წინაწარმეტყველება ესაიასი


1

1. ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და ძჳნად იერუსალიმისა მეფობასა შინა ოზიაჲსასა და იოათამისა და აქაზ, და ეზეკიაჲსასა, რომელნი მეფობდეს იუდეას.

2. ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე.

3. იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.

4. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით.

5. რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად.

6. ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი.

7. ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ, სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა.

8. დატევებულ იქმნეს ასული სიონისა, ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა და ვითარცა ხილისსაცავი ნესოანსა შინა, ვითარცა ქალაქი გამოღებული.

9. და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით.

10. ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა.

11. რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს.

12. არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ?

13. უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა.

14. მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.

15. ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.

16. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.

17. ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.

18. და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.

19. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.

20. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:

21. ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა.

22. ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა.

23. მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ.

24. ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო.

25. და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.

26. დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.

27. რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა.

28. და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ

29. მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა,

30. რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ.

31. და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.


2

1. სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.

2. ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.

3. და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.

4. და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.

5. და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,

6. რამეთუ დაუტევა ერი თჳსი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა, ვითარცა უცხოტომთაჲ და შვილნი მრავალნი უცხოტომნი იყვნეს მათდა,

7. რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვერცხლითა და ოქროჲთა, და არა იყო რიცხჳ საუნჯეთა მათთა და აღივსო ქვეყანა მათი ცხენებითა, და არა იყო რიცხჳ ეტლებისა მათისაჲ.

8. და აღივსო ქვეყანაჲ საძაგელებათაგან საქმეთა ჴელთა მათთასა და თაყვანის-სცეს, რომელნი ქმნნეს თითთა მათთა.

9. და მოდრკა კაცი და დამდაბლდა მამაკაცი, და არა ულხინო მათ.

10. და აწ შევედით კლდეთა მიმართ და დაიმალენით ქვეყანასა შინა პირისაგან შიშისა უფლისაჲსა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს მოსრვად ქვეყანისა,

11. რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,

12. რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,

13. და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა რკოჲსასა ბასანურსა,

14. და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა,

15. და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა,

16. და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა ნავთა შუენიერებისასა.

17. და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთაჲ და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა.

18. და ჴელითქმნულნი ყოველნი დამალნენ

19. შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა,

20. რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,

21. შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა.

22. და დასცხრენით კაცისაგან, რომლისა სამშჳნველი მისი ცხჳრთა შინა მისთა არს, რამეთუ რაჲსა შერაცხილ იქმნა მათდა?


3

1. აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,

2. გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა

3. და ერგასისთავსა და საკჳრველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა.

4. და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ.

5. და დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივოჲ პატიოსნისა მიმართ,

6. რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს.

7. და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის.

8. რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაჲ დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ.

9. მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სირცხჳლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი ძჳნად თავთა მათთა.

10. და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.

11. ვაჲ უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა.

12. ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმჴდელნი გეუფლებიან თქვენ. ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერჴთა თქვენთასა აღაშფოთებენ.

13. არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი.

14. თჳთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა, ხოლო თქვენ რად მოსწჳთ ვენაჴი ჩემი და ნატაცები გლახაკისაჲ, სახლთა შინა თქვენთა?

15. რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა არცხუენთ? ამას იტყჳს უფალი, მეუფჱ საბაოთ.

16. ამათ იტყჳს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი.

17. და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა.

18. მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა.

19. და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა.

20. და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა

21. და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა

22. და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა.

23. და ბისსონისათა და ჳაკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ჳაკინთისა თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა.

24. და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათჳს შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ.

25. და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახჳლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახჳლითა დაეცნენ.

26. და დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოჲ და ქვეყანად მიმართ დაიატაკდე.


4

1. და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება ჩვენი.

2. ხოლო მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა.

3. და იყოს დატევებული სიონს და დაშთომილი იერუსალიმს შინა, წმიდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმს შინა,

4. რამეთუ განჰრცხის უფალი მწიკულსა ძეთა და ასულთა სიონისათასა და სისხლსა იერუსალიმისასა განსწმედს, საშუალისაგან მისისა სულითა განკითხვისათა და სულითა დაწუვისათა.

5. და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲსა და ყოველნი გარემონი მისნი, აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კუამლითა და ნათლითა ცეცხლისა მგზებარისათა - ღამე, დიდებითა დაფაროს ყოველი.

6. და იყოს საჩრდილობელად სიცხისაგან, დასაფარველისა შორის და დაფარულსა შინა სიფიცხისაგან და წჳმისა.


5

1. უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.

2. ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.

3. და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!

4. რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?

5. აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,

6. და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.

7. რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.

8. ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?

9. რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,

10. რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ქმნას ლაგვინი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი.

11. ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.

12. რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.

13. ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.

14. განავრცო ჯოჯოხეთმან გუამი თვისი და აღაღო პირი მისი არა მოკლებად და შთავიდედ დიდებულნი და დიდნი და მდიდარნი და ბილწებანი მისნი და მოხარულნი მას შინა.

15. და დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ იქმნეს მამაკაცი და თვალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.

16. და ამაღლდეს უფალი საბაოთ საშჯელსა შინა და ღმვრთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა.

17. და ძოვდენ განთესულნი, ვითარცა კურონი, და უდაბნოთა და ქადებულთასა კრავნი ჭამდენ.

18. ვაჲ, რომელნი მოიზიდვენ ცოდვათა მათთა, ვითარცა საბლითა გრძელითა, და, ვითარცა უღლითა ევნითა დიაკეულისათა, უშჯულოებათა,

19. რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.

20. ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!

21. ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!

22. ვაჲ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ, რომელნი ღჳნოსა სუმენ. ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა,

23. რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ!

24. ამისთვის, ვითარსახედ დაიწუების ლელწამი ნაკუერცხლისაგან ცეცხლისა, და თან დაიწვას ალისაგან აღტყინებულისა ძირი მათი, ვითარცა ნაცარი იყოს; და ყუავილი მათი, ვითარცა მტუერი, აღვიდეს, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისაჲ საბაოთისი, არამედ სიტყვა წმიდისა ისრაჱლისა განაძვინეს.

25. და გულმწყრალ იქმნა რისხვა უფლისა საბაოთისი ერსა მისსა ზედა. და მიყო ჴელი მისი მათ ზედა და დასცნა იგინი. და განძვინდეს მთანი და იქმნეს მძორნი მათნი, ვითარცა სკორე, შორის გზასა,. და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

26. ესრეთ უკუე აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და მოზიდნეს იგინი კიდით ქუეყანისათ, და, აჰა, მსწრაფლ სუბუქად მოვლენ.

27. არა შიისყე, არცა დაშურებიან, არცა ჰრულის, არცა დაიძინებენ, არცა განიჴსნიან სარტყელთა მათთა წელთა შინა მათთა, არცა მოერღუნენ ბაწარნი ჴამლთა მათთანი,

28. რომელთანი ისარნი მახჳლ არიან და მშჳლდნი მათნი გარდაცმულებ. ფერჴნი ცხენთა მათთანი, ვითარცა მყარი კლდე შეირაცხნეს, ეტლისთვალნი ეტლთა მათთანი - ვითარცა ნიავქარი.

29. მიიმართებენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ, ვითარცა ლეკუნი ლომისანი, და შეიპყრას და ჴმა-ყოს, ვითარცა მჴეცმა და განჴადოს და არა იყოს მჴსნელი მათი.

30. და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.


6

1. და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა.

2. და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს.

3. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!

4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.

5. და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.

6. და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან.

7. და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი. და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.

8. და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე.

9. და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ,

10. რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი.

11. და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო? და თქვა: ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ დატევებულ იქმნეს ოჴრად.

12. და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა.

13. და მერმეცა მას ზედა არს ათეული. და კუალად იყოს წარსატყუენველ, ვითარცა ბელეკუნი, და, ვითარცა რკოჲ, ოდეს გამოვარდეს ბუდისაგან მისისა, ტომ წმიდა იქმნეს, რომელნი დაადგინნეს მას შინა.


7

1. და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.

2. და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.

3. და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.

4. და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან არამისმან და ძემან რომაელისმან.

5. განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა:

6. აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი.

7. ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე, არცა იყოს;

8. არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.

9. და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.

10. და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:

11. ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.

12. და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.

13. და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?

14. ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.

15. ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი;

16. რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა.

17. არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.

18. და იყოს მას დდესა შინა: მოუწოდს უფალი მწერთა, რომელნი უფლებენ კვრძოსა ზედა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარსა, რომელ არს სოფელსა ასსურასტანელთასა.

19. და შევიდენ და განისუენონ ყოველთა ჴევნებთა შინა სოფლისათა და ნაპრალებსა შორის კლდეთასა და ქუაბთა შინა და ყოველთა დანახეთქთა და ქუეშე ყოველსა ხესა.

20. მას დღესა შინა აყჳნვიოს უფალმან საყჳნველთა დიდთა და განმწმედელთა წიაღ კერძო მდინარესა მეფისა ასურასტანელთასა, თავი და თმანი ფერჴთანი და წუერი მოუღოს.

21. და იყოს მას დღესა შინა: განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათა და ორნი ცხოვარნი.

22. და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა.

23. და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადაცა, უკეთუ იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასთა სიკილათანი, კორდად იყვნენ და ეკლად.

24. ისრებისა თანა და მშჳლდისა შევიდენ მუნ, რამეთუ კორდ და ეკლებ იყოს ყოველი ქუეყანა:

25. და ყოველი მთა მოჴნვით მოიჴნას, და არა ზედა მივიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს სიკორდისაგან და ეკლისა საძოვარ ცხოვრისა და დასათრგუნველ ზროხისა.


8

1. და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს.

2. და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და ზაქარია, ძე ბარაქიასი.

3. და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ

4. მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.

5. და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:

6. არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.

7. ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა.

8. და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა.

9. ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.

10. და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.

11. ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.

12. ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ.

13. ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო,

14. იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა.

15. ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა.

16. მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად.

17. და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი.

18. აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა.

19. და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?

20. რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს.

21. და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე.

22. და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე.


9

1. ესე პირველ სუ, ადრე სუ, სოფელო ზაბულონისო, ქუეყანაო ნეფთალემისო, გზამან ზღჳსამან და სხვათა, რომელნი ზღჳსკიდესა მკჳდრ არიან და წიაღ იორდანესა გალილეამან წარმართთამან, კერძოთა იორდანისათა,

2. ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკჳდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა.

3. უმრავლესი ერისა შთაიყვანე შუებით. და იშვებდენ შენ წინაშე, ვითარცა შუებულნი სალეწავსა ზედა და ვითარსახედ განმყოფელნი ნატყუენავისანი

4. მით, რამეთუ აღებულ არს უღელი მათ ზედა მდებარე, და კუერთხი ქედისა ზედა მათისა, რამეთუ კუერთხი მიმჴდელთა განაქარვა, ვითარცა დღე მადიამის ზე,

5. რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,

6. რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.

7. რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი.

8. სიკუდილი მოავლინა უფალმან იაკობისა ზედა; და მოვიდა ისრაჱლსა ზედა.

9. და ცნას ყოველმან ერმან ეფრემისმან და მსხდომარეთა სამარიას შინა, გინებისა მიერ და მაღლისა გულისა მეტყუელთა.

10. ალიზნი დაეცნეს, არამედ მოვედით გამოვდალაბრნეთ ქვანი და მოვკუეთნეთ ლეღუსულელნი და ნაძვნი და ვიშენოთ თავისა თვისისა გოდოლი.

11. და დააკუეთნეს ღმერთმან ზედააღდგომილნი მთასა ზედა სიონსა მას ზედა და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს.

12. ასურნი მზისა აღმოსავალთათ და ელლენნი - მზისა დასავალთათ, რომელნი შეშჭამენ ისრაელსა ყოვლითა პირითა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა ჩემი, არამედ მერმეცა ჴელი მაღალი.

13. და ერი არა მოიქცა, ვიდრემდის იწყლა, და უფალი არა გამოიძიეს.

14. და მოსპობს უფალი ისრაელისაგან თავსა და ბოლოსა, დიდსა და მცირესა, ერთსა შინა დღესა:

15. მოხუცებული და რაჲთა დაუკჳრდებოდიან პირნი, ესე არს დასაბამი და წინასწარმეტყველი, მასწავლელი უშჯულოთაჲ, ესე არს ბოლოჲ.

16. და იყვნენ მნატრელნი ამის ერისანი მაცთუნებელნი და აცთუნებდენ, რაჲთა შთანთქნენ იგინი,

17. ამისთჳის ჭაბუკთა მათთა ზედა არა იშუებდეს ღმერთი, და ობოლნი მათნი და ქურივნი მათნი არ შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ, და ყოველი პირი იტყჳს ცრუთა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

18. და აღეტყინოს, ვითარცა ცეცხლი, უშჯულოებაჲ და, ვითარცა კლერტი, ჴმელი, შეიჭამოს ცეცხლისა მიერ. და აღეტყინოს დასოთა შორის მაღნარისათა, და თავად შეჭამნეს გარემონი ბორცუთანი ყოველნი.

19. გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა თანა დაიწვას ქვვყანაჲ სრული, და იყოს ერი, ვითარცა შემწუარი ცეცხლისა მიერ-კაცმან ძმა თვისი არ შეიწყალოს,

20. არამედ მიაქციოს მარჯვენით კერძო, რამეთუ ჰშიოდის და ჭამოს მარცხენითგან და ვერ განძღეს კაცი მჭამელი ჴორცთა მკლავისა თვისისათა, რამეთუ ჭამდეს მანასი ეფრემისსა და ეფრემ მანისისსა,

21. რამეთუ ერთბამად მოადგენ იუდასა. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს.


10

1. ვაჲ მწერალთა უკეთურებისათა, რამეთუ წერდენ რაჲ, უკეთურებასა წერენ,

2. მიმდრეკელნი მშჯავრსა გლახაკთასა, აღმტაცებელნი საშჯელსა დავრდომილთა ერისა ჩემისათასა, რაჲთა იყვნენ მათდა ქურივი დასატაცებელად და ობოლი წარსატყვენელად.

3. და რაჲ ყონ დღესა მას მოხედვისასა, რამეთუ ჭირი თქვენი შორით მოვიდეს, და ვისსა მიმართ მიივლტოდით შესაწევნელად, და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქვენი?

4. არ შთავრდომად საძნაურსა და ქუეშე კვრძო მოკლულთასა დაეცნენ. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

5. ვაჲ ასსურასტანელთა, კუერთხი გულისწყრომისა ჩემისა და რისხვისა ჩემისა არს ჴელთა შინა მათთა.

6. რისხვა ჩემი ნათესავისა მიმართ უშჯულოჲსა მივავლინო. და ერსა ჩემსა დაუწესო ყოფა ტყუედ და იავარად და დათრგუნვად ქალაქთა და დასხმად მათდა მტუერად.

7. ხოლო იგი არა ესრეთ იგონებს და სულითა არა ესრეთ გულისსიტყუავს, არამედ შეცვალოს გულისსიტყუა თჳსი ნათესავისაცა მოსრვად არამცირისა.

8. და უკეთუ ჰრქუან მას: შენ მხოლოჲ ხარ მთავარ? და თქუას:

9. არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა, და მოვიღე არაბია და დამასკოჲ და სამარიაჲ.

10. ვითარსახედ ესენი მოვიხვენ, ყოველნი მთავრობანი მოვიხუნე. ვალალაებდით ქანდაკებულნი იერუსალიმს შინა და სამარიას შინა,

11. რამეთუ ვითარსახედ უყავ სამარიასა და ჴელითქმნულთა მისთა, ეგრეთ უყო ივრუსალიმსაცა და კერპთა მისთა.

12. და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,

13. რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.

14. და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.

15. ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ,

16. არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას.

17. და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა

18. დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან მგზებარისა.

19. და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს იგინი.

20. და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე შეეძინოს დაშთომილი ისრაილსა და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაილისასა ჭეშმარიტებითა.

21. და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმრთისა მიმართ ძლიერისა.

22. და უკეთუ იქმნეს ერი ისრაილისა, ვითარცა ქჳშა ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ცხოვნდეს, რამეთუ სიტყუა შემასრულებელი და თანმკუეთი სიმართლესა შინა,

23. რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა.

24. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი საბაოთ: ნუ ეშინინ ერსა ჩემსა დამკჳდრებულთა სიონს შინა ასსურასტანელთაგან, რამეთუ კუერთხითა დაგცეს შენ, რამეთუ წყლულება მოაწიოს შენ ზედა, ხილვად გზა ეგვიპტისა.

25. მერმე, რამეთუ, მცირედღა და ედასცხრეს რისხვაჲ, ხოლო გულისწყრომა ჩემი განზრახვასა ზედა მათსა.

26. და ზედაღუდგინნეს მათ ღმერთმან გუემანი წყლეულებისაებრ მადიამისა ადგილსა შინა ჭირისასა და გულისწყრომაჲ მისი გზასა ზღუად მიმართსა, ეგჳპტით კერძოსა.

27. და იყოს მას დღესა შინა, აღებულ იქმნეს უღელი მისი ქედისაგან შენისა და შიში მისი შენგან და განირყუნას უღელი მისი მჴართაგან შენთა,

28. რამეთუ მივიდეს ქალაქად ანგედ და წარვლოს მაგედდოჲ და მაქმას შინა დადვას საჭურველი თჳსი.

29. და წარვლოს ღელედ და მოვიდეს გაბაონდ, დაისადგუროს. შიშმან შეიპყრას რამაჲ, ქალაქი საულისი.

30. ივლტოდის ასული იერუსალიმისა, კიმანებდ ჴმითა შენითა, ესმეს ლაისასა, ესმეს ანათოთსა!

31. განჰკრთა მადევინა, და დამკჳდრებულნი გივეიმისანი. ივედრების

32. დღეს გზასა ზედა დადგრომად ჴელითა, ივედრების მთაჲ, ასული სიონისაჲ, და ბორცუნი იერუსალჱმსშინანი.

33. და აჰა, მეფე, უფალი საბაოთ, თანაღაშფოთებს დიდებულთა ძალისა მიერ, და მაღალნი გინებითა შეიმუსრნენ.

34. და დამდაბლდენ და დაეცნენ მაღალნი მახვილითა, ხოლო ლიბანი მაღალთა თანა დაეცეს.


11

1. და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს.

2. და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა,

3. სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს,

4. არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ.

5. და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი.

6. მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი.

7. და ჴარი დათჳსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი. ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს.

8. და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას

9. და არარაჲ ძვირი უყონ, არცა არ შეუძლონ წარწყმედად ვერცა ერთისა მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა, ვითარცა წყალმან მრავალმან და-რაჲ-ფარნის ზღუანი.

10. და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა; მისდამი წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენება მისი პატივით.

11. და იყოს მას დღესა შინა, შესძინოს უფალმან ჩვენებად ჴელი მისი შურვებად დაშთომილსა ერისასა, რომელი უკუეთუ დაშთეს ასსურასტანელთაგან და ეგჳპტისაგან, და ბაბილონისაგან და ეთიოპიისაგან, და ელამიტელთაგან და მზისაღმოსავალთაგან, და არაბიასაგან და ჭალაკთაგან ზღჳსათა.

12. და აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ, და შეკრიბნეს წარწყმედულნი ისრაჱლისანი და განთესულნი იუდაჲსნი შეკრიბნეს ოთხთაგან ფრთეთა ქუეყანისათა.

13. და მოისპოს შური ვფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ. ეფრემ არა ეშურვოს იუდას, და იუდამან არა აჭირვოს ეფრემს.

14. და ფრინვიდენ ნავებითა უცხოტომთათა, ზღვასა ერთბამად ტყუენვიდენ, და მზისაღმოსავალით კერძოთა და იდუმეასა; და მოაბსა ზედა პირველად მიყონ ჴელები, ხოლო ძეთა ამმონისთა პირველად შეისმინონ.

15. და მოაოჴროს უფალმან ზღუაჲ ეგჳპტისა, და მიყოს ჴელი მისი მდინარესა ზედა სულითა მაიძულებელითა. და დასცეს იგი შჳდთა ჴევნებთა მიმართ, ვიდრემდის განვლამდე მისსა ფერჴშესასხმელითა.

16. და იყოს საგზაურ დაშთომილისა ერისა ჩემისა ეგჳპტეს შინა. და იყოს ისრაჱლი, ვითარცა დღესა, ოდეს გამოვიდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა.


12

1. და სთქუა მას დღესა შინა: გაკურთხევ შენ, უფალო, მით, რამეთუ განმირისხენ მე, და გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.

2. აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ.

3. აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა.

4. სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი.

5. საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა.

6. იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა.


13

1. ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, ძჳნად ბაბილონისა.

2. მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე. ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა.

3. მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი; გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და მაგინებელნი.

4. ჴმაჲ ნათესავთა მრავალთა მთათა ზედა მსგავსი ნათესავთა მრავალთა, ჴმა მეფეთა და ნათესავთა შეკრებულთა. უფალმან საბაოთ უბრძანა ნათესავსა საჭურველით მბრძოლისა

5. მოსლვა ქუეყანისაგან შორიელისა მწუერვალისაგან საფუძველისა ცისასა უფალმან და საჭურველით მბრძოლთა მისთა განხრწნად ყოვლისა მკჳდროვნისა და ცოდვილთა წარწყმედად მისგან.

6. ვალალაებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს.

7. ამისთჳს ყოველი ჴელი დაიჴსნას და ყოველი სული კაცისა შეშინდეს.

8. და შეშფოთნენ მოციქულნი და სალმობამან შეიპყრნეს იგინი, ვითარცა დედაკაცისა მშობიერისამან. და ძჳრხილულ იქმნენ მოყუასი მოყუსისა მიმართ, და განჰკრთენ და პირი მათი, ვითარცა ალი, შეცვალონ.

9. რამეთუ, აჰა, დღე უფლისაჲ მოვალს უკურნებელი გულისწყრომისა და რისხვისა, დადებად მკჳდროანი სრული ოჴრად, და ცოდვილთა წარწყმედად მისგან,

10. რამეთუ ვარსკულავთა ცისათა და ორიონმან და ყოველმან სამკაულმან ცისამან არ მოსცენ ნათელი მათი, და დაბნელდეს მზისა აღმომავალისა და მთოვარემან არ მოსცეს ნათელი თვისი.

11. და ვამცნო სოფლისა ყოვლისა ძჳრნი და უთნოთა ცოდვანი მათნი, და წარვწყმიდო გინება უშჯულოთა და გინება ამპარტავანთა დავამდაბლო.

12. და იყვნენ დატევებულნი პატიოსან უფროს, ვიდრე ოქროჲ სოფირული უცეცხლო, და კაცი უფროს პატიოსან იყოს, ვიდრე ქვა სოფირული,

13. რამეთუ ცაჲ გულმწყრალ იქმნას. და ქუეყანა შეირყიოს საფუძველთათგან მისთათ გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა საბაოთისა, დღესა შინა, რომელსაცა მოიწიოს რისხვა მისი.

14. და იყვნენ დაშთომილნი, ვითარცა ქურციკი მლტოლვარვ და ვითარცა ცხოვარი ცთომილი და არა იყოს შემკრებელ, ვიდრემდის კაცისა ერისა მიმართ თჳსისა მიქცევად და კაცისა სოფლისა მიმართ თჳსისა დევნად,

15. რამეთუ, რომელიცა შევიცვა, იძლიოს და, რომელნი შეკრებულნი არიან, მახჳლითა დაეცნენ.

16. და შვილნი მათნი წინაშე მათსა განხეთქნენ და ცოლნი მათნი მიიყვანნენ და სახლნი მათნი წარიტყუენნენ.

17. აჰა, აღვადგენ თქუენ ზედა მიდთა, რომელნი ვეცხლსა არ შეჰრაცხენ, არცა ოქროსა ჴსენება აქუსყე.

18. მშჳლდვანი ჭაბუკთანი შემუსრნენ და შვილნი თქუენნი არ შეიწყალნენ, არცა ძეთა შენთა ზედა ერიდნენ თუალნი მათნი.

19. და იყოს ბაბილონი, რომელი იწოდების დიდებულ მეფისაგან ქალდეველთასა, ვითარსახედ დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ.

20. არდამკჳდრებულ იქმნეს საუკუნესა ჟამსა, არცა არ შევიდენ მისდამი მრავალთა მიერ ნათესავთა, არცა არ განვლონ იგი არაბთა, არცა მწყემსთა არ განისუენონ მას შინა.

21. და განისუენებდენ მუნ მჴეცნი და აღივსნენ სახლნი ჴმითა, და განისუენებდენ მუნ სირინოსნი და ეშმაკებნი როკვიდენ მუნ.

22. და ვირკინტავროსნი დაემკვიდრნენ მუნ და ბუდე შექმნან გრძღაბთა ექინთა სახლთა შინა მისთა.


14

1. მსწრაფლ მოვალს და არა ჰყოვნის, და დღენი მისნი არ მოზიდულ იქმნენ. და შეიწყალოს უფალმან იაკობი და გამოირჩიოს მერმე ისრაილი; და განისუენებდეს ქუეყანასა ზედა მათსა და მექუეყანე შეეძინოს მათ თანა და შეეძინოს სახლისა მიმართ იაკობისსა.

2. და მიიხუნენ იგინი ნათესავად, და შეიყვანნენ ადგილად მათდა და დაამკჳდრნენ და განმრავლდენ და განიყოფდენ მათ ძენი ისრაილისანი ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მონებად და მჴევლებად. და იყვნენ ტყუებ ტყუემქმნელნი მათნი, და იუფლებოდინ უფლებულნი მათნი.

3. და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა განგისუენოს შენ უფალმან სალმობისაგან შენისა და გულისწყრომისა შენისა და მონებისა შენისა ფიცხლისა, რომლითა ჰმონებდი მათ.

4. და მოიღო გოდება ესე მეფისა ზედა ბაბილონისასა და სთქვა მას დღესა შინა: ვითარ განსუენებულ არს მიმჴდელი და განსუენებულ არს მოსწრაფე.

5. შემუსრა უფალმან უღელი ცოდვილთა, უღელი მთავართა.

6. დამცემელი ნათესავი გულისწყრომითა წყლულებითა უკურნებელისათა, მგუმელი ნათესავი გულისწყრომითა წყლვისათა, რომელსა არა ერიდა.

7. განისუენა მინდობით ყოველმან ქუეყანამან, და ჴმობს შუებულებით.

8. და ხეთა ლიბანისათა განიშუეს შენ ზედა და ნაძუმან ლიბანისამან თქვას: რაჲთგან შენ დაიძინე, არა აღვიდა მკაფელი ჩვენი.

9. ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი.

10. ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენცა ტყუე იქმენ, ვითარცა ჩვენ, და ჩვენ თანა შეირაცხე.

11. ხოლო შთაჴდა ჯოჯოხეთად დიდება შენი და მრავალი შუებულება შენი, ქუეშე შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ და სავანე შენდა მატლი.

12. ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი? შეიმუსრა ქუეყანასა ზედა განმავლენელი ყოველთა წარმართთა.

13. ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ.

14. აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა.

15. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰჴდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა.

16. მხილველთა შენთა დაუკვირდეს შენ ზედა და თქუან შენთჳს: ესე კაცი განმაძჳნებელი ქუეყანისა, შემარყეველი მეფეთა,

17. დამდებელი მკჳდროვნისა სრულისა უდაბნოდ, და ქალაქთა მისთა დამარღუეველი, მოსაწევართაშინანი არ ჴსნილ-ყვნა სახლებთა შორის მათთა.

18. ყოველთა მეფეთა წარმართთასა დაიძინეს პატივით, კაცმან სახლისა შორის თჳსისა,

19. ხოლო შენ დაჰვარდე მთათა ზედა, ვითარცა მკუდარი მოძაგებული, მრავალთა თანა მომკუდართა და წერტგანგუმერილთა მახვილითა და შთამავალთა ჯოჯოხეთად; ვითარსახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არს წმიდა,

20. ეგრეთვე არცა შენ იყო წმიდაჲ მით, რამეთუ ქვეყანა ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ. არა ეგო საუკუნესა ჟამსა, თესლი ბოროტი.

21. განჰმზადენ შვილნი შენნი მოსრვად ცოდვებითა მამათა მათთათა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანა და აღავსონ ქუეყანა ბრძოლათა მიერ.

22. და ზედააღუდგე მათ, - იტყჳს უფალი საბაოთ, და წარვწყმიდო სახელი მათი და ნეშტი და თესლი, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: და დავდვა ბაბილონი ოჴრად,

23. ვიდრემდის დაემკჳდრნენ გრძღაბნი ექინნი, და იყოს არარად. და დავდვა იგი თიჴისა მთხრებლად წარსაწყმედელად, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:

24. ვითარსახედ ვთქუ, ეგრეთ იყოს, და ვითარსახედ განმიზრახავს,

25. ეგრეთ ეგოს წარწყმედად ასსურასტანელთა ქუეყანისა ზედა ჩემისა და მთათა ზედა ჩემთა. და იყვნენ დასათრგუნველ, და აღებულ იქმნეს მათგან უღელი მათი და ძალი მათი მჴართა მათთაგან აღებულ იქმნეს.

26. ესე განზრახვა, რომელსა განიზრახავს უფალი სრულსა ზედა მკჳდროანსა, და ესე ჴელი მაღალი ყოველთა ზედა წარმართთა,

27. რამეთუ, რომელთა განიზრახავს ღმრთისა წმიდაჲ, ვინ დაჴსნას? და ჴელი მისი მაღალი ვინ გარემიაქციოს?

28. წელსა, რომელსა მოკუდა აქაზ მეფე, იქმნა სიტყვა ესე წარმართთა ზედა:

29. ნუ განიშუებთ უცხოტომნი ყოველნი, რამეთუ შეიმუსრა უღელი მგუემელისა თქუენისა, რამეთუ თესლისაგან გუელისა გამოვლენედ შვილნი წულნი ასპიტთანი და შვილისწულად მათდა გამოვიდენ გუელნი მფრინვალენი.

30. და ძოვდენ გლახაკნი მის მიერ, ხოლო დავრდომილნი კაცნი მშჳდობით განისუენებდენ, ხოლო მოჰსრავს სიყმილითა თესლსა შენსა და დანაშთომსა შენსა მოსრავს.

31. ვალალაებდით ბჭენი ქალაქთანი და ღაღადებდენ ქალაქნი აღშფოთებულნი ყოველნი უცხოთესლნი, რამეთუ კუამლი ჩრდილოთ მოვალს და არა არს დადგომათ.

32. და რაჲ მიუგონ მეფეთა ნათესავთასა, რამეთუ უფალმან დააფუძნა ქუეყანა სიონისაჲ და მის მიერ ცხოვნდენ მდაბალნი ერისანი.


15

1. სიტყვა ძჳნად მოაბელასი - ღამე წარწყმდეს მოაბელა, რამეთუ ღამე წარწყმდეს ზღუდე მოაბელისი.

2. დაწუხენით თავთა ზედა თქუენთა, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა ბომონი თქუენი აღეშენა. მუნ აღვედით ტირილად ნადავავსა ზედა და მიდავასა მოაბელაჲსსა ვალალაებდით, ყოველსა ზედა თავსა სიმტიერე, ყოველნი მკლავნი შეკუეთილებ.

3. უბანთა ზედა მისთა გარემოირტყთ ძაძები და იტყებდით ერდოებსა ზედა მისსა, და ურაკპარაკთა შორის მისთა. ყოველნი ვალალაებდით ტირილით.

4. რამეთუ ღაღად-ყო ესსევონმან და ელეალამან, ვიდრე იასსამდე ისმა ღაღადება მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისნი ჴმობენ, სულმან მისმან ცნას.

5. გული მოაბელაჲსი ჴმობს თავსა შორის თჳსსა, ვიდრე სიგორამდე, რამეთუ დიაკეული არს სმნიერი, ხოლო აღსავალსა ზედა ლუითისასა მტირალნი აღვიდენ შორის გზასა არონიიმისასა. ჴმობს შემუსრვაჲ და საარება და შერყევაჲ.

6. წყალი ნევრიმისა ოჴერ იყოს, და თივა მისი ყოველი მოაკლდეს, რამეთუ თივა ნედლი არა იყოს.

7. ნუ ეგრეთცა ეგულების განრომა, რამეთუ დავასხნე ჴევნებსა ზედა არაბნი და მიიღონ იგი,

8. რამეთუ შეერთო ჴმობა საზღვრისა მოაბელისი თაილიიმსა და ვალალაები მისი ვიდრე ჯურღმულამდე ელიმისა,

9. რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლისა ზედა არაბნი და აღვიღო თესლი მოაბისა და არიელისა და ნეშტი ადამაჲსა განვავლინო, ვითარცა ქუეწარმძრომელნი ქუეყანასა ზედა.


16

1. ნუ კლდე ოხრებისა არსა მთა ასული სიონისა?

2. რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლილი ასული მოაბისა?

3. ხოლო ამისა შემდგომად არონოსათჳს უმრავლესთა განიზრახევდ: ყავთ საფარველი გოდებისა მათისა სამარადისოდ სამხრისა, შორის სიბნელედ ივლტიან.

4. განჰკრთეს, ნუ შესწუხნები, მსხემ გექმნებიან შენ ლტოლვილნი მოაბისანი. იყვნენ საფარველ თქვენდა პირისაგან მდევარისა, რამეთუ წარჴდა თანამბრძოლები შენი და მთავარი წარწყმდა, რომელი თრგუნვიდა ქუეყანასა ზედა.

5. და განემართოს წყალობით საყდარი და დაჯდეს მას ზედა ჭეშმარიტებისა თანა კარავსა შინა დავითისსა განმკითხველი და გამომეძიებელი მშჯავრსა და მოსწრაფე სიმართლესა ზედა.

6. გუესმა გინება მოაბისა, მაგინებელი ფრიად. ამპარტავანება მისი აღვიღე და გინება მისი და ბორგა მისი, არა ესრეთ მისნობა შენი,

7. არა ესრეთ, - ვალალაებს მოაბ, - რამეთუ მოაბელას თანა ყოველნი ვალალაებენ დამკჳდრებულთა სელეკისათა წურთასა, და არა ჰრცხუენეს.

8. ველთა ესებონისათა, იგლოოს ვენაჴმან სევამაჲსმან, შთამნთქმელთა წარმართთა დათრგუნენით ვენაჴნი მისნი, ვიდრე იაზირამდე არა შეიყვანეთ, შესცთეთ უდაბნოს, მოვლინებულნი მის მიერ დაშთომილ იქმნეს, რამეთუ წიაღჴდეს ზღუასა.

9. ამისთჳს ვსტიროდი, ვითარცა ტირილსა იაზირისსა, ვენაჴსა სევამაჲისსა. ხევნარნი შენნი დაამჴუნა ესსებონ და ელეალი, რამეთუ სამკალსა ზედა და სასთულებელსა ზედა შენსა მწყობრი დამთრგუნველთა დაეცა და ყოველი დაეცეს.

10. და აღებულ იქმნეს შუებაჲ და სიხარული ვენაჴთაგან და ვენაჴთა შინა შენთა არა იშუებდენ და არ დაიწნიხონ ღვინო საწნეხელთა შინა, რამეთუ დასცხრა ბრძანება.

11. ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ქნარი ჴმისაჲ სცემდეს, და შინაგანნი ჩემნი, ვითარცა ზდუდე, რომელი განაახლე.

12. და იყო ვიდრე შერცხჳნებული შენ, რამეთუ დაშურა მოაბაჲ ბომონთა მისთა ზედა და შევიდეს ჴელითქმნულთა მიმართ მისთა ზედა, რაჲთა ილოცოს და ვერ შეუძლონ განრინებად მისსა.

13. ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან მოაბსა ზედა, ოდეს-იგი თქუა, და აწცა თქუა უფალმან მეტყუელმან:

14. სამთა წელთა შინა მოსასყიდლისათა უპატივო იქმნას დიდებაჲ მოაბისა ყოველსა შინა სიმდიდრესა მრავალსა, და დატევებულ იქმნეს შემცირებული და არა პატივცემული.


17

სიტყვა დამასკისა:

1. აჰა, დამასკოჲ აღებულ იქმნეს ქალაქთაგან და იყოს დაცემულებად

2. დატევებული უკუნისამდე საწოლად სამწყსოთა და განსასუენებელად, და არა იყოს მდევარი.

3. და არა მერმეცა იყოს მაგარ, მისალტოლველად მუნ ეფრემისსა და არღა მერმე იყო მეფობა დამასკეს შინა და ნეშტი ასურთა, რამეთუ არა შენ უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათასა და დიდებისა მათისა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:

4. - იყოს მას დღესა შინა მოკლება დიდებისა იაკობისი და სიპოხენი დიდებისა მისისანი შეირყინენ.

5. და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ძნასა მდვბარესა მკლავსა ზედა თჳსსა და თესლი ჴუვილისა გამოქუცნის; და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ჴუვილთა ჴევნებსა შინა მყარსა.

6. და დაშთის მას შინა ლელწამი, ანუ ვითარცა კუფხალნი მოსთულებულისა ზეთისხილისანი ორნი, ანუ სამნი მწუერვალსა ზედა ზენაკიდესა, ანუ ოთხნი, ანუ ხუთნი, რომელთა ზედა მისთა დაშთომილნი ზენაკიდეთა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა:

7. მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა მიმართ თჳსისა, ხოლო თვალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა ჰხედვიდენ.

8. და არ მოსავ იყვნენ ბომონთა ზედა და საქმეთა ზედა ჴელთა მათთასა, რომელნი ქმნეს თითთა მათთა, და არ მიხედვიდენ ხეთა, არცა საძაგელთა მათთა.

9. მას დღესა იყვნენ ქალაქნი შენნი დატევებულებ, ვითარსახედ დაუტევნეს ამორრეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და იყვნენ მოოჴრებულ

10. მით, რამეთუ დაუტევე ღმერთი, მაცხოვარი შენი, და უფლისა შემწისა შენისა არ მოიჴსენე. ამისთჳს დაჰნერგო სანერგე ურწმუნოჲ და თესლი ურწმუნოჲ.

11. ხოლო დღესა, რომელსა დანერგო, სცთე და, განთიად თუ სთესო, ყუაოდის სამკალად. რომელსა დღესა მოიმკო, დაუმკჳდრო და ვითარცა მამამან კაცისამან, დაუმკჳდრო ძეთა შენთა.

12. ვაჲ სიმრავლესა ნათესავთა მრავალთასა, ვითარცა ზღუა მღელვარე, ეგრეთ აღიძრნეთ და ჩრდილომან ნათესავთა მრავალთამან, ვითარცა წყალმან, იოხროს.

13. ვითარცა წყალი მრავალი, ნათესავნი მრავალნი, ვითარცა ოხრაჲ წყლისა მრავლისა იძულებით ყვანებულისა. და გაჴადნეს იგინი და შორად წარდევნნეს იგინი, ვითარცა მტუერი ბზისა განმფიწლველთასა პირისპირ ქარისა და ვითარცა ქარტლსა ურმისთვალისასა მომღებელი ნიავქარი.

14. მიმწუხრი იყოს გოდება პირველ ვიდრე ცისკრამდე და არა მერმე იყოს ესე ნაწილი წარმტყუენველთა თქვენთა და სამკჳდრებელი თქვენთა დამამკჳდრებულთა.


18

1. ვაჲ ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა,

2. რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღჳსა შორის ომირაჲსსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი.

3. აწ დაიტაცეს მდინარეთა ქუეყანისათა ყოველთა, ვითარცა სოფელი დამკჳდრებული. დამკჳდრებულ იქმნეს სოფელი მათი, ვითარცა ნიშანი აღებულ იქმნეს მთისაგან, ვითარცა ჴმაჲ საყჳრისა სასმენელ იყოს

4. მით, რამეთუ ესრეთ მრქვა მე უფალმან: კრძალულება იყოს ქალაქსა შინა ჩემსა, ვითარცა ნათელი სიცხისა შუადღისა და ვითარცა ღრუბელი ცუარისა დღესა ლეწვისასა.

5. იყოს წინაწარ მკისა, ოდეს დასრულდეს ყუავილი და კაწახი აღყუავნეს, ყუავილი მკაწახობი და მიუხუნეს მტევნები მცირენი მანგალთა და რტოებნი მიუხუნეს და აღმოჭრნეს.

6. და დაუტევნეს ერთბამად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეაყანისათა და შეკრბენ მის ზედა მფრინველნი ცისანი და ყოველნი მჴეცნი ქვეყანისანი მას ზედა მოვიდენ.

7. მას ჟამსა შინა შესწირონ ძღუენი ღმერთსა საბაოთს ერისაგან შეიწრებულისა და განკაფულისა და ერისაგან დიდისა ამიერითგან და საუკუნომდე ჟამად; ერი მოსავი და დათრგუნვილი, რომელ არს ნაწილსა შინა მდინარისა სოფლისა მისისასა ადგილსა, რომელსა სახელი უფლისა საბაოთისი ზედწოდებულ არს - მთა სიონი.


19

1. ხილვა ეგჳპტისა, აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგჳპტედ. და შეიძრნენ ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი პირისაგან მისისა და გულნი მათნი იძლინენ მათ შორის.

2. და ზედაღდგენ მეგჳპტელნი მეგჳპტელთა ზედა და ებრძოლოს კაცი ძმასა თჳსსა და კაცი მოყვასსა თჳსსა, ქალაქი ქალაქსა ზედა და შჯული შჯულსა ზედა.

3. და შეშფოთდეს სული მეგჳპტელთა მათ შორის და განზრახვა მათი განვაქარვო და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა და ქანდაკებულთა მათთა და ქუეყანითმჴმობელთა და მუცლითმეზღაპრეთა,

4. და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა უფალთა ფიცხელთასა და მეფენი ფიცხელნი ეუფლნენ მათ, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ მეფე:

5. და სუმიდენ მეგჳპტელნი წყალსა ზღჳსკიდისასა, ხოლო მდინარე მოაკლდეს და განჴმეს.

6. და მოაკლდენ მდინარენი და მთხრებლნი მდინარისანი და განჴმეს ყოველი შესაკრებელი წყლისა და ყოველი ძირი ლელწმისა და ჭილისა და მდელოჲ.

7. ნედლი ყოველი გარემოს მდინარისა და ყოველი დათესული მდინარისა ძლით განჴმეს ქარისმხრწნელობითა.

8. და სულთ-ითქმიდენ მეთევზურნი და სულთ-ითქმიდენ ყოველნი შთამგდებელნი სამჭედურისანი მდინარედ, და შთამყრელნი ბადეთანი და მესათხევლენი იგლოვდენ.

9. და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა ღებულისანი და მოქმედნი ბისსონსა.

10. და იყვნენ მოქმედნი ამათნი სალმობასა შინა და ყოველნი მოქმედნი სასუმელთანი შეწუხნენ და სტკიოდიან გულნი.

11. და სულელ იქმნეს მთავარნი ტანეოჲსსა, ბრძენნი თანამზრახვალნი მეფისანი, და იყოს განზრახვა მათი სულელ, ვითარ ეტყჳთ მეფესა ძენი გულისხმისმყოფელთანი: ჩუენ ძენი მეფეთა დასაბამითგანთანი?

12. სადა არიან აწ ბრძენნი შენნი? და მიგითხრან შენ და თქვან: რასა განიზრახავს უფალი საბაოთ ეგჳპტესა ზედა?

13. მოაკლდეს მთავარნი ტანეოჲსნი და ამაღლდეს მთავარნი მემფისანი და აცთუნებენ ეგჳპტესა ტომობათაებრ.

14. რამეთუ უფალმან განუზავა მათ სული ცთომილებისა და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა საქმეთა მათთა, ვითარც შესცთების მთრვალი და მთხევარი ერთბამად.

15. და არა იყო მეგჳპტელთათჳს საქმე, რომელმან ყო თავი და ბოლო, დაწყებაჲ და დასასრული.

16. მას დღესა იყვნენ მეგჳპტელნი, ვითარცა დედანი ძრწოლასა შინა და შიშსა პირისაგან უფლისა საბაოთისა, რომელი მან ზედადასდვას მათ.

17. და იყოს სოფელი იუდეანთა მეგჳპტელთათჳს საშიშად; ყოველმან, რომელმანცა მათგანმან სახელ-სდვას, შეშინდენ განზრახვისათჳს, რომელი უფალსა ღმერთსა საბაოთს განუზრახავს მას ზედა.

18. მას დღესა იყვნენ ქალაქნი ხუთნი ეგჳპტეს შინა მზრახვალნი ენითა ქანანურითა და მფუცავნი სახელსა უფლისა საბაოთისსა - ქალაქი ასედეკ ეწოდოს ერთსა ქალაქსა,

19. მას დღესა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა მეგჳპტელთასა და ძეგლი საზღვარსა მისსა თანა.

20. და იყოს სასწაული საუკუნოდ უფლისა სოფელსა ეგჳპტისასა, რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ უფალმან კაცი, რომელმან აცხოვნნეს იგინი, სასჯელით აცხოვნნეს იგინი.

21. და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა და იცნან ეგჳპტელთა უფალი მას დღესა შინა და შეწირონ მსხუერპლი, ძღუენსა და აღუთქმიდენ აღთქმათა უფალსა და აღუსრულებდენ.

22. და დასცეს უფალმან მეგჳპტელთა წყლულებაჲ და განკურნნეს იგინი. და მოიქცენ უფლისა მიმართ და შეისმინოს მათი და განკურნნეს იგინი კურნებითა.

23. მას დღესა იყოს გზა ეგჳპტით ასსურასტანელთა მიმართ და შევიდენ ასსურასტანელნი ეგჳპტედ და მეგჳპტელნი წარვიდენ ასსურასტანელთა მიმართ და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასსურასტანელთა.

24. მას დღესა იყოს მესამედი ისრაილისა მეგჳპტელთა შორის და ასსურასტანელთა შორის კურთხეულ ქვეყანასა შინა,

25. რომელსა აკურთხა უფალმან საბაოთ მეტყუელმან: კურთხეულ არს ერი ჩუენი ეგჳპტეს შინა და ასსურასტანელთა შორის და სამკჳდრებელი ჩემი ისრაილ.


20

1. წელსა, რომელსა შევიდა ტანათან აზოტედ, მო-რა-ივლინა არნაჲს მიერ, მეფისა ასსურასტანელთასა და ებრძოლა აზოტესა და გამოიღო იგი.

2. მაშინ თქუა უფალმან ესაიას მიმართ, ძისა ამოსისა, მეტყუელმან: ვიდოდე და მოიძარცვე ძაძაჲ წელთაგან შენთა, და სანდალნი შენნი მოიხსნენ ფერჴთაგან შენთა. და ქმნა ეგრეთ ესაია, მავალმან შიშველმან და უჴამლიერომან.

3. და თქვა უფალმან: ვითარსახედ ვალს მონა ჩემი, ესაია, შიშუელი და უჴამლიერო, სამ წელ იყოს სასწაულებად და ნიშებად მეგჳპტელთა და ეთიოპიელთა.

4. ვითარმედ ესრეთ გულისხმა-ყონ და მიიყვანნეს მეფემან ასსურასტანელთამან ტყუედ მეგჳპტელნი და ვთიოპიელნი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, შიშველნი და უჴამლიერონი და გამომაცხადებელნი სირცხჳლსა ეგჳპტისასა.

5. და სირცხჳლეულ იქმნენ ძლეულნი მეგჳპტელნი ეთიოპელთა ზედა, რომელთა მიმართ იყვნეს მოსავ მეგჳპტელნი, რომელნი იყვნეს დიდება მათდა.

6. და თქვან დამკჳდრებულთა ჭალაკსა ამას შინა მას დღესა შინა: აჰა, ჩუენ ვიყვენით მოსავ მათდა მიმართ შესაწევნელად. და იგინი ვერ შემძლებელ არიან განრომად მეფისაგან ასსურასტანელთასა, და ვითარ ჩუენ განვერნეთ?


21

1. ხილვაჲ უდაბნოსა ზღვისა, ვითარცა ნიავქარი უდაბნოსა განვიდეს უდაბნოდ მომავალისა ქვეყანისაგან საშინელისა, ხოლო საშინელ არს ჩუენებაჲ.

2. და ფიცხლად მომეთხრა მე: შეურაცხისმყოფელი შეურაცხ-ჰყოფს, უშჯულოქმნილი უშჯულოებს ჩემდამო. ელამიტელნი და მოციქულნი სპარსთანი - ჩემდამო მოვლენ. აწ სულთ-ვითქუნე და ნუგეშინის-ვიცე ჩემ ზედა.

3. ამისთჳს აღივსნეს წელნი ჩემნი დაჴსნისა მიერ და სალმობათა შემიპყრეს მე, ვითარცა მშობიერი. ვჰმძლავრე არასმენად, ვისწრაფე არახედვად.

4. გული ჩემი შეცთომილ არს, უშჯულოება ჩემი დაანთქამს. სული ჩემი განჰკრთა შიშად.

5. განამზადეთ ტაბლაჲ, განამსტურეთ სამსტუროჲ. სუთ, ჭამეთ. აღდგომილთა მთავართა განმზადეთ ფარები.

6. რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, თავი შენი დაადგინე მსტოარად და, რომელიცა იხილო, მიუთხარ.

7. და ვიხილენ მჴედარნი საჴედართა ორთა: მჴედარი ვირისა და მჴედარი აქლემისა. ისმინე სასმენელი მრავალი და მიხადე ურიას სამსტუროდ უფლისა, და თქვა:

8. დავდეგ სრულსა შინა დღესა საჴუმილავსა ზედა ჩემსა და ბანაკისა ზედა ჩემისა დავდეგ მე სრულსა ღამესა.

9. და აჰა, იგი მოვალს მჴედარი ორბისა. და მიმგებელმან თქვა: დაეცა ბაბილონი და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი და ჴელითქმნულნი მისნი შეიმუსრნეს ქვეყანად მიმართ.

10. ისმინეთ დაშთომილთა და სალმობიერთა ისმინეთ, რომელნი მესმნეს უფლისა საბაოთისაგან, რომელნი ღმერთმან ისრაელისამან მომითხრნა ჩვენ.

11. სიტყუა იდუმეასა: ჩემდამო ჴმობდ სიერით გამო: სცევდ არდაბაგთა, რასა ჰვალალაებ მცველი ღამითგან? ვთქუ:

12. მცველი მოვიდა განთიად და ღამეცა. უკეთუ ეძიებთ, მოიქეცით, მოვედით და ჩემ თანა დაემკვიდრენით მაღნარსა შინა.

13. სიტყვა არაბიასათჳს მაღნარსა: მაღნარსა შინა მწუხრი დაიძინონ გზასა ზედა დედანისსა, შემთხუევასა შინა.

14. წყურიელსა წყალი მოართვით, დამკჳდრებულთა სოფლისა შორის თემანისსა, პური მიაგებეთ მლტოლვარეთა,

15. სიმრავლისათჳს მლტოლვარეთასა და სიმრავლისათჳს ცთომილთასა და სიმრავლისათჳს მახჳლისა და სიმრავლისათჳს მორთხმულთა მშვილდვათაჲსა და სიმრავლისათჳს დაცემულთასა ბრძოლასა შინა,

16. რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: მერმეცა წელიწადი, ვითარცა წელიწადი მოსასყიდლისა, მოაკლდეს დიდება ძეთა კედარისა,

17. და ნეშტი მშჳლდვათა რისხვისა ძლიერთა ძეთა კედარისათა იყოს მცირე, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან ესრეთ ზრახა.


22

1. სიტყუა ჴევისა სიონისა: რაჲ იქმნა შენდა აწ, რამეთუ აღხუედით ყოველნი ერდოებთა ამაოთა?

2. აღივსო ქალაქი მღაღადებელთაგან, ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი მახჳლისანი, არცა მკუდარნი შენნი მკუდარნი ბრძოლისანი.

3. ყოველნი მთავარნი შენნი წარივლტნეს ერთბამად მშჳლდისა მიერ, და წარსხმულნი ფიცხლად შეკრულნი არიან, და შემძლებელნი შენ შორის შორად წარივლტოდეს.

4. ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა,

5. რამეთუ დღე შფოთებისა და წარწყმედისა და დათრგუნვილებისა და შეცთომილებისა უფლისა მიერ საბაოთისსა; შორის ჴევსა სიონისასა სცთებიან მცირითგან ვიდრე დიდადმდე, სცთებიან მთათა ზედა.

6. ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები ამჴედრებულთა ცხენთა ზედა და შესაკრებელთა განწყობილისა.

7. და იყვნენ, რჩეულნი ჴევნებნი შენნი აღივსნენ ეტლებითა, ხოლო ცხენთა აღმოყორნენ ბჭენი შენნი.

8. და გამოაჩინენ ბჭენი იუდასნი და მიჰხედვიდენ მას დღესა რჩეულთა მიმართ სახლთა ქალაქისათა.

9. და გამოაცხადებდენ დაფარულთა სახლებისა მწუერვალისა დავითისთა და ვიხილე, რამეთუ უმრავლესნი არიან და გარემიაქციეს წყალი ძუელისა საბანელისა ქალაქისა შორის.

10. და სახლნი იერუსალიმისისი აღრიცხუენით. და დავარღჳვნე სიმაგრედ ზღუდედ ქალაქისათა.

11. და ჰქმენით თავისა თჳსისა წყალი საშუალ ორთა ზღუდეთასა უშინაგანეს ძუელისა საბანელისა. და არა მიხედენით პირველითგანვე მოქმედისა მიმართ მისისა, და მომგებელი მისი შორით არა იხილეთ.

12. და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა და აღპარსვასა და მორტყმასა ძაძისასა,

13. ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით.

14. და აღსაბურველებულ არიან ესენი ყურთა შორის უფლისა ღმრთისა საბაოთისთა და არ მიგეტეოს თქუენ ცოდვა ესე, ვიდრემდისცა მოჰკუდეთ, - თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან.

15. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ვიდოდე, შევედ პასტოფორიონად სომანისის მიმართ მეუნჯისა და არქუ მას:

16. რაჲ შენდა აქა? და რაჲ არს შენი აქა? რამეთუ გამოჰკუეთე აქა თავისა შენისა საფლავი და ჰყავ თავისა შენისა მაღალი სამარე და დასწერე თავისა შენისა კარავი კლდესა შორის.

17. აჰა, აწ უფალი საბაოთ გამოავლენს კაცსა აღსპოლვად შენდა და მიგიღოს შესამოსელი შენი და კიდარი შენი.

18. და გჳრგჳნი შენი დიდებული და განგაგდოს შენ სოფლად დიდად და განუზომელად, და მუნ მოჰკუდე, და დასვა საჭურველი შენი რჩეული შეურაცხქმნილად და სახლი მთავრისა შენისა დასათრგუნველად.

19. და მოგსპოს შენ განმგეობისაგან შენისა და დგომისაგან შენისა დაგამჴუას შენ.

20. და იყოს მას დღესა შინა, უწოდო ყრმასა ჩემსა ელიაკიმსა ქელკისსა,

21. და შევჰმოსო მას შესამოსელი შენი და გჳრგჳნი შენი მივსცე მას, და მპყრობლობა და გასაგებელი შენი მივსცე ჴელთა მისთა; და იყოს, ვითარცა მამა იერუსალიმს შინა დამკჳდრებულთა შორის და კაცთა იუდასთა.

22. და მივსცე მას კლიტე სახლისა დავითისა, მჴართა ზედა მისთა მიიღოს, და არა იყოს მჴდომ მისა, და დაკლიტოს და არა იყოს გამღებელ მისა; და განაღოს და არა ვინ იყოს დამკლეტელ მისა. და მივსცე მას დიდებაჲ დავითისი, და მთავრობდეს და არა იყოს მაცილობელ.

23. და დავადგინო იგი მთავრად ადგილსა შორის სარწმუნოსა და იყოს საყდრად დიდებისა სახლისა მამისა მისისა.

24. და იყოს მოსავ მისადმი ყოველი დიდებული სახლსა შინა მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდამდე, ყოველი ჭურჭელი მცირე ჭურჭლისაგან აგანოთთაჲსა, და იყვნენ დამოკიდებულ მისსა.

25. მას დღესა შინა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ, - აღიძრას კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა და დაეცეს და მოისპოს, და მოესრულოს დიდებაჲ მყოფი მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა.


23
ხილვა ტჳროსისა.

1. ვალალაებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდეს, და არღა მერმე მოვლენ ქუეყანისაგან კიტიელთასა, მოიყვანნეს ტყუენი.

2. ვისსა მსგავს იქმნნეს დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა? ვაჭარნი ფინიკიათა, წიაღმვლელნი ზღჳსანი წყალსა ზედა მრავალსა,

3. თესლი ვაჭართა მათ, ვითარცა სალეწავისა შემოღებულისა, მფრდელნი ნათესავთა.

4. რცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან ზღჳსამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა აღვამაღლენ ქალწულნი.

5. ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგჳპტისა, მიიხუნეს იგინი სალმობამან ტჳროსისა ძლით.

6. წარვედით კარქიდონად, ვალალაებდით დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა.

7. არა იგი იყო გინებაჲ თქუენი პირველითგან პირველ მიცემად მისდამდე. წარიყვანებდენ მას ფერჴნი მისნი შორიელად გარდასახლებად.

8. ვინ განიზრახა ესენი ტჳროსსა ზედა? ანუ კნინებ არსა, ანუ ვერ ძალუც? ვითარცა ვაჭარნი მისნი მთავარნი ქანანისანი და მფრდელნი მისნი დიდებულ ქუეყანისანი.

9. უფალმან საბაოთ განიზრახა განქარვებად გინება დიდებულთა და უპატივო-ყოფად ყოველი დიდებული ქუეყანასა ზედა.

10. იქმოდე ქუეყანასა შენსა, და რამეთუ ნავნი არა მერმეცა მოვლენ კარქიდონით.

11. ხოლო ჴელი შენი არღა მერმე შემძლებელ არს ზღჳსა მიმართ განმაძჳნებელი მეფეთა, უფალმან საბაოთ ამცნო ქანანისათჳს წარწყმედად ძალი მისი.

12. და თქუან: არღა მერმე არა შევსძინოთ გინებად და მძლავრებად ქალწული, ასული სიდონისაჲ, არამედ აღჴდე ფერჴითა ზღუასა და უკეთუ მიხვიდე კიტიელთამი, არცა მუნ იყოს განსუენება შენი.

13. და ქუეყანად ქალდეველთად ერი არღარა დაშთა; ასური დაემკჳდრა და წარტყუენეს იგინი, რამეთუ ზღუდე მისი დაეცა.

14. ვალალებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდა სიმაგრე თქუენი.

15. და იყოს მას დღესა შინა, დატევებულ იქმნეს ტჳროსი წელთა სამეოცდაათთა, ვითარცა ჟამსა მეფისა ერთისასა, ვითარცა ჟამსა კაცისასა. და იყოს შემდგომად სამეოცდაათთა წელთასა, იყოს ტჳროსი, ვითარცა ჴმანელობა მეძვისა.

16. მიიღე ქნარი, იშუებდ ქალაქი მეძავი დატევებული, კეთილად მექნარეობდ, მრავლად ჴმანელობდ, რაჲთა საჴსენებელი შენი იქმნეს.

17. და იყოს შემდგომად სამეოცდათთა წელთასა, მოხედვა-ყოს უფალმან ტჳროსისა და კუალად მოეგოს პირველებრვე. და იყოს სავაჭრო ყოველთა მეფობათა მკჳდროვნისათა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

18. და იყოს ვაჭრობა მისი და სასყიდელი წმიდაჲ უფლისაჲ; არა სამისოდ შეკრებულ იქმნეს, არამედ დამკჳდრებულთად წინაშე უფლისა. იერუსალიმს შინა იყოს ყოველი ვაჭრობა მისი ჭამად და სუმად და გაძღომად დასანიშნავად საჴსენებელისა წინაშე უფლისა.


24

1. აჰა, უფალი განჰხრწნის მკჳდროანსა და მოაოჴროს იგი და გამოაცხადოს პირი მისი და განთესავს დამკჳდრებულთა მის შორის.

2. და იყოს ერი, ვითარცა მღდელი, და ყრმა, ვითარცა უფალი, და მჴევალი, ვითარცა უფალა. და იყოს მსყიდელი, ვითარცა გამსყიდელი, და მოვასხე, ვითარცა მავასხებელი, და თანამდები, ვითარცა რომლისა თანა-ედვას.

3. ხრწნილებით განიხრწნას ქუეყანა და ტყუეობით წარიტყუენოს ქუეყანა, რამეთუ პირმან უფლისამან თქუნა ესენი.

4. იგლოვა ქვეყანამან და განიხრწნა მკჳდროანი, იგლოვეს მაღალთა ქუეყანისათა.

5. და ქუეყანამან იუშჯულოა დამკჳდრებულთა ზედა მისთა მით, რამეთუ თანაწარჰჴდეს შჯულსა და შეცვალნეს ბრძანებანი, განიქარვეს აღთქუმა საუკუნო.

6. ამისთჳს წყევამან შეჭამოს ქუეყანა, რამეთუ ცოდეს დამკჳდრებულთა მისთა. ამისთჳს გლახაკნი იყვნენ მკჳდრნი შორის ქუეყანისა და დაშთენ კაცნი მცირენი.

7. იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან, სულთ-ითქუნენ ყოველთა მოხარულთა სულითა.

8. დაცხრომილ არს სიხარული ბობღანთა, დაცხრომილ არს თავჴედობა და სიმდიდრე უთნოთა, დაცხრომილ არს ჴმა ქნარისა.

9. სირცხჳლეულ იქმნეს, არ სუმიდეს ღჳნოსა, მწარე იქმნა მსუმელთათჳს თაფლუჭი.

10. მოოჴრდა ყოველი ქალაქი, დაიკლიტნენ სახლებნი არშესლვად.

11. ვალალაებდით ღჳნისათჳს ყოვლით კერძო, დაცხრომილ არს ყოველი სიხარული ქუეყანისა, წარვიდა ყოველი შუება.

12. და დაშთომილ იქმნენ ქალაქნი ოჴერნი და სახლნი დატევებულნი წარწყმდენ.

13. ესე ყოველნი იყვნენ ქუეყანისა შორის საშუალ წარმართთასა, ვითარსახედ უკეთუ ვინ მოიკუფხლნენ იგინი და უკეთუ დასცხრეს მსთულებელი.

14. ესენიცა ჴმითა ყიოდიან, რამეთუ დაშთომილნი ქუეყანასა ზედა იშუებდენ ერთბამად დიდებითა უფლისათა, რამეთუ აღიმღრუეს წყალი ზღჳსა მის შორის.

15. ამისთჳს დიდება უფლისა ჭალაკთა შორის იყოს ზღჳსათა, მათ შორის სახელი უფლისაჲ დიდებულ იყოს. უფალო, ღმერთო ისრაილისაო!

16. ფრთეთაგან ქუეყანისათა ნიშნი გუესმნეს სასოებად კეთილმთნობისა. და თქვა: საიდუმლო ჩემი მე და ჩემთა. და იტყჳან: ვაჲ შეურაცხმყოფელთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ შჯულსა.

17. შიში და მთხრებლი და მახე იყოს თქუენ ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანასა ზედა.

18. და იყოს, რომელი ევლტოდის შიშსა, შთავარდეს მთხრებლსა, ხოლო თანაწარსრული მთხრებლისაგან შეპყრობილ იქმნეს მახისა მიერ, რამეთუ სარკუმელნი ცისანი განეხუნენ და შეიძრნენ საფარველნი ქუეყანისანი.

19. შფოთებით შეშფოთდეს ქუეყანა და წარწირვით წარიწიროს ქუეყანა (მიდრკა).

20. და შერყევით შეირყიოს ქუეყანა, ვითარცა მთრვალი და მებრუე. და შეიძრას, ვითარცა ხილისსაცავი, ქუეყანა. და დაეცეს და ვერ ეძლოს აღდგომად, რამეთუ განძლიერდა მის ზედა უსჯულოება.

21. და იყოს მას დღესა შინა, მოაწიოს უფალმან სამკაულსა ზედა ცისასა ჴელი მისი და მეფეთა ზედა ქუეყანისათა.

22. და შეკრიბნენ და შეაწყუდინენ სიმაგრესა შინა შესაკრებელი მისი და საპყრობილესა შინა, მრავალთა ნათესავთა ძლით მოსახილავი იყოს მისი.

23. და დადნეს ალიზი და დაეცეს ზღუდე. და სირცხჳლეულ იქმნეს მთოვარე და კდემულ იქმნეს მზე, რამეთუ განმეფნეს უფალი სიონს შინა და იერუსალიმს შინა და წინაშე მოხუცებულთასა იდიდოს.


25

1. უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი,

2. იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი ძლიერნი დაცემად საფარველნი მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს.

3. ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ,

4. რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და შეურვებულთა ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ,

5. საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა, ვითარცა კაცნი სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან უთნოთა, რომელთაცა მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი ძლიერი დაამდაბლოს.

6. და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა ნათესავთა სასუმელი ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით, სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ მირონთა,

7. და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა

8. შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ.

9. და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი, რომლისა მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა, რამეთუ ესე არს უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა.

10. და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა ამის ზედა; და დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ დასთრგუნვენ კალოსა ურემთა ზედა.

11. და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი.

12. და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს და შთავიდეს ვიდრე იატაკადმდე, ვიდრე მტუერამდე.


26

1. მას დღესა შინა გალობდენ გალობასა ამას ქვეყანასა ზედა იუდაჲსსა მეტყუელნი: აჰა, ქალაქი მტკიცე და საცხოვნებელი ჩუენი, მოსდგას ზღუდე და გარეზღუდე.

2. განახუენით ბჭენი, შევედინ ერი დამცველი სიმართლისა

3. და დამცველი ჭეშმარიტებისა, შემწე სიმართლისა და დამცველი მშჳდობისა,

4. რამეთუ შენდამი, უფალო, ვესევდით ვიდრე საუკუნოსამდე. ღმერთმან დიდმან საუკუნემან,

5. რომელმან დამდაბლებით შთაიყვანენ დამკჳდრებულნი მაღალთა შინა, ქალაქთა მტკიცეთა შთაამჴობ და შთაიხუამ, ვიდრე იატაკამდე.

6. და დასთრგუნვიდენ მათ ფერჴნი მშჳდთანი და მდაბალთა კუალნი დავრდომილთანი.

7. გზა კეთილ მსახურთა წრფელ იქმნა და განმზადებულ გზა კეთილ მსახურთა,

8. რამეთუ გზა უფლისაჲ განკითხვა. ვესევდით სახელისა მიმართ შენისა და საჴსენებელისა მიმართ, რომლისა გულისმთქუმელ იყო სული ჩემი.

9. ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

10. რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ.

11. უფალო! მაღალ შენი მკლავი და არა იცოდეს, ხოლო მცნობელნი სირცხჳლეულ იქმნენ. შურმან მიიღოს ერი უსწავლელი. და აწ ცეცხლმან შეჭამნეს წინააღმდგომნი.

12. უფალო, ღმერთო ჩვენო! მშჳდობა მომეც ჩუენ, რამეთუ ყოველნი მომაგენ ჩუენ.

13. უფალო, ღმერთო ჩუენო! მომიგენ ჩუენ, უფალო, თჳნიერ შენსა სხვა არა ვიცით, სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ,

14. ხოლო მკუდართა სიცოცხლე არა იხილონ, არცა მკურნალთა არა ვერ აღადგინონ. ამისთჳს მოჰჴადე და წარსწყმიდე და აღიღე ყოველი წული მათი.

15. დაჰრთენ მათ ძჳრნი, უფალო! დაჰრთენ ძჳრნი დიდებულთა ქუეყანისათა და დართენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი.

16. უფალო, ჭირსა შინა მოგიჴსენეთ შენ. ჭირსა შინა მცირესა, ანუ წურთა შენი ჩვენდა.

17. და ვითარცა ლმობილი მიეახლებინ შობად და სალმობასა მისსა ზედა ღაღადებნ, ეგრეთ ვექმნენით საყვარელსა შენსა შიშისა შენისათჳს, უფალო!

18. შორის მუცლისა მივიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა. არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკჳდრებულნი ქუეყანასა ზედა.

19. აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანასა, რამეთუ ცუარი შენმიერი საკურნებელ მათდა არს, ხოლო ქუეყანა უთნოთა დაეცეს.

20. აბიჯე, ერო ჩემო, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰჴშენ კარნი შენნი. დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარჴდეს რისხვა უფლისაჲ,

21. რამეთუ, აჰა, უფალი წმიდისაგან ადგილისა მოაწევს რისხვასა მისსა დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისა შორის, მოხილვად უშჯულოებასა დამკჳდრებულთა ქუეყანისათასა ძჳნად მათდა და გამოაცხადოს ქუეყანამან სისხლი მისი, და არა დამალნეს მოკლულნი მერმე.


27

1. მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა.

2. მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა.

3. მე, ქალაქი მაგარი, ქალაქი გარემოცვული, ამაოდ ვასუამ მას, რამეთუ გამოღებულ იქნეს ღამე, ხოლო დღისი დაეცეს ზღუდე.

4. არა არს, რომელი არ ზედდაესხა მას; ვინ დამდვას მე ცვად ლელწმისა ველსა შინა? ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს ქმნნა უფალმან ყოველნი, რაოდენნი განაჩინნა.

5. დავიწუხენ, ჴმობდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მათ შორის, ვყოთ მშჳდობა მისსა. მშჳდობა ვყოთ მომავალთა.

6. შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აღყუავნეს ისრაჱლ, და აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა.

7. ნუ, ვითარცა მან დასცა, იგიცა იწყლასა ეგრეთ? ანუ ვითარცა მან მოკლა, იგიცა ეგრეთ მოიკლასა?

8. მბრძოლმან და მაყუედრებელმან განავლინნეს იგინი. არა შენ ხარა მწურთელი სულითა შენითა მძჳნვარედ მოწყუედისა მათისა სულითა გულისწყრომისათა?

9. ამისთჳს მოისპოს უშჯულოვებაჲ იაკობისი. და ესე არს კურთხევა მისი, ოდეს მოუსპო მას ცოდვაჲ, ოდეს დაისხნენ ყოველნი ქვანი ბომონთანი დაჭრილებად, ვითარცა მტუერი წულილი, და არა ეგნენ კერპნი მათნი

10. და ხენი მათნი მოკუეთილებ, ვითარცა მაღნარი შორიელი. დამკჳდრებული სამწყსოჲ განჭრილ იყოს, ვითარცა სამწყსო დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვნელად, და მუნ განისუენებდენ სამწყსონი.

11. და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ.

12. და იყოს მას დღესა შინა, აღმოღობოს უფალმან დანახეთქით მდინარისათ, ვიდრე რინოკუსურომდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეულნი.

13. და იყოს მას დღესა შინა, დაჰბერონ საყჳრსა დიდსა, და მოვიდენ წარწყმედულნი სოფელსა შინა ასსურატანელთასა და წარწყმედულნი ეგჳპტეს შინა და თაყუანი-სცეს უფალსა მთასა ზედა წმიდასა, იერუსალჱმს.


28

1. ვაჲ გჳრგჳნსა გინებისასა, მიზდურნი ეფრემისნი, ყუავილი დამოვრდომილი დიდებისა თხემსა ზედა მთისა ზრქელისასა, მთრვალნი თჳნიერ ღჳნისა.

2. აჰა, ძლიერი და ფიცხელი უფლისა მიერ, გულისწყრომაჲ უფლისაჲ და რისხვა, ვითარცა სეტყუა გარდამომავალი, არმქონებელი სართულსა, იძულებით გარდამომავალი. ვითარცა წყლისა ფრიადისა სიმრავლემან წარმღებმან სოფლისამან, შორის ქუეყანისა ყვის განსუენება ჴელთა და ფერჴთა.

3. და დაითრგუნოს გჳრგჳნი გინებისა, მიზდურნი ეფრემისნი.

4. და იყოს ყუავილი დამოვრდომილი სასოებისა დიდებისა მისისა მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარ წინამორბედი ლეღჳსა, რომლისა მხილველმან მისმან პირველ ჴელითა თჳსითა პყრობამდე ინების შთანთქმა მისი.

5. მას დღესა ეყოს უფალი საბაოთ გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა დაშთომილსა ერისასა ეგჳპტეს შინა.

6. და დაშთეს სულითა საშჯელისათა, საშჯელისა მიერ და ძალისა მაყენებელი მოკლვად,

7. რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილნი არიან, შესცთეს თაფლუჭისა მიერ, მღდელი და წინასწარმეტყუელი განჰკრთეს ღჳნისა მიერ, შეირყინეს მთრვალობისაგან თაფლუჭისასა, შესცთეს, ესე იგი არს - განკრთეს.

8. განზრახვასა ამას სადმე წყევასა ჭამდენ, რამეთუ ესე განზრახვა ანგაჰრებისათჳს არს.

9. ვის მიუთხრენით ძჳრნი და ვის მიუთხარით ჰამბავი განსძღებულთა სძისაგან, განყენებულთა ძუძუსაგან?

10. ჭირი ჭირსა ზედა შეიწყნარე, სასოებასა ზედა სასოებაჲ. მერმე მცირედღა შემწიკულება ბაგეთა.

11. ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას

12. მეტყუელნი მათნი: ესე განსუენებაჲ მსუმელისა, და ესე შემუსრვა, და არა ინებეს სმენად.

13. და იყოს მათდა სიტყუა იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირთა ზედა შეიწყნარეთ, სასოებაჲსა ზედა სასოება. მცირედღა მერმე მცირედ, რაჲთა წარვიდენ და დაეცნენ მართლუკუნ და შეიმუსრნენ, დაზღვეულ იქმნენ და წარწყმდენ.

14. ამისთჳს ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ კაცთა შეიწრებულთა და მთავართა ერისა ამისთა იერუსალჱმს შინა,

15. რამეთუ სთქუთ: ვყავთ აღთქუმა ჯოჯეხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ზავნი, გრიგალი მოღებული უკეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, დავდევით ტყუილით სასოება ჩუენი, და ტყუილითა დავეფარნეთ?

16. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.

17. დავდვა სასჯელი სასოებად, ხოლო მოწყალება სასწორით, რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, არა თანაწარგუჴდეს ჩუენ გრიგალი.

18. ნუუკუე მიგჳღოსცა ჩუენ აღთქმა იგი სიკუდილისა და სასოება ჩუენი, არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს; გრიგალმან მომავალმან უკეთუ წარვლოს, იყოს იგი დასათრგუნველად.

19. ოდეს წარვლოს, აღგიხუნეს თქუენ, განთიად წარჴდეს დღე და ღამესა შინა იყოს სასოება ბოროტი; ისწავეთ სმენად, შეიწრებულნო,

20. ვერ ძალ-გჳც ბრძოლად, ხოლო ჩუენ უძლურებთ შეკრებად ჩუენდა.

21. ვითარცა მთა უთნოთა, და აღდგეს უფალი და იყოს ჴევსა შინა გაბაონისასა. გულისწყრომისა თანა ყვნეს საქმენი მისნი, სიმწარისა საქმე, ხოლო გულისწყრომა მისი უცხომან იჴუმიოს. და სიმწარე მისი გაუცხოებულმან.

22. და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიან საკრველნი თქუენნი მით, რამეთუ შესრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმნეს უფლისაგან საბაოთისა, რომელნი ყვნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

23. ყურად იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, მოიხილეთ და ისმინენით სიტყუანი ჩემნი.

24. ნუ სრულსა დღესა ჰგულავს მჴნველსა ჴნევაჲ, ანუ წინგამზადება თესლისა პირველ ქვეყანის მოქმნისა.

25. არა ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ დასთესის მცირედ სონიჯი, ანუ ძირაკი. და კუალად დასთესის იფქლი და ქრთილი და ფეტჳ და ასლი საზღვართა შინა შენთა.

26. და განისწავლო მშჯავრითა ღმრთისა შენისათა და განიშუა,

27. რამეთუ არა სიფიცხით განიბერტყების სონიჯი, არცა თუალი ურმისა მოავლის ძირაკსა ზედა, არამედ კუერთხითა განიბერტყების სონიჯი,

28. ხოლო ძირაკი პურისა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუე განგირისხნე თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ.

29. და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და აღამაღლეთ ამაო ნუგეშინის-ცემა.


29

1. ვაჲ ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწდისანი წელიწადსა ზედა, რამეთუ შჭამოთ მოაბსა თანა,

2. რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა.

3. და მოვადგე შენ ზედა, ვითარცა დავით, და განვაწყო შენთჳს პატნეზი. და დავადგინე შენთჳს გოდოლნი.

4. და დამდაბლდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად და დაჴდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად მიმართ, და იყოს, ვითარცა მჴმობელნი ქვეყანით გამო, ჴმა შენი და იატაკისა მიმართ ჴმა შენი მოუძლურდეს.

5. და იყოს, ვითარცა მტუერი ურმისთვალისაგან, სიმდიდრე უთნოთა და ვითარცა ბრე მიმოღებული.

6. და იყოს, ვითარცა წერტილი, მეყსა შინა უფლისა მიერ საბაოთისა, რამეთუ ზედმოხედვა იყოს ქუხილისა თანა და ძრვის, და ჴმისა დიდისა ნიავქარი მომავალი და ალი ცეცხლისა შემჭამელი.

7. და იყოს, ვითარცა ზმანებული ძილსა შინა, სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა ილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და ყოველთა გალაშქრებულთა ისრაილსა ზედა, და ყოველნი შეკრებულნი მის ზედა და მაჭირვებელნი მისნი.

8. და იყვნენ, ვითარცა ძილსა შინა მსუმელნი და მჭამელნი, და აღ-რადგიან, ამაო იყვის სიზმარი მათი და ვითარსახედ იზმანებს წყურიელი ვითარცა მსუმელი, და აღ-რა-დგის, მერმე სწყურინვე, ხოლო სული მისი ცალიერად ესვიდა, ეგრეთ იყოს სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა განილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და მთასა სიონსა.

9. დაიჴსნენით და განჰკერთით და მებრუე იქმნენით არა თაფლუჭისაგან, არცა ღჳნისაგან,

10. რამეთუ გუასვა ჩუენ უფალმან სული ლმობიერებისა. და დაუწუხნეს თვალნი მათნი და წინაწარმეტყუელთა მათთანი და მთავართა მათთანი, რომელნი ხედვენ ფარულთა.

11. და იყვნენ თქვენდა ყოველნი ესე სიტყუანი, ეითარცა სიტყუანი წიგნისა ამის დაბეჭდულისანი, რომელნი-იგი მისციან კაცსა ზედმიწევნულსა წერილთასა და ჰრქუან: აღმოიკითხე ესე! და ჰქვის: ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს.

12. და მიეცეს წიგნი ესე ჴელთა კაცისა არ ზედმიწევნულისა წერილთასასა და ჰრქვან მას: წარიკითხე ესე! და თქუას: არ ზედმიწევნულ ვარ წერილთა.

13. და თქუა უფალმან: მახს მე ერი ესე, გაგებითა პატივ-მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს განყენებულ არს ჩემგან, და ამაოდ თნობენ ჩემდამო მასწავლელნი ნამცნებთა კაცთასა და მოძღუარებათა.

14. ამისთჳს, აჰა, მე შევსძინო გარდაცვალვბა ერისა ამის და გარდავცვალნე იგინი, და წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისჴმის-ყოფა გულისჴმიერთა დავფარო.

15. ვაჲ, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ. ვაჲ, რომელნი ფარულსა განზრახვასა ჰყოფენ და არიან ბნელსა შინა საქმენი მათნი, და იტყჳან: ვინ გჳლხინა ჩვენ? და ვინ გჳცნნეს ჩვენ, ანუ რომელთა ჩვენ ვჰყოფთ?

16. არა ვითარცა თიჴა მეკეცისა შეირაცხოსა? ნუ ჰრქვასა აღზელილმან აღმზელელსა: არა შენ აღმზილე მე? ანუ შექმნულმან შემოქმედსა: არა გულისჴმიერად შემქმენ მე.

17. არღა მერმე მცირედ ჟამისა, და გარდაიცვალოს ლიბანი, ვითარცა მთა ქერმელი, და მთა ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

18. და ისმენდენ მას დღესა შინა ყურნი სიტყვათა წიგნისათა და ბნელისშინანი და ნისლისშინანი თვალნი ბრმათანი ხედვიდენ.

19. და იშუებდენ გლახაკნი უფლისა მიერ მხიარულებით, და განწირულნი კაცთაგანნი სიხარულით.

20. მოაკლდა უშჯულოჲ და წარწყმდა ამპარტავანი და მოისრნეს, რომელნი უშჯულოებდეს უკეთურებასა ზედა,

21. და რომელნი მცოდველ-ჰყოფენ კაცთა სიტყვისა მიერ, ხოლო ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა საბრჴესა დაუდებენ, და გუერდქცეულყვეს უსამართლოთა მიერ მართალი.

22. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი განისაზღვრა აბრაჰამისგან: არსირცხჳლეულ იქმნეს აწ იაკობი, არცა პირი გარდაცვალოს აწ ისრაჱლმან,

23. არამედ ოდეს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი ჩემთჳს, წმიდაყონ სახელი ჩემი, და წმიდა-ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი, და ღმერთსა ისრაელისასა ეშიშვოდიან.

24. და ცნან სულითა ცთომილთა გულისხმის-ყოფა, ხოლო მდრტჳნავთა ისწაონ მორჩილება და ენათა ბრგვნილთა ისწავონ თქუმად მშჳდობა.


30

1. ვაჲ შვილთა განდგომილთა ამათ, - იტყჳს უფალი - ჰყავთ განზრახვა არა ჩემ მიერ და ზავნი არა სულისა მიერ ჩემისა, შეძინებად ცოდვანი ცოდვათა ზედა,

2. რომელნი ვიდოდეს შთასვლად ეგჳპტედ, ხოლო მე არა მკითხეს შეწევნად ფარაოს მიერ და დაფარვად მეგჳპტელთა მიერ,

3. რამეთუ იყოს საფარველი ფარაოსი სირცხჳლად თქუენდა და მოსავთათჳს ეგვიპტისა მიმართ საყუედრელ,

4. რამეთუ არიან შორის ტაიანისა მთავარნი და ქადაგნი ბოროტნი.

5. ცუდად შურებიან ერისა მიმართ, რომელმან არა არგოს მათ, არცა შესაწევნელად, არცა სარგებელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად,

6. ხილვა ოთხფერჴთა უდაბნოსა შინათა ჭირსა შინა და იწროებასა. ლომი და ლეკვი ლომისაჲ, მუნით ასპიდნი, შვილისწულნი ასპიდთა მფრინვალეთანი, რომელთა მოჰქონდა ვირთა ზედა და აქლემთა სიმდიდრე მათი ნათესავისა მომართ, რომელმან არა არგოს მათ შესაწევნელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად.

7. მეგჳპტელნი ამაოდ და ცუდად გარგებენ თქუენ. მიუთხარ მათ, ვითარმედ ამაო არს ნუგეშინის-ცემაჲ ეგე თქუენი.

8. აწ უკუე დაჯდომილმან დაწერენ ფიცარსა ზედა ესენი და წიგნსა შინა, ვითარმედ იყვნენ დღეთა მიმართ ჟამად ესენი და უკუნისამდე,

9. რამეთუ ერი ურჩი არს, ძენი მტყუარნი, რომელთა არა ჰნებავს სმენად შჯული ღმრთისაჲ,

10. რომელნი ეტყჳან წინასწარმეტყუელთა: ნუ მომითხრობთ ჩუენ სხვასა შეცთომილებასა.

11. და მიმაქცევთ ჩვენ გზისა ამისგან, და მიმიხუამთ ჩუენგან ალაგთა ამათ, და აწ აიღეთ ჩუენგან სიტუანი წმიდისა ისრაელისა.

12. ამისთჳს ესრეთ იტყჳს წმიდა ისრაელისა, ვითარმედ ურჩ ექმნენით სიტყუათა ამათ. და მოსავ იქმნენით სიცრუესა ზედა, და იდრტჳნენით და მოსავ იქმნენით სიტყვასა ამას ზედა.

13. ამისთჳს იყოს თქუენდა ცოდვა ესე, ვითარცა ზღუდე დაცემული მეყსეულად ქალაქისა მაგრისა გამოღებულისა, რომლისა მეყსეულად წარმოდგის დაცემაჲ.

14. დაცემა მისი იყოს, ვითარცა შემუსრვა კეცისჭურჭლისა კეცისა განწულილებად, ვიდრე არ პოვნადმდე მათ შორის ნალეწისა, რომლისა მიერ აღიღო ცეცხლი და რომლისა მიერ აღმოივსო მცირედი წყალი.

15. ესრეთ იტყჳს უფალი, უფალი წმიდა ისრაილისა: ოდეს მოქცეულმან სულთ-ითქუნე, მაშინ სცხოვნდე და სცნა, სადა იყავ, რამეთუ ესევდი ამაოთა მიმართ. ამაო იქმნა ძალი თქუენი და არა გნებავსყე სმენა,

16. არამედ სთქუთ: ცხენებითა ვივლტოდით, ამისთჳს ივლტოდით და სთქუთ: სუბუქთა ზედა ვიქმნეთ მჴედარ, ამისთჳს სუბუქნი იყვნენ მდევარნი თქუენნი.

17. ჴმისა მიერ ერთისა ივლტოდიან ათასნი და ჴმისა მიერ ხუთთასა ივლტოდიან მრავალნი, ვიდრემდის დაშთეს, ვითარცა საყე, მთასა ზედა და, ვითარცა ნიშანი, ქონებული ბორცუსა ზედა.

18. და კუალად ეგოსვე ღმერთი შეწყალებად თქუენდა. ამისთჳს ამაღლდეს წყალობის-ყოფად თქუენდა მით, რამეთუ მსაჯულ არს უფალი ღმერთი ჩუენი. და სადა დატევებულ იქმნეს დიდებაჲ თქუენი, ნეტარ არიან ყოველნი დადგრომილნი მის თანა

19. მით, რამეთუ ერმან წმიდამან სიონს შინა დაიმკჳდროს და იერუსალემმან ტირილით იტირა: შემიწყალე მე. შეგიწყალოს შენ, ჴმისაებრ ღაღადებისა შენისა, რაჟამს გიხილა, შეგიწყალა შენ.

20. და მოგცეს თქვენ უფალმან პური ჭირისა, და წყალი იწრო, და არღა მერმე არ მიგეახლნენ შენ მაცთუნებელნი შენნი, რამეთუ თუალნი შენნი ჰხედვიდენ მაცთურთა შენთა,

21. და ყურთა შენთა ესმოდიან სიტყუანი უკუანა შენსა მაცთომთანი, რომელნი იტყოდინ: ესე არს გზაჲ, ვიდოდით ამას შინა, გინა მარჯუენით, გინა მარცხენით.

22. და აღიხუნე კერპნი მოვეცხლულნი და მოოქროვებულნი, დაწულილებულ ქმნნე და განჰფიწლნე, ვითარცა წყალნი დაშტანისა, და, ვითარცა სკორე, დასთხინე იგინი.

23. მაშინ იწყოს წჳმა თესლსა ქუეყანისა შენისასა და პური ხუარბლისა შენისა იყოს სავსებით და მსუყედ, და ძოვდენ საცხოვარნი შენნი მას დღესა შინა ადგილსა პოხიერსა და ვრცელსა.

24. კურონი თქვენნი და ჴარნი მოქმედნი ქუეყანისანი ჭამდენ ბზესა აღქმნილსა ქრთილითა განფიწლულითა.

25. და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველსა ზედა ბორცუსა განსაცხრომელსა წყალი წარმდინარი მას დღესა შინა, ოდეს წარწყმდენ მრავალნი და ოდეს დაეცნენ გოდოლნი.

26. და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შჳდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსრვილებასა ერისა თჳსისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს.

27. აჰა, სახელი უფლისაჲ. აჰა, მოვალს ჟამისა მიერ მრავლისა მგზნებარე გულისწყრომა დიდებისა თანა, სიტყუა ბაგეთა მისთა, სიტყუაჲ რისხვითა სავსე და რისხვა გულისწყრომისა, ვითარცა ცეცხლი, შეშჭამდეს.

28. და სული მისი, ვითარცა წყალი ჴევსა შინა მქანარი, მოვიდეს, ვიდრე კისრამდე და განიწვალოს შეძრწუნებად ნათესავი საცთურსა ზედა ამაოსა და დევნა-უყოს მათ საცთომელად. და ეწიოს მათ პირისპირ მათსა.

29. არა მარადის ჯერ-არს თქუენდა სიხარული და შესლვა სიწმიდეთა მიმართ ჩემთა მარადის, ვითარცა მედღესასწაულეთა, და ვითარცა მოხარულთა შესლვად ავლისა თანა მთად მიმართ უფლისა ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაჱლისასა.

30. და სასმენელ-ყოს უფალმან დიდებაჲ ჴმისა მისისა და გულისწყრომა მკლავისა მისისა აჩუენოს გულისწყრომისა თანა და რისხვისა და ალისა შეშჭამდეს და ტეხა მაიძულებელი, და ვითარცა წყალი და სეტყვაჲ გარდამოსრული დაპატიჟებით,

31. რამეთუ ჴმისაგან უფლისა იძლინენ ასსურასტანელნი წყლულებითა, რომლითაცა დასცნეს იგინი.

32. და იყავნ მისსა გარემოს, ვინა იყო მისსა სასოებაჲ შეწევნისა, რომლისა მიმართ ესვიდა. ესენი ბობღნითა და ნესტჳთა და ქნარითა ბრძოდენ მას განცხრომისა მიერ, რამეთუ უწინარეს დღეთასა მიეჴადოს.

33. ნუ შენცა განემზადე გამეფებად, ჴევი ღრმა, ხე ნაძჳსა? ცეცხლი და შეშანი მრავალნი, გულისწყრომა უფლისა, ვითარცა ჴევი წუნწუბისა მიერ მგზებარე.


31

1. ვაჲ შთამომავალთა ეგჳპტედ შეწევნისათჳს, რომელნი მოსავ არიან ცხენთა მიმართ და ეტლთა მიმართ; რამეთუ არიან მრავალ და ცხენებსა ზედა სიმრავლე ფრიად: და არა იყვნეს მოსავ წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა, და უფალი არა გამოიძიეს.

2. და თავადმან ბრძენმან მოაწინა მათ ზედა ძჳრნი და სიტყვაჲ მისი არა შეურაცხ იქმნეს, და ზედააღდგენ სახლთა ზედა კაცთა ბოროტთასა და სასოებასა ზედა მათსა ამაოსა,

3. მეგჳპტელისა კაცისა და არა ღმრთისამიმართთასა, ჴორცებსა ცხენთასა, და არა არს შეწევნა, ხოლო უფალმან მოაწიოს ჴელი მისი მათ ზედა, და დაშურებიან შემწენი, და ერთბამად ყოველნი წარწყმდენ,

4. რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: ვითარსახედ ოდეს იყჳრნეს ლომმან, ანუ ლეკუმან ლომისამან ნადირსა ზედა, რომელი შეიპყრას და დაიზახნეს მას ზედა, ვიდრე არა აღივსნიან მთანი ჴმითა მისითა, და იძლინეს და სიმრავლითა გულისწყრომისათა წიწნეულ იქმნეს, ეგრეთ გარდამოვიდეს უფალი საბაოთ მოლაშქრებად მთასა ზედა სიონსა, მთათა ზედა მისთა,

5. ვითარცა მფრინველნი მფრინვალენი, ეგრეთ შეეწევის უფალი საბაოთ იერუსალჱმსა, შეეწევის და განარინებს, და მოურნე ექმნეს და აცხოვნოს.

6. მოიქეცით ღრმასა განზრახვასა განმზრახნი და უშჯულოსა, ძენი ისრაჱლისანი,

7. რამეთუ მას დღესა უარ-ყვნენ კაცთა ჴელითქმნულნი მათნი ვეცხლისანი და ოქროსანი, რომელნი ქმნნეს ჴელთა მათთა.

8. და დაეცეს ასურ არა მახჳლითა მამაკაცისათა, არცა მახჳლმან კაცისამა შეჭამოს იგი და ივლტოდის არა პირისაგან მახჳლისა, ხოლო ჭაბუკნი იყვნენ მოუძლურებულ.

9. რამეთუ კლდესა შეეყვნენ, ვითარცა პატნეზთა, და იძლინენ. ხოლო მლტოლვარე მოისპოს. ამათ იტყჳს უფალი: ნეტარ არს, რომელსა აქუნდეს თესლი სიონს შინა და სახლეული იერუსალჱმს შინა.


32

1. რამეთუ, აჰა, მეფე მართალი მეფობდეს, და მთავარნი მშჯავრისა თანა მთავრობდენ.

2. და იყოს კაცი მფარავი სიტყვათა თჳსთა. და დაიფაროს, ვითარცა წყლისა მიერ მქანრისა. და გამოჩნდეს სიონს შინა, ვითარცა მდინარე მქანარი, დიდებული შორის ქუეყანასა წყურიელსა,

3. და არღა მერმე იყვნენ მოსავ კაცთა მიმართ, არამედ ყურნი მათნი მისცნენ მორჩილებად მათდა.

4. და გულმან უძლურთამან მოიხილოს მორჩილებად, და ენათა ბრგუნვილთა მალიად ისწავონ ზრახვა მშჳდობისა.

5. და არღა მერმე არა ჰრქუან სულელსა: მთავრობდ. და არღა მერმე არა ჰრქუან მსახურთა შენთა: დუმენ,

6. რამეთუ სულელმან სულელნი თქუნეს, და გულმან მისმან ამაონი განიგონნეს სრულ-ყოფად უშჯულოებითთა და თქუმად ღმრთისა მიმართ შეცთომილებისა, განთესვად სულთა მშიერთა და სულთა წყურიელთა ცალიერყოფად,

7. რამეთუ განზრახვა ბოროტთა უშჯულოთა განიზრახავს განხრწნად მდაბალთა სიტყუათა მიერ ცრუთა და განქარვებად სიტყვათა მდაბალთა საშჯელსა შინა.

8. ხოლო კეთილმსახურთა გულისხმიერნი განიზრახნეს და განზრახვა იგი ჰგიეს.

9. დედანი მდიდარნი აღდეგით და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ასულთა სასოებით ისმინეთ სიტყუანი ჩემნი.

10. დღეთა წვლიწდისათა ჴსენება-ყავთ სალმობით სასოებისა თანა: განკაფულ არს მსთულებელი, დაცხრომილ არს, თესლი არღარა მოვიდეს მერმე.

11. განჰკრთით, შეწუხენით მოსავნი, განიძარცუენით, შიშეულ იქმნენით, გარემოისხთ ძაძა წელთა თქუენთა.

12. და ძუძუთა ზედა იტყებდით, აგარაკისათჳს გულისსათქმელისა და ვენაჴისა ნაყოფისა,

13. ქუეყანასა ზედა ერისა ჩემისა ეკალნი და თივა აღმოსცენდეს, და ყოველთაგან სახლთა სიხარული აღებულ იქმნეს, ქალაქი მდიდარი,

14. სახლნი დატევებულნი, სიმდიდრე ქალაქისა დაუტეონ, სახლნი გულისსათქმელნი, და იყვნენ დაბნებნი ქუაბებ ვიდრე უკუნისამდე, სიხარულ ვირთა ველურთა, სასაძოვრე მწყემსთა.

15. ვიდრემდისცა მოვიდეს თქუენ ზედა სული მაღლისაგან, და იყოს უდაბნო ქერმელი და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

16. და განისუენებდეს უდაბნოს შინა მშჯავრი და სიმართლემან შორის კარმელისა დაიმკჳდროს.

17. და იყუნენ საქმენი სიმართლისანი მშჳდობით, დაიპყრას სიმართლემან განსუენება და მოსავებ იყვნენ ვიდრე საუკუნოსამდე.

18. და დაიმკჳდროს ერმან მისმან ქალაქსა შინა მშჳდობისასა, და მკჳდრ იქმნეს სასოებით და განისუენებდენ სიმდიდრისა თანა.

19. ხოლო სეტყუა გარდამო-თუ-ვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს და იყვნენ მკჳდრ ქმნილნი მაღნართა შინა მინდობილ, ვითარცა ველობსა ზედა.

20. ნეტარ არიან მთესველნი ყოველსა ზედა წყალსა, სადა ჴარი და ვირი თრგუნავს.


33

1. ვაჲ საარებულმყოფელთა თქვენთა, ხოლო თქუენ არა ვინ გყოფს საარებულ, და შეურაცხისმყოფელი თქუენი, არ შეურაცხისმყოფელი; ტყუე იქმნენ შეურაცხისმყოფელნი და მიეცნენ და, ვითარცა მღილი სამოსლისა ზედა, ეგრეთ იძლინენ.

2. უფალო, შვგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენდამი ვესავთ. იქმნენინ თესლი ურწმუნოთა წარსაწყმედელად, ხოლო მაცხოვარება ჩუენი ჟამსა შინა ჭირისასა.

3. ჴმისათჳს შიშისა შენისა განჰკრთეს ერნი შიშისაგან შენისა და განითესნეს ნათესავნი.

4. ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი თქუენნი მცირითგან და დიდით, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ მკალთა, ეგრეთ გემღერდენ თქუენ.

5. წმიდა არს ღმერთი დამკჳდრებული მაღალთა შინა, აღივსო სიონი მშჯავრითა და სიმართლითა

6. შჯულისა მიერ განეცნენ; საუნჯეთა შორის მაცხოვარება თქუენი. მუნ სიბრძნე და ზედმიწევნულობა და კეთილმსახურება უფლისა მიმართ; ესე საუნჯენი სიმართლისანი.

7. აჰა, შიშისა მის მისისა, იგინი შეშინდენ, რომელთა ეშიშვით, შეშინდენ თქუენგან, რამეთუ ქადაგნი მოივლინნენ მთხოელნი მშჳდობისა, მწარედ მტირალნი მვედრებელნი მშჳდობისანი,

8. რამეთუ გზანი მესამეთანი მოოჴრდენ. დაცხრომილ არს შიში წარმართთა და ამათდა მიმართ აღთქუმა აღიღების და არა შეჰრაცხდეთ მათ კაცად.

9. იგლოვა ქუეყანამან, ჰრცხუენა ლიბანსა, საწყლობელ იქმნა სარონ; საჩინოდ იყოს გალილეაჲ და კარმელი.

10. აწ აღვდგე, - იტყჳს უფალი: აწ ავმაღლდე, აწ ვიდიდო,

11. აწ იხილოთ, აწ სირცხჳლეულ იქმნნეთ, ამაო იყოს ძალი სულისა თქუენისა, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ.

12. და იყვნენ წარმართნი აღტყინებულ, ვითარცა ეკალნი ყანობირსა შინა, მივრდომილნი და დათრგუნვილნი.

13. ესმეს შორიელთა, რომელნი ვქმნენ და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი.

14. განდგეს სიონსშინანი უშჯულონი, რამეთუ ცეცხლი ეტყინების, ძრწოლამან შეიპყრნეს უთნონი. ვინ მოგითხრას თქუენ ადგილი საუკუნოჲ?

15. მავალი სიმართლისა მიერ, მზრახვალი წრფელსა გზასა, მოძულე უშჯულოვებისა და უმართლობისა და ჴელთა განმაყენებელი ქრთამთაგან დამამძიმებელი ყურთა, რაჲთა არა ისმინოს მშჯავრი სისხლისა, დამწუხველი თუალთა, რაჲთა არა იხილოს უსამართლოებაჲ.

16. ესე დაემკჳდროს მაღალსა შინა ქუაბსა კლდისა ძლიერისასა. პური მიეცეს მას და წყალი მისი სარწმუნოჲ.

17. მეფე დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ ქუეყანა შორიელი.

18. სულმან თქუენმან იწვართოს შიში. სადა არიან ღრამატიკოსნი? სადა არიან თანამზრახვალნი? სადა არს რიცხჳ მიმოქცევთა? მცირე და დიდი ერი,

19. რომელთა არცა განიზრახეს, არცა ჴმაჲმაღლისა მიერვე არსმენად ერისა ბიწიანისა და არა არს მსმენელისა გულისხმის-ყოფაჲ.

20. აჰა, სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისა, თუალთა შენთა იხილნენ, იერუსალჱმ, ქალაქო მდიდარო, კარავნი, რომელნი არ შეირყინენ, არცა შეიძრნენ, მანანი კარავისა მისისანი საუკუნესა ჟამსა, არცა საბელნი მისნი არა განირღუენ.

21. რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენდა, ადგილი თქუენდა იყოს მდინარენი და დანახეთქნი ბრტყელნი და ვრცელნი. არა ვიდოდის გზასა მას ნავი მართებული, რამეთუ ღმვრთი ჩემი დიდ არს, არ თანაწარმჴდეს მე.

22. უფალი, მამაჲ ჩუენი, უფალი, მსაჯული ჩუენი, უფალი, მთავარი ჩუენი, უფალი, მეფჱ ჩუენი, უფალი, მაცხოვარი ჩუენი, და მან გუაცხოვნნეს ჩუენ.

23. განირღუეს საბელნი შენნი, რამეთუ არ განძლიერდა. ნაქუსი შენი მიდრკა, არ შთამოიჴსნენ აფრის ქსელნი. არა აღიღოს ნიშანი, ვიდრემდის არა მიეცეს ტყუედ, ვინცა მრავალნი თანა მკელობელთა ჰყოფდენ ტყუეობასა.

24. და არა თქუას მათ შორის მან ერმან: დავშუერ, რამეთუ მიეტეოს მათ ცოდვა.


34

1. შემოკრიბენით ნათესავნი და ისმინეთ, მთავარნო! ისმინეთ ქუეყანამან და დამკჳდრებულთა მას შინა, მკჳდროანმან და ერმან მისშორისმან.

2. მით, რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა წარმართთა და რისხვა რიცხუსა ზედა მათსა წარწყმედად მათდა და მიცემად მათდა მოსასრველად,

3. ხოლო წყლულნი მათნი დაცჳვენ და მკუდარნი. და აღვიდეს საყნოსი მათი, და დასოვლდენ მთანი სისხლისაგან მათისა.

4. და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან.

5. დაითრო ჴრმალი ჩემი შორის ცისა, აჰა, იდუმეასა ზედა გარდამოვიდეს და ერსა ზედა წარწყმედისასა მშჯავრისა თანა.

6. მახჳლი უფლისაჲ აღივსო სისხლითა, განზრქა ცმელისაგან კრავთასა და ცმელისაგან ვაცთა და ვერძთასა, რამეთუ მსხუერპლი უფლისაჲ ბოსორს და დაკლვა დიდი იდუმეას შინა.

7. და დაეცნენ მდიდარნი და ვერძნი და კურონი, და დაითროს ქუეყანა სისხლისა მიერ და განძღეს მიწა ცმელითა მათითა.

8. რამეთუ დღე სასჯელისა არს უფლისა და წელიწადი კუალად-გებისა საშჯელისა სიონისა წარმოდგა.

9. და გარდაიქცენ ჴევნებნი მისნი ფისად და ქუეყანა მისი წუნწუბას. და იყოს ქუეყანა მისი, ვითარცა ფისი მგზებარე

10. ღამე და დღე, და არ დაშრტეს საუკუნესა ჟამსა. და აღვიდეს კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს.

11. დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი, და გრძღაბნი, და ძერანი და ყორანნი, და დადებულ იქმნეს მის ზედა საბელი ქუეყანისსაზომელი ოჴრებისა, და ვირკენტავროსნი დაემკჳდრნენ მის შორის.

12. მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მათნი და მთავარნი და დიდებულნი მისნი იყვნენ წარსაწყმედელად.

13. და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა,

14. და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი, რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ.

15. მუნ დაიბუდა გრძღაბმან, და დაჰმარხნა ქუეყანამან ყრმანი მისნი კრძალულებით. მუნ შეიმთხჳნეს ირემნი და იხილნეს პირნი ურთიერთასნი,

16. რიცხუეულად წარვლეს და ერთი მათგანი არ წარწყმდა. მოყუასმან მოყუასი არა გამოიძიეს, რამეთუ უფალმან ამცნო მათ და სულმან მისმან შეკრიბნა იგინი.

17. და მან დააგდოს მათ ზედა წილი, და ჴელმან მისმან განნაწილნა ძოვნად საუკუნედმდე ჟამად, დაიმკჳდრნედ ნათესავთამდე ნათესავთასა, განისუენებდენ მის ზედა.


35

1. იხარებდ, უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი.

2. და აღყუავნენ და იშუებდენ მდინარენი იორდანისანი, და დიდებაჲ ლიბანისა მოეცეს მას და პატივი კარმელისა, და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლე ღმრთისაჲ.

3. გაძლიერდით ჴელნი დაჴსნილნი და მუჴლნი განრღუეულნი.

4. ნუგეშინის-ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ. აჰა, ღმერთი ჩუენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს, და ნაცვალ-აგოს. თჳთ მოვიდეს და მაცხოვნეს ჩუენ.

5. მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა ესმოდის.

6. მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა.

7. და ურწყული იყოს მწურნებად, და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყო. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ.

8. იყოს მუნ გზა წმიდაჲ და გზად წმიდად ეწოდოს. არა წარვიდეს მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა. ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას ზედა. არა შესცთეს.

9. და არა იყოს მუნ ლომი, არცა მჴეცთა ბოროტთაგანი, არა აღვიდეს მის ზედა, არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი და შეკრებულნი უფლისა მიერ.

10. მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შუება ეწიოს მათ. წარჴდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა.


36

1. და იქმნა, ოთხდამეათესა წელსა მეფე-ყოფისა ეზეკიასსა აღმოვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, ქალაქთა ზედა იუდეასათა მაგართა და გამოიხუნა იგინი.

2. და მიავლინა მეფემან ასსურასტანელთამან რაფსაკი ლაქისით იერუსალიმად, მეფისა მიმართ ეზეკიასსა ძალისა თანა მრავლისა და დადგა სლვასა თანა წყლისა საბანელისა ზენაჲსასა, შორის გზასა აგარაკისა მმურკნველისასა.

3. და გამოვიდა მისდა მიმართ ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი.

4. და ჰრქვა მათ რაფსაკმან: თქუთ სადმე ეზეკიას მიმართ, ამათ იტყჳს მეფე დიდი, მეფე ასსურასტანელთა: ვისსა მოსავ ხარ?

5. ნუ განზრახვითა, ანუ სიტყუებითა ბაგეთათა იქმნების წყობაჲ? და აწ ვისსა მიმართ ესავ, რამეთუ ურჩ ხარ ჩემდა?

6. აჰა, მოსავ ხარ კუერთხისა მიმართ ლელწმისასა, შეფქულისა ამის ეგჳპტედ მიმართ, რომელსა მი-თუ-ვინ-ეყრდნას მის ზედა, შევიდეს ჴელად მისსა. ესე არს ფარაო, მეფე ეგჳპტისა, და ყოველნი მოსავნი მისდამი.

7. ხოლო უკეთუ იტყჳთ: ჩემდამო, უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა ვესავთ; არა იგი არსა, რომელსა მიუხუნა ეზეკიამან მაღალნი მისნი და საკურთხეველნი მისნი? და ჰრქვა: იუდასა და იერუსალიმს პირისპირ საკურთხეველისა ამის თაყუანის-ეცი.

8. აწ მოუჴედით უფალსა ჩემსა, მეფესა ასსურასტანელთასა, და მიგცე თქუენ ორათასი ცხენი, უკეთუ შეუძლოთ მიცემად მჴედართა მათ ზედა.

9. და ვითარ შემძლებელ ხართ გარემიქცევად პირისა მიმართ ადგილთმთავრისა ერთისა, მრწემებ არიან მოსავნი მეგჳპტელთა მიმართ ცხენისა და მჴედრისა.

10. და აწ ნუ თჳნიერ უფლისა აღმოვედითა სოფელსა ამას ზედა ბრძოლად ამისსა? უფალმან თქვა ჩემდამო: აღვედ მის ზედა და განხრწენ იგი.

11. და თქუეს მისდა ელიაკიმ და სომნა და იოახ: ზრახევდ მონათა მომართ შენთა ასურებრ, რამეთუ გუესმის ჩუენ, და ნუ ჰზრახავ ჩუენდამო იუდეანებრ. და რად ჰზრახავ ყურებისა მიმართ კაცთა მდგომარეთასა ზღუდესა ზედა?

12. და თქვა რაფსაკმან მათდამი: ნუ უფლისა მიმართ თქუენისა, ანუ თქუენდა მიმართ მომავლინა მე უფალმან ჩემმან თქუმად სიტყვათა ამათ, არა კაცთა მომართ მსხდომარეთა ზღუდეთა ზედა, რაჲთა ჭამონ სკორე მათი და სუან ფსელი მათი თქუენითურთ ერთბამად?

13. და დადგა რაფსაკი და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იუდიანებრ და თქვა: ისმინენით სიტყვანი მეფისა ასსურასტანელთასანი!

14. ამათ იტყჳს მეფე: ნუ გაცთუნებსთ თქუენ იზეკია სიტყუებითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ჴსნად თქუენდა.

15. და ნუ გეტყჳნ თქუენ ეზეკია, ვითარმედ: გჳჴსნეს ჩუენ ღმერთმან და არა მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასათა.

16. ნუ ისმენთ ეზეკიასსა. ამათ იტყჳს მეფე ასსურასტანელთა: უკეთუ გნებავს ქველმეტყუელების და გამოსლვად ჩემდამო, და ჭამეთ კაცად-კაცადმან ვვნაჴი თჳსი და ლეღუნი, და სუთ წყალნი ჯურღმულისა თქუენისა,

17. ვიდრემდის მოვიდე და მიგიყვანნე თქუენ ქუეყანისა მიმართ, ვითარცა ქუეყანისა თქუენისა იფქლისა და ღჳნისასა, ქუეყანისა პურისა და ვენაჴთასა.

18. ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია მეტყუელი და გეტყჳნ: ღმერთმან მიჴსნნეს ჩუენ, ნუ იჴსნნესა ღმერთთა ნათესავთასა თითოეულმან სოფელი თჳსი ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა?

19. სადა არს ღმერთი ემათისა და არფათისა, და სადა ღმერთი ქალაქისა სემფარუემისა? ნუ განარინოს სამარია ჴელისაგან ჩემისა?

20. ვინ არს ყოველთა ამათ ღმერთთაგანი, რომელმან განარინა ქუეყანა თჳსი ჴელისაგან ჩემისა? რამეთუ ღმერთმან თქუენმან იჴსნეს იერუსალიმი ჴელისაგან ჩემისა?

21. და დადუმნეს და არა ვინ მიუგო მას სიტყვა ბრძანებისათჳს მეფისა არას მიგებად მისსა.

22. და შევიდა ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი ძალისა და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი, მომბძარველნი სამოსელთანი, ეზეკიას მიმართ და მიუთხრნეს მას სიტყუანი რაფსაკისნი.


37

1. და იყო სმენასა შინა მეფისა ეზეკიაჲსსა, განხეთქნა სამოსელნი თჳსნი და გარემოისხა ძაძაჲ და აღვიდა სახიდ უფლისა.

2. და მიავლინა ელიაკიმ გამგე და სომნა მწიგნობარი და მოხუცებულნი მღდელთანი, მორტყმულნი ძაძებითა, ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა წინაწარმეტყუელისა.

3. და ჰრქუეს მას: ამათ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ყუედრებისა და მხილებისა და რისხვისა არს დღესისა დღე, რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.

4. შე-თუ-ვითარ-ისმინნეს უფალმან, ღმერთმან შენმან, სიტყუანი რაფსაკისნი, რომელნი მოავლინნა მეფემან ასსურასტანელთამან ყუედრებად ღმრთისა მ.აცხოვრისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელნი ესმნეს უფალსა, ღმერთსა შენსა, და ვედრება-ყავ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა დატევებულთა ამათთჳს.

5. და მოვიდეს ყრმანი მეფისა ეზეკიაჲსნი ესაიაჲს მომართ.

6. და ჰრქუა მათ ესაიამან: ესრეთ სთქუათ უფლისა მიმართ თქუენისა: ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეშინდები სიტყვათაგან, რომელნი გესმნეს, რომელნი მაყუედრნეს მე მოციქულთა მეფისა ასსურასტანელთასათა.

7. აჰა, შევავლინო მისდამი სული, და მსმენელი ამბვისა მიიქცეს სოფლად მისსა და დაეცეს მახჳლითა ქუეყანასა შინა მისსა.

8. და მიიქცა რაფსაკი და ეწია მეფესა ასსურასტანელთასა, მო-რაჲ-ეცვა მას ლობნაჲ, და მსმენელ იქმნა მეფე ასსურასტანელთა, რამეთუ ლტოლვილ იქმნა ლაქისით,

9. ვითარმედ გამოვიდა თარათა, მეფე ეთიოპელთა, დასხმად მისსა, და მსმენელი შეიქცა და მიავლინნა მიმთხრობნი ეზეკიაჲს მიმართ მეტყუელმან:

10. ესრეთ არქუთ ეზეკიასა, მეფესა იუდეასასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი შენი, რომლისა შენ მოსავ ხარ, მისდამი მეტყუელი: არ მიეცეს იერუსალემი ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასასა.

11. ანუ არა გესმნეს, რომელნი უყვნეს მეფეთა ასსურასტანელთასა ყოველსა ქუეყანასა, ვითარ წარწყმიდეს? ხოლო შენ განმერეა?

12. ნუ განარინნეს იგინი, ღმერთთა წარმართთასა, რომელნი წარწყმიდნეს მამათა ჩემთა: ღოზანი, ხარრანი და რამფისი, რომელნი არიან სოფელსა შინა თეემათისასა.

13. სადა არიან მეფენი ემათისანი და არფათისანი? და სადა ქალაქისა სამპფარუიმისანი: ენა და ღავან?

14. და მოიღო ეზეკიამან წიგნი მიმთხრობელთაგან და აღმოიკითხა იგი, და აღვიდა სახიდ უფლისა, და განაღო იგი წინაშე უფლისა.

15. და ილოცა ეზეკიამან, უფლისა მიმართ მეტყუელმან:

16. უფალო საბაოთ, ღმერთო ისრაილისაო, მჯდომარეო ქერუვიმთა ზედა, შენ ხარ ღმერთი მხოლოდ ყოვლისა მეფობისა მსოფლიოსა, შენ შექმნენ ცაჲ და ქუეყანა.

17. მოყავ, უფალო, ყური შენი, ისმინე, უფალო! განახუენ, უფალო, თვალნი შენნი, მოიხილე, უფალო, და იხილენ სიტყვანი, რომელნი მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასსურასტანელთამან, ყუედრებად ღმრთისა მაცხოვრისა,

18. რამეთუ ნანდვილვე მოაოჴრეს მეფეთა ასსურასტანისათა მკჳდროანი ყოველი და სოფელი მათი

19. და შეყარნეს კერპნი მათნი ცეცხლად, რამეთუ არა ღმერთნი იყვნეს, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთასა, ძელ და ქვა, და წარწყმიდნეს იგინი.

20. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელისაგან მათისა, რაჲთა ცნას ყოველმან მეფობამან ქუეყანისამან, ვითარმედ შენ მხოლო ხარ ღმერთ.

21. და მიივლინა ესაია, ძე ამოსისი, ეზეკიას მიმართ და ჰქვა მას: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: მესმნეს, რომელნი ილოცენ ჩემდამო სენაქირიმისთჳს, მეფისა ასსურასტანელთასა.

22. ესე არს სიტყუა, რომელი თქუა მისთჳს ღმერთმან: განგგმო შენ და განგბასრა შენ, ქალწული, ასული სიონისა; შენ ზედა თავი შეხარა, ასულო იერუსალჱმისაო.

23. ვის აყუედრე და განაძჳნე, ანუ ვისსა მიმართ აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და არა აღიხუენ სიმაღლედ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა,

24. რამეთუ მიმთხრობელთა მიერ აყუედრე უფალსა, რამეთუ შენ სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა მე აღვედ სიმაღლისა მიმართ მთათასა და დასასრულთა მიმართ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძჳსა მისისა, და სიკეთე კვიპაროსისა, და შევედ სიმაღლედ, კერძოთა მაღნარისათა.

25. და დავდევ ჴიდი და მოვაოჴრენ წყალნი და ყოველი შესაკრებელი წყლისა.

26. არა გესმნეს ესენი ძუელად, რომელნი ვყვენ? მე დღეთათგან პირველთათ განვაწესე, ხოლო აწ განვაჩინე მოოჴრებად ნათესავნი სიმაგრეთა შორის

27. და დამკჳდრებულნი შორის ქალაქთა მაგართა, დავაყენენ ჴელნი, და განჴმეს და იქმნეს, ვითარცა თივა ჴმელი ერდოთა ზედა და ვითარცა კლერტი.

28. ხოლო აწ განსუენება შენი და გამოსლვა შენი და შესლვა შენი მე უწყი.

29. ხოლო გულისწყრომა შენი, რომელსა განსწყერ და სიმწარე შენი აღმოვიდა ჩემდამო, და განვაცუა ხრატუკი ცხჳრსა შენსა და აღვირ პირსა შენსა, და მიგაქციო შენ გზასა, რომელსა მოხუედ მას ზედა.

30. ხოლო ესე შენდა სასწაულ: ჭამენ წელიწადსა ამას, რომელნი სთესენ, ხოლო წელიწადსა მეორესა _ ნეშტი, ხოლო მესამესა თესეთ და განლეწეთ, და დაჰნერგენით ვენაჴნი და ჭამეთ ნაყოფი მათი.

31. და იყვნენ დაშთომილნი იუდეას შინა, განიბან ძირი ქუე და ყვნენ თესლნი ზე.

32. რამეთუ იერუსალჱმით გამოვიდენ დაშთომილნი და განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურმან უფლისა საბაოთისამან ყვნეს ესენი.

33. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი მეფესა ზედა ასსურასტანელთასა: არ შემოვიდეს ქალაქსა ამას, არცა სტყორცოს მას ზედა ისარი, არცა ზედადადვას მის ზედა ფარი, არცა ამრგულივოს მის ზედა პატნეზი,

34. არამედ გზასა, რომელსა მოვიდა, მის მიერვე მიიქცეს და ქალაქსა ამას შინა არ შემოვიდეს. ამათ იტყჳს უფალი:

35. შეწევნა-ყო მწედ ქალაქისა ამის, განრინებად მისსა ჩემთჳს და მათთჳს, მონისა ჩემისა დავითისა.

36. და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი.

37. და უკუნქცეული წარვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, და დაადგრა ნინევს შინა.

38. და თაყვანის-ცემასა შინა მისსა შორის სახლსა ასარახ ღმრთისა მისისასა ადრამელიქ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლებითა, ხოლო იგინი განრომილ იქმნეს სომხეთად, და მეფე იქმნა ასორდან, ძე მისი, მის წილ.


38

1. და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე.

2. და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ,

3. მეტყუელმან: ჵ უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა.

4. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი:

5. ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი. აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი.

6. და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო.

7. ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს უფალმან სიტყვა ესე.

8. აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი.

9. ლოცვაჲ ეზეკია მეფისა, რაჟამს დასნეულდა და აღდგა:

10. მე ვთქუ სიმაღლესა შინა დღეთა ჩემთასა: წარვიდე ბჭეთა მიმართ ჯოჯოხეთისათა, დაუტევნე წელიწადნი ნეშტნი.

11. ვთქუ: არღა მერმე არ ვიხილო მაცხოვარება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა ცხოველთასა, არღა მერმე არ ვიხილო კაცი მერმე დამკჳდრებულთა თანა.

12. მოვაკლდი ნათესაობისაგან ჩემისა, დაუტევე ნვშტი ცხორებისა ჩემისა, განვიდა და წარვიდა ჩემგან, ვითარცა დამშლელი კარავსა აღმართებულსა, სული ჩემი იქმნა ჩემ თანა, ვითარცა ქსელი მიზდურისა მიახლებულისა გამოკუეთად.

13. მას დღესა შინა მივეცი ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ლომსა, ეგრეთ შემუსრნა ყოველნი ძუალნი ჩემნი,

14. რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა მერცხალმან, ეგრეთ ჴმა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმან განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა.

15. რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი.

16. უფალო, რამეთუ მისთჳს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხორება ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი.

17. აჰა, მშჳდობა ჩემი მიიქცა სიმცირედ, ულხინე სულსა ჩემსა, რაჲთა არა წარწყმდეს, და განჰყარენ უკუანაგან ჩემსა ყოველნი ცოდვანი ჩემნი,

18. რამეთუ არა ჯოჯოხეთისშინანი გაქებდენ შენ, არცა მომკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჯოჯოხეთისშინანი მოწყალებასა შენსა.

19. ცოცხალნი გაკურთხევდენ შენ ვითარსახედ და მე, რამეთუ დღესითგან ყრმანი ვქმნნე, რომელნი მიუთხრობდენ სიმართლესა შენსა.

20. უფალო მაცხოვარებისა ჩემისაო; და არა დავსცხრე მაკურთხეველი შენი საფსალმონისა თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა წინაშე სახლისა ღმრთისა.

21. და თქუა ესაია ეზეკიას მიმართ: მოიღე კუერი ლეღუთაგან, და დაგალე და იცხე და მრთელ იყო. და თქუა ეზეკიამან: ესე სასწაული, რამეთუ აღვიდე მე სახიდ უფლისა ღმრთისა?


39

1. მას ჟამსა შინა მოავლინნა მაროდახ, ძემან ლაადანისმან, მეფემან ბაბილოვნისამან, ეპისტოლენი და მოციქულნი და ძღუენნი ეზეკიასსა, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოუსუსურდა ვიდრე სიკუდიდმდე და აღდგა.

2. და განიხარა მათ ზედა ეზეკიამან სიხარული დიდი და უჩუენა მათ სახლი ნეხოთაჲსა და შტახსისა, და საკუმეველთა და მიჰრონთა, და ვეცხლისა და ოქროსა, და ყოველნი სახლნი ჭურჭელთა ფასისათანი და ყოველნი, რავდენნი იყვნენ საუნჯეთა შინა მისთა. და არა იყო არარაჲ, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკიამან სახლსა შინა მისსა.

3. და მოვიდა ესაია წინაწარმეტყუელი ეზეკიას მომართ და თქუა მისდამი: რასა იტყჳან კაცნი ესე? და ვინა მოვიდეს შენდა? და თქუა ეზეკიამან: ქუეყანისაგან შორიელისა მოვიდეს ჩემდამო ბაბილონისაგან.

4. და თქუა ისაია: რა იხილეს სახლსა შინა შენსა? და თქუა ეზეკიამან: ყოველნი სახლისა ჩემისაშინანი იხილნეს და არა არს სახლსა შინა ჩემსა, რომელი არა იხილეს, არამედდა საუნჯეთა ჩემთა შორისნიცა.

5. და ჰრქუა მას ესაიამან: ისმინე სიტყუა უფლისა საბაოთისა.

6. აჰა, დღენი მოვლენ და მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი, და რავდენნი შეკრიბნეს მამათა შენთა ვიდრე დღისამდე ამის, ბაბილონად შთაიხუნენ, და არცა ერთი რაჲ არ დაუტეონ.

7. ხოლო თქვა ღმერთმან: ვითარმედ შვილთაგან შენთა, რომელნი ჰშვენ, მიიყვანნენ და ყვნენ საჭურისებრ სახლსა შინა მეფისა ბაბილოვნელთასასა.

8. და თქუა ეზეკიამან ესაიას მიმართ: კეთილ არს სიტყვა უფლისაჲ, რომელსა იტყოდა; იქმნენით აწ მშვიდობა და სიმართლე დღეთა შინა ჩემთა.


40

1. ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, _ იტყჳს უფალი.

2. მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი ცოდვანი მისნი.

3. ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.

4. ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.

5. და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:

6. ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა.

7. განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა, რამეთუ სულმან უფლისამან განვლო მის შორის, რამეთუ მართლიად თივა არს ერი ესე.

8. განჴმა თივა და ყუავილი დამოცჳვა, ხოლო სიტყვა ღმრთისა ჩუენისა ჰგიეს უკუნისამდე.

9. მთასა ზედა მაღალსა აღვედ მახარებელი სიონისა, აღიმაღლე ძალითა ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალიმისამან. აღამაღლეთ, ნუ შეშინდებით მეტყუელნი ქალაქთა იუდაჲსთანი.

10. აჰა, ღმერთი ჩუენი. აჰა, უფალი, უფალი ძალისა თანა მოვალს და მკლავი უფლებისა თანა. აჰა, სასყიდელი მისი მის თანა და საქმე წინაშე მისსა,

11. ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სასამწყსოსა მისსა და მკლავითა მისითა შეკრიბნეს კრავნი. და მუცელქმნულთა ნუგეშინის-სცეს.

12. ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა?

13. ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა იქმნა, რომელმანცა მოზავებულ-ყო იგი?

14. ანუ რასამე მიმართ განაზრახა და მოაზავა იგი, ანუ ვინ უჩუენა მას მშჯავრი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისა ვინ უჩუენა მას? ანუ ვინ წინაწარ მისცა მას, და ნაცვლად მიეგოს მას?

15. უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ.

16. ხოლო ლიბანე ვერ კმა არს საგზებელად და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა ყოვლად დასაწუველად.

17. და ყოველნი წარმართნი, ვითარცა არარაჲ არიან და არარა სადმე შეირაცხნეს.

18. ვის მიამსგავსეთ უფალი და რასა მსგავსებასა ამსგავსეთ იგი?

19. ნუ ხატი შექმნა ხურომან? ანუ ოქრომჭედელმან, გამომდნობელმან ოქროსამან, მოოქროვილ-ყო იგი? მსგავსება შეჰმზადა იგი,

20. რამეთუ ულპოლველსა ხესა გამოარჩევს ხუროჲ და სიბრძნით ეძიებს, ვითარ აღჰმართოს მისი ხატი? და რაჲთა არა იძრვოდის,

21. არა სცანთა, არა გესმაყე, არა მიგეთხრა დასაბამითგან თქუენ, არა სცნეთ საფუძველნი ქუეყანისანი?

22. რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად,

23. რომელმან მისცნა მთავარნი არარასა მიმართ მთავრობად, ხოლო ქუეყანა, ვითარცა არარაჲ, შექმნა,

24. რამეთუ არა ნუ სთესვიდენ, არცა არ დაჰნერგონ, არცა არ განძირნეს ქუეყანად ძირი მათი. მოჰბეროს მათ ზედა და განჴმეს, და ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, აღიხუნეს იგინი.

25. აწ უკუე რასა მამსგავსეთ მე? და ავმაღლდე, იტყჳს წმიდაჲ,

26. აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ, ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან. ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა, არარა შეგცილდა შენ,

27. რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და განმეშორა.

28. და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე, ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა,

29. მიმცემელი მშიერთა ძალსა და არლმობილთა მწუხარებასა,

30. რამეთუ მშიერ იქმნენ ჭაბუკნი, და დაშურენ ჭაბუკანი, და რჩეულნი უძალო იყვნენ,

31. ხოლო მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი, ფრთეცენებულ იქმნენ, ვითარცა არწივნი; რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არ შეემშიოს.


41

1. განახლდებოდეთ ჩემდა ჭალაკნი, რამეთუ მთავართა იცვალონ ძალი. მიეახლნედ და იტყოდენ, ერთბამად მაშინ მშჯავრსა მიუთხრობედ.

2. ვინ აღადგინა აღმოსავალთაგან სიმართლე? უწოდა მას? ფერჴისფერჴ მისსა ვიდოდის, მისცეს წინაშე მრავალთა ნათესავთასა და მეფენი განაცჳბრნეს და მისცნეს ქუეყანად მახჳლნი მათნი და, ვითარცა ქარქუეტნი, განყრილნი მშჳლდნი მათნი.

3. და დევნა-უყოს მათ და განვლოს მშჳდობით გზა ფერჴთა მისთა.

4. ვინ იმოქმედნა და ყვნა ესენი? უწოდა მას მწოდებელმან მისმან დასაბამითგან ნათესავთათ, მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.

5. იხილეს წარმართთა და შეეშინა კიდეთა ქუეყანისათა, მოეახლნეს და მოვიდეს ერთბამად.

6. თითოეულნი მშჯელი მოყუასსა და ძმასა თჳსსა შეწევნად, და თქუეს:

7. განძლიერდა კაცი ხუროჲ და მჭედელი, მცემელი კუერისა, ერთბამად ჭედდეს, ოდესმე უკუე თქჳს: შებრძვინვა კეთილ არს, განაძლიერნეს იგინი სამსჭუალთა მიერ. დაჰსხმენ მათ და არა შეიძრნენ,

8. ხოლო შენ, ისრაილ, ყრმა ჩემი ხარ. იაკობ, რომელი გამოვირჩიე, თესლი აბრაჰამისი, რომელი შევიყვარე,

9. რომელსა შევეწიე, კიდეთაგან ქუეყანისათა და სამსტუროთაგან მისთა გიწოდე შენ და გარქუ: შენ ყრმა ჩემი ხარ, გამოგირჩიე შენ, და არ დაგიტეო შენ.

10. ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ. ნუ შესცთები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯუენითა მართლითა ჩემითა.

11. აჰა, ჰრცხუენეს და ჰკდემეს ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და წარწყმდენ ყოველნი წინმოსაჯულნი შენნი.

12. იძინე იგინი და ვერ ჰპოვნე კაცნი უცნობელქმნილნი შენდამი, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და არა იყვნენ წინააღმდგომ მბრძოლნი შენნი,

13. რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ.

14. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, იაკობ, შემცირებულო ისრაილ. მე შეგეწიე შენ, - იტყჳს ღმერთი, მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილ.

15. აჰა, გყავ შენ, ვითარცა თვალნი ურმისანი, მლეწველნი ახალთანი ხერხისსახედ, და განჰლეწო მთაჲ და დააწულილნე ბორცუნი და, ვითარცა მტუერი, დასხნე.

16. და განჰფიწლნე, და ქარმან აღიხუნეს იგინი და ნიავმან განაბნიეს იგინი, ხოლო შენ იშუებდე წმიდათა შორის ისრაილისათა.

17. და იხარებდენ გლახაკნი ნაკლულევანნი, რამეთუ ეძიებდენ წყალსა, და არა იყოს; ენა მათი წყურილისაგან განჴმა. მე, უფალმან ღმერთმან, მე შევისმინო, ღმერთმან ისრაილისამან, და არ დაუტევენ იგინი,

18. არამედ აღვახუნე მთათა ზედა მდინარენი და საშუალ ველთასა წყარონი, შევქმნა უდაბნო მწყურნებად და ქუეყანა წყურიელი წყლისსადინელთა შორის.

19. დავდვა ურწყულსა ქუეყანასა ნაძჳ, და ბზაჲ მჳრსინი და კჳპაროსი და ვერხჳ,

20. რაჲთა იხილონ და ცნან და გულისხმა-ყონ და ზედმიიწინენ ერთბამად, ვითარმედ ჴელმან უფლისამან ქმნნა ესენი, და წმიდამან ისრაჱლისამან აჩუენნა.

21. მოახლებულ არს საშჯელი თქუენი, - იტყჳს უფალი ღმერთი, მოეახლნეს განზრახვანი თქუენნი, - იტყჳს მეფე იაკობისი.

22. მოგეახლნედ და მიგითხრნედ თქუენ, რომელნი შეგემთხჳნენ თქუენ, ანუ პირველნი რანი იყვნეს, თქუთ, და ზედმივაწიოთ გონებაჲ და ვცნათ, რანი უკუანასკნელნი და ზედმომავალნი?

23. მითხრენით ჩვენ, მიუთხრენით ზედმომავალნი უკანასკნელისა ზე და ვცნათ, ვითარმედ ღმერთნი ხართ, ქველის-მყოფლობდით და მეძჳრეობდით, და დაგჳკჳრდეს და ვიხილოთ ერთბამად, ვითარმედ ვინა ხართ თქუენ,

24. და ვინა საქმიერობანი თქუენნი? ქუეყანისაგან საძაგელნი გამოგირჩინა თქუენ.

25. ხოლო მე აღვადგინო ბღუარით გამო და მზისაღმოსავალთათ გამო, იწოდნენ სახელითა ჩემითა, მოვიდოდედ მთავარნი და, ვითარცა თიჴა მეკეცისა, და, ვითარცა მეკეცე დამრთგუნველი თიჴისა, ეგრეთ დაითრგუნნეთ,

26. რამეთუ ვინ მიუთხრობს დასაბამისათა? რაჲთა ვცნნეთ და წინასწარღა ეიტყოდით, ვითარმედ: ჭეშმარიტ არს. არა არს პირველ მეტყუელი, არცა მსმენელი თქუენთა სიტყვათა.

27. დასაბამი სიონსა მივსცე და იერუსალჱმსა ნუგეშინის-ვსცე გზასა ზედა,

28. რამეთუ წარმართთაგან, აჰა, არც ერთი, და კერპთაგან მათთა არა იყო მიმთხრობი. და უკუეთუ ვჰკითხო მათ: ვინ ხართ? არა მომიგონ მე,

29. რამეთუ არიან მოქმედნი თქუენნი და ამაოდ შემაცთუნებელნი თქუენნი.


42

1. იაკობ, ყრმა ჩემი, შევეწიო მას. ისრაილ, რჩეული ჩემი, შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივეც სული ჩემი მის ზედა. სამართალი წარმართთა გამოართუას.

2. არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი.

3. ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს,

4. არამედ ჭეშმარიტებად გამოიღოს მშჯავრი. განაბრწყინვოს და არ მოესრულოს, ვიდრემდის დადვას ქუეყანასა ზედა მშჯავრი, და სახელისა მიმართ მისისა წარმართნი ესვიდენ.

5. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და დაამტკიცა იგი და დაამყარა იგი და მისშორისნი და მისცა ერსა მისსა სამშჳნველი, რომელი არს მას ზედა, და სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა.

6. მე, უფალმან ღმერთმან, გიწოდე შენ სიმართლისა მიერ, და გიპყრა ჴელისა შენისა, და განგაძლიერო შენ. და მიგცე შენ აღთქუმად ნათესავსა, ნათლად წარმართთა,

7. განხუმად თუალებსა ბრმათასა და გამოყვანებად საკრველთაგან შეკრულთა, და სახელისაგან საპყრობილისა მსხდომარეთა ბნელსა შინა.

8. მე ვარ უფალი ღმერთი, ესე არს სახელი ჩემი. დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოებანი ჩემნი წახნაგებულთა.

9. დასაბამისანი, აჰა, მოვიდეს და ახალთა მე მიუთხრობ, და პირველ მითხრობისა განგეცხადა თქუენ.

10. უგალობეთ უფალსა გალობა ახალი, მთავრობა მისი ადიდეთ, სახელი მისი კიდითგან ქუეყანისათ შთამავალთა ზღუად და მცურვალეთა მისთა, ჭალაკთა და მკჳდრთა მათთა.

11. იშუებდინ უდაბნოჲ, არვე და დამკჳდრებულნი კიდარისანი, იშუებდენ დამკჳდრებულნი კლდისანი, მწუერვალისაგან მთათასა ჴმა-ყონ,

12. მისცენ ღმერთსა დიდებაჲ, სათნოებათა მისთა ჭალაკთა შორის მიუთხრობდენ.

13. უფალი ღმერთი ძალთა გამოვიდეს და შემუსროს ბრძოლაჲ, აღადგინოს შური. და ჴმა-ყოს მტერთა მისთა ზედა ძალისათა:

14. დავდუმენ ნუ მარადისცა ვდუმნე და თავს-ვიდვა, მოვითმინე, ვითარცა მშობიერმან, განვაცჳბრო და განვაჴმო ერთბამად.

15. და დავსხნე მდინარენი ჭალაკებად და მწყურნებნი განვაჴმნე.

16. და მოვიყვანნე ბრმანი გზასა ზედა, რომელსა არა იცნობდეს, და ალაგნი, რომელნი არა იცნოდეს. მთრგუნველ-ვყვნე იგინი, ვყო ბნელი მათი ნათლად და გულარძნილნი წრფელად; ესე სიტყუანი ვყუნე და არ დაუტევნე იგინი.

17. ხოლო იგინი გარემიიქცეს მართლუკუნ, შერცხუედ სირცხჳლი მოსავთა ქანდაკებულთა მიმართ, რომელნი ეტყჳთ გამოდნობილთა: თქუენ ხართ ღმერთნი ჩუენნი.

18. ყრუთა ისმინეთ და ბრმათა აღიხილენით ხედვად.

19. და ვინ არს ბრმა, არამედ ყრმანი ჩემნი და ყრუ, არამედ რომელნი ეუფლებიან მათ? და დაბრმეს მონანი ღმრთისანი.

20. ხოლო იხილეთ მრავალგზის, და არა დაიცევით. განხმულ არიან ყურნი და არა ისმინეთ.

21. უფალსა ღმერთსა ენება, რაჲთა განმართლდეს და განადიდოს ქება.

22. და ვიხილე და იყო ერი წარტყუენულ და მიმოდატაცებულ, რამეთუ საბრჴე საუნჯეთა შინა ყოვლით კერძო და სახლთა შინა ერთბამად, სადა დამალნეს იგინი, იქმნა საიავროდ და არა იყო განმარინებელი ნატაცები, და არა იყო, რომელმან თქვას: უკუნეც.

23. ვინ არს თქვენ შორის, რომელმან ყურად-იხუნეს ესენი? შეისმინეთ ზედმომავალთა შინა.

24. ვინ მისცა დასატაცებელად იაკობი და ისრაელი წარმტყუენველთა მისთა? არა ღმერთმან, რომელსა შესცოდეს მას და არა ინებებდეს გზათა შინა მისთა სლვასა, არცა სმენასა სჯულისა მისისასა?

25. და მოაწია მათ ზედა რისხვა გულისწყრომისა მისისა და განაძლიერა მათ ზედა ბრძოლა და თანადმომწუველნი გარემო მათსა, და არა ცნეს თითოეულმან მათმან, არცა დაიდვეს გულისა ზედა.


43

1. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ.

2. და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ,

3. რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი, ვყავ შენდა ნაცვალ ეგჳპტე და ეთიოპია და სჳლინე შენ წილ.

4. ვინათგან პატიოსან იქმენ წინაშე ჩემსა, იდიდე და მე შეგიყვარო შენ და მივსცნე კაცნი მრავალნი შენ ძლით და მთავარნი თავისა წილ შენისა.

5. ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, აღმოსავალთაგან მოვიყვანო თესლი შენი და დასავალთაგან შეგკრიბო შენ.

6. ვრქუა ბღუარსა: მოიყვანენ! და ჩრდილოსა: ნუ აყენებ, მოიყვანენ შვილნი ჩემნი ქუეყანისაგან შორიელისა და ასულნი ჩემნი მწუერვალისაგან ქუეყანისასა,

7. ყოველნი, რავდენნი ზედწოდებულან სახელითა ჩემითა! რამეთუ დიდებისა მიერ ჩემისა შევჰმზადე იგი და შევქმენ იგი.

8. და გამოვიყვანე ერი ბრმა და თუალნი მათნი, ვითარცა თჳთ იგინი, არიან ბრმა, ყურთა ყრუთა მქონებელნი.

9. ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი.

10. მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რათა სცნათ და გრწმენესყე და გულისხმაჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინასწარ ჩემსა არა იყო სხვა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს.

11. მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი.

12. მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე.

13. და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი.

14. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაჱლისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.

15. მე ვარ უფალი ღმერთი, წმიდაჲ თქვენი, რომელმან ვაჩუენე ისრაელი.

16. ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან მისცა გზა ზღუასა ზედა და წყალსა ზედა ძლიერსა ალაგი,

17. გამომყვანებელი ეტლებისა და ცხენისა და ერისა ძლიერისა: არამედ დაიძინეს და არა აღდგენ, დაშრტეს, ვითარცა პატრუკი დაშრეტილი.

18. ნუ მოიჴსენებთ პირველთა და დასაბამისთასა ნუ ჰგულისსიტყუავთ.

19. აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი.

20. მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა,

21. ერისა ჩემისა, რომელი ვიღვაწე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდით.

22. და არა აწ გიწოდე შენ, იაკობ, არცა მემაშურალე-გყავ შენ, ისრაჱლ!

23. არა მომგუარენ მე ცხოვარნი ყოვლად დასაწუელისა შენისანი, არცა მსხუერპლთა მიერ შენთა გადიდებენ, არცა დაგამონე შენ მსხუერპლთა მიერ, არცა მემაშურალე-გყავ შენ გუნდრუკისა მიერ,

24. არცა მომიგე მე ვეცხლითა საკუმეველი, არცა ცმელსა მსხუერპლთა შენთასა გული მითქუმიდა, არამედ ცოდვათა შინა შენთა და უსამართლოებათა შინა შენთა წარმოსდეგ შენ.

25. მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა, და არა მოვიჴსენნე.

26. ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე.

27. მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო,

28. და შეაგინნეს მთავართა წმიდანი ჩემნი. და მივეც იაკობი წარსაწყმედელად და ისრაილი საყუედრელად.


44

1. ხოლო აწ ისმინე, იაკობ, ყრმაო ჩემო, და ისრაილ, რომელი გამოგირჩიე.

2. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი გამოგირჩიე,

3. რამეთუ მე მივსცე წყალი წყურილსა შინა მავალთა შორის ურწყულისა, დავდვა სული ჩემი თესლსა ზედა შენსა და კურთხევანი ჩემნი შვილთა ზედა შენსა.

4. და აღმოჰჴდენ, ვითარცა საშუალ წყლისა თივაჲ, და, ვითარცა ძეწნი, წარსადინელსა თანა წყლისასა.

5. ესრეთ თქუას: ღმრთისაჲ ვარ. და ესრეთ ჴმა-ყოს სახელსა ზედა იაკობისსა და სხუამან ზედაწარწეროს ჴელითა თჳსითა: ღმრთისაჲ ვარ და სახელსა ზედა ისრაილისსა ჴმა-ყოს.

6. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მეფე ისრაჱლისა და მჴსნელი მისი, ღმერთი საბაოთ: მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი.

7. ვინ ვარ მე? დადეგინ, უწოდენ და განემზადენ, ოდითგან შევქმენ კაცი საუკუნესა და ზედმომავალნი მიგითხრნედ თქუენ.

8. ნუ განჰკჳრდებით, ნუცა დაიბურვით, არა დასაბამითგან ყურად-იღეთ და მიგითხარ თქვენ? მოწამე თქუენ ხართ, უკეთუ არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა? და არა იყვნეს

9. მწმასნელნი და მწერალნი ყოველნი ამაო მოქმედნი საწადელთა მათთანი, რომელთა არა არგონ მათ და თქვენვე ხართ მოწამენი მათნი, რამეთუ ვერა ხედვენ და ვერცა გულისხმა-ჰყოფენ, არამედ სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი.

10. მწმასნელნი ღმერთთანი და მქანდაკებელნი ურგებსა,

11. და ყოველნი, სადათ იქმნეს, განჴმეს და ყრუნი კაცთაგან; შეკრბედ ყოველნი და დადგედ ერთბამად. კდემულ იქმნენ და ჰრცხუენეს ყოველთა ერბამად,

12. რამეთუ აღმახუა ხურომან რკინა, ეჩჳთა შექმნა იგი. და სხჳსა მიერ მოხუეწა იგი და შექმნა მკლავისა მიერ ძალისა თჳსისა, და მოემშიოს და მოუძლურდეს და არა სუას წყალი.

13. გამომრჩეველმან ხურომან ხისამან აღჰმართა იგი განზომით. და სახოან-ყო იგი, მოწერით შექმნა იგი გამოყურვისა მიერ და შედგმულებისა მიერ შენაწევრა იგი. და შექმნა იგი, ვითარცა მსგავსება მამაკაცისა, და, ვითარცა შუენიერება კაცისა, დადგა იგი სახლსა შინა,

14. რომელმან მოჰკუეთნა თავისა თჳსისად ნაძუნი და მოიღო ველისა რკოჲ და მუხაჲ და შეექცა მას. ხე მაღნარისაგან, რომელი დაჰნერგა უფალმან და წჳმამან განაგრძელა,

15. რაჲთა იყოს საგზებელ კაცთა. და მომღებელი მისგან განტფა და აღმაგზებელთა შეაცხვნეს პურნი მათ ზედა, ხოლო ნეშტი შექმნეს ღმერთაებად და თაყვანის-სცემენ მათ.

16. არა ნახევარი მისი დაწუა ცეცხლითა და შეაცხვნეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი? და შემწუველმან მას ზედა ჴორცისამან ჭამა და განძღა და განმტფარმან თქუა: მეჰამა, რამეთუ განვტეფ და ვიხილე ცეცხლი.

17. ხოლო ნეშტი შექმნა ღმერთად ქანდაკებულად და თაყვანის-სცემს მას და ილოცავს მისდამი მეტყუელი: განმარინე მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარ შენ.

18. ვერა იგრძნეს ცნობად, რამეთუ დაშვრეს ხედავად თვალებითა მათითა, და გულისხმის-ყოფად გულითა მათითა.

19. და არა ისიტყუა სულმან მათმან, არცა აგრძნა ცნობამან, ვითარმედ ნახევარი მისი დაწუა ცეცხლისა მიერ და შეაცხვნა ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი და შემწუველმან ჴორცისამან ჭამა და ნეშტი მისი საძაგელად შექმნა და თაყვანის-სცემენ მას.

20. ცნედ, ვითარმედ ნაცარ არს გული მათი და სცთებიან. და ვერვის ძალ-უც განრინება სულისა თჳსისა. იხილეთ, არა სთქუათ, ვითარმედ სიცრუვე არს შორის მარჯუენისა ჩემისა.

21. მოიჴსენენ ესენი, იაკობ და ისრაელ, რამეთუ ყრმა ჩემი ხარ შენ. აღგზილე შენ ყმად ჩემდა. და შენ, ისრაჱლ, ნუ დაივიწყებ ჩემსა,

22. რამეთუ აჰა, აღვჴოცე, ვითარცა ღრუბელი, უშჯულოებანი შენნი და, ვითარცა ნისლი, ცოდვანი შენნი. მოიქეცი ჩემდამო და გამოგიჴსნა მე შენ.

23. იშუებდით ცანი, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი და ჰნესტუეთ საფუძველთა ქუეყანისათა. ჴმა-ყავთ მთათა მხიარულებაჲ, ბორცუთა და ყოველთა ხეთა მათშორისთა, რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, და ისრაელი იშუებდეს.

24. ესრეთ იტყვის უფალი, მჴსნელი შენი და გამომზელი შენი მუცლითგან: მე ვარ უფალი, შემასრულებელი ყოველთა, გარდავართხ ცაჲ მარტომან და დავამყარე ქვეყანა.

25. ვინ სხუამან განქარვნა სასწაულნი მუცლითმეზღაპრეთანი და მისნობანი გულითგამონი? მიმაქცეველმან ცნობილთამან მართლუკუნ და განზრახვისა მათისა სულელმყოფელმან,

26. და დამადგენელმან სიტყვასა ყრმისა მისისასა და განზრახვასა ანგელოზთა მისთასა ჭეშმარიტმქმნელმან, მეტყუელმან იერუსალიმისამან: მკჳდროან იქმენ! და ქალაქთა იუდეაჲსათამან: აღეშენენით და ოჴერნი მისნი აღმობრწყინდით!

27. მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი! და მდინარეთა შენთა განვაჴმობ, მეტყუელმან კჳროსისმან: ბრძნობდ! და ნებანი ჩემნი ყვნეს მეტყუელმან ივრუსალიმისამან: აღეშენე! და სახლი წმიდაჲ ჩემი დავაფუძნო.


45

1. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი: ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა ჟამსა უპყარ ჴელი მარჯუენა მისი, წინაშე მისსა წარმართნი მორჩილებდენ და ძალი მეფეთა განვხეთქო. განვახუნე წინაშე მისსა კარნი და ქალაქნი არა შეიჴშნენ.

2. მე წინაშე მისსა ვიდოდი და მთანი დავავაკნე, ბჭენი რვალისანი შევმუსრნე და მოქლონნი რკინისანი შევფქვნე.

3. და მიგცნე შენ, საუნჯენი ბნელნი, დაფარულნი, უხილავნი განგიხუნე შენ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე სახელი შენი - ღმერთი ისრაჱლისა.

4. ყრმისათჳს ჩემისა იაკობისსა და ისრაელ რჩეულისა ჩემისა მე გიწოდო შენ სახელითა ჩემითა, და შეგიწყნარო შენ. ხოლო შენ არა მიცან მე, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს მერმე გარეშე ჩემსა.

5. მე ვარ უფალი და არა ვინ არს გარეშე ჩემსა ღმერთ. განგაძლიერე შენ და არა მიცან მე.

6. რაჲთა ცნან აღმოსავალთათაგან მზისათაჲთ და დასავალთათგანთა, ვითარმედ არა არს მერმე გარეშე ჩემსა, მე უფალი ღმერთი და არა არს მერმე.

7. მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა.

8. იშუებდინ ცაჲ ზეგარდამო და ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა. აღმოაცენენ ქვეყანამან და აღმოამორჩენ წყალობა და სიმართლე აღმოაცენენ ერთბამად. მე ვარ უფალი, რომელმან აღგაგე შენ და შემქმნელმან უმჯობესად.

9. შეგმზადე, ვითარცა თიჴა მეკეცემან. ნუ მეურნატე მეურნატეობს დღე ყოველ? ნუ ჰრქვასა თიჴამან მეკეცესა: რასა ჰზამ? რამეთუ არა ჰშურები, არცა გქონან ჴელნი. ნუ მიუგოს აღზელილმან აღმზელელისა მიმართ თჳსისა; რასათჳს ესრეთ შემქმენ მე?

10. ვაჲ, რომელმან ჰრქვას მამასა: რა არს შობაჲ? და დედასა: რაჲ სალმობაჲ?

11. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ ისრაჱლისა, რომელი იქმს ზედმომავალთა: მკითხეთ მე ძეთა და ასულთა ჩემთათჳს და საქმეთათჳს ჴელთა ჩემთასა მომცენით მე.

12. მე შევქმენ ქვეყანა და კაცი მას ზედა, მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ.

13. მე აღვადგინებ სიმართლისა თანა მეფედ. და ყოველნი გზანი მისნი წრფელებენ. ამან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისა მოაქციოს არა საჴსართა მიერ, არცა ქრთამითა, თქუა უფალმან საბაოთ.

14. ესრეთ იტყჳს უფალი საბაოთ: დაშურა ეგჳპტე და ვაჭრობა ეთიოპელთა და საბაიმელნი, კაცნი მაღალნი, შენ ზედა გარდაჴდენ. და შენდა იყვნენ მონებ და უკანა შენსა შეგიდგენ შეკრულნი ბორკილებითა. და თაყვანის-გცემდენ შენ და შენდამი ილოცვიდენ, რამეთუ შენ შორის ღმერთი არს, და თქვან: არა არს ღმერთი თჳნიერ შენსა,

15. რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არა უწყოდეთ ღმერთი ისრაელისა მაცხოვარი.

16. სირცხჳლეულ და კდემულ იქმნენ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი და ვიდოდიან სირცხჳლსა შინა, განახლდებოდეთ ჩემდამო ჭალაკნი.

17. რამეთუ ისრაელი ცხოვნდების უფლისა მიერ მაცხოვარებითა საუკუნოთა არა ჰრცხუენესყე, არცაღა ჰკდემეს ვიდრე საუკუნოდმდე მერმე, რამეთუ არღა მერმე ჰკდემესყე, დაღათუ საცთურისათჳს კერპთასა ჰკდემაყე პირველ.

18. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან შექმნა ცაჲ, ესეა ღმერთი, რომელმან გამოაჩინა ქვეყანა და შექმნა იგი, მან განასაზღვრა იგი. არა ცუდად შექმნა იგი, არამედ სამკჳდრებელად: მე ვარ უფალი და არა არს მერმე.

19. არა ფარულსა შორის ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქვეყანისა ბნელისასა არა ვარქუ თესლსა იაკობისსა: ამაოჲ იძიეთ. მე ვარ უფალი მეტყუელი სიმართლისაჲ და მიმთხრობელი ჭეშმარიტებისა:

20. შეკერბით და მოვედით, განიზრახეთ ერთბამად, რომელნი სცხოვნდით წარმართთაგან ვერ ცნეს აღმღებელთა ძელისათა ქანდაკებული მათი და მლოცველთა ღმერთთა მიმართ, რომელნი ვვრ აცხოვნებენ.

21. უკეთუ მიუთხრობენ, მიეახლნედ, რაჲთა ცნან ერთბამად, ვინ სასმენელ-ყვნა ესენი დასაბამით, მაშინდითგან მიგეთხრა თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს სხვა თჳნიერ ჩემსა მართალი და მაცხოვარი, არა არს გარეშე ჩემსა.

22. მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ ქუეყანისა დასასრულისანი. მე ვარ ღმერთი და არა არს სხვა.

23. თავისა მიმართ ჩემისა ვფუცავ: გამოვიდეს თქუენდა პირისა ჩემისაგან სიმართლე, და სიტყვანი ჩემნი არა გარემიიქცენ,

24. რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი და ფუცვიდეს ყოველი ენა ღმერთსა,

25. მეტყუელი, სიმართლე და დიდებაჲ მისსა მიმართ მივიდეს და სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი, განმსაზღვრებელნი თავთა თჳსთანი უფლისაგან,

26. განმართლდენ, და ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნენ ყოველი თესლი ძეთა ისრაელისათა.


46

1. დაეცა ბილ, შეიმუსრა დაგონ. იქმნეს ქანდაკებულნი მათნი მჴეცად და საცხოვრად აღიხუნენ იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი მაშურალისა და მშიერისა,

2. დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ.

3. ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან

4. ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ, მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და გაცხოვნნე თქუენ.

5. ვის მამსგავსეთ მე? იხილეთ, მოიჴელოვნეთ ცთომილთა

6. და შემკრებელთა ოქროსათა პავასიკისაგან ვეცხლსა სასწორისა მიერ, და აღსწონნეთ სასწორითა, და მომმიზდებელთა ოქროსმჭედლისათა შექმნნეს ჴელითქმნულნი და მოდრეკით თაყვანის-სცემენ მას.

7. აღიღებენ მას მჴართა ზედა და ვლენან. და უკეთუ დადვან იგი მჴართა ზედა, ეგოს და არა შეიძრას, და ვინცავინ ჴმა-ყოს მისდამი, არ შეისმინოს, ძჳრთაგან ვერ იჴსნის იგი.

8. მოიჴსენენით ესენი და სულთ-ითქუენით, შეინანეთ, ცთომილნი, მოიქეცით გულითა.

9. და გეჴსენნედ პირველნი საუკუნითგანნი, რამეთუ მე ვარ ღმერთი და არა სხვა თჳნიერ ჩემსა.

10. მიმთხრობელი პირველად უკუანასკნელთა წინავე ქმნისა მათისა, და ერთბამად შესრულდა და ვთქუ: ყოველი განზრახვა ჩემი დამტკიცდეს და ყოველნი, რაოდენნი განმიზრახვან, ვყვნე.

11. მწოდებელნი აღმოსავალთათა მფრინველსა, და ქუეყანისაგან შორიელისა, რომელთათჳს განმზრახველი: და ვიტყოდეცა, და მოვიყვანე, და აღვაგე და ვყავ, მოვიყვანე იგი და წარვმართე გზა მისი.

12. ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული შორიელთა სიმართლისაგან.

13. მივაახლე სიმართლე ჩემი, და არღარა განშორდეს ჭეშმარიტება და მაცხოვარება ჩემმიერი არ მივამყოვრო, მივეც შორის სიონისა მაცხოვარება ისრაელისა სადიდებელად.


47

1. შთავედ, დაჯედ ქუეყანად, ქალწული, ასული ბაბილონისა! დაჯედ, შევედ ქვეყანად. არა არს საყდარი, შევედ ბნელსა, ასულო ქალდეველთაო. არღა მერმე შესძინო წოდებად ჩჩჳლი და შუებული.

2. მიიღე წისქჳლი, დაფქევ ფქჳლი. აღსძარცუე საბურველი შენი, აღიკრიბენ მჴეცნი, გამოაჩინენ სხჳლბარკალნი, წიაღჴედ მდინარესა.

3. გამოცხადნეს უშუერებაჲ შენი, გამოჩნდენ ყუედრებანი შენნი, სამართალი შენგან მოვიღო, არღა მერმე განგცემ შენ კაცთა.

4. მჴსნელი შენი, უფალი საბაოთ, სახელი მისი წმიდაჲ ისრაილისა.

5. დაჯედ შენანებული. შევედ ბნელთა, ასული ქალდეველთა, არღარა მერმე გეწოდოს ძალი მეფობისა.

6. განსძჳნდი ერსა ზედა ჩემსა, შეაგინე სამკჳდრებული ჩემი. მე მივსცენ იგინი ჴელსა შენსა, ხოლო შენ არა მიეც მათ წყალობა, მოხუცებულისა დაამძიმე უღელი ფრიად,

7. და სთქუ: უკუნისამდე ვიყო მმთავრობი, არ გულისხმა-ჰყვენ ესენი გულსა შინა შენსა, არცა მოიჴსენენ უკანასკნელნი.

8. ხოლო აწ ისმინენინ ესენი შუებულმან მჯდომარემან სასოებით, მეტყუელმან გულსა შინა მისსა. მე ვარ და არა არს სხუაჲ, არა დავჯდე ქურივად, არცა ვაგრძნა სიობლე.

9. ხოლო აწ მოვიდენ შენ ზედა ორნი ესე ერთსა შინა დღესა: უშჳლოება და ქურივობა მოიწინენ მეყსეულად შენ ზედა მწამლველობისა მიმართ შენისა და ძალისა მიმართ მსახრვალთა შენთასა.

10. ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ: მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს სხუაჲ,

11. და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა.

12. დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა.

13. უკეთუ ვითარ უძლო განძლიერებად, დაჰშუერ განზრახვათა შინა შენთა, დადგე და განგამართლედ შენ ვარსკულავთმეტყუელთა ცისათა, ამღებელთა ვარსკულავთასა, მიგითხრედ შენ, რაჲ გულვებად არს მოსლვად შენ ზედა.

14. აჰა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლისა მიერ დაიწუნენ და ვერ განარინონ მათ ალისაგან, რამეთუ გქონან ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაჯდომად მათ ზედა. ესენი იყვნენ შენდა შეწევნა.

15. და დაშვრე შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს მაცხოვარებაჲ.


48

1. ისმინენით ესენი სახლმან იაკობისმან, წოდებულთა სახელსა ზედა ისრაილისასა და წელისაგან იუდასსა გამოსრულთა, რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაილისასა, მომჴსენებელნი არა ჭეშმარიტებით, არცა სიმართლით

2. და მოსავნი სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაილისასა დამტკიცებულნი, უფალი საბაოთ, სახელი მისი.

3. პირველნი მერმე მიუთხრენ, და პირისაგან გამოვიდა და სასმენელ იქმნა, მეყსა შინა ვყავ და ზედ მოიწია.

4. უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი შენი და შუბლი შენი - რვალისა.

5. და მიგითხრა შენ ძუელადნი, პირველ მოსლვამდე შენ ზედა სასმენელ გიყავ, ნუ სადა სთქვან: კერპთა ჩემთა ყვეს ესე, არამედ რომელთა არა სთქვა: გამოქანდაკებულთა და გამომდნობელთა მამცნეს მე.

6. ისმინენით ყოველნი და თქუენ არა სცნენით, არამედ სასმენელ შენდა ვყვენ ახალნი ამიერითგან, რომელთა ეგულვების ქმნა.

7. და არა სთქვა: აწ იქმნების და არა ძუელად და არა პირველთა დღეთა ისმინენ იგინი, ნუ იტყჳ: ჰე, უწყნი იგინი.

8. არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს.

9. სახელისათჳს ჩემისა გიჩვენო შენ გულისწყრომაჲ ჩემი და დიდებულნი ჩემნი მოვაწინე შენ ზედა, რაჲთა არა მოგასრულო შენ.

10. აჰა, განყიდე შენ ვეცხლისათჳს, ხოლო განგარინო შენ საჴუმილისაგან სიგლახაკისა.

11. თჳთ ჩემთჳს გიყო შენ, რამეთუ სახელი ჩემი შემწიკულებულ არს და დიდებაჲ ჩემი სხვასა არა მივსცე.

12. ისმინე ჩემი, იაკობ და ისრაილ, რომელსა მე გიწოდ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდე.

13. და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად.

14. და შეკრბენ ერთბამად ყოველნი და ისმინონ, ვინ მიუთხრნა მათ ესენი? სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი ბაბილონსა ზედა აღებად თესლი ქალდეველთა.

15. მე ვთქუ და მე უწოდე; მოვიყვანე იგი და წარვჰმართე გზა მისი.

16. მოიყვანენით და ისმინენით ესენი. არა დასაბამითგან დაფარულად ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქუეყანისა ბნელისასა. ოდეს იქმნა, მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი.

17. ესრეთ იტყჳს უფალი მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილისა: მე ვარ ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა შინა ხჳდოდი მას ზედა.

18. და უკუეთუმცა გესმნნეს მცნებანი ჩემნი, ქმნილ იყომცა, ვითარცა მდინარე, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.

19. და იქმნამცა, ვითარცა ქჳშა, თესლი შენი და ნაშობნი შენნი, ვითარცა მიწა ქუეყანისა. არცა აწ არა მოისრას, არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა.

20. გამოვედ ბაბილონით, მლტოლვარე ქალდეველთაგან. ჴმაჲ სიხარულისა მიუთხართ და სასმენელ იქმენინ. ესე მიუთხართ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა და სასმენელ იქმენინ ესე. იტყოდეთ, ვითარმედ: იჴსნა უფალმან მონა თჳსი, იაკობი.

21. და უკეთუ სწყუროდის, უდაბნოთა მოიყვანნეს იგინი. წყალი კლდისაგან გამოიყვანოს მათდა. განიპოს კლდე და დიოდის წყალი. და სუმიდეს ერი ჩემი, არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი.


49

1. ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი, - მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი.

2. და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე.

3. და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის ვიდიდო.

4. და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი წინაშე ღმრთისა ჩემისა.

5. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა.

6. და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა.

7. ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა, და გამოგირჩიე შენ.

8. ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა.

9. მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი.

10. არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი.

11. და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად მათდა.

12. აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა.

13. იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა.

14. თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე.

15. ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, -

16. აჰა, ჴელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე ჩემსა ხარ მარადის.

17. და მალიად აღიშენო მის წილ, რომელ დაირღუე და მომაოჴრებელნი შენნი განვიდენ შენგან.

18. აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი და იხილენ ყოველნი: აჰა, შეკრბეს და მოვიდეს შენდამო. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ ყოველნი იგი გარეშეიმოსნეს და მოიბლარდნნეს იგინი, ვითარცა სამკაული სძლისა.

19. რამეთუ ოჴერნი შენნი. განხრწნილნი და დაცემულნი, აწ შეიწრდენ დამკჳდრებულთა მიერ. და განგეშორნეს შენგან შთამთქმელნი შენნი,

20. რამეთუ თქვან ყურთა მიმართ შენთა ძეთა შენთა, რომელნი წარსწყმიდენ იწრო არს ჩემდა ადგილი, მექმენ მე ადგილ, რომელთა დავიმკჳდრო.

21. და თქუ გულსა შინა შენსა: ვინ მიშვნა მე ესენი? რამეთუ მე უშვილო ვარ და ქურივ, მწირ და მოკლებულ, ხოლო ესენი ვინ აღმიზარდნა მე? რამეთუ მე დავშთი მარტოჲ. ხოლო ესენი ჩემდა სადა იყვნეს?

22. ესრეთ იტყჳს უფალი უფალი: აჰა, აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა მიმართ და ჭალაკთა მიმართ აღვიღო სასწაული, და მოჰყვანდენ ძენი წიაღთა მიერ, ხოლო ასულნი შენნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მოაქუნდენ.

23. და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა. ხოლო მმთავრობნი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყვანის-გცემდენ შენ და მიწასა ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენეს, რომელთა დამითმონ მე.

24. ნუ მი-მე-ვინ-იღისა გმირისაგან ნატყუენავი? უკეთუ წარმოსტყუენოს ვინმე უსამართლოდ, განერესა?

25. ესრეთ იტყჳს უფალი: უკუეთუ ვინ წარტყუენოს გმირი, მიიღონ ნატყუენავი, ხოლო მიმღებელი ძლიერისაგან განერესა? ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე.

26. და ჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა მათთა. და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ. და მგრძნობელ იქმნეს ყოველი ჴორცი, ვითარმედ მე ვარ უფალი, მჴსნელი შენი, და შემწე ძალისა იაკობისი.


50

1. ესრეთ იტყჳს უფალი: ვქმენ ესე წიგნი დედისა თქუენისა, რომლითა განვავლინე იგი? ანუ ვისმან მოვალემან განგყიდენ თქუენ? აჰა, ცოდვათა მიერ თქუენთა განისყიდენით და უშჯულოებათა თქუენთათჳს განვავლინე დედა თქუენი

2. მით, რამეთუ მოვედ და არა იყო კაცი, უწოდდი და არა იყო მსმენელი: ნუ ვერ ძალ-უცა ჴელსა ჩემსა გამოჴსნად, ანუ ვერ შემძლებელ ვარ განრინებად? აჰა; მხილებითა ჩემითა მოვაოჴრე ზღუაჲ და დავსხნე მდინარენი ოჴრად, და განჴმენ თევზნი მათნი არყოფისაგან წყლისა და მოკუდენ წყურილისა მიერ.

3. შევჰმოსო ცასა ბნელი და, ვითარცა ძაძა შევქმენ, შესამოსელი მისი.

4. უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა, დამდვა მე განთიად, შემძინა მე ყური სმენად.

5. და სწავლა უფლისაჲ განახუამს ყურთა ჩემთა, ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ.

6. ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა.

7. და უფალი შემწე ჩემდა იქმნა, ამისთჳს არა მრცხუენა, არამედ დავდევ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და ვაგრძენ, ვითარმედ არა მრცხუენეს,

8. რამეთუ მახლობელ არს განმამართლებელი ჩემი, ვინ არს მოსაჯული ჩემი? წინააღმიდეგინ მე და ვინ არს განმკითხველ ჩემდა? მომეახლენ მე.

9. აჰა, უფალი შემეწევის მე. ვინ განმაბოროტოს მე? აჰა, ყოველნი თქვენ, ვითარცა სამოსელი, დასძუელდეთ და ვითარცა მღილმან, შეგჭამნეს თქუენ.

10. ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ? ისმინედ ჴმისა მონისა მისისა, რომელნი ვლენან ბნელსა შინა, არა არს მათდა ნათელი. ესევდით სახელისა მიმართ უფლისა და განმტკიცდით ღმრთისა მიმართ.

11. აჰა, ყოველნი თქუენ ცეცხლსა აღაგზებთ და განაძლიერებთ ალსა. ვიდოდეთ ნათლითა ცეცხლისა თქუენისაჲთა და ალითა, რომელი აღაგზენით ჩემთჳს. იქმნეს თქუენდა ესენი, მწუხარებასა შინა დაიძინოთ.


51

1. ისმინეთ ჩემი, რომელნი სდევთ სამართალსა და ეძიებთ უფალსა. მიხედენით მყარისა მიმართ კლდისა, რომელი გამოჰკუეთეთ და მთხრებლად მღჳმესა, რომელი აღმოჰჴნარცუეთ.

2. მიხედენით აბრაჰამის მიმართ, მამისა თქუენისა, და სარრა მლმობელისა თქუენისა, რამეთუ ერთი იყო და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყვარე იგი და განვამრავლე იგი.

3. და შენცა აწ ნუგეშინის-გცე, სიონ, და ნუგეშინის-ვსცე ყოველთა ოჴერთა მისთა და დავსხნე ოჴერნი მისნი, ვითარცა სამოთხე შუებისა, და დასავალითკერძონი მისნი, ვითარცა სამოთხე უფლისაჲ. შუებაჲ და მხიარულებაჲ ჰპოონ მას შინა, აღსაარება და ჴმაჲ ქებისა.

4. ისმინეთ ჩემი ერმან ჩემმან და მეფეთა ჩემდამო ყურად-იღეთ, რამეთუ შჯული ჩემ მიერ გამოვიდეს და სასჯელი ჩემი ნათლად წარმართთა.

5. მოახლებულ არს ადრე სიმართლე ჩემი და გამოვიდეს ნათლად მაცხოვარებაჲ ჩემი, და მკლავისა მიმართ ჩემისა წარმართნი ესვენ. მე ჭალაკნი მელიან და მკლავისა მიმართ ჩემისა ესვენ.

6. აღიხუენით ცად მიმართ თვალნი თქუენნი და დაჰხედენით ქუეყანად თქვენ ქუე, რამეთუ ცაჲ, ვითარცა კუამლი, დაემყარა, ხოლო ქვეყანაჲ, ვითარცა სამოსელი, დაძუელდეს. ხოლო დამკჳდრებულნი მისნი, ვითარცა იგინი, მოკუდებიან. ხოლო მაცხოვარებაჲ ჩემი უკუნისამდე იყოს და სიმართლე ჩემი არა მოაკლდეს.

7. ისმინეთ, რომელთა იცით შჯაჲ, ერო ჩემო, რომლისა შჯული ჩემი გულსა შინა არს თქუენსა! ნუ ეშიშვით ყუედრებასა კაცთასა და გიობასა მათსა ნუ იძლევით,

8. რამეთუ ვითარცა სამოსელი შეიჭამოს ჟამისაგან და ვითარცა მატყლი შეიჭამოს მღილისა მიერ, ხოლო სიმართლე ჩემი უკუნისამდე იყოს და მაცხოვარება ჩემი ნათესავებსა ნათესავთასა.

9. აღდეგ, აღდეგ, იერუსალიმ, და შეიმოსე ძალი მკლავისა შენისა, აღდეგ ვითარცა დასაბამისშორისსა დღესა, ვითარცა ნათესავი საუკუნე, არა შენ ხარა უამპარტავნო იგი, რომელმან მოსწყალ ვეშაპი?

10. არა შენ ხარა, რომელმან მოაოჴრე ზღუაჲ. წყალი სიმრავლე უფსკრულისა? რომელმან დასდევ სიღრმე ზღჳსა გზად წიაღსავალად გამოჴსნილთა და განრინებულთა,

11. რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ და მოვიდენ სიონდ შუებითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა მათსა ზედა შუებაჲ და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქმაჲ.

12. მე ვარ, მე ვარ ნუგეშინისმცემელი შენი; ცან, ვითარად მყოფი შიშნეულ იქმენ კაცისაგან მოკუდავისა და ძისაგან კაცისა, რომელნი ვითარცა თივანი განჴმეს.

13. და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი და შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და ეშიშოდე ყოველთა დღეთა პირსა გულისწყრომისა მაჭირვებელისა შენისასა, ვითარსახედ განიზრახა აღებაჲ შენი და აწ სადა არს გულისწყრომაჲ მაჭირვებელისა შენისა?

14. რამეთუ ცხოვნებასა შინა შენსა არა დადგეს, არცა დაიყოვნოს. არ მოაკუდინოს განსახრწნელად და არა მოაკლოს პური მისი,

15. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელი შევძრავ ზღუასა და ვაოჴრებ ღელვათა მისთა - უფალი, უფალი საბაოთ, - სახელი ჩემი.

16. დავსხნე სიტყუანი ჩემნი პირსა შინა შენსა და საგრილსა ქუეშე ჴელისა ჩემისასა დაგფარო შენ, რომლისა მიერ დავამტკიცე ცაჲ და დავაფუძნე ქუეყანაჲ და ვარქუ სიონსა: ერი ჩემი ხარ.

17. აღდეგ, აღდეგ, აღემართე იერუსალიმ! მსმელო ჴელისაგან უფლისა სასუმელსა გულისწყრომისა მისისასა, რამეთუ სასუმელი დაცემისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, შესვი და წარმოაცალიერე.

18. და არა იყო ნუგეშინისმცემელი შენი ყოველთაგან შვილთა შენთა, რომელნი ჰშვენ. და არა იყო შემწე ჴელისა შენისა, არცა ყოველთაგან ძეთა შენთა, რომელნი აღამაღლენ.

19. ორნი ესე მჴდომ შენდა, ვინ შეწუხნეს შენ თანა? დაცემაჲ და შემუსრვაჲ, სიყმილი და მახჳლი, ვინ ნუგეშინის-გცეს შენ?

20. ძენი შენნი წარწირულნი, მძინარენი კიდესა ზედა ყოვლისა გამოსავალისასა, ვითარ ჭაკუნტელი კერძომგბარი, რომელნი სავსე არიან გულისწყრომითა უფლისაჲთა, დაჴსნილნი უფლისა მიერ ღმრთისა.

21. ამისთჳს ისმინე დამდაბლებულმან და მთრვალმან არღვინისგან.

22. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, განმკითხუველი ერისა მისისა: აჰა, მოვიღე ჴელისაგან შენისა სასუმელი დაკუეთებისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, და არა შესძინო სუმად მისსა.

23. მერმე მივსცე იგი ჴელებსა მიმმძლავრებელთა შენთასა და დამამდაბლებელთა შენთასა, რომელთა ჰრქუეს სულსა შენსა: მოდერკ, რაჲთა წარჰვლოთ და დაჰსხენ სწორად ქუეყანისა საშუალნი შენნი გარეშე თანწარმავალთათჳს.


52

1. აღდეგ, აღდეგ, სიონ! შეიმოსე ძალი შენი, სიონ! და შენ შეიმოსე დიდებაჲ შენი, იერუსალიმ, ქალაქმან წმიდამან! არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან და არაწმიდამან.

2. განიყარე მტუერი და აღდეგ და დაჯედ, იერუსალიმ! განიძარცუე საკრველი ქედისა შენისა, ტყუემან ასულმან სიონისამან.

3. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მედად განისყიდენით და არა ვეცხლისა მიერ გამოიჴსნნეთ.

4. ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად მსხემობად მუნ და ასსურასტანელთადმი იძულებით მიყვანებულ იქმნეს.

5. და აწ რად აქა ხართ? - ამათ იტყჳს უფალი: რამეთუ ერი ჩემი წარიტყუენა მედად, გიკჳრსყე და ჰვალალაებთ, - ამათ იტყჳს უფალი: თქუენ მიერ მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის.

6. ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, ვითარმედ მე ვარ თავადი, მეტყუელი: აქა ვარ.

7. ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა, რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს ღმერთმან შენმან,

8. რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა და ჴმითა ერთბამად იხარებდენ, რამეთუ თვალნი თუალთა მიმართ ხედვიდენ, ოდესცა შეიწყალოს უფალმან სიონი.

9. ჴმა-ეცით სიხარული ერთბამად ოჴერთა იერუსალიმისათა, რამეთუ შეიწყალა უფალმან იგი და გამოიჴსნა იგი.

10. და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე ყოველთა წარმართთასა.

11. და იხილონ ყოველთა მწუერვალთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისამიერი. განეშორენით, განეშორენით, გამოვედით მიერ, არაწმიდასა ნუ შეეხებით. გამოვედით საშუალ მისსა, განესაზღურენით მომღებელნი ჭურჭელთა უფლისათა,

12. რამეთუ არა შფოთებით გამოხჳდეთ, არცა სივლტოლით ხჳდოდით, რამეთუ წინავიდოდის უპირველეს თქუენსა უფალი და რომელმან შეგკრიბნა თქუენ, ღმერთი ისრაჱლისა.

13. აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად,

14. ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა.

15. ესრეთ უკჳრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ.


53

1. უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

2. მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე,

3. არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა.

4. ესე გუემულებათა ჩუენთა იტჳრთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს, და ჩუენ შეჰვრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა.

5. ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათჳს და გუემულ არს უსჯულოებათა ჩვენთათჳს, წურთა მშჳდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით.

6. ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩვენთათჳს.

7. და იგი განბოროტებისათჳს არა აღაღებს პირსა თჳსსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.

8. სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ.

9. და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაჲ პირსა შინა მისსა.

10. და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებისაგან, უკუეთუ მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოჲ და ჰნებავს უფალსა ჴელითა მისითა მოსპობაჲ ტკივილისაგან სულისა მისისა,

11. ჩუენებად მისსა ნათელი და აღზელად გულისხმის-ყოფითა, განმართლებად მართალი კეთილმმონებელი მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან აღიხუნეს.

12. ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს მიეცა.


54

1. იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა, რამეთუ თქუა უფალმან:

2. განავრცელე ადგილი კარვისა შენისა და მოსაკიდელნი ეზოთა შენთანი აღჰმართენ, ნუ ჰრიდებ, განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ.

3. მერმეცა მარჯუენით კერძო და მარცხენით კერძო განჰფინენ, და თესლმან შენმან წარმართნი დაიმკჳდრნეს და ქალაქნი მოოჴრებულნი დაიმკჳდრნე.

4. ნუ გეშინინ, რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმების, რამეთუ იყუედრე, რამეთუ სირცხჳლი საუკუნოჲ დაივიწყოს და ყუედრებაჲ ქურიობისა შენისა არა მოიჴსენოს მერმე,

5. რამეთუ უფალი შემოქმედი შენი, უფალი, საბაოთ სახელი მისი, და გამომჴსნელი შენი, თჳთ იგი ღმერთი ისრაილისა, ყოველსა ქუეყანასა იწოდოს.

6. არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულმოკლესა გიწოდა შენ უფალმან, არცა ვითარცა დედაკაცსა სიჭაბუკითგან მოძულებულსა. თქუა ღმერთმან შენმან:

7. არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ.

8. გულისწყრომისა მიერ მცირისა გარემივიქციე პირი ჩემი შენგან და წყალობისა მიერ საუკუნოსა შეგიწყალო შენ. თქუა მჴსნელმან შენმან უფალმან:

9. წყლითგან ქმნილით ნოეს ზე ესე არს ჩემდა, ვითარ-იგი ვეფუცე მას ჟამსა მას შინა ქუეყანასა არა განწყრომად შენ ზედა მერმე,

10. არცა ქადებითა ჩემითა გარდაცვალებად მთათა, არცა ბორცუნი შენნი გარდაიძრნენ ესრეთ, არცა ჩემმიერი წყალობა მოგაკლდეს შენ, არცა აღთქმაჲ მშჳდობისა შენისა გარდაიცვალოს, რამეთუ თქუა მლხინებელმან შენმან უფალმან;

11. ლხინება იყავ შენდა მდაბალ და დაუწყნარებელ-მყოფად იწოდო, ვიდრე ნუგეშინის-გცეს შენ. აჰა, განგიმზადო შენ ანთრაკი ქვად და საფუძველთა შენთა საპფირონი.

12. და აღვაშენნე გოდოლი შენი იასპითა და ბჭეთა შენთა ქვანი ბროლისანი და ზღუდენი შენი ქვითა რჩეულითა.

13. და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი და მრავალი მშჳდობაჲ შვილთა შენთა.

14. და სიმართლისა მიერ აღეშენო, განეყენე უსამართლოსაგან, და არ შეგეშინოს, და ძრწოლა არ მიგეახლოს შენ.

15. აჰა, მწირნი მოვლენ შენდა ჩემ მიერ, და გემსხემნენ შენ, და შენდა მიმართ მოილტოდიან.

16. აჰა, მე აღგაგე შენ, არა ვითარცა მჭედელმან მბერავმან ცეცხლისა მიერ ნაკუერცხალთამან და გამომღებელმან ჭურჭელსა საქმედ, ხოლო მე აღგაგე შენ არა წარსაწყმედელად ხრწნილებისა.

17. ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდამი არ წარემართოს, და ყოველი ჴმაჲ უკუეთუ აღდგეს შენ ზედა საშჯელად, მათ ყოველთა სძლო. ხოლო თანამდებნი შენნი იყვნენ წუხილსა შინა. არს სამკჳდრებელი აღმაშენებელთა უფლისათა და თქუენ იყვნეთ ჩემდა მართალ, - იტყჳს უფალი.


55

1. წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ვეცხლი, მოარულთა იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და ფასისა,

2. ღჳნოჲ და ცმელი. რაჲსათჳს პატივს-სცემთ ვეცხლსა? შრომა თქუენი არა პურთათჳს არს და რუდენებაჲ თქუენი არა სიმაძღრედ? ისმინეთ ჩემი და ჭამენით კეთილნი და განიშუას კეთილთა შინა სულმან თქუენმან.

3. ეკრძალენით ყურითა თქუენითა და შეუდეგით გზათა ჩემთა. შეისმინეთ ჩემი და ცხონდეს კეთილთა შინა სული თქუენი და აღგითქუა თქუენ აღთქმაჲ საუკუნო, ღირსნი დავითისნი სარწმუნონი.

4. აჰა, საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავრად და მბრძანებელად წარმართთა.

5. აჰა, წარმართნი, რომელთა არა გიცოდეს შენ, გიწოდდენ შენ და ერნი, რომელნი არა გიცნობდეს შენ, შენდამი მოივლტოდიან, უფლისათჳს ღმრთისა შენისა და წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გადიდა შენ.

6. იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რაჲ მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქვენ,

7. დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი.

8. რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქუენნი, არცა ვითარცა გზანი თქუენნი, გზანი ჩუენნი, - იტყჳს უფალი,

9. არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა.

10. რამეთუ ვითარ-იგი უკუეთუ გარდამოვიდეს წჳმაჲ ანუ თოვლი ცისაგან, და არა მიიქცეს, ვიდრემდის არა დაათროს ქვეყანა და გამოშვას და გამომორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა და პური ჭამად.

11. ეგრეთ იყოს სიტყუა ჩემი, რომელი უკუეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა, არა მოიქცეს ჩემდამო ცალიერი, ვიდრემდის არა აღესრულოს ყოველნი, რაოდენნი ვინებენ. და წარვჰმართნე გზანი შენნი და ბრძანებანი ჩემნი დაიცვნე,

12. რამეთუ შუებისა მიერ გამოხვიდეთ და სიხარულისა მიერ განისწავლნეთ, რამეთუ მთანი და ბორცუნი ვლდებოდიან, შემწყნარებელნი თქუენნი, სიხარულსა შინა, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა.

13. და ტჳვისა წილ აღმოსცენდეს კჳპაროზი და ღჳვისა წილ მურტი. და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს.


56

1. ამათ იტყჳს უფალი: დაიცევით მსჯავრი და ყავთ სიმართლე, რამეთუ მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად.

2. ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყუნეს ესენი და კაცი ჴელმყოფი ამათი და დამცველი შაბათთაჲ არშეგინებად და დამცველი ჴელთა მისთა არაქმნად ცრუთა.

3. ნუ იტყჳნ სხვა ნათესავი შეახლებული უფლისა მიმართ მეტყუელი: გამოსაზღურებით გამომისაზღურებს მე უფალი ერისაგან ჩემისა. და ნუ იტყჳნ საჭურისი, ვითარმედ: მე ვარ ხე ჴმელი,

4. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: საჭურისთა, რაოდენთაცა დაიმარხნენ ბრძანებანი ჩემნი, და აღირჩინენ, რომელნი მე მნებვან, და შეეწეოდიან აღთქმაჩემთა<

5. მივსცე მათ სახლსა შორის ჩემსა და ზღუდესა შინა ჩემსა ადგილი სახელოანი, უმჯობესი ძეთა და ასულთასა, და სახელი საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა მოაკლდეს,

6. და უცხონათესავნი, შეახლებულნი უფალსა, მსახურებად მისსა და შეყვარებად სახელი უფლისაჲ, ყოფად მისსა მონებად და მჴევლებად და ყოველნი დამმარხველნი შაბათთა ჩემთანი არშეგინებად და შემწყნარებელნი აღთქმისა ჩემისანი.

7. შევიყუანნე იგინი მთად წმიდად ჩემდა და ვახარო მათ სახლსა შინა ლოცვისა ჩემისასა, ყოვლად დასაწუელნი მათნი და მსხუერპლნი მათნი იყუნენ მითუალულ მსხუერპლისსაცავსა ზედა ჩემსა, რამეთუ სახლი ჩემი სახლ ლოცვის იწოდოს ყოველთათჳს წარმართთა.

8. თქუა უფალმან ღმერთმან, შემკრებელმან განთესულთა ისრაილისათამან, ვითარმედ: შევკრიბო მის ზედა შესაკრებელი, ყოველნი მჴეცნი ველურნი.

9. მოვედით, ჭამეთ ყოველთა მჴეცთა მაღნარისათა.

10. იხილეთ, რამეთუ დაბრმეს ყოველნი, არა ცნეს გაგონებად, ყოველნი ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად. მესიზმრენი საწოლითა, მოყუარენი ჰრულისანი,

11. და ძაღლნი ურცხჳნონი სულითა, არმეცნიერნი განძღომად და არიან უკეთურნი, არმცოდნელნი გულისხმის-ყოფასა, ყოველნი გზათა თჳსთა შეუდგეს. თითოეული ძჳნად თჳსსა ანგაჰრებს კიდითგან მისით.

12. მოვედით, მოვიღოთ ღჳნოჲ და ვიჴუმიოთ იგი სიმთრვალედ და არს ესევითარი დღე ხვალე დიდ შენთჳს, ვითარ ფრიად.


57

1. იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი, და არა ვინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არა ვინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი.

2. იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან.

3. ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო მემრუშისა და მეძვისანო!

4. ვისსა შორის იშუებდით და ვისსა შორის აღაღეთ პირი თქუენი? და ვისსა ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უსჯულონი,

5. რომელნი ევედრებოდეს კერპთა ხეთა ქუეშე ვარჯოვანთა, დამფლველნი შვილთა თქუენთანი ჴევთა შინა და შორის უვალ კლდეთასა,

6. ადგილსა ლეღოვანსა? იგი შენდა ნაწილ, ესე შენდა სამკჳდრებელ. მათ განუფენდ მსხუერპლებსა, და მათ მიართუემდ საკლველებსა. ამათ ზედა უკუე არ განვრისხნეა? - იტყჳს უფალი, -

7. მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ საწოლი შენი და მუნ აღიხუენ მსხუერპლნი შენნი.

8. და უკანა წყირთლთა კარისა შენისათა დაჰსხენ საჴსენებელნი შენნი მგონებელმან, ვითარმედ, უკეთუ განსდგე ჩემგან, უმეტესი რაჲმე გაქუს. შეიყუარენ მძინარნი შენ თანა და განამრავლე სიძვაჲ შენი მათ თანა.

9. და მრავალნი ჰყუენ მრუშებად შორიელნი შენგან. მიავლინენ მოციქულნი მიერ კერძო საზღუართა შენთა და გარემიიქეც და დაჰმდაბლდი ვიდრე ჯოჯოხეთამდე.

10. მრავალგზობათა შენთა დაჰშუერ და არა სთქუ: დავსცხრე. განძლიერებული იქმოდე ამათ, ამისთჳს არმემოქენე მე.

11. შენ ვისგან წიწნეულსა შეგეშინა? და მეცრუე მე, და არ მომიჴსენე მე, არცა მომიღე მე გაგონებისა შორის შენისა, არცა გულისა შორის შენისა, და მე, მხილველი შენი, უგულებელს-გყოფ და ჩემგან არ შეიშინე.

12. და მე მიუთხრობ სიმართლესა ჩემსა და ძჳრთა შენთა, რომელთა არარაჲ გარგონ შენ.

13. ოდეს ჴმა-ჰყო, განგარინედ შენ ჭირსა შინა შენსა, რამეთუ ესე ყოველნი ქარმან მიიხუნეს და არარა-ყუნეს იგინი ნიავქარმან, ხოლო შემოდგომილთა ჩემთა მოიგონ ქუეყანაჲ და დაიმკჳდრონ მთა წმიდაჲ ჩემი.

14. და თქუენ განწმიდენით პირისაგან მისისა გზანი და აღიღეთ საბრჴე გზისაგან ერისა ჩემისა.

15. ამათ იტყჳს უფალი მაღალი, მაღალთა შინა დამკჳდრებული, საუკუნე წმიდაჲ წმიდათა შორის, სახელი მისი უფალი მაღალი, წმიდათა შორის განსუენებული და სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა და მიმცემელი ცხორებისა შემუსრვილთა გულითა.

16. არა საუკუნომდე შურ-ვიგო თქუენგან, არცა მიმდემად განგარისხნე თქუენ, რამეთუ სული ჩემგან გამოვიდეს და მშჳნვაჲ ყოველი მე შევქმენ.

17. ცოდვისათჳს მცირისა შევაწუხე იგი და დავეც იგი, და მივიქციე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მჭმუნვარე წინაშე ჩემსა, გზათა შორის გულისა მისისათა.

18. გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი და ნუგეშინის-ვეც მას. და მივეც მას ნუგეშინის-ცემა ჭეშმარიტი მგლოვარეთა მათ.

19. დავბადე ნაყოფი მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა, რომელნი ახლოს და რომელნი შორს არიან. და თქუა უფალმან: განვკურნნე იგინი.

20. ხოლო ცრუნი, ვითარცა ზღუაჲ აღდუღებული, ეგრეთ იღელვებოდიან და განსუენებად ვერ შემძლებელ იყუნენ.

21. არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი ღმერთი.


58

1. ჴმა-ყავ ძლიერად და ნუ ჰრიდებ, ვითარცა საყჳრმან, აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი და სახლსა იაკობისსა უსჯულოებანი მათნი.

2. მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა, მთხოენ მე მსჯავრსა მართალსა და მიახლებად ღმრთისა გული უთქვამს

3. მეტყუელთა, ვითარმედ: ვიმარხეთ და არა იხილე, დავიმდაბლენით სულნი ჩუენნი და არა სცან. - რამეთუ დღეთა შინა მარხვათა თქუენთასა იპოებიან ნებანი თქუენნი და ყოველთა ჴელისქუეშეთა თქუენთა, დაჰქენჯნით

4. სასჯელთამი და ლალვათა იმარხავთ და ჰგუემთ თითთმწყლველობით მდაბალსა, რაჲსა იმარხავთ ჩემდად? რაჲთა დღეს სასმენელ იქმნეს ღაღადებისა მიერ ჴმაჲ თქუენი?

5. არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისა, არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული და დღე სათნოჲ უფლისაჲ.

6. არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე.

7. დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა, იხილო თუ შიშუელი, შეჰმოსე და თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო.

8. მაშინ განეფინოს მსთუად ნათელი შენი, და კურნებანი შენნი მალე აღმოჴდენ და წინაგივიდოდეს წინაშე შენსა სიმართლე შენი, და დიდებამან ღმრთისამან გარეშეგიცვას შენ.

9. მაშინ ჴმა-ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ. უკეთუ მოსპო შენგან საკრველი და ჴელის-დადება და სიტყუა დრტჳნვისა,

10. და სცე მშიერსა პური სულით გამო შენით, და სული დამდაბლებული აღავსო, მაშინ აღმობრწყინდეს ბნვლსა შინა ნათელი შენი, და ბნელი შენი, ვითარცა შუადღე.

11. და იყოს ღმერთი შენი შენ თანა მარადის, და განსძღე, ვითარცა გული უთქუამს სულსა შენსა, და ძუალნი შენნი განპოხნენ, და იყო, ვითარცა მტილი დამთრვალი, და ვითარცა წყაროჲ, რომელსა არა მოაკლდის წყალი და, ძუალნი შენნი, ვითარცა მდელოჲ, აღმოსცენდენ და განპოხნენ და დაიმკჳდრონ ნათესავთა შორის ნათესავთასა.

12. და აღეშენნენ ოჴერნი შენნი საუკუნენი, და იყვნენ საფუძველნი შენნი საუკუნებ ნათესავთა შორის ნათესავთასა, და გეწოდოს მაშენებელ ზღუდისა, და ალაგნი საშუალმყოფნი დააცხრვნე.

13. უკუეთუ მოაქციო ფერჴი შენი შაბათთაგან არაქმნად ნებათა შენთა დღესა შინა წმიდასა, და უწოდი შაბათთა ფუფუნეულ წმიდა ღმრთისა შენისა, არა აღიღო ფერჴი შენი საქმესა ზედა, არცა სთქუა სიტყუაჲ რისხვით პირისაგან შენისა.

14. და იყო მოსავ უფლისა მიმართ და აღგიყვანოს შენ კეთილთა ზედა ქუეყანისათა, და გაჭამოს შენ სამკჳდრებელი იაკობ მამისა შენისაჲ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდი ამათ.


59

1. ნუ ვერშემძლე არსა ჴელი უფლისაჲ ცხოვნებად შენდა? ანუ დაამძიმა ყური თჳსი არსმენად.

2. არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად,

3. რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა და თითნი თქუენნი ცოდვათა შინა, ხოლო ბაგეთა თქუენთა თქუეს უსჯულოებაჲ და ენაჲ თქუენი სიცრუესა იწურთიდა.

4. არც ერთი იტყჳს სიმართლეთა, არცა არს სასჯელი ჭეშმარიტი. მოსავ იქმნეს ამაოთა მიმართ და ზრახვენ ცუდთა, რამეთუ მიუდგებიან ტკივილსა და შობენ უსჯულებასა.

5. კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ, და მგულებელმან კუერცხთა მათთა ჭამისამან შე-რა-მუსრნა, ღრიაკალი პოვა და მას შინა ვასილისკოსი.

6. ქსელი მათი არ იყოს შესამოსლად, არცაღა გარემოისხან საქმეთაგან მათთა, რამეთუ საქმენი მათნი საქმე უსჯულოებისა,

7. ხოლო ფერჴნი მათნი უკეთურებასა შინა რბიან, მალენი დათხევად სისხლსა უმიზეზოსა, და გულისსიტყუანი მათნი გულისსიტყუანი უცნობოთანი, შემუსრვაჲ და საარსებულება გზათა შორის მათთა.

8. და გზაჲ მშჳდობისა არა უწყიან და არა არს მსჯავრი გზათა შინა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი გულარძნილ არიან, რომელთა მოგზაურობენ და არა უწყიან მშჳდობაჲ.

9. ამისთჳს განეყენა სამართალი მათგან და არა ეწიოს მათ სიმართლე. მორა-ელოდეს იგინი ნათელსა, იქმნა მათდა ბნელი. მომლოდენი ცისკრისანი უჟამოსა შინა ვიდოდეს.

10. ეძიებენ, ვითარცა ბრმაჲ, კედელსა და, ვითარცა არმქონებელნი თუალთანი. ეძიებენ. დაეცნენ შუასამხრის, ვითარცა შუაღამე, ვითარცა მოსიკუდიდნი, სულთითქუმენ,

11. ვითარცა დათჳ და ვითარცა ტრედი, ერთბამად ვიდოდიან. ვჰგებდით მსჯავრსა და არა არს მაცხოვარება, შორად განდგა ჩუენგან,

12. რამეთუ მრავალ არს უსჯულოება ჩუენი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი აღმიდგეს ჩუენ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის და სიცრუენი ჩუენნი ვცნენით.

13. ვიუთნოეთ, ვეცრუენით უფალსა, განუდეგით წინაშედგომისაგან ღმრთისა ჩუენისა. ვზრახენით ცრუნი და ვიურწმუნოეთ, მიუდეგით და ვიწუართენით გულისაგან ჩუენისა სიტყუანი ცრუნი.

14. და განვდეგით უკანაგან მსჯავრისა, და სიმართლე შორად განგუწუართა, რამეთუ განკფდა გზათა შორის მათთა ჭეშმარიტებაჲ და უგულარძნილოსა მიერ ვერ ეძლო განვლად.

15. და ჭეშმარიტებაჲ მოეღო და გარდააქციეს გაგონება მათი გულისხმისყოფისაგან, და იხილა უფალმან და არა სთნდა მას, რამეთუ არა იყო მსჯავრი.

16. და იხილა და არა იყო მამაკაცი, და განიცადა და არა იყო შემწე, და მიაგო მათ მკლავითა თჳსითა და მოწყალება დაამტკიცა.

17. და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური, და გარემოიდვა თავის გარემო, ჩაფხუტი მაცხოვარებისა თავსა ზედა მისსა, და მოიბლარდნა შესამოსელი შურისძიებისა და გარემოსასხმელი, ვითარცა შურის-გებაჲ,

18. და ყუედრება წინააღმდგომთა, და ჭალაკთა შური იძიონ შურის-გებითა.

19. და ეშიშვოდიან დასავალითნი სახელსა უფლისასა და მზისაღმოსავალითნი სახელსა დიდებულისასა, რამეთუ მოვიდეს, ვითარცა მდინარე მაიძულებელი, რისხვაჲ უფლისა მიმართ, მოვიდეს გულისწყრომისა თანა.

20. და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი და გარეწარაქციოს უთნოობაჲ იაკობისაგან, - იტყჳს უფალი.

21. და ესე არს ჩემ მიერ აღთქმა მათდა, - თქვა უფალმან, - სული ჩემი, რომელი არს შენ ზედა და სიტყუანი, რომელნი მივსცენ პირსა შენსა, არა მოაკლდენ პირისაგან შენისა და პირისაგან თესლისა შენისა, - თქუა უფალმან, - ამიერითგან და საუკუნოდმდე.


60

1. განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.

2. აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს.

3. და ვიდოდიან მეფნი ნათელსა შენსა და წარმართნი ბრწყინვალებასა შენსა.

4. აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴართა ზედა აღებულ იქმნენ.

5. მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა, რამეთუ გარდამოცვალოს შენდამი სიმდიდრე ზღჳსა, და წარმართთა და ერთა.

6. და მოვიდეს შენდა კოლტები აქლემთა, და დაგფარონ შენ აქლემთა მადიამისათა და გეფარისათა, ყოველნი საბაჲთ მოვიდენ, მომღებელნი ოქროჲსა, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა და ქვასა პატიოსანსა და მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.

7. და ყოველნი ცხოვარნი კედარისანი შემოკრბენ შენდა, და ვერძნი ნაბეოთისნი მოვიდენ შენდა, და შეიწირნენ შეწყნარებულნი მსხუერპლისაცავსა ზედა ჩემსა, და სახლი სალოცველისა ჩემისა იდიდოს.

8. ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვენ და, ვითარცა ტრედნი, მართუეთა თანა ჩემდა მომართ არს სიონ.

9. მე ჭალაკნი მელოდეს, და ნავნი თარშისანი პირველთა შორის მოყვანებად შვილთა შენთა შორით, და ოქროსა და ვეცხლსა მათსა მათ თანა სახელისათჳს უფლისა წმიდისათჳს ისრაილისა დიდებულ-ყოფად,

10. და აღაშენნენ უცხოტომთა ზღუდენი შენნი, და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარენ შენ.

11. და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,

12. რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

13. და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.

14. და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,

15. ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,

16. და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.

17. და რვალისა წილ მოგართვან შენ ოქროჲ, ხოლო რკინისა წილ მოგართუან ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართვან რვალი, ხოლო ქვისა წილ რკინაჲ და მივსცნე მთავარნი შენნი მშჳდობით და ზედამხედველნი შენნი სიმართლით.

18. და არა ისმეს ქუეყანასა შინა შენსა უსამართლოებაჲ, არცა შემუსრვაჲ, არცა საარებაჲ საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს მაცხოვარება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა წახნაგებულ.

19. და არა იყოს შენდა მზე ნათლად დღისა, არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ განგინათლებდეს შენ ღამესა, არამედ იყოს შენდა უფალი-ნათელ საუკუნე და ღმერთი - დიდება შენდა,

20. რამეთუ არა დაჰჴდეს მზე შენი, და მთოვარე შენი არა მოაკლდეს; რამეთუ იყოს შენდა უფალი ნათელ საუკუნე, და აღესრულნენ დღენი გლოისა შენისანი.

21. და ერი შენი ყოველი მართალ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ საუკუნოდ, და მცველი ნერგსა საქმესა ჴელთა მისთასა სადიდებელად.

22. შემცირებული იყოს ათასეულად და კნინი ნათესავად დიდად. მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი.


61

1. სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა,

2. წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა,

3. მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად.

4. და აღაშენენ ოჴერნი საუკუნითგანნი, მოოჴრებულნი პირველად. აღადგენდენ და განაახლებდენ ქალაქთა ოჴერთა, მოოჴრებულთა ნათესავითგან ნათესავადმდე.

5. და მოვიდენ უცხონათესავნი, მმწყსელნი ცხოვართა შენთანი, და უცხოტომნი მჴნველნი და ვენაჴისმოქმედნი.

6. ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მელიტანიე ღმრთისა ჩუენისა გეწოდოს თქუენ, ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა ზედა საკჳრველ იყვნეთ.

7. ნაცვლად სირცხჳლისა თქუენისა მრჩობლი სიხარული და ნაცვლად პატივისა თქუენისა მხიარულებაჲ, ესრეთ მეორედ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა,

8. რამეთუ მე ვარ უფალი, მოყუარე სიმართლისაჲ და მოძულე ნატაცებთა სიცრუისაგანთაჲ, და მივსცე შრომაჲ მათი მართალთა, და აღთქმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ.

9. და საცნაურ იყოს წარმართთა შორის თესლი მათი და ნაშვისნაშობნი მათნი საშუალ ერთა, ყოველნი მხილველნი მათნი იცნობდეს მათ, ვითარმედ ესე არიან თვსლნი კურთხეულნი ღმრთისა მიერ და შუებით იშუებდენ უფლისა მიმართ.

10. იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი საცხოვარებისაჲ და კუართი მხიარულებისაჲ, ვითარცა სიძესა, გარემომდვა მიტრაჲ და, ვითარცა სძალი, შემამკო მე სამკაულითა.

11. და ვითარცა ქვეყანა, აღმაორძინებელი ყუავილსა მისსა, და ვითარცა მტილი განამორჩებნ რაჲ თესლთა მისთა, ეგრეთ აღმოაცენებს უფალი სიმართლესა და სიხარულსა წინაშე ყოველთა წარმართთასა.


62

1. სიონისათჳს არა დავდუმნე და იერუსალიმისათჳს არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარება ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს.

2. და იხილონ ნათესავთა სიმართლე შენი და მეფეთა დიდებაჲ შენი, გიწოდის შენ სახელი შენი ახალი, რომელი უფალმან სახელ-სდვას მას.

3. და იყო გჳრგჳნ შუენიერების ჴელსა შინა უფლისასა და შარავანდ მეფობისა ჴელსა შინა ღმრთისა შენისასა.

4. და არღა მერმე გეწოდოს დატევებულ, და ქუეყანასა შენსა არა ერქუას ოჴერ, რამეთუ შენ გეწოდოს ნება ჩემი და ქუეყანასა შენსა მკჳდროანი, და სათნო იყოს უფალმან შენ შორის, და ქუეყანა შენი დამკჳდრებულ იქმნედ.

5. და ვითარცა ჭაბუკმან დამკჳდრებულმან ქალწულსა თანა, ეგრეთ დაიმკჳდრონ ძეთა შენთა შენ თანა. და იყოს, ვითარსახედ იხარებს სიძე სძალსა ზედა, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენ ზედა.

6. და ზღუდეთა შენთა ზედა, იერუსალიმ, დავადგინნე მცველნი სრულსა დღესა და სრულსა ღამესა, რომელნი სრულიად არა დადუმნენ, მომჴსენებელნი უფლისანი.

7. რამეთუ არა არს თქუენდა მსგავს, უკეთუ განჰმართო და ჰყო იერუსალიმი საქადულ ქუეყანასა ზედა.

8. ფუცა უფალმან დიდებისა მიმართ თჳსისა და ძალისა მიმართ მკლავისა თჳსისა, უკეთუ მერმე მივსცე იფქლი შენი და ჭამადნი შენნი მტერთა შენთა, და უკეთუ მერმე სუმიდენ ძენი უცხონი ღჳნოსა შენსა, რომელსა ზედა დაჰშუერ,

9. არამედ შემკრებელნი ჭამდენ მათ და აქებდენ უფალსა, და შემკრებელნი სუმიდენ მათ ეზოთა შინა ჩემთა წმიდათა,

10. განვედით ბჭეთა მიერ ჩემთა, და გზა-უყავთ ერსა ჩემსა, და ქვანი გზისაგან განასრიენით, აღიღეთ სასწაული წარმართთა მიმართ,

11. რამეთუ, აჰა, უფალმან ყო სასმენელ, ვიდრე დასასრულამდე ქვეყანისა. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, მაცხოვარი მოვიდა შენდა, მქონებელი სასყიდელსა თჳსსა, და საქმე მისი წინაშე პირსა მისსა.

12. და უწოდოს მას ერი წმიდაჲ. გამოჴსნილ უფლისა მიერ. ხოლო შენ გეწოდოს გამოძიებულ ქალაქ და არდატევებულ.


63

1. ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო? ესე შუენიერ სამოსლის თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ; მე სიტყჳს-ვმგებლობ სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა.

2. რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან საწნეხლისა, სავსედ დათრგუნვილისა,

3. საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს მამაკაცი ჩემ თანა და დავთრგუნენ იგინი გულისწყრომისა მიერ, და დავფქვენ იგინი, ვითარცა ქუეყანა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ და შეისვარა სამოსელი ჩემი,

4. რამეთუ დღე მისაგებელისა მოიწია მათ ზედა, და წელიწადი გამოჴსნისა წარმოდგა.

5. და მე ვიხილე, და არა იყო შემწე, და განვიცადე და არა ვინ თანაიღუწიდა, და გამოიჴსნნა იგინი მკლავმან ჩემმან, და გულისწყრომა ჩემი ეწია.

6. და დავთრგუნენ იგინი რისხვითა ჩემითა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ.

7. წყალობა უფლისაჲ მოვიჴსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა შინა, რომელ მომაგებს ჩუენ. უფალი, მსაჯულ სახიერ სახლისა ისრაილისა, მოაწევს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა და სიმრავლისაებრ სიმართლისა მისისა.

8. და თქუა: არა ერი ჩემი არსა შვილებ? არა უარ იქმნენ, და ექმნა მათ მაცხოვარება

9. ყოვლისაგან ჭირისა მათისა; არცა მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არამედ თჳთ უფალმან აცხოვნნა იგინი სიყუარულისათჳს მათისა და რიდებისა მათისა, თჳთ მან იჴსნნა იგინი და აღიხუნა იგინი და აღამაღლნა იგინი ყოველთა დღეთა საუკუნოჲსათა.

10. ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განაძჳნეს სული წმიდაჲ მისი, და გარდაექცა მათ უფალი მტერად და იგი ებრძოლა მათ.

11. და მოიჴსენა დღეთა საუკუნეთა. სადა არს მოსე და ერი მისი? სადა არს, რომელმან აღმოიყვანა ქუეყანისაგან მწყემსი ცხოვართა თჳსთა? სადა არს, რომელმან დადვა მათ შორის სული წმიდაჲ?

12. რომელმან აღმოიყვანა მარჯუენითა მოსე, მკლავმან დიდებისა მისისამან, ესრეთ მოიყვანე ერი შენი. განძლიერდა წყალი პირისპირ მისსა, ქმნად თავისა თჳსისა სახელსა საუკუნესა.

13. განიყვანნა იგინი უგზოჲსა მიერ, ვითარცა ცხენი უდაბნოსაგან, და არა დაშურეს.

14. და ვითარცა საცხოვარი ველისაგან, შთამოვიდა სული უფლისა მიერ და გზა-უყო მათ. ესრეთ განიყვანე ერი შენი, ყოფად იგი სახელად დიდებისა.

15. მოიქეც ცით გამო, და იხილე სახლით გამო წმიდით შენით და დიდებით. სადა არს შური შენი და ძალი შენი, სადა არს სიმრავლე წყალობისა შენისა და შემწყნარებელობათა შენთა, რამეთუ თავს-მისხენ ჩვენ?

16. რამეთუ შენ ხარ მამა ჩუენი, რამეთუ აბრაჰამმან არა მიცნა ჩუენ, და არცა ისრაილ შემისწავლნა ჩუენ, არამედ შენ, უფალო მამაო ჩუენო, მიჴსნენ ჩუენ, დასაბამითგან სახელი შენი ჩვენ ზედა არს.

17. რაჲსა შემაცთუნენ ჩუენ, უფალო, გზისაგან შენისა, განაფიცხენ გულნი ჩუენნი არშეშინებად შენგან, მოიქეც მონათა შენთათჳს და ნათესავისათჳს სამკჳდრებელისა შენისა.

18. რომელთა მცირედ დავიმკჳდროთ მთისა წმიდისა შენისა. წინააღმდგომთა ჩუენთა შეგუაიწრეს ჩუენ და დათრგუნეს სიწმიდე შენი.

19. ვიქმნენით ვითარცა დასაბამსა, ოდეს არა გუმთავრობდ ჩუენ, არცა იწოდა სახელი შენი ჩვენ ზედა.


64

1. უკეთუ განაღო ცაჲ, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.

2. და დადნენ, ვითარცა ცჳლი დადნების ცეცხლისაგან; და შეწუნეს ცეცხლმან წინააღმდგომნი და საჩინო იყოს სახელი უფლისაჲ წინააღმდგომთა შორის, პირისაგან შენისა წარმართნი შეშფოთნენ.

3. ოდეს ჰყოფდე დიდებულთა, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.

4. საუკუნითგან არა გუესმა, არცა თვალთა ჩუენთა იხილეს ღმერთი თჳნიერ შენსა და საქმენი შენნი, რომელთა ჰყოფ მომლოდეთათჳს წყალობისათა,

5. რამეთუ მიეგებოს მოქმედთა სიმართლისათა, და გზანი შენნი მოჴსენებულ იქმნენ. აჰა, შენ განრისხენ და ვცოდეთ ჩუენ, ამისთჳს შევსცეთით

6. და ვიქმნენით, ვითარცა არაწმიდანი, ჩუენ ყოველნი და ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ, ყოველი სიმართლე ჩვენი. და დამოვსცჳვნით, ვითარცა ფურცელნი უსჯულოებათა ჩუენთათჳს. ესრეთ ქარმან წარმიხუნეს ჩუენ და არა არს მხდელი სახელისა შენისაჲ

7. და მომჴსენებელი შედგომისა შენისა, რამეთუ მიიქციე პირი შენი ჩუენგან და გუამცენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს.

8. და აწ, უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიჴა, საქმე ჴელთა შენთა ყოველნი.

9. ნუ მრისხავ ჩუენ, უფალო, ფრიად და ნუ ჟამსა შინა მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთასა. და აწ მოიხილე, უფალო, რამეთუ ერი შენი ვართ ჩუენ ყოველნი.

10. ქალაქი წმიდისა შენისა იქმნა ოჴერ სიონი, ვითარცა ოჴერ იქმნა იერუსალიმი,

11. საწყევარ სახლი წმიდაჲ ჩუენი და დიდებაჲ ჩუენი, რომელი აკურთხეს მამათა ჩემთა, იქმნა ცეცხლით მომწუარ და ყოველნი დიდებულებანი დაეცნეს.

12. და ამათ ყოველთა ზედა თავს-იდევ, უფალო, და დაიდუმე და დამამდაბლენ ჩუენ ფრიად.


65

1. საჩინო ვექმენ ჩემთა არმეძიებელთა. ვეპოე ჩემთა არგამომკითხველთა. ვარქუ: აქა ვარ! - ნათესავსა, რომელთა არა ხადეს სახელსა ჩემსა.

2. განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელნი არა ვიდოდეს გზასა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა.

3. ერი ესე განმაძჳნნებელი ჩემი წინაშე ჩემსა, მარადის ესენი აკუმევენ მტილებთა შინა და უკმევენ ალიზთა შინა

4. ეშმაკთა, რომელნი არა არიან და საფლავთა შინა და ქუაბთა შინა დაიძინებენ სიზმართათჳს, რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა და წუენსა ნაგებთასა, შეგინებულ არიან ყოველნი ჭურჭელნი მათნი

5. რომელნი იტყჳან: შორს ჩემგან, ნუ შემომეხები მე, რამეთუ წმიდა ვარ. ესე კუამლი გულისა წყრომისა ჩემისაჲ, ცეცხლი აღატყდების მის შორის ყოველთა დღეთა.

6. აჰა, დაწერილ არს წინაშე ჩემსა: არ დავიდუმო, ვიდრემდისცა მივაგო და კუალად ვაგე წიაღთა მათთა

7. ცოდვანი მათნი და მამათა მათთანი ერთბამად, - იტყჳს უფალი, - რომელნი უკუმევდეს მთათა ზედა და ბორცუთა ზედა, მაყუედრეს მე; კუალად ვაგნე საქმენი მათნი წიაღსა მათსა.

8. ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის, ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი,

9. და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსაგან და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა და დაეშენნენ მუნ.

10. და იყვნენ მაღნარსა შინა ეზონი სამწყსოთანი და ჴევი აქორისი განსასუენებელად მროწეულთა ერისა ჩემისათა, რომელთა გამომიძიეს მე.

11. ხოლო თქუენ, დამტევებელნი ჩემნი და დამვიწყებელნი მთისა წმიდისა ჩემისანი და განმზადებულნი ეშმაკისათჳს ტაბლისანი და აღმავსებელნი ბედისათჳს განზავებულისანი,

12. მე განგცნე თქუენ მახჳლისა მიმართ, ყოველნი კლვითა დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არ შეისმინეთ. ვიტყოდე და ურჩ იქმნენით და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რომელნი არ მინდეს, გამოირჩიენით.

13. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მმონებელნი ჩემნი ჭამდენ, ხოლო თქუენ გშიოდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი იშუებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის.

14. აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათჳს გულისა თქუენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ.

15. რამეთუ დაუტევეთ სახელი თქუენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქუენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი,

16. რომელი იკურთხოს ქუეყანასა ზედა. აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა და მფუცავნი ქუეყანასა ზედა ფუცვენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, რამეთუ დაივიწყონ ჭირი მათი პირველი და არა აღვიდეს გულსა ზედა მათსა,

17. რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა მოიჴსენონ პირველთა მათ, არცა არა მოუჴდეს გულსა მათსა ზედა,

18. არამედ შუებაჲ და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, რამეთუ, აჰა, მე ვჰყოფ იერუსალიმსა სიხარულად და ერსა ჩემსა შუებად.

19. და ვიხარებდე იერუსალიმსა ზედა, და ვიშუებდე ერსა ჩემსა ზედა, და არღა ისმეს მის შორის მერმე ჴმაჲ ტირილისა, არცა ჴმაჲ ყივილისა.

20. არცა იქმნეს მუნ უჟამოჲ და მოხუცებული, რომელმან არა აღავსოს ჟამი თჳსი, რამეთუ იყოს ჭაბუკი ასთა წელთა, ხოლო, რომელი მოკუდეს ცოდვილი, არა ასთა წელთა დაწყეულ იყოს.

21. და აშენებდენ სახლთა, და იგინი დაემკჳდრნენ, დაჰნერგვიდენ ვენაჴთა, და იგინი ჭამდენ ნაყოფთა მათთა.

22. და არა აღაშენნენ და სხვანი დაემკჳდრნენ, და-არა-ჰნერგვიდენ და სხვანი ჭამდენ, რამეთუ დღეთაებრ ხისა ცხოვრებისათა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, საქმეთა ნაშრომთა მათთასა დააძუელებენ,

23. რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ.

24. და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?

25. მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი.


66

1. ესრეთ იტყჳს უფალი: ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა, რომელი სახლი, ადგილი მიშენოთ მე?-თქუა უფალმან, - და რომელი ადგილი განსუენებისა ჩემისა?

2. რამეთუ ესე ყოველი შექმნნა ჴელმან ჩემმან და ჩემნი არიან ყოველნი ესე, - იტყჳს უფალი, - და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?

3. ხოლო უსჯულოჲ, დამკლველი ჩემდა ზუარაკისაჲ, ვითარცა მცემელი კაცისა და მემსხუერპლე სამწყსოჲთ, -ვითარცა დამკლველი ძაღლისა და მომღებელი სამინდოჲსა, ვითარცა სისხლი ღორებრი, მიმცემელი გუნდრუკსა მოსაჴსენებელად, ვითარცა მგმობარი, და ამათ გამოირჩინეს გზანი მათნი და საძაგელებანი მათნი, რომელნი შეიყუარნა სულმან მათმან.

4. და მე გამოვარჩინე საძაგელებანი მათნი და ცოდვანი მათნი კუალად-ვაგნე მათ, რამეთუ უწოდე მათ და არა მერჩდეს მე, ვეტყოდე და არა ისმინეს და ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და, რომელნი არა მნებვიდეს, აღირჩინეს.

5. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მძრწოლარეთა სიტყჳსაგან მისისა, არქუთ ძმად თქუენდა მოძულეთა თქუენთა და მოძულებულთა, რაჲთა სახელი უფლისაჲ იდიდოს, და იხილვოს სიხარულსა შინა მათსა, და იგინი სირცხჳლეულ იქმნენ.

6. ჴმაჲ ზახილისა ქალაქისაგან, ჴმაჲ ტაძრისაგან, ჴმაჲ უფლისაჲ, რომელი მიაგებს მისაგებელს წინააღმდგომთა.

7. პირველ, ვიდრე ლმობისა შობაჲ, და პირველ, ვიდრე მოსლვად ტკივილსა ლმობათასა, განერა და შვა წული.

8. ვის ესმა ესევითარი და ვინ იხილა ესრეთ? უკუეთუ ილმო დედაკაცმან ერთსა შინა დღესა, ანუ იშვა ნათესავი ერთგზის, რამეთუ ილმო და შუნა სიონმან ყრმანი თჳსნი.

9. ხოლო მე მივეც სასოვება ესე და არ მომიჴსენე მე, - თქუა უფალმან, - არა, აჰა, მე მშობელი და ბერწი შევქმნენა, თქუა ღმერთმან?

10. იხარებდ, იერუსალიმ, და კრება-ყავთ მას შინა ყოველთა მოყვარეთა მისთა და დამკჳდრებულთა მისთა. იხარეთ სიხარული ყოველთა, რავდენნი ჰგოდებდეთ მის ზედა,

11. რაჲთა სწოვდეთ და განძღეთ ძუძუჲსაგან ნუგეშინის-ცემისა მისისა, რაჲთა მწოვნელნი იშუებდეთ. შემოსლვისაგან დიდებისა მისისა.

12. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო მათ ზედა, ვითარცა მდინარე მშჳდობისა და ვითარცა ღუარი წარმრღუნელი დიდებასა წარმართთასა. ყრმანი მათნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მუჴლთა ზედა ნუგეშინისცემულ იქმნენ,

13. ვითარ დედაჲ ვინმე ნუგეშინის-სცემნ, ეგრეთ მეცა ნუგეშინის-გცე თქუენ და იერუსალიმს შინა ნუგეშინისცემულ იქმნეთ.

14. და იხილოთ და განიხაროს გულმან თქუენმან და ძუალნი თქუენნი, ვითარცა მდელოჲ აღმოსცენდეს და ეცნობოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა და უთქმიდეს ურჩთა მათ,

15. რამეთუ აჰა, უფალი, ვითარცა ცეცხლი, მოიწიოს, და, ვითარცა გრიგალი, ეტლნი მისნი კუალად-გებად შურის-ძიებისა გულისწყრომით და დევნად ალითა ცეცხლისათა,

16. რამეთუ ცეცხლითა უფლისათა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ და მახჳლისა მიერ მისისა ყოველი ჴორცი, მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ,

17. უბიწოქმნილნი და განწმედილნი მტილთა შორის და წინა ბჭეთა შორის მჭამელნი ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი და თაგუნი ერთბამად აღიჴოცნენ, თქუა უფალმან.

18. და მე საქმეთა მათთა და გულისსიტყვათა მათთა მეცნიერ ვარ, და მივაგო მათ. აჰა, მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა, და მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი.

19. და დაუტევო-მათ თანა სასწაული და განვავლინნე მათგან ცხოვნებულნი წარმართთა მიმართ თარშიდ და ფუდდ, და ლუდდ, და მოსოხდ, და თოველდ, და ელლადად მიმართ და ჭალაკთა მიმართ შორიელთა, რომელთა არა ესმა სახელი ჩემი, არცა იხილეს დიდებაჲ ჩემი წარმართთა შორის.

20. და მოჰგუარნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან წარმართთა ძღუნად უფალსა და ცხენებისა თანა და ეტლებისა კარაულებისა და კერძოვირთასა საჩრდილობელთა თანა წმიდად ქალაქად იერუსალიმად, - თქვა უფალმან, - ვითარ-იგი მოიღებდეს ძენი ისრაილისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო მხიარულებისა თანა და ფსალმუნისა სახიდ მიმართ უფლისა,

21. და მათგანცა მოვიყვანნე ჩემდა მღდელნი და ლევიტელნი, - თქვა უფალმან, -

22. რამეთუ ვითარსახედ ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელთა მე ვიქმ, რაჲთა ეგოს მარადის წინაშე ჩემსა - იტყჳს უფალი, - ეგრეთვე ეგოს თესლი თქუენი და სახელი თქუენი.

23. და იყოს თთუჱ თთჳსაგან და შაბათი შაბათისაგან, მოვიდეს ყოველი ჴორცი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იერუსალიმს შინა, - თქვა უფალმან, -

24. და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაჲ ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ჴორცისა.