სამშობლო, ჩემო ლამაზო,

ზურმუხტო ანუ ალმასო,

ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ,

გთხოვ მწარე რამე არ მასო.

მშვენიერი გაქვს ბუნება,

სხვებიც ამბობენ ამასო;

მაგ შენმა დაღონებამა

გული დარდებით აღავსო.

სამშობლო ყველას გიყვარდეთ,

ვისაც რო ღმერთი კი გწამსო;

სამშობლოს დამვიწყებელი

მაღალმა ღმერთმა დაამსო.

ვის დედაენა არ მოსწონს,

მას ეშმაკები ახლავსო,

ცოცხალ იქნება დევნილი,

მკვდარსაც მატლები დახრავსო.


1881

მისთვის მომცა ღმერთმა ენა,

უნდა ყველგან დავიყვირო;

მუდამ ვძებნო სამართალი,

თუნდა ქვითაც დავიკირო.

ბევრჯერ ვნახო დღენი ტკბილი

და ბევრჯერაც გავიწბილო;

მცირეს ვსჯერდე ოფლით ნაშოვნს,

მრავლისათვის არ ვიტირო.

მოძმის ვიყვე შემწე ჭირში,

ვიხარო და გავახარო!

რაც კი ვნახო მასში ცუდი,

გამოვსთქვა და არ დავფარო.

დეე, მტანჯონ მართლისათვის,

მე იგი არ გავიკვირო,

მხოლოდ მინდა, რომ რითიმე

ბოროტები დავიჭირო:

ვინც რომ მშრომელს და ტვირთ-მძიმეს

ხელსაწყოდ და ნივთად სთვლიან,

იმათ ნაშრომს, ოფლით ნაშოვნს,

გასთვლიან და გამოსთვლიან.


1880













































































  ოფიციალური სახელი:    დავით ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:    7 თებერვალი, 1966
კატეგორია:        მთარგმნელი, მწერალი


XX საუკუნის გერმანულენოვანი პოეზიიდან (თრაკლი, გეორგ არპი, ჰანს მაისტერი, ერნსტ ცელანი, პაულ ენცენსბერგერი, მაგნუს ჰანს). გამოცემის თარიღი: 2012. ISBN: 978-9941-0-4450-2.

შედეგები // ტ. 3 : თეორიული პროზა 1990-2010. - თბილისი, მერწყული, 2014. - 478გვ.. - ISBN: 978-9941-0-7004-4

ფრიდრიხ ჰოლდერლინი - პატმოსი

აუცილებელი უწყება


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა N38 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ამწყობი ზეინკლის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს.

1990 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ფილოსოფიის შესავლის, ფილოსოფიის ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლოგიკის აკადემიურ კურსებს. 1992-1994 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში (თსუ-ის სოციოლოგიის კათედრაზე), რომელიც ნებაყოფლობით მიატოვა. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი,"დათო ბარბაქაძის ჟურნალის" სახელწოდებით, რომელიც პერიოდულად პრეზენტირდებოდა თსუ-ში 1994 წლამდე (პრეზენტირდა ექვსი კომპლექსური და ამდენივე პერსონალური ნომერი). 1994 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი "პოლილოგი" (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი "±ლიტერატურა" (გამოიცა ოთხი ნომერი). 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2005-2008 წლებში იყო სსიპ "ირმის ნახტომის" არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი. 2014 წლიდან არის თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: "პოეზია და ფილოსოფია", "ხელოვნების ფილოსოფია და ხელოვნების სოციოლოგია გერმანიაში", "ევროპული რომანტიზმი", "ევროპული ლიტერატურული ავანგარდი" და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოებისა და რედკოლეგიის წევრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით "შედეგები". ესეისტი.


ბიბლიოგრაფია

    Fragmentarium VIII (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 62გვ.. - ISBN: 978-9941-0-7444-8
    ერთდროულობა = Gleichzeitigkeit : ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 44გვ.. - ISBN: 9789941073694
    ესკიზები XX საუკუნის გერმანულენოვან პოეზიაზე = Skizzen uber die deutschsprachige Poesie des XX. Jahrhunderts : ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი, რიხარდ ფონ შაუკალი, ანტონ ვილდგანსი, ალბერტ ერენშტაინი, ფელიქს ბრაუნი, ფრანც ვერფელი, ქრისტინე ბუსტა, ერნსტ მაისტერი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 165გვ.. - ISBN: 9789941075278
    შედეგები (ავტორი) // ტ. 6 : არსებითი თარგმანები : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 630გვ.. - ISBN: 978-9941-0-7027-3
    შედეგები (ავტორი) // ტ. 2 : მცირე პროზა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 350გვ.. - ISBN: 978-9941-0-7003-7
    შედეგები (ავტორი) // ტ. 3 : თეორიული პროზა 1990-2010. - თბილისი, მერწყული, 2014. - 478გვ.. - ISBN: 978-9941-0-7004-4
    შედეგები (ავტორი) // ტ. 5 : მიმოწერის ლიტერატურა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 194გვ.. - ISBN: 978-9941-0-7001-3
    შედეგები (ავტორი) // ტ. 8 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 548გვ.. - ISBN: 978-9941-0-7114-0
    შედეგები (ავტორი) // ტ. 9 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : დრამატურგია. პროზა. თეორია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 378გვ.. - ISBN: 978-9941-0-7115-7
    შედეგები (ავტორი) // ტ. 1 : პოეზია 1984-2013. - თბილისი, მერწყული, 2014. - 572გვ.. - ISBN: 978-9941-0-7002-0
    Fragmentarium I-VII (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2013. - 395გვ.. - ISBN: 978-9941-0-5306-1
    Fragmentarium V, VI, VII : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2013. - 88გვ.. - ISBN: 978-9941-0-5264-4
    ლექსები, 1984-2004 : კრებული (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2008. - 600გვ.. - ISBN: 978-9941-0-0347-9
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 3. - თბილისი, 2001. - 215გვ.. - ISBN: 99928-0-091-7
    არსებითი სვლები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2001. - 24გვ.. - ISBN: 99928-0-125-5
    სიყვარულის ახსნა თუ ბუჩქნარიდან ხელაჩქარებით თვალთვალის მ(?)ტ(?)ფიზიკა : რეცენზია მაია გოგოლაძის რომანზე დაწერილ ბ-ნი ბადრი შარვაძის "რეცენზიაზე" (ავტორი). - თბილისი, 2000. - 25გვ.
    აქილევსის მეორე ქუსლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2000. - 259გვ.. - ISBN: 99928-0-042-9
    კითხვები და სოციალური გარემო : წერილები, რეცენზიები, საუბრები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2000. - 156გვ.
    შეჯამების უარყოფა : 13 ლექსი, 3 ესსე და კიდევ ერთი ლექსი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1999. - 112გვ.. - ISBN: 99928-0-013-5
    ულრიხ ცვინგლი : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, საქ.მეგობართა კავშირი, 1997. - 72გვ.
    მხურავი : ლექსები 1994-1995 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1995. - 52გვ.. - ISBN: 99928-0-240-5
    საკითხის დასმა : ლექსები 1993-994 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1994. - 60გვ.
    გამგზავრებამდე ერთი წუთით ან ერთი ცხოვრებით ადრე (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1994. - 56გვ.. - ISBN: 99928-0-239-1
    შემხვედრი წინააღმდეგობები : ოთხი ესსე და ერთი ინტერვიუ (ავტორი). - თბილისი, 1994. - 56გვ.
    მუტაცია : რომანი (ავტორი). - თბილისი, 1993. - 64გვ.
    ლოგიკის მონატრება : ლექსები 1991-1993 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1993. - 80გვ.. - ISBN: 99928-0-264-2
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 2. - თბილისი, 1993. - 120გვ.
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 1. - თბილისი, 1992. - 118გვ.
    პოეზია და პოლიტიკა : ორი წერილი და ერთი ინტერვიუ (ავტორი). - თბილისი, 1992. - 46გვ.
    მივუსამძიმროთ შემოდგომას : ლექსები 1984-1990 (ავტორი). - თბილისი, ალტერნატ.ხელოვნების ცენტრი, 1991. - 136გვ.
    ჰორიზონტს მიღმა : პოემები, ლექსები, ნოველები (თანაავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 91გვ.


პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი

დაიბადა 1966 წელს, თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეოჟურნალი “დათო ბარბაქაძის ჟურნალის” სახელწოდებით, რომელსაც პერიოდულად წარადგენდა თსუ-ში 1994 წლამდე. 1994 წელს თსუ-ში წაიკითხა თერთმეტი ლექციისგან შემდგარი კურსი, რომელიც მიეძღვნა მიმდინარე ევროპული ლიტერატურულ-ფილოსოფიური კონტექსტისა და მისი ისტორიის ანალიზს, ასევე — თვით დათო ბარბაქაძის პოეზიის თეორიული საფუძვლების კონკრეტულ ანალიზს. ამავე წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი “პოლილოგი” (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი “±ლიტერატურა” (გამოიცა ოთხი ნომერი).

1990 წლიდან 2001 წლამდე უძღვებოდა ფილოსოფიის ისტორიის, ფილოსოფიის შესავლის, ლოგიკის და ესთეტიკის აკადემიურ სალექციო კურსებს დედაქალაქის სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელში, 1998-2000 წლებში მუშაობდა მთარგმნელად ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ში.

2002-2005 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც, იმავდროულად, მიუნსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ძველ ისტორიას და სოციოლოგიას. 1998 წელს მისი თანამონაწილეობით, პარიზში გამომავალ ჟურნალ “MISSIVES“-ის ბაზაზე განხორციელდა ფრანგულ ენაზე თანამედროვე ქართული მწერლობის პირველი პოსტსაბჭოური რეტროსპექტული პროექტი, 2004 წელს კი, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ლიტერატურულ ჟურნალ “Salz“-ის (ავსტრია) ერთი ნომერი მთლიანად თანამედროვე ქართულ მწერლობას მიეძღვნა.

2005-2008 წლებში დათო ბარბაქაძე იყო სსიპ “ირმის ნახტომის” არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი, 2009 წელს კი — სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის — რუსთაველის ფონდი — სამეცნიერო კონკურსების კოორდინატორი.

1990-იანი წლებიდან იგი სისტემურად ახორციელებს სასცენო და სცენის მიღმურ საგამომცემლო პერფორმანსებს.

მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ასევე პოსტსაბჭოეთის ხალხთა ენებზე, მისი პოეტური და ესსეისტური ტექსტები პერიოდულად იბეჭდება ევროპის ლიტერატურულ ჟურნალებსა და ანთოლოგიებში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. არის რამდენიმე საერთაშორისო ლიტერატურული გაერთიანების და საზოგადოების წევრი.


პოეტური კრებულები:

    “მივუსამძიმროთ შემოდგომას” (1991)
    “ლოგიკის მონატრება” (1993)
    “საკითხის დასმა” (1994)
    “გამგზავრებამდე ერთი წუთით ან ერთი ცხოვრებით ადრე ” (1994)
    “მხურავი” (1995)
    “შეჯამების უარყოფა” (1999)
    “არსებითი სვლები” (2001)
    “ტბის სანაპიროს სიმღერები” (2004)
    “ლექსები 1984-2004” (2008)
    “ახალი პოეტური კრებულისთვის დაწერილი ლექსების კატალოგი” (2008)
    “Ars Poetica” (2010)
    “Das Dreieck der Kraniche” (ლუდვიგსბურგი, 2007)
    “Die Poetik der folgenden Sekunde” (კლაგენფურტი, 2008)
    “Wesentliche züze und zwölf andere Gedichte” (ნოიბიბერგი, 2010)
    მეხსიერების დასაცავად (2013)


რომანები:

    “მუტაცია” (1993)
    “აქილევსის მეორე ქუსლი” (2000)


პროზაული კრებული:

“მცირე პროზა 1989-2010” (2011)

Die Leidenschaft der Märtyrer (ბერლინი, 2012) (ტრფობა წამებულთა)

დათო ბარბაქაძე - ტრფობა წამებულთა - წინასიტყვაობა ავტორისგან

ნანა ტრაპაიძე - ვერაგობა და / თუ სიყვარული (წინასიტყვაობა დათო ბარბაქაძის ესეს ,,ტრფობა წამებულთა“ გერმანული გამოცემისთვის)


ესსეები:

    “პოეზია და პოლიტიკა” (1992)
    “შემხვედრი წინააღმდეგობები” (1994)
    “კითხვები და სოციალური გარემო ” (2000)
    “Fragmentarium I” (2007)
    “Fragmentarium II, III” (2008)
    “Fragmentarium IV” (2011)
    Fragmentarium I – VII (2013)


მიმოწერის ლიტერატურა:

    დ/დ (2006)
    არარეალურად (2010)
    გაგრძელება (2012)


თარგმანები:

    ჰანს არპის ლექსები (1992)
    XX საუკუნის გერმანულენოვანი პოეზიიდან (1992)
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები. I კრებული (1992)
    II კრებული (1993)
    ბრიტა შტაინვენდტნერის რომანი წითელი ტბორი (1992)
    პაულ ცელანის ლექსები (1992)
    გეორგ თრაკლის ლექსები (1999)
    III კრებული (2001)
    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ლექსები (2002; 2007)
    მარიანა გრუბერის ლექსები (2008)
    XX საუკუნის ამერიკელი პოეტები (2008)
    ერნსტ მაისტერის ლექსები (2009)
    გარემოებათა კარნახით თარგმნილი (2011)
    ბანეშ ჰოფმანის ბიოგრაფიული წიგნი ალბერტ აინშტაინზე (2012)
    ვ. პაკის და ა. ბარანიუკის ბიოგრაფიული წიგნი რობერტ ფიშერზე (2012)
    მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი პოეზია (2012)


დათო ბარბაქაძის ლექსები არაერთგზის არის თარგმნილი და გამოცემული გერმანულ, ფრანგულ, რუსულ ენებზე.