გალობა აღსავალთა, 119

1. პირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი. 2. უფალო, იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუვარისაგან. 3. რაი მოგეცეს შენ, ანუ რაი შეგეძინოს შენ ენისათვის მზაკუვარისა. 4. ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოხრებისათა. 5. ვაი მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაი ჩემი, და დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. 6. მრავალ ჟამ დაიმკვიდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშვიდობისათა, და მე ვიყავ მამშვიდებელ. 7. რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.

გალობა აღსავალთა, 120

1. აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი. 2. შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი. 3. ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. 4. აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან. 5. უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა. 6. მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. 7. უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. 8. უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე.

გალობა აღსავალთა, 121

1. ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ. 2. დადგრომილ იყვნეს ფერხნი ჩუენნი ეზოთა შენთა, იერუსალემ. 3. იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელნი მისნი მის თანა. 4. რამეთუ მუნ აღხდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაელისა და აღსარებად სახელისა უფლისა; 5. რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი საშჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა. 6. იკითხეთ მშვიდობაი იერუსალემისაი და განგებულებაი მოყუარეთა შენთაი. 7. იყავნ მშვიდობაი ძალითა შენითა და იეფობაი გოდოლ-ტაძრებსა შენსა. 8. ძმათა ჩემთათვის და მეგობართა ჩემთათვის ვიტყოდე მე მშვიდობასა შენთვის. 9. სახლისათვის უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.

გალობა აღსავალთა, 122

1. შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. 2. აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთაისა და ვითარცა თუალნი მხევლისანი ხელთა მიმართ დედოფლისა თვისისათა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ. 3. მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა. 4. უფროისად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაითა და შეურაცხებითა ამპარტავანთაითა.

გალობა აღსავალთა, 123

1. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაელმან. 2. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღსდგებოდეს ჩუენ ზედა, ცხოველნიმცა ვიდრემდე შთამნთქნეს ჩუენ, 3. რაჟამს განრისხნა გულის წყრომაი მათი ჩუენ ზედა; წყალთამცა ვიდრემდე დამნთქნეს ჩუენ, 4. ღუარსა განხდა სული ჩუენი. 5. განხდა-მეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა? 6. კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. 7. სული ჩუენი ვითარცა სირი განერა მახისა მისგან მონადირეთაისა; საფრხე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით. 8. შეწევნაი ჩუენი სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი. დიდებაი.

გალობა აღსავალთა, 124

1. რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს. 2. მთანი გარემოის მისსა, და უფალი გარემოის ერისა თვისისა ამიერითგან და უკუნისამდე. 3. რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთაი ნაწილსა ზედა მართალთასა, რაითა არა მიყუნენ მართალთა უჰსჯულოებად ხელნი მათნი. 4. კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა. 5. ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უჰსჯულოებისათა, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.

გალობა აღსავალთა, 125

1. რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუ სიონისაი, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. 2. მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაი ჩუენი გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფაი მათ თანა. 3. განადიდა უფალმან ყოფაი ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან. 4. მოაქციე, უფალო, ტყუ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. 5. რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. 6. მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.

გალობა აღსავალთა, 126

1. არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი. 2. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაი, აღსდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა. 3. აჰა სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი ნაყოფი მუცლისაი. 4. ვითარცა ისარი ხელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყუნენ ძენი განყრილთანი. 5. ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნებაი თვისი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.

გალობა აღსავალთა, 127

1. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. 2. ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. 3. ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. 4. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთის-ხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა. 5. აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა. 6. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაი ყოველთა დღეთა ცხოურებისა შენისათა. 7. და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.

გალობა აღსავალთა, 128

1. მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაელმან. 2. მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. 3. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უჰსჯულოებაი მათი. 4. უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. 5. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. 6. იქმნედ იგინი ვითარცა თივაი ერდოთაი, რომელი იგი ვიდრე მოფხურადმდე განხმა. 7. რომლისაგან არა აღივსო ხელი თვისი მომკალმან და არცა წიაღი რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა. 8. და არა ჰრქუეს, რომელნი იგი თანა-წარჰვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევაი უფლისაი თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა. დიდებაი.

გალობა აღსავალთა, 129

1. ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი; 2. იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა. 3. უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი. 4. სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა. 5. სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა. 6. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.

გალობა აღსავალთა, 130

1. უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკვირველესთა ჩემთა თანა. 2. არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი, ვიქმენ მე, ვითარცა ყრმაი, განყენებული სძისაგან დედისა თვისისა, რაითამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა. 3. ესევდინ ისრაელი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

გალობა აღსავალთა, 131

1. მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. 2. ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა. 3. უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა. 4. ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა. 5. ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. 6. ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვჰპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა. 7. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი. 8. აღსდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი. 9. მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ. 10. დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. 11. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ჰყოს იგი, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა. 12. და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა ჰსჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. 13. რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა. 14. ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. 15. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. 16. მღუდელთა მისთა შევმოსო ცხოურებაი, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. 17. მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. 18. მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.

გალობა აღსავალთა, 132

1. აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათაი ერთად. 2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა. 3. ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევაი და ცხოურებაი უკუნისამდე.

გალობა აღსავალთა, 133

1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 2. ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. 3. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი. დიდებაი.

ალილუია, 118

1. ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა. 2. ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგინი. 3. რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. 4. შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. 5. წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა. 6. მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა. 7. აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 8. სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. 9. რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. 10. ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. 11. გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაითა არა შეგცოდო შენ. 12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 13. ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი. 14. გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. 15. მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი. 16. სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი. 17. მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი. 18. განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა შენისანი. 19. მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. 20. სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. 21. შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. 22. მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. 23. და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა. 24. და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი. 25. მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა. 26. გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 27. გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკვირველებათა შენთა. 28. მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა. 29. გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა შენითა შემიწყალე მე. 30. გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 31. შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ მე. 32. გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. 33. ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის. 34. გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. 35. მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე. 36. მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. 37. მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე. 38. დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან. 39. მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან. 40. ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. 41. და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა. 42. და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. 43. და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ. 44. და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 45. და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. 46. და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა. 47. და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად. 48. და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა. 49. მომახსენე სიტყუაი შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე. 50. ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე. 51. ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა გარდავიქციე. 52. მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. 53. ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს ჰსჯული შენი. 54. საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. 55. მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ ჰსჯული შენი. 56. ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე. 57. ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი. 58. ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა. 59. განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა. 60. განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. 61. საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე. 62. შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა. 63. შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. 64. წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე. 65. სიტკბოებაი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა. 66. სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე. 67. პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე. 68. ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 69. განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი. 70. შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე. 71. კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. 72. კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა. დიდებაი.

73. ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი. 74. მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 75. გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და შეჭმარიტად დამამდაბლე მე. 76. იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა. 77. მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. 78. ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა შენთა. 79. მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი. 80. იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე. 81. მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 82. მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე? 83. რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 84. რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან? 85. მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული შენი უფალო. 86. ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე. 87. წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. 88. წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. 89. უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი დაადგრების ცათა შინა. 90. და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი; დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს. 91. ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ. 92. არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. 93. უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. 94. შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. 95. მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ. 96. ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად. 97. რაბამად შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. 98. უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან. 99. უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა. 100. უფროის მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. 101. ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი. 102. სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე. 103. რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა! 104. მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზაი სიცრუვისაი. 105. სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ _ ალაგთა ჩემთა. 106. ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 107. დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა. 108. ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. 109. სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე. 110. დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. 111. დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. 112. მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა. 113. უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე. 114. შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. 115. მისდერკით ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. 116. შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა. 117. შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. 118. შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი. 119. გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი შენნი. 120. განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. 121. ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა. 122. შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. 123. მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა. 124. ჰყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. 125. მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი. 126. ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი. 127. ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; 128. ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე. 129. საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. 130. განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა. 131. პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდებაი.

132. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა. 133. სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი. 134. მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. 135. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 136. ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი. 137. მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი. 138. ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად. 139. განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა. 140. გამოხურვებულ არს სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. 141. ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 142. სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი _ ჭეშმარიტ. 143. ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. 144. სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე. 145. ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე. 146. ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი. 147. აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 148. აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. 149. ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე. 150. მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა შენსა განეშორნეს. 151. ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან. 152. დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. 153. იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე. 154. საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე. 155. შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს. 156. წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე. 157. მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე. 158. ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს, 159. იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. 160. დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 161. მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა. 162. ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი. 163. ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე. 164. შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა. 165. მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ. 166. ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ. 167. დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. 168. დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო. 169. მიეახლენ ლოცვაი ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე. 170. შევედინ შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე. 171. აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. 172. თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან. 173. იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. 174. მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო, და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. 175. ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე. 176. შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდებაი.

ალილუია, ფსალმუნი დავითისი, 109

1. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა. 2. კუერთხი ძლიერებისაი გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. 3. შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ. 4. ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. 5. უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი. 6. საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. 7. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს თავი.

ალილუია, 110

1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა. 2. დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; 3. აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. 4. სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. 5. საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი. 6. და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი. 7. საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, 8. განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. 9. ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. 10. დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.

ალილუია, წარწერისათვის ანგეასა და ზაქარიასა, ფსალმუნი 111

1. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად. 2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს. 3. დიდებაი და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. 4. გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ. 5. ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს. 6. სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. 7. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის. 8. განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი. 9. განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა. 10. ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს. დიდებაი.

ალილუია, 112

1. აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა. 2. იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე; 3. მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაი. 4. მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაი მისი. 5. ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ არს, 6. და მდაბალთა ხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 7. რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი. 8. რაითა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა; 9. რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.

ალილუია, 113

1. გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთაისა. 2. იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა. 3. ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. 4. მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი. 5. რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? 6. მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი? 7. პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, 8. რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი წყაროებად წყალთა. 9. ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაი წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. 10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 11. ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა. 12. კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი; 13. პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, 14. ყურ ასხენ და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ, 15. ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა. 16. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. 17. სახლი ისრაელისაი ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა. 18. სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა. 19. მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა. 20. უფალმან მომიხსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი. 21. აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა. 22. შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; 23. კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი. 24. ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა. 25. არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, 26. არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

ალილუია, 114

1. შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი. 2. რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას. 3. გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე: 4. უფალო, იხსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ. 5. დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 6. მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ. 7. რამეთუ იხსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან. 8. სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდებაი.

ალილუია, 115

1. მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. 2. და ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. 3. რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? 4. სასუმელი ცხორებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. 5. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 6. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი. 7. უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განხეთქენ საკრველნი ჩემნი. 8. შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა ვხადო. 9. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 10. ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ.

ალილუია, 116

1. უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი; 2. რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.

ალილუია, 117

1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 2. თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 3. თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 4. თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. 5. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. 6. უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან? 7. უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. 8. კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი კაცისა მიმართ; 9. კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი მთავართა მიმართ. 10. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ. 11. გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ; 12. მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ; 13. მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე. 14. ძალი ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. 15. ხმაი სიხარულისაი და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა: 16. მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. 17. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. 18. სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. 19. განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. 20. ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა. 21. აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 22. ლოდი, რომელი შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 23. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 24. ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. 25. უფალო, მაცხოვნე მე, უფალო, წარმიმართე მე. 26. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა; გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა. 27. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. 28. ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 29. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. დიდებაი.