6

     1.     თქმული მისივე, წმიდისა მამისა მაკარისი, თავი 6
    2.     ნეტარმან წინაწარმეტყუელმან ეზეკიელ იხილა ჩუენებაჲ და ხილვაჲ საღმრთოჲ დიდებული და დაწერა ხილვაჲ სავსჱ საიდუმლოჲთა, რამეთუ იხილა მან ვაკესა მას შინა, მდინარესა ზედა ქობრსა ეტლი ქერობინთაჲ, რომელსა აქუნდეს ოთხნი ცხოველნი სულიერნი.
    3.     და თითოეულსა ცხოველსა ესხნეს ოთხნი პირნი: ერთი პირი ლომისაჲ და ერთი პირი არწივისაჲ და ერთი პირი ზუარაკისაჲ და ერთი პირი კაცისაჲ. ოთხთავე კიდეთა ხედვიდეს.
    4.     და ფრთენი ყოველსავე პირსა თანა, რომელ არა იყო უკუანაჲ კერძი მათ თანა, არცა ზურგით კერძი, რამეთუ ზურგნი მათნი თუალითა სავსე იყვნეს და მუცელნი ეგრეთვე სავსჱ თუალებითა.
    5.     და არა იყო მათ თანა ადგილი, რომელსა არა იყო თუალები.
    6.     და ურმისთუალი ყოველსავე პირსა თანა.
    7.     ურმისთუალი ურმისთუალსა თანა და ურმისთუალთა მათ შინა იყო სული და ხილვაჲ ურმისთუალსა იყო ვითარცა ხილვაჲ თარშისაჲ.
    8.     და იხილა, ვითარცა მსგავსებაჲ საყდრისაჲ და მის ზედა მჯდომარჱ მსგავსებაჲ კაცისაჲ და ფერჴთა მისთა ქუეშე იყო საქმე საფირონისაჲ.
    9.     და ეტჳრთა ეტლთა მათ ქერაბინთა და ცხოველთა მათ ზედა მჯდომარე იგი მეუფჱ.
    10.     სადაჲთცა ენების სლვაჲ, ყოვლით კერძოვე ერთი პირი წინაჲთ არნ და ერთსა მას პირთაგანსა შეუდგიან სხუანიცა იგი პირნი და ურმისთუალნიცა.
    11.     და იხილა ქერაბინთა მათ ქუეშე, ვითარცა ჴელი კაცისაჲ, რომელსა ეტჳრთა და მოჰქონდეს.
    12.     და ესე, რომელი წინაწარმეტყუელმან იხილა, არსებით ჭეშმარიტ იყო და მტკიცე.
    13.     ხოლო მოესწავებოდა სხუაჲ რაჲმე „დაფარული და საღმრთოჲ საქმჱ“, „საიდუმლოსა, ჭეშმარიტად საუკუნითგან დაფარული“,
    14.     რომელი-იგი უკუანაჲსკნელ გამოცხადნა მოსლვითა უფლისაჲთა, და ხედვიდა საიდუმლოსა სულისასა, რომელსა ეგულებინ შეწყნარებაჲ უფლისა თჳსისაჲ და საყდარ მადლისა ყოფაჲ.
    15.     რამეთუ სული, რომელი ღირს იქმნას ზიარებად სულსა ნათლისა მისისასა და განბრწყინდეს შუენიერებითა გამოუთქუმელისა მის დიდებისა მისისაჲთა და განმზადოს თავი თჳსი საყდრად და საყოფლად მისა, და ყოვლით კერძოვე პირ და ყოვლადვე თუალ.
    16.     არარაჲ იპოვებინ მის შორის, რომელი არა სავსე არნ თუალითა სულიერითა ნათლისაჲთა. არარაჲ არნ მის შორის დაბნელებულ, არამედ ყოველი ყოვლით კერძოვე ნათელ და თუალ არნ და სულ და ყოველივე პირ არნ.
    17.     არარაჲ არნ მის შორის ზურგით კერძოჲ ადგილი, არამედ ყოველივე პირ არნ, რამეთუ ზის მის ზედა გამოუთქუმელი იგი შუენიერებაჲ ნათლისა ქრისტესისაჲ.
    18.     და ვითარცა მზჱ ყოველივე მსგავსი არს.
    19.     და არა არს მის თანა ადგილი ნაკლულევანი, ანუ უმეტესი, არცა უკუანაჲ ანუ წინაჲ, არამედ ყოვლითურთ დიდებულ არს ნათლითა. და ყოველივე ნათელ არს.
    20.     ანუ ვითარცა ნათელი იგი ცეცხლისაჲ ყოვლითურთ თჳსი მსგავსი არს და არა არს მის შორის წინაჲ ანუ უკანაჲ, უფროჲსი ანუ უმცროჲსი, ეგრეთვე სული წმიდაჲ.
    21.     რომელი განბრწყინდეს ნათლითა მით გამოუთქუმელითა პირისა ქრისტესისაჲთა და ეზიაროს ზიარებითა მით სულისა წმიდისაჲთა და ღირს იქმნას საყდარ და სამკჳდრელ ქრისტესა ყოფად ყოველი თუალ და პირ და ნათელ და დიდებაჲ და, ყოვლითურთ სულ იქმნების.
    22.     რამეთუ რომელი-იგი უტჳრთავს და ჰმოსია, იგი შეამკობს მას ესრეთ, ხოლო უფროჲსად ესრეთ ვთქუათ, ვითარმედ: რომელსა-იგი უტჳრთავს და ზე აქუს, იგი შეამკობს მას შუენიერებითა სულისაჲთა,
    23.     რამეთუ იტყჳს, „ვითარმედ ჴელი კაცისაჲ იყო ქერაბინთა ქუეშე“, რამეთუ იგი არს მას ზედა მჯდომარჱ და წარმმართებელი მათი და იგივე არს, რომელსა ქუეშე უტჳრთვან და აღუსუბუქებს მათ.
    24.     ხოლო ოთხნი იგი ცხოველნი, რომელთა ეტჳრთა ეტლები იგი, სახე არიან ოთხთა მათ მთავართა გულისსიტყუათა სულისათა.
    25.     და ვითარცა არწივი მთავარი არს მფრინველთაჲ და ლომი ველურთა მჴეცთაჲ და კუროჲ შინათა პირუტყუთაჲ და კაცი ყოველთავე მთავარი არს,
    26.     ეგრეთვე მეუფენი იგი გულისსიტყუათა სულისათანი, რომელ არიან ნებაჲ და სჳნდისი გონებაჲ და შემყუარებელი იგი ძალი სულისაჲ, რომლისაგან იქმნების სიყუარული.
    27.     და მათ მიერ ვალს სული და ამათ ზედა განისუენებს ღმერთი.
    28.     ხოლო სხუად სახედცა გულისჴმა-იყოფების ეტლი იგი ქერაბინთაჲ, რამეთუ სახე არს იგი შესაკრებელისა მის წმიდათაჲსა, რომელნი არიან ცათა შინა.
    29.     რამეთუ იგი არს ზედამჯდომელი იგი, და იგი არს კუალად საყდარი სულიერი საჯდომელი და განმსუენებელი თჳსი.
    30.     და ვითარცა მუნ იტყჳს, ვითარმედ ცხოველნი იგი იყვნეს მაღალნი და სავსენი თუალითა და ვერვინ შემძლებელ იყო რიცხჳსა ანუ სიმაღლისა ცნობაჲ,
    31.     რამეთუ ესე სხჳსა არავის და მიცემულ არს ცნობაჲ, რამეთუ ესე არავისდა მიცემულ არს ცნობად, და ვითარცა ვარსკულავთა ცისათა ხილვაჲ ყოველთადა მიცემულ არს, რომელთა ასხენ თუალნი,
    32.     ხოლო აღრიცხვაჲ მათი შეუძლებელ არს, და მცენარეთა ქუეყანისათა მიღებაჲ ყოველთადა მიცემულ არს, ხოლო რიცხჳსა მათისა ცნობაჲ შეუძლებელ არს,
    33.     ეგრეთვე კრებულსა მას ზეცისა წმიდათასა შესლვაჲ მიცემულ არს მათდა, რომელთა ჰნებავს ღწოლაჲ, ხოლო ცნობაჲ რიცხჳსა თავისად თჳსისა თავისადა ოდენ განუჩენია.
    34.     ხოლო იტჳრთვის ზედამჯდომარე იგი ეტლისა მის მიერ და საყდრისა მის თუალთა მათ ცხოველთა, ესე იგი არს, გინა თუ თითოეულისა სულისა მიერ, რომელი იქმნა საყდარ მისა და არნ იგი ყოველი თუალ და ნათელ,
    35.     გინა თუ ყოვლისაგანვე გუამისა შესაკრებელისა წმიდათაჲსა, რომელი-იგი არს ნათელ და თუალ, რამეთუ ზის მათ ზედა უფალი და ჰმართებს მათ ძალითა სულისა თჳსისაჲთა და, მან უწყის, უძღჳს მათ.
    36.     და ვითარცა ცხოველნი იგი სულიერნი არა ვიდოდეს, ვითარცა ჰნებავნ მათ, არამედ ვიდრეცა ენების ზედამჯდომელსა მას, ეგრეთვე ესენი, ვიდრეცა ენების მას და ჰმართებდეს სულითა თჳსითა, მუნ ვლენ, და კრებულნი იგი წმიდათანი არა ვლენ, ვიდრეცა ენებოს.
    37.     და კუალად ჴორცნი აქა იყვნიან, ხოლო სულისა გონებითა მით ზეცისაჲთა ზეცას უძღჳს.
    38.     და კუალად ოდეს ენებოს, მოვალს გუამად და ოდეს ენებოს, კიდეთა ქუეყანისათა გამოცხადებითა საიდუმლოჲთა უჩუენების.
    39.     ეჰა, საკჳრველი კეთილისაჲ მის და მხოლოჲსა უფლისაჲ.
    40.     ხოლო ეგრეთვე არს იქმნენ გუამნიცა მათნი აღდგომასა მას, რაჲთა სული ესრეთ პირველთაგანვე იდიდოს და შეეზაოს სულსა წმიდასა.
    41.     ხოლო რაჲთა არა გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ სულნი წმიდათანი ნათელსა ზეცისასა შეიმოსენ, ისმინე უფლისაჲ, რომელსა ეტყჳს მოციქულთა,
    42.     ვითარმედ: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“, რამეთუ მან ყვნა იგინი ნათელ და მათ მიერ ბრძანა განათლებაჲ სოფლისაჲ და კუალად იტყჳს: „არა აღანთიან სანთელი და დადგიან იგი ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობნ ყოველსავე კაცსა.
    43.     ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“.
    44.     ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ დაჰფარავთ, რომელი-ესე მიგიღებიან ჩემგან, არამედ მიეცით ყოველთავე, რომელთა ენებოს და ჰსუროდის.
    45.     და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ნათელი გუამისაჲ თუალი არს და, უკუეთუ თუალი შენი ნათელ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ არს, უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს, ბნელი იგი რაჲზომის“.
    46.     ვითარცა თუალნი არიან მნათობ გუამისა და უკუეთუ იგინი მრთელ იყვნენ, ყოველივე გუამი ნათელ იყოს, კულა იგინი დაბნელდენ, ყოველი გუამი ბნელ არს, ეგრეთვე მოციქულნი არიან თუალ და მნათობ ყოვლისავე სოფლისა.
    47.     და ამისთჳს ასწავებდა მათ მაცხოვარი, ვითარმედ: „უკუეთუ თქუენ ნათელ იყვნეთ, ყოველივე სოფელი განათლებად არს.
    48.     ხოლო უკუეთუ ეგე თქუენ, რომელი ნათელ ხართ, დაჰბნელდეთ, მაშა ბნელი იგი რაჲღა იქმნას, რომელ არს სოფელი“.
    49.     ამისთჳსცა ნათელ იყვნეს მოციქულნი და განანათლნეს ნათლითა მით სულიერითა ზეცისაჲთა გულნი მორწმუნეთანი, ვითარცა თჳთ იყვნეს.
    50.     და მარილ იყვნეს და დაამარილნეს გულნი მორწმუნეთანი მარილითა მით წმიდისა სულისაჲთა, ვითარცა უფალი ეტყოდა, ვითარმედ: „თქუენ ხართ მარილნი სოფლისანი“.
    51.     ხოლო სოფლად უწოდა სულთა კაცთასა.
    52.     ამისთჳსცა შეზავნეს მათ სულნი კაცთანი მარილითა მით სულისაჲთა და მოაქცინეს ფრიადისა მის სიმყრალისაგან და ყვნეს იგინი ულპოლველ.
    53.     რამეთუ ვითარცა ჴორცი უმარილოჲ მალე დალპის და იქმნის სავსე სიმყრალითა და ყოველნივე ივლტოდიან სიმყრალისა მისგან და მატლთა საჭმელ იქმნის იგი,
    54.     ხოლო რაჟამს მოვიდის მარილი, მეყსეულად ივლტოდიან მატლნი და განქარდის სიმყრალე იგი რამეთუ ბუნებაჲ მარილისაჲ აღმჴოცელ არს მატლთაჲ და უჩინომყოფელი სიმყრალისაჲ.
    55.     ეგრეთვე სული, რომელი შეეზაოს სულსა წმიდასა და არა აქუნდეს მარილი იგი სულიერი, რომელ არს ძალი ღმრთისაჲ, დალპების იგი და აღივსების სიმყრალითა ბოროტითა გულისიტყუათაჲთა ხოლო ბოროტთა მათ მატლთა დაიბუდიან მას შინა,
    56.     რომელ არიან სულნი იგი უკეთურნი და მუნ იშვებიან ძალნი იგი ბნელისანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შეყროდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“, რამეთუ იგინი შეშჭამენ და განჰხრწნიან სულთა.
    57.     ხოლო უკუეთუ მოიქცეს სული იგი ღმრთისა და სთხოვდეს სურვილით და სარწმუნოებით მარილსა მას ცხორებისასა,
    58.     კაცთმოყუარესა მას სულსა მაშინ მოვიდეს მარილი იგი ზეცისაჲ წარმწყმედელი და უჩინომყოფელი ბოროტთა მათ მატლთაჲ და სიმყრალისა მათისაჲ და განწმიდის იგი ძალითა თჳსითა და წარწყმიდნის ყოველნივე ბოროტნი და გულისსიტყუანი.
    59.     მაშინ იქმნის სული იგი საჴმარ ჭურჭელ მეუფისა მის ზეცისა.
    60.     ამისთჳსცა შჯულსა შინა სახედ და მომასწავებელად ამცნო ღმერთმან, რაჲთა მსხუერპლსა მას მარილითა დაჰმარილებენ.
    61.     ხოლო პირველად ცხოვარი იგი დაიკლის მღდელისა მიერ, მერმე დაიჭრის და დაიმარილის და ესრეთ დადვიან იგი ცეცხლსა ზედა.
    62.     უკუეთუ პირველად არა დაიკლის ცხოვარი იგი, არცა დაიმარილის, არცა შეიწირის ღმრთისა.
    63.     ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა ოდეს მოუჴდეს სული ჩუენი მღდელსა მას ზეცისასა, პირველად დაიკლას მის მიერ და მკუდარ იქმნას ცოდვისა მიმართ და განვიდეს მისგან უკეთურებაჲ.
    64.     ვითარცა სული გუამისაგან და ვითარცა ჴორცნი ვინაჲთგან განვიდეს სული მკუდარ არიან, და არღარა ცხოველ არიედ პირველითა მაცხოვარებითა, არცა ესმინ, არცა ვალნ,
    65.     ეგრეთვე ვინაჲთგან დაიკლას და მოაკუდინოს სული ჩუენი ჭეშმარიტმან მღდელთმოძღუარმან ქრისტე ძალითა მადლისა თჳსისაჲთა, მიერითგან მოკუდების იგი ცხორებისა მისგან ბოროტისა და არღარა ესმინ, ვერცა ზრახავს, არცაღა ვალს სიბნელესა შინა ცოდვათასა,
    66.     რამეთუ მადლითა ღმრთისაჲთა განვალს ცოდვაჲ და სიბოროტე მისგან, ვითარცა სული ჴორცთაგან, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ჩემდა სოფელი ჯუარცუმულ არს და მე სოფლისადა“.
    67.     რამეთუ სული, რომელი იყოფებოდის სოფელსა შინა და სიბნელესა ცოდვისასა და არა მომკუდარ იყოს მისგან, არამედ წუთ უკეთურებაჲ იგი მის თანა იყოს და ჰმორჩილობდეს მას, იგი არა არს ნათლისაჲ, არამედ არს იგი გუამი ბნელისაჲ და ნათელი ბნელისაჲ არს მის თანა.
    68.     ხოლო სულთა, თანა რომელთა იყოს სული იგი მადლისაჲ, რომელ არს ძალი წმიდისა სულისაჲ, მათ თანა არს ნაწილი იგი ნათლისაჲ.
    69.     ხოლო იტყჳან ვიეთნიმე ვითარმედ: „ვითარ უწოდოს სულსა გუამად ბნელისა, რომელ-იგი არა არს ბნელისათჳს დაბადებული?“
    70.     ისმინეთ ამისთჳს კეთილად: ვითარცა სამოსელი, რომელი გმოსიეს სხუასა შეუქმნია და შენ გმოსია და კუალად, ვითარცა სხუამან აღაშენის სახლი და შენ დაიმკჳდრი მას შინა,
    71.     ეგრეთვე ვინაჲთგან გარდაჰჴდა ადამ მცნებისაგან ღმრთისა და დაემორჩილა ეშმაკსა, მიერითგან მიჰყიდა თავი თჳსი ეშმაკსა და შეიმოსა ეშმაკმან სული, ვითარცა სამოსელი, კეთილი იგი და რჩეული ჭურჭელი, დაბადებული იგი ხატად ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს,
    72.     ვითარმედ: „განძარცუნა ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი ჯუარსა ზედა და განაქიქნა იგინი“, რამეთუ ამისთჳს განკაცნა უფალი, რაჲთა განაშიშულოს იგი და მოუღოს მას თჳსი ტაძარი, რომელ არს კაცი.
    73.     ამისთჳს ეწოდების სულსა გუამ ბნელისა, ვიდრემდის იყოს მის თანა ბნელი იგი ცოდვისაჲ, რამეთუ მუნ არს სიბოროტჱ იგი სიბნელისაჲ, ვითარცა მოციქული უწოდს გუამსა ამას ჩუენსა ჴორცად ცოდვისა და ჴორცად სიკუდილისა,
    74.     რამეთუ იტყჳს: „ვითარმედ განქარდენ ჴორცნი ესე ცოდვისანი“ და კუალად იტყჳს: ვინ მიჴსნას მე ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა?“.
    75.     ხოლო სული, რომელმან ირწმუნოს ღმერთი და მკუდარ იქმნას ცოდვისა მიმართ და მიიღოს ნათელი წმიდისა სულისაჲ, მიერითგან მარადის მუნ არნ გონებაჲ მისი,
    76.     რამეთუ შეპყრობილ არს ნათლითა მით ღმრთეებისაჲთა, რამეთუ სული კაცისაჲ არა ღმრთეებისა ბუნებისაგანი არს, არცა ბნელისა მის უკეთურებისაჲ,
    77.     არამედ თჳთ დაბადებული არს საცნაურ და შუენიერ და დიდი და საკჳრველ და მსაგავსება ღმრთისა და ურჩებითა შევიდა მის თანა სიბნელჱ ვნებათაჲ.
    78.     ხოლო აწ სული თჳსსა ნებასა ზედა არს: უკუეთუ მიიღოს ნათელი ღმრთისაჲ, მას შინა ცხონდების ყოვლითავე სათნოებითა და არს იგი განსუენებასა შინა.
    79.     კუალად უკუეთუ ბნელსა მას შინა ვნებათასა იყოფოდის, მას შინა ცხოველ არს ცოდვითა და სიბნელითა.
    80.     რამეთუ სულსა, რომელსა ენებოს, რაჲთა ცხოვნდეს ნათლითა მით და განსუენებითა საღმრთოჲთა, თანა-აც,
    81.     რაჲთა მოუჴდეს იგი ჭეშმარიტსა მას მღდელთმოძღუარსა ქრისტესა და დაიკლას მის მიერ და მოკუდეს სოფლისაგან და პირველისა მის ცხორებისაგან ბოროტისა და მიიცვალოს ცხორებად საღმრთოდ.
    82.     და ვითარცა მკუდარსა არა ესმინ არცა ჴმაჲ, არცა ზრახვაჲ კაცობრივი, არამედ მიიცვალების იგი სხუასა ადგილსა, სადა არა არიან ჴორცნი, არცა ზრახვანი კაცთანი, ეგრეთვე სული, რომელი მოკუდეს ქალაქსა მას შინა ცოდვისასა,
    83.     არღარა ესმის მას ჴმაჲ ბოროტთა გულისსიტყუათაჲ და არღარა იპოების მის შორის ამაოჲ წურთაჲ უკეთურებისაჲ, არცა აღძრვაჲ სულთა ბოროტთაჲ,
    84.     არამედ მიიცვალების იგი ქალაქსა მას მშჳდობისასა და სავსესა ნათლითა მით ღმრთეებისაჲთა და მუნ იყოფებინ და ესმინ ჴმაჲ, ჴმაჲ იგი საწადელი და მუნ არნ გონებაჲ მისი და მუნ იქმან საქმეთა სათნოებისათა, ღირსთა ღმრთისათა.
    85.     აწ, ძმანო, ვიღუწოთ რაჲთა დავიკლნეთ ჩუენცა, მის მიერ და მოვკუდეთ სოფლისა ამისგან ვნებათაჲსა რაჲთა მოკლას ჩუენ შორის სული იგი ცოდვისაჲ და გამოვიღოთ ჩუენ სული იგი ზეცისაჲ და მივიცვალნეთ სიბნელისაგან უკეთურებისა ნათლად ქრისტესა და ესრეთ განვისუენოთ უკუე.
    86.     რამეთუ ვითარცა სარბიელსა შინა ეტლთასა ცხენნი რბიან და წინაჲ იგი აყენებნ უკუანასა მას, რაჲთამცა არა წარჰჴდა მას, ეგრეთვე რბიან კაცთა შორის გულისსიტყუანი სულისანი და ცოდვისანიცა.
    87.     ხოლო უკეუთუ წინამოექცეს ცოდვაჲ, მიერითგან აყენებს სულსა, რაჲთა არღარა მიეახლოს ღმერთსა, რაჲთამცა ვერ მოიღო ძლევაჲ მის ზედა.
    88.     ხოლო სულსა, რომელსა ზედა ჯდეს უფალი და ეპყრნენ მას აღჳრნი მისნი, იგი სძლევს მას, რამეთუ უძღჳს იგი ეტლსა მას სულისასა კეთილად სიბრძნითა ზეცისაჲთა, რამეთუ არცა ებრძვის იგი ეშმაკსა, არამედ არს იგი მთავარ და ჴელმწიფე და მარადის ძლევაჲ მისი არს.
    89.     ხოლო ვითარცა ქერაბინნი ვლენან, არა სადა თჳთ ენებოს, არამედ სადაცა ენებოს ზედამჯდომელსა მას, რომელი-იგი ზის მათ ზედა და კუალად უტჳრთვან იგინი, რამეთუ წერილ არს,
    90.     ვითარმედ: „ჴელი კაცისაჲ იყო ქუეშე მათსა“, ეგრეთვე სულნი წმიდათანი, ვიდრეცა სულსა წმიდასა ენებოს ვლენან: და ოდესმე ცათა შინა და ოდესმე კიდეთა ქუეყანისათა და ოდესმე გუამთა შინა მათთა.
    91.     და ვიდრეცა ენებოს, მუნ ჰმსახურებენ, რამეთუ ვითარცა მფრინველისა ფერჴნი ფრთენი არიან, ეგრეთვე სულმან მან ზეცათამან ნათლისამან შეისხნის ფრთენი გულისსიტყუათანი და ღირსთა მათ სულთა, უძღჳს, ვითარცა თჳთ.
    92.     ხოლო შენ, რაჟამს გესმას ესე ყოველი, იცი უკუეთუ მოგიგია ესე ჭეშმარიტებით და საქმით სულსა შინა შენსა, რამეთუ ესე არა ამაო არიან, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით აღესრულებიან სულთა შინა ქრისტეანეთასა.
    93.     ხოლო უკუეთუ არა მიგიგიან კეთილნი ესე, მაშა თანა-გაც, რაჲთა იგლოვდე და სწუხდე მარადის, რამეთუ წუთ მკუდარ ხარ სოფლისა მისგან ცხოველთაჲსა და უცხო.
    94.     ვითარცა კრული და წყლული ღაღადებდ უფლისა მიმართ და ითხოვდი სარწმუნოებით, რაჲთა ღირს იქმნე ჭეშმარიტსა მას ცხორებასა.
    95.     რამეთუ ვითარცა რაჟამს დაჰბადა გუამი ესე ჴორცთა ჩუენთაჲ, არა მისცა მას, რაჲთამცა თჳსისა ბუნებისაგან, ანუ თჳსთა ჴორცთაგან აქუნდა ცხორებაჲ, საჭამადი, გინა სასუამადი, გინა სამოსელი, არამედ ყოველი განგებულებაჲ და ცხორებისა მისისა განგებაჲ გარეშეთ მოსცა მას.
    96.     და ჴორცნი ოდენ დაჰბადნა შიშუელნი, და თჳნიერ გარეშეთა ჴორცნი ვერ ცხოვნდებიან, რომელ არს საჭამადი, ანუ სასუამადი, ანუ სამოსელი.
    97.     ხოლო უკუეთუ თჳსსა ოდენ ბუნებასა ზედა ეგოს და გარეშე თჳსისა მის ბუნებისა არა იჴმაროს, განიხრწნების და წარწყმდების.
    98.     ეგრეთვე სული დაიბადა ღმრთისა მიერ ხატად თჳსად და ესრეთ განაგო, რაჲთა არა თჳსისა ბუნებისაგან აქუნდეს სულსა საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ, არამედ მისისა ღმრთეებისაგან და მისისა სულისაგან და მისისა ნათლისაგან აქუნდეს საზრდელი იგი ზეცისაჲ და სამოსელი სულიერი.
    99.     და ესე არს სულისა ჭეშმარიტი ცხორებაჲ.
    100.     და ვითარცა ჴორცთა ცხორებაჲ ქუეყანისაგან არს და თჳნიერ მისსა ვერ ცხონდებიან, ეგრეთვე სული, უკუეთუ წინაჲთგანვე ქუეყანასა მას შინა ცხოველთასა არა იყოს და მუნ აღიზარდოს სულიერად და აღორძნდეს სულისა მიერ წარმართებითა სათნოებათაჲთა
    101.     და შეიმოსოს ღმრთისაგან სამოსელი გამოუთქუმელისა და ზეცისა შუენიერებისაჲ და არა იყოს მის ბუნებისაგან თჳნიერ მის საზრდელისა განსუენებით ცხორებად ვერ შემძლებელ არს,
    102.     რამეთუ ბუნებასა მას საღმრთოსა აქუს პური ცხორებისაჲ, რომელმან-იგი თქუა: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“.
    103.     და აქუს ღჳნოჲცა, რომელ ჭეშმარიტად ახარებს გულსა კაცისასა.
    104.     და აქუს ზეთიცა, რომელ-იგი არს საცხებელი სიხარულისაჲ და მრავალსახე საზრდელი ზეცისაჲ სულიერი და სამოსელი ნათლისაჲ ზეცათაჲ, რომელ-იგი არნ სულისაგან ღმრთისა და ამას შინა არნ ცხორებაჲ სულისაჲ.
    105.     ვაჲ არს ჴორცთაჲ რაჟამს თჳსსა ოდენ ბუნებასა შინა ეგნენ, რამეთუ განიხრწნებიან და მოკუდებიან.
    106.     და ვაჲ არს სულისა მის, რომელი თჳსსა ოდენ ბუნებასა ზედა დგეს და საქმეთა თჳსთა ესვიდეს და არა აქუნდეს სულისა წმიდისა ზიარებაჲ, რამეთუ ეგევითარი მოკუდების და არა ღირს იქმნების ცხორებასა მას ღმრთეებისასა.
    107.     რამეთუ ვითარცა უძლური, რაჟამს მისწყდის სრულიად საჭამადსა და სასუამადსა, განსაწირავ არნ იგი რამეთუ ტიროდიან მის ზედა ყოველნივე მოყუარენი და თჳსნი მისნი,
    108.     ეგრეთვე სახედ არნ ღმერთი და ყოველნი ანგელოზნი მრავალნი სულსა ზედა, რომელი არა ეზიარებოდის საზრდელითა მით წმიდისა სულისაჲთა და იყოს უხრწნელებით.
    109.     ხოლო ესე ყოველი არა სიტყუანი ოდენ არიან, არამედ საქმე სულიერი, საქმე ჭეშმარიტებისაჲ, რომელი აღესრულების სულსა შინა მისსა ღირსსა და სარწმუნოსა.
    110.     ხოლო აწ უკუეთუ ქმნილ ხარ შენ საყდარ ღმრთისა და უკუეთუ ზის შენ ზედა ზეცათა იგი მეუფჱ და უკუეთუ იქმნა სული შენი ყოვლითურთ თუალ და ნათელ და უკუეთუ სუამ წყლისა მისგან საღმრთოჲსა და სულიერისა მისგან ღჳნისა,
    111.     რომელი ახარებს გულსა კაცისასა და უკუეთუ ჰმოსია სულსა შენსა სამოსელი გამოუთქუმელისა მის ნათლისაჲ, უკუეთუ ესე ყოველი შინაგანსა კაცსა მოუგია გულსავსებით, გიხაროდენ, რამეთუ გაქუს შენ ცხორებაჲ საუკუნოჲ და მიერითგან განისუენებს სული შენი უფლისა თანა.
    112.     ხოლო უკუეთუ ესე ყოველი ღმრთისაგან ჭეშმარიტებით არა მოგიგია, მაშა, ტიროდე და წუხდი და გოდებდი, რამეთუ ესევითარი საუკუნოჲ სიმდიდრე და ცხორებაჲ არა მოგიგია და ტკივილი გაქუნდინ მარადის სიგლახაკისათჳს სულისა.
    113.     და ევედრებოდე ღმერთსა, რამეთუ ბოროტსა სიგლახაკესა ცოდვისასა მდგომარე ხარ.
    114.     ხოლო ნეტარ, თუმცა ბარე ტკივილი ვის აქუნდა თჳსისა სიგლახაკისათჳს, და რაჲთა არა იყოს სრულიად უზრუნველობასა შინა, ვითარცა მაძღარი, რამეთუ რომელსა ტკივილ აქუნდეს და ევედრებოდის უფალსა მარადის,
    115.     ადრე ჰპოებს იგი გამოჴსნასა და სიმდიდრესა ზეცისასა, ვითარცა იტყჳს უფალი უსამართლოჲსა მის მსაჯულისათჳს სიცრუვისა და ქურივისა მისთჳს და თქუა: „რაჲზომ უფროჲს ყოს ღმერთმან საშჯელი მათი, რომელნი ღაღადებენ მისა მიმართ დღე და ღამჱ, მისთჳს ადრე“.
    116.     რამეთუ მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


7

     1.     თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისვე, თავი 7
    2.     სრულნი ქრისტეანენი, რომელნი მიწევნულ არიან საზომსა სისრულისასა და მიახლებულ არიან მეუფისადა, იგინი მარადის ჯუარსა თანა იესუსსა არიან, და ვითარცა წინაწარმეტყუელთა ზე საცხებელი იყო ყოველთა უპატიოსნეს
    3.     და მის მიერ იცხებოდეს მღდელნი, წინაწარმეტყუელნი და მეფენი, ეგრეთვე აწ სულიერნი იგი ცხებითა მით იქმნებიან ცხებულნი მადლისანი, რაჲთა იყვნენ იგინი მღდელ და წინაწარმეტყუელ საიდუმლოთა მათ ზეცისათა.
    4.     და ესენი არიან ძენი და უფალნი და ღმერთნი შეკრულნი და წარტყუენულნი ჯუარცუმულნი და განჩინებულნი.
    5.     რამეთუ არიან მრავალნი, რომელთა თანა არს მადლი იგი ღმრთისაჲ და განუსუენებს.
    6.     და არს უკეთურებაჲცა მათ შორის და ორნივე იგი სულნი ერთსა გულსა შინა არიან – ნათლისაჲ და ბნელისაჲ.
    7.     ვიცი, ძმაო, რამეთუ მე გეტყჳ, რომელსა-ეგე გესმის სიტყუაჲ ჩემი, ვითარმედ: „რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისაჲ ბნელისა თანა“, ანუ „რაჲ მიახლებაჲ არს ტაძრისაჲ ღმრთისაჲ კერპთა თანა“?
    8.     ხოლო მეცა მოგიგება შენ ვითარმედ, რაჲ ზიარებაჲ არს ბნელისაჲ ნათლისა თანა, ანუ წმიდაჲ იგი ნათელი ოდეს დაბნელდების, ანუ უბიწოჲ იგი ოდეს შეიცვალების იქმნების.
    9.     რამეთუ წერილ არს : „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩას და ბნელი იგი მას ვერ ეწია“.
    10.     ხოლო არა ჯერ-არს, რაჲთა ერთსახედ გულისჴმა-ვყოფდეთ საქმეთა, რამეთუ ვიეთნიმე ესრეთ განისუენებენ მადლითა ქრისტესითა, რომელ უძლიერეს იქმნებიან მათ თანა მყოფისა მის ცოდვისა
    11.     და აქუნდის ლოცვაჲ და განსუენებაჲ ფრიადი ღმრთისა მიმართ, სხჳსა ჟამისაებრ ებრძვიან გულისსიტყუანი შეგინებულნი და მოიპარავს მათ ცოდვაჲ არამედ იყვნიან იგინი მადლსა შინა ღმრთისასა.
    12.     ხოლო გამოუცდელნი იგი, რაჟამს მცირედცა მოვიდის მათ თანა მადლი, ჰგონებდიან, ვითარმედ არღარა არს რომელსა ცოდვაჲ.
    13.     არამედ რომელთა აქუს მეცნიერებაჲ, იგინი ვერ იკადრებენ თქუმად, თუ – „არა არს ჩუენ თანა ბრძოლაჲ ბოროტთა გულისსიტყუათაჲ“, დაღაცათუ მადლი იგი მათ თანა იყოს.
    14.     რამეთუ ვპოენით ვიეთნიმე ძმანი, რომელთა ესეზომი მადლი აქუნდა, ვიდრემდის იტყოდეს ხუთსა და ექუსსაცა წელსა, ვითარმედ: „განჴმა სრულიად გულისთქუმაჲ“.
    15.     და შემდგომად ამისა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ სრულიად თავისუფალ არიან, მაშინ დამალულნი იგი ბოროტნი ზედა აღუდგეს, და ვიეთმე მათგანთა უცხო-უჩნდა და იტყოდეს, ვითარმედ: „ეგოდენთა ჟამთა შემდგომად აღსდექით ჩემ ზედა, ჵ ბოროტნო?!“
    16.     ხოლო ვერვინ მეცნიერთაგანი იკადრებს თქუმად, თუ ვინაჲთგან მადლი ჩემ თანა არს, განთავისუფლებულ ვარ მე ცოდვისაგან, რამეთუ ორნივე იგი ერთსა გონებასა შინა არიან: მადლი ღმრთისაჲ და ცოდვაჲ.
    17.     ხოლო გამოუცდელნი, მცირედი მადლი რაჟამს მიიღონ, ჰგონებენ, ვითარმედ გჳძლევია ვნებათა და ქრისტეანე ვართ.
    18.     ხოლო მე ვიტყჳ ვითარმედ: ესრეთ არიან საქმენი ესე, ვითარცა ოდეს იყოფვის ცათა შინა მზჱ წმიდაჲ და არა არნ მის ზედა ღრუბელი, და ჰაერი ბნელი და დააბნელის ბრწყინვალებაჲ იგი მისი,
    19.     ეგრეთვე არიან, რომელნი არა სრულიად განწმედილ იყვნენ და იყვნენ მადლსა შინა ღმრთისასა და იყვნენ იგინი ბნელსა შინა ცოდვისასა და არა კეთილსა შინა,
    20.     არამედ გულისსიტყუანი და აღძრვანი მათნი ღმრთისა მიმართვე იყვნიან, ვითარცა მზე ღრუბელთა შინა: დაღაცათუ ვერ ბრწყინავს, არამედ იგი მზე არს.
    21.     ხოლო კუალად, რომელნი იყვნენ სიღრმესა მას კეთილისასა, იგინიცა მონა და მორჩილ არიან ბოროტთა მათ გულისსიტყუათა.
    22.     ხოლო ფრიადი განკითხვაჲ უჴმს კაცსა, რაჲთა გულისჴმა-ყოს კეთილად სახჱ ესე სიტყუათა ჩემთაჲ.
    23.     არამედ გეტყჳ შენ, ვითარმედ მოციქულნიცა, რომელთა თანა იყო სრულიად ნუგეშინისმცემელი იგი, არა იყვნეს უზრუნველ, არამედ სიხარულსა მას თანა იყო შიშიცა მადლისა მიერ და არა კერძისა მიერ უკეთურებისა, რამეთუ მადლი იგი ჰფარვიდა მათ, რაჲთა სადაჲთ მიდრკენ.
    24.     და ვითარცა რაჲ ყრმამან მცირემან, მიამთხჳის რაჲმე ქვითა მცირითა ზღუდესა დიდსა და, ვერარაჲ ავნის მას, ანუ ვითარცა ისარი უძლურისაჲ, ვერარას ავნებს ჯაჭუსა მტკიცესა, არამედ სიფიცხლითა მისითა უკუღმართვე შეიქცის,
    25.     ეგრეთვე უკეთურისა იგი კერძი ვერას ავნებდა მათ, რამეთუ ემოსა ძალი იგი ქრისტესი სრულიად იყვნეს იგინი სრულ და აქუნდა თავისუფლებისა იგი ჴელმწიფებაჲ, რაჲთა იქმოდინ სიმართლესა.
    26.     რამეთუ ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ შემდგომად მადლისა მოვალს სულსა ზედა უზრუნველობაჲო.
    27.     ხოლო ღმერთი სრულთაგანცა ეძიებს ნებასა სულისასა მსახურებად სულისა, რომელნი შეერთნენ და პატივ-სცენ მას.
    28.     და მოციქული იტყჳს: „სულიმცა ნუ დაივსების“.
    29.     ხოლო მათ შორის ვიეთმე არა უნდა დამძიმებაჲ, არამედ თავთა თჳსთა კმა-ეყოფოდეს.
    30.     სხუანი აღიღებდეს ერისკაცთაგან და გლახაკთა განუყოფდეს.
    31.     და ესე მის საზომისა უზეშთაეს არს.
    32.     და რომელთამე აქუს მადლი იგი და თჳსთა თავთა ზრუნვენ, თუ ვითარ სათნო ეყვნენ ღმერთსა.
    33.     ხოლო სხუანი ისწრაფიან, რაჲთა სხუათაცა სულთა არგონ და ფრიადსა ჭირსა თავს-იდებენ მათთჳს.
    34.     და ესენი კუალად მათსა უზეშთაეს არიან და.
    35.     სხუათა ჰნებავს, რაჲთა პატივსცემდეს კაცნი და რაჲთა აჩუენეს, ვითარმედ ქრისტესნი არიან.
    36.     ხოლო სხუანი ისწრაფიან, რაჲთა დაფარნენ თავნი მათნი კაცთაგან.
    37.     და ესენი მათსა უზეშთაეს არიან.
    38.     სხუათა აქუს მადლი ღმრთისაჲ და სახელისა მისისათჳს მისცემენ ჴორცთა მათთა ვნებად.
    39.     კუალად ესენი ფრიად დიდ არიან.იგინიცა ვითარმედ სისრულესაცა შინა იპოების უზეშთაესი გონებათაჲ ღმრთისა მიმართ ნებისაგან ბუნებითისა?
    40.     ხოლო ვითარცა გლახაკმან ვინმე იხილის ძილსა შინა თავი თჳსი მდიდრად, ვითარმცა ემოსა სამოსელი ბრწყინვალჱ და აღეძარცუა უნდოჲ იგი სამოსელი თჳსი რაჲ სიხარულისაგან აღდგის და იხილის თავი თჳსი სიგლახაკესავე მას შინა,
    41.     ეგრეთვე რომელნი სიტყუათა სულიერთა იტყოდინ, დაღაცათუ ეგონოს, ვითარმედ ჭეშმარიტსა იტყჳან და არა აქუნდეს საქმჱ სიტყუათა მათთა გულსავსებით და ძალითა გონებათა შინა, იგინი საუცარსა შინა არიან.
    42.     და ვითარცა დედაკაცი, რომელსა ემოსის სამოსელი ბრწყინვალჱ და დგის იგი სამეძვოსა შინა და არაწმიდებასა, ეგრეთვე ესენი არიან,
    43.     რამეთუ არიან გულნი მათნი სულთა არაწმიდათა სამეძვო და მათ ჰნებავს სიმართლისათჳს ზრახვაჲ და ჭეშმარიტებასა მას საქმეთასა ყოვლადვე არა მიწდომილ არიან.
    44.     რამეთუ ვითარცა შეუძლებელ არს თევზისა ცხორებაჲ თჳნიერ წყლისა, ანუ კაცისა სლვაჲ თჳნიერ ფერჴთა, ანუ ხედვაჲ თჳნიერ თუალთა, ანუ ზრახვაჲ თჳნიერ ენისა, ანუ სმენაჲ თჳნიერ ყურთა,
    45.     ეგრეთვე, უკუეთუ არა იყოს კაცისა თანა იესუ და ძალი იგი საღმრთოჲ, შეუძლებელ არს ცნობაჲ საიდუმლოჲ სიბრძნისა ღმრთისაჲ, ანუ განმდიდრებაჲ სულთა, ანუ ქრისტეანე-ყოფაჲ.
    46.     არამედ იგი არიან მჴედარნი იგი მჴნენი და მოყუარენი ღმრთისანი შინაგანი იგი კაცი წარემართების მადლითა ღმრთისაჲთა.
    47.     რამეთუ ბრძენნი იგი წარმართნი სიტყჳთა ისწავლიან და სიტყჳს-გებასა მოიგებენ, ხოლო მონანი ღმრთისანი უსწავლელ არიან სიტყჳთა და იხარებენ მადლსა ზედა ღმრთისასა და მოიგებენ იგინი ღმრთისმოშიშებასა და სიმართლესა.
    48.     ხოლო აწ განსაჯე, ვინ უკეთეს და უშუენიერეს არიან: რომელნი სიტყუათა და ზღაპრობითა ესვიდენ, ანუ რომელნი ჭეშმარიტებისა საქმეთა ესვიდენ ძალითა ღმრთისაჲთა, რამეთუ წერილი იტყჳს, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ არა სიტყჳთა არს, არამედ ძალითა და საქმეთა“.
    49.     და სიტყჳთ თქუმაჲ საქმისაჲ ადვილ არს.
    50.     რამეთუ ადვილ არს თქუმაჲ, თუ „პური ესე იფქლისაჲ არს“.
    51.     ხოლო თჳთოსახედ აღსრულებაჲ მისი არა ადვილ არს და იგი არს ჭეშმარიტი და საქმჱ გამოცდილთაჲ.
    52.     ეგრეთვე უბნობაჲ უვნებელობისა და სიმართლისა და სისრულისათჳს ადვილ არს, ხოლო გამოცდილებით მიწევნაჲ საქმესა მას სისრულისასა მცირედთაჲ არს.
    53.     და სახარებაჲ განცხადებულად გუასწავებს, თუ ვითარ ვინ იქმნას მოყუარე მეუფისა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ნუ განრისხნები, უკუეთუ ვინმე გცეს მარჯუენესა ყურიმალს შენსა და, მიუპყარ მას მეორეცა“ და შემდგომი ამისი.
    54.     ხოლო მოციქული წულილ-წულილად გუასწავებს, ვითარ ჯერ-არს მოთმინებაჲ, ანუ თუ ვითარ მოიგებვის.
    55.     და პირველად ვითარცა ჩჩჳლსა სძესა გუაწოვებს და, რაჲთა ესრეთ მოვიდეთ სისრულედ.
    56.     ხოლო სხუად სახედ ვთქუა, ვითარმცა სახარებაჲ იტყოდა, ვითარმედ: „ჰქმენით სამოსელი სრული მატყლისაგან“.
    57.     ხოლო მოციქული გუასწავებს, თუ ვითარ არს დაქუსვაჲ და დაწყებაჲ და მოქსოვაჲ მისი.
    58.     რომელნიცა სიტყუათა სულიერთა იტყოდინ და არა იქმოდიან, მსგავს არიან იგინი კაცსა, რომელი ვალნ სიცხესა დიდსა ვაკესა შინა უდაბნოსა
    59.     და ფრიადისა წყურილისაგან გამოსახავნ გონებასა შინა თჳსსა წყაროსა რასმე გრილსა, ჰამოსა და ტკბილსა, რომლისაგან გამოდინ წყალი ბრწყინვალჱ და ვითარმცა სუმიდა მისგან, ხოლო მისნი ბაგენი გარდამეტებულისა წყურილისაგან გამჴმარ იყვნიან და შემწუარ.
    60.     კუალად მსგავს არიან კაცსა, რომელსა არაოდეს ეხილვოს გემოჲ თაფლისაჲ და მოუთხრობნ სხუათა სიტკბოებასა მისსა.
    61.     ეგრეთვე არიან, რომელნი იტყოდიან სისრულისათჳს და უვნებელობისა და მათ არაჲ ექმნას მისგანი, რამეთუ არა ესრეთ არს ჭეშმარიტებაჲ, ვითარ– იგი იტყჳან.
    62.     და უკუეთუ მოსცეს მას ღმერთმან გულისჴმის-ყოფაჲ მცირედი, მაშინ ცნას, რამეთუ არა ჭეშმარიტსა იტყოდა, არამედ სხუებრ იტყოდა იგი და სხუებრ განაგო სულმან წმიდამან.
    63.     რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტეანობაჲ საზრდელი არს სულისაჲ და სანოვაგე ჰამოჲ და რაჲზომცა ვინ მიიღებდეს მისგან, უფროჲსად მოესურვების მისთჳს და იქმნების გონებაჲ იგი უძღებ.
    64.     და ვითარცა უკუეთუ ვინმე მისცეს კაცსა წყურიელსა სასუმელი გულისსათქუმული და ჰამოჲ, ხოლო მან მიიღოს იგი არა ოდენ წყურილისათჳს, არამედ სიტკბოებისათჳსცა მისისა და სურვილისა სუამნ მას, ეგრეთვე განუძღებელ არს სიტკბოებაჲ სულისა წმიდისაჲ.
    65.     ხოლო ამას ყოველსა არა სიტყჳთა ოდენ გულისჴმა-ვჰყოფთ, არამედ საქმენი არიან სულისა წმიდისანი, რომელნი ფარულად გონებასა შინა ღირსთასა აღესრულებიან.
    66.     ხოლო არიან ვიეთნიმე, რომელნი განშორებულ არიან სიძვისა და პარვისაგან და სხუათა ესევითართა საქმეთაგან და ჰგონებენ, ვითარმედ წმიდა არიან იგინი.
    67.     არამედ არა თუ ვითარცა მათ ჰგონია, ესრეთ იყომცა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უკეთურებაჲ და ცოდვაჲ ჯერეთ გარეგანსა შინა მათსა არს.
    68.     ხოლო წმიდაჲ იგი არს, რომელსა წმიდა ჰყოფდა შინაგანი კაცი.
    69.     გარნა სადა იყოს ჭეშმარიტებაჲ, მუნ წარმოვარდების ბრძოლაჲ ცთომისაჲ, რამეთუ ისწრაფის, რაჲთამცა დაფარა ჭეშმარიტებაჲ.
    70.     ვითარცა ჰურიათა თანა, რაჟამს იყო მაშინ მღდელობაჲ და სული წმიდაჲ და, მისივე ნათესავისაგან იდევნებოდეს მონანი ღმრთისანი,
    71.     ხოლო აწ ვინაჲთგან კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო და განეშორა სული წმიდაჲ საკურთხეველისა მისგან შჯულისა და მივიდა წარმართთა ეკლესიად,
    72.     კუალად თჳსთაგანვე იდევნებიან მორწმუნენი და იწამებიანცა ღმრთისმოყუარენი, რამეთუ ჭეშმარიტებასა უკუეთუ წინააღმდგომნი არა ესხნენ, არა გამოჩნდების.
    73.     ხოლო არიან ვიეთგანნიმე ძმათა შორისცა, რომელთა ფრიადნი ნიჭნი უტჳრთვან, არამედ ფრიადი კრძალულებაჲ უჴმს, რაჲთა არა დაეცნენ.
    74.     რამეთუ ერთი ძმაჲ წარიტყუენა ოდესმე, ვითარცა შეპყრობილი ვიეთგანმე, ძალისა მისგან საღმრთოჲსა და მიიტაცა და იხილა ზეცისა ქალაქი იერუსალჱმი და მუნნი იგი ხატნი ნათლისანი და ნათელი უზომოჲ.
    75.     და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: „ესე არს ადგილი იგი განსასუენებელი მართალთაჲ“.
    76.     და ამას ზედა აღზუავნა მცირედ და ეგონა, ვითარმედ მისთჳს ითქუა სიტყუაჲ იგი და მიერითგან იპოვა იგი უფსკრულთა შინა და სიღრმესაცა ცოდვისასა და ბევრეულთა ბოროტთა შინა.
    77.     ხოლო უკუეთუ შინაგანი იგი დაეცა, ვითარ შემძლებელ არს გარეგანი იგი თქუმად,: „მარხვითა და უცხოებითა და მოწყალებითა წმიდა ვარ“.
    78.     რამეთუ არა საჩინოთა მათ ბოროტთაგან განყენებაჲ არს სისრულე, არამედ შინაგანისა მის გონებისა სისრულე განწმენდაჲ.
    79.     შევედ შენ, ჵ კაცო, გულისჴმის-ყოფითა გულისსიტყუათა შენთაჲთა გონებასა შინა შენსა, ტყუესა მას და მონასა ცოდვისასა და იხილე უღრმესი იგი გონებისაჲ და უშინაგანესი ადგილი, რომელ არიან საუნჯენი სულისანი, და მუნ ჰპოო გუელი იგი დამკჳდრებული და დაბუდებული,
    80.     რომელი-იგი მომაკუდინებელი არს სულისა შენისაჲთა, რამეთუ უფსკრული მიუწდომელი არს გული კაცისაჲ.
    81.     და უკუეთუ გუელი იგი მოგიკლავს და უკუეთუ უშჯულოებაჲ და ყოველივე არაწმიდაჲ წარგიდევნია შენგან, მაშა, იქადოდე უფლისა მიერ.
    82.     ხოლო უკუეთუ ესე ყოველი არა მოგიგია, მაშა, დამდაბლდი, ვითარცა გლახაკი და ცოდვილი და მოუჴედ უფალსა და ევედრებოდე საიდუმლოთა შენთათჳს, რამეთუ ყოველივე ძუელი და ახალი წერილი და მოციქულნი და თჳთ უფალი სიწმიდესა გუასწავებენ.
    83.     და ყოველსა კაცსა გინა თუ ჰურიასა, გინა თუ წარმართსა უყუარს სიწმიდჱ, დაღაცათუ ვერ მოიგებენ მას.
    84.     ხოლო თანა-გაც, რაჲთა გამოიძიო, თუ ვითარ ანუ რომლითა სახითა მოვალს სიწმიდე გულისაჲ და ჰპოო, რამეთუ სხჳთა არარაჲთა იქმნების, არამედ ძალითა ოდენ იესუსითა, რომელი-იგი ჩუენთჳს ჯუარს ეცუა, რამეთუ იგი არს გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ.................
    85.     რამეთუ ვითარცა კაცი სიმდიდრისმოყუარე არა განძღების ყოვლადვე შეკრებითა საჴმართაჲთა, არამედ რაჲზომცა შეჰკრებნ, უფროჲსად განდიდნებინ სიყუარული იგი მისი საჴმართა მიმართ, და ვითარცა კაცი წყურიელი,
    86.     რაჲ სუამან სასუმელსა ტკბილსა და მოსწყჳდის მისგან ვინმე მალჱ, მაშინღა აღაგზნის უფროჲსად წყურილი მისი და გულისთქუმაჲ, ეგრეთვე, რომელმან იხილოს გემოჲ სიტკბოებისა ღმრთისაჲ, ვერ განძღების ყოვლადვე.
    87.     არამედ რაჲზომცა მდიდარ იყოს, უფროჲსღა გლახაკად შეურაცხია თავი თჳსი და რაჲზომცა მიიღებდეს სიტკბოებასა მას, უფროჲსად მოემშევის და მოეწყურების მას მისა მიმართ.
    88.     ეგევითარნი იგი ქრისტეანენი არა პატივსცემენ სულთა თჳსსა, არამედ ვითარცა შეურაცხნი არიან წინაშე ღმრთისა და ვითარცა მონანი ყოველთა კაცთანი.
    89.     არამედ ფრიად განისუენებს ღმერთი ეგევითარსა მას გულსა ზედა სიმდაბლისათჳს მისისა, რამეთუ „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლსა“.
    90.     ამისთჳსცა, ძმანო, ნუმცა ვინ ზუაობთ თავთა თჳსთა ზედა, ვითარმცა იყო რაჲმე, ანუ აქუნდა რაჲმე, რამეთუ სიმაღლჱ და ამპარტავანებაჲ საძაგელ არიან წინაშე ღმრთისა.
    91.     და იხილე, რამეთუ სიმაღლემან გამოიყვანა ადამ სამოთხით რამეთუ, ესმა ვითარმედ: „იყვნეთ თქუენ, ვითარცა ღმერთნი“, და აღზუავნა სასოებასა მას ზედა ამოსა.
    92.     და ამისთჳს სძაგს ფრიად ღმერთსა ამპარტავანებაჲ.
    93.     ხოლო კუალად გულისჴმა-ყავ, ვითარ ღმერთმან და მეუფემან და ძემან ღმრთისამან „დაიმდაბლა თავი თჳსი და ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ვითარ დაგლახაკნა მდიდარი იგი და თავს-იდვა გინებაჲ, ნერწყუვაჲ და ყურიმლის-ცემაჲ, ჯუარცუმაჲ და სიკუდილი.
    94.     ხოლო უკუეთუ ღმერთი ესრეთ დამდაბლდა, მაშა შენ, რომელსა-ეგე ჴორცნი სისხლნი გმოსიან და ხარ შენ მიწა და ნაცარი და ყოვლითურთ საძაგელება და არაწმიდება, ვითარ იკადრებ ზუაობად და სიქადულად ფრიად?
    95.     რამეთუ უკუეთუმცა იყავ შენ ბრძენ, რომელი-ეგე უფალსა მოუცემია, მაგისთჳსცამცა იტყოდე, ვითარმედ: „უფალმან მომცა ესე და არა არს ესე ჩემი, არამედ უცხო არს ბუნებისაგან ჩემისა და მასვე ოდეს ენებოს, აღიღებს მას ჩემგან“.
    96.     და ესრეთ, უკუეთუ რაჲმე კეთილი შეგემთხჳოს, ჰმადლობდი ღმერთსა.
    97.     ხოლო უკუეთუ ბოროტი რაჲმე იპოოს შენ თანა, თავსა თჳსსა აბრალებდი და თქუ, ვითარმედ: „მე ვარ ცოდვილი, რომელმან განვარისხე უფალი“.


8

     1.     თქუმული მისივე, თავი 8
    2.     ვითარცა კაცი მდიდარი სოფელსა შინა, რომელსა აქუნ სიმდიდრე და საუნჯენი დაფარულნი და სიმდიდრითა მით თჳსითა ყოველივე, რაჲცა ენების სოფლისა საქმჱ, ადვილად მოიგის,
    3.     ეგრეთვე, რომელნი ითხოვდენ ღმრთისაგან და პოონ ზეცისა იგი სულისა წმიდისა საუნჯე და მოიგონ თჳთ უფალი გულთა შინა მათთა, რომელი განანათლებდეს მით ყოვლითავე სიმართლითა სათნოებათაჲთა,
    4.     მიერითგან ყოველსავე მონაგებსა კეთილსა მცნებათა ღმრთისათა ადრე ჰპოებენ საუნჯისა მის მიერ მათ თანა დამკჳდრებულისა, რომელ არს ქრისტჱ.
    5.     და მის მიერ უმეტესსა დიდებასა მოიგებენ და ყოველსავე სიმართლესა სათნოებათასა აღასრულებენ სასოებითა მით სულისა მის საუნჯისაჲთა, რომელ არს მათ შორის, ვითარცა მოციქული იტყჳს,: „გუაქუს ჩუენ საუნჯე ესე კეცის ჭურებითა“.
    6.     ესე იგი არს, რაჲთა, ვიდრეღა ჴორცთა შინა ვართ, მოვიგოთ განმწმედელი იგი ძალი სულისაჲ.
    7.     და კუალად იტყჳს: „რომელი-იგი გუექმნა ჩუენ სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე და სიწმიდე და გამოჴსნაჲ“ და ესრეთ,
    8.     რომელმან პოოს საუნჯე იგი ზეცისაჲ და მოიგოს გულსა შინა თჳსსა, ყოველსავე სახესა სათნოებათასა უბიწოდ და კეთილად მოიგებს და აღასრულებს მას უმანკოდ და ადვილად.
    9.     ხოლო აწ ვევედრნეთ ჩუენცა უფალსა და ვითხოოთ მისგან, რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ სულიერი იგი საუნჯჱ და ესრეთ ვიქცეოდით მცნებათა შინა მისთა უბიწოდ და წმიდად.
    10.     და აღვასრულოთ სრულიად ყოველივე სიმართლჱ სულისაჲ საუნჯისა მის მიერ ზეცათაჲსა, რომელ არს ქრისტჱ.
    11.     რამეთუ ვითარცა გლახაკი სოფელსა შინა, რომელსა არცა თუ პური აქუნდეს, რაჲთამცა განძღა, ვერცა რას შემძლებელ არს მოგებად სიგლახაკისა მისგან მისისა, დაღაცათუ ენებოს,
    12.     ხოლო მდიდარი, ვითარცა პირველ ვთქუ, რაჲცა ენებოს, ადვილად მოიგებს, ეგრეთვე სული, ვიდრემდის იყოს შიშუელ და ოჴერ ზიარებისა მისგან წმიდისა სულისა და სიგლახაკესა მას მწარისა ცოდვისასა,
    13.     დაღაცათუ ენებოს, ვერვე აღასრულებს ნაყოფსა მას სიმართლისასა სულიერსა, უკუეთუ არა მოიღოს პირველად ზიარებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ.
    14.     ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა აიძულებდეს კაცი თავსა თჳსსა ვედრებასა შინა ღმრთისასა, რაჲთა ღირს იქმნას საუნჯესა მას სულისასა და მიერითგან აღასრულებდეს ყოველსა ადვილად,
    15.     რომელსა-იგი პირველად ჭირითა და შრომითაცა ვერ აღასრულებდა, რამეთუ შიშუელ იყო და იგი ზიარებისაგან წმიდისა სულისა, და ვითარმცა მოიგო მან ნაყოფი სულიერი თჳნიერ საუნჯისა სულიერისა.
    16.     სულმან, რომელმან პოვის უფალი სარწმუნოებით ძიებითა და მოღუაწებითა მრავლითა, იგი ყოველსავე ნაყოფსა სულიერსა ადრე მოიგებს და ყოველთა მცნებათა სულისა წმიდისათა ადვილად აღასრულებს წმიდად და უბიწოდ მის თანა და მის მიერ.
    17.     კუალად სხუაჲ სახჱ ვიჴმაროთ: ვითარცა კაცი მდიდარი, რომელმან ყვის სერი და მოუწოდის მოყუარეთა თჳსთა და წარმოუდგის მათ ტაბლაჲ სავსე სანოვაგითა მრავალფერითა და წარაგის საუნჯისაგან თჳსისა ფრიად და არა ეშინინ,
    18.     თუ ნუუკუჱ დაელიოს საუნჯე იგი მისი, რამეთუ აქუს მას სიმდიდრჱ დიდი და ესრეთ მრავალასახითა სათნოებითა განახარის მეპურისტენი იგი.
    19.     ხოლო რომელი იყოს გლახაკ და ნაკლულევან, მან, უკუეთუ ინებოს ვიეთიმე მოწოდებაჲ ყოველნივე ჭურჭელნი იგი ტაბლისა მისისანი სხუათაგან მოითხოვნის, და ვითარცა აღდგიან წოდებულნი იგი ტაბლისა მისისაგან ნაკლულევანისა,
    20.     მეყსეულად წარიღის თითოეულმან ჭურჭელი თჳსი და იგი დარჩის სიგლახაკესავე შინა თჳსსა, რამეთუ არა აქუნ თჳსი სიმდიდრჱ, რაჲთამცა მით იხარებდა, ეგრეთვე, რომელნი იყვნენ მდიდარ სულითა წმიდითა და აქუნდეს საუნჯჱ იგი ზეცისაჲ მათ შორის და ზიარებაჲ სულისაჲ,
    21.     უკუეთუ იტყოდიან ვიეთნიმე სიტყუასა სარგებელისასა, რაჲთამცა განარინეს სულნი მათნი, თჳსისა მის სიმდიდრისა და თჳსისა საუნჯისაგან ეტყჳნ და ახარეენ სულთა მათთა, რომელთა ესმინ სიტყუაჲ იგი სულიერი და არა ეშინის თუ ნუუკუჱ დააკლდების მათ რაჲ,
    22.     რამეთუ აქუს მათ სულიერი იგი და ზეცისა საუნჯე მათ შორის, რომლისაგან ახარებენ სულიერთა მათ მეინაჴეთა.
    23.     ხოლო რომელი–იგი იყოს გლახაკ და არა მოეგოს სიმდიდრე იგი ქრისტესი და არცა აქუნდეს წყაროჲ იგი სულიერი სულსა შინა მისსა, რომლისაგან გამოვიდეს ყოველივე კეთილი სიტყუაჲ და საქმჱ და მოგონებაჲ საღმრთოჲ და საიდუმლონი გამოუთქუმელნი, და ენებოს,
    24.     რაჲთამცა მანცა თქუა სიტყუაჲ სარგებელისაჲ, ვითარცა ჯერ-არს, და განანათლნამცა მსმენელნი იგი და არა მოეგოს მას საქმით და ჭეშმარიტებით სიტყუაჲ ღმრთისაჲ,
    25.     არამედ ოდენ იჴმარებნ სიტყუათა თითოეულისა წიგნისაგან, ანუ ასმიედ მამათაგან სულიერთა და მას მოუთხრობნ და ახარის მათ და მიიხუნიან სიტყუანი იგი მისნი.
    26.     და შემდგომად თქუმისა მისისა თითოეული სიტყუაჲ წარვიდის, სადაჲთაცა მოვიდა, ხოლო დარჩის გლახაკ და შიშუელ, რამეთუ არა აქუნ შინაგან საუნჯე სულისაჲ, რომლისაგანმცა პირველად თჳთ იხარებდა და ეგრეთმცა ახარებდა სხუათა.
    27.     ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა პირველად ვითხოოთ ღმრთისაგან სარწმუნოებით და ტკივილითა გულისაჲთა და მჴურვალითა ცრემლითა, რაჲთა მოგუცეს თჳსი იგი ჭეშმარიტი სიმდიდრჱ,
    28.     საუნჯე იგი ქრისტესი, ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა ესრეთ ჩუენცა ვპოოთ პირველად თავთა ჩუენთა შორის სარგებელი და ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელ არს უფალი.
    29.     მაშინღა შემძლებელ ვიქმნეთ სხუათაცა რგებად, რაჟამს იყოს ქრისტჱ ჩუენ შორის დამკჳდრებულ და მისგან გამოვიდოდის ყოველივე სიტყუაჲ სულიერი და საიდუმლოჲ ზეცისაჲ.
    30.     რამეთუ ესრეთ ჯერ-იჩინა სახიერებამან მაცხოვარისამან, რაჲთა დაემკჳდროს ყოველსავე მორწმუნესა თანა და რომელსა უყუარდეს იგი და ეძიებდის მას,
    31.     რამეთუ თჳთ იტყჳს: „რომელსა მე უყუარდე, შეყუარებულ იქმნას იგი მამისა მიერ ჩემისა და შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“.
    32.     კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეთ მე და მამაჲ ჩემი და მის თანა სავანე-ვყოთ“.
    33.     ხოლო ყოველნივე საქმენი მადლისანი დიდთა საზომთანი არიან, რომელნი-იგი ახლოს იყვნეს სისრულესა, რამეთუ პირველთქუმუნლნი ესე მადლნი მრავალჟამ აღესრულებიან მათ შორის და დაუცხრომელადცა მათ თანა იყვნიან და მადლითი მადლად იცვალებინ სული იგი.
    34.     ხოლო ოდეს სისრულესა მიიწიოს და შეეყოს სრულიად სულსა წმიდასა და განწმინდეს ვნებათაგან სრულიად და შეეყოს ნუგეშინისმცემელსა სულისასა,
    35.     რაჟამს-იგი მშჳნვიერი იქმნის სულიერ, მიერითგან იქმნების იგი ყოვლითურთ ნათლად და ყოვლითურთ სულ და სიხარულ და განსუენება და სიყუარული და იქმნის სული იგი სათნოებათა შინა ძალითა სულისა წმიდისაჲთა.
    36.     და ვითარცა ქვასა, მდებარესა ზღუასა შინა ყოვლითურთ წყალი ჰმოსია, ეგრეთვე ესევითარნი სულნი ყოვლითურთ სათნობითა შემკულ არიან
    37.     და ესრეთ მიემსაგავსებიან ქრისტესა და ნაყოფთა მათთა ყოველნივე ხედვენ, რამეთუ იგინი შინაგან წმიდა და უბიწო არიან, გარეგანმცა ვითარ არაწმიდად აქუნდეს?
    38.     არამედ მარადის წინაშე ყოველთასა ნაყოფნი იგი წმიდისა სულისანი ბრწყინვენ.
    39.     ხოლო აწ, ძმანო, ჩუენცა ვევედრნეთ უფალსა და მოვიგოთ სარწმუნოებაჲ და სიყუარული და სასოებაჲ დიდი, რომელმან მოგუცეს მადლი იგი ზეცისაჲ და ნიჭი ს წმიდისა სულისაჲ,
    40.     რაჲთა იგი სული წარმიძღუეს ჩუენ ყოველსავე ნებასა ღმრთისასა და განგჳსუენოს ჩუენ განსუენებითა მისითა, რაჲთა ეგევითარითა მით მადლითა მივსწუთეთ სისრულესა მას სავსებისა ქრისტესასა, ვითარცა მოციქული იტყჳს: „რაჲთა აღვივსნეთ ყოვლითავე სავსებითა ქრისტესითა“.
    41.     და კუალად იტყჳს: „მივეწინეთ ყოველნი კაცსა სრულსა საზომსა ჰასაკისა სავსებისა ქრისტესსა“.
    42.     რამეთუ უფალმან აღუთქუა ყოველთავე მორწმუნეთა თჳსთა, რომელნი ჭეშმარიტებით ევედრებიან მას, რაჲთა მისცეს მათ გამოუთქუმელი იგი სულისა წმიდისა ზიარებაჲ.
    43.     ამისთჳსცა ჯერ-არს, რაჲთა სულითა და ჴორცითა შეუვრდეთ უფალსა და მისა განვაწესნეთ თავნი ჩუენნი და შეუდგეთ ქრისტესა და წმიდა ჯუარსა მისსა, რაჲთა ესრეთ ღირს ვიქმნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა და ვიქმნნეთ ღირს უფლისა ჩუენისა,
    44.     რომელი-იგი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა და მოკუდა, რაჲთა ჩუენ განგუათავისუფლნეს მონებისაგან ცოდვისა და მკჳდრ-მყვნეს სასუფეველსა მისსა საუკუნესა ყოველთა წმიდათა მისთა თანა,
    45.     რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე, ძალი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


9

     1.     თქუმული მისივე, წმიდისა მამისა მაკარისი, თავი 9
    2.     შევალს ვინმე მოდრეკად მუჴლთა და გული მისი აღივსების ძალითა საღმრთოჲთა და იხარებს სული მისი უფლისა თანა, ვითარცა სძალი სიძისა თანა,
    3.     მსგავსად სიტყჳსა მისა ესაია წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს: „ვითარმედ იხარებნ სიძე სძალსა თანა, ესრეთ იხარებდეს უფალი შენ თანა“.
    4.     და მრავალგზის უცალო არს იგი ყოველსავე დღესა შინა და ერთსა ჟამსა მისცემს თავსა თჳსსა ლოცვად და ლოცვასა მას შინა აღიტაცების შინაგანი კაცი და შევალს სიღრმესა მიუწთომელსა მის საუკუნოჲსასა სიჰამოვნითა მრავლითა, ვიდრემდის უცხოდ უჩნ გონებასა საქმე იგი,
    5.     რამეთუ არს ყოვლით კერძოვე განტეხილ და აღტაცებულ და მას ჟამსა დაჰვიწყდების ყოველივე საქმჱ ქუეყანისაჲ,
    6.     რამეთუ აღივსების გონებაჲ მისი და წარიტყუენვის საქმეთა მიმართ საღმრთოთა და ზეცისათა დაუსრულებელთა ძალთა და მიუწდომელთა, რომელნი არა ითარგმნებიან პირითა კაცთაჲთა.
    7.     ვიდრეღა ილოცავნ ჟამსა მას და იტყჳნ: „ნეტარ თუმცა წარვიდა სული ჩემი ლოცვასა ამას თანა?“
    8.     კითხვაჲ: ყოვლადვე შევალსა სული ესევითართა საქმეთა?
    9.     მიგებაჲ: მადლი იგი მოუკლებელ არს და შეუძრველ და განფუვნებულ არს სიჩჩოჲთგან.
    10.     და არს იგი, ვითარცა ბუნებითი რაჲმე და აღორძინებულ არს და არა ერთ არს მადლი იგი, არამედ მრავალ.
    11.     ვითარცა უნდეს, ეგრეთცა განაგებს საქმეთა კაცისათა უმჯობესისათჳს.......................
    12.     გარნა რომელი-იგი შევიდა ჟამსა ოდესმე საზომსა სისრულისასა და იხილა გემოჲ და აქუს გამოცდილებაჲ მის საუკუნოჲსაჲ, მან იცის ყოველივე.
    13.     გარნა წუთ ვერვინ ვპოე სრული ქრისტეანჱ ანუ თავისუფალი, არამედ მრავალგზის განისუენებს ვინმე მადლსა მას ზედა და შევალს საიდუმლოთა შინა და ჩუენებათა და სიჰამოვნესა ფრიადსა მადლისასა და ცოდვაჲ წუთის შინაგან არს.
    14.     ხოლო ესენი გარდამატებულისა მის მადლისაგან და ნათლისა მის, რომელ არს მათ შორის, აგონებენ, ვითარმედ თავისუფალ და სრულ არიან.
    15.     და სცთებიან იგი გამოუცდელობისაგან, რამეთუ აქუს მათ შეწევნაჲ იგი მადლისაჲ, ხოლო ჯერეთ ვერ ვპოვე აზნაურებასა შინა, რამეთუ მე მცირედთა ჟამთა რომელთამე შევედ მას საზომსა და ვიცი შეტყუებაჲ, თუ ვითარ იქმნების კაცი სრული.
    16.     კითხვაჲ: გჳთხარ, თუ შენ რომელსა საზომსა ხარ?
    17.     მიგებაჲ: შემდგომად სასწაულისა ჯუარისასა აწ მადლი ესრეთ იქმნების: მშჳდობასა ჰყოფს წმიდათა შორის ასოთა გულისათა, ვიდრემდის სული იგი ფრიადისა სიხარულისაგან ჩანს,
    18.     ვითარცა ყრმაჲ უმანკოჲ და წრფელი და არღარა განიკითხავს კაცი იგი არავის, არცა ჰურიასა, არცა წარმართსა, არცა ცოდვილსა, არცა ერისკაცსა,
    19.     არამედ შინაგანი იგი კაცი წმიდითა თუალითა ხედავნ ყოველსავე და უხარინ კაცსა მას ყოველსავე სოფელსა ზედა და უნებნ ყოველთა თაყუანის-ცემაჲ და უყუარან ყოველნივე გინა თუ ჰურიანი, გინა თუ წარმართნი.
    20.     სხუასა ჟამსა, ვითარცა ძჱ მეფისაჲ, ეგრეთ მიენდვების ძესა ღმრთისასა, ვითარცა მამასა და განეხუმიან მას კარნი და შევალს შინაგან მრავალთა სავანეთა და რაჲზომცა შევალს.
    21.     და რაჲთა სიტყუად ვთქუათ, ასთა სავანეთაგან შევალს კუალად ასოთა სხუათა და განმდიდრდების იგი.
    22.     და რაჲზომცა განმდიდრდებოდის იგი, სხუანი უაღრესნი და უსაკჳრველესნი საქმენი ეჩუენებიან მას და ერწმუნებიან მას, ვითარცა ძესა და მკჳდრსა, საქმენი, რომელნი ვერ შესაძლებელ არიან თქუმად ბუნებისაგან კაცობრივისა, არცა სათარგმანებელ არიან ენითა და პირითა.
    23.     სხუასა ჟამსა ვითარცა მოხუცებული ღმრთისაჲ ფრიადისა სიყუარულისა მისისაგან, რომელი აქუს მისა მიმართ, იწყებს ვედრებად ღმრთისა სოფლისათჳს, რაჲთა ცხოვნდეს ყოველივე ადამიანი,
    24.     რამეთუ იწუების სიყუარულისაგან ღმრთისა და ჰნებავს ყოველთავე ცხორებაჲ და ისწავლის სიტყუასა ცხორებისასა და სასუფეველს უქადებს ქრისტესა და მოუთხრობს,
    25.     რაჲზომცა შესაძლებელ იყოს სმენად საიდუმლოთა მათ საღმრთოთა ზეცისათა დაუსრულებელისა მის საუკუნოჲსა, გამოუთქუმელისა მის და მიუწდომელისა.
    26.     სხუასა ჟამსა აღიჭურვის ყოვლითკერძოვე კაცი იგი და მიიღებს მჴედრობათა ზეცისასა სულითა წმიდითა.
    27.     და იწყებს ჴოცად განწყობილებსა მას მტერთასა და დასცემს მუნ მძორებსა მრავალთა მოკლულთასა.
    28.     სხუასა ჟამსა შეეწევის სულსა მას და იხარებენ ურთიერთას უფალი და სული იგი, და კაცი იგი არს დიდსა სიხარულსა და ნათელსა უფლისა მიმართ და ძმათა მიმართ და ლამპარი იგი ნათლისაჲ მარადის იწუების დღე და ღამე.
    29.     არამედ განგებულებით ყოვლითურთ კაცი იგი ვერ განთავისუფლებულ არს, კაცი იგი ყოვლითურთ არს წმიდა.
    30.     და კუალად ვთქუა, ვითარმედ არა არს იგი, ვითარცა ჯერ-არს.
    31.     გარნა კულა შუა კედელი იგი განკუეთილ არს და ძლეულ არს სიკუდილი.
    32.     ხოლო ოდესმე ლამპარი იგი უფროჲ განბრწყინდების და იწუების, ვიდრეღა ვერ შემძლებელ არნ კაცი იგი ტჳრთვად ბრწყინვალებასა მას და შუენიერებასა, არამედ არნ იგი, ვითარცა დაჴსნილი და კუალად ნათელი იგი ენთებიან,
    33.     არამედ მჭუნვარე იქმნის და ზედა ჰბურავნ საბურველი რაჲმე წინააღმდგომისა მის ძალისაჲ, ვითარცა ჰაერი რაჲმე თოვლიანი და ნისლიანი.
    34.     ამისთჳსცა იტყჳს ეგევითარი იგი კაცი, ვითარმედ არა ვარ ყოვლითურთ თავისუფალ.


10

     1.     თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 10
    2.     სიტყუაჲ იგი სასუფეველისაჲ, რომელი იქადაგების შვილთა მიმართ იქადაგების, და ითქუმის იგი, ვითარცა უფალი იტყჳს: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოთა სასუფეველისათაჲ, ხოლო სხუათა მათ იგავითა“.
    3.     და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს: „სადა არს საიდუმლოჲ სახლისა ჩემისაჲ, გარნა არა თუ ძეთა შორის ჩემთა“.
    4.     ხოლო აწ რაჟამს გუესმოდის სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და ვცრემლოოდით და ვტიროდით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დავრჩეთ ცრემლთა და ტირილთა შინა ჩუენსა, არამედ სასმენელითა ჩუენითა, ვითარცა ჯერ-არს ვისმინოთ ჭეშმარიტებაჲ და ვწუხდეთ და ვტიროდით მას და ვიხილოთ ნებაჲ ღმრთისაჲ!
    5.     ეგრეთვე ვქმნეთ იგი.
    6.     რაჲთა არა სხუანი ყურნი და სხუანი თუალნი და სხუაჲ ტირილი და სხუაჲ გონებაჲ და სხუაჲ სული.
    7.     ესე არს საღმრთოჲ იგი და ზეცისაჲ სული, რომელი ისმენს და ტირს და ილოცავს და უწყის და იქმს ნებასა ღმრთისასა ჭეშმარიტებით.
    8.     რამეთუ მოციქულთა უფალი რაჟამს აღუთქუმიდა დიდთა მათ ნიჭთა, ესრეთ ეტყოდა: „მე წავალ და მოგივლინო თქუენ ნუგეშინისმცემელი იგი“, „რომელ არს სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს“, რაჲთა თქუენ თანა იყოს უკუნისამდე.
    9.     მან გასწაოს თქუენ ყოველივე..............
    10.     რამეთუ სული იგი უძღოდა მათ ყოველსავე ჭეშმარიტებასა და იგი მთავრობდა და მეუფებდა სულთა ზედა მათთა.
    11.     ხოლო აწ ეგრეთვე ჩუენცა, რაჟამს გუესმოდის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ვტიროდით, მაშინ ვევედრნეთ ღმერთსა და მოველოდით შეუორგულებელითა გულითა სულსა მას ჭეშმარიტებისასა, რომელი ისმენს და ილოცავს ნებისაებრ ღმრთისა,
    12.     რამეთუ თჳსნი იგი სულისა თჳსსა შუენიერებანი და ნაყოფნი კეთილნი – ლოცვაჲ, გინა თუ ტირილი, ანუ სიყუარული, ანუ მორჩილებაჲ, ანუ სარწმუნოებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე სახჱ სათნოებისაჲ,
    13.     რაჟამს შეერთოს და ეზიაროს ზიარებასა მას თანა სულისა წმიდისასა, მაშინ ვითარცა საკუმეველი რაჟამს ცეცხლსა შთავარდეს, ეგრეთვე გამოაცხადებს სურნელებასა თჳსსა, მაშინ არნ ჭეშმარიტად სლვაჲ ჩუენი ნებისაებრ უფლისა ღმრთისა,
    14.     მაშინ ყოველივე საქმჱ ჩუენი სიწმიდით აღესრულების, რამეთუ თჳნიერ სულისა წმიდისა ნებასა ღმრთისასა ვერვინ გულისჴმა-ჰყოფს.
    15.     რამეთუ ვითარცა დედაკაცი უქორწინებელი, რომელი არნ თჳსაგან, თავისუფალი არნ იგი და ნებისაებრ თჳსისა იქმნ, რომელიცა-რაჲ სთნავნ, ხოლო რაჟამს იქორწინის და შეეყვის ქმარსა,
    16.     მიერითგან ნებასა ქუეშე და მეუფებასა მამაკაცისასა არნ და არღარა აქუნ ნებაჲ მისი, არამედ ჰმორჩილობნ ნებასა მისსა, ეგრეთვე სულსა აქუს თჳსი ნებაჲ და თჳსნი შჯულნი და თჳსნი საქმენი.
    17.     ხოლო რაჟამს ღირს იქმნას ზიარებად ზეცისა სიძესა ქრისტესა, მიერითგან მას ჰმორჩილობს და არა იქმნ ნებასა თჳსსა, არამედ ნებასა თჳსისა სიძისა ქრისტესა.
    18.     უკუეთუ კულა იყოს იგი ურჩ და სიტყუას-უგებდეს და არა იქმოდის ნებასა მისსა და არცა შეუდგეს შჯულსა მისსა, ვერ ზიარ იქმნების იგი მადლსა მას სიძისა თჳსისასა, რამეთუ ვითარცა შჯულისმდებელი მოსე იტყჳს,
    19.     ვითარმედ: „უკუეთუ იყოს იგი ურჩ და სიტყუას-უგებდეს ქმარსა თჳსსა, რაჲთა დაისხნეს ორნივე ჴელნი თჳსნი პირსა ზედა მისსა და ესრეთ განაძოს იგი სახლისა თჳსისაგან“, ეგრეთვე სული იგი ურჩი განიძების სახლისაგან მამისა ზეცათაჲსა, ვითარცა უჴმარი.
    20.     და ვითარცა სოფელსა ამას შინა რაჟამს შეეყოფოდის სძალი სიძესა, სიხარული დიდი არნ და მხიარულებაჲ და დღესასაწაულობაჲ სახლსა შინა მათსა და ყოველნი საუნჯენი მათნი განეხუნიან,
    21.     ეგრეთვე რაჟამს ღირს იქმნას სული შეყოფად ზეცისა მეუფესა ქრისტესა, სიხარული არნ ცათა შინა და ყოველნივე სულიერნი და ზეცისა კეთილნი სახლსა მას შინა გუამისასა დაიუნჯებიან.
    22.     რამეთუ სახლი ზეცისა მის სიძისა და სძლისა სულისაჲ გუამი არს.
    23.     მუნ არიან რჩულნი სულისა ზეცათაჲსანი.
    24.     სადა-იგი შევალს დაფარული იგი და გამოუთქუმელი წმიდისა სულისა ზიარებაჲ, მუნ აღესრულებიან დღესასწაულნი და კრებანი ზეცისა ძალთანი მუნ დაიმარხვიან საუნჯენი იგი ზეცისა სიბრძნისანი დაფარულნი.....................
    25.     ხოლო შენ, რაჟამს გესმოდის საიდუმლოთათჳს სულიერთა, კრძალულებით და გულისჴმის–ყოფით ისმენდი და სარწმუნოებით შეიწყნარებდი, ვიდრემდე შენცა ღირს იქმნა მიწევნად ეგევითართა მათ საქმეთა.
    26.     მაშინ გამოიცადო და სცნა და იხილო თუალთა სულისაჲთა, თუ ვითართა კეთილთა, ანუ ვითართა საიდუმლოთა ღირს იქმნებიან აქაჲთვე სულნი ქრისტეანეთანი.
    27.     მას აღდგომასა ჴორცნიცა ღირს იქმნებიან ხილვად და ჴელითა შეპყრობად, რაჟამს.
    28.     ხოლო აწ იგავთაგან საჩინოდ და სახეთაგან ხილულთა ვიტყჳთ სულიერთა მათ საიდუმლოთა, რაჲთამცა გულსმოდგინე-ვყვენით სულნი იგი, რომელნი სარწმუნოებით ისმენდენ სიტყუასა ღმრთისასა, ესმოდის მათ კეთილთა აღთქუმანი,
    29.     რომელთა ღირს იქმნებიან აქაჲთვე სულნი ღირსთანი, მათცა ისწრაფონ და ჰრწმენეს ესევითართა მათ საიდუმლოთა ზიარ-ებად.
    30.     და იღუაწონ, რაჲთა პოვნენ იგინი.
    31.     რამეთუ უფალი, რაჟამს ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა, ესრეთ ეტყოდა მათ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, ხოლო მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.
    32.     მისაგებელად სიგლახაკისა თქუა სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ სული, რომელი იყოს გლახაკ, იგი ღირს იქმნების ქრისტეს სძალ-ყოფად და იგი დაიმკჳდრებს სასუფეველსა და იგი არს თჳთ უფალი და იგი არს კეთილ და შუენიერ და სათნო სიძესა მისისა ქრისტესა.
    33.     ხოლო სული, რომელი არა იყოს გლახაკ, არა სთნავს მას, რამეთუ არა არს იგი შუენიერ, არცა კეთილ, არამედ უშუერ და არა მსგავს არს მისა.
    34.     ხოლო ყოველსავე ზედა მსგავსსა შეეყოფის, ბოროტი – ბოროტსა და ხენეში – ხენეშსა.
    35.     რამეთუ ვერ შემძლებელ არს მეძავი წმიდისა თანა ყოფად, რამეთუ არა მსგავს არს მისა.
    36.     ვერცა უწესოჲ და უჴმარი შემძლებელ არს ყოფად წესიერისა და განკრძალულისა თანა, რამეთუ არა მსგავს არიან ერთმანერთსა.
    37.     არამედ მსგავსი მსგავსსა თანა შეეყოფვის: უჴმარი – უჴმარსა და კეთილი – კეთილსა, მეძავი – მეძავსა და წმიდაჲ – წმიდასა.
    38.     ეგრეთვე სული გლახაკი კეთილ არს და სათნო ქრისტესა და საჴმარ არს შესაყოფლად, რამეთუ ესე არს შუენიერებაჲ მისი ღირსმყოფელი, რაჲთა გლახაკ იყოს.
    39.     ხოლო სული გლახაკი იგი არს, რომელმან უწყოდის წყლულებაჲ თჳსი და იცოდის ბნელი იგი ვნებათაჲ, რომელი მოხუეულ არს მისდა და იცნობდეს მონებასა მას მისსა და საკრველთა მათ, რომლითა შეკრულ არს და ითხოვდეს უფლისაგან გამოჴსნასა და, რაჲთა ეკიდნენ ტკივილნი.
    40.     და მარადის ევედრებოდის ღმერთსა, რაჲთამცა ულხინა მას.
    41.     და რაჲთა არარასა ზედა ამის სოფლისასა უხაროდის და, არცა რას ზედა განისუენებდეს, არცა საუნჯეთა ზედა სამეუფოთა, არცა სიმდიდრესა ზედა, არცა რას სხუასა ზედა საშუებელსა,
    42.     არამედ რაჲთა კეთილსა მას ოდენ მკურნალსა ეძიებდეს და მის მიერ მოელოდის ლხინებასა და კურნებასა და ესვიდეს განსუენებასა.
    43.     ხოლო ვითარ კეთილ არს და შუენიერ და საჴმარ და სძალ ქრისტესა ყოფად სული იგი, რომელსა ჰქუნდინ წყლულებანი და ტკივილნი,
    44.     რამეთუ დაღაცათუ ცოდვისაგან არს იგი წყლულ და გუემისაგან ვნებათაჲსა არს იგი უშუერ, არამედ პირველისა მისისა სახისაგან, რომელსა ზედა დაიბადა, არს შუენიერ და კეთილ.
    45.     და მართლისა მის გულისჴმის-ყოფისა მისისაგან, რომელმან უწყის სიგლახაკე თჳსი და იცნობს წყლულებათა თჳსთა, თუ ვითარ მოიწყლა იგი ვნებათა მიერ, და ტკივილით ეძიებდეს მკურნალსა მას, რომელი შემძლებელ არს განკურნებად მისა და ამისთჳს არს იგი კეთილ და შუენიერ.
    46.     ხოლო ვნებათა იგი წყლულებანი, რომელნი უნებლიეთ ჰქონან და მას არა ჰნებავს და არცა შეეწევის მით, მას უფალი არა შეურაცხს უშჯულოებად.
    47.     რამეთუ იგი, რაჟამს მოვიდეს, განჰკურნებს მას და პირველსა მას შუენიერებასა მოიყვანებს, ოდენმცა იგი ნეფსით თჳსით ნუ ეზიარების ვნებათა, ნუცამცა იწურთის,
    48.     რომელნი-იგი ჰბრძვიან მას, არამედ ღაღადებდინ უფლისა მიმართ ყოვლითა გულითა, რაჲთა სულისა მიერ მისისა ღირს იქმნას განრომად ვნებათაგან.
    49.     ხოლო ნეტარ არს სული იგი, რომელსა ეკიდნენ ტკივილნი და არა რასა ზედა განისუენებდეს, არამედ მარადის კეთილსა მას ოდენ მკურნალსა ქრისტესა ეძიებდეს, რაჲთა მოხედნეს უფალმან ტკივილსა ზედა ძიებისა მისისასა და ადრე ყოს ძიებაჲ მისი.
    50.     ხოლო ვაჲ არს სულისა მის, რომელმან არა უწყნის წყლულებანი იგი თჳსნი, რომლითა მოწყლეს იგი ვნებათა, არამედ ეგონოს თავი თჳსი, ვითარმედ მთელ არს და არაჲ ბოროტი აქუს მას.
    51.     არამედ არს მდიდარ გულისჴმის-ყოფითა, გინა სიტყჳთა და არა უწყის მან სიგლახაკჱ თჳსი და სიბრმე და წყლულებაჲ, რამეთუ მკურნალი იგი არა მოვალს, რაჲთამცა განკურნა იგი.
    52.     ხოლო მას გონიეს, ვითარმედ სიმრთელესა შინა არს და არა რაჲ ბოროტი შჭირს მას.
    53.     რამეთუ ვითარცა მკურნალნი ამის სოფლისანი მარადის სნეულთა ჰკურნებენ და მრთელთა თანაწარჰჴდებიან, რამეთუ მათგან არარაჲ სარგებელი აქუს,
    54.     და კუალად, რომელთა ჰქონან ტკივილნი და წყლულებანი, იგინი ეძიებენ ტკივილით მკურნალსა, ეგრეთვე ქრისტჱ მოვიდა მათ ზედა, რომელნი სნეულებასა და უძლურებასა შინა არიან და იცნიან წყლულებანი მათნი, რომელნი ჰქონან ვნებათაგან.
    55.     და იგინი ეძიებენ მკურნალსა ყოვლითა გულითა მათითა .................
    56.     ხოლო მხოლოჲ იგი სახიერი მკურნალი სულთა ჩუენთა ცხორებასა მოანიჭებს, არა თუ სასყიდელსა ოდენ არა ითხოვს, არამედ გან-რაჲ-კურნის სული, მეყსეულად საზრდელითა სულიერითა გამოზრდის მას და განანათლებს ნათლითა
    57.     და შეამკობს მას ნათლითა სულისა წმიდისაჲთა და სამოსლითა ბრწყინვალითა ზეცისაჲთა და შეეყოფვის მას და შეიწყნარებს, ვითარცა სძალსა შუენიერსა და კეთილსა ზიარებითა სულისა წმიდისაჲთა.
    58.     და ამას იქმს უფალი სულთა თანა ყოველთა წმიდათა და კეთილთა, რომელთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ და გულსმოდგინებაჲ მართალი......................
    59.     ხოლო აწ მოვიდოდენ სძალნი იგი, რომელ არს სული, თჳსისა სიძისა მომართ უფლისა, საკუმეველითა კეთილითა საქმეთაჲთა.
    60.     არამედ ვითარცა პირველად ვთქუ, ვითარმედ საკუმეველი უკუეთუ არა შთავარდეს ცეცხლსა, არა გამოჩნდების სურნელებაჲ მისი მდიდრად,
    61.     ეგრეთვე უკუე კეთილნი იგი საქმენი სულისანი – ლოცვაჲ და ტირილი და მარხვაჲ ანუ მღჳძარებაჲ და სხუანი იგი საქმენი სათნოებათანი უკუეთუ არა შეეზავნენ ცეცხლსა მას სულისა ზეცათაჲსა,
    62.     არა გამოჩნდების ძალი იგი სურნელებისა სათნოებათა მისთაჲსა და არა სრულ იქმნებიან იგინი,
    63.     ვითარცა მოციქული იტყჳს: „ვითარმედ ქრისტეს სურნელებანი ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ“.
    64.     რამეთუ იკუმევის საკუმეველითა სული კეთილთა საქმეთა მიერ, რაჟამს-იგი აღენთის ცეცხლითა მით ზეცისაჲთა და იქმნენ სულად სულნელად.
    65.     ხოლო აწ ვითხოვდეთ ჩუენცა ცეცხლსა მას ზეცისასა,
    66.     რომელი-იგი მოვალს, დასწუავს და აჴურვებს დაუცადებელად სულთა სურვილითა მით ზეცისაჲთა და სიყუარულითა მით დაუცხრომელითა და შეუცვალებელითა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ......................


11

     1.     თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 11
    2.     კაცობრივი ბუნებაჲ ვინაჲთგან შევარდა ბრძანებასა ქუეშჱ რისხვისა ღმრთისაას ურჩებისათჳს პირველქმნულისა ადამისა და პირველისავე მისგან წმიდისა და უვნებელისა ცხორებისა დაეცა და უკეთურებასა ვნებათასა შეეყო და მათ მიერ უფლებულ იქმნა და ცთომითა ეშმაკისაჲთა
    3.     და მიერითგან ვერღარა შემძლებელ იქმნა განთავისუფლებად პირველისა მისგან სიბნელისა ვნებათაჲსა, ამისთჳს საჴმარ არს ძალისა მის საღმრთოჲსა მისსა შეყოფად, რაჲთა მის მიერ პოვოს ჴსნაჲ ვნებათაგან და შეწევნაჲ სათნოებათა ზედა.
    4.     და ესრეთ შემძლებელ იქმნეს მიწევნად პირველსა მას სიწმიდესა და მისცნეს უფალსა სიმართლისა იგი ნაყოფნი სრულად.
    5.     ამისთჳსცა იქმნა მოსლვაჲ უფლისაჲ, რომელმან პირველადვე განაგო მამათა მიერ და წინაწარმეტყუელთა, რაჲთა შეეწიოს უძლურებასა კაცთასა და სულითა თჳსითა ქმნნეს გულნი მორწმუნეთანი, რაჲთა შემძლებელ იქმნნენ ნაყოფთა მათ ზეცისათა მოგებად.
    6.     რაჲთა ვითარცა ხილულსა ამას ზედა თჳთოეულსა უკუეთუ უცხოჲ რაჲმე ბუნებაჲ არა შეეზაოს, ერთ სახედ თჳსაგან ვერარას შუენიერებასა აღასრულებს, არამედ არს იგი ყოვლადვე უშუერ და უჴმარ,
    7.     რამეთუ გამოუთქუმელმან ღმრთისა სიბრძნემან სახეთა და საიდუმლოთა მოასწავა ხილულთა ამით დაბადებულითა და ყოველსა თჳსაგან უშუერად გამოაჩინებს სახედ კაცობრივვისა ბუნებისა,
    8.     რომელი თჳსაგან ვერ შემძლებელ არს გამოჩინებად და აღსრულებად თჳსისა მის შუენიერებისა სათნოებათაჲსა თჳნიერ ძალისა მის საღმრთოჲსა.
    9.     აწ იგავით გამოვაცხადოთ სიტყუაჲ ესე ჩუენი: ქუეყანაჲ, უკუეთუ თჳთ ოდენ იყოს, შუენიერ არს იგი, უკუეთუ არა მიიღოს მუშაკთა მიერ ზრუნვაჲ და არა აღმოჰფხურნენ ყოველნივე ეკალნი და კუროჲსთავნი
    10.     და დასთესონ თესლი და მერმე შეიწყნაროს ზეცისა ცუარი და ესრეთ ჰაერთა მიერ და მზისა აღორძნდენ ნაყოფნი მისნი, ხოლო თჳთ თავით თჳსით ვერ შემძლებელ არს ნაყოფთა სრულთა გამოღებად.
    11.     ანუ ვითარცა სახლი, რომელსა აქუნ ყოველივე ნივთა მისი და შუენიერებაჲ ქუეყანისაგან და უჴმან მასცა ნათელი იგი მზისაჲ, და ვითარცა არა არს ბუნებისა მისისა,
    12.     რაჲთამცა შუენიერებაჲ და ყოველი სახეობაჲ ნათლისაჲ მისგან ოდენ აქუნდა, არამედ უჴმს სხუაჲცა ნივთი განშუენებად სახლისა მის, ეგრეთვე კაცობრივი ბუნებაჲ, ვინაჲთგან დაეცა ცოდვასა შინა ვნებათასა და მოუძლურდა სათნოებათაგან,
    13.     ვერღარა შემძლებელ არს თავისა თჳსისა შეწევნად და განრომად მძლავრებისა მისგან ვნებათასა, რაჲთამცა მისცნა ნაყოფნი სათნოებათანი სრულიად ზეცისა მეუფესა.
    14.     ამისთჳს სათნო იყო სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ფრიადითა სახიერებითა თჳსითა ჩუენთა ტკივილი იგი სულთა ჩუენთაჲ სულიერი, ესე იგი არს, სული ქრისტესი, რამეთუ ჩუენ დაბადებულნი ვართ, ხოლო იგი – დაუბადებელი,
    15.     რაჲთა მან თჳსითა ჴელოვნებითა განწმიდნეს გულნი მორწმუნეთანი, რომელთა მისცნენ ყოვლითა ნებითა მათითა თავნი მათნი ზეცისა მუშაკსა მას, რაჲთა შეიწყნარონ ზეცისა იგი ცუარი და ესრეთ შემძლებელ იქმნნენ მიღებად ნაყოფთა მათ სულისათა.
    16.     და ნაშობნი იგი სიმართლისანი მისცნენ მეუფესა მას ზეცათასა და მაშინ დაიმკჳდრონ ზეცისა იგი კურთხევაჲ.
    17.     რამეთუ მან სათნო-იყო სიმართლისა მის მზისა გამობრწყინვებაჲ, რომელი-იგი არა ჩუენისა ბუნებისაგანი არს დაბნელებულსა მას ვნებათა მიერ სულისა ჩუენისა სახლსა,
    18.     რაჲთა ესრეთ ბოროტი იგი სულისა ჩუენისა სიბნელჱ განვარდეს არსებისაგან კაცობრივისა და შუენიერებაჲ იგი სულისაჲ გამოუბრწყინდეს გამოჩინებითა სულიერისა მის და ზეცისა ნათლისაჲთა და ესრეთ შემძლებელ ვიქმნეთს ქონებად სამკაულისა მის და შუენიერებისა წმიდისა სულისა,
    19.     რაჟამს-იგი სიმართლისა მზჱ გამობრწყინდეს ჩუენ შორის, რომელი არა ჩუენისა ბუნებისაგანი არს, ვითარცა წერილ არს: „რაჲთა იქმნას თანაზიარ საღმრთოჲსა მის ბუნებისა“.
    20.     რამეთუ სული, ვინაჲთგან ცოდვასა შევარდა სულთა მათ მიერ უკეთურთა განფიცხნა და მწარე იქმნა და პირველისა მის ნეტარისა ცხორებისაგან უცხო იქმნა და, ვნებანი უკეთურებისანი კეთილისა მის ბუნებისა მისისა წილ მიიხუნა,
    21.     რომელთა-იგი ვერვინ შემძლებელ არს მისგან მიღებად და პირველსავე ცხორებასა მოყვანებად, თჳნიერ უცხოჲ იგი ბუნებისა ჩუენისა ძალი წმიდისა სულისაჲ რაჟამს მოვიდეს სულსა ზედა მორწმუნესა
    22.     და მან განაქარვოს ყოველივჱ სიფიცხლჱ და ზედამოსრული იგი ვნებაჲ და პირველსავე მას პატიოსნებასა სათნოებათასა მოიყვანოს.
    23.     რამეთუ ვითარცა ჟამსა ზამთრისასა სიმწარჱ იგი ფიცხელთა ქართაჲ ნეფხვანი იგი დიდნი ქუეყანისა ლბილსა ბუნებასა გარდააქცევს ყინულად და ეგრეთვე წყლისა ბუნებასა ამას ლბილსა ყინულთა ქვისა ბუნებად გარდააქცევს,
    24.     რამეთუ იხილეღა, ჟამსა მას ზამთრისასა მდინარენი ჩრდილოჲსა კერძისანი ვითარ ფიცხელისა ამის სიცივისაგან ქვისა ბუნებად გარდაიქცევიან, ვიდრემდის ვიდოდიან მას ზედა, ვითარცა ქუეყანასა ზედა ჴმელსა,
    25.     რამეთუ მას ჟამსა ვერცაღა თჳთ შემძლებელ არიან თჳსსავე ბუნებასა მოსლვად, ვერცა თუ შეკრბენ ყოველნი კაცნი ერთად, მოიყვანებენ რაჲთ ძალითა თჳსითა ბუნებასავე თჳსსა წყალთა მათ, რამეთუ შეცვალებულ იყვნიან იგინი ქვისა ბუნებად მეტისა მისგან ნეფხვისაგან.
    26.     და ვინმცა შემძლებელ იქმნა მოყვანებად მისა თჳსსა ბუნებასა თჳნიერ უცხოჲსა მის ძალისა, რომელ არს მზჱ, რომელი-იგი მოვალსა და ძალითა თჳსითა და დაადნობს ყოველსავე ყინელსა და მოიყვანებს თჳსსავე ბუნებასა სილბოსა.
    27.     ეგრეთვე კაცი, შთავარდა ცოდვასა პირველისა მცნებისა გარდასლვითა, შთავარდა იგი ბოროტსა ზამთარსა ბოროტთა მათ სულთასა და ყოველნი წინააღმდგომნი ქარნი უკეთურებისანი ქრიან სულსა შინა და ძალისა მის ბნელისა სიცივჱ შევიდა მას შინა
    28.     და გარდააქცია წმიდაჲ იგი და უბიწოჲ ლბილისა მისგან გულისა წესი სიფიცხლედ და ურჩებად მცნებათა ღმრთისათა და ყოვლისავე სათნოებისა შუენიერი იგი ბუნებაჲ გარდააქცია,
    29.     მწარედ და შეკრულად წესად და მარტივი იგი უმანკოჲ და გულისსათქუმელი წესი სულისაჲ გარდააქცია ბოროტად და სახედ წესად.
    30.     და ვის ძალ-უც მოყვანებაჲ თჳსსავე ბუნებასა წმიდასა მას და ლბილსა, რაჲთამცა ჭეშმარიტებით დაემორჩილა შჯულსა უფლისასა თჳნიერ უცხოჲსა მის ბუნებისა ჩუენისაგან, რომელი არს მზჱ იგი სიმართლისაჲ ქრისტე უფალი,
    31.     და გამობრწყინდეს იგი ჩუენ შორის და ნათლისა მისისა წმიდითა მით ბრწყინვალებითა და მან თჳსისა მის ცეცხლისა მჴურვალებითა დაადნოს სიფიცხლე იგი უკეთურებისაჲ
    32.     და მოიყვანოს პირველსავე მას კეთილსა ბუნებასა სული იგი მორწმუნე, რომელსა მიეცეს თავი თჳსი სრულიად უფლისადა.
    33.     და უკუეთუ კაცმან არა მისცეს სრულიად ნებაჲ თჳსი უფალსა და შეჰვედროს მას ყოვლითავე გულითა თავი თჳსი, ვერ ჰპოებს იგი გამოჴსნასა მას ესევითარსა..........................
    34.     რამეთუ რაჟამს კაცი განეშოროს თჳსთა მშობელთა და მოყუარეთა და მეგობართა და მონაგებთაგან, შეკრებისა და ჩვეულებისაგან ბოროტთა ვნებათა და იღუაწოს და სძლოს წინააღმდგომსა,
    35.     რამეთუ ესენიცა ბრძოლანი არიან, მაშინ შეიკრიბოს თჳსი ბუნებაჲ მსახურებად უფლისა, და გამოიწულილოს თავი თჳსი და იხილოს შინაგან სულსა თჳსსა შინა ბრძოლაჲ და ღუაწლი დიდი ძალთა მიმართ წინააღმდგომთა,
    36.     უხილავთა მიმართ მტერთა და ძალთა მიმართ ბნელისათა, რომელთა მიმართ თანა-აც ბრძოლაჲ საჭურველითა მით საღმრთოჲთა, რაჲთა სძლოს მწარესა და ძნელსა ბრძოლასა.
    37.     ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ამასცა თავით თჳსით ვიტყჳთ, ისმინეთ პავლესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „განსაცდელი არა მოწევნულ არს ჩუენ ზედა, თჳნიერ კაცობრივისა“ ვითარმედ ხილულითა.
    38.     და ამით საცნაურ არს, ვითარმედ არს განსაცდელი არა კაცობრივიცა, არამედ უხილავი ბრძოლა.
    39.     და კუალად იტყჳს იგივე: „ამიერითგან, ძმანო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძალისა მისისაჲთა შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინააღდგომად ღონეთა მიმართ ეშმაკისათა,
    40.     რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისა მპყრობელთა ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურთა“,
    41.     და ამით ყოვლითა საცნაურ არს, ვითარმედ არიან მთავრობანიცა და ჴელმწიფებანი და სოფლისამპყრობელნი ბნელისანი ამის და სულნი უკეთურნი, რომელთა მიმართ თანა-გუაც ბრძოლაჲ.
    42.     და სადა არიან ესე ყოველნი, ანუ სადა იბრძვიან?
    43.     შინაგან სულსა შინა შენსა და, გონებასა შინა.
    44.     და ამისთჳს შესძინა ამას ყოველსა ზედა მოციქულმან და თქუა: „დადეგით უკუე მორტყმულ ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ იგი სახარებისა მის მშჳდობისაჲ
    45.     და ამას ყოველსა ზედა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ“ დაიდგთ მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და, მერმე გუასწავებს, თუ ვითარ ვინ მოიგოს ესევითარი საჭურველი
    46.     და იტყჳს: „ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მისა მიმართ იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა“.
    47.     აჰა ესერა, გუასწავა ჩუენ, თუ ვითარითა სახითა ვჰპოოთ საჭურველი იგი სულიერი, რომლითა შემძლებელ ვიქმნნეთ ძლევად ბრძოლასა უხილავთა მტერთასა.
    48.     და უფალიცა ორსა ამას ბრძოლასა – ხილულსა და უხილავსა მოასწავებდა და იტყოდა: „ვინ არს იგი მეუფჱ, რომელი მივალნ ბრძოლად სხჳსა მეფისა და არა დაჯდის პირველად და აღრაცხის და იხილის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა ძლევად ოცი ათასისა.
    49.     უკუეთუ ვერ შემძლებელ არნ, ვიდრე შორსღა იყვის, მიავლინის მისა და ითხოვნ მშჳდობასა“.
    50.     და ამით გასწავლის შენ, რაჲთა მჴნე იყო და იტყჳს მოციქულ: „იხილე ვითარ თანა-გაც ღწოლაჲ და ყოვლითურთ მიცემაჲ თავისა შენისაჲ ბრძოლად, ესევითარნიმე ბრძოლანი წინააღდგომად არიან შენდა ცხადნი და დაფარულნი“.
    51.     რამეთუ მოსეცა აჩრდილსა მას ჭეშმარიტებისასა მოასწავებდა და ამისთჳს ბრძანა ქადაგისა განვლინებაჲ,
    52.     რაჲთა ჴმობდეს ერსა შორის, გან-რაჲ-ვალნ იგი ბრძოლად, ვითარმედ – რომელიცა არს მოშიშ, ნუ გამოვალს ბრძოლად, ნუუკუჱ შეშინდეს და მოიყუვანნეს სხუანიცა გულნი შიშად და შეაქცინეს უკუღმართ.
    53.     და კუალად რომელსა ახლად უქორწინებიეს, ნუცა იგი გამოვალსა ბრძოლად, ნუუკუჱ შე-რაჲ-ვიდეს ბრძოლად, მოეჴსენოს ცოლი თჳსი და იქცეს უკუღმართვე და სხუანიცა თჳსისა თავისა თანა მიიზიდნეს.
    54.     და რომელსა აღუგია სახლი და ჯერეთ ვერ აღუსრულებია, ნუ გამოვალს ბრძოლად, ნუუკუე მოეჴსენოს სახლი თჳსი და დაიჴსნას ბრძოლასა შინა და სხუანიცა შეაქცინეს უკუღმართ.
    55.     ეგრეთვე აქა უფალი ეძიებს სულთა მჴნეთა და მოთმინეთა და იტყჳს ვითარმედ: „პირველად განიზრახენ უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცისა ათასისა, ხოლო უკუჱ არა, ვიდრეღა შორს იყოს, მოიპოოს მშჳდობაჲ“.
    56.     ხოლო ამას იტყჳს, რამეთუ ეძიებს იგი სულთა გულსმოდგინეთა და, რაჲთა მისცნენ მას სრულიად თავნი მათნი და დაუტეონ ყოველი ნებაჲ მათი და მას ოდენ შეუდგენ.
    57.     და რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ ყოველივე ძლევაჲ ზეცისა საჭურველითა იქმნების მორწმუნეთა ზედა.
    58.     ამისთჳს უკუე თანა-აც ყოველსა, რომელსა ენებოს ღირს უფლისა ყოფად და, რაჲთა პირველად განეშოროს ყოვლისაგან ხილულისა
    59.     და მოიძულოს ყოველივე საქმჱ სოფლისაჲ: გემონი და საშუებელნი, დიდებაჲ და პატივი,და მონაგები და მამულნი და ნათესავნი და თჳსნი და მეგობარნი ჴორციელნი და ქებანი და თაყუანისცემანი კაცთაგან.
    60.     და რაჟამს ამათ ხილულთა საქმეთა ზედა იღუაწოს და სძლოს, მერმე უჴმს, რაჲთა მოითმინოს ვედრებასა შინა უფლისასა მჴურვალებითა და ტკივილითა, რაჲთა მოიღოს ზეცით „მახჳლი სულისაჲ“ და საჭურველითა მით გამოიცადოს.
    61.     რამეთუ ვითარცა მჴედართა, რაჟამს აღიღონ საჭურველი ახლად, ჯერ-არს, რაჲთა პირველად გამოიცადნენ და მოიწუართნენ ბრძოლად და ესრეთ შევიდენ ბრძოლასა.
    62.     ხოლო არს სხუაჲ, რომელი შესრულ არნ და გამოსრულ ბრძოლათა მრავალთა და არღარა უცხო-უჩნ, არამედ ახოვნად და უშიშად შევალს ბრძოლად.
    63.     ეგრეთვე აქა, რომელნი მიიღებენ ზეცით საჭურველსა სულიერსა, პირველად განსცდის თავსა თჳსსა წინაძღომითა მადლისაჲთა.
    64.     რამეთუ პირველად უძღჳს მათ მადლი იგი ღმრთისაჲ და ასწავლის, თუ ვითარ ჯერ-არს ბრძოლად უხილავთა მათ მტერთაჲ.
    65.     და ესრეთ შევლენ ბრძოლასა მას „უკეთურთა სულთასა“ და ძრწიან და უცხო-უჩნს მათ.
    66.     ხოლო არიან სხუანი, რომელთა უჩნს ბრძოლაჲ იგი, ვითარცა მღერაჲ, რამეთუ მრავალგზის შევიდეს და გამოერნეს და მიერითგან სასოებითა სულისა წმიდისაჲთა და ძალითა უფლისაჲთა
    67.     და საჭურველითა მით სულიერითა სძლევენ მტერთა და არიან იგინი ესრეთ ახოვან და ბრძენ და დიდსა წარმართებასა სულიერსა დღითი დღე მოვლენ.
    68.     არამედ ესე საზომნი სხუანი არიან და იგი სხუანი, რომელნი პირველად შევიდოდინ ბრძოლასა.
    69.     ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს სულსა საჭურველი იგი სულისაჲ, ვერ ებრძვის იგი მტერთა, ვერცა მოიღოს ძლევასა სულთა ზედა უკეთურთა, რამეთუ წარწყმდების იგი მათ მიერ, ვითარცა-იგი თჳნიერ მახჳლისა ზედა ვერვინ შევალს ბრძოლად, თუ არა, მოიკლვის იგი მტერთა მიერ უკეთურთა.
    70.     ხოლო აწ, ძმანო, ვევედრნეთ უფალსა, უფროჲსად, რომელნი-ესე სოფლისაგან უცხო ქმნულ ვართ და მონაზონებისა ხატი შეგჳმოსია და განშორებულ ვართ თჳსთა ჩუენთაგან, შეუვრდეთ უფალსა ლოცვითა დაუცადებელითა და ტკივილითა გულისაჲთა,
    71.     რაჲთა მოგუცეს ჩუენ უფალმან საჭურველი იგი სულიერი ზეცისაჲ და მათ მიერ შემძლებელ ვიქმნეთ ძლევად ყოველთავე წინააღმდგომთა ჩუენთა სულთა მათ უკეთურთა.
    72.     და ესრეთ ვიღუაწოთ ნებისაებრ ღმრთისა და მივსცეთ მას თავი ჩუენი და ყოველივე ნებაჲ ჩუენი და საჭურველითა მით ვიღუაწოთ და მტერთა ზედა ძლევა მოვიგოთ,
    73.     რაჲთა ესრეთ მოგუანიჭოს ჩუენ ქრისტემან გჳრგჳნი სიმართლისაჲ და ღირს-მყვნეს მის თანა დაუსრულებელთა საუკუნეთა სუფევად.
    74.     დიდებაჲ სახიერებასა მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


12

    1.     თქუმული მისივე, მამისა მაკარისი, თავი 12
    2.     აჩრდილი აქუნდა პირველსა შჯულსა მერმეთა კეთილთაჲ და არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ.
    3.     დიდებაჲ იგი მოსესი, რომელი აქუნდა პირსა ზედა თჳსსა, სახჱ იყო ჭეშმარიტისა მის დიდებისაჲ, რამეთუ ვითარცა მუნ „ვერ შემძლებელ იყვნეს მიხედვად პირსა მოსესსა“,
    4.     მას დიდებასა ნათლისასა ეგრეთცავე სულთა მათთა შინა შეიწყნარებენ ქრისტეანენი და ბნელი იგი ვერ იტჳრთავნ ბრწყინვალებასა ნათლისასა და ივლტინ.
    5.     იგი წინადაცუეთითა ჩნდეს ვითარმედ ერი არს ღმრთისაჲ, ხოლო აქა ერი იგი ჭეშმარიტი ქრისტესი სასწაულსა მას წინადაცუეთისასა შინაგან გულთა მათთა შეიწყნარებენ,
    6.     რამეთუ მახჳლი ზეცისაჲ მოჰკუეთს ნამეტნავსა მას გონებისასა, ესე იგი არს არაწმიდებაჲ იგი წინადაუცუეთილებაჲ ცოდვისაჲ, მათ თანა იყო განბანაჲ განსაწმედელად ჴორცთა, ხოლო ჩუენთჳს არს განბანაჲ იგი ნათლისღებისაჲ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
    7.     მუნ იყო კარავი გარეგანი და შინაგანი.
    8.     და პირველსა მას კარავსა მარადის შევიდოდეს მღდელნი აღსრულებად მსახურებასა მას, ხოლო მეორესა მას – ერთგზის წელიწადსა შინა თჳთ მღდელთმოძღუარი ოდენ.
    9.     რამეთუ ამას მოასწავებდა სული წმიდაჲ, ვითარმედ არღარა სადა გამოცხადებულ იყო გზაჲ იგი წმიდათაჲ.
    10.     აქა ღირსნი იგი ღირს იქმნებიან შესლვად კარავსა მას ჴელითუქმნელსა, „სადა-იგი წინამორბედად ჩუენდა შევიდა“ ქრისტჱ.
    11.     რამეთუ წერილ არს შჯულსა შინა, ვითარმედ: „აღიხუნეს მღდელმან ორნი ტრედნი და დაკლას ერთი იგი და სისხლი მისგან ასხუროს მეორესა მას და უტეოს იგი თავისუფლად ფრინვად“.
    12.     ხოლო საქმჱ იგი სახჱ იყო ჭეშმარიტებისაჲ და აჩრდილი, რამეთუ ქრისტეცა დაიკლა და სისხლი მისი გუესხურა ჩუენ და მოგუცნა ჩუენ ფრთენი წმიდისა სულისანი, რაჲთა ვფრინვიდეთ დაუყენებელად ჰაერთა მათ შინა ღმრთეებისათა.
    13.     მათ შჯული მოეცა „ფიცართა ზედა ქვისათა“ დაწერილი, ხოლო ჩუენდა მოცემულ არს შჯული სულიერი „ფიცართა ზედა გულისათა“.
    14.     რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „მივსცნე შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა დავწერნე იგინი“.
    15.     და იგი ყოველი განქარვებადი იყო, ხოლო აწ ჭეშმარიტ არს და წარუვალ, რომელი აღესრულების შინაგანსა კაცსა ზედა.
    16.     რამეთუ აღთქუმაჲ შინაგან არს და სამღდელოჲ შინაგან და საკურთხეველი შინაგან და სამკჳდრებელი შინაგან.
    17.     და აღთქუმაჲ კეთილისა მის ქუეყანისაჲ და ყოველივე, რომელი მაშინ სახედ იქმნა, აწ ჭეშმარიტებით აღესრულების.
    18.     ხოლო „დაიწერნეს სწავლად ჩუენდა, რომელთა ზედა მოიწინეს აღსასრულნი ჟამთანი“, რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან და პირველვე უთხრა მომავალი იგი ორითა პირითა – სახედცა და ჰრქუა მას,
    19.     ვითარმედ: „მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა შინა არა თჳსსა და ტანჯნენ იგინი და დაიმონნენ იგინი ოთხას წელ.
    20.     და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონონ, მე ვსაჯო“ და ამით აღასრულებდა აჩრდილისა ამის ხატისასა, რამეთუ მწირ იქმნა ერი იგი და დამონებულ მეგჳპტელთა მიერ და იტანჯებოდა იგი თიჴითა და ალიზითა,
    21.     რამეთუ დაადგინნა მათ ზედა ფარაო ზედამდგომელნი და მაწუეველნი საქმისნი, რაჲთა იქმოდიან საქმეთა მისთა ჭირითა.
    22.     და „ვითარცა სულთ-ითქუნეს საქმეთა მათგან ისრაიტელთა ღმრთისა მიმართ, მაშინ მოიხილა მათ ზედა მოსეს მიერ და მრავლითა წყლულებითა ტანჯნა მეგჳპტელნი.
    23.     და მერმე თუესა მას ყუავილთასა, რაჟამს-იგი გამოჩნდების ზაფხული იგი ჰამოჲ და წარვალს მჭუნვარებაჲ იგი ზამთრისაჲ, მაშინ გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით.
    24.     ჰრქუა ღმერთმან მოსეს, რაჲთა აღიღოს კრავი უბიწოჲ და დაკლას და სისხლი მისი სცხოს კართა ზედა და წყირლთა, „რაჲთა მომსრველი იგი პირმშოთა მეგჳპტელთაჲსაჲ, არა შეეხოს მათ“.
    25.     რამეთუ იხილვიდა მივლინებული იგი ანგელოზი სასწაულსა მას კართა ზედა სისხლისასათა და გარე-წარჰჴდებოდა მათ, ხოლო სახლთა ,ზედა რომელთა არა იხილის სასწაული იგი სისხლისაჲ, მივიდის და მოსრნის პირმშონი მათნი.
    26.     და კუალად ბრძანა ყოვლისა გან-ვე-ფუვნებულისა ყოვლისაგან სახლისა უჩინო-ყოფაჲ და დაკლულისა მის კრავისაჲ უფუარითა და ველისყრდელითა ამცნო ჭამაჲ.
    27.     კუალად უბრძანა, რაჲთა რაჟამს ჭამდენ, იყვნენ მორტყმულ წელნი მათნი და კუერთხები ჴელთა მათთა და რაჲთა ესრეთ ყოვლითავე მოსწრაფებითა ჭამონ მიმწუხრი პასქაჲ იგი უფლისაჲ და არცა ძუალი შემუსრონ კრავისაჲ მისგანი.
    28.     და გამოიყვანნა იგინი ოქროჲთა და ვეცხლითა.
    29.     და უბრძანა, რაჲთა თითოეულმან მათმან მიიღოს მეზობლისა თჳსისა მეგჳპტელისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და გამოვიდოდეს იგინი ეგჳპტით.
    30.     ხოლო მეგჳპტელნი დაჰფლვიდეს პირმშოთა მათთა და ისრაჱლთა ზედა იყო სიხარული განთავისუფლებისთჳს მწარისა მისგან მონებისა.
    31.     ხოლო მეგჳპტელთა ზედა იყო მწუხარებაჲ წარწყმედისა მისთჳს შვილთა მათთაჲსა.
    32.     ამისთჳსცა მოსე იტყოდა ერსა მას: „ესე არს ღამჱ იგი” რომელი აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს, აღუსრულა იგი შვილთა მისთა, რომელნი-ესე ვართ ჩუენ.
    33.     ხოლო ესე ყოველი აჩრდილი იყო და სახჱ ჭეშმარიტთა საქმეთაჲ, რამეთუ ესე ყოველი საიდუმლოჲ არს სულისაჲ, რომელი-იგი მიმოსლვითა უფლისაჲთა განრომილ არს, რამეთუ ისრაჱლი გამოითარგმანების: „გონებაჲ მხილველი ღმრთისაჲ“.
    34.     ხოლო კაცი განთავისუფლდა მონებისა მისგან მწარისა და ულხინა მათ მეგჳპტელთაგან, რომელ არიან ეშმაკნი.
    35.     რამეთუ ვინაჲთგან პირველითა მით ურჩებითა მოკუდა პირველი იგი კაცი სიკუდილითა მით ძნელოანითა სულისაჲთა სიტყჳსაებრ და შერისხვისა უფლისა რამეთუ ჰრქუა მას ღმერთმან, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამო ხისა მისგანი, სიკუდილითა მოჰკუდე“... და იქმნა ესრეთ.
    36.     და კუალად თქუა: „მიწაჲ ხართ და მიწადვე მიხვალ“.
    37.     და კუალად შესძინა წყევაჲ წყევასა ზედა და თქუა: „ოფლითა პირისა შენისაჲთა შჭამო პური შენი“.
    38.     „ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენო და იქმოდი ქუეყანასა“.
    39.     და „არა შესძინოს მოცემად შენდა ნაყოფისა მისისაჲ“, რამეთუ აღმოეცენნეს ქუეყანასა მას შინა გულისა მისისასა ეკალნი და კუროჲსთავნი და აღიღეს მტერთა დიდებაჲ მისი ცთომითა და შეჰმოსეს მას სირცხჳლი, აღჰსძარცუეს მას ნათელი მისი და შეჰმოსეს მას ბნელი;
    40.     მოაკუდინეს სული მისი და განაბნიეს, განკუეთნეს გულისსიტყუანი მისნი და დაამდაბლეს სიმაღლისაგან გონებაჲ მისი და იქმნა ისრაჱლი კაცი მონა ჭეშმარიტი ფარაოჲსა.
    41.     და დაადგინნა მის ზედა საქმისა მის ზედამდგომელად სულნი იგი უკეთურნი, რომელნი-იგი აიძულებდეს მას გინა თუ ნეფსით, გინა თუ უნებლიაჲთ ქმნად ბოროტთა მათ საქმეთა მისთა.
    42.     და ზედამდგომელთა მათ ეშმაკთა საქმე ესე მიეცა, რაჲთა აღასრულონ საქმე იგი თიჴისა და ალიზისაჲ.
    43.     ესე იგი არს, ვითარმედ განაშორეს იგი გონებისა მისგან ზეცათაჲსა და დაამდაბლეს ნივთიერთა ამათ საქმეთა გონებაჲ მისი და ზრუნვათა შინა ქუეყანისათა და სიტყუათა და მოგონებათა ბოროტთა.
    44.     რამეთუ, და-რაჲ-ეცა სული თჳსისა მის სიმაღლისაგან, პოვა მეფე კაცთა მოძულე და მთავარნი მწარენი, რომელნი-იგი იიძულებენ ქმნად ბოროტთა მათ საქმეთა.
    45.     ხოლო უკუეთუ სულთ-ითქუნეს სულმან მან ღმრთისა მიმართ და ღაღად-ყოს, მოავლენს მისა შემწედ სულიერსა ამას მოსეს, რომელმან იჴსნას იგი მონებისა მისგან მეგჳპტელთაჲსა.
    46.     არამედ პირველად უჴმს სულთქუმაჲ და ღაღადებაჲ და მერმე მიიღებს გამოჴსნასა.
    47.     და იგიცა „ახალსა მას თანა“ განერების ჟამსა მას ზაფხულისასა, რაჟამს-იგი შემძლებელ იყოს ქუეყანაჲ გულისაჲ აღმოცენებად და გამოღებად კეთილთა მათ ყუავილოვანთა რტოთა სიმართლისათა,
    48.     წარ-რაჲ-ჰჴდენ მწარენი ზამთარნი უგულისჴმოებისანი და ბოროტნი იგი სიბრმე ბილწთა საქმეთაჲ.
    49.     მაშინ ბრძანის უჩინო-ყოფაჲ სახლისა მისგან ყოვლისავე ცთომაჲ ძუელისაჲ, რომელ არიან საქმენი და გულისსიტყუანი ძუელისა მის კაცისა განხრწნადისანი, და განგდებაჲ ყოვლისავე საქმისა და მოგონებისა ბოროტისა.
    50.     და დაკლვაჲ კრავისაჲ მის და სისხლისა მისისა ცხებაჲ კართა ზედა, რამეთუ ქრისტჱ, კრავი, დაიკლა და სისხლი მისი სცხო კართა და წყირთლთა გულისათა,
    51.     რაჲთა ქმნას სისხლი იგი ჯუარსა ზედა დათხეული სულისა ცხორება და საჴსარ, ხოლო მეგჳპტელთა მათ გლოვა და სიკუდილი, რამეთუ ჭეშმარიტად გლოვა მათა და არს სისხლი იგი უბიწოჲსა მის კრავისაჲ, ხოლო სულისა სიხარულ და მხიარულება.
    52.     და მერმე, შემდგომად ცხებისა ბრძანებს მიმწუხრ დაკლვად კრავისა მის და უფუვარი ველისყრდელი იგი თანა.
    53.     და რაჲთა იყვნენ წელნი მორტყმულ და ჴამლნი შესხმულ და რაჲთა იყვნენ კუერთხნი ჴელთა შინა მათთა.
    54.     უკუეთუ კულა პირველად არა მზა იყოს სული საქმეთა მიერ ჭეშმარიტთა და კეთილთა, რომელი იყოს ძალისაებრ მისისა, არა მიეცემის მას ჭამად კრავისა მისგან, რამეთუ კრავი იგი ჰამო არს და უფუვარი იგი – კეთილ ფრიად,
    55.     ხოლო ველისყრდელი იგი მწარჱ და ფიცხელ, რამეთუ ფრიადითა ჭირითა ჭამს სული კრავისა მისგან და კეთილისა უფოვარისაგან, შეაიწრებს მას ცოდვაჲ იგი, რომელი არს მის თანა.
    56.     კუალად თქუა: „მიმწუხრი შჭამოთ მისგანი“.
    57.     ხოლო მიმწუხრისა იგი ჟამი შუვა ნათლისა და ბნელისა არს.
    58.     ეგრეთვე სული ჟამსა მას გამოჴსნისასა შუვა ნათლისა და ბნელისა იქმნების, რამეთუ დგას ძალი ღმრთისაჲ და არა უტევებს ბნელსა ამას, რაჲთამცა ზედამოუჴდა და შთანთქა სული იგი.
    59.     და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე არს ღამჱ იგი აღთქუმისა ღმრთისაჲ, რომელსა შინა გჳჴსნნა ჩუენ“, ეგრეთვე აქა თქუა ქრისტემან,
    60.     რაჟამს იგი მიეცა წიგნი ტაძარსა შინა, ვითარმედ: „წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებულ მუნ იყო ღამჱ მისაგებელისაჲ, ხოლო აქა დღჱ მისაგებელისაჲ“.
    61.     და მართლად იქმნა ესე, რამეთუ იგი სახე იყო და აჩრდილი ჭეშმარიტებისაჲ.
    62.     რამეთუ ყოველივე, რომელიცა იქმნა საიდუმლოდ, მოასწავებდა ჭეშმარიტსა სულისა ცხორებასა, რომელი-იგი შეყენებულ არნ ბნელსა შინა და „შეკრულ რკინითა“
    63.     და შთაგდებულ არნ ფარულად „მღჳმესა შინა ქუესკნელსა“ და შეყენებულ ბჭეთა შინა რვალისათა და მოქლონთა რკინისათა, რომელი-იგი ვერღარა შემძლებელ არს თჳნიერ ქრისტესმიერისა მის გამოჴსნისა განრომად.
    64.     ხოლო გამოიყვანებს იგი სულსა ეგჳპტით დამონებისა მისგან მწარისა, რაჟამს-იგი პირმშონი მოსწყჳდენ ეგჳპტეს შინა გამოსლვასა მას
    65.     და უკუეთუ მცირე რაჲმე ძალი იგი ჭეშმარიტისა მის ფარაოჲსი, რომელ არს ეშმაკი, იგლოჳედ მეგჳპტელნი და ცხორებისათჳს ტყჳსა მის მათისა მწუხარე არიედ.
    66.     ხოლო ბრძანებს ღმერთი მოღებად მეზობელთაგან „ჭურჭელსა ოქროჲსა და ვეცხლისა“ და ესრეთ გამოსლვად, რამეთუ მიიღებს სული იგი, რაჟამს გამოვიდოდის ბნელისა მისგან, ჭურჭელსა მას ოქროჲსა და ვეცხლისასა,
    67.     რომელ არიან თჳსნი იგი კეთილნი გულის-სიტყუანი გამოჴურვებულნი, შჳდწილ, რომელთა მიერ იმსახურების ღმერთი, და განისუენებს იგი სულსა ამას ზედა სულთა მათგან ბოროტთა, რომელნი იქმნნეს მეზობელ მისა,
    68.     რამეთუ განაბნინეს და განაქარვნეს გაულისსიტყუანი იგი მისნი და ესრეთ შეიპყრეს სული იგი.
    69.     ხოლო ნეტარ არს სული იგი, რომელი განერეს ბნელისა მისგან და ვაჲ არს სულისა მის, რომელი არა ღაღადებდეს და სულთ-ითქუმიდეს მჴსნელისა მის თჳსისა მიმართ, რომელი შემძლებელ არს ჴსნად მისა ბოროტთა მათ და მწარეთა ზედამდგომელთაგან.
    70.     წარვიდეს ისრაჱლნი გამოჴსნილნი და ქმნეს პასექი იგი.
    71.     ეგრეთვე წარემართების სული, რაჟამს მიიღოს ცხორებაჲ სულისა წმიდისაჲ და იხილოს გემოჲ კრავისაჲ მის და იცხოს სისხლი მისი და ჭამოს ჭეშმარიტი პური, რომელი-იგი არს სიტყუაჲ ცხოველი.
    72.     ისრაჱლთა წინა-უძღოდა სუეტი ცეცხლისაჲ და სუეტი ღრუბლისაჲ ჰფარვიდა მათ.
    73.     ხოლო ამათ სული წმიდაჲ ჰფარავს და უძღჳს მათ გულისჴმის-ყოფითა სულისა მათისაჲთა.
    74.     ცნა ფარაო და მეგჳპტელთა სივლტოლაჲ იგი ერისაჲ მის და რამეთუ დაემჴუნეს მონებისა მისგან მათისა.
    75.     და შემდგომად მოსრვისა პირმშოთა მათთაჲსა კუალად იკადრეს დევნაჲცა მათი, რამეთუ სწრაფით განმზადნა ეტლნი და განვიდა ყოვლითურთ ერით მისით მოკლვად მათ და.
    76.     და ვითარცა იგი მიეახლებოდა მათ, მეყსეულად ღრუბელი იგი შორის შევიდა მათსა, და ფარაოს დააბნელებდა და აყენებდა, ხოლო ისრაჱლთა განანათლებდა და უძღოდა.
    77.     ხოლო ერმან მან, იხილა რაჲ ძალი იგი ფარაოჲსი უკუანა მათსა, ხოლო ზღუაჲ წინაშე მათსა, აყენებდა სლვად და ღრუბელი იგი და სუეტი შორის მათსა.
    78.     მაშინ წარიკუეთეს სასოებაჲ და მოელოდეს სიკუდილსა, შთაცჳვეს რაჲ ჭირსა დიდსა და სიკუდილსა, რომლისა გემოჲ იხილეს.
    79.     ხოლო უფალი განაგებდა მათთჳს და უბრძანებდა მოსეს კუერთხითა განპებასა ზღჳსასა, რაჲთა განიპოს ზღუაჲ და განვლოს ერმან, და იქმნა ზღუდედ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრემდე განვლო ერმან მან, ვითარცა ჴმელი.
    80.     შევიდეს მეგჳპტელნიცა, რამეთუ სავალ და წრფელ ეგონა გზაჲ იგი.
    81.     განვიდეს ისრაჱლნი ზღჳსაგან და შევიდეს მეგჳპტელნი ზღუასა.
    82.     სწორ იყო მათ ორთავე შესლვაჲ, ხოლო არა სწორ იყო განსლვაჲ.
    83.     რამეთუ ჰრქუა უფალმან მოსეს: „მოაქციე კუერთხი შენი და ეც ზღუასა“.
    84.     მაშინ დანთქა ფარაო და ყოველი ძალი მისი მეწამულმან მან ზღუამან და იხილა ერმან მან დიდი იგი მაცხოვარებაჲ, რამეთუ მტერნი მათნი წარწყმდეს ზღუასა მას.
    85.     მაშინ განიხარეს დიდად განრომასა მას მათსა ზედა.
    86.     ხოლო მარიამ მოიღო ემბანი და ათძალი, უგალობდა ყოვლით ერითურთ ღმერთსა, რამეთუ განერნეს სრულიად სიკუდილისა მისგან.
    87.     მოიღე აქა იგავი, რამეთუ ოდეს პირველად სული ევლტოდა მეგჳპტელთა მათ, მაშინ შეეწია ძალი ღმრთისაჲ და უძღოდა ჭეშმარიტებისა მისა მიმართ.
    88.     ცნა სულიერმან მან ფარაო, მეფემან და მამამან ბნელისა და ცოდვისამან, ვითარმედ ივლტის იგი სრულიად მეუფებისა მისისაგან, რომელ არიან გულისსიტყუანი, რომელნი მის მიერ შეპყრობილ იყვნეს და სულიცა თჳთ მათ თანა.
    89.     ჰგონებდა ბოროტი იგი ფარაო, ვითარმედ კუალად მოქცევად არს სული იგი მისა მიმართ.
    90.     ხოლო ვითარცა ცნა, ვითარმედ ევლტის მეუფებისა მისისაგან სული და დაცემულ არს ძალი მისი მცირედ სივლტოლითა პირმშოთაჲთა, მაშინ ურცხჳნელად-რაჲ მოუჴდა, რამეთუ ეშინოდა თუ, ნუუკუჱ სრულიად განერეს სული იგი.
    91.     ენება აღსრულებაჲ ნებისა თჳსისაჲ, დევნა იგი ჭირითა და განსაცდელითა და ბრძოლითა უხილავითა.
    92.     მაშინ გამოუჩნდების სიყუარული იგი სულისაჲ, რომელი აქუნ მისა მიმართ, რომელმან გამოიყვანა იგი ეგჳპტით.
    93.     რამეთუ მიეცემის იგი გამოცდად და ჭირად თითოსახედ.
    94.     ხედავნ იგი ძალსა მას უკეთურისასა, რომელსა ენების ზედამოსლვაჲ და მოკლვაჲ მისი და ვერ შემძლებელ არნ, რამეთუ შორის მეგჳპტელთა და ისრაიტელთა დგა უფალი.
    95.     ხოლო ხედავნ წინაშე მისა ზღუასა სიმწარისა და ძალსა ბოროტისასა და ვერცა უკუმართ შემძლებელ არნ წარსლვად,
    96.     რამეთუ ხედავნ მტერთა მისთა მზათა, ვერცა წაღმართ ძალ-უცნ სლვად, რამეთუ ძალნი ბოროტნი და ჭირნი ძნელოვანნი და თითოსახენი გარემოდგომილ არიედ და სიკუდილისასა მოიყვანებედ მის ზედა.
    97.     მაშინ წარიკუეთის სასოებაჲ, რამეთუ „სასჯელსა მას სიკუდილისასა“ თავსა შორის თჳსსა ხედავნ ამბოხებისა მისგან, რომელი გარემოდგომილ არნ.
    98.     და რაჟამს იხილის ღმერთმან, რამეთუ შთავრდომილ არნ სული იგი შიშსა შინა სიკუდილისასა და მტერი მისი მზა არნ შთანთქმად, მაშინ მისცის მას მცირედი შეწევნაჲ,
    99.     რამეთუ ესრეთ სულგრძელ ექმნების ღმერთი სულსა მას და გამოსცდის, უკუეთუ დგას-ძია სარწმუნოებასა ზედა და უკუეთუ უმჭირავს სიყუარული მისი.
    100.     რამეთუ ეგევითარი დადვა ღმერთმან გზაჲ იგი ცხორებად მიმყვანებელი, რაჲთა საჭირო იყოს და გამოსაცდელ, რაჲთა ესრეთ მივიდეს სული ქუეყანასა მას ჭეშმარიტსა დიდებისა შვილთა ღმრთისათაჲსა.
    101.     ხოლო რაჟამს წარიკუეთოს სასოებაჲ ცხორებისაჲ, მერმე განაპებს ზღუასა „მკლავითა მაღლითა“ სულსა წმიდისა მიერ და განჰვლის სული განრომილი ადგილთა მათგან ბოროტთა და წიაღჴდების ზღუასა მას ბნელისასა და ცეცხლისა შემწუელისასა.
    102.     ხოლო ესე საიდუმლონი არიან სულისანი, რომელნი ისწრაფდეს მიწევნად ცხორებასა მას ჭეშმარიტსა და განერებოდეს მეუფებისაგან ბნელისა და სიკუდილისა და მიიღებდეს სულსა წმიდასა ღმრთისა მიერ.
    103.     მერმე განერეს რაჲ სული იგი მტერთა მისთაგან და განვლოს ზღუაჲ იგი ვნებათაჲ და იხილნის წარწყმედულად წინაშე თუალთა მისთა მბრძოლნი მისნი,
    104.     რომელთა პირველ ჰმსახურებდა, მაშინ იხარებდენ იგი სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებითა, ნუგეშინის-იცემებინ ღმრთისა მიერ და განისუენებნ უფლისა მიერ.
    105.     მაშინ სული იგი, მიიღონ ახლითა გალობითა ემბნითა მით, რომელ არიან ჴორცნი, და ათძლითა სულისაჲთა შესწირავნ ქებასა ცხოველსმყოფელისა ღმრთისა. ძალნი იგი ათძალისანი არიან წულილადნი იგი გულისსიტყუანი სულისანი და მცველი ათძალისაჲ არს საღმრთოჲ მადლი.
    106.     რამეთუ ვითარცა საყჳრისა მიერ განვალს სული და ყჳრის, ეგრეთცა წმიდათა კაცთა მიერ სული წმიდაჲ არს, რომელი გალობს და ილოცავს ღმრთისა მიმართ წმიდითა გულითა.
    107.     დიდებაჲ მისა, რომელმან იჴსნა სული მონებისაგან ფარაოჲსა და ყო იგი საყდრად თჳსა და ტაძრად და სძლად წმიდად და შეიყვანა იგი სასუფეველსა ცხორებისა საუკუნოჲსასა აქაჲთვე, ვიდრეღა არნ იგი სოფელსა შინა.
    108.     რჩულსა შინა პირუტყუთა შესწირვიდეს შესაწირავად და უკუეთუმცა არა დაიკლნიან, არა შეწირულ იყვნიან იგინი.
    109.     და აწ უკუეთუ არა დაიკლას ცოდვაჲ, არა შეწირულ არს შესაწირავი ღმრთისა.
    110.     მოვიდა ერი იგი მერანს, სადა იყო წყაროჲ წყლისა მის მწარისაჲ სასუმელად უჴმარი და ბრძანა ღმერთმან აღებად შეშისაჲ, რომელი მისცა და შთაგდებაჲ მისი წყალსა და ესრეთ დატკბის წყალი იგი ერსისათჳს.
    111.     ეგრეთვე სული დამწარდა, რაჟამს სუა გესლი იგი გუელისაჲ მის და მიემსგავსა სიმწარესა მისსა ბუნებით და იქმნა იგი ცოდვილ.
    112.     ამისთჳს შთაჰყოფს ღმერთი „ძელსა მას ცხორებისასა“ მწარესა მას შინა წყაროსა გულისასა და დატკბების იგი და შეიცვალების იგი სიმწარისა მისგან თჳსისა და შეეზავების წმიდისა მას სულსა ქრისტესსა
    113.     რამეთუ ესრეთ კეთილად და საჴმრად იქმნების სამსახურებელად მეუფისა, რამეთუ იქმნების იგი სულ ჴორცითა შემოსილ.
    114.     დიდებაჲ მისა, რომელსა შეცვალა სიმწარჱ ჩუენი სიტკბოებად და სახიერებად სულისა.
    115.     ხოლო ვაჲ არს მისა, რომლისა გულსა არა შთავარდეს „ძელი იგი ცხორებისაჲ, რამეთუ ეგევითარი იგი ვიდრე აღსასრულადმდე სიმწარესა შინა დაადგრების, რამეთუ უკუეთუ „ძელი იგი ცხორებისაჲ“ არა მოიღოს, ვერ შეიცვალების იგი კეთილისა მიმართ.
    116.     კუერთხი იგი მოსესი ორსახჱ იყო: მტერთა ეჩუენებოდა, ვითარცა გუელი მცემარი, ხოლო ისრაიტელთა, ვითარცა კუერთხი დამამტკიცებელი.
    117.     ეგრეთვე ძელი ჯუარისაჲ ჭეშმარიტისა, რომელ არს ქრისტჱ, მტერთა სიკუდილი, რომელი არიან სულნი უკეთურნი, ხოლო სულთა ჩუენთა არს კუერთხი და სიმტკცჱ უცთომელი და ცხორებაჲ, რომელსა ზედა განვისუენებთ,
    118.     რამეთუ პირველნი იგი აჩრდილნი და სახენი იყვნეს ჭეშმარიტთა ამათ საქმეთანი, რამეთუ ძუელი იგი მსახურებაჲ აჩრდილი იყო ახლისა ამის მსახურებისაჲ და წინადაცუეთაჲ და კარავი იგი კიდობანი და ტაკუკი იგი და მანანაჲ და მღდელობაჲ და საკუმეველი და ნათლისღებაჲ და ყოველივე,
    119.     რომელიცა იქმნა ისრაჱლთა თანა შჯულსა შინა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა, ყოველივე სულისა მისთჳს იქმნა, რომელი-ესე დაიბადა ხატად ღმთისა და მერმე შთავარდა უღელსა მას ქუეშე ცოდვის მწარისასა.
    120.     რამეთუ ამისთჳს ინება ღმერთმან ზიარებად სძლად სამეუფოდ და განსწმედს მას ბიწისაგან და განჰბანს და განაბრწყინვებს მას სიშავისა მისისაგან და ცხოველს-ჰყოფს სიკუდილისაგან და ულხენს შემმუსრველისაგან და მშჳდობა-ჰყოფს მტერობასა მას მისსა.
    121.     რამეთუ დაბადებული იყო და მიეთხოვა იგი სძლად ძესა მას მეუფისასა და თჳსითა ძალითა ღმერთი შეიწყნარებს მას.
    122.     პირველად შეიცვალების იგი მის თანა, ვიდრემდის აღაორძინოს იგი თჳსითა აღორძინებითა, რამეთუ განაგრძოს მას დაუსრულებელითა აღორძინებითა, ვიდრერემდე იქმნას ღირსი და უბიწოჲ სძალი მისი.
    123.     რამეთუ პირველად შობს მას და მერმე აღაორძინებს თავისა თჳსისათჳს, ვიდრემდე მიიღოს სრული საზომი სიყუარულისა მისისაჲ.
    124.     რამეთუ იგი არს სრული სიძჱ და მიიღებს მას სძლად – წმიდასა მას და უხრწნელსა ზიარებასა ქორწინებისასა – და მერმე სუფევნ მის თანა.
    125.     უკუე ესე ნიჭნი და ესე მადლნი მოჰმადლნა უფალმან სულსა კაცისასა და ესრეთ მცირე იქმნების მის თანა და განადიდებს მას და მაშინ ყოვლად ეუფლებინ, რაჟამს მიიღოს ზეცისა იგი სიძჱ.
    126.     რამეთუ არარაჲ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან, ვითარ კაცი და არარამან დაბადებულთაგანმან შეიყუარა ღმერთი, ვითარ კაცმან.
    127.     ვითარცა რჩულსა მოსესსა აღიღის აჰრონ სამოსელი იგი წმიდაჲ და ზეწარი, რომელსა იყვნეს ათორმეტნი ეჟუანნი და სახელები ათორმეტთა ძეთა ისრაჱლისათაჲ ათორმეტთა თუალთა ზედა წერილ არნ და სხუანი ათორმეტნი თუალნი მჴართა ზედა
    128.     და ესრეთ შევალნ წმიდასა წმიდათასა და აღასრულებნ ყოველსავე შჯულისა მღდელობასა და საქმესა და მის მიერ მოასწავებდა ჭეშმარიტსა ქრისტეს მღდელობასა,
    129.     ეგრეთვე ქრისტემან აღიხუნა შვილნი თჳსნი მოციქულნი და ეტჳრთა სახელები მათი და ესრეთ შევიდა ზეცისა საკურთხეველსა წმიდასა წმიდათასა, „უშინაგანესსა მას კრეტსაბმელსა“, „წინამორბედ ჩუენდა იქმნა“.
    130.     ხოლო ზეწარი იგი თითოფერი, რომელსა შინა მრავალნი ეჟუანნი იყვნეს, ესე არს სული იგი ნუგეშინისმცემელი, რომელმან შემოსნა სულნი მოციქულთანი, რომელთა ქადაგეს ყოველსა სოფელსა სახარებაჲ სასუფეველისა ქრისტესისაჲ, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


13

    1.     თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი13
    2.     კაცი ჭეშმარიტებისმოყუარე და ღმრთისმოყუარე, რომელსა ენებოს მისლვაჲ ცხორებასა საუკუნესა და სარწმუნოებითა თჳსითა ეხილვოს გემოჲ ჭეშმარიტებით სიტკბოებისა მის ზეცისაჲ სულისა ამის ცხოველისაჲ
    3.     და უხრწნელებისა მის სიტკბოებისა თანამდებ იქმნას და სულიერისა მის საზრდელისა გამოცდილებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ მიეღოს და მადლი იგი დანერგულ და შეზავებულ იყოს სულსა შინა მისსა და სრულიად მიეცეს თავი თჳსი ნებასა მას მადლისასა.
    4.     ეგევითარსა ყოველივე იგი ამის საწუთროჲსაჲ შეურაცხ-უყოფია და არარად უჩნს მას, რამეთუ უზეშთაეს არს იგი ყოვლისავე სოფლისა და ყოველნივე ხილულნი საქმენი, დიდებულნი კაცთანი – ოქროჲ, გინა ვეცხლი, გინა ქვანი პატიოსანნი, ანუ დიდებანი და მთავრობანი,
    5.     ანუ ერისკაცთა მიერ პატივისცემანი, ანუ სხუანი რაჲმე საქმენი ამის სოფლისნი – საძაგელ და უპატიო უჩან და ვითარცა სავსენი სიმყრალითა,
    6.     ესრეთ შეურაცხიან ჭეშმარიტისა მის და გამოუთქუმელისა შუენიერებისათჳს სულიერისა მის ნათლისა და დიდებისა მის და სიმდიდრისა კეთილთა მათ ზეცისათა, რომელსა-იგი გემოჲს-ხილვად ღირს იქმნა შინაგანი იგი კაცი სულისა მორწმუნისაჲ.
    7.     და რამეთუ სრულიად თავი თჳსი მიუცემია ნებასა სულისასა.
    8.     ხოლო ესევითარსა ამას, რაჲცრა შეემთხჳოს დიდებაჲ ამის სოფლისაჲ – სიმდიდრე, ანუ პატივი, ანუ მთავრობაჲ, ანუ თაყუანისცემაჲ, ანუ ქებაჲ, ანუ ნეტარებაჲ კაცთაჲ – ვერარაჲ ამათგანი შემძლებელ არს დამჭირვად და დამდაბლებად მისა,
    9.     ამისთჳს რამეთუ სხჳსა სიმდიდრისა ჭეშმარიტისა გამოცდილებაჲ მოუღებდა და სხჳსა დიდებისა და პატივისა ზეცათაჲსა გემოჲ უხილავს და სული მისი იშუებს საშუებელითა და სიტკბოებითა უხრწნელითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა და გულსავსებითა ზიარებისა მის სულისა წმიდისაჲთა.
    10.     ვითარცა სიტყჳერი იგი მწყემსი უზეშთაეს არს სიტყჳერთა მათ საცხოვართა ყოვლითურთ: სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა და განკითხვითა, .... ვითარცა მოციქულმან წამა და თქუა, ვითარმედ: „ვინ განგუაშორნეს სიყუარულსა ქრისტესსა“, და შემდგომი ამისი.
    11.     ხოლო სიყუარულსა მას სულისა წმიდისასა ვერვინ ჰპოებს, ვერცა მოიგებს სულსა შორის თჳსსა, უკუეთუ არა უცხო-ყოს თავი თჳსი ყოვლისაგანვე სოფლისა და მისცეს ყოვლითურთ ქრისტეს ძიებასა
    12.     და მოიცალოს გონებამან მისმან ყოვლისაგანვე საქმისა ნივთიერისა და ზრუნვისა ამის საწუთროჲსასა, რაჲთა ყოველივე ზრუნვაჲ მისი იყოს ერთსა საქმესა ზედა და ყოველთა მცნებათა მიერ იგი ოდენ საქმე წარჰმართოს,
    13.     რაჲთა ყოველივე ზრუნვაჲ და საურავი გონებისაჲ იყოს ძიებისათჳს და მოგებისა სიმდიდრისა მის სულიერისა, ანუ თუ ვითარ შეამკოს იგი სათნოებითა და სულიერითა მით სამკაულითა და სიწმიდითა მით ქრისტესითა.
    14.     რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა განაშოროს კაცმან თავი თჳსი ყოვლისაგან ნივთისა ამის სოფლისა და სიყუარულისაგანცა დიდებისა და შუენებისა და არარას შეეყოს გონებაჲ მისი არცა პატივსა კაცთასა, არცა სიყუარულსა ჴორცთასა, არცა ზრუნვასა ქუეყანისასა,
    15.     არამედ ერთი ოდენ ზრუნვაჲ აქუნდეს გონებასა მისსა, რაჲთამცა მოიგო სიმდიდრჱ იგი სულიერი და მარადის მოელოდის მოსლვასა წმიდისა სულისასა, ვითარცა უფალი იტყჳს,
    16.     ვითარმედ: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ და „ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და ესე ყოველი მოგეცეს თქუენ“.
    17.     და რაჟამს ესრეთ იღუწიდეს ლოცვითა და ღაღადებითა და მორჩილებითა და სხჳთა სათნოებითა საღმრთოჲთა არა განაშოროს გონებაჲ მისი ძიებისაგან ღმრთისა, ნეტარ თუ მაშინ ამით ყოვლითა განერეს და განვლოს უკეთურთა მათ ძალთა სიბნელჱ და მოიგოს სული თჳსი წარწყმედისა ამისგან,
    18.     რომელსა შინა იყოფოდა და შემძლებელ იქმნას გონებითა თჳსითა მარადის იძულებით და გულსმოდგინებით წარტყუენვად ღმრთისა მიმართ, რაჲთა მისა ოდენ შემშჭუალულ იყოს, ვითარცა წერილ არს,
    19.     ვითარმედ: „წარმოვსტყუენევდით ყოველსავე გულისჴმისსაყოფელსა სიტყუასა მორჩილებად ქრისტესა“.
    20.     რაჲთა ესევითარითა მით ღუაწლითა და ძიებითა გონებისაჲთა ღირს იქმნას ერთსულ ყოფად მადლსა მას ნიჭსა ქრისტესსა, რაჟამს-იგი განისუენის სულმან წმიდამან ჭურჭელსა მას შინა, რომელსაცა შევიდა პირველ განმზადებულისა მის სული,
    21.     რაჲთა შეამკოს იგი ყოვლითა საქმით კეთილითა და, რომელი იგი არა აგინებს სულსა ქრისტესსა ნებათა შინა თჳსთა და საწუთროჲსა ამის ზრუნვითა
    22.     და მას შინა განბნევითა გონებისაჲთა, დიდებითა, ანუ მთავრობითა, გინა თუ ნებისა თჳსისა შედგომითა, ანუ გემოჲთა ჴორციელითა და ზიარებითა და თანაშეყოფითა სულთა მათ უკეთურთაჲთა.
    23.     არამედ ყოვლითურთ ქრისტესა შეუდგეს და თავი თჳსი მას შეჰვედროს და მცნებათა შინა მისთა იქცეოდის და მის ზედა მოსრულსა მას ქრისტეს სულსა ღირსებით პატივ-სცეს და ამისთჳსცა ღირს იქმნების შეზავებად მისა და მის თანა ერთსულ-ყოფად,
    24.     ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რომელი უფალსა შეეყოს, იყოს მის თანა ერთსულ“.
    25.     ხოლო უკუეთუ ვინმე მისცეს თავი თჳსი ზრუნვად, ანუ დიდებად, ანუ პატივსა კაცთასა ეძიებდეს და განიბნიოს სული თჳსი გულისსიტყუათა შინა სოფლისათა,
    26.     ეგევითარი იგი სული ვერ შემძლებელ არს განრომად ბნელისაგან სულთა მათ უკეთურთაჲსა, რამეთუ უყუარდა მას ნებაჲ იგი ბნელისაჲ და სრულიად არა მოიძულნეს საქმენი იგი უკეთურნი.
    27.     ამისთჳს უკუე, განვჰმზადნეთ თავნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ სლვად და შეუდგეთ ქრისტესა აღსრულებითა ნებისა მისისაჲთა.
    28.     და რაჲთა მარადის გუაჴსოვდენ მცნებანი მათნი და ვიქმოდით მათ და განვაშორნეთ ყოვლითურთ თავნი ჩუენნი სიყუარულისაგან სოფლისა და გულისთქუმათაგან ბოროტთა.
    29.     სულნი ჩუენნი აღვამაღლნეთ და მისი ოდენ ზრუნვაჲ გუაქუნდეს გონებასა შინა მარადის.
    30.     დაღაცათუ ჴორცითა ვიყოფოდით უცალოებასა შინა უფლისათჳს, არამედ გონებაჲ ნუმცა განეშორების ძიებისაგან ღმრთისა და სიყუარულისა მისისა, რაჲთა ესევითარითა მოღუაწებითა და გონებითა ვიდოდით გზასა მას სიმართლისასა და მარადის თავთა თჳსთა ვეკრძალებოდით
    31.     და ესრეთ „მივემთხჳნეთ აღთქუმასა მას სულისა მისისასა“ და მადლითა მისითა განვერნეთ სიბნელისაგან ვნებათაჲსა, რომელთა მიერ სული იგი იჭირვოდის, რაჲთა საუკუნოჲსა სასუფეველისა ღირსად გამოვჩნდეთ და ქრისტეს თანა ვიშუებდეთ უკუნითი უკუნისადმე, ამენ.


14

     1.     თქუმული მისივე, მაკარისი, თავი 14
    2.     ...................რამეთუ სულსა ჭეშმარიტად ქრისტესმოყუარესა, დაღაცათუ ყოველნი სიმართლენი აღასრულნეს, ვითარცა არარაჲ შეურაცხია თავი თჳსი უზომოჲსა მისთჳს ქრისტეს მიმართ სიყუარულისა მისისათჳს.
    3.     დაღაცათუ ჴორცნი მისნი მარხვითა და მღჳძარებითა დააჭვნეს, ესრეთ არს, ვითარმცა არა დაეწყო მოღუაწებად და უკუეთუ პოვნეს მადლნი ზეცისანი და გამოცხადებანი საიდუმლოთანი, ესრეთ არს,
    4.     ვითარმცა არარაჲ მოეგო უზომოჲსა მის სიყუარულისა მისისათჳს, რომელი აქუს უფლისა მიმართ, არამედ მრავალდღე მშიერ და წყურიელ არს სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ლოცვითა საიდუმლოთა მათთჳს მადლისათა
    5.     და ყოვლისავე სათნოებისა მიმართ უძღებ არს და განგურემულ არს ტრფიალებითა ზეცისაჲთა.
    6.     და სურვილი მჴურვალჱ მარადის აქუს თავსა თჳსსა შორის სიძისა მის მიმართ ზეცათაჲსა, რაჲთამცა ღირს იქმნა სრულსა მას მის თანა სიწმიდესა და ზიარებასა განცხადებულითა სულითა პირისპირ ნათლითა მით სულიერითა გამოუთქუმელითა,
    7.     რაჟამს იგი შეეზავის მას ყოვლითავე გულსავსებითა და თანახატ ექმნის სიკუდილსა მას მისსა, სურვილითა დიდითა ქრისტეს სიკუდილსა მოელინ მარადის, რაჲთა წმიდა იქმნას მადლითა ღმრთისაჲთა სულითა და ჴორცითა.
    8.     და ესრეთ იქმნას ჭურ რჩეულ შთასასხმელ ნელსაცხებლისა მის ზეცათაჲსა და სავანე ქრისტესა იქმნას დასამკჳდრებელ სულისა წმიდისა და მაშინ პოოს სასუფეველი ცათაჲ.
    9.     ხოლო ამათ საზომთა სული გამოუცდელად ვერ მისწუთების, არცა ერთითა რაჲთმე მოღუაწებითა და შრომითა, მრავალთა ჟამთაჲთა და განსაცდელითა თითოსახითა აღორძნდების სულიერად,
    10.     ვიდრემდე მისწუთეს საზომსა მას სრულსა უვნებელობისასა, რაჲთა ყოველსავე შინა განსაცდელსა მტერისასა გამოცდით იპოოს და ესრეთ ღირს იქმნას პატივთა და ნიჭთა მრავალთა
    11.     და დამკჳდრებად სასუფეველისა ცათასა ქრისტჱ იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის პატივი და დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


15

     1.     თქუმული მისივე, მაკარისი, თავი 15
    2.     ყოველივე ხილული ეკლესიისაგან ღმრთისა განგებულებაჲ იქმნა საცნაურისა მის და ცხოველისა არსებისა, სულისა მის სიტყჳერისა, ხატად მღრთისა დაბადებულისა, რომელი-იგი არს ცხოველი და ჭეშმარიტი ღმრთისა ეკლესიაჲ.
    3.     ამისთჳს მსგავსითა სახითა პატივცემულ იქმნეს უსიტყუელნი იგი და უსულონი და ჴორციელნი სიტყჳერთა მათ თანა და ცხოველთა ზეცისათა, რაჲთა აჩრდილთა შინა ვიდოდის სული იგი ჩჩჳლი და მიიწიოს ჭეშმარიტსა.
    4.     რამეთუ ეკლესიაჲ ქრისტჱსი და ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი იგი ჭეშმარიტი და მსხუერპლი ცხოველი კაცი საღმრთოჲ არს.
    5.     ამისთჳს ჴორციელნი იგი, რომელნი განწმდებიან, სახელები ზეცათაჲ ეწოდა.
    6.     რამეთუ ვითარცა იგი შჯულისა მსახურებაჲ აჩრდილი იყო აწინდელისა ამის ქრისტეს ეკლესიისაჲ, ეგრეთვე აწინდელი ესე ეკლესიაჲ სახჱ არს შინაგანისა მის სიტყჳერისა და ჭეშმარიტისაჲ,
    7.     რამეთუ, აჰა ესერა, ყოველი განგებულებაჲ და მსახურებაჲ საიდუმლოთა ეკლესიისათა იგი შინაგანი კაცი, რომელსა შინა ჯერ-არს, რაჲთა აღესრულოს ყოველივე მსახურებაჲ საიდუმლოთა ზეცისათაჲ ეკლესიასა ღმრთისასა ძალითა სულისა წმიდისაჲთა,
    8.     რაჲთა ჭეშმარიტად ტაძარ ღმრთისა და ეკლესია ქრისტესა იქმნას შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა და დაიმკჳდროს ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ....................
    9.     რაჲთა ნათლისღებისა მიერ და საკურთხეველისა და მსახურებათა მიერ სარწმუნონი იგი სულნი აღივსნენ სულითა წმიდითა და ნაყოფიერ იქმნენ სათნოებითა და ესრეთ განახლდენ ძალითა მადლისაჲთა
    10.     და გამუჩნდენ მოქალაქე მოქალაქობითა მით ჭეშმარიტითა და განაგდონ ნივთიერი იგი ქუეყანისა გონებაჲ ძალითა სულისაჲთა და შეიმოსონ გონებაჲ იგი ზეცისაჲ.
    11.     რამეთუ ხილული ესე ფარულთა მათ სახე არს.
    12.     ტაძარი ამის და მღდელი – სახჱ არს ჭეშმარიტისა მის მღდელისა – ქრისტესი, რაჲთა ცხადითა მით ეკლესიისა მსახურებითა სახჱ მივიღოთ შემწედ სულთა ჩუენთა მადლითა.
    13.     ხოლო ვითარცა წმიდასა ეკლესიასა შინა უკუეთუ პირველად არა იყოს შემოკრებაჲ ერისაჲ და არა წარითქუას გალობაჲ და არა წარიკითხნენ საკითხავნი,
    14.     მღდელისა შესაწირავსა ჴორცისა და სისხლისა ქრისტესისასა არა აღასრულებდეს და საიდუმლოჲსა იგი ზიარებაჲ მორწმუნეთაჲ არა იქმნების.
    15.     და კუალად უკუეთუ ყოველივე გალობაჲ საეკლესიოჲ აღასრულოს და მღდელმან ჴორცი და სისხლი ქრისტესი არა შეწიროს და არა ეზიაროს ერი, არარაჲთვე აღსრულებულ არს საიდუმლოჲ, არამედ ნაკლულევან არს, რაჟამს მღდელმან საკურთხეველსა ზედა შესაწირავი არა შეწიროს.
    16.     და არცა შესაწირავი თჳნიერ სხჳსა მის კანონისა სრულ იქმნების, არცა გალობაჲ იგი თჳნიერ შესაწირავისა, არამედ ერთი მეორისა მოყუასობითა სრულ იქმნების.
    17.     ეგრეთვე ქრისტეანესა, თუ აქუნდეს მარხვაჲ, ლოცვაჲ და მღჳძარებაჲ და სხუანი სათნოებანი, ხოლო ძალი იგი სულისა წმიდისაჲ დაფარულსა მას საკურთხეველს გულისასა ზედა არა აღესრულებოდის, ნაკლულევან არს მოღუაწებაჲ მისი, რამეთუ არა აქუს თავი იგი, რომელ არს სული წმიდაჲ.
    18.     და კუალად სული წმიდაჲ, დაათრობს სულსა სიხარულითა მადლისაჲთა, გულთა შინა შეგინებულთა არა დაემკჳდრების, არამედ ეძიებს გულსა წმიდასა და სულსა მოღუაწესა და სათნოებასა.
    19.     და რაჲზომცა პოვოს სულმან წმიდამან კაცი მოღუაწებასა შინა კეთილსა და სიმდაბლესა სხუათა სათნოებათა, ეგზომცა განისუენებს მის ზედა.
    20.     კუალად სულსა, რომელსა მოღუაწებაჲ და შეწევნაჲ სულისა წმიდისაჲ აქუნდეს არა, იგი ნაკლულევან არს კეთილისაგან.
    21.     ამისთჳს უკუჱ ტიროდენ და იგლოვდინ უფლისა მიმართ, რაჲთა მოეცეს მას სიწმიდე სულისა წმიდისაჲ სამკაულად სათნოჲსა მის მოქალაქობისა თჳსისა და ძალი იგი მადლისაჲ გონებასა შინა თჳსსა იხილოს გამოუთქუმელად,
    22.     რაჲთა სრულ იყოს ქრისტეანობაჲ მისი, ვითარცა ვთქუ, სახჱ იგი ეკლესიისაჲ.
    23.     ხოლო ვითარცა ეკლესიასა შინა მღდელი შეცოდებულთა განაყენებს და რაჟამს კუალად მოიქცენ, ღირს იქმნებიან ზიარებასა, ხოლო უცოდველნი ღირს იქმნებიან მადლობასა და მახლობელად საკურთხეველისა დადგებიან,
    24.     რაჲთა მუნ ჰმსახურებდენ, ეგრეთვე სახედ მოღუაწენი განისუენებენ სულისა მიერ წმიდისა ზეცისა სიხარულითა და ზიარებითა სულისა წმიდისაჲთა, რომლისათჳს პავლჱ თქუა, ვითარმედ: „მადლმან უფლისა ჩუენისა....................................


16

     1.     თავი 16
    2.     ..................სიმდაბლედ მოვიდა ნათესავი ადამისი.
    3.     ვეძიებ მე კაცსა გლახაკსა სულითა და ვერ ვჰპოებ.
    4.     ვითარცა მდიდარი, რომელსა აქუნ ფრიადი საუნჯჱ სახლსა შინა თჳსსა და ვერვე განძღებინ, არამედ ვითარცა გლახაკი არნ და ყოველსავე მოიგებნ და ყოველთაგანვე ითხოვნ................
    5.     ხოლო ვინაჲთგან ძალი ეშმაკისაჲ კაცსა ბოროტისა მიმართ აწუვევს და არა აიძულებს, რამეთუ კაცისა ბუნებისაჲ ღმერთჲან თავისუფლად დაჰბადა,
    6.     ამისთჳს უკუეთუ კაცმან ქმნეს ბოროტი ეშმაკისა წუევნითა, არა ეშმაკი დაისჯების მისთჳს, არამედ კაცი თჳთ, რამეთუ ნებსით დაჰმორჩილდა მას.
    7.     და კუალად უკუეთუ კეთილი ქმნეს, ღმერთი კეთილისა მისთჳს ადიდებს მას და მიაგებს, რამეთუ თჳთ კაცი მიზეზ კეთილისა ექმნა თავსა თჳსსა.
    8.     და ძალი იგი ღმრთისაჲ აიძულებს კაცსა კეთილისა მიმართ, დაღაცათუ თჳთ მარადის მის თანა არს და მიუტევებს მას ნებასა თჳსსა, რაჲთა იხილოს გონებაჲ მისი, უკუეთუ პატივსცემს-ძია მადლსა მას, ანუ თუ არა და თუ ისმენს-ძი მისსა, ანუ არა.
    9.     რამეთუ მრავალთა პატივსცეს მას და არა ისმენს მისი.
    10.     და სხუანი განდრკეს მისგან, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სულიერად დაიწყეთ და აწ ჴორციელად აღასრულებთ“, რამეთუ ბუნებასა შჯული არა აქუს,
    11.     არამედ თავისუფლითა მით გონებითა შემძლებელ არს მიდრეკად ბოროტისა და კეთილისა მიმართ, ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა და მნებავს ხილვაჲ, უკუეთუ აღგზებულ არსა?“.
    12.     ვითარცა უფალსა ჰნებავს, რაჲთამცა ცეცხლი მისი ზეცისაჲ აღეგზნა გულსა შინა კაცისასა, რომელთამე ჰნებავს და რომელთამე არა.
    13.     და კუალად იტყჳს: „მრავალგზის ვინებე შემოკრებაჲ თქუენი, ვითარცა მფრინველმან მართუენი თჳსნი და არა ინებეთ“.
    14.     ჰხედავა, რამეთუ უფალსა ჰნებავს და თჳთ კაცსა არა ჰნებავს მიახლებად უფლისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


17

     1.     თქუმული მისივე, წმიდისა მამისა ჩუენისა მაკარისი, თავი 17
    2.     ხოლო ვითარცა კაცნი ჟამსა ამას მკუდარ და განხრწნილ არიან, ეგრეთვე გულისსიტყუანი ეშმაკისა მიერ მკუდარ არიან და განხრწნილ და დაფლულ მწჳრესა შინა, რამეთუ წარწყმდა სული.
    3.     და ვითარცა ისრაჱლი ოქროჲსა და ვეცხლისა იგი ჭურჭელი შთაასხეს ცეცხლსა და იქმნა იგი კერპად, ეგრეთვე სულმან გულისსიტყუანი იგი კეთილნი მისცნა უკეთურებასა და დაინთქნეს იგინი მწჳრესა შინა ცოდვისასა.
    4.     და ვითარცა საკერპოსა შინა არს სული სიბნელესა მას ცოდვისასა და ვითარმე ვინ განყვნეს იგინი და განასხნეს თჳსისა სახლისაგან?
    5.     რამეთუ არა ეგების, უკუეთუ არა მოვიდეს წმიდაჲ იგი სული, რომელი შეამკობს დაბნელებულსა სახლსა და გჳჴმს მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელი აღმობრწყინდების გულთა შინა და განანათლებს მას.
    6.     გჳჴმს ჩუენ საჭურველი იგი, რომელი სძლევს ბრძოლასა.
    7.     რამეთუ დედაკაცმან მან, რომელმან წარწყმიდა დრაქმაჲ, პირველად აღანთო სანთელი და, მერმე შეამკო სახლი და ესრეთ პოვა დრაქმაჲ იგი არაწმიდებასა შინა და მწჳრესა დაფლული.
    8.     და აწცა სულსა თავით თჳსით ვერ ძალ-უც პოვნაჲ გულისსიტყუათა თჳსთაჲ, არამედ ოდეს აღენთოს სანთელი იგი საღმრთოჲ დაბნელებულსა მას სახლსა სულისასა, მაშინ ჰპოებს გულისსიტყუათა თჳსთა და იხილავს მათ, ვითარ-იგი არიან არაწმიდებასა შინა დაფლულ.
    9.     აღმობრწყინდების მზჱ და მაშინ იხილავს სული წარწყმედასა თჳსსა და იწყებს გამორჩევად მწჳრესა შინა დაფლულთა გულისსიტყუათა თჳსთა, რამეთუ წარწყმიდა სულმან ხატი თჳსი გარდასლვითა მცნებათაჲთა.
    10.     ვითარცა მეფჱ, რომელსა ესხნიან მსახურნი და მონანი მრავალნი, ხოლო მოჰჴდის ჟამი და შეიპყრიან იგი მტერთა და ტყუჱ-ყვიან, მაშინ უეჭუელად მონანიცა მის თანავე წარვლენ.
    11.     ეგრეთვე ადამ დაჰბადა ღმერთმან წმიდად, რაჲთა, ჰმსახურებდეს მას და ყოველნივე დაბადებულნი მისცნა მონებად მისა.
    12.     რამეთუ უფალ და მეუფჱ ყოველთავე ზედა დაადგინა იგი.
    13.     არამედ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი ბოროტი მოვიდა და ეუბნა მას, ხოლო მან შეიწყნარა და შევიდა გულად მისა და შეიპყრა ყოველივე ძალი მისი, და ესრეთ ვითარცა-იგი შეპყრობილ იქმნა, მის თანა ტყუე იქმნეს დაბადებულნი მონებად მისა.
    14.     რამეთუ ხატი ადამისი უჩინო-ყო ურჩებითა მისითა, ვიდრემდე მიიქცეს კაცნი და მოვიდეს თაყუანისცემად ეშმაკისა.
    15.     და, აჰა ესერა, ნაყოფნი ქუეყანისანი, ღმრთისა მიერ კეთილად დაბადებულნი, შეიწირვებოდეს მსხუერპლად ეშმაკთა: პური და ღჳნოჲ და ზეთი საცხოვარი, არამედ ძენიცა და ასულნი მათნი დაუკლნეს კერპთა.
    16.     ხოლო თჳთ დამბადებელი სულისაჲ და ჴორცთაჲ მოვიდა და დაჰჴსნნა ყოველნი ღონენი მტერისანი და საქმენი მისნი,
    17.     რომელნი აღესრულებოდეს გულისსიტყუათა შინა და განაახლებს ხატსა ზეცისაჲსა და ჰყოფს სულსა მას განახლებულად, რაჲთა იქმნას კუალად ადამ მეუფჱ დაბადებულთა და უფალ სიკუდილისა.
    18.     და ვითარცა აჩრდილსა მას შინა შჯულისასა მოსეს ეწოდებოდა მაცხოვრად ისრაჱლისა და განიყვანნა იგინი ეგჳპტით, ეგრეთვე აწ ჭეშმარიტი იგი მჴსნელი ქრისტჱ შევალს დაფარულთა შინა სულისათა და გამოიყვანებს მას ეგჳპტით და მათისა მის მონებისაგან და გუასწავებს ჩუენ,
    19.     რაჲთა განვიდეთ სოფლით და დავგლახაკნეთ საქმეთა შინა ამის სოფლისათა, რაჲთა ყოვლადვე არაჲ ზრუნვაჲ გუაქუნდეს,
    20.     არამედ დღჱ და ღამჱ ვდგეთ კართა ზედა და მოველოდით, თუ ოდეს მოვიდეს უფალი და განახუნეს დაჴშულნი იგი კარნი გულისანი და მოჰფინოს ჩუენ ზედა ნიჭი სულისა წმიდისაჲ.
    21.     და გჳბრძანა ჩუენ დატევებაჲ ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და თჳსთაჲ და განსყიდაჲ ყოვლისავე მონაგებისაჲ და მიცემად გლახაკთა, რაჲთა გუაქუნდეს საუნჯჱ ცათა შინა და მას ვეძიებდეთ, რამეთუ იტყჳს უფალი ვითარმედ: „სადაცა იყვნენ საუნჯენი თქუენნი, მუნცა იყვნენ გულნი თქუენნი“.
    22.     უწყოდა ღმერთმან, რამეთუ მათ სძლევს ეშმაკი გონებასა, რაჲთა შთაიყვანებდეს მათ ზრუნვათა შინა ამის სოფლისათა.
    23.     ამისთჳს განგებულებით გჳბრძანა ჩუენ განშორებაჲ სოფლისაგან და რაჲთა ესრეთ ვეძიებდეთ ზეცისა კეთილთა, გჳნდეს, თუ არა, რამეთუ დაღაცათუ ენებოს კაცსა მიქცევაჲ მონაგებთავე თჳსთა მიმართ,
    24.     რაჟამს იგი იხილოს, რამეთუ არა რაჲ აქუს, მერმე უნდეს, თუ არა, მიიქცევის ზეცადვე, „სადა-იგი საუნჯჱ მისი არს“.
    25.     რამეთუ რჩულსაცა შინა უბრძანა ღმერთმან მოსეს, რაჲთა შექმნას გუელი სპილენძისაჲ და შემშჭუალოს იგი თავსა ძელისასა.
    26.     და რაოდენნი იწყლნიან გუელთაგან, მიხედვიდიან გუელსა მას და განიკურნებოდიან.
    27.     ხოლო ესე განგებულებით იქმნა, რაჲთა რომელნი შეპყრობილ არიან ქუეყანისა ზრუნვათაგან და კერპთმსახურებისა და გემოთაგან ეშმაკისათა, ამით ესევითარითა სახითა აღიხილვიდენ ზეცად და დაუტეობდენ საქმეთა ქუეყანისათა.
    28.     და კუალად მისგანვე იხილონ უმაღლჱსი იგი და ესრეთ მცირე-მცირედ ისწრაფონ გულისჴმის-ყოფად უზეშთაესისა მის და უმაღლჱსისაჲ და ცნიან, ვითარმედ არს ღმერთი დამბადებელი ყოველთაჲ.
    29.     და ამისთჳს ბრძანა დაგლახაკებაჲ ყოვლისაგან, რაჲთა, დაღაცათუ გინდეს მიქცევაჲ სოფლად, ვერვე შეუძლო, რამეთუ რაჟამს იწყო ზრახვად გულისა შენისა თანა
    30.     და თქუმად ვითარმედ: „ვინაჲთგან არარაჲ გაქუს ქუეყანასა ზედა, გუალე და წარვიდეთ ზეცად მიმართ, სადა-იგი არს საუნჯჱ ჩუენი“, მაშინ იწყებს გონებაჲ ჩუენი ძიებად საქმეთა ზეცისათა.
    31.     ხოლო რაჲ არს, რამეთუ „გუელი მკუდარი განჰკურნებდა წყლულთა მათ“ და უსულოჲ ცოცხალთა მათ გუელთა სძლევდა?
    32.     სახე იყო იგი ჴორცთა უფლისათა, რამეთუ ჴორცნი, რომელნი შეიმოსნა უფალმან ღმრთისმშობელისა მარიამისაგან, შეიმშჭუალნა იგი და დამოეკიდა ძელსა ზედა.
    33.     და გუელი იგი, რომელი ცოცხალ იყო და ვიდოდა გულთა ჩუენთა, გუამმან მან მომკუდარმან სძლო და მოაკუდინა.
    34.     საკჳრველი საქმჱ იქმნა, ვითარ მკუდარმან ცოცხალი მოკლა.
    35.     არამედ ვითარცა დასაბამითგან არავის უქმნია გუელი სპილენძისაჲ, ვიდრე მოსესამდე და მოსჱ ქმნა საქმე იგი ახალი, ეგრეთვე უფალმან ახალნი ჴორცნი შეიმოსნა ქალწულისა მარიამისგან, არამედ არა ზეცით მოიხუნა ჴორცნი იგი.
    36.     სული ზეცისაჲ იყო, არამედ კაცი ახალი შეიმოსა ღმრთეებისა თანა.
    37.     და შეიმოსნა ჴორცნი კაცობრივნი და ხატი მონისაჲ შთაიცუა საშოსა შინა.
    38.     და ვითარცა გუელი სპილენძისაჲ მოსესამდე არა ყოფილ არს, ეგრეთვე ჴორცნი უცოდველნი არავის მოუხმან სოფელსა შინა.
    39.     რამეთუ გარდაჰჴდა რაჲ მცნებასა პირველი ადამ, „უფლებდა სიკუდილი“ ყოველთა ზედა შვილთა მისთა.
    40.     ხოლო მკუდარმან მან გუელმან სძლო გუელსა მას ბოროტსა.
    41.     და ესე საკჳრველი საქმჱ ექმნა „ჰურიათა საცთურ და წარმართთა სისულელე“, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა და მასცა ჯუარცუმულსა, ხოლო.
    42.     რამეთუ სიკუდილითა მისითა იქმნა ცხორებაჲ და მოეფინა ნათელი და მოგუეცა ძლევაჲ და გამოჴსნაჲ.
    43.     ესრეთ მოუჴდა უფალი სიკუდილსა ჰზრახვიდა მას და უბრძანა აღმოყვანებაჲ სულთაჲ ჯოჯოხეთით და სიკუდილით და განტევებაჲ..........................
    44.     მაშინ შეძრწუნდეს ძალნი იგი ბოროტნი და განუტევეს შეწყდომილი იგი ადამ.
    45.     არამედ რაჟამს გესმას, ვითარცა მას ჟამსა შინა იჴსნნა სულნი ჯოჯოხეთისაგან და ბნელისა და ვითარმედ შთაჴდა იგი ჯოჯოხეთად
    46.     და ქმნა საქმე დიდებული, ნუ აგონებ, თუ შორს არიან საქმენი იგი სულისა შენისაგან, რამეთუ ჯოჯოხეთი არს კაცი დამტევნელი და შემწყნარებელი უკეთურებათაჲ.
    47.     რამეთუ შეპყრობილ არიან უკეთურებისა მიერ ჯოჯოხეთისა სულნი იგი ადამისი და ბნელსა შინა შეწყდომილ არიან გულისსიტყუანი იგი სულისანი.
    48.     და რაჟამს გესმას საფლავსა იტყჳს, რამეთუ საფლავი და სამარჱ გული შენი არს.
    49.     რაჟამს მთავარი იგი უკეთურებისაჲ და ანგელოზნი მისნი მუნ იბუდებდენ და რაჟამს-იგი გზანი და კუალნი, სადა-იგი ძალნი ეშმაკისანი ვლენან, ბუდესა შინა შენსა იყვნენ და გულისსიტყუათა შინა შენთა ვიდოდიან, არა სამარჱ ხარა და საფლავ და მკუდარ წინაშე ღმრთისა?
    50.     რამეთუ მუნ დაჰბეჭდა ეშმაკმან ვეცხლი გამოუცდელი სულსა შინა და დასთესა თესლი მწარჱ და შეზილა ცომი ძუელი.
    51.     მუნ გამოდის წყაროჲ მწჳრისაჲ.
    52.     ხოლო მოვალს უფალი სულთა მათ ზედა, რომელნი მას ეძიებდენ სიღრმესა შინა მას ჯოჯოხეთისასა, რომელ არს გული და მუნ უბრძანებს სიკუდილსა და ეტყჳს: „გამოუტევენ სულნი ეგე შეყენებულნი მეძიებელნი ჩემნი, რომელნი შეყენებით გიჭირვან“.
    53.     მაშინ განჰხეთქს მძიმეთა მათ ლოდთა მდებარეთა სულსა ზედა და აღაღებს სამარეთა და აღადგინებს ჭეშმარიტსა მას მკუდარსა და ბნელისა მის საპყრობილისაგან გამოიყვანებს შეყენებულსა მას სულსა.
    54.     და ვითარ ვინმემცა ავშეკრული კაცი განჰჴსნა ჯაჭჳთა ჴელითა და ფერჴითა და განუტევის იგი თავისუფლებით სლვად,
    55.     ეგრეთვე განჰჴსნის უფალი შეკრულსა მას სულსა ჯაჭჳთა სიკუდილისაჲთა და განუტევებს მას და განათავისუფლებს გონებასა მისსა, რაჲთა, ვითარცა ენებოს, ესრეთცა ვიდოდის ჰაერსა შინა საღმრთოსა.
    56.     ხოლო ვითარცა კაცმან გამოუცდელმან ცურვისამან უკუეთუ იხილის სხუაჲ კაცი წარღებული წყლისა მიერ და მომრჩვალი შორის მჴეცთა მრავალთა ბოროტთა
    57.     და ინების გამოყვანებაჲ მისი ცურვითა, იგიცა წარწყმდების მის თანავე, არამედ ჯერ-არს ჴელოვანი მცურვალი და ძლიერი, რაჲთა შევიდეს და გამოიყვანოს მომრჩვალი იგი შორის მჴეცთა მათ ბოროტთა.
    58.     და თჳთ წყალმანცა, ოდეს იხილის მცურვალი ჴელოვანი იგი, შეეწევის მას და ამოაგდებს ზე.
    59.     ეგრეთვე სული უფსკრულსა მას შინა სიკუდილისასა და მკუდარ არს იგი ღმრთისაგან შორის მჴეცთა მათ მძლავრთა და ვინმცა შემძლებელ იყო საუნჯეთა მათ და სიღრმეთა მათ ჯოჯოხეთისათა შთასლვად?
    60.     არამედ იგი ოდენ ჴელოვანი, რომელმან დაჰბადნა ჴორცნი და სული იგი მოვალს სიღრმესა მას ჯოჯოხეთისასა და ღმათა მათ წიაღთა შინა გულისათა,
    61.     სადა-იგი სული არს შეპყრობილ სიკუდილისა მიერ გულისსიტყჳთურთ თჳსით და აღმოიყვანებს უფსკრულისა მისგან ბნელისა მომკუდარსა მას ადამს და თჳთ სიკუდილი გამოცდილებითა მით შემწჱ ექმნების კაცთა, ვითარცა-იგი წყალი – მცურვალსა.
    62.     რამეთუ რაჲ სიძნელჱ არს წინაშე ღმრთისა შესლვაჲ სიკუდილისა მიმართ და ღრმათა ამათ შინა წიაღთა გულისათა და აღმოყვანებად მიერ მოკუდინებულისა ადამისი?
    63.     რამეთუ სოფელსა ამას შინა ხილულსა არიან ნაშენებნი და ტაძარნი, სადა-იგი კაცნი მკჳდრ არიან.
    64.     და არიან კუალად საყოფელნი მჴეცთანი – ლომთა, გინა ვეშაპთანი და სხუათა მჴეცთა ბოროტთანი.
    65.     ხოლო უკუეთუ მზჱ, რომელი დაბნელებულ არს, შევალს კართა მიერ, გინა სარკუმელთა საყოფელსა შინა ლომთასა და ქუჱწარმავალთასა და არარაჲ ევნების,
    66.     მაშა ვითარ არა უფროჲსად შევიდეს ღმერთი, მეუფჱ ყოველთაჲ საყოფელთა შინა სიკუდილისათა, დაიჴსნას ადამ და არარაჲ ევნოს სიკუდილისაგან.
    67.     და წჳმაჲ იგი მომავალი ზეცით „შთავალს სიღრმეთა ქუეყანისათა“ და განჴმელთა მათ ძირთა აღმოაცენებს.
    68.     რამეთუ სხუაჲ არს, რომელსა-იგი აქუს ღუაწლი და ბრძოლაჲ ეშმაკისა მიმართ და ეგევითარისაჲ მის ესრეთ შემუსრვილ არს სული, რამეთუ ზრუნვასა და გლოვასა და ცრემლთა შინა არს იგი.
    69.     ხოლო ორთა პირთა ზედა დგას ეგევითარი იგი.
    70.     ხოლო უკუეთუ ესე-ვითართა საქმეთა შინა დგას იგი ბრძოლად, მის თანა არს უფალი და ჰფარავს მას.
    71.     უკუეთუ ოდენ იგი ეძიებდეს მას და ჰრეკდეს კარსა, არამცა განეღო, კუალად უკუეთუ იხილოს ძმაჲ ვინმე ტკბილი, მშჳდი, ძმათა მოყუარჱ, სახიერი, ეგევითარი იგი მადლისა მიერ განმტკიცებულ არს.
    72.     ხოლო რომელსა საფუძველი არა აქუნდეს, არა აქუს ესევითარი შიში ღმრთისაჲ, არცა შემუსრვილ არს გული მისი, არცა არს შიშსა შინა და არცა შეიკრძალავს გულსა თჳსსა და სხუათა ასოთა, რაჲთამცა არა უწესოდ ვიდოდეს.
    73.     ეგევითარისა მის სული ჯერეთ წარწყმედასა შინა არს, რამეთუ არღა შესრულ არს იგი ღუაწლსა მას შინა.
    74.     სხუაჲ არს, რომელი-იგი წყალსა შინა იყოს და სხუაჲ არს, რომელმან არა უწყოდის ბრძოლაჲ, რამეთუ თესლი, რაჟამს დაეთესის, ჭირსა შინა არნ ზამთრისაგან და ყინულისა და სიცივისა ჰაერთაჲსა და ჟამსა მარჯუესა გამოიღის მან ნაყოფი.
    75.     ხოლო მრავალგზის ეშმაკი გულსა შინა გეტყჳს შენ ესრეთ, ვითარმედ: „აჰა ესერა, ესეზომნი ბოროტნი გიქმნიან და აღვსებულ არს სული შენი უკეთურებითა და დამძიმებულ ხარ ცოდვათაგან შენთა“.
    76.     ხოლო ამას ყოველსა ჰყოფს, რაჲთამცა მიგიყვანა სასოწარკუეთილებად, ვითარმედ ვერ ძალ-გიც ცხორებად, არა შეიწირვის სინანული შენი, რამეთუ ვინაჲთგან გარდასლვითა მცნებათაჲთა შემოვიდა უკეთურებაჲ, მიერითგან მარადღჱ ეუბნების სულსა შინა, ვითარცა კაცი კაცსა თანა.
    77.     არამედ შენ მიუგე და არქუ მას, ვითარმედ: „მქუნან მე აღთქუმანი უფლისანი, რომელსა იტყჳს ვითარმედ: „არა მნებავს მე სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული მისი“.
    78.     რამეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვილნი აცხოვნნეს და მკუდარნი აღადგინნეს, რამეთუ ჭეშმარიტებით შვილებად ღმრთისა გჳწოდნა ჩუენ და ქალაქად წმიდად და მშჳდობისა და ცხორებად უკუდავად და დიდებად უხრწნელად.
    79.     უკუეთუ ოდეს დასაბამადია ჩუენ ზედა ვქმნათ აღსასრულიცა კეთილი და დავადგრეთ სიგლახაკესა შინა და უცხოებასა და ჭირსა, მარადის ვევედრებოდით ღმერთსა და ურცხუენელად ვჰრეკდეთ კარსა, ვითარცა ახლოს არს სული ჴორცთა,
    80.     ესრეთ ახლოს არს უფალი მოსლვად და განხუმად დაჴშულთა კართა გულისათა, რაჲთა მოგუეცეს ჩუენ ზეცისა იგი სიმდიდრჱ, რამეთუ სახიერ არს და კაცთმოყუარე და უტყუველ არიან აღთქუმანი მისნი, უკუეთუ ოდენ აღსასრულადმდე. ვეძიებდეთ მათ.
    81.     დიდებაჲ სახიერებასა მისსა და აუარაცხელსა მოწყალებასა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


18

     1.     თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 18
    2.     რაჲმე ვჰრქუათ საყუარელთა მათ ძმათა ჩუენთა, ანუ რაჲმე მოგაჴსენო თქუენ, რომელთა-ეგე განგიმზადებიან თავნი თჳსნი ქრისტესა შედგომად?
    3.     უკუეთუ გრქუა თქუენ, ვითარმედ ჯერ-არს განკითხვაჲ და განშორებაჲ ამის სოფლისაგან, თქუენ, აჰა ესერა, პირველ ჩუენისა თქუმულისა გიქმნიეს ესე.
    4.     უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ რომელსა ჰნებავს შედგომად სიყუარულსა უფლისასა,
    5.     თანა-აც უცხო-ყოფაჲ მამულისაგან და ნათესავთა და მეგობართა სიყუარულისათჳს და სურვილისა მცნებათა ქრისტესთა, აჰა ესერა, ესეცა თითოეულსა თქუენსა უქმნიეს და უცხოქმნულ ხართ ყოვლისაგანვე ღმრთისათჳს.
    6.     უკუეთუ გრქუა თქუენ მარადის ლოცვისათჳს ბრძანებისაებრ უფლისა და სწავლისაებრ მოციქულისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „დაუცხრომელად ილოცევდით“.
    7.     აჰა ესერა, მადლითა ღმრთისაჲთა გხედავთ, ვითარმედ ამას საქმესა შინა ხართ მარადის.
    8.     უკუეთუ გრქუა თქუენ, ვითარმედ ჯერ-არს სწავლაჲ საღმრთოთა წერილთაჲ, რაჲთა უწყოდით მცნებანი უფლისანი და არა დაივიწყნეთ სიტყუანი მისნი, აჰა ესერა, მადლითა ღმრთისაჲთა და მარადის მას იწურთით.
    9.     უკუეთუ გრქუა თქუენ ერთმანერთისა სიყუარულისათჳს და სიმდაბლისა და ურთიერთას პატივისა, აჰა ესერა, თითოეული თქუენი ამას შინა არს და ამათ საქმეთა შინა გამოიცადების კეთილად.
    10.     უკუეთუ, ჵ, შვილნო ჩემნო წმიდად მოსრულ ხართ მსახურებად უფლისა და სათნო-ყოფად მეუფისა ქრისტესა, ეგევითარი დაწყებაჲ კეთილ არს და სათნო წინაშე ქრისტესა რამეთუ რომელნი წმიდად და მჴურვალედ შეეწყნარნენ უფალსა, მათ დაჰმარხავს ცხორებად საუკუნოდ,
    11.     ხოლო ეძიებს მათგან, რომელნი-იგი შეეწყნარნენ მას, რაჲთა სრულიად წმიდა-ყვნენ თავნი თჳსნი და უცხო-ყვნენ ჴორცნი მათნი ხრწნილებისაგან, სიძვისა, პარვისა, ტყუვილისა და სიყუარულისაგან ცუდთა და ამაოთა, ნაყროვნებისაგან და ყოვლისავე ანგაჰრებისა
    12.     რაჲთა სხუათა მათგან ცოდვათა, რომელნი ჴორცითა აღესრულებიან და რაჲთა დაიცვან სული გულისსიტყუათაგან ბოროტთა და შეგინებულთა, რაჲთა არა იწურთიდენ ბოროტსა საქმესა.
    13.     რამეთუ ვითარცა ჴორცნი, უკუეთუ უკეთურებით სხუათა ჴორცთა ეზიარნენ, შეიგინებიან და განიხრწნებიან,
    14.     ეგრეთვე სული განიხრწნების და შეიგინების, რაჟამს იწურთიდეს ბოროტსა და წურთითა მით მისითა ეზიარებოდის ძალთა მათ ბოროტთა,
    15.     რომელნი-იგი ებრძოდიან მას, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან განხრწნას ტაძარი ღმრთისაჲ, რომელ არს გუამი, განხრწნას იგი ღმერთმან“.
    16.     ეგრეთვე რომელმან განხრწნას სული და ბუნებაჲ შეაერთოს სიბოროტესა მას ვნებათასა და უხილავთა მათ ცოდვათა ეზიაროს, რომელ არიან გულისსიტყუანი ბოროტნი, ეგევითარი იგი თანამდებ არს სატანჯველისა.
    17.     ჯერ-არს, რაჲთა დავიცვნეთ ჴორცნი ჩუენნი წმიდად ცხადთა მათ ვნებათაგან ხილულთა ყოველთა, რამეთუ ტაძარი არს იგი ღმრთისაჲ და ჯერ-არს დაცვაჲ სულისაჲ ბოროტთა მათ და შეგინებულთა გულისსიტყუათაგან,
    18.     რაჲთა არა შევაგინოთ გონებაჲ ჩუენი ნეფსით ჩუენით, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოვლითავე ძალითა შენითა დაიცევ სული შენი, რამეთუ ამათგან არიან გამოსლვანი ცხორებისანი“.
    19.     და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „გულარძნილნი გულისსიტყუანი განაშორებენ სულსა უფლისაგან“, რამეთუ სძალი არს იგი დიდისა მის მეუფისა ქრისტესი, ვითარცა იტყჳს პავლჱ, ვითარმედ: „მიგათხოენ თქუენ ერთსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“.
    20.     რამეთუ ესრეთ სათნო იყო ღმერთმან და ესრეთ ბრძანა, რაჲთა მეძიებელთა შორის მისთა დაიმკჳდროს და მათ შორის ვიდოდის და ესრეთ ჯერ-არს დაცვაჲ სულისაჲ წმიდად გულისსიტყუათაგან
    21.     რამეთუ ღმერთსა არა სათნო-უჩნს დამკჳდრებაჲ მეძავთა შორის და უჴმართა და შეგინებულთა და არა სათნო-უჩნს დამკჳდრებაჲ სულთა მათ შორის, რომელთა გულისსიტყუანი განხრწნილ არიან უხილავთა მათგან ვნებათა და სიბოროტისაგან ძუელისა მის კაცისა, რომელი-იგი მათ თანა მყოფ არს.
    22.     ამიერითგან თითოეული განსჯის და განიკითხავს სულსა თჳსსა და გამოიწულილევდინ გულისსიტყუათა თჳსთა წმიდათა წერილთაგან და გამოიცადებოდენ, თუ რომელთა საქმეთა შინა შეპყრობილ არს იგი ნეფსით და ხედევდინ,
    23.     თუ შეეზავების-ძი გული და გულისსიტყუანი მისნი შჯულსა ღმრთისასა, თუ არა, ისწრაფდინ და იღუწიდინ თითოეული ყოვლითა ძალითა თჳსითა, რამეთუ ვითარცა-იგი ჴორცი იმარხავს გარეგან ბოროტთა საქმეთაგან რაჲთა არა შეიგინოს, რამეთუ სძალი არს იგი ღმრთისაჲ.
    24.     რამეთუ ვითარცა ჴორცნი შეიგინებიან ზიარებითა სხუათა ჴორცთაჲთა,
    25.     ეგრეთვე სული შეიგინების ზიარებითა ძალთა მათ ბოროტთაჲთა განიხრწნების გულისსიტყუათაგან ბილწთა და ისიძავს უხილავითა მით ცოდვითა, ურწმუნოებითა, მზაკუვარებითა, ცუდად მზუაობრებითა, რისხვითა, შურითა, ჴდომითა.
    26.     რამეთუ სული, რომელსაცა ეზიარებოდის, მასცა ჰმსახურებს.
    27.     ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „კაცნი იგი განხრწნილნი გონებითა“ და გრძნობაჲ და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეიგინა გული მათი და გონებაჲ“ და კუალად იტყჳს,
    28.     ვითარმედ: „მეშინიან მე, ნუუკუჱ ვითარცა გუელმან აცთუნა ევა მანქანებითა თჳსითა, ეგრეთვე განიხრწნნენ გონებანი თქუენნი სიმარტივისა და სიწრფოებისა მისგან ქრისტესისა“.
    29.     ამისთჳს უკუჱ საცნაურ არს, ვითარმედ არს სიძვაჲ და ხრწნილებაჲ ფარული სულსა შინა, რომელი-იგი აღესრულების ბოროტთა გულისსიტყუათა მიერ,
    30.     რამეთუ რჩულსა შინა საიდუმლოდ მოასწავებდა სული წმიდაჲ სულთა ჩუენთათჳს და წმიდანი იგი ოთხფერჴნი და მფრინველნი არაწმიდათაგან განიყვანა, ხოლო წმიდანი – წმიდათაცა ნაყოფთა გამოიღებენ.
    31.     ეგრეთვე თანა-აც სულსა, რაჲთა გულისჴმის-ყოფითა სიტყჳსაჲთა ყოვლითა მოსწრაფებითა განყვნეს წმიდანი იგი ბუნებისა თჳსისა გულისსიტყუანი არაწმიდათა მათგან გულისსიტყუათა ცოდვისათა,
    32.     რაჲთა სულმან თჳსისა მის ბუნებისა წმიდანი გულისსიტყუანი შვნეს გულისჴმის-ყოფითა სიტყჳსაჲთა და რაჲთა არა ეზიაროს და შეერთოს უკეთურებასა მას და უგულისჴმოებით არაწმიდანი იგი გულისსიტყუანი, ვითარცა ბუნებითნი, ესრეთ შვნეს.
    33.     ეტყჳს, ვითარმედ – „ჭლიკოსანნი და აღმოიცოხნიდენ იგი წმიდა არიან“.
    34.     ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა მარადის ორითა პირითა ხედვიდეს კაცი თავსა თჳსსა, რაჲთა წინააღუდგებოდის და არა შეერთებოდის ბოროტსა მას წესსა ვნებათასა.
    35.     ხოლო ჯერ-არს, რაჲთა პირველად სულმან განყოს გულის-სიტყჳთურთ თჳსით სიტყჳსა მიერ ზიარებისაგან ცოდვისა და მერმე ჭეშმარიტებით განყოს თავით თჳსით ძალითა სულისა წმიდისაჲთა უკეთურებისაგან სულთა მათ ბოროტთა, რომელ არიან ძირნი გულისსიტყუათანი.
    36.     რამეთუ ვითარცა მუშაკი მოქმედი ქუეყანისაჲ პირველად მოჰჴნავს და განსწმედს და მერმე დასთესავს თესლსა, რაჲთა მოიღოს ნაყოფი კეთილი, ესრეთ თანა-აც,
    37.     რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ უფლისა და მიღებად თესლსა მას მადლისასა, რაჲთა პირველად განწმიდოს და განაახლოს და განჰმზადოს ყოვლითავე ძალითა თჳსითა ქუეყანაჲ გულისა თჳსისაჲ.
    38.     რაჲთა რაჟამს დავარდეს თესლი სულისაჲ კეთილისა მას ქუეყანასა გულისასა, ასი წილი გამოიღოს მან სრული ნაყოფი.
    39.     ანუ ვითარცა ჴელოვანი, რომელი კეთილად მოიქმოდის ტყავსა, უკუეთუ არა პირველად აჴოცოს მისგან თმაჲ და სიზრქე იგი ჴორცისაჲ და სიშავჱ სისხლისაჲ და სხუაჲ იგი არაწმიდებაჲ
    40.     და ესრეთ კეთილად მოქმნას და განწმიდოს და განასპეტაკოს ტყავი იგი, არა დაიწერებინ მას ზედა შჯულნი ღმრთისანი.
    41.     ხოლო ოდეს ჴელოვნებით და სიბრძნით კეთილად მოქმნას და განწმიდოს და განასპეტაკოს, მერმე დაწერაჲ მათ ზედა შჯულთა საღმრთოთა და ეწოდების მიერითგან წერილ საღმრთო.
    42.     ეგრეთვე, რომელთა ენებოს გულთა შინა მათთა, სულთა და გონებათა მათ, რაჲთა ყოვლითავე მოსწრაფებითა და სიჴელოვნითა მოქმნან
    43.     და განწმიდონ გული მათი ყოვლისაგანვე ნივთისა ამის საწუთროჲსა და სიზრქისაგან სისხლთა და ჴორცთა, რომელ არიან ზრუნვანი და საკრველნი ამის სოფლისნი.
    44.     და ამის ყოვლისაგან განაშორონ და განწმიდონ იგი, რაჲთა ესრეთ პირველვე განწმიდონ და განჰმზადონ გონებაჲ მათი და გული მათი, რაჲთა ესრეთ დაწერნეს ღმერთმან შჯულნი იგი სულისა თჳსისანი გულთა შინა მათთა აღთქუმისა მისებრ თჳსისა, რომელსა იტყჳს,
    45.     ვითარმედ: „მივსცნე შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა დავწერნე იგინი და ვიყო მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად“.
    46.     ხოლო მოციქული ამას ყოველსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა ესე ყოველნი, აღთქუმანი გუქონან, ძმანო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა“,
    47.     რაჲთა ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ ჭეშმარიტებით ცნობად ღმრთისა და შესლვად ცხორებისა მას საუკუნესა.
    48.     ხოლო უკუეთუ არა დაეწეროს რჩული ღმრთისაჲ გულსა შინა, ეგევითარი იგი გული ჯერეთ ჴორც და სისხლ არს და არა მოქმნილ არს, ვითარცა ღმერთსა ჰნებავს.
    49.     ხოლო იგავი იგი მუშაკისა და ჴელოვნისაჲ მის სხჳთა სახითა გულისჴმა-იყოფების: ვითარცა-იგი ქუეყანაჲ მორჩილ არს მუშაკისა და ვერ.........................
    50.     სხუაჲ საქმჱ უკეთესი და უპატიოსნესი, ვითარ განწმედაჲ სულისაჲ და გონებისა განმტკიცებაჲ ნებისაებრ ღმრთისა.
    51.     და ესე ოდენ არს პატიოსან და დიდ წინაშე ღმრთისა, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ ჭამადსა წარსაწყმედელსა, რომელ-იგი არიან საქმენი ბოროტნი, არამედ ჭამადსა მას, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“.
    52.     და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „აღსაარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ არიან საქმენი მისნი“ რამეთუ რაჟამს კაცმან ესრეთ განწმიდოს გული მისა, მერმე მოეცემის სულსა მას ზეცით საქმე ზეცისაჲ, საქმე ცხორებისა საუკუნოჲსაჲ ღმრთეებისა მისგან სულისა წმიდისა კეთილად.
    53.     უკუჱ, ჵ შვილნო, დაუტევეთ ყოველივე წარმავალი და მოუჴედით თქუენ ღმერთსა და მამისა წილ თქუენისა ეძიებდით მამასა მას ზეცისასა, ხოლო დედისა წილ განხრწნადისა დედად გივის სული იგი ღმრთისაჲ სახიერი და იერუსალჱმი იგი ზეცისაჲ.
    54.     ხოლო ძმათა მათ წილ გივის ძმად თჳთ უფალი, რომელმან-იგი ჯერ-იჩინა ძმად წოდებად მორწმუნეთა თჳსთა.
    55.     ხოლო ნათესავთა წილ და მეცნიერთა, რომელნი დაუტევენით, მყვანან წმიდანი ანგელოზნი და კრებულნი იგი წმიდათანი.
    56.     ხოლო ქუეყანისა მის წილ წარმავალისა, რომელი დაუტევეთ, დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი ცხორებისაჲ – ზეცისა სასუფეველი, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „სათნო-ვეყო მე ღმერთსა ქუეყანასა მას ცხოველთასა“.
    57.     და უფალი იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“.
    58.     ხოლო ზიარებისა მის წილ განხრწნადისა, რომელი მოიძულეთ, გაქუს ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ და ყოველთა მათ წილ ქუეყანისა მოსაგებელი, რომელ დაგიტევებიან, მიიღოთ საუკუნოჲსა მის და გამოუთქუმელისა ცხორებისა მონაგები, რომელი-იგი უკუნისამდე ჰგიეს.
    59.     რამეთუ მონაგებნი ესე და კეთილნი ქუეყანისნი გარეგან კაცისა არიან, ხოლო საუკუნენი იგი მონაგებნი და კეთილნი ზეცისანი, რომელნი ამიერითგანვე იეცემიან მორწმუნეთა, შინაგან სულსა და გულსა მოცემულ არიან ღმრთისაგან.
    60.     ესე არს საუკუნე იგი სულისა წმიდისა ნუგეშინისცემაჲ უხრწნელებითა მით ზიარებითა მადლისაჲთა, რამეთუ საუნჯენი იგი ბნელისა და სიკუდილისანი განისხმიან სულისაგან და საუნჯენი ნათლისა და ცხორებისანი მოეცემიან ღირსთა მათ.
    61.     კეთილად უკუჱ და ჯეროვნად ჰქმენით, რამეთუ დაუტევენით საქმენი ესე ქუეყანისანი, რომელნი კეთილსაგონებელ იყვნეს და შეეწყნარენით ღმერთსა, რაჲთა მოიგნეთ საუკუნენი იგი წარუვალნი კეთილნი.
    62.     რამეთუ სული ღმრთისმოყუარჱ, რომელი მართლითა გულისჴმის-ყოფითა და ჭეშმარიტითა სიბრძნითა სარწმუნოებისა და სიყუარულისაჲთა მოსრულ იყოს ქრისტესა და უწყოდის ჭეშმარიტებაჲ, მას ყოვლად არა შეურაცხიეს თავი თჳსი,
    63.     თუმცა აქუნდა რაჲმე კეთილი, ანუ თუ უქმნია რაჲმე სათნოებაჲ, ანუ თუ უწყიეს რაჲმე, დაღაცათუ ყოველნივე საჴმარნი ქუეყანისანი განუყვნეს გლახაკთა.
    64.     არამედ ღამე და დღჱ ჯუარცუმულ არს და ქრისტეს მიმართ ოდენ ხედავს.
    65.     დაუტეობია ყოველივე უცალოებაჲ და ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ.
    66.     დაღაცათუ მარხვითა ჴორცნი თჳსნი დააჭნვნეს და მღჳძარებასა მისცეს თავი თჳსი და ყოვლადვე გულის-ჴმის-ყოფაჲ ისწაოს, არადვე შეურაცხია თავი თჳსი წინაშე ღმრთისა და წინაშე კაცთა, არამედ ყოველსავე ღმრთისა მიაგდებს,
    67.     რამეთუ მის მიერ არიან ყოველნივე ქველისმოქმედებანი და არა მაღლოის საქმესა ზედა თჳსსა, ვითარცა-იგი აბრაჰამ რაჟამს იხილა ღმერთი, მიწა და ნაცარ უწოდა თავსა თჳსსა.
    68.     რამეთუ პირველთაგან სახენი ესე სათნოებათანი მოეცნეს ადამს და მონაგებნი ქუეყანისანი.
    69.     ხოლო ღმრთისმოყუარჱ სული ყოველსავე ღმერთსა მისცემს, რამეთუ იგი წარჰმართებს და იგი შეეწევის.
    70.     და მერმე ღმერთმან რაჟამს იხილოს სიმტკიცე იგი გულისჴმის-ყოფაჲ სულისაჲ და მართლმეცნიერებაჲ იგი მისი, ჭეშმარიტებით ყოველივე მისცის მას და მიანიჭებს მადლსა, ვითარმცა მას ოდენ ეშრომა.
    71.     რამეთუ უკუეთუ ინება ღმერთმან განშჯაჲ თავისა თჳსისა და კაცთა შორის, არარაჲმცა პოვა კეთილი კაცისა მიერ ქმნული, გულისჴმა-ყავ, თუ საჴმარნი და ყოველნი კეთილნი სოფლისანი, რომელთა მიერ კაცი კეთილსა იქმს, ვინ დაჰბადა?
    72.     ანუ ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, ვინ შექმნა?
    73.     ჴორცნი ანუ სული კაცისაჲ ვინ დაჰბადა?
    74.     და უკუეთუ ენებოს ღმერთსა, ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს და უკუეთუ არა ენებოს, არა გამოიღებს.
    75.     უკუეთუ ენებოს, ცხოველ ხარ შენ და უკუეთუ არა ენებოს, ვერ ცხოველ ხარ.
    76.     აწ იხილე, თუ რაჲ არს საქმე კაცისაჲ, რაჲთამცა მას ზედა მაღლოოდა და შეერაცხამცა თავი თჳსი დიდად, რამეთუ, აჰა ესერა,
    77.     ყოველივე ჴელმწიფებასა შინა მისსა ქუეშე არს და მიუღებია და აქუს კაცსა და ყოველივე მადლითა მოუგია და თჳთ არსებაჲ და ყოფაჲ მისი ქუეყანასა ზედა მადლით აქუს.
    78.     არამედ ამას ზედაცა დიდად ემადლიერების ღმერთი კაცსა და ამის ზედა დიდად განისუენებს, რაჲთა სულმან გულისჴმა-ყოს ჭეშმარიტითა გულისჴმის-ყოფითა და მტკიცითა სარწმუნოებითა და მისწუთეს საქმეთა, ვითარცა არიან, და ყოველი, რომელცა ქმნას კეთილი
    79.     და რაჲცა იღუაწოს ღმრთისათჳს, ყოველივე, უწყოდის, ვითარმედ ღმრთისა ძალითა უღუწიეს და ყოველსავე მას მიუტეობს და ყოვლადვე არად შეჰრაცხოს, ვითარმედ უქმნიეს კეთილი რაჲმე, არამედ თავი თჳსი და ყოველივე საქმე თჳსი მისა მიაგდოს.
    80.     და რაჟამს იხილოს ღმერთმან სული ესრეთ გულისჴმის-ყოფითა სავსჱ, რომელ ყოველსავე ზედა მას ესვიდეს და უწყოდის, ვითარმედ ყოველივე მადლითა მოუგია, მაშინ მიანიჭებს მას ყოველსავე, სრული დასაბამსავე მოანიჭა.
    81.     და არა ოდენ, არამედ თავსაცა თჳსსა და ყოველსავე თჳსსა მას მიანიჭებს და ეტყჳს მას, ვითარმედ: „აჰა ესერა, ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, შენი არს და ოქროჲ და ვეცხლი შენი არს და, გუამი ჩემი შენი არს, სული და მეცნიერებაჲ ჩემი შენი არს.
    82.     ხოლო უკუეთუ არა გაქუს გონებასა შინა შენსა, მიგცემ შენ თავსა ჩემსა და ყოველსავე ჩემსა, რამეთუ ვინაჲთგან ღმერთი მისი არს, საცნაურ არს, ვითარმედ ყოველნივე საუნჯენი სიბრძნისანი დაფარულნი მისნი არიან, ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს,
    83.     ვითარმედ: „ყოველივე თქუენი არს: გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ ანგელოზნი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ საწუთროჲ, გინა თუ საუკუნოჲ“.
    84.     რამეთუ ვითარცა რაჟამს შეირთოს კაცმან მდიდარმან დედაკაცი ვინმე შუენიერი ცოლად ზიარებად მისა, მაშინ დედაკაცმან მან ყოველივე სიმდიდრჱ მისი მისა მიიღის და ეგრეთვჱ მან ყოველივე მას მისცის და იქმნის ორთაჲვე მათ ერთი სახლი და ერთი სიმდიდრჱ.
    85.     და არა თუ სიმდიდრესა ოდენ მისსა ეუფლის, არამედ გუამიცა მისი მეუღლებად, რამეთუ გუამი მისი მისი არს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მამაკაცი ჴორცთა თჳსთა ზედა არა უფალ არს, არამედ დედაკაცი“.
    86.     ესრეთ არს ღმრთისა მიერ ჭეშმარიტი და გამოუთქუმელი ზიარებაჲ სულისაჲ უფლისა მიმართ, რაჲთა ეზიაროს ქრისტესა და იქმნას მის თანა ერთსულ.
    87.     და მიერითგან უეჭუელად გამოუთქუმელთა მათ მისთა საუნჯეთა დედუფალ იქმნების სული იგი, რამეთუ სძალი არს დიდისა მის მეუფისა ქრისტესი, ვითარცა წერილ არს: „რამეთუ სათნო-იყო ღმერთმან, რაჲთა მორწმუნენი მისნი იქმნენ ზიარ წმიდისა მის ბუნებისა მისისა“.
    88.     რამეთუ, ვითარცა წერილ არს, „რაჲთა იქმნეთ თქუენ მის დიდებაჲ დიდებულებასა“.
    89.     კუალად სხჳთაცა ახითა სასმენელ არს იგავი: ვითარცა მეუფემან ვინმე მდიდარმან ფრიად დიდებულმან სათნო-იყვის სძლად გლახაკისა ვისიმე დედაკაცისაჲ, რომელსა აქუნ არარაჲ თჳსისა გუამისაგან კიდე, მიერითგან,
    90.     უკუეთუ აჩუენოს მან ყოველი ერთგულებით სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა და ისწრაფოს, რაჲთამცა სათნო-ეყო მას ყოველი მსახურებაჲ მისი და სიყუარული მისი ჯეროვნად დაიჭიროს,
    91.     ვითარცა თანა-აც, აჰა ესერა, გლახაკი იგი იქმნა დედუფალ ყოველსა ზედა სიმდიდრესა ქმრისა თჳსისასა, რამეთუ კმა-ეყოფვის მას სიწმიდე მისი და კეთილად მსახურებაჲ ქმრისა თჳსისაჲ და ჯეროვნად სიყუარული მისი.
    92.     უკუეთუ კულა იქმოდის რასმე გარეგან წესისა თჳსსა და უჯეროსა იქცეოდის სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა და თანამდები იგი ერთგულებით სიყუარული არა აქუნდეს,
    93.     მაშინ უპატიოებით და გინებით განძებულ იქმნის და დაისხნის ორნივე ჴელნი თავსა ზედა და ესრეთ განვიდის, ვითარცა შჯულსა შინა მოსესსა მოასწავებს დედაკაცისათჳს ურჩისა, რომელი უჴმარ არს ქმრისა თჳსისა.
    94.     და მერმე მოიგის მან გლოვაჲ და სალმობაჲ დიდი და თუ ვითარისა დიდებისაგან დაეცა და სულისა სიმდიდრისაგან განვარდა უგუნურებისა თჳსისაგან.
    95.     ეგრეთვე სული, რაჟამს შეიწყნაროს იგი ქრისტემან სძლად საღმრთოსა მას და საიდუმლოჲსა მისისა ზიარებასა, რაჲთამცა ყო იგი თანაზიარ სულისა თჳსისა და გულისჴმა-ყვის მან ყოველივე იგი სიმდიდრე სულიერი და განვიდეს იგი სიგლახაკისა მისგან პირველისა,
    96.     მიერითგან თანა-აც რაჲთა ყოვლითავე სიბრძნითა მეცნიერებისაჲთა ისწრაფდეს სათნო-ყოფად სიძესა თჳსისა ქრისტესა რაჲთა მსახურებასა მას შინა სულისასა, რომელი მისდა რწმუნებულ არს და სათნო-ეყოს მას შინა ღმერთსა,
    97.     რაჲთა სული წმიდაჲ არარას ზედა შეაწუხოს და არარას ზედა უგულებელს-ყოს იგი და კეთილი იგი სიწმიდე და სიყუარული მისი ჯეროვნად დაიმჭიროს,
    98.     სახლსა მას შინა დიდსა და სამეუფოსა ზეცათასა წმიდად იქცეოდის ყოვლითავე ერთგულებითა მადლისაჲთა, და რაჲთა ყოვლადვე არა დაემჴუას იგი მადლისა მისგან.
    99.     ესერა, ესევითარი იგი სული დედუფალ კეთილთა მათ ღმრთისათა და საუნჯეთა მათ გამოუთქუმელთა და თჳთ დიდებული იგი გუამი ღმრთეებისა მისისაჲ მისი არს.
    100.     უკუეთუ კულა უჯეროდ რასმე და სცთებოდის სულიერსა მას მსახურებასა შინა ღმრთისასა და სათნოებათა მისსა არა იქმოდის
    101.     და ნებასა მისთა არა შეუდგეს და არა თანაშემწჱ ექმნას მადლსა მას სულისასა, რომელი მას თანა დამკჳდრებულ არს, მაშინ გინებითა და უპატიოებითა განეყენების სავანისა მისგან, უგუნურად და უჴმრად გამოჩნდა და უღირსად ზიარებასა ზედა ზეცისა მეუფისასა.
    102.     და მიერითგან სულსა მას ზედა მოეწევის მწუხარებაჲ და სალმობაჲ.
    103.     დიდი ტირილი არნ ყოველთა ზედა წმიდათა და საცნაურთა სულთაჲ და ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, ძალნი მოციქულნი და წინაწარმეტყუელნი ტირიედ მწარედ სულსა მას ზედა,
    104.     რამეთუ ვითარცა სიხარული არს ცათა შინა „ერთისათჳს ცოდვილისა, რაჟამს შეინანოს“, სიტყჳსაებრ უფლისა, ეგრეთვე მწუხარებაჲ იქმნების ფრიადი და გლოვაჲ დიდი და ტირილი ცათა შინა ერთსა სულსა ზედა, რომელი დაეცეს ცხორებისა მისგან საუკუნოსა.
    105.     და ვითარცა მო-რაჲ-კუდის სოფელსა შინა კაცი მდიდარი, გლოვაჲ არნ ძმათა თჳსთა და მეგობართა მისთაჲ მის ზედა, ეგრეთვე სულსა მას ზედა გოდებით ყოველნი წმიდანი იგლოვენ.
    106.     და ვითარცა ისრაჱლი, რაჟამს-იგი ჰმადლობდა და სათნო-ეყოფოდა ღმერთსა და მეუფესა, დაღაცათუ ვითარცა ჯერ-არს, ვერ სათნო-ეყო ღმერთსა, არამედ ოდეს-იგი ჰქონდა მისა მიმართ სრული სარწმუნოებაჲ,
    107.     მაშინ მოვიდა მათ ზედა სუეტი ღრუბლისაჲ და უჩრდილობდა მათ და სუეტი ნათლისაჲ განანათლებდა მათ, განიპებოდა წინაშე მათსა წყალი კლდით გამოეცენა მათთჳს და წყობისაგან მტერთაჲსა ჰფარვიდა მათ ღმერთი და სხუანი ბევრეულნი კეთილნი მოჰმადლნა მათ.
    108.     ხოლო ოდეს განდრკის გონებაჲ მათი ერთგულებისაგან ღმრთისა, მაშინ, ვითარცა წერილ არს, მიეცნიან ჴელთა მტერთა მათთასა და ტყუედ წარიყვანნიან იგინი მონებასა მას შინა მწარესა, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს,
    109.     რამეთუ ეგევითარისა მისთჳს სულისა მოასწავებდა სული წმიდაჲ და იტყოდა, რეცა იერუსალჱმისათჳს და თქუა, ვითარმედ: „გპოე შენ უდაბნოსა ზედა შიშუელი და განგბანე სისხლთაგან არაწმიდებისა შენისათა და შეგმოსე შენ სამოსელი ჩემი
    110.     და სალტენი მოვარტყენ ჴელთა შენთა და ფარღელნი ქედსა შენსა და საყურნი ყურთა შენთა და სამკაული შუბლსა შენსა და იქმენ შენ სახელოვან წარმართა შორის და თაფლი გაჭამე შენ
    111.     და უკუანაჲსკნელ დაივიწყე ქველის-მოქმედებაჲ ჩემი და შეუდეგ შენ ტრფიალთა მათ შენთა და ისიძვე შენ ძალითა შენითა“.
    112.     რამეთუ ვითარცა შესცთიან ისრაჱლნი, მეყსეულად მტერთა მიეცნიან.
    113.     ხოლო ამას ყოველსა სულისათჳს მოასწავებს სული წმიდაჲ, რომელი-იგი მადლითა განწმიდის პირველად და ყოველთა მათ მრავალთაგან შეამკვის სამკაულითა მით წმიდისა სულისაჲთა და სამოსელნი ზეცისა ძალისანი შეიმოსნის და მიიღის საზრდელი იგი წმიდაჲ და ზეცისაჲ.
    114.     და არავე ბრძენ იქმნის იგი მეცნიერებითა მით საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფისაჲთა და არცა დაადგრის იგი ჯეროვნად მსახურებასა მას ზედა ღმრთისასა
    115.     და არცა დაიმარხის კეთილად სიყუარული და ერთგულებაჲ ზეცისა მის სიძისა ქრისტესი და ესრეთ უკუანაჲსკნელ განვარდის იგი ცხორებისა მისგან კეთილისა, რომლისა მიერ ზიარ იქმნა.
    116.     რამეთუ ეშმაკიცა მათ ზედა ძლიერ იქმნების, რომელნი-იგი მიწთომილ იყვნენ ესევითარსა საზომსა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „გულისსიტყუანი განვიწმიდნეთ და ყოველივე სიმაღლე აღმაღლებული გულისჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა“.
    117.     ჰხედავა, რამეთუ, რომელთა-იგი ღმერთი მადლითა და ძალითა გულისჴმა-უყოფა, მათცაე ებრძვის უკეთურებაჲ ეშმაკისაჲ დაცემად.
    118.     ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ვიღუწიდეთ და ვიმარხვიდეთ თავთა ჩუენთა ყოვლითა კრძალულებითა, „რაჲთა შიშით და ძრწოლით მარადის ცხორებასა ჩუენსა ვეძიებდეთ“, ვითარცა წერილ არს.
    119.     და უფროჲსად რომელნი-ეგე სულისა ქრისტესისა თანაზიარქმნულ ხართ, ნუცა დიდსა, და კუალად სხჳთა სახითა ვთქუათ ესევე პირი: ვითარცა მონაჲ რაჲ შევიდის მსახურებად პალატსა მეფისასა, ხოლო ჭურჭელი იგი სამსახურებელი ყოველი მეფისაჲ არნ
    120.     და იგი შიშუელი შევალს მსახურებად მეფისა, უჴმს უკუჱ ფრიადი გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ და სიბრძნე, რაჲთა არა ჰმსახურებდეს უწესოდ
    121.     და არა დააგოს ტაბლასა მეფისასა სხუაჲ ჭურჭელი სხჳსა წილ, ანუ სხუაჲ საჭმელი სხჳსა ადგილსა, არამედ რაჲთა ვითარცა ჯერ-არს, ესრეთ ჰმსახუროს.
    122.     უკუეთუ კულა უჯეროდ ვინმე და უწესოდ ჰმსახურებდეს უგუნურებისა და სიცოფისა მისისაგან მერმე თანამდებ სატანჯველთა
    123.     და სიკუდილისა იქმნების და უპატიოდ-შეურაცხებით და გინებით განიძებვის პატივისა მისგან სამეუფოჲსა ვითარცა იტყჳს დიდი იგი მოციქული პავლჱ ვითარმედ: „ნუუკუჱ სხუათა უქადაგო და თჳთ გამოუცდელ ვიპოო“.
    124.     ხედავა, შიშსა მას და ზრუნვასა, რომელი აქუნდა კაცსა მას ღმრთისასა.
    125.     ეგრეთვე სული მადლითა სულისა წმიდისაჲთა ჰმსახურებს ღმერთსა და ამისთჳს უჴმს ფრიადი გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა, ჰმსახურებდეს რაჲ ღმერთსა მისითავე ჭურჭელითა, რომელ არს სული მისი, შესცთეს მსახურებასა მას შინა,
    126.     რაჟამს-იგი გონებაჲ მისი არა შეერთებოდის მადლსა მას. რომელ არს რაჲმე საიდუმლოჲ სულისა წმიდისა მსახურებაჲ, რომელი-იგი ფარულად შინაგანისა კაცისა მიერ შეიწირვის ღმრთისა თჳსითა ჭურჭლითა, ესე იგი არს ვითარმედ, სულითა თჳსითა იმსახურების ღმერთი კაცისა მიერ.
    127.     ხოლო შეუძლებელ არს, თუმცა ვინ ჰმსახურა ღმერთსა თჳნიერ ჭურჭლისა მისისა, რომელ არს სულისა წმიდისა მადლი, და აღასრულამცა ვინმე თჳნიერ მისა ნებაჲ ღმრთისაჲ.
    128.     ხოლო რაჟამს ღირს იქმნას მადლსა მას სულისასა, მერმე უმეტესი მეცნიერებაჲ და განკითხვა უჴმს, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲცა და მეცნიერებაჲ ღმრთისა მიერ მიეცემის,
    129.     რაჟამს ითხოვდეს კაცი ღმრთისაგან, რაჲთა ესრეთ ჰმსახუროს ღმერთსა სათნოდ სულითა მით, რომელისაცა ღირს იქმნა მოღებად მისგან რაჲთა არარასა ზედა მოიპაროს გონებაჲ მისი უკეთურებამან და უგულისჴმოებამან
    130.     და განდრკეს იგი უშიშოებითა და უდებებითა და გარეგან ნებისა ღმრთისა იყოფოდის.
    131.     თუ არა, სატანჯველი და სიკუდილი და გლოვაჲ მოიწევის ეგევითარსა სულსა ზედა.
    132.     ვევედრნეთ უკუჱ, ძმანო, ღმერთსა ყოვლითავე სარწმუნოებითა, რაჲთა მსახურებასა მას ღმრთისასა ყოვლითავე ძალითა ნებისაებრ მისისა აღვასრულებდეთ, უმეტეს ხოლო, რომელნი-ეგე ღირს-ქმნულ ხართ მათსა სულისასა.
    133.     და რაჲთა არა ვცხონდებოდით უდებებით, რაჲთა ესრეთ სათნო ვცხოვნდებოდით და სულიერითა მსახურებითა ნებისაებრ მისისა, ვჰმსახუროთ უბიწოდ
    134.     და მის თანა დავიმკჳდროთ უკუე ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ ქრისტეჱ იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


19

     1.     თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 19
    2.     ..........................რამეთუ უფალი რაჟამს-იგი იტყოდა დაცემასა მას სულისასა, მოიღო იგავი იგი უმრწემესისა მის ძისაჲ, რომელმან-იგი აღიღო ნაწილი თჳსი და წარვიდა ქუეყანასა მას უცხოსა
    3.     და ბოროტთა მათ და უკეთურთა მეუფეთა მიმართ და განაბნია ყოველივე მეძავთა თანა ყოფითა და ღორთა ძოვნითა, რომლისამე არაწმიდებისათჳს ეტყჳს სულსა, ვითარმედ: „მეძავთა თანა ცხონდებოდა არაწმიდებით“.
    4.     ხოლო არაწმიდებასა არა თუ პურისა და ღჳნისასა და იტყჳს, რამეთუ პურად თავსა თჳსსა უწოდა და რომელნი ჭამდენ ჴორცისა მისისაგან და სუმიდენ სისხლისა მისისაგან, მათ აღუთქუა ცხორებაჲ საუკუნოჲ
    5.     და თქუა ვითარმედ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა სუმიდეს სისხლსა ჩემსა ღირსებით, ჰგიეს იგი ჩემ თანა და მე მის თანა“.
    6.     და კუალად იტყჳს: „რომელი ჭამდეს პურსა ჩემსა, ცხოვნდეს იგი უკუნისამდე“.
    7.     და კუალად იტყჳს: „რომელი მჭამდეს მე, ცხონდეს იგი ჩემ მიერ“.
    8.     ხოლო ამას სულისა მისთჳს ღმრთეებისა იტყჳს, რამეთუ სული ღმრთეებისაჲ მოსცემს საზრდელსა და ცხორებასა ღირსთა მისთა.
    9.     რამეთუ მადლობითა პურისა მის სულისა წმიდისაჲთა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით მიიღებენ მას, ღირს იქმნებიან თანაზიარ მის თანა ყოფად მისა და ესრეთ შეუძლებენ უკუნისამდე ღირსნი იგი სულნი ცხორებად.
    10.     რამეთუ ვითარცა რომელმან სუას ღჳნოჲ, ყოველთავე ასოთა მისთა განიბნევის ღჳნოჲ იგი და იქმნების იგი ღჳნისა მის შორის და ღჳნოჲ მის შორის.
    11.     ეგრეთვე, რომელმან სუას სისხლი ქრისტესი, სუამს იგი სულსა მის ღმრთეებისასა და შეეზავების მას სული იგი და იგი სულსა მას და ესრეთ წმიდა იქმნების და გამოჩნდების ღირსად უფლისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველთავე იგი სული ჰსუათ“.
    12.     ეგრეთვე იგიცა ცხონდებოდა არაწმიდებით და სულთა მათ შინა სიძვისათა იყოფვოდა და მათგან ჭამდა და სუმიდა.
    13.     და გემონი ჴორცთანი შეზავებულ იყვნეს სულსა მისსა და სული იგი შეზავებულ იყო მათ შინა.
    14.     რამეთუ ვითარცა ძალი იგი ვნებათაჲ და სული იგი საცთურისაჲ ბნელისა მის ცოდვისაჲ დამკჳდრებულ არნ კაცსა თანა, რომელი სავსე არს ჴორციელითა ცნობითა, რომლისაგან ჭამს სული და რომელსა შინა ცხოველ არს და საქმე იგი ძალი,
    15.     ეგრეთვე სული იგი ნათლისა ღმრთეებისაჲ დაიმკჳდრებს კაცსა თანა, რომელი ღირს იქმნას წმიდა-ყოფად, რომლისაგან ჭამს და რომელსა შინა ცხოველ არს, ვითარცა იტყჳს მეტყუელი იგი, ვითარმედ: „უკუე გამოცდილებასა ეძიებდეთ ქრისტესსა, რომელი-იგი ჩემ შორის მკჳდრ არს“.
    16.     და კუალად იტყჳს: „არღარა მე ცხოველ ვარ, არამედ ქრისტჱ ჩემ შორის ცხოველ არს“.
    17.     და კუალად იტყჳს: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელი-გიღებიეს, ქრისტე შეგიმოსიეს“.
    18.     და კუალად იტყჳს: „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე“, და უფალი იტყჳს: „მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ“...........................................


20

     1.     თქუმული მისივე, განსაცდელთათჳს, თავი 20
    2.     რომელსა ჰნებავს სათნო-ყოფად ღმრთისა და ჰრწმენეს თანამკჳდრ ყოფაჲ ქრისტესა და ისწრაფდეს, რაჲთამცა მსგავს უფლისა იქმნა, თანა-აც მას, რაჲთა უწინარეს ყოვლისა სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მოიგოს,
    3.     რაჲთა ყოველსავე ჭირსა და განსაცდელსა სიხარულით მოითმენდეს: გინა თუ ჴორციელთა უძლურებათა და ვნებათა, ანუ თუ ყუედრებასა და გინებასა კაცთასა, გინა თუ ჭირთა უხილავთა თითოსახეთა,
    4.     რომელნი მოიწევიან სულთა ზედა სულთა მათ მიერ ბოროტთა მიერ, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და მოიყვანეს იგინი დაჴსნილობად და სულმოკლებად და უთმინოებად.
    5.     რამეთუ უფალი განგებულებით მიუშუებს თითოეულსა სულსა გამოცდად თითოსახეთა ჭირთა შინა, რაჲთა გამოჩნდენ სულნი იგი,
    6.     რომელთა ყოვლითა გულითა უყუარს ღმერთი და მოითმინნენ ყოველნი იგი ზედამოსრულნი განსაცდელნი მტერისანი ახოვნად და მარადის გამოჴსნასა მას მადლისასა მოელოდიან სასოებით და მოთმინებით.
    7.     ხოლო ესევითარნი იგი შემძლებელ არიან განსლვად განსაცდელთა მათგან და ესრეთ პოონ აღთქუმაჲ სულისაჲ და შევიდენ სასუფეველსა მისსა.
    8.     ხოლო თანა-აც სულსა, რომელი სიტყუასა უფლისასა შეუდგებოდის, რაჲთა ჯუარი იგი უფლისაჲ სიხარულით აღიღოს, ვითარცა წერილ არს.
    9.     ესე იგი არს, რაჲთა მარადის მზა იყოს მოთმინებად ღმრთისათჳს ყოვლისავე განსაცდელისა მომავალისა გინა თუ ფარულისა, გინა თუ ცხადისა.
    10.     და რაჲთა ღმერთსა ეკიდოს სასოებითა თჳსითა მარადის, ჴელმწიფებასა მისსა შინა არს ყოველივე, გინა თუ შეუნდოს სულსა, რაჲთამცა ეჭირვოდა, ანუ კუალად, უკუეთუ ენებოს, იგი ყოველისაგან გულისკლებისა.
    11.     ხოლო უკუეთუ არა განმჴნდეს და ახოვნად მოითმენდეს ყოველსავე ჭირსა, არამედ მწუხარე იყოს და მოწყინე, სულმოკლე და უმძიმეს ღუაწლსა მას შინა და სასოებასა წარჰკუეთეს, ვითარმცა ვეროდეს გამოვიდა განსაცდელისა მისგან.
    12.     ხოლო ესე ყოველი უკეთურთა ეშმაკთა სიჴელოვნჱ არს, რაჲთამცა მოიყვანეს სული მოწყინებად და სასოწარკუეთილებად, რაჲთამცა არა მოელოდა მოწყალებასა ღმრთისასა.
    13.     ხოლო ესევითარი იგი სული შვილ ცხორებისა არაოდეს იქმნების, რამეთუ არა შეუდგა ყოველთავე წმიდათა და არცა ვლო მან კუალსა ზედა უფლისასა.
    14.     გულისჴმა-ყავღა და იხილე, თუ ვითარ დასაბამითგანვე ყოველნივე წმიდანი მამათმთავარნი, წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი და მოწამენი ვითარ იწროჲ იგი და საჭიროჲ გზაჲ ვლეს განსაცდელითა და ესრეთ შეუძლეს სათნო-ყოფად ღმრთისა,
    15.     რამეთუ მოითმინეს ყოველივე განსაცდელი და ჭირი ახოვნად და განსაცდელთა მათ შორის ბოროტთაღა იყვნეს სასოებისა მისთჳს კეთილთაჲსა, რომელსა მოელოდეს, ვითარცა წერილი იტყჳს:
    16.     „შვილო, უკუეთუ მოხუალ მონებად უფლისა, განჰმზადე თავი შენი მოთმინებად, დააღრმე გული შენი და თავს-იდევ ყოველივე“.
    17.     და მოციქული იტყჳს ვითარმედ: „უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნნეს ყოველნი წმიდანი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“.
    18.     სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველივე ზედა მომავალი შენი, ვითარცა კეთილი ესრეთ შევიწყნარე, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა არა რაჲ იქმნების“.
    19.     და უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ და სიცრუით, ჩემთჳს გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდი იყოს ცათა შინა“.
    20.     და „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.
    21.     ხოლო დევნაჲ გინა თუ კაცთა მიერ ცხადად გინა თუ ფარულად სულთა მიერ უკეთურთა იგივე არს.
    22.     რამეთუ წინააღუდგებიან სულსა მას, რომელი ღმერთსა ეძიებნ, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და რაჲთა გამოიცადოს და გამოჩნდეს, უკუეთუ ჭეშმარიტებით უყუარს ღმერთი.
    23.     რაჟამს-იგი მოითმინოს ყოველივე ჭირი და სასოებაჲ უკუნისამდე დაიმარხოს და მოელოდის.
    24.     ანუ კუალად, უკუეთუ არა მოითმინოს, არამედ შეშინდეს და უთმინო იქმნას, რაჲთა ესრეთცა გამოჩნდეს, ვითარმედ არა უყუარს ღმერთი ჭეშმარიტებით.
    25.     რამეთუ თითოსახენი ჭირნი და განსაცდელნი გამოაჩინებენ ღირსთა და უღირსთა სულთა და, რომელთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ და სიყუარული ღმრთისაჲ და რომელთა არა აქუნდეს.
    26.     რაჲთა სულნი იგი ღირსნი ყოველსავე შინა გამოჩნდენ გამოცდილ და ღირს და სარწმუნო, რომელთა-იგი უკუე დაითმინონ და სარწმუნოებაჲ იგი დაიმჭირონ და ესრეთ პოონ წყალობაჲ გამოჴსნაჲ მადლისა მიერ და ღირს იქმნენ იგინი დამკჳდრებად სასუფეველსა ცათასა.
    27.     ამისთჳს უკუჱ თანა-აც ყოველსა სულსა, რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უპირატესად ყოვლისა მოთმინებაჲ და სასოებაჲ დაიმჭიროს ახოვნად და ესრეთ შეუძლოს თანაწარსლვად ყოველსავე ჭირსა და ზედააღდგომასა უკეთურისა ეშმაკისასა.
    28.     რამეთუ სულსა, რომელი მას ესვიდეს და მას დაუთმობდეს, არა შეუნდობს გამოცდად ესრეთ, რაჲთამცა ვერღარა შემძლებელ იყო ტჳრთად ჭირთა და განსაცდელთა მათ, ვითარცა მოციქული იტყჳს:
    29.     „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს გამოცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ განსაცდელსა შინა ყოს აღსასრულიცა, რაჲთა შემძლებელ იქმნნეთ მოთმინებად“.
    30.     რამეთუ არა ჴელ-ეწიფების უკეთურსა მას ეშმაკსა გამოცდად სულისა, რაჲზომცა ენებოს, არამედ რაჲზომცა ღმერთმან მიუშუას.
    31.     ოდენ სულსა ესე უჴმს, რაჲთა ახოვნად დაიმჭიროს სასოებაჲ და სარწმუნოებით მოელოდის შეწევნასა და ჴელის-აპყრობასა მისსა.
    32.     და შეუძლებელ არს, თუმცა დაუტევა იგი ღმერთმან, არამედ რაჲზომცა ისწრაფდეს და სარწმუნოებით და სასოებით მიივლტოდის ღმრთისა და მისმიერსა შეწევნასა უეჭუელად მოელოდის, ეგოდენცა ადრე გამოიჴსნის მას უფალი ზედა-მომავალისა მის ჭირისაგან.
    33.     რამეთუ მან უწყის, რაჲზომ უჴმს სულსა გამოცდაჲ და განსაცდელთა შინა ყოფაჲ და ესეზომცა მიუშუებს, ოდენ იგიმცა დაიმჭირავს მოთმინებასა და სასოებასა, ვიდრე აღსასრულამდე
    34.     და არა ჰრცხუენეს მას, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჭირი შობს მოთმინებასა, ხოლო მოთმინებაჲ გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“.
    35.     და კუალად იტყჳს: „ვითარცა მონანი ღმრთისანი მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და გულისკლებათა და იწროებათა“, და შემდგომი ამისი.
    36.     და უფალი იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“, და „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი...“
    37.     და სხუასა ადგილსა წერილ არს: „ვინ მიენდო ღმერთსა და ჰრცხუენამას, ანუ ვინ დაადგრა შიშსა შინა მისსა და დატევებულ იქმნა, ანუ ვინ ხადოდა მას და უგულებელს-ყო იგი?“
    38.     რამეთუ უკუეთუ კაცნი, რომელთა მცირედი გონებაჲ აქუნდეს და შემძლებელ არიან გულისჴმის-ყოფად, თითოეული პირუტყუთაგანისა რაჲზომსა სიმძიმესა და ტჳრთსა აღიღებს, ვითარ კარაული, ანუ ჯორი, ანუ აქლემი, და თითოეულსა ძალისა მათისაებრ აჰკიდებენ.
    39.     და უკუეთუ მეკეცჱ ჭურჭელსა მას კეცისასა შეჰყრის საჴუმილსა შინა, რაჲთა გამოიჴურდენ და იქმნნენ საჴმარ კაცთა და უწყის, თუ რაჲზომ უჴმს მათ გამოწუვაჲ,
    40.     და არცა კუალად უფროჲს ზომისა უტეობს დაწუვად, რაჲთა არა განტყდენ და განიხრწნეს და არცა უწინარეს ჟამისა გამოიხუამს მათ ცეცხლისაგან, რაჲთა უჴმარ იპოვნენ.
    41.     ხოლო უკუეთუ საჩინოთა მათ საქმეთა შინა კაცთა ესეზომი გულისჴმის-ყოფაჲ აქუს მაშა, ვითარმცა არა უფროჲსად უწყოდა ღმერთმან,
    42.     ვითარ-იგი არს მიუწთომელ და გამოუთქუმელ, გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ და ყოვლითურთ სიბრძნჱ, თუ რაჲზომი გამოცდაჲ და ჭირი განსაცდელთაჲ უჴმს სულთა მათ, რომელნი მას ეძიებენ და უნდეს სათნო-ყოფაჲ მისი და სუროდის დამკჳდრებად სასუფეველსა ცათასა.
    43.     და რაჟამს ესრეთ მოითმინონ ვიდრე აღსასრულადმდე ახოვნად ყოველივე ჭირი და განსაცდელი და გამოჩნდენ ცხორებასა მას საუკუნესა.
    44.     რამეთუ ვითარცა ბუნებაჲ კანაფისაჲ, უკუეთუ არა დაინაყოს ფრიად, შეუძლებელ არს მისგან საბლისა წულილისა შეგრეხაჲ და რაჲზომცა იგუემოს იგი ნაყითა, ეგოდენცა უკეთეს და იქმნების უწმიდე,
    45.     ეგრეთვე სული ღმრთისმოყუარჱ, რომელი მრავალთა განსაცდელთა და ჭირთა შევიდეს და მოითმინოს ახოვნად, უწმიდე და უშუენიერე იქმნების საქმესა მას შინა წურილადსა სულისასა და უკუანაჲსკნელ ღირს იქმნების დამკჳდრებად საშუებელსა მას სასუფეველისასა.
    46.     რამეთუ ვითარცა ჭურჭელი კეცისაჲ ახლად შექმნული უჴმარ არს, უკუეთუ ცეცხლსა არა შევარდეს, ანუ ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი უჴმარ არს საქმეთათჳს სოფლისათა
    47.     რამეთუ ვერცა ქალაქთა შემძლებელ არს აღშენებად, ვერცა თესვად ყანათა, ვერცა დასხმად ვენაჴსა და, ვერცა სხჳსა რასმე საქმესა ქმნად სიჩჩოჲსა მისგან მისისა, ეგრეთვე სულნი, დაღაცათუ ზიარ მადლისა იქმნენ და განსუენებულ იყვნენ სიტკბოებითა მით სულისაჲთა,
    48.     და უფალი სიჩჩოებისა მათისათჳს სახიერ ექმნების, უკუეთუ არა გამოიცადნენ თითოსახითა ჭირითა უკეთურთა მათ სულთა მიერ, ჯერეთ ჩჩჳლ არიან რაჲთა, ესრეთ ვთქუათღა, საჴმარ არიან სასუფეველისათჳს ცათაჲსა გამოუცდელობისა მათისათჳს,
    49.     ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნეს ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“.
    50.     ამისთჳს უკუჱ საცნაურ არს, ვითარმედ ჭირნი და გამოსაცდელ უმჯობესისათჳს კაცისა არიან და გამოცდილ და მტკიცე-ჰყოფენ სულსა,
    51.     უკუეთუ ოდენ ახოვნად მოითმინოს და გულსმოდგინედ სასოებითა უფლისაჲთა რამეთუ მოელოდის სარწმუნოებითა შეუორგულებელითა გამოჴსნასა უფლისა მიერ და წყალობასა მისსა.
    52.     და შეუძლებელ არს, თუმცა არა პოა აღთქუმაჲ სულისაჲ და გამოჴსნაჲ ვნებათაგან, ვითარცა გამოცდილი და სარწმუნოჲ, რომელმან სარწმუნოებაჲ უფლისაჲ აღსრულებადმდე მოთმინებით დაიცვა.
    53.     რამეთუ ვითარცა წმიდათა მოწამეთა მრავალნი ღუაწლნი მოითმინნეს და ვიდრე სიკუდილადმდე სასოებითა უფლისაჲთა დაადგრეს კეთილსა მას აღსაარებასა შინა და ესრეთ გამოცდილ იპოვნეს და ღირს იქმნნეს ძიებად გჳრგჳნსა მას დიდებისასა.
    54.     ხოლო რომელთამე უმეტესნი და უფიცხლესნი სატანჯველნი მოითმინნეს უმეტესსაცა კადნიერებასა და დიდებასა და მიემთხჳნენს ღმრთისა მიერ.
    55.     ხოლო რომელნიცა შეშინდეს ჭირთაგან სატანჯველთაჲსა და არა დაადგრეს კეთილსა მას წამებასა ზედა, ეგევითარნი იგი სრულიად სირცხჳლეულ და კდემულ არიან აქაცა და მუნცა საუკუნესა.
    56.     ეგრეთვე სულნი, რომელნი მიეცნენ ჭირთა მრავალთა გამოსაცდელად სულთა მათ უკეთურთაგან უხილავად იგუმებოდინ, გინა თუ შინაგან ჭირითა გულისსიტყუათა ბოროტთაჲთა, ანუ ცხადთა ჴორციელთა ვნებათა მიერ,
    57.     ხოლო უკუეთუ მოითმენდენ ახოვნად და დაიმჭირონ სასოებაჲ მათი ღმრთისა მიმართ და სარწმუნოებით მოელოდინ მადლსა უფლისასა,
    58.     ეგევითართავე გჳრგჳნთა სიმართლისათა ღირს იქმნებიან მიღებად, რაჟამს აქაჲთვე გამოჴსნასა მოელოდინ და მასვე კადნიერებასა ჰპოებენ მოწამეთასა................
    59.     ხოლო აწ, ძმანო, ვინაჲთგან ესევითარი სასოებაჲ წინა-გჳც და ეგევითარნი აღთქუმანი აღთქუმულ არიან უტყუველისა მის ღმრთისა მიერ, ყოველივე ზედააღდგომაჲ და ჭირი უკეთურისაჲ ახოვნად მოვითმინოთ სასოებისა მისთჳს ცათა შინა მდებარისა,
    60.     რამეთუ რაჲზომნი ჭირნი და განსაცდელნი მოვითმინნეთ, რაჲთამცა ვიქმენით ღირსი ნაცვალი, ანუ თუ საუკუნოჲსა მის აღთქუმულისა ცხორებისა ანუ ნუგეშისცემისა მისთჳს, რომელი აქავე მოეცემის სულისა წმიდისა მიერ სულთა მათ მოთმინეთა,
    61.     ანუ გამოჴსნისა მისთჳს ვნებათაჲსა და ბნელისა მის ბოროტისა, ანუ თანანადებთა მათ სიმრავლისა ცოდვათა ჩუენთაჲსა, წერილ არს: „გან-თუ-ვიკითხვით, ღმრთისაგან განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“.
    62.     და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „არა ღირს არიან ვნებანი ამის სოფლისანი მერმესა მას დიდებისა გამოჩინებად არს ჩუენ ზედა“.
    63.     ვიქმნნეთ ჩუენ, ვითარცა მჴნენი მჴედარნი და მეუფისა ჩუენისათჳს სიკუდილად მზა-ვიყვნეთ, რამეთუ რაჲსათჳს არა გუჭირდენ ესე ბრძოლანი და ჭირნი, რაჟამს სოფელსა შინა ვიყვნეთ და ზრუნვათა ქუეყანისათა?
    64.     აწ ოდეს მოვედით სათნო-ყოფად ღმრთისა ესეზომნი ჭირნი და განსაცდელნი მტერისანი ჩუენ ზედა აღდგებიან.
    65.     ჰხედავთა, რამეთუ ესევითარი ღმრთისათჳს მოიწევის ჩუენ ზედა?..........................
    66.     ამისთჳს უკუე ვევედრნეთ ქრისტესა, რაჲთა მომცეს ჩუენ მეცნიერებაჲ ცნობად ნებისა მისისა და აღსრულებად გულსმოდგინებად მოთმინებით და სულგრძელებითა და სიხარულითა,
    67.     რამეთუ მან მოგუცეს ჩუენ ძალი სათნო-ყოფად მისა, რაჲთა ვიპოვნეთ გამოცდილ და ღირს მისა და ესრეთ ცხორებასა საუკუნესა მივემთხჳნეთ ქრისტჱს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


21

     1.     მისივე, წმიდის მაკარისი, თავი 21
    2.     რომელსა ენებოს მოსლვად უფლისა და ცხორებისა საუკუნოჲსა პოვნად და სამკჳდრებელ ქრისტესა ყოფაჲ და სულითა წმიდითა აღვსებაჲ, რაჲთა ნაყოფნი იგი სულისნი მცნებათაებრ უფლისათა შეუძლოთ აღსრულებაჲ წმიდად და უბიწოდ, ესრეთ თანა-აც დაწყებად პირველად,
    3.     რაჲთა ჰრწმენეს მტკიცედ უფალი და მისცეს თავი თჳსი ყოვლითურთ სიტყუასა მცნებათა მისთასა და განეყენოს სოფელსა ყოვლითურთ, რაჲთა არარასა შინა უცალო იყოს გონებაჲ მისი საქმეთაგან ამის სოფლისათა
    4.     და ლოცვასა შინა თანა-აც ყოფაჲ სარწმუნოჲთა მოლოდებითა უფლისაჲთა, და რაჲთა მოხედვასა და შეწევნასა მისსა ხედვიდეს და ძალი გონებისა მისისაჲ მარადის მის თანა იყოს.
    5.     მერმე კუალად თანა-აც, რაჲთა აიძულებდეს თავსა თჳსსა ყოვლისა კეთილისა მიმართ და ყოველთა შინა მცნებათა უფლისათა დაღაცათუ გულსა მისსა არა უნდეს მის თანა დამკჳდრებულისა ცოდვისათჳს,
    6.     აჲძულებნ თავსა თჳსსა დამდაბლებად კაცთა და თავიმცა უქუემოეს ყოველთა კაცთა შეურაცხია და ნუმცა ვისგან ეძიებს პატივსა და ქებასა ანუ თუ დიდებასა.........................
    7.     რამეთუ სამკჳდრებელი და განსასუენებელი სულისა წმიდისაჲ სიყუარული არს და სიმდაბლე და სიმშჳდე და სხუანი იგი მცნებანი უფლისანი.
    8.     ხოლო თანა-აც ყოველთა, რომელთა ჰნებავს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ და მოღებაჲ მის მიერ ზეცისა იგი მადლი სულისა წმიდისაჲ აღორძინებად წმიდისა სულისა მიერ ყოველთა შინა მცნებათა უფლისათა,
    9.     რაჲთა პირველად აიძულნენ თავნი თჳსნი, დაღაცათუ გულსა მათსა არა ენებოს დამორჩილებაჲ, ვითარცა წერილ არს, ამისთჳს „ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარმემართა და ყოველი გზაჲ სიცრუვისაჲ მოვიძულე“........................
    10.     ამისთჳს უკუე, ძმანო, მოვიყვანნეთ თავნი ჩუენნი სიმდაბლედ დიდებით, დაღაცათუ გულთა ჩუენთა არა ენებოს და სიმშჳდედ და ვევედრებოდით ღმერთსა მარადის სარწმუნოებით და სიყუარულითა დაუცხრომელითა,
    11.     რაჲთა ესრეთ მოავლინოს სული თჳსი ჩუენ ზედა, რაჲთა თაყუანის-ვსცეთ სულითა მამასა.
    12.     და თჳთ სულმან ილოცოს ჩუენთჳს რაჲთა თჳთ სულმან გუასწაოს ლოცვაჲ ჭეშმარიტი, რომელი ჩუენ თჳთ იძულებითცა და შრომით ვერ მოვიგეთ სიმდაბლე, ჭეშმარიტი სიმშჳდე, სიყუარული,
    13.     რომელ აწ შრომით და ჭირით ვერ მოვიგებთ, სახიერებაჲ, სიტკბოებაჲ და ყოველნივე მცნებანი უფლისანი გუასწავნეს ჭეშმარიტებით უშრომელად და უჭირველად, ვითარცა სულმან თჳთ უწყის, აღგუავსნეს ნაყოფითა თჳსითა.
    14.     და ესრეთ რაჟამს მცნებანი ქრისტესნი აღვასრულნეთ სულისა მიერ მისისა, რომელ მან მხოლომან უწყის ნებაჲ მისი და სრულმყვნეს ჩუენ სრულიად და იგი სრულ იქმნეს ჩუენ შორის და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა,
    15.     რაჲთა სულნი ჩუენნი, ვითარცა სძალნი კეთილნი და უბიწონი წარუდგინნეს ქრისტესა და განვისუენებთ ჩუენ მის მიერ სასუფეველსა შინა მისსა ქრისტე ჩუენ შორის რომელსა შუენის დიდებაჲ და დაუსრულებელთა მათ კეთილთა საუკუნეთა.
    16.     დიდებაჲ სახიერებასა მისსა და წყალობასა და სიყუარულსა მისსა, რამეთუ ესევითარსა პატივსა და დიდებასა ღირს-ყო ნათესავი კაცთაჲ, ღირს-მყვნა ჩუენ ძედ მამისა ზეცათაჲსა წოდებად და ძმად თჳსად გჳწოდა.
    17.     დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


22

    1.     მისივე, მამისა მაკარისი, თავი 22
    2.     ჭეშმარიტნი იგი მოყუარენი ღმრთისანი, რომელთა უყუარს იგი, ვითარცა ჯერ-არს, იგინი არა ჰმსახურებენ მას სასუფეველისათჳს, რაჲთამცა სასყიდელი მიიღეს, არცა კუალად შიშისათჳს ჯოჯოხეთისა, არამედ თჳთ მისისა სიყუარულისათჳს დამბადებელისა,
    3.     რამეთუ უცნობია მათ ჭეშმარიტი მეუფებაჲ მისი და ჰმსახურებენ, ვითარცა მონანი, რომელნი ისწრაფდიან სათნო-ყოფად თჳსისა უფლისა და ბრძოლითა მათ სულთასა ახოვნად მოითმენენ.
    4.     რომელნი-იგი ისწრაფიან, რაჲთამცა განაშორნეს იგინი ღმრთისა, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: „მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი და წამებათა შენთაგან მე არა გარდავაქციე“.
    5.     რამეთუ რაჲზომცა იდევნებოდიან და იჭირვოდიან სულთა მათ მიერ უკეთურთა, რომელნი განაბნევენ გულისსიტყუათა სულისათა და ისწრაფიან, რაჲთამცა სხუანიცამცა ჭირნი აღადგინნეს მათ ზედა.
    6.     ხოლო იგინი უფროჲსად შეეყოფვიან უფალსა და თავთა თჳსთა აჲძულებენ ძიებად მისსა და ყოველსავე ჭირსა მოითმენენ და არა განეშორებიან უფლისაგან, არამედ სიყუარულითა მისითა იწუებიან,
    7.     რამეთუ მრავალნი არიან სოფელსა ამას შინა, რომელნი ახრწევენ სათნო-ყოფად ღმრთისა და სიგლახაკჱ დამახრწეველ არს სათნო-ყოფად ღმრთისა და, სიმდიდრე ეგრეთვე დამაყენებელ არს, უპატიოებაჲ და გინებაჲ ეგრეთვე განსაცდელ არს, სენნი და ვნებანი ესეცა დამაყენებელ არიან.
    8.     ეგრეთვე კუალად უხილავნი ბრძოლანი და ჭირნი ახრწევენ სულსა მიახლებად ღმრთისა და ისწრაფიან დაჴსნილობად მოყვანებასა მისა, ვითარცა წერილი იტყჳს, ვითარმედ: „ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე და მცნებანი შენნი წურთა არიან ჩემდა“.
    9.     ეგრეთვე კუალად ესეცა გულისჴმის-ყოფით ისმინეთ, ვითარმედ განსუენებაჲცა იგი და რომელი მადლისა მიერ მოიწევის სულსა ზედა და ნუგეშინის-ცემაჲ უკუე სულმან არა მეცნიერებით შეიწყნაროს
    10.     და დამდაბლდეს და ესრეთ დაიმჭიროს მადლი იგი, იგიცა ვითარცა დამახრწეველი მისი ექმნების გამოცდილ,და რაჲთა არა მარადის იყოს მჴურვალებასა ზედა და ტკივილსა მას მიახლებად ღმრთისა.
    11.     და ვითარცა განსუენებით პოოს მადლისა მის მიერ, რომელი მის თანა მოვიდა, რამეთუ უკეთური იგი მადლისა მიზეზითა დაემორჩილების და აცთუნებს მას დაჴსნილობისა მიმართ და სიმაღლისა მცირედისა მის განსუენებისაჲთა ამპარტავანებად და უვარობად მოიყვანებს.
    12.     რამეთუ მასცა მადლსა საღმრთოსა უჴმს, რაჲთა სულმან გულისჴმა-ყოს და იქმოდის ნაყოფსა ღირსსა მისსა,
    13.     რამეთუ განსაცდელნიცა ეშმაკისანი გამოსაცდელ არიან სულისა და მადლი იგი წმიდისა სულისაჲ ეგრეთვე სულისა მის ჩჩჳლისაჲ და უგუნურისა გამოსაცდელ არს, ხოლო სარწმუნოჲსა მის და ბრძნისა – ცხორებაჲ საუკუნო.
    14.     რამეთუ ორთავე საქმეთა ღმრთისათა გამოსცდის, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ არა შესაძინელისათჳს უყუარს იგი, არამედ თჳთ მისისა მეუფებისათჳს, რომელი ფრიადისა პატივისა და სიყუარულისა ღირს არს.
    15.     ხოლო უკუეთუ არა უდებ იქმნას მოღუაწებისაგან სათნოებათაჲსა, რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ უფლისაჲ და არცა განსუენებისათჳს და ნუგეშინისცემისა, რომელი მადლისა მიერ მოვალს, არცა ბრძოლათაგან მტერისათა დაიჴსნას მოღუაწებისა მისგან,
    16.     ეგევითარი იგი ვითარცა მოყუარჱ ჭეშმარიტი ღმრთისაჲ მკჳდრ სასუფეველისა გამოჩნდების და ღირს იქმნების შვილ ღმრთისა ყოფად.
    17.     რამეთუ არცა ბრძოლათა მიერ დაჴსნილ იქმნა და ვერცა ნუგეშინის-ცემამან სულისამან დააცხრვო იგი რაჲთ მოღუაწებისაგან.
    18.     ხოლო ესევითარი იგი ძჱ ღმრთისაჲ არს.
    19.     რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ყოველივე საქმე ამის ქუაყანისაჲ მცირედმორწმუნისა მისთჳს დასახრწეველ არნ, გინა თუ ჭირი ვნებათაჲ, გინა თუ სენნი, გინა თუ შეურაცხებაჲ, გინა თუ ფარული ბრძოლაჲ მტერისაჲ, გინა თუ პატივი და დიდებაჲ გინა თუ სიმდიდრჱ და ქებაჲ.
    20.     ესე ყოველნი დამახრწეველ ცხორებისა საუკ[უნოჲსა არიან კაცისა მისთჳს, რომლისა გონებაჲ ჩჩჳლ არს.
    21.     ხოლო კუალად კაცისათჳს მორწმუნისა და მოსწრაფისა ესენი წინამღუარ სასუფეველისა არიან, რამეთუ-იგი ჭეშმარიტებით ღმერთი უყუარს, რამეთუ ყოველივე მანვე განხეთქა და სძლია.
    22.     და მხოლოჲ ღმერთი შეიყუარა და მას შეეყო, ვითარცა დავით იტყჳს: „ბადის პირნი ცოდვისანი მომეხჳნეს მე და მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ“.
    23.     და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მოყუარეთა ღმთისათა ყოველივე კეთილად განემარჯოს“.
    24.     ამისთჳს უკუჱ ჩუენცა მივსცნეთ თავნი ჩუენნი ძმანო მეუფესა ჩუენსა სარწმუნოჲთა გონებითა და შეუდგეთ მას, ვითარცა დამბადებელსა ჩუენსა და სიყუარულისა აღსრულებითა მცნებათაჲთა გამოვაჩინოთ,
    25.     რაჲთა ამით ესევითარითა სახითა და მართალითა გონებითა ვპოვნეთ აღთქუმანი სულისანი და გულნი ჩუენნი მადლითა მისითა აღივსნენ და ესრეთ დავიმკჳდროთ სასუფეველი ცათაჲ და ქრისტეს თანა ვიშუებდეთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


23

     1.     მისივე, მამისა მაკარისი, თავი 23
    2.     ნეტარი მოციქული პავლე, ხუროჲთმოძღუარი იგი ეკლესიისაჲ, მარადის ზრუნვიდა ჭეშმარიტებისათჳს და არა ენება, რაჲთამცა უგულისჴმოებით მორჩილნი იგი სიტყჳსანი სცთებოდეს.
    3.     და ამისთჳს უფრო გამოწულილვით და ცხადად გჳჩუენა ჩუენ ჭეშმარიტებისა იგი გზაჲ და საიდუმლოჲ, რაჲთა იცნას ყოველმან სულმან, ვითარმედ არს ნათლისა მის ზეცითაჲსა წმიდათა შორის სულთა სულისა წმიდისა მიერ ბრწყინვალებაჲ,
    4.     რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ გულისჴმის-ყოფისაჲ ოდენ გონებაჲ არს ნათელი სულისაჲ და სრული იგი საიდუმლოჲ უგულოსჴმოებისაგან ვერ ცნას.
    5.     არამედ ფრიად უმტკიცეს გამოცხადებითა საცნაურითა გონებასა შინა ნათელი ზეცისაჲ სულთა ღირსთა განმანათლებელი გამოაჩინა და ამისთჳს სახჱ იგი მოსჱსი თქუა და იგავად მოიღო პირსა მისსა ზედა მდებარჱ იგი ნათელი,
    6.     რომელი მტკიცედ გულისჴმა-ყონ მეცნიერთა მათ, რომელნი სიყუარულითა ჭეშმარიტებისაჲთა გამოიწულილვიდენ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ წიგნითა გამოსახული ფიცართა ზედა იქმნა დიდებულ,
    7.     ვითარმედ ვერ შემძლებელ იყვნეს თუალთა შედგმად ძენი ისრაჱლისანი პირსა მოსესსა დიდებისა მის, რომელი იყო პირსა ზედა მისსა, რომელი-იგი განქარვებადი იყო, რავდენ უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებულ,
    8.     უკუეთუ მსახურებაჲ იგი დასჯისაჲ დიდება არს რაოდენ უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ დიდებით, რამეთუ არღა დიდებულ არს დაბადებადი ესე ამით ჯერითა გარდარეულისა ამისთჳს დიდებისა და უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რავდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებულ“.
    9.     ხოლო „განქარვებადი“ იგი თქუა, რამეთუ ჴორცთა ზედა მოსესთა იყო ნათელი იგი და შემდგომად ამისა იტყჳს, ვითარმედ: „მაქუს ჩუენ ესევითარი სასოებაჲ“.
    10.     მრავალი განცხადებულობაჲ ვიჴუმიოთ და შემდგომად მცირედისა გამოაჩინა უკუდავი იგი დიდებაჲ, რომელი შინაგანსა მას პირსა უკუდავად და მიუწთომელად განანათლებს.
    11.     რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ჩუენ ყოველნი, რომელნი-ესე სრულითა სარწმუნოებითა სულისაგან ვიშვენით, „განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა უფლისაგან სულად“.
    12.     ხოლო „გამოცხადებულსა პირსა“ იტყჳს სულისასა და „რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.
    13.     ხოლო უფალი სულ არს“.
    14.     ხოლო ამათ სიტყუათა მიერ ცხადად გამოაჩინა საბურველი იგი ბნელისაჲ, რომელი გარდასვლითაგან ადამისით მოვიდა სულსა ზედა.
    15.     ხოლო აწ ნათლითა მით ზეცისაჲთა აღეძარცუების ყოველთავე სულთა მორწმუნეთა და ღირსთა, რამეთუ ამისთჳს მოვიდა უფალი, რაჲთა ჭეშმარიტნი მორწმუნენი მისნი ესევითართა საზომთა მოიყვანნეს.
    16.     არა თუ გულისჴმის-ყოფისა ოდენ სიტყჳსა გამოცხადებაჲ, არამედ მტკიცე იგი სულიერისა მის ნათლისა ბრწყინვალებაჲ სულთა შინა გამოუთქუმელად გამოუჩნდების,
    17.     „რამეთუ რომელმან-იგი თქუა ბნელისაგან ნათლისა გამოჩინებაჲ, რომელმან გამოაჩინა გულთა შინა ჩუენთა განათლებად გულისჴმის-ყოფისა დიდებისა მისისა“.
    18.     და კუალად წერილ არს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუჱ დავიძინო მე სიკუდილდ“.
    19.     ესე იგი არს, ვითარმედ ნუუკუე, რაჟამს სული ჩემი ჴორცთაგან განვიდოდის, დაიფაროს იგი საბურველითა მით ბოროტითა სიკუდილისაჲთა.
    20.     და კუალად იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი და გულისჴმა-ყვნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი“ და „გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ამათ და „გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი პირისა შენისაჲ“.
    21.     ესე ამას ყოველსა გამოუჩნდა ნათელი, რომლისა მიერ მესამედ ცად ამაღლდა და საჲდუმლოთა გამოუთქუმელთა ხილვად ღირს იქმნა, იგი ნათელი არა გულისჴმის-ყოფისა გონებისაჲ იყო, არამედ ბრწყინვალებაჲ იყო სულისა წმიდისაჲ, რომელი სულსა ზედა მოვალს.
    22.     და საჲდუმლოთა მათ ზეცისათა ცხადად გამოჩინებაჲ, რომლისა გარდამეტებული იგი ბრწყინვალებაჲ ჴორციელთა თუალთა ვერ იტჳრთეს და ამისთჳსცა დაბნელდეს, რამეთუ მის ნათლისა მიერ ყოველივე გულისჴმის-ყოფაჲ სულსა გამოეცხადების და ღმერთსა ჭეშმარიტებით გულისჴმა-ჰყოფს.
    23.     და კუალად სიტყუაჲცა, რომელსა იტყჳს, „ვითარმედ მიწისაგანი, ეგევითარნი მიწისაგანისანი და ვითარცა ზეცისაგანი იგი, ეგრეთვე ზეცისაგანისანი“,
    24.     ესე იგი არს, ვითარმედ რომელნი სულისა წმიდისაგან იშვნენ ზეცით და ღირს იქმნენ იგინიცა სრულ-ყოფად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორც არს და შობილი იგი სულისაგან სულ არს“.
    25.     და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი არა სისხლთაგან, არცა ნებისაგან ჴორცთაჲსა, არცა ნებისაგან მამაკაცისა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“.
    26.     რამეთუ ზეცისა იგი ხატი მამისაჲ ღირსსა მას და სარწმუნოსა სულსა შეეყოფვის და ჰყოფს მას მადლითა სიწმიდისა თჳსისაჲთა, „რამეთუ შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატი ზეცისაგანისაჲ“.
    27.     ხოლო ხატი იგი ზეცისაჲ ქრისტჱ, რომელი-იგი სულთა მათ შინა წმიდათა შეიმოსების, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტჱ და ჴორცთა ნებასა ნუ ჰყოფთ გულის-თქუმად“.
    28.     რამეთუ ყოველი სული, რომელი ღირს იქმნას შემოსად უფლისა აღსრულებითა მცნებათაჲთა, ძალითა და გულსმოდგინებითა და ხატსა მას უხრწნელსა ზეცისასა შეეყოს იგი მარადის, საჲდუმლოთა ზეცისათა ცნობად ღირს იქმნების
    29.     და აღდგომასა მას მერმესა მითვე ზეცისა დიდებისა ხატითა ჴორცნი სულსა თანა იდიდებიან და აღიტაცებიან ცად სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა წერილ არს, „შემთხუევად უფლისა ჰაერთა შინა“ და „თანახატ-ყოფად ჴორცთა დიდებისა მისსა თანა“ ღირს იქმნებიან
    30.     და ესრეთ ერთბამად უფლისა თანა სუფევდენ................................... რამეთუ იტყჳს პავლჱ, ვითარმედ: „რომელმან აღადგინა ქრისტჱ მკუდრეთით, ცხოველ-ყვნეს მოკუდავნიცა ესე ჴორცნი ჩუენნი სულისა მისისა მიერ, რომელი-იგი ჩუენ შორის დამკჳდრებულ არს“.
    31.     რამეთუ რაჲზომიცა მადლი მიიღოს კაცმან, აქავე სულისა მიერ წმიდისა თჳსითა სარწმუნოებითა და მოღუაწებითა შეამკოს სული თჳსი, ეგოდენცა დიდებაჲ მიიღონ მას დღესა ჴორცთა მისთა, რამეთუ რაჲცა ვინ აქა შინაგან დაისაჯოს, იგივე მუნ გარეგნით გამოჩნდების.
    32.     ვითარცა ნაყოფი იგი, რომელი ზამთრის ხეთა შინაგან აქუნ, მასვე ზაფხულის გარეგან გამოიღებენ, ეგრეთვე სულთა, რომელნიცა ნაყოფნი აწ შინაგან მოეგნენ, იგინივე მას დღესა ჴორცთა ზედა მათთა გამოჩნდებიან.
    33.     რამეთუ წმიდათა შორის ხატი იგი წმიდისა სულისაჲ აწვე გამოხატულ არს შინაგან, ხოლო მაშინ მადლი იგი სულთა მათ ღმრთივ-შუენიერ და ნათლით შემოსილ ჰყოფს,
    34.     ხოლო ცოდვილთა და უღირსთა, რომელთა სულნი აქავე საბურველითა მით ცოდვისაჲთა დაბურვილ არიან და საქმით აღსრულებითა ვნებათაჲთა დაუბნელებია იგი, მას დღესა ბნელ და უშუერ და სავსჱ სირცხჳლითა გამოჩნდენ გარეგან.
    35.     რამეთუ ვითარცა ღმერთმან ადამს უბრძანა, ვითარმედ: „რომელსა დღესა ხისა მისგანი შჭამოთ, სიკუდილით მოსწყდეთ“.
    36.     რომელი-იგი პირველად სულსა ზედა მოიწია, რამეთუ საცნობელნი იგი მისნი წმიდანი და ზეცისანი დაბნელდეს და მკუდარ იქმნეს.
    37.     ხოლო ჴორცთა სიკუდილი უკუანაჲსკნელ იქმნა შემდგომად ცხრაას ოცდაათისა წლისა.
    38.     ეგრეთვე აწ კუალად, რაჟამს დაეგო ქრისტე კაცებასა და განჴორციელდა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი ჩუენთჳს თავს-იდვა, აწ ჭეშმარიტად სარწმუნოსა მას სულსა ვიდრეღა ჴორცთა მათ შინა იყოს,
    39.     მოიყვანებს განსუენებასა მას საღმრთოსა და გულისჴმის-ყოფასა საიდუმლოთასა და განათავისუფლებს საბურველისა მისგან ვნებათაჲსა ზიარებითა სულისაჲთა.
    40.     და საცნაურთა მათ საცნობელთა მისთა კუალად მასვე მისცემს და საღმრთოჲთა მით ნათლითა განანათლებს მას და შემდგომად ამისა მერმესა აღდგომასა მიიყვანებს ჴორცთა მათ წმიდასა მას და უხრწნელსა დიდებასა.
    41.     და ესრეთ ბრწყინვალებაჲ იგი საღმრთოჲ შეიმოსს და სულსა თანა სუფევდეს.
    42.     ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა მცირესა ამას ჟამსა კეთილად ვიღუაწოთ სარწმუნოებითა წმიდითა და აღსრულებითა მცნებათაჲთა, რაჲთა აქავე მოვიგოთ საუნჯე სულისაჲ, რაჲთა მის მიერ, წარმართებაჲ ადვილად მოვიგოთ და აღძარცუვაჲ ბნელისა მის საბურველისა სულისაჲ მოვიღოთ.
    43.     აქაჲთვე ნათლითა სულისა წმიდისაჲთა სულნი ჩუენნი განბრწყინდენ და შეიმოსონ სამოსელი ზეცისაჲ.
    44.     და ესრეთ ქრისტეს თანა ვსუფევდეთ განსუენებითა საუკუნოჲთა და გამოუთქუმელითა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


24

     1.     მისივე, წმიდისა მამისა მაკარისი, თავი 24
    2.     რომელნი-იგი განშორებულ არიან სოფლისაგან და ისმენენ კეთილად სიტყუასა ღმრთისასა და სათნოდ მოქალაქობდენ, ხოლო ჯერეთ არიან საბურველსა მას ქუეშე ვნებათასა, რომელი ურჩებითა ადამისითა ყოველთავე მოვიგეთ,
    3.     ესე იგი არს ჴორციელი იგი ბოროტთა გულისსიტყუათა გონებაჲ, რომელსა მოციქული სიკუდილად უწესს და იტყჳს, ვითარმედ: „ცნობაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილი არს“.
    4.     ესევითარნი იგი მსგავს არიან კაცთა, რომლნი ღამით ვიდოდიან და ვარსკულავთა მიერ ნათელსა მიიღებდიან, რომელ-იგი არიან წმიდათა წერილთა სიტყუანი,
    5.     არამედ ჯერეთ ბნელსავე შინა არიან, რომელ არს უხილავი იგი ძალი ვნებათაჲ, და მას შინა შებრკოლდებიან და ვერ შემძლებელ არიან ყოვლისავე წმიდად ხედვად სიბნელისა მისგან ვნებათაჲსა.
    6.     ამისთჳსცა ჯერ-არს მათდა, რაჲთა ტკივილითა და სარწმუნოებითა დიდითა ევედრებოდიან მეუფესა მას ცათასა, რაჲთა გამოუბრწყინდეს დღე იგი მზისა მის სიმართლისაჲ გულთა შინა მათთა და ესრეთ შემძლებელ იქმნენ ხილვად ყოველსავე კეთილად.............................
    7.     ხოლო რომელნი სოფელსა ამას შინა აღრეულ არიან, მსგავს არიან იგინი კაცთა, რომელნი ვიდოდიან ღამესა უკუნსა და სავსესა ღრუბლითა, რომელსა შინა არა ჩანნ ყოვლადვე სინათლჱ ვარსკულავისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ საღმრთოჲ,
    8.     არამედ იყვნიან იგინი ვითარცა ბრმანი აღრეულ ნივთთა სოფლისათა და შიშისა ღმრთისასა, არცა მცნებათა მისთა ეკრძალნიან ყოვლადვე, არამედ ცთომილ არიან იგინი საქმეთა შინა ამაოებისათა ბოროტთა.
    9.     ხოლო რომელნი მცნებათა მიერ ღმრთისათა, ვითარცა ვარსკულავთა მიერ, ესრეთ განათლდებიან, იგინი არა არიან სრულიად სიბნელესა შინა.
    10.     ამისთჳსცა შემძლებელ არიან ქონებად სასოებასა ცხორებისასა.
    11.     რამეთუ ვითარცა კაცნი სოფელსა შინა თითოფერთაგან სახეთა შეიკრბენ სიმდიდრესა და თითოსახითა ღონითა შეიკრბენ ოქროსა, ეგრეთვე თითოფერთა მადლთაგან, ვითარცა წერილ არს,
    12.     ვითარმედ: „გუქონან მადლნი თითოსახენი მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა“და თითოსახეთა მოღუაწებათა და სათნოებათაგან შეკრბების სიმდიდრჱ იგი და ოქროჲ ზეცისაჲ.
    13.     ოდენ რაჲთა ყოველსავე ღმრთისათჳს ვიქმოდეთ სარწმუნოებისა მისებრ და ღონისძიებისა კეთილისა, ამისთჳს არა ჯერ-არს, რაჲთა კაცი განიკითხვიდეს, ანუ შეურაცხ-ჰყოფდეს მოყუასსა თჳსსა, არამედ თითოეული რბიოდენ ღმრთისათჳს მოღუაწებითა და სარწმუნოებითა.
    14.     არამედ ჩანან თუ, რომელნი ოქროსა თხრიან და თუალთა მათ ოქროჲსათა გამოიძიებენ.
    15.     ესე იგი არს, რომელნი ისწრაფიან გონებითა მაღლითა სისრულედ მიწთომად.
    16.     რამეთუ რომელნი სულგრძელებით და მოთმინებით იქმოდინ ჴელოვნებათა მათთა, გინა თუ ქუეყანასა რასმე იქმოდინ, განმდიდრდებიან და დიდებულ იქმნებიან სოფელსა შინა.
    17.     ხოლო მიზდურნი და უდებნი, რომელნი არა სულგრძელ იყვნიან, იგინი მარადის მშიერ და შიშუელ იყვნიან.
    18.     ეგრეთვე რომელნი საქმეთა სათნოებისათა სარწმუნოებით და სულგრძელებით და სასოებაჲ იგი ზეცისაჲ წინაშე თუალთა აქუნდეს ჭეშმარიტებით, იგინი მოიგებენ სიმდიდრესა მას სულიერსა, მოთმინებითა და სულგრძელებითა მათითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ.
    19.     ამისთჳს დიდებულ იყვნიან.
    20.     ხოლო უთმინონი იგი, რომელნი მოღებად ზედა მადლისასა მზა იყვნიან, ხოლო ჭირსა და მოღუაწებასა შინა სულმოკლე და უთმინო, იგინი შიშუელ იქმნებიან მადლისა მისგან, რომლისა მიღებად ღირს იქმნეს,
    21.     რამეთუ უძლური იგი და უდები გონებაჲ რომელი არა შეეზავებინ მადლსა მას, არამედ შიშუელ არნ ყოვლისა საქმისა კეთილისაგან, ეგევითარი იგი გამოუცდელ და უჴმარ იპოვის წინაშე ღმრთისა დღესა მას.
    22.     რამეთუ რომელსა ჰნებავს ჭეშმარიტებით უფლისა სათნო-ყოფაჲ და უკეთურისა მის წინააღდგომად, მზა იყოს გონებასა მისსა, ორსა ღუაწლსა შინა აქუს ბრძოლაჲ:
    23.     ერთად – ცხადთა მათ მიმართ საქმეთა სოფლისა, ზრუნვათა და სიყუარულთა ჴორციელთა, ხოლო მეორედ – ფარულთა მათ სულთა უკეთურთა მიმართ, რომელთათჳს პავლჱ იტყოდა,
    24.     ვითარმედ: „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა სოფლისმპყრობელთა ბნელისათა, სულთა მიმართ უკეთურთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“.
    25.     რამეთუ ვინაჲთგან გარდაჰჴდა კაცი მცნებასა, ორითა სახითა და ორითა საკრველითა შეკრულ იქმნა,
    26.     რაჟამს-იგი სამოთხით გამოვარდა და საქმითა ამის სოფლისაჲთა და სიყუარულითა მისითა, ჴორციელთა გემოთა და სიმდიდრისა და პატივისა და მონაგებთა, ცოლისა და შვილთა და ნათესავთა და მამულთა და ყოველთაგანვე საქმეთა სოფლისათა, რომელთათჳს უბრძანებს ღმრთისა სიტყუაჲ,
    27.     რაჲთა განიჴსნას მათგან ნეფსით, რამეთუ ყოველსავე შინა ნეფსით შეკრულ არს თითოეული კაცი, რაჲთა ამის ყოვლისაგან განიჴსნას და განათავისუფლოს თავი თჳსი და ესრეთ შეუძლოს სრულიად და მარტივად მცნებათა.
    28.     ხოლო ფარულად შეზღუდვილ არს და შეღობვილ და შეყენებულ ბნელსა სული სულთა მათგან უკეთურთა და შეკრულ არს ჯაჭჳთა ბნელისაჲთა და ვერ შემძლებელ არს სიყუარულად უფლისა, ვითარცა ჰნებავს.
    29.     არცა სარწმუნოებად გინა თუ ლოცვად, ვითარცა ჰნებავს, რამეთუ ყოვლისავე საქმისა წინააღდგომაჲ ჩუენ შორის იქმნა გარდასლვითა მით პირველისა კაცისაჲთა მცნება.
    30.     ხოლო რაჟამს კაცმან ისმინოს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ისწრაფოს და განაგდოს თჳსაგან ყოველივესავე საკრველისა ამის სოფლისა და უვარ-ყვნეს ყოველნივე გემონი ჴორციელნი და ღმრთისასა ოდენ ზრუნვიდეს,
    31.     მერმე შემძლებელ არს გულისჴმის-ყოფად, ვითარმედ არს შინაგან გულსა და სხუაჲ ღუაწლი წინა-უც და უკუეთუ ესრეთ ხადოდის უფალსა მოთმინებითა დიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა,
    32.     მერმე შემძლებელ არს, რაჟამს მოელოდის შეწევნასა მისსა, პოვნად და შინაგანისა მისგან იჴსნის საკრველთაგან და ზღუდეთა და შუვა კედელთა განრომად, რომელი-იგი არიან ძალნი ვნებათანი.
    33.     ხოლო ესე ბრძოლაჲ მადლითა და ძალითა უფლისაჲთა შემძლებელ არს დაჴსნად, რამეთუ კაცსა თავით თჳსით მათგან განრინებად ვერ ძალ-უც, არამედ ესე ოდენ ძალ-უც, რაჲთა წინააღუდგებოდის და არა შეეყოფვოდის, არამედ სიტყუა-უგებდეს.
    34.     უკუეთუ კულა კაცი აღრეულ იყოს საქმეთა შინა სოფლისათა და შებღალულ ვნებათა მიერ, მან არცა უწყის, თუ არს სხუაჲ ბრძოლაჲ და სხუანი ბრძოლანი შინაგან და ნეტარ, თუ მაშინ შეუძლოს გულისჴმის-ყოფად ბრძოლისა მის,
    35.     რაჟამს განჴსნას თავი თჳსი საკრველთა მათგან სოფლისათა და განთავისუფლდეს ვნებათაგან.
    36.     რამეთუ უკუეთუ ვითარცა პირველად ვთქუ, არა უვარ-ყოს კაცმან სოფელი და განჴსნას თავი თჳსი სოფლისა ამის გულისთქუმათაგან და ყოვლითავე გულითა ღმერთსა შეევედროს, ვერ გულისჴმა-ჰყოფს ფარულსა მას ბრძოლასა ვნებათასა სულთა მათ უკეთურთასა.
    37.     არამედ ჯერეთ უცხო არნ თავისა თჳსისაგან და ვერ იცნობნ თავსა თჳსსა და ჰქონან დაფარულნი ვნებანი და წყლულებანი და არა უწყის, რამეთუ ცხადთა ვნებათა სოფლისათა შემშჭუალულ არს.
    38.     რომელმან ჭეშმარიტად სოფელი უყუარდა და იღუაწოს და განაგდონ ტჳრთი იგი სოფლისაჲ და უცხო-ყონ თავი თჳსი ზრუნვათა და გულისთქუმათაგან ქუეყანისათა და დიდებისა და პატივისაგან და მერმე ღუაწლსა მათ შინა უფალი შეეწევის მას საზომისაებრ სოფლისა უვარის-ყოფისა.
    39.     და დადგის რაჲ მსახურებასა შინა უფლისასა ყოვლითურთ სულით და ჴორცით, მუნ ჰპოვებს წინააღმდგომთა და ვნებათა ფარულთა და ბრძოლათა უჩინოთა და ვნებათა უხილავთა.
    40.     და ესრეთ რაჲ ევედრის უფალსა სარწმუნოებით და მიიღის ზეცით საჭურველი იგი სულისაჲ,
    41.     რომელთათჳს ნეტარი პავლჱ იტყჳს: „ჯაჭჳ სიმართლისაჲ“ და „ჩაფხუტი ცხორებისაჲ“ და „ფარი სარწმუნოებისაჲ“ და „მახჳლი სულისაჲ“, და მით შეიჭურის და „ესრეთ შეუძლის წინააღმდგომად ღონეთა ეშმაკისათა“.
    42.     რაჟამს შეიმოსოს საჭურველი ესე ლოცვითა და მოთმინებითა და ვედრებითა და, უფროჲს ყოვლისა, სარწმუნოებითა და სძლის რაჲ ბრძოლასა მას წინააღმდგომთასა ძალითა სულისა წმიდისაჲთა და თჳსითა ყოველთავე სათნობათა შინა მოსწრაფებითა,
    43.     ესრეთ პოვის ცხორებაჲ საუკუნოჲ დაუსრულებელი უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


25

    1.     მისივე, მამისა ჩუენისა მაკარისი, თავი 25
    2.     რომელთა ენებოს თავისა თჳსისა მიცემაჲ ჭეშმარიტებით უფლისა და საუკუნოჲსა მისთჳს აღთქუმისა ბრძოლად უკეთურისა მის, რომელი-იგი ყოველსა სულსა ებრძვის, მათ თანა-აც,
    3.     რაჲთა უწინარეს ყოვლისა მოიგონ სარწმუნოებაჲ მტკიცე და სასოებაჲ შეურყეველი, რაჲთა მის მიერ შეუძლონ განჴურვებულთა ამათ უკეთურისა ისართა დავსებად.
    4.     ხოლო დაღაცათუ წინააღმდგომი იგი ბევრეულითა ღონითა წინააღუდგებოდის, რაჲთამცა დაჰჴსნნა იგინი სასოებისა და სიყუარულისა მისგან ღმრთისა, გინა თუ შინაგანითა ბრძოლითა სულთა მიერ უკეთურთა,
    5.     ანუ გულისსიტყუათა მათ ბოროტთა და შეგინებულთა, რამეთუ პირველად ცოდვათა მოაჴსენებნ და დაშჯინ სულსა, რაჲთამცა დაჴსნილობად მოიყვანა.
    6.     ვითარმედ შეუძლებელ არს ცხორებაჲ, რაჲთამცა სასოწარკუეთილებად მოიყვანა სული.
    7.     და ესრეთ შვის უკეთურებაჲ იგი ვნებათაჲ სულსა შინა, რაჲთა სულმან ვერ იცნას, თუ უცხო რაჲმე სული არს, რომელი ამაოდ აგონებს.
    8.     რამეთუ არა ჰნებავს ეშმაკსა, რაჲთამცა იცნა იგი, ვითარმედ არს გულსა შინა სული უცხოჲ ღმრთისაჲ, რაჲთა ესრეთ მოიყვანოს იგი უსასოებად და მერმე უძლურებანი ჴორცთანი მოაწინეს, ანუ თუ ყუედრებანი კაცთა მიერ.
    9.     და უკუეთუ ამით ყოვლითა უკეთური იგი ებრძოდის სულსა, ხოლო კაცი იგი სასოებისაგან ღმრთისა არა განეყენოს, არამედ უფროჲსად მას შეეჭრებოდის, ვითარცა მხოლოსა მკურნალსა ვნებათა სულიერთასა და ............
    10.     უკუეთუ ვინმე კუალად მოითმინნეს, იგინი უფროჲსად დასამტკიცებელ არიან მისა.
    11.     მითხარღა, უკუეთუმცა მეფედ ყოვლისა სოფლისა დაგადგინებდეს და შენმცა მხოლოჲ იყავ მეფე სოფლისაჲ, ვინაჲთგან ნათესავი კაცთაჲ დაიბადა, ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა, მიჰყიდემცა ეგევითარსა მას მეუფებაჲ ცათაჲ?
    12.     უკუეთუ მართლიად შჯიდე სთქუა ვითარმედ ნუ იყოფინ, ვითარმცა მივჰყიდე „საუკუნოჲ იგი და უხრწნელი ცხორებაჲ ხრწნილისა ამის და წარმავალისათჳს!“
    13.     ვითარცა უფალი იტყჳს ვითარმედ: „რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შეიძინოს კაცმან ყოველი სოფელი და სული თჳსი დაიჭირვოს?
    14.     ანუ რაჲ მისცეს ნაცვლად სულისა თჳსისა?“
    15.     რამეთუ ყოვლისა სოფლისა და სუფევისა მისისა და დიდებისა და სიმდიდრისა სული უპატიოსნეს არს.
    16.     არა თუ ცათა იგი სუფევაჲ უპატიოსნეს არს, ამისთჳს რამეთუ არღარას შინა დაბადებულთა თჳსთაგანისა ინება ღმერთმან შეერთებაჲ თჳსისა მის შუენიერებისა სულისაჲ და ზიარებაჲ არცა ცასა, არცა მზესა, არცა ვარსკულავთა, არცა ზღუასა, არცა ქუეყანასა, არცა სხუასა რას,
    17.     არამედ კაცსა ოდენ, რომელსა უყუარდეს იგი უფროჲს ყოველთაჲსა.
    18.     ხოლო დიდნი დიდებანი და სუფევანი სოფლისანი უკუეთუ მართლ ვსაჯოთ, არა ღირს არიან ცხორებასა თანა საუკუნესა, მაშა ვითარ მრავალნი არარათა და უნდოთა საქმეთათჳს მივყიდით მას, ვითარ გულისთქუმისა დიდებისა რაჲსათჳსმე ამაოჲსა, ანუ შესაძინელისა ბოროტისა,
    19.     რამეთუ რომელნიცა ამის სოფლისა ნივთნი ვის უყუარდენ და რომელსა შემშჭუალულ იყოს, მასცა მიჰყიდის საუკუნესა მას ცხორებასა.
    20.     რამეთუ რომელიცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ მისა არს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „რომლითაცა ძლეულ არნ, მისიცა მონაჲ არნ“.
    21.     რამეთუ რომელსა სასუფეველისათჳს ცათაჲსა სუროდის, თანა-აც, რაჲთა ყოვლისავე ამის სოფლისა საქმეთა უზეშთაეს იყოს და წარჰჴდეს ყოველთავე საზღვართა ქუეყანისათა
    22.     და განხეთქნეს ყოველნივე საკრველნი სოფლისანი დიდებაჲ ოდენ შეიყუაროს და არღარაჲ შეჰრთოს სიყუარულსა მას თანა ამის სოფლისაჲ.
    23.     რამეთუ რომელსა სიყუარული საღმრთოჲ აქუნდეს, იგი ვითარცა მახჳლი ორპირი ყოველსავე სიყუარულსა სოფლისასა განჰკუეთს და ვერარაჲ ხილულთაგანი დააყენებს სულსა მას: არცა დიდებაჲ, არცა სიმდიდრე, არცა სხუაჲ რაჲმე საკრველი ქუეყანისაჲ................
    24.     რამეთუ უკუეთუ ხილულსა და განხრწნადსა ამას მეუფჱბასა შინა ესევითარნი ჭირნი და ღუაწლნი იქმნებიან,
    25.     რაჲთამცა პოა თჳთეულმან გულისსათქუმელი დიდებაჲ რაჲმე, ანუ პატივი წარმავალი, მაშა, ვითარ არა უფროჲსად ჯერ-არს, რაჲთა უხრწნელისა მის და წარუვალისა დიდებისა და სუფევისათჳს ვიღუაწიდეთ ტკივილითა, რაჲთა დავიმკჳდროთ იგი.
    26.     მითხარღა, კაცო, კეთილ-გიჩსა, რაჲთა წარმავალისა ამის დიდებისათჳს ესრეთ იღუწიდე, რომელი დღეს არს და ხვალჱ არა, და ესეზომნი თავს-ისხნე?
    27.     ხოლო სუფევისა მისთჳს საუკუნოჲსა ღმრთისა თანა წარუვალისა არცა ერთი რაჲ ჭირი ანუ შრომაჲ თავს-იდვა ამას სოფელსა, რაჲთა მცირედისა ჟამისა წილ უკუე ღმრთისა თანა ჰსუფევდე?
    28.     მე ვჰგონებ, ვითარმედ ფრიად სუბუქნიცა და ჩჩჳლნი გონებითა ამას გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ კეთილ არს, რაჲთა მცირედსა ჟამსა იღუაწოს და უკუნისამდე ძლევაჲ მოიგოს და მძლედ გამოჩნდეს,
    29.     ვიდრეღა მცირედსა ჟამსა არა ებრძოლოს, არამედ უდებ იქმნას და სოფლისა ზრუნვათა შეემშჭუალოს და მერმე უკუნისამდე სირცხჳლეულ იყოს და ძლეულ.
    30.     რამეთუ რაჟამს კაცი კეთილთა შინა საქმეთა იყოფოდის და სიტყუასა წერილთასა აღასრულებდეს, ყოველნივე მას აქებდენ: წერილნიცა და გარეგანნიცა იგი ბრძენნი და ყოველნი კაცნი.
    31.     და იგი არს წინაშე ღმრთისა ჭეშმარიტი ბრძენი, რომელი ბოროტთა გულისთქუმათა თჳსთა წინააღუდგებოდის.
    32.     ხოლო რომელი სიტყუათა ზედა სიბრძნისათა იქადოდეს და ვნებანი ვერ დაემორჩილნეს, იგი ცოფ და უგუნურ არს, რამეთუ მონაჲ ვნებათაჲ არს იგი.
    33.     რამეთუ კაცსა ღმრთისასა არა უჴმს, რაჲთა მისცეს თავი თჳსი მრავალმეტყუელებასა, არამედ რაჲთა საქმეთა ოდენ საღმრთოთა იქმოდის და სიტყუასა წერილთასა აღასრულებდეს.
    34.     რამეთუ ყოველნივე წერილნი, გინა თუ საღმრთონი, გინა თუ სოფლისა შჯულნი კეთილთა საქმეთა აქებენ და ბოროტთათჳს სატანჯველსა განაგებენ.
    35.     ხოლო შენ უკუეთუ კეთილსა იქმოდი, ყოველნივე შენთჳს იტყჳან და შენ გაქებენ აღსრულებისათჳს სათნოებათაჲსა და ყოველთა პირთა შინა ხარ.
    36.     ვისწრაფოთ უკუე, ძმანო, აღსრულებად მცნებათა უფლისათა, რომელნი-იგი ესევითართა კეთილთა მომატყუებელ არიან და სულსა მას მოველოდით რაჲთა სულითა და ჴორცითა აქაჲთვე განვიწმიდნეთ აღსრულებითა მცნებათაჲთა და სულისა წმიდისა მიერ და ღირს ქრისტესა ვიქმნეთ.
    37.     ესრეთ ვიქმნეთ ძჱ მამისა მის ზეცათაჲსა ზიარებითა სულისა მისისაჲთა და „ვიქმნეთ მკჳდრ ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესა“ – სიტყჳსაებრ მოციქულისა და ესრეთ ქრისტეს საუკუნენი კეთილნი დავიმკჳდრნეთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნითი. ამენ.


26

     1.     მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 26
    2.     რაჲმე არს განგებულებაჲ იგი ქრისტეს მოსლვისაჲ, პირველი იგი და დიდი წმიდისა მის ბუნებისა უკმოქცევაჲ ჩუენდავე მონიჭებაჲ, რამეთუ მოსცა ბუნებაჲ იგი პირველქმნულისა ადამისი კაცთა და მოანიჭა მას ზედა სამკჳდრებელი სულისა წმიდისაჲ?..............
    3.     რამეთუ მოწევნულ არს ჩუენდა ჟამი იგავით გამოსახვად დიდსა მას განგებულებასა.
    4.     აღვიღო იგავი იგი, რაჲთა ესრეთ თქუმული ესე გამოგიცხადო.
    5.     გულისჴმა-ყავთ ქალაქი რაჲმე დიდი და სამეუფოჲ, რომელსა ზედა მოვიდეს უცხოთესლნი და მძლავრი მეფჱ ვინმე უსამართლოჲ და აჲძულა ქალაქი იგი და სამეუფოჲ, რომელი არა მისი იყო შევიდა იძულებით და დაიმონნა ყოველნივე იგი მუნ მყოფნი.
    6.     და აღჰმართნა მას შინა გოდოლნი მაღალნი და ზღუდენი ძნიად საბრძოლელნი, რაჲთა წინააღუდგეს ჭეშმარიტსა მას მეფესა მის ქალაქისასა და აღაშენნა ტაძარნი და აღჰმართნა მუნ თჳსნი ხატნი და დასხნა თჳსნი წესნი, წინააღმდგომნი პირველისა მის მეფისანი,
    7.     და დასცა მას შინა თჳსისა ხატისა დრაჰკანი და დრამაჲ და შეიყვანნა აღჭურვილნი განწყობილნი ქალაქსა მას, რაჲთა დაიპყრას და დაიმორჩილნეს მუნ მყოფნი იგი, ნუუკუე ივლტოდინ და წარვიდენ იგი, არამედ იძულებით დაიმორჩილნეს და აქმნევდეს საქმეთა თჳსთა.
    8.     ხოლო ჟამნი მრავალნი გარდაჴდეს და იყვნეს იგინი ესევითარსა სიმაგრესა ზედა და სცვიდეს ქალაქსა მას და მუნ მყოფნი იგი დაიმონნეს და მოვიდა მეუფჱ იგი ქალაქისაჲ მის და წარტყუენულთაჲ მათ და პირველ მიავლინნა და აუწყა მათ გამოჴსნაჲ მათი,
    9.     რაჲთამცა ცნა, თუ მიელიან-ძი მისმიერსა მას გამოჴსნასა, და ვითარცა ცნა განზრახვაჲ მათი, მოვიდა უშჯულოსა მას მთავარსა ზედა და დაარღჳნნა მაღალნი იგი ზღუდენი და სიმტკიცენი მისნი,
    10.     რომელთა ესვიდა და ხატნი მისნი უჩინო-ყვნა და შჯულნი მის მიერ განაქარვნა და შეცვალნა ყოველნივე წესნი მისნი დასხმულნი ქალაქსა მას შინა და იგი შეკრა და მისცა ხრწნილებასა.
    11.     და აღაშენა ქალაქი იგი მეორედ ახლად და შექმნნა მას შინა სიმაღლენი და ზღუდენი სწორნი სიმაღლესა ცისასა, რაჲთა ვერღარა შეუძლოს მტერმან შესლვაჲ და უფლებაჲ მისი.
    12.     და შჯულნი მშჳდობისანი დასხნა მას შინა და ხატნი სამეუფონი აღჰმართნა მას შინა და ვეცხლი გამოცდილი დასცა მას შინა და ყოველნი ბრძანებანი მშჳდობისანი და განსუენებისანი ბრძანნა
    13.     და თითოსახედ შეამკო ქალაქი იგი და ესრეთ დაემკჳდრა მას შინა და სათნო-უჩნდა მას იგი და აცხადებდა მოყუარეთა მისთა.
    14.     ეგრეთვე პირველად წარეკიდა კაცსა, რამეთუ დაჰბადა იგი ღმერთმან ჴელითა თჳსითა ცხოველი, დიდებული, სიტყჳერი.
    15.     მერმე ზაკუევით გუელი ბოროტი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფისაჲ მოვიდა ქალაქსა მას ზედა ღმრთისასა და წარტყუენა იგი ურჩებითა თჳსითა და ტყუჱ-ყო სული მისი და მოქალაქობაჲ იგი გულისსიტყუათა მისთაჲ დაიმორჩილა
    16.     და დასთესნა მის შორის გულისსიტყუანი შეგინებულნი და ქალაქები უკეთურებისაჲ აღაშენა მის შორის, რომლისათჳსცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ვინ მიჴსნას მე ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა?“
    17.     და აღამაღლა სიმაღლჱ გულისსიტყუათაჲ მეუფესა ზედა ცათასა და აღაშენნა სიმტკიცენი მოუგონებელთა ბოროტთანი, რომელნი-იგი იტყოდეს მაღლისათჳს უჯეროებასა.
    18.     და აღაშენნა სახლნი უკეთურებისნი სავსენი ურწმუნოებითა, უჯეროებითა, უკეთურებითა, შურითა, სიმწარითა, სიძვითა.
    19.     ესე არიან სახლნი უშჯულოებისანი.
    20.     ესევითარნი სახლნი აღაგნეს უცხოთესლთა სულსა შინა, ვითარცა ფსალმუნი იტყჳს: „აღივსო შესულებითა ქუეყანისაჲთა სახლები უშჯულოთაჲ“ და დადვა წესი მეუფისა მის წინააღმდგომი, შჯული იგი ცოდვისაჲ და ხატნი ნისლისფეროანნი აღჰმართნა მას შინა სავსენი სალმობითა თითოფერითა
    21.     და ვეცხლი გამოუცდელი და შეურაცხი დაჰბეჭდა და დასცა მას შინა და წესნი უკეთურებისანი ასწავნა მას და შეიყვანნა მას შინა მწყობრნი და დასნი სულთა უკეთურთანი, რაჲთა ეუფლოს მას და ყოველთა გულისსიტყუათა მისთა და შეკრას იგი საკრველითა განუჴსნელითა.
    22.     და დაჰმარხოს იგი მოქლონთა შინა რკინისათა და ბჭეთა რვალისათა და აჭირვებდეს მას ქმნად საქმეთა მისთა განზრახვისა მისისაებრ ბოროტისა.
    23.     ხოლო განხრწნა იგი და ისიძვა მის თანა სიძვითა ბოროტითა და დადვა საბურველი თუალთა ზედა მისთა, რაჲთა ვერ ხედვიდეს მეუფესა თჳსსა.
    24.     და იძულა იგი ფქვად წისქჳლთა ბნელთა და აღმოუცენა წყაროჲ მწჳრისაჲ და ერი მისი განაბნიეს.
    25.     აღსძარცუეს დიდებაჲ მისი და შეჰმოსეს ძონძი შეგინებული უპატიოებისაჲ.
    26.     და მრავალთა მათ ჟამთა დაჰვიწყდა მეუფე იგი თჳსი და ჰგონებდა, ვითარმედ ესევითარი დაბადებული არს პირველითგან და არღარა აჴსოვდა აზნაურებაჲ იგი თჳსი.
    27.     ამისთჳს ზეცისა მეუფემან ქრისტემან მოავლინნა პირველად წინაწარმეტყუელნი, რაჲთა მიუთხრონ კაცთა პირველი იგი პატივი მათი და ასწავა მათ, თუ ვითარსა სიბნელესა შინა არიან,
    28.     რამეთუ მოსლვად არს იგი და გამოჴსნად მათდა და დარღუევად და უჩინო-ყოფად ყოველთავე გოდოლთა და ქალაქთა ბოროტთა გულისსიტყუათაჲსა, რომელნი აღშენებულ იყვნეს გულისჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა, და შეცვალებად წესთა მათ ბოროტთა და მტერთა მეუფისათა................
    29.     რამეთუ პირველ სული შეპყრობილ იყო ტყუეობასა შინა ბნელისასა.
    30.     ვითარცა წერილ იტყჳს, ვითარმედ: „ჴმაჲ ჰრამას ისმა გოდებაჲ და ტირილი და გლოვაჲ ფრიადი.
    31.     რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა იყვნეს“.
    32.     ესე ცხადად იქმნა, რაჟამს ჰეროდე უფლისა შობასა ყრმანი მოსრნა.
    33.     ხოლო ფარულად გულისჴმა-იყოფების „ჴმაჲ ჰრამაჲთ“, რომელი არს ბორცჳ, ესე იგი არს, ვითარმედ ჴმაჲ ზეცას ისმა: გოდებაჲ და ტირილი და გლოვაჲ ფრიადი.
    34.     რაქელ ჭეშმარიტი იგი დედაჲ, მადლი ზეცისაჲ, სული წმიდაჲ სტიროდა ტყუეობასა კაცთასა, რომელნი-იგი მთავარსა მას ქუეშე ბნელისასა იყვნეს.
    35.     ხოლო სტიროდა რამეთუ არა იყვნეს ნათელსა შინა სულისასა.
    36.     ხოლო ოდეს სათნო-იყო ღმერთმან და მოჰფინა სული თჳსი მორწმუნეთა თჳსთა ზედა შვნა იგინი სულისა წმიდისა მიერ, მაშინ სიხარული იყოს ცათა შინა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა, ვითარცა წერილ არს,
    37.     ვითარმედ: „ესრეთ სიხარული იყოს ცათა შინა ერთსა ცოდვილსა ზედა, რაჟამს შეინანოს“.
    38.     რამეთუ ზეცისა დედამან იერუსალჱმმან, რომელი-იგი პირველ ბერწ იყო, შვა მან ნათესავი კაცთაჲ, რომელნი-იგი იყვნეს არა პირველ მის თანა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ზეცისა იერუსალჱმი აზნაურ არს, ჩუენ ყოველთა დედაჲ“.
    39.     და აწ რომელიცა არა შობილ არს დედისა მისგან ზეცათაჲსა, არამედ ჯერეთ ხატი ძუელისა მის კაცისაჲ ჰმოსია და საბურველსა ამას ქუეშე ბნელისასა იყოფების და მონებასა მას შინა მწარესა და საკრველთა მათ შინა ცოდვისათა არნ,
    40.     გლოვასა მწარესა აღუდგენს რაქელს დედასა და ზეცისა ქალაქსა წმიდათასა, რამეთუ მწუხარე არს იგი, რაჟამს ხედვიდეს კაცთა საუკუნესა მას შინა სიკუდილსა მდებარეთა და შეკრულთა საკრველითა განუჴსნელითა და უფროჲსად ჟამსა ამას გამოჴსნისასა.
    41.     რამეთუ ამან სახიერმან დედამან ყოველთა კაცთა მოუწოდა და ინება, რაჲთამცა იშვნეს ყოველნივე მის მიერ და იქმნეს ზეცისა.
    42.     ამისთჳს ქადაგნი განავლინნა ყოველთა მოწოდებად შობად მისგან, და რაოდენთაცა ირწმუნეს და ესვიდეს მას და შეიყუარეს ნათელი, ვიდრეღა ბნელი, მათ პოვეს აღთქუმაჲ მეორედ შობისაჲ, დიდებაჲ სახიერსა მას დედასა და ზეცისა ქალაქსა წმიდათასა, ამენ.