1

     1.     [ა. ეპიფანე კჳპრელი, საზომთათჳს და საწყაულთა]
    2.     ამას შენდა, პატიოსანო, ჩუენ შევსწირავთ, რომლისა მადლისათჳს ჰკითხჱ, მოჴსენებაჲ მისთჳს იყავნ
    3.     არიან მრჩობლ წერილთა მათ წარმოღება პირველად დაბადებულთა მათ ღმრთისა მიერ ექუსთა მათ დღეთა ქმნული.
    4.     და სხუანი რომელნიმე წმიდათაგან წიგნთა თავდგმულნი, შემდგომად ჟამთა აღწერილნი.
    5.     ადამისითგან პირველშექმნულისაჲთ ვიდრე თევდოსი ღმრთისმოყუარისა გ~ და აბუდანტის მბრწყინვალისა.
    6.     მერმე კუალად რაოდენი იქმნა სოფელსა შინა პ~ წვალებისა სახელები და განმარტებაჲ მათი შემოკლებულითა და უზეშთაესითა გონებითა თითოვეულისა მათისათჳს,
    7.     რაოდენი შექმნა ღმერთმან ექუ[ს]თა დღეთა სოფლის შესაქმისათა, რომელსა-იგი ითხოვდა და მიგიწერთ შენ.
    8.     და არიან ესე: ა~-სა დღესა: [ა~] – ცანი ზესკნელნი და პირველსავე დღესა – ქუესკნელნი. ბ~ – ქუეყანაჲ.
    9.     გ~ – წყალნი, რ˜ლისაგან არს თოვლი, მყინვარი, სეტყუაჲ, თრთჳლი და ცუარი და [დ~] – სულნი მსახურნი, რომელ არიან ესე დ ანგელოზთა .
    10.     ანგელოზნი მადიდებელნი, ანგელოზნი ქართანი, რომელნი ჰბერვენ, ანგელოზნი ღრუბელთანი და ნისლისანი და სეტყჳსანი და თოვლისანი და თრთჳლისანი;
    11.     ანგელოზნი ჴმისა ქუხილისანი და ელვისანი; ანგელოზნი ცივისანი და ცეცხლისანი; ანგელოზნი ზამთრისანი და თესვისანი, ანგელოზნი არჱსანი და ზაფხულისანი;
    12.     და ყოველნი სულნი დაბადებულთა მისთანი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, უფსკრულთანი და ქუეშჱ ქუეყანისანი.
    13.     ე~: ჯოჯოხეთისა და წარსაწყმედელისა და ბნელისანი ზედა უფსკრულთა წყალთანი, რომელ ოდესმე ქუეყანასა ზედა, რომლისაგან – ბნელი მწუხრი.
    14.     ვ~, ზ~; ღამე და ნათელი დღისაჲ და განთიადისაჲ.
    15.     ესე შჳდნი ძლიერნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა მას პირველსა.
    16.     ხოლო მეორესა დღესა – პირველ სამყაროჲ შორის წყალთა და წყალთა.
    17.     ამას დღესა განიყვნეს წყალნი: ზოგი მისი აღჴდა ზედა სამყაროსა და ზოგი მისი დაადგრა ქუეშე სამყაროსა მას, შორის ყოველსა ზედაპირსა ქუეყანისასა.
    18.     ესე ხოლო ქმნა ღმერთმან დღესა ბ~-სა.
    19.     ხოლო მესამესა დღესა: – ზღუები, მდინარები, წყაროვები, ტბები; მეორედ – თესლი სათესავი; მესამედ – მცენარენი: ხჱ ნაყოფიერი და უნაყოფოჲ; დ~ – მაღნარნი.
    20.     ესე ოთხი საქმჱ ძლიერი ქმნა ღმერთმან დღესა მესამესა.
    21.     ხოლო მეოთხესა დღესა: ა~ – მზჱ და [ბ~] – მთოვარჱ; გ~ – ვარსკულავნი.
    22.     ესე სამნი დიდნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა დ~-სა.
    23.     ხოლო მეხუთესა დღესა: ა~ – ვეშაპი დიდი.
    24.     ბ~ – თევზნი და სხუანი , გ~ – მფრინველნი ფრთოვანნი წყალთა შინა.
    25.     ესენი ქმნნა ღმერთმან დღესა მას ე~-სა.
    26.     ხოლო მეექუსესა დღესა: ა~ – მჴეცნი, [ბ~] – საცხოვარნი, [გ~] – ქუეწარმავალნი ქუეყანისანი და [დ~] – კაცი.
    27.     ესე დ~-ნი დიდნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა მე-ვ~-სა.
    28.     და იყო ყოველი ქმნული ღმრთისაჲ კ~ბ ვ~-თა დღეთაჲ.
    29.     და აღასრულა ყოველივე საქმჱ თჳსი დღესა მას მეექუსესა, რაოდენნ[ი] არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და უფსკრულთა, ნათელსა და ბნელსა და ყოველსა შინა.
    30.     და განისუენა ღმერთმან ყოველთაგან საქმეთა მისთა დღესა მას მე-ზ~-სა.
    31.     და აკურთხა და განწმიდა იგი.
    32.     და აუწყა იგი(!) ანგელოზისა მიერ მოსჱს, რამეთუ კ~ბ მამათმთავარნი ადამითგან ვიდრე ისრაჱლისამდჱ.
    33.     „და გამოვირჩიო თავისა ჩემისა ნათესავისაგან მისისა ერი მოგებული ყოველთაგან წარმარ[თ]ა“.
    34.     ხოლო იყვნეს თავნი ესე და არიან ნათესავნი, რომელთათჳს თქუა უფალმან, ესრეთ: ადამ, სჱთ, ენუს, კაინან, მალალელ, იარედ, ენუქ, მათუსალა, ლამექ, ნოვჱ, სჱმ, არფაქსად, სალა,
    35.     – ხოლო კაინან არა მოაჴსენა რიცხუსა შინა, – ებერ, ფალეგ, რაგავ, სერუქ, ნაქორ, თარა, აბრაჰამ, ისაკ და ისრაჱლ – ერთბამად კ~ბ ნათესავ.
    36.     ამისთჳსცა კ~ბ ანბანნი ებრაელთან(ი), რომელ არიან ესენი:


2

     1.     ანბანი ებრაელებრი
    2.     א – ალეფ, ב – ბჱთ, ג – გიმელ, ד – დალჱ, ה – ჰჱ, ו – ვავ, ז – ზანა(ვ), ח – ჱთ, ט – ტჱთ, י – იოთ, כ – ქაფ,
    3.     ל – ლამედ, מ – მემ, נ – ნონ, ס – სამექ, ע – აინ, פ – ფჱ, צ – წადჱ, ק – კოფ, ר – რჱ, ש – შინ, ת – თავ.
    4.     ამისთჳს კ~ბ წიგნ არიან ძუელისაგან შჯულისა.
    5.     ესე მუჴლნი ებრაელთა შორის კ~ზ რაჲმე არიან, ხოლო კ~ბ აღირაცხებიან, რამეთუ ხუთნი იგი ასონი მათ შორის ორკეც არიან: ქაფ მრჩობლ არს, მემ და ნონ და ფჱ და წადჱ.
    6.     ესრეთცა წიგნნი აღირაცხებიან:
    7.     ა~ – აბესით, რომელ არს შობაჲ სოფლისაჲ; ბ~ – ელისმოთ, რომელსა ჰრქჳან გამოსლვათაჲ; გ~ – ოდოისკრა, რომელ არს ლევიტელთაჲ; დ~ – ოდოდაბირ, რომელ არს რიცხუთაჲ;
    8.     ე~ – ევედებარიმ, რომელ არს მეორჱ შჯული; ვ~ – დიი~ჳ, რომელ არს ისუ ნავესი წიგნი; ზ~ – დიიობ, რომელ არს იობი; ჱ~ – დასოპტიმ, რომელ არს მსაჯულთაჲ;
    9.     თ~ – დირუთ, რომელ არს რუთისი; ი~ – სფერთელიმ, რომელ არს დავითი; ი~ა – დებდრიამია, რომელ არს ნეშტთაჲ ა~; ი~ბ – დებდმიამინ, რომელ არს ნეშტთაჲ
    10.     ბ~; ი~გ – დისმოელ, რომელ არს მეფეთაჲ ა~; ი~დ – დი დ~თ უდისმოელ, რომელ არს მეფეთაჲ ბ~; ი~ე – დმალაქიმ, რომელ არს მეფეთაჲ გ~;
    11.     ი~ვ – დმალაქიმ, რომელ არს მეფეთაჲ დ~; ი~ზ – დმასალოთ, რომელ არს იგავთაჲ; ი~ჱ – ტკუელჱთ, რომელ არს ეკლესიასტჱ; ი~თ – სირამ, რომელ არს ქებაჲ ქებათაჲ;
    12.     კ~ – დათარიასარა, რომელ არს ი~ბ წინაჲსწარმეტყუელთაჲ; კ~ა – დიესაია, რომელ არს ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ: კ~ბ – დიიერემია, რომელ არს იერემიაჲსი;
    13.     კ~გ – დიეზეკიელ, რომელ არს ეზეკიელისი; კ~დ – დიდანიელ, რომელ არს დანიელისი; კ~ე – დიეზდრა, რომელ არს ეზრაჲ; კ~ვ – დიაზდრა, რომელ არს ეზრაჲ ბ~;
    14.     კ~ზ – დიესთერ, რომელ არს ესთერისი.
    15.     არიან სხუანიცა მცირენი წიგნნი, რომელსა ჰრქჳან კინოთ, რომელ არს გოდებაჲ.
    16.     ესე იერემიასა შეერთვის, რომელ არს რიცხვისა მაგის მეტი და იერემიასავე შეერთვის, რაჲთა უკუე რიცხჳცა ესე წიგნთაჲ გაუწყო ჭეშმარიტითა სიტყჳთა.
    17.     ხოლო სიტყჳსა შემოღებისაჲ ამის არს სახჱ ესე: ოთხად და ხუთად განჰყოფენ ებრაელთა ყრმანი ძუელისა შჯულისაგანთა.
    18.     ხუთეულად დააწესებენ მოსეს წიგნთა, რამეთუ შემდგომთაცა მათ ესრჱთვე დააწესეს, რომელ არიან წიგნნი ესე: შობათაჲ, გამოსლვათაჲ, ლევიტელთაჲ, რიცხუთაჲ,
    19.     მეორისა შჯულისაჲ; მეორედ ხუთეულად – სტიქერონნი, რომელ არიან წიგნნი ესე: იობი, დავითი, იგავთაჲ, ეკლესიასტჱ, ქებაჲ ქებათაჲ.
    20.     ხოლო სიბრძნჱ სოლომონისი და ზირაქი იგიცა სტიქერონვე არიან და სარგებელნი;
    21.     არონაჲსანი, რომელ არს კიდობნისანი, ხოლო ებრაელთა არა დადვეს ძუელისა შჯულისა [თანა].
    22.     მესამედ ხუთეულად – წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელ არიან წიგნნი ესე ი~ბ-თა წნწყლ˜თაჲ: ესაიაჲ, იერემიაჲ, ეზეკიელი,
    23.     დანიელი, რომელმან იწყო წინაჲსწარმეტყუელებად უწინარჱს ეზეკიელისა, ხოლო ცხოვნდა ცხორებასა მისსა მრავალ ჟამ
    24.     და მიიწია ვიდრე მეორედ წლადმდჱ დარიოს მეფისა, რომელი იყო უწინარჱს პირველსა წელსა კჳროს მეფისასა.
    25.     ხოლო შემდგომად ჟამთა წინაჲსწარმეტყუელთა ამათ წინაჲსწარმეტყუელებდა ანგეოზ დასაბამსა მეორედ შჱნებასა მის ტაძრისასა იერუსალჱმს.
    26.     წინაჲსწარმეტყუელებდა ზაქარიაცა შემდგომად მ~ვ დღისა ანგეაჲსა დასასრულსა შჱნებისათჳს მის ტაძრისა.
    27.     ხოლო ჟამთა მათ წინაჲსწარმეტყუელებდა მალაქიაცა.
    28.     ხოლო ზოგად აღიწერნეს ესე ი~ბ-ნი წინაჲსწარმეტყუელნი.
    29.     მეოთხედ ხუთეულად დააწესეს წიგნსა რომელსა ჰრქჳან დექთობინ, რომელ გამოითარგმანების „დაწერილად“.
    30.     ესე წიგნნი არიან: ისუ ნავესი – პირველი წიგნი, მსაჯულთაჲცა მასვე შეერთვის და რუთისი,
    31.     ამისთჳს [რ~] ერთი იგი ასოჲ ორკეც არს, რომელ არს ქაფ; ნეშტთაჲ ა~ და მე-ბ~ ამისთჳს, რამეთუ ორკეც არს მემ.
    32.     და მეფეთაჲ წიგნი, რამეთუ ორკეც არს ნონ; მე-გ~ და მე-დ~ მეფეთაჲ, რამეთუ ორკეც არს ფჱ.
    33.     ესე არიან ოთხნი იგი ხუთეულნი, რომელნი-იგი აღირაცხებიან კ~ წიგნად, არიან კ~დ თავ რიცხჳთ, ამისთჳს რამეთუ ორკეც არიან დ~-ნი იგი ასონი.ხოლო შემდგომად დ~-თა
    34.     ამათ ხუთეულთა კ~ა – პირველი და მე-ბ~ წიგნი ეზრაჲსი ერთ წიგნად შეირაცხების ებრაელთა შორის) –
    35.     მისთჳს, რამეთუ წადეცა ორკეცადვე შეირაცხების, რომელ არს კ~ვ თავი წულილ-წულილად თქუმული.
    36.     ხოლო ესთერისი წიგნი კ~ბ შეირაცხების, კ~ზ თავად იპოვების, ესე კ~ბ-ნი სადავე იპოვებიან და მრავალფერითა სახითა აღრაცხ[ილ]ნი
    37.     კ~ბ-თა მათ საქმეთათჳს, რომელ ქმნნა ღმერთმან ვ~-თა მათ დღეთა სოფლის შესაქმისათა: კ~ბ-თა მათთჳს ნათესავთა ადამითგან ისრაჱლისამდჱ,
    38.     კ~ბ-თა მათთჳს ასოთა ალფითგან ვიდრე თავ-ადმდე.
    39.     და კ~ბ-თა მათთჳს წიგნთა შობათაჲთგან ვიდრე ესთერისა.
    40.     და საწყაულ იქმნა; კ~ბ-სა ქსესტსა ჰრქჳან ებრაელთა მოდ, ხოლო მოდი ბერძენთა გამოთარგმანეს და მოდადვე სახელ-სდებენ.
    41.     ეგრევე-სახედ მეგჳპტელნი სახელ-სდებენ მეტ; ეგრევე-სახედ ასურნი და არაბიელნი მოდ-ადვე სახელ-სდებენ, რომელი გამოითარგმანების „აღსარება“, რომელ არს მოდიმ.
    42.     უკუეთუ არა აღივსის მოდი, იგი არა აღიარის, ვითარმედ სავსჱ არს.
    43.     და სხუასაცა ადგილსა გამოთარგმანებაჲ ორკეცად ჰპოვო.
    44.     რამეთუ ჰრქჳანცა გნომონ, რომელ არს საწყაული; სახელ-ედების აღსარებაცა და აღსარებული და აღმ[ს]არებელი.
    45.     რიცხჳ იგი საქმეთა მათ ღმრთისათაჲ დასაბამითგან კ~ბ-თა მათ ასოთა სიტყჳს შემოღებაჲ, რომლისათჳს შჯული ჩუენდა მოიწია
    46.     და ღმრთისა მოძღურებითა ყოველივე ჩუენ სახელ გუექმნა, რომლისაგან შჯული და საიდუმლონი მას შინა ქრისტჱ იესუ მოსლვასა მას მისსა გჳწამა და გამოგჳცხადნა.
    47.     რომელი მოვიდა და სახარებითა მით აღგჳვსო ჩუენ საზომი იგი ცხორებისაჲ მოდისა მისგან, ესე იგი არს აღსარებისაჲ.
    48.     ყოველმან, რომელმან აღიაროს მისა მიმართ, ცხორებაჲ მისგან შეიმოსოს საწყაულითა მით სიწმიდისაჲთა, რამეთუ ებრაელთა თქჳან,
    49.     რომელ არს კ~ბ ქსესტი პირველმოჴსენებისა მისებრვე აღრაცხილისა, რომელნი მრავალსახედ თქუმულ არიან, რამეთუ მრავალთა სხუათა ნათესავთა გინათუ შეჰმატეს,
    50.     გინათუ გამოაჴუეს საწყაულისა მისგან, რომელი ჭეშმარიტად ებრაელთაგან აღირაცხა, არამედ ჰრომთაცა შორის იპოვა ენისაებრ მათისა.
    51.     მოდსა საწყაულ ჰრქჳან, ვითარცა ებრაელთა შორის ალეფ ყრმასა სწავლასა შინა ჰმოძღურინ, და ბერძენთა შორის ალფინ ძიებად იპოვა და სახელ-ედების.
    52.     ხოლო მე ვისწავჱ ებრაელთაგან, ცხადად იპოვნეს სხუასაცა ენასა შორის.
    53.     არამედ დავითსაცა ე~ წიგნადვე განჰყოფენ.
    54.     პირველით ფსალმუნითგან, რომელ არს „ესრია“, რომელი გამოითარგმანების: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივი[და]“ ...
    55.     ვიდრე რომლისა თავი: „ერ მესქილ ალ დალ ოებიონ“, რომელ არს: „ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისაჲ“.
    56.     ხოლო აზილას(!) თქუა: „ნეტარ არს – სახჱ კეთილი მიცემად“.
    57.     ბ~ წიგნად: მ~ა, რომლისა თავი: „ქიალ თააროგ, ალაფისიმაინ“, რომელი გამოითარგმანების: „ვითარცა სურინ ირემსა“ ...
    58.     ვიდრე ო~ა თავადმდჱ, რომლისა თავი: „ჱლოინ მასფატაქ ლამელ ექთე“, რომელი გამოითარგმანების: „ღმერთო, სარჩელი შენი მეუფესა მიეც:
    59.     გ~ წიგნად: ო~ბ, რომლისა თავი: „აქ ბოთ იჱლ ელიომ“, რომელ გამოითარგმანების: „ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გული[თა]“ ...
    60.     ვიდრე პ~ჱ-მდჱ, რომლისა თავი: „ესდი ადონაი ლულამ ასის“, რომელი გამოითარგმანების: „წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდჱ უგალობდე.
    61.     ხოლო დ~ წიგნად ჟთ, რომლისა თავი: „ადონაი მაონ ათა აიათა ლანუ“, რომელი გამოითარგმანების: „უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ“.-
    62.     რე-მდჱ, რომლისა თავი: უდულა ადონაი ქიტოფ ქელულა მისდო, რომელი გამოითარგმანების: „აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს“.
    63.     ხოლო არს ფსალმუნთა მათ ალელუაჲ.
    64.     ხოლო ე წიგნად რვ ფსალმუნი, რომლისა თავი: „უდულა ადონაჲ ქიტობ ქილულ ამისდო, რომელი გამოითარგმანების ეგრეთვე: „აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ“ ...
    65.     ვიდრე დასასრულადმდე ვიდრე მეერგასესა ფსალმუნსა, რომლისა თავი არს: „ალელუელ ბაკადისო“, რომელი გამოითარგმანების: „აქებდით ღმერთსა სიწმიდეთა შინა მისთა“. არს იგიცა ალელუა.
    66.     რ~ნ-სა ფსალმუნსა წიგნი განამართლეს.
    67.     რამეთუ ებრაელნი ჰყოფენ დასასრულსა თითოვეულისა წიგნისასა ე~-თა მათ წიგნთა საფსალმუნეთა და[სა]სრულსა მას ფსალმუნისასა.
    68.     საგალობელი დასასრული არს წიგნისაჲ: „მისტობაროქ ადონაჲჱლოჲ იჱლი მეალო აოდ ლაულა ამინოამინ“,
    69.     რომელი გამოითარგმანების: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ ამიერითგან უკუნისამდე.
    70.     იყავნ, იყავნ“.
    71.     ესე არს სადა დაესრულების თითოვეული ე~-ვე იგი წიგნი, რომელიცა-იგი წერილ არს დასასრულსა მე-მ~ ფსალმუნსა და ო~ა-სა და პ~ჱ და რ~ე-სა.
    72.     ხოლო რ~ და მეერგასისა მის – „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, იყავნ, იყავნ.
    73.     ყოველი სული აქებდით უფალსა“, რომელი ითქუმის ებრაელებრ: „ქოჰანნეს სამათე იჱ~ლ თელულა“.
    74.     ალელულა ითქუმის: „აქებდით“. ალ ითქუმის „უფალსა“.
    75.     და დაესრულების ე~-ულისა ამის საფსალმუნისა საქმჱ.


3

     1.     [ბ. დიომიდე, ფრაგმენტი დიონისიოს თრაკიელის გრამატიკის სქოლიოებიდან]
    2.     ხოლო მიკჳრს თითოვეულად აღმომკითხველთაჲ ესოდენისა ამის სულისა წმიდისა შემზადებაჲ და გულისხმის-ყოფაჲ,
    3.     რომელნი სარგებელსა ამას და ღმრთისა ნიჭსა მიიღებენ, რაჲთა არცაღა ამას ზედა იქადოდიან შორის წარმართთა ყრმათა,
    4.     არამედ რაჲთა უწყოდიან რაჲცა იპოვოს მათ შორის შემზადებული, გინათუ შჯულისაგან ჭეშმარიტად, წმიდათაგან წიგნთა ძუელისაგან შჯულისა და ახლისაგან,
    5.     რომელი-იგი მათ შორის იპოვოს, მიზეზი აქუნდეს პირველად წარმართთა შორის ასოჲსა შემოღებაჲ ალეფისაგან,
    6.     რომელი ითარგმანების სწავლისა მცნებაჲ მოყვანებულსა მას ყრმასა.და იტყჳს: „ისწავე ალეფისაგან“.
    7.     და მათა მისგავსებულად ალფა სახელი დასდვეს და შეეტყუა გამოთქუმაჲ იგი გამოთარგმანებულისაჲ ბერძენთა ენასა, რაჲთა ჰრქუას ყრმასა: „ისწავე ძიებად ალფინ“,
    8.     რამეთუ ალფინსა ძიება ჰრქჳან ბერძენთა ენასა, არამედ რამეთუ თავცა არს ასოჲ იგი ალფაჲ და ღმრთისა მიერ მოცემულ არს ნათესავსა კაცთასა აღებად პირისა და გულისხმის-ყოფად,
    9.     რომელ-იგი წიგნსა ისწავებდედ, დიდითა აღებითა პირისაჲთა ითქუმის, ხოლო სხუაჲ იგი ასოჲ მცირედითა აღებითა პირისაჲთა მიეთხრობვის და ითქუმის.
    10.     არამედ არცაღა ასოჲ აქუნდა ბერძენთა, არამედ ფჳნიკისაგან ასოჲთა წერდეს მათსა მას ბერძულსა ასოსა,
    11.     რამეთუ ეგრეთვე ჴმითა და სახელის-დებითა, ვითარცა ებრაელთაჲ, მიმსგავსებულად ჰებრაელთაებრვე პინიკთა მათგანვე იპოვა.
    12.     პალამიდის ვინმე უკუანაჲსკნელ მოვიდა და იწყო ალფა-ბეტა; ი~ვ ხოლო ასოჲ ბერძენთა უპოვა მარტოდ, ესე იგი არს: ალფა – Α, ბეტა – Β, გამა – Γ, დეტა – Δ, იოტა – [Ι, ეტა] Ε,
    13.     კაპა – [Κ], ლამდა – Λ, მჳ – Μ, ნჳ – Ν, ოჳ – Ο, პი – Π, რო – Ρ, სიმა – [Σ], ტა – [Τ], ჳ – Υ.
    14.     შესძინა კადმოს მილისელმან ასოჲ სამი: თეტა – Θ, ფჳ – Φ, ქი – [Χ], ამისთჳსცა მრავალჟამ ი˜თ ხოლო იჴმევდეს. ამისთჳსცა,
    15.     რამეთუ პირველთა მათ არა აქუნდა ლიტონი პალიდა, სახელ-სდვეს სიმიაჲსაგან და პისა და ალფასა წერდეს და სხუასა მრავალსა სიტყუასა სხუად-სახედ სახელ-სდებდეს და წერდეს.
    16.     ამონიდოს ჯონელმან შესძინა ორი ასოჲ: ჰეტა – Η, ჵ – Ω;
    17.     ეპიქარმოს სირაკელმან სამი სხუაჲ: ზეტა – Ζ, ქსი – Ξ, ფსი – Ψ, და ესრჱთ აღესრულა კ~დ იგი ასოჲ.
    18.     ამისთჳსცა მიამსგავსა ომეროს რიცხჳ იგი კ~ბ-თაჲ მათ წიგნთაჲ ებრაელთაჲ კ~დ-სა მას ასოსა გამოსახულსა და აღრაცხილსა.
    19.     და მანცა თჳსი იგი ჴელოვნებაჲ „ჱლიადოჲსი“ კ~დ-ნი დაჩხიბულნი კ~დ-ითა მით ასოჲთა მიამსგავსა, ეგრეთვე კუალად „დჳსევს“, ესევე სიტყჳს-შემოღებაჲ ჩუენისა მის აღთქუმისაჲ,
    20.     რომლისათჳს-იგი აღვთქუთ ჩუენებად რიცხჳ იგი კ~ბ-თა მათ საქმეთაჲ ღმრთისა მიერ, რომელი ვ~-თა მათ დღეთა სოფლის შესაქმისათა იქმნა.


4

     1.     [გ. იპოლიტე რომაელი ქრონიკონი]
    2.     ადამ ცხოვნდა ს~ლ წელ და შვა სჱთ; სეით ცხოვნდა ს~ე წელ და შვა ენუს; ენუს ცხოვნდა რ~ჟ წელ და შვა კაინან; კაინან ცხოვნდა რ~ო წელ და შვა მალელელ.
    3.     მალელელ ცხოვნდა რ~ჲე წელ და შვა იარჱდ; იარჱდ ცხოვნდა რ~ჲბ წელ და შვა ენუქი; ენუქ ცხოვნდა რჲ~ე წელ და შვა მათუსალა; მათუსალა ცხოვნდა რპ~ზ წელ და შვა ლამექ;
    4.     ლამექ ცხოვნდა რპ~ჱ წელ და შვა ნოვჱ; ნოვჱ ცხოვნდა ფ~ წელ და შვა ს~ჱმ; სემ ცხოვნდა რ~ წელ.
    5.     და იყო წყლით-რღუნაჲ ქუეყანასა ზედა მ~ დღჱ, მ~ ღამჱ.
    6.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ადამითგან წყლით-რღუნამდჱ ცს~მბ.
    7.     სემ შემდგომად წყლით-რღუნისა ბ~-სა წელსა შვა არფაქსად; არფაქსად ცხოვნდა რ~ლე წელ და შვა სალა; სალა ცხოვნდა რ~ლ წელ და შვა ებერ; ებერ ცხოვნდა რ~ლდ წელ
    8.     და შვა ფალეგ; ფალეგ ცხოვნდა რ~ლ წელ და შვა რაგავ; რაგავ ცხოვნდა რ~ლე წელ და შვა სერუქ; სერუქ ცხოვნდა რ~ლ წელ და შვა ნაქორ;
    9.     ნაქორ ცხოვნდა ო~თ წელ და შვა თარა; თარა ცხოვნდა ო~ წელ და შვა აბრაჰამ.
    10.     აბრაჰამ ცხოვნდა ო~ე წელ და იყო აღთქუმაჲ ღმრთისაჲ მისა მიმართ.
    11.     ყოვლად შეკრბებიან წელნი წყლით-რღუნითგან ვიდრე ო~ე წლადმდჱ აბრაჰამისა ჩ~იე.
    12.     და აბრაჰამ შემდგომად აღთქუმისა ღმრთისა[ჲსა] ცხოვნდა კ~ე წელ და შვა ისაკ; ისაკ ცხოვნდა ჲ~ წელ და შვა იაკობ; იაკობ ცხოვნდა პ~ზ წელ და შვა ლევი;
    13.     ლევი ცხოვნდა მ~ე წელ და შვა კაათ; კაათ ცხოვნდა ი~ე წელ და შვა აბრაჰამ; აბრაჰამ ცხოვნდა ო~ წელ და შვა მოსჱ;
    14.     მოსჱ ცხოვნდა პ~ წელ და გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით უდაბნოდ.
    15.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ო~ე წლითგან აბრაჰამით ვიდრე ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით გამოსლვადმდჱ ჳლ~ წელ.
    16.     მოსე ძეთა თანა ისრაჱლისათა დაყო უდაბნოს, ცხოვნდა-ღა მ~ წელ სხუა და მოსცა მათ შჯული.
    17.     ისუ ძემან ნავჱსმან დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ და ცხოვნდა მათ თანა კ~ე წელ.
    18.     ყოვლად წელნი გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით, ვიდრე წილით განყოფადმდჱ ქუეყანისა მის აღთქუმისა
    19.     ჲ~ე, და ვინაჲთგან იყო აღთქუმაჲ ღმრთისაჲ აბრაჰამის მიმართ წელნი ჳ~ჟე.
    20.     წყლით-რღუნითგან ჩფ~ი წელნი; ადამითგან ძქ~ობ წელნი.


5

     1.     მსაჯულნი ისრაჱლისანი
    2.     მოხუცებულთა – ლ~ წელ; ქუსარსათომ მეფჱ ასურეთისაჲ – ჱ~ წელ; გოთონიელ ძჱ კინეზისი – მ~ წელ; ეგლომ მეფჱ მოაბისაჲ – ი~ჱ წელ; აოდ – პ~ წელ;
    3.     იაბის მეფჱ ქანანისაჲ – კ~ წელ; დებორა და ბარაკ – მ~ წელ; მადიამელთა – ზ~ წელ; გედეონ – მ~ წელ; აბიმელექ – გ~ წელ; თულა კ~ წელ; იაირ – კ~ბ წელ; ამონიტელთა – ი~ჱ წელ;
    4.     იეფთაე – ვ~ წელ; ესებონ – ზ~ წელ; ალლონ – ი~ წელ; აბდონ – კ~ წელ; უცხო თესლთა – მ~ წელ; საფსონ – კ~ წელ; სამეგარ – ა~ წელ; ანარქიას და სამერ მსაჯულთა – მ~ წელ;
    5.     ირინის და სამანია მსაჯულთა – ლ~ წელ.
    6.     ყოვლად შეკრბებიან მსაჯულთა ისრაჱლისათა წელნი ფ~კ; და მღდელთა და მსაჯულთანი ჱლისნი და სამოველისნი ჟ~ წელნი.
    7.     ყოვლად შეკრბებიან მსაჯულთა წელნი ქ~ი წელ;


6

     1.     მეფენი იუდაჲსნი იერუსალჱმს
    2.     საულ – ლ~ წელ.
    3.     მ~ წელ ყოვლად მეფობდა საულ, არამედ თ~ წელ მისსა მეფობასა სამოველვე შჯიდაღა; დავით – ლ~ე წელ და ვ~ თუჱ;
    4.     მ~ წელ ყოვლად მეფობდა დავით, არამედ ე~ წელ საულის მეფობასა მეფობდა და წინაჲსწარმეტყუელებდეს გად, ნათან, დავით და ასაფ; სოლომონ – მ~ წელ.
    5.     და ტაძარსა ღმრთისასა აშენებდა და აღასრულა მე-ი~ბ-სა წელსა მეფობისა მისისასა; და წინაჲსწარმეტყუელებდეს ნათან და აქია სალონიტელი, სემეას, ადდო;
    6.     რობოამ – ი~ჱ წელ; აბია – გ~ წელ; ასა – მ~ და ა~ წელ; იოსაფატ – კ~ე წელ; და წინაჲსწარმეტყუელებდეს მიქეა, ელია, ელისჱ, აბდია, იოველ, ოზიელ, ელიაზარ,
    7.     აზარია; იორამ – ჱ~ წელ; ოქოზია – ა~ წელ; გოდოლია, დედაჲ მისი – ზ~ წელ; იოვას – მ~ წელ; ამასია – კ~თ წელ; აზარია, რომელსა ოზიაცა ერქუა, რომელი განკეთრდა – ნ~ბ წელ,
    8.     და წინაჲსწარმეტყუელებდეს ოსე, ამოს, ესაია, იონას; იოვათამ – ი~ვ წელ; აქაზ – ი~ვ წელ; ეზეკია – კ~თ წელ.
    9.     მეექუსესა წელსა მეფობისა მისისასა ჰრომჱ აღიშენა ჰრომილჱს მიერ მეფისა; და ი~-სა წელსა მეფობისა მისისასა სალმანასარ მეფჱ ასურეთისაჲ ზედა-მოუჴდა ისრაჱლსა
    10.     და წარტყუენა ოსჱ მეფჱ ისრაჱლისაჲ ათსა თანა ნათესავსა.
    11.     და ტყუენვასა მას წარტყუენა ტობი, კაცი მართალი; და მე-ი~დ-სა წელსა მეფობისა მისისასა დასნეულდა ეზეკია მეფჱ.
    12.     ესაია წინაჲსწარმეტყუელმან სიკუდილისა მისისათჳს პრორჱგორევსე ცრემლოოდა მწარჱდ.
    13.     შეიწყალა ღმერთმან და შესძინა ცხორებაჲ ი~ე წელი.
    14.     სასწაული მისცა მას ესაიაჲს მიერ წინაჲსწარმეტყუელისა – ეპანოდონ – აჩრდილი მზისაჲ კუალად იქცა ათთა მენაკთა.
    15.     მანასჱ – ნ~ე წელ; ამოს – ბ~ წელ; ოსია – ლ~ა წელ, წინაჲსწარმეტყუელებდეს იერემია, სოფონიას, ოლდად, ბარუქ; იოაქას – გ~ თთუჱ.
    16.     ფარაო ნექაო შეიპყრა იოაქას და წარტყუენა ეგჳპტედ, იოვაკიმ, რომლისა [სახელი] ელიაკიმცა – ი~ა წელ.
    17.     წინაჲსწარმეტყუელებდა ურია იერუსალჱმისათჳს და ივლტოდა ეგჳპტედ.
    18.     იოვაკიმ წარავლინა მისთჳს და მოკლა იგი.
    19.     იოვაკიმ, რომლისა სახელი იექონია – გ~ თთუჱ.
    20.     და ი~ დღჱ, ნაბუ[ქო]დონოსორ მეფემან ბაბილოვნისამან შეიპყრა და წარტყუენა იოვაკიმ ი~ჱ წლისაჲ ბაბილოვნდ და ყოველნი ძლიერნი და ჴელოვანნი იერუსალჱმისანი ჯ~-ოდენ.
    21.     ტყუენვასა მას წარტყუენა დანიელ, ანანია, აზარია, მისაელ ჭურჭერსა თანა ტაძრისასა და ქალაქისასა და საფასჱ იგი შეიღო ბაბილოვნდ;
    22.     და მეფედ დაადგინა იერუსალჱმს მატთანია იოვაკიმის წილ, მამის ძმაჲ მისი, სედეკია სახელი უწოდა.
    23.     შეკრბებიან ყოველნი წელნი ტყუენვითგან ოსჱსითგან მეფისა ისრაჱლისაჲთ და სამარიაჲსაჲთ,
    24.     რომელი წარტყუენა სალმანასარ, ვიდრე წარტყუენვადმდჱ იოვაკიმისა, მეფისა იუდაჲსა ნაბუქოდონოსორის მიერ, წელნი რ~კბ.
    25.     ყოვლად შეკრბებიან წელნი მეფეთა იუდაჲსთანი, რომელნი მეფებდეს იერუსალჱმს, საულისითგან იოვაკიმისამდჱ წელნი ფ~ჲდ
    26.     და გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით – წელნი ჩ~რჲე, და აღთქუმითგან ღმრთისაჲთ აბრაჰამის მიმართ – წელნი ჩფ~ჟე,
    27.     წყლით-რღუნითგან – წელნი ჩ~ქი; ადამითგან – წელნი წ~ყობ.


7

     1.     რიცხუნი წელთანი, რაოდენნი დაყვნეს ძეთა ისრაჱლისათა ბაბილოვნს ტყუევობასა, მსგავსად სიტყჳსა მის იერემია წინაჲსწარმეტყუელისა:
    2.     სედეკია – ი~ა წელ.
    3.     მეორესა წელსა სედეკიაჲსსა ჩუენებაჲ იხილა ნაბუქონდონოსორ და ზრახვაჲ იგი ჰკითხა ქალდეველთა და ბაბილოვნისა ბრძენთა.
    4.     ღმერთმან გამოუცხადა დანიელს ჩუენებაჲ იგი და აუწყა მეფესა.
    5.     ნაბუქონდონოსორ შემდგომად სედეკიაჲსა ცხოვნდა მეფჱდ კ~დ წელ.
    6.     მარუდაქ ძჱ მისი – ი~ბ წელ, ბალტასარ, ძმაჲ მისი – დ~ წელ.
    7.     სერი უყო მთავართა მისთა და ხარჭთა მისთა.
    8.     და გამოიღო ჭურჭერი იგი, რომელი მოიღო ნაბუქოდონოსორ იერუსალჱმით სახლისაგან ღმრთისაჲსა და სუმიდა ღჳნოსა მით.
    9.     მას ჟამსა გამოუჩნდა ჴელი კაცისაჲ თითითურთ და წერდა კედელსა, რომელი განუმარტა დანიელ.
    10.     დარიოს ხუჟიკი – ი~ზ წელ.
    11.     ა~-სა წელსა მისსა მეფობასა დანიელ შთააგდეს ჯურღმულსა მას ლომთასა.
    12.     მეფესა არა უნდა, არამედ იიძულეს იგი მისთჳს დაწესებულისა მისთჳს.
    13.     კჳროს სპარსი მეფობდა შემდგომად დარიოსისა.
    14.     ა~ წელსა კჳროსისსა აღივსნეს ტყუევობისა ო~-ნი წელნი მსგავსად სიტყჳსა მის იერემია წინაჲსწარმეტყუელისა.
    15.     და გამოავლინნა კჳროს მეფემან ძენი ისრაჱლისანი ბაბილოვნით იერუსალჱმდ იესუჲს თანა იოსჱდეკისა, მღდელისა მის დიდისა,
    16.     და ზორობაბელ სალათიელი ძეთა თანა ისრაჱლისათა აღმოვიდა.
    17.     კჳროს მეფემან სპარსთამან მოსცა ჭურჭერი იგი ტაძრისა ღმრთისაჲ იერუსალჱმდ ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ.
    18.     რომელი წარიღო ნაბუქონდონოსორ მეფემან; წინაჲსწარმეტყუელებდეს დანიელ და ეზეკიელ.
    19.     ყოვლად შეკრბებიან ჟამნი წარტყუენვითგან იოვაკიმის მეფისა იუდაჲსით ვიდრე პირველად წლადმდჱ კჳროს მეფისა სპარსთაჲსა ტყუეობისა
    20.     წელნი ო~, საულისითგან, მეფისა ისრაჱლისა, წელნი ფ~ჲ; გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით წელნი ჩს~ლე;
    21.     აღთქუმითგან ღმრთისაჲთ აბრაჰამის მიმართ – წელნი ჩქჲ~ე; წყლით-რღუნითგან წელნი ც~ქპ; ადამითგან – წელნი წ~შმბ.


8

     1.     მეფენი სპარსთანი
    2.     კჳროს შემდგომად აღმოსლვისა ძეთა ისრაჱლისათა იერუსალჱმდ – ლ~ წელ; კამბუს, ძემან კჳროსისმან, რომელი ითქუა ულექთის მეორჱ ნაბუქონდონოსორ – თ~ წელ.
    3.     მე-დ~-სა წელსა მეფობასა მისსა ჰურიანი განდგეს. წარავლინა ჰოლონფერნჱ ერისთავი დიდძალითა ერითა ჰურიათათჳს გარე-მოცვად,
    4.     წარმოვიდა ჰოლონფერნჱ დიდითა ძლიერებითა, გარჰ-შეიცვა ქალაქი ჰებრაელთაჲ, რომლისა სახელი ბეტულუა.
    5.     იყო ვინმე დედაკაცი ქურივი, რომლისა სახელი იუდით, მას ქალაქსა შინა.
    6.     იგი გარდამოვიდა ჰოლონფერნესა კარვად მისა და დაყო დღჱ გ~, დ~-სა დღჱსა ეძინა მას თჳსსა ზედა სასუენებელსა,
    7.     ღამჱ ილოცვიდა და ზღუდჱ-ყო ღმრთისა შეწევნაჲ და თავი მოჰკუეთა მას და ესრჱთ სპარსთა იგი ძლიერებაჲ განიბნია. მოგუთა – ზ~ თთუჱ.
    8.     დარიოს, ვახშტასპეანი – ლ~ვ წელ, და ვ~-სა წელსა მეფობასა მისსა იერუსალჱმს ტაძარი იგი აღესრულა.
    9.     ხოლო იშენებოდა მ~ვ წელ; წინაჲსწარმეტყუელებდეს ანგეოზ და ზაქარია.
    10.     ქსერქსეს დიდი – ი~თ წელ და ვ~ თუჱ, მე-დ~-სა წელსა მეფობასა მისსა ეგჳპტესა ჴელ-ყო, და მისა შემდგომად ათენელნი განხერხნა.
    11.     არტვან – ზ~ თთუჱ; არტახშეს ჴელგრძელი – მ~ა წელ; მე-კ~-სა წელსა მეფობისა მისისასა ნეემია პირის მწდჱ თჳსი გამოითხოვა შჱნებად იერუსალჱმისა
    12.     და ებრძანა აღსლვად ჰურიასტნად, და აღაშენნა ზღუდენი ქალაქისანი.
    13.     სივრცჱ მას შინა განმზადნა მსგავსად ხილვისა დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა; და ეზრაჲსგან ისწავა შჯული; და ესთერის და მარდუქჱს მიერ ჰამანი მოკლეს სპარსეთს.
    14.     ქსერქსჱ მეორჱ – ბ~ თთუე, როგდანე – ზ~ თუე; დარელ, ცოლისგერი ნოითოსი – ი~თ წელ.
    15.     არტახშეს მოჴსენემან – მ~ბ წელ; არტაქსაქსჰ კეუქაჲსი – მ~ბ წელ, არსესოქჱ – დ~ წელ; დარიოს – ვ~ წელ.
    16.     ალექსანდრჱ მაკედონელმან მოკლა მეფე დარიოს და დასცა ძლიერებაჲ სპარსთაჲ.
    17.     ყოვლად შეკრბებიან წელნი კჳროს მეფისაჲთგან სპარსთაჲსა ვიდრე დარიოს მეფისამდჱ წელნი ს~ლ;
    18.     ალექსანდრე შემდგომად დარიოსის მოკლვისა მეფობდა მტკიცჱ კ~ვ წელ და ზ~ თთუჱ.


9

     1.     მეფენი პტოლემეანნი ეგჳპტელთანი
    2.     პტოლემეოს ლავგოსეანი – მ~ბ წელ.
    3.     ამან პტოლემეოს განაწესნა და გამოათარგმანნა ო~-თა მათ შჯულისა მოწაფეთა სიბრძნენი ჰურიათანი შჯული და ყოველნი ებრაელთა წიგნნი ბერძენთა ენასა;
    4.     და მე-ი~ჱ-სა წელსა მეფობისა მისისასა სელევკოს ნიკატორისმან ანტოქიაჲ აღაშენა.
    5.     პტოლემეოს ძმათმოყუარემან – ლ~ზ წელ, მე-ჱ~-სა წელსა მეფობისა მისისასა სოსტრახას, დექსიფანონ.
    6.     კნიდიონ აღჰმართეს ალექსანდრიას გოდოლი, რომელსა ჰრქჳან ფარონ.
    7.     კ~ა წელსა მეფობასა მისსა ჰრომეს ვეცხლისა დიდებაჲ წარჰკუეთა.
    8.     პტოლემეოს ევერგეტეს – კ~ე წელ; პტოლემეოს ფილოპატოს – ი~ზ წელ; პტოლემეოს ეპიფანის – კ~ე წელ; პტოლემეოს ფილომიტოს – ი~ა წელ; პტოლემეოს ოსოტერ – კ~ზ წელ;
    9.     პტოლემეოს ალექსანდროს – ი~ჱ წელ; პტოლემეოს მეორემან – ი~ჱ წელ; პტოლემეოს დჳონისის – ი~თ წელ; პტოლემეოსის ასულმან კლეოპატრა – კ~ბ წელ.
    10.     ყოვლად შეკრბებიან წელნი მეგჳპტელთანი ს~ჟდ, თარგ.(!) სნ~თ.
    11.     ოცდამეოთხესა წელსა მეფობასა კლეოპატრაჲსსა ივლიოს კეისარი მოვიდა ჰრომედ და შეკრბეს კეისარნი.
    12.     და წელთა ჰრომთა მეფეთა რაცხდეს.
    13.     პირველად ჱ~ წელსა მეფობასა კლეოპატრაჲსსა ივლიოს კეისარი აღიღო პროტელთაგან.
    14.     და კასიონ მეფობდა გ~ წელ და ზ~ თთუჱ და ი~ დღე.
    15.     ი~ჱ წელსა ჰრომთა მეფობასა – ი~ე, აგჳსტოს, რომელი ჰრომს მეფობდა, კლეოპატრა მოკლა და აღიღო პტოლემეანთა მეფობაჲ და ამისა შემდგომად მეფობდა სხუათა წელთა კ~ვ-თა.
    16.     მ~ე წლისა ჰრომ[თა] მეფობისა,
    17.     ესე არს მ~ბ წელი მეფობისა აგჳსტეს კეისრისაჲ, განკაცნა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე, იშვა და ჴორციელ იქმნა წმიდისაგან ქალწულისა მარიამისა და სულისაგან წმიდისა.
    18.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ქრისტჱს მოსლვადმდჱ ესრე: პტოლემეანთა მეფობითგან აგჳსტესნი წელნი კ~ვ, კჳროსითგან,
    19.     რომელმან აღავლინნა ძენი ისრაჱლისანი ბაბილოვნით იერუსალჱმდ, წელნი ფ~ნვ, საულისითგან მეფისა ისრაჱლისაჲთ ჩ~რივ;
    20.     გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათაჲთ ეგჳპტით წელნი ჩ~ღჟა; და აღთქუმითგან ღმრთისაჲთ აბრაჰამის მიმართ წელნი ც~სკ; წყლით-რღუნითგან ძ~სლვ; ადამითგან წელნი ჭჳ~ჟჱ.
    21.     ინდიკტიონი და ჳპატანი მ~ე წლითგან ჰრომთა მეფობით ესე არს.
    22.     მ~ბ-სა წელსა აგჳსტეს კეისრისასა განკაცნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.ა~ ინდიკტიონსა შაბუ და შეტერუა მათ ჳპატიონთა მაცხოვარი და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე
    23.     იშვა და ჴორციელ იქმნა წმიდისაგან ქალწულისა და ღმრთის-მშობელისა მარიამისგან და სულისაგან წმიდისა.
    24.     ინდიკტიონი აღვალს ი~ე წლადმდე და მერმე თავითვე მოიქცევის].


10

     1.     [კეისარნი ჰრომთანი]
    2.     [იქმნა შემდგომად ამისა მეფედ გერი მისი ტიბერიოს].
    3.     ამისსა მე-ი~ჱ-სა წელსა იყო ვნებაჲ უფლისაჲ; გაიოს – დ~ წელ; კლავდიოს – ი~ე წელ; ნერონ – ი~დ წელ; ბალბოს, ათონ, ბატოლოს სამნივე – ა~ წელ და ა~ თთუჱ,
    4.     ვესპასიანოს – ი~ წელ; ტიტოს, ძჱ მისი – გ~ წელ; დუმენტიანოს, ძმაჲ მისი – ი~ე წელ, ნეროვას – ა~ წელ, ტრაიანოს – კ~ წელ; ანდრიანოს განრღუეული – კ~ა წელ;
    5.     ანტონინოს ევსებიოს მორწმუნჱ – კ~ბ წელ; მარკოს ავლერიანოს ლუკიოსითურთ, ძმით მისით – ი~თ წელ; კომოდოს – ი~ბ წელ; პერტინაქს – ვ~ თუჱ
    6.     სევეროს – ი~ჱ წელ; ანტონინოს – ზ~ წელ; მაკრინოს – ა~ წელ; ალექსანდროს – ი~თ წელ.
    7.     დედაჲ ამის მეფისაჲ მამია მორწმუნჱ იყო ფრიად და მცველ ეკლესიათა; მაქსიმიანოს – გ~ წელ; პოპინიოს და ბალბოს – გ~ თთუჱ; კორდიანოს – ვ~ წელ; ფილიპჱ – ზ~ წელ.
    8.     ამას ყოვლითა გულითა მისითა ჰრწმენა ქრისტჱ; დეკიოზ – თ~ წელ, და დაიკლა იგი ვიეთგანმე ძითურთ.
    9.     გალოს და ბულინიოს – გ~ წელ; ვალერიანოს და გალინოს ი~ წელ; კლავდიოს – ბ~ წელ; ავლერიანოს – ვ~ წელ; კარინოს და ძჱ ნუმერიანოს – ბ~ წელ;
    10.     დეოკლიტიანე და მაქსიმიანჱ – კ~თ წელ.
    11.     მაქსიმიანოს, ღალერიანოს და მაქსიმოს, ძჱ არკულოსისი – თ~ წელ; ამათსავე მეფობასა მეფობდა ბარტანიასა ზედა კოსტა, მამაჲ დიდებულისა კოსტანტინესი.
    12.     კოსტანტინჱ მეფემან დიდებულმან მე-ზ~-სა წელსა მეფობისა მისისასა მოკლა უშჯულოჲ მეფჱ მაქსიმიანე და დაიპყრა ჰრომთა მეფობაჲ.
    13.     და აღესრულა კოსტანტინჱ დიდი ჲ~ე წლისაჲ, და დაყო მეფობასა შინა ლ~ბ წელი.
    14.     მე-ი~თ-სა წელსა მეფობისა მისისასა იყო წმიდაჲ კრებაჲ ნიკეაჲსაჲ.
    15.     და ი~თ-სა წელსა იკურთხნეს წმიდანი ეკლესიანი იერუსალჱმისანი ჴელითა წმიდისა ათანასი ალექსანდრიელისაჲთა.
    16.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ქრისტჱს მოსლვითგან ჯუართა პოვნადმდჱ ტ~კვ.
    17.     აგჳსტჱს კეისრისაჲთგან ვიდრე კოსტანტინესამდჱ ლ~ე მეფენი იცვალნეს ბერძენთა ზედა.
    18.     და იაკობ, ძმისა უფლისაჲთგან ვიდრე კჳრილჱსამდე ლ~ე-ვე იცვალნეს ებისკოპოსნი იერუსალჱმსა ზედა.
    19.     კოსტანტინჱ, ძჱ დიდებულისა კოსტანტინესი და კოსტოს, ძმაჲ მისი – გ~ წელ; კოსტანტინოს, ძმაჲ მათი თვითმპყრობელი – კ~ე წელ;
    20.     ივლიანე ღმრთის-შემაწუხებელი – ბ~ წელ; ივბინიანოს – ვ~ წელ; ვალენტიანოს – ი~ა წელ; ენუს – ი~ბ დღჱ; ბალენ – ი~ა წელ; ღრატიანოს – ი~ა წელ, თევდოსი დიდი – ი~ე წელ,
    21.     არკადი – კ~გ წელ; ონორი – ი~გ წელ; თევდოსი მცირჱ – მ~ბ წელ; მარკიანჱ – ვ~ წელ; ლეონ – კ~ წელ; ლეონტი – ა~ წელ; ზენონ – ი~ვ წელ; ანასტას – კ~ზ წელ; ისტჳნიანე – კ~თ წელ;
    22.     ივსტჳნა – თ~ წელ; ტიბერის – კ~ა წელ; მავრიკ – ი~დ წელ; ფოკა – ჱ~ წელ; ჰერაკლჱ – ლ~ა წელ; კონსტანტინჱ და კოსტანტიანოს – ი~დ წელ; კოსტანდინ – კ~ჱ წელ;
    23.     კოსტანტინიანოს – კ~ბ წელ; ლეონტი – გ~ წელ; აფსიმაროს – ზ~ წელ; ფილიკოს – ა~ წელ; ანასტას – გ~ წელ; თევდოსიოს – ა~ წელ; ლეონ და კოსტანტინჱ ძჱ მისი – მ~ე;
    24.     ლეონ და კოსტინე და დედაჲ მათი ერინე – კ~ვ; ნიკიფორე – თ~; მიქაელ – ბ~; ლეონ – ჱ~; მიქაელ – ი~ზ; თეოფილე – კ~გ; მიქაელ და თეოდორა, დედაჲ მისი – ლ~გ;
    25.     ბასილი მეფე – კ~; ლეონ, ძე მისი ალექსანდროს; რომანოზ; კოსტანტი; რომანოზ; ნიკიფორე კივრიჯან.

1

    1.     მოქცევაჲ ქართლისაჲ
    2.     პირველ, ოდეს ალექსანდრე მეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი წარიქცინა და შეჴადნა იგინი კედარსა მას ქუეყანასა,
    3.     იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი:
    4.     სარკინე-ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრაჴე, და ციხენი მათნი: ციხჱ დიდი სარკინისაჲ, უფლისციხჱ კასპისა, ურბნისსა და ოძრაჴისაჲ.
    5.     დაუკჳრდა ალექსანდრეს და ცნა, რამეთუ იებოსელთა ნათესავნი იყვნეს ყოველსა ჴორციელსა ჭამდეს და სამარე მათი არა იყო, მკუდარსა შეშჭამდეს.
    6.     და ვერ ეძლო ბრძოლაჲ მათი მეფესა და წარვიდა.
    7.     მაშინ მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანაჲ ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს.
    8.     და ეპყრ˜თ იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქჳან მას ხერკი.
    9.     და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდა ალექსანდრჱ, მეფჱ ყოვლისა ქუეყანისაჲ, და დალეწნა სამნი ესე ქალაქნი და ციხენი, და ჰონთა დასცა მახჳლი.
    10.     ხოლო სარკინესა ქალაქსა ებრძოლა ათერთმეტ თთუჱ და დადგა სარკინესა დასავალით კერძო და დასცა ვენაჴი და როჲ გამოიღო ქსნით,
    11.     და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და ჰრქჳან ადგილსა მას ნასტაგისი.
    12.     და მერმე გამოიღო სარკინე.
    13.     თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს.
    14.     და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱ არიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი,
    15.     და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა.
    16.     ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი,
    17.     და დაჯდა ძუჱლ მცხეთას და თანა-ჰყუანდეს კერპნი ღმრთად – გაცი და გაიმ.
    18.     ა~. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.
    19.     ბ~. და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ.
    20.     ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი.
    21.     და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ.
    22.     გ~. და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ.
    23.     ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა.
    24.     და იწყო არმაზს შჱნებად.
    25.     დ~. და მისა შემდგომად მეფობდა მირვან.
    26.     და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარჱ და აღაშენა არმაზი.
    27.     ე~. და მეფობდა ფარნაჯობ და აღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა.
    28.     და აღაშენა [ციხჱ].
    29.     ვ~. და მეფობდა არს(ოკ) [და] ქალაქსა ზღუდენი მოაქმნნა.
    30.     ზ~. და მეფობდა არიკ, რომელმან შიდაციხე აღაშენა არმაზსა.
    31.     ჱ~. და მეფობდა ბრატმან, რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო.
    32.     თ~. და მეფობდა მირეან.
    33.     და მან აღაშენა მცხეთაჲ ქალაქი.
    34.     ი~. და მეფობდა არსუკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო.
    35.     ი~ა. და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა.
    36.     და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ.
    37.     ი~ბ. და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას – ბრატმან.
    38.     და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს.
    39.     ი~გ. და მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ კაოზ.
    40.     ი~დ. და მეფობდა იმიერ არსოკ და ამიერ – ამაზაერ.
    41.     ი~ე. და მეფობდა იმიერ ამაზასპ და ამიერ – დერუკ.
    42.     ი~ვ. და მეფობდა ამიერ ფარსმან ქველი და ამიერ – ფარსმან ავაზ.
    43.     ი~ზ. და მეფობდა იმიერ როკ და ამიერ – მირდატ.
    44.     და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყო მეფობაჲ.
    45.     ი~ჱ. და მეფობდა ღადამი და (!) დღე კ.
    46.     ი~თ. და ფარსმან,
    47.     კ~. და ამაზასპ,
    48.     კ~ა. და რევ მართალი.
    49.     კ~ბ. ვაჩე.
    50.     კ~გ. ბაკურ.
    51.     კ~დ. მირდატ.
    52.     კ~ე. ასფაგურ.
    53.     კ~ვ. ლევ.
    54.     მამაჲ მირეანისი.
    55.     კ~ზ. [მირეან]
    56.     ესე ოცდარვანი (!) მეფენი ქართლს შინა წარმართნი.
    57.     და იყო დღეთა კოსტანტინე მეფისათა, ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და მეათესა წელსა,
    58.     იყო ღუაწლი ბრძოლისაჲ მტერთაგან და ფრიად ერეოდეს მეფესა კოსტანტინეს, ძესა კოსტაჲსსა.
    59.     და გულ-გდებულ იყო ურვათაგან კოსტანტი კეისარი.
    60.     იყო ვინმე კაცი ეფესელი და წარმოთქუა წინაშე მეფისა, ვითარმედ: „ქრისტეანენი იგი ჰრომნი და ყოველნი ჰინდონი და ვისცა ვის აქუს შჯული იგი ახალი ქრისტეს წმიდისაჲ,
    61.     ძელითა ჯუარისაჲთა და მისითა სასოვებითა სძლევენ მტერთა ძლიერად“.
    62.     მას ჟამსა აღიძრა მეფჱ გუნდებითა, და წარავლინა მოყვანებად ებისკოპოსთა იერუსალჱმით, ანტიოქიაჲთ, ჰრომით და ალექსანდრიაჲთ
    63.     და ნათელ-იღო მან თავადმან და დედამან მისმან ბანაკითურთ.
    64.     მით ჟამითგან მეათესა წელსა წარვიდა ჰელენე იერუსალჱმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა.
    65.     და მეათოთხმეტესა წელსა ივლტოდა დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე, რომლისამე მიზეზისათჳს დედა-მძუძითურთ.
    66.     და იყო მის თანა ტყუე ერთი დედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმჱ მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმან.
    67.     და იყო იგი ჰრომი მთავარი, და თჳთ მოევლო გზაჲ თჳსი და ექმნნეს კურნებანი.
    68.     და მოწევნულ იყო საბერძნეთა და ჰმოძღურიდა მთავარსა მას რიფსიმეს.
    69.     და ვითარცა წარმოივლტოდა რი[ფ]სიმე ზღუად, გაჲ[ა]ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთა სომხით[ი]სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა.
    70.     და იგინი იმარტჳლნეს მუნ.
    71.     ხოლო ნინო დაშთა და წარმოემართა მთათა კერძო ჩრდილოჲსათა და მოვიდა მდინარესა მტკუარსა, მოჰყვა და მოვიდა მცხეთად, ქალაქსა დიდსა მეფეთა საჯდომელსა.
    72.     და იყო სამ წელ ეგრეთ.
    73.     ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყულისაჲთა.
    74.     და შექმნა სახჱ ჯუარისაჲ, ნასხლევისაჲ და მუნ დაადგრა და ილოცვიდა.
    75.     და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარჱგან.
    76.     ხოლო მან მაყუალთა ადგილი არს ზემოჲსა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი.
    77.     [დ]ა მეოთხესა წელსა იწყო თქუმად ქრისტე ღმერთი და შჯული: „და [მე] ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოჲსა ესე ქუეყანაჲ“.
    78.     და მეექუსესა წელსა არწმუნა [ცოლსა] მეფისასა ნანას სენსა შინა მისსა და მეშჳდესა წელსა მეფესა არწმუნა სა[ს]წაულითა ქრისტესმიერითა.
    79.     და მწრაფლ აღაშენა ეკლესიაჲ ქუემო[ჲ] სამოთხესა შინა.
    80.     და სუეტი იგი იყო ძელისაჲ, რომელი თჳთ აღემართა.
    81.     და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაჲ, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა.
    82.     ხოლო იგინი მწრაფლ მიიწინეს.
    83.     და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს.
    84.     და ვითარცა მოვიდეს, ნათელი მოიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან.
    85.     ითხოვეს ხჱ, რაჲთა შექმნან ჯუარი...
    86.     ...გინდა ცხორებაჲ ჩუენი და ჴსნაჲ ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა,
    87.     ოდეს-იგი სამოსელი შენი ებრაელთა მათ წარმოეც წმიდით ქალაქით იერუსალჱმით უცხოთა ამათ ნათესავთა ქალაქად,
    88.     რამეთუ ჯუარ-ცუმასა შენსა ამას ქალაქსა მეფობდეს მამანი ჩუენნი“.
    89.     და წარემართა მეფჱ და ყოველი ქართლი ქ˜ჱანობასა მოწრაფებითა დიდითა.
    90.     მაშინ ნეტარმან მან დედაკაცმან ნინო თქუა: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი,
    91.     რომელმან მოავლინა სიტყუაჲ წმიდაჲ მისი ცათა მაღალთაჲთ თჳთ ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად უეჭუელად
    92.     შობად ჴორციელად თესლისაგან დავითისა დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა წმიდისაგან და უბიწოჲსა,
    93.     რომელი სათნო-ეყო მას და ამით მიზეზითა ცხორებაჲ ჩუენი შექმნა და ყოველი ცასა ქუეშჱ მყოფი განანათლა და უმეტეს მისა მიმართ მორწმუნენი აცხოვნნა,
    94.     რამეთუ იშვა ვითარცა კაცი, პატივ-ეცა ვითარცა ღმერთსა, ნათელ-იღო ვითარცა მსახურმან ვინმე შჯულისამან წყლისა და მიწისაგან,
    95.     ხოლო მამით და სულით წმიდით ზჱგარდამო იწამა და იდიდა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა,
    96.     აჴდა მათვე სიმაღლეთა მამისა თანა და მომავალ არს დიდებითა, რომელსა შუენის გალობაჲ ამენითა“.
    97.     და ვითარცა ესე თქუა, წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული, და ერისთავი ერთი, წარვიდა და დადგა წობენს.
    98.     და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი.
    99.     ხოლო მათ განუყარეს თავი და ერისთავმან მცირედ წარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად.
    100.     და გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა.
    101.     და ყუარელთა ესმა ესე და გარდაკრბეს თოშეთა.
    102.     რომელნი უკუანაჲსკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა და მონათლნა.
    103.     და ნინო შთავიდა კხოეთა (!) და დადგა კაწარეთს და მონათლნა კხოელნი (!) და სოჯნი ერითურთ მათით.
    104.     და გარდავიდა კახეთა და დადგა ქცელ-დაბას.
    105.     და მოიყვანნა კახნი მთავარნი და მონათლნა.
    106.     და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად.
    107.     და ვითარცა მოიწია კხოეთას(!), დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად.
    108.     და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომეჱ ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ.
    109.     და მიუვლინეს მცხეთით მეფემან და ცოლმან მისმან ნანა იოვანე მთავარებისკოპოსი ხილვად და წარყვანებად.
    110.     ხოლო მან არა ინება, არამედ დაჰვედრა იაკობ მღდელი: „რაჲთა შემდგომად შენსა მან დაიპყრას საყდარი“.
    111.     და მის წინაშე მისცა წიგნი იგი ჰელენჱ დედოფლისა მოწერილი,
    112.     რომელი მოეწერა ნინოჲსა, დედოფლობით და მოციქულად და მახარებელად შეემკო და ძელი ცხორებისაჲ წარმოეცა დედოფლისა ნანაჲსა.
    113.     და შეწირა ჟამი იოვანე, და აზიარა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა.
    114.     და წარიღო ესე საგზლად სულისა.
    115.     და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა ქართლად მოსლვითგან მეათხუთმეტესა წელსა და ქრისტეს აღმაღლებითგან ტ~ლჱ წელსა, დასაბამითგან ჭყ~ლჱ წელსა.
    116.     მაშინ შეიძრნეს ორნი ესე ქალაქნი – მცხეთაჲ და უჟარმაჲ – და ყოველი ქართლი სიკუდილისა მისისათჳს.
    117.     და მოვიდეს და დაჰმარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი, ადგილსა-ვე ზედა ბუდს, დაბასა კხოეთისასა(!).
    118.     და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა.
    119.     და განიშორეს მეოთხესა წელსა.
    120.     და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო.
    121.     და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისაჲ მის ცხოველისაჲ.
    122.     და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მასვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო.
    123.     და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძჱ რევისი.
    124.     და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნითვე მოსრული, მთავარეპისკოპოსად.
    125.     და ოცდამესამესა წელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯუარისა შეუქმნა კუბაჲ რევ და შეიქმნა საფლავი ქუემოსა ეკლესიასა.
    126.     და მოკუდ[ა] რევ და დაემარხა ცოლითურთ.
    127.     და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა.
    128.     და მოკუდა და დაეფლა ქუემოსა ეკლესიასა.
    129.     და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ.
    130.     და მთავარებისკოპოსი იყო ნერსჱ სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ.
    131.     და მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა.
    132.     და მის ზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით.
    133.     და შემდგომად მისა დადგა ვარაზ-ბაკურ მეფედ.
    134.     და მისა ზევე სპარსთა მეფისა მარზაპარნი შემოვიდეს სივნიეთა და იგი ჴიდარდ უკუჯდა.
    135.     და მთავარებისკოპოსი იყო იგივე იობ.
    136.     და მაშინ მოვიდა ქრამ ხუარბორზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში, ტფილისად ქალაქად, ციხედ.
    137.     და ქართლი მისსა ხარკსა შედგა, და სომხითი და სივნიეთი და გუასპურაგანი.
    138.     და მისა ზჱ აღაშენეს აზნაურთა წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ მცხეთას და დაამოთაულეს დიდსა მას ეკლესიასა სოფლებითა და ქარდაგებითა ქართლს შინა.
    139.     და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ თრდატისი.
    140.     და მთავარებისკოპოსი იყო ელია.
    141.     და ამან აღაშენა ეკლესიაჲ ბოლნის[ს].
    142.     და იმიერ განვიდა და განაახლნა არმაზნი სპარსთა შიშისათჳს.
    143.     და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დისწული თრდატისი.
    144.     და მთავარებისკოპოსი იყო სჳმეონ.
    145.     და მისა შემდგომად მეფობდა მირდატ.
    146.     და ესე წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა.
    147.     და მისა შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა.
    148.     და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ.
    149.     და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო.
    150.     და მისა ზჱ აზნაურთა სტეფანე-წმიდაჲ აღაშენეს არაგუსა ზედა.
    151.     და მოგუნი მოგუეთას მოგობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა.
    152.     და მისვე არჩილის ზე ოთხნი მთავარებისკოპოსნი გარდაიცვალნეს.
    153.     და მერმჱ მეფობდა მირდატ.
    154.     და მთავარებისკოპოსი იყო გლონოქორ.
    155.     და ესე მთავარებისკოპოსი ერისთვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს.
    156.     და მისა შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარებისკოპოსი იყო იოველ.
    157.     მაშინ წარიყვანეს ვახტანგ სპარსთა.
    158.     და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოიქცა, და მთავარებისკოპოსი იყო მიქაელ.
    159.     და მან მიამთხვა ფერჴი პირსა მეფისასა ვახტანგს.
    160.     ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან კათალიკოზი.
    161.     ხოლო მან მოსცა პეტრჱ კათალიკოზი.
    162.     და თანა ჰყვანდა მას სამოველ მონაზონი, წმიდაჲ და ღირსი.
    163.     და აღაშენა ქუემოჲ ეკლესიაჲ ვახტანგ მეფემან და დასუა პეტრე კათალიკოზი.
    164.     და ესე იყო ქართლის მოქცევითგან რ~ო წელსა.
    165.     მეფენი გარდაცვალებულ იყვნეს ათნი, და მთავარებისკოპოსნი ათცამეტნი.
    166.     ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე.
    167.     და ამისა შემდგომად მეფობდა დაჩი უჟარმელი, და კათალიკოზი იყო სამოველ და მისა ზე ტფილისს კაცნი დასხდებოდეს, და (მარიამ)-წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს.
    168.     და კათალიკოზი იყო პეტრე.
    169.     და ამისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ დაჩისი, და კათალიკოზი იყო სამოველ.
    170.     და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, და კათალიკოზი იყო თავფაჩაგ.
    171.     და მისა ზევე ჩიმაგა ვ~.
    172.     და მისა ზევე სპარსთა მეფობაჲ მცხეთად მოვიდა და შეაშფოთა ქართლი და ქალაქნი და წარვიდა.
    173.     და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან სხუაჲ, და კათალიკოზი იყო დასაბია, მკჳდრი მცხეთელი.
    174.     და აქაჲთგან ორთა სახლთა აღიღეს კათალიკოზობაჲ მცხეთელთა მკჳდრთა.
    175.     და მისვე მეფისა ზჱ კათალიკოზი იყო ევლალჱ.
    176.     მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანე ზედაზადენელი შუვამდინარით ასურეთისაჲთ იგი და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა მოვიდეს.
    177.     და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, და კათალიკოზი იყო მაკარი.
    178.     და მისა ზევე ვარსქენ პიტიახში იყო.
    179.     და შუშანიკ იწამა ცურტავს.
    180.     და მისა შემდგომად კათალიკოზი იყო სამოველ, და მერმე – სიმონ-პეტრჱ.
    181.     და მის ბაკურის ზევე დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ.
    182.     მაშინ მცხეთაჲ ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალაჲ განდიდნებოდა.
    183.     სპარსნი უფლებდეს ქართლს და სომხითს და სივნიეთს და გუასპურაგანს; და კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რე შეკრბა ქართლი.
    184.     და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე – კურაპალატადცა.
    185.     ამან დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაჲ და ამას ზე-ვე იყო კათალიკოზი სამოელვე სხუაჲ.
    186.     და ტფილისისა მკჳდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერისთავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.
    187.     და მისა შემდგომად ერისთვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი, ძმაჲ დემეტრესი, და იქმოდა ეკლესიასა ჯუარისასა.
    188.     მაშინ ჩამოვლო ჰერაკლჱ მეფემან ბერძენთამან.
    189.     და უჴმო ციხისთავმან კალაჲთ ტფილისისაჲთ მეფესა ჰერაკლეს ვაც-ბოტობით.
    190.     ხოლო მან ფერჴი დააპყრა და დანიელი მოიღო და მოიძია (სიტყუაჲ) ესე: „მოვიდეს ვაცი იგი მზის დასავალისაჲ და შემუსრნეს რქანი ვერძისა მის მზის აღმოსავალისანი“.
    191.     და მეფემან ჰრქუა: „(უკუეთუ ჩემთჳს) ესრეთ იყოს სიტყუაჲ, მე მიგაგო მისაგებელი შენი“.
    192.     და დაუტევა ჯიბღო ერისთავი ბრძოლად.
    193.     და თჳთ წარვიდა ბაღდადს ბრძოლად ხუასრო მეფისა.
    194.     ხოლო ამან ჯიბღო მცირეთა დღეთა შემდგომად კალაჲ გამოიღო და ციხისთავი იგი შეიპყრა და პირი დრაჰკნითა აღუვსო.
    195.     და მერმჱ მრთელსა ტყავი გაჰჴადა და მეფესა უკუანა მისწია გარდბანს ვარაზ გრიგოლისსა შინა.
    196.     წარვიდა ჰერაკლჱ და შემუსრა ბაღდადი და შეიპყრა ხუასრო მეფჱ და მოღებად სცა ძელი ცხორებისაჲ.
    197.     და იწყო ბრძანებით შჱნებად იერუსალჱმსა და მოდისტოს დასუა პატრეაქად.
    198.     და წარმოვიდა აქაჲთვე მეშჳდესა წელსა.
    199.     და ვიდრე მოსლვადმდჱ მისა ტფილისს სიონი განეშორა მკჳდრთა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდაღა.
    200.     ამან ჰერაკლჱ ტფილისს და მცხეთას და უჟარმას განავლინნა ქადაგნი, რაჲთა ყოველნი ქჱ˜ანენი ქალაქთა შინა ეკლესიათა შინა შემოკრბენ
    201.     და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისა მსახურნი ანუ მოინათლნენ, ანუ მოისრნენ.
    202.     ხოლო მათ ნათლის-ღებაჲ არა ინებეს, ზაკუვით თანა-აღერინეს ქრისტეანეთა, ვიდრემდის ყოველთა ზედა წარჰმართა მახჳლი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს.
    203.     ხოლო ჰერაკლე განწმიდა შჯული ქრისტესი და წარვიდა.
    204.     და ერისთვობდა იგი-ვე დიდი სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო ბართლომე მეორედ.
    205.     და შემდგომად ერისთვობდა ადრნესე, და მისა ზჱ სამნი კათალიკოზნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა, თაბორ.
    206.     და მისა შემდგომად ერისთვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი და ამან განიშორა ჯუარისა ეკლესიაჲ და დადვა კრებაჲ ჯუარს ჯუარობასა ერთ თთუე.
    207.     და ტფილისს დაჯდა სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო სამოველ.
    208.     და მისა ზჱვე – ევნონ.
    209.     და ჰამბავი მოჴდა, ვითარმედ ბაღდადი აგარეანთა დაიპყრესო და ამისთჳს ბერძენთა ქ˜ყნჲ ჯორსა აჰკიდეს და წარიღეს საბერძნეთა.
    210.     და მისა შემდგომად ერისთვობდა გუარამ კურაპალატი ვ~, და გუარამ ყრმაჲ ზ~, და მერმე არშუშა კურაპალატი ჱ~,
    211.     და ვარაზ-ბაკურ აპაჲ პატრიკიოზი, რომელმან გარბანელნი მოაქცინა თ~, და მერმე ნერსე [ი~], და ძენი მისნი: ფილიპე ი~ა, სტეფანოზ ი~ბ, ადრნესე ი~გ, გუარამ ი~დ,
    212.     და ბაკურეანი ძჱ ბალდადისი ი~ე; და ძენი ადრნესესნი: სტეფანოზ ი~ვ, და აშოტ კურაპალატი ი~ზ, და გუარამ [ი~ჱ].
    213.     დიდნი ერისთავნი ესთენ იყვნეს.
    214.     ხოლო კათალიკოზნი, რომელ ევნონისითგან მომართ იყვნეს: თავფაჩაგ ა~, ევლალე ბ~, იოველ გ~, სამოველ დ~, გეორგი ე~, კჳრიონ ვ~, იზიდბოზიდ ზ~, თ˜ ჱ~, პეტრჱ თ~.
    215.     ესე ცხრანი ცოლოსანნი იყვნეს.
    216.     მერმე: მამა ა~, იოვანე ბ~, გრიგოლ გ~, კლემენტოს დ~, სარმეან ე~, თალელე ვ~, სამოველ ზ~, კჳრილე ჱ~, გრიგოლ თ~, სამოველ ი~,
    217.     გეორგი ი~ა, გაბრიელ ი~ბ, ილარიონ ი~გ, არსენი ი~დ, ევსუქი ი~ე, ბასილი ი~ვ, მიქაელ ი~ზ, დავით ი~ჱ, არსენი ი~თ.


2

    1.     ხოლო [ოდეს დაა]სრულა სრბაჲ [თჳსი] სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა წმიდამან და სანატრელმან დედუფალმან ნინო,
    2.     რომელი გუექმნა მახარებელ გულთა ჩუენთა და მლხინებელ სულთა და ჴორცთა ჩუენთა, ვითარ განიშორა ერთი ესე სამეუფოჲ, ქუეყანაჲ ჩრდილოჲსაჲ, მცხეთისა მეფეთა სამეფოჲ,
    3.     არწმუნა ყოველთა აღსაარება[ჲ] მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, ნათლის-ღებითა მოსლვაჲ ქრისტესი და შობაჲ წმიდისაგან ქალწულისა,
    4.     ნათლის-ღებაჲ და სიკუდილი ქრისტესი და აღდგომა[ჲ] მკუდრეთით, შემდგომად სიკუდილისა უკუდავებაჲ და ცხორებაჲ, მეორედ მოსლვაჲ ძისა ღმრთისაჲ ქუეყანად,
    5.     მართალთა ცხოვრება[ჲ] და ცოდვილთა შურისგებაჲ, რამეთუ მისა არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე და მერმეცა, ამენ.
    6.     ვითარ მოიწია ქუეყანასა კხოეთისასა(!), დაბასა ბუდს, დასნეულდა სნეულებითა მით, რომლითაცა მო-ცა-კუდა.
    7.     მაშინ შეუკრბეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი დედებითურთ და სიმრავლჱ ერთა ძლიერთაჲ,
    8.     რამეთუ ჰხედვიდა ყოველი კაცი პირსა ნინოჲსსა, ვითარცა ზეცისა ანგელოზისასა.
    9.     დასცუეთდეს მცირესა მას და ძუელსა სამოსელსა მისსა მთხუევითა სარწმუნოვებით და იძულებით.
    10.     ევედრებოდეს ყოველნი იგი დედოფალნი გარემო მსხდომარენი,
    11.     რომელთა დამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშოვრებისათჳს მოძღურისა, მოღუ[ა]წისა და სნეულთა მკურნალისა ჴელოვნისა.
    12.     ეტყოდეს დედოფალი სალომე უჟარმელი და პეროჟავრი სივნიელი და მათ თანა ყოველნი მთავარნი ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
    13.     „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადა-მე იყო აღზრდაჲ შენი, დედოფალო? მაუწყე ჩუენ საქმჱ შენი!
    14.     რაჲსა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო, სანატრელო!
    15.     რამეთუ ესერა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინაჲსწარმეტყუელნი პირველ მოსლვადმდე ძისა ღმრთისა ქუეყანად და მერმე მოციქულნი ათორმეტნი,
    16.     და კუალად სამეოცდაათორმეტნი და ჩუენდა არავინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ.
    17.     და ვითარ იტყჳ, ვითარმედ: „ტყუე ვარი მე, ანუ ვითარცა ჰინდოეთს თუ?“.
    18.     მაშინ იწყო სიტყუად ნინო და თქუა: „ასულნო სარწმუნოვებისანო, მახლობელნო ღმრთისანო,
    19.     დედოფალნო ჩემნო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ წმიდათა დედათა ყოველსა მას სარწმუნოვებასა და სიყუარულსა ღმრთისასა.
    20.     და გინებს გზათა ჩემთა ცნობაჲ, გლახაკისა მჴევლისა თქუენისათა[ჲ] და გაუწყო-ცა.
    21.     ესერა მოსრულა სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, დამეძინებიან ძილითა მით დედისა ჩემისაჲთა საუკუნოდ.
    22.     არამედ მოიხუენით აღსაწერელნი წიგნისანი და დაწერეთ სიგლახაკჱ ჩემი და უდები ცხორებაჲ ჩემი,
    23.     რაჲთა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოვებაჲ თქუენი და შეწყნარებაჲ ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელნი გიხილვან მცირედნი მთათა მათ ზედა,
    24.     მაყულოვანსა მას შინა, სუეტისა აღმართებასა, და მიერ წყაროსა მას ზედა, და ვიდრე აქა მოსლვადმდჱ ჩემდა.
    25.     თჳთ უფალმან იცის და სულმან ჩემმან, რომელი უხილავს თუალთა ჩემთა ზეცით გარდამო ქუეყანასა ზედა“.
    26.     მაშინ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი სალომე უჟარმელმან და სივნიელმან პეროჟავრი.
    27.     და იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და იგინი წერდეს.
    28.     წინა შობისა მისისა მშობელთა მისთა საქმედ იწყო.


3

     1.     ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი
    2.     იყო მათ ჟამთა ოდენ გ˜ი კაბადუკიელი იწამა ქრისტჱსთჳს,
    3.     მათ დღეთა კაბადუკიაჲთ ქალაქით კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონაჲ ღმრთისაჲ, წარვიდა ჰრომედ მეფეთა წინაშე მსახურებად და ნიჭისა მოღებად.
    4.     და მათვე დღეთა კაცი ვინმე იყო კოლასტას შინა და ესხნეს ორ შვილ: ძჱ და ასული.
    5.     სახელი ძისა მისისაჲ იობენალი, ხოლო ასულისაჲ – სუსანა.
    6.     და ვითარ აღესრულნეს მშობელნი იგი, დაშთეს შვილნი მათნი ობლად.
    7.     აღდგეს და წარვიდეს წმიდად ქალაქად იჱ˜მდ, იმედ-ყვეს სასოვებაჲ იგი ყოველთა ქ˜ჱანეთაჲ – წმიდაჲ ადგომაჲ და მიევედრნეს მუნ.
    8.     ესე ძმაჲ სუსანაჲსი მიემთხჳა დევტალარობასა, ხოლო სუსანა ჰმსახურებდა მიაფორსა, სარას ბეთლემელსა.
    9.     ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკიელი მიიწია წინაშე მეფისა ჰრომედ.
    10.     და ეწყვნეს ბრანჯნი ჰრომთა ბრძოლად ველსა ზედა პიტალანისასა.
    11.     და მოსცა ღმერთმან ჭაბუკსა მას კაბადუკიელსა ძალი უძლეველი და ქმნა წინა-აღდგომაჲ მტერთაჲ ძლიერად, ვიდრემდის წარიქცინა სივლტოლად.
    12.     და შეიპყრა მეფჱ ბრანჯთაჲ და მის თანა მთავარნი მრავალნი.
    13.     და შეიყვანნა წინაშე მეფისა მეფჱ ბრანჯთაჲ და ყოველნი მთავარნი.
    14.     ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი.
    15.     მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ და ევედრებოდეს ზაბილოვნს: „მოგუეც პირველად შჯული შენი და შეგჳყვანენ ჩუენ ტაძარსა მას ღმრთისა თქუენისასა,
    16.     და მაშინ იყავნ სიკუდილი ჩუენი, რამეთუ შე-ცა-შენ-ვე-გჳპყრენ, და შენვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იყო სისხლთა ჩუენთაგან“.
    17.     ხოლო ზაბილოვნსღა ესმა, მწრაფლ აუწყა ესე მეფესა და პატრეაქსა სიტყუაჲ მათი.
    18.     და მოსცეს მათ ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილოვნისსა და შეიყვანნეს ტაძარსა ღმრთისასა, წმიდასა ეკლესიასა, და აზიარნეს საიდუმლოთა ქრისტესთა.
    19.     და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი.
    20.     და დილაჲთ ადრჱ აღდგეს ბრანჯნი იგი და სამოსელი სამკუდროჲ შეიმოსეს და განვიდეს ადგილსა მას კაცთა საკლავსა,
    21.     ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებასა მას ზედა და ზიარებასა და იტყოდეს:
    22.     „ჩუენ სიკუდილსა შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს-მყვნა ჩუენ ღმერთმან ესევითარსა დიდებასა ხილვად და საგზალსა მას დაულევნელსა,
    23.     ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს, ძისა ღმრთისა უკუდავისა მის მეუფისასა, რომელი არს უფროჲს უმაღლეს ყოველთა მაღალთა და უქუესკნელეს ყოველთა ქუესკნელთა,
    24.     რამეთუ იგი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    25.     ხოლო ვაჲ ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა, მკჳდრთა ბნელისათა“.
    26.     და ჴმობდეს იგინი: „მოვედინ მეჴრმლჱ ეგე და აღიხუენით თავნი ჩუენნი ჩუენგან.
    27.     ამას რაჲ ჰხედვიდა ზაბილოვნ, აღიძრა გონებითა და ტიროდა, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი თჳსნი კლვად წარეპყრნეს და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა სწყალობდეს.
    28.     მაშინ შევიდა ზაბილოვნ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა, და ნიჭითა განუტევნა.
    29.     ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილოვნს, რაჲთა წარჰყვეს ქუეყანად მათა და მისცეს შჯული ქრისტესი და ნათლის-ღებაჲ წყლითა ყოველსა ერსა მათსა.
    30.     ხოლო ისმინა მათი ზაბილოვნ და მოსთხოვნა მღდელნი პატრეაქსა.
    31.     და ბრძანებაჲ მოიღო მეფისაგან.
    32.     და წარვიდეს სიხარულით.
    33.     და ვითარცა მიეახლნეს ვითარ ერთ დღისა სავალსა, მიჴდა ჰამბავი, ვითარმედ მეფჱ მოვალს ცოცხალი და ყოველნი მთავარნი მის თანა.
    34.     მაშინ შეიძრნეს ათნი იგი საერისთვონი: ხოლამაჲ და ხოზაბაჲ, ხლაჭაჲ, ხენეშაგი, ტიმგარაგი, ზაქაჲ, გზაჲ, ზარგაჲ, ზარდაჲ, ზარმაჲ და თმონიგონი სამეუფოჲ
    35.     და მოეგებვოდეს მდინარესა ზედა დიდსა ღდამარასა.
    36.     და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა მას იმიერ და ამიერ.
    37.     და აკურთხეს მღდელთა მდინარჱ იგი და შთაჴდა ყოველი ერი მდინარესა მას და განიბანებოდეს, და აღმოვიდოდეს გამოსავალსა ერთსა.
    38.     და დასდებდა ზაბილოვნ ჴელსა ყოველსა ერსა ათ დღჱ.
    39.     და აღჰმართნეს კარავნი და შეწირეს მღდელთა ჟამი, და აზიარნეს ქრისტეს საიდუმლოთა.
    40.     და განუტევნა მღდელნი და განჰკარგა ყოველი წესი ქ˜ჱნობისაჲ.
    41.     და დაუტევა კურთხევაჲ და წარვიდა ნიჭითა დიდითა ჰრომედ.
    42.     და განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა: „წარვიდე იჱ˜მდ“.
    43.     და მისცა გლახაკთა ყოველი იგი მონაგები.
    44.     და დევტალარი იგი პატრეაქ-ქმნულ იყო.
    45.     და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილოვნ და პა[ტ]რეაქი.
    46.     ჰრქუა სარა მიაფორმან პატრეაქსა: „ესე ზაბილოვნ – მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ, კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთის მოშიშებითა.
    47.     ამას მიეც დაჲ შენი სუსანა ცოლად“.
    48.     და სთნდა წმიდასა პატრეაქსა სიტყუაჲ მისი და მისცეს სუსანა ცოლად მისა.
    49.     და წარვიდეს თჳსა ქალაქად კოლასედ.
    50.     და მე ოდენ ვიშევ მათგან.
    51.     და იგი[ნი] არიან მშობელნი ჩემნი.
    52.     და აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა დღე და ღამჱ დაუცადებელად.
    53.     და ვითარცა ვიქმენ მე ათორმეტის წლის, მშობელთა ჩემთა განყიდეს ყოველი, რაჲცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალჱმდ.
    54.     მაშინ მამამან ჩემმან დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და განიჯმნა დედისაგან ჩემისა.
    55.     და შემიტყბო მე მკერდსა მისსა და დამაღუარნა, ვითარცა ღუარნი, ცრემ[ლ]ნი თჳსნი თუალთა და პირსა ჩემსა.
    56.     და მრქუა: „შენ, მხოლოვო ასულო ჩემო, ესერა დაგიტევებ შენ ობლად ჩემგან და მიგითუალავ შენ ღმერთსა ცათასა, მამასა ყოველთა მზრდელსა და უფალსა,
    57.     რამეთუ იგი არს მამაჲ ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ.
    58.     ნუ გეშინინ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური აღიღე სიყუარულისათჳს ქრისტესისა და დათა მათ ლაზარესთაჲ.
    59.     და თუ შენ ესრჱთ გეშინოდის მისა, ვითარცა მათ, მან ეგრჱთ მოგცეს ყოველი, რაჲცა სთხოვო მას, ოდეს რაჲ გინდეს მისგან.“
    60.     და მომცა ამბორებაჲ საუკუნოჲ და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, რომელ-რაჲ ყოფაჲ მისი იცის მისმან უფალმან იესუ.
    61.     ხოლო დედაჲ ჩემი მისცა პატრჱაქმან მსახურად გლახაკთა, დედათა უძლურთა.
    62.     ხოლო მე ვჰმსახურებდ მიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ.
    63.     და ვჰკითხევდი ვნებათა მათთჳს ქრისტესთა, ჯუარ-ცუმისა, დაფლვისა და აღდგომისათჳს მისისა,
    64.     და სამოსლისა მისისა და ჯუართა და ტილოთასა და სუდარისასა ყოველსა მიწყებით,
    65.     რამეთუ არავინ ყოფილ იყო, არცა იყო შორის ი˜ჱმსა ზომი მისი მეცნიერებითა შჯულისა გზასა ძუელსა და ახალსა ყოველსავე.
    66.     იწყო უწყებად ჩემდა და თქუა: „ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ლომისა ძუვისასა, რომელი იზახებნ ყოველსავე ზედა ოთხფერჴსა,
    67.     გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა აერთასა უფროჲს მამლისა და ყოველი ქუეყანაჲ გუგასა თუალისა მისისასა, მცირესა მარგალიტის სწორსა, შეაყენის
    68.     და განიხილის, განიცადის საჭმელი მისი, ცეცხლებრ დაინახის, მოუტევნის ფრთენი შრიალებად და მიიმართის მის ზედა.
    69.     ეგრეთ იყოს ცხორებაჲ შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა“.


4

     1.     აღწერილი მის[ი]ვე სალომე უჟარმელისაჲ
    2.     აწ ვიწყო და გითხრა ყოველი, ოდეს-იგი იხილეს ღმერთი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყო მისგან, ისრაჱლი უკუნ-დგა.
    3.     და მოწოდებაჲ ყოველთა უცხოთა ნათესავთაჲ, უცხოთა ღმერთთა მონებულთაჲ, ვითარცა თჳთ უნდა ჴსნაჲ სოფლისაჲ, რომელი დაჰბადა.
    4.     იწყო კეთილის-ყოფად ჰური[ა]თა: მკუდართა აღდგინებად, ბრმათა აღხილვად, ყოველთა სნეულთა განკურნებად.
    5.     ესე შეიშურვეს, შეიზრახნეს და წარავლინნეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა სწრაფით მოსლვად.
    6.     და იტყოდეს, რამეთუ: აჰა ესერა წარვწყმდებითო.
    7.     მაშინ მოიწინეს ყოვლით სოფლით კაცნი ჰურიანი, მეცნიერნი შჯულსა მოსესსა, რომელნი ანტაკრად აღუდგეს სულსა წმიდისასა
    8.     და რაჲ-იგი უნდა ქრისტესა მათგან, მათ აღასრულეს: ჯუარს აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ-ითხინეს.
    9.     და წილით ჰხუდა ჩრდილოთა, მცხეთელთა, კუართი იგი უფლისა იესუჲსი, და დაჰფლეს მათ დამბადებელი თჳსი და დაჰკრძალეს საფლავი.
    10.     ხოლო იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველ, და ტილონი იგი, ოდეს განთენა, ისხნეს საფლავსა შინა.
    11.     და ესე ყოველი წარმოიცადა პილატჱ და მოვიდა საფლავად იგი და ცოლი მისი და ტილონი იგი პოვნეს, და მოიხუნა იგინი ცოლმან პილატესმან.
    12.     და წარვიდა წრაფითა დიდითა პონტოდ, სახედ თჳსა, რომელი იქმნა მორწმუნე ქრისტესა.
    13.     ხოლო შემდგომად ჟამთა მრავალთა მოვიდეს იგინი ჴელთა ლუკა მახარებელისათა და დასხნა იგინი მან, სადაცა თჳთ იცის.
    14.     ხოლო სუდარი არა იპოვა, ვითარცა ჴორცნი ქრისტესნი.
    15.     თქუეს ვიეთმე პეტრესთჳს, ვითარმედ ჴელ-იწიფა ახუმადო და აქუნდეს, გარნა განცხადებულად არაჲ მიუთხრეს, ვითარ სხუაჲ ყოველი.
    16.     ხოლო ჯუარნი ამას ქალაქსა შინა დამარხულ არიან, ხოლო ადგილი მათი ვერვინ იცის, ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდენ.
    17.     მაშინ მივეც კურთხევაჲ უფალსა ღმერთსა და მადლი დედოფალსა მას ჩემსა ამას ყოველსა ზედა თხ[რ]ობასა.
    18.     და კუალად ვჰკითხე, ვითარმედ: „სადა არს ჩრდილოჲსა იგი ქუეყანაჲ, ანუ სადაჲ არს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისაჲ?“
    19.     მრქუა მე: „ჩრდილოჲსა ქუეყანაჲ სომხითისა მთეულ არს, საწარმართოჲ ქუეყანაჲ, საჴელმწიფოჲ ბერძენთაჲ და უჟიკთაჲ“.
    20.     მათ დღეთა შინა მო-ვინმე-ვიდა დედაკაცი ეფესელი თავყუანის-ცემად წმიდასა ადგომასა და ჰკითხვიდა მიაფორი დედაკაცსა მას, თუ:
    21.     „ჰელენე დედოფალი ეგეთსავე ბნელსა შინა არსა და მეფობაჲ მათი თჳნიერ ღმრთისა?“
    22.     ხოლო მან ჰრქუა: „მე ვარ მჴევალი მათი და მახლობელი განზრახვასა მათსა ყოველსა, და დიდი წადიერებაჲ აქუს ჰრომთა ქრისტჱს მიმართ შჯულისათჳს და ნათლის-ღებისა“.
    23.     ხოლო მე ვარქუ მიაფორსა: „წარმავლინე და წარვიდე წინაშე ჰელენე დედოფლისა, ნუუკუე მიმიახლოს სიტყჳს-გებად მის წინაშე ქრისტჱსთჳს“.
    24.     და მან აუწყა პატრეაქსა.
    25.     ხოლო მან მიწოდა, წმიდამან მამამან ჩემმან პატრეაქმან, ძმამან დედისა ჩემისამან, და დამადგინა აღსავალსა საკურთხეველისასა და დამასხნა ჴელნი მისნი მჴართა ჩემთა.
    26.     და სულთ-ითქუნა ცად მიმართ და თქუა: „უფალო ღმერთო მამათაო და საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ ობოლსა ამას, შვილსა დისა ჩემისასა
    27.     და წარვავლინებ ქადაგებად შენისა ღმრთეებისა და რაჲთა ახაროს აღდგომაჲ შენი,
    28.     სადაცა შენ სათნო-იყო სრბაჲ მისი ექმენ ქ˜ჱ ამას გზა, მოგზაურ, ნავთ-სადგურ, მოძღუარ, ენა მეცნიერების, ვითარცა-იგი წინათა მათ მოშიშთა სახელისა შენისათა“.
    29.     და მიჯმნა დედისაგან ჩემისა და მომცა მე ჯუარი და კურთხევაჲ საგზლად.
    30.     და წარვემართე დედაკაცისა მის თანა.
    31.     და ოდეს მივედით სახიდ მისა, მუნ ვპოვეთ დედუფალი ვინმე მეფეთა [ე]ვადაგი, სახელით რიფსიმე, რომელი ელოდა იჱ˜მით ნათლის-ღებასა და ქრისტეს აღსაარებისათჳს სუროდა.
    32.     მაშინ მიმცა მე ჴელთა მისთა დედაკაცმან მან, და მივეც მას ნათელი ჴელსა ქუეშე ჩემსა, მას და ორმეოცსა სულსა მის თანა სახლისა მისისათა.
    33.     და წარვედით სახიდ მისა და ვიყვენით მუნ ორ წელ.
    34.     მაშინ მოხედა უფალმან საბერძნეთსა და ჰრწმენა მეათესა კოსტანტინეს, და ქრისტე აღიარა მან და დედამან მისმან და ყოველმან პალატმან მათმან
    35.     დასაბამითგანთა წელთა ხუთ ათას ოთხას ორმეოცდაოთხსა, ხოლო ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და ათერთმეტსა.
    36.     და წარემართა ყოველი საბერძნეთი ქრისტეანობასა.
    37.     მეშჳდესა წელსა იყო წმიდაჲ კრებაჲ ნიკეას, და მერვესა წელსა იყო სივლტოლაჲ ჩუენი საბერძნეთით.
    38.     რიფსიმე დედოფალი და გაჲ[ა]ნე, დედამძუძჱ, და ორმეოცდაათი სული წარმოვემართენით თთუესა პირველსა ათხუთმეტსა
    39.     და გამოვედით არეთა სომხითისათა, სამოთხესა მას თრდატ მეფისასა.
    40.     იგინი მოიკლნეს მუნ თთუესა პირველსა, ოცდაათსა, დღესა პარასკევსა.
    41.     ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყუავოდა მას ჟამსა.
    42.     და ოდეს-იგი აღმოჰვიდოდეს სულნი წმიდათა მათ, ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაჲთა.
    43.     და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლჱ, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისაჲ, რომელი ცათა დაჰფარვიდა.
    44.     და მის თანა სიმრავლჱ ერთა ცისათაჲ.
    45.     და შეიერთნეს წმიდანი იგი სულნი ერთა მათ ზეცისათა და დიდებით აღმაღლდეს ცად.
    46.     ხოლო მე ვღაღადყავ: „უფალო, უფალო, რად დამიტევე მე შორის ასპიტთა და იქედნეთა?“.
    47.     ჴმაჲ მესმა მე მუნით, რომელი მეტყოდა მე: „ესრეთვე იყოს წარყვანებაჲ შენი, ოდეს ეგე ეკალი, რომელი შენსა გარემოჲს არს, ყოველივე იქმნეს ვარდ მეწამულ, სულნელ შენ მიერ.
    48.     ხოლო შენ აღდეგ და ვიდოდე აღმოსავალით, სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკნი ყოვლადვე არა არიან“.
    49.     ხოლო მე წამოვედ და მოვედ ულოპორეთა და დავიზამთრჱ ჭირთა შინა დიდთა.
    50.     და თთუესა მეოთხესა წარვედ მთათა ზედა ჯავახეთისათა, რაჲთა ვცნა, თუ სადაჲთ არს მცხეთაჲ.
    51.     და მივემთხჳე მთასა ზედა...
    52.     და იყო დინებაჲ მისი დასავალით კერძო.
    53.     და მიუდეგ გზასა ძნელსა და ფიცხელსა, და ვიხილენ დიდნი ჭირნი გზათაგან და შიშნი მჴეცთაგან, ვიდრემდე მოვიწიე აქა, ვინაჲ-იგი წყალმან აღმოსავალით იწყო დინებად.
    54.     მიერითგან იყო ლხინებაჲ ჩემი.
    55.     და ვპოვენ მოგზაურნი და მივიწიე სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა ურბნისისასა
    56.     და ვიხილე ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა მსახური: ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყუანის-სცემდეს.
    57.     შეეურვა სულსა ჩემსა წარწყმედასა მათსა ზედა და მოვედ ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაელებრისა და ვიყავ მუნ ერთ თთუჱ და განვიცდიდ ძალსა ამის ქუეყანისასა.
    58.     და იყო, დღესა ერთსა აღიძრნეს ერნი ძლიერნი და ურიცხუნი სიმრავლითა მით ქალაქით წარმავალნი დიდად ქალაქად მცხეთად,
    59.     რომელი იყო საჯდომელი დიდთა მეფეთაჲ, ვაჭრობად და ლოცვად არმაზ ღმრთისა მათისა.
    60.     ხოლო მე წარვჰყევ მათ თანა და მივიწიენით ქალაქად მცხეთად, წიაღით მოგუთას, ჴიდსა ზედა დავდეგით მუნ და ვხედევდით ცეცხლის მსახურსა მას ერსა.
    61.     და მოგუებასა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდე წარწყმედისა მათისათჳს და უცხოვებასა-ცა ჩემსა ვეგლოვდი.


5

    1.     [...]


6

    1.     მოწევნაჲ წმიდისა ნინოჲსი მცხეთად, აღწერილი მისივე სალომე უჟარმელისაჲ
    2.     ხვალისაგან იყო ჴმაჲ ოხრისაჲ და საყჳრისაჲ.
    3.     და გამოვიდოდა ერი ურიცხჳ; ვითარცა ყუავილოსანნი, ზარნი და საშინელნი გამოვიდოდეს.
    4.     ხოლო მეფჱ არღასადა შეძრულ იყო.
    5.     და ვითარცა ჟამ-სცა ჟამმან, სივლტოლაჲ და მი-და-მო მალვაჲ იყო ყოვლისა კაცისაჲ
    6.     და შეივლტოდა ყოველი კაცი საფარველსა ქუეშჱ, რამეთუ გამო-სადმე-ვიდოდა ნანა დეუფალი.
    7.     და ვითარცა განვლო ნანა დედოფალმან, მაშინღა ნელიად-ნელიად გამოვიდოდა ყოველი ერი.
    8.     და შეამკვეს ფოლოცი ყოველი სამოსლითა თითო-პირითა და ფურცლითა.
    9.     და იწყო ყოველმან ერმან ქებად მეფისა.
    10.     და მაშინ გამოვიდა მირეან მეფჱ თუალთშეუდგამითა ხილვითა.
    11.     და ვჰკითხე ჰურიასა დედაკაცისა, თუ: „რაჲ არს ესე?“ და მან მრქუა: „ღმერთი ღმერთთა მათთაჲ უწესს მას, არმაზ, რომელ არაჲ არს სხუაჲ გარეშჱ კერპი“.
    12.     ხოლო მე წარვედ ხილვად არმაზისა.
    13.     და აღივსნეს მთანი იგი დროშაჲთა და ერითა, ვითარცა ყუავილითა.
    14.     ხოლო მე შეუსწრვე ციხედ არმაზდ და დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა
    15.     და ვხედევდი საკჳრველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენითა ვერ ეგების, ვითარ-იგი იყო ზარის აღსაჴდელი შიშით და ძრწოლით მეფეთაჲ მათ და ყოვლისა ერისაჲ.
    16.     და საზარო დგომაჲ ვიხილე: და აჰა, დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ,
    17.     და სამჴარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდა და იქცევოდა ჴელსა შინა,
    18.     რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს და იტყჳნ: „ვაჲ თუ და-სადა-ვაკლო რაჲ დიდებასა დიდისა ღმრთისა არმაზისსა
    19.     და შე-რას-მე-ვსცთე სიტყუასა ებრაელთა თანა, გინა მოგუთა სმენასა ოდენ დახუდომილ ვიყო მზის მსახურთა.
    20.     და რომელნიმე იტყჳან უცებნი დიდსა ვისმე ღმერთსა ცათასა, და ნუუკუე პოვოს რაჲმე ჩემ თანა ბიწი, და მცეს მახჳლი იგი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა ქუეყანასა“.
    21.     და შიშით თაყუანის-სცემდეს ყოველნი.
    22.     და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროჲსაჲ და სახელი მისი გაცი.
    23.     და მარცხლ მისა – კერპი ვეცხლისაჲ და სახელი მისი გა, რომელნი-იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან-ქართლით.
    24.     მაშინ ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთჳს ქუეყანისა ჩრდილოჲსათა, დაფარვასა ნათლისასა და დაპყრობასა ბნელისასა.
    25.     ვხედევდი მეფეთა მათ ძალ-დიდთა და ყოველთა მთავართა, რამეთუ ცოცხლივ შთაენთქნეს ეშმაკსა, ვითარცა მკუდარნი ჯოჯოხეთსა.
    26.     და იტყოდეს დამბადებელად ქვათა და ძელთა, და სპილენძსა და რკინასა და რვალსა გამობერვით განჭედილსა, ღმრთად თავყუანის-სცემდეს.
    27.     ესენი იცოდეს ცისა და ქუეყანისა შემოქმედად.
    28.     მაშინ მოვიჴსენე სიტყუაჲ იგი, რომელი მამცნო იობენალი პატრეაქმან, წმიდამან მამამან ჩემმან, ვითარმედ: „ვითარცა მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ
    29.     და მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოსა, ნათესავთა დგეველ, ზეფელ, ნარკადოველ, რომელ არს კაცნი ღმრთის მჴდომნი, მბრძოლნი და წინააღმდგომნი.
    30.     მაშინ ავიხილენ ზეცად და ვთქუ: „უფალო, უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი ესე.
    31.     და ესე არს დიდითა სულგრძელებითა შენითა, და იქმან, რასაცა იგონებენ მტუერნი ესე და ნაცარნი ქუეყანისანი,
    32.     არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ ხატი შენი არს კაცი, რომლისათჳს ერთი სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე ყოველი სოფელი.
    33.     ამათცა ნათესავთა მოხედენ და შეჰრისხენ სულთა ამათ უჩინოთა, სოფლის მპყრობელთა, მთავართა ამის ბნელისათა.
    34.     და მიჩუენე მე, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას, ნაშობსა მონისა შენისასა,
    35.     რაჲთა იხილონ მაცხოვარებაჲ შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და რაჲთა ჩრდილოჲ ბღუარსა თანა იხარებდეს
    36.     და ყოველმან ენამან შენ მხოლოსა ღმერთსა თავყუანის-გცეს ქ˜ჱ იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა,
    37.     რომელსა შუენის მადლობით დიდებისა შეწირვაჲ აწ და მარადის და მერმეთა მათ საუკუნეთა, ამენ“.
    38.     და ვითარცა წამის-ყოფაჲ თუალისაჲ იყო, დასავალით ჰაერნი და ქარნი შეიძრნეს და ჴმა-სცეს ქუხილთა ჴმითა საზარელითა.
    39.     და აჩნდა ღრუბელი მოწრაფჱ, ნიშანსაშინელი.
    40.     და მოიღო ნიავმან მზის დასავალისამან სული ჯერკუალი სიმწარისაჲ და სიმყრალისაჲ.
    41.     მაშინ ივლტოდა ყოველი კაცი სოფლად და ქალაქად.
    42.     და ეცა მათ დროჲ, რაჲთა შეიჭრნენ კაცნი საყოფლად.
    43.     და მეყს მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი და მოიღო სეტყუაჲ ლიტრისა სწორი მას ადგილსა ოდენ და დალეწნა კერპნი იგი, და დაფქვნა და დააწულილნა.
    44.     და დაარღჳნა ზღუდენი იგი ქარმან სასტიკმან და შთაყარ[ნ]ა იგი[ნი] კლდესა, რომელსა-იგი თქუენცა ჰხედევდით ანუ არა...
    45.     ...და თქუა მეფემან ცრემლით: „ჰჱ, ჰჱ, რაჲთმებოჲ ხოჯათ სთაბანუბ რასულ ფსარზად“.
    46.     ხოლო თარგმანებაჲ ესე არს: „მართალსა იტყჳ, ბედნიერო დედოფალო და მოციქულო ძისა ღმრთისაო“.
    47.     და ვითარცა დასცხრა რისხვაჲ იგი, გამოვედ კლდისა მისგან ნაპრალისა და ვპოვე თუალი იგი ბივრიტი,
    48.     აღვიღე და წარმოვედ წინა კერძო დასასრულსა მის კლდისასა, სადა ძუელ ქალაქი ყოფილ იყო, და მას ადგილსა ყოფილ არს ციხჱ.
    49.     და მუნ დგა ხჱ შუენიერი ბრინჯისაჲ, მაღალი და რტომრავალი.
    50.     მოვედ ქუეშჱ ხესა მას და გამოვინიშჱ ნიში იგი ქრისტეს ჯუარისაჲ.
    51.     და ვილოცევდი მუნ ექუს დღჱ.
    52.     ოდეს-იგი გამოხუედით სიმრავლჱ ერისაჲ და ეძიებდით ღმერთთა მათ, რომელთა ვნებაჲ დაჰბადეს, და არა ჰპოვეთ, მაშინ მე მუნ ვიყავ, რამეთუ დღჱ იყო მეექუსჱ თთჳსაჲ მის,
    53.     ოდეს-იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა.
    54.     მაშინ მოვიდა დაჲ ესე ჩემი შროშანა, სეფჱ ქალი, მიხილა და მოიყვანა ბერძლ-მეტყუელი დედაკაცი და მკითხა ყოველი გზაჲ ჩემი.
    55.     მაშინ ვხედევდ მე თუალთა მისთა ცრემლთა დინებასა უცხოვებისა ჩემისათჳს.
    56.     ოდეს ცნა ყოველი საქმჱ ჩემი, მაიძულა წარყვანებაჲ ჩემი სეფედ, ხოლო მე არა ვინებე, და იგი წარვიდა.
    57.     და მესამესა დღესა ჩამოვედ ქალაქად მცხეთად და მივიმართჱ სამოთხესა მას მეფისასა.
    58.     და მი-რაჲ-ვედ კარსა ზედა სამოთხისასა, იყო სახლაკი მცირჱ სამოთხის მცველისაჲ, და შე-რაჲ-ვედ შინა, ჯდა ესე დედაკაცი ანასტოს.
    59.     და ვითარცა მიხილა, აღდგა და შემიტკბო მე ვითარცა მეცნიერმან და მეგობარმან და დამბანნა ფერჴნი ჩემნი
    60.     და მცხო ზეთი და დამიგო ტრაპეზი და ღჳნოჲ და მაიძულა მე ჭამად და სუმად.
    61.     და დავყავ მის თანა ცხრა თთუჱ.
    62.     ესე იყო უშვილოჲ, და ზრუნვიდა ეგე და ქმარი მაგისი.
    63.     ჩუენებით ვხედევდ, მოვიდა კაცი ნათლისა ფერი და მრქუა მე: „სამოთხესა შევედ, ნაძუთა ქუეშჱ ბაბილოთა ადგილი არს მცირჱ, საყუარელად შემზადებული,
    64.     მიწაჲ აღიღე ადგილისა მისგან და შეაჭამჱ კაცთა მაგათ, და ესუას შვილი“.
    65.     ხოლო მე ვყავ ეგრჱთ.
    66.     და ესხნეს ძეებ და ასულებ მრავლად, რომელსა-ესე თჳთ ჰხედავთ.
    67.     და მათვე დღეთა შინა ორგზის და სამგზის ვიხილჱ ჩუენებასა შინა მცირედსა მას მირულებასა ჩემსა მუჴლთა ზედა:
    68.     მოვიდიან მფრინველნი ცისანი, შთავიდიან მდინარესა, დაიბანნიან და მოვიდიან სამოთხესა მას, და ბაბილოსა მას მოისთულებდიან და ყუავილსა მას ძოვდიან,
    69.     და მოწლედ ჩემდამო ღაღადებედ, რეცა ჩემი არს სამოთხჱ იგი, გარჱ მომადგიან ჟღავილით და ჴმობედ ჩემდა მომართ; მრავალფერად და შუენიერად იყო ხილვაჲ იგი მათი.
    70.     და მრავალგზის იყო ესე.
    71.     და უთხარ ესე დასა ჩემსა, ასულსა აბიათარისსა.
    72.     მომიგო და მრქუა მე მან: „უცხოვო და აქა შობილო, ტყუეო და ტყუეთა მჴსნელო, უწყი, რამეთუ შენ ზჱ მოიწია ახალი იგი ჟამი
    73.     და შენ მიერ ისმეს ჰამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი, ზეცისა მის კაცისაჲ უბრალოჲსა სისხლისაჲ უსამართლოდ დათხევისაჲ,
    74.     რომლითაცა ქმნა ღმერთმან ჰურიათა სირცხჳლი, ცის კიდეთა განბნევაჲ, მეფობისა დაცემაჲ და ტაძრისაჲ მის წმიდისა მოღებაჲ,
    75.     ერისა მის უცხოჲსა მოგებაჲ და თჳსად წოდებაჲ, და დიდებაჲ მათა მიცემად“.
    76.     და კუალად თქუა: „იერუსალჱმ, იერუსალჱმ, ვითარ განგიმარტვან შვილნი შენნი! და შეიკრებ ყოველთა ცის კიდისა ნათესავთა ფრთეთა ქუეშჰ შენთა“.
    77.     აჰა ესერა აქაცა მოსრულ არს დედაკაცი ესე და შეცვალოს ყოველი წესი ქუეყანისაჲ ამის“.
    78.     და მომექცა და მრქუა: „ჩუენებაჲ შენი არს ესე, რამეთუ ადგილი ესე სამოთხისაჲ შენ მიერ იქმნეს სამოთხჱ სადიდებელად ღმრთისა,
    79.     რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.


7

     1.     რომელი აღწერა დედაკაცმან ჰურიამან, სახელით სიდონია, ასულმან აბიათარ მღდელისამან
    2.     და იყო ოდეს მოხედა ღმერთმან წყალობით ქუეყანასა ამას დავიწყებულსა ჩრდილოჲსასა – კავკასიათა, სომხითისა მთეულსა, რომლისა მთანი დაეფარნეს ნისლსა,
    3.     და ველნი – არმურსა ცთომისა და უმეცრებისასა, და იყო ქუეყანაჲ ესე ჩრდილო მზისაგან სიმართლისა,
    4.     ძისა ღმრთისა მოსლვისათჳს და ცნობისა, ვითარცა სახელი ერქუა სამართლად ჩრდილოჲ.
    5.     არაჲ თუ ამის მზისა ნათლისაგან დაკლებულ იყო, ანუ აწ არს დაკლებულ მისგან, ყოველი ცასა ქუეშჱ მყოფი იხილავს და ყოველსა ჰხედავს იგი,
    6.     და რომელსა სიცხითა მიჰრიდის, ნათლითა ყოველსა ადგილსა მიხედის.
    7.     ესე არა თუ ამისთჳს ერქუა ქუეყანასა ამას ჩრდილო, არამედ იყვნეს ესოდენნი წელნი და ესთენნი ნათესავნი ნოვესითგან და ებერისითგან და აბრაჰამისითგან.
    8.     და მუნ შინა იყო იობ აზნაური, განცდილი განმცდელისაგან ვითარცა იოსებ, მოსე, ისუ, მღდელნი და მსაჯულნი
    9.     და შემდგომითი-შემდგომად, რომელი-იგი ვიცით სმენილი წიგნთაგან საღმრთოთა.
    10.     გარდაჴდეს ქრისტჱს მოსლვადმდე წელნი ჭ~ფ, შობითგან ქრისტჱსით ვიდრე ჯუარ-ცუმამდე ლ~გ, და ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით
    11.     ვიდრე კოსტანტინე ბერძენთა მეფესა მონათლვადმდჱ ტ~ია; და ათოთხმეტისა წლისა შემდგომად მოივლინა ქუეყანასა ჩუენსა ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ ნინო,
    12.     დედოფალი ჩუენი, ვითარცა ბნელსა შინა მთიები რაჲ აღმოჰჴდის და ცისკარი აღიღის, და მისა შემდგომად აღმოვალნ დიდი იგი მფლობელი დღისაჲ.
    13.     ეგრეთ იყო ცხორებაჲ ჩუენი, ქართველნო, რამეთუ ვიქცეოდეთ ნათელსა და მკჳდრ ვიყვენით ბნელსა,
    14.     ვიხარებდით შუებითა და ვიუნჯებდით გლოვასა, რომლისა ნუგეშინის-მცემელი არა იყო.
    15.     ვჰმსახურებდით სამჱ დაბადებულთა და არა დამბადებელსა, ქერობინთა ეტლთა ზედა მჯდომარისა წილ მთათა მაღალთა თავყუანის-სცემდეს მამანი ჩუენნი, გებალსა.
    16.     და გარიზინსა, და მას ზედა არა იყო არცა ღმერთი, არცა მოსჱ, არცა ნიში მათი, არამედ კერპნი ქვისანი უსულონი.
    17.     ხოლო ამას ქუეყანასა ქართლისასა იყვნეს ორნი მთანი და მათ ზედა ორნი კერპნი: არმაზ და ზადენ, რომელნი იყნოსდეს სულმყრალობით ათასსა სულსა ყრმისა პირმშოჲსასა.
    18.     არმაზ და ზადენ, და შესაწირავად უჩნდეს მშობელთა მათთა მსხუერპლად, ვითარმცა უკუნისამდე არა იყო სიკუდილი.
    19.     და ესე იყო მოაქამდჱ.
    20.     ხოლო იყვნეს კერპნი სხუანიცა სამეფონი: გაცი და გა.
    21.     და შეიწირვოდა მათა ერთი სეფჱწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა.
    22.     და ამის ყოვლისა შემდგომად თხრობასა გითხრობ მამისა ჩემისასა, რომელი წიგნთაგან ვიცი კითხვით, და მამისა ჩემისაგან თხრობილსა.
    23.     ოდეს-იგი მეფობდა ჰეროდე და მოგუესმა აქა, ვითარმედ სპარსთა იერუსალჱმი დაიპყრესო.
    24.     გლოვისა წიგნი მოეწერა ყოველთა ჰურიათა მომართ ქართლისათა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდის-წყაროველთა მწიგნობართა,
    25.     და სობის-კანანელთა თარგმანთა, ვითარმედ: „ათორმეტნი მეფჱნი მოვიდესო დაპყრობად ქუეყანისა ჩუენისა“.
    26.     და ყოველნი შეიძრნეს სივლტოლით შეწევნად მათა ხოლო შემდგომად მცირედ-რჱ მოიწია სხუაჲ ღაღადისი ნუგეშინის-ცემისაჲ ი˜ჱმით ყოველსა ქუეყანასა,
    27.     ვითარმედ: „სპარსნი იგი არა დაპყრობად ქუეყანისა მოვიდეს, არამედ აბჯრისა და საჭურველისა წილ და საგზლისა
    28.     აქუნდა ოქროჲ ყჳთელი, მური მწრაფლ მკურნალი წყლულისაჲ, და გუნდრუკი სულ-ჰამოჲ, ესე ყოველსა მჴედარსა მათსა.
    29.     და თჳთ მეფეთა თითო სატჳრთი აქუნდა, და ეძიებდეს ყრმასა ვისმე ახლად შობილსა, ძესა დავითისსა, რომელიცა პოვეს მწირი ერთი, მწირისა დედაკაცისა ძჱ,
    30.     უჟამოდ შობილი უადგილოსა ადგილსა, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ გარჱ-მდგომთაჲ.
    31.     ესენი მის ყრმისა მოვიდეს და თავყუანის-სცეს, და ესე ყოველი ძღუენი მისა შეწირეს.
    32.     და მთაჲ გარდავლეს და წარვიდეს მშჳდობით.
    33.     აწ ნუ გეშინინ, ჰურიანო, მე, ჰეროდე, ვეძიებდ და არა ვპოვე ყრმაჲ იგი და არცა დედაჲ მისი, არამედ აწ წარვჰმართო მახჳლი ყოველსა წულსა ზედა ორით წლითგან და უდარესსა,
    34.     და მოწყდეს იგიცა მათ თანა აწ გულ-დებულ იყვენით, რამეთუ უცნებით იყო ესე ყოველი“.
    35.     ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ოც და ათნი, მოწერა ანა მღდელმან იერუსალჱმით მამის-მამისა ჩემისა ოზიაჲსა,
    36.     ვითარმედ: „იგივე ყრმაჲ, რომლისა სპარსთა მეფენი მოსრულ იყვნეს ძღუნითა, იგი ყრმაჲ გან-სამჱ-ზრდილ არს, საზომსა ჰასაკისასა მოწევნულ არს.
    37.     წყალსა მას იორდანისასა ზაქარიაჲს ძისა განვიდოდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი, და შენი მამის დედის ძმაჲ ელიოს თანავე იყო.
    38.     და აჰა ესერა ცაჲ ქუხდა და ქუეყანაჲ იძრვოდა, მთანი ჰკრთებოდეს, ბორცუნი იმღერდეს, ზღუაჲ დგა, წყალნი აღმართ დიოდეს,
    39.     ზაქარიაჲს ძჱ ივლტოდა და ჩუენ ყოველთა ზარი შეძრწუნებისაჲ დაგუეცა.
    40.     და ერისა სიმრავლისათჳს დავიდუმეთ საქმჱ ესე, რომელი იყო სამჱ ცხად საუკუნითგან ღმრთისა თანა“.
    41.     და მეოთხესა წელსა გამოჴდა ბრძანებაჲ იერუსალჱმით ჰეროდე მეფისაგან,
    42.     ვითარმედ: „ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, განბნეულთა ყოველსა ქუეყანასა იხილეთ ერთი ღმერთი და იგულეთ და ისმინეთ ერთი შჯული.
    43.     და ისწავეთ ერთი სიტყუაჲ მოსესი, რომელი თქუა: „რომელმან ქუეყანასა ზედა თქუას ღმრთად თავი თჳსი, ძელსა დამოეკიდენ“.
    44.     და მერმე თქუა: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოკიდებულ იყოს ძელსა“.
    45.     აწ ესერა აღდგა კაცი ერთი, და სახელი მისი იესუ, თავით თჳსით ჰხადის ღმერთსა მამად და რეცა თუ არს იგი თჳთ ვითარცა ღმერთი,
    46.     მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა და აღვასრულოთ მცნებაჲ ღმრთისაჲ და მოსჱსი“.
    47.     და წარვიდა აქაჲთ მამის დედის ძმაჲ ჩემი ელიოს, კაცი მოხუცებული.
    48.     და ესუა მას დედაჲ ტომისაგან ელი მღდელისა, და ესუა ერთი ხოლო დაჲ ელიოზს.
    49.     ევედრებოდა დედაჲ ძესა თჳსსა და ეტყოდა: „წარვედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა შჯულისასა.
    50.     ხოლო რომელსა იგინი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობაჲ შენი მას ყოვლადვე, ნუ, შვილო ჩემო, რამეთუ სიტყუაჲ არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ და იგავი ბრძენთაჲ,
    51.     საიდუმლოჲ არს დაფარული ჰურიათაგან, ხოლო წარმართთა ნათელ და ცხორება საუკუნო“.
    52.     და წარვიდა ელიოზ და ყოველნი ჰურიანი ქართლით.
    53.     და აღესრულა ყოველივე, რომელი აწ ვიცით ნინოჲს მიერ, ევანგელეთაგან ქრისტჱს მიერ.
    54.     ხოლო სამოსელი იგი ჰხუდა ამას ქუეყანასა წილით და წარმოიღო ელიოზ.
    55.     ხოლო დედასა მისსა, ვითარცა ესმა ჴმაჲ, ოდეს პასანიკმან ჯუარსა ზედა სამშჭუალსა დასცა კუერი მჭედლისაჲ ი˜ჱმს,
    56.     აქა ესმა ჴმაჲ და იკრჩხიალნა მწარედ დედაკაცმან მან
    57.     და თქუა: „მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა.
    58.     ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა წინარჱ მოვკუედ, რომელმცა ესე არღარა სმენილ იყო, და არცა კნინ უკუანაჲს-რჱ დავრჩი,
    59.     რომელმცა მეხილვა ნათელი გამობრწყინვებული წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა ისრაჱლისაჲ“.
    60.     და ამას სიტყუასა ზედა შეისუენა დედაკაცმან მან, დედამან ელიოსისმან.
    61.     ხოლო ამან ელიოზ მოიღო კუართი იგი მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსი მცხეთად, სახლად ჩუენდა, და იხილა, რამეთუ მომკუდარ იყო დედაჲ მისი ამას სიტყუასა ზედა.
    62.     ხოლო დაჲ მისი მიეგებვოდა შესუარული ცრემლითა, ვითარცა სისხლითა,
    63.     და მოეხჳა ყელსა ძმისა თჳსისასა და მოუღო სამოსელი იგი იესუჲსი და შეიტკბო მკერდსა თჳსსა ზედა.
    64.     და მწრაფლ სულნი წარჰჴდეს სამითა ამით სიმწარითა: სიკუდილითა დედისაჲთა, და უმეტჱს ტკივილითა სიკუდილსა ზედა ქრისტჱსსა და სურვილითა მის სამოსლისაჲთა.
    65.     მაშინ იყო შფოთი დიდი მცხეთას შინა მეფეთაჲ და მთავართაჲ და ყოვლისა ერისაჲ.
    66.     და იხილა მეფემან ამაზაერ სამოსელი იგი იესუჲსი და უნდა წარღებაჲ მისი, ხოლო ზარსა მას ზედა დედაკაცისა მკუდრისა ჴელთ-გდებასა, შეშინდა და ვერ იკადრა.
    67.     ხოლო ელიოზ დაჰმარხა დაჲ იგი თჳსი, და ჴელთა მისთა აქუნდა სამოსელი იგი.
    68.     და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან იცის, და იცის დედამან ჩემმან ნინო და არა იტყჳს, რამეთუ არა ჯერ-არს სიტყუად აწ.
    69.     არამედ ესე ხოლო კმა-იყავნ ნინოჲს მოწაფეთათჳს და ქრისტჱს მორწმუნეთა, რამეთუ მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მის ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა.
    70.     თჳნიერ ესე მესმა მამისა ჩემისაგან: „არს სხუაჲცა ძალითა შემოსილი, მრჩობლი იგიცა, ხალენი ელიაჲსი ამას ქალაქსა შინა ჴელთა ჩუენთა,
    71.     საკურთხეველისა სიმტკიცესა ქუეშე, ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა“,
    72.     რამეთუ მრავალგზის მაბირა მე დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რაჲთა გამოვსწულილო ადგილი იგი სამოსლისაჲ მის გულითად.
    73.     ხოლო მან ესთენ დადვა ნაწილი ჩემ თანა და მრქუა: „აქა არსო ადგილი სამარხვოჲ მისიო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ,
    74.     მას ზედა არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელ“.


8

     1.     თქუმული სიდონიაჲსივე დედაკაცისაჲ
    2.     ოდეს ვიხილჱ ასულმან აბიათარისმან სიდონია წმიდაჲ ნინოჲ თავსა ციხისასა პირველ მცხეთისასა, კოშკსა მას მაღალსა ბრინჯთა მათ ქუეშჱ,
    3.     ბრატმან მეფისა საგრილთა და სასუენებელთა ჯდა, ოდეს-იგი შემუსრნა უფალმან არმაზ და სხუანი იგი კერპნი საზარელითა რისხვითა პირისა მისისაჲთა,
    4.     რომელი-იგი წინა წერილ არს ანდერძსა მას მისსა შინა, ხოლო ვიდრე რწმუნებადმდჱ დედოფლისა ნანაჲსა ქ˜ჱ ღმერთი ძედ ღმრთისა.
    5.     სანატრელმან წმიდამან ნინო დაყო ექუსი წელი, ვითარ-იგი თჳთ იტყჳს ყოფასა შინა მისსა, და ოდესმე შჳდნი დედანი დაგჳმოწაფნა შჯულსა მისსა,
    6.     რამეთუ ჰყოფდა ფარულად კურნებათა მრავალთა, ვიდრემდის ნებსით იწყო კურნებაჲ განგებითა ღმრთისაჲთა.
    7.     დედოფლისა ნანაჲს ზედა აჩუენა ღმერთმან პირველად ძალი მისი მიერ მაყულოვანსა მას შინა,
    8.     განკურნა ლოცვითა მისითა სენისა მისგან მძიმისა, რომლისა ჴელოვნებამან კაცთამან ვერ შეუძლო განკურნებაჲ მისი.
    9.     და შემდგომად მისა მოგჳ მთავარი სპარსი ხუარა სნეულ იყო, სულითა უკეთურითა ფიცხლად იგუემებოდა, სიკუდიდ მიწევნულ იყო.
    10.     და იყო მთავარი იგი დედის ძმაჲ ნანაჲსი, დედოფლისაჲ.
    11.     მაშინ ევედრნეს დედასა ჩემსა ნინოს ნანა დედოფალი; და მეფეცა იხილვიდა მცირე-მცირედ საქმესა მას
    12.     და ორგულებით ეტყოდა ნინოს: „რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ საქმესა ამას კურნებისასა?
    13.     ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი, უცხოვებით მოხუედ და შეუ[ვ]რდი, ხოლო მას ზედა-აც მოწყალებაჲ, და მიგანიჭეს ძალი კურნებისაჲ,
    14.     რაჲთა მით სცხოვნდებოდი უცხოსა ამას ქუეყანასა.
    15.     და დიდებულმცა არიან უკუნისამდე! ხოლო შენ წინაშე ჩემსა იყავ მარადის, ვითარცა ერთი მაწოვნებელთაგანი, პატივცემულ ქუეყანასა ამას,
    16.     არამედ უცხოსა მას სიტყუასა ნუ იტყჳ, ჰრომთა მათ შეცთომილთა შჯულსა, და ნუ გნებავნ ყოვლადვე აქა თქუმად,
    17.     რამეთუ აჰა ესერა ღმერთნი, დიდთა ნაყოფთა მომცემელნი და სოფლის მპყრობელნი, მზის მომფენელნი და წჳმისა მომცემელნი.
    18.     ქუეყანით ნაყოფთა განმზრდელნი, ქართლისანი – არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი.
    19.     და ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი – გაცი და გა, და თავი შენი იგი იყავნ დასარწმუნოვებად კაცთა მიმართ.
    20.     და აწ, უკუეთუ განჰკურნო მთავარი ესე, განგამდიდრო და გყო მკჳდრ მცხეთას შინა მსახურად არმაზისა,
    21.     ეგე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუშანა ყოვლადვე მტერ არიან.
    22.     ამან მის ზედა ზღუაჲ მოადგინის და მან ამის ზედა ერთი ნუ რაჲმე მოაწიის, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ სოფლის მპყრობელთა, და კმა-გეყავნ ჩემგან ბრძანებად ესე“.
    23.     მიუგო ნეტარმან ნინო მეფესა და ჰრქუა: „მეფე, შენ უკუნისამდე ცხოვნდი სახელითა ქრისტესითა
    24.     და ვედრებითა წმიდისა დედისა მისისაჲთა და მის თანა ყოველთა წმიდათაჲთა.
    25.     მოავლინენ შენ ზედა ღმერთმან, ცისა და ქუეყანისა შემოქმედმან, დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან,
    26.     დიდისა დიდებისა მისისაგან და აურაცხელისა მოწყალებისა მისისაგან, ვითარცა საჴუმილისაგან ნაბერწყალი ერ[თ]ი მადლისა მისისაჲ,
    27.     რაჲთა სცნა და გულისხმა-ჰყო სიმართლჱ ცისაჲ და სინათლჱ მზისაჲ, სიღრმჱ ზღჳსაჲ და საძირკუელნი მისნი, სივრცჱ ქუეყანისაჲ და საფუძველნი მისნი,
    28.     და რაჲთა უწყებულ იყო შენ, მეფჱ, თუ ვინ შემოსნა ცანი ღრუბლითა და ქუხილნი ჴმითა ჰაერისაჲთა,
    29.     და იძრვინ ქუეყანაჲ სიმძაფრითა მისითა და რბიოდიან მეხის-ტეხანი, კუალსა მისსა ეგზებინ ცეცხლი გულისწყრომითა მისითა,
    30.     ანუ ოდეს შეიძრის ვეშაპი იგი დიდი, რომელ არს ზღუასა შინა, და შეძრის ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრემდის დაირღჳან მთანი მყარნი და კლდენი;
    31.     და მეცნიერ გყავნ შენ ამას ყოველსა ზედა-მიწევნით,
    32.     რამეთუ ღმერთი არს ცათა შინა და უხილავ არს თავადი იგი ყოვლისაგან დაბადებულისა, თჳნიერ მისა, რომელი-იგი მისგან გამოვიდა.
    33.     ესე მოივლინა ქუეყანასა ზედა ვითარცა კაცი, რომელმან ყოველივე აღასრულა, რომლისათჳსცა მოსრულ იყო, და აღჴდა მათვე სიმაღლეთა მამისა თანა.
    34.     მან მხოლომან იხილა დაუსაბამოჲ იგი, და იგი მხოლოჲ მის თანა არს, რომელი-იგი მდაბალთა ჰხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის.
    35.     ხოლო აწ, მეფე, ახლოს არს მიახლებაჲ შენი ღმრთისა.
    36.     მე ვხედავ, რამეთუ არს ამას ქალაქსა სასწაული ერთი, სამოსელი ძისა ღმრთისაჲ, და ხალენისა მის ელიაჲსისა ყოფაჲ ვიეთმე აქა თქუეს,
    37.     და მრავალნი სასწაულნი არიან აქა, რომელნი თჳთ ღმერთმან გაუწყნეს.
    38.     ხოლო მე ესე მთავარი განვკურნო ძალითა ქრისტე[ს] ჩემისაჲთა და ჯუარითა ვნებისა მისისაჲთა, ვითარცა-იგი დედოფალი ნანა განკურნა ღმერთმან სენისა მისგან ფიცხლისა
    39.     და რაჲ-იგი ვაუწყე მას, ჰყოფს მას იგი, რაჲთა სულიცა თჳსი განაბრწყინვოს და ერიცა თჳსი მიაახლოს ღმერთსა“.
    40.     მაშინ მოჰგუარეს მთავარი იგი, და წარიყვანა წმიდამან ნინო და მე და ნანა დედოფალი სამოთხესა მას შინა,
    41.     ნაძუთა მათ ქუეშჱ, დაადგინა იგი და აღმოსავალით აღპყრობად-სცნა ჴელნი მისნი.
    42.     და ათქუმია სამგზის: „ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და შეუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა“.
    43.     და ტიროდა სულ-თქუმითა სულისა თჳსისაჲთა წმიდაჲ ნინო და ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა კაცსა მას ზედა, და ჩუენ მის თანა, ერთ დღჱ.
    44.     და მწრაფლ განვიდა სული იგი ბოროტი.
    45.     და დაემოწაფა წმიდასა ნინოს იგი და ყოველი სახლი მისი, და ადიდებდა ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ა˜ნ.


9

     1.     თქუმული მისივე
    2.     და იყო დღჱსა ერთსა, ზაფხულის პირსა, თუესა ივლისსა ოცსა, დღჱსა...
    3.     იგი ქალაქი განვიდოდეს მიგებებად მეფისა, რამეთუ პირველ ესმინა წარწყმედაჲ და მერმე მოქცევაჲ მშჳდობით.
    4.     და მიეგებვოდეს ქინძარს და ღართს.
    5.     და იყო სიხარული დიდი მშჳდობით მოქცევისათჳს.
    6.     ხოლო ნეტარი ნინო დადგრომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა ჩუეულებისაებრ მაყლოვანსა მას შინა, და ჩუენ მის თანა ორმეოც და ათი სული.
    7.     და იყო, ვითარცა შემოვიდა მეფჱ, იძრვოდა ყოველი იგი ქალაქი, და ჴმითა მაღლითა ღაღადებდა მეფჱ და იტყოდა:
    8.     „სადა უკუე არს დედაკაცი იგი უცხოჲ, რომელ არს დედაჲ ჩემი, და ღმერთი იგი მისი მჴსნელი ჩემი?“.
    9.     და ვითარცა ესმა, ვითარმედ აქა მაყლოვანსა შინა არს და ილოცავს, მოდრკა მეფჱ და ყოველი იგი ლაშქარი,
    10.     მოვიდა და გარდამოვარდა საჴედრისაგან და ეტყოდა ნინოს: „აწ ღირს ვარა ხადიდ სახელსა ღმრთისა შენისასა და მჴსნელისა ჩემისასა?“
    11.     ხოლო წმიდაჲ იგი ასწავებდა და აწუევდა მწრაფლ თავყუანის-ცემასა აღმოსავალით ქრისტჱსა, ძესა ღმრთისა[ჲ]სა.
    12.     მაშინ იგი გრგჳნვაჲ და ტირილი ყოვლისა მის ერისაჲ,
    13.     რამეთუ ჰხედვიდეს მეფჱსა და დედოფლისა ცრემლთა დინებასა სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა დიდისა, რომელი იქმნა.
    14.     და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა.
    15.     ხოლო ნეტარი ნინო ასწავებდა დღჱ და ღამჱ ყოველსა კაცსა ჭეშმარიტსა მას გზასა სარწმუნოვებისასა.


10

     1.     მისივე აღწერილი აღშენებისათჳს ეკლესიათაჲსა
    2.     ხოლო მეფჱ ეტყოდა ნინოს აღშენებისათჳს ეკლესიისა, ოდეს-იგი წარემართა მეფჱ და ყოველი ერი მოწრაფებით ქ˜ანობასა, ვიდრე მღდელთა მათ მოსლვადმდჱ საბერძნეთით.
    3.     ჰრქუა მეფემან მორწმუნემან წმიდასა ნინოს: „სადა უშენო სახლი ღმერთსა?“ ხოლო ნეტარმან მან ჰრქუა: „სადაცა მეფეთა გონებაჲ მტკიცე არს“.
    4.     ხოლო მეფემან ჰრქუა: „მიყუარან მაყუალნი ეგე შენნი და მუნ მინებს გონებითა,
    5.     არამედ არა ესრჱთ, არამედ არა ვჰრიდო სამოთხესა მას სამეუფოსა და ნაძუთა სიმაღლესა და ბაბილოთა მათ ნაყოფიერებასა და ყუავილთა მათ სულნელებასა,
    6.     არამედ მას შინა აღვაშენო ტაძარი სალოცველად ჩემდა, რომელი ეგოს უკუნისამდე“.
    7.     და მეყსეულად მოიღეს ძელი და იწყეს შენებად.
    8.     და მოჰკუეთეს ნაძჳ იგი და შემზადეს სუეტად და ძირთა მისთა ზედა დადვეს საფუძველი ეკლესიისაჲ.
    9.     და იყო სუეტისა მის საშინელ ხილვაჲ და საძირკუელი, რომელი ზემო წერილ არს.
    10.     ხოლო ოდეს მოიწია ჟამი აღმართებად სუეტი იგი პირველ მოჴსენებული, იწყეს ხუროთა მათ აღმართებად და ვერ უძლეს.
    11.     მაშინ შეკრბა სიმრავლჱ ურიცხჳ და მეფჱ მათ თანა.
    12.     იწყეს ფერად-ფერადთა ღონეთა და მანქანათა მზადებად.
    13.     არა თუ აღმართებად ოდენ ვერ შეუძლეს, არამედ შეძრვადცა.
    14.     და უქმ იქმნა ყოველი სიბრძნჱ და ღონის-ძიებაჲ კაცთაჲ
    15.     და, რაჲთ სუეტისა მის აღმართებითა საკჳრველად ღმერთი იდიდოს და კაცნი უმეტესად დაემტკიცნენ სარწმუნოვებასა.
    16.     და ვითარ ვერ შეუძლეს აღმართებად და უმარჯუ იქმნა საქმჱ იგი, წარვიდა მეფჱ და ყოველი ერი გულ-[გ]დებული ურვისაგან და მწუხარჱ იყვნეს ამას ზედა.
    17.     ხოლო ნეტარი ნინო დაშთა ადგილსავე, და ათორმეტნი დედანი სხუანი.
    18.     ხოლო სანატრელი იგი გოდებდა და დაადენთა ცრემლთა სუეტსა მას ზედა.
    19.     და ვითარცა შუვაღამჱ ოდენ იყო, წარმოიქცეოდეს ორნი ესე მთანი – არმაზ და ზადენ, რეცა თუ ესრჱთ ჩამოირღუევოდეს, და დააყენნეს ორთავე წყალნი იგი.
    20.     და მტკუარმან გარდამოხეთქა და წარჰქონდა საშინელად ქალაქი.
    21.     და მიერ შეიქმნნეს ჴმანი საშინელნი და საზარელნი ტყებისა და სივლტოლისანი.
    22.     ეგრევე არაგჳ გარდამოჴდა ციხესა ზემოჲთ და იქმნებოდეს საშინელნი გრგჳნვანი.
    23.     და შეშინდეს დედანი იგი და ივლტოდეს, და მეცა მათ თანავე,
    24.     ხოლო ნეტარი წმიდაჲ ნინო ღაღადებდა: „ნუ გეშინინ, დანო ჩემნო, მთანი იგი მუნვე ჰგიან და წყალნი იგი მუნ-ვე დიან და ერსა ყოველსა სძინავს.
    25.     ხოლო ესე, რომელ რეცა მთანი დაირღუეს, სამართლად გუაჩუენებს, რამეთუ ურწმუნოვებისა მთანი დაირღუეს ქართლს შინა.
    26.     და წყალნი რომელ დაეყენნეს, დაეყენა სისხლი იგი ყრმათაჲ ეშმაკთა შეწირვისაჲ.
    27.     ხოლო ჴმანი ესე ტყებისანი არიან ეშმაკთა სიმრავლისანი, რამეთუ ეგლოვიან თავთა მათთა ოჴრებასა,
    28.     რამეთუ არიან იგინი მეოტ ამით ადგილით ძალითა მაღლისაჲთა და ჯუარითა ქრისტჱსითა.
    29.     მოიქეცით და ილოცევდით ღმრთისა მიმართ, შვილნო!“ და მეყსეულად დასცხრეს ჴმანი იგი, და იყო არარაჲ.
    30.     და დადგა წმიდაჲ ნინო და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ცად მიმართ, და თუალნი ღმრთისა მიმართ, ილოცვიდა
    31.     და ევედრებოდა, რაჲთა არა დააბრკოლოს საქმჱ ესე სარწმუნოვებისაჲ მტერმან, რომელსა წადიერებით წარმართებულ არს მეფჱ და ყოველი ერი.
    32.     და ვიდრე არღა ეყივნა ქათამსა, სამთავე კართა სცა ზარსა ლაშქარმან ძლიერმან და დალეწნეს კარნი ქალაქისანი.
    33.     და აღივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრითა და მეყსეულად შეიქმნნეს ზარის აღსაჴდელნი ზრინვანი, და ყივილნი და კლვაჲ ერისაჲ, ვითარმცა სისხლი დიოდა.
    34.     და აღივსო ყოველი ადგილი, და მოვიდა ჩუენ ზედა სიმრავლჱ ზახილთაჲ და მახჳლთაჲ, და დადნეს ჴორცნი ჩუენნი და განილია სული ჩუენი.
    35.     ხოლო მე ვტიროდე მამისათჳს და ნათესავთა ჩემთათჳს, და მწრაფლ მესმა, ჴმობდეს ძლიერად:
    36.     „ამას ბრძანებს მეფჱ სპარსთაჲ ხუარა და მეფეთმეფჱ ხუარან ხუარა, ყოველი ჰურიაჲ განარინეთ პირისაგან მახჳლისა“.
    37.     ვითარცა ესე მესმა, მოვეგე გონებასა, შეორგულდი მე და ათნი იგი ჩემ თანა.
    38.     და მოახლებულ იყვნეს მახჳლოსანნი და ჩუენსა გარემოჲს სცემდეს და კლვიდეს.
    39.     და ისმა ჴმაჲ ძლიერად, მირეან მეფჱ შეიპყრესო.
    40.     და გარე-მოიხილა მჴნედ მოღუაწემან მან და თქუა: „კუალად ყვესა? ვიცი, რამეთუ დიდად შჭირს“.
    41.     და ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ ესე ნიშანი მათისა წარწყმედისაჲ არს, და ქართლისა ცხორებისაჲ და ამის ადგილისა დიდებისაჲ.
    42.     და ნუგეშინის-გუცემდა, ვითარცა მოძღუარი ჴელოვანი, ნანდჳლვე ჭეშმარიტად მოძღუარი და მოციქული ქრისტესი წმიდაჲ ნინო.
    43.     და მოექცა ერსა მას მომავალსა ჩუენ ზედა და ჰრქუა: „სადა არიან მეფენი სპარსთანი ხუარა და ხუან ხუარა? საბასტანით გუშინ წარმოხუედითა? მალჱ მოხუედით.
    44.     და დიდად სამჱ არს ლაშქარი, უზომო ვიდრემე ხართ, და ძლიერად დაჰლეწეთ ქალაქი ესე, მახჳლი დაეცით.
    45.     [უბრძანებ] ქართა და ნიავთა: წარვედით ბნელთა ჩრდილოჲსათა მთათა მათ კედარისათა.
    46.     აქა მოვიდა იგი, რომელსა თქუენ ევლტოდეთ“.
    47.     და განძრა მარჯუენე თჳსი და დასწერა ჴელითა სახჱ ჯუარისაჲ.
    48.     და მეყსეულად უჩინო იქმნა ყოველი იგი სიმრავლჱ ერისაჲ, და იქმნა დაყუდება დიდ.
    49.     და ჩუენ ვადიდებდით ღმერთსა, და ვჰნატრიდით წმიდასა და სანატრელსა ნინოს.
    50.     და ვითარცა ცისკარი აღეღებოდა მცირედ, მიერულა დათა მათ ჩემთა, ხოლო მე მღჳძარჱ ვიყავ.
    51.     და წმიდაჲ ნინო დგა ჴელ-აღპყრობილ.
    52.     და აჰა ესერა ზედა-მოადგა ჭაბუკი ერთი ყოვლადვე ნათლითა შემოსილი, და მოებლარდნა ცეცხლის-სახედ ზეწარი.
    53.     და არქუნა სამნი რაჲმე სიტყუანი ნეტარსა ნინოს.
    54.     ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა თჳსსა.
    55.     ხოლო ჭაბუკმან მან მიყო ჴელი სუეტსა მას და უპყრა თავი და აღამაღლა და წარიღო სიმაღლესა ცათასა.
    56.     და მე განკჳრვებული მივეახლჱ და ვარქუ ნეტარსა დედოფალსა: „რაჲ არს ესე?“.
    57.     ხოლო მან მომიდრიკა თავი ჩემი ქუეყანად.
    58.     და მე ტირილდ ვიწყე ზარსა მას ზედა.
    59.     და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღდგა ნეტარი იგი და მეცა აღმადგინა და განვეშორენით მას, ადგილსა მას.
    60.     ხოლო დედანი იგი იყვნესვე კიდე.
    61.     და აჰა ვიხილე სუეტი იგი ცეცხლის-სახედ ჩამოვიდოდა და მოეახლა ხარისხსა მას თჳსსა.
    62.     და ვითარ დაემართა, და დადგა ზედა ხარისხსა მას ქუეყანით აღშორებულად ვითარ ათორმეტ წყრთა და ნელიად ჩამოიცვალებდა თჳსსავე მას ზედა ნაკუეთსა,
    63.     რამეთუ ხარისხად იყო ძირი იგი მისი, რომლისაგან მოკუეთილ იყო სუეტი იგი ცხოველი.
    64.     და ვითარ რიჟურაჟუ ოდენ იყო, აღდგომილ იყო მეფჱ, გულ-გდებული ურვათაგან,
    65.     და მიხედა სამოთხესა მას, დაწყებულსა მას მისსა ეკლესიასა, რამეთუ მუნ მტკიცე იყო გონებაჲ მისი.
    66.     და იხილა მუნ ნათელი, ვითარცა ელვაჲ ზეცადმდჱ აღწევნული სამოთხესა მას შინა.
    67.     იწყო სრბად, მკჳრცხლ მოსლვად, და ყოვლისა ერისა სიმრავლჱ მის თანა.
    68.     და ვითარცა მოვიდეს და იხილეს საკჳრველი იგი, ნათლითა მბრწყინვალჱ სუეტი იგი ჩამოვიდოდა ადგილად თჳსა, რეცა თუ დადგა ხარისხსა თჳსსა ზედა
    69.     და დაემყარა ჴელთშეუხებელად კაცთაგან.
    70.     ნეტარ მას ჟამსა, რაჲ იგი იქმნებოდა!
    71.     შიშითა და სიხარულითა აღივსო მცხეთაჲ ქალაქი, და დამოსდიოდეს მდინარენი ცრემლთანი მეფესა და მთავართა და ყოველსა ერსა სულ-თქუმითა სულისა მათისაჲთა,
    72.     და ადიდებდეს ღმერთსა და ჰნატრიდეს ნეტარსა ნინოს.
    73.     და იქმნებოდეს მას დღესა შინა სასწაულნი მრავალნი.


11

     1.     თქუმული მისივე
    2.     პირველი სასწაული.
    3.     მო-ვინმე-ვიდა ჰურიაჲ, ბრმაჲ შობითგანი და მიეახლა სუეტსა მას ცხოველსა, და მუნქუესვე იქმნა იგი მხედველ და ადიდებდა ღმერთსა.
    4.     [ბ.] ყრმაჲ ვინმე სეფჰწული იდვა რვა წლისა სნეული, წარმართი, მოიღო იგი დედამან მისმან სარწმუნოვებით,
    5.     დადვა იგი ცხედარსა ზედა წინაშე სუეტისა მის ნათლისაჲსა და ნანდჳლვე ნათლით შემოსილისა.
    6.     და ევედრებოდა ნეტარსა ნინოს და ეტყოდა: „მოხედე, დედოფალო, ძესა ამას ჩემსა, მიახლებულსა სიკუდიდ,
    7.     რამეთუ ვიცი, ვითარმედ იგი არს ღმერთი ღმერთთაჲ, რომელსა შენ ჰმსახურებ და ჩუენ გჳქადაგებ“.
    8.     მაშინ შეახო ნეტარმან ნინო ჴელი თჳსი სუეტსა მას ცხოველსა და დასდვა ყრმასა მას ზედა და ჰრქუა: „გრწამსა იესუ ქ˜ჱ, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ,
    9.     ჴორცითა მოსრული ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა?“
    10.     და ჰრქუა ყრმამან მან: „ჰჱ, დედოფალო, მრწამს იესუ ქრისტე, მჴსნელი დაბადებულთაჲ“.
    11.     მაშინ ჰრქუა მას წმიდამან ნინო: „განიკურნე ამიერითგან და ადიდებდი მას, ვისმან ძალმან განგკურნა“.
    12.     და მწრაფლ აღდგა ყრმაჲ იგი ვითარცა უტკივნელი.
    13.     და დაეცა შიში დიდი მეფესა და ყოველსა სიმრავლესა ერისასა.
    14.     და თითოსახენი სნეულნი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შექმნა საბურველი ძელისაჲ გარემოჲს სუეტსა მას და დაფარა ხედვისაგან
    15.     და ეგრეთ შეეხებოდეს ერნი სართულსა მას და განიკურნებოდეს მწრაფლ და ადიდებდეს ღმერთსა საკჳრველთ-მოქმედსა.
    16.     და იწყო მეფემან აღშენებად სამოთხესა მას შინა ეკლესიასა გულსმოდგინებითა და სიხარულითა დიდითა.
    17.     მაშინ მოვიდეს მოციქულნი საბერძნეთით, მღდელთმოძღუარი, მღდელნი და დიაკონნი და იწყეს ნათლის-ცემად, ვითარცა ზემოწერილ არს, ყოვლისა ერისა.


12

     1.     რომელი თქუა აბიათარ, რომელი იყო პირველ მღდელი ბაგინსა შინა ჰურიათასა მცხეთას და ნათელ-იღო ჴელსა შინა ნინოჲსსა
    2.     მე, აბიათარ, მღდელი ვიყავ წილით ხუედრებული სამღდელოსა ზედა მის წელიწდისასა, ოდეს ესე ნეტარი დედაკაცი ნინო მოვიდა მცხეთად.
    3.     მას ჟამსა ჩემ თანა წიგნები მოსრულ იყო ჰრომით და ეგჳპტით და ბაბილოვნით ჰურიათაჲ, მღდელთაჲ და მწიგნობართაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ,
    4.     ვითარმედ: „განხეთქა ღმერთმან მეფობაჲ ჰურიათაჲ, აჰა ესერა წინაჲსწარმეტყუელნი დასცხრეს,
    5.     რამეთუ რომელსა სული აწუევდა, ყოველი აღესრულა,
    6.     და განვიბნიენით ჩუენ ყოველსა ქუეყანასა, და ჰრომთა დაიპყრეს მეფობით ქუეყანაჲ ჩუენი, რამეთუ ვცოდეთ ყოვლითურთ და განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი.
    7.     აწ იხილენ წიგნნი მოსესნი, რომელმან დამიწერა ჩუენ ესე ყოველი: „რომელი იტყჳს ქუეყანასა ზედა ღმრთად თავსა თჳსსა, ძელსა დამოეკიდოს“.
    8.     ანუ უკუე შე-ვიდრემე-ვსცეთით ნაზარეველისა მის იესუჲს სიკუდილსა,
    9.     რამეთუ ჰხედავ პირველ, ოდეს მამათა ჩუენთა შესცოდიან ღმერთსა და ყოვლადვე დაივიწყიან იგი, მისცნის ჴელმწიფესა ძლიერსა და ტყუეობასა.
    10.     ხოლო ოდეს მოიქციან და ღაღად-ყვიან, მწრაფლ განარინნის იგინი ჭირისაგან.
    11.     და ესე შჳდგზის ვიცით წერილთაგან.
    12.     ხოლო ვინაჲთგან ჴელნი შეასხნეს ძესა მას დედაკაცისა მწირისასა და მოკლეს, აღიღო ღმერთმან ჴელი მისი ჩუენ ზედა,
    13.     განხეთქა მეფობაჲ და განგუაშორნა ტაძარსა ღმრთისასა, და უგულებელს-ყო ნათესავი ჩუენი სრულიად.
    14.     ხოლო აწ არს სამასი წელი, ვინაჲთგან არცაღა ყოვლადვე ისმინა ვედრებაჲ ჩუენი, არცა ყო ლხინებაჲ.
    15.     საგონებელ მიჩს, ვითარმედ ზეცით იყო კაცი იგი“.
    16.     და ესე განემრავლა მოწერილი.
    17.     ხოლო მე, ვითარცა მესმა ესე, ვიწყე კითხვად დედაკაცისა მის ნინოჲსა ქრისტესთჳს, თუ ვინაჲ იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათჳს იქმნა ღმერთი კაც.
    18.     მაშინ ნეტარმან მან აღაღო პირი თჳსი, ვითარცა ჯურღუმულმან აღმომდინარემან და ვითარცა წყარომან დაუწყუედელმან.
    19.     იწყო საუკუნითგანთა, ჩემთა წიგნთა ზეპირით წარმოიტყოდა და განმიმატებდა და ვითარცა მძინარესა განმაღჳძებდა და ვითარცა დასულებულსა განმანათლებდა
    20.     და მამათა ჩემთა შემაწყალებდა და შჯულისა ცვალებასა შემაჯერებდა, ვიდრემდის მრწმენა სიტყჳთა მისითა ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და ვნებაჲ მისი და აღდგომაჲ დიდებით,
    21.     და მეორედ მოსლვაჲ მისი საშინელებით, და ჭეშმარიტად იგი არს მოლოდებაჲ წარმართთაჲ.
    22.     მას ჟამსა მე [და] ასული ჩემი ღირს ვიქმნენით საპკურებელსა და განსაწმედელსა ცოდვათასა,
    23.     ემბაზსა, წყალსა მას წმიდასა, რომელსაცა ინატრიდა დავით წინაჲსწარმეტყუელი და ვერ ეწიფა.
    24.     და კუალად მესმა მე ჴმაჲ ახლისა შჯულისა მგალობელთაჲ, რომელსა ინატრიდა იგივე დავით და ვერ მიემთხჳა,
    25.     და ღირს ვიქმენ ზიარებად ჭეშმარიტსა ჴორცსა და სისხლსა კრავისა მის ღმრთისასა სოფლისა ცოდვათათჳს შეწირულისა, რომლისა ტკბილ არს მისი გემოჲს-ხილვაჲ
    26.     და ამას ზედა ყავნ უფალმან განსლვაჲ ჩემი ჴორცთაგან, რამეთუ მრავალნი სასწაულნი იხილნეს თუალთა ჩემთა ნინოჲს მიერ მცხეთას შინა დღეთა ჩემთა.
    27.     ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა შინა დასავალითსა, იყო კარსა მოგუეთისასა, მტკუარსა ზედა.
    28.     და იყო მცირჱ ბაგინი, სამარხვოჲ მათი, რომელსა ზედა აღჰმართა წმიდამან ნინო ჯუარი ქრისტესი.
    29.     და ერთი ერთსა ნათელ-სცემდა მუნ შინა ჴელითა იაკობ მღდელისაჲთა და პროსილა მთავარდიაკონისაჲთა, მთავართა შვილებსა, წიაღთა ქალაქისათა.
    30.     და ერქუა ადგილსა მას მთავართა სანათლოჲ.
    31.     და ფრიად დიდებულ იყო ადგილი იგი დღეთა ჩუენთა, რამეთუ დგა იგი ველსა თჳნიერ ნაშენებსა.
    32.     და მათ დღეთა შემეშურვნეს ფრიად ჰურიანი მცხეთელნი ჩემ ზედა და დასცეს ხჱ იგი კილამოჲ, რომელი დგა კარსა ზედა ბაგინისასა,
    33.     რომელი განაშუენებდა ადგილსა მას, რამეთუ გარდაერთხნეს რტონი მისნი ყოველსა მას სტოვასა ბაგინისასა და იწყეს სადაჲთვე წარსლვად თჳნიერ ხოლო ბარაბეანთასა,
    34.     რომელნიცა მოინათლნეს ორმეოც და ათი სული სახლისა მათისაჲ.
    35.     და მკჳდრ იქმნეს მცხეთას შინა.
    36.     და მიუბოძა მირეან მეფემან დაბაჲ ერთი, რომელსა ჰრქვან ციხჱდიდი,
    37.     და იყვნეს დიდ წინაშე მეფისა და ქრისტეანეთასა მადლითა ნეტარისა ნინოჲსითა და მოძღურებითა მისითა.
    38.     და მათ დღეთა შინა მოიწია წიგნები ჰრომით წმიდისა პატრეაქისაჲ ნეტარისა ნინოჲსა და მირეან მეფისა და ყოვლისა ერისა ქართველისა.
    39.     და მოევლინა ბრაჯი მთავარდიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მოცემად, და წმიდისა და ნეტარისა ნინოჲს ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად.
    40.     და ჰქონდა წიგნი ბრაჯთა მეფისაჲ ნეტარისა ნინოჲსა, რამეთუ მოენათლნეს იგინი მამასა მისსა ზაბილოვნს.
    41.     და ესე ყოველი მისმენილ იყო მათა იჱ˜მით, ჰრომით, კოსტანტინეპოვლით, ვითარმედ ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა მიფენილ არს მზჱ იგი სიმართლისაჲ,
    42.     ნათელი, მამისა მიერ მოსრული – ქ˜ჱ და ამისთჳს სანატრელი წიგნი მოეწერა,
    43.     რაჲთამცა ეუწყნეს საქმენი იგი და სასწაულნი და სუეტისაჲ მის და მაყულოვანისაჲ მის საკჳრველებანი
    44.     და ძალი იგი კურნებათაჲ, რომელი იხილა მთავარდიაკონმან და განკჳრვებით ადიდებდა ღმერთსა.
    45.     და წარიღო წიგნები და წარვიდა.


13

     1.     პატიოსნისა ჯუარისათჳს, რომელი აღწერა იაკობ
    2.     და იყო რაჟამს მოეკუეთა ხჱ იგი პატიოსნისა და ძლევის-მყოფელისა პატიოსნისა ჯუარისაჲ,
    3.     და მოაქუნდა იგი ათსა ათეულსა კაცსა ზჱ-ზჱ რტოჲთურთ, და ფურცლით შემოაქუნდა ქალაქად.
    4.     და მისტყდებოდა ერი იგი მწუანისფერობასა მას და ფურცლიანობასა დღეთა ზაფხულის პირისათა,
    5.     ოდეს სხუაჲ ყოველი ხჱ ჴმელ იყო, ხოლო იგი ყოვლადვე ფურცელ-დაუცჳვნებელ და სულჰამო და ხედვად შუენიერ იყო.
    6.     მაშინ ძირსა ზედა აღჰმართეს, კარსა ეკლესიისასა სამხრითსა.
    7.     და ჰბერვიდა წყალთაგან ნიავი და შალვიდა ფურცელსა ხისა მისგან და აძრევდა რტოთა მისთა.
    8.     და იყო ხილვაჲ მისი შუენიერ და სულჰამო, ვითარცა სმენით ვიცით ხისა მისთჳს ალვისა.
    9.     და ესე მოვჰკუეთეთ თუესა მარტსა კე-სა, დღესა პარასკევსა.
    10.     და დაადგრა დღჱ იგი ოც და ათჩჳდმეტ დღჱდმდჱ, და არა შეიცვალა ფურცელი მისი, ვითარცა ძირსა ზედა მდგომარისაჲ თავსა წყაროჲსასა,
    11.     ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფიერნი შეიმკვნეს ყუავილითა.
    12.     მაშინ თთუესა მაისსა ერთსა შეიქმნნეს ჯუარნი ესე და შჳდსა მის თჳსასა აღემართნეს ჴელის დადებითა მეფისაჲთა,
    13.     სიხარულითა და დიდითა წადიერებითა ყოვლისა ქალაქისაჲთა, იყვნეს რაჲ ყოველნი იგი ეკლესიასა შინა.
    14.     და იხილეს სიმრავლემან ქალაქისამან ბნელთა მათ ღამეთა,
    15.     და აჰა ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისაჲ დაგჳრგჳნებული ვარსკულავითა და დაადგრის ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადმდე, და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა ამას ზედა.
    16.     და განთიად, რიჟურაჟუს ოდენ, გამოვიდის მისგან ორი ვარსკულავი: ერთი იგი წარვიდის აღმოსავალით, და ერთი დასავალით,
    17.     და იგი თავადი ეგრევე დგან მბრწყინვალედ, და ნელიად-ნელიად განდგის მიერ კერძო არაგუსა
    18.     და დადგის ბორცუსა ზედა კლდისასა, ზემო კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელი-იგი აღმოადინეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა, და მუნით აღმაღლდის ზეცად.
    19.     ესე მრავალგზის იხილა ყოველმან სიმრავლემან ერისამან მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.
    20.     მაშინღა ვიწყეთ ნეტარისა ნინოჲსა კითხვად, ვითარმედ: „რაჲ-მე არს, რამეთუ გამოვიდის ნაბერწყალი და წარვიდის აღმოსავალით და დასავალით?“
    21.     ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მეფესა და ყოველსა ერსა:
    22.     „განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავალად ვიდრე კახეთისა მთადმდჱ, და დასავალით, ვიდრე მიაწევდეს სამეუფოჲ შენი.
    23.     და ოდეს მთიებნი იგი გამობრწყინდენ, იხილონ, თუ სადა დადგენ და მუნცა აღჰმართენით ორნი ესე ჯუარნი საცოდ ყოველთა ქ˜ესიანეთა და დასამჴობელად მტერისა“.
    24.     ხოლო მეფემან ყო ეგრეთ და შეიცვნა თავნი მთათანი მიწყებით ათ დღჱ,
    25.     ესე იყო პარასკევსა, შაბათადღაღა განთენებოდა, და იყო სასწაული იგივე, იქმნა ეგრევე, ვითარცა ყოვლადვე იქმნის.
    26.     ხვალის დღჱ მოვიდეს დასავალითნი იგი, რომელნი-იგი დგეს მთათა ზედა, რომელ არს მთაჲ ქუაბთა-თავისაჲ,
    27.     და უთხრეს მეფესა, ვითარმედ დაადგრა ვარსკულავი იგი მთათა თხოთისათა და შთავიდა ერგჳს[!] კასპისასა და დაადგრა ადგილსა ერთსა და ნელად უჩინო იქმნა.
    28.     ეგრევე მოვიდეს აღმოსავალით და თქუეს: „ვიხილეთ ვარსკულავი იგი აქაჲთ მომავალი და დაადგრა დაბასა ბოდს კახეთისა ქუეყანასა“.
    29.     მაშინ ბრძანა ნეტარმან ნინო, რაჲთა წარიხუნენ ორნი ესე ჯუარნი და აღჰმართნენ ერთი თხოთს, სადა-იგი ამხილა ღმერთმან მეფესა ძალი თჳსი,
    30.     „და ერთი იგი მიეც სალომეს უჟარმელსა, ჭეშმარიტსა მჴევალსა ქრისტესსა, და აღჰმართოს იგი უჟარმას ქალაქსა.
    31.     და დაბაჲ ბოდისი არა წინააღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლჱ არს მუნ.
    32.     დაბაჲ კულა ბოდისი თჳთ ვიხილოთ სათნოჲ იგი ადგილი ღმრთისაჲ“.
    33.     და ვყავთ ეგრეთ, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ წმიდამან ნინო.
    34.     ხოლო ესე სასწაულთაგან ზეცისათა ჩუენებული პატიოსანი ჯუარი მცხეთისაჲ აღვიპყართ ჴელითა კაცობრივითა
    35.     და მივედით ბორცუსა მას ქუეშე, წყაროსა მას ზედა და ვათიეთ ღამჱ და ვილოცევდით ღმრთისა მიმართ.
    36.     ხოლო ნეტარი წმიდაჲ ნინო ცრემლითა განჰზავებდა წყაროსა მას და იქმნებოდეს კურნებანი და სასწაულნი დიდ-დიდნი.
    37.     და ხვალის დღჱ აღვედით კლდესა მას ზედა.
    38.     და მივიდა ნეტარი ნინო და დავარდა ქვათა მათ ზედა ბორცჳსათა,
    39.     და ტიროდა იგი და მეფჱ და ყოველნი მთავარნი და ყოველი იგი სიმრავლჱ ერისაჲ, მამათაჲ და დედათაჲ,
    40.     და [იყო] ყრმათა ჩჩჳლთა ჟივილი, ვიდრემდის მთანიცა ჴმა-სცემდეს.
    41.     და დასდვა ჴელი წმიდამან ნინო ერთსა ქვასა და მრქუა მე: „მოვედ, შენდა ჯერ-არს, დასწერე ჯუარი ქვასა ამას“.
    42.     და მე ვყავ ეგრეთ.
    43.     და მუნ აღჰმართეს ჯუარი იგი დიდებული მეფეთა.
    44.     და მოდრკა მეფჱ მუჴლთა თჳსთა ზედა და ყოველნი მთავარნი, და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ და თავყუანის-სცეს ძლევით შემოსილსა ჯუარსა,
    45.     და აღიარეს ჯუარცუმული იესუ ქრისტე ჭეშმარიტად ღმრთად და ძედ ღმრთისა ცხოველისად
    46.     და ჰრწმენა სამებით დიდებული ღმერთი ყოველთა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    47.     ხოლო დედანი იგი მთავარნი არასადა განეშორებოდეს წმიდასა ეკლესიასა და სუეტსა ნათლისასა და ჯუარსა ცხოველსა,
    48.     რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მიუთხრობელთა.
    49.     მაშინ დაუტევა წმიდამან ნინო მცხეთაჲ ქალაქი და წარვიდა მთეულთა ხარებად პირუტყუთ-სახეთა მათ კაცთა და შემუსრვად კერპთა მა[თ].
    50.     ხოლო აქა შინა დაუტევა აბიათარ, ჰურია-ყოფილი იგი მღდელი, რომელი იყო მეორჱ პავლჰ,
    51.     რომელი არა დასცხრებოდა ღამჱ და დღჰ ქადაგებასა ქრისტესსა, დიდებასა მისსა, ვიდრემდის სივლტოლად იწყეს ჰურიათა.
    52.     ხოლო ბაგინისათჳს [ა]იძულებდა მეფესა, რაჲთა არა შეძრან ნაშენები იგი მისი, არამედ რაჲთა შესძინოს აღშენებაჲ.
    53.     რამეთუ ვიდრე არღა გამოჩინებულ იყო ახალი მადლი ქუეყანასა ამას, მუნ შინა იყო დიდებული სახელი საუკუნოჲსაჲ მის ღმრთისაჲ.
    54.     და ერჩდა მეფჱ მისთა დღეთა, და იყვნეს მუნ შინა ელიოზის ნათესავნი მღდელად ჰურიათა ზედა.


14

     1.     აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ და მერმე კუალად გამოჩინებაჲ
    2.     და იყო რაჟამს მოიქცა ყოველი ქართლი, ზრახვა-ყვეს მღდელთა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს საბერძნეთით, აღმართებად ნიში ჯუარისაჲ.
    3.     ჰრქუეს მღდელთა მათ მირეან მეფესა: „ჯერ და წეს არს აღმართებად საუფლოჲ ნიში ჯუარისაჲ“.
    4.     და სათნო უჩნდა მეფესა და ყოველსა ერსა.
    5.     და სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი მღდელთაჲ მათ და სწავლაჲ.
    6.     და უბრძანა მირეან მეფემან ძელი საჯუარედ.
    7.     წარვიდეს ხურონი და მოჰკუეთეს ხჱ ერთი ჰაეროვანი.
    8.     და უბრძანა მეფემან შესაქმედ ჯუარი.
    9.     ხოლო მღდელნი იგი ასწავებდეს სახესა მას ჯუარისასა,
    10.     და რაჟამს შექმნეს ჯუარი იგი, მოვიდეს და უთხრეს მირეან მეფესა ხუროთა მათ, ვითარმედ: „შევქმენით ჩუენ ჯუარი იგი, ვითარცა მღდელთა მათ გუასწავეს“.
    11.     და მეყს აღდგა მეფჱ იგი სიხარულით და ყოველმან ერმან იხილეს სახჱ იგი ჯუარისაჲ მის.
    12.     და დაუკჳრდა ფრიად და ადიდებდეს ღმერთსა.
    13.     მას ჟამსა გულისხმა-ყო და მოეჴსენა მეფესა,
    14.     ოდეს-იგი დღჱ დაუბნელდა მთასა ზედა, ვითარ-იგი ნათელი მბრწყინვალებისა დიდისაჲ იხილა მსგავსად ჯუარისა, და ვითარ იხილა, იცნა.
    15.     მაშინ უთხრობდა მღდელთა მათ და ყოველსა ერსა ხილვასა მას და ვითარ განუნათლა ბნელი იგი ნიშმან ჯუარისამან წინაშე თუალთა მისთა.
    16.     მაშინ, ვითარცა ესმა ერსა მას სიტყუაჲ იგი მეფისაჲ, უმეტესადღა და უფროჲს ჰრწმენა იესუ ქრისტე და ნიში იგი ჯუარისა მისისაჲ,
    17.     და ყოველთა ერთობით სიხარულით თაყუანის-სცეს მას და ადიდებდეს ღმერთსა.
    18.     მაშინ განაზრახვიდა მეფჱ ყოველსა მას ერსა, ვითარმედ რომელსამე ადგილსა აღჰმართონ სახჱ იგი ჯუარისაჲ.
    19.     ხოლო კაცად-კაცადი იტყოდა, სადა ვის მარჯუე უჩნდა, არამედ ვერ სადა გამოირჩიეს.
    20.     მას ჟამსა მირეან მეფჱ ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, რომელი გურწამ ტყჳსა ამის მიერ და გუასწავეს მღდელთა ამათ შენთა,
    21.     შენ, იესუ ქრისტე, რომელმან თავი თჳსი დაიმდაბლჱ და ხატი მონებისაჲ შთაიცუ სიმდაბლითა შენითა, რომელი გარდამოჰჴედ კურთხეულთაგან წიაღთა მამისათა,
    22.     რომელმან დაუტევენ ჩუენთჳს საყდარნი, უფლებანი და ძალნი და დაემკჳდრე საშოსა წმიდისა ქალწულისასა,
    23.     და მერმჱ ჯუარს-ეცუ პონტოველისა პილატეს ზე, დაეფალ გულსა ქუეყანისანისასა და მესამესა დღესა ასდეგ და აღასრულე ყოველივე თქუმული წინაჲსწარმეტყუელთაჲ,
    24.     აღჰმაღლდი ზეცად და დაშჯედ მარჯუენით მამისა,
    25.     და მერმე მოსლვად ხარ განშჯად ცხოველთა და მკუდართა, და დაგჳტევე ჩუენ ნიში ჯუარისა შენისაჲ დასარღუეველად უხილავთა მანქანებათა მტერისათა;
    26.     ხოლო ჩუენ, მოშიშთა შენთა, მოგჳღებიეს სასწაულად, რაჲთა განვერნეთ პირსა ეშმაკისასა, რომლისაგანცა წარწყუენულ ვიყვენით.
    27.     ხოლო აწ შენ, უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ინებე გამოცხადებაჲ ადგილისაჲ, რომელსა აღვჰმართოთ ნიში ჯუარისა შენისაჲ,
    28.     რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩუენთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე ჩუენ და ნუგეშინის-მეც ჩუენ“.
    29.     და ვითარცა შემწუხრდა, მას ღამესა ჩუენებით დაადგრა ანგელოზი უფლისაჲ მირეან მეფესა და უჩუენა მას ბორცჳ ერთი არაგუსა წიაღ კერძო, მახლობელად მცხეთასა
    30.     და ჰრქუა მას: „ესე ადგილი გამოურჩევიეს ღმერთსა.
    31.     ამას ზედა აღჰმართჱ ნიში ჯუარისაჲ“.
    32.     და ვითარცა განთენა, უთხრა მირეან მეფემან მღდელთა მათ ჩუენებაჲ იგი ანგელოზისაჲ და სიტყუაჲცა იგი, რომელ ჰრქუა, და ბორცჳცა იგი, რომელი უჩუენა.
    33.     ვითარცა ესმა ჩუენებაჲ იგი და ადგილიცა იგი იხილეს, სათნო უჩნდა ყოველსა ერსა ბორცჳ იგი, და სიხარულითა და გალობითა დიდითა ყოველთა ერთბამად აღიღეს ჯუარი იგი
    34.     და აღჰმართეს ბორცუსა მას ზედა მძლჱ ნიში ჯუარისაჲ მცხეთასა მახლობელად, მართლ წინაშე აღმოსავალით, დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა ზატიკის ზატიკსა.
    35.     და ვითარცა აღემართა ნიში ჯუარისაჲ ქუეყანასა მას ქართლისასა, მეყსეულად მას ჟამსა დაეცნეს ყოველნი კერპნი, რომელნი იყვნეს საზღვართა ქართლისათა,
    36.     და შეიმუსრნეს, და საკერპონი დაირღუეს.
    37.     ვითარცა იხილეს ესე საკჳრველი საქმჱ და სასწაული, რომელი ქმნა ძლევის-მყოფელმან მან ნიშმან ჯუარისამან კერპთა ზედა,
    38.     უფროჲს განუკჳრდებოდა საქმჱ ესე და ადიდებდეს ღმერთსა და სიხარულით თავყუანის-სცემდეს პატიოსანსა ჯუარსა.
    39.     და ყო მირეან მეფემან და ყოველმან ერმან მცხეთისამან შესაწირავი დიდი მას დღესა შინა პატიოსნისა ჯუარისა.
    40.     და დააწესეს დღჱსასწაული ძლევით შემოსილისა ჯუარისაჲ აღვსებისა ზატიკის ზატიკსა, დღესა კჳრიაკესა, ყოველმან ქართლმან, ვიდრე დღენდელად დღედმდჱ და ვიდრე უკუნისამდე.
    41.     და იყო რაოდენისამე ჟამისა შემდგომად, მარტჳლიისა უკუანა, იხილეს სასწაული დიდი და საშინელი დღესა ოთხშაბათსა.
    42.     აჰა ესერა სუეტი ნათლისაჲ სახედ ჯუარისა დგა ზედა ჯუარსა მას და ათორმეტნი ანგელოზნი დაგჳრგჳნებულ იყვნეს გარემოჲს მისა,
    43.     ეგრევე სახედ ათორმეტნი ვარსკულავნი დაგჳრგჳნებულ იყვნეს.
    44.     ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ ერთ-სახედ კუმოდა სულნელად.
    45.     და ვითარ ჰხედვიდეს სასწაულსა მას, მრავალნი უღმრთოთაგანნი მოიქცევოდეს და ნათელს-იღებდეს და აღაშენებდეს ეკლესიათა.
    46.     ხოლო მორწმუნენი უფროჲს განმტკიცნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
    47.     და მერმე კუალად იხილეს სხუაჲ სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ: ვითარცა ცეცხლი დგა და ვითარცა ალი ეგზებოდა ზედა თავსა ჯუარისასა სამგზის მზისა უბრწყინვალესი,
    48.     და ვითარცა საჴუმილისა რაჲ ნაბერწყალი აღვალნ ძლიერად, ეგრჱ სახედ იყო: აღვიდოდეს ანგელოზნი და გარდამოვიდოდეს ზედა პატიოსანსა ჯუარსა.
    49.     ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ იხარებდა ძლიერად და ყოველი ქუეყანაჲ იძრვოდა, და მთათა და ბორცუთა და ღელეთა არმური სულნელებისაჲ აღვიდოდა ცამდჱ,
    50.     და კლდენი შეიმუსრვოდეს, და სულნელებაჲ დიდძალი მიეფინებოდა ყოველსა ქუეყანასა.
    51.     და ესე არა ზედამოჲთ იყო და არცა თანა-წარსლვით, არამედ მყუვარ ჟამ.
    52.     და ჴმანი დიდნი ისმოდეს და ყოველი იგი ერი ჰხედვიდა მას და ესმოდა ოხრაჲ იგი გალობისაჲ;
    53.     შეშინდეს და დაუკჳრდა ფრიად, შიშით და ძრწოლით თავყუანის-სცემდეს პატიოსანსა ჯუარსა და სიხარულითა დიდითა ადიდებდეს ღმერთსა.
    54.     და იყო რაოდენისამე ჟამისა შემდგომად, ვითარცა სასწაულნი და ხილვანი დასცხრებოდეს, ეგრევე ძრვანი იგი დიდ-დიდნი და საშინელნი და-ვე-სცხრეს.
    55.     და შემდგომად ამისა სხუანი მრავალნი სასწაულნი და ნიშნი იქმნებოდეს ზედა პატიოსანსა ჯუარსა ზეცით გარდამო.
    56.     და ჰხედვიდა ყოველი ერი და შიშით და ძრწოლით მივლენედ თავყუანის-ცემად გულსმოდგინედ პატიოსანსა ჯუარსა და სიხარულით ადიდებედ ღმერთსა.
    57.     მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ, რომელსა ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ.
    58.     და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ სიკუდიდ.
    59.     რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა, მოიღო იგი და დააგდო წინაშე პატიოსნისა ჯუარისა და ცრემლით ითხოვდა მისგან:
    60.     „უკუეთუ მომიბოძო ყრმაჲ ესე, გუმბადი აღვაშენო საყოფლად შენდა“.
    61.     და ვითარცა იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა, მუნქუესვე განიკურნა ყრმაჲ იგი,
    62.     და სიხარულითა დიდითა წარიყვანა და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    63.     მერმე მოვიდა აღნათქუემისა აღსრულებად და ყო მადლისა მიცემაჲ და დიდი სიხარული, და გულს-მოდგინედ გუმბადი აღაშენა მცხეთისაჲ რევის ძემან,
    64.     და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის მსახურებაჲ იგი პატიოსნისა ჯუარისაჲ.
    65.     და მიერითგან უფროჲსღა და უმეტეს მოვიდოდეს სნეულნი მრავალნი და უძლურნი და განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    66.     იყო ვინმე ჭაბუკი ერთი და ორნივე თუალნი დადგომილ იყვნეს.
    67.     მოვიდა და შეუვრდა პატიოსანსა ჯუარსა და ევედრებოდა იგი გულს-მოდგინედ.
    68.     და შემდგომად შჳდისა დღისა აღეხილნეს თუალნი მისნი და სიხარულით ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    69.     დედაკაცი ვინმე იყო მარადის გუემული სულითა უკეთურითა, და ეგოდენ გუემაჲ მოიღო, რაჟამს პატიოსანსა ჯუარსა შეამთხუევედ, სამოსელსა ჯუარისასა მოაპებნ.
    70.     და იყო მეათოთხმეტისა დღისა შემდგომად განიკურნა დედაკაცი იგი და წარვიდა იგი ფერჴითა თჳსითა სიხარულით, ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    71.     კუალად იყო ვინმე დედაკაცი სხუაჲ, და ესუა მას ძჱ და მეყსეულად დასწყჳდნა ყრმასა მას; და აღიქუა იგი დედამან მისმან, მოიღო იგი და დააგდო წინაშე პატიოსანსა ჯუარსა,
    72.     და იდვა ყრმაჲ იგი მწყდარი წინაშე წმიდასა ჯუარსა დილეულითგან ვიდრე მწუხრადმდჱ, ხოლო დედაჲ ყრმისაჲ მის ტირილით ილოცვიდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა.
    73.     და ეტყოდეს მას მუნ მდგომარენი: „მომკუდარ არს ეგე.
    74.     წარიღე და დაჰმარხჱ და ნუღარა აწყინებ!“ ხოლო მან არა წარიკუეთა სასოვებაჲ, არამედ უფროჲსადღა საწყალობელად ცრემლოოდა და ითხოვდა შეწევნასა.
    75.     და მწუხრისა ოდენ ჟამსა სულნი უკუნ-იხუნა ყრმამან მან და თუალნი აღიხილნა და შემდგომად სამისა დღისა განკურნებული წარიყვანა იგი დედამან თჳსმან
    76.     და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    77.     და ვითარცა იხილ[ნ]ეს ყოველთა სასწაულნი ესე დიდებულნი პატიოსნისა ჯ˜ჲ, მრავალნი უშვილონი მოვლენედ და ილოცვედ მისგან შვილიერებასა
    78.     და შვილითა განმაძღარნი ადიდებედ ღმერთსა და შესაწირავთა და მადლთა მისცემედ პატიოსანსა ჯუარსა.
    79.     არა ხოლო თუ რომელნი მუნ მივლენედ და მათ ოდენ მიჰმადლებნ სათხოველსა, არამედ მათცა, რომელნი შორს არიედ, გინათუ ბრძოლასა,
    80.     ღუაწლსა შინა ხადიედ პატიოსანსა ჯუარსა მცხეთისასა,
    81.     მუ[ნ]თქუესვე მძლე-ექმნ[ნ]იან მტერთა, შეწევნითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა, და დიდითა სიხარულითა მოვიდიან მადლისა მიცემად პატიოსნისა ჯუარისა.
    82.     მრავალნი უღმრთონიცა ჭირსა შეცჳვეს, ხოლო რაჟამს სარწმუნოვებით ჰხადოდეს პატიოსანსა ჯუარსა მცხეთისასა, მუნქუესვე განერნიან,
    83.     და სიხარულითა დიდითა მოვიდიან თავყუანის-ცემად პატიოსანსა ჯუარსა, და ნათელი მოიღიან, და სიხარულით ადიდებედ ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა.
    84.     ხოლო სხუანი მრავალნი მრავალსა ჭირსა შეცჳვეს და ვედრებითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა განერნიან,
    85.     და მრავალნი სნეულნი პირად-პირადითა სენითა მოვლენედ ვედრებად პატიოსნისა ჯუარისა და განიკურნებიედ ვიდრე დღენდელად დღედმდჱ.
    86.     და ჱსხუანიცა სასწაულნი იქმნებოდეს წინაშე პატიოსნისა ჯუარისა ზეცით გარდამო ღმრთისა მიერ, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.
    87.     ხოლო ესე ოდენ დაიწერნეს საქებელად ღმრთისა და სადიდებელად პატიოსნისა ჯუარისა
    88.     და რაჲთა ჩუენ ყოველნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


15

     1.     წიგნი, რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა, აღწერა ჴელითა იაკობ მთავარებისკოპოსისაჲთა და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თჳსსა, რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად
    2.     და იყო ჟამსა მას, რომელსა მოიჴსენა უფალმან ქუეყანაჲ ესე ჩრდილოჲსაჲ, დაბნელებული ცოდვითა და სავსე ცთომითა ეშმაკისაჲთა, ვიყვენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი,
    3.     რამეთუ ვარ მე ოც და მეათექუსმეტჱ მეფჱ, ვინაჲთგან მამანი ჩუენნი მოივლინნეს ვიდრე დღეთა ჩემთამდე და შეჭამნეს შვილნი მათნი მსხუერპლად კერპთათჳს საძაგელთა
    4.     და უბრალოჲ იგი ერი ქუეყანისაჲ მის, და რომელნი შვილთა მათთა, ვითარცა თივასა, თიბდეს მამანი ჩუენნი, რაჲთა სათნო-ეყვნენ კერპთა,
    5.     და უფროჲს ხოლო ორთა მათ მთათა, არმაზისა და ზადენისა, რომელთა ქვანიცა მათნი დაულთვან სისხლითა ჩჩჳლთაჲთა.
    6.     და ღირსცა არიან მთანი იგი ასპოლვად ცეცხლითა, რისხვითა ღმრთისამიერითა.
    7.     ხოლო ოდეს მოიწია ჟამი და მოვიდა ნეტარი ესე დედაკაცი, მოციქული და მახარებელი ძისა ღმრთისაჲ,
    8.     წმიდაჲ ნინო, პირველ ვითარცა ტყუე, ვითარცა უცხოჲ და ვითარცა მწირი, ვითარცა შეუწევნელი, ვითარცა უსმი და უტყჳ, რომელიცა აწ მექმნა ჩუენ ტყუე იგი დედოფალ,
    9.     უცხოჲ იგი – დედა, შეუწევნელი – შესავედრებელ ყოველთა, და უტყჳ იგი – ქადაგ ძლიერ და მეცნიერ დაფარულთა ჩემთა გულისსიტყუათა,
    10.     ამან წმიდამან აღანთო გულსა ჩემსა სანთელი ნათლისაჲ და შუვაღამეს ოდენ მეჩუენა მე მზჱ მბრწყინვალჱ,
    11.     ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომლისა ნათელი მისი არა მოაკლდეს უკუნისამდე.
    12.     და მექმნა ჩუენ მოძღუარ და შემრთნა ჩუენ ერსა ქრისტესსა ნათლის-ღებითა წმიდითა და პატიოსნისა ძელისა თავყუანის-ცემითა.
    13.     და მომცა ჩუენ შჯული ახალი ცხორებისაჲ და სიხარულისაჲ და ღირს-მყვნა გემოჲს-ხილვად საიდუმლოთა უხრწნელთა ზეცისათა.
    14.     მე ვიქმენ მორჩილ ბრძანებათა მისთა, რომელიცა მასწავა და აღვაშენე ეკლესიაჲ სალოცველად სამოთხესა მას მამათა ჩემთასა,
    15.     და მას შინა სუეტი ესე ნათლისაჲ, რომელიცა მე ყოვლად ვერ შეუძლჱ ყოვლითა ძალითა და ცნობითა კაცობრივითა,
    16.     ხოლო ღმერთმან მაღალმან მოავლინა ერთი მსახურთა მისთაგანი და წამის-ყოფითა მისითა ქუეყანით ცად აღიწია.
    17.     და თჳთ თუალნი თქუენნი ხედვენ საშინელებასა და საკჳრველებასა მისსა და მერმჱ კურნებათა მათ მისთა.
    18.     და ოდეს მაუწყა აღმართებაჲ, წარვავლინენ ხურონი ძიებად ხესა.
    19.     და ვითარ ჰპოვეს ხჱ ერთი მარტოჲ, მდგომარჱ კლდესა ზედა, რომლისადა არა მიხებულ იყო ჴელი კაცისაჲ, არამედ მონადირეთაგან სმენით გუესმინა სასწაული ხისაჲ მის,
    20.     რამეთუ ოდეს ირემსაღა ეცის ისარი, მიივლტინ ბორცუსა მას ქუეშჱ, რომელსა ზედა დგა ხჱ იგი,
    21.     და სწრაფით ჭამნ თესლსა მას მის ხისასა ჩამოცჳვნებულსა და სიკუდილისაგან განერის.
    22.     ესე მითხრიან და ვიყავ დაკჳრვებულ ამისთჳს.
    23.     მოვჰკუეთე მე ხჱ იგი და შევქმნენ მისგან სამნი ჯუარნი: ერთი ესე, რომელ ზეცით იყო სასწაული მისი,
    24.     და ერთი აღვჰმართე ადგილსა მას, სადა-იგი მხილებაჲ უფლისამიერი ვიხილე, მთა მთასა ზედა თხოთისასა, ხოლო ერთი იგი ქალაქსა უჟარმას, რომელი წარიღო სალომე.
    25.     და აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინა ნინოჲსსა, და ვქმენ მას შინა საქმჱ, ქმნული უჩინოჲ და ცხადი,
    26.     დიდებაჲ მაყულოვანთა მათ, რამეთუ არა გამოვაჴუ ფურცელი ერთიცა მათგან,
    27.     არამედ ხარისხითა გარჱ-შევიცვენ, რამეთუ მეხილვნეს მრავალნი სასწაულნი მას შინა და კურნებანი დიდნი.
    28.     და აღვაშენე ზემოჲ ეკლესიაჲ თავისა ჩემისათჳს ქვითა და ერისა სიმრავლითა, რამეთუ ქუემოსა ეკლესიასა ერქუა „წმიდაჲ წმიდათაჲ“
    29.     და ყოვლადვე ვერ ვიკადრებდი კართა მისთა განხუმად თჳნიერ ხოლო დღესა კჳრიაკესა, არცა შესლვად ვინ იკადრებდა თჳნიერ მღდელთასა, რომელნი გალობედ მას შინა,
    30.     რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა ზედა კაცსა სუეტისა მისგან ცხოველისა.
    31.     და ჰხედვიდა ყოველი კაცი სუეტსა მას ვითარცა ძალსა ღმრთისასა.
    32.     და მიხედვადცა ვერ ეძლო კაცთა სართულსა მისსა, რომელსა თჳთ ვხედავთ.
    33.     და ვერ ვიკადრჱ წინაშე მისსა აღმოკუეთად მიწაჲ სამარედ ჩემდა, რაჲთამცა დავსხენ ჴორცნი ჩემნი მის წინაშე, რამეთუ მეშინოდა მისგან ცოდვისა ოდენ მოქმედსა.
    34.     და შევიმზადე ზემო საფლავი ჩემი, რაჲთა თუალსა მისსა მივჰრიდო და წყალობასა მისსა მივემთხჳო აღდგომასა.
    35.     და ვითარცა შევიმზადე კეთილთა ღმრთისათა განსრულებასა ჩემ ზედა და ვიტყოდე, ვითარმედ: „შევჰვედრო სული ჩემი დედასა ჩემსა წმიდასა ნინოს“,
    36.     ხოლო წმიდამან მან შეჰვედრა სული თჳსი უბიწოჲ ჴელთა დამბადებელისა თჳსისათა, რამეთუ აღასრულა ყოველივე მცნებაჲ ღმრთისაჲ
    37.     და სწავლაჲ წმიდისა მის დედის ძმისა მისისა, მამისა ჩუენისა პატრიაქისაჲ და დაგუაობლნა ჩუენ ახლადშობილნი ჩჩჳლნი უმეცარნი.
    38.     და ფრიად შევძრწუნდი სულითა ჩემითა და ყოველი ნათესავი ჩრდილოჲსაჲ აღივსო მწუხარებითა,
    39.     რამეთუ აღმო-ოდენ-სრულ იყო მზჱ სიმართლისაჲ და მო-ოდენ-ფენილ იყო ჭეშმარიტი.
    40.     და დაფარა ღრუბელმან წმიდაჲ ნინო.
    41.     ხოლო წმიდაჲ იგი ყოვლადვე ნათელსა შინა არს და ყოველთა განგუანათლებს.
    42.     ხოლო მე განვიზრახე წმიდაჲ იგი გუამი მისი რაჲთამცა წარმოვიდე გულს-მოდგინებითა დიდითა აქა, წინაშე სუეტსა ნათლით შემოსილსა და არა ვპოვე ღონე ყოვლადვე,
    43.     რამეთუ ვერ განძრეს ორასთა კაცთა მცირე იგი ცხედარი, რომელსა ზედა შეისუენა წმიდამან და სანატრელმან ნინო.
    44.     მაშინ დავჰმარხეთ წმიდაჲ იგი გუამი მისი ყოვლადვე დიდებულისაჲ ბოდს, დაბასა კახეთისასა.
    45.     და ვეგლოვდით სიობლესა ჩუენსა ოც და ათ დღეჱ ყოვლითურთ სამეუფოჲთ ჩემით.
    46.     და აღვაშენე მას ზედა ეკლესიაჲ და განვადიდე ფრიად, და მისითა მეოხებითა მაქუს სასოვებაჲ ძისა ღმრთისაგან და სარწმუნოვებასა ზედა
    47.     დაუსაბამოჲსა ღმრთისა მამისასა და ყოვლად ძლიერისა ძისასა და ცხოველს-მყოფელისა სულისა წმიდისა უკუდავისასა.
    48.     და ვეძიებ და მოველი აღდგომასა მკუდრეთით და შევჰვედრჱ სულსა ჩემსა ქრისტეს მეუფისათა,
    49.     რომლისაჲ არს დიდებაჲ, სიმტკიცე და ძლიერებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.


16

     1.     ანდერძი მირეან მეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და ცოლისა თჳსისა ნანაჲსა
    2.     აჰა ესერა მე წარვალ, ვინაჲცა მოვედ, ხოლო შენ, ნანა, უკუეთუ გეცეს მოცალებაჲ ცხორებისაჲ შემდგომად ჩემსა,
    3.     განყავ სამეუფოჲ ჩემი ორად და მიიღე სამარხვოსა წმიდისა ნინოჲსსა ჟამთა შეცვალებისათჳს,
    4.     რაჲთა არა შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი, რამეთუ არა მეფეთა საჯდომი არს, მწირ არს ადგილი იგი.
    5.     ეგრევე ვჰვედრებ მთავარებისკოპოსსა, რაჲთა დადვას დიდებაჲ მის ადგილისაჲ, რამეთუ ღირს არს პატივის-ცემისა.
    6.     ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეიცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიკუდილი ჩუენი – ცხორებად.
    7.     აწ სადაცა ჰპოვნე ქუეყანასა შინა შენსა ვნება(ნი) იგი ქართლისანი, მაცთურნი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი მათი შეასუ მათ, ვინ მათ ეგლოვდეს!
    8.     და ესე ამცენ შვილთა შენთა, რამეთუ მე ვიცი იგი, მწრაფლ კავკასიათა შინა ვერ დაილევიან.
    9.     ხოლო შენ ესრე ჰყოფდ: თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდამო-დიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა ცათა შინა ჩინებულსა
    10.     და იყავნ შენი მისლვაჲ მიწად ძილად საუკუნოდ სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა, ამენ.
    11.     წიგნი ქართლისა მოქცევისაჲ, რომლითა ღმერთმან ნათელი გამოაბრწყინვა,
    12.     დასაბამი წმიდათა ეკლესიათა გამობრწყინვებისაჲ, ძალთა ზეცისა მგა....: [აღყ]უავილდა უბიწოჲ სარწმუნოვებაჲ შეუძრავი კედ..... ქრისტესსა.
    13.     ესე ჩუენისა… სულისაჲ, ვითარცა ტალანტი წინამძღუართაგან დაფარული, შემდგომად მრავალთა ჟამთა და წელთა ვპოვეთ.

     1.     ნეტარისა იპოლიტეს თქუმული აღსასრულისათჳს ჟამთაჲსა, თქუმული წიგნთაგან წმიდათა ქრისტესთჳს და ანტექრისტესთჳს
    2.     გაუწყე შენ დამტკიცებულსა მაგას შენსა მეცნიერებასა, გულისხმის-ყოფად რომელ-ესე წინა-გჳც შენ მიერ ჩუენდა თავ სიყუარულის, ჵ ჩემდა ძმაო თეოფილე!
    3.     ღირსად და წესად შეჰრაცხე უხუად და უშურველად წარმოღებად ვითარცა წმიდისა წყაროჲსაგან მუნვე საღმრთოთა წიგნთა შეტყუებით;
    4.     წარმოგიდგინო შენ რომელცა-ეგე გწადის, და ნუ სმენითა ხოლო სასმენელთაჲთა მხიარულ იქმნები ამას ზედა, არამედ ძალითურთ გულისხმა-ყავ და საქმესა მას ხედევდ,
    5.     რაჲთა ყოვლითურთ ღმრთისა დიდებად შემძლებელ იყო, რაჲთა იყოს ესე შენდა საზრდელ ამას სოფელსა უურველად და უჭირველად ჩუენ მიერ,
    6.     რაჲთა რომელ ესე მრავალთა მძიმედ გულისხმისსაყოფელ არს და ძნიად მისაწევნელ განმზადებულითა სიტყჳთა მიუგო.
    7.     აწ შენ მისთესე სივრცესა გულისა შენისასა, ვითარცა პოხილსა და წმიდასა ქუეყანასა, რაჲთა დაუყუდნე და განაკრძალნე ამით რომელნი-იგი ჴდომად აღუდგენ სიტყუასა მას ჴსნისასა.
    8.     ხოლო მეშინის ნუუკუე ურწმუნოთა და მგმობართა ენათა მიმართ მისთესო ესე,
    9.     რამეთუ არა თუ მცირე რაჲ უვარ არს ესე, არამედ მიჰფინე ესე მოშიშთა და მორწმუნეთა კაცთა რომელთა ენებოს ღირსებით და სიმართლით და შიშით ცხორებაჲ.
    10.     რამეთუ არა ცუდად რაჲ ნეტარი იგი მოციქული ასწავებს მიწერითა მით ტიმოთეს:
    11.     „ჵ ტიმოთე, სარწმუნოვებაჲ ეგე კრძალულად იპყარ და ჰრიდებდ ურწმუნოვებისათა მათ ახალ ჴმათა და მჴდომთა მათგან სახეთა, რომელნი აღსარებასა მას სარწმუნოვებისასა შესცთეს“;
    12.     და მერმე: „ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლსა მას შინა იესუ ქრისტესსა,
    13.     და რომელიგი გესმა ჩემგან ჴელითა მრავალთა მოწამეთაჲთა, ამას დაუმტკიცებდ მორწმუნეთა მათ კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად“.
    14.     აწ უკუე ნეტარი იგი მოციქული შიშით ჴელსა შეჰყოფდა ამას რომელ-იგი არა ყოველთა წინაჲსწარ უწყებულ და განცხადებულ იყო, წინაჲსწარ ჰხედვიდა სულითა, რამეთუ არა ყოველთა თანა არს სარწმუნოვებაჲ;
    15.     რავდენ არა უფროჲს, უკუეთუ ჩუენ უდებთა მიმართ ღმრთისათა მათ სიტყუათა მივცემდეთ განრყუნილთა და უღირ[ს]თა კაცთა?
    16.     რამეთუ ნეტარნი იგი წინაჲსწარმეტყუელნი თუალ ჩუენ გუექმნნეს, წინაჲსწარხილვითა მით ჴელითა სარწმუნოვებისაჲთა სიტყჳსა მის ზრახვაჲ,
    17.     რამეთუ რომელ იგი მათსაცა შემდგომად იყვნეს მოგჳთხრეს ნათესავთა, არა თუ წარსრულთა მათთჳს ხოლო მოგჳთხრეს,
    18.     არამედ მათ ჟამთათჳსცა და ყოფადთა მათთჳსცა მოგჳთხრეს, რაჲთა არა ერთისა ჟამისათჳს ერქუას წინაჲსწარმეტყუელ,
    19.     არამედ ყოფადთათჳსცა წინაჲსწარ ჩუენდა მოთხრობითა განმზადებულთა მათთჳს, რაჲთა წინაჲსწარმეტყუელი იგი ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ითქუას.
    20.     რამეთუ ესე ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა მით სულითა განძლიერებულ და თავადისა მის სიტყჳსა მიერ ღირსად პატიოსან,
    21.     მსგავსად ქნარისა ვიეთმე აღრთულ, რომელთა აქუს უღელი იგი ვითარცა საფანდურებელი.
    22.     რომლისა ჴელისა მიერ შეხრილ გჳთხრობდეს ამას, რომელ რაჲ უნდა ღმერთსა,
    23.     რამეთუ არა თჳსითა ძალითა რასმე წინაჲსწარმეტყუელნი იგი წინაჲსწარმეტყუელებდეს – ნუ სცთები – და არცა რომელ იგი მათ უნდა მას ქადაგებდეს;
    24.     არამედ პირველ სიტყჳთა მით გულისხმა-ჰყოფდეს სამართლად, და მერმე ჩუენებითა ეუწყებოდა გამოკეთებად, ესრეთ მოვლინებულნი კეთილად იტყოდეს ამას
    25.     რამეთუ მათა ხოლო იყო ღმრთისა მიერ გამოცხადებაჲ იგი;
    26.     და თუმცა არა, რომლისა სიტყჳსა მსგავსად წინაჲსწარმეტყუელნი იგი ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი წინაჲსწარმეტყუელებდეს?
    27.     ხოლო რასა იგი სულითა წინაჲსწარ ჰხედვიდეს განმზადებულთა მათთჳს და გჳთხრობდეს,
    28.     და არა თუ წარსრულთათჳს რასმე იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი იგი რომელ იგიმცა ყოველთა ეხილვა,
    29.     არამედ ყოფადთა მათ მოგჳთხრეს ჭეშმარიტად, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი შერაცხილ არიან.
    30.     ამისთჳსცა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელნი იგი წინაჲსწარ-მხილველ ითქუმიან, რომელთა მათ კეთილად მეტყუელთა მიერ ჩუენცა სწავლულნი გამოვიტყჳთ;
    31.     და არა თუ ჩუენითა სიბრძნითა რაჲმე ახლად ჴელსა შევჰყოფთ გამოთქუმად, არამედ რაჲ-იგი დასაბამითგან წარმართებულ არიან სიტყუანი და წერილნი,
    32.     შუვა წარმოვიღებთ და განვანათლებთ მათა მიმართ რომელნი მართლ რწმუნებად შემძლებელ იყვნენ,
    33.     რაჲთა იყოს ორკერძოჲთვე ზოგადი სარგებელი: რომელნიიგი გულსმოდგინე იყვნენ სამართლად გამოუცხადებთ ყოფადთა მათ
    34.     და რომელნი იგი ისმენდენ გამოუცხადოთ ძალი თქუმულთაჲ მათ.
    35.     და რამეთუ აწ შრომაჲ იგი და ღუაწლი ორკერძოვე წინა-გჳც, უურველად შე[უ]ორგულებელად გამოვთქუათ,
    36.     და რომელნი-იგი ისმენდეს მორწმუნედ სმენითა მით შევაწყნარნეთ თქუმულნი იგი.
    37.     გლოცავ შენ, თანა-მოღუაწე მეყავ მე ლოცვის-ყოფით ღმრთისა მიმართ.
    38.     ვითარცა-იგი რომელ წინავე ნეტართა მათ წინაჲსწარმეტყუელთა გამოეცხადა ღმრთისა იგი სიტყუაჲ, რომელი-იგი დასაბამითგან სიტყუაჲ იყო,
    39.     ხოლო აწ ჩუენთჳს კაცადცა ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, გამოგიცხადებს შენ ამას რომლისა მის მიერ ლოცვისყოფითა წარწევნად წადიერ ვართ გამოძიებად.
    40.     არამედ რამეთუ თჳსითა მით მოწყალებითა დაურიდებელად მიაუწყებს ყოველთა წმიდათა სიტყუაჲ იგი მართლ თავისა თჳსისა ჴელითა ყოველთა წმიდათაჲთა, ვითარცა მეცნიერ.
    41.     შემწე ჩუენისა სარგებლისათჳს, გულისხმისმყოფელ კაცობრივისა ამის უძლურებისათჳს, რაჲთა რომელნი-იგი უცებნი იყვნენ,
    42.     სწავლნეს და შეცთომილნი მოაქცინეს ჭეშმარიტსა გზასა თჳსსა,
    43.     და რომელნი-იგი სარწმუნოვებით ეძიებდენ, ადვილად პოვონ, რომელნი წმიდითა ჴორცითა და უბიწოჲთა გულითა რეკად კართა განმზადებულ არიან მუნქუესვე განეღოს.
    44.     რამეთუ არა შეურაცხ-ვინ ყვნის თჳსთა მსახურთაგანნი და არცა მოიძაგის, ვითარმცა არა ვინ ღირს იყო საღმრთოჲსათა მათ ზრახვათა;
    45.     არცა მდიდარი უშერაცხილეს და უპატიოსნეს შეურაცხიეს გლახაკისა, და არცა გლახაკსა უპოვარებისათჳს შეურაცხ-ჰყოფს, და არცა დუჟსა მას ვითარცა უგულისჴმოსა აყუედრებს.
    46.     და არცა საჭურისსა ვითარცა კერძო-კაცსა განაგდებს, და არცა დედაკაცსა დედლობისა და დასაბამისა მის შეცოდებისათჳს განაგდებს,
    47.     და არცა მამაკაცთა მცნებისა გარდასლვისა მისთჳს აგინებს,
    48.     არამედ ყოველთაჲვე სწყალობს და ყოველთაჲვე განრინებად ჰნებავს
    49.     და ყოველთავე ძედ ღმრთისად სრულყოფად სწადის და ყოველთა მათ წმიდათა ერთად კაცად აღსრულებულად უწესს.
    50.     რამეთუ ერთ არს ძე იგი ღმრთისაჲ, რომლისა მიერ ჩუენცა, მიწევნულ სულითა წმიდითა ზესკნელსა მას შობასა,
    51.     ერთად აღსრულებულ და ზეცისასა მას კაცსა ყოველთავე მოსლვად და მოწევნად გუწადის.
    52.     რამეთუ სიტყუამან მან ღმრთისამან უთესლოდ მოიღო წმიდაჲ ჴორცი წმიდისა ქალწულისაგან, რომლისაჲ-იგი ვითარცა სიძე სამკაული, და აქუსა იგი ზედა ჯუარსა მას,
    53.     და შეჰრია მოკუდავი ესე ჴორცი თჳსსა მას ძლიერებასა და განსარყუნელი ესე – განურყუნელსა მას
    54.     და უძლური ესე-ძლიერსა მას, რაჲთა აცხოვნნეს წარწყმედულნი ესე კაცნი.
    55.     და აწ ითქუმიან ქსელ უფლისა ვნებანი იგი რომელ ჯუარსა მას ზედა, და საგუსალ მას შინა-სულისა წმიდისა ძალი, და სავაღალწმიდაჲ იგი ჴორცი დაქუსულ სულსა მას,
    56.     და მატყლ – რომელ სიყუარულისა ქრისტესისაგან არიან მადლნი, რომელ-იგი დაამტკიცებს და შეჰყოფს ორსავე ერთად,
    57.     ფხინ – სიტყუაჲ იგი, და მოქმედ – მამანი იგი და წინაჲსწარმეტყუელნი არიან რომელნი კოჭადმდე სრულსა მას სამკაულსა უქსოვენ ქრისტესსა,
    58.     რომელთა ჴელითა სიტყუაჲ იგი გჳჩუჱნნა მსგავსად ფხინისა და ქუსავს მათ გამო, რაჲცა-იგი ჰნებავნ მამასა.
    59.     ხოლო აწ ჟამი ესე გუასწრაფებს გამოძიებად ყოფადთა მათთჳს კმა ყოფად წინაჲსწარ სიტყუათა ამათ მადლთა მიერ ღმრთისათა თქუმულთათჳს;
    60.     ჯერ-არს აწ წარმოღებად საღმრთოთა წიგნთაგან და გამოთქუმად ვითარ ანუ რაბამ რაჲ იყოს მჴდომისაჲ მის მოსლვაჲ,
    61.     რომელთა დღეთა ანუ რომელსა ჟამსა ბნელისაჲ იგი გამოჩნდეს, ვინაჲთმე ანუ რომლისა ნათესავისაგან, და რაჲმე არს სახელი მისი,
    62.     რომელ თითთა რიცხუთა ასოჲთა მით გამოითქუმის, და ვითარ ცთომაჲ ერისაჲ მის იყოს და ვითარ შეკრიბნეს კიდით ქუეყანისაჲთ და იწრობაჲ
    63.     და დევნაჲ ზედა წმიდათა აღადგინოს, და ვითარ-სახედ თავსა თჳსსა განადიდებდეს ვითარცა ღმერთი.
    64.     და ვითარ-რაჲ იყოს მისი აღსასრული იგი, და ვითარ სახედ მოსლვაჲ იგი უფლისაჲ გამოჩნდეს ზეცით, და ვითარ იყოს სოფლისა ამის ცეცხლითა განკითხვაჲ,
    65.     და ვითარ იყოს წმიდათა დიდებაჲ და ზეცისაჲ სასუფეველი, რომელნი-იგი სუფევდენ ქრისტეს თანა, და ვითარ იყოს უკეთურთაჲ მათ საუკუნოჲ იგი ცეცხლითა ტანჯვაჲ.
    66.     აწ უფლისა მის და მჴსნელისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს, ძისა მის უფლისაჲსა, მეუფისა მის და დიდებულისა,
    67.     ვითარცა ლომისა წინაჲსწარ-ქადაგებულისა, მსგავსად მისა ანტიქრისტესთჳსცა, ვითარ წინაჲსწარ თქუეს წიგნთა სიფიცხლისა მისისათჳს და მძლავრებისა.
    68.     რამეთუ ყოვლითავე ემსგავსოს მაცთური იგი ძესა მას ღმრთისასა.
    69.     აწ ლომ ქრისტე ითქუმის და ითქუმის ლომ ანტიქრისტეცა; გამოჩნდა კრავად ქრისტე, და იგიცა ეგრევე სახედ გამოჩნდეს ვითარცა კრავი და შინაგან იყოს მგელ დადარანებულ;
    70.     მჴსნელი იგი მოვიდა სოფლად, და იგი ეგრე სახედვე მოვიდეს; წარავლინნა უფალმან მოციქულნი იგი ყოველთა მიმართ წარმართთა,
    71.     ეგრეცა მან წარავლინნეს ცრუმოციქულნი;
    72.     შეკრიბნა განბნეულნი იგი ცხოვარნი ქრისტემან, და ეგრეცა მან შეკრიბოს განბნეული იგი ერი; ნათელ-სცა ქრისტემან რომელთა ჰრწმენა იგი.
    73.     და იგიცა ნათელ-სცემდეს; ხატად კაცთა გამოჩნდა უფალი, და იგიცა კაცთა ხატად მოვიდეს;
    74.     აღადგინნა მჴსნელმან მან თჳსნი იგი ჴორცნი და გჳჩუჱნნა ვითარცა ტაძარი, და მან აღაშენოს იერუსალჱმისა იგი ტაძარი დაჴსნილი.
    75.     ესე არიან მისნი იგი მაცთურებისა მანქანებანი, რომელნი ამისა შემდგომადცა გითხრნე; აწ მოვედით და ვიწყოთ დასაბა]მითგანსა მას.
    76.     რამეთუ იტყჳს ნეტარი იგი იაკობი კურთხევათა მათ, წინაჲსწარ ქადაგებს უფლისა და მჴსნელისა ჩუენისათჳს ესრე:
    77.     „იუდა, შენ გაქებდენ ძმანი შენნი, და ჴელნი შენნი ზედა ბეჭთა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენი ძენი მამისა შენისანი.
    78.     ლეკუ ლომის იუდა, აღმოცენებისაგან გამოჰჴედ, შვილო ჩემო; მიწოლით დაიძინოს ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, და ვინ-მე აღადგინოს იგი?
    79.     ნუ მოაკლდებინ მფლობელი იუდაჲსგან ნუცა ჴელმწიფჱ წყვილთა მისთაგან, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ-იგი დგას და ემარხვის; და იგი ხოლო იყოს სასოვება წარმართთა.
    80.     გამოაბას ვენაჴსა კარაული თჳსი და რქასა ვენაჴისასა კიცჳ იგი ვირისაჲ.
    81.     განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა-სამკაული თჳსი.
    82.     მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა, და სპეტაკ-კბილნი მისნი ვითარცა სძჱ“.
    83.     აწ ესე გამოთქუმული გაუწყე შენ და მინდა კმაყოფად, არამედ რამეთუ ეგე სიტყუანი გუაწუევენ სიტყუად და მერმეცა სიტყუად,
    84.     არავე დავდუმნეთ, რამეთუ არიან ნანდჳლვე საღმრთონი იგი სიტყუანი განმადიდებელ და შემძლებელ სარგებლის,
    85.     რამეთუ „ლეკუს ლომის“ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი იუდაჲსთჳს და დავით ჴორციელად გამოჩინებითა მით ძედ ღმრთისად იტყჳს.
    86.     ხოლო რომელ-იგი თქუა ვითარმედ „აღმოცენებისაგან გამოჰჴედ შვილო“ გჳჩუენა აღმოცენებული იგი ნაყოფი წმიდისაგან ქალწულისა,
    87.     არა თესლისაგან შობილ, არამედ სულისა მიერ მიდგომილ, და ესე ვითარცა მცენარე წმიდისა ქუეყანისაგან აღმოცენებული.
    88.     ესაია იტყჳს: „აღმოჴდეს ყუავილი ძირთა მათგან იესესთა და ყუავილი მისგან გარდაეფინოს“;
    89.     აწ ესაია „ყუავილ“ იტყჳს, ხოლო იაკობ – „მცენარჱ“, რამეთუ პირველად აღმოსცენდა მუცელსა მას წმიდასა სიტყუაჲ იგი და მერმე ყუავილ გარდაფენილ.
    90.     ხოლო რომელ-იგი თქუა: „მიწოლით დაიძინოს ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან“,
    91.     წუთ ერთსა მას მიძინებასა ქრისტესსა იტყჳს, ვითარცა ესაია იტყჳს:
    92.     „ვითარ მეძავ იქმნა ქალაქი იგი სარწმუნოჲ სიონი, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა, ხოლო აწ აღივსო მკლველებითა“.
    93.     და დავით ეგრევე იტყჳს: „მე დავწევ, დავიძინე, განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწჱ ჩემდა“.
    94.     და გჳჩუენებს წერილითა მით დაძინებასა მას და აღდგომასა რომელ იყო.
    95.     ხოლო იაკობ იტყჳს: „ვინ აღადგინოს იგი?“ არამედ თჳთ მამამან, რომლისა მსგავსად პავლჱცა იტყჳს: „და ღმრთისა მამისაჲ რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით“.
    96.     და რომელ იგი თქუა: „ნუ მოაკლდებინ მფლობელი იუდაჲსგან ნუცა ჴელმწიფჱ წყვილთაგან მისთა, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ-იგი დგას და ელის.
    97.     და იგი იყოს სასოვება წარმართთა“, ნათესავისა მისგან იუდაჲსისა იტყჳს ამას ქრისტეს ზედა,
    98.     რამეთუ იგი არს ჩუენ წარმართთა სასოვებაჲ, რამეთუ მოველით მას მოსლვად ზეცით გარდამო, რომელსა-იგი აჰა ძალითა სარწმუნოვებისაჲთა ვხედავთ-ცა.
    99.     და რომელ-იგი თქუა: „გამოაბას ვენაჴსა კარაული თჳსი“, ესე არს, რამეთუ წინა-დაცუეთილებისაგან მიუწესს ერსა მას თჳსსა მას ჩინებასა, რამეთუ იგი თავადი არს ვენაჴი იგი.
    100.     რომელ იგი თქუა: „რქასა ვენაჴისასა კიცჳ იგი“, ესე არს რამეთუ წარმართთა ერსა მას ვითარცა ჩჩჳლსა მუტრუკსა დედისა მიმართ ერთად შეჰყოფს,
    101.     წინადაცუეთილებასა მას და წინადაუცუეთილებასა, ერთად სარწმუნოვებად წოდებითა.
    102.     და რომელიგი თქუა: „განრცხეს ღჳნითა სამკაული თვისი“, სულისა მის წმიდისა გარდამოსლვასა იტყჳს იორდანესა ზედა მამულისა მის მადლისასა.
    103.     „და სისხლითა ყურძნისაჲთა სამოსელი თჳსი“ აწ სისხლსა ყურძნისას, რომელსა, არამედ ჴორცთა მათ წმიდათა თჳსთასა ვითარცა ტევნისაჲ ჯუარსა მას ზედა დაჭყლემულისაჲ,
    104.     რომლისა გუერდისაგან გამოეცნეს ორნი წყარონი, სისხლისა და წყლისაჲ,
    105.     რომლითა წარმართნი განიბანებიან და განწმიდნებიან, რომელნი ვითარცა სამკაულნი შერაცხილ არიან ქრისტესა.
    106.     „მხიარულ არიან თუალნი მისნი ვითარცა ღჳნითა“.
    107.     თუალ უფლის ვინ არიან, არამედ ნეტარნი იგი წინაჲსწარმეტყუელნი, წინაჲსწარმხილველნი იგი სულითა და წინაჲსწარ-მქადაგებელნი,
    108.     რამეთუ ამით სახითა განსრულებულნი და განძლიერებულნი უხაროდა რამეთუ ჰხედვიდეს მას სულიერითა მით თუალითა მუნვე,
    109.     თავადისა მის სიტყჳსაგან და მისთავე მადლთაგან აღსრულებულნი.
    110.     და რომელ-იგი თქუა: „სპეტაკს არიან კბილნი მისნი ვითარცა სძჱ“, რომელ იგი წმიდისა მისგან პირისა ქრისტესისა გამოეცნეს მცნებანი.
    111.     ხოლო ამსგავსნა: სპეტაკს ვითარცა სძჱ.
    112.     და აწ, რამეთუ ლომ და ლეკუ ლომის წინაჲსწარ წიგნთაგან ითქუმის ქრისტე, მსგავსად ამისა ანტჱქე˜ს-თჳსცა ჰპოვო თქუმული, რამეთუ იტყჳს მოსე: „ლეკუ ლომის დან და ვლდომად იწყოს ბესანით გამო“.
    113.     ხოლო ნუ ვინ სცთებინ ვითარმედ ქრისტესთჳს იტყჳს.
    114.     ესე გამოიძიენ კეთილად, გულს-მოდგინედ ესე რამეთუ თქუა: „დან ლეკუ ლომის“.
    115.     ნათესავი იგი დანისი გამოაცხადა, რომელ ესე წინაგჳც, რომლისაგან განმზადებულ არს მჴდომი იგი შობად;
    116.     რამეთუ ვითარცა სახჱდ იუდაჲს ნათესავისაგან მჴსნელი იგი ჩუენი იშვა, ეგრეცა დანის ნათესავისაგან მჴდომი იგი იშვეს.
    117.     და რამეთუ ესე ესრეთ არს, იხილე რასა-იგი იტყჳს იაკობ: „იყოს დან გუელ დადარანებულ გზასა ზედა ცემად ტერფთა ჰუნეთასა“.
    118.     აწ გუელ ვინჲ არს, არამედ რომელი იგი დასაბამითგან მაცთური არს, რომლისათჳს იგი შობათასა იტყჳს, რომელმან-იგი აცთუნა ევა და დათრგუნა ადამი?
    119.     და აწ, რამეთუ თანა-გუაც მრავლითა მოწამებითა გამოთქუმად წერილთაჲ მათ, არა დავსცხრეთ.
    120.     და რამეთუ ნათესავისა მისგან დანისა განმზადებულ არს ყოფად და აღდგომად ფიცხელ მეფჱ
    121.     და მსაჯულ უკეთურ, შვილ მაცთურის, ესრე იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „დან შჯიდეს თჳსსა მას ერსა ერთსა მას ტომსა ისრაჱლისასა“.
    122.     უკუეთუ თქუას ვინმე, ვითარმედ სამსონის ზედა თქუმულ არს ესე, რომელ-იგი დანის ნათესავისაგან იშვა, შჯიდა ერსა მას ოც წელ ოდენ,
    123.     და აწ სამსონის ზედა განნაწინებული იგი ჩანს, ხოლო სრულიად აღესრულების ესე ანტექრისტეს ზედა,;
    124.     რამეთუ იტყჳს იერემია წინაჲსწარმეტყუელიცა ესრე: „წრაფაჲ დანით ისმა, სიმალჱ ჰუნეთა მისთაჲ: ჴმისაგან ჴჳვილისა საჴედართა მისთაჲსა შეიძრა ყოველი ქუეყანაჲ“.
    125.     იტყჳს მერმე სხუაჲცა წინაჲსწარმეტყუელი: „შეკრიბოს ყოველი ძალი თჳსი აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე;
    126.     რომელთა უწოდის და რომელთა არა უწოდის, შეკრბებოდიან მისა; განასპეტაკოს ზღუაჲ აფრაებითა ნავთა მისთაჲთა და მოაშავოს ქუეყანაჲ ფარებითა და ჯაჭუ-ჭურითა მისითა,
    127.     და ყოველი შეემთხუეოდის მას ბრძოლად, მახჳლითა ჴრმლისაჲთა დაეცეს“.
    128.     და აწ ესე არა სხჳსა ვის ზედა უთქუამს, არამედ ზედა მჴდომსა მას განლაღებულსა ღმრთის მბრძოლსა.
    129.     გიჩუენო შემდგომად ამისა.
    130.     რამეთუ იტყჳს ესაიაცა: „და იყოს, რაჟამს აღასრულოს უფალმან ყოველი-ვე ესე ყოფად ზედა მას სიონსა და იერუსალჱმსა,
    131.     მოავლინოს გონებათა მათ ზედა დიდთა და ზედა მთავართა მათ ასურასტანისათა და სილაღესა მას დიდებულებასა თუალთა მისთასა მისთჳს,
    132.     რამეთუ თქუა: ძლიერებითა ჩემითა ვყო ესე და მეცნიერებითა ზრახვისა ჩემისაჲთა დავიპყრნე საზღვარნი წარმართთანი და ძლიერებაჲ მათი მოვაოჴრო;
    133.     აღვძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი და სოფელი ყოველი ჴელთ-ვიდვა, ვითარცა ბუდე ერთი და აღვიხუნე ვითარცა კუერცხნი დაშთომილნი;
    134.     არა ვინ განერეს ჩემგან და არავინ პირსა მომექცეს მე.
    135.     არა ეგრე? არამედ მოავლინოს ადონაე უფალმან პატიოსნებასა მაგას შენსა გინებაჲ და დიდებულებასა მაგას შენსა ცეცხლი შემწუველი აღატყდეს
    136.     და ნათელი იგი ისრაჱლისაჲ იყოს შენდა ცეცხლ და მოგ[ს]პოს შენ ალითა მით ცეცხლისაჲთა და შეჭამოს ვითარცა თივაჲ ძალი შენი“.
    137.     და სხუასა ადგილსა იტყჳს: „ვითარ დადუმებულ არს ძლიერი იგი და ვითარ დაცხრომილ არს მავნებელი იგი?
    138.     შემუსრა ღმერთმან უღელი იგი მთავართაჲ მათ; დასცა ნათესავი იგი განუკურნებელითა ტანჯვითა და გუემა იგი რისხვითა გულისწყრომისაჲთა,
    139.     და არა შეიწყალა; განისუენა სასოვებით ყოველმან სოფელმან, და იხარებდენ სიხარულით; და ძელი იგი ლიბანისაჲ მხიარულ იყოს შენდა მიმართ,
    140.     და ნაძჳ იგი ლიბანისაჲ; ვინაჲთგან შენ დაიძინე, არავინ აღმოვიდა მომკუეთელი ჩუენდა.
    141.     ჯოჯოხეთი ქუეშე შენსა განმწარდა შემთხუევასა შენსა ერთბამად; აღდგეს ყოველნი გმირნი, რომელნი ჴელმწიფებდეს ქუეყანასა ზედა;
    142.     აღდგეს საყდართაგან თჳსთა ყოველნი მეუფენი წარმართთანი.
    143.     ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენ-ცა შეიპყარ, ვითარცა ჩუენ, და ჩუენ თანა შეირაცხე.
    144.     შთაჴედ ჯოჯოხეთა დიდებაჲ შენი და მხიარულებაჲ შენი; ქუეშე შენსა დალპოლვაჲ დაგირეცონ, და ნეშტი იგი შენი მატლ.
    145.     ვითარ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი, რომელ განთიად აღმობრწყინდის, და დაიმუსრა ქუეყანასა ზედა,
    146.     რომელიგი წარავლინებდა ყოველთა მიმართ წარმართთა ნათესავთა? შენ სთქუ გულსა შენსა: „ცად აღვჴდე და ზესკნელს ვარსკულავთა დავიდგნე საყდარნი ჩემნი;
    147.     დავჯდე მთასა მაღალსა და ზედა თავთა მთათა მაღალთასა, რომელ-იგი ჩრდილოჲთ არიან, აღვჴდე ზედა ღრუბელთა, ვემსგავსო მაღალსა მას“.
    148.     ხოლო აწ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე და ქუესკნელთამდე ქუეყანისათა.
    149.     რომელთა გიხილონ შენ დაუკჳრდეს შენ ზედა და თქუან: ესე იგი კაცი არს, რომელი აზრზენდა და აღსძრვიდა ყოველსა ქუეყანასა,
    150.     რომელმან დადვა სოფელი ყოველი უდაბნოდ და ქალაქნი ყოველნი აღაოჴრნა და ტყუენი არა განუტევნა.
    151.     ყოველთა მთავართა ქუეყანისათა დაიძინეს პატივით, კაცმან საყოფელსა თჳსსა;
    152.     და შენ განგდებულ იყო მთათა ზედა, ვითარცა მძორი საძაგელი მრავალთა თანა დაცემულთა მახჳლითა, რომელნი შთაჴდეს ჯოჯოხეთა.
    153.     ვითარცა სახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არნ წმიდა, ეგრეცა შენ არა იყო წმიდა, რამეთუ ქუეყანაჲ ჩემი წარსწყმიდე და ერი ჩემი მოსარ.
    154.     არა სდგე უკუნისამდე ჟამთა.
    155.     განჰმზადენ ყრმანი შენნი მოსაწყუედელად ცოდვათათჳს მამისა შენისათა, რაჲთა არა აღდგენ და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ“.
    156.     და ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს მისთჳს ესრეთ: „ამას იტყჳს უფალი ღმერთი: ამისთჳს რამეთუ აღიმაღლე გულითა შენითა
    157.     და სთქუ: ღმერთ ვარ მე, და მკჳდრობაჲ ჩემი არს გულსა ზღჳსასა; და შენ კაც ხარ და არა ღმერთ, ჰყავ გული შენი, ვითარცა გული ღმრთისაჲ; უბრძნეს ნუ ხარ შენ დანიელისა?
    158.     და მეცნიერთა არა გსწავლეს შენ ზრახვითა თჳსითა; სიბრძნითა ნუ ზრახვისა შენისაჲთა შეიკრიბე თავისა შენისა ძალი და ოქროჲ და ვეცხლი საფასეთა შენთა?
    159.     ანუ მრავლითა მეცნიერებითა სულისა შენისაჲთა განამრავლე ძალი შენი? აღმაღლდა გული შენი ამპარტავანებითა შენითა და აწ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი:
    160.     ამისთჳს, რამეთუ ჰყავ გული შენი, ვითარცა გული ღმრთისაჲ, აჰა ესერა მე აღვადგინნე შენ ზედა უცხონი და ურიდნი წარმართნი,
    161.     და მიყარნენ ჴრმალნი თჳსნი შენ ზედა და შუენიერებასა ზრახვისა შენისასა, და დადვან შუენიერებაჲ შენი წარსაწყმედელად,
    162.     და დაგცენ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა მწყ[ლ]ველთა მიერ გულსა ზღჳსასა.
    163.     სთქუა შენ ვითარმედ: ღმერთ ვარ მე წინაშე მკლველთა მათ შენთა; და შენ ნაცარ ხარ და არა ღმერთ,
    164.     სიმრავლისა მისგან წინადაცუეთილთაჲსა წარსწყმდე ჴელითა უცხოთესლთაჲთა, რამეთუ მე ვიტყჳ ამას, თქუა უფალმან“.
    165.     აწ ამათ თქუმულთა შემდგომად ვიხილოთ გამოწულილვით, რასა იტყჳს დანიელი ჩუენებათა მათ.
    166.     განაჩინებს მათთჳს რომელ-იგი ამათსა შემდგომად აღდგომად იყვნეს მეუფენი, გჳჩუენა აღსასრულსა ჟამთაჲსა მჴდომისა მისცა მოსლვაჲ და ყოვლისა ამის სოფლისა აღსასრული.
    167.     აწ გამოიტყჳს ჩუენებასა მას ნაბუქოდონოსორისსა: „შენ, მეფჱ, იხილევდ, და აჰა კერპი ერთი დგა წინაშე შენსა,
    168.     რომლისა თავი მისი იყო ოქროჲსაგან წმიდისა, მკლავნი და ბეჭნი მისნი ვეცხლისანი, მუცელი და ბარკალსხჳლნი სპილენძისანი, წჳვნი მისნი რკინისანი,
    169.     ფერჴნი მისნი რკინისა და კეცისანი, ვხედევდ რამეთუ გამოსთქდა ლოდი ერთი ჴელშეუხებელად და დაეცა კერპსა მას ზემდგომარესა ფერჴთა მათ რკინისათა
    170.     და კეცისათა და დააწულილა სრულიად; მას ჟამსა შეიმუსრა კეცი იგი და რკინაჲ იგი და პილენძი იგი და ვეცხლი იგი და ოქროჲ იგი,
    171.     და იქმნა ვითარცა მტუერი კალოჲსაჲ დღეთა არისათა, და აღიღო იგი ძლიერებამან ქართამან,
    172.     და ადგილი იგიცა არა იპოვა; და ლოდი იგი რომელმან დამუსრა კერპი იგი იქმნა მთა დიდ და განავსნა ცისკიდენი“.
    173.     აწ შევატყუათ ამას დანიელისი იგივე ჩუენებაჲ და ორთაჲვე იგი ერთი ძალი გამოვაცხადოთ, რაჲთა იყვნენ ურთიერთას ერთობით მსგავს და ჭეშმარიტ,
    174.     რამეთუ იტყჳს დანიელ ესრჱ: „ვხედევდ, და აჰა ოთხნი ქარნი ცით გარდამოეტევნეს ზღუასა მას ზედა დიდსა,
    175.     და ოთხნი მჴეცნი დიდნი გამოვიდეს ზღჳსა მისგან ფერად-ფერადნი: პირველი იგი ძუვი ლომი, და ფრთენი მისნი ვითარცა ორბისანი;
    176.     ვხედევდ ვიდრემდის დასცჳვეს ფრთენი მისნი, და აღემართა ქუეყანისაგან, და ვითარცა ფერჴთა ზედა კაცისათა ვიდოდა, და გული კაცისაჲ მოეცა მას.
    177.     და აჰა მჴეცი იგი მეორე მსგავსი დათჳსაჲ.
    178.     და განდგა ერთკერძო, და სამნი ფერცხალნი პირსა მისსა.
    179.     ვხედევდ და აჰა ესერა სხუაჲ მჴეცი ვითარცა ვეფხი, და ოთხნი ფრთენი ბეჭთა მისთა ვითარცა მფრინვლისანი და ოთხი თავი მჴეცისაჲ მის.
    180.     ამისა შემდგომად ვხედევდ და აჰა მჴეცი იგი მეოთხჱ საშინელი და ძლიერი უმეტჱს; კბილნი მისნი რკინისანი და ფრცხილნი მისნი სპილენძისანი;
    181.     შეშჭამდა და დააწულილებდა და ნეშტსა მას ფერჴითა დასთრგუნვიდა; და თავადი იგი იქცევის და საშინელ იყო უფროჲს სხუათა მჴეცთასა,
    182.     რომელ უწინარჱს იყვნეს მისა; და ათნი რქანი მას ზედა; და ვხედევდ რქათა მათ მისთა, და აჰა რქაჲ ერთი სხუაჲ მცირჱ აღმოვიდოდა მათ შორის,
    183.     და სამნი რქანი მათგან განიფხურნეს წინაშე მისა; და თუალნი იყვნეს ვითარცა კაცისანი რქასა მას, და პირი იყო და იტყოდა დიდ-დიდსა.
    184.     „ვხედევდ, ვიდრემდე საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა; სამოსელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი, და თმაჲ თავისა მისისაჲ ვითარცა მატყლი წმიდაჲ;
    185.     საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ურმისთუალნი ეტლთა მისთანი ცეცხლ მგზნებარჱ; მდინარჱ ცეცხლისაჲ დიოდა წინაშე მისა;
    186.     ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი დგეს გარემოჲს მისა; დივანი დაეგო და მატიანები განეღო.
    187.     დაუტევებდ მას ჟამსა ჴმისა მისგან სიტყუათა მათ დიდ-დიდთა რომელთა რქაჲ იგი იტყოდა, ვიდრემდე დაეცა მჴეცი იგი და მოისპო
    188.     და ჴორცნი მისნი მიეცნეს დასაწუველად ცეცხლსა.
    189.     და სხუათა მათცა მჴეცთა მთავრობაჲ იცვალა.
    190.     „ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა, და აჰა ღრუბელთა თანა ცისათა ძჱ კაცისაჲ მომავალი, და მოიწია დაძუელებულისა მის დღეთაჲსა, და მას მიეცა ფლობაჲ და პატივი და მეუფებაჲ;
    191.     ყოველნი ერნი, ტომნი, ენად-ენადნი მსახურებდეს მას; უფლებაჲ მისი უფლება უკუნისამდე.
    192.     და მეუფებაჲ მისი არა განქარდეს“.
    193.     აწ რამეთუ ძნელ რაჲმე უჩნ რომელთამე გულისხმის-ყოფად ზრახვისაჲ ამის ძალი, არაჲ დაუმალო ამათგანი უწყებად მათა რომელნი იგი გონებაცოცხალ იყვნენ.
    194.     და რომელ-იგი თქუა: „ძუვი ლომი გამოვიდოდა ზღჳსა მისგან“, ბაბილოვნელთა მეფისა მისთჳს თქუა.
    195.     და ესე არს კერპისა მის ოქროჲსა თავი; და რომელ-იგი თქუა: „ფრთენი მისნი ვითარცა ორბისანი“, რამეთუ აღდგა მეფედ ნაბუქოდონოსორ და ღმრთისა მიმართ განლაღნა;
    196.     და რომელ-იგი თქუა: „დასცჳვეს ფრთენი მისნი“, ესე არს რამეთუ მიეღო უფლებაჲ მისი და განიდევნა.
    197.     და რომელ-იგი თქუა: „გული კაცისაჲ მოეცა მას“, ესე არს რამეთუ გულისხმა-ყო და შეინანა თავისა თჳსისაჲ, ვითარმედ კაცი არს, მისცა დიდებაჲ ღმერთსა.
    198.     და შემდგომად ამისა რომელ-იგი თქუა: „ვხედევდ მეორესა მას მჴეცსა მსგავსად დათჳსა“, რომელ არიან სპარსნი;
    199.     და რომელ-იგი თქუა: „სამნი ფერცხალნი პირსა მისნი“, სამნი იგი ნათესავნი გჳჩუენნა: სპარსთაჲ და მართაჲ და ბაბილოვნელთაჲ ...
    200.     ...არიან ყოფად? და რქაჲ იგი რომელ სხუაჲ აღმოჴდეს მათგან, არს ანტიქრისტე: ლოდი იგი რომელ ეკუეთა კერასა მას
    201.     და დააწულილა და რომელმან აღავსო ქუეყანაჲ, ქრისტე არს ზეცით გამოჩინებითა მით და მოწევნად სოფელსა ზედა საშჯელად.
    202.     საყუარელო, ამას შენ შიშით გაუწყებ განუზომელთა მათთჳს სიყუარულთა ქრისტესთა; და რომელნი-იგი უწინარეს ჩუენსა იყვნეს ნეტარნი წინაჲსწარმეტყუელნი,
    203.     უწყოდეს და ვერ იკადრეს განცხადებულად გამოთქუმად რაჲთა არა საცთურ რაჲმე შეემთხჳოს ძეთა კაცთასა;
    204.     არამედ ზრახვით გუაუწყეს იგავით განრჩუნვით, მოგჳთხრეს რლ˜თაჲ მათ გონებათაჲ უწყოდეს მეცნიერად;
    205.     რაოდენ არა უფროჲს ჩუენდა შრომა არს ესე, რამეთუ მათსა ამას ზრახვით თქუმულსა განცხადებულად შეტყუებით გაუწყებთ.
    206.     აწ იხილეთ რაჲ-იგი აღსასრულსა მას შემთხუევად არს უკეთურთა ურწმუნოთა და შეგინებულთა,
    207.     და ვითარ სახედ რისხვაჲ იგი ღმრთისაჲ მოიწიოს მათ ზედა წინაჲსწარ განკითხვისა, განმზადებულსა იგი სატანჯველი.
    208.     განიღჳძე, აღდეგ, წარმოდეგ, ნეტარო ესაია, მითხარ განცხადებულად, რასა სწინაჲსწარმეტყუელებდ ქალაქისა მისთჳს დიდისა ბაბილოვნისა.
    209.     რამეთუ იტყოდე იერუსალჱმისათჳსცა, და აჰა აღსრულებულ არს;
    210.     რამეთუ განცხადებულად დაურიდებელად ეტყოდე: „ქუეყანაჲ ეგე თქუენი ოჴერ; ქალაქნი თქუენნი ცეცხლით მომწუარ; სოფლებსა თქუენსა თქუენ წინაშე უცხონი შეშჭამდენ;
    211.     მოოჴრებულ და დამჴობილ იყოს უცხოთა მიერ; დაშთომილ და დატევებულ იყოს ასული ეგე სიონისაჲ ვითარცა ტალავარი მყოდოლთაჲ
    212.     და ვითარცა ლოგინი ხილისმცველთაჲ შორის ნესოვანსა და ვითარცა ქალაქი შეცვული“.
    213.     აწ არა აჰა ესერა ყოფილ არს ესე ყოველი? რამეთუ აღსრულებულ არიან შენ მიერნი იგი თქუმულნი.
    214.     არა-მე მოუჴრებულ არსა ჰურიასტანისა იგი სოფელი?
    215.     არა მე ცეცხლით მომწუარ არსა განსაწმედელი იგი?
    216.     არა-მე დამჴობილ არიანა ზღუდენი იგი? არა-მე დავაკნეს ქალაქნი იგი?
    217.     არა-ე ქუეყანასა მათსა უცხონი შეშჭამენა? არა მე ქუეყანაჲ ჰრომთა უპყრიესა?
    218.     ამისთჳს მოგიძულეს შენ უშჯულოთა მათ, და აღოჴრდეს, რამეთუ ქრისტე ჯუარსაცუეს; მოჰკუედ ქრისტეს თანა, არამედ ცხოველ ხარ მის თანა.
    219.     აწ ვინ-მე თქუენგანი უფროჲს შევიყუარო?
    220.     არამედ ეგრევე მეცა ქვითა დაქოლვილ; ეგრევე დანიელცა წამებსვე, და შენ, დანიელ, უმეტეს ყოველთასა გაქებდე?
    221.     არამედ იოვანეცა არავე ტყუვის, და უფროჲს-ღა იგი რომელ თქუენდა მიმართ ითქუა სიტყუაჲ იგი.
    222.     რამეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა, არამედ ცხოველ ხართ ღმრთისა თანა.
    223.     გესმოდენ და გიხაროდენ: აჰა თქუენგან თხრობილნი იგი ჟამთა მათ ყოფილნი აღესრულნეს:
    224.     რამეთუ იხილენით პირველად ესენი და მერმე შემდგომად ესრეთვე მოახარეთ ყოველთა ნათესავთა ღმრთისა იგი სიტყუანი და მაუწყეთ ყოველთა ნათესავთა.
    225.     წინაჲსწარმეტყუელად გამოშჩნდით, რაჲთა ყოველთა განრინებად შემძლებელ იყვნეთ,
    226.     რაჲთა ესრეთ ნანდჳლვე წინაჲსწარმეტყუელი იგი ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი შეირაცხოს,
    227.     რაჟამს განმზადებულთა მათ ყოფადთათჳს წინაჲსწარ ქადაგებდეს და წარსრულთასაცა გჳჩუენებს.
    228.     კეთილისა მოძღურისა ყოველნივე ყოფილ ხართ მოწაფჱ;
    229.     ამისთჳს ვითარცა თქუენ ცხოველთა და ღირსთა გეტყჳ, რამეთუ აჰა გაქუსცა ცხორებისაჲ იგი და განურყუნელებისაჲ იგი, რომელ დგას და გემარხვის, ზეცისაჲ იგი გჳრგჳნი.
    230.     მარქუ მე, ჵ ნეტარო დანიელ, დააწყნარე გონებაჲ ჩემი, გლოცავ წინაჲსწარმეტყუელებად ძოვ ლომისა მისთჳს, რამეთუ ტყუე იყავ:
    231.     მითხარ განმზადებულთა მათცა, დათჳსა მისთჳს, რომელ სოფელსა შინა იყავ და იხილე ესე ყოფილი;
    232.     და მერმე შემდგომად მითხრობდ მე ვეფხისა მისთჳს, და ვინაჲმე არნ ესე შენდა ცნობაჲ ყოფადისაჲ მის: რამეთუ აჰა დაძინებულ იყავ მას ჟამსა.
    233.     ვინ გასწავა შენ ესე, არამედ მან, რომელმან დაგბადა შენ მუცელსა დედისა შენისასა სიტყუამან?
    234.     რამეთუ სთქუ და არა სტყუვე, რამეთუ აღდგა ვეფხი იგი, მოვიდა ვაცი იგი თხათაჲ, სცა ვერძსა მას და შემუსრნა რქანი მისნი და დატკებნა ...
    235.     და გიჩუენო შენ სატანჯველი მეძვისა მის დიდისაჲ რომელი-იგი მისრულ არს და ზის ზედა წყალთა მრავალთა,
    236.     რომლისა თანა შეიბილწნეს მეუფენი ქუეყანისანი, დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი მეძვობისა მისისაგან.
    237.     და მიმიყვანა მე უდაბნოდ სულითა წმიდითა; და ვიხილე დედაკაცი ერთი მჴეცსა ზედა მატლსა, და აქუნდა სახელები, თავნი შჳდნი და რქანი.
    238.     და დედაკაცსა მას შეემოსა ძოწეულ და მეწამული და ოქროლესულად ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა, და აქუნდა ჴელსა მისსა სასუმელი სავსე საძაგელებითა
    239.     და სიბილწითა კერპთმსახურებითა ქუეყანისაჲთა; და შუბლსა მისსა დაწერილ იყო ზრახვაჲ, ბაბილოვნ დიდი იგი, დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელთა ქუეყანისათაჲ.
    240.     „და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი წმიდათაჲთა და სისხლითა იესუჲსითა; და ვითარცა ვიხილე იგი, დამიკჳრდა და დავსულბი;
    241.     და მრქუა მე ანგელოზმან მან: რაჲსა დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ ზრახვაჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისა მისთჳს, რომელსა აქუს იგი, რომლისაჲ-იგი არს შჳდი თავი და ათნი რქანი.
    242.     და მჴეცი იგი, რომელ იხილე, იყო და არა არს, რომელ განმზადებულ არს გამოსლვად უფსკრულთაგან და მისლვად წარსაწყმედელად;
    243.     და დაჰკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთანი არა დაწერილ არიან სახელნი წიგნთა შინა ცხოველთასა დასაბამითგან სოფლისაჲთ,
    244.     და მჴეცი იგი, რომელ იხილე, რომელ იყო და არა არს.
    245.     „და არს აქა გულისხმისყოფაჲ, რომელსა აქუს მეცნიერებაჲ.
    246.     შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი იგი ზის,
    247.     და მეფენი შჳდნი არიან; ხუთნი იგი წარჴდეს, ერთი იგი არს, ერთი იგი არღა მოსრულ არს, და ოდეს მოვიდეს, მცირედ ჟამ ოდენ დგეს.
    248.     და მჴეცი იგი რომელ იყო და არა არს, და იგი თავადი მეოთხჱ და შჳდთა მათგან არს.
    249.     და წარსაწყმედელად მივიდეს და ათნი იგი რქანი რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა არღა დაუპყრიეს უფლებაჲ,
    250.     არამედ ჴელმწიფებაჲ მიეცეს ვითარცა მეუფეთა ერთსა ჟამსა მჴეცისა მის თანა.
    251.     ესენი ერთნება იყვნენ და ერთი ძალი აქუნდეს და ჴელმწიფებასა მას მჴეცსა მას უჩემებდენ.
    252.     ამათ კრავსა მას ბრძოლა უყონ, და კრავმან მან სძლოს, რამეთუ უფალი უფლებათაჲ და მეუფე მეუფეთაჲ არს იგი, და რომელნი მისა წოდებულ არიან, რჩეულნი და მორწმუნენი.
    253.     „და მრქუა მე: წყალთა მათ, რომელთა ჰხედევდ, სადა-იგი როსპიკი ზის, არიან ერნი მრავალნი და ტომნი და ნათესავნი,
    254.     და ათთა მათ რქათა რომელთა ჰხედევდ და მჴეცსა მას, ამათ მოიძულონ როსპიკი იგი და უდაბნოდ და ოჴრად დადვან იგი განშიშულებული,
    255.     და ჴორცნი მისნი შეჭამნენ, და იგი დაწუან ცეცხლითა.
    256.     რამეთუ ღმერთმან დადვა გულსა მათსა აღსრულებად ნებისა მისისა და იყვნენ ერთნება,
    257.     და მისცენ ჴელმწიფებაჲ თჳსი მჴეცსა მას, ვიდრემდე აღესრულნენ სიტყუანი იგი ღმრთისანი.
    258.     და დედაკაცი იგი, რომელ იხილე არს ქალაქი იგი დიდი ბაბილოვნი, რომელსა აქუს ჴელმწიფებაჲ მეუფეთა ზედა ქუეყანისათა.
    259.     „ამისა შემდგომად ვხედევდ სხუასა ანგელოზსა გარდამომავალსა ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი და ქუეყანაჲ განათლდა დიდებითა მისითა.
    260.     ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დაეცა, დაეცა ბაბილოვნი დიდი და იქმნა საყოფელ ეშმაკთა და შესავედრებელ მდაბურთა ბილწთა, უკეთურთა და საძაგელთა;
    261.     რამეთუ გულისწყრომითა მთრვალობისა მისისაჲთა დაეცნეს ყოველნი წარმართნი და მეუფენი ქუეყანისანი მისა მიმართ შეიგინნეს,
    262.     და ჴელმწიფენი ქუეყანისანი სიმრავლისაგან ძლიერებისა მისისა განლაღნეს.
    263.     და მესმა ჴმაჲ ზეცით გარდამო და თქუა: გამოვედ მაგისგან ერი ეგე ჩემი, რაჲთა არა შეეძინეთ ცოდვათა მაგისთა.
    264.     და გუემასა მაგის თანა ნუ მიიღებთ, რამეთუ დაიზჳნნეს ცოდვანი მაგისნი ვიდრე ცადმდე.
    265.     და მოიჴსენნა ღმერთმან უწესოვებანი მაგისნი.
    266.     „მიაგეთ მაგას ვითარცა-იგი გიყო თქუენ.
    267.     და დაშჯიდით ორწილ საქმეთა მაგისთაებრ.
    268.     ასუთ მაგას სასუმლითა მითვე რომლითა გასუა თქუენ.
    269.     რავდენცა განიდიდა თავი თჳსი და განლაღნა, ეგოდენცა შეამთხჳეთ მას ტანჯვაჲ და გლოვაჲ,
    270.     რამეთუ იტყჳს გულსა თჳსსა: ვჯდე დედოფლად და ქურივ არა ვარ, და მგლოვარჱ არა ვიყო.
    271.     ამისთჳს ერთსა დღესა შინა მოიწიოს მის ზედა სიკუდილი და გლოვაჲ, და ცეცხლითა შეიწუეს.
    272.     რამეთუ ძლიერ არს უფალი, რომელმან დასაჯოს იგი.
    273.     და იხილონ და ტიროდიან მის ზედა მეუფენი ქუეყანისანი, რომელნი შეიბილწნეს მის თანა და უკეთურებით შეასხმიდეს,
    274.     რაჟამს იხილონ კუალი აღმავალი შემწუველი მას ზედა, განშორებულად დგენ შიშისა მისთჳს ტანჯვათა მისთაჲთა
    275.     და თქუან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქი დიდი ბაბილოვნი, ქალაქი ძლიერი, რამეთუ ერთსა დღესა მოიწინეს დაშჯანი შენნი.
    276.     და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მას ზედა, რამეთუ საფარდული მათი არა ვინ მიიფარდოს,
    277.     საფარდული ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, ქვათა პატიოსანთაჲ და მარგალიტი და ზეეზი და ძოწეული და შარი და მეწამული და ყოველი ძელი თივინონი
    278.     და ყოველი ჭურჭელი პილოჲს ძუალისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელთაგან პატიოსანთაჲ და პილენძისაჲ და რკინისაჲ და მარმარინოჲსაჲ და კილამოჲ
    279.     და საკუმეველი და ნელსაცხებელი და გუნდრუკი და ღჳნოჲ და ზეთი და სამინდოჲ და ზროხაჲ და ცხოვარი და ცხენი ეტლთაჲ და საჴედართაჲ, სარგებელად კაცთა.
    280.     და ხილი იგი გულისსათქუმელი წარვიდა შენგან, და არღარა ჰპოვო იგი.
    281.     ვაჭარნი იგი ამისნი, განდიდებულნი ამისგან, განშორებულად დგენ შიშისათჳს ტანჯვათა მისთაჲსა,
    282.     ტირილით და გლოვით იტყოდიან: ვაჲ, ქალაქი იგი დიდი, რომელსა შეემოსა ზეეზი და ძოწეული და მეწამული,
    283.     და მოძერწულ ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა,
    284.     რამეთუ ერთსა ჟამსა აღიოჴრა ეგოდენი იგი სიმდიდრჱ.
    285.     და ყოველნივე მენავენი და ყოველივე ნავთა შინა პირად-პირადი და ყოველნივე ზღუასა მავალნი შორს დადგენ
    286.     და ღაღადებდენ და ჰხედვიდენ კუამლსა მას აღმავალსა შემწუველსა მის ზედა და თქუან: ვინ-მე არს მსგავს დიდისა მის ქალაქისა ბაბილოვნისა?
    287.     და გარდაისხან მიწაჲ თავსა და გოდებდენ ტირილით და წუხილით.
    288.     და თქუან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქი დიდი რომლისაგან განმდიდრდეს ნავითა ზღუასა პატიოსნებითა მისითა, რამეთუ ერთსა ჟამსა აღიოჴრნენ.
    289.     „გიხაროდენ ცათა მას ზედა, და წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა, რამეთუ საჯა ღმერთმან საშჯელი თქუენი მას ზედა.
    290.     და აღიღო ანგელოზმან ერთმან ქვაჲ ვითარცა ფქვილი ერთი დიდი და შთააგო ზღუასა.
    291.     და თქუა: ესრეთ შთავრდომილი დაინთქას ბაბილოვნი დიდი იგი ქალაქი, და არღარა იპოოს, და ჴმაჲ ქნარისაჲ და შემასხმელთაჲ და სტჳრთაჲ არღარა ისმეს შენგან,
    292.     და ყოველივე მეცნიერებაჲ ჴელოვანთაჲ არღარა იპოოს შენ თანა, და ჴმაჲ ფქვილისაჲ არღარა ისმეს შენგან, და ნათელი სანთლისაჲ არღარა იპოოს შენ თანა,
    293.     და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენგან რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს დიდ-დიდნი ქუეყანისანი, რამეთუ გრძნებითა შენითა შეაცთუნენ ყოველნი ნათესავნი.
    294.     და შენ თანა სისხლი წინაჲსწარმეტყუელთაჲ და წმიდათაჲ იპოვა და ყოველთა მომწყდართაჲ შენგან“.
    295.     აწ ტანჯვათა მათთჳს და რაჲ-იგი მოწევნად არს მის ზედა აღსასრულისა ჟამთა მათგან, რომელნი აღდგომად არიან მათ ჟამთა მძლავრნი,
    296.     განნაწილებულსა მას საშჯელსა განცხადებულად სიტყუაჲ ესე გამოაჩინებს.
    297.     თანა იყოს გუაც ჟამისა მისცა ჭეშმარიტად გამოჩინებად, რომელსა ჟამსა იყოს ესე და ვითარ რქაჲ იგი მცირჱ მათ შორის აღმოჴდეს.
    298.     რამეთუ რკინისათა მათ წჳვთა, რომელთა აწცა უპყრიეს და ფერჴთა მათ კოჭთა და თითთა მიწევნულსა, მსგავსად კერპისა მის გამოჩინებისა და მჴეცისა მის საშინელად ხილვისა,
    299.     ვითარ სახედ წინაჲსწარ მოგუეუწყა, რომელსა ჟამსა რკინაჲ იგი და კეცი ერთად შეიზავოს?
    300.     და გჳჩუენებს დანიელი რაჲ იგი წინა-გჳც; რამეთუ თქუა: „დადვას აღთქუმაჲ მრავალთა თანა შჳდეულ ერთ.
    301.     და იყოს კერძოსა მას შჳდეულისასა, აღჴოცნენ აღნათქუემნი და მსხუერპლნი“.
    302.     აწ ერთსა მას კერძოსა შჳდეულისასა, აღსასრულსა ყოვლისა სოფლისასა, რომელ ყოფად არს, გამოაცხადა, რომლისა შჳდეულისაჲ კერძოჲ იგი მიიღონ,
    303.     და ორნი იგი წინაჲსწარმეტყუელნი ენუქ და ელია, რამეთუ იგინი ქადაგებდენ „ათას ორას სამეოც დღჱ, შემოსილნი ძალითა“,
    304.     სინანულსა ერსა მას და ყოველთა წარმართთა მისცემდენ.
    305.     და უთხრობდენ ორსა მას მოსლვასა უფლისა ჩუენისა და მჴსნელისა იესუ ქრისტესსა, ვითარცა-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ გუეუწყა:
    306.     პირველი იგი, მსგავსად ჴორცთა მათ, შეურაცხად: „და არა იყო ხილვაჲ მისი არცა შუენიერებაჲ, არამედ ხილვაჲ იგი მისი შეურაცხ და უპატიო უფროჲს ყოველთა კაცთა.
    307.     კაცი გუემასა შინა იყო და იცის მან დათმენაჲ სალმობათაჲ, იგინა და არა შეირაცხა“.
    308.     ხოლო მეორედ მოსლვაჲ იგი მისი ქადაგებულ არს დიდებით, ვითარ მოვიდეს ზეცით ძალითურთ და ანგელოზებით და მამულითა მით დიდებულებითა,
    309.     ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „მეუფჱ დიდებით იხილოთ“ ვითარცა-იგი თქუა: „ვხედევდ ღრუბელთა ზედა ვითარცა ძჱ კაცისაჲ მომავალი.
    310.     და ვიდრე დაძუელებულისა მის დღეთაჲსა მოიწია და მას მიეცა პატივი და დიდებაჲ და ყოველთა ზედა მეუფებაჲ.
    311.     ყოველნი ტომნი ენად-ენადნი ჰმონებდენ მას.
    312.     მეუფებაჲ მისი მეუფება უკუნისამდე, რომელი არა განირყუნეს“.
    313.     ამისთჳსცა ორნი წინა-მორბედნი ქადაგნი, პირველი იგი ქადაგი, იოვანე, ძჱ ზაქარიაჲსი, ყოვლითავე წინა-მორბედ და ქადაგ მჴსნელისა მის იქმნა
    314.     და მიმოდებითა მით ყოველთა მიმართ ჴსნისაჲ იგი ნათელი სოფელსა შინა გამოჩინებულ; რამეთუ წინაჲსწარ სრბად იწყო მუცელსა დედისა თჳსისასა,
    315.     წინაჲსწარ იშვა ელისაბედისგან, რაჲთა მათცა, რომელნი მუცელსა დედისასა იყვნენ ჩჩჳლნი, უჩუენოს ყოფადისა მისთჳს სულითა წმიდითა ქალწულითა ახალი იგი შობადი.
    316.     ამას ესმა მოკითხვაჲ იგი მარიამისი, რამეთუ აღიმღერნა მუცელსა დედისასა სიხარულით, რამეთუ ჰხედვიდა მიდგომილ ღმრთისა სიტყუასა.
    317.     და მაშინღა ქადაგებით უდაბნოდ განვიდოდა; ნათლისცემასა მას სინანულისასა ერსა მას მიუთხრობდა, წინაჲსწარ აუწყებდა ჴსნასა მას,
    318.     რომელნი ვითარცა უდაბნოსა სოფელსა შინა განკაფულ იყვნეს წარმართნი.
    319.     ამისა შემდგომად, იორდანესა ზედა უჩუენა პირის-პირ მჴსნელი იგი და თქუა: „აჰა, კრავი ღმრთისაჲ.
    320.     რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.
    321.     რამეთუ ესე პირველად მიიწია მათა, რომელნი ჯოჯოხეთს იყვნეს, ქადაგებად მათა, მოკლული ჰეროდესგან, ქადაგყოფილ.
    322.     და მუნ მიაუწყა განმზადებულისა მის უფლისა შთასლვაჲ გამოჴსნადთა მათთჳს გამოჴსნითა წმიდათა მათ სულთასა ჴელთაგან სიკუდილისათა.
    323.     ხოლო რამეთუ დასაბამი აღდგომისაჲ მჴსნელი იგი იყო [და რამეთუ უფლისა ხოლო წეს იყო] აღდგომაჲ მკუდრეთით, რომლითა საშჯელი ყოველსა ზედა სოფელსა მოწევნად არს.
    324.     რამეთუ რომელნი-იგი ღირსად შურეს, ღირსად მისგანცა იდიდნენ, კეთილისა მისგან თანა-მოღუაწისა,
    325.     პირველად ასპარეზთაჲ მათ [...] აღსრულებულისაჲ მის ზეცად და მარჯულ ღმრთისა და მამისა დაჯდომისა და მერმე აღსასრულსა სოფლისასა მსაჯულად გამოჩინებისა.
    326.     თანა-აც ქადაგთა მათ მისთა წინაჲსწარმოსლვად რამეთუ კეთილად ჴელითა მალაქია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა იტყჳს:
    327.     „მივავლინო თქუენდა ელია თეზბელი წინაჲსწარ მოსლვადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა,
    328.     რომელმან მოაქცინეს გულნი მამათანი შვილთა მიმართ და დაუმორჩილებელნი მეცნიერებასა სიმართლისასა.
    329.     ნუუკუე მოვიდე და დავსცე ქუეყანაჲ ერთბამად“.
    330.     აწ ესენი მოვიდენ და ქადაგებდენ განმზადებულთა მათ ყოფადთათჳს, ზეცით გარდამო ქრისტეს გამოჩინებისა მისთჳს, რომელნი ჰყოფდენცა სასწაულებსა და ნიშებსა;
    331.     ვინ უწყის გან-ხოლო-თუ-აკრძალნენ და მოაქცინენ კაცნი სინანულად გარდარეულებათა მათ უკეთურებათა და უშჯულოვებათა მათთათჳს.
    332.     რამეთუ იტყჳს იოვანეცა: „მივსცნე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა რომელნი წინაჲსწარმეტყუელებდენ, დღენი ათას ორას და სამეოც, შემოსილნი ძალითა“.
    333.     ესე არს კერძოჲ შჳდეულისაჲ მის, რომელ თქუა დანიელ: „ესე არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი იგი სასანთლენი, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ქუეყანისა.
    334.     და თუ ვისმე უნდეს მათა ვნებად, ცეცხლი გამოჴდეს პირისაგან მათისა და შეჭამნეს მტერნი მათნი.
    335.     ამათ აქუნდეს ფლობა დაჴსვად ცისა, რაჲთა არა იყოს წჳმაჲ დღეთა წინაჲსწარმეტყუელებისათა
    336.     და ჴელმწიფებაჲ აქუნდეს წყალთა ზედა გარდაქცევად სისხლად და დაცემად, ქუეყანისა ყოვლითა დაცემითა რაუდენცა უნდეს.
    337.     და რაჟამს აღასრულონ სრბაჲ მათი და წამებაჲ მათი, – რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი? –
    338.     „მჴეცი იგი, რომელ გამოვიდოდა ზღჳსა მისგან, ბრძოლა-სცეს მათ და ერეოდის მათ და მოწყჳდნეს იგინი“, მისთჳს, რამეთუ არა ინებონ დიდებისა მიცემად მჴდომსა მას,
    339.     ესე არს რომელ-იგი აღმოჴდა მცირჱ იგი რქაჲ, რომელმან აღიმაღლოს გული თჳსი, აღმაღლდეს და განიდიდებდეს თავსა თჳსსა ვითარცა ღმერთი;
    340.     სდევნიდეს წმიდათა და ჰგმობდეს ქრისტესა, ვითარცა იტყჳს დანიელ: „ვხედევდ რქასა მას, და აჰა, თუალნი ვითარცა კაცისანი, და პირი იყო და იტყოდა დიდ-დიდსა.
    341.     და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა.
    342.     და რქაჲ იგი ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ და განძლიერდებოდა მათ ზედა,
    343.     ვიდრემდე მოისპო მჴეცი იგი და წარწყმდა და ჴორცნი მისნი მიეცნეს დასაწუველად ცეცხლსა“.
    344.     არამედ რამეთუ თანა-გუაც სრულიად გამოძიებად მისთჳს და თხრობად,
    345.     და ვითარცა სული იგი წმიდაჲ რიცხჳთ რაჲთმე სახელსა მასცა გამოაცხადებს, განცხადებულად მისთჳს გითხრათ.
    346.     რამეთუ იტყჳს იოვანე ესრე: „და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, რომელი გამოვიდოდა ქუეყანით და დგეს ორნი რქანი მსგავსად კრავისა, და იტყოდა, ვითარცა ვეშაპი.
    347.     და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ჰყოფდა წინაშე მისა.
    348.     და დადვას ქუეყანაჲ და მკჳდრნი მისნი, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისაჲ განიკურნა წყლულებაჲ თჳსი.
    349.     და ჰყოფდეს სასწაულსა დიდ-დიდსა.
    350.     რამეთუ ცეცხლიცა აწჳმოს რეცათუ ზეცით ქუეყანად თუალთა წინაშე კაცთა და შეიცთუნნეს მკჳდრნი ქუეყანისანი სასწაულთა მათთჳს,
    351.     რომელ მიეცნენ მას ყოფად წინაშე მჴეცისა მის, რამეთუ ჰრქუას მკჳდრთა ქუეყანისათა გამოსაქმედ ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა აქუნდეს წყლულებაჲ მახჳლითა და დადგა.
    352.     და მიეცა სული ხატსა მას მჴეცსა და იყოს, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მას მჴეცსა მოწყდენ, და ყვნეს თჳსა მცირენი და დიდ-დიდნი,
    353.     შეურაცხნი და დავრდომილნი, აზნაურნი და მონანი, რაჲთა დაიდვან ნიში ზედა მარჯუენესა ჴელსა თჳსსა და შუბლსა თჳსსა,
    354.     რაჲთა არავის ეუფლოს არცა მოსყიდად, არცა მისყიდად, რომელსა არა აქუნდეს სასწაულად სახელი მჴეცისაჲ მის და გინა თუ რიცხჳ [სახელ]ისა მისისაჲ.
    355.     ესე არს გულისხმისყოფაჲ; რომელსა აქუნდეს გონებაჲ, ცანნ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ქართველთა ენად ექუსას სამეოც და ერთი“.
    356.     აწ მჴეცი იგი, რომელ გამოვიდოდა ქუეყანით, ჴელმწიფებასა მას მჴდომისასა იტყჳს,
    357.     რომელ აღდგომად არს და ორთა მათ რქათა მან და რომელ-იგი მის თანა ცრუ წინაჲსწარმეტყუელ არს.
    358.     და რომელ-იგი თქუა: „რქანი იგი იყვნეს ვითარცა კრავისანი“, რამეთუ მსგავსებად ეგულების ძესა ღმრთისასა თავით თავისა განდიდებითა.
    359.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ „იტყოდა ვითარცა ვეშაპი“, რამეთუ მაცთურ არს და არა არს ჭეშმარიტ.
    360.     „და ჴელმწიფებას პირველისა მის მჴეცისასა ყოველსავე ჰყოფდეს.
    361.     და დადვას ქუეყანაჲ და მკჳდრნი მისნი, რაჲთა თაყუანის-სცემდენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისაჲ განიკურნა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ“:
    362.     ამას მოგუასწავებს მსგავსად აგჳსტეს შჯულისა მის, რომლისაგან მეუფებაჲ იგი ჰრომელთაჲ დაემტკიცა, ეგრეცა ამას სძლოს.
    363.     ჰროა[რ]დაგებითა ბრძანებაჲ განსცეს, თავისა თჳსისა განდიდებითა.
    364.     რამეთუ ესე არს მჴეცი იგი მეოთხჱ, რომლისაჲ შეიმუსრა თავი მისი და მერმე განიკურნა დაჴსნისა მისისათჳს და შეურაცხებისა და ათად ნაწილად განყოფისა,
    365.     რომელ-იგი სამე მზაკუვარი იყო, და რეცა თუ განიკურნოს და განახლდეს.
    366.     რამეთუ ესე თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მისგან ჩას რამეთუ „მისცეს საშუმინველი კერპსა მას და იტყოდის ხატი იგი მჴეცისაჲ მის“ – ამისთჳს,
    367.     რამეთუ საქმედ შედგეს და განძლიერდეს, ხოლო გულისხმისმყოფელისაგან ღმრთისა შეიმუსრა და იტანჯა და იქმნა მატლთა შესაჭმელ და იცვალა ამიერ ცხორებით.
    368.     და თუ უნდეს ვისმე ამისი სრულიად გულისხმისყოფაჲ, – წერილ არს „მაკაბელთასა“.
    369.     ხოლო აწ რაჲ ესე წინა გჳც, ამასვე ვიტყოდით.
    370.     რამეთუ იგიცა ეგრე სახედვე აჭირებდეს წმიდათა მათ, რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი და მოციქული ესრეთ: „რომელსა აქუნდეს გულისხმისყოფაჲ,
    371.     აღრაცხენ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ექუსას სამეოც და ერთ“.
    372.     ხოლო აწ სახელისა მისისათჳს ვერას ჭეშმარიტად გამოთქუმად ვჰპოვებთ.
    373.     ხოლო ვერ გულისხმა-ვყავთ, და გუეუწყა მისთჳს ნეტარისა მის იოვანესგან.
    374.     და ვითარ ვჰგონებთ, რამეთუ გამოჩინებასა მას მისსა აჩუენოს ჟამმან გამოძიებული ესე, რამეთუ რავდენ გულისხმა-ვჰყოფთ, პრკოლვილად ვთქუათ.
    375.     აწ მრავალსა სახელსა ვჰპოვებთ მისსა, რომელნი რიცხუსა მას ქუეშჱ არიან, და ვითარ არს, მოვედით და ვთქუათ,
    376.     რომელ-იგი ყოვლითავე არს დაძუელებულ დასაბამითი სახელი მისი, რამეთუ სახელი ესე მითვე რიცხჳთა დაჴსულ არს და სხუაჲცა მრავალი სახელი შეგუვებულად მისა იპოვების.
    377.     არამედ ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ, ვითარმედ განიკურნა წყლულებაჲ მჴეცისაჲ მის პირველისაჲ
    378.     და იტყოდის განძლიერებული, განცხადებულ არს, რამეთუ რომელთა იგი აქუს აქა ჟამამდე, რომელ არიან ლატინელნი.
    379.     აწ ერთისა კაცისა სახელი მიიცვალოს მისა ლატინოს აწ კრძალვით სათქუმელ არს ესე წინაჲწარ, რამეთუ ადვილ არს ესე და არცა უმეცარ ყოფად,
    380.     რამეთუ ვერ ეგების სხუად რაჲმე თქუმად, არამედ დადებად ზრახვისა მის ღმრთისაჲსა გულსა შინა შიშით დამარხულად პატივით,
    381.     რამეთუ ნეტართაჲ მათ წინაჲსწარმეტყუელთაჲ თქუმული ესე ყოფილთაჲ მათ და ყოფადთაჲ მათ წინაჲსწარ-უწყებითა, ნუმცა ვსცთებით.
    382.     რამეთუ მოწევნულ ჟამი იგი, და იგი თავადი, რომლისათჳს თქუმულ არს ესრე, გამოჩნდეს და სახელი ესე მრჩობლად ყოველთა მიეუწყოს.
    383.     და რაჲთა არა ამით სიტყჳთა ხოლო დავიმორჩილნეთ იგინი, რომელნი ღმრთისათა მათ ბრძანებათა იკითხვიდენ.
    384.     ვაჩუენოთ სხუათაგანცა თქუმულთა, რამეთუ იტყჳს დანიელ: „და ესე არიან რომელნი განერნენ ჴელთაგან მისთა: ედომ და მოაბ, და ძენი იგი ამონისნი“.
    385.     რამეთუ ესე არიან, რომელნი შემწე ეყვნენ მას ნათესაობისა მისთჳს და მეუფედ მათ ზედა გამოჩინებითა.
    386.     რამეთუ იდუმიელნი ძენი არიან ესავისნი და ამონ და მოაბ,
    387.     რომელნი-იგი ორთა მათ ასულთა ლოთისთაგან იყვნეს შვილნი, რომელთაჲ-იგი ნათესავი მოაქაჟამამდე დგას და ელის.
    388.     რამეთუ იტყჳს ესაია: „და ფრინვიდენ ნავებითა უცხოთესლთაჲთა ზღუასა შინა და რომელნი იგი მზის-აღმოსავალით არიან,
    389.     რამეთუ მოაბ პირველ ჴელცემულ იყოს მისა, და ორნი იგი ძენი ამონისნი დაემორჩილნენ მას“.
    390.     აწ ესე მას ჟამსა მათ გამო განჩინებულ და მძლე ბრძოლისა ღუაწლსა შინა იყოს სამთა მათ რქათა ათთა მათგან განფხურილთა,
    391.     რომელნი არიან მეგჳპტელნი, ლუბიელნი და ეთიოპელნი, წარმოტყუენნეს და წარწყმიდნეს.
    392.     და სხუათა მათ შჳდთა რქათა დაშთომილთა ზედა იწყოს აღმაღლებად გულითა და განლაღებად ღმრთისა მიმართ რეცა ყოველსა სოფელსა ზედა ფლობითა.
    393.     ხოლო მიმართებაჲ მისი პირველ ზედა ტჳროსსა და ბორიტონსა და გარემო სოფლებსა მას, რამეთუ პირველ მათისა მის დაცემისათჳს სხუათა ზარი და შიში მიემთხჳოს.
    394.     ვითარცა იტყჳს ესაია: „ჰრცხუენოდენ სიდონსა, თქუა ზღუამან და ძლიერებამან ზღჳსამან თქუა:
    395.     არა მელმოდა და არა ვშევ და არა განვზარდენ ჭაპუკნი და არცა აღვამაღლენ ქალწულნი.
    396.     ხოლო რაჟამს ესმეს ეგჳპტესა, სალმობამან შეიპყრნეს იგინი ტჳრესათჳს“.
    397.     აწ ყოფადთა მათთჳს, საყუარელნო, და სამთა მათ რქათა შემდგომად მათსა გამართ განფხურილთა იწყოს მათ ზედა და ღმრთად თავსა თჳსსა გამოაჩინებდეს,
    398.     ვითარცა თქუა წინაჲსწარ ეზეკიელ: „ამისთჳს, რამეთუ აღიმაღლე გულითა შენითა და სთქუ, ვითარმედ: ღმერთ ვარი მე“;
    399.     და ესაია იტყჳს ეგრევე: „შენ თქუ გულსა შენსა: ცად აღვჴდე და ზედა ვარსკულავთა დავიდგნე საყდარნი ჩემნი და ვემსგავსო მაღალსა;
    400.     ხოლო აწ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე და ქუესკნელთამდე ქუეყანისათა“;
    401.     და ეზეკიელ იტყჳს: „ჰრქუა შენ მკლველთა მათ შენთა, ვითარმედ: ღმერთ ვარ მე, და შენ კაც ხარ და არა ღმერთ“.
    402.     აწ გამოცხადებულთა ამათ სიტყუათათჳს და ნათესავისა მისისათჳს და გამოცხადებისა მისისათჳს
    403.     და წარწყმედისა მისისათჳს და სახელისა მისისათჳს ზრახვით გამონიშულისა ვიხილნეთ საქმენიცა მისნი.
    404.     რამეთუ მოუწოდის ყოველსა მას ერსა და შეკრიბნეს ყოველთაგან სოფელთა განბნეულნი თჳსად შვილად გამოჩემებითა მუნვე,
    405.     და შენებად სოფლისა მის და აღმართებად მათა ტაძრისა მის, რამეთუ მათგან ვითარცა თაყუანისცემასა მიიღებდეს,
    406.     ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „შეკრიბოს ყოველივე ძალი თჳსი აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე.
    407.     რომელთა უწოდის და რომელთა არა უწოდის, მივიდენ მისა“.
    408.     და იერემია იგავად წარმოიღებს და იტყჳს ესრე: „ჴმა-ყო კაკაბმან და შეიკრიბნა მართუენი, რომელ არა შვნა, ყოფად სიმდიდრისა თჳსისა არა სამართლად;
    409.     და ზოგებასა ოდენ დღეთა მისთასა დაუტევონ იგი და იყოს აღსასრულსა თჳსსა უგუნურ“.
    410.     აწ არაჲ ავნოს წინადადებულისა მისთჳს, რამეთუ სახესა მას ცხოველისასა გჳთხრობს,
    411.     რომლისათჳს არათუ ცუდად რაჲ წინაჲსწარმეტყუელმან გამოაცხადა სახჱ ცხოველისაჲ მის იგავად წარმოღებითა.
    412.     ხოლო კაკბისა მისთჳს, რამეთუ ცუდად მოქადულ არს, რაჟამს იხილნის სხჳსა კაკბისა მართუენი მარტოდ განფრინებულნი საძოვრად,
    413.     ამსგავსის უცხოჲსასა მას მამისა ჴმასა, უჴმობნ სხჳსათა მათ მართუეთა, ხოლო მათ ჰგონიენ თჳსი იგი მამაჲ და მირბიედ მისა,
    414.     ხოლო იგი უკრკჳნავნ და გარემო უვალნ უცხოჲსათა მათ მართუეთა ვითარცა თჳსთა.
    415.     ხოლო რაჟამს მიიწიის ჭეშმარიტი იგი მამაჲ და ჴმა-ყვის თჳსითა მით ჴმითა, ცნიან მართუეთა მათ, დაუტევიან ახალი იგი და მივიდიან ჭეშმარიტისა მის მამისა.
    416.     მსგავსად ამისა წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს ანტჱქრისტესთჳს,
    417.     რამეთუ მიუწოდის კაცებასა მას, უცხოთა მათ თჳსად ყოფად უნდეს, ჴსნასა ყოველთა ცუდად აღუთქუმიდეს და თავისა თჳსისა განრინებად ვერ შემძლებელ იყოს.
    418.     აწ მან შეკრიბნეს რომელ-იგი ყოველსა ჟამსა დაუმორჩილებელ არიან ღმრთისა ერნი,
    419.     იწყოს მათგან თაყუანისცემულმან მან დევნად წმიდათა მათ, რომელნი-იგი მტერ და მჴდომ არიან მისა.
    420.     ვითარცა იტყჳს მაცხოვარი: „მსაჯულ ერთ იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა;
    421.     და ქურივი ერთი იყო მასვე ქალაქსა, ევედრებინ მას და ეტყჳნ: მისაჯე მე მოვალისა მისგან ჩემისა.
    422.     ხოლო მას არა ჰნებავნ სმენად ვიდრე ჟამ რავდენმე.
    423.     და შემდგომად მოვიდა გონებასა თჳსსა და თქუა: ღმრთისაგან თუ არა მეშინის და არცა კაცთაგან მრცხუენის, რამეთუ მარადის მაწყინებს მე ქურივი ესე, ამის გამო თუ უსაჯო მას“.
    424.     აწ მსაჯული იგი სიცრუვისაჲ, რომელსა არა ღმრთისაგან ეშინოდა და არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა, ჭეშმარიტად ანტჱქრისტესთჳს იტყჳს,
    425.     და რამეთუ შვილ არს იგი ეშმაკისა, იწყოს ჴელმწიფებად
    426.     და აღდგომად პირსა წინაშე ღმრთისასა, რომელსა ნანდჳლვე არცა ღმრთისა ეშინოდის და არცა კაცთა ჰრცხუენოდის და რეცა თუ მსაჯულ იყოს ყოველთაჲვე ერთბამად.
    427.     ხოლო ქურივისა მისთჳს რომელსა იტყჳს, ვითარმედ იყო ქალაქსა მას შინა, თავადსა იჱ˜ლსა იტყჳს, რომელი აქამომდე არს ქურივ,
    428.     დაუტევებიეს ზესკნელი იგი სიძჱ მისი, შურსა ეძიებს კაცითა ერთითა მოკუდავითა რეცა ცხორებად ქრისტესგან, ვითარცა მო[სა]ჯულსა და არა მჴსნელსა.
    429.     ვერ გულისხმაყოფილ თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ:
    430.     „ამისთჳს, რამეთუ არა დაემორჩილნეს ჭეშმარიტებასა მას, მაშინ ეტყოდის ერსა მას და იერუსალჱმსა მაცთურებაჲ“.
    431.     და ესაია – ეგრევე: „ამისთჳს, რამეთუ არა ენება ერსა მას სუმად წყალი იგი სილოვამისაჲ რომელი ვალს მდუმრიად,
    432.     არამედ გამოირჩიეს მეუფედ მათ ზედა რაასინ მეფე ასურასტანელთაჲ“.
    433.     და მეუფედ ასურასტანელთა იგავით ანტექრისტესა იტყჳს, ვითარცა იტყჳს სხუაჲცა წინაჲსწარმეტყუელი:
    434.     „და იყოს, რომელ-ესე ჩემგან არს მშჳდობა, რაჟამს ასურასტანელი იგი მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა და მოიწიოს საზღვარსა თქუენსა“,
    435.     და მოსეცა იტყჳს ეგრჱთვე, წინაჲსწარუწყებით,
    436.     ვითარმედ განმზადებულ არს არა დამორჩილებად, არამედ განშორებად და განგდებად ჭეშმარიტისა მის სოფლისა მჴსნელისა,
    437.     და დამორჩილებად მაცთურსა მას ქუეყანისა მეუფესა, და ზეცისაჲსა მის შეურაცხის-ყოფად.
    438.     იტყჳს ესრე: „არა აჰა ესერა ესე ყოველი დამიკრებიეს, ბეჭდული მარხულ არს საუნჯესა ჩემსა? დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსა შეუცთენ ფერჴნი მათნი“.
    439.     აწ შესცთეს ყოვლითავე და არცა ერთითა რაჲთ ერთობითა ჭეშმარიტებასა მას შინა პოვნილ, არცა შჯულითა მით, რამეთუ გარდამავალ შჯულის იქმნნეს
    440.     და არცაღა წინაჲსწარმეტყუელთა მათ, რამეთუ მოწყჳდნეს იგინი,
    441.     და არცა სახარებისასა მას ჟამსა, რამეთუ თავადი იგი მჴსნელი ჯუარს-აცუეს
    442.     და არცა მოციქულთა მათ დაემორჩილნეს, რამეთუ იგი თავადი სიკუდილდ მისცეს, ყოველსა ჟამსა განმაოტებელ და მაგინებელ ჭეშმარიტებისა ყოფილ, ღმრთის მოძულებისა,
    443.     რომელთაცა შემსგავსებულად მიეგოს, რომელსა ჟამსა შურისგებაჲ კაცისა ერთისა მოკუდავისაგან უნდეს პოვნად,
    444.     რომლისა გამო იგინიცა განითხინენ; რამეთუ იკადრეს ესრეთ დიდ-დიდთა ყოფად, აღდგომილ ზედა მონათა მათ ღმრთისათა,
    445.     რომელთა გამო განსავსჱ გულისწყრომითა იწყოს ჰროარტაკებისა მიწერად წმიდათა მათ ყოველთა და მერმე მოსრვად,
    446.     რომელთა არა ინებონ მსახურებად მისა და თაყუანისცემად ვითარცა ღმერთსა
    447.     და „ვაჲ ქუეყანასა მას ნავთასა ფრთენი [...], რომელი წარავლინებს ზღუასა ზედა მოციქულთა და წიგნებსა ქარტითა ნათესავთა მიმართ დრკუთა
    448.     და ერისა მიმართ უჴმარისა-; ვისა მოსავ ერი იგი, რომელ წიაღ დამკჳდრებულ არს და ქუეყანასა ზედა დატკებნულ?“
    449.     ხოლო ჩუენ რომელნი-ეგე ვესავთ ძესა მას ღმრთისასა, ვიდევნებით და ვიჭირვით ურწმუნოთაგან,
    450.     რამეთუ ნავთა ფრთე არიან ეკლესიანი და ზღუა – სოფელი ესე, რომელსა ეკლესიაჲ, ვითარცა ნავი ზღუასა შინა, რორინებნ ზამთრისათა მათგან ღელვათა.
    451.     ხოლო არა წარწყმდების, რამეთუ თანა-არს მეცნიერი იგი მენავეთმოძღუარი ქრისტე.
    452.     და აღუღებიეს და აქუს მძლჱ იგი სიკუდილისაჲ, რომელ არს ჯუარი იგი ქრისტესი,
    453.     რამეთუ არს თავი იგი მისი აღმოსავალ და შემდგომი მისი დასავალ და საშუვალი იგი მისი დღჱ შუვა.
    454.     და ორნი იგი მჴარნი მისნი – ორნი იგი მცნებანი, და ზომნი მიმოგანბმულ – სიყუარული ქრისტესი, რომელი-იგი დაამტკიცებს ეკლესიასა.
    455.     და მოტჳრთჱ, რამეთუ აქუს ვითარცა ავაზანი ზესკნელისაჲ მის შობისაჲ განახლებითა, რომელთა ჰრწამს.
    456.     და აფრა მბრწყინვალჱ ამისი – სული იგი წმიდაჲ ზეცით გარდამო, რომლითა აღიბეჭდვიან,
    457.     რომელთა ჰრწამს ღმერთი; შემდგომად მას და ხარისხ რკინის – მცნებანი იგი ქრისტესნი წმიდანი, ვითარცა რკინაჲ მტკიცჱ არიან.
    458.     და ჰქონან მენავენი მარჯულ და მარცხლ – წმიდანი იგი ანგელოზნი მსახურად, რომელნი-იგი მ˜ს ღუწიან და დაცვული დგას ეკლესიაჲ;
    459.     და კიბენი მას შინა რომელი სიმაღლესა მას სრულსა მიჰყავს და მიაწევს ვითარცა სახედ სლვათა მათ ქრისტესთა, მიზიდვად მორწმუნეთა აღსავალთა მათ ზეცისათა.
    460.     ხოლო აფრის განმმარტებელნი ზედა სუეტსა მას მაღალსა ქებულნი არიან დასნი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი
    461.     და მოციქულთანი და მოწამეთანი, სასუფეველსა ქრისტესსა განსუენებულნი.
    462.     აწ დევნათა მათთჳს და ჭირისა მისთჳს, რომელ ყოფად არს ზედა ეკლესიათა, რამეთუ იოვანეცა იტყჳს ესრჱ
    463.     : „და ვიხილჱ სასწაული დიდი და საკჳრველი: დედაკაცსა ერთსა შეემოსა მზჱ და მთოვარჱ ქუეშჱ ფერჴთა მისთა და ზედა თავსა მისსა გჳრგჳნად ათორმეტნი ვარსკულავნი.
    464.     და ჴმობს სალმობითა შობადითა და იურვის შობად.
    465.     და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელი-იგი განმზადებულ არს შობად, რაჲთა რაჟამს შვეს ძჱ, შთანთქას.
    466.     და შვა წული, რომელი-იგი განმზადებულ არს მწყსად ყოველთა ნათესავთა.
    467.     და მიიტაცა ძჱ იგი მისი ღმრთისა და საყდარსა მისსა.
    468.     და სივლტოლაჲ დედაკაცისაჲ მის იყო უდაბნოდ, სადა-იგი განმზადებულ არს მისა ადგილ ღმრთისა მიერ, რაჲთა იზარდოს მუნ ათას ორას და სამეოც დღჱ“.
    469.     „და ვითარცა იხილა ვეშაპმან მან, დევნა უყო დედაკაცსა მას, რომელმან-იგი შვა წული.
    470.     და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი, ვითარცა ორბისა დიდისანი,
    471.     რაჲთა განფრინდეს უდაბნოდ და რაჲთა იზარდოს მუნ ჟამ ერთ და ორ ჟამ და კერძოსა ჟამისასა პირისაგან მის გუელისა.
    472.     და წარმოსთხია გუელმან მან პირისაგან თჳსისა წამალი ძლიერი, რაჲთამცა წარღუნა იგი.
    473.     და შემწე-ექმნა ქუეყანაჲ დედაკაცსა მას და აღაღო პირი თჳსი და შთანთქა წყალი იგი, რომელ დასთხია ვეშაპმან მან პირისაგან თჳსისა.
    474.     და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს.
    475.     და მივიდა და ბრძოლა უყო სხუასა ნათესავსა მისსა, რომელნი ჰყოფენ მცნებასა ღმრთისასა, და იმარხვენ წამებათა იესუჲსთა“.
    476.     აწ დედაკაცსა მას, რომელსა შეემოსა მზჱ, განცხადებულად ეკლესიასა იტყჳს, რომელსა შეუმოსიეს სიტყუაჲ იგი მამული, რომელი მზისა უბრწყინვალეს არს.
    477.     და რომელ-იგი თქუა: „მთოვარჱ ქუეშჱ ფერჴთა მისთა“ – რამეთუ ზეცისაჲთა მით დიდებითა შემკულ არს.
    478.     და რომელ-იგი თქუა: „ზედა თავსა მისსა ათორმეტნი ვარსკულავნი გჳრგჳნად მოდგმულ“ – ათორმეტთა მათ მოციქულთა იტყჳს, რომელთა მიერ დამტკიცებულ არს ეკლესიაჲ.
    479.     „და მიდგომილი ღაღადებს, ვითარცა შობადი და იურვის შობად“,
    480.     რამეთუ მარადის არა დასცხრების გამოშობად გულისაგან სიტყუასა მას, დაღაცათუ სოფელსა შინა ურწმუნოთაგან იდევნების.
    481.     და რომელ-იგი თქუა: „შვა ძჱ – იგი არს, რომელი განმზადებულ არს დამწყსად ყოველთა ნათესავთა ყრმაჲ იგი
    482.     და სრული ქრისტე, ძჱ იგი ღმრთისაჲ, ღმერთი, რომელი კაცადცა გუეჩუენა, რომელსა ვითარცა შობითა ეკლესიაჲ ასწავებს ყოველთა ნათესავთა.
    483.     და რომელ-იგი თქუა: „მიიტაცა ძჱ იგი, მისი ღმრთისა და საყდარსა მისსა“ – რამეთუ ზეცისა მეუფე არს და არა ქუეყანისაგან ძჱ იგი მის მიერ მარადის იშუებს,
    484.     ვითარცა-იგი დავით წინაჲსწარ ღაღადებს და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშჱ ფერჴთა შენთა“.
    485.     და რომელ-იგი თქუა: „იხილა ვეშაპმან მან და დევნა უყო დედაკაცსა მას, რომელმან შვა წული იგი, და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი ვითარცა ორბისა დიდისანი
    486.     და რაჲთა განფრინდეს უდაბნოდ და იზარდებოდის მუნ ჟამ ერთ და ჟამ ორ და კერძოსა ჟამისასა პირისაგან მის გუელისა“ –
    487.     ესე არიან ათას ორას და სამეოცნი დღენი, კერძოჲ იგი შჳდეულისაჲ, რომელსა უფლებდეს მჴდომი იგი, და რომელთა დღეთა სდევნიდეს ეკლესიათა,
    488.     რამეთუ იდევნებოდიან ქალაქითი ქალაქად და უდაბნოთა და მთათა შინა ემალვოდიან.
    489.     და რომელ-იგი თქუა: „ორნი ფრთენი, ვითარცა ორბისა დიდისანი“ – ესე თავადი არს იესუ ქრისტე: ჴელთაჲ მათ, რომელ განიპყრნა ჯუარსა ზედა,
    490.     აღიპყრ[ნ]ა ორნი იგი ფრთენი მარჯულ და მარცხლ, წოდებითა მისა ყოველთა, რომელთა ჰრწამს იგი და დაფარვითა, ვითარცა მფრინველი მართუეთა თჳსთა.
    491.     რამეთუ ჴელითა მალაქიაჲსითა იტყჳს: „და თქუენ მოშიშთა სახელისა მისისათა გამოგიბრწყინდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ და კურნებაჲ ქუეშჱ ფრთეთა მისთა“.
    492.     იტყჳს თავადი უფალიცა: „რაჟამს იხილოთ ბილწი იგი უდაბნოჲსაჲ, რამეთუ ჯდეს იგი წმიდასა ადგილსა – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ მას ჟამსა,
    493.     რომელნი-იგი ჰურიასტანს იყვნენ, წარივლტოდედ მთად, და რომელნი ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენედ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა
    494.     და რომელი ველსა იყოს, ნუ უკუნ-იქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა; ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოვებდენ ყრმებსა მათ დღეთა შინა,
    495.     რამეთუ იყოს მას ჟამსა ჭირი დიდი, რომელი არა ყოფილ-არს დასაბამითგან სოფლისაჲთ, არცა ყოფად არს; და თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი კაცი.
    496.     ხოლო დანიელ იტყჳს: „და მიეცეს სასწაული საძაგელსა მას უდაბნოჲსასა ათას ორას და სამეოც დღჱ.
    497.     და ნეტარ არს, რომელმან დაუთმოს და მიიწიოს დღეთა მათ ათას სამას ოც და ათხუთმეტთა“.
    498.     ხოლო ნეტარი იგი პავლჱ მისწერს თესალონიკელთა მიმართ: „გაუწყებ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენსა მას მისა ერთად შეკრებასა:
    499.     ნუ აღიძრვით გონებითა თქუენითა ნუცა აღირღუევით ნუცა სულითა ნუცა სიტყჳთა და ნუცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმედ აჰა მოწევნულ არს დღჱ იგი უფლისაჲ.
    500.     ნუვინ თქუეს შეგიტყუვებნ ნურარაჲთ, უკუეთუ არა მოვიდეს პირველ მაცთური იგი და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოვებისაჲ,
    501.     შვილი იგი წარწყმედისაჲ, მჴდომი იგი განლაღებული ყოველთა ზედა სახელდებულთა ღმრთად, გინა თუ სამსახურებელ რაჲმე,
    502.     ვიდრე შესლვადმდე მისა და დაჯდომად ტაძარსა მას ღმრთისასა და ჩუენებად თავისა თჳსისა, ვითარცა ღმერთი.
    503.     არა გაჴსოვს, ვიდრე-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ? ხოლო აწ რომელი-იგი დგას საშუვალ, ვიტყჳთ და გამოჩინებად მისა თჳსსა მას ჟამსა.
    504.     ხოლო ზრახვაჲ იგი უშჯულოვებისაჲ აწვე განძლიერებულ არს, და რომელ დგას აწ, ვიდრე აღიღოს შორის.
    505.     და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან განლიოს და წარწყმიდოს გამოჩინებითა მოსლვისა მისისაჲთა,
    506.     რომლისაჲ-იგი მოსლვაჲ არს ძალითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითა ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და სასწაულებითა სიცრუვისაჲთა
    507.     და ყოვლითა შეტყუვილითა წარწყმედისაჲთა მისთჳს, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ არა შეიწყნარჱს.
    508.     ამისთჳს მოუვლინოს ღმერთმან მათ ზედა სული იგი მაცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს ტყუვილი იგი ცრუჲსაჲ მის,
    509.     და რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ მისი, არამედ სათნო-იყვეს სიცრუვე“.
    510.     და ესაია იტყჳს: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს მან დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ“.
    511.     აწ ამათთჳს, საყუარელნო, და ერთისა მის შჳდეულისაჲ ორგან განყოფისა, და ბილწისა მის უდაბნოჲსაჲ მას ჟამსა გამოჩინებულისაჲ,
    512.     და ორთა მათ წინაჲსწარმეტყუელთა და ქადაგთა უფლისათა თჳსთა მათ სრბათა აღსრულებისა,
    513.     და ერთბამად ყოვლისა სოფლისა აღსრულებისა მიერითგან ყოფილთაჲ მათ, რაჲ მე დაშთომილ იყოს, საყუარელნო,
    514.     არამედ მოსლვაჲ იგი უფლისაჲ და მჴსნელისა ჩუენისა ქრისტესი, ძისა მის ღმრთისაჲ, ზეცით, რომელსა-იგი მოველით?
    515.     რომლისა წინაშე აღატყდებოდის ცეცხლი შემწუველი და საშჯელი იგი სიმართლისაჲ ყოველთა ზედა რომელთა არა ჰრწმენა მისი.
    516.     და რამეთუ იტყჳს უფალი: „ვითარცა აღესრულებოდის ესე ყოველი ყოფად, აღიხილენით თუალნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი“.
    517.     „და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს“.
    518.     „რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალამდე,
    519.     ეგრჱთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ; რამეთუ სადაცა ვრდომილ იყოს მძური იგი მუნცა შეკრბეს ორბები“.
    520.     ხოლო ვრდომაჲ იგი იყოს სამოთხესა მას, რომლისაგან ადამი შეიტყუვა და გამოვარდა.
    521.     და მერმე იტყჳს: „წარავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთა მათგან ქართა ცისათა“.
    522.     და დავით წინაჲსწარ გჳჩუენებს განკითხვათა მათთჳს და გამოჩინებისა მისთჳს უფლისა და იტყჳს:
    523.     „ცის კიდითგან არს გამოსავალი მისი და განსასუენებელი მისი ვიდრე კიდედმდე მისა; და არა არს ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა“ ხოლო სიცხეს აღტყინებასა მას ცეცხლისასა იტყჳს.
    524.     და ესაია იტყჳს ესრე: „წარვედ, ერო ჩემო, შევედ საუნჯესა შენსა, დაემალე წუთ ერთ, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ იგი უფლისაჲ“.
    525.     და პავლჱ იტყჳს ესრევე: „რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ზედა ყოველთა უღმრთოვებათა
    526.     და უშჯულოვებასა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ იგი უფლისაჲ სიცრუვით აქუს“.
    527.     აწ აღდგომისა მისისათჳს და სასუფეველისა წმიდათაჲსა იტყჳს დანიელ: „და მრავალნი, რომელნი მიწასა ქუეშჱ არიან,
    528.     აღდგენ, რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ და რომელნიმე საყუედრელად და სირცხჳლად საუკუნოდ“.
    529.     და ესაია იტყჳს: „აღდგენ მკუდარნი, აღემართნენ, რომელნი არიან სამარებსა, რამეთუ ცუარი იგი, რომელ შენგან არს, საკურნებელ არს მათა“.
    530.     ხოლო უფალი იტყჳს: „მრავალთა მას დღესა ესმოდის ჴმაჲ ძისა მის ღმრთისაჲ, და რომელთა-იგი ესმოდის, ცხოვნდენ“.
    531.     და წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „განიღჳძე, რომელსა ეგე გძინავს, აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან“.
    532.     ხოლო იოვანე იტყჳს: „ნეტარ იყოს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას პირველსა: ესევითართა ზედა მეორჱ იგი სიკუდილი არა უფლებდეს,
    533.     რამეთუ მეორჱ იგი სიკუდილი არს ალი იგი ცეცხლისაჲ“.
    534.     რამეთუ უფალიცა იტყჳს: „მას ჟამსა მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ სასუფეველსა ცათასა“;
    535.     რამეთუ გამოჩნდენ დიდებითა თჳსითა და წმიდათა მათ ჰრქუას: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო,
    536.     და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენდა სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“.
    537.     და უკეთურთა მათ ჰრქუას: „წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს მამისა ჩემისა მიერ ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთა“.
    538.     და იოვანე იტყჳს: „წარვიდენ მემრუშენი და გრძნეულნი და მეძავნი და მესისხლენი და კერპთმსახურნი და ყოველნი რომელნი ჰყოფენ
    539.     და უყუარს სიცრუვჱ, რამეთუ ნაწილი მათი არს გეჰენიაჲ იგი ცეცხლისაჲ“.
    540.     ეგრეცა ესაია იტყჳს: „განვიდენ და იხილნენ ძუალნი კაცთა მათ შეცოდებულთანი რამეთუ მატლი მათი არა დასცხრეს და ცეცხლი მათი არა დაშრტეს
    541.     და იყვნენ თითის საჩუენებელ ყოვლისა ჴორციელისა“.
    542.     ხოლო პავლჱ აღდგომასა მას მართალთათჳს თესალონიკელთა მიმართ მისწერს:
    543.     „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს ვითარცა სხუანი იგი, რომელთა არა აქუს სასოვებაჲ.
    544.     უკუეთუ გრწამს ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი ჴელითა იესუჲსითა მოიყვანნეს მის თანა.
    545.     ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, რამეთუ თქუენ ცხოველნი ეგე, რომელნი დაშთომილ იყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მისწუთეთ შესუენებულთა მათ,
    546.     რამეთუ თავადმან უფალმან ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზისაჲთა და ნესტჳთა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს-მიერნი აღდგენ პირველ,
    547.     და მერმე ჩუენ ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ ერთბამად მათ თანა, აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა,
    548.     და ესრეთ ყოველსა ჟამსა უფლისა თანა ვიყოფვოდით“.
    549.     ესე შენდა მცირედ ოდენ წარმოღებულ წმიდათაგან წიგნთა, ვითარცა სულნელთაგან ყუავილთა შექმნულსა გჳრგჳნსა ზეცისასა, მიგიპყრობ საყუარელსა მას ძმასა თეოფილეს,
    550.     რაჲთა დაიმარხნე სარწმუნოვებით დაწერილნი ესე წინაჲსწარ უწყებითა განმზადებულთა მათთჳს დაუპრკოლებელად შენდა და ღმერთსა
    551.     და კაცთა დაუმარხნე, მოლოდებითა სანატრელსა მას სასოვებასა და გამოჩინებასა მჴსნელისა ჩუენისა ღმრთისასა, რომელსა აღადგინნეს წმიდანი;
    552.     ერთბამად მათ თანა იხარებდით, დიდებისა მიცემითა უფალსა იესუ ქრისტესა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.