1

    1.     წესი და განგებაჲ და რჩულისკანონი მეექუსისა კრებისაჲ ას სამეოცდარვათა წმიდათა მამათაჲ, რომელნი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს, ახალსა ჰრომსა, კოსტანტინე ღმრთისმსახურისა მეფისა ზე, ძისწულისა ძისა ჰერაკლე მეფისა.
    2.     იყვნეს წინამძღუარ კრების ამისა აგათონ, პაპაჲ ჰრომისაჲ და გიორგი კოსტანტინეპოლისაჲ და თეოფანე ანტიოქისაჲ და სხუანი იგი ღმერთშემოსილნი მამანი.
    3.     ამან წმიდამან მეექუსემან კრებამან ას სამეოცდარვათა მამათამან, რომელი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს, სამეუფოსა პალატსა და დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ და დაწერეს ძეგლი ღმრთისმეტყუელებისაჲ და კანონნი ეკლესიისანი სამოძღურებელად მორწმუნისა ერისა,
    4.     პირველად აჴსენეს სარწმუნოებაჲ განწესებული ნიკიისა კრებისაჲ ტჲჱ მამათაჲ და კოსტანტინეპოლისაჲ რნ მამათაჲ, ეფესოჲსაჲ ს მამათაჲ და ქალკიდონისა ქლ მამათაჲ და კოსტანტინეპოლისავე რო მამათაჲ და
    5.     ყოველივე ხუთთა მათ კრებათა მიერ ქადაგებული შეიწყნარეს და დაამტკიცეს და რომელნი მათ განეკუეთნეს და შეეჩუენნეს, შეაჩუენნეს და რომელნი მათ შეეწყნარნეს და ედიდნეს, ადიდნეს და შეიწყნარნეს.
    6.     და სხუათაცა კრებათა, რომელნი ადგილ-ადგილ ქმნილ იყვნეს საღმრთოდ და მართლმადიდებლობით და კანონნი განეწესნეს, მიითუალნეს, ვითარცა ქუემო თჳთ აჴსენებენ.
    7.     და მერმე ახლად შემოსრული იგი წვალებაჲ ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა მეტყუელთაჲ სრულიად განაგდეს და მეტყუელნი ესევითარისა მის წვალებისანი:
    8.     [თეოფანე] ფარანელი, ონორი ჰრომი, კჳროზ [ალ]ექსანდრიელი, სერგიოს, პიროზ, პავლე და პეტრე კოსტანტინეპოლელნი, მაკარი ანტიოქიელი და სტეფანე, მოწაფე მისი, შეაჩუენნეს,
    9.     რამეთუ ამათ ყოველთა იკადრეს თქუმად ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს, ვითარმედ: „ერთი ნებაჲ და ერთი ხოლო საქმე აქუნდა შემდგომად განკაცებისა“, რომელ-ესე უარის-ყოფაჲ არს ორთა ბუნებათაჲ.
    10.     და პოლიხრონიოსცა უგუნური იგი და ცოფი ბერი შეაჩუენეს, რომელმან იქადა ესევითარსა მას წვალებასა შინა აღდგინებაჲ მკუდრისაჲ.
    11.     ხოლო წმიდათა მათ მამათა მისცეს ფლობაჲ აღდგინებად და, ვითარ-იგი ვერარაჲ აღადგინა, უმეტესად განაქიქა გმობაჲ თჳსი.
    12.     ესე ზემოწერილნი მწვალებელნი წმიდათა მათ მამათა შეაჩუენნეს.
    13.     და ებისტოლე მოწერილი აღათონ ჰრომთა პაპისაჲ კოსტანტინე მეფისა მომართ შეიწყნარეს შემსგავსებულად ებისტოლისა მის დიდისა ლეონისა ჰრომთა პაპისაჲ, რომელი მოეწერა კრებასა ქალკიდონისასა.
    14.     და კრებაჲ იგი რკდ ებისკოპოსთაჲ, რომელნი ჰრომს შეკრიბნა ღირსმან აგათონ, ითჳსეს და ყოველი მათ მიერ თქმული და განწესებული დაამტკიცეს და ერთ კრებად შეირაცხნეს რჲჱ კოსტანტინეპოვლისანი და რკდ ჰრომისანი.
    15.     და წმიდაჲ მარტინე ჰრომისა პაპი და წმიდაჲ მაქსიმე აღმსაარებელი ჴმამაღლად ადიდეს და საჴსენებელად საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ მათი განაწესეს.
    16.     და აღწერილი იგი მართლისა სარწმუნოებისა ძეგლი და საეკლესიონი იგი კანონნი წინაშე ღმრთისმსახურისა კოსტანტინე მეფისა წარიკითხეს (!)
    17.     და თავადმან კოსტანტინე მეფემან თჳსითა ჴელითა, წითლითა წამლითა, სიმტკიცე საღმრთოჲსა მის ძეგლისაჲ დაწერა და ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა სახელები თჳსი დაწერეს კაცად-კაცადმან თჳსითა ჴელითა.
    18.     და ესე არს თქმული იგი და განწესებული წმიდათა მათ და ღმერთშემოსილთა მამათაჲ.
    19.     თავი ა.
    20.     დიდმან ამან და ყოველთა ქალაქთა და სოფელთაგან ნებითა და მადლითა ღმრთისაჲთა და ბრძანებითა მორწმუნისა და ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესითა შემოკრებულმან ღმრთივდაცვულსა სამეუფოსა ქალაქსა მეექუსემან კრებამან ტაძარსა დიდისა პალატისასა ესრეთ აღწერა
    21.     და განაწესა და ამას იტყჳს: ღმრთისა და მამისა მხოლოდშობილი ძჱ და სიტყუაჲ, რომელი-იგი ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა, თჳნიერ ცოდვისა, ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი ჩუენი წმიდისა სახარებისა ქადაგებითა ესრეთ ბრძანებს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ.
    22.     რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ“.
    23.     – და კუალად თქუა: – „მშჳდობასა მოგცემ თქუენ.
    24.     მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ“.
    25.     ამის ღმრთივქადაგებულისა, ჭეშმარიტისა და მიუჩრდილებელისა ნათლისა ბრწყინვალებითა განათლდა და შეუდგა მას ღმრთისმსახური ესე მეფე ჩუენი და მშჳდობაჲ იგი მის მიერ აღთქუმული წინამძღურად მოიღო.
    26.     და იქმნა მართლმადიდებლობისა შემწე და წვალებისა წინააღმდგომ.
    27.     ამისთჳსცა წმიდაჲ ესე და სოფლიოჲ კრებაჲ ღირსთა ამათ მღდელთმოძღუართა მოსწრაფედ შემოკრბა და ყოველივე სავსებაჲ ეკლესიისაჲ შეაერთა.
    28.     პირველად ტჲჱ ნიკიას შეკრებულთა წმიდათა მამათა, ურჩულოჲსა არიოზის განმკუეთელთა, რომელთაცა ერთარსებაჲ, ერთღმრთეებაჲ და ერთბუნებაჲ სამგუამოვნისა მის წმიდისა სამებისაჲ ჴმამაღლად ქადაგეს
    29.     და მამისა და ძისა და სულისაწმიდისა ერთითა და განუყოფელითა სარწმუნოვებითა თაყუანისცემაჲ ასწავეს ერსა მორწმუნეთასა
    30.     და თანა-წამებითა და თანა-მოღუაწებითა ღმრთისმსახურისა დიდისა კოსტანტინე მეფისაჲთა ყოველნი იგი მართლისა სარწმუნოებისა წინააღმდგომნი მწვალებელნი განიოტნეს.
    31.     მეორედ კოსტანტინეპოლეს შეკრებულთა რნ ღმერთშემოსილთა მამათაჲ, თევდოსი დიდისა მეფისა ზე, მაოტებელთა ბოროტისა მის მაკედონიოს სულისა წმიდისა მბრძოლისა და აპოლინარის უკეთურისა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „არა შეიმოსა უფალმან გონებაჲ კაცობრივი“.
    32.     და ამით გმობითა ცხორებისა ჩუენისა საიდუმლოსა არა სრულებით-ყოფად ზრახვიდა, რომელიცა მაკედონიოსისვე თანა განიოტეს წმიდათა მათ მამათა.
    33.     მესამედ ეფესოს შეკრებულთა ს მამათა, თევდოსი მეფისა ზე, ძისა არკატისა, რომელთა არცხჳნეს ურჩულოსა ნესტორის და ერთ ქრისტედ განჴორციელებული უფალი ჩუენი ქადაგეს და წმიდაჲ იგი ქალწული მარიამ, უხრწნელი იგი და უმეტესად კურთხეული, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად აღიარეს
    34.     და ქადაგეს და ბილწი იგი ცუნდრუკებაჲ ბოროტისა მის ნისტორისა იოტეს და სრულიად აჴოცეს, რომელი-იგი კაცად განყოფილად და ღმრთად განყოფილად ერთსა მას ქრისტესა იტყოდა და წმიდასა ღმრთისმშობელსა უვარ-ჰყოფდა, ამისთჳსცა სრულიად აჴოცეს იგი წმიდათა მათ მამათა.
    35.     მეოთხედ ქალკიდონს შეკრებულთა, მარკიანე მეფისა ზე, ქლ წმიდათა მამათა, რომელთა ერთი იგი ქრისტე ძე ღმრთისაჲ ჩუენთჳს განკაცებული ორითა ბუნებითა, ჴმამაღლად ქადაგეს სრული ღმერთი და სრული კაცი.
    36.     და შეაჩუენნეს: ევტუქე და დიოსკოროს და სებეროს ბოროტნი იგი მწვალებელნი.
    37.     და მათ თანა ნესტორიცა, ესე ვითარცა განმყოფელი გუამსა ქრისტესსა, და იგინი ვითარცა შემრეველნი ბუნებათანი, რომელნი-იგი ურთიერთას განყოფილითა და წინააღმდგომითა გმობითა ერთად მთხრებლად წარწყმედისა და უღმრთოებისა შთაცჳვეს.
    38.     მეხუთედ ამას სამეუფოსა ქალაქსა, ისტჳნიანე მეფისა ზე, შემოკრებულთა რო წმიდათა მამათა, რომელთა განკუეთეს თეოდორე მომფსუეტელი, მოძღუარი ნესტორისი, და ოროგინე, მრავალთა წვალებათა მეტყუელი, და დიდიმოს და ევაგრე.
    39.     და იბ იგი თავნი თევდორიტესნი, წინააღმგომნი ღმერთშემოსილისა კჳრილესნი და ებისტოლე იგი ივაჲსი მიწერილი მარენ სპარსისა მიმართ და ყოველივე წვალებაჲ შეაჩუენეს და სარწმუნოებაჲ პირველთა მათ წმიდათა კრებათა მიერ განწესებული დაამტკიცეს.
    40.     აწ უკუე ჩუენ ყოველნივე წმიდათა მათ კრებათა მიერ ქადაგებულსა სარწმუნოებასა ვქადაგებთ და დავამტკიცებთ და ესრეთ ვღაღადებთ შემოკრებულნი წმიდასა ამას მეექუსესა კრებასა:
    41.     „გურწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ
    42.     და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მხოლოდ-შობილი მამისაგან, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნული, ერთარსი მამისაჲ, რომლისა მიერ ყოველივე შეიქმნა,
    43.     რომელი ჩუენთჳს, კაცთათჳს, და ჩუენისა ცხორებისათჳს გარდამოჴდა ზეცით და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა და ჯუარს ეცუა ჩუენთჳს პონტოელისა პილატესა ზე, ივნო, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა,
    44.     და კუალად მოვალს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისაჲ არა არს დასასრული, და სულიწმიდაჲ უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს,
    45.     მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, და ერთი წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ.
    46.     აღვიარებთ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა, მოველით აღდგომასა მკუდრეთით და ცხორებასა მერმისა საუკუნოჲსა, ამენ“.
    47.     კმა იყო მეცნიერებად და დასამტკიცებლად მართლისა სარწმუნოვებისა წმიდაჲ ესე ღმერთშემოსილთა მათ მამათაგან დაწესებული მართლაღსაარებაჲ, არამედ ვინაჲთგან არა დასცხრა პირველთაგან, მომპოვებელმან მან უკეთურებისამან ბრძოლად ნათესავსა კაცთასა,
    48.     და ვითარცა-იგი პირველ თანაშემწედ მოიპოა გუელი და მის მიერ წამალი იგი გესლიანი სიკუდილისაჲ უწდია, ბუნებასა კაცთასა, ეგრეთვე აწ პოვნა ჭურნი შემსგავსებულნი ნებისა თჳსისანი თეოფანე ვინმე ფარანელი ებისკოპოსი და სერგიოს და პიროს და პავლე და პეტრე,
    49.     რომელნი იყვნეს მღდელთმოძღუარ სამეუფოჲსა ამის ქალაქისა, ამათ თანა ონორიცა ჰრომისა წინამძღუარი და კჳროზ ალექსანდრიისაჲ, მაკარი ანტიოქელი და სტეფანე მოწაფე მისი.
    50.     ესენი პოვნა ბოროტმან მან მტერმან აღმასრულებლად ნებისა თჳსისა და ისწრაფა მათ მიერ აღდგინებად ეკლესიასა შინა საცთური ბოროტი, რამეთუ ამათ პირველთქმულთა კაცთა ბირებითა დასაბამითგან კაცისმკვლელისაჲთა იკადრეს თქუმად ერთი ნებაჲ და ერთი საქმჱ ორთა მათ ბუნებათაჲ,
    51.     ერთისა მის სამებისაგანისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ და ამით სახითა განაახლა ერსა შორის ქრისტეანეთასა წვალებაჲ იგი აპოლინარისი, სებეროსისი და თემისტისი, ურჩულოთაჲ მათ,
    52.     რაჲთამცა სრულებაჲ იგი განკაცებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი განაქარვა ესევითარითა მით მზაკუვარებითა და აჩუენა თჳნიერ ნებისა და საქმისა ყოფად გონიერად სულიერნი იგი ჴორცნი უფლისანი.
    53.     ამისთჳს აღადგინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან მორწმუნე ესე მეფე ახალი დავით და პოვა გულითადი თჳსი, რომელმანცა, ვითარცა წერილ არს: „არა სცა ძილი თუალთა თჳსთა, არცა ჰრული – წამთა თჳსთა, არცა განსუნებაჲ – ჴორცთა თჳსთა“,
    54.     ვიდრემდის ღმრთივშემოკრებული ესე ყო კრებაჲ და წმიდათა ამათ მამათა მიერ პოვა სრული იგი მართლმადიდებლობისა ქადაგებაჲ, რამეთუ ვითარცა იტყჳს უფალი.
    55.     „სადა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულნი სახელითა ჩემითა, მუნ ვარ მე მათ შორის ჭეშმარიტად“.
    56.     უკუე ჩუენ შორის არს სახიერი იგი და მიმიძღჳს ჩუენ გზასა ჭეშმარიტებისასა.
    57.     ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწლედ შეიწყნარა ებისტოლე წმიდისა და ნეტარისა აგათონ ჰრომთა პაპისაჲ, მოწერილი ღმრთისმსახურისა მეფისა ჩუენისა კოსტანტინესა,
    58.     რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთაჲ და განყრაჲ ყოველთაჲ, რომელთა ქადაგეს ერთი ნებაჲ და ერთი საქმე განკაცებისა განგებულებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა ეგრეთვე სახედ.
    59.     რკდ-ცა ღმერთშემოსილთა ებისკოპოზთა ებისტოლე, რომელნი ღირსსა მას აგათონს თანა შეკრბეს, მოწერილი მორწმუნისა ამის მეფისა მიმართ, სათნოდ და კეთილად შეიწყნარეს,
    60.     რამეთუ თანა-ეწამებოდეს ესე ებისტოლენი და დაამტკიცებდეს ებისტოლე მას დიდისა ლეონისსა, ჰრომთა პაპისა, რომელი მიუწერა წმიდასა ფლაბიანეს, კოსტანტინეპოლელ პატრიარქსა, კრებასა მას ქალკიდონისასა, რომელსაცა ძეგლ მართმადიდებლობისა უწოდა წმიდამან მან კრებამან;
    61.     ეგრეთვე დაამტკიცა (!) წმიდამან ამან კრებამან ებისტოლენი იგი წმიდისა და ნეტარისა კჳრელესნი განსაკუეთელნი ურჩულოჲსა ნესტორისნი და რავდენიცა მიუწერა აღმოსავალისა ებისკოპოსთა, ეგრეთვე – ებისტოლენი სოფრონ იერუსალჱმელ პატრიარქისაჲ.
    62.     ესე ყოველი შევიწყნარეთ ჩუენ ყოველთა და სწავლასა წმიდათა მათ ხუთთა კრებათასა და წმიდათა მათ ღმერთშემოსილთა მამათასა შეუდგთ.
    63.     და აღვიარებთ უფალსა ჩუენსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა იესუ ქრისტეს, ერთსა მას წმიდისა და ერთარსებისა სამებისაგანსა, სრულსა ღმრთეებითა და სრულსა კაცებითა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა, რომელი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან ღმრთეებითა,
    64.     ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს განჴორციელდა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა ჭეშმარიტისა მის ღმრთისმშობელისა ბუნებითა კაცობრივითა,
    65.     ერთი უფალი იესუ ქრისტჱ, მხოლოდშობილი ორითა ბუნებითა შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფელად, განუშორებლად ცნობილი,
    66.     რამეთუ განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ არა შეირია, არცა დაიჴსნა ერთობითა მით გუამისაჲთა, არამედ უფროჲსღა მტკიცე-იყო თჳთება ორისა ბუნებისა, შეკრებული ერთ პირად და ერთ გუამად.
    67.     რამეთუ არა ორად პირად განიკუეთა ანუ განეყო ორგუამოვნებად, არამედ იგივე ერთი მხოლოდშობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, უფალი იესუ ქრისტჱ ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა, ვითარცა პირველითგან წინაწარმეტყუელთა ქადაგეს
    68.     და თავადმან იესუ ქრისტემან გუასწავა და წმიდათა მოციქულთა გუაუწყეს და ღმერთშემოსილთა მამათა გუასწავლეს, ვქადაგებთ ჩუენცა ორთა ბუნებათა და ორთა ბუნებითთა ნებათა და ორთა ბუნებითთა საქმეთა, ხოლო ორთა მათ ბუნებითთა ნებათა არა წინააღმდგომთა.
    69.     ნუ იყოფინ, ვითარცა ურჩულონი იგი მწვალებელნი იტყჳან, რამეთუ: „შეუდგა კაცობრივი იგი ნებაჲ მისი საღმრთოსა ნებასა და არა წინააღმდგომ იყო, ანუ მბრძოლ, არამედ უფროჲსად ჰმორჩილებდა საღმრთოსა მას და ყოვლად ძლიერსა ნებასა მისსა“.
    70.     რამეთუ ჯერ იყო ნებისა მის ჴორცთაჲსა აგებულებაჲ და დამორჩილებაჲ ნებასა მას ღმრთეებისასა, ვითარცა იტყჳს დიდი ათანასე რამეთუ:
    71.     „ვითარცა ჴორცნი მისნი ჴორც სიტყჳსა ღმრთისა ითქუმიან და არიან, ეგრეთვე ბუნებითი იგი ნებაჲ ჴორცთა მისთაჲ თჳსად სიტყჳსა ღმრთისა ითქუმის და არს“.
    72.     ვითარცა თავადი იტყჳს, ვითარმედ: „გარდამოვჴედ ზეცით.
    73.     არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“.
    74.     თჳსად ნებად ნებასა მას ჴორცთასა იტყოდა, რამეთუ ჴორცნიცა მისნი იყვნეს;
    75.     და ვითარცა წმიდანი იგი და უბიწონი ჴორცნი განღმრთობითა არა განილინეს, არამედ თჳსსა წესსა და ბუნებასა ეგნეს, ეგრეთვე კაცობრივი ნებაჲ მისი შეერთებითა ღმრთეებისაჲთა არა განილია, არცა განქარდა, არამედ უფროჲსად განემტკიცა,
    76.     ვითარცა იტყჳს წმიდაჲ გრიგოლი ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: „ნებაჲ იგი მტრისაჲ არა წინააღმდგომ საღმრთოსა ნებასა იყო, არამედ ყოვლითურთ განღმრთობილ და მიმყოლელ საღმრთოსა ნებასა“.
    77.     ეგრეთვე ორთა ბუნებითთა საქმეთა განუყოფელად, უცვალებელად, შეურევნელად უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესა აღვიარებთ, ესე იგი საღმრთოსა საქმესა და კაცობრივსა საქმესა,
    78.     ვითარცა იტყჳს ღმერთშემოსილი ლეონ განცხადებულად, ვითარმედ: „თითოეული ბუნებაჲ მისი იქმს წესსა თჳსსა ზიარებითა მეორისაჲთა“.
    79.     ბუნებაჲ იგი სიტყჳსაჲ იქმს საქმეთა სიტყჳსათა.
    80.     და ბუნებაჲ ჴორცთაჲ იქმს რაჲ-იგი შეჰგავს ჴორცთა, რამეთუ არა ეგების თქუმად, თუ ერთ არს საქმე ბუნებითი ღმრთეებისაჲ და ჴორცთაჲ,
    81.     რაჲთა არცა დაბადებული არსებასა მას ღმრთეებისასა აღვიყვანოთ, არცა სიმაღლე იგი საკჳრველებაჲ საღმრთოჲსა ბუნებისაჲ დაბადებულთა და განწესებულსა ადგილსა შთამოვიყვანოთ.
    82.     ერთისა უფლისა, ერთისა ქრისტესა ვიცნით სასწაულნიცა და ვნებანიცა არამედ სხუადდასხუად სახედ შემსგავსებულად ბუნებათა მათ, რომელთაგან და რომელთა შინა იყო, ვითარცა ნეტარმან კჳრილე თქუა.
    83.     აწ უკუე ყოვლით კერძო შეურევნელად და განუყოფელად საიდუმლოსა მას ვქადაგებთ და მოკლითა სიტყჳთა ყოველსავე განვაცხადებთ, და გურწამს ერთი სამებისაგანი უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ღმერთი ჭეშმარიტი შემდგომად განკაცებისა ორითა ბუნებითა,
    84.     რომელნი-იგი ერთსა მას გუამსა მისსა შინა ბრწყინვიდეს, რომლით სასწაულნიცა და ვნებანიცა ჟამთა მათ განგებულებისა მისისათა არა უცნებით,
    85.     არამედ ჭეშმარიტებით აჩუენნა და განყოფილება იგი ბუნებათა ერთსა მას გუამსა შინა იცნობებოდა, რაჟამს-იგი ზიარებითა მეორისაჲთა თითოეული ბუნებაჲ განუყოფელად და შეურევნელად თჳსსა საქმესა ინებებდა და იქმოდა.
    86.     ამით სახითა ორთა ბუნებითთა ნებათა და საქმეთა უფლისათა ვქადაგებთ საცხორებელად კაცთა შეკრებულთა.
    87.     ესე ყოველი მრავლითა კრძალულებითა და ჭეშმარიტებითა გურწამს და აღვიარებთ და ვქადაგებთ და ესრეთ განვაწესებთ, რაჲთა ამიერითგან ამის სარწმუნოებისა გარეშე სხუაჲ სარწმუნოებაჲ ვერვინ იკადროს თქუმად, ანუ აღწერად, ანუ სწავლად.
    88.     უკუეთუ კულა იპოოს ვინ სხუად სახედ შემცვალებელ ამის მართლაღსაარებისა და ასწავოს, ანუ წარმოთქუას, ანუ აღწეროს სხუაჲ რაჲმე განდრეკილი სარწმუნოებაჲ, შეჩუენებულმცა არს და განკუეთილ და აღჴოცილ.
    89.     უკუეთუ მღდელობაჲ აქუნდეს, უცხო იყავნ პატივისა მისგან, უკუეთუ მონაზონი, ანუ ერისკაცი იყოს, წყევასა ქუეშე იყავნ.
    90.     ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
    91.     ესე სარწმუნოებაჲ დაამტკიცენ კათოლიკე ეკლესიასა შინა წმიდამან სამებამან, რამეთუ მისი არს დიდებაჲ, ძალი და სუფევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


2

     1.     თავნი რჩულისკანონისანი
    2.     ა. ხოლო ვინაჲთგან გარდასრულთა ამათ წელთა და განწვალებასა ეკლესიისასა, განდრეკასა თანა სარწმუნოებისასა კანონნიცა ეკლესიისანი დაიჴსნნეს და უგულებელს-იქმნნეს,
    3.     ამისთჳს ნებითა ღმრთისაჲთა და ჯერჩინებითა ღმრთისმსახურისა მეფისაჲთა კუალად განვაახლებთ და დავამტკიცებთ წესთა და კანონთა, რომელნი დასხნეს წმიდათა მოციქულთა და საღმრთოთა მათ დიდებულთა კრებათა და ესრეთ ვიტყჳთ.
    4.     თავი მეორე. წესი კეთილ არს ყოვლისავე, რომელი იწყებდეს სიტყუასა გინა საქმესა, რაჲთა ღმრთისაგან იწყოს და ღმრთისა აღასრულოს, ვითარცა ღმრთისმეტყუელი გრიგოლ იტყჳს, ვითარმედ: „დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყჳსა შენისა ღმერთი იყავნ“.
    5.     აწ უკუე ჩუენცა ღმრთისმსახურებასა და მართლაღსარებასა სარწმუნოვებისასა ჴმამაღლად ვქადაგებთ, რომელსაცა ზედა ეკლესიაჲ ქრისტჱსი დაფუძნებულ არს და დღითი-დღე აღორძნდების და აღემატების უფროჲს ნაძუთა მათ ლიბანისათა.
    6.     ამას საფუძველსა ზედა წმიდისა ქრისტეს სახარებისასა და ცხოველსმყოფელთა მათ მცნებათა მისთასა ჩუენ ყოველნი მართლმორწმუნენი მტკიცე ვართ და ესრეთ განვაჩინებთ და ვიტყჳთ,
    7.     რაჲთა ვითარცა ზემოწერილ არს შეურყეველად დამარხვაჲ მართლისა მის სარწმუნოებისაჲ, რომელი ქადაგეს წმიდათა მოციქულთა და გუასწავეს ღმერთშემოსილთა მამათა, ეგრეთვე წესნიცა და კანონნი მათ შორის განწესებულნი მტკიცემცა არიან და შეურყეველ.
    8.     პირველად ოთხმეოცდახუთნი იგი კანონნი სახელსა ზედა წმიდათა მოციქულთასა აღწერილნი, რომელნი-იგი შეიწყნარეს და დაამტკიცნეს წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა და საღმრთოთა დიდებულთა კრებათა განსაკურნებელად სულთა და მაოტებელად ვნებათა.
    9.     ეგრეთვე დავამტკიცებთ კანონთა და განგებათა, რომელნი განაწესნეს წმიდათა კრებათა: პირველად ნიკიას შეკრებულთა წმიდათა მამათა და მერმე ანკჳრას და ნეოკესარიას, მერმე კუალად ღანღრას და ანტიოქიას ასურეთისასა და ლაოდიკიას ფრიგიისასა,
    10.     მერმე რნ მათ მამათაჲ, რომელნი შეკრბეს სამეუფოსა ამას ქალაქსა და ს მამათაჲ, რომელნი ეფესოს ნეტარისა კჳრილესთანა შეკრბეს და ქლ წმიდათა მამათაჲ, ქალკიდონს შეკრებულთაჲ,
    11.     ეგრეთვე რომელნი სარდიკეს და კართაგენს შეკრბეს მამანი და კუალად რომელნი-იგი კჳპრიანეს თანა მთავარებისკოპოსისა აფრიკეთისასა და მოწამესა შეკრბეს და განაწესნეს კანონნი,
    12.     ვითარცა ჯერ იჩინეს მათთა მათ სოფელთა შინა განწესებად და კუალად რომელნი-იგი სამეუფოსა ამას ქალაქსა შემოკრბეს ღირსნი მამანი, ნეკტარი პატრიარქისა ზე.
    13.     ამათ ყოველთა კრებათა მიერ განწესებულნი კანონნი მტკიცე არიან.
    14.     ეგრეთვე რომელ თითოეულად წმიდათა მამათა მიერ აღწერილ არიან კანონნი: პეტრე ალექსანდრიელ მთავარებისკოპოსისა და მოწამისა დიონისიოს მთავარებისკოპოსისა მისვე ქალაქისა, ათანასე მთავარებისკოპოსისა მისვე ალექსანდრიელ ქალაქისა,
    15.     გრიგოლ ნეოკესარიელ მთავარებისკოპოსისა საკჳრველთმოქმედისა, ბასილი მთავარებისკოპოსისა კესარია კაბადუკიელისაჲ, გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა, გრიგოლ ნოსელისა, ამფილოქე იკონიელისა, ტიმოთე ალექსანდრიელისა, კჳრილე ალექსანდრიელისა
    16.     და რომელ-იგი თეოფილეს ზე ალექსანდრიასვე აღიწერა და კუალად გენადიოს კოსტანტინეპოლელ პატრიარქისა მიერ აღწერილი.
    17.     ესე ყოველნი კანონნი, აღწერილნი წმიდათა მათ კრებათაგან და ღმერთშემოსილთა მამათაგან, მტკიცე იყუნედ და შეურყეველ და არავის ჴელ-ეწიფების დაჴსნად და გარდასლვად მათ მიერ განწესებულისა მის განგებისა
    18.     ანუ შეწყნარებად სხუათა კანონთა დამჴსნელთა და წინააღმდგომთა მათისა მის განგებისათა, რომელნი შეწმასნილ არიან ვიეთგანმე წინააღმდგომთა ჭეშმარიტებისათა.
    19.     უკეთუ კულა იპოოს ვინ შეურაცხმყოფელ საღმრთოთა მათ კანონთა და ნატყუართა მათ შემწყნარებელ, თანამდებ იყოს კანონსა მას რჩულის გარდამავალთასა, ვიდრემდის განკურნოს თჳსი იგი ცთომილებაჲ.
    20.     გ. ესრეთ ჯერ უჩნს ღმრთისმსახურსა მეფესა ჩუენსა და ყოველსა ამას ღმრთივშემოკრებულსა კრებასა,
    21.     რაჲთა ყოველი უწესობაჲ, რომელი გარდასრულთა ამათ წვალებისა წელთა შემოჴდა მღდელობისა წესსა ზედა, განემართოს და ღირსებით იქცეოდინ, რომელნი ჴელ-ჰყოფენ მსახურებად უსისხლოსა მას და ყოვლისა სოფლისა საჴსარსა და განმაცხოველებელსა დიდებულსა მსხუერპლსა.
    22.     ამის უკუე ჯერისათჳს ესრეთ განვაწესებთ, ვინაჲთგან ჰრომისა ეკლესიაჲ მღდელთა სრულიად უქორწინებელთა განაგებს,
    23.     ხოლო სამეუფოჲსა ამის ქალაქისა კრებამან აჩუენა წყალობაჲ უძლურებასა კაცობრივსა და უწესა ქორწინებაჲ ჩუენცა მათისაებრ ბრძანებისა უწესებთ რაჲთა რომელნი მღდელობისა უღელსა შევიდოდინ,
    24.     უკუეთუ ქორწინებაჲ ენების, პირველ კერძოდიაკონობისა კურთხევისა იქორწინონ წესიერითა ქორწინებითა, რაჲთა ყოვლადვე თჳსობაჲ მათ შორის არა იყოს და შემდგომად ქორწინებისა მიიღონ კურთხევაჲ კერძოდიაკონობისაჲ და მთავარდიაკონობისა და ხუცობისაჲ
    25.     და იყვნენ უბრალოდ მეუღლეთა თჳსთა თანა, გარნა რომელსა დღესა ჟამსა წირვიდენ მას ღამესა დაიცვენინ თავნი თჳსნი სიწმინდით, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ პავლე მოციქული,
    26.     ვითარმედ: „ნუ განმეშორებით ურთიერთას, გარნათუ შეთქმულებით ჟამ რავდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვასა და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“.
    27.     ესე არა მღდელთა მიმართ თქუა მოციქულმან, არამედ ერისკაცთა ყოველთა, რავდენ უკუე უმეტესად მღდელთა თანა-აც დამარხვად.
    28.     ხოლო ჟამი ლოცვისაჲ დღე იგი ზიარებისაჲ თქუა, რაჲთა არა განგცადნესო ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.
    29.     უთმინოებად მას უწესა, რომელმან დღესა მას, ოდეს ეგულებოდის ზიარებად, ვერ მოითმინოს მეუღლისაგან თჳსისა.
    30.     ესრეთ უკუე ჯერ-არს, რაჲთა დღეთა მათ ჟამისწირვისათა ეკრძალებოდინ და სხუათა დღეთა წესიერად ურთიერთას იყვნენ.
    31.     ხოლო შემდგომად კურთხევისა დიაკონად გინა ხუცად არღარა ჴელ-ეწიფების ქორწინებაჲ.
    32.     უკუეთუ კულა იქორწინოს დიაკონმან, გინა ხუცესმან, მღდელობისაგან აღიჴოცენ.
    33.     ეგრეთვე რომელსა ორგზის ექორწინოს, მღდელობისა პატივსა ვერ ჴელ-ეწიფების მოსლვად, ვითარცა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა კანონი ბრძანებს,
    34.     ვითარმედ: „რომელი შემდგომად ნათლისღებისა ორსა ქორწინებასა მოსრულ იყოს ანუ ხარჭი დაესუას, არა ჴელ-ეწიფების ებისკოპოსობისა, ანუ ხუცობისა, ანუ დიაკონობისა და მღდელობისა წესსა მოსლვად;
    35.     ეგრეთვე რომელმან ქურივი შეირთოს, ანუ მეძავი, ანუ ქმრისაგან გაძებული, ანუ მგოსანი, ვერ ჴელ-ეწიფების მღდელობად “.
    36.     და ყოვლითურთ რომელნი ჴორციელთა ცოდვათა შებღალულ იყუნენ, საქმით ვერ ჴელ-ეწიფების მღდელობად, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს სხუათა კურთხევად და მიცემად დიდისა მის საიდუმლოჲსა, რომელი თანამდებ იყოს გლოვად და ტირილად თჳსთა ცოდვათა.
    37.     ესრეთ უკუე განწესებულ არს, რაჲთა წესიერითა ქორწინებითა იქორწინონ დიაკონთა და ხუცესთა პირველ მღდელად კურთხევისა და შემდგომად ქორწინებისა მიიღონ კურთხევაჲ კერძოდიაკონობისაჲ
    38.     და მერმე დიაკონობისა და ხუცობისაჲ და იყვნენ მეუღლეთა თჳსთა თანა წესიერად და შიშითა ღმრთისაჲთა ზემოწერილისა მის წესისაებრ.
    39.     ხოლო რომელთა ძალ-ედვას ქალწულებით და სიწმიდით მოქალაქობად, ესე არს უაღრესი და უზეშთაესი, ვითარცა უფალი ბრძანებს,
    40.     ვითარმედ: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოსაჭურნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა, ესე იგინი არიან, რომელთა აღჳრ-ასხნეს გულისთქუმათა ჴორციელთა და აღირჩიეს სიწმიდე ქალწულებისაჲ.
    41.     და მოციქული იტყჳს: „ვეტყჳ უქორწინებელთა მათ, უკეთეს არს მათა უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე უკუეთუ კულა ვერ დაითმენდენ.
    42.     ესე წესი და კანონი იყავნ მღდელთათჳს და დიაკონთა.
    43.     დ. უკუეთუ ცოდვათა ვინ უჯეროთა შთავრდომილ იყოს და არა შეეწამოს და მღდელობასა მოვიდეს და შემდგომად კურთხევისა აღიაროს ცოდვაჲ თჳსი, მღდელობისაგან განეყენენ, ვითარცა წერილ არს კანონსა შინა ნიკიისა კრებისასა, რამეთუ: „უბიწოსა ეძიებს კათოლიკე ეკლესიაჲ“.
    44.     შემდგომად კურთხევისა უკუეთუ ებისკოპოსი, გინა ხუცესი, ანუ დიაკონი დაეცეს სიძვითა ანუ სხჳთა რაჲმე უჯეროჲთა ცოდვითა, მღდელობისაგან განეყენენ ხოლო ზიარებისაგან ნუ განეყენების, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა მიჰჴადო ორი შურისგებაჲ ერთბამად.“
    45.     და კუალად ამისთჳსცა, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ ბასილი, ვითარმედ: „ერისკაცი თუ შთავარდეს ცოდვასა, განეყენების წმიდისა ზიარებისაგან ჟამსა განწესებულსა და აღასრულოს რაჲ ჟამი იგი სინანულისაჲ, კუალად თჳსსავე წესსა მოვალს მორწმუნეთა თანა ზიარებად“.
    46.     ხოლო დიაკონსა, ანუ მღდელსა აღიჴოცოს რაჲ მღდელობისაგან სამარადისო არს დაშჯაჲ იგი და არღარა მიიქცევის მღდელობად, ამისთჳს არა განეყენების ზიარებისაგან.
    47.     ხოლო უკუეთუ იყოს კაცი იგი განკრძალული და პატიოსანი, პატივცემულ იყოს ერისაგან, მღდელთა თანა დაჯდებოდის ეკლესიასა შინა და სახლთა,
    48.     ხოლო ჟამისწირვად, ანუ ზიარებად ერისა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა არა ჴელ-ეწიფების, ვითარცა წერილ არს: „ვერ უძლოს სხუათა კურთხევისა მიცემად, რომელსა თჳსთა წყლულებათა კურნებაჲ უჴმდეს.“
    49.     კურთხევისა მიცემად ამას იტყჳს, რაჟამს ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა განუყოფდეს მორწმუნეთა ზიარებითა მით საიდუმლოჲსაჲთა, კმა-უკუე-იყავნ მისდა პატივცემულობაჲ ერისაგან და ევედრებოდენ უფალსა მოტევებად ცოდვათა მისთა.
    50.     ამას განაწესებენ წმიდანი კრებანი და დიდი იგი მღდელთმოძღუარი ბასილი.
    51.     და ჩუენ მათსა მას განგებასა დავამტკიცებთ და შეურყეველად გუაქუს.
    52.     უკუეთუ კულა იჭჳ ესევითარისა რაჲსმე ცოდვისა იქმნას მღდელსა ზედა და ცხადად ვერ ემხილოს და მან უარყოს და არა აღიაროს, მან თჳთ მისცეს პასუხი უფალსა და თჳსითა ბრალითა იყოს.
    53.     ე. დედაკაცსა მოწესესა ენკრატისსა, უკუეთუ შეერთოს მღდელობისა პატივსა შინა მყოფი, მეჴსეულად აღიჴოცენ;
    54.     და უკეთუ ერისკაცმან ქმნას ესე, ზიარებისაგან განეყენენ, რაოდენჟამ წინამძღუარმან ეკლესიისამან განაწესოს, ხოლო მოწესე იგი თჳსსავე ადგილსა მიიქცეს სინანულად.
    55.     ვ. ყოველნი, რომელნი მღდელობისა პატივსა არიან: ებისკოპოსნი, ხუცესნი, დიაკონნი ნუმცა ვის ჴელ-ეწიფების დედაკაცისა თავისა თანა-მყოფად ქონებაჲ, თჳნიერ დედისა და დისა და ჰანისა, რომელ-ესე უეჭუელნი პირნი არიან.
    56.     ხოლო სხუაჲ დედაკაცი, ანუ მჴევალი თანამყოფად მღდელისა ვერ არს, ვითარცა ნიკიისა კრებამან განაწესა.
    57.     ხოლო რომელიცა ამას წესსა გარდაჰჴდეს, აღიჴოცენ მღდელობისაგან.
    58.     ეგრეთვე საჭურისთაცა დაიმარხენ ესე კანონი, რაჲთა დაუბრკოლებელ იყოს მათი ცხორებაჲ.
    59.     ხოლო რომელნი გარდაჰჴდენ წესიერებისა განგებასა ამას, მღდელნი თუ იყუნენ, აღიჴოცნენ მღდელობისაგან, ერისკაცნი თუ იყვნენ, ემხილოს მათ მღდელთმოძღურისაგან, რაჲთა წესიერად იქცეოდინ.
    60.     ზ. წმიდათა მოციქულთა რჩულისკანონსა წერილ არს, ვითარმედ, „მღდელობად მომავალთა ენებოს თუ ქორწინებაჲ, წიგნისმკითხველთა და მგალობელთა ხოლო იქორწინონ“.
    61.     ამას უკუე წესსა ჩუენცა დავამტკიცებთ და ვიტყჳთ, რაჲთა არა ჴელ-ეწიფებოდის კერძოდიაკონსა, ანუ დიაკონსა, ანუ ხუცესსა, ვინაჲთგან კურთხევაჲ მღდელობისაჲ მიიღოს, ქორწინებისა წესსა შესლვად.
    62.     უკუეთუ კულა ესე ქმნას, აღიჴოცენ მღდელობისაგან, არამედ უკუეთუ ქორწინებაჲ ენებოს, პირველ კერძოდიაკონად კურთხევისა იქორწინენ და მერმეღა იკურთხენ.
    63.     უკუეთუ კულა იკურთხოს კერძოდიაკონად, ანუ დიაკონად, ანუ ხუცად, ქორწინებად არღარა ჴელ-ეწიფების.
    64.     ჱ. გუეუწყა, ვითარმედ რომელთამე ეკლესიათა შინა დიაკონთა მიიღიან პატივი რაჲმე საეკლესიოჲ და მიზეზითა მით მის პატივისაჲთა დასხდებიან ზემოჲთ ხუცესთასა.
    65.     ამის უკუე ჯერისათჳს ესრეთ განვაწესებთ, რაჲთა დიაკონსა რაჲცა პატივი საეკლესიოჲ აქუნდეს, არა ჴელ-ეწიფებოდის ზემოჲთ ხუცესთასა დაჯდომად, თჳნიერ ამისა,
    66.     ოდეს კრებაჲ სადმე დიდი იქმნას და მოივლინოს დიაკონი ნაცვალად პატრიარქისა, გინათუ ჰრომისა, ალექსანდრიისა, ანუ თუ იერუსალჱმისა, ანუ ანტიოქიისა, ანუ სხჳსა ვისმე მღდელთმოძღურისა.
    67.     მაშინ ადგილსა მის მღდელთმოძღურისასა დაჯდეს, რომელმან თჳსად ნაცვალად მოავლინა იგი, ხოლო თჳნიერ ამის მიზეზისა, უკუეთუ თჳსითა თავჴედობითა და ანპარტავნებითა ჰმძლავრობდეს დიაკონი ზემოჲთ ხუცისა ჯდომად ესევითარი-იგი თჳსისა პატივისაგან დაემჴუას
    68.     და უკუანაჲსკნელ ყოველთასა იქმნას ეკლესიასა შინა თჳსსა, რამეთუ არა ისმინა მცნებაჲ უფლისაჲ, რომელმან თქუა, რაჲთა არავინ ირჩევდეს ზემოჯდომასა, რამეთუ: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“.
    69.     ხოლო უკუეთუ სოფლიოთა ამათ პატივთათჳს ზუაობდეს ვინ, ცუდად ზუაობს, რამეთუ სულიერნი პატივნი ჴორციელთასა უპატიოსნეს და უდიდებულეს არიან,
    70.     ეგრეთვე სხუანი ყოველნი ხარისხნი სამღდელოთა პატივთანი: უმდაბლესი უმაღლესისა ზედაჲთ ყოფად ნუ ეძიებნ, არამედ თჳთეული თჳსსა წესსა და საზომსა დასჯერებოდენ.
    71.     თ. ვითარცა პირველთა მამათა ჩუენთა განუწესებიეს, ჩუენცა მასვე წესსა დავამტკიცებთ, რაჲთა ყოველთავე საკათალიკოზოთა წლითი-წლად კრებაჲ იქმნებოდის ებისკოპოსთაჲ,
    72.     რომელნიცა სამრემლოსა თითოეულისა კათოლიკოზისასა იყვნენ რაჲთა გამოეძიებდენ, უკუეთუ რაჲ დაკლებული სამრემლოთა მათთა შინა იყოს.
    73.     ესე უკუე წესი პირველთა კრებათა მიერ განწესებულ არს, რაჲთა წელიწადსა შინა ორგზის იქმნებოდის კრებაჲ.
    74.     ხოლო ვინაჲთგან რომელთამე საკათალიკოზოთა შინა, ანუ შიში არს წარმართთაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე სიძნელე, ესრეთ განვაწესებთ,
    75.     რაჲთა ერთგზის წელიწადსა შინა უეჭუელად იქმნებოდის კრებაჲ ებისკოპოსთაჲ, სადაცა კათალიკოზმან განაწესოს, ახუსებითგან ვიდრე უკდომბერამდის ოდესცა ინებონ.
    76.     და ყოველსავე დაკლებულსა განჰმართებდენ და წესიერად განაგებდენ.
    77.     ხოლო რომელიცა ებისკოპოზი მის სამრემლოჲსაჲ არა მივიდეს კრებასა მას, თჳნიერ უძლურებისა ანუ ჯეროვნისა რაჲსმე მიზეზისა, უკუეთუ უმიზეზოდ უდებ იქმნას მისლვად, სიყუარულით აბრალონ მას ყოველთა.
    78.     ი. ხუცესსა, ანუ დიაკონსა, ანუ სხუასა ვის მღდელობისა პატივითა პატივცემულსა არა ჴელ-ეწიფების ღჳნის საფარდულისა სახლისა მოგებად, რომელსა ეწოდების კაპილიონ, რამეთუ შესლვადცა ესევითარსა ქულბაგსა არა ჴელ-ეწიფების მღდელთა, ვითარ უკუე მოიგოს ესევითარი სავაჭროჲ?
    79.     და ჴელ-ყოფად საქმესა უწესოსა.
    80.     უკუეთუ კულა ესევითარსა საქმესა შეუდგეს, ანუ დასცხერინ, ანუ განიკუეთენ მღდელობისაგან.
    81.     ია. ებისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი უკუეთუ ვახშთა და აღნადგინებთა აღიღებდეს, ანუ დასცხერინ ესევითარისა ხუეჭისაგან, ანუ თუ არა დასცხრეს, აღიჴოცენ მღდელობისაგან.
    82.     იბ. რომელნიცა მღდელობისა მოწესეობისა ზიარ არიან, ვამცნებთ მათ, ეგრეთვე მორწმუნეთა ერისკაცთა, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის მიღებად ჰურიათაგან მათისა მის უფუარისა, რამეთუ ესევითარისა მის უწესობისა მოქმედნი დიდსა ბრალსა ქუეშე არიან,
    83.     რამეთუ ყოვლადვე არა ჯერ-არს ქრისტეანეთა მეგობრობაჲ მათი, ანუ მათ განკურნებისა თავსდებაჲ, ანუ აბანოს მათ თანა შესლვაჲ,
    84.     ხოლო უკუეთუ ვინ მიიღოს უფუარი მათი და ჭამოს, ანუ მათთანა დღესასწაულობდეს, ანუ მათსა მას პასექსა თანა-შეერთოს, უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობისა კანონი დაიმარხენ;
    85.     უკუეთუ კულა მერმეცა მათთანა დღესასწაულობდენ, განიკუეთენ ეკლესიისაგან.
    86.     იგ. ესეცა მოვიდა სასმენელთა ჩუენთა, ვითარმედ ქუეყანასა აფრიკეთისასა და მათ კერძოთა, ებისკოპოსნი შემდგომად ებისკოპოსად დადგენისა არა იჯმნიან თჳსთა მეუღლეთა თანა-ყოფად და ამით ჯერითა დიდად დასაბრკოლებლად ერისა იქმნებიან.
    87.     ვინაჲთგან უკუე დიდად მოსწრაფე ვართ, რაჲთა ყოველივე აღსაშენებელად და სარგებელად სულიერთა სამწყსოთა იქმნებოდის, ამისთჳს განვაწესებთ,
    88.     რაჲთა ამიერითგან ესე საქმე არღარა იქმნას, დაღაცათუ პირველთა მათ ჟამთა იყო, არამედ აწ მადლითა ქრისტესითა უაღრესისა საზომისა მიმართ წარმართებულ არს ეკლესიაჲ და ერი მორწმუნეთაჲ.
    89.     და არა ჯერ-არს მღდელთმოძღურობისა წესსა შინა ბიწისა დატეობაჲ.
    90.     ამისთჳს განვაწესებთ, რაჲთა არა ჴელ-ეწიფებოდის ებისკოპოსთა მეუღლისა თანა-ყოფად, ვინაჲთგან ებისკოპოსობისა კურთხევაჲ მიიღონ, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე,
    91.     ვითარმედ: „დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო ვარ, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხოვნდენ.
    92.     მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა“.
    93.     ხოლო უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს წესი ესე და ენებოს მეუღლისა თანა-ყოფად, ესევითარი-იგი ებისკოპოსობისაგან აღიჴოცენ.
    94.     იდ. ხუცესთა და დიაკონთა და კერძოდიაკონთა პირველ კურთხევისა თუ იქორწინონ წესიერითა ქორწინებითა და მერმე მოვიდენ მღდელობისა კურთხევასა და ენებოს თჳსთა მეუღლეთა თანა-ყოფად, არარაჲ არს დამაყენებელ ბრძანებისაებრ მოციქულთაჲსა,
    95.     რაჲთა: უკუეთუ ვინ ღირს იყოს მღდელობისა და ენებოს კერძოდიაკონობაჲ, ანუ დიაკონობაჲ, ანუ ხუცობაჲ და რჩულიერსა მეუღლესა თანა იყოს,
    96.     ნუ დაეყენებინ ამისთჳს მღდელობისაგან, ნუცა მიეჴადებინ სიტყუაჲ ებისკოპოსისაგან ჯმნად მეუღლისაგან თჳსისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ღმერთმან შეაერთნა, კაციმცა ნუ განჰყოფს“.
    97.     და წმიდამან მოციქულმან თქუა: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ“.
    98.     ხოლო ესე საცნაურ არს: ვითარცა კრებამან მან კართაგენისამან განაწესა, რაჲთა მღდელნი და დიაკონნი, რომელნი ჴელ-ჰყოფენ წმიდათა მათ საიდუმლოთა დღეთა მათ ჟამისწირვისათა, თჳსთა მეუღლეთაგან უღირს დამარხვად თავთა თჳსთა შეუხებელად,
    99.     რაჲთა მოციქულთაგანცა თქმული და პირველითგან დამტკიცებული წესი ჩუენცა დავიმარხოთ და უწყოდით, ვითარმედ ყოველსა საქმესა ჟამი უჩნს.
    100.     ეგრეთვე მარხვისაცა (!) ჟამი არს ლოცვისაჲ, რამეთუ თანა-აც რომელნი წმიდასა საკურთხეველსა ჰმსახურობდენ დღეთა მათ, ოდეს ეგულებოდის წმიდათა საიდუმლოთა ჴელყოფაჲ და მსახურებაჲ, მმარხველ და უბიწო იყვნენ ყოვლით კერძო,
    101.     რაჲთა ღირს იქმნნენ მოღებად თხოათა მათთა, რომელთა ითხოვდნენ ღმრთისაგან, ხოლო სხუათა დღეთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ხუცესთა და დიაკონთა და კერძოდიაკონთა განყენებად წესიერად შეყოფილთა მეუღლეთა მათთაგან.
    102.     იე. წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა მიერ განჩინებული წესი ამასცა ზედა მტკიცე იყავნ, რაჲთა ხუცესი უწინარეს ოცდაათისა წლისა არა იკურთხოს, დაღაცათუ ფრიად ღირსი იყოს,
    103.     რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე მეოცდაათესა წელსა ნათელ-იღო და იწყო მოძღურებად და ამისთჳს მღდელნიცა ოცდაათისა წლისანი იკურთხეოდინ, ხოლო დიაკონი – ოცდახუთისა წლისაჲ, კერძოდიაკონი – ოცისა წლისაჲ.
    104.     დედათდიაკონი ორმეოცისა წლისა უწინარეს ნუმცა შევალს მოწესეობასა მას.
    105.     ივ. ყოველთა მორწმუნეთა თანა-აც წმიდათა მათ მარხვათა განგებისაებრ მოციქულთა და მამათაჲსა მარხვად და კრძალულებით და სიწმიდით აღსრულებად დღეთა მათ მარხვისათა,
    106.     რაჲთა ღირსებით მიიწიოს კაცად – კაცადი დიდებულსა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ვნებასა და წმიდასა აღდგომასა, ვითარცა განწესებულ არს წმიდათა მოციქულთაგან და ღმერთშემოსილთა მამათაგან.
    107.     ხოლო ესეცა უწყებულ იყავნ, ვითარმედ არა ჯერ-არს რვათა შჳდეულთა მარხვაჲ დიდთა მათ მარხვათა, ვითარ-იგი იქმან არიანოზნი, რომელნი-იგი გარდაჰჴდებიან უფლისა მიერ განწესებულსა და მოციქულთა მიერ ქადაგებულსა ორმეოცთა დღეთა რიცხუსა შემატებითა სხჳსა შჳდეულისაჲთა,
    108.     რამეთუ მსგეფსსა მას ყველიერისასა მარხვათა თანა შეჰრაცხვენ, რომელ-ესე უწესო არს და გარეშე განგებისა მოციქულთა და მამათაჲსა.
    109.     და არცა სხჳსა მის შჳდეულისაჲ ჯერ-არს მარხვაჲ, რომელსა არაჯვორ ეწოდების, რომელსა იმარხვენ იაკობიკნი მწვალებელნი,
    110.     რამეთუ წმიდათა მოციქულთა ბრძანებითა უფლისაჲთა ესრეთ განაწესეს, რაჲთა ორმეოც დღე იყოს წესი მარხვათაჲ და აღესრულების რიცხჳ იგი ორმეოცთა დღეთაჲ პარასკევსა ბზობისასა.
    111.     ხოლო სხუაჲ იგი შჳდეული, რომელ არს ვნებისაჲ, არა მარხვათათჳს განწესებულ არს, არცა მათ თანა აღირაცხვის, არამედ ვნებისათჳს უფლისა და წმიდისა აღვსებისათჳს ვიმარხვით.
    112.     და აღესრულებიან ორმეოცითა მით დღითა შჳდეულითა მით ვნების კჳრიაკისაჲთა შჳდნი შჳდეულნი.
    113.     ხოლო შჳდეულსა მას ყველიერისასა, დაღაცათუ ჴორცის ჭამაჲ აკრბების, რამეთუ განმზადებაჲ არს მარხვათა შესლვისაჲ და რეცა წინამსრბოლი ხოლო მარხვათა თანა შერაცხვაჲ არა ჯერ-არს.
    114.     არცა არაჯორთა მარხვაჲ წეს-არს ვითარცა წერილ არს რჩულსა შინა მოსესა: „დაიცევ სიტყუაჲ, რომელსა გამცნებ შენ.
    115.     არა შესძინო მას ზედა, არცა დააკლო მისგან“.
    116.     და წმიდაჲ იოვანე ნათლისმცემელი ესრეთ ქადაგებს, ვითარმედ: „ნურას უმეტეს განწესებულისა თქუენისა იქმთ“.
    117.     და წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს: „უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ, მისა გარეშე, რომელი ჩუენ გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“.
    118.     და ჭეშმარიტად სიტყჳსა მისებრ წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისა არა ჯერ-არს უმეტეს განწესებულისა ქმნად, რამეთუ ესრეთ შეემთხჳა პირველქმნულსა მას ადამს, ჰრქუა მას ღმერთმან: „ესე ქმენ!
    119.     ამას ნუ იქმ!“
    120.     მან უმეტეს განწესებულისა მისისა იწყო ძიებად და ბრძანებასა მას ღმრთისას ურჩ ექმნა, ამისთჳს რომელიცა-იგი აქუნდა, წარწყმიდა და სამოთხით ექსორია იქმნა.
    121.     და კუალად არიან ვიეთნიმე, რომელნი დღეთა მათ მარხვათასა შაბათ-კჳრიაკეთა მწუხრამდის იმარხვენ და ესეცა უწესოვე არს, რამეთუ მარკიანელნი და მესალიანელნი მწვალებელნი შაბათსა და კჳრიაკესა სხუათავე დღეთა თანა შეჰრაცხვენ.
    122.     გარნა არა წეს არს შაბათსა ანუ კჳრიაკესა მარხვაჲ, თჳნიორ ხოლო დიდისა შაბათისა, რამეთუ შაბათი იკურთხა, რამეთუ მაშინ განისუენა ღმერთმან საქმეთა მისთაგან, ხოლო კჳრიაკე წმიდა იქმნა აღდგომისათჳს უფლისა.
    123.     და არიან დღენი ესე ჴსნილი.
    124.     ხოლო არა ჯერ-არს ქმნაჲ შრომისაჲ ბრძანებულსა ზედა, ვითარცა დავით იტყჳს, არამედ ვითარცა განწესებულ არს: ჯერ-არს შაბათისა და კჳრიაკისა ჟამსა მას სამხრისასა ჴსნად პირისა ჭამადითა სამარხვოჲთა,
    125.     რამეთუ არათუ განიყოფვიან რიცხჳსაგან ორმეოცთა დღეთასა პირისა ჴსნისათჳს, ხოლო ხუთთა მათ დღეთა იმარხვიდენ, ვითარცა ვის ძალ-ედვას და გულსმოდგინებაჲ აწუევდეს.
    126.     აწ უკუე კანონსა მას დავამტკიცებთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ იმარხვიდეს კჳრიაკესა, ანუ შაბათსა, თჳნიერ ხოლო ერთისა მის უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობაჲ მიეცინ.
    127.     რამეთუ გუასმიეს, თუ ჰრომისა ქუეყანასა მარხვათა შაბათსა იმარხვენ, არა კჳრიაკესა.
    128.     ვამცნებთ უკუე მათცა, რაჲთა არა იქმოდინ ამას.
    129.     ამისთჳს ვაუწყოთ პაპსა ჰრომისასა, რაჲთა განაწესოს არღარა ქმნად ერისა მის მარხვაჲ შაბათისაჲ.
    130.     იზ. ეგრეთვე გუესმა, თუ ქუეყანასა სომხეთისასა შაბათ-კვრიაკეთა წმიდათა მარხვათასა ჭამენ ყველსა და კვერცხსა და სხუასა ყოველსა წუელასა.
    131.     ესე უკუე უჯერო არს და სრულიად უწესოჲ, რამეთუ ეშმაკი რომელთამე მარჯულ აცთუნებს და რომელთამე მარცხენით წარსტყუენავს.
    132.     ხოლო ჩუენ სამეუფოსა გზასა სლვაჲ თანა-გუაც და ვითარცა ზემო ვთქუთ, თუ არა წეს არს შაბათსა და კჳრიაკესა მარხვაჲ, არამედ ჯერ-არს ჟამსა სამხრისასა პირის ჴსნაჲ ჭამადითა სამარხვოჲთა,
    133.     ეგრეთვე აწ მარცხენითისა ამის ცთომისაგან განვაკრძალებთ ყოველთა ქრისტიანეთა და ვამცნებთ, რაჲთა ყოველსავე სოფელსა ეკლესიაჲ ღმერთისაჲ ერთსა წესსა ზედა ეგოს და წმიდათა მარხვათა წესიერად აღასრულებდენ და განყენებულ იყვნენ, ვითარცა-იგი ჴორცის ჭამისაგან,
    134.     ეგრეთვე ყოვლისავე წუელისაგან, ყველისა და სძისა და კუერცხისა და ყოვლისავე წუელისა, რომელნი-იგი ნაშობნი არიან და ნაყოფნი ცხოვართა და ზროხათა და მფრინველთანი და არა ჯერ-არს წმიდათა მარხვათა გემოჲს ხილვაჲ მათი.
    135.     ხოლო რომელთა ესე წესი არა დაიმარხონ, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიკუეთნენ ზიარებისაგან და ეკლესიისა.
    136.     და ესეცა გუესმა, თუ ქუეყანასა მას სომხეთისასა წუელასა და თევზსა და ღჳნოსა ერთად შეჰრაცხვენ და ესე სრულიადი არს სიცოფე და უგუნურებაჲ და წარტყუენვაჲ მტერისაგან.
    137.     ჭეშმარიტად ყოველი უწესოჲ და განდრეკილი მოძღურებაჲ ეშმაკისა მიერ მოპოვნებულ არს.
    138.     ხოლო ჩუენ უწყით, ვითარმედ არარაჲ არს ზიარებაჲ, არცა თჳსებაჲ წუელისა და თევზისაჲ და ზეთისა და ღჳნისაჲ.
    139.     იგინი უკუე, რომელნი ამათ შეაერთებენ, წესისაგან კათოლიკე ეკლესიისა განყოფილ არიან დღეთა მათ წმიდათა მარხვათასა.
    140.     წუელისა ჭამად არცა შაბათ-კჳრიაკეთა, არცა სხუათა დღეთა ვის ჴელ-ეწიფების.
    141.     ხოლო თევზი და ზეთი და ღჳნოჲ, ვითარცა ვის ძალ-ედვას, მარხვადცა ჴელ-ეწიფების და უძლურებისათჳს ანუ სხჳსა რაჲსმე სათანადოჲსა მიზეზისა განჴსნად არა დაყენებულ არს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველივე წესიერად და სათნოდმცა აღესრულების“.
    142.     დღესასწაულიცა ხარებისაჲ, უკუეთუ მარხვათა იყოს, რომელსაცა დღესა დახუდეს, ჴსნილ არს მიღებაჲ თევზისა და ზეთისა და ღვნისაჲ წესიერად.
    143.     იჱ. წმიდათა მოციქულთა მიერ დადებულსა მას წესსა ჩუენცა დავამტკიცებთ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გამცნებთ თქუენ, მორწმუნენო ერნო ქრისტესნო,
    144.     რაჲთა დაიმარხნეთ მცნებანი უფლისანი და დღესასწაულობდეთ დღესასწაულთა ცხორებისა ჩუენისათა: პირველად შობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ოდეს-იგი იშვა ჴორციელად წმიდისა ქალწულისა მარიამისგან, რომელი განვაწესეთ დღესასწაულობად თუესა დეკემბერსა კე.
    145.     ამისა შემდგომად დღესასწაულობდით დღესა მას ნათლისღებისა უფლისასა, თუესა იანვარსა ვ, ოდეს-იგი ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა იოვანესგან ნათლისმცემელისა და მოვიდა მის ზედა სული წმიდაჲ სახედ ტრედისა და მამამან ზეგარდმო წამა ძედ საყუარელად.
    146.     ხოლო შემდგომად ამის დღესასწაულისა, წარჴდენ რაჲ დღენი რავდენნიმე და მოეახლოს ჟამი ქრისტეს ვნებისა და აღდგომისაჲ, უწინარეს შჳდისა შჳდეულისა, განგჳიწესებიეს მარხვაჲ ორმეოც დღჱ, რომელი-იგი მიიღებს დაწყებასა დღესა ორშაბათსა და აღესრულების დღესა პარასკევსა.
    147.     ესევითარნი-იგი ორმეოცნი დღენი იმარხნეთ რაჲ, მოღუაწებით და ლმობიერითა ლოცვითა აღასრულეთ კჳრიაკე ბზობისაჲ და შეწირეთ უფლისა გალობაჲ, ვითარცა ყრმათა მათ უმანკოთა მიეგებვოდეს რაჲ და იტყოდეს: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.
    148.     და მეყსეულად იწყეთ მარხვად შჳდეულსა მას ქრისტეს ვნებისასა და იმარხენით დღენი იგი წარწყმედულთა მათთჳს ჰურიათა, რამეთუ ესრეთ გუამცნო უფალმან, რაჲთა ვიმარხნეთ ექუსნი იგი დღენი ურჩულოებისა მისთჳს ჰურიათაჲსა და ვიგლოვდეთ წარწყმედისათჳს მათისა,
    149.     რამეთუ თავადიცა უფალი ცრემლოოდა მათთჳს, რამეთუ დღესასწაულსა მას მათსა შეიპყრეს უფალი და მისცეს სიკუდილად და უცხოთესლმან მან მსაჯულმან დაიბანნა ჴელნი თჳსნი წინაშე ერისა მის და თქუა: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან მართლისა ამის, თქუენ იხილეთ“.
    150.     ხოლო ჰურიათა ჴმა-ყვეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა და არა გჳვის მეფე, გარნა კეისარი“.
    151.     ამისთჳს ჯერ-არს გლუაჲ წარწყმედისა მათისაჲ, ნუუკუე მოიქცენ და შეინანონ, ამისთჳს დღეთა მათ ვნებისათა განგჳწესებიეს მარხვაჲ ექუსი დღე – ორშაბათითგან ვიდრე შაბათამდე –
    152.     და მასვე ხუთშაბათსა აღასრულეთ ჴსენებაჲ სერობისაჲ მის რომელ აღასრულა უფალმან მოწაფეთა თჳსთა თანა და მისცა მათ აღსრულებაჲ საიდუმლოთაჲ და მერმე მოირტყა არდაგი და დაჰბანნა ფერჴნი მათნი.
    153.     ამისა შემდგომად განვიდა მათ თანა ლოცვად მტილსა მას, სადა-იგი მოვიდა იუდა ჰურიათა თანა და შეიპყრეს იგი და წარადგინეს წინაშე მღდელთმოძღურისა მის უღირსისა და მიერ წარიყვანეს და მისცეს პონტოელსა პილატეს და დასაჯეს სიკუდილად უბრალოდ იგი.
    154.     ამათ დღეთა იჴმარებდით პურსა და წყალსა და მხალსა, რამეთუ დღენი არიან გლოჲსა და არა დღესასწაულობისანი.
    155.     და შაბათიცა იგი იმარხეთ.
    156.     არა თუ შაბათისაჲ ჯერ-არს მარხვაჲ, არამედ მის ოდენ შაბათისაჲ, რამეთუ დამბადებელი ყოველთაჲ საფლავსა შინა იყო.
    157.     ამისთჳს პარასკევსა მას და შაბათსა იმარხეთ ჯუარცუმისათჳს უფლისა და დაფლვისა.
    158.     რომელი შემძლებელ იყოს, ორსავე მას დღესა ნურას ჭამს, ვიდრე შუაღამემდე შაბათისა, ხოლო რომელსა ესე ვერ შეეძლოს, პარასკევსა მწუხრი მიიღოს საზრდელი პური და წყალი
    159.     და შაბათი კუალად იმარხოს შუაღამემდე, რამეთუ უფალმან ესრეთ ბრძანა: „ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, მაშინ იმარხონ“.
    160.     ამათ უკუე დღეთა ამაღლდა ჩუენგან და ჯუარსა შეემრსჭუალა(!) და საფლავსა დაიდვა.
    161.     ამისთჳს გამცნებთ თქუენ მარხვასა, ვითარცა ჩუენ ვიმარხეთ დღეთა მათ.
    162.     ხოლო მწუხრი შაბათსა, განთიად ერთშაბათისა მის, რომელ არს კჳრიაკე, მწუხრითგან შუაღამემდის იღჳძებდით და ლოცევდით და აღდგომასა მას უფლისასა შეწირეთ მსხუერპლი იგი უსისხლოდ, ვითარცა თავადმან ბრძანა, ვითარმედ: „ამას იქმოდეთ მოსაჴსენებელად ჩემდა“.
    163.     და ეზიარნეთ რაჲ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, განიჴსენით მარხვაჲ და განთიად წმიდასა მას კჳრიაკესა იხარებდით, რამეთუ წინდი იგი, დასაბამი აღდგომისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტჱ აღდგა მკუდრეთით,
    164.     და მესამესა ჟამსა დღისასა აღასრულეთ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და ეზიარენით საიდუმლოთა ქრისტესთა და იხარებდით სიხარულითა წესიერითა და იყავნ ესე თქუენდა შჯულად სამარადისოდ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი მეორითა მით დიდებულითა მოსლვითა მისითა.
    165.     ხოლო აღასრულოთ რაჲ დღჱ იგი აღდგომისაჲ, რომელ არს აღვსებაჲ, პირველით დღითგან კჳრიაკით აღრაცხეთ დღჱ ორმეოცი და აღასრულეთ დღესასწაული ამაღლებისა უფლისაჲ.
    166.     და შემდგომად ათისა დღისა, რომელ არს დღითგან აღდგომისაჲთ დღჱ მეერგასისე, იყავნ თქუენდა დღესასწაული დიდი, რამეთუ მას დღესა ჟამ ოდენ მოავლინა ჩუენ ზედა უფალმან ნიჭი სულისა წმიდისაჲ.
    167.     ხოლო შემდგომად დღისა მის, რომელ არს მარტჳლიაჲ, დღესასწაულობდით შჳდეულსა მას და მერმე კუალად იმარხეთ, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს სიხარული ნიჭთა ზედა ღმრთისათა და კუალად მარხვაჲ შემდგომად განსუენებისა,
    168.     რამეთუ ყოველნი წმიდანი და წინაწარმეტყუელნი იმარხვიდეს, ვითარცა მოსესთჳს წერილ არს და ელიაჲსთჳს და დანიელისთჳს;
    169.     ხოლო შემდგომად მარხვისა მის ყოველთა ოთხშაბათ-პარასკევთა გამცნებთ თქუენ მარხვად ძალისაებრ კაცად-კაცადისა და ნამეტნავსა მას მარხვისა თქუენისასა მისცემდით გლახაკთა.
    170.     ხოლო ყოველსა შაბათსა, გარეშე ერთისა მის, და ყოველსა კჳრიაკესა შეკრბებოდეთ ლოცვად და ჟამისწირვად და იხარებდით სიხარულითა სულიერითა,
    171.     რამეთუ ბრალსა ქუეშე არს, რომელმან კჳრიაკე იმარხოს, ანუ მარტჳლიაჲ, ანუ სხუანი იგი საუფლონი დღესასწაულნი, რამეთუ არა ჯერ-არს ესევითართა მათ დღესასწაულთა გლოაჲ, არამედ სიხარული და მადლობაჲ ღმრთისაჲ.
    172.     ხოლო მარხვაჲ თქუენი ნუმცა არს ორგულთა მათ თანა მწვალებელთა, რომელნი იმარხვენ ორშაბათსა და ხუთშაბათსა და შაბათსა.
    173.     ხოლო თქუენ, მორწმუნენო, ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა ჴელ-გეწიფების მარხვად და უმეტესად ოთხშაბათსა და პარასკევსა, რამეთუ ოთხშაბათსა უფლისათჳს ბოროტი იგი განძრახვაჲ იქმნა ჰურიათაჲ და პარასკევსა ჯუარს ეცუა უფალი, ამისთჳს განწესებულ არს ორთა მათ დღეთა მარხვაჲ.
    174.     ხოლო შაბათსა ნუ იმარხავთ, რამეთუ დღე არს დაბადებისა ჴსენებაჲ და კჳრიაკესა ყოველსა დღესასწაულობდით, რამეთუ დღჱ არს ქრისტეს აღდგომისაჲ.
    175.     ერთსა ხოლო შაბათსა ჯერ-არს მარხვაჲ დაფლვისა მის უფლისა, ვითარცა ზემოწერილ არს, რამეთუ მოსეცა ესრეთ განუწესა ერსა მას ისრაჱლისასა ბრძანებითა უფლისაჲთა სამგზის დღესასწაულობად წელიწადსა შინა:
    176.     დღესასწაულსა მას უცომოებისასა, ათოთხმეტითგან პირველისა თჳსა ვიდრე შჳდ დღემდე, უცომოჲსა და ველისყრდელისა ჭამად და მიერითგან აღრაცხვად ერგასის დღჱ და დღესასწაულობად;
    177.     და კუალად იე მეშჳდისა თჳსასა აღსრულებად დღესასწაულსა კარვობისასა.
    178.     ამისთჳს აღესრულებიან ჩუენ მიერცა ქრისტეანეთა სამნი მარხვანი წელიწადსა შინა, რომელთა მოასწავებდეს დღესასწაულნი იგი.
    179.     და უმეტეს სამთა მათ მარხვათა საეკლესიოდ არა ჯერ-არს მარხვისა ქადაგებაჲ, კაცად-კაცადი ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა და უმეტესად ოთხშაბათ-პარასკევსა, ვითარცა ძალ-ედვას, იმარხევდინ, ვითარცა წერილ არს კუალად განგებასა შინა მოციქულთასა,
    180.     ვითარმედ: „ჩუენ, პეტრე და პავლე გამცნებთ თქუენ: მონანი, გინა აზნაურნი შურებოდინ სხუათა მათ დღეთა, ხოლო შაბათსა და კჳრიაკესა მოვიდოდენ ეკლესიად, რაჲთა ისმენდენ სწავლასა ღმრთისმსახურებისასა“.
    181.     შჳდეულსა მას ვნებისასა და შემდგომად აღდგომისა შჳდეულსა ახალ კჳრიაკისასა უქმობაჲ არს, რამეთუ ერთი იგი შჳდეული ვნებისაჲ არს და მეორე აღდგომისაჲ.
    182.     დღესასწაულსა ამაღლებისასა უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ იქმნა აღსრულებაჲ ქრისტეს განგებულებისაჲ.
    183.     მარტჳლიად უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ.
    184.     ქრისტეშობად უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ქალწულისაგან.
    185.     განცხადებად უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ ნათელ-იღო უფალმან და მამამან და წამა ძედ საყუარელად და სული წმიდაჲ მოვიდა მის ზედა სახედ ტრედისა.
    186.     ესე დღესასწაულნი: ქრისტეშობაჲ და განცხადებაჲ და ბზობაჲ, ჯუარცუმაჲ და აღდგომაჲ, ამაღლებაჲ და მარტჳლიაჲ არიან წმიდათა მოციქულთა მიერ განწესებულ,
    187.     ხოლო სხუანი იგი დღესასწაულნი: მიგებებაჲ, ფერისცვალებაჲ, ამაღლებაჲ ჯუარისაჲ, რომელ არს ჯუართა პყრობაჲ, ხარებაჲ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ და მიცვალებაჲ მისი და ღმრთისმშობლის შობაჲ და ტაძრად მოყვანებაჲ და ენკენიაჲ, ესე წმიდათა კრებათაგან დაწესებულ არიან.
    188.     და ეგრეთვე ჯერ-არს დღესასწაულობაჲ და უქმობაჲ, ვითარცა ზემოწერილ არს მოციქულთა განგებითა.
    189.     ეგრეთვე წმიდათა მოციქულთა საჴსენებელსა განწესებულ არს დღესასწაულობაჲ.
    190.     ესე ყოველი აღვწერეთ განწესებისაებრ წმიდათა მოციქულთა და მამათაჲსა, რაჲთა უწყოდინ ყოველთა, თუ ვითარ არს წესი მარხვისაჲ, ანუ ოდეს არა ჯერ-არს მარხვაჲ.
    191.     ხოლო სხუათა ყოველთა დღეთა მარხვაჲ წესიერი კეთილ არს და შუენიერ და ნაყროვნებაჲ და მთრვალობაჲ ბოროტ არს და სავნებელ.
    192.     რამეთუ მარხვაჲ სამოთხესვე შინა განიწესა.
    193.     პირველი მცნებაჲ ესე მიიღო ღმრთისაგან ადამ: არა ჭამად ხისა მისგან ცნობადისა, რომელ-ესე მცნებაჲ იყო მარხვისაჲ.
    194.     უკუეთუმცა მაშინ ადამს და ევას ემარხა, არამცა საჴმარ იყო აწ ჩუენდა მარხვაჲ.
    195.     ვინაჲთგან მათ არა იმარხეს, გამოვვარდით სამოთხით და საჴმარ იქმნა მიერითგან მარხვაჲ, ამისათჳს მოვიდა უფალი სოფლად და იმარხა ორმეოც დღჱ, რაჲთა წამალი ცხორებისა გუასწავლოს.
    196.     საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ჯერ-არს მარხვაჲ წესიერი სათნოჲ უფლისაჲ, ესე იგი არს უცხო ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ ყოველთაგან ბოროტთა და ყოვლისაგან ნაყროვნებისა და მთრვალობისა, რაჲთა სთნდეს უფალსა ცხორებაჲ ჩუენი და ღირს-გუყვნეს სასუფეველსა მისსა.
    197.     ით. მრავალთა ეკლესიათა ხუცესნი ანუ დიაკონნი დაუტეობენ ეკლესიათა თჳსთა, სადა-იგი იკურთხნეს და სხუათა ებისკოპოსთა შეეწყნარებიან და თჳნიერ წამებისა თჳსისა ებისკოპოსისა სხუათა ეკლესიათა დაეწესებიან და ამით ჯერითა იქმნებიან ურჩ და დაუდგრომელ;
    198.     ამისთჳს განვაწესებთ და ვამცნებთ ყოველთა, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ხუცესსა, ანუ დიაკონსა, ანუ კერძოდიაკონსა თჳნიერ წიგნისა განსატევებელისა თჳსისა ებისკოპოსისა,
    199.     სხუასა სამრემლოსა მისლვად და სხუასა ეკლესიასა დაწესებად საბრალობელად ებისკოპოსისა მის მაკურთხეველისა მისისა, არამედ ენებოს თუ წარსლვად სამრემლოდ სხჳსა ებისკოპოსისა, თჳსისა ებისკოპოსისა წიგნითა და წამებითა წარვედინ.
    200.     ხოლო რომელმან წესი არა დაიმარხოს, არამედ თჳსითა თავჴედობითა შეურაცხ-ყოს ებისკოპოსი თჳსი და სხუად სამრემლოდ ვიდოდის, ესევითარი იგი აღიჴოცენ მღდელობისგან.
    201.     გარნა თუ უდაბნოს განვიდოდის მონოზონებად და სრულიად იჯმნიდეს სოფლისაგან, მაშინ ებისკოპოსმანცა ლოცვით და კურთხევით წარმგზავნოს და ყოვლადვე არა დააყენოს კეთილისა მის გზისაგან, არამედ თანაშემწე-ეყოს სიტყჳთ და საქმით.
    202.     კ. უკუეთუ ადგილთა რომელთამე ზედადასხმაჲ იქმნას წარმართთაჲ ანუ სხუაჲ რაჲმე მოიწიოს განსაცდელი და მღდელ-დიაკონნი მათ ეკლესიათანი განიბნივნენ და სხუად სამრემლოდ წარვიდენ,
    203.     უკუეთუ მადლითა ღმრთისაჲთა გარდაჰჴდეს შიში იგი წარმართთაჲ, ანუ განსაცდელი იგი, რომლისათჳს დაუტევნეს თჳსნი ეკლესიანი, დასცხრეს, თჳსთავე ეკლესიათა ვამცნებთ მიქცევად.
    204.     და უმიზეზოდ ნუ დაუტეობენ სრულიად ეკლესიათა თჳსთა.
    205.     ხოლო რომელმან წესი ესე არა დაიმარხოს, არა ჴელ-ეწიფების მღდელობაჲ, ვიდრე თჳსადვე ეკლესიად მიიქცეს, უკუეთუ ჯეროვანი მიზეზი არა აქუნდეს.
    206.     ეგრეთვე ებისკოპოსი, რომელმან სხჳსა ებისკოპოსისა ხუცესი, ანუ დიაკონი, თჳნიერ წამებისა ებისკოპოსისა მის შეიწყნაროს, კანონსა და ბრალსა ქუეშე არს.
    207.     კა. ჯერ-არს წინამძღუართა ეკლესიათასა, უკუეთუ ეგებოდის, მარადღჱ, უკუეთუ არა –
    208.     კჳრიაკესა დღესა დასტურად სწავლად მღდელდიაკონთა და ყოვლისავე ერისა სიტყუათა და სწავლათა ღმრთისმსახურებისათა და მართლაღსაარებისათა საღმრთოთა წერილთაგან და მოძღურებისაგან წმიდათა მამათაჲსა.
    209.     და ნუმცა მიდრკებიან წესთაგან და განგებათა ღმერთშემოსილთა მამათაჲსა, არამედ სიტყუაჲცა წერილისაჲ, უკუეთუ შორის მოვიდეს, ნუმცა სხუაებრ თარგმნიან,
    210.     გარნა ვითარცა მნათობთა მათ ეკლესიისათა თარგმნეს და მათისა მის თქუმულისა მეცნიერებითა აჩუენებდენ თჳსსა გულისჴმის-ყოფასა, ვიდრეღა თავისა მიერ თჳსისა შემზადებულთა მოძღურებათა,
    211.     რამეთუ სწავლათაგან წმიდათა მათ მამათა მოვალს ერი იგი მორწმუნე მეცნიერებად სათნოებათა და განკრძალვად უჯეროთა საქმეთაგან, რაჲთა განეყენნენ ყოვლისაგანვე ცოდვისა და ჰმონებდენ უფალსა მოქალაქობითა კეთილითა, რაჲთა მიემთხჳვნენ ცხორებასა საუკუნესა.
    212.     კბ. არა ჴელ-ეწიფების ებისკოპოსსა სხჳსა ებისკოპოსისა სამრემლოსა ქალაქსა ანუ სოფელსა საეროდ მოძღურებად, ანუ კურთხევად ხუცისა, გინა დიაკონისა უნებლად ებისკოპოსისა მის ადგილისა.
    213.     უკუეთუ კულა საქმესა ამას წარმდებებით იქმოდის, თავსა თჳსსა ბრალეულ-ჰყოფს აღჴოცად ებისკოპოსობისაგან და წესსა ხუცობისასა მოსლვად.
    214.     კგ. რომელნიცა მღდელნი ანუ დიაკონნი ბრალთა შინა განსაკუეთელთა იპოვნენ და აღიჴოცნენ მღდელობისაგან,
    215.     უკუეთუ გულსმოდგინედ განეყენნენ ბრალთა მათ, რომელთათჳს მადლისა მისგან მღდელობისაგან აღიჴოცნეს და სინანული მოიგონ, ზიარებისაგან არა განეყენნენ, არამედ წიგნის მკითხველთა წესსა იყვნენ.
    216.     უკუეთუ კულა შემდგომად მღდელობისაგან აღჴოცისა კუალადცა მათვე ცოდვათა ერეოდინ, უზიარებლობაჲცა დაესაჯოს და სრულიად ერისკაცთა თანა შეირაცხნენ და ყოვლადვე მოწესეობისაგან განეყენნენ.
    217.     კდ. უკუეთუ ვინ მღდელთმოძღუარმან ქრთამითა და საფასისა მიღებითა აკურთხოს ებისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, ანუ რომელიცა მოწესეთაგანი და სასყიდლის სავაჭრო-ყვის უსყიდელი იგი მადლი და არა სათნოებისათჳს მისცეს მღდელობაჲ,
    218.     არამედ ქრთამისათჳს და საფასისა, ესე-ვითარი იგი მღდელთმოძღუარი, გინათუ კათალიკოზი, გინათუ ებისკოპოსი აღიჴოცენ მღდელთმოძღუარებისაგან.
    219.     და მის მიერ ქრთამითა და საფასითა კურთხეული იგიცა აღიჴოცენ მღდელობისაგან.
    220.     და რომელნიცა შუამდგომელ და მომატყუებელ ესევითარისა მის უწესობისა იყვნენ – იგინიცა, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცებიან, უკუეთუ მონაზონი ანუ ერისკაცნი იყვნენ, ეკლესიით განისხმიან,
    221.     რამეთუ ამის ჯერისათჳს ყოველთა წმიდათა კრებათა დიდი განკრძალულებაჲ დადვეს და მძიმჱ კანონი ესევითარისა საქმისა მოქმედთა ზედა.
    222.     და წმიდათა მოციქულთა რჩულისკანონსა ესრეთ წერილ არს: „უკუეთუ ვინმე ებისკოპოსობისა პატივი საფასითა მიიღოს, ანუ ხუცობისაჲ, ანუ დიაკონობისაჲ,
    223.     აღიჴოცენ მღდელობისაგან საფასით კურთხეული იგი და მაკურთხეველიცა მისი და განიკუეთენ სრულიად ზიარებისაგან, ვითარცა სჳმონ მოგჳ განიკუეთა ჩემ მიერ პეტრეს მოციქულისა“.
    224.     ჰხედავთა რაბამი არის ესე ცოდვაჲ, რამეთუ სხუათა ცოდვათათჳს არასადა წერილ არს აღჴოცაჲ მღდელობისაგან და განყენებაჲ ზიარებისაგან ხოლო ამის ბრალისათჳს ორივე განაწესეს წმიდათა მოციქულთა – აჴოცა მღდელობისაგან და უზიარებლობაჲ?
    225.     წარიკითხეთ ებისტოლეცა, რომელი მიუწერა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი კესარიელმან თჳსთა ებისკოპოსთა, რომელსა შინა დიდად დაამძიმებს ამას საქმესა და იტყჳს,
    226.     ვითარმედ: „საქმე ესე, რომლისათჳს მოგიწერ, რომელ ყოვლადვე ითქუაცა და საეჭჳ იქმნა, დიდითა მწუხარებითა აღავსო სული ჩემი და დაუჯერებელად შევჰრაცხე.
    227.     აწ უკუე ამის პირისათჳს დაწერილი ესე წიგნი, რომელსა შეუცნობიეს თავსა თჳსსა ესევითარი საქმჱ, შეიწყნარენ საკურნებელად, ხოლო რომელსა არა შეუცნობიეს, შეიწყნარენ განსაკრძალველად.
    228.     ხოლო უკუეთუ ვინ უწესოჲ იყოს, მიიღენ ესე დამოწმებაჲ, არამედ ვევედრები ღმერთსა, რაჲთა არავინ თქუენგან იპოოს ესრეთ უწესო.
    229.     ხოლო რაჲ არს საქმე იგი, რომლისათჳს ამას ვიტყჳ?
    230.     იტყჳან ვიეთნიმე, თუ თქუენგანნი ვინმე ებისკოპოსნი აკურთხევდენ რაჲ მღდელთა, მიიღებენ მათგან საფასესა და არა ქრთამ ანუ საფასედ სახელ-სდებენ, არამედ რეცა პატიოსანსა რასმე სახელსა უწესენ ევლოგიად.
    231.     და ესე უძჳრესი არს, რამეთუ უკუეთუ ვინმე ბოროტსა სახითა კეთილისაჲთა იქმოდის, ორკეცისა ტანჯვისა ღირს არს, რამეთუ იქმს ბოროტსა და სახესა მას, გინა სახელსა კეთილისასა იჴმარებს შემწედ თჳსისა ცოდვისა.
    232.     ესევითარი უკუე საქმჱ უკუეთუ ვის უქმნიეს, ნუღარამცა ქმნილ არს, არამედ აკრებულმცა არს სრულიად.
    233.     უკუეთუ არა აკრბეს, სამართალ არს თქმად მისა მიმართ, რომელი საფასესა მას მიიღებდეს, რაჲ-იგი ჰრქუა პეტრე მოციქულმან სჳმონს, რომელსა-იგი ენება საფასითა მოსყიდაჲ მადლისა მის სულისა წმიდისაჲ,
    234.     ვითარმედ: „ვეცხლი შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად“.
    235.     რამეთუ უსუბუქეს იყო უსწავლელისაჲ მის უმეცრებით თხოვაჲ საფასით მადლისაჲ მის, ვიდრეღა აწ რომელნი მეცნიერებით ჰყიდდენ ნიჭსა ღმრთისასა,
    236.     რამეთუ ნიჭი იგი, რომელი შენ, ჵ კაცო უგუნურო, უსასყიდლოდ მიიღე, უკუეთუ სასყიდლად მიჰყიდდე, გამოეჴუები მადლისა მისგან, ვითარმცა ეშმაკისადამცა მისყიდულ იყავ, რამეთუ ვეცხლის საფარდულ-ჰყოფ ეკლესიასა, სადა-იგი რწმუნებულ არს ჩუენდა ჴორცი და სისხლი ქრისტესი.
    237.     ესევითარი უკუე საქმე ბოროტ არს და უჯერო.
    238.     ხოლო არს ესევითარისა საქმისა მოქმედთაგან ესეცა ჴელოვნებაჲ მოპოვნებული.
    239.     ჰგონებენ თუ არა არს ცოდვაჲ, უკუეთუ ჟამსა მას კურთხევისასა არა მიიღონ საფასე იგი, არამედ შემდგომად კურთხევისა მიეცეს;
    240.     არამედ ესე ერთი არს, გინათუ პირველ მიიღოს, გინათუ – შემდგომად, ქრთამ ეწოდების, რომელი მის პირისა და მის საქმისათჳს მიეცეს.
    241.     გევედრები უკუე ესევითარი შემოსავალი და უფროჲსღა გზაჲ გეჰენიად მიმყვანებელი განიშორეთ თქუენგან და განიოტეთ და ნუ შეაგინებთ ჴელთა თქუენთა უჯეროჲთა მით შესაძინელითა
    242.     და უღირს-ჰყოფთ თავთა თქუენთა წმიდათა საიდუმლოთა აღსრულებისა და შემინდვეთ, რომელ დაუჯერებელისა ამის საქმისათჳს ვითარცა დარწმუნებულისა განჩინებასა ვჰყოფ.
    243.     უკუეთუ ვინ შემდგომად ამის ებისტოლისა იკადროს საფასითა და ქრთამითა კურთხევად მღდელისა, წარიკითხენ კანონი წმიდათა მოციქულთაჲ და ჩუენთა ამათ ეკლესიათა საკურთხეველთაგან იჯმენინ
    244.     და განეშორენ და მოიძიენ სხუაჲ ადგილი, სადა ჴელ-ეწიფებოდის ნიჭსა ღმრთისასა სყიდად და განსყიდად, რამეთუ ჩუენდა ეკლესიათა ღმრთისათა ესე ჩუეულებაჲ არა გუაქუს.
    245.     ერთი ხოლო სიტყუაჲ მიგითხრა და ჴმა-ვყო.
    246.     ესე საქმენი ვეცხლისმოყუარებისაგან იქმნებიან, ხოლო ვეცხლისმოყუარებაჲ ძირი არს ყოველთა ბოროტთა და ეწოდების მას კერპთმსახურება.
    247.     აწ უკუე მცირედისა ვეცხლისათჳს ნუვინ აღირჩევს კერპთმსახურებასა უფროჲს ქრისტეს მსახურებისა, ნუცამცა კუალად ჰბაძავს იუდას და საფასისა მიღებითა მით განსცემს მეორედ უფალსა, რომელი-იგი ერთგზის ჩუენთჳს ჯუარს ეცუა,
    248.     რაჲთა არა აკალდამა იწოდნენ ადგილნი იგი და ჴელნი ესევითართა მათ ნაყოფთა შემწყნარებელნი“.
    249.     ესე არს ებისტოლე და კანონი დიდისა ბასილისი.
    250.     აწ უკუე ბრძანებისაებრ მოციქულთაჲსა და განჩინებისაებრ წმიდათა კრებათაჲსა და სიტყჳსაებრ წმიდისა და ნეტარისა ბასილისა ჩუენცა განვაკრძალებთ ყოველთა მღდელმოძღუართა ბოროტისა ამის ბრალისაგან.
    251.     ხოლო რომელმან უგულებელ-ყოს წესი ესე და კანონი და ქრთამითა და საფასითა აკურთხოს ებისკოპოსი ანუ მღდელი, ზემოწერილსა მას კანონსა თანამდებ არს მაკურთხეველიცა და რომელი ქრთამითა იკურთხოს, ორნივე უღირს არიან და აღჴოცილ მღდელობისაგან.
    252.     კე. ნუმცა ვის ჴელ-ეწიფების ებისკოპოსსა, ანუ ხუცესსა, ანუ დიაკონსა, რაჲთამცა აზიარა ვის უხრწნელი ჴორცი და სისხლი ქრისტესი და ზიარებისა მისთჳს მოიღომცა მისგან ვეცხლი, ანუ სხუაჲ რაჲმე ნიჭი,
    253.     რამეთუ არა ისყიდების მადლი ქრისტესი, არცა საფასისა მიღებითა სიწმიდესა მას სულიერსა მივცემთ, არამედ რომელნი ღირს იყვნენ ზიარებასა, მას უსასყიდლოდ ვაზიარებთ.
    254.     უკუეთუ კულა იპოოს ვინ მოწესეთაგანი, რომელ წმიდისა ზიარებისათჳს ფასსა რასავე მიიღებდეს, აღიჴოცენ ვითარცა მობაძავი სიმონისი, რომელი ვეცხლითა ჴელ-ჰყოფდა სყიდად მადლსა მას სულისა წმიდისასა და ემხილა მოციქულისა პეტრეს მიერ.
    255.     კვ. არავის ჴელ-ეწიფების მღდელობისა ანუ მონოზონებისა წესსა შინა მყოფსა ცხენთა სარბიელსა მისლვად, რომელსა ეწოდების იპოდრომი, ანუ მგოსანთა და მსახიობელთა სიმღერისა სმენად,
    256.     არამედ ქორწილსაცა თუ მოწესეთაგანი ვინმე იწოდოს და მივიდეს პურის ჭამად, ვინაჲთგან მგოსანნი და მსახიობელნი და მომღერალნი შემოიყვანნენ, უჴმს მოწესესა მას აღდგომაჲ და სახედ თჳსად წარსლვაჲ, რამეთუ ესრეთ განწესებულ არს წმიდათა მამათაგან.
    257.     კზ. ესეცა წესი არს პირველთა კრებათა მიერ დაწესებული უკუეთუ ეკლესიასა რომელსაცა აქუნდენ აგარაკნი ანუ სოფელნი, არავის ჴელ-ეწიფების წარღებად ეკლესიისა მისგან, უფროჲსად უკუეთუ ოცდაათ წლამდე უფლებულ იყოს მის აგარაკისა და ეკლესიაჲ იგი მიუმძლავრებელად.
    258.     უკუეთუ კულა შინაგან, ოცდაათისა წლისა იქმნას რაჲ მის შორის იჭჳ და ცილობაჲ, ჴელ-ეწიფების მოჭრტინავთა მათ, რომელნი იჩემებდენ აგარაკსა მას, ჭრტინვად წინაშე კრებისა ებისკოპოსთაჲსა მის სამრემლოჲსა,
    259.     რაჲთა გამოიძიონ ჭეშმარიტი და დაამტკიცონ იგი, გინათუ ეკლესიასა მას შესწევდეს ჭეშმარიტებაჲ, გინათუ მოჭრტინავსა.
    260.     კჱ. არავის ჴელ-ეწიფების მღდელობისა წესსა შინა მყოფსა სამოსლისა ეგევითარისა შემოსად,
    261.     რომელი არა წეს იყოს მღდელთა და შემოსად, არცა ქალაქთა და სოფელთა შინა რაჲ იქცეოდის, არცა გზასა თუ ვიდოდის, არამედ ესევითარსა იჴმარებდინ სამოსელსა, ვითარი წეს არს მოწესეთა შემოსად.
    262.     ხოლო რომელმან ესევითარი რაჲ უწესო სამკაული შეიმოსოს, შჳდეულსა ერთსა განეყენოს ზიარებისაგან და ნუღარამცა შეიმოსს უწესოსა მას სამოსელსა საერისკაცოდ დაწესებულსა.
    263.     კთ. გუესმა, თუ რომელთამე ეკლესიათა ჩვეულებაჲ ქმნილ არს და ჟამსა ახალყურძნობისასა მოიღიან რაჲ ეკლესიას ყურძენი, მიიღიან მღდელთა და შეურიან იგი წმიდასა მას ბარძიმსა ჴორცსა თანა და სისხლსა ქრისტესსა და აზიარიან ერსა ორივე ზოგად.
    264.     ამისთჳს განვაწესებთ, რაჲთა ესემცა ნუღარა სადა იქმნების, არამედ მოსატევებელად ცოდვათა და ცხორებად საუკუნოდ ჴორცი ხოლო და სისხლი უფლისაჲ მიეცემოდენ ერსა.
    265.     რამეთუ წმიდასა ზედა საკურთხეველსა არარაჲ ვის სხუაჲ ჴელ-ეწიფების შეწირვად გარნა პური იგი შესაწირავისაჲ და ღჳნოჲ წყლითა განზავებული,
    266.     რამეთუ წმიდათა მოციქულთა კანონი ესრე ბრძანებს: „ებისკოპოსმან ანუ ხუცესმან, უკუეთუ უმეტეს უფლისა ბრძანებულისა სხუაჲ რაჲმე შეწიროს მსხუერპლად საკურთხეველსა:
    267.     გინათუ თაფლი, ანუ თუ სძჱ, ანუ ნაცვალად ღჳნისა თაფლუჭი ქმნილი, ანუ მფრინველი რაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ცხოელი, გინათუ თესლთაგანი რაჲმე, აიჴოცენ მღდელობისაგან,
    268.     რამეთუ საკურთხეველსა წმიდასა მას ტრაპეზსა არარაჲ სხუაჲ დაეგების, გარნა პური იგი შესაწირვისაჲ და ღჳნოჲ წყლითა განზავებული და ზეთიმცა მიეცემის აღსანთებელად და საკუმეველი კუმევად ჟამსა მას წმიდისა მის საიდუმლოჲსასა“.
    269.     ხოლო ყურძენი ახალი და თესლი ეკლესიას მიიღონ და აკურთხონ იგი მღდელთა გარეგან საკურთხეველისა და მისცენ ერსა სამადლობელად ღმრთისა, მომცემელისა მის კეთილთაჲსა.
    270.     ხოლო წმიდასა საკურთხეველსა ნუმცა-რაჲ ესევითარი შეიწირვის, გარნა ჴორცი და სისხლი ქრისტესი.
    271.     სხუაჲ ხილი ყოველი, ვის სწადოდის ქველის საქმე, სახლად ებისკოპოსისა ანუ მღდელთაჲსა წარსცეს და მიიღოს კურთხევაჲ.
    272.     ლ. ყოველივე გუნებავს აღსაშენებლად ეკლესიათა და მორწმუნისა ერისა აღსრულებად.
    273.     ვინაჲთგან უკუე გუესმა, თუ ვიეთნიმე მღდელნი, უმეტეს განწესებულისა, მოსწრაფე არიან საქმედ და შეითქუმიან თჳსთა მეუღლეთა თანა და შეთქმულებით ერთად შეყოფისაგან და საწოლისა განეყენებიან.
    274.     ამათ უკუე ესევითარისა შეთქმულებისა მოქმედთა ვამცნებთ და განუწესებთ, რაჲთა არღარა მკჳდრ იყვნენ მეუღლეთა მათ თჳსთა თანა ყოვლადვე, რაჲთა შეთქმულებაჲ იგი მათი სრულ იყოს.
    275.     ხოლო ესე წესი არა სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ სულმოკლებისათჳს გონებისა და უძლურებისათჳს ბუნებისა მათისა განვაწესეთ.
    276.     უკუეთუ ესე შეთქმულობაჲ ჯერ უჩნს, ერთსახედ ნუღარა მკჳდრ არნ, არამედ თითოეული თჳსისაგან იყოფოდენ.
    277.     ლა. რომელნი სახლთა შინა აღშენებულთა ეგუტერთა ჟამისმწირველნი ხუცესნი იყვნენ, ნებითა და განგებითა ებისკოპოსისა მის ადგილისაჲთა იქმოდინ ამას, ხოლო თჳნიერ მისისა განგებისა არა ჴელ-ეწიფების ქმნად.
    278.     ლბ. ესე საქმე გუეუწყა ჩუენ, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა ღჳნოსა წყლითა განუზავებელსა შესწირვენ უსისხლოსა მას შესაწირავსა ჟამისწირვისასა და სხუაჲ არს უკუე კუალად ძუელი წვალებაჲ,
    279.     რომელნი წყლითა ოდენ აღასრულებენ ჟამისწირვასა, რომელნი-იგი პირველთავე კრებათა აღჴოცნეს ეკლესიისაგან.
    280.     და აწ ჩუენცა განვაწესებთ და განვაჩინებთ, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის მარტოდ ღჳნითა, თვინიერ განზავებისა წყლითა, აღსრულებად ჟამისწირვისა.
    281.     არცა თჳნიერ ღჳნისა წყლითა ოდენ, რამეთუ ყოველთა წმიდათა ესრეთ განაწესეს აღსრულებაჲ ჟამისწირვისაჲ: პურითა მით შესაწირვისაჲთა და ღჳნითა, რომელი წყლითა განზავებულ იყოს,
    282.     სახედ პატიოსნისა მის გუერდისაგან მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ღმრთისა გარდამოცემულისა მის სისხლისა და წყლისა, და რომელი-იგი განმაცხოველებლად ყოვლისა სოფლისა გარდამოჴდა და საჴსრად ცოდვათა.
    283.     და ესე წესი არს ყოველთავე ეკლესიათა, რომელთა შინა მნათობნი იგი სულიერნი გამოჩნდეს.
    284.     რამეთუ იაკობ ჴორციელად ძმად ქრისტესა წოდებულმან, რომელი-იგი პირველი ებისკოპოსი იყო იერუსალჱმს, ესრეთ განაწესა აღსრულებაჲ ჟამისწირვისაჲ: ღჳნითა განზავებულითა წყლისაგან.
    285.     და ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსმან, რომლისა დიდებაჲ და ქებაჲ ყოველსა სოფელსა განეფინა, აღწერა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და ესრეთ განაწესა წყლითა განზავებად ზედაშისა მის ღჳნისა და ესრეთ შეწირვად
    286.     და წმიდამან იოვანე, სამეუფოჲსა ამის ქალაქისა მღდელთმოძღუარმან, წმიდასა მას ეკლესიასა თჳსსა ესრეთვე დააწესა, რაჲთა განზაონ ღჳნოჲ წყლითა და ეგრეთ შეწირონ წმიდასა საკურთხეველსა.
    287.     და ყოველთა კრებათა ესე წესი დაამტკიცეს.
    288.     ამისთჳს ჩუენცა ამას წესსა შეურყეველად დავიმარხავთ და განჩინებით ვიტყჳთ: უკუეთუ ვინმე ებისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა განზაოს ღჳნოჲ წყლითა და ეგრეთ შეწიროს უხრწნელი იგი შესაწირავი, ა-მცა-ჴოცილ არს,
    289.     რამეთუ გარდამავალი არის წესისა მის წმიდათა მოციქულთა და მამათასა და არა სრულებით ჰყოფს ქადაგებასა მას საიდუმლოჲსა მის საღმრთოჲსა.
    290.     ლგ. ესეცა გუეუწყა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა და სხუათა რომელთამე სოფელთა გალობასა მას „წმიდაო ღმერთოჲსასა“ ამას დაურთვენ: „წმიდაო უკუდაო, რომელი ჯუარს ეცუ ჩუენთჳს, შეგჳწყალენ ჩუენ“.
    291.     რომელი-ესე ენასა მათსა „ხაჩეცარ“ ითქუმის, რომელ-ესე წმიდათა მათ მამათა მიერ ქალკიდონს შეკრებულთა მომპოვნებელისა მის და გამომეტყუელისა თანა განიდევნა საღმრთოჲსა მის გალობისაგან,
    292.     რამეთუ უცხო იყო წესისაგან ღმრთისმსახურებისა და შეიჩუენა ესევითარისა მის სიტყჳსა მეტყუელი პეტროზ მკაწრველი, მწვალებელი, რამეთუ მეოთხე პირი შემოიღო და თჳსაგან განყო ძე ღმრთისაჲ, რომელი-იგი არს გუამოვანი ძალი მამისაჲ, და თჳსაგან ჯუარცუმული იგი.
    293.     თქუა, ვითარმცა სხუაჲ იყო ძლიერი იგი და სხუაჲ იყო ჯუარცუმული.
    294.     ანუ თუ ვნებულად შეჰრაცხა ბოროტმან მან წმიდაჲ სამებაჲ და ჯუარცუმად თქუა ძისა თანა მამაჲ და სული წმიდაჲ.
    295.     შეჩუენებულ იყავნ ესევითარი იგი გმობაჲ და მეტყუელი იგი მისი.
    296.     რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ „წმიდაო ღმერთოჲ“ არა ძისა მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ წმიდისა სამებისა მიმართ, ვითარცა წამებს ღმერთშემოსილი და წმიდაჲ ათანასე და ნეტარი ბასილი და ღმრთისმეტყუელი გრიგოლ და ყოველნივე წმიდანი მამანი წამებენ,
    297.     ვითარმედ სამწმიდა არსობითა სამგუამოვნებასა ღმრთეებისასა გუაუწყებენ წმიდანი იგი სერაბინნი და ერთითა მით უფლებითა ერთსა მას წმიდისა სამებისა არსებასა და მეუფებასა გამოსახვენ.
    298.     ეგრეთვე სახედ არს გალობაჲ ესე „წმიდაო ღმერთოჲსა“ წმიდისა მის და სამგუამოვნისა სამებისა მიმართ.
    299.     იტყჳს უკუე გრიგოლ ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: „ესრეთ არს წმიდაჲ იგი წმიდათაჲ, რომელსა სერაბინნი დაეფარვიან და შიშით ადიდებენ სამწმიდა არსობითა, რომელი-იგი ერთად შეკრბების უფლებად და ღმრთეებად“.
    300.     და პირველითგანვე წმიდათა მოციქულთა მიერ და წმიდათა მამათა ესე გალობაჲ წმიდისა სამებისაჲ ესრეთ განწესებულ არს.
    301.     და წმიდათა მათ ექუსას ოცდათთა მამათა, რომელნი შეკრბეს ქალკიდონს, სულისა მიერ წმიდისა განათლებულთა, ესრეთ ჴმა-ყვეს, ვითარცა ერთითა პირითა სამგზის „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ“.
    302.     აწ უკუე ჩუენცა ამას სარწმუნოებასა ზედა მტკიცე ვართ.
    303.     და უკუეთუ ვინ იკადროს ესევითარისა მის სიტყჳსა „წმიდაო ღმერთოჲსა“ გალობასა შერთვად ეკლესიასა შინა – ანუ სადაცა – შეჩუენებულმცა არს.
    304.     და უკუეთუ მღდელობისა წესსა შინა იყოს გარდამავალი იგი მართლმადიდებლობისა წესსა, აღიჴოცენ მღდელობისაგან.
    305.     უკუეთუ მონაზონი იყოს ანუ ერისკაცი, განიდევნენ ეკლესიისაგან და ზიარებისა და შეირაცხენ მწვალებელთა თანა.
    306.     ლდ. და ესეცა გუესმა, თუ იქნების სომხეთის ქუეყანასა, რომელ მღდელობად მათ ოდენ განაწესებენ, რომელნი ნათესავთაგან მღდელთაჲსა იყვნენ.
    307.     და ესე წესი ებრაული არს.
    308.     ხოლო ჩუენ განვაწესებთ, ვითარმედ არა ჯერ-არს ნათესაობისათჳს მოყვანებად მღდელობად, არამედ ღირსებისა მის კაცისა მისთჳს, ვითარცა არს წესი წმიდათა კანონონთაჲ,
    309.     რამეთუ რომელი მოვიდოდის მღდელობისა პატივსა, უკუეთუ ღირსი იყოს და მართალი, გინათუ ნათესავისაგან იყოს მღდელთაჲსა, გინათუ არა, სამართლად იკურთხოს.
    310.     უკუეთუ კულა არა ღირსი იყოს, ნათესაობაჲ მღდელთაჲ მღდელობად ვერ მოიყვანებს.
    311.     ხოლო ვიეთნიმე ერისკაცნი აღჴდებიან საფსალმუნედ რომელთამე სოფელთა და იტყჳან წარდგომასა და წარიკითხვენ საკითხავთა, გარნა არავის ჴელ-ეწიფების,
    312.     უკუეთუ ლოცვაჲ წიგნისმკითხველობისაჲ არა მოეღოს და არა აღკუეცილ იყოს მწყემსისაგან თჳსისა საფსალმუნედ აღსლვად ანუ საკითხავისა ჟამსა ჟამისწირვისასა წარკითხვად.
    313.     ლე. არავის ჴელ-ეწიფების კათალიკოზთაგანსა, აღესრულოს რაჲ ებისკოპოსი სამრემლოჲსა მისისაჲ, მიტაცებად ნაქონებისა მისისა, ანუ საებისკოპოსოჲსა მისისაჲ და თჳსსა საუნჯესა დადებაჲ მიხუეჭით,
    314.     არამედ მიეცინ ყოველივე სამარხველად ხუცესთა მისივე საებისკოპოსოჲსათა ვიდრემდის სხუაჲ ებისკოპოსი დადგეს და მიიღოს საჴმარი იგი და აჴმაროს თჳსსა ეკლესიასა.
    315.     უკუეთუ კულა არა იპოვნენ ხუცესნი მას საებისკოპოსოსა, კათალიკოზმან წარუგებლად დაჰმარხოს ყოველივე და ოდეს ებისკოპოსი იკურთხოს, მიუთუალოს მას დაუკლებელად.
    316.     ლვ. არა ჴელ-ეწიფების ებისკოპოსსა, რაჲთამცა მიანიჭა პატივი იგი ებისკოპოსობისა ძმასა თჳსსა, ანუ ძესა, ანუ ძმისწულსა, ანუ სხუასა ვის თჳსებით მახლობელსა
    317.     და აკურთხამცა იგი ებისკოპოსად, რომელი მას ენებოს, რამეთუ ებისკოპოსობაჲ მკჳდრობით მიცემად ვისამე არა ჯერ-არს.
    318.     არცა ეგების, რაჲთამცა ეკლესიაჲ ღმრთისაჲ სამკჳდრებელად ნათესავითი-ნათესავად იქმნებოდა, რამეთუ ეკლესიაჲ ღმრთისაჲ არს და კაცობრივითა თჳსებითა და თუალთ-ღებითა მიცემად არა ჴელ-ეწიფების.
    319.     უკუეთუ კულა ესე ვინ ქმნას და თჳსობისათჳს აკურთხოს ებისკოპოსად თჳსი, მისი კურთხევაჲ იგი მისი შეუწყნარებელ არს და მაკურთხეველი იგი კანონსა შევარდების უზიარებლობისასა.
    320.     არამედ გინათუ აღესრულოს ებისკოპოსი, გინათუ სიცოცხლესა იჯმნას მღდელთმოძღურებისაგან კათალიკოზმან და სხუათა მღდელთმოძღუართა და მღდელთა გამოირჩიონ ღირსი, გინათუ თჳსი იყოს პირველყოფილისაჲ მის, გინათუ უცხოჲ და იგი აკურთხონ.
    321.     ხოლო ებისკოპოსსა გინა კათალიკოზსა თჳსითა ჴელმწიფებითა დადგენად ნათესავისა ანუ მეგობრისა თჳსისა არა შეენდობვის.
    322.     ლზ. დავამტკიცებთ კანონსა მას განწესებულსა წმიდათა მათ რნ მამათა, რომელნი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს და ქლ მამათა, რომელნი შეკრბეს ქალკიდონს, რომელი-იგი იტყჳს, რაჲთა: „საყდარსა კოსტანტინეპოლისასა სწორი პატივი აქუნდეს საყდარსა თანა ჰრომისასა.
    323.     და ყოველთავე საეკლესიოთა წესთა შინა პატრიარქი კოსტანტინეპოლისაჲ მეორე იყოს პაპისა მის ჰრომაელისა, ეგრეთვე სხუანი იგი პატრიარქნი თჳსსა წესსა ზედა: იერუსალჱმელი და ალექსანდრიელი და ანტიოქელი“.
    324.     ლჱ. მრავალგზის იქმნნეს მძლავრებანი წარმართთანი და მრავალნი ქალაქნი დაიპყრნეს და ამის ჯერისათჳს ვერ ჴელ-ეწიფა ებისკოპოსთა ესევითართა მათ ქალაქთასა მისლვად ეკლესიათა თჳსთა, არამედ იკურთხნეს რაჲ, ვერ უძლეს ყოვლადვე საყდართა თჳსთა დაჯდომად.
    325.     პირველითგანცა უკუე განწესებულ არს და ჩუენცა განვაწესებთ, რაჲთა ქალაქთა მათთჳს კურთხეულთა ებისკოპოსთა, დაღაცათუ საყდართა მათ თჳსთა დაჯდომად არა ჴელ-ეწიფა მძლავრებისაგან წარმართთაჲსა, არამედ პატივი იგი მღდელთმოძღურობისა აქუნდინ შეუცვალებელად
    326.     და ყოველსავე წესსა მღდელთმოძღურობისასა აღასრულებდენ დაუყენებელად და სადა ჯერ იყოს, მღდელთაცა აკურხევდენ.
    327.     და ყოველსა ზედა წესი და პატივი თჳსი აქუნდინ მტკიცედ და შეურყეველად, რამეთუ მძლავრებისათჳს წარმართთაჲსა პატივი და წესი მღდელთმოძღურებისაჲ არა შეიცვალების, არცა დაკნინდების.


3

     1.     მონაზონებისათჳს
    2.     ლთ. დატეობაჲ შფოთთა და ამბოხებათა სოფლისათა და ჯმნაჲ შუებათაგან ამის წარმავალისა საწუთროჲსათა და წესითა მით მონაზონებისაჲთა მონებაჲ ქრისტესი და წარმავალთა წილ მოგებაჲ წარუვალთა მათ კეთილთაჲ დიდად საქებელ არს და მომატყუებელ ცხორებისა საუკუნოჲსა.
    3.     გარნა ჯერ-არს კრძალულებით აღსრულებად კეთილისა მის საქმისა, რაჲთა არა უჟამოდ და უწესოდ შევიწყნარებდეთ, რომელნი-იგი მოვიდოდინ მონაზონებისა წესსა, არამედ ვითარცა პირველთაცა მამათა განუწესებიეს, ამიერითგანცა ეგრეთ ვიქმოდით,
    4.     რაჲთა აღსაარებასა მას და გამორჩევასა მონაზონებისასა მაშინ შევიწყნარებდეთ, ოდეს ცნობიერსა ჰასაკსა იყოს მონაზონებად მომავალი იგი: იყავნ უკუე ჰასაკი იგი ნუ უდარეს ათისა წლისა, ხოლო წინამძღურისა მის განგებასა ზედა იყავნ,
    5.     უკუეთუ უმეტესიცა ჟამი ინებოს მიცემად და ესრეთ აღკუეცად, გარნა უმცირესმცა ათისა წლისა ნუ აღიკუეცების, რამეთუ დიდმან ბასილი კანონთა შინა მისთა ქალწულთათჳს,
    6.     რომელნი აღუთქუმიდნენ ღმერთსა ქალწულებასა და კრებულსა ქალწულთასა შეირაცხვოდინ ნეფსით თჳსით, ესრეთ განაწესა, რაჲთა მეათჩჳდმეტესა წელსა ჰასაკისასა შეირაცხოს კრებულსა თანა ქალწულთასა.
    7.     არამედ ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა უვაღრესისა წესისა მიმართ წარემატების ეკლესიაჲ ღმრთისაჲ და ერი მორწმუნე მოსწრაფე არს აღსრულებად მცნებათა ქრისტესთა, ამისთჳს ჩუენცა ნება-ვსცემთ მონაზონებად წადიერთა ათისა წლითაგან შეწყნარებად,
    8.     რაჲთა სიყრმითგანვე მიიღოს ვითარცა საბეჭდავი სახე იგი მოწესეობისაჲ, და ჩუეულებაჲ კეთილისა მოღვაწებისაჲ დაემტკიცოს მის თანა და არღარა დროება ეცეს ჩუეულებათა სოფლისათა მავნებელთა სულისათა დაყოვნებად მის თანა ამას ზედა არა ბრალეულ ვართ,
    9.     რამეთუ წმიდამან მოციქულმან პავლე ბრძანა ქურივისა შერაცხვად სამეოცისა წლისა.
    10.     ხოლო კანონნი წმიდათა მამათანი დედათდიაკონისა კურთხევად ბრძანებენ ორმეოცისა წლისასა, რამეთუ წარემატებოდა ეკლესიაჲ მადლითა ქრისტესითა უაღრესა საზომსა.
    11.     აწ უკუე, დაღაცათუ ქალწულთა მათთჳს დიდმან ბასილი მეათჩჳდმეტესა წელსა თქუა შერაცხვაჲ, ხოლო ჩუენ მონაზონებად მომავალთა მეათით წლითგან განვაწესებთ შეწყნარებად.
    12.     არა უჯერო არს სიტყუაჲ ესე, არამედ წესიერ და სამართალ.
    13.     უკუეთუ იყოს შემვედრებელი იგი და წინამძღუარი სულიერი, აღზარდოს იგი სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და ყოს ჭურ სათნოებისა, ნუმცა უდბად და გარეწარად ექცევის,
    14.     რაჲთა არა ბრალი მიეჴადოს, არამედ შიშსა შინა ღმრთისასა აღზარდენ და სწავლასა სულიერსა, რაჲთა მიიღოს სასყიდელი კეთილი უფლისა მიერ, ვითარცა მნემან სარწმუნომან.
    15.     მ. რომელნი მონაზონებისა წესსა მოვიდენ და სწადოდის მარტოდ მყოფებაჲ, ანუ უკაროთა შინა დაყუდებაჲ,
    16.     უჴმს მათ პირველად შესლვაჲ მონასტერსა და სწავლაჲ წესსა მონაზონებისასა და სამ წელ მორჩილებად წინამძღუარსა მას და მოძღუარსა და სულიერსა ყოვლითა მორჩილებითა და სიმდაბლითა.
    17.     და მერმე, უკუეთუ წადიერებაჲ დაადგრეს გულსა მისსა და წინამძღუარი იგი ეწამოს, ლოცვითა და წამებითა მისითა დაჯდეს სენაკსა სხუასა ერთსა წელიწადსა.
    18.     და მერმე ოდეს გულსავსე იქმნას წინამძღუარი იგი, ვითარმედ არა კაცთმოთნებისათჳს, ანუ ცუდისა ზუაობისა ჴელ-ჰყოფს საქმესა მას, არამედ ჭეშმარიტად შიშისათჳს და სიყუარულისა ქრისტესისა წადიერ არს დაყუდებად,
    19.     მაშინ უწესოს შეყენებად და არღარა გამოსლვად თჳნიერ დიდისა რაჲსმე საქმისა და უაღრესისა მსახურებისა, ანუ ჭირისა რაჲსმე სასიკუდინოჲსა.
    20.     და ეგრეთცა წამებითა და კურთხევითა წინამძღუარისა მის ანუ ებისკოპოსისა მის ქუეყანისა.
    21.     უკუეთუ კულა თჳნიერ ესევითარისა განგებისა და მიზეზისა ჴელ-ყოს სადაყუდებულოჲსა მისგან თჳსითა ნებითა გამოსლვად, ესევითარი იგი უნებლიეთ მუნვე შეიყენენ და მარხვითა და ლოცვითა უწესობაჲ მისი განკურნონ და ასწაონ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ,
    22.     ვითარმედ: „არავინ დადვის ხელი ერქუანსა“.
    23.     და მართლუკუნ ხედავნ და წარემართის სასუფეველსა ცათასა.
    24.     მა. ვიეთნიმე მონაზონნი სახელ-სდებენ თავთა თჳსთა მეუდაბნოედ და შემოსილნი ძაძითა და თავუპარსველნი ვლენ ქალაქთა შინა, შორის ერისკაცთა და შორის დედათა, და წესსა მას თჳსსა საკიცხელ-ჰყოფენ,
    25.     ამათ უკუე მოქმედთათჳს საქმისა ამის ესრეთ განვაწესებთ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მოპარსვაჲ თმაზრდილობისაჲ მის და სხუათა მონაზონთა სახისა შემოსაჲ, შევიდენ მონასტერთა და სხუათა ძმათა თანა შეირაცხნენ.
    26.     უკუეთუ კულა ესე არა ჯერ-უჩნს, სრულიად განეშორნენ ქალაქთაგან და წარვიდენ უდაბნოდ, რომლისაცა სახელი უწოდეს თავთა თჳსთადა.
    27.     მბ. ყოველსა კაცსა ჴელ-ეწიფების დატეობაჲ ამაოჲსა ამის საწუთროჲსაჲ და შესლვად წესსა მონაზონებისასა და დამკჳდრებად მონასტერსა შინა, ვითარისაცა ცთომისა თანამდები იყოს, რამეთუ მაცხოვარმან და ღმერთმან ჩუენმან ბრძანა: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაგდო გარე“.
    28.     რამეთუ მონაზონებისა მოქალაქობაჲ სინანულისა წესსა გამოსახავს და რომელი მოვიდეს სულიერსა ამას მოქალაქობასა, სათნო არს საქმე ესე და ვერარაჲ ცთომაჲ აყენებს.
    29.     არცა მეუღლესა ჴელ-ეწიფების, გინა ცოლსა, გინა ქმარსა დაყენებად მონაზონებისაგან თჳსსა მეუღლესა, გარნათუ მონებისა კირთებასა შინა იყოს, რამეთუ მონათა თჳნიერ ნებისა უფალთა მათთაჲსა, არა ჴელ-ეწიფების მონაზონებად.
    30.     და სხუაჲ არარაჲ მიზეზი, ანუ ბრალი, ანუ ცოდვაჲ აყენებს მონაზონებად და სინანულად.
    31.     მგ. მონაზონი უკუეთუ სიძვითა დაეცეს და მონაზონებისა ოდენ კურთხევაჲ აქუნდეს, სიძვისა კანონი აღასრულოს უზიარებლობისა და მარხვისა და მუჴლთდრეკისაჲ, ვითარცა განწესებულ არს.
    32.     უკუეთუ კულა სქემოსანსა შეემთხჳოს დაცემაჲ იგი, მრუშებისა კანონსა თანამდებ არს.
    33.     არს უკუე სიძვისა კანონი, ვითარცა პირველთა მამათა და ნეტარსა ბასილის განუწესებიეს, შჳდ წელ უზიარებლობაჲ, ხოლო მრუშებისაჲ – ათხუთმეტ წელ.
    34.     ხოლო სულიერთა მათ მოძღუართა, რომელთა აღსაარებაჲ იგი შეცოდებულისაჲ შეიწყნარონ, ვითარცა იხილონ სინანული მისი და შემუსრვილებაჲ და გლოვაჲ, ანუ თუ ულმობელობაჲ და გულფიცხელობაჲ და უნანელობაჲ, ჴელ-ეწიფების შემოკლებაჲცა კანონისაჲ და განგრძელებაჲ.
    35.     ხოლო უკუეთუ ვიეთმე აღთქუმაჲ იგი მონაზონებისაჲ უარყონ და სოფლისავე ამბოხებათა და ცოდვათა მიიქცენ,
    36.     უკუეთუ ინებონ კუალად სინანული, მასვე წესსა მონაზონებისასა მოვიდენ და იგივე სახე შეიმოსონ და ეგრეთ აღსარებითა და ცრემლითა და მოღუაწებითა შეინანნენ ცოდვანი მათნი და აღთქუმისა მის უარის-ყოფაჲ.
    37.     და ესრეთ მიემთხჳნენ წყალობასა სახიერისა მის და მრავალმოწყალისა ღმრთისაგან, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული.
    38.     მდ. დედანი, რომელთა ენკრატისობისა წესი მიიღონ და მონასტერსა შინა დაეწესნენ, ყოვლადვე ნუმცა გამოვლენ მონასტრისაგან თჳნიერ საჭიროჲსა რაჲსმე მიზეზისა.
    39.     უკუეთუ კულა ესევითარი რაჲმე თანა-წარუვალი მიზეზი იყოს, წამებითა და კურთხევითა წინამძღურისა და სულიერისა მის დედისაჲთა ქმნან განსლვაჲ იგი.
    40.     და ეგრეთცა არა მარტოდ, არამედ სხუათა თანა მოხუცებულთა და წარჩინებულთა დედათა წამებითა წინამძღურისაჲთა.
    41.     ხოლო გარეშე მონასტრისა დადგომად არა ჯერ-არს, არამედ თჳსსავე სენაკსა მიქცევად.
    42.     ეგრეთვე მონაზონნი, რომელნი მონასტერთა შინა იყვნენ, უკუეთუ საქმე რაჲმე საჭიროჲ დავარდეს, რომელი აიძულებდეს მონასტრით განსლვად, იგინიცა ლოცვითა და კურთხევითა მამასახლისისაჲთა განვიდენ.
    43.     ხოლო რომელნი გარდაჰჴდებოდინ ამას წესსა და თჳნიერ წამებისა წინამძღურისა განვიდოდინ მონასტრით, გინათუ მამანი იყვნენ, გინათუ დედანი, ჯეროვნითა კანონითა განიკანონნენ.
    44.     მე. ნუცამცა სამამოსა მონასტერსა დედაკაცი, ნუცა სადედოსა მონასტერსა მამაკაცი დადგების ღამით, რაჲთამცა სადგურ-ყო მონასტერსა მას შინა,
    45.     რამეთუ ყოვლისავე დასაბრკოლებელისა საქმისაგან კიდე უჴმს ყოფაჲ მორწმუნეთა, რაჲთა წესიერად და სათნოდ უფლისა განაგებდეს კაცად-კაცადი ცხორებასა თჳსსა.
    46.     ამას უკუე წესსა და კანონსა ნუმცა ვინ უგულებელს-ჰყოფს, რაჲთა არა ბრალისა თანამდებ-ყოს თავი თჳსი.
    47.     მვ. ვითარცა პირველთა წმიდათა კრებათაგან დაწესებულ არს, ჩუენცა დავამტკიცებთ, რაჲთა რომელნი-იგი ერთგზის მონასტრად განეწესნეს და იკურთხნეს ებისკოპოსისა ჴელითა, სამარადისოდ ეგნენ მონასტრად.
    48.     და რაჲცა მუნ შეწირულ იყოს, ანუ აგარაკები, ანუ კუმაში, იყოს მარადის დამარხულ მონასტრისა მის.
    49.     და არავის ჴელ-ეწიფებოდის კუალად საერისკაცოდ შეცვალებად მონასტრისა, ანუ მუნ შეწირულისა რაჲსამე.
    50.     და არცა ერისკაცთა სოფლიოთაგანისა ვის მინიჭებად მონასტრისა ჯერ-არს, არამედ დაღაცათუ მოაქამდე იქმნა ესე, ამიერითგანმცა ნუ ქმნილ არს, რაჲთამცა წინამძღუარ მონასტრისა ერისკაცი დადგა.
    51.     ხოლო უკუეთუ ვინ ესე საქმე ქმნას და მონასტერი კუალად საერისკაცოდ შეცვალოს, ანუ მონასტრისა წინამძღურად ერისკაცი დაადგინოს, მამათაგან დაწესებულსა მას კანონსა ქუეშე არს.
    52.     მზ. წმიდათა მოციქულთა კანონსა შინა წერილ არს და ჩუენცა ვიტყჳთ: ებისკოპოსი, გინა ხუცესი, გინა დიაკონი, გინათუ კერძოდიაკონი უკუეთუ სიმღერათა და მთრვალობათა შეექცეს, ანუ დასცხერინ და იჯმენინ საქმეთა მათგან უჯეროთა, ანუ აღიჴოცენ მღდელობისაგან.
    53.     ეგრეთვე ერისკაცი მორწმუნე ესევითართა საქმეთა შექცეული, ანუ დასცხერინ და წესიერად იქცეოდინ, უკუეთუ არა დასცხრეს უწესობათა მათგან, განეყენენ ზიარებისაგან, ვიდრემდე წესიერი ცხორებაჲ მოიგოს, რამეთუ წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს,
    54.     ვითარმედ: „განვიშორნეთ საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ და ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდით, ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა ბილწებისაჲთა“.
    55.     ყოვლითურთ უკუე უჯერო არიან და უწესო ქრისტეანეთათჳს სიმღერანი და მგოსნობანი და სახიობანი და ესევითართა მათ ჴმათა საეშმაკოთა სმენანი ბარბითებისა და ორძლებისა, ებანთა და სტჳრთა და წინწილათა და მროკვალთა და მომღერალთა ხედვანი.
    56.     ესე ყოველთა ქრისტიანეთათჳს უჯერო არიან, რამეთუ საქმენი არიან საწარმართონი.
    57.     ხოლო მღდელთათჳს და მოწესეთა და მონაზონთა სრულიად განჩინებით დაყენებულ არს ესევითართა საქმეთა სმენაჲ, ანუ ხედვაჲ.
    58.     და არცა ნადირობად ჴელ-ეწიფების მღდელთა და მოწესეთა.
    59.     უკუეთუ კულა კანონნი ესე ვინმე შეურაცხ-ყოს და ესევითართა ბოროტთა საქმეთა მისცეს თავი თჳსი, უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ მღდელობისაგან, უკუეთუ მონაზონი იყოს ანუ ერისკაცი, უზიარებელ იქმნას, ვიდრემდე საეშმაკოთა მათ საქმეთაგან იჯმნას.
    60.     მჱ. ვინაჲთგან საცნაურ არს, ვითარმედ სულიერი თჳსებაჲ უდიდეს არს ჴორციელისა თჳსებისა, გუეუწყა ჩუენ,
    61.     ვითარმედ რომელთამე სოფელთა მიიქუმენ ვინმე ყრმათა წმიდისა ნათლისღებისაგან და შემდგომად ამისა იქმნეს დედათა მათ ყრმათაჲსა დაქურივებაჲ და იქორწინებენ ამქუმელნი იგი თჳსთა მათ სჳნდიკნოზთა.
    62.     ამისთჳს განვაწესებთ და განვაკრძალებთ, რაჲთა საქმე ესე ამიერითგან არა იქმნას.
    63.     უკუეთუ კულა იპოოს ვინ უჯეროჲსა ამის საქმისა მოქმედი, თანამდებ არს პირველად, რაჲთა უეჭუელად განეყენოს ურჩულოჲსა მის ქორწინებისაგან მერმე კანონსა მას მსიძავთასა აღსრულებად თანამდებ იყოს.
    64.     არცა ასული თუ იყოს სჳნდიკონოზისაჲ მის, ანუ ასულისწული, ჴელ-ეწიფების ქორწინებაჲ სჳნდიკონოზსა მას, რამეთუ ესე საქმე უჯერო არს .
    65.     მთ. წმიდაჲ წერილი ესრეთ იტყჳს: „ყოველსა თჳსსა ჴორცთა შენთასა არა შეხჳდე გამოცხადებად სარცხჳნელისა“.
    66.     ხოლო ღმერთშემოსილმან ბასილი, რომელნიმე უწესონი ქორწინებანი კანონთა შინა თჳსთა აჴსენნა და უმრავლესსა დუმილით თანა-წარჰჴდა.
    67.     და ორკერძოვე სიტყუაჲ სარგებელისაჲ შეჰმზადა, რამეთუ სახელისდებაჲ ბილწთა საქმეთაჲ არა ჯერ-იჩინა, რაჲთა არა შეამწიკულოს აღწერილი იგი წიგნი უჯეროჲთა მით სახელებითა.
    68.     და ზოგადითა სიტყჳთა მათ ყოველთა უჯეროთა საქმეთა არაწმიდებად უწოდა.
    69.     და შემოკლებულითა სიტყჳთა ურჩულონი იგი ქორწინებანი მოასწავნა.
    70.     ხოლო არა განცხადებულად გამოჩინებითა მათ საქმეთაჲთა მრავალნი უმეცრებით ბოროტთა საქმეთა შთავარდებიან, ამისთჳს ჯერ-ვიჩინეთ ცხადად-რე ამათ საქმეთათჳს განწესებად.
    71.     ესრეთ უკუე განვაჩინებთ და ვიტყჳთ: უკუეთუ ვინ ამიერითგან მამის ძმისწულსა, ანუ დედის ძმისწულსა, ანუ დედის დისწულსა, გინა მამის დისწულსა ქორწინებისა ზიარებად შეერთოს,
    72.     ანუ მამამან და ძემან დედაჲ და ასული იქორწინონ, ანუ ორნი დანი მამამან და ძემან შეირთნენ, ანუ ორთა ძმათა დედაჲ და ასული შეირთონ, ანუ ორთა ძმათა ორნი დანი იქორწინნენ, და შჳდ წელ უზიარებლობაჲ დაიმარხონ.
    73.     ვითარცა განწესებულ არს მეძავთათჳს, კანონი აღასრულონ და ურჩულოჲ იგი ქორწინებაჲ მყის განიშორონ.
    74.     ხოლო მამის დისათჳს, ანუ დედისა დისა, ანუ ჰანისა, გინა ჰანის ჰანისა, ანუ ასულისწულისა, გინა ასულისწულისა წულისა რად საჴმარ არს ჴსენებაჲცა,
    75.     რამეთუ არცათუ ბუნებაჲ მორწმუნეთა კაცთაჲ თავს-იდებს ამას ესევითარსა, არცა ეგების ყოფად ქრისტეანეთა შორის, არამედ წარმართთაცა შორის საკრძალავ არს.
    76.     არცა ცოლის დისაჲ, ანუ ცოლის ძისწულისაჲ ვის ჴელ-ეწიფების ქორწინებად და სხუანი ესევითარნი თჳსებისა ქორწინებანიმცა ნუ იქმნებიან შორის მორწმუნეთა.
    77.     ნ. ნუმცა ვინ ერისკაცთაგანი წმიდათა საიდუმლოთა ეზიარების თავით თჳსით, უკუეთუ იყოს მუნ მღდელი ანუ დიაკონი, რამეთუ ჯერ-არს ზიარებაჲ, ანუ ებისკოპოსისა ჴელითა, ანუ ხუცისა, ანუ დიაკონისაჲთა და არა თავით თჳსით, გარნა თუ არა იპოებოდის მღდელი,
    78.     ვითარ-იგი მეუდაბნოეთა და მძოვართა არა იპოებინ მღდელი, და თავით თჳსით ეზიარნიან ნაწილსა მღდელთაგან მიცემულსა, ხოლო კაცრიელთა ადგილთა, სადა მღდელნი არიან, მათგან ეზიარებოდინ ყოველნი.
    79.     უკუეთუ კულა ესე წესი ვინ შეურაცხ-ყოს და თავჴედობით კადნიერ იქმნებოდის წარმდებებით თავით თჳსით [ჴ]ელ-ყოფად წმიდათა საიდუმლოთა და კურთხევაჲ მღდელობისაჲ არა აქუნდეს,
    80.     ესევითარი იგი შჳდეულსა ერთსა უზიარებელ იქმნას, რაჲთა ისწაოს არა უფროჲს ბრძნობად უმეტეს წესისა მის.
    81.     ნა. წმიდაჲ მოციქული იტყჳს: „რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს“.
    82.     საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რომელი უკეთურსა მას შეესაკუთროს, ერთობასა ჰყოფს მის თანა ბაძვითა მით მისითა.
    83.     აწ უკუე რომელნი ეშმაკეულობასა იჩემებენ და ღონისძიებით სახეთა სიბოროტისა მისისათა ჰბაძვენ, მსგავსნი არიან მისისა მის სიხენეშისანი.
    84.     ჯერ-არს უკუე ესევითართაჲ მათ ფიცხლად განკანონებაჲ და მარხვისა ფრიადისა და ყოვლისავე მოღუაწებისა სიფიცხესა შეყვანებად, ვითარცა წეს არს ჭეშმარიტითა ეშმაკეულთა ყოფად, რაჲთა იწუართნენ და განაყენნენ საეშმაკოჲსა მის ღონისაგან.
    85.     ნბ. ეკუტერთა, რომელნი არიან სახლთა შინა, არა ჯერ-არს ნათლის-ცემაჲ ახალ მონათლისაჲ, არამედ რომელთა ენებოს წმიდისა მის ნათლის-ღებისა ღირსყოფად, კათოლიკე ეკლესიათა მივიდენ და მუნ მიიღონ ნიჭი იგი დიდებული, რამეთუ ესე არს წესი წმიდათა მამათა მიერ დადებული.
    86.     ნგ. რომელნი მისანთა და გრძნეულთა მიმართ მივიდენ, ანუ რომელთა იგი ლეგეონ და ასისთავ ეწოდების, და მათგან ეძიებდენ ცნობად საქმეთა, რომელთა ენების უწყებად და მათა მიმართ დადვან სასოებაჲ თჳსი, ექუს წელ უზიარებელ იყვნენ.
    87.     და რომელნი ბედსა უთხრობდენ და შობისა დღეთა იზმნიდენ და ესევითართა საწარმართოთა საცთურთა შემოიღებდენ ქრისტეანეთა შორის
    88.     და რომელთა-იგი ღრუბელთა მაოტებელ ეწოდების და რომელნი შეჰლოცვენ და ქერთა მყრელნი და ბეჭისა მხედველნი და ყოველნი ესევითარნი საცთურნი საეშმაკონი არიან და ესევითართა საქმეთა მოქმედნი კანონსა შევიდენ უზიარებლობისასა, ვითარცა განაწესოს ადგილსა მის ებისკოპოსმან.
    89.     უკუეთუ კულა არა მოიწყუედდენ ეგევითართა მათ საეშმაკოთა საქმეთა, სრულიად განიდევნენ ეკლესიისაგან, ვითარცა წმიდათა მამათა კანონნი განაჩინებენ, რამეთუ: „რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ?
    90.     – ვითარცა მოციქული იტყჳს.
    91.     – ანუ რაჲ შეტყუებაჲ არს ქრისტჱსი ბელიარის თანა?
    92.     ანუ რაჲ ნაწილი უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?
    93.     ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა?
    94.     ანუ რაჲ მოყუსებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისაჲ?“
    95.     ნდ. კალანდობანი და რომელ ვრომალ ეწოდების და რომელ-იგი თჳს თავსა მარტისასა იზმნიან და სხუათაცა თჳს თავთა,
    96.     რომელ წინაშე სახლთა თჳსთა ვიეთნიმე ცეცხლსა აღაგზნებენ და გარდაახლდებიან წესისაებრ წარმართთაჲსა, ესევითარი ყოველი მოისპენ ქალაქისა ამისგან და ყოველთაგან მორწმუნეთა.
    97.     ხოლო რომელთა არა მოიწყჳდონ, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ.
    98.     უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიკანონნენ, რამეთუ წერილ არს წიგნსა მეფეთასა: „და უშენა მანასე ბომონი მჴედრობასა ცისასა, გარე-შეჰჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და მისნობდა და ყვნა ულუკნი და მცნობელნი და ბოროტი წინაშე უფლისა და განარისხნა იგი“.
    99.     ჰხედავა, ვითარ ბოროტ არიან საქმენი ესე?
    100.     და კუალად სახელის-დებანი იგი საწარმართოთა კერპთანი, რომელნი მათ ღმრთად შეერაცხნეს რომელნიმე მამათა და რომელნიმე დედათა –
    101.     სრულიად მოისპენ: დიოს, ანუ აპოლონს, ანუ არტემს, ანუ ბოჩი, და გაცი, და ბადაგეონ, და არმაზ [ანუ] რომელ-იგი წნეხასა ყურძნისასა ბილწისა მის დიონისეს სახელსა იტყჳან და სიცილსა აღაზრზენენ, ესე ყოველი საეშმაკოჲ არს და მოისპენ ქრისტეანეთაგან.
    102.     ხოლო რომელმან არა ისმინოს კანონი ესე, არამედ საცთურსა მას ზედა ეგოს, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმნას.
    103.     ეგრეთვე განქიქებულად როკვანი დედათანი ნუღარამცა იქმნებიან და რომელნი-იგი დათუთა მემღერნი ვლენ სავნებელად მრავალთა, ესე ყოველი საუცრებაჲ მოისპენ და კრძალჳლად და შიშითა ღმრთისაჲთა მოქალაქობდინ ერი ქრისტეანეთაჲ.
    104.     ნე. დღითგან დიდებულისა მის აღდგომისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ვიდრე ახალ კჳრიაკედმდე, ყოველსა მას შჳდეულსა, წმიდათა ეკლესიათა უცონელად მისლვაჲ ჯერ-არს,
    105.     რამეთუ ყოველნი იგი დღენი მის მსგეფსისანი, ვითარცა თავადი იგი დღე წმიდისა ახუსებისაჲ, ჯერ-არს, გარდაჴდად ფსალმუნებითა და ლოცვითა და გალობითა სულიერითა სიხარულითა საღმრთოჲთა დღესასწაულობად
    106.     და წმიდათა წერილთა სმენად და უხრწნელთა მათ ქრისტეს საიდუმლოთა სიწმიდით ზიარებად, ესრეთ თუ გარდავიჴდიდეთ წმიდათა მათ დღეთა, ვიყვნეთ ჭეშმარიტად ქრისტეს თანა აღდგომილ და მის თანა ამაღლებულ.
    107.     ამათ უკუე დღეთა შინა ნუმცა იქმნებიან ყოვლადვე ცხენთა სარბიელნი, რომელ არს იპოდრომი, ანუ სხუანი რაჲმე სიმღერანი და სახიობანი, რამეთუ დღენი არიან სულიერისა დღესასწაულობისანი.
    108.     ნვ. საქმესა შინა წმიდათა მოციქულთასა ესრეთ განწესებულ არს წმიდათა მოციქულთა მიერ, რაჲთა ყოველნი მორწმუნენი განეყენნენ ჭამისაგან კერპთა ნაზორევისა და სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისაგან.
    109.     ხოლო ვიეთნიმე უწესონი და ნაყროვანნი სისხლსა დაკლულთა პირუტყუთასა შეჰკრებენ და საჭმლად იქმან და მას ურიდად ჭამენ, ვამცნებთ უკუე, რაჲთა არღარა სადა იქმნას ხენეში ესე საქმე.
    110.     ხოლო უკუეთუ ვინ ამიერითგან იპოოს სისხლისა რომლისავე პირუტყჳსა მჭამელ, უკუეთუ მოწესე იყოს, აღიჴოცენ, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობაჲ მიეცინ.
    111.     ნზ. არა ვის ჴელ-ეწიფების საღმრთოჲსა წიგნისა, ანუ ძუელისა რჩულისა, ანუ ახლისა დახევად და დაჭრად და მიცემად წიგნების მმოსელთა სარჩულად შესამოსლისა,
    112.     ანუ რომელთა-იგი ატარ სახელ-ედების, ანუ სხუასა სადა სავაჭროსა, გარნათუ სრულიად აჴოცილ იყოს ანუ დასოლვებულ იყოს და არღარა საჴმარ იყოს საკითხავად.
    113.     ხოლო უკუეთუ ვინ იპოოს ესევითარისა საქმისა მოქმედად, წელიწადსა ერთსა უზიარებლობაჲ მიეცეს.
    114.     ეგრეთვე რომელმან იყიდა წიგნი იგი, უკუეთუ საკითხავად და სარგებელად თჳსად ანუ სხუათა ვიეთმე დაჰმარხა კეთილ;
    115.     უკუეთუ დაჭრა და დახია, მასცა უზიარებლობაჲ და კანონი სინანულისაჲ მიეცეს.
    116.     ნჱ. ერისკაცსა, რომელსა კურთხევა მოწესობისაჲ ანუ მონაზონებისაჲ არა აქუნდეს, არა ჴელ-ეწიფების წმიდასა საკურთხეველსა შესლვად კადნიერებით, გარეშე ღმრთის-მსახურთა მეფეთასა,
    117.     რამეთუ იგინი არა დაიყენებიან, ოდეს-იგი ენებოს ძღუნისა რაჲსმე შეწირვად ღმრთისა, თავით თჳსით შევლენ საკურთხეველად.
    118.     და ესე წესი მრავალით ჟამითგან არს.
    119.     ნთ. ჟამსა წმიდისა ჟამისწირვისასა დედათა ზრახვად არა ჴელ-ეწიფების, არამედ ბრძანებისაებრ წმიდისა პავლე მოციქულისა დუმილითმცა დგანან, ხოლო უკუეთუ რასმე იკითხვიდენ სახედ თჳსად რაჲ მივიდენ, მეუღლეთა თჳსთა ჰკითხონ.
    120.     ჲ. არა ჴელ-ეწიფების მართლმადიდებელსა კაცსა ქორწინებად მწვალებელი დედაკაცი.
    121.     ნუცამცა მწვალებელსა ქმარსა ექორწინების მართლმადიდებელი დედაკაცი. ხოლო დაღაცათუ სადა იპოოს ესევითარი ქორწინებაჲ, ნუმცა მტკიცე არს ქორწინებაჲ იგი, არამედ მყის დაიჴსენინ და განეშორენინ მართლმადიდებელი იგი მწვალებელსა მას,
    122.     რამეთუ რაჲ ნაწილი-უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა, ანუ ვითარ ვინ შერთოს ცხოვარსა თანა მგელი, ანუ ვითარ ეგების ნაწილსა თანა ქრისტესსა შესლვად სამკჳდრებელი ცოდვილთაჲ.
    123.     უკუეთუ კულა ვიეთნიმე, ვიდრეღა იყვნეს ურწმუნოებასა შინა და არღარა შერაცხილ იყვნეს სამწყსოსა მართლმადიდებელთასა, შეირთნეს რჩულიერითა ქორწინებითა და ამისსა შემდგომად ერთი მათგანი –
    124.     გინათუ ქმარი, გინათუ ცოლი – მოვიდა მეცნიერებად ჭეშმარიტებისა და სარწმუნოებისა ნათელი შეიწყნარა, ხოლო მეორე იგი საკრველთავე ურწმუნოებისათა შეკრულ არნ და ნათელი ჭეშმარიტებისაჲ არა ჰნებავნ ხილვად,
    125.     და სთნავს ურწმუნოსა მის მორწმუნისა თანა ყოფად, ანუ მორწმუნესა – ურწმუნოჲსა, ნუ განიყოფვიან, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „განწმიდნების ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან და ცოლი ურწმუნოჲ ქმრისა მის მორწმუნისაგან,“
    126.     ვითარ განწმიდნების, უკუეთუ ზედაჲს-ზედა სწავლითა მოიქცეს სარწმუნოებად, ვითარცა იგივე მოციქული იტყჳს: „რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი, ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი“.
    127.     ხოლო ესე არა ჴელ-ეწიფების, რაჲთამცა მართლმადიდებელმან მამაკაცმან მწვალებელი დედაკაცი იქორწინა, უკუეთუ არა პირველად მოიქცეს მართლმადიდებლობად, ანუ მართლმადიდებელიმცა დედაკაცი მწვალებელსა ქმარსა ექორწინა, უკუეთუ არა მოიქცეს მართლმორწმუნეობად.
    128.     ჲა. ცხოველსმყოფელისა ჯუარისაგან იქმნა ცხორებაჲ ჩუენი ქრისტეს მიერ, რომელი მას ზედა ჯუარს ეცუა საჴსრად ჩუენდა.
    129.     ამისთჳსცა ყოვლითა მოსწრაფებითა გჳღირს პატივი და დიდებაჲ სახისა მის წმიდისა ჯუარისაჲ, რომლისა მიერ ვიჴსნენით ძუელისა მისგან დაცემისა.
    130.     აწ უკუე ვამცნებთ, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ადგილსა დასათრგუნველსა ჯუარისა სახესა გამოსახვად, გინათუ ქუეყანასა ზედა, ანუ ავჟანდებსა ზედა, ანუ თუ შატროვანთა ზედა.
    131.     და ძოლოთა ჯუარის გამოსახვაჲ არა ჯერ-არს, რაჲთა არა დათრგუნვითა მათ ადგილთაჲთა ძლევისა ჩუენისა სახე შეურაცხ-იქმნას.
    132.     რომელთაცა უკუე სახე ჯუარისაჲ ადგილსა ფერჴითა დასათრგუნველსა ქმნან, დიდისა ბრალისა თანამდებ ჰყოფენ თავთა თჳსთა.
    133.     ჲბ. არა ჯერ-არს ეკლესიათა შინა კათოლიკეთა პურის ჭამაჲ და ტაბლათა დაგებაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არა არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ პურის საჭმელად.“
    134.     ნუუკუე სახლები არა გიდგს ჭამად და სუმად, ანუ ეკლესიათა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფთ?
    135.     ეკლესიასა შინა ევლოგიაჲ იგი სეფისკუერისაჲ თუ მიიღონ და სარღუნელი, გინა თესლი შესუენებულთა საჴსენებელად,
    136.     ხოლო ტაბლისა დაგებაჲ და საჭმელთა განმზადებაჲ სახლთა შინა იქმნებოდენ და არა ეკლესიათა, თჳნიერ უკუეთუ მგზავრი იპოოს ეკუტერსა სადა გზისასა და სხუაჲ სადგური არა აქუნდეს, მუნ სავანე-ყოს უღონობისათჳს.
    137.     ხოლო რომელნი სახლთა უფალნი იყვნენ, სახლთა თჳსთა იზრუნონ ტაბლისა დაგებაჲ, და ეკლესიასა აქუნდინ განწესებული იგი პატივი, რამეთუ ტაძარ ღმრთისა წოდებულ არს და სახლ სალოცველ.
    138.     ჲგ. რომელნიცა ლოცვად შეკრბებოდინ ეკლესიათა შინა, ვამცნებთ, რაჲთა არა უწესოჲთა ჴმითა აღასრულებდენ ჟამობასა.
    139.     ნუცამცა რას იტყჳან, რომელ არა საეკლესიოჲ და წესიერი იყოს, არამედ ფრიადითა კრძალულებითა და ლმობიერებითა შესწირვიდენ გალობასა მას უფლისა, რომელი-იგი გულთ-მეცნიერი არს და განმკითხველი და ლმობიერი ლოცვაჲ და გალობაჲ წესიერი სათნო უჩნს.
    140.     ჲდ. წმიდათა ეკლესიათა შინა არა ჯერ-არს ღჳნის ვაჭრობაჲ ანუ სხუათა ჭამადთა სყიდაჲ, რაჲთა პატივი ეკლესიათაჲ განჩინებულ იყოს,
    141.     რამეთუ უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან ქრისტემან ღმერთმან ჴორციელითა მით კაცთა შორის ქცევითა გუასწავლა და თქუა: „ნუ იქმთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.“
    142.     ამისთჳსცა ვაჭრობის მოქმედნი იგი მიერ განასხნა, და მეკერმაეთა კერმაჲ დაუთხია, ამისთჳს აწცა უკუეთუ ვინ ესევითარი რაჲ იკადროს, კანონი სინანულისაჲ დაედვას.
    143.     ჲე. მღდელ-დიაკონთა და ყოველთავე მოწესეთა არა ჴელ-ეწიფების დედათა თანა აბანოს შესლვად.
    144.     არცა ერისკაცთა ქრისტიანეთა ჯერ-არს ყოვლადვე ამის საქმისა ქმნად, რამეთუ დიდი საბრალებელი არს ესე.
    145.     ხოლო რომელი ამას იქმოდის, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ.
    146.     ჲვ. ყოველი, რომელი განემზადებოდის ნათლის-ღებად, მრწამსი დაისწავლოს და მღდელთა წარმოუთხრას და ეგრეთ ნათელ-იღოს.
    147.     ხოლო ჩჩჳლი თუ იყოს, მო-რაჲ-ვიდეს სიყრმისა ჰასაკსა, მშობელთა დაასწავლონ მრწამსი.
    148.     უცხოთესლი თუ იყოს, რაჟამს იწყოს ენისა სწავლად, მრწამსი დაასწავლონ და „მამაო ჩუენოჲ“.
    149.     ესე ყოველსა მორწმუნესა თანა-აც დასწავლად, რაჲთა იცოდის, თუ ვითარ არს სარწმუნოებაჲ ქრისტეანობისაჲ.
    150.     ჲზ. ბუნებათა უაღრესსა მას შობასა წმიდისა ქალწულისასა უხრწნელად აღვიარებთ და მუცლად-ღებასა მას უთესლოდ ვქადაგებთ და ყოველთა მორწმუნეთა ვაუწყებთ: რომელმან-იგი უთესლოდ მუცლად-იღო სულისაგან წმიდისა და უხრწნელად გჳშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ამისთჳს,
    151.     რომელნი უმეცრებით უჯეროსა რას იქმოდინ, გჳჴმს მათი განკრძალვაჲ, რამეთუ არიან ვიეთნი, რომელნი შემდგომად დღესასწაულისა მის ქრისტეშობისა
    152.     და დღესასწაულსა განცხადებისასა ფუშრუკსა იქმან და ურთიერთას მიუძღუანებენ რეცა პატივად უხრწნელისა მის წმიდისა ღმრთისმშობელისა.
    153.     განვაწესებთ უკუე, რაჲთა ეგევითარსა არღარას იქმოდინ ამიერითგან, რამეთუ არა არს ესე პატივი წმიდისა მის დედუფლისაჲ, რომელმან-იგი უაღრეს ცნობისა და უზესშთაეს სიტყჳსა დაუტევნელი იგი ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ შვა ჴორციელად,
    154.     რაჲთამცა წესისაებრ სხუათა მათ დედობრივთა შობათასა გამოსახამცა შობაჲ მისი, რამეთუ ვითარცა-იგი შორს იყო შობაჲ მისი ყოვლისაგან ხრწნილებისა, ეგრეთვე უცხო იყო სალმობათაგან და არა ძლებულობათა დედობრივთა.
    155.     ჲჱ. ესეცა მოიწია სასმენელთა ჩუენთა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა წმიდათა და პატიოსანთა ხატთა გამოსახვასა არა შეიწყნარებენ, არცა თაყუანის-სცემენ ჩუენთჳს განჴორციელებულისა მის უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ხატსა
    156.     და ყოვლად წმიდისა მის უმეტესად კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და სხუათა მათ წმიდათა მთავარანგელოზთა, მოციქულთა, მოწამეთა და ყოველთა წმიდათა,
    157.     რამეთუ ურჩულომან მან პეტროს მკაწრველმან, ვითარცა „ხაჩეცარი“ ასწავა, ეგრეთვე ესეცა ბოროტი წვალებაჲ სადმე მათ შორის დასთესა.
    158.     ხოლო ფრიად შეგჳძნდა სმენაჲ მებრ ამის უჯეროებისაჲ.
    159.     ამის უკუე პირისათჳს ესრეთ ვიტყჳთ და განვაწესებთ: რომელი არა თაყუანის-სცემდეს ხატსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ეგევითარი-იგი უფალსა იესუ ქრისტესსა არა თაყუანის-სცემს,
    160.     რამეთუ წმიდაჲ და ღმერთშემოსილი ბასილი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის ხატისა მიმართ მიიწევის“.
    161.     ხოლო პირმშოჲ სახჱ იგი არს, რომლისაცა სახელსა ზედა გამოსახულ იყოს ხატი იგი: გინათუ ქრისტესსა, გინათუ წმიდისა ღმრთისმშობელისა, გინათუ სხუათა წმიდათა.
    162.     აწ უკუე ვითარცა პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის, ეგრეთვე შეურაცხებაჲ ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა შეურაცხებაჲ არს.
    163.     და ჭეშმარიტად ყოველნი შეურაცხმყოფელნი ხატთანი უარისმყოფელთა თანა ქრისტესთა შერაცხილ არიან.
    164.     თქუანღა უკუე უგუნურთა მათ და ცოფთა, რაჲსათჳს თაყუანის-სცემდა ერი იგი ისრაჱლთაჲ მოსეს ზე კარავსა მას საწამებელსა, რომელი ხატად და სახედ ზეცისათა მათ ქმნილ იყო,
    165.     ვითარცა ჰრქუა ღმერთმან მოსეს, ვითარმედ: „იხილე, რაჲთა ჰქმნე ყოველივე მსგავსად ხატისა მის, რომელი გეჩუენა შენ მთასა ზედა“.
    166.     და ქერობინი იგი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას, არა კაცთა ნაქმარი იყოა და დიდი იგი ტაძარი იერუსალჱმისაჲ არა ჴელითა კაცთაჲთა ქმნილი იყოა?
    167.     და ყოველი იგი თაყუანის-იცემებოდა ერისა მისგან.
    168.     აწ უკუე რომელ აბრალებს წინაწარმეტყუელი ყოველთა, რომელთანი თაყუანის-სცემდენ ჴელით ქმნულთა, საცნაურ არს, ვითარმედ კერპთათჳს არს სიტყუაჲ იგი არა წმიდათა ხატთათჳს.
    169.     „ჵ, უგუნურნო მწვალებელნო, ჰრცხუენოდენო ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელით ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა“.
    170.     თაყუანის-მცემელნი იგი კერპთანი შეაჩუენნა და მეჴუსეულად დაურთო: „თაყუანის-სცემდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“, რამეთუ უზორვიდეს წარმართნი ეშმაკთა და დაუკლვიდეს საკლველთა.
    171.     ხოლო ისრაიტჱლნი შესწირვიდეს ღმრთისა შესაწირავთა, ნაზორავი (!) იგი წარმართთაჲ ბილწი იყო და საძაგელ, ხოლო შესაწირავი მართალთაჲ სათნო უფლისა.
    172.     რამეთუ შეწირა ნოე ღმრთისა და სთნდა უფალსა.
    173.     და იყნოსაო სული სურნელებისაჲ.
    174.     კეთილისა მის გონებისა მისისა წადიერებაჲ და ერთგულებისა მისისა სურნელებაჲ კეთილად შეიწირა.
    175.     ეგრეთვე გამოქანდაკებულნი იგი წარმართთანი, ვინაჲთგან ეშმაკთა სახენი და მსგავსებანი არიან, ამისთჳს საძაგელ არიან და საძულველ.
    176.     ხოლო ხატები უფლისაჲ და წმიდათა მისთა დიდებულ არიან და კურთხეულ და თაყუანის-საცემელ.
    177.     რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ უხილავისა მის და უჴორცოჲსა და გარეშემოუწერელისა ღმრთისა ვერვინ შემძლებელ არს მსგავსებისა ქმნად და ესე უგუნურება არს ურჩულოება,
    178.     უკუეთუ ვინ თქუას, ანუ ჴელ-ყოს ღმრთეებისა გამოსახვაჲ, ამისთჳსცა ძუელსა შჯულსა შინა არა დაწესებულ იყო ხატთა გამოსახვაჲ,
    179.     რამეთუ არა გამოჩინებულ იყო ქუეყანასა ზედა ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვინაჲთგან უკუე გარდამატებულითა მით მოწყალებითა და წყალობითა გარდამოჴდა ზეცით მეუფჱ და უფალი ყოველთაჲ და კაც იქმნა ცხორებისათჳს ჩუენისა და იხილვა ქუეყანასა ზედა,
    180.     არა ვითარ-იგი აბრაჰამს ეჩუენა სახითა კაცისაჲთა, არცა ვითარ-იგი წინაწარმეტყუელთა იხილეს, არამედ არსებით ჭეშმარიტად კაც იქმნა და ღმრთეებაჲ უცვალებელად ეგო.
    181.     სიტყუაჲ იგი განჴორციელდა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, ქუეყანასა ზედა იხილვა და კაცთა შორის იქცეოდა, აღასრულნა სასწაულნი, თავს-ისხნა ვნებანი, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცას და ესე ყოველი ჭეშმარიტებად იქმნა
    182.     და იხილვა კაცთა მიერ და აღიწერა მოსაჴსენებელად ჩუენდა და სასწავლელად, რომელნი-ესე მაშინ არა თანა ვიყვენით, რაჲთა რომელთა არა გჳხილავს, გუესმას და გურწმენეს და მივემთხჳვნეთ ნეტარებასა მას უფლისასა, რომელ ბრძანა,
    183.     ვითარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“.
    184.     ხოლო ვინაჲთგან არა ყოველთა იციან წიგნის კითხვაჲ და მეცნიერებაჲ წერილთაჲ, განაწესა უფალმან სახიერმან მან და მრავალმოწყალემან დაბალთა მათ და ღმრთივშუენიერთა საქმეთა მისთა გამოხატვით აღწერაჲ მოკლედ მაუწყებელად და მოსაჴსენებელად.
    185.     ამისთჳსცა მრავალგზის არა არნ გონებასა ჩუენსა ჴსენებაჲ ქრისტეს ვნებისაჲ, მივხედნით რაჲ ხატსა ჯუარცუმისა მისისასა ჴსენებად, მოვიდით ცხოველსმყოფელისა მის ვნებისა მისისა,
    186.     დავვარდით და თაყუანის-ვსცით არა თუ ნივთსა მას ფიცრისა, ანუ წამალთასა, არამედ უფალსა მას გამოხატულსა, ვითარცა-იგი არა თუ ნივთსა სახარებისასა თაყუანის-ვსცემთ ეტრატსა მას და ასოთა,
    187.     არცა ნივთსა ჯუარისასა შეშასა მას, არამედ ოდეს სახარებასა თაყუანის-ვსცემდეთ და შევემთხუეოდით, სიტყუათა უფლისათა შევემთხუევით და მეტყუელსა მას მათსა გამოვისახავთ და ჯუარსა რაჲ შევემთხუეოდით, სახესა მას უფლისა ჯუარცუმისასა თაყუანის-ვსცემთ და ამბოვრს-უყოფთ.
    188.     ეგრეთვე ხატსა რაჲ უფლისასა თაყუანის-ვსცემდეთ, არა ნივთსა მას ფიცრისა და წამალთასა თაყუანის-ვსცემთ, არამედ სახესა მას უფლისასა და მისა მიმართ აღვიპყრობთ გონებისა თუალთა, რამეთუ პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის,
    189.     ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს: „პატივი ქრისტჱს ხატისაჲ ქრისტესა მიიწევის და პატივი ღმრთისმშობლისა ხატისაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა მიიწევის და უფროჲსად მისგან განჴორციელებულისა მის უფლისა,
    190.     ეგრეთვე სხუათა წმიდათაჲ, რომელთა სათნოებანი და სიქველენი მოგჳყვანებენ სიმჴნედ და ბაძვად ახოვნებისა მათისა და დიდებად ღმრთისა“.
    191.     რამეთუ ვითარცა წერილ არს, ახოვანთა მათ და ერთგულთა უფლისათა პატივი მათ თანა მონათ მიერ აღსრულებული სასწაული არს ზიარისა მის უფლისა და მეუფისა მიმართ ერთგულებისაჲ.
    192.     ესე უკუე წესი წმიდათა ხატთა წერისაჲ პირველითგანვე წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ განწესებულ არს,
    193.     ვითარცა თაყუანისცემაჲ ჯუარისაჲ და ვითარცა თაყუანის-ცემაჲ აღმოსავალით კერძო და ვითარცა ნათლის-ღებაჲ და ზიარებაჲ ბრძანებითა უფლისაჲთა წმიდათა მოციქულთა მიერ განწესებულ არს, თაყუანის-ცემაჲ წმიდათა ხატთაჲ.
    194.     და თავადმანცა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე მოგუცა სახე ესე, რამეთუ იქცეოდა რაჲ იგი ქვეყანასა ზედა, ესმოდეს სასწაულნი მისნი ავგაროზ ედესელ მთავარსა და წარავლინა მხატვარი, რაჲთა გამოსახოს სახე უფლისაჲ და მიართუას.
    195.     ხოლო მხატვარმან მან ვერ უძლო ხატისა მისისა გამოსახვად ბრწყინვალებისა მისგან და დიდებისა, რომელი ჰკრთებოდა პირით მისით, რამეთუ განგებულებით ესრეთ ეჩუენებოდა.
    196.     მაშინ მივიდა და შეუვრდა ფერჴთა უფლისათა და მიუთხრა საქმე იგი.
    197.     ხოლო მაცხოვარმან მიიღო ტილოჲ ჴელთ-საჴოცელი და დაიდვა წმიდასა მას და ცხოველსმყოფელსა პირსა თჳსსა, და მეჴსეულად გამოისახა ხატი მისი დიდებული ტილოსა მას ზედა და ესრეთ წარსცა იგი ავგაროსისა ებისტოლითურთ ცხოველს-მყოფელითა მით ჴელითა მისითა დაწერილითა.
    198.     და დიდებულნი სასწაულნი აღესრულნეს წმიდისა მის ხატისაგან.
    199.     და მიერითგან წმიდათა მოციქულთა მიერ განეწესა მადლითა სულისა წმიდისაჲთა გამოსახვაჲ ხატებისა,
    200.     რამეთუ ლუკაცა მახარებელი მხატვარი იყო მადლითა ქრისტესითა და გამოსახა ჴელითა თჳსითა ხატი მაცხოვრისაჲ და წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და სხუათა მათ წმიდათა მოციქულთა ესე განაწესეს:
    201.     დაღაცათუ ებისტოლეთა შინა მათთა არა დაუწერიეს ხატთათჳს, არამედ უმრავლესნი და მტკიცენი წესნი ქრიტეანობისანი უწერელად ასწავეს,
    202.     სადა წერილ არს: აღმოსავალით თაყუანის-ცემაჲ ანუ ჯუარისაჲ პირთა ჩუენთა ზედა გამოსახვაჲ, ანუ სამგზის შთაყოფაჲ მონათლისაჲ ემბაზსა და სხუაჲ მრავალი ესევითარი, არამედ საქმით ქმნეს და სიტყჳთ გუასწავეს.
    203.     და მტკიცე და შეურყეველ არიან სწავლანი მათნი, ვითარცა იტყჳს ნეტარი მოციქული პავლე: „ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ჩუენი, რომელიცა გისწავიეს გინათუ სიტყჳთ, გინათუ წიგნითა“,
    204.     და კუალად იტყჳს: „ხოლო აწ, ძმანო, გეტყჳ თქუენ და გლოცავ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა ჰმატდეთ უფროჲს,
    205.     რამეთუ იცით რავდენნი მცნებანი გამცნენ თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.
    206.     ესე უკუე საცნაურ არს და მტკიცე, ვითარმედ პირველად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ ქმნილითა მით სასწაულითა და ხატისა თჳსისა ტილოსა მას ზედა გამოსახვითა დაეწესა წმიდათა ხატთა გამოსახვაჲ და მერმე წმიდათა მოციქულთა მიერ
    207.     და ღმერთშემოსილთა მამათა საღმრთოჲ ესე საქმე დაემტკიცა და ყოველთა მორწმუნეთა შორის განეფინა თაყუანისცემაჲ ჯუარისაჲ და წმიდისა ხატისა უფლისა იესუ ქრისტჱსი, და წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და ყოველთა წმიდათაჲ.
    208.     ამისთჳსცა სარწმუნოებით და სიყუარულით თაყუანის-ვსცემთ და ამბორს უყოფთ ხატსა ტარიგისა მის ღმრთისა, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისანი და გამოვსახავთ მას არა სახედ ტარიგისა, არამედ სახითა მით კაცობრივისა ხატისაჲთა, რომელი ცხორებისათჳს ჩუენისა შეიმოსა.
    209.     და გულისჴმის-ყოფად მოვალთ აღმამაღლებელსა მას ჩუენსა უფლისა სიმდაბლესა, ჯუარცუმასა, დაფლვასა და აღდგომასა მისსა, რომლითა იქმნა ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ“.
    210.     ხოლო რომელთაცა იკადრონ სხუად სახედ განდრეკად მართლისა სარწმუნოებისა და წესთა ეკლესიისათა შეურაცხ-ჰყოფდენ, ანუ სახესა ჯუარისასა, ანუ გამოსახვასა წმიდათა ხატთასა, ანუ ნაწილებსა წმიდათა მოწამეთასა, ესევითარნი იგი უკუეთუ ებისკოპოსნი იყვნენ, ანუ მღდელნი.
    211.     აღ-მცა-ჴოცილ არიან, უკუეთუ მონაზონნი იყვნენ ანუ ერისკაცნი, განიდევნენ ეკლესიისაგან.
    212.     ესრეთ გურწამს ყოველთა და ესრეთ განვაწესებთ.
    213.     ესე არს მართალი სარწმუნოებაჲ, დაწესებული წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათაგან:
    214.     „გურწამს ერთი ღმერთი სამებით დიდებული და ჩუენთჳს განჴორციელებულისა ქრისტეს ძისა ღმრთისა ჯუარსა და ხატსა თაყუანის-ვსცემთ და ამბოვრს-უყოფთ და ყოველთა წმიდათა ხატებსა პატივსცემთ.
    215.     წმიდისა ღმრთისმშობელისა, წმიდათა ანგელოზთა, წმიდათა მოციქულთა, წინაწარმეტყუელთა, მოწამეთა, მღდელთმოძღუართა და მამათასა.
    216.     და რომელნი ამას სარწმუნოებასა არა შეუდგებიან, შეჩუენებულმცა არიან.
    217.     რომელთა იკადრონ წმიდათა ხატთა კერპად წოდებად, კრულნიმცა არიან და შეჩუენებულნი და განვრდომილნი ღმრთისაგან.
    218.     ყოველნიმცა, მწვალებელნი და მტერნი მართლისა სარწმუნოებისნი, შეჩუენებულ არიან.
    219.     ყოველთა მართლმადიდებელთა და მართლგამომეტყუელთა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა მიეცინ უფალმან ღმერთმან მადლი მისი და კურთხევაჲ.
    220.     და საუკუნომცა არს საჴსენებელი მათი მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათაჲთა, ამენ“.
    221.     ჲთ. ჟამსა ამიერ სოფლით განსვლისასა ყოველთა მორწმუნეთა ჯერ-არს ზიარებაჲ უხრწნელთა მათ საიდუმლოთა პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რაჲთა საგზალი კეთილი თანა აქუნდეს შორიელისა მისთჳს მგზავრობისა.
    222.     დაღაცათუ კანონი ვის აქუნდეს უზიარებლობისაჲ ბრალისა რაჲსათჳსმე და მიიწიოს სენსა სასიკუდინოსა, ნუ დაეყენების ზიარებისაგან, არამედ მიეცინ მას საგზალი იგი ცხორებისაჲ.
    223.     ხოლო უკუეთუ კუალად მოვიდეს სიმრთელედ, კუალადცა აღასრულენ წესი კანონისა თჳსისაჲ.
    224.     ხოლო უკუეთუ ვინ არა ეწიფოს ზიარებად და აღესრულოს, არა ჯერ-არს გუამსა მას მკუდრისასა ზიარებისა მიცემად, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, და სუთ ამისგანი, ესე არს სისხლი ჩემი“.
    225.     ხოლო გუამნი მკუდართანი ვერცა მიღებად შემძლებელ არიან, ვერცა ჭამად, ვერცა სუმად, არამედ ცოცხალთაჲ არს საქმე ესე და ვიდრეღა ცოცხალ იყოს, ეზიარენ.
    226.     ო. წესისაებრ მამათაჲსა ჩუენცა განვაწესებთ ჩჩჳლთათჳს: უკუეთუ არა იპოვნენ მოწამენი, რომელნი წამებდენ, ვითარმედ უეჭუელად ნათელ-უღებიეს, არა მათ იცოდიან დასტურებით თუ ნათელ-უღებიეს, ჯერ-არს ესევითართა მათ ნათლის-ცემაჲ დაუბრკოლებელად.
    227.     ნუუკუე იჭუეულობამან გამოაჴუნეს იგინი განწმედისა მისგან, რომელი მიეცემის ნათლისღებისა მიერ მორწმუნეთა და მადლისა მისგან დიდებულისა, რომელი მოეფინების ნათელღებულთა ზედა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ამენ.
    228.     ოა. ორთა, გინა სამთა მოწამეთა ზე დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ, ვითარცა წერილი გუასწავებს.
    229.     ამისთჳს მონანი, რომელნი უფალთა მათთაგან წინაშე სამთა მოწამეთა განთავისუფლდენ და აზნაურებაჲ მიეცეს, სამარადისოდ აქუნდინ აზნაურებისა მის ნიჭი.
    230.     ხოლო პატივსა და ერთგულებასა უფალთა ამათთა აჩუენებდენ მონა-ყოფილნი იგი მარადის.
    231.     ობ. რომელნი-იგი წარსაწყმედელად სულთა მეძავთა მოიგებენ და ზრდიან, რაჲთამცა ურჩულოჲსა მის საქმისაგან საფასესა მოირეწდეს, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, უზიარებელ იქმნენ.
    232.     ოგ. დედაკაცმან, რომელმან დაუტეოს ქმარი თჳსი და სხჳსა მივიდეს, მრუშებისა საშჯელსა ქუეშე არს, ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს:
    233.     „უკუეთუ იპოოს, ვითარმედ ცოლი წარვიდა ქმრისაგან, დედაკაცი იგი მემრუშე არს, ხოლო ქმარი უბრალო არს და არა დაეყენების ეკლესიისაგან და ზიარებისა, ხოლო დედაკაცი მემრუშეთა საშჯელსა თანამდებ არს“.
    234.     ხოლო რომელმან დაუტეოს რჩულიერად შერთული მისდა ცოლად და სხუაჲ შეირთოს, მას ზედაცა საშჯელი მრუშებისაჲ არს, ვითარცა უფალმან ბრძანა: „რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშა“.
    235.     უკუეთუ კულა მოიქცეს სინანულად და უჯეროდ შერთული იგი განიშოროს, სინანული მისი ესრეთ იყოს:
    236.     ერთ წელ შესტიროდის, ორ წელ მსმენელთა თანა იყოს, ორ წელ ქუედავრდომასა შინა აღასრულოს, ერთსა წელიწადსა ერისა თანა დგეს და მეშჳდესა წელსა ღირს იქმნეს ზიარებასა, უკუეთუ ცრემლითა მჴურვალითა და შემუსრვილითა გულითა შეინანოს.
    237.     ოდ. ნუმცა ვის ჴელ-ეწიფების საჴედრისა ანუ სხჳსა პირუტყჳსა ეკლესიად შეყვანებად,
    238.     თჳნიერ უკუეთუ მგზავრსა ვის შეემთხჳოს ჭირი დიდი ზამთრისა და ბუქისაჲ და მიემთხჳოს გზასა ზედა ეკლესიასა და სახლი არა იპოებოდის და დიდისა მის ჭირისათჳს შეიყვანოს საჴედარი ერთსა ყურსა მის ეკუტრისასა,
    239.     რამეთუ უკუეთუ არა შეიყვანოს სართულსა, საჴედარი იგი ანუ კარაული, მოკუდეს და სიკუდილითა მისითა კაცი იგი ვერღარა შემძლებელ იყოს სლვად და იგიცა სიკუდილად მიეცეს,
    240.     რამეთუ ვითარცა წერილ არს: „შაბათი კაცისათჳს არსო“, ამისთჳსცა საცნაურ არს, ვითარმედ ყოვლით კერძო საძიებელ არს ცხორებაჲ და დარჩომაჲ კაცისაჲ.
    241.     ხოლო უკუეთუ ვის ემხილოს, თუ გარეშე ესევითარისა ჭირისა საჴედარი შეიყვანა ეკლესიას, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ.
    242.     ოე. დღეთა მათ ცხოველისმყოფელისა ქრისტეს ვნებისათა მარხვითა და ლოცვითა და ლმობიერებითა გულისაჲთა ჯერ-არს აღსრულებაჲ ყოველთა მიერ მორწმუნეთა.
    243.     და შუაღამეს დიდისა შაბათისა, აღესრულოს რაჲ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, მაშინ ჯერ-არს განჴსნაჲ მარხვისაჲ, რამეთუ ესე მოესწავების წმიდათა მახარებელთაგან მათეს და ლუკაჲსა, ვითარმედ მიმყოვრებასა ღამისასა იქმნა აღდგომაჲ უფლისაჲ.
    244.     მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენებოდა ერთშაბათად“.
    245.     არა თუ მწუხრისა ჟამსა იტყჳს, არამედ მიმყოვრებასა ღამისასა.
    246.     მწუხრი შაბათთასა, ესე იგი არს აღსრულებასა შაბათთასა, რამეთუ ყოველთა დღეთა შაბათ ეწოდებოდა, ამისთჳს იტყჳს ერთშაბათი, ორშაბათი, სამშაბათი და ესრეთ შემდგომითი-შემდგომად,
    247.     ხოლო მწუხრი შაბათთასა მოასწავებს აღსასრულსა შაბათთასა მიმყოვრებასა ღამისასა, რომელი განთენებოდა ერთბაშათად.
    248.     ხოლო ლუკა იტყჳს ერთსა მას შაბათსა ცისკარსა მსთუად.
    249.     ამათ სიტყუათა განმარტებითა წმიდათა მამათა შუაღამისა ჟამსა განაწესეს მარხვისა განჴსნაჲ, რამეთუ მაშინ იქმნა აღდგომაჲ უფლისაჲ.
    250.     ოვ. დღესა წმიდისა კჳრიაკისასა მუჴლთა არა მოდრეკაჲ განწესებულ არს წმიდათა მამათაგან პატივად დიდებულისა მის ქრისტეს აღდგომისა, ამისთჳს ვაუწყებთ ყოველთა,
    251.     რაჲთა მწუხრისა გალობად რაჲ შევიდენ, მწუხრი შაბათსა და ვიდრე კუალად კჳრიაკესა მწუხრი მუჴლთ დრეკაჲ დააცადონ,
    252.     რამეთუ შაბათისა იგი მწუხრი წინამსრბოლად კჳრიაკისა შეგჳრაცხიეს და ესრეთ ვიწყებთ გალობასა აღდგომისასა და ღამესა მას და დღესა კჳრიაკისასა ვდღესასწაულობთ და მომავალსა მას მწუხრსა კუალად ვიწყებთ მუჴლთ მოდრეკით ვედრებად უფლისა.
    253.     ოზ. რომელნი მისცემენ დედათა წამალსა შვილის მკლველსა საშოსა შინა და დედანი, რომელნი მიიღებენ ესევითართა მათ წამალთა და საშოსა შინა მოაკუდინებენ მუცლადღებულთა მათ შვილთა, კაცისკვლისა კანონსა ქუეშე არიან.
    254.     ოჱ. რომელნი წარიტაცებენ დედათა და ესრეთ ტაცებით და მძლავრებით იქორწინებენ და რომელნი ტაცებასა მას თანა-შემწე და თანა-მზრახვალ და ძალ-მცემელ იყვნენ,
    255.     ესევითართა მათთჳს ბრძანებს წმიდაჲ ესე კრებაჲ: უკუეთუ მოწესენი იყვნენ, აღიჴოცენ პატივისა მისგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიდევნენ ეკლესიისაგან.
    256.     ოთ. უკუეთუ ვინ გზასა შორსა წარვიდეს და შეემთხჳოს ფრიადი დაყოვნებაჲ და ცოლი მისი პირველ ჭეშმარიტად გულსავსებისა სიკუდილისათჳს ქმრისა მისისა სხუასა ქმარსა ექორწინოს, იმრუშა.
    257.     ეგრეთვე ცოლნი მჴედართანი, უკუეთუ დაყოვნებასა ქმართა მათთასა იჭჳ სიკუდილისა მათისაჲ მიიღონ და პირველ დადასტურებისა სხუათა ქმართა ექორწინნენ, მემრუშენი არიან.
    258.     გარნა არს მცირედ მოლხინობაჲ ბრალისაჲ მის იჭჳსა მისთჳს სიკუდილისა.
    259.     ხოლო უკუეთუ მჴედარი იგი შემდგომად ჟამისა რავდენისამე, გინა მცირედისა, გინა ფრიადისა მოიქცეს, რომლისა ცოლი სხუასა ქმარსა ექორწინა, და სწადოდის თჳსისავე ცოლისა შერთვად,
    260.     მიეცინ მას თჳსი იგი მეუღლე და შენდობა-იყავნ დედაკაცისა მის, რომელ უმეცრებით ექორწინა სხუასა ქმარსა და ეგრეთვე მისდაცა, რომელსა ექორწინა იგი.
    261.     პ. რომელნიცა მოიქცენ წვალებისაგან და მოვიდენ კათოლიკე ეკლესიად და შეერთნენ ნაწილსა მართლმადიდებელთასა, ესრეთ ჯერ-არს შეწყნარებაჲ მათი:
    262.     არიანოზნი და მაკედონიანოზნი და ნავატიანოზნი, რომელნი სახელ-სდებენ თავთა თჳსთა განწმედილად და მეათოთხმეტენი და მარცხენენი და აპოლინარელნი და ნესტორნი და იაკობიკნი, რომელთაგანნი არიან სომეხნიცა და მარკიანელნი და უალენტინიანელნი და მსგავსნი ამათნი,
    263.     ამათ მწვალებელთაგან რომელნიცა მოიქცენ, ესრეთ შევიწყნარნეთ, რაჲთა შეაჩუენნენ წვალებანი იგი, რომელთა შინა იყვნეს და ყოველნი წვალებანი, რომელნი არა შეუდგან კათოლიკე ეკლესიასა.
    264.     და შჳდეულსა ერთსა მივიდოდინ ეკლესიად მარხვითა და ლოცვითა, მერმე წართქუას მათ ზედა ლოცვაჲ მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან და სცხოს წმიდა მიჰრონი შუბლსა და თუალთა და საყნოსელსა და პირსა, ყურთა და ნებთა და გულსა იტყოდის საბეჭდავი ნიჭისა მის სულისა წმიდისაჲ.
    265.     დაადგინნეს იგინი მღდელმან წინაშე წმიდისა საკურთხეველისა და ჰრქუას ესრეთ: „თქუთ: შეჩუენებულმცა არს წვალებაჲ იგი, რომლისაგან მოვიქეცით, და ყოველნი მოძღურებანი მისნი და ყოველნი, რომელნი შეუდგან მას და რომელნი თანა-ეწამებიან მას,
    266.     რამეთუ ვიჯმნი წვალებისა მისგან და სხჳსა ყოვლისა წვალებისაგან და მრწამს წმიდაჲ სამებაჲ, ერთარსებაჲ მოძღურებისაებრ მამათაჲსა მართლგამომეტყუელთა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა“.
    267.     და თანა-ეწამებოდინ იგინი ყოველსა ზედა, გინათუ ერთი იყოს, გინა მრავალნი.
    268.     მერმე კულად ჰრქუას მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან სამგზის: „გრწამსა წმიდაჲ ერთარსებაჲ სამებაჲ?“
    269.     მიუგოს მონანულმან.
    270.     „ჰე, მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ“.
    271.     ხოლო არა იცოდის თუ ენაჲ, აღმქუმელმან მისმან მისცეს პასუხი და მას თარგმანითა ათქუმიონ.
    272.     მერმე მოიდრიკოს მან თავი და დადვას მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან ჴელი თავსა მისსა ზედა და ესე ლოცვაჲ წართქუას: „ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ,
    273.     შეიწყნარე მონაჲ ესე შენი, – სახელ-სდვას, – რომელმან ესე ძლით განიფრთხო საცთურისაგან წვალებისა და წადიერ იქმნა მეცნიერებად მოსლვად ჭეშმარიტებისა შენისა,– და შენ სთქუ,
    274.     ვითარმედ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა ჯერ არიან ჩემდა მოყვანებად და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“,
    275.     შენ უკუე, მწყემსო კეთილო და სახიერო, დამწყსე ესე დიდებითა ჭეშმარიტებისა მის მეცნიერებისა შენისაჲთა, ქადაგებისაებრ დიდებულთა და წმიდათა მოციქულთა შენთა და ღირს ყავ ესე ბეჭედსა მას საღმრთოჲსა მის საიდუმლოჲსასა
    276.     და მოედინ მას ზედა ყოვლად წმიდაჲ სული შენი და ღირს-ყავ ზიარებად პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა შენსა და გამოაჩინე ესე სრულებით მონად შენდა, რაჲთა ესეცა შეირაცხოს სამწყსოსა შენსა თანა დიდებად და ქებად დიდად შუენიერებისა შენისა,
    277.     რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
    278.     მერმე სცხოს მას მიჰრონი ვითარცა ახალ მონათლეთა, ვითარცა ზემოწერილ არს, და იტყოდიან: „ნელსაცხებელ.
    279.     განახლებულ არს სახელი წმიდაჲ შენი, მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩუენო“.
    280.     მღდელთმოძღუარმან სახელ-სდვას კაცსა მას.
    281.     ეცხების საბეჭდავი სულისა წმიდისაჲ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
    282.     მერმე კუალად ესე ლოცვაჲ წართქუას: „უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს-ჰყავ სრულად მონად შენდა ძმაჲ ესე –სახელ-სდვას მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა შენითა და აღბეჭდვითა წმიდისა მის მიჰრონისაჲთა,
    283.     შენ მეუფეო ყოველთაო, ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ შენი გულსა მისსა დაამტკიცე და აღაორძინე იგი სიმართლითა და ყოვლითა მადლითა შენითა შეამკვე,
    284.     რამეთუ კურთხეულ არს დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
    285.     და ამისა შემდგომად აზიაროს და ამცნოს, რაჲთა მეშჳდ დღემდე ჴორცი არა ჭამოს, არცა პირი დაიბანოს, არამედ, ვითარცა ახალ მონათლენი, ესრეთ იყოს მას შჳდეულისა და ეზიარებოდის და მერვესა დღესა მღდელმან მოიღოს წყალი, ჴელითა განბანოს პირი მისი
    286.     და თქუას: განათლებულ ხარ, განწმენდილ ხარ, განბანილ ხარ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
    287.     ხოლო პავლუკიანნი და მანიქეველნი და ევნომიანელნი, რომელნი ერთითა წყლად შთაყოფითა ნათელ-სცემენ, და მონტანელნი იგი ბილწნი და საბელიანოზნი, რომელი მამა-ძეობასა ქადაგებენ და სხუათა მრავალთა ბოროტთა იქმან და სხუანი იგი ბოროტნი მწვალებელნი,
    288.     ვითარ არიან კუკუბრიკნი და მსგავსნი მათნი ამათ ესევითართაგანნი, რომელნიცა მოიქცენ, ვითარცა წარმართთა შევიწყნარებთ და პირველსა დღესა ვიქმთ მათ ქრისტეანედ,
    289.     და მესამესა დღესა ლოცვათა მათ კათაკუმეველთასა და შეფიცებისათა წარვიტყჳთ მათ ზედა შებერვითა სამგზის პირსა და სასმენელთა და ვასწავებთ სარწმუნოებასა მართალსა და უწესებთ მისლვად ზედაჲს-ზედა ეკლესიად და სმენად წმიდათა წერილთა და მერმე ნათელს ვსცემთ სრულებით.
    290.     ესე არს წესი და განგებაჲ მათ ზედა, რომელნი წვალებისაგან მართლმადიდებლობად მოიქცენ.
    291.     პა. რომელთა წმიდისა ნათლის-ღებისა მიერ ქრისტე შეუმოსიეს, ბაძვაჲ თანა-აც მისისა მის მოქალაქობისაჲ, რომელ აღასრულა, ოდეს-იგი ქუეყანად მოვიდა და კაცთა შორის იქცეოდა, რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ და აღსარებაჲ ნათლის-ღებისა ჟამსა.
    292.     აწ უკუე რომელნი ოქროსა შესწმასნიან თმათა თანა თავისა მათისათა და სხუათა უწესოთა და უზომოთა სამკაულთა მოიპოებენ, სავნებელად სხუათა უძრულთა სულთა, ესევითართა მათ ამცნონ და ამხილონ მღდელთმოძღუართა უწესობისა მისგან ჯმნად და სულიერითა მოქალაქობითა ყოფად,
    293.     რაჲთა არა ყოვლითურთ ნივთთა მათ ამაოებისათა შემრსჭუალულ იყვნენ გონებანი მათნი, არამედ უოხჭნოსა მას და სანატრელსა ცხორებასა მის საუკუნოჲსასა იწურთიდენ მარადის და შიშით ჰმსახურებდენ უფალსა მოქალაქეობითა სიწმიდისაჲთა,
    294.     რაჲთა ესრეთ მიეახლებოდინ ღმერთსა, რაოდენცა შესაძლებელ არს და უმეტესად შინაგანსა მას კაცსა შეამკობდენ სათნოებითა, ვიდრეღა გარეშესა ცუდითა სამკაულითა,
    295.     რაჲთა არარაჲ იყოს მათ თანა ნაწილი მტერისაჲ, არამედ ქრისტემან დაიმკჳდროს მათ შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ.
    296.     პბ. ესეცა გუეუწყა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა საკლველთა დაჰკლვენ და ოდეს-იგი დაჰკლვიდენ, ლოცვათა წარიტყჳს მღდელი ზუარაკსა მას ზედა ანუ ცხოვარსა და ჴორცსა მას შეიღებენ ეკლესიად და მისცემენ მღდელთა ნაწილსა წესისა მისებრ ძუელისა რჩულისა,
    297.     ვითარცა იქმოდეს ჰურიანი, ხოლო ესე წესი გარეშე არის წესთაგან კათოლიკე ეკლესიისა.
    298.     ამისთჳს განჩინებით ვამცნებთ, რაჲთა წესი ესე მოისპოს.
    299.     ხოლო უკუეთუ ვინ საჴსენებელსა გარდაიჴდიდეს წმიდათასა ანუ შესუენებულთასა, მიიღოს ეკლესიას ზეთი და საკუმეველი და სანთელი და სეფე ზედაშე და თესლი და თესლისა კურთხევად წართქუას მღდელმან
    300.     და განუყოს შემოკლებულთა მათ სეფისა განატეხი და თესლი და საძღუნელი და ესე კმა იყავნ ეკლესიასა შინა.
    301.     ხოლო საკლველსა თუ დაჰკლვიდეს, ლოცვათა წართქუმაჲ საკლველსა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თჳთ იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაჲ თქუას და დაკლას,
    302.     გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაჲ და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა და ჴორცი იგი გინათუ მგბარი, განათუ უმგბარი განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარეშე ეკლესიისა.
    303.     და მღდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს საჴსენებელის მოქმედსა მას, ხოლო რომელნი ამას წესსა გარდაჰჴდენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაჲ დაესაჯოს.
    304.     პგ. რომელმან უღელი ებისკოპოსობისაჲ მიიღოს, ჯერ-არს მისდა, რაჲთა იყოს კაცი საღმრთოჲ და უბრალოჲ, სრული ყოვლითავე სათნოებითა და ყოვლითავე მეცნიერებითა სულიერთა საქმეთაჲთა სავსე.
    305.     და წესისაებრ კათოლიკე ეკლესიისა თანა-აც სლვად სახიერ ულალველ, ვითარცა მოძღუარი იგი ეკლესიათაჲ, წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს: „უკუეთუ ვისმე ებისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.“
    306.     ჯერ-არს უკუე ებისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს ერთის ცოლის ქმარ.
    307.     რაჲ არს ერთის ცოლის ქმარ, ესე იგი არს: უკუეთუ ექორწინოს და ყოფილ იყოს ერთის ცოლის ქმარ და დაქურივებულ იყოს, არა დაეყენების მღდელთმოძღურობისაგან.
    308.     უკუეთუ კულა ორგზის ექორწინოს, არა მოვალს მღდელობად.
    309.     ამისთჳს თქუა: ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, უცხოთმოყუარე, სწავლულ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლაღე, არამედ სახიერ, ულალველ, ნუ ვეცხლისმოყუარე, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, რომელ არს სამწყსოჲ იგი პირმეტყუელი და შემდგომი ამისი.
    310.     კეთილად უკუე განაწესა ნეტარმან მან საზომი ებისკოპოსობაჲ.
    311.     ამას წესსა ზედა უჴმს მღდელთმოძღუართა ყოფად.
    312.     ეგრეთვე ხუცესთა და დიაკონთა თანა-აც ბაძვად ებისკოპოსისა თჳსისა კეთილთა საქმეთა ზედა.
    313.     მღდელი, რომელი შესწირვიდეს უსისხლოსა მას მსხუერპლსა, პირველად თჳსთა ბრალთათჳს და მერმე ერისთჳს, ევედრებოდენ ღმერთსა,
    314.     რამეთუ ჯერ-არს დიდითა შიშითა და კრძალულებითა აღსრულებად წმიდისა ჟამისწირვისა სიწმიდითა გულისაჲთა და ლმობიერებითა დიდითა შემოსად შესამოსელი იგი მღდელობისაჲ:
    315.     კუართი და ოლარი და სარტყელი და ზეწარი და დაგებად წმიდისა მის შესაწირავისა შემსგავსებულად ერისა მის, რომელსა ეგულებოდის ზიარებად, ხოლო აზიაროს რაჲ ერი იგი,
    316.     უკუეთუ დარჩეს სიწმინდე, მეტად ნუმცა იკადრებს მარტოდ აკრებად, რეცა ნაყროვნებით მეტად თუ იყოს, არამედ სხუათაცა მოუწოდოს და აზიაროს და მერმე წმიდაჲ იგი ბარძიმი მორღუნას ორგზის ზედაშითა და ერთგზის წყლითა,
    317.     უკუეთუ კულა ნაკლულევანად აქუნდეს ზედაშე, ერთგზის უეჭუელად მორღუნას ზედაშითა და მეორედ წყლითა და ნარღუენი იგი შესუას, რაჲთა არასადა წარწყმდეს ნაბერწყალთაგან სიწმინდისათა.
    318.     ანუ ფეხუემისაგან, ანუ ბარძიმისა და ყოველივე წესიერად და შიშით და წმიდად აკრიბოს ბარძიმ-ფეხუემი და ყოველივე სამსახურებელი წმიდისა ჟამისწირვისაჲ, და მერმე ჴელნი დაიბანნეს,
    319.     რაჲთა არა ჴელითა მით, რომლითა შეხებულ არნ წმიდათა მათ სადჲუმლოთა, განუბანელად საჭმელთა განხრწნადთა და სხუათა ჴორციელთა საქმეთა ერეოდის და მერმე აღიძუარცოს შესამოსელი იგი სამღდელოჲ და მადლობაჲ მისცეს უფალსა და მიიღოს სარღუნელი და ევლოგიაჲ სეფისკუერისაჲ.
    320.     ამას წესსა ზედა აღასრულებდენ ხუცესნი და დიაკონნი მსახურებასა მღდელობისა მათისასა.
    321.     და დიაკონი თუ უდიაკონებდეს წმიდასა ჟამისწირვასა, შესამოსელი იგი მთავარდიაკონობისა მისისაჲ შეიმოსენ და წესიერად აღასრულენ დიაკონობაჲ მისი, რაჲთა მადლი კეთილი მიიღოს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსგან.
    322.     და შემდგომად ჟამისწირვისა ვამცნებთ ხუცესთა და დიაკონთა, რაჲთა ეკრძალნენ მეტისა ღჳნისა სუმად, რამეთუ არაოდეს ჯერ-არს მღდელთა და დიაკონთა მეღჳნობაჲ.
    323.     ხოლო უმეტესად დღესა მას, რომელსა ჟამი ეწიროს, ყოვლადვემცა ნუ იკადრებენ მეტისა ღჳნისა სუმად,
    324.     რაჲთა არა საბრჴესა მტერისასა შთავარდენ, არამედ ყოვლით კერძო კრძალულებითმცა იქცევიან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი უბიწოდ და უბრალოდ, რაჲთა სათნო ეყვნენ მეუფესა და უფალსა თჳსსა.
    325.     პდ. წმიდათა მამათა თითოეულისა კრებისათა აღწერნეს კანონნი შეცოდებულთათჳს, და უმეტეს ყოველთა თითოეულისა ცოდვისათჳს ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსმან, სუეტმან მან ეკლესიათამან განაწესა ჟამი სინანულისაჲ,
    326.     ვითარცა ღმერთმან გულსავსე-ყო და ვითარცა პირველთა მამათაგან ესწავლა, აწ უკუე ჩუენცა კანონთა მათ დავამტკიცებთ და თანა-ვეწამებით საკურნებელად, რომელთა ენებოს მოქცევაჲ და სინანული,
    327.     ვითარცა ნეტარი იგი და ყოვლითა სიბრძნითა და მეცნიერებითა საღმრთოჲთა სავსე ბასილი იტყჳს:
    328.     პე. რომელმან ნეფსით თჳსით განზრახვით კაცი მოკლას და მერმე მოვიდეს სინანულად და აღსაარებად, ოც წელ უზიარებელ იყოს წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, უხრწნელსა მას და ცხოველსმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა,
    329.     ხოლო ოცი იგი წელი სინანულისა მისისაჲ ესრეთ განეწესოს: ოთხ წელ თანა-აც შეტირებაჲ, ესე-იგი არს, რაჲთა დგეს გარეშე კართა ეკლესიისათა და შემავალთა ეკლესიად მორწმუნეთა ევედრებოდის ლოცვად მისთჳს და აღიარებდეს ცოდვასა მას თჳსსა,
    330.     ხოლო შემდგომად ოთხისა მის წლისა მსმენელთა თანა დაეწესოს, რომელნი-იგი დგანან ეზოსა შინა ეკლესიისასა წინაშე სამეუფოთა ბჭეთა და ისმენენ წმიდათა წერილთა საკითხავსა სამოციქულოთა, გინა საწინაწარმეტყუელოთა და ჴმასა წმიდისა სახარებისასა,
    331.     და ხუთ წელ მათ თანა დგეს და შჳდ წელ ქუედავრდომით მვედრებელთა თანა განვიდოდის, რომელნი-იგი დგანან შინაგან ბჭეთა ეკლესიისათა.
    332.     და ოდეს დიაკონმან ჴმა-ყოს: „კათაკუმეველნი განვედით!“
    333.     განვლენ ეკლესიით.
    334.     და ოთხ წელ დადგეს მორწმუნეთა თანა ვიდრე აღსრულებამდე ჟამისწირვისა.
    335.     გარნა არა ეზიარებოდის, ხოლო ოდეს წესი ესე და კანონი აღასრულოს, მერმე ღირს იქნას ზიარებასა სიწმიდისასა.
    336.     პვ. რომელსა არა თჳსითა ნებითა, არამედ უნებელად შეემთხჳოს კაცის კლვაჲ, ათ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა მათ საიდუმლოთა, ხოლო ათი იგი წელი სინანულისა მისისაჲ ესრეთ განეწესოს:
    337.     ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა დაეწესოს, ოთხი წელი ქუედავრდომით აღასრულოს, ერთსა წელიწადსა მორწმუნეთა თანა დადგეს აღსასრულამდე ჟამისწირვისა და მერმეცა შეიწყნარების ზიარებად.
    338.     პზ. ხოლო განყოფილებაჲ მრავალი არს ნებსითთა და უნებლიეთთა კაცის კლვათაჲ.
    339.     და ჯერ-არს ამისთჳსცა უწყებაჲ, ვითარცა ნეტარი ბასილი განაწესებს: არს უკუე სრულიად უნებელი და გარეშე გონებისა და განზრახვისა მოქმედისა მის,
    340.     უკუეთუ სტყორცოს ქვაჲ ანუ შეშაჲ ძაღლისა მიმართ ანუ ხისა მიმართ ჩამოსაყრელად ნაყოფისა მის და მიემთხვოს ქვაჲ იგი ანუ ძელი კაცსა უცნაურად მტყორცნებელისა მის და მოკუდეს კაცი იგი ქვისა მისგან ანუ ძელისა, არს ესე უნებელი განსაცდელი,
    341.     რამეთუ განზრახვაჲ და ნებაჲ მტყორცებელისა მის იყო მჴეცისა მიმართ ოტებად მისა ანუ ხისა მიმართ ჩამოყრად ნაყოფისა, ხოლო მიემთხჳა იშობრივ კაცსა მას და მოაკუდინა და არს ჭეშმარიტად უნებელი.
    342.     არს კუალად უნებელი კაცისა კლვაჲ, უკუეთუ ვინ წუართოს მონაჲ თჳსი ანუ მოწაფე შოლტითა, გინა კურთხითა არა ფიცხლითა, და შეემთხჳოს მას სიკუდილი,
    343.     ხოლო მან არა გულის-სიტყჳთა მოკლვისაჲთა სცა მრწემსა მას, არამედ მოქცევად მისა უწესობისაგან და არა უზომოდ ქმნა გუემაჲ მისი, არამედ განსაწურთელად ოდენ.
    344.     დაღაცათუ შეემთხჳა მას სიკუდილი, უნებლიეთი არს და არა ნებსითი, უნებელთა კაცისკლვათა თანა შეჰრაცხეს ესეცა: უკუეთუ შეემთხჳოს ვიეთმე შფოთი ურთიერთას და მიამთხჳოს, გინათუ არგნითა, ანუ მჯიღითა და მოკლას, რამეთუ გულისსიტყუაჲ მისი იყო,
    345.     რაჲთა ატკივნოს და მოწყლას, არა თუ რაჲთა სრულიად მოკლას, ხოლო შეემთხჳა სიკუდილი, არამედ ესე საქმე მახლობელ არს ნეფსითსა კაცის კლვასა, რამეთუ რომელმან ესრეთ რისხვით და გულისწყრომით ურიდად სცა, ემხილების მას, ვითარმედ ფრიად ძლეულ იყო გულისწყრომისაგან.
    346.     ეგრეთვე მსგავსად არს რომელმან გასტყორცოს ქვაჲ, ანუ შეშაჲ მიმთხუევად მეორისა და არა არნ გონებაჲ მისი, რაჲთამცა მოკლა, არამედ რაჲთა ავნოს ოდენ,
    347.     ხოლო შეემთხჳა, ანუ ფიცხლად ტყორცებითა, ანუ სიმძიმითა ქვისა მის გინა შეშისაჲთა, ანუ საკრძალავსა ადგილსა მიმთხუევითა, სიკუდილი კაცისაჲ მის უნებლიეთთა კაცის კლვათა თანა შერაცხილ არს.
    348.     არამედ ესეცა ნეფსითსა მიეახლების.
    349.     ხოლო რომელმან აღიღოს მახჳლი და ესრეთ ჴელ-ყოს შურისგებად, არარაჲ აქუს მას ნუგეშისცემაჲ, არცა სიტყჳსგებაჲ, რაჲთამცა თანა წარჰჴდა ნეფსითსა კაცის კლვასა.
    350.     გინათუ ჴელის-ჴელ სცეს მახჳლითა ვითარითაცა, გინათუ შეტყორცებით მოწყლას, ანუ ჴელცულითა, ანუ მაზრაკითა, ანუ ისრითა და მოიკლას წყლული იგი, ნეფსითი არს კაცის კლვაჲ ესე.
    351.     არიან კუალად სრულიად ნეფსითნი კაცის კლვანი, რომელთა შინა იჭჳ არცა ერთი არს: კაცის კლვანი იგი ავაზაკთანი, და მბრძოლთანი, რომელნი მივლენ ტყუენვად და ჴოცად,
    352.     რამეთუ ავაზაკნი ანგაჰრებისათჳს და მიხუეჭისა უცხოთა საფასეთა მოჰკლვენ კაცთა უბრალოთა და მბრძოლნი მივლენ ტყუენვად და მოსრვად, არცა შეშინებისათჳს, არცა წურთისათჳს, არამედ მოწყუედად წინააღმდგომთა მათთა და არიან კაცის კლვანი იგი ნეფსითნი და განზრახვითნი.
    353.     და კუალად უკუეთუ ვინ წამალი ვის შეასუას სასიკუდინე, კაცისმკვლელი არს ნეფსითი და ბოროტი.
    354.     დაღაცათუ არა გულისსიტყჳთა მოკლვისაჲთა შეასუას ვინ წამალი, არამედ სხჳსა რაჲსმე პირისათჳს უწესოჲსა და შეემთხჳოს სიკუდილი, ნეფსითთა კაცის კლვათა თანა შეგჳრაცხიეს იგი.
    355.     ვითარ იქმან დედანი მრავალგზის შეასუმენ წამალსა მამაკაცსა, რაჲთა სიყუარული ტრფიალებისაჲ შეუქმნან მათა მიმართ და შეემთხჳის ამისგან სიკუდილი,
    356.     ხოლო დაღაცათუ არა მოსაკლავად შეასუა წამალი იგი დედაკაცმან მან, არამედ სიყუარულისა აღმაორძინებელად, გარნა ვინაჲთგან გულისსიტყუაჲ იგი უჯეროჲ იყო და საეშმაკოჲ, უკუეთუ შეემთხჳოს სიკუდილი, ნეფსითთა კაცის კლვათა თანა არს.
    357.     და კუალად: რომელნი-იგი მისცემენ წამალთა ჩჩჳლის მკლველთა საშოსა შინა, კაცისმკლველნი არიან მიმცემელნი იგი წამლისანი და მიმღებელნი მისნი,
    358.     რამეთუ მრავალგზის არა ხოლო თუ ჩჩჳლნი იგი, არამედ თჳთ იგინიცა დედანი, რომელთა სჳან წამალი იგი, შეემთხჳის სიკუდილი და იქმნიან მკლველ თავთა თჳსთა.
    359.     და სხუანი მრავალნი სახენი არიან ნეფსითთა და უნებლიეთთა კაცის კლვათანი, რომელნი-იგი განაწესნენ გულისჴმის-მყოფელთა მოძღუართა, და შემსგავსებული კანონი მისცენ, გინათუ ნეფსით იყოს, გინათუ თუ უნებლიეთი.
    360.     პჱ. რომელმან იმრუშოს ქმრის ცოლთა თანა, ათხუთმეტ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა საჲდუმლოთა: ოთხ წელ შესტიროდის, ხუთ წელ მსმენელთა თანა დაეწესოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ორ წელ მორწმუნეთა თანა დადგეს და მერმეღა ღირს იქმნას ზიარებასა.
    361.     პთ. რომელმან ისიძვოს, შჳდ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა საჲდუმლოთა: ორ წელ შესტიროდის, ორ წელ მსმენელთა თანა იყოს, ორ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ მორწმუნეთა თანა დადგეს და მერვესაღა წელსა შეიწყნარონ ზიარებად.
    362.     ჟ. რომელმან მონაზონებისა გინა ენკრატისობისა აღთქუმაჲ უარყოს, ჟამი იგი მრუშებისა ცოდვისაჲ აღასრულოს.
    363.     სინანულად თუ მოიქცეს და წესი თჳსი მიიღოს და ვითარცა მის ცოდვისათჳს წერილ არს, ეგრეთ განეწესოს მის ზედაცა.
    364.     ჟა. მპარავმან უკუეთუ თავით თჳსით აღიაროს, ერთსა წელსა უზიარებელ იყოს.
    365.     უკუეთუ კულა შესწამონ სხუათა და ამხილონ, ორ წელ განიკანონოს დავრდომით და თანა-დგომით და მერმე ეზიაროს.
    366.     ჟბ. რომელმან უშუერებაჲ იგი მამათმავლობისაჲ აჩუენოს, ჟამი იგი მემრუშეთა უშჯულოებისაჲ მიეცეს მას სინანულად, ვითარ-იგი მუნ განწესებულ არს.
    367.     ჟგ. რომელმან პირუტყუთა თანა ურჩულოებაჲ თჳსი აღასრულოს და აღიაროს, იგივე ჟამი მემრუშეთაჲ დაიმარხოს სინანულად.
    368.     ჟდ. ცრუდ მფიცავი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნას ზიარებასა.
    369.     ჟე. რომელმან გრძნებაჲ და მწამლველობაჲ აღიაროს, კაცის კლვისა კანონი აღასრულოს, ვითარცა მუნ განწესებულ არს.
    370.     ჟვ. საფლავის მჭკუერველი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნეს ზიარებასა.
    371.     ჟზ. ძმაჲ თუ დასა თანა აღერიოს, კაცის კლვისა კანონსა თანამდებ არს.
    372.     ხოლო მამის ძმისწულთა ქორწინებაჲ თუ გამოჩნდეს, კანონი ზემოწერილი არს.
    373.     ესევითარნი ქორწინებანი ყოველნი და-მცა-ჴსნილ არიან.
    374.     ჟჱ. რომელმან თჳნიერ ჭირისა ქრისტე უარყოს და შეურაცხ-ყოს საიდუმლოჲ იგი ცხორებისაჲ, ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა თანა-აც შეტირებაჲ და აღსაარებაჲ,
    375.     ხოლო ჟამსა მას აღსრულებისა და სოფლით განსლვისასა ღირს იქმნას ზიარებასა წმიდათა საიდუმლოთასა სარწმუნოებითა კაცთმოყუარისა ღმრთისაჲთა.
    376.     ხოლო რომელნი პყრობილად წარიყვანნეს წარმართთაგან და ძნელოვანი ჭირი შეემთხჳა სატანჯველთაგან და ვერ თავს-ისხნეს და ვერცა მოითმინნეს ტკივილნი იგი და გუემით მივიდეს უარისყოფად,
    377.     სამ წელ შესტიროდინ გარეშე ეკლესიისა, ორ წელ მსმენელთა თანა იყვნენ, სამ წელ დავრდომით აღასრულონ და ესრეთ შეიწყნარნენ ზიარებად.
    378.     ხოლო ყოველნივე ზემოწერილნი ბრალეულნი და კანონსა ქუეშე მყოფნი, უკუეთუ პირველ კანონისა მის აღსრულებისა აღსასრულად მიიწინენ, ეზიარნენ წმიდათა საიდუმლოთა,
    379.     ვითარცა ზემოწერილ არს, რაჲთა არა წარვიდენ თჳნიერ საგზლისა მის განმაცხოველებელისა შორიელსა მას მგზარობასა სიკუდილისასა.
    380.     უკუეთუ კულა შემდგომად ზიარებისა კუალად მოიქცეს სიმრთელე, კუალად წესი კანონისა თჳსისაჲ აღასრულოს: ლოცვასა მორწმუნეთა თანა დადგეს, ხოლო ზიარებასა ჟამსა თჳსისა კანონისა აღსრულებისასა მოემთხჳოს წესისაებრ მამათა მიერ განჩინებულისა.
    381.     ხოლო რომელმან მწამლველობაჲ ვისთჳსმე შემზადოს, მამაკაცმან გინა დედაკაცმან, და მივიდეს გრძნეულთა და მწამლველთა თანა, უკუეთუ ეშმაკთა უზოროს და ეშმაკთა ხადოდის, ყოველთა დღეთა ცხორებისათა უზიარებელ იყოს და ჟამსა სიკუდილისასა ეზიაროს.
    382.     უკუეთუ კულა წამალი ოდენ შეასუას, კაცის კლვისა კანონი აღასრულოს.
    383.     ჟთ. ხოლო ამასცა ვიტყჳთ: უკუეთუ ზემოწერილთა მათ ცოდვათა მოქმედნი მოვიდენ აღსაარებად და იპოვნენ ვიეთნიმე მათგანნი, მოსწრაფენი და ლმობიერნი და მოღუაწებითა კეთილითა და ცრემლითა მჴურვალითა აღიარებდენ და ინანდენ ბრალთა მათთა,
    384.     რომელ-იგი რწმუნებულ იყოს კაცთმოყუარისა ღმრთისა მიერ წინამძღურობად და შეკრვად და განჴსნად, უკუეთუ მიხედნეს ფრიადსა მას ლმობიერებასა შეცოდებულისასა და შეამოკლოს ჟამი იგი კანონისაჲ, არა საბრალობელ არს იგი,
    385.     რამეთუ გჳსწავიეს საღმრთოთა წერილთაგან, ვითარმედ: „რომელნი დიდითა ტკივილითა გულისაჲთა და ლმობიერებითა მჴურვალითა აღიარებდენ და შეუვრდებოდინ უფალსა,
    386.     ადრე მიემთხუევიან შენდობასა აურაცხელითა მით კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
    387.     რ. აწ უკუე ესე ყოველი აღვწერეთ, რაჲთა წესი სინანულისაჲ განვაჩინოთ და რაჲთა ნაყოფნი ლმობიერებისანი განვიცადნეთ, რამეთუ არა ჟამითა ოდენ განვიკითხავთ ესევითართა, არამედ სახესა მას სინანულისასა ვხედავთ,
    388.     რამეთუ არა მარტივი არს სენი იგი ცოდვათაჲ, არამედ მრავალ სახე და მრავალგუარი და მრავალნი რტონი ვნებისანი აღმოეცენებიან მისგან.
    389.     უჴმს უკუე რომლისადა მადლი იგი კურნებისაჲ რწმუნებულ იყოს, რაჲთა განიცდიდეს წესსა მას და გონებასა შეცოდებულისასა, გინათუ სიმართლედ მოვალს, გინათუ სნეულებასავე ზედა ცოდვისასა ჰგიეს.
    390.     უკუეთუ ჭეშმარიტად მოქცეულ არს და მოუძულებიეს ცოდვაჲ თჳსი სიძულილითა სრულითა და მკურნალსა მას სულიერსა კეთილად ჰმორჩილობს და წამალთა მათ კურნებისათა გულსმოდგინედ შეიწყნარებს და ესევითარითა სახითა წყალობისა ღირს იქმს თავსა თჳსსა,
    391.     რამეთუ ყოვლითურთ ესე არს სათნო ღმრთისა და ამას ზედა უჴმს ხარკებაჲ და მოსწრაფებაჲ მწყემსსა მას სულიერსა, რაჲთა შეცთომილი იგი ცხოვარი მოაქციოს და უძლური იგი განკურნოს და არცა კაპანსა მას სასოწარკუეთილობისასა უჭენოს შთაგდებად,
    392.     არცა აღჳრნი წარუჴსნნეს უდბებად და დაჴსნილობად, არამედ გინათუ ფიცხელთა და მტკივანთა წამალთა დადებითა, გინათუ ლბილთა და მოტკბეთა სალბუნთა ცხებითა, იღუაწოს წყლულებათა მათ ცოდვისათა კურნებად და ბრძჳლთა მათ გესლიანისა მის გუელისა ნაკბენისათა განქარვებად.
    393.     და ნაყოფნი სინანულისანი ასწავლნეს მონანულსა მას გამოღებად.
    394.     ხოლო უკუეთუ ვიეთმე არა ენებოს ბოროტთა მათ ჩუეულებათა მათთაგან მოწყუედად, არამედ გულისთქუმათა ჴორციელთაჲ ენებოს მონებად და არა უფლისა და მოქალაქობასა მას, რომელი უფალმან ამცნო მორწმუნეთა, არა თავს-იდებდენ.
    395.     ზემოწერილნი იგი კანონნი ვაუწყნეთ მათ და გზაჲ სინანულისაჲ უჩუენოთ.
    396.     უკუეთუ მოიქცენ და შეინანონ, პოონ წყალობაჲ უფლისა მიერ, უკუეთუ არა მოიქცენ, არა არს ჩუენი მათდა მიმართ სიტყუაჲ.
    397.     რამეთუ ჩუენ ერსა შორის ურჩსა და წინაღმდგომსა გჳსწავიეს წერილთაგან, ვითარმედ ცხორებით აცხოვნენ და განარინენ კაცმან სული თჳსი.
    398.     ნუმცა უკუე თავს-ვიდებთ ესევითართა მათ თანა წარწყმედად, რომელნი გინა თუ მართლისა სარწმუნოებისაგან განდრეკილ იყვნენ, გინათუ საქმეთა ბოროტთა ერეოდინ და არა მოიქცეოდინ ჩუეულობათა მათგან ხენეშთა,
    399.     არამედ შევიშინოთ საშჯელისაგან უფლისა და დღისა მის საშინელისა საბჭოჲ მოვიჴსენოთ და ნუ თავს-ვიდებთ უცხოთა ცოდვათა თანაწარწყმედად თანამიყოლითა და თანაწამებითა მათითა,
    400.     რამეთუ ესევითართა საქმეთათჳს მოიწევის ღმრთისა მიერ დატევებაჲ და მივეცემით ჴელთა მტერთასა, არამედ თანა-გუაც, რაჲთა ვასწაოთ და უწამოთ ესევითართა ბრალთა შინა მყოფთა მათ და შევრჩულოთ და ვამხილოთ დღე და ღამჱ თჳსისაგან და ზოგადცა.
    401.     ხოლო თანამიყოლად ბოროტთა საქმეთა ნუმცა თავს-ვიდებთ, არამედ ვილოცვიდეთ, რაჲთა უფროჲსად იგინი შევიძინნეთ და გამოვიჴსნნეთ საბრჴეთაგან მტერისათა
    402.     და სულნი ჩუენნი განვარინნეთ საუკუნოჲსა საშჯელისაგან მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
    403.     რომლისა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    404.     ესე ზემოწერილი სარწმუნოებაჲ და თავნი ესე რჩულისკანონისანი წარიკითხნეს წინაშე მორწმუნისა მის მეფისა.
    405.     კოსტანტინე ღმრთისმსახურმან მეფემან თქუა: „იტყოდენ წმიდაჲ ეგე და ღმრთივშემოკრებული კრებაჲ წამებითა და ნებითა და განზრახვითა თქუენ ყოველთაჲთა“.
    406.     აღწერილ არს ძეგლი ესე სარწმუნოებისაჲ და რჩულისკანონი ესე, რომელ წარიკითხეს.
    407.     წმიდამან კრებამან ჴმა-ყო: „ყოველთა ესრეთ გურწამს, ყოველნი ესრეთ აღვიარებთ, ყოველთა განგჳწესებიან ესე კანონნი, ყოველთა გონებაჲ და სარწმუნოებაჲ ერთ არს, ყოველთა წამებაჲ ჩუენი კაცად-კაცადსა თჳსითა ჴელითა დაგჳწერია.
    408.     ყოველნი მართლმადიდებელნი ვართ.
    409.     ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
    410.     ადიდენ უფალმან მეფობაჲ თქუენი“.
    411.     და სხუაჲ შემდგომი ამისი შეასხეს ქებაჲ და აკურთხეს მორწმუნე იგი მეფე, ვითარცა თითოეულად წერილ არს წიგნსა მას წმიდათა კრებათასა და ცხორებასაცა შინა ნეტარისა მამისა მაქსიმე აღმსაარებელისა.
    412.     მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან კოსტანტინე თჳსითა ჴელითა დაწერა სინგურითა წამებაჲ და დამტკიცებაჲ ძეგლისა მის სარწმუნოებისა და თავთა მათ რჩულისკანონისათა.
    413.     და იქმნა ერთობაჲ კათოლიკე ეკლესიისაჲ და სიხარული დიდი და ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა თჳსითა ჴელითა კაცად-კაცადმან დაწერა წამებაჲ და დაამტკიცეს ყოველი ესე ზემოწერილი.
    414.     და მტკიცე არს და შეუცვალებელ უკუნისამდე ჟამთა.
    415.     და ყოველთა მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა.
    416.     ხოლო მეფემან წმიდათა მათ მღდელთმოძღუართა დიდად პატივ-სცა და კაცად-კაცადსა მრავლითა ნიჭითა კეთილი უყო და ფრიადითა არზანიგითა წარგზავნნა საყდართა თჳსთა სადიდებელად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა განუყოფელისა მის და შეურევნელისა ერთ ღმრთეებისა,
    417.     რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ და სიმტკიცჱ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


4

     1.     კანონნი შეცოდებულთანი, აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანეს მიერ, კოსტანტინეპოვლელ მთავარებისკოპოსისა, რომელსა მმარხველ ეწოდებოდა
    2.     ქრისტე, ადიდე მამაჲ გრიგოლ.
    3.     უწყებულ იყავნ, ვითარმედ ესე ნეტარი იოვანე მმარხველი უკუანაჲსკნელ იყო უფროჲს ყოველთა მათ, რომელთა რჩულისკანონისა წესნი აღწერნეს.
    4.     და მეექუსისაცა კრებისა შემდგომად იყო მრავლითა ჟამითა კეთილი მღდელთმოძღუარი და სავსე მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელმან-იგი ფრიადისა უძლურებისათჳს ნათესავისა ამის ჩუენისა წყალობით ფრიად სუბუქად განაწესნა კანონნი შეცოდებულთანი უფროჲს სხუათა მამათა.
    5.     და ესე ღმრთისა მიერ სახიერისა მოეცა მას მადლი და აწ ყოველნი მოძღუარნი ამას წესსა ზედა განჰკანონებენ შეცოდებულთა.
    6.     და, ნეტარ, თუ ამას ზედაცა შეუძლონ დადგრომად და აღსრულებად კანონთა ამათ.
    7.     და არავინ საბრალობელ იქმნების, არამედ ჰპოებენ შენდობასა წყალობითა სახიერისა მის და მრავალმოწყალისა ღმრთისაჲთა.
    8.     სახიერი და კაცთმოყუარე და მრავალმოწყალე ჭეშმარიტი ღმერთი და მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე აურაცხელითა მით სიტკბოებითა მისითა მარადის ქველისმოქმედებათა მისთა აჩუენებს და წყალობასა მისსა დაუცხრომელად უხუებით მოჰფენს ჩუენ ზედა.
    9.     ჯერ-არს უკუე ჩუენდაცა, მონათა მისთა, დაღაცათუ ჯერისაებრ სხუასა ვერარას შევსწირავთ მადლობასა ქველისმოქმედებისა მისისასა, არამედ რაოდენცა შემძლებელ ვართ,
    10.     ვქადაგებდეთ დიდებულებათა სახიერებისა მისისათა და სასმენელ-ვყვნეთ ძლიერებანი და ქებულებანი სიტკბოებისა და მოწყალებისა მისისანი, და გამოუთქუმელი იგი სულგრძელებაი კაცთმოყუარებისა მისისაჲ, რომელსა აჩუენებს აურაცხელთა მათ და გარდარეულთა ცოდვათა ჩუენთა ზედა.
    11.     რაოდენცა ჩუენ ნათესავით-ნათესავად უძჳრესთა და უბოროტესთა ცოდვათა შთავვარდებით განდგომილებითა და განდრეკილებითა გონებათა ჩუენთაჲთა და უზომოჲთა მით და უწესოჲთა გემოთმოყუარებითა ჩუენითა,
    12.     ეგოდენ სახიერი იგი და კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი უმეტესად აჩუენებს სივრცესა მას აურაცხელთა წყალობათა და სიტკბოებათა მისთასა და ძჳირუჴსენებელ გუექმნების და ყოვლით კერძო სინანულად და ცხორებად გჳწოდს,
    13.     ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“.
    14.     და ესე ბრძანებაჲ საქმით აჩუენა და დაამტკიცა დასაბამითგან მოაქამდე და მიუწდომელი იგი უფსკრული სახიერებისა მისისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა.
    15.     რამეთუ პირველვე გარდავჰჴედით რაჲ პირმშოსა მას მცნებასა, არა წარგუწყმიდნა, არცა მოგუსპოლნა, არამედ წყალობით სამოთხისაგან ოდენ ექსორია-გუყვნა, რაჲთამცა მოვიქეცით და შევინანეთ.
    16.     ხოლო ვინაჲთგან უგუნურებით უძჳრეს ვიქმნენით და სრულიად დავივიწყეთ შიში მისი, მოავლინა სამართლად წყლითრღუნაჲ და აჴოცნა ბოროტის მოქმედნი იგი,
    17.     გარნა არცა მაშინ სრულიად განრისხნა უკეთურებასა ზედა ჩუენსა, არამედ ჩუენისავე ნათესავისაგან დაჰმარხა თესლი მართალი განახლებად კუალად სოფლისა ამის.
    18.     ხოლო იწყო რაჲ კუალად უკეთურებამან განმრავლებად, ვითარცა პირველ არღარა მოაწია წყლითრღუნაჲ,
    19.     რამეთუ სახიერებით ებრძანა თავადსა არღარა მოწევნაჲ წყლითრღუნისა, არამედ ცეცხლითა ვიეთნიმე ქალაქნი დაწუნა, ხოლო სხუანი სიყმილითა წუართნა, რაჲთა ნეშტნი იგი სინანულად მოიყვანნეს.
    20.     იხილა რაჲ ვითარმედ არა არს სინანული, არცა დაცხრომაჲ ცოდვათაგან, მოსცა ძუელი იგი რჩული მოსეს მიერ აღწერილი და ბრძანა ჴორციელითა ტანჯვითა წურთად მოქმედთა ცოდვისათა, რაჲთამცა შიშითა მით ცოდვისაჲთა დასცხრა უკეთურებაჲ კაცთაჲ და ცოდვისა მიმართ წარმდებობაჲ.
    21.     ხოლო ვინაჲთგან ყოველნი-იგი სახენი და ღონენი ბოროტთაგან მოქცევისა კაცთაჲსანი აჩუენნა და იხილა, ვითარმედ არარაჲთა იქმნა მოკლებაჲ ცოდვისაჲ, არცა მოქცევაჲ კაცთაჲ სიმართლედ,
    22.     მაშინ სახიერმან მან და მრავალმოწყალემან უფალმან მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა ქუეყანად და იშვა უბიწოჲსა მის და უმეტესად კურთხეულისა მარადის ქალწულისა მარიამისა და კაც-იქმნა ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა,
    23.     ვითარცა-იგი პირველვე მოასწავა ქადაგებითა წინაწარმეტყუელთაჲთა, მან სახიერმან და ტკბილმან უფალმან აიხუნა ცოდვანი ჩუენნი, ვითარცა თქუა დიდმან წინამორბედმან და ნათლისმცემელმან იოვანე, ვითარმედ: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისნი“.
    24.     და რისხვაჲ იგი და ტანჯვაჲ, ცოდვათა ჩუენთათჳს განწესებული, თანა-წარგუჴდა, რაჲთა არღა თანამდებ ვიყუნეთ ჴორციელთა სატანჯველთა და ძჳრ-ძჳრად სიკუდილთა, არამედ ბრძანა წყალობით,
    25.     რაჲთა შემუსრვილითა და მდაბლითა გულითა ვინანდეთ, და მოწყალებათა მისთა მიმართ მივივლტოდით, და ლმობიერითა გონებითა და ცრემლითა მჴურვალითა აღვიარებდეთ ბრალთა ჩუენთა ურცხჳნელად.
    26.     და არა ხოლო თუ განწესებულთა მათ ტანჯვათაგან აქავე თავისუფალ ვიყუნეთ, არამედ დღესცა მასცა საშჯელისასა მოწყალე გუექმნებოდის თუალუხუავი იგი მსაჯული და ღმერთი ყოველთაჲ,
    27.     და ექსორიობათა წილ და წყლითრღუნათა, და ცეცხლის წჳმათა, და სიყმილთა, და სრვათა, და თითო-სახეთა ტანჯვათა და ძჳრ-ძჳრად სიკუდილითა წილ, რომელ-იგი ძუელსა რჩულსა შინა შეცოდებულთათჳს განჩინებულ იყო, მის ყოვლისა წილ ესოდენ განაწესა.
    28.     და უხრწნელი იგი და პატიოსანი ჴორცი და სისხლი მისი, რომელი ნეფსითითა მით სიკუდილითა მისითა მოგუცა ზიარებად დაგჳდვა კანონად სინანულისა,
    29.     რაჲთა ყოველივე სახელსა ზედა მისსა წოდებულმან ქრისტეანე, რომელმან შემდგომად ნათლისღებისა შეაგინოს თავი თჳსი აღრევითა ცოდვათაჲთა, განეყენოს ზიარებისაგან წმიდათა მათ საიდუმლოთასა, გინათუ მცირედთა წელთა, გინათუ მრავალთა,
    30.     ანუ თუ სიკუდილამდისცა, შემსგავსებულად კაცად-კაცადისა ცოდვათა, ვითარცა განაწესა პირითა წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოწაფეთა და მოციქულთა მისთაჲთა თითოეულისა ცოდვისათჳს, ვითარცა-იგი ნეტართა მათ ყოვლისა სოფლისა მოძღუართა ძლიერად დაკანონეს.
    31.     კუალად შემდგომად მრავლისა ჟამისა, შემდგომად ესოდენისა ამის სახიერებისა, ხედვიდა რაჲ კაცთა, ვითარმედ კუალადცა ერევიან ცოდვათა და ვერ უძლეს მათგან მოწყუედად სრულიად,
    32.     აღადგინნა მნათობნი ეკლესიისანი წმიდანი მღდელთმოძღუარნი და შორის მათსა, ვარსკულავი ბრწყინვალე, წმიდაჲ და ნეტარი ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსი და უბრძანა მას კუალად აღწერაჲ კანონთაჲ მათ წყალობით,
    33.     რომელმან-იგი კანონნი წმიდათა მოციქულთანი განაზოგნა და ფრიადი ნუგეშინისცემაჲ მისცა შეცოდებულთა, რაჲთა არა სასოწარკუეთილ იქმნენ;
    34.     და რომელთა ცოდვათათჳს მათ ათი ანუ ოცი, ანუ თუ ოცდაათი წელი უზიარებლობისაჲ განეწესა, ამან ნეტარმან ნახევარსა ზედა განაზოგა, რაჲთა არა სიმრავლისა მისთჳს წელთაჲსა ეშინოდის შეცოდებულთა და აღსაარებად უდებ-იქმნებოდინ.
    35.     ამისა შემდგომად კუალად სხუათა მამათა ბრძანებითავე უფლისაჲთა უმეტესად აღასუბუქნეს ჟამნი იგი უზიარებლობისანი.
    36.     და ყოველთა მათ მიერ სახიერმან მან და ტკბილმან უფალმან ბრძანა, რაჲ-იგი ღმერთშემოსილთა მათ განაჩინეს,
    37.     რომელი-იგი აურაცხელითა მით მოწყალებითა მისითა, რაოდენცა ხედავს ნათესავითი-ნათესავად უძჳრესთა მიმართ ბრალთა მიმავალად გლახაკთა კაცთა უძლურსა მას ბუნებასა, ბრძოლათაგან და მანქანებათა ბოროტისა მის მტერისა ჩუენისა ეშმაკისაჲთა.
    38.     არა რისხვასა თჳსსა აღაორძინებს შეცოდებულთა მათ ზედა, არამედ უფროჲსად წყალობით და სახიერებით აღასუბუქებს სინანულსა მას ცოდვათასა, პირითა სულიერთა მათ მკურნალთაჲთა,
    39.     რომელნი მსგავსად მისისა, სიტკბოებისა აჩუენებენ წყალობასა და ძმათმოყუარებასა შეცოდებულთა ზედა, რომელნი ლმობიერად და სინანულითა მჴურვალითა აღიარებენ ბრალთა თჳსთა, რომელნი შეემთხჳნეს შურითა და ბრძოლითა ბოროტისა მის მჴდომისაჲთა.
    40.     ამის ყოვლისა გამოუთქუმელისა სახიერებისათჳს მეუფისა და ღმრთისა ჩუენისა დიდებაჲ დიდად შუენიერსა მას კაცთმოყუარებასა მისსა.
    41.     ჭეშმარიტად ვინმე იტყოდის ძლიერებათა მისთა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი.
    42.     ხოლო ესევითარსა ამას განგებასა და წესიერსა განკანონებასა შეცოდებულთასა ვიეთნიმე მსგავსად ჩემსა უმეცარნი, ანუ ამპარვანებისაგან არა მეცნიერნი თჳსისა საზომისანი,
    43.     უწესოდ და უჯეროდ განკანონებითა თავთაცა თჳსთა და სხუათაცა მრავალთა სავნებელ ექმნეს გამოუცდელობითა და უსწავლელობითა
    44.     და კურნებისა წილ მათდა შევედრებულთა სულთაჲსა უმეტესად უკურნებელ-ყვნეს წყლულებანი მათნი, ანუ უზომოჲთა, სიფიცხითა კანონთაჲთა, ანუ კუალად ფრიადითა აღსუბუქებითა უკანონებლობითა.
    45.     და ჰგონებდეს ორნივე თუ კეთილად იქმნა: ერთი იგი – უწყალოებასა მას და სიფიცხესა უჯეროსა და მეორე იგი – მოწყალებასა უწესოსა და თანა-მიყოლასა ნებათა მათ ცოდვილთასა.
    46.     პირველი იგი – რაჲთა ვითარცა აღმასრულებელი მცნებათა მათ სახარებისათა საქებელ იქმნას და სრულებისა სახელი მიიღოს;
    47.     და მეორე იგი – რაჲთა, ვითარცა ფრიად მოწყალე და ქრისტეს მობაძავი, იდიდოს კაცთაგან და სანატრელ იქმნას, გინათუ რაჲთა საფასეცა ანუ სხუაჲ რაჲმე მონაგები ამით ჯერითა მოირეწოს.
    48.     ხოლო ორნივე ესე ჭეშმარიტისა მის და საღმრთოჲსა გზისა და წესისაგან მოცთომილ არიან.
    49.     აწ უკუე ჩუენცა უბადრუკთა ამათ და უღირსთა, რომელნი-ესე უსწავლელად და უღირსად შესრულ ვართ წესსა ამას უზეშთაესსა საზომისა ჩუენისასა და სხუათა კურნებად წოდებულ ვართ უგუნურებით,
    50.     რომელნი-ესე თავით თჳსით უძლურნი და მოწყლულნი ვართ და სასიკუდინედ მწყუდარნი მოვედით, გამოვიძიოთ და განვიკითხოთ და გულისჴმა-ვყოთ და აღვწეროთ და შემდგომად ჩუენსა მომავალთა დაუტეოთ საჴსენებელად,
    51.     თუ ვითარითა გონებითა და რაბამითა სახითა და წესითა უჴმს მონანულსა აღსაარებაჲ და მიღებაჲ კანონისაჲ სინანულად, ანუ თუ ვითარ ჯერ-არს რომელი აღსაარებასა სხუათასა თავს-იდებდეს და თუ ვითარ ამის საქმისაგან ოდენ იქმნების, რაჲთა პოოს მან შენდობაჲ თჳსთა ცოდვათაჲ.
    52.     და კუალად იქმნების ამის საქმისაგან ოდენ წარწყმედაჲ, დაღაცათუ სხუანი ცოდვანი არა აქუნდენ, რამეთუ ესე არს, ვითარ მე გულისჴმა-ვჰყოფ, გამოცხადებაჲ იგი მადლთაჲ, რომელსა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე,
    53.     ვითარმედ: „თითოეულსა ჩუენგანსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს: რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, რომელსამე – სიტყუა მეცნიერებისაჲ“.
    54.     და თითოეულნი იგი მადლნი წარმოთქუნა და მერმე თქუა: „რომელსამე მიცემულ არს განკითხვაჲ სულთაჲ, რამეთუ ესეცა დიდი მადლი არს ღმრთისა მიერ ჯეროვნად განკითხვაჲ სულთაჲ და სამართლად კაცად-კაცადისა წესთა და კანონთა შემსგავსებულთა თითოეულთა ბრალთა განჩინებად.
    55.     აწ უკუე მე, გლახაკი ესე და უდები, არა თუ ვითარმცა ჯეროვნად მიწევნულ ვიყავ გულისჴმის-ყოფასა და მეცნიერებასა,
    56.     ამისთჳს ვჰყოფ გამოძიებასა და განკითხვასა და განწესებასა კანონთასა და განყოფილებასა ბრალთასა მდიდართა და გლახაკთა, ბერთა და ჭაბუკთა, მეცნიერთა და უმეცართა, მონათა და აზნაურთა, სიმრთელით მყოფთა და სნებათაგან მიჭირვებულთა, გინათუ სიკუდილად მებრ მიწევნულთა,
    57.     რამეთუ ამათ ყოველთა შორის ფრიადი არს განყოფილებაჲ, ვითარცა-ესე გჳჴმს თითოეულისა აღრაცხვაჲ, და ვითარცა ვთქუ, არა თუ მინდობითა მეცნიერებისა და გულისჴმის-ყოფისა ჩემისაჲთა ვიქმ გამოძიებასა ამას და განწესებასა,
    58.     არამედ ვითარცა გლახაკი და ნარჩევთა უნარჩევესი ნაბიჭევსა ღირსთა და მეცნიერთა ტაბლისასა შევჰკრებ და უმეტესად გამოცდილებისაგან და გულისჴმის-ყოფისა სულიერისა მის მოძღურისა ჩემისა, რომელმან აღმზარდა,
    59.     რომელი-იგი სანთელი იყო განკითხვისა და მეცნიერებისაჲ, რომლისაგან ყოველი სულიერი სწავლაჲ მისწავლიეს, დაღაცათუ საქმით ვერ უძლე სწავლათა მათ აღსრულებად,
    60.     ვინაჲთგან უკუე მაიძულეს ღმრთისმოყუარეთა და სულიერთა ძმათა აღწერად მცირედი ესე რჩულისკანონნი და თითოეულისა ცოდვისა განწესებული სინანული, რაჲთა არა ურჩებისა ბრალსა შთავვარდე, კრძალულებით და შიშით ჴელ-ვყავ საქმესა ამას და ვთქუა სრულიცა გულისსიტყუაჲ ჩემი,
    61.     დაღაცათუ ვიეთნიმე ურწმუნო იქმნენ სიტყუასა ამას, არა არს ესე ჩემდა ზრუნვა, რამეთუ „ღმერთმან კაცსა არა თუალ-ახუნის“, ვითარცა წერილ არს.
    62.     დიდთა და წმიდათა მამათაგან მასმიოდა, ვითარმედ ჟამსა მას სქემის კურთხევისასა, რაჲცა-ვინ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა ითხოოს ღმრთისაგან, მიეცემის.
    63.     და მრწმენა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე და სარწმუნოებითა მჴურვალითა და სასოებითა მტკიცითა ვითხოე უშურველად მომანიჭებელისა ღმრთისაგან,
    64.     რაჲთა მომცეს გულისჴმის-ყოფაჲ ჯეროვანი და სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ აღებასა პირისა ჩემისასა, რაჲთა ჯეროვნად ნუგეშინის-ვცე, რომელმანცა შეცოდებულმან აღმიაროს ბრალი თჳსი და თითოეულისა ცოდვისა კანონი ესრეთ განვაჩინო და განვაწესო,
    65.     ვითარცა სათნო იყოს წინაშე შენსა, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო, რაჲთა რომელმანცა აღმიარნეს გულის-სიტყუანი და საქმენი თჳსნი, გულსავსებით და სიხარულით წარვიდეს ჩემგან.
    66.     ხოლო, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „ყოველივე, რავდენი ითხოოთ სარწმუნოებით, მოგეცეს თქუენ“.
    67.     და კუალად იტყჳს:
    68.     „ამენ გეტყჳ თქუენ: ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, ვითარმედ მოიღოთ და გეყოს თქუენ, და სარწმუნოებისაებრ თქუენისა გეყავნ თქუენ“.
    69.     და სხუასა მრავალსა ესევითარსა ბრძანებს უშურველი იგი მეუფე და უხუად მიმნიჭებელი, ყოველთა კეთილთა მიზეზი, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მოელის ცოდვილთა მიქცევასა და სინანულსა.
    70.     მან სახიერმან, ვითარცა თჳთ უწყის, ყო ჩემთანა, უღირსისა ამის, ნიჭი კეთილთა მისთაჲ.
    71.     აწ უკუე შეწევნითა და წინამძღურობითა სახიერისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა ვიწყო სიტყუად წინამდებარისა ამის პირისათჳს, და პირველად ვთქუა რიცხჳ და განყოფილებაჲ ცოდვათაჲ ბუნებითთაჲ და გარეშეთა ბუნებისათა,
    72.     ვითარცა არა ხოლო თუ წიგნთაგან, არამედ აღსარებისაგანცა მრავალთაჲსა გჳსწავიეს და არა ესე ხოლო, არამედ თუ ვითარ ჯერ-არს გამოძიებაჲ და გამოწულილვაჲ მოძღუარსა, რომელი შეიწყნარებდეს აღსაარებათა
    73.     და თუ ვითარ უჴმს განკანონებაჲ და თუ ვითარ თანა-აც შეცოდებულთა აღსაარებაჲ და ვითარ ჯერ-არს მათდა კანონსა მოძღურისაგან მიცემულსა მითუალვად.
    74.     პირველად უკუე ვთქუათ რიცხჳ და სახენი ცოდვათანი და მერმე განყოფილებაჲ და თითოსახეობაჲ დიდთა და საშუვალთა და მცირეთაჲ და თითოეულისა წესი და კანონი, ვითარცა ითხოეს მორწმუნეთა მათ ძმათა განმარტებად.
    75.     არიან უკუე ჴორციელნი ცოდვანი რვანი, ვითარცა-იგი თქუეს წმიდათა მამათა, ვითარმედ: „რვანი არიან გულისსიტყუანი ვნებათანი“.
    76.     სხუათა კუალად შჳდად თქუეს სულნი იგი უკეთურებისანი.
    77.     ხოლო რვანი იგი ჴორციელნი ცოდვანი ესე არიან: ჴელითდაცემაჲ; სიძვაჲ; მრუშებაჲ; მამათმავლობაჲ; უჰასაკოჲსა განხრწნაჲ; პირუტყუთა თანა დაცემაჲ; და მრავალგუარი იგი და მრავალ სახე და ბუნებისა შემრეველი თჳსთა და ნათესავთა თანა აღრევაჲ.
    78.     და მერვე არს ნეფსითი, გინა უნებლიეთი კაცის კლვაჲ.
    79.     ა. ხოლო აღრიცხუვასა ამას შინა ცოდვათასა პირველად ვაჴსენე ბოროტი იგი და მრავალთა წარმტყუენველი ჴელითდაცემაჲ, რომელსა ეწოდების ჩუკენობაჲ,
    80.     ვითარცა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე: „ნუ სთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არც მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“.
    81.     ამისთჳს უკუე პირველად ესე ვაჴსენე, რამეთუ ყოველთა ცოდვათა უპირატესად ესე ებრძვის კაცთა, ჰასაკად რაჲ სიჭაბუკისა მოვიდენ და უმრავლესთა ქალწულებაჲ ამის ვნებისა მიერ განიხრწნების, რამეთუ რომელმან ჴელითდაცემაჲ ქმნას, არღა აქუს მას ქალწულებაჲ.
    82.     და რომელი-იგი მრავალგზის მეცნიერთაცა და გულისჴმის-მყოფელთა კაცთა ეუფლის ბოროტი იგი ჩუეულებაჲ და მრავალთა ვიდრე სიბერედმდე, გინათუ სიკუდილამდე ვერ მოიწყჳდიან, არა ხოლო თუ ერისკაცთა, არამედ სოფლისაგანცა განშორებულთა.
    83.     არს უკუე ორი განყოფილებაჲ ჴელითდაცემისაჲ: ერთი იგი, რომელ იქმნების თჳსითა ჴელითა, ვითარცა გუეუწყა აღსარებითა მრავალთაჲთა და საცნაურ არს ყოველთა მიერ.
    84.     ხოლო მეორე იგი არა მრავალთა უწყიან, რომელ-იგი არს სხჳსა ჴელითა, ვითარცა გუესმა მოქმედთაგან ბოროტისა მის ვნებისათა,
    85.     რამეთუ ეძაგებინ სიბილწესა მას თჳსითა ჴელითა ქმნად და მსახურთა მათთამონათა, გინა აზნაურთა მოუწოდიან და ჴელითა მათითა ბოროტი იგი და საძაგელი დაცემაჲ აღასრულიან, რომელთათჳს ნეტარი იოვანე კლემაქსისა აღმწერელი იგლოვს და იტყჳს,
    86.     ვითარმედ: „საწყალობელ არს რომელი დაეცემოდის, ხოლო უსაწყალობელეს არს, რომელი მეორესა მომატყუებელ ცოდვისა ექმნებოდის, რამეთუ ორთავე დაცემათა და მოძღურებისა მის ბოროტისა სიმძიმე მას უტჳრთავს“.
    87.     და ნუუკუე მასწავლელმან მან შეიგონის სადმე და დასცხრის ცოდვისა მისგან, ხოლო მის მიერ სწავლული იგი დაადგრის ცოდვასა მასვე ზედა და ამით მიზეზითა უძლურ იქმნის სინანული მასწავლელისაჲ.
    88.     ხოლო ესე სიტყუაჲ ჴელითდაცემისათჳს სხუათა მიერისა და მატყუებლობისათჳს თქმულ არს, რამეთუ თანაწარიტანა არაწმიდამან ჴელითდაცემამან ბოროტი იგი დაჲ თჳსი მატყუებლობაჲ,
    89.     დაღაცათუ რიცხუსა მას შინა ცოდვათასა არა ვაჴსენეთ, ამის ესევითარისა მრავალფერობისა და მრავალბოროტებისათჳს ვნებისა ამის ბოროტისა პირველ სხუათა ვნებათასა დავაწესეთ.
    90.     ბ. ხოლო სიძვისაჲ სამი არს განყოფილებაჲ: ქურივსა თანა დაცემაჲ და მჴევალსა და მეძავსა.
    91.     ხოლო მეძავი არა მას ეწოდების, რომელი ერთგზის, ანუ ორგზის და უმეტსცა შეემთხჳოს, ანუ იძულებით წაეკიდოს, არამედ რომელი განზრახვით და წარმდებებით იყოს მოქმედი ცოდვისაჲ.
    92.     გ. ხოლო მრუშებად მას ვიტყჳთ, რაჟამს ქმრის ცოლსა თანა ვინმე დაეცეს;
    93.     ანუ ცოლოსანსა მამაკაცსა მოუწოდოს დედაკაცმან თჳსთანა დაცემად.
    94.     ეგრეთვე სქემოსანი მონაზონი, გინა ენკრატისი სადაცა დაეცნენ, მრუშებაჲ არს და მრუშებისა კანონი მიეცემის, ვითარცა განა ესა მნათობმან მან ეკლესიათამან და მოციქულთა მადლისა თანა-ზიარმან დიდმან ბასილი, რომელმან-იგი რაჲცა თქუა, ღმერთი იტყოდა პირით მისით.
    95.     დ. ხოლო მამათმავლობისა სამი არს განყოფილებაჲ: სხუაჲ არს ოდეს სხჳსა მიერ შეემთხჳა, ანუ სიყრმესა, ანუ სიგლახაკისაგან, ანუ მძლავრობით.
    96.     და უსუბუქე არიან ესე ბრალნი.
    97.     და სხუანი მრავალნი სახენი არიან ამის პირისანი;
    98.     რომელნიმე სუბუქნი, რომელნიმე მძიმენი.
    99.     და სხუაჲ არს, ოდეს სხუასა თანა დაეცეს, ესე უმძიმეს არს.
    100.     ხოლო უკუეთუ ვინ სხუასა თანა მამათმავლობდეს და სხუაჲ მის თანა, ესე სრულიად მძიმე არს და არა რაჲ აქუს სიტყჳს-გებაჲ.
    101.     ე. ხოლო უჰასაკოჲსა განხრწნაჲ იგი არს: ქალისა ქალწულისა უწინარეს ჰასაკად მოსლვისა განხრწნაჲ პირველ ათექუსმეტისა წლისა, გინათუ ყრმისა უჰასაკოჲსა, რომელ-ესე უმძიმესი ცოდვაჲ არს.
    102.     ვ. ხოლო პირუტყუთა ანუ მფრინველთა თანა დაცემისა ჩანს თუ ერთსახე არს, გარნა ორი აქუს განყოფილებაჲ: რამეთუ შეემთხუევის ვიეთმე არა ხოლო თუ დედალთა პირუტყუთა თანა, არამედ მამალთაცა, ვითარცა გუეუწყა მრავალთა აღსაარებისაგან.
    103.     ზ. ხოლო თჳსთა და ნათესავთა ურთიერთას აღრევაჲ მრავალ სახე და მრავალ ფერი არს.
    104.     და ვერცა ეგების ყოვლისავე წერით უწყებაჲ;
    105.     რამეთუ სხუაჲ არს ორთა დათა თანა დაცემაჲ;
    106.     და სხუაჲ არს – უმძიმესი – დასა თანა ერთკერძოჲსა, ანუ მამით, ანუ დედით, ცოდვისა აღსრულებაჲ;
    107.     და სხუაჲ კუალად უძჳრესი ორკერძოჲსა დისა თანა ქმნაჲ ბოროტისაჲ;
    108.     და სხუაჲ კუალად მამის ცოლსა თანა, რომელი-იგი სწორი არს ერთკერძოჲსა მის დისა თანა აღრევისაჲ, ხოლო ორკერძო დისაჲ უმძიმესი არს და უბოროტესი.
    109.     კუალად სხუაჲ არს მამის ძმისწულთა აღრევაჲ;
    110.     და სხუაჲ არს მამის ძმისწულის წულთაჲ;
    111.     სხუაჲ არს ძმის ცოლსა თანა;
    112.     და სხუაჲ არს მამის ძმისწულის ცოლსა;
    113.     და სხუაჲ არს სძალსა თანა-ცოლისა ძისასა – ცოდვაჲ.
    114.     სხუაჲ არს ცოლისა ასულსა თანა სხჳსა ქმრისაგან ქმნილსა;
    115.     და სხუაჲ არს ასულის ასულსა თანა;
    116.     ხოლო უძჳრესი და უსაწყალობელესი თჳსსა ასულსა თანა ანუ თჳსსა დედასა, რომელ-ესე წარმართთა შორის იქმნების, სპარსთა და უჟიკთა და სხუათა ურჩულოთა, უფალმან ნუ მიუშუას ქრისტიანეთა შორის ესევითარი საქმე, რამეთუ გუესმა ჩუენ უბადრუკთა ესევითარიცა ბოროტი.
    117.     ეგრეთვე მამათმავლობაჲცა თჳსთა და ნათესავთა შეემთხუევის ურთიერთას, რომელ-ესე უმძიმეს არს მამის ძმისწულთა და მამის ძმისწულის წულთა და სხუათა ესევითართა.
    118.     რამეთუ მესმა ოდესმე თჳსთა აღრევაჲ ბოროტი და ბუნებისაგან უცხოჲ მამათმავლობაჲ: სამნი ძმანი, ერთისა მამისა და ერთისა დედისა შობილნი, ურთიერთას დაეცნეს, ხოლო უმშუანესმან აღმიარა ესე, ვითარმედ უხუცესისაგან შეემთხჳა მას და მან ქმნა უმრწემესსა თანა.
    119.     ჵ ბოროტო მტერო და მბრძოლო მზაკუვარო ეშმაკო მჴდომო კაცთაო, რაოდენთა მთხრებლთა და საბრჴეთა შთააგდებ მორჩილთა შენთა და არა განძღები წარწყმედითა კაცთაჲთა!
    120.     შეგრისხენინ შენ უფალმან და მართლუკუნაქციენ და განაქარვენ ღონენი და მანქანებანი შენნი, ბელიარ უკეთურო, ყოვლისა ბოროტისა მიზეზო და მომპოვნებელო!
    121.     არს დედათაცა თანა მამათმავლობაჲ, რომელსა შინა შთავარდებიან მამაკაცნი დაბნელებულნი მტერისაგან და ბუნებითსა მას საქმესა დაუტეობენ დაბრმობილნი იგი საგურკველით აიძულებენ სიძვად უბადრუკთა მათ დედათა თანა.
    122.     და ვიეთნიმე თჳსთაცა ცოლთა თანა იქმან ბოროტსა მას.
    123.     ესევითართა მათ უმეტესი და უმძიმესი კანონი სხუათა მამათმავალთასა მიეცეს, მოიქცენ თუ სინანულად, ხოლო უკუეთუ უნანელად იპოვნენ, უძჳრესა და უმწარესსა სატანჯველსა მიეცნენ საუკუნესა მას.
    124.     ამათ ბოროტთა მოქმედნი ემხილებიან წმიდისა მოციქულისა პავლესგან, რომელი იგლოვს მათთჳს და იტყჳს, ვითარმედ: „დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა ბუნებად, ეგრეთვე მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ,
    125.     განჴურდეს გულისთქუმათა მათითა ურთიერთას, მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს და კუალად საგებელი იგი, რომელი ჯერ უჩნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
    126.     არს სულიერისაცა თჳსებისა ცოდვითა აღრევაჲ – რომელი აექუას ნათლისღებისაგან სულიერი ასული და კუალად აქმულისა მის დედაჲ სჳნდიკნოზი,
    127.     რომელ-ესე ფრიად უმძიმეს არს და უსაწყალობელს ჴორციელისა თჳსებისაჲსა და უფროჲსად, უკუეთუ არა ერთგზის ოდენ, არამედ მრავალგზის ვის შეემთხუეოდის ცოდვაჲ სულიერსა მას ასულსა თანა ანუ სჳნდიკნოზსა.
    128.     ჱ. არს რიცხუსა ამას შინა ცოდვათასა მერვე ცოდვაჲ მძიმე – ნეფსითი კაცის კლვაჲ და კუალად სხუაჲ უნებლიეთი, უსუბუქესი და უმოლხინეს ფრიად ნეფსითისასა.
    129.     ამათ რვათა ჴორციელთა ცოდვათა კანონი უზიარებლობისაჲ მონანულთათჳს განწესებულ არს წმიდათა მოციქულთაგან და პირველთა მამათა და ნეტარისა მამისა ჩუენისა დიდისა ბასილისა.
    130.     და მერმე კუალად წმიდათა მათ მამათა მეექუსისა კრებისათა აჴსენნეს და დააწესნეს კანონნი იგი მათ მიერ აღწერილსა მას რჩულისკანონსა შინა, რომელ-იგი განაწესეს მათ კეთილად და შუენიერად.
    131.     და ყოველნი პირველთა წმიდათა კრებათა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ აღწერილნი კანონნი აჴსენნეს და დაამტკიცნეს ნეტართა მათ.
    132.     არს უკუე კანონი უზიარებლობისაჲ ნეფსითისა კაცის კლვისაჲ ოც წელ და უნებლიეთისაჲ – ათ წელ.
    133.     მრუშებისაჲ ქმრის ცოლსა თანა იე წელ.
    134.     ეგრეთვე სქემოსანთა მონაზონთა, გინა ენკრატისთა სიძვასა მრუშებისა კანონი განწესებულ არს, ხოლო უსქემოსა თუ შეემთხჳოს, სიძვისა კანონი მიეცემის.
    135.     ხოლო სიძვაჲ ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა თუ იქმნას, შჳდ წელ განიკანონების.
    136.     მამათმავლობისა კანონი იე წელ განწესებულ არს.
    137.     ეგრეთვე მსგავსად პირუტყუთა თანა აღრევისაჲ იე წელი არს, ვითარიცა იყოს პირუტყჳ იგი: გინა ოთხფერჴი, გინა მფრინველი;
    138.     ხოლო მამალ-დედლობისათჳს არარაჲ წერილ არს.
    139.     ხოლო თჳსთა და ნათესავთა თანა სიძვანი მრავალსახენი და მრავალგუარნი არიან.
    140.     რომელი სჳნდიკნოზსა თანა დაეცეს, რვა წელ განწესებულ არს კანონი მისი.
    141.     უკუეთუ კულა აქმულსა თანა შეემთხჳოს, რომელ არს სულიერი ასული, ოცდაათ წელ განიკანონების, ვითარცა თქუეს ვიეთმე მამათა: „ვითარცა იგი უკუეთუ თჳსსა დედასა თანა ანუ ასულსა ვის შეემთხჳოს ამათ ესევითართა პირთა თანა,
    142.     უკუეთუ ვინ დააბრკოლოს და დასცეს ბოროტმან ეშმაკმან და იქმნას ცოდვაჲ იგი ერთგზის ანუ ორგზის და გარდაიკუეთოს, ოცდაათი წელი თქმულ არს კანონად“.
    143.     უკუეთუ კულა ესოდენ ვის ეუფლოს ეშმაკი, რომელ მრავალგზის აქმნიოს ურჩულებაჲ იგი, სიკუდილადმდე განწესებულ არს უზიარებლობაჲ მისი.
    144.     უკუეთუ ვინ მამის ცოლსა თანა დაეცეს, ანუ დასა ერთ-კერძოსა – ანუ მამისაგან, ანუ დედისა – მრუშებისა კანონი აქუს, ათხუთმეტ წელ.
    145.     უკუეთუ კულა ორკერძოსა დასა თანა ცოდოს – რომელი მამით და დედით იყოს – კაცის კლვისაჲ აქუს კანონი, ოც წელ.
    146.     ეგრეთვე ხუცის ცოლისაჲ და მთავარდიაკონისაჲ, რამეთუ მეუღლეთა მათთა მკლველი არს, რამეთუ უკუეთუ მიერითგან ხუცესი იგი ანუ დიაკონი ცოლისა თჳსსა თანა მივიდეს, მღდელობისაგან განიკუეთების და მემრუშესა მას კაცის კლვასა კანონი დაესაჯების.
    147.     ხოლო კერძოდიაკონისა ანუ წიგნის მკითხველისა ივ წელი აქუს კანონისაჲ;
    148.     რამეთუ ვერღარა წარემატებიან მღდელობად ქმარნი მათნი, უკუეთუ შემდგომად დაცემისა ცოლთა მათთაჲსა მათ თანაღა იყვნენ.
    149.     უკუეთუ ვინ სძალსა თჳსსა თანა ცოდოს – ცოლსა ძისასა – ათორმეტ წელ განიკანონების.
    150.     ხოლო ძმის ცოლსა თანა თუ ცოდოს – ათ წელ.
    151.     ხოლო სხუათა ნათესავთა ცოლსა თანა თუ შეემთხჳოს – შჳდ წელ.
    152.     ხოლო ესე კანონნი მაშინ მიეცემიან, უკუეთუ ქმარნი მათ დედათანი მომკუდარ იყუნენ და იგინი დაქურივებულ.
    153.     უკუეთუ კულა ქმარნი ცოცხალ იყვნენ და ცოდოს ვინ სძალსა თანა, ანუ ძმის ცოლსა, ანუ სხუათა თჳსთა ცოლებსა, ბოროტისა მრუშებისა კანონი დაესაჯების, არა ათხუთმეტ წელ ოდენ, არამედ ოც წელცა, გინა უმეტეს.
    154.     დედათა თანა მამათმავლობის სახედ დაცემაჲ ოცდაათ წელ განკანონეს, ვითარცა სრულიად ბუნებისაგან უცხოჲ და ბოროტი საქმე.
    155.     ხოლო უჰასაკოჲსა ქალისა განხრწნაჲ ათორმეტ წელ განიკანონების და ყრმისა მცირისაჲ – ათექუსმეტ წელ.
    156.     მრუშებისა კანონი ქმრის ცოლსა თანა დაცემისაჲ არს ათხუთმეტი წელი;
    157.     ეგრეთვე მონაზონთა და ენკრატისთა სქემოსანთაჲ, ხოლო უსქემოთაჲ სიძვით დაცემაჲ შჳდ წელ განიკანონების, ვითარცა ზემოწერილ არს;
    158.     ეგრეთვე სიძვისათჳს ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა შჳდი წელი წერილ არს.
    159.     ხოლო ესე კანონნი არა ჩემ მიერ განწესებულ არიან, არამედ, ვითარცა ზემოწერილ არს, წმიდათა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილის მიერ.
    160.     ხოლო ბოროტისა მის და საძაგელისა ჴელითდაცემისათჳს წმიდათა მოციქულთა და კრებათა კანონი არაჲ განუწესებიეს,
    161.     რამეთუ ახლად მოქცეულთა მათ მრავალთა წარჩინებულთაცა ვნებაჲ იგი დიდად ჰმძლავრობდა და კანონი არაჲ დაწერეს, თჳნიორ ხოლო რომელ წმიდამან მოციქულმან პავლე აჴსენა,
    162.     ვითარმედ: „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკჳდრონ“.
    163.     ჩუკენობაჲ ჴელითდაცემასა უწოდა და გამოაჩინა, ვითარმედ ბოროტი საქმე არს და სასუფეველსა ვერ დაიმკჳდრებს ესევითარისა მის ვნებისა მოქმედი, უკუეთუ არა მოიწყჳდოს და შეინანოს.
    164.     ხოლო კანონი არარაჲ განაწესეს, ვითარცა-იგი არცა მტაცებელთათჳს, არცა მომთრვალეთათჳს, არცა მაგინებელთა.
    165.     ხოლო შემდგომთა მათ წმიდათა მამათა არა უგულებელს-ყვეს ვნებაჲ იგი, არამედ განაწესეს სუბუქი კანონი,
    166.     ორმეოც დღე უზიარებლობაჲ და ყოველთა დღეთა ნ მუხლთდრეკაჲ და სამგზის „მიწყალე“ კჳრიელეისონი რ „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ – ნ, და „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ – ნ.
    167.     რამეთუ ამათ წმიდათა მამათა და შემდგომითი-შემდგომად მრავალთა ღმერთშემოსილთა ყოველთა მათ ცოდვათა ბუნებითთა და ბუნებისა გარეშეთათჳს ფრიად აღასუბუქნეს და შეამოკლნეს კანონნი,
    168.     რამეთუ ესე კეთილად და წყალობით გამოუცხადა მათ სულმან წმიდამან უძლურებისათჳს ამის ნათესავისა.
    169.     და უმჯობესად ქმნეს, რამეთუ უკუეთუმცა ესე არა, ეგრეთ განეგო ფრიად, მცირედნიმცა მოვიდოდეს სინანულად და აღსაარებად ცოდვათა თჳსთა.
    170.     ხოლო არს სხუაჲცა ცოდვაჲ, რომელი-იგი უმძიმეს არს ჴელითდაცემისა და უსუბუქეს მამათმავლობისა, რომელი-იგი ორთა მამაკაცთა მიერ იქმნების ერთმანერთსა ბარკალთა შინა ანუ თეძოთა.
    171.     დაცემაჲ იქმნების ესე დედათა მიერცა, თჳნიერ მამაკაცისა, და არს ესე, ვითარცა ვთქუ: ჴელითდაცემისა უმძიმეს და მამათმავლობისა უსუბუქეს და განწესებულ არს ამის ცოდვისათჳს კანონი სიძვისაჲ პირველთა მამათაგან, რომელ არს შჳდი წელი.
    172.     აწ უკუე ესე ზემოხსენებულნი რომელნიმე აღწერილნი რჩულისკანონსა შინა და რომელნიმე უწერელნი ცოდვანი, და თუ ვითარ განწესებულ არს პირველთა მამათაგან თითოეულისა ცოდვისა კანონი, ესერა აღმიწერიეს მე გლახაკსა ამას უღირსსა.
    173.     ხოლო რაჲ-იგი მე უდებსა ამას და კადნიერსა, ვითარცა შემდგომთა მათ ჩემზე უპირატესცა ჩემსა გამოჩინებულთა წმიდათა მამათაგან მისწავიეს და მადლითა სახიერისა და მრავალმოწყალისა ღმრთისაჲთა გულსავსე ქმნილ ვარ
    174.     და განმიწესებიან კანონნი სიმრავლისათჳს ერისკაცთა და მონაზონთაჲსა და დედათა ენკრატისთა და ერისკაცთათჳს, გლახაკთა და მდიდართათჳს, მრთელთა და უძლურთათჳს და სიკუდილისა ჟამსაცა სინანულად მომავალთათჳს და ყოვლისა კაცისათჳს,
    175.     ვითარცა დამიწესებიეს, აღვწერო და გაუწყო ძალითა და შეწევნითა კაცთმოყუარისა და კეთილთა მომნიჭებელისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
    176.     რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ და მას შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


5

     1.     კანონნი შეცოდებულთანი, განწესებული ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მმარხველისა მიერ, კოსტანტინეპოლელ პატრიარქისაჲ
    2.     ქრისტჱ, ადიდჱ წმიდათა შენთა თანა მამაჲ გრიგოლ მთაწმიდელი.
    3.     უკუეთუ ვის შეემთხჳნენ ბუნებითნი ცოდვანი, ესე იგი არს სიძვანი დედათა თანა, გინა თუ ქურივთა, ანუ მჴევალთა, ანუ მეძავთა წესითა მით ბუნებითისა ცოდვისაჲთა და დაიყოვნოს საქმესა მას შინა ცოდვისასა მრავალ ჟამ
    4.     და მერმე მოვიდეს სინანულად აღიარნეს ცოდვანი იგი თჳსნი და მოიწყჳდნეს სრულიად, სამ წელ განიკანონოს არა ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, რამეთუ ზემოწერილთაცა კანონთა შინა კრებათაგან და წმიდისა ბასილისგან დაწესებულთა,
    5.     სადა-იგი შჳდი წელი წერილ არს სიძჳსათჳს, არა ამას აჩინებს, თუ რავდენიცა ვისდა სიძვაჲ შემთხუეულ იყოს, თითოეულისა ცოდვისათჳს შჳდ-შჳდი წელი დაიმარხოს, არამედ ოდეს სინანულად და აღსაარებად მოვიდეს,
    6.     უკუეთუ სიძვითა ოდენ უქმროთა დედათაჲთა ეცოდოს, შჳდ წელ განიკანონოს, უკუეთუ მრუშებაჲ ექმნას ანუ მამათმავლობაჲ – იე წელ;
    7.     და სხუანი იგი ცოდვანი, ვითარცა აღწერილ არიან.
    8.     აწ უკუე შჳდსა მას წელსა სიძვისათჳს დაწესებულსა სამ წლად მოვიყვანებთ უძლურებისათჳს ამის ნათესავისა, გინათუ ცოლოსანი იყო კაცი იგი, გინათუ უცოლოჲ,
    9.     რამეთუ უკუეთუ ცოლოსანსა კაცსა შეემთხჳოს სიძვაჲ დედაკაცსა თანა უქმროსა, არა მიეცემის კანონი მრუშებისაჲ, არამედ სიძვისაჲ ოდენ, უკუეთუ კულა ქმრის ცოლსა თანა ცოდოს, მაშინ დაესაჯების მრუშებაჲ.
    10.     და კუალად უკუეთუ ცოლი თჳსი განიშოროს, გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშა, ვითარცა წმიდასა სახარებასა წერილ არს.
    11.     ხოლო ვიდრემდის თჳსსა ცოლსა თანა იყოს, დაღაცათუ სიძვაჲ შეემთხჳოს ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა, სიძვისა კანონი მიეცემის.
    12.     ხოლო დედაკაცმან ქმროსანმან, უკუეთუ სხუასა მამაკაცსა თანა ცოდოს, იმრუშა, რამეთუ იტყჳს წმიდაჲ ბასილი, ვითარმედ: „ბრძანებაჲ უფლისაჲ მამათათჳს და დედათა სწორად გულისჴმა იყოფების“.
    13.     გარნა ჩუელებაჲ წესისაჲ ესრეთ იქმნა: დედათათჳს ქმროსანთა დიდი კრძალულებაჲ დაეწესა, რაჲთა არა ჴელ-ეწიფებოდის სხჳსა მამაკაცისა მისლვად;
    14.     უკუეთუ მივიდეს, მემრუშე არს და არღარა შეიწყნარებს ქმარი მისი, არამედ განიშორებს, ვითარცა იტყჳს იერემია წინაწარმეტყუელი: „უკუეთუ მივიდეს დედაკაცი სხჳსა მამაკაცისა, ვერღარა მიიქცეს ქმრისა თჳსისა“.
    15.     – და კუალად წერილ არს: „რომელმან იპყრას მრუშებული იგი თჳს თანა, უგუნურ არს და ურჩულო“.
    16.     ხოლო მამაკაცი, თუ ცოლოსანი ისიძვიდეს, არა ჴელ-ეწიფების ცოლსა მისსა განშორებად მისგან, რამეთუ ესრეთ არს ჩუეულებაჲ ამის საქმისაჲ: დაღაცათუ ურწმუნოჲ იყოს ქმარი და ცოლი მორწმუნე და ქმარსა მას ჯერ უჩნდეს ყოფაჲ მის თანა,
    17.     არავე უბრძანებს მოციქული დატევებად ქმრისა მის, რამეთუ: „განწმიდნებისო ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან“.
    18.     ესე იგი არს – სარწმუნოებითა მორწმუნისა მის დედაკაცისაჲთა მოსლვად არს ქმარიცა სარწმუნოებად, ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს,
    19.     ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ გინათუ ცოლოსანი იყოს, გინათუ უცოლოჲ და შეემთხჳოს სიძვაჲ, გინათუ მცირედ, გინათუ მრავალგზის და მოვიდეს აღსაარებად, სამ წელ უზიარებლობაჲ დაიმარხოს, უკუეთუ ცოდვანი იგი მოიწყჳდინეს და გულსმოდგინებით ინანდეს.
    20.     ეგრეთვე უკუეთუ ბუნებისა გარეგანნი ვის ცოდვანი ექმნენ: პირუტყუთა თანა დაცემანი, ანუ მამათმავლობანი – ანუ მას სხუათა თანა, ანუ სხუათა მას თანა – ანუ თჳსთა ნათესავთა თანა დაცემულ იყოს:
    21.     ძმის ცოლთა, ანუ მამის ძმისწულის ცოლსა, ანუ სხუათა ესევითართა თჳსთა და მსწრაფლ მოეწყჳდნენ საქმენი იგი და არა დაჰყოვნებოდის [!] მათ შინა და მოვიდეს სინანულსა ლმობიერსა და აღიარნეს ცოდვანი იგი, მან სამი, გინა ოთხი წელი უზიარებლობისაჲ დაიმარხოს.
    22.     უკუეთუ კულა დაცემულ იყოს დედაკაცსა თანა და მისვე დედაკაცისა ასულსა, ანუ ორთა დათა თანა, ანუ ორთა ძმათა, ანუ სძალსა თჳსსა თანა, ანუ სიძესა –ასულისა ქმარსა – ხუთ წელ უზიარებელ იყოს.
    23.     უფროჲსად, უკუეთუ სხუანიცა ცოდვანი აქუნდენ სიძვისანი, გარეშე მრუშებისა, რამეთუ უკუეთუ მრუშებაჲცა შემთხუეულ იყოს, უმეტესი კანონი თანა-აც.
    24.     ხოლო სხუათა მათ ურჩულოთა და საწარმართოთა საქმეთაგან თუ ექმნას ვის რომელ-იგი, ნუმცა ვისდა შემთხუეულ არს თჳსსა დედასა თანა ანუ ასულსა, ანუ დასა, ანუ ძმასა – დაცემაჲ – ანუ პირუტყუთა თანა ნეზუთა,
    25.     ანუ დედათა თანა მამათმავლობის სახით და უფროჲსად თჳსთა მეუღლეთა, ანუ სჳნდიკნოზსა თანა, გინა აქმულსა, ამათ ესევითართა ცოდვათა კანონნი მამათა მიერ განწესებულნი ზემოწერილ არიან.
    26.     ხოლო მე ვიტყჳ სასოებითა აურაცხელისა მის სახიერებითა ღმრთისაჲთა: უკუეთუ ვის ბოროტნი ესე ცოდვანი შეემთხჳნენ და მოიწყჳდნეს სრულიად, და აღიარნეს ბრალნი თჳსნი და მოიგოს სინანული ლმობიერი,
    27.     მიეცეს მას კანონი უზიარებლობისაჲ რვა წელ, გინა თუ ათ წელ, გინა ათ ორმეტ წელ, ვითარცა სინანულსა და მოღუაწებასა ბრალეულისასა მას ხედვიდეს მოძღუარი იგი სულიერი.
    28.     ხოლო უკუეთუ ვის შეემხჳოს მამათმავლობაჲ ერთგზის ოდენ, გინათუ პირუტყუსა თანა, და იყოს იგი უმეცარი და უსწავლელი და შინაგან ოცდაათისა წლისა და მეჴსეულად მოიწყჳდოს ცოდვაჲ იგი და მოვიდეს სინანულად, ესევითარსა მას ერთი, გინა ორი წელი კმა-ეყავნ კანონად.
    29.     უკუეთუ კულა უმეტეს ოცდაათისა წლისა იყო ჰასაკითა და სხუანიცა ბუნებითნი ცოდვანი აქუნდენ და ბუნებისა გარეშენიცა იგი ექმნენ ერთგზის ანუ ორგზის, სამ წელ განიკანონოს, რამეთუ ყოველი ცოდვაჲ,
    30.     რომელი უწინარეს ოცდაათისა წლისა ჰასაკისა შემთხუეულ ვისდა იყოს, უსუბუქესად განიკანონების, დაღაცათუ მძიმეთა ცოდვათაგანი იყოს, რამეთუ ვიდრე ოცდაათ წლამდის უმეცრებაჲ გონებისაჲ და მჴურვალებაჲ ჴორცთაჲ დიდად ჰმძლავრობს კაცსა და ამისთჳს უსუბუქესად განიკანონების.
    31.     და ხოლო ყოველი ცოდვაჲ, რომელი ოცდაათის წლისა აღმართ შეემთხჳოს ვის, დაღაცათუ უდარესთა ცოდვათაგანი იყოს, უმეტესისა კანონისა თანამდებ არს.
    32.     და ყოველსავე ზედა მოძღუარსა მას, რომელი აღსაარებასა შეცოდებულისასა ისმენდეს თანა-აც ხილვაჲ სიჭაბუკისაჲ და სიბერისაჲ და ძლიერებისა და უძლურებისაჲ და განყოფილებანი ადგილთანი და სახენი, რომლითა იქმნა ცოდვაჲ, რამეთუ მრავალ სახე არს და მრავალგუარი.
    33.     და გინათუ მან დაჰპატიჟა მეორესა, გინათუ მის მიერ დაეპატიჟა მას, გინათუ განზრახვით და წურთით მივიდა ცოდვასა მას, ანუთუ იშობრივ და აღტაცებით შეემთხჳა, ანუთუ მთრვალი იპოა,
    34.     ანუთუ პატრონისა ბრძანებითა ჴელმწიფებით შეემთხჳა შიშითა მისითა, ანუთუ სიგლახაკისაგან და მსგავსთა ამათგან, ანუ თჳსითა ოდენ გულისთქუმითა და ნებითა ქმნა,
    35.     ამის ყოვლისა გამოძიებაჲ ჯერ-არს მოძღურისა მიერ ჟამისაჲ და ჰასაკისაჲ და ადგილისაჲ და იძულებითისაჲ და ფლობილობისაჲ და მის ზედა მიცემაჲ კანონისაჲ, რამეთუ ამათ პირთა და საქმეთაგან უმძიმეს და უსუბუქეს იქმნებიან ცოდვანი,
    36.     რამეთუ არა ერთად განიკანონების, რომელსა იძულებით და მძლავრობით და ჭირით შეემთხჳოს, და რომელმან ჴელმწიფებით დაჰპატიჟოს და მძლავრ ქმნას, გინა აქმნიოს ბოროტი.
    37.     და კუალად რომელმან ნეფსით და განზრახვით და წურთით ცოდოს და რომელსა ანაზდაჲთ აღტაცებით შეემთხჳოს.
    38.     და კუალად ადგილთაგან ფრიად იქმნების განყოფილებაჲ: რომელნიმე სახლთაცა შინა თჳსთა ერიდებიან ცოდვისა ქმნად და რომელნიმე ეკლესიათაცა და საშინელთა ადგილთაგან არა შეიკდემენ.
    39.     და კუალად მღდელთა ანუ ებისკოპოსთა ცოდვანი ერისკაცთასა ფრიად უმძიმე და უძნელეს არიან.
    40.     და სწავლულთა და მეცნიერთაჲ უძნელეს არიან უსწავლელთა და უმეცართასა.
    41.     ამის ყოვლისა გამოკითხვაჲ უჴმს მოძღუარსა და ეგრეთ მიცემაჲ კანონისაჲ.
    42.     ეგრეთვე შემუსრვილებაჲ და სიმდაბლე და ლმობიერებაჲ შეცოდებულისაჲ განიცადოს, გინათუ კუალად გულფიცხელობაჲ და თავჴედობაჲ და ულმობელობაჲ და დაუმდაბლებელობაჲ.
    43.     რამეთუ არიან კაცნი, რომელნი გონებითა მდაბლითა და გულითა ლმობიერითა და შემუსრვილითა დიდთა ცოდვათა და მძიმეთა აღასუბუქებენ
    44.     და სხუანი კუალად მცირეთაცა და სუბუქთა ცოდვათა განადიდებენ და დაამძიმებენ გულფიცხელობითა და ზუაობითა და უგულებელს-ყოფითა ბრალთა მათთაჲთა, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე, ვითარმედ: „არა გულისჴმა-ყვეს ყოველთა, რომელნი იქმნან ურჩულოებასა“.
    45.     ხოლო მდაბალთათჳს და შემუსრვილთა გულითა იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელისა მიერ: „ვისა მივხედნე, გარნა მშჳდსა და მყჳდროსა და რომელი ძრწოდის სიტყუათაგან ჩემთა?“
    46.     კუალად არიან რომელნიმე ბუნებით მჴურვალენი და ბრძოლისაგან ჴორცთაჲსა ფრიად იმძლავრებიან.
    47.     ესევითართა ბრძოლათა მძლავრებისაგან უკუეთუ შეემთხჳოს ერთგზის, გინა ორგზის ცოდვაჲ, გინათუ თუ ბუნებითი, გინათუ გარეშე ბუნებისა და მყის მოიწყჳდოს
    48.     და აჩუენოს ლმობიერი სინანული და არღარა მიაქციოს ცოდვისა მიმართ, არამედ შიშისათჳს ღმრთისა წინააღუდგეს გულისთქუმათა და ბრძოლათა ჴორცთასა, ესევითართა ერთ წელ ანუ ორ წელ ჴმა-ვყავ და მივეც მათ შენდობაჲ.
    49.     სხუანი არიან ბუნებით გრილნი და არა ჰპატიჯობს ბუნებითი სიმჴურვალე და ბრძოლაჲ, არამედ უშიშობითა ღმრთისაჲთა და უკრძალველობითა თჳსითა ცოდვენ.
    50.     ესევითარნი-იგი უმძიმესსა და უმეტესსა კანონსა თანამდებ არიან, რამეთუ არა ბუნებაჲ ჰმძლავრობს მათ, არამედ ნებაჲ ცოდვისმოყუარე.
    51.     ეგრეთვე რომელნი დაბერდენ ცოდვათა შინა და ვიდრე სიბერედმდე არა მოიქცენ სინანულად, ფრიადსა კანონსა თანამდებ არიან აღსრულებად.
    52.     ხოლო რომელნი სიჭაბუკისა ოდენ ჟამსა უწინარეს ოცდაათისა წლისა მიემთხჳნეს ბრალთა ცოდვისათა, გინათუ უსწავლელნი იყუნეს ანუ თუ სწავლულნიცა
    53.     და კუალად უკუეთუ არა განზრახვით და წურთით ქმნეს, არამედ ცთომით და აღტაცებით შეემთხჳა და მყის მოიწყჳდეს, უსუბუქესად განიკანონებიან და ადრე მიეცემის შენდობაჲ ერთ წელ, გინა ორ წელ, გინა სამ წელ.
    54.     უკუეთუ არა დიდთა ცოდვათა შთავრდომილ იყვნენ, ვითარ-იგი არს სჳნდიკნოზსა თანა ანუ აქმულსა დაცემაჲ, ანუ დასა, გინა დედასა, რომელ-ესე ნუმცა სადა ქმნილ არს,
    55.     ანუ დედათა თანა მამათმავლობის სახითა დაცემაჲ, ანუ ესევითარი რაჲმე მძიმე და ბოროტი ცოდვაჲ თუ იყოს, ზემოწერილ არს კანონი ესევითართა საქმეთაჲ.
    56.     ხოლო სხუანი იგი ცოდვანი უსუბუქესნი, ვითარცა ვთქუ, უკუეთუ ვის სიჭაბუკისა და ბრძოლისა ჟამსა შეემთხჳოს ცთომით და მყის მოიწყჳდოს და მოვიდეს სინანულად, უსუბუქესად და წყალობით განიკანონოს,
    57.     ვითარცა მოძღუარმან განიცადოს საზომი და ძალი და ჰასაკი შეცოდებულისაჲ მის და ლმობიერებაჲ და სინანული, გინათუ კუალად წინააღმდგომი ამათ სახეთაჲ, ესე იგი არს უშიშოებაჲ და ულმობელობაჲ და გულფიცხელობაჲ.
    58.     რომელნი თჳნიერ ჭირისა და კაცობრივისა შიშისა ანუ დიდისა სიგლახაკისა წარმართთა თანა შეიგინნეს მამანი, გინა დედანი, უკუეთუ მამანი იგი უცოლონი იყუნეს, ანუ დედანი უქმრონი, სამ წელ უზიარებელ იყუნენ და მარხვაჲ აღასრულონ და ლოცვაჲ,
    59.     ვითარცა ქუემო ვთქუათ, ვითარცა ეძლოს სამისა მის სახისაგან, რომელი გუეგულების აღწერად;
    60.     უკუეთუ კულა ცოლოსანნი იყუნეს მამანი იგი ანუ დედანი ქმროსანნი, ოთხ წლამდე, გინა ხუთ წლადმდე განიკანონებიან და უფროჲსად – უკუეთუ სხუათაცა ბრალთა თანამდებ იპოვნენ.
    61.     ხოლო უკუეთუ შიშისაგან და ჴელმწიფებით მძლავრობისა, ანუ დიდისა ჭირისა და სიგლახაკისაგან შეემთხჳა, ერთი ანუ ორი წელი მიეცეს კანონად.
    62.     მეუღლენი ხუცესთა ანუ დიაკონთანი უკუეთუ დაეცნენ, მრუშებაჲ არს ბოროტი, რამეთუ მეუღლეთაცა თჳსთა მკლველ ექმნებიან,
    63.     რამეთუ უკუეთუ ინებონღა მათ თანა ყოფად, მღდელობისგან გამოეჴუებიან და ამისთჳს არს ცოდვაჲ მათი მრუშებაჲ ბოროტი, უკუეთუ მოვიდენ სინანულად, ოთხ წელ, გინა ხუთ წელ განიკანონნენ.
    64.     ხოლო მღდელნი დიაკონნი, გინა ხუცესნი, ანუ ებისკოპოსნი სადაცა დაეცნენ და საქმე იგი ცოდვისაჲ სრულებით ქმნან, გინათუ დედაკაცსა თანა, გინათუ სხუას რას ნათესავსა,
    65.     უკუეთუ ერთგზისცა ოდენ შეემთხჳოს განსრულებული ცოდვაჲ და განჴრწნაჲ, ვერღარა ჴელ-ეწიფების მღდელობაჲ ხოლო ზიარებისაგან ნუ დაეყენებიან, რამეთუ არა იქმნების ორი შურისგებაჲ ერთბამად.
    66.     ეზიარებოდინ და წარდგომასა იტყოდენ, და საკითხავსა იკითხვიდენ, და რასა სხუანი წიგნის-მკითხველნი იქმან, იგინიცა იქმოდინ, ხოლო მღდელობისაგან იჯმნან.
    67.     ეგრეთვე პირველ კურთხევისა უკუეთუ ვინ დაეცეს სიძვითა, ვერღარა მოვალს მღდელობად.
    68.     წიგნისმკითხველისა ცოლმან თუ ისიძვოს, წიგნისმკითხველი იგი დიაკონად ანუ ხუცად არღარა იქმნების,
    69.     უკუეთუ ცოლსა მას თანაყოფაჲ ენებოსღა, უკუეთუ კულა მემრუშე იგი ცოლი განიშოროს და სხუაჲ არღარა შეირთოს, არამედ სიწმიდით ცხოვნდებოდის, ჴელ-ეწიფების მღდელობისა პატივსა მოსლვად.
    70.     ეგრეთვე ხუცესმან ანუ დიაკონმან უკუეთუ შეაცნას ცოლსა თჳსსა სიძვაჲ და მეჴსეულად განიშოროს, აქუნდინ მღდელობაჲ თჳსი შეუცვალებელად.
    71.     უკუეთუ კულა ენებოს ცოლსა მას თანა-ყოფაჲ, მღდელობაჲ არღარა ხუდების, არამედ იჯმნას პატივისა მისგან და არცა სხჳსა ცოლისა შერთვაჲ ჴელ-ეწიფების.
    72.     უკუეთუ ვინ იყოს ჰასაკსა სიყრმისასა გინათუ ერისკაცი, გინათუ მონოზონებისა სახითა, ანუ დიაკონი და შეემთხჳოს სხჳსა მამაკაცისაგან მის თანა დაცემაჲ,
    73.     უკუეთუ ბარკალთა მისთა ანუ თეძოთა იქმნას დაცემაჲ იგი და მერმე მოვიდეს ჰასაკად და იქმნას კაცი წესიერი და სხუასა ცოდვასა არღარას შთავარდეს, კანონი დაიმარხოს ჟამ რავდენმე, ვითარცა მოძღუარმან მისმან განკანონოს და მოვიდეს მღდელობად.
    74.     უკუეთუ კულა საგურკველსა შინა მისსა იქმნა დაცემაჲ იგი და შეემთხჳვა განჴრწნაჲ, ვერღარა მოვალს კურთხევასა მთავარდიაკონობისა ანუ ხუცობისასა,
    75.     რამეთუ დაღაცათუ მისი ბრალი არა იყო სიყრმისათჳს და უმეცრებისა, გარნა ვინაჲთგან გუამი მისი განიჴრწნა ბილწებითა მით, ვერ ეგების მღდელობაჲ მისი.
    76.     ხოლო უკუეთუ ჴელითდაცემაჲ შეემთხჳოს პირველ კურთხევისა უმეცრებით არა უწყინ, თუ საქმე იგი ბოროტ არს, ანუ სხჳსა მაცთურისაგან ისწავის და იყოს კაცი იგი წესიერი და სწავლული, განიკანონოს პირველად მოძღურისაგან და ეგრეთ ღირს იქმნას კურთხევასა მღდელობისასა.
    77.     და უკუეთუ შემდგომად კურთხევისა შეემთხჳა ცოდვაჲ იგი ჴელითდაცემისაჲ მითვე სახითა, ვითარცა ზემო ვთქუ, ანუ უმეცრებით, ანუ სხჳსა ბოროტისა კაცისაგან სწავლითა, მყოარჟამ განეყენოს ჟამისწირვისაგან.
    78.     და ყოველთა დღეთა სამგზის „მიწყალესა“ იტყოდის და ნ მუჴლთ იდრეკდეს და ნ „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ და ნ „უფალო, შეგცოდე, შემინდვე“ და მერმე მიეცინ შენდობაჲ, რაჲთა მღდელობდეს.
    79.     უკუეთუ კულა განამრავლოს ცოდვაჲ იგი და არა მოიწყჳდოს, დასცერინ მღდელობისაგან და წიგნისმკითხველთა წესსა მივედინ.
    80.     უკუეთუ ვინ იპარვიდეს საჩინოთა ნაპარევთა, ვერ მოვალს მღდელობად და ეგრეთვე მღდელობაჲ თუ აქუნდეს და იპოოს პარვასა შინა, ვერღარა ჴელ-ეწიფების მღდელობად, რამეთუ მპარავთა მღდელობაჲ ვერ ეგების.
    81.     ეგრეთვე ცილ-ფიცობად მღდელთა არა ჴელ-ეწიფების.
    82.     არცა ყოვლადვე წეს არს მღდელთა ფიცი.
    83.     კუალადცა უკუე ვიტყოდით აღსაარებისათჳს მონანულთაჲსა.
    84.     არიან სახენი ცოდვათა აღსაარებისანი ათნი:
    85.     ა. რამეთუ სხუაჲ არს რომელსა მცირედ ეცოდოს ერთსა თანა პირსა და ნეფსით თჳსით შეინანოს და მოიწყჳდოს ცოდვაჲ.
    86.     ბ. და სხუაჲ არს რომელსა მრავალგზის ეცოდოს და – მრავალთა პირთა თანა.
    87.     გ. და სხუაჲ არს რომელსა ბუნებითითა ცოდვითა სიძვისაჲთა ეცოდოს ერთსა, გინა ორსა პირსა თანა და დაეყოს ცოდვასა მას შინა მრავალჟამ ანუ თუ სიბერედმდისცა.
    88.     დ. და სხუაჲ არს რომელსა ბუნებისა გარეგან ეცოდოს და ადრე მოეწყჳდოს შიშისათჳს ღმრთისა.
    89.     ე. და სხუაჲ არს რომელი სნეულებისაგან ანუ სხჳსა რაჲსმე ჭირისა და განსაცდელისა მოვიდეს აღსაარებად, გინათუ ჟამსამებრ სიკუდილისასა ქმნას აღსაარებაჲ და მეჴსეულად მოკუდეს.
    90.     ვ. და სხუაჲ არს რომელსა მოეწყჳდის ყოველივე ცოდვაჲ და მერმე აღიარნის ყოველნივე ბრალნი მისნი.
    91.     ზ. და სხუაჲ არს რომელი აღსაარებამდინ ცოდავნ და შემდგომად აღსაარებისა მოიწყჳდის ცოდვაჲ და იწყის სინანულად.
    92.     ჱ. და სხუაჲ არს რომელი აღიარებნ ცოდვათა თჳსთა და ვერ მოიწყუედნ, არამედ კუალადცა მთხრებლსა მას ცოდვისასა შთავარდებინ.
    93.     თ. და სხუაჲ არს რომელი მოწყუედასა ყოვლისა ცოდვისასა აღუთქუამნ, ხოლო ერთისა ოდენ პირისაგან ვერ ელევინ.
    94.     ი. და სხუანი არიან რომელნი ლაშქრობათა შინა და მგზავრობათა და იძულებით ანუ შიშისაგან, ანუ ნიჭითა, ანუ უმეცრებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე ესევითარითა სახითა შთავრდომილ იყვნენ ცოდვათა და მერმე მოვიდიან სინანულად და აღსაარებად.
    95.     ესე ყოველნი, მოვიდენ რაჲ აღსაარებად, თანა-აც მოძღუარსა მას სულიერსა, რაჲთა განიკითხნეს და გამოიძიოს თითოეული ცოდვაჲ, ვითარ სახედ შეემთხჳა,
    96.     ანუ რომელსა წესსა არს ზემოთქმულთა მათ ათთა სახეთაგან და თუ რაოდენთა პირთა თანა უცოდავს, გინა დედათა, გინა მამათა, გინათუ სხუასა რას.
    97.     ეგრეთვე უკუეთუ დედაკაცი იყოს მონანული იგი, მანცა აღიაროს, თუ რაოდენთა უცოდავს მას თანა.
    98.     და კუალად განიკითხენ მოძღუარმან მან, თუ რაოდენთა ქმრის ცოლთა თანა უცოდავს რაოდენთა ქურივთა, რაოდენთა მეძავთა, რაოდენთა მჴევალთა, რაოდენთა ენკრატისთა ანუ თუ ცოლთა თანა ხუცეს-დიაკონთასა.
    99.     და ოდეს ესე ყოველი გამოჰკითხოს და აღიაროს მონანულმან მან, კუალად ჰკითხოს, თუ რაოდენ ჟამ ერეოდა თითოეულსა მას ცოდვასა და თუ სიძვათა მათგან შვილ ესხნესა.
    100.     და უკუეთუ ესუა მას ცოლი ანუ არა, და თუ ბუნებითითა წესითა ცოდა ანუ გარეშე ბუნებისა და გინათუ ადრე მოიწყჳდნა ცოდვანი იგი, ანუ თუ სიბერემდე მათ შინა განფრდილ იყო.
    101.     და ოდეს ესე ყოველი აღიაროს, კუალად ჰკითხოს თჳსებისათჳს, უკუეთუ ნათესავთა და თჳსთა თანა უცოდავს.
    102.     და კუალად ჰკითხოს მამათმავლობისათჳს, ნუუკუე დაცემულ არს ყრმასა თანა, ანუ ქალსა უჰასაკოსა, გინათუ პირუტყუსა თანა, ანუ თუ მის თანა, ვინ დაცემულ არს.
    103.     და მერმე ჰკითხოს, უკუეთუ შეჰმთხუევია კაცის კლვაჲ ნეფსით გინა უნებლიეთი;
    104.     ეგრეთვე ჰკითხოს ორგუარისა მისთჳს ჴელითდაცემისა და ოდეს ესე ყოველი ჰკითხოს მოძღუარმან მან და მონანულმან აღიაროს და არღარაჲ დაუტეოს,
    105.     მაშინ გულისჴმა-ყოს მოძღუარმან ძალი მონანულისაჲ მის და ლმობიერებაჲ და სიმდაბლე და ცრემლნი და მოწყალებაჲ, რომელ ძალ-უცნ ანუ რომელი სწადინ ყოფად და აღუთქუამნ და სარწმუნოებაჲ მისი და გულსმოდგინებაჲ და მას ზედა მისცეს კანონი წერით, გინა უწერელად.
    106.     და ზიარებისათჳს, ვითარცა ზემოწერილ არს, მისცეს უზიარებლობისა კანონი, გინათუ ერთ წელ, გინა ორ წელ, ანუ სამ წელ, ანუ ოთხ წელ, ანუ ხუთ, გინა ექუს გინა შჳდ წელ, ვითარცა ცოდვანი იგი იყვნენ და ვითარცა სინანული აჩუენოს.
    107.     ხოლო მარხვისათჳს და ლოცვისა, ვითარცა კაცად-კაცადისა ძალი იყოს და ვითარცა გულსმოდგინებაჲ და ლმობიერებაჲ მისი აიძულებდეს მოღუაწებად.
    108.     რამეთუ სამნი განყოფილებანი არიან მონანულთა მარხვისანი, გინათუ მამათა, გინათუ დედათანი და სამისაგან მის, რომელიცა სწადოდის, მიიღოს.
    109.     წმიდისა ჟამისწირვისა ჟამსა სახარებაჲ რაჲ მოისმინონ, მონანულნი კათაკუმეველთა თანა ეკლესიით განვიდენ და ეზოსა დადგენ;
    110.     ხოლო მწუხრისა და ცისკრისა ლოცვათა ეკლესიას დგენ.
    111.     ქრისტეს შობად და განცხადებად და დიდსა ხუთშაბათსა და დიდსა შაბათსა და დიდსა კჳრიაკესა აჴუსებისასა და მარტჳლიასა და წმიდათა მოციქულთასა, ვარდობად ზიარებისა წილ მიიღებდენ ევლოგიასა განცხადებისასა და ეგრეთ განიჴსნიდენ მონაზონნი წუელასა და ერისკაცნი – ჴორცსა.
    112.     ხოლო დედანი თუ იყუნენ მონანულნი იგი, უმეტესი გამოძიებაჲ ჯერ-არს,
    113.     რამეთუ უძჳრესთა ცოდვათა შთავარდებიან მწამლველობათა და გრძნებათა და მისნობათა და სხუათა ბილწებათა, უმეტეს მამათასა და შეაგინებნცა მამათა უმეცრებით ჟამსა მას წიდოვნებისა მათისასა საწოლითა მათითა და კაცისკლვათა მრავალფერთა იქმან მუცლადღებასა შინა.
    114.     რომელნიმე პირველ მუცლადღებისა განირყუნიან საშოთა მწამლველობითა შესუმითა წამალთაჲთა რაჲთა არა მუცლად-იღებდენ.
    115.     რომელნიმე შემდგომად მუცლადღებისა სუმენ წამალსა მოკლვად ჩჩჳლისა.
    116.     სხუანი სრულსა ყრმასა შობილსა თჳსითა ჴელითა ანუ სხჳსაჲთა მოჰკლვენ და ბოროტისა კაცის კლვასა თჳსთა შვილთასა აღასრულებენ.
    117.     და ჴელითდაცემასა იქმან მსგავსად მამათასა ქალწულნიცა დაქორწინებულნი და ამით ჯერითა განიჴრწნიან ქალწულებასა.
    118.     ესე უკუე ყოველნი – გინათუ მამანი, გინათუ დედანი შეცოდებულნი – უკუეთუ მოვიდენ სინანულად და აღიარნენ ბრალნი თჳსნი, უზიარებლობაჲ მიეცეს, ვითარცა ზემოწერილ არს შემსგავსებულად თითოეულისა ცოდვისა.
    119.     ა. ხოლო მარხვაჲ და მუჴლთადრეკაჲ მიეცეს ესრეთ: ორშაბათსა და ოთხშაბათსა და პარასკევსა წუელასა და ჴორცსა არა ჭამდენ, არამედ ზეთსა ოდენ და თევზსა;
    120.     ხოლო სამშაბათსა და ხუთშაბათსა წუელასაცა და თევზსა იჴმარებდენ;
    121.     ხოლო შაბათსა და კჳრიაკესა ყოველსავე ზედა ჭამადსა ჴსნილ იყუნენ: ჴორცსა და წუელასა და ღჳნოსა.
    122.     ეგრეთვე საუფლოთა დღესასწაულთა;
    123.     და წმიდისა ღმრთისმშობლისათა;
    124.     და წმიდათა იბ მოციქულთასა, ოდესცა დახუდეს თითოეულისა დღესასწაული;
    125.     და წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისა;
    126.     და ათორმეტთა მათ დღეთა ქრისტეს შობითგან ვიდრე განცხადებამდის და შემდგომად განცხადებისა ზატიკსა;
    127.     და აჴუსებითგან ახალ კჳრიაკედმდე;
    128.     და მსგეფსსა მას სულისა წმიდისა მოსლვისასა მარტჳლიითგან ვიდრე კჳრიაკედმდე თჳნიერ ოთხშაბათ-პარასკევთასა.
    129.     ეგრეთვე მსგეფსი იგი არაჯვორთაჲ და აღებათა ჴსნილნი არიან მონაზონთათჳს წუელაჲ და ერისგანთათჳს – ჴორცი.
    130.     ხოლო ყველიერისა მსგეფსსა წუელაჲ ჴსნილ არს მონაზონთათჳსცა და ერისკაცთა;
    131.     რამეთუ ჴორცი კჳრიაკესა მას ჴორცის აღებისასა აკრბების.
    132.     ხოლო ღჳნისაცა წესი აქუნდინ მონანულთა, უკუეთუ ძალ-ედვას, ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა ნუ სუმენ, არამედ შაბათ-კჳრიაკეთა ოდენ და დღესასწაულთა მათ ზემოწერილთა.
    133.     ხოლო ესე თუ ვერ შეეძლოს ბარე ორშაბათ-ოთხშაბათ-პარასკევთა უეჭუელად იმარხვიდენ უღჳნოდ, რაჲთა მიეცეს ღმრთისა მიერ მადლი.
    134.     უკუეთუ კულა ვერცა ესე შეეძლოს, ასისა წონსა ლიტრასა სუმიდენ დღითი-დღე.
    135.     და ყოველსავე ზედა კაცად-კაცადისა ძალი გინა უძლურებაჲ ვითარცა იხილოს მოძღუარმან, ეგრეცა განაწესოს ღჳნისა სუმაჲ, რამეთუ მონანულსა უმეტეს ყოვლისა ღჳნისაგან უჴმს კრძალვაჲ.
    136.     ხოლო ორთა მათ მარხვათა ქრისტესშობისა და ვარდობისათა ჴორცისა აკრებად ვამცნებთ ერისკაცთა და მონაზონთა, – წუელისა თჳნიერ იოვანეს შობად და ღმრთისმშობლისა ტაძრად მიყვანებად.
    137.     უკუეთუ კულა ამათცა დღეთა არა ენებოს განჴსნაჲ, არავინ არს დამაყენებელ.
    138.     ხოლო დიდთა მარხვათა, ერისკაცნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, თევზსა ნუ იჴმარებენ, ნუმცა ღჳნოსა სუმენ, გარეშე შაბათ-კჳრიაკეთასა.
    139.     ხოლო მონაზონნი თუ იყუნენ, ნუცა თევზსა, ნუცა ზეთსა, ნუცა ღჳნოსამცა მიიღებენ ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა.
    140.     ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა ზეთითა ზავებული ჭამონ და მცირედი ღჳნოჲ მიიღონ, ხოლო თევზი ხარებისა დღესასწაულსა განიჴსნან.
    141.     უკუეთუ კულა ძალ-ედვას, ყოველთა მათ დღეთა წმიდათა მარხვათასა არა სუმად ღჳნისა კეთილ არს და სათნო, ხოლო უძლურებაჲ თუ შეემთხჳოს, იჴმაროს სასუმელი და ვითარცა-რაჲ სნეულებასა მას შეჰგვანდეს.
    142.     ხოლო უკუეთუ ვიეთნიმე უდბებისაგან ანუ უძლურებისა ამას კანონსა ვერ იმარხვიდენ, ბარე პირველი შჳდეული წმიდათა მარხვათა იმარხონ უღჳნოდ და უზეთოდ, ეგრეთვე ვნების კჳრიაკე თჳნიერ დიდისა ხუთშაბათისა.
    143.     და სხუათა მათ შჳდეულთა სამშაბათსაცა და ხუთშაბათსა მიიღონ ზეთი და მცირედი ღჳნოჲ.
    144.     ესე არს პირველი სახე და წესი კანონისაჲ.
    145.     ხოლო მეორე ესრეთ არს: უკუეთუ ზემოწერილი იგი წესი ვერ ეძლოს მონანულთა მათ აღსრულებად, ანუ უძლურებისაგან, ანუ არა ლმობიერებისა, ესე დაიმარხონ.
    146.     ორშაბათ-ოთხშაბათ-პარასკევნი ურწყოდ იმარხნენ ჴორცისაგან და წუელისა და ღჳნისა და თუ ძალ-ედვას, თევზისაცა;
    147.     ზეთსა ოდენ იჴმარებდენ;
    148.     ხოლო მონაზონნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, ნუცა ზეთსა ჭამენ.
    149.     ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა ჴსნილად გარდაიჴდიდენ ერისაგანნი – ჴორცსა და მონაზონნი – წუელასა და სასუმელსა და თევზსა.
    150.     ხოლო მესამე სახე ესრეთ არს ჭირის მაგიერ: უკუეთუ ზემოწერილთა მათ წესთა ვერ იმარხვიდენ, მრავალთა რაჲმე მიზეზთათჳს, სამთა მათ დღეთა ბარე იმარხვიდენ ერისაგანნი ჴორცსა და წუელასა,
    151.     ხოლო თევზსა იჴმარებდენ და მცირედსა ღჳნოსა დღეთა მათ კანონისა და სინანულისა მათისათა, ხოლო მონაზონნი მიიღებდენ ზეთითა ზავებულსა და მცირედსა სასუმელსა;
    152.     ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა თითოეულნი თჳსისა წესისა ჭამადთა ზედა ჴსნილ იყოს: ერისკაცნი ერისკაცთასა და მონაზონნი სამონოზნოსა.
    153.     ხოლო მონათა და მჴევალთათჳს წმიდათაცა მამათა მიერ განწესებულ არს, რაჲთა ნახევარსა ზედა განიკანონებოდინ აზნაურთა კანონისასა, რამეთუ არა არიან თავისუფალ, არამედ სხუათა ჴელმწიფებასა ქუეშე.
    154.     რომელთა აქუნდეს აზნაურებაჲ, სრული კანონი აღასრულონ.
    155.     ხოლო ლოცვისა კანონი ესრეთ აქუნდეს: გარეშე განწესებულთა ჟამთასა სამგზის აღასრულებდენ ლოცვასა სინანულისასა: განთიად და შუადღე და მწუხრი.
    156.     და თითოეულსა ლოცვასა იტყოდინ: „მიწყალესა“ ერთგზის, „წმიდაო ღმერთოსა“ სამგზის, „მამაო ჩუენოსა“ ერთგზის;
    157.     კჳრიელეისონი რ, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ ნ, „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ ნ, და მუჴლთმოდრეკაჲ ნ.
    158.     ხოლო რომელთა ესრეთ ვერ შეეძლოს, ანუ არა ენებოს, ნახევარი ამის კანონისაჲ აღასრულონ.
    159.     ხოლო რომელთა ვერცა ესე შეეძლოს, მესამედი კანონისაჲ მის დაიმარხონ.
    160.     რამეთუ არიან ვიეთნიმე უდებნი, ანუ უძლურნი, ანუ ბერნი, ანუ მგზავრობასა შინა, ანუ მსახურებასა უხუცესთასა, ანუ ფრიადისა სიგლახაკისაგან ჭირვეულნი
    161.     და ამისთჳს თანა-აც მოძღუარსა კაცად-კაცადისასა ამის ყოვლისა გამოძიებაჲ წესისა და ჰასაკისა და ძალისა და ზრდილობისა და მჴურვალებისა ანუ სიგრილისა და მეცნიერებისა,
    162.     ანუ უსწავლელობისა და სიგლახაკისა, ანუ სიმდიდრისა და შუებულობისა, ანუ ჭირვეულობისა და ქუემჯდომარისა, ანუ ზექუეკუეთებულისა და კაცად-კაცადისა ძალსა ზედა და ჯერსა.
    163.     რამეთუ იქმნების ესეცა: რომელ იტყვის კაცი მცირედთა ცოდვათა მიმთხუეული და აქუნ მჴურვალებაჲ და ლმობიერებაჲ ფრიადი და გულსმოდგინებისა მისისათჳს მისცნის მას სულიერმან მოძღუარმან კანონნი მძიმენი,
    164.     რაჲთა არა ხოლო თუ ცოდვათა მისთა მიტევებაჲ მიიღოს, არამედ სასყიდელიცა შრომათა მისთაჲ მიეცეს სახიერსა და ტკბილისა მის მეუფისაგან, რომელი ხედავს გულთა და გონებათა და კაცად-კაცადისა გულსმოდგინებისაებრ მისცემს სასყიდელსა.
    165.     და კუალად სხუაჲ იყვის მრავალთა ცოდვათა მოქმედი და არნ იგი უდები ანუ უძლური და არა მოსწრაფე მოღუაწებად, და მისცის მას მოძღუარმან უსუბუქესი და უმცირესი კანონი პირველისა მის, რაჲთა ვითარითაცა სახითა წესსა შინა სინანულისასა იყოს და არა სრულიად წარწყმდეს,
    166.     რამეთუ უკუეთუ მიხედნეს მოძღუარმან ფრიადსა უძლურებასა გონებისასა ანუ ჴორცთასა, მისცის ორი, გინა ერთი ლოცვაჲ კანონად და მცირედი მუჴლთადრეკა, ანუ თუ თაყუანისცემაჲ, რაჲთა არა სრულიად უნაყოფოდ და უნანელად დარჩეს.
    167.     და არა საბრალობელ არს ამას ზედა მოძღუარი იგი, უკუეთუ კულა პოოს ჴორცითაცა შემძლებელი და გონებითა მჴურვალე, განუწესის მას ჯეროვანი და შემსგავსებული კანონი,
    168.     რამეთუ ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: „განკითხვაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ ნათელი არს სულთა მათ პირმეტყუელთაჲ და უძღჳს ყოველსა კეთილსა“.
    169.     ამათ უკუე სუბუქთა და ადვილთა კანონთათჳს არა უწყი, ნუუკუე ბრალეულ ვიქმნე წინაშე ღმრთისა, გარნა უმჯობეს არს ჩემდა, რაჲთა ამის ჯერისათჳს მიმეჴადოს ბრალი, ვიდრე უწყალო თუმცა ვიპოე და სასოებისა წარმკუეთელ ცოდვილთა და უძლურთა.
    170.     რამეთუ რომელნი ხედვიდენ სიმრავლესა ანუ სიმძიმესა ცოდვათასა, გინათუ რომელ მრავალთა ჟამთა ვის ეცოდოს და მრავალთა ვნებათა შინა განფრდილ იყოს, ანუ ჩუეულობითა, ანუ ზრდილობითა ბოროტითა,
    171.     გინათუ დიდთა და მძიმეთა ცოდვათა შინა შებღალულ იყოს კაცისკლვათა ანუ მამათმავლობათა და სხუათა ბუნებისა გარეშეთა ცოდვათა და შემსგავსებულად სიმრავლისა მის და სიმძიმისა მათ ცოდვათაჲსა მისცემდენ კანონსა სინანულად მოქცეულთა ძმათა
    172.     და უმეტეს ძალისა მათისა აჰკიდებდენ ტჳრთთა მძიმეთა, ესევითარნი იგი პირველად უმეცარ სადმე არიან სახიერებისა და მრავალ-მოწყალებისა ღმრთისა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
    173.     მეორედ თჳსთაცა სულთა წარიწყმედენ, უკუეთუ უზომოჲთა უწყალოებითა და კანონისა დამძიმებითა სასოებაჲ წარუკუეთონ შეცოდებულთა და გარე მიაქცინენ სინანულისაგან.
    174.     რამეთუ რომელმან წინაშე ღმრთისა სული კაცისაჲ შეივედროს, სახიერი და მოწყალე გული უჴმს ქონებად მიმსგავსებული და მომბაძავი სიტკბოებასა მას ჩუენთჳს განკაცებულისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.
    175.     ჯერ-არს უკუე, ოდეს ვინ აღსაარებასა მონანულისასა შეიწყნარებდეს, რაჲთა შეიყვანოს იგი ეკლესიასა ანუ სენაკსა თჳსაგან და მხიარულითა პირითა და გულითა სახიერითა ტკბილად ეუბნოს, ვითარცა სტუმრობად ხადოდა, ანუმცა მეგობარსა საყუარელსა შეიტკბობდა.
    176.     და პირველ ყოვლისა ილოცოს და წართქუას „მიწყალე“ და „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“.
    177.     მერმე მოიდრიკნეს მუჴლნი მონანულმან მან აღმოსავლით და თქუას ქუემდებარემან:
    178.     „აღგიარებ შენ, უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, ყოველთავე დაფარულთა გულისა ჩემისათა“.
    179.     მერმე აღადგინოს იგი და დაჯდეს მოძღუარი იგი და მონანული იგი შემსგავსებულად საზომისა მისისა, გინათუ ქუე დასუას, გინათუ ზე დგეს.
    180.     და ჰკითხოს სახიერითა პირითა ყოველთათჳს ბრალთა მისთა გამოწულილვით და ოდეს ყოველივე აღიაროს მან, კუალად სასოებაჲ შენდობისაჲ მისცეს მოძღუარმან და ჰრქუას:
    181.     „ამას გამცნებ, ძმაო, ანუ შვილო, და ყოვლისა პირველ ამას კანონსა მიგცენ, რაჲთა ამიერითგან რაჲცა ბრალი შეგემთხჳოს, ყოველსა სიხარულით და სასოებით აღმიარებდე“.
    182.     და ოდეს აღასრულოს მონანულმან ყოველთა ცოდვათა მისთა აღსაარებაჲ, კუალად აღდგეს მოძღუარი იგი და თქუას „წმიდაო ღმერთოჲ“ სამგზის და „მამაო ჩუენოჲ“.
    183.     მონანულმან მან მუჴლნი მოიდრიკნეს, ხოლო მოძღუარმან ესე ლოცვაჲ წართქუას:
    184.     „სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ჩუენმან, რომელი ჩუენთჳს კაც იქმნა და ყოვლისა სოფლისა ცოდვანი აღიხუნა აურაცხელითა მით წყალობითა მისითა, შეგინდვენ, ძმაო, ყოველივე ესე, რომელი წინაშე მისა აღმიარე მე, უღირსსა ამას
    185.     და აჴოცენ ყოველნი ბრალნი შენნი ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მოელის ყოველთა მოქცევასა და სინანულსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    186.     დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.“
    187.     და მერმე აღადგინოს იგი და მოიკითხოს, ვითარცა შვილი საყუარელი.
    188.     და უკუეთუ ხედვიდეს ფრიადისა მწუხარებისაგან დაღონებულად, ნუგეშინის-სცეს.
    189.     და თუ ეგებოდის, ჴელიცა მისი ქედსა თჳსსა ზედა დაიდვას და ჰრქუას: „ჩემ ზედა იყვნენ, ძმაო, ბრალნი შენნი“.
    190.     მერმე კუალად დასხდენ და მისცეს მას კანონი უზიარებლობისაჲ, ვითარცა ზემოწერილ არს შემსგავსებულად ცოდვათა ამათ, ხოლო ლოცვისათჳს და მარხვისა ჰკითხოს, თუ რომელი სახე ძალ-უც დამარხვად ზემოწერილთა მათ წესთაგან რომელიცა სწადოდის, მისცეს.
    191.     რამეთუ განჩინებული კანონი ცოდვილთაჲ წმიდისა ზიარებისაგან განყენებაჲ არს.
    192.     რამეთუ უმძიმეცა ყოველთა ცოდვათასა არს უღირსად ზიარებაჲ და ამისცა ჯერისთჳს გამოკითხვაჲ უჴმს მოძღუარსა, უკუეთუ ცოდვათა შინა მისთა ეზიარებოდაა?
    193.     და თუ თქუას, ვითარმედ: „ჰე, ვეზიარებოდე“, უმეტესი უჴმს ამისთჳს სინანული.
    194.     ხოლო მარხვაჲ და ლოცვაჲ და მუჴლთადრეკაჲ კაცად-კაცადისა ძალსა ზედა და გულსმოდგინებასა მიეცემის სულიერთა მოძღუართაგან.
    195.     ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა და საუფლოთა დღესასწაულთა და წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ქრისტესშობითგან ვიდრე განცხადებისა ზატიკადმდე და აჴუსებითგან ვიდრე მარტჳლიისა მსგეფსამდე ნუვინ იდრეკენ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ თაყუანისცემით ილოცვიდენ.
    196.     ეგრეთვე წმიდისა იოვანე ნათლისმცემლისასა და წმიდისა იოვანე მახარებლისასა და წმიდათა პეტრე და პავლე მოციქულთასა და წმიდათა მთავარანგელოზთასა.
    197.     ხოლო სხუათა დღეთა, დაღაცათუ ეკლესიას საეროდ მუჴლთა არა იდრეკდენ, არამედ თჳსაგან კაცად-კაცადმან კანონნი თჳსი აღასრულოს.
    198.     ესე არიან მსუბუქნი და შემოკლებულნი წესნი და კანონნი მონანულთანი, ჩემ მიერ განწესებულნი.
    199.     ხოლო ამის განკითხვისა წამებაჲ და შეწევნაჲ მოგუცა ჩუენ წმიდამან ბასილი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ესე ყოველი აღვწერეთ, რაჲთა წესი სინანულისაჲ განვაჩინოთ და რაჲთა ნაყოფნი ლმობიერებისანი განვიცადნეთ,
    200.     რამეთუ არა ჟამითა ოდენ განიკითხავთ ესევითართა, არამედ სახესა მას სინანულისასა ვხედავთ,
    201.     რამეთუ უკუეთუ ზემოწერილთა მათ ცოდვათა მოქმედნი მოვიდენ სინანულად და აღსაარებად და იპოვნენ ვიეთნიმე მათგანნი მოსწრაფენი და ლმობიერნი და მოღუაწებითა კეთილითა და ცრემლითა მჴურვალითა აღიარებდენ და ინანდენ ბრალთა მათთა,
    202.     რომელი-იგი რწმუნებულ იყოს კაცთმოყუარისა ღმრთისა მიერ წინამძღურობად და შეკრვად და განჴსნად.
    203.     უკუეთუ მიხედნეს ფრიადსა მას ლმობიერებასა შეცოდებულისასა და შეამოკლოს ჟამი იგი კანონისაჲ, არა საბრალობელ არს იგი, რამეთუ გჳსწავიეს საღმრთოთა წერილთაგან,
    204.     ვითარმედ: „რომელნი დიდითა ტკივილითა გულისაჲთა და ლმობიერებითა მჴურვალითა აღიარებდენ და შეუვრდებოდინ უფალსა, ადრე მიემთხუევიან შენდობასა აურაცხელითა მით კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა“.
    205.     ხოლო რომელთა არა ენებოს ბოროტთა მათ ჩვეულებათა მათთაგან მოწყუედაჲ, არამედ გულისთქუმათა მათ ჴორციელთა ენებოს მონებაჲ და არა უფლისაჲ,
    206.     და მოქალაქობასა მას, რომელი უფალმან ამცნო მორწმუნეთა არა თავს-იდებდენ, ზემოწერილნი იგი კანონნი ვაუწყნეთ მათ და გზაჲ სინანულისაჲ უჩუენოთ.
    207.     უკუეთუ მოიქცენ და შეინანონ, პოონ წყალობაჲ უფლისა მიერ, უკუეთუ არა მოიქცენ, არა არს ჩუენი მათდა მიმართ სიტყუაჲ, რამეთუ ერსა შორის ურჩსა და წინააღმდგომსა, გჳსწავიეს წერილთაგან, ვითარმედ ცხორებით აცხოვნენ და განარინენ კაცმან სული თჳსი.
    208.     ნუმცა უკუე თავს-ვიდებთ ესევითართა მათ თანა წარწყმედად, რომელნი გინათუ მართლისა სარწმუნოებისაგან განდრეკილ იყვნენ,
    209.     გინათუ საქმეთა ბორიტთა ერეოდინ და არა მოიქცეოდინ ჩუეულებათა მათგან ხენეშთა, არამედ შევიშნოთ საშჯელისაგან უფლისა და დღისა მის საშინელისა საბჭოჲ მოვიჴსენოთ.
    210.     და ნუ თავს-ვიდებთ უცხოთა ცოდვათა თანა წარწყმედად თანამიყოლითა და თანაწამებითა მათითა, არამედ ვასწაოთ და უწამოთ ესევითართა ბრალთა შინა მყოფთა მათ და შევრჩულოთ და ვამხილოთ დღე და ღამე თჳსგან და ზოგადცა.
    211.     ხოლო თანამიყოლად ბოროტთა საქმეთა მათთა ნუმცა თავს-ვიდებთ, არამედ ვილოცვიდეთ, რაჲთა უფროჲსად იგინი შევიძინნეთ და გამოვიჴსნნეთ საბრჴეთაგან მტერისათა
    212.     და სულნი ჩუენნი განვარინნეთ საუკუნოჲსა საშჯელისაგან მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
    213.     რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    214.     დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


6

     1.     კანონნი დღითი-დღეთა ცთომათანი, ვითარცა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა
    2.     პირველი მოსლვაჲ გულისსიტყჳსაჲ, რომელი მოუჴდეს და გონებამან მსწრაფლ განიოტოს, რომელსა ეწოდების ბერძულებრ პროსვოლინ, უცოდველი არს არა შეერაცხების ბრალად, რამეთუ მტერისაგან მოუჴდების.
    3.     უკუეთუ შეიწყნაროს გონებამან და თანა-ეზრახოს, „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“ თქუას და იბ მუჴლი მოიდრიკოს.
    4.     უკუეთუ უმეტესადრე იწუართოს და განიგემოვნოს, ბრალსა ქუეშე არს: „მიწყალე“ თქუას და „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“ და მ მუჴლი მოიდრიკოს.
    5.     ბრძოლაჲ ანუ გჳრგჳნისა ანუ ბრალსა მომატყუებელი არს.
    6.     უკუეთუ ვის დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა, მას დღესა ნუ ეზიარების და სამი „მიწყალე“ თქუას.
    7.     ყოველსა „მიწყალესა“ ზედა „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“ და მესამესა „მიწყალესა“ ზედა კჳრიელეისონი – რ, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ – ნ;
    8.     „უფალო, შეგცოდე, შემინდვე“ ნ და მუჴლთადრეკაჲ ნ.
    9.     უკუეთუ მღჳძარედ გულისსიტყუათაგან შეემთხჳოს შეგინებაჲ ოც დღე უზიარებელ იყოს და დღითი-დღე ზემოწერილსა მას კანონსა აღასრულებდეს: სამსა „მიწყალესა“ და ნ მუჴლთადრეკასა.
    10.     ხოლო ჴელითდაცემასა აქუს კანონი: მ დღე უზიარებლობაჲ და დღითი-დღე – სამი „მიწყალე“ და ნ მუჴლთადრეკაჲ, და რ კჳრიელეისონი, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ – ნ, „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ – ნ.
    11.     დედაკაცი, რომელი პირითა დაეცეს მამასა თანა, იგი მამათმავლისა ჟამთა ინანდეს.
    12.     უკუეთუ სხუასა თანა კოცნითა და ურთიერთას მიახლებითა შეემთხჳოს შეგინებაჲ, ოთხმეოც დღე უზიარებელ იყვნენ ორნივე და ზემოწერილსა მას კანონსა დღითი-დღჱ აღასრულებდენ და პურსა და წყალსა და მხალსა უმგბარსა ანუ ცერცუსა ჭამდენ უღჳნოდ და უზეთოდ.
    13.     უკუეთუ კულა ჴელისმიყოფაჲ და კოცნაჲ იქმნას და დაცემაჲ დინებისაჲ არა შეემთხჳოს, მ დღე ოდენ აღასრულონ კანონნი, ვითარცა ჴელითდაცემისაჲ.
    14.     სიძვისა კანონი ერისკაცთათჳს რვა წელი განწესებულ არს;
    15.     ხოლო მონაზონთა სქემოსანთაჲ ანუ ენკრატისთაჲ სიძვისა კანონი არა განწესებულ არს, არამედ სიძვითა თუ დაეცნენ, მრუშებისა კანონი მიეცემის, ვითარცა წმიდამან ბასილი განაწესა ი~ე წელი.
    16.     თჳნიერ არცა პირველთა მამათა, არცა წმიდისა ბასილის კანონთა შინა განწესებულ არს შეცოდებულთათჳს მარხვაჲ ანუ მღჳძარებაჲ, ანუ მუჴლთადრეკაჲ მრავალი, არამედ წმიდისა ზიარებისაგან განყენებაჲ ოდენ.
    17.     აწ უკუე განიცადე თითოეული ამათ საქმეთაჲ: უკუეთუ მონანული იგი ღჳნისა სუმასა აიკრებდეს, შენცა ამის მოღუაწებისათჳს წელიწადი ერთი უზიარებლობისაჲ მოუწყჳდე;
    18.     უკუეთუ წუელაჲ აიკრიბოს, ეგრეთვე;
    19.     უკუეთუ თევზი, გინა ზეთი იმარხოს, ეგრეთვე კანონი შეუმოკლე;
    20.     უკუეთუ მუჴლთადრეკაჲ მრავალი მიიღოს, შენცა კანონი იგი შეუმოკლე.
    21.     უკუეთუ მონანული იგი ერისკაცი იყოს და მონაზონებისა სახესა შეიმოსდეს, შეუმოკლე კანონი და ადრე მიეც შენდობაჲ, რამეთუ მოვიდა ჭეშმარიტად სინანულად და ეგულების სიკუდილადმდე შრომაჲ და მოღუაწებაჲ.
    22.     და სხუათა მათ დიდთა ცოდვათა: კაცისკლვათაჲ და მრუშებისა და მამათმავლობისა და პირუტყუებისაჲ და მწამლველობისაჲ და სხუათა ესევითართა კანონნი ზემოწერილ არიან.
    23.     მონაზონი, გინა ენკრატისი, უკუეთუ განვიდეს მონასტრით და იქორწინოს, მემრუშე არს და წარწყმედულ, უკუეთუ კულა შეიგონოს და მოიქცეს, სინანულისაებრ მისისა მიეცეს კანონი.
    24.     უკუეთუ კულა შემძლებელ იყოს წინამძღუარი მისი, უნებლიეთცა მოიყვანოს მონასტრად და უზიარებლობაჲ დასდვას, ვითარცა მრუშებისათჳს განწესებულ არს და სხუაჲ კანონი ყოველი მისცეს და წყლულებაჲ იგი სულისა მისისაჲ განკურნოს.
    25.     უკუეთუ ვინ იპაროს რაჲ და შეინანოს და აღიაროს და ნაპარევი იგი შეაქციოს, მ დღე უზიარებლობაჲ დაიმარხოს.
    26.     უკუეთუ კულა შეაცნან და შესწამონ, კანონი მისი ორ წელ განწესებულ არს.
    27.     გარნა უკუეთუ ლმობიერად შეინანოს, ექუს თუედმდე შენდობა ეყოს.
    28.     უკუეთუ კულა ნაპარევი იგი ეკლესიისა ჭურჭელი იყოს, ეკლესიისა მკრეხველთა კანონი მიეცემის წყალობით: სამ წელ უზიარებლობაჲ მიეცეს და კანონი სინანულისაჲ.
    29.     საფლავის მჭკუერველთა კანონი ათ წელ არს.
    30.     უკუეთუ ლმობიერად ინანდეს ბრალეული იგი, სამ წელ შეენდოს.
    31.     უკუეთუ დედაკაცი იძულებით განიჴრწნას მამაკაცისაგან, უკუეთუ ჟამსა მას მახლობელ არავინ იყო, რაჲთამცა ჴელი აღუპყრა და დაჰყარა, ქალწული იგი უბრალო არს, ხოლო მაიძულებელი იგი მკლველი არს;
    32.     ხოლო უკუეთუ იყვნეს კაცნი მახლობელად და არა ჴმა-ყო, არცა უჴმო დედაკაცმან მან, ჩანს, ვითარმედ ინება მან საქმე იგი.
    33.     უკუეთუ ერისკაცი იყოს, სიძვისა კანონი მიეცეს;
    34.     უკუეთუ კულა ენკრატისი იყო, მემრუშე კანონისა თანამდებ არს.
    35.     უკუეთუ თაგჳ ანუ სხუაჲ რაჲ ქუეწარმავალი შთავარდეს ლაკუასა წყლისასა, ანუ ზეთსა, გინა ღჳნოსა და მსწრაფლ ცნან და განაგდონ, ევლოგიაჲ განცხადებისაჲ შთაასხან და მღდელმან ლოცვაჲ წართქუას და განწმენდილ არს იგი.
    36.     უკუეთუ კულა ღჳნოსა მას, ანუ ზეთსა, გინა წყალსა შინა მოკუდეს ქუეწარმავალი იგი და უმეცრებით ჭამონ მისგან ანუ სუან, პირველ ლოცვისა შჳდ დღე არა ეზიაროს, ხოლო სამ დღე წუელაჲ და ღჳნოჲ იმარხოს.


7

     1.     მონასტერსა შინა ყოველნივემცა წესიერად არიან
    2.     მონაზონმან, რომელმან ფიცოს სახელი ღმრთისაჲ, შჳდეულსა ერთსა არა ეზიაროს და ყოველთა დღეთა მის შჳდეულისათა მ მუჴლთადრეკაჲ მიიღოს.
    3.     რომელმან აგინოს ძმასა და უფროჲსად თუ უხუცჱსთაგანი იყოს, უზიარებელ იყოს, ვიდრემდის შეუნდოს მან, რომელი შეურაცხ-ყო.
    4.     რომელი ძმისათჳს ბოროტსა იტყოდის და უზრახვიდეს, განიკანონოს შჳდეულსა ერთსა.
    5.     რომელი ცუდად მეტყუელებდეს და სიცილსა აღაზრზენდეს, განიკანონოს სამ დღე არა ზიარებად და მეტანიაჲ – მ.
    6.     უკუეთუ ვინ წინამძღუარმან განკანონოს სამართლად და მეორე მეშუელად აღუდგეს, იგივე კანონი მიეცეს მას.
    7.     რომელი დრტჳნვიდეს მსახურებასა, განიკანონოს მას დღესა.
    8.     რომელმან უგულებელს-ყოს მსახურება თჳსი, პური და წყალი ჭამოს მას დღესა და მეტანიაჲ მ მიეცეს.
    9.     რომელი სამოსელთა შუენიერთა ირჩევდეს, შეუთუალოს მამამან, რაჲთა არა ეგრეთ იყოს;
    10.     უკუეთუ მერმეცა ეგრეთ იყოს, განიკანონოს ჴმელითა პურითა და წყლითა და მეტანიაჲ მ მიეცეს.
    11.     რომელი განვიდეს მონასტრით და მივიდეს მამისა, გინა დედისა, ანუ სხჳსა სადა თჳნიერ ბრძანებისა წინამძღუარისა, განიკანონოს შჳდ დღე ჴმელითა პურითა და წყლითა და დღითი-დღე მეტანიაჲ რ.
    12.     რომელი დაითროს, ზ დღე ღჳნოსა სუამს.
    13.     რომელმან ღჳნისა სუმითა ამოაგდოს, მ დღე უზიარებელ იყოს და დღითი-დღე „მიწყალესა“ და „წმიდაო ღმერთოსა“ და „მამაო ჩუენოსა“ იტყოდის და ლ მუჴლსა მოიდრეკდეს.
    14.     რომელი საცისკროსა ლოცვასა თჳნიერ უძლურებისა უდბებით არა მივიდეს, მას დღესა პური და წყალი მიიღოს და რ მუჴლი იდრიკოს.
    15.     რომელი ეკლესიას დგეს და არა გალობდეს, არამედ გულის-სიტყუათა ამაოთა იწურთიდეს, მეტანია ნ.
    16.     რომელი დაუტეობდეს სენაკსა ანუ მსახურებასა თჳსსა და სენაკითი-სენაკად ვიდოდის და ცუდად მეტყუელებდეს, ამცნონ, რაჲთა არა ესრეთ იქმოდის.
    17.     უკუეთუ არა ისმინოს, შეაყენენ ერთსა სენაკსა შჳდ დღე, რაჲთა ყოვლადვე არა გამოვიდეს.
    18.     რომელი განიკანონოს და იდრტჳნოს და არა მადლობით მიითუალოს, ორკეცად მიიღენ კანონი.
    19.     რომელმან იცოდის სხჳსა ძმისა დაფარული ცოდვაჲ და არა აუწყოს წინამძღუარსა, მისვე ბრალისა თანამდები არს, ვითარცა წერილ არს: „იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდი მას“.
    20.     რომელი ტრაპეზსა ზედა უბნობდეს, უკუეთუ მეტრაპეზემან ამცნოს დუმილი და არა უსმინოს, ზედგომით ჭამოს პური.
    21.     უკუეთუ მერმეცა არა დუმნეს, განიდევნოს ტრაპეზით.
    22.     რომელი განრისხნეს და მწუხრამდე არა დაეგოს, რომელსა-იგი შეელალა, უზიარებელ იყავნ, ვიდრემდის დაეგოს.
    23.     რომელმან იდუმალ ჭამოს გარეშე ტრაპეზისა, ორ დღე იმარხოს, რაჲთა ისწაოს წესიერებაჲ.
    24.     რომელი ეკლესიას უბნობდეს გარეშე მსახურთა ეკლესიისათა, ამცნონ დუმილი, უკუეთუ არა ისმინოს, ნ მუჴლი იდრიკოს და ჴმელი პური ჭამოს.
    25.     რომელი თჳსაგან მოირეწდეს სამოსელთა ანუ სხუასა რას ნაქონებსა ეგევითარსა მას, არა უარუყოფია სოფელი და საქმენი სოფლისანი.
    26.     ასწაონ უკუე წინამძღუართა, რაჲთა არარაჲ თჳსი მოსაგებელი აქუნდეს, არამედ ყოველივე ზოგად შეერაცხოს;
    27.     უკუეთუ კულა თჳსსავე ვერაგობასა ზედა დგეს, განიდევნენ ძმათაგან, რამეთუ კრებულს შინა მყოფსა არა ჴელ-ეწიფების მოსაგებელისა და ნაქონებისა რაჲსავე მორეწად.
    28.     რომელი კრებულსა შინა ეძიებდეს საჭმელსა ანუ სასუმელსა უმჯობესსა და საზეპუროსა, უმეტეს მისა, რომელი ტრაპეზსა დაეგებოდის, წინა-დაგებულისა მისგანცა განეყენენ, ვიდრემდის ისწაოს დაჯერებაჲ განწესებულისა მის.
    29.     ეგრეთვე, რომელი სამოსელსა უკეთესსა სხუათასა ეძიებდეს, განიკანონოს, რაჲთა განემართოს ზუაობაჲ და სიფუდულე მისი.
    30.     რომელი იდუმალ ივლტოდის მონასტრისაგან, მოიქცეს რაჲ, სინანული მიეცეს დგომად ბჭეთა ეკლესიისათა და გამომავალთა შეუვრდებოდის და ითხოვდეს ლოცვასა და შენდობასა.
    31.     ნუ ჟამითა განიკითხავ და განაწესებ კანონსა მონანულთასა, არამედ მჴურვალებისაებრ და წესისა და ლმობიერებისა გონებათა მათთაჲსა და საზომისაებრ სინანულისა მათისასა.
    32.     ხოლო უკუეთუ თჳსთავე ცოდვათა ზედა ეგნენ და მაცილობელ იყვნენ, შენ უბრალო-ყავ თავი შენი, ჵ წინამძღუარო, და განარინე და აცხოვნე სული შენი მადლითა უფლისაჲთა, რომლისა არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


8

    1.     ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა
    2.     წინაწარმეტყუელთა ქადაგებისაგან დამტკიცებულნი წმიდისა სახარებისა ბრძანებათა დამორჩილებულნი ვდღესასწაულობთ დღესა ამას სატფურებისა და განახლებისა სარწმუნოებისა ჩუენისასა, რამეთუ ესაია წინაწარმეტყუელი იტყჳს: „განახლებოდით ჭალაკნი ღმრთისა მიმართ“.
    3.     და ამით სიტყჳთა წარმართთაგანთა მათ მოასწავებდა ეკლესიათა და მათ უწოდა ჭალაკად განახლებულად.
    4.     ხოლო ეკლესიანი არიან არა ხოლო თუ შენებანი და შემკობანი ტაძართანი, არამედ სავსებაჲ იგი მათ შინა შეკრებულთა ღმრთისმსახურთა მათ ერთა სიმრავლისაჲ და გალობანი იგი, რომლითა ადიდებენ მეუფესა და დამბადებელსა ყოველთასა წმიდასა სამებასა,
    5.     ვითარცა-იგი პავლე წმიდაჲ მოციქული იტყჳს: „განახლდებოდეთ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი ღმრთისა მიერ დაბადებული“.
    6.     ხოლო წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს და ზამთარი იყო“.
    7.     გინათუ ამბოხებასა მას და შფოთსა ჰურიათასა, რომელსა ჰმზადებდეს მაცხოვრისათჳს, უწოდა ზამთრად მახარებელმან, გინათუ ჰაერისა სიცივესა და ნეფხვასა ესრეთ სახელ-სდვა,
    8.     რამეთუ იქმნა ჩუენ ზედაცა და მოიწია ჭეშმარიტად ზამთარი არა მცირჱ, არამედ მძაფრი და სასტიკი, სავსე ნიავ-ქარითა და სეტყჳთა უკეთურებისაჲთა,
    9.     არამედ კუალად აღმოგჳცენა ჩუენ მადლმან ღმრთისამან ყუავილი სულიერისა მის არისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ დაჰბადე ზაფხული და არე“.
    10.     ამისთჳსცა შემოვკერბით მადლისა მიცემად ღმრთისა, ყოველთაგან ქალაქთა და სოფელთა, მადლითა ღმრთისაჲთა და ბრძანებითა ღმრთისმსახურთა მეფეთაჲთა: მიქაელ მართლმადიდებლისა მეფისა და თეოდორაჲს, დედისა მისისა, მღდელთმოძღუარნი ესე, მოშურნენი მართლისა სარწმუნოებისათჳს,
    11.     რომელნი შემოვკერბით სამეუფოსა ამას ქალაქსა, ტაძარსა წმიდისა იოვანე მახარებელისა და ღმრთსმეტყუელისა, მადლობისა და დიდებისა მიცემად უფლისა სულიერისა ამის ნაყოფიერებისათჳს.
    12.     რამეთუ მტერნი იგი, რომელთა აყუედრეს უფალსა და თაყუანისცემაჲ წმიდისა ხატისა მისისაჲ შეურაცხ-ყვეს და აღზუავნეს და ამაღლდეს უშჯულოებითა მათითა და სცნა იგინი და დააკუეთნა ღმერთმან მან საკჳრველებისამან და ზახებაჲ იგი განდგომილებისა მათისაჲ დაამჴუა,
    13.     რამეთუ არა უგულებელს-ყვნა ჴმანი მვედრებელთა მისთანი, რომელნი ღაღადებდეს მისა მიმართ: „მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთაჲ, რომელი დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალ თესლთაჲ, რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა“.
    14.     ხოლო ნაცვალი ცხებულისა მისისაჲ არიან ყოველნი, რომელნი სისხლითა ქრისტესითა მოიყიდნეს და ჰრწმენა სახელი მისი, სიტყჳთა მით ქადაგებისაჲთა და გამოსახვითა წმიდათა ხატთაჲთა,
    15.     რომლითაცა დიდი იგი საქმე განგებულებისა მისისაჲ კეთილად გულისჴმა-იყოფების მორწმუნეთა მიერ მისთა, დიდებულნი იგი სასწაულნი მისნი და განმაცხოველებელი იგი ვნებაჲ მისი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ და სხუანი იგი საკჳრველებანი,
    16.     რომელთა მიერ ბაძვაჲ წმიდათა მათ ვნებათა მისთაჲ მოციქულთა ზედა მოვიდა და მათგან მოწამეთა მოვიდა აღმსარებელთა და მამათა მიიწია.
    17.     იგი უკუე ყუედრებაჲ, რომელსა აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა მისისასა, მოიჴსენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
    18.     სახიერებისათჳს თჳსისა მოწყალე იქმნა და მეოხებაჲ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ და ვედრებაჲ ყოველთა წმიდათაჲ შეისმინა.
    19.     და აღასრულა აწ მეორედ, რომელ-იგი ქმნა პირველ, რამეთუ პირველად შემდგომად მრავალჟამეულისა მის წმიდათა ხატთა შეურაცხებისა და დევნულებისაჲ, რომელი ქმნეს უშჯულოთა მათ მეფეთა და მიმდგომთა მათთა უღირსთა და მედგართა ვიეთმე ებისკოპოსთა.
    20.     მოაქცია უფალმან ღმრთისმსახურებაჲ ყოველთა ზედა და მართლმადიდებლობაჲ დაამტკიცა.
    21.     ხოლო კუალად აწ მეორედ, შემდგომად ოცდაათისა წლისა ჭირისა და დევნულებისა ჩუენისა მოგუანიჭა ჩუენ უღირსთა ჴსნაჲ ჭირთა მათგან და განსაცდელთა და კადნიერებით ქადაგებაჲ ღმრთისმსახურებისაჲ და უშიშად თაყუანისცემაჲ წმიდათა ხატთა
    22.     და აღმოგჳბრწყინვა ჩუენ ჭეშმარიტად დღესასწაული ცხორებისაჲ.
    23.     რამეთუ ხატთა შინა განვიცდით მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღმრთისა ვნებათა, რომელნი ჴორცითა ჩუენთჳს თავს-ისხნა, ჯუარცუმასა, დაფლვასა, შემუსრვასა მას და წარმოტყუენვასა ჯოჯოხეთისასა, აღდგომასა მკუდრეთით და ზეცას ამაღლებასა და ყოველსა მას ცხორებასა,
    24.     რომელი ქმნა შორის ქუეყანასა ღმერთმან და მეუფემან ჩუენმან.
    25.     ეგრეთვე განვიცდით ღუაწლსა მას და ახოვნებასა მოწამეთასა და გჳრგჳნოსნებასა მათსა, რომელ მოიღეს ჴელისაგან მეუფისა მათისა დასაბამისა მის და სრულმყოფელისა წამებისა მათისაჲსა.
    26.     ამისთჳს კრებასა ამას სულიერსა ვდღესასწაულობდეთ და ლოცვითა და ლიტანიითა ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და ფსალმუნითა და ქებითა ვგალობდეთ და ვიტყოდით: „ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩუენი?“
    27.     „შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკჳრველი მხოლომან.“
    28.     „შეურაცხისმყოფელნი დიდებისა შენისანი შეურაცხ-ჰყვნენ.
    29.     კადნიერად და ამპარტავნად მდევარნი ხატისა შენისანი დაკნინებულად და ლტოლვილად მეოტად გამოაჩინენ.
    30.     ვინმე იტყოდის ძლიერებათა შენთა და სასმენელ ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?
    31.     დიდებაჲ შენდა და ქებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
    32.     ესე არს მადლობაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელთა მათ კეთილთა მისთათჳს და ჴსენებაჲ ძლევისა მისისაჲ, რომელი ქმნა წინააღმდგომთა მათ მიმართ.
    33.     ხოლო მბრძოლთა მათ მიმართ წმიდათა ხატთასა სიტყჳსგებაჲ და მხილებაჲ ბოროტისა მის წვალებისა მათისაჲ სხუასა თავსა შინა ვრცელად და განგებულებით ჯერ-არს აღწერად.
    34.     ხოლო აწ, ვითარცა-სახედ შემდგომად მრავალჟამეულისა მის უდაბნოთა ზედა სლვისა შევიდა ერი იგი ისრაელთაჲ ქუეყანასა მას აღთქუმისასა და განისუენა,
    35.     ეგრეთვე ჩუენ მრავალთა მათ დევნულებათა და ჭირთაგან მოვედით განსუენებად ახალსა ამას იერუსალჱმსა, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ.
    36.     ამისთჳს ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძეგლისწერასა ამას აღვასრულებთ და დავსწერთ, ვითარცა ძეგლსა ზედა აღუჴოცელსა კურთხევათა მათ,
    37.     რომელნი შუენიან მოღუაწეთა და აღმასრულებელთა საღმრთოჲსა შჯულისათა და შეჩუენებათა წყევისათა, რომელსა მოაწევენ თავთა ზედა თჳსთა გარდამავალნი საუფლოჲსა მის ბრძანებისა და შჯულისანი.
    38.     პირველად უკუე ესე ვთქუათ, ვითარმედ არარას დავაკლებთ, არცა შევჰმატებთ, არამედ ყოველთავე წესთა კათოლიკე ეკლესიისათა შეუცვალებელად დავიცავთ და წმიდათა მათ და დიდთა კრებათა სწავლასა და წესსა და სარწმუნოებასა მიმდგომნი ვართ და მორჩილნი.
    39.     და ვითარცა კრებასა მას დიდსა ნიკიისასა ტიჱ მამათა მიერ აღიწერა მრწამსი მართლისა სარწმუნოებისა, ქადაგებაჲ, შეურყეველად და შეუცვალებელად გვიპყრიეს სარწმუნოებაჲ იგი მართალი და ყოველსა სოფელსა ვქადაგეთ.
    40.     ხოლო სხუაჲ ყოველი, რომელი წმიდამან კრებამან და სხუათა მათ დიდებულთა კრებათა, რომელნი ადგილ იქმნნეს, განაწესეს და გჳბრძანეს, დავიმარხავთ შეუცვალებელად.
    41.     უკუე ჟამთა, რომელთაგანი ერთი წესი და შჯული და ბრძანებაჲ არს წმიდათა ხატთა გამოსახვაჲ, პირველითგან უფლისა მიერ ბრძანებული და მოციქულთა მიერ ქადაგებული და მამათა მიერ დაწესებული, ვითარცა წერილ არს რჩულისკანონსა შინა წმიდისა მის მეექუსისა კრებისასა,
    42.     რამეთუ: „ჭეშმარიტად გამოსახვაჲ ხატთაჲ თანამოწამე არს ქადაგებისა მის სახიერებისა დასამტკიცებელად ჭეშმარიტებისა, რაჲთა არავინ საოცრად შეჰრაცხოს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ“.
    43.     ამისთჳსცა სამეუფოჲ გზაჲ გჳპყრიეს ჩუენ და სწავლასა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა შედგომილ ვართ.
    44.     და წესი ეკლესიისაჲ სულისა მიერ წმიდისა განწესებული გჳპყრიეს და განჩინებით და დამტკიცებულად განვაწესებთ,
    45.     რაჲთა შემსგავსებულად პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისა აღმართებულ იყვნენ და პატივცემულ ეკლესიათა შინა წმიდანი და პატიოსანნი ხატნი, გინათუ წამლითა დაწერილ იყვნენ, გინათუ სოფიოჲთა, გინათუ ოქროჲსა, ანუ ვეცხლისანი იყვნენ, ანუ სხჳსა რაჲსმე ნივთისა.
    46.     ბარძიმ-ფეხუემთა ზედა, ანუ საკურთხეველისა შესამოსელთა ზედა გამოწერილნი ხატნი კედელთა ზედა, გინა ფიცართა ეკლესიათა შინა, გინა სახლთა, ანუ სადაცა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი იყოს ხატი
    47.     ანუ უხრწნელისა მის დედუფლისა ჩუენისა წმიდისა ღმრთისმშობლისა და წმიდათა ანგელოზთაჲ, დიდებულთა მოციქულთაჲ, ღუაწლისა მძლეთა მოწამეთაჲ, ღმერთშემოსილთა მღდელთმოძღუართაჲ და სანატრელთა მამათაჲ,
    48.     რამეთუ რაოდენცა იხილვებოდინ ხატნი უფლისა და წმიდათა მისთანი, მხილველნი იგი მათნი მოვლენ პირმშოთა მათ სახეთა ჴსენებად და სურვიელად.
    49.     თანამდებ არს უკუე ყოველი ქრისტიანე შემთხუევად, ამბორის-ყოფად, პატივად და თაყუანისცემად წმიდათა ხატთა.
    50.     არა თუ ღმრთად აღსაარებად, რომელ-ესე შუენის ბუნებასა მას ღმრთეებისასა, არამედ ვითარცა ხატსა ჩუენთჳს განჴორციელებულისა ქრისტეს ღმრთისასა და წმიდათა მისთა,
    51.     ვითარცა სახესა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისასა და წმიდასა სახარებასა და სხუათა მათ სიწმიდეთა, რომელნი სადა შეხებულ არიან გუამსა უფლისასა.
    52.     ეგრეთვე ხატთა პატივი თანა-გუაც და კუმევაჲ საკუმეველისაჲ და ანთებაჲ კანდლისა და სანთლისაჲ, ვითარცა პირველითგან განწესებულ არის ქრისტეანეთა შორის, რამეთუ პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიიწევის.
    53.     და რომელი თაყუანის-სცემდეს ხატსა, თაყუანის-სცემს მას შინა გამოსახულისა მის გუამოვნებასა, ვითარცა თქუეს წმიდათა მამათა მეექუსისა კრებისათა, ვითარმედ: „ხატთაგან და ხატთა მიერ თაყუანის-იცემების ღმერთი და თაყუანის-იცემების ჭეშმარიტად“.
    54.     აწ უკუე პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ და ძეგლისწერაჲ ესე ჯეროვანი სრულ-ვყოთ.
    55.     ესრეთ უკუე ვიტყჳთ და დავამტკიცებთ;
    56.     ა. რომელნი ჴორციელსა მას მოსლვასა და განკაცებასა სიტყჳსა ღმრთისასა სიტყჳთ და საქმით, პირითა და გულითა და გონებითა, აღწერითა და გამოსახვითა აღიარებენ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    57.     ბ. რომელთა იციან ერთისა მის გუამისა ქრისტესისა ორთა ბუნებათა განყოფილებაჲ და აღიარებენ ღმრთეებისა მისისა უხილავსა და უვნებელსა და გარეშემოუწერელსა დიდებასა,
    58.     ხოლო კაცებისა მისისა ხილულსა და ვნებათა ჯუარცუმისა და სიკუდილისა თავსმდებელსა და გარეშემოწერილსა ბუნებასა ქადაგებენ სიტყჳთ და გამოსახვით, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    59.     გ. რომელთა ჰრწამს და ქადაგებენ და ახარებენ სიტყუათა წიგნის წერითა, საქმეთა გამოსახვითა და იციან,
    60.     ვითარმედ ორივე ესე ერთად სარგებელად მსმენელთა მათ და მხილველთა იქმნების სიტყჳთ ქადაგებაჲ და ხატთა მიერ ჭეშმარიტებისა დამტკიცებაჲ, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    61.     დ. რომელნი სიტყუათა მიერ კეთილთა წმიდა ჰყოფენ ბაგეთა და მსმენელთა სარგებელ-ეყოფიან და იციან და ქადაგებენ,
    62.     ვითარმედ პატიოსანთა ხატთა მიერ წმიდა იქმნებიან თუალნი მხილველთანი და ამაღლდებინ გონებაჲ მათი ღმრთის მეცნიერებად, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    63.     ე. რომელნი მეცნიერ არიან, ვითარმედ კუერთხი იგი ძუელისა შჯულისაჲ, კუერთხი აჰრონისი და ფიცარნი იგი და კიდობანი შჯულისაჲ და სასანთლე და ტაბლაჲ და სასაკუმეველე წმიდასა მას ქალწულსა და ღმრთისმშობელსა მარიამს მოასწავებდეს და წინაჲთვე გამოსახვიდეს.
    64.     ხოლო არა იქმნა იგი ერთიცა ამათგანი, არამედ დედაკაცი იყო ქალწული წმიდაჲ და ეგო შემდგომად შობისა უფლისა და ღმრთისა იესუ ქრისტესა ქალწულადვე წმიდად და ამისთჳს ქალად გამოხატვენ სახითა დედობრივითა და არა აჩრდილთა მით წესითა სახეთაჲთა,
    65.     საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    66.     ვ. რომელნი ხილვათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელ უჩუენა ღმერთმან, გულისჴმა-ჰყოფენ და შეიწყნარებენ და ჰრწამს რაჲ-იგი კრებულმან წინაწარმეტყუელთამან იხილა
    67.     და გუაუწყეს და ვითარ-იგი განაწესეს (!) მოციქულთა და მამათა წერილნი და უწერელნი ეკლესიისანი, მათ ზედა მტკიცე არიან და ამისთჳს გამოსახავენ ხატსა უფლისასა და წმიდათა მისთასა და პატივ-სცემენ, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    68.     ზ. რომელნი გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარ-იგი თქუა მოსე შჯულისმდებელმან, ვითარმედ: „ეკრძალენით თავთა თჳსთა, რამეთუ დღესა მას, რომელსა იტყოდა უფალი ღმერთი ქორებს მთასა ზედა, ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმა თქუენ,
    69.     ხოლო მსგავსებაჲ არა იხილეთ და იციან მიგებაჲ მართლად, ვითარმედ: „ჰე, ვიხილეთცა, რამეთუ ჭეშმარიტებადცა ვიხილეთ“.
    70.     ვითარცა გუასწავა ჩუენ ძემან ქუხილისამან და თქუა: „რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა.
    71.     და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა და ამას ვწამებთ“.
    72.     და ვითარცა თქუეს სხუათა მოციქულთა, „რომელთა ესე მის თანა ვჭამეთ და ვსჳთო არა ხოლო თუ პირველ ვნებისა, არამედ შემდგომად ვნებისაცა და აღდგომისა“.
    73.     აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან მადლითა ღმრთისათა განყოფად სიტყუასა მას შჯულისასა და მოძღურებასა მოციქულთასა და თუ რომელი-იგი იყო მუნ უხილავ და აქა თუალითა იხილვა და ჴელითა იმსახურა,
    74.     და ამისთჳს თუალით ხილულსა მას და ჴელით მსახურებულსა გამოხატვენ და ხატსა მისსა თაყუანის-სცემენ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    75.     ჱ. წინაწარმეტყუელთა ვითარცა იხილეს, მოციქულთა ვითარცა გუასწავეს, ეკლესიამან ვითარცა შეიწყნარა, მოძღუართა ვითარცა გუასწავლეს, სოფელი ვითარცა განათლდა, მადლი ღმრთისაჲ ვითარცა გამობრწყინდა, ჭეშმარიტებაჲ ვითარცა გამოჩნდა და სიცრუვე განიოტა,
    76.     სიბრძნე ვითარცა განეფინა ყოველთა ზედა, ქრისტემან ღმერთმან ვითარცა გჳბრძანა, ეგრეთ გურწამს და ეგრეთ ვიტყჳთ და ეგრეთ ვქადაგებთ ქრისტესა ჭეშმარიტსა მას ღმერთსა ჩუენსა
    77.     და წმიდათა მისთა პატივ-სცემთ სიტყჳთ, აღწერით, გონებით, შეწირვითა წმიდითა მათ შესაწირავთაჲთა, აღშენებითა ტაძართაჲთა, გამოსახვითა ხატებისაჲთა.
    78.     უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს პატივ-ვსცემთ, ვითარცა ღმერთსა და მეუფესა დამბადებელსა ყოველთასა.
    79.     ხოლო წმიდათა, ვითარცა საკუთართა მონათა და მსახურთა მისთა და სიყუარულით თაყუანის-ვსცემთ.
    80.     ესე არს სარწმუნოებაჲ, მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
    81.     ამან სარწმუნოებამან სოფელი დაამტკიცა.
    82.     ამას ყოველსა ზედა ქადაგთა მათ ღმრთისმსახურებისათა სიყუარულით და სურვილით, დიდებად და პატივად უფლისა, რომლისათჳს იღუაწეს, ვქადაგებთ და ვადიდებთ და ვიტყჳთ:
    83.     გერმანოს და ტარასეს და ნიკიფორეს და მეთოდის ჭეშმარიტთა ათ მღდელთმოძღუართა ღმრთისათა და მართლმადიდებლობისა დამამტკიცებელთა და მოძღუართა სულიერთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    84.     ეგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, ეფთჳმესი, წმიდათა და მართლმადიდებელთა პატრეარქთა, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    85.     ყოველივე, რაოდენიცა აღიწერა ვიეთგანმე შემასმენელად წმიდათა მათ პატრიარქთა: ტარასეს, ნიკიფორეს და მეთოდისა და ეგნატის და ფოტის და სტეფანესი, ანტონის და ნიკოლაოსისა, ცუდმცა არს და ამაო.
    86.     ყოველივე, რომელი გარეშე წესისა მის ეკლესიისა და მოძღურებისა წმიდათა მამათაჲსა იქმნა, ანუ სადა იქმნეს გარეშე მართლმადიდებელთა წესისა, შეჩუენებულმცა არს.
    87.     ეფთჳმეს და თეოფილაკტეს და ემილიანეს სანატრელთა მათ აღმსაარებელთა და მღდელთმოძღუართა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    88.     იოვანე და ნიკოლაოს და გიორგი სამგზის სანატრელთა აღმსაარებელთა და ებისკოპოსთა და ყოველთა მათ თანამზრახვალთა და თანამოღუაწეთა ებისკოპოსთა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    89.     თეოდორეს, ნეტარისა ასტუდიელ მამასახლისისა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
    90.     ისაკისი საკჳრველთმოქმედისა და იოანიკის წინაწარმეტყუელებისა მადლითა აღვსებულისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
    91.     ილარიონ ნეტარისა არქიმანდრიკისა (sic) დალმატეს მონასტრისაჲ საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
    92.     სჳმეონ წმიდისა მის მესუეტისა და სტეფანე საკჳრველთმოქმედისა ახლისა მის აღმსაარებლისა და ყოველთა მათ მამათა, რომელთა იღუაწეს მართლმადიდებლობისათჳს, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    93.     ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძავთა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან.
    94.     ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან.
    95.     ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა:
    96.     რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან.
    97.     რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა,
    98.     რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან.
    99.     რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი,
    100.     ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან.
    101.     რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინაწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან,
    102.     არცა ერთობასა მას ეკლესიისა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით მიუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა,
    103.     რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტსა მას წვალებასა შინა დაადგრნენ, შეჩუენებულმცა არიან.
    104.     ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან.
    105.     ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.
    106.     წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე,
    107.     რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან.
    108.     ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან.
    109.     კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ.
    110.     რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ.
    111.     რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან.
    112.     რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან.
    113.     ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა.
    114.     რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან.
    115.     რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი.
    116.     მიქაელ მართლმადიდებელისა, მეფისა ჩუენისა და თეოდორა დედისა მისისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    117.     ბასილისი, ლეონისი, ალექსანდრესი, ჰრომანოზისი, კოსტანტინესი, ჰრომანოზისი, ნიკიფორესი, იოვანესი, მართლმადიდებელთა მეფეთა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    118.     ბასილი და კოსტანტინე მართლმადიდებელთა მეფეთა ჩუენთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
    119.     რომანოზ მართლმადიდებლისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელნი მეფობისა მისისანი.
    120.     ღმერთმან დაიცევინ სიმტკიცე მეფობისა მათისაჲ.
    121.     ღმერთმან მშჳდობაჲ მიეცინ მეფობასა მისსა.
    122.     კუალად ვიტყჳთ: გერმანოს, ტარასეს, ნიკიფორეს და მეთოდის სანატრელთა მათ პატრიარქთა საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
    123.     ეგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, ეფთჳმესი, სტეფანესი, ტრიფონისი, თეოფილაკტესი, პოლიევკტესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, მართლმადიდებელთა პატრიარქთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
    124.     ყოველთა მათ ღმერთშემოსილთა მამათა და მართლმადიდებლობისა ქადაგებათა და ვიდრე სიკუდილადმდე მოღუაწეთა ლოცვითა და ვედრებითა დაგჳცვენინ ღმერთმან.
    125.     და მობაძავ ყოფად ღირს-გუყვენინ საღმრთოჲსა მის მოქალაქობისა მათისა მოწყალებითა, და მადლითა დიდისა მის და პირველისა მღდელთმოძღურისა ქრისტეს ჭეშმარიტისა მის ღმრთისა ჩუენისა.
    126.     შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა დიდებულისა მის დედუფლისა ჩუენისა წმიდისა ღმრთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა, წმიდათა დიდებულთა მთავარანგელოზთაჲთა, და ყოვლითა ზეცისა ძალთაჲთა,
    127.     ვედრებითა ყოველთა წმიდათაჲთა რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს უფალსა, დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    128.     ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ამენ.

კლარჯული მრავალთავი (1-30)

კლარჯული მრავალთავი (31-63)


კლარჯული მრავალთავი X საუკუნის ხელნაწერი წიგნია. შეიცავს ფრაგმენტულად და სრულად შემორჩენილ 63 თხზულებას, ამათგან მნიშვნელოვანი ნაწილი აპოკრიფულია. კლარჯულ მრავალთავში გაერთიანებული თხზულებების რედაქციები ისევე, როგორც სხვა ამ სახის კრებულების ტექსტები, ძალზე ძველია და მათი დედნების მოძიება ჭირს. ამ წიგნში მსოფლიო ეკლესიის მამათა ქადაგებებისა და აპოკრიფული თხრობების პარალელურად შეტანილია, მკვლევართა აზრით, ორიგინალური ქართული მასალაც, კერძოდ, იოვანე ბოლნელის ქადაგებანი.

31

     1.     31. ბ. საკითხავი სულისა წმიდისაჲ, თქუმული წმიდისა კჳრილჱ მთავარეპისკოპოსისაჲ იერუსალჱმისაჲ
    2.     სულიერი მადლი გჳჴმს ჩუენ ჭეშმარიტად, რაჲთა სულისა წმიდისათჳს ვისწაოთ, არა თუ ვითარმცა ღირსად რაჲმე ვთქუთ მისთჳს, რამეთუ შეუძლებელ არს, არამედ რაჲთა საღმრთოთაგან წიგნთა ვიტყოდით და უპატიჟოდ წარვლოთ სიტყჳთა.
    3.     რამეთუ შიში დიდი არს ნანდჳლვე ჭეშმარიტად, რომელი-იგი სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: „რომელმან თქუას სიტყუაჲ საგმობელი სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“.
    4.     და არს ნანდჳლვე ესრჱ, ნუუკუე ვინმე მისთჳს და მოიღოს თავისა თჳსისა საშჯელი.
    5.     რამეთუ მსაშჯულმან მან ცხოველთა და მკუდართამან განაჩინა, ვითარმედ არა არს მტერობაჲ.
    6.     უკუეთუ ვინ-მე შესცოდოს მას, რომელი-მე სასოებაჲ აქუნდეს მისვე ქრისტჱს მადლისაჲ?
    7.     იყავნ საქმედ, რაჲთა მომცეს ჩუენ შეუცოდებელად სიტყუად და თქუენ გულისხმის-ყოფით სმენად.
    8.     გულისხმისყოფაჲ უღირს არა ხოლო მეტყუელსა, არამედ მსმენელსაცა, რაჲთა არა სხუაჲ ესმოდის და სხუაჲ რაჲმე ცნან გონებითა.
    9.     ხოლო აწ ითქუნედ ჩუენ მიერ სიტყუანი სულისა წმიდისათჳს გარნა წერილთაგან ხოლო.
    10.     და რაჲ-იგი არა წერილ არს, ნუმცა გამოვიკითხავთ, რამეთუ თჳთ იგი სული წმიდაჲ იტყოდა მათ წიგნთა და მანვე თავისა თჳსისათჳს თქუა, რაოდენ უნდა მას, გინა რავდენ ჩუენ დამტევნელ ვიყვნეთ.
    11.     ხოლო აწ სულისა წმიდისათჳს იგი სიტყუანი განყოფილ არიან.
    12.     ხოლო იგი არა განიყოფის, ერთ არს და იგივე ჰგიეს.
    13.     ვითარცა-იგი მამისათჳს სიტყუათა მათ შინა ოდესმე მხოლოდ მთავრობისა მისისათჳს ვასწავებდით, და ოდესმე მამად ყოვლისამპყრობელად ვხადით, და ოდესმე ყოვლის შემოქმედად, და ესრჱ განყოფილ არს სწავლაჲ ესე თითოპირებისა მით სიტყჳთა.
    14.     ხოლო სარწმუნოებაჲ იგი არა განყოფილ არს, ერთ არს და იგივე ჰგიეს ღმრთისმსახურებისა სასოებაჲ, და ვითარცა-იგი მხოლოდშობილისათჳს ძისა ღმრთისა ოდესმე ღმრთეებისა მისისათჳს გასწავებდით, მრავალღა თუ სიტყუად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს სიტყჳთ განვყავთ,
    15.     არამედ განუყოფელად მისსა მიმართ სარწმუნოებასა გითხრობდით, ეგრეცა აწ სულისა წმიდათათჳს, სწავლათა მათ თითოეულად განვჰყოფთ, და ძისა მიმართ სარწმუნოებასა მას განუყოფელად ვქადაგებთ.
    16.     ერთ არს და იგივე: სული წმიდაჲ განუყოფს მადლითა მათ თითოეულსა, ვითარცა ჰნებავს, ხოლო იგი თავადი ჰგიეს განუყოფელად.
    17.     არა თუ სხუაჲ არს ნუგეშინისმცემელი და სხუაჲ სული წმიდაჲ, არამედ იგივე არს თავადი და თითოეულად სახელისდებითა მით სახელდებულ არს.
    18.     ცხოველ არს და მტკიცედ იტყჳს და შეწევნათა აჩუენებს და ღმრთისა მიერ ქრისტჱს ჴელითა ქმნულთა მათ ყოველთა პირმეტყუელთა – ანგელოზთა და კაცთა – განმწმედელ არს.
    19.     ხოლო ამისთჳს, რაჲთა არა თითოპირად სახელისდებითა მით სულისა წმიდისაჲთა ჰქონებდეთ ვინმე უმეცრებით, ვითარმედ თითოეულ არს სულები იგი და არა ერთ და იგივე სული წმიდაჲ, რომელი არს მხოლოჲ.
    20.     ამისთჳს წინაჲსწარ განგუაკრძალებს ჩუენ კათოლიკჱ ეკლესიაჲ და გუასწავებს მითხრობასა მას სარწმუნოებისასა, რაჲთა გრწმენეს მხოლოჲსა მიმართ სულისა წმიდისა, ნუგეშინისმცემელისა,
    21.     რომელი იტყოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალ არს სახელისდებაჲ, ხოლო ერთ არს მხოლოჲ სული წმიდაჲ, რომლისა-იგი სახელისდებანი, მრავლისაგანნი მცირედნი, აწ გითხრნე თქუენ:
    22.     რამეთუ ჰრქჳან „სულსა“, ვითარცა-ესე აწინდელმან საკითხავმან თქუა, ვითარმედ: „რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ“.
    23.     და კუალად ჰრქჳან „სული ჭეშმარიტებისაჲ“, ვითარცა-იგი მაცხოვარი იტყჳს, ვითარმედ: ოდესმე „სული იგი ჭეშმარიტებაჲ“.
    24.     ჰრქჳან კუალად „ნუგეშინმცემელ“, ვითარცა-იგი თქუა: „უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა“.
    25.     ერთი და იგივე არს სული წმიდაჲ, და თითოეულითა მით სახელდებულ არს და ამათგან ჩანს სახელდებულად, და რამეთუ იგი არს სული წმიდაჲ და ნუგეშინისმცემელი, თქუმულ არს, ვითარმედ: „ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ“.
    26.     და რამეთუ იგივე არს ნუგეშინისმცემელი და სული ჭეშმარიტებისაჲ, თქუმული არს, ვითარმედ: „სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა იყოს უკუნისამდე სული იგი ჭეშმარიტებისაჲ“.
    27.     და მერმე იტყჳს: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მოგივლნო თქუენ მამისა ჩემისა მიერ – სული ჭეშმარიტებისაჲ“.
    28.     და კუალად ჰრქჳან „სული ღმრთისაჲ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იხილა სული ღმრთისაჲ გარდამომავალი“, და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „რავდენნი იგი სულითა ღმრთისაჲთა იქცევიან, იგინი შვილნი ღმრთისანი არიან“.
    29.     და კუალად ჰრქჳან „სული მამაჲ“, ვითარცა იტყჳს მაცხოვარი, ვითარმედ: „არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდა თქუენ თანა“.
    30.     მერმე პავლჱ იტყჳს: „ამისთჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ“.
    31.     და ამისსა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: „განმტკიცენით სულითა მისითა“.
    32.     და ჰრქჳან „სული ღმრთისაჲ“, ვითარცა-იგი პეტრე იტყჳს: „რაჲსათჳს შეითქუენით თქუენ განცდად სულისა უფლისასა?“
    33.     და კუალად ჰრქჳან „სული ღმრთისაჲ და ქრისტჱსი“, ვითარცა-იგი მისწერს პავლჱ, ვითარმედ: „თქუენ არა ხართ ჴორციელ, არამედ სულიერ, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის, უკუეთუ ვინმე სული ქრისტჱსი არა აქუს, იგი არა არს მისი“.
    34.     და მერმე ჰრქჳან: „სული ძისა ღმრთისაჲ“, ვითარცა წერილ არს, რამეთუ: ხართ თქუენ შვილ, გამოავლინა ღმერთმან სული ძჱსა თჳსისაჲ და ჰრქჳან სული ქრისტჱსი, ვითარცა წერილ არს: „ვინაჲ, ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ სული იგი ქრისტჱსი“?
    35.     და კუალად იტყჳს: „ვედრებითა თქუენით და შეწევნითა სულისა ქრისტჱსითა“.
    36.     და ამას თანა სხუანიცა სახელისდებანი სულისა წმიდისანი ჰპოვნე: რამეთუ ჰრქჳან „სული სიწმიდისა“, ვითარცა წერილ არს: „სულითა მით სიწმიდისაჲთა“.
    37.     და კუალად ჰრქჳან „სული შვილებისაჲ“, ვითარცა პავლჱ იტყჳს, რამეთუ: „არა მიგიღებიეს თქუენ სული იგი კირთებისაჲ და კუალად გეშინოდის, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ აბბა, რომელ არს მამაო“.
    38.     და ჰრქჳან „სული გამოცხადებისაჲ“, ვითარცა წერილ არს: „მოგეცინ თქუენ უფალმან სული იგი გამოცხადებისაჲ“.
    39.     და ჰრქჳან „სული აღთქუმისაჲ“, ვითარცა-იგი მასვე წერილ არს: „რომლითა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა“.
    40.     და სხჳთაცა მრავლითა სახითა ესევითარითა სახელდებულ არს, რამეთუ გასმიეს განცხადებულად პირველსა მას სწავლასა, ვითარმედ ფსალმუნთა შინა ოდესმე „სახიერად“ და ოდესმე „სულ ჴელმწიფებისა“ სახელ-ედების.
    41.     ხოლო ესაიამან „სული სიბრძნისაჲ“ და „გულისხმის-ყოფისაჲ“, „ზრახვისაჲ“ და „ძლიერებისაჲ“ და „შიშისა ღმრთისაჲ“ უწოდა.
    42.     რომელი-იგი ყოველთა მათგან, პირველთა და აწინდელთა თქუმულთა, წამებულ არს, თითოპირ არს იგი სახელისდებითა.
    43.     ხოლო ერთ არს და იგივე ჰგიეს სული წმიდაჲ, რომელი მტკიცჱ არს და მამასა და ძესა თანა არს.
    44.     არა თუ პირისაგან და ბაგეთა მამისა და ძისათა იტყუების, გინა სულად აღმოვალს და ჰაერად განქრდების, არამედ არსებამტკიცჱ, თჳთმეტყუელ და მოქმედგანმგებელ.
    45.     მოღუაწების და სიწმიდისმოქმედ განუყოფელისაჲ ჩას ხოლო და შემოქმედისაჲ და ერთარსებისაჲ მის მაცხოვნებელისა ჩუენდა მომართ მოღუაწებისაჲ მამისაგან და ძისა და სულისა წმიდისა, ვითარცა-იგი პირველ ვთქუთ.
    46.     რამეთუ მოჴსენებაჲ თქუენდა გულითად მნებავს მისიცა, ვითარცა აწინდელ თქუმულთაჲ, რაჲთა უწყოდით განცხადებულად,
    47.     ვითარმედ არა სხუაჲ შჯულსა შინა და წინაწარმეტყუელთა და სხუაჲ სახარებათა და მოციქულთა, არამედ ერთი არს და იგივე თავადი სული წმიდაჲ, რომელი ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა იტყოდა წიგნითა.
    48.     ესე იგი სული წმიდაჲ არს, რომელი მოვიდა წმიდასა მას ზედა ქალწულსა მარიამს, რამეთუ ქრისტჱ მხოლოდშობილი იყო, „ძალი იგი მაღლისაჲ ჰფარვიდა მას“, და სული წმიდაჲ მოვიდა მის ზედა და განწმიდა იგი, რაჲთა შემძლებელ იქმნეს დატევნად მისსა, რომლისაგან არს ყოველი.
    49.     არა მიჴმან მრავალნი სიტყუანი, რაჲთა სცნა, რამეთუ შეუგინებელად უჴრწნელ არს შობაჲ იგი, ვითარცა-იგი გისწავიეს.
    50.     გაბრიელ არს, რომელმან ჰრქუა მას, ვითარმედ: მე ვარ ქადაგი შობადისაჲ მის, არა თუ შემწე: დაღათუ ანგელოზთმთავარ ვარ -,
    51.     არამედ ვიცი წესი ჩემი, ხოლო სიხარულსა ამას გახარებ შენ: არამედ ვითარ-იგი შვე, არა ჩემისა მადლისაგან არს, „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“.
    52.     ამისთჳს შობილსა მას შენგან წმიდასა ძე ღმრთისა ერქუას.
    53.     ესევე სული წმიდაჲ შეეწია ელისაბედს: არა ხოლო ქალწულნი იცნის, არამედ იცნის ქორწინებულნიცა, უკუეთუ სჯულიერად იყო ქორწილი იგი.
    54.     „და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ, წინაწარმეტყუელებდა და იტყოდა კეთილი იგი მჴევალი უფლისათჳს: და ვინაჲ ესე ჩემდა?
    55.     რამეთუ მოვიდეს ჩემდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ“.
    56.     ჰნატრიდა თავსა თჳსსა ელისაბედ.
    57.     ამითვე სულითა წმიდითა აღივსო ზაქარია, იოვანეს მამაჲ, წინაწარმეტყუელებდა: ესოდენისა კეთილისა მომატყჳებელი არს მხოლოდშობილი და წინამორბედი იგი ნათლისმცემელი იოვანე.
    58.     ამისვე სულისაგან განძლიერდა სჳმეონ მართალი, მითვე სულითა უწყებულ იქმნა, არა ხედვიდა სიკუდილსა, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფლისაჲ, და შეიწყნარა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და მისთჳს განცხადებულად წამებდა.
    59.     და იოვანე სულითა წმიდითა აღივსო ვიდრე საშოსა დედისასა იყო, მის მიერვე წმიდა იქმნა, რაჲთა ნათელ-სცეს უფალსა.
    60.     არა იგი მისცემდა სულსა, არამედ მომცემელსა მას სულისასა ახარებდა.
    61.     რამეთუ იტყჳს: „თჳთ მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი-იგი შემდგომად ჩემსა მოვალს, მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა და ცეცხლითა“.
    62.     ცეცხლითა, რაჲ-სა-მე?
    63.     რამეთუ ენითა ცეცხლისაჲთა ყოფად იყო მოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ, რომლისათჳს სიხაროლით იტყჳს უფალი: „მოვიდა მიფენად ცეცხლისა ქუეყანასა ზედა“, და რაჲ მნებავს? რაჲთა აწვე აღატყდეს.
    64.     ესე სული გარდამოჴდა ნათლისცემასა უფლისასა, რაჲთა არა დაეფაროს ნათელღებულისა მის პატივი, ვითარცა-იგი იოვანე იტყჳს,
    65.     ვითარმედ „რომელმან-იგი მომავლინა მე ნათლისცემად წყლითა, მრქუა მე, რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი, დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“.
    66.     არამედ იხილე, ვითარ-იგი იტყჳს სახარებაჲ: „განეხუნეს ცანი“, განეხუნეს პატივისა მისთჳს გარდამომავალისა.
    67.     და იტყჳს: „აჰა ესერა განეხუნეს და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი ვითარცა ტრედი“ და მომავალი მის ზედა ნეფსუთ არს, ჩანს ხოლო გარდამოსლვაჲ იგი.
    68.     რამეთუ ჯერ-იყო, ვითარ-იგი გამო-ვიეთმე-თქუეს, პირველი იგი ნაყოფი სულისა წმიდისაჲ ნათლისმღებელთამდე, რაჲთა ცნობასა მას მაცხოვრისასა მიეცეს, რომელმან-იგი ესევითარი მოსცა მადლი.
    69.     და გარდამოჴდა სახე ტრედისა, რამეთუ თქუეს ვიეთმე წმიდისაჲ მის და უმანკოჲსაჲ მის და შობითა მათთჳს შვილთა და ცოდვათა მოტევებულთა მათ ლოცვათა შეწევნითა, ვითარცა-იგი იგავად პირველ თქმულ არს ამისთჳს, რომელ ქრისტემან თუალითა ხილულად ესრჱთ გამოაჩინა.
    70.     რამეთუ ქებათასა შინა სიძისა მისთჳს ღაღადებს და იტყჳს: „თუალნი შენნი, ვითარცა ტრედისანი ზედა სავსებასა წყალთასა“.
    71.     ამისი სახჱ აქუნდა ზოგს -რომელსამე ზედა, ნოვესა ზჱ ტრედსა მას, ვითარ-იგი მათსა ზე ძელითა და წყლითა იყო მათა ცხორება, და კაცთა ახლად შესაქმისა დასაბამ.
    72.     და „ტრედმან მან მიაქცია მუნვე მიმწოხრად, და აქუნდა ფორცელი ზეთისხილისაჲ“.
    73.     ესრეთ თქუან სულისა წმიდისაჲ, რამეთუ გარდამოჴდა ჭეშმარიტსა მას ზედა ნოვესა, მეორედ შესაქმისა მის დამბადებელსა, მრავალსახეთა მათ თესლთა გონებასა ერთბამად შეკრბად,
    74.     რომელთა-იგი სულად სახჱ აქუნდა მრავალფერთა მათ მჴეცთა, კიდობანსა მას შინა მყოფთა, რომლისაგან მსგავსად მოსლვისა მის მისისა საცნაურნი იგი მგელნი ძოვენ კრავთა თანა.
    75.     რომელნი-იგი ეკლესიასა შინა არიან, ჴბონი და ზუარაკნი და ლომნი, ერთბამად მძოვარნი, ვითარცა-იგი დღენდელად დღედმდე ხედავთ მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი-იგი მღდელთაგან იწოდებიან და ისწავლებიან ეკლესიასა შინა.
    76.     აწ უკუე გარდამოჴდა საცნაური ტრედი ჟამსა მას ნათლისღებისასა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესე არს, რომელი-იგი ძელითა ჯუარისაჲთა აცხოვნებს მორწმუნეთა, რომელთა-იგი ეგულებოდა მიმწუხრად სიკუდილითა მომადლებად ცხორებისა.
    77.     და ამისთჳს ესრჱ სხუადცასა თქუმულ არს თავადისა მაცხოვრისაჲ, აწცა სასმენელ არს სიტყუათაჲ მათ სულისა წმიდისათჳს, რამეთუ იტყჳს: „არა თუ ვინმე იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს იგი სასუფეველსა ღმრთისასა“.
    78.     და რამეთუ მამისა მიერ არს მადლი იგი, ვითარცა-იგი იტყჳს: „რავდენ უფროჲს მამამან მოსცეს ზეცით სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვენ მას“ და, რამეთუ ღმრთისა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ, იტყჳს,
    79.     ვითარმედ: „მოვალს ჟამი და აწვე არს ოდეს-იგი ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა ჭეშმარიტებისაჲთა.
    80.     და მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა.
    81.     სულ არს ღმერთი, თაყუანისმცემელთა მისთა სულითა ჭეშმარიტებისაჲთა უღირს თაყუანისცემაჲ“.
    82.     და კუალად იტყჳს: „უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა“.
    83.     და შემდგომად მეყსეულად იტყჳს: „ხოლო ვითარმედ გეტყჳ თქუენ, ყოველივე გმობაჲ და ყოველი ცოდვაჲ მიეტეოს კაცსა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს“.
    84.     და „უკუეთუ ვინ თქუას სიტყუაჲ ბოროტი ძისათჳს კაცისაჲსა, მიეტეოს მას.
    85.     და რომელმან თქუას სიტყუა სულისა წმიდისაჲ, არა მიეტეოს მას არცა ამას სფელსა, არაცა მერმესა მას“.
    86.     და მერმე იტყჳს: „მე ვილოცვიდე მამისა ჩემისა და სხუაჲ ნუგეშინიმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა იყოს თქუენ თანა უკუნისამდე სული იგი ჭეშმარიტებისაჲ,
    87.     რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, რამეთუ თქუენ თანა დადგრომილ არს და თქუენ თანა იყოს იგი“.
    88.     და კუალად იტყჳს: „ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
    89.     ხოლო ნუგეშინისმცემელი სული წმიდაჲ, რომელი მოგივლინოს მამამან ჩემმან სახელითა ჩემითა, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რავდენი გარქუა თქუენ“.
    90.     და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოგივლინო თქუენ მამისა ჩემისა მიერ, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, იგი წამებს ჩემთჳს“.
    91.     და მერმე იტყჳს: „უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა;
    92.     უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.
    93.     მოვიდეს და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სარჩელისათჳს“, და ვითარცა-იგი შემდგომად წერილ არს.
    94.     და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მრავალ მაქუს მე სიტყუად თქუენდა, არამედ ვერღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ.
    95.     ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გითხრას თქუენ ყოველი ჭეშმარიტი.
    96.     არა თავის ნებით იტყოდის, არამედ რავდენი ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ.
    97.     მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ: ყოველივე, რომელი აქუს მამასა, ჩემი არს.
    98.     ამისთჳს გრქუა თქუენ, ვითარმედ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“: აწ თჳთ მხოლოდშობილისა სიტყუანი აღმოიკითხენ შენ, რაჲთა ერჩდე შენ კაცობრივთა სიტყუათა.
    99.     ამის სულისა წმიდისა ზიარებასა მიანიჭებდა მოციქულთა.
    100.     რამეთუ წერილ არს, და ვითარცა ესე თქუა: „შთაჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
    101.     უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევენით ცოდვანი, მიეტევნენ მათ, უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყნენ“.
    102.     ესე მეოთხჱ შთაბერვაჲ არს, რამეთუ პირველი იგი განქარდა ნეფსით ცოდვითა მით, რაჲთა აღესროლოს: აღმოვიდა შთამბერველი პირისა შენისაჲ და განმარინებელი ჭირისა შენისაგან.
    103.     ხოლო მო-იგი-ვინაჲ-ვიდა, არამედ ჯოჯოხეთით, რამეთუ ეგრჱთ გუთხრობს ჩუენ სახარებაჲ, ვითარმედ შემდგომად აღდგომისა შთაბერა მოციქულთა სული.
    104.     არამედ მისცემს აწცა მადლსა, ხოლო უხუესადრე და უფროჲს მათდა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: განმზადებულ ვარ მიცემად თქუენდა აწცა, არამედ წმიდაჲ იგი ვერღარა დაიტიოთ.
    105.     აწ მი-ღა-იღეთ მადლი ესე, რავდენ დაიტიოთ, არამედ უფროჲსსა მოელოდეთ.
    106.     „თქუენ დასხედით ქალაქსა შინა, ვიდრემდის შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო“.
    107.     აწ მიიღეთ ზოგსა-რაჲმე, რომელი-იგი მიიღეს, ხოლო რომელმან შეიმოსის სამოსელი, ყოვლით კერძოვე მოიცვის და თქჳს: ნუ გეშინინ ჭურისა და ისრისა ეშმაკისა,
    108.     რამეთუ შეგემოსოს თქუენ ძალი სულისა წმიდისაჲ, ხოლო შენ გეჴსენენ აწინდელთა მათ თქუმულთა, რამეთუ სული არა განიყოფის, არამედ მისმიერი იგი მადლი.
    109.     აწ უკუე ამაღლდა იესუ ზეცად და აღთქუმაჲ იგი აღასროლა, რამეთუ ჰრქუა მათ: „მე ვჰლოცვიდე მამასა ჩემსა და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ“.
    110.     მოციქულნი სხდეს და ელოდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა და აღსროლებასა დღისა მის ერგასისთასა ქალაქსა მას იერუსალჱმსა, რამეთუ ჩუენი არს ესეცა პატივი, რომელსა ვიტყჳთ, არა თუ სხუათა ადგილთა კეთილთა, არამედ ჩუენ შორის მომადლებულთა.
    111.     და მეერგასესა მას დღესა სხდეს მოციქულნი და გარდამოჴდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაჲ და წმიდამყოფელ ეკლესიათაჲ და მოღუაწე იგი სულთა, შემწჱ ჭირვეულთა, განმანათლებელი შეცთომილთა, გჳრგჳნის მომცემელი იგი მოღუაწეთაჲ.
    112.     გარდამოჴდა, რაჲთა შეჰმოსოს ძალი და ნათელ-სცეს მოციქულთა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა თუ შემდგომად მრავალთა მათ დღეთა“, არა ზოგს-რაჲმე არს მადლი ესე, არამედ სული არს ძლიერებაჲ.
    113.     ვითარცა-იგი რომელი შთაჴდის წყალსა და ყოვლით კერძოვე მოიცვის წყალმან, რომელი-იგი იბანებინ, ეგრეცა სულისა მისგან ნათელ-იღეს მათ სრულიად, არამედ წყალმან მან გარეშე ოდენ განბანის, ხოლო სულმან წმიდამან სულსა ნათელ-სცის უნაკლოლოდ.
    114.     და რაჲსა გიკჳრს?
    115.     ისმინე სახედ იგავი ესე ჴორციელი: მცირე არს სიტყუაჲ იგი, შეურაცხ, ხოლო სარგებელ არს წრფელთა მათთჳს.
    116.     უკუეთუ ცეცხლი იგი სიზრქჱსა მას რკინისასა შეჴდის შინაგან და ყოვლად იქმნის იგი ცეცხლ, და ცივი იგი იქმნის მჴორვალე და შავი იქმნას ბრწყინვალე.
    117.     უკუეთუ ცეცხლი იგი ჴორციელი რკინასა მას შევიდეს და ესრეთ სრულიად ბრწყინვალე ქმნის, შენ რასა გიკურს, ვითარმედ სული წმიდაჲ შევიდეს შინაგანსა სულსა მას?
    118.     ხოლო რაჲთა ესოდენისა მის მის მადლისა მომავლისაჲ არა უცნაურ იყოს სიმდიდრე, საყჳრი ზეცისაჲ ოხრიდა, რამეთუ იყო მეყსეუდ ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა ძლიერისაჲ, და აუწყებდა მოსლვასა მას, რაჲთა თუალითა იხილონ ენები იგი ცეცხლისაჲ და ყურთა ესმეს ოხრაჲ იგი.
    119.     და აღივსო ყოვლად სახლი იგი, სადა სხდეს.
    120.     ემბაზ იქმნა ცნობადისა მის წყლისა სახლი იგი, მოწაფენი იგი შინაგან სხდეს და სახლი იგი ყოვლად აღივსო.
    121.     აწ უკუე ნათ-იღეს უნაკლულოდ მსგავსად აღთქმისა მის.
    122.     შეიმოსნეს მოციქულნი სულითა და ჴორცითა სამოსლითა საღმრთოჲთა.
    123.     „და ეჩონეს მათ განყოფილნი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითუეულსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა“.
    124.     ცეცხლისა ენათა მიიღებდეს არა შემწველისასა, არამედ მაცხონებელისა მის ცეცხლისასა, რომელმან ეკალი ცოდისაჲ შეწჳს და სული ბრწყინველე ქმნის, რომელი-იგი აწცა ესევე მოსლვად არს თქუენ ზედა.
    125.     და ეკლოვანი იგი ცოდვაჲ მოგისპოს და განლიოს, ხოლო სულისა თქუენისა მონაგები პატიოსანი განანათლოს და მოგცეს თქუენ ნიჭი,
    126.     რამეთუ მისცა მაშინცა მოციქულთა, სახედ ენათა ცეცხლისათა დაადგრებოდა მათ ზედა, რაჲთა ახალნი შარავანდნი დაიდგნენ მათ სულიერნი – ცეცხლისა ენანი იგი თავთა მათთა.
    127.     პირველ მოტყინარე იგი მახული აყენებდა სამოთხედ შესლვასა და ცხორებისა ცეცხლისა ენათა.
    128.     კუალად უკუ-მოაგო მადლი იგი.
    129.     „და იწყეს მათ სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყოად“: გალილეველ იყნეს პეტრე და ადრია, სპარსონ და არშაკებრ იტყოდეს, იოვანნე და სხონი იგი მოციქულნი ყოველსა ენასა ეტყოდეს წარმართთა მათ.
    130.     არა ხოლო აწღა იწყო უცხოთა სიმრავლჱმან მოსლვად აქა, არამედ მაშინდითგან.
    131.     ვინ პოოს ესევითარი მოძღუარი, რომელმან ესრეთ მეყსეულად ასწავა.
    132.     ესოდენთა წელთა მგნობრებით და მანქანებითა ისწავენ ენაჲ ბერძლ სიტყუაჲ კაცთაჲ და არცაღა ესრეთ ყოველთავე კეთილად.
    133.     დაღათუ ჯდა, გულკეთილად იტყჳნ, არამედ ლიტონად მწიგნობარი, ვინ უწყის, არა ეგოდენ.
    134.     და რომელმან მწიგნობრობაჲ იგი იცის, სიბრძნისმოყუარებაჲ იგი არა იცის.
    135.     ხოლო სულმან წმიდამან ყოველივე ერთბამად ასწავის, მრავალი ენაჲ, რავდენმცა მათ ყოველსა ჟამსა ისწავეს, ესე არს ჭეშმარიტად სიბრძნე მრავალი.
    136.     ესე არს საღმრთოჲ, რომელი შეტყუებაჲ შეატყუა მას, რომელნი-იგი მრავალთა ჟამთა უსწავლელ იყუნეს და მეყსეულად თუთეულთა მათ და მრავალფერთა ენათა სიტყჳს მიცემად.
    137.     და იყო შეკრებაჲ სიმრავლისაჲ მის, რომელთა-იგი ესმოდა, მის წილ, რომელ-იგი ბაბილონს გოდლისა მას საქმესა იყო პირველად ბოროტი.
    138.     რამეთუ შერევასა მას ენათასა მაშინ განყოფანი იყონეს გონებათანი, ღმრთისა წინააღდგომილ იყნეს ზრახვანი იგი, ხოლო აქა კუალადგებაჲ, რამეთუ ღმრთისმსახორებისათჳს არს მოწოდებაჲ ესე.
    139.     რომლისა მიერცა განვრდომაჲ იქმნა, მის მირცა – კუალად შესლვაჲ.
    140.     ხოლო უკურდა და იტყოდეს: „ვითარ მესმის ჩუენ სიტყოჲ ესე მათი?“.
    141.     არაჲ საკურველ არს, უკუეთუ თქუენ არა იცით, რამეთუ ნიკოდემოზცა ვერ ცნა სულისა მის წმიდისა მოსლვაჲ და მას ჰრქუა, ვითარმედ: „სულსა ვიდრეცა ჰნებავნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის და არა უწყი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს“.
    142.     აწ უკუე რაჟამს ღმრთისა ჴმაჲ მესმის და არა ვიცი, ვინაჲ მოვალს, ხოლო მისი იგი სიმტკიცე ვითარ-მე შეუძლო მითხრობად?
    143.     „ხოლო იგინი ეკიცხევდეს მათ და ეტყოდეს, ვითარმედ: ტკბილით განსავსე არიან ესენი“.
    144.     ჭეშმარიტსა ღათუ იტყჳან, არამედ სიკიცხევითვე.
    145.     რამეთუ ახალ იყო ნანდულვე ღჳნოჲ იგი და ახლისა შჯულისა მადლი.
    146.     არამედ ახალი ესე ღჳნოჲ ცნობადისა მის იყო ვენაჴისაჲ, რომელმან იგი მრავალგზის ნაყოფი გამოიღო წინაწარმეტყუელთა თანა და ახალსა შჯულსა აღმოსცენდა, ვითარცა ვენაჴი ესე საჭმელი მარადის იგივე ვენაჴი არნ, არამედ ჟამად-ჟამად ნაყოფი მოიღის, ეგრევე სულმან წმიდამან.
    147.     ჰგიეს თავადი იგი, ვითარცა არს, და მრავალგზის წინაწარმეტყუელთა თანა იქმოდა, ხოლო აწ ახალი რაჲმე საკურველი აჩუენა, მიიწია მამათაცა მადლი ესე ხოლო აქა.
    148.     გარდამრედ მონ მიიღეს სულისაგან წმიდისა, ხოლო აქა ყოვლად და სრულიად ნათელ-იღეს.
    149.     და რამეთუ პეტრეს, რომელსა აქუნდა სული წმიდაჲ და უწყოდა, რომელი-იგი აქუს, იტყჳს: „კაცნო ისრაიტელნო, რომელნი-იგი წინაწარმეტყუელებასა იელისსა მიუთხრობთ, ხოლო არა იცით წერილი იგი.
    150.     არა ვითარ-იგი თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ: ამათ სთრავს, რამეთუ გუთრავს ჩუენ“, არა ვითარ-ეგე თქუენ გულსა მოგიჴდა, არამედ ვითარცა წერილ არს: „დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაჲთა და მდინარე საშუებლისა შენისა ასჳა მათ“.
    151.     სთროდა მათ მთრვალობითა მით ფრთხილითა, რომელმან-იგი მოაკდინნის ცოდვანი და გულნი განაცხოველნის.
    152.     მთრვალობაჲ, რომელი მტერი არს ჴორციელისაჲ მის: მთრვალობამან ჴორციელმან მეცნიერებაჲ დავიწყის, ხოლო ამან მთრვალობამან, რომელღა-იგი არა იცინ, მისი ცნობაჲ მოანიჭის;
    153.     სთრავს, რამეთუ სოეს ცნობადისაჲ მის ვენაჴისა.
    154.     რომელმან-იგი თქუა: „მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი“.
    155.     უკუეთუ არა გრწამს ჩემი, ჟამისაგან ცან თქუმული ესე, რამეთუ ჟამი მესამე არს დღისაჲ მის, რომელი-იგი სამ ჟამ ჯუარს-ეცუა, ვითარცა მარკოზ იტყჳს.
    156.     აწცა მანვე სამ ჟამს გარდამოავლინა მადლი ესე.
    157.     არა თუ სხუაჲ მადლი არს მისი და სხუაჲ ამისი, არამედ რომელი-იგი მაშინ ჯუარს-ეცუა და აღასროლა, რომელი-იგი აღუთქუა.
    158.     უკუეთო გინებს შეწყნარებაჲ, წამებაცა ისმინეთ, ვითარმედ ესე არს თქუმული იგი იოელის მიერ წინაწარმეტყუელისა: „და იყოს ამის შემდგომად, იტყჳს უფალი ღმერთი, მივჰფინო სულისა ჩემისაგან“.
    159.     ხოლო მიფენაჲ ესე ეგრჱ მდიდრად აჩუენა, მიფენაჲ იგი მადლისა მის, ვითარცა-იგი იტყჳს, ვითარმედ: „არა თუ ზოგს-რაჲმე მოსცა ღმერთმან სული, რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა“.
    160.     მოსცა მას ჴელმწიფებაჲ მადლისაჲ მის სულისა წმიდისაჲ მინიჭებად, ვისცა უნდეს.
    161.     „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ძჱნი თქუენი და ასულნი თქუენნი“.
    162.     და ვითარცა-იგი შემდგომად იტყჳს და მერმე თქჳს, ვითარმედ: „მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ“.
    163.     რამეთუ სული წმიდაჲ თუალუხუავ არს და არა ეძიებს აზნაურებასა, არამედ სულისა მოშიშებასა.
    164.     ნუცა მდიდარნი განლაღნებიედ, ნუცა გლახაკნი დამდაბლებიედ, გარნა თავი თჳსი განიმზადენ კაცად-კაცადმან შეწყნარებად ზეცისა მის მადლისა.
    165.     მრავალ სიტყუა ითქუნეს დღეს და დაბურეს მსმენელნი.
    166.     არამედ უმრავლეს არიან, რომელნი დაუტევენით, ჴამს ჭეშმარიტად სხუაჲღა სამი ჟამი და უფროჲსი სწავლაჲ სულისა წმიდისა მოძღურებისათჳს.
    167.     ხოლო შენდობაჲ იყავნ ჩუენდა ორკერძოვჱ.
    168.     რამეთუ წმიდაჲ იგი დღესასწაული აღვსებისაჲ მოიწევის და განვაგრძლეთ ჩუენ სიტყუა ესე,
    169.     რავდენ მიჴმდეს წამებანი ახლისაგან სჯულისა შოვაწარმოღებად, ვერ ვსწუედ, და-ღა-გჳრჩა ჩუენ ფრიად საქმისაგან მოციქულთაჲსა, რომელსა შინა სულისა მადლნი შეეწეოდეს პეტრეს და ყოველთა ერთბამად მოციქულთა.
    170.     დაღგჳშთა ფრიად კათოლიკეთაგან და პავლესგან, ათორმეტთაგან სამოციქულოთა, რომელთაგანნი მცირედნი, ვითარცა დიდისაგან მდინარისა, მოჴსენებულად შუვა-წარმოვიღოთ,
    171.     რამეთუ ძალითა სულისა წმიდისათა და ნებითა ძისაჲთა დადგა პეტრე ათორმეტთა მათ თანა და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი, მსგავსად თქუმულისა მის: „აღიმაღლე ძლიერად ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალჱმისამან“ და „ცნობადითა მით სათრომელითა სიტყჳსაჲთა სამ ათასნი სულნი მონადირნა“.
    172.     ესოდენ შეეწიოდა ყოველთა ერთბამად მოციქულთა მადლი, ვითარმედ თჳთცა მათ ჰურიათა, რომელთა ქრისტჱ ჯუარს-აცუეს, ესოდენთა ჰრწმენა და სახელითა ქრისტჱსითა ნათელ-იღეს და „შეკრძალოთ იყვნეს“ მოძღურებასა მოციქულთასა და ლოცვასა.
    173.     მერმე კუალად მითვე ძალითა სულისა წმიდისაჲთა „პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას, ჟამსა მას ლოცვისასა, ცხრა ჟამს ოდენ, რომელი-იგი ბჭეთა მათ ტაძრისათა შუენიერთა ჯდა მკელობელი დედის მოცლითგან“,
    174.     რომელი ორმეოც წლის იყო, სახელითა იესუ ქრისტჱსითა განკურნეს, რაჲთა აღესროლოს სიტყჳჲ იგი, ვითარმედ: „მაშინ ხლდებოდიან მკელობელნი, ვითარცა ირემნი“.
    175.     და სულიერითა მით სათრომელითა მოძღურებისაჲთა ერთბამად ხუთასნი იგი მორწმონენი მონადირნეს.
    176.     და შეცთომილთა მათ მთავართა ერისათა და მღდელთმოძღუარათა ამხილეს არა თჳსითა სიბრძნითა, რამეთუ უწიგნონი და უცებნი იყჳნეს, არამედ სულისა წმიდისა შეწევნითა.
    177.     რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „აღივსო მაშინ პეტრე სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ“.
    178.     და ესოდენი მადლი სულისა წმიდისაჲ ათორმეტთა მიერ მოციქულთა მორწმონეთა მათ შორის შეწევნისა ჰყოფდა, ვითარცა გული და გონებაჲ მათი ერთ და ზუგად აქუნდა.
    179.     ნაყოფთა მათთა საზრდელი და აგარაკის მპყრობელთა მათ სასყიდელი იგი მონაგებთა მათთაჲ მოაქუნდა და შიშით დასდებდეს ფეჴთა თანა მოციქულთასა და არავის ნაკლოლევან იყო მათ შორის.
    180.     და ანანია და შაფირა, რომელნი ეცრუვნეს სულსა წმიდასა, შემსგავსებული სარჩელი მიიღეს შურისგებისაჲ.
    181.     „ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები ერსა შორის“ და საშინელ ჩნდეს იგინი.
    182.     და რამეთუ იყვნესღა იგინი მშჳდ, „სხუამან ვერ იკადრის ჴელისა შეხებად მათა, არამედ ადიდებდა მათ ერი იგი“ და შეეძინებოდა სიმრავლჱ იგი მორწმუნეთაჲ უფალსა.
    183.     მამანი და დედანი აღავსებდეს უბნებსა ცხედრებითა და საკაცებითა სნეულთაჲთა, „რაჲთა მოსლვასა მას პეტრჱსსა აჩრდილი ოდენ ვინ მიადგეს მათგანსა.
    184.     და შეკრბებოდა სიმრავლჱ იგი გარემო ქალაქებისაჲ წმიდასა მას ქალაქსა იერუსალჱმსა, მოაქუნდა სნეულები, რომელნი შეპყრობილ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა, და ყოველნივე განიკურნებოდეს“ ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა.
    185.     მერმე კუალად ათორმეტნი მოციქულნი ქადაგებისათჳს ქრისტჱსისა მღდელთმოძღუართაგან საპყრობილედ მიეცნეს და ანგელოზისაგან საკჳრველად გამოვიდეს საპყრობილისაგან და ტაძრისა მისგან სარჩელად მოიყვანეს მღდელთმოძღუართა წინაშე.
    186.     მოციქულთა თუალუხილველად იწყეს მხილებად და სიტყჳად მათდა მიმართ, ქრისტჱსთჳს წამებაჲ იგი და იტყოდეს,
    187.     ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოსცა ღმერთმან მოშიშთა მისთა“, და „იტანჯნეს იგინი, და წარვდეს იგინი სიხაროლით“, და „არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტჱსითა“.
    188.     არა ხოლო ათურმეტთა მოციქულთა შეეწეოდეს მადლი იგი სულისა წმიდისაჲ, არამედ პირმშოთაცა მათ შვილთა ეკლჱსისათა, რომელი-იგი ოდესმე ბერწ იყო.
    189.     შჳდათა მათ დიაკონთა ვიტყჳ, რამეთუ ესენი გამოიჩინეს, „სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა“.
    190.     რომელთაგანი იყო სახელის მსგავსი სტეფანე, პირველი იგი ნაყოფი მარტჳლთაჲ, „კაცი სარწმუნოებითა და სულითა წმიდათა“ „ჰყოფდა სასწაულებსა და ნიშებსა ერსა შორის“.
    191.     იღუწიდა სიტყჳსმგებელთა მისთა მიმართ.
    192.     „და ვერ იძლო წინადადგომად მისა სიბრძნითა მით და სულითა, რომლითა იტყოდა“.
    193.     და სარჩელად რაჲ მიიყვანეს, ცილსა შესწამებდეს, ანგელოზებრი გამოჰკრთებოდა ბრწყინვალებაჲ.
    194.     აღიხილნეს თუალნი მათნი „და იხილეს ყოველთა, რომელნი სხდეს შესაკრებელსა მას.
    195.     და იყო პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“.
    196.     და გონიერთა მით სიტყჳსგებითა მისითა ქედფიცხელთა მათ და წინადაუცუეთელთა გულითა და სასმენელითა ჰურიათა ამხილა, რომელნი მის სულსა წინა-აღუდგებიან.
    197.     ჰხედვიდა ცათა განხუმულთა და იხილა ძჱ კაცისაჲ მარჯუენით ღმრთისა მდგომარჱ, ხოლო რომელი-იგი იხილა, არა თჳსითა ძალითა იხილა,
    198.     არამედ ვითარცა-იგი წიგნი იტყჳს: „სავსე იყო იგი სულითა წმიდითა, აღიხილნა თუალნი ზეცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“.
    199.     ამისვე სულისა წმიდისა ძალით ფილიპე სახელითა ქრისტჱსითა ქალაქსა მას სამარიაჲსასა განასხმიდა არაწმიდათა სულთა, ღაღადებდეს ჴმითა დიდითა, განვიდოდეს.
    200.     განრღუეულთა და მკელობელთა განჰკურნებდა, დიდძალსა მორწმონეთა სიმრავლესა ქრისტესა წარუდგინებდა, რომელთათჳს მივიდეს პეტრე და იოვანე და ლოცვითა და ჴელის დადებითა მისცემდეს სულისა წმიდისა ზიარებასა,
    201.     რომლისაგან სჳმონ ხოლო მოგჳ უცხო იქმნა სამართლად, და მერმე კუალად ანგელოზისაგან იწოდა გზასა ზედა ღმრთისმოშიშისა მისთჳს ჰინდოჲსა საჭურისასა და მასვე ჟამსა განცხადებულად სულისაგან წმიდისა ესმა: „მივედ და შეუდეგ ეტლსა“.
    202.     ხოლო მან ასწავა ჰინდოსა მას და ნათელ-სცა, ჰინდოეთა ქრისტჱსა ქადაგებად წარავლინნა, ვითარცა-იგი წერილ არს: „ჰინდოეთა ისწრაფონ ჴელისა მიცემად ღმრთისა“.
    203.     მერმე აღიტაცა იგი ანგელოზისა მისგან და ქალაქსა მას მიმოვიდოდა და ქადაგებდა ქრისტჱსა.
    204.     მითვე სულითა წმიდითა სავსე იყო პავლე შემდგომად წოდებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტჱსა და მოწამედ ჩუენდა მოვედინ ანანია ღმრთისა მოშიში, რომელ დამასკეს მკჳდრ იყო,
    205.     და ჰრქუა მან პავლეს: „უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი-იგი გამოგეცხადა გზასა ზედა, მო-რაჲ-ხჳდოდე,“ რაჲთა აღიხილნე თუალნი და აღივსო სულითა წმიდითა.
    206.     რომელი-იგი მეყსეულად იქმნა, ხოლო სიბრმე თუალთა პავლესთაჲ მხილველად გარდააქცია და სულსა მისსა ბეჭედი მიანიჭა, და ჭურად რჩეულად იქმნა,
    207.     რაჲთა უთხრას სახელი მისი, რომელი-იგი ეჩუენა მას უფალი წინაშე მეფეთა და ძეთა ისრაჱლისათა, და რომელი-იგი პირველ მდევარ იყო, ქადაგ და მონა კეთილ ქმნა იგი.
    208.     და იჱლმითგან ვიდრე ივლირიკედმე აღასრულებდა სახარებასა და ასწავა დედოფალსა მას ქალაქთასა ჰრომესა და ვიდრე სპანიადმე გულსმოდგინებით ქადაგებაჲ იგი მიაწია და ბევრნი ღუაწლნი დაითმინნა, სასწაულჱბსა და ნიშებსა იქმოდა, რომლისათჳს აწ კმა-ვყოთ სიტყუად.
    209.     ძალითა სულისა წმიდისაჲთავე წინამძღუარმან მოციქულთამან და კლიტეთმპყრობელმან სასუფეველისა ცათაჲსამან პეტრე ლუდას შინა, რომელსა ჰრქჳან დიოზ ქალაქ, განრღუეული ენია განჰკურნა.
    210.     და კუალად ქველისმოქმედი იგი ტაბითა მკუდრეთით აღადგინა.
    211.     და ერდოსა ზედა განკურვებითა ცანი განხმოლნი იხილნა.
    212.     და გარდამოსატევებელი იგი, ვითარცა ტილოჲსაჲ ჭურჭელი, მრავალ სახითა მით და მრავალფერითა მჴეცითა სავსჱ, ვითარმედ არარაჲ შეგინებულად და არაწმიდად შერაცხად ჯერ-არს კაცი,
    213.     დაღათუ წარმართთაგანი იყოს, ესე განცხადებულად ესწავა და კორნელიჱსგან რაჟამს იწოდა, განჩინებულად ესმა სულისაგან წმიდისა,
    214.     ვითარმედ: „აჰა ესერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ, არამედ აღდეგ და გარდაგუალჱ და წარვედ მათ თანა და ნურას შეორგულდები, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი“.
    215.     და რაჲთა გამოჩნდეს ეგე განცხადებულად, ვითარმედ წარმართთაგანიცა მორწმონენი ზიარ იმქნეს მადლსა მას სულისა წმიდისასა.
    216.     პეტრე რაჟამს მივიდა კესარიად და ქრისტჱსთჳს ასწავებდა, იტყჳს წიგნი კორნელიჱსთჳს და მის თანა, ვითარმედ „ვიდრე იტყოდაღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოეფინა სული წმიდაჲ ყოველთა მათ ზედა, რომელთა ესმოდეს სიტყჳანი ესე“,
    217.     ვითარმედ წინადაცუეთილებისაგანნი იგი, რომელნი შევიდეს პეტრეს თანა, განუკჳრდებოდა, დასულებულ იყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: „წარმართთაცა ზედა მადლი იგი სულის წმიდისა მიფენილ არს“.
    218.     და ანტიოქიასა ასორეთისასა, სახელოანსა ქალაქსა, ქრისტჱსათჳს ქადაგებასა შეეწეოდა შემწჱ იგი კეთილთაჲ.
    219.     ამიერ მიივლინა ბარნაბა ვიდრე ანტიოქიადმდე, კაცი „სახიერი და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა“, რომელმან-იგი იხილა კრებული ქრისტჱს მორწმუნეთა მრავალი, თანამოღუაწედ მოიყვანა პავლჱ ტარსეთ ანტიოქიადმდე.
    220.     ერი ისწავებდა მათგან კრებული და შეკრბებოდა და იყო განწესებაჲ პირველად ქრისტიანედ.
    221.     სულისაგან წმიდისა უწყებულ იყო ესე უფლისა მიერ, რაჲთა მორწმუნეთა მისთა ეწოდოს ახალი სახელი.
    222.     და მოეფინებოდა ღმრთისა მიერ უფროჲსი მადლი სულიერი ანტიოქიას შინა.
    223.     წინაწარმეტყუელნი იყვნეს მუნ შინა და მოძღუარნი, რომელთაგან იყო აგაბოზ.
    224.     ჰმსახურებდეს იგინი უფალსა და ილოცვიდეს, „ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ“.
    225.     და ჴელნი დასხნეს მათ ზედა და წარიგზავნეს იგინი სულისა წმიდისა მიერ, ჩას, რამეთუ სული წმიდაჲ იტყჳს და წარავლინებს, ცხოველ არს და მტკიცჱ და შემდგომი, ვითარცა-იგი პირველ, ვთქუათ ამენი.
    226.     სულმან წმიდამან ნებითა მამისა და ძისაჲთა ახალი რჩული კათოლიკე ეკლესიასა შინა დაამტკიცა და განმათავისუფლნა ჩუენ ძნიადისა სატჳრთავისა მისგან – ძუელისა შჯულისა ტჳრთისა:
    227.     შეგინებისა მისგან და განწმედისა, და საჭმელთა შაბათობასა მას ვიტყჳ და თჳსთაობათა და წინადაცუეთასა, და ბკურებათა მათ და შესაწირავთა, რომელ-იგი ჟამად-ჟამად იმსახურებოდეს.
    228.     „აჩრდილ იყო იგი მერმეთა მათ კეთილთაჲ“.
    229.     და რაჟამს მოიწია ჭეშმარიტი იგი, პირველი იგი დაეფარა სამართლად სიტყჳსგებისა მისთჳს ანტიოქიასა შინა, რომელნი-იგი იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინადაცუეთაჲ და დამარხვად შჯული მოსესი.
    230.     პავლე და ბარნაბა წარავლინნეს მოციქულთა მათ მიერ ი~ჱმით, რომელთა მათგან საქმეთა და სახეთა შჯულისა წიგნისა მოწერითა ყოველი სოფელი განათავისუფლეს.
    231.     და არა თავთა თჳსთა აჩემეს ესოდენისა საქმისა ჴელმწიფებაჲ, არამედ აღიარებენ წიგნწერილთა და მიუძღუანებენ,
    232.     ვითარმედ: „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენ, რაჲთა არა უმეტეს დაგდვათ ტჳრთი მძიმე თქუენ ზედა, გარნა მისსა, რომელი-იგი უსაჴმრეს არს, რაჲთა განეშორნეთ თქუენ კერპთა დაკლოლთაგან, სისხლისაგან მშთვრისა და სიძვისა“.
    233.     რომელთა-იგი მიუწერეს ესე, აუწყებდეს განცხადებულად, დაღათუ წიგნსა მას კაცთა მიერ იყო დაწერილ, არამედ სულისა წმიდისაგან.
    234.     ყოვლისა სოფლისათჳს იყო ბრძანებაჲ იგი, რომელ-იგი პავლე და ბარნაბა მოიღეს და ყოველსა სოფელსა ზღუდედ მოსდვეს.
    235.     აქა ოდენ სიტყუასა ამას მოვიწიე, აწ შენდობასა ვითხოვ სიყუარულისაგან თქუენისა, უფროსღა მისგან, რომელი-იგი პავლეს თანა დამკჳდრებულ იყო სული,
    236.     უკუეთუმცა ვითარ შეუძლე ყოველივე წარმოღებად შორის, აწ უძლურებისა ჩემისათჳს და თქუენ მსმენელთა მაშურალობისათჳს შევამოკლო სიტყუაჲ ესე.
    237.     ოდესმე უკუე გითხრა ღირსად შეწევნათა მათთჳს სულისა წმიდისათა, სახელითა ქრისტჱსითა, საკჳრველთა საქმეთა კჳპრეს შინა ევლჳმას მოგჳსაჲ იგი, ლუსტრას შინა მკელობელისასა განკურნებაჲ, კილიკიას და გალატიას, ფრიგჳას და მუნსჳას,
    238.     ფილიპეს შინა ქადაგებაჲ და მისნისა მის ეშმაკისა განძებად სახლითა ქრისტჱსითა, და ძრვისა მის შემდგომად ღამჱ მესაპყრობილეთმოძღურისაჲ მის სახლითურთ მისით ნათლისღებითა ცხორებაჲ;
    239.     ანუ თესალონიკეს შინა, ანუ შორის ათენას არიოპაგეს ერისა კრებაჲ იგი, ანუ კორინთეს შინა მოძღურებანი იგი და აქაიასა ყოველსა?
    240.     ვითარ-მე ღირსად მიუთხრა, რომელი-იგი ეფესოს შინა პავლეს მიერ იქმნეს შეწევნანი სულისა წმიდისაგან?
    241.     ვითარ-იგი პირველად უმეცარ იყვნეს, მერმე იცნეს ღმერთი პავლეს მიერ მოძღურებითა?
    242.     და „დასდებდა ჴელსა პავლე, და მოვიდოდა მათ ზედა სული წმიდაჲ, და იგინი იტტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს“.
    243.     და ესოდენი მოცემოლ იყო მისა სულისა წმიდისა მადლი, ვითარმედ არა ხოლო რომელნი მას შეეხებოდეს და განიკურნებოდეს,
    244.     არამედ რომელი-იგი ჴორცთა მისთა შეეხებოდა საბორველები და ვარშამაგები, იგიცა ჰკურნებდავე სნეულთა და განასხმიდა ეშმაკთა, და იგი, რომელ „გრძნებისა მოღუაწენი იყვნეს, შეჰკრებდეს წიგნებსა მას და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა“.
    245.     მოვიჴსენო, რომელი-იგი ტროვადს შინა ევტჳქოზისთჳს, რომელსა-იგი ეძულა სარკუმელთა, და დამოვარდა მესამე სარკუმლით, და აღიღეს მკუდარი და ესე პავლჱს მიერ განცხოველდა.
    246.     მოვიჴსენოთ ხუცესთაცა მათ მიმართ ეფესელთა წინაწარმეტყუელებაჲ, რომელთა-იგი პავლჱ მოუწოდა მელენტეოს შინა, რომელთა-იგი განცხადებულად ეტყოდა,
    247.     ვითარმედ: სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად განაცხადა პავლჱ, რომელი-იგი ქალაქებსა მას სასწაულები მისგან იქმნებოდა სული წმიდისა შეწევნითა და ბრძანებითა ღმრთისაჲთა და შეწევნითა ქრისტჱსითა.
    248.     რომელი-იგი მისვე სულისა წმიდისა ძალითა ისწრაფდა პავლჱ მოსლვად აქა, წმიდასა ქალაქსა ი˜ჱმდ.
    249.     და ამას აგაბოს უწინასწარმეტყუელებდა სულითა და ქრისტჱსთჳს მრავალსა ერსა უთხრობდა სასოებით.
    250.     და რაჟამს კესარიად მოიყვანეს და შორის სარჩელსა და წინაშე საყდარსა დადგა ფელიქისსა ზე, მთავრისა მის, და აგრიპა მეფისა ზე, ესოდენი სულისა წმიდისაგან აქუნდა სიბრძნითა მით მადლი ძლევისაჲ პავლეს,
    251.     ვითარმედ მანცა, თჳთ ჰურიათა მეფემან აგრიპა, თქუა: „კნინ ერთღა და მარწმუნა მე ქრისტიანე ყოფად“.
    252.     ამანვე სულმან წმიდამან მოსცა პავლეს მელეტეს ჭალაკსა, რაჲთა არა ევნოს, რაჟამს-იგი იქედნემან სცა და თითოპირთა მათთა ზედა სნეულებათა მადლი კურნებისაჲ მიიმადლა.
    253.     ესევე სული წმიდაჲ ქალაქთა დედოფლადმდე – ჰრომედ ქადაგებად წარუძღუა მას ქრისტჱსთჳს, რომელი-იგი ოდესმე მდევარ იყო, რომელმან-იგი მუნ შინა მრავალთა ჰურიათა ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებაჲ დააჯერა.
    254.     ხოლო სიტყჳსმგებელთა მათ ეტყოდა განცხადებულად: „კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ თქუენთჳს ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ და თქუა: სმენით გესმოდის და არა გულისხმალ-ყოთ“ და ვითარცა-იგი შემდგომი წერილ არს.
    255.     და რამეთუ სულითა წმიდითა სავსე იყო, და ყოველნი მოყუარენი მისნი მოციქულნი და მათ ძლით შემდგომნი მათნი, რომელთა მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ ჰრწმენა.
    256.     ისმინე შენ განცხადებულად წიგნთა შინა მისთა, ვითარ-იგი მისწერს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ესე ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა თუ რწმუნებითა კაცთა სიბრძნისა სიტყჳთა არს, არამედ გამოცხადებითა ძალითა სულისა წმიდისათა“.
    257.     და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან-იგი აღგუბეჭდნა ჩუენ ამისთჳს ღმერთმან“, რომელმანცა მოგუცა ჩუენ „წინდი იგი სულისაჲ“.
    258.     მერმე თქუეს: „რომელმან-იგი აღადგინა ქრისტჱ მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა იგი ჴორცნი თქუენნი მის მიერ, რომლისა-იგი სული მისი დამკჳდრებულ არს თქუენ შორის“.
    259.     მერმე კუალად ტიმოთჱსა მისწერს, ვითარმედ: „კეთილი ესე ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა“.
    260.     რამეთუ სული წმიდაჲ ძლიერ არს და ცხოველ, და წინაჲსწარ იტყჳს და ზრახავს, რამეთუ წინაცა და მრავალგზის გითხარ თქუენ.
    261.     ამას განცხადებულად მისწერს პავლჱ ტიმოთესა, ვითარმედ: „სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, უკუანასკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან“,
    262.     რომელ არა ხოლო ჩუენსა წინა, არამედ ჩუენსა შემდგომადცა წვალებათა ვხედავთ მრავალფერთა და მრავალთღზულთა მწვალებელთა მათ საცთურთა.
    263.     მერმე იგივე იტყჳს: „რომელი-იგი სხუასა ნათესავსა არა გამუცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მოციქულთა მისთა და წინაწარმეტყუელთა სულითა“?
    264.     მერმე იტყჳს ამისთჳს: „ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ“, და მერმე კუალად: „მეწამების ჩუენ სული წმიდაჲ“.
    265.     და მერმე კუალად ჭურვილთა მათ სიმართლისათა მოუწერს და იტყჳს, ვითარმედ: „ჩაფხუთი იგი ცხორებისაჲ დაიდგით და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ-იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ყოვლითა ცოდვითა და ვედრებითა“.
    266.     და მერმე იტყჳს: „ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა-იგი არს სიბილწჱ, არამედ აღივსენით სულითა, იტყოდეთ ფსალმუნსა და გალობასა სულიერსა და ქებასა“.
    267.     და მერმე იტყჳს: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და სიყუარული ღმრთისაჲ და ზიარებაჲ წმიდისა სულისაჲ“, და მრავლითა სხჳთა, რომელ ყოველი ვერ წარმოვასრულეთ თხრობად.
    268.     წამებულ არს მცნობელთა მათთჳს, რამეთუ მტკიცე და განმწმედელ და შემწე არს ძალი სულისა წმიდისაჲ.
    269.     რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე თხრობად, დაღათუმცა მინდა სიტყუად ნეშტი იგი პავლჱსთაჲ მათგან ათორმეტი სამოციქულოთა, რომელთა-იგი შინა მრავალფერად და უკლებელად და ღირსად ასწავებდა.
    270.     და ჯერ-უჩნდინ ძალსა მას სულიწმიდისასა, რაჲთა ჩუენ, რომელი-ესე დავაკლეთ დღეთა ამათ მოახლებისათჳს, გუცეს შენდობაჲ და ჩუენ მსმენელთა მოგუეცეს ცნობაჲ და ზედაჲს-ზედა კითხვისა მისგან წიგთაჲსა ისწავებდით მას,
    271.     და აწინდელისა მისგან სწავლისა და პირვეთა მათგან თქუმულთა ჩუენ მიერ უმტკიცესი სარწმონოებაჲ გაქუნდინ მხოლოჲსა მიმართ ღმრთისა
    272.     და მამისა ყოვლისმპყრობელისა და უფლისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტჱსა, ძისა მისისა მხოლოდშობილისა და სულისა მის მიმართ წმიდისა ნუგეშინიმცემელისა.
    273.     რამეთუ სიტყუაჲ და სახელისდებაჲ სულისა წმიდისაჲ საღმრთოთა შინა წიგნთა ზოგად წერილ არს: ღმერთი, ვითარცა-იგი იტყჳს მამისათჳს.
    274.     „სულ არს ღმერთი“, ვითარცა-იგი იტყჳს იოვანჱს სახარებასა, წერილ არს და ძისათჳს იტყჳს იერემია წინაწარმეტყუელი: „სულ პირისა ჩემისა ქრისტჱ უფალი“.
    275.     ხოლო სულისა წმიდისათჳს, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ“, და რამეთუ სარწმუნოებისა წესსა კეთილად საცნაურ არს და საბელიანოზისსა მას საცნაურსა ესე წარსდევნის.
    276.     ხოლო აწ მოვედით სიტყუად, რომელ აწ სასწრაფო არს და ჩუენდა უმჯობჱს.
    277.     ნუუკუე შიმონისებრ მოხჳდჱ ორგულებასა, ნათლისღებასა მას და ჭეშმარიტებასა არა ეძიებდეს გული შენი.
    278.     ჩუენი არს, რაჲთა გიწამებდეთ, ხოლო შენი არს კრძალვაჲ.
    279.     უკუეთუ ეგო სარწმუნოებასა მაგას ზედა, ნეტარ ხარ შენ;
    280.     უკუეთუ კუალად ურწმუნოღა ხარ, განიშორჱ ურწმუნოებაჲ ეგე დღეისითგან და იქმენ მორწმუნჱ, ჟამსა მას ნათლისღებისასა ოდეს მოხჳდე ეპისკოპოსთა წინაშე,
    281.     გინა თუ ხუცესთა, გინა დიაკონთა, რამეთუ სადავე-იგი მადლი არს დაბასაცა შინა და ქალაქსაცა, სატჳტთა წინაშე სიტყუად მეცნიერთა, მონათა და აზნაურთა;
    282.     რამეთუ არა კაცთაგან არს მადლი ესე, ღმრთისაგან და კაცთაგან მიეცემის, და შენ რაჲ მოხჳდე ნათლისმცემელისა მის, მოუჴედ მას და ნუ ჰხედავ პირსა მის კაცისასა,
    283.     რომელ ჩას, არამედ გეჴსენედ სულისა მის წმიდაჲ, რომლისათჳს-ესე აწ ვიტყჳთ, რამეთუ ესე განმზადებულ არს მოსლვად და აღბეჭდვად სულსა შენსა.
    284.     და მოგცეს შენ ბეჭედი, რომლისაგან ძწიან ეშმაკნი, რამეთუ ზეცისაჲ არს და საუფლოჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „რომელი-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა“. არამედ გამოსცდის სულსა.
    285.     არა დაუსხის მარგალიტი წინაშე ღორთა.
    286.     უკუეთუ ორგულებდე, აწ კაცთა სამე თავს-გიდვან, ხოლო სულმან წმიდამან არა თავს-გიდვას.
    287.     უკუეთუ სარწმუნოებით მოხჳდე, კაცნი გმსახურებდენ შენ ხილულად, ხოლო სულმან მოგცეს შენ უხილავი იგი.
    288.     დიდსა განკითხვასა მოხუალ შენ, დიდსა მას ერისკრებასა შერაცხად ჟამსა მას ერთსა, რომელი წარ-თუ-სწყმიდო, განუკურნებელ იყოს ბოროტი იგი.
    289.     ხოლო ღირს თუ იქმნა მადლსა მას, განათლდეს სული შენი, მიიღო შენ საჭურველი და ძალი, რომელ არა გაქუნდა შენ, რომლისათჳს ძწიან ეშმაკნი.
    290.     უკუეთუ შეიკრძალო შენ საჭურველი ესე და გაქუნდეს ბეჭედი ესე სულსა, ვერ შეგკადროს შენ ეშმაკმან, ივლტოდის და წარვიდეს, რამეთუ სულისაგან ღმრთისაჲსა იდევნებიან ეშმაკნი.
    291.     და უკუეთუ გრწმენეს, არა ხოლო თუ მოტევებაჲ ცოდვათაჲ მოიღო, არამედ იქმოდიცა საკჳრვებასა, რაჲთა ღირს-იქმნჱ წინაწარმეტყუელებისა მადლსა, რამეთუ ესოდენი მიგაქუს შენ მადლი, რაოდენცა დაიტიო, არა თუ რაოდენი-იგი მე ვთქუა.
    292.     ვინ უწყის, მე მცირედ ვთქუა, ხოლო შენ უფროჲს მიიღო?
    293.     რამეთუ ვრცელ არს სარწმუნოებაჲ, და დაადგრეს შენ თანა მცველად ნუგეშინისმცემელი იგი და იღუწიდეს შენთჳს, ვითარცა თჳსისა მუშაკისა, შესლვათა შენთათჳს და გამოსლვათა შენთათჳს და ბოროტის მზრახველთა შენთათჳს ეშმაკთა.
    294.     და მოგცეს შენ მრავალფერისა მადლისა ნიჭი, უკუეთუ ცოდვითა არა შეაწუხო იგი.
    295.     რამეთუ წერილ არს: „ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა“.
    296.     რაჲ უკუე არს, ძმანუ, დამარხვაჲ იგი მადლისაჲ მის?
    297.     არამედ განემზადენით შეწყნარებად მისა, და რაჟამს შეიწყნარო იგი, ნუ განაგდებ მას.
    298.     ხოლო თავადმან ღმერთმან ყოველთამან, რომელი იტყოდა სულითა წმიდითა წინაწარმეტყუელთა მიერ, რომელმან მოავლინა იგი მოციქულთა ზედა აქა დღესა ამას ერგასისთასა, ესეცა მანვე თქუენ ზედა მოავლინენ,
    299.     და მის მიერ ჩუენ განმამტკიცენინ და ზოგად ყოველთა მოგუეცინ ქველის-ყოფაჲ, რაჲთა მარადის ნაყოფსა სულისა წმიდისასა გამოვიღებდეთ:
    300.     „სიყუარულსა, სიხარულსა, მშჳდობასა, სულგრძელებასა, სიტკბოებასა, მოთმინებასა“ ქრისტჱს იესუჲს მიერ, უფლისა, რომლისაგან მითურთ დიდებაჲ მამისა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


32

    1.     32. გ. საკითხავი თქუმული წმიდისა სებერიანე გაბალოვნელ ეპისკოპოსისაჲ მარტჳლისათჳს
    2.     დღჱ ესე მარტჳლიისაჲ დღჱ არს სიხარულისაჲ მრავალსადიდებელი, დღჱ არს დღესასწაულისაჲ თავთა დღესასწაულთაჲ, რომელ არს ერთი სამთა მათ დღესასწაულთაგანი ბრწყინვალეთაჲ, რომელი წერილ არს ძუელსა შჯულსა და ახალსა, რომელსა შინა ქრისტჱ იქადაგების.
    3.     ამას დღესა მეერგასესა მოეცა ძუელი იგი მცნებაჲ მოსეს მთასა მას ზედა სინასა.
    4.     და ამასვე დღესა მოეცა მცნებაჲ ახალი მოწაფეთა სიონს შინა.
    5.     ამას დღესა მოიხუნა მოსჱ წინაწარმეტყუელმან ფიცარნი იგი ქვისანი მთასა ზედა სინასა და მასვე დღესა შეიწყნარა კრებულმან მოციქულთამან მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ნაცვალად ფიცართ მათ ქვისათა იყო,
    6.     რომელნი მოეცნეს მოსჱს და ესრჱთ მიუწერეს კურინთელთა მათ: „წიგნ ჩუენდა თქუენ ხართ დაწერილ არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“, რომელ გამოიხატის სულისა წმიდისა მიერ.
    7.     და აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა გამოვიძიოთ, უკუეთუ ამას დღესა მერგასესა მოეცა შჯული, რამეთუ არა წერილ არს გამოჩინებით წიგნსა მას დაბადებისასა, ვითარმედ მერგასესა დღესა მოეცა შჯული.,
    8.     არამედ რომელნი გამოეძიებენ წიგნთა ზედა მიწევნით საუნჯითა მეცნიერებისაჲთა, სულიერად გულისხმა-ჰყოფენ.
    9.     იხილჱ აწ, საყუარელო, და ცან, რაჲ-იგი თქუა მოსჱ, ვითარმედ: „თთუესა მესამესა გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით, ჰრქუა მას ღმერთმან: გარდავედ და განაკრძალჱ ერი, რაჲთა განწმიდნენ დღჱ და ხვალჱ და მესამესა დღესა თთუესა მის მესამისასა გამოვეცხადო მათ“.
    10.     გულისხმა-ყავთ აწ, რამეთუ თთუესა პირველსა, ათოთხმეტსა იყო გამოსლვაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ ეგჳპტით.
    11.     აწ უკუე იპყარ აჩჳდმეტი მის თთჳსაჲ და იპყარ მეორისა მის თთჳსაჲ ოცდაათი და სამი დღჱ და მესამისა მის თთჳსაჲ, ვითარ-იგი ჰქრუა უფალმან მოსჱს: ამცენ ძეთა ისრაჱლისათა, რაჲთა განიწმიდნენ დღეს და ხვალჱ და მესამე დღესა გამოვეცხადო მათ.
    12.     და მით გამოაჩინა, ვითარმედ მერგასესა დღესასა დაკლვითგან პასექისაჲთ, რომელ არს აღვსებაჲ, მათ გამოეცხადა უფალი მთასა ზედა სინასა.
    13.     და ესრჱთვე, განსრულებასა მეერგასისა დღისა.
    14.     გამოეცხადა სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი თქუა ლუკა წიგნსა შინა მოციქულთასა: „და იყო აღსრულებასა დღისა მის მერგასსა“.
    15.     აწ უკუე იხილჱ მეერთებაჲ ახლისაჲ ამის ძუელსა მას და ვითარ-იგი, რაჟამს გამოეცხადნა უფალი მთასა ზედა სინასა, იყვნეს საშინელებანი დიდ-დიდნი, ღრუბელნი და ელვაჲ, ქუხილი და ძრვაჲ მთასა მას ზედა, რაჲთამცა შეაშინა ერი იგი.
    16.     ესრჱთვე აქა არა ფარულად იყო მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, რაჲთა არა უცნაურ იყო მოსლვაჲ მისი და შეურაცხ და აგონონ ნაწილი მისი მცირე და უნდო, არამედ რაჲთა გულისხმა-ყონ ძალი მისი და დიდებაჲ, რაჟამს მოვიდეს იგი ძლიერებითა და საშინელებითა.
    17.     ისმინე, რასა იტყჳს ლუკა: „და იყო აღსრულებასა დღისა მის მერგასისა ოხრაჲ ზეცით, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ.
    18.     და აღივსო ყოველი იგი სახლი, რომელსა შინა სხდეს და უჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი“.
    19.     და რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ განყოფანი, არა თუ შანთი სულისა წმიდისაჲ განუყო, არამედ მან განუყო მადლი ნიჭთა მისთაჲ, ვითარცა თქუა პავლჱ: „ესე ყოველი მოცემულ არს ერთისა სულისა მიერ, განუყოფს თითოეულად ნებისაებრ თჳსისა“.
    20.     თქუა: განუყოფელ და არა თქუა: განიყოფვის.
    21.     და თქუა: ვითარცა ჰნებავს.
    22.     და არა თქუა: ბრძანებისაებრ განუყოფს, რამეთუ თჳთმფლობელ არს და ჴელმწიფჱ და ჰრქჳან მას სული წმიდაჲ.
    23.     და ნუგეშინისმცემელი არს კაცთაჲ და არა ვითარცა მონაჲ, არამედ ვითარცა მეუფჱ და ღმერთი.
    24.     და ესე სიტყუაჲ ნუგეშინისცემისაჲ მეძიებელად გამოითქუმის, რამეთუ ღმრთისათჳსცა წერილ არს, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული ქრისტჱსთჳს: დაემორჩილენით, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩემ მიერ.
    25.     ისმინე, რასა იტყჳს ესაია იერუსალჱმსა: გულპყრობილ იყავ იერუსალჱმდ, რამეთუ ნუგეშინის-გცეს შენ მან, რომელმან გიწოდა შენ სახელი ესე.
    26.     და აჰა ესერა, აქა დაამტკიცნა, ვითარმედ ღმერთსაცა ეწოდების ნუგეშინისმცემელ.
    27.     და კუალად თქუა მანვე ძისათჳს: „სული ღმრთისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე და მომავლინა მახარებელად გლახაკთა და ნუგეშინისმცემელად ყოველთა მწუხარეთა“.
    28.     და კუალად მჴსნელსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უნდა, რაჲთა უჩუენოს დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ და თქუა: რაჟამს მოვიდეს სული იგი ნუგეშინისმცემელი, მან გითხრას თქუენ ყოველი.
    29.     და კუალად თქუა: „რომელმან გმოს სული წმიდაჲ, არა აქუს მას შენდობაჲ არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“.
    30.     და კუალად უნდა მჴსნელსა ჩუენსა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ სული წმიდაჲ სწორ არს მისა დიდებითა, თქუა: „ოდეს წარვიდე მე, სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინო თქუენ“.
    31.     გულისხმა-ყავ აწ სიტყუაჲ ესე, რამეთუ რაჟამს-იგი თქუა, სხუაჲ ამით მოასწავა, ვითარმედ იგი ერთ არს და ესე – მეორჱ, იგი – მოსრული და ესე – მომავალი, რამეთუ სხუაობაჲ არარას აუწყებს, გარნა მეორესა, სწორსა მისსა.
    32.     და გამოჩნდა სული წმიდაჲ, ვითარცა ცეცხლი ენათაჲ.
    33.     და რაჲსათჳს-მე ცეცხლად გამოუჩნდა?
    34.     არამედ ქადაგებისათჳს, რომელსა-იგი გულს-ეტყოდა წარვლინებად მათა ყოველსა ქუეყანასა ვიდრე კიდედმდე სოფლისა.
    35.     და კუალად ამისთჳს, რაჲთა განაბრწყინვოს ყოველი სოფელი, რამეთუ გმირთა მათ რაჟამს განიზრახეს შჱნებაჲ გოდლისაჲ მის მაღლისაჲ მიმწდომელისაჲ ვიდრე ცადმდე, მოავლინა მათა განყოფაჲ ენათაჲ, რაჲთა დაჰჴსნას შეერთებაჲ მათი.
    36.     ხოლო დღეს ამისთჳს მოავლინა განყოფაჲ ენათაჲ, რაჲთა შეაერთოს ყოველი სოფელი, რომელი განყოფილ იყო განმრავლებითა საცთურისაჲთა.
    37.     და ცეცხლი იგი შემწუველად საცთურისა განმაქარვებელად იყო, რომელსა მოეცვნეს ყოველნი კაცნი, ვითარცა ეკალსა და კუროჲსთავსა.
    38.     ამისთჳს თქუა ქრისტემან: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა“.
    39.     და გნებავს, რაჲთა უწყოდი, ვითარმედ ცეცხლი ესე არა შესწუავს და არცა წარსწყმედს.
    40.     – არამედ განსწმედს და განანათლებს.
    41.     ისმინე, რასა იტყჳს ესაია წინაწარმეტყუელი: „მოვიდა ერთი ქერობინთაგანი და აღიღო ნაკუერცხალი იგი ცეცხლისაჲ მარწუხითა საკურთხეველისაგან და შემომახო ბაგეთა ჩემთა და მრქუა: აჰა ესერა, მოგისპენ ცოდვანი შენნი“.
    42.     ხოლო დღჱ ესე მარტჳლისაჲ ბრწყინვალედ მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა უფროჲს და უმეტჱს განსწმედს და განანათლებს, რამეთუ სადა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ იყოს, მუნ მოტევებაჲ ცოდვათაჲ არს,
    43.     ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მოწაფეთა თჳსთა: „მიიღეთ სული წმიდაჲ, რომლისანი ცოდვანი მიუტევნეთ – მიტევებულ იყვნენ და რომლისანი შეიპყრნეთ – შეპყრობილ იყვნენ“.
    44.     სული წმიდაჲ ოდესმე ითქუმის სულად მამისა და ოდესმე სულად ძისა, არა თუ განყოფილ არს იგი.
    45.     ნუ იყოფინ!
    46.     არამედ რამეთუ შანთი იგი ბუნებისა მათისაჲ ერთ არს.
    47.     და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „რაჟამს წარგადგინენ თქუენ წინაშე მეფეთა და მთავართა, ნუ ზრუნავთ, რასა-იგი იტყოდით.
    48.     რამეთუ სულმან წმიდამან მოგცეს თქუენ მას ჟამსა, რაჲ-იგი ჯერ-იყოს თქუენდა სიტყუად, რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ იტყოდის თქუენ შორის“.
    49.     აქა, ამას ადგილსა, სული წმიდაჲ აჩემა მამასა.
    50.     ხოლო პავლჱ აჩემა იგი ძესა და თქუა: „რამეთუ ხართ თქუენ შვილ, ამისთჳს გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ თქუენ შორის, რომელი ღაღადებს: აბბა, რომელ არს მამაო“.
    51.     და კუალად თქუა: „ვერვინ შემძლებელ არს თქუმად ქრისტჱ ღმერთი, გარნა სულითა წმიდითა“.
    52.     და კუალად იტყჳს: „უკუეთუ ვისმე არა აქუნდეს სული ქრისტჱსი, არა არს იგი მისი“.
    53.     და ვითარ-იგი ღმერთი მამაჲ განაცხოველებს მკუდართა, ეგრჱთვე ძჱ განაცხოველებს, რომელთაჲ ჰნებავს.
    54.     და კუალად სული არს განმაცხოველებელი, ხოლო ჴორცნი არად საჴმარ არიან.
    55.     და სიტყუასა მოკლესა გაუწყებ თქუენ, რამეთუ ყოველთა წესთა ეკლესიისათა ოდესმე აჩემებს პავლჱ მამასა და ოდესმე ძესა და ოდესმე სულსა წმიდასა და იტყჳს: „დაადგინნა ღმერთმან პირველად მოციქულნი, მეორედ წინაწარმეტყუელნი და მესამედ მოძღუარნი“.
    56.     და ამით სიტყჳთა აჩემა ესე მამასა და კუალად იტყჳს: „რომელი-იგი შთაჴდა ქუესკნელთა თანა ქუეყანისათა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ყოველთა ზედა ცათა, და მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი და რომელნიმე წინაწარმეტყუელნი და რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი“.
    57.     იხილჱა ჴელმწიფებაჲ ესე, ვითარ-ესე თქუა, ვითარმედ: მან მოსცნა?
    58.     და კუალად იტყჳს იგივე პავლჱ სულისა წმიდისათჳს, რაჟამს-იგი მიავლინა მალატიაჲთ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისა ეფესოჲსათა
    59.     და ჰრქუა მათ: „იხილენით თავნი თქუენნი და ყოველი სამწყსოჲ თქუენი, რომლითა გყვნა თქუენ სულმან წმიდამან მათა მწყემს, რაჲთა ჰმწყსიდეთ ეკლესიათა“.
    60.     გულისხმა-ყავთ უკუე აწ, ძმანო, შეერთებაჲ სიტყუათაჲ ამათ, რამეთუ არა თქუა მამისათჳს, ვითარმედ დაადგინნა ეკლესიათა და ძისა და სულისა წმიდისათჳს ბრძანა დადგინებაჲ, არამედ ერთად მოცემაჲ და დადგინებაჲ.
    61.     და ესე რაჲ თქუა, არაჲ თუ განყო შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
    62.     რამეთუ, რომელი ჰნებავნ ძესა და სულსა წმიდასა, ბუნებაჲ მათი ერთ არს და ნებაჲ მათი ერთ, და გულისხმა-ყავ, რამეთუ მამამან და ძემან და სულმან წმიდამან ერთად დადვეს შჯული.
    63.     ამისთჳსცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან ყოფად ნებისა შენისა: ღმერთო ჩემო, ვინებჱ და შჯული შენი და შუვა მუცელსა ჩემსა და აქა აჩემა დადებაჲ შჯულისაჲ მამასა.
    64.     ისმინე უკუე კუალად, ვითარ-იგი იტყჳს პავლჱ: „იტჳრთეთ სიმძიმე ურთიერთას და ესრჱთ აღასრულჱთ შჯული ქრისტჱსი“.
    65.     და კუალად აჩემა მასვე პავლე დადებაჲ შჯულისაჲ სულისა წმიდასა და თქუა: „შჯულმან სულისა ცხოველისამან განმათავისუფლა მე იესუ ქრისტჱს მიერ ცოდვისაგან“.
    66.     და არა თუ ამით სიტყჳთა სამსა შჯულსა მოასწავებს და სამთა განყოფილად და ერთსა დადებასა გუასწავებს ჩუენ დამდებელთა, არამედ ერთსა შჯულსა.
    67.     დაღათუ სიტყუაჲ სამთა პირთა მოასწავებს, არამედ ერთ არს ღმრთეებაჲ მიუწდომელი ბუნებითა.
    68.     და უკუეთუ სთქუა, ვითარ-მე ეგების, რაჲთა იყოს მამაჲ ღმერთ და ძჱ ღმერთ და სული წმიდაჲ ღმერთ, და არა იყვნენ იგინი სამ ღმრთეება.
    69.     და გრქუა შენ, რამეთუ: შანთი ბუნებისა მათისაჲ ერთ არს და ღმრთეებაჲ მათი ერთ.
    70.     და ვითარ-იგი მრავალსა ადგილსა ღმერთი, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, აჴსენებს სიმრავლესა კაცთა ნათესავისასა ერთად კაცად ბუნებისა მათისა ერთყოფისათჳს და ამისი და გამოცხადებაჲ წიგნისა მისგან დაბადებისა გულისხმა-ყავ,
    71.     რაჟამს-იგი განრისხნა ღმერთი კაცთა ზედა, თქუა: „მოვსპო კაცი, რომელ დავჰბადე პირისაგან ქუეყანისა“.
    72.     და მო-რაჲ-ვიდა წყლითრღუნაჲ და არაჲ თუ ერთი კაცი მოისპო, არამედ ყოველნი კაცნი წარწყმდეს.
    73.     ხოლო რამეთუ ერთ არს ბუნებაჲ მათი, ამისთჳს თქუა: აღვჴოცო კაცი და კუალად თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: „რაჲ არს კაც, რამეთუ მოვიჴსენე იგი, ანუ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ მოხედე მას“?
    74.     და არა თუ ერთი კაცი მოიჴსენა, არამედ ყოველი სოფელი და იჴსნნა იგინი წარწყმედისაგან.
    75.     და კუალად სიტყუასა გამოჩინებულსა ვიტყჳ ამისვე სახისათჳს, რამეთუ, რაჟამს გამოიყვანნა მოსჱ ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით, გამოვიდა ფარაო ერითურთ შემდგომად კუალსა მათსა და ღმერთმან დიდებულმან დაათქა ფარაო და ერი მისი ზღუასა მას მეწამულსა.
    76.     ხოლო მოსჱ გალობდა გალობასა უფლისასა და თქუა: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
    77.     ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა“.
    78.     და არა თუ ცხენი ერთი და მჴედარი შთასთხია ზღუასა, არამედ უფროჲს ბევრისბევრეული სიმრავლჱ ერისაჲ.
    79.     ხოლო რაჟამს გულისხმა-ყო მოსჱ, რამეთუ გონებაჲ ყოველთა კაცთაჲ, რომელნი დაითქნეს ზღუასა მას, ერთ არს, უწოდა მათ სახელად მჴედრისა ერთისა.
    80.     და ვინაჲთგან ბუნებაჲ ცხენთაჲ მათ ერთ არს, უწოდა ცხენად ერთად.
    81.     და უკუეთუ კაცნი, რომელნი წინააღმდგომ არიან ურთიერთას და ნებაჲ და ზრახვაჲ მათი შეუერთებელ არს და შეუზავებელ, და უწოდა მათ ერთად კაცად ბუნებისა მათისა ერთობისათჳს.
    82.     ვითარ-მე არა უფროჲს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ერთ არს, რომელსა შინა არა არს შეუზავებლობაჲ და არცა წინააღდგომაჲ და ჯერ-არს იგი ღმრთად ერთად.
    83.     და უკუეთუ უვარ-ყონ მწვალებელთა და თქუან, ვითარმედ: ღმრთეებაჲ მამისაჲ უფროჲს არს ღმრთეებასა ძისასა, და ვთრქუათ მათ: უკუეთუ ეგრჱთ არს, ვითარ თქუენ იტყჳთ, ვითარმედ შესაძლჱბელ არს ერთი მონებაჲ და ერთი პატივი წინა-ყოფად მათა?
    84.     რამეთუ არავინ პატივ-სცის მეფესა და მეინაჴესა მისა სწორად.
    85.     ხოლო ოდეს პატივი ერთ არს, ცხად არს, ვითარმედ გონებაჲცა მათი ერთ არს, ვითარ-იგი თქუა ქრისტემან: „რომელმან პატივ-მცეს მე, მან პატივ-სცეს მამასა და რომელმან უვარ-მყოს მე, მან უვარ-ყოს მამაჲ ჩემი“.
    86.     და ნუ ჰგონებედ მწვალებელნი, ვითარმედ პატივს-სცემენ მამასა, რაჟამს დაამრწემებენ იგინი ძესა, რამეთუ არა შეიწყნაროს პატივი მათი უვარისყოფითა ძისა მისისაჲთა.
    87.     და მიიღე ამისი გამოცხადებაჲ ძუელისაგან შჯულისა, რამეთუ მეგობარნი იგი იობისნი მართალნი იყვნეს, რომელნი მოვიდეს ნუგეშინისცემად მისსა, არამედ აბრალებდის მას, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა.
    88.     და თქუა იობ: „უკუეთუმცა იყო შუვადგომელი შორის ჩემსა და შენსა“ და კუალად იტყჳს: „ვინ განბჭოს შორის ჩემსა და შენსა და რაჲ-მე არს ცოდვაჲ იგი ჩემი, რამეთუ ესრჱთ განჰბჭე ჩემ ზედა“?
    89.     ხოლო მეგობარნი იგი იობისნი უსამართლოდ აყუედრებდეს იობს და ეტყოდეს მას: „საშინელსა იტყჳ, ნუუკუე ღმერთი შჯისა მართალსა და ჰგუემსა წმიდასა?
    90.     უკუეთუმცა არა იყვნეს ცოდვანი შენნი დიდ, არამცა ესევითარი შეგამთხჳა შენ ღმერთმან“.
    91.     და ჰგუემდეს იგინი ამით სიტყჳთა უმშჯავროჲთა, რომელსა ეტყოდეს იობს, ვითარმედ პატივ-სცემენ იგინი ღმერთსა.
    92.     ნუუკუე ღმერთმან შეიწყნარა იგი მათგან?
    93.     ნუ იყოფინ!
    94.     და ესე ცხად არს, რომელი ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ესრჱთ უსამართლოდ ეტყოდეს მონასა ჩემსა იობს?
    95.     და უნდა აჴოცაჲ მათი და წარწყმედაჲ, უკუეთუმცა არა იობსვე ელოცა მათთჳს უფლისა მიმართ და ვედრებითა მისითა შეუნდო მათ უფალმან.
    96.     და უკუეთუ არა შეიწყნარა პატივი მეგობართაგან იობისთა, რაჟამს-იგი ნაცილსა იტყოდეს მართლისა მისთჳს, შე-მე-იწყნაროს მწვალებელთაგან მონებაჲ მათი და პატივი, რაჟამს დაამცირებენ იგინი ძესა მისსა და უცხო-ჰყოფენ სულსა წმიდასა?
    97.     ნუ იყოფინ! არამედ რისხვაჲ და გულისწყრომაჲ მოავლინოს მათ ზედა.
    98.     და კმა არს გამოცხადებაჲ სიტყუათაჲ ამათ მეცნიერთათჳს და გონიერთა.
    99.     ხოლო ჩუენ ვადიდებდეთ სამებით დიდებულსა ღმერთსა, რომელმან გამოაბრწყინა მადლი დღესასწაულისაჲ ამის და განანათლა ყოველი სოფელი მოცემითა ნიჭთა მისთაჲთა.
    100.     რამეთუ მისი არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


33

     1.     33. დ. საკითხავი, თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ათანასჱ მთავარეპისკოპოსისაჲ ალექსანდრიელისაჲ, დღისა მისთჳს მეერგასისა და მოსლვისათჳს სულისა წმიდისა
    2.     მადლმან, რომელმან განუყვნა დღეს ენანი, არა უტევებს შიშად სიმკოდვესა ენისასა, რომელმან ყვნა უცებნი მოძღუარ ყოვლისა სოფლისა, რომელმან წარავლინნა მონადირენი თევზისანი ბრძენნი მხილებად ყოველთა ბრძენთა ქუეყანისათა.
    3.     ვინაჲ სიმრავლჱ კრებულთაჲ, რომელნი სნეულ იყვნეს კერპთა გონებისაგან, მოისწრაფეს შუენიერებასა სარწმუნოებისასა?
    4.     ვინაჲ აგრძნეს მონებაჲ ეშმაკთა მრავალ უფალთაჲ?
    5.     ვინაჲ რიცხჳ მცირეთა მოწაფეთაჲ მძლე ექმნების გუნდსა ეშმაკთასა და კაცთასა, არა თუმცა შეიჭურნეს მადლითა ცეცხლისაჲთა?
    6.     დღეს აღმოდუღნა წყარონი მადლისანი, ვითარცა ცეცხლისანი და ალი რბის და მიჰფენს ჰაერსა ნელსა სული ესე მადლისაჲ.
    7.     ახარა ქრისტემან მოწაფეთა და ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, „სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ მამამან“.
    8.     რამეთუ აღსლვაჲ უფლისაჲ ცად თავსმდებ მექმნა ჩუენ მოსლვისა სულისასა და ჯერ-არს მათდა, რომელთა შეწირეს ძჱ, შეწყნარებად სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წარუსწროს სწავლამან ცნობისა ღმრთისამან გზასა სრულსა.
    9.     ძემან, რაჟამს მიიღო ბუნებაჲ კაცობრივი და თავს-იდვა ხატი მონებისაჲ შემოსად, ყვნა კაცნი განმზადებულ შეწყნარებად სულისა წმიდისა.
    10.     „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა მიმართ, არამედ ვერ ძალ-გიც აწ.
    11.     ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ყოველსა ჭეშმარიტებასა“.
    12.     მოვიდეს შემდგომად ჩემსა, რომელი ჩემებრი არს ჴელმწიფებითა.
    13.     მოვიდეთ თქუენდა მამისა მიერ, რომელი სწორი არს არსებითა მამისა.
    14.     და რომელი-იგი ახარა სიტყჳთა, იცნეს ესე საქმით და რომელთა შეიწყნარეს აღთქუმანი, გამოცდილებასა მისსა მოელოდეს.
    15.     და ვითარცა აღესრულნეს ერგასისნი დღენი შემდგომად აღმაღლებისა, მცირედთა დღეთა იყო მოსლვაჲ სულისაჲ და აღთქუმამან მჴსნელისამან საქმით სრულებაჲ მოიღო,
    16.     რამეთუ კრებული მოციქულთაჲ ესვიდა აღთქუმასა ქრისტჱსსა, ვითარცა სიმტკიცესა შეურყვნელსა და მოელოდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა.
    17.     და მოვიდა დღე იგი მეერგასისჱ მწრაფლ, რაჟამს სრულ იქმნა მოქცევაჲ შჳდთა კჳრიაკეთაჲ, ვითარცა ბრძანებს შჯული, რომელი არს საზღვარი დღესასწაულისაჲ.
    18.     მაშინ იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, და არა ჴორციელად, ვითარცა ძჱ, და არცა ხატითა კაცობრივითა გამოჩნდა და არცა მსგავსებითა ტრედისაჲთა ეჩუენა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარცა წყალთა მათ ზედა იორდანისათა.
    19.     რამეთუ ბუნებაჲ უფლისაჲ, ვითარცა ჰნებავს, ეგრჱცა გამოჩნდის.
    20.     და საყჳრმან საშინელმან მაღლით ღაღად-ყო და მით ჴმითა მძლჱ ექმნა ყოველსა ჴმასა სასმენელსა და ალი იგი ფრინვიდა და შობდა ენათა ცეცხლისათა, განყოფაჲ ცეცხლისაჲ იქმნა დედა ენათა.
    21.     და „ენანი ცეცხლისანი დაადგრეს თავსა მოციქულთასა“ და ესრჱთ იყო აღძრვაჲ.
    22.     და რაჲსათჳს გამოირჩია დღჱ ესე და დაუტევნა დღენი სხუანი?
    23.     არა არს ესე უმიზეზო. არა მოვიდა წრაფით პირველ დღესასწაული, არცა შემდგომად წარსლვისა დღისა მის იყო მოსლვაჲ მისი.
    24.     რაჲსათჳს არს ჰურიათაჲ სამი დღჱ შეკრებისაჲ?
    25.     პირველი პასექისაჲ, რომელსა შინა კრავსა დაჰკლვედ, და ჭეშმარიტი იგი კრავი ვერ იცნეს, არამედ პატივ-სცემენ სახესა და მიზეზმყოველსა სახისასა ჰგმობენ, თაყუანის-სცემენ აჩრდილსა ღმრთისასა და მოსლვასა შენსა უვარ-ჰყოფენ.
    26.     და მეორჱ შემდგომი მისი მეერგასისჱ, რომელსა სახელი მიეღო რიცხჳთა ჟამისაჲთა და ამათ თანა აღმართებაჲ კარვისაჲ და იგი ემსგავსების უდაბნოსა.
    27.     ესე დღჱსასწაულნი დაპატიჟებითა შჯულისაჲთა შეჰკრებდეს ჰურიათა ქალაქსა ერთსა.
    28.     არამედ პირველსა ჯუარი დაენერგა და ვნებაჲ სრულ იქმნა და მხედველ ამათსა ყო ყოველი ჰურიათაჲ.
    29.     ხოლო საკჳრველებაჲ აღდგომისაჲ არა ცნეს ნებითა მათითა და უვარ-ჰყოფენ და ტყუვიან.
    30.     ხოლო შემდგომად დღესასწაულისა, რომელსა შინა ყოველი ნათესავი ჰურიათაჲ მასვე ადგილსა შეკრბის შჯულისა მიერ ბრძანებითა, მას ჟამსა განეფინა მადლი მოწაფეთა ზედა, რაჲთა მოაქცინეს თუალნი ყოველთანი და ყურნი,
    31.     რაჲთა ოდეს გარდამოჴდეს ნიჭი იგი ქრისტჱსი მოწაფეთა ზედა, წამოს მისთჳს, რომელი აღდგა და რომელნი უვარ-ჰყოფენ აღდგომასა ქრისტჱსსა მკუდრეთით,
    32.     იხილონ რამეთუ განუყოფს ნიჭთა მისთა ზეცით და რომელთა დაბეჭდეს საფლავსა, უჩუენებს მაღლით საკჳრველებათა, და ოხრაჲ ქუხილისაჲ და ცეცხლი ზეცით – საქმჱ სულისაჲ, იქცეოდა ხილვაჲ საკჳრველი – ალი მგზნებარჱ, და იგი მოასწავებს მოსლვასა სულისასა.
    33.     და ესრჱთვე პირველად მთასა სინასა ალი იგი აღატყდებოდა და მოსე შორის ცეცხლსა აუწყებდა მოცემასა შჯულისასა.
    34.     არამედ აწ ალი ცეცხლისაჲ განყოფილ თავსა ზედა მოწაფეთასა.
    35.     რამეთუ რომელმან აღძრა მოსჱ, მაშინ მიცემად შჯულისა ჰურიათა, მანვე ცხოვრებისათჳს წარმართთაჲსა ყვნა ენანი მოციქულთანი პოლოტიკ.
    36.     ამისთჳს საკჳრველებაჲ ძუელი შეერია საკჳრველებასა ახალსა.
    37.     და კუალად შუვამდგომელ იყო ცეცხლი, რაჲთა ჰრწმენეს მუნ მყოფთა, ვითარმედ: ესე იგი ღმერთი არს.
    38.     და ამათ თანა იქმნა ალი იგი ენათა განმყოფელ, რაჲთა ყვნეს იგინი, რომელთა შეიწყნარეს მოძღურად სოფლისაგან სწავლულნი ცეცხლითა.
    39.     იყო პირველ ერთი ენაჲ და ერთი ჴმაჲ ყოველთაჲ და კადნიერებაჲ გოდლისაჲ საქმედ, პირველი განჰყოფს მათ, და შემოიღო შერევაჲ ენათაჲ, რაჲთა განაქარვოს ბრძოლაჲ ზეცისაჲ და ენანი მრავალნი აღიძრნეს და სცემდეს აერსა ჴმითა და სმენაჲ ერთი არა იპოებოდა მიდრეკილი სასობად.
    40.     და რაჟამს განიყვნეს ენანი, განიყვნეს გონებანიცა.
    41.     ენანი დაჰჴსნდეს და ჴელნი შეეკრნეს.
    42.     ხოლო აწ ენანი, რომელ განიყვნეს, მაშინ შეკრბეს ენასა შინა თითოეულსა მათგანისასა, რაჲთა განავრცნეს საღზღვარი სწავლისაჲ და იყვნენ გზა მრავალ შჯულისა.
    43.     ჵ საკჳრველნი დიდნი! მოციქული ზრახავნ და ჰინდოჲ ისწავებინ, ებრაელი იტყჳნ და ბარბაროზი განბრძნდებინ.
    44.     მადლი ზრახავნ და სმენაჲ თქუმასა მას შეიწყნარებნ.
    45.     გულთა იციან ჴმაჲ და ეთიოპელთა ენაჲ თჳსი ესმოდა.
    46.     სპარსნი განკჳრდიან მათგან, რომელნი ზრახვედ, ნათესავნი ბარბაროზთანი ერთისა ენისაგან ირწყვებოდეს.
    47.     რავდენ ბუნებაჲ განდიდნის ნათესავთა შორის, ეგოდენ მადლი განმრავლდის ენათა შინა.
    48.     და ბუნებაჲ ცეცხლისაჲ ოდეს განიყვნის, განამრავლნის საქმენი კეთილნი.
    49.     ესრაჱთვე სიმდიდრე მადლისაჲ ოდეს განმრავლდის, განამრავლნა ნიჭნი, რამეთუ სანთელმან ერთმან აღათნის მრავალნი სანთელნი და იგი ყოველნი აღივსნიან ნათლითა და მას არაჲ მოაკლდის.
    50.     ესრაჱთვე მადლი სულისაჲ სხუათაგან სხუათა ზედა მოვიდის და აღივსნის იგინი და პირველთა მათ არაჲ მოაკლდის.
    51.     პირველად მოვიდა მადლი მოციქულთა ზედა და მოიწია, ვითარცა კიდესა ქუეყანისასა და მათ მიერ გზა-ყო მორწმუნეთა მიმართ და კრებული აღივსო და აღმოდუღილი მადლისაჲ არა დამცირდა.
    52.     ცეცხლისა მადლი იქცეოდა და ყვნა ჭურ ენანი მრავალნი.
    53.     მოწაფე ერთი ზრახავნ ყოველთა ენათა, ცნიან სწავლაჲ და იყო მუნ თეატრონი საკჳრველი და მსმენელნი ნათესავნთა განმყოფელნი.
    54.     და არა დააკლდებოდა მათ ენაჲ მოციქულებისაჲ დაჯერებად თითოეული მათი სიტყჳთა და ვითარცა საღებავი, შეიწყნარის შეხებაჲ ცეცხლისაჲ და ჴმითა მიითუალის სწავლულებაჲ თჳნიერ ჟამისა და სარწმუნოებაჲ ესწავა.
    55.     მადლი საკჳრველი იქმნა და ღმერთი იცნობა, ჰურიაჲ იკიცხევის და სახელ-სდებს საკჳრველსა სიმთრვალედ.
    56.     და საქმედ ტკბილისა უწოდეს საიდუმლოსა მადლისასა და თქუეს: „ტკბილითა განსავსჱ არიან“.
    57.     ჵ სიბოროტჱ გობენისაჲ ჰურიათაჲსა, რომელი აღიზარდა მათ თანა.
    58.     გულისხმა-ყავ ჟამისა მისთჳს, ჰურიაო, და ენაჲ ეგე შენ მგმობარი დაამოკლჱ.
    59.     სადა არს ტკბილი? და ზაფხული აღმოსრულ არს და არა აწყა არს, ვითარ შესაძლებელ არს აქა ჴსენებაჲ ტკბილისაჲ?
    60.     გულისხმა-ყავ ჟამი და აღჳრ-ასხენ ენასა.
    61.     და რაჲ პეტრე წარმოჩინებული სულითა და აღმომდუღარჱ მადლითა შეიჭურნა ენითა ცეცხლისაჲთა და მიეფინა ენათა ზედა მგმობართასა და სიტყუა-უგო ენათა
    62.     და თქუა: „არა ვითარ თქუენ გგონიეს, ამათ სთრავს, არამედ ესე არს თქუმული წინაწარმეტყუელისა მიერ: მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა“.
    63.     იხილეთ თქუმული და ისწავეთ სრულებაჲ, უსწრო ენამან წინაწარმეტყუელისამან ენათა სულისა მიერ მადლისათა.
    64.     ევედრენით, რაჲთა მოვიდეს ჩუენ ზედა ნაწუეთი, რაჲთა დავიცვეთ ჴსენებაჲ საკჳრველებათაჲ და მოვისთულოთ სარგებელი მადლისაჲ.
    65.     რამეთუ ნიჭი ადვილი არს, უკუეთუ პოვოს გულსმოდგინებაჲ, რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა, ყოველთა თანა მისა დიდებაჲ და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


34

     1.     34. საკითხავი მარტჳლიისა შემდგომად, დღესა ოთხშაბათსა აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთას
    2.     და რაჟამს იყო ჟამი ესე, მო-რაჲ-იქცა ყოველი ქართლი, ზრახვა-ყვეს მღდელთა მათ, რომელნი-იგი მოსთხოვნა მირეან მეფემან კოსტანტინე კეისარსა აღმართებად ნიში ჯუარისაჲ.
    3.     და ჰქუეს მღდელთა მათ მირეან მეფესა: ჯერ და წეს არს აღმართებად საუფლოჲ ნიში ჯუარისაჲ.
    4.     და სათნო უჩნდა მეფესა და ყოველსა მას ერსა.
    5.     და სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი მღდელთაჲ მათ და სწავლაჲ.
    6.     და უბრძანა მირეან მეფემან ძალისაჲ საჯუარედ მოღებად.
    7.     და წარვიდეს ხურონი და მოჰკუეთეს ხჱ ერთი აეროვანი და დიდად შუენიერი.
    8.     და უბრძანა მეფემან შექმნაჲ ჯუარისაჲ, ხოლო მღდელნი იგი ასწავებდეს სახჱსა მას ჯუარისასა.
    9.     და რაჟამს შექმნეს ჯუარი იგი, მოვიდეს და უთხრეს მირეან მეფესა ხუროთა მათ: ჩუენ შევქმენით ჯუარი იგი, ვითარცა მასწავეს მღდელთა მათ.
    10.     და მეყსეულად აღდგა მეფჱ იგი სიხარულით და ყოველი ერი მის თანა მოვიდეს ხიილვად ნიშისა მის ჯუარისა.
    11.     და ვითარცა იხილჱს სახჱ იგი ჯუარისა მის, უკჳრდა ფრიად, ადიდებდეს ღმერთსა.
    12.     მას ჟამსა გულისხმა-ყო და მოეჴსენა მეფესა, ოდეს-იგი დღჱ უბნელდა მთასა ზედა, ვითარ-იგი ნათელი ბრწყინვალებისა დიდისაჲ იხილა მსგავსად ჯუარისა, და იცნა იგი.
    13.     მაშინ უთხრობდა მღდელთა მათ და ყოველსა ერსა ხილვასა მას პირველსა, და ვითარ განუნათლა მას ბნელი იგი ნიშმან ჯუარისამან წინაშე თუალთა მისთა.
    14.     მაშინ ვითარცა ესმა ერსა მის სიტყუაჲ იგი მეფისაჲ უფროჲსღა და უმეტჱს ჰრწმენა ნიში ჯუარისაჲ და ყოველთა ერთობით სიხარულით თაყუანის-სცეს მას და ადიდებდეს ღმერთსა.
    15.     მაშინ განიზრახვიდა მეფჱ იგი ყოველსა მას ერსა თანა, ვითარმედ რომელსამე ადგილსა აღჰმართონ ჯუარი იგი.
    16.     ხოლო კაცად-კაცადი იტყოდა, სადაცა ვის მარჯუე უჩნდა და ვერ სადა გამოარჩიეს.
    17.     მას ჟამსა მირეან მეფჱ ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტჱ, რომელი გურწამ ტყჳსა მისგან და გუასწავეს მღდელთა მათ შენთა, შენ იესუ ქრისტჱ, რომელმან თავი თჳსი დაიმდაბლჱ და ხატი მონისა შენისაჲ შთაიცჳ სიმდაბლითა შენითა,
    18.     რომელი გარდამოჰჴედ წიაღთაგან მამისათა, რომელმან დაუტევენ ჩუენთჳს საყდარნი, უფლებანი და ძალნი და დაემკჳდრე საშოსა ქალწულისა მარიამისსა, და მერმე ჯუარს-ეცუ პანტოელისა პოლატეს ზე,
    19.     დაეფლა გულსა ქუეყანისასა და ასდეგ მესამე დღესა და აღასრულჱ ყოველი თქუმული წინაწარმეტყუელთაჲ, აჰმაღლდი ზეცად და დაშჯედ მარჯუენით მამისა, და მერმე მოსლვად ხარ განშჯად ცხოველთა და მკუდართა,
    20.     და დაგჳტევე ჩუენ ნიში შჯულისა შენისაჲ დასარღუეველად უხილავთა მანქანებათა მტერისათა, ხოლო ჩუენ, მოშიშთა შენთა, მოგჳღებიეს სასწაულად, რაჲთა განვერნეთ პირსა ეშმაკისასა, რომლისაგანცა-იგი წარტყუენულ ვიყვენით.
    21.     ხოლო აწ შენ, უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ინებე გამოცხადებაჲ ადგილისაჲ, რომელსა ზედა აღვჰმართო ნიში ჯუარისა შენისაჲ, რაჲთა იხილონ მოძულეთა შენთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და ნუგეშინის-მეც ჩუენ.
    22.     და ვითარცა დამწუხრდა, მას ღამესა ჩუენებით დაადგრა ანგელოზი უფლისაჲ მირიან მეფესა და უჩუენა მას ბორცჳ ერთი არაგუსა წყალსა ზედა წიაღ კერძო, მახლობელად მცხეთასა.
    23.     და ჰრქუა მას: ესე ადგილი გამოურჩევიეს ღმერთსა და ამას ზედა აღჰმართე ნიში იგი ჯუარისაჲ.
    24.     და ვითარცა განთენა, უთხრა მირეან მეფემან მღდელთა მათ ჩუენებაჲ იგი ანგელოზისაჲ მის და სიტყუაჲცა იგი ანგელოზისაჲ, რომელსა ეტყოდა, უთხრა მათ და ყოველსა ერსა და ბორცჳცა იგი უჩუენა მათ.
    25.     ვითარცა ესმა ჩუენებაჲ იგი და ადგილიცა იხილეს, სათნო უჩნდა ყოველსა მას ერსა ბორცჳ იგი და სიხარულითა და გალობითა დიდითა ყოველმან ერთბამად აღიღეს ჯუარი იგი
    26.     და აღჰმართეს ბორცუსა მას ზედა მძლჱ ნიში ჯუარისა მცხეთასა მახლობელად, მართალ წინაშე აღმოსავალით, დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა შემდგომად ზატიკის-ზატიკსა.
    27.     და აღემართა ნიში ჯუარისაჲ ქართლს შინა.
    28.     მეყსეულად მას ჟამსა შინა ყოველნი კერპნი, რომელნი იყვნეს საზღვართა ქართლისათა, დაეცნეს და შეიმუსრნეს და საკერპონიცა მათნი და-ვე-ირღუეს.
    29.     ვითარცა იხილჱს საკჳრველებაჲ ესე სასწაული, რომელი ქმნა ცხოველისმყოფელმან მან ნიშმან ჯუარისამან კერპთა მათ ზედა, უფროჲს განუკჳრდებოდა საქმჱ ესე და ადიდებდეს ღმერთსა და სიხარულით თაყუანის-სცემდეს პატიოსანსა ჯუარსა.
    30.     და ყო მირიან მეფემან და ყოველმან ერმან ქართლისამან შესაწირავი დიდი მას დღესა შინა.
    31.     და დააწესეს მსახურებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ უკუანა ზატიკის-ზატიკსა, დღესა კჳრიაკესა, ყოველმან ქართლმან ვიდრე დღენდელად დღედმდჱ.
    32.     და იყო, რაოდენისამე ჟამისა შემდგომად, მარტჳლიისა უკუანა, დღესა ოთხშაბათსა იხილეს საკჳრველებაჲ დიდი და საშინელი სასწაული.
    33.     და აჰა ესერა, სუეტი ნათლისაჲ სახედ ჯუარისა დაგა ზედა ჯუარსა მას და ათორმეტნი ანგელოზნი დაგჳრგჳნებულ იყვნეს.
    34.     ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ ერცახჱდ კუმოდა სულნელად.
    35.     და ვითარ ხედვიდეს სასწაულსა მას, მრავალნი უღმერთოთაგანნი მოიქცეოდეს და ნათელს-იღებდეს და აღაშჱნებდეს ეკლესიათა.
    36.     ხოლო მორწმუნენი უფროჲს განმტკიცნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა სახჱ.
    37.     და მერმე იხილჱს სხუაჲ სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ: ვითარცა ცეცხლი დგა და ვითარცა ალი აღეგზებოდა, ზედა თავსა ჯუარისასა შედგებოდა მზისა უბრწყინვალჱსი,
    38.     და ვითარცა საჴუმილისა რაჲ ნაბერწყალი აღვალნ ძლიერად, ეგრჱსახედ ანგელოზნი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს პატიოსანსა ჯუარსა.
    39.     ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ იხილვებოდა ძლიერად და ყოველი ქუეყანაჲ იძრვოდა, და მთათა და ბორცუთა და ღელეთა არმული ნისლისაჲ სულნელისაჲ აღვიდოდა, კლდენი შეიმურვოდეს და სულნელებაჲ დიდი მიეფინებოდა ყოველსა ზედა ქუეყანასა.
    40.     და ესე არა ზედამოჲთ იყო, არცა თანაწატაცებით, არამედ მყუვარ ჟამ ჴმანი დიდნი უხრიდეს და ყოველი იგი ერი ხედვიდა მას და ესმოდა ოხრაჲ იგი გალობისაჲ მის.
    41.     შეშინდეს და უკჳრდა ფრიად ხილვაჲ იგი, განუკჳრდებოდა, შიშითა და ძწულით თავყანის-სცემდეს პატიოსანსა ჯუარსა და სიხარულითა დიდითა აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
    42.     და იყო რავდენისამე ჟამისა შემდგომად ვითარცა სასწაულნი იგი და ხილვანი დასცხრებოდეს, ეგრჱცა ძრვაჲ იგი დიდი და საშინელ და-ვე-სცხრებოდა.
    43.     და შემდგომად ამისა სხუანი მრავალნი სასწაულნი იქმნებოდეს პატიოსნისა ჯუარისა ზედა ზეცით გარდამო.
    44.     და ხედავნ მას ყოველი იგი ერი და შიშითა და ძწოლით მივლენედ და თაყუანი-სცემედ გულსმოდგინედ პატიოსანსა ჯუარსა და წარვიდიან სიხარულით და ადიდებედ ღმერთსა.
    45.     მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ და მსახური ქრისტჱსი, რომელსა სახელი ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ.
    46.     და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ იყო იგი სიკუდიდ, რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა მას.
    47.     მოიღო იგი და დადვა პატიოსანსა ჯუარისა წინაშე და ცრემლით ითხოვდა მისგან: უკუეთუ მომიბოძოს ყრმაჲ ესე ჩემი, გუნბადი აღვაშენო საყოფელად შენდა.
    48.     და ვითარცა იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა პატიოსნისა ჯუარისა წინაშე, მუნქუესვე განიკურნა ყმაჲ იგი მისი და სიხარულით დიდითა წარიყვანა ყრმაჲ იგი მისი განკურნებული და განცეცხლებული და ადიდებდა ღმერთსა.
    49.     და მერმე მოვიდა აღთქუმულისა აღსრულებად და ყო მადლისა მიცემაჲ დიდითა სიხარულითა და გულსმოდგინებითა გუნბადი აღაშენა მცხეთისაჲ.
    50.     რევის ძემან წლითი-წლად მოვიდის და აღსრულის მსახურებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ.
    51.     და მიერ ჟამითგან უფროჲს ხოლო და უმეტჱს მოვიდოდეს სნეულნი მრავალნი და უძლურნი და განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს პატიოსანსა ჯუარსა.
    52.     იყო ვინმე ჭაპუკი ერთი და ორნივე თუალინი დადგომილ იყვნეს.
    53.     მოვიდა, შეურდა პატიოსანსა ჯუარსა და ევედრებოდა გულსმოდგინედ.
    54.     და შემდგომად შჳდისა დღისა აღეხილნეს თუალნი და სიხარულით ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    55.     მერმე დედაკაცი ვინმე იყო ერთი, მარადის გუემული სულითა უკეთურითა, და ეგოდენ გონებაჲ მიეღო, რაჟამს პატიოსანსა ჯუარსა შეამთხუევედ, სამოსელსა ჯუარისასა მოაპებნ.
    56.     და იყო, მეათოთხმეტესა დღესა განიკურნა დედაკაცი იგი და წარვიდა იგი სიხარულით ფერჴითა თჳსითა და ადიდებდა იგი ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    57.     მერმე მისა შემდგომად იყო ვინმე დედაკაცი სხუაჲ, რომელსა ესუა წული ყრმაჲ ერთი.
    58.     და მეყსეულად დაწყჳდნა ყრმასა მას და აღიქუა იგი დედამან მისმან და მიიღო და დადვა იგი წინაშე პატიოსნისა ჯუარსა.
    59.     და იდვა ყრმაჲ იგი მწყდარი წინაშე წმიდასა მას პატიოსანსა ჯუარსა დილეულითგან ვიდრე მწუხრადმდჱ.
    60.     ხოლო დედაკაცი იგი ტირილით ილოცვიდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა.
    61.     სხუანი იტყოდეს: მომკუდარ არს ყრმაჲ ეგე, წარიღე და დაჰმარხე, ნუღარა აწყინებ.
    62.     ხოლო მან არავე წარიკუეთა სასოებაჲ, არამედ უფროჲსღა საწყალობელად ცრემლოოდა, ხოლო მწუხრისა ჟამსა ოდენ სულნი უკუნ-იხუნა და თუალნი აღიხილნა და შემდგომად სამისა დღისა განკურნებული წარიყვანა იგი დედამან მისმან და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    63.     და ვითარცა იხილეს ყოველთა სასწაული ესე და ნიშები და კურნებანი დიდ-დიდნი პატიოსნისა ჯუარისანი, მრავალნი უშვილონი მოვლენედ და ითხოვედ შვილიერებასა, და შვილითა განძღიან და შესაწირავთა და მადლთა მისცემედ.
    64.     არა ხოლო მუნ მოვლენედ, რომელნი მათ ხოლო მიჰმადლებედ თხოვასა, რამედ მათცა, რომელნი შორს არიედ, გინა თუ ბანაკსა, ღუაწლსა შინა ხადიედ პატიოსანსა ჯუარსა მცხეთისასა,
    65.     მუნქუესვე მძლე ექმნის მტერთა მათ შეწევნითა ქრისტჱსითა და პატიოსნისა ჯუარისაჲთა და დიდითა სიხარულითა მივიდიან მადლისა მიცემად პატიოსნისა ჯუარისა.
    66.     მრავალნი უღმრთონიცა დიდსა ჭირსა შეცჳვიან, ხოლო რაჟამს სარწმუნოებით ხადიედ პატიოსანსა ჯუარსა მცხეთისასა, მუნქუესვე განერიან და სიხარულით ადიდებენ პატიოსანსა ჯუარსა, და მოვიდიან სიხარულით და ნათელ-მოიღიან და შეემთხჳნიან პატიოსანსა ჯუარსა.
    67.     და სხუანი მრავალნი ჭირსა მრავალსა შეცჳდეს და ვედრებითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა განიკურნნეს და მრავალნი სნეულნი პირად-პირადითა სენითა მოვლენედ ვედრებად პატიოსნისა ჯუარისა და განიკურნებიედ ვიდრე დღენდელად დღედმდჱ.
    68.     და სხუანიცა მრავალნი სასწაულნი იქმნნეს წინაშე პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისასა ზეცით გარდამო ღმრთისა მიერ, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.
    69.     ხოლო ესოდენ დაიწერნეს საქებელად ღმრთისა და სადიდებელად მორწმუნეთათჳს, და რაჲთა ჩუენნ ყოველნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს ძალი და მადლი, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


35

     1.     35. თთუესა მაისსა ზ. გამოჩინებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ, რომელი ზეცით გამოუჩნდა კოსტანტინჱ მეფესა.
    2.     საკითხავი, თქუმული წმიდისა კჳრილჱ ეპისკოპოსისაჲ ი˜ჱმლისაჲ
    3.     მეშჳდესა სუფევასა კოსტანტინე მეფისა დიდისასა, თთუესა აპნი[სი]სასა შეკრბა ერი დიდძალი წარმართთაჲ მდინარესა ზედა, რომელსა ჰრქჳან დანობი.
    4.     ეძიებდეს, რაჲთამცა წიაღ-მოჴდეს და წარტყუენეს ყოველი სოფელი აღმოსავალადმდე.
    5.     და აგრძნა მეფემან კონსტანტინე შეკრებაჲ იგი მათი ერთბამად.
    6.     შეკრიბა მუნცა ყოველი იგი ერი თჳსი და მივიდეს ერთ კერძო მდინარესა მას ზედა დანუბსა და დაადგინა ბანაკი იგი წიაღმოსავალსა მას წლისასა და დააყენებდა მათ.
    7.     ხოლო მრავალ დღეს დგომაჲ იყო მათი.
    8.     და შეკრბა ერი დიდძალი წარმართთაჲ ურიცხჳ და ზედა-მოუვიდეს კოსტანტინეს, ხოლო მან ვითარცა იხილა ერი იგი, ზრუნვასა დიდსა და ურვასა შინა იყო და ეგულებოდა ხვალის დღჱ შემთხუევად ბრძულისა.
    9.     მას ღამესა იხილა თუალითა გამოჩინებული ჯუარი, საყდართა ზედა ბრწყინვალჱ, დაწერილი ესრე იყო განჩინებულად: მაგით ნიშითა სძლო.
    10.     გულსმოდგინედ გამოეძიებდა კოსტანტინჱ მეფჱ, რომლისა-მე ღმრთისაჲ არს ნიში ესე?
    11.     და ვითარცა აღდგა, შეძრწუნებულ იყო და შეეპყრა შიშსა დიდსა.
    12.     მოუწოდა მთავართა ტაძრისასა მისისათა და მეყსეულად გამოქმნა ხატი ჯუარისაჲ, ნიში, რომელი იხილა და უბრძანა წინაძღუანვაჲ ბრძოლასა მას.
    13.     და იყო ძრვაჲ და უფროჲსი ერისაჲ მის დაეცა და ნეშტი იგი დაიმორჩილა.
    14.     და მოიქცა ადგილად თჳსა დიდებითა და ძლევითა დიდითა.
    15.     და შემდგომად მცირედთა დღეთა უბრძანა მოწოდებაჲ ქურუმთა მათ კერპთაჲსა და უჩუენა მათ ნიში იგი და ჰკითხვიდა მათ, ვითარმედ: რომლისა ღმრთისაჲ არს ნიში ესე?
    16.     ხოლო მათ მიუგეს: ესე ნიში არა ქუეყანისა ღმერთთაჲ არს, რომელთა ჩუენ ვჰმსახურებთ, არამედ ესე ძალი ზეცისაჲ არს.
    17.     ეგე ნიში წარჰვალნ ზედა ბაგინსა, ყოველნი კერპნი დაეცნიან და შეიმუსრნიან და ბაგინი დაჰჴსნდის.
    18.     ხოლო ქრისტჱანენი რომელ ერთნეს ერსა მას მათ დღეთა შინა, ნაზარეველ ერქუმოდა და რომელნი-იგი მოუჴდეს მეფესა
    19.     და ჰრქუეს მას: ვევედრებით უფლებასა შენსა, ნიში ესე, რომელ იხილჱ, ზეცისაჲ არს იესუ ქრისტჱსი, ძისაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, რომელმან იხილა ნათესავი კაცთაჲ წარწყმედული და არა უგულებელს-ყო, არამედ გარდამოჴდა სახიერებითა თჳსითა და აცხოვნნა ქმნულნი თჳსნი.
    20.     თჳსითა მით ვნებითა ჯუარისაჲთა შეგუწირნა ჩუენ ღმრთისა.
    21.     და ვითარცა გულისხმა-ყო ესე კოსტანტინე მეფემან, მოუწოდა ევსები ებისკოპოსსა ჰრომისასა და ისწავა მისგან და ჰრწმენა ჭეშმარიტად და ნათელი მოიღო მან და დედამან მისმან მრავალთა წინაშეთა მისთა.
    22.     მაშინღა დიდითა სიხარულითა და წადილითა წარავლინა დედაჲ თჳსი აღმოსავალად კერძო მოძიებად ჯუარისა ქრისტჱსისა და აღშენებად ადგილთა მათ.
    23.     და იყო მათ დღეთა, სუფევასა კოსტანტინე მეფისა დიდისა, ღმრთისმოყუარჱ ჰჱლენე დედოფალი, დედაჲ კოსტანტინჱსი, რომელმან კეთილად მოიძია სასოჲ ძელი, რომელსა ზედა მაცხოვარმან ჴელნი განიპყრნა,
    24.     გამოიწულილვიდა შრომით კაცობისა შთაცუმისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და ჯუარსა ზედა ამაღლებასა და მკუდრეთით აღდგომასა და განმტკიცნა ღმრთისმოყუარჱ ჰჱლენე დედოფალი ფრიად და წურთილ იქმნა გონებისა და ისწრაფა უჴრწნელისა მის ნიჭისა გამოძიებად,
    25.     რამეთუ ესრჱსახედ პოვა პატიოსანი ჯუარი.
    26.     მათ ჟამთა შევიდა იერუსალჱმდ ელჱნე დედოფალი თთუესა მეორესა, ოცდარვასა თჳსასა, ერთბამად ერითა დიდითა და კრება ყო და ბრძანა ყოველთა ჰურიათაჲ ქალაქებსა და სოფლებსა ჰურიასტანისასა წარმოდგინებად წინაშე მისა.
    27.     რამეთუ იყო იერუსალჱმი მოოჴრებულ, და იპოვნეს ჰურიანი ვითარ სამ ათას ოდენ კაც, რომელთა მოუწოდა ელენე დედოფალმან და ჰრქუა: უწყი მე ღმრთისა წიგნთაგან, რამეთუ ნათესავნი მართალნი იყვენით და გყუარობდა თქუენ ღმერთი.
    28.     არამედ თქუენ ვერ გულისხმა-ჰყავთ და აგონეთ ნათელი ბნელ-ყოფად და ჭეშმარიტებაჲ ტყუვილად, და რომელსა ღმერთსა უნდა ჴსნაჲ ჩუენდა წყევისაგან, განთავისუფლებაჲ ჩუენი,
    29.     მან ნერწყუვითა ბილწებისაჲთა ჰნერწყუევდით, და რომელმან მკუდარნი აღადგინნა, გინდინ მკუდრად შერაცხაჲ მისი, აწ გეტყჳ თქუენ თავით თჳსით, რომელთა კეთილად იცოდიან რჩული.
    30.     ხოლო იგინი გამოვიდეს დედოფლისაგან შიშითა დიდითა და ყვეს ზრახვაჲ და პოვეს ათას კაც, რომელთა ჰგონებდეს მეცნიერად შჯულისა.
    31.     და ერთბამად მოვიდეს დედოფლისა და წამებდეს ათასისა მის კაცისათჳს, რამეთუ ესე არიან სწავლულნი რჩულისა.
    32.     ხოლო დედოფალმან მეორედ ჰკითხა მათ სიტყუაჲ და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი და გულისხმა-ყავთ თქუმული ესე: არა გასმია წმიდათა მათგან წინაწარმეტყუელთა, ვითარ ამცნეს მაცხოვრისაჲ,
    33.     რომლისაჲ მეგულების კითხვაჲ თქუენდა, რამეთუ ესაჲა ესრეთ თქუა, ვითარმედ: „ყრმაჲ იშვა ჩუენდა“, „რომლისა დედამან მამაკაცი არა იცის“.
    34.     მერმე მგალობელი დავით იტყჳს: „წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა“.
    35.     და მერმე ესაია ღაღადებს: „შვილ ვისხენ და აღვიზარდენ, ხოლო იგინი მეცრუვნეს მე“.
    36.     და მერმე იტყჳს: „იცნა ჴარმან მომგებელი და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ, ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა-ყო“.
    37.     უკუეთუ თქუენ იკითხავთ შჯულსა და ესე არა გულისხმა-გიყოფიეს, აწ ამის გამო ვბრძანო პყრობილობაჲ თქუენი სტრატიოტთაგან.
    38.     აწ მი-ღა-გიტევნე თქუენ ორ ჟამ ოდენ, რაჲთა გამოირჩინეთ, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულისა მეცნიერად.
    39.     ხოლო იგინი გამოვიდეს მიერ შიშითა დიდითა, გამოცადნეს და პოვნეს ორას ოდენ კაც, რომელ საგონებელ იყვნეს მეცნიერად შჯულისა, და მოვიდეს წინაშე დედოფლისა.
    40.     მიუგო დედოფალმან და ჰრქუა: ვინ არიან ესე?
    41.     მათ მიუგეს და ჰრქუეს: ესენი არიან, რომელთა კეთილად იციან შჯული.
    42.     ხოლო ნეტარმან ჰჱლენე დედოფალმან მიუგო სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ასწავებდა მათ და ჰრქუა: ჵ თქუენ, ცოფნო ჰურიანო ი˜ჱლნო, არა კმა-გეყო თქუენ ძუელი იგი სიბრმე მამათა თქუენთაჲ, რომელნი იტყოდეს იესუჲსა, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ არს?
    43.     რამეთუ აქუნდა მათ წიგნები წინაწარმეტყუელთაჲ და იკითხვიდეს.
    44.     ხოლო მათ მიუგეს: და ვევედრებით დედოფლებასა შენსა, ჩუენ მაქუსცა და ვიკითხავთცა, ხოლო ესე ვისთჳს არიან ესემლევანნი სიტყუანი, გამოგჳცხადე, გევედრები შენ, რაჲთა ჩუენცა გულისხმა-ვყოთ თქუმულთა მაგათ შენთა.
    45.     ხოლო მან ჰქრუა მათ: წარგუალეთ მარტოდ და გამოირჩიენით, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულისმეცნიერად.
    46.     და გამოვიდეს მიერ და თქუეს: რომლისა ჯერისათჳს გუაშრომებს დედოფალი ესე?
    47.     ხოლო ერთმან ვინმე მათგან ჰრქუა მათ, რომლისა სახელი იუდა: უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების, რომელსა ზედა იესუ ჯუარს-აცუეს მამათა ჩუენთა.
    48.     არამედ ეკრძალენით, ნუკუე აღ-ვინმე-იაროთ.
    49.     უკუეთუ არა, დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული შჯული, რამეთუ ზაქეოზ.
    50.     მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სჳმეონს და ჰრქუა: მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-აცუეს, გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემადმდე შენდა,
    51.     რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდენ, არამედ მათი მეფობაჲ იყოს, რომელნი ჯუარცუმულსა მას თავყანის-სცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე – იესუ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
    52.     ხოლო მე ვარქუ მას: რად უკუე ჴელნი თქუენნი მიჰყვენით ეგევითარსა მას ზედა?
    53.     ხოლო მან მქრუა მე: შვილო ჩემო, უწყის უჴრწნელმან მან სახელმან მისმან, რამეთუ არასადა შევერთე შეკრებასა მათსა მისთჳს, არამედ ვაყენებდიცა მათ.
    54.     და მღდელთმოძღუართა ერისათა საჯეს ჯუარცუმაჲ მისი და ეგრე ჰგონებდეს, ვითარცა მოაკუდინეს იგი და გარდამოიღეს იგი ძელისა მისგან და დაჰფლეს.
    55.     ხოლო იგი მესამე დღესა აღდგა და გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა, რომლისა გამო ჰრწმენა ძმასა შენსა სტეფანეს, იწყო სწავლად ერსა შორის, და შეკრბეს ფარისეველნი სადუკეველითურთ და საჯეს მისი ქვითა განტჳნვაჲ.
    56.     ხოლო მე ვხედევდ სიკუდილსა შვილისა ჩემისასა და ვერ შეუძლე შუელად მისსა.
    57.     არცაღათუ შეჭუვნებულ რას ვიყავ, რამეთუ ვხედევდ ღმრთისათჳს ვნებასა.
    58.     ხოლო ვითარ აღმო-ოდენ-უტევებდა სულსა, ჴელნი მისნი აღიპყრნა ზეცად და თქუა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამას ბრალად“.
    59.     აწ უკუე ისმინე, შვილო ჩემო, და გასწავო შენ ქრისტჱსთჳს და მოწყალებისა მისისა, რამეთუ სავლჱცა, რომელ-იგი ტაძარსა წინაშე ჯდა და ტყავის მხეველი იყო, იგიცა სდევნიდა მორწმუნეთა მისთა, ვითარ-იგი აღადგინა ერი მრავალი ძმისა შენისა სტეფანესთჳს.
    60.     ხოლო ქველ-ქმნა მის ზედაცა ქრისტემან და ყო იგი ვითარცა ერთი დიდებულთაგანი.
    61.     და შენ, შვილო ჩემო, ნუსადა იტყჳ გმობასა მისთჳს, ნუცაღა მორწმუნეთა მისთათჳს, რაჲთა გაქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ.
    62.     ესე მამცნო მამამან ჩემმან სიმონ და ესე ყოველი გითხარ თქუენ?
    63.     აწ უკუეთუ გკითხოს ჯუარისათჳს, რაჲ გნებავს?
    64.     – ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ ესე არასადა გუესმინა, გარნა აწ შენგან ხოლო.
    65.     უკუეთუ ძიებაჲ იყო ნანდჳლვე, თუ ესრჱ არს, ადგილიცა იგი იცოდი.
    66.     ამას იტყოდეს ოდენ და მოიწინეს მწოდებელნი და ჰრქუეს: გიწესს თქუენ დედოფალი.
    67.     ხოლო იგინი წარდგეს, და ჰკითხვიდა მათ დედოფალი და არასადა უთხრეს მართალი.
    68.     და უბრძანა მათ ყოველთაჲ ცეცხლითა დაწუვაჲ.
    69.     ხოლო მათ შეეშინა და მისცეს მას იუდა და ჰრქუეს: ესე კაცი მართლისა წინაწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტად იცის.
    70.     გევედრებით შენ, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ მაგისგან აღგესრულოს.
    71.     და ყოველთავე შჯული ყოველი შეაწამეს.
    72.     მაშინ უბრძანა მათ ყოველთა განტებაჲ, გარნა მარტოჲ იუდა ხოლო დაიყენა.
    73.     მოუწოდა დედოფალმან იუდას და ჰრქუა: ცხოვრებაჲ და სიკუდილი წინა გიც.
    74.     აწ რაჲ გნებავს: ცხოვრებაჲ ანუ სიკუდილი?
    75.     და ჰრქუა მას იუდა: და ვინ არს, რომელსამცა უდაბნოსა პური დაგებული წინა ედვა და იგი ქვასა ჭამდა?
    76.     ჰრქუა მას დედოფალმან: ეკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲ და ზეცისაჲცა, მითხარ მე, სადა დამალულ არს ჯუარი ქრისტჱსი, ხოლო იუდა ჰრქუა, ვითარმედ: წერილ არს საჴსენებელთა მისთჳს: აწ ორას წელ არს.
    77.     და ჩუენ ჭაპუკ ვართ, ვითარ შეუძლოთ ცნობად მაგისა?
    78.     ჰრქუა მას დედოფალმან: ვითარ შენსა წინა ნათესავი იყო და ბრძოლისა კუეთებაჲ იყო ელის ველსა ზედა, იგი ყოველნი იჴსენებიან და ადგილებიცა მათი და საფლავებიცა ჩანს.
    79.     იუდა ჰრქუა: წიგნითა სამე.
    80.     ხოლო ჩუენ არა გუაქუს აღწერილი მათთჳს.
    81.     ჰრქუა მას დედოფალმან: პირველად თავით თჳსით მცირედ ვიდრე არიან საჴსენებელნი.
    82.     იუდა ჰრქუა: გევედრები დედოფალო, შეგუვებით ვთქუ.
    83.     ჰრქუა მას დედოფალმან: მე მაქუს მაგისთჳს აღწერილი – ჴმაჲ იგი სახარებისაჲ, რომელსა-იგი ადგილსა ჯუარს-ეცუა.
    84.     გარნა მიჩუნე ადგილი იგი, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი.
    85.     და მე ჩემითა ჴელმწიფობითა ვბრძანო და დავთხარო ქუეყანაჲ იგი მის ადგილისაჲ და, ვინ უწყის, ვპოო, რაჲ-იგი მე მნებავს.
    86.     ჰრქუა მას იუდა: არცა ადგილი იგი ვიცი, არცა მაშინ ყოფილ სადა ვარ.
    87.     ჰრქუა მას დედოფალმან: მოგაყმო შენ, უკუეთუ არა აღმიარო.
    88.     და ვითარცა ესე სიტყუაჲ ჰრქუა, უბრძანა მისი შთაგდებაჲ ჯურღმულსა ჴმელსა და უბრძანა მისი შჳდ დღე უზმით ჯდომაჲ.
    89.     და მეშჳდესა დღესა ღაღატ-ყო და თქუა: აღმიყვანეთ და გიჩუენო ადგილი იგი ჯუარისა მის ქრისტჱსისაჲ.
    90.     და ვითარცა აღმოჴდა ჯურღმულისა მისგან, მოვიდა ადგილსა მას, – და არცაღა იუდა იცოდა ჭეშმარიტებად ადგილი იგი, – აღიღო ჴმაჲ ებრაელებრითა სიტყჳთა და თქუა ესრჱთ: მეაკრა აკრაბი მელაქფისონ ადონა აბრიდონ ელაბეთ დოთა ქოზიაფე ეფათუ ბარუვე.
    91.     ხოლო თარგმანებით ესე არს: ღმერთო, რომელი ზი ეტლითა ზედა ქერაბინთასა და იგინი ფრინვენ ჰეართა შინა სრბით ნათელსა მას განუზომელსა, სადა თანაწარსლვად ნათესავთა კაცთასა ვერ ჴელეწიფების, რამეთუ შენ შეჰქმნენ იგინი შენდა სამსახურრებელად.
    92.     ექუსნი მჴეცნი ექუს-ექუს ფრთენი, რომელ ოთხთა მათ უტურთავ, ფრინვენ და გმსახურებენ ჴმითა დაუდომებელითა და იტყჳან: „წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ“ შენ, უფალო, წოდებულ არიან იგინი სერაბინად.
    93.     ხოლო ურნი იგი, რომელ დაადგინენ სამოთხესა დაცვად ხისა მის ცხორებისაჲსა, წოდებულ არიან იგინი ქერობინად.
    94.     შენ უფლებ ყოველთა ზედა, რამეთუ ქმნულნი შენნი ვართ.
    95.     რომელმან უღირსნი იგი ანგელოზნი სიღრმესა მას სატანჯველისასა მისცენ, და იგინი ქუესკნელთა მათ უფსკრულთა ვეშაპთაგან იგუემებიან და შენსა ბრძანებასა სიტყჳს მიგებად ვერ შემძლებელ არიან.
    96.     აწ, უფალო, შენითა ნებითა არს სუფევაჲ ძისა მარიამისი, რომელი გამოვიდა შენგან, და თუმცა არა შენგან იყო, არამცა აღადგინე იგი მკუდრეთით, აწ ყავ სასწაულ კეთილ, დიდებული ესე და შუენიერი.
    97.     ვითარცა ისმინჱ ბარაკიელისა მის შენისა მოსჱსი და უჩუენენ ძუალნი იოსებისნი, ეგრეცა აწ, თუ გნებავთ, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარულ იგი საფასჱ და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱს მიერ, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტჱ უკუნისამდე. ამენ.
    98.     და ვითარცა ლოცვაჲ ესე დაასრულა იუდა, შეიძრა ადგილი იგი და დიდძალი კუამლი სულნელებისაჲ აღმოვიდოდა ადგილსა მას.
    99.     ხოლო იუდას დაუკჳრდა ფრიად, ჴელნი შეიტყუელნა და თქუა: ჭეშმარიტად, ქრისტჱ, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ.
    100.     გმადლობ შენ, ქრისტჱ, რამეთუ მეცა არაღირსი ესე არავე ჴუებულ მყავ შენისაგან მადლისა.
    101.     გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტჱ, ნუ მოიჴსენებ უკეთურებათა მონისა შენისათა, არამედ უგულებელსყვენ შეცოდებანი ჩემნი და თანა-შემრაცხჱ მე ძმასა ჩემსა სტეფანეს, რომელი-იგი ჴსენებულ არს საქმესა მას ათორმეტთა მოციქულთასა.
    102.     და ვითარცა ესე თქუა, მი-ხოლო-იღო სათხრული, შეირტყა სარტყელი, ვითარმცა მჴნემან შვილმან აბრაჰამისმან და იწყო თხრად.
    103.     ვითარცა მოთხარა ოცჯერ ოდენ მოსათხრელ, პოვნა სამნი ჯუარნი დაფლულნი, აღმოიხუნა და შეიხუნა იგინი ქალაქად.
    104.     მაშინ ჰკითხვიდა ღმრთისმოყუარჱ იგი ჰჱლენე დედოფალი: რომელი არს ჯუარი ქრისტჱსი?
    105.     უწყი, რამეთუ ესე ორნი ავაზაკთანი არიან.
    106.     მაშინ მოიხუნეს და დასხნეს საშოვალ ქალაქსა და მოელოდეს დიდებასა ღმრთისასა.
    107.     მეცხრესა ოდენ ჟამსა მოაქუნდა ცხედარი, რომელსა ზედა იდვა ჭაპუკი მკუდარი.
    108.     ვითარცა იხილა იუდა, განმხიარულდა და ჰრქუა დედოფალსა: აწ სცნა, დედოფალო, ძელი იგი საწადელი და ჯუარი იგი ქრისტჱსი.
    109.     მაშინ დადგმად სცა ცხედარი, რომელსა ზედა იდვა მკუდარი და დასდებდეს და თითოეულად ჯუარსა მკუდარსა მას ზედა.
    110.     და ვითარცა მიიწია მესამესა მას ჯუარსა, აღიღო და დასდვა მკუდარსა მას ზედა.
    111.     და მეყსეულად აღდგა მკუდარი იგი ყრმაჲ.
    112.     მაშინ განრისხნა ეშმაკი, ღაღატ-ყო და თქუა: ვინ არს ესე, რომელი არა მიფლობს მოღებად სულთა მათ, რომელნი ჩემნი არიან?
    113.     ჵ იესუ ნაზარეველო, ყოველნივე შენდა მიიზიდენ და რაჲსაღა ჯუარი იგი შენი კუალად ჩემთჳს გამოაჩინე?
    114.     ჵ იუდა, რაჲ ესე ჰყავ?
    115.     პირველისა მის იუდაჲს მიერ ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲს მიერ ვიდევნები.
    116.     აწ ვპოვი მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: აღვადგინო სხუაჲ მეფე, რომელმან უვარ-ყოფად გცეს შენ ჯუარცმული და ჩემსა ნებასა იქმოდის.
    117.     ხოლო იუდა შეჰრისხნა ეშმაკსა მას და ჰრქუა: ქრისტემან, რომელმან მკუდარი აღადგინნა, შეჩუენებულ გყავნ სიღრმესა ცეცხლისასა.
    118.     და ესმა ესე ჰელენე დედოფალსა, დაუკვირდა ფრიად ძალი იგი ღმრთისაჲ და სარწმუნოებაჲ იუდაჲსი და დიდითა პატივითა და კრძალულებითა დაჰკრძალა პატიოსანი ჯუარი.
    119.     ოქროჲთა და ანთრაკითა შელესა იგი და შექმნა ლუსკუმაჲ ვეცხლისაჲ და დაჰკრძალა იგი მას შინა.
    120.     და ეკლჱსიაჲ აღაშენა მას ზედა გოლგოთასა, რომელსა ჰრქჳან თხემის ადგილი.
    121.     და უბრძანა ეპისკოპოსსა ჰრომისასა მოსლვად და მისცა იუდას ბეჭედი ქრისტჱსი და უწოდა მას სახელი კჳრიაკოს და დაადგინა იგი ეპისკოპოსად იერუსალჱმს.
    122.     მაშინ უბრძანა განსხმაჲ ჰურიათაჲ, რავდენნი-იგი ურწმუნო იქმნნეს, და განიდევნნეს ჰურიასტანით ბრძანებითა დედ˜ფლისაჲთა.
    123.     და ჰჱლენე დედოფალმან მისცა ფასი დიდძალი ღმრთისმოყუარესა მას ეპისკოპოსსა კჳრიაკოსს სამსახურებელად გლახაკთათჳს და სადიდებელად ღმრთისა.


36

     1.     36. პოვნაჲ წმიდათა სამშჭუალთაჲ
    2.     ხოლო ნეტარი ელენე დედოფალი სავსჱ იყო ღმრთისა მიმართ საწმუნოებითა და იყო წადიერ საღმრთოთა წიგნთა კითხვად, ძუელთა და ახალთა აღთქუმათა გამოეძიებდა.
    3.     უფროჲსად შესძინა გულსმოდგინედ ძიებაჲ სამშჭუალთაჲ მათ ჯუარისათა, რომლითა უკეთურთა ჰურიათა მაცხოვარი შეჰმშჭუალეს.
    4.     მოუწოდა იუდას, რომელსა ეწოდა კჳრიაკოს და ჰრქუა მას: ძელისა მისთჳს ჯუარისა აღესრულა ჩემი წადილი, ხოლო რომელნი-იგი ჯუარისა მას ზედა დამშჭუალნეს სამშჭუალნი მათი, გულსა შინა მიც იჭჳ,
    5.     აწ არა დავსცხრე, ვიდრემდის მაგისიცა ნებაჲ აღმისრულოს მე ღმერთმან, და შენ შე-ღა-ვე-სძინე და ევედრე უფალსა მათთჳს.
    6.     ხოლო წმიდაჲ კჳრიაკოს ეპისკოპოსი მივიდა თხემისა ადგილსა და ერთბამად მის თანა ძმანი მრავალნი, რომელნი-იგი უფალსა იესუ ქრისტესა ესვიდეს ჯუარისა პოვნისათჳს, და მკუდარსა მას ზედა რომელ სასწაული იქმნა,
    7.     აღიხილნეს თუალნი თჳსნი ზეცად და ჴელნი ზჱ აღიპყრნეს, იცემდეს მკერდსა, ღაღადებდეს უფლისა მიმართ გულსმოდგინედ და აღიარებდეს პირველთა მათ უმეცრჱბათა თჳსთა და ჰნატრიდა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტჱსთა.
    8.     ხოლო ვითარ მყოვარ ჟამ გულსმოდგინედ ილოცვიდა, რაჲთამცა გამოუჩნდა ეგევითარი რაჲმე ნიში, ვითარცა ჯუარსა ზედა, ეგრეცა სამშჭუალთა.
    9.     და აღსრულებასა ოდენ ლოცვისასა, ვითარმცა თქუა ოდენ ამენ და იყო ესევითარი ნიში, რომელ-იგი ყოველთა მათ თანამდგომთა იხილეს:
    10.     ნათჱლი ელვარჱ ადგილსა მას გამობრწყინდა, სადაცა პატიოსანი ჯუარი იპოვა, რომელი ყოველთა შეუორგულებელად გურწმენა და ვთქუთ: აწ გჳცნობიეს, რომლისა მიმართცა გურწმენა.
    11.     და მეყსეულად გამოჩნდეს სამშჭუალნი იგი, რომელნი-იგი უფლისა იესუჲს ჴელთა და ფერჴთა დამშჭუალულ იყვნეს, უბრწყინვალჱს ოქროჲსა, ქუეყანასა ზედა.
    12.     მოიხუნა იგინი იუდა და მიართუნა ელჱნე დედოფალსა.
    13.     მაშინ მუჴლთმოდრეკით თაყუანის-სცა მათ დედოფალმან.
    14.     აღივსო სულითა წმიდითა დედოფალი იგი და გულსმოდგინედ სამშჭუალთა მათთჳს განიზრახვიდა, რაჲთამცა რაჲ ყვნა სამშჭუალნი იგი.
    15.     ხოლო შე-ვეღა-სძინა სიმართლისა გზაჲ გამოკულევად, და მადლმან სულისა წმიდისამან გულისხმა-უყო გონებასა მისა წინაჲსწარ მრავლით ჟამით უწყებული იგი.
    16.     მოუწოდა კაცსა ერთსა სარწმუნოსა და გონიერსა მჭედელსა, რომელი წინაჲსწარვე მართლად წოდებულ იყო მრავალთაგან, და ჰრქუა მას: დაჯედ აქა, წინაშე თუალთა ჩემთა და შექმნენ სამშჭუალნი შუვად აღჳრთა ჰუნისათჳს მეფისა,
    17.     რაჲთა იყოს ისრისა ჭურ ყოველთათჳს მტერთა ძლევად მის მიერ მეფჱ დასამშჳდებელად ბრძოლისა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელის მიერ: „და იყოს, მას დღესა შინა, რომელი აღჳრთა ზედა ცხენისათა იყოს, წმიდა უფლისა წოდებულ იყოს“.
    18.     ხოლო ღმრთისმოყუარჱ ჰჱლენე დედოფალი სარწმუნოებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა განმტკიცებულ იყო იერუსალჱმს შინა.
    19.     ყოველივე აღასრულა, დევნულებით ჰურიანი განასხნა, რომელნი-იგი ურწმუნო იქმნნეს და განიდევნნეს ჰურიასტანით.
    20.     და ღმრთისმოყუარემან დედოფალმან ამცნო მამათა და დედათა აღსრულებად დღესასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა, მეათესა დღესა და რომელნი ჰყოფდეს დღესასწაულსა ჯუარისასა, ღირს იქმნენ ზეარ-ყოფად ნაწილსა მარიამისა.
    21.     და მადლი დიდი მოეცა წმიდასა მას ეპისკოპოსსა, რამეთუ ლოცვითა მისითა გუნდი ეშმაკთაჲ განასხა და სნეულნი განკურნნა.
    22.     ხოლო აღესრულების საჴსენებელი ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა ორსა და სამ წლისა ამაღლებისა შემდგომად სადიდებელად მამისა და ძისა, წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


37

     1.     37. ბ. საკითხავი ჯუარისათჳსვე, თქუმული მისივე, სიტყუაჲ ჯუარისაჲ
    2.     აწ უკუე ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა მოვიწიენით თქუმულთა ამათ სისრულჱსა და ვიდრე დღჱსასწაულადმდე უქმნელებისა ჩუენისა, რომელ არს გამოჩინებაჲ განმაცოხველებელისა ჯუარისაჲ,
    3.     მსგავსად ძალისა ჩუენისა ვთქუათ და ვადიდოთ ძელი ცხოვრების მომცემელი და მივსცეთ მას ხარებაჲ, ვითარცა დავით წინაწარმეტყუელი იტყჳს: „მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს“.
    4.     და აწ ჩუენცა მას თანა ვიტყოდით და ვთქუათ: გიხაროდენ, ჵ ჯუარო პატიოსანო!
    5.     გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ აღმაღლდა განგებულებით, რომელსა შინა დაუნჯებულ არიან საფასენი სიხარულისა და მხიარულებისანი.
    6.     გიხაროდენ, ძელო, ცხოვრების მომცემელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მოგუემადლა სიხარული, რომელი აღმოსცენდების მარადის ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.
    7.     გიხაროდენ, ჯუარო პატიოსანო, ცხორებისა სასოო, რამეთუ დამბადებელმან პირველითგან ყოველნი დაბადებულნი სახედ შენდა დაჰბადნა.
    8.     იხარებდ, ძელო ძლევაშემოსილო, რამეთუ შენნი ძალნი ზეცისანი იხარებენ ცხორებისათჳს შენ ძლით ყოფილისა, და შესწირვებ გალობასა შიშით ღმრთისა დაუდუმებელად და უცვალებელად ყოველსა ჟამსა.
    9.     გიხაროდენ, ჵ ჯუარო დიდებულო, რამეთუ შენ მიერ ქალაქთა და უდაბნოთა და ყოველთა ადგილთა ეკლესიანი მართლმადიდებელთანი დამყარებულ არიან.
    10.     გიხაროდენ, ჵ ძელო სადიდებელო, რამეთუ შენ მიერ აღეხუმიან ყოველნი პირნი მორწმუნეთანი აღმოთქუმად სიტყუათა საღმრთოთა.
    11.     გიხაროდენ, ჯუარო სამგზის სანატრელო, რამეთუ შენ მიერ ანგელოზნი ზეცისანი კაცთა თანა ქუეყანისათა მოხარულნი ადიდებენ ქრისტჱსა ღმერთსა, მაცხოვარსა ჩუენსა.
    12.     გიხაროდენ, ძელო საგალობელო, რამეთუ შენ მიერ ქუეყანისა კაცნი, ვითარცა ანგელოზნი, ცათა შინა მდგომარეან წინაშე ღმრთისა, სიხარულითა გამოუთქუმელითა ადიდებენ დამბადებელსა მათსა მარადის.
    13.     გიხაროდენ, ჵ ჯუარო საქებელო, შენ მიერ გათავისუფლდა ადამ წყევისა მისგან და მხიარული და განახლებული კუალად სამოთხედვე შევიდა და მოიღო პირველივე იგი ნეტარებაჲ.
    14.     გიხაროდენ, ძელო წმიდაო და წმიდამყოფელო ყოველთაო, რამეთუ შენ ზედა დამშჭუალვითა ძელისაჲთა სამებაჲ წმიდაჲ, სწორი ბუნებითა, ყოველსა ადგილსა იცნობა და ირწმუნა და იდიდა სამარადისოდ და უკუნისამდე.
    15.     გიხაროდენ, ჵ ჯუარო თაყუანის-საცემელო, რამეთუ შენ მიერ ყოველი სული, რომელსა ჰრწამს ქრისტჱ ჭეშმარიტებით, ცხომდების სამარადისოდ და უკუნისამდე.
    16.     გიხაროდენ, ძელო, ყოველთა მიერ აღმართებულო, რამეთუ შენ მიერ ყოველნი კეთილნი წარუვალნი მოცემულ არიან კაცთა ნათესავსა ჯერისაებრ.
    17.     აწ უკუე რავდენი ვთქუათ, ანუ რავდენი დავაკლოთ, ანუ ვითარ ვადიდოთ ძალი ჯუარისა დიდებულისაჲ?!
    18.     ეჰა, სახელი ჯუარისაჲ, რომელსა შინა დიდებულნი საიდუმლონი ღმრთისა მაცხოვრისანი დაფარულ არიან, ანგელოზთა პატივ არს და კაცთა დიდება.
    19.     რაჲ-მე უკუე იყოს უსაწადელჱს სახელსა ჯუარისასა, უტკბილჱს შჯულსა ქრისტჱანობისასა?
    20.     ანუ რაჲ-მე იყოს უფროჲს სასწაულთა მფლობელ ჯუარისა ჯუარსცუმულისაჲ?
    21.     ჯუარი ნიში არს ღმრთეებისა ძალისაჲ საკჳრველთმოქმედისაჲ.
    22.     ჯუარი სიხარული არს ანგელოზთაჲ და მწუხარებაჲ ეშმაკთაჲ.
    23.     ჯუარი სასუფეველი არს ეკლესიათაჲ და დამამჴობელი საკერპოთაჲ.
    24.     ჯუარი სანთელი არს ყოვლისა დაბადებულისაჲ და ნათელი სამარადისოჲ, ყოვლისა განმანათლებელი.
    25.     ჯუარი ზღუდე არს შეურყეველი და გოდოლი დაურღუეველი.
    26.     ჯუარი სინათლჱ არს მღდელთაჲ და შუენიერებაჲ ერისაჲ.
    27.     ჯუარი სიქადული არს მეფეთაჲ და ძლიერებაჲ მფლობელთაჲ.
    28.     ჯუარი საჭუველი არს ძლიერთაჲ და ფარი მებრძულთაჲ, უძლეველი ყოვლადვე.
    29.     ჯუარი ჭური არს მჴედართაჲ, შეუძრწუნებელი წინააღმდგომთაგან.
    30.     ჯუარი მცველი არს ქალაქთაჲ და მფარველი დაბნებისა ყოვლისაჲ.
    31.     ჯუარი სიხარული არს მორწმუნეთაჲ და მწუხარებაჲ ურწმუნოთაჲ.
    32.     ჯუარი წარმწყმედელი არს ეშმაკთაჲ და ყოველთა მორჩილთა მისთაჲ.
    33.     ჯუარი საშინელება არს მტერთა და განმაძლიერებელ მოყუარეთა.
    34.     ჯუარი განმდევნელ არს ეშმაკთა და მომწოდებელ ანგელოზთა.
    35.     ჯუარი სასოჲ არს ქრისტჱანეთაჲ და შემაძრწუნებელი უქრისტოჲთაჲ.
    36.     ჯუარი სიმტკიცჱ არს შჯულისაჲ და განმაქარვებელი წვალებისაჲ.
    37.     ჯუარი მკურნალი არს ჴელოვანი სულთა და ჴორცთაჲ.
    38.     ჯუარი ძალი არს უძლურთაჲ და ლხინებაჲ სნეულთაჲ.
    39.     ჯუარი ნავთსაყუდელი არს მენავეთაჲ და მაცხოვარ ღელვაგუემულთაჲ.
    40.     ჯუარი მშჳდობაჲ არს ზარგანჴდილთაჲ და სასოჲ განწირულთაჲ.
    41.     ჯუარი მცველი არს მტერთაგან და მფარველი მოძულეთაგან.
    42.     ჯუარი სიქადული არს მართლმადიდებელთაჲ და სატანჯველი მწვალებელთაჲ.
    43.     ჯუარი დამჴსნელი არს კერპთმსახურებისაჲ და შემწჱ კეთილადმსახურებისაჲ.
    44.     ჯუარი მოძღუარი არს უბიწოთაჲ და მასწავლელი შეცდომილთაჲ.
    45.     ჯუარი მცველი არს ქალწულთაჲ და სიმტკიცჱ მოსავთა მისთაჲ.
    46.     ჯუარი სიმჴნჱ არს მართალთაჲ და სინანული ცოდვილთაჲ.
    47.     ჯუარი სამკაული არს მონაზონთაჲ და შუენიერებაჲ კეთილად ცხორებულთაჲ.
    48.     ჯუარი მზრდელი არს ჩჩჳლთაჲ და თანამავალი ჭაპუკთაჲ.
    49.     ჯუარი სასოჲ არს ყრმათა და კუერთხი მოხუცებულთაჲ.
    50.     ჯუარი საფასჱ არს გლახაკთაჲ მოუკლებელი და მასწავლელი მდიდართაჲ დაუცადებელი.
    51.     ჯუარი გზაჲ არს შეცთომილთაჲ და მომაქცეველი წარწყმედულთაჲ.
    52.     ჯუარი განმსუენებელი არს მაშურალთაჲ და სიმტკიცჱ ძლიერთაჲ.
    53.     ჯუარი თანამავალი არს მორწმუნეთაჲ დღისი და მცველი ღმრთისმსახურთაჲ ღამე ყოლადვე.
    54.     ჯუარი წინამძღუარი არს მღჳძართაჲ და მფარველი მძინარეთაჲ.
    55.     ჯუარი გზაჲ არს საღმრთოჲ, მიმყვანებელი სამოთხედ.
    56.     ჯუარი ბეჭედი არს ღმრთისაჲ, სიქადული ქრისტჱს მორწმუნეთაჲ.
    57.     ჯუარი ტაბლაჲ არს მშიერთაჲ და განმაძღებელი ქრისტჱს მორწმუნეთაჲ.
    58.     ჯუარი წესი არს კეთილისაჲ წარმართთათჳს და ყოვლისა სოფლისაჲ სიმტკიცჱ სიბრძნისაჲ და სიღრმე და სიმაღლჱ დაწყნარებისაჲ.
    59.     აწ უკუე რავდენი ვთქუათ, ანუ რავდენი დავაცადოთ, ანუ ვითარ გადიდოთ შენ, ჯუარო პატიოსანო, ცხორებაშემოსილო?
    60.     რამეთუ შენ მხოლოჲ ყოველთა დაბადებულთაგან მეუფემან დიდებისამან გყო საჭურველად უძლვევად მტერთა მიმართ, ეშმაკთა და ცოდვისა და სიკუდილისა.
    61.     ამისთჳს ნეტარ ვართ ჩუენ ყოველნი, რომელნი ღირს-ვიქმნენით ხილვად დღესა მას წმიდასა გამოჩინებისა შენისა წმიდისასა.
    62.     შენ ხარ ქადაგებული წინაწარმეტყუელთაჲ.
    63.     შენდამი იხარებენ ყოვლადვე, ღაღადებენ ღმრთისა მიმართ და იტყჳან: „მოგუეც სასწაული მოშიშთა ყოველთა, რაჲთა განვერნეთ პირსა მშჳლდისასა“.
    64.     შენ ხარ სიქადული მოციქულთაჲ, რამეთუ იგი დაუცხრომელად ღაღადებენ წმიდასა შინა ეკლესიასა ქადაგებითა მათითა მხოლოჲთა, წმიდითა და იტყჳან: „ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა“.
    65.     შენ ხარ გჳრგჳნი მოწამეთაჲ, რომელთა ჯუარი აიღეს და მწრაფლ შეუდგეს თჳსსა უფალსა.
    66.     შენ ხარ სიქადული და სიხარული მათი, რომელნი მკჳდრ არიან მთათა და ქუაბთა და ნაპრალთა ქუეყანისათა სახელისათჳს ღმრთისა, რამეთუ მათ ჴორცნი მათნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და ტკვილით.
    67.     შენ ხარ მახლობელთა და შორიელთა დაწყნარებაჲ და განსუენებაჲ.
    68.     ეჰა, სიხარული ჯუარისამიერი, რომელი გამოუთქუმელ არს.
    69.     ეჰა, საიდუმლოჲ მისი, რომელი მიუწდომელ არს, და ვიტყჳ მეცა განკჳრვებით საყჳრსა თანა საღმრთოსა და ნესუტსა სულიერსა – წმიდასა პავლჱს მოციქულსა.
    70.     „ეჰა, სიღრმჱ და სიმდიდრჱ მრავალფერისა მის მიეცნიერებისა ღმრთისაჲ, რამეთუ სიბრძნენი მისნი გამოუთქუმელ არიან“.
    71.     ხისა მიერ ცხორებისა მოვკუედით და ძელისა მიერ სიკუდილისა ცხოველ ვიქმნენით, მადლისა ღმრთისა ვიჴსნენით, რომელი აურაცხელ არს.
    72.     ამისთჳს ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვყოთ დღე ესე დღჱსასწაულად სიხარულისა, „ჟამსა ყუავილისისა, კიდემდე საკურთხეველისა“.
    73.     ესე ჟამი არს ყუავილისაჲ, რომელნი უდბებით და დაძუელებით შებაყლებულ არიან ცოდვითა, აწ განახლებით და მოსწრაფებით შეიმკვნენ დიდებულად სიხარულად და განცხრომად მათ თანა, რომელნი განსცხრებიან დღესა ქორწილისასა, იხარებენ მხიარულებით ყოვლითა გულითა.
    74.     აწ მოვედით და მოვიღოთ ბრძანებისაებრ, და განვაგდოთ უდებებით დაჴსნაჲ გონებისა ჩუენისა და სრულ ვიქმნეთ მოჴსენებითა დღისა ამის სადიდებელისაჲთა დღჱსასწაულისა ცხოველსმყოფელის ჯუარისაჲთა.
    75.     წყალობითა და სარწმუნოვებითა, ვითარცა წიგნი იტყჳს, განვიბანნეთ ცოდვანი, და მოვიპოოთ კადნიერებაჲ და აღვიღოთ ნეჭთა ჩუენთა ზედა საჭურველი უძლეველი – ცხოველსმყოფელი ჯუარი,
    76.     რომელი ზეგარდამო შევიწყნარეთ დასაწყნარებელად, დასამშჳდებელად ყოვლისა რისხვისა და ღაღად-ვყოთ ღმრთისა მიმართ ჩუელებისაებრ გალობისა ანგელოზთაჲსა: „წმიდ არს უფალი, წმიდ არს ძლიერი, წმიდ არს“ უკუდავი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
    77.     ჵ წმიდაო სამებაო, მიუწდომელო და გარეშეუწერელო და გამოუთქუმელო, სწორო ბუნებითა და მოსაყდრბითა და ჟამითა და დიდებითა, შეგჳწყალენ ჩუენ, უღირსნი ესე, და შეგჳნდვენ შეცოდებანი ჩუენნი, და ნუ დაგუშჯი უშჯულოებათა ჩუენთათჳს.
    78.     და ნუ მარცხუენ კადნიერად წარმდებებისა ჩემისათჳს, რომელ-ესე ჴელ-ვყავ უდბებასა და უმეცრებასა შინა ჩემსა ნაკლული ესე ქებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ, არამედ შეიწირე, ვითარცა ხარკი თანამდები, უძლურის მოსესხისა ნაკლულები გარდაჴდილი და მიიღე შესხმაჲ ესე.
    79.     მსგავსი უძლურებისა ჩემისაჲ.
    80.     და მომეც მე მადლი, მსგავსი სახიერებისა შენისაჲ, და დაიცვენ ყოველნი მოსავნი სახლისა შენისა წმიდისანი და მოგუეც პოვნად წყალობაჲ და სახიერებაჲ შენი დღესა მას მიგებისა შენისასა სამართლად.
    81.     რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა შუენის, მამაო და ძეო და სულო წმიდაო, დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ უწინარჱს საუკუნეთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


38

    1.     38. თთუესა ივნისსა კდ. შობაჲ იოვანჱ ნათლისმცემელისაჲ.
    2.     ა. საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი, ჴსენებაჲ ელისაბეთისი
    3.     და იშვა იესუ ბეთლემს ჰურიასტანისას ორმეოცდამესამე წელსა აგჳსტოს კეისრისა.
    4.     და ეძიებდა მეფჱ იერუსალჱმისაჲ წარწყმედად.
    5.     მას ჟამსა მოიღო იოსებ ბრძანებაჲ ანგელოზისაგან – ზათო და მოელისა, რომელ გამოითარგმანების – ძალი ღმრთისა მაღლისაჲ, ვითარმედ: „წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ“, რომელი ყოცა ეგრე.
    6.     ხოლო იოსეფ წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და ივლტოდა ქუეყანად ეგჳპტედ.
    7.     და დაყო მუნ ათორმეტი თთუე კაცისა ვისთანამე ალფეაჲსა ღმრთისმოყუარისა.
    8.     ხოლო ჰეროდჱ ეძიებდა იესუს და არა პოვა იგი.
    9.     „განრისხნა ფრიად და უბრძანა მოწყუედაჲ ყრმათა ბჳთლემისათაჲ ორით წლითგან და უდარჱსი“.
    10.     მაშინ აღიქუა ელისაბეთ ძჱ თჳსი იოვანჱ და ივლტოდა მთად კერძო.
    11.     ხოლო ეროდე ეძიებდა იოვანესცა და არა პოვა იგი.
    12.     მაშინ მიავლინნა ჰეროდე მკლველნი ყრმათანი ზაქარიაჲსა, მამისა იოვანჱსა, და მიჰრქუა ესრჱთ: სადა არს ძჱ იგი შენი იოვანჱ?
    13.     ჰრქუა მათ ზაქარია: მე ესერა ვდგა მსახურებასა წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა, ხოლო ძჱ ჩემი სადა არს, მე არა ვიცი.
    14.     და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი ზაქარიაჲსა მეფე მას.
    15.     ხოლო იგი განრისხნა გულისწყრომითა და თქუა: აწ უკუე სამე მეფობდეს ძჱ იგი მისი ისრაჱლსა ზედა.
    16.     არამედ მოვედით მისა მერმეცა და გამოიწულილეთ კეთილად.
    17.     და უკუეთუ არა მოგცეს, ემთხჳენით მას.
    18.     ხოლო მსახურნი იგი მძლავრისანი მივიდეს ზაქარიასა და ჰრქუეს მას: სადა არს ძჱ იგი შენი?
    19.     მოგუეც ჩუენ ადრჱ, უკუეთუ არა მოგუცე ჩუენ იგი, ადრე დავსთხიოთ სისხლი შენი.
    20.     მაშინ ჰრქუა მათ ზაქარია: სისხლი სამე ჩემი დასთხიოთ ქუეყანასა ზედა, ხოლო სული ჩემი შეიწყროს უფალმან ცათა შინა.
    21.     და სცეს მასვე ღამესა წინაშე ბჭეთა მის ტაძრისათა.
    22.     ხოლო იგი მივიდა საკურთხეველად, იმუჴლნა და მუნ დასთხია სისხლი იგი თჳსი.
    23.     და დამტკნარდა სისხლი იგი მისი და იქმნა, ვითარცა ქვაჲ საწამებელად და დასარჩელად ჰროდესა.
    24.     ხოლო ხვალისაგან მოკრბა სიმრავლჱ იგი ერისა ტაძრად და ზაქარია არა გამოვიდა მსგავსად ჩუეულებისა მოკითხვად მათა.
    25.     დაყოვნებასა მას მისსა კადნიერ ვინმე იქმნა და შევიდა ტაძრად და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: ზარია მოიკლა.
    26.     და მაშინ წარდგა და იხილა სისხლი იგი დამტკნარებული, ხოლო გუამი მისი არა ჩნდა.
    27.     მაშინ გამოვიდა და უთხრა ერსა მას საქმე იგი და ეგლოვდა მას ყოველი ერი შჳდ დღე.
    28.     ხოლო სივლტოლასა მას ელისაფეთისსა მთად კერძო, რამეთუ დაეცა შიში დიდი ზედა და ჰგონებდა, რეცა თუ მდევართა მათგან ჰჰროდჱსთა შეპყრობილ არს, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: მთაო ღმრთისაო, დაიფარჱ დედაჲ შვილითურთ, რომელი უსამართლოდ ვიდევნები.
    29.     ხოლო ღმერთმან, კაცთმოყუარემან და ქველისმოქმედმან, რომელმან უწინარჱს თხოვისა განუმზადის და მოსცის, მოავლინა ანგელოზი თჳსი მთავარი და განაღო მთაჲ იგი და განუმზადა საყოფელი მართალთაჲ, და შევიდა მათ თანა, მთასა მას და დახჴშა გარჱმოჲს მთაჲ იგი.
    30.     და უბრძანა და გამოეცა წყალი ტკბილი და პური.
    31.     და მითა იზარდებოდა ელისაფეთ და იოვანჱ წოვდა ძუძუჲსაგან სძესა.
    32.     ხოლო ჰეროდეს ვითარცა ესმა, ვითარმედ ელისაბედ ივლტოდა უდაბნოდ, წარავლინნა მსახურნი ძიებად მისსა.
    33.     და მივიდეს ადგილსა, სადა განეღო მთაჲ იგი და დიდითა შრომითა ეძიებდეს მას და არა პოვეს, მოიქცჱს მუნვე ჰეროდეს.
    34.     და იყო მუნ იოჰანჱ ვითარ ორმეოც დღჱ ოდენ.
    35.     და მოვიდა უფალი ანგელოზითურთ ბეთლემს ჰურიასტანისასა და მივიდა ტაძრად ღმრთისა და უბრძანა ურიელ ანგელოზსა და მოიყვანჱს იოჰანჱ ღამჱ და მოვიდეს ურიცხჳთა ანგელოზითა ოთხნი ანგელოზთმთავარნი: მიქაელ და გაბრიელ, ჰურიელ და რაფაელ, რომელთა თანა იყო თჳთ უფალი.
    36.     და აღადგინა უფალმან გუამი იგი ზაქარიაჲსი მღდელისაჲ მის, რამეთუ შთაჰბერა მას სული ცხოველი და აღდგეს ყოველნი მსახურებად მისა.
    37.     და მაშინ უბრძანა უფალმან და გამოეცა სიწმიდეთა მათგან წყაროჲ უკუდავი და ნათელ-სცა უფალმან პირველად იოვანეს და მერმე მამასა მისსა ზაქარიას.
    38.     და ჴმა-ყვეს ანგელოზთმთავართა: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, რომელი ჰზი საყდართა ზედა დიდებისათა, რამეთუ ესე ბრძანებაჲ არს მამისაგან ნათლისა და ესე არს ბანაჲ ზეცისაჲ, მეორედ ზეგარდმო შობაჲ.
    39.     და მერმე თქუეს ყოველთა ამენი, და უბრძანა უფალმან ანგელოზთმთავართა და შემოსჱს გუამი ზაქარია მღდელისაჲ და დაჰმარხეს იგი მახლობელად ტაძარსა მას.
    40.     და მასვე ჟამსა შევიდა უფალი ეგჳპტედ ამბარეკითურთ და იოვანე ჰურიელითურთ უდაბნოდ, სადა იყო ელისაბედ.
    41.     და რამეთუ მწრაფლ იქმნა ერთსა ღამესა ესე ყოველი, რომელი ვთქუთ, და მასვე ღამესა იწყო იოჰანჱ სლვად და ხლდომად.
    42.     და იყო იოვანე ვითარ ცხრა თთჳს ოდენ.
    43.     და მაშინ ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან ელისაბეთს: განაყენე ყრმაჲ ეგე ძუძუჲსაგან და სძისა შენისა, რაჲთა არღარა წოვდეს.
    44.     არამედ იყავნ „საჭმელად მაგისა მკალი და თაფლი ველური“.
    45.     მკალი იგი, რომელ არს დანაკისკუდი, რამეთუ ზედა ნახეთქსა კლდისასა აღმოსცენდა დანაკისკუდი, სავსჱ ნაყოფითა, და ჟამსა ჭამისასა იოვანჱსა დადრკის ძჱ იგი.
    46.     თაფლ ველურ არს წყაროჲ იგი მცენარისა მისგან წყლისა, რამეთუ უნაყოფოსა ადგილსა ესევითარი სიტკბოებაჲ აღმოსცენდა – მისთჳს ეწოდა თაფლ ველურ.
    47.     და რაჟამს იყო იოვანე ათცამეტის თთჳს, ჰქრუა ანგელოზმან ელისაბედს: განვედ ამიერით, რამეთუ მოკუდა ჰეროდე.
    48.     და ესრევე სახედ მიეთხრა იოსებს – ეგჳპტედ.
    49.     და იყო მისლვასა მას ელისაბედისსა ანგელოზითურთ და იოვანჱთ უდაბნოჲსა მისგან მთისა, მოვიდა იოსებცა იესუჲს თანა ეგჳპტით.
    50.     და ოდეს ესმა იოსებს, რამეთუ არქელაოზ, ძჱ ჰეროდჱსი, მეფობს ნაცვალად მამისა თჳსისა, შეეშინა მას და ივლტოდა გალილეას.
    51.     და მივიდა იგი და დაემკჳდრა ნაზარეთს ქალაქსა.
    52.     ივლტოდა ელისაფეთცა და მივიდა მუნვე და შეიმთხჳნეს და მოიკითხნეს ურთიერთას ელისაბედ და მარიამ, იოვანჱ და იესუ.
    53.     ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წერილნი იგი პირველნი ყრმათა მათთჳს, რომელნი მოწყჳდნა ჰეროდე იესუჲსთჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა, მე და ყრმანი ჩემნი, რომელნი მომცნა მე უფალმან“.
    54.     და მერმე იტყჳს: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“.
    55.     და მერმე: „გალილეამან წარმართთამან – ერი, რომელი სხდა ბნელსა, ნათელი დიდი იხილეს“.
    56.     რამეთუ იოვანჱ მიეცა ხუთით თჳთ ანგელოზსა.
    57.     „და იყო იოვანჱსსა სამოსლად სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა“.
    58.     ამისთჳს რომელნი-იგი სოფლივ ვიდოდეს, დააყენნა იგინი საქმეთა მათთაგან.
    59.     და სხუაჲ სარტყელი და სამოსელი არა შეიმოსა, არამედ ვითარცა-იგი უფალსა ზეცითვე აქუნდა სამოსელი უკერველი.
    60.     და რაჟამს იყო ნეტარი იოვანჱ ათორმეტის წლის ოდენ, იპოვა არქელაოზ რომელსამე ბრალსა შინა და ივლტოდა იგი გალილეად.
    61.     და იყო ყოვლად, რავდენ მეფობდა არქელაოზ, ვითარ ცხრა წელ ოდენ.
    62.     და წარავლინეს მთავართა ისრაჱლისათა ეროდე ქალკიდონელი და ჰეროდე ოთხთა სამთავროთა მთავარი, რომელიცა დაჯდა მეფობდა იერუსალჱმს და ფილიპჱ, ძმაჲ მისი, და დევნეს მათ არქელაოზ.
    63.     და მისა შემდგომად დიდსა გულისთქუმასა შინა იყო ეროდე მეფჱ ეროდიაჲს მიმართ ფილიპჱს, ძმისა მისისა, ცოლისათჳს, და ცოდაცა მის თანა.
    64.     და მოიღეს წამალი ზოგად ორთავე და შეასუეს ფილიპჱს და მოკლჱს იგი და მიერითგან ცოლად შეირთო იგი ჰეროდე მეფემან.
    65.     მას ჟამსა წინა-აღუდგა იოვანჱ და ჰრქუა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, მეფე, ვითარმცა გესუა შენ ცოლად ცოლი ფილიპჱს, ძმისა შენისაჲ“.
    66.     ხოლო ჰეროდე შეიპყრა იგი მხილებისა მისთჳს და შესუა იგი საპყრობილესა და მისა შემდგომად გამოიყვანა იგი და განიკითხვიდა მას ანჯმნითა და ეტყოდა მას: შენ ვინ ხარ, რომელი მეფეთა განიკითხავ?
    67.     ანუ არა იცია, რამეთუ მეფეთა ზედა შჯული არა არს?
    68.     ხოლო იოვანჱ ჰრქუა მას: რად განრისხნები, ეროდეს, მხილებელო ჭეშმარიტებისაგან, არა იცია, რამეთუ მეფენი და დიდ-დიდნი და ძლიერნი ღმრთისაგან განშორებულ არიან?
    69.     და უბრძანა ეროდე ჯუარცუმაჲ მისი.
    70.     ხოლო იგი უფროჲს აყუედრებდა და ეტყოდა: მე დაღათუ სიკუდილსა მივეცე, არამედ უფროჲს და უაღრჱს ვჩნდე ყოველთასა, ხოლო შენ და ჰეროდია დაჰჴდეთ ქუესკნელთა თანა ქუეყანისათა.
    71.     მაშინ ფრიად დაწუხნა ეროდე, არამედ არავე უნდა მოკლვაჲ მისი, ხოლო ეროდია უფროჲს არა აცალებდა ეროდეს და შესუა იგი საპყრობილესავე.
    72.     და გულისხმა-ყო უფალმან იესუ ამის უწინარჱს, რამეთუ ვნებად მიეცემის იოვანე.
    73.     მოვიდა უფალი იესუ, რეცა თუ სხურებად და ნათელი მოიღო იოვანჱსგან, რომლისათჳსცა ჰკითხვიდა უფალი იესუ ჰურიათა მათ და ჰრქუა: „ნათლისცემაჲ იოვანჱსი ზეცით იყო, ანუ კაცთა მიერ“?
    74.     და ვერაჲ მიუგეს მას სიტყუაჲ, არამედ ჰრქუეს ესე: „არა უწყით“.
    75.     რამეთუ ვინაჲმცა უკუე შეუძლეს უწყებად მისი იგი ჴმაჲ სიწმიდისაჲ?
    76.     ხოლო იყვნეს უფალი იესუ და იოჰანჱ ოცდაათის წლის, რაჟამს ნათელ-იღო უფალმან იესუ იოვანჱსგან.
    77.     და რაჟამს ტაძრობისა პური ეყო ეროდჱს დღეთა შობისა მისისათაჲ, „როკვიდა ასული იგი ეროდიაჲსი წინაშე მისა და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი და ფიცით აღუთქუა მას ეროდე, რაჲთა ითხოვოს მისგან“.
    78.     მაშინ განლიგნებულმან ეროდია, ვითარცა ყრუმან და უტყუმან ასპიდმან, აბირა ასული იგი თჳსი, რაჲთამცა სთხოვა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ ლანკნასა ზედა.
    79.     და შევიდა ქალი იგი და ეტყოდა მეფესა მას მსგავსად სიტყუათა დედისათა.
    80.     „დაღათუ წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს თჳს და მეინაჴეთა უბრძანა მიცემად მას.
    81.     და წარავლინა ფროტონ ერისა კაცი და მოჰკუეთა თავი იოვანე ნათლისმცემელსა და მოათუა ეროდე მეფესა, და ეროდე მისცა ქალსა მას და მან მიართუა დედასა თჳსსა“ და მან მიიღო და მიუგდო ძაღლთა.
    82.     ხოლო ძაღლთა მათ თაყუანი-სცეს მას და ყოვლადვე არა მიეხნეს, არამედ სცვიდეს მას მყუვარ ჟამ.
    83.     მას ჟამსა ურიელ ანგელოზმან მოიყვანა ელისაბედი მოწაფეთა თანა იოვანჱსთა და ჰრქუა მას: დაჰმარხე ძჱ ეგე შენი მამისა თჳსისა თანა.
    84.     მაშინ მიუგო ელისაბედ და ჰრქუა: არა ვიცი, უფალო, საფლავი ქმრისა ჩემისაჲ.
    85.     მაშინ წარიყვანა მთავარანგელოზმან ელისაბედი და გუამიცა სანატრელისა იოვანჱსი.
    86.     „და მოწაფენი მისნი მოვიდის ტაძრად ღმრთისა და დამარხეს გუამი წმიდისა იოვანესი“ მახლობელად ზაქარიაჲსა, მამისა თჳსისა.
    87.     და მაშინ ჴმა იყო და თქუა: ნუ გეშინინ, ელისაბედ, რამეთუ აჰა ესერა ძიებად არს სისხლი მაგისი მკლველთაგან მისთა.
    88.     და იყო დღეთა ზამთრისათა, იმღეროდა ასული ეროდიაჲსი მახლობელად ჯურღმულსა, წყლითა სავსესა დაყინებულსა.
    89.     უძურა ფერჴთა მის ქალისათა და შთავარდა იგი ჯურღმულსა წყლითა სავსესა.
    90.     და დაითქა გუამი მის, ხოლო თავი ზე უჩნდა მყინვანრსა მას ზედა.
    91.     და მირბიოდეს მსახურნი იგი მისნი, რაჲთამცა აღმოიტაცეს იგი.
    92.     და ვითარ აღმოჰზიდეს მას, აღმოსთქდა თავი მისი.
    93.     მაშინ აღიღეს თავი მისი და მოართუეს ეროდიას.
    94.     ხოლო მან მიიღო და დაიდვა მუჴლთა თჳსთა ზედა და ტიროდა იგი მწარედ.
    95.     ხოლო სელმანა ეშმაკეულ იქმნა და ჰეროდიას დაეყვნეს თუალნი.
    96.     ხოლო ჰეროდე მეფჱ წყლითმანკიერ იქმნა და მატლთა შეჭამეს, და ესრჱთ წარვლო ამის ცხოვრებისაგან.
    97.     ხოლო გუამი მისი არა შეიწყნარა ქუეყანამან, არამედ შეჭამეს იგი მჴეცთა ქუეყანისათა და განჭრეს და მიმოდაყარეს მფრინველთა ცისათა.
    98.     ხოლო პირველი იგი ცოლი ეროდესი, რომელი დაუტევა ეროდიაჲსთჳს, მოვიდა, მოიღო საფასჱ დიდძალი და განუყო გლახაკთა და ევედრებოდა იგი ღმერთსა ძუალთა მათთჳს ჰეროდჱსთა, რაჲთამცა შეიწყნარა იგი ქუეყანამან.
    99.     ჵ სარჩელი სამართალი ღმრთისაჲ, რომელი მიეგო უფროჲს ყოველთა კაცთა!
    100.     ჵ დაფარული ზრახვაჲ და საშჯელი მართალთაჲ, რომელნი უსამართლოდ დაისაჯნეს!
    101.     ჵ წყალი მართალი უსამართლოჲსა სიკუდილისა შურისმეძიებელი და მკულელი უფროჲს მახჳლისა ორპირისა!
    102.     ესე ყოველი დავწერე მე, ერეპიოს, მოწაფისა მოწაფემან წმიდისა იოვანჱ ნათლისმცემელისამან.
    103.     და ყოველთა ძმათა და დათა, მორწმუნეთა წმიდისა სამებისათა, აღვასრულოთ საჴსენებელი წმიდისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისაჲ იოვანჱსი და ახლისა შჯულისა ქადაგისაჲ,
    104.     რომელმან-იგი „განმზადნა გზანა უფლისანი და წრფელ ყვნა ალაგნი ღმრთისა ჩუენისანი“ და აღასრულა სრბაჲ თჳსი თთუესა სურწყნისასა, მეშჳდესა დღესა, შაბათსა, რაჲთა ყოველნი ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


39

     1.     39. ბ. საკითხავი, უწყებაჲ ესე, ვითარ არს იესუ ნათესავი იოვანესი
    2.     თქუა იაკობ მოციქულმან, რომელ არს ძმაჲ უფლისაჲ ჴორციელად, ძჱ იოსებისი, შობილი სალომჱსგან,
    3.     ვითარმედ: მაშინ ესხნეს იოსებს ოთხ ძჱ: იაკობ და სიმონ, იუდა და იოვანჱ, და ორ ასულ ესხნეს ესრჱთ: და მართა სალომჱსგან, რომელ არს ასული ანგელოზისი, ძმისა ზაქარიაჲსი, რომელ არს მამაჲ იოვანეჱ ნათლისმცემელისაჲ და ესე სალომე არა ამქუმელი არს.
    4.     ესე სალომე და იოვანე ნათლისმცემელი ძმათა შვილნი არიან, ამქუმელი კუალად ბეთლემელი იყო და ესეცა ამქუმელი ეტომების ელისაბედს და ღმრთისმშობელსა მარიამს.
    5.     სამნი დანი იყვნეს ბეთლემელნი: დედაჲ წმიდისა მარიამისი და დედაჲ ელისაბედისი და დედაჲ სალომე ამქუმელისაჲ.
    6.     და მამასა მათსა ერქუა სახელი მათეოზ და მღდელთმოძღუარი იყო.
    7.     და დედასა მათსა ერქუა მარიამ მეფობასა კლეოპატრჱსსა, რომელი უწინარჱს ჰეროდჱსა იყო.
    8.     მაშინ შვნა ესე სამნი: მარიამის დედაჲ და ელისაბედის დედაჲ და სალომე აღმქუმელისა დედაჲ.
    9.     ამის გამო ქრისტჱ და იოვანე ნათლისმცემელი ტომნი არიან დედათა მათთაგან.
    10.     ვინაჲთ განკაცნა ქრისტჱ, ვიდრე მოგუთა მოსლვადმე – წელიწადი ორი და ოდეს ეგჳპტედ შთაიყვანჱს, ვიდრე ეროდჱს სიკუდიდმდე ძისა ანთიპატრჱსა – წელიწადი ორი.
    11.     და ვინაჲთგან მოიქცეს იოსებ და მარიამ და ქრისტჱ გალილეად და სიკუდიდმდე არქელაოზისა ძისა ეროდჱს – წელიწადი ცამეტი, წინა-დასცჳთეს ქრისტესა ქუაბსა მას შინა, სადა იშვა.
    12.     და იშვა იესუ მეფობასა ჰეროდჱსსა ოცდამეცამეტესა წელსა და მეორმეოცესა დღესა ტაძრად მიიყვანეს და მუნით გარჱს-გარჱ ნაზარეთა წარვიდეს და წელიწადისა მოქცევასა აღმოვიდიან იერუსალჱმდ, ვითარცა შჯულსა წერილ არს.
    13.     და აღმოიყვანა ელისაბედ წინამორბედი იოვანეცა მის თანა და აღასრულეს შჯული და წარვიდეს.
    14.     და მეორესა წელსა აღმოვიდეს იერუსალჱმდ და ბეთლემდ მივიდეს და თჳსთა ნათესავთა თანა-დაადგრჱს, სადა იყო დედაჲ იოვანჱსი ელისაბედ.
    15.     და მაშინღა მოვიდეს მოგუნი თაყუანისცემად.
    16.     და ეროდე მოკუდა ოცდამეჩუდმეტესა წელსა მეფობასა მისსა.
    17.     და არქელაოზ მეფობდა ცხრა წელ.
    18.     და იესუ იყო ცამეტის წლის ოდენ და იოვანე ნათლისმცემელი იყო ცამეტის წლის და ექუსის თვის ოდენ, ოდეს არქელაოზ მოკუდა და მეფობდა ძჱ მისი ეროდე, რომელსა ერქუა აგრიპა.
    19.     და მეფობასა მისსა მეთორმეტესა წელსა ოცდაათისა წლისამან ნათელ-იღო უფალმან იოვანჱსგან, რომელმან-იგი იცნა საშოსავე დედისა თჳსისისა და კრთომით აუწყებდა სიხარულსა მოსლვისა მისისასა.
    20.     და ქადაგებდა იესუ ერთ წელ და წინა არავინ აღუდგა, მეორესა ჰურიანი წინა-აღუდგეს მას, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე.


40

     1.     40. გ. საკითხავი, თქუმული ევსებისი, შობისათჳს იოვანჱ ძისა ელისაბედისა კირიელეისონ!
    2.     იყო სიტყუაჲ იოვანჱსა მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, ჴმაჲ ღაღადებისაჲ: „განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“.
    3.     აწ გითხარ შობისათჳს იესუჲსა, საყუარელნო, აწ იოვანჱს შობისათჳს და ნათლისღებისათჳსცა ვიწყოთ თხრობად ამიერითგან.
    4.     და ვისწავოთ სიტყუაჲ, თუ ვითარ მოვიდა ნათლისღებად იოვანჱსგან აწ რაოდენისა წლისა შემდგომად შობისა მისისა ქალწულისაგან,
    5.     რამეთუ ოცდაათის წლის ყოფილ უფალი ჩუენი, რაჟამს მოვიდა ნათლისღებად იოვანჱსგან, ნათელ-იღო და განწმიდნა სიმრავლჱ იგი წყალთაჲ და ყოველთა ცის კიდეთა სიწმიდჱ და ჴსნაჲ მოგუანიჭა.
    6.     და თჳთ გამოეცხადა სოფელსა, რამეთუ უწინარჱს ნათლისღებისა თჳსისა არცა სასწაული რაჲ ექმნა, არცა სოფელსა გამოცხადებულ იყო.
    7.     რამეთუ ოთხთა მათ მახარებელთა ეგრე გჳთხრეს ჩუენ, ვითარმედ შემდგომად ნათლისღებისა მისისა მაშინ იწყო ყოფად სასწაულთა და ნიშებსა შორის ერსა მას.
    8.     აწ რამეთუ ნათელ-იღო, არა თუ მას უჴმდა ნათლისღებაჲ, რამეთუ ცოდვაჲ მან არა ქმნა და არცა იპოვა პირსა მისსა ზაკუვაჲ, არამედ ჩუენთჳს ნათელ-იღო,
    9.     რაჲთა ჩუენ გუცეს ნათლისღებისა მის ნიჭი, რამეთუ წყალთა შინა დათრგუნა ეშმაკი და თავი მისი შემუსრა, ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: „შენ შეჰმუსრჱ თავები ვეშაპისაჲ წყალთა შინა და მიეც საჭმლად ერსა მას ჰინდოეთისასა“.
    10.     ვეშაპად თქუა გონებაგულარძნილი ეშმაკი, ხოლო წყლად თქუა იორდანისა იგი ნათლისღებაჲ, ხოლო ჰინდოდ – ჩუენ ესე, რომელ წარმართთაგანნი ვიყვენით და აწ მორწმუნენი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისა ვართ.
    11.     და რაჲსათჳს-მე ეთიოპელ თქუა?
    12.     რამეთუ უწინარჱს შობისა იოვანჱსისა და გამოსლვისა უფლისა და ნათლისღებისა მისისა შავ ვიყვენით და შიშავისათჳს ცოდვისა თქუა.
    13.     რამეთუ საჭმელად მოგუცა ჩუენ, არა თუ რაჲთა ვჭამოთ იგი, არამედ რაჲთა დავთრგუნოთ იგი ჴელითა ნათლისღებისაჲთა, რაჲთა იგი დასათრგუნველად ჩუენდა დაეცეს.
    14.     უკუეთუ ნათლისღებაჲ იგი უბიწოდ დავიცვეთ, ჴელმწიფე ვართ დათრგუნვად და შემუსრვად თავსა მის ვეშაპისასა.
    15.     იხილე ესეცა, ვითარ-იგი მოგუასწავა ჩუენ დატკებნად გუელი და ღრიანკალი და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, რამეთუ გუელსა მას ენასა თჳსსა აქუს გესლი, ხოლო ღრიანკალსა –ბოლოსა.
    16.     ესე თჳთ თავითგან ვიდრე ბოლოდმდე ჴელმწიფებაჲ მოგუცა ჩუენ, რაჲთა დავთრგუნოთ ყოველი ძალი მისი.
    17.     ამისთჳს ეტყჳს წინამორბედი ერსა: „ნაშობნი ასპიდისანო და იქედნისანო“, ამის ჯერისათჳს მოვიდა იორდანედ ნათლისღებად, რაჲთა დაჰჴსნეს ძალი იგი მტერისაჲ და გამოცხადებად თავისა თჳსისა, ვითარმედ იგი არს ძჱ ღმრთისაჲ.
    18.     რამეთუ ნათლისღებასა მას გულისხმა-ყო იოჰანე, ვითარმედ ესე არს ძჱ ღმრთისაჲ.
    19.     არა პირველ უმეცარ იყო ცნობად მისსა, რამეთუ საშოსაღა შინა ელისაფეთისსა იდვა ექუსისა თთჳსაჲ, მუცლით გამო თავყანის-სცა კრთუმით, არამედ ერისა მისთჳს წამა და თითითა უჩუენებდა და თქუა: „აჰა ესერა, მოვალს კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.
    20.     აწ რაჟამს მოვიდა იესუ ნათლისღებად, აყენებდა თავსა თჳსსა იოვანე, შიშითა და ძწოლით განკრთომილი ეტყოდა: „ჩემდა ჴამს ნათლისღებაჲ შენგან და შენ ჩემდა მოხუალა, უფალო?“
    21.     არა მიძლავს აღმართებად მიწისაგან ესე ჴელი ჩემი ზედა უკუდავსა მაგას თავსა შენსა, რამეთუ შენგან ძწიან ქერობინნი და სერაბინნი ვერ იკადრებენ შეახლებად და მოხედვად ნათელსა პირისა შენისასა.
    22.     ანგელოზნი მოხედვასა შენსა შეძრწუნდიან და ცანი შეიგრაგნნიან, ვითარცა წიგნისა ტყავნი.
    23.     მთანი კუმანედ, ბორცუნი იცვალებიედ, „ზღუამან იხილა და ივლტოდა“.
    24.     და ყოველი ძწის შენისა მაგისგან ძლიერებისა.
    25.     და ვითარ მე, მოკუდავმან, ნათელ-გცე შენ, უკუდავსა?
    26.     არამედ მიწისაგანსა ამას უჴმს მოძიებად და მოღებად შემოქმედისაგან, რამეთუ მოელის ერისაგანი ესე შარავანდედისაგან, და მონაჲ მოელის კუალსა შემწეობისასა.
    27.     და სანთელი ესე ბნდუნვარჱ წამიერ არს ზეთის მაგის აღგებად წყალობისა შენისაჲსა.
    28.     მეშინის მე, უფალო, და ვერ კადნიერ ვიქმნები უკუდავებასა მაგას დასხმად წყლისა, რამეთუ ჩემგან ჴამს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ.
    29.     ხოლო უფალმან რაჲ ჰრქუა მას: „მომიშუშე აწ, რამეთუ ესე წეს არს ჩემდა აღსრულებად ყოვლისა მის სამართალისა ღმრთისაჲსა“, რამეთუ მერმე გამოვეცხადო სოფელსა, ვინაჲ ვარ მე.
    30.     ამისთჳს ვიქადაგე წინა შენსა ყოველთა წინაწარმეტყუელთაგან, მოსჱსითგან და შენდამდე.
    31.     ამისთჳს ეხარა ზაქარიას, მამასა შენსა, და მიდგომილ იქმნა ელისაბედ შობისა შენისათჳს.
    32.     და ვთქუა: „არავინ ნაშობთაგანი დედათაჲსა იპოვა უმეტჱსი და უაღრჱსი უფროჲს იოვანჱსა“.
    33.     აწ შენ მავასხჱ მარჯუენჱ შენი, რაჲთა აღვასრულო ყოველი წესი.
    34.     ამისთჳს ჴორცნი შევისხენ და კაც ვიქმენ, რაჲთა აღვასრულო ყოვლითურთ სამართალი იგი უწინარჱს განკაცებისა ჩემისა.
    35.     ვითარცა ცისკარი განთიადისაჲ და ვითარცა მთიები წინა-წარმოგიძღუანე შენ განმზადებად გზათა სიმართლისათა ქადაგებითა სინანულისაჲთა.
    36.     ამისთჳს კაც ვიქმენ და კაცობრივითა ჴელითა ვიმსახურო და რაჲთა იორდანემანცა უშიშად შემიწყნაროს და კაცნიცა შეუძრწუნებელად მომეახლნენ მე, მომიშუ აწ ამას და რომელსა-ეგე ჩინებულ ხარ, ნუ დაჰმედგრდები ნათლისცემად ჩემდა.
    37.     რამეთუ არა წეს არს შენდა წამებაჲ ჩემთჳს, რაჲთა არა ეგონოს სოფელსა, რეცა თუ მომადლებისა ჩემისათჳს სთქუ ესე.
    38.     არამედ წეს არს მამისა ჩემისა მიერ წამებაჲ ჩემთჳს.
    39.     და ნუგეშინისმცემელი იგი მოვიდეს და მიერითგან განვეცხადო სოფელსა ამას, თუ ვინ ვარ მე და ამისა შემდგომად მიცნან მე ჩემთა მათ, საცნაურ ვიქმნე ჩემთა მათ მიერ.
    40.     მაშინღა ნათელ-სცა იორდანესა ზედა.
    41.     „ხოლო რაჟამს აღმოვიდოდა იგი წყლით, აჰა ესერა, სული წმიდაჲ მსგავსად ტრედისა გარდამოჴდა მის ზედა.
    42.     იყო ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მთნდა“.
    43.     მაშინ ეტყოდა იოვანე, რაჟამს აღმოვიდოდა იგი მიერ წყლით, რომელსა ეტყოდა ერსა მას და ჰრქუა: „აჰა კრავი ღმრთისაჲ, ამან აღიხუნეს ცოდვანი თქუენნი“.
    44.     და მამაჲ ზეგარდმო წამებდა და სული წმიდაჲ დაამტკიცებდა წამებასა მამისასა.
    45.     შესულებამან შეიპყრა ეშმაკი და ვერ დაუთმობდა, რამეთუ ვიდრე ნათლისღებისა მოსლვადმდე ვერ შემძლებელი იქმნა ცნობად ეშმაკი, თუ ვინ არს, არამედ ეგონა, ვითარმედ ერთი ვინმე კაცთაგანი არს.
    46.     რამეთუ იხილა იგი და იცოდა, ვითარმედ დედაკაცისაგან იშვა და ვერ გულისჴმა-ყო ზრახვაჲ იგი საიდუმლოჲ, ვითარმედ შეცოდებისაგან ევაჲსისა გამოგუეცხადა ქალწულისაგან, რაჲთა ნათესავი იგი დედათაჲ განათავისუფლოს.
    47.     არამედ რაჟამს იხილა ქალწულისა ძუძუთა მწოვარი და ეგონა, ვითარცა იოვანე წიაღთა ელისაფეთისთა, ეგრევე ხედვიდა მკლავთა ზედა წმიდისა მარიამისთა, გინა ვითარცა ერთი ყრმაჲ დედისაგან და მამისაგან შობილი.
    48.     აწ გულისხმა-ყო, ვითარმედ მისთჳს ქადაგებდეს ყოველნი წინაწარმეტყუელნი, განჴორციელებასა მას მისსა იტყოდეს.
    49.     ხოლო ამან იოვანე, დიდმან წინაწარმეტყუელთა შორის, იხილა იგი საშოჲთ საშოსა შინა და თაყუანის-სცა უსიტყუელად, მდუმრიად, რაჟამს მოიკითხვიდა მარიამ ელისაფეთს.
    50.     ამან მაშინვე გულისხმა-ყო მოსლვაჲ ქრისტჱსი და უქადაგა სინანული ყოველსა ერსა, ვითარმედ: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ქრისტჱსი სოფლად“.
    51.     ხოლო ეშმაკმან ვერ იცოდა, თუ ვინ არს, ვიდრემდის ესმა იოვანჱსგან: „აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.
    52.     ხოლო ქრისტემან, ვითარცა ფარაო და ძლიერებაჲ მისი დაათქა ზღუასა მას, ეგრეცა ესე საკჳრველებითა თჳსითა ჴელითა ნათლისღებისაჲთა შთაავლინა ცეცხლსა მას გეჰენიისასა საუკუნესა.
    53.     რამეთუ იხილა იგი წიაღთა მამისათა მჯდომარჱ და არა გულისხმა-ყო, ვითარმედ თჳთ იგი არს, რომელი-იგი ესაია წინაწარმეტყუელმან გუაუწყა ჩუენ.
    54.     რამეთუ იხილა იგი ზედა საყდართა მჯდომარჱ და სერაბინნი გარემოჲს მისსა ღაღადებდეს და იტყოდეს: „წმიდა არს უფალი საბაოთ.
    55.     სავსჱ არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა შენითა“.
    56.     ვინ იხილა იგი წიაღთა მამისათა განსუენებული და არა გულისხმა-ყო, ვითარმედ ცანი საყდარ არიან მისსა და ქუეყანაჲ კუარცხბეკი ფერჴთა მისთაჲ.
    57.     და გულისხმა-ყო, ვითარ-იგი დავით იტყოდა მისთჳს და თქუა, ვითარმედ: „რომელი ჰზი ზედა ქერობინთა, განცხადენ!“
    58.     არამედ იხილა იგი, რამეთუ ჰრულინ და დაეძინებინ და ჰგონებდა მისთჳს, ვითარმედ ვითარცა ერთი კაცი შეურაცხი ვინმე არს და დაიძინის და განიღჳძის ვიდრე ნათლისღებადმდე უფლისა.
    59.     გულგდებულ იყო ეშმაკი და ჰგონებდა, ვითარმედ ერთი ვინმე კაცთაგანი არს ესეო და ესრე თქუა: ესე ვიცი მარიამისგან შობილად და ნაზარეთს განზრდილ არს.
    60.     და მამაჲ მაგისი ხუროჲ ვიცი.
    61.     ვითარმედ იოვანჱს დედა ელისაბეთ ვიცი და მამად ზაქარია მღდელი იგი, რამეთუ მოკლეს იგი საკურთხეველსა ზედა ძიებასა იოვანჱსა, შვილისა მისისასა, იოსეფ და მარიამ ივლტოდეს ეგჳპტედ და ყრმაჲ იგი იესუ მათ თანა.
    62.     და ვერ მიხუდა მოსრვასა მას ყრმათა ბეთლემისათა.
    63.     ეგრევე ივლტოდა ელისაბედცა მკველთა მათგან და მეძიებელთა იოვანჱსთა.
    64.     და შეიწყნარა მთამან დედაჲ შვილითურთ და იზარდებოდა იგი უდაბნოსა ზედა მკლითა და თაფლითა.
    65.     ხოლო იესუ იზარდებოდა ეგჳპტეს ათორმეტ თთუე და მერმე აქა, ნაზარეთავე, აღმოვიდა იგი.
    66.     აწ ვითარ ესევითარნი მესმიან მისთჳს, ნუუკუე ესე იყოს, რომელი განმზადებულ არს ჴნად ისრაჱლისა.
    67.     ნუუკუე ესე არს, რომელი დასაბამითგან იყო სიტყუაჲ, რომელსა-იგი მე ურჩ ვექმენ და გარდამოვარდი ქუეყანად.
    68.     არა მრწამს, თუ ესე იგი არს, არა მრწამს, ვითარმედ, რომელმან-იგი კაცი შექნა ჴელითა თჳსითა, და მანმცა ჴორცნი კაცთანი შეისხნა?
    69.     რომელმან „ცანი გარდაართხნა“ და ვარსკულავითა შეამკო, იგი ესევითარითა ხატითა შეიმოსა?
    70.     უკუეთუმცა მეცნა, ვითარმედ ესევითარი ხატი შეიმოსად და ქუეყანად მოვიდეს, მემცა ქუეყანად არა გარდამოვრდომილ ვიყავ.
    71.     უკუეთუმცა მეცა, თუ ესთენ შემწე ექმნების მიწისაგანსა კაცსა, ყოვლადვემცა არა მეცთუნა ადამ.
    72.     მეგონა, ვითარმედ ვსუფევდე ნათესავსა ზედა კაცთასა და არა ვჰგონებდ, ვითარმედ იგინი უფლებდენ ჩემ ზედა.
    73.     ამას ესევითარსა განიზრახვიდა გონებასა და არა იცოდა, თუ იგი არს ძჱ ღმრთისაჲ.
    74.     არამედ მერმეცა ვთქუავე: იოვანჱ წინამორბედმან მოიღო მადლი რაჲმე და თქუა სიტყუაჲ ესე, მადლითა მით ნუგეშინის-სცემდა მას.
    75.     ხოლო ზეგარდამოჲსა მისგან ჴმისა შეშინებულ და შეძრწუნებულ ვარ.
    76.     და ჭეშმარიტ არს და უკუეთუ თავს-იდვა ძემან ღმრთისამან ქალწულისაგან შობაჲ, აწ დედათაგანცა დასათრგუნველ ვიქმნები და ვაჲ არს ჩემდა.
    77.     მინდა მისი მრავლითა გამოცდითა და ყოველთაგან ვიძლევი მე და უძლურ ვიქმენ.
    78.     მაშინ, ვითარცა იხილა უფალმან, ვითარმედ ფრიად ურცხჳნოებდა ეშმაკი, განაღო მცირედ ცნობაჲ ღმრთეებისაჲ, შეჰრისხნა მას და ჰრქუა: „მართლ-უკუნ-იქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“.
    79.     ამისთჳს განიცადა უფალი და დაუთმო ყოველთა განსაცდელთა, რაჲთა იგი შებურკილოს და ჩუენ გჳჴსნნეს განსაცდელთაგან ქრისტჱ იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


41

     1.     41. საკითხავი, თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ, შობისათჳს იოვანჱ ნათლისმცემელისა
    2.     ჯერ-არს ჩემდა დღეს სიტყუად სიტყუაჲ მოძღურებისაჲ, რომელსა შინა არს თარგმანებაჲ შობისათჳს წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისა, რომელ არს ჴმაჲ დაუდუმებელი უდაბნოჲსაჲ, ვითარცა-იგი თჳთ იტყჳს: მე ვარ „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა“.
    3.     ხოლო ჩუენ, რომლითამე პატივითა პატივ ვსცემდეთ წმიდასა ამას, რამეთუ მაიძულებს ჩუენ სიტყუად სახარებაჲ დიდებულისა მის შობისა მისისაჲ,
    4.     რომელი-იგი ვიდრე შობადმდე ქრისტესა ქადაგებდა და შობასა მისსა მოეცა საქმე სასწაულთაჲ და უდაბნოსა ღაღადებდა და სულისაჲ წმიდისა მიერ იზარდებოდა და იყო შუვამდგომელ შჯულისა და მადლისა მქადაგებელ სინანულისა და ნათლისმცემელ მაცხოვრისა.
    5.     რამეთუ რაჟამს-იგი მოვიდა მისა, იხილა სულისა წმიდისაჲ და ესმა ჴმაჲ მამისაჲ და გულისხმა-ყო წმიდაჲ სამებაჲ და წამა ჭეშმარიტი.
    6.     და უჩუენა კაცთა, რომლისათჳს წინაწარმეტყუელად აღასრულა უფროჲსობაჲ მისი და ასწავა ყოველსა საწრმუნოებაჲ ჭეშმარიტი და განაკრძალნა მეზუერენი და ცოდვილნი, რომელნი მოვიდოდეს ნათლისღ...
    7.     დაითმენდა პყრობილებასა მას მოსლვასა უფლისა თჳსისისა, არამედ მწრაფლ ენება გამოსლვაჲ, რაჲთა ახაროს მოსლვაჲ უფლისაჲ.
    8.     და თქუა: რომელი განჰჴსნის ყოველთა კრულებათა, ესერა მოვალს.
    9.     რაჲსათჳს ვიყო მე პყრობილ საპყრობილჱსა ამას შინა და ესერა უფალი მომავალ არს?
    10.     გამოვიდე და წინავე ვქადაგებდე და ვიტყოდე: „აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.
    11.     რაჲსათჳს განვაგრძვე თქუმული ესე ჩემი?
    12.     არამედ სიყუარულითა მის ყრმისაჲთა.
    13.     არამედ დავადუმო აწ ენაჲ ჩემი, კრთომილი ხლდომასა იოვანე ყრმისასა.
    14.     და ესრე კეთილ არს, რაჲთა წესიერად ვყო სიტყუაჲ მსგავსად ჟამისა.
    15.     და რაჲთა კმა-ვყო თქუმული ესე და მოუტეოთ ღმერთსა სიტყჳსა მის თარგმანებაჲ, რამეთუ იოვანე არა გამოსრულ არს პირველ შობისა,
    16.     არამედ მოელის ჟამსა წესიერებისასა და აუწყებს, ვითარმედ შემდგომად მისა მოვალს უფალი იესუ ქრისტჱ, რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის მარადის და.


42

     1.     42. თთუესა ივნისსა კდ. პეტრე მოციქულისაჲ და თთუესსა ივლისსა იდ. ელია და ელისისი წინაწარმეტყუელთაჲ.
    2.     ამას ორსავე დღესა ესე საკითხავი იკითხოთ – საკითხავი, თქუმული იოვანჱ ოქროპირისაჲ
    3.     მცირედ არიან ჩუენდა დღეს, რომელნი შემოვიდეს.
    4.     აწ რაჲ-მე არს იგი მიზეზი, რამეთუ საჴსენებელსა მოწამეთასა აღვასრულებთ და არავინ ჩუენ შეგუემთხჳა, არამედ განწვალებამან გზისამან უდებებასა შესთხინა, უფროჲს ხოლო არა თუ განწვალებამან გზისამან, არამედ უდედებამან იგინი შეაბრკულნა.
    5.     ვითარცა გულსმოდგინეთა მათ და მღჳძარეთა კადნიერებისა მის მათისათჳს, ეგრეცა უდებთაჲ მათ და უგბილთაჲ ყოველივე შესაძლებელ არს დაბრკოლებად.
    6.     მოწამეთა სისხლნი თჳსნი დასთხინეს ჭეშმარიტებისათჳს, ხოლო შენ მცირჱცა იგი გზაჲ ვერ ჴელ-გეწიფების დაპკოლებად?
    7.     მათ თავი თჳსი დადვეს ქრისტჱსთჳს, შენ გარეშე ქალაქსაცა შემთხუევაჲ არა გნებავს უფლისათჳს?
    8.     უფალი შენთჳს მოკუდა, შენ მისთჳს გცონის საჴსენებელი მოწამეთაჲ და შენ უდებ ხარ და დაჰბრკოლდები?
    9.     ჯერ-არს შენდა მოსლვად და ხილვად ეშმაკისა დაცემად მოწამეთა ძლით და ღმრთისა დიდებულად და ეკლესიათა გჳრგჳნოსნად.
    10.     ხოლო შენ ნუ ჰმიზეზობ და ესრე იტყჳ: ცოდვილ ვარ და ვერ ჴელ-მეწიფების შემთხუევად.
    11.     შენ, რამეთუ ცოდვილ ხარ, შეემთხჳე, რაჲთა მოტევებაჲ იგი შეიქმნეს და განჰმართლდე.
    12.     მართალ ხარ!
    13.     შეემთხჳე, რაჲთა არა განჰვარდე სიმართლისა შენისაგან.
    14.     ვინ-მე უკუე კაცთაგანი თჳნიერ ცოდვისა არს, მითხარ მე?
    15.     არამედ ამისთჳს შესაწირავი ლოცვაჲ და მარხვაჲ არს, რამეთუ მრავალ არიან წყლულებანი სულისანი და წამლნი მათთჳს იპოებიან და თითოეულად სულისათჳს ურთიერთას წამალნი შეიზავებიან.
    16.     გითქს ეკლესიაჲ, მსხუერპლისა შეწირვაჲ, ლოცვაჲ მამათაჲ სულისა განწმედისათჳს, ოხაჲ მარტჳლთაჲ საჴსენებლისათჳს, შეკრებაჲ წმიდათაჲ და სხუაჲცა ესემლევანი, რომელნი შემძლებელ არიან შენთა ცოდვათათჳს, ნუგეშინისცემად და სიმართლჱდ მოყვანებად.
    17.     ხოლო შენ არა მოხუალ თაყუანისცემად მოწამეთათჳს, ვინაჲ ჰპოვო შენდობაჲ ცოდვათაჲ.
    18.     მითხარ მე, რომელი არაჲ არს ძნელ შენ შორის?
    19.     და შენ დაპკოლდები მოწამეთა მიმართ ერთობასა მას, არამედ ზრუნვამან ჴორციელებისამან შეგიპყრა შენ უფროჲს.
    20.     ხოლო შენ საგმობელ ხარ, მცირჱ ჟამი ვერ მიავასხჱ ღმერთსა, რაჲთამცა მან თავადი დღჱ მოგცა.
    21.     იტყჳ: ცოდვილ ვარ და ვერ ჴელ-მეწიფების, რამეთუ ცოდვილ ხარ, მისთჳს შეგუალჱ.
    22.     ანუ არა უწყია, რამეთუ რომელნნი-იგი საკურთხეველსა შეყოფილ არიან, თჳთ იგინიცა ცოდვითა შემშჭუალულ არიან, რამეთუ ჴორცითავე შემოსილ არიან და სისხლითა შემტკიცებულ და ძუალითა შეძერწულ.
    23.     და ჩუენ თჳთ, რომელნი-ესე საყდართა ზედა ვსხედთ და ვასწავებთ, ცოდვითა შეთხზულ ვართ ურთიერთას.
    24.     ვესავთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, არა თუ წყალობას რასმე კაცთასა შეუდგთ, რამეთუ ყოველნივე კაც ვართ.
    25.     მითვე სახითა შეძერწულ ვართ და არა გარეწარ-ვჰყოფთ მოძღურებასა, არამედ ვითარცა ზღუდესა ვრცელსა ვხედთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, ეგრეცა თქუენ, ცოდვილნი, შემოგუალეთ.
    26.     არა ეგოდენ საგონებელ ხართ, რამეთუ მოძღურებასა ქუეშე ხართ.
    27.     ჩუენდა, ვითარცა დიდი პატივი, ეგრეცა უფროჲსი გმობაჲ.
    28.     სხუაჲ არს მოძღურებათა მათ ცოდვაჲ და სხუაჲ არს, რომელთა-იგი ასწვებენ.
    29.     არამედ არა გარას-ვჰყოფთ ამით.
    30.     არცაღათუ ვმიზეზობთ, სიმდაბლისათჳს უდებებასა შევარდებით.
    31.     და ესე ღმრთისა განგებითა შეემთხუევის მღდელთა და ესენიცა ცოდვასა შევარდებიან, და ისმინე, ვითარ: სადაღა მაძღართა და მღდელთა შესცოდეს, არა თუმცა შეცჳვეს ვნებასა ჴორციელებისასა, სხუათა კაცთათჳსმცა უწყალო იყვნეს,
    32.     არამცა შეუნდვეს, არამედ ამისთჳს მათცა მღდელთა ვნებაჲ იგი მონებისაჲ განუმზადა მთავართაცა, რაჲთამცა მათცა ევნო და სხუათათჳს შემნდობელ იქმნნეს.
    33.     რამეთუ მაშინდითგანვე ესრჱთ განაგო ღმერთმან, არა ხოლო აწ, არამედ ძუელითგანვე, რომელთაჲ ენება რწმუნებაჲ ეკლესიათა და ერისა მიტევებისათჳს შესთხინნა ცოდვასა, რაჲთა შინაგანთა მათ შეცოდებათათჳს კაცთმოყუარე იქმნენ სხუათათჳს.
    34.     უკუეთუმცა არა ცოდეს მათ არცაღა თუმცა ერთ შენდობაჲ რაჲ აქუნდა მოტევებად ცოდვილთათჳს.
    35.     და ყოველნიმცა განაშორნეს ეკლესიათაგან.
    36.     ხოლო მათცა, რამეთუ იგივე შეხუდა, არა თუ შეგუვებით ვიტყჳ, მოვიღო მითვე სახილველითა.
    37.     გარწმუნო თქუენ, პეტრჱსა იყო რწმუნებაჲ კლიტეთა მათ სასუფეველისათაჲ.
    38.     უფროჲს ხოლო ჰრწმენა და მოეცა მას კლიტე იგი ზეცისაჲ.
    39.     და მორწმუნე იყო იგი უფროჲს სხუათა მათ ერთა.
    40.     და ვითარ ეტყჳს მას უფალი: „რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რომელი განჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.
    41.     იყო სადამე მაშინ პეტრჱ ფიცხელ და კაც უწყალო, დაღათუმცა მას თანა შეცოდებაჲ არა აქუნდა, რაჲღამცა შეცოდება აქუნდა, რომელი-იგი ისწავებდეს მისგან, არამედ მისგანად განივაჭრების მადლი.
    42.     ცოდვასა რასმე იგი შეაგდო, რაჲთა რომლისაგანად-იგი მას ევნო, უკაცთმოყუარჱ ექმნეს სხუათათჳს და იგულე, ვის, უფალო, შევრდომად ცოდვასა?
    43.     პეტრჱს – თხემსა მას მოციქულთასა, საძირკუელსა მას შეურყეველსა?
    44.     კლდესა მას განუხეთქელსა?
    45.     მთავარსა მას ეკლესიათასა, საყუდელსა მას ულალველსა?
    46.     გოდოლსა მას შეუძრველსა?
    47.     პეტრე, რომელმან ჰრქუა ქრისტჱსა: „დაღათუ შენ თანა შემხუედეს სიკუდილი“.
    48.     პეტრე, რომელმან გამოცხადებაჲ იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით აღიარა, ვითარმედ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
    49.     ესე მოვიდა მას ღამესა, რომელსა მიეცა ქრისტჱ და წარდგა ნაკუერცხალსა ზედა და ტფებოდა.
    50.     მოვიდა ქალი ერთი და ჰრქუა: შენცა გუშინ მის კაცისა თანა იყავ.
    51.     ხოლო პეტრე ჰრქუა. „არა ვიცი კაცი იგი“.
    52.     ესე პეტრე? ესევე იყოა ყოვლად აღთქუმაჲ იგი შენი: „არა ვიცი კაცი ესე“?
    53.     რაჲსათჳს არცა გუემაჲ, არცა ტანჯვაჲ იხილე?
    54.     არამედ წრფელად მცირისა ქალისა სიტყუაჲ ისმინე, უვარებად მიიწიე. უვარ-ჰყოფა პეტრე?
    55.     არღა იხილე გუემაჲ, არცა ტანჯვაჲ, არცა წყლულებაჲ, არცაღათუ გულისწყრომაჲ, არცა მთავარი ვინ, არცაღა მახჳლი აღლესული, არცა განწყობილი წინა უკუმო,
    56.     არცაღათუ მეფენი მრისხანენი, არცა სიკუდილი მოლოდებული, არცაღა გაშინებდა ვინ, არცაღათუ ვინ საპყრობილჱსა, კლდისა და ზღუდისა გარდაკრვაჲ, არცაღა სხუაჲ ესევითარი რაჲ.
    57.     და მუნქუესვე უვარ-ჰყავ: „არა ვიცი ესე“.
    58.     მერმე კუალად ქალი იგი ეტყჳს: „შენცა გუშინ მის კაცისა თანა იყავ“.
    59.     ხოლო პეტრე ჰქრუა მას: „დედაკაცო, არა ვიცი, კაცი იგი ვინაჲ არს“, რომელი გეტყოდა, შენ უვარყავ, არავინ მაურვებელთაგან იყო, არამედ დედაკაცი იგი იყო.
    60.     არა თუ უფროჲსთა დედათაგანი, არამედ მეკარჱ გარეწარი, უნდოჲ, რომლისაჲ ერთიცა სიტყუაჲ არა შერაცხილ იყო.
    61.     იგი გეტყჳს და შენ უვარ-ჰყოფ, ჵ უნდოჲ საქჱ – ქალი!
    62.     პეტრეს ეგემლევანსა ერთი მეძავი მოუჴდა და პეტრჱს სარწმუნოებაჲ შეაძრწუნა.
    63.     პეტრჱ, სუეტი იგი მტკიცჱ, ვერ იტჳრთავს შეწამებასა მას ქალისასა, არამედ მან სიტყუაჲ ხოლო ჰრქუა და შეძრწუნდა, სიტყუაჲ ქალისაჲ შეუჴდა და სუეტი იგი იძრვოდა, სიმტკიცჱ იგი იურვოდა.
    64.     ვინ იხილე პეტრე და უვარებ? ქალი უნდოჲ, შეურაცხი, მეკარე.
    65.     ესემლევანი იხილე და უვარებ? აწ მესამედცა: „შენცა გიხილე გუშინ მის კაცისა თანა. ეგრეთვე უვარყო მესამედ“.
    66.     და მისა შემდგომად მოხედა ქრისტემან და მოაჴსენა მას სიტყუაჲ იგი.
    67.     იწყო მან ტირილად და სინანულად დგა ცოდვათათჳს.
    68.     ხოლო უფროჲსღა კაცთმოყუარებაჲ მიუტევნა ცოდვანი, უწყოდა, რამეთუ ვითარცა კაცი კაცობრივებასა დაადგრა.
    69.     არამედ, ვითარცა პირველად ვთქუთ, ამისთჳს ამას ესრჱთ შეემთხჳა და პეტრჱს ცოდვანი, რამეთუ მრავალი ერი მისგან მოძღურებად იყო და რწმუნებად, რაჲთა ნუუკუე უცოდველ იყომცა და თუალუხუავ და შეუნდობელ იყომცა ძმათა თჳსთა მიმართ.
    70.     შევარდა ცოდვასა, რაჲთა მოიჴსენოს თჳსი იგი ცოდვაჲ და უფლისა კაცთმოყუარჱბაჲ და მოყუასთა თჳსთა მოწყალე ექმნეს.
    71.     ამისთჳს ესრჱ ვთქუ, რამეთუ ჩუენცა, მღდელნი, რომელნი-ესე საყდართა ზედა ვსხედთ, ცოდვითა სავსე ვართ.
    72.     ამისგანად ანგელოზი არა დაადგინა მღდგლად, არცაღათუ ანგელოზთმთავარი.
    73.     უცოდველ არიან, რაჲთამცა ნუუკუე ცოდვილნი ერისაგანნი მეყსეულად კრცხიალებითა განხეთქნეს.
    74.     აწ კაცი კაცთაგანი სარწმუნო იქმნნეს ამათ საყდართა ზედა და ესეცა გულისთქუმითა ცოდვისაჲთა შეკრულნი, რაჲთა, რაჟამს იხილოს თუ ვინმე შეცოდვებულთაგანი, მოიჴსენნეს თჳსნი იგი ცოდვანი და კაჱთმოყუარე ექმნეს მათ ანგელოზი.
    75.     თუმცა იყო მღდელ და თუმცა ვინმე აპყრა სიძვასა ზედა, მეყსეულადმცა მოკლა იგი, მლევანსა ვნებასა ქუეშე არა არიან?
    76.     ანგელოზსა თუმცა მოიღო ესე ჴელმწიფებაჲ, არამცა ასწავებდეს, არამედ მეყსეულადმცა მოკლა, რომელი არა დაემორჩილებოდა ამისთჳს, რამეთუ იგინი არა მლევან არიან, არამედ მისგანადცა კაცი,
    77.     რაჲთა მოეგონენ ცოდვანი იგი თჳსნი და გამოცდილებითა მით შემნდობელ იქმნნენ შეცოდებულთა მათთჳს და არა დააცუდნენ რისხვისაგან ეკლესიანი.
    78.     ამისთჳსცა პეტრჱს სიმტკიცესა მას ზედა დავყოვნეთ და მცირითა მით სიტყჳთა სხუასა პირსა ვერ მოვედ.
    79.     შემოვიღოთ აწ ელიაცა წინაწარმეტყუელი ესე დიდი, ქუეყანისა იგი ანგელოზი და ზეცისა კაცი, რომელი-იგი ქუეყანასა ზედა ვიდოდა და ცათა შინა გალობდა,
    80.     რომელი სამით წყრთით ქუე ვიდოდა და მუნვე აღფინდა სხეულთა მათ ცისათა, წყალთა საუნჯესა, რომლისაჲ-იგი ენაჲ საუნჯე ექმნა წყალთათჳს და შეკრნა ცანი, რომელი-იგი გლახაკ და მდიდარ, რომელი-იგი უცებ და მეცნიერ.
    81.     გლახაკ მით, რამეთუ უფროჲსი იგი მოეგო ღმრთისა სიყუარული.
    82.     მდიდარ მით, რამეთუ ღრუბელნი ცისანი ენითა ეპყრნეს და იგიცა თუალ-უხუავე იყო ცოდვილთათჳს.
    83.     ესრჱთ ილოცა წჳმისათჳს არა მიცემად ქუეყანისა და თქუა: „ცხოველ არს უფალი, იყოს თუ წჳმაჲ.
    84.     გინა თუ პირისაგან ჩემისა“ რასა ჰზამ, ელია, რასა გამოაცხადებ?
    85.     ილოცე ოდენ უფლისა მიმართ და ესრჱთ აღსრულეს სიტყუაჲ შენი: „ცხოველ არს უფალი.
    86.     იყოს თუ წჳმაჲ, გარნა პირისა ჩემისაგან“.
    87.     სადა არიან მწვალებელნი, რომელნი იტყჳან, ძჱ ილოცავსო.
    88.     უბადრუკო და ურცხჳნოო, ელია განცხადნების და ძჱ ილოცავსო?
    89.     მონაჲ ბრძანებს და უფალი ევედრებისა?
    90.     ელიაჲს ოდენცა არა მიანიჭოა პატივი?
    91.     და არა გნებავს ვითარცა მონისაჲ, ეგრჱცა უფლისაჲ მინიჭებად პატივი და არა ჰლოცავს, არცაღათუ ევედრების, არამედ სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ დავდვა და ცაჲ დავჰშა.
    92.     ილოცე, ელია!
    93.     არამედ რასა იტყჳს ელია, ვიცი, ჩემი უფალი, რამეთუ ისმინოს ჩემი, შურით ამას იქმს ელია.
    94.     ახალი საქმე იხილჱ, ელია, უფალი შემნდობელად და მონაჲ მძლედ?
    95.     რამეთუ ელიამან მრავლითა შურითა ესე საქმე ქმნა: ჰხედვიდა უჯეროსა საქმესა, ჰხედვიდა უკეთურებასა მრავლითა განცხადებითა, განსცხრებოდა ყოვლადვე ღამესა და ეპყრა სოფელი და ღრუბელი იყო პირად-პირადად და აჩრდილობდა.
    96.     ყოველნივე სცთებოდეს სოფლისა დაქცევასა არა თუ წყლისა დაქცევითა, არამედ ბილწებითა.
    97.     მეცნიერებაჲ იდევნებოდა და უკეთურებაჲ დაიმკჳრებდა და ჰაერნი შეიგინებოდეს, მზჱ იკუმეოდა, ქუეყანაჲ შეიგინებოდა, ცაჲ შეიბილწებოდა, დაბადებული ყოველი კერპთმსახურებისაგან სულთ-ითქუმიდა, ვითარცა ღამესა შინა ყოველნი ვიდოდეს და არა ხედვიდეს დაბადებულად.
    98.     ჰხედვიდეს ქვათა და ღმრთად თაყუანის-სცემდეს, ხეთა ხედვიდეს მსგავსად ესრჱთვე და ეგრე ჰგონებდეს დამბადებელად, ხედვიდეს დაბადებულთა, თაყუანის-სცემდეს ელიას.
    99.     ხოლო აქუნდა სანთელი იგი ჭეშმარიტებისაჲ, ვითარცა თხემსა მთისასა. ჯდა სიბრძნითა თჳსითა.
    100.     აქუნდა მას სანთელი, ხოლო არა საგუნებელ იყო ბრძანებაჲ ამისთჳს, რამეთუ შესულებულ იყვნეს იგინი და კერპთმსახურებასა დაეპყრნეს.
    101.     ბორგდა, რეცა თუ განთქდებოდა და განიხერხებოდა, სიტყუასა იტყოდა და არავინ ისმენდა, ჰლოცვიდა და არავინ ერჩდა.
    102.     მაშინღა შურითა აღიძრა და უნდა მათი განსწავლაჲ, რაჲთა სიყმილითა ოდენ მოისრვოდიან და დამბადებელისა მიმართ მოიქცენ ლოცვითა, რაჲთა სიყმილი იგი ძალ ექმნეს ცხორებასა.
    103.     თქუა: ვერარაჲ შესაძლებელ არს ამათა განსწავლად, გარნა სიყმილითა, რაჲთა ვინაჲვე კერძო იწრო იყოს და ყოველთა დამბადებელისა მიმართ მოიქცენ.
    104.     აწ რაჲ-მე ცხოველ არს უფალი, იყოს თუ წჳმაჲ?
    105.     გარნა პირითა ჩემითა გამოჴდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ და მეყსეულად ჰაერნი იცვალნეს და ცაჲ განრვალდა.
    106.     არა თუ წესი ცვალა, არამედ საქმეთა მისთა აღჳრასხნა.
    107.     მეყსეულად საწესონი ცვალნა.
    108.     შევარდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ ქიმთა ქუეყანისათა, ვითარცა სიცხჱ ძლიერი, და ყოველივე მეყსეულად განჴმა, ყოველივე აღოჴრდებოდა და განირყნებოდა, მწუანენი განჴმებოდეს ხენი და ნერგნი, ნაყოფიერნი და უნაყოფონი ველისანი და ზღჳს კიდისანი,
    109.     ყოველივე მეყსეულად განჴმებოდა, ყოვლისავე სულიერისა ჰასაკი განირყუნებოდაჲ, ჟამი იყო ყრმათაჲ, ტირილ დედათაჲ, განვრდომაჲ იყო მრავალი ერთითა მით სიტყჳთა წინაწარმეტყუელთაჲსა.
    110.     და იხილე რავდენი ქმნა: მრავალნი მოწყდებოდეს მჴეცნი და პირუტყუნი, შვილნი და მამანი, საცხოვარნი და მფრინველნი და ყოველივე, რაჲ იყო სოფელსა შინა, ყოველივე დაინთქმებოდა და უნასი ყოველთავე ეწეოდა ქუეყანასა.
    111.     არავინ განერინებოდა, არამედ ყოველივე ურწმუნოებითა მოისრვოდა.
    112.     ხენი განჴმებოდეს, ნერგნი, წყარონი და მდინარენი და ყოველივე სოფელი წარწყმდებოდა და დაქცევაჲ შეემთხუეოდა, ურწმუნოებაჲ, რამეთუ ცაჲ შეკრულ იყო და ყოველივე მოწყდებოდა გულისწყრომითა მით ელიაჲსითა და არარაჲ ჰშჭირდა ელიას რომლისაჲვე, რამეთუ შურითა დამთრვალ იყო.
    113.     ყოველივე უზრდელითა ჰასაკითა მოწყდებოდა.
    114.     ჵ რასა ვზამ, ელია, ჭაბუკთა თუ შეგცოდეს, ყრმათა რაჲ გიყვეს?
    115.     აცადე, განისწავლნენ! კაცთა თუ ცოდეს, პირუტყვნი რაჲსაღა მოისრვიან?
    116.     ესევითარი უწყალობაჲ შეიმოსჱ დე მებრვე ვისი არა გჭირსა?
    117.     არა ცოლი გივის, არცა შვილნი, არცაღა გჭირს რაჲ მათი წარწყმედაჲ?
    118.     რასა ეტყჳს მას ღმერთი: „მიგუალე შენ მდინარესა მას ქორალისასა და უბრძანო ყორანსა, რაჲთა გზრდიდეს შენ მუნ“.
    119.     მერმე კუალად ვთქუავე ურცხჳნოთა ჰურიათაჲ და წარმოვიხუნე შუვა ყანას, რამეთუ შჯული შჯულსა გარდააქცვეს, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არამედ უკეთურება.
    120.     იგი აჩრდილ, ხოლო ესე ჭეშმარიტება, იგი სახჱ, ხოლო ესე საქმე, რომელსა-იგი ჰმსახურებ ელიას, რომელსა ელია მოსლვად, რომლისათჳსცა-იგი დიდი გაქუეს სიტყუაჲ და წინაწარმეტყუელად მას ჰხადი.
    121.     ესე ვითარ ყორნისაგან იზარდებოდა?
    122.     რამეთუ ყორანი შჯულსა შინა არაწმიდა არს და შჯულმან ეგრევე გუაუწყა არაწმიდებაჲ ყორნისაჲ.
    123.     ვითარ იზარდებოდა წინაწარმეტყუელი არაწმიდისაგან?
    124.     უკუეთუ შჯული ყორანსა არაწმიდად იტყჳს, უკუე რომელი იზარდებოდა მისგან, იგიცა არავე წმიდა იყო?
    125.     არამედ მოსპე ეგე, არა ეგე არს!
    126.     რამეთუ ელია ყორნისაგან იზარდებოდა, არარაჲ არს არაწმიდა ღმრთისა დაბადებული.
    127.     მაშინღა მერმე, რამეთუ მრავალი ჟამი წარჴდა და მდინარე იგი დაჰჴმა, ეტყჳს ღმერთი: „აღდეგ და წარგუალჱ გამოზრდად სარეფთად სიდონიაჲსა, და უბრძანო მუნ ქურივსა, რაჲთა გამოგზარდოს შენ“.
    128.     ამას სარგებელისათჳს ჰყოფდა, რამეთუ ელია არა უწყოდა, რაჲ-იგი იქმნებოდა ერთისა მის ადგილსა ჯდომითა.
    129.     არა ჰხედვიდა უნასსა მას სოფლისასა, ვითარ განჴმებოდა ყოველი:
    130.     ვითარ წყარონი, ვითარ ტბანი, ვითარ მდინარენი, ვითარ ნერგნი, ხენი ნაყოფიერნი, და უნაყოფონი, ნაყოფთა იგი მოსპოლვაჲ, მფრინველთაჲ და სხუათა მრავალთაჲ, ყრმათაჲ სიკუდილი, დედათა გოდებაჲ, სოფლისაჲ იგი დაქცევაჲ.
    131.     აღადგინა იგი ღმერთმან, უბრძანა ურვისა მას ქუეყანასა მისლვაჲ მიერვე სიდონდმდე, რაჲთამცა ესრჱთ იხილა ელია საქმე იგი, ევედრა უფალსა თჳსსა და მო-მცა-სცა წჳმაჲ.
    132.     ამისთჳს წარმოავლინა შორსა გზასა, არა თუ ვერ შემძლებელ იყო იგი მისა მუნ გამოზრდად, არამედ რაჲთამცა აჩუენა მას მოსრვაჲ იგი სოფლისაჲ.
    133.     ვინ უწყის, ევედრამცა წჳმისათჳს, ჴელ-ეწიფებოდა თჳნიერ მისაცა მოცემად.
    134.     არამედ არა უნდა გინებაჲ მონისაჲ.
    135.     ბოროტი იგი მისგან იყო, ხოლო კეთილი ღმრთისაგან.
    136.     არამედ ელოდა მონისა მის ვედრებასა, ხოლო იგი ესრჱთ არავე ევედრა.
    137.     არამედ უგუნურებაჲ რაჲმე მოიღო და ესრჱთ ვიდოდა გზასა მას და უწყალოებაჲ შეიმოსა და რომელივე სიტყუაჲ არა შეჰრაცხა, ვითარცა წეღან ვთქუ: შურითა მთრვალ იყო.
    138.     რაჲსა განიზრახჱ, ელია?
    139.     რაჲსათჳს ეგოდენი კაცთათჳს უწყალოებაჲ შეიმოსჱ?
    140.     ელოდეღა წუთ და იმხილო შენ ცოდვისაგან.
    141.     რომელნი-იგი ცოდვასა შინა დამჳდრებულ არიან, მათთჳს კბოდე იქმენ, ცაჲ შეჰკარ და ქუეყანასა აღჳრ-ასხენ და სრბაჲ იგი სახეთაჲ მათ შეიპყარ.
    142.     და არა გნებავს ლოცვაჲ, რომელი-ესე იქმნების?
    143.     ელოდე წუთ ერთ და შენცა გემხილოს და შენცა ცოდვასა შეჰვარდე და კაცთმოყუარებასა მიევედრო უფლისაგან, რაჲთა შენცა უკაცთმოყუარე იყო მოყუასთათჳს.
    144.     დღეს ამისთჳს გამოვჴედ მე სიტყუათა, რამეთუ არა ანგელოზი მღდელ ყო, არამედ კაცი.
    145.     რაჲთა არა უცოდველთა მათგან ცოდვილნი მოისრნენ.
    146.     უკუეთუმცა ანგელოზი იყო უცოდველი, ცოდვილნიმცა გუემნა ამისთჳს, არა ანგელოზი, რაჲთა ვცნათ თჳსთა მით გუემითა თჳსთა ტომთაჲ.
    147.     ამისგანად მიცნობიეს თჳსთაჲ მათ, რომელთა ეგულებოდა მრავლისა ერისა რწმუნებად.
    148.     მიუშუნა ცოდვასა შევრდომად, რაჲთა ამისა შემდგომად, რომლისაგან-იგი ევნო მათ, კაცთმოყუარჱ იქმნნენ.
    149.     პეტრეცა წარმოვადგინე, რამეთუ ესევე საქმე შეხუედა ცოდვისაჲ, ინანდა და აჴოცნა ცოდვანი თჳსნი ღმრთისა კაცთმოყუარებითა.
    150.     კუალად ელიაჲსა მოვიდეთ, რამეთუ ღმერთსა უნდა კაცთმოყუარებაჲ და მოცემად წჳმაჲ არამედ ითხოვდა ლოცვასა მონისაგან.
    151.     აწ რაჲ-მე წარჰჴდა ელია ყოველსა მას გზასა და მოვიდა სარეფთად სიდონიაჲსსა და იხილა ქურივი ჩხირთა მკრებალი?
    152.     აწ იხილა ელიაჲსიცა სიბრძნის სიყუარული და სარწმუნოებაჲ და სათნოებაჲ და სიმჴნე.
    153.     არცაღათუ ჰრქუა ღმერთსა: ვისა მიმავლინებ?
    154.     ესოდენ შემაურვებ მე და უკუანაჲსკნელ სიყმილსა ქურივსა მიმავლინებ?
    155.     არა-მე არანა მდიდარნი კაცნი, რომელთამცა შემიძლეს შიმშილსა ამას ნუგეშინისცემად?
    156.     აწ უკუე ესოდენ გზაჲ მოვლჱ და ქურივისა თანა ვიყოა მასვე ჭირსა შინა?
    157.     და არა ხოლო ქურივ, არამედ გლახაკცა იყო.
    158.     გულისხმა-ყავ, ვითარ არარაჲ ესევითარი თქუა, რამეთუ გული მიეპყრო თჳსსა უფალსა, რომელმან-იგი უძლურთაგან ძალი ქმნის, მიგუალე სარეფთად სიდონიაჲსი.
    159.     და ესერა ქურივი კრებს ჩხირთა, რაჲსა-მე ისწრაფე ელია?
    160.     რაჲსა მიჰრბი ქურივი?
    161.     იხილენ პირველად ბჭენი იგი სიგლახაკისანი და ნუ ჴშირად იკითხავ სიმკოდვესა მისსა.
    162.     ვითარ შეხუალ, ელია, ხედავ ჩხირთა კრებს და შენ საზრდელსა ითხოვ მისგან.
    163.     არამედ წინდად აქუნდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, მივიდა და რაჲ ჰრქუა?
    164.     „მომეც მე მცირედ წყალი, რაჲთა ვსუა“.
    165.     იგულე სიბრძნჱ ელიაჲსი.
    166.     არა მეყსეულად უფროჲსი ითხოვა, არამედ უმცირჱსი.
    167.     არა თქუა: მეც მე პური, არამედ: მასუ მე წყალი.
    168.     პირველად წყალსა სთხოვს.
    169.     ესრე განიზრახა, თუ პოვოს წყალი, უკუე პურიცა პოვის.
    170.     – მომართუ მე მცირედ წყალი!
    171.     მივიდა ქურივი იგი და მოართუა.
    172.     მაშინღა იკადრა და თქუა ელია: „მომართუ მე პური და ვჭამო“.
    173.     ხოლო მან ჰქრუა: „ცხოველ არს უფალი, მიც თუ რაჲ მე, არამედ მცირედ ზეთი საზეთესა და ფქვილი საფქვილესა, რომელი-ეგე შევქმნე, ვჭამოთ მე და შვილთა ჩემთა და მოვწყდეთ.
    174.     რასა ეტყჳს ელია? „მიგუალჱ, მიქმენ ყურბეული, პირველად მე ვჭამო, ამისსა შემდგომად ქმენ შვილთა შენთათჳს და ჭამონ“.
    175.     რასა ჰზამ, ელია? საზრდელსა ითხოვ, რაჲსაღა მარტოდ?
    176.     რამეთუ არა მადლიერ გეყოს, შვილთა თანაღა არა ჰჭამე?
    177.     შენ გნებავს გამოზრდაჲ და შვილთა შეშთობაჲ.
    178.     არა მნებავს შეშთობაჲ, არამედ უფლისასა ვხედავ კაცთმოყუარებასა.
    179.     ეგრეცა ქურივმან მან არა გულსა მოიჴადა, არცაღათუ აკუმოლდა, არცაღათუ ჰრქუა, ვითარმედ: შენ ხარ, რომელმან სიყმილი ესე შეჰქმენ და სიყმილითა მით აქა ჴორცთა ჩუენთა განყურნად მოხუედ.
    180.     არცაღათუ ეგრე ჰრქუა: ესოდენსა სოფელსა თანა-წარმოჰჴედ და ჩემდა მოხუედ, სიყმილითა განჰჴრწნა ყრმათა ჩემთა.
    181.     შენ გეკითხვენ ესე გუასინებაჲ.
    182.     აბრაჰამის ცოლმანცა: შევიდა, ესე სიტყუაჲ ყო ვითარცა-იგი ელიაჲსი, და გინათუ იგულო აბრაჰამის ცოლისა ქურივისაჲ მის უმჯობეს სტუმრისა მოყუარებაჲ?
    183.     იგი მდიდარი იყო და ისტუმრნა ანგელოზნი, ხოლო ესე სიკუდილსა და ცხოვრებასა ზედა იდგა და ისტუმრა წინაწარმეტყუელი.
    184.     და არს საკჳრველ, რამეთუ ნაწლევნი თჳსნი შეურაცხ-ყვნა და სტუმართმოყუარებასა პატივ-სცა, ნაწლევნი თჳსნი განსთხინა და წინაწარმეტყუელი შეიწყნარა ყოვლადვე.
    185.     მრავალთა მათ შვილთა სიმრავლჱ შექმნა განზრახვითა მით ქურივისაჲთა. შვილნი იგი დაწყჳდნა.
    186.     ხოლო კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა ცხომდეს და განმტკიცნეს.
    187.     არა უწყი, ვითარ ვაქებდეთ ქურივსა მას, რამეთუ შვილნი შეურაცხ-ყვნა და სტუმართმოყუარებაჲ შეიწყნარა?
    188.     ვითარ ნაწლევთათჳს არა იურვოდა?
    189.     ვითარ საშოჲ არა ეცვალებოდა?
    190.     ვითარ წელნი არა დაჰჴსნდეს?
    191.     ხედვიდაღა ყოველთა შვილთა მისთა სიყმილისაგან მოსრვად, არამედ ყოველთა უმაღლჱსი ქმნა და წინაწარმეტყუელი ისტუმრა.
    192.     ოდეს მიიღო წინაწარმეტყუელმან და ჭამა, მაშინღა მისაგებელსა მისცემს.
    193.     დასთესა ქურივმან მან სტუმართმოყრობაჲ და მეყსეულად თავწარსხმული მოიღო ქველისსაქმჱ.
    194.     აწ რაჲ-მე იტყჳს: „ცხოველ არს უფალი“?
    195.     „ჭურჭელსა მას საფქვილჱსა არა მოაკლდეს და ამპოლსა მას საზეთესა არა მოაკლდეს“.
    196.     და იქმნა მარჯუენე მის ქურივისაჲ საწნეხელ და მარცხენჱ კალო და მჭელეული შუენიერი ნაყოფთაჲ მოიღო.
    197.     და სიტყჳთა წინაწარმეტყუელისაჲთა იზარდებოდა ქურივი იგი.
    198.     საწნეხელ და კალო იქმნა სახლი ქურივისაჲ მის, არცა ცუარ, არცა წჳმა, არცა არე, არცა ზაფხულ, არცა მკა, არცა სიცხე, არცა ჭირ, არცა ჟამ, არამედ მარტოდ ხოლო სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ შეჴდა და უშურველად ცხომდებოდა ქურივი იგი.
    199.     მაშინღა მიერ… წარემართა სიტყუად აქაბ მეფისა.
    200.     აწ გითხრა მისი განგებულებაჲცა და, ღმრთისა მადლსა, რომელ აქუნდა კაცთმოყუარებაჲ, რასა იტყჳს აქაბ: „შენ ხარ, რომელმან დააქციე ისრაჱლი“.
    201.     ხოლო მან ჰრქუა: „არამედ შენ და სახლი მამისა შენისაჲ, მერმე ოდეს ჯდა მთასა ზედა“, მოვიდა მისა ერგასისთავი და ჰრქუა: კაცო ღმრთისაო, გარდამოჴედ, მეფჱ გიწესს შენ.
    202.     და ჰრქუა: უკუეთუ მე კაცი ღმრთისაჲ ვარ, გარდამოჴედინ ცეცხლი და აღგჴოცენინ თქუენ.
    203.     მერმე კუალად სხუაჲ ერგასისთავი: კაცო ღმრთისაო, გარდამოჴედ, მეფესა უჴმ.
    204.     და რაჲ ჰრქუა მას ელია: უკუეთუ მე კაცი ღმრთისაჲ ვარი, გარდამოჴედინ ნაკუერცხალი და აღგჴოცენინ შენ და ერგასისი შენი.
    205.     მერმე კუალად მოვიდა იგი კრებულსა შოვრის ლოცვად, მოუწოდა ქურუმთა მათ და ჰრქუა მათ: ვილოცოთ!
    206.     და მოიყვანნა ქურუმნი იგი სირცხჳლისანი – ბაალისნი და ჰრქუა: „შექმენით თქუენი იგი შესაწირავი თჳსა და მე თჳსა.
    207.     დასხთ შეშაჲ და ერთი იგი ზუარაკი და ცეცხლსა ნუ დასდებთ, და ეგრეცა მე ვყო.
    208.     და ჰხადეთ სახელსა ღმრთისა თქუენისასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა და იყავნ, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, იგი იყავნ ჭეშმარიტ ღმერთ“.
    209.     მაშინღა ყვეს ქურუმთა მათ ბაალისთა შესაწირავი და იწყეს ხადად ბაალისა.
    210.     ხოლო რაჟამს მრავალი მსახურებაჲ ყვესს, და არავინ იყო მსმენელი, რამეთუ არა იყო ჴმა, არცაღა სმენა.
    211.     მაშინ ელოდა ელია სულგრძელად მსახურებასა მათსა.
    212.     მაშინღა იხილა, რამეთუ ფრიად იყო მათი დაჭრაჲ და არავინ იყო მსმენელი.
    213.     „ჰბასრობს მათ და ეტყჳს: ღაღატ-ყავთ დიდად, ნუუკუე სძინავს ღმერთსა თქუენსა“.
    214.     მაშინღა მეექუსესა ჟამსა – დაუტევეთ მსახურებაჲ ეგე.
    215.     და მე ვილოცო შექმნა შესაწირავი და.
    216.     შექმნა შესაწირავი და თქუა: მომართჳთ მე წყალი და დავასხა გარემოჲს საკურთხეველსა ამას!
    217.     და თქუა მეორედ: მომართჳთ მე! და მეორედ მოართუეს.
    218.     და მესამედ: მომართჳთ მე! და მესამედ მოართუეს.
    219.     აწ იხილჱ, რაჲსათჳს იქმს წინაწარმეტყუელი ელია, რამეთუ თჳსი იგი სახჱმცა მაცთურთა მათ ჭეშმარიტებასა დასდვეს, ვითარცა მეძავთა დედათა ყვიან, უსწრიან და აზნაურთა დედათა მეძავ ჰრქჳნ, რაჲთამცა არავინ ჰრქუა, ვითარ-იგი არიან გინებულ.
    220.     ეგრეცა ელია განიზრახავს: რაჲსათჳს სხუაჲ ვთქუა?
    221.     მე თჳთ ვხედევდ, რამეთუ შესაწირავთ მათ ქურუმთა ქუეშე კერძო ჴურელი არს და კუალად უკუთხრილ არიან ქუეშე კერძო გამოუჩინებელად.
    222.     და შთაჴდიან საცთურის მოქმედნი უკუნთხრილსა მას და ეგრჱთ ჴურელსა მას ცეცხლი იგი ამოღმართ არმოჰბერიან შესაწირავსა მას და მრავალნი აცთუნნიან.
    223.     ეგრე ჰგონებედ ზეცისა ცეცხლსა მას, რაჲთამცა ელიაჲსა ნუ ეგრე შეეჭუდეს, ვქმნე, ვითარცა ვიცი, რაჲთა სადაცა ჴურელი იყოს, წყალმან ამხილოს უნებელად.
    224.     სად ქუეს ჴურელი იპოვოს, წყალი ვერ დაადგრჱს, არამედ დაჴდეს.
    225.     შექმნა საკურთხეველი, ილოცავს და იტყჳს: უფალო, ისმინე ჩემი დღეს.
    226.     ცეცხლითა ისმინე ჩემი, ვითარცა ისმინე წყლისაჲ, ეგრეცა ცეცხლითა.
    227.     გიხილჱ წინამძღურად სახჱ იგი და „მუნქუესვე მეყსეულად ცეცხლი გარდამოჴდა და შეჭამა შესაწირავი იგი“.
    228.     და აწ რასა ეტყჳს მეფესა: შეიპყრენ ქურუმნი იგი სირცხჳლისანი და მოწყჳდენ იგინი!
    229.     და ესმა ესე იაზაბელს, ცოლსა აქაბისსა, საქმჱ იგი და მიავლინა ელიაჲსა.
    230.     ესე მიყვედ ღმერთთა მათ ჩემთა და ესე დამირთედ, უკუეთუ არა ხვალე დავდვა სული შენი, ვითარცა ერთი მათ მძორთაგანი.
    231.     სადა ხარ, ელია? ესოდენი იგი და ესემლევანი შრომასა მიჩუენებს, რამეთუ ცოდვასა შევარდა.
    232.     გითხრობ ცოდვასა და არა შევასმენ მართალსა მას, არამედ შენდა სიმტკიცჱ და ცხორება, განუვაჭრებ, რაჟამს იხილნა იგი შეცოდებულად და არა განვრდომილად თავით თჳსით, არამედ ღმრთისა კაცთმოყუარებასა შემთხუევად, ეგრეცა შენ, ოდეს შესცოდო, უმეტჱსად ესევდ ცხოვრებასა.
    233.     ესე მიყვედ მე ღმერთთა ჩემთა და ესე დამირთედ, უკუეთუ არა დავდვა თავი შენი, ვითარცა ერთისა მისგანისა ქურუმისაჲ.
    234.     და ესმა ელიას და ივლტოდა იგი გზასა ორმეოც დღჱ.
    235.     ჵ ბრძანებაჲ, ჵ სიმედგრჱ, გულგანრინებული დედაკაცისა სიტყუაჲ ესმა და ორმეოცისა დღისა გზასა გულგანრინებით ივლტის.
    236.     არა თუ ერთით დღით, არცა ორით, არცაღათუ სამით, არამედ სიტყუაჲ დედაკაცისაჲ შეჴდა, წინაწარმეტყუელისა გული განერა და არა უწყოდა, რასა იქმოდა ესოდენსა მას სივლტოლასა.
    237.     და მოვიდოდა და ჰრქუა მას ღმერთმან: რასა ჰზამ აქა, ელია?
    238.     შენ ხარ, რომელმან ცანი შეჰკრენ და ცუართა აღჳრ-ასხენ: ჰაერთა უბრძანე და ცეცხლსა ზეგარდამო მოუწოდე.
    239.     რომელმან მოსწყჳდენ ქურუმნი, რომელმან არქუ მეფესა აქაბს: „შენ ხარ, რომელმან დააქციე ისრაჱლი და სახლმან მამისა შენისამან“.
    240.     რომელმან სთქუ: იყოს თუ წჳმაჲ, გარნა პირითა ჩემითა.
    241.     რომელმან სახლი ქურივისაჲ მის კალოდ დამჭლეულად შეჰქმენ, რომელმან ღრუბელთა უბრძანე, მეძვისაჲ გესმა და ივლტოდე.
    242.     და ერთსა დედაკაცსა ტყუედ შენ წარჰყავდ, ორნივე იგი თავნი ქალაქისანი დედათაგან იმხილნეს.
    243.     პეტრეს ქალისაგან შეეშინა, ელიას – იაზაბელისგან, ესევითარსა შეცჳვ ეს ცოდვასა.
    244.     და ივლტოდა ელია გზასა ორმეოც დღჱ.
    245.     სადა არს შური იგი შენი, ოდეს იტყოდე: „ცხოველ არს უფალო, იყოს თუ წჳმაჲ, გარნა თუ პირითა ჩემითა“?
    246.     რაჟამს აქაბს მეფესა ამხილებდ, ოდეს ცეცხლი იგი გარდამოიღე, ესოდენი ჰქმენ და ერთისა დედაკაცი სიტყუაჲსა ვერ დაუთმე ამისგანად, ოდეს-იგი არა გენება უფლისა თჳსისა ვედრებაჲ, რაჲთამცა მოსცა წჳმაჲ ქუეყანასა, გეტყოდე შენ: მევედრებოდე.
    247.     ჴელ-ეწიფებოდა თჳნიერ შენსაცა წჳმისა მოცემად, არამედ არა ინება, ნუუკუემცა გიძნდა შენ ესრჱთ კეთილი, რამეთუ იქმოდა ელია საქმესა უწყალოებისასა სავსებით.
    248.     ხოლო ღმერთმან უწყოდა, რამეთუ ყოვლისა შემოქმედ არს დამბადებელი და ყოველთათჳს იღუწის.
    249.     უნდა მოდრეკად უწყალობისა შენისათჳს და შენ მასვე ზედა ეგე.
    250.     გეტყოდა შენ: მე უწყი უნასი იგი მათი, მე უწყნი ტირილნი იგი მათნი დედათანი, უწყნი ჟივილნი იგი ყრმათანი.
    251.     ვხედავ ქუეყანასა, რომელმან შევქმენ, რამთუ განირყუნების და მნებავს კაცთმოყუარებაჲ, ხოლო არა მნებავს შეგინებაჲ.
    252.     თჳნიერ შენსამცა მოავლინე წჳმაჲ, არამედ ნუუკუემცა უნასი იგი შენ გეჩემა, ხოლო კეთილსა ზედამცა უცხო იქმენ, არამედ პატივ-სცემ.
    253.     იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ხოლო მონისა ნებაჲ სძლევს, რამეთუ მას ყოვლადვე ეგონა თავი თჳსი შეუცოდებელად.
    254.     ხოლო აწ დაიპყრობს იგიცა ცოდვასა შევდომად ღმრთისა მიშუებითა, რაჲთა ვითარცა კაცთმოყუარებასა შეემთხჳა ამისთჳს, რაჲთა იგიცა კაცთათჳს არა უწყალო იყოს, ივლტის გზასა ორმეოც დღჱ.
    255.     ელია, სადა არიან სიტყუანი იგი მისნი?
    256.     ჰნებავს ჩუენებად ღმერთსა, რამეთუ რაჟამს იქმოდა იგი ამას, არა თუ იგი იქმოდა, არამედ ღმრთისა ძალი.
    257.     და იხილე, რაჲ-იგი ყო, ოდეს ღმერთი შეეწეოდა: მეფენიცა შემოუცჳოდეს, მთავარნიცა და ერიცა.
    258.     ოდეს ღმერთი განუდგა, დედაკაცისაგან ზარ-ჰჴდა, დაუტევა ღმერთი და ემხილა სახჱ და ივლტოდა ელია გზასა ორმეოც დღჱ.
    259.     მივიდა და დაიძინა ადგილსა ერთსა და მოვიდა მისა ღმერთი, უფალი მონისა განმგებელი და კაცთმოყუარე.
    260.     და რასა ეტყჳს, უწყოდ, რამეთუ მუნქუჱს იყო.
    261.     არამედ ჰკითხვიდა ეგრე: რასა იქმ აქა, ელია?
    262.     ანუ რასა ჰზამ აქა, ალია?
    263.     გულისხმა-უყოფდა სივლტოლა მას, რომლისაგან ივლტოდა.
    264.     სადა არს სიცხადჱ იგი შენი, რაჲთა გულისხმა-ჰყო, ნუღარამცა არს კადნიერ.
    265.     რასა ჰზამ აქა, ელია, ანუ რაჲსათჳს, ელია?
    266.     ხოლო აწ მიუგებს ელია, სხუაჲ ედვა გულსა და ეტყოდა სხუასა: „უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს და საკთხეველნი შენნი დაარღჳნეს.
    267.     მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა“.
    268.     რასა ეტყჳს ღმერთი?
    269.     მეყსეულად ამხილებს მას და ეტყჳს: არა თუ ამისთჳს ივლტოდე, ელია.
    270.     არა ხოლო თუ შენ მარტოჲ ხარ, რომელმან არა თაყუანის-ეც ბაალსა.
    271.     მაშინღა მოიღებდა, ამხილებდა მას: შჳდ ათასი კაცი დაუტევე თავისა ჩემისათჳს, რომელთა არა მიუდრიკეს თავი ბაალსა.
    272.     ამხილა მას, რამეთუ: არა ამისთჳს ივლტოდე, არამედ შიშისა მისგან დედაკაცისა წარმოხუედ.
    273.     და ერთისა დედაკაცისაგან ესემლევანი და ესოდენი ელია განძებულად და მეტად შექმნა, და რაჲთა ისწაო, ელია, რაჟამს საკჳრველებასა მას იქმოდე, ნუ თავისა თჳსისათჳს აღიწერ, არამედ ღმრთისა ძალითა.
    274.     იხილა, ოდეს დაუტევა მადლმან, იხილა სახჱ, გზასა ივლტოდა ელია ორმეოც დღჱ.
    275.     ჵ შიშო ზარჴდილო, ჵ სიმედგრეო გულგანრინებულო.
    276.     არა თუ ერთ დღჱ, არცა ორ დღჱ, არცაღათუ სამ დღჱ, არამედ ორმეოც დღჱ უდაბნოდ განიწია.
    277.     საზრდელი არაჲ აქუნდა, არცა საგზალ, არამედ იურვოდა შიშითა და არაჲ შეჰრაცხა ესევითარი, არამედ უდაბნოსა ვიდოდა.
    278.     ეკუეთა სიტყუაჲ იგი დედაკაცისაჲ წინაწარმეტყუელსა მას, ვითარცა ქარი სასტიკი, და ფოლოცსა გარდაიტაცა, სადა არს, ელია, სიცხადე იგი შენი?
    279.     სადა არს პირი საშინელი, რომელსა ვითარცა სადევითა ღრუბელნი გეპყრნეს, საუნჯე იგი წჳმათაჲ, რომელთა ორ კერძოვე უბრძანებდ, ოდესმე ღრუბელნი ცისანი შეჰკრინე, რაჟამს ცეცხლი ზეცით გარდამოიღე საკურთხეველსა ზედა.
    280.     არამედ ვითარცა-იგი პირველად ვთქუთ, მადლისაგან ჰყოფდა ამას ყოველსა, რომელი შეეწეოდა, რომლისაგან კუალად ემხილების ღმრთისაგან.
    281.     იმხილე, ვითარ მცირესა მას ცოდვასა მიუშუა შევრდომად, რაჲთა ყოვლადვე უყუარულობისაჲ იგი სამოსელი განსძარცოს.
    282.     აწ, ელია, განისწავლე და იყავ კაცთმოყუარე, ვითარცა-იგი უფალი შენი, რომლითა განისწავლე, რომლისაგან გევნო, უფლისა შენისაგან, იხილე, ვითარ მისცნა ღმერთმან მცირესა ცოდვასა სუეტნი იგი მტკიცენი, რაჲთამცა ნუუკუე უცოდვილებითა მათითა ეკლესიაჲსაგან დაბრკოლნეს.
    283.     აწ რაჟამს იხილონ ვინ ცოდვილი და თუ უნდეს არა შეწყნარებაჲ, თავისა თჳსისაჲ მოიჴსენონ ცოდვაჲ, და თავისა თჳსისაჲ მოიჴსენონ კაცთმოყუარებაჲ, რომელი-იგი უფლისაგან მათ შეემთხჳა.
    284.     ამას ვიტყჳ, არა თუ მართალსა მას შევასმენ, არამედ თქუენსა მას გზასა ცხორებისასა განვამტკიცებ, რაჲთა რაჟამს შესცოდოთ, ნუ განაგდებთ თავთა თქუენთა ცხორებისაგან, მოიჴსენეთ შეცოდებაჲ იგი მართალთაჲ და პატივისა მათისა არა დამცირებაჲ,
    285.     რამეთუ ვთქუთ პირველად მათი იგი სათნოებაჲ და მაშინღა შემოვიღეთ მათთჳს უნდოჲ იგი ცოდვაჲ.
    286.     დაღათუ იყო ცოდვილ, ნუვე დააკლდები შესლვად ეკლესიასა.
    287.     მართალღათუ იყო, ნუვე დააკლდები, რაჲთა ზღუდედ გედგას წერილთაგან მეცნიერებაჲ და ნუ დაგავიწყდებინ სასუფელი ზეცისაჲ და კეთილი იგი, რომელ განგჳმზადა ჩუენ ღმერთმან.
    288.     რამეთუ დიდებაჲ ერთბამად მამისა და ძისა და ყოვლადვე წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


43

     1.     43. დღესა ვარდობასა წამებაჲ ათენაგე მღდელთმოძღურისაჲ, ჰპოვო მოწამეთა შინა.
    2.     პირველ იკითხო: ა. საკითხავი მოციქულთაჲ, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა სებერიანე გაბალოვნელ ეპისკოპოსისაჲ, მოციქულთა საჴსენებელი
    3.     გუშინდელი იგი სიტყუაჲ თუალსაღა გუამისასა სანთლად იტყოდა.
    4.     დამაკჳრვა ჩუენ, შუენიებასა მას ბუნებისასა გჳთხრობდა და მეცნიერებასა ჴელოვანთმოძღუარსა დაჰკჳრდებოდა, რამეთუ რაჟამს ბუნებაჲ იგი გამოითარგმანებინ, შემოქმედი იგი იდიდებინ, და რაჟამს ქმნული იქის, შემოქმედისაჲ მის თავისსაყოფელ არნ.
    5.     და ვიდრე ამას ვიტყოდეთ, მწუხრისა იგი მსახურებისა წესი მოიწია.
    6.     ვიდრე-იგი თუალსა გუამისასა სანთლად ვიტყოდეთ, მუნქუჱსვე ნათელი იგი სამწუხროჲ სამსახურებელად ეკლესიისა წარმოჩნდა, და მათვე სანთელთა თანა მესამედ სანთლისაჲ მის საღმრთოჲთ კერძოჲსაჲ შჯულისაჲ დაერთო.
    7.     პირველსა ამას სანთელსა გუამისასა თჳთ მაცხოვრისა მისგან აქუს წამებაჲ, რამეთუ თქუა: სანთელი გუამისაჲ თუალი არს და რომელი-იგი ცეცხლისაგან სამსახურებელად აღინთის, ყოველთა საცნაურ არს.
    8.     და მესამჱ იგი სანთელი დავითისგან ითარგმანების, რამეთუ თქუა: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა სიტყუაჲ შენი, უფალო, და ნათელ ალაგთა ჩემთა“.
    9.     ხოლო ჩუენდა მომართ დღეს დიდებულისა ამის მოძღურებამან ახლისა სახარებისა სანთელი გჳჩუენა ჩუენ, სანთელი, რომელ არა მზისა მსგავს არს,
    10.     არამედ მზესა მას სიმართლისასა გჳთხრობს ჩუენ, ვითარმედ მოვიდა ქრისტჱ ნათლისღებად, იოვანე სცემდა არა თუ თჳსისა თავისა ჴელმწიფებითა, არამედ ღმრთისა ბრძანებასა ჰმონა.
    11.     და ყოველთა მაცხოვარსა და განმანათლებელსა და უფალსა კაცი ერთი, რომელი თჳთ ნათლისღებასა წადიერ იყო, ნათელ-სცემდა, და არა თუ წარმდებად რაჲ თავით თჳსით, არამედ ბრძანებასა მას დაემორჩილა.
    12.     იოვანე სანთელ ითქუმის, რომელსა პირველისა მის შჯულისაჲ წმიდათა სახჱ აქუნდა, და ვითარცა სახედ შჯული იგი ჰურიათაჲ სანთლად ითქუმოდა, ეგრეცა რჩულისა მის მყოფელნი სანთლად ითქუმოდეს.
    13.     ისმინჱ, გლოცავ: იოვანე – სანთელ, რამეთუ რჩული იგი და წინაწარმეტყუელი იოვანჱსამდე.
    14.     დავით – სანთელ, რამეთუ რაჟამს მოხუცებულებასა იყო, აყენებდეს მოხუცებულნი იგი ერისანი განსალვად ღუაწლსა მას.
    15.     ყოველთა ჴმაჲ აეღო და ეტყოდეს: ნუ განხუალ ღუაწლსა მაგას და ნუ დაშრეტ სანთელსა მაგას ისრაჱლისასა.
    16.     დავით – სანთელ, იოვანე – სანთელ, ხოლო ვინაჲთგან გამოჩნდა ნათელი იგი ჭეშმარიტი და მზჱ იგი სიმართლისაჲ, და გამოუტევნა ბრწყინვალებანი იგი სიწმიდისანი ზეცით, და რომელნი ამას ნათელსა შინა მჴნდენ, უფროჲს და უმეტჱს წარემატნენ.
    17.     სანთელთა მათთა სანთელი ერქუა, მსგავსად პირველისა მის შჯულისა, რომელ სანთელ ითქუმოდა.
    18.     და ესენი სახარებისა განათლებითა განათლებულ, რომელნი მსგავსად ამისა ამას შინა ცხომდენ, წარმატებულ არიან.
    19.     წესსა მას სანთლისასა ნათელ ერქუმის, დაღათუ სანთელისა ნათელი ნათელ არს, არამედ არა სწორ არს ბუნებისა მის ნათელსა.
    20.     და რომელ არა აქუნდა წესისა მისგან ბუნებისა, მოჰმადლა მეუფემან უხუად მოწაფეთა მათ.
    21.     და იხილე კაცთმოყუარებაჲ იგი ქრისტჱსი, რამეთუ რომელი-იგი სახელი დასდვა თავსა თჳსა, იგივე სახელი მოწაფეთა მათ დასდვა, რამეთუ თქუა: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“.
    22.     და მერმე იტყჳს: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“.
    23.     ჵ ახალნი მადლნი და ნიჭნი, რომელ ყოვლისა გონებისა სიტყჳსა უმეტჱს არიან, იხილე, ვითარ ბუნებისასა მას წესსა დაჰფარავს კაცთმოყუარებაჲ იგი.
    24.     და რაჲღა-მე უმეტჱს ვთქუათ?
    25.     რამეთუ რაჟამს ბრძანებით ცისკარი გამობრწყინდის, ივლტინ ყოველივე იგი გუნდი ვარსკულავთაჲ და დაემალნიან და დაეფარნიან ყოველნი ვარსკულავნი, არა თუ განსაყურნელად გარდაიქციან, არამედ უმეტჱს ბრწყინვალებისა მის მზისაჲსა დაეფარნიან ნათლისა მისგან მზისაჲსა.
    26.     ხოლო მზჱ იგი სიმართლისაჲ – ქრისტჱღა გამობრწყინდა შემდგომად პირველისა მისა ღამისა, არა ხოლო თუ იგი წინაწარმეტყუელნი მოსლვითა მისითა განათლდეს მსგავსად ვარსკულავთა, არამედ სხუანიცა განანათლნა და მიმოდაჰფინნა.
    27.     განათლდეს გამობრწყინვებასა მას მზისა მის სიმართლისასა განათლებულნი ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, გამობრწყინებულნი ღმრთისმსახურებითა,
    28.     რომელთა იტყჳს პავლჱ: „რომლითა გამოშჩნდით, ვითარცა ნათელ სოფელსა შინა, უკუეთუ სიტყუაჲ იგი ცხოვრებისაჲ გაქუნდეს სიქადულად დღესა მას უფლისასა“.
    29.     იხილე ბრწყინვალებაჲ მზისაჲ მის სიმართლისაჲ, იხილე სახარებისა მისგანცა, ვითარმედ დასდებს სახელსა, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიტყჳს-მეცნიერთა სახელისდებისა და უმეტჱს ყოველთა ფილოსოფოსთასა და უფროჲს წიგნის-მეცნიერთასა და ყოვლისა უფროჲს პატივისა.
    30.     სახელი, რომელი სათქუმელად მცირე არს და დიდ – გამოთარგმანება, შეაბს სახელნი მდაბიონი და გონიერებანი ზეცისანი: ბართლომე და თადეოზ, სახელნი უცხონი იონებრ ენისაგან, ხოლო ყოველი უმეცრება განიშორეს და მეცნიერებაჲ მუნქუესვე დაიმკჳდრჱს.
    31.     მეთევზურნი გამოირჩინა ქრისტემან და მათ გამო სიტყუაჲ იგი მიმო-დადვა.
    32.     არა ესე საკჳრველ არს, რამეთუ მეთევზურნიღა იყვნეს, არამედ რამეთუ მეთევზურთა მათ გამო ძლიერებაჲ იგი, რომელი უზეშთაეს სოფლისა არს, მიმო-ედვა.
    33.     შემძლებელ არს ღმერთი, ვითარმცა გამოაჩინნა სიტყჳსმეცნიერნი ქადაგად ჭეშმარიტებისა მის, რაჲთამცა მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ განცხადნა.
    34.     არამედ არა ინება, რაჲთა არა ცუდად იყოს ჭეშმარიტებაჲ იგი ჯუარისაჲ, რომელსა პავლე იტყჳს, ვითარმედ: არა მოვედ მე უმეტჱსებითა, რაჲთა არა იყოს ჯუარი იგი ქრისტჱსი, არამედ ძლიერებამან ჯუარცუმულისამან დაჰნერგნა ეკლესიანი სამოციქულონი გუნდთა მათ მიერ.
    35.     დაჰნერგა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ უწრთელთა მათ ენეთაგან, რომელნი-იგი საღმერთოსა მას შჯულსა წურთილ იყვნეს, და ვითარცა მათ მიერ დაჰნერგა, მოჰრწყავს მიერითგან მეცნიერთა მიერცა.
    36.     და ესე არა თუ ცუდად რაჲ არამედ რომელნი-იგი მიზეზობენ ცოდვით რასმე და თქუან, ვითარმედ: უმეცარნი შეიტყუვნა და მეცნიერნი და ძლიერნი ვერ დაიმორჩილნაო, არამედ მათ გამო რაჲმე აჩუენა,
    37.     რომელთა-იგი მარადის მიიბირებდა., მეთევზურნი უმეცარნი და უცებნიო, და ამისთჳს არა თუ მუნქუესვე, არამედ შემდგომად მათვე მოციქულთა ჟამსა აღადგინნაა ღმერთმან ქადაგნი სიტყჳთ-მეცნიერნი.
    38.     კაცი ერთი ვინმე ალექსანდრიელი, რომლისა სახელი ერქუა აპოლოს, ნათესავისაგან ჰურიათაჲსა, მოვიდა და მოიწია ეფესოდ, სიტყჳთ ჴელოვანი და მეცნიერი წიგნითაჲ და განმმარტებელი.
    39.     კაცი ერთი, რომელსა სახელი ერქუა აპოლოს, და რაჲ სიმჴნჱ მისი, რომლითა შეეწეოდა მორწმუნეთა მათ, ურაკპარაკსა შორის შეატყუვებდა ჰურიათა მათ.
    40.     ჰხედავა ჴრმალსა მას ქრისტჱსსა, ვითარ ყოველთაგან იმახუვის?
    41.     მეთევზურთა აღსწურთის და მეცნიერთა შეშჭურავს.
    42.     და რამეთუ შეცთომილისა შემწჱ მეცნიერებაჲ იგი არს, განჰძარცჳს მრავალ ჟამ ღმერთმან ჭური უკეთურებისაჲ და შთააცჳს სიმჴნისაჲ იგი, და ჭურითა მითვე უკეთურებისაჲთა მოკლეს შეცთომაჲ იგი,
    43.     ვითარცა სახჱ: ნეტარმან დავით, რაჟამს გმირი იგი გოლიათ დაამჴუა, პირველ თჳსითა მით ჭურითა წყლა და მერმე მისვე უცხოთესლისა ჴრმლითა.
    44.     და მოჰკუეთა თავი, მასვე იგი მოუღო და იგივე მოკლა.
    45.     ეგრე ჩუეულ არს ჭეშმარიტებაჲ იგი, მახჳლი იგი შეცთომილთაჲ მოღებად და მითვე მათი მოკლვაჲ.
    46.     იყვნეს შორის წარმართთა ბრძენნი, განუვლინნა ახოვნად მათგანნივე ქრისტემან შურისმეძიებელად ჰურიათა მიმართ.
    47.     იყო შორის ერსა მას ჰურიათასა ჴრმალი იგი პოლოტიკი – სავლე, რომელი-იგი განბორგებული მჴდომად აღდგომილ იყო ეკლესიათა, და მოსრვიდა და სდევნიდა სამწყსოსა მას ქრისტჱსსა,
    48.     იგივე მახჳლი აღიღო ქრისტემან და მისცა ეკლესიასა განშორებად უკეთურებისა მის, რომელ ზედა ეკლესიათა აღდგომილ იყო.
    49.     და ესე არს, რომელსა-იგი ნეტარი დავით იტყჳს, ვითარმედ: „მახჳლი აღიღეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა, მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა და მშჳლდი მათი შეიმუსრენ“.
    50.     ეტყოდა ღმერთი მეცნიერთა მიერ, ეტყოდა უმეცართაგანცა, რაჲთა ორ კერძოვე თჳსი იგი ძლიერებაჲ აჩუენოს მეთევზურთა მათ მიერ,
    51.     რაჲთა ცუდთა მათ სიტყჳთ-ჴელოვნებანი უწურთელთა მათ ენათაგან შეურაცხ-ყვნეს და ბრძენთა მათ გამოცა, რაჲთა სიბრძნითა მით უკეთურებითი იგი მეცნიერებაჲ განწმიდოს.
    52.     და ზღუდედ მოადგა სამწყსოსა თჳსსა, რაჲთა კრძალულ იყვნენ.
    53.     და რაჲ-იგი უცებთა და მეცნიერთა აჩუენა, ეგრევე სახედ მოწაფეთაგანცა, და სთქუა, ვითარმედ: ვითარ ისმინე, შემძლებელ იყო ქრისტჱ დასაბამსა მას სახარებისასა მეფეთაცა დადგინებად ქადაგად, თანამოღუაწე ყოფად ღმრთისმსახურებისა მის,
    54.     ვითარცა-ესე არიან, არამედ არა ყო ეგრე, რაჲთა არა მიზეზი დაედვას ზედა ჭეშმარიტებასა, ვითარმედ კაცთა განწესებითა და არა ღმრთისა ძალითა დაემტკიცნეს ეკლესიანი.
    55.     განაშორა იგი კაცობრივისა შეწევნისაგან და შთააცუა ზეცისა იგი ძლიერებაჲ.
    56.     ვიდრე ღმრთისმსახურისა მისმდე კოსტანტინე მეფისა ოც და ათოთხმეტნი შარავანდედნი დადგომილ იყო ბერძენთა ზედა შემდგომითი-შემდგომად.
    57.     და სარწმუნოებისა მორჩილებასა არავინ ინება შემდგომად, რაჲთა გულისხმა-ყო, რამეთუ მადლსა მას არა კაცობრივი შეწევნაჲ უჴმს, არამედ თჳსი იგი ბუნებითი აქუს.
    58.     და რამეთუ იხილა ყოველი სოფელი შეცთომასა შინა და რაჲთა არა მიზეზობდენ მიზეზად ცოდვისა და თქუან, ვითარმედ: უცებნი და უმეცარნი შეიტყუვნა და მეფეთა და ჴელმწიფეთა ვერ შეუძლო დამორჩილებად, შეჭურნა სიტყუანი თჳსნი და შეადგინნა მეფენი ღმრთისმსახურებად,
    59.     და წინამძღუარ ექმნა ყოველთა ნათესავთა ერთობასა ჭეშმარიტებისასა, რაჲთა განცხადებულ იყოს, რამეთუ მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან მცირედითა ქადაგებითა გარდამეტებული იგი ზეცისა ძლიერებაჲ აჩუენა.
    60.     წარიკითხნეს დღეს სახელნი იგი მოციქულთანი, მიმო-ედვა მეთევზურთაჲ მათ, განითქუა უცებთაჲ მათ, რომელთა სწავლაჲ იგი მიმო-დადვეს სოფელსა.
    61.     გულისხმა-ყავ ძლიერებაჲ, რამეთუ თავ ათორმეტთა სიმონ იყო, რომელსა ეწოდა პეტრე, საძირკუელი ეკლესიათაჲ და სიმტკიცჱ ღმრთისმსახურებისაჲ, სიმონ სახელი მამისა და დედისაგან აქუნდა და პეტრე მაცხოვრისაგან ეწოდა,
    62.     რამეთუ ჰრქუა: „შენ გერქუას პეტრე, რომელი გამოითარგმანების კლდჱ, და მაგას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“.
    63.     ყოველივე ქადაგებაჲ სარწმუნოებისაჲ კლდესა მას ზედა დამტკიცებული დგას და მწვალებელთა შეცთომილებაჲ – ზედა დაუმტკიცებელსა თიჴასა.
    64.     სხუაჲ არს კლდე იგი მყარი, რომელსა შენებულებაჲ იგი ზე უპყრის, და სხუაჲ არს მიწაჲ იგი დაუმტკიცებელი, რომელმან ვერ დაუთმის შენებულსა.
    65.     დაუმტკიცებელი არიან სიტყუანი მათნი, განცჳბრებულ არიან თქუმულნი, ტყუვილ არიან განწესებულებათა მათნი,
    66.     რამეთუ კაცობრივ არიან ზრახვანი იგი, შეეძინეს სამწყსოსა მას ღმრთისასა, დაშურების თიჴაჲ იგი კლდისა მის შეძრვად, ხოლო არა მიეცა კლდე იგი შეძრვად, რამეთუ თქუა: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან“.
    67.     მსგავს არიან მოწაფენი იგი მწვალებელთანი ალიზისასა მოქმედთა, რამეთუ იგინი თიჴისა მისგან ნაყოფსა ჰგონებენ და ეგრე განამტკიცებენ დაჴსნილსა მას, და უჩს რეცა მტკიცედ ფატარი იგი.
    68.     ჩას მტკიცედ, ვიდრე მავნებელი ზედა არღა მოწევნულ არს, უკუეთუ ანუ წჳმაჲ, გინა ღუარი, გინა თუ ცეცხლი, ანუ თუ სხუაჲ რაჲვე შეემთჳოს, ვერ წინა დამდგრომელ არს.
    69.     ამისთჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს მათთჳს, რომელნი ქუეყანისასა რასმე ესვიდენ და ჰგონებენ, ვითარმედ არა ვინაჲ იყოს ვნებაჲ.
    70.     ღაღადებს და იტყჳს: ესრე იტყჳს უფალი, შთაჴედ თიჴასა და აზილე მზითურთ და განაჴმჱ ვითარცა ალიზი, და ცეცხლმან შეგჭამოს შენ.
    71.     შეატყუებს მათ, რომელნი ჴორციელებისა და ქუეყანისასა რასმე ესვიდენ.
    72.     ეკლესიაჲ საძირკუელი კლდჱ. დაღათუ თავადად კლდედ ეკლესიაჲ ვთქუა, არავე ვტყუვი და არცა კლდესა მას უვარ-ვჰყოფ, რომელსა ზედა დამტკიცებულ არს.
    73.     კლდჱ არს ეკლესიაჲ, რამეთუ მტკიცჱ იგი კლდჱ აქუს, რომელ არს თავადი ქრისტჱ, და მერმე იგი კლდჱ – პეტრჱ, რომელმან-იგი წამებით მიიღო სახელი, რამეთუ ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
    74.     ხოლო ესეცა მნებავს გამოჭეშმარიტებად, ვითარმედ: რაჲსა-მე იოვანე მახარებელმან, რომელი-იგი უმეტჱს სავსე იყო, რომელმან-იგი სახარებისა ცუარნი თჳსად შეკრიბნა, რომელსა-იგი ერქუა „ძჱ ქუხილის“, რომელმან-იგი ყოვლადვე ადგომისა მის მადლნი თჳსად მიიზიდნა,
    75.     ვითარცა იწყო სახარებისა მის, არა პეტრჱსებრ ჴმა-ყო და არა თქუა: დასაბამით იყო ძჱ და მხოლოდშობილი სახელი დაუტევა და სიტყუასა მას მოვიდა და თქუა: „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი?“
    76.     პეტრჱ, არა თუ სიტყუაჲ სახელი ჰრქუა მას და ნეტარ ეწოდა, არამედ ძედ ღმრთისა წამა, და რაჲსა-მე ნეტარმაენ იოვანე, რომლითამცა ნეტარ ეწოდა, დაუტევა და სიტყუასა მას მირბიოდა, ვითარმედ: „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ?“
    77.     მოციქულთა მათ უწყოდეს, რასა-იგი ქადაგებდეს, და რომელთა იგი მათგან შეწყნარებად იყო, არა დასცხრებოდეს უმეტჱს სიტყუად.
    78.     რამეთუ დასაბამითგან იყო სიტყუაჲ სახარებისაჲ მის, სიტყუაჲ იგი ღირსთა მიმართ ოხრის, რაჲთა არა კაცობრივთა გონებათა საღმრთოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ შეაგინონ, რამეთუ რაჟამს ძჱ სახელი ესმის, მამაჲცა და დედაჲცა, გულსა მოიჴადონ.
    79.     მისთჳს სიტყუაჲ თქუა, რომელ-იგი შემძლებელ იყო მუნქუესვე დასაბამსა სიტყჳსასა გამოუთქუმელისა მისთჳს თქუმად.
    80.     და იხილჱ, რომელი-იგი სახჱ იწყო თქუმად, კიბენი აღჰმართნა და მრავალსა მას დაკიბულსა აღიყვანა ძჱ – სახელისასა მას გულისხმის-ყოფასა, არა თუ იგი რაჲმე უვარყო, არამედ ჟამსა თჳსსა დაჰმსახურა და თქუა:
    81.     „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ“, რაჲთა შეუძლებელი იგი ისწაო და საზეპუროჲსა მის შობისაჲ აქავე გულისხმა-ჰყო, რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა ხოლო ზეცისაჲ არს, არამედ ცათაჲ უფალი და ანგელოზთაჲ და ანგელოზთმთავართაჲ.
    82.     ეგრეცა ნეტარი იგი დავით იტყჳს მისსა ზეცისად, რამეთუ ვჰპოვებ სახელსა ამას ძუელსაცა და ახალსაცა შინა.
    83.     პავლე იტყჳს: შევიმოსოთ ხატი ზეცისაგანისაჲ მის.
    84.     და დავით იტყჳს: „რაჟამს წარარჩევდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, თოვლად დაესხნეს სელმონსა“.
    85.     ხედავა, რამეთუ გონებათა მათ სიტყუათასა თითოეულად ძალი გამოთარგმანებისაჲ აქუს?
    86.     რაჲ არს „თოვლად დაესხნეს იგინი?“
    87.     ანუ რაჲ არს წარმორჩევაჲ იგი მეუფეთაჲ ზედა ქუეყანასა მეუფებასა?
    88.     ქუეყანისასა იტყჳს აქა არა მათსა, რომელნი ამის სოფლისაჲთა ხოლო პატივითა არიან, არამედ რომელნი ზეცისაჲთა მით გონებითა გამობრწყინებულ არიედ სიწმიდითა, რომელთასა იტყჳს პავლე: „უკუეთუ ვივნოთ მის თანა, მის თანაცა ვსუფევდეთ“.
    89.     იტყჳს პავლე მეუფეთა მათ წმიდათაჲსა, არა თუ ცუდად რაჲმე დიდ-დიდითა მით სიტყჳთა და შეძინებითა პატივისაჲთა განადიდებს მსმენელთა მათ,
    90.     რამეთუ არნ ჟამი, რომელსა ჴამნ მრავალი სიტყუაჲ, რაჲთა სასმენელნი მსმენელთანი დიდითა მით სიტყჳთა მორჩილ იქმნნეს სახესა მას, რომელსაცა წინა-ედვას.
    91.     ხოლო პავლე არა თუ დიდითა მით სიტყჳთა მიგჳზიდავს, არამედ დიდად აღთქუმულთა მათ ვერშემძლებელ იყოფის თქუმად და წამებს თჳთ,
    92.     ვითარმედ: „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა, განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა სასუფეველი“, რომელი-იგი მიცემად არს წმიდათა, არა ამის სოფლისაჲ, არამედ ზეცისაჲ.
    93.     ისმინჱ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა: „მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა, რომელი სდვიან ზღუასა და ყოვლით კერძოვე შეიკრიბის მას სათრომელსა“.
    94.     იყავნ ჩუენიცა შეყენებაჲ და მას შინაცა ნადირობად.
    95.     და საკჳრველ ესე არს, რომელი დღეს ვითარცა თევზი შევარდა სათრომელსა მას, ხვალისაგან ვითარცა თევზის მონადირჱ სხუათა მოჰნადირებს ზღუასა შინა.
    96.     თევზნი იგი შეყენებულნი სათრომელსა მას შესაჭმელად არიან, ხოლო აქა შეყენებული სათრომელსა ამას სიკუდილისაგან ცხორებად შეკრიბნის.
    97.     და მისთჳს ჰრქუა უფალმან პეტრჱს, ვითარმედ: „სდევ მარჯულ კერძო სათრომელი იგი და შეკრიბე სიმრავლჱ თევზებისაჲ“.
    98.     გულისხმაუყოფდა გამოჩინებულითა მით გამოუჩინებელთა მათ გულისხმის-ყოფით შედგომად, რამეთუ ჰრქუა მუნქუჱსვე: ნუ გეშინინ, სიმონ, ამიერითგან კაცთა მონადირჱ იყო.
    99.     იყვან ჩუენ ყოველთაჲ მასვე სათრომელსა შინა მართლმადიდებელთა მათ თანა შედგომად.
    100.     ხოლო ნუ უცხო და ახალ გიჩს, რაჟამს გესმეს გმობაჲ ჭეშმარიტებისათჳს, მოიჴსენენ წინანდელნი იგი წმიდანი, სტეფანე იხილნა ცანი განხუმულნი და ქრისტჱ მარჯულ ღმრთისა.
    101.     ვითარცა იხილა, ჴმა-ყო და გმობა უჩნდა ქადაგებაჲ იგი მისი, წმიდაჲ იგი და ჴმამაღალი ნესტჳ ღაღადებდა, ვითარმედ: „ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა ღმრთისასა მარჯუენით ღმრთისა“.
    102.     ვერ დაუთმეს ჰურიათა მათ ჭეშმარიტებისათა მათ სიტყუათა, არამედ ჴელნი ყურთა შეისხნეს, ვითარმცა საგმობელად გამოაჩინეს ქადაგებაჲ იგი და არა ჭეშმარიტად.
    103.     და აწ ნუ ახლად და უცხო რაჲ გიჩს ჭეშმარიტთა მათ სიტყუათა გმობაჲ, რამეთუ ჩუეულ არიან მწვალებელნი უკეთურად გარდაქცევად სიტყუათა მათ მჴნეთასა.
    104.     რაჲსა ჰგმობ სიტყუათა მათ წინაწარმეტყუელთასა?
    105.     რამეთუ სადა ჭეშმარიტებაჲ არს, მუნ არა არს შიში, და სადა სარწმუნოებაჲ არს, მუნ ძლიერებაჲ არს, და სადა ურწმუნოებაჲ, მუნ – დაჴსნილებაჲ, ვითარცა ჰრქუა ქრისტემან მოწაფეთა მათ, ვითარმედ: რაჲსა დამედგრებულ ხართ და არ არს თქუენ თანა სარწმუნოებაჲ?
    106.     ჰხედავა, რამეთუ სადა სარწმუნოებაჲ, მუნ სიმჴნე?
    107.     რამეთუ თქუაცა სტეფანე: სავსე სარწმუნოებითა და ძლიერებითა იქმოდა სასწაულსა დიდ-დიდსა შორის ერსა მას.
    108.     და აბრაჰამისთჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „არა მოუძლურდა ურწმუნოებითა“.
    109.     შევიწყალნეთ სულნი ჩუენნი, აჴოცე სიმწარჱ იგი, განიშორე პირველი იგი, დაემორჩილჱ ღმერთსა, რომელსა-იგი ეშმაკნიცა დამორჩილებულ არიან,
    110.     ნუ ხოლო ეკლესიას მორწმუნე და გარეგამოსრულ – ურწმუნო, ნუ ხოლო ეკლესიას დამორჩილებულ სიტყუასა ამას და გარეშე – გარდაქცეულ უკეთურად!
    111.     სული აღმცირებული აღძრვასა ვერ დგან დამტკიცებულად.
    112.     სული მოშიშისაჲ გამოცდასა არა გარდაიცვალის, ღმრთისმსახური ღუაწლსაცა ღმრთისმსახურ არს და სიყმილსა – მჴნე და სავსებასა – არადაჴსნილ.
    113.     ღმრთისმსახური მოთმინე და შემძლებელ არნ და არა იცვალის ცვალებითი-ცვალებად.
    114.     სული მართლისაჲ არა შეიძრის აღძრვასა, რაჟამს მართლიად დიდებაჲ იქადაგებენ, მორწმუნჱ მსმენელ იპოების და დრკუთა მიმართ დრკუჲ, არამედ დაადგრის ერთობასა, არა აქუნ გონებაჲ ორგული.
    115.     არს უფალი ღმერთი, მოვედით, შეუდგეთ კუალსა მისსა.
    116.     უკუეთუ შეცთომილისა კუალსა შეუდგე, შეცთომასა მას ეწიო.
    117.     ვითარცა სახჱ ღჳნოჲ კეთილი არა განირყუნის ცვალებითი-ცვალებად, სადაღათუ იცვალის ჭურჭლითი-ჭურჭლად, იგივე გემოჲ და იგივე სინელე ჰგიენ,
    118.     ხოლო ჯერკუალი იგი მუნქუჱსვე განირყუნის ცვალებასა, ეგრეცა სული მოშიში არა აღიძრის ცვალებითი-ცვალებასა, ხოლო გული მედგარი მუნქუჱსვე დაჰჴსნდის.
    119.     და არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ ნეტარისა მის იერემიაჲსა წინაწარმეტყუელსაჲ, რომელი ნათესავისა მის მიმართ მოაბელთაჲსა გულწყებულ იყო,
    120.     რამეთუ ჟამ ერთ ფართოებასა იყვნეს, ჰგონებდეს, ვითარმედ მარადის ფართოებასა შინა იყვნეს, და ფერჴს უცემს ტყუეობასა მას ისრაჱლისასა, აყუედრებს წინაწარმეტყუელი იგი,
    121.     ვითარმედ: ნუ იქადით ფართოებასა მაგას და ნუცა წარმომართებასა მაგას აჰყვებით, რამეთუ არცაღა ცვალებულ ხართ.
    122.     ესე ყოველი ვთქუ და უწყი, რამეთუ განვაგრძვე სიტყუაჲ ესე, ხოლო ჯერ-იყო ჩემდა, რომელსა-ესე დამაკლდა სამართალი ჩუენებად, რამეთუ ესევითარი ცილისწამებაჲ ყოველთა ეკლესიათა განფენილ არს, არა ხოლო თუ ვინმე ერთი უკეთურად იტყჳს, არამედ ყოველნივე გმობასა ქუეშე არიან.
    123.     აწ ჩემ წილ და ყოველთა ეკლესიათათჳს მიუგე სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ეკლესიასა ერთი უფალი აქუს და ერთი შემოქმედი და ერთი ღმერთი და ერთი მეერთისა მპყრობელი და ერთი მეფჱ.
    124.     ხოლო რაჟამს-იგი გესმეს, ვითარმედ ერთი განუყოფელი იგი სამებაჲ, გულისხმა-ყავ დაუსრულებელი იგი და განუყოფელი მეუფებაჲ, დიდებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ, რომელ არასადა განიყოფი,
    125.     არამედ დგას და ჰგიეს სამარადისო ცხოვრება, რომლისა იყავნ ჩუენ ყოველთა მიწევნაჲ ჭეშმარიტებითა დიდებისა მიცემად მამასა და ძესა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


44

    1.     44. ბ. საკითხავი, თქუმული იოვანჰ ეპისკოპოსისაჲ
    2.     და ვითარცა აღჴდა იესუ ნავსა მას პეტრჱსსა, უბრძანა მცირედ შესლვაჲ ნავისაჲ მის ზღუასა.
    3.     აწ იხილე, ვითარ აღვალს ნავსა მას, რომელსა არა უჴმს ნავი, რაჲთა უფალი ნავისაჲ მის შეიძინოს.
    4.     რაჲსათჳს უფალი ჰლოცავს სიმონს-პეტრჱს და ეტყჳს: ყოველსა ღამესა დავშუერით ცუდად და იურვოდე ფრიად და ცალიერად განჰრცხენ ჴელითა შენითა ბადენი შენნი.
    5.     შრომაჲ შენი დიდ იყო, ხოლო შესაძინელსა არას ვხედევდ.
    6.     მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა: ვინაჲ მოსრულ ხარ შენ, კაცო, უცხო პირო, ანუ რაჲსა მაურვებ მე?
    7.     სხუაჲ ნავი იხილე, უკუეთუ გნებავს ზღუასა მას წიაღსლვად.
    8.     არა უმჯობჱს არსა, რაჲთა ვიხილო და მცირედ კერმანი ვივასხნე და სახლეულნი ჩემნი გამოვზარდნე, ანუ ვითარ ნავი ჩემი შენ მიგცე?
    9.     უკუეთუ აწ გაქუს ნავი სასყიდლით, აღმოჴედ ნავსა ამას.
    10.     უკუეთუ არ გაქუს – განმეშორე ჩემგან.
    11.     გევედრები შენ და ნუ შრომასა შემამთხუევ მე.
    12.     მიუგო იესუ და ჰრქუა პეტრჱს: ჭეშმარიტად, სიმონ-პეტრე, ვითარცა მენავე, მეტყჳ მე, რამეთუ ღმრთისა სიტყუაჲ გამომზრდელ არს უფროჲს პურისა და გამოგზარდოს შენ, რამეთუ „მე ვარ პური ცხორებისაჲ“, და რომელმან მიიღოს ჩემგან, მას არა ჰშიოდის უკუნისამდე.
    13.     ნუ მოსლვასა ამას ჩემსა ცუდად შეჰრაცხ.
    14.     სასყიდელსა ითხოვ?
    15.     რაოდენ გნებავს, მიიღე, რამეთუ მდიდრისა მამისაჲ ვარი მე, შვილო.
    16.     ვითარცა ესმა ესე პეტრჱს, მცირედ განიმხიარულა პირი მისი და ნავსა თჳსსა შეიწყნარა ქრისტჱ.
    17.     და ნავსა მას ავლინებდა, ეგრჱთ ჰგონებდა, ვითარმცა კაცი მიაქუნდა ნავითა მით და არა უწყოდა მან, რამეთუ რომელსა ყოველივე აქუს, მიჰყვანდა იგი.
    18.     იწყო სიტყუად პეტრე ბრძანებითა უფლისა და ჰრქუა: მოძღუარ, შუვა ნავსა დაჯედ, რამეთუ უცნებს მგონიეს მე ნავისათჳს, ნუუკუე კიდით კერძო დაშჯდე და ნავი გარდააქციო.
    19.     არა უწყოდა, რამეთუ იგი თავადი არს, რამეთუ ნოვეს კიდობანსა მას შინა უძღოდა და ზღუაჲ ნავითურთ მას თავადსა უტჳრთავს.
    20.     ხოლო იესუ, ვითარცა დაჯდა ნავსა მას შინა, ასწავებდა ერსა მას და ეტყოდა:
    21.     სიყუარული შეუორგულებელი, ძმათმოყუარებაჲ განუქარვებელი, მშჳდობაჲ უზაკუველი, ღმრთისმსახურებაჲ უსასყიდლოდ, ღმრთისა ცნობაჲ უფასოდ, სიბრძნჱ შეუგინებელად, ქალწულებაჲ უცოდველი, მეუღლებაჲ განუყენებელ, მარხვაჲ უდრტჳნველ და ყოველი შრომაჲ ჭეშმარიტებისათჳს.
    22.     და ნუ გეშინინ მათგან, „რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულთა თქუენთა ვერ შემძლებელ არიედ მოწყუედად“.
    23.     მერმე შესძინა და თქუა: „რომელსა უყუარდეს თავი თჳსი, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს და სახარებისათჳს, ამან პოვოს იგი“.
    24.     მერმე თქუა: „რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“.
    25.     და ნუ მოიპოვებთ „ნუცა ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ბალანტსა, ნუცა ვაშკარანსა“, ნუცა რასავე.
    26.     და ვითარ წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, სიმონ-პეტრჱ ჰგონებდა, ვითარმედ ნავი სასყიდლით მიმიცემია უფლისა, იწყო გულსა თჳსსა დრტჳნვად და თქუა: ამისგან მე ვითარ ველი სასყიდელსა მოღებად, რამეთუ შრომასა დიდსა შევვარდი დღჱ და ღამჱ და არა რაჲ მაქუს?
    27.     ვაჲმე, რომელსა-ესე მასწავებს მე, უნებს ამას, რაჲთამცა ნავი ჩემი განვყიდე და გლახაკთა მივეც.
    28.     მიუგო სიმონ-პეტრჱ და ჰრქუა: მოძღუარ, სიტყუანი შენნი კეთილ არიან, ჴმაჲ შენი – ტკბილ და მოძღურებაჲ შენი – პატიოსან.
    29.     არამედ რაჲ-იგი აღმითქუ, მომეც მე და ბრძანე სასყიდლისა ჩემისაჲ მოღებად, რაჲთა მეცა მხიარულებითა დიდითა სახიდ ჩემდა წარვიდე.
    30.     მიუგო იესუ და ჰრქუა პეტრეს: ნუ ჴელთა ჩემთა და წიაღთა ჩემთა განიცდი, არა თუ ჴელთა ჩემთა მაქუს სასყიდელი შენი, არამედ პირსა ჩემსა.
    31.     რამეთუ ღამე ყოველ დაშუერ ურგებად და იურვოდე ფრიად და ცალიერითა ჴელითა შენითა განჰრცხენ ბადენი შენნი და შრომითა ცუდითა შურებოდე და შესაძინელსა შრომისა შენისასა და საქმისა შენისასა არას ჰხედევდ.
    32.     ხოლო აწ განიშორე შენგან ჰურიათა იგი გონებაჲ და ამას დღესა მადლისასა შემომიდეგ და განუტევენ ბადენი შენნი სათევზურნი, რამეთუ ნათელ ნაყოფიერების არს ქრისტჱანეთა საწრმუნოებაჲ.
    33.     მიუგო პეტრე უფალსა და ჰრქუა: მერმე ვითევზობდე და ბადენი ჩემნი განუტევნეა?
    34.     და შრომასა დიდსა შევვარდე, ცალიერითა რაჲ-მე ჴელითა გამოვიხუნე ბადენი ჩემნი?
    35.     ნუ შენ უმეცნიერჱს ხარ ჩემისა ამის მეცნიერებისა, ანუ მბაძავ ჩემსა ამას მენავებასა, შენ შემძლებელ ხარ მოძღუარ ყოფად, ნუ თევზთაცა მოინადირეა?
    36.     განვედ ნავისა ჩემისაგან, გევედრები შენ.
    37.     აწ ვცან, რაჲ ესე შემამთხჳე მე დღეს.
    38.     არა პირველადვე გეტყოდეა შენ და გარქუ: უკუეთუ გაქუს სანავედ სასყიდელი, აღმოჴედ!
    39.     უკუეთუ არა გაქუს, წარვედ ჩემგან, გევედრები შენ?
    40.     მიუგო იესუ და ჰრქუა: სიმონ-პეტრე, შეავლინე ნავი ეგე და ბადენი ეგე სათევზენი განჰმარტენ და მიიღე სასყიდელი ჩემგან, რომელი აღგითქუ შენ.
    41.     ხოლო პეტრე ჰრქუა უფალსა: „ღამე ყოველ დავშუერ და არცაღათუ ერთი თევზი შევიპყარ“, და აწ, აჰა ესერა, სიტყჳთა შენითა განუტევნე ბადენი ჩემნი სათევზურნი და არა განვჰმარტო ეგე მეცნიერად, არამედ შთაუტევნე იგინი სარწმუნოებით და ვიხილო.
    42.     ვითარ არს სარწმუნოებაჲ, ანუ ვითარ არს მეცნიერებაჲ.
    43.     და ვითარ ესე თქუა, შთაუტევნა ბადენი იგი ზღუასა და სთქდებოდეს ბადენი იგი სიმრავლითა მით თევზთაჲთა.
    44.     პეტრე ქრისტესა ხედვიდა და თევზთა განიცდიდა და სარწმუნოებასა გულისხმა-ჰყოფ და და ვერ შემძლებჱლ იყო სიმრავლითა მით თევზთაჲთა მოზიდვად.
    45.     შემწესა ჰხადოდა და თუალთ-უყოფდა მათ, რომელნი-იგი სხუასა შინა ნავსა სხდეს.
    46.     თუალ-ხოლო-უყოფდა და არა ღაღადებდა, ხოლო მათ თჳნიერ ღაღადებისა და შფოთისა არა თუ საქმესა რასმე ხედვიდეს, არამედ უკჳრდა, რომელნი-იგი ნავსა შინა სხდეს, ვითარ-იგი თუალთ-უყოფდა და არა ჴმობდა.
    47.     რამეთუ რომელნი-იგი ნავსა შინა იყვნეს, უცხოდ რაჲ-მე ერთობით შეკრბებოდეს, რამეთუ ღმრთისა საიდუმლოსა ხედვიდეს, და მოისწრაფდეს, რომელნი-იგი სხუასა ნავსა შინა იყვნეს, სადაცა იყვნეს იაკობ და იოვანე.
    48.     და იწყეს შეკრებად თევზთა მათ და რაოდენნი შეკრბებოდეს, უფროჲსღა განმრავლდებოდეს,
    49.     რამეთუ ისწრაფდეს თევზნი იგი, ვინ მათგანმან პირველად აღასრულოს ბრძანებაჲ უფლისაჲ – მცირენი დიდთა წარსთქდებოდეს და შთავიდოდეს ნავსა მას თავით თჳსით, სიღრმე ზღჳსაჲ აღირღუეოდა და არავის თევზთაგანსა ზღუასა შინა უნდა დადგომის.
    50.     მაშინ გულისხმა-ყო სიმონ-პეტრე, რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან ჰრქუა: „გამოეცით წყალთა მცურვალნი სულნი მშინვიერნი“.
    51.     აწ რაჲ არს, სიმონ-პეტრე, რამეთუ ყოველსა ღამესა დაშუერ ცუდად და არცაღათუ ერთი თევზი შეიპყარ, ხოლო სიტყჳთა იესუჲსითა ყოველნი თევზნი ზღჳსანი მოინადირე?
    52.     ვითარცა იხილა პეტრე, რამეთუ ბადენი იგი არა განსთქდებიან და თევზნი იგი უფროჲს შეკრბებიან თჳნიერ ბადისა და რომელნიმე თავით თჳსთ შთაცჳოდეს ნავსა მას, შეურდა უფალსა სიმონ-პეტრჱ და ჰრქუა: „განეშორე ჩემგან, უფალო, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე“.
    53.     განმეშორე ჩემგან, რამეთუ დავითქმი, განვედ ჩემგან, უფალო, რამეთუ ზღუასა ამასცა უნებს, რაჲთამცა შთამოჴდა ნავსა ამას ჩემსა.
    54.     განვედ ჩემგან, უფალო, არა თუ ურჩ გექმნები შენ, არამედ თავსა ჩემსა ვჰყუედრი.
    55.     განვედ ჩემგან, აწ გიცან, ვინ ხარ.
    56.     მიუგო იესუ და ჰრქუას პეტრჱს: ჭეშმარიტად, სიმონ-პეტრე, ნავისა შენისაგან გან-სადმე-ვიდე, ხოლო გულსა შენსა შევიდე, რამეთუ ამის მადლისათჳს მოვედ შენდა,
    57.     რაჲთა მონადირე ეგე მოგნადირო შენ, რომელსა-იგი იქმოდე, იგიცა ჰყავ, არამედ არა სწორად, რამეთუ შენ თევზთა ცხორებით სიკუდილად მოჰნადირებდ, ხოლო მე ყოველსა კაცსა სიკუდილით ცხორებად მოვჰნადირებ.
    58.     დაუტევე ზღუაჲ და ყოველი სოფელი მონადირე.
    59.     ლერწამი დამუსრე და ჯუარი ჩემი აღჰმართჱ, სამჭედური გარდააგდე და ყოველნი სნეულნი განკურნენ, ბადის პირნი განხეთქენ და ღმრთისმსახურებაჲ ქადაგე, ბადენი დასთხიენ და კლიტენი სასუფეველისანი აიხუენ.
    60.     განვედ ნავისა შენისაგან და შევედ ეკლესიასა ჩემსა, ნუ გეშინინ, პეტრე, ამიერითგან მადლი ჩემი შენ თანა არს.
    61.     და პეტრე დაუტევა ყოველი და შეუდგა მიერ ჟამითგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


45

     1.     45. გ. საკითხავი, თქუმული იოვანჱ მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ, სამეოცდაათთა მათთჳს მოციქულთა უფლისათა
    2.     დოროთეოზ ეპისკოპოსისა ტჳრელისაჲ, დაძუელებულისა კაცისაჲ, სულითა შემოსილისა და მოწამეყოფილისაჲ ჟამთა, ივლიანოზ მეფისათა, ესე პირველმოჴსენებული დიდად განთქმული კაცი, ერთად აღწერილი დაუტევა ჰრომაელებრი და ბერძული,
    3.     რამეთუ სხუათაცა ენათა სწავლულ იყო და მრავლად მოსწავლჱ ყოფილ ჴელითა კეთილად მსახურებისაჲთა.
    4.     შემდგომად სიკუდილისა დიოკლიტიანჱსისა, ლიკიანჱსიჲსა დაიპყრა მანცა თჳსი იგი სამკჳდრებელი მწყემსობით ტჳრელთა სამწყსოისა ვიდრე ივლიანესადმდჱ მძლავრისა.
    5.     და არა თუ თჳთ ცხადად, არამედ ფარულად ჴელითა მთავართაჲთა ივლიანოს მოსწყუედდა ქრისტჱანეთა.
    6.     მერმე კუალად დორეთიოზ მიიწია ედესელთა ქალაქად, სადაცა-იგი შეპყრობილ იქმნა ივლიანოსის მთავართა მიერ და მრავალი გუემაჲ იტჳრთა სიღრმესა მოხუცებულებისა მისისა ქრისტჱს მიერ აღსაარებისათჳს.
    7.     გუემითა აღსრულებული მოკუდა, ას და შჳდისა წლისაჲ რაჲ იყო.
    8.     მაშინ მერმე მოხუცებულმან დიდმან ერთად აღწერილი ჩუენ საეკლესიოჲ დაგჳტევა, რომლისათჳსცა სამეოცდაათთა მათთჳს მოწაფეთა მაცხოვრისათა სათხრობელად აღწერა და ვითარცა ვინ სად, თითოეულთა წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა ცხორებაჲ აღასრულეს.
    9.     და პირველად სამეოცდაათთა მათთჳს მოწაფეთა მათსა იტყოდა ყოფად, რომელთაგანცა მრავალნი ეპისკოპოსნი მათგანნი ადგილ-ადგილ იქმნნეს ქალაქთა შინა, რომელთაცა საღმრთოჲ იგი მოციქული კითხვათა მათ მისთა აჴსენებს.
    10.     რამეთუ შემდგომად ჴსენებისა ჩუენისა აღდგომისა მკუდრეთით ყოველთა მათ მოქცევასა აჩუენებს და მოციქულთა შერთვასა ძალთაცა სახელის წოდებასა აჩუენებს თქუმით ესრჱთ: იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ და პირველი ეპისკოპოსი იერუსალჱმს, თჳთ უფლისაგან კურთხეული.
    11.     კლეოპა, ნათესავ-მოდგამი უფლისაჲ და მეორჱ ეპისკოპოსი იერუსალჱმს, რომელმანცა იხილა იგი შემდგომად ადგომისა მისისა მკუდრეთით.
    12.     მატათია, რომელმან აღავსო რიცხჳ იგი ათორმეტთა მოციქულთაჲ.
    13.     თადეოს, რომელმან წიგნი იგი ავგაროს მიართუა ედესად და განკურნა სენი იგი და ყოველი უძლურებაჲ მისი.
    14.     ანანია, რომელმანცა ნათელ-სცა წმიდასა პავლჱს დამასკოს და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა ეპისკოპოს იქმნა დამასკეს...
    15.     ...ლინა, რომელი შემდგომად პეტრე მოციქულისა ჰრომს იქმნა ეპისკოპოს.
    16.     გაიოს, რომელსა მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ეფესოს შემდგომად ტიმოთჱსა, მოწაფისა პავლჱსისა.
    17.     ფილიოლოგე, რომლისათჳს მასცა მოაჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა ანდრე მოციქულისაგან სინოპს.
    18.     პოლონპოს.
    19.     როდიოს, რომლისათჳს მათცა მოციქული აჴსენებს, რომელთა პეტრეს თანა მოციქულისა ნერონის მიერ კეისრის ჰრომს თავი წარეკუეთა.
    20.     ლუკა, რომლისათჳს მისცა ჰრომაელთა წიგნსა აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ლავრიკიას ასურეთისასა.
    21.     სოსიპატროს, რომლისათჳს მასცა პავლე მოციქული აჴსენებს ჰრომაელთასა, რომელი ეპისკოპოს იქმნა იკონიელთასა.
    22.     იოსან, რომელსა მოციქული აჴსენებს წიგნსა შინა, რომელი ეპისკოპოს იქმნა ხარსონს.
    23.     ტერენტიოს, რომელმან ჰრომაელთაჲ იგი დაწერა წიგნი, რომელი ეპისკოპოს იქმნა მეორედ იკონიას შინა.
    24.     ერასტოს, რომლისათჳს მასცა აჴსენებს მასვე წიგნსა, რომლისათჳს მგულებელცა იერუსალჱმს იქმნა ეკლესიასა და მერმე ეპისკოპოს იქმნა პანიდიას.
    25.     კუარტოს, რომელისათჳს მასცა აჴსენებს მასვე წიგნსა შინა, რომელი ეპისკოპოს იქმნა ბივრიტოს.
    26.     აპოლო, რომლისა სახელსა კორინთელთა პირველსა წიგნსა აჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა კესარიას.
    27.     კეფას, რომელსა მოციქულმან პავლჱ ანტიოქიას ამხილა, რომელი ეპისკოპოს იქმნა იკონიას.
    28.     სოსთინე, მასცა აჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა კოლონფონიას.
    29.     ტჳქიკოს, რომლისათჳს მასცა მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა მუნვე კოლონფონიას შინა.
    30.     ეპაფროდიტე, რომელსა მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა დორაქსს.
    31.     კესარ, რომელსა მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ადრიას.
    32.     მარკოზ თანანათესავი, რომელი ეპისკოპოს იქმნა პოლინადას.
    33.     იუ, რომელსა ეწოდა იოსტოს, რომელსა აჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა პისტროსს.
    34.     არტემა, რომლისათჳს მასცა აჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა ელევთეროპოვლის შინა.
    35.     კლემენტოს, რომლისათჳს მასცა იგივე მოციქული აჴსენებს, და იტყჳს კლემენტოჲთურთ და საქმის მოდგამით ჩემთაჲთურთ, რომელისაცა ნათესავთა შორის წარმართთასა პირველად ჰრწმენა ქრისტჱ, რომელიცა მერმე ეპისკოპოს იქმნა სარდიკიას.
    36.     ონესიფორე, რომლისათჳს მასცა აჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა კორონოს ქალაქსა შინა.
    37.     ტჳქიკოს, რომლისათჳს მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ქალკიდონს ბითჳნიაჲსასა.
    38.     კარპოს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ებერიას შინა არაკელისასა.
    39.     ევდიოს, რომელი პირველ ეპისკოპოს იქმნა პეტრჱს მიერ ანტიოქიას შინა დედაქალაქსა.
    40.     არისტაქოს, რომელსა მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა აპამიას ასურეთისასა.
    41.     მარკოზ, რომელსა იოვანეცა ეწოდა, რომელსა ლუკაცა საქმესა მოციქულთასა აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ბაბილონსა.
    42.     ზენან შჯულის მწერალი, რომელი ეპისკოპოს იქმნა დჳოსპოლიას.
    43.     ფილემონ, რომლისა წიგნი იგი მიწერა მოციქულმან, რომელი ეპისკოპოს იქმნა გაზას შინა ქალაქსა.
    44.     არისტაქოს, კებოდი, ტროფიმოს – ესე სამნივე ყოველთა მათ დევნათა მოციქულთა თანა იჭირვოდეს, აღესრულნეს ჰრომსვე მოციქულისა თანა, ნერონის კეისრისა მიერ თავი წარეკუეთა.
    45.     ესე ყოველნი წმიდანი მოციქულნი სამგზის სანატრელმან და ყოვლითა შუენიერებითა სავსემან დორეთიოზ, ჰრომსა შინ მყოფმან, ჴელითა ჰრომაელებრ მეტყუელებითა მოსაჴსენებელთა დაუცვა, რომლისათჳს ჩუენ გარდავცვალეთ განმარტებით ბერძენთა ენად.
    46.     საცნაურად ყოველთა ყავთ სამეოცდაათთა მათ მოწაფეთაჲ წესი და სარწმუნოებაჲ, ჭეშმარიტებით ესე შეიწყნარეთ, რამეთუ მოციქულიცა პავლე მიწერით ამათთჳს იტყოდა,
    47.     თუ რომელნი იგი პირველ ჩემსა იყვნეს მოწაფენი უფლისანი, ესე ყოველნი ეპისკოპოსნი არიან, რომელთა სახარებაჲ იგი ქრისტჱსი ყოველსა სოფელსა მიჰფინეს.


46

     1.     46. დიდი იგი დორეთიოზ მოაჴსენებს ათორმეტთა მათცა მოციქულთა უწყებითა, თუ სადა მათგანმან ვინ ქადაგა ქრისტესთჳს
    2.     პეტრე გალიას და შუვა გალიას, პონტოს პონტოს და ყოველსა კაბადუკიასა და ბითჳნიასა ქადაგებდა სახარებასა მას შემდგომად მოქცევისა მისისა ანტიოქიაჲთა,
    3.     მერმე ყოველსა იტალიასა და ჰრომსა ქადაგებდა, რომელიცა ნერონისგან ჯუარსაცა, მუნვე, ჰრომს, დაფლულ არს უპირადჱს სამისა მის კალანდისა ივლისისასა.
    4.     ანდრეა, ძმაჲ მისი, ყოველთა ზღჳს კიდეთა ბითჳნიაჲსათა და პონტოჲსათა, თრაკთასა და სკჳთელთასა მოვლო და ქადაგებდა უფალსა.
    5.     შემდგომად მისა წარვიდა სებასტიელთა ქალაქსა მას დიდსა, სადა ბანაკი იგი იყო აფსარელთაჲ, და ფასისი მდინარჱ, სადა-იგი უშინაგანჱსნი ეთიოპელთანი დამკჳდრებულ არიან.
    6.     ხოლო დაეფლა პალატარას აქაელთასა, ჯუარს-ეცუა თხისის მოქმედისა მიერ.
    7.     იაკობ ზებედესი შემდგომად ქადაგებისა მის ქრისტჱსისა ათორმეტთა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა მოიკლა ჰეროდესგან, ოთხთა სამთავროთა მთავრისა კესარიას პალესტინისასა.
    8.     იოვანე, ძმაჲ მის, რომელმანცა სახარებაჲ დაწერა, ეფესოს ქადაგა ქრისტჱ და ტრაინასოსის(!) მიერ მეფისა პატმოს ჭალაკად სიტყჳსა მისთჳს ქრისტჱსისა განჴდილ იქმნა.
    9.     და მერმე აღმაღლებაჲ ჴორცთა მისთაჲ განითქუა ენუქის და ელიაჲს თანა, აწცა ჴორცთა შინა ყოფასა იტყჳან.
    10.     ფილიპე მოციქულმან ფრიგჳას ქადაგა სახარებაჲ იგი და დაეფლა იერაპოლისს თანა შჳდით ასულით მისითურთ, რომელნიცა ლუკა მახარებელმან საქმესა მოციქულთასა მოაჴსენნა.
    11.     ბართლომე მოციქულმან ჰინდოთა მათ, „წოდებულთა მდიდრად“, უქადაგა ქრისტჱ და მისცა მათ მათჱს სახარებაჲ და დაიძინა ურბანას ქალაქსა შინა დიდსა სომხითისასა.
    12.     თომა მოციქულმან პართელთა და გერმანელთა და ივრკანელთა და პატრელთა და მოგუთა უქადაგა სახარებაჲ იგი ქრისტჱსი, აღესრულა ქალაქსა ჰინდოთასა, რომელ ეწოდების კათამიტელთაჲ.
    13.     მათე მახარებელმან ებრელითა ჴმითა სახარებაჲ იგი ასწავა, იერუსალჱმელთა ეკლესიასა უქადაგა ქრისტჱ, აღესრულა იეროპოლისს ასურეთისასა.
    14.     იუდა იაკობისმან ყოველსა შუვამდინარესა უქადაგა ქრისტჱ, აღესრულა ედესას და მუნვე დაეფლა.
    15.     სიმონ, რომელსა ეწოდა იუდა, ელევთერეპოლილს და გაზას ვიდრე ეგჳპტედმდე ქადაგა ქრისტჱ, დაეფლა უსტრაკას, ქალაქსა ეგჳპტელთასა, ჯუარცუმული ტრაიანოსისგან მეფისა.
    16.     მატათია, რომელი შერაცხილ არს ათორმეტთა მათ ნაცვალად იუდაჲსა, პირველსა ეთიოპისასა ქადაგა ქრისტჱ, აღსერულა და დაეფლა მუნვე.
    17.     სიმონ მოშურნემან ყოველთა მავრიტიანთა და აფრიკიელთაჲ ქუეყანაჲ მოვლო და ქადაგა ქრისტჱ.
    18.     მერმე ბრეტანიას ჯუარს-ეცუა და მათგან აღესრულა და მუნვე ქუეყანასა მათსა დაეფლა.
    19.     ესე ჩუენ დორეთიოს საწარმართოჲსაგან და ებრაელებრისა ერთად შეკრებული მოგუცა ჰრომაელებრითა წერილითა, რომელი ჩუენ,
    20.     ვითარცა საჴმარი და ადვილად შესაწყნარებელი, ერთად შეკრებული საცნაურ ყოველთა ვყავთ და მადლი მივეცით ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


47

     1.     47. თთუესა აგჳსტოსსა ვ~. ფერისცვალებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, თქუმული იოვანჱ მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ, დღისა მისთჳს, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარმან მთასა წმიდასა თაბორსა
    2.     ბრწყინვალე არს ჩუენდა კრებაჲ ესე დღისაჲ ამის, საყუარელნო, ბრწყინვალე არს დღესასწაული ესე ჭეშმარიტისა ამის ტალავრობისაჲ უფროჲს ძუელისა მის.
    3.     ბრწყინვალე არს კარავი ესე ჩუენი უფროჲს პირველისა მის.
    4.     არა ფურცელთაგან ხეთაჲსა შექმნულ არს, რომელსა წარმავალი საჭმელი გამოაქუს, არამედ საღმრთოთაგან წესთა შემკულ არს, რომელსა სულიერი და წარუვალი საზრდელი გამოქუს.
    5.     არა საწუთროჲ ტალავარი არს, რომელი დაშთის ოჴერი მყოფთა მისთაგან, არამედ საუკუნოჲ კარავი არს, რომელი მოუკლებელ არს მკჳდრთა მისთაგან.
    6.     არა თუ ცეცხლითა განილევის, არამედ მადლითა განმტკიცნების, რომლისათჳს იტყოდა წინაწარმეტყუელი: „უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა?“
    7.     ტაძარი არს სამეუფოჲ და ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა.
    8.     დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ხედავს დიდებასა შემოქმედისა თჳსისასა, დღეს შეიმკვების ღრუბლითა ნათლისაჲთა და იხარებს ჴმითა მამისაჲთა.
    9.     დღეს მოსჱ რჩულისმდებელი გჳრგჳნოსან იქმნების წამებითა მამისაჲთა, რამეთუ რომლისათჳს-იგი წინა-აუწყა ისრაჱლსა,
    10.     ვითარმედ: „წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ“ ამას დაამტკიცებს მამაჲ და იტყჳს: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
    11.     მაგისი ისმინეთ“.
    12.     იგი იტყოდა, ვითარცა მომავალსა, ვითარმედ: მისი ისმინეთ. ესე იგი არს. ოდეს მოვიდეო.
    13.     ხოლო ესე უწამებს, ვითარცა თანამდგომარესა, ვითარმედ: მაგისი ისმინეთ, ესე იგი არს, რომელი მოვიდა და თქუენ შორის დგას.
    14.     დღჱს ელიაცა, ეტლი იგი ისრაჱლისაჲ და მჴედარი მისი ფრიად იხარებს, რამეთუ რომელმან-იგი ჴორცითა საკრველთა შინა საყოფელთა დაჰმარხა, იხილა იგი ჴორცშესხმული ჭეშმარიტად, და რომელმან-იგი უკუდავებისა სახჱ უჩუენა მას, იხილა იგი ვნებად და სიკუდიდ მოსრული ნებსით.
    15.     დღეს თავნი იგი მოწაფეთანი აღმაღლდებიან, რამეთუ იხილეს მიუწდომელი დიდებაჲ.
    16.     უკუეთუ ქუეყანისა მეფემან უშინაგანჱსთა მსახურთა აუწყის საიდუმლოჲ თჳსი და უხარინ, რამეთუ ღირს იქმნეს ცნობად საიდუმლოსა უფლისა თჳსისასა, რომლისაჲ ქერობინთაჲცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმაჲ,
    17.     რამეთუ უფროჲს მათსაცა ღირს იქმნნეს ესენი: იგინი საყდართა ქუეშე ეტლისთუალთა იფარვიან და არავის მიუთხრობენ დიდებასა მისსა, რამეთუ ესენი არა ხოლო თუალით ხილვად, არამედ ჴელით მსახურებადცა და უფროჲსღა ყოველთა კიდეთა აუწყებენ დიდებასა მისსა.
    18.     რამეთუ ესენი მიუთხრობენ ყოველთა საკჳრველებათა მისთა.
    19.     იგინი, ვთქუათ, ხოლო ურთიერთას იტყჳან ქებასა მათსა, ხოლო ამათ ყოველი სოფელი აღავსეს ღმრთის მეცნიერებითა, და ყოველნი მათ თანა სამსა მას წმიდასა გალობასა აქებენ.
    20.     რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი ღმრთის შუენიერისა მისთჳს საკჳრველებისა?
    21.     „რამეთუ გონებაჲ გულსმოდგინე არს, ხოლო ენაჲ უძლური“.
    22.     არამედ შემინდვეთ მე სიტყუად, რამეთუ არა მნებავს მე დუმილი.
    23.     ხოლო შემეწიენით, რაჲთა არა მოვმედგრდე.
    24.     ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა ვიტყოდი თქუენ თანა ამისთჳს, რომელი-ესე გუესმა დღეს წმიდისა სახარებისაჲ, ვითარმედ: „შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანჱ“.
    25.     რაჲ-მე არს „შემდგომად ექუსისა დღისა“, რომელ თქუეს?
    26.     – არამედ პირველთა მათ სიტყუათა შემდგომად ექუსთა დღეთა, ვითარცა-იგი მათჱ და მარკოზ აუწყებენ.
    27.     ხოლო კუალად ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად სიტყუათა მათ, ვითარ რვა ოდენ დღჱ“.
    28.     ნუ ვინმე რიცხჳს ამის განყოფილად თხრობითა უმეცარ იყოს დღესა ამის, რამეთუ ჭეშმარიტად მართალ გჳთხრეს მახარებელთა მათ,
    29.     რამეთუ მათე და მარკოზ არა თანა-შეჰრაცხენ პირველსა მას დღესა, რომელსა სიტყუანი იგი ითქუნეს და არცა უკუანაჲსკნელსა მას, რომელსა შინა იცვალა ხატი იგი დიდებისაჲ,
    30.     არამედ საშუვალ პირველისა და მეორისა ექუსთა ხოლო დღეთა გჳთხრობენ, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა.
    31.     ხოლო ლუკა პირველსაცა და უკუანაჲსკნელსა თანაშეჰრთავს და ერთბამად აჰრაცხს, ვითარმედ: შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, გინა თუ მერვესა დღესა.
    32.     აწ უკუე დღეთა მათთჳს ესოდენ იყავნ სიტყუაჲ ესე.
    33.     არამედ მასვე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე“.
    34.     ჵ სამგზის სანატრელთაჲ მათ მოწაფეთა სამგზის პატივი უფროჲს სხუათასა: რამეთუ პირველ, ოდეს-იგი ასული შესაკრებელთმთავრისაჲ მის აღადგინა, ოდეს-იგი მივიდოდა მათ თანა მკჳრცხლ, ვითარცა კაცი, ხოლო მას გინა მკუდარი იგი მხოლოჲთა სიტყჳთა, ვითარცა ღმერთ არს.
    35.     და მერმე მას დიდებულსა ხილვასა, ოდეს-იგი აღვიდოდა მათ თანა მთასა მას ლოცვად ვითარცა კაცი, ხოლო გამობრწყინდა დიდებითა ღმრთეებრ.
    36.     და მერმე კუალად ოდეს-იგი მოვიდოდა ცხორებისა ვნებასა მას ნეფსით და განზრახვით და მას ღამესა, რომელსა მისცემდა თავსა თჳსისა, და მივიდოდა მათ თანა გესმანიად ვითარცა კაცი,
    37.     რომლისათჳს იტყოდა: „მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდჱ“, და ილოცვიდა: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანაწარსლვად სასუმელი ესე ჩემგან“, ხოლო განუმზადებდა ყოველთა ცხორებასა და უკუდავებასა, ვითარცა ღმერთ არს,
    38.     რაჲთა სამთა ამათ სამგზის პატითა სამებისა სარწმუნო იყოს ყოველთა საიდუმლოჲ, რამეთუ იგი არს, რომელი შორის სამების იდიდების, რომელი მათ შორის მონისა ხატითა იქცეოდა.
    39.     ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ სხუათა მოწაფეთა პატივსა დავამცირებ, ვითარმცა იგინი უპატიო იყვნეს, არამედ რომელთა-იგი იხილეს მიუწდუმელი საკჳრველებაჲ, ვაქებ,
    40.     ვითარცა იგივე ნეტარი იოვანე ღმრთისმეტყუელი ითქუმის საყუარელად უფროჲს სხუათასა, რამეთუ იტყჳს: „მოწაფჱ, რომელი უყუარდა იესუს“.
    41.     არა თუ სხუანი იგი უყუარდეს, არამედ მათცა იგივე ზოგადი მადლი აქუნდა და თქუა: „უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა ვინ სული თჳსი დადვა მეგობართა თჳსთათჳს.
    42.     თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ“.
    43.     და კუალად ვითარმედ: „მამასა ჩემსა უყუართ თქუენ“.
    44.     აწ უკუე, არა თუ შეასმენს სიტყუაჲ იგი მათ, არამედ მისსა მას სიტყუასა უფროჲსად ბრწყინვალე ჰყოფს.
    45.     არამედ კუალად მასვე სიტყუასა მოვიდეთ.
    46.     აღვიდა იესუ მთასა მას ლოცვად, რომელ-იგი სხუასაცა ჟამსა ოდესმე ილოცვიდა, უფროჲსღა იორდანეს ნათლისღებასა მისსა, ჟამსა მას, ოდეს-იგი განეხუნეს ცანი და სული წმიდაჲ გარდამოჴდა და მამისა მიერ იწამა ძედ საყუარელად.
    47.     ესევე დღესცა ილოცვიდა ჟამსა მას დიდებისა თჳსისა[სა], ოდეს-იგი გამობრწყინდა მამულისა მის დიდებისა ბრწყინვალებითა.
    48.     და კუალად მამისა მიერ იწამა მითვე ჴმითა ძედ საყუარელად.
    49.     არა თუ ლოცვით მოიგებდა ღმრთისაგან და მამისა დიდებასა და პატივსა და არცაღათუ ვედრებითა იწამებოდა იგი ძედ, რამეთუ იგი თჳთ არს, რომელი-იგი შეიწირავს ყოველთა ვედრებასა და მისსა მოდრკეს ყოველი მუჴლი ზეცისათანი და ქუეყანისათა და ქუესკნელთანი,
    50.     და ყოველმან ენამან აღუვაროს მას, რამეთუ უფალი იესუ ქრისტჱ არს, და სადიდებელად ღმრთისა, მამისა, არამედ რაჲთა აჩუენოს სრული მსგავსებაჲ ჩუენისა მის ბუნებისაჲ თჳნიერ ცოდვისა
    51.     და რაჲთა ლოცვათა ჩუენთა წინამძღუარ ექმნას მამისა მიმართ, ვითარცა იგი შუვამდგომელ არს მღდელთმოძღუარს ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს ლოცვათა ჩუენთა და გჳლხინებდეს ცოდვათა ჩუენთა.
    52.     და იგი ნათლისღებითა მით არა თუ განწმედასა მიიღებდა წყალთა მათგან, არამედ უფროჲსღა სიწმიდესა მისცემდა, ეგრეცა ლოცვითა მით არა თუ წყალობასა და შეწყნარებასა მიიღებდა, არამედ უფროჲსღა ყოველთა შეწყნარებულს ჰყოფდა და მლოცველთა მათ მიჰმადლებდა წყალობასა.
    53.     რამეთუ მუნ ნათლისღებასა მას ახალი იგი ელია იყო თჳთმხილველ და მსახურ და ქადაგ, ხოლო აქა ძუელი იგი ელია განახლებული წინაშემდგომელ, მგალობელ და თაყუანისმცემელ და თანაზიარ და თანამზრახვალ საიდუმლოჲსა მის.
    54.     ჵ საკჳრველი და მიუწდომელი ხილვაჲ!
    55.     რამეთუ იხილეს ოდეს წინაწარმეტყუელთა მათ მოციქულთა თანა მთასა თაბორსა უფროჲს მთისა სინაჲსა.
    56.     რამეთუ მუნ ალი იგი ცეცხლისაჲ, ხოლო აქა ნათელი ღმრთეებისაჲ.
    57.     მუნ მაყუალი, ხოლო აქა ღრუბელი.
    58.     მუნ მოსჱ შეშინებული, ხოლო აქა თანამდგომარე და ზრახვისა ზიარი.
    59.     მუნ მონაჲ დიდებული, ხოლო აქა უფალი დიდებისაჲ.
    60.     მუნ სახჱ, ხოლო აქა ჭეშმარიტებაჲ.
    61.     ამიერითგან არღარა შჯული მოსჱსგან მოეცემის, არამედ მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტესგან დაემტკიცების.
    62.     და რაჲსაღა უმეტჱსი ვთქუა?
    63.     არღარა მოსჱ იტყჳს, ვითარმედ „წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ ღმერთმან და მისი ისმინეთ“.
    64.     არამედ თავადი მამაჲ თჳთ წამებს, ვითარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“.
    65.     რამეთუ უფროჲს მოსჱსსა არს, რამეთუ აქა დღეს გამოჩნდა დიდებითა, რომელმანცა-იგი დიდებულ-ყო პირი მოსჱსი, ვითარმედ ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისნი თუალთა შედგმად პირსა მოსჱს დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელი განქარვებადღა იყო.
    66.     უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებით იყო, რავდენ უფროჲს, რომელ-იგი ჰგიეს დიდებითა?
    67.     ჵ დიდისა მის ჴელმწიფებისა საკჳრველებაჲ!
    68.     რამეთუ დღეს იწოდნეს ცხოველნი და მკუდარნი მსაჯულისა მის მიერ ცხოველთა და მკუდართაჲსა, რამეთუ იგი არს, რომელსა ცხორებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ აქუს და ნეფსით მოვიდა მოსიკუდიდ ჯუარითა და ესენი თავით ეტყჳან მას, რომელცა-იგი ეგულების ყოფად.
    69.     ღმრთეებისასა მას ხედვენ საკჳრველებასა და კაცობრივსა მას იტყჳან ვნებასა.
    70.     ჵ მიუწდომელისა მის სიმაღლისა გამოუთქუმელი სიმდაბლჱ!
    71.     რამეთუ რომელი-იგი პირველითგან იყო სიტყუაჲ და ღმერთი და ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონებისაჲ მოიღო და მსგავს კაცთა იქმნა.
    72.     და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი, დაიმდაბლა თავი თჳსი, იქმნა მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდჱ და სიკუდილითაღა ჯუარისაჲთა.
    73.     პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ და კლდე სიმტკიცისაჲ, იტყჳს: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“.
    74.     ნანდჳლვე კეთილ არს ყოფაჲ, სადა ღმრთის მეცნიერებაჲ ეწამების და ნათელი ღმრთეებისაჲ იხილვების, და სასუფეველი ცათაჲ ეუწყების.
    75.     მერმე იტყჳს: „ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა“.
    76.     რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა, არამედ არა უმეცარ იყო, რომელსა-იგი ზრახვიდა, რამეთუ იტყჳს: „ერთი შენდა“, ვითარცა ღმრთისა და ერთი მამისა, რომელი-ეგე ხატი და ბრწყინვალებაჲ დიდებისა მამისაჲ ხარ, ვითარცა სთქუ: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“.
    77.     და ერთი მოსჱსა, ვითარცა შენ მხოლოჲსა ძისათჳს, რომელმან მსგავსებაჲ მისი შეიმოსჱ განკაცებითა და შჯულისდებითა და სიკუდილითა.
    78.     და ელიაჲსა, ვითარცა სულისა წმიდისათჳს, რომელი-იგი ცეცხლისა ეტლითა და ზჱაღფრენითა და უკუდავებისა მის სახელითა ცხოვრებისა საუნჯეთა შინა მსგავსად გამოისახვის.
    79.     რამეთუ სამითა მით სახელითა საცნაურსა მას ტალავარსა აღაშჱნებს, რომელ არს სამოციქულოჲ კათოლიკჱ ეკლესიისაჲ, რომელსა შინა სამებაჲ იქადაგების, დაღათუ მან სამი თქუა, არამედ ღრუბელი იგი ერთობასა აჩუენებს,
    80.     რამეთუ არა უმეცარ იყო საიდუმლოჲსა მის, ვითარცა-იგი არა კაცობრივმან სიბრძნემან ასწავა მას თქუმად, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, არამედ მამამან ზეცათამან, ვითარცა-იგი თავადი უფალი ეწამების, რომლისათჳსცა კლიტენი სასუფეველისანი მიიხუნა.
    81.     და რამეთუ ხატ და ბჭჱ სასუფეველისა ცათაჲსა ეკლესიაჲ, ვითარცა მამათმთავარი იაკობ იტყჳს: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე!
    82.     არა არს ესე სხუა, არამედ სახლი ღმრთისაჲ და ბჭჱ ცათაჲ“.
    83.     რამეთუ ლოდი იგი სასთუნალი აუწყებდა დაფუძნებასა ეკლესიისასა, ხოლო აღმართებითა მით და ცხებითა აღშჱნებასა და დიდებასა აუწყებდა.
    84.     ამისთჳსცა უწოდა ბეთელ, რამეთუ ბეთელ ითარგმანების: სახლი ღმრთისაჲ.
    85.     ხოლო კიბეთა აღმართებაჲ და ანგელოზთა გარდამოსლვაჲ და აღსლვაჲ მოასწავებდა, ვითარმედ ესე არიან ბჭენი უფლისანი, და მართალნი შევლენედ ამას, რომელნი სარწმუნოებითა განმართლებულ იქმნეს ანგელოზთა თანა გალობისა და ქებისა შეწირვად ცათა შინა.
    86.     რომლისათჳსცა ეტყჳს უფალი მოციქულსა მას, ვითარმედ: „შენ ხარ კლდჱ, და მაგას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას, და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი,
    87.     და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი კრულ ცათა შინა, და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.
    88.     აწ უკუე ვერ ერეოდიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიასა, დამყარებულ არს იგი კლდესა მას ზედა.
    89.     რომელსა-მე კლდესა?
    90.     არამედ ამასო, რომელსა პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
    91.     და რომელსა პავლე იტყჳს: „ხოლო კლდჱ იგი იყო ქრისტჱ“.
    92.     აწ უკუე „რომელმან აღაშჱნოს სახლი თჳსი კლდესა მას ზედა, რავდენვეღა თუ იყვნედ წჳმანი და წარმოეცნენ მდინარენი და ქროდიან ქარნი და ეკუეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს,
    93.     რამეთუ დამყარებულ არს კლდესა ზედა“ და აღშჱნებულ არს იგი საფუძველსა ზედა წმიდათა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტჱ იესუ.
    94.     ხოლო რომელნი ორგულებით შებრკოლდეს ურწმუნოებითა, მან კუალად მსგავსი იგი ისმინენ, რამეთუ „აღაშჱნა მან სახლი თჳსი მქჳშასა ზედა, და ვითარცა იყო წჳმაჲ, აღდგეს ნაღუარევნი, ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემაჲ მისი დიდი“.
    95.     რამეთუ იტყჳს: „აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა დაბრკოლებისა და კლდესა საცთურებისასა, და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა ჰრცხუენეს“.
    96.     და ყოველსა, რომელსა დაეცეს, იგი განინქრიოს და რომელი ეკუეთოს, იგი შეიმუსროს.
    97.     ამისთჳს უკუე მოციქული იგი საღმრთოჲსა მის დიდებისა ხილვასა ქადაგებს განცხადებულად და იტყჳს: „რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრიტჱსი ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ ვხედევდით მისსა მას სიმდიდრესა“.
    98.     რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერებისა დიდებისაჲ: „ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“.
    99.     და „ეს ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით გამოსრული, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა.“ იტყჳს, ვითარმედ: „მის თანა რაჲ ვიყვენით“.
    100.     არა თუ მარტოჲ დაამტკიცებს, არამედ იცნის მის თანა ჭეშმარიტნი იგი მოწაფენი.
    101.     იაკობ არს ნეტარ იგი მოციქული და მარტჳლი, რომელი ხედვიდა და ესმოდა, რომელმანცა ამას ჭეშმარიტებისათჳს წარუღერა ქედი თჳსი მახჳლსა ჰეროდჱსსა,
    102.     რამეთუ ეჴსენა მას ჭეშმარიტი იგი აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა უფალსა თჳსსა, ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: „მიძლავს სასუმელი, რომელი შენდა შესუმად არს“.
    103.     და რამეთუ საყუარელი იგი მოწაფჱ იოვანე და ღმრთისმეტყუელი, რომელი-იგი მიეყრდნა მკერდსა მისსა სერობასა მას და აღმოივსო სიღრმისაგან სარწმუნოებისა და წამა ჭეშმარიტი,
    104.     ვითარმედ: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ, ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“.
    105.     სარწმუნო არიან მოწამენი ესე და ჭეშმარიტ არს წამებაჲ ესე მათი, რამეთუ „პირისაგან ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ“.
    106.     ამისთჳსცა მამაჲ ზეგარდმო სამგზის წამებს: პირველად იორდანეს ზედა, ვითარცა იგი დიდებასა ძისასა აუწყებს, რამეთუ უწინარჱს თქუა, მეორედ მთასა ზედა თაბორსა, რომელსა-ესე ვდღესასწაულობთ, და მესამე იერუსალჱმს, ოდეს-იგი ჴმაჲ იყო და თქუა: „გადიდე და მერმე გადიდო“.
    107.     რომლისათჳსცა ეტყოდა უფალი ერსა მას: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“, რაჲთამცა არწმუნა ერსა მას ამისგან და უწამა მათ: „აწ საშჯელი არს სოფლისაჲ“.
    108.     რაჲ-მე არს საშჯელი იგი?
    109.     – არამედ ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოივლინა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, ვითარცა-იგი პირველ ვთქუ: „რომელსა არა ჰრწმენეს იგი, აწვე დაშჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა მას სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა“.
    110.     სარწმუნო არს იოვანჱსისა, დიდისაჲ მის შორის წინაწარმეტყუელთა და უფროჲსისა მის ნაშობთა დედათაჲსაჲ და უფლისა წინამორბედისაჲ და მქადაგებელისაჲ, რომელსა-იგი ესმოდა იოვანჱს მამისა მიერ წამებაჲ
    111.     და იტყოდა: „რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს მას ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყო ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ“ დაადგრეს მის ზედა, უკუეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს შჯული მოსჱსი, თჳნიერ წყალობისა ორითა ანუ სამითა მოწამითა მოკუდეს.
    112.     რაოდენ უფროჲსისა ტანჯვისა ღირს არს მისა, რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და წამებაჲ იგი მამისაჲ არა შეიწყნაროს და მოციქულთა ქადაგებაჲ არა შეჰრაცხოს სარწმუნოდ.
    113.     რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: „ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო, იტყჳს უფალი“.
    114.     და განიკითხოს უფალმან ერი თჳსი.
    115.     საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.
    116.     აწ მოვედით დასასრულსა ამის სიტყჳსასა, რამეთუ გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნებდა იესუ, ვითარმედ: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“.
    117.     რაჲ-მე რაჲ არს მცნებაჲ ესე, ვითარმედ: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას“, რომელი უფროჲს ყოვლისა ხილვისა ქადაგებად ჯერ-არს?
    118.     არამედ მისითა მით განაჩინა დროჲ იგი ჟამისაჲ მის და წესი თხრობისაჲ, რამეთუ თქუა: „ოდეს ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“, რომლისათჳს სხუასა ადგილსა იტყჳს,
    119.     ვითარმედ: რომელი გრქუან ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმეს, ქადაგებდით ერდოთა ზედა.
    120.     და ვითარცა იგივე კუალად ეტყჳს მათ და ასწავებს: გზასა წარმართთა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ.
    121.     ხოლო რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, ოდეს ჯერ-იყოს მისლვაჲ, ეტყჳს მათ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
    122.     ხოლო თჳნიერ ჟამისა თხრობაჲ სიტყჳსაჲ უწესო არს და თჳნიერ წესისა კეთილი რაჲმე უჟამო არს და თჳნიერ კეთილისა სათნოებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო თჳნიერ სათნოებისა სრულებასა ვერ მიიწიოს.
    123.     აწ უკუე ვისწავოთ მოციქულისაგან, რომელი-იგი ჩუენ, ვითარცა კეთილისა თანამზრახვალი, გუსწავებს და იტყჳს: „რაჲთა გამოიცადა...
    124.     ღმერთისაჲ“...
    125.     და მადლსა წმიდისა სულისასა და სახარებისა ქადაგებითა და მოციქულთა მოძღურებითა, ვითარცა შვილნი მორჩილებისანი.
    126.     რაჲთა შვილებაჲ იგი დავიმკჳდროთ აღთქუმაჲ და ძმობისაჲ იგი მოვიღოთ პატივი.
    127.     ვითარცა იგი მადლითა თჳსითა გჳწესს ჩუენ ძმად და იტყჳს: მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა.
    128.     რამეთუ იგი თავადი არს, რომელ კაცთმოყუარებით იქმნა ჭეშმარიტად ჩუენდა ძმად და ნათესავ ძირისაგან იესჱსისა და ტომისაგან დავითისა.
    129.     გამობრწყინდა ნათლითა დიდებისა თჳსისაჲთა, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და მყოფ არს ნათელსა მიუწდომელსა, რომელი კაცთაგანმან არავინ იხილა
    130.     და არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს დიდებაჲ და მადლი და პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


48

     1.     48. ბ. საკითხავი, თქუმული იოვანჱ ეპისკოპოსისაჲ, რაჟამს ფერი იცვალა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მთასა წმიდასა თაბორს
    2.     ეჰა, დიდებული, საკჳრველი, გამოუთქუმელი და გამოუკულეველი, მიუწდომელი, რომელი იხილა დღეს ნათესავმან კაცთამან.
    3.     ვხედავთ დღეს ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცსა ვხედავთ ცათა შინა და ამას ვხედავთ ღმერთსა სრულსა ყოვლითავე დიდებითა და კაცსა სრულსა ყოვლითავე თჳნიერ ცოდვისა.
    4.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მთავარი იგი ანგელოზთაჲ ვისა მიერ მიივლინა ქალწულისა მარიამისა ხარებად?
    5.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, საშოსა შინა ქალწულისასა ვინ დაიმკჳდრა?
    6.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, წინამორბედმან საშოჲთ გამო ვის თავყანის-სცა სიხარულით?
    7.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ბეთლემს ქუაბსა შინა ვინ იშვა?
    8.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ანგელოზისა მიერ ხარებითა ვისსა მიივლინნეს მწყემსნი ხილვად და თაყუანისცემად, რომელიცა იხილეს შეხუეული და მწოლარე ბაგასა,
    9.     რომელსაცა თაყუანის-სცეს და ანგელოზთა თანა ღაღადებდეს და იტყოდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ?“
    10.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, დღესა მერვესა წინადაცუეთად ვისა მოვიდეს?
    11.     გინა თუ დღესა მას მეორმოცესა განწმედისა მათისასა აღმოიყვანეს ტაძრად უფლისა ვითარცა ჩჩჳლი?
    12.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მკლავთა ზედა სჳმონისთა ვინ მიიქუა ღმერთი და იჯმნიდა იგი, ვითარცა მონაჲ თჳსისა უფლისაგან?
    13.     და იტყოდა: „აწ, უფალო, განუტევე მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“.
    14.     და მსგავსად მისა ანაცა წინაწარმეტყუელი, ვითარცა „ღმერთსა, „აღუვარებდა“ და თაყუანის-სცემდა.
    15.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, მარიამ დედამან და იოსეფ ვინ წარიყვანეს გალილეად ვითარცა ჩჩჳლი?
    16.     ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: „ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა და აღივსებოდა იგი სიბრძნითა და მადლი ღმრთისაჲ იყო მის თანა“.
    17.     და შემდგომად მეორისა წლისა აღმოიყვანეს იგი ბეთლემდვე, რაჲთა იხილონ იგი მოგუთაცა ბეთლემსვე შინა.
    18.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ვისა მოვიდეს მოგუნი იგი აღმოსავალით ძღუნითა ვარსკულავისა უწყებითა, რომელთაცა იხილეს ბეთლემს, სახლსა მას შინა, ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: რომელსაცა თაყუანის-სცეს, რომლისაცა „შეწირეს ძღუენი: ოქროჲ, მური და გუნდრუკი“.
    19.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ჰეროდე მეფე ვის ეძიებდა მოკლვად?
    20.     რომლისათჳსცა უბრძანა მოწყუედაჲ ყრმათა ბეთლემისათაჲ „ორით წლითგანნი და უდარესნი.
    21.     ვითარცა გამოიკითხა ჰეროდჱ მოგუთა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისაჲ მის ვარსკულავისაჲ“, რომლისათჳს, ჩუენებითა ანგელოზისაჲთა ივლტოდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე სიკუდილადმდე ჰჱროდესა.
    22.     და ვითარცა მოკუდა ჰეროდე, ჩუენებითა ანგელოზისაჲთავე გამოვიდეს ქუეყანად ისრაჱლისა.
    23.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, იოვანე წინამორბედი ვისთჳს ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: „უძლიერჱსი ჩემსა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა?“
    24.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, იორდანჱს ნათელი ვინ მოიღო იოვანჱსგან?
    25.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, სული წმიდაჲ ვის ზედა გარდამოჴდა ზეცით ჴორციელითა ხილვითა და ჴმაჲ მამისაჲ ისმოდა ზეცით: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“.
    26.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვინ განიცადებოდა უდაბნოსა ორმეოც დღე ეშმაკისაგან?
    27.     და ორმეოც დღჱ პური არა ჭამა და წყალი არა სუა?
    28.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, კანას გალილეაჲსასა წყალი ღჳნოდ ვინ გარდააქცია?
    29.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, და-ვინ-ჯდა ლაკუასა ზედა მშურალი გზისა მისგან?
    30.     და თუ არა ვთქუათ ყოველივე მიწყებით შემოკლებისა ამისთჳს ჟამისა, რამეთუ იციან ყოველი შვილთა ეკლესიისათა ჴორციელებრი სიმდაბლჱ და ღმრთეებრი სიმაღლჱ, და არა თუ დავაგდებთ ქუე კაცობრივსა მას ბუნებასა,
    31.     არამედ ვადიდებთ ღმრთეებრ განკაცებასა მისსა და ამას უფროჲს აღვიარებთ, რამეთუ ღმერთი არს ესე დაუსაბამოჲ, საუკუნეთა შემოქმედი, რომელმან უთხრა ყოველივე, რაჲცა ექმნა დედაკაცსა მას სამარიტელსა.
    32.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვინ „წარიყვანნა პეტრე, იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა?“
    33.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ვინ იცვალა ხატი დიდებით მთასა ზედა თაბორსა, რამეთუ „გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ და იქმნა სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი?“
    34.     და მოვიდეს მოსჱ და ელია და ამას აუწყებდეს, ვითარმედ უფალი არს ესე ცხოველთა და მკუდართაჲ.
    35.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვის ეტყოდა პეტრე: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    36.     გნებავს თუ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა“?
    37.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მეყსეულად ვისსა მიივლინა ღრუბელი მაგრილობელად და ჴმაჲ მამისაჲ ზეცით ისმოდა: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ?“
    38.     ხოლო იესუ სხუანიცა სასწაულნი, რომელნი ქმნნა დიდ-დიდნი, რომელნი წერილ არიან წმიდათა სახარებათა შინა, რომელმან ხუთითა ჴუეზითა ხუთ ათასნი განაძღნა და შჳდითა ჴუეზითა ოთხ ათასნი,
    39.     რომელმან ქართა და ზღუასა შეჰრისხნა და დაყუდნეს, რომელმან სიტყჳთა მკუდარნი აღადგინნა და ბრმათა თუალნი აღუხილნა და ყრუთა ყურითა ასმინა და განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე, აღადგინა და ვითარცა-იგი პირველ ვთქუთ,
    40.     დაღაცათუ ყოველი არა მიწყებით ვთქუთ მისთჳს, რომლისათჳს-იგი შეკრებულ ვართ, რომლისათჳსცა-იგი ვეძიებთ, რომლისათჳსცა არს სიტყუაჲ ესე, რომელსაცა-ესე დღეს ზედა ვდგათ წმიდასა ამას დღესა, ფერისცვალებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა,
    41.     რაჟამს-იგი გამოუბრწყინა დიდებაჲ თჳსი მოწაფეთა თჳსთა, წამებს და იტყჳს წმიდაჲ სახარებაჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრჱ, იაკობ და იოვანჱ“, აწ უკუეთუ ვინმე მალემსმელთაგანმან იკადროს და თქუა,
    42.     ვითარმედ: ესრჱთ იტყჳს წმიდაჲ ლუკაჲ მახარებელი: „და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღჱ“, ნანდჳლ და ჭეშმარიტად იტყჳს, ხოლო ორნი ესე მათჱ და მარკოზ ესრე იტყჳან: „და შემდგომად ექუსისა დღისა“,
    43.     არამედ უკუეთუ სცნათ და გულისხმა-ყოთ, სამნივე ერთსა წამებასა წამებენ, რამეთუ იტყჳს მათჱ მახარებელი: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია-ფილიპისათა და იწყო კითხვად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ვის-მე ჰგონებენ კაცნი ძისა კაცისა ყოფად?
    44.     ხოლო მათ ჰრქუეს მას: რომელთამე თქუან: იოვანე ნათლის-მცემელი არს“ და შემდგომითი-შემდგომად, ვითარცა წერილ არს.
    45.     და მათ სიტყუათა შემდგომად, ვითარცა იტყჳს მათე მახარებელი „შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა მან პეტრე, იაკობ და იოვანე“.
    46.     და არა თქუა, ვითარმედ მეექუსესა დღესა, არამედ შემდგომად ექუსისა დღისა, ესრე აუწყებს.
    47.     უკუეთუ გინდეს ცნობის და გულისხმის-ყოფის, იპყარ პირველი დღჱ, რომელსა-იგი დღესა ჰკითხვიდა მაცხოვარი მოწაფეთა თჳსთა და იპყრენ დღენი ექუსნი სხუანი, და იპყარ კუალად ერთი დღჱ შემდგომად ექუსისა დღისა და ესე ყოველნი აღირაცხებიან რვად დღედ,
    48.     ვითარცა ლუკა მახარებელი იტყჳს, და „შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე წარიყვანნა მან პეტრე, იაკობ და იოვანე“.
    49.     ამისთჳსცა ნანდჳლ და ჭეშმარიტად თქუა მათე, ვითარმედ: „შემდგომად ექუსისა დღისა“...
    50.     პირველი იგი დღჱ არა აჴსენა, არამედ ესთენ ოდენ თქუა: „შემდგომად ექუსისა დღისა“...
    51.     ესე შეთქმულებაჲ წმიდათა მათ მახარებელთაჲ!
    52.     ეჰა, ერთ პირობაჲ წმიდათა მათ მოციქულთა ქრისტჱსთაჲ აჰა, შეზავებაჲ ვითარცა მარილთაჲ მოწაფეთა მათ მაცხოვრისათაჲ!
    53.     ვითარ ერთ სიტყუაჲ არიან, ვითარცა ერთითა პირითა.
    54.     ხოლო ჩუენ მივისწრაფოთ მუნვე და მივიდეთ, რომლისათჳსცა შეკრებულ ვართ, რომელსაცა-იგი ვეძიებთ, რომელსაცა-ესე ვიტყჳთ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანჱ“.
    55.     ესე პეტრე იყო ძმაჲ ანდრიაჲსი, რომელიცა პოვა იესუ ნავსა მას შინა პირველად ძმისა მისისა ანდრიაჲს თანა, რომელსაცა უწოდა იესუ, ხოლო მათ დაუტევეს ყოველი და შეუდგეს მას.
    56.     ესე პირველად მოიგნა მოწაფენი უწინარჱს ყოველთა მოწაფეთა და მცირედრე შემდგომად იაკობ და იოვანე, ძენი ზებედჱსნი.
    57.     ესენიცა პოვნა ნავსა შინა მამისა თჳსისა ზებედჱსა თანა და უწოდა მათ იესუ, ხოლო მათ დაუტევჱს ყოველი და მამაჲცა მათი ზებედჱ ნავსა შინა და მისდევდეს მას.
    58.     ესე პეტრე, თავი ყოველთა მოციქულთაჲ, ესე ძენი ზებედჱსნი, რომელთაცა-იგი უწოდა იესუ „ძენი ქუხილისანი“, ესე სამნი თავნი მოწაფეთანი წარიყვანნა იესუ თჳსაგან და თანა აქუნდეს იგინი.
    59.     და აღიყვანნა იგინი მთასა მას მაღალსა და იცვალა იგი მათ წინაშე სხუად ფერად და გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, ხოლო სამოსელი მისი იქმნა, ვითარცა თოვლი, სპეტაკ.
    60.     რაჲსათჳს-მე, ანუ ვითარ-მე?
    61.     რამეთუ გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, რამეთუ ღმრთეებაჲ უბრწყინვალჱს არის მზისთუალისა და უმჴურვალჱს არს ალისა მის ცეცხლისა.
    62.     არამედ ესოდენ შეუძლეს წმიდათა მოციქულთა გამოთქუმად და უწყებად ჩუენდა, რამეთუ ქუეყანასა ზედა არაჲ ვიცით უბრწყინვალჱს მზისა.
    63.     და რამეთუ სამოსელი მისი იქმნა, ვითარცა თოვლი და ვითარცა ნათელი უბრწყინვალჱს ნათლისა და ელვისა და თოვლისა.
    64.     არავე რაჲ ვიცით, არცა გჳხილავს რაჲ ქუეყანასა ზედა, ამისთჳსცა ესოდენ გუაუწყეს წმიდათა მოციქულთა მათ.
    65.     ვითარცა იხილეს ესე ყოველი ესრჱთ, შეშინდეს ფრიად და შეძრწუნდეს.
    66.     მეყუსეულად მუნქუესვე ეჩუენნეს მათ მოსჱ და ელია.
    67.     თანა-უდგეს და ზრახვიდეს უფალსა.
    68.     ჵ დიდი საკჳრველი და გამოუთქუმელი და მიუწდომელი!
    69.     ჵ დიდი საიდუმლოჲ, რამეთუ მოსჱ მკუდრეთით აღდგა და მოვიდა და ელია ამაღლებული მოვიდა.
    70.     და ესე მოციქულთა მათ და მოწაფეთა ქრისტჱსთა არა იცოდეს, ვითარმედ ესე მოსე არს, გინა ესე ელია.
    71.     არცაღათუ უფალმან და მაცხოვარმან აუწყა მათ, რომელი მოსე არს, ანუ რომელი – ელია.
    72.     არამედ განიზრახვიდეს გულითა მათითა, წამს-უყოფდეს ურთიერთას და იტყოდეს: ვინ-მე არიან ესენი, რომელნი მეყსეულად მთასა ამას ზედა თაბორსა გამოჩნდეს?
    73.     მაშინ იხილეს, რამეთუ ერთსა მას ჰქუნდეს ფიცარნი ქვისანი, რომელთა შინა წერილ იყვნეს სიტყუანი შჯულისანი, გულისხმა-ყვეს, რამეთუ ესე მოსე არს შჯულისმდებელი იგი ისრაჱლისაჲ.
    74.     და ერთსა მას ხედვიდეს, რამეთუ ეტლითა ცეცხლისაჲთა მოსრულ იყო, გულისხმა-ყვეს, ვითარმედ ესე არს ელია, რომელი აღმაღლდა ეტლითა ცეცხლისაჲთა, რეცა თუ ვითარცა ზეცად.
    75.     და ვითარცა ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ ერთი მოსჱ არს და ერთი არს ელია, მაშინ გულისხმა-ყვეს, რამეთუ უფალი არს ესე ცხოველთა და მკუდართაჲ.
    76.     მაშინ შეშინებული და შეძრწუნებული პეტრე ეტყოდა იესუს: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    77.     გნებავს თუ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა“.
    78.     უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    79.     გიხილეთ შენ, ვითარმედ შენ ხარ უფალი ცხოველთა და მკუდართაჲ.
    80.     უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ სიტყჳსა მისთჳს, რომელი მაუწყე ჩუენ უწინარჱს დღეთა ვნებისა შენთჳს, რაჲთა დავადგრეთ მთასა ამას თჳსაგან.
    81.     უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, რამეთუ ვიხილეთ ჩუენ მოსე, რომელსა ჰქონან ფიცარნი შჯულისანი.
    82.     ვხედავთ ელიასცა, რომელი ზის ეტლთა ცეცხლისაჲთა, და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ,
    83.     აჰა, „ღრუბელი ნათლისაჲ მოვიდა და აგრილობდა მათ და მეყსეულად მუნქუესვე ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ.
    84.     მაგისი ისმინეთ“.
    85.     და ვითარცა ესმა ჴმაჲ ესე მოწაფეთა მათ, შეეშინა და შეძრწუნდეს, დაცჳვეს პირსა ზედა ქუეყანისასა და ყოვლადვე ძალი მათგან განეყენა და ზე ახილვადცა თუალთა მათთა ვერ ეძლო და პირდაქცევით ისხნეს, ვითარცა წყალნი დათხეულნი.
    86.     მაშინ მოვიდა მათა იესუ, ჴელი შეახო მათ, იწყო ნუგეშინისცემად მათა და ჰრქუა: „აღდეგით!
    87.     მე ვარ, ნუ გეშინინ“ ხოლო მათ, ვითარცა „აღიხილნეს თუალნი მათნი, არღარა ვინ იხილჱს, გარნა იესუ მარტოჲ“.
    88.     ეძიებდეს გულითა მათითა, განიზრახვიდეს გონებასა მათსა, გულისხმა-ჰყოფდეს გულითა მათითა, ჰხედვიდეს ურთიერთას, შეიწუებოდეს თირკუმელნი მათნი,
    89.     მიმოდასდებდეს თუალთა მათთა სურვიელად მოსჱსთჳს და ელიაჲსთჳს, განკჳრვებულ იყვნეს, ერთობით ეძიებდეს წადიერად და საძიებელსა არა ჰპოვებდეს.
    90.     უკჳრდა მეყსეულად მიფარვაჲ იგი მათი.
    91.     ეშინოდა და ვერ შეუძლებდეს კითხვად მეუფისა და უფლისა ცხოველთა და მკუდართასა.
    92.     და ვითარცა ვერ ჰკითხეს შიშისაგან, წარმოემართნეს მთისა მისგან თაბორისა და გარდამოვიდოდეს.
    93.     და მგზავრ ასწავებდა და ეტყოდა: გაჴსოსა, რამეთუ უწინარჱს დღეთა ამათ გაუწყე თქუენ ვნებისა ჩემისათჳს?
    94.     და აწცა გამცნებ თქუენ და გასწავებ და გითხრობ: „ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრედმდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“, ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრედმდის არა მიხილოთ გალილეას, და განიხილნეთ ჴელნი ჩემნი და გუერდიცა, სამშჭუალითა და ლახურითა განღებული.
    95.     და კუალად გეტყჳ თქუენ: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის არა მიხილოთ მე აღმაღლებული ზეცად.
    96.     ხოლო წმიდათა მათ მოციქულთა და მოწაფეთა ქრისტჱსთა ისმინეს ესე პირისაგან მაცხოვრისა და დაისხნეს ესე გულთა შინა მათთა
    97.     და შემდგომად აღდგომისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა მკუდრეთით და ზეცად ამაღლებისა მიმოდაეფინნეს ყოველსა ქუეყანასა და მოგუაქცინეს ჩუენ, წარმართნი შეცთომილნი,
    98.     და მიმოდადვეს ყოველსა სოფელსა და სახარებაჲ იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ყოველსა სოფელსა უქადაგეს, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.


49

     1.     49. გ. საკითხავი საიდუმლოთაგანი ტალავრობისათჳს, ოდეს მთასა თაბორსა ფერი იცვალა
    2.     ვითარცა-იგი რაჟამს განმცხრობელნი წარდგიან წინაშე მეფეთასა და აღასრულნიან ყოველნი ჴმანი სახიობათანი, მერმე კუალად სათნო არნ და ტკბილ ყურთა მეფისათა თავითვე დაწყებაჲ შესხმათა მათ,
    3.     და ესრჱთ განმხიარულდიან წინაშემდგომელნი იგი და რომელნი ჩინებულ არიედცა ტაბლასა მისსა, ვითარცა ახალსა რასმე სახარებასა შეიწყნარებედ მას, არა ეგრე მოსაწყინებელ უჩნ წინაშე მთასა, ვითარცა პირველ სმენილი,
    4.     არამედ სურვიელად მიუპყრიან სასმენელნი მათნი, დიდითა წადილითა განსცხრებიედ ზედა სტუენათა მათ და ჴმატკბილთა შესხმათა ტყუელვისათა.
    5.     და ვითარცა მჴედარნი რაჲ განცჳვიან ასპარეზსა ტანასობად და აღასრულიან თქერებაჲ იგი ჰუნეთაჲ მათთაჲ და სიცბილნი იგი ცხენთრბევათანი და სიმღერანი უჯერონი, სავსე შრომითა და შფოთითა,
    6.     რომელთა შინა თქუენცა, უკუეთუ ერსა ამას ხოლო თუ მძლედ გამოშჩნდეთ, მეორედ არღარა ვაქციოთ.
    7.     მერმე რომელმან-იგი სძლის, კუალად სურინ პირველისავე მის განცხრომისა და თავი თჳსი შეაყენის გარდასრულსა მას დაუწყნარებლობასა და არა მოეჴსენნიან პირველნი იგი შრომანი.
    8.     ანუ ვითარცა ქუეყანისმოქმედმან, რაჟამს აღასრულის წელიწადი და მოიცალის სონდასობისაგან და შეიკრიბისა ნაყოფი თჳსი, მერმე კუალად იწყის საქმედ ქუეყანისა, ისწრაფინ კუეთად ორნატისა და აღვსებად თესლისა სასოებითა ნაყოფთაჲთა.
    9.     ესრჱთვე მხიარულ არნ ეკლესიაჲ, რაჟამს აღასრულის წელიწადი იგი თჳსი შეუბით და დღესასწაულობით ჴმითა კურთხევისაჲთა და აღსარებისაჲთა, ჴმით ზატიკობისაჲთა.
    10.     და კუალად თავსავე მოვიდეს დიდითა სურვილითა და უწყინოჲთა წადილითა მიეგებვინ, ვითარცა ახალსა აღსრულებად.
    11.     პირველად აღასრულის შობაჲ უფლისა თჳსისაჲ, რომელმან ახარა მას, მერმე ნათლისღებაჲ მისი, რომელმან განანათლა იგი, რომელიცა იწამა მამისაგან ძედ, და გარდამოსლვაჲ მის ზედა სულისა წმიდისაჲ, რომელმანცა ნუგეშინის-სცა მას.
    12.     მერმე კუალად ვნებაჲ მაცხოვრისაჲ თჳსისაჲ, რომელმანცა აცხოვნა იგი და სიკუდილი მჴსნელისა თჳსისაჲ, რომელმან იჴსნა იგი სისხლითა თჳსითა.
    13.     მერმე საფლავსა დადებაჲ მჴსნელისა თჳსისაჲ, რომელმან განუჴსნნა საკრველნი მისნი, მაშინღა გამოსლვაჲ საფლავით უჴრწნელისა მის სიძისაჲ ზეცისა მეუფებისაჲ, რომელმან განაახლა უკუდავებაჲ მისი და იჩინა იგი სძლად თჳსა.
    14.     მერმე კუალად ამაღლებაჲ ზეცად მწოდებელისა თჳსისა, რომელმან თანა-აღიყვანა იგი და აღწერა ცათა შინა და მოუვლინა სული წმიდაჲ მოციქულთა მისთა, რომელთასაცა საფუძველსა ზედა აღეშჱნა იგი ქუეყანასა ზედა.
    15.     მაშინ კუალად-აქციის და მეორედ იწყის პირველთავე მათ აღსრულებად დღესასწაულთა უფლისა თჳსისათა, და ისწრაფინ თესვად ორნატსა მას ზეცისასა წმიდასა მას თესლსა,
    16.     რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ პირითა ანგელოზთმთავრისაჲთა წმიდისა მიმართ ქალწულისა და მისგან აღმოცჱნებასა წმიდისა მის მჴსნელისა მისისა იესუჲსსა
    17.     და მერმე კუალად ყოველთა ქმნულთა მისთა და საკჳრველებათა, ვიდრე დღედმდე აღდგომისა მისისა, რამეთუ კუალად მოვიდეს თჳსსავე მას ქორწილსა, რომელსა ეჩინა იგი და მის თანა აღიმაღლოს იგი.
    18.     და აწ, საყუარელნო, გულისხმა-ყავთ სიხარული ეკლესიისაჲ და ყრმათა მისჲთა და მცირედ უწინარჱს მათ დღეთა აღვასრულეთ ვნებაჲ უფლისაჲ და აღდგომაჲ მისი და ზეცად ამაღლებაჲ მისი და სულისა წმიდისაჲ გარდამოვლინებაჲ ზედა წმიდათა მოციქულთა მისთა და ვჰგონებდთ,
    19.     ვითარმედ დავასრულეთ ჴსენებაჲ მადლთა მათ უფლისა ჩუენისათაჲ და კეთილთა მისთაჲ, რომელნი ყვნა ნათესავისათჳს კაცთაჲსა.
    20.     და მას შინავე აღვასრულეთ დღესასწაული წმიდათა მოციქულთაჲ და ვითარ მოვედით თუესა ლოოსისასა დღესა მეექუსესა,
    21.     ვითარცა ჭური რაჲმე პატიონისანი წინაშე მდებარჱ ვპოვეთ დიდებული ესე და საკჳრველი ახალი საიდუმლოჲ, დღესასწაული ესე ტალავრობისაჲ დღესა, რომელსა გამოუცხადა წმიდათავე მათ სანატრელთა მოციქულთა მისთა ხატი და ბრწყინვალებაჲ დიდებისა თჳსისაჲ.
    22.     და მის თანა უჩუენნა წარულნი იგი კაცნი დიდნი, ერთი იგი მიცვალებული ჴორცითა ელია და მეორე იგი აღსრულებული შჯულისმდებელი მოსჱ,
    23.     რაჲთა გულისხმა-ყონ, რამეთუ იგი არს მფლობელი მთავრობათაჲ და ჴელმწიფებაჲ ზეცისათა და ყოველთა მათ ზედამდგომელთა,
    24.     რომელთა უპყრიან ზღუანი და აერნი, ნათელი და ქარნი და ზემონი იგი საყუფელნი და მაღალნი იგი უხილავნი ადგილნი სუფევისა მისისანი, რომელთაგან მოიყვანა ელია.
    25.     და ვითარმედ იგი არს ჴელმწიფჱ მთავართა ჯოჯოხეთისათა და საშინელ მეკარეთა სიკუდილისათა, რომელსა ეგულებოდა შემუსრვაჲ მათი,
    26.     ვინაჲცა გამოიყვანა მოსჱ და დაადგინნა იგინი მის თანა გარეშუწერელმან მან და გარეშეწერილმან ღმერთმან და კაცმან დამბადებელმან დაბადებულთამან, პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილმან და უკუანაჲსკნელთა ჟამთა დედისაგან განკაცებულმან, შეურწყუმელმან და განუყოფელმან.
    27.     მსგავს იყო განწყობაჲ იგი მათი, სამთავე მათ მოციქულთა წინაშემდგომელთა მისთა –პეტრჱსა, იაკობისა და იოვანჱსა, რომელთაგანმან ერთმან ითხოვა სამი ტალავარი, ხოლო არა იცოდა, სამსა რასმე სახის-ყოფასა განაწესებდა უგონოდ.
    28.     ტრფიალი იგი ქრისტჱსი პეტრჱ, ქადაგი მესამისა დღისა აღდგომისაჲ, დღეს სამსავე ტალავარსა ქადაგებდა და თანამოყვანებულნი იგი მისნი წინაწარმეტყუელნი ვნებისა მისისათჳს ეტყოდეს მას, რამეთუ მოსიკუდიდ იყო იერუსალჱმს.
    29.     ხოლო მან მუნქუესვე უჩუენა მოციქულთა თჳსთა სახითა მით, ვითარმედ: მო-თუ-ვკუდე, აღ-ცა-ვდგეო და ყოველნი მყოფნი ჯოჯოხეთისანი ჩემ თანა აღვადგინნე განთავისუფლებულნი.
    30.     და უკუეთუ ესე არა გრწამს, იხილეთ მოსჱ, რამეთუ მუნით მომიყვანებიეს იგი და თუ არა აღიარებთ ღმრთეებასა ჩემსა, იხილეთ ელია, მიერ მაღლით ადგილით მოუწოდე მას და მერმეცა,
    31.     თუ გნებავს ჭეშმარიტად ცნობად აღდგომაჲ ჩემი, მოჰხედეთ საშინელსა ამას ხილვასა დიდებისა ჩემისასა, რამეთუ ხატი არს ესე უჴრწნელებისა ჩემისაჲ, რომლითა აღვდგე საფლავისაგან დაბეჭდულისა და წინა-გიძღოდი გალილეად და გიჩუენო თქუენ და შევიდე თქუენდა კართა ჴშულთა.
    32.     და ამისთჳს გიჩუენე ხატი ესე დღეს და არა სხუათა, რამეთუ თანა-ყოფად ხართ ღამესა მას მიცემისა ჩემისასა.
    33.     და მერმე კუალად ხილვად გიც გამოსრული საფლავით, შემოსილი დიდებითა მით და მოქცეული მკუდრეთით, შემოსილი ძლიერებითა, რაჲთა, ნუუკუე მიხილოთ სიმდაბლით, უსასო იქმნნეთ აღდგომისა ჩემისათჳს.
    34.     და მერმე მიხილოთ დიდებით და რომელნიმე ორგულდეთ.
    35.     ხოლო აწ შეისწავეთ ხატი ესე და მერმე მიხილოთ რაჲ, მიცანთ მე.
    36.     ესევითარითა უწყებითა აუწყებდა მათ უფალი.
    37.     დაღათუ სიტყჳთ არა ეტყოდა ამას, ხოლო საქმენი იგი საცნაურ იქმნნეს, რამეთუ ამისთჳს იქმნებოდეს.
    38.     ამისთჳს, საყუარელნო, ეკლესიაჲ კუალად იწყებს აღსრულებად მათვე დღესასწაულთა უფლისა თჳსისათა და თჳსავე მას წელიწადსა მოქცევად,
    39.     რამეთუ დასტკბეს შესხმანი ესე სულიერნი მეორედ და მესამედ და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა სახიობად და სურის ასპარეზი იგი კუალად დაქცევად მრავალგზის.
    40.     ხოლო ესე ეგრე რბის, ვითარცა არა უჩინოჲ, ეგრჱთ იჭირვის, ვითარცა არა აერსა სცემს, არამედ მრავალთა აღშჱნებისათჳს სწადის საქმედ ქუეყანისავე იგი თჳსი, რომლისა მოშაკობს.
    41.     აწ მოვედით საყუარელნი ეგე შვილნი ეკლესიისანი და ვისმინოთ, რასა-ესე გჳთხრობს სახარებაჲ,
    42.     რამეთუ იტყჳს მათჱ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა პეტრე, იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგი[ნი] მთასა მაღალსა თჳსგან და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და ბრწყინავდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, ხოლო სამოსელი მისი იყო სპეტაკ, ვითარცა თოვლი“.
    43.     ხოლო ლუკა იტყჳს: „და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ რვაოდენ დღე და წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე და აიყვანნა მთასა ლოცვად.
    44.     და იყო ლოცვასა მას მათსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუაჲ და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარჱ“.
    45.     აწ შენ ქცეულებისათჳს რიცხჳსა ამის ნურას ორგულებ, რომელ გესმა მახარებელთა ამათგან და ვითარცა ცილისმეტყუელთა შეიწყნარებ მათ, არამედ, ვითარცა ჭეშმარიტისა მქადაგებელთა, მიუპყარ გონებაჲ შენი.
    46.     რამეთუ არა ორ არს სიტყუაჲ ესე, არცა ვითარმედ ერთი ოდენ იტყოდა ჭეშმარიტსა და ერთი იგი სცთებოდა, არამედ რასა იტყჳან მათე და მარკოზ, ისმინე: „მაშინ იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა,
    47.     რამეთუ ჯერ-არს მისი აღსლვაჲ იერუსალჱმდ და ფრიად ვნებაჲ მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა და მწიგნობართა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“.
    48.     და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე!“
    49.     ხოლო მარკოზ იტყჳს: „და განცხადებულად სიტყუასა ამას იტყოდა და გარე-იყვანა იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.
    50.     ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი და შეჰრისხნა პეტრჱს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ საცთურ ჩემდა ხარ.
    51.     და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნდეს შემდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“.
    52.     ეჰა, მოწყალებაჲ სახიერებისაჲ უფლისაჲ!
    53.     დაღათუ შეჰრისხნა მოწაფესა მას, მუნქუესვე მოუწოდა მას შედგომად კუალსა მისსა, მსგავსად მისსა სიკუდიდ ჯუარითა.
    54.     და მერმეცა კადნიერ იქმნა თანავნებად მისა, ხილვითა მით დიდებულითა ღმრთივ ბრწყინვალესა მთასა მას ზედა.
    55.     ხოლო პირველად იტყჳს: „გეტყჳ თქუენ ჭეშმარიტად, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ მომავალი ძალითა.
    56.     და „შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნაო“.
    57.     აწ შენ გულისხმა-ყავ, რამეთუ ექუსი დღე თჳთ არს იგი, რომელსა შინა იტყოდა სიტყუათა ამათ მოწაფეთა მიმართ თჳსთა და მერმე წარჴდეს ექუსნი დღენი და შემდგომად ექუსთა მათ დღეთა იყო დღჱ, რომელსა შინა წარიყვანა პეტრე და იაკობ და იოვანე და უჩუენა დიდებაჲ თჳსი.
    58.     აწ უკუე ამისთჳს ვიდრემდე თქუა ლუკა მახარებელმან: „და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღჱ, არა თქუა, ვითარმედ: იყო შემდგომად რვისა დღისა.
    59.     ხოლო მათე იტყჳს: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნაო.
    60.     რამეთუ პირველ თქუა დღე იგი, რომელსა შინა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ ვიდრემდჱ იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“.
    61.     აწ უკუე ამისთჳს ვიდრემდე თქუა ლუკა მახარებელმან: „და იყო, შემდგომად ექუსისა დღისა ვიდრემე დღენი სხუანი წარჴდეს და მერმე შემდგომობაჲ იგი გჳჩუენებს,
    62.     ვითარმედ იყო სხუაჲ დღჱ და არა მეექუსე იგი დღჱ და ჭეშმარიტად იქმნა სიტყუაჲ იგი ლუკაჲსი, ესე დღეთა ამათ რიცხჳსა შეერთებისათჳს ვთქუთ“.
    63.     ხოლო აწ ამასვე სიტყუასა მოვიდეთ: „და წარიყვანა იესუ მთასა მაღალსა და იცვალა სხუად ფერად და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალჱ, სპეტად, ვითარცა თოვლი და ბრწყინვიდა პირი მისი, ვითარცა მზჱ“, რომლისა ბრძანებითა აღმოჰჴდის მზჱ და უწინარჱს მზისა იყოს სახელი მისი.
    64.     ვითარ-მე ესწორების ბრწინვალებასა მისსა ბრწყინვალებაჲ მზჱსაჲ?
    65.     არამედ ჩუენთჳს ესრჱთ დაიწერა, რამეთუ არარაჲ უხილავს ბუნებასა კაცთასა უბრწყინვალესი მზისა, რავდენ-იგი შემძლებელ არს გონებაჲ შეწყნარებად თუალით ხილვად, ეგოდენცა მოგუეთხრობვის.
    66.     და ეჩუენნეს მათ მოსჱ და ელია მის თანა და თანა-ზრახვიდეს დიდებითა და ეტყოდეს განსლვასა მისსა, რამეთუ ეგულებოდა აღსლვად იერუსალჱმდ.
    67.     ხოლო პეტრე და მისთანანი იგი დამძიმებულ იყვნეს ძილითა და, გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი.
    68.     ჵ დიდი საიდუმლოჲ და გამოუთქუმელი საკჳრველი!
    69.     აქა დამძიმებულთა ძილითა თავთა მათ მოწაფეთა უჩუენა დიდებაჲ მისი და ღამესა მას მიცემისა მისისასა, ოდეს მიეცემოდა ცხორებისათჳს სოფლისა ნებსით სიკუდიდ და ამათვე მოწაფეთა, დამძიმებულთა ძილითა,
    70.     უჩუენა მწუხარებჲ და ურვაჲ მისი და სიმდაბლითნი იგი სიტყუანი მისნი, რომლითა, რაჟამს ესმნეს: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“, არა შეორგულდენ ურწმუნოებით,
    71.     არამედ განძლიერდენ სარწმუნოებით, მოიჴსენონ, რამეთუ ესე არს, რომელი იხილეს დიდებითა საშინელითა და ბრწყინვალებითა გამოუთქუმელითა მთასა მას ზედა.
    72.     ესე არს, რომელსა აქუნდეს მოსჱ და ელია, რომელნი მოიტაცა დღესა მას თანამზრახვალად თჳსა, ვითარცა მეუფემან ძლიერმან, ერთი – სიმაღლეთაგან უხილავთა, ხოლო მეორე იგი – ქუესკნელთაგან ქუეყანისათა.
    73.     და ეტყოდეს ვნებისათჳს მისისა იერუსალჱმს, რომლისათჳს-ესე აწ შეწუხებულ არს და იტყჳს: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“.
    74.     უკუეთუმცა არა აქუნდა რაჲმე სიტყუასა ამას საიდუმლოჲ, რომელი ვერ გჳცნობიეს, ვითარ მეტყოდა ჩუენ პირველად, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიადი ვნებაჲ და შეურაცხებაჲ“?
    75.     და რომელთა არა შეიწყნარჱს ჩუენთაგანთა სიტყუაჲ ესე და აბრალობდეს მას, ამისთჳს შეჰრისხნა მათ და ეშმაკით ჰჴადოდა.
    76.     და მცირედრე შემდგომად გჳჩუენა დიდებაჲ მისი და ხატი სუფევისა მისისაჲ და წინაწარმეტყუელნი იგი, რომელნი ვიხილენით მის თანა მდგომარენი, რომელთა გუასმინა სიტყუაჲ ვნებისა მისისათჳს.
    77.     ანუ არა ესრჱთვე დამძიმებულ იყვნეს თუალნი ჩუენნი ძილითა ჟამსა მასვე ხილვადმდე დიდებისა მისისა ესევითარისა გულისხმისა-ყოფისათჳს და მოჴსენებისა?
    78.     უჩუენა უფალმან დიდებაჲ თჳსი მათ ხოლო მოწაფეთა და არა სხუათა.
    79.     მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    80.     ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსჱსთჳს და ერთი ელიაჲსთჳს, რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“.
    81.     აწ უკუე ვინაჲ გულისხმა-ყო მოციქულმან, რამეთუ იყვნეს თანამზრახვალნი იგი მოსჱ და ელია, რამეთუ არცა პირნი მათნი იხილნეს და არცა ჟამთა მათთა მეცნიერ იყო?
    82.     არამედ ვჰგონებ, ვითარმედ ეტყოდა მოსჱ უფალსა: უფალო, ჯერ-არს შენდა ჴსნაჲ ჩუენი ჴელთაგან სიკუდილისათა და განჴსნაჲ საკრველთა ჩუენთაჲ ნებსით სიკუდილითა შენითა და განხუმაჲ ბჭეთა ჯოჯოხეთისათაჲ ჯუარითა შენითა,
    83.     და მერმე აღმოყვანებაჲ ერისა შენისაჲ და გამოჴსნაჲ მათი ჴელთაგან ეშმაკისათა, ვითარცა-იგი მე ძალითა შენითა კუერთხითა განვაღჱ ზღუაჲ და ბრძანებითა შენითა აურაცხელსა სიბნელესა უფსკრულთასა უჩუენე ნათელი მზისაჲ და გამოვიყვანე ერი იგი ჴელთაგან ფარაოჲსთა.
    84.     და ესე ვქმენ წინაჲსწარ სახედ ჯუარისა ვნებისა შენისა და შენ მიერ განხეთქისა საკრველთა ჩუენთაჲსა, რომელნი „ვსხედთ ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა“,
    85.     რამეთუ პირველ ვთქუ ჯუარსა შენისათჳს ერისა მიმართ, ვითარმედ იყოს ცხორებაჲ თქუენი დამოკიდებული წინაშე თუალთა თქუენთა.
    86.     ხოლო ელია იტყოდა: ვიდრემდის, უფალო, დაიდუმებ ჭირსა მონათა შენთასა მძლავრებისაგან ეშმაკისაჲსა?
    87.     ანუ არა დასაბამითგან შთანთქნა ქმნულნი შენნი და განდრიკა გული ერისა შენისაჲ მონებად ბაალისა, რაჟამს-იგი მოწყჳდნეს წინაწარმეტყუელნი შენნი და დაარღჳნეს საკურთხეველნი შენნი და ეძიებდეს სულსაცა ჩემსა?
    88.     ხოლო შენ განმარინე მე და აღმიტაცჱ ქუეყანით.
    89.     აწ, უფალო, აღასრულჱ. რომლისათჳსცა მოსრულ ხარ და იჴსენ გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა ჭირული და დავრდომილი.
    90.     რომელსა არა აქუს მწჱ, რამეთუ შენ ხარ, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰჴედ, შეახე მთათა და აჰა ესერა კუმანან ღრუბლითა ნათლისაჲთა,
    91.     ვითარცა-იგი მთასავე ზედა მიჩუენე მე დიდებაჲ შენი ხილვითა მით ოთხფერად, მარქუ: გამოხჳდე ხვალე და დასდგე წინაშე უფლისა მთასა ზედა, და ესერა უფალი წარმოვიდოდის და სული ძლიერებისაჲ დაარღუევდეს მთათა და შეჰმუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისათა.
    92.     და შემდგომად სულისა მის ძრვაჲ და შემდგომად ძრვისა ცეცხლი და მერმე ჴმაჲ ნიავისა წულილისაჲ და მას შინა უფალი.
    93.     და რაჟამს ვიხილე იგი, მივიბურჱ პირსა ჩემსა, რამეთუ ვერ ვიკადრებდი მოხედვად საშინელებასა დიდებისა შენისასა.
    94.     ხოლო აწ გხედავ ხატითა მონისაჲთა და გულისხმა-გყოფ გამოუთქუმელსა შენსა კაცთმოყუარებასა.
    95.     და რამეთუ ჴსნისათჳს კაცთაჲსა გარდამოჰჴედ ქუეყანად, არამედ შეწევნად მათა ისწრაფჱ.
    96.     ესე და მსგავსნი ამათნი ვიდრემე სიტყუანი ესმოდეს სიმონ-პეტრჱს და მის გამო გულისხმა-ყო, რამეთუ იგინი არიან მოსჱ და ელია.
    97.     ჰრქუა: უფალო, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა.
    98.     ვიდრე იგი იტყოდა ამას, აჰა, ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ.
    99.     დიდი საიდუმლოჲ უფლებისა შენისაჲ, ქრისტჱ!
    100.     არავინ სხუანი მოიყვანნა წინაწარმეტყუელთაგანნი, გინა თუ მამათმთავარნი, არამედ რომელნი-იგი ჩუეულ იყვნეს შესლვად მთათა მათ მკმოლვარეთა და ღრუბელსა ნათლისასა და სმენად ჴმასა მას საშინელსა და ოხრასა შესაძრწუნებელსა და საუცრებასა დიდსა.
    101.     ჵ მოსჱ, ნუ გეშინინ, რამეთუ არა არს აქა წყუდიადი ბნელი, არამედ ნათელი ყოვლად თაყუანისსაცემელი სამებისა წმიდისაჲ.
    102.     არა საყჳრისა ოხრაჲ, არცა სიტყუანი, განსაკუთრებულნი, რომელთაგან-იგი ვიემე იჯმნეს სრულიად.
    103.     არამედ ჴმაჲ სიტყუათა უფლისათაჲ ერთგულსა ზედა ძესა: „ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“!
    104.     არღარა იდევნებიან მიერ მთით მჴეცნი ველისანი, არამედ მოიტაცებიან მჴეცთბუნებანი წარმართნი შვილ-ყოფად ღმრთისა, ცხოველისა ეკლესიისა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, წოდებად მართალთა ზედა სახელი ახალი იესუჲსი, რომელი-იგი ახლისა შჯულისა იქმნა შუვამდგომელ.
    105.     და არცაღა შენ, ელია, იხილო ოთხფერი ხილვაჲ იგი, არამედ ერთი ღრუბელი, რომელი აგრილობს სამ ტალავრობით, რამეთუ „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა და იქცევის იგი ფრთეთა ზედა ქართასა“, მას ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა.
    106.     იგი, რომელმან „მოხედის ქუეყანასა და შეაძრწუნის იგი და შეახის მთათა და კუმოდიან“, ამას მთასა ზედა ღრუბელი აგრილობდაო.
    107.     და ჴმაჲ იყო ღრუბლითა გამო და თქუა: „ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ!“, ვითარმედ არა უკუე კადნიერ ქმნულ იყოს სიმონ სმენითა მით ჴმისაჲთა და გულისხმა-ეყოს მოწაფეს მას,
    108.     ვითარმედ: იგი არს, რომელმან ჰრქუა მას: „მიეცეს ძჱ კაცისაჲ ჴელთა უშჯულოთასა და მესამესა დღესა აღდგეს“, შემძლებელ არს საქმით აღსრულებად.
    109.     და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა მათსა და შეეშინა ფრიად.
    110.     და შევიდა იესუ მათ, ძლიერი იგი მოვიდა უძლურთა თანა, რაჲთა უძლურნი იგი განაძლიერნეს.
    111.     უფალი მოვიდა მონათა თანა, რაჲთა მონათა ნუგეშინი-სცეს.
    112.     ღმერთი მოვიდა კაცთა თანა, რაჲთა კაცნი განამტკიცნეს.
    113.     მოძღუარი მოვიდა მოწაფეთა თანა, რაჲთა მოწაფენი აღჰმართნეს.
    114.     და მოვიდა იესუ, შეახო მათ ჴელი, რომლისა ჴელსა შინა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლე მთათაჲ მისი არს.
    115.     და მან მთასა ზედა მაღალსა შეახო ჴელი მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „აღდეგით, ნუ გეშინინ“.
    116.     ესე ყოველი იქმნებოდა, რაჲთა პირველი იგი სიტყუაჲ დაამტკიცოს, რომელ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მესამე დღესა აღვდგეო“.
    117.     და რომელი-იგი თქუა: „რომელსა უყუარდე მე, აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე!“
    118.     ესე სიტყუაჲ ჰრქუა პეტრჱს, რაჲთა დაითმინოს ჯუარითა სიკუდილი მსგავსად უფლისა თჳსისა.
    119.     ესრჱთვე შემდგომად აღდგომისაცა აუწყებდა პეტრჱს და ეტყოდა: „განგიპყრნენ ჴელნი შენნი და სხუანი შეგარტყმიდენ.
    120.     ესე თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი“.
    121.     და აქა გარდამოსლვასა მათსა მთისა მისგან ეტყჳს: „ნუვინ უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს!“
    122.     ხოლო შემდგომად აღდგომისა უბრძანებს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა!“
    123.     აწ მოვედით, ძმანო საყუარელნო და ნეტარებასა ჩინებულნო, და თაყუანის-ვსცეთ მოძღუარსა მას, რომელმან დამიმოწაფნა ჩუენ და ვაქოთ ღმერთი,
    124.     რომელმან ღირს-მყვნა ჩუენ ქორწილსა მას ძისა თჳსისასა და რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ სახელითა მამისაჲთა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა.
    125.     ვიხარებდეთ დღესასწაულსა ამას ტალავრობისასა, რომელსა შინა აუწყა უფალმან მესამეს დღესა აღდგომაჲ თჳსი სამთა მათ დიდებულთა მოციქულთა მისთა და მათ თანავე ვაკურთხევდით სამებასა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


50

     1.     50. დ. საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა თეოდორე ჰარანელ ეპისკოპოსისაჲ მთისათჳს თაბორისა და ფერისცვალებისათჳს უფლისა და ორთა ბუნებათათჳს
    2.     სავსებასა ნაყოფთასა არნ სამკალი და ნაყოფისაგან ვენაჴისა სთუელი, ხოლო წიგნთაგან –სწავლაჲ სულიერი, რამეთუ სთუელი ესე და სამკალი ერთად მოიწევის წელიწადსა, ხოლო სულიერი ესე საზრდელი, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა, რომელ არს სწავლაჲ წმიდათაგან წიგნთა.
    3.     რამეთუ სამკალი და სთუელი ბეჭნის შემდგომად მოწევნისა, ხოლო სულიერი ესე სთუელი უფროსღა ყუავილმცენარე არს და მარადის ნაყოფი მისი მის თანა ჰგიეს,
    4.     ვითარცა წერილ არს: აწ ჯერ-არს ჩუენდა მოსლვად და ძიებად სიტყუათა მათ ცხორების მომანიჭებელთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა, ვითარმედ „არიან ვინმე აქა მდგომარენი, რომელთა არა იციან გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდის იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი დიდებითა.
    5.     და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა უფალმან სიმონ-პეტრე, იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანა მთასა ფრიად მაღლსა და იცვალა ფერი მათ წინაშე და გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“.
    6.     აწ ვინ-მე კაცნი არიან, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, არა თუ მოციქულნი იგი, რომელთა სახჱ იგი მეორედ მოსლვისა დიდებისა მისისაჲ უჩუენა?
    7.     მთასა ზედა იხილეს მათ, ვითარ-იგი მოსლვად იყო ძჱ ღმრთისაჲ და ძჱ კაცისაჲ.
    8.     აღიყვანნა მთასა მას ღმრთის შემწყნარებელსა, რაჲთა აუწყოს, ვინაჲ არს და ვისი ძეჱ არს იგი, ვითარცა უწინარეს ჰკითხა მოციქულთა: რაჲ თქუან კაცთა ძისათჳს კაცისა.
    9.     და მათ ჰრქუეს: რომელთამე იერემიაო, ანუ სხუაჲ ვინმე წინაწარმეტყუელთაგანი.
    10.     ამისთჳს გამოუცხადა მოციქულთა, ვითარმედ არა ელია არს, არამედ ღმერთი არს იგი ელიასი და იგი არს, რომელი ეტყჳს იერემიას საშოსავე დედისასა: წმიდა გყავ შენო.
    11.     და რაჲთა აუწყოს, ვითარმედ მომავლინებელი არს წინაწარმეტყუელთაჲ და ამასცა აჩუენებს, ვითარმედ ერჩიან მას ცანი და ღრუბელნი.
    12.     ამისთჳს მოუწოდა მოსეს მკუდრეთით და ელიას ცხოველით საყოფლით მისით, რაჲთა უწყოდიან, ვითარმედ ღმერთი არს ცხოველთა და მკუდართაჲ, რომელ-იგი მოსე სიკუდილად მიიყვანა და ელია ქუეყანით ეტლითა ცეცხლისაჲთა მიცვალა.
    13.     ამან უწოდა მოსეს და ვერ დააყენეს იგი ბჭეთა სიკუდილისათა და ელია დამარხულისაგან ადგილისა მწრაფლ მოიყვანა.
    14.     ამისთჳს გამოუცხადა მოციქულთა საიდუმლოჲ იგი, რაჲთა არა დაჰბრკოლდენ გამოუთქუმელსა მას ღმრთეებასა მისსა,
    15.     რამეთუ მარიამს, დედასა მისსა, ხედვიდეს და რამეთუ იოსები ჰპოხდა მჴართა მისთა ზედა და შორის მათსა იქცეოდა, ჭამდა და სუმიდა, რამეთუ ყოველი ესე ბუნებისაგან ღმრთეებისა შეუწყნარებელ არს.
    16.     ამისთჳს ასმინა წამებაჲ იგი მამისაჲ, რაჲთა დაუბრკოლებელად ეგნენ შემდგომად ჯუარცუმისაცა მისისა, რამეთუ ჴმაჲცა იგი დიდებული მამისაგან ესმინა: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთო“.
    17.     ამისთჳს პირველვე დიდებასა უჩუენებდა, რაჲთა არა შემდგომად აღდგომისა მისისა მკუდრეთით ეგონოს მიღებად ძალი იგი, არამედ რაჲთა უწყოდიან,
    18.     რამეთუ აქუნდა პირველითგანვე მტერობაჲ და პირველითგანვე იყო მეუფჱ სიკუდილისაჲ და მეუფჱ დიდებისაჲ, ვითარცა-იგი თჳთ იტყოდა: „მამაო, მადიდე მე დიდებითა მით, რომელ მაქუნდა შენ თანა სოფლის დიდებისა წინა“.
    19.     მი-მე-რაჲ-ღებულ იყოა მისა დიდებისა მისგანი და კუალად მოიხდიდა!
    20.     ნუ იყოფინ! ღმრთეებაჲ იგი დაფარულ იყო კაცებასა მას შინა და შემდგომად აღდგომისა განცხადნა, კუალად ყოვლადვე ცხარ იყო, არამედ არა ყოველთათჳს, ხოლო შემდგომად აღდგომისა – ყოველთათჳს, ვითარცა იტყჳს: „მე მიძლევიეს სოფელსა“.
    21.     იხილეს ესე მოციქულთა განბრწყინებული, ვითარცა მზჱ.
    22.     ორთა მზეთა ხედვენ მოციქულნი ესე: ერთსა ჩუეულებისაებრ ყოვლადვე ხილულსა და ერთსა – უხილავსა, გარნა ხოლო მათგან ყოვლისა განსრულებისა იყო ბრწყინვალებაჲ მისი, არა ვითარცა ბრწყინვალებაჲ მოსჱსი,
    23.     რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა და შინაგან არა აქუნდა ბრწყინვალებაჲ, ხოლო ქრისტჱსი ბრწყინვალებაჲ ყოვლადვე სრულ იყო, ვითარცა გარეშე, ეგრეცა შინაგან.
    24.     მის გამო იყო ბრწყინვალებაჲ იგი და მის თანა იყო და არცა სხჳსაგან მოიღო და არცაღა სიღრმესა ღმრთეებისა მისისასა დატევნად შემძლებელ იყვნეს მოციქულნი იგი,
    25.     არამედ რაჲ შემძლებელ იყვნეს, ეგრჱთ ეჩუენა და უჩუენა მოსე და ელია თანამზრახვალად მისსა, ამას აღუვარებდეს და მადლსა მისსა შესწირვიდეს და აღსრულებასა ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა იხარებდეს და თაყუანისცემასა ნაცვალად ჴსნისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა შესწირვიდეს.
    26.     ხოლო მხიარულებასა აღსრულებისათჳს ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთაჲსა შესწირვიდეს თავნი ესე წინაწარმეტყუელთანი.
    27.     ხოლო თავთა მოციქულთასა წამებაჲ მამისაჲ ესმოდა.
    28.     ამით უფროჲსად სიმტკიცესა ქრისტჱს ღმრთეებისასა შეიწყნარებდეს, რამეთუ მოსეს და ელიას, ვითარცა მონათა, წინაშე მისა მდგომარეთა, ხედვიდეს.
    29.     იხილნეს წინაწარმეტყუელთა მოციქულნი და მოციქულთა – წინაწარმეტყუელნი და გულისხმაყვეს მოციქულთა, რამეთუ ვერვის ძალ-ედვა მოყვანებად მოსჱსა, გარნა რომელმან-იგი დაჰმარხა, და ვერცა ელიაჲსი თჳნიერ, რომელმან-იგი აღამაღლა.
    30.     რამეთუ არავინ უწყოდა საფლავი მოსესი, თჳნიერ დამფლველისა მისისა და არცა საყოფელი ელიაჲსი, თჳნიერ მიმყვანებელისა მისისა, ესრჱთ მოუწოდა ცხოველსა მას და მკუდარსა, რაჲთა აუწყოს მოციქულთა,
    31.     რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველთა და მკუდართაჲ, ცისა და ქუეყანისაჲ და ყოველთა უფსკრულთაჲ, და ყოველი, რაჲ არს მას შინა.
    32.     ჰხედვიდეს ურთიერთას წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი.
    33.     იხილა ნავმან მან ჴორციელმან, რომელმან გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი, კლდჱ იგი სულიერი, რომელმან დაამტკიცნა ეკლესიანი.
    34.     იხილა დაფარულმან მან მეგანძურმან მამისამან განცხადებული ესე მეგანძური ძისაჲ.
    35.     ამან მოსე ზღუაჲ განაპო ძეთათჳს ისრაჱლისათა.
    36.     ხოლო პეტრე, ვითარცა ჴმელისა ზედა ვიდოდა დამტკიცებისათჳს შვილთა ეკლესიისათა და ელიაცა ხედვიდა, რომელი-იგი ეტლითა ცეცხლისაჲთა ამაღლდა, იოვანეს, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მკერდსა ცეცხლისა მის მიუახლებელისასა.
    37.     დღეს ორივე შჯული განცხადებულ იქმნების ზოგად კრებითა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთაჲთა.
    38.     დაფარული იგი ძუელი ქადაგებული წინაწარმეტყუელთა დღეს ახლითა ამით ქადაგებულითა მოციქულთაჲთა შეიერთების, ვითარცა მოციქული იტყჳს: რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუვა კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა.
    39.     ღაღადებდეს პეტრე და იტყჳს: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“, ჵ მოციქულო, დიდსა საიდუმლოსა გააცხადებ სიტყჳთა ამით.
    40.     კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ და ჭეშმარიტად კეთილ არს, რამეთუ ჴმანი წინაწარმეტყუელთანი აღსრულებულნი გიხილვან და ჴელითწერილი იგი ადამის ზედა ცოდვაჲ განხეთქად გიცნობიეს.
    41.     ხოლო რომელსა იტყჳს: „ვქმნეთ სამ ტალავარ“, სამ ტალავარ ესე, ვითარმედ სამებისა წმიდისა შემწყნარებელსა ეკლესიასა იტყჳს აღშენებად.
    42.     კეთილ არს, რამეთუ წინაჲთვე ეკლესიათათჳს იღუწი, რამეთუ მუშაკათმოძღურად წმიდათა ეკლესიათათჳს დადგინებულ ხარ და კლდედ სარწმუნოებისად დამტკიცებულ ხარ.
    43.     და ტალავრობასა ეკლესიათასა იტყჳს, რაჲთა მას შინა დაიჩრდილონ შვილთა ეკლესიისათა სიცხისა მისგან წვალებისა.
    44.     და ვიდრე იგი ამას იტყოდა, ღრუბელი ნათლსაჲ გამოჩნდა, რაჲთა აუწყოს წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა ზოგად, ვითარმედ იგი არს, რომელი მამათა მათთა უდაბნოს აგრილობდა.
    45.     მიათვე ღრუბლითა ჴმაჲ მამისაჲ ზეგარდამო წამებდა: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ!“
    46.     და დაეცნეს შიშისაგან მოციქულნი იგი, ხოლო წინაწარმეტყუელნი იგი მწრაფლ მუნვე მიიტაცნა, ვინაჲ-იგი მოიყვანნა, და არავინ დარჩა მუნ მდგომარჱ, გარნა იესუ, რამეთუ ვერ დაუთმეს საკჳრველებასა ჴმისასა, გარნა იესუ ხოლო მარტოდ, რამეთუ მისვე მამისა ბუნებისაგან იყო.
    47.     და არა საკჳრველ უჩნდა იესუს ჴმაჲ იგი, რამეთუ მარად მამაჲ ძესა თჳსსა საყუარელსა ეტყჳს.
    48.     ხოლო მოციქულნი ესე, ზარტეხილნი ჴმისა მისგან, დაეცნეს და იქმნეს ვითარცა მკუდარნი.
    49.     ჴმისაგან მამისა შეძრწუნდეს და დაეცნეს, ხოლო ძისა მიერ განძლიერდეს და აღემართნეს.
    50.     ესმა მამისაგან წამებაჲ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ!“
    51.     რამეთუ პირველ არღა უწყოდეს მოციქულთა დაუსაბამოებაჲ ძისაჲ და საიდუმლოჲ ღმრთეებისაჲ.
    52.     ამისთჳს შეძრწუნდეს და დაეცნეს, რამეთუ ქუხილიცა დიდ იყო ჴმასა მას შინა, რომელმან შეძრა ქუეყანაჲ, ცაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა.
    53.     მითვე ჴმითა უწოდა ძემან მოციქულთა და განაძლიერნა და აღადგინნა, რამეთუ ერთ არიან მსგავსებითა და ბუნებითა მამაჲ და ძჱ.
    54.     და აღემართნეს მოციქულნი ესე და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო.
    55.     ხოლო წამებაჲ იგი ჴმისაჲ მის არა განაშორებს ღმრთეებასა კაცებისაგან, ძჱ ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ უწინარჱს ყოველთა ჟამთა და იგი ძჱ მარიამისი – შემდგომად ჟამთა.
    56.     რამეთუ განუყოფელ არს კაცებაჲ იგი დიდებისაგან ღმრთეებისა ჭეშმარიტად, ერთი არს ქრისტჱ კაცებითა და დიდებითა.
    57.     გამოუცხადა სოფელსა დიდებითა ღმრთეებისაჲთა, რომელ არს მამისაგან, ხოლო ჴორცნი ესე კაცისაგან.
    58.     ერთი ძჱ მამისაგან და იგივე განკაცებული ქალწულისაგან.
    59.     და აწ რომელმან განყოფად იკადროს არსებაჲ ქრისტჱსი, განეყენენ იგი სასუფეველისაგან.
    60.     და რომელმან შეარწყუას ბუნებაჲ ერთად, წარწყმდინ ცხორებაჲ მისი.
    61.     და რომელმან უვარ-ყოს, ვითარმედ მარიამ არა შვა ღმერთიო, ნუმცა უხილავს დიდებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ.
    62.     და რომელმან უვარ-ყოს, ვითარმედ არა შეისხნა ჴორცნიო, დაკლებულმცა არს და აჴოცილ წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა,
    63.     რამეთუ მისი არს ჴელმწიფებაჲ ცხოველთა და მკუდართაჲ და მან მიაგოს უვარისმყოფელთა მისთა, დასაჯნეს მგმობარნი მისნი და მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


51

     1.     51. აგჳსტოსა იგ. კრებაჲ ბეთლემს, ოდეს მოციქულთა ღმრთისმშობელი სიონდ წარჰყვანდა.
    2.     საკითხავი, თქუმული იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, სახჱ კიდობნისაჲ ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ
    3.     „გიხაროდენ და მხიარულ იყავ ასული ეგე ედომისაჲ, რომელ დამკჳდრებულ ხარ ქუეყანასა, რამეთუ შენ ზედა განვიდეს სასუმელი უფლისაჲ“.
    4.     ამან იერემია სასწაული მოსცა ქურუმთა მათ ეგჳპტისათა, ვითარმედ კერპნი მათნი შეიძრნენ და დაეცნენ და შეიმუსრნენ მაცხოვარებისაგან ყრმისა,
    5.     რომელი ქალწულისაგან იშვა ბეთლემს, ქუაბსა შინა და ბაგასა მიიწვინა, რომლისაგან დღენდელად დღედმდე ღმრთეებრ ადიდებენ ყრმასა მას და პატივ-სცემენ ქალწულსა შობიერსა.
    6.     და ყრმაჲ იგი ბაგასა შთააწვნიან წლითი-წლად და თავყანის-სციან, რამეთუ მეორესა წელსა მოვიდეს მოგუნი იგი ბაბილონით, რაჟამს შთაეწვინა ყრმაჲ იგი ბაგასა.
    7.     და პტოლემეოს მეფჱ იკითხვიდა მიზეზსა ამას, ვითარმედ: რაჲსთჳს არს ესე ესრჱთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე გასრულებასა წელიწადისასა შთააწვინიან ბაგასა მას, რომელ არს ქუაბსა შინა?
    8.     და უთხრეს, ვითარმედ: მამათაგან მოცემულ არს საიდუმლოჲ წმიდისაგან წინაწარმეტყუელისა, რომელ მამათა ჩუენთა მოეცა და მოვედით მიწევნად ამის საიდუმლოჲსა.
    9.     ამან წინაწარმეტყუელმან იერემია პირველ წარტყუენვისა და მოოჴრებისა მის ტაძრისა წარიტაცა კიდობანი იგი შჯულისაჲ და რაჲცა იყო მას შინა და დაფარა იგი კლდესა შინა.
    10.     და წარვიდა უფალი სინაჲთ და ბრძანა შჯულისა დადებაჲ სიონს ძალითა ახლისა მადლისაჲთა, რაჲთა კაცთა დაუტევონ ძუელი იგი და მოვიდენ ახალსა მადლსა ახლისა ყრმისასა, რომელი უმამოდ ქალწულისაგან იშვა და ბაგასა მიიწვინა.
    11.     და თქუა წინაწარმეტყუელმან: სასწაული იყოს თქუენდა მოსლვისა მის მისისაჲ, მერმეთა მათ ყრმათაჲ აღსასრულსა სოფლისასა.
    12.     და კიდობანი ესე დაფარული არავინ გამოიღოს კლდისა მისგან, გარნა აჰრონ მღდელმან, ძმამან მარიამისმან, და მას შინა ფიცარნი არავინ განყვნეს და ვერცა ვინ წარიკითხნეს, გარნა მოსჱ შჩულისმდებელმან, რჩეულმან უფლისამან.
    13.     და აღდგომასა მკუდართასა პირველად კიდობანი იგი აღდგეს კლდისაგან და დაიდგას მთასა ზედა სინასა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი დავით წინაწარმეტყუელისაჲ,
    14.     რომელსა იტყჳს: „აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა შენდა კიდობანის სიწმიდისა შენისაჲ“, რომელ არს წმიდაჲ ქალწული მარიამ, რომელი მიიცვალების ამიერ სოფლით წინაშე ღმრთისა, რომელსა დღეს წმიდანი მოციქულნი სიონს შინა შემურვისა გალობასა უღაღადებენ.
    15.     ესე დღეს ბეთლემით სიონდ წარიგზავნების და დღეს ქუეყანით ზეცად მიიცვალების და ყოველნი წმიდანი მისა შეკრბენ და მოელოდიან უფალსა და მტერსა მას ევლტოდიან, რომელსა ეგულების მოსრვაჲ მათი.
    16.     ხოლო კლდესა მას არს ბეჭჱდი ღმრთისა ჩუენისაჲ, დაბეჭდული ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ და ვერვის ჴელ-ეწიფების მიახლებად და გამოღებად მისა.
    17.     რამეთუ დამარხულ არს იგი მუნ ჟამამდე და იქმნა სახჱ, ვითარცა საწერელი რკინისაჲ.
    18.     და ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარავს სახლსა მას, სადა-იგი დგას კიდობანი იგი, და არავინ იცის ადგილი იგი, არცა აღმოკითხვად ვის ჴელ-ეწიფების უკუნისამდე.
    19.     ადგილი იგი უდაბნოსა ადგილსა არს და არავინ იყოფვის მის არესა კაცთაგანი.
    20.     და პირველად კიდობანი იგი იქმნა შორის ორთა მთათა, სადა-იგი შჯულისმდებელი ისრაჱლისაჲ მოსჱ ჰმარხავს.
    21.     და ღამე ყოველ ნათლისაჲ ღრუბელი ზედა დგას ადგილსა მას მსგავად სახისა მის პირველისაჲ და არა დასცხრეს მადლი იგი ღმრთისაჲ შჯულისაგან.
    22.     და ამისთჳს მოსცა ღმერთმან იერემიას, რაჲთა აღსასრული საიდუმლოჲსაჲ მისისაჲ მანვე ყოს, რამეთუ იყო ნეტარი იერემია, თანაზიარ მოსჱსა და აჰრონისა და ერთად არიან ვიდრე აქამდე.
    23.     რამეთუ იერემიაცა მღდელთა მათგანი არს პირველთაჲ, რომელთა კიდობანი იგი სახედ ქალწულისა გამოსახჱს,
    24.     რომელსა შინა საიდუმლოჲ დაფარული აქუნდა: ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ და ფიცარნი იგი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა, რომლისაჲ არს სახელი მისი უცვალებელი საუკუნითგან უკუნისამდე.


52

     1.     52. აგჳსტოსა იდ. ბეთლემს შემოკრებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, ოდეს მიიცვალებოდა წმიდაჲ ღმრთისმშობელი.
    2.     წინა დღესასწაულისა საკითხავი, თქუმული წმიდისა იოვანჱ ოქროპირისაჲ
    3.     საიდუმლოსა ვხედავ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, საკჳრველსა და მიუწდომელსა და გამოუთქუმელსა ფრიად,
    4.     რამეთუ დღეს წმიდაჲ ქალწული ქუეყანისაგან ზედა მიიცვალების დიდებასა გამოუთქუმელსა, და ძალნი ცათანი განჰკრთებიან და განკჳრვებით იტყჳან, ვითარმედ: მიწისაგანისა მის ადამის ასული უზეშთაეს ჩუენსა იქმნების.
    5.     მთავარანგელოზნი და ბანაკი აგელოზთაჲ ჰხედვიდეს წმიდასა ქალწულსა უზეშთაჱს ყოველთა მთავრობათა.
    6.     განჰკრთებიან ქერობინნი, რომელ დგანან და სცვენ ხესა მას ცხოვრებისასა, მან იხილა წმიდაჲ ქალწული ზეცად აღმაღლებული და იტყოდა: მე ესერა ვდგა და ვსცავ, ნუუკუე სადაჲთ-მე ჭამა ადამ ხისა მისგან ცხორებისაჲსა და ცხომდა?
    7.     სერაბინნი იტყოდეს, ვითარმედ: ასულმან ადამისმან მუცლად-იღო დამბადებელი მათი და ჩუენ ყოველთაჲ, ამისთჳს, რომელნი-იგი სამოთხით გამოიცჳვეს და ცხომდეს,
    8.     ქალწული ქერობინ იქმნების და არღარა გზასა მას სამოთხისასა, არამედ გზასა მას ზეცისასა აღმაღლდების და ადამ დაცემისაგან აღემართების.
    9.     ჭუვილი იგი და გლოვაჲ და მწუხარებაჲ ევაჲსი დღეს სიხარულად გარდაიქცევის.
    10.     დღეს მთავარანგელოზი წმიდასა ქალწულსა ახარებს და ეტყჳს: „გიხაროდენ, მომადლებულო, უფალი შენ თანა“!
    11.     რამეთუ მუცლად-იღე ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ და განჰკურნე წყლულებაჲ სოფლისაჲ და განანათლჱ ნათესავი კაცთაჲ დაბნელებული.
    12.     ხოლო მე აწ, საყუარელნო, ვითარცა ჴმაწულილი და ენაბრკუნვილი, ვჰნატრი წმიდასა ქალწულსა და ვაკურთხევ და ვადიდებ და ვაქებ ლამპარსა მას, აღნთებულსა და არა დაშრეტილსა.
    13.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, დედაო ნათლისაო და ჭურო უბიწოო!
    14.     გიხაროდენ, მარიამ, დედაო და ქალწულო, მჴსნელო, ამისთჳს რამეთუ ღმერთი ჰშევ უჴრწნელად;
    15.     მჴევალო, ამისთჳს რამეთუ ხატი მონისა შენგან შეიმოსა, რამეთუ შევიდა მეუფჱ ქალაქსა მას შენსა და კუალად გამოვიდა, ვითარცა მას უნდა, და ბჭე იგი ეგო დაჴშულად, მუცლად-იღე უჴრწნელად და შევ იგი ღმრთეებრ.
    16.     გიხაროდენ, მარიამ, ტაძარო დაურღუეველო და წმიდაო, ვითარცა იტყჳს დავით წინაწარმეტყუელი: „წმიდა არს ტაძარი შენი, საკჳრველ არს სიმართლითა“.
    17.     გიხაროდენ, მარიამ ტრედო უმანკო და უბიწო!
    18.     გიხაროდენ, მარიამ, სანთელო დაუშრეტელო, რომლისა მიერ ვიხილეთ მზჱ იგი სიმართლისაჲ.
    19.     გიხაროდენ, მარიამ დამტევნელო, რომელმან დაიტიე მხოლოშობილი ძჱ ღმრთისაჲ, თჳნიერ თესლისა გამოიღო ნაყოფი დაუჭნობელი.
    20.     გიხაროდენ, მარიამ, რომელსა წინაწარმეტყუელნი გიგალობენ და მწყემსნი გადიდებენ და იტყჳან ანგელოზთა თანა: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ!“
    21.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ ანგელოზნი იშუებენ, მთავარანგელოზნი იხარებენ და წმიდაჲ გაბრიელ მთავარანგელოზი გახარებს და იტყჳს: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა“.
    22.     გიხაროდენ, რომელი პირველად შენ შობ ყრმასა, განმათავისუფლებელსა წყევისაგან.
    23.     გიხაროდენ, სიხარული ყოვლისა ნათესავისაო!
    24.     გიხაროდენ სოფლისა ყოვლისა ცხორებისა მშობელო!
    25.     გიხაროდენ უჴრწნელსა ქალწულსა, უბიწოსა, ნეტრეულსა!
    26.     გიხაროდენ უქორწინებელად მშობელსა!
    27.     გიხაროდენ უთესლოდ მშობელსა!
    28.     გიხაროდენ, რომელმან მამისა შენისა ადამის შემოქმედი, მჴსნელი შევ!
    29.     გიხაროდენ, რომელი უშრომელად შუვამდგომელ ხარ კაცთა მოკუდავთა და ღმრთისა!
    30.     გიხაროდენ, რომელმან ღმერთი შევ სრული, რომელსა მოგუთა თაყუანის-სცეს ვარსკულავისა მიერ წინამძღურებითა!
    31.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რამეთუ ოდესღა იყო იოვანე მუცელსა დედისა თჳსისასა, ჰკრთებოდა, თაყუანის-სცა სანთელმან მან ნათელსა დაუძინებელსა.
    32.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ მოგუემადლა მადლი იგი გამოუთქუმელი, რომლისათჳსცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლჱ, რამეთუ: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
    33.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთისმშობელო, რომლისაგან გამოვიდა ნათელი იგი ჭეშმარიტი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი იტყოდა და ახარებდა, რამეთუ: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“.
    34.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ გამობრწყინდა ნათელი და ჴსნაჲ, რომელნი სხენან ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ვითარცა იტყჳს ესაია: „რომელნი სხდეს ბნელსა შინა, ნათელი დიდი იხილეს“.
    35.     რომელი-მე ნათელი?
    36.     უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა.
    37.     გიხაროდენ, მარიამ წმიდაო „ქალწულო, რომლის მიერ წმიდასა სახარებასა შინა იქადაგების: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.
    38.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისაგან გამოვიდა მძლჱ სიკუდილისაჲ და შემუსრველი ჯოჯოხეთისაჲ, გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთისმშობელო, რომლისაგან გამოვიდა პირველ შექმნულისაჲ მის დამბადებელი და ცთომისა განმაქარვებელი და სასუფეველისა მომატყუებელი.
    39.     გიხაროდენ, მარიამ წმიდაო ქალწულო, რომელმან გამოიღე ყუავილი იგი, აღდგომისაჲ მკუდრეთით!
    40.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, რომლისა მიერ ნათელ-ვიღეთ და გამოგჳდინე ჩუენ კურთხევაჲ იგი იორდანისაჲ, რომლისაგან განათლდებიან იორდანე და იოვანე.
    41.     გიხაროდენ, წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რომლისა მიერ ყოველი სოფელი მორწმუნეთა ქრისტჱსთაჲ ცხომდების, სიმრავლჱ ეშმაკთაჲ იდევნების, წინაწარმეტყუელნი უსწრობენ ურთიერთას ქებასა, შენდამი.
    42.     ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი მოსჱ: „მაყუალი აღგზებული“ და არა შემწუარი ეგზებოდა?
    43.     ესე იგი არს: და იშვა ღმერთი და საშოჲ არა განიჴრწნა.
    44.     მუცლად-იღო და ქალწული ქალწულადვე ეგო.
    45.     გამოვიდა ყრმაჲ და კრძალულად დაუტევა, იტჳრთა მკლავთა ზედა ძჱ და ყრმისა მის მამაჲ არავინ იცოდა.
    46.     იქმნა დედა ჩჩჳლის და სძალ არასადა ყოფილ იყო, ყრმაჲ იზარდებოდა და მამასა არა ჰპოვებდეს.
    47.     აგარაკი ნაყოფიერ იქმნებოდა, რომელსა მუშაკი არა დაშურებოდა, მკაჲ მოიწია და მოიმკო, რომლისა თესლი არა დათესულ იყო.
    48.     მდინარჱ დიოდა და თავი მდინარისაჲ დაჴშულ იყო, იქმნა დედად მხოლოდშობილისად და დედობრივი ვნებაჲ არა ევნო.
    49.     ამან ქალწულმან მეუფჱ ყოველთაჲ შეიწყნარა ბჭეთა მისთა და კუალად გამოვიდა მიერ და არცა მუცლადღებასა მისსა დიდისა მეუფისასა განეღო ბჭე იგი.
    50.     შენ, წმიდაო ქალწულო, ქებამან ქებათამან „მტილად გიწოდა დაჴშულად და წყაროდ დაბეჭდულად: „მტილად დაჴშულად ამისთჳს, რამეთუ მანგალი იგი მუშაკისაჲ ყოვლადვე არა მიგეხოს შენ.
    51.     აღმოსცენდინ ყუავილად იესჱსა ცხორებად ნათესავისა კაცთაჲ.
    52.     წყაროდ დაბეჭდულად ამისთჳს გიწოდა შენ, რამეთუ მდინარჱ იგი ცხოვრებისაჲ შენგან გამოვიდა და აღავსო ყოველი სოფელი და თუალსა მას წყაროსაჲსასა არაჲ დააკლდა ყოვლადვე.
    53.     რამეთუ შენთჳს ღაღადებდა მიქია წინაწარმეტყუელი და იტყოდა: „და შენ, ბეთლემ, სახლი ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემჱს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“.
    54.     ესე იგი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი შვა ბეთლემს ზეცისა სძალმან მარიამ და თჳთცა ტაძარმან და სამკჳდრებელმან სულისა წმიდისამან და საყდარმან ღმრთეებისა, გამოუთქუმელმან საფასჱმან სამოთხისამან.
    55.     და პირველანგელოზნი აბრალებდეს ევას, ხოლო აწ მარიამს ადიდებენ, რომელმან უძლურებაჲ იგი დედათაჲ განკურნა და დაცემული დედაჲ თჳსი აღადგინა და განძებული ადამ სამოთხით წარმოგზავნა გზასა მას ზეცისასა,
    56.     რომელმან დაჴშული სამოთხჱ განუღო და ავაზაკი დაამკჳდრა მას შინა, რამეთუ შენ მიერ შუვაკედელი იგი ზღუდისაჲ მის დაიჴსნა და კუალად შენ მიერ, წმიდაო ქალწულო, მშჳდობაჲ იგი ზეცისაჲ კიდეთა ქუეყანისათა მიემადლა.
    57.     შენ მიერვე იქმნნეს ანგელოზ ძენი კაცთანი, და შენ მიერ გამობრწყინდა ძელი ჯუარისაჲ ყოველსა სოფელსა, რომელსა ზედა შენგან შობილი დაემშჭუალა – უფალი იესუ ქრისტჱ, და შენ მიერვე სიკუდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა,
    58.     და შენ მიერ კერპნი დაეცნენ სოფელსა შ˜ა და ჭეშმარიტებაჲ იგი ცათაჲ ქუეყანასა ზედა გამობრწყინდა, ვითარცა თქუა დავით: „ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა“.
    59.     და შენ მიერ მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ გულისხმა-ვყავთ, რომელსა ანგელოზნი და კაცნი თაყუანის-ვსცემთ და ვიტყჳთ:
    60.     დაუსაბამო მამაო, დაუსაბამო ძეო, დაუსაბამო სულო წმიდაო, ერთარსებაო, ერთღმრთეებაო, გადიდებთ და გაქებთ და თაყუანის-გცემთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


53

     1.     53. თთუესა აგჳსტოსა იე. გარდაცვალებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ.
    2.     საკითხავი, თქუმული წმიდისა იოვანჱ ღმრთისმეტყუელისაჲ და მახარებლისაჲ
    3.     ყოვლად წმიდაჲ, დიდებული ღმრთისმშობელი და მარადის ქალწული მარიამ ჩუეულებისაებრ თჳსისა წმიდასა საფლავსა უფლისა ჩუენისა მოვიდა საკუმეველისა კუმევად და მოიდრიკნა წმიდანი მისნი მუჴლნი, ევედრებოდა მისგან შობილსა ქრისტჱსა, ღმერთსა ჩუენსა, მისსა მიცვალებად.
    4.     ხოლო ჰხედვიდეს ჰურიანი, რამეთუ მოვიდოდა ღმრთისა საფლავსა დაუცადებელად, მოუჴდეს მღდელთმოძღუართა და ჰრქუეს, ვითარმედ: მარიამ დღითი-დღედ მოვალს საფლავად.
    5.     მოუწოდეს მღდელთმოძღუართა, რომელნი განეწესნეს მათ მცველად, რაჲთა არა შეუნდონ ვის ლოცვად წმიდასა საფლავსა და ჰკითხვიდეს მათ მისთჳს, უკუეთუ ჭეშმარიტად ესრჱ არს.
    6.     ხოლო მცველთა მათ ჰრქუეს: არაჲ ესევითარი გჳხილავს.
    7.     ხოლო ღმერთი არა შეუნდობდა მათ პატიოსანსა მისსა ხილვასა.
    8.     ხოლო ერთსა უკუე დღესა პარასკევსა, მოვიდა ჩუეულებისაებრ წმიდაჲ მარიამ ღმრთისმშობელი საფლავად და ლოცვასა ოდენ მისსა განეხუნეს ცანი და მთავარანგელოზი გაბრიელ გარდამოჴდა მისსა და ჰრქუა მას: გიხაროდენ, რომელმან ჰშევ ღმერთი ჩუენი.
    9.     ლოცვანი შენნი ზეცად აღვიდეს შენგან შობილისა და შეიწირნეს.
    10.     და ამიერითგან მსგავსად თხოვისა შენისა დაუტევებ სოფელსა და ზეცად მიიცვალები ძისა შენისა ცხორებასა ჭეშმარიტსა.
    11.     ესმა რაჲ ესე მთავარანგელოზისაგან, მიიქცა ბეთლემდ.
    12.     და ჰყვანდეს მის თანა სამნი ქალწულნი, რომელნი-იგი ჰმსახურებდეს მას, და წარმოჯდა და ჰრქუა ქალწულთა მათ: მომართჳთ მე სასაკუმევლჱ, რაჲთა ვილოცო.
    13.     და მოართუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ და ილოცვიდა და თქუა: უფალო იესუ ქრისტჱ, რომელმან ღირს-იჩინე შენითა სახიერებითა უჴრწნელად ჩემგან შობაჲ, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ და მომივლინე მოციქული იოვანე, რაჲთა იხილოს, რაჲ-იგი ვიწყო სიხარულად.
    14.     და მომივლინენ მე წმიდანი მოციქულნი და რომელნი შენ წინაშე მიცვალებულ არიან და რომელნი აწ სოფელსა შინა არიან და სადაცა არიან სოფლებსა წმიდისა ბრძანებისა შენისაებრ,
    15.     რაჲთა ესენი ვიხილნე, რაჲ-იგი ვაკურთხო მრავალსაგალობელი სახელი შენი, რამეთუ ვესავ, ვითარმედ ისმენ მჴევლისა შენისასა ყოვლადვე.
    16.     და ვითარცა ილოცვიდა იგი, მოვედ მე, იოვანჱ.
    17.     სულმან წმიდამან აღმიტაცა მე ღრუბლითა ეფესოჲთ და დამადგინა მე ადგილსა მას, სადა მიწოლილ იყო დედაჲ უფლისა ჩემისაჲ.
    18.     და შე-რაჲ-ვედ, ვადიდე მისგან შობილი და ვთქუ: გიხაროდენ, დედაო უფლისა ჩემისაო, რომელმან ჰშევ ქრისტჱ, ღმერთი ჩუენი.
    19.     იხარებდ, რამეთუ დიდებითა დიდითა განხუალ ცხორებისა ამისგან.
    20.     და ადიდებდა ღმერთსა წმიდაჲ მარიამ, რამეთუ მოვედ მე, იოვანე, მისა.
    21.     და მომეჴსენა ჴმაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა: „აჰა, დედაჲ შენი და აჰა, ძჱ შენი“.
    22.     და მოვიდეს სამნი იგი ქალწულნი და თაყუანის-მცეს მე, და მრქუა მე წმიდამან ღმრთისმშობელმან: ლოცვა-ყავ და დაასხ საკუმეველი და ილოცე ესრჱთ:
    23.     უფალო, იესუ ქრისტე, რომელმან ჰყვი საკჳრველი, და აწ ყავ საკჳრველი წინაშე მშობელისა შენისა, რაჲთა განვიდეს დედაჲ შენი ცხორებისა ამისგან და შეძრწუნდენ ჯუარისმცუმელნი იგი, რომელთა არა ჰრწმენა შენდა მიმართ.
    24.     და ვითარცა დავასრულე ლოცვაჲ, მრქუა მე წმიდამან მარიამ: მომართუ მეცა სასაკუმევლჱ, და თქუა: დიდებაჲ შენდა, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო,
    25.     რამეთუ აღესრულა ჩემ ზედა, რავდენი აღმითქუ მე პირველ აღსლვისა შენისა ზეცად, რამეთუ: რაჟამს გამოვიდოდი სოფლისა ამისგან, მოხჳდე შენ და სიმრავლჱ ანგელოზთა შენთაჲ დიდებით ჩემდა.
    26.     და ჰრქუა მას იოვანე: მოვალს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და ღმერთი ჩუენიდა დახედავს მას, ვითარცა-იგი მას მიუგო წმიდამან მარიამ და ჰრქუა მას: ჰურიათა ფიცეს, ვითარმედ ოდეს აღვისრულო მე, ჴორცნი ჩემნი დაწუნენ.
    27.     მიუგო იოვანე და ჰრქუა მას: არა იხილონ განსაჴრწნელი წმიდათა და პატიოსანთა ჴორცთა შენთა.
    28.     მიუგო წმიდამან მარიამ და ჰრქუა მას: მოიღე საცეცხური და დაასხ საკუმეველი და ლოცვა-ყავ.
    29.     და იყო, ვითარცა დავასრულე ლოცვაჲ, ჴმაჲ ზეცით და თქუა უფალმან.
    30.     და მესმა მე, იოვანეს, ჴმაჲ ესე, რომელი ითქუა ზეცით და შემდგომად დასრულებისა შენისა ლოცვისა და მიუგე და ვარქუ და მესმა,
    31.     და მრქუა მე სულმან წმიდამან: ესე ჴმაჲ, რომელი გესმა, აუწყებს მოსლვასა ძმათა შენთა მოციქულთასა და წმიდათა ძალსა და რამეთუ დღეს მოვლენ აქა, ხოლო მე, იოვანე, ამას ვილოცევდ.
    32.     და სულმან წმიდამან თქუა მოციქულთა მიმართ: ყოველნი, ერთბამად ღრუბელთა ზედა მსხდომარენი, კიდითგან ქუეყანისაჲთ შემოკერბით წმიდასა ბეთლემსა დედისათჳს უფლისა და მაცხოვრისა თქუენისა.
    33.     სიმონ-პეტრე – ჰრომით, პავლე – ტიბერიოთით, თომა – ჰინდოეთით უშინაგანჱთ, იაკობ – იერუსალჱმით.
    34.     ანდრია, ძმაჲ პეტრესი, და ფილიპე, ლუკა, სიმონ კანანელი დაძინებულ იყვნეს და სულმან წმიდამან აღადგინნა იგინი საფლავთაგან, რომელთა სულმან წმიდამან ჰრქუა: ნუ ჰგონებთ თუ აღდგომაჲ,
    35.     არამედ მადლისა მისთჳს აღსდეგით საფლავით, რაჲთა წარხჳდეთ მოკითხვად და საკურველთ-მოქმედებად დედისათჳს უფლისა და ღმრთისა, მაცხოვრისა თქუენისა იესუ ქრისტჱსა, რამეთუ მოახლებულ არს დღჱ განსვლისაჲ და მიცვალებისაჲ მისისა ზეცად.
    36.     ხოლო მარკოზ, ეგრევე სადა იყო, ეგრევე მსგავსად იგიცა ალექსანდრიით მოვიდა სხუათა თანა, ვითარცა პირველ თქუმულ არს თითოეულისა სოფლებისაგან.
    37.     ხოლო პეტრჱ აღიტაცა ღრუბლითა და იყო შოვა ცასა და ქუეყანასა.
    38.     სულსა წმიდასა განემტკიცა იგი და თანამოგზაურ სხუათა მოციქულთა, და იგინიცა აღტაცებულნი ღრუბლითა იპოვნეს პეტრეს თანა და ესრჱთ სულისა მიერ წმიდისა,
    39.     ვითარცა თქუმულ არს, ყოველნი ერთბამად იყვნეს და შევიდეს დედასა თანა უფლისა და ღმრთისა ჩუენისა და თაყუანის-სცეს და ჰრქუეს: ნუ გეშინინ, ნუცა იურვი, უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი იშვა შენგან, მას განჰყავ სოფლისა ამისგან დიდებითა.
    40.     და მხიარულ იქმნა ღმრთისა მაცხოვრისა თჳსისა, წარმოჯდა ცხედარსა ზედა და ჰრქუა მოციქულთა: აწ მრწამს,
    41.     რამეთუ მოვალს მოძღუარი თქუენი და ღმერთი ზეცით და ვხედავ მას და ესრჱთ განვიდე სოფლისა ამისგან, ვითარცა გიხილენ თქუენ მოსრულნი და მნებავს, რაჲთა მითხრათ მე ვინაჲ სცანთ, რამეთუ მივიცვალები და მოხუედით ჩემდა?
    42.     და რომლით სოფლით და რაოდენსა ჟამსა მოიწიენით აქა, რამეთუ ესრჱთ ისწრაფეთ ჩემთჳს მოხედვისა?
    43.     რამეთუ არარაჲ დამიფარა ჩემგან შობილმან უფალმან ჩემმან, იესუ ქრისტემან, რომელ არს ყოველთა ღმერთი, რამეთუ მრწმენა მე აწ, რამეთუ ჭეშმარიტად ესე არს ძჱ მაღლისაჲ.
    44.     და მიუგო პეტრჱ და ჰრქუა მოციქულთა თითოეულსა: ვითარ სულმან წმიდამან გახარა და გიბრძანა თქუენ და არწმუნეთ დედასა უფლისა ჩუენისასა?
    45.     და მიუგო იოვანჱ და ჰრქუა: მე ვითარ შევიდოდე წმიდასა საკურთხეველსა ეფესოს ჟამისწირვად, სულმან წმიდამან მრქუა მე, რამეთუ მოიწია ჟამი მიცვალებისა დედისა უფლისა შენისაჲ.
    46.     წარვედ ბჱთლემდ მოკითხვად მისსა და ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და კართა ზედა, სადა-იგი იყო, დამადგინა მე.
    47.     მიუგო პეტრჱ და თქუა: და მე ჰრომს ცისკრისა ოდენ ჟამსა მესმა ჴმაჲ სულისა მიერ წმიდისა, იტყოდა: დედისაჲ უფლისა შენისაჲ ჟამი ახლოს არს და მიიქცევის.
    48.     წარვედ ბეთლემს მოკითხვად მისა.
    49.     და აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და ვიხილენ სხუანიცა მოციქულნი ღრუბლითა მომავალნი ჩემდა და ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: ყოველნი წარვედით ბეთლემდ.
    50.     მიუგო პავლჱ და თქუა: მე დიდად შორს ვიყავ ჰრომით, არა მცირედ უტევან მისრულ ვიყავ ტიბერიონთა სოფელსა,
    51.     მესმა სულისა წმიდისაჲ მეტყოდა მე: დედაჲ უფლისა შენისაჲ დაუტევებს სოფელსა ამას და ზეცისა მიცვალებისა სრბასა იქმს, არამედ წარვედ შენცა მოკითხვად მისა ბეთლემდე.
    52.     და აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და დამადგინა მე, სადაცა თქუენ.
    53.     მიუგო თომა და თქუა: და მე ჰინდოეთისა სოფელსა მივედ ქადაგებად უფლისა, მადლი მეპყრა და ძე დიდისა მეფისაჲ, სახელით ლაბდანუს, ჩემ მიერ ეგულებოდა აღბეჭდვაჲ პალატსა შინა,
    54.     მყის სულმან წმიდამან მრქუა მე: და შენ, თომა, მივედ ბეთლემად მოკითხვად დედასა უფლისა შენისასა, რამეთუ მიიცვალების.
    55.     და ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და დამადგინა თქუენ თანა.
    56.     მიუგო მარკოზ და თქუა: მე კანონსა სამ ჟამისასა აღვასრულებდი ალექსანდრიას ქალაქსა და ვიდრე ვილოცევდი, სულმან წმიდამან აღმიტაცა მე და მომიყვანა თქუენდა.
    57.     მიუგო იაკობ და თქუა: იერუსალჱმს ვიყავ, სულმან წმიდამან მიბრძანა მე და მრქუა: წარვედ ბეთლემს, რამეთუ დედაჲ უფლისა შენისაჲ მიიცვალების.
    58.     და აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და დამადგინა მე თქუენ თანა.
    59.     მიუგო მათე და თქუა: მე ვადიდებდი ღმერთსა, რამეთუ ვიყავ რაჲ ნავსა შინა და ვიჭირვოდე, რამეთუ ზღუაჲ აღდგომილ იყო ღელვათაგან, მეყსეულად ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა ღელვათა ზამთრისათა და იქმნა დაყუდებაჲ, ხოლო მე აღმიტაცა და დამადგინა მე თქუენ თანა.
    60.     მიუგეს ეგრევე პირველ წარსრულთა და მიუთხრეს, ვითარ-იგი მივიდეს.
    61.     და ბართლომე თქუა: მე თებაიდას ვიყავ, ვქადაგებდი სიტყუასა, და აჰა, სულმან წმიდამან თქუა ჩემდა მომართ: დედაჲ უფლისა შენისაჲ მიიცვალების, წარვედ უკუე მოკითხვად მისა ბეთლემდ.
    62.     და აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და მომიყვანა მე თქუენდა.
    63.     ე ყოველი თქუეს მოციქულთა წმიდისა მიმართ ღმრთისმშობელისა, თუ ვითარ მოვიდეს და რომლითა სახითა.
    64.     და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, ილოცვიდა და თქუა: თავყანის-გცემ და გიგალობ და ვადიდებ მრავალსაგალობელსა სახელსა შენსა, უფალო,
    65.     რამეთუ მოხედე სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა და ჰყავ ჩემ თანა დიდებული, ვითარცა ძლიერმან, და აჰა, მნატრიან მე ყოველნი ნათესავნი.
    66.     და შემდგომად ლოცვისა ჰრქუა მოციქულთა: დაასხთ საკუმეველი და ილოცეთ.
    67.     და ილოცვიდეს რაჲ იგინი, ქუხილი იქმნა ზეცით და მოვიდა ჴმაჲ საშინელი, ვითარცა ეტლებისა მრავლისაჲ და აჰა სიმრავლჱ – მჴედრობაჲ ანგელოზთაჲ
    68.     და ვითარცა ჴმაჲ ძისა კაცისაჲ ზეცით ესმა და სერაბინნი გარემოჲს სახლსა მას, სადა-იგი მწოლარჱ იყო წმიდაჲ და უბიწოჲ ღმრთისა დედაჲ და ქალწული, ვიდრემდის ყოველთა მყოფთა ბეთლემისათა იხილეს ყოველი საკჳრველებაჲ
    69.     და შევიდეს იერუსალჱმდ და მიუთხრეს ყოველი, რაჲ-იგი იქმნა, ხოლო იყო, ესე რაჲ იქმნა, მეყსა შინა გამოჩნდა მზჱ და მთოვარჱ გარემოჲს სახლსა მას და ეკლესიაჲ პირმშოთაჲ წმიდათაჲ წარმოდგა სახლსა მას, სადა-იგი იყო დედაჲ უფლისაჲ პატივად და დიდებად მისსა.
    70.     ხოლო ხედვიდესცა ნიშებსა მრავალსა, რომელ იქმნებოდა: „ბრმანი აღიხილვიდეს, ყრუთა ესმოდა, მკელობელნი ვიდოდეს, კეთროვანნი განწმდებოდეს“ და რომელნი შეპყრობილ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა, განიკურნებოდეს.
    71.     და ყოველი კაცი, რომელი სნეულებითა და არაძლებითა იყო, შეეხებოდა გარეგან კედელსა, სადა-იგი იყო წმიდაჲ მარიამ მშობელი ღმრთისაჲ და იტყოდეს: შეგჳწყალჱნ ჩუენ, და მწრაფლ განიკურნებოდეს.
    72.     მრავალი სიმრავლჱ იერუსალჱმით თითოეულისა სოფლისაგან ლოცვად მოვიდოდეს, რაჲ-იგი ესმა ბეთლემს შინა დედისათჳს უფლისა, რომელ იქმნებოდა ნიშები.
    73.     მოვიდოდეს თითოეულით ადგილით სნეულნი და ითხოვდეს კურნებასა და მიემთხუეოდეს.
    74.     და იქმნა სიხარული გამოუთქუმელი მას დღესა შინა სიმრავლესა მას ზედა განკურნებულთასა.
    75.     და რომელნი ხედვიდეს, ადიდებდეს ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, და მისსა დედასა.
    76.     ხოლო ყოველი იერუსალჱმი ბეთლემითგან ფსალმუნითა და გალობითა და შესმითა სულიერითა დღესასწაულობდეს.
    77.     ხოლო მღდელნი ჰურიათანი ერითურთ მათით განკჳრდეს, რომელ-იგი იქმნა, და შურითა მძიმითა აღვსნეს და კუალად ცუდითა სიბრძნისა სიტყჳთა განზრახვაჲ ყვეს.
    78.     განიზრახეს წარვლინებაჲ წმიდასა ზედა ღმრთისმშობელსა და მუნ მყოფთა მოციქულთა წმიდასა ბეთლემსა.
    79.     და აჰა, სიმრავლემან ჰურიათამან მიიმართა ბეთლემს და ვითარ მიეახლნეს ვითარ მილიონ ერთ, იხილეს მათ ხილვაჲ საშინელი, შეიკრნეს ფერჴნი და ამისთჳს შეიქცეს თჳსთა მიმართ ნათესავთა და ყოველი იგი საშინელი ხილვაჲ მღდელთმოძღუართა მიუთხრეს.
    80.     ხოლო იგინი უფროჲს აღდუღდებოდეს შურითა და აღვიდეს მთავარსა თანა, ჴმობდეს და იტყოდეს: წარწყმდების ნათესავი ჰურიათაჲ დედაკაცისა მისგან.
    81.     განდევნე იგი ბეთლემით და საბრძანებელისაგან იერუსალჱმისა, ხოლო მთავარი იგი განკჳრდა საკჳრველებასა მას და ჰრქუა მათ: მე არცა ბეთლემით განვსდევნი მას და არცაღა სხჳთ სადაჲთ ადგილით.
    82.     ხოლო ჰურიანი ზედა მიუჴდეს და ჴმობდეს, ცხორებასა კეისრისასა აფუცებდეს მას, რაჲთა მოიყვანნენ მოციქულნიცა ბეთლემით.
    83.     და უკუეთუ ესე არა ჰყოთ, მიუთხრათ კეისარსა ტიბერიოსს.
    84.     და შეშჭირდა და წარავლინა ათასისთავი მოციქულთა ზედა ბეთლემს.
    85.     ხოლო სულმან წმიდამან ჰრქუა მოციქულთა და დედასა უფლისასა: აჰა, მთავარსა წარმოუვლენია ათასისთავი თქუენ ზედა. ჰურიათა აიძულეს მას.
    86.     გამოვედით უკუე ბეთლემით. ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა ღრუბლითა წარგიყვანებ თქუენ იერუსალჱმდ, რამეთუ ძალი მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ თქუენ თანა არს.
    87.     აღდგეს უკუე მოციქულნი და გამოვიდეს სახლით.
    88.     ეტჳრთა ცხედარი წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და მიიმართეს იერუსალჱმდ.
    89.     მეყსეულად, ვითარცა თქუა სულმან წმიდამან, ღრუბლითა აღიტაცნეს და იპოვნეს იერუსალჱმს, სახლსა დედოფლისასა.
    90.     და აღდგეს ხუთსა დღესა და ჰყოფდეს გალობასა.
    91.     რაჟამს მიიწია ათასისთავი ბეთლემდ, არა პოვა მან დედაჲ უფლისაჲ, არცა მოციქულნი.
    92.     შეიპყრნა ბეთლემელნი და ჰრქუა მათ: არა თქუენ მოხუედით და არქუთ მთავარსა და მღდელთა ყოველი, რომელი იქმნა ნიშები და საკჳრველი?
    93.     მოვიდეს მოციქულნი ყოვლისაგან სოფლისა, სადა უკუე არიან?
    94.     აწ მოვედით და შევედით მთავრისა თანა იერუსალჱმს.
    95.     რამეთუ არა იცნობდა ათასისთავი იგი ბეთლემელთა, შევიდა მთავრისა თანა და ჰრქუა: არცა ერთი ვინ ვპოვე.
    96.     შემდგომად ხუთისა დღისა ცნა მთავარმან და მღდელთა და ყოველმან ქალაქმან, ვითარმედ თჳსსა სახლსა ას იერუსალჱმს დედაჲ უფლისაჲ მოციქულთა თანა,
    97.     რომელი-იგი იქმნებოდა სიმრავლჱ სასწაულთა მუნ და საკჳრველებათა, სიმრავლჱ მამათა და დედათა და ქალწულთაჲ შეკრბა და ჴმობდეს: წმიდაო ქალწულო, რომელმან ჰშევ ქრისტჱ, ღმერთი ჩუენი, ნუ დაივიწყებ ნათესავსა კაცთასა.
    98.     ესე რაჲ იქმნა, უფროჲსად შურითა აღივსნეს.
    99.     მიიმართა ერმან ჰურიათამან მღდელთა თანა, აღიღეს შეშაჲ და ცეცხლი და ზედა მიუჴდეს.
    100.     დაწუვაჲ ეგულებოდა სახლისაჲ, სადა იყო დედაჲ უფლისაჲ და თანა მოციქულთაჲ, ხოლო მთავარი იგი დგა და ხედვიდა შურით სახილველსა მას,
    101.     ხოლო მო-რაჲ-იწია ერთი იგი ჰურიათაჲ კართა სახლისათა და აჰა, მეყსეულად ძალი ცეცხლი შინაჲთ გამოვიდა ან ანგელოზისა მიერ და დაწუა მრავალი სიმრავლჱ ჰურიათაჲ.
    102.     და იქმნა ყოველსა ქუეყანასა შიში დიდ და ადიდებდეს ღმერთსა, რომელი იშვა მისგან.
    103.     ხოლო რაჟამს იხილა მთავარმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჴმა-ყო ყოველსა ზედა ერსა და თქუა: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ არს, რომელი იშვა ქალწულისაგან, რომლისაჲ თქუენ ჰგონებდით განდევნასა, რამეთუ ნიშები ესე ღმრთისა ჭეშმარიტისაჲ არს.
    104.     და იქმნა განხეთქილებაჲ შორის ჰურიათა და მრავალთა ჰრწმენა სახელი უფლისა ჩუენისაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელ-იგი იქმნა ნიშები შემდგომად საკჳრველთა მათ, რომელ იქმნნეს წმიდისა და დიდებულისა ღმრთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიერ დედისა ღმრთისა ჩუენისა.
    105.     იყვნეს რაჲ მოციქულნი მის თანა იერუსალჱმს, ჰრქუა სულმან წმიდამან: უწყითა, რამეთუ კჳრიაკესა ახარა ქალწულსა წმიდასა მარიამს წმიდისა მიერ მთავარანგელოზისა გაბრიელისგან და კჳრიაკესა იშვა ბეთლემს მაცხოვარი
    106.     და კჳრიაკესა შვილნი იერუსალჱმელთანი გამოვიდეს ბაიაჲთა მიგებებად მისსა და იტყოდეს: „ჵსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.
    107.     და კჳრიაკესა აღდგა მკუდრეთით და კჳრიაკესა მოსლვად არს ზეცით დიდებად და პატივად გარდაცვალებისათჳს წმიდისა და დიდებულისა ქალწულისა ღმრთისმშობლისა, რომელმან შვა იგი.
    108.     მასვე კჳრიაკესა ჰრქუა დედამან უფლისამან მოციქულთა: დაასხთ საკჳჳმეველი, რამეთუ ქრისტჱ მოვალს მჴედრობითა ანგელოზთაჲთა.
    109.     და აჰა მოვიდა მათა ქრისტჱ, მჯდომარეჲ საყდართა ზედა ქერობინთა.
    110.     და მოციქულნი რაჲ ილოცვიდეს, გამოჩნდა ურიცხჳ სიმრავლეჱ ანგელოზთაჲ და უფალი მჯდომარეჲ ქერობინთა ზედა ძალითა დიდითა და ნათელი გამობრწყინდა წმიდასა ზედა ქალწულსა მოსლვითა მხოლოდშობილისა ძისა მისისაჲთა.
    111.     და შეურდეს და თაყუანის-სცეს ყოველთა ძალთა ცისათა.
    112.     და ჴმა-ყო დედისა მიმართ თჳსისა უფალმან და თქუა: მარიამ.
    113.     ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: აჰა ესერა მე, უფალო.
    114.     და ჰრქუა უფალმან: ნუ მწუხარე ხარ, არამედ იხარებდინ გული შენი და მხიარულ იყავნ, რამეთუ ჰპოვე მადლი.
    115.     იხილე დიდებაჲ, რომელი მომეცა მე მამისაგან.
    116.     და მიჰხედა წმიდამან ღმრთისა დედამან და იხილა დიდებაჲ მისი, რომელი პირსა კაცისასა არა ჯერ-არს თქუმად, არცა მოგონებად.
    117.     ხოლო უფალი მის თანა დაადგრა და ჰრქუა: აჰა, ამიერითგან იყვნენ პატიოსანნი ჴორცნი მიცვალებულ სამოთხესა.
    118.     ხოლო წმიდაჲ სული შენი ზეცას, საუნჯეთა მამისათა, სადა არს ნათელი და სადა არს მშჳდობაჲ და სიხარული წმიდათა ანგელოზთაჲ.
    119.     მიუგო დედამან უფლისამან და ჰრქუა: დამდევ მარჯუენჱ შენი და აკურთხჱ მე.
    120.     და განჰმარტა უფალმან უჴრწნელი მარჯუენჱ თჳსი და აკურთხა იგი.
    121.     ხოლო მან შეუპყრა და ამბორს-უყოფდა უხრწნელსა მისსა მარჯუენესა და იტყოდა: თაყუანის-ვსცემ მარჯუენესა ამას, რომელმან შექმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
    122.     ვევედრები მრავალსაგალობელსა შენსა სახელსა, ქრისტჱ, ღმერთო, მეუფეო ყოველთა საუკუნეთაო, მხოლოდშობილო ძეო მამისა.
    123.     შეიწყნარე მჴევალი შენი, რომელმან ღირს იჩინე ჩემგან, მდაბლისა, ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა შობაჲ, შეუზღუდველითა შენითა განგებულებითა ყოველი კაცი, რომელი გხადოდის, ანუ გევედრებოდის, ანუ სახელ-სდვას სახელსა მჴევლისა შენისასა, მოეც მათ შეწევნაჲ მათი.
    124.     ესე რაჲ თქუა, მოუჴდეს მოციქულნი ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს და იტყოდეს: დაუტევე სოფელსა კურთხევაჲ, რამეთუ განხუალ მისგან.
    125.     რამეთუ აკურთხჱ იგი და აღადგინე იგი წარწყმედული, უშევ ნათელი სოფელსა.
    126.     ხოლო ილოცა დედამან უფლისამან და თქუა ლოცვასა შინა მისსა ესრჱთ: ღმერთო, რომელმან სახიერებითა შენითა ზეცით მოავლინე მხოლოდშობილი შენი ძჱ და დაემკჳდრა მდაბალთა ამათ ჴორცთა ჩემთა ძჱ,
    127.     რომელმან ღირს იჩინა შობაჲ ჩემგან, შეიწყალე სოფელი და ყოველი სული, რომელი ხადოდის სახელსა შენსა, რაჲთა იდიდოს შობაჲ იგი, და კუალად ილოცვიდა და თქუა: უფალო იესუ ქრისტჱ,
    128.     რომელი ყოვლად ძლიერ ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ამას ვედრებასა ვევედრები სახელსა შენსა წმიდასა: ყოველსა ჟამსა და ადგილსა, სადაცა იქმნებოდის საჴსენებელი სახელისა ჩემისაჲ, წმიდა-ყავ ადგილი იგი და ადიდენ მადიდებელნი შენნი ჩემისა სახელისათჳს.
    129.     შესწირვიდა ესევითარსა ყოველთათჳს მსხუერპლსა და ყოველთათჳს ვედრებასა და ყოველთათჳს ლოცვასა. ამას რაჲ-იგი ილოცვიდა.
    130.     უფალმან თჳსისა მიმართ დედისა თქუა: იხარებდინ და იშუებდინ გული შენი, რამეთუ ყოველი მადლი და ყოველი ნიჭი მოგეცა შენ მამისაგან ჩემისა ზეცათაჲსა და ჩემგან წმიდისაგან სულისა.
    131.     ყოველი, რომელი ხადოდის სახელსა შენსა, არასადა ჰრცხუენეს, არამედ პოვოს წყალობაჲ და შეწევნაჲ და ნუგეშინისცემაჲ და კადნიერებაჲ ამას საწუთროსა და მერმესა მას წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
    132.     მოიქცა უფალი პეტრეს მიმართ და თქუა: მოიწია ჟამი, იწყე გალობად!
    133.     ხოლო პეტრე იწყო გალობად და ყოველნი ძალნი ზეცათანი შეუჴმობდეს ალელუჲათა.
    134.     და მაშინ პირი დედისა უფლისაჲ უფროჲს ნათლისა გამობრწყინდა, და აღდგა და აკურთხა თჳსითა ჴელითა, თითოჱულად მოციქულნი.
    135.     და მისცეს ყოველთა დიდებაჲ ღმერთსა და უფალმან განჰმარტნა ჴელნი თჳსნი და შეიწყნარა წმიდაჲ და უბიწოჲ სული მისი.
    136.     და გამოსლვასა წმიდისა მისისა სულისასა აღივსო სულნელებითა და გამოუთქუმელითა ნათლითა ადგილი იგი.
    137.     და აჰა ესერა ჴმაჲ ესმა ზეცით, რომელი ეტყოდა: „ნეტარ ხარ შენ დედათა შორის“.
    138.     და მირბიოდეს პეტრე და იოვანე და პავლე და თომა და მოეხჳნეს პატიოსანთა ფერჴთა მისთა, რაჲთა განწმდენ.
    139.     ხოლო ათორმეტთა მოციქულთა პატიოსანნი და წმიდანი მისნი ჴორცნი ცხედარსა ზედა დაესხნეს.
    140.     და იხილა ჰურიამან ვინმე სახელით იოფანის, მიიმართა და იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა.
    141.     და აჰა ანგელოზმან უფლისამან უხილავითა ძალითა მახჳლითა ცეცხლისაჲთა მჴარნი მისნი ორივენი მოჰკუეთნა და ჴელნი დამოეკიდნეს აერთა ზედა მახლობელად ცხედარსა მას.
    142.     ხოლო ესე საკჳრველი რაჲ იქმნა, ჴმა-ყო ყოველმან ერმან ჰურიათამან, რომელთა იხილეს, რამეთუ ჭეშმარიტად ღმერთ არს, რომელი იშვა შენგან, ღმრთისმშობელო ქალწულო მარიამ, და იგი თჳთ იოფანიას პეტრჱს ბრძანებითა,
    143.     რაჲთა აჩუენოს საკჳრველი, აღდგა უკუანა ცხედარსა და ჴმობდა: წმიდაო მარიამ, რომელმან ჰშევ ქრისტჱ ღმერთი ჩუენი, შემიწყალე მე.
    144.     მოიქცა პეტრე და ჰრქუა მას: სახელითა შობილისა მისისაჲთა დაეწებნედ ჴელნი შენნი, რომელნი მოეკუეთნეს შენგან.
    145.     და მეყსეულად სიტყჳთა პეტრჱსითა ჴელნი იგი, რომელ ცხედარსა დედოფლისასა დამოკიდებული იყვნეს, წარვიდეს და დაეწებნეს იოფანიას.
    146.     და ჰრწმენა მასცა და ადიდებდა ქრისტესა ღმერთსა, რომელი იშვა მისგან.
    147.     ესე რაჲ იქმნა საკჳრველ, გამო-რაჲ-ვიდოდეს მოციქულნი ქალაქით იერუსალჱმით და მოაქუნდა ცხედარი, მეყსეულად ათორმეტნი ღრუბელნი ნათლისანი მოვიდეს და აღიხუნეს მოციქულნი ჴორცთა თანა დედოფლის ჩუენისათა და დასხნეს სამოთხესა შინა.
    148.     ხოლო ესე ვითარ დასხნეს, ვიხილეთ ელისაბედ, დედაჲ წმიდისა იოვანესი, და ანა, დედაჲ მისი, და აბრაჰამ და ისაკ და იაკობ, და დავით გალობდა ალილუჲათა
    149.     და ყოველმან ბანაკმან თაყუანის-სცა პატიოსანთა ნაწილთა დედისა უფლისათა და ადგილი იგი იყო ნათელი ხილვითა, რომლისა ნათლისაჲ არა იყო უბრწყინვალჱს.
    150.     და სავსე იყო ბრყინვალებითა ადგილი იგი, სადა მაცხოვარმან მიცვალა პატიოსანნი წმიდანი მისნი ჴორცნი სამოთხესა და ჴმითა ტკბილითა უგალობდა მისგან შობილსა ქრისტესა.
    151.     ხოლო ქალწულთაჲ ოდენ არს ესევითარი ტკბილი ჴმაჲ, რომლისაჲ საზღვარი არა არს.
    152.     ხოლო ჩუენ, მოციქულთა, ვიხილენით რაჲ მეყსეულად წმიდანი ჴორცნი მისნი, პატივითა მიცვალებულნი, ვადიდებდით ღმერთსა, რამეთუ გჳჩუენა ჩუენ საკჳრველი მიცვალებასა დედისა უფლისა და ღმრთისა ჩუენისასა,
    153.     რომლისა ლოცვითა და მეოხებითა ღირს ვიქმნენით ყოველნი მისსა სასუფეველსა და შეწევნასა და განზრახვასა ამას საწუთროსა და მერმესა მას,
    154.     რაჲთა ვადიდებდით ყოველსა ჟამსა და ადგილსა მხოლოდშობილისა მისისა ძისასა, თავყანის-ვსცემდით თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


54

     1.     54. დ. საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისა
    2.     ისმინჱ ლოცვაჲ და ვედრებაჲ დედისა შენისა მარიამისი, რომელი ღაღადებს შენდამი: ძეო და ღმერთო, შემოქმედო ჩემო, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ და მოავლინე ჩემდა სათნოებაჲ შენი და ნუცამცა ერთი ჴელმწიფებაჲ მოვალს წინაშე ჩემსა ჟამსა მას, რომელსა განვიდოდი მე ჴორცთაგან.
    3.     არამედ აღასრულე თქუმული იგი ჩემდა მომართ შენმიერი, რაჟამს-იგი ვტიროდე წინაშე შენსა და ვიტყოდე: რაჲ-მე ვყო, რაჲთა წარვლნე ჴელმწიფებანი მომავალნი სულსა ჩემსა ზედა?
    4.     რამეთუ აღმითქუ მე და მარქუ: ნუ მწუხარე ხარ, ნუცა იურვი, მარიამ, დედაო ჩემო, რამეთუ არა ანგელოზნი მოვიდენ შენ ზედა, არცა ქერობინნი, არცა სერაბინნი, არცა სხუაჲ ჴელმწიფებაჲ, არამედ მე თჳთ თავადი მოვიდე და წარგიყვანო.
    5.     აწ ესერა, მოახლებულ არს სალმობაჲ შობადისაჲ, რომელ არს განსლვაჲ სულისაჲ.
    6.     და იწყო ვედრებად და თქუა: ისმინე ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ და გზასა მას, რომელსა სულნი უკეთურნი სცვენ და შეიპყრობენ მას, მშჳდობით განარინე სული ჩემი.
    7.     და ესე ვითარცა წართქუა მარიამ, გამოვიდა და ჰრქუა მჴევალსა სახლისა მისისასა: წარვედ და მოუწოდე ნათესავთა ჩემთა და მეცნიერთა ჩემთა და არქუ მათ, ვითარმედ: მარიამ გიწესს თქუენ.
    8.     ხოლო მჴევალი იგი წარვიდა და მოუწოდა ყოველთა, ვითარცა-იგი ამცნო მას.
    9.     და შე-რაჲ-ვიდეს იგინი, ჰრქუა მათ მარიამ: მამანო და ძმანო, შეეწიენით თავთა თჳსთა, რამეთუ მე ხვალე განვალ ჴორცთა ჩემთა და წარვალ განსასუენებელსა მას ჩემსა, საუკუნესა მას ცხორებასა, ნათელსა მას დაუსრულებელსა.
    10.     აწ აღდეგით და ყავთ ჩემ თანა დიდი კაცთმოყუარებაჲ.
    11.     არა ოქროსა ვითხოვ თქუენგან, არცა ვეცხლსა, რამეთუ ესე ყოველი ამაო არს და განსაყურნელ, არამედ ამას ხოლო ვითხოვ თქუენგან კაცთმოყუარებასა, რაჲთა ჩემ თანა დაადგრეთ ორთა ამათ ღამეთა.
    12.     და კაცად-კაცადმან თქუენმან აღიღენ სანთელი და ნუ უტევებნ მათ დაშრეტად ორთა ამათ დღეთა.
    13.     და გითხრა თქუენ გულისა ჩემისა ვიდრე განშორებადმდე ჩემდა ამის ადგილისაგან.
    14.     და ეგრე ყვეს ყოველთა, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.
    15.     და მიმოეფინა ჰამბავი ესე ყოველთა მეცნიერთა მარიამისთა და ერთგულთა მისთა და მიჰხედა მარიამ და იხილნა გარემოდგომილნი მისა და აღაღო პირი თჳსი ჴმითა ტკბილითა
    16.     და იტყოდა: მამანო და ძმანო, დედანო, დანო ჩემნო, შეეწიენით თავთა თჳსთა, აღანთენით სანთელნი და იღჳძებდით, რამეთუ არა უწყით, რომელსა ჟამსა მპარავი იგი მოვიდეს.
    17.     რამეთუ მეუწყა მე, ძმანო, რომელსა ჟამსა განდევნებად ვარ, არამედ არა ვიცი ისარი იგი, რომელ არს ჴელსა მისსა.
    18.     ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მესწავა, რომელსა ჟამსა განსლვად ვარ და არა მეშინის, რამეთუ სიკუდილი სოფლივი არს ყოველთაჲ, არამედ გარნა მეშინის მბრძოლისა მის, რომელი-იგი ჰბრძავს ყოველთა,
    19.     რამეთუ ვერ უძლავს მართალთა მიმართ და მოწმუნეთა, ხოლო ერევინ ურწმუნოთა და აღასრულის ნებაჲ მისი მათ შორის, ხოლო მართალთა ვერ სძლევს, რამეთუ არარაჲ აქუნ მათა მიმართ მიზეზი და სირცხჳლეული განეშორის მათგან.
    20.     რამეთუ ორნი ანგელოზნი მოვიდიან კაცსა ზედა, ერთი სამართლისაჲ და ერთი უკუთურებისაჲ და შევიდიან სიკუდილსა თანა.
    21.     და ვითარ-იგი აურვებნ სიკუდილი სულსა, მოვიდიან ორნი იგი ანგელოზნი, და განიხილნიან გუამნი წარმართთანი სოფლით.
    22.     და უკუეთუ ექმნის საქმე სიმართლისაჲ, უხარინ ანგელოზსა მას სიმართლისასა, რამეთუ არარაჲ საქმჱ აქუს ერთსა მას მის თანა და მოუწესნ სხუათა მრავალთა, მოვიდიან სულსა მას ზედა და გალობედ წინაშე მისსა ვიდრე მისლვადმდე ადგილსა მას ყოველთა მართალთასა.
    23.     მაშინ ტირნ ანგელოზი იგი უკეთუ, რომელ არს სატანა, რამეთუ არარაჲ აქუს ნაწილი მის თანა, უკუეთუ ვინმე არნ მოქმედი ბოროტისაჲ და ექმნის საქმჱ უკეთური, უხარინ უკეთურსა მას მის ზედა.
    24.     და მოიყვანნის შჳდნიღა სხუანი სულნი ბოროტნი და წარიყვანის სული იგი და განშჭრიედ მას, და ტირნ ანგელოზი იგი სიმართლისაჲ.
    25.     ხოლო აწ, ძმანო და მამანო, შეეწიენით თავთა თჳსთა და ნუმცა რაჲ ბოროტი იპოების ჩუენ თანა.
    26.     ამას რაჲ იტყოდა მარიამ, ჰრქუეს დედათა მათ: დაო ჩუენო, რომელი იქმენ დედად ყოვლისა სოფლისა, დაღათუ ჩუენ ყოველთა გუეშინოდის სამართლად, შენ რაჲსა გეშინის?
    27.     – დედაჲ ხარ უფლისაჲ.
    28.     ხოლო ვაჲ ჩუენდა, ვიდრე-მე ვივლტოდით, უკუეთუ შენ უჴრწნელი და ქალწული ამას იტყჳ, მოსალოდებელო და მეოხო ჩუენო და განმამჴნობელო ჩუენო?
    29.     რომელსა არარაჲ გიცოდავს, ჩუენ საწუნელთა ამათ რაჲ-მე ვყოთ, ვიდრე-მე ვივლტოდით?
    30.     უკუეთუ მწყემსსა ეშინოდის მგლისაგან, ვიდრემე ივლტოდიან ცხოვარნი?
    31.     და ტიროდეს ყოველნი გარჱმო მისსა და ჰრქუა მათ მარიამ: დუმენით, ძმანო და ნუ ჰსტირთ, დანო, არამედ ადიდებდით მას რომელი-იგი თქუენ შორის არს- ჟამსა ამას.
    32.     გლოცავ თქუენ, ნუ სტირთ ამით სახითა ქალწულსა, არამედ გალობდით ტირილისა წილ, რაჲთა მიეფინოს ყოველსა ნათესავსა ქუეყანისასა და ყოველსა კაცსა ღმრთისასა და იყოს ტირილისა წილ კურთხევაჲ.
    33.     ხოლო მე, ძმანო და დანო, ხოლო ამით ჯერითა მეშინის, რამეთუ ურწმუნო ვიქმენ მე უფლისა ჩემისათჳს, ერთსა შინა დღესა...
    34.     სერსა მას საიდუმლოჲსასა და ინაჴითა ჯდომასა ქორწილსა მას სულიერსა.
    35.     ამისთჳს წარმოდგეს და მოიწინეს მსახურნი იგი სიტყჳსანი და თუალითა მხილველნი, რაჲთა ჰმსახურონ წმიდასა მას დედასა მისსა, ვითარცა ღირსსა მსახურებისასა და ვითარცა საფასესა პატიოსანსა.
    36.     არამედ რაჲთა არა დააკლდეს თჳთოეული გულსმოდგინებით გალობასა ღმრთისასა და პატივისცემასა მშობელისა მისასასა.
    37.     მაშინ ადამ და ევა ღაღადებდეს და იტყოდეს: ჵ შენ, ასულო, ნეტარებასა ღირსა ხარ, რამეთუ დაჰჴსენ პატიჟი ურჩებისა ჩუენისაჲ.
    38.     ეჰა შენდა, ჭეშმარიტად ნეტარ ხარ, შენ, ღირსო ყოვლისა ნეტარებისაო, ჵ დედაო, სახიერისა ღმრთისაო.
    39.     ამას ესევითარსა სიტყუასა მრავალს ვჰგონებ, ვითარმედ მოციქულნი ყოვლით კრებულითურთ ქალწულსა ეტყოდეს.
    40.     არამედ ვითარცა იხილეს იგი წადიერად და მოსურნედ განსლვად ამიერ სოფლით, შეცვალჱს სიტყუაჲ იგი მათი გალობად მიცვალებისა და შესხმით ნიჭთა მათ სულისა წმიდისათა იტყოდეს.
    41.     და ვითარცა აღასრულეს თანანადები იგი შჯულისაჲ მის, შეთხზეს გჳრგჳნი გალობისაჲ მრავალფერითა ყუავილითა.
    42.     მაშინ შეიწყნარჱს კურთხევაჲ ღმრთისა მიერ მოცემული.
    43.     და მას ჟამსა მოიწია მეუფჱ იგი დიდებისა თჳსისაჲ და შეიწყნარა უბიწოჲ სული მისი ჴელთა შინა მისთა საღმრთოთა.
    44.     და ჰრქუა წმიდამან მარიამ: ჴელთა შენთა, ჵ ძეო ჩემო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა.
    45.     შეიწყნარე სული ჩემი შენდა მიმართ მოყუარჱ, რომელი დავჰმარხჱ უბიწოდ.
    46.     მიმიყვანე მე შენ თანა, ძეო ჩემო, რაჲთა სადა არს ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ, ვიყო მუნ მეცა დამკჳდრებული.
    47.     შენ გევედრები, ჵ ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რომელი მამისაგან განუყოფელად გარდამოჰჴედ ჩემდა, რაჲთა დიდებულ ჰყვნე შვილნი ჩემნი საყუარელნი, რომელთაჲ სათნო-იყავ ძმად წოდებაჲ მათი შენდა.
    48.     შესძინე მათ კურთხევაჲ კურთხევასა ზედა დასხმითა ჴელთა შენთაჲთა მათ ზედა.
    49.     მას ჟამსა აღიპყრნა ჴელი თჳსნი და აკურთხნა ყოველნი მუნ მდგომარენი შემდგომად ვედრებისა მის და ანდერძისა, და მაშინ ესმა ჴმაჲ:
    50.     მოვედ, ჵ დედაო ჩემო კეთილო, განსასუენებელად შენდა, აღდეგ და მოვედ, ჵ საუნჯეო ჩემო, გამორჩეულო დედათაგან, ჵ სამკჳდრებელო ჩემო, რამეთუ „სულნელებაჲ შენი უზეშთაჱს არს ყოველთა ნელსაცხებელთასა“.
    51.     და ვითარცა ესმა ესე წმიდასა მას, მისცა სული თჳსი ჴელთა ძისა თჳსისათა.
    52.     და ჟამსა მას შეიძრნეს ნივთნი იგი ზეცისანი და გალობდეს ანგელოზნი ძლიერად და წინა-უძღოდეს.
    53.     და რომელნიმე უკუანა შეუდგეს და რომელნიმე გარე-მოადგეს სულსა მას უბიწოსა წმიდისა ქალწულისასა და აჰყვებოდეს და წარჰგზავნიდეს, ვიდრემდის მიაწიეს წმიდაჲ დედუფალი საყდართა სამეუფოთა.
    54.     ხოლო სულნი გარე-მოადგეს გუამსა მას წმიდასა და უბიწოსა და ადიდებდეს, ვითარცა დედასა ღმრთისასა, გალობითა მით ანგელოზებრითა, ვითარ-იგი ჯერ-იყო დიდებაჲ.
    55.     და დგეს წმიდანი და მოეცვა გუამი იგი უბიწოჲ.
    56.     შიშით ამბორს-უყოფდეს გუამსა მას წმიდასა სავსენი კურთხევითა.
    57.     მას ჟამსა შინა სალმობათა სენნი ივლტოდეს, სამყარონიცა თანააღსლვითა სულისა მისისაჲთა განწმდებოდეს და ქუეყანაჲ იკურთხეოდა უბიწოჲსა მისგან.
    58.     ამისსა შემდგომად საგრაგნილითა წმიდითა წმიდაჲ იგი გუამი მისი შემოსჱს, და ნელსაცხებელითა და საკუმელითა შემურეს და ცხედარსავე მას ზედა დადვეს და ლამპრითა გალობითა წინა-უძღოდეს ანგელოზნი და ადიდებდეს ენითა მით ცეცხლისაჲთა.
    59.     ხოლო მოციქულნი სცემდეს ნესტუსა მხიარულნი და აქებდეს ღმერთსა, ვითარცა სულისა წმიდისა მიერ განსწავლულნი.
    60.     მაშინ მოციქულთა აღიღეს მჴართა თჳსთა ზედა კიდობანი იგი ღმრთისაჲ და მთით სიონით მიაქუნდა იგი, დადებითა საფლავისაჲთა, ზეცისა სასძლოსა აღმაღლდა.
    61.     არამედ პირველად, ვითარცა სძალი შუენიერი, შემკული ნათლითა სულისა წმიდისაჲთა, შორის ქალაქსა მიაქუნდა და ესრჱთ მიიღეს საფლავსა მას წმიდასა გესამანიას და ანგელოზნი წინა-უძღოდეს და ფრთითა...


55

    1.     55
    2.     ...გეტყოდა: მოეც ძუძუჲ ძესა შენსა.
    3.     და შენ მეყსეულად მიეც მას ძუძუჲ შენი, რაჟამს-იგი განხუედით მთად სივლტოლით ჰეროდჱსგან და მიხუედით ნერგსა ერთსა ქუეშე.
    4.     და არქუ შენ იოსებს: გუმშინ და არარაჲ გუაქუს, რაჲ ვჭამოთ უდაბნოსა ამას.
    5.     რამეთუ გლალვიდა იგი შენ და გეტყოდა: რაჲ ძალ-მიც მე ყოფად აქა აწ შენდა, და გზრდიდე?
    6.     კმა არს შენდა, რამეთუ უცხო ვიქმენ მე თჳსთაგან მონაგებთა შენ ძლით, რამეთუ არა დაიმარცხჱ ქალწულობაჲ შენი, რაჲთა არა ამას შინა იპოვოს, არა ხოლო შენ, არამედ მეცა და შვილნიცა ჩემნი, რამეთუ აქა ვარ მე და ვცხომდები შენ თანა.
    7.     ხოლო არა ვიცი, თუ რაჲ შემთხუევად არს სამთა მათ ძეთა ჩემთა.
    8.     ამას გეტყოდა შენ იოსებ მას ჟამსა.
    9.     აწ მას გეტყჳ შენ, მარიამ, რაჲთა სცნა, ვინ ვარი მე და რომელი ძალი არს ჩემ თანა.
    10.     მე ვარ, რომელმან ვახარჱ შობაჲ შენი იოვაკიმს და ზაქარიას – იოვანჱსთჳს, და მე ვარ, რომელ მოგართუ ზეცით საიდუმლოჲ იგი დაფარული, მე ვარ, რომელმან მოვსრენ პირმშონი იგი ეგჳპტისანი ფარაოჲს ზე.
    11.     და მაშინ გრქუა შენ იოსებ: არა არს ნერგი, რომლისაგან ვჭამოთ ესოდენთა შორის, გარნა ესე ხოლო დანაკისკუდი და ვერ ძალ-მიც აღსლვაჲ მას ზედა.
    12.     ხოლო გეტყჳ შენ: არავინ აღსრულ არს ამის ზედა და არცა ვინ იპოების კაცი უდაბნოსა ამას ზედა.
    13.     და ყოვლით კერძოვე მჭირს, რამეთუ ქუეყანაჲ ჩემი დაუტევე.
    14.     და კუალად მეურვების, რამეთუ ყრმაჲ ესე ვერ ვიცან, რომელი გაქუს, რამეთუ ჩემი არა არს ეგე.
    15.     არამედ რაჟამს მიდგომილ იყავ, განვიზრახევდ გულსა ჩემსა, ვითარმედ რომლისა მიზეზისათჳს ვიპოვე ამას შინა, რამეთუ მცნებაჲ მაქუნდა დამარხვად შენდა.
    16.     აწ ესერა განცხადებულ არს, რამეთუ არასადა უდებ-ვიქმნეთ შენ ზედა, არამედ ხუთნი თთუენი არიან, ვინაჲთგან მომიყვანებია შენ დამარხვად, არცაღა ყრმაჲ ესე არს უმეტჱს ხუთისა თთჳსა, არამედ გიყუარს ეგე სულითა შენითა.
    17.     ხოლო ესე უწყი, რამეთუ არა არს ეგე ჩუენითა ბუნებითა შობილი, არამედ წმიდისაგან სულისა არს.
    18.     აწ ნუ გიტევებნ სული იგი სიმშილად, არამედ ყავნ ჩემ თანა წყალობაჲ, გამომზარდენ მე და მოიჴსენე ესე, რამეთუ მწირ ვარი მე შენდა და შენ ჩემდა მწირ.
    19.     ანუ არა ამას გეტყოდაა შენ იოსებ?
    20.     და არა დასცხრა ყრმაჲ იგი ძუძუჲსაგან, რომელ არს ყოველთა უფროჲს, და ეტყოდა იოსებს: მამაო, უკუეთუ შჯულისაგან არა ახუალ მაგას დანაკისკუდსა
    21.     და მუართუ და ჭამოს დედამან ჩემმან, გრწმენინ შენ, რომელსა გეტყჳს იგი შენ და მე გამოგზარდნე თქუენ, არა ხოლო თქუენ, არამედ ნაყოფიცა იგი, რომელ გამოვალს მისგან.
    22.     არა მშიოდის დღე ერთცა.
    23.     და მიექცა ყრმაჲ იგი და ჰრქუა დანაკისკუდსა მას: შენ გეტყჳ: დანაკისკუდო, მოიდრიკე თავი შენი ნაყოფითურთ ქუეყანად და განაძღენ მამა-დედანი ესე ჩემნი.
    24.     და მეყსეულად მოდრკა იგი.
    25.     ანუ არა მე ვარ ანგელოზი, რომელი გეტყჳ ამას, არამედ მის ყრმისაჲ არს ჴელმწიფებაჲ, რომელი იქმნა ჩემ მიერ.
    26.     რომლითა-იგი განსძღით შენ და იოსებ, რამეთუ რტონი მის დანაკისკუდისანი ნაყოფითურთ ქუეყანასა ზედა ისხნეს სავსენი ნაყოფითა ტკბილითა, რომელსა მე ვყრიდ სიხარულით, მხიარულებით ხილვასა მას ზედა.
    27.     და მიექცა ყრმაჲ იგი დანაკისკუდსა მას და ჰრქუა: „ჵ დანაკისკუდო, უფროჲს დიდო ყოველთა ნერგთა ეგჳპტისათაო, აღემართე და აღმაღლდი ფრიად, რამეთუ დაიმდაბლჱ თავი თჳსი და ჰყავ მსახურებაჲ ესე.
    28.     აღმაღლდი და იქმენ სასწაულ უმეტჱს ყოველთა ნერგთა, რამეთუ ყოველთა წმიდათა ჩემთა, რომელთა დაიმდაბლონ თავი თჳსი, უფროჲს ამაღლდენ“.
    29.     და მეყსეულად აღემართნა დანაკისკუდი იგი და იქმნა, ვითარცა პირველ და აკურთხა იგი ყრმამან მან და ჰრქუა: რომელი ღირს იქმენ დიდებულისა, რომელი წოდებულ იყო შენდა ადამის ძჱ და მისსა ნათესავისა კაცისა, ჵ დანაკისკუდო, რაჲ შეგემთხჳა შენ,
    30.     რამეთუ გამოჰვარდი სამოთხით და მოიყვანე შენ ეგჳპტედ ზაკუვით და დაენერგე ჴმელსა ზედა, რაჲთა რკინაჲ უფლებდეს შენ ზედა, ვითარცა სხუასა ხჱსა, ვინაჲ ჰპოვე ადგილი ესე, არა თუმცა კაცობრივი ბუნებაჲ იქმნა ყოველსა შინა.
    31.     აჰა ესერა ეგრევე იქმნა შენ თანა, რაჟამს უკუე წარვიდა ეშმაკი ცთუნებისა შემდგომად ადამისა, ჰრქუა მას: აჰა ესერა განრისხნა შენთჳს უფალი და განგაძებს შენ სამოთხისაგან ქუეყანად, რომელი სავსე არს მწუანითა საზრდელითა ნადირთაჲთა.
    32.     არამედ აღდეგ აწ და მეც მე ყოველთაგან ნერგთა, რომელ არს სამოთხესა შინა, დავასხა იგი ქუეყანასა ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოხჳდე სამოთხით, ჰპოვო საზრდელი მათგან.
    33.     რაჟამს-იგი მოიცვალჱ კეთილისაგან ადგილისა, დაენერგჱ ქუეყანასა ზედა, არამედ ნუ გეშინინ თქუენ ნერგნო, რამეთუ ვითარცა მომავლინა მე მამამან ჩემმან ცხორებად კაცთა და მოქცევად მათა და მამცნო მე ნერგთათჳსცა,
    34.     რაჲთა ჭამდენ მათგან მეგობარნი და მოყუარენი ჩემნი, რომელთა მიიღონ მსგავსებაჲ ჩემი და ყონ მცნებაჲ ჩემი.
    35.     და რომელნი იყვნენ მთათა და უდაბნოთა განშორებულნი კაცნი, აქუნდე შენ მათ საზრდელად, შენ უკუე, დანაკისკუდო, მიიცვალე აწ პირველსავე ადგილსა შენსა.
    36.     მაშინ აღდგა დანაკისკუდი იგი წინაშე ჩუენსა და მიიცვალა სამოთხედ.
    37.     და ვინ არს, რომელმან აღიღო იგი, ჵ მარიამ?
    38.     ანუ არა მე ვიყავ, არა ხოლო თუ ნერგთა მიღებად მუნ, არამედ კაცთა, რომელთა დაიმდაბლიან თავი თჳსი წინაშე ღმრთისა?
    39.     მე აღვიღე და წარვიღე იგი ადგილსა მას მართალთასა დღესა მას, რომელსა გამოვიდიან სულნი ჴორცთაგან და შენ, რაჟამს განეშორო ჴორცთაგან, მე თავადი მოვიდე მეოთხესა დღესა, რამეთუ დაეტევების მეტი იგი დღჱ, რამეთუ მაცხოვარი ჩუენი მესამესა დღესა აღდგა.
    40.     ხოლო წარგიყვანო მეოთხესა დღესა არა ხოლო შენ, არამედ ყოველნი, რომელთა დაიმარხნენ სიტყუანი მაცხოვრისა ჩუენისანი.
    41.     მე კუალად მოვიდე მათდა და წარვიყვანო იგინი სამოთხესა მას სიხარულისასა.
    42.     და ეგნენ მუნ ჴორცნი მათნი ახლად და წმიდათა მათ კაცთა ჴორცთა არა აქუნდეს მყრალობაჲ, რამეთუ დაიმარხნეს თავნი მათნი ცოცხლად და უცოდველად ქუეყანასა ზედა.
    43.     და მოვიდენ მუნ, სადაცა იყვნეს ადამ და ევა ადგილსა მას ვიდრე დღემდე ადგომისა, და რაჟამს მოვიდეს უფალი ანგელოზთა მისთა თანა და მოიყვანნეს იგინი თჳსთა ჴორცთა თანა და ჰრქუა მას მარიამ: უფალო ჩემო, რომლითა სახითა მოხუალ მათ ზედა, ანუ ვიეთნი მიგყვანან?
    44.     ნუუკუე რომელთა შენ ზედა ხარ და მსხუერპლი მათი მოგართუან სულნელებისაჲ და ესრჱთ მოხჳდე მათ ზედა?
    45.     ანუ უფროჲს მართალთა ზედა მიხუალ?
    46.     ანუ მოავლინის მათ ზედა სახიერმან?
    47.     ანუ არა რჩეულთა ზედა ხოლო მოხჳდე?
    48.     ანუ ლოცვით ხადიედ სახლსა შენსა და მოვიდიან შენდა?
    49.     უკუეთუ ესრჱთ რაჲ-მე არს, მითხარ მე, რაჲთა მეცა ვყო ეგრჱთ სახედ და მოხჳდე და წარმიყვანო მე უკუანაჲსკნელსა დღესა.
    50.     და ჰრქუა მას ანგელოზმან: რაჲ არს, დედაო, რამეთუ, რაჟამს მოვივლინო შენდა, არა ხოლო მე, არამედ ყოველნი ერნი ანგელოზთანი მოვიდენ და გალობდენ შენ წინაშე და მოვივლინე შენდა გულისხმის-ყოფად, რაჲთა უთხრა შენ მოციქულთა საიდუმლოჲ.
    51.     და რამეთუ მაშურალ არიან ამისსა ძიებასა მაცხოვრისაგან იესო ქრისტესა.
    52.     და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, ვიდრე-მე დავსხნეთ ჴორცნი ჩუენნი?
    53.     რამეთუ არა გუნებავნ იგი დატევებად ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ჭეშმარიტ ვიყვნეთ და ღირს ვართ დამკჳრდებად მას, რამეთუ იგი მიჩუენა ჩუენ ადგილი, რამეთუ არა მნებავს ჴორცნი ჩუენნი ყოფად ადგილსა ამას.
    54.     მაშინ ეტყოდა მათ სახიერი უფალი, რამეთუ: სიტყუასა მაგას, რომელსა თქუენ ეძიებთ, აწ დიდ არს და „ვიდრე-ესე მე მივალ, თქუენ ვერ ძალ-გიც აწ მოსლვად“.
    55.     რაჲთა წარვიდე და ვჰკითხო მამასა ჩემსა და განგიმზადოს ადგილი ჴორცთა თქუენთათჳს.
    56.     მაშინ ჯერ-უჩნდა მამასა, რაჲთა მიიცვალნენ ჴორცნი თქუენნი სამოთხედ, სადაცა ჴორცნი შენნი დაისხნენ, უკუანაჲსკნელსა დღესა აღვადგინნე და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდრონ,
    57.     სადა მამაჲ სუფევს და ძესა ჴელმწიფებაჲ აქუს და სული წმიდაჲ სუფევს მათ შორის და იდიდების უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


56

     1.     56. ვ. საკითხავი წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ
    2.     საყუარელნო ჩემნო, მოვედით და ისმინეთ წმიდისათჳს ქალწულისა ქებაჲ, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თჳსი და ძემან ღმრთისამან და თჳთ ღმერთმან დედაჲ თჳსი!
    3.     რაჲ-მე ვთქუათ, საყუარელნო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ რომლითა პირითა შეუძლოთ ქებად მსგავსი ქებისა მისისაჲ?
    4.     რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა უმაღლჱს ცათა და მისთჳს ვერ შეუძლებს მიწისაგანი ესე ენაჲ ჩემი გამოთქუმად, არამედ ვიტყოდი და არაჲ დავდუმნე,
    5.     რამეთუ ამის ქალწულისათჳს მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა სულითა წმიდითა, რამეთუ: მე მოვიდე და დავიმკჳდრო შორის კაცთ, და შემდგომი ამისი.
    6.     ოსჱ წინაწარმეტყუელმან თქუა: ვიხილჱ მე ყრმაჲ წიაღთა ქალწულისათა და ეზეკიელ დაჴშული ბჭჱ იხილა, რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დაჴშული ჰგიეს ბჭჱ იგი.
    7.     დანიელ თქუა: „მთისაგან ლოდი თჳნიერ ჴელისაგან კაცისა გამოკუეთილი“, ესე იგი არს, თჳნიერ მამაკაცისაგან შობაჲ იგი.
    8.     ხოლო ესაია ცნა ურჩთაჲ მათ და ქედფიცხელთაჲ სიტყუაჲ იგი მოსჱსი, რომელ თქუა: ნათესავი ესე განდრეკილ არს, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ.
    9.     ამისთჳს განცხადებულად ღაღატ-ყო და თქუა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანოველ, რომელი არს: ჩუენ თანა ღმერთი“.
    10.     რამეთუ იხილა ღმერთმან ნათესავი კაცთაჲ, წარწყმედული და მსხდომარჱ ბნელსა და აჩდილითა სიკუდილისათა, წარმოავლინა მთავარი ანგელოზთაჲ გაბრიელ ქალწულისა მარიამისა ხარებად, მოვიდა მისა და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
    11.     უფალი შენ თანა!“
    12.     რამეთუ იქმენ შენ ტაძარ სულისა წმიდისა და ქრისტჱ ჴორცითა იშვა შენგან.
    13.     ხოლო მე აწ აღძრულ ვარ ხარებისა მისთჳს, უმეტჱს ხოლო მთავარანგელოზისა ხარებისა მიერ და ამას ქებასა შევსწირავ წმიდისა ქალწულისა მიმართ მარიამისა და ვეტყოდი უჴრწნელსა მას:
    14.     „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!“
    15.     გიხაროდენ წმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო!
    16.     გიხაროდენ, დედუფალო ბრწყინვალეო!
    17.     გიხაროდენ, ქალწულო, დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო!
    18.     გიხაროდენ, კიდობანო შჯულისაო!
    19.     გიხაროდენ, კარავო საწამებელო!
    20.     გიხაროდენ, ტაძარო უფლისაო!
    21.     გიხაროდენ, საყდარო ქრისტესო!
    22.     გიხაროდენ, ჭურო პატიოსანო!
    23.     გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მან˜ნათჲ, ცუარითა მით ზეცისაჲთა!
    24.     გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო!
    25.     გიხაროდენ, ზღუდეო სიმტკიცისაო!
    26.     გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო!
    27.     გიხაროდენ, წყარო სიწმიდისაო!
    28.     გიხაროდენ, სამკჳდრებელო ჭეშმარიტებისაო!
    29.     გიხაროდენ, საზღვარო სარწმუნოებისაო!
    30.     გიხაროდენ, მარგალიტო ჭეშმარიტებისაო!
    31.     გიხაროდენ, ანთრაკო პატიოსანო!
    32.     გიხაროდენ, ქერობინო და სადგურო უფლისაო!
    33.     გიხაროდენ, ქალწულო წმიდაო და სამკჳდრებელო ქრისტჱს ღმრთისაო, რამეთუ შენთჳს თქუა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან,
    34.     ვითარმე: „აღმაღლდა მზჱ და მთოვარჱ დადგა წესსა ზედა თჳსსა“, ესე იგი არს ამაღლდა მზჱ – იშვა ღმერთი ქალწულისაგან და მთოვარჱ დადგა წესსა ზედა თჳსსა, ვითარმედ ქალწული ქალწულადვე ეგოს.
    35.     დავით ესრე თქუა: „გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი, რომლისაჲ ცურინ ქუეყანასა ზედა“.
    36.     პირველად მოსე მთასა ზედა სინასა მაყულოვანად გიხილა შენ შეუწუველად, და გედეონ საწმისად გიხილა შენ და დავით ვითარცა ცუარი იხილა გადამომავალი შენ ზედა, ოსე ქალწულად უჴრწნელად გქადაგა შე, და ეზეკიელ – ბჭედ სიწმიდისად, დანიელ – მთად შეურყვნელად;
    37.     ესაია ძირად იესჱსად გქადაგა შენ, ნათან თქუა, ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ჴორციელმან, ვითარცა მთავარანგელოზმან გახარე შენ.
    38.     გიხაროდენ, ტაძარო სულისა წმიდისაო და საყდარო უფლისაო!
    39.     აწ ჩუენ, მორწმუნენი, ღმრთივგანბრძნობილნი და წიგნთაგან განსწავლულნი საღმრთოთა მეცნიერად, ღმრთისმშობელად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, ვღაღადებთ და ვიტყჳთ კუალად: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!“
    40.     გიხაროდენ, მაყუალო შეუწუველო!
    41.     გიხაროდენ, ცაო საცნაურო და საყდარო უფლისაო, რომლისაგან გამობრწყინდა მზჱ იგი სიმართლისაჲ!
    42.     გიხაროდენ, სამოთხეო სიწმიდასაო, რომელმან აღმოგჳცენე უკუდავებაჲ და ცხორებაჲ!
    43.     გიხაროდენ, ხეო ცხორებისაო, რომელმან გამოიღე ნაყოფი ცხორებისა, რომლისა მიერ ვცხომდით ყოველნი.
    44.     რამეთუ დასაბამსა დაბადებისა კაცთაჲსა პირველ დაბადებულ მამაჲ ჩუენი ადამ ხისა მისგან ნაყოფისა, რომელსა გამოეღო ხესა მას ცნობად კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექუსორია იქმნა იგი და ჩუენ ყოველნი.
    45.     ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველქმნული იგი მამაჲ ჩუენი დაცემისაგან აღჰმართა და წყევაჲ იგი პირველისა დედისა ჩუენისა ევაჲსი განაქარვა
    46.     და სიხარულით ეტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, რამეთუ ჩუენ, დაცემულნი ესე, შენ მიერ აღვემართენით.
    47.     გიხაროდენ, ასულო განმათავისუფლებელო ყოვლისა სოფლისა, წმიდაო ქალწულო, უჴრწნელო, რამეთუ შენ მიერ ცხომდა ყოველი სოფელი!
    48.     გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, მარიამ, საუნჯეო დაბეჭდულო!
    49.     გიხაროდენ, საფასჱო დიდისა მეუფისაო, რომელი განამდიდრებ ყოველსა სოფელსა!
    50.     გიხაროდენ, სანთელო მწუხრისაო დაუშრეტელო, რომლისათჳსცა იტყჳს სჳმონ წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: ვიხილე ნათელი სამწუხროჲ, რომლისათჳსცა-იგი იშვა შენგან, რომელსაცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისაჲ ისრაჱლისაჲ“.
    51.     მინდა დადუმების და კმა-ყოფად ქებაჲ ესე წმიდისათჳს ქალწულისა მარიამისა, არამედ კუალად, რაჟამს მოვიჴსენი ნაყოფი იგი მუცლისა მისისაჲ, არა მიფლის მე კმა-ყოფად, და რაჟამს მოვიჴსენი მე ცთომაჲ იგი ევაჲსი, აღვივსე მე ცრემლითა.
    52.     და მოვიჴსენი მე კუალად ნაყოფი ქალწულისა მარიამისი, აღვივსე კუალად სიხარულითა დიდითა და ვითარცა ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ აღმოვდუღდი და კუალად ვიტყოდი: აწ მოვედით, მორწმუნენო, ვდღესასწაულობდეთ საჴსენებელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა.
    53.     რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ ქუეყანასა ზედა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: დღეს ქუეყანისა ტაძარი ღმრთისა სიტყჳსაჲ მიიცვალების, ზეცისა იერუსალჱმსა დაემკჳდრების.
    54.     დღეს ქალწული ქუეყანით ზედა მიიცვალების.
    55.     დღეს კარავი იგი ქუეყანისაჲ ზეცად საყდარ იქმნების.
    56.     დღეს ეზოჲ იგი კარვისაჲ მის, რომელსა ჰრქჳან წმიდაჲ წმიდათაჲ, ზეცისასა მას კარავსა ბრწყინვალესა მიიცვალების.
    57.     დღეს მაყუალი იგი შეუწუველი ზეცისა სძალ იქმნების.
    58.     დღეს გამოუცდელი იგი ქორწინებითა ცათა შინა დაემკჳდრა და მის თანა იხარებს პირველი იგი დედაჲ ჩუენი.
    59.     დღეს უჴრწნელი იგი დედუფალი მარიამ ზეცისა ქერობინ იქმნების და პირველი იგი მამაჲ ჩუენი ადამ სიკუდილისაგან განთავისუფლდების.
    60.     დღეს წმიდაჲ ღმრთისმშობელი უზეშთაჱს ყოველთა მთავრობათა იქმნების.
    61.     დღეს სიხარული იგი უხილავ იქმნების კაცთაგან, არამედ იხილვების ანგელოზთაგან.
    62.     ნუუკუე ვინმე ძნიად მსმენელთაგანმან იკადროს და თქუას: ძმანო ჩემნო საყუარელნო, თუ ვითარ შესაძლებელ არს ესოდენსა დიდებასა წმიდაჲ ქალწული?
    63.     დაიყავნ პირი, რომელი იტყოდის სიცრუვესა, აწ აღმოიკითხნეთ მცნებანი ღმრთისანი, გუეტყჳს და გუასწავებს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“, თჳთ უფალი ამას გუასწავებს.
    64.     არა-მე-მცა თჳთ უფალმან უფროჲს ყოველთასა პატივ-სცა თჳსსა მას მშობელსა?
    65.     და ესე რავდენი ვთქუთ ქებაჲ წმიდისა მის ქალწულისაჲ, მრავლისაგანი მცირედი გჳთქუამს, ხოლო წმიდაჲ ქალწული მარიამ უმეტჱსსა მიიწია დიდებასა, რომლისა ვერ შემძლებელ არს ენაჲ ჩემი თქუმად, ვითარცა პირველ ვთქუ.
    66.     არამედ, საყუარელნო, მოვედით და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ჴსენებასა წმიდისა ქალწულისასა, რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ, ძენი კაცთანი, საცთურისაგან ვდღესასწაულობდეთ ქუეყანასა ზედა
    67.     და შევსწირვიდეთ დიდებასა და ქებასა მამისა და ძისა წმიდისა სულისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.


57

     1.     57. ზ. საკითხავი, თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანჱ დამასკელისაჲ, გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა
    2.     ვინ-მე უკუე, საყუარელნო, კაცთაგანმან შეუძლოს ქებად გარდაცვალებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, ვითარ-იგი ღირს არს, დაღაცათუ აქუნდენ მას ბევრნი ენანი და მეტყუელებდეს ბევრითა პირითა?
    3.     და არცაღათუ კუალად ყოველნი თუ ენანი შეკრბენ პირად-პირადად მზრახვალნი, ვერ შემძლებელ არიან მიწევნად ღირსსა ქებისასა ამისთჳს, რამეთუ უზეშთაჱს არს ყოველსა შჯულსა ქებისასა.
    4.     ხოლო დაღათუ შეძლებაჲ კაცთაჲ ვერ მისწუდების, არამედ არა ჯერ-არს დუმილი მისთჳს, რომელი-იგი არს სათნო ღმრთისა და საყუარელ წინაშე ძისა მისისა.
    5.     არამედ სურვილითა და შურითა კეთილითა და სარწმუნოებითა მჴურვალითა თანა-გუაც დიდებაჲ და ქებაჲ წმიდისა ღმრთის...


58

    1.     58
    2.     ...და ...თა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჯუარსა, დასთრგუნვენ ეშმაკსა, რამეთუ ყოვლადვე ძლიერ არს და ყოველთა კეთილისმყოფელ.
    3.     რამეთუ ყოველთათჳს ისთულების და არა მოაკლდების.
    4.     და იხილე მისი იგი მოსაგებელი: დაღათუ უპოვარ ვინმე არნ, ვითარცა მცირედ სარწმუნოებით ევედროს ჯუარსა, მუნქუესვე უნაკლულო არნ ყოვლისაგან კეთილისა.
    5.     და რაჟამს სახელ-სდვას სახელსა წმიდისა ჯუარისასა, განრისხებულნი იგი ღელვანი და აღრღუეულნი დააცხრვნის, ანუ თუ ვინმე სიმძაფრეთა მდინარეთასა წარეტაცოს და ვიდრე იგი მასვე უცალოებასა და ჭირსა შინა იყოს და ჰხადოს სახ...
    6.     შორიელისა მოგზაურისათჳს და წმიდასა ჯვარსა წინაშე ევედრებოდის ცოცხლებით და მხიარულებით მომავალი იხილოს.
    7.     ანუ თუ ვინმე ფიცხელსა განსაკითხავსა წარდგომილ იყოს და მსაჯული იგი სასტიკად უთქუმდეს მას და მოსაჯული იგი არღა აცალებდეს და ავნებდეს ენითა თჳსითა, ვითარცა მახჳლითა, ხოლო იგი მუნქუესვე შეურდეს და ხადოს სახელსა წმიდისა ჯუარისასა.
    8.     განჴრწნილი გული მსაჯულისაჲ მის განემართოს და სასტიკად გულისწყრომაჲ იგი დაჰჴსნდის და მსაჯულისა იგი სიბორგილი დასცხრის და სამართალი მოსცის.
    9.     და თუ ვინმე ცოდვითა დამძიმებულ იყოს და შეურდეს და ხადოს სახელსა წმიდისა ჯუარისასა, სიმძიმჱ იგი ცოდვათა ძლიერებითა ჯუარისაჲთა განდევნა და ტჳრთი თჳსი აღიმცირა და სიმრავლჱ იგი უშჯულოებათაჲ განიშოვრა და ზეცისა სასუფეველსა მიემთხჳა.
    10.     ჯუარი ქრისტეანეთა ზღუდე, ჭირვეულთა შემწჱ.
    11.     ჯუარი მოციქულთა არგანი, რომლითა ყოველსა სოფელსა ქადაგეს სახარებაჲ იგი ქრისტესი.
    12.     ჯუარი მოციქულთა სიქადული, მოწამეთა სიხარული, მარტჳლთა გჳრგჳნი.
    13.     ჯუარი მკელობელთა კუერთხი, დაცემულთა ჴელისამპყრობელი.
    14.     ჯუარი მონანულთა ნუგეშინისმცემელი, მონაზონთა საჭურველი, რომლითა აღუდგეს ბრძოლად მტერსა და ყოველი მანქანებაჲ მისი დათრგუნეს და სასუფეველსა ღირს იქმნნეს.
    15.     ამან ჯუარმან ყოველთა ნუგეშინის-სცის და ყოველთა განსწმედს ქრისტჱს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის სუფევაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


59

     1.     59. დ. საკითხავი, თქუმული ათანასი ეპისკოპოსისაჲ, ჭეშმარიტებისა წმიდისა ჯუარისათჳს და რომელსა ზედა ივნო ქრისტემან
    2.     ისმინენით სიტყუანი ჭეშმარიტებისანი და იგავნი სწავლათანი და ჴმანი წინაწარმეტყუელთანი და თქუმულნი მშჳდობისანი და ზრახვაჲ მამისაჲ და განმზადებაჲ კრავისაჲ და აღშენებაჲ ეკლესიათაჲ და გამოჩინებაჲ ჯუარისაჲ.
    3.     უკეთჱს არს თქუენდა, თუ ისმინოთ და ერჩდეთ თქუმულთა ამათ სმენითა.
    4.     ხოლო თქუენ თქუმად და სწავლად ღმრთისა მამისა ბრძანებითა და ქრისტჱს გამოჩინებითა და ჴორცთა ამათ ჩუენთა მსახურებაჲ და თქუ ჴმათა ოხ...


60

     1.     60
    2.     ...უკეთურებათა ყოველთა ადგილთა.
    3.     დასაბამითგან სიტყუაჲ იგი მამისაჲ კაცთმოყუარჱ იყო, გარდამოჴდა კაცთათჳს და იქცეოდა მათ თანა და გამოარჩევდა ბოროტთა მართალთაგან და მართალთა მათ იჩინებდა ერად საზეპუროდ.
    4.     რომელთამე თანა მოიკლვოდა და რომელთამე თანა უცხოებასა იყო და რომელთამე თანა ივლტოდა, რომელთამე თანა განიხერხებოდა და რომელთამე თანა ნავსა შიდა იყო,
    5.     რომელთამე თანა მსხემობასა იყო და რომელთამე თანა გამოიცადებოდა და რომელთამე თანა განისყიდებოდა, რომელთამე თანა სიყმილსა იყო და წყურილსა.
    6.     და ესრჱთ დასაბამითგან სიტყუაჲ იგი ყოველთა მართალთა თანა ივნებოდა და თანა იყოს მარადის!
    7.     აბელის თანა მოიკლვოდა, ნოვჱს თანა რღუნასა წყალთასა იყო, აბრაჰამის თანა მწირობასა იყო, ისაჰაკის თანა გამოიცადებოდა, იაკობის თანა უცხოებასა იყო, იოსეფის თანა განიყიდებოდა,
    8.     ხოლო მოსჱსა თანა სივლტოლასა იყო და ისუ ნავჱს თანა ბრძოლასა იყო, დავითის თანა სივლტოლასა იყო, ესაიას თანა განიხერხებოდა და თჳსითა მით ჴორცითა ამათ თანა იქცეოდა.
    9.     ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან კაცთათჳს, რომელ არს სიტყუაჲ თქუენ თანა და ღმერთი არს სიტყუაჲ და სიტყუაჲ არს კაცი და კაცი არს ღმრთისა თანა.
    10.     რამეთუ მოხედა ღმერთმან თჳსსა მას ქმნულსა, რომელ შექმნა ხატად და მსგავსად თჳსა, მოავლინა თჳსი იგი ძჱ ზეცით ქუეყანად უჴორცოჲ და ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან, იშვა კაცად და აღადგინა წარწყუმედული იგი კაცი და შეკრიბნა განბნეულნი ასონი.
    11.     და რაჲსა მოკუდების ქრისტე?
    12.     ნუუკუე სიკუდილისა საშჯელი თანა-ედვა?
    13.     ანუ რაჲსა შეისხნა ჴორცნი?
    14.     ანუ არა შემოსით იშუა დიდებითა, ანუ რაჲსათჳს კაც იქმნა იგი? ანუ არა ღმერთი იყოა?
    15.     ანუ რაჲსა გარდამოჴდა ქუეყანად?
    16.     ანუ არა მეუფჱ იყოა ცათა შინა?
    17.     რაჲსა ჭირ იყო ღმრთისა მოსლვაჲ ქუეყანად და ჴორცთა შესხმაჲ ქალწულისაგან და წარგრაგნაჲ სახუევლითა და ბაგასა შინა წოლაჲ და სძესა წოვნაჲ წიაღთა შინა დედისათა
    18.     და ნათლისღებაჲ იორდანესა იოვანჱსგან და გინებაჲ ძელსა ზედა ჯუარისასა და დაფლვაჲ ქუეყანასა შიდა და აღდგომაჲ მკუდრეთით მესამესა დღესა და ეკლესიათა აღშჱნებაჲ?
    19.     რაჲ ჭირ იყო კაცთათჳს? არამედ რაჲთა აცხოვნნეს წარწყმედულნი ესე კაცნი?
    20.     აწ მიეც შენ საჴსრად სული სულისა წილ და სისხლი სისხლისა წილ, კაცი კაცისა წილ და სიკუდილი სიკუდილისა წილ...
    21.     ესენი ქრისტემან იჴსნნა სიკუდილითა თჳსითა.
    22.     იხილეთ, ჵ კაცნო, ისრაჱლისაო! მოკლეს შემწჱ იგი ყოველთაჲ, მიაგეს ბოროტი კეთილისა წილ და ჭირი სიხარულისა წილ და სიკუდილი ცხორებისა წილ.
    23.     რომელი აღადგინებდა მკუდართა მათთა და განჰკურნებდა მკელობელთა და განსწმედდა განბოკლებულთა და ნათელსა მოსცემდა ბრმათა მათთა, იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელისაჲთა.
    24.     ჵ საიდუმლოჲ ახალი და გამოუთქუმელი! დამოჰკიდეს ძელსა, რომელმან დაამყარა ქუეყანაჲ და შეჰმშუალეს ჯუარსა და განუმზადეს საფლავი, რომელმან განუზომნა ცანი, და შეკრეს,
    25.     რომელი განჰჴსნის ცოდვათა და ასუეს ძმარი, რომელი ასუამს სიმართლესა, და აჭამეს ნავღელი, რომელი აცხოვნებს და აჭამეს მათ ცხორებასა და განუხურიტნეს ჴელნი და ფერჴნი, რომელი განჰკურნებდა მათთა ჴელთა და ფერჴთა.
    26.     ჵ საიდუმლოჲ ახალი და გამოუთქუმელი, რამეთუ დაისაჯა მსაჯული იგი, და შეიკრა, რომელი განჰჴსნის კრულთა.
    27.     შეემშჭუალა ჯუარსა დამბადებელი სოფლისაჲ, და განიზომა, რომელსა განუზომიან ცანი და ქუეყანაჲ, რომელი განაცხოველებს დაბადებულთა, და დაეფლა, რომელი აღადგინებს მკუდართა.
    28.     მაშინ განიკჳრვეს ძალთა ზეცისათა და ანგელოზნი განჰკრთეს და დასთა მათ ზეცისათა შეეშინა და შეირყინეს მთანი და ბორცუნი შეიძრნეს, ზღუაჲ დატკბნა და უფსკრულნი შეძრწუნდეს
    29.     და შეეშინა ყოველსა დაბადებულსა ღმრთისასა: ვარსკულავთა მოაკლეს სინათლჱ მათი, მზჱ დაბნელდა და ანგელოზნი განკრთომილნი გამოვიდეს ტაძრით და სერაბინნი იგი ოჴრითა მათითა ჴმა-სცემდეს.
    30.     და კრეტსაბმელი იგი განსთქდა და ბნელმან აღავსო ყოველი ქუეყანაჲ.
    31.     ოდეს დაიწუხნა მაცხოვარმან ჯუარსა ზედა თუალნი, ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შინა, რამეთუ შთავიდა უფალი ჯოჯოხეთისა შემუსრვად არა ჴორცითა, არამედ სულითა.
    32.     რამეთუ შთავიდა უფალი და ყოველი დაიპყრა – სულითა ჯოჯოხეთი, ხოლო ჴორცითა ქუეყანაჲ.
    33.     ოდეს დამოჰკიდეს ძელსა ზედა ჴორცითა უფალი, მაშინ აღეხუნეს სამარენი და ჯოჯოხეთი დაირღუა და გამოუტევნა სულნი მრავალნი, და აღდგეს მკუდარნი და ვერ იტჳრთა დაბადებულმან, რამეთუ ჰხედვიდეს თჳსსა მას უფალსა ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა.
    34.     განჰკრთა ყოველი დაბადებული და იტყოდეს: რაჲ არს ესე ახალი დაბადებული?
    35.     მსაჯული დაიშჯების და დუმს, უხილავი იგი ჯუარსა ზედა იხილვების და არა ჰრცხუენის, შეუპყრობელი იგი შეპყრობილ არს და არა გული უწყრებინ,
    36.     უვნებელსა მას ევნების და არა ეძიებს შურსა, უკუდავი იგი მოკუდების და ცხოველ არს უკუნისამდე, ზეცისა იგი მეუფჱ დაიფლვის და მოითმენს.
    37.     რაჲ არს ახალი ესე საიდუმლოჲ, რამეთუ დაუკჳრდა ყოველსა დაბადებულსა და შეძრწუნებულ არს?
    38.     არამედ აღდგა უფალი მკუდრეთით, მაშინღა ცნა დაბადებულმან, რამეთუ კაცთათჳს მსაჯული იგი დაისაჯა და უხილავი იგი იხილვა და უვნებელი იგი ივნო, უკუდავი იგი მოკუდა და ზეცისაჲ იგი ქუეყანასა დაეფლა.
    39.     და უფალი იგი იშვა კაცად და დაისაჯა, რაჲთა შეიწყალოს კაცი, შეიკრა, რაჲთა განჰჴსნეს, იგუემა, რაჲთა განეტეოს.
    40.     ივნო შენთჳს ჯუარითა, რაჲთა შენ ვნებათაგან განგათავისუფლოს.
    41.     მოკუდა ჯუარითა, რაჲთა შენ ცხოველ გყოს.
    42.     ჯუარისა მიერ დაეფლა, რაჲთა შენ აღგადგინოს.
    43.     რამეთუ ივნო უფალმან მსგავსად კაცთა.
    44.     მსგავსებითა მით მსგავსი იგი ვნებაჲ დაჰჴსნა და მიიწია უწესო სიკუდილსა.
    45.     იხილა გემოჲ სიკუდილისაჲ და შეიწყალნა, რომელი სარჩელსა სიკუდილისასა ქუეშე არიან, დაეფლა და აღადგინნა მკუდარნი, ვითარცა მძინარენი, განაცხოველნა დაფლულნი იგი და გამოიყვანნა ნათლად.
    46.     ხოლო სიკუდილი დათრგუნა და მოკლა, რომლისათჳსცა გარდამოჴდა უფალი ზეცით ქუეყანად, რაჲთა მოაკუდინოს სიკუდილი და მოკლას, ვითარცა კაცისმკლველი კარანი.
    47.     რაჲ არს ახალი საიდუმლოჲ?
    48.     ანუ რაჲსათჳს ზეცით ქუეყანად გარდამოჰჴედ? ანუ კაცთათჳს?
    49.     რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განფენილ არს კეთილი ხატი შენი, არამედ სიტყჳთა ხოლომცა უბრძანე და ყოველნიმცა ჴორცნი წარმოდგეს შენ წინაშე.
    50.     ხოლო შენ მოხუედ ქუეყანად და მოიძიენ წარწყმედულნი სულნი იგი, შექმნულნი შენნი, და უკუმოიგე ადამი, ვითარცა სამეუფოჲ ნამარხევი.
    51.     და ყოველი და ნათესავი კაცთაჲ ქრისტჱსგან ცხონდა.
    52.     ერთი იგი დაისაჯა და ბევრნი იჴსნნეს.
    53.     ერთი დაეფლა და ბევრნი აღდგეს.
    54.     უფალი მოკუდა ყოველთათჳს და აღდგა ყოველთა თანა და შეიმოსა კაცებაჲ, აღჴდა მაღალთა ცად და შეწირა მამისა ძღუენი, არა თუ ოქროჲ, არცა ვეცხლი, არცა ქვანი პატიოსანნი, არამედ კაცი, რომელ ქმნა, ხატად თჳსა და მსგავსად შექმნა.
    55.     ხოლო ესე მამამან აღამაღლა და მარჯუენით საყდართა თჳსთა დასუა, მაღალთა და აღმატებულთა, და ყო იგი მსაჯულ ერისა და წინამძღუარ ანგელოზთა და მთავარ ქერობინთა, ხუროთმოძღუარ იერუსალჱმისა და ძჱ ქალწულისა და მეუფჱ უკუნისამდე.
    56.     ამას ყოველსა, რომელსა ვხედავთ კაცად მის თანა, მთიებისა უხუცჱს არს, მზისა აღმოსავალისა უბრწყინვალჱს არს, ელვისა უბრწყინვალჱს, ცათა უმაღლეს, შემოქმედი დაბადებულთაჲ.
    57.     ესე არს შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ.
    58.     ესე არს აღმადგინებელი მკუდართაჲ და მაცხოვარი წარწყმედულთაჲ და წინამძღუარი შეცთომილთაჲ, ნუგეშინისმცემელი ჭირვეულთაჲ და მაცხოვარი დაბადებულთაჲ და მწყემსი ცხოვართაჲ და განმსუენებელი მაშურალთაჲ და ცხორებაჲ ერისაჲ
    59.     და სიქადული მოციქულთაჲ და გჳრგჳნი მოწამეთაჲ და მოღუაწჱ მარტჳლთაჲ, წინამძღუარი ქერობინთაჲ და უფალი ანგელოზთაჲ და მეუფჱ ისრაჱლისაჲ და აღმადგინებელი დაცემულთაჲ და აღმაშჱნებელი იერუსალჱმისაჲ.
    60.     ესე არს, რომელმან ცანი გარდაართხნა და ქუეყანაჲ დაამყარა და შეაყენა უფსკრულნი და შექმნა ყოველი და შეამკო სოფელი.
    61.     რამეთუ ესე არს სიტყუაჲ მამისაჲ და სული ძალისა მისისაჲ და აღმასრულებელი მშჳდობისაჲ, მოსრული ზეცით, მომცემელი სულისა წმიდისაჲ წინაწარმეტყუელთა, ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან, წარიგრაგნა სახუეველითა, დაიდვა ბაგასა, განწმიდნა კაცნი.
    62.     ესე ყოველი ყო კაცთათჳს რჩულიერებისა, რამეთუ კაცნი შჯულისა ურჩ არიან და ოდესმე ურწმუნო არიან ჯუარისა ცხოველისა.
    63.     და რომელი მას ზედა ჯუარს-ეცუა, სიტყუაჲ იგი ვითარცა იგინებოდა და ოდესმე უპატიოდ ჰბასრობდეს, მოკუდების, ვითარცა ბოროტის მოქმედი, დაიფლვის, ვითარცა მკუდარი, ეგლოვენ, ვითარცა მკუდარსა, არამედ აღდგა მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ არს.
    64.     და რამეთუ ღმერთი იყო და ღმერთ არს მცირჱ ჴორცთა შინა და დიდ სულითა და უპატიო ქუეყანასა ზედა და დიდებულ ცათა შინა, გინებულ კაცთაგან და დიდებულ მამისაგან.
    65.     ესე არს კაცი, რომელი მოივლინა მამისაგან სოფლად, რამეთუ ღმერთი არს და კაც ქუეყანასა ზედა და ღმერთ ცათა შიდა და ყოველსა დაბადებულსა ზედა ღმერთ არს.
    66.     ესე არს, რომელმან მიგაახლა მამასა ამას თაყუანისცემად და ამისი გრწმენინ უკუნისამდე.
    67.     გიყუარდინ!
    68.     აწ ესე არს ჭეშმარიტი ქრისტე და ამისი არს დიდებაჲ უკუნისამდე.
    69.     არამედ ვხედავთ ხატსა მას ურჩებისასა, რომელნი განმრავლჱბულ არიან ქუეყანასა ზედა.
    70.     ქალაქად-ქალაქად კაცთა თანა და სოფლად-სოფლად განმრავლდეს უშულოებანი ჴელთა მათთანი, რომელნი სხუად გარდააქცევენ სიტყუათა და უფროჲსთა სხუად სახელ-სდებენ ჭეშმარიტებასა, რომელნი იკადრებენ და იტყჳან უშჯულონი კაცნი,
    71.     რაჲთა ჭეშმარიტებაჲ ტყუვილით არწმუნონ და ერთობაჲ იგი ეკლესიათაჲ – წვალებით და ურჩებით და მძლავრებით და სიწმიდჱ – სიძვით და სიმართლჱ – უშჯულოებით, ქალწულებაჲ – მოძალებით და ესრჱთ ქრისტჱს მიმართ ურჩ არიან
    72.     და მამასა აგინებენ და კაცთა უწესობასა იტყჳან და ამისა შემდგომად არ...


61

     1.     61
    2.     არიან შურობანი და ჴდომანი, ძჳრისმეტყუელებანი.
    3.     წინაწარმეტყუელნი იდევნებიან, მართალნი მახჳლითა მოკუდებიან, მოწამენი იტანჯებიან, მარტჳლნი იგუემებიან.
    4.     აწ, საყუარელნო, კუალად მაშინ ჰრქუა ღმერთმან: ჵ ევა, კმა ყოს შენდა ქმარი შენი, რომელი მიგეც.
    5.     ნუუკუე გუელი მიგეცა?
    6.     ამისთჳს მიზეზობდეს, რაჲთამცა განერნეს სატანჯველისაგან.
    7.     და გუელსა მას ჰრქუა ღმერთმან: „მკრდითა და მუცლითა შენითა ხჳდოდი შენ“.
    8.     მკერდი დაწყევა, რამეთუ მას ზედა გული და გულისწყრომაჲ მუნ შეიქმნების, „მუცლით ხჳდოდი“, რამეთუ საჭმლისათჳს აცთუნა – მიწისა ჭამაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
    9.     რამეთუ ადამი ქუეყანისა მიწისაგანი იყო.
    10.     მიიღე სამთავე განჩინებაჲ, რამეთუ სამთავე გარდასლვაჲ ყვეს.
    11.     რამეთუ ძელისაგან გარდასლვაჲ მცნებათა იქმნა, ამისთჳსცა ძელსა შემშჭუალა წყევაჲ იგი, ვითარცაღა-იგი ძელისაგან გარდასლვაჲ, ეგრეცა ძელისაგან ცხორებაჲ.
    12.     ჯუარისაგან სიკუდილი დაითრქუნა და ჯუარისაგან ცხორებაჲ განათლდა.
    13.     ჯუარისაგან ბჭენი ჯოჯოხეთისანი დარღუეს და ჯუარისაგან ბჭენი სამოთხისანი განეხუნეს.
    14.     ჯუარი წმიდათა ექმნა და მარტჳლთა გზა.
    15.     ჯუარი მოციქულთა ჯაჭუ ექმნა და წინაწარმეტყუელთა ფარ სარწმუნოების.
    16.     ჯუარი დაცემულთა ჴელისმპყრობელ, ჯუარი შერყეულთა განმამტკიცებელი და მორწმუნეთა ზღუდჱ უძლეველი.
    17.     ჯუარი უძლურთა ძლიერებაჲ და მდაბალთა ამაღლებაჲ.
    18.     ჯუარი წინამძღუარი ავაზაკისა მის მორწმუნისაჲ, ჯუარი დამარღუეველი ჯოჯოხეთისაჲ.
    19.     ამის ყოვლისათჳს დიდებასა შევსწირვიდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


62

     1.     62. თთუესა სეკდენბერსა კე. ზაქარიაჲს დადუმებაჲ, საკითხავი, თქუმული ათიპატროს ბოსტრელ ეპისკოპოსისაჲ
    2.     ნაშობი დედათაჲ არავინ არს უფროჲს იოვანჱსსა, რამეთუ სიტყუამან მაცხოვრისამან გუაუწყა ესე ჩუენ.
    3.     ვითარ-მე აწ სიტყჳთა გჳრგჳნოსან ვქმნე, რომელსა ესევითარი ქებაჲ ესმა უფლისა თჳსისაგან?
    4.     ანუ ვითარ ვაქებდე, რომელმან შობადმდე იცოდა დაფარული იგი საიდუმლოჲ?
    5.     ამან ვიდრე შობადმდე ქრისტჱსა მადლისა იგი ნიჭი გამოცხადებად იწყო.
    6.     ამან მადლისაჲ იგი გამოაჩინა საუნჯჱ და რომელი-იგი არა იცოდა ცათა შინა სიმრავლემან ანგელოზთამან, ვითარცა გესმა, აწ იოვანე მუცლით გამო დედასა აუწყებდა.
    7.     საყდარი დაუტევნა უფალმან და იოვანე საშოჲთ ღმრთისა მოსლვაჲ გუაუწყა.
    8.     უფლებანი დაუტევნა ქრისტემან და იოვანე...
    9.     შინა საიდუმლოჲ გამოაცხადა.
    10.     და ვითარცა მოვიდა მთავარანგელოზი და მოაქუნდა სახარებაჲ შინაგან აღმოცენებულისაჲ, ხოლო იოვანე ხლდომით გუაუწყებდა, რამეთუ...
    11.     აწ გესმა, ყოვლისა სოფლისა მჴსნელი თჳსისა, მეგობრისადა, აუწყებდა მუცელსა შიდა მიდგომილსა.
    12.     და იყო სახილველ შემოქმედისა მოკითხვაჲ თჳსისა მიმართ მეუფისა, მჴედრისაჲ კარავსა ყოფაჲ და უფლისაჲ მონისა სართულსა გარდასლვაჲ, რომელმან საშოჲთ საშოსა შინა იხილა იოვანე ხედვით, ხლდებოდა და ბუნებისა საზღვარსა მწრაფლ თანაწარსლვაჲ იწყო.
    13.     თქუა: არა ვიცი ბუნებისა საზღვარი, რამეთუ ვხედავ ბუნებისა საზღვრის დამ˜ბდებელსა უფალსა.
    14.     არა მოველი შობისა ჟამსა, რამეთუ ჟამთა შემოქმედი მუცელსა შიდა ქალწულისასა დადგრომილ არს ცხრა თთუე.
    15.     ჩემი მუცელსა შიდა არა თავს იდვა, რამეთუ საუკუნოჲ იგი ჩემ წინაშე არს.
    16.     ვინ დედაჲ უფლისაჲ მომავალი გამოგჳცხადა?
    17.     და ვინ გუეოხდა ჩუენ და წიაღთაგან მამისათა აღგჳდგინა უდედოჲ იგი?
    18.     ანუ ვინ არს ქალწული ესე, რომელი უფროჲს ყოველთა ძალთა პატიოსნად გამოჩნდა ღმრთისა?
    19.     ვინ არს, რომლისა დაუტევნელი ახალსა წიაღსა დაიტია?
    20.     ვინ არს, რომელსა მიუწდომელი ესე მოაქუს მუცლითა?
    21.     ვინ შუვამდგომელ იქმნა კაცთა მსგავსთა თივისათა ცეცხლისა დამკჳდრებად ღმრთეებისა?
    22.     ვინ აუწყოს პირველსა მას ადამს დედაკაცისაგან აღვსებული საიდუმლოჲ?
    23.     ვინ თქუას, რამეთუ დარჩილსა შინაგან აქუს მსაჯული იგი?
    24.     და რომელსა-იგი მწუხარებით შობაჲ ესმა შვილთა თჳსთაჲ, მასვე მოაქუს სიხარული, და გუექმნა იგი მწუხარებისა წილ სიხარულ?
    25.     ეჰა პატიოსნებაჲ! ეჰა მიუწდომელი მოსლვაჲ! სამოთხით გამოჴადა ღმერთმან პირველქმნული იგი და მასვე საშოსა ნაშობისა მისისასა დაემკჳდრა.
    26.     რომელმან ტყავი შეკერა სამოთხესა შიდა, საშოსა შინა დაეფარა.
    27.     და ვისგან-იგი პირველსა მამასა შეჰრისხნა, გამოჴადა, ამითვე მოწყალჱ ექმნა და მოვიდა.
    28.     და ვისგან ქუეყანაჲ და ღმრთისა გზანი გამოჩნდეს, პირველისა რისხვისაგან მაქარვებელად, უჴრწნელითა მკლავითა შემუსრნა ცოდვისა ეკალნი.
    29.     ესე იოვანჱს ხლდომანი, უფროჲსთა სიტყუანი, რამეთუ სიტყუა იყვნეს არღა შობილისა მის ყრმისა ხლდომანი, ვინ დასაბამითგან წარმართმან ქალაქსა სულელთასა ასწავა, რომლისაჲ ვიდრე წარგრაგნადმდე წინამსრბულმან გუაუწყა,
    30.     რამეთუ ესრჱთ არს მომავალისა საიდუმლოჲსა შეკრებაჲ, რომლისა ქადაგებაჲ მინებს, ვიპოვო მე უფსკრულთა დანთქმული და ჰაერთა ზედა მავლად შერაცხილ ვიქმნე ზეცისა ძალსა გამომეტყუელი.
    31.     ამისთჳს გევედრები, ნათლისმცემელო, ლოცვაჲ მომადლჱ და უცთომელად დამიცევ.
    32.     ჴმა ხარ და ჴმაჲ სამსახურებელად მე მომმადლჱ.
    33.     მრწამ, არა თუ ურწმუნოდ მოვედ.
    34.     სიტყუათა შევსწირავ შენდა საკუმეველად და სასოებით ვიწყო მე სიმჴნესა შენსა მითხრობად, დავბრკოლდები მე სიხარულით ძლევად ჩემდა ჩემისა წინამძღურისა ძლევაჲ დაკჳრვებით.
    35.     და იყო მათ დღეთა შინა ჰეროდჱ მეფისათა, ნუუკუე ვინ-მე ერთობითა ამათ სახელითაჲთა სახარებისაგან შესცთეს უწყებასა,
    36.     რამეთუ სხუაჲ იყო ჰეროდე, რომელმან მოკლა წინამორბედი, და სხუაჲ არს ჰეროდე, რომელმან მოთიბნა ყრმანი – ჯეჯილნი იგი ღმრთისმსახურებისანი ძიებასა მას იფქლისა თავწარსხმულისასა.
    37.     ესევითართა მათ დღეთა იყო ვინმე მღდელი, სახელი ერქუა ზაქარია და ცოლსა მისსა – ელისაბეთ.
    38.     იყვნეს ორნივე მართალ, რამეთუ ეზიარებოდეს სოფლისა ზეარებასა – დედაკაცი მამაკაცსა, განგებულად ვიდოდეს და სჯულისაჲ ეტჳრთა უღელი, სიმართლჱსა მოიპოვებდეს და შვილი არა ესუა.
    39.     დაყენებული იყო საშოჲ და სიგრძითა ჟამთაჲთა წარწყმედულ იყო წესი, რამეთუ იყო ელისაბეთ ბერწ.
    40.     და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა, უშვილო იყვნეს ბუნებით და ჟამნი ყრმათა შობისანი განწესებულნი წარეწყმიდნეს უთესლოებითა.
    41.     არა თუ სასოებაჲ, არამედ შვილიერებაჲ წარეწყმიდა, ხოლო მეორედ ჟამი სახითა მოიპოვა.
    42.     მოაკლდა შვილიერებაჲ, არამედ არა მოაკლდა ლოცვაჲ.
    43.     და იყო მღდელობასა მას ზაქარიაჲსსა ბრწყინვალე კრებაჲ ვნებისაჲ, შეიმოსა სამოსელი და დაიდგა გჳრგჳნი და მოიღო სასაკუმევლჱ და წმიდასა მას შეისწრაფდა დაუბრკოლებელად.
    44.     წინაჲსწარ უსწრობდა ჟერაჲ იგი ეჟუანთაჲ.
    45.     ხოლო სიმრავლჱ იგი ერისაჲ აქებდა მღდელსა მას, რამეთუ ვითარცა ანგელოზი მოხუცებული იგი იყო, წარავლინეს იგი ღმრთისა.
    46.     და ვითარცა მიიწია იგი შინაგან კრეთსაბმელსა მას, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ მარჯუენით საკურთხეველისა მის საკუმეველთაჲსა“.
    47.     შეძრწუნდა ზაქარია და წარსლვად ვერ უძლო ანგელოზისა მის ხილვითა და გარე-უკუ-მოვიდა.
    48.     და ვითარ მრავალ ჟამ დგა დაკჳრვებულად.
    49.     ამას იტყოდა თავით თჳსით: რაჲ-მეა, ანუ ვითარ-მე, რომელსა-ესე ვხედავ? არა უწყი.
    50.     სხუაჲ მღდელობს და მახლობელად საკურთხეველსა საკუმეველთაჲსა დგას.
    51.     მე ვითარ დავასხა ცეცხლსა საკუმეველი?
    52.     რამეთუ ერთისაჲ ხოლო ბრძანა მღდელობაჲ შჯულმან.
    53.     რამეთუ ანგელოზი არს და არა კაცი, რომელსა-ესე ვხედავ, და აჰა, ესე ტაძარი არს და არა მაყუალი, რამეთუ არა გჳსწავიეს ანგელოზისა თანა მსახურებაჲ.
    54.     ვითარ-მე ვიქმნე, ანუ რასა-მე ვიქმოდი და ვინ თანამზრახვალად მოვიყვანო?
    55.     არამედ მიუტეო წმიდაჲ იგი წმიდასა მას, წმიდაჲ იგი მოვიკითხო, მივეახლო, სასაკუმევლჱ მივსცე: მი-მე-მიყვანოსა ზეარად, ანუ და-მე-მსაჯოს კადნიერად?
    56.     ანუ განმკითხველადმდე მოსრულ არს სიწმიდისა მსახურთა?
    57.     საშინლად და ბრწყინვალედ სახარებაჲ მოუღებიეს და მოსრულ არს, ანუ სიყმილითა-მე და ბრ...ლითა გჳთქუამს?
    58.     მსახური არს ზეცისაჲ, რომელი-ესე ჩას, არა თუ ღმერთი, დგომაჲ აუწყებს.
    59.     ესაია მჯდომარჱ იხილა უფალი.
    60.     ეზჱკიელ საყდართა ზედა განიცადა უჴორცოდ.
    61.     დანიელ ეგრევე სახედ „ძუელი დღეთაჲ“ იხილა მჯდომარჱ.
    62.     ესე დგას, მსახურებასა გამოაჩინებს, რამეთუ უპატიოსნჱსი მჴარი დაუპყრიეს საკურთხეველისაჲ.
    63.     ვაჲ!
    64.     ნუუკუე ცოდვითა ჩემითა ერისა ბრალი მოიწიოს ჩემ ზედა?
    65.     ნუუკუე ჩემსა ამას პატივსა დიდსა უფროჲსი პატიჟი მოიწიოს?
    66.     ამას ზაქარია განიზრახვიდა ძწოლით.
    67.     და არა უგულებელს-ყო მთავარანგელოზმან გაბრიელ მღდელისა იგი შიში.
    68.     ამისთჳსცა მეყსეულად ჴმა-უყო მას, ვითარცა მარჯუენე ჴელი მიუპყრა მას განსამტკიცებელად, ღაღატ-ყო: „ზაქარია, ნუ გეშინინ!“
    69.     პირველად მისი იგი შიში დააცხრეო...
    70.     სარწმუნოებისა არა შემწყნარებელი და მაშინღა სახარებაჲ იგი აუწყა, რაჲთა შეუძრწუნებელად სულითა უწყებაჲ იგი შეიწყნაროს.
    71.     და ჰრქუა: ზაქარია, ნუ გეშინინ სახარებისათჳს.
    72.     „გულსმოდგინედ ვედრებაჲ შენი შეესმა უფალსა და ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძჱ და უწოდი მას იოვანე“.
    73.     რამეთუ მოსრულ ვარ შენდა ზეცით, არა ხოლო თუ ყრმაჲ მომაქუს, არამედ რომელი-იგი შობად არს, სახელი ზეცისა წიგნთა წოდებულ არს.
    74.     მესმა და მოვედ, რამეთუ ქალაქსა ღმრთისასა აღწერილ არს, რომელი-იგი მუცელმან არა აღმოაცენა, რამეთუ მრავალთა შობასა მისსა უხაროდის, რამეთუ შენი არს შვილი, ხოლო ნიჭი – მრავალთაჲ.
    75.     შენი არს ჯეჯილი, ხოლო ნაყოფი – ზიარ.
    76.     შენ – მამაჲ, ხოლო რომელი-იგი შობად არს ყოველთა მბრწყინვა...
    77.     ზაქარიას, მხიარულცა იქმნა და გამომეძიებელცა.
    78.     გულისსიტყუაჲ იგი მეჭუელისაჲ გაბრიელს, ვითარცა ესმა და ცნა, რამეთუ მიუგ… მუნ ედ… ხოლო ნა… თავს-იდვა..იგი… არამედ შეურაცხ-ყო მა…
    79.     იგი საკუმეველის მკუმეველი და სარწმუნოებისა არა შემწყნარებელი და პირი მისის აუწყებდა განრისხებასა და ჰრქუა: ესრჱთ გამომკითხავა მე ზაქარია?
    80.     რამეთუ რომელი გითხარ, მას ითხოვა?
    81.     სიტყჳსა გამოძიებაჲ გნებავს?
    82.     ღმრთის მსახურებისაგან სახარებაჲ მიიღჱ და წინდსა მიმჴდი?
    83.     არა ჰმადლობ ღმერთსა? არამედ ორგულებ.
    84.     მიიღებ ნიჭსა და იტყჳ: „ვითარ-მე ვცნა ესეო“, ვითარ ვცნა?
    85.     – „მე ვარ გაბრიელ“, წინდად მისთჳს სახელი ჩემი მიიღე, და თუ მცირე არს ესე შენდა, ისმინე პატივი: „მე ვარ, რომელი ვდგა წინაშე უფლისა , და მეტყჳა: ვითარ-მე ვცნაო?
    86.     შენ – „მოხუცებული და ცოლი შენი – გარდასრულ დღეთა მისთა და ჟამთა.
    87.     ხოლო შემოქმედი იგი ყოველთაჲ უფროჲს არს შენსა.
    88.     არა დასცხრეა ღმრთისა უშიშებად და ჟამთა დატევებად?
    89.     და იტყჳ: ვითარცა ვცნა მე?
    90.     ესე ვითარ სცნა?
    91.     ვითარ ისწავე აბრაჰამისგან ისაკის შობაჲ: არაა, ვითარ-იგი ჰრწმენა მას და ჟამნი შეურაცხ-ყვნა, და ჰრწმენა მას სიბერეცა ერჩდა?
    92.     უკუეთუ ბერწი იგი შენი შეუძლებელს გიჩს შენ, ვითარ ქალწულისა საიდუმლოჲ გაუწყო შენ?
    93.     რამეთუ ურწმუნოებაჲ გაქუს შენ ხატად მრავლად და წინდსა მიმჴდი მე.
    94.     ვითარ შენ ზეცისა სიტყუაჲ გარწმუნო, ჵ ზაქარია, რომელი-იგი მრავლით ნათესავით წინა ესაია სახარებაჲ წინაწარმეტყუელა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ!“.
    95.     და მას ჰრწმენა და უფროჲსღა ქადაგა, ხოლო შენ უმცირესსა ურწმუნო იქმენ და სიტყუასა გამომკითხავ მე, ზეცით რომელმან მომავლინა მე შენდა, რამეთუ შენ გული გითქუამს სასწაულისა მიღებად.
    96.     რამეთუ ამას ითხოვ? არა გიღირს.
    97.     აწ მიღე უწყებაჲ ყრმისა შობისათჳს წინდად და იყავ მდუმარჱ, ვიდრემდის სიტყუამან დაამტკიცოს საქმე.
    98.     აწ შობისა წილ სამარედ მწრაფლ ჴმითურთ მივედ უშვილოვებითურთ, შეკრვით განისწავლჱ ჴმითა და მიუდეგ ჴმითა, რამეთუ აწ მას ხოლო მიუტევო მე შეცოდებანი მამისანი, რამეთუ უფლისა საყუარელი არს: ვითარცა უნდეს მეგობარსა, ეგრეცა სთხოვოს.
    99.     და ესე სიტყუაჲ შინა ვითარ აღესრულებოდა, ჟამი გარედავიდოდა და სიმრავლესა მას ერისასა უკჳრდა გარჱ და გონებაჲ განიზრახვიდა და თითოეული მათი სხუად ჰგონებდეს, ვიდრემდის ზაქარია გამოჩნდა და მოასწავებდა დუმილით, რაჲ-იგი ევნო სიტყუასა.
    100.     ხოლო მსახურებაჲ იგი … აღასრულა და წარვიდა სახლად თჳსა.
    101.     სიხარული იგი აქუნდა გულსა მისსა, პირსა ესხნეს აღჳრნი.
    102.     ესე იყო წინამსრბოლისა მიდგომისა დასაბამი.
    103.     უკუეთუ შობისა ქადაგებაჲ გინდეს, წეს არს ყოველთაჲ მოჴსენებაჲ მოძმეთაჲ და შეკრებაჲ დღესასწაულსა.
    104.     მეექუსესა თუესა მიდგომითგან ელისაბედისსა ნაზარჱთა მივიდა გაბრიელ ქალწულისა და აქუნდა ხარებაჲ, რომელი სახლსა შინა იხილა და მოიკითხა.
    105.     პირველად საუფლოდ კაცსა მას განიზრახვიდა და ესრჱთ ჰრქუა: „გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა!“
    106.     გიხაროდენ შენ, რომელი პირველად შობ ყრმასა, თავისუფალსა წყევისაგან!
    107.     გიხაროდენ მიდგომილსა სიხარულად ყოველთა ნათესავთა!
    108.     გიხაროდენ სოფლისა ყოვლისათჳს ცხორებისა მშობელსა!
    109.     გიხაროდენ უჴრწნელსა, არამედ არა უშვილოსა!
    110.     გიხაროდენ უქორწინებელსა, არამედ არავე უშვილოსა, გიხაროდენ უთესლოსა, არამედ არა უნაყოფოსა!
    111.     გიხაროდენ სალმობისა მომლოდებელსა, რომელსა სალმობაჲ არა გაქუს!
    112.     გიხაროდენ, რომელსა შენისა მამისა, ადამისი, შემოქმედი მოგაქუს!
    113.     გიხაროდენ, რომელსა უშრომელად გიტჳრთავს დამბადებელისა საფუძველსა!
    114.     გიხაროდენ, რომელი უშრომელად შუვამდგუმელ ხარ მოკუდავთაჲ და ღმრთეებისაჲ!
    115.     გიხაროდენ, რომელმან ჰშევ ღმერთი შიშუელი და კაცი არა ლიტონი!
    116.     „გიხაროდენ სიხარულევანო, უფალი შენ თანა!“
    117.     ხოლო მას ვითარცა ესმა სიხარული, არა განმიმარტა, არამედ დაუკჳრდა ჴმაჲ მას და თქუა: „ვინაჲ არს ესე მოკითხვაჲ?“
    118.     ანუ ვინაჲ არს ესე, რომელი თავით თჳსით, უწოდებელად სართულსა ჩუენსა შემოვიდა?
    119.     არა ჩუეულ არს, არცა ნათესავ, არცა ადამის ნაშობ.
    120.     დაკჳრვებულ ვარ მე ხატსა, უცხო არს მოკითხვაჲ.
    121.     არა აქა არს იოსებ, არა უთხრა ესე მარტოსა, ვითარცა თქუან, პირველშექმნულსა მას ჰზრახვიდა პირველი იგი ბოროტი.
    122.     ხოლო მან ჰრქუა მას: „მარიამ, ნუ გეშინინ, რამეთუ ჰპოვე მადლი“, რომელი-იგი წარწყმიდა პირველმან მან შექმნულმან, მან მარტომან ცთომაჲ შეიწყნარა, შენ მარტოჲსა ცთომისა დაჴსნაჲ მოგიღებიე, რამეთუ „ჰშვე შენ ძჱ და ამას უწოდი სახელი იესუ“.
    123.     ხოლო მას ვითარცა შობაჲ ესმა და ძჱ, თქუა: „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“
    124.     არა თუ აცილობდა, არამედ ბრძანებასა ისწავებდა – ვითარ იყოს ესე: მე ხოლო ბუნებაჲ განვაახლოა?
    125.     ჩემ მიერ განჰჴსნდეს შვილთა შობისა მიზეზნი?
    126.     მითხარ მე, უცხოსახელო, რამეთუ უცხოდ ვჰხედავ შენსა ხარებასა.
    127.     ჰრქუა მას გაბრიელ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“.
    128.     მიიღე, ქალწულო, თქუმული და ნუ ეძიებ დუმილსა.
    129.     შობასა ვეწამო, სახესა ზაქარიაჲსსა განვეყენო.
    130.     ანგელოზი არა თუ მოძღურად მოსრულ ვარ, ქადაგად მოვივლინე უფლისა მოსლვასა, არა თუ თარგმნად, ვითარ იყო ესე?
    131.     ვითარცა იცის მან თავადმან, რომელიცა მოვალს, რამეთუ მოსრულ არს, ვიცი, წინაჲსწარვე აუწყებს შენ თანა დადგრომასა შინაგანი იგი დამტკიბული, ხოლო სახისა სიტყუად ვერ შემძლებელ ვარ,
    132.     რამეთუ არა ვტყუვი მე სიტყუასა ამას, ელისაბედ მოწამე არს ჩემდა ბერწობითა და სიბერითა, რომელი შენ თანა მიდგომილ არს წინამორბედისათჳს.
    133.     უკუეთუ ბერწობაჲ და სიბერჱ მიდგომილად ვთქუა, არა მცირე არს წინდი ბერწისაჲ და მოხუცებულისაჲ, ქალწულისა შობისათჳს შუა არარაჲ არს.
    134.     ხოლო ესე ქალწულსა ვითარ ესმა, იწრაფა და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და ელისაბეთ პოვა მიდგომილი და მოიკითხა.
    135.     ხოლო ყრმაჲ იგი შინაგან… და მოუგებდა, რამეთუ შენგან საშოსა დადგრომილ იყოს.
    136.     ესმა დედისაგან სმენად, რამეთუ ბუნებისა საზღვარი იოჰანჱსთჳს არა განჴსნილ იყო.
    137.     ამისთჳს ვერ შეუძლო სიტყუად, ხლდომით ეტყოდა, რამეთუ დედასა მას მისსა კრთომისა მისგან აუწყებდა.
    138.     ხოლო მაცხოვრისა დედასა თჳსისა დედისა ენითა მიუგებდა.
    139.     ვერ დაითმინა, ელისაბედ შვილისა თჳსისა კრთომაჲ, სულითა წმიდითა აღივსო და ჰრქუა ქალწულსა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!“
    140.     ხოლო შენ კურთხეულ ხარ, რომელსა გიტჳრთავს განმათავისუფლებელი წყევისაჲ!
    141.     შენ კურთხეულ, რომელსა მოგაქუს სიბრძნისა ნიჭი!
    142.     შენ, კურთხეულ, რომელი მიდგომილ ხარ მისთჳს, რომელ სამოთხესა იქცეოდა!
    143.     შენ კურთხეულ, რომელი ტაძრად ღმრთისა გამოშჩნდი!
    144.     შენ კურთხეულ, რომლისაჲ იპოვა მუცელი სამღდელო წმიდად!
    145.     კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
    146.     კურთხეულ არს ნაყოფი, რომელი ჭამოს ადამ და სძლოს მტერსა.
    147.     კურთხეულ არს ნაყოფი – ყოვლისა სოფლისა საზრდელი და სამოსელი.
    148.     „და ვინაჲ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა მოვიდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?“
    149.     ესე მე, ქალწულო, შინაგან მცენარემან მასწავა: შენსა მოკითხვასა უფროჲს ბუნებისა ჰკრთებოდა, – ესე ელისაბეთისნი ღმრთით სიტყუანი.
    150.     ხოლო ზაქარია სახლსა შინა, ვითარცა პირველ ვთქუ, დადგრომილ იყო და ურწმუნოებისათჳს აღჳრ-ესხნეს, რამეთუ სწორად მიდგომისა უტყუ იყო იგი, დაშჯისა ყრმისა შობისათჳს მიიღო,
    151.     და ვითარ გამოჴდა უდაბნოჲსაგან საშოჲსა უდაბნოს მყოფი იგი, მაშინ ფიცარი მოითხოვა მამამან და მეცნიერად დაწერა, რომელ-იგი ესმა ურწმუნოდ და ყრმასა მას სახელი მისცა და მან ჴმაჲ მისგან მოიღო.
    152.     ესრჱთ არს შენი, წინამსრბოლო და ნათლისმცემელო, ვიდრე შობადმდე საიდუმლოჲ, რამეთუ ესრჱთ ღმერთმან ვიდრე მიდგომადმდე მოგმადლა შენ პატივი, გაბრიელ, რომელმან უფლისა შობაჲ და შენი მიდგომაჲ ახარა,
    153.     რამეთუ ტაძარსა მას შინა, ვითარცა საქორწინესა შინა, ახარა მიდგომაჲ შენი – ნიჭი დიდი.
    154.     ერისა კრებასა ღმრთისმოყუარეთასა შენი აუწყა მთავარანგელოზმან, სულითა წმიდითა შემოსილ იქმენ.
    155.     მადლი წინაწარმეტყუელებისაჲ საშოჲთვე მოიღე, ხლდომით იტყოდე მუცლით გამო, რომელ-იგი სიბერესა მოსჱს აუწყა ღმერთმან.
    156.     ამისთჳს შენ უფროჲს წინაწარმეტყუელთა ეკლესიათა სიბრძნემან მოგიწოდა შენ.
    157.     ვინ წინაწარმეტყუელთაგანმან დედასა თჳსსა საიდუმლოჲ აუწყა?
    158.     ვინ მართალთაგანი იშვა და ძღუნად ჴმაჲ შეწირა მამისა?
    159.     ხოლო აქა შენ მშობელი შენი უტყუებისაგან განჰკურნე.
    160.     წინაწარმეტყუელად ღირს იქმენ, რამეთუ ჟამისა უწინა...
    161.     უტყჳ სულითა წმიდითა აღივსე, გალობაჲ ჩუენ გუასწავე.
    162.     მცირედ შევცვალო და ჟამსა თჳსსა ვგალობდე, რამეთუ ამას იტყოდა: „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ!“
    163.     ხოლო მე ვიტყჳ: კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ქრისტეანეთაჲ!
    164.     რამეთუ მისსა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


63

     1.     63. ბ. საკითხავი, თქუმული კჳრილჱ ეპისკოპოსისაჲ იერუსალჱმელისაჲ, ზაქარიაჲს დადუმებისათჳს
    2.     საყუარელნო, საღმრთონი წიგნნი აღმოიკითხენ და ჰპოვო, ვითარმედ დიდ მთავარ არს წყალი და ოთხთა მათ საჩინოთა წესთა უმჯობჱს.
    3.     ანგელოზთა საყოფელ ცანი არიან, არამედ წყალთაგანვე არიან ცანი.
    4.     ქუეყანაჲ არს საყოფელ კაცთა.
    5.     ეგრევე წყალთა ზედა არს და უწინარჱს ყოველთა მათ შობათა შესაქმისა ექუსთა დღეთასა სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.
    6.     დასაბამი სოფლისაჲ არს წყალი და დასაბამი სახარებისაჲ არს იორდანჱ. განთვ… უფ.. იჱ... ზღჳთა…
    7.     და განთავისუფლებაჲ სოფლისაჲ ცოდვათა განბანითა მით წლისაგან სიტყჳთა.
    8.     სადაცა ვის მიმართ იყოს აღთქუმაჲ, მუნცა წყალი.
    9.     შემდგომად წყლითრღუნისა დაიდვა შჯული ნოვჱს მიმართ და ისრაჱლისა მიმართ მუნცა – შჯული მთასა ზედა სინასა.
    10.     არამედ შემდგომად სხურებისა მის წყლისა მატყლითა მეწამულითა და ვისუპითა ელია ამაღლდა.
    11.     არამედ არავე თჳნიერ წყლისა პირველად წიაღ-ჴდა იორდანესა და მაშინღა მჴედრ აღვიდა ზეცად.
    12.     ეგრევე მღდელთმოძღუარი იგი იბანის და მაშინღა...