ოფიციალური სახელი:    დავით ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:    7 თებერვალი, 1966
კატეგორია:        მთარგმნელი, მწერალი


XX საუკუნის გერმანულენოვანი პოეზიიდან (თრაკლი, გეორგ არპი, ჰანს მაისტერი, ერნსტ ცელანი, პაულ ენცენსბერგერი, მაგნუს ჰანს). გამოცემის თარიღი: 2012. ISBN: 978-9941-0-4450-2.

შედეგები // ტ. 3 : თეორიული პროზა 1990-2010. - თბილისი, მერწყული, 2014. - 478გვ.. - ISBN: 978-9941-0-7004-4

ფრიდრიხ ჰოლდერლინი - პატმოსი

აუცილებელი უწყება


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა N38 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ამწყობი ზეინკლის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს.

1990 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ფილოსოფიის შესავლის, ფილოსოფიის ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლოგიკის აკადემიურ კურსებს. 1992-1994 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში (თსუ-ის სოციოლოგიის კათედრაზე), რომელიც ნებაყოფლობით მიატოვა. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი,"დათო ბარბაქაძის ჟურნალის" სახელწოდებით, რომელიც პერიოდულად პრეზენტირდებოდა თსუ-ში 1994 წლამდე (პრეზენტირდა ექვსი კომპლექსური და ამდენივე პერსონალური ნომერი). 1994 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი "პოლილოგი" (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი "±ლიტერატურა" (გამოიცა ოთხი ნომერი). 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2005-2008 წლებში იყო სსიპ "ირმის ნახტომის" არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი. 2014 წლიდან არის თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: "პოეზია და ფილოსოფია", "ხელოვნების ფილოსოფია და ხელოვნების სოციოლოგია გერმანიაში", "ევროპული რომანტიზმი", "ევროპული ლიტერატურული ავანგარდი" და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოებისა და რედკოლეგიის წევრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით "შედეგები". ესეისტი.


ბიბლიოგრაფია

    Fragmentarium VIII (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 62გვ.. - ISBN: 978-9941-0-7444-8
    ერთდროულობა = Gleichzeitigkeit : ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 44გვ.. - ISBN: 9789941073694
    ესკიზები XX საუკუნის გერმანულენოვან პოეზიაზე = Skizzen uber die deutschsprachige Poesie des XX. Jahrhunderts : ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი, რიხარდ ფონ შაუკალი, ანტონ ვილდგანსი, ალბერტ ერენშტაინი, ფელიქს ბრაუნი, ფრანც ვერფელი, ქრისტინე ბუსტა, ერნსტ მაისტერი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 165გვ.. - ISBN: 9789941075278
    შედეგები (ავტორი) // ტ. 6 : არსებითი თარგმანები : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 630გვ.. - ISBN: 978-9941-0-7027-3
    შედეგები (ავტორი) // ტ. 2 : მცირე პროზა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 350გვ.. - ISBN: 978-9941-0-7003-7
    შედეგები (ავტორი) // ტ. 3 : თეორიული პროზა 1990-2010. - თბილისი, მერწყული, 2014. - 478გვ.. - ISBN: 978-9941-0-7004-4
    შედეგები (ავტორი) // ტ. 5 : მიმოწერის ლიტერატურა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 194გვ.. - ISBN: 978-9941-0-7001-3
    შედეგები (ავტორი) // ტ. 8 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 548გვ.. - ISBN: 978-9941-0-7114-0
    შედეგები (ავტორი) // ტ. 9 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : დრამატურგია. პროზა. თეორია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 378გვ.. - ISBN: 978-9941-0-7115-7
    შედეგები (ავტორი) // ტ. 1 : პოეზია 1984-2013. - თბილისი, მერწყული, 2014. - 572გვ.. - ISBN: 978-9941-0-7002-0
    Fragmentarium I-VII (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2013. - 395გვ.. - ISBN: 978-9941-0-5306-1
    Fragmentarium V, VI, VII : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2013. - 88გვ.. - ISBN: 978-9941-0-5264-4
    ლექსები, 1984-2004 : კრებული (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2008. - 600გვ.. - ISBN: 978-9941-0-0347-9
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 3. - თბილისი, 2001. - 215გვ.. - ISBN: 99928-0-091-7
    არსებითი სვლები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2001. - 24გვ.. - ISBN: 99928-0-125-5
    სიყვარულის ახსნა თუ ბუჩქნარიდან ხელაჩქარებით თვალთვალის მ(?)ტ(?)ფიზიკა : რეცენზია მაია გოგოლაძის რომანზე დაწერილ ბ-ნი ბადრი შარვაძის "რეცენზიაზე" (ავტორი). - თბილისი, 2000. - 25გვ.
    აქილევსის მეორე ქუსლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2000. - 259გვ.. - ISBN: 99928-0-042-9
    კითხვები და სოციალური გარემო : წერილები, რეცენზიები, საუბრები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2000. - 156გვ.
    შეჯამების უარყოფა : 13 ლექსი, 3 ესსე და კიდევ ერთი ლექსი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1999. - 112გვ.. - ISBN: 99928-0-013-5
    ულრიხ ცვინგლი : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, საქ.მეგობართა კავშირი, 1997. - 72გვ.
    მხურავი : ლექსები 1994-1995 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1995. - 52გვ.. - ISBN: 99928-0-240-5
    საკითხის დასმა : ლექსები 1993-994 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1994. - 60გვ.
    გამგზავრებამდე ერთი წუთით ან ერთი ცხოვრებით ადრე (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1994. - 56გვ.. - ISBN: 99928-0-239-1
    შემხვედრი წინააღმდეგობები : ოთხი ესსე და ერთი ინტერვიუ (ავტორი). - თბილისი, 1994. - 56გვ.
    მუტაცია : რომანი (ავტორი). - თბილისი, 1993. - 64გვ.
    ლოგიკის მონატრება : ლექსები 1991-1993 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1993. - 80გვ.. - ISBN: 99928-0-264-2
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 2. - თბილისი, 1993. - 120გვ.
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 1. - თბილისი, 1992. - 118გვ.
    პოეზია და პოლიტიკა : ორი წერილი და ერთი ინტერვიუ (ავტორი). - თბილისი, 1992. - 46გვ.
    მივუსამძიმროთ შემოდგომას : ლექსები 1984-1990 (ავტორი). - თბილისი, ალტერნატ.ხელოვნების ცენტრი, 1991. - 136გვ.
    ჰორიზონტს მიღმა : პოემები, ლექსები, ნოველები (თანაავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 91გვ.


პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი

დაიბადა 1966 წელს, თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეოჟურნალი “დათო ბარბაქაძის ჟურნალის” სახელწოდებით, რომელსაც პერიოდულად წარადგენდა თსუ-ში 1994 წლამდე. 1994 წელს თსუ-ში წაიკითხა თერთმეტი ლექციისგან შემდგარი კურსი, რომელიც მიეძღვნა მიმდინარე ევროპული ლიტერატურულ-ფილოსოფიური კონტექსტისა და მისი ისტორიის ანალიზს, ასევე — თვით დათო ბარბაქაძის პოეზიის თეორიული საფუძვლების კონკრეტულ ანალიზს. ამავე წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი “პოლილოგი” (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი “±ლიტერატურა” (გამოიცა ოთხი ნომერი).

1990 წლიდან 2001 წლამდე უძღვებოდა ფილოსოფიის ისტორიის, ფილოსოფიის შესავლის, ლოგიკის და ესთეტიკის აკადემიურ სალექციო კურსებს დედაქალაქის სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელში, 1998-2000 წლებში მუშაობდა მთარგმნელად ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ში.

2002-2005 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც, იმავდროულად, მიუნსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ძველ ისტორიას და სოციოლოგიას. 1998 წელს მისი თანამონაწილეობით, პარიზში გამომავალ ჟურნალ “MISSIVES“-ის ბაზაზე განხორციელდა ფრანგულ ენაზე თანამედროვე ქართული მწერლობის პირველი პოსტსაბჭოური რეტროსპექტული პროექტი, 2004 წელს კი, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ლიტერატურულ ჟურნალ “Salz“-ის (ავსტრია) ერთი ნომერი მთლიანად თანამედროვე ქართულ მწერლობას მიეძღვნა.

2005-2008 წლებში დათო ბარბაქაძე იყო სსიპ “ირმის ნახტომის” არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი, 2009 წელს კი — სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის — რუსთაველის ფონდი — სამეცნიერო კონკურსების კოორდინატორი.

1990-იანი წლებიდან იგი სისტემურად ახორციელებს სასცენო და სცენის მიღმურ საგამომცემლო პერფორმანსებს.

მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ასევე პოსტსაბჭოეთის ხალხთა ენებზე, მისი პოეტური და ესსეისტური ტექსტები პერიოდულად იბეჭდება ევროპის ლიტერატურულ ჟურნალებსა და ანთოლოგიებში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. არის რამდენიმე საერთაშორისო ლიტერატურული გაერთიანების და საზოგადოების წევრი.


პოეტური კრებულები:

    “მივუსამძიმროთ შემოდგომას” (1991)
    “ლოგიკის მონატრება” (1993)
    “საკითხის დასმა” (1994)
    “გამგზავრებამდე ერთი წუთით ან ერთი ცხოვრებით ადრე ” (1994)
    “მხურავი” (1995)
    “შეჯამების უარყოფა” (1999)
    “არსებითი სვლები” (2001)
    “ტბის სანაპიროს სიმღერები” (2004)
    “ლექსები 1984-2004” (2008)
    “ახალი პოეტური კრებულისთვის დაწერილი ლექსების კატალოგი” (2008)
    “Ars Poetica” (2010)
    “Das Dreieck der Kraniche” (ლუდვიგსბურგი, 2007)
    “Die Poetik der folgenden Sekunde” (კლაგენფურტი, 2008)
    “Wesentliche züze und zwölf andere Gedichte” (ნოიბიბერგი, 2010)
    მეხსიერების დასაცავად (2013)


რომანები:

    “მუტაცია” (1993)
    “აქილევსის მეორე ქუსლი” (2000)


პროზაული კრებული:

“მცირე პროზა 1989-2010” (2011)

Die Leidenschaft der Märtyrer (ბერლინი, 2012) (ტრფობა წამებულთა)

დათო ბარბაქაძე - ტრფობა წამებულთა - წინასიტყვაობა ავტორისგან

ნანა ტრაპაიძე - ვერაგობა და / თუ სიყვარული (წინასიტყვაობა დათო ბარბაქაძის ესეს ,,ტრფობა წამებულთა“ გერმანული გამოცემისთვის)


ესსეები:

    “პოეზია და პოლიტიკა” (1992)
    “შემხვედრი წინააღმდეგობები” (1994)
    “კითხვები და სოციალური გარემო ” (2000)
    “Fragmentarium I” (2007)
    “Fragmentarium II, III” (2008)
    “Fragmentarium IV” (2011)
    Fragmentarium I – VII (2013)


მიმოწერის ლიტერატურა:

    დ/დ (2006)
    არარეალურად (2010)
    გაგრძელება (2012)


თარგმანები:

    ჰანს არპის ლექსები (1992)
    XX საუკუნის გერმანულენოვანი პოეზიიდან (1992)
    ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები. I კრებული (1992)
    II კრებული (1993)
    ბრიტა შტაინვენდტნერის რომანი წითელი ტბორი (1992)
    პაულ ცელანის ლექსები (1992)
    გეორგ თრაკლის ლექსები (1999)
    III კრებული (2001)
    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ლექსები (2002; 2007)
    მარიანა გრუბერის ლექსები (2008)
    XX საუკუნის ამერიკელი პოეტები (2008)
    ერნსტ მაისტერის ლექსები (2009)
    გარემოებათა კარნახით თარგმნილი (2011)
    ბანეშ ჰოფმანის ბიოგრაფიული წიგნი ალბერტ აინშტაინზე (2012)
    ვ. პაკის და ა. ბარანიუკის ბიოგრაფიული წიგნი რობერტ ფიშერზე (2012)
    მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი პოეზია (2012)


დათო ბარბაქაძის ლექსები არაერთგზის არის თარგმნილი და გამოცემული გერმანულ, ფრანგულ, რუსულ ენებზე.

გაზაფხულდა და აჰყვავდა

საამურად ტურფა ია,

ბუჩქის ძირის დამამშვენი,

გულისათვის სამოთხეა.

მაგრამ მასაც მოუვა დრო

და მოუჭამს ძირსა ჭია;

ჩვენი ბედიც იას წაგავს

ამ ჩვენს მუხთალ სოფელშია.


1886 წ.

დააჭირეთ სურათს კლავიში,
რომ გადმოიწეროთ მთლიანი წიგნი (159 MB)


  ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვს.  მისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და პოლიტიკურ გელათის ოთხთავი, XII ს ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას.

ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში (326 წ.) უნდა ვეძებოთ. მას შემდგომ ქართულმა კულტურამ, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში ვითარდებოდა, უარი თქვა მისთვის უკვე კარგად ცნობილი ანბანური სისტემების გამოყენებაზე და თავად შექმნა საკუთარი ანბანური დამწერლობა. ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. პირველი წერილობითი ძეგლები – ეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI სს-ებით თარიღდება. ძველი წიგნების ეს ფრაგმენტები შენარჩუნებულია პალიმფსეტური ფურცლების ქვედა ფენაზე.

ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე, ანუ V ს-დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმებისვეფხისტყაოსანი, XVIII ს. ა და საწარმოო პროცესების შესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა.

საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ განაპირობა წიგნის გადაწერისა და შექმნის საქმეში მაღალი ფეოდალური წრის ფინანსური ჩართვა. წიგნი იქცა სახელმწიფოებრივი და კულტურული სტატუსის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რამაც ხელი შეუწყო ფორმითა და დანიშნულებით განსხვავებული ხელნაწერების არსებობას, კერძოდ, ყოველდღიური მოხმარების სამონასტრო წიგნების პარალელურად ჩამოყალიბდა მცირე ფორმის სადა საბერმონაზვნო, მდიდრულად შემკული, საგანგებოდ აკინძული "საზეიმო" და პირადი კუთვნილების წიგნები.


შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად, ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი (ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების გაცნობისკენაც.

გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის განვითარებას.

დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.


    ბიბლიოგრაფია

    აბულაძე ი. ძველ ხელნაწერთა დაცვა და ტაქსტების პუბლიკაცია საბჭოთა საქართველოში: მოამბე (ხელნაწერთა ინსტიტუტი), I, თბ., 1956.
    აბულაძე ი. წერის ხელოვნებასთან დაკავშირებული რამდენიმე ძველი ქართული ტერმინი: თსუ შრომები, XXXIX, თბ., 1950.     
    ახალი აღმოჩენა სინის მთაზე. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა,  ათენი, 2005. (ბერძნულ-ქართულ-ინგლისური კატალოგი).
    ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა. ელ მეტრეველის    რედაქციით, თბ. 1987.
    გაბიძაშვილი ე. ქართული ნათარგმნი ასკეტიკა და მისტიკა, თბ., 2006.
    გაბიძაშვილი ე. ქართული ნათარგმნი ჰაგიოჰრაფია, თბ., 2004.
    გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ქართულ    ხელნაწერთა აღწერილობა. მ. ქავთარიას რედაქციით, თბ., 2002.
    გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა   აღწერილობა. ხელნაწერები აღწერა, შესავალი და საძიებლები დაურთო      თ. ბრეგაძემ, თბ., 1988.
    კარანაძე მ. ქართული წიგნის ყდის ისტორია, თბ., 2002.
    კეკელიძე კ. უცხო ავტორები ქართულ მწერლობაში: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. V, თბ. 1957.
    მაისურაძე მ. ქართულად თარგმნილი უცხოური ჰომილეტიკური ლიტერატურის კატალოგი თბ., 2006.
    მარი ნ. იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა. დასაბეჭდად მოამზადა ელ.      მეტრეველმა. თბ., 1955.
    მელიქიშვილი ნ. ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური თხზულებები ქართულ ენაზე, თბ., 2000
    საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერები (Aკოლექცია), თბ.: ტ.1(1 ), ელ მეტრეველის რედაქციით - 1973; ტ.1(2) ელ.              მეტრეველის რედაქციით - 1976; ტ.1(3), ელ. მეტრეველის რედაქციით - 1980; ტ.1(4) ელ. მეტრეველის რადაქციით - 1985; ტ.2(1), ელ მეტრეველის რედაქციით - 1986;ტ.2(2) მ. ქავთარიას რედაქციით - 2003, ტ.4, კ.       კეკელიძის რედაქ-ციით  - 1954; ტ.5 კ. კეკელიძის რედაქციით - 1955;
    საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა      აღწერილობა. საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილი მუზეუმის (H) კოლექცია. თბ.,ტ.1, ილ. აბულაძის ხელმძღვენელობითა და რედაქციით - 1947; ტ.2, ილ. აბულაძის რედაქციით - 1946; ტ.3, კ. კეკელიძის რედაქციით - 1948; ტ.4, კ. კეკელიძის რედაქციით - 1950, ტ.5, ა. ბარამიძის რედაქციით - 1949; ტ. 6, ა. ბარამიძის რედაქციით-1953;
    საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. მუზეუმის ახალი (Q) კოლექცია, ილ. აბულაძის რედაქციით, თბ.,ტ.1 - 1957; ტ.2 - 1958; ტ.3, მ. ქავთარიას რედაქციით _ იბეჭდება
    საქართველოს სსრ მეცნ. აკადემია, Qქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხელნაწერთა აღწერილობა, თბ.,  I, კ.     კეკელიძის რედაქციით - 1960;  II  მ. ნიკოლეიშვილის რედაქციით,  -   1964.
    ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ათონური კოლექცია, ელ.  მეტრეველის რედაქციით, I,  თბ., 1086.
    ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის (შ) კოლექციისა, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბ.: ტ.1-1959; ტ.2 - 1961; ტ.3- 1963; ტ.4 - 1965, ტ.5 - 1967; ტ.6 - 1966; ტ.7 - 1973;
    ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. სინური კოლექცია; ელ. მეტრეველის რედაქციით თბ., ნაკვ.1 - 1978; ნაკვ. 2 - 1979; ნაკვ. 3 - 1987.
    ქაჯაია ლ. განკვეთილობის ნიშნები ძველ ქართულ ხელნაწერებში: პალეოგრაფიული ძიებანი, 1, 1965.
    შანიძე ა. ქართული ხელნაწერები გრაცში. ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, IX, 1929.
    ჭანკიევი ც. დაქარაგმების წესები ძველ ქართულ ხელნაწერებში: პალეოგრაფიული ძიებანი, 1, 1965.
    ჭანკიევი ც. ქსნის ოთხთავის ლენინგრადული ფრაგმენტები: მრავალთავი, 4, თბ. 1962.
    ჯავახიშვილი ივ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947.
    Bibliotheca Hagiografica Graeca, , troisième édition par F. Halkin,I-III, Bruxelles, 1957.
    Catalogue des maniscrits géorgiens de la Bibliotheque patriarchale greque à Jerusalem,
    par R.P. Blake, Révue de l’Orien chrétien, t. III(XXIII) 1922-23,n.3-4;t.IV(XXIV), 1924,n. 1-4;t.V(XXV), 1925-26n.1-2.
    Catalogue des maniscrits géorgiens de la Bibliotheque de la laure  d’Iviron au    Mont Athos, par Blake R. P.,  Révue de l’Orien chrétien, t.XVIII(XXVIII), 1931-32, n.3-4; t.IX(XXIX),1933-34, n. 1-2;t.IX(XXIX), 1933-34,n.3-4.
    Clavis Patrum Graecorum, I-IV, cura et studio Mavritii Geerard, Corpus Christianorum, Brepols-Turnhout, 1974.
    Clavis Apocryphorum Novi Testamenti, cura et studio Mavritii Geerard,  Corpus Christianorum, Brepols-Turnhout, 1992.
    Esbroek M. van, Les plus ansiens Homeliaires georgiens, Louvain –la-Neuve, 1975.
    Garitte G .  Catalogue des manuscrits géorgiens Litteraire du Mont Sinaï, Louvain, 1956.
    Garitte G. Un index géorgien des lectures evangelique selon l’ancien rite de Jérisalem: Le Muséon, t, LXXXV, fasc.3-4, Louvain,1072.
    Джанашвили М. Описание рукописей Тифлисского церковного музея, кн.1, Тифлис,1908.
    Жордания Ф.  Описание рукописей Тифлисского церковного музея, Тифлис, 1902.
    Марр Н. Описание грузинских рукописей Синайского монастыря, М-Л., 1940.
    Такаишвили Е. Описание рукописей Обшества распространения грамотности среди грузинского населения~ (I- 1902-1904, II-1906-1912).
    Цагарели А. Сведения о памятниках грузинской письменности (I -1886, II -1889, III-1894)
    Цагарели А. Памятники грузинской старины в Святой земле и на Синае: Православный Палестинский Сборник, СПб., 1888.
    Шмерлинг Р. Художественное оформление грузинской рукописной книги IX-XI вв.Тбилиси, 1976.