რედაქციისაგან

ილია ჭავჭავაძე
( 1837-1907)
კაცობრიობის ისტორია იცნობს შემთხვევებს, როცა ჟამთა სიავით
დათრგუნვილი ესა თუ ის ერი, უაღრესი ძნელბედობისას, თითქოს საგანგებოდ,
დიად, ზეგარდმო მადლით ცხებულ პიროვნებას წარმოშობს, ვინც მხსნელად
მოევლინება მშობელ ხალხს, მის წინამძღვრობას იტვირთავს, გამარჯვების რწმენას
შთაბერვას და თან გაიყოლებს უკეთესი მერმისისათვის ბრძოლაში, პიროვნებას, ვინც
მშობელი ხალხის ნაციონალურ და სოციალურ იდეალებს კაცობრიობის პროგრესულ
მისწრაფებათა თანაზიარად აქცევს, «კაცობრიული წყურვილის მოსაკლავ წყაროს»
თავის თანამემამულეებსაც დააწაფებს და ეროვნულ კულტურას, მხატვრულ თუ
მეცნიერულ აზროვნებას ახალ სიმაღლეზე აზიდავს.
ეს რჩეული პეიროვნებანი თავიანთი ხალხების ცხოვრებაში ახალი ეპოქის
მაუწყებლად გვევლინებიან და მადლიერი შთამომავლობა უკვდავების შარავანდით
მოსავს მათ ხსოვნას.
ილია ჭავჭავაძე სწორედ ასეთი რჩეული პიროვნებაა ქართველი ერის
ისტორიაში.
პირველ რიგში სწორედ ილია ჭავჭავაძეს უნდა ვუმადლოდეთ ქართული
სულის, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას და აღზევებას; სწორედ
ილას დაუცხრომელი, მრავალმხრივი მოღვაწეობის, მისი ქედუხრელი ბრძოლისა და
რუდუნების შედეგია XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში ეროვნული და
სოციალური თავისუფლებისაკენ სწრაფვის გაღვივება და განმტკიცება, ახალი
იდეურ-პოლიტიკური, სოციალური და მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპების
დანერგვა და დამკვიდრება, - ახალი, აღმავალი ეტაპი ქართული საზოგადოებრივი
ცნობიერების განვითარებაში.
ამიტომაა, რომ ილიას სახელი ჩვენს შეგნებაში სისხლხორცეულად არის
დაკავშირებული საქართველოს ეროვნული და სოციალური თავისუფლების, მისი
განახლებისა და აღორძინების იდეასთან და ამ იდეის თავდადებულ მსახურებასთან;
ამიტომაა, რომ - როგორც დიდი აკაკი ამბობდა, - თუკი საქართველოს სიკვდილი არ
უწერია, საქართველოსთან ერთად ილია ჭავჭავაძეც უკვდავი იქნება.

ილია ჭავჭავაძემ სამოღვაწეო სარბიელზე გამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი
საზოგადოებრიობის ყურადღება, უმალვე მოიხვეჭა უდიდესი ავტორიტეტი და
პატივისცემა,
იმთავითვე
მოიპოვა
საყოველთაო
აღიარება
როგორც
«თერგდალეულთა» მოწინავე თაობის ღირსეულმა მეთაურმა. «რაც კი რამ იყო ჩვენში
ახალგაზრდა, მხნე, ახალი წესის და ცხოვრების მოყვარე, ყველამ იცნო ის პატიოსანი
მომავლის დროშა, რომელიც მხნედ ეკავა ილია ჭავჭავაძეს» (ნიკო ნიკოლაძე).
ილიას თანამედროვეებმა იმ ფაქტის გაცნობიერება შეძლეს, რომ «ილია
ჭავჭავაძე წარმოადგენს იმგვარ მწერალს და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც, XIX
საუკუნის ჩვენი საზოგადოების ცენტრალურ პიროვნებად ჩაითვლება»; რომ ილიას
«ნეაწერების შესწავლა შესწავლაა დიდის ეპოქისა... - დიდის ეპოქისა, რადგან
მეცხრამეტე საუკუნე იყო ის ხანა, როდესაც ქართველთათვის მეორედ შობა მოხდა და

საქართველომ სცნო და იპოვა თავისი დაკარგული სახე»; რომ ილია ჭავჭავაძე «იყო ამ
დაკარგული სახის მაძიებელ-აღმდგენელი», და რომ «ილიას ზრახვათა შეგნება
შეგნებაა ზრახვათა მეორედ შობილ და ახლად აღორძინებულ ქართველის ერისა»
(არჩილ ჯორჯაძე).
ილიას ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე, მისი მრავალრიცხოვანი
ნაწერებიდან არ ყოფილა არც ერთი, რომელიც მკითხველისა თუ კრიტიკისათვის
შეუმჩნეველი დარჩენილიყო და გამოხმაურება არ გამოეწვია, ხოლო არაერთი მისი
ნაწარმოები აზრთა სხვადასხვაობისა და ცხარე პაექრობის საგანიც გამხდარა.
ასე იყო ილიას სიცოცხლეში, ასა გაგრძელდა მისი გარდაცვალების შემდეგაც.
მძაფრმა პოლემიკამ ილიას შემოქმედებისა და მოღვაწეობის გარშემო ილიას
მოწამებრივი სიკვდილის მერეც დიდხანს გასტანა, და ამ პოლემიკასა და აზრთა
ჭიდილში თანდათან სულ უფრო და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ჭეშმარიტი
თვალსაზრისი ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის მემკვიდრეობის მაღალი
ღირებულების შესახებ, - იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის შესახებ, რომელიც მან
ქართველი ერის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.
ილია ჭავჭავაძე იყო არამარტო დიდი მწერალი-განმანათლებელი, მხატვრული
სიტყვის უბადლო ოსტატი - პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, რომლის შემოქმედებამ ერთი უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა ქართული
მწერლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში; არამარტო ქართული სალიტერატურო
ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ხალხური მეტყველებით მისი
გამამდიდრებელი; არამარტო ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური
კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი და უდიდესი
წარმომადგენელი, არამედ ასევე ჭეშმარიქტად დიდი მასშტაბისა და დიაპაზონის
მკვლევარი, რომლის ინტერესები და ენციკლოპედიური ცოდნა მეცნიერების მრავალ
დარგს მოიცავდა: ფილოსოფიას, ესთეტიკას, ეთიკას, სოციოლოგიას, ისტორიას,
ლიტერატურათმცოდნეობას,
ხელოვნებათმცოდნეობას,
ფოლკლორისტიკას,
ენათმეცნიერებას, პედაგოგიკას, ეკონომიკას, იურისპრუდენციას, სასოფლოსამეურნეო მეცნიერებათა დარგებს; ხოლო ილიას დაუღალავი, არაჩვეულებრივად
ფართო პრაქტიკული მოღვაწეობა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და
კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და განმსაზღვრელ
როლს ასრულებდა მათ წარმატებებში.
ქართველი ერის ისტორიაში - და არამარტო ქართველი ერის ისტორიაში - არ
მოიძებნება პიროვნება, რომლის სულიერი და პრაქტიკული მოღვაწეობის არეალი
ეგზომ ვრცელი და მრავლისმომცველი ყოფილიყოს, როგორც ილია ჭავჭავაძისა,
ხოლო ამ მოღვაწეობის შედეგები - ესოდენ დიდმნიშვნელოვანი მშობელი ქვეყნის
საზოგადოებრივი, სულერი და ინტელექტუალური ცხოვრების აღმავლობისათვის.
მაგრამ ილია ჭავჭავაძის ისტორიული ღვაწლი მხოლოდ იმ ფასდაუდებელი
წვილით არ განიზომება, რომელიც მას ქართული მხატვრული და მეცნიერული
აზროვნებისა თუ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების
სხვადასხვა სფეროთა განითარებაში აქვს შეტანილი.
თავისი ცხოვრების ერთადერთ მიზნად ილია ჭავჭავაძეს - დიდ ჰუმანისტსა და
ინტერნაციონალისტს - მშობელი ქვეყნისა და ერის სამსახური, მისი აწყმოს
გაუმჯობესებისა და მისი ბედნიერი მყოფადის მოპოვებისათვის ბრძოლა მიაჩნდა:
«ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და
უკანასკნელი სურვილიაო», - ამბობდა ილია და მთელი თავისი მოღვაწეობით,
მთელი თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით, მთელი თავისი ტიტანური

შემართებითა და ძალისხმევით ამ დიადი მიზნის განხორციელებას «განთვითეულებული»,
დაშორიშორებული,
«ერთის
გაწყვეტილის
ჯაჭვის
რგოლებივით» დაცალკევებული ქართველების ერთიან, მონოლითურ ორგანიზმად
შეკავშირებას, მისი თვითშეგნების გაღვივებასა და განმტკიცებას, მისი ეროვნული და
სოციალური თავისუფლების მოახლოებას ემსხაურებოდა. ხოლო უპირველესი
ამოცანა
«საყოველთაო
საქართველოს
კეთილდღეობისათვის»
ბრძოლაში
ილიასათვის ქართული ეროვნული სულის, ქართველთა ეროვნული მეობის
აღორძინება იყო - «ჩვენის დაცემულის ვ ი ნ ა ო ბ ი ს აღდგენა, ფეხზედ დაყენება და
დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან».
ილია ჭავჭავაძეს ცხადად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ «მინამ ჩვენი ვინაობა
თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო
საქმეთა სათავეში არ მოექცევა», - «სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი
არა აქვს ეხლანდელს საქართველოს შვილს». სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ილია ასე
დაბეჯითებით ქართველობას: «ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ
უნდა მოიყაროს თავი და ერთად, ძმურად იმოქმედოს. ყოველივე საქმე, ყოველივე
საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების მიმავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება,
სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყვენოთ.
სკოლაა, ბანკია თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისაკენ უნდა მივუბრუნოთ თავი...
აი, რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილ-კაცობა, მთელის ევროპის
მეცნიერებით და გამოცდილების ფარხმალით შეჭურვილი. აი, რა მოედანი უნდა
შემოიხაზოს თავისის მოქმედებდისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს».
პირველ რიგში სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამებრძოლების
დამსახურებაა, - ამ თანამებრძოლთაგან კი განსაკუთრებით აკაკი წერეთლისა, - რომ
XIX საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში - ილიასავე სიტყვით რომ ვთქვათ, კვლავ «გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა «მამული» მთელის თავის გულთმიმზიდველ და დიდებულ მნიშვნელობითა» და ამ წმიდათაწმიდა სიტყვამ,
«რომელიც ჟამთა ვითარებამ უძრავ ქონების სახელამდეღა დააქვეითა და
დაამდაბლა... კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი, ვითარცა მზემ, და თავისი
სხივოსანი შუქი მოჰფინა მთელს სივრცეს ჩვენი ცხოვრებისას»; პირველ რიგში
სწორედ ილიას ძალისხმევის შედეგია, რომ «მამულის» ცნებამ კვლავ აღიდგინა ბინა
ქართველთა გულში. ხოლო «აღდგენილმა მამულმა დაჰბადა მამულის სიყვარული,
მამულის-შვილობა, და საკვირველი არ არის, რომ მისი წარსული, მისი აწმყო და
მერმისი კვლევისა და გამოძიების საგნად შეიქმნა. «ვინა ვართ და რაინ ვართ» - ამ
ზღვაებრ ფართო საკითხს შემოეჯარა გარს ჩვენი მწერლობა, გვერდს ამოუდგა
სხვადასხვა მხრიდამ და ერთიანის ძალ-ღონით ფეხზე წამოაყენა გონების თვალის
გულღვიძლამდე გასაბნევად».
უპირატესად სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამებრძოლების
დამსახურებაა ისიც, რომ ახალმა ქართულმა მწერლობამ «აქამომდე დამალულ
წყლულსაც საზოგადოებურ სატკივარისას», - მდაბიოთა «უნუგეშო ყოფასაც... თავისი
ძლიერი კლანჭი გამოჰკრა და შეჰზარა ქართველთა გული მწვავის სურათებითა»;
თვალსაჩინო გახადა, «რომ მდაბიოთა ცხოვრებაშიაც არის ადამიანური გულთა-თქმა;
რომ ამ მდაბიოთა გული იგივ ზღვაა, საცა, თუ არ მეტი, ნაკლები მარგალიტები არ
არის გლოვისა და სიხარულისა, ჭირისა და ლხინისა, ძულებისა და სიყვარულისა;
რომ ამ მდაბიოთაცა აქვთ თავისი იდეალები, თავისი სანატრელები»...
რაღა თქმა უნდა, «მამულიშვილური და მოქალაქური გულისტკივილი»,
ეროვნული და სოციალური სატკივრისა და სიმძიმილის მწვავე შეგრძნება,

პროტესტი ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ილია ჭავჭავაძის
წინამორბედი ქართული მწერლობისათვისაც იყო ნიშანდობლივი. მაგრამ მოწინავე
ერვონულმა და სოციალურმა იდეალებმა, ერის ხსნისა და გადარჩენის გზების ძიებამ
პირველად სწორედ ილიას შემოქმედებაში პოვა იმ მწყობრი და თანმიმდევრული
კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ქართველი ხალხის ქმედებისა და ბრძოლის
ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა, - პროგრამად, რომლის საბოლოო მიზანს
ეროვნული და სოციალური ბორკილებისაგან თავდაღწეული, «შრომის სუფევასა» და
«ძმობის, ერთობის, თავისუფლების» პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების
აშენება წარმოადგენდა. ილია ჭავჭავაძე იდეური ბელადი იყო ქართველ მოღვაწეთა
იმ პლეადისა, რომელმაც ქართულ სინამდივლეში ასეთი საზოგადოების აშენებისა
და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.
ილია ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის საქართველოს უდიდესი ეროვნული
მოღვაწე,
ქართული
ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის
სულისჩამდგმელი და წინამძოლი; იგი იყო ჭეშარიტი სულიერი მოძღვარი
ქართველი ერისა, - ქართველობის «ვინაობის» ამაღორძინებელი და ნათელი
სამომავლო გეზის დამსახველი. ამაშია, უწინარეს ყოვლისა, ილიას ეპოქალური
დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე თვალის ერთი გადავებითაც
მკაფიოდ წარმოჩნდება, თუ რაოდენ დაძაბული და ნაყოფიერი შემოქმედებითი და
საზოგადოებრივი ცხოვრების გზა განვლო ილიამ, როგორი ფართო და
მრავალმხრივი იყო მისი სამოღვაწეო სარბიელი, რამდენად მიზანდასახული,
მტკიცედ გააზრებული, თანმიმდევრული და განუხრელი იყო მისი სამოქმედო გეზი.
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით),
ყვარელში, გადამდგარი ოფიცრის, თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული
პიროვნების, თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძის ოჯახში. მშობლიური
ლიტერატურის სიყვარული მომავალ მწერალს დედამ შთაუნერგა - მარიამ
ქრისტეფორეს ასულმა ბებურიშვილმა, რომელმაც, ილიას გადმოცემით, «მშვენივრად
იცოდა მაშინლდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლული
თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი
იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი...»
ილიას ათის წლისას გარდაეცვალა დედა, თხუთმეტი წლისას - მამა,
დაობლებული ილიას და მისი და-ძმების მოვლაპატრონობა იტვირთა მამიდამ მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ, რომელმაც ძმისწულების მიმართ დედური
მზრუნველობა გამოიჩინა.
1848 წელს ილია თბილისის ერთ-ერთ საუკუეთესო კერძო პანსიონში მიაბარეს,
სადაც აღსაზრდელებს «საზოგადო საგნებს გარდა, ასწავლიდნენ ძველ ენებში ლათინურს, ახალში - ფრანგულს, გერმანულს» (გრიგოლ ყიფშიძე). 1852-1856 წლებში
ილია თბილისის გიმნაზიის მოსწავლეა, 1857 წელს კი, გიმნაზიის დამთავრების
შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად იგი რუსეთს მიემგზავრება და პეტერბურგის
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხდება.
სტუდენტობის ოთხი წელი - დროის ეს მცირე მონაკვეთი - უაღრესად
მნიშვნელოვანი პერიოდია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაში: ეს წლები, ილიასავე
სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო მისი «ცხოვრების საძირკველი, ცხოვრების წყაროს
სათავე, ბეწვის ხიდი, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული», ეს იყო
ილია ჭავჭავაძის - როგორც პიროვნების, მოაზროვნისა და მწერლის - ფორმირებისა

და სრულყოფის ხანა, ხანა ილიას პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური,
ფილოსოფიური და მხატვრულ-ესთეტიკური მრწამისის შემუშავებისა.
თანამედროვეთა გადმოცემით, «უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით
პოლიტიკური და ეკონომიური საგნები აინტერესებდა» (კოხტა აბხაზი); იგი
თავაუღებლივ მეცადინეობდა, «თვითონ იკაფავდა გონების გახსნის გზას» და
«ცხოვრების დაკვირვებით, ლიტერატურის გაცნობით, კითხვით, ფიქრით, ბაასით,
მოქმედებისა და წერის ცდით» ისწრაფვოდა «მომზადებულიყბო ჩვენი ქვეყნის
სასარგებლო მსახურად» (ნიკო ნიკოლაძე); ილია ინტენსიურად მუშაობდა
საქართველოს ისტორიისა და მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ღრმად და
საფუძვლიანად შესასწავლად, რუს და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა
მემკვიდრეობის დასაუფლებლად; გატაცებით დაეწაფა რუსეთის რევოლუციონერდემოკრატების-ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის ნააზრევს,
აითვისა და გაითავისა მათი მოწინავე იდეოლოგია.
შემდგომში ილია ჭავჭავაძე საგნგებოდ მიუთითებდა იმ სასიკეთო
ზემოქმედებაზე, რომელიც რუსულმა მწერლობამ და მეცნიერებამ მისი თაობის
მსოფლმხედველობის შემუშავებაზე მოახდინა: «თქმა არ უნდა, - წერდა ილია, - რომ
რუსულმა ლიტერატურამ დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია წარმატების გზაზედ და
დიდი ზედმოქმედება იქონია ყოველს მასზედ, რაც ჩვენს სულიერ ძალ-ღონეს
შეადგენს და ჩვენს გონებაზედ, ჩვენს აზრს, ჩვენს გრძნობასა და ერთობ ჩვენს
მიმართულებას ზედ დააჩნია მან თვისი ავკარგიანობა. არ არის დღეს ჩვენში არც
ერთი მოღვაწე და მომქმედი კაცი მწერლობაში თუ საზოგადო საქმეთა სარბიელზედ,
რომ თავისუფალი იყოს ხსენებულ ლიტერატურის ზედგავლენისაგან. საკვირველიც
არ არის: რუსულმა სკოლამ - მეცნიერებამ გაგვიღო კარი განათლებისა და
რუსულმავე ლიტერატურამ მოაწოდა საზრდო ჩვენს გონებასა და გამოჰკვება ჩვენი
აზრი მოძრაობის გზაზედ. თვითოეული ჩვენგანი, გინდა თუ არა, უნდა
დასწაფებოდა ამ ორს წყაროს თავის სულიერ წყურვილის მოსაკლავად. სხვა გზა არ
იყო. ამიტომაც საბუთი გვაქვს ვსთქვათ, რომ თვითოეული ჩვენგანი რუსულის
ლიტერატურით გაზრდილა, თვითოეულს ჩვენგანს მის გამონაკვევზედ აუგია თავსი
რწმენა, თავისი მოძღვრება და თავისი საგანი ცხოვრებისა საზოგადო საქმისათვის ამ
გამონარკვევის მიხედვით გამოურჩევია».
მაგრმ სხვა ეროვნული კულტურის კეთილისმყოფელი ზემოქმედების
აღნიშვნასთან ერთად, ილია ჭავჭავაძე ხაზგასმით მიუთითებდა საკუთარ კლასიკურ
მემკვიდრეობასთან ამ კულტურის მონაპოვრის შეთანხებისა და მისი კრიტიკული
ათვისების აუცილებლობაზე. რასაკვირველიაო, წერდა ილია, «ამ ზედმოქმედებამ
რუსულის ლიტერატურისამ მარტო იმას შესძინა სიკეთე, რომელმაც ყოველი
გამონარკვევი ამ ლიტერატურისა თავის საკუთარ კრიტიკის ქარცეთხლში გაატარა,
ბრმად არ იწამა, ბრმად არ მიიმჩემა და ამრიგად არ დაიხვია ხელზედ ცხოვრებაში
იოლად წასვლისათვის... ჩვენდა საბედნიეროდ, ვიტყვით, რომ ზოგნი ჩვენში,
რუსულ ლიტერატურის მეოხებით გაზრდილნი და გაწურთნილნი, ასე ბრმად ტყვედ
არ მისცემიან ამ ლიტერატურის აუცილებელს ზემოქმედებას. ამაც ჯერ
გამოუძიებიათ მისი გამონარკვევნი და მერე ისე ან შეუთვისებიათ, ან უარყვიათ.
ჩვენდა სანუგეშოდ, მარტო ამას არ დასხერებიან: იმავე კრიტიკით და გამოძიებით
მხარდამხარ ასდევნებიან ამ ლიტერატურის წინსვლას, წარმატებას და არ
გაჩერებულან მის რომელსამე ხანაზედ».
ილია ჭავჭავაძე უკვე სტუდენტობის წლებშივე ჩამოყალიბდა იმ მაღალი რანგის
მოაზროვნედ, რომელიც კაცობრიობის აზროვნების გამოცდილებასა და მონაპოვარს

არასოდეს ბრმად არ იწამებს, უთუოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებს და
მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებს საკუთარი შეხედულების, საკუთარი
თვალსაზრისის მასალად თუ დასაყრდენად...
სტუდენტობდის წლები უმნიშვნელოვანესი პერიოდთაგანია ილია ჭავჭავაძის
შემოქმედებით ბიოგრაფიაშიც.
სწორედ ამ წლებში ქმნის ილია თავისი მადლიანი ნიჭით და მკაფიო
მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილსა და მაღალი მოქალაქოებრივი
პათოსით განსმსჭვალულ უბრწყინვალეს მხატვრულ ნაწარმოებებს, რომელთაც
არაჩვეულებრივად ძლიერი საზოგადოებრივ რეზონანსი მოიპოვეს და ახალი ეტაპი
შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და, საზოგადოდ, მთელი
ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში.
ამ პერიოდშია დაწერილი ილიას პოეტურ ნაწარმოებთა დიდი უმეტესობა და,
მათ შორის, ისეთი დიდმნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა პოემა «აჩრდილი»
(პირველი ვარიანტი, 1859 წ.), რომელიც მშობელი ხალხის უმწვავეს ეროვნულ და
სოციალურ პრობლემებზე ღრმად დაფიქრების ნაყოფს წარმოადგენს და ეროვნული
და სოციალური თავისუფლების მძაფრი წყურვილითა და სამშობლოს ნათელი
მერმისის მტკიცე რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი
იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა «ქართვლის დედა» (პირველი ვარიანტი,
1860 წ.) რომელშიც ქართველი ხალხის მომავალი განმათავისუფლებელი ბრძოლების
ემოციურად დამუხტული სურათია წარმოსახული; პოემა «რამდენიმე სურათი ანუ
ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ» (1860 წ.), - საოცრად მძლავრი და თამამი პროტესტი
XIX საუკუნის საქართველოს უმთავრესი სოციალური ბოროტების - ბატონყმობის
წინააღმდეგ.
ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ილიას პოეტურ თარგმანთა უდიდესი
ნაწილი (პუშკინის, ლერმონტოვის, შილერის, ჰაინეს, ბაირონის და სხვათა
ნაწარმოებების თარგმანები) და მთელი მისი სატრფიალო ლირიკა, რომლებმაც
ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა XIX საუკუნის ქართული პოეზიის
ისტორიაში, ასევე საზოგადოებრივი პრობლემისამდი მიძღვნილი, პროგრესული
სოციალური და ეროვნული იდეალებითა და მხატვრული სიახლით აღბეჭდილი
საყოველთაოდ ცნობილი ლექსები: «ხმა სამარიდამ», «გუთნისდედა», «ქართვლის
დედას», «ჩემი თარიარალი», «ნანა», «ელეგია», «მუშა», «იანიჩარი», «ქართველ
სტუდენტების სიმღერა», «გაზაფხული» «(ტყემ მოისხა ფოთოლი»...); «პოეტი»,
რომელგიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ილიას შეხედულება პოეზიისა და
პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ; «მესმის, მესმის, სანატრელი», შთაგონებული იტალიის სახალხო გმირის ჯუზეპე გარიბალდის ლეგენდარული
რაზმის ძლევამოსილი განმათავისუფლებელი ბრძოლებით, - რაზმისა, რომლის
წევრად გახდომა ჭაბუკი ილიას სანუკვარი ოცნება იყო.
ამავე ხანებში იქმნება ილიას მხატვრული პროზის უშესანიშნავესი ნიმუშები,
რომელთაც განმსაზღვრელი როლი შეასრულეს ქართული კრიტიკული რეალიზმის
განვითარებაში: მახინჯი სოციალური სინამდვილის, ბატონყმური ინსტიტუტის
მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა «გლახის ნაამბობი» (პირველი ვარიანტი) და
ესკიზები მოთხრობისა «კაცია-ადამიანი?!», სადაც მებატონეთა გადაგვარებული,
ისტორიულად განწირული კლასის ყოვლად უგვანი და უშინაარსო, მცონარული
ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საზოგადოდ ადამიანის, მისი ზნეობის,
მისი ცხოვრების აზრისა და მიზნის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაფიქრებას
იწვევს.

დაბოლოს, ამავე ხანებში იწერება ილია ჭავჭავაძის პირველი ლიტერატრულკრიტიკული წერილი - «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის
კაზლოვიდგან
«შეშლილის»
თარგმანზედა»,
რომელმაც
ახალი
თაობის
ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა და დასაბამი მისცა ქართულ
პროფესიულ სალიტერატურო კრიტიკას. მასში, ისევე როგორც მომდევნო წერილებში
-«პასუხი» (1861 წ.) და «საქართველოს მოამბეზედ» (1863 წ.), ნათლად არის
ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტკის - და
საკუთრივ ქართული რეალისტური მწერლობისა და კრიტიკის - ძირითადი
პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი
დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მათი მიმართების, მათი
განვითარების კანონზომიერებისა და სპეციფიკის მატერიალისტური გაგება;
დასმულია და დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთოსახელხო ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. სწორედ «ორიოდე სიტყვა...»
იქცა საწყისად ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა ორი თაობის იმ მწვავე,
უკომპრომისო პოლემიკისა, რომელიც «მამათა» და «შვილთა» ბრძოლის სახელითაა
ცნობილი და რომელიც «შვილების» ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა.
1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
ხანგრძლივი განშორების შემდეგ სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით
აღძრულმა ფიქრებმა და ემოციებმა, მისი ჭირ-ვარამის, მისი «დაყუჩებული
ტკივილების» მძაფრმა განცდამ და მზადყოფნამ მშობელი ქვეყნისა და ხალხის
ერთგულად მსახურებისა - მაღალმხატვრული ასახვა პოვა ილიას შესანიშნავ
ნაწარმოებში «მგზავრის წერილები», რომელიც არამარტო მისი ავტორის ან მხოლოდ
«თერგდალეულთა» თაობის მიზნებსა და ამოცანებს, მათს ნათელ იდეურ და
პოლიტიკურ პროგრამას, არამედ საზოგადოდ ქართველი ხალხის სასიცოცხლო
მოთხოვნილებებს,
მთელი
საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს და მიზანდასახული აქტივობის,
მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით არის განმსჭვალული.
იმ ცნობილი სიტყვებით, რომელთაც «მგზავრის წერილების» პერსონაჟი მოხევე ლელთ ღუნია წარმოთქვამს: «ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო», სრულიად
აშკარად და მკაფიოდ არის გაცხადებული ეროვნული თავისუფლების დიადი იდეა, ილია ჭავჭავაძის ურყევი ეროვნული მრწამსი, რომელიც მთელი ქართველი ხალხის
განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად ორიენტირად და საბრძოლო
ლოზუნგად იქცა.
1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებებს და რედაქტორობს ჟურნალს
«საქართველოს მოამბე», რომელიც, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა,
თავისი არსებობის ერთი წლის მანძილზე ქართველ სამოციანელთა პროგრესული
საზოგადოებრივი და ეროვნული იდეალების მაღალ ტრიბუნას, ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშეს წარმოედგენდა. ეპოქის
მოწინავე დემოკრატიული იდეების პროპაგანდით, პატრიოტული გრძნობების
გაღვივებით,
მაღალიდეური
და
მაღალმხატვრული
ხელოვნების
დამკვიდრებისათვის დაუცხრომელი მოღვაწეობით «საქართველოს მოამბემ»
უდიდესი
როლი
შეასრულა
ქართული
ჟურნალისტიკის,
მწერლობის,
საზოგადოებრივი აზროვნებისა და კულტურის ისტორიაში. პირველად სწორედ
«საქართველოს მოამბის» ფურცლებზე დაიბეჭდა ილიას «კაცია-ადამიანი?!, «გლახის
ნაამბობისა» და «კაკო ყაჩაღის» პირველი ნაწილები, ნაწყვეტები «აჩრდილიდან»,
მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკის შედევრები - «მას აქეთ, რაკი» და «ჩემო

კალამო», სტუდენტობის წლებში დაწერილი ლექსების მნიშვნოლვანი ნაწილი,
უბრწყინვალესი
ფილოსოფიურ-პუბლიცისტური
წერილი
-«საქართელოს
მოამბეზედ» და არაერთი სხვა.
1863 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა ოლღა თადეოზის ასულ
გურამიშვილზე, ადამიანზე, რომელიც ილიას ცხოვრების ერთგული და განუყრელი
თანამგზავრი გახდა.
ქორწინების ერთი წილის თავზე «ილიამ გადასწყვიტა ნივთიერ საღსრის
მოსაპოვებლად სამსახურში შესულიყო» (გრ. ყიფშიძე). იგი ჯერ ქუთაისის გენერალგუბერნატორის საგნგებო მინდობილობათა მოხელედ იწყებს მუშაობას, შემდეგ,
იმავე წლის ნოემბრიდან, საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან
დაკავშირებით, ინიშნება მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში;
1868-1873 წლებში იგი დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის
თანამდებობაზე მუშაობს და დუშეთშივე ცხოვრობს.
ეს
პერიოდი
ერთობ
საყურადღებო
აღმოჩნდა
ილია
ჭავჭავაძის
ბიოგრაფიისათვის. მიუხედავად სამსახურებრივი საქმეებით დატვირთულობისა,
ილია ამ ხანებში გატაცებით აგროვებს ქართული ხალხური სიტყვების ნიმუშებს ლექსებს, ზღაპრებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანდაზებს - და განაგრძობს
ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას: ამ ხანებში დაწერა მან «გლეხთა
განთავისუფლების პირველი დროების სცენები» (1865 წ.), გადაამუშავა «ქართვლის
დედა» (1871 წ.) და «აჩრდილი» (1872 წ.), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ
ჩაფიქრებულ «მგზავრის წერილებსა» (1871 წ.) და «გლახის ნაამბობზე» (1873 წ.). ამავე
პერიოდში შეიქმნა პარიზის კომუნისადმი მიძღვნილი ილიას შესანიშნავი ლექსი «1871 წელი, 23 მაისი (კომუნის დაცემის დღე)», ეროვნული წყლულების მტკივნეული
აღქმით გამოწვეული სატირული ლექსები - «რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით» და
«ბედნიერი ერი», ქართული პატრიოტული ლირიკის ერთი უმშვენიერესი
ქმნილებათაგანი - «ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია», რომელშიც მშობელი
ქვეყნის ბედნიერი მომავლის სანუკვარი იმედია გამოხატული; ამავე პერიოდს
განეკუთვნება ილიას მწვავე სატირულ-პუბლიცისტური ლექსები: «გამოცანები»,
«კიდევ გამოცანები» და «პასუხის პასუხი» (1871-1872 წწ.), რომლებშიც არამარტო
მხილებული და გამათრახებულია «მამათა» კონსერვატიული ბანაკი, არამედ
მკაფიოდ არის ფორმულირებული «შვილების» იდეური მრწამსი, მათი
საზოგადოებრივი და პატრიოტული მიზნები, მათი ეროვნული და მოქალაქეობრივი
პოზიცია.
1873 წელს ილია ჭავჭავაძე დუშეთიდან თბილისში ბრუნდება და აქტიურად
ებმება პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომელსაც, პროვინციაში
ცხოვრების გამო, ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 წელს მას
ირჩევენ სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, რომელიც
ილიას მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და
უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად
კულტურულ-საზოგადოებრივ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას («ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადებას», ქართულ თეატრს, ქართულ
გიმნაზიას, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას დს სხვ.).ამ თანამდებობაზე
ილია 1905 წლამდე მუშაობს და პარალელურად მრავალმხრივ საზოგადოებრივ და
შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: 1877 წელს ილია ჭავჭავაძეს ირჩევენ
«საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების» ვიცე-პრეზიდენტად; 1881 წელს - მისვე
ინციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგაოების თავმჯდომარედ;

1879 წლიდან ილია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეა (თავმჯდომარე - დიმიტრი ყიფიანი),
ხოლო 1885 წლიდან სიცოცხლის დასარსულამდე - საზოგადოების უცვლელი
თავმჯდომარეა.
1877 წეს ილია ჭავჭავაძემ დაარსა პროგრესული პოლიტიკურ-ლიტერატურული
პერიოდული გამოცემა - «ივერია», რომელიც ილიას და მის თანამებრძოლთა
დაუცხრმელი მოღვეწეობის მეოხებით, სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს
საზოგადოებრივი, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ძირითად ცენტრს
წარმოადგნენდა, სათავეში ედგა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ
ბრძოლას, წარმმართველ როლს ასრულებდა ჰუმანისტური, დემოკრატიული,
პატრიოტული და ინტერნაციონალური იდეალების დანერგვასა და განმტკიცებაში,
ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში.
უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდში ილია ჭავჭავაძის
შემოქმედებითი მოღვაწეობაც: 1873 წელს ილია, ივანე მაჩაბელთან ერთად, თარგმნის
შექსპირის ტრაგედიას «მეფე ლირი»;1878 წელს ამთავრებს მუშაობას ისტორიულ
პოემაზე «დიმიტრი თავდადებული», რომელიც საქართველოს მეფის - დემეტრე
მეორის მოწამებრივი აღსასრულის მხატვრული წარმოსახვით სამშობლოსათვის
თავგანწირვის პატრიოტული იდეის ცხოველყოფას ემსხაურება.
1879 წელს ილია აქვეყნებს უდიდესი შთამბეჭდავი ძალის მოთხრობას «სარჩობელაზედ», რომელშიც გადმოცემული «პატარა ამბავი! - უთვისტომო,
ცხოვრებაში გზააბნეული ძმების ტრაგიკული თავგადასავალი - ამ «უსამართლო
ქვეყანაში»
ადამიანის
ხვედრის,
ადამიანისა
და
საზოგადოების
ურთიერთმიმართების, მათი უფლებებისა და მოვალეობების, დანაშაულისა და
სასჯელის ურთულეს ფილოსოფიურ, ეთიკურ და სოციალურ პრობლემებს აღძრავს.
1882-1883 წლებში ილია ქმნის ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემას
«განდეგილი», - ერთ-ერთ უდიადეს მხატვრულ ნაწარმოებს ქართული მწერლობის
ისტორიაში, რომელშიც სულისა თუ ხორცის არჩევანის - ზეციერისა თუ მიწიერის,
იდეალურისა თუ მატერიალურის, - «სააქაოს» მიღება-არ მიღების მარადიული
პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია სოციალური
«ასკეტიზმი» და ეგოცენტრიზმი, ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა, და
ადამიანის არსებობის აუცილებელ პირობად, მის უმთავრეს დანიშნულებად და
მოვალეობად ამა სოფლისათვის, მოყვასთათვის ზრუნვაა დასახული; 1883 წელს
ილია წერს შესანიშნავ ლექსს «ბაზალეთის ტბა», რომელიც ქართველი ერის
აღორძინების ნატვრითა და იმედითაა განმსჭვალული; 1887 წელს ილია ქმნის
ქართული პროზის ერთ უბრწყინვალეს ძეგლს - მოთხრობას «ოთარაანთ ქვრივი»,
რომელშიც საგლეხო რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული ყოფის რეალისტური
სურათი - თავადაზნურობისა და გლეხობის ურთიერთობანი და ამ ურთიერთობათა
გადაულახავი წინააღმდეგობებია ასახული. მაღალ და დაბალ წოდებათა შორის
ილიას მიერ წარმოჩენილი «ჩატეხილი ხიდი» მკითხველს საზოგადოდ ადამიანთა
სულიერი კონტაქტების სიძნელეზე და ადამიანის სიმარტოვისა და წუთისოფლის
გაუტანლობის «საჭირბოროტო და წყველა- კრულვიან» საკითხებზე დააფიქრებს,
ხოლო ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის, ილიას მხატვრული ტალანტით
ხორცშესხუმული ქართველი დედის წარუშლელი სახე მთელი ქართველი ხალხის
სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.
70-90-იანი წლებში იწერება და ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი,
თემატურად უაღრესად მრავალფეროვანი და იდეურ-პოლიტიკური თვალსაზრისით

ძალზე აქტუალური ნაშრომები, ნარკვევები და წერილები, რომლებიც ილიას
თანამედროვე სინამდივლის სხვადახსვა სფეროებს შეეხება და რომელთაც უდიდესი
როლი შეასრულეს ქართული საზოგადოებრივი აზრვონებისა და ეროვნული
ცხოვრების გააქტიურებასა და განვითარებაში.
უაღრესად მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის ამ პერიოდის ნაშრომები და
წერილები ლიტერატურათმცოდნეობის დარგში. მათ შორის ძალზე საყურადღებოა
ილიას წერილი - «აკაკი წერეთელი და «ვეფხისტყაოსანი» (1887 წ.) რომელსაც ფრიად
საპატიო ადგილი განეკუთვნება რუსთველოლოგიური კვლევა-ძიებისა და საერთოდ
ქართული
ლიტერატურულ-კრიტიკული
აზროვნების
ისტორიაში;
მეტედ
მნიშვნელოვანია ილიას «წერილები ქართულ ლიტერატურაზე» (1892 წ.) - პირველი
წარმატებული ცდა ახალი ქართული ლიტერატურის განხილვა-დახასიათებისა და
მის მთლიანობასა და განვითარებში.
ასევე ფრიად მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის ამავე პერიოდის ნაშრომები
ისტორიის დარგებშიც, რომლებიც ცხადად მოწმობენ, რომ ილიას «საქართველოს
ისტორიოგრაფიაშიც ისეთი ღვაწლი ჰქონია, რომლის დავიწყების უფლება არც ერთს
ქართველს არა აქვს» (ივ. ჯავახიშვილი). განსაკუთრბული რეზონანსი პოვეს ილიას
პოლემიკური ხასიათის წერილებმა - «აი ისტორია» (1889 წ.) და «ქვათა ღაღადი» (1899
წ.), რომლებითაც გამანადგურებელი პასუხი გაეცა საქართველოს ისტორიისა და
კულტურის განმაქიქებლებსა და ფალსიფიკატორებს.
პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა პედაგოგიკის პრობლემებისადმი მიძღვნილ
ილიას ნაშრომებსა და წერილებს. მათ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია «ბ-ნ
იანოვსკის წერილისა გამო» (1881 წ.) და «პედაგოგიის საფუძვლები» (1888 წ.),
რომლებიც დღესაც ინარჩუნებენ მაღალ შემეცნებით ღირებულებას.
ქართული თეატრმცოდნეობისათვის ფუძემდებლურია ილიას წერილები
ეროვნული თეატრისა და დრამატურგიის შესახებ.
ქართული პუბლიცისტიკის განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცეს ილიას
სისტემატურმა «შინაურმა მიმოხილვებმა» (1879 – 1885 წწ.), რომლებშიც
იმჟამინდელი ქართული საზოგდოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა
საჭირბოროტო საკითხი იყო წამოჭრილი და საფუძვლიანად განხილული.
უდიდეს როლს ასრულებდნენ ილიას მრავალრიცხოვანი ნაწერები, მიძღვნილი
საქართველოს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგებისადმი.
ძალზე საყურადღებოა ამ პერიოდში გამოქვეყნებული ილიას ნარკვევები და
წერილები პოლიტიკური ეკონომიის საკითხებზე: «ცხოვრება და კანონი» (1877 – 1881
წწ.), «კერძო და სათემო მიწათმფლობელობა» (1886წ.), «ხიზნების საქმე» (1880, 1886
წწ.), «საზოგადოებრივ ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები» (1897 წ.)
და სხვანი; წერილები ბანკის, კრედიტის და ფინანსების საკითხებზე; წერილები
მრეწველობაზე და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამ ნარკვევებსა და წერილებში, რომლებშიც
ილია, საქართველოს კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებით, პოლიტიკური
ეკონომიის საკვანძო საკითხებს ეხებოდა, ცხადად ჩანს როგორც კლასიკური
ბურჟუაზიული პოლიტეკონომიის, ასევე მეცნიერული აზრის უახლესი მონაპოვრის
ღრმა, საფუძვლიანი ცოდნა და, კერძოდ, ცოდნა «სახელოვანი», «დიდებული მარქსის»
(ილიას გმოთქმით) ეპოქალური თხზულებებისა (თუმცა, რა თქმუ უნდა, ეს იმას არ
ნიშნავს, თითქოს ილია ყოველთვის ეთანხმბეოდა მათში განვითარებულ
შეხედულებებს).
ასევე ძალზე საყურადღებოა ილიას წერილები ციკლი სოფლის მეურნეობის
საკითხებზე (მევენახეობასა და მეღვინეობაზე, სოფლის მეურნეობის ძვირფას

კულტურებზე, მესაქონლეობაზე და ა.შ.); წერილები უცხოეთის შესახებ - ევროპისა
დთუ აღმოსავეთის ქვეყნების პოლიტიკაზე და არაერთი სხვა.
ილიას მძლავრი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და
მოვლენების ღრმად განსჯისა და ფართო განზოგადებათა იშვიათი უნარით
აღბეჭდილი ეს შესანიშნავი ნაშრომები, ნარკვევები და წერილები საერთოდ XIX
საუკუნის მეორე ნახვერის ქართული საზოგადოებრივ აზროვნების მაღალი
შესაძლებლობების ნათელი დადასტურებაა.
1905 წელს, რევოლუციის დაწყებისთანავე, ილია ჭავჭავაძემ საქართველოს
ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის მოთხვონა წამოაყენა, კიტა აბაშიძე ასე
აღწერდა ამ დიდად მნიშვნელოვან ფაქტს: «...მახსოვს მოძღვარი იმ დროს..., მახსოვს
დიდებული კაცი, რომელმაც ჩვენ, მასზე უფრო აღგზნებულებს, - გარეგნად მაინც, თავისსის დინჯის და წყნარის შენიშვნით ის ნაბიჯი გადაგვადგმევინა, რომელიც
უიმედოდ მიგვაჩნდა იმ წრესა და პირობებში, სადაც ვმოქმედებდით. «პეტიცია»
თავად-აზნაურთა
კრებებისათვის
უნდა
მიგვეღებინებინა.
ამ
თავადაზნაურობისაგან... არას გამოველოდით და ამიტომ ვცდილობდით მეტად
დიდი გასაბედავი არ მოგვეთხოვა, რომ მცირეზედაც უარი არ გვეთქმევინებია, და
საქართველოს ერის უფლებები მხოლოდ კილოკავად მოვიხსენიეთ; მახსოვს
მოღძღვარი, რომელმაც განაცხადა: მე მაგას ხელს ვერ მოვაწერ, მანდ ქართველის
ერისათვის არაფერია, ჩასწერეთ შიგ მოთხვნილება ავტონომიისა და პირველი ვაწერ
ხელს»... - კი მაგრამ, რომ არ მიიღოს კრებამ? - ამ ამ ჩემს თავზე მიდვიაო» (გაზ.
«ისარი», 1907, №206). და მართლაც, თავისი დიდი ავტორიტეტის მეოხებით, ილიამ
თბილისის გუბერნიის თავად-აზნურთა კრებას თითქმის ერთხმად მიაღებინა ეს
მოთხოვნა და პეტერბურგში გასაგზავნ პეტიციაში ჩააწერინა: «სახელმწიფოს საერთო
სარგებლობა და საჭიროებანი აიძულებენ თავადაზნაურობას გამოსთქვას თავისი
რწმენა, რომ ქართველი ხალხის კულტურული განვითარება იქნება შესაძლებელი
მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს, რომელმაც ნებაყოფლობით შეუერთა თავისი
ბედი რუსეთის ბედსა, მიენეჭება უფლება, იქონიოს საკუთარი მართვა-გემგეობა და
კანონები, წარმომადგენელთა ადგილობრივ კრებისაგან შემუშავებული და
გამოცემული, და ამ კრებისათვის წარმომადგენლები საყოველთაო, პირდაპირის,
საიდუმლო და ყველასათვის თანასწორ კენჭისყრით თუ იქმნებიან ამორჩეულნი».
(გაზ. «ივერია», 1905, №43). ასეთივე მოთხოვნე გაეგზავნა იმპერატორს დასავლეთ
საქართველოს თავად-აზნაურთა სახელითაც.
1906 წელს ილია ჭავჭავაძეს ირჩევენ სახელმწიფო საბჭოს წერვად. «სახელმწიფო
საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, - ამბობდა ილია, - ეს მხოლოდ
ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყი: საბჭოში მთელ
საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები».
სწორედ ამიტომ - სწორედ მთელი საქართველოს, მთელი ქართველი ერის
სასიცოცხლო ინტერესების დაცვის გამო მოკლეს ილია საქართველოს მტრებმა.
ეს დიდი ეროვნული ტრაგედია 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა.
«ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ», - წერდა ვაჟაფშაველა.
მაგრამ საქართველოს მოკვლა, მოკვლა ქართული ეროვნული სულისა და
ეროვნული და ეროვნული თავისუფლების დიადი იდეისა, რომლის აღორძინებას
ილიამ საკუთარი სიცოცხლე მოუტანა მსხვერპლად, უკვე შეუძლებელი იყო.
«ილიას წმიდა სისხლის ღვარი» იმ ემბაზად იქცა, რომელშიაც განბანილმა და
ნათელღებულმა ქართველმა ერმა, «სულით ამაღლებულმა და გონებით

გამოფხიზლებულმა» (კ. აბაშიძე), ილიას ანდერძნამაგი ხელთუქმნელ განძად
შერაცხა, თავისი ცხოვრების განუშორებულ თანამგზავრად აქცია, ფარად იაფარა და
უქრობ ჩირაღდნად წარიმძღვარა დრო-ჟამის ქარტეხილებთან ჭიდილში.
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ილიას ნეშტის წინაშე აკაკის მიერ
წამრთქმული სიტყვები: «შენი საქმეები და ღვაწლი თავისთავად იღაღადებენ... თუ
საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები».
ილია ჭავჭავაძე - მისი წმიდა სახება, მისი ნამოღვაწარი და ნაანდერძევი საქართველოსთან ერთად ცოცხლობს, სამარადჟამოდ განუყოფელია სრულიად
საქართველოსაგან, «მარად და ყველგან» საქართველოსთანაა, ვით მისი «თანამდევი
უკვდავი სული».

*

*

*

1987 წლის ნოემბერს 150 წელი სრულდება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან.
ამ დიდად ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, რომელსაც ზეიმით
აღნიშნავს ქართველი ხალხი მთელ საბჭოთა ხალხთან და მრავალრიცხოვან
საზღვარგარეთელ მეგობრებთან ერთად, საქართველოს კომუნისტური პარტიის
ცენტრალური კომიტეტისა და რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით
იწყება ილიას თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის გამოცემა ოც ტომად.
დღემდე ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მრავალი სხვადახსვა ტიპის გამოცემა
არსებობს. მათ შორის საგანგებოდ აღსანიშნავია რამდენიმე გამოცემა, რომელთაც
თავის დროზე საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდათ.
პირველად ილია ჭავჭავაძის თხზულებანი ოთხ ტომად დაიბეჭდა 1892 წელს, ამ
გამოცემას განსაკუთრებულ ღირსებას ჰმატებს ის გარემოება, რომ იგი მომზადდა
უშუალოდ ავტორის მეთვალყურეობით. ერთხანს რატომღაც გარვცელებული იყო
მცდარი აზრი, თითქოს ეს გამოცემა ავტორის ჩაურევლად განხორციელებულიყოს.
რის გამოც ზოგი სპეციალისტი მას უნდობლად ეკიდებოდა. თავისთავად ძნელი
წარმოსადგენია, რომ მწერალი გულგრილი დარჩენილიყო თავის თხზულებათა
პირველი სოლიდური გამოცემის მიმართ. მართლაც, ამ ბოლო დროს გამოვლენილმა
მასალებმა სავსებით დაადასტურა, რომ ილია 1892 წლის გამოცემის მომზადებაში
აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
თავის თხზულებათა გამოცემისათვის ზრუნვა მწერალს ჯერ კიდევ 1885 წელს
დაუწყია და სათანადო ხელშეკრულებაც დაუდვია ქართული წიგნის გამომცემელ
ვარლამ ჭილაძესთან. ვ.ჭილაძის დავალებით გადმოწერილი თხზულებანი ავტორს
ხელთ ჰქონია სარედაქციოდ. მაგრამ იმჯერად ილიას თხზულებათა გამოცემის ცდა,
ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, უშედეგოდ დასრულდა.
ამის შემდეგ, 1891 წელს, ილიას თავისი ნაწერები გამოსაცემად გადაუცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის, მაგრამ
შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ - ცხადია, ავტორის
თანხმობით, - ამ თხზულებათა გამოცემის უფლება დაუთმო ახლად დაარსებულ
«წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობას», რომელსაც ალ. ჯაბადარი
ხელმძღვანელობდა. ამ ამხანაგობამ პირველმა გამოსცა ილია ჭავჭავაძის
თხზულებანი, მაგრამ ნაცვლად განზრახული 10 ტომისა გამოსცა მხოლოდ 4 ტომი,

რომლებშიც თავმოყრილია ილიას მხატვრული ნაწარმოებები (პოეზია, პროზა,
თარგმანები). კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, სამწუხაროდ,
გამოუცემელი დარჩა.
მეორე ცდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემისა, უკვე
მწერლის სიკვდილის შემდეგ, ეკუთვნის ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს
მიხეილ გედევანიშვილს. 1912 წელს მან შეადგინა სარედაქციო კომისია, რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობას იღებდნენ თვალსაჩინო ქართველი მწერლები,
მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი: კიტა აბაშიძე, არჩილ ჯორჯაძე, გრიგოლ
ყიფშიძე, ივანე ჯავახიშვილი იოსებ გედევანიშვილი, ივანე გომართელი, გიორგი
ლასხიშვილი და სხვები. კომისიის მუშაობა დაგვირგვინდა 1914 წელს ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომის გამოქვეყნებით, რომელიც თავისი დროისთვის
მაღალ მეცნიერულ დონეზე იდგა და პოლიგრაფიულადაც მშვენივრად იყო
გამოცემული (მხატვრული გაფორმება ეკუთვნის მხატვარ პენრიკ ჰრინევსკის). ტომს
ახლავს გრიგოლ ყიფშიძისა და კიტა აბაშიძის წერილები ილია ჭავჭავაძის
ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, მიხეილ და იოსებ გედევანიშვილების
წინასიტყვა და შენიშვნები. I ტომში შედის მწერლის მხოლოდ ორიგინალური
მხატვრული ნაწარმოებები (ლექსები, პოემები, მოთხრობები), რომელთაც დართული
აქვთ ვარიანტები, ყრმობის ლექსები, ნაწყვეტები. აქვე პირველად არის
წარმოდგენილი ილიას უნიკალური იკონოგრაფიული მასალა.
მომდევნო ტომებში უნდა დაბეჭდილიყო დიდი მწერლის კრიტიკულპუბლიცისტური მემკვიდრეობა, მაგრამ გამოცემა შეჩერდა პირველი მსოფლიო ომის
გამო, როგორც მოღწეული მასალებიდან ჩანს, მიხეილ გედევანიშვილს 1922 წელს
უცდია დაწყებული საქმის გაგრძელება, მაგრამ მოულოდნელმა სიკვდილმა მას ამ
განზრახვის სისრულეში მოყვანა აღარ დააცალა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ილიას თხზულებათა სრული
კრებულის გამოცემა ითავა ახლად დაარსებულმა გამომცემლობამ «ქართულმა
წიგნმა», რომელმაც 1925-1929 წლებში დაბეჭდა დიდი მწერლის თხზულებათა ათი
ტომი პავლე ინგოროყვასა და ალექსანდრე აბაშელის რედაქციით. ეს გამოცემა
თავიდან ცხრა ტომად იყო დაგეგმილი და ასეც არის აღნიშნული სატიტულო
ფურცლებზე, მაგრამ შემდეგ რედაქციას საჭიროდ მიუჩნევია ტომების რაოდენობის
გაზრდა: «ახალ მასალათა აღმოჩენის გამო, ილიას მთელი ლიტერატურული
მემკვიდრეობა ვერ მოთავსდება ცხრა ტომის ფარგლებში, და ამ ძირითადი სერიის
(ცხრა ტომის) დასრულების შემდეგ, განზრახულია რამდენიმე დამატებითი ტომის
გამოშვება» («რედაქციისაგან», ტ. VII, 1928, გვ.V). დამატებითი ტომების გეგმას
რედაქცია უფრო დაწვრილებით აცნობს მკითხველს IX ტომის წინასიტყვაობაში:
«მეორე სერიაში (დამატებით ტომებში) შევა ილიას ნაწერების შემდეგი ციკლები: ა.
საზოგადოებრივი ცხოვრების დღიური; ბ. წერილები სახალხო მეურნეობის
საკითხებზე; გ. წერილები უცხოეთზე; დ. ილიას კორესპონდენცია. ავტობიოგრაფიული მასალები; ე. დამატებანი. უკანასკნელ წიგნში დაიბეჭდება
ილიას ბიოგრაფია და კრიტიკული მიმოხილვა ილიას ნაწერებისა. - აქვე მოთავსდება
აგრეთვე ბიბლიოგრაფიული და ქორონოლოგური საძიებლები» («რედაქციისაგან», ტ.
IX, 1928, გვ. VII).
განზრახული დამატებითი ტომებიდან 1929 წელს გამოიცა მხოლოდ X ტომი,
რომელშიაც მოთავსებულია «წერილები უცხოეთზე», დანარჩენი ტომების გამოცემა
კი მაშინ ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ამ გამოცემას მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულებს შორის, რადგანაც მასში

მხატვრულ თხზულებებთან ერთად (ტ.I-III) პირველად არის წარმოდგენილი
მწერლის კრიტიკულ-პუბლიცისტური მემკვიდრეობა (ტ.IV-X). აქვე დაბეჭდილია
მანამდე უცნობი რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებებიც, აგრეთვე - ცალკეულ
ნაწარმოებთა ბოლო რედაქციისაგან საგრძნობლად განსხვავებული ადრინდელი
ვარიანტები. ტექსტები დადგენილია პირველწყაროებზე დაყრდნობით და
დალაგებულია თემატურ-ქრონოლოგიური პრინციპით, უმეტესობას ახლავს ვრცელი
კომენტარი.
ამ გამოცემის სამეცნიერო აპარატი შედგენილია ცნობილი მეცნიერის პავლე
ინგოროყვას მიერ, რომელსაც განსაკუთრებული დამსხაურება მიუძღვის ილია
ჭავჭავაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლისა და გამოცემის საქმეში.
მისი რედაქტორობით განხორციელდა ილიას თხზულებათა კიდევ ორი გამოცემა ხუთ ტომად და ათ ტომად.
ხუთტომეულის პირველი ტომი, რომელსაც პ. ინგოროყვასთან ერთად
რედაქტორობდა ალ. აბაშელი; მკითხველმა მიიღო დიდი მწერლის დაბადების ასი
წლის თავზე - 1937 წელს. ეს ტომი მთლიანად მოიცავს ილიას ორიგინალურ
მხატვრულ თხზულებებს - ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, პიესას. დანარჩენი
ტომები გამოიცა მხოლოდ პ. ინგოროყვას რედაქტორობით. II-IV ტომები და V ტომის
ნაწილიც დათმობილი აქვს კრიტიკულ-პუბლიცისტურ თხზულებებს. V ტომში
წარმოდგენილია აგრეთე ილიას პირადი წერილები. აქვეა დაბეჭდილი პ. ინგოროყვას
ვრცელი ნარკვევი «ილია ჭავჭავაძე» და «ილიას შემოქმედებითი მატიანე», ყოველ
ტომს დართული აქვს რედაქტორის «სარედაქციო შენიშვნები» და თხზულებათა
ვარიანტები.
აღნიშნული ტომები დიდი ინტერვალებით გამოდიოდა (II ტ. 1941 წ, III ტ. -1952
წ., IV ტ. – 1955 V ტ - 1962 წ.), ასე რომ მთლიანად ხუთტომეულის გამოცემას
ოცდახუთი წელი მოუნდა. ამასობაში წამოწყებული იქნა და უფრო ადრე დასრულდა
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის კიდევ ერთი გამოცემა ათ ტომად
(1951-1961).
ათტომეული გამოიცა საქართელოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა
რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის
გრიფით და ცნობილია აკადემიურის სახელით, მაგრამ იგი კვლავ პავლე ინგოროყვას
რედაქტორობით არის გამოცემული, მისივე წინა გამოცემების პრინციპებს ემყარება
და ბოლომდე არ იცავს აკადემიური გამოცემისათვის სავალდებულო მოთხოვნებს.
საერთოდ პ. ინგოროყვასეული გამოცემების დიდ ღირსებას შეადგენს ილიას
მანამდე უცნობი მრავალი თხზულების გამოვლენა, ავტოგრაფებისა და ნაბეჭდი
წყაროების ღრმა ანალიზი და ფრიად საგულისხმო, ვრცელი კომენტარები. მაგრამ
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გამოცემებს ზოგი ხარვეზიც ახლავს როგორც მასალის
სისრულის, ისე ტექსტის დადგენის პრინციპების მხრივ.
პ. ინგოროყვა გამოცემიდან გამოცემამდე თანდათანობით ავსებდა ილიას
ტომებს ახლად მოპოვებული მასალით, მაგრამ ამის შემდეგაც მეცნიერული კვლევაძიებით კიდევ გამოვლინდა ახალი წერილები, რომლებიც უთუოდ ილიას კალამს
ეკუთვნის. მხედველობაში გვაქვს უმთავრესად «დროებასა» და «ივერიაში»
ხელმოუწერლად დაბეჭდილი მეთაური წერილები, რომლებიც შინაარსობრივად
მეტად მრავალფეროვანია, რაოდენობით კი რამდენიმე მოზრდილ ტომს შეადგენს.
მათი ილიასეულობა ამჟამად უკვე ეჭვმიუტანლად არის დადგენილი (თ.
მაჭავარიანის, პ. კეშელავას, ალ. კალანდაძის, შ. გოზალიშვილის, ა. კენჭოშვილის, ნ.
ტაბიძის, ლ. ჭრელაშვილის, ნ. შალუტაშვილის, ვ. ჟვანიას და სხვათა ნაშრომებით).

დღემდე არსებულ გამოცემებში არ შესულა და სრულიად უყურადღებოდ იყო
დატოვებული ილიას ხელით დაწერილი ბევრი დოკუმენტი და საარქივო მასალა,
ასევე თარგმანების ერთი ნაწილი.
ამ გამოცემების ნაკლია აგრეთვე ის, რომ ილიასეულ ტექსტში შეტანილია
ზოგიერთი გაუმართლებელი ცვლილება, ნაბეჭდი წყაროები და ვარიანტები
სრულად არ არის აღნუსხული.
ყოველივე ამან და კლასიკოსთა გამოცემის საქმეში დაგროვილმა ქართული
საბჭოთა ტექსტოლოგიური მეცნიერების მდიდარმა გამოცდილებამ განაპირობა
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი სრული აკადემიური კრებულის გამოცემის
აუცილებლობა, ბუნებრივა, რომ ეს გამოცემა დაუკავშირდა დიდი ილიას დაბადების
საიუბილეო თარიღს.
ახალი აკადემიური გამოცემა, რომელიც ოც ტომად არის ნავარაუდევი, სრულად
მოიცავს მწერლის მხატვრულ, კრიტიკულ, პუბლიცისტურ და ეპისტოლარულ
მემკვიდრეობას, აგრეთვე - დოკუმენტებსა და საარქივო მასალებს, ერთი სიტყვით,
ყველაფერს, რაც დღესდღეობით ილიას კალმის ნაყოფად არის ცნობილი.
ნაწარმოებთა განაწილება ტომებში ემყარება ჟანრობრივ-ქრონოლოგიურ
პრინციპს: ჟანრობრივად ერთგვაროვანი მასალა ლაგდება ქრონოლოგიურად. I ტომი
მოიცავს პოეზიას, II ტომი - პროზაულ და დრამატულ თხზულებებს, III-IV ტომები მხატვრულ თარგმანებს, V-XVI ტომებში თავმოყრილია ილიას უმდიდრესი
კრიტიკულ-პუბლიცისტური მემკვიდროება, XVII –XVIII ტომებში - პირადი
წერილები, XIX ტომში - საარქივო მასალები და დოკუმენტები, უკანასკნელი ტომი კი
ეთმობა ბიბლიოგრაფიულ მასალებსა და საძიებლებს.
აკადემიური გამოცემის დევიზია - მკაცრი მეცნიერული საფუძვლიანობა.
ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა უნდა ითქვა ტექსტის დადგენის თაობაზე.
ილია ჭავჭავაძე იყო ქართული სალიტერატურო ენის დიდი მოამაგე და
ნორმათა კანონმდებელი, რომელმაც განსაზღვრა მისი განვითარების ძირითადი
გეზი XIX ს. 60-იანი წლებიდან ჩვენს ეპოქამდე. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ილიას
მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან გზაზე მწერლის ენამ გრამატიკულ ნორმათა
თვალსაზრისით საგრძნობი ევოლუცია განიცადა. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი,
რამაც განაპირობა პარალელურ ენობრივ ფორმათა სიმრავლე ილიას ენაში და
ერთგვარად გაართულა მისი თხზულებების ტექსტის დადგენა.
პარალელურ ფორმათა უნიფიცირება და ერთი პრინციპის გატარება უთუოდ
ყალბ წარმოდგენას შეუქმნიდა მკითხველს ილიას ენაზე და არ მოგვცემდა
საშუალებას, დაგვენახა ფორმათა ნაირფეროვნება და ურთიერთჭიდილი, რასაც
ადგილი ჰქონდა ქართულ სალიტერატურო ენაში XIX ს. მეორე ნახევარში. მაგრამ
ისეთ შემთხვევაში, როცა თვიონ მწერალი აღიარებს ამა თუ იმ ფორმის
უპირატესობას და ცდილობს მის დამკვიდრებას, ბუნებრივია, ჩვენც დავიცვათ
ავტორის ნება და ცალკეული ფორმები მისსავე ნორმას შევუფარდოთ.
თუ რა გრამატიკულ ნორმებს იცავდა ილია საბოლოოდ, ეს კარგად ჩანს 1892
წელს გამოცემული მისი თხზულებების ოთხტომეულიდან, სადაც ავტორს არაერთი
ენობრივი შესწორება აქვს შეტანილი მხატვრულ ნაწარმოებთა ტექსტში.
ჩვენს გამოცემაში, რა თქმუ უნდა, ეს ტექსტები იბეჭდება იმ სახით, როგორც
ისინი საბოლოოდ გამოვიდა ავტორის ხელიდან, ე.ი. როგორც წარმოდგენილია 1892
წლის გამოცემაში. მაგრამ როგორ მოვექცეთ იმ ადრეულ ნაწარმოებთა ტექსტს,
რომლებიც აღნიშნულ გამოცემაში არ არის შეტანილი ან სარეთოდ არ დაბეჭდილა
ავტორის სიცოცხლეში?

აღიარებული ტექსტოლოგიური პრინციპის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა
დავიცვათ ავტორისეული ტექსტი და თავი შევიკავოთ მისი ყოველგვარი
სწორებისაგან. მაგრამ ეს არ ეხება ორთოგრაფიულ ნორმებს. უამისოდ საგრძნობლად
გაიზრდებოდა ფომათა სიჭრელე, კერძოდ, ისეთ ფორმათა რაოდენობა, რომლებსაც,
როგორც ავღნიშნეთ, მართებულად არ მიიჩნევადა თვით ილია ჭავჭავაძე. ასეთ
ფორმებს იგი თვითონვე ასწორებდა გვიანდელ გამოცემებში. ამასთანავე, თუ
ადრეულ ფორმებს დავტოვებდით მხოლოდ იმ ნაწარმოებებში, რომლებიც ავტორის
სიცოცხლეში საერთოდ არ გამოქვეყნებულა, ან გვიან აღარ დაბეჭდილა, დანარჩენ
თხზულებათა
ტექსტს
კი
წარმოვადგენდით
ილიასეული
გვიანდელი
ორთოგრაფიით, ამით მკითხველს მაინც ვერ შევუქმნიდით სწორ წარმოდგენას
ილიას ენის ევოლუციის პროცესზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე
გამოცემის მომზადებაზე მომუშავეთაგან ზოგი არ უჭერდა ამას მხარს, სარედექციო
კოლეგიამ მიზანშეწონილად ცნო ილიასეულ ტექსტში ცალკეულ ორთოგრაფიულ და
გრამატიკულ ფორმათა შესწორება იმ ნორმათა შესაბამისად, რომელთაც იცავდა
თვითონ ავტორი. სახელდობრ:
ე.წ. «ზედმეტი ასოები» (Î, å, ჶ) ამოღებულია და შეცვლილია თანამედროვე
ორთოგრაფიის შესაბამისად.
თანამედროვე ნორმების მიხედვით არის გამართული პუნქტუაცია და
კომპოზიტების მართლწერა (მცირე გამონაკლისის გარდა).
ვითარებითი ბრუნვის ნიშნად ყველგან ხშირია -ად, -დ და არა -ათ, -თ (თუ ის
განმტკიცებული არ არის რითმით).
ზმნისწინებში წარმოდგენილია მო, შე, შემო და სხვა სახეობანი (ეს არ ეხება
პერსონაჟთა მეტყველებას).
უ ხმოვნის წინ I სუბიექტური პირის ნიშანი ვ ყველგან დაცულია.
III სუბიექტური პირის ნიშნად მრ. რიცხვში სათანადო შემთხვევაში
წარმოდგენილია -ნენ სუფიქსი და რა -ენ.
-ავ თემის ნიშნით არის შეცვლილი -ამ თემის ნიშანი იმ ზმნებში, სადაც მისი
ხმარება სალიტერატურო ენის ნორმებს არ შეესაბამება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორებანი საერთო ანგარიშში ფრიად მცირე და
იშვიათია.
აღნიშნული სწორებანი არ ეხება «სხვადასხვის» სახელწოდებით გაერთიანებულ
მხატვრულ ნაწარმოებებს, პიესებს, პირად წერილებს, დოკუმენტებს, აგრეთვე
ვარიანტებში წარმოდგენილ რედაქციებს, სადაც გავასწორეთ მხოლოდ უნებლიე
ლაფსუსები.
სწორება არ შეხებია ისეთ პარალელურ ფორმებს, რომელთა ხმარების მხრივაც
ილიას ენაში რაიმე კანონზომიერება არ შეინიშნება. ასე, მაგალითად, მწერალი
არაიშვიათად ხმარობს ფორმებს: ახალგაზდა, გძელი, ფთხილი და სხვანი, სადაც
თანხმოვანთა შორის მოქცეული რ დაკარგულია. ასეთი დაწერილობა უფრო ხშირია
ადრეულ ავტოგრაფებსა და გამოცემებში, მოგვიანებით კი ბევრი მათგანი
შესწორებულია და რ ილიას მიერ აღდგენილია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი
სწორება ბოლომდე იყოს გატარებული.
ერთმანეთის პარალელურად, ზოგჯერ ერთსა და იმავე ნაწარმოებშიც კი
გვხვდება ფორმები: თავისუფლება და თავისიუფლობა, ერთგულება და ერთგულობა,
უბედურება და უბედურობა, ცხოვრებს და ცხოვრობს და ა. შ.

ასევე ენაცვლებიან ერთმანეთს წუთისოფელი და წუთის-სოფელი, შევარდენი
და შავარდენი, საღმრთო, სამღვთო და საღვთო, გარეშემო, გარშემო და გარშამო და
სხვ.
სიტყვა ბავშვი, რომლის დაწერილობის მხრივაც XIX საუკუნეში დიდი სიჭრელე
შეინიშნება, ილიასთან უმეტესად გვხვდება ბაშვის ფორმით. როგორც ჩანს, მწერალს
სწორედ ეს ფორმა მიაჩნდა მართებულად: ასეა ეს სიტყვა ყოველთვის
წარმოდგენილი ავტოგრაფებში და ხშირად ამ სახითვე არას გასწორებული
პირველნაბეჭდისეული ბავშვი ხელახლი გამოცემის დროს (სახელდობრ, ილიას
თხზულებათა 1892 წლის გამოცემაში). ამიტომ რედაქციამ საჭიროდ მიიჩნია დაეცვა
ეს ილიასეული ფორმა, მაგრამ ხელი არ გვიხლია არც იმ ფორმისათვის რომელიც
დღევანდელ სალიტერატურო ენაში არის დამკვიდრებული.
აღნიშნულთა მსგავსი პარალელური ფორმები ილიას ტექსტში დატოვებულია
იმ სახით, როგორც გვხვდება ძირითად რედაქციაში (A ვარიანტში). იშვიათად, როცა
A ვარიანტისეული დაწერილობა ძალზე სპეციფიკურია და სალიტერატურო
ენისათვის უჩვეულოა, ის შეცვლილია სხვა ვარიანტებში წარმოდგენილი ან ილიას
ენაშივე სხვაგან დადასტურებული უფრო მართებული ფორმით (შაბადი - შაბათი,
მგზავსი - მზგავსი, შხირად - ხშირად, აქედ - აქეთ...).
ყოველი შესწორება საგანგებოდ არის აღნიშნული თითოეული ტომის ბოლოს
დართულ ვარიანტებსა და შენიშვნებში. იქვე სათანადოდ არის ასახული როგორც
ხელნაწერი, ისე ნაბეჭდი პირველწყაროების ვარიანტები.
თითოეულ თხზულებას ერთვის აგრეთვე ტექსტოლოგიური და ისტორიულლიტერატურული ხასიათის კომენტარები.

ლექსები
ყვარლის მთებს

სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით გაუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლით ვჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზე თქვენსა სიმაღლეს
და შევნატრიდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავდნენ შიშით სრბოლასა,
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
სადა წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან ოყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა,

ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.
როს ყმაწვილური მწუხარება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენ წინ ვღვრიდი ჩემ ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..
რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოველი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვსჭვრეტ ციაგსა ცასა.
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..
მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდან თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.
1857-სა წელსა, 15-სა აპრილსა,
ს. კარდანახი.

სანთელი
ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალწინ ბნელსა განმინათლებდა;

აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზედ ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს...
ებრძვის სიკვდილსა ჩემი სანთელი,
მაგრამ მას, წყეულს, რა დაამარცხებს?
ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელი
შანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს.
აგერ ოთახსაც ჩრდილმა გადაჰკრა,
კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი;
აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა...
რა დამრჩა მისგან? - მწვარი პატრუქი.
ეგრედაც კაცი ძლიერი ქრება,
რა ეწვევა მას სიკვდილი - მტერი;
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება
ერთი მუჭაღა გამხმარი მტვერი.
1857-სა წელსა, 16-სა დეკემბერსა,
ს.-პეტერბურღი.

ხმა სამარიდამ
I
სამართალს ფულითა ვსჭრიდი,
გროშისათვის კაცს გავყიდდი,
თვით ძმას ორმოს გავუთხრიდი
და ჩემს ჯიბეს ნელ-ნელ ვზრდიდი.
საზრდოს გლეხსა წავართმევდი,
მშიერს, მწყურვალს დავაგდებდი,
თუ შიმშილით მოკვდებოდა,
მე ის არ დამნანდებოდა.
რაც კი რამ ჰქონდა საწყალსა,
ჩემს ჯიბეს აძლევდა ხარჯსა.
ჩემი ჯიბე ვტენე, ვტენე,
ისე მოვკვდი, ვერ გავტენე.
II
ობლის ვედრება, ტირილი
ჩემთვის ოყო გაუგებრად, -

განა ვიყავ მე გულჩვილი? სხვის ტირილი მიჩნდა მღერად.
წვრილშვილნი გლეხთა ქვრივებსა
შიმშილით ეხოცებოდნენ, მათაც კი ვსთხოვდი ფულებსა,
როს საქმისთვის მოვიდოდნენ.
ირჩობოდა, კაცს ვხედავდი,
მე შემეძლო მის მორჩენა, მის მორჩენას გავბედავდი,
თუ მესმოდა ვერცხლის ბზენა.
III
თუ არა და ხელსა ვკრავდი
და მას წყალში მე ჩავკლავდი.
ბევრსა საქმეს ამის მსგავსსა
მე ვიქმოდი მეტად კარგსა.
სიცოცხლეს კარგად ვიცნობდი
და იმ ცნობით ვსარგებლობდი:
დროზედ სიბრმავე ვიცოდი,
დროზედ თვალის ახილება,
დროზედ სიფიცხით ვიწოდი,
ხანც ვიცოდი დაზანტება.
IV
გლეხებთან ვიყავ ჭკვიანი,
ტუტუცი ნაჩალნიკთანა;
უხმოსთან ვიყავ ხმიანი
და უსიტყვო ხმიანთანა.
ვინც მე შიშით მიყურებდა,
მას ბრაგაბრუგს დავუწყებდი,
და ვინც კი დამიყვირებდა,
მას მე ფეხქვეშ ვუძვრებოდი.
ღმერთმა მომცა მარდი ხელი,
დაუღლელი თავის დღეში,
მუნით ცურდებოდა ჭრელი
ჩემ გაუმაძღარ ჯიბეში.
V
სულ ჯიბისთვინა ვცდილობდი,
მისთვის კაცსა ტყავს ვაძრობდი:
ეს წყეული ვტენე, ვტენე,
აჰა, მოვკვდი, ვერ გავტენე...
რაღა გითხრათ? ვიყავ კარგი,

ქვეყნისათვის დიდი მარგი.
არც ვიყავ დიდი, არც მცირე,
ჩემს დღეში ცრუადა ვსწირე;
არც ვიყავ გლეხი, არც ბეგი;
მაშ რა ვიყავ? მდივანბეგი!
და აწ მეხი გლეხებისა,
ერთგული ყმა ფულებისა,
მტვრადა ვდევარ სამარესა,
მოდი, ენდე ცრუ სოფელსა!..
შეიბრალეთ ჩემი გვამი!..
თუ ოდესმე ვინმემ ნახეთ,
საიქიოს თუა ქრთამი,
გამახარეთ, ჩამომძახეთ.
1857-სა წელსა, 27-სა დეკემბერსა,
ს.-პეტერბურღი.

ღამე

როცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მიწყდება
და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი,
როს მძინარს სოფელს კამარა ცის ზედ გარდეშლება, სამხრეთის ღამევ, მაშინ მიყვარს ყურება შენი!
[1857 – 1861 წწ.]

გაზაფხული
ვიშ, გაზაფხული
მოდის მორთული,
მოდის და მოაქვს
ცით სიხარული.
ამწვანდა მთები,
ტყე და მინდვრები,
ათასფრად ჰყვავის
ბაღი და ზვრები.
განახლებული,
გაცოცხლებული
ჰლხინობს და ჰსტკბება
ყველა სულდგმული.
ბეღურა იქ ჰმღერს,
ბულბული აქ სტვენს,

თვის მიჯნურ ვარდსა
დაჰკვნესს და დაჰკვნესს.
აგერ პეპელა
ფრთააკრეფილი
ყვავილს სწოწნს ნელა
და თრთის ყვავილი.
იქავ კურკურით,
ჩუმის ჩურჩულით
წყარო ჩამორბის
ლხენით, ჩუხჩუხით.
რარიგად ჰგიჟობს
ბრწყინვალე წყარო,
მიცურს და ჰხარობს:
"ყინვით არ ვარო".
ზამთრითა შეკრულს,
წყალს დამონებულს
ყინვა ადნება,
მონებაც სწყდება.
მიდის, აძლევს ბანს
ქვეყნის გალობას
და მით მადლს უხდის
თავისუფლობას.
ყველა ყვავდება,
გველი ახლდება,
რა ჰხედავს ტკბილ დღეს,
გამოცოცხლდება, და მარტო გული,
ერთხელ მოკლული,
არც აყვავდება,
არც გაცოცხლდება!
1858-სა წელსა, 7-სა მარტსა,
ს.-პეტერბურღი.

ჩიტი
ვგალობ და ვგალობ
და იმით ვხარობ,
რომ მე ქვეყანას

გალობით ვატკბობ.
ჩემია წერა:
მღერა და მღერა,
ლხენა, გალობა,
თავისუფლობა.
ღვთით მოცემული
დიდ არს ქვეყანა,
გახარებული
ვფრინავ ყველგანა.
სადაც კი მინდა,
გადავფრინდები,
ნიჭი მაქვს წმინდა,
საფრენად - ფრთები.
ლურჯსა ჰაერში
ჩავიღუპები,
ფოთლიან ტყეში
დავიბუდები.
ღამეს ვატარებ
ხეზედა ძილით,
დილას ვახარებ
გალობით ტკბილით.
და რა მზე მალვით
თავს შორს ამოჰყოფს,
მის სხივი კრძალვით
ფოთლებს ააშრობს, გავიშლი ფრთებსა,
გავიჭიმები,
გავიწვდი ფეხსა,
გავიზმორები.
ჯერ შევხედავ ცას,
ქვეყნის დამბადავს,
მერედ - მთა და ბარს,
ჩემსა შემნახავს,
მერედ - ჩემს ფრთებსა,
ჩემ საყვარლებსა...
მათის იმედით,
მღერით და ლხენით,

მსწრაფლ ისარივით
ცას აღვფრინდები
და შორს ქარივით
თვალწინ გავქრები.
მინამ ვარ უფლად
ჩემის თავისა,
მხიარულ სტუმრად
ვარ მაისისა,
და როს ცდუნებით,
ძალდატანებით,
გალიას ჩამსმენ, მშვიდობით, ველო,
მაშინ აღარ გსტვენ,
საწყალობელო!
დაღონებული,
ფრთებდაშვებული,
დავიწყებ ჭკნობას,
სიკვდილის ხმობას...
და, ველო, შენსა
გამღვიძებელსა
შენს ჩიტს პატარას
მალე ნახავ მკვდარს.
რაი სურს კაცსა,
რომ მიბამს ფრთასა?
თავისუფლება
ჩიტის ჰშურდება?!.
1858-სა წელსა, 7-სა მარტსა,
ს.-პეტერბურღი.

სიმღერა
სად მიგყევარ, მდინარევ
მოწყენილ სიცოცხლისავ!
ჩემს მცირეს ნავს რას არხევ,
ზვირთო წუთისოფლისავ!
რას შემამთხვევ, ვინ იცის
აზრი შენის ცივის წყლის?
აწმყო კეთილს არ ამბობს
და წარსულიც მას სთანხმობს.

შორს მომავლის ვარსკვლავი
თუმც არის უხილავი,
მაგრამ, ვგრძნობ, შეხვალ დიდ ზღვას
და იქ ჩაჰღუპავ ჩემს ნავს,
და მარდად შენი წყალი
წაშლის ჩემს ურგებს კვალსა...
თუ ეს მაქვს გარდუვალი,
ვსწყევლი ჩემ შობის წამსა.
რად მინდოდა სვლა ქვეყნად,
თუ ეგ ბოლო მხვდა მხვედრად?..
ვინც კი ეგრედ მსვლელია,
შესაბრალებელია!...
ორსა, ობლად მცურავსა,
მე და ჩემს მცირეს ნავსა,
ჰოი, გვედრებ, მდინარევ,
იმ დიდ ზღვაში ნუ შეგვრევ!
1858-სა წელსა, 4-სა ივნისს,
ს.-პეტერბურღი.

გუთნის დედა
"გადი-გამოდი, გუთანო,
ღირღიტავ, ბანი უთხარო".

ერთს ბედ-ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ.
ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი,
უსიხარულოდ დავლიოთ დღენი,
ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ
და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი:
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,
რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით;
შენებრ მეც მელის მიწა, ვით მსხვერპლსა,
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი?!..
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება...
რად მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
აბა, რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას

მე ჩემის ჭირის, ჩემის წუხილის,
ჩემის კაცობის გულის დუღილის
სიტყვანი გულში მებადებიან,
მაგრამ გულშივე უხმოდ ჰკვდებიან.
შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლავს!...
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი.
მაშ რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა
და გაიტანე გუთანი ბოლოს,
ნუ უღალატებ ძველს ამხანაგსა,
ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!..
1858-სა წელსა, 4-სა ივნისს,
ს.-პეტერბურღი.

მეც შავს თვალებს
მეც მინახავს თვის სიბნელით თვალნი,
ვითა მწყვდიადი, ისე ღრმათ-ღრმანი,
საშიშნი ცეცხლით, დაუმონავნი,
ვით ქარიშხალში ავ-ფთონი ზღვანი.
სიცოცხლე მათში ისე დუღს ცეცხლით,
რომ დაიდაგო მისის ნაპერწკლით,
სიცოცხლესთანა ჰსცნობ შერიგებას
და არ ინდომებ სხვა ნეტარებას.
რარიგ ჩანს ტრფობათ ამღვრეულობა
და არწივისა თავისუფლობა
მათ დიდ, მშვენიერ სიბნელის ტბაში,
მათ გრძნეულ, უხმოდ, ცხად გამოთქმაში!
მშვენიერების ამპარტავნება,
სიყვარულისთვის ცეცხლად ანთება
და დიდ სურვილის უგუნურება
რა მაცდურებით იქ იხატება!
როს დაიწყებენ იგინი ცქერას,
გული სხვა გრძნობით მოჰყვება ძგერას:
ვგრძნობ, რომ საბრალო გული განგიწვეს
და ჰძრწი, რომ სრულად მათ წარგიკითხეს.
რაგინდ ტკბილ იყოს თავისუფლება,
მათგან უფრო ტკბილ არს დამონება!

ვეძებ და ვეძებ აქ მე შავს თვალებს,
მარამ რუსეთში ვინ დამანახვებს!..
1858-სა წელსა, 20-სა ივნისსა,
სოფ. ტიარლევო.

გიყვარდეს!
- კაცო, გიყვარდეს! ცათ შთამომძახეს,
როს მათ დამბადეს.
ყველგან ეს სიტყვა
ლამპრად წინ მიმყვა
და ქვეყნად ჩემს სვლას
ჰსცემდა წმინდ ნათელს.
მისთვისც გეტყვი ძმას:
შენცა გიყვარდეს!...
1858-სა წელსა, 23-სა ივნისს,
სოფ. ტიარლევო.

სიზმარი

ტიალ სივრცეში ოხრად ვნახე ბნელი უფსკრული,
ჯოჯოხეთისა სიწყვდიადით ღრმად გადაკრული.
და იმ საშიშარ, სამარისებრ, უზომო სიღრმეს
ვსჭვრეტდი არეულთ ურთიერთთან ნგრეულთა ქვეყნებს.
რისხვა წყევლისა, შეჩვენების და განგდებისა
იყო თან-მგზავრად გაწირულის იმ ქვეყნებისა.
სისხლით აღვსილსა ფიალასა იქ მზენი ჰგვანდნენ
და ჯოჯოხეთის უფსკრულადა ვარსკვლავნი სჩანდნენ.
მზე, მთვარე, ზეცა, დედამიწა საშიშ გრიალით
უგზო-უკვლოდა წანწალებდნენ ტრიალით მალით.
აქ მთვარე მზესა - იმ სისხლის ტბას - მიაწყდებოდა
და ზარით, გრგვინით და ქუხილით უკუხტებოდა...
და მზიდამ თითქო სისხლი სიღრმეს ღვარად სდიოდა
და მუნით ალი ჯიგრისფრადა ამოდიოდა.
და ის ქვეყნები იმ ალისფრით იყვნენ ისეთი,
თითქო უზომო სივრცეს მოცურს თვით ჯოჯოხეთი.
და ღვთის რისხვისა ხმისა მძაფრი და ყრუ გრიალი,
ქვეყნებთა მრავალთ უგზო-უკვლოდ წყევლით ტრიალი,
გრიგალთა, ცეცხლთა, წყალთა, ხმელთა ერთად მოდენა,
"წყეულიმც იყავ, წყეულიმცა!" - ამის მოსმენა,

მეგონა, დემონთ, აღმშფოთველთა, ლხინად ეყოფათ,
მაგრამ ზოგად შიშთ კაცებრ მხთალად ყველა ემონათ,
კაცებრ დემონნიც, ჩვეულებრივ, სულით ძლიერნი,
იმ შეჩვენებულ ქვეყნებშია თრთოდნენ, ვით ხენი...
კაცებო დემონნიც ურთიერთსა კბილით ხორცს ჰგლეჯდნენ
და სამარცხვინო სიმხთალით კბილთ აკრაჭუნებდნენ.
ყველა ელოდდა, განუშლიდა ხელებს სიკვდილსა,
იწვევდა, როგორც უკანასკნელს ნუგეშს შთომილსა,
მაგრამ სიკვდილიც იქ თვის მეხთა არ აღვიძებდა
და იმა ქვეყნებს ღვთის რისხვასა მიანებებდა!..
15 ივლისს, 1858-სა წელსა,
სოფ. ტიარლევო.

ლოცვა
მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე გამინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: "შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"
1858-სა წელსა, 17 ივლისს,
სოფ. ტიარლევო.

უცხოეთში
მთვარე მიცურავს დინჯადა ცაზედ
და თვის მკრთალ სხივთა ჰყრის ქვეყანაზედ;
მძინარ სოფელსა კამარა ცისა
თვის სიმშვიდითა არ უფრთხობს ძილსა.
ყოველი ჰჩუმობს გარშამო ჩემსა,
სძინავთ ნიავთა, სძინავთ ფოთლებსა,
ყველა ტკბილ ძილში ბედითა სტკბება,
ყველას მშვიდობა გარს ეფინება, და მხოლოდ ჩემი, ურვით მოკლული,
შემომტირის მე მწუხარედ გული...
მისთვის ხომ არა, რომ ვსჭერეტ სხვა ზეცას,
სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას?
თუ მოაგონდა, რომ ერთხელ მეცა
ეგრედ დამცქერდა სამშობლოს ზეცა,

ზეცა სულ სხვაფრად გაბრწყინებული
და სულ სხვარიგად დამშვიდებული.
23-სა ივლისს, 1858-სა წელსა,
სოფ. ტიარლევო.

ლოთის რჩევა
ძმანო! სიცოცხლეს ნუ მოჰკლავთ ცდაში,
სულ ამაოა ამ ქვეყანაში:
ქვეყნის დიდებას, ქვეყნის სიმდიდრეს,
რისთვისაც კაცი თავ-კისერს იმტვრევს,
არ გავცვლი ტრფიალ ქალის კოცნაში
და კახურ ღვინით ერთ სავსე ყანწში.
ორს პატივს სცემდეთ ამქვეყნიურსა:
მხიარულს ბახუსს და ცელქს ამურსა...
მენდეთ, ამათგან დაწნულ გვირგვინით
სიცოცხლეს ჩიტებრ განვლით ღიმილით.
ნუ დაუჯერებთ უგემურსა ჭკვას,
გრძნობის განსჯაში ყოველთვისა ბრმას,
გულის კითხვაზედ უარისთვის მზას;
რა უნდა ჰსჯობდეს, მითხარით, ამას,
რომ ერთის ხელით ეხვიო მიჯნურს,
მეორით - ყანწით ჰყლაპავდე კახურს?
ან ღვინის ორთქლით გახურებულსა,
რა დაგკოცნის შენ სხივი ავრორის,
ცელქ სიყვარულით გაღვიძებულსა,
შენ საყვარლისა ხვევნათა შორის
შენს თავს იხილავ... მაშინ ჰკითხე ჭკვას რა უნდა ჰსჯობდეს მაგ გაღვიძებას!
1858-სა წელსა, 1-სა აგვისტოს,
სოფ. ტიარლევო.

როდემდის
როდემდის უნდა ჩვენ არ ვსცნობდეთ სიცოცხლის ფასსა?
როდემდის არ ვსცემთ ღვთიურს ნიჭსა ღირსსა თაყვანსა?
მის ყოველ წუთსა სიფრთხილითა რატომ არ ვხარჯავთ
და მის აქ ყოფნას ამოებად რისთვისა ვსახავთ?
ძრწოდე, სულელო! ნუთუ ქრისტის არ სცნობ სიტყვათა,
ნუთუ შენს თავსა, მტვრითა შექმნილს, ჰხედავ კვლავ მტვრათა
და შენს სიცოცხლეს, ამ უკვდავ ნიჭს - მტვრის თანამგზავრად?
რომ მარტო მისთვის იგი არ გაქვს, ქრისტემ სთქვა ცხადად...

ნუთუ არ იცი, რას გამცნებდა ღმერთი ჯვარცმული,
როს ბძანა: "ვითა მამა ზეცის, იყავ, შენც სრული”.
1-სა აგვისტოს, 1858-სა წელსა,
ს. ტიარლევო.

ლოცვა
ოდეს დემონი ურწმუნოების,
უკუთქმისა და მაცდუროების
საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს
წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს,
ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს,
და უკეთუ არს შესაძლებელი,
მე განმარიდენ იგი სასმელი!
მარამ თუ, ღმერთო, შენ ღვთაებას სურს,
რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,
განჰქრენ შენ ხმასთან სურვილნი ჩემნი
და იყავ ნება, უფალო, შენი!
28 აგვისტოს, 1858-სა წელსა,
ს. ტიარლევო.

***
ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ჰღვრიდა,
ბედს და სიყვარულს მოთქმით დასტირდა,
მის ცრემლი დამჭკნარს ვარდს დასდიოდა
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვიოდა!
მოვიდა სხვა დღე, - განქრა მის დარდი,
მას ხელთა ეპყრა სხვა ტურფა ვარდი,
იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა და მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა!
1858-სა წელსა, 26 ოქტომბერს,
ს. პეტერბურღი.

***

ერთხელ ჰჯდა ჩემთან ქალი ლამაზი,
ამას მეტყოდა ნარნარი, ნაზი:

- "ჭაბუკო, რისთვის-ხარ მოღრუბლული,
როს დღე აგრეა გაბრწყინებული?
შეხედე მზესა, ვით აბნევს ნათელს,
ადნობს თოვლ-ყინვას და ათბობს სოფელს".
- “რა შევხედო მზეს? ვიცი, გადმოყრილს,
კაცთ მაცოცხლებელს არც ერთსა მის სხივს
არ ძალუძს ჩემის გულის გათბობა,
არც ჩემის დარდის ცრემლად დადნობა".
1858-სა წელსა, 26-სა ოქტომბერსა,
ს. პეტერბურღი.

****
მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში,
თითქო უსურვლოდ და უფიქრელად,
და ზღვის ღელვაში, გრიგალთ ქროლაში
არარა აქვს რა ჩემს გულს იმედად.
ზვირთი ზვირთზედა ჩემკენა სრბიან,
ჯერ ჩემს მცირეს ნავს ზედ ასქდებიან
და, ვუჭვრეტ რა მე ჩემ ნავის რხევას,
ვუცდი ანუ მის, ანუ ზღვის ძლევას.
რარიგ მაქანებს ზღვა გამოუცდელს
და მათამაშებს თვის მსხვერპლს წარუვლელს;
ვიცი, როს კი სურს, გადამკრავს მძლავრს ხელს
და ჩამღუპავს მე თვის ცივსა სიღრმეს;
და ურგებს ჩემს კვალს იგი სიჩქარით
სქლადა დაჰფარავს ზვირთთა კამარით...
თუ ეგრე წარვხდე, ნუ ატირდები,
მე იმ ცრემლებად არ ვეღირები!..
1858-სა წელსა, 5 ნოემბერს,
ს. პეტერბურღი.

***
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მარამ კი ისე რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,

გულწრფელობითა და სიმართლითა
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში,
შენ გიცოცხლია, როგრც უნდოდა!
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში ამაოდ ჩვენთვთის არ ხმაურობდა.
1858-სა წელსა, 17-ს ნოემბერს,
ს. პეტერბურღი.

ქართვლის დედას
"აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა"
ლეიბნიცი.
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა,
მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი,მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლას,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
1858-სა წელსა, 15-სა დეკემბერს,
ს. პეტერბურღი.

***
ბევრი ვიტანჯე, ვიცი, რომ მელის
ბევრიც სხვა ტანჯვა მომავალშია,
მაგრამ ეს არ არს მიზეზი ცრემლის,
რომელიც მარად თრთის ჩემ თვალშია.
ყველას გავუძლებ: სასტიკ ტანჯვასაც,
ჩემ საყვარელთა იმედთ დანთქმასაც,
თვით სიყვარულის ფიცისა ღალატს
და თვით ჩემ ბედსაც, ამ უგრძნო ჯალათს.
ყველას გავუძლებ, როგორც კლდე ქვისა,
ბედთანა ბრძოლა ვით მეშინება?!
ხოლო ჩემ თავის არაფრობისა
არ ძალმიძს, ძმანო, ვერრით გაძლება!
1858-სა წელსა, 26-სა დეკემბერს,
ს. პეტერბურღი.

რისთვის მიყვარხარ?

რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა
ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული;
მისთვის, რომ მტანჯველს ჩემ ავსა ბედსა
უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.
რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა;
მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას
და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.
1858-სა წელსა, 31-სა დეკემბერს,
ს. პეტერბურღი.

***

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;
მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულისცემასა,
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე,
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...
[1858 წელი, 15 დეკემბრის შემდეგ
პეტერბურგი.]

ჩემი თარიარალი
(მიბაძვა ალ. ჭავჭავაძისადმი)

ჰე, ძმანო! ნეტავი ჩვენა,
ჰარიარალი!
დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,
თარიარალი!
მამულისა სიყვარულმა
ძმობა გულში ჩაგვიყენა.
რაგინდ რომ ცარი ღრინავდეს,
ჩვენის სისხლისთვის გრგვინავდეს,
ვერ შეგვაშინებს ჩვენ ცარი,
თუ გულში ძმობა ბრწყინავდეს.
მინდა ვსთქვა, კალამი მამე,
ცენზორო, დასტური დამე,
მონება კაცთ არ შეშვენისთ,
ქრისტეა ამის მოწამე!
ცარმა რა ერთხელ ინება
მორჭმულ კაცის დამონება,
თვის სხეული კერპად დასვა,
სული ეშმაკთ მიანება.
ჰე, ძმანო! ჩვენ მათ განვშორდეთ,

ჩვენ ჩვენს მამულს ვეპატრონნეთ,
ქართველს ვაჩვენოთ ქართვლობა,
მერე თუნდა დავიხოცნეთ.
თუ ერთობა ჩვენ გვექნება,
მტერი წინ ვით დაგვიდგება;
ჩვენგანი ქართვლის დამთრგუნველს
ან მოჰკლავს, ან შეაკვდება.
თუ ჩვენში ძმობა იქმნება,
საქმე არსად წაგვიხდება,
აგერ თვით დიდი ეზოპი
თავის ზღაპრით მემოწმება.
ჰე, ძმანო, ვიყვნეთ ერთ ბედით,
წინა წავიდეთ გაბედვით,
ჩვენ ცარი ვერას დაგვაკლებს
თვისის ბრმა წინასწარხედვით.
დავეხსნათ ჩინის ძებნასა,
ემაგ ფუჭსა დიდებასა!
ჩინოვნიკი სულ ძილს ჰფიქრობს
და ჩვენ კი - გამარჯვებასა.
ვემსხვერპლოთ ქრისტისა მცნებას,
ვაშოროთ ქართვლი მონებას,
ქართვლის უბრალო მადლობა
გვერჩივნოს ყოველ დიდებას!
ჰე, ძმანო! თქვენც მეთანხმებით
ამგვარის ჰაზრის ხსენებით:
სიბრიყვის კარი გავტეხოთ
მონარხთა გამოჯავრებით.
ამა სოფლისა ცხოვრება
განყოფით არ იპოვება.
ვინცა ძმობით არ ყოფილან,
მათ მოჰხვედრიათ მონება.
მაშ, მოდით, ისევ ძმობითა
დრო გავატაროთ შრომითა,
მამულს სიცოცხლე შევსწიროთ
შვილურის ერთგულობითა.
თუ დავესწრათ გაზაფხულსა,
ჩვენგან ნათესს აღმოსულსა,

მეტი ჯილდო რაღად გვინდა,
თუ ვსჭვრეტთ მამულს გაფურჩვნილსა?!
ჰე, ძმანო! ეგ ჩვენ რომ ვნახოთ,
თუნდ სამოთხე მით დავკარგოთ,
მხიარულებიხ სიმღერა
თვით ჯოჯოხეთს შემოვსძახოთ.
ქართვლის ქვეყნისა ვართ შვილნი,
ქართვლის ძუძუთი გაზრდილნი.
მაშ, მოდით, ქართველნო, ძმობით,
ჰარიარალი,
ვიშრომოთ ჩვენთვის ერთობით,
თარიარალი!
1858-სა წელსა, ს. პეტერბურგი.

***
მითხარით, რისთვის ჩემ თავთანა მსურს
უფრო და უფრო დავრჩე ხშირ-ხშირად?
რისთვის ვღალატობ კრებას მხიარულს,
მის შორის ვლაღობ ძვირად და ძვირად?
მითხარით, რისთვის მე ვეძებ გულით
განმარტოებულს უხმო მაღნარსა?
და გრძნობით ტკბილად მინაზებულით
ვეტრფი და ვეტრფი სულ ერთს ვარსკვლავსა?
რისთვის მივრბივარ, სადაც მცინარი
მხიარულად ჰსჩქეფს წყარო მდინარი?
სადაც ველია ნაზი და მტკბარი,
სად სიყვარული ისე ცხად არი?
მისთვის, რომ იქ ჰფრენს ხშირად ბულბული,
სიყვარულითა აღტაცებული,
იქ შეყვარებულს ჩემ წამხდარსა გულს
ვასწავლი მისგან წმინდა სიყვარულს.
1858-სა წელსა, ს. პეტერბურღი.

ხმა გულისა
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,

და საიდღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვარიგ ცემას.
დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
1859-სა წელსა, 11-სა იანვარს,
ს. პეტერბურღი.

***
(მიბაძვა ჰეინესი)

მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფრენდა ბედი მღიმარი, ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!
თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი,
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!
1859-სა წელსა, 19-სა იანვარს,
ს. პეტერბურღი

გავსწორდეთ, ბედო!
ეჰ, ჩემო ბედო! ჩემ სიცოცხლეში
სულ შენს ნებაზედ მითამაშნია;
მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში,
ტკბილ ოცნებებზედ გინავარდნია.
სისხლისა ცრემლით დამწვი თვალები,
გულზედ მატყვია შენი ბრჭყალები.
გეყო!.. მოვიდა დრო ანგარიშის,
მოდი, გავსწორდეთ, ნუ მემალები!
წარვიდნენ დღენი შენის უფლების,
დროა დავსცვალოთ ჩვენ ადგილები...

შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,
ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,
ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,
მე დავუკრავ და შენ კი იხტუნე!
1859-სა წელსა, 19 იანვარს,
ს. პეტერბურღი

***
ვაი!.. მას, ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად
ჩემს თავს, სიცოცხლეს, გრძნობას,სურვილსა,
ის აღარ ჰყვავის ამა ბნელ ქვეყნად,
ეხლა ის არის მცხოვრები ცისა.
გამიქრა ბედის ჩემის ვარსკვლავი,
კვლავ დამიობლდა ობოლი თავი,
წამერთო ყველა და ნუგეშად დღეს
მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს.
1859-სა წელსა, 19 იანვარს,
ს. პეტერბურღი.

სიხარული
(მიბაძვა)

სიხარული ჰგას გზის პირას გაზდილს,
გავლით მოწყვეტილს სუნნელსა ყვავილს,
რომელიც ხელში დიდხანს არ გრჩება,
მცირეს ხანს გატკბობს და მერე ჰჭკნება.
1859-სა წელსა, 3-სა მარტსა,
ს. პეტერბურღი.

ციურნი ხმები
ციურნი ხმები,
ეგ საკვირვლები,
როს მომესმიან,
მსწრაფლ მომითხრობენ,
საიდამ სრბიან
და სად სცხოვრობენ,

და ნელს სიხარულს
მიგალობებენ.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!
მეც ქვეყნის ხმითა,
ხმით ცოდვილითა,
მათ ვაძლევ ბანსა,
და მშვიდობასა,
აღტაცებასა
ჰგრძნობს ჩემი გული,
და შევჭვრეტ ცასა
განცვიფრებული.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!
1859-სა წელსა, 27-სა მარტსა,
ს. პეტერბურღი.

ალაზანს

“სიჭაბუკისა ყვავილი
დამიჭკნო ჟამთა დენამა,
ნდომა მომაკლო, დამიგდო
სასაპყროდ გული რბენამა".
საბა ორბელიანი

მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!
ან შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,
დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთ შორის დამარხულს,
დანთქმულს.
რაც კი არს ჩემ წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგე
და რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..
აგერ ის მუხა, რომლის ჩრდილქვეშ ვისხედით ერთად
მე და ის, ვინცა აღმიჩნდა მე ცხოვრების ღმერთად.
მუნით დაგცქერდით: შენ გრგვინავდი აღელვებული,
ვით შენ ჰღელავდი, ისეც ჩვენში ჰღელავდა გული;
ორნივ გავსცქერდით დაუდგრომელ ზვირთთა დენასა,
მაგრამ მასში ჩვენ არ ვეძებდით შედარებასა.
რად გვინდოდა ჩვენ მომავალი, როს აწმყო ტკბილი
ისე შვენოდა, ვით უმანკო დილის ღიმილი?
მაგრამ წარივლტო წუთის შვება ჩვენის გულისა,

გაჰქრა სიბრმავე აღტაცებულ სიყვარულისა!..
წამერთო ყველა და წარვიდა ბედიც მღიმარი,
წარვიდა, ვითა მაშინდელი ზვირთი მდინარი...
შენც გამოცვლილხარ, ალაზანო, მუხაც გამხმარა,
მეც უდრო-უდროდ გამერია თმებში ჭაღარა...
სად არს ის ღმერთა, იგი გრძნობა, ის სიყვარული?
ყველა წარსულა, რად არ მიდის ხსოვნა ბედკრული?
[1859 წელი, 13 აპრილამდე.]

ნანა
ნანა, შვილო, ნანინა!
ნეტა რამ შეგაშინა?
რაზედ შეჰკრთი, მტირალნი
რისთვის მომაპყარ თვალნი?
ჯერედ ხომ შენი ბედი,
გრძნობა წინამორბედი
არ უხატავს მაგ შენს თვალს
ქართველთადმი ღვთიურს ვალს!.
მაშ, რაღამ შეგაშინა?
ნანა, შვილო, ნანინა!
ჯერ, მინამ ხარ ყმაწვილი,
მინამ დრო მოგესწრება,
ისწრაფე, შვილო, ძილი,
ისწრაფე განსვენება!
მოვა დრო, გაიზრდები,
მკლავი გაგიმაგრდება,
შვილო, ყრმობის სიზმრები
ბრძოლაზედ გაგეცვლება.
არ შემიდრკე მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!
გაიგებ მამულისას,
ბედქვეშ დაჩაგრულისას,
კვნესის ხმასა მწუხარეს,
შველის ძახილს მმუდარეს;
დალოცვილსა ჩემგანა
გული აგიღელდება,
შვილო, დედისა ნანა
ხმლის ჟღერად შეგეცვლება.
არ შემიდრკე მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!

ჰნახავ ჩვენ ბედშაობას,
ჩვენს ერთობას დაკარგულს,
ჩვენსა წამხდარს გმირობას
და მამულს დაობლებულს...
აინთე ცეცხლით გული,
მტერსა დაეცი მეხად
ან, ვით შვილი ერთგული,
დააკვდი მამულს მსხვერპლად!
არ შემიდრკე მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!
დედათა გული ჩჩვილი
მამულისთვის მაგრდება,
რად მინდა იგი შვილი,
თუ მისთვის არ მოჰკვდება!
ვისაც ძე არ შეუკლავს,
როს მამულს სჭირებია,
შვილო, იმ ვაგლახ დედას
შვილი არ ჰყვარებია!
მე ისე არ წავხდები,
ნანა, შვილო, ნანები!
ჩემის მამულისათვის
მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,
მისის სიკეთისათვის
გაგწირავ და გაბრძოლებ...
მას დედის ძუძუ ტკბილი
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის სიკვდილი
ვისაც დაზარებია!
შენ ისე არ წახდები,
ნანა, შვილო, ნანები!
იცოდე, ეგ სიკვდილი
მეტი დიდი რამ არი!
უკვდავი არის შვილი,
მამულისთვის მომკვდარი!
მამულს მიგცა ზეცამა
და თუ ზედ დააკვდები,
ნუგეშ იცეს დედამა,
რომ კაცი კაცად ჰკვდები.
ნუგეშს ვიცემ მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!
სიკვდილის წამში მამულს,
შვილო, შენ გაუღიმებ,
რომ სისხლს, მისგან მოცემულს,
მასვე გმირებ უბრუნებ.
აღსრულდები ღიმილით,
რომ მამულს არ უმტყუნე
და შენ შენის სიკვდილით
მის სიკვდილი დასთრგუნე.
გაიხარებ მაშინა,
ნანა, შვილო ნანინა!
თუ ეგრე შენ მოჰკვდები,
ნუ გინდა ნურა ძეგლი,
ისეც უკვდავ იქმნები,
ვით დედის შენის ცრემლი!
ჩემი ნანა ეს არი,
შვილო, მას უერთგულე:
რაც მე სიტყვით გითხარი,
შენ საქმით აღმისრულე!
ნანა, მამულის მსხვერპლო,
პაწაწინა ქართველო!
[1859-სა წელსა, 6-სა აპრილს,
ს.პეტერბურგი; 13 აპრილს,
1859-სა წელსა, ს.პეტერბურღი.]

ელეგია

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება.

ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.
1859-სა წელსა, 4-ს ივნისს,
ს. პეტერბურღი.

მტკვრის პირას
ლ.მაღალაშვილს
კვლავ ჩემ წინ მტკვარი მორბის ქუხილით,
ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურს გრგვინვას,
კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით
შეჰკვნესს მღვრიე ზვირთთ მღერითა დენას.
კვლავ განიღვიძეს ჩვეულთა ფიქრთა
ღა აღმეშალა დიდის ხნის წყლული...
შევკვნეს, შევსტირი მე ამა ზვირთთა,
თითქო მათ შთანთქეს ჩვენი წარსული.
წაგშლიან კვალნი, დროო ნეტარო!
მტვრად აღუგვიხარ საუკუნესა...
მისმინე აჯა, მისმინე, მტკვარო,
იმ დროთ გარდაეც ეს ჩემი კვნესა!
ტფილისი, ოქტომბრის 3-სა,
[1859 წ.]

***
ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?
სად არს აღმტაცის სიყვარულის ტანჯვა, სამოთხე?
განძრცვნილვარ გრძნობით, უდროოდა მეკვეთნენ ფრთენი,
გაზაფხულია, მე კი ვდგევარ, ვით უფოთლოდ ხე.
აღმესპნენ იგი საოცარნი ყრმობის სიზმარნი,
გულმა დაჰკარგა იმ სიზმრების სარწმუნოება..
თვალწინ მიყრია უკეთესნი ყვავილნი მჭკნარნი,
მომიკვდა ეჭვქვეშ მაცხოვარი თვით სასოება.
ჭკუამ მოჰკვეთა ფრთა ჩემ ჭაბუკ დღის ლაღსა გრძნობასა,
ცივად დაარქვა “ფუჭი ალი” ღვთიურ ტრფობასა,
მან დამინგრია წმინდა გრძნობის წმინდა ტაძარი...

ვაი მას, ვინცა ჭაბუკობას ჭაბუკ არ არი!...
30 ნოემბერს, 1859-სა წელს.

დაკარგული ედემი
ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..
26-ს დეკემბერს, 1859 წელსა.

ძმის სიკვდილზედ
ვაიმე, ძმაო, ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე!..
მე დავრჩი მარტო, უბედური, შენად მახვრალი.
არ გამითენდა შენ შემდეგა ვაების ღამე,
მთელი ქვეყანა შემექმნა მე ნგრეულ, ტიალი!...
შენთან დავმარხე, ჩემო თემურ, ყოველიფერი!...
ქვეყნად ნუგეშად დამშთა მხოლოდ მე ცრემლი მწარე,
სალოცავადა ძმაო, შენი ობოლი მტვერი
და უცხო ქვენად მდგომი შენი წმინდა სამარე!..
[1860 წ., აპრილი-მაისი.]

მძინარე ქალი
მე შენ დაგყურებ
მშვიდ მძინარესა
და დავტრიალებ
შენს ბროლის მკერდსა;
მესმიხ მის რხევა
შუქშესხმულისა
და ნელი ღელვა
წრფელის გულისა.

აგწითლებიან
ნაზი ლოყები,
ღიმილით თრთიან
ტუჩთა ლალები;
წრფელი გაქვს ძილი,
ვით ხილვა ცისა,
ზედ გადგა ჩრდილი
ანგელოზთ ფრთისა.
შენ თვითან წრფელსა
წრფელიც გაქვს ფშვენა,
ნეტა მის ბედსა,
ვისიც ხარ შენა!..
19 ივნისი, 1860.

მწუხარება
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარების წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.
სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემ გვამსა ზედ გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.
ესე უწყალოდ გაწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!
1860, 11 ივლისსა [პავლოვსკი].

მუშა
«В труде проходит жизнь его
И не приносит ничего».

I
გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ

მე ჩამივლია... ჩემო მუშავ, მინახვიხარ შენ
კედელთან მწოლი; მხურვალე მზე ზედ დაგყურებდა,
ჩუმი ღიღინი შენი ხშირად გულს მიწყლულებდა.
ნაღვლიან ხმაში სულ ისმოდა შენი ცხოვრება,
დღიურ ლუკმისთვის ტანჯვა, შრომა და მწუხარება.
ვინა ხარ შენა, ჩემო ძმაო? სიდამ მოსულხარ?
ბატონის მათრახს ვერ გაუძელ, გამოქცეულხარ,
მოშორებულხარ ჯალაბობას, შენსა სახლ-კარსა,
მინდორს მამეულს და შეჩვეულს მიწასა, წყალსა?
თუ უნებლიედ გადმოგტყორცნა მუხთალმა ბედმა,
ან მოგიტაცა სხვა კაცზედა მაცდურ იმედმა?
აქ სად მოსულხარ?.. რაც დაჰკარგე და რაც დასტოვე,
მის მაგიერი ტფილისშია აბა რა ჰპოვე?..
II
აი, ტვირთქვეშე მოკაკულხარ, საბრალოვ, შენა!
ოფლი წურწურით პატიოსან შუბლით გეღვრება,
შეგუბებულის სულის ისმის დაღლილი ქშენა,
მიხვალ, საწყალო, ტომარის ქვეშ მუხლთ გეკეცება!..
ვინ შეგიბრალებს?.. აგერ მოჰქრის დიდკაცის დროშკა,
შენს პირდაპირა იგი მორბის დაუდევნელად,
აგერ წამოგწვდა, დაგეჯახა, - და, როგორც კოკა,
შენ, კერძო ღვთისა, არ დაგინდო დასამსხვრეველად...
შენ გარდიქეცი ტომარითურთ და გამვლელ ხალხმა
მაგ შენ ყოფაზედ იწყო უგრძნოდ მაღლა ხარხარი...
რასც მაშინ ვგრძნობდი, ყოველი სთქვა მწუხარმა თვალმა:
შენს დუმილშია იყო ღვთისა რისხვისა ზარი!
იმავ დუმილით მიხველ, წევა დაუწყე ტვირთსა,
ძარღვნი გალურჯდნენ შენს სახეზედ, თითქო სკდებიან,
სწევ, ვერ ეწევი, - გეკარგება შენ საზრდო დღისა...
ხალხი გიყურებს - და არავინ არა გშველიან!..
III
აჰა, მიხვედი, მიუტანე ტვირთი პატრონსა,
რუსულ ფარაჯის კალთით შუბლზე იწმენდავ ოფლსა,
განივრად იძვრის დიდი მკერდი სიგრილეშია, იცდი, საწყალო! - შენი ლუკმა იმის ხელშია!..
ხშირად ამ ლუკმის მთლად მოცემაც იმას შენთვის ჰშურს,
ხშირად ფასს გიკლებს შიშველს, მშიერს, მწყურვალს,
უბედურს!.
"ნუ მიტეხ ლუკმას, - ეუბნები, - ღმერთსაც შეხედე!
მე ეგე ლუკმა პირუტყვსავით ზიდვით ვიყიდე".
შენ უღონო ხარ... და უღონოს კაცი იბრიყვებს,
მდიდარს მეტს მისცემს, შენ კი გროშზედ შეგევაჭრება,

ვისაც არ უჭირს, მას გააძღობს, და შენ კი გიკლებს,
შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება.
ეგრედ დასჯილი უსამართლოდ ბევრჯერ წამოხვალ
და, თუ დაღამდა, თავთ დაიდებ ერთგულ კურტანსა
და სადმე ქვებზედ მიეგდები იმ ფიქრით, რომ ხვალ
ისევ ამრიგად განაგრძელებ უღმრთო შრომასა.
IV
შენს სიცოცხლესა დააღამებ ესრეთს შრომაში,
კაცი კაცურად ვერ იცხოვრებ ვერც ერთსა დღესა...
მერე, ვინ იცის, რომელ ქოხში, რომელ სარდაფში
დაუწყებ ბრძოლას სასიკვდილოდ მოსულსა სენსა.
მარტო ეგდები და ლეიბად გექმნება ნამჯა
და სახურავად, თუ კი მოგყვა, რუსის ფარაჯა!
მარტო იცოცხლებ და მარტოცა, ძმაო, მოჰკვდები!
ჯალაბი შენი ვერ დაგასხამს მდუღარე ცრემლსა,
ვერ დაგტირებენ საბრალონი შენი შვილები,
ამაოდ მათკენ სიკვდილის ჟამს გაიწვდი ხელსა.
მოჰკვდები და მსწრაფლ ჩაგჭედავენ საკაცეშია,
უცრემლოდ, ძმაო, ჩაგიშვებენ სამარეშია!
ეგრედ უბრალოდ გაფუჭდები, - და ჩვენ ხსოვნასა
არაფერი არ მოაგონებს შენს "აქ" ყოფნასა.
ივლისი, 12-სა დღესა 1860,
პავლოვსკი.

თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე
Его стихов пленительная сладость
Пройдет веков завистливую даль.
პუშკინი.
მისი ლექსი შვებით, ლხენით
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
გულს ჩაეკვრის, ჰლაღობხ, ჰხარობს,
გამღერებს და ამღერდება;
ხან ღონდება ნაზ ქალსავით
უიმედო სიყვარულით,
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით;
ხან ბუჩქებში მიმალული

ჰზის მარტო, ვით იადონი,
შეჰყეფს ვარდსა გულსაკვდავად
ტრფობის ისრით განაწონი;
ხან ჰრბის ველად, მარტო ჰგალობს
უდაბნოში, ვითა მწირი,
შეჰკვნესს შავ ბედს ქვეყნისასა,
ქვეყნისათვის ანატირი;
ხან დაჰყურებს ნაღვლიანად,
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის მწვავის მოთქმით
დაუნდობელ დროთ ბრუნვასა.
16 ივლისს, 1860.,
პავლოვსკი.

თ. ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ
როს წარვიკითხე მისი ლექსები
ვერარა ვსთქვი რა განცვიფრებულმა!..
ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმა
ცას განუბნივოს შავი ღრუბლები,
ისე იდარა ჩემ მწუხარ შუბლმა!
ხალხო ობოლო, შენ მებრალები,
რომ დაგაობლა მის ციურ შუქმა
და განგაშორა თვისი სხივები!..
როს წარვიკითხე მისი ლექსები,
აღმოვიკვნესე დაობლებულმა!..
19 ივლისს, 1860.,
პავლოვსკი.

ს... ჩ... სას
სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი
გამიტაცებს სუბუქ ფრთითა,
ვითომც მე შენ მოგხვევივარ
სავსეს ეშხის სიამითა.
"დასტკბი, გიჟო! - მეუბნები, აჰა ჩემი წრფელი გული!
ბაგე ბაგეს ჩავაკონოთ
და ჩავართათ სულთან სული!"

თუმც ეს, ტურფავ, სიზმარია,
მითაც სტკბება გული კრული...
თუ არ სიზმრით, მაშ რით დასტკბეს
უიმედო სიყვარული!..
21 ივლისსა, 1860,
პავლოვსკი.

ჩ... სას
უცხო თემის ყარიბ მთქმელსა
რად აღმიგზენ სიყვარული?
ლამის, ტურფავ, შენს ტრფობაში
მე შთავწურო სრულად გული!
ერთხელ მითხრა: "ცხოველ ქვეყნის ივერიის შობილი ხარ;
მაღალ მთების ქარიშხალით,
ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ.
"მე ჩრდილეთის ველზედ ვყვავი,
ზამთრის სუსხით დაჩაგრული;
შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს
პასუხს ჩემი ცივი გული?!"
ტურფამ ეგრე განირიდა
ჩემი წმინდა სიყვარული!
სჩანს ოდითვე დანიშნულა
სამარტოოდ ჩემი გული!
22 ივლისსა,1860,
პავლოვსკი.

პოეტი
მისთვის არ ვმღვერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არამარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსა ტანჯვის ცრემლსა!
23 ივლისსა, 1860,
პავლოვსკი.

***
მესმის, მისმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონებისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში..
29 ივლისსა, 1860,
პავლოვსკი.

ქართველ სტუდენტების სიმღერა
დედამ რომ შვილი გაზარდოს,
ემაგრე ჩვენისთანაო, ძმურად გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო.

ლხინში მოლხინეს მოვულხენთ,
ჭირში მოჭირნეს ვუშველით;
ფიქრის, საქმის, შრომის დროსა
ბრძენსაც არ დავუვარდებით.
დიდს არ გავექელვინებით
და მხარს მივსცემთ პატარასა;
ძალას გულდაგულ დავხვდებით
და თაყვანს ვსცემთ სამართალსა.
წინ წასვლაში არ დავიხევთ,
არ გავწირავთ უკან რჩომილს:
ჩვენც ვიცით, რომ შველა უნდა
უღონოსა და დავრდომილს.
უანგაროდ მივალთ წინა,
მარტო ის გვაქვს გულში ფიქრად,
რომ წინანი უკანასთვის
უნდა იქმნენ გზად და ხიდად.
მამულისა შვილნი ჩვენც ვართ
და მისთვის ვზრდით ჭაბუკს სულსა
რომ ოდესმე გამოვადგეთ
დაობლებულს ჩვენს მამულსა.
მაგრამ ეხლაც საქმით, სიმხნით
სხვას არც ჩვენ დავუვარდებით;
ეხლაც რომ მამულმა გვიხმოს,
ეხლაც კი გამოვადგებით.
ეგერე გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო, თუ დედამ შვილი გაზარდოს,
ემაგრე ჩვენისთანაო!
1860 წ., 18 აგვისტოს,
პავლოვსკი.

თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ
ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის
ეს განწირული სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.
ნ. ბარათაშვილი.

აღარა გვყევხარ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!
ვინ უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა,
ეგ მტკიცე გული, სიყვარულის სხივქვეშ გაშლილი,
რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?
ვინ იცის, თანა რაოდენი წარიღე ფიქრნი?
მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საუკუნოდ...
რაოდენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი
ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?
არა დედ-მამა, - მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვისღა მივანდოთ ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი სიკვდილითაც არა გკლავს შენა!
პავლოვსკი, აგვისტო, 1860წ.

***

Да вряд ли есть родство души.
ლერმონტოვი
ჩემო მკვლელო! ვიცი, ვიცი,
არ ხარ ისე მშვენიერი,
რომე შენის ერთის ნახვით
განცაცვიფრდეს უქმი ერი.
მაგრამ შენში რაღაცაა,
ის ათრთოლებს ნატვრით გულსა...
ეხლა კი მწამს, რომ ჰქონია
თვისტომობა სულთან სულსა.
აგვისტო, 1860,
პავლოვსკი.

მეფანტურე

ერთხელ დამღერდა ბრმა მეფანტურე თვის მარტივ ფანტურს,
გულამოსკვნითა, სევდით ,კვნესითა იგლოვდა წარსულს,
მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა
და ჩამაფიქვრელ მწუხარე ხმითა ბანს გამოსცემდა:
მოდით, მოდით!... აქ მოგროვდით,

გეტყვით გულის გასათბობსა,
თვალნი ჩემნი, აწ გამქრალნი,
ხილულ იყვნენ წარსულ დროსა.
იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენვე - ქართველთ - გვეპყრა ხელში,
ოდეს მამულისშვილობა
საკვეხურად იყო ჩვენში,
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე ცივად როდი იყვნენ,
შვილი მამას, მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
დედა თვის შვილს ტკბილსა ძუძუს
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თუ არა -.
მოკვდებოდა, როგორც ლომი.
მამულისთვის ივიწყებდა
ის განსაცდელს განსაცდელში,
ტრფობა აქვნდა გულში ბოძად
და საშველად - ხმალი ხელში.
ეგრე, შვილნო, აქ ცხოვრობდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის ცხოველი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათ მომდევარს, ყოველს თქვეგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
დაცვა რჯულის, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენდა არი!...
აწ მიხარის, რომე თვალნი
აწმყოსათვის ჩემნი ჩაქრნენ,
თვარა იმა დროთ მნახველნი,
აწმყოს როგორ აიტანდნენ!”...
ეგრეთ დამღერდა ბრმა მეფანტურე თვის მრტივ ფანტურს,
ეგრეთ იგლოვდა სევდით, კვნესითა საყვარელ წარსულს,
მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა
და ჩამაფიქვრელ მწუხარე ხმით ბანს გამოსცემდა.
12 სექტემბერი, 1860 წ.
პავლოვსკი.

იანიჩარი
აგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,
შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა ...
მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,
მასზედ ჰზის ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი.
აგერ უეცრად რაღაცამ ჰაერში გაიკრიალა,
თურმე, მან თოფი თავისი შეაგდო, შეატრიალა,
მერე ლამაზად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გადმოწვებოდა,
ხან ცხენიდამა ხტებოდა, ხან ზედვე შეჰფრინდებოდა.
შვენოდა იგი ჭაბუკი ცხენზედა, ვით ალვა რგული,
მაგრამ მე, მის მჭვრეტელს, ნაღვლით ამერია სული, გული...
ვსთქვი თუ: ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვის იჩენ სიმარდესა?
შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა?
შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,
მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..
5 ნოემბერი, 1860წ.
პეტერბურგი.

***
გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტს"არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!"
ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენმ გიჟმა რა იცოდა,
რომ იმ ვარდზე ადრე შენი
სიყვარული დასჭკნებოდა!..
გახსოვს, ტურფავ, იმავ ბაღში
აყრდნობდი ჩემს მხარზე თავსა,
შენ ჩემს სუნთქვას ვგუშაგობდი
და მე შენსა წრფელ სუნთქვასა.

დაგყურებდი, ვეღარ გავძელ,
ლოყით კოცნა მე მოგპარე;
შენ შეჰკრთი და ლამაზ თითით
ღიმილით დამემუქარე.
ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენმ გიჟმა რა ოცოდა,
რომ ის კოცნა ბოლოს გესლად
შენის გმობით შემეცვლოდა.
5 ნოემბერს, 1860 წელსა,
პეტერბურღი.

წუხილი
როცა წუხილი მჩაგრავს უწყალოდ,
კაცთან არ ვილტვი მის განქარვებად;
მყის თავისთავად ლაღი, უბრალო
სიმღერა მორბის ნუგეშსაცემად.
და იმ სიმღერას ჩემს წუხილს ვანდობ,
ის ჩემებრ არი სევდით ბურვილი,
მის მწუხარ ხმებში ჩემს გულის ხმას ვცნობ
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.
[1860 წ., 20 ნოემბრამდე].

***
დაბნელდა სული, გარშამოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.
დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას.
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი,
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.
ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.

დაბნელდა სული, გარშამოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!
25 დეკემბერი, 1860 წ.,
პეტერბურგი.

***
უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია, იგი მიწის ყოფილა,
რასაც ბოლო ჰქონია!
ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.
ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა!..
პეტერბურგი, 1860 წ.

***
ჩემო სიმღერავ, ნუ დადუმდები,
შენითღა ლხინობს ეს კრული გული!
შენში ცხოვრობენ ჩემი დარდები,
ჩემი ნაღველი და სიხარული.
კაცში მოვტყუვდი, კაცმა დამშხამა
და ჩემსა გარეთ ბედს აღარ ვეძებ,
გმობით მომწამლა მეგობრობამა
და ეხლა ჩემ გულს მარტო ვაბერებ.
მთელ გულის ტანჯვით მეგობრობასა
მივანდე გული გამოუცდელი,
თურმე ყმაწვილურს იმა ნდობასა
შხამსა ასმევდა მეგობრის ხელი.

თვისი სამარე ჰპოვა იმაში,
რაშიც სიცოცხლეს ეძებდა გული...
აწ ვიღას ენდოს ის ქვეყანაში,
ესდენ უწყალოდ მოტყუებული?!
[1860 წ.]

გაზაფხული
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?
28 იანვარი, 1861 წ.
პეტერბურღი.

***
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.
დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.
მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!..
6 აგვისტო, 1861 წ.
ს. ყვარელი.

***

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშრად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
ოქტომბერი, 1861 წ.
ს. ყვარელი.

გ. აბხ [აზს]
ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი,
ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე,
აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,
ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.
ღმერთო!... მოჰმადლე მადლი ზეცისა,
შთაბერე ყრმასა ძლიერი სული,
რათა შეიქმნეს თავის ერისა
მოძმე ერთგული და მოყვარული.
ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,
რომ დღენი ისე არ დაელიოს,
მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა
ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს.
1863 წ.

1871 წელი 23 მაისი
(კომუნის დაცემის დღე)

ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი

დიდი დროშა დაიშალა...
კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ
იგი დროშა დასცა დაბლა.
კვლავ ეწამა მოყვასთათვის
საოცარი იგი ერი,
კვლავ დაიდგა დიდ წამების
მან გვირგვინი მშვენიერი.
კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა
წმინდა სისხლი წემებულის,
კვლავ დამარცხდა დიდი საქმე
ყოვლად მხსნელის სიყვარულის.
კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება,
ქვეყნის ხსნად მოვლინებული,
რომლისთვისა თითონ ღმერთი
იყო ტანჯულ და ჯვარცმული.
კვლავ შეფერხდა ისტორია,
განახლების შესდგნენ ძალნი,
და კვლავ დღესასწაულობენ
გამარჯვებულნი მტარვალნი.
29 მაისი, 1871 წ.

რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია
მეცხრამეტის საუკუნისა
ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარ: - პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- შენი მტერი!... პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.
მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.
მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.
მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.
მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ყაბახზე ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა

წაგვიჭირა თოკი ყელში, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამცნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.
მერე, როს ბედოვლათობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, რა აკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ
ვასხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც

ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, .-.
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზობითაც თითქო შესწყდნენ, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..,
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგვიყუჩდა, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზე ვლაზღანდარობდით.
მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- “Наплечо”-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.
მერე, როცა… - კიდევ როცა!.. აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
- შემაწუხე ამდენ კითხვით,
"პოჟოლუსტა”, დამეხსენი!
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.
24 აგვისტო, 1871 წ.

ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?

მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი.
არგამტანი და ცბიერი,
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერ;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

29 აგვისტო, 1871 წელს.

გამოცანები
1
ულვაშსრული, მელოტია,
უთაური თავიანი,
ხელთა მლოკი, ქონდრის კაცი,
დიდგულადა ბოხხმიანი.
თუმცა ტანად პატარაა,
სხვაფრივ კი კარგა დიდია,
ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა
იმას ფეხებზედ ჰკიდია.
2
კოხტაა და ღობემძვრალა,
პატარა და ჩამომხმარი,
ცხვირნისკარტა, ნიკაპწვეტი,
უჟამური, განს გამდგრი.
ჭკვით და გულით მოცვეთილა,
ქვეყანზედ უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, - ქვეყნის საქმე
მასაც ფეხებზედ ჰკიდია.
3
ბუღაა და კისერმოკლე,
პირრგვალი და ტანად სრული,
ლაჟღანდარა და მასხარა,
ქვეყნისაგან ლაფდასხმული.
გაქნილობა რომ გაუდის,
ჭკვის ხმა აქვს დავარდნილია,
მაგრამ ჭკვიანი არ არის,
იგი მარტო გაქნილია.
ტაციობით დღეს აღამებს,
გულმურტალი და ფლიდია,
ყველა ლანძღავს, მაგრამ ყველა
იმას ფეხებზედ ჰკიდია.
4
ცხვირდიდა და თვალდიდრონი

მსუნაგი და ტრაბახია,
ერთი უშნოდ აწოწვილა,
ერთი რაღაც ახმახია;
სეხნია ჰყავს სახელდიდი,
თითონ კი მარტო გრძელია,
ძველის მცოდნეა, მაგრამა
ყბედი და ჭკვაზედ თხელია,
ენაპრტყელია, გულმრუდე,
ადვილად მოსასყიდია,
ამ ყლაპიასაც ქვეყანა,
ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.
5
თეთრ-წითელი ვაშლსავითა,
ხაშხაშლოყა, მსუქანია,
რაც ნახირში გაერია,
არ არის დიდი ხანია;
ქვეშქვეშაა, მელაძუა,
მორიელი, ფრთხილი, წყნარი,
თქვენ იმას კარგად არ იცნობთ,
დიდი კუდიანი არი.
ქალაჩუნა და ლუჩუნა,
ფარისეველი მშვიდია,
ამ მძრომსაც თავის ქვეყანა,
ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.
6
პირტიტველა და ჭროღთვალა,
თავმდაბლად გამომხედია,
არც კარგი, არცა რამ ავი
მის ხელთ არ უმოქმედია.
ყველას უყვარს, ყველა უყვარს,
ყველასთვის მეტად ტკბილია,
ზემოთქმულ ღობემძვრალისა
უკან მიმყოლი ჩრდილია.
მე ვიცი, რომ ქვეყნისადმი
მის გულში ტრფობა დიდია,
მაგრამ საქმით კი ქვეყანა
მასაც ფეხებზედ ჰკიდია.
7
ერთი ვინმე შავგვრემანი
სუსტია და პირად ხმელი,

დიდებში ბრძნად ქებულია,
ჭკვამოკლე და ენაგრძელი.
დიდთა ქებით გაბერილა,
ვით ავის სენით ტრიკია,
ახლის აღთქმის კაცი იყო,
ეხლა ქვემძრომი ხვლიკია.
ახლისა და ძველის შუა
ის ჩატეხილი ხიდია,
ამ ტყუილს ბრძენსაც ქვეყანა,
ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.
8
მოხუცია იგი ჯმუხი,
პირად ბადრი, ტანდაბალი,
საქმით წმინდა, გულმხურვალე,
სიტყვატკბილი, ჭკვამაღალი.
ძველთაგანა ეგღა დარჩა
გრძნობით სავსე, გონიერი,
მაგრამ გაუბედავია,
თუმცა უყვარს თვისი ერი.
ის ძველის და ახლის შუა
შემაერთავი ხიდია,
მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა
ზოგჯერ ფეხებზე ჰკიდია.
9
მეცხრე გამოცანად ითქმის:
- ეს ვის დაუწერიაო?
ნუ გაწუხებთ და ნურც იტყვით:
- იგი ჩვენი მტერიაო,
თუ გაწყრებით, რა მენაღვლის?!
მე არ მაქვს თქვენი რიდია,
ვით თქვენ ქვეყანა, მეც წყრომა
თქვენი ფეხებზედ მკიდია.
7 დეკემბერნი, 1871 წ.

კიდევ გამოცანები
1
ოინბაზი, ლაქათაა,
გრძლად გალეული მელია,
ბაზრის ბიჭად გაჩენილა,

ეხლა ქვეყნის მმართველია;
ცუღლუტია, ხერხიანი,
ენაცქვიტი, ყურმახვილი;
დროთა ბრუნვის შესაფერი
კარგად იცის მოძახილი.
მარჯვედ მოდის კოჭის ყრაში,
სურს ალჩუა, სურს თაფია;
ბევრჯელ გაძვრა და გამოძვრა,
მაგრამ ვერ გახდა გრაფია.
გრაფობისთვის ერი დაკლა,
ცოდვა დაიდვა დიდია,
მაგრამ ერიც და ქვეყანაც
იმას ფეხებზედ ჰკიდია.
2
ერთი არის ტანად მომცრო,
კარგად ჩასხმულ მხარ-ბეჭია,
თამამია, უანგარო
და ლაპარაკში ღმეჭია.
თუმც ბევრს იმის ჯურის ხალხსა
ქართვლობა ეთაკილება,
მაგრამ ის მაინც ქართველობს,
ამით ეთქმის ჩვენგან ქება,
სხვა სიკეთე მე იმისი
არარა გამიგონია,
თუმც სიკეთის ქმნად შემთხვევა
იმას მრავალჯერ ჰქონია,
ჩვენგან შორსა მას უჭირავს
რაღაც ადგილი დიდია,
ნეტა ვიცოდე: ქვეყანა
მასაც ფეხებზედ ჰკიდია?!
3
ბაიყუშივით თავდიდა,
დაღვრემილი და ბღვერია,
მუდამ გაბუტვილი დადის,
რაღაც უტყვი და შტერია;
თავმძიმეა, ჭკვასუბუქი,
ცომივით გათქვლეფილია,
ჯილდოსთვის ბევრი დაქსაქსა
მან საქართველოს შვილია.
დედათ წყევლამა აუგო
მას საქოლავი დიდია,

მაგრამ წყევლაც და ქვეყანაც
იმას ფეხებზედ ჰკიდია.
4
პირტუჩრგვალი, მუდამ წმიდად
ლოყებჩამოფხეკილია,
თავისთავის მოარშიყე,
თუმც ასაკმიდრეკილია;
პრანჭიაა და გრეხია,
საკოპწოდ უტოკს ტანია;
ამბობენ, რომ ყურმარჯვეა
და ცოტად ენამტანია.
ჩინოვნიკობაში იგი
თურმე გამოქნილი არი,
ისე როგორც უღლის ქვეშა
ჩვენი გლეხიკაცის ხარი.
ეგ უსახო და უხამო
ქართული მალჩალინია,
თავი მოჰსწონს მხოლოდ მით, რომ
ზედიზედ მოჰსდის ჩინია,
წვრილებში თავმომწონეა,
სხვილებში ფეხის მტვერია,
მამის სახელით გამოდის,
რადგან თვით არაფერია.
მის ჯურის ხალხს მწერლად მოსწონს,
ვერ კი შეუტყეს მრუდობა,
რომ სხვის წიგნიდამ ფრაზების
იცის ცოტა რამ ქურდობა.
რაგინდ მძიმე საქმე იყოს,
ანუ ძნელი სავეზირო,
ის მაშინვე წაეჩრება,
ვითომ მეც ნახირ-ნახირო.
ეს გამოცანა, მკითხველო,
ახირებულად გრძელია,
ფუყე, უსახო კაცისა
მოკლედ აღწერა ძნელია.
ვირეშმაკა და ორპირი,
ეგ დიდად მოსარიდია,
ქართლი, სომხეთი, რუსეთი სამივ ფეხებზედ ჰკიდია.
5
ერთის კარგის საქმის იგი
დამწყობი, მეთაურია;
თქმულა, - ნაყოფისაგანო

ხე იგი საცნაურია.
თუ ესეა, მაშ არ აღვწერ
მის ნიშნებს და მის სახესა,
მარტო ნაყოფს დაგანახვებთ
და მით ჰსცნობდეთ თვითონ ხესა.
ჩვენის ქვეყნის საკეთილოდ
მან მარტომან შეგვძრა ყველა,
ერთმანეთის მტრებს გვასწავლა
ერთმანეთის ძმური შველა.
ბანკის ძირი იმან ჩარგო,
ღონე ხსნისა მოგვცა ხელთა;
ვახ! დაგვიმხეს ზოგთ ეს საქმეც!
წყევა ჩვენი მათ - ჩვენ მტერთა!
ამ უკაცურ კაცთა შორის
მე იგი კაცად მგონია
მით, რომ საქმითაც ქვეყნისა
მას სიყვარული ჰქონია.
ბევრი ვიცი მე ამისი
ცოდვა და ნაკლულოვნება,
მაგრამ კარგის საქმის დამთესს
ბევრიც რამ მიეტევება.
რაც არის, კიდევ ეგ არის
ჩვენში ხელმოსაკიდია,
მარტო მას, ვგონებ, ქვეყანა
ფეხებზედ არა ჰკიდია.
6
აღწერილთა ჯურის ხალხი
სხვანიც მრავალნი ყვავიან,
მაგრამ მე იმათ არ ავსწერ,
რადგანც თვის ქერქში არიან.
დიდთა ნახირში არ ისმის
მათგან არც ერთის ბღავილი,
თუმცა იმათში ზოგიერთს
ჭირად სჭირს ენის ქავილი.
მათში ბევრი წურბელაა,
გველი, ხვლიკი, ლოკოკინა;
იციან, რომ არ ვარგანან
და თავისთვის სხედან შინა.
ხროვა ეგე, ანუ ჯოგი,
საუბედუროდ, დიდია;
მათ ყველას ერთად ქვეყანა
შინვე ფეხებზედ ჰკიდია.
7

ესეც გამოცანად ითქმის:
- "ნეტა ამას რისთვის სწერსო,
მეთაურნი დაგვილანძღა,
მით ახარებს ჩვენსა მტერსო?”
ჩვენი მტერი სიბრმავეა,
უვარგ კაცზედა დანდობა,
ჩვენი მტერია ზოგ-ზოგის
ფლიდობა და თვალთმაქცობა.
ის ზოგ-ზოგნი ჩრდილში იყვნენ,
ეხლა მზეზედ გამოვფინე,
ყველას თავისი მივუწყე
და მართალი აღვადგინე.
მინდა, რომ თქვენ შეურჩიოთ
თხა თხასა და ცხვარი ცხვართა
და, ვით თქმულა, მიანებოთ
მკვდარნი დაფლვად მისთა მკვდართა;
მინდა, რომ ვინც ჩვენის ქვეყნის
ჩვენში პირმომარიდია,
ის თქვენც ფეხებზედ გეკიდოსთ,
ვით მე ფეხებზედ მკიდია.
7დეკემბერი, 1871 წ.

პასუხის პასუხი
I
ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ, ჩინიანთა, ბუზად გგონივართ…
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშ დამწყვდეული ვართ.
ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.
ლიბერალობა,
პატრიოტობა
სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;
თქვენგან ჩაგრული,

დაბრმავებული,
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.
ქვეყნისა ბედი
და ხსნის იმედი
თქვენებრ ხელში მჩვრად არ გაგვხდომია;
კაცის მხნეობა,
კაცის ზნეობა
თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.
სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია.
როს მოვედით ჩვენ,
მსწრაფლ გიცანით თქვენ,
შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი:
რად ჰკვირობთ მასა,
რომ თქვენს ანბანსა
ვერ შეაჩვივეთ ვერვინ ჩვენგანი.
II
მითამ რად გიკვირთ,
რომ მაღლა ვყვირით
მილიონებზედ და სხვაზედ არა!
თქვე ყოვლად ბრმანო!
თვით ოკეანო
ერთად თავმოყრილ წვეთით შემდგარა.
მაშ რაღადა გვგმობთ,
ოდეს ჩვენ ვცდილობთ
ერთმანეთობით მილიონრობას?
თქვე ნაცარმქექნო
და გულნამცეცნო,
აქაც ძირს უთხრით ღარიბთ ერთობას.
ვართ უღონონი,
უგზო-უკვლონი
მით, რომ თქვენ ჰყრიხართ უქმად ჩვენშია,
ჩვენ მოკუნტულნი,
თქვენ გაბღინძულნი,
ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია.
III

იმით თამამობთ,
რომ ბეზღით გვწამობთ
ურჯულოებას, ღვთის უარყოფას?
ღმერთი არმობის,
ღმერთი ყალბობის
არ ურწმენია ჩვენსა თაობას;
ღმერთი მზაკვრობის
და თვალთმაქცობის,
ღმერთი უქმობის უარუყვია,
ღმერთი ხარბობის
და მძარცველობის
თქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია.
ხოლო გვწამს ღმერთი უქმთა წარმწყმედი,
ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი,
ღმერთი ტანჯულთა,
ღმერთი ჩაგრულთა,
ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი;
ყოველთა ძმობის,
თანასწორობის
მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული,
ძლიერთ დამბმელი,
უძლურთ ამხსნელი,
თქვენგვარ კაცთან გმობილ-დევნული:
ორგულობისა,
ორპირობისა
ძირსა დამცემი და დამთრგუნველი,
ფარისეველთა,
სადუკეველთა
გამკიცხველი და გამდევნელი.
მან კუბოს მორთულს,
შიგ სიმყრალით სრულს,
თქვენებრი კაცი არ დაადარა?!
ზაკვით სავსენო,
ავმორწმუნენო,
ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.
IV
"მტერობა ენის
არს მტრობა ქვეყნის” მაგ აზრისა ვართ თანახმა ჩვენა,
მაგრამა გმობა,

ენისა მტრობა
ბრალად ვის დავდვათ - ჩვენა თუ თქვენა?
ეხლა რომ ბღავით,
თქვენ არ იყავით
ენის პატრონად ჩვენზე უწინა?!.
ჩვენ ძუძუს ვწოვდით,
როცა თქვენ ჰგმობდით
ენას და ხალხსაც გარედ თუ შინა.
ის არ ხართ თქვენა,
რომ ღვიძლი ენა
ბძანებით დასთმეთ აღმოსაკვეთად?!
შიშით არც კარში
და აღარც სახლში
მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად.
“ენა მაღალი,
მის სიღრმე, ძალი”,
ჩვენგან კი არა, თქვენგან წამხდარა;
პირველ თქვენგანმა,
იმა ბედშავმა,
მას მკვდრის სუდარა გადააფარა.
V
ენა მდიდარი,
თქვენს ხელში მკვდარი,
ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად,
და ამასაც თქვენ
ცოდვად გვითვლით ჩვენ,
რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად!
თქვენგან გმობილი,
თქვენგნით ლტოლვილი
ენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევაფარეთ;
კარგად თუ ავად,
ჩვენ მას ვინახავთ
და მის სიკვდილით არ გაგახარებთ.
გვიან თუ მალე,
დღესა თუ ხვალე,
რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება,
მაგრამ კი თქვენი
მრუდე საქმენი
ისევ ისევე მრუდედ დარჩება.

VI
“უგზოდ მვლელნოო,
უსწავლელნოო”, ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,
რომ ჩვენზე ბევრსა
თვით იწველდესა,
- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართველოს!
ვინა ყრიხართო,
ვირები ხართო, მაგ თქვენს ზდილობას ვით ეკადრება?
მაგრამ შოთამ ჰსთქვა, რაც კოკაში ჰსდგა,
იგივე თურმე წარმოსდინდება.
28 იანვარი, 1872 წ.

რჩევა
თუ გინდა, ძმაო, იგემო
ამა ქვეყნისა შვებანი,
დიდთა საფეროდ მოჰმართე
შენი გულ-სიტყვის ებანი.
მერე ბრძნობით შეიმოსე,
დიდთა უკმიე, სხვათ არა,
და იქადაგე - “წესია,
რომ დიდმა ჰყლაპოს პატარა”.
ამა წესის სიმართლისა
შენ საბუთი ვინც მოგკითხოს,
- “ჯერ ეგრე-თქო, დამიჯერეთ,
საბუთი-თქო მერე იყოს”.
დიდნი ხომ დაგიჯერებენ,
აბა უარს რად იტყვიან?!
პატარებს ჯანიც გავარდეს,
დიდნი მადლს გადაგიხდიან.
თუმცა დიდთა პირფერობა
არის მონებური ქცევა,
მაგრამ მაღლა აცოცვისთვის
უნდა თურმე კუდის ქნევა.
ამას გირჩევ, იმიტომ რომ
ჩვენ გვყავს ერთი მეგობარი,
რომელიცა ამგვარ ქცევით
ჩვენში ბედნიერი არი.

1872 წ., მარიამობის 29-სა
[დუშეთი]

***
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდიების დღენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია, ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?
15 სეკტემბერი,1872წ.

***
აღარც ნატვრა და აღარც იმედია!..
ყველა წარხდა... ვაი, ესრედ შთომილსა!
ვაი იმას, ვისაც ჩემებრ სცემია
გულს ისარი უიმედო ტრფობისა!..
ახ, რად გნახე შენ ჩემს საუბედუროდ?
რამან შეგქმნა ეგრე სავსე სიკეთით?
ეჰა, გულო, ერთხელ დაწყნარებულო,
ერთხელ მკვდარო, რაღად აღზდექი მკვდრეთით?
მე მისი ვარ, ის კი არ არის ჩემი,
ის სხვას ასმევს ნეკტარს ნეტარებისას;
სხვას თავს ევლის, სხვას შეჰხარის, სხვას ეტრფის,
მე კი ვწყევლი დღეს ჩემის გაჩენისას.
სად წარვიდე, ვის შევჩივლო, ვის ვუთხრა?
ვინ განმიღებს დახშულს კარსა ბედისას?

ვინა ჰკურნებს უკურნებელსა სენსა
სამუდამოდ წაწყმედილ იმედისას?
1877 წ.

კ .ბ. მ - სას
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას...
მე კაცთ სიკეთის მხურვალე რწმენა
ჭირში თუ ლხინში წინ მიმიძღოდა...
გული, თრობილი მის წმინდა მადლით,
ჭკუის ცივს თათბირს ეურჩებოდა.
ნუ მეუბნები, რომ იგი იყო
უგუნურება და ცდომილება, —
ოღონდ კვლავ მომე: ის ცდომა მიჯობს,
ვიდრე უცდომი გამოცდილება!
დავკარგე იგი!.. აწ მის დამკარგავს
უმადლ, უნუგეშ მივის-ღა გული...
უმისოდ გული ცივია, ბნელი,
ვითა სადგური გაუქმებული.
ნეტა მას, ვისაც იმ რწმენის შუქი
ერთხელ მაინცა გულსა ჰფენია!
უფრო ნეტა მას, ვისც სამარემდე
გულით რწმენილი გულსვე შთენია!
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველ ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას!..
1877წ.

ბაზალეთის ტბა
ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე,

უცხო წალკოტი ჰყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი
დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, — თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ —
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!

14 მკათათვეს, 1883 წ.

დამაკვირდი
I
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
II
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევას:
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.
III
ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შეჰქმნა მარტო ცრემლი.
IV
წუთის-სოფელი ესეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია სიყვარულს უშენებია.
V
ხმალი იმოდენს ვერას იქმს
მრისხანე და ძლიერიო,
რასაც იქმს მშვიდობიანი
კალმის პატარა წვერიო.
VI
შუბი დიდია და მძლავრი,

სისხლმღვრელი, სისხლის მსმელია,
წნარი, პაწია ნემსი კი
შიშველ-ტიტველთა მცმელია.
VII
არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსრვას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.
VIII
მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში
ყოფნა, ვაი, რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია;
საცა კი შევხვდი, დამძლია,
ვერ შევუბრუნე ხელია...
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
"ძალა აღმართის მხვნელია”.
IX
თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე.
X
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინცა უბედურთ მხსნელია.
XI
ჭკუამ სთქვა: წუთის-სოფელსა
აღმართი მე ვახვნევინე,
თესლი მოვკრიბნე და ხნულში
დავთესე, დავაბნევინე,

უღონოს ღონე მე მივეც,
ხელი მე გავაქნევინე.
გულმა სთქვა: ჭკუავ, მართალ ხარ,
და ზოგიც მე მათქმევინე!
ჩენი ნახნავის გორახი
ფარცხით მე მომაფშვნეტინე
ნაგოლვი, მშრალი ბელტები
ცრემლით მე მომარწყვევინე;
შენი ნათესი, ნანერგი
სისხლის ღვრით გამაზდევინე;
შენსა ჯეჯილში, ყანაში
ღვარძლი მე ამარჩევინე;
ნაამაგარი ძნად შევკარ,
ზვინად მე დამადგმევინე...
ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად,
და შენ ეს ვერ გაქმნევინე, არ იქმნა, ჭკუავ, მადლის გზა
მე შენ ვერ დაგაქნევინე.
XII
ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო:
დროზე ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.
XIII
პატიოსანთ მტერთა შორის
მოციქული ნამუსია

XIV
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზე შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.
[1886 წ.]

კითხვა - პასუხი

კითხვა
კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ლამაზად მორთულ და მოკაზმული;
მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.
გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,
გისმენ და სმენით ყური ვერ სძღება;
მაგრამ რამდენადც საყვარელი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.
რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი,
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?!
მაგრამ რამდენადც მადლით სავსე ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.
ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს
შენი სიმდიდრე, შენი უხვება;
მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.
მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,
სად სიცოცხლეა გახარებული,
და რამდენადც შენ ცხოველმყოფელ ხარ,
იმდენად უფრო რად კვდება გული?
პასუხი
- მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!...
ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!..
იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.
საყვარელი ვარ... ჩემს მზიან ჩრდილში
სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, და, ვაი, ამის სანაცვლოდ თქვენ კი
ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..
მადლით სავსე ვარ და, ვაი, ჩემს შვილს
ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია;
და ან იქ რა ჰქმნას თვით წმინდათ-წმინდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?
მე მდიდარი ვარ და თქვენ კი, თქვენ კი...

ლუკმანატრულნი ერთმანეთსა სჭამთ,
მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით
და, ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..
იქ თვით სამოთხის წალკოტი, მდელო
უდაბნოდაა ურგებ-ურწყული,
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.
[1894 წ.]

ორხმიანი საახალწლო ოპერეტი
I
გიორგი წერეთელი

მე ვარ და ჩემი ნახატი,
გამთენებელი ღამისა,
ბებერი, მაგრამ მაინცა
თავი ახალის დასისა.
ხორო
ბებერსა, სასძლოდ მორთულსა,
უფრთხილდი, მოერიდეო.
II
ზოილი
ვისაც ვებრძვი, არ მებრძვიან,
მაშ მე ვარ გამარჯვებული.

ხორო
ქორი ბუზს არა იკადრებს,
არცა სდევს საჭმლად ნდომითა,
სონღული მუმლის შეპყრობად
ფრთებსა არ გაშლის ზომითა.
III
“კვალი”

ორი წელია დავდივარ,
ბევრი ვთხზე სხვებზე არაკი,
ბევრსა შემწევდა ამაში
ჩვენი პოეტი აკაკი.
ხორო
ბევრი რამ ვიცით ჩვენ თქვენი
უფროსნი ამოებანი:
ცუდს კაცსა მწე ააზავებს,
მტყუანს - ტყუილი ქებანი.
”კვალი”
გავწმინდე ენა ქართული,
უწყლოსა წყალი ვადინე,
მდიდარი პირქვე დავეცი
და ღარიბი აღვადგინე.
ხორო
მკვეხარის სიტყვა ზღვა არის,
მღელვარე, კლდისა მცემელი,
არა მდუმარე წვიმისებრ
ნაყოფის გამომცემელი.
”კვალი”
მინდა მაღალი დამდაბლდეს,
ამაღლდეს დამდაბლებული,
მდიდარი წყალმა წაიღოს,
ცხონდეს ღატაკი ვნებული.
ეს მცნება მე ჩემს დროშაზედ
მოქარგვით დამიწერია,
თურმე მის გამო მებრძოდა
მდიდართა ყმა ”ივერია”.
ხორო
მაგგვარები ბევრს სხვა ცუღლუტს
წინადაც დაუწერია,
მაგ საკენკით მხოლოდ მარტო
ბღარტები დაუჭერია.
ეგ ჟღარუნა არა-მცნება
მარტო ბალღთ საცდუნელია,
მაგისთანა მალაყები

არ ახალია, ძველია.
”კვალი”
კიდევ ვიტყვი, მე გავბედე
ღარიბთ სარჩლი, მდიდართ გმობა;
ბედნიერ ვარ: ამით ვპოვე
ახალგაზრდათ თანაგრძნობა!...
ხორო
სტყუის!.. ტყუილად ჰქადულობს
ახალთა თანაგრძნობასა,
"კვალის" ჟღარუნზე ვინ მივა,
თუკი კაცია ცნობასა?
ვერ მოტყუვდება ახალი
ამისთანა გუნდრუკთ კმევით,
მის წინ ”კვალი” ფონს ვერ გავა
ლაქუცით და კუდის ქნევით.
”კვალი”
სულგრძელება ჩემი იცით,
გზაზე ჩემი მტკიცედ დგომა,
ვერ დამაფრთხობს "ივერიის"
კუტრუში და მაღლა ხტომა...
მე ჩვენს ახალს თაობაში
ვპოვე ღონე ღერმეთელი,
შევკარ დასი, სარდლად მივეც
გეურქ-აღა წერეთელი.
ვერ გამტეხოს ”ივერიამ”,
ერთსა მცემდეს გინდ ასია...
ჩამოდექით!.. მობრძანდება
ჩემი მესამე დასია!..
ხორო
(ახალგაზრდობას)

ტრელთა ენათა ერიდეთ,
კაცი გიყვარდეთ ცნობილი,
ტრაბახთა ყოლე ნუ უსმენთ,
სიტყვა ნუ გინდათ გმობილი;
ერთბამად ფრინველს ნუ უწოდთ
შავარდენსა და ძერასა,
სჩხრეკავდეთ ყვავთა ჩხავილსა,

ბულბულთა ტკბილსა მღერასა;
ტყუილ ფრაზების რახარუხს,
გულის მართალსა ძგერასა,
ჭკვათამყოფელთა მოძღვრებას,
სულელთა უგვანს ჟღერასა;
თვალსა ქორულებრ მჭვრეტელსა,
”კვალის” ქვეშქვეშა მზერასა...
თვალთხედვის სულ არქონა სჯობს
“კვალის”თვალთხედვით ცქერასა.
კანს ნუ ენდობით, უჩხრიკეთ
ღვიძლი ჭეშმარიტს წერასა,
და ნურას შეუშინდებით
გეურქ წერეთლის ბღვერასა.
IV
სილოვან ხუნდაძე

პოეტი ვარ და არვის სწამს,
ბრძენი ვარ და არვის სჯერა...
აფსუს ჩემი სიბრძნე-ცოდნა,
აფსუს ჩემის ჩანგის ჟღერა!..
ხორო
ტყუილად იქადს... ხომ იცით,
ანწლი ვერ მოგცემსთ ყურძენსა;
ბუისგან ნუ გამოელით
ბოლოკარკაზის ბუდესა.
V
ილია ხონელი

ღმერთად მიმაჩნდა ქართული,
ტაძრად მწერლობა მისიო,
მაგრამ გავექეც: არ მიყვარს
მე ბატონყმობა სხვისიო.
მას აქეთ დავწანწალებდი,
ვერსად დავიდე ბინაო...
საძუე რომ შემომაწყდა,
ეხლა დავბრუნდი შინაო,
ხორო
სად გინდ ეგდოს, ვინ რას აქნევს

ნაქაჯსა არცოდნისასა?
მისი მწერლობა კვალსა ჰგავს
ზღვაზედა ნავთმავლისასა,
ბურუსსა ქართ მოკვეთებულს,
ანაზდსა დასავლისასა,
ისტორიულ აბდაუბდას
გიორგი წერეთლისასა,
უმარილო ლექსთა წყობას
პოეტის სილოვნისასა,
კვალდაუჩნეველ ლაქლაქსა,
ნაყოფს წყალთა ნაყვისასა.
VI
”მოამბე”
გვიხაროდენ!.. აწ ხონელი
გაზეთს ”კავკაზს” გაეყარა...
თავისუფლება მიკმია
და ჩემს ჭერს-ქვეშ შეეფარა.
გვიქადის, თუ: - მეც კაცი ვარ,
სხვებზე ნაკლებ არ ჭკვიანი,
ჩემს მერანსაც გადუქნია
გზა მწერლისა ეკლიანი.
დავიჯერეთ, თუმც აქამდე
მის ჭკვა არ გაგვიგონია...
ან რა ექნა? ვით ეჩინა,
რაც მის დღეშიც არ ჰქონია.
აწ იქმნება საახალწლოდ
ღმერთმა ჭკუით დააბერა
და ასწავლა, როგორ უნდა
მართებული თქმა და წერა...
ხონელიდამ ზოილამდე
რაღა დიდი მანძილია,
და ვფიქრობთ, ერთად შევყაროთ
ეს ერთმანეთის ჩრდილია.
იქნება ქართველთ მწერლობა
ღმერთმა მათით ააზეოს,
წყვდიადი და ბნელი ჩვენი
გაანათოს, დაამზეოს.
ხორო
მე ნუ მომცეს ღმერთმა იგი,
რაც ხონელმა სთესოს, ფარცხოს;
მე იმ პურს ნუღარ მაჭმევთ,

რაც ზოილმა გამოაცხოს.
ნუთუ ხონელ-ზოილია
წყალზე გამდები ხიდისა!..
ნუთუ ეს დაგვრჩა სანაცვლოდ
მის იმედისა დიდისა?!..
VII
აკაკი
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა...
ტყუილს ვინც სჩივის, მართალიც
ჩემი არ სჯერათ, აღარა!
ანტონმაც მე წინ გამიგდო,
გული დასერა, დაჰღარა...
რაცა ხარ, იმას გამხელო,
დაჰკრა ბუკი და ნაღარა.
მოვიმკვდარუნე მე თავი,
ვთქვი: აწ იტყვიან რასაო?
ვნახოთ, რა ძაძას ჩაიცმენ,
როცა რომ მნახვენ მკვდარხსაო?
ან ვით მაქებ-მადიდებენ
მე ქართველთ ერთგულ ყმასაო?
ან რას ეტყვიან პასუხად
მაგ ჩვენს კოჭლს ანტონასაო?
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა...
ჩემი მევე ვთქვი ქებანი,
სხვამ რომ არა სთქვა არარა.
ვინც რომ გავკაწრე ბასრ ენით,
აწ აღარ მინდობს, აღარა...
ეხლა ბევრს ვნანობ, - ეს რად ვქმენ,
რაღა თქმა უნდა, რაღა რა?!
ხორო
გვიანღა ჰნანობს, თუ ჰნანობს,
ამაოდ დაშვრნეს ენანი:
წამხდარს საქმესა რას არგებს
მერმეღა თითზე კბენანი?
ნურვინ ემდურის სხვას ვისმე,
სოფელს ეს უდევს წესია:
მთესველი მარტო მას მომკის,
რაც უხნავს და უთესია.
იგი დიდ მანძილს ვერ გავა,

ტყუილ-უბრალოდ ჰშვრებაო,
ვინცა სოროში თავსა ჰყოფს,
კუდი კი გარედ ჰრჩებაო.
VIII
მიხეილ მაჩაბელი

მე იგი ვარ, ვინც თიანეთს
გადალახა მთა და გორი...
თავი ყოლა ნუ ჰგონია
ვისმე ჩემი თანასწორი.
საცა გინდათ,მე მგზავნიან,
გზაა მოკლე, თუნდა შორი!..
არვინ უვით ჩემისთანა
გრძლად მეტყველი ორატორი.
ორატორი მას არ ჰქვიან,
ვინც სადმე სთქვას ერთი-ორი,
გძელი სიტყვა მოკლედ მოსჭრას
და გაქირდეს, ვითა ჯორი.
ვითა ცხენსა შარა გძელი
და გამოსცდის დიდი რბევა,
მართ აგრეთვე ორატორსა
გძელთა სიტყვათ ცუდად ბნევა,
უპრაგონო ლაპარაკი,
გულში ცემა, ხელთა ქნევა,
არდაღალვა, არ დაქანცვა,
ოფლის წურვა, ოფლის ფრქვევა...
აჩუმებდნენ, არ დაჩუმდეს,
არ დაუწყოს სიტყვამ ლევა...
ნუ გეშინით!.. სტყუის, ვინც სთქვა
მუნჯისაგან ყბედის ძლევა.
მეც ეგრე ვარ, როგორც მხედავთ,
ორატორთა კარგთა სწორი
ვფქვავ, რაც ენას მომადგება თუნდ მართალი, თუნდა ჭორი...
არას ვნაღვლობ, თუ რამე ვთქვი
უმზგავსო და შორი-შორი,
არა ვტყდები, თუმცა ხშირად
ბურტყლს მადენენ, ვით გნოლს ქორი.
ხორო
ეგ ის არის, ვისც პორტფელი
იღლიას ქვეშ მუდამ სჩრია...
არც ბევრი რამ თვითონ არის,

არც პორტფელში რამ უყრია.
ბევრს მეტყველობს, ცოტას ჰფიქრობს,
არ მისდევს ცოდნას, მცნებასა,
და, ვით თვით სთქვა, აჰყოლია
ბურუსში ძაღლის ყეფასა.
რაც გინდ გძლად სთქვას, მაგის თქმულსა
ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
თვით არ დაშვრების, მსმენლისა
ყურნი კი დავალდებიან.

IX
ილია ჭავჭავაძე

დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი გამიხდა ჭაღარა...
ზოილი აბუჩად მიგდებს,
ხონელი მწყალობს აღარა.
ჩემს ზარმაცობას, არცოდნას
რაღა თქმა უნდა, რაღა რა...
ამისთვის მარტო ვანოსი
კმარა ბუკი და ნაღარა.
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
თავზე მექცევა ბჭენიო...
ვაიმე ბედკრულს, შემომწყრნენ
მე ძმანი ყიფშიძენიო!..
ეს არ მაკმარა მე ბედმა,
სხვებრ შემიმუსრა ფრთენიო:
აიღო და გადამკიდა
მიშო, კაცი რამ ბრძენიო.
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
აღარ ვარ ჩემსა ნებასა,
ისევ სჯობს სადმე წავიდე,
ბანკში ურგებად გდებასა.
ისევ სჯობს ასე მოვიქცე,
ავყვე მე მიშოს მცნებასა,
ვით იგი აჰყვა თიანეთს
ბურუსში ძაღლის ყეფასა.
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა...
ერთი მაღონებს, ერთი მკლავს,
მარტო ერთს ვჩივი, სხვას არა,
რომ ვანოს მოძულებული
მიშოს უნდივარ აღარა!..
მე ამა ჭირმა გამტეხა,

გული დასერა, დაჰღარა.
ხორო
ჭირში გატეხა არ უნდა,
თუ კაცი გონიერია,
წავა და ყველგან დარჩება,
ქვეყანა ღონიერია.
ესეც კი ითქმის: კაცსა რა
აუხდეს ნატვრა გულისა,
ხსოვნა არა ჰხამს ჭირისა,
ვით დღისა გარდასულისა.
X
ივანე მაჩაბელი

მე საქოჩრიდამ თვალთ მიჩანს,
ჩვეულება მაქვს ბრმისაო,
დავიარები ამ ქვეყნად
ხელით მძებნელი ჭკვისაო.
რაც ხელთ მხვდება, ჭკვა მგონია,
აღარ ვუჩხრეკავ პირსაო...
მათამამებენ, ვთამამობ,
დარდი არა მაქვს სხვისაო.
ერთი რამა მჭირს მხოლოდ მე:
მეტიჩარა მაქვნ ენანი,
ჯერ ვიტყვი ხოლმე, მერე კი
ჩემს ნათქვამს მევე ვინანი.
რა ვუყო? რა ვქნა? მეც ვჩივი,
ენა არ მეკითხებაო:
თუნდ მკითხოს, - ჩვენში კი დარჩეს, ბევრს არას გამომრჩებაო.
მაგრამ მაინც იმედია,
თავ-ხედ გასდონ წკირი, ჩხირი,
მეც ფასი მაქვს, ვიდრე კიდევ
ხილად გადის პანტის ჩირი
ხორო
ელოდოს, ვიდრე თავ-ხედა
გასდებს ვინმე წკირს ან ჩხირსა,
ღმერთმა ნუ ჰქმნას, დრო მოვიდეს,
ხილად ვხადდეთ პანტის ჩირსა.
მიდის, მოდის ეგ ბატონი,
იბრძვის, შფოთავს, ჰთრთის და ჰღელავს...

თვითც არ იცის, - ცელს რას აქნევს,
რასა სთიბავს, რასა სცელავს?
თუ კაცია, თვის თავს ეტყვის,
რასა ჰქსოვს და რასა სთელავს!..
ამად ვწუნობ ამგვარს კაცსა
სულ ბნელია რასაც ელავს.
XI
ნ. ზ. ცხვედაძე

ამას ვამბობ და ვღაღადებ,
ისმინეთ ჩემი თხრობილი:
ნუ არიდებთ შვილს სასწავლოდ,
რა ხელს მოგცემთ უწვრთნი შვილი!..
ქვანიცა ჰყრიან მინდორად
უხმარი და განაწბილი.
ისმინეთ, აი რას ამბობს
პედაგოგია ბრძნობილი:
”ვით ახალ ნორჩი ვაზისა
ხელს მიჰყვეს საფურჩქვნელადა,
ეგრედ ახალი მოზარდი
კარგს ოსტატს გასაწვრთნელადა.
სწავლას ნურას დააბრალებთ,
თუ ვერ იქნა შვილი წვრთნილი,
ცემა გმართებთ გამზრდელისა,
რა ყრმა ჰნახოთ ავად ზრდილი”.
ხორო
ვითა კლდე-ტინი, მაგრად სდგას
და უძლებს ქართა ქროლასა,
ისე ჭკვიანი სწავლული ამა საწუთროს რჩოლასა.
საჭირო არის წვრთნა, სწავლა,
ვითა ფარ-ხმალი ბრძოლასა,
სჯობს ყოლა უწვრთნის ძაღლისა
უწვრთნელის შვილის ყოლასა.
XII
ი. გოგებაშვილი

ჩემი აწ სცანით ყოველმან,
მას ვაქებ, რაცა მიქია:
დედაენა მიჩნს სახელად,

არ თავი გამიქიქია.
იგია ფუძე ქართვლისა,
მაგარი, ვითა ჯიქია...
დედაენითა წვრთნა ყრმისა
მე ბევრჯერ მითქვამს, მიქია.
დედაენა პირველადვე
სიბრძნისაა ერთი დარგი,
ტკბილი ტკბილად გასაგონი,
ყრმათა წვრთნისთვის დიდი მარგი...
მით ზრდას არვინ დამიწუნებს,
თუ კაცია მართლა ვარგი...
სიტყვა სრულად გულსა სწვდება,
დედაენა მით არს კარგი.
ხორო
მოგახსენებთ, ეგე სწავლა
ჩვენთვის ყოვლად სოფლად ჰღირდეს,
მაგრამ რა ვქნათ, როგორ გავძლოთ,
როს ჩვენ ჭირი შინვე გვჭირდეს?
როს გიორგი წერეთელი
დედაენას სთხრიდეს, ჰრყვნიდეს
და მაინც კი კადნიერად
მის განწმენდას იქადიდეს?
არ მიიღოს მან შენგან წვრთნა,
არ გისმინოს, ნუ გიკვირდეს:
გონიგრსა მწვრთნელი უყვარს,
უგუნურსა გულსა ჰგმირდეს.
[1894 წლის დამლევს].

***
1
რად გვინდა ვინ ხარ, სიდამ ხარ,
ვისი სისხლი, ვისი შვილი?
თვითონ გიცნობთ, რაც კაცი ხარ,
არად უნდა ამას ცილი.
წა, უკუსდეგ, - აი შმაგი,
უმეცარი, შლეგი, წბილი!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი,

შაბაშ საქმე შენგან ქმნილი!
უშენოდ ვერ სძლებს ”Листок”-ი
ვერც ჯდომას, ვერცა წოლასა;
შენთაგან გაჭრას გიწონებს
და ეშმაკებთან სრბოლასა;
შენთან არავინ ჰკადრულობს
არცა ზავს, არცა ბრძოლასა, სჯობს უყოლობა კაცისა
შენისთანისა ყოლასა.
2
ჩემი აწ ესე ნათქვამი
მისი სახე და დარია:
ვითომდა იღვწის ჩვენთვისა,
ჩვენთვის სდის ცრემლთა ღვარია,
ძმობას გვიქადის, ერთობას,
ისმის ზათქი და ზარია,
მაგრამ რა ”დუმას” შეერთვის,
მაშინ ის ჩვენთვის მკვდარია.
ბევრს აქეთ-იქით თავს ახლის,
ჩლუნგია, არა მჭრელია;
რაზომცა ჰნათობს სინათლე,
მისთვის ეგრეცა ბნელია.
ახლებში თავს სდებს, გვატყუებს,
არ ახალია, ძველია,
რაც გინდ რამ ქერქი იცვალოს,
გველი ეგრევე გველია.
3
კალამი რამ უშოვნია მით ჰლამობს განვლოს ფონია,
მაგრამ უნარი წერისა
არცა აქვს, არცა ჰქონია;
თავს იქებს, თუმცა მის ქება
სხვისგან არ გაგვიგონია;
ყვავი რა ვარდსა იშოვის,
თავი ბულბული ჰგონია.
[1890-იანი წლები].

აჩრდილი

ვუძღვნი

ი ვ . პ ო ლ ტ ა რ ა ც კ ი ს და
ილია წინამძღვრიშვილს
”რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.
რუსთაველი.

I
აღმობრწყინდა მზე დიდებულათა
და განანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოდ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.
მისი ყინულით ნაკვეთი თავი
მოირთო მზისა ოქროს სხივებით,
ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით,
თითქო ელისო განკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.
II
მაგრამ ისეთი მშვიდი, ნარნარი
იყო იმ დღისა ლამაზი დილა,
რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარი
იმ დილის მადლსა დაემორჩილა.
ქვეყანაც იყო დადუმებული,
თითქო დუმილით ყურს უგდებს ცასა, —
და ცაც უღრუბლო და მხიარული
გადმოაფენდა მადლს ქვეყანასა.
ხოლო კი ჩემი უნდო გონება
არ მოიხიბლა იმ დილითაცა...
“ნუ გჯერსო, — მითხრა, — ეს მყუდროება,
სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!
ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს

ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,
მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს
მადლი ცისა არ მიჰკარებია.
სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ...
ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი,—
ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ,—
თვით მაგ დუმილში რა წყევლა არი!..”

III
ბოლოს კი დილის სიტკბოებამა
მეც განმიფანტა ეჭვთა ღრუბელი
და ყოვლად მხსნელმა სასოებამა
მომცა ნუგეში მაცხოვნებელი.
ვსთქვი, თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს,
ღამე ესეთის დილით თენდება,
სადც მზის ნათელი ეგრე ბარწყინვალებს,
იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება.
ამა ნუგეშით აღძრული სული
აღმევსო ნელის სიხარულითა,
ეჭვთაგან წინად გვემული გული
განცხოვლდა წმიდის სიყვარულითა;
გარდმომევლინა ყოვლად შემძლები
ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,
აღმიფრთოვანა მან ოცნებები
და განმიწმინდა ხედვა და სმენა.
თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე
ხედვად უცნაურთ სახილველისა,
მოეხსნა ყურთა თითქო სიძნელე
სმენად ბუნების მეტყველებისა.
მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი,
სავსენი ლხენით, ნეტარებითა,
რომელთაც წარაქვთ კაცთ გულისთქმანი
საიდუმლობის მაცდურებითა.

IV
და მომევლინა მე კაცი დიდი,
მყინვარზედ მდგომი მოხუცებული;
ვითა ქვეყანა, ისც იყო მშვიდი, —
უძრავი, უხმო, დაფიქრებული.
მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი,
ყურადღებითა შორს გაჰყურებდა,
მის გარეშემო შვენოდნენ მთანი

და მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა.
თერგი მრისხანე, თერგი მბდღვინვარე
ქაფისა ზვირთთა მიაქანებდა.
ვით შმაგი ლომი დაჭრილი, ცხარე,
ჰრბოდა, ჰბღაოდა, მიღრიალებდა,
სჭექდა და ჰქუხდა... კლდენი და მთანი,
თვის მაშფოთარ შვილს გადმოჰყურებდნენ
და მის ბღავილთან მათი ყრუ ხმანი
ხეობაშია მგზავრს აშინებდნენ.
იქით, შორს, სჩანდნენ მინდორნი, ტყენი,
და იმათ შორის — არაგვიც ჩვენი...

V
ჩვენო არაგვო! რა რიგ მიყვარხარ!...
ქართვლის ცხოვრების მოწამედ შენ ხარ...
შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული!
ჩემის მამულის დიდება ძველი
შენს წმინდა თვალწინ აღყვავებულა,
მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი
აქ — შენს კიდეზედ დაბადებულა.
შენ ზვირთებ შორის ჩემის ქვეყნისა
გრძელი მოთხრობა დამარხულია
და წმინდა სისხლი ქართველებისა
შენს კიდეებზედ გადასხმულია.
იქ, სადაც შენსა ძლიერსა წყალსა
შეურევ მღვრიეს და მდოვრსა მტკვარსა,
იქ ერთხელ ქართველთ სიცოცხლე ჰდუღდა,
იქ მამულისთვის ქართველთ ხმა ჰქუხდა.
შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი
და საუკუნეთ — იგი ქართველნი!..
გულხელთ დაკრეფით შენსა წმინდა წყალს
რამდენჯერ ტანჯვით ვადევნებდი თვალს!...
რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს,
შენ წინ დაღუპულს ჩემს ძველსა მამულს, —
და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს
აძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს.

VI
მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა,
არც თერგმა, არც ტყემ და არცა მთამა
არ მიიზიდა მოხუცის თვალი,

მთიდამ ამაყად გადმომზირალი.
სრულ საქართველო მოჩანდა შორსა...
იგი მოხუცი მას დააცქერდა;
ქვეყნის მარგალიტს მაგა ობოლსა,
სიყვარულითა იგი დამზერდა.
— საიდამა ხარ, რამ მოგავლინა,
ჰოი, საკვირველო კაცო, მითხარი?
რათ დაგიგდია შენ შენი ბინა
და ამა მთაზედ რისთვის ხარ მდგარი?
და, რა ვსთქვი ესა, მსწრაფლვე მომესმა
იმა მოხუცის დიდებული ხმა:

VII
“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.
წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,
ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,
შენცა გფენია ქვეყნის მადლი — თავისუფლება,
ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...
და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.
ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგადს ცხოვრებას
და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი, უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,
მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა
და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის
ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა.

VIII
“აქ არვის — დიდსა თუ პატარასა —
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,

დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა
ღვთად მოუცია მარტო მამული;
დაჰვიწყებია, რომ დიდი არი
ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება,
რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი
ქვეყანასავე შეეწირება.
წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა
მამულისათვის თავის დადება!..
ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,
ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.
მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,
შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს,
და არა ერთხელ ჭაბუკთა ყრმათა
ხლმის ტარზედ ძლიერს აუთრთოლებს ხელს.
იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი,
სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს,
გმირის სიკვდილი სახელოვანი
ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;
აკვანზედ დედა უმღერებს შვილსა
ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა,
და თუ ინატრებს რასმეს მისთვისა, —
ინატრებს გმირის მის დიდებასა;
და უფრო ხშირად იმღერს ქალწული,
გმირს მოიგონებს და გამხნევდება; —
ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული
გმირი იმ მღერით დაიბადება.
IX
“მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,
რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?
იგი აღარ გყავთ... მის მოედანი
ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,
გმირის დამბადი დიდი საგანი
თქვენში სპობილა და წაწყმედილა.
გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას,
დაგინგრევიათ დიდი მამული, —
რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?
რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?
თქვენ გარს მადლითა სავსეს ბუნებას
შეუკრებნია ყოველიფერი.
რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას,
ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი.
ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი,
დიდის სამოთხის კუთხე პატარა,
ქედმოდრეკილა ნაღვლით საწყალი,

რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა;
რომ დაგიგდიათ უმწედ, უნუგეშ,
თქვენის სიავით დაწყლულებულა,
თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ,
ვითა ობოლი, შეფარებულა.
X
“ხოლო აქაც კი ვრდომილთ შორისა
ღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების,
ქვეყნის წარხდომას გული ზოგისა
შეებრძვის და არ ემორჩილების;
მაგრამა ლალვა, შური და მტრობა
იმ ზოგთა შორისც ღრმად ჩანერგულა,
ამა ჭირთაგან მათი მხნეობა
აღძვრისა უმალ გაცუდებულა.
აგერ ორ-სამს კაცს რაღაც უგრძვნიათ,
ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,
ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ
და ერთმანეთს კი არ ენდობიან.
ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,
თუმც ერთისათვის თითქო იღწვიან;
თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,
თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.

XI
“აგერ უფალი და მისი მონა 1!
თრთოლით სასწორზედ ხარჯს უწონს ძნელსა
და, რა დაჰსწორდა სასწორზედ წონა,
უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსა
და მით მის ხარჯსა ერთსა ორად ჰხდის...
მონამ მწუხარედ გულს გაიღიმა,
უმწეობითა თავის ხარჯსა ჰზრდის
და საწყლის თვალთგან ცრემლმა იწვიმა.
მაგრამ ქვა არის ბატონის გული,
ვერ დაარბილებს მას შებრალება;
ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული,
ვინც მონებას თვით ემორჩილება.
მონა ბედშავი, მონა საწყალი
სდგას, ევედრება მის თვალი შვებას,
და გულში ჰფიქრობს: ვიშ, ჩემი ბრალი!
1

ეს იმ დროს ეკუთვნის, როცა ჩვენში ჯერ ბატონყმობა გადავარდნილი არ იყო.

რით შევძლებ შვილთა ჩემთ გამოკვებას?
ვიშ, ჩემი ოფლი, მათთვის დაღვრილი,
ნაყოფი, იმა ოფლით გაზრდილი,
დღედაღამ ჩემი უწყვეტი შრომა,
დარში, ავდარში ცის ქვეშე დგომა,
ვაი, ვაგლახი, ჭირნახულობა,
თმენა, ცდა, სიმხნე და უძილობა —
მარტო ბატონის თვალსა ახარებს
და თქვენ, ცოლ-შვილო, კი არას გარგებს.
ვაიმე, ბედკრულს რაღა დამრჩება,
რომ გავახარო ცოლ-შვილის თვალი?..
ვინა შრომობდა და ვინა ჰძღება,
ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!..

XII
“შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ,
დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ,
ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან...
უწმინდურისა ხელითა სთხრიან
დედისა გულში უკეთესს გრძნობას, —
ცოდვად უთვლიან შვილისა ტრფობას.
თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა
სილამაზე და მშვენიერება, —
მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა
სასიხარულოდ ეგე ექმნება?
ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან,
ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად
უბრყვილო გულში ღვარძლს ჩაასხმიან,
გახდიან ყვავილს ფეხ ქვეშ სათრევლად.
უმანკო პირზე შენს ტურფას ქალსა
გარყვნა დაასვამს საზარო დაღსა...
მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს,
ნამუსწართმეულს და შეგინებულს!..
პირს უკუიქცევ და შეძრწუნდები,
ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება,
წყევლით, ვაებით მას განშორდები
და ქალი შენი შენ შეგზარდება, —
და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად,
გველის წიწილად მე მომცემოდი,
რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად
შენ, შვილო ჩემო არ გამხდომოდი.

XIII
“შრომისა შვილო, მძიმე უღელი
ქვეყნის ცოდვისა შენ გაწევს კისრად,
თუმცა ტვირთმძიმეთ შემწყნარებელი
შენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად;
თუმცა ქვეყანას მისი მოძღვრება
დღეს მარტო სიტყვით უქმით რწმენია,
მაგრამ ცხადად ჰხმობს მის წმინდა მცნება,
რომ მყოობადი მარტო შენია.
შრომა, აწ ქვეყნად ტყვედა პყრობილი,
მძარცველობის ქვეშ ჩაგრულ-ვნებულა,
ხოლო რღვეულა მისი ბორკილი
და დასამსხვრევად გამზადებულა.
შრომისა ახსნა — ეგ არის ტვირთი
ძლევამოსილის ამ საუკუნის,
კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი
მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის.
ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი
განახლებისა გრიგალის ქროლვას,
ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი
ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, —
და დაიმსხვრევა იგი ბორკილი
შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,
და ახალს ნერგზედ ახლად შობილი
ესე ქვეყანა კვლავ აღყვავდების.

XIV
“შრომის სუფევა მოვა მაშინა
ჭეშმარიტების მის ძლიერებით
და განმტკიდება სოფელსა შინა
კაცთმოყვარების სახიერებით.
ყველასთვის იქმნეს იგი სუფევა
თანასწორადა ნიჭთა მფენელი;
მის მადლით წარწყმდეს ძარცვა და რბევა
და ერთგან სძოვდეს ცხვარი და მგელი.
მაშინ უქმ სიტყვად არ იქმნებიან
ძმობა, ერთობა, თავისუფლება,
ეკლის გვირგვინით აღარ ივლიან
კაცთმოყვარება და სათნოება.
ალღო აიღო ქვეყანამ ძველმა,
რომ დღედადღე მის წყობა ირღვევა.
და ამ ზვიადმა საუკუნემა
უნდა შვას იგი შრომის სუფევა.

მაშინ, მაშვრალო, შენც განკაცდები,
წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ,
სხვას ძირს არ დასწევ, თვით აღმაღლდები,
არც ვის ემონვი და არც იმონებ.
მაშინ ეგე ხმა შენის სიმღერის,
დაბლად ღუღუნი დაღონებული,
მღერა, ვით კვნესა საწყალის მეხრის,
შორი ხმა მწყემსის დაობლებული —
მხიარულ ხმებად გარდაგეცვლების
და შენს გუთანზედ გულით ლმობილი
იტყვი სიმღერას თავისუფლების.
ეგ სიმღერაა, ვით ლოცვა ტკბილი!..
მინდორნი, ტყენი, ნახნავნი, ველნი
შენის ლხენითა განიხარებენ,
შენგან შემკულნი იგი ყოველნი
შენს ტკბილს სიმღერას ბანს გამოსცემენ.

XV
“აგერ დიდკაცი დარბაისელი
კმაყოფილების განცხრომაშია
მაშინ, როს მისი მოძმე საწყალი
სასოწარკვეთილ მონებაშია.
მოძმეთა ხსნისთვის თავისდადება
წმინდა მხვედრია მხოლოდა გმირთა
და მას ვით შესძლებს თავმოყვარება,
რომელიც იმა დიდკაცთა სჭირთა?
ის რად ინდომებს ქვეყნისა ბედსა,
როს მასა შველის მის ბედკრულება?
რად შეებრძვის ის სიბოროტესა,
როს მეოხებით მისით თვით ჰრჩება?
აგერ ვაჭარიც ცბიერის ღიმით
მოძმეთ ატყუებს, რა ჰყიდის ნივთსა,
და ძმა მის მოკვდეს თუნდა შიმშილით,
უნაღვლოდ განვლის ცხოვრების ხიდსა.
აგერა მღვდელნიც — ერთა მამანი —
რომელთ ქრისტესგან ვალად სდებიათ
ამა ერისა სულის აღზრდანი,
რარიგ გულ-ხელი დაუკრებიათ!
სად არის სიტყვა დიდის სწავლისა,
სიყვარულის და სამართალისა,
რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებს
და ერს დაცემულს არ აღამაღლებს?
სად არის იგი, მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?

სად არის იგი, ბიწის მდევნელი
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?

XVI
“აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და ბერსაც,
ქალსა მახინჯსაც და მშვენიერსაც,
დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა
მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,
მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,
მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.
ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრება
მართალ ცხოვრებად მოგეჩვენება:
ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,
ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ,
ჰხედავ ფაცაფუცს და ყველგან ჟღივილს,
უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს, —
მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,
ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედობას,
ფრჩხილის ოდენიც არა აქვს აზრი
და ყველა იგი თვალთმაქცი არი.
ფუჭია იგი მისი ცხოვრება,
უფერულია და ცალიერი,
არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,
არცა საგანი გულწარმტაცველი!
იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა გუშინ,
ერთნაირად და უგემურადა, —
რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ,
დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.
გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან,
მთავრის ღიმილზე — პატიოსნებას,
და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან
თავის მამულის თავისუფლებას.

XVII
“აგერა მცხეთაც — სავანე გმირთა,
დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების,
სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთა
ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების;
სადაც ჰყვაოდა ხე ცხოვრებისა,
ქართვლის გულიდამ აღმოცენილი,
და წყარო იგი წყაროდ შვებისა
სჩქეფდა იმ გულით გარდმოდენილი;

სად ის ხე ნაძვის მის სუნნელისა 2
ჰყვაოდა ქართვლის წყლულთა კურნებად
და მის ქვეშ წყარო უკვდავებისა
სცემდა იაზმას ერის ცხოვნებად;
სად იმ ხის წმინდის ფოთოლი, ხილი
საკვდავადც დაჭრილს ეკურნებოდა;
სად იმა წყაროს წყლით დაბანილი
ქართვლის ტკივილი დაყუჩდებოდა.
აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,
ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა
და იგი დედაქალაქი ვრცელი
აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა.
ნგრეულან მისნი დიდნი პალატნი,
დიდი ცხოვრება მის დაცემულა,
დღეს იმ ცხოვრების წმინდა ალაგნი
პირუტყვთა ქელვითა შეგინებულა.

XVIII

“ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო,
რამდენს ვაებას შენსა თავზედ გარდაუვლია!..
ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო,
ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია?
სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი
გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს?
შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი,
რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს.
შენთა შვილთ გული შენთა მტერთა შეაკლეს ზედა,
ორი ათასის წლის ბრძოლაში მათ სისხლი ჰღვარეს,
მაგრამ ამაყი თვისი თავი ქვეყანაზედა
არავის წინა სამუდამოდ არ მოიხარეს.
ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღვწოდა, —
ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, —
მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა,
ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.

XIX
“თვალწინა მიდგა ის კირთების ბედშავნი დღენი,
როს შენ დაგიპყრო მაკედონის გმირის ლაშქარმა
და შეგირყია დიდ ცხოვრების სამკვიდრო ბჭენი
2

ამ ნაძვის ხეზედ თქმულობა იხილეთ ვახუშტის გეოგრაფიაში.

შენმა მოძულემ და მოლალემ უცხო მთავარმა.
სძულდა ქვეყანა, რომელიცა მას ეპყრა ხელთა,
სძულდა თვით ერიც, მის სიკეთე, ნიჭიერება...
ვერა, ვერ ჰმართონ ვერსად ერი იმა მმართველთა,
ვისც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება.
ერის მჩაგვრელი, ქვეყნის მთხრელი იგი მმართველი
მთელს საქართველოს თვის ფერხთა ქვეშ მჩვარებ ჰქელვიდა,
ერის იმედის, სასოების, ნიჭის მმუსრველი
თვით ერის ენას — მაგ ერის განძს — იგი სდევნიდა.
სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება,
რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი,
რაშიაც იყო მის დიდება, პატიოსნება,
რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი.
მას ჰმორჩილებდა ერი შენი მძულვარებითა,
დევნულების და კირთების ქვეშ თავსა იხრიდა,
და მონებურის თვალთმიმქცევის კრძალულებითა
ზღვევისა წადილს გულდაკეტით დღედაღამ ჰზრდიდა.
XX
“მოვიდა ის დღეც შურისგებისა,
მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა...
მართალი არის ხმალი ზღვევისა,
როს ხელს ჰკიდებს მას მამულის ტრფობა.
მახსოვს ფარნავაზ ჰაეროვანი,
გულმტკივნეული შვილი ქვეყნისა...
მან იდვა თავსა სახელოვანი
ის დიდი საქმე შურისგებისა.
ერის და ქვეყნის შეურაცხყოფას
ვეღარ გაუძლო ჭაბუკმა გმირმა,
ვეღარ გაუძლო მტარვალთ ურცხვობას
იმა მამულის ამაყმა შვილმა.
გადგა და დასცა თავზარი მტერსა,
დაამხო პირქვე ყმობა, მონება,
და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,
ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება, —
და შენ, ჰე, ქართლო მტრისგან რღვეული
კვლავ შეგაერთა ერთის ცხოვრებით,
ქართვლის სახელი დამცირებული
კვლავ შეჰმოსა მან პატიოსნებით.

XXI
“მას აქეთია, ქართლო, შენს შვილსა
არ ჩაუგია ქარქაშში ხმალი...

შენზედ მოიქცა ძველის ქვეყნისა
გაუმაძღარი და ხარბი თვალი.
მას აქეთია ოთხკუთხივ მტერნი
შენს თავსა შენვე გეცილებოდნენ,
მაგრამ ვაჟკაცნი შვილები შენნი
გულდაგულ მტერსა წინ უდგებოდნენ.
იყო დრო, რომ შენს ძახილზედ, ხმაზედ
მამულის დროშა გაიშლებოდა
და ჭაბუკთ რაზმი შენს მოწვევაზედ
მტრის დასახვედრად მოგროვდებოდა.
იყო დრო, როცა შენის გულისთვის
თვითონ სიკვდილსაც ლხინად ჰხადოდნენ
და თავდადებას მამულისათვის
ერთმანეთს ომში ეცილებოდნენ.
ეხლა რაღაა!.. გაჰქრნენ ის დღენი,
გაჰქრა იგიცა ძალგულოვნება,
და საკვირველნი მამათ საქმენი
ეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება.

XXII - XXIII

..................................
XXIV
«წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,
მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,
აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა...
ხოლო ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ,
ბევრჯერ უსაგნოდ, ბევრჯერ აზრით აღელვებულა...
ქართვლის ტკივილი ყოველთვის კი სჩნევია მას ზედ.
დენილა იგი ტანჯვათ შორის და სიამეთა,
ხან დაცემულა და მიმქრალა, ხან აღდგომილა,
ხან შური, მტრობა, ერთურთ ლალვა სთხრიდა კიდეთა,
რომელთ შორისაც ის ცხოვრება მძლავრი ჰშობილა.
მაშინ გათხრილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან,
ძლიერნი ზვირთნი იმ ცხოვრების აღქაფებულნი
სხვადასხვა ტოტად გადმოსულან, გადაგდებულან,
დაუნთქავთ შრომა, წინაპართა სისხლითა რწყულნი.
როდისღა ვნახავ მშვენიერსა ამ ქვეყანასა
თვისთა დიდების ნაშთსა ზედა კვლავცა აღმდგარსა,
დროსთან დანთქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას,
ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას?

როს ესე ტოტნი ერთ ცხოვრების, ერთ არსებისა,
ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან?
როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისა
ერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან?
თავისუფლების მშვენიერის სხივთ მხურვალება
როდის დაადნობს დაჟანგებულს დიდ ხნის ბორკილსა
და ქართველობა სიქადულად როდის ექმნება
ქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?”
XXV
ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,
გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,
ცაზედ ელვამა გაიპკრიალა
და გაანათა მდინარე ხევში.
ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი;
ქარმა დაჰღმუვა ხევ-ხუვსა, მთებსა,
ბუქი სვეტსავით აატრიალა,
რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა
ზვავმაც მაღლიდამ დაიგრიალა, —
და მყის ბუნების მშვიდი დუმილი
ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცევოდა,
წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი
ერთმანეთშია აირევოდა.
მაშინ შევხედე მყინვარსა მძლავრსა...
დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა,
მაგრამ შავისა ღრუბლისა სისქეს
ვერ გაატანა თვალმა უძლურმა...
“ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს!,” —
შემომტირა მე მწუხარე გულმა.
მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,
გამოიღიმა ნათლად მთამაცა
და მზისა სხივით გაბრწყინვებული
კვლავ დავინახე მოხუცებული.
ცისკენ აღეპყრნა თრთოლითა ხელნი
და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი...
თურმე მოხუცი ის ჰლოცულობდა
და ღმერთსა ესრედ ევედრებოდა:

XXVI
“დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;

საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთო! შენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა...
იკმარე სამღრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, — შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..
ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!...”

XXVII
მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა
და გადეფინა ჩემს ქვეყანასა
მახარობელად ტკბილ იმედისა.
ამენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,
ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა,
და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ
ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.
[26 იანვარს, 1859-სა წ.,
პეტერბურგი, - 1872 წ., დუშეთი].