ირაკლი აბაშიძე დაიბადა დაბა ხონში. 1931 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების - „ჩვენი თაობისა“ და „მნათობის“ - რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-44), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-67), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963 წლიდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1975 წლიდან).

50-60-იან წლებში პოეტმა იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წ. მონაწილეობდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში, რის შედეგადაც დაწერა წიგნი „რუსთაველის ნაკვალევზე“. წიგნი აერთიანებს ციკლებს - „მწველ ინდოეთში“ და „პალესტინა, პალესტინა“. ციკლისათვის „მწველ ინდოეთში“ და წიგნისათვის „ინდოეთის გზებზე“ 1972 წ. მიენიჭა ჯ.ნერუს სახელობის პრემია, ხოლო ციკლისათვის „პალესტინა, პალესტინა“ რუსთაველის სახელობის პრემია 1966 წ.

პოეტის ლექსები იბეჭდება 1928 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1932 წ. არის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების ავტორი, მრავალი უცხოელი პოეტის ლექსთა მთარგმნელი. მისი ლექსები თარგმნილია მსფოლიოს სხვადასხვა ენებზე.

ი. აბაშიძე გარდაიცვალა 1992 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

იყო ჟურნალების "ჩვენი თაობის" (1938-39) და "მნათობის" (1946-53) რედაქტორი; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს; 1963-1985წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არსებული "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე; 1966-1992წწ. - ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი; პოეტის პირველმა ლექსებმა, რომლებიც 1928-1929წწ. იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება; პირველი კრებულებია: "რამდენიმე ლექსი"(1932წ.), "ახალი ლექსები"(1938წ.), "ლექსები"(1941წ.). 1950-60-იან წლებში ი. აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წელს მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში. ამ მოგზაურობების შედეგად შეიქმნა ლექსების წიგნი "რუსთაველის ნაკვალევზე". 1965 წელს ირაკლი აბაშიძემ დააფუძნა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა. ი. აბაშიძეს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: "მონადირის ღამეები", "ჰყვავის გურია", "ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე", "მონოლოგი აჩრდილებთან", "ქარები რიონის ხეობაში", საბავშვო ლექსები და პოემები ("რას გადაურჩა თბილისი", 1955 წ.) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. გერმანულად ი. აბაშიძის ლექსები თარგმნა ჰ. ბუდენზიგმა.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია.-თბ., 1997.-გვ.23; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 20; "მამულიშვილთა სავანე". - თბ., 1994. -გვ. 19.


  დაბადების თარიღი:    23 ნოემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:    14 იანვარი, 1992  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:    პოეტი

ბიოგრაფია (1)   /   ბიოგრაფია (2)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

ბიბლიოგრაფია


ახალგაზრდულად

ბევრი ამქვეყნად...

დაგვტოვეთ მარტო

დედა

დილა არის ახალი წლის

ვინ იცის, როგორ მელის ვარძია...

კაპიტანი ბუხაიძე

მამა

მე ველი სიზმარს

მთავარი ნიჭი

მცხეთა

მხოლოდ იმ ერთის...

პირველი თოვლის სიმღერა

რა დაგვავიწყებს

სიცოცხლის ეშხით

შენ მთხოვდი...

ცა აფხაზური

ხმა ზეთისხილის ბაღში

ხმა კატამონთან

ხმა სამრეკლოსთან

ხმა ჯვარის მონასტერში

ხმა ჯვრის მონასტრის გალავანთან

ჰიმნი ტრადიციული