1

    1.     პირველი სიტყუაჲ, მიწერილი დაჩისი სტეფანესა ნეტარისა მტ˜ბვრელ ებისკოპოსისა
    2.     ღირსო მამაო, წმიდაო ებს˜კპს სტეფანე, ქრისტეს გამორჩეულო მამფალო!
    3.     კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გამოგაჩინა შენ კეთილად მწყემსად ჩუენდა და მკურნალად სულიერად აღმაშენებელად ჩუენდა.
    4.     მრავალგზის მინდა ხილვაჲ შენი კურნებისათჳს სალმობათა სულისა ჩემისათა,
    5.     არამედ სიშორისაგან და რუდუნებისაგან უცალოვებისა ჩემისა ვერ ღირს-ვიქმენ თავყუანის-ცემად შენდა.
    6.     აწ შენდობა იყავნ ჩემდა ამისთჳს, რომელ წიგნითა მოგიძღჳნებ განსაკითხავსა ამას ჩემსა, წმიდაო ღმრთისაო.
    7.     მრავლით ჟამითგან გულს-მოდგინედ ვეძიებდ თარგმანებასა ფსალმუნთასა, წიგნსა მას, რომელი დაწერა წმიდამან მამამან (ჩუენმან) ეპიფანე კჳპრელ ებისკოპოსმან,
    8.     და არა ვპოვე ქართულად, ბერძენთა ენითა ვპოვე და ვერ შეუძლე ცნობად, ვითარცა წყაროსა მიუწუდომელსა და ფასსა დაფარულსა.
    9.     მერმე ვპოვე სომხურითა ენითა წერ[ილი] სრულიად მითვე ბერძულითა განგებითა და მითვე რიცხჳთა.
    10.     შემშურდა სომეხთათჳს და შემეშინა თარგმანებად, რამეთუ დიდი ბრალობაჲ შეემთხუევის თარგმანთა, რომელნი არა განეკრძალნენ.
    11.     და სრულად უკუეთუ ვისმე პირველად ეთარგმანოს,
    12.     მეორედ თარგმანებული წინააღმდგომად გამოჩნდების, ვითარცა აკჳლაჲსი იგი და სჳმაქოსისი, და ამით არა ჯერ-არს.
    13.     ხოლო მე არა ვპოვე პირველ თარგმანებული და ამისთჳს მცირედი ესე გემ(ოჲ)ს-ხილვად გამოვთარგმანე და წინაშე ღმრთის-მოყუარებისა შენისა განსაკითხავად მიგიძღუანე.
    14.     (ხოლო) შენ მსგავსად მოცემულისა მაგის სიბრძნისა შენისა განიკითხე და ჯერ-თუ-იყოს, შენ მიერ დაენერგენ შორის ეკლესიასა,
    15.     და უკუეთუ არა ღირს რაჲმე იყოს წიგნი ესე, დაწჳ და სიუცბჱ ჩემი დაფარჱ და მე მამხილჱ და შევინანო.
    16.     ხოლო მე ასერგასისთა მათგან საკითხავთა შორის შჳდნი ხოლო გამომიხუმან, რომელ არს აღმოთქუნი ოდენ სრულიად
    17.     და თჳნიერ ბრძანებისა შენისა არღარა ჴელ-ვჰყოფ, ვიდრემდის არა ვცნა, თუ მაქუს რაჲმე სასყიდელი, დავშურებოდი,
    18.     ანუ თუ ცუდად დავშურები და ბრალობაჲ შემემთხუევის, რამეთუ დიდი წიგნი არს თარგმანი ასერგასისთა მათ ფსალმუნთაჲ,
    19.     რომელნი დაწერნა კალამმან ღმრთისამან დავით, სულისა მიერ წმიდისა შეთხზნა ბრაბიონი ქებისაჲ და დადვა იგი თხემსა ზედა ეკლესიისასა საძლეველად მტერისა
    20.     ამის წმიდისა მამისა ჩუენისა ეპიფანეს თარგმანებული ყოველსავე კეთილად და განგებულად გჳჩუენებს, თუ ვითარ არიან ზედა-დაწერილნი იგი,
    21.     ანუ ვითარ აჴსენებს ასაფის და ძეთა კორესთასა და ედითომის და სხუათა შემასხმელთა (ანუ ოდეს და) რაჲსათჳს თქუმულ არიან ანუ რაჲ ძალი აქუს „საწნეხელთასა“ მას
    22.     და „ძეგლის წერასა“ და ყოველსა თითოვეულად გჳჩუენებს, რომლისაჲ არა დარჩების ერთიცა იოტაოდენი, რომელსა არა კეთილად განგჳმარტებს.
    23.     ვითარცა-იგი მოციქულთა წმიდათა უფლისა თანა ისადილეს კიდესა ტბისა მის ტიბერიისასა ასერგასის და სამითა თევზითა,
    24.     ესრჱვე-სახჱდ წმიდაჲ მამამთავარი ეპიფანე შესზავებს თევზთა მათ და [ა]სადილებს ყოველთა მორწმუნეთა.
    25.     რომელ არიან წიგნნი იგი ფსალმუნთანი პურ და მადლ საღმრთო წმიდასა შინა ეკლესიასა.
    26.     ხოლო მე მსგავსად ძალისა ჩემისა მცირედნი ესე ასერგასისთა მათგან შენ მოგიძღუანენ.
    27.     უკუეთუ ჯერ-არს განსრულებაჲ, სიწმიდემან შენმან განასრულენ.
    28.     მე უცალოვებისა ჩემისაგან ვერარას შემძლებელ ვარ.
    29.     თუ რაჲმე არა ჯერ-იყოს ზემომოჴსენებულისა მისებრ, დაწჳთ და მე შენდობაჲ მომმადლეთ, და ჴსენებულმცა ვარ ლოცვათა შინა შენთა, ღირსო მამაო! ამენ.


2

    1.     ფსალმუნი ა
    2.     „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა“.
    3.     საკჳრველი და სანატრელი წინაჲსწარმეტყუელი და დიდი მეფჱ დავით ვითარ ერთბამად ღაღადებს და აღმობერვით ჴმობს მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა
    4.     და ვინაჲთგან ანუ ვიდრემდის წინაჲსწარმეტყუელებით ემსგავსების უფალსა თჳსსა და შემოქმედსა იესუ ქრისტესა, აღსრულსა და დაჯდომილსა ზედა მთასა,
    5.     რაჟამს ჰნებვიდა მოციქულთაჲ სოფელსა ზედა ქადაგებად წარვლინებაჲ ნეტარებისა მოძღურებითა თჳსითა.
    6.     ნეტარებასა დასაბამ-ჰყოფს, სიტყუად იწყებს: „ნეტარ იყვნენ მაშურალნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.
    7.     ამან თქუა სულისაჲ, თუ ვითარ შესაძლებელ არს ღმერთ-შეზავებულ ყოფად და სულის-მოდგამ.
    8.     და დავით ნეტარებს და განსწმედს განახლებასა სულისასა, ესე იგი არს ზრახვით: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა“.
    9.     ჵ გალობაჲ სულ-შეზავებული და ნეტარებითა შემკული, რომელსა წინაჲსწარმეტყუელი დავით გალობს და ფსალმუნებს და მეტყუელებს ესრეთ:
    10.     „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა ურჩულოთასა არაჲ დაჯდა“.
    11.     ესე ჯერ-არს კეთილად გამოწულილვაჲ, ჵ საყუარელნო,
    12.     უკუეთუ ებრაელებრსა, რომელ ზედა-წერილი პოვიან, რომელთა საღმრთონი წიგნნი თარგმანნეს, მსგავსად მისვე სახისა თარგმანიან ზედა-წერილიცა.
    13.     ხოლო პირველისა ფსალმუნისაჲ და მეორისაჲ, რომელ შემდგომად ამისა მოვალს, არარაჲ პოვეს ზედა-წერილი, არცა რაჲ მეტი თარგმანეს,
    14.     დაწერეს იგი ოდენ ხოლო შიშითა შეპყრობილთა სულითა,
    15.     არა იკადრეს შემატებული რაჲმე დაწერად სიტყუათა სულისა წმიდისათა.
    16.     აწ ვთქუათ ძალი ფსალმუნისაჲ, რამეთუ ვიეთნიმე წარმდებებით, რომელნი ვერ მიიწინიან ძალსა ფსალმუნისასა,
    17.     თქუეს, თუ „საქმისა ერთისათჳს ხოლო თქუმულ არს ფსალმუნი ესე და არა წესისათჳს შჯულისა“
    18.     და კუალად წარმდებ იქმნეს თავით თჳსით ზედა-წაწერილსა შექმნად და დაწერად,
    19.     ძალი დაწერეს ფსალმუნისაჲ სხუად და სხუად თქუეს, რომელთა წარმდებებასა მათსა მე მწვალებელთა თანა დავსდებ.
    20.     ხოლო მე ესრჱთ გამორჩევით ვიცი, თუ უფროჲსად წესისათჳს შჯულისა ვჰპოვებ ძალსა ფსალმუნისასა და მის თანა ერთ საქმედ,
    21.     რამეთუ უშჯულოთათჳს და უღმრთოთათჳს იტყჳს.
    22.     ესე არს, რომელ თქუა წესისათჳს შჯულისა და მერმე მის თანა ცოდვილთასა საშჯელსა და წარსაწყმედელსა.
    23.     აწ მოვედით და განმარტებად ვიწყოთ და ვმეტყუელებდეთ ჟამსა ამას: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა“.
    24.     ჰნატრის მათ ხოლო, რომელნი არა ეზიარნეს უშჯულოთა და უწესოთა და უღმრთოთა ზრახვასა წარმართთასა, და არცა საქმესა და გზასა ცოდვილთასა
    25.     მივიდეს და არაოდეს დადგეს მათ თანა ყოფად და სმენად სიტყუათა მათთა, რამეთუ არა დგან და ელინ გზასა ზედა მათ თანა ზიარებად ესე.
    26.     არს, რომელსა იტყჳს, გზასა ცოდვილთასა არა დადგაო.
    27.     არამედ ივლტოდა ზრახვისა და საყოფლისაგან უღმრთოთა და უშჯულოთა და ცოდვილთაჲსა.
    28.     აღიარებდა და ჰრწმენა მხოლოჲ ღმერთი და სანატრელი მხოლოჲ მეფჱ მეფეთაჲ.
    29.     მოწამე არს ღმრთისმტჳრთველი პავლჱ მოციქული, ჴმობს, მეტყუელებს „ნეტარისა და მხოლოჲსა ძლიერისა მეუფისა მეუფეთაჲსა და უფლისა უფლებათაჲსა“,
    30.     რომელმან მოგუმადლა და გჳზიარნა კაცნი დიდებასა თანა ღმრთეებისა თჳსისასა,
    31.     რამეთუ იტყჳს ესრჱთ: „სარწმუნო არს ღმერთი, რომლითა ვიწოდენით ჩუენ ზიარებასა მას ძისა მისისასა.
    32.     ნეტარსა მოსეს ღმერთი ეტყჳს: „სარწმუნო ჩემდა არს და არა არს ზაკუვა მის თანა“.
    33.     და უწოდს კაცთა სარწმუნოდ ჩემდაო, სარწმუნოთა, რომელთა არა უწესოდ, ურგულად ჰქონან სიტყუანი მისნი,
    34.     რომელნი ღმრთისა სარწმუნო-წოდებულ მკჳდრობის-მოდგამ მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა ღმრთად სახელ-სდვა.
    35.     ესევითარითა ნიჭითა ვიდოდეს კაცნი ო˜კა.
    36.     მაღლითა ჴმითა გალობს და ღაღადებს დავით და მეტყუელებს:
    37.     „მე ვთქუ: „ღმერთნი სამჱ ხართ ანუ ძენი მაღლისანი თქუენ ყოველნი, თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“.
    38.     მართლიად იტყჳს დავით და ნეტარად სახელ-სდებს,
    39.     რომელმან სიმჴნით შეუძლო აღსასრული ყოფად, და გამოიღოს ნაყოფი სიმართლისაჲ, ვითარცა კაცად-კაცადმან ჴელოვნებითა თჳსითა მჴნედ აღასრულოს მეცნიერებით,
    40.     რამეთუ მერმჱ სანატრელ არნ, რაჟამს მკურნალმან განდევნის სენთა სიმრავლჱ, სიმრთელედ მოიყვანის სნეული და ძლიერმან რაჲ ძლევაჲ პოვის დაცემად ახოვნისა.
    41.     და სხუაჲ ყოველი თითოვეულად ესრეთ სახიერებით სიმართლისა მოქმედებით აღესრულების,
    42.     რაჟამს ღმრთისა ნეტარებაჲ შეიწყნარიან თავისა თჳსისა თანა.
    43.     ვხედავთ სხუასაცა ძალსა ნეტარებისასა სიტყუასა ესრეთ, ვითარმედ მამათაჲ ხოლო იყო ნეტარებაჲ.
    44.     იტყჳს „ნეტარ არს კაციო“.
    45.     ქრისტე თჳსსა ნეტარებასა არა თუ მამაკაცისათჳს ოდენ, არცა დედაკაცისათჳს ხოლო იტყჳს,
    46.     არათუ განიშორებს სახიერებასა დედათასა, რომელნი ნაყოფიერ არიან, არამედ შეაერთებს თავსა ყოველთა ასოთა თანა სიტყუაჲ ესე ნეტარებისაჲ,
    47.     რამეთუ „თავ ცოლისა არს ქმარი, ვითარცა ჴორცნი ქრისტესნი ვართ ჩუენ ყოველნი და თავ ჩუენდა არს ქრისტე“.
    48.     მაცხოვარებაჲ და ცხორებაჲ აღვიღეთ ყოველთა ასოთა და გჳრგჳნი მადლისაჲ დავიდგთ თავსა ჩუენსა ქრისტე;
    49.     ესრეთვე აქა იტყჳს „ნეტარ არს კაციო“,
    50.     შეაერთებს თავსა ჴორცთა თანა და გჳრგჳნოსან-ჰყოფს თავსა.
    51.     მხიარულ იყვნენ ყოველნი ასონი მისნი, რამეთუ არა განეყოფვიან ასონი თავსა.
    52.     ესრეთ-ვე იტყჳს „ნეტარ არს კაციო“, მის თანა ერთად ნეტარ-ყო სიწმიდეცა დედათაჲ.
    53.     ესერა ნეტარებაჲ განგუაშორებს ჩუენ ზრახვისაგან და გზისაგან და საყოფლისა მათისა, რაჲთა არა დავსხდეთ საჯდომელსა ურჩულოთასა.
    54.     აწ ვთქუათ ერთობით, რამეთუ არა თუ ცუდად რაჲ იყო პირველი ზრახვაჲ და კუალად გზანი და მერმე საყოფელნი, არამედ ვიხილოთ განკრძალულად.
    55.     უკუეთუ უწინარეს აღძრვისა სიტყუათაჲსა განჴსნილად გამოვიძინეთ გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი,
    56.     მერმე, ამისა შემდგომად, საყოფელთა მათთა თანა შევერთნეთ და მტკიცედ და თავ-დგმით აღვასრულოთ დასხდომად მათ თანა ერთბამად.
    57.     ესერა ნეტარებაჲ განგუაკრძალებს და გუასწავებს აქა ესრეთ: ნუ შეიწყნარებ უღმრთოვებისა ზრახვათა გონებითა
    58.     და ნუ სადაგად ელი გზასა ზედა ზიარებად ცოდვილთა.
    59.     და ნუცა დაჯდომად მათ თანა საჯდომელსა, რომელ არიან ესევითარნი საჯდომელნი, თავნი ბოროტთანი და წარწყმედისანი, წარმართთანი და უშჯულოთანი.
    60.     ესევითარისაგან მმარხველთა საყუარელად უწესს წიგნი,
    61.     ხოლო რომელნი უვარის-მყოფელნი და უღმრთონი, და რომელნი მრავალ ღმერთთა თაყუანის-სცემენ,
    62.     და რომელნი ზრახვის-მოდგამ და მსახურების-მოდგამ იყვნენ მათ თანა, ესენი არიან სრულიად უშჯულონი და წარმართნი.
    63.     ხოლო ცოდვილად მათ უწესს, რომელნი მოსისხლეთა თანა შჯულიერად იმრუშებენ
    64.     და ბილწებასა იქმან და სულთა და ჴორცთა თჳსთა დაბილწებითა განჰხრწნიან უშჯულოვებით,
    65.     რომელნი არა ხოლო თუ სულთა თჳსთა ოდენ ცოდვითა შეაბილწებენ, არამედ სხუათაცა ექმნებიან მიზეზ და უშჯულოვებით გაჰხრწნიან
    66.     და მამათმავლობით და გულის-თქუმითა პირუტყუებრითა სულთა და ჴორცთა თჳსთა უშჯულოვებისა საქმითა ბილწებითა განჰხრწნიან.
    67.     ესევითარსა უშჯულოსა თანა არა გჳბრძანებს ჩუენ დაჯდომად საჯდომელსა მათსა,
    68.     ესე იგი არს არა შეერთებად საქმეთა მათთა თანა, არამედ ივლტოდე უშჯულოჲსა საქმისა მათისაგან
    69.     და იქმოდე სიწმიდესა სრულიად, რამეთუ იტყჳს ესრეთ: „მოიქეც ბოროტისაგან, ქმენ კეთილი“.
    70.     და კუალად ნეტარი ესაია ღაღადებს და იტყჳს: „დასცხერით ბოროტისაგან თქუენისა, ისწავეთ საქმჱ კეთილისაჲ“.
    71.     მსგავსად ამის[ა] ფსალმუნებს დავით და გალობს და განგუაშორნა ჩუენ ზრახვისაგან უშჯულოთაჲსა
    72.     და სლვ(ი)სა(გან) და საყოფელთაგან ცოდვილთაჲსა და საჯდომელისაგან და სამთავროჲსაგან უშჯულოთაჲსა.
    73.     და სიხარულით ნებსით ჩუენით მიმიყვანებს შჯულსა უფლისასა სიტყუად ესრეთ: „არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი, შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღჱ და ღამჱ“.
    74.     არა ხოლო თუ ერთსა ოდენ განკრძალვასა იტყჳს უშჯულოთა და ცოდვილთა და უღმრთოთაგან განშოვრებად,
    75.     არამედ სიხარულითა საღმრთოჲსა შჯულისაჲთა ღამჱ და დღჱ მ˜ს მის თანა შეყოფილ და მას მეტყუელ და ნებაჲ მისი მის თანა არს,
    76.     რომელი საღმრთომან შჯულმან ჩუენ გუამცნო, ვითარცა შჯული ბრძანებს წესსა თქუენსა საქმეთა მოღუაწებისათა
    77.     მსგავსად სიწრფოვებისა, რამეთუ ღმერთი ყოველთაჲ წრფელთათჳს ჴელითა მოსესითა შჯულ-სდებს ჩუენ ზედა
    78.     და იტყჳს ესრეთ: „იყვნენ სიტყუანი შჯულისა ამისანი ყოველსა ჟამსა პირსა შენსა ზრახვად მისა, და აღდგომასა შენსა და სლვასა შენსა გზასა ზედა,
    79.     და იყვნენ ყოველსა ჟამსა შებმულ ჴელსა შენსა და იყვნენ ესენი შეუძრველად წინაშე თუალთა შენთა“.
    80.     და გჳჩუენებს აქა მორწყულსა წყლითა შჯულისაჲთა ხესა შუენიერსა ფესუეანად შემოსილსა,
    81.     ნაყოფის-მომღებელსა დანერგულსა, რომლისა ნაყოფი მისი ყოველსავე ჟამსა განახლდების და აღავსებს ყოველსა,
    82.     რამეთუ გალობს ესრეთ მეფსალმუნე და იტყჳს: „იყოს იგი ვითარცა ხჱ დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ხილი მის ჟამსა თჳსსა.
    83.     და ფურცელი მისი არაჲ (დასცჳვის).
    84.     ყოველივე რაჲცა ყოს, და წარემართენ მას“, რამეთუ მსგავსად წყლისა მოჰრწყავს საღმრთოჲ სული,
    85.     მადლითა აღმოაცენებს ვითარცა სახედ წყლისა წარსადინელთა თანა დანერგულსა ხესა ფურცელშემოსილსა და ფესუეანსა ნაყოფითა აღსავსჱ-ყოფად
    86.     ესევითართა სასმენელთა სიტყუათა საქმისათა, რომელი თჳთ განემზადა საქმითა საღმრთოჲთა
    87.     და გამოიღებს ნაყოფსა საღმრთოსა,
    88.     ესრეთ არს სიხარული წყლითა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა.
    89.     და ყოველთა უფალმან ქრისტემან წყლად თჳსსა მოძღურებასა სახელ-სდვა:
    90.     „რომელთა გწყურისო, მოვედინ ჩემდა და სუთ“ „და ექმნას წყალი, რომელი მე მივსცე მას, წყარო წყლისა ცხოველისა და უძღოდის მას ცხორებად საუკუნოდ“.
    91.     და კუალად: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“.
    92.     ეტყჳს კუალად უფალი სამარიტელსა დედაკაცსა: „რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, კუალად სწყუროდისვე.
    93.     ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“.
    94.     ესრჱთვე კუალად ჴელითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა იტყჳს: „მე ვსცე წყალი წყურიელთა და რომელნი ვლენან ურწყულსა“.
    95.     „და აღმოუცენო ზედა მთათა წყალი და ბორცუთა ზედა დიოდიან მდინარენი და ვასუა ნათესავსა, რომელ მე გამოვირჩიე, და კრებულსა, რომელ ვყავ მე ჩემდა სამკჳდრებელად“.
    96.     ხოლო აწ მსგავსად ამის სახისა ნეტარი დავით, რომელი საღმრთოთა წერილთა მოცალებით მიეწიფა, ხედ დანერგულად ნაყოფის გამომღებელად
    97.     სახელ-სდვა თანა-წარსადინელსა წყალთასა, რამეთუ რომელთა სიწმიდით და სიმართლით მოღუაწებისა თანა თჳსისა ყოვლად შემკობილისა და ნაყოფისა მათისა გამოღებითა,
    98.     რომელთა ფურცელი კეთილთა მათ თჳსთაჲ სასოვებითა მათითა მარადის მწუანვილ და ფესუეან არს.
    99.     და სიხარულით განსცხრებიან და სასოვებით სიყუარულსა სულსა თჳსსა აჩუენებენ ყოველსა ჟამსა შეკრებად შრომათა მძიმეთა,
    100.     რამეთუ აქუს თავისა თჳსისა თანა მახლობელად შემწე და დიდი ნიჭი უფლისა თჳსისაჲ.
    101.     ესე ყოვლითა წადიერებითა წარუმართა მართალთა თჳსთა კეთილად.
    102.     „და რომელთა უყუარს [ღმერთი, – იტყჳს] საღმრთოჲ იგი პავლე მოციქული – ყოველივე კეთილად წარემართების მათ“.
    103.     ამისთჳს იტყჳს ნეტარი დავით: „ყოველივე, რაჲცა ყოს, და წარემართენ მას“, რამეთუ უფალი არს წარმართება სლვათა და გზათა მათთა და იგინი ჰნებვენ ფრიად.
    104.     აწ ესე ყოველი არა თუ ცუდად რაჲ დაწერეს, არამედ დიდითა კრძალულებითა განამტკიცეს
    105.     და პირველად ბოროტი ყოველი და ცოდვაჲ განტევებად ბრძანა და ნებსით განშოვრებად და მერმე თჳსისა ღმრთისა დამორჩილებად და ყოფად სრულებისა,
    106.     რამეთუ იტყჳს ესრეთ: „ყოველივე, რაჲცა ყოს, და წარემართენ მას“, რამეთუ უწყით, ვითარმედ არარაჲ არს წინააღმდგომ საღმრთოსა შჯულსა.
    107.     და რომელთა აღიხუნენ სიტყუანი და შჯული ღმრთისაჲ, ნებსით თჳსით ინებონ, რამეთუ იტყჳს, თუ „შჯულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი, შჯულსა მისსა“.
    108.     ესრეთ აღესრულების საქმჱ სიმართლისაჲ ყოფად სიმჴნით და მიწევნად სრულებასა მეცნიერებისასა ჭეშმარიტებისა მოყუარებად და ფილოსოფოსებად
    109.     და ესრჱთ სიბრძნით მოყვანებად თავსა თჳსსა და ადვილად პოვნად, ძლევად ჭეშმარიტებითა.
    110.     აწ ვთქუათ შემთხუევაჲ მათთჳს, რომელნი ყოვლად უღმრთო არიან და არა არიან მსგავს მათა.
    111.     „არა ესრე უღმრთონი და არცა ეგრე“.
    112.     – მრჩობლ იტყჳს სიტყუასა და უაღრესსა სატანჯველსა ბოროტსა მათთჳს – „არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა“.
    113.     ხოლო მართალ[ნი] იყვნენო საღმრთოთა წიგნთა სიტყუათა მორწყულ, ვითარცა წყლითა ცხორებისაჲთა,
    114.     და ყოველსა ჟამსა მწუანვილ შუენიერად, ყუავილშეზავებულად გამოიღონ ნაყოფი თჳსი,
    115.     ხოლო ცოდვილნი წინააღმდგომნი ყოველსა ჟამსა წარწყმედულ და განქრეულ და დაუმტკიცებელ, ვითარცა მტუერნი ქუეყანისანი
    116.     დათრგუნვილ ყოვლითა ბოროტითა ზრახვითა სულისა მათისაჲთა.
    117.     „ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი საშჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა“.
    118.     მრავლითა გამოწულილვითა გჳჩუენა კრძალულებით ყოვლადვე სულისა და ჴორცთა აღდგომისათჳს და საშჯელისათჳს.
    119.     არა თქუა, თუ: არა აღდგენ ცოდვილნიო, არამედ იტყჳს, არა აღდგენ საშჯელადო, რამეთუ არა თუ საშჯელად აღდგენ, არამედ დასაშჯელად,
    120.     რამეთუ არა თუ მხილებაჲ რაჲმე საჴმარ არს მათთჳს და საშჯელი მიწევნად მათ ზედა,
    121.     რომელთაჲ მხილებაჲ მათი ესე არს და უღმრთოვებისა საქმეთა მათთა,
    122.     არამედ პატიჟი და სატანჯველი განმზადებული ელის მათ, ვითარცა სამარის მძარცუველთა და კაცის-მკლველთა;
    123.     არა თუ მოიყვანებენ მათ ადგილსა საშჯელისასა მხილებად მათდა და დასაშჯელად,
    124.     არამედ შჯულისაებრ სატანჯველსა მოაწევენ, ესრჱ სახედ უშჯულონი და უღმრთონი აღდგომასა ტანჯვასა მიეცნენ.
    125.     არავინ ჰმარხავს მათ საშჯელისათჳს, არამედ ადრე-ადრე პატიჟსა მიიღებენ, და ბოროტნი გონებითა და მწვალებელნი უწესოდ მეტყუელნი – საიდუმლოსა.
    126.     ესევითარნი არა შეერთვიან ზრახვისა თანა მართლმადიდებელთაჲსა, რამეთუ შეუპყრეს და განაპეს შჯული და გარე განვიდეს შჯულისაგან.
    127.     ესრეთვე განეშორნენ იგინი და [ა]რა შეერთნენ კრებულსა თანა და ზრახვისა მართალთაჲსა,
    128.     რამეთუ აკჳლას და თევდოტოს ზრახვად მართალთა კრებული მართალთაჲ თარგმანეს.
    129.     მის თანავე შეაერთა სიტყუაჲ სჳმაქოს.
    130.     აწ ვთქუათ წესისაებრ, „რამეთუ უწყის უფალმანო გზაჲ მართალთაჲ, და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს“.
    131.     უწყისო ყოველთა მეცნიერმან ყოველივე, რამეთუ არა დაეფარვის მისგან, და უწინარეს მოსლვისა მისისა საშჯელა იცის მართალი საშჯელი.
    132.     და არა თუ მოწამებაჲ და არცა მხილებაჲ რაჲ საჴმარ არს მისა, არამედ კაცად-კაცადსა საქმეთაებრ თჳსთა ღირსად მიეგების: მჴნეთა და წმიდათა თჳსთა გჳრგჳნოსან-ჰყოფს,
    133.     ხოლო ცოდვილთა არა მოიყვანებს საშჯელად, არამედ პატიჟად წარავლინებს ცეცხლსა საუკუნესა.
    134.     მას ჟამსა წარწყმდეს გზაჲ უღმრთოთაჲ მსგავსად საქმეთა მათთაებრ სლვათა მათთაჲსა,
    135.     აღესრულოს სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ „რომლითაცა საქმითა იყვნენ, სასყიდელი მიიღონ საქმეთა მათთაებრ,
    136.     და რომელნიმე აღდგომასა საშჯელისასა სატანჯველად, ესე იგი არს, უკუდავად ცხოვნდენ, არამედ ესრეთ ცხოვნდენ, ვითარცა ცეცხლისაგან“,
    137.     რამეთუ აღდგომაჲ მართალთაჲ საქმეთაებრ მათთა მსგავსად ნათლისა მბრწყინვალედ ელვიდენ,
    138.     ხოლო უღმრთონი აღდგომასა ბოროტთა საქმეთა მათთა თანა შეუღლვილნი წარწყმდენ.


3

     1.     „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
    2.     პირველსა ფსალმუნსა აღსასრულსა აჴსენნა უშჯულონი, აღსასრულსა ფსალმუნისასა, ხოლო მეორესა ფსალმუნსა პირველად აჴსენნა უშჯულონი
    3.     და გჳჩუენებს ურთიერთას განცოფებულად მოცთომილებასა მათსა, რომელ იზრახეს და ქმნეს მაცხოვრისა ზედა მეფეთა და მთავართა და ჰურიათა და წარმართთა.
    4.     რამეთუ მეორე ფსალმუნი მაცხოვრისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, ჴორციელად ვნებათა მისთათჳს და მეუფებისა მისისა
    5.     და წარმართთა მისა მიმართ სარწმუნოვებისათჳს წინაჲსწარმეტყუელებს
    6.     და ჰურიათა უღმრთოვებისათჳს გოდებს;
    7.     რამეთუ სიტყუა მისა არს, თუ „რად აღიძრნეს წარმართნი“,
    8.     რაოდენ დიდად გჳჩუენებს ბრალობასა ერისასა და მხილებასა უგუნურებისა მათისასა.
    9.     და არა არს ჩუენი გამოძიებაჲ რაჲ საჴმარ განმარტებისათჳს ამისა ძნელ რაჲმე სიტყუასა შინა ფსალმუნისასა,
    10.     რამეთუ საღმრთომან თავმან, მოციქულმან პეტრჱ საქმესა შინა მოციქულთასა განჰმარტა
    11.     და თქუა ესრეთ, თუ: „ჰეროდე და პილატჱ პონტიელი, მღდელთმოძღუარნი მწიგნობარნი, მეფენი და მთავარნი შეკრბეს ჯუარ-ცუმისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“.
    12.     რამეთუ ჰრომით მოივლინა პილატჱ და ჰურიათა სამთავროჲ აქუნდა ჰეროდეს.
    13.     სხუანი მრავალნი ჰურიანი და წარმართნი, უფლისათჳს რომელთა იზრახეს ცუდად მიცემაჲ სიკუდილად ამაოვებისა თანა, ამისთჳს,
    14.     რამეთუ შემდგომად სამისა დღისა აღდგა, ყოველთა კიდეთაგან თავყუანის-ცემაჲ მიიღო და წამებს ამას წმიდისა სახარებისა მცნებაჲ.
    15.     მაშინ განვიდეს მღდელთმოძღუარნი და ზრახვა-ყვეს, თუ ვითარ შეუძლონ წარწყმედად მისა.
    16.     მას ჟამსა თქუა კაიაფა: „უმჯობეს არს ჩუენდა, თუ კაცი ერთი მოკუდეს და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“.
    17.     რომელსა იტყჳს, თუ „რად აღიძრნესო“, აკჳლას იტყჳს, თუ „რად აღჟღავდესო“, ხოლო სჳმაქოს თქუა: „რაჲსა შეშფოთნეს და გარჱ მიიქციეს?“
    18.     და რომელი იტყჳს თუ „წარმართნიო“, რამეთუ ჰურიათა შეიპყრეს იესუ და მიჰყვანდა და იტყოდეს: „წინააღმდგომი არს კეისრისაჲ“.
    19.     რეცა ვითარმცა მეუფებაჲ ჰნებვიდა და ვითარცა მძლავრობითა წინააღმდგომსა ბოროტისასა ბერძენთა თანა შეასმენდეს მას,
    20.     რამეთუ მოჰკლვიდეს და დას[დ]ვეს მას ზედა ბრალი სიკუდილისაჲ.
    21.     და განიყვანეს იგი გარე, ადგილსა თხემისასა წარწყმედად მისა.
    22.     და ვითარცა ნეტარი ლუკა იტყჳს, შეასმენდეს მას
    23.     და იტყოდეს: „ვპოვეთ კაცი ესე, რომელი ეტყოდა ყოველთა და აყენებდა ხარკისა მიცემად კეისრისა და თავსა თჳსსა იტყოდა ქრისტედ და მეუფედ“.
    24.     „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი“.
    25.     ამისა შემდგომად მოვიდოდა დასითა წმიდათაჲთა და განწყობილნი იტყჳან, რომელნი ერთბამად მორწმუნენი არიან:
    26.     განეხეთქოთ უმკჳდროვებაჲ წარმართთაჲ და განვაგდოთ ჩუენგან უღელი ურჩულოვებისაჲ ჰურიათაჲ
    27.     და აღვიღოთ ტკბილი უღელი ქრისტჱსი, რამეთუ ესრეთ არიან სიტყუანი მისნი: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი მცირჱ და სუბუქ“,
    28.     რამეთუ შჯულსა უღლად უწოდს ღმერთშემოსილი პეტრჱ, რომელსა იტყჳს საქმესა შინა მოციქულთასა,
    29.     ვითარმედ: „განსცდით [ღმერთსა] დადებად უღელსა ზედა ქედსა მოწაფეთასა, რომელ ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად,
    30.     არამედ მადლითა ღმრთისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ცხორებაჲ“.
    31.     აწ ესერა დავით საწინაჲსწარმეტყუელოჲთა თუალითა, მადლითა სულისაჲთა წინაჲსწარ ხილულსა სიტყუასა იტყჳს:
    32.     „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
    33.     იგი, რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდინ მას და უფალმან შეურაცხ-ყვნეს იგინი“, რამეთუ რომელთამე მათგანთა დამშჭუალეს და ჯუარითა სიკუდილსა მისცეს.
    34.     ხოლო იგი თავადი ყოველთა ადგილთა სავსებით იყო და არს და ზეცისა მსახურთაგან დიდებასა მიიღებს.
    35.     აწ ესერა მიხედა ამაოჲსა მოქმედთა მათ და რომელი დამკჳდრებულა ცათა შინა,
    36.     ეცინის მათ და შეურაცხ-ჰყოფს და ძლეულთა მათ ღაღადებით ეტყჳს: „მე დავდეგ მეუფედ მის მიერ“.
    37.     და მოიყვანეს და ესრეთ იტყჳს: „ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა“.
    38.     არა ხოლო თუ სიონსა ოდენ ზედა იქმნა მეუფედ, არამედ საჩინოთა ზედა და უჩინოთა ყოველთა დაბადებულთა მეუფედ.
    39.     ამისთჳს იტყჳს სიონსა, რამეთუ ჰურიათა მეფობისა დასაბამი სიონით იყო.
    40.     ყოველთა ჰრწმენა წესი და ბრძანებაჲ სიონით მეუფისაჲ.
    41.     ეწამების ამას სიტყუასა, რომელსა იტყჳს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი
    42.     და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
    43.     მას ჟამსა ეტყჳს „მე დავდეგ მეუფედ მის ძე“, რამეთუ ვითარცა კაცი იტყჳს, თუ „მე დავდეგ მეუფედ“, არამედ იგი თავადი ვითარცა ღმერთ არს, აქუს მკჳდრობაჲ და მეუფებაჲ.
    44.     არამედ მოღუაწებასა თჳსსა იტყჳს: „მე დავდეგო მეუფედ“,
    45.     რამეთუ ყოველივე რაჲ სარგებელად ჩუენდა შეგუამსახურა, ხოლო ღმერთი არს თჳთ უჟამოჲ და დაუსაბამოჲ, ძლიერი მეუფებითა თჳსითა.
    46.     წამებს ღაღადებით წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა შენისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ“.
    47.     რამეთუ ყოველსა ჟამსა მაღალ ხარ და მაღალთა შინა დამკჳდრებულ ხარ, ჴმობს დავით გალობით და იტყჳს: „შენ მხოლოჲ მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა“.
    48.     იტყჳს მოღუაწებასა მისსა და ღმრთეებასა, რამეთუ ეტყჳს ესრეთ ზაქარია იოვანეს: „აწ შენ, ყრმაო, წინაჲსწარმეტყუელ მაღლის გეწოდოს“.
    49.     შენ, იგივე ძჱ ერთი, რომელ არს თანასწორი მამისაჲ, იშვა დღეს ღმრთის-მშობელისაგან ქალწულისა ბუნებითა ჩუენითა.
    50.     და ყოველივე საჴმარი მოღუაწებით აღასრულა თჳთ ძემან ჴორცითა თჳსითა.
    51.     ესე აღუღებიეს, ვითარცა პირისაგან ძისა, და დიდითა ჴმითა ღაღადებს და იტყჳს ნეტარი დავით: „უფალმან მრქუა მე: „ძჱ ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობია(!) შენ“.
    52.     ჟამსა მას ვერვინ შემძლებელ არს გულისხმის-ყოფად, გარნა სულისა წმიდისა მოძღურებითა ღმრთეებისათჳს ძედ იტყჳს, თუ: „ძჱ ჩემი ხარ შენ“.
    53.     და ღმრთისმშობელისაგან ჴორციელად შობისათჳს – „მე დღეს მიშობიე შენ“.
    54.     ამისთჳს მოვედით და ვისმინოთ ყოვლისა მპყრობელისა ღმრთისაჲ, რომელსა პირითა დავითისითა იტყჳს: „საშოჲთგან წინაშე მთიებისა გშევ შენ“.
    55.     აწ ესერა ჭეშმარიტსა ძესა ღმრთისასა ჰასაკი აქუს,
    56.     რამეთუ ჴორცითა თჳსითა ისმინა ყოველი ესე და მისა მიმართ რწმუნებულა ყოველი სოფელი და დიდებად ღმრთისა მოგჳყვანებს.
    57.     და გამოგჳთხოვნა ჩუენ გამოჴსნად და სამკჳდრებელად თჳსა ყოველნი წარმართნი,
    58.     რამეთუ იტყჳს ესრეთ: „ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა, დაპყრობად შენდა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“,
    59.     რამეთუ ღირს ჭეშმარიტი შემოქმედი ყოველთაჲ, რამეთუ ყოველივე მის მიერ იქმნა და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა,
    60.     და მან დაჰბადნა ყოველნი საჩინონი და უჩინონი და შემოქმედი არს ყოველთაჲ და დამბადებელი.
    61.     დაღაცათუ უფალი და ღმერთი არს, აღიღო, ვ˜ა კაცმან, მოღუაწებაჲ ყოველთა კიდეთაჲ,
    62.     რამეთუ მაშინ აგინებდეს ესრეთ, ვითარმედ ჰურიანი ხოლო არიან სამკჳდრებელ ღმრთისა და ერ, ამისთჳს, თუ იყო ნაცვალად უფლისა ერი თჳსი იაკობი,
    63.     ნაწილად სამკჳდრებელისაგან თჳსისა ისრაჱლი, აწ ამისა შემდგომად განაგდო და განიშორა სამკჳდრებელისაგან თჳსისა კრებული ჰურიათაჲ ამისთჳს,
    64.     რამეთუ არცა ერთი რაჲ უმჯობესი პოვა მათ თანა, რამეთუ ღმრთისმბრძოლ იქმნნეს, სამართლად მიცვალა სამკჳდრებელი თჳსი წარმართთა თანა.
    65.     და ესე უწინარესვე გულისხმა-ეყო და ამცნებს მათ და ქადაგებს სიხარულსა წარმართთასა
    66.     და იტყჳს: „იხარებდით წარმართნი ერისა მისსა თანა!“
    67.     ვჰპოვებთ ამას ქადაგებად წარმართთათჳს, რომლისათჳს იქმნეს ჰურიანი წინამძღუარ და მოუწოდეს წარმართთა სამკჳდრებელად და იხარებენ მათ თანა ღმრთისა ნიჭთაგან.
    68.     არა ხოლო თუ ათორმეტთა ნათესავთა ჰურიათა, არამედ სამეოც და ათთა მოწაფეთა და უმრავლეს ხუთასისა ძმათა, რომელთა ეჩუენა შემდგომად აღდგომისა
    69.     და ღმერთშემოსილსა პავლეს და კრებულსა სამათასთასა და ხუთათასთა, რომელთა ურაკპარაკთა ზედა ეტყოდა თავი მოციქულთაჲ პეტრჱ,
    70.     რომელ თქუა, თუ: „ღმრთისმსახურნი და მრავალნი ბევრნი, რომელთათჳს დიდი იაკობ იტყჳს: ჰხედავთა, რაოდენნი ბევრნი მორწმუნეთა ჰურიათანი არიან?
    71.     ესე ყოველი სიმრავლჱ მორწმუნეთაჲ ჰურიათაჲ, რომელთა თანა იხარებენ წარმართნი“;
    72.     აღივსო და აღესრულა სიტყუაჲ მოსესი, რომელსა იტყჳს: „იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა“.
    73.     აღავსო და აღასრულა ესე უფალმან ყოველთამან და გჳჩუენა, თუ არა არს განრჩევაჲ, რომელსა ენებოს სარწმუნოვებაჲ – თუ ჰურიაჲ იყოს გინათუ წარმართი,
    74.     რამეთუ იტყჳს ესრეთ, ვითარმედ: „სხუანიცა საცხოვარნი არიან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსანი;
    75.     იგინიცა ღირს არიან შემოკრებად და მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იქმნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.
    76.     ამას უწინარეს წინაჲსწარმეტყუელებს ფსალმუნითა, ქებით გალობს დავით და იტყჳს: „ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა“.
    77.     აწ ესე ყოველი მიჩუენონ და მითხრან მე ჰურიათა, ვინ სხუაჲ იყო, რომელმან დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, ჰურიათაგანი გინა თუ წარმართთაჲ,
    78.     არა თუ იგი მხოლოჲ, რომელი აღმოსცენდა ძირისაგან დავითისა ჴორციელად, რომელ არს თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე?
    79.     მართლ დააბრმნა იგი ყოველნი სიტყუამან წინაჲსწარმეტყუელისამან, რომელი პირველვე თქუა მათთჳს:
    80.     ეძიებდენ კედელსა, ვითარცა ბრმანი და მწუხარენი, რომელთა არა აქუნ წინამძღუარი, შეცთომილნი შთავარდენ სიღრმეთა მათ პატიჟისა თჳსისათა.
    81.     ამას ჰქად[აგ]ებს წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: „მწყსნეს იგინი მან“, რომელი მათგან ჯუარს-ეცუა, „კუერთხითა რკინისაჲთა“.
    82.     ესე იგი არს ჰრომაელთა მეფობაჲ, რამეთუ იგი არს მეფობაჲ ჰრომაელთაჲ, რომელსა რკინად იტყჳს, რამეთუ ძლიერ არს.
    83.     იგავობს ესრეთვე დანიელ და რკინად უწოდს მეფობასა მათსა.
    84.     და „ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შევმუსრნე იგინიო“.
    85.     სამართალი საშჯელი საჯა ღმერთმან ჴელითა ჰრომთაჲთა ნათესავსა ზედა ჰურიათასა,
    86.     რამეთუ თჳთ თავით თჳსით ღაღადებდეს და იტყოდეს: „არავინ არ[ს] მეუფჱ ჩუენი, გარნა კეისარი“,
    87.     მისცნა იგინი ჴელთა კეისრისათა, რომელსაცა ეძიებდეს, რომელმან ძლიერებითა თჳსითა უსამართლოვებაჲ მათი დამწყსო კუერთხითა რკინისაჲთა.
    88.     უკუეთუ არა სიტყუასა ამას ზედა თქუან ესე, ვის ზედა აღესრულოს თქუმული ესე, გარნა ხოლო მათ ზედა, რომელთაგან აღიღო და აღაოჴრა ქალაქი?
    89.     აწ ამისა შემდგომად წინაჲსწარმეტყუელი მოაქცევს სიტყუასა თჳსსა კრებულისაგან ჰურიათაჲსა და მეფეთა ზედა მორწმუნეთა
    90.     და იტყჳს: „აწ, მეფენო, ესრე გულისხმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი“.
    91.     მიხედეთ ჰურიათა, რომელნი ვითარცა კუერთხითა რკინისაჲთა სწავლნა იგინი, ისწავეთ მათგან თქუენ და ივლტოდეთ ცრუთა მათგან ჰურიათა,
    92.     „მიიღეთ სწავლაჲ, ნუუკუე განრისხნეს უფალი“, რამეთუ მეუფჱ ჩუენი არს, და ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძწოლით“.
    93.     აწ ჯერ-არს ყოველთაგანვე მონებად უფლისა, გალობად მისა ძწოლით ზარისაგან სატანჯველთა მისთაჲსა
    94.     და არა ხოლო თუ მინდობად ოდენ კაცთმოყუარებასა ღმრთისასა, არამედ შიშით და ძწოლით ზარისაგან სატანჯველთა მისთაჲსა;
    95.     და სახიერებისა თანა იწრაფდეს საქმედ სიწმიდესა და იხარებდეს ჴსნისათჳს თჳსისა.
    96.     სიხარულსა თანა ჯერ-არს შიში და ძწოლაჲ, რამეთუ იტყჳს ესრეთ: „რომელ მოგცეს ნებამან ანუ ბუნებამან, ეკრძალჱ მას, და ნუუკუე დაგცეს“.
    97.     „მიიღეთ სწავლაჲ, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდებოდით თქუენ გზისა მისგან მართლისა“,
    98.     რამეთუ არა ხოლო თუ ფრიადი ღმრთის-მეცნიერებაჲ და რწმუნებაჲ მოიყვანებს სრულებად,
    99.     არამედ სარწმუნოვებისა თანა ჯერ-არიან საქმენი სიწმიდისანი, რომლითა მტკიცედ აღიღოს ყოველი.
    100.     მერმე ამისა შემდგომად აღვსებული მიიწიოს სრულებად ჟამსა მას თჳსსა, „რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომაჲ მისი“
    101.     და წარმდებნი იგი სატანჯველნი ოთხკერძოვე გარე-მოადგენ და ვითარცა შეშანი შეიწუებოდიან, ცეცხლითა ეგზებოდიან.
    102.     ხოლო რომელთა ლხინებაჲ პოვონ, ღმრთისმსახურთა და სამართლის-მოქმედთა,
    103.     რომელნი ესვიდეს მოწყალებასა ღმრთისასა, საქმისა თჳსისა შრომანი აღიხუნეს და მიიღეს გჳრგჳნი დიდებისაჲ და სანატრელ იქმნნეს,
    104.     რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესრეთ: „რაჟამს აღატყდეს რისხვაჲ მისი, ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას“.
    105.     რაჲ არს ესე, რომელსა იტყჳს? რომელნი საქმითა ბოროტითა ცხოვნდებოდიან, იგინი ცეცხლითა სატანჯველად განმზადებულ არიან,
    106.     ხოლო რომელნი სიმართლისა საქმითა ცხოვნდებოდიან, იგინი სანატრელ-ყვნეს ღმერთმან და გჳრგჳნოსან.


4

     1.     დავითისი, რაჟამს ივლტოდა პირისაგან აბესალომისა, ძისა თჳსისა
    2.     ცხად არს თხრობაჲ და ძალი ფსალმუნისაჲ და დიდად და უაღრესად განსაკჳრვებელ არს წარმდებებაჲ მრჩობლი და უკეთურებაჲ აბესალომისი.
    3.     და უფროჲსად და უმეტესღა განსაკჳრვებელ არს სიმშჳდე და სიმართლჱ დავითისი, ვითარ მრავალფერთა განსაცდელთა შეუძლო დათმენად,
    4.     რამეთუ არა თუ მახლობელნი წარმართნი ოდენ შეიძრნეს მის ზედა ბრძოლად, არამედ სხუანი ბოროტნი და უშჯულოვებანი სახლსა შინა თჳსსა რისხვანი მოივლინნეს.
    5.     რაჲ ვთქუათ სიკუდილისათჳს მამისა და ძმისმკლველისა აბესალომისა წარმდებებაჲ, რომელი უფროჲსად მამასაცა ზედა წარმდებ იქმნა ყოფად დევნისა,
    6.     რომელ სულისა მადლითა დავით სიმჴნითა თჳსითა განერა ყოვლისაგანვე და უფროჲსად პოვა ძლევაჲ?
    7.     ხოლო ჟამსა ამას ესერა (განმრა)ვლებისათჳს წინააღმდგომთა თჳსთა მრავალთა და პირად-პირადთა განსაცდელთა ზედა მისლვისათჳს ღაღადებს ღმრთისა მიმართ
    8.     და იტყჳს: „უფალო, რად განმრავლდეს მაჭირებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.
    9.     მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა, ვითარმედ: „არა არს ცხორებაჲ შენი ღმრთისა მიერ“.
    10.     მრავალნი და ფრიად სასტიკად უსასო იქმოდეს მრავალთა, ვითარმედ არა პოვოსო ჴსნაჲ ღმრთისაგანო.
    11.     ხოლო მე ჭეშმარიტად და მტკიცედ ვიცი, ვითარმედ არა მიიქციო პირი შენი თანა-წარსლვად, რომელნი გხადიან შენ, დაღაცათუ მრავლითა ცოდვითა ს˜ვსჱ იყვნიან.
    12.     ხოლო აწ მრავლითა მჴურვალებითა გევედრები შენ მწარეთათჳს ბოროტთა და უსამართლოდ დევნათა, რომელნი ძისა ჩემისაგან შევიკრ(იბე)ნ.
    13.     შენ ამამაღლე მე და განმაძლიერე მე უფროჲსად ზედა მდევარსა ჩემსა და თანა-მზრახვალსა მისსა, რამეთუ ამას გჳჩუენებს სიტყჳთა თჳსითა:
    14.     „შენ, უფალი, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა“,
    15.     რამეთუ არა მეფობასა ჩემსა და ძალსა ჩემსა ჟამსა ამას ვესავ, არამედ შენგან შეწევნასა და დიდებასა სარწმუნოვებით ველი.
    16.     და შენ ხარ სასოჲ შესავედრებელი ჩემი და მწრაფლ აღამაღლე მარჯუენე ჩემი: „ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით“.
    17.     რამეთუ იტყჳს ესრე, ვითარმედ ყოვლითა გულის-თქუმითა გონებისა ჩემისაჲთა შევსწირავ შენ წინაშე ლოცვასა,
    18.     რამეთუ ვიცი, ვითარმედ შენ კაცად-კაცადსა თხოვათა მათთა აღუვსებ და აღუსრულებ.
    19.     და არა თუ ჴმაჲ და სულთქუმაჲ და ღაღადებაჲ ესევითარისაჲ საჴმარ არს ჩუენდა გულისხმის-ყოფად,
    20.     არამედ სულიერითა დიდითა გულის-თქუმითა და მჴურვალებითა და სულთქუმითა უსიტყუელითა თხოვად ღმრთისაგან შეწევნაჲ,
    21.     რამეთუ ამასვე ეტყჳს ყოველთა ღმერთი ნეტარსა მოსეს: „რაჲსა ჰჴმობ ჩემდა მომართ?“
    22.     ხოლო ჴმობად იტყჳს უსიტყუელსა მას, რომელი გულითა და გონებითა არნ ლოცვაჲ.
    23.     და „შეისმინა ჩემი მთით წმიდით მისით“, პოვა აღსრულებაჲ ჩუეულებისაებრ ჴმისა,
    24.     რამეთუ ესრეთ ჰგონებდეს, ვითარმედ კარავი საწამებელისაჲთა ხოლო არს წამებაჲ ყოველთა ღმრთისაჲ,
    25.     რამეთუ მუნით ხოლო აღიღიან მღდელთმოძღუართა კითხვაჲ-მიგებისა პასუხი საუკუნოჲ.
    26.     „მე დავწევ, დავიძინე, განვიღჳძჱ, რამეთუ უფალი მწჱ მეყო მე“.
    27.     ღამჱ და ძილი მრავალგზის წიგნთა იწროვებად და ჭირად და ზედა-მოსლვად უღმრთოთა თქუეს, რამეთუ ბნელსა შინა ჭეშმარიტად ღამჱ არს თჳნიერ ნათლისა,
    28.     სლვაჲ საყოფელთა და ზრახვათა მისთაჲ, ხოლო ნიში ღამისაჲ ზედა-მოსლვაჲ უღმრთოთაჲ არს, და ძილი – მოწევნული ჭირი.
    29.     და ჭირისა მისთჳს ილოცავს და ითხოვს მაცხოვარებისა ყოფად
    30.     და იტყჳს, ვითარმედ: „განვიღჳძჱ და უფალი მწჱ მეყო მე“ ამისთჳს, რამეთუ ღმრთისა შეწევნაჲ ვპოვე უფროჲს ყოველთა მტერთა ჩემთაჲსა,
    31.     იგინი შეშინებულ და ზარ-ცემულ, ხოლო მე უშიშად განვერი მრავალთაგან აღდგომილთა ჩემ ზედა.
    32.     ამისთჳს იტყჳს: „არა შემეშინა მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა გარჱ-მოდგომით და მოცვით მო[მი]ცვეს“.
    33.     დიდ და ფრიად იქმნა ჩემ ზედა მაცხოვარებაჲ შენი ნებითა შენ მხოლოჲსაჲთა.
    34.     ყოველნი მტერნი ჩემნი დაცემულნი შეიმუსრნეს ამისთჳს ნებითა ღმრთისაჲთაო.
    35.     „აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ, კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ“.
    36.     აწ ესერა ჭეშმარიტად განმაძლიერე მე და სრულ-ჰყავ მაცხოვარებაჲ შენი ჩემ ზედა,
    37.     ვითარცა ყოველსა ჟამსა ჩუეულებისაებრ გამოჴსნისა ჩემისა მრავალთაგან მაჭირებელთა ჩემთა და უცხოთესლთაგან და ისრაჱლეანთაგან და უცხოთაგან და სახლეულთაგან,
    38.     გინა თუ ამალეკისაგან და კრებულისაგან ასურასტანელთასა,
    39.     გინა თუ საულისგან მეფისა ჩემისა, რომელმან უსამართლოვებაჲ მოაწია ჩემ ზედა და ენება აღტაცებაჲ ჩემი, ვითარცა ლომსა.
    40.     შენ მიამთხჳე აღჳრითა ღაწუსა მისსა და მიჴსენ მე შუათაგან მისთა.
    41.     აწ დიდად და უაღრეს აჩუენე ძალი შენი, რამეთუ ისმინე ვედრებისა ჩემისაჲ და ჩუეულებისაებრ შეჰმუსრენ კბილნი ცოდვილთანი.
    42.     აწცა უფროჲსად მექმენ მე სახლ შესავედრებელ და მაცხოვნე მე.
    43.     ესე არს, რომელსა იტყჳს, „კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენო“ – ზედა-მოსრულთა ძლიერთა და სიმრავლესა სტრატიოტთასა,
    44.     კაცისმკლველთა მათგან უფლისაგან არს ჴსნაჲ, რამეთუ არა თუ მე კაცსა, ვ˜ად შენ, მაცხოვარსა ჩემსა და შენსა მაცხოვარებასა, უფალო, ველი,
    45.     არა თუ მე მარტოჲ, არამედ კრებულიცა ესე, რომელი ჩემ(და) შეერთებულად დევნულ ვართ კრებულისა მისგან, რომელნი მბრძოდეს მე.
    46.     რაჟამს იხილიან ჴსნაჲ ჩუენი, იგინი მოქცევით მოვიდენ მონებად და ვიყო მეფჱდ მათ ზედა და მშჳდობაჲ იყავნ ყოველთა ზედა!
    47.     და წყალობასა შენსა გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო: (კრებულისა) ამისთჳს
    48.     ყავ მაცხოვარებაჲ და მშჳდობაჲ და მოეც კურთხევაჲ შენ(მიერი),
    49.     რამეთუ ესრეთ მოგუასწავებს და იტყჳს: „უფლისა მიერ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაჲ შენი“.
    50.     რამეთუ მოსე ყოველთა წიგნთა შინა უბრძანებს მღდელთმოძღუართა კურთხევად ერისა მშჳდობით,
    51.     რაჟამს განვიდოდიან ბრძოლად, გინათუ მოვიდოდიან, გინათუ დღესასწაულთა წელიწადისა მათისათა და კრებულისა.
    52.     მაშინ უფროჲსად აღიღის გალობაჲ დავით, და ფსალმუნებით აკურთხევნ და წყალობასა და მშჳდობასა ითხოვნ მტერთა და მდევართა თჳსთათჳს,
    53.     რამეთუ სული წმიდაჲ (იყო), რომელი მის მიერ იტყოდა, რომლითა ენება ყოვლისა კაცისა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა (მოყვანებაჲ).
    54.     დავით ქრისტეს სახჱ არს და აბესალომ – ჰურიათა, მდევართა ქრისტჱსთა, სახე არს.


5

    1.     აღსასრულისა, ღაღადებით გალობაჲ დავითისი
    2.     ნაცვალად თქუმად აღსასრულისა (აკჳ)ლასი და თევდოტი ძლევისა-(ყოფად) მოგუას(წავ)ე(ბე)ნ, სჳმაქოს ძლევად თქუა.
    3.     ესრეთ მოგუასწავეს ა(ღსა)სრულისა (თქ)უმითა, ვითარმედ გრძელთა და მრავალთა ჟამთა და აღსასრულსა დღეთასა მოიძულოს წინაჲსწარმეტყუელებაჲ.
    4.     და(სასრუ)ლსა ფსალმუნისასა მოგუასწავებს და იტყჳს: „მშჳდობით მას ზედა დავწევ, დავიძინე, რამეთუ შენ უფალმან მხოლომან სასოვებით დამამკჳდრე მე“.
    5.     იტყჳს ძლევისა, რომელი იქმნა ნეტარისა დავითის თანა, რომელი უწინარესი საფსალმუნისა იყო აბესალომისთჳს, ძისა თჳსისა.
    6.     ამის(თჳს) შენ (ფსალმუნისა) ამისგან [...] ფსალმუნი ესე, რამეთუ [...] ბისათჳს ყოვლისა რამეთუ შეისმინა თხოვაჲ მისი.
    7.     ძლევისა გალობასა იტყოდეს, ვითარმედ „არა არს ცხორებაჲ მი[სი] ღმრთისა მიერ მისისა“.
    8.     ხოლო ფსალმუნითა ამით „ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოვებაჲ და ეძიებთ სიცრუვესა?
    9.     გულისხმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი“,
    10.     გჳჩუენებს ჩუენ ფსალმუნითა ამით, რომელნი არიან უღმრთო და მოწყალებასა ღმრთისასა ვერ გულისხმა-ჰყოფენ, რომელი შემძლებელ არს ჴსნად ყოვლისაგან ჭირისა
    11.     და არარაჲ არს შეუძლებელ მის თანა, რამეთუ ძალი მისი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების.
    12.     რამეთუ სამხილებელად უშჯულოთათჳს და უღმრთოთა თქუმულ არს ფსალმუნი ესე: „ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სამართლისა ჩემისასა“.
    13.     იტყჳს: იხილეთ და გრწმენინ, ვითარ-ესე იქმნა ჩემ ზედა მაცხოვარებაჲ და ზედა-გარდამოჴდა ყოველივე სიტყჳთ და საქმით.
    14.     და ღმერთმან ძლიერებით განცხადებულად ღაღადებისა ჩემისაჲ მწრაფლ შეისმინა, რამეთუ მე მისა მივავლინენ ლოცვანი ჩემნი და მან ისმინა თხოვისა ჩემისაჲ.
    15.     და რომელსა იტყჳს, თუ: „სიმართლითა ხოლო ჩემითა“, ამას იტყჳს ვითარმედ: სიმართლისა თხოვითა ჩემითა და არა თუ ამპარტავანებით.
    16.     დავით სიმართლესა თჳსსა და სიმჴნესა წამებს აქა, რამეთუ იტყჳს ღმერთი ამათვე სიტყუათათჳს ჴელითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა,
    17.     ვითარმედ: „მაშინ მხადო შენ და მე ვისმინო შენ[ი]“ და ვიდრე ჴმობამდე შენდა გრქუა, ვითარმედ აქა ვარ.
    18.     „ჭირსა ჩემსა მილხინე მე, უფალო!“ ჩუეულებაჲ არს ყოველთა (პირველ) მოვლინებად წმიდათა თჳსთა ზედა მცირედ ჭირი და შემდგომად ამისა გუემ(ად),
    19.     ვითარცა ვიხილეთ ღუაწლითა სატანჯველთა მათთაჲთა მითხრობად ყოველსა და წამებისა მათისათჳს, ვითარცა იობისი და აბრაჰამისი, განსაცდელთათჳს,
    20.     რამეთუ ვიდრე-იგი იყვნიანღა განსაცდელთა შინა, განაძლიერნის სულნი მათნი და ყვნის იგინი მძლჱ ზედა მტერთა მათთა.
    21.     ესევითარისათჳს აწ დიდითა ჴმითა ღაღადებს და გალობს დავით
    22.     და იტყჳს, ვითარმედ: „აწ ესერა ჭირისაგან და უძლურებისა და სიმდაბლისა განაძლიერე სული ჩემი და შემეწიე მე და იწროვებისაგან ვრცელ-მყავ მე“.
    23.     და ესე არს, რომელსა იტყჳს კაცთმოყუარებაჲ ღმრთისაჲ,
    24.     ღმრთისმტჳრთველი პავლჱ: „დიდ არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“.
    25.     მომხედა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ.
    26.     არა დადუმნების სული ღმრთისმოყუარე, არამედ ყოველსა ჟამსა ჩუეულებაჲ აქუს ლოცვისა-ყოფად ფართოვებასა შინა და იწროვებასა,
    27.     გამოიღებს ნაყოფსა თჳს[სა] მსხუერპლად, ესე იგი არს საქმენი სიმართლისანი,
    28.     არამედ იგი მას მოუწყინებელად ღმრთისა მიმართ ღაღადებს და გალობით ამხილებს გულფიცხელთა
    29.     და იტყჳს: „ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ, რად გიყუარს ამაოვებაჲ და ეძიებთ სიცრუვესა“
    30.     ჩემგან მიიღეთ და გულისხმა-ყავთ და ისწავეთ, ძენო კაცთანო, ღმერთი დიდითა კაცთმოყუარებითა და მოწყალებითა.
    31.     და რომელთა ჰხადონ მას გულითა და გონებითა, მსწრაფლ შეისმინოს მათი;
    32.     აწ ზრახვაჲ ამავოვებაჲ განაგდეთ თქუენგან და „გულისხმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალმან შეისმინა ჩემი, ღაღადებისა ჩემისაჲ მისა მიმართ“.
    33.     რამეთუ არა თუ ცუდად რაჲმე და მცირჱდვე ეწია, არამედ განცხადებულად მრავალგზის სიკუდილისაგან იჴსნნა და ზედა მტერთა ყოველთა მძლედ და მთავრად დაადგინა.
    34.     ამისთჳს იტყჳს: „გულისხმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი“.
    35.     წმიდად აქა იტყჳს კუალად ერთგულთა და უცოდველთა, ვითარმედ არა ბრალი ექმნა მათ, რომელთა სდევნიდეს.
    36.     უკეთურად და გულფიცხელად ურწმუნოთა იტყჳს, რომელთა ესოდენი ეხილვა მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ,
    37.     და იგინი ურცხჳნოდ ზედა-მოუვიდოდეს მართალთა დამძიმებულნი გულითა,
    38.     ვითარცა ვინ ღჳნითა აღატყდის და განცოფნის დამძიმებული და ბრუქცეული და ხრტინავნ და გორავნ და თავისაგან მისისა აღმოუდინ ორთქლი,
    39.     რომელთაგან(!) შეპყრობილ არნ ცნობაჲ მისი, და ჴელნი მისნი
    40.     განცჳბრებულ, დამძიმებულნი თუალნი მისნი და დაწუხვილ, ვითარცა მკუდრისანი, და ძნიად შეუძლის აღხილვად.
    41.     ესრჱთვე სახედ არიან ურწმუნონი და უკეთურნი.
    42.     ამისთჳს აღუღებიეს დღეს ჴმაჲ ღაღადებისაჲ და იტყჳს „გულის-წყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ“,
    43.     რომელსა ჟამსა იქმოდით და განრისხებულ იყვნეთ, ნუვის აჭირვებთ და ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ.
    44.     უკუეთუ ბოროტი ბოროტისა წილ არა ჯერ-არს მიგებაჲ,
    45.     რაჲსათჳს კეთილისა წილ ბოროტსა მიაგებთ?
    46.     „რაჲ თქუან გულთა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ“, რამეთუ სარეცლად დაწყნარებულებასა იტყჳს და ღამესა – ჟამად განსუენებისა.
    47.     რამეთუ თჳნიერ შფოთისა არიან ზრახვანი, ხოლო დღე ყოველ კუეთებითა მოიხუამს ბუნებაჲ.
    48.     ხოლო შჯულისმდებელი ასწავებს მათ და ეტყჳს: „შეწირეთ უფლისა მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა“.
    49.     გამოვიძიეთ და ვპოვეთ ძუელისა შჯულისა მცნებათა და საკუერთხთა და მსხუერპლთა მოსესთა,
    50.     რამეთუ შეწირიან საკუერთხი წარმართთა და ჰურიათა, ვითარცა აწ მწვალებელნი და წარმართნი საკუერთხსა ჰყოფენ.
    51.     არამედ ნებაჲ ღმრთისაჲ ესე არს, რომელსა იტყჳს: „შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა“.
    52.     ესრეთვე უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ეტყჳს მოწაფეთა თჳსთა: „მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი და მამაჲ ჩემი მოქმედი არს;
    53.     ყოველმან რტომან, რომელი ჩემ თანა დანერგულ არს და არა გამოიღოს ნაყოფი, გარჱ განაგდოს იგი მამამან ჩემმან“.
    54.     არა თუ ცუდად რაჲ თქუა, არამედ რომელი ჩემ თანა დანერგულ არსო.
    55.     ესე იგი არს, ვითარმედ რომელი არა ჩემითა ბრძანებითა, ვითარცა-იგი მე სარწმუნოვებაჲ და შჯული მივეც;
    56.     მრავალნი არიან, რომელნი არა მიისწრაფიან სარწმუნოვებად და ღმრთისმეცნიერებისა დიდებასა კაცთაგან ეძიებენ.
    57.     ამისთჳსცა გჳჩუენებს და პირად-პირადითა სიმჴნითა ჰნებავს განმართლებაჲ.
    58.     „მრავალთა თქჳან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი უფლისაჲ?“
    59.     ამას მათ ზედა იტყჳს, რომელთა ზედა ოდესმე მიიწიის მწუხარებაჲ და ჭირი და უსასო-იქმნნიან თავით თჳსით
    60.     და მოწყინებულნი სულმოკლებით იტყოდიან: „ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი უფლისაჲ?“ აწ ესერა კეთილი ღმრთისაჲ ურთიერთას განგუარჩევს მათგან, რომელნი წარმდებ იქმნნეს.
    61.     ხოლო ჩუენ ვიტყჳთ: „გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო.
    62.     მოეც სიხარული გულთა ჩუენთა“: რამეთუ იგინი მოწყინებით ზრახვიდეს და იტყოდეს მსგავსად კაცობრივისა ურწმუნოვებისათჳს თჳსისა.
    63.     იქმნნეს ხოლო რომელნი შენმიერითა ღმრთისმეცნიერებითა, შენდა მიმართ გჳრწმენა და გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი პირისა შენისაჲ,
    64.     ესე იგი არს სარწმუნოვებაჲ ქრისტეს მეცნიერებისათჳს და თანა-წარმჴდეს, რომელნი აღდგომილ იყვნეს ჩუენ ზედა
    65.     და შემაწუხებდეს ჩუენ, კეთილად და მოეც სიხარული გულთა ჩუენთა.
    66.     და კუალად აშურებს უმადლოთა მათ და ეტყჳს: მათ თანა არს კეთილის-ყოფაჲ ღმრთისაჲ, „ნაყოფისაგან [იფქ]ლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისაჲთა აღავსნა იგინიო“.
    67.     და კუალად ამ[ხი]ლებს მათვე, რომელნი იტყჳან, თუ „ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი უფლისაჲ?“
    68.     რომელმან ესოდენნი კეთილის-ყოფანი უფლისანი უწყნის, ვითარღა იტყჳს, თუ ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი უფლისაჲო,
    69.     რომელნი ნაყოფისაგან – იფქლითა, ღჳნითა ზეთითა მათითა აღსებულნი იხარებდეს.
    70.     ამხილებს მათ, რომელთა კეთილი ქუეყანისაჲ შეიწყნარეს და არა იციან მადლობაჲ ღმრთისაჲ.
    71.     და რამეთუ სამითა ამით გჳჩუენებს ყოველთა კეთილთა ქუეყანისათა,
    72.     და სასოვებით ესე ყოველი შეიწყნარეს კეთილი და წარმდებებით იკადრეს თქუმად, თუ ვინ [გჳჩუენოს] ჩუენ კეთილი უფლისაჲო.
    73.     ხოლო მე ვიტყჳ: შეიწყნარე კეთილი უფლისა ჩუენისაჲ და ღმრთისმეცნიერებისა სასოვებაჲ, მრწამს და მშჳდობითა მით ამით სასოვებითა „დავწევ, დავიძინე.
    74.     და განვიღჳძე, რამეთუ შენ უფალმან მხოლომან სასოვებით დამამკჳდრე მე“.
    75.     ყოველნი, რომელნი შეძრწუნდეს და ურწმუნო იქმნნეს და მიწად მიიქცეს ზრახ[ვითა.....] თჳსთაჲთა ესევითართა [...] გამოიჴსნენ, ღმერთო, შენითა მოწყალებითა
    76.     და [კე]თილის-ყოფითა, წინამძღუარ-ე(ქ)მენ სასოვებისა და აუწყე მშჳდობაჲ და სასოვებაჲ აღდგომისაჲ,
    77.     რამეთუ მსგავსად ძილისა სიკუდილმან შეიპყრნა; რამეთუ ვითარცა ძილისაგან რაჲ ვინ განაღჳძის,
    78.     ესრეთვე და უაღრესღა სიკუდილისაგან განსასუენებელსა და აღდგომასა მოველით.
    79.     ძილად აქა სიკუდილსა გჳჩუენებს, რომელთა უშიშად სასოვებითა აღდგომისაჲთა შეისუენონ.
    80.     რამეთუ არიან ვიეთნიმე, რომელნი ბოროტთა საქმეთა თჳსთათჳს შეძრწუნებულ არიან სიკუდილისაგან და სასო-წარკუეთილ ქმნულ არიან აღდგომისათჳს.
    81.     ხოლო დავით მჴნედ დასდებს წინაშე წინდსა სასოვებისასა
    82.     და ძილად შეჰრაცხებს სიკუდილსა, და განღჳძებასა სასოვებით ახარებს და სიხარული ჰრწამს აღდგომისაჲ ღაღადებით.


6

     1.     დავითისი, აღსასრულთაჲ, მკჳდრისათჳს
    2.     ყოველთა, რომელთა ზედა-დაწერილი განჰმარტეს და თარგმანეს, განაცხადეს მას შინა,
    3.     [......] რად [....] სიტყუასა ღმრთისასა, ესე იგი არს მხოლოდშობილი ძჱ მისი, შეაერ[თა] მის თანა ეკლესიაჲ მისა და უწოდა მკჳდრად,
    4.     რამეთუ თავ მისა არს ქრისტე და ასონი [მი]სნი – (ესე) თჳსთჳსად თითოვეული თჳსი,
    5.     რომელნი ღმრთისმსახურებით ვლენან ცხორებად სიწმიდითა სლვისა თჳსისაჲთა,
    6.     რამეთუ იტყჳს ესევითარისათჳს უფალი პატიოსანსა სახარებასა შინა თჳსსა:
    7.     „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი განმზადებული დასაბამითგან სოფლისაჲთ“.
    8.     და რჩეული მონაჲ ღმრთისაჲ პავლჱ იტყჳს: „სული ღმრთისაჲ ეწამების სულსა ჩუენსა,
    9.     ვითარმედ შვილნი ღმრთისანი ვართ, უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა თანა და მკჳდრობის-მოდგამ ქრისტეს თანა“.
    10.     და კუალად, ვითარმედ: „არა ვართ მონა, არამედ შვილ, უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ქრისტეს მიერ.“ აწ მკჳდრობისათჳს მრავალსა სხუასაცა ვჰპოვებთ საღმრთოთაგან წიგნთა.
    11.     ესე არს ძალი და ბუნებაჲ ფსალმუნისაჲ, რამეთუ რაოდენ ზედა-მიწევნით მოვედით შესლვად სიტყუათა ფსალმუნისათა.
    12.     „სიტყუათა ჩემთაჲ ისმინე, უფალო, და გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა“.
    13.     მრავალგზის და მრავლით კერძო აღდგეს და მოიწინეს განსაცდელნი და ღელვანი ზედა ეკლესიასა,
    14.     არა ხოლო თუ ერთსა ეკლესიასა, არამედ ყოველთა სულთა, რომელნი სიწმიდით სახელ-დებულ არიან, მოივლინნეს მათ ზედა ჭირნი და შეძრწუნებანი,
    15.     არამედ ძლევაჲ პოვა ეკლესიამან და წმიდათა მისთა უფროჲს ყოველთა მტერთა მისთაჲსა.
    16.     დაღაცათუ შეიძრნეს განსაცდელნი დაცემად ლოდსა ზედა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერევიან.
    17.     არამედ იყო ესე ყოველი, რაჲთა უფროჲსად გამოჩნდეს სიმჴნე ჩუენი და ღმრთისა მიმართ ვედრებანი ჩუენნი შევწირნეთ,
    18.     ვითარცა აწ მოძღურებაჲ გუასწავებს ჩუენ, თუ ვითარ ჯერ-არს ყოველთა ღმრთისა და მეუფისა ვედრებაჲ და სულ-თქუმათა შეწირვაჲ.
    19.     გუასწავებს ჩუენ ესრჱთ: „სიტყუათა ჩემთაჲ ისმინე, უფალო, და გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო“.
    20.     აწ არა თუ ღაღადებასა ღაღადებითა გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ არა თუ ყურნი ასხენ სასმენელად,
    21.     რამეთუ ღმრთისათჳს რაოდენი რაჲ ჴორციელებაჲ თქუან წიგნთა, სწავლისა ჩუენისათჳს არს და არა თუ ბუნებისათჳს ღმრთეებისა.
    22.     აწ რაოდენი რაჲ თქუან ჴორციელებრი რაჲმე ურვაჲ, მსგავსად ასოთა მათებრ იქმნების, ვითარცა ელია[ს] მრავლითა კადნიერებითა ღმრთისათჳს შური აქუნდა,
    23.     რომელმან თქუა ესრეთ: „ცხოველ არს უფალი, რომლისა ვდგა მე წინაშე მისა დ˜ეეს“.
    24.     „რამეთუ შენ უფალი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა ურჩულოვებაჲ არა დაიმკჳდრონ შენ წინაშე უკეთურთა, არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა“.
    25.     შეისმინი თხოვისა ჩემისაჲ და განმაშორენ ჩემგან შეძრწუნებანი, ჭირნი უღმრთოვებისანი.
    26.     უწყი, რამეთუ ბილწ არიან წინაშე შენსა ყოველნი სლვანი და საქმენი უწესოვებისანი და რომელნი მოვიდენ, ნუ უღმრთოვებით ავლინებენ სლვათა თჳსთა.
    27.     ესე გალობად აღუღებიეს დავითს და განცხადებულად ფსალმუნსა შინა თჳსსა იტყჳს:
    28.     „მოიძულენ შენ ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოვებასა, წარწყმიდენ, რომელნი იტყჳან სიცრუვესა; კაცი მოსისხლჱ და მზაკუვარი სძაგს უფალსა“.
    29.     უკეთურებისა საქმენი და რომელთა წინა-აღდგომაჲ ღმრთისაჲ ენება და ცილობისა საქმენი მათნი არა ხოლო თუ ერთგზის მოიძაგნა და განიშორნა.
    30.     არამედ დაღაცათუ მრავალნი ჭირნი მიაწინეს ზედა წმიდათა, ვერ შეუძლეს ძლევად მათა,
    31.     არამედ იგინივე თავით თჳსით უფროჲსღა შორის წარწყმდეს,
    32.     რამეთუ დაღაცათუ ჟამითი ჟამად წარმდებ იქმნნეს, ვერვე შეუძლეს ზედა მისლვად და წინა-აღდგომად სიტყუასა უფლისა ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა,
    33.     რამეთუ იტყჳს: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან“.
    34.     ამასვე ფსალმუნსა ესე განცხადებულად იტყჳს: „ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თავყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“.
    35.     რომელნი იტყჳან: მიჴსენ მე ყოველთაგან განსაცდელთა და მარჯუენითა შენითა დამიფარე მე ყოველთა მოვლინებულთა განსაცდელთაგან, რომელნი სახელ-დებულ არიან,
    36.     ესე იგი არს „ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა“ და რამეთუ ყოველსა ჟამსა შევსწირავთ თავყუანის-ცემასა ტაძარსა შინა დიდებისა შენისასა,
    37.     რამეთუ ვერ შემძლებელ ვარ მე დავიწყებად კაცთმოყუარებისა, რომლითა მომმადლე მე კადნიერებაჲ.
    38.     „უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე წინაშე ჩემსა გზაჲ შენი“, რამეთუ ყოველსა ჟამსა გზანი შენნი გამოწერილ არიან წინაშე თუალთა ჩემთა.
    39.     თითოვეულისა მათგანისაგან ვიხილავ ამას, რამეთუ გზად წრფელთა იტყჳს და კუალად მათთჳს უფროჲსღა დაცვად ღმრთისაგან.
    40.     აწ უკუეთუ საქმეთა ჩემთაგან საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო და მიძღოდი და წარმიმართო, განაგნე გზანი ჩემნი.
    41.     სჳმაქოს თქუა: „წრფელ-ყავ და წარჰმართე გზაჲ ჩემი, უფალო“.
    42.     ამასვე წამებს ესაია და იტყჳს, ვითარმედ: „იყოს ძნელოვანი იგი ველად და ღირღუაროვანი – გზად წრფელად“.
    43.     და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს დავით: „უფლისა მიერ არს სლვაჲ წრფელთაჲ და გზანი მისნი ჰნებვენ ფრიად“.
    44.     დიდითა სიმდაბლითა სავსჱ არიან სიტყუანი უხუთანი, სამკჳდრებელსა აღითქუმენ, რომელნი ევედრებიან ღმერთსა მტერთა მათთათჳს,
    45.     სადა არა იყოს ბრძოლაჲ, ითხოვენ მართალსა და წრფელსა და ადვილსა გზასა და ურთიერთას განცხადებულად მიუთხრობენ და ამხილებენ უღმრთოთა გმობასა;
    46.     და უწესოვებისა მათისა, და ბილწთა სიტყუათა მათთა ამისთჳს იტყჳს „არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲო,
    47.     ტყუვილითაო ყოველსა ჟამსა ენითა თჳსითა შეიბილწვიანო, გული მათი ამაო-ქმნული, რამეთუ ყოველსა ჟამსა ცუდსა ზრახვასა ზრახვენ
    48.     და ურჩულოვებითა სავსე-ა გონებაჲ და პირი მათი, ვითარცა სამარჱ აღაღიან ჴორცი მათი“,
    49.     რამეთუ დაბურვილნი სამარენი დაბურვილნი არიან მყრალობითა სულისა მათისაჲთა,
    50.     ხოლო ზე-აღებულნი სამარეთა მრავალგზის ზე-აღმოუტევიან სიმყრალისა იგი სული მათი.
    51.     ესრჱთვე იგინი მეძვობითა, ყოვლითა შებილწებითა და სიმყრალითა, პირითა მათითა სიტყუათა გმობისათა იტყჳან და ზრახვენ,
    52.     ესე იგი არს უწესონი ზრახვანი მათნი და მგმობარი ენაჲ მათი, რომელნი ღმრთისა თანა და წმიდათა მისთა თანა ყოველსა ჟამსა წარმდებებით მიავლინებენ ენასა თჳსსა.
    53.     ეტყჳს, ვითარმედ „ენითა მათითა ზაკუვენ.
    54.     რამეთუ ყოვლითა მზაკუვარებითა და დრკუვებითა არიან ზრახვანი მათნი.
    55.     ესე უფროჲსად ბოროტ არიან მათსა, რომელნი მდუმრიად თავით თჳსით ზაკუვენ დაფარულად.
    56.     უკუეთუ აღაღონ პირი მათი, სიმყრალჱ და სული გმობისაჲ მიავლინიან ღმრთისა თანა, და თუ მდუმრიად ზაკუვასა იტყოდიან.
    57.     „საჯნეს იგინი ღმერთმან, დაეცნენ იგინი ზრახვათა მათთაგან, დიდძალისა უღმრთოვებისა მათისაჲთა განიშორნეს იგინი“
    58.     და მოიყვანნეს იგინი საშჯელად და იყვნენ იგინი დაშჯილ, აღდგენ განსაცდელად საქმეთა თჳსთაგან, რომელნი ქუსვიდეს ვითარცა ქსელსა დედაზარდლისასა,
    59.     დაეცნენ იგინი ამაოვებითა ზრახვათა მათთაჲთა და აღდგომასა გუემად ღირს არიან წარმდებებითა თჳსითა.
    60.     ამისთჳს, „რამეთუ განგამწარეს შენ, უფალი“, რამეთუ წარმდებებითა თჳსითა ვიდრე შენდამდე ენება ბრძოლაჲ.
    61.     აწ აჩუენე ძალი შენი და განკუეთე წარმდებებაჲ მათი და ახარჱ, რომელნი გესვენ შენ,
    62.     რამეთუ იტყჳს ესერა ფსალმუნი ესე ესრეთ: „იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გესვენ შენ უკუნისამდე, იშუებდენ და შენ დაიმკჳდრო მათ შორის“,
    63.     იგინი, რომელნი შენ გესვიდეს მორწმუნენი, სიხარულითა აღივსნეს და მიიღეს შუებაჲ საუკუნოჲ.
    64.     წარვიდეს იგინი და დაემკჳდრნეს ესენი.
    65.     „იქადოდიან შენდამი ყოველნი, რომელთა უყუარს სახელი შენი, რამეთუ შენ აკურთხე მართალი“.
    66.     შენმიერითა კურთხევითა და შენითა წყალობითა ჭირთაგან მისთა განსუენებაჲ და ფართოვებაჲ პოვა,
    67.     შენდა მიმართ იქადის და იტყჳს მსგავსად სიტყჳსა მის პავლესისა: „რომელი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ“.
    68.     „უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოვებისაჲთა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ“.
    69.     სათნოვებად უწოდს წმიდათა წიგნთა კეთილად საღმრთოდ ნებასა მათსა, რომლითა განგუამტკიცნა ჩუენ, ვითარცა ჭურითა დაიფარნა წმიდანი თჳსნი,
    70.     რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „გთნდა, უფალო, ქუეყანაჲ შენი“.
    71.     ითქუმის, ვითარმედ კეთილი ინებე სამკჳდრებელსა შენსა მოშიშთა შენთა.
    72.     აწ აქა ამას იტყჳს, ვითარმედ სათნოვებითა და კეთილითა ნებისა შენისაჲთა და მრავლითა ჩუენდა მომართ კაცთმოყუარებითა მოწყალებისა შენისაჲთა
    73.     მეყავ ჩუენ ჭურ შესავედრებელ სრულიად ძლევად მტერთა ყოველთა ძლევითა ძლიერებისა შენისაჲთა,
    74.     დამადგ თავთა ჩუენთა გჳრგჳნი სიხარულისაჲ, ესე იგი არს რომელსა იტყჳს „ვითარცა ჭურითა სათნოვებისა შენისაჲთა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ“.


7

     1.     ღაღადებით ფსალმუნი დავითისი, აღსასრულსა, გალობაჲ მერვისათჳს
    2.     მერვესა მიეახლების და მერმე ყოფად სამას დღედ განსუენებისა და სუფევისა საწინაჲსწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ უწესს,
    3.     რამეთუ რომელნი ჟამნი ნებსით შჳდთა მათ დღეთა შაბათისათა შინა იქცევინ.
    4.     რამეთუ პირველით დღითგან იწყებს ვიდრე მეშჳდედმდე,
    5.     ხოლო მონ კუალად საქმედ იწყებს მსგავსად დასაბამისა და აღიღებს კუალად პირველით დღით შჳდთა მათ სლვათა.
    6.     და ესე არს უფროჲს შჳდთა მ[ათ] დღეთასა გარეგან ჟამთა მათ, ესე იგი არს უაღრეს ყოვლისა სფ˜ლისა.
    7.     ამას უწოდს დღედ მერვედ.
    8.     დღესა აღდგომისასა და სუფევისასა აჴსენებს ფსალმუნი ესე სიკუდილისათჳს და ჯოჯოხეთისათჳს და საშჯელისა,
    9.     რამეთუ იტყჳს ესრეთ: „არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ“.
    10.     გჳჩუენებს ესრეთ, ვითარმედ დაჴშულ იყვნენ კარნი სინანულისანი,
    11.     გან-რაჲ-ვიდენ აქაჲთ და მივიდენ მუნ, არა არს სინანული არავისთჳს, რომელნი სოფლისა ამის აქავე წარმავა[ლისა] ცხორებისაგან ვერ შემძლებელ იქმნნენ აღებად სინანულისათჳს.
    12.     მუნ არა არს აღსარებაჲ სინანულად წინაშე ღმრთისა.
    13.     სიტყუასა ამას ეწამების, რომელი უთქუამს ქალწულთა მათთჳს იგავი, რამეთუ მათგან გუემხილა ჩუენ,
    14.     რომელნი იყვნეს ცოფნი ქალწულნი და დაევსებოდეს სანთელნი იგი მათნი და დაშთეს კართა გარეგან ქორწილისა,
    15.     დაეჴშნეს კარნი და განემართა კრეტსაბმელი და დაჴშულთა კართა არღარავის ჴელ-ეწიფების შესლვად შინაგან.
    16.     აწ მოვედით, ამისა შემდგომად სიტყუაჲ ფსალმუნისაჲ პირველად ვიწყოთ აღებად და ვთქუათ: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე,
    17.     ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“; არა თუ ამას გევედრები, თუ „ნუ მამხილებ“, არამედ იტყჳს, თუ: „ნუ რისხვითა მამხილებ“.
    18.     და არცა ამას გევედრები, თუ „ნუ განმსწავლი მე“, არამედ „ნუ რისხვითა მგუემ მე“.
    19.     არამედ, ვითარცა მამამან მოწყალემან, წყალობითა და მოწყალებითა შენითა განმსწავლე მე და სიტკბოვებით მასწავე მე აჴოცაჲ და განკურნებაჲ ცოდვათა ჩემთაჲ
    20.     და ნუ სატანჯველითა საუკუნოჲთა მტანჯავ მე და ნუ მსგავსად ცოდვათა ჩემთა მომაგებ საშჯელთა ჩემთა, არამედ კაცთმოყუარებითა და სიმართლითა შენითა მასწავე მე.
    21.     იტყჳს: „მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ მე“.
    22.     ჭეშმარიტად, რომელსა ჟამსა მოუძლურდიან ზრახვათაგან, დასნეულდიან სიტყუანი სულთა ჩუენთანი;
    23.     მთავრითა მით გონებისა ჩუენისაჲთა სულნი ჩუენნი ძლეულ იქმნიან.
    24.     ამისა შემდგომად ვცოდით ჩუენ ზრახვითა სულისაჲთა.
    25.     და უკუეთუმცა არა მოუძლურდით, ვერ შემძლებელ არნ სენი ყოფად ჩუენ თანა,
    26.     რამეთუ ვითარცა ეტლთმარბეველნი, რომელთა დიდითა წურთილებითა და განგებითა ჴდომაჲ ცხენთაჲ ჰნებავნ და წარმართებულ იყვნიან,
    27.     ამისა შემდგომად არღარა იპოვის მათ შორის უკეთური და მრუდად მავალი.
    28.     „განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძწუნდეს ძუალნი ჩემნი და სული ჩემი შეძწუნდა ფრიად“.
    29.     ესე მრჩობლსა ბუნებასა და ორსა საქმესა შუვა-წარმოიღებს, გჳჩუენებს, თუ კეთილსა სული და ჴორცნი ერთად მიიღებენო.
    30.     რამეთუ შეძრწუნებასა სულისასა ყოვლითა ძალითა და ძუალითა და ჴორცითა სრულად იტყჳს.
    31.     არამედ შენითა კაცთმოყუარებითა მილხინე და განმკურნე მე ურვათაგან და სალმობათა ბოროტთა ცოდვათა ჩემთაჲსა;
    32.     „და შენ, უფალო, ვიდრემდის? მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობითა შენითა“.
    33.     იტყჳს, „ვიდრემდისო“, არა თუ აბრალებს რასმე და აჴსენებს, არამედ ვითარცა მრავლისა ჭირისაგან და ურვისა მსთუად მოავლინეო შეწევნაჲ და მილხინე მე,
    34.     უფალო, გევედრები შენ, მისთჳს მოიღებს ამას და იტყჳს „მრავლისათჳს წყალობისა შენისა“,
    35.     რამეთუ არა თუ ძალსა ჩემსა ვესავ და თუ ვითარმცა კაცთმოყუარებისა შენისაჲთა ვიკადრე სიტყუად წინაშე შენსა,
    36.     რამეთუ მოუძლურდი და დავეცი ცოდვათაგან მძიმეთა, არამედ მრავალსა მოწყალებასა შენსა ვევედრები და ვითხოვ შენგან.
    37.     „მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი.
    38.     ესე იგი არს, მომხედენ მე და მიწყალე მე და ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან.
    39.     იტყჳს „და ნუსადა განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგანო“,
    40.     რამეთუ უწყი, ვითარმედ აქა არს სინანული და მ[ო]ტევებაჲ ცოდვათაჲ
    41.     და შემდგომად ამის ცხორებისა დაიჴშვიან კარნი სინანულისანი და მოტევებისანი.
    42.     რამეთუ ამას განაცხადებს სიტყუათა ამათ, ვითარმედ „არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აგიაროს შენ“.
    43.     ამისთჳსცა კურნებასა და აჴოცასა, ვიდრე ვარღა ცხორებასა ამას წარმავალსა ამის სოფლისასა, გევედრები და ვითხოვ შენგან: მომ[მ]ადლე მე და მომიტევენ ცოდვანი.
    44.     უწყი, რომელნი აქაჲთ მივიდენ წარსრულნი, რამეთუ წყლულებითა და მრავლითა ცოდვითა, არა არს მუნ კურნება წყლულებათა,
    45.     არცა მოტევებასა ცოდვათასა ჰპოვებენ, რამეთუ არა არს მუნ ადგილი სინანულისაჲ მოტევებად ცოდვათა.
    46.     „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“.
    47.     ვიცი, რამეთუ დიდნი ბოროტნი თანა-წარვლენ სულ-თქუმითა და ცრემლითა და მრავლითა თხოვითა მჴურვალედ, ვითარცა ცეცხლი გონებაჲ ჩემი,
    48.     და რამეთუ საცთურთაგან შეძრწუნებელად მწუხარე არს სახედველი სულისა ჩემისაჲ.
    49.     და მოიღებს და იტყჳს: „განმირისხნა მე გულის-წყრომითა თუალი ჩემი“ რამეთუ ხილვითა გონებისა ჩემისაჲთა აღმრღუეული განვრდომილ ვარ შენგან ამის მიერ, უფალო ჩემო.
    50.     თუალად აქა გონებასა უწოდს, რამეთუ ერთი აქა და არა მრავალნი, თუალი და არა თუალნი.
    51.     „განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა“, უფროჲსად შურად აღმიღეს მე ყოველთა მტერთა ჩემთა და განმკაფეს მე და განმლიეს.
    52.     ეწინეს ძჳრნი ცოდვათა ჩემთანი სულსა ჩემსა.
    53.     „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოვებისანი,
    54.     რამეთუ ესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ და უფალმან ვედრებაჲ ჩემი შეიწირა“ ყავ ჩემ თანა, უფალო, მოტევებაჲ და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ.
    55.     აწ კიდე განმიდეგით, უშჯულოვებანო და ცოდვანო ჩემნო, რომელნი ხართ წინა-აღდგომ და მტერ ჩემდა.
    56.     გრცხუენოდენ ამისთჳს მოიღებს, იტყჳს ესრეთ: „ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ ყოველთა მტერთა ჩემთა, მართლუკუნ იქცენ, ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად შეძრწუნდენ“.
    57.     ესე ყოველი უწყებული დაიდუმეს ყოველთა, რომელნი მემტერნეს მე და ბუნებით მოიღებდეს თჳსითა უკეთურებითა ცოდვასა.
    58.     და სავსენი სიცრუვითა, შეშფოთებულნი და განრისხებულნი გულითა თჳსითა ამისთჳს, რამეთუ სიმართლჱ განიძარცუეს, სავსენი შიშითა ზარ-ცემულ არიან საშჯელისაგან ღმრთისა.


8

     1.     აღსასრულისაჲ, საიდუმლოჲსათჳს ყრმათაჲსა ფსალმუნი დავითისი
    2.     სჳმაქოს ძლევისათჳს სიკუდილისათჳს ძეთაჲსა, ხოლო აკჳლას გუემით ძლევისათჳს ყრმათა შჳლთაჲსა,
    3.     ხოლო თევდოტიონ ჩჩჳლთა ყრმათათჳს, ერთ-სიტყუა იქმნნეს ყოველნი ამისთჳს და ძეთათჳს აჴსენეს.
    4.     ამას გჳჩუენებს სიტყუასა წინაჲსწარმეტყუელებისასა, ვითარმედ ესე ფსალმუნი თქუმულ არს უფლისათჳს იესუ ქრისტჱსა,
    5.     რომელმან სიკუდილითა თჳსითა სძლო, ვითარცა მამაკაცმან რჩეულმან და ჭაბუკმან ძლიერმან, სძლო მძლავრებასა ცოდვათასა
    6.     და არცა ერთი რაჲ მიზეზი მისცა პოვნად სიკუდილსა,
    7.     დაჰჴსნა მთავრობაჲ მისი და ძალი, რომელ იტყჳს: „საიდუმლოჲსათჳს“, დაფარული ზრახვაჲ არს ესე, რომელი ქმნა ძემან ღმრთისამან.
    8.     სამეოც და ათთა თარგმანთა თქუეს ესე, რომელსა იტყჳს.
    9.     ესე არს განმარტებაჲ მისი, რამეთუ არა იყო განცხადებულ და საცნაურ ყოველთაგან.
    10.     და რაჲსა ვიტყჳ „ყოველთაგან“, რომელსა მოციქულთა ოდენ მრავალგზის ეტყოდა და ასწავებდა?
    11.     უმეცარ და დაფარულ იყო ყოველივე საქმჱ, რომელი განზრახვით აღასრულა ქრისტემან.
    12.     და წამებს ამას მახარებელი, რამეთუ უფალი მრავალგზის ეტყოდა მოწაფეთა,
    13.     ვითარმედ: „აწ ესერა აღვალთ იერუსალჱმდ და ძე კაცისაჲ მიეცეს ჴელთა ურჩულოთასა და ჯუარს-აცუან იგი და მოკლან და მესამესა დღესა აღდგეს“.
    14.     მოიღებს ესრეთ მახარებელი და იტყჳს: „და იყო დაფარულ მათგან და არა იცოდეს, რასა ეტყოდა“,
    15.     რომლისათჳს პავლჱ ჴმობს და იტყჳს, რამეთუ: „სიბრძნესა ვიტყჳთ ღმრთისასა
    16.     და ზრახვასა დაფარულსა რომელი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისათამან იცნა იგი და უკუეთუმცა ეცნა იგი, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა“.
    17.     და კუალად ზრახვაჲ დაფარული საუკუნოჲ ნათესავით განუცხადა ძეთა თჳსთა.
    18.     ამისა შემდგომად ვიხილო განგებაჲ და პირი ფსალმუნისაჲ.
    19.     მოვედით აწ და სიტყუასა ფსალმუნისასა ურთიერთას განზრახვად მუუჴდეთ:
    20.     „აგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო“.
    21.     ყოველი გული და გონებაჲ, აღსრულებული თავით თჳსით, წინაშე ღმრთისა დადვა და მადლობით ყოველივე სახარებაჲ, რომელი ქმნა, გალობად აღუღებიეს
    22.     და მადლობით გჳთხრობს და ღმრთისმსახურებისა სიყუარულსა თჳსსა გჳჩუენებს.
    23.     ხოლო ამისთჳს რომელ იტყჳს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“,
    24.     და არა მიმცნა ჩუენ განზრახვასა ვეცხლის-მოყუარებისა ჩუენისასა
    25.     და ღმრთისმოყუარებასა და ოქროჲსმოყუარებასა თანად და ქრისტესმოყუარებასა ამის სოფლისასა და მერმისასა მას.
    26.     რომელმან ესრეთ განყოს ზრახვაჲ თჳსი აქა და იქი, ვერ შეუძლოს ყოველსავე ბუნებითა თჳსითა ს˜დ ერთობით თქუმად, ვითარმედ „აგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითაო“.
    27.     ხოლო წინაჲსწარმეტყუელი სულ-შეზავებულთა თუალთა შინაგანსა და დაფარულსა ზრახვასა თჳს[სა] ყოველსავე განსწმედს, დაფარულსა გონებასა თუალითა უწინარესსა ხედავს.
    28.     არა ხოლო თუ ერთგზის ოდენ იტყჳს, თუ „აგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“,
    29.     არამედ მიუთხრობს ყოველსა საკჳრველებასა მისსა და განგჳსწორებს ჩუენ ამას ყოველსავე, რომელ მესმა არა თუ დიდებითა და ძალითა და სიმრთელითა ჴორცთაჲთა,
    30.     არამედ საქმითა სიწრფოვებისაჲთა, შუენიერებითა და მადლითა სულიერითა.
    31.     ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი.
    32.     და მსგავსად ამისსა სხუას სადამე იტყჳს: „მოვიჴსენე ღმერთი და ვიხარე“ და კუალად: „იხარებდით და იშუებდით მართალნი უფლისა მიმართ“
    33.     და კუალად: „იხარებენ გულნი, რომელნი ეძიებენ უფალსა“, რამეთუ: „მართლუკუნ იქცენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა“.
    34.     ესე ჩემნი სჳმაქოს ესრე თარგმანა: „უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო; მართლუკუნ იქცენ ყოველნი მტერნი ჩემნი, შეცთუმილნი წარწყმდენ პირისაგან შენისა.
    35.     ესე იგი არს, რომელსა იტყჳს, რამეთუ: „ვიხილენ მტერნი ჩემნი და მაჭირ[ე]ბელნი, წარწყმედილნი, შორის განვლტოლვილნი და ყოველნი გუემანი მოწევნულნი მათ ზედა“.
    36.     ესე ყოველი თქუმული წინაჲსწარმეტყუელისაჲ ბუნებისათჳს კაცობრივისაჲ, რომლითა მთავრობაჲ ბოროტისაჲ იგუემა და გონებაჲ ჩუენი განერა მონებისაგან.
    37.     მოიყვანა აზნაურებად და წარწყმიდა უღმრთოჲ, მძლავრი შორის ღმრთისა, ძლიერებითა მოგუმადლა გამოჴსნაჲ და ცხორებაჲ,
    38.     ვითარცა მეფჱ დაჯდა საყდართა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ და სასწორთა საშჯელისათა მიაგებს;
    39.     დაცემითა მტერთაჲთა მიჴსნის ჩუენ ჴელთაგან მაჭირებელთა ჩუენთაჲსა, რომლისათჳს გალობაჲ აღუღებიეს,
    40.     ფსალმუნებს და გალობს და იტყჳს: „ყავ საშჯელი ჩემი და სამართალი ჩემი ჩემდა რომლითამე სახითა.
    41.     და იტყჳს: „დაშჯედ საყდართა სიმართლისათა, შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“.
    42.     არცაღა ყოვლად შემდგომად ამისა შემძლებელ არს მტერი აწ ცხორებისა ჩუენისა ხილვად, ბუნებასა კაცთასა შეპყრობად სას[ი]კუდინედ და მწარედ მონებად მიმძლავრებით.
    43.     არამედ უხილავს ბუნებაჲ კაცთაჲ, ვითარცა მაღალთა ზედა საყდართა და საშინელად მჯდომარე, ვითარცა მსაჯული და თჳთ, ვითარცა ძჳრის-მოქმედი,
    44.     მისგან ანუ ვითარცა მეფისაგან დაშჯილი და გუემული და უკუნითი უკუნისამდე აჴოცილი და წარწყმედული მძლავრებით და მთავრობაჲ ეშმაკისაჲ.
    45.     მას ჟამსა იტყჳს: „შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ.
    46.     ამას გამოაცხადებს საქმესა მოციქულთასა, რომელი უყვეს წარმართთა ბარნაბას და პავლჱს მოცთომილებითა და უმეცრებითა თჳსითა,
    47.     ხოლო მათ შეჰრისხნეს უღმრთოვებასა მათსა და ეტყოდეს: „რასა იქმთ? რამეთუ ჩუენ თქუენებრნივე კაცნი ვართ;
    48.     არამედ მოიქეცით უღმრთოვებისაგან თქუენისა და ჰმონეთ ღმერთსა“.
    49.     და კუალად პავლე შეჰრისხნა გალატელთა:
    50.     „ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ, რომელი წინაშე თუალთა თქუენთა იხილეთ უფალი იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?“.
    51.     ესე არს, რომელსა იტყჳს: „[შეჰრის]ხენ შენ წარმართთა და წარწ[ყმდა უღმ]რთოჲ; სახელებით აჰჴოცე [უკუნისამდე და უკუნითი] უკუნისამდე“.
    52.     ურჩულო იქმნნეს მართლიად [....]დ და ვიდრე სრულიად აღივსნეს ბოროტებითა თჳსითა.
    53.     ხოლო აწ ესრეთ განიშორნეს, წარწყმდეს ბოროტითა ვიდრე ს˜დმდე,
    54.     ვითარმცა არასადა ოდეს ზრახვასა კაცთასა ვიეთსამე შერთულ იყო და არცა ყოფილ ოდეს კერპთმსახურებისა მსახურებაჲ.
    55.     „მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად და ქალაქნი აღაოჴრდეს“.
    56.     რამეთუ განიძარცუა პირისა მისგან უღმრთოვებისა საჭურველისაგან, რამეთუ არავინ პოვა შემწე ურჩულოვებისაჲ,
    57.     რომელნი ძჳრისმსახურებისა და გამოხატულთა მრავალთა სიბრძნითა და ჴელოვნებითა იქმოდეს.
    58.     ესერა აღაუჴრდეს ქალაქნი, რომელნი ძლიერითა და დიდითა შრომითა აღეშენნეს,
    59.     ადგილნი მათნი დაირღუეს და აღაუჴრდეს და „წარწყმდა საჴსენებელი მათი“ ქუეყანით, გამოჩნდა მადლი მხოლოდ-შობილისა ძისა ღმრთისაჲ.
    60.     ესე ღმრთისშემწყნარებელმან პავლე თქუა, რამეთუ „გამოჩნდა მადლი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყ˜ლთა კაცთა, მასწავლელად ჩუენდა,
    61.     რაჲთა უვარ-ვყოთ უღმრთოვებაჲ და გულის-თქუმაჲ სოფლისაჲ მღჳძარებით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით ვცხოვნდებოდით საუკუნესა მას“.
    62.     ესე იგი არს უვარ-ყოფაჲ ყოვლისა უღმრთოვებისაჲ და ემბაზისაგან ვიქმნნეთ თანა-ჯუარ-ცუმულ ქრისტესა, ვითარცა ღმრთის-შემწყნარებელი პავლე იტყჳს:
    63.     „უკუეთუ თანა-ვეზიარნეთ სიკუდილსა მისსა, ესრეთ ვიყვნეთ აღდგომასაცა მას, და კუალად თუ მოვსწყდეთ მის თანა, მის თანაცა ვცხოვნდეთ“.
    64.     და ესრეთ დაარღჳა ურჩულოვებისა და უღმრთოვებისა ქალაქი ძნელი და აღაშენა ზედა ლოდსა, დაამტკიცა ეკლესიაჲ და ქალაქი ღმრთისმს[ა]ხურებისაჲ.
    65.     „წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებითა და ღმერთი ჰგიეს და არს უკუნისამდე“.
    66.     განცხადებულად იტყჳს, უღმრთოვებასა შორის აღიღებს ურჩულოვებისა მსახურებასა და ღმრთისმსახურებასა;
    67.     უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს ყოვლისა მპყრობელი ძალი და მეუფებაჲ მისი არასადა წარჴდეს.
    68.     „განმზადა საყდარი თჳსი; თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და ერი და კრებული – სიწრფოვებით“.
    69.     არა თუ ამას ოდენ ხოლო სოფელსა ძლიერებაჲ თჳსი გჳჩუენა,
    70.     არამედ მომავალსაცა მას მერმესა სოფელსა საშინელი ყოველთა საშჯელი აჩუენა კაცთა და კაცად-კაცადმან საქმეთაებრ თჳსთა სასყიდელი მოიღოს.
    71.     „იყოს უფალი შესავედრებელ დავრდომილთათჳს, მწე კეთილ ჟამსა ოდენ ჭირისასაო“.
    72.     „ჟამსა ოდენ“ აკჳლას ჟამი დარად თქუა, სჳმაქოს „ზედა-მიწევნულსა ჟამსა“.
    73.     და რ~სა იტყჳს გლახაკად დავრდომილად, ბუნებასა კაცობრივსა იტყჳს, ამისთჳს, რამეთუ მრავალსა უღმრთოვებასა და ჭირსა შევრდომილი წარწყმდეს ჟამსა ჭირისასა.
    74.     ქადაგებს და იტყჳს პავლე: „რაჟამს ვიყვენით ყრმა და მოძულებულ და დამონებულ ვიყვენით დაბადებულსა ამის სოფლისასა,
    75.     რაჟამს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი, რომელი მოვიდა და იშვა დედაკაცისაგან, და იქმნა შჯულსა ქუეშე,
    76.     რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და შვილებად შეიწყნარნეს“.
    77.     „გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი“.
    78.     აკჳლას და სჳმაქოს „გესვიდენ“ შესავედრებელად თარგმანეს; რომელი გამოაცხადებს ესრეთ ესევითარსა ჴსნასა,
    79.     რომელ მოვიღეთ შენგან, დამბადებელად და ღმრთად შენ გიცანთ ჩუენ და შენ გესავთ და შეგეგევედრებით.
    80.     „უგალობდით უფალსა, რომელი დამკჳდრებულ არს სიონს“ დაღაცათუ ძუელსა შინა დიდებისა სიონისათჳს იტყჳს,
    81.     შემდგომად მოასწავებს ასულისათჳს წინაჲსწარმეტყუელებასა, რომელ ვისწავეთ ჩუენ ღმრთის-შემწყნარებელისა პავლესგან.
    82.     ზეცისა გალობასა მივეახლენით მთასა სიონსა, ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, ზეცისა იერუსალჱმსა.
    83.     „მიუთხრობდით წარმართთა შორის საქმეთა მისთა“.
    84.     საქმენი სჳმაქოს სიბრძნედ თქუნა, აკჳლას – შეცვალებად, მართლად შეცვალებაჲ დიდი იქმნა საქმისაგან ძალისა:
    85.     მტერნი იქმნეს საყუარელ და განშორდეს, მახლობელნი და მონანი ძჱ იქმნნეს, და რომელნი იყვნნეს უმეცარ, იქმნნეს მეცნიერ.
    86.     და რომელნი იყვნეს ბნელსა, განათლდეს, და რომელნი იყვნეს სიკუდილსა შინა, სასოვებით განცხოველდეს და გლახაკნი მკჳდრ იქმნნეს სასუფეველსა ცათასა.
    87.     ჰურიანი განეშორნეს და წარმართნი მახლობელ იქმნნეს, ძენი ძაღლ იქმნნეს და ძაღლნი ძე იქმნნეს.
    88.     ესე ყოველნი სიბრძნითა მაცხოვრისაჲთა ღმრთივ შუენიერებით იქმნნეს.
    89.     უკუდავებაჲ სიკუდილისა მათისა წილ მიჰმადლა და სიკუდილით ცხორებად მიიცვალნეს, და გინებისაგან – დიდებად, და წყევისაგან – კურთხევად, და ჯუარითა ჴსნაჲ.
    90.     ყოველივე ესე – საკჳრველთ-მოქმედებაჲ მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ, რომელმან ესე ყოველი შეცვალა,
    91.     რამეთუ „ძიებად შური სისხლსა მათისაჲ მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთაჲ“.
    92.     რომელმან ესე ყოველი იხილა და ჭეშმარიტი გამოიძია, იმხილა წარმდებებაჲ ეშმაკისაჲ,
    93.     რომელ წარმდებ იქმნა მოწყუედად ყოვლისა კაცისა, და არა უგულებელს-ყო, არამედ მოვიდა და მოგუეახლა და იძია შური მძლავრისაგან.
    94.     ამისთჳს მოასწავებს სიტყჳთა ამით, ვითარმედ „არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთაჲო“.
    95.     აქა ღაღადებასა, არა თუ ლოცვასა რასმე იტყჳს და თხოვასა,
    96.     არამედ რომელ ცოდვითა თჳსითა შევრდომილ იყვნეს სენთა, ჭირთა და სიკუდილთა, ყოველნი გოდებდეს: „მიწყალე, მე, ღმერთო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან“.
    97.     ესე არს, რომელთათჳსცა დავგლახაკენით.
    98.     და გოდებდეს ცრემლითა: აწ ვითხოვთ შენგან ცხორებასა, რაჲთა შეუძლოთ განრინებად ბჭეთაგან სიკუდილისათა,
    99.     „რომელმან ამამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რაჲთა მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი“.
    100.     ესე არს, რომელსა იტყჳს აღსრულებაჲ სახიერებისა მისისაჲ, რაჟამს განმარინნა ხრწნილებისაგან და დაჴსნა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ ყოველსა ჟამსა
    101.     და მარადის კურთხევაჲ შენ[ი] „ბჭეთა ასულისა სიონისათა! და ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა“.
    102.     სიონად უწოდა ზეცისა ქალაქსა იერუსალჱმსა, ვითარცა მასწავა ჩუენ ნეტარმან პავლე, და ბჭედ ზეცისა – ქალაქისა ეკლესიასა, სახლსა ღმრთისასა,
    103.     რომელ არიან ყოველსა ქუეყანასა, ამისთჳს, რამეთუ ეკლესიაჲ მიგჳყვანებს ზეცისა ქალაქად, რომელ არს მორწმუნეთაჲ.
    104.     ამის ყოვლისათჳს იტყჳს ჟამსა ამას: იშუებდით და განწყობილნი გალობდით.
    105.     უფალო იესუ ქრისტე, განისუენე სულსა დაჩისსა.


9

     1.     აღსასრულსა, შეცვალებისათჳს ჟამთაჲსა, ძეთა კორესთაჲ სიბრძნისა, ფსალმუნი საყუარელისათჳს
    2.     უწინარეს ფსალმუნისა ამის მრავალი სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ მწუხარებით წარმოთქუა და გჳთხრა, ხოლო ფსალმუნითა ამით სიხარული და ნიჭი მოგუმადლა.
    3.     შესხმაჲ აღუღებიეს და ქებით გალობს და განცხრომით გჳჩუენებს და ახარებს ყოველსა სულსა,
    4.     ძლევასა ყოველთა მართალთა თჳსთა მიანიჭებს და მიჰმადლებს, და ღმრთისა შეწევნასა არა ხოლო თუ ჴორციელთა ოდენ ზედა,
    5.     არამედ თავსაცა ყოვლისა უღმრთოვებისასა – ეშმაკსა – დასატკებნელად დასდებს და ფერჴითა დასათრგუნველად შეიქმს.
    6.     რამეთუ მოფენითა მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ საყუარელი ძირისაგან იესესისა ჴორციელად და ჰყოფს შეცვალებასა და განახლებასა ყოველთა წარმართთა
    7.     და სამსახურებელთა მათთასა, ვითარცა თქუა ზედა-წერილმან, თუ საყუარელისათჳსო.
    8.     საყუარელად უწოდა მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა,
    9.     რამეთუ ესრეთ წინაჲსწარმეტყუელებს ესაია და იტყჳს: „ვენაჴი დავასხ სავენაჴესა შეყუარებულისა, ადგილსა მტკიცესა რქითა პოხილითა“.
    10.     ესე მამამან ზეცით დიდად სასმენელითა ჴმითა გარდამოავლინა და განგჳმარტა სიტყუაჲ ესაჲაჲსი და თქუა: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“.
    11.     ესე მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ და საყუარელი წმიდითა ნათლის-ღებითა და ემბაზითა შეცვალებით განახლებასა მიჰმადლებს ყოველთა წარმართთა
    12.     და სულითა წმიდითა ძედ ღმრთისად იქმნებიან ყოველნი.
    13.     ამისთჳსცა ფსალმუნი ესე ქებით გალობს და იტყჳს, ბრძანებს დავიწყებად ტყუვილისა ღმერთთა მამულთა მათ და ცნობად ჭეშმარიტისა ღმრთისა
    14.     და მისცვალებს უღმრთოვებისაგან სიმართლედ და ნაყოფიერად და აღყუავებად საქმედ სიწმიდისა.
    15.     ამისთჳს სჳმაქოს „შეცვალებაჲ“ აღყუავებად თარგმანა, ხოლო თევდოტი და აკჳლას შროშნად თარგმანეს,
    16.     რამეთუ შროშანი ყუავილი აღმოჴდის ძლიერად ზედა მთათა და სახიერად განიფურჩნის და ყუავინ.
    17.     ირწყვიან იგინი სულისაგან წყლისა მხოლოდშობილისა მიერ ძისა ღმრთისა,
    18.     ვითარცა თქუა ესაია: „იხარებდინ უდაბნოჲსა ხენი და დიდებაჲ ლიბანისაჲ მოეცეს მათ და ყუავოდიან, ვითარცა შროშანნი“,
    19.     რამეთუ გჳჩუენებს საყუარელსა ძესა ღმრთისასა დამნერგველად და მუშაკად.
    20.     რომელნი უნაყოფო იყვნეს უდაბნოს, შეცვალნა ნაყოფისა გამომღებელად.
    21.     ესე არს პირი და ძალი ფსალმუნისაჲ ჴორცთ შესხმისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა.
    22.     მოვედით აწ და სიტყუასა ფსალმუნისასა მოვიდეთ განმარტებად: „აღმოთქუნ გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი“.
    23.     მამამან აღმოთქუა მხოლოდშობილი ძჱ.
    24.     სიტყუაჲ აღმოთქუმული მამისაგან გამოვიდა მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა „და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა“.
    25.     რომელი ზედა-წერილმან საყუარელად თქუა, აქა მას მეუფედ სახელ-სდებს.
    26.     საქმენი ჩემნიო – წინაჲსწარმეტყუელებრთა მათ მსახურებათა თჳსთა სახელ-სდვა, რამეთუ მადლითა სულისაჲთა განათლდა დავით.
    27.     ქებაჲ აღუღებიეს და გალობით სიტყუასა მამისასა გამოუცხადებს ყოველთა და მეუფესა მას საყუარელად ძედ ღმრთისად სახელ-სდებს.
    28.     მოიღებს ესრეთ და იტყჳს: „ენაჲ ჩემი ვითარცა საწერელი მწიგნობრისა ჴელოვნისაჲო“, რამეთუ არა თუ რასმე თავით ჩემით ვიტყჳ და ვწინაჲსწარმეტყუელებ
    29.     და არცა გონებით მოვიღებ და ვზრახავ, არამედ მადლითა სულისაჲთა შემსგავსებულად იქმნების,
    30.     ვითარცა კალამი, ენაჲ ჩემი; სულისა მიერ წმიდისა შეპყრობილ და დაწებულ, ღმრთივ-შეზავებულსა მას მცნებასა შინა დგას
    31.     და წერს პირად-პირადად შუენიერსა და უფროჲს ყოველთა მწიგნობართასა ამას.
    32.     საწერელად ენასა თჳსსა სახელ-სდვა, უაღრეს ყოველთა მწიგნობართაჲსა სულისა წმიდისა მადლითა თჳთ აქუს მას და რაჲ-იგი ჰნებავს, წერს მითა.
    33.     აწ ვიწყო დიდ-დიდთა და უაღრესთა წინაჲსწარმეტყუელებათა, თუ: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ყოველთა ძეთა კაცთაჲსა,
    34.     განეფინა მადლი ბაგეთაგან შენთა; ამისთჳს გაკურთხოს შენ ღმერთმან უკუნისამდე“.
    35.     შენ გაკურთხა ღმერთმან.
    36.     რომელსა მამამან სიტყუად გიწოდა, მე მეუფედ და ძედ სახელ-გდებ სიკეთითა შენითა და ყოვლითა შუენიერებითა, პატიოსნებითა,
    37.     უაღრეს ყოველთა ძეთა კაცთაჲსა განეფინა მადლი ბაგეთაგან, ამისთჳს,
    38.     რამეთუ ჴელითა ენისა თჳსისა ჴორციელისაჲთა, ვითარცა წყარომან, აღმოაცენა ყოველი მოძღურებაჲ და სიბრძნე აკურთხა უკუნისამდე, ამისთჳს,
    39.     რამეთუ მის მიერ იჴსნნა და აკურთხნა ყოველნი ნათესავნი კაცთანი.
    40.     „შეიბ მახჳლი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა და სიკეთითა შენითა, გარდააცუ მშჳლდსა შენსა, წარემართე და სუფევდი“.
    41.     ძლიერებით მახჳლი შებმულ ჴელთა შენთა, ამისთჳს, რამეთუ წინა-აღუდგა უღმრთოვებასა და დაამდაბლა და დაჰჴსნა მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან
    42.     და კეთილითა მოძღურებითა თჳსითა ყოველი სოფელი აღავსო და აღაყუავა.
    43.     ესე არს შუენიერებაჲ და სიკეთე შენი გარდაცუმულად, წარმართებულად და სუფევს, რამეთუ დასათრგუნველად ყვნა ძალნი წინააღმდგომნი, სიწრფოვებასა ჰყოფს და მეუფებს.
    44.     მოიღებს მსგავსად და ადრჱ იტყჳს: „ჭეშმარიტებისათჳს და მშჳდობისა და სიმართლისა“: მართლ და შუენიერებით განცხადებულად იტყჳს ამას წინაჲსწარმეტყუელი,
    45.     უწოდს მხოლოდ-შობილად ძედ ღმრთისად ჭეშმარიტებით და სიმდაბლით და სიმართლით და მეუფებით და უფლებით.
    46.     არა არს ჩუენდა ძნელ რაჲმე განმარტებაჲ ამისი, რამეთუ თჳთ უფალმან სახარებასა შინა განცხადებულად თქუა:
    47.     „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ თქუენ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“,
    48.     კუალად: „მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“.
    49.     და კუალად სოლთა მტჳრთველსა იოვანეს ეტყჳს: „მაცადე აწ, რამეთუ ესრე ჯერ-არს აღსრულებად ყოველი სიმართლჱ“.
    50.     ამისთჳსცა გრძნებანი და მძლავრობანი ეშმაკისანი დაჰჴსნნა, სიკუდილი განაქარვა და მორწმუნეთა თჳსთა მოჰმადლა გამოჴსნაჲ და ცხორებაჲ.
    51.     „გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენიო“, რამეთუ ამისთჳს უწინარეს აქა აჴსენებს მახჳლსა,
    52.     სამართლად აქა მარჯუენედ სახელ-სდვა, რამეთუ უშჯულოთა არაწრფელსა ზრახვასა მათსა ზედა მარჯუენითა თჳსითა პატივსა მიაწევს,
    53.     ვითარცა პავლჱ იტყჳს: „ყოველსა ზედა უღმრთოსა და უწესოსა მიფენითა მახჳლი“.
    54.     და ესე არიან პატიჟნი.
    55.     „ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო, და ერნი ქუეშჱ დაეცნენ და გულითა მტერნი მეუფისანი“.
    56.     მტერად მეუფისად უწოდს მღდელთმოძღუართა და ჰურიათა, რომელნი პირისპირ უფალსა ეტყოდეს: „არავინ არს მეუფჱ ჩუენი, გარნა კეისარი“,
    57.     რომლისა ისრითა დაეცნეს, ჰრომაელთა კეისრისაჲთა, და აღოჴრდეს და აღიჴოცნეს ჰრომაელთა ჴელითა ქალაქი და ტაძარი ჰურიათაჲ,
    58.     არამედ თჳთ მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ მეუფებს ყოველსა ზედა სოფელსა და მჯდომარჱ არს მარჯუენით ღმრთისა,
    59.     რომლისათჳს ჟამსა ამას შესხმაჲ აღუღებიეს და ქებით გალობს წინაჲსწარმეტყუელი
    60.     და იტყჳს: „ღმერთო, საყდარი შენი უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა შენისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ“,
    61.     რამეთუ მრავალი რაჲ განკაცებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა ითქუა და ბუნებისათჳს კაცობრივისა,
    62.     თუ „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსაო; და გაკურთხოს შენ ღმერთმან უკუნისამდე და განეფინა მადლი ბაგეთაგან შენთა“.
    63.     ბუნებათა შეერთებისათჳს ღმრთისა იტყჳს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“.
    64.     სჳმაქოს ესრე თარგმანებს: „საყდარი შენი, ღმერთო, რომელი უწინარეს არს ყოველთა საუკუნეთა“.
    65.     აწ ესერა გჳჩუენებს მართლმსაჯულებასა მისა: „კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ.
    66.     შეიყუარე სიმართლჱ და მოიძულჱ უშჯულოვებაჲ: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა“.
    67.     უწოდს ძმად და ძედ და მოყუსად განჴორციელებისათჳს სიტყჳსა ღმრთისა.
    68.     და „გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან“ ძესა თჳსსა, მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა,
    69.     რამეთუ იქმნა ჭეშმარიტად კაცად ბუნებითა ჩუენითა, ყოველივე რაჲ თავს-იდვა და აღასრულა და გამოგჳჴსნნა.
    70.     ესრეთვე აქა გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, ძესა თჳსსა მხოლოდ-შობილსა; ღმრთად სახელ-სდვა, რამეთუ სცხებს მამაჲ საცხებელითა სულისა წმიდისაჲთა და იცხებს ძჱ.
    71.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ „გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან უმეტეს მოყუასთა შენთა“,
    72.     რამეთუ ჩუენ მადლით ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო იგი ბუნებით არს ძჱ ღმრთისაჲ.
    73.     „მური, შტახში კასიაჲ სამკაულისაგან შენისა და ტაძართაგან პილოჲს ძუალედთა, რომელთა განგახარეს შენ.
    74.     ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა“.
    75.     პირად-პირადად გემოვნად და შუენიერად შემკობილად და დიდებულად სამკაულშემოსილითა სამოსლითა შემოსილად ეკლესიასა სახელსდებს, რომელსა უწოდა სძლად თჳსა და ჴორცად.
    76.     და თავად სიძედ სახელ-იდვა, რამეთუ ასოდ და ჴორცად თჳსა კრეტსაბმელსა სახელ-სდვა.
    77.     და აწ იტყჳს ვნებასა ჴორცთა მისთასა მურსა, ვნებათათჳს სიკუდილისათა იტყჳს შტახშსა და კასიასა,
    78.     რომელ მო-რაჲ-ვიდეს მოგუნი და შეწირეს მისა, რომელ სიკუდილითა თჳსითა ბევრნი მხიარულებანი მოჰმადლნა ყოველსა სოფელსა.
    79.     „ტაძართაგან პილოჲს ძუალედთა, რომელთა განგახარეს შენ“, რამეთუ მეუფენი და მთავარნი, ყოველნი შემკობილად.
    80.     მსახურებასა თჳსსა შესწირვენ განცხადებულად „ასულნი მეუფისანი პატივითა, რამეთუ ღირს იქმნნეს“
    81.     ყოველნი დედანი და ასულნი მეუფისა სძლად, რომლითა ეწოდა სიძედ მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა.
    82.     მსახურებასა შესწირვენ ასულნი კაცთანი, ესე თჳთ ეკლესიაჲ, რომელ არიან ჴორცნი მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისანი.
    83.     „დაადგინე დედუფალი მარჯუენით შენსა, შემოსილი სამოსლითა ოქროვანითა, შემკულ და შემოსილ პირად-პირადად შუენიერად“.
    84.     მადლითა სულისა წმიდისაჲთა იჴსნა ეკლესიაჲ თჳსი, [და ქმნა იგი] დედოფლად და სძლად თჳსა მხოლოდ-შობილმან ძემან ღმრთისამან და თჳთ იქმნა სიძედ,
    85.     და აღიღო და დასუა იგი მარჯუენით მამისა თჳსსა, ესე იგი არს, რომელსა იტყჳს: „დაადგინე დედუფალი მარჯუენით შენსა“.
    86.     „ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი: დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ“.
    87.     ასულად უწოდა, რამეთუ უწინარჱს ეხილვა საწინაჲსწარმეტყუელოჲთა თუალითა, მადლითა სულისაჲთა თჳთ ყო და სულად შობა ზეგარდამო ემბაზისაგან,
    88.     რომელ აღუღებიეს ეკლესიასა, ესე იგი არს, რომელ არს ბუნებაჲ კაცობრივი,
    89.     იქმნა თჳთ ღმრთისმშობელი და შვა ბუნებითა ჩუენითა და ჴორცითა ჩუენითა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ
    90.     და ჩუენ ემბაზითა მოგუმადლა შვილ ღმრთის ყოფად აწ სულმან წმიდამან, რომელმან შვილად გჳჩინნა ჩუენ და უწოდა ბუნებასა თჳსსა ასულად თჳსი,
    91.     და იტყჳს, „ისმინე, ასულო, და იხილე: სრულიად დაივიწყე ერი შენი, სახლი მამისა შენისაჲ“.
    92.     ამას წარმართთა ზედა იტყჳს და რამეთუ მამულსა, მსახურებასა და ერსა უღმრთოსა და კერპთა განშორებასა იტყჳს: „განაგდე და დაივიწყე“.
    93.     და რაჟამს განსწმდე ზეგარდამოჲთა შობითა, ასულად თჳსა იქმნე, მას ჟამსა „სთნდეს მეუფესა სიკეთჱ შენი“,
    94.     დიდ-დიდითა და პირად-პირადითა და ახლის სახესა აქა გამოაცხადებს, ღმრთეებისა და კაცებისა დაურღუეველად შეერთებასა თავისა თჳსისასა,
    95.     რომელი თქუა წინაჲსწარმეტყუელმან მადლითა სულისაჲთა ესერა მეუფედ და მთავრად და უფლად ძესა უწესს.
    96.     „სთნდეს შუენიერებაჲ“, რომელმან განწმიდა და განათავისუფლა ეკლესიაჲ თჳსი და ჴორცთა თჳსთა შეაერთა, „რამეთუ ესე თავადი არს მეუფჱ შენი.
    97.     და შენ თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტჳროსისმან თავყუანის-სცეს მას“.
    98.     აწ ამისა შემდგომად, რამეთუ იქმნა თჳთ თავად ჩუენ ყოველთა და ჩუენ ასოდ მისა მადლითა სულისაჲთა,
    99.     არამედ მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა თჳსითა ჴორცითა აქუს თავყუანის-ცემაჲ ჩუენ თანა და მსხუერპლი,
    100.     რამეთუ თჳთ იგი თავადი არს უფალი ჩუენი და ჩუენ თავყუანის-ვსცეთ მას.
    101.     ამისთჳსცა იტყჳს: „ძღუნით პირსა მისსა ჰმსახურებდენ მდიდარნი ერისანი“.
    102.     აქა შემთხუევით ეკლესიასა უწოდა ჴორცად თჳსა მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელი შეაერთა ჴორცთა თჳსთა.
    103.     და უფალ არს მეუფე, მჴსნელი და მაცხოვარი და თავყუანის-იცემების ყოველთა საჩინოთა და უჩინოთაგანო.
    104.     „ყოველი დიდებაჲ ასულისა მეუფისაჲ შინაგან; ფესუედითა ოქროვანითა შემკულ და შემოსილ“.
    105.     აქა უწოდა ეკლესიასა მეუფებად და აზნაურებად და განმანათლებელად ამისთჳს,
    106.     რამეთუ თჳთ მხოლოდ-შობილი ძე ღმრთისაჲ ჴორცითა თჳსითა ესე თჳთ იგი არს,
    107.     რომელ არს ბუნებითა ჩუენითა თავად სახელ-იდებს და ჩუენ ყოველნი მადლითა მისითა ასოდ თჳსა გუყვნა.
    108.     აწ ვითარ მადლითა სულისა წმიდისაჲთა განიყოფვიან ასონი წმიდანი,
    109.     რომელ არს ესე თჳთ ეკლესიაჲ, ვითარცა იტყჳს პავლჱ: „განყოფანი მიცემულ არიან კაცად-კაცადისადა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, და აქუს.
    110.     სულისაგან ზოგთა რომელთამე მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, და სხუათა – მეცნიერებაჲ მისგანვე სულისა,
    111.     და რომელთამე – სარწმუნოვებაჲ მისგანვე სულისა, და სხუათა – მადლი კურნებათაჲ, და რომელთამე – წინაჲსწარმეტყუელებაჲ,
    112.     და რომელთამე – თარგმანებაჲ სხუათა ენათაჲ“, რამეთუ მრავლითა მადლითა აღავსნა კაცნი და შეერთებად მოვიდეს
    113.     და იქმნნეს ჴორც ქრისტესა და ეკლესია ღმრთისა ცხოველისა.
    114.     შემთხუევით იტყჳს: „და ყოველი დიდებაჲ ასულისა მეუფისაჲ“ და „ფესუედითა შემკულ ოქრო-ქსოვილითა“ მას სახელ-ედვა.
    115.     ესე თჳთ იგი არს კაცად-კაცადისაჲ მადლითა სულისაჲთა განყოფაჲ,
    116.     რამეთუ ფესუედსა და შემკულსა თჳს-თჳსად აქუს განყოფაჲ, კუალად ერთობაჲ,
    117.     რამეთუ ერთსა შინა სამოსელსა შეერთებულ არიან, ვითარცა ძირთაგან შუენებაჲ მათი ერთად შეპყრობილ არნ.
    118.     „მიართუენ მეუფესა ქალწულნი და შემდგომად მოყუასნი მისნი და მიართუენ მას სიხარულითა და გალობითა და შეიყვანენ იგინი ტაძართა მეუფისათა“.
    119.     ყოველნივე ერთ-სიტყუა იქმნნეს და მოყვანებულ ქმნა კრებული თჳსი ეკლესიად.
    120.     აწ ესე არიან ქალწულნი უწინარესნი და დიდნი და წინამძღუარნი და მოყუასნი მათნი,
    121.     რომელნი მათგან შეერთნეს ერთსიტყუად ეკლესიასა, რომელ მოიღებს და კეთილად განჰმარტებს.
    122.     და იტყჳს: „მამათა წილ იყვნენ შვილნი შენნი; დაადგინენ იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა“.
    123.     ნაცვალად მამათა და ნაცვალად მღდელთმოძღუართა ჰურიათა ნათესავთა იქმნნეს ძენი მათნი მოციქულნი და მთავარნი
    124.     არა ხოლო თუ ჰურიასტანსა ოდენ ზედა, არამედ ყოველსა შინა ქუეყანასა მთავრად ხადიან მათ, ამისთჳს,
    125.     რამეთუ შემდგომად სიკუდილისა მათისა იქმნნეს მთავარ და ერისთავ ზღუასა ზედა და ჴმელსა
    126.     და ბრძოლა-ყვეს კერპთა მიმართ და ცოდვისა და მთავრისა მათისა თანა, შორის სიკუდილისა და ეშმაკისა,
    127.     და წარწყმიდნეს იგინი და ყოველნი დაემორჩილნეს მეუფესა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.
    128.     ამისთჳს „მოვიჴსენოთ სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთჳს ერთა აგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“.
    129.     ესე საწინაჲსწარმეტყუელოჲთა თუალითა ეხილვა ღმრთისმზრახვალსა დავითს და იტყჳს: რაჟამს იყოს და მოეჴსენოს სახელი შენი,
    130.     არა ხოლო თუ ერთი ნათესავი, არამედ გადიდებდენ შენ, უფალო, ნაშობნი ნაშობთანიო და თესლნი თესლთანიო.
    131.     ამისთჳსცა ყოველთა საკჳრველთ-მოქმედებით აგიარონ შენ, თუ ვითარ ეკლესიაჲ იჴსენ და ჰყავ ჴორც შენდა და სძალ და აზნაურ და დეუფალ, და შენ იქმენ მისა სიძჱ და თავ.
    132.     და იქმნნეს ყოველნი მორწმუნენი ჴორც შენდა.
    133.     ამისთჳსცა დაუცხრომელად გაკურთხევთ შენ არა ხოლო ჟამსა ერთსა, არამედ უკუნითი უკუნისამდე.
    134.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ: „ამისთჳს ერთა აგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“.


10

     1.     აღსასრულსა, ძეთა კორესთაჲ, საიდუმლოჲსათჳს
    2.     მრავლით ჟამით წინა-ხედვიდა მადლითა სულისა წმიდისაჲთა წინაჲსწარმეტყუელი.
    3.     შესხმაჲ აღუღებიეს და გალობს საქმეთათჳს, რომელნი იქმნებოდეს აღსასრულსა ჟამთასა, რამეთუ ესრეთ იტყჳს ზედა-წერილი, თუ „აღსრულებისათჳსო“.
    4.     ესე იგი არს უწინარეს თქუმაჲ, რომელი იქმნა აღსასრულსა ჟამთასა,
    5.     რაოდენნი განსაცდელნი აღდგეს ეკლესიასა ზედა ანუ ვითარ ზეცით ღმრთისა შეწევნაჲ მიეწიფა და მცველ ექმნა.
    6.     და მათთჳს, რომელნი ჰბრძოდეს ეკლესიასა, თავადმან განმარტებულ ქმნნა ჴორცნი თჳსნი და დამორჩილებით მშჳდობა-ყო, მას ჟამსა მტერთა ეკლესიისათა ეკლესიად მოუწოდა.
    7.     რამეთუ მწყემ[ს]თმთავარმან შეკრებისა მათისამან ქმნა ერთ სამწყსო და ერთ კრებულ.
    8.     დაცვულ ესე არს პირი და ძალი ფსალმუნისაჲ.
    9.     სხუათა ვიეთმე თარგმანთა არა კეთილად გაიკითხეს, ჰგონებდეს, თუ გოგისთჳს და მაგოგესთჳს თქმულ არს ფსალმუნი ესეო,
    10.     და სხუათა – აქაზისთჳს და ფაკეა ასურთა მეფისათჳს.
    11.     აწ მოვედით და სიტყუასა ფსალმუნისასა მივეახლნეთ და განცხადებულად გჳჩუენოს, თუ არა ხოლო ამისთჳს თქუმულ არს,
    12.     არამედ ეკლესიისათჳს და განსაცდელთა მისთა დამშჳდებისათჳს, რამეთუ ესრე არს ზედა-წერილი, თუ: „საიდუმლოთათჳს“;
    13.     ესე იგი არს, თუ დაფარული ზრახვაჲო ეკლესიისაჲ განცხადებულად გჳჩუენებს ყოველთა.
    14.     „ღმერთი ჩუენი შესავედრებელ, ძალ, მწე ჭირსა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად“.
    15.     ღმრთისმეტყუელებს ფსალმუნი ესრეთვე, ვითარ იგი, რომელი იყო უწინარეს ამისა, იტყჳს განკაცებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა
    16.     და წარმართთათჳს, თუ ვითარ დაუტევნეს მამულნი მსახურებანი და იქმნნეს ეკლესია და ჴორც ქრისტესა
    17.     და ძჱ ღმრთის ზეგარდამოჲთა შობითა და დედოფალ და სძალ მეუფისა ზეცათაჲსა.
    18.     და ძედ თჳსა და ძმად ესე თჳთ მოციქულნი ყვნა მთავრად ყოველსა ქუეყანასა შინა.
    19.     მსგავსად სიტყჳსა მის სახარებისა, თუ რაოდენნი გასაცდელნი დიდ-დიდნი მოიწინეს ზედა ეკლესიასა,
    20.     მიუთხრობს ესე ფსალმუნი, თუ დასსა მორწმუნეთასა სასოვებაჲ აქუნდა ღმრთისა.
    21.     დადვეს მრავალთა შინა განსაცხრომელთა, ღელვათა, ხედვიდეს და იტყოდეს: „ღმერთი ჩუენი შესავედრებელ, ძალ, მწე ჭირთა ზედა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად“.
    22.     ესერა შესავედრებელად პოვეს ღმერთი, ვითარცა ზღუდე მტკიცე, გოდოლი ძლიერი
    23.     და იტყჳან: „ამისთჳს არა მეშინოდის მე ძწოლასა ქუეყანისასა და ცვალებასა მთათასა და გულსა ზღჳსასა“.
    24.     ამათ მთათათჳს და ჴევთათჳს უწინარეს წინაჲსწარმეტყუელებს ესაია
    25.     და იტყჳს: „ყოველნი ჴევნი აღმოივსნეს და მთანი და ბორცუნი დამდაბლდეს, იყოს ძნელოვანი იგი ველად და ღირღუაროვანი იგი გზად წრფელად“.
    26.     და ღრმად და ჴევად უწოდა გლახაკთა და შეურაცხთა ნათესავთა, რომელნი აღმაღლდეს მეცნიერებად ღმრთისა.
    27.     მოიწია და აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელსა იტყოდა:
    28.     „და ყოველი ჴევნები აღმოივსოს, ხოლო მთანი და ბორცუნი დამდაბლდეს,
    29.     დევთა სიმაღლენი და ტყუვილისა მსახურებანი მათნი, რომელ ზედა მთა-მაღალთა იყვნეს, და დამდაბლდეს
    30.     და უჩინოჲ საცთური აღიღო შორის და გზაჲ მართალი და წრფელი იქმნა“.
    31.     „ამისთჳს“, რამეთუ – ყოველი სული დაწყნარებულად და შეუშფოთებელად: არცა ძრვასა ქუეყანისასა, არცა ცვალებასა მთათასა და შორის ზღუასა,
    32.     ესე იგი არს – ეშმაკისა ძალნი განაშორნა კაცთაგან, პირუტყუთა ბუნებაჲ დაანთქა უფსკრულსა ზღუათასა.
    33.     ესე გალობად აღუღებიეს, ფსალმუნებს და იტყჳს: „ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა, ცვალებასა მთათასა და გულსა ზღჳსასა“.
    34.     თუ ჯერ არს, პირველთა მათ ამაღლებულთა დამნთქმელთა იტყჳს დევთა და მსახურებასა მათსა.
    35.     აწ სრულიად დაანთქნა სიღრმემან უფსკრულისამან და არა საჩინო არიან.
    36.     „აქავდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა“.
    37.     მასწავებს ჩუენ საქმჱ მოციქულთაჲ, თუ ვითარ დასმან მოციქულთამან ყოველთა კიდეთა შეძრწუნებაჲ
    38.     მშჳდობად გარდააქცია ეფესოს დემეტრისთჳს, რომელ ვითარცა მთაჲ აღმაღლებულ იყო მსახურებისათჳს ეშმაკთაჲსა და ქალაქი რისხვით აღძრა ზედა მოციქულთა.
    39.     და ლუსტრას და დერბეს ეგრეთვე იქმნა.
    40.     და კუალად ფილიპელთა ქალაქსა და თესალონიკეს და ათენას და კორინთეს განცოფებული, ბილწი სული დევთაჲ – მთა-ქმნული, აღმაღლებული.
    41.     ესე ყოველნი აღდგეს ღელვანი და აღძრვანი ზედა წმიდათა მოციქულთა,
    42.     ხოლო მოციქულნი, ვითარცა ცხენნი შებმულნი ეტლთა ღმრთისათა; სრბაჲ დადვეს ზედა წყალთა მრავალთა.
    43.     ესე ნეტარმან ამბაკუმ წინაჲსწარმეტყუელა და თქუა: „ივლინენ ზღუასა ზედა ჰუნენი შენნი შეძრწუნებად და აღძრვად, წყალთა უფსკრულთა“.
    44.     ცხენად და ჰუნედ უწოდა დასთა წმიდათა მოციქულთასა, რომელ შებმულ არიან ეტლთა საღმრთოთა, რომელნი იქმნნეს შვილ ღმრთის, ეტლად იტყჳს.
    45.     ესრეთ „აჰჴედ შენ ეტლთა შენთა ზედა და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს“.
    46.     გამოვიდა მშჳლდი შენი, ესე იგი არს ქადაგებაჲ და სახარებაჲ მოციქულთაჲ და მსახურებაჲ,
    47.     და სიმაღლჱ დევთაჲ წარსაწყმედელად ცთომილებისა მათისა და შემაბილწებელისაგან სულისა,
    48.     რომელი ვითარცა წყლისა აღმრღუეულისა და ღელვა-ატეხილისა განზრახვანი, და სულნი ყოველნი განაწრფელნა და განწმიდნა.
    49.     და განჴმეს და იცნეს ღმერთი ჭეშმარიტი.
    50.     ამას საეშმაკოსა ღუარად იტყჳს: „აქავდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა“,
    51.     რამეთუ დაეცა შეძრწუნებაჲ და ამბოხი დევთა სიმაღლისაჲ ჩუენგან და იქმნა გზად წრფელად და წარმართებულ ყოველთაგან,
    52.     რამეთუ „სლვაჲ მდინარეთაჲ და წყალთა წმიდათაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა“.
    53.     მდინარედ აქა სახარებასა უწოდა, ქალაქად – ეკლესიასა და რომელნი ღმრთის მსახურებით ცხოვნდებიან მისგან,
    54.     ხოლო სლვაჲ – რომელნი საღმრთოჲთა სახარებითა სარწმუნოვებით მოირწყვიან და იქმნებიან ნაყოფიერ.
    55.     ესე სამთა თარგმანთა შუენიერადრე თქუეს,
    56.     პირველად სლვაჲ მდინარეთაჲო ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; ვითარცა წყაროჲ სამოთხესა აღმოცენებული ჴმელთა უწინარეს განუყვიან,
    57.     ესრეთვე მდინარე ღმრთისაჲ, რომელი აღმოსცენდა მამისაგან სიტყუაჲ; და ბევრთა და ურიცხუთა მდინარეთა უწინარეს გჳჩუენებს და ყოველსა ნათესავსა კაცთასა განანათლებს.
    58.     მოციქულთა მიერ, ვითარცა წყლითა სულიერითა მოძღურებითა მათითა მოირწყვიან რომელნიმე ჰინდოეთს, და რომელნიმე ეგჳპტეს,
    59.     და სხუანი – საბერძნეთით კერძო და სპანიაჲთ და სხუანი – სხუას და წარმართნი მრავალნი.
    60.     ესე არს, რომელსა იტყჳს: სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა, წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან“,
    61.     რომელსა მუნ ქალაქად უწოდს და აქა საყოფლად წმიდად მაღლისა ღმრთისა სახელ-სდვა და დაიმკჳდრა შორის მათსა და სლვისა მათისა
    62.     და მე ვიყო ღმრთად მათა, იგინი იყვნენ ერად ჩემდა.
    63.     ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და მართალმან ეკლესიასა თჳსსა წარსადინელსა მდინარეთასა ახარა და ტაძარ ღმრთისა ქმნა;
    64.     და დაიმკჳდრა მას შინა და განწმიდა ესე და მორწყო ესე სულიერითა მოძღურებითა და ნაყოფის მომღებელ ქმნა ესე სიმართლისა მოქმედებითა.
    65.     და არს ღმერთი ყოველსა ჟამსა შორის მისსა, რომლისათჳსცა დიდსა მეფესა და წინაჲსწარმეტყუელსა დავითს ფსალმუნი აღუღებიეს და გალობს
    66.     და ფსალმუნებს და იტყჳს: „ღმერთი მათ შორის და იგი[ნი] არა შეიძრნენ“.
    67.     ესე ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან სახარებასა შინა თქუა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა და ვიდრე აღსასრულამდჱ სოფლისა“
    68.     და კუალად: „სადაცა შეკრბენ ორნი ანუ სამნი სახელისა ჩემისათჳს, მე მუნ ვარ შორის მათსა“.
    69.     შეეწიოს მას ღმერთი დილითგან დილადმდე“ ადრე-ადრე იტყჳს.
    70.     და პირად-პირადად შუენიერად და წყალობაჲ და შეწევნაჲ მისი მისწიფა მათ ღმერთმან დილითგან დილადმდჱ.
    71.     და მწრაფლ მისწიფა პირველად მოწყალებაჲ ღმრთისაჲ და იტყჳს: „შეძრწუნდეს წარმართნი და დამდაბლდეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაჲ“.
    72.     მოწევნასა შეწევნისა ღმრთისასა იტყჳს: „შეძრწუნდეს წარმართნი და დამდაბლდეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაჲ“.
    73.     შეძრწუნდეს წარმართნი და დამდაბლდეს ბრძოლანი მტერთანი და მოღებად გამოჴსნისა საკრველთაგან
    74.     „უფალი ღმერთი ძალთაჲ ჩუენ თანა, ჴელის ამპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი“, რამეთუ იაკობ წინაჲსწარმეტყუელებდა ეკლესიისათჳს
    75.     და თქუა: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელ არს მოლოდებაჲ, და იგი არს სასოვებაჲ წარმართთაჲ“.
    76.     ესერა ამისა შემდგომად მოვიდეს და მოიწინეს წინაჲსწარმეტყუელებანი მისნი.
    77.     ესე არს, რომელსა იტყჳს ჟამსა ამას დავით: „უფალი ღმერთი ძალთაჲ ჴელის ამპყრობელ ჩუენდა და ღმერთი იაკობისი.
    78.     რომელსა იტყოდა იაკობ ჟამსა მას და წინაჲსწარმეტყუელებდა, ესე არს ღმერთი იაკობისი.
    79.     ესერა წინაჲსწარმეტყუელი დავით ჴმობს და იტყჳს: „მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ყო საკჳრველი და სასწაული ქუეყანასა ზედა.
    80.     დააცადა ბრძოლაჲ კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, მშჳლდები შემუსრა, დაფქვა საჭურველი და ფარები დაწუა ცეცხლითა.
    81.     მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი, აღვმაღლდი წარმართთა ზედა და ავმაღლდი ქუეყანასა ზედა“.
    82.     ამას ხილვად იტყჳს ყოვლისა კაცისად, რომლისათჳსცა ადრე-ადრე და მეყსეულად მიცვალებაჲ იქმნა ბოროტისაგან სიმაღლედ, და რისხვისაგან – მშჳდობად,
    83.     და უღმრთოვებისაგან – სიმართლედ, და სიკუდილისაგან – ცხორებად, და ჯოჯოხეთისაგან – სასუფეველად.
    84.     ამის ყოვლისათჳს გულისხმა-ყავთ და იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი და ყოველთა დაბადებულთა შემოქმედი
    85.     და არა მარტოდ ხოლო ჰურიათაჲ, არამედ ყოველთა წარმართთაჲცა და მართალი კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა.
    86.     და აღმაღლებულ არს და განცხადებულ არს ყოველთა და ყო გამოჴსნაჲ.
    87.     ამის ყოვლისათჳს დასსა, კრებულსა ყოველთა მართალთასა და მორწმუნეთასა და მოციქულთასა გალობაჲ აღუღებიეს დავითის თანა,
    88.     ჴმობენ და იტყჳან: „უფალი ღმერთი ძალთაჲ ჩუენ თანა, ჴელის ამპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი“.
    89.     იტყოდეს ვიეთნიმე ჟამსა მას გოგისთჳს და მაგოგესთჳს, გინა აქაზისთჳს ანუ თუ ეზეკიაჲსთჳს და სენაქერიმისთჳს.
    90.     იტყოდეს ფსალმუნსა ამას: ამათ ვერ დააცადეს ბრძოლაჲ კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, არამედ კაცად-კაცადმან ძალისაებრ თჳსისა ნაწილი რაჲმე აღიღო მსგავსებითა.
    91.     ანუ ვინ დააცადა ბრძოლაჲ და შექმნა მშჳდობაჲ? გარნა მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან განაქარვა ბრძოლაჲ კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა,
    92.     ყო მშჳდობაჲ ეკლესიისათჳს, რამეთუ ვითარცა ზღჳსა ღელვათა ჰქონდეს განცხრომანი და აღძრვანი ყოველთა კიდეთა და სასტიკთა ქართა,
    93.     სიმრავლესა დევთასა მოეცვნეს ყოველნი სულნი.
    94.     ჭეშმარიტად შემუსრა უფალმან მშჳლდები ბოროტი უღმრთოვებისაჲ, დაფქვა და აჴოცა და დაწუა ცეცხლითა ყოველი ფარები და ბჭენი, რომელნი ეკლესიასა ჰბრძოდეს,
    95.     ესე არიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი, რომელნი ვერ ერევიან ეკლესიასა, რამეთუ ზედა კლდესა აღშენებულ არს.
    96.     რომელნი დაეცნეს ლოდსა მას ზედა, დაიფუშნეს
    97.     და რომელსა ზედა დაეცეს, შემუსროს იგი, რამეთუ მშჳდობითა და ღმრთისმსახურებითა ელავს, დაუპყრიან ყოველნი კიდენი.
    98.     ესე არს განმარტებაჲ ჭეშმარიტი სიტყუასა ფსალმუნისასა.


11

     1.     აღსასრულსა, ძეთა კორესთაჲ
    2.     მრავალგზის ვთქჳთ, თუ რაჲ არს აღსასრული და ვაჩინეთ, თუ რაჲ აღსასრულსა ჟამთასა იქმნა და ეკლესიად ეწოდა,
    3.     რამეთუ პავლე იტყჳს: „მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ თჳსთა,
    4.     ხოლო აღსასრულსა ჟამთასა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა“; ესე არს, რომელსა იტყჳს „აღსასრულსაო“,
    5.     რამეთუ აღსასრულსა სოფლისა ამის მ˜ვდა ძჱ ეკლესიასა თჳსსა და დაამტკიცა.
    6.     ხოლო ძენი კორესნი, რამეთუ იყვნეს იგინი და ასაფ და ედითომ და სხუანი-ცა ჴმა-შუენიერნი და დასის-თავნი შემასხმელნი,
    7.     რომელთა აღიღიან ჴმაჲ დავითის თანა და შეჴმობით ჴმასა მისსა განჰკაზმვიდეს და ასწავებდეს დასსა, რამეთუ იყვნეს სულშეზავებულნი მადლითა მისითა
    8.     და ნებიერად და შუენიერად შემსგავსებულად გალობდეს.
    9.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ „ძეთა ზედა კორესთაო “, და ასაფს და ედითომს.
    10.     აწ ვთქ[უ]ათ ძალი და პირი ფსალმუნისაჲ, რამეთუ თქუმულ არს ფსალმუნი ესე გამოჴსნისათჳს ყოველთა წარმართთაჲსა,
    11.     და ვითარ ძლევით დაინთქა ყოველი უღმრთოვებაჲ და ქმნა დიდი მშჳდობაჲ ეკლესიისა თჳსისათჳს მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან.
    12.     „აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი ყოველთა წარმართთა და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისაჲთა,
    13.     რამეთუ უფალი მაღალ და საშინელ არს და მეუფჱ დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა“.
    14.     საწინაჲსწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ წარმოიღებს ამას და იტყჳს: რომელ არს მოციქულთა დასი და კრებულნი ყოველთა წარმართთანი, გალობად ღმრთისა იწოდნეს.
    15.     ესე არს ძლევისა მხიარულებაჲ და სიხარული.
    16.     იტყჳს: „აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი ყოველთა წარმართთა და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისაჲთა“.
    17.     ერთსიტყუა იქმნა ძალი ფსალმუნისაჲ ამის მის თანა, რომელ-იგი პირველ ფსალმუნისა მის ვთქუთ,
    18.     რამეთუ მუნ აჴსენა ამბოხი და შეძრწუნებაჲ და იტყოდა მერმე ძლევასა და მშჳდობასა ეკლესიისასა.
    19.     ესრე სახედ ფსალმუნი ესე იხილა, ძლევაჲ, რომელი მის მიერ იქმნა, და უბრძანებს ყოველთა მორწმუნეთა დასსა, კრებულსა აღტყუელვად ჴელთა,
    20.     ქებისა აღებად და გალობად და თქუმად: „შენ, უფალო, მაღალ და საშინელ ხარ და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა“.
    21.     გჳჩუენა და განაცხადა და „დაგუამორჩილნა ერნი ჩუენ ქუეშე და წარმართნი ქუეშჱ ფერჴთა ჩუენთა
    22.     და გამოგჳრჩინა ჩუენ სამკჳდრებელად თჳსა, და შუენიერებაჲ იაკობისი, რომელ შეიყუარა“.
    23.     სჳმაქოს კრებულისა თანა თქუა და იტყჳს: „მეუფისა თანა შუენიერებაჲ იაკობისიო, შუენიერებაჲ წმიდათა მისთაჲ“.
    24.     აკჳლას მოციქულთა დასად იტყჳს.
    25.     ესე გამოაჩინებს თქუმითა, თუ მართალთა და წმიდათა და მორწმუნეთა განძლიერებად და ძლევად განწყობილნი აღტყუელვით გალობენ.
    26.     ესე იხილვა ჟამსა მას, რომელი თუალითა წინაჲსწარმეტყუელმან უწინარეს თქუა სიტყჳთა.
    27.     აწ ესერა სრულ იქმნა
    28.     და აღესრულა მოსლვაჲ მხოლოდ-შობილისა ძისა ღმრთისაჲ და მოციქულთა მისთა რწმუნებად ყოველთა წარმართთა.
    29.     და მცირედღა დაემორჩილნეს კრებულნი და მეფენი და ნათესავნი და ასწავეს მათ ფსალმუნი
    30.     და გალობაჲ ჭეშმარიტისა ღ˜ჲ მიცემად დიდებით გალობაჲ და შუენიერებაჲ იაკობისი,
    31.     რომელ აღუთქუა შვილთა მართალთაჲსა კურთხევად მათგან წარმართნი, მხოლოდშობილისაგან ძისა ღმრთისა იქმნა და აღესრულა,
    32.     რამეთუ რომელსა ჟამსა დაამორჩილა თავი თჳსი მათთჳს, წარმართნი და უღმრთონი სასოვებად მშჳდობისა მოიყვანნა და სარწმუნოვებად და დიდების-მეტყუელებად.
    33.     და მერმე იტყჳს: „აღმაღლდა ღმერთი კურთხევითა და უფალი ჴმითა სტჳრისაჲთა“.
    34.     რომელი ამას ყოველსა იტყჳს, ძლევასა წარჰმართებს და დაწყნარებასა, იგი არს ჭეშმარიტი მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ,
    35.     რომელი განკაცნა და დაჰჴსნა ბუნებაჲ სიკუდილისაჲ და ეშმაკისაჲ და გამოგჳჴსნნა და უკუდავებაჲ მოგუმადლა ყოველთა კაცთა.
    36.     ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ, რომელი დიდითა ძლევითა აღმაღლდა ზეცად და მოუვლინა ანგელოზი წმიდათა მოციქულთა თჳსთა.
    37.     და კუალად ერთგზის დიდებით მოსლვისა მისისათჳს ახარა მათ და ჰრქუა ესე იესუ, რომელი წინაშე თქუენსა აღმაღლდა ზეცად.
    38.     ეგრეთვე კუალად ერთგზის დიდებითა მამისაჲთა მოვიდეს, ვითარცა იხილეთ, იგი, აღმაღლებული ზეცად.
    39.     ვითარ აღმაღლდა უფალი ზეცად, წინა-მიეგებვოდეს მას ანგელოზთმთავარნი და ძალნი და მთავრობანი, უფლებანი და ჴელმწიფებანი და ბევრნი ბევრთანი.
    40.     დასნი ღაღადებით იტყოდეს: „აღიხუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, ზე და აღიხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაჲ“.
    41.     ამას პირად-პირადად, შუენიერად და დიდებულად იტყოდეს: „აღმაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა სტჳრისაჲთა“ აჴდა მაღალსა ესევითარითა გალობითა.
    42.     ამისა შემდგომად იქმნა შეერთებაჲ ზეცისათაჲ და ქუეყანისათაჲ,
    43.     მოვიდა სიმრავლჱ ანგელოზთაჲ, თანა-იტყჳან: „უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით მეუფესა ჩუენსა,
    44.     უგალობდეთ, რამეთუ მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.
    45.     სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდართა ზედა სიწმიდისა მისისათა“.
    46.     ესერა ერთითა ჴმითა ზეცისანი და ქუეყანისანი სულიერსა დიდებისმეტყუელებასა ყოვლად ძლიერისა მეუფისა შესწირვენ,
    47.     რამეთუ ყოველსა კაცსა ჭეშმარიტმან ღმერთმან მოსცა დიდებულებაჲ და ძედ ღმრთისა ყოფად მიჰმადლა მორწმუნეთა თჳსთა და ადიდნა იგინი,
    48.     რამეთუ ყოველთა წარმართთა გულისხმა-ყვეს, ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, ღმერთი და მეუფჱ დიდი ზედა ყოველსა ქუეყანასა
    49.     და დიდებით დაჯდა მარჯუენით მამისა მაღალთა შინა.
    50.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ „ღმერთი დაჯდა საყდართა ზედა სიწმიდისა მისისათა“, რამეთუ მისნი იყვნეს და არა თუ ჟამსა მას დაიპყრნა.
    51.     ამისა მსგავსად ჴმობს პავლე და იტყჳს: „დაჯდა მარჯუენით დიდებისა მაღალთა შინა“, რომელსა იტყჳს, თუ: „უგალობდით მას სიბრძნითა.
    52.     არა ხოლო თუ იტყჳს ჴმისა ამობერვითა ოდენ და პირითა მღაღადებელითა,
    53.     არამედ გულისხმის-ყოფით და სიბრძნით და გამოკითხვით და განგონებით და მადლობით უფლებასა მისსა.
    54.     „მთავარნი შეუკრბეს ღმერთსა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად აღმაღლდეს“,
    55.     რამეთუ ყოველთა მთავართა წარმართთაჲსა დაუტევნეს მამულნი ღმერთნი მათნი და შერთვად მოვიდეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა,
    56.     იქმნეს განმართლებულ და შვილ აბრაჰამისა.
    57.     იქმნა აბრაჰამ მამად მართალთა მრავალთა, რამეთუ ნაშობისა მისისაგან იკურთხნეს ნათესავნი წარმართთანი.
    58.     რომელთა იცნეს ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი თჳსი, მოვიდეს ღმრთის მეცნიერებად ყოველნი, ადიდებდეს ღმერთსა.
    59.     გალობაჲ ქუეყანით აღმაღლდა, რამეთუ ძალითა ღმრთისაჲთა სიბრძნით შემუსრ[ნ]ეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და სიკუდილისანი.
    60.     და აღიღო მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ და მიჰმადლა ყოველთავე ცხორებაჲ და სასუფეველი და აღაღო პირი ჩუენი.
    61.     და ყოველნი ჴმითა სიხარულისაჲთა გალობად ღმრთისა.
    62.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ „აღიტყუელენით ჴელნი ყოველთა წარმართთა, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისაჲთა,
    63.     რამეთუ მაღალ და საშინელ არს და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა“.


12

     1.     კურთხევისაჲ, ძეთა კორესთაჲ
    2.     ესეცა ფსალმუნი მისავე მსგავსად მიუთხრობს, დიდ არს ღმერთი და ძლიერ და მძლჱ ბრძოლათაჲ:
    3.     „დიდ არს უფალი, ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისასა და მთასა წმიდასა მისსა“.
    4.     ესერა მრავალგზის ვთქუთ, თუ ქალაქად და მთად საღმრთონი წიგნნი თქუნა.
    5.     არა თუ შენებულსა რასმე ერთსა სახელ-სდებს, არამედ საქმესა სახიერებისასა და კაცთა წმიდათაჲ სარწმუნოვებასა უწოდს.
    6.     აწ ესერა თქუა ჟამსა მას დიდებით უფლისაჲ და რამეთუ მისგან და მის მიერ მაღალ და მტკიცე აღეშენა ქალაქი,
    7.     ესე იგი არს ღმრთის მეცნიერებაჲ სარწმუნოვებით უფროჲს ყოველთა მთათა მაღალ და მთა იქმნა და დაეშენნეს ყოველნი მართალნი მას ზედა,
    8.     ვითარცა ქალაქსა საჩინოსა და განცხადებულსა.
    9.     ესე უფალმან განჰმარტა სახარებასა შინა, თუ: „ვერ შესაძლებელ არს დაფარვად ქალაქი, რომელი მთასა ზედა დაშენებულ არს“.
    10.     „ძირმტკიცედ უხაროდენ ყოველსა ქუეყანასა“, რამეთუ ეკლესიაჲ საღმრთოჲთა საქმითა არა ხოლო თუ შენებულსა ამას უწოდა,
    11.     არამედ საფუძველმტკიცედ და სულიერად კლდედ და ეკლესიად უწოდა მოძღუართა და კრებულსა მართალთასა,
    12.     რომელნი აღეშენნეს ზედა მართალსა სარწმუნოვებასა საღმრთოსა მხოლოდ-შობილისა ძისა ღმრთისასა.
    13.     რომელსა პავლჱ ეწამების და იტყჳს: „რომელნი აღშენებულ ხართ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელ არს საფუძველ, და თავ კიდეთა.
    14.     უფალი ჩუენი იესუ ქრისტე“ და თჳთ თავადმან უფალმან პირველად ნეტარ-ყო პეტრე
    15.     და ჰრქუა: „შენ ხარ კლდე და ზედა მაგას კლდესა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან“
    16.     ესე არს, რომელსა იტყჳს ძირმტკიცედ, ესე იგი არს შეუძრველად და უძლეველად უკუნისამდე.
    17.     „მთანი სიონისანი – გუერდნი ჩრდილოჲსანი, ქალაქი მეუფისა დიდისაჲ“.
    18.     მთანი მაღალნი გარე-მოიცვნეს სიონსა, რაჲთა საფარველად იყვნენ ყინელისა მისგან ჩრდილოჲსა,
    19.     ესე იგი არს განსაცდელისაგან დაიცვა იგი, რამეთუ იყოს უვნებელ ყოვლისაგან უღმრთოვებისა პირ[ი]საგან ჩრდილოჲსა.
    20.     იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი აღტყინებად ბოროტისა ზედა ქუეყანასა და კუალად იტყჳს: გდევნიდენ თქუენ პირისაგან ჩრდილოჲსა.
    21.     ხოლო სიონსა საღმრთომან პავლე სულიერად მთად სახელ-სდვა და თქუა: „მოვედით მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, ზეცისა იერუსალჱმსა“.
    22.     მთანი ძლიერნი მოსხნა გარემოჲს და ჩრდილოჲ განდევნა და დაიცვა ქალაქი თჳსი სულიერითა სიმტკიცითა მოციქულთაჲთა
    23.     და წმიდათა და მართალთა ერთობით მის თანა დაცვითა ზეგარდამო სასძლოჲსაჲთა,
    24.     რამეთუ იტყჳს ესრეთ: „ბანაკი ანგელოზთა უფლისათაჲ გარე-მოადგს მოშიშთა მისთა და დაიცვნეს იგინი“,
    25.     „ღმერთი ტაძარსა წმიდასა მისსა განცხადნეს ჟამსა მას, რომელსაცა შემწე-ეყოს მათ“.
    26.     ერთად სახელ-ედების კათოლიკე ეკლესიასა ყოველსა შინა ზღუასა და ჴმელსა,
    27.     რომლისათჳსცა ლოცვათა ჩუენთა ვიტყჳთ ზედა წმიდისა და მხოლოჲსა კათოლიკე ეკლესიისა კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა,
    28.     რამეთუ ჯერ-არს, მრავალთა ადგილთა და ქალაქთა შინა, დაბათა და აგარაკთა შინა აღშენებულ არს ეკლესიაჲ,
    29.     ვითარცა ქალაქსა შინა ერთსა მრავალნი საყოფელნი და სახლნი აღშენებულ არიან, და მას ყოველსა ერთ ქალაქ სახელ-ედების,
    30.     ეგრეთვე თუ ჯერ-არს, ბევრნი ბევრთანი, აურაცხელნი და აღურაცხნი ეკლესიანი აღშენებულ არიან,
    31.     ერთ სიტყუა და ერთ ეკლესია სახელ-ედების, რ˜ნი ჭეშმარიტებით და მართლმადიდებლობით შესწირვენ ღმრთისა ამას ტაძარსა.
    32.     ყოველთა ღმრთის წყალობათა თჳსთა განაცხადა შეწევნაჲ, მიჰმადლა.
    33.     ესე არს, რომელსა იტყჳს: „ღმერთი ტაძარსა წმიდასა მისსა განცხადებულ არს ჟამსა მას, რომელსა შეეწიოს მათ“.
    34.     ესერა ბრძოლათაგან და მეფეთა აღდგომისაგან ზედა წინაჲსწარმეტყუელთა აჰა ესერა იტყჳს: „მეფენი ქყ˜ნი შეკრბეს და მოვიდეს ერთად.
    35.     მათ იხილეს ესე და დაუკჳრდა“.
    36.     მიავლინეს ბრძოლად და იხილეს დიდი ძლევაჲ და შესულბეს და განცჳბრდეს და შეეშინა და შეირყინეს.
    37.     „და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; მუნ – სალმობაჲ, ვითარცა შობადისაჲ.
    38.     ქარითა სასტიკითა შემუსრნენ ნავნი თარშისანი“.
    39.     იხილეს შეუძრველი და დამტკიცებული ეკლესიისა საფუძველი.
    40.     წინაჲსწარმეტყუელნი განმართლებულად და აღსრულებულად და ძრწოლით და შიშით განკჳრვებულნი, ვითარცა შობადისა სალმობითა,
    41.     გინა თუ ვითარცა ნავი შორის უფსკრულსა ღელვათა, ესრეთ აღდგეს ზედა ეკლესიათა დაცემად,
    42.     მიახლებულნი სიკუდილდ ესრეთ ღაღადებით იტყოდეს: „ვითარცა გუესმა, ეგრე-ცა ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაჲსა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა“,
    43.     ესე არს, რომელი გუესმა ურჩულოვებასა შინა ჩუენსა სიტყუაჲ, აწ ესერა თუალითა ჩუენითა ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ცათაჲსა და ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა,
    44.     ესე იგი არს დასი წმიდათა მორწმუნეთა ღმრთისათაჲ.
    45.     „ღმერთმან დააფუძნნა იგინი უკუნისამდე“, თავადსა უფალსა ჴმითა იტყჳს ზედა კლდესა ამას აღშენებად ეკლესიისა და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან“.
    46.     ფსალმუნი აღუღებიეს, ჴმითა დიდითა გალობს წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: რომელნი ჴსნილ ხართ ჴსნითა მისითა,
    47.     ფსალმუნებდით და მიუთხრობდით ყოველსა ჟამსა, იტყოდეთ: „შეიწყნარენ წყალობანი შენნი შორის ერსა შენსა!“
    48.     და განმართლდა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, სრულ იქმნა და აღესრულა, რამეთუ ესრე ეტყჳს მჴსნელი ჩუენი ეკლესიასა თჳსსა:
    49.     „შენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“.
    50.     „ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაჲ შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“.
    51.     რომელნი ტყუვილისა ღმერთთა ჰმსახურებენ ცუდად და რომელნი კერპნი, შექმნულნი მათნი, მოისრნეს და აღიჴოცნეს და წარწყმდეს მათ შორის,
    52.     რამეთუ მტყუვარ და ამაო იყვნეს, გალობამან ჭეშმარიტისა ღმრთისამან აღავსნა ყოველნი კიდენი.
    53.     „სიმართლითა სავსჱ არს მარჯუენე შენი“, უფალო, სიმართლისა საშჯელითა ძლიერ არს მარჯუენე შენი და შემუსრნა მტერნი შენნი.
    54.     „იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი იუდაჲსნი სამართალთა შენთაგან, უფალო“;
    55.     სიონისა სიმაღლედ ღმრთის მეცნიერებასა უწოდს, ასულად იუდაჲსად – ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა,
    56.     რომელნი ჴელითა მოციქულთაჲთა, რომელნი იყვნეს ნათესავისაგან ჰურიათაჲსა, რომელთაგან ჰრწმენა.
    57.     და სიხარულით იშუებდენ ყოველნი წარმართნი, რამეთუ განცხადნა უფალი სიმართლისაჲ და გულარძნილობაჲ განაქარვა.
    58.     „მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა მისსა.
    59.     დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ გოდლები მისი!“ სიონად კუალად ღმრთის-მსახურებისა სახიერებასა უწოდს.
    60.     ესე იგი არს, ღმრთისა შეწევნითა განმტკიცნა და ანგელოზებრივი მოწესეობაჲ უჩუენა ქუეყანასა და გოდოლი სამართლისა თჳსისაჲ მცველად გარე-მოადგა თავით თჳსით,
    61.     რომელ მოჰმადლა სულმან წმიდამან გამოჴსნაჲ ყოვლისა სოფლისაჲ და ბევრნი გოდოლნი ძლიერნი დაამტკიცნა მოძღურებითა თჳსითა,
    62.     რამეთუ იტყჳს: „გამოირჩიენით და განიყვენით გოდლები მისი“.
    63.     ესე იგინი არიან, რომელნი ეკლესიათა ზედა წინამძღუარნი და მოძღუარნი, და კაცად-კაცადმან ჟამსა თჳსსა წილით იხუედრა და მიიწია.
    64.     და ესე არა თუ ერთგზის ანუ ორგზის, არამედ მრავალსა ნათესავსა ნათესავთაჲსა უბრძანა ღმერთმან წინამძღურებად და მცველებად:
    65.     „რაჲთა მითხრობად შეუძლოთ თქუენ ნათესავსა სხუასაო, რამეთუ ესე არს ღმერთი, ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე
    66.     და ამან და[მ]მწყსნეს ჩუენ უკუნისამდე“.
    67.     ჯერ არს ესეო ნათესავისაგან ნათესავსა მითხრობად ურჩულოთა და ურწმუნოთა.
    68.     და ვითარცა გუაქუნდა ავანდი იგი პირველი, ეგრეთვე სარწმუნოვებასა ნათესავსა ნათესავნი მიუთხრობენ, და ჴსნილნი – ქადაგებასა ყოვლისა კაცისასა.
    69.     და ნათესავსა სხუასა ასწავეთ მეცნიერებაჲ, თუ ესე არს ღმერთი, ღმერთი ჩუენი და უფალი და მწყემსი კეთილი უკუნითი უკუნისამდე.
    70.     რამეთუ იტყჳს, თუ: „განიყავთ გოდლები მისი“ და წინამძღურებით და მოძღურებით გჳჩუენებს, თუ ერთი არს მწყემსთმთავარი,
    71.     რომელი არს მწყემსი კეთილი და სული თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთა ზედა და მწყსის არა ხოლო ერთითა სიტყჳთა,
    72.     ერთითა ოდენ, ცხოვართა, არამედ ყოველთა დაბადებულთა დაიცავს, რომელნი სიტყჳერთათჳს საჴმარად შეიქმნეს.


13

     1.     აღსასრულსა, ძეთა კორჱსთაჲ
    2.     დასი ყოველთა მოციქულთაჲ იქმნა შუვა მდგომელ და მახარებელ ყოველთა წარმართთა, და ძლევისა სარწმუნოვებაჲ გალობად და აღუღებიეს და ასწავებენ.
    3.     და მას შინა მოიქცეს საქმედ სახიერებისა და ყოველი დიდებაჲ სოფლისაჲ შეურაცხ-ყვეს და ამაოდ შეჰრაცხეს
    4.     და სიცოფე შეურაცხ-ყვეს, რამეთუ სიბრძნე იგი მათი სიცოფე არს და უმცირე.
    5.     და ესე უწინარეს იტყჳს აღსასრულსა საშჯელისათჳს და კაცად-კაცადისა საქმეთაებრ თჳსთა მისაგებელისათჳს და გჳჩინებს.
    6.     არცა დიდებამან, არცა ტყუვილისა ღმერთთა შე-რაჲ-უძლონ შეწევნად კაცისა, გარნა ხოლო საქმეთა სიწმიდისათა და სიმართლისათა.
    7.     და ამისთჳსცა ზედა-წერილი ამისი აღსასრულად იტყჳს, ესე იგი არს საქმეთაებრ თჳსთა აღსასრულსა მისაგებელი მათი, ესე არს პირი და ძალი ფსალმუნისაჲ.
    8.     „ისმინეთ ესე ყოველმან თესლებმან და მერჩდით მე ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფლებსა“,
    9.     არღარა ჰურათა ნათესავობდენ, მათ ეტყჳს ღმრთისა წინაჲსწარმეტყუელი.
    10.     ესერა აღიმაღლა ჴმაჲ ღაღადებისაჲ და იტყჳს: „ისმინეთ ესე.
    11.     ყოველმან თესლებმან“ უწყი, რამეთუ მადლითა და სულითა მხოლოდ-შობილმან ძემან ღმრთისამან მოგუცა ჴმაჲ ძლიერად ჟამსა მას
    12.     და მოციქულებითა აღასრულა გამოჴსნაჲ ყოველთა კიდეთაჲ, რამეთუ ეტყჳს ესრეთ სანატრელსა დასსა მოციქულთასა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“.
    13.     და არა ჰურიანი ოდენ და არცა ნათესავი ერთი ხოლო, არამედ ყოველნი ბუნებანი კაცთანი, „ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი ერთბამად“
    14.     რომელთამე თარგმანთა თქუეს, ნაშობნი ქუეყანისანი ადამ და ევა იყვნესო, რამეთუ მიწისაგან შეიქმნნესო ძენი კაცთანი, რომელნი მათგან იყვნესო.
    15.     არამედ ჯეკმა განაშორებს ჭეშმარიტებისაგან თარგმანებაჲ მათი,
    16.     რამეთუ არა თუ გარდაცვალებულთათჳს ქადაგებდა, არამედ ცხოველთათჳს და ქუეყანასა ზედა მავალთათჳს.
    17.     ესე იგი არს ზოგნი ესე ბუნებანი კაცთანი, რომელნი ჟამსა ამას ცხოველ იყვნეს.
    18.     ისმინედ ესე ყოველთა შვილთა თქუენთა შემდგომად თქუენსა,
    19.     კაცად-კაცადმან სარგებელად თავით თჳსით: „ნაყოფიერ იქმნენით ერთბამად მდიდარნი და გლახაკნიო“,
    20.     რამეთუ სამოძღურონი სიტყუანი გუასწავებენ ყოველთა და წინა-გიძღჳან.
    21.     „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა, და ზრახვანი გულისა ჩემისანი – გულისხმის-ყოფასა.
    22.     მივყო იგავსა ყური ჩემი და განვაცხადნე იგავნი გალობისანი“ დასაბამითგანნი სიბრძნისა მიერ შენისა.
    23.     აღვსებულ არს სულითა წმიდითა ყოველი სიტყუაჲ ჩემი.
    24.     ასწავეთ ყოველთა ზრახვაჲ დაფარული და მცნებანი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი,
    25.     განჰმარტენით ყურნი თქუენ ყოველთანი! ისმინეთ სასმენელითა თქუენითა ყოველივე, ვითარცა საქმითა წამოიღო ენამან ჩემმან.
    26.     ამას განაცხადებს თქუმითა: არა თუ ჩემნი არიან სიტყუანი ესე, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა შეპყრობილ არს ენაჲ ჩემი, ვითარცა კალამი.
    27.     და მის მიერ ზრახავს და იტყჳს: აღებულ არს იგი, ვითარცა სხუაჲ სხჳსათჳს.
    28.     სასწაულსა დასდებენ, რამეთუ უფალი ჩუენი იგავით იტყოდა კრებულსა თანა, ხოლო თჳსაგან მოწაფეთა თჳსთა ყოველსავე გამოუცხადებდა.
    29.     ესევითარ პირველ სიტყუად ყო ფსალმუნმან ამან; ესერა დასაბამ სწავლისა ჰყოფს: რაჲსათჳს არა მეშინოდის მე დღესა ბოროტსა?
    30.     ურჩოლოვებანი სლვათა ჩემთანი გარე-მომადგეს მე“.
    31.     აღუღებიეს წინაჲსწარმეტყუელსა შემთხუევაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, ვითარცა კითხვით სნეულსა ყოველსავე ნებასა მისსა და მისაგებელსა შორს მოიღებს
    32.     და იტყჳს და მიუთხრობს: „რაჲსათჳს არა მეშინოდის მე დღესა ბოროტსა?“
    33.     დღედ ბოროტად უწოდს დღესა საშჯელისაჲ ცოდვილთა ზედა,
    34.     რამეთუ მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „უკეთურებითა შენითა და შეუნანებელითა მაგით გულითა შენითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა.
    35.     დღედ ბოროტად განცხადებაჲ მართლისა საშჯელისა ღმრთისაჲ“, ოდეს „მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთაებრ მათთა“,
    36.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ: „რაჲსათჳს არა მეშინოდის დღესა ბოროტსაო“,
    37.     რამეთუ მივხედენ მე უშჯულოვებასა ჩემსა და სლვასა საქმეთა ჩემთასა შეკდიმებულ ვარ საშჯელისაგან.
    38.     თჳთ იკითხავს წინაჲსწარმეტყუელი, თუ რაჲსათჳს მეშინიანო დღესა ბოროტსაო.
    39.     და კუალად პასუხსა-ჰყოფს და იტყჳს, თუ უშჯულოვებათათჳს სლვათაჲსა მეშინის საშჯელისაგან,
    40.     რამეთუ „რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლისასა სიმდიდრისასა იქადიან“, მე ესერა ზარ-ცემულ და შეშინებულ ვარ საქმეთაგან სლვათა ჩემთაჲსა,
    41.     ხოლო რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმდიდრესა თჳსსა, მათ არცა ერთი ძალი აქუს, არცა ერთი წარიტანონ დღესა საშჯელისასა.
    42.     ესრე ჰგონებდეს და იტყოდეს, თავით თჳსით თქჳს, თუ ფასი სიმდიდრისაჲ მივსცეთ დღესა საშჯელისასა ბოროტისათჳს თჳსისა.
    43.     აწ ესერა მოიღებს ყოველსა და გჳჩუენებს, თუ არავინ არს, რომელმან იჴსნეს კაცი და განაახლოს საქმეთა სიმართლისათა
    44.     და იტყჳს: „ძმამან ვერ იჴსნას და ვერ იჴსნას კაცმან და არა მისცეს მას ღ˜ნ საჴსარი თჳ[თ] თავისა თჳსისაჲ, არცა სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა“.
    45.     გჳმოძღურებს და გუასწავებს ჩუენ არცა ნათესავობითა უმჯობესთაჲსა, და არცა ძმანი სახიერთანი და არცა ყოველნი კაცნი კეთილად მსახურებითა და სიმართლითა
    46.     და არცა შემდგომად აღსასრულისა მუნ დღისა საშჯელისა არავინ შემძლებელ არს პოვნად, რომელმანმცა შეუძლო გამოჴსნად.
    47.     რამეთუ იტყჳს სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი, თუ ნოვე და იობ და სამოველ ვერ შემძლებელ არიან განრინებად ძეთა და ასულთა თჳსთა.
    48.     და კუალად, თუ ნოვე და დანიელ, კეთილ არს, თუ სულნი თჳსნი განარინნენ.
    49.     ესე ყოველი ითქუა, თუ რომელნი ბოროტის-მოქმედობით ცხოვნდებიან და ბოროტად სლვისა მათისაგან სიმდიდრესა მათსა შეიკრებენ,
    50.     ამათ უჩუენებს, თუ რომლითა საქმითა სახიერებისაჲთა და სიმართლისაჲთა გამოიჴსნან სული თჳსი.
    51.     „შურებოდის იგი უკუნისამდე და ცხოვნდეს სრულიად და არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილოს რიცხუმან ბრძენთამან სიკუდილი“,
    52.     რ˜ლთა კუალად მსახურებისათჳს და სიმართლისათჳს დაითმინნეს ოფლნი, საუკუნოჲსათჳს.
    53.     კეთილად შეიწყნარნეს მრავალნი ჭირნი, რომელნი უხრწნელებისა ცხორებისა სასოვებასა მკჳდრ იქმნნეს და ნაყოფი შრომათა თჳსთაჲ დიდითა შეძინებითა მრავალგზის აქუს.
    54.     რომელსა ჟამსა ესევითარნი ვნებანი და სიკუდილნი, თუ ვითარცა იტყჳს მართალი, ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და უშჯულოჲ სადაღამე იპოვოს.
    55.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ: „რაჟამს იხილოს რიცხუმან ბრძენთამან სიკუდილიო“.
    56.     ესე იგი არს თუ მართალთათჳს ჭირი, გინა სიკუდილი, უღმრთონი სრულიად წარწყმედულ იპოვნენ.
    57.     ესე არს, რომელსა იტყჳს: „ერთბამად უგუნურნი და უკეთურნი წარწყმდენ“.
    58.     სჳმაქოს უგანცხადებულესადრე თარგმანა, ვითარმედ „ერთბამად ცუდის-მეტყუელნი და უმეცარნი წარწყმდენ.
    59.     და უწოდა ცუდის-მეტყუელად და უგუნურად, რომელნი ბოროტსა სიბრძნესა სოფლისასა სწავლიან, რომლისა ზრახვითა ცხორებასა თჳსსა ბოროტად ცხონდებიან.
    60.     ესე არს, რომელსა იტყჳს, თუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფჱ არს ღმრთისა თანა
    61.     და „უცხოთა დაუტევონ სიმდიდრე თჳსი და სამარები მათი სახლებ მათა იყოს უკუნისამდე, საყოფელი მათი თესლითი თესლადმდე“.
    62.     არა ხოლო თუ ბრძენთასა ოდენ იტყჳს, არამედ რომელთა ძლიერებაჲ და შემძლებელობაჲ თჳსი განიძარცუეს.
    63.     და აღსასრულსა ჟამთასა და ვითარცა სამარენი დაცუდებულნი დარჩეს საყოფელნი მათნი და შენებულნი სახლნი მათნი,
    64.     უცხოთა წარიხუნეს სიმდიდრენი მათნი, რომელსა იტყჳს საყოფლად მათა თესლითი თესლადმდჱ.
    65.     შემდგომად სიკუდილისა მათისა აღიტაცნეს აგარაკნი და ვენაჴნი და მტილნი მათნი.
    66.     და საკიცხელ იქმნნეს და ესრეთ იტყოდეს: ესე იყო ნათესავისაჲ.
    67.     რომელმან უსამართლობით მოიტაცა ყოვლისაგან.
    68.     ესერა ყოველთავე გჳსწავიეს ჩუენ, თუ: ნუ აღმმატებელ ექმნებით თანა-წარმავალსა.
    69.     არამედ ყოველსა ჟამსა ბუნებით მოიღებდით მიახლებასა.
    70.     „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“.
    71.     ესე ექმნა მიზეზად უგუნურებასა, რამეთუ არა უნდა გულისხმის-ყოფად და განგონებად თჳსი პატივი და რომელი მიჰმადლა მას ღმერთმან სამთავროჲ.
    72.     ამისთჳს პირუტყუ იქმნა და მჴეც იქმნა და სამუნოჲ ცხორებაჲ მოიღო.
    73.     „ესე გზისა ცხორებისა მათისაჲ მათა მიმართ“, რამეთუ გზად საქმეთა უწოდის და იქმოდის ბოროტსა და უგუნურებასა და მცნებათა გარდასლვასა.
    74.     „ამისა შემდგომად პირითა მათითა სათნო იყვნეს“ და შემდგომად აღსასრულისა სატანჯველი და უბადრუკებაჲ შეიწყნარეს პირითა მათითა,
    75.     რომელთა არაჲთ სარგებელ ექმნა მათ სიმდიდრე ამის სოფლისაჲ და „ვითარცა საცხოვარნი ჯოჯოხეთს მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდა მათ“.
    76.     ესე სჳმაქოს შუენიერად-რჱ თარგმანა: ვითარცა ცხოვარნი კლვად, ესრეთ ჯოჯოხეთსა თავით თჳსით მიეცნესო.
    77.     ესე იგი არს, რომელსა იტყჳს, თუ თავით თჳსით სულსა თჳსსა სატანჯველნი განუმზადნეს და ცხორებისაგან სიკუდილად მიიცვალნეს.
    78.     „ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად, შეწევნაჲ მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან დაეცნეს“,
    79.     რომელ თქუმულ არს: „შეკნინდეს უღმრთონი და დაეცნეს, რაჟამს იხილეს უშჯულოჲ მიცემული ჴელთა სიკუდილისათა და განშიშულებული ყოვლისაგან სიმდიდრისა მისისა“.
    80.     ესე ყოველი განგჳმარტა იგავით უფალმან სახარებასა შინა, რომელი თქუა ლაზარესთჳს და მდიდრისათჳს,
    81.     რამეთუ შთაუსუეს იგი წიაღთა აბრაჰამისთა და სასუფეველსა უფლებდა და მეუფებდა, ხოლო მბრძანებელი იგი მდიდარი მწარესა სატანჯველსა დაწუვად მიეცა.
    82.     მუნით ლაზარეს მიმართ ვედრებასა შესწირვიდა და არა იქმნა ღირს სმენად ვედრებაჲ მისი.
    83.     ესრეთვე, მსგავს ამისა, გალობაჲ აღუღებიეს ფსალმუნისაჲ შემდგომად აღსასრულისა.
    84.     კაცად-კაცადი თჳს-თჳსად მერმე, ამისა შემდგომად ყვეს, ვედრებასა ღმრთისა შესწირვენ, რამეთუ მის მხოლოჲსაჲ არს მთავრობაჲ
    85.     და არღარა მიუტევოს ამისა შემდგომად კაცად-კაცადი ნებასა თჳსსა.
    86.     ესე იგი არს, რომელსა იტყჳს გარნა ხოლო „ღმრთისაო“, რამეთუ „მან იჴსნა სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე“.
    87.     ჭირისათჳს გლახაკთაჲსა იტყჳს და ჴელთაგან მძლავრთაჲსა, რომელი აღსასრულსა მათსა შემწედ მიეწიფა გლახაკთა და ლხინებად და ვრცელ-ყოფად მათა:
    88.     „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და განმრავ[ლ]დეს პატივი სახლისა მისისაჲ, რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მის თანა ყოველი,
    89.     არცა შთაჰყვეს დიდებაჲ სახლისა მისისაჲ მის თანა“.
    90.     ხოლო არა არს უსაკჳრველეს, ვითარ ხუთ დღეთა მყოფმან, ვითარცა ყრმამან ფუფუნეულმან, განზოგებად იწყის
    91.     და ესავნ ამპარტავანებასა და მაღლად კოკოზებნ სიმღერასა და განცხრომით ისწავებნ, ამას უწოდიან ხუთისა დღისად,
    92.     რამეთუ მსგავსად ამისა მოიღებს და იტყჳს: „სული მისი ცხორებასა ოდენ შინა იკურთხოს“.
    93.     ვიდრემდე ცოცხალ-ღა იყოს მდიდარი იგი, რომელნიმე უგუნურთაგანნი ჰნატრიდიან და ჰსურინ მისთჳს,
    94.     ხოლო რაჟამს მოკუდის, საწყალობელად ჰხადოდიან მას და გლახაკად სახელ-სდვიან მას.
    95.     „აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას“.
    96.     ესე სჳმაქოს შუენიერად-რე თქუა: „რაჟამს კაცისა მიერ სული კეთილი იყოს მართლ და ჭეშმარიტ, იგი არს საქებელ;
    97.     რომელნი არა ხოლო ცხორებასა მათსა, არამედ აღსასრულსაცა მათსა საქებელ იყვნენ, რომელ სიმდიდრისა მათისაგან სხუათა სარგებელად აჴმიონ“.
    98.     ხოლო რომელი ამას ხოლო ცხორებასა იშუებდეს, „შევიდეს იგი ნათესავსა მამათა მათთასა და ნათელი უკუნისამდე მან არა იხილოს“.
    99.     ხოლო ნათესავად იტყჳს, მიწისა ნაწილად, ხუედრად მისა იყოს, დაეყენოს ბნელი საუკუნოჲ, ნათელი მან არა იხილოს.
    100.     არა ხოლო ამის ნათლისაგან ოდენ დაეყენოს, არამედ უკუნისამდე არა იხილოს ნათელი.
    101.     „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა პირუტყუთა და მიემსგავსა მათ“.
    102.     ესე მიზეზი არს ბოროტის-მყოფელთა მათ, რომელთა უფროჲს ბრძანებისა ღმრთისა ჰნებვიდა თჳსი პატივი და სამთავროჲ.
    103.     განვარდეს პატივისაგან ღმრთისა და მთავრობისაგან და იქმნნეს მოკუდავ და მსგავს პირუტყუთა, რამეთუ შეიყუარეს უგუნურებაჲ და სიბრძნე შეურაცხ-ყვეს.


14

     1.     ასაფისი
    2.     ვითარცა დაუწერია ზედა-წერილსა, თუ „ფსალმუნი ასაფისიო“, გჳჩუენებს ამას ყოველსა წიგნსა ფსალმუნთასა, ვითარ ასაფ არს დასის თავი შემასხმელთა ერთაჲ მათ.
    3.     ხოლო ერთისა კანონისა დასის თავნია(!) ძენი კორესნი, რომელ გალობითა ჴმითა განაგნიან თქუმულნი ჴმისა მიერ მათისა.
    4.     და ამისთჳს იტყჳს, თუ „ფსალმუნი ასაფისიო, რამეთუ ასაფ იყო, რომელმან პირველად ჴმად მიცვალის, გალობნ ფსალმუნსა ამას.
    5.     მერმე ჴმაჲ აღიღიან და ისწავიან მისგან და გალობდიან მისგან დას[ი]თა მეფსალმუნეთაჲთა შესხმასა მათსა.
    6.     აწ ვთქუათ ძალი ფსალმუნისაჲ განცხადებისათჳს ღმრთისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და ახლისათჳს აღთქუმისა და შჯულისა.
    7.     და კუალად გუასწავებს, თუ ძუელისა შჯულისა ღმრთისმსახურებანი და საკუერთხნი შეცვალებადნი იყვნესო და არარაჲ სარწმუნო ღმრთისა და სათნო
    8.     „ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა მზისა აღმოსავალითგან და ვიდრე მისა დასავალადმდე“
    9.     და რამეთუ პირველ ფსალმუნისა ყოველსა კაცსა განსწავლად მოუწოდს, მსგავსად ერთისა მის სახისა ყოველთა კიდით კიდედმდჱ ქუეყანისა მოუწოდა,
    10.     რამეთუ იტყჳს, თუ მზისა აღმოსავალისთგან და ვიდრე დასავალამდეო.
    11.     ესე მებრ ნიშანი ა, თუ ღმერთი ღმერთთაჲ, ღმერთი უწოდის ძლიერი და დიდი და ჭეშმარიტი,
    12.     მართლიად ღმრთად და წინამძღურად მოძღუართა და მთავართა უწოდს ამას.
    13.     სხუასაცა ადგილსა იტყჳს: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა“.
    14.     ესე განგჳმარტა მოსე: „ღმერთი შენი არა შეურაცხ-ჰყო და მთავარსა ერისა შენისასა არა აგინო“.
    15.     რამეთუ ღმრთად უწოდა მათ, რომელნი მსგავსად თჳსა მთავრად და წინამძღურად დაადგინნა.
    16.     „სიონით გამო არს შუენიერებაჲ, მაცხოვარებაჲ ჰაეროვნებისა მისისაჲ“.
    17.     ამას იტყჳს ღმრთად, რომელი ჟამსა ამას განცხადნა.
    18.     იგი არს, რომელმან სიონით შუენიერებაჲ და ჰაეროვნებაჲ თჳსი გჳჩუენა
    19.     და ჟამსა ამას – უფროჲსი მაცხოვარებაჲ და ჰაეროვნებაჲ საკჳრველებისა თჳსისაჲ, განცხადნა, შეიწყნარნა ვნებანი ჴორცთა თჳსთანი.
    20.     და რამეთუ სხუაჲ სოლომონ იტყჳს: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“, თუ „ღმერთი ჩუენი ცხადად მოვიდეს და ღმერთი ჩუენი არა დადუმნედ“.
    21.     ნუ შეჰრაცხებთ ესრეთ, თუ მსგავსად პირველისაებრ მოსლვისა დადუმნეს,
    22.     რამეთუ პირველად ბუნებითა ჩუენითა დაფარულ და დადუმებულ იყო თჳსითა დიდებითა და დიდად შუენიერებითა ღმრთეებისაჲთა,
    23.     რამეთუ ჭეშმარიტად კაცთ-მოყუარებითა თჳსითა მოჰმადლა ყოველსა გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ.
    24.     ხოლო მეორედ მოსლვასა განაცხადა თჳსი მსაჯულებაჲ და მეუფებაჲ,
    25.     და არღარა სულგრძელებდეს, მწრაფლ მოუწოდოს ყოველთა განშჯად კაცად-კაცადსა საქმეთაებრ თჳსთა.
    26.     ესე არს, რომელსა იტყჳს: „ღმერთი ჩუენი არა დადუმნეს, ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოჲს მისსა ნიავ-ქარნი ფრიად“.
    27.     ესევე ნეტარმან დანიელ იხილა მდინარჱ ცეცხლისაჲ,
    28.     იტყჳს დინებად წინაშე მისსა და საყდარი მისი – ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ეტლისთუალნი მისნი, ვითარცა ელვანი ცეცხლისანი.
    29.     „მოუწოდოს ცასა ზესკნელსა ქუეყანად განშჯად ერის თჳსისა“.
    30.     და შჯულის-მდებელმან ნეტარმან მოსე ესრეთ ქმნა და შეკრიბნა მის თანა ჰურიანი,
    31.     მოწამედ ცასა მოუწოდა: „მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა“
    32.     ესრეთვე ესაია დასაბამად წინაჲსწარმეტყუელებისა მისსა თქუა: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა“.
    33.     არა თუ ვითარცა სიტყჳერთა გინათუ ვითარცა ცხოველთა, არამედ ვითარცა ზარ-სცეს და ამხილოს კაცთათჳს მთად უგულისხმოთა.
    34.     ბრძანებაჲ ღმრთისაჲ პატივით ტჳრთვად თავს-იდვეს რაოდენ უფროჲს ერთა, რომელთა ასხენ სასმენელნი, აღესრულნენ ბრძანებანი ღმრთისანი.
    35.     ესრეთვე ნეტარმან აბრაჰამ შჳდნი ოროჯნი დაადგინნა, მოწმობისათჳს ჯურღმულ თხარა.
    36.     ესრეთვე იაკობ და ლაბან ბორცუთა მოწამედ მოუწოდეს.
    37.     „შეკრებად მის თანა წმიდათა მისთა და რომელთა შეწირიან მსხუერპლი აღთქუმისაჲ საკურთხეველსა ზედა, უთხრეს ცათა სიმართლჱ მისი, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს“.
    38.     ვითარცა ვთქუთ პირველად, ზარსა საშჯელსა მას გჳჩუენებს და კუალად თუ აღსრულებაჲ შჯულისაჲ და საკუერთხნი საჴმარად ღმრთისა არარაჲ იყვნესო.
    39.     წმიდად უწოდს მოსეს და აჰრონს და ელიაზარს და ფინეეზს, რომელნი შემდგომად მათსა სიწმიდით მღდელობდეს, შეკრებად ბრძანებს მათა
    40.     „ამათ მიხილონ“ შჯულისა მიერ და კუალად მერმე აღსრულებად ახლისა აღთქუმისა მოიღებს.
    41.     უთხრეს ცათა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს სამართალსა.
    42.     ცად სახელ-სდვა ზეცისა ძლიერებათა.
    43.     „ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ“.
    44.     და გჳჩუენებს, თუ რომელსა ერსა: „და, ისრაჱლო, გიწამო შენ“.
    45.     და გჳჩუენებს თჳსსა საუფლებელსა ღმერთი: „ღმერთი შენი ვარი მე“, რომელმან პირველ ეგჳპტით გამოგიყვანე შენ,
    46.     რომელმან შორის ზღუასა მოგანიჭე ჴმელად განსლვაჲ და უდაბნოს გამოზრდაჲ შენი, რომელმან შჯული ძუელისა აღთქუმისაჲ მივეც.
    47.     შენ ნუ სხუად შემრაცხებ მე? აწ ჟამსა ამას იგი ვარ, რომელი ჟამსა მას ვიყავ.
    48.     „არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილებ შენ, რამეთუ ზუარაკნი შენნი წინაშე ჩემსა არიან მარადის“.
    49.     იტყჳს: „არა თუ საკუერთხთა შენთათჳს ვეძიებ, არა შევიწირავ მე სახლისაგან ზუარაკთა და არცა არვისა შენისაგან – ვაცთა.
    50.     ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ.
    51.     ვიცნი მე მფ[რ]ინველნი ცისანი და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს“.
    52.     იტყჳს, ყოვლისავე შემოქმედი ვარ და უფალიო და ჴმელისა ცხოველთაჲ და ყოველთა მფ[რ]ინველთაჲ.
    53.     ნუ შეჰრაცხებთ და ჰგონებთ, თუ ნებასა რასმე ჩემსა აღვავსებ საკუერთხითა ოქრეანითა მე ვარ, რომელმან მიგმადლენ თქუენ ეგე და სხუაჲ ყოველივე.
    54.     შუენიერებაჲ ხეთაჲ ნაყოფისმომღებელთაჲ ქუეყანით მე აღმოვაცენე
    55.     და რამეთუ ჴმელისანი მოიღებენ საკუერთხთა და ზუარაკთა, ვაცთა და ცხოვართა, და მფრინველნი – ტრედსა და გურიტსა,
    56.     და ნაყოფისა ჰამოჲსა მომღებელნი – ღჳნოსა და ზეთსა და სულნელნი – საკუმეველსა, ამის ყოვლისათჳს დავადუმენ ყოველნი საკუერთხნი შენნი და მსხუერპლნი.
    57.     „შე-თუ-მე-მშიოს, არავე შენ გეტყოდი“.
    58.     იტყჳს: თუ საჴმარ იყოს ჩემდა, არავე მსურის შენდა, რამეთუ ყოველნი დაბადებულნი ჩემნი-ა.
    59.     აწ იტყჳს ღმერთი ბუნებისა თჳსისა არარაჲთ ნაკლულევანებასა: „არა ვჭამ მეო ჴორცსა ზუარაკთა შენთასა, არცა სისხლსა ვაცთა შენთასა ვსუამ მე“.
    60.     სიჩჩოვებისაგან და სიყრმისაგან შჯულისა შენისა აწ მივსცვალებ სრულებად, ახლისა აღთქუმისა შჯულსა დავსდებ, რომელ შუენის ჩემდა შეწირვად.
    61.     „შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაჲ, მიუსრულე მაღალსა აღნათქუემი შენი და შენ მხადე დღესა ჭირისა შენისასა, მე გიჴსნა და შენ მადიდო მე“.
    62.     წმიდაჲ სამებაჲ განცხადნა აქა.
    63.     რამეთუ არა თქუა ერთი ღმერთი, არცა ერთი მსხუერპლი ქებისაჲ,
    64.     არამედ თავად-თავადისა თითოვებაჲ გჳჩუენა და ღმერთი მაღალი და კეთილის მყოფელი ახლისა შჯულისა აღსრულებად მსხუერპლი.
    65.     და რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ მართალთა ლოცვაჲ და კურთხევაჲ არს
    66.     და რამეთუ მეოცესა(!) ფსალმუნსა უწინარესადრე იტყჳს: „აღთქუმაჲ ჩემი აღვასრულო წინაშე ყოველთა მოშიშთა მისთა“,
    67.     რამეთუ თქუა ზემორე: „არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს განგიკითხავ შენ“.
    68.     გიჩუენებ, რომლისათჳს გამხილებენო.
    69.     „ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: „აწ ვითარღა იტყჳ სიმართლესა ჩემთა, აღიღებ აღნათქუემთა ჩემთა პირითა შენითა,
    70.     რამეთუ შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაჲ, განიშორენ და განსთხიენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი“.
    71.     რამეთუ რომელნი იყვნეს მოძღუართაგანნი და წინამძღუარნი, რომელნი სწავლულ რაჲმე იყვნეს და მღდელნი,
    72.     თჳთ უვარეს-მოქმედნი, ბილწებით ვიდოდეს და სხუათა ასწავებდეს საღმრთოთა წიგნთა და თჳთ მცნებათა გარდამავალ იყვნეს.
    73.     ეგევითართა მოძღუართა ესრე ეტყჳს: ვითარ მეცნიერ გამოშჩნდი და დამდაბლებად წიგნთა საღმრთოთა მიუთხრობ და ასწავებ?
    74.     რომელნი სარგებელად ჩემდა შესაძლებელ არიან, შენ არა გრწმენა და საყუედრელად ჰყოფ საღმრთოთა წიგნთა, სხუათა უმოძღური და შენ საქმითა შენითა ფერჴითა დასთრგუნავ.
    75.     აწ აღრაცხენ გარდასლვანიცა შენნი: „იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდი მას და მეძავთა თანა დასდვი ნაწილი შენი;
    76.     პირმან შენმან განამრავლა ბოროტი და ენაჲ შენი ნივთებდა ზაკუვასა; შჯდი და ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი, ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური“.
    77.     ჯეკმა ფრიად სასტიკნი არიან – წარმდებებანი შენნი შენ თანა მიმსგავსებულად სიტყჳსა მისებრ მოციქულისა:
    78.     „რომელი იტყჳ არაპარვასა, იპარავ, რომელსა იტყჳ არასიძვასა, ისიძავ შენ“.
    79.     სხუასა ყოველსა ურჩულოვებასა მიუთხრობს: „რომელი სხუათა ასწავებ, თავსა შენსა არა ასწავებ“ და „რამეთუ გარდასრულ ხარ და შჯულსა ღმრთისასა აგინებ“.
    80.     აწ იტყჳს: „სულგრძელებითა თჳსითა განვჰზომ სულგრძელებასა ურიცხუსა, გულის-ათჳს ვსულგრძელებ უფროჲს ზომისა ბოროტიცა ყოფადა“.
    81.     „ესე ყოველი ჰყავ და დაგიდუმე შენ.
    82.     ჰგონებ სამე ურჩულოსა გულსა შენსა, თუ მე შენვე გემსგავსო“.
    83.     მე მიხილვან ყოველნი წარმდებებანი შენნი, ვსულგრძელებდი შენ ზედა, თუ ნუუკუე სიწრფოვებად და სინანულად მოხჳდე შენ.
    84.     და სულგრძელებაჲ ჩემი მიზეზად ბოროტისა შენისა ვყავ, და არა შეირაცხე მადლად და არცა შეინანე.
    85.     „აწ შეგატყუა და წარმოგიდგინო ესე ყოველი წინაშე შენსა“, ვინაჲთგან არა გულისხმა-ჰყავო სიტკბოვებაჲ სულგრძელებისა ჩემისაჲო,
    86.     შეერთო სიტყუაჲ ესე სიტყუასა მოციქულთასა, ვითარმედ „სიტკბოვებაჲ ღმრთისა შენისაჲ სინანულად მოგიყვანებს“.
    87.     არამედ სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა შენითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დ˜ღსა მისთჳს,
    88.     ოდეს განცხადნეს სამართალი საშჯელი ღმრთისაჲ, რომელი მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთაებრ მათთა,
    89.     მსგავსად ესრეთ აქადებს და კუალად კაცთ-მოყუარებითა თჳსითა გჳჩუენებს და ვითარცა ქადებით, ხადილით მოხადის მოძღურებად მათა.
    90.     „გულისხმა-ყავთ ყოველთა, რ˜ლთა დაგივიწყებიეს ღმერთი, ნუუკუე წარ-სადა-ვინმე-გიტაცნეს თქუენ და არავინ იყოს რომელმანმცა გიჴსნნა“.
    91.     იტყჳს: იღუაწეთ ესე კაცად-კაცადმან სულისა თქუენისათჳს, ვიდრე არღა წარტაცებულ ხართ თქუენ სიკუდილისაგან,
    92.     რამეთუ ყოველსა კაცსა წარიტაცებს სიკუდილი, ვითარცა ლომი, და ვერვინ შემძლებელ არს განრინებად ჴელთაგან მისთა
    93.     აწ ამისა შემდგომად დასაბამსა იქმს ახლისა შჯულისასა ამის ფსალმუნისასა, რომელსა შემკულად და შუენიერად გჳჩუენებს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე.
    94.     და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მათ მაცხოვარებაჲ ჩემი“.
    95.     ესე სჳმაქოს შუენიერადრე თქუა: შეწევნითა ქებისაჲთა იდიდა.
    96.     რომელნი სიწრფოვებით ვლენან, უჩუენა მათ მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.
    97.     არა ხოლო ერთსა იტყჳს ქებად ღმრთისა და შეწირვად მსხუერპლი ქებისაჲ, არამედ აღსრულებად სახიერებისა.
    98.     კუალად სიწრფოვებასა მოქმედებითა შემსგავსებულად ცხორებისა თჳსისა აღასრულოს და ესრეთ შესაძლებელ არს მაცხოვარებასა ღმრთისასა მიწევნად სარწმუნოვებით
    99.     და საქმით აღსრულებულ იქმნის ყოველივე სიმართლჱ, რ˜ლთა აღივსო და აღესრულა ესე ყოველი ახლითა რჩულითა,
    100.     რომელი მოჰმადლა ყოველთა მხოლოდ-შობილმან ძემან ღმრთისამან.


15

     1.     აღსასრულისა, ფსალმუნი დავითისი, მო-რაჲ-ვიდა ნათან მის თანა, რაჟამს შევიდა დავით ბერსაბესა
    2.     შუენიერად და სიბრძნით გჳჩუენებს ჩუენ ზედა-წერილი ფსალმუნისაჲ და სიტყუაჲცა ფსალმუნისაჲ ეწამების მას,
    3.     არამედ ცნობად ჯერ-არს, თუ მიახლებულ არს წინაჲსწარმეტყუელებად და იწყებს სიტყუად, რამეთუ ზედა-წერილი იტყჳს აღსასრულისა ფსალმუნებად.
    4.     ესე გჳჩუენებს აღსასრულისა ახლისა შჯულისა წესსა და მსახურებასა ასწავებს.
    5.     პირველად ფსალმუნი იტყჳს, თუ სინანულისათჳსო ამისთჳს,
    6.     რომელ აჴოცნა ცოდვანი ჩუენნი და მიიწია ერთბამად და წინაჲსწარმეტყუელებად, რამეთუ იტყჳს ესრეთ: „სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგანო“.
    7.     განჰკაზმა და განაგო წამალი თჳსი სინანულისაჲ, სხუათა მრავალთა გუასწავა, და წინამძღუარ იქმნა, თუ რომელთა ცოდონ, ისწავონ სიტყუათაგან ფსალმუნისათა
    8.     და აჴოცაჲ თავით თჳსით პოონ: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე ურჩულოვებაჲ ჩემი“.
    9.     აწ იტყჳს გულის-თქუმათა თჳსთა და იგავობს ბაბილოვნის ტყუევობისათჳს და ერისა მის მაგიერ ცოდვათა თჳსთა აღიარებს და იგინი თჳთ თავისა თჳსისა თანა აღუხუმან
    10.     და მებრ დიდ-დიდთა მათ ცოდვათა და უნასთა და ძლიერთა წყლულებათა დიდსა მას წამალსა დასდებს ზედა წყლულებასა.
    11.     და გულისთქუმითა უფროჲსითა ღმრთისა კაცთმოყუარებისაგან განდგომილ იყვნეს.
    12.     და ჯერ-არს თქუმად, რამეთუ სასტიკ იყვნეს ცოდვანი, არამედ ვერ სძლეს კაცთმოყუარებასა შენსა.
    13.     ამისთჳს იტყჳს: „უფროჲს განმბანე მე ურჩულოვებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე“.
    14.     უწყი, რამეთუ ჴელითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა მამხილე და მოტევებაჲ ჰყავ ცოდვათა ჩემთაჲ.
    15.     უწყი, რამეთუ აღმოჰკუეთე და დასწჳ.
    16.     აწ დიდითა წყალობითა შენითა დასდევ ნაბრძჳლსა მას ზედა მოწყალებაჲ შენი და მყრალობაჲცა იგი ბაყლისაგან ცოდვათაჲსა განაქარვე და განსწმიდე ჩემგან
    17.     და განჰკურნე წყლულ-ნაბრძჳლითურთ კაცთმოყუარებითა შენითა, „რამეთუ უშჯულოვებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“.
    18.     უწყი, უფალო, უკუეთუ ჯერ-იყოს, მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰჴოცნე ცოდვანი ჩემნი.
    19.     არამედ ყოველსა ჟამსა მაჴსოვს და ვითარცა გამოწერილთა წინაშე ჩემსა ვხედავ.
    20.     ღამჱ დაფარულად თანა-წარმჴდებიან ჩუენებით, და დღისი ზრახვითა მაურვებენ მე.
    21.     ესე ესწავა საღმრთოთაგან წიგნთა საქმედ დიდსა მეფესა დავითს, რამეთუ ესაია იტყჳს ესრეთ: „შენ პირველისაგან უშჯულოვებსა შენისა ვერ განჰმართლდები“.
    22.     ამისა შეერთებულად ოცდამეთერთმეტესა(!) ფსალმუნსა იტყჳს ნეტარი დავით:
    23.     „ვთქუ, უთხრა ურჩულოვებაჲ ჩემი უფალსა; შენ მომიტევენ მე ყოველნი უღმრთოვებანი ჩემნი“, „შენ მხოლოსა შეგცოდე, უფალო, და ბოროტი შენ წინაშე ვყავ“.
    24.     ჯერ-თუ-არს, სასტიკ არიან ცოდვანი ჩემნი ურიაჲსთჳს და ბერსაბესთჳს.
    25.     და ყოვლისა მისთჳს წარმდებებისა მისისათჳს და ცოდვისათჳს, რომელი ვქმენ შენ თანა და გარდავჰჴედ და წინაშე შენსა ვქმენ, რომელი შემოქმედი იყავ მათი.
    26.     ესე არს, რომელსა იტყჳს: „შენ შეგცოდე, უფალო, და ბოროტი შენ წინაშე ვქმენ, რაჲთა განვმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა“.
    27.     თავით ჩემით მეყო მე უნასი და შენ სამართლად მპოვე მე დაშჯად.
    28.     ესე იგი არს, რამეთუ ამხილა მას ნათან.
    29.     შენ დაფარულნი ჩემნი გამოაცხადენ და კაცთ-მოყუარებაჲ მომმადლე.
    30.     ესრეთ მართალ ხარ ყოვლითავე.
    31.     ყოველსა თანა კაცსა ჰყოფ წყალობასა შენსა, ამხილებ, განსწავლი და შეიწყნარებ კაცთ-მოყუარებითა შენითა.
    32.     „ესერა უშჯულოვებით მიუდგა და ცოდვით მშვა მე დედამან ჩემმან“.
    33.     მებრ დასაბამი სიტყუაჲ, ყოფადმდე კაცისა და ვიდრე შობადმდევე იწყეს ცოდვადო, უშჯულოვებად და წყევად,
    34.     რამეთუ შემდგომად მცნებისა გარდასლვისა ღმერთმან პატიჟეულ-ყო კაცი და გამოჴადა გარე სამოთხისაგან და იქმნა მოკუდავ და წყევისა მახლობელ.
    35.     და მერმეღა იტყჳს: „იცნა ადამ ევა, ცოლი თჳსი, მიუდგა და შვა კაენი“.
    36.     და იტყჳს, თუ უწინარეს შობისა შემოჴდა სოფლად ცოდვაჲ, და ცოდვისა მიერ წყევისა ნაშობი იქმნეს.
    37.     და ამას ნეტარი პავლე იტყჳს, თუ: „კაცისა მიერ შემოჴდა ცოდვაჲ სოფელსა და ცოდვისა მიერ – სიკუდილი
    38.     და ესრჱთ ყოველი კაცი შევიდა სიკუდილსა ამისთჳს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.
    39.     და ამისთჳს თქუა ღმერთმან, თუ: „ყოველი გონებაჲ კაცისაჲ მიდრეკილ არს დამარხვად ბოროტისა სიყრმით მისითგან და ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“.
    40.     განეკრძალენით მწვალებელთა მათგან, რომელნი მკჳდრად იტყჳან ბუნებასა ცოდვისასა,
    41.     რამეთუ არა თუ უწინარეს ბუნებამან კაცისამან ცოდა? ამისთჳს, რამეთუ შეიქმნა აზნაურად, ნებსით ქმნა ცოდვაჲ, ამისთჳს განიპატიჟა.
    42.     აწ არა თუ ბუნებით არს ცოდვაჲ, არამედ შემძლებელ არს ბუნებაჲ კაცისაჲ, რაჲცა ენებოს, ყოფად.
    43.     ხოლო ღმერთმან ქმნა უკუდავად და კეთილად, თავისუფლად და ნებსით თჳსით ქმნა ცოდვაჲ და ცოდვისათჳს პატიჟად მიიღო სიკუდილი.
    44.     და ესე არს, რომელსა იტყჳს: „ესერა ურჩულოვებით მიუდგა და ცოდვით მშვა მე დედამან ჩემმან“.
    45.     რამეთუ განხრწნად იქმნნეს და მაშინღა შობეს ნაშობნი,
    46.     ესრეთვე განხრწნადნი და მახლობელნი მწუხარებისა და ტკივილისანი კაცი მას ჰბრძოდა ზრახვასა შინა ყოველსა ჟამსა უშჯულოვებისა თანა და ცოდვისა თანა.
    47.     და დიდითა ღუაწლითა წმიდათა ძლევაჲ პოვეს და ნაცვალად ძლევისა მოიგეს გჳრგჳნი დიდებისაჲ.
    48.     „შენ, უფალო, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე“ და შენ მართალი და ჭეშმარიტი საჯო: რომელსამე პატიჟი სატანჯველად, და რომელსამე გჳრგჳნი დიდებისაჲ,
    49.     რამეთუ კაცად-კაცადსა საქმეთაებრ თჳსთა ჭეშმარიტად მიაგებ და მოხედავ უძლურსა მას გონებასა და რომელთა შეინანონ, მიტევებასა მიჰმადლებ.
    50.     „უხილავნი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე“.
    51.     იტყჳს: რომელმან ესოდენი მადლი მოვიღე შენგან, არა ხოლო თუ მეფობაჲ ოდენ მომეც მე, არამედ წინაჲსწარმეტყუელებისაცა მადლი მომანიჭე მე.
    52.     და რომელნი იყვნეს სხუათაგან დაფარულ, მე იგინი განცხადებულად მიჩუენენ, რომელნი ყოფად იყვნეს მომავალთა და მერმეთა ჟამთა.
    53.     და სხუათა უქადაგე მხოლოდშობილსა ძისა შენისა განკაცებაჲ და გამოგჳჴსნნა ვნებათაგან,
    54.     და აღდგომაჲ მკუდრეთით, და ყოველსა სოფელსა – დიდი მადლი და ჴელითა სულისა წმიდისაჲთა ზეგარდამო შობაჲ ემბაზისაგან.
    55.     და მოტევებაჲ ყოველთა ცოდვათაჲ.
    56.     და რომელთა მიენიჭა, ყოველნივე იქმნეს შვილ ღმრთისა.
    57.     ესე ყოველი ვისწავე სულისა წმიდისა შენისაგან, რომლისათჳსცა გევედრები შენ და სულ-თქუმასა შევ[ს]წირავ,
    58.     რამეთუ მე ვცოდე და შემდგომად მადლი ვპოვო კეთილის-მოქმედებისა შენისა თანა.
    59.     არამედ მსგავსად დიდისა წყალობისა შენისა აღურაცხელითა კაცთ-მოყუარებითა შენითა მოავლინე ჩემ ზედა მადლი წმიდისა სულისა შენისაჲ,
    60.     ვითარცა იყო პირველად, რომლისათჳსცა ვღაღადებ და ვჴმობ და ვიტყჳ: „მასხურე მე საპკურებელითა შენითა, განმბანე მე, განმწმიდე მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე“.
    61.     იტყჳს ამას უწინარეს წინაჲსწარმეტყუელებით სახარებისა და ნათლის-ღებისა მადლსა ესევითარსა განბანასა და განწმედასა მიჰმადლებს ემბაზისა მიერ ყოველთავე.
    62.     ამისთჳს ჴელითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა იტყჳს ამას: „განიბანენით, განიწმიდენით“.
    63.     და შემდგომად ამისა იტყჳს: „და თუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა მეწამულნი, ბოროტად, ბაყლის ფერად, ვითარცა თოვლნი განვასპეტაკნე,
    64.     და თუ იყვნენ, ვითარცა ძოწით ღებულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“.
    65.     ამისთჳს, რამეთუ მსგავსად შჯულისა რომელნი იყვნეს დიდ-დიდნი ცოდვანი,
    66.     თანამდებ არა იყო მათა სასოვების სისხლისა სასხურებელითა ზოპავითა, არამედ პატიჟი სიკუდილისაჲ.
    67.     ამისთჳს ევედრების წინაჲსწარმეტყუელი, ნუ მსგავსად შჯულისა დამშჯი მეო და წინაჲსაებრ მომაკუდინებ,
    68.     არამედ მადლითა ახლისა შჯულისაჲთა მასხურე მე და განმწმიდე მე სისხლითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა და სულითა ცხორების-მომცემელითა,
    69.     და ნუ წიგნისა პატიჟი სიკუდილი, არამედ „მასმინე მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი ჩემნი მდაბალნი“.
    70.     ამას იტყჳს: „სიხარული მომეც“ მე სმენად ყურთა ჩემთა და უკუეთუ აღსრულებაჲ, სიწმიდჱ და სიმართლჱ მომმადლო მე,
    71.     ყოველი ჴორცნი ჩემნი იხარებდენ, აღიღონ ერთბამად ძლიერებაჲ და აღივსნენ სულითა მადლისა შენისაჲთა.
    72.     და აღვიღო გალობაჲ საღმრთოჲ პირითა ჩემითა და მოვიდე ქნარითა გალობად და ვიტყოდი
    73.     „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა და სასმენელ ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“
    74.     „გარჱ მიიქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი ურჩულოვებანი ჩემნი აჴოცენ“.
    75.     არამედ იხილე მხოლოვებაჲ ჩემიო და განაქარვე ჩემგან იჭჳ იგი ცოდვისაჲ მის და განიშორენ პირისაგან შენისა ყოველნი ცოდვანი ჩემნიო.
    76.     „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“, ამისთჳს, რამეთუ მიჩუენე მე კაცთმოყუარებაჲ შენი და ქმენ მოტევებაჲ ცოდვათა ჩემთაჲ.
    77.     არამედ დაამტკიცე ჩემ თანა გული წმიდაჲ, რამეთუ აღვიღე, და მერმე დამმარხე მე ბოროტთაგან ზრახვათა.
    78.     ამას ჴელითა ეზეკიელისითა იტყოდა, იყო რა იგი ტყუეთა მათ თანა ბაბილოვნისათა: „მივსცე მათ გული ახალი და სული ახალი“.
    79.     სულსა არა ყოველსა წმიდისაგან სულისა იტყჳს, არამედ ჩუენითა ამით სულითა მეტყუელებისაჲთა, რომელი არს სიძვისა წარმართებაჲ.
    80.     რაჲ არს ესე, რომელსა იტყჳს, თუ ასწავეთ და წინამძღუარ-ექმნენით გულითა თქუენითა და სულითა მეტყუელებისაჲთა წარმართებულად წინამძღურად და ნაყოფის-გამომღებელად?
    81.     ესრჱთ ჟამსა ამას აქა ნეტარი დავით იტყჳს: ვნებულ არს და განხრწნილ არს გული ჩემი, არამედ „დაჰბადე ჩემ თანა გული წმიდაჲ“ მეტყუელებისაჲ,
    82.     რაჲთა ჭეშმარიტებისა შენისა ზრახვათა ვიტყოდი და ვიქმოდი; „ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, უფალო, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“.
    83.     ესე განაცხადა, თუ ყოველივე, რაჲ იქმნა, ყოველივე წმიდითა მადლითა სულისაჲთა იყო.
    84.     არა თუ ვერმცა განაშორა მისგან, არამედ ეგრეთ ევედრების და ითხოვს, ვითარმცა თჳთ მისი იყო.
    85.     და ევედრების, რაჲთა არა განაშოროს მისგან, რაჲთა წესი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ განცხადნეს, რომლისა დაცვაჲ ისწავა სიმართლისა მოქმედებითა და გზასა მშჳდობისასა სლვაჲ.
    86.     „მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისა შენისაჲთა დამამტკიცე მე“.
    87.     გევედრები შენ, მიჴსენ მე მონებისაგან ცოდვისაო და მყავ მე თავისუფალ და სულითა მთავრობისაჲთა,
    88.     განზრახვაჲ ჩემი სულითა მეტყუელებისაჲთა ვიყო ურცხჳნელ და ჴელმწიფებისა მიერ მისისა ვიტყოდი წრფელად: გონიერებით იყოს სლვაჲ ჩემი.
    89.     „ასწავენ უშჯულოსა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ“.
    90.     ვიქმენ მეო წინამძღურად და მოძღურად მათა, რომელნი არიან შეცოდებულნიო და ჰნებვიდეს მოქცევად და სინანულად.
    91.     ვიქმენ მე მათა მქადაგებელ და წყალობაჲ და დიდი კაცთ-მოყუარებაჲ მიუთხრა მათ და მოვაქცინე შენდა მრავალნი უღმრთონი.
    92.     და იხილოს ჩემთა მრავალთა ცოდვათა აჴოცაჲ და მოივლტოდის სულ-თქუმით და სინანულით ბჭეთა მოწყალებისა შენისათა.
    93.     „მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო“.
    94.     ზედაჲს-ზედა იჴსენებს ურიაჲს მკლველობასა.
    95.     პირველად ხოლო აჴსენა და თქუა, თუ: „უშჯულოვებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის ყოველსა ჟამსა“.
    96.     მოვედით აწ ამისა შემდგომად.
    97.     და განწესებულსა მოუჴდეთ.
    98.     იტყჳს: „გიგალობს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა“.
    99.     ესე სჳმაქოს ესრე თარგმანა: „ზრახვიდეს ენაჲ ჩემი წყალობათა შენთა,
    100.     არასადა დავიდუმო ესეო შენი დიდი კეთილის-მოქმედებაჲ მე შენ მიერ, არამედ კურთხევით ვაქებდე დიდთა მადლთა შენთა“.
    101.     „უფალო, უკუეთუ ბაგენი ჩემნი აღახუნე, პირი ჩემი გითხრობდეს ქებულებასა შენსა“ ამისთჳს, რამეთუ ცოდვასა დაუყოფია პირი ჩემიო და შეუკრავს ენაჲ ჩემი სასასა ჩემსაო.
    102.     არამედ ევედრების წინაჲსწარმეტყუელი, პირველსავე კადნიერებასა ითხოვს, რაჲთა შეძრას ენაჲ თჳსი გალობად ღმრთისა.
    103.     „უკუეთუმცა გენება მსხუერპლი შეწირვად შენდა, საკუერთხი არა გთნდა შენ“.
    104.     შეერთო ფსალმუნსა ამას ფსალმუნი იგი, რომელი უწინარეს ამისა იყო, რამეთუ მუნ იტყჳს: „არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა“.
    105.     და ესე ასმიოდა ღმრთისაგან ნეტარსა დავითს და სამართლად თქუა აქა, თუ: „უკუეთუმცა გენება მსხუერპლი შეწირვად შენდა, საკუერთხი არა გთნდა შენ“.
    106.     შენ სთქუ, თუ უტყუთა და პირუტყუთა მსხუერპლად და საკუერთხად მე არა შევიწირავ.
    107.     ჴელითა მღდელთაჲთა იტყჳს: „არამედ მსხუერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი.
    108.     და გული და სული მდაბალი და წმიდანი უფალმან არა შეურაცხ-ყვნის“.
    109.     იტყჳს: სამღდელოჲ და დიდი შესაწირავი და სარწმუნოჲ მსხუერპლი
    110.     უკუეთუ სიმდაბლითა გულისა თჳსისაჲთა და ყოველთა გონებათა სიწმიდისა ზრახვითა წინაშე ჩემსა მოიღოს და შეწიროს,
    111.     და ყოვლითა სიმდაბლითა თჳთ მსგავსებაჲ აქუნდეს, ვითარ-იგი სანატრელნი სამნი ყრმანი საჴუმილსა შინა ესრეთ იტყოდეს, თუ:
    112.     „თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაჲთა შე-მცა-წირულ ვართ ჩუენ, ვითარცა საკუერთხნი მსხუერპლთანი ზუარაკთანი და ვითარცა ბევრეულნი კრავთა მართებულთანი“.
    113.     ეგრე შეწირულ იყავნ მსხუერპლი ესე ჩუენი დღეს შენ წინაშე, რამეთუ არს პირი ფსალმუნისაჲ ამის მსგავს ლოცვისა მის და თხოვისა, რომელნი ბაბილოვნს ტყუე იყვნეს;
    114.     მისა მსგავსად იტყჳს და მიუთხრობს, რამეთუ ნეტართა სამთა ყრმათა მებრ ბუნებითა ამით თავნი თჳსნი და ლოცვანი მათნი ღმრთისა მსხუერპლად და საკუერთხად შეწირნეს.
    115.     და არარაჲ უჴმდა სხუაჲ ზუარაკი და ვაცი, არამედ სიმდაბლითა და გლახაკებითა თჳსითა ნებსით თჳსით ღმრთისა მსხუერპლად სიხარულით შეიწირნეს.
    116.     „კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალჱმისანი!
    117.     მაშინ გთნდა მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და საკუერთხი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკებ“.
    118.     აჴსენა აქა ამისა შემდგომად ტყუე ბაბილოვნისაჲ, თუ გული უთქუმიდა განთავისუფლებასა მონებისაგან.
    119.     და ევედრების ღმერთსა მისლვისათჳს იერუსალჱმდ და ხილვისათჳს ტაძრისა სიხარულით და შჯულსა მსახურებად საკუერთხნი და ზუარაკნი
    120.     და მღდელთა დიად სიქადულსა, სიმართლისა ქებასა, გალობად და თქუმად: „უკუეთუ ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი გითხრობდეს ქებულებასა შენსა“,
    121.     რამეთუ თჳთ თავადმან დავით თქუა სხუასა ადგილსა: „ვითარ გაქებდე ქებითა უფლისაჲთა ქუეყანასა უცხოსა“ ამისთჳს და სხუაჲცა პირი არს წინაჲსწარმეტყუელებისაჲ.
    122.     ჟამსა მას სთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ,
    123.     არა თუ პირუტყუთა შესწირვენ მისა შესაწირავად, არამედ სიმართლით პირმეტყუელნი და ცხოველნი შეწირულ იყვნენ ზედა საკურთხეველსა ღმრთისასა.
    124.     რომელსა იტყჳს ნეტარი პავლჱ: „გევედრები თქუენ, ძმანო, მოწყალებითა ღმრთისაჲთა, ეკრძალენით ჴორცთა თქუენთა მსხუერპლად ცხოველად,
    125.     სათნოდ ღმრთისა პირმეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი“.
    126.     უწყოდა საღმრთომან დავით, რამეთუ გამოცხადებელნი და დაფარულნი გამოეცხადნეს მას სიბრძნისა ღმრთისანი,
    127.     და იცოდა, ვითარ რჩულითა აღესრულების მადლი ყოველთა მიტევებისათჳს ცოდვათაჲსა და უკუდავებაჲ და ცხორებაჲ.
    128.     პირმეტყუელნი და სიტყჳერნი შეწირვად საკურთხეველსა ღმრთისასა და შეერთებით ერთბამად აჴოცასა ცოდვათასა ვპოვებთ.
    129.     ესე ყოველი წინაჲსწარმეტყუელებით თქუა და აღესრულა.


16

     1.     აღსასრულისაჲ, დავითისი, წმიდისა ეპიფანეს თქუმული კჳპრელისაჲ
    2.     ეხილვნეს ნეტარსა დავითს საქმენი ბოროტნი კაცთანი და მძლავრობით მთავრობაჲ ეშმაკისაჲ
    3.     და ესვიდა ყოვლად წმიდითა სულითა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს განცხადებასა და რომელნი მის მიერ სარგებელნი და შეძინებანი ყოფად იყვნეს სოფელსა
    4.     და ვითარ იჴსნა სიკუდილისაგან ბუნებაჲ კაცობრივი და განარინა მძლავრებისაგან.
    5.     და ადიდონ ყოველთა ღმერთი.
    6.     ერთბამად იტყჳს ახლისა შჯულისათჳს და დიდთა საკჳრველებათათჳს, რომელნი სოფელსა ამას მოემადლნეს.
    7.     ამის ყოვლისათჳსვე გალობაჲ აღუღებიეს, და ფსალმუნებს და გუასწავებს ჩუენ ფსალმუნითა ამით,
    8.     „აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგანო“
    9.     და მიწიფებაჲ ყავ შენ, რომელი ხარ ყოველთა უფალი, მიმადლებად კაცად-კაცადსა მაცხოვარებაჲ შენი.
    10.     ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ყოველნი მტერნი, ვითარცა იხილონ ესე, სივლტოლად მიიქცენ.
    11.     აღდგომად აქა სულგრძელებისაგან ღმრთისა იტყჳს, რომელი ყოფად იყო შურის-გებაჲ და სამართალი საშჯელი მოწევნად.
    12.     აწ ევედრების, რაჲთა აღდგეს, ესე იგი არს.
    13.     არღარა სულგრძელებდეს მძლავრისა ბოროტისათჳს და მტერისათჳს ცხორებისა ჩუენისა,
    14.     არამედ განაქარვე მთავრობაჲ მისი და მოაკუდინე სიკუდილი და გჳრგჳნოსან-ჰყავ ცხორებაჲ.
    15.     „ვითარცა მოაკლდის კუამლსა, ეგრე მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრე წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისაო“.
    16.     ვითარცა ვერ შემძლებელ არს კუამლი წინა-დადგომად ქარსა, არცა ცჳლი წინაშე ცეცხლსა, ეგრეთვე ვერ შემძლებელ არს მძლავრობაჲ ეშმაკისაჲ
    17.     და არცა ძალი მისი წინა-დადგომად განცხადებასა სიტყჳსა ღმრთისასა, არამედ მხოლოჲსა მის განცხადებასა იგინი სივლტოლად მიიქცევიან,
    18.     და რომელთა არა ჰრწამს ღმერთი, იგინი მართლითა საშჯელითა სატანჯველად განემზადებიან და მართალნი იხარებენ.
    19.     იქმნა ესე ყოველი დასსა ზედა მართალთასა: სავსეთა სიხარულითა გალობაჲ აღუღებიეს და აკურთხევენ ღმერთსა,
    20.     „მართალნი იხარებ[დ]ენ და მხიარულ იყვნენ წინაშე მისა, განსცხრებოდიან სიხარულით“,
    21.     გჳჩუენა ესე ყოველი, თუ არა კაცობრივითა საქმითა არს ძლევაჲ, არამედ ღმრთისაგან დიდებაჲ ესე, რამეთუ გონებითა ჩუენითა ჴსნაჲ მოჰმადლა ყოველსა სოფელსა.
    22.     და მხიარულ არიან ყოველნი ღირსნი მისნი და ჭეშმარიტებით აკურთხევენ ღმერთსა.
    23.     ამისთჳს მოიღებს ეგრეთვე და იტყჳს: „აკურთხევდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა; და გზა-ეცით მას,
    24.     რომელი ზის დასავალით და უფალ არს სახელი მისი და იხარებდენ მის წინაშე“.
    25.     აქა წინაჲსწარმეტყუელებით გჳჩუენებს დასსა მოციქულთასა, რომელნი წარივლინნეს ყოველსა სოფელსა და განჰმზადნეს ყოველნი კაცნი ქებად მეუფისა დიდისა.
    26.     ხოლო თჳთ თავადი უფალი განცხადებულად გჳჩუენებს და იტყჳს:
    27.     „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
    28.     და სწავლითა მით ნათლის-ღებისაჲთა და ზეგარდამო შობისაჲთა იქმნა გზაჲ მართალი და წრფელი
    29.     და ვანსა და ტაძარსა სულისა წმიდისასა დაიმკჳდრეს ყოველთა მორწმუნეთა მისთა და უფალი ყოველთა თანა-მოგზაურად მათ თანა არს.
    30.     ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ხილვით იტყჳს: „გზა-ეცით მას, რომელი ზის დასავალით; უფალ არს სახელი მისი“.
    31.     დასავალად იტყჳს ამისთჳს, რამეთუ განიშორეს ნათელი ჭეშმარიტი თავით თჳსით კაცთა და სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
    32.     აწ ესერა გამოჩნდა მზე სიმართლისაჲ და ბნელი წყუდიადისაჲ განაქარვა და ადგილსა მისსა ტაძარი თჳსი და სამკჳდრებელი განჰმზადა,
    33.     ესე იგი არს ბუნებაჲ კაცისაჲ, რომელნი სხდეს ბნელსა დასავალისასა, აღდგომილთა იხილეს ნათელი დიდი და იცნეს მაცხოვარი უფალი თჳსი.
    34.     „შეძრწუნდით პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამაჲ არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ“.
    35.     ესე იგი არს, რომლითა შეძრწუნდეს და შეშფოთნეს ყოველნი მსახურებანი დევთანი.
    36.     და ესე ვისწავეთ წმიდისაგან სახარებისა, რამეთუ დევნი ღაღადებით ჴმობდეს
    37.     და იტყოდეს: „რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? მოსრულ ხარ უჟამოდ გუემად ჩუენდა“.
    38.     ესე არს, რომელსა იტყჳს, შეძრწუნდით პირისა მისისაგანო.
    39.     ესე იქმნა მამა ობოლთა და იჴსნნა ტყუენი და სალმობიერი მძლავრობისაგან ეშმაკისა „ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა“.
    40.     რამეთუ თქუა, თუ „აღდეგინ ღმერთიო“ და კუალად: „გზა ეცით მას, რომელი ზის დასავალითო“.
    41.     ბარუქ იტყჳს: „ღმერთი – ადგილსა წმიდასა მისსა“, რაჲთა არავინ ჰგონებდეს ბუნებასა ღმრთეებისასა ადგილითი ადგილად შეცვალებისა შემწყნარებელად;
    42.     არამედ ესე ყოველი სიტყუაჲ მოღუაწედ გამოჩინებასა მისსა განცხადებულად გჳჩუენებს,
    43.     რამეთუ სიტყუაჲ მამისა თანა იყო და კაცთა შორის იქცეოდა ჴორცითა თჳსითა განცხადებულად და მამისაგან არაჲ განეშორა.
    44.     „ღმერთმან დაამკჳდრნის ერთ-სახენი სახლსა და გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა და ეგრეცა განმამწარებელნი, რომელნი დაძინებულ იყვნეს სამარებსა“.
    45.     ერთსახედ იტყჳს ერთსა სარწმუნოვებასა, რომელნი სახიერებით და წესიერებით არიან და არა რომელთამე ესრჱ აქუნდა, და რომელთამე ეგრჱთ.
    46.     არამედ ერთსახენი ერთითა ჭეშმარიტებითა ვიდოდიან და მეცნიერებასა უფლისასა შეუდგენ.
    47.     ესევითართა დაიმკჳდრონ სახლსა ღმრთისასა.
    48.     ხოლო განჰჴსნნა კრულნი, რომელნი შეკრულ იყვნეს ცოდვითა და განჴსნილნი საკრველთაგან, დიდ-დიდთა სიმჴნეთა იქმოდეს.
    49.     ესევითარი იყო მათეოზ მეზუერე, ესევითარი იყო იაკობ ალფესი, ესევითარი იყო ზაქეოზ მართალი.
    50.     და კეთილი ჴმაჲ აღიღეს, რომელნი შეეკრნეს ეშმაკსა.
    51.     აჩუენა დიდი ძალი და არა ერთისა ხოლო საკრველისაგან იტყჳს.
    52.     არამედ ვიდრე იგიღა უღმრთოვებითა და ურჩულოვებითა დაფლულნი, ვითარცა სამარესა შინა, ისხნეს, ესევითარნი იგი იჴსნნა და განათავისუფლნა.
    53.     „ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისასა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ ქუეყანაჲ შეიძრა, რამეთუ ცანი წთოდეს“.
    54.     ესე სჳმაქოს შუენიერადრე თქუა: „ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისასა და დამკჳდრებასა შენსა უდაბნოს ქუეყანაჲ შეიძრა და სასტიკებითა შენითა მას ჟამსა ცანი წთოდეს“.
    55.     რაჲ არს ესე, რომელსა იტყჳს „განცხადებასა შენსაო“? დამკჳდრებასა შენსა უდაბნოდ უმკჳდროჲ ნათელი არასადა ვინ იხილა.
    56.     იქმნა ესე ყოველი ჟამსა ჯუარ-ცუმისასა.
    57.     მაშინ შეიძრა ქუეყანაჲ და კლდენი განიპნეს.
    58.     და შემდგომად აღმაღლებისა ცანი მადლსა სულისა წმიდისასა, ვითარცა წჳმასა მძაფრსა, გარდამოასხმიდეს ცუარსა კურთხევისასა.
    59.     და მიანიჭა მოციქულთა ენათა მეცნიერებაჲ, რომელთა მოაქცინეს და აცხოვნნეს ყოველნი კიდენი და კეთილად ასწავეს ჰურიათა.
    60.     და იტყჳს: „პირისაგან ღმრთისა სინაჲსა, წინაშე პირსა ღმრთისა ისრაჱლისასა“, რამეთუ რომელი იყო სინას, მასვე იტყჳს ღმერთი მამათაჲ პირველთა მათ ჟამთა,
    61.     ესერა დღეს განაცხადა კაცთმოყუარებაჲ თჳსი და ივნო ბუნებითა ჩუენითა და ყო გამოჴსნაჲ და შეცვალებით და შეძრვით ამხილა ჰურიათა
    62.     და მადლი სულისა წმიდისაჲ მოანიჭა ყოველსა სოფელსა.
    63.     „წჳმაჲ ნებსითი განუმზადე, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა“; რომელ მუნ იტყჳს, თუ „ცანი წთოდესო“ და აჩუენა ცუარი კურთხევისაჲ ახლისა აღთქუმისა მკჳდრობისა შენისაჲთა.
    64.     ესე იგი არიან მორწმუნენი მისნი.
    65.     „მო-ღა-თუ-უძლურდეს, შენ და-ვე-ამტკიცო იგი“, რამეთუ მოუძლურდეს, დასნეულდეს და აღდგეს.
    66.     და მოიწინეს განსაცდელნი და ბრძოლანი ზედა წმიდათა.
    67.     ესრეთვე უფალი ეტყჳს პავლეს: „დიდ არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნის,
    68.     დაღაცათუ იქმნნიან განსაცდელნი ჟამად-ჟამად და ჭირნი წმიდათა ზედა, მცირედღა განამტკიცნის იგინი და განმჴნდიან და ძლევაჲ მიანიჭის.
    69.     და მათ მიერ ყოველი სამკჳდრებელი თჳსი სწავლისა მადლითა განაძღო, რამეთუ სხუასა ადგილსა დავით წინაჲსწარმეტყუელებს და იტყჳს:
    70.     „ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა, დაპყრობად შენდა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“.
    71.     „ნადირნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა“.
    72.     ნადირად ღმრთისა უწოდა აქა მოციქულთა, რომელნი კაცად-კაცადნი გარდაიქცეს ველურად და მათ მიერ კაცნი ღმრთის-მეცნიერებად მოიყვანნეს.
    73.     ესრეთ მჴეცის სახედ ველურ იყო პავლჱ, ტაცებით მსგავსად მგლისა მოიყვანა და განჰმზადა იგი ჭურად რჩეულად,
    74.     რამეთუ იტყჳს ესრეთ: „ჭურ რჩეულ არს იგი ჩემდა, რაჲთა მაღლად ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა და მეფეთა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა“.
    75.     და კუალად ამბაკუმ წინაჲსწარმეტყუელი მოციქულთა ჰუნედ და ცხენად იტყჳს: „ივლინენ ზღუასა ზედა ჰუნენი შენნი აღძრვად წყალთა უფსკრულთა მრავალთა“,
    76.     რამეთუ განვიდეს მახჳლნი ზედა ყოველსა ქუეყანასა და იყვნეს ჰუნენი სულისა წმიდისანი და მიარბიეს ზედა მრავალ-ღმერთთა მათ
    77.     და შეძრწუნებულნი წარწყმიდნეს კერპნი და დაამტკიცეს ეკლესიაჲ ყოველთა კიდეთა.
    78.     „განუმზადე სიტკბოვებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო“! უძლურ და გლახაკ და სნეულ იყო ბუნებაჲ კაცთაჲ.
    79.     შენ იჴსენ სიტკბოვებითა შენითა და განუმზადე ყოველი განსასუენებელი და დიდებაჲ.
    80.     „უფალმან მოსცეს სიტყუაჲ მათ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა“ ზემორე მჴეცად სახელ-სდვა, ხოლო აქა მახარებელად უწოდა მოციქულთა,
    81.     რამეთუ მონადირენი იყვნეს და რომელნიმე მეზუერენი და რომელნი-მე კარვის მკერველნი
    82.     და იქმნეს მოძღუარ ზედა ფილოსოფოსთა და ბრძენთა და გამომეტყუელთა და ყოველთა ზედა სიბრძნის მეცნიერთა.
    83.     აწ მიჩუენე, თუ ვინაჲ იყო ესევითარი ძალი მათ თანა.
    84.     იტყჳს, თუ უფალმან მოსცეს მათ ძალი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.
    85.     „მეუფჱ ძალთაჲ საყუარელისა შენისაჲ, სიკეთე სახლისა შენისა და განყოფაჲ ნატყუენავისაჲ“.
    86.     მეუფედ ძალთად იტყჳს, რამეთუ მეუფჱ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და ძალ მისა და საყუარელ-მოციქულნი, რამეთუ ესრეთ უწოდა მათ უფალმან ჩუენმან სახარებასა შინა:
    87.     „თქუენ საყუარელნი ჩემნი ხართ, ამიერითგან არღარა გეწოდოს თქუენ მონა, არამედ მეგობარ“.
    88.     ესრეთვე იტყჳს პავლე: „ვინ განგუაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ღმრთისასა: დევნულებამან ანუ ჴუედნილებამან?“
    89.     ესე იგი არს, თუ რაოდენი განსაცდელი მოიწიოს ჩუენ ზედა, ვერ შემძლებელ არს ეშმაკი წარტაცებად ჩუენდა.
    90.     არცა განშორებად ჩუენდა სიყუარულსა ქრისტესსა.
    91.     არამედ ჩუენ განძლიერებულთა ვსძლეთ ეშმაკსა და დავარღჳენით ძნელოვანნი მისნი,
    92.     რამეთუ იტყჳს ესრეთ: „უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვი[ნ] არს ძჳრის-მეტყუელ ჩუენდა“.
    93.     „სიკეთე სახლისა შენისაჲ, განყოფაჲ ნატყუენავისაჲ“ მადლითა სულისა წმიდისაჲთა კრებული მორწმუნეთაჲ კეთილად დაადგინა
    94.     და განანათლნა და სავსებით მიანიჭა განყოფაჲ ნატყუენავისაჲ, რამეთუ განყოფაჲ მოციქულთაჲ რომელნიმე ჰრომს, რომელნიმე იონთა და რომელნიმე ეგჳპტეს,
    95.     და ნატყუენავი აღიღეს მრავლითა მძლავრებითა და ღუაწლითა და აღიტაცნეს კაცნი საცთურისაგან კერპთმსახურებისაჲსა
    96.     და მოიყვანნეს ღმრთის-მეცნიერებად და კეთილად წარგჳმართეს და მასწაოს ჩუენო.
    97.     „უკუეთუ გეძინოს შენ შორის ნაწილებსა.
    98.     ფრთენი ტრდესანი ვეცხლითა მოსილ და ბეჭსაშუვალი მისი ფერითა ოქროჲსაჲთა“.
    99.     ფრთედ ტრედისად იტყჳს სახარებასა და მადლსა სულისა წმიდისასა, რომელი მსგავსებითა ტრედისაჲთა გარდამოჴდა ღელვათა ზედა იორდანისათა.
    100.     ფრთენი ვეცხლით მოსილ ჟამისა მისთჳს ღაღადებისაჲსა ყოველთა მაცხოვრისა ღმრთისა; რამეთუ იტყჳს: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ“.
    101.     და კუალად ამასვე სხუასაცა ფსალმუნსა შინა იტყჳს: „სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვითარცა ვეცხლი გამოჴურვებული და გამოცდილი მიწით“.
    102.     ესე არიან ფრთენი, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითა მოსილნი, ხოლო ბეჭსაშუვალი მისი ფერითა ოქროჲსაჲთა.
    103.     გამოუჩინებელი და დაფარული, ყოველსავე მეცნიერი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ მოგუასწავა, რამეთუ იტყჳს უფალი წმიდასა შინა სახარებასა,
    104.     ვითარმედ: „სიტყუანი ჩემნი და ჩემ მიერნი არიან“,
    105.     რამეთუ უცოდველთა და წმიდათა და უფიცთა ჴელითა მოღუაწებისა ჴორცთა თჳსთაჲთა განუნათლნა სიტყუანი გონებათა მათთანი
    106.     და მბრწ[ყ]ინვალედ ვეცხლისფერად ადვილად სასმენელ-ყვნა ყოველთაგან კეთილისა მოძღურებისა ყოფითა.
    107.     და უსრულთა მათ და უმეცართა სძესა აჭამებენ ჴელითა წმიდათა მოციქულთაჲთა,
    108.     ხოლო სრულთა და რომელნი შემძლებელ იყვნეს მიწდომად სიღრმესა, მისცემდა მათ მტკიცესა საჭმელსა.
    109.     ესე იგი არს, ბეჭსაშუვალი ფერითა ოქროჲსაჲთა.
    110.     მაღლად შეზავებული სიმდაბლესა საღმრთოსა მას გამოაცხადებს, რომელსა პავლჱ იტყჳს: „სიბრძნით ვეტყჳთ სრულთა მათ თანა“.
    111.     „უკუეთუ გეძინოს შ~ს ნაწილებსა“ ყოვლად უბიწოჲსა, სულისა წმიდისა მადლსა არა ცუდად რაჲ მიეახლების, არამედ რომელნი ყოველსა ჟამსა მის თანა.
    112.     და მარადის დაწყნარებულ მათ უწოდა, „უკუეთუ გეძინოს შენო“, რამეთუ შეუძრავ და შეურყეველ არიან მადლნი სულისა წმიდისანი შორის ნაწილებსაო.
    113.     ნაწილად უწოდს თჳსსა მას ძუელსა და ახალსა აღთქუმასა.
    114.     უკუეთუ გასმიეს, ორივე აღთქუმაჲ მოგუმადლა ჩუენ ღმერთმან, მათ მიერ – დიდი ნათელი მეცნიერებისაჲ.
    115.     „რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებსა მას ზედა, განსთოვდეს იგინი სელმონს“.
    116.     მეუფედ აქა მოციქულთა თჳსთა სახელ-სდვა, რამეთუ ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა მთავრად უწოდს მათ, და დაადგინნა იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედაო.
    117.     წინაჲსწარმეტყუელებს უწინარეს მოსლვასა სულისა წმიდისასა, რომელი იქმნა დღესასწაულსა მას პენტეკოსისასა, რომელ არს მარტჳლიაჲ,
    118.     ვითარ იყო კრებულსა მას ზედა წმიდათა მოციქულთასა და დაადგრა მადლი თითოვეულსა მათ ზედა და დაჰნერგა მათ შორის მეცნიერებაჲ.
    119.     მას ჟამსა ყოველთა კიდეთა განყოფაჲ მოსცა მათ და მეუფებაჲ.
    120.     რომელნი აღმოსავალით კერძო და რომელნიმე დასავალით კერძო და სხუანი მრავალნი ადგილნი უბრძანნა განწმედად და განსპეტაკებად
    121.     და მათ ყვეს განბანაჲ ბაყლთა მათთაჲ და ვითარცა თოვლნი განასპეტაკნეს.
    122.     უწინარეს წინაჲსწარმეტყუელეს ადგილისა მისთჳს სელმონად და გჳჩუენებს სელმონი იერუსალჱმსა ქალაქსა და გამოაჩინებს,
    123.     რამეთუ მუნ მოიღო დასმან წმიდათა მოციქულთამან ძალი სულისა წმიდისაჲ.
    124.     „მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი, მთაჲ შეყოფილი“; ვითარცა უწოდის მოციქულთა ოდესმე ეტლად, ოდესმე მახარებელად და მთავრად და მეუფედ,
    125.     ესრეთვე აქა მთად სახელ-სდვა მოციქულთა ამას სიტყუასა სახარებასა შინა: „ვერ შესაძლებელ არსო ქალაქი დაფარვად, რომელი მთასა ზედა დაშენებულ იყოს“.
    126.     და კუალად ესაია ღაღადებს და იტყჳს: „დღესა მას უკუანაჲსკნელსა გამოცხადებულ მთაჲ უფლისაჲ მთად პოხილად და შეყოფილად“.
    127.     უწესს ყოველთა მორწმუნეთა და რომელთა დაუმკჳდრებიეს მოძღურებასა თანა მოციქულთასა.
    128.     ესე იგი არს, რომელსა გარე-მოდგომილ არიან ანგელოზნი და ეკლესიასა განწყობილნი,
    129.     ურთიერთას შეყოფილნი სცვენ და მათ თანა-აქუს სულიერი საზრდელი წმიდაჲ მადლისაჲ პოხიერებითა ღმრთისაჲთა.
    130.     „რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო ამპარტავანნო?“.
    131.     ხოლო აკჳლას ესრე თქვა: რად წინააღმდგომ-ექმნენით თქუენ, მთანო აღშფოთებულნო, მთასა მას, „რომლისაჲ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებაჲ მას ზედა“ ჰურიათა მათ თანა?
    132.     წინაჲსწარმეტყუელთა მიერ მოავლინნა სიტყუანი თჳსნი და მწვალებელთა მათ თანა და ურჩულოთა მოცთომილთა,
    133.     რომელ სახლსავე თჳსსავე მას სახლსა ტაძრად თჳსა და ეკლესიად.
    134.     ხოლო აქა ამას ესრეთ ეტყჳს, რამეთუ „უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად და უკუნისამდე ჟამთა“.
    135.     არა თუ ესრე ეტყჳს, ვითარცა ჰურიათა მათ ტაძარსა ჟამ ერთ უწოდა ტაძრად და მიერითგან არღარა სახელ-სდვა მას თჳსად.
    136.     ესრეთ ნუ ჰგონებთ ეკლესიისათჳს, არამედ ამას შინა უკუნისამდე ჟამთა და სრულიად დაიმკჳდრა.
    137.     „ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებიან მას“.
    138.     არა თუ იტყჳს ჰურიაებრსა მას სიწმიდესა, ვითარ-იგი ჰგონებდეს განსუენებად ღმრთისა,
    139.     არამედ ბევრნი ბევრთანი და ათასეულნი მრავალნი კრებულნი ეკლესიას განსასუენებელად დაადგინნა ღმერთმან
    140.     აღებად სამკჳდრებელი თჳსი სულითა წმიდითა თჳსითა და აღუთქუა მიცემად გჳრგჳნი დიდებისაჲ და წარუვალი სასუფეველი.
    141.     „უფალი მას შინა სინასა წმიდასა“.
    142.     ესე არს, რომელი ჟამსა მას მამათა თქუენთა სინას ეჩუენა.
    143.     ესე იგივე არს, რომელ ავლინებს ეტლთა ჟამსა მას ეკლესიასა შინა თჳსსა;
    144.     და არა თუ იგი სხუაჲ ვინ იყო და ესე სხუაჲ იგივე თჳთ თავადი უფალი არს, რომელი ყოველთა სავსებით წინა-უძღჳს.
    145.     ყოვლად-ვე ესრეთ გჳჩუენებს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ გარდამოჴდა, დაჴსნა მძლავრობაჲ ბრძოლათაჲ და პირველ ტყუე-ქმნულნი იგი იჴსნნა
    146.     და მოჰმადლა მათ განთავისუფლებაჲ, „აღჴდა მაღალსა და ტყუე წარმოტყუენა“: აღსლვასა მას გჳჩუენებს, რამეთუ გარდამოჴდა და მოწამე არს პავლჱ მოციქული.
    147.     რაჲმე არს აღსლვაჲ იგი, არა თუ რომელი შთაჴდა ქუესკნელთა თანა ქუეყანისათა?
    148.     რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი აღჴდა ზედა ზესკნელთა, წარმოტყუენა, ტყუე მოიღო;
    149.     რომელნი ტყუე იყვნეს ეშმაკისაგან, ცხორებად მოიტაცნა იგინი და მძლავრებისაგან და მონებისაგან ეშმაკისა მიჰმადლა მათ აზნაურებაჲ და აჴოცაჲ ცოდვათაჲ.
    150.     „ტყუე მოიღო და განუყო იგი ნიჭად ძეთა კაცთასა“.
    151.     აღიღეს ნატყუენავი, პოვეს სარწმუნოვებაჲ კაცთა და განმდიდრებულნი იქმნნეს იგინი ძე ღმრთის
    152.     და მოენიჭა სასუფეველი კეთილთაჲ, „რაჲთა ურწმუნოთა-ცა სამკჳდრებელად იყოს იგი“.
    153.     არა მიხედაო პირველსა მას წარმართებრსა ურჩულოვებასა საეშმაკოსა, რომელსა შინა მყოფ იყვნეს, არამედ პოვეს მათ სარწმუნოვებაჲ.
    154.     და იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, მიენიჭოს მათ ყოველი კეთილი“, „უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი დღე“.
    155.     ბარუქ წინაჲსწარმეტყუელებს და გალობს, დიდებასა ღმრთისასა ახარებს ყოველთა და იტყჳს:
    156.     ღირს არს ყოველსა ჟამსა გალობაჲ ღმრთისაჲ, რომელმან ესევითარი კაცთ-მოყუარებაჲ მოგუმადლა.
    157.     „წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან“, რომელმან მაცხოვნნა ჩუენ ყოველნი და გზანი ჩუენნი წარგჳმართნა სიმართლით.
    158.     იტყჳს: „ღმერთი ჩუენი – ღმერთ მაცხოვარ“, რომელ თჳთ თავადი არს წყაროჲ კეთილთაჲ.
    159.     იგი არს, რომელმან მასუა ჩუენ ცხორებაჲ.
    160.     „უფლისა მიერ არიან გამოსლვანი სიკუდილისაგან“,
    161.     რამეთუ მან განმიღო კარი ჯოჯოხეთისაჲ, დაჴშული ჩუენ ზედა და ბჭენი მისნი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შემუსრნა.
    162.     და უფალმან თავადმან თჳთ ყო გამოჴსნაჲ სიკუდილისაგან და მიჴსნნა ბნელისაგან მღჳმისა და მომიყვანნა ცხორებად.
    163.     „ღმერთმან შემუსრნეს თავნი მტერთა მისთანი, თმით ტყავითურთ, რომელნი ვლენან ურჩულოვებითა თჳსითა“.
    164.     გჳთხრობს: განახუნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და „ყო გამოსლვაჲ სიკუდილისაგან და განახუნა და შემუსრნა თხემნი მტერთა თჳსთანი“.
    165.     და არცა ერთი რაჲ ვიდრე თმადმდეღა ერთად არა დაუტევა მათ შორის თჳნიერად გამოწულილვისა, არამედ გამოძიებაჲ მიაწია ვიდრეცა საფუძველადმდე მისა.
    166.     ესე იგი არს თმაჲ ტყავითურთ და არა უტევა, ვიდრემდის სამართლისა საშჯელითა თჳსითა ყოველივე აღწონილად მიაგო.
    167.     რაჲ არს ესე, რომელსა იტყჳს? რამეთუ არა დაუტევა თჳნიერად გამოწულილვისა არცა მცირე რაჲ ბრალი,
    168.     რამეთუ ყოვლით კერძოვე ბრალეული იხილა წარმდებებაჲ ეშმაკისაჲ,
    169.     რომელი-იგი ზედა საუფლოთა მათ ჴორცთა იკადრა მოვლინებად წმიდაჲ იგი უბიწოჲ და უბრალოჲ ჴორცი ბუნებითა ჩუენითა რომელ აქუნდა.
    170.     უფალმან ყოველთამან, ვითარცა სხუათა ყოველთა, სიკუდილსა თანა ნაძლევი დაიდვა.
    171.     ამას იტყჳს მჴსნელი სახარებასა შინა, თუ: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოვოს“,
    172.     არამედ დაღაცათუ არარაჲ პოვა მსგავსად წარმდებებისა თჳსისა, ეშმაკმან მო-ვე-ავლინა საუფლოთა ჴორცთა ზედა და სიკუდილდ მისცნა.
    173.     ესე არს, რომელსა იტყჳს: „შემუსრნა თავნი და თმანი ტყავითურთ“,
    174.     რამეთუ რომლითა წარმდებ იქმნა, წულილადითა გამოძიებითა ყოველივე მიაგო და დასაჯა ეშმაკი და სიკუდილი, რომელ არს მთავრობაჲ მისი,
    175.     და დაჰჴსნნა და შემუსრნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი კაცთ-მოყუარემან მოწყალებითა თჳსითა.
    176.     გონებაჲ კაცობრივი გამოიყვანა და განარინა სიკუდილისაგან და მიჰმადლა მას მინიჭებად აზნაურებაჲ და მაცხოვარებაჲ.
    177.     თქუა უფალმან: „ღრმათაგან და უფსკრულთა მოვაქცინე და მოქლონთაგან მოუქცეველთა და ბჭეთაგან წარსაწყმედელთა მოვიყვანნე იგინი“.
    178.     ესე იგი არს: ცოდვისაგან და ურჩულოვებისა და შუვათაგან სიკუდილისათა წარწყმედული ბუნებაჲ ჩუენი იჴსნა,
    179.     მოგუმადლა ცხორებაჲ და გამოგჳყვანნა და დაგუსხნა ჩუენ მარჯუენით ღმრთისა,
    180.     „რაჲთა შეისოვლნენ ფერჴნი შენნი სისხლითა, და ენანი ძაღლთა შენთანი – სისხლითა მტერთა შენთაჲთა“.
    181.     აღუღებიეს სახე და გჳჩუენებს, თუ რომლითა ბრძოლითა იძლია მძლავრი.
    182.     და განქარდა მთავრობაჲ მისი, ესე იგი არს სიკუდილი,
    183.     და რომელ ძაღლად უწესს წარმართთა რომელთა, რამეთუ მისცა მათ სიკუდილი ფერჴითა დასათრგუნველად და თავი ვეშაპისაჲ მისცა მათ საჭმლად.
    184.     ამასვე განგჳმარტებს ესაია და იტყჳს: „საწნეხელი ერთი აღვავსე და დავწნიხე იგი ძლიერებითა ჩემითა და შევმუსრე იგი რისხვითა ჩემითა და დასწუთა სამოსელსა ჩემსა“.
    185.     სხუასა, რომელსა იტყჳს შემდგომად ამისა: გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩუენისანი და მეუფისა წმიდისანი“,
    186.     სლვად ღმრთისა მოღუაწებასა სახელ-სდებს მეუფისა წმიდისასა, რამეთუ მწუერვალთაგან ნათესავისა წმიდისათა და სამეუფოჲსათა აღმოსცენდა.
    187.     „იმსთუეს მთავართა მიცემად გალობისა შორის ქალწულთა მაქებელთა“.
    188.     აქა ამისა შემდგომად ახლისა აღთქუმისა და წესსა ზედა ეკლესიისასა ქებისა გალობაჲ აღუღებიეს, ფსალმუნებს და ყოველთა ასწავეს სიხარულით დიდებასა,
    189.     და მთავრად უწოდს მოციქულთა, რომელნი იქმნნეს ჴელოვანთ-მოძღუარ და მაშენებელ ეკლესიისა.
    190.     ხოლო ქალწულნი მაქებელნი, რომელთა სიწმიდით ქალწულებაჲ დაიმარხეს და ქებაჲ ღმრთისა შეწირეს.
    191.     „ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა“.
    192.     განიშორებს ამას შემდგომად ტაძარსა მას ჰურიათასა და ეკლესიასა შუვა წარმოიღებს და მას შინა ბრძანებს კურთხევასა ყოველთა ღმრთისასა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა.
    193.     ესე იგი არს ისრაჱლეანნი წინაჲსწარმეტყუელნი,
    194.     რომელნი მადლითა სულისა წმიდისაჲთა ვითარცა წყარონი აღმოსცენდეს და წინაჲსწარმეტყუელებდეს და გუასწავებდეს კაცთა მცნებასა ღმრთისასა.
    195.     ვისწავეთ ჩუენ მცნებანი წინაჲსწარმეტყუელთაგან და უგალობთ ღმერთსა.
    196.     „მუნ ბენიამენი ჭაპუკი განმკჳრნე“ და წარმდები.
    197.     ხოლო აკჳლას იტყჳს: ბენიამენი ჭაპუკი მძლავრი“; თევდოტიონ: „ბენიამენი ჭაპუკი უსწავლოჲ და მიმზიდავი“,
    198.     რამეთუ იყო ნეტარი პავლჱ ნათესავისაგან ბენიამენისა, სიყრმით მისითგან იქმნა იგი ზედა-მდგომელთა მასწავლელ, განმაკჳრვებელ.
    199.     ესე მოიყვანა და იყო იგი ჭურად რჩეულად.
    200.     და ვითარცა ურთას სწავლით აღიზარდა იგი, „მთავარნი იუდაჲსნი – წინამძღუარნი მისნი, მთავარნი ზაბილოვნისნი და მთავარნი ნეფთალემისნი“.
    201.     აჴსენა ნათესავი და ტომადტომადი მოციქულთაჲ და რომელსა ძმად უფლისად [ჰხადის]: იაკობ,
    202.     რომელი პირველ ებისკოპოსად შინა იერუსალჱმს, ნათესავისაგან იუდაჲსა;
    203.     პეტრე და ანდრია, იაკობ და იოვანე და ფილიპე სოფლისა მისგან ბეთსაიდით იყვნეს, მათჱ და იაკობ ალფესი – კაფარნაომით.
    204.     ესე ყოველნი იყვნეს გალილეაჲთ, ნათესავისაგან ზაბილოვნისა და ნეფთალემისა.
    205.     ესე მოწამებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა და სახარებისაჲთა და გჳწინაჲსწარმეტყუელებს და იტყჳს:
    206.     „ზაბილოვნისი და ნეფთალემისი“, ხოლო მახარებელი იტყჳს: „ქუეყანაჲ ზაბილოვნისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი.
    207.     და ერი, რომელ სხდა ბნელსა და წიაღ იორდანესა, და გალილეაჲ წარმართ[თ]აჲ, რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, იხილეს ნათელი დიდი“.
    208.     „ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა და განაძლიერე ესე, ესე, რომელ შენ დაამტკიცე ჩუენდა ტაძრით წმიდით შენით იერუსალჱმითო“.
    209.     და დაამტკიცე ესე და განმაძლიერენ ჩუენო,
    210.     რომელნი ტაძრით წმიდით შენით იერუსალჱმით უწინაჲსწარმეტყუელებდით განჴორციელებისათჳს მხოლოდშობილისა სიტყჳსა შენსა,
    211.     რომელი აღმაღლდა ზეცად და მოიღო თაყუანის-ცემაჲ ყოველთაგან მადიდებელთა შენთა არა ხოლო თუ ჟამსა ამას ოდენ, არამედ მერმესაცა მას.
    212.     სიტყჳსა მისებრ პავლესისა კრებულსა პირმშოთასა ზეცას იჱ˜მად სახელ-სდვა.
    213.     „შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი“;
    214.     რომელსა ჟამსა მეფეთა თავყუანის-ცემაჲ და ძღუენი შეწირონ, ესე პირველ საწინაჲსწარმეტყუელოჲთა თუალითა ეხილვა და სასწაულად დაედვა.
    215.     „შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა“ და კუალად იტყჳს: „შეჰრისხენ შენ მჴეცთა მაღნარისათა“,
    216.     რამეთუ მაღნარი და ლერწამი მოასწავებს უნაყოფოვებასა და სიბნელესა, რომელსა შინა შევიდიან მჴეცნი დადარნებად,
    217.     ხოლო რამეთუ რაჟამს კაცთმოყუარებამან ღმრთისამან მაცხოვნნა ჩუენ, შეჰრისხნა მჴეცთა მათ და ჩუენგან განდევნნა იგინი.
    218.     „კრებული ზუარაკთაჲ დეაკეულთაჲ“.
    219.     ზუარაკად აქა უწოდს წინამძღუართა ჰურიათასა და სიმრავლესა მათსა, რომელნი წარმდებ იქმნნეს მაცხოვრისა ჩუენისა ზედა.
    220.     კრებულად დეაკეულთა გამოსახავს ამპარტავანთა და მეძავთა და შაჰვისმოყუარეთა დედათა მათთა,
    221.     რამეთუ სხუამანცა წინაჲსწარმეტყუელმან მრავალგზის უწოდის გავლა იგი დეკეულთა.
    222.     „მიდრკენ, რომელნი გამოიცადნეს ვეცხლითა“, რამეთუ შეკრბეს და ზრახვა-ყვეს და ვეცხლითა გამოიცადნეს მიმცემელნი,
    223.     აღესრულა საქმჱ ბოროტი, რომელი შემდგომად მცირედისა ჟამისა მიქცეულნი დაეცნეს მიმცემელნი იგი საქმეთაგან თჳსთა.
    224.     ხოლო რომელთამე თარგმანთა გამოცდილებაჲ ვეცხლითა წმიდათათჳს თქუეს და მორწმუნეთათჳს,
    225.     ხოლო მე შემსგავსებულად მიმცემელთა მათთჳს შემირაცხიეს და რომელნი კეთილად სიყუარულით ისწავებენ,
    226.     რამეთუ ურთიერთას მუჴლნი ესე მტერთა მათთჳს თქუმულ არიან.
    227.     „და განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაჲ“, ესე რომელნი მიმცემელ ექმნეს გინა თუ წინააღდგომად იქმნნეს და იტყოდეს ღმრთისა თანა.
    228.     აწ დააცადეს ჴსენებასა ურჩულოთასა და ღმრთის-მოყუარეთათჳს იწყებს სიტყუად.
    229.     „მოვიდეს მოციქულნი ეგჳპტით და ჰინდოეთმან უსწრო ჴელისა მიცემად უფლისა“.
    230.     მეწამების ამას საქმჱ მოციქულთაჲ, რომელი-იგი ქმნა ფილიპე საჭურისისა მის თანა ჰინდოჲსა, რომელი იყო კანდაკე დედოფლისაჲ.
    231.     „მეფენი ქუეყანისანი აკურთხევდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა“. აუწყებს ესე,
    232.     ვითარმედ ყოველთა კიდეთა უვალთა და უგზოთა აღიღეთ ნათელი ღმრთისმსახურებისაჲ კეთილის-მოქმედისა ღმრთისაჲ და შეწირეთ მისა დიდებაჲ და კურთხევაჲ,
    233.     გზა ეცთ მას, „რომელი დაჯდა ცასა ცათასა აღმოსავალით“.
    234.     რამეთუ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი არა თუ გამოჩინებაჲ მისი ცათა შინა არა თუ ესე ხოლო იყო, არამედ რომელ აქუნდა უწინარეს ამისსა
    235.     და ჯდა იგი მარჯუენით დიდებასა მაღალთა შინა და ნათელი მბრწყინვალე ღმრთისმეცნიერებისაჲ მოჰმადლა ყოველთა და რომელ იყო უფალ მზის დასავალით,
    236.     და განანათლა ბნელი ჭეშმარიტად, აღმოსავალითცა ყოველნი კიდენი აღავსნა.
    237.     „ესერა მოსცა ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისაჲ შემდგომად აღმაღლებისა უფლისა, რომელი მოჰმადლა სული და მოციქულ-ყვნა იგინი.
    238.     ამისთჳს ეტყჳს უფალი, თუ „თქუენ დასხედით და ელოდეთ ქალაქსა ამას, ვიდრემდის შთაიცუათ ძალი“.
    239.     მაღლით ჴმასა ძლიერებისასა ლუკა მოგუასწავებს და იტყჳს: „და იყო ჴმაჲ ზეცითო“, ვითარცა ჴმაჲ ქართა მრავალთაჲო და აღივსო სახლი იგი, რომელსა შინა იყვნეს მოციქულნი.
    240.     „მიეცით დიდებაჲ ღმერთსა“.
    241.     ამას იტყჳს პავლჱ მოციქული – ადიდეთ ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა.
    242.     ღირს არს და მართალ ესოდენთა ზედა კეთილის-ყოფათა ღმრთისათა შემოქმედისა ჩუენისათა, დიდებისა მიცემად მისა.
    243.     „ისრაჱლსა ზედა დიდ არს შუენიერებაჲ მისი და ძალი მისი ვიდრე ღრუბელთამდჱ ცისათა“,
    244.     რამეთუ ისრაჱლისაგან იყვნეს მოციქულნი, რომელთა მიერ ქმნნა სასწაულნი დიდ-დიდნი ყოველსა ზედა სოფელსა.
    245.     ვითარცა ღრუბელთა რაჲ აღიღიან წყალი ზღჳსაგან და მოუკლებელად წჳმაჲ ყოველსა ზედა სოფელსა გარდამოადინიან,
    246.     ესრეთვე – მოციქულთა, რომელთა სულისა წმიდისა მადლითა კაცთმოყუარებაჲ ღმრთისაჲ აჩუენეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.
    247.     „საკჳრველ არს ღმერთი შორის წმიდათა მისთა“.
    248.     ესე განჰმარტა უფალმან სახარებასა შინა და იტყჳს: „მოჰფინე ნათელი შენი ზედა კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი შენნი კეთილნი და გადიდონ მამაჲ“, რომელ ხარ ცათა შინა.
    249.     „ღმერთი ისრაჱლისაჲ, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა“.
    250.     ბარუქ აჴსენა ისრაჱლი და სიმტკიცჱ, რამეთუ ვითარცა სასოვებაჲ მამული და გალობაჲ.
    251.     და სიმტკიცჱ ამაოჲ განიშორა და ისრაჱლი მტკიცედ შეიწყნარა, ესრეთ სახედვე იქმნა შორის კრებულსა ძუელისა და ახალისა ერისასა.
    252.     კურთხეულ არს ღმერთი! რაოდენ შუენიერად აღესრულა დასასრული ფსალმუნისაჲ, რამეთუ იტყჳს:
    253.     რომელმან ესეოდენნი კეთილის-ყოფანი მოჰმადლნა ნათესავსა კაცთასა,
    254.     რომელ მიუთხრობელი და მიუწდომელი თჳსი კაცთმოყუარებაჲ აჩუენა და ყო მაცხოვარებაჲ ყოველთა კიდეთა,
    255.     მართალ და ღირს არს ქებად და დიდებად და კურთხევად ღმერთი მაღალი. ამენ.
    256.     დიდებაჲ შენდა, ქ˜ჱ! დაესრულა თარგმანებაჲ ფსალმუნებისაჲ, თქუმული წმიდისა ეპიფანესი.


17

     1.     მიწერილი დაჩისი (მრ)უველ ეპისკოპოსისა ანტონისა
    2.     ჯერ-თუ-იყო ანუ არა ნიშდეხითა ამით გონებითა ჩემითა ესეფერ ეგე ვყავ და შენდა შეწირჱ, ღირსო ღმრთისაო,
    3.     და ვევედრები სიწმიდესა შენსა, რაჲთა განაშორო სიტყუათაგან ჩემთა ეპერანქოჲ მტერისაჲ და მომფინო ჩემ ზედა არფი ეგე მადლისა შენისაჲ
    4.     და განანათლო ბნელი გონებისა ჩემისაჲ და ეტეროვან კეთილ მექმენ მე და მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი და ეღომენოსად მიძღოდე მე წინაშე ჩემსა
    5.     და განმავლენ მე გრეხნი იგი ძნიად-ძნიად სავალნი და მიმიძეღუ მე თემსოფორიონსა მას სამეუფოსა და გამომითხოვე მსაჯულისაგან პიტაკი განთავისუფლებისაჲ,
    6.     რაჲთა განვერე მე ვეჰთა მათგან საშინელთა.
    7.     წმიდაო ებისკოპოსო, ღირსად გმოსიეს ვაკასი ეგე სამღდელოჲ და სამართლად მიგიღებიეს დროატი საღმრთოჲ,
    8.     ჴელმწიფებაჲ გაქუს, მჴნეო, განმათავისუფლე მე მონებისაგან ცოდვისა.
    9.     სახელისა წმიდისა სამებისაჲსა მქადაგებელნო, ზეგარდამო ქებულნო და დიდებულნო, წმიდანო მღდელთ-მოძღუარნო,
    10.     ნეტარნო: გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსო, და ღირსო ეპიფანე კჳპრელ მამადმთავარო, და განთქუმულო წმიდაო ბასილი, მწყემსო ყოველთა მორწმუნეთაო
    11.     და დიდებულო იპოლიტე, წინაჲსწარმეტყუელნო გამოუთქუმელთა მადლთა მეცნიერად მეტყუელნო,
    12.     დიდად განსაკჳრვებელნო კაცნო, პოვნილნო გულითად უფლისად, წოდებულნო მონად ქრისტესა, სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო,
    13.     რომელმანცა გამოუჩინებელნი და დაფარულნი სიბრძნისანი გამოგიცხადნა, და სული წრფელი განახლდა გუამთა თქუენთა,
    14.     და დაუწერენით ეკლესიასა ქრისტესსა პირად-პირადთა წიგნთა თარგმანებანი და შესხმანი წმიდისა და ყოვლად დიდებულისა ღმრთის-მშობელისანი
    15.     და ჩუენ გუაუწყეთ წესი აწინდელისა ქცევისაჲ ღმრთისმსახურებით და მოსაგებელი ნეტარისა მის საუკუნოჲსა სასოვებით ცხორებისაჲ,
    16.     ვითარცა ხილული, დაუმტკიცეთ გულისხმის-მყოფელთა, ვითარცა თქუა დანიელ საკჳრველმან წინაჲსწარმეტყუელმან.
    17.     მაშინ გამობრწყინდენ გულისხმის-მყოფელნი იგი, ვითარცა მბრწყინვალებაჲ სამყაროჲსაჲ
    18.     და რომელთა კეთილად ჴელ-ყვეს დაუნჯებაჲ ზეცისა სიმდიდრეთაჲ წარგებითა ქუეყანისა მონაგებთაჲთა.
    19.     და ქველის-საქმისა მათისა ახოვანებაჲ, ვითარცა ნესტჳ, ოხრის წინაშე ღმრთისა და კაცთა ყოველთა აიძულებს მიბაძვებად მათა, დაღაცათუ გლახაკ ვინმე იყოს,
    20.     ვითარცა წერილ არს: „მედგარო, ემსგავსე ჯინჭველსა და შებმა-უყავ უფროჲს ძალისა შენისა, რამეთუ ღმერთი არს მომცემელი ძალისაჲ“,
    21.     ამისთჳს მეცა არა დავფარე სწრაფაჲ სულისა ჩემისაჲ მიზეზითა ნაკლულევანებისაჲთა და შეუდეგ კეთილსა გულსმოდგინებასა
    22.     მე ცოდვილი და უნარჩევესი ყოველთა მოწესეთაჲ ი[ო]ვანე ბერაი.
    23.     და განვასრულე წმიდაჲ ესე წიგნი კაცისა შესაქმჱ, და მეორედ – წიგნი თუალთაჲ და სახისმეტყუელი და იპოლიტე და ქართლისა მოქცევაჲ
    24.     და ცხორებაჲ ნეტარისა მის და დიდებულისა მღდელთმოძღურისაჲ იაკობ ნასიბინელისაჲ და თარგმანებაჲ ზოგთარე ფსალმუნთა დავითისთაჲ მოღუაწებითა
    25.     და თანადგომითა დედის ძმისა ჩემისა მიქაელისა და ძმისა ჩემისა დავითისითა.
    26.     და სხუაჲ არაჲ არავის ჰრთავს თჳნიერ სიგლახაკისა ჩემისა.
    27.     და შევწირე შატბერდს საყოფელსა წმიდისა ღმრთის-მშობლისასა,
    28.     რომელსაცა შინა აღვიზარდე [...] სალოცველად სულისა ჩემისა ცოდვილისა და მშობელთა ჩემთა
    29.     და სალოცველად მეფეთა: ბაგრატ მეფისა და ყოველთა შვილთა მათთათჳს.
    30.     და გევედრები ყოველთა, ვინცა იმსახურებდეთ წმიდასა ამას...