არ მეძინება...

სარკმელში ზღვა ჩანს...

ირმის ნახტომი

თუ ტალღა ღვივის...

ვით ვარსკლავებით აღსავსე თასი...

ტალღაა,  ტალღა,

ფერი აქვს ღვინის...

არ მეძინება...

სარკმელში ზღვა ჩანს...

ვინ გაიღვიძა?

- ტალღაა,

ჰყივის!..

 

აქ ყველაფერი და ყოველივე

თითქოს თავიდან იწყება ისევ,

როგორც ეს დილა შუქმოლივლივე -

სხივნი რომ ვარდებს შემომისევენ.

 

მიწა ისეთი მშვენიერია,

თითქოს არ იცის, რაა სამარე!

მწამს ეს სიტურფე შენ მიერია,

ფეთქდება დილა ნუშის ყვავილით,

ვაშლის ნამქერში დღე ინაბება...

კანჯრის ჯოგი

მთაზე ჩხუბობს,

ძირს ნაჟური

მოდის ქვიშა.

დე, ღრანტეში

ჩაიღუპოს,

მონობისთვის

ვინც კი იშვა!

ბაღს - შადრევანი,

რაშს - შატროვანი

და შენ კი - ღიმი მონავერცხლარი -

მიყვარს შენ შუბლზე წოლა მერცხალის...

მაგ თვალთა ია უნდა მახაროს,

რომ გაზაფხული კვლავ შემაყვაროს...