1

    1.     და ვითარ ყოველნი სატანჯველნი აღასრულნა მას ზედა მან მეფემან, და მოუძლურდა იგი და ვერ შეცვალა მან სარწმუნოებაჲ მისი ქრისტჱს მიმართ.
    2.     და იყო იგი მეფჱ უღონობასა შინა დიდსაო.
    3.     მერმე ეშმაკეულთა კაცთა აზრახეს მეფესა მას ზრახვაჲ ბოროტი და შეიყვანეს წმიდაჲ იგი საპყრობილედ და დააწვინეს იგი ცხედარსა ზედა პირაღმართ და დაუკრნეს მას ჴელნი მისნი და ფერჴნი ცხედარსა მას ზედა ძლიერად და მერმე დედაკაცი მეძავი მიუშუეს მას ზედა, რაჲთა დაწვეს იგი მის თანა უნებელად მისდა.
    4.     ხოლო ვითარცა იხილა მოწამემან მან საქმჱ იგი ბოროტი და უღონოჲ, მყის ენაჲ თჳსი კბილითა გარდაიკუეთა და სისხლითა პირი აღივსო და შეჰნერწყუა სისხლი იგი მეძავსა მას დედაკაცსა პირსა და შეღება იგი სისხლითა მით.
    5.     ხოლო ვითარცა იხილა დედაკაცმან მან საკჳრველი იგი საქმჱ, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: ქრისტეანე ვარ მეცა და მრწამს მე ქრისტე, რომლისათჳს წმიდაჲ ესე იტანჯების.
    6.     და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად ორთავე თავნი მათნი წარეკუეთნეს, და წამებისა გჳრგჳნი მოიღეს.
    7.     ხოლო შენ არა გრცხუენისა?
    8.     ესევითარი არცა ერთი რაჲ შეგმთხუევია და ვერცა გულისსიტყუათა ბრძოლასა მოითმენ.
    9.     ხოლო ვითარცა თქუა ესე ბერმან, განუქარდეს მყის მოწაფესა მას მისსა ბოროტნი იგი გულისსიტყუანი მისნი, და წარვიდა იგი სენაკად თჳსად, ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა.
    10.     და ესე იყო მის ძმისათჳს ესრჱთ და ბერისა მის მისისა.
    11.     ხოლო ჩუენდა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ძიებაჲ მოსწრაფებით ყოველთა სათნოებათაჲ, ვინაჲთგან ამას ცხორებასა საქებელ არს ყოველთა მიერ სათნოებაჲ და მას საუკუნესა სასუფეველსა ღირს მყოფს ჩუენ;
    12.     ვისწრაფოთ ჩუენ ყოვლითა ძალითა ჩუენითა მოგებაჲ მისი უფლისა მიერ.
    13.     ვევედრებოდით უკუე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, სახიერსა მას და ტკბილსა მეუფესა, რაჲთა ღირს მყვნეს ჩუენ სათნოთა მისთა თანა დღესა მას საშინელსა მოსლვისა მისისასა, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიპოვნეთ წინაშე ანგელოზთა და კაცთა კრებასა მას საშინელსა.
    14.     ესე და ესევითარი სხუაჲ ფრიად უმრავლჱსი წმიდამან ბარლაამ ასწავა მოწაფეთა მათ თჳსთა სიმრავლესა და სხუათაცა, რომელნი მოსრულ იყვნეს მისა წმიდითა მით პირითა თჳსითა, და განამტკიცნა იგინი და აკურთხნა.
    15.     და ეგრჱთ მშჳდობით დაიძინა მან და შეჰვედრა სული თჳსი წმიდაჲ და უბიწოჲ ჴელთა ქრისტეს ღმრთისათა თუესა ივლისსა ათცხრამეტსა.
    16.     და ღირს იქმნეს მრავალნი ხილვად ღირსთაგანნი და წმიდათანი, თუ ვითარ გჳრგჳნოსანი დიდებითა აღვიდოდა სული მისი ზეცად ანგელოზთა თანა.
    17.     ხოლო გუამი იგი მისი მჴნჱ და ღუაწლით შემოსილი დაიდვა საფლავად წმიდათა მიერ მამათა ადგილსა მას, ვინაჲცა აღასრულა მან ღუაწლი იგი მისი მრავალი და ღმერთსა სათნო-ეყო.
    18.     ხოლო ადგილსა მას, რომელსა დაიდვა ნეტარი და წმიდაჲ ბარლაამ, იქმნებოდეს სასწაულნი დიდნი, არარაჲთ უნაკლულევანჱს პირველისა.
    19.     და მყის აღმოჴდა სურნელებაჲ საფლავისა მისგან მისისა წმიდისა, საკჳრველი მომასწავებელი მუნისაჲ მის და საუკუნოჲსა ნეტარებისა მისისაჲ.
    20.     არამედ, ჵ, მოღუაწეთა სამკაულო და სათნოო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო დიდო ბარლაამ, ვითარცა მდგომარჱ ხარ შენ წინაშე წმიდისა სამებისა საყდარსა მას და დიდებასა ხედავ საღმრთოსა და იხარებ სიხარულითა მით გამოუთქუმელითა, გაქუს კადნიერებაჲ დიდი, მომიჴსენენ და მეოხ მეყავ ჩუენ, საწყალობელთა ამათ, რომელნი სურვილით აღვასრულებთ ჴსენებასა შენსა, რაჲთა ვიჴსნნეთ ჩუენ ცოდვათა და ბრალთა ჩუენთაგან და ღირს ვიქმნნეთ ოხითა შენითა საუკუნეთა მათ კეთილთა ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


2

    1.     და ესმოდა მას ჴმაჲ სიმაღლით: ხედავა, ჵ, სათნოო ჩემო ბარლაამ, პალატსა მაგას და საყდარსა და გჳრგჳნსა?
    2.     ეგე შენნი არიან ღუაწლთა შენთა მოსაგებელად.
    3.     აწ უკუე წარვედ შენ სიხარულით და იღუაწე ვიდრე განსლვად შენდამდჱ, რამეთუ ესევითარნი განმზადებულ არიან მისაგებელნი ცათა შინა შენთჳს და მსგავსთა შენთათჳს.
    4.     და ვითარ მოისმინა ჴმაჲ ესე ნეტარმან ბარლაამ, მეყსეულად ესმა ჴმაჲ გალობისაჲ და დიდებისმეტყუელებისაჲ ანგელოზთაჲ.
    5.     და ვითარცა მიხედა ტკბილსა მას და საკჳრველსა ჴმასა გალობისასა, აჰა უფალი იგი დიდებისაჲ გამოუჩნდა მას, მჯდომარჱ ქერობინთა ზედა, და სიმრავლჱ სერაბინთაჲ გარემოჲს მისსა, რომელნი ადიდებდეს მას.
    6.     ხოლო წმიდამან ვითარცა იხილა უფალი, თაყუანის-სცა მას და ჰრქუა: ჰჱ, უფალო, უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, ნუ განმყოფ მე შენგან.
    7.     ხოლო უფალმან მიუგო მას: გეყავნ შენ თხოვაჲ შენი, სათნოო ჩემო.
    8.     და ვითარცა ესმა ესე წმიდასა ბარლაამს, მეყსეულად მოეგო კუალად თჳსავე ჩუენებისა მისგან ნეტარი და ეგლოვდა მწარედ სულთა მათ, რომელნი ეშმაკთა მიერ მიეცემოდეს ბნელსა, ხოლო იხარებდა იგი.
    9.     ხილვათა მათ საკჳრველთა ხილვასა და უფიცხლჱსსა ცხორებასა მისცა მან თავი თჳსი და იყოფვოდა იგი, ვითარცა ანგელოზი.
    10.     ხოლო დაყო მან შემდგომად საკჳრველისა მის ჩუენებისა ცხრაჲ თუჱ ჴორცთა შინა და მიიცვალა მერმეთა მათ მიმართ კეთილთა საუკუნეთა.
    11.     აგრძნა უკუე განსლვაჲცა იგი თჳსი ნეტარმან წინაჲსწარ.
    12.     და მოუწოდა მან ყოველთა მოწაფეთა თჳსთა, რომელნი მკჳდრ იყვნეს მას მთასა, და ეტყოდა მათ ესრჱთ: შვილნო და ძმანო, აჰა ესერა ჟამი ჩემისა სოფლით წარსლვისაჲ მოწევნულ არს, და ჯერ-არს განსლვაჲ ჩემი ჴორცთა ამათგან, და გევედრები ყოველთა, რაჲთა ლოცვა-ჰყოთ ჩემთჳს, რომელ იჴსნას ღმერთმან სული ჩემი წინა-აღმდგომთა მათ ძალთაგან ჰაერის მცველთა, რაჲთა მოავლინოს მადლი სულისა წმიდისაჲ და განარინოს სული ჩემი შეუხებელად მათგან და წარადგინოს იგი წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტჱსა თაყუანისცემად ყოვლად წმიდასა სამებასა, და რაჲთა თანა-შევირაცხო მე სათნოთა უფლისათა.
    13.     ესე უკუე არს თხოვაჲ ჩემი თქუენდა მომართ: თქუენ ჩემთჳს ილოცევდით და იღჳძებდით ღამესა ამას, და მე უკუეთუ ვპოვო მადლი წინაშე უფლისა, თქუენთჳს ვიყო მეოხი სამარადისოდ, რაჲთა გიჴსნნეს უფალმან ყოველნი მრავალსახეთა მათ და მრავალფერთაგან მახეთა.
    14.     ეშმაკისათა, რომელთა გამოცდილობაჲ მაქუს მე თითუეულად.
    15.     ამისთჳსცა გამოგიცხადებ თქუენ: აჰა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ყოველივე ძალი მტერისა ჩუენისა ეშმაკისაჲ არს ამპარტავანებასა შინა.
    16.     ევლტოდეთ უკუე ამას მახესა ბოროტსა ბოროტისა ეშმაკისასა და შეიყუარეთ სიმდაბლჱ და სიყუარული, რაჲთა სცხოვნდეთ, რამეთუ სიმდაბლჱ არს მომჭრელი ძარღუთა ეშმაკისათაჲ.
    17.     ამისთჳსცა უფალი ეტყოდა მოწაფეთა მათ თჳსთა წმიდათა: რაჟამს ყოველი აღასრულოთ, მაშინ იტყოდეთ, მონანი ვართ უჴმარნიო, რომლისათჳსცა, ძმანო და შვილნო ჩემნო, განმზადებულ იყვენით მარადის, და ნუ ეძიებთ ამის სოფლისასა ნურარას, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ, და ვაჲ არს მათდა, რომელთა არა აქუნდეს ზრუნვაჲ ამიერ განსლვისაჲ.
    18.     გარნა რაჲთა მიგითხრა თქუენ საქმჱ ფრიად კეთილი და სარგებელი სულიერი: ძმამან ერთმან ჰკითხა ბერსა ვისმე და ჰრქუა მას: ვითარ ვყო მე, მამაო, რომელ ფრიად მბრძავს მე ეშმაკი სიძვისაჲ, და ვერღარა შემძლებელ ვარ მოთმენად?
    19.     ხოლო ბერმან რისხვით მიუგო: არა გრცხუენისა, საწყალობელო, უძლურებაჲ სარწმუნოებისა შენისაჲ ქრისტეს მიმართო, რამეთუ სახელი ოდენ გაქუს შენ ქრისტეანობისაჲ, არცა გუემულ ხარ მისისა სახელისათჳს, არცა რაჲ სხუაჲ ჭირი თავს-გიც, რავდენი რაჲ მოწამეთა ქრისტესთა მოითმინეს სატანჯველი მისთჳს, რომელმან-იგი მათთჳს და შენთჳს ივნო ჴორცითაო.
    20.     და ვითარ ესე ჰრქუა ბერმან, შესძინა იგავიცა და ჰრქუა მას: ქრისტეანეჲ ვინმე მიეცა მეფესა მეკერპესა და იტანჯა მისგან ძლიერად.


3

    1.     ხოლო ვითარცა აღასრულა წმიდამან ბარლაამ ლოცვაჲ, მეყსეულად ნაკუერცხალნი იგი დასხნა ქუჱ და მოიღო მანდილი იგი და ნაცვალად ნაკუერცხალთაჲსა წყალი შთაასხა მას შინა, დაჰბეჭდა ზედა და მიუძღუანა იგი ბერსა მას წმიდასა.
    2.     ხოლო მან ვითარცა მიიღო წმიდაჲ იგი წყალი, აღსავსე სიხარულითა იქმნა და იცხებდა მას პირსა და თუალთა და ყოველსა გუამსა მისსა, ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა, რომელმან ესევითარი მნათობი გამოაჩინა და იგი ღირს ყო მისგან მოღებად ევლოგიასა.
    3.     ასხურებდა უკუე წყლისა მისგან წმიდისა ცისად-ცისადთა სნეულთა ნეტარი იგი ბერი, და მყის ყოველნი განიკურნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
    4.     ესე უკუე საკჳრველთაგან მის ნეტარისათა მცირედი რაჲმე მოვაჴსენეთ, რამეთუ არცა შესაძლებელ არს აღრიცხუვაჲ მისთა სასწაულთაჲ, ვითარცა ცისა ვარსკულავთაჲ, გარნა ვაუწყოთ ჩუენ ყოველთა ქრისტჱსმოყუარეთა, თუ ვითართა ხილვათა და გამოცხადებათა ღირს იქმნა ნეტარი იგი ხილვად ქრისტჱს მიერ, და თუ რაბამი დიდებაჲ მოიღო მან ცათა შინა ღმრთისაგან, რამეთუ ნეტარი ბარლაამ იქმნა რაჲ ვითარ ოთხმეოცისა წლისაჲ, შრომათა და ღუაწლთა მისთა მოსაგებელსა ხილვად ღირს იქმნა სანატრელი, საკჳრველითა მერმეთა მათ მხილველ იქმნა, რამეთუ ხედვიდა ნეტარი იგი ჩუენებასა ესევითარსა: სიმრავლჱ ანგელოზთაჲ გარემოჲს მისსა იხილა, რომელი ამბორის-მყოფელ მისდა იყო და პატივით, ვითარცა მოყუარჱ მოყუარესა, ჰლოცვიდეს მას და ეტყოდეს.
    5.     წარმოგუალე, ძმაო და ჩუენ თანა მონაო უფლისაო, რაჲთა იხილო შენ, რომელი სხუასა არავის უხილავს.
    6.     და ვითარ იგინი ამასღა ეტყოდეს მას, აჰა მადლი ღმრთისაჲ წინა-უძღოდა მათ, და ჴმაჲ იყო ნეტარისა ბარლაამის მიმართ: წარმოგუალე და სიხარულით მომდევდი მე, რამეთუ არა გიტევებ შენ, ვიდრე არა წარგადგინო შენ წინაშე მეუფისა ზეცათაჲსა.
    7.     ხოლო წმიდაჲ იგი იტყოდა სიტყუათა წინაწარმეტყუელისათა: სული შენი სახიერი მიძღოდის მე ქუეყანასა წრფელსაო.
    8.     და შეუდგა იგი სიხარულით ჴმასა მას სიმრავლესა მას თანა ნათლისა ერთასა.
    9.     და ვითარ-იგი აღვიდოდა ნეტარი ანგელოზთა მათ სიმრავლესა თანა, მიჰხედა მან მარჯუნ და მარცხნ და იხილა სიმრავლჱ ფრიადი სულთა მათ უკეთურთაჲ ჰაერის მცველთაჲ, რომელნი ქუეყანით ვიდრე ჰაერთამდე, ვითარცა ზღუდჱ, აღდგომილ იყვნეს.
    10.     და უმზირდეს იგინი სულთა კაცთასა, განმავალთა გუამით.
    11.     და რომელნიცა უბიწოდ იპოვნიან, აღვლიან მათ შოვრის მათსა დაუყენებელად და წარვიდიან ზეცად, გლოვაჲ და მწუხარებაჲ და ტყებაჲ დაუტევიან ეშმაკთა და მთავარსა მას მათსა ბოროტსა.
    12.     ხოლო რომელნი ვერ ეგრჱთ იპოვნიან, შეებნიან იგინი საფრჴესა მას საეშმაკოსა, იქენჯებოდიან იგინი მათ მიერ და მიეცნიან საპყრობილედ, ვითარცა მათისა ნებისა აღმასრულებელნი.
    13.     და იხილა ნეტარმან ბარლაამ განკრძალებულად გამოძიებაჲ სულთაჲ სატანაჲს მიერ და ანგელოზთა მათ მისთა მიერ თუალთა ხილვისაჲ, ყურთა სმენისაჲ, გონებისაჲ და გულისსიტყუათაჲ ვიდრე წულილადადმდეცა, რომლისათჳსცა მცირედნი განერებოდეს შოვათაგან მათთა შეუხებელნი.
    14.     ხოლო ნეტარი ბარლაამ ხედვიდა რაჲ ამას ყოველსა, უძნდა მას და კუნესოდა და უნდა მას შეწევნაჲ საწყალობელთა მათ სულთაჲ და ვერ ძალ-ედვა.
    15.     ხოლო ანგელოზთა მათ, რომელნი უძღოდეს მას, აღიყვანეს იგი ზეცად.
    16.     და იხილნა მან მუნ საცნაურნი იგი და წმიდანი ძალნი და მჴედრობანი ზეცათანი.
    17.     და უნივთოთა მათ თანა უხრწნელთა ბრწყინვალეთა და ნათლისა ერთა ადიდებდა იგიცა ყოველთა შემოქმედსა ღმერთსა და იტყოდა: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ყოვლისამპყრობელო!
    18.     საკჳრველ არიან საქმენი შენნი და დიდებაჲ შენი გამოუკულეველ არს!
    19.     მერმე უკუე ადგილსა ბრწყინვალესა და ვრცელსა იხილა მან პალატი შუენიერი და საკჳრველად შემკობილი.
    20.     და საყდარი იყო მას შინა ბრწყინვალჱ, და გჳრგჳნი საყდარსა მას ზედა, რომელი ბრწყინვიდა, ვითარცა მზჱ.


4

    1.     და ესე ესრჱთ საღმრთომან მადლმან აღასრულა წმიდისა მიერ საქმჱ საკჳრველი და დიდებული, რამეთუ ძალი უძლეველი და სიმჴნჱ მიანიჭა თჳსსა მას მონასა ეშმაკთა ზედა, რომლისათჳსცა, ვითარ-იგი ვთქუ, ეშმაკნი და მთავარი მათი ბოროტი უფსკრულად დაჴდეს წმიდისა მის მიერ.
    2.     და აღვიდა იგი წუერსა ზედა მის მთისასა და მიიწია ნეტარი იგი ადგილსა მას, ვინაჲ-იგი უღმრთოთა მეკერპეთა ბილწნი იგი შესაწირავნი შეიწირვოდეს, და ჩჩჳლნი მათნი დაიკლვოდეს, და პოვა მუნ კერპი მდგომარე დიოსისი და იგი სიმჴნით დალეწა და დააქცია და ზღუასა შთააბნია ყოველი, ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან ქრისტესმან.
    3.     ხოლო ვითარცა შემუსრა კერპი იგი და დააწულილა და მისცა იგიცა ეშმაკთავე მისთა მსგავსად უფსკრულთა ზღჳსათა, აღმოვიდა ნეტარი იგი მეყსეულად და ადგილსა მას კერპისასა ჯუარი აღჰმართა პატიოსანი და გალობაჲ წართქუა ძლევისაჲ ესრჱთ: უფალი არს, რომელმან შემუსრნა ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი, რამეთუ მოისპო, აჰა ესერა, უღმრთოჲ, და წარწყმდა ქუეყანით საჴსენებელი მისი უფლისა მიერ, მოაკლდა მტერისა მახჳლსა სრულიად, და დაჴდეს იგინი ძალითა ჯუარისაჲთა უფსკრულად უკუნისამდე.
    4.     და ვითარცა აღასრულა მადლობისა გალობაჲ ესრჱთ, მერმე ლოცვაჲ აღასრულა მან ადგილსა მას წინაშე პატიოსნისა ჯუარისა.
    5.     და მცირედ გარდამოვიდა იგი წუერისაგან მთისა და პოვა მან მუნ კლდჱ ქუაბისა მსგავსი, მას ქუეშე დაემკჳდრა და იყოფოდა იგი მუნ მარტოებით უმაღლჱსითა მოქალაქობითა, რამეთუ კნინღა და ანგელოზთა მიჰბაძვიდა იგი, რომელთა ბუნებაჲ არს უნივთოჲ და უჴორცოჲ, რამეთუ არა ჰყოფდა იგი საზომსა მარხვისა და ლოცვისასა და ჴმელსა წოლისასა.
    6.     გარნა ვინაჲთგან შეუძლებელ არს, მსგავსად სახარებისა სიტყჳსა, ქალაქი მთასა ზედა მაღალსა მყოფი დაფარვად, არცა ესე დაიფარა, ნეტარი და კაცი ღმრთისაჲ, არამედ ყოველთა მათ სანახებთა ანტიოქიისათა და ლაოდიკიისათა განჴდა ჴმაჲ სათნოებათა მისთაჲ, და ყოველთა მიერ იდიდებოდა და საკჳრველ იქმნებოდა იგი.
    7.     და ყოველნი სათნოებისა მოყუარენი მისა მივიდოდეს სმენად ჴმასა მას მისთა მათ სათნოებათასა.
    8.     და იხილვებოდა უდაბნოჲ იგი შემკობილი მორწმუნეთა მიერ, რომელი უპირატჱს ურწყულ და უვალ იყო და ეშმაკთა სამკჳდრებელ.
    9.     ესე წმიდისა მის მიერ აღსავსე ქრისტიანეთა სიმრავლითა იქმნა მადლითა ქრისტესითა, რამეთუ რომელნიმე ლოცვათა მისთა წმიდათა მიერ განკურნებად ცისად-ცისადთა სენთა მიმავალ იყუნეს მუნ, და სხუანი კუალად ხილვისათვის მისისა მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა ღირს იქმნენ ხილვად ანგელოზებრივსა მას ხატსა მისსა, და სხუანი კუალად უსრულჱსნირე ბაძვად აღვიდოდეს მისა მუნ.
    10.     ხოლო ნეტარი იგი იყო მყუდროებისა მოყუარე უმეტჱს ყოვლისა, არამედ მოიღო მან გულსავსებაჲ ღმრთისაგან და აღშჱნებისათჳს მრავალთაჲსა ყოველსავე თავს-იდებდა იგი და შეიწყნარებდა ყოველთა, სიხარულით ასწავებდა და განამტკიცებდა ყოველთა ბრძოლათა მიმართ ეშმაკისათა და რაჲთა ღმერთსა სათნო-ეყოფოდიან და სასუფეველსა ეძიებდენ პოვნად.
    11.     ხოლო უმრავლჱსნი იგი მუნ მიმავალთაგანნი არღა თავს-იდებდეს განშორებასა მისგან და ტკბილთა მათ სწავლათა მისთაგან დაკლებასა ჰლოცვიდეს წმიდასა მას მუნ მის თანა მკჳდრობისათჳს უდაბნოთა მათ მის მთისათა.
    12.     ხოლო ნეტარი იგი უპირატჱსადრე არა თავს-იდებდა შიშითა მით მყუდროებისა დაჴსნისაჲთა, არამედ ამასცა ზედა გულსავსე იქმნა უფლისა მიერ და ცხორებისათჳს მრავალთაჲსა თავს-იდებდა ამასცა, რამეთუ სიტყუაჲ იგი წმიდისა სახარებისაჲ მოიჴსენა მან, რომელსა იტყჳს: რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარეო.
    13.     ამისთჳსცა სიმრავლჱ მონაზონთაჲ დაემკჳდრა მთასა მას და მოქალაქობითა ანგელოზთაჲთა ცხოვნდებოდეს მადლითა მის ნეტარისაჲთა, რომლისათჳსცა მრავალნი მათგანნი მადლსა წინაწარმეტყუელებისასა და სასწაულთასა ღირს იქმნნეს ქრისტეს მიერ ლოცვითა დიდისა ბარლაამისითა.
    14.     ხოლო თავადისა ბარლაამისთჳს შეუძლებელ არს მითხრობაჲ რიცხუსა სასწაულთასა, რავდენნი ქრისტემან მიანიჭნა მას, რამეთუ წყაროჲ კურნებათაჲ იყო იგი ნანდუილვე და მდინარჱ სასწაულთაჲ ყოველთათჳს მუნ მიმავალთა, რამეთუ ბრმათა აღუხილვიდა, მკელობელთა ავლინებდა, კეთროვანთა განსწმენდდა და მკუდარიცა აღადგინა ძალითა ქრისტესითა.
    15.     ხოლო სულნი უკეთურნი და ბოროტნი სიტყჳთა იდევნებოდეს მისითა.
    16.     ამისთჳსცა ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი, და ყოველნი მისა მიივლტოდეს, არა თუ მახლობელთა ხოლო ქუეყანათაგანნი, გარნა ფრიად შორიელნიცა და უცხონი, რაჲთა იკურთხნენ მის მიერ და მადლსა მისსა ღირს იქმნნენ მოღებად.
    17.     ხოლო რომელთა ვერ ძალ-ედვის თავით თჳსით მისლვაჲ მისა, წიგნებითა და ებისტოლეებითა ითხოვდიან მისგან კურთხევასა და კურნებასა.
    18.     ესმა ვისმე ესე ყოველი სასწაულობაჲ ნეტარისა ბარლაამისი კაცსა ღირსსა და ერთსა წმიდათაგანსა შეყენებულსა.
    19.     და ჰსუროდა მას ხილვაჲ სასწაულთა მისთაგან რაჲმე, რომლისათჳსცა მოიღო მან მანდილი სპეტაკი და წმიდაჲ და მას შინა ნაკუერცხალნი გამოჰკრნა ცეცხლისანი და დაჰბეჭდა მას ზედა და მიუძღუანა იგი ნეტარსა ბარლაამს, მიწერა მისა ესრჱთ: მიიხუენ ნაკუერცხალნი ეგე, მონაო ღმრთისა მაღლისაო, და თავს-იდევ შრომაჲ ჩემისა სისაწყლისა და უბადრუკებისათჳს და მაგით მოაკუმიე სენაკი შენი და ილოცე ჩემთჳს უფლისა მიმართო.
    20.     ხოლო ნეტარმან ბარლაამ მიიხუნა ნაკუერცხალნი იგი და შეემთხჳა მათ და განჴსნა ბეჭედი მის ნეტარისა ბერისაჲ და ნებსა ზედა ჴელისა თჳსისასა დასხნა მან ნაკუერცხალნი იგი ნაცვალად სასაკუმეველისა და დაასხა საკუმეველი მას ზედა და ეგრჱთ მოაკუმია მან თჳსი იგი სალოცავი და აღასრულა ლოცვაჲ.


5

     1.     და ვითარცა თქუა ესე წმიდამან ბარლაამ, მეყსეულად დასცხრეს იგინი შფოთობისა მისგან.
    2.     აწ ისმინე ჩემი და იქმენ შენ მოყუარე ჩუენდა, რაჲთა სიმრავლჱ ესე ურიცხჳ, რომელ იხილე, მორჩილ შენდა იყვნენ ყოველნი.
    3.     ხედავ, აჰა ესერა, თუ ვითარ იძრვის ქუეყანაჲ ყოველი ზარისაგან ჩუენისა?
    4.     და ნეტარი იგი მიუგებდა მას და ეტყოდა: უკუეთუმცა უმრავლჱსობაჲ თქუენი უწყოდე უმეტჱს ქრისტჱს ანგელოზთასა, გერჩდიმცა თქუენ, ვითარ-ეგე იტყჳ შენ.
    5.     და ვითარცა ესმა ესე ბოროტსა მას მთავარსა, ჰგონა ჴელთ-გდებაჲ მისი ლიქნით და ეტყოდა ნეტარსა მას: აღიხილენ შენ, ჵ, ბარლაამ, თუალნი შენნი ზეცამდე და იხილე სიმრავლჱ ესე რიცხჳსა უმეტჱსი.
    6.     ხოლო მიხედნა წმიდამან და იხილა სიმრავლჱ ფრიადი ეშმაკთაჲ, რომელსა დაეპყრნეს მთანი ჰაერთამდე.
    7.     და მეყსეულად ეტყოდა წმიდასა მას მთავარი იგი ეშმაკთაჲ.
    8.     ისმინე ზრახებისა ჩემისაჲ, ჵ, ბარლაამ, და მოიგენ შენ ესე ყოველნი მოყუარე და მორჩილ შენდა და თანა-შემწე და იქმენ შენ თანა-ზიარ სუფევისა ჩემისა.
    9.     ოქროჲთა და ვეცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა აღგავსო შენ მეყსა შინა წამსა თუალისასა და ყოვლისა სოფლისა სუფევასა ზიარ გყო შენ, უკუეთუ ისმინო ჩემი და თაყუანის-მცე მე და კერპსა ამას ჩემსა უგო, რომელი სახელსა ჩემსა ზედა აღმართებულ არს მთასა ამას ზედა, რომლისა მიმართ ყოვლით ქუეყანით მოვლენ ზორვად მისა.
    10.     ხოლო ნეტარო ბარლაამ, საღმრთოჲსა მიერ მადლისა განბრძნობილი, მიუგებდა მას: მნებავს მე ცნობად რიცხუსა ხილულისა ამის სიმრავლისასა, უკუეთუ ნამდჳლვე უმრავლჱს ჩუენსა არს ანუ არა.
    11.     და ჰრქუა მას მთავარმან მან ეშმაკთამან: უკუეთუ ძალ-გიც, აღრიცხუე შენ.
    12.     ხოლო ნეტარმან მიხედა და იხილა დანახეთქი საშინელად დიდი შოვრის ორთა მთათაჲსა, სრულიად უფსკრულისა სახჱ სიღრმითა.
    13.     და ჰრქუა წმიდამან ეშმაკთა მათ მთავარსა: უკუეთუ გნებავს ნებისა ჩემისა აღსრულებაჲ, რაჲთა აღვირიცხუნე სიმრავლენი შენნი, ამცენ მათ, რაჲთა თითოეული შთავიდოდის დანახეთქსა იმას, რაჲთა შეუძლო მე აღრიცხუვაჲ მათი.
    14.     და მეყსეულად უბრძანა მათ შთასლვაჲ მუნ შინა თითუეულსა, რამეთუ აღმოსლვასაცა ადვილადვე ჰგონებდა იგი მათსა, ვითარცა ეშმაკთასა.
    15.     და ვითარცა შთავიდეს ყოველნი იგი მას დანახეთქსა შინა, ჰრქუა ნეტარმან ბარლაამ მთავარსა მასცა: შთა-უკუე-ვედ შენცა, რაჲთა აღგრიცხო შენცა მჴედართა შენთა თანა.
    16.     და ჰრქუა მას მთავარმან მან ბოროტმან: მე ყოველი ნებაჲ შენი აღვასრულო, და შენ ეგრჱთვე ყავ და აღნათქუემი შენი მე აღმისრულე.
    17.     და ვითარცა თქუა ესე, მყის შთაჴდა იგი მუნ შინა.
    18.     ხოლო წმიდამან ბერმან მეყსეულად სასწაული პატიოსნისა ჯუარისაა გამოსახა დანახეთქსა მას ზედა და თქუა: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა შთავედ შენ, ბოროტი ეგე მთავარი, და გუნდი შენი ბნელისაჲ ქუესკნელად ჯოჯოხეთისად და იყავ შენ მათ თანა ცეცხლსა შინა გეჰენიისასა, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა, და ნუღარამცა ძალ-გიც აღმოსლვად ქუეყანასა ზედა უკუნისამდე.
    19.     და ვითარცა თქუა ესე წმიდამან ბარლაამ, მყის ხოლო შედგა და შეიყო დანახეთქი იგი ბრძანებითა ღმრთისაჲთა, და ეშმაკნი მას შინა, და არღა შეენდო მათ აღმოსლვაჲ მუნით უფლისა მიერ ყოვლისამპყრობელისა.
    20.     ხოლო წმიდაჲ ბარლაამ იხარებდა სულითა და ღმრთისა მადლობასა და დიდებასა შესწირვიდა დაუდუმებელად.


6

    1.     წარვედ უკუე სამკჳდრებელით ჩუენით!
    2.     და ოდესმე ეტლებითა და მჴედრებითა ეუცნებოდეს მას და ოდესმე ცეცხლისფერითა სახითა მიუჴდებოდეს ზედა ბრძოლად მართალსა მას და წმიდასა.
    3.     ხოლო ნეტარი იგი და ადამანტისა სული მტკიცედ და შეურყეველად მდგომარე არნ და სასწაულითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა მუაუძლურებნ ყოველსა მას ძალსა და უცნებასა საეშმაკოსა, ღაღადებნ და იტყჳნ: მოდგომით მომადგეს მე და მოცვით მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათო, და იგინი ეტლებითა და ჰუნებითაო, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისაჲთაო, რომლისათჳსცა იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს, და ჩუენ აჰა ესერა ვერაჲსადა მომეახლნესო.
    4.     ამას იტყოდა ნეტარი იგი ბერი და სასწაულითა ჯუარისაჲთა მართლუკუნაქცევდა მათ ყოველთა ცუდთა.
    5.     ჴმობდა უკუე სიმრავლჱ იგი ეშმაკთაჲ განკჳრვებით ვერ მიახლებასა მას ზედა მისსა და ეტყოდეს მას ესრჱთ: ვინაჲ ხარ შენ, გინა ვინაჲ მოხუედ შენ აქა მოუძლურებად ჩუენდა, ჵ, უდაბნოჲსა მოქალაქეო ბარლაამ?
    6.     ხოლო ნეტარი იგი უშფოთველად მიუგებდა მათ: უფლისა ჩემისაჲ იესუ ქრისტეს ჯუარცმულისა მონაჲ ვარ და მის მიერ მოვლინებულ ვარ მე ამას ადგილსა მკჳდრობად, რაჲთა გალობასა ძლევისასა მისდა შევსწირვიდე მე დაჴსნისათჳს და განქარვებისა თქუენისა, და რაჲთა აქა ადგილსა ამას იდიდებოდის ღმერთი ცხოველი და მხოლოჲ.
    7.     ხოლო ვითარცა თქუა ესე წმიდამან ბარლაამ, მიუგო მას მთავარმან მან ეშმაკთამან და ჰრქუა: და არა გეშინისა და სძრწი შენ ჩემისა ძლიერებისაგან და სიმრავლისა ამისგან მრავლისა, რომელსა-ესე ხედავ უმრავლჱსსა რიცხჳსასა მჴედართა ამათ ბევრეულთა, რომელთა პირით ალი ცეცხლისაჲ აღმოეტყინების, და სხუანი, რომელნი შეხებით ხოლო შემწუველ არიან და რკინისა და რვალისა დამადნობელ არიან?
    8.     შენ უკუე ვინ ხარ, გინა ვითარ კადნიერ იქმენ აქა მოსლვასა სიკუდილად თავისა თჳსისა?
    9.     არაოდეს გჳხილავს ჩუენ აქა ქრისტიანეთაგანი ერთიცა შენსა გარეშე, გარნა რომელნი მსახურ ჩუენდა იყვნიან და აღმასრულებელ ნებისა ჩუენისა, იგი ხოლო მომავალ იყვნიან ჩუენდა შესაწირავითა და ზორვითა მსახურ ჩუენდა იყვნიან.
    10.     ხოლო წმიდამან ბარლაამ მიუგო და ჰრქუა მთავარსა მას ეშმაკთასა: მე უკუე პირველადცა მიგითხარ თქუენ აჰა ეგერა და აწცა მასვე გითხრობ.
    11.     რომელმან-იგი დათრგუნა სიკუდილი და ჯუარითა მძლავრობაჲ თქუენი დაჰჴსნა, მან მომცა მე ძალი, რომელი-იგი თჳსთა მოწაფეთა მისცა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსავე ძალსა თქუენსა შემუსრვად.
    12.     და აჰა მზა ვარ მე განსხმად თქუენდა ამიერ ადგილით ძალითა ქრისტჱსითა.
    13.     და ნაცვალად ბილწთა და შეგინებულთა შესაწირავთა თქუენთა ქრისტიანეთა მიერ აღივსოს ადგილი ესე გალობითა და დიდებითა ღმრთისაჲთა, და ანგელოზებრივითა მოქალაქობითა იქცეოდიან აქა ქრისტიანენი ნაცვალად ბილწთა მეკერპეთაჲსა.
    14.     ხოლო ვითარცა ესმა ესე მთავარსა მას ბნელისასა, იწყო მძჳნვარებად და უსასტიკესითა ჴმითა მრისხანებით და კბილღრჭენით ჰზრახვიდა მას და ეტყოდა: წარვედ ამიერ, არარაჲ გაქუს შენ ჩუენდა მომართ საქმჱ, ვიდრემდის ხარ ღა მშჳდობით.
    15.     და ვითარცა ესე ჰრქუა წმიდასა მას გულისწყრომითა დიდითა, მეყსეულად მოუწოდა მან სიმრავლესა მას ეშმაკთასა და ჰრქუა მათ, რაჲთა იწყონ უცნებად და შეშინებად ნეტარისა მის.
    16.     ხოლო მათ იწყეს ჴმობად და ამბოხებად და შფოთებად და ქუეყანით ჰაერთა ზე აღსლვად.
    17.     ხოლო მჴნემან მან მოღუაწემან ბარლაამ აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და იტყოდა: გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, რომელ მე განმაძლიერე, მონაჲ შენი, და ესენი მუაუძლურენ სრულიად, რამეთუ გულისჴმა-მიყოფიეს მე, აჰა, რომელ სხუასა ვერარას შემძლებელ არიან, გარეშე ჴმობისა ამის და უცნებისა, რამეთუ ჩემ ზედა აღსრულებულ არს სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელისაჲ: აჰა ესერა დაეცემიან ბევრნი მარჯუენით ჩემსა და ათასნი მარცხენით, მე ვერ მომეახლებიან.
    18.     და ვითარცა თქუა ესე, აღივსო სული მისი სიმჴნითა და კადნიერად მიჰმართა მან სიმრავლესა მას ეშმაკთასა.
    19.     ნაცვალად ეტლებისა და საჭურველისა უძლეველი ჯუარი მარჯუენითა ეტჳრთა მას ჴელითა და ეტყოდა მთავარსა მას ბნელისასა და მისთანათა მათ: განვედით ამიერ და ნუღარა სდროებთ, რამეთუ არღა არს ძალი თქუენ თანა, და ვერცა შემძლებელ ხართ მოხედვადცა ცხოველსმყოფელისა ჯუარისა სახესა ამას, რომლითა დაიჴსნენით.
    20.     და მიუგო ნეტარსა ბარლაამს მთავარმან მან ეშმაკთამან: მე უკუე მოთმინე ვიქმენ კადნიერებასა მაგას შენსა ზედა და არარაჲ ბოროტი შეგამთხჳე შენ, რამეთუ მნებავს მე, რაჲთა მერჩდე მე და არარაჲ ძჳრი შეგამთხჳო შენ.


7

    1.     და ესე ესრჱთ ცრემლითა მდინარითა თქუა და ყოველნი იგი წმიდანი ადგილნი ახლად მოვლნა და შეემთხჳა.
    2.     და დაეცეს ზუაობაჲ იგი ამპარტავანისაჲ მის, და ათასეულნი იგი მისნი და ბევრეულნი უფსკრულად დაჴდენ და უჩინო იქმნენ იგინი მუნით ძალითა ლოცვათა შენთაჲთა ქრისტეს ღმრთისა მიერო.
    3.     და ვითარცა ჰრქუა ესე, უჩინო იქმნა მისგან ანგელოზი იგი.
    4.     ხოლო ნეტარი ბარლაამ შიშითა და სიხარულითა აღივსო.
    5.     შიში უკუე დაეცა მის ზედა ხილვითა მით ანგელოზისაჲთა.
    6.     და ნუმცა ვის დაუკჳრდების ესე, რამეთუ დანიელსცა, კაცსა მას გულისსათქუმელსა და წინაწარმეტყუელსა დიდსა, შიში და ძრწოლაჲ შეექმნა, და ფერი პირისა მისისაჲ იცვალა, და დაეცა პირსა ზედა ხილვასა მას ზედა ანგელოზისასა.
    7.     ხოლო სიხარული ამის ჯერისათჳს შეექმნა ნეტარსა ბარლაამს, რომელ ღმრთისა მოღუაწებაჲ და განგებულებაჲ აგრძნა მან მის ზედა და ცრემლითა ცხელითა მადლობასა ღმრთისა შესწირვიდა და ვიდოდა იგი სიხარულით გზასა თჳსსა.
    8.     ხოლო ვინაჲთგან უმეცარ იყო იგი გზასა მას, რომელი მთასა კავკასსა მიმყვანებელ იყო, ამისთჳსცა ღმერთსა ევედრებოდა იგი, რაჲთა განუგოს მას ალაგი სლვისა მისისაჲ.
    9.     და აჰა მეყსეულად წინა მისსა სუეტი გამოუჩნდა მას ცეცხლისაჲ ჯუარის სახედ, რომელი ქუეყანით ცად აღვიდოდა, და განგებულებანიღა ღმრთისანი გამოუთქუმელნი და ზარისა აღსაჴდელნი.
    10.     და ჴმაჲ იყო სუეტით გამო ნეტარისა ბარლაამის მიმართ, რომელი ეტყოდა მას ესრჱთ: წარმოგუალე და შემომიდეგ მე, ჵ, ბარლაამ, რამეთუ მე ვარ ქრისტე ღმერთი, ნათელი ჭეშმარიტი, რომელი მოვედ სოფლად ჴორცითა კაცთა ცხორებისათჳს.
    11.     და რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის იგი ბნელსა შინა, არამედ აქუნდეს მას ნათელი ცხორებისაჲ, ვითარცა წერილ არს.
    12.     ხოლო ვითარცა ესმა ჴმაჲ ესე ნეტარსა ბარლაამს, კადნიერებითა და სიხარულითა აღსავსეჲ, შეუდგა იგი სუეტსა მას ცეცხლისასა.
    13.     და მიიწია იგი მთასა მას, რომელსაცა ბრძანებულ იყო მისდა, და აღვიდა მეორჱ იგი მოსე მას ზედა.
    14.     და ვითარცა მიიწია იგი უშინაგანესსარე უდაბნოსა მის მთისასა, არღარა უძღოდა მას სუეტი იგი ცეცხლისაჲ ხილვითა მით, რომლითა ეჩუენა მას, არამედ მიეფარა იგი ჴორციელთაგან თუალთა მისთა, და სულიერთა სულისა თუალთა ნეტარისა მისთა უხილავად ეხილვებოდა ძალი იგი ცხოველსმყოფელი ხილულისაჲ მის ცეცხლისა სუეტისაჲ.
    15.     ხოლო ვითარცა აღვიდა იგი ზედა მთასა მას, მეყსეულად სასწაულითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა აღიბეჭდა მან გული თჳსი და მკერდი და ყოველნი ასონი გუამისა მისისანი და ეგრჱთ იწყო სლვად უშინაგანჱსადრე უდაბნოდ მთისად.
    16.     ხოლო სიმრავლემან მან ეშმაკთამან იწყო ჴმობად და ამბოხებად და შფოთობდეს და აშინებდეს ნეტარსა მას და ეტყოდეს: ნუ ბრძოლად ჩუენდა მოხუალა, ჵ, ბარლაამ?
    17.     და რაჲ არს შენი და ჩუენი, რომელ სამკჳდრებელსა ჩუენსა მოხუედ წყობად ჩუენდა?
    18.     გინა ვითარ შემძლებელ ხარ შენ ესოდენსა ამას სიმრავლესა ხილვადცა, არა თუმცა წინა-აღდგომაჲ და ბრძოლაჲ ჩუენი შეუძლე შენ?
    19.     და ამით ფერად-ფერადითა და თითოსახითა განყოფილებითა საეშმაკოთა მათ უცნებათაჲთა ჰბრძოდეს ნეტარსა მას სიმრავლჱ იგი და გუნდი ბნელისაჲ.
    20.     შეიცვალნიან იგინი ლომის სახედ და დათჳსა და მარტორქისა და პილოჲსა ამრიზებულისა, და კუალად ვეშაპად საშინელად ეჩუენნიან მას, გუელად და ღრიაკალად, და რეცა კბენად და შთანთქმად მიუჴდებიედ მას ზედა.


8

    1.     ხოლო სიმშჳდისა და განურისხველობისა მისისა რიცხჳ არა იყო ყოვლადვე, ეძიებნ და იკითხავნ იგი მარადის ღირსთა და წმიდათა მამათაგან და მკურნალთაგან სულიერთა ვნებათა მოკუეთისათჳს სიმშჳდით და სიყუარულით ისწავებნ იგი ყოველსავე.
    2.     ქუჱ მდაბლად აქუნდიედ მას მარადის ჴორციელნი თუალნი, ხოლო მაღლად სულისა თუალითა მხედველ არნ იგი სიკეთესა მას და შუენიერებასა სულიერთა საქმეთასა და სიყუარულითა მით საღმრთოჲთა ყოველსავე ჴორციელსა გულისთქუმასა და სოფლისა სიყუარულსა შეურაცხ-ჰყოფნ იგი.
    3.     და იყო იგი, რომლისათჳსცა წეს და კანონ მონაზონთა ცხორებისა, და არნ იგი მარადის მეძიებელ უმაღლჱსთა საქმეთა, და უბიწოდ და შეუმწინკულეველად იპყრობნ იგი სულსა თჳსსა ყოველსავე ჟამსა.
    4.     ამისთჳსცა ყოველთა მიერ შეყუარებულ და პატივცემულ იყო.
    5.     და ყოველთა დაუკჳრდებოდა იგი, რომლისათჳსცა ყოვლითურთ უნდა მას კაცობრივისა ქებისაგან სივლტოლაჲ და ცუდისა დიდებისაგან განშორებაჲ.
    6.     ხოლო ვინაჲთგან საღმრთოჲ სურვილი შეექმნა სულსა მისსა იერუსალჱმისა მისლვისათჳს და მათ წმიდათა ადგილთა მოხილვისათჳს უპირატჱსი, რაჲთა კაცობრივსა ქებასა და ცუდსა დიდებასა თანა-წარჰჴდეს და რაჲთა საღმრთონი იგი ადგილნი მოილოცნეს, რომელთა შინა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მჴსნელი და მაცხუვარი ყოველთაჲ, ჴორციელად იხილვა და იქცეოდა მუნ ქუეყანასა ზედა ცხორებისათჳს ჩუენისა.
    7.     ხოლო ვინაჲთგან უწყოდა მან ესე, ვითარმედ არა კეთილ არს მყის შედგომაჲ გულისსიტყუათაჲ, გარნა ჯერ-არს ჟამ რავდენმე ძიებაჲ, უკუეთუ საღმრთოჲთა ნებითა არნა გულისსიტყუაჲ იგი ანუ არა.
    8.     ამისთჳსცა დაადგრა იგი ვედრებასა შინა ღმრთისასა, რაჲთა გამოეცხადოს მას, უკუეთუ ნანდჳლვე საღმრთო არსა გულისსიტყუაჲ იგი მისი ამის ჯერისათჳს.
    9.     ხოლო ვითარ მრავალ ჟამ ევედრებოდა იგი ღმერთსა, უმეტჱსადღა განძლიერდებოდა გულისსიტყუაჲ იგი მის შოვრის, და უძლიერჱს აღეტყინებოდა სიყუარული მისი ამის ჯერისათჳს, რომლისათჳსცა აგრძნა მან, ვითარმედ საღმრთოჲ იყო გულისსიტყუაჲ იგი მისი.
    10.     იწყო უკუე და მჴურვალედ ევედრებოდა წინამძღუარსა და ყოველთა ძმათა, რაჲთა მიემთხჳოს იგი საწადელსა მას თჳსსა.
    11.     შე-უკუე-ენდო მას, რომლისათჳსცა რასაცა იგი ეძიებდა.
    12.     და მეყსეულად იწყო მან იერუსალჱმისა გზასა სლვად ყოვლითა მოსწრაფებითა და მიიწია იგი ქალაქად წმიდად იერუსალჱმად და მოვლნა მან ყოველნი იგი წმიდანი ადგილნი, ვინაჲცა უფალსა ჴორციელად მოევლნეს, და ყოველთა სურვიელად მოემთხჳა უპირატჱს წმიდასა მას ადგილსა თხემისასა, ვინაჲცა-იგი ცოდვაჲ შემშჭუალა ჯუარსა ადამისი და საფლავსა მას საღმრთოსა, ვინაჲცა-იგი, ქრისტემან ღმერთმან სიკუდილი დათრგუნა და მუაკუდინა, და ყოველთა წმიდათა ადგილთა შეემთხჳა.
    13.     და ვნებანი იგი უფლისანი, რომელნი მუნ ნებსით ჩუენისა ცხორებისათჳს თავს-ისხნა განკრძალულად, გულისჴმა-ყვნა.
    14.     არღა ენება მას მუნ ყოფაჲ ჰურიათა, უბადრუკებასა და სიდრკუესა მათსა ევლტოდა და უშჯულოებასა მას მათსა და უღმრთოებასა აბრალებნ დაუცადებელად, რომელთა უფალი იგი დიდებისაჲ არა იცნეს.
    15.     და უმეტჱსადღა ჯერ-არს თქუმაჲ, ვითარმედ არა ინებეს მათ ცნობაჲ მისი, რომელი-იგი კეთილის მყოფელად მათდა მოვიდა მათ თანა, ვითარცა თჳსთა თანა უპირატჱს.
    16.     ხოლო მათ კეთილის ყოფისა მისისა წილ ჯუარი და სიკუდილი დაასაჯეს.
    17.     ამას უკუე ესევითარსა იგონებნ ნეტარი იგი და საღმრთოჲ ბარლაამ და ღმრთის მკლველთა მათ ჰურიათა წარწყმედასა ეგლოვნ და ცრემლით ევედრებინ ღმერთსა დაუცხრომელად, რაჲთა გულსავსე ყოს იგი, თუ რომელსა ადგილსა იყოს მკჳდრობაჲ მისი სათნოდ უფლისა.
    18.     და იტყოდა ესრჱთ: რომელი უხილავთა და ხილულთა დამბადებელი ხარ, ღმერთო ყოვლისამპყრობელო, რომელმან არარაჲსაგან არსებად მომიყვანენ ჩუენ და დაცემულნი სიკუდილსა შინა და ხრწნილებასა კუალად აღმადგინენ ჩუენ და აღმმართენ განკაცებითა შენითა და ჩუენთჳს ყურიმლის ცემაჲ და ნერწყუვაჲ ნებსით თავს-იდევ, დასასრულსა ჯუარცუმაჲ და სიკუდილი დაითმინე მრავლითა მით კაცთმოყუარებითა შენითა, აწცა, უფალო სახიერო, გამოუთქუმელითა მით მოწყალებითა შენითა წარმიმართენ მე სლვანი ჩემნი გზასა მცნებათა შენთასა.
    19.     და ეგრჱთ გამოვიდა ნეტარი და დიდი ბარლაამ წმიდით ქალაქით იერუსალჱმით.
    20.     წინამძღურად თჳსა ღმრთისა სახიერებასა ხადოდა, რომელსაცა მიემთხჳა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა მას და ჰრქუა: არა ამას ადგილსა ჰნებავს ღმერთსა მკჳდრობაჲ შენი, არამედ მთასა კავკასსაო, რამეთუ მუნ მკჳდრ არს სიმრავლჱ ეშმაკთაჲ, და მთავარი იგი მათი ურცხჳნოჲ შენ მიერ განიდევნოს, რამეთუ შენ მიერ შთაიჴადოს იგი ქუესკნელთა ქუეყანისათა.


9

    1.     ივნო ჩუენთჳს ჴორცითა და ჩუენ უვნებელობაჲ მომანიჭა უხრწნელთა მათ მიერ ვნებათა მისთა, მუაკუდინა სიკუდილითა სიკუდილი და პირველი იგი კაცი ჯოჯოხეთისაგან გამოიჴსნა და კრულნი მას შინა სიმჴნითა მით საღმრთოჲთა გამოიყვანნა.
    2.     აღდგა მკუდრეთით და თანა-აღადგინა პირველქმნული იგი მამაჲ ჩუენი და თანა-ზიარ სუფევისა მისისა სათნო-იყო იგი საუკუნეთა მათ და უხრწნელთა კეთილთა მისთა, რომელნი განუმზადებიან მას მისთა მოყუარეთათჳს, და რომელთაცა დაიცვნენ ცხოველსმყოფელნი იგი მცნებანი მისნი და ყვნენ იგინი.
    3.     ამაღლდა ზეცად და კაცობრივნი იგი ჴორცნი, რომელ შეიმოსნა ბუნებისა მისგან ჩუენისა, აღამაღლნა ზესკნელს ცათა და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა და მამისა ჴორცითა მით ჩუენგანითა, და რომელი-იგი უწინარჱს ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა, უქუეს ყოველთასა, დაშჯილ იყო, ბუნებაჲ იგი უმაღლჱს ყოველთა ცათა და ანგელოზთაჲსა აღიყვანა ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, და მეუფე ყოვლისა ხილულისა და უხილავისა ბუნებისა ყო იგი, წმიდისა თანა სამებისა დიდებულ და ქებულ ყო ერთმან მან სამებისაგანმან შემოსითა მით და შეერთებითა თჳსითა უკუნითი უკუნისამდე.
    4.     ხოლო შემდგომად მაცხოვრისა ჩუენისა ზეცად ამაღლებისა და მარჯუენით მამისა დაჯდომისა მოსლვითა მით სულისა წმიდისაჲთა გულნი ჩუენნი დაბნელებულნი განმინათლნა და ყოველთა მეცნიერებად მისისა ღმრთეებისა მიმიწოდა, წმიდანი წერილნი დამიტევნა ჩუენ, რომელნიცა მისთა ვნებათა ბაძვად აღმძრვენ ჩუენ და აღთქუმულთა მათ კეთილთა მატრფიალებენ ჩუენ სასოებით.
    5.     რომელთაცა მისთა ვნებათა თანა ზიარებაჲ თავს-იდვან.
    6.     ამისთჳსცა მოწამეთა საჴსენებელნი ქებით შეიმკვებიან, და წმიდათა ცხორებანი აღიწერებიან, რომელთაცა იტჳრთეს უღელი მისი ტკბილი და ჴორცნი სულსა დაამონნეს და თჳთმპყრობელ ვნებათა იქმნნეს და გემოვნებანი დათრგუნნეს და ბრძოლათა მათ მიმართ ეშმაკთაჲსა საჭურველი საღმრთოჲ შეიმოსეს და განვიდეს წყობად მტერისა და ყოველივე სოფლისა დიდებაჲ შეურაცხ-ყვეს სასოებითა მით მერმისა მის და წარუვალისა დიდებისა და ქრისტჱს თანა საუკუნოჲსა სუფევისა.
    7.     ესევითარნი ესე ღირსად და ჯეროვნად იქებიან და იდიდებიან ღმრთისაგან, და გუამნი იგი მათნი წმიდანი კურნება ცისად-ცისადთა ექმნებიან სენთა კაცობრივთა, რამეთუ საზრდელ და საშუებელ მათდა მარადის იყო დიდებაჲ ღმრთისაჲ და დაცვაჲ უხრწნელთა და წმიდათა მცნებათა მისთაჲ მარხვითა და მღჳძარებითა;
    8.     და ჴმელსა ქუეყანასა წოლითა ვნებანი ჴორციელნი დაიმონნეს და მძლე ექმნნეს სოფელსა ამას და მთავარსა მისსა შეწევნითა ქრისტჱსითა, მოძღუარ და მასწავლელ კეთილისა ყოველთა ექმნნეს და ხილულთა ამათ და წარმავალთა შეურაცხებითა წარუვალთა მათ და ბუნებისა უაღრჱსთა კეთილთა მიემთხჳვნეს, სიბრძნითა მით ზეგარდამოჲთა აღივსნეს და წრფელთა მათ გზათა და სანატრელთა სლვისა მოძღუარ იქმნნეს და მაღლითა მით და ანგელოზთა მიმსგავსებულითა მოქალაქობითა განბრწყინდეს და საფუძველად მტკიცედ და შეურყეველად სიმდაბლისა სიმაღლჱ განაწესეს, რომლისა მიერ შემუსრეს ეშმაკი და სავანეთა მათ ზეცისათა ბრწყინვალენი და გჳრგჳნოსანნი აღვიდეს დაცვულნი სიმდაბლითა ყოველთაგან მახეთა ბოროტისა ეშმაკისათა, რომელთაგანი ერთი არს ნეტარიცა ესე და დიდი მამაჲ ჩუენი საკჳრველთმოქმედი და მოღუაწჱ წმიდაჲ ბარლაამ, რომლისათჳს აჰა ესერა ვჰყოფთ ჩუენ ჴსენებასა.
    9.     ამის უკუე ნეტარისა მამული იყო დიდისა ქალაქისა ანტიოქიაჲსა ქუეყანაჲ.
    10.     დაბისაგან იყო იგი, რომელსა ანტიოქელნი ჯუბიად სახელ-სდებენ, რომელიცა შავისა მთისა წუერთა ზედა მყოფ არს.
    11.     ამას უკუე დაბასა შინა იშვა სანატრელი ესე და ჭეშმარიტად კაცი ღმრთისაჲ და აღიზარდა მუნ და სიყრმით მისითგანვე მუასწავებდა ყოვლისა სათნოებისა სავანე ყოფასა მას თჳსსა.
    12.     ხოლო მშობელნი ამის ნეტარისანი იყვნეს კეთილად მსახურებითა აღსავსენი ერისა კაცთაგანნი.
    13.     მუშაკობაჲ და ჴნვაჲ ქუეყანისაჲ აქუნდა მათ ჩუეულებად, მსგავსად პირველისა მამისა ჩუენისა, რამეთუ შემდგომად სამოთხით განვრდომისა ამით ჩუეულებითა ცხონდებოდა იგი, რამეთუ ვინაჲთგან პირველი ვერ დაიცვეს მცნებაჲ, მეორესა მას დაემორჩილნეს და ოფლითა პირისა მათისაჲთა ჭამდეს პურსა მათსა.
    14.     მსგავსად უკუე მათსა, ესენიცა მუშაკ ქუეყანისა იყვნეს და გამომზრდელცა სხუათა, რომელთათჳსცა არნ საჴმარ გამოზრდაჲ მათ მიერ.
    15.     ესევითართა უკუე მშობელთა შვილი იყო ნეტარი ბარლაამ, რომლისათჳსცა ყოველსა სახესა უმჯობჱსსა განისწავლებოდა იგი მათ მიერ და რომელი სათნოებად მიმყვანებელ არნ, ყოველსავე შემოიკრებნ იგი თავსა შოვრის თჳსსა.
    16.     ხოლო ვითარცა საზომად ჰასაკისა მოიწია იგი, აგრძნა მან ფრიად კეთილად და სათნოდ ღმრთისა უმჯობჱსობაჲ წარუვალთაჲ და უნაკლულევანესობაჲ წარმავალთაჲ.
    17.     ამისთჳსცა სურვილითა მით წარუვალთა მათ კეთილთაჲთა ყოველი ესე სოფლისა გემოვნებაჲ შეურაცხ-ყო მან და საცთური საეშმაკოჲ, რომლითა აცთუნებს იგი კაცთა, არარად შეჰრაცხა.
    18.     ამის უკუე ჯერისათჳს ქორწინებისა იგი წესი არა ინება მან, არამედ მოღუაწეთა ცხორებაჲ აღირჩია.
    19.     ამისთჳსცა ყოველივე დაუტევა მან და ერთსა მონასტერსა შინა მამულისა ქუეყანისასა მონაზონ იქმნა იგი და ყოველსავე საღმრთოისა მის მოქალაქობისა წესსა მოსწრაფედ აღმასრულებელ იყო მარხვითა და მღჳძარებითა და ჴმელსა ქუეყანასა მარადის წოლითა, ლოცვითა და ფსალმონებითა;
    20.     სიმდაბლითა და მორჩილებითა სულსა მას თჳსსა წმიდასა დღითი-დღე განაბრწყინვებდა და ანგელოზთა მოქალაქობასა ჰბაძვიდა იგი, უჴორცოთასა ჴორცითა.


10

    1.     ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბარლაამ მოღუაწისაჲ, რომელი იყო მთასა კავკასსა
    2.     ბრწყინვალესა მას და ზეცისა მოქალაქობასა და ნეტარისა ბარლაამისსა ვიწყებდე რაჲ მითხრობად, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს საღმრთოსა მას მადლსა შეწევნად ვხადი მე, რაჲთა შეუძლო ჯეროვნად და შემსგავსებულად დიდთა მათ ღუაწლთა და საკჳრველებათა მისთა უწყებაჲ, რაჲთა უმეტესად ვჰმადლობდეთ ყოველნი მორწმუნენი მჴსნელსა ჩუენსა და დაუცადებელად ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა, რამეთუ არარაჲსაგან არსებად მომიყვანნა ჩუენ თჳსითა მით სახიერებითა.
    3.     არა თუმცა ჩუენგან საჴმარ რაჲმე მისდა იყო, რამეთუ ყოველთა მისგან აქუს ცხორებაჲ, და ყოველნი მის მიერ არს არიან, რავდენნიცა არიან ხილულნი და უხილავნი.
    4.     და იგი მხოლოჲ არს ყოველთა შემოქმედი, და მისა მიმართ მხედველ არიან ყოველნივე ცხოველნი, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: თუალნი ყოველთანი შენ გესუენო, და კუალად: კეთილი ჩემი შენდა არა საჴმარ არსო.
    5.     გარნა, ვითარ-იგი ვთქუ პირველადცა, თჳსისა სახიერებისაგან მოვიდა ტკბილი იგი მეუფე ჩუენი არარაჲსაგან არსებად ჩუენდა მოყვანებად და დამბადნა ჩუენ მიწისაგან და სული ცხოველი შთამბერა ჩუენ საღმრთოჲთა მით წამის-ყოფითა თჳსითა.
    6.     და ვითარცა რაჲ მეუფჱ, ყოველთა ზედა კაცი განაჩინა შემოქმედმან ჩუენმან, რავდენნიცა დაჰბადნა მან ქუეყანასა ზედა.
    7.     და არა თუ აქამომდე ხოლო განჰფინა მან თჳსი იგი სახიერებაჲ და მოწყალებაჲ კაცსა ზედა, არამედ ვსცეთით რაჲ და გარდავჰჴედით საცხოვრებელსა მას და წმიდასა მცნებასა მისსა და განვვარდით საშუებელთა მათგან სამოთხისათა და პირველისა მისგან დიდებისა დავაკლდით მტერ მისა ქმნულნი და ეშმაკისა დამონებულნი, არა უხილავ მყვნა ჩუენ, არცა სრულიად გარე-მიიქცია ჩუენგან პირი თჳსი ღირსთაგან გარე-მიქცევისა, არამედ სახიერებითა მით თჳსითა აურაცხელითა და კაცთმოყუარებითა მით გამოუთქუმელითა მოდრიკნა ცანი ტკბილმან მან და მრავალმოწყალემან უფალმან.
    8.     და გარდამოჴდა და კაცებაჲ ჩუენი შეიმოსა ყოვლად უხრწნელისაგან და წმიდისა ქალწულისა, და ჩუენთჳს ჴორციელ იქმნა და განკაცებითა მით თჳსითა ბუნებაჲ ჩუენი აღადგინა დაცემისაგან და ზჱ აღამაღლა და განაღმრთო და ადიდა და ჩუენ მომცნა გზად ცხორებისა ყოველნი წმიდანი იგი მცნებანი მისნი.