ბესიკი
ოფიციალური სახელი:    ბესარიონ გაბაშვილი
დაბადების თარიღი:    1750
გარდაცვ. თარიღი:    4 თებერვალი, 1791  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    ქ. იასი, რუმინეთი
კატეგორია:    პოეტი


ბიოგრაფია

ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ II კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია, - ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები. მისი ლირიკული ლექსებიდან აღსანიშნავია: "სევდის ბაღს შეველ", "ტანო-ტატანო", "მე შენზე ფიქრმა მიმარინდა" და სხვ. მისი ლექსები, კერძოდ, XVIII საუკუნის II ნახევარში, სიმღერებად ვრცელდებოდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა. საგმირო-პატრიოტულ პოემაში "ასპინძისათვის" ოსმალო-ლეკთა ჯარზე გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა "რუხის ომი". მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა და მდიდარი მეტაფორული აზროვნება. 


მე შენი მგონე

ტანო ტატანო

ბულბული მოდის მწუხარებით

დედოფალს ანაზედ

ასპინძისათვის

სევდის ბაღს შეველ

მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა

ცრემლთა ისხარნი

ჰაერი ცივ-ნამიანი

ვარდო სასურო

შავნი შაშვნი

მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო!

მე შენ ვერ გაგიძლებ, მიზეზიანო!

დიბისა ლობდანო ბაზაზიანო,

სირმა-აბრეშუმო ყაზაზიანო,

თვალები, წარბები, ლამაზიანო,

მე რა მაბადია, რა მაზიანო?!

ზოგი კაცი ღვინის სმას ეხვეწება,

ზოგი მეჯლისის ზმას ეხვეწება!

ჩემი ენა გამოთქმას ეხვეწება,

გული მას სტირის, მას ეხვეწება,

დაეხსენ ჩემს ვარდსა კრაზანიანო!

შენსა ქებას საწერელი ზღვა უნდა,

შენს შემხედავს თავში რაღა ჭკვა უნდა!

განა საყვარელი სხვადასხვა უნდა?

სულ ქვეყანას შენი ნახვა მოუნდა,

გამოდი ღრუბლიდამ, მზევ ნაზიანო!

მოდი, დამიჯერე, ბაღდადის წერო,

ინდოეთის თუთისაებრ იმღერო!

რა იქნება ერთხელ მეც დამიჯერო,

ფერჰადის ბებერო, შირინის მტერო,

შე ავო მიჯნურო, შე ბრაზიანო!?

ვაი თუ ერთი რიგი ნარდი გასწიო,

მარდი მოჰკლა და ნამარდი გასწიო,

ბულბული ატირო, ვარდი გასწიო,

ნეტა რომელ ერთის დარდი გასწიო

ბეჩავ საიათნოვავ, თავაზიანო!

მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს,

ის არა იქს გაცემასა-ჭამასა!

ავ კაცს რაში უნდა გვარიშვილობა, -

შეაგინებენ კაი მამასა!

ზოგი კაცი დადის ჭიანყელასავით,

გველის შხამი უძევს პირში იმ თავით!

ავი კაცის ჭირი იქნება ავით -

ნათქვამია, მე არ ვამბობ ამასა!..

ცუდი კაცი მკვდარივით აყუდია,

ან რათ უნდა, რათა ჰხურავს ქუდია?

აქლემივით ვინც რომ ტანში მრუდია,

რატომ იზავს ხიდზედ კისრის ზომასა?

თიხის ჯამი არ გახდება ჩინათა,

მუხის ქერქი კიდევ - დარიჩინათა!

საიათნოვა შეინახე ჩინათა,

ვერ იშოვი იმისთანა კარგ ყმასა!