რა დავიბადე, სოფლით ვიბადე, ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო!

მეგონა რამე, სოფლისა რა მე, ვაი...

მოვჰყევ სოფელსა, ავის მყოფელსა, ვაი...

განვცხერ, ვიშვებდი, ვერ გავიშვებდი, ვაი...

მატკბო, მაგემა არად სარგემა, ვაი...

შენ ვერ გიცნობდი, თუცა მიხმობდი, ვაი...

მოხველ ანასდად, მტრად, და არ ჩემ დად, ვაი...

მომკვეთე მსწრაფლად, მიწას მეც ღაფლად, ვაი ...

მოგშორდი ცოლსა, შვილს, თანამყოლსა, ვაი...

მოვშორდი ძმასა, გამყარე დასა, ვაი...

მეგობარს, სულთა, საყვარელთ ტკბილთა, ვაი...

მომკალ, მომკვეთე სოფლის მოკეთე, ვაი...

სხვაგან გამგზავნე, დამხვდენ მე მავნე, ვაი...

მუნ გამიკითხეს, დამცეს, დამწნიხეს, ვაი...

რად ენდევ სოფელს, ანასდის მყოფელს? ვაი...

თუ იქ იხარე, აქ კი იხარე, ვაი...

დამხვდნენ მტარვალნი, მწარედ მტანჯველნი, ვაი ...

ულხენი მიმყვა, მითხრეს ეს სიტყვა, ვაი...