აგერ კიდევ რურუა -
ჩაგვაცივდა დრამებით,
გვიკითხავს და თავს ირთობს
ჩვენი უღვთო წამებით...

რომ მზე - მზეა, გზა - გზაა,
ტყე - ტყეა და რუ - რუა,
რა მტკიცება სჭირდება,
ამხანაგო რურუა?