ვახტანგ შაირთა დაღათუ ამაოთად
შვრებოდა, მაგრა საბას უკეთეს სთქმიდა,
უცხოდ შეაწყვნის, განსაკვირვოდ დალექსნის
დასატკბობად მსმენელთა გონებისა.
ჩემდა იქმნა მოძღვარ სწავლათა რათმე.

ვახტანგ - სიბრძნისა ქვემდებარები კაცი,
რიტორ შვენიერ, მჭევრ-მეთქვი საკვირველი,
ფილოსოფოსი, პიიტიკოსი უცხო.
მგელთ წარიტაცეს ორთა მიერ წუხილთა,
დავშთი მე მისტვის, მირწნუნე ესე, მსმენო!
თვის ვახუშტი ნათესავისა ჩემისა

ვახუშტის ვუქებ ღეოღრაფიის ცნობასა,
ისტორიატ თქმას, ვრცელ-ბრძნად გარდამოცემას,
ამან დაწყებით ქართველთა ისტორია -
კახთ, მესხთ, აფხაზთა, მეგრელთა, სვან-კავკასთა
აღწერა, დაშვრა, შეეწია ქართველთა.

დავითიანთა მეფეთა ხე გვარისა
შეჰქმნა ვახუშტი წესიერ და კეთილად,
თუმცაღა მდურვა მიიღო სამართლადრე,
რამეთუ ვითმე მტერობითნიცა თქმანი,
მისდა გამოჩნდეს წერილთა შინა მრავალ.