ამ წვიმიან დღეს რატომღაც ჩვენებური მოხუცი მეეტლე იაგორა შემახსენდა.

ორმოც წელიწადზე მეტი იყო სოფლიდან თბილისში მეტლედ გაქცეული იაგორა და ერთხელაც არგახსენების სოფელი.

ჯუხი ჯანმრთელი მეეტლე თბილისში შრომისა და ცხოვრების ამაოებაში იყო გართული. ქალაქში პატარა ქოხიც ეყიდა და უკვე მოქალაქე გამხდარი, სოფელს აღარ კადრულობდა. ბოლოს კი მოხუცობაში მიწამ მოიკითხა. თავათ უშვილო იყო, ცოლიც მოუკვდა, თანანა. ცხენებიც დაეხოცა. ქოხში წვიმამ ჩამოატანა, მსოფლიო ომიც დაიწყო. გაღარიბდა, დაავადმყოფდა ჩვენი იაგორა და სოფელს მიშურა. ეს იყო მსოფლიო ომის,მეორე წელს.

კარგად მახსოვს მისი ქალაქიდან დაბრუნების დღე, ჩვენს უბანში იყო ეს ახალი ამავი, თუგინ, მთელი მოვლენაც. სწორედ იმ დღეს წმინდა გიორგის ხატში ვიყავით, სოფლის განთქმულ სალოცავში. სპრილის გასულები იყო. სთქვირებული ბალახი მუხლზე გვცემდა, ზეიმობდა პირველი სიმწვანე გაზაფზულისა. სანატრელი

მეზობლები იაგორას პატივით ხვდებოდნენ და მიიპატიჟეს ხატობაში, რომელიც, აგერ ორმოცი წელიწადია, რაც არ ელოცა.

იაგორა ხარობდა, იცინოდა, გამოიცვალა, თითქოს სბერის ქურქი გადასძვრაო, თითქოს ფენიქსივით განახლდაო, აღტაცებული მწვანე ბალახში ეხვეოდა:

- უჰ, თქვენი ჭირიმეთ და!...__თან მუხლი ეჭირებოდა.

როცა ხატობის სუფრაზე დავჯექით და იაგორას სავსე კერძი მიაწოდეს, მან მოულოდნელად წამოიძახა:

- მთელ სიცოცხლეს ვნატრობდი: ღმერთო, აუწონავი ხორცით გამაძღე-მეთქი! ჰოი,

თქვენს დედის რძეს ვენაცვალე!

თამადა__ მოხუცი რკინიგზელი მუშა თვითეულ სადღეგრძელოს ასე იწყებდა: ,,შაგნებულო და მომზადებულო ამხანაგებო!― იაგორა კი არ აცლიდა თამადას მჭევრმეტყველებას და გაიძახოდა:

__აუწონავი ხორცი, აუწონავი! უჰ,თქვენი ჭირიმეთ! ორმოც წელიწადს ქალაქის სასწორის შემყურე იაგორასათვის, ამ ომიანობის დამშეულ დროს, როცა შავი პური საძებარი გახდა, მართლაცდა სანატრელი უნდა ყოფილიყო აუწონავი, მუქთა ხორცი...

აქ კი __კმასაყოფელი პურ__მარილი, ღვინო...

ზვარას ხარ_ტყავი და დასისხლული თავი ეგდო ძირს, ბალახში ჭიაფრად შეღებილ მიწაზე.

გრძელი მწვადები შიშხინებდა, სიმსუქნის ქონი მიწას ეწვეთებოდა.

მიამიტ სოფლელებს უკვირდათ იაგორას აღტაცება. ერცხვინებოდათ ჭამაზე ლაპარაკი ქალაქელი კაცისა განსაკუთრებით კრძალულ მანდილოსნებს. კაცები კი , ხორცთან ერთად, ღვინოსაც აძალებდნენ:

__ჩაიგემე, ჩაიგემე, ჩვენებური მირონიაო!

შემთვრალ იაგორას კი თითქოს ქვეყნის კიდური შემოევლოს, ისე მოჰქონდა თავი! ვის არ იცნობდა თურმე თბილისში, ვინ არ უტარებია თავისი ეტლით__თავადი, ბობოლა,მოხელე თუ დიდი ვაჭარი?

__გულბაათ ჭავჭავაძე გაგიგონია? ,,გალიცინი―გაგიგონია? ,,შერემეტოვი ̈ იცი, მელიქ-აღა გინახავს?-როგორც გასახელებულ კაცს შეეფერება, ერთი „საწუთროს ჯამში― არ ჩაუხედია, თორემ სხვა ყოველივე იცოდა და ნანახი ჰქონდა, თუმცა კი სუფრაზე, ბოზბაშისა თუ არტალის ჯამში უფრო ხარბად იყურებოდა იმ დღეს, ―მიწასთან დაბრუნებული ― უძღები შვილი.

-უჰ,თქვენი ჭირიმეთ! -დიდხმაობდა, კუნტრუშობდა იაგორა, სოფლელები კი ტკბილად მუსაიფობდნენ, უხაროდათ ერთმანეთობა, გულახსნილობა. მალე კიდევაც მაგრად დაღვინიანდნენ. ღვინომოკიდებული იაგორა ქალაქურ ყაიდაზე ჭიკჭიკებდა:

_ სულ ოთხი ფუთი ვართ! ექვსი მისხალი ენა გვაქვს! არ გავაფუჭოთ!

_მე რომ დილით შინიდან გამოვდივარ, ენას შაქარში ვავლებ, რომ ტკბილად ვილაპარაკო.

_ ენავ, ტკბილად გაისარჯე! ხალხში რომ მივიდეთ, გავატკბილოთ, ვინც ჩვენთვის ტკბილ ენას ამუშავებს, ცოცხალი იყოს.

-ეჰ, სულ ხორცით ვართ გაფუჭებული! კაცი ვიყოთ, ამ პატარა ენით ვიყვნეთ! -ეჰ, რა დრო იყო, დაი დად გვეკუთვნოდა, დათ მიგვიღია! დედე ყოფილა, დედა დაგვიძახნია,ნათელ-მირონი რომ შუბლზე წაუსვიათ,იმათ ძვლებს ვენაცვალე!

იაგორა ჩარჩა სოფელში, დაბრუნების აღტაცებამ ნელ-ნელა გაიარა. სოფლის სინამდვილემ მალე გააცნო თავი,ვეღარ გაისაძლისა მძიმე გლეხური ცხოვრება სიცხესა თუ ტალახში, ვერ აიტანა. დაიწყო ქალაქზე დარდიანობა. საღამოთი გადადგებოდა თბილისის მხრივ სოფლის ბექობზე, ვითომ ქალაქიდან მისი შუქი შორიდან უნდა დაენახა, თვალი მოეკრა.

-აგარ,აგარ,მთაწმინდაზე შუქი აინთო, აჰა,სიონის ზარის ხმა მომესმის, -იძახოდა ღიმილით, თითქოს შორეულ, ტკბილ მოჩვენებას ესაუბრებაო. სულ ქალაქზე ფიქრობდა, სადაც ეგულებოდნენ ძმაკაცები, მუშტრები. იგონებდა ვერისა და ორთაჭალის სალხინო სახლებს და გულზე მუშტს იბაგუნებდა. მაგრამ აღარც ჯანი მოსდევდა, აღარც წელი, აღარც ჯიბე, ვეღარც გლეხურ ცხოვრებას მიუდგა. დარჩა უმწეო, გარიყული, მარტოდმარტო.

-ახ, ვერა ვძლებ უქალაქოდ, იქაურ სინათლეს ვენაცვალე! კაციც ის არის, ვინც ქვაფენილი გამოიგონა! ვერა, ვერ ვიტან აქურ ტალახს, აქაურ სიბნელეს ! ქათმებთან ერთად როგორ დავიძინო? მარტო ვარ... მოწყდა ... შინ რა მინდა... თუ არა და ციხეში წავალ, იქ ხალხში მაინც ვილაპარაკებ...

როგორ გიკითხო, იაგორ?

ვხმები, ვხმები ღაღუას ტირიფივით! - ქალაქურად ოხუნჯობდა სევდიანი იაგორა და აკი კიდეც გადაჰყვა ამ ტირიფს... წინასწარ ერთი ბოთლი ჭაჭის არაყი დაელია და თავი ჩამოეხრჩო სახლის წინ, სწორედ იმ ტირიფზე, რომელიც ძალზე უყვარდა მწვანიანობის გამო.