კორონაკრიზისში, როგორც აცრის აქტივისტი, საზოგადოებრივად გავლენიან მოვლენად წარმოჩნდება მილიარდელი ბილ გეიტსი. მისი ხმა ასე ჟღერს: პრობლემას ვაქცინა გადაჭრის, საქმე მხოლოდ დანერგვას ეხება. გეიტსის თანახმად, G20 ამიერიდან „იმუნიზაციის გლობალური პროექტის ლოჯისტიკასთან უნდა იქნას შეთანხმებული“. ჩანს, ამის მერე დისკუსიებისა და ალტერნატიული გზების განხილვის მიმართ ინტერესი აღარ არსებობს. დრო არ იცდის და ყველა იმ გეიტსის იმედად არის, რომელმაც პანდემიის საშიშროება, ბოლოს და ბოლოს, უკვე წინდაწინ განჭვრიტა და ამიტომაც იცის, რა არის გასაკეთებელი. რამდენად საფუძვლიანია ასეთი ნდობა?

მაიკროსოფტის ყოფილი შეფის, ბილ გეიტსის ფონდი, „Bill and Melinda Gates Foundation“(BMGF), ნდობით აღჭურვილი სამი პირის მიერ კონტროლდება.1 ესენი არიან: ბილ და მელინდა გეიტსები და საინვესტიციო ფონდის მენეჯერი უორენ ბაფეტი. ფონდის ქონება 50 მილიარდ დოლარს შეადგენს – ამ კაპიტალის თითქმის ნახევარი2 ბაფეტის მიერ არის ინვესტირებული – და მრავალ საქველმოქმედო პროექტს აფინანსებს.

BMGF, აშშ-ის მერე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) უდიდესი დონორია და 2018 წელს მან ამ ორგანიზაციას 200 მილიონ დოლარზე მეტი ჩაურიცხა, მთლიანობაში იმაზე მეტი, ვიდრე – იმავე წელს გერმანიამ, საფრანგეთმა და შვედეთმა ერთად. ეს არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეიტსის მიერ ფინანსდება. სავაქცინო ალიანსმა GAVI, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Global Alliance for Vaccines and Immunisation(ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი), 2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 150 მილიონი ამერიკული დოლარი გადაურიცხა. GAVI-ის მთავარი დამფინანსებელი3 კი არის ისევ და ისევ BMGF, რომელმაც მას, მაგალითად, 2016 წელს 1,5 მილიარდი დოლარი გადაურიცხა.4

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ BMGF და, შესაბამისად, ცოლ-ქმარი გეიტსები და უორენ ბაფეტი, პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემოსავლების მთავარ წყაროს წარმოადგენენ, რაც ამ ფინანსური არხებიდან მისი დამოუკიდებლობის შესახებ კითხვებს ბადებს.5 ამას გარდა, 2017 წელს BMGF-ის 100 მილიონდოლარიანი დაფინანსებით6 დაფუძნდა „ეპიდემიების პრევენციაში ინნოვაციების კოალიცია“(CEPI), რომელიც ვაქცინების კვლევებით და განვითარებით არის დაკავებული. აგრეთვე, ფონდი რეგულარულად მილიონობით დოლარით აფინანსებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს (ერთ-ერთია, მაგალითად, PATH), რომლებიც სავაქცინო ტექნოლოგიებით არიან დაკავებული. CEPI-ის მიერ დაფინანსებულთა სიაში7 ირიცხებიან ისეთი დიდი გლობალური ფარმაკონცერნები, როგორებიც არიან, მაგალითად, Pfizer, Novartis, GlaxoSmithKline და Sanofi Aventis. ვაქცინების სფეროში BMGF-ის ყოვლისმომცველი ზეგავლენა თვალსაჩინოა.


„კრიზისებზე დამყარებული“ დაფინანსება

კორონაკრიზისში თვალში საცემია, რომ ინსტიტუციები, რომლებიც ამჟამად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ასევე BMGF-ის მიერ ფინანსდებიან. ასე იღებს რეგულარულად დიდძალ შემოწირულობებს ჯონ ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით და ყველა მედიაში გავრცელებული კორონა-სტატისტიკა წარმოებს. მხოლოდ ბოლო ათ წელიწადში გეიტსების ფონდიდან ამ უნივერსიტეტში 200 მილიონი დოლარი გადაირიცხა.8 დანიშნულება კი ოჯახის დაგეგმვის პროგრამები იყო.

გერმანიაში რობერტ კოხის ინსტიტუტმა, როგორც კომპეტენტურმა ეროვნულმა ეპიდემიოლოგიურმა დაწესებულებამ, 2019 წლის ნოემბერში 250.000 დოლარი მიიღო.9 ბერლინის Charité-ში (რომელიც პროფ. ქრისტიან დროსტენის დამქირავებელია) 2019 და 2020 წლებში ერთად 300.000 დოლარზე მეტი გადაირიცხა.10 ინტერესების კონფლიქტი, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემთხვევაში, აქაც სახეზეა, რადგან ეს ინსტიტუციები ან მათი თანამშრომლები პოლიტიკურ რჩევებს იძლევიან, რომლებსაც გავლენა აქვთ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც ფონდი ეხმარება ან რომლებშიც ფულის ინვესტირებას ახორციელებს.11

ამასობაში პორტალზე სახელწოდებით „Frag den Staat“ („ჰკითხე სახელმწიფოს“)12  გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროსა, შესაბამისად Charité-სა, და BMGF-ს შორის კონტაქტებსა და ფინანსურ კავშირებზე შეკითხვები გაჩნდა,13 ამ შეკითხვებზე პასუხები კი შეიძლებოდა შთამბეჭდავი ყოფილიყო.

გერმანიაში ფონდის აქტივობები არ იფარგლება მხოლოდ ჯანმრთელობის ასპექტებით. იგი აღიარებული მედიასაშუალებების ფინანსურ მხარდაჭერასაც ახორციელებს. მაგალითად, ჟურნალმა „Spiegel“-მა 2018 წლის დეკემბერში 2,5 მილიონი დოლარი მიიღო,14 გაზეთმა „Zeit“-მა 2019 წლის დეკემბერში – 300.000 დოლარი.15 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მუქთად არ ხდება და ამ მედიასაშუალებების კრიტიკული გამოძიება გეიტსების ფონდთან დაკავშირებით მხოლოდ საალბათო შედეგებს ნამდვილად არ მოგვცემდა.

ამას გარდა, ეს ფონდი ერთ-ერთი ორგანიზატორია „Event 201“-ის სახელით ცნობილი პანდემია-სიმულაციისა, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში, კორონაკრიზისის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, განხორციელდა.16 მასში მონაწილეობდნენ – ისევ და ისევ – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

ჯანმრთელობის სფეროს და მედიასაშუალებების გავლენიან ინსტიტუციებთან მრავალმხრივი ფინანსური კავშირების გათვალისწინებით, BMGF და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნან განხილული. ეს განსაკუთრებით ეხება იმ გამორჩეულ მდგომარეობას, კრიზისის მენეჯმენტში რომლის დაკავებაც ბილ გეიტსს სურს და რომელსაც მას სთავაზობენ კიდეც უკრიტიკოდ.


რა მიზანი აქვს სავაქცინო აქტივობას?

პასუხის გასაცემად შეკითხვაზე, თუ რა მიზანი აქვს გეიტსის სავაქცინო აქტივობას, სასარგებლოა – თავად გეიტსს მოვუსმინოთ. 2010 წლის ერთ TED-Talk-ში მონაწილეობისას CO2-ის პრობლემასთან და მისი გადაწყვეტის ერთ შესაძლო ნაწილთან დაკავშირებით მან თქვა:17

“დღესდღეობით მსოფლიოში ცხოვრობს 6,8 მილიარდი ადამიანი. ეს რიცხვი დაახლოებით 9 მილიარდამდე გაიზრდება. ჩვენ თუ ამჟამად ახალ ვაქცინებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და ოჯახების დაგეგმვაზე მართლაც კარგად ვიმუშავებთ, შევძლებთ 10 ან 15 პროცენტით ამ რიცხვის შემცირებას.“

ის ამით ამბობს, რომ აცრები და ჯანმრთელობის დაცვის მიღწევები, ადამიანთა გამრავლებასთან მიმართებით, ხელს შეუწყობდა მოსახლეობის შემცირებას, რაც, იმავდროულად, თუნდაც მცირედით, კლიმატური პრობლემის გადაჭრაშიც დაგვეხმარებოდა. სხვათაშორის, ამ გამონათქვამთან დაკავშირებით უკვე არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი, რომელთაც აქ არ განვიხილავთ. თუმცა იმაზე კი შეიძლება შევთანხმდეთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ თანამონაწილე ადამიანებთან ერთად თანამშრომლობით და მათი მკაფიო თანხმობით უნდა ხორციელდებოდეს. ამასვე განეკუთვნება, პირველ რიგში, ასეთი ჩარევების შედეგთა და რისკთა ამომწურავი განმარტებაც. BMFG-ის პროექტებისა და მის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციების დროს რომ ასე არ ხდება, ამას შემდეგი შემთხვევა გვიჩვენებს.


ვაქცინაციის ბოროტად გამოყენება კენიაში

2014 წლის ოქტომბერში კენიის ჯანმრთელობის კათოლიკურმა კომისიამ საჩივარი აღძრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის მიერ ტეტანუსის აცრებთან დაკავშირებით.18 ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრეული წლების სავაქცინო კამპანიებთან შედარებით ცვლილებები გამოვლინდა, რომლებიც პასუხისმგებელ პირებს ეუცნაურათ. მაგალითად, კათოლიკური ეკლესია, რომელიც უამრავი სამედიცინო ორგანიზაციის დამაარსებელია, კამპანიაში არ ჩართეს; მასობრივ-საგანმანათლებლო სამუშაოც, პოლიომელიტის წინააღმდეგ ადრე ჩატარებული აცრების საპირისპიროდ, ძლიერ შეზღუდულად მიმდინარეობდა. ამას გარდა, ტეტანუსის აცრები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სანიტარული აუცილებლობის გარეშე და მხოლოდ 14-დან 49 წლამდე ასაკის ქალებს ჩაუტარდათ. ამან გააჩინა ეჭვი, რომ აქ შეიძლებოდა საქმე ეხებოდა შობადობის კონტროლისთვის შენიღბულ აცრებს. აღნიშნული აცრები დაკავშირებულია ადამიანის ქორიანულ გონადოტროფინთან (humanes Choriongonadotropin – hCG), რომელიც ჰორმონია და ორსულობის დაწყებაზე და შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.19

2015 წლის თებერვალში მეანე-გინეკოლოგმა, დოქტორმა ვაჰომე ნგარემ, კენიის ექიმთა კათოლიკური გაერთიანების სახელით, დიდი ბრიტანეთის კათოლიკური სამედიცინო საზოგადოების დარგობრივ ჟურნალში „Catholic Medical Quarterly“ გამოაქვეყნა ბრალდებების შემცველი სტატია.20 მისი ამ სტატიის თანახმად, ვაქცინა მიზანმიმართულად იქნა იმპორტირებული და მისი დასახელებაც განსხვავებული თანმხლები ნომრით აღინიშნებოდა, ვიდრე – ტეტანუსის ჩვეულებრივი ვაქცინა. ამას გარდა, აცრების ხუთი ეტაპი ექვსთვიან შუალედებად იყო დაგეგმილი, რაც ტეტანუსის შემთხვევაში უჩვეულო, მშობიარობის ჩამშლელი hCG-ვაქცინებისთვის კი ჩვეულებრივია.

ამასთან ერთად, დოქტორი ვაჰომე ნგარე იმოწმებდა ასეთ „შენიღბულ“ და მეთოდურად მსგავს სტერილიზაციის ღონისძიებებს მექსიკაში 1993 წელს და – ნიკარაგუასა და ფილიპინებზე 1994 წელს, როცა გოგონების და ქალების სტერილიზება მოხდა ისე, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. სტატიის ავტორი წერდა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ, როგორც კი ცნობილი გახდა ბრალდებები, მაშინვე საჩივრით მიმართა კენიის ჯანმრთელობის სამინისტროს და ვაქცინის ტესტირება მოითხოვა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. შემდგომში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს იმას, რომ ვაქცინის ამპულები მოეპოვებინათ და ისინი დამოუკიდებელ მხარეს შეემოწმებინა.

ნგარეს თანახმად, ვაქცინა მართლაც შეიცავდა ნავარაუდევ ორსულობის ჰორმონს, რაც, მისი აზრით, ასაბუთებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვან როლს შობადობის კონტროლის მიზნით განზრახ მასობრივ სტერილიზაციაში. ვიდრე ვაქცინის საიდუმლო ანალიზის შედეგები ცნობილი გახდებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა21 კათოლიკური ეკლესიის „ცრუ ინფორმაციის“ გამო, რომლის მტკიცებულებებიც თურმე არ არსებობდა. შედეგების გამოქვეყნების მერე კი მან თანხმობა განაცხადა, ვაქცინა ერთობლივი კომისიის ხელახალ ანალიზს დაქვემდებარებოდა.


რაც ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა

2017 წლის ოქტომბერში, ლუიზიანას უნივერსიტეტის (აშშ) და British Columbia-ის (კანადა) მიერ დოქტორ ვაჰომე ნგარესთან ერთად გამოქვეყნებულმა სამეცნიერო ნაშრომმა დაადასტურა გამოთქმული ბრალდებები.22 ტეტანუსის შემთხვევაში მიმდინარე აცრების ნაცვლად დაგეგმილი ხუთი აცრა იდენტური იყო მოსახლეობის კონტროლისთვის განკუთვნილისა, და დამაჯერებლად ვერ საბუთდებოდა, თუ რატომ შეადგენდნენ სამიზნე ჯგუფს მხოლოდ შობადობისუნარიანი გოგონები და ქალები.

ამას გარდა, უჩვეულო იყო, რომ კამპანიის კოორდინირება ხდებოდა არა სამედიცინო დაწესებულებიდან, არამედ – სასტუმროდან, ხოლო ვაქცინის მიწოდება და ამოღება საპოლიციო დაცვის ქვეშ მიმდინარეობდა. მედიცინის დების მუშაობის პროცესიც ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პოლიციის მიერ კონტროლდებოდა. მეცნიერთა თანახმად, საიდუმლოდ შემოწმებულ ვაქცინებში შესაძლებელი გახდა ორსულობის ჰორმონების დადასტურება, მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოგვიანებით მიწოდებულ ვერცერთ ვაქცინაში ისინი ვერ აღმოაჩინეს. ამრიგად, მართლდებოდა ეჭვი, რომ ნაცადი იყო ვაქცინის ჩანაცვლების მანიპულაცია და ამითვე შეიძლებოდა ახსნილიყო თავდაპირველი ვაქცინის ირგვლივ უსაფრთხოების უჩვეულო ზომები. ასე რომ, შესაძლებელი გახდა კენიაში იძულებითი სტერილიზაციისა და, შესაბამისად, მოსახლეობის კონტროლის ღონისძიებებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი როლის დამტკიცება.


მოსახლეობის კონტროლის გეგმები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 1972 წლიდან

მეცნიერებმა ამავე კონტექსტში გამოიკვლიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მოსახლეობის კონტროლის ღონისძიებებიც,23 რომლებიც 1945 წელს ორგანიზაციის დაარსებიდანვე ფიგურირებს ევფემისტური სახელწოდებით „ოჯახის დაგეგმვა“. მოსახლეობის კონტროლის მიზნით ვაქცინაციის განვითარებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევითმა პროგრამამ სტარტი აიღო 1972 წელს,24 გამოკვლევა კი 1976 წელს გამოქვეყნდა.25 მეცნიერთა თანახმად, წილხვდომილთა თანხმობის გარეშე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასტერილიზაციო „სერვისები“ ცნობილია 1970-იანი წლებიდან, მაშინ, როცა დოქტორ ნგარეს მიერ დასახელებულმა 1990-იანი წლების შემთხვევებმა მექსიკაში, ნიკარაგუაში და ფილიპინებზე ასევე აღშფოთება გამოიწვია.

გეიტსების ფონდი, რომელიც თავდაპირველად 1994 წელს გეიტსის მამამ, უილიამ გეიტს უფროსმა დააარსა, დღესაც აფინანსებს ოჯახის დაგეგმვის ღონისძიებებს. როგორც უკვე აღინიშნა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ბოლო ათ წელიწადში ამ მიზნით 200 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.26 ამას გარდა, BMGF აფინანსებს ორგანიზაციას სახელწოდებით „Planned Parenthood“ („დაგეგმილი მშობლობა“), რომელსაც ჯერ კიდევ ბილ გეიტსის ახალგაზრდობაში უძღვებოდა მამამისი27 და რომელიც იშვა „American Birth Control League“-დან („შობადობის კონტროლის ამერიკული ლიგა“). როგორც ჩანს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება და გეიტსების ფონდის სავაქცინო აქტივიზმი, ასევე მოსახლეობის კონტროლის სახელით, ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა.


ვაქცინაციის ბოროტად გამოყენება ერთეული შემთხვევა არ არის?

აცრების ბოროტად გამოყენებაში MBGF-ის უშუალო მონაწილეობა არ დამტკიცებულა. თუმცა კითხვები ღიად რჩება, როგორც ამას 2009 წელს ინდოეთში მომხდარი ერთი შემთხვევა ცხადყოფს.28 იქ ფონდის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაცია PATH-მა საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით 9-დან 15 წლის ასაკამდე 16.000 გოგონაზე ჩაატარა გამოკვლევა. ამის მერე გოგონებიდან ბევრი დაავადდა და ხუთი გარდაიცვალა, სხვა ადგილას კი 14.000 ბავშვიდან ვაქცინაციამ ორი შეიწირა. PATH-ს და MBGF-ს ბრალად დასდეს, რომ ბავშვების ძირითადად წერა-კითხვის უცოდინარი მშობლებისთვის ვაქცინის და მასთან დაკავშირებული რისკებისა და მიზნების შესახებ არაფერი განუმარტავთ.

ადვოკატი და აცრების კრიტიკოსი რობერტ კენედი-უმცროსი ერთ თავის სტატიაში29 ჩამოთვლის გეიტსის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში აცრების ბოროტად გამოყენების მთელ სერიას. მისი ორგანიზაცია “Children's Health Defense” (“ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა”), კორონაკრიზისის ფარგლებში, დაბეჯითებით მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ  გეიტსის ვაქცინასთან დაკავშირებით.30


ID 2020 – ციფრული იდენტობა

გეიტსის მიერ დაფინანსებული სხვა პროექტების გათვალისწინებით, აცრების მასშტაბური არამიზნობრივი გამოყენების წარმოდგენა სავსებით შესაძლებელია.

“Digital Identity Alliance”, მოკლედ “ID 2020”, ერთი დევიზის თანახმად (“კარგი ციფრული პიდარობის მოწმობის მოთხოვნილება უნივერსალურია”),31 ისეთი ციფრული იდენტობის შექმნას ესწრაფის, როგორმაც ადამიანებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, საზღვრებს გარეთაც იდენტიფიცირებულები იყონ და თავიანთ პირად მონაცემებზე კონტროლიც შეინარჩუნონ. პროექტის დამფუძნებელი პარტნიორები არიან გეიტსის ფირმა მაიკროსოფტი, გეიტსის მიერ ფინანსირებადი სავაქცინო ალიანსი GAVI, მეწარმეთათვის საკონსულტაციო დახმარების გაწევის სამსახური Accenture და აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი როკფელერის ფონდი.32

2019 წლის სექტემბრიდან “Digital Identity Alliance” კოოპერირებს ბანგლადეშის მთავრობასთან, ციფრული იდენტობის შემოღების მიზნით.33 ეს გულისხმობს აცრების კომბინირებას ბიომეტრიული მონაცემების ჩაწერასთან, მაგალითად, თითის ანაბეჭდებთან, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული პირის ციფრულ იდენტიფიცირებას.34

2020 წლის თებერვლამდე უკვე დამზადებულია პირადობის დამადასტურებელი 100 მილიონი ციფრული საიდენტიფიკაციო მოწმობა, როგორც ეს პასუხისმგებელმა მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის განკუთვნილ თავის ერთ სტატიაში განაცხადა.35

ეს მოწმობები გაიყიდება როგორც “ციფრული ინკლუზივი”, ვითომდა ახალი მსოფლიოს პრივილეგიებში ხელმოკლე ადამიანების შემოსაერთებლად.


მოგზაურობა მხოლოდ “იმუნიტეტის ციფრული მოწმობით”?

უკვე ევროპაშიც სახეზეა ამ ტექნოლოგიების დანერგვის პირველი მცდელობები. მაგალითად, Handelsblatt-ის ჟურნალისტი ნორბერტ ჰერინგი იუწყება მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პროგრამა “Known Traveller”-ის ფარგლებში36 მისი გამოყენების შესახებ, რაც პირველ ხანებში ითვალისწინებს თვითმფრინავით მგზავრობისას მონაცემთა ნებაყოფლობით გაღიავებას დოკუმენტაციის პრივილეგირებული დამუშავებისთვის. მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებლად მიიჩნევა სავალდებულო რეგულაციაც, როცა სისტემა გამოიცდება. 24 მარტს, TED-ის მოდერატორ კრის ანდერსონთან ინტერვიუში, გეიტსმა განმარტა:

“ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დაგვჭირდება ცნობები იმის შესახებ, თუ ვინ არის გამოჯანმრთელებული პირი და ვინ არის აცრილი პირი, ვინაიდან ადამიანებმა არ უნდა იმოგზაურონ მსოფლიოში, ვიდრე არსებობენ ქვეყნები, რომლებიც სიტუაციას ვერ აკონტროლებენ. არც ის უნდა იყოს შეუძლებელი, რომ ადამიანები ამ ქვეყნებში შევიდნენ და იქიდან დაბრუნდნენ და გადაადგილება შეძლონ. ბოლოს და ბოლოს, იარსებებს იმუნიტეტის დამადასტურებელი ერთგვარი ციფრული მოწმობა, რომელიც [იზოლაციის მერე] მთელ მსოფლიოში საზღვრების გახსნას გააიოლებს“ 37

ბოლო – ერთობ ფეთქებადსაშიში – წინადადება TED-ის ინტერვიუს ოფიციალურ ვერსიაში ამოჭრილია (33:55-ე წუთი). ნორბერტ ჰერინგი ამასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:38

„ციფრული ცნობის ქონა პრაქტიკულად ჟღერს, რადგან სწრაფი და მარტივია. მაგრამ თუ ასეთი ციფრული ცნობა ინტერნაციონალური მგზავრობისთვის გლობალურად გამოყენებადი უნდა იყოს, ის ხომ საჭიროებს ამგვარი ცნობების მონაცემთა ისეთ ბაზასაც, რომელიც უსაფრთხოა და ყველასთვის მისაწვდომიც, სტანდარტს მონაცემთა გაცვლისთვის, რომელიც ყველგან ფუნქციონირებს, და – გლობალურ სტანდარტს ცნობის ნამდვილობის სერთიფიცირებისთვის. ამ ყველაფრის განვითარება და განხორციელება სურს აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ პროგრამას “Known Traveller ”. ბილ გეიტსი მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია, თუ ყველაზე უფრო გავლენიანი – არა.

Covod-19-ით შესაძლო ინფიცირებულთა იდენტიფიცირების მიზნით, ორი ყველაზე დომინირებადი მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემებისთვის – Android და iOS – ერთიანი კორონა-აპლიკაციის შესაქმნელად Google-ისა და Apple-ის ახლანდელი თანამშრომლობით,39 შესაძლებელი გახდებოდა მონაცემთა გლობალურად წვდომადი ბაზის შექმნა. (...) და პროგრამა “Known Traveller” პირველი გამოყენებისთვის მზად არის. (...) ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, იმოგზაურებს და აპლიკაციას გამოიყენებს თუ შინ დარჩენას აირჩევს.

ვინაიდან Google და Apple ისედაც მჭიდროდ და სრული ურთიერთნდობის სულისკვეთებით თანამშრომლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებთან და საიდუმლო სამსახურებთან, გამოყენების სხვა სფეროების დამატება პრობლემა არ იქნება. თავდაპირველად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება უსაფრთხოების სამსახურებმა დასვან აღნიშვნა “მგზავრობა ეკრძალება” ან “ექვემდებარება საგანგებო კონტროლს”. შემდგომში შეიძლება საჭიროებისამებრ სისტემის კიდევ უფრო დახვეწა (...). Covid-19-ის წყალობით ლამაზი ახალი მსოფლიო გიგანტური ნაბიჯებით გვიახლოვდება.”

დროთა განმავლობაში ეს ღონისძიებები შესაძლებელს გახდის ყოვლისმომცველ კონტროლს, რომელსაც დაექვემდებარება ნებისმიერი, ვისაც ჯერ კიდევ სურს, ამა თუ იმ სახით სიცოცხლეში ჩართულობა. აშკარაა, რომ ამჟამინდელმა კრიზისულმა ვითარებამ მხოლოდ გამოსადეგი პირობები შექმნა დაჩქარებული ტემპით მსგავსი გეგმების დასანერგად.


“ჩვენ ამ ვაქცინას შვიდი მილიარდ ადამიანს დავუმზადებთ”

სატელევიზიო გადაცემამ ARD Tagesthemen ჯეროვნად მიიჩნია, 12 აპრილს პლატფორმა დაეთმო გეიტსისთვის, რათა მას გერმანელი მაყურებლისთვის თავისი ჩანაფიქრი გაეცნო.40 ამ დროს მოდერატორი ინგო ცამპერონი ისე იქცეოდა, როგორც დისკუსიაში სიტყვის მიმცემი, საუბარი კი თავისი ხასიათით BMGF-ის პრესკონფერენციას ჰგავდა და არა – განმარტებით დაინტერესებულ ახალი ამბების გადაცემას. სავსებით გეიტსის სულისკვეთებით დაასკვნა ბოლოს ცამპერონიმ, რომ „ყველა სირთულის მიუხედავად, პანდემიას მხოლოდ მაშინ მოვერევით, როცა ვაქცინას შევიმუშავებთ“.

გეიტსი ამას დაეთანხმა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდებით, „როცა ჩვენ ან სასწაულმოქმედ საშუალებას მივაგნებთ, რომელიც შემთხვევების 95 პროცენტს უშველის, ან ვაქცინას შევიმუშავებთ“. ამას გარდა, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „ჩვენ“(!) ვაქცინას, რომელზეც ვმუშაობთ, „საბოლოოდ შვიდ მილიარდ ადამიანს დავუმზადებთ“. ისმის კითხვა, თუ ვიზე ფიქრობს გეიტსი, როცა ის ამ კონტექსტში „ჩვენ“-ზე ლაპარაკობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ესეც მისი ფონდის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციებია.

გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს გეიტსების ფონდის და ამ ფონდის აქტივობების კრიტიკული განხილვა, აგრეთვე – სწორედ სავაქცინო აქტივიზმთან, ციფრულ იდენტობასთან და ყოვლისმომცველ კონტროლთან და თვალთვალთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციების მოძიება.

იმას, თუ როგორი ღონისძიებების გატარება გახდა ამასობაში შესაძლებელი, გვიჩვენებს იძულებითი ტესტირების, იძულებითი ვაქცინაციის და იძულებითი მკურნალობის კანონიერი ნებართვა დანიაში.41 თუ არ მოხერხდება ასეთი ღინისძიებებისა და სტრუქტურების შესახებ ფართო საზოგადოებრიობის ინფორმირება, ამჟამინდელ კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოება შესაძლებელია პოლიციურ და თვალთვალის სახელმწიფოდ გადაიქცეს, რომელმაც ეს ყველაფერი მთელი სიგრძე-სიგანით შესაძლოა მხოლოდ მაშინ გააცნობიეროს, როცა ციფრული ხელბორკილები ჩაირაზება.


1 https://www.gatesfoundation.org/Who-We-Are/General-Information/Leadership/Executive-Leadership-Team

2 https://www.gatesfoundation.org/Who-We-Are/General-Information/Foundation-Factsheet

3https://www.gavi.org/sites/default/files/document/2019/GAVI%20Alliance%202018%20Annual%20Financial%20Report.pdf

4  https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2016/01/OPP1131658

5 https://www.youtube.com/watch?v=dYlia_fQOLk

6 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2017/11/OPP1180343

7 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database

8 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database#q/k=johns%20hopkins&sort=amount

9 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2019/11/OPP1216026

10 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database#q/k=charite

11 https://sif.gatesfoundation.org/portfolio/

12 https://fragdenstaat.de/anfrage/kontakte-und-mehr-zwischen-dem-bundesgesundheitsministerium-und-der-bill-melinda-gates-stiftung/

13 https://fragdenstaat.de/anfrage/spendenfordermittel-durch-die-bill-and-melinda-gates-foundation-an-die-charite-berlin/

14 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2018/12/OPP1203082

15 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2019/12/INV-003042

16 https://www.centerforhealthsecurity.org/event201/

17 https://www.youtube.com/watch?v=JaF-fq2Zn7I&feature=youtu.be&t=237

18 https://www.kccb.or.ke/home/news-2/press-statement-5/

19 https://de.wikipedia.org/wiki/Humanes_Choriongonadotropin

20 http://www.cmq.org.uk/CMQ/2015/Feb/kenyan_catholic_drs_statement.html

21 https://web.archive.org/web/20170803221642/https://www.unicef.org/kenya/media_15665.html

22 https://www.scirp.org/html/81838_81838.htm

23 https://www.nzz.ch/wissenschaft/bildung/ueberzaehlig-sind-immer-die-anderen-1.18072764

24 https://www.scirp.org/html/81838_81838.htm

25 https://www.pnas.org/content/73/1/218

26 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database#q/k=johns%20hopkins&sort=amount

27 http://www.pbs.org/now/transcript/transcript_gates.html

28 https://economictimes.indiatimes.com/industry/healthcare/biotech/healthcare/controversial-vaccine-studies-why-is-bill-melinda-gates-foundation-under-fire-from-critics-in-india/articleshow/41280050.cms

29 https://childrenshealthdefense.org/news/government-corruption/gates-globalist-vaccine-agenda-a-win-win-for-pharma-and-mandatory-vaccination/

30 https://childrenshealthdefense.org/news/heres-why-bill-gates-wants-indemnity-are-you-willing-to-take-the-risk/

31 https://id2020.org/digital-identity#approach

32 https://id2020.org/alliance

33 https://www.biometricupdate.com/201909/id2020-and-partners-launch-program-to-provide-digital-id-with-vaccines

34 https://www.biometricupdate.com/201906/nec-and-simprints-join-forces-with-gavi-to-extend-vaccination-coverage-with-biometrics

35 https://www.weforum.org/agenda/2020/02/digital-inclusion-made-bangladesh-stand-out/

36 https://norberthaering.de/die-regenten-der-welt/known-traveller-2/

37 https://www.youtube.com/watch?v=R3VowBAYKZo&feature=youtu.be&t=2338

38 https://norberthaering.de/die-regenten-der-welt/gates-covid-19-ktdi/

39 https://www.handelsblatt.com/technik/it-internet/coronavirus-google-und-apple-wollen-zusammen-die-coronavirus-ausbreitung-bekaempfen/25733910.html?ticket=ST-4312376-YCb33cOxg66CcqyncOLd-ap1

40 https://www.youtube.com/watch?v=083VjebhzgI

41 https://www.fr.de/politik/coronavirus-sars-cov-2-daenemark-notfalls-militaer-13598503.html


16.04.2020


ავტორის შესახებ: ერიკ ვაგნერი დაიბადა 1990 წელს, შეისწავლა პედაგოგიკა, ისტორია და პოლიტიკური მეცნიერებები ლაიპციგში, შემდეგ – სამხრეთაღმოსავლეთევროპისმცოდნეობა ბელგრადსა და ლუბლიანაში. ამჟამად მუშაობს ერთობლივი სწავლების თავისუფალ სკოლაში (Gemeinschaftsschule) აღმზრდელად.


გერმანულიდან თარგმნა ვახტანგ იმედაძემ

წყარო:

https://multipolar-magazin.de/artikel/der-impfaktivismus-der-gates-stiftung

demo.ge

ფარმაინდუსტრია და მისი ვირუსოლოგები ამჟამად გამჭვირვალე მიზნებით ცდილობენ, მოახდინონ პათოგენი SARS-CoV2-ის, როგორც სტაბილური მტრის, დეფინირება. „ვირუსის წინააღმდეგ ომისთვის“ საჭიროა საფრთხე, რომელსაც ეკლებიანი ბურთულის ფორმა აქვს. ვაქცინაციით შეპყრობილი ბილ გეიტსის და მისი პოლიტიკოსი მეგობრების გახმოვანებული მიზანია „კორონასგან თავისუფალი მსოფლიო“. ისინი, შესაძლო ვაქცინაციის გათვალისწინებითაც კი, ცდილობენ თავს მოგვახვიონ ვირუსების სამყაროში მკაფიოდ დეფინირებადი მოწინააღმდეგის ილუზორული სურათი. იმიტომ, რომ ვაქცინის მწარმოებლებისთვის ეს არის ტესტირების ბიზნესისა და მთელ მსოფლიოში სახელმწიფოებრივად უზრუნველყოფილი სავაქცინო ორგიის მოწყობის წინაპირობა. დღეს, 2020 წლის 4 მაისს, იმართება დონორების ონლაინ-კონფერენცია სახელწოდებით „კორონასგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნა“ (ARD-Tagesschau-ში) და კანცლერი მერკელი გვპირდება ამ მიზნით ჩვენი გადასახადებიდან მილიარდების ინვესტირებას.

მეცნიერული თვალსაზრისით, მთელი ეს მონდომება – რბილად რომ ვთქვათ – სწორი გზიდან საშიში გადახვევაა. მე ჯერ არაფერს ვამბობ ამ სიგიჟით მოხეირეებზე.


სიცოცხლე არ არის ტრივიალური და კალკულირებადი

სრულიად ნათელია, რომ SARS-ვირუსიც მიმდინარეა და დიდი სისწრაფით იცვლება.1 და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს იმის წინააღმდეგ ვაქცინაციას, რამაც უკვე დიდი ხანია ურიცხვჯერ იცვალა სახე?

ჩვენი იმუნური სისტემის რეაგირებაც არაპროგნიზირებადია. ჯვარედინი იმუნიტეტები? იმუნური მეხსიერება? ტესტების სპეციფიკურობა და სანდოობა აქროლვადია. იგივე ეხება ვაქცინას.

ამიტომ არის იმუნიტეტის მოწმობა ფარსი, და თუ ამას კანონის ძალა მიეცემა, ეს იქნება ჯანმრთელობის გაუმართლებელი დაცინვა.

ამავე მიზეზით წარმოადგენს რესპირატორული ვირუსების წინააღმდეგ მასობრივი აცრები სარისკო სიბრიყვეს და, გარკვეულ შემთხვევებში, სხეულის დაზიანების მიზეზს. სწრაფად ცვალებადი პათოგენების შემთხვევაში, აცრის წარმატება, როგორც გრიპზე აცრის შემთხვევაში, გამართლების საქმეა. მხოლოდ აცრის მერე შეიძლება გაირკვეს, გრიპს აცრილები უკეთ გაუმკლავდნენ თუ – აუცრელები. ეს კარგი ბიზნესია, რადგან ეფექტურობის დამაჯერებელი შემოწმება, რა თქმა უნდა, წინასწარ არასდროს იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, აქამდე ასე იყო: იქ, სადაც ვირუსის ერთ რომელიმე სახეობას აცრის მიზეზით სიცოცხლე უძნელდება, სხვა ვირუსები ხარობენ და მრავლდებიან.2


დიდი ხანია, რაც ვუჰანის ვირუსები შარშანდელი თოვლია

საქმე ეხება იმ რნმ-ვირუსების მუტაციის ზედმეტად მაღალ სისწრაფეს, რომლებსაც SARS-CoV2 მიეკუთვნება. შთამბეჭდავად არის დემონსტრირებული ეს სისწრაფე CoV-Glue-ის ვებგვერდზე „Amino acid analysis for the SARS-CoV-2 pandemic“.3 SARS-CoV2-ისთვის ეს სისწრაფე უმოკლესი პერიოდია, დაახლოებით 4 თვეში, 7237 არასინონიმურ, ე. ი. ამინომჟავების შემცვლელ მუტაციას (შენაცვლებადს), 6 ინსერციას (დამატებითი ბაზების ჩართვას) და 87 დელეციას (გენების თანმიმდევრობაში ფუძეების განადგურებას) აღწერს მიგნებული გენების თანმიმდევრობაში.

საუბარია მხოლოდ ერთ გენომზე, როცა ის დაახლოებით 30.000 ფუძისგან შედგება და უმცირეს დროში განიცდის მუტაციებს, ინსერციებს და დელეციებს. და ეს მხოლოდ რამდენიმე ათასი სეკვენცირებული SARS-CoV2 ვირუსის მონაცემებია. ბუნება კი ბევრად, ბევრად მეტს იცნობს. არასინონიმური მუტაციები იმას იწვევენ, რომ ვირუსის პროტეინებში ამინომჟავები ჩაშენდებიან. როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ეს მუტაციები მხოლოდ კვირების განმავლობაში (!) წარმოიქმნება.

ინსერციებს და დელეციებს განსაკუთრებული მიშვნელობა აქვთ, რადგან მათ, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიძლება გამოიწვიონ ფრეიმშრიფტი (ათვლის ჩარჩოს გადაადგილება), რომლის შედეგადაც მთელი მომდევნო ჯაჭვი სხვაგვარად იკითხება. ამას ემატება სინონიმური მუტაციებიც, რომლებიც SARS-CoV2-ის პირველადი სტრუქტურის პროტეინებს თუმცა კი არ ცვლიან, მაგრამ დიაგნოსტიკაში გარკვეულ როლის თამაში კი შეუძლიათ. ამას გარდა, არსებობს სხვა ბევრი ღია შეკითხვა სინონიმური მუტაციების სხვა ეფექტებთან დაკავშირებით.

პჯრ-ის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ტესტთან დაკავშირებით ეჭვი თავიდანვე გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით იხილეთ: Li et al., “Stability Issues of RT-PCR Testing of SARS-CoV-2 for Hospitalized Patients Clinically Diagnosed with COVID-19.”, J Med Virol. 2020 Mar 26. doi: 10.1002/jmv.25786.4


დაუსრულებელი ისტორიის მყისიერი ფოტოკადრები

კიდევ ერთი არსებითი საკითხი ის არის, რომ დღემდე სეკვენცირებული SARS-CoV2-ის ვირუსები ბუნების უკიდურესად მცირე ფრაგმენტს გვიჩვენებენ. ეს ფრაგმენტი, ყველა კორონავირუსის საერთო გენომთან პროპორციის თვალსაზრისით, ყველა ადამიანის შემთხვევაში უმნიშვნელოა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს არა მარტო SARS-CoV2, არამედ ჰუმანური სხვა კორონავირუსებიც – და ისინიც მუტირებენ. ასე რომ არ იყოს, ვერც SARS-CoV2-ს გადავეყრებოდით.

SARS-CoV2-ის, მაგალითად მისი გენეალოგიის, კომპიუტერული ანალიზი (ფილოგენეტიკური ანალიზი), ბუნების იმ უკიდურესად მცირე ფრაგმენტის საფუძველზე, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ერთობ პრობლემურია. ბოლო 15 წლის მანძილზე კორონავირუსებს არავინ დაკვირვებია, არც ადამიანებში და არც ცხოველებში. მონაცემთა ბაზებში კორონავირუსის გენური სეკვენციების ბევრად უფრო დიდი ნაწილი ან ბოლო 4 თვის მონაცემებია ან – 15 წლის სიძველის.

ამ კრიტიკაში ახალი არაფერია, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მიგნებული გენური სეკვენციების ერთობ არაჰომოგენურ გეოგრაფიულ განაწილებას. იხილეთ: Mavian et al, “Regaining perspective on SARS-CoV-2 molecular tracing and its implications”, medrxiv, 20.3.2020:5 “ახალ გენეალოგიურ ხეზე, რომელიც მხოლოდ ერთი კვირის მერე იქნა მიღებული, სახეზე იყო გენომების 135 ახალი სრული სეკვენცია GSAID-ზე (სურათი S2), მაგრამ გერმანიასა და იტალიას შორის კავშირი გაქრა პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, უელსიდან და ჰოლანდიიდან დამატებითი, ადრე არჩატარებული, კლასტერიზაციის გამო (სურათი 2b).”

 
ზოონოზი? ტევადი და საკამათო ცნება, რადგან ადამიანიც ზოონს წარმოადგენს

გამოქვეყნებული ნაშრომების ერთი ნაწილი იმაზე მეტყველებს, რომ SARS-CoV2-ის ჰაპლოტიპები (ე. ი. გენეტიკური ნიმუშები) ისევ გაუჩინარდნენ, ესე იგი, ისინი აღარ მოიპოვებიან ახლად სეკვენცირებულ ფუძეთა მწკრივებში. დიდი ხანია, რაც SARS(1)-იც გაუჩინარებულია. რა აზრი აქვს ორ გენურ სეკვენციას შორის არსებულ გენეტიკურ მანძილს?

თუმცა ვირუსოლოგია იმას იქმს, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში იქმოდა. ის პოულობს ვირუსულ გენურ სეკვენციას, რომელიც მისთვის აქამდე უცნობი იყო, და ახლად აღმოჩენილ ვირუსს განმარტავს, როგორც სასიკვდილო ვირუსს. ამ განმარტებამ რომ იმუშაოს, ვირუსოლოგიას ზოონოზიის ჰიპოთეზა ესაჭიროება. უამისოდ არაფერი გამოვა!

ეს – იმიტომ, რომ მხოლოდ იმ ჰიპოთეზის წყალობით, რომ პათოგენი 2019 წლის მიწურულს, მისი მატარებელი ცხოველიდან ადამიანზე ვუჰანის თევზის ბაზარში ახლად გავრცელდა, მყისიერად შეიძლება მაღალი პათოგენურობის (=დაავადების გავრცელების მაღალი პოტენციალის) დაშვება. რაკი პათოგენი ადამიანისთვის ახალი ყოფილა, თურმე ამიტომაც არ ჰქონიათ ადამიანებს შესაძლებლობა, ვირუსის საწყისი მატარებელი ცხოველების საპირისპიროდ, ამ ახალ პათოგენთან ადაპტირებულიყვნენ. ეს პროცედურა იმიტომაც ფუნქციონირებს წარმატებით, რომ დასკვნებს ყოველთვის მძიმედ ავადმყოფი პაციენტების საფუძველზე აკეთებენ, რომლებიც ასევე ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე სხვა დაავადებას განიცდიან (მულტუმორბიდულნი არიან), ხოლო უსიმპტომო ან სუსტი სიმპტომების მქონე ადამიანებს არ ამოწმებენ. და უმალვე ხელთ აქვთ მოჩვენებითი მტკიცებულება, რომ პოზიტიური ტესტი და სიკვდილი მხარდამხარ დგანან.

ამის მტკიცებულებად დროსტენი, ვილერი & კომპანია ორ სეკვენციას აფრიალებენ, რომელთაგან ერთი ცხოველური კორონავირუსის არის და მეორე – ჰუმანური კორონავირუსის, და დიდ გენეტიკურ მანძილს უთითებენ. ამ მტკიცებულების წამოყენება ასე მარტივად იმიტომ შეიძლება, რომ იმ ყველაფრისთვის, რაც შუალედშია, მონაცემები არ არსებობს. ცხოველური და ჰუმანური კორონავირუსები აუცილებელი სიმჭიდროვით არავის გაუზომავს ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ერთობ დიდ რაოდენობას ადამიანებისა, რომელთაც SARS-CoV2 გამოუვლინდათ, ან საერთოდ არ აღენიშნება სიმპტომები ან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. იმ ასიმპტომატური ადამიანების წილად, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, 50-70% სახელდება. ეს შეუძლებელი იქნებოდა, იმუნური სისტემა ამ ვირუსს მომზადებული რომ არ შეხვედროდა. ეს მიგვითითებს უწყვეტ განვითარებას SARS-CoV2-მდე (და მის ბევრ ვარიანტამდე).


ვინც საწყისზე ლაპარაკობს, ამით მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ სად დაიწყო მან აზროვნება

უფრო და უფრო მატულობს ფილოგენეტიკური ანალიზების რაოდენობაც, ურიცხვი ურთიერთგანსხვავებული გენური სეკვენციიდან სხვა გენეალოგიური ხის აგების მცდელობები, საპირისპირო იმ ჰიპოთეზისა, რომ SARS-CoV2 2019 წლის მიწურულს ზოონოზის შედეგად გაჩენილი ახალი ვირუსია.

ამ სახეობის ანალიზები, უმოკლეს დროით შუალედში ჩატარებული შერჩევის გამო, პრობლემურია. მაგრამ დღესდღეობით მეტი არაფერი გაგვაჩნია. ამას ისიც ემატება, რომ ნულოვანი მომენტი, ესე იგი, ეტალონური სეკვენცია, რომლის მიხედვითაც მუტაციებს აფასებენ, ნებისმიერობით არის შერჩეული. ახალი პჯრ-ტესტით გაზომვა მხოლოდ ჩინეთში დაიწყეს და იქ იქნა პირველი გენური სეკვენციები გენერირებული. მხოლოდ ამის მერე დაიწყეს იგივე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ის, თუ რა არის წინმიმართული მუტაცია და რა არის უკუმუტაცია, მხოლოდ ფარდობითი მტკიცებაა ეტალონურ სეკვენციასთან მიმართებით. სავარაუდო გავრცელება მხოლოდ ტესტირების გეოგრაფიულ თანმიმდევრულობას აირეკლავს. ამით სარგებლობენ პანიკის მთესველნი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტშიც, ჩვენთანაც და – სხვაგანაც.


“გენეალოგიური ხის” სურათზე, ბოლოს და ბოლოს, უარი უნდა ითქვას, უფრო შესატყვისი ჩანს რეკურსიული ბადის სურათი

SARS-CoV2-ის მრავალფეროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ ისინი მცირე ნიმუშებშიც კი კლასტერებს ქმნიან. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ მოხვდა ვირუსი ნიუ იორკში. იხილეთ: Gonzalez-Reiche et al., “Introductions and early spread of SARS-CoV-2 in the New York City area”, April 16, 2020., medxriv:5 “SARS-CoV2-ის 84 სხვადასხვა გენომის ფილოგენეტიკური ანალიზი მიუთითებს მრავლობით, დამოუკიდებელ, მაგრამ იზოლირებულ შემოტანაზე ძირითადად ევროპიდან და აშშ-ის სხვადასხვა ნაწილიდან. ამას გარდა, SARS-CoV2-ის ერთობლივი გადატანის დადასტურებასაც ვპოულობთ, ამაზე მეტყველებს ურთიერთდაკავშირებულ ვირუსთა კლასტერები, რომლებიც აღმოაჩნდათ ქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ პაციენტებს”.

ეს კლასტერები აშშ-ში ბოლო 3 თვეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ესაა SARS-CoV2, და SARS-CoV2-მდე განვითარებული – უფრო ძველი.

გენების მონაცემთა ბანკებში არსებული იგივე მონაცემების ალტერნატიული ინტერპრეტაციების(!) საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე 40 წელზე მეტია, რაც SARS-CoV2 ადამიანებში ვრცელდება. იხილეთ: Chaw et al., “The origin and underlying driving forces of the SARS-CoV-2 outbreak”, April 14, 2020, bioxriv: 6

“უნდა აღვნიშნოთ, რომ TMRCA-ის შეფასებაზე ძლიერ გავლენას ახდენს გენომის ნიმუშების შერჩევის სქემა. ვინაიდან ყველაზე ადრე მოპოვებული გენომი შეირჩა 12/12/2019-ში, აფეთქებიდან თითქმის ერთი თვის მერე, ახლანდელი აფეთქების რეალური წარმოშობა სინამდვილეში იმაზე ადრეულია, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ”.

“იმ დაშვებიდან გამომდინარე, რომ ჩანაცვლების სინონიმური კოეფიციენტია 2,9X10-3/ადგილი/წელი, შეფასებამ აჩვენა, რომ რეკომბინაცია მოხდა დაახლოებით 40 წლის წინ (95% HPD: 31-69 წელი; გაფანტვის დრო(t) = გაფანტვა(dS) / (ჩანაცვლება). სიჩქარე x 2 x 3), იმის გათვალისწინებით, რომ dS RBD-ში თითოეული გენომის მიხედვით საშუალოზე 3-ჯერ მეტია). მას მერე ორი გენომის RBD-ის სფეროში ამინომჟავები უზრუნველყოფილია ბუნებრივი გადარჩევით, მაშინ, როცა სინონიმური ჩანაცვლებები გროვდება. თუ ეს მართალია, მაშინ SARS-CoV-2, შესაძლოა, ადამიანებს შორის ფარულად ცირკულირებდა მრავალი წლის მანძილზე, ვიდრე მას სულ ახლახან შენიშნავდნენ”.

ეს უაღრესად აქტუალური შეფასებებია და უნდა დაველოდოთ, ეს პრეპრინტი გაივლის თუ არა რეცენზირების იმ სახელგანთქმულ პროცესს, რომლითაც მეცნიერება თავის თავსაც და ცოდნის მდგომარეობასაც “არეგულირებს”.


ადამიანისთვის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები იგივეა, რაც გლიფოსატი – მინდვრებისთვის

ვირუსები, სავარაუდოდ, ისეთივე ძველია, როგორც – ბაქტერიები. ხერხემლიანთა იმუნური სისტემა ერთადერთია, რომელსაც ახალ-ახალი ვირუსული ვარიანტებით ორგანიზმის ჰარმონიზება შეუძლია. სწორედ ეს არის ის, რაც ევოლუციის ჩარჩოებში წარმოიქმნა. ხერხემლიანთა ჯგუფი დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ შეიქმნა, ხოლო იმუნური სისტემის კონცეპცია, შესაძლოა, უფრო ძველიც იყოს. ხერხემლიანთა ის იმუნური სისტემა, რომლის სავარაუდო მწვერვალზე ადამიანი დგას, 500 მილიონი წლის განმავლობაში ვირუსებთან მჭიდრო კონტაქტში ვითარდებოდა. თანამედროვე მედიცინა კი იმუნურ პასუხს კორტიკოსტეროიდებით არეგულირებს და აქვეითებს, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ბევრი პროტოკოლი, განსაკუთრებით აშშ-ში, გვიჩვენებს.

ამასობაში კი მრეწველობა ახალ-ახალ მედიკამენტებს უკეთებს რეკლამას. სად გამოიყენება ისინი? ტესტირების პოზიტიურ შედეგთა 98%-ის შემთხვევაში სიმპტომები ან საერთოდ არ ვლინდება ან სუსტად ვლინდება. მაგრამ მედიასაშუალებები უკრიტიკოდ ურევენ ერთმანეთში ტესტს და ინფექციას, ინფექციას და სიმპტომატურ დაავადებას, სიმპტომატურ დაავადებას და სიკვდილს. მძიმე მიმდინარეობა აღენიშნებათ 80 წლის და უფრო ასაკოვან ადამიანებს და გადამწყვეტი უმრავლესობის შემთხვევაში ინფიცირებულები მძიმე წინასწარ ავადმყოფობებს განიცდიან. ვერავინ იტყვის, მათგან რამდენია ნაჩქარევი ხელოვნური ვენტილაციის შედეგად გარდაცვლილი. ამასობაში ინტენსიური თერაპიის პაციენტების შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად, კვლავაც ფენტანილით სუნთქვის შეჩერებას მიმართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაციის ფუნქციონირება არ მოხერხდება. ეს პაციენტები როცა იღვიძებენ, თუ იღვიძებენ საერთოდ, უკვე ბოლო სტადიის ნარკომანებს ჰგვანან. იხილეთ: Katherine Ellen Foley, „Some drugs used to keep coronavirus patients on ventilators are in short supply”, Quartz, March 31, 2020.7


შიში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებიდან ვრცელდება, მაგრამ მაინც რა ხდება იქ ასეთი?

ინტენსიური თერაპიის მედიცინა იმას გვიჩვენებს, რაც მას შეუძლია. ამას ემატება ისეთი მედიკამენტები, როგორიც არის, მაგალითად, რემდესივირი, რომელიც ებოლას თერაპიის დროს ზემდეტად ტოქსიკური იყო და შემდგომი ტესტირება ვერ გაიარა. Josh Farkas. „PulmCrit – Eleven reasons the NEJM paper on remdesivir reveals nothing”, April 11, 2020.8

ვერც ერთმა ეჭვმა ხელი ვერ შეუშალა იმას, რომ სწორედ რემდესივირი ელვის სისწრაფით ჩაერთოთ საქმეში.

იგივე ეხება ქლოროქინით და აზიტრომიცინით კომბინირებულ თერაპიას, რამაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებში შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს. ან: ქლოროქინით მონოთერაპია, რაც გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის დეფიციტის9 მქონე ადამიანებში ერითროციტების დაზიანებას იწვევს. გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული მემკვიდრული გენური დეფექტია, მათ შორის, აფრიკაში 20-დან 30%-მდე სიხშირით. ამ პრობლემას განსაკუთრებით სწორედ აფრიკული წარმომავლობის ადამიანები განიცდიან.


არასწორი პრიორიტეტები და შეცდომაში შემყვანი რიცხვები

ყველაფერი ინიცირებულია არაფრისმომცემი ტესტით, ნაჩქარევი ღონისძიებებით და ბუნების ევოლუციური მანქანის იმ უმცირესი ფრაგმენტის მიმართ გაუმართლებელი ნდობით, რომელიც გენეტიკურ მონაცემთა ბანკებში ინახება.

მეცნიერება და მის რჩევას დაქვემდებარებული პოლიტიკა, მათივე მიერ გამოწვეული კრიზისის მერეც, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ იმავე ტემპით სვლას. თუმცა დიდად საეჭვოა, რომ ვირუსი, რომელიც ინფიცირებულთა 50-70%-ის შემთხვევაში უსიმპტომოდ მოქმედებს(!), სწორედ მაშინ ეწვია ევროპას, როცა ტესტირება დაიწყეს, როგორც ზოგიერთებს ჩვენი დარწმუნება სურთ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მრუდის დახმარებით. და ეს – იმ ავადმყოფების პოპულაციისას, რომელთა 40%, მათი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხუცთა თავშესაფრებიდან პირდაპირ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოხვდნენ. იხილეთ: მათიას თიონსი, „Sehr falsche Prioritäten gesetzt und alle ethischen Prinzipien verletzt“, Deutschlandfunk, 11.4.2020:10 „და ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში, როგორც ამ დაავადებას უწოდებენ, მათი 40 პროცენტი გადაუდებელ ჩარევის საჭიროებით მოჰყავთ მოხუცთა თავშესაფრებიდან, და იტალიაში სიკვდილის 2003 შემთხვევიდან მხოლოდ სამს არ აღენიშნებოდა მძიმე წინასწარი დაავადებები. ამგვარად, ეს არის ჯგუფი, რომელსაც, ძირითადად, მანამდე ბევრად მეტი პალიატიური სამედიცინო დახმარება ჰქონდა მიღებული, ვიდრე – ინტენსიური სამედიცინო დახმარება, ახლა კი მათ ახალი ავადმყოფობის დიაგნოზს უსვამენ და ყველა ამ პაციენტს ინტენსიური თერაპიის პაციენტად აქცევენ.“


ცრუ განგაში – სოციალური ავტოიმუნური ავადმყოფობა

ახლანდელი მედიაკლიმატის და უძლიერესი პოლიტიკური ზეწოლის პირობებში, რათა მოგვიანებითაც გაამართლონ ახლანდელი დრაკონული ღონისძიებები და მათი შედეგები, ერთობ საეჭვოა, რომ ზოონოზიური ჰიპოთეზის რისკების ფრთხილი შეფასების მერე კიდევ ერთი დამოუკიდებელი სამეცნიერო დისკუსია გაიმართოს. მაინც რომელი კვლევითი წინადადებები დაფინანსდება?

მილიონობით წელია, რაც ევოლუცია მიმდინარეობს და ვირუსოლოგები ბოლო 20 წლის მანძილზე ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ რა ჯადოსნობით გამოჩხრეკენ ხოლმე ახალ მომაკვდინებელ ვირუსებს, რომლებიც ადამიანებს უნდა დაემუქრონ? მერსი, სარსი(1), სარსი(2), ღორის გრიპი, ფრინველის გრიპი? მართლა ასეთი ბრმები ვართ? თუ უკვე ვხედავთ, რომ მეფე შიშველია?


1 http://cov-glue.cvr.gla.ac.uk/#/home

2 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28931240

3 http://cov-glue.cvr.gla.ac.uk/#/home

4 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32219885

5 https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.04.08.20056929v2

6 https://www.biorxiv.org/content/10.1101/2020.04.12.038554v1.full

7 https://qz.com/1827177/some-drugs-used-to-keep-people-on-ventilators-are-in-short-supply/

8 https://emcrit.org/pulmcrit/pulmcrit-eleven-reasons-the-nejm-paper-on-remdesivir-reveals-nothing/

9 https://www.wodarg.com/covid-19-medical-detectives/

10 https://www.deutschlandfunk.de/palliativmediziner-zu-covid-19-behandlungen-sehr-falsche.694.de.html?dram:article_id=474488

04.05.2020
 

ავტორის შესახებ: ვოლფგანგ ვოდარგი (დ. 1947) გერმანელი ექიმი, ეპიდემიოლოგი და პოლიტიკოსია. მრავალი წლის განმავლობაში იყო  უსაფრთხოების, მედიცინის და ჯანმრთელობის საკითხებში გერმანიის ბუნდესთაგის და ევროპის საბჭოს წევრი. სწორედ ის იყო ღორის გრიპის პანდემიაში ვაქცინის მწარმოებელთა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლის გამოძიების ინიციატორი. გერმანიაში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში მისი როლი განუზომელია და მის, როგორც უმაღლესი რანგის ექიმისა და შეულახავი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსის, ავტორიტეტს მისი იდეური მოწინააღმდეგეებიც კი უპირობოდ აღიარებენ. საერთაშორისო აღიარების მქონე პროფესიონალებს შორის ვოდარგი  ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ალტერნატიულ გერმანულ მედიაში ხმა აიმაღლა კორონავირუსის დემონიზაციის წინააღმდეგ. მაგალითად:

https://www.youtube.com/watch?v=BrBuv6kq6Rc (ინგლისურად)

https://www.youtube.com/watch?v=XnlT3rPNUp0 (გერმანულად)

https://www.youtube.com/watch?v=hW4qzAPP5pU (გერმანულად)

https://www.youtube.com/watch?v=NJwltqiIISc (გერმანულად)

https://www.youtube.com/watch?v=YxJ9SJGcNj8 (გერმანულად)


გერმანულიდან თარგმნა ვახტანგ იმედაძემ

წყარო:

https://www.wodarg.com/2020/05/04/corona-was-always-here/

demo.ge

ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ჟასმინ კოზუბეკი

ჟასმინ კოზუბეკი: დოქტორო შივა, თქვენ სისტემური ბიოლოგიის სპეციალისტი ბრძანდებით, მიღებული გაქვთ უმაღლესი ტექნიკური განათლება არაერთი სპეციალობით, მათ შორის მიჩიგანის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ბიოინჟინერიის მიმართულებით. 20 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა ასეთი სპეციალობა. რა წვლილი შეგიძლიათ შეიტანოთ კორონავირუსის შესახებ დისკუსიაში, რა შეგიძლიათ თქვათ ისეთი, რაც ჯერ არ უთქვამთ ვირუსოლოგებს და ეპიდემიოლოგებს?

შივა აუუადურაი: მთელ ამ დისკუსიას აკლია სისტემური მიდგომა, გააზრება სისტემური ბიოლოგიის თვალთახედვიდან, რაც საშუალებას მოგვცემდა - მაღალგანვითარებული სისტემების პრობლემები დაგვენახა. ადამიანის სხეული კი სწორედ ასეთი სისტემაა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მას შეისწავლიდნენ თავ-თავისი სფეროს უპირატეს მნიშვნელობაში დარწმუნებული ბიოლოგები, ვირუსოლოგები და მიკრობიოლოგები. მინდა განვმარტო ერთი სისტემის მაგალითზე და - შესაბამისი ტერმინებით. წარმოიდგინეთ დიდი თვითმფრინავი. წარმოიდგინეთ, როგორ მუშაობს პატარა ჭანჭიკი მის პროპელერში. არაფერს მოგვცემს მხოლოდ ამ პროპელერის ფუნქციონირების მექანიზმის ცოდნა, ისევე, როგორც არაფერს მოგვცემს იმის ცოდნა, თუ სად არის თვითმფრინავში მფრინავის სავარძელი ან სტარტის ღილაკი. ყველა ეს დეტალი მხოლოდ დიდი სისტემის ნაწილია. ბიოლოგიაშიც ასეა. დღემდე ეს მეცნიერებაც ცალკეული დეტალების შესწავლამდე იყო დაყვანილი. მავანს შეეძლო ნობელის პრემიაც მიეღო, თუ ამოხსნიდა, როგორ ურთიერთქმედებს ორი ნაწილაკი, ორი მოლეკულა. ასე განვითარდა 2003 წლამდე დნმ-ის აღმოჩენისა და კვლევის ისტორია - ზოგადი ბიოლოგიიდან მოლეკულურ ბიოლოგიამდე. მიიჩნეოდა, რომ შესაძლებელია რაღაც ისეთი გენის აღმოჩენა, რომელიც კონკრეტული დაავადების მიზეზია. ეს უკიდურესად რედუქციონისტული მიდგომაა. დაავადებათა გამომწვევი გენების ძებნა წახალისებული და ხელშეწყობილი იქნა. 2003 წელს კი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ იმდენივე გენი გვაქვს, რამდენიც - უმარტივეს პარაზიტებს. ადამიანს დაახლოებით 20 000 გენი აქვს, ამდენივე გენი აქვს ჭიას. ამან ბიოლოგია თავდაყირა დააყენა. ადამიანი ხომ უმაღლესი განვითარების საფეხურზე მყოფი არსებაა. ბიოლოგები, რომლებსაც ცოცხალ სისტემებთან აქვთ საქმე, ფიქრობდნენ, რომ ორგანიზმის სირთულე გენების რაოდენობის პროპორციულია, ანუ რაც მეტი გენია ორგანიზმში, მით უფრო რთულია იგი. ინჟინრებმა იციან, რომ ეს ასე არ არის. მე მოგცემთ 100 ელემენტს. თუ მათ უბრალოდ ერთმანეთს გადააბამთ, მიიღებთ უმარტივეს სისტემას. სხვა მათ სხვაგვარად შეაერთბს ერთმანეთთან და სულ სხვა შედეგს მიიღებს. სირთულის ხარისხს სწორედ შეერთებები განსაზღვრავენ. მაშინ თქვეს ადამიანებმა: საქმე ხოლოდ გენებში და მოლეკულებში არ ყოფილა, მთავარი ის არის, როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულიო. ამ აღმოჩენამ მიგვიყვანა იმის გაგებამდე, რომ უნდა გავცდეთ გენის ასეთ ვიწრო ხედვას და მას მოლეკულური მექანიზმის პერსპექტივიდან შევხედოთ. ამიტომ შეიქმნა 2003 წელს მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ბიოინჟინერიის განყოფილება. მოხდა იმის გაცნობიერება, რომ საჭიროა, ბიოლოგიას ინჟინერია მოვარგოთ და მივახმაროთ, რადგან არსებობს უზარმაზარი დანაკლისი მეცნიერულ ცოდნაში, დიდი ცარიელი ადგილი, რომელსაც ვერ შევავსებთ, თუ მხოლოდ ვირუსოლოგებს ან ბიოლოგებს მოვუსმენთ. ისინი არ ფიქრობენ სისტემებში კავშირებისა და შეერთებების სქემებზე, არ ფიქრობენ, მაგალითად, იმაზე, თუ როგორია ფეხის ძვლების კავშირი სხვა ძვლებთან. მათ ეს არ მოეთხოვებათ და ამისთვის არ უხდიან. ამიტომ მივიჩნიე საჭიროდ სისტემური ბიოლოგიის შესწავლა, როცა ეს დარგი გაჩნდა, და დავუბრუნდი სწავლას მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, თუმცა უკვე რამდენიმე აკადემიური ხარისხი მქონდა, რამდენიმე სამეცნიერო ორგანიზაციაც მქონდა დაფუძნებული და დიდი ინტერესით ვმუშაობდი ბიოლოგიისა და ინფორმაციის დამუშავების სფეროებში. ჩემი სურვილი და მიზანი იყო ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, როგორიც აქამდე არ არსებულა და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა რთული სისტემების მოდელირება. წარმოიდგინეთ სისტემა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ბიოლოგიური სისტემებისა და დაავადებების კომპიუტერული მოდელირება, კიბოს მოდელირება, ანთებების, მთელი იმუნური სუსტემის ან გულის დაავადებების მოდელირება. ეს სისტემური მიდგომის შედეგად არის შესაძლებელი და ამისთვის სხვა ტიპის მეცნიერები არიან საჭირონი. მე ვარ ასეთი მეცნიერი, მე ვარ სისტემების შემსწავლელი მეცნიერი.

- როგორ მოვარგოთ ეს ყველაფერი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ კრიზისს? როგორ განვიხილოთ კორონა სისტემურად?

- იმისთვის, რომ ეს კრიზისი სისტემურად განვიხილოთ, დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ საუბარი, განვიხილოთ იმუნური სისტემა, რომელიც ადამიანური ორგანიზმის მთავარი ოპერაციული სისტემაა. ის მილიონობით წლის არის, ხერხემლიანების მსგავსად. სულერთია, როგორ წარმოიქმნენ ეს უკანასკნელნი, უხერხემლოებისგან, ღმერთის მიერ მართული ევოლუციით თუ - თავისთავადი ევოლიციით. იმუნური სისტემა ორგანიზმის მთავარი სისტემაა. რა სისტემაა ეს? 1962 წელს კაცობრიობას იმუნური სისტემის ასეთი გაგება ჰქონდა: ეს იყო ორი შავი ყუთი. ასეთი გაგება დაედო საფუძვლად იმუნური ნივთიერებების შექმნასაც. ორი შავი ყუთი ანუ - თანდაყოლილი საპასუხო იმუნური რეაქცია და ადაპტაციური იმუნური თავდაცვა. მსჯელობა მიმდინარეობდა ასეთი თანმიმდევრობით: თუ ორგანიზმში მოხვდება პათოგენი, ვთქვათ, ვირუსი ან სოკო, გააქტიურდება თანდაყოლილი მექანიზმი საპასუხო რეაქციის სახით და შეეცდება გააუვნებელყოს პათოგენი. ანუ რაღაც ისეთი ხდება, როცა ქვეითი ჯარი ცეცხლს უხსნის შემოჭრილ მტერს. თუ ამან არ გამოიღო შედეგი, საქმეში ერთვება ადაპტაციური იმუნური თავდაცვა და ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, ისინი შეგვიძლია სნაიპერებს შევადაროთ. იმუნური სისტემის ასეთი გაგების საფუძველზე შეიქმნა იმუნური ნივთიერებები. 1962 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯონ კენედიმ შემოიღო საყოველთაო ვაქცინაცია, 1986 წელს კი ქვეყანაში უკვე ბევრი ადამიანი იყო ვაქცინაციის შედეგად ჯანმრთელობაშერყეული. მშობლები უჩიოდნენ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, შეიქმნა სპეციალური სასამართლო ასეთი საქმეების განსახილვევლად. და აი, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს: დღეს იმუნური სისტემის გაგება სხვაგვარია. ეს არ არის მხოლოდ ორი შავი ყუთი. მათ შორის არის კავშირი - ინტერფერონის სისტემა. ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა, რომელსაც მე ჩემი სადოქტორო ნაშრომი მივუძღვენი. მთელი მიკრობიოლოგიური სისტემა, ბაქტერიები, ვირუსები, მათი კავშირი ტვინთან, ნერვულ სისტემასთან. ეს ბევრად უფრო რთული მექანიზმია, აქ კავშირების მთელი ჯაჭვია და არა მხოლოდ - ორი შავი ყუთი ერთმანეთს შორის კავშირის გარეშე.

- და რას გვეუბნება ეს ყველაფერი ახალი ტიპის კორონავირუსზე?

- არც ისე ახალია ეს ვირუსი. სამედიცინო ისტებლიშმენტის ისტორიაში დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა - ყველაფერი ვირუსს მიაწერონ. იპოვე ვირუსი, დააკისრე პასუხისმგებლობა! როცა რაღაც ხდება, საჭიროა დამნაშავის პოვნა. კორონავირუსები ყოველთვის და ყველგან არსებობდა, თქვენ ატარებთ მათ, მეც ვატარებ მათ რომელიღაც ვარიაციას.

- მაგრამ ეს ვარიაცია ახალია.

- ასეთივე ახალია სხვა ვირუსების ვარიაციებიც. ჩვენს სხეულში 80 ბილიონი სხვადასხვა ვურუსია, თქვენც და მეც ვირუსების მოარული ფაბრიკა ვართ. თუ ვინმეს ჰკითხავენ, გამოიწვევს თუ არა ამ ვირუსის მოხვედრა ადამიანის სხეულში მის დასნებოვნებას, პასუხი ასეთი იქნება: დიახ, გამოიწვევს! შემდეგ ამას აიტაცებენ მეინსტრიმული მედიები და, საუბედუროდ, - მთელი სამედიცინო ისტებლიშმენტიც, ექიმები, რადგან ეს უკანასკნელნი ფარმაკოლოგიურ კონცერნებზე არიან დამოკიდებულნი და არც იმუნური სისტემის გაეგებათ რამე. პასუხი ასეთი იქნება: თუ ეს ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, იგი ფილტვში შეაღწევს  და დააზიანებს მათ ქსოვილებს. იმუნური ნივთიერება კი ვირუსს დაბლოკავს. ეს მოძველებული და არასწორი გაგებაა, მეცნიერული სიყალბეა. არა მხოლოდ ამ ვირუსის, არამედ სხვა ვირუსების გავრცელების შემთხვევაშიც, მოქმედებს სულ სხვა მექანიზმი. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში. როცა იმუნური სისტემა დასუსტებულია, მისი ფუნქცია დაქვეითებულია, რაც ხდება ასაკის ან სხვა არახელსაყრელი გარემოებების გამო. ასეთ დროს თავად იმუნური სისტემა აქტიურდება ზედმეტად და გადამეტებულად რეაგირებს. წარმოიდგინეთ მანქანის ძრავა, რომელსაც მხოლოდ ერთი ცილინდრი უმუშავებს და ამიტომ მასზე მოდის აუცილებელი კომპენსირების მთელი დატვირთვა. იმუნური სისტემის შემთხვევაშიც ასე ხდება, ის გადამეტებულად რეაგირებს და აზიანებს არა მხოლოდ ვირუსს, არამედ - იმ უჯრედსაც, რომელშიც ვირუსია ჩაბუდებული. კორონავირუსი ფილტვის ქსოვილში იბუდებს, სხვა ვირუსები - სხვაგან. პოლიოვირუსები ზურგის ტვინში აღწევენ და მოტონეირონებს აზიანებენ. ბევრს წაერთვა ასე მოძრაობის უნარი. თუ მეცნიერულად გვინდა ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ, რომ თავად დასუსტებული და ფუნქციადაქვეითებული იმუნური სისტემა აზიანებს ორგანიზმს.

- სწორედ ამას ამბობენ აღიარებული ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, რომლებსაც თანამდევი დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები, მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. სწორედ ეს ხდება ახლა აშშ-ში. განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება, თუ დაავადებულს დიაბეტი ან გულის თანამდევი პათოლოგია აქვს. არავინ ეწინააღმდეგება იმას, რასაც თქვენ ამბობთ.

- საქმე ის არის, რომ ქვეყნდება ასეთი შეტყობინებები და არავინ განმარტავს ვითარების არსს. ავიღოთ პოპულაცია - 1000 ადამიანი. დავუშვათ, რომ აქედან 10 %-ს შეადგენენ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონენი: დიაბეტიანები, მწეველები და ასე შემდეგ. 38 %-ს შეადგენენ 65 წელზე მეტი წლისანი. როგორ მივუდგეთ ამ პოპულაციას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით? მასში არის ადამიანების ჯგუფები, რომელთაც სუსტი და დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვთ. და, აი, ვრცელდება დაავადების გამომწვევი ვირუსი. როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში? ვპოულობთ დამნაშავეს - ვირუსს - და კოლაფსში ვაგდებთ მთელ ეკონომიკას თუ - მედიცინის თვალსაზრისით ადექვატურად ვრეაგირებთ ამ ვითარებაზე და ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეული დაინფიცირებულის მკურნალობას? 2003 წლამდე არ არსებობდა ინდივიდუალური მიდგომა, იყო ერთიანი მიდგომა ყველასადმი ერთსა და იგივე ვითარებაში. ეს შუა საუკუნებრივი მიდგომაა. წარმოიდგინეთ ვითარება, როცა ყველა დიაბეტით დაავადებულს ენიშნება ერთი და იგივე წამალი. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა ორგანიზმი სხვადასხვაგვარია და ყოველს მისთვის შესაფერისი წამალი ესაჭიროება. ეს ცოდნა გამოვიტანეთ ადამიანის გენომის კვლევიდან. თუ გვინდა, რომ ნამდვილი მედიცინა გამოვიყენოთ ადამიანთა განსაკურნად, თუნდაც ტრადიციული დასავლური მედიცინის თვალთახედვის შესაბამისად, რა საჭიროა მთელი ეკონომიკური სისტემების იზოლირება? რატომ უწესებენ ჯანმრთელ ადამიანებს და კრიტიკულ ავადმყოფებს ან  სუსტი და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ვირუსთან ბრძოლის ერთნაირ ზომებს და უნიშნავენ ერთნაირ მკურნალობას? რატომ ანადგურებენ მთელ ეკონომიკურ სისტემებს? ეს ხომ იგივე გადამეტებული რეაქციაა, არსებითად ზედმეტი და არასაჭირო. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს დასუსტებული იმუნური სისტემა გადამეტებული რეაქციით პათოგენზე და როგორ რეაგირებენ იგივე ვირუსზე გადამეტებული რეაქციით პოლიტიკოსები - თქვენი და ჩემი პოლიტიკოსები.

- თქვენ აღიარებთ, რომ ეს ვირუსი ძალიან გადამდებია, მაგრამ მაინც აკრიტიკებთ კარანტინის დაწესებას - ზომას, რომელიც მთელ მსოფლიოში იქნა მიღებული. არსებობს ისეთი სცენარი, რომლის შემთხვევაშიც თქვენ აღიარებდით კარანტინის აუცილებლობას?

- მე კითხვითვე გიპასუხებთ. როცა გავრცელდა H1 N1 ვირუსით გამოწვეული გრიპის ეპიდემია, დაავადდა 56 მილიონი ადამიანი, აშშ-ს მოსახლეობის 17%. თუ გაჩერდა მაშინ ქვეყნის მთელი ეკონომიკა?

- არა, მაგრამ ახლა სხვაგვარად უდგებიან საკითხს.

- და რამდენი ადამიანი იმსხვერპლა მაშინ ამ გრიპმა? 16 ათასი ადამიანი. გაჩერდა მაშინ მთელი აშშ-ის ეკონომიკა?

- არა, რა თქმა უნდა არა.

- ამიტომ ჩნდება სრულიად საფუძვლიანი კითხვა: რატომ გაჩერდა ახლა ეკონომიკა?

- პასუხი ასეთია: კორონა უფრო გადამდებია, ვიდრე - სხვა ვირუსები, თუნდაც H1 N1.

- კეთილი, განვაგრძოთ მსჯელობა: რამდენი ვირუსი ვიცით, გავრცელების ასეთივე სისწრაფე რომ აქვს? ავიღოთ თუნდაც H1 N1 -ის მოქმედება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მოსახლეობის 15% დაინფიცირდა მისგან. დამუშვათ, რომ ახლა ინფიცირების შემთხვევები ორჯერ მეტია, ანუ 30%. ეს 90 მილიონი ადამიანია. მაშინ მსხვერპლი ინფიცირებულთა შორის 0,3 % -ს შეადგენდა. დავუშვათ, რომ ახლა ორჯერ მეტია, ანუ 0,6 %. ეს 540 000 ადამიანია. ახლა მიპასუხეთ, რამდენი ადამიანი კვდება აშშ-ში გულის დაავადებებით?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აშშ-ში 2017 წლის მონაცემებით, მგონი, ყოველდღიურად 7700-დან 8300-მდე.

- ეს - ყოველდრიურად. წელიწადში კი გულის დაავადებებით 540 000 - 600 000 ადამიანი იღუპება.

- მაგრამ გულის დაავადებები არ არის გადამდები.

- გადავხედოთ ციფრებს - არა ინფექციით დაშინების მიზნით. აშშ-ში ყოველწლიურად გულის დაავადებებით იხოცება 600 000 ადამიანი, სიმსივნით - 500 000, ექიმის შეცდომის მიზეზით - 440 000. გარდა ამისა, 200 000 ადამიანი იღუპება მედიკამენტებისგან. ყოველწლიურად 1,9 მილიონი ადამიანი თავსდება საავადმყოფოებში სამკურნალოდ. რატომ არ იხურება ამ შემთხვევაში ყველაფერი? თუ ჩვენ საზოგადოების ჯანმრთელობა გვაინტერესებს (ჩვენ ხომ ის გვაინტერესებს!), რატომ არაფერს ვამბობთ ჭარბწონიანობაზე? აშშ-ის მოსახლეობის 30%-ს  ჭარბი წონა აქვს. რატომ არ ვაჩერებთ ეკონომიკას? სად არის კარანტინი და იზოლაცია სხვა ფართოდ გავრცელებულო დაავადებების გამო? აშშ-ში მოზარდთა 54 %-ს აქვს აუტოიმუნური დაავადების ესა თუ ის ფორმა. ყოველ მეხუთე ბავშვს ან მოზარდს აქვს ნერვული აშლილობის ესა თუ ის ფორმა. როგორც ვხედავთ, სახეზეა არაბალანსირებული მიდგომა მედიცინისადმი. მიზეზი კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება არამომგებიანია ფარმაცევტული გიგანტებისთვის. ადამიანები კი მათ კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდნენ. ამიტომ არავინ იწუხებს თავს ნამდვილი პრობლემების გადასაჭრელად. რატომ არ ჩერდება ეკონომიკა გულის დაავადებების, ექიმთა შეცდომების ან ზედმეტი წონის მქონეთა მაღალი პროცენტის გამო? ეს არ ხდება იმიტომ, რომ წამგებიანი იქნება საკვები პროდუქტების მწარმოებელი და ფარმაცევტული კომპანიებისთვის. ამ სიმართლეს მეინსტრიმული მედიები არასდროს იტყვიან, რადგან მათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები და ფარმაკოლოგიური კონცერნები ფულს უხდიან. გადახედეთ მათ მიერ რეკლამიდან მიღებული თანხების რაოდენობას. თუ გვინდა სიმართლის დადგენა და მეცნიერულ დონეზე საუბარი, ციფრები უნდა განვიხილოთ არა ზოგადად, არამედ - შედარებით კონტექსტში. აქ საუბარი საზოგადოების ჯანმრთელობაზეა.

- თქვენ განიხილავთ ამ კრიზისს, როგორც, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ შიშის მთესველ თაღლითობას. შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ მოხდა, რომ მთელმა მსოფლიომ ასე მოიტყუა თავი?

- მთელმა მსოფლიომ - არა! ბევრია აღშფოთებული, ბევრს ველაპარაკე. მშრომელები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გაბრაზებულები არიან.

- მაშინ, მოდით, ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი თავის მოტყუების უფლებას აძლევენ მათ, ვისაც ეს ხელს აძლევს.

- რასთან გვაქვს აქ საქმე? მანკიერ თანამშრომლობასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, დიდი კლინიკებისა და ფარმაცევტული გიგანტების მანკიერ შერწყმასთან და მათ ხელში ძალაუფლებისა და გავლენების კონცენტრაციასთან. შედეგად, ადამიანთა მართლაც პატარა ჯგუფს ძალუძს სრულად გააკონტროლოს ნარატივი. ეს შეთქმულების თეორიაც არ არის. კარგად დაწერა ამაზე ნაუმ ჩომსკიმ წიგნში „თანხმობის წარმოება. მასმედიის პოლიტიკური ეკონომია“. ამ თემაზე მთელი სადოქტორო დისერტაციის დაწერა შეიძლება, და ახლა ჩვენ ყოველივე ამის მოწმენი ვხდებით. მე შემიძლია ამაზე ღიად ლაპარაკი, რადგან ბევრი დამსახურება მაქვს, ძალიან მაღალი რეფერენციის ინდექსი, მასაჩუსეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სრული სამეცნიერო სტიპენდია მივიღე, ნომინირებული ვიყავი ეროვნულ ჯილდოზე ტექნოლოგიებისა და ნოვაციების სფეროში, ვიღაც გიჟი ხომ არ ვარ. ზუსტად ვიცი, რომ, სამწუხაროდ, ბევრი აკადემიის წევრი მეცნიერი ახლა უკვე მხოლოდ აკადემიის წევრად რჩება და მეცნიერებასთან ცოტა რამ თუ დარჩა საერთო. კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ დიდი მეცნიერები დავკარგეთ. ახლა მხოლოდ აკადემიკოსები გვყავს, რომლებიც კომპრომისზე მიდიან მეცნიერების წინააღმდეგ. ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია მასაჩუსეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. ბევრ მათგანს უთქვამს: „მართალი ხარ, შივა, მაგრამ მე ამას ვერ ვიტყვი, რადგან ოჯახი მყავს შესანახი“. მე უფრო იღბლიანი ვარ, მე გამომგონებელი ვარ, თავად ვშოულობ ფულს ჩემი გამოგონებებით, ჩემი სამეცნიერო დაწესებულებები მაქვს, არავისი არაფერი მმართებს. მეცნიერის წმინდა ვალია, ილაპარაკოს სიმართლე. აი, ჩემი სიმართლე: ეს ორომტრიალი კორონას შესახებ შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე დიდი შიშის მთესველი თაღლითობა. და მას სამი მიზანი აქვს: პირველი მიზანია ეკონომიკური სისტემის განადგურება. უკვე ძალიან სერიოზული ვითარებაა აშშ-ში, ჩვიდმეტმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. სახეზეა ფარმაცევტული გიგანტების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგაციზაციისა და ეპიდემიოლოგიური სამსახურების მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი - დაწესდეს სავალდებულო მკურნალობა. თუ მათ დაუჯერებენ, ექვსი თვის შემდეგ მართვის მოწმობას ასე იოლად ვერ აიღებთ, გეტყვიან: „გვაჩვენეთ თქვენი ვაქცინაციის პასპორტი“. ფიტნეს კლუბში ან დისკოთეკაზეც ვერ წახვალთ ასეთი პასპორტის გარეშე. და ეს - იმიტომ, რომ ფარმაცევტული გიგანტები ახლა ფულს კარგავენ. ყოველ წელს სულ უფრო მეტს კარგავენ. გადახედეთ ციფრებს. ყოველ წელს 30% კვლევასა და განვითარებაზე მიდის. და ეს ტენდენცია მზარდია. შეიძლება იფიქროთ, რომ ვინც კვლევაში ინვესტიციას დებს, მეტ დოტაციას იღებს. მაგრამ ისინი 30%-ით ნაკლებ დოტაციას იღებენ იმიტომ, რომ საკვები პროდუქტებისა და წამლის კონტროლის ადმინისტრაციასაც კი ესმის, რომ მათი პროდუქტები საწამლავია. ამიტომ ეს კონცერნები ახალ გეგმებს სახავენ - იმუნური ნივთიერებების ანუ ვაქცინების წარმოებას. რატომ - ვაქცინები? ინიტომ, რომ წამლის მწარმოებელს შეიძლება სასამართლოში უჩივლო და მიღებული ზიანისთვის კომპენსაცია მოსთხოვო. ეს ძალიან დიდი ფულია და 5 მილიარდი დოლარი შეადგინა ბოლო 12-13 წლის განმავლობაში. წამლების წარმოება დიდ რისკს შეიცავს და იმაზე ნაკლები შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ფარმაცევტულ გიგანტებს აკმაყოფილებთ. ვაქცინის წარმოება კი არ ექვემდებარება ისეთივე რეგულაციებს, როგორსაც - წამლის წარმოება. ნაკლები რისკია. ეს უკვე ბიოფარმაცევტიკად იწოდება. ვაქცინის მწარმოებელს სასამართლოში ვერ უჩივლებ. ეს კენედის და იმ პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომლებიც ფარმაცევტულ გიგანტებს იცავენ. მათ ვერ უჩივლებ და, თუ უჩივლებ, მხოლოდ - ერთადერთ სასამართლოში, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს და რომელსაც სახელმწიფო მართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისევ გადასახადების გადამხდელების კისერზეა ამ სასამართლოს ფინანსური უზრუნველყოფის ტვირთი. ამაზე ინფორმაციას ვერსად ნახავთ  მეინსტრიმულ მედიებში.

- როგორც თქვენთან საუბრიდან გავიგე, თქვენი განსაკუთრებული მღელვარების საგანია იძულებითი მედიცინის პერსპექტივა. ბილ გეითსი ამ დღეებში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლით გამოვიდა და თქვა, რომ 7 მილიარდი ადამიანი უნდა აიცრას. რაზეა აქ საუბარი?

- აი, ხომ ხედავთ, სწორედ ამას ვვარაუდობდი. ეს შორს მიმავალი გეგმის ნაწილია. ეს მთელი ამერიკის ეკონომიკის პარალიზებაა, იმ შემთხვევაშიც კი, 6 ბილიონი დოლარიც რომ ჩამობეჭდოთ. ეს გრძელვადიანი განვიტარების გეგმის ნაწილია. წარმოიდგინეთ, რომ 7,2 მილიარდი ადამიანიდან თითოეული წელიწადში ათას დოლარ მოგებას გაძლევთ. ეს 7,2 ბილიონი დილარია. ბილ გეითს არაფერი გაეგება ბიოლოგიის, ის მდიდარი ოჯახიდან არის. ახლა ის აირჩიეს ამ როლის სათამაშოდ, თითქოს ესმოდეს, რას აკეთებს. მისმა ფონდმა ბიუჯეტის ფული მოიპარა. იმის ნაცვლად, რომ გადასახადები გადაეხადათ, ფული ბილ და მელინდა გეითსების ფონდში გადარიცხეს და დიდი პიარკამპანია გააჩაღეს, როგორც პლანეტაზე ყველა შავკანიანის გადამრჩენებმა. ეს რასიზმია. რასაც ის აკეთებს, ეს ინსტიტუციონალიზებული რასიზმია. სინამდვილეში კი მისი მიზანი იძულებითი მედიცინაა. ნახეთ, ვინ არიან მისი პარტნიორები: ჰილარი კლინტონი, მარკ ცუკენბერგი, სი-დი-სი, დიდი ფარმაცევტული კონცერნები. ეს მისი წრეა, მათ  იძულებითი მედიცინის შემოღება სურთ, ზემოდან ქვემოთ  ასეთი მოდელის დაწესება. რატომ? იმიტომ რომ ეს მათ ფულს მოუტანს - 7 ბილიონი დოლარის მუდმივ ბრუნვას ფარმაკოლოგიური ინდუსტრიისთვის.

- მაგრამ რა გამოდის? ერთი მხრივ სრულად და ყველგან, არა მარტო აშშ-ში, ჩერდება ეკონომიკა, მეორე მხრივ კი არსებობენ ფარმაკონცერნები, რომლებსაც, შესაძლოა, ამან მოგება მოუტანოს?

- შესაძლოა კი არა, ნამდვილად მოუტანს.

- მთელი ეკონომიკა ყველგან, არა მხოლოდ აშშ-ში, უნდა გაჩერდეს იმისთვის, რომ რამდენიმე ფარმაცევტულმა კონცერნმა მოგება ნახოს? არ უნდა ღირდეს მათი კეთილდღეობა ამად.

- თქვენ გამოთვალეთ?

- არა.

- დათვალეთ და დარწმუნდებით, რომ რომ ეს ამად ღირს. ბილიონობით დოლარის ღირებულების ფარმაინდუსტრია, სახელად „Big Pharma“ - ცენტრალური სტრუქტურა - დაღმავლობის გზაზეა. ხალხი აღარ ყიდულობს წამლებს. შეხედეთ Sanofi-ის აქციებს, გულისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელთა აქციებს. ხალხი აღარ ყიდულობს წამლებს. თქვენ ბიოპროდუქტებს მიირთმევთ?

- ზოგადად პროდუქტები გერმანიაში უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე - ამერიკაში.

- ცდილობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის თანახმად იცხოვროთ?

- რა თქმა უნდა!

- 20 წლის წინ ასე არ იყო. დღეს 30 მილიონი ადამიანი ამერიკაში იოგას სისტემით ვარჯიშობს და იკვებება, ადამიანები საკუთარ სხეულზე ზრუნავენ, ჯანსაღ პროდუქტს ამჯობინებენ თავისი ბავშვებისთვის, ვიტამინებში და ბალახებში ერკვევიან. ჯერ კიდევ 10 წლის წინ სხვადვარად იყო საქმე. ფარმაკოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი დიდი საწარმოების ბიზნესმოდელი კრახს განიცდის. შეგვიძლია ამის დეტალური ანალიზი გავაკეთოთ. შეგიძლიათ მოიწვიოთ მეცნიერი ეკონომისტები მთელი მსოფლიოდან. წარმოგიდგენთ ციფრებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოგების მათი მოდელი აღარ ამართლებს. ამიტომ  ესაჭიროებათ ახალი მოდელი და ეს მოდელი აცრები და უჯრედული თერაპიაა. ამ პრეპარატებს ბიოლოგიური პრეპარატები ეწოდება და მათთვის არ არის საჭირო მკაცრი ტესტების გავლა, სამართლებრივ საკითხებსაც იოლად წყვეტენ. ფარმაკოლოგიური კონცერნები ხედავენ, რომ მათი მედიკამენტები აღარ იყიდება. სულ უფრო მეტი ადამიანი ეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს და სწორედ ამიტომ აღარ ფუნქციონირებს წამლების გაყიდვით ფულის მოხვეჭის ძველი მოდელი. ახლა ვაქცინების წარმოებაზე უნდა გადავიდნენ, ამაზეა საუბარი. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ძალებს არ აინტერესებთ ერები და ეროვნული საზღვრები, მათ გადალახეს ეს საზღვრები. მათ გლობალური ელიტა ეწოდებათ. მართლა არსებობს ასეთი რამ? რა თქმა უნდა, არსებობს! მარტო ამერიკაში არ ახდენენ ისინი ინვესტირებას, რუს ნაციონალისტებს არ გვანან, მათთვის არ არსებობს ქვეყნები და საზღვრები. მათი მასშტაბური ინვესტიციები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადის. ასეთია გეითსების ფონდი, კლინტონების ფონდი, მარკ ცუკენბერგის ფონდი. ისინი თავად არიან მთავრობები საკუთარი თავისთვის. აი, რას აკეთებენ ისინი: იღებენ მილიარდებს საგადასახადო შემოსავლებიდან, დებენ საკუთარ ფონდებში და ამ ფონდების საშუალებით თავს ახვევენ საზოგადოებას საკუთარ წესრიგს. თქვენ მიეცით ხმა ბილ გეითს? მე არ მიმიცია. თქვენ აირჩიეთ მარკ ცუკენბერგი? მე არ ამირჩევია. იქნებ კლინტონებს მიეცით ხმა? მე - არა. მაგრამ სწორედ ისინი გვახვევენ თავს მათთვის სასურველ წესრიგს ზემოდან ქვემოთ - წესრიგს, რომელიც ჩვენ არასდროს აგვირჩევია და რომელიც მათ შორს მიმავალ გეგმებში შედის. ასეთი გეგმა 2015 წელს დამტკიცდა და მის თანახმად უტოპია რეალობად უნდა იქცეს. 2030 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი უნდა წაიკითხოთ. მასში ნათქვამია, რომ ამ უტოპიის განსახორციელებლად ყოველი ადამიანი უნდა აიცრას. და იცით, ვინ მფარველობს და ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს? ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელთა და ფარმაცევტულ ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, რომლის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს სათავესი უდგანან „როუჩი“, „შიონოგი“, „ელაი ლილი“.

- ეს იმას ნიშნავს, რომ კორონას აცრები წინ გვაქვს?

- სწორედ ასეა. ეს მედიცინის სრულიად ახალი მოდელის ჩანასახია. ეს იძულების, თავს მოხვევის მოდელია. ნახეთ, რა მოხდება მომავალი წლის სექტემბერში. მზადება უკვე მიმდინარეობს. ამას თავს ვერ აარიდებთ, სავალდებულო იქნება ტესტის ჩატარება. თუ სხვაგვარად მოიქცევით, მეზობლები პოლიციაში გიჩივლებენ. ეს ფაშიზმია. თქვენ იცით, რა მოხდა გერმანიაში. არც ისე დიდი ხანია გასული 1940-იანი წლების შემდეგ. ახლა ფაშიზმის ახალი ტალღა მოდის, ამ საუკუნის ოციანი წლების ფაშიზმი. ადამიანებს მეზობლები დააბეზღებენ, რომლებიც იმუნური სისტემის ყალბი მოდელის ფიქციით გაამართლებენ თავის საქციელს. როგორ გგონიათ, 7, 2 მილიარდი ადამიანი როგორ გადარჩებოდა, ვირუსებთან გამკლავება რომ არ შეეძლოს ჩვენს ორგანიზმს? ლუი პასტერიდან და რობერტ კოხიდან მოყოლებული, არც ერთ თეორიას არ შთაუნერგავს ადამიანებისთვის ვირუსისადმი ასეთი შიში. ვირუსის მტრად გამოცხადება ძალიან ქმედითი მეთოდია ადამიანების დასაბნევად და პანიკაში ჩასაგდებად.

- გერმანელი მაყურებელი ხედავს მძიმე და შიშის მომგვრელ კადრებს ამერიკიდან და ალბათ ამიტომაც ეშინია. ისინი ხედავენ, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი დაინფიცირებულია და მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე - სადმე სხვაგან. თქვენ რატომ არ ხართ შეშფოთებული?

- მე უაღრესად შეშფოთებული ვარ. ორმოცი წელია, ჯანდაცვის სისტემაში ვმუშაობ და ვშიშობობ, რომ ადამიანის მთელ იმუნურ სისტემას საფრთხე ემუქრება. ხუთი თუ ექვსი ნაშრომი მივუძღვენი „მონსანტოს“ და მის მიერ წარმოებულ გლიფოსატებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებენ და კუჭნაწლავის ფლორას ანადგურებენ. სად არის საყოველთაო აღშფოთება ამის გამო? მსგავსი არაფერი ისმის. 20 თუ 30 წელი ვიბრძოდი ადამიანების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც „მონსანტოა“, ნიადაგს აფუჭებენ, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას ანადგურებენ, კუჭნაწლავის ფლორას ვნებენ. სად არის საზოგადოებრივი აღშფოთება იმის თაობაზე, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს ბიოსაკვების მოხმარების უფლება მისცეს; იმის გამო, რომ ყველაფერში პესტიციდებია. ოცი წელია ამაზე ვლაპარაკობ. ახლა კი მხოლოდ კორონაზე ლაპარაკი სურთ და ეშინიათ. ეს ყველაფერი სისულელეა. ეს არ არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან შიშის მთესველები საერთოდ არაფერს ამბობენ იმ დაავადებებზე, რომლებსაც ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის მესვეურები და საკვების მწარმოებელი კომპანიების პროდუქტები იწვევენ. წესიერება მოითხოვს, რომ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ ეპიდემიებზე ვისაუბროთ. ინდოეთში 300 მილიონი შაქრით დაავადებული ადამიანი ცხოვრობს. 300 მილიონი შაქრით დაავადებული, რადგან ადამიანები ისე აღარ იკვებებიან, როგორც - ადრე. მათი საკვებია დომინოს პიცა, შაქარი, შაქარი და კიდევ უფრო მეტი შაქარი. 300 მილიონი! წარმოიდგინეთ, რა გასაქანია კარდეოლოგებისთვის, ფარმაკოლოგიური საწარმოებისთვის და ასე შემდეგ.

- შეიძლება ვისაუბროთ იმ ვითარებაზე, რომელიც ახლა ნიუ-იორკშია შექმნილი? იმაზე, რასაც ადამიანები ისმენენ და ხედავენ ახალ ამბებში?

-როგორ ფიქრობთ, ნიუ-იორკში რამდენს აქვს დაქვეითებული იმუნური სისტემა?

- ვფიქრობ, რომ ბევრს... ვიცი, რომ ბევრი ამერიკელი მძიმედ არის დაავადებული.

- ცნობილია თქვენთვის ციფრები?

- არა.

- მაშინ ამაზე ვისაუბროთ. თუ მეცნიერულად გვინდა მივუდგეთ საკითხს, მაშინ რაოდენობაზე ვილაპარაკოთ. მეცნიერება თეორიებით კი არა, რაოდენობით ოპერირებს. მათემატიკა მნიშვნელოვანია. ღამეები გამითენებია მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში და ახლაც კარგი მათემატიკოსი ვარ. იცით, მათემატიკა რას გვეუბნება? იმას, რომ არც მრიცხველია ჩვენთვის ცნობილი და არც მნიშვნელი. ყველასთვის, ვინც საავადმყოფოში მოხვდება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდზე შემოწმების ორი სტანდარტი დააწესა. პირველის შემთხვევაში ხდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. როგორ აკეთებენ ამას? დნმ-ის პოლიმერული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით. ეს მეთოდი კერი მულისმა შეიმუშავა და ნობელის პრემიაც მიიღო. ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, თავად მოძებნეთ და გადაამოწმეთ. კერი მულისმა თავად თქვა, რომ ამ მეთოდით ჩატარებული ტესტის შედეგები არ არის საიმედო. მეორე არის  პი-სი-არ მეთოდით დიაგნოსტირება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მოიძებნოს ნუკლეოტიდის მცირე ნაწილაკი და გადამრავლდეს. შეიძლება იცით, რომ ყოველი ჩვენთაგანი ატარებს ამა თუ იმ ფორმით კორონავირუსს. ანუ მართლაც არ ვიცით, რა არის მრიცხველი. გარდა ამისა, დამატებითი ტესტირებაც შემოიღეს, რომელსაც კოვიდის მსაგავსი სახელი აქვს და მისით გამოვლენილი პაციენტებიც სხვა ტესტირებების შედეგად კოვიდით დაინფიცირებულად მიჩნეულთა რიცხვს მიეწერება. საავადმყოფოს პერსონალს უბიძგებენ, რომ კოვიდის დიაგნოზი დასვან და ფული და სასუნთქი აპარატები მიიღონ. ახლა ჯერ კიდევ გრიპის სეზონია და დავაკვირდეთ ციფრებს: ფილტვების ანთების დიაგნოზის მქონე ავადმყოფთა რაოდენობა იგივე სიჩქარით მცირდება, რა სიჩქარითაც იზრდება კოვიდის დიაგნოზის მქონე დაავადებულთა რაოდენობა. დააკვირდით ამ ტენდენციას, არც მრიცხველი ვიცით, არც - მნიშვნელი, ის კი ვიცით, რომ ხდება საავადმყოფოების პერსონალის წახალისება საიმისოდ, რომ, ამ დამატებითი რეგულაციის შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი პაციენტი დაარეგისტრირონ, როგორც კოვიდით ინფიცირებული. მაგრამ ციფრებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მიმდინარე წელს დაახლოებით იმდენივე გარდაიცვალა გრიპით, რამდენიც - წინა წლებში.

- და ბოლო კითხვა: გერმანიის მთავრობა ამ კვირაში გადაწყვეტს, გაიხსნება თუ არა კვლავ სკოლები, მაღაზიები და ასე შემდეგ. შეღუდვები 19 აპრილამდე პერიოდს მოიცავდა, შემდეგ კვირაში კი ეს პერიოდი მთავრდება. თანდათან ხსნიან შეზღუდვებს სხვა ევროპული ქვეყნებიც: დანია, ესპანეთი, ნორვეგია. რას ფიქრობთ ამ მკაცრი ზომების გაუქმებაზე? თუმცა ჯერ მაინც არ ვიცით, დაადგება თუ არა გერმანიის მთავრობა ამ გზას.

- მე ვფიქრობ, რომ ამ მთავრობებმა მთელი მსოფლიოსთვის უნდა გაასაჯაროონ კოვიდთან დაკავშირებული მონაცემები. მე მინდა ვნახო ნამდვილი ციფრები. მინდა ვნახო კოვიდით დაავადებულ პაციენტთა მონაცემები და იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელებიც მათ კოვიდის შეყრამდე ჰქონდათ. მე მყავს ასაკოვანი მეგობარი, რომელიც 40 წელია ეწევა. და ყოველ ჯერზე, როცა ფილტვების ანთება ემართებოდა, ხელოვნური სუნთქვით ასულიერებდნენ. ეს კოვიდამდე იყო. ახლა რომ ეს ჩემი მეგობარი საავადმყოფოში მოხვდეს, პი-სი-არ-მეთოდით ჩაუტარებენ ტესტს და, თუ გარდაიცვალება, გააფორმებენ, როგორც კოვიდ-19 -ით გარდაცვლილ პაციენტს. და არავინ მიაქცევს ყურადღებას მთელ წინაისტორიას: ძალიან ბევრს რომ ეწეოდა, ცუდად რომ იკვებებოდა, ზედმეტი წონა რომ ჰქონდა. ეს დიდი თაღლითობაა. მე მოვითხოვდი ციფრებს. ადამიანები, რომლებიც ავადდებიან სხვადასხვა ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, იმსახურებენ იმას, რომ მათ ეს ციფრები აჩვენონ. მინდა ვიხილო ექსელის ფაილი, რომელშიც კოვიდით დაინფიცირებული პაციენტის ვინაობის გასწვრივ მოცემული იქნება ყველა დაავადება, რომელიც პაციენტს კოვიდის შეყრამდე ჰქონდა. გარწმუნებთ, ეს მონაცემები არ იქნება გასაჯაროებული. მათი შესწავლა კი გამოამზეურებდა შემდეგს: ამ პაციენტთა 90 პროცენტს კოვიდის შეყრამდე აღენიშნებოდა არაერთი დაავადება და კოვიდის გარეშეც დიდი იყო მათი ამა თუ იმ დაავადებით გარდაცვალების ალბათობა.

- იტალიაში ხომ სწორედ ეს მოხდა...

- არავის ვუსურვებ იტალიის საავადმყოფოში მოხვედრას. ეს სასიკვდილო განაჩენია, საშინელი საავადმყოფოებია. თუ 60 წელზე მეტი ასაკის ხარ და იტალიაში საავადმყოფოში წვები, თვითმკვლელი ხარ. საუბარიც კი არ ყოფილა იმაზე, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ინტრავენურად C ვიტამინი შეეყვანათ. თუმცა არსებობს ასობით კვლევა იმაზე, რომ ეს კრიტიკული მდგომარეობისას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დასანიშნი მკურნალობაა. რატომ ვერ ვიხილეთ ამ მეთოდის გამოყენება, ერთ ექიმსაც არ უხსენებია ეს მეთოდი: C ვიტამინის დიდი დოზის შეყვანა ინტრავენურად. ეს ნამდვილი დანაშაულია, რადგან ისინი ვიტამინს ვაქცინითა და ფილტვების ვენტილაციით ანაცვლებენ და ამით ფულს აკეთებენ. იმ პაციენტების 90 პროცენტი, რომლებსაც სასუნთქი აპარატის მეშვეობით უმკურნალებენ, მოკვდებიან. ეს სასიკვდილო განაჩენია. ამიტომ დროა, არსებითი კითხვების დასმა დაიწყოთ და არა - ასეთის: „გჯერათ, თუ - არა, რომ კორონავირუსი არსებობს?“ არა, არა და არა! სულელური კითხვაა, მაპატიეთ პირდაპირობისთვის. განრისხებული ვარ როგორც მეცნიერი, რომელიც მთელი ცხოვრება იკვლევს, რომელიც მათემატიკით, ბუნებისმეტყველებითა და ფიზიკით არის დაკავებული მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაბრაზებს თაღლითობის მასშტაბი, რომელსაც გასაქანი მიეცა. პასუხისმგებლობა კი ეკისრება ელიტას, რომლის მიზანია, გაანადგუროს მსოფლიოს ეკონომიკა, ერთი წლის შემდეგ კი ყველა იძულებით აგვცრან ჩიპის მეშვობით ან რაღაც სხვა გზით. ეს ბილ გეითსის დიადი მიზანია. მას სწორედ ეს სურს. დროა ადამიანები გამოფხიზლდნენ და სწორი კითვები დასვან: რა არის იმუნური სისტემა? არის თუ არა იმუნური სისტემა ასეთი სუსტი? ვიცით თუ არა ნამდვილი ციფრები? თუ საზოგადოების ჯანმრთელობა გვადარდებს, მაშინ ვაღიაროთ, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას უკვე წლები და ათწლეულებია ასუსტებს დაბინძურებული წყალი, დაბინძურებული ჰაერი და დაბინძურებული საკვები. ნახეთ, რა ხდებოდა ექვსი თვის წინ, გაახილეთ თვალები, გამოდით სოციალური მედიის სამყაროდან. მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად ჰონ-კონგში, ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა უჰანში გარემოს დაბინძურება, იგივე მოხდა ვენესუელაში. თუმცა ორი პოპულისტი ხელისუფალი მოვიდა სათავეში: მოდი -ინდოეთში და დაონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებში. ძალაუფლების მპყრობელთ არ სჭირდებათ ხალხი, რომელიც ხმას იმაღლებს. ახლა უკვე აღარ ისმის საპროტესტო ხმები, არც ჰონ-კონგში, არც - საფრანგეთში. იტალია იყო ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის და თავისუფალი მედიცინის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი. ნახეთ ახლა, რა ხდება. ყველაფერი დასრულდა. მედიაში ვერ ნახავთ ამ თემების გაშუქებას. მედიები მხოლოდ კარანტინსა და შიშზე ლაპარაკობენ, მხოლოდ ეს არის სათაურებში გამოტანილი. რაც შეეხება სოციალურ იზოლაციას: გინდათ ვისაუბროთ იმაზე, რა მოაქვს სოციალურ იზოლაციას? ის, რაც მართლა იწვევს ვირუსულ ინფექციას, სოციალური იზოლაციაა! ნახეთ 1988 წლის გამოკვლევები, იზოლაცია ანგრევს და ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას! მოწევაზე, ჰიპერტონიასა და ჭარბ წონაზე მეტად! მოვა დრო, როცა ჟურნალისტები სწორ კითხვებს დასვამენ.

21.04.2020

რესპოდენტის შესახებ:

შივა აუუადურაი (დ. 1963) აშშ-ში მოღვაწე ინდოელი ბიოინჟინერი, გამომგონებელი და წარმატებული მეწარმეა. იგი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ინტენსიურად მუშაობს სისტემურ ბიოლოგიაში, არის გენმოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ ბრძოლისა ცნობილი აქტივისტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაუღლელი პროპაგანდისტი. 2015 წელს მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული კვლევის შედეგები: სისტემური ბიოლოგიის ბაზაზე, რთული მათემატიკური მოდელების გამოყენებით, იგი ასაბუთებდა, რომ გენმოდიფიცირებულ სოიოში, ბუნებრივთან შედარებით, სიმსივნის გამომწვევი ფორმალდეჰიდის ბევრად მაღალი, ხოლო ანტიოქსიდური გლუტაციონის ბევრად დაბალი შემცველობაა. მას მერე, როცა კვების პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტომ მისი კვლევის შედეგები უარყო, აუუადურაიმ „მონსატოს“ (ბიოტექნოლოგიით გამოყვანილი სასოფლო კულტურების ტრანსნაციონალურ კომპანიას) 10 მილიონი დოლარი შესთავაზა, თუ კომპანია გენმოდიფიცირებული პროდუქციის უსაფრთხოების დამტკიცებას შეძლებდა. ასევე, 10 მლნ. დოლარი შესთავაზა ჰილარი კლინტონს მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის, თუ ის აუუადურაიის კვლევის შედეგების გაბათილებას მოახერხებდა.

გერმანულიდან თარგმნა მარიამ დოლიძემ

წყარო:

https://www.youtube.com/watch?time_continue=1215&v=w0DMuH44h1Y&feature=emb_logo

demo.ge