1

     1.     თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
    2.     რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა
    3.     უკუეთუმცა ჯერ-იყო დიდებაჲ სათნოვებისმომგებელთაჲ პატივითა მონაგებთაჲთა, იპოვნესმცა ყოველნი სიქადულნი საფასეთანი უნდო,
    4.     რაჟამსმცა შევატყუთ სათნოვებათა შენთა თქუმულისა მისებრ სოლომონ ბრძნისა, რამეთუ უზეშთაეს პატივისა მის საფასეთაჲსა არს მადლი იგი ღირსი, შენდა.
    5.     და აწ მაწუევს ჩუენ დღჱსასწაული.
    6.     წმიდისა და დიდებულისა აღვსებისაჲ ჩუეულებისაებრ პირველისა მოწყალებასა მეგობრებაჲ შენი და ჩუენ წინა-უყოფთ დიდებულებასა შენსა, ჵ კაცო ღმრთისაო,
    7.     ძღუენსა კნინსა და ვითარ-იგი შენდა ღირს-არს, ხოლო არა თუ უკნინესსა ძალისა ჩუენისა.
    8.     და ესე ძღუენი თქუმულ არს ვითარცა სამოსელი შეურაცხი მოქსოვილი გონებისაგან გლახაკისა შრომითა.
    9.     და მიზეზსა ამის თქუმულისასა ვჰგონებ თუ მრავალთა აგონონ, ვითარმედ სილაღით იქმნა ჩუენი ესე დაწყებაჲ, რომლისა-იგი არა ღირს-ვიყვენით და თანამდებ.
    10.     ხოლო არავე შორს არს თანამდებებისაგან სამართლისა წმიდაჲ ბასილი – მამაჲ და მოძღუარი ყოველთაჲ – იგი ხოლო მარტოჲ გამოიკულევს დაბადებულთა შინა ღმრთისათა
    11.     მართლად დაბადებული მსგავსად ღმრთისა ჭეშმარიტად, რომლისაჲ-იგი სული არს ვითარცა ხატი დამბადებელისა თჳსისაჲ.
    12.     გამოაცხადა მცნებაჲ დაბადებულთა ღმრთისათაჲ დაფარულთაჲ და ყვნა იგინი გამოჩინებულ და გულისხმის-საყოფელ მათთჳს, რომელნი ეძიებდენ მას.
    13.     ხოლო ჩუენ დავაკლებთ საკჳრველებათა მისა მიმართ, რომელი ზედა გუედების დიდებულებათაგან და საშინელებათა მისთა.
    14.     და ჯერ-გჳჩნდა თანა-მდებისაგან სამართლისა, რაჲთა განვასრულოთ ნეშტი იგი პირველისა მის გამოცხადებულისაჲ მოძღურისა მის ბრძნისაჲ შესაქმისათჳს კაცისა.
    15.     არა თუ დაკლებულად ვხედავთ თქუმულსა ამას მისსა, რომლითა-ესე მონაწილე ვექმნენით თქუმულითა ამით ჩუენითა.
    16.     ნუ იყოფვინ ესე დიდებულისა მისთჳს პირისა, ვითარმცა შეურაცხ-იქმნა გინა ნაკლულევან თქუმულითა ამით ჩუენითა.
    17.     ხოლო რაჲთა არა ეგონოს ვისმე, ვითარმედ დიდებაჲ მოძღურისაჲ დაკლებულ არს მოწაფეთა შორის მისთა, და უკუეთუმცა ნანდჳლ თქუმული მისი ნაკლულევან იყო,
    18.     რომელი-იგი თქუა შესაქმისათჳს ექუსთა მათ დღეთაჲსა
    19.     და არავინმცა მოწაფეთა მისთაგანმან იღუაწა განსრულებაჲ ნეშტისაჲ მის, დაშთა გამოუჩინებელად მის მიერ,
    20.     იყომცა ღონჱ და მიზეზი მოძღუარსა ზედა, ოდეს არა ყო მოწაფეთა შორის მისთა ძალი გულისხმის-ყოფად და გამოთქუმად.
    21.     და ამისთჳს თავს-ვიდვათ კადნიერად, რაჲთა განვასრულოთ დაშთომილი პირველისაჲ მის.
    22.     და უკუეთუ იპოვოს რაჲმე თქუმულსა ამას ჩუენსა შინა, რომელი ღირდეს თქუმად, ვითარმედ ესე სწავლისაგან მისისა არს, უკუე არს იგი მტკიცჱ მისა.
    23.     და უკუეთუ არს თქუმული ესე ჩუენი განზრახვათა მისთა წულილადთა, უკუე არს იგი უბრალო, რაჟამს არა იპოვა მოწაფეთა მისთა შორის ძალი მიწდომად.
    24.     და (ჩუენ) ვიყვნეთ ბრალეულ და აღუვაროთ ნაკლულევანებაჲ ჩუენი მაბრალებელთა ჩუენთა, რაჟამს არა დაიტია გულმან ჩუენმან სიბრძნჱ იგი მოძღურისაჲ.
    25.     და ჯერ-მიჩნდა, რომელი-ესე ვაზმენით თქუმულისა ამის ჩუენისაჲ არა თუ უნაკლულეს საკჳრველებათა მათ, რომელ არიან დაბადებულთა შორის,
    26.     არამედ უზეშთაეს და უაღრეს ყოველთა მათ გულისხმის-საყოფელთა, რამეთუ არარაჲ არს არსთა შორის მსგავს ღმრთისა, ვითარ შესაქმჱ კაცისაჲ,
    27.     და ამისთჳს უფროჲ[ს] ვიყვნეთ შენდობილ სიწმიდის მომპოვნებელთაგან, ვიდრე-ღა არა მსმენელთაგან.
    28.     და უკუეთუ იპოვოს თქუმული ჩუენი დაკლებულ უფროჲს ჯერისა მის, რომელი თანა-გუაც, რამეთუ ჯერ-არს გამოძიებაჲ პირველისაჲ მის გარდასრულისაჲ
    29.     და რომელი-ესე აწ ჰგიეს და რომელი-იგი მერმე ყოფად არს, რაჲთა არარაჲ დაშთეს გამოუძიებელად არსთა შორის,
    30.     რომელსა ვაზმენით გამოკულევად და მითხრობად საქმენი დამტკიცებულნი კაცთა შორის,
    31.     არამედ რომელი საგონებელ არს, ვითარმედ გარეშჱ არს თქუმულსა ამას წიგნთასა, რომელსა-იგი ზედა დაებადა კაცი დასებასა, რომელ-ესე არა ჩანს მას შინა აწ.
    32.     ხოლო ჩუენ გამოვაცხადოთ წიგნთაგან და რომელი მოვიღოთ საუნჯისაგან გონებისა,
    33.     რომელმან-იგი მოსცის ძალი ცნობად და სასოვებაჲ მიწდომად მიუწდომელთა და მიუძღჳს მუნ, სადა არა არნ ღონჱ.
    34.     და ჯერ-მიჩნდა, რაჲთა დავდვა თქუმულთა ამათ ჩუენთა განყოფაჲ სახეთაჲ, რაჲთა იცნობოს მათგან ძალი ყოველთა მათ დაწესებულთაჲ თითოვეულად მწრაფლ.
    35.     ა: თავი ა: ბუნებისათჳს ქუეყანისა ერთ ნაწილად და გამოცხადებაჲ წულილადი, რომელნი დაებადნეს უწინარჱს კაცისა.
    36.     ბ: თავი ბ: რაჲსათჳს დაებადა კაცი უკუანაჲსკნელ ყოველთა დაბადებულთა.
    37.     გ: თავი გ: რამეთუ ბუნებაჲ კაცისაჲ უპატიოსნჱს არს ყოველთა შორის, რომელნი გამოჩნდეს დაბადებულთაგანნი.
    38.     დ: თავი დ: რამეთუ შემზადებაჲ [კაცისაჲ] მოასწავებს მთავრობასა ჴელმწიფებისასა ყოვლით კერძოვე.
    39.     ე: თავი ე: რამეთუ კაცი მსგავს არს მეუფებასა ღმრთეებისასა.
    40.     ვ: თავი ვ: გამოძიებისათჳს, რომელნი შეარწყუმენ გონებასა ბუნებასა თანა და მას შინა არს და[ჴსნაჲ] თქუმათაჲ მწვალებელთაჲ.
    41.     ზ: თავი ზ: რაჲსათჳს დაებადა კაცი შიშულად საჭურველთაგან მისთა და სამოსლისაგან ბუნებითისა.
    42.     ჱ: თავი ჱ: რაჲსათჳს შემზადებაჲ კაცისაჲ მართლ არს განმარტებულ და რამეთუ ჴელნი დაებადნეს საზრახავისათჳს და გამოძიებაჲ განყოფათათჳს სულთაჲსა.
    43.     თ: თავი თ: რამეთუ გუამი კაცისაჲ დაებადა ჭურად საზრახავისათჳს.
    44.     ი: თავი ი: რამეთუ გონებაჲ იქმს საქმეთა თჳსთა საგრძნობელთაგან.
    45.     ია: თავი ია: რამეთუ ბუნებაჲ გონებისაჲ უხილავ არს.
    46.     იბ: თავი იბ: გამოძიებაჲ საუნჯისათჳს გონებისა და სიტყუაჲ ბუნებითი სიცილისათჳს და ტირილისა.
    47.     იგ: თავი იგ: ძილისათჳს და ფქნარებისა და სიზმართათჳს.
    48.     იდ: თავი იდ: რამეთუ გონებაჲ არა ერთკერძოსა გუამისასა ჰგიეს და განყოფაჲ აღძრვათაჲ სულიერთა და ჴორციელთაჲ.
    49.     იე: თავი იე: სულისათჳს ჭეშმარიტად სახელ-ედების სული მეტყუელი მართლად, ხოლო სხუანი იგი სახელ-დებულ არიან სულად ზიარებითა
    50.     ხოლო სახელთაჲთა და რამეთუ ყოველი ძალი გონებისაჲ განფენილ არს ყოველსა შინა გუამსა თითოვეულსა ასოსა მსგავსად ძალისა მათისა.
    51.     ივ: თავი ივ: გამოძიებისათჳს, რომელი თქუა ღმერთმან: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“.
    52.     და მას შინა არს ძიებაჲ იგი მსგავსებისათჳს გინა ვითარ ჰგავს ვნებადი იგი, რომელსა არა თანა-აც ვნებაჲ, და მოკუდავი უკუდავსა მას,
    53.     გინა ვითარ ეგების ყოფად მსგავსთა შორის ღმრთისათა მამალი და დედალი.
    54.     იზ: თავი იზ: რაჲ მიუგოთ, რომელნი იკითხვიდენ განთესულობისათჳს და შობიერებისა,
    55.     უკუეთუ შემდგომად ცოდვისა იქმნა და უკუეთუმცა კაცსა არა ეცოდა, ვინაჲმცა იყვნეს სულნი?
    56.     იჱ: თავი იჱ: რამეთუ აღძრვაჲ პირუტყუებრი დამტკეცილი ჩუენ შორის არს მიზეზითა მახლობელობისა ჩუენისაჲთა მათა მიმართ.
    57.     ით: თავი ით: მათთჳს, რომელნი-იგი იტყჳან, ვითარმედ საშუებელნი იგი კეთილნი მერმისანი საჭმელთაგან და სასუმელთა ყოფად არიან,
    58.     რამეთუ კაცი დასაბამსა ბრძანებულ-იქმნა, რაჲთა ცხოვნდებოდის ამათ ორთაგან.
    59.     კ: თავი კ: რაჲ არს ცხორებაჲ იგი, რომელ არს სამოთხესა შინა.
    60.     და რაჲ არს ხჱ იგი, რომლისაგან დაეყენნეს.
    61.     კა: თავი კა: რამეთუ დაჯერებაჲ აღდგომისაჲ მოსალოდებელ არს განმრავლებითა სახეთაჲთა შემდგომითი შემდგომად უფროჲს თქუმულისა მის წიგნთაჲსა.
    62.     კბ: თავი კბ: მათთჳს, რომელნი იკითხვიდენ: უკუეთუ აღდგომაჲ კეთილ არს და ტკბილ,
    63.     რაჲსათჳს არა აწვე იქმნა, არამედ მოველით მრავალთა ჟამთა შემდგომად?
    64.     კგ: თავი კგ: მათთჳს, რომელნი აღიარებენ დაწყებასა სოფლისასა უნებლიაჲთცა, თანა-აც აღსაარებად აღსასრულიცა მისი.
    65.     კდ: თავი კდ: სიტყჳს-გებაჲ მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ნივთი დაუსაბამოჲ არს ღმრთისა თანა.
    66.     კე: თავი კე: ვითარ შეიწყნარონ უვარის-მყოფელთა შჯულისათჳს თქუმული წიგნთაჲ აღდგომისათჳს.
    67.     კვ: თავი კვ: რამეთუ აღდგომაჲ არა თუ თანა-მდებ არს.
    68.     კზ: თავი კზ: რამეთუ ეგების, რაჲთა კუალად ეგნენ გუამნი კაცთანი ოთხთა მათგან ნივთთა ქუეყანისათა
    69.     შემდგომად დაჴსნისა მათისა და განიყვანნენ ერთსახენი თითოვეულად ნაწილად ყოველთაგან.
    70.     კჱ: თავი კჱ: მათთჳს, რომელნი იტყჳან, ვითარმედ სულნი დაებადნეს უწინარჱს ჴორცთა, გინა თუ ჴორცნი უწინარჱს სულთა.
    71.     დაჴსნაჲ სიტყჳსა მათისაჲ, რომელნი დაამტკიცებენ, ვითარმედ სულნი დაადგრენ მრავალთა შინა გუამთა.
    72.     კთ: თავი კთ: გამოძიებაჲ, რომელი მოასწავებს, ვითარმედ სულისა და ჴორცთაჲ ა[რ]სებაჲ შეერთებულ არს.
    73.     ლ: თავი ლ: სიტყუაჲ მკურნალთაგან, რომელი მოასწავებს ასოთა გუამთა კაცთასა დაბადებასა შინა მათსა და არს იგი სიტყუაჲ მწრაფლი.


2

     1.     თქუა პირველსა თავსა ბუნებისათჳს ქუეყანისა ერთნაწილად და გამოცხადებაჲ წულილად, რომელნი დაებადნეს უწინარჱ[ს] კაცისა
    2.     თქუა წიგნმან: „ესე არს წიგნი შესაქმისა ცისა და ქუეყანისაჲ“, რამეთუ განსრულდეს ყოველნი ხილულნი და წარვიდა თითოვეული არსთაგანი თჳსა ადგილად
    3.     და განიყო და მერმჱ შეიცვა ყოველივე გუამმან ცისამან და იქმნნეს გუამნი იგი მყჳრტენი და ზრქელნი,
    4.     ესე იგი არს ქუეყანაჲ და წყალი საშოვალსა მას სამყაროსა შემტკიცებულ ურთიერთას.
    5.     და იყო სიმტკიცჱ და სიმაგრე მათი – სიბრძნჱ ღმრთეებისაჲ და ძალი ბუნებასა შინა ყოველთასა განსაგებელად ყოველთა.
    6.     და ესე ძრვითა და წყნარებითა ღონისძიებულ იქმნა არსად მოყვანებულ დაუბადებელთა დასაშთომელად დაბადებულთათჳს, რომელნი შეიქმნნეს ბუნებისა მისგან ზრქელისა,
    7.     რომელი არა შეიძრვის, არამედ არს იგი ურმის თუალი, ესე იგი არს ძრვაჲ ცისაჲ მალიადი და მავლინებელი მრგულად და დამმარხველი ურთიერთას,
    8.     შემაგრებული ძალითა სიმტკიცისაჲთა, რომელსა ზედა იქცევის ძრვითა მალიადითა და არს იგი ქუეყანაჲ.
    9.     ხოლო სამყაროჲ ცისაჲ, რომელი არა დადგების, არცა დაეწყნარების დგომით, რომელი არა შეიძრვის დაცემად მარადის.
    10.     და ძრვაჲ დაცემისაჲ ზედა-აც და ზარი იგი საქმისა მათისაჲ, რომელნი-ესე საჩინონი არიან, სწორად არს.
    11.     ბუნებასა მათსა ვიტყჳ და საცემელსა.
    12.     და ძრვაჲ იგი, რომელი არაჲ-დადგების, ხოლო ქუეყანაჲ არა შეიძრვის სიმტკიცისაგან თჳსისა და ცაჲ არა დაეწყნარების ძრვისაგან თჳსისა.
    13.     და ესენი დაებადნეს დასაბამსა სიბრძნითა შემოქმედისა მათისაჲთა და განაზოგნა ყოველნი ბუნებანი, რომელნი შეიცვალებიან და გარდაიქცევიან.
    14.     და იყო, ვითარ ვჰგონებ, შემკულებაჲ სიტყჳსაჲ, რომელი-იგი თქუა მოსჱ წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ:
    15.     „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ, რამეთუ ყოველნი საჩინონი და ხილულნი დაბადებულთაგან იყვნეს ძრვითა და წყნარებითა.
    16.     ხოლო რაჟამს იქმნნეს ცაჲ და ქუეყანაჲ არა ერთ საქმითა, არამედ წინააღმდგომ ურთიერთას,
    17.     მრავალ იყვნეს დაბადებულნი იგი შორის მათსა შეერთებულ და შეძერწულ და შემაგრებულ ურთიერთას და მით შეიერთნეს კიდენი იგი საჩინოთანი,
    18.     ესე იგი არს ცაჲ და ქუეყანაჲ.
    19.     და რამეთუ ჰაერი ჰგავს სინაზუქესა ცეცხლისასა, მარადის მოძრავსა, რამეთუ ბუნებაჲ ჰაერისაჲ ნაზოქ არს, მსგავს არს ძრვისა მის ცეცხლისა და არა ჩას ზრქელად,
    20.     არამედ ვითარცა განმასაზღვრებელი და განმყოფელი ჰგიეს შორის საჩინოთა მათ.
    21.     და ესრევე სახედ იქმნა ბუნებაჲ იგი ნოტიაჲ, ესე იგი არს წყალი შეერთებულ ორითა მით ბუნებითა წინააღმდგომელითა.
    22.     ხოლო სიმძიმისა და ზრქელობისა მათისათჳს ვამსგავსებ ბუნებასა ქუეყანისასა ფრიად და სინოტიისა და დინებისა მათისათჳს ვამსგავსებ ბუნებასა ჰაერისასა მოძრაობასა.
    23.     და ამისთჳს ჰპოვნე ორნი იგი ბუნებანი განშოვრებულნი შეძერწულ საშუვალსა მას მათსა.
    24.     არამედ ჭეშმარიტი სიტყუაჲ მიწდომილი ესე არს, რამეთუ ბუნებაჲ წინა-აღმდგომთაჲ შერეულ არს მართლ ურთიერთას,
    25.     რაჲთა იყოს დაბადებულთაგანი ყოველივე მიდევნებულ ერთი ერთისა და შეერთოს დაბადებული ბუნებასა თჳსსა, დაღაცათუ თითოვეულებაჲ მათი წინააღმდგომ არს.
    26.     და რამეთუ ძრვაჲ არა იცნობების მიცვალებითა წრაფისაჲთა ხოლო, არამედ შეემთხუევის გარდაქცევაჲ და შეცვალებაჲ
    27.     და კუალად ფუფუნებაჲ უძრავი, რაჟამს იყოს არა შემწყნარებელ ძრვისა გარდაქცევისასა.
    28.     შეცვალა სიბრძნემან ღმრთისამან თითოვეულებაჲ ორთაჲ მათ, და იქმნა მოძრავი არა გარდამაქცეველ და უძრავი-შემცვალებელ.
    29.     და მისთჳს განიგო ესე, რაჲთა არა იყოს თითოვეულებაჲ ღმრთეებისაჲ, რომელი შოვრ არს შეცვალებისაგან და გარდაქცევისა დაბადებულთაგანსა რასმე შინა,
    30.     და საგონებელ იყოს დაბადებული დამბადებელად, რამეთუ რომელი გარდაიქცევის და შეიცვალების, არა არს ღმერთ.
    31.     და ამისთჳს ქუეყანაჲ უძრავი არს და გარდაიქცევის, ხოლო ცაჲ არცა გარდაიქცევის და არცა უძრავ.
    32.     და ამის ჯერისათჳს შეცვალა ძლიერებამან ღმრთეებისამან თითოვეულებაჲ ორთაჲ მათ: უძრავი შემცვალებელად და მოძრავი უმცვალებელად,
    33.     რაჲთა შეაერთნეს ურთიერთას და განაშოვროს მათგან საგონებელობაჲ ღმრთეებისაჲ, რამეთუ ღმერთი გარეშჱ არს ორთა ამათგან საქმეთა – შეცვალებისაგან და უძრაობისა.
    34.     და მას ჟამსა იქმნა ყოველივე სრულებასა და საზომსა თჳსსა, ვითარ-იგი თქუა წიგნმან, რამეთუ იტყჳს: „აღესრულნეს ცაჲ და ქუეყანაჲ“.
    35.     და შეიმკვნეს ყოველნივე შუენიერებითა მისითა: ცაჲ – მბრწყინვალებითა მნათობთაჲთა, ხოლო ზღუაჲ და ჰაერი – ცხოველთა მათგან, რომელნი იქცევიან მას შინა,
    36.     და ქუეყანაჲ – მცენარეთაგან და ფერად-ფერადთაგან ნერ[გ]თა და ყოველთა მათგან, რომელნი იშვებიან ქუეყანისაგან და მყის განძლიერდის ნებითა ღმრთისაჲთა.
    37.     და იქმნა ქუეყანაჲ სავსჱ ყუავილთაგან შუენიერთა, რომელნი გამოკჳრტვიედ პირველ ნაყოფისა.
    38.     და რაჟამს აღმოჴდის ქუეყანით, აღერდის და მოისწრაფინ სრულებად.
    39.     და არნ ყოველი დაბადებული მხიარულ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, რაჟამს აღორძნდის ყოველივე ნერგი და მცენარჱ და ყოველნი, რომელნი ძოვედ ფერად-ფერადებითა მათითა,
    40.     რომელნი მიისწრაფიედ კლდეთა და ნაპრალთა, და ყოველნი, რომელნი არიან მფრინველნი მჴმობარნი და მტრიობალნი, რომელნი მიისწრაფიედ მაღნართა და ოლოვანთა.
    41.     და კუალად ხილვაჲ ზღჳსაჲ, რაჟამს დაემთხჳის ყუდროდ და დაწყნარებულად შემდგომად აღძრვისა მისისა და შეკრებულად საძირკუველსა თჳსსა მოცვულ
    42.     და მოზღუდვილ მქჳშათა მათგან ბრძანებითა ღმრთისაჲთა და კუალად ძრვაჲ იგი ნაღელავთაჲ მათ მარილოვანთაჲ ყუდროდ, რომელი მსგავს არნ შუენიერებასა ყოველთასა,
    43.     რომელნი ირყევიედ ნიავითა მით ჰამოჲთა და არა მავნებელითა და დაიკეცებინ იგი ზურგსა ზედა წყლისასა ყუდროდ,
    44.     და ყოველნი სიმდიდრენი დაბადებულთანი იქმნნეს განმზადებულ ჴმელთა ზედა და ზღუათა და არა იყო ჯერერთ მფლობელი იგი ამათი გამოჩინებულ.


3

     1.     და თქუა მეორისა თავისათჳს: რაჲსათჳს დაებადა კაცი უკუანაჲსკნელ ყოველთა [დაბადებულთა]?
    2.     არღა იყო ჯერერთ დაბადებული ესე და პატიოსანი, კაცსა ვიტყჳ, პოვნილ შუენიერებასა შინა არსთასა, რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთა გამოჩნდეს მთავარი უწინარჱს სამთავროჲსა მისისა.
    3.     არამედ ჯერ-იყო ჭეშმარიტად, რაჲთა განიმზადოს სამეუფოჲ პირველ და მაშინ-ღა გამოჩნდეს მეფჱ.
    4.     და ვითარ განმზადა დამბადებელმან ყოველთამან საუნჯჱ სამეუფოჲ და არს ესე ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ხერთვისნი და ესე ცაჲ, რომელი არს მაგრილობელ მათ ზედა.
    5.     დაიუნჯა საუნჯესა ამას ყოველი სიმდიდრჱ, ესე იგი არს სიმდიდრჱ ყოველთა დაბადებულთაჲ, მცენარეთაჲ და ნერგთაჲ და ცხოველთაჲ და ყოველნი ესე სულ და საშუმინველ.
    6.     და უკუეთუ გინდეს აღრაცხად სიმდიდრჱ ბუნებათაჲ და რომელი მათგან განშუენდების წინაშე თუალთა კაცთასა.
    7.     მსგავსებაჲ ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ და ესე ქვანი პატიოსანნი და მბრწყინვალენი,
    8.     რომელნი საკჳრველად ჩანედ წინაშე კაცთა, რამეთუ ესე ყოვლითურთ დაიუნჯნეს კაცისათჳს უბესა შინა ქუეყანისასა, ვითარცა საგანძურნი მეფეთანი.
    9.     და ამისა შემდგომად გამოაჩინა სოფელსა შინა, რაჲთა იყოს მხედველ საკჳრველებათა მათ, რომელნი არიან მათ შინა, და იყოს კეთილთა მათ ზედა უფალ,
    10.     რაჲთა გულისხმა-ყოს მოცემული იგი მისი, რომლითა იშუებდეს და ცნას ძალი შემოქმედისა თჳსისაჲ,
    11.     რომელი მიუთხრობელ არს ხილულთა მათგან და შუენიერებათა დაბადებულთა და დიდებულთა.
    12.     და ამისთჳს შეიყვანა კაცი სოფლად უკუანაჲსკნელ დაბადებულთა, არა თუ შეურაცხებისა მისისათჳს უკუანა მოიქცია, არამედ, რაჲთა იყოს მეფჱ დაბადებითგანვე მისით,
    13.     ვითარცა-იგი ვის ჰნებავნ სერისა ყოფაჲ, თანა-აც მას, რაჲთა განჰმზადოს პირველად, რაჲ-იგი უჴმს საჭმლად და მაშინღა მიუწოდოს ჩინებულთა მათ.
    14.     და კუალად, რაჲთა შეამკოს სახლი თჳსი და ტაბლაჲ ჯეროვნად, და მაშინღა შეიყვანნეს სტუმარნი ჭამად პურისა თჳსისა.
    15.     და ამით ესევითარითა სახითა ყო მზრდელმან მან ბუნებისა ჩუენისამან მდიდარმან და მეუფემან,
    16.     რაჟამს შეამკო დაბადებული ყოვლითა შუენიერებითა და განჰმზადა საყოფელი ესე დიდებული და პატიოსანი,
    17.     მაშინღა შემოიყვანა კაცი და მისცა მას საქმედ მონაგები რჩეული, პოვნილი და მომზადებული.
    18.     და ამისთჳს ყო მას შინა მიზეზი ცხორებისაჲ მრჩობლად და შეჰრია საღმრთოჲ იგი ქუეყანისასა მას, რაჲთა იწოდოს და სახელ-ედვას ორთავე მათ:
    19.     ერთი იგი ღმრთისა ბუნებითა გონებისაჲთა, ხოლო მეორჱ იგი კეთილთა ქუეყანისათა განშურებად საგრძნობელითა ჴორციელითა.


4

     1.     და თქუა მესამისა თავისათჳს, რამეთუ: ბუნებაჲ კაცისაჲ უპატიოსნეს არს ყოველთა შორის, რომელნი გამოჩნდეს დაბადებულთაგან
    2.     ჯერ-არს, რაჲთა არა დაუტევოთ ესეცა გამოუძიებელად, რამეთუ დაბადებაჲ ამის ქუეყანისაჲ დიდებულისაჲ იქმნა ოთხთა ამათგან ნივთთა მწრაფლ.
    3.     და არსებად მოვიდა ძალითა ღმრთისაჲთა და აღემართა ბრძანებითა ღმრთისაჲთა მეყსეულად.
    4.     ხოლო შესაქმესა კაცისასა განზრახვაჲ წინა-უსწრობს, ვითარ გამოისახოს შექმნული და ვითარ იყოს სახითა შემოქმედისაგან
    5.     და ვითარ ეგების ყოფად და რასა მიამსგავსოს და რაჲ იქმნეს და რაჲ იყოს საქმჱ მისი და ოდეს დაებადოს და რასა ზედა მთავრობდეს.
    6.     უსწრო სახემან ამას ყოველსა შინა, ვიდრემდის მთავრობაჲ მისი იქმნა უწინარეს დაბადებისა მისისა და ვიდრე ყოფადმდჱ მისა მოიგო მთავრობაჲ,
    7.     ვითარცა თქუა წიგნმან: „და თქუა ღმერთმან: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა.
    8.     და მთავრობდეს თევზთა ზედა ზღჳსათა და მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და ყოველსა ქუეყანასა“.
    9.     ჵ საკჳრველებაჲ, რამეთუ რაჟამს მზჱ დაებადებოდა, არა უსწრო განზრახვამან და არცა ქუეყანისა და ცისამან.
    10.     და ყოველნი, რომელნი არიან დაბადებულნი სიტყჳთა მისითა, დაებადებოდეს გამოუსახველად ვინაჲთ გინა ვითარ.
    11.     და ესრჱთვე ყოველნი არსნი, რომელთაგან არს ჰაერი და არმური და ვარსკულავნი,
    12.     ზღუაჲ და ქუეყანაჲ და ცხოველნი და მცენარენი ყოველნი ესე შეიქმნნეს სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
    13.     ხოლო შესაქმჱ კაცისაჲ მარტოდ ოდენ დამტკიცებით შექმნა დამბადებელმან ყოველთამან, ვიდრემდის განუმზადა მას ნივთი დასამტკიცებელად მისა.
    14.     და მიამსგავსა იგი ძირსა მას შუენიერსა და უსწრო შემოკლებითა, რომელი მისა შეიქმნა, რაჲთა დაჰბადოს ბუნებაჲ, მიმსგავსებული საქმესა თჳსსა, რომლისათჳს დაებადა.


5

     1.     და თქუა მეოთხისა თავისათჳს, რამეთუ: შემზადებაჲ კაცისაჲ მოასწავებს მთავრობასა ჴელმწიფებისასა ყოვლით კერძოვე
    2.     და ვითარცა-იგი შექმნიან ხუროთა ჭურჭერი მსგავსად საჴმარებისა მათისა და განიჭედის სიბრძნით, ესრეთვე შემოქმედმან ბუნებისა ჩუენისამან,
    3.     დამბადებელმან ბრძენმან დაჰბადა, ვითარცა ჭურჭერი სამეუფოჲ სათნოვებითა სულისაჲთა და შემკობილებითა გუამისაჲთა, რაჲთა ეგებოდის ყოფად ჭურჭრად სამეუფოდ.
    4.     ხოლო სული მოასწავებს სახელითა თჳსითა სიმაღლესა თჳსსა, რაჟამს არს იგი განშოვრებულ მორჩილებისაგან და მარტო-ქმნულ განზრახვითა თჳსითა და არა იძულებასა ქუეშჱ,
    5.     არამედ მიმავალ ნებითა თჳსითა განგებათა თჳსთა.
    6.     და ესე სათნოვებანი არა არიან გარნა მეფისა პატიოსნისანი.
    7.     და ამას თანა მსგავს არს იგი ბუნებასა მძლესა ყოვლისასა.
    8.     და ესე მოასწავებს, ვითარმედ არს ბუნებაჲ სამეუფოჲ და ვითარცა-იგი მხატვართა მიამსგავსიან გამოწერით ხატთა მეფეთასა სახითა და შემკულებითა მათითა,
    9.     და უწოდით ხატსა მას მეფჱ, ესრჱთვე – ბუნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ შექმნა იგი მთავრად სხუათა მათ ცხოველთა ზედა მსგავსად მეუფისა ყოველთაჲსა.
    10.     ეწოდა მას სახელი მეფჱ არა თუ ამისთჳს, რამეთუ ჰმოსიეს მას შემკულებაჲ მეფეთაჲ, გჳრგჳნი გინა სხუაჲ რაჲმე ესევითარი და მითმცა მოესწავა მეფობაჲ მისი,
    11.     არამედ რამეთუ ჰმოსიეს მას სათნოვებაჲ, რომელი მოასწავებს მეფობასა მას ჭეშმარიტსა უფროჲს ყოველთა სამოსელთა,
    12.     შემკული გჳრგჳნითა სიმართლისაჲთა, რომელი უფროჲსღა ჯერ-არს, რაჲთა მიეთხრას შუენიე[რე]ბასა შინა ძირსა მას, რომელსა-იგი მიემსგავსა.


6

     1.     და თქუა მეხუთისა თავისათჳს, რამეთუ: კაცი მსგავს არს მეუფჱბასა ღმრთეებისასა
    2.     ხოლო შუენიერებაჲ საღმრთოჲ არა გამოხატულ არს შუენიერებითა ფერთაჲთა, არამედ უზეშთაესითა წესითა, რომელი მიუთხრობელ არს გულისხმის-ყოფად.
    3.     და ვითარ-იგი მხატვართა ღონის-ძიებაჲ ყვიან ფერითა მრავლითა წამალთაგან თითოსახეთა და შეზავიან ყოველივე იგი მსგავსად ჯერისა მის,
    4.     რაჲთამცა მიამსგავსეს შუენიერებასა მას ძირისასა ზედა-მიწევნით,
    5.     და ესრჱთვე გულისხმა-ყავ დამბადებელისაჲ, რამეთუ შეამკო ბუნებაჲ კაცობრივი სათნოვებითა მრავლითა მსგავსად ფერთა შუენიერთა
    6.     და აჩუენა ჩუენ შორის მსგავსად ძალისა თჳსისა შემკულებაჲ ყოვლითა,
    7.     რომლითა იცნობების ცხორებაჲ იგი ჭეშმარიტი, არა წითლითა მბრწყინვალთა გინა სხჳთა წამლითა, რომელი თანა-შეზავიან მას შუენიერებისათჳს ხატისა და არცა შავითა,
    8.     რომლითა გამოსახნიან წარბნი და თუალნი სხუათა მათ ფერთა თანა საშუე[ნე]ლებელად ხატისა, ვითარ-იგი ღონის-ძიებით ყვიან მხატვართა,
    9.     არამედ ნაცვალად ამათსა უბიწოვებაჲ და სიწმიდჱ და სიწრფოვებაჲ და განშოვრებაჲ ყოვლისაგან ბოროტისა.
    10.     და ესევითარითა სახითა, რომლითა ემსგავსების კაცი დამბადებელსა თჳსსა, და ამით ფერითა შეამკო დამბადებელმან ხატი თჳსი, ესე იგი არს ბუნებაჲ ჩუენი.
    11.     და უკუეთუ შენ მოაწიო გონებაჲ მიხედვად სხუათა მათ არსთათჳს, რომელ იცნობების მით შუენიერებაჲ ღმრთისაჲ, უკუე ჰპოვო მსგავსებაჲ ბუნებასა ჩუენსა შინა.
    12.     ღმრთეებაჲ არს გონებაჲ და სიტყუაჲ, რამეთუ „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ“.
    13.     და რომელნი-იგი არიან რიცხუსა პავლჱს მოციქულისასა, „აქუს მათ გონებაჲ ქრისტჱსი“, რომელი-იგი ზრახავს მათ შორის.
    14.     და კაცი არა შორს არს ამათგან რამეთუ იხილვების შენ თანა სიტყუაჲ და სიბრძნჱ, მსგავსად სიტყჳსა მის ჭეშმარიტისა და გონებაჲ.
    15.     და რამეთუ ითქუმის კუალად, ვითარმედ ღმერთი სიყუარული არს და თუალი სიყუარულისაჲ, ვითარ-იგი თქუა იოვანე მახარებელმან,
    16.     ვითარმედ: „სიყუარული ღმრთისაგან არს და ღმერთი სიყუარული არს.
    17.     და ესე სახჱ ყო ჩუენთჳს დამბადებელმან ბუნებისამან და თქუა: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ თქუენ იყუარებოდით ურთიერთას“.
    18.     და ოდეს ვერ დაემთხჳოს ესე სახჱ, უკუე შეცვალებულ არს მსგავსებაჲ კუალად.
    19.     და რამეთუ ღმერთი ჰხედავს ყოველსავე და ესმის ყოველი ესე და გამოეძიებს ყოველსავე
    20.     და შენცა კუალად გაქუს კეთილად ხილვაჲ და სმენაჲ და სიბრძნჱ ცხოველი, რომლითა გამოეძიებ ყოველსავე.


7

     1.     თავი ვ და თქუა მეექუსისა თავისათჳს, გამოძიებისათჳს, რომელნი შეარწყუმენ გონებასა ბუნებასა თანა და მას შინა არს თქუმულთა მწვალებელთა[ჲსა] დჴ˜სნ
    2.     და ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ ვიტყჳ მე, ვითარმცა ღმერთი მიიღებდა ცნობასა არსთასა ძალითა მრავლითა
    3.     და ესე ვერ ეგების თქუმად განმარტებასა შინა ღმრთისასა მრავალი ძალი მოქმედი ყოფად.
    4.     და არცაღა კუალად ჩუენ თანა არს ძლიერ მრავალი თითოსახჱ, რომლითამცა ვიგრძნობდით რასავე.
    5.     დაღათუ მრავლითა საგრძნობელითა გულისხმა-ვჰყოფთ.
    6.     ხოლო ძლიერ ერთ არს.
    7.     გონებასა ვიტყჳ, დანერგულსა ჩუენ შორის, რომელი იქცევის ყოველთა შორის საგრძნობელთა.
    8.     დაღაცათუ ბუნებასა აქუს მრავალი საგრძნობელი, ხოლო მაქმნეველი და განმზოგებელი მათი ერთი არს სიმრავლისა თანა ყოფადთასა და არა შეიცვალის ბუნებაჲ.
    9.     აწ უკუე ვითარ ვინ უგულისხმო-იქმნების და იტყჳს, ვითარმედ ღმერთი მრავალთა საქმეთა მისთათჳს განიყოფვის, ძალად მრავლად არს იგი დამბადებელ თუალთა,
    10.     ვითარცა თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, და დამნერგველ ყურთა.
    11.     და ითქუა ესე ჩუეულებისა მისთჳს ბუნებათა კაცთაჲსა ძალისა მისგან მცნობელისა და თქუა: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“.
    12.     და ვიტყჳთ, ვითარმედ: სადა არიან მწვალებელნი იგი, რომელნი უვარ-ჰყოფენ მსგავსებასა?
    13.     რასა უკუე იტყჳან ამას ჴმასა თანა და ვითარ განმართლდეს სიტყჳს-გებაჲ მათი, რომლისათჳს ითქუა და იტყჳან:
    14.     ვითარ-მე უკუე ეგების ხატი ერთი მსგავსებად პირთა განწვალებულთა? და უკუეთუ ძჱ არა ჰგავს მამასა, უკუე ვითარ-მე იქმს ხატსა ერისა ბუნებათათჳს განწვალებულთა?
    15.     რამეთუ რომელმან-იგი თქუა: „ვქმნეთ ხატად ჩუენდა“, თქუა სიმრავლითა სამებისაჲთა და არა აჴსენა ხატებაჲ ერთითა ხოლო.
    16.     უკუეთუ ძირნი არა ჰგვანან ერთმანერთსა, ვერ უკუე ეგების ხატი მათი ერთ-ყოფად.
    17.     და უკუეთუ ბუნებანი იგი განწვალებულნი არიან და ხატნიცა უკუე განწვალებულნი არიან, და დაჰბადოს ყოვლისა ბუნებისათჳს ხატი მსგავსი თითოვეულისა მათისაჲ.
    18.     არამედ ოდეს ხატი ერთ არს და ძირი არა ერთ და რომელი არს სულელი და განშოვრებული გონებისაგან თჳსისა, უგუნურ იქმნის, ვითარ-მცა მიემსგავსა იგი ერთსა,
    19.     რამეთუ იგი[ნი] მსგავს არიან ურთიერთას? და ნუუკუე განქარვებისათჳს ამის ბოროტისა კაცთა ცხორებისათჳს ითქუა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“?


8

     1.     და თქუა მეშჳდისა თავისათჳს, რაჲსათჳს დაებადა კაცი შიშულად საჭურველთაგან მისთა და სამოსლისაგან ბუნებითისა
    2.     რასა უკუ[ე] მოასწავებს შემზადებაჲ კაცისაჲ მართლ-დგომითა და ვითარ არა იქმნა ჩუენ შორის ძალი ცხოველი ბუნებითი?
    3.     არამედ შემოიყვანა კაცი ამას სოფელსა ცალიერი საჭურველთაგან ბუნებითთა, უმოსელად,
    4.     და უფროჲსღა გლახაკად და უქონოდ ყოველთაგან საჴმართა ცხორებისა მისისათა.
    5.     და ჭეშმარიტად ჩას იგი საწყალობელად უფროჲსღა და არა თუ საქებელ,
    6.     რამეთუ არა აღჭურვილ არს აღმოცენებითა რქათაჲთა და არცა ფრჩხილთაჲთა და არცა ტერფთაჲთა და ჭლაკთაჲთა და არცა შუვათაჲთა.
    7.     და არა აქუს ბუნებასა მისსა შინა ყოლადვე არარაჲ, რომლითამცა იყენა მით მავნებელი მისი, ვითარ-იგი მრავალთა ცხოველთა აქუს შემთხუევასა მავნებელისა მათისასა.
    8.     და არცა დაბურვილ არს გუამი მისი სამოსლითა თმისაჲთა, რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთა იყოს მთავარი იგი მოზღუდვილ და აღჭურვილ ბუნებასა შინა თჳსსა,
    9.     რაჲთა არა უჴმდეს განრინებისათჳს დაბურვისათჳს ჴორცთა თჳსთაჲსა გარეშჱთა რაჲთმე.
    10.     და აწ ესერა ვხედავთ ლომსა და ეშუსა, ავაზსა და ვეფხსა და სხუათაცა ცხოველთა, რამეთუ აქუს ბუნებასა შინა თჳსსა საჴმარი განრინებისათჳს თჳსისა ძალითა მით,
    11.     რომელ არს მათ შინა; ვითარცა კუროსა რქანი და ყურგდელსა სიმალჱ და ქურციკსა ხლდომაჲ და ბრწყინვალებაჲ თუალთაჲ
    12.     და სხუათა კუალად სივრცჱ გუამთაჲ და მფრინველთა ნაგრტენი და ფუტკარსა საწერტელი.
    13.     და ყოველთა თანა იპოვების საჴმარი რაჲმე დაღაცათუ ერთი რაჲმე განსარინებელად თჳსად.
    14.     ხოლო კაცი ოდენ მარტოჲ ამათ ყოველთა შორის დაკლებულ არს, რამეთუ სიმალესა თანა არს გჳან და უმცირჱს გუამითა.
    15.     აწ უკუე რომლითა სახითა ეგების, რაჲთა იყოს იგი მეუფე ყოველთა ზედა ცხოველთა?
    16.     არამედ არა იწრო არს ჩუენ ზედა გამოცხადებად, რაჲ-იგი საგონებელ არს მათთჳს,
    17.     ვითარმედ საჴმარ არს ბუნებისა მისისა, იგი არს მიზეზ მთავრობისა მისისა.
    18.     და უკუეთუმცა იყო ბუნებასა შინა კაცისასა, რაჲთა იყოს იგი უმალეს ცხენსა და მერმე ფერჴნიმცა მისნი არა მოჰკფდებოდეს სიმაგრისაგან,
    19.     რომელ არს სიმტკიცესა შინა ტერფთასა და ჭლაკთასა, გინამცა ესხნეს რქანი და ფუცხოვანნი ფრჩხილნი,
    20.     და საწერტელი მსგავსად ფუტკრისა, იყომცა ესე ნამდჳლვე მჴეცი სახილველად, ოდესმცა ესე ყოველნი აქუნდეს გუამსა შინა მისსა.
    21.     და კუალად იყო-მცა უგლომელ მთავრობისათჳს, რომელთა-იგი ზედა მთავრობს, ოდესმცა არა უჴმდა მათგან.
    22.     ამისთჳს განიყვნეს საჴმარნი მისნი ყოველთა მიმართ, რომელნი დამორჩილებულ არიან მისა, რაჲთა იყოს მთავრობაჲ მისი მათ ზედა უნებლიაჲთ,
    23.     ვითარცა ყოველნი მეფენი ქუეყანისანი საჴმარსა მათსა მიიღებენ მათგან, რომელთა ზედა მთავრობენ.
    24.     და გჳანობისა და სიმძიმისა ჩუენისათჳს ვიჴმიით ცხენი და დავიმორჩილით, და შიშულობისათჳს ჴორცთა ჩუენთაჲსა გჳჴმდა მოგებაჲ ცხოვართაჲ,
    25.     რაჲთა სრულ-იქმნეს დაკლებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ სამოსლისაგან.
    26.     და ამისთჳს მოვიღით მატყლი წლითი-წლად და სხუაჲცა საჴმარი, რომელი იძულებით გჳჴმს მიზეზთათჳს ცხორებისა ჩუენისათა,
    27.     რომელნი გუაიძულებენ მოგებასა ცხოველთა მათ მტჳრთველთასა, და რამეთუ ვერ ვძოვთ პირუტყუთაებრ, ამისთჳს მოვიგნით ჴარნი დამორჩილებად ჩუენდა,
    28.     რაჲთა ადვილ იქმნეს მიზეზი ცხორებისა ჩუენისაჲ შრომითა მათითა.
    29.     და მერმეცა გჳჴმდეს შუანიცა საკბენლად, რაჲთა მით გარე-წარვაქცინეთ, რომელნი გუეწყვებოდიან] ...მრავალთა ცხოველთა.
    30.     ამისთჳს კმა-ვიყავთ ძალი სიმაღლისა თანა, ვითარცა ჴრმალი ჴელთა შინა კაცისათა.
    31.     და კუალად რკინაჲცა კაცისათჳს უმკუეთელეს არს და უფიცხლეს რქათა და ფუცხოვანთა ფრჩხილთა.
    32.     და ესენი არა შედგმულ არიან ჴორცთა ჩუენთა, ვითარ-იგი შედგმულ არიან მჴეცთა საჭურველნი მათნი გუამთა შინა მათთა,
    33.     არამედ აღებად იგი ჟამსა შინა თჳსსა, და შემწჱ-გუეყოს ჩუენ ჟამსა საჴმარებისასა და მერმე დადებად ადგილსავე თჳსსა.
    34.     და კუალად ქცევათა მათთჳს ხჳთქთაჲსა ეგების, რაჲთა ვიფარვიდეთ ტყავითავე მისითა და უკუეთუ ვერ იპოვოს იგი ჟამსა ჴმევისასა მოგებად მსგავსი მისი რკინისაგან,
    35.     რომლითა განვერნეთ ჟამსა ჭირისასა და მერმე განვთავისუფლდეთ ტჳრთისა მისგან ჟამსა მშჳდობისასა.
    36.     და კუალად ფრთჱ მფრინველთაჲ მსახურებად კაცთა იქმნა, რაჟამს ვერ ვეწევით მფრინველთა სიმალითა.
    37.     და ზოგი მათგანი მოიწუართების საჴმარად მონადირეთათჳს, რომელნი-მე ღონის-ძიებითა ჰმსახურებენ საჴმარსა ჩუენსა,
    38.     რამეთუ ვიჴმიით ფრთჱ ისართათჳს და არა მისწრის ჩუენ მფრინველმან მშჳლდისა მისგან.
    39.     და იყვნენ ფრთენი შემძლებელად სიგრძესა სლვისასა უგუემელად, ამისთჳს მოვიგეთ ცხოველთაგან საჴმარად ჩუენდა ჴამლი.


9

    1.     და თქუა მერვისა თავისათჳს, რაჲსათჳს შემზადებაჲ კაცისაჲ მართლ არს განმარტებული
    2.     და რამეთუ ჴელნი დაებადნეს საზრახავისათჳს და გამოძიებაჲ განყოფათათჳს სულთაჲსა
    3.     ჰასაკი კაცისაჲ მართლ-მდგომარჱ არს და ცად მიმართ აღმართებულ არს და განიცდის, რომელ არს ზედა კერძო ამათ ყოველთა,
    4.     დადგინებული მეუფედ, მოასწავებს ყოვლითურთ გზათა მთავრობისათა.
    5.     და ესე მოსწავებაჲ არს ჭეშმარიტი, რამეთუ ყოველნი დამორჩილებულნი მხედველ არიან დამხედ,
    6.     ქუე დამართ, გარნა კაცი ხოლო მარტოჲ თავ-აღებულად მდგომარჱ არს.
    7.     ხოლო სხუანი ცხოველნი დაღონებულ არიან გუამითა, მოასწავებენ მორჩილებასა მთავრობისასა,
    8.     რამეთუ წინა-კერძონი მათ ყოველთანი ფერჴ არიან და არა ჴელ.
    9.     და ამისთჳს დაღონებულთა მათ უჴმს მისაყრდნობელი.
    10.     ხოლო კაცისანი წინა-კერძონი მისნი ჴელ არიან და რამეთუ ჰასაკი მისი აღმართებულ არს და ამისთჳს არა უჴმან მას მისაყრდნობელნი,
    11.     გარნა ფერჴთანი ხოლო ორნი განმარტებულნი დგომისათჳს.
    12.     და კუალად ჴელნი შემწჱ არიან საზრახვისათჳს.
    13.     ხოლო უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ საკუთრებაჲ ჴელთაჲ მსახურებისათჳს სიტყჳერისა არს კაცთა შორის, არავე შესცთეს.
    14.     და არა ხოლო ამის საქმისათჳს სათანადოჲსა, რამეთუ სიტყუა-უგებთ ურთიერთას მიწერით სიმარჯჳთა ჴელთაჲთა მსახურებისათჳს სიტყჳერისა,
    15.     დაღაცათუ ესე არავე შოვრს არს მადლისა მისგან სიტყჳერისა,
    16.     რამეთუ წერით ვზრახვიდეთ და ვიტყოდით ჴელთა მიერ და მოგებად ასონი წერისანი, ვითარცა ჴმანი მეტყუელნი.
    17.     არამედ მივხედო სხუასაცა და ვთქუა, რამეთუ ჴელნი შემწე არიან თქუმასა სიტყჳსასა.
    18.     და ვიდრე გამოძიებადმდჱ სიტყჳსა მის ხარკებით მივიმართოთ სიტყუასა მას, რაჲთა არა თანა-წარგუჴდეს, რომელი-იგი გჳჴმს თქუმად ამის ჯერისათჳს.
    19.     აწ რაჲსათჳს-მე დაებადნეს მცენარენი პირველ ცხოველთასა და მერმე ცხოველნი და მერმე კაცნი?
    20.     არა ამისთჳს ხოლო, რამეთუ ცხოველნი მცენარეთაგან იზარდებიან და კაცნი ცხოველთაგან, არამედ მე ესრჱთ ვჰგონებ,
    21.     ვითარმედ მოსჱ წინაჲსწარმეტყუელმან მოასწავა ამისთჳს სიტყუაჲ დაფარული საიდუმლოჲსაჲ და განჰმარტა გამოძიებაჲ წულილადი სულთათჳს,
    22.     რომელსა-იგი ჰგონებდეს გარეშჱნი იგი ფილოსოფოსნი და არა განიცადეს მას შინა განცხადებულებაჲ ჭეშმარიტი.
    23.     არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ სიტყუაჲ ესე მოასწავებს, რამეთუ სულნი განიყოფვიან სამად პირად.
    24.     ვიტყჳ ძალსა მოზარდულსა და მბრძნობელსა და თჳთ სულსა, რომელთაჲ ერთი მათგანი არს მცენარჱ მოზარდი.
    25.     და მას შინა იპოვების ძალი ცხოველებისაჲ თჳნიერ გრძნობისა.
    26.     და მეორჱ ამათგანი არს მოზარდი, ვითარ-იგი ვაჴსენეთ, რომელსა შინა არს განგებაჲ გრძნობისაჲ.
    27.     და პოვნილ არს იგი პირუტყუთა შორის, რამეთუ არა იზარდების ხოლო და აღორძნდების, არამედ მოქმედებაჲ მისი არს გრძნობათაგან.
    28.     ხოლო ცხოველებაჲ სრული პოვნილ არს ბუნებასა შინა კაცისასა, ესე იგი არს მეტყუელებაჲ, რომელი იზარდების და იგრძნობს და განიზრახავს.
    29.     და განგებაჲ არს მისი გონებისა მიერ.
    30.     და ამისთჳს განვყვენით არსნი ამით განყოფითა: რომელიმე არს მათგანი გონებიერი და რომელიმე – გუამიერი.
    31.     ხოლო გონებიერი იგი გამოუძიებელ არს აწ და გუამიერი იგი რომელიმე არს თჳნიერ ცხოველებისა ყოვლით კერძო და რომელსამე მათგანსა აქუს ცხოველებაჲ.
    32.     და რომელნიმე გუამნი ცხოველთაგანნი ცხოველ არიან გრძნობითა და რომელთამე არა აქუს გრძნობაჲ.
    33.     და რომელიმე მგრძნობელთაგანი არს მეტყუელ და რომელიმე მათგანი არს უტყუ.
    34.     ამისთჳსცა მცენარენი იყვნეს უწინარეს სხუათა მათ არსთა, შემდგომად ნივთთა მათ უსულოთა, ესე იგი არს ქუეყანაჲ და წყალი, ჰაერი და ცეცხლი.
    35.     და ამათ მცენარეთა შინა პოვნილ არს სული უგრძნობელი.
    36.     ესენი უპირადეს დაებადნეს და შემდგომად მათსა დაებადნეს მგრძნობელნი ცხოველნი უტყუნი, უგულისხმონი ამისთჳს,
    37.     რამეთუ გონებაჲ არა იყოფვის გუამსა შინა, გარნა თუ იყოს შეზავებულებაჲ მისი გუამითა მგრძნობელითა.
    38.     და ამისთჳს დაებადა კაცი შემდგომად მცენარეთა და ცხოველთა და ამას შინა ყო გზაჲ ბუნებისაჲ საუკუნოდ,
    39.     რამეთუ კაცი შეზავებულ არს ყოველთა მათგან სულთა თითოსახეთა.
    40.     და ესე იზარდების ძალითა სულისა მცენარებისაჲთა, რომელ არს მას შინა.
    41.     და მიიღო ამას თანა სული მგრძნობელი, რომელ არს შორის გრძნობისა და მცენარეთა, უზრქელესი სულისა მეტყუელისა და უწულილესი სულისა მის მცენარისაჲსა.
    42.     მაშინ იქმნა შეზავებაჲ ბუნებისა წულილადისაჲ, რომელი ჰნათობს შანთითა მით გონიერითა.
    43.     ამის გამო იქმნა სამთა მათგან დგომაჲ კაცისაჲ, ვითარ-იგი ვისწავეთ მოციქულისა პავლესგან, რომელსა მიუწერს ეფესელთა და ევედრების მათთჳს ღმერთსა,
    44.     რაჲთა მიანიჭოს მადლი იგი სრული გუამსა საშუმინველსა და სულსა აღდგომასა მას ქრისტჱსსა.
    45.     ინება ჴსენებითა მით გუამისაჲთა უწყებად ბუნებაჲ იგი მცენარჱ, დიდად ჴსენებითა მით საშუმინველისაჲთა,
    46.     უწყებად ბუნებაჲ იგი გრძნობადი და ჴსენებითა მით სულისაჲთა, უწყებად ბუნებაჲ იგი გონიერი.
    47.     და ამისთჳს ითქუა შჯულის მეცნიერისა მის მიმართ სახარებასა შინა, რაჲთა შეიყუაროს ღმერთი ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმითა.
    48.     და ესე კუალად, ვითარ ვჰგონებ, ამას განაყოფასა მოასწავებს, რამეთუ რაჟამს აჴსენა გული,
    49.     ენება უწყებად ჩუენდა გუამი და ჴსენებითა მით ძალისაჲთა უწყებად ჩუენდა საშუმინველი და ჴსენებითა მით გულისხმისაჲთა უწყებად ჩუენდა გონებაჲ.
    50.     და კუალად აუწყებს მოციქული ზრახვასა მას განყოფილად სამად პირად: ერთი იგი მათგანი ჴორციელ, უცალო საქმისა მისთჳს შთამავალისა მუცლად და საშუებელთა მისთა;
    51.     და მეორჱ იგი მშუმინვიერ, რომელი იქცევის შორის კეთილისა და ბოროტისა, და ესე უზეშთაეს არს პირველისა მის, არამედ არა არს მიწევნულ საზომსა სიწმიდისასა;
    52.     ხოლო მესამჱ იგი სულიერი და მით არს სისრულჱ უაღრესობისა მისისაჲ.
    53.     ამისთჳს აბრალებს კორინთელთა მათ დაკლებასა მათსა და იტყჳს: „თქუენ ჴორციელადვეღა ხართ“ და არა მიიღებთ სწავლასა და მერმე იტყჳს:
    54.     რაჟამს განიკითხავს საშუვალსა მას და სრულსა: „ხოლო მშუმინვიერმან მან კაცმან არა შეიწყნარის სულისა მისგან, რამეთუ სიცოფჱ უჩნ.
    55.     ხოლო სულიერმან მან განიკითხის ყოველი და იგი არავისგან განიკითხვის“.
    56.     და ვითარცა-იგი აღმატებულ არს მშუმინვიერი იგი ჴორციელსა, ეგრეთვე აღმატებულ არს სულიერი იგი მშუმინვიერსა მას.
    57.     და ზეშთა რეცა თქუა წიგნმან, ვითარმედ კაცი დაებადა შემდგომად ყოველთა მშუმინვიერთა,
    58.     მოასწავა, ვითარმედ სული იგი მეტყუელი არს შორის საშუმინველთა სხუათა და პოვნილ არიან ორნი იგი მას შინა.
    59.     ესე არს მშუმინვიერი იგი და მცენარედი.
    60.     და რამეთუ კაცი ცხოველი არს მეტყუელი და ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა იყვნენ ჴელნიცა მისნი შემსგავსებულ მეტყუელებისა,
    61.     ვითარ-იგი ვხედავთ მძნობართა და მამხეობელთა, და შემზადის თითოვეულმან მათმან ჭურჭერი მსგავსად ძნობისა მის თჳსისა,
    62.     და ვერ ჴელ-ეწიფების სტჳნვაჲ ებნითა და ვერცა ებნაჲ იგი სტჳრითა, განწვალებისათჳს ჭურჭერთა მათთაჲსა.
    63.     ეგრეთვე ჯერ-იყო ჭურჭერთა მათ კაცობრივთა, რაჲთა იყვნენ შემსგავსებულ მეტყუელებისა და საზრახავისა
    64.     და რაჲთა გამოჩნდეს სიტყუაობაჲ ჭურჭრითა მით ჴმისაჲთა.
    65.     და ამისთჳს დაებადნეს ჴელნი გუამისათჳს.
    66.     ხოლო დაღაცათუ აურაცხელ არიან საქმენი ჴელთანი ყოფასა მას მათსა შინა, ვითარ-იგი აღიღებს და დასდებს მსგავსად საქმისა მის მათისა ყოველსა შინა ხუროვებასა სიმარჯჳთ
    67.     და განგებით ღუაწლსა შინა ბრძოლისასა და ჟამსა მშჳდობისა ზღუასა შინა და ჴმელსა.
    68.     არამედ უწინარჱს მათ ყოველთა დაებადნეს ბუნებასა შინა კაცისასა ჴელნი იგი საზრახავისათჳს.
    69.     და უკუეთუმცა დაკლებულ იყო ჴელთაგან, იყომცა იგი ჴმევასა მას საზრდელისასა მსგავს პირუტყუთა მათ ოთხფერჴთა თითო-სახეობასა შინა მათსა
    70.     და თითო-ფერებასა დაბადებულობისა მათისასა და უკუეთუმცა არა იყვნეს ჴელნი კაცისა თანა, ვითარმცა ჴმაჲ მისგან შეზავებულ მეტყუელებასა,
    71.     ოდესმცა პირი უცალო იყო მსგავსად პირუტყუთა? ხოლო აწ ოდეს მოეცნეს ჴელნი გუამსა, მოცალე-ქმნულ არს პირი სიტყჳს-გებად და საზრახავად.


10

 1.     და თქუა მეცხრისა თავისათჳს, რამეთუ: გუამი კაცისაჲ დაებადა ჭურად საზრახავისათჳს
    2.     რამეთუ დამბადებელმან ჩუენმან მოგუანიჭა ჩუენ ბუნებასა შინა ჩუენსა მადლი იგი საღმრთოჲ, რაჟამს ყო მსგავსსა შინა მისსა საკუთრებაჲ კეთილთაჲ მათ,
    3.     რომელნი-იგი არიან მისნი, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ, რამეთუ მოგუცა ჩუენ სიბრძნჱ და გონიერებაჲ და სახიერებითა მისითა მოგუანიჭა ჩუენ მსგავსებაჲ თჳსი
    4.     და შუენიერებაჲ შუენიერებისა თჳსისაჲ.
    5.     რამეთუ გონებაჲ გულისხმის-საყოფელ არს და ჴორციელ და ვერ შესაძლებელ იყო გამოჩინებაჲ ძრვისა მის მადლისა თჳსისაჲ, გარნა ღონით.
    6.     და მისთჳს დაებადა გუამი მისი ამას სახესა ზედა, რაჲთა იყოს იგი ჴმეან და შემზადებაჲ დაბადებულისა მისისაჲ მოასწავებს სახესა ძრვისა მისისასა.
    7.     და ვითარ-იგი მძნობარმან ჴელოვანმან ძნობასა მას შინა თჳსსა ინების, რაჲთა გამოაცხადოს ჴელოვნებაჲ თჳსი, აჩუენოს იგი ჴმასა მას შინა თჳსსა.
    8.     და რაჟამს ვერ შეუძლის იგი მედგრობითა ჴმისა თჳსისაჲთა, მაშინ აჩუენის ჴელოვნებაჲ თჳსი სხუათა მიერ ჴმათა ჭურჭერთა მათგან,
    9.     რომელნი იჴმინის ჟამსა ძნობისასა და უსულოთა მათგან გამოსცის ჴმაჲ შეზავებული სტჳრისაგან გინა თუ ებნისა და მსგავსთა მათთა.
    10.     ეგრეცა გონებამან კაცისამან, რამეთუ ვერ შეუძლოს, რაჲთა აჩუენოს საქმჱ თჳსი თითოსახჱ, გარნა საგრძნობელთაგან.
    11.     და ამისთჳს დაეპატიჟა, რაჲთა იყოს ჭურჭერი ესე ჴმეან და მით აჩუენოს მოგონებაჲ დაფარული და გამოაცხადნეს საქმენი შინაგანნი.
    12.     და იქმნა სახჱ ესე ძნობისაჲ კაცსა შინა შეზავებულ სახედ ებნისა და სტჳრისა, ვითარ-იგი ჴმა-სცემედ ურთიერთას.
    13.     ესრჱ-სახედ, რამეთუ ქარმან გამოსცის ადგილით თჳსით და განვლის ჴორჴი კაცისაჲ, რაჟამს-იგი ენების ჴმობად და ჰნებავნ ხდად ჴმაჲ თჳსი.
    14.     მაშინ აგრგჳნდის ძრვითა მით შინაგანითა ნესტჳთა მით, რომელ არს ჴორჴი მიმსგავსებული ნასხივთა მათ სტჳრისათა.
    15.     და არს ესე, ვითარცა სტჳრი ჴმისა გამომცემელი ლართაგან, რომელთა მიერ შეცვულ არს.
    16.     და მოიზიდის, რომელი-იგი გამოვალნ ყიისაგან, ჴორჴმან სტჳრსა მას შინა ორთა მათგან ნესტუთა,
    17.     რომელნი არიან საყნოსელსა შინა ღრტილისასა და მით განუზოგის ჴმაჲ და იქმნის ჴმა სასმენელ.
    18.     ხოლო ღაწუნი და ენაჲ და ქმნულებაჲ იგი, რომლითა იძრვის ნიყბერი მოფოლხუებითა და მოჭირებითა,
    19.     განმარტებითა და შემოკრებითა, ესე ყოველი მსგავს არს ძრვასა მას ძალთა ებნისათა ჴმასა შინა და ჟამსა, რომელსა ენების შეზავებად მწრაფლ ჴმასა მას შინა.
    20.     ხოლო ახუმაჲ ბაგეთაჲ და დაწებვაჲ მსგავს არს ძრვასა მას თითთასა ჴურელთა ზედა სტჳრთასა გამოყვანებასა ჴმისასა.
    21.     ეგრჱ-სახედ გონებამან ჭურჭრითა მით გამოსცა სიტყუაჲ ჩუენ შორის და ვიპოვენით მეტყუელ და ვერ შესაძლებელ იყო ჩუენ შორის მადლი იგი მეტყუელებისაჲ პოვნად,
    22.     უკუეთუმცა იყო ჭამაჲ ჩუენი შრომითა ბაგეთაჲთა მსგავსად პირუტყუთა, რომელნი მით დადრკებიან ჭამად.
    23.     აწ ვინაჲთგან მიიქცა მსახურებაჲ ესე ჴელითა კაცისაჲთა, იქმნა პირი მოცალებულ, განსაკუთრებულ გამოცხადებად სიტყუათა.
    24.     და რამეთუ მოქმედებაჲ ჭურჭერსა ამას შინა მრჩობლი არს.
    25.     ერთი იგი ყოფისათჳს ჴმისა და მეორჱ იგი – შეწყნარებისათჳს გაგონებისა მომავალისა გარეშჱთ.
    26.     და ესე შეურევნელ არიან ურთიერთას, არამედ დაადგრების საქმესა ზედა,
    27.     რომელი ბრძანებულ არს ბუნებისაგან – თითოვეული მათი არა ვნებად მოყუასსა თჳსსა.
    28.     რამეთუ არა მსმენელ არს ჴმაჲ და არცა მეტყუელ სმენაჲ.
    29.     ხოლო ერთი ესე განმტევებელ და განმცემელ არს მარადის, რომელ არს პირი, და მეორჱ ესე შემწყნარებელ და მიმღებელ არს მარადის მოუწყინებელად,
    30.     რომელ არს ყური, ვითარცა თქუა სოლომონ ბრძენმან და საკჳრველ არს ესე ფრიად: რაჲ-მე სივრცჱ არს ადგილისაჲ მის, რომელსა შინა შთადის ყოველი ესე ყურთაგან?
    31.     ანუ ვინ-მე არიან მწიგნობარნი იგი, რომელნი აღსწერენ, რაჲ-იგი მიიწევიან ზრახვანი მრავალნი?
    32.     და ვითარ-იგი სიმრავლესა და განმრავლებასა მათსა ურთიერთიერთას არა არს შორის მათსა შფოთებაჲ, არცა დაწვალებაჲ?
    33.     და ესევე სახჱ იხილვების მოქმედებასა შინა თუალისასა, რომელი განსაკჳრვებელ არს.
    34.     და ამითვე გონებითა მიიწევის, რომელი-იგი არს გარეშჱ გუამსა, და მოიზიდნის მისა საქმენი ხილულნი და გამოიწერნის მას შინა სახენი უხილავნი,
    35.     ვითარცა ვინ იხილის ქალაქი ვ[რ]ცელი, რომელი შეიწყნარებნ მრავალთაგან კართა, აწ უკუე ყოველნი-მე ერთსა ადგილსა დაადგრიანა? არა სამჱ,
    36.     არამედ რომელნიმე სავაჭროსა და რომელნიმე – სახლებსა და რომელნიმე – ტაძრებსა გინათუ ფოლოცთა შინა,
    37.     გინათუ ყურეთა ანუ თუ პანდუქიონსა შინა თითოვეული მათი დაადგრის, ვითარცა ვის ჰნებავნ და შეაშუნ.
    38.     და მე ამას სახესა ზედა ვხედავ ქალაქსა მას გონებისასა, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, რომლისანი შესავალნი მრავალ არიან ფრიად საგრძნობელთაგან.
    39.     და გონებაჲ განაზოგებს თითოვეულსა მათსა და დაადგენს ადგილთა საცნაურთა.
    40.     და ვითარცა-იგი ვხედავთ მსგავსად სახითა მით, რომელი მოვაჴსენეთ ქალაქისა კაცთა,
    41.     რომელთა ესხნიან ნათესავნი და მეგობარნი და შევიდიან ქალაქსა მას არა ერთისა კარისაგან ხოლო,
    42.     არამედ არა განეშოვრნიან ნათესავთა თჳსთა შესავალსა მას მათსა.
    43.     და კუალად კაცნი უცხონი შევიდიან ერთისაგან კარისა და რაჟამს შევიდიან შინა,
    44.     განიბნინიან და არა შეკრბიან ურთიერთას ესრჱ-სახედ გულისხმა-ვყავთ გონებისათჳს.


11

     1.     და თქუა მეათისა თავისათჳს, რამეთუ გონებაჲ იქმს საქმესა თჳსსა საბრძნობელთაგან
    2.     ამას სახესა ზედა იხილე სივრცჱ იგი გონებისაჲ, რამეთუ ოდესმე შეკრბის ჩუენ თანა მეცნიერებაჲ ერთისაჲ ხოლო საგრძნობელთაგან მრავალთა.
    3.     და ამას სახესა ზედა მიხედენ სივრცესა გონებისასა, რამეთუ ოდესმე შეკრიბის ჩუენ თანა მეცნიერებაჲ ერთისა საქმისაჲ საგრძნობელთაგან მრავალთა.
    4.     და კუალად ერთისაგან საგრძნობელისა მრავალი საქმჱ გულისხმა-ვყოთ მიმსგავსებული ერთი ერთისა ბუნებასა შინა.
    5.     არამედ ვამსგავსოთ იგი სახესა რასმე, რაჲთა გამოცხადნეს სიტყუაჲ იგი, რომელი გუნებავს თქუმად.
    6.     აწ რეცა თუ ვიკითხავთ გემოთათჳს, რომელიმე უტკბილჱს არს ანუ რომელიმე უმწარჱს, უკუეთუ ვპოვოთ სიმწარჱ ნავღლისაჲ და სიტკბოვებაჲ თაფლისაჲ?
    7.     აწ ვინაჲთგან ესე ცხად არს, იპოვა უკუე გამოცნობაჲ ამისი პოვნილ ერთსა ქუეშჱ საგრძნობელსა,
    8.     რომელნი-იგი წინა-აღმდგომ არიან ურთიერთას საყოფელსა თჳსსა განყოფით გონებისაგან,
    9.     რომელ არს გემოჲს-ხილვაჲ, ხედვაჲ და სმენაჲ, შეხებაჲ და ყნოსაჲ.
    10.     რამეთუ ოდეს იხილოს ვინმე თაფლი და ესმეს სახელი მისი და გემოჲ იხილოს მისგან და იყნოსოს სული მისი და გამოცადოს შეხებით,
    11.     იცნას ერთი იგი მრავალთა მიერ საგრძნობელთა.
    12.     და მერმე კუალად გულისხმა-ვყვით მრავალი რაჲმე ერთისა მიერ საგრძნობელისა, რომელ არს სასმენელი.
    13.     რამეთუ შემწყნარებელ არს თითოსახეთა ჴმათა დაწვალებულთა და თუალიცა შემწყნარებელ არს მრავალფერთა სხუასა
    14.     და სხუასა – თეთრსა და შავსა და სხუათაცა ფერთა, რომელნი მჴდომ არიან ურთიერთას.
    15.     ეგრევე-სახედ გემოჲს-ხილვაჲ, ყნოსაჲ და შეხებაჲ თითოვეული მათგანი მიიწევის მრავალთა ზედა საქმეთა ერთი ერთისა წინა-აღმდგომთა.


12

     1.     და თქუა მეათერთმეტისა თავისათჳს, რამეთუ: ბუნებაჲ გონებისაჲ უხილავ არს
    2.     რაჲ-მე უკუე არს გონებაჲ ბუნებასა შინა თჳსსა, განზოგებულსა ძალსა შინა საგრძნობელთასა,
    3.     რომელი წინაჲსწარ მცნობელ არს ყოფადთაჲ თითოვეულითა მათგანითა?
    4.     და მე ესრჱ ვჰგონებ, ვითარმედ არავინ გონიერთაგანი ჰგონებდეს, გინათუ ეჭუდეს,
    5.     ვითარმედ საგრძნობელთაგანი არს გონებაჲ.
    6.     და უკუეთუმცა გონებაჲ საგრძნობელი იყო, აქუნდამცა მახლობელობაჲ ერთი საგრძნობელისა მიმართ რომლისაჲმე,
    7.     რამეთუ მარტივი არს და არა აგებული.
    8.     და ვერ ეგების, რაჲთა-მცა იყო მარტივსა შინა აგებული რაჲმე.
    9.     და ესე აგებულებაჲ მისწუდების საგრძნობელთა და თითოვეული მათი განთჳსებულ არს
    10.     და განყოფილ საქმითა თჳსითა და არა შერეულ სხუათა მათ.
    11.     უკუე გონებაჲ ვიდრემე სხუაჲ რაჲმე არს და არა საგრძნობელი, რაჟამს არს იგი განმარტებულ და არა აგებულ.
    12.     და თქუა მოციქულმან პავლჱ: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ?“ ხოლო მე ვიტყჳ: ვინ არს, რომელმან გულისხმა-ყო გონებაჲ თავისა თჳსისაჲ?
    13.     აწ უკუე გუაუწყედ მრავლის-მეტყუელთა მათ, რომელნი მეცნიერებენ ბუნებასა მას ღმრთეებისასა და ჰგონებედ,
    14.     ვითარმედ ამით მეცნიერ არიან, აწ უკუე გულისხმა-მე-უყოფიანა თავნი თჳსნი? გან-მე-უცდია გონებაჲ გონებათა თჳსთაჲ?
    15.     და უკუეთუ გონებაჲ განაწილებული და აგებულ[ი] არს, ვითარ-მე უკუე ეგების ყოფად გონებიერი აგებულსა შინა ანუ ვითარ-მე არს საქმჱ შერევასა შინა ნათესავთა მათ,
    16.     რომელნი წინა-აღმდგომ არიან ურთიერთას? აწ უკუე მარტივი-მე არსა და არა აგებული და ვითარ-მე განიყო საგრძნობელთა შინა განთჳსებულთა?
    17.     და ვითარ იქმნა პოვნილი განმრავლებულსა შინა და კუალად განმრავლებული პოვნილსა შინა? არამედ შევემთხჳე საქმესა შინა, რომელსა შინა განვცჳბრდი.
    18.     რაჟამს მესმა თქუმული იგი ღმრთისაჲ, რაჟამს იტყჳს: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“
    19.     აწ უკუე ხატებაჲ ვიდრემე სრულ არს და არა ნაკლულ სახისა მისგან,
    20.     რომელ პოვნილ არს ძირსა შინა, რაჲთა ღირსად იწოდოს ხატებაჲ.
    21.     ხოლო უკუეთუ იპოვოს ნაკლულ რაჲთმე ძირისა მისგან, უკუე ამის გამო არღარა აქუს მას ხატებაჲ.
    22.     და აწ ვინაჲთგან გონებაჲ ღმრთისაჲ მიუთხრობელ არს და ვერ გულისხმის-საყოფელ, ჯერ არს, რაჲთა იყოს იგი პოვნილ ხატსაცა შინა მისსა.
    23.     და უკუეთუ ძირი იგი ვერ მისაწდომელ არს ცნობითა და ხატი იგი მისი მისაწდომელ არს ცნობითა და საცნაურ,
    24.     უკუე არს ესე განწვალებაჲ ცხადი შორის მათსა შეუტყუებელი გამოცხადებასა ამის თქუმულისასა.
    25.     აწ ოდეს ბუნებაჲ გონებისაჲ გამოუსახველ არს და მიუთხრობელ ცნობისაგან, გამოცხადნა ჭეშმარიტებაჲ ხატებისაჲ ძირად მიმართ,
    26.     რომელ არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, რომელი-იგი გამოუსახველ არს და მიუწდომელ, რომელსა-იგი მიმსგავსებულ იქმნა ბუნებაჲ ჩუენი.


13

     1.     და თქუა მეათორმეტისა თავისათჳს გამოძიებაჲ საუნჯისათჳს გონებისა და სიტყუაჲ ბუნებითი სიცილისათჳს და ტირილისა
    2.     დაიყავნ ყოველი პირი ცუდად მეტყუელი, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ ძალი გონებისაჲ დადგრომილ არს რომელთამე ასოთა შინა.
    3.     და რომელთა-მე თქუეს, ვითარმედ გულსა შინა დამკჳდრებულ არს.
    4.     და ამას დაამტკიცებენ უნდოჲთა მოსწავებითა.
    5.     და რომელთა-იგი აგონეს დადგრომაჲ მისი გულსა შინა,
    6.     ამით სახითა დაამტკიცებს განზოგებისათჳს გულისა შუვა ოდენ გუამსა,
    7.     ვითარმედ მუნითგან იყოფვის ძრვაჲ ნებათაჲ ყოველსა ზედა გუამსა, რაჲთა იქმოდის საქმესა თჳსსა.
    8.     და მერმე იწამეს დამტკიცებისათჳს სიტყჳსა მათისა გამოსლვაჲ ურვისაჲ და გულის-წყრომაჲ,
    9.     ვინაჲთგან გამოვლენ ორნი ესე საჩინონი გულისაგან.
    10.     და რომელნი-იგი ჰგონებენ, ვითარმედ ტჳნსა შინა დადგრომილ არს გონებაჲ, ამსგავსეს იგი გოდოლსა ქალაქისასა,
    11.     რომელსა შინა დამკჳდრებულ არნ მეუფებაჲ და მაღლით გარდამო მთავრობნ ერსა ზედა თჳსსა და შეცვულ არნ იგი სიმრავლითა მსახურთაჲთა.
    12.     ეგრეთვე გონებისათჳს თქუეს, ვითარმედ დამკჳდრებულ არს იგი უმაღლესსა გუამისასა,
    13.     რომელ არს ტჳნი, და შეცვულ არს იგი საგრძნობელთაგან, ვითარცა მსახურთაგან.
    14.     და იწამებენ ამისთჳს ვნებასა მას, რომელი შეემთხჳის გონებასა, რაჟამს ეცის რაჲმე ტჳნსა ვნებაჲ ღჳნისაგან გინა სხჳსა რაჲსაგანმე.
    15.     და კუალად სხუაჲცა სახჱ მოიღეს ტჳნისათჳს და გულისა.
    16.     და რომელთამე თქუეს, ვითარმედ გული ნათესავ-ეყვის გონებასა ძრვითა მით მატფობელითა,
    17.     რამეთუ მოძრავ არს იგი მარადის ცეცხლის მსგავსად.
    18.     რამეთუ გულისაგან აღმოჰკრთების სიმჴურვალჱ და ამისთჳს შეეზავა მას ძრვაჲ გონებისაჲ.
    19.     და გამოთქუეს, ვითარმედ გული არს საყოფელი გონებისაჲ და რომელნი-იგი იტყჳან,
    20.     ვითარმედ აპკაჲ ტჳნისაჲ არს შესაკრებელი საგრძნობელთაჲ.
    21.     და ოდესმე დაამტკიციან გონებისათჳს გონიერისა, ვითარმედ არა არს იგი სხუასა ადგილსა,
    22.     გარნა მუნ, სადა-იგი შედგმულ არს ყური და მას შინა ოხრიან ჴმანი შემავალნი.
    23.     და გუგაჲ იგი, რომელი დანერგულ არს თუალსა შინა, მოიყვანებს მრავალსახეთა ფერთა და მიაწევს გონებაჲ,
    24.     და ყნოსაჲ იგი მრავალსახეთაჲ მათ განიზოგების და განიყოფვის.
    25.     და კუალად გემოჲს-ხილვაჲცა მითვე განიზოგების მახლობელად,
    26.     რამეთუ აპკისაგან გამოვალს ლარისა მისგან მგრძნობელისა გოჯთა მათგან სადინელად განმყვანებელისა და ლარისა მისგან,
    27.     რომელი მუნ არს შეერთებული.
    28.     ამით მიზეზითა დაამტკიცებენ თქუმულსა მათსა.
    29.     ხოლო მე არა უვარ-ვჰყოფ.
    30.     რამეთუ ოდესმე ბუნებაჲ შეიცვალის ვნებათა მათგან მიწევნულთა ტჳნად,
    31.     ვიდრემდის დაეყენის საქმისაგან თჳსისა ბუნებითისა მიზეზისა მისგან და ვნებისა მისგან ჴორციელისა, რაჟამს ეუფლის.
    32.     და რამეთუ გულისაგან გამოვალს სიმჴურვალჱ გრძნობათაჲ,
    33.     რამეთუ აღატყდების ძრვათა მიმართ და აპკაჲ თავისაჲ შეჰკრებს საგრძნობელთა მსგავსად სიტყჳსა მათისა,
    34.     რომელნი აუწყებენ, ვითარმედ შეუცავს ტჳნი და მიიწევის მისა ორთქლი.
    35.     ესე მესმა მთხრობელთა მათგან და არა უვარ-ვჰყოფ, არამედ არავე დავამტკიცებ ამას მოსწავებასა, ვითარმცა ბუნებაჲ გონებისაჲ შეყენებულ იყო ერთსა ადგილსა.
    36.     რამეთუ შეცვალებაჲ გონებისაჲ არა ხოლო ვნებისაგან თავისა იქმნეს [...] რომელი შეემთხჳის ნაწევართაგან წელთაჲსა ფერად-ფერადთაგან, რაჟამს ელმინ მას,
    37.     ვითარ-იგი თქჳან მკურნალთა მათ ჴელოვანთა და სახელ-სდვიან სენსა მას გუარსამ, რამეთუ დაბმულ არს იგი ლარითა.
    38.     ხოლო რომელი-იგი იქმნის მწუხარებისაგან, არა არნ იგი გულისაგან, ვითარ-იგი საგონებელ არს, არამედ ვნებაჲ რაჲმე არნ პირსა სტომაქისასა.
    39.     და ესრჱთვე თქჳან მკურნალთა მათ ჴელოვანთა, რომელნი წულილად გამოეძიებენ მიზეზსა სენთასა,
    40.     ვითარმედ ნესტუნი იგი განსავალნი განემარტნიან და შეკრბიან მოწევნასა მწუხარებისა და სიხარულისასა
    41.     და მით განვიდის სიღრმესა გუამისასა დაყენებული იგი სულისაგან.
    42.     ხოლო რაჟამს შეიწრდის ჭურჭერი იგი და განსავალი,
    43.     რომელსა შინა არნ სული და იწროვებისა მისგან ოდესმე გამოვიდის მწრაფლ გამოჭენებითა ბუნებისაჲთა და განივრცის ადგილთა შინა ვრცელთა.
    44.     და ესე არს მიზეზი მწუხარებისაჲ და ეწოდების სულ-თქუმა.
    45.     და შეჭყლემაჲ იგი გულისაჲ, რომელი საგონებელ არს მისთჳს, არა გულისაჲ არს, არამედ ვნებაჲ არს პირსა სტომაქისასა,
    46.     ოდეს გარდაეხჳის ნავღელი განმამწარებელი სტომაქისაჲ და ფრიად შეჭყლიმის იგი.
    47.     და ამისთჳს ყჳთელ-იქმნის პირი მწუხარეთაჲ და კუერცხის გულ მსგავსად გოინისა და ესე ფრიად განსლვისაგან ნავღლისა ძარღუთაგან ზედა კერძოსა გუამისასა.
    48.     და სიტყუამან ჩუენმან გამოაცხადა: რომელი-იგი არს წინააღდგომსა მისსა შინა, ვიტყჳ საქმესა მას, რომლისაგან არნ მხიარულებაჲ და სიცილი.
    49.     რამეთუ კაცსა, რაჟამს ესმის საქმჱ რაჲმე სიხარულისაჲ, განვრცნიან განსავალნი გუამისანი განცხრომისაგან და სიხარულისა.
    50.     და ვითარცა-იგი განსავალნი წულილნი შეიწრდიან და შეიოჭნიან ასონი, ვიდრემდის ნოტიაობაჲ იგი აღისწრაფინ თავად და აპკად,
    51.     რომელი არს მას შინა და ფრიად იწროვებისა მისგან, რაჟამს განმრავლდის სიღრმესა შინა ტჳნისასა,
    52.     განსცის იგი განსავალთაგან თუალად შეშჭუმითა და მოზიდვითა წარბთაჲთა, შთამოვიდის ნოტიებაჲ იგი და დასწუთის და იქმნის ცრემლ.
    53.     ესრჱთვე სხუაჲ იგი გულისხმა-ყავ, რაჟამს-იგი განვრცნიან განსავალნი უფროჲს ჩუეულებისა მათისა და შეიწყნარის ქარი სივრცესა მას შინა
    54.     და მერმე გამოსცის ბუნებისაგან გამოსავალსა პირისასა.
    55.     შეიძრნიან მისთჳს ყოველნი ასონი და უფროჲს ხოლო ღჳძლი გამოსავალსა ამის ქარისასა და განუმარჯუდის გამოსლვაჲ და ახუმითა ღაწუთაჲთა.
    56.     და ამას ეწოდების სიცილ.
    57.     და არა თუ ამისთჳს ვიტყჳ,
    58.     ვითარმედ გონებაჲ დადგრომილ არს ღჳძლსა შინა და არცაღა აღტყინებისათჳს სიმჴურვალისა მის სისხლისაჲსა გულსა შინა ჟამსა გულის-წყრომისას[ა].
    59.     და ვიტყოდითმცა, ვითარმედ გონებაჲ გულსა შინა მყოფ არს, არამედ ვიტყჳ, ვითარმედ საქმენი ესე ვითარებასა შინა გუამისასა არიან,
    60.     რამეთუ გონებაჲ ყოველთა შინა ასოთა დამკჳდრებულ არს განსწორებით მსგავსად საზომისაებრ თითოვეულისა ასოჲსა სიტყჳთა მიუთხრობელითა შეზავებულებაჲ მისი.
    61.     დაღაცათუ რომელნიმე იწამებენ სიტყუასა მას წერილთასა, ვითარმედ გონებაჲ გულსა შინა არს, ხოლო მე შევიწყნარო სიტყუაჲ მათი გამოუწულილველად,
    62.     რამეთუ რომელმან-იგი აჴსენა გული და შეუდგინნა თირკუმელნიცა, რაჟამს-იგი თქუა ფსალმუნსა შინა, ვითარმედ:
    63.     „რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა ღმერთი მართალი“.
    64.     და აწ თანა-აც თქუმად, ვითარმედ გონებაჲ ორთავე მათ შინა დადგრომილ არს ანუ ერთსა მათგანსა შინა.
    65.     და უკუეთუ აწ გონებაჲ დაეყენების აღძრვასა შინა რომლისამე სენისასა, რომელი შეემთხუევოდის კაცსა,
    66.     ესე უკუე ცხადი მოსწავებაჲ არს გონებისათჳს, ვითარმედ დამკჳდრებულ არს იგი რომელსამე ასოსა შინა და არცა ვნებაჲ იგი,
    67.     რომლისაგან მსივანებაჲ შეიქმნის ასოჲსაჲ, განმძებელ იქმნის გონებისა.
    68.     აწ უკუე ესე თხრობაჲ არს ჴორციელებრი, რაჲთა ოდეს დაადგრა და ჭურჭერსა შინა რაჲმე, ვერღარამცა ეგებოდა სხჳსა რაჲსამე დადგრომაჲ მას შინა.
    69.     ხოლო ბუნებაჲ გონებისაჲ არა დაინთქმის სიღრმესა შინა გუამისასა და არცა განიძების სიყშოჲსაგან ჴორცთაჲსა.
    70.     არამედ გუამი დაებადა მსგავსად ქნარისა მის მძნობართაჲსა.
    71.     და ვითარცა მცემელმან ქნარისამან ვერ აჩუენის ჴელოვნებაჲ ძნობისა თჳსისაჲ
    72.     უჴმარებისათჳს ძალთა მისთაჲსა და იქმნის იგი უჴმო და უქმ, დაღაცათუ ჴელოვან არნ მძნობარი იგი.
    73.     ეგრე-ცა გონებასა შეუცავს ყოველი გუამი და იქმს თითოვეულითა ასოჲთა საზომისაებრ თჳსისა, ვითარცა უჴმნ მას.
    74.     და ოდეს მრთელ არნ გუამი ბუნებით, გამოაცხადის მას შინა ძალი თჳსი.
    75.     ხოლო რომელი უძლურ არნ შეწყნარებად საქმესა მას სიბრძნისა მისისასა, უჩინო იქმნის კუალი მისი მას შინა,
    76.     რამეთუ გონებაჲ შეეყოფვის მას, რომელი მტკიცედ დგას ბუნებასა ზედა თჳსსა და ევლტის მას, რომელი შეიცვალის.
    77.     და მე ვჰგონებ მას შინა ზრახვასა ბუნებითსა, რომლისაგან მოესწავების ზრახვაჲ იგი სიტყუაჲ წულილადი.
    78.     რამეთუ სისრულჱ კეთილთა მათ ზეშთაჲ ღმერთი არს, რომლისა მიმართ იწრაფის ყოველი მოსურნჱ კეთილისაჲ.
    79.     ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ გონებაჲ ხატი არს კეთილისაჲ, ვიდრემდის ეგოს შუენიერებასა მას ზედა ძირისასა მსგავსად ძალისა თჳსისა,
    80.     და არს იგი კეთილსა შინა; ხოლო ოდეს განვარდეს მისგან, განშიშულდეს შუენიერებისაგან, რომელი იყო მის თანა, მომედგრდეს და უშუერ იქმნეს.
    81.     და ვითარცა ვთქუთ, ვითარმედ შემკულ არს იგი შუენიერებითა ძირისაჲთა,
    82.     რომელ არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ და ვითარცა სარკემან რაჲ აჩუენის მხილველსა მას მსგავსებაჲ ხატისა მისისაჲ,
    83.     ესრევე-სახედ იქმნის ბუნებაჲ, რაჟამს განგებითა მით გონებისაჲთა შეიმკვის.
    84.     მაშინ იქმნის, ვითარცა სარკჱ მხილველისა.
    85.     და უკუეთუ გუამი ესე სიყშოსა შეპყრობილ იქმნეს ამისგან და დაემორჩილოს მას უკუე შუენიერებაჲ მისი ყოვლითა სრულებითა,
    86.     გამოჩნდეს შემკული ჭეშმარიტად დადგრომილი.
    87.     ხოლო ოდეს იქმნის შეერთებაჲ იგი განთჳსებულ და დაემორჩილის უმთავრესი იგი უმრწემესსა და დაშთის მძიმჱ იგი მარტოდ,
    88.     გამოჩნდის უშუერებაჲ იგი მისი, რამეთუ გუამი მარტოდ მედგარ და უშუერ არს.
    89.     და ამის უშუერებისაგან განიხრწნის შუენიერებაჲ ბუნებისაჲ და არღარა ჩანნ მას შინა ხატებაჲ იგი ღმრთისაჲ.
    90.     რამეთუ რაჟამს განეშოვროს ბუნებასა შუენიერებაჲ იგი თჳსი, იქმნეს იგი ვითარცა ზურგი სარკისაჲ და მაშინ გამოჩნდის უშუერებაჲ იგი გუამისაჲ მის ზრქელისაჲ.
    91.     და ესრჱთ იქმნის გამოშობაჲ იგი ბოროტისაჲ წარდევნითა კეთილისაჲთა და კეთილი იგი არს, რომელი ახს კეთილსა მას პირველსა, რომელ არს ძირი ღმრთეებისაჲ.
    92.     ხოლო რომელი არა ემსგავსოს მას, უკუე უეჭუელად შორს არს მისგან.
    93.     და უკუეთუ შუენიერებაჲ ერთი რაჲმე არს, რომლითა მოგუეთხრობვის ღმერთი, უკუე გონებასაცა აქუს შუენიერებაჲ და ბუნებაჲ.
    94.     ოდეს მისგან შეკრძალულ იყოს, იქმნეს იგი ხატ მსგავსისა მის.
    95.     და ამის გამო უწყით, რამეთუ გუამი ესე ჩუენი ნივთიერი დამტკიცნის, ვიდრემდის განეგებინ იგი გონებისაგან,
    96.     ხოლო ოდეს განთჳსდეს და განიყოს მპყრობელისა მისგან და გამოეშოვროს საზღვრისა მისგან კეთილთაჲსა,
    97.     იქმნეს გუამი იგი ნივთიერი მიწევნულ უშუერებასა მიდევნებითა მით ნებისა თჳსისაჲთა, რომელი-იგი მიდრეკილ არს კეთილთაგან.
    98.     არამედ გამოძიებაჲ ესე ჩუენი მიზეზი არს მისი,
    99.     რომელსა-იგი პირველ ვეძიებდით, ვითარმედ: ბუნებაჲ იგი გონებისაჲ ერთსა სამჱ შინა ნაწილსა გუამისასა დადგრომილ არს
    100.     ანუ-მე მიიწევის ყოველთა მიმართ ასოთა სწორებით? და აწ ესერა გამოგჳცხადებიეს, ვითარმედ ნაცილ არს თქუმული იგი მეტყუელთაჲ მათ,
    101.     რომელნი იტყჳან, ვითარმედ: დაბრკოლებაჲ გონებისაჲ – საქმეთაგან თჳსთა.
    102.     იქმნნეს [ვ]ნებისა მისგან ყოველი, რომელი შე[ე]მთხჳის ტჳნსა, რომელი-იგი არს საყოფელი გონებისაჲ არამედ ჩუენი იგი დამტკიცნა, რომელსა ვიტყოდეთ,
    103.     ვითარმედ: ყოველთა ასოთა შინა დადგრომილ არს გონებაჲ მსგავსად საზომისაებრ თჳსისა და იქმს საქმესა თჳსსა სრულითა მით განგებითა, ძალითა მით გონებისაჲთა.
    104.     გარნა თუ ევნოს რაჲმე ასოსა და ვერღარა ძრვიდეს მას გონებაჲ განგებით შემთხუევითა მით ვნებისაჲთა.
    105.     და ამისთჳს ვაჴსენეთ ესე, ვითარმედ გონებაჲ განეგების ღმრთისაგან და გუამი ესე ნივთიერი-გონებისაგან, ვიდრემდის ვეგნეთ ბუნებასა ზედა მისსა.
    106.     და უკუეთუ შეიცვალოს მისგან, განეშოვროს მას მოქმედებაჲ იგი გონებისაჲ.
    107.     და მივაქციოთ კუალად მასვე სიტყუასა და ვთქუათ, ვითარმედ ოდეს გუამი ჰგიეს ბუნებასა ზედა თჳსსა და არა შეიცვალის მისგან, არნ უკუე გონებაჲ განმგებელ მისა.
    108.     გარნა უკუეთუ ვნებულ არნ ასოჲ, მიერითგან არღარა იქმნ საქმესა თჳსსა გონებაჲ, რამეთუ ვერ დაიტიის ასომან მან ვნებულმან.
    109.     და კუალად ეგებოდა დამტკიცებაჲ სიტყჳსაჲ ამის ჩუენ მიერ უცხადესითა პასუხითა,
    110.     უკუეთუმცა არა უძნდა მსმენელთა სიტყუაჲ ჩუენი, არამედ კუალადცა გუნებავს მოღებად მცირედი სიტყუაჲ გამოცხადებისათჳს ამის საქმისა.


14

     1.     და თქუა მეცამეტისა თავისათჳს ძილისათჳს და ფქნარებისა და სიზმართათჳს
    2.     რამეთუ ცხორებაჲ გზათა მათ ნივთიერთაჲ მოდინარეთაჲ მიმსგავსებულ არს წყალსა მდინარესა, რომელსა მარადის მოერთვინ დინებაჲ წყაროჲთ თჳსით.
    3.     და უკუეთუ არნ წარსადინელი მისი ღელესა გინა უბეანსა, აღმოავსის ადგილი იგი.
    4.     და რამეთუ ვერ დააყენის მდინარჱ იგი ადგილმან მან ერთმან, არამედ რომელიმე მიდინ და რომელიმე მოდინ.
    5.     ეგრეთვე არს ცხორებაჲ ესე სიყშოჲსაჲ ძრვით და დინებით.
    6.     და რამეთუ ნივთნი ესე წინააღმდგომნი მარადის იძრვიან და იქცევიან, ხოლო რაჟამს დასცხრის ძრვაჲ მათი, დასცხრის ცხორებაჲცა იგი.
    7.     ვითარცა-იგი სიუზმესა შეუდგს სიმაძღრჱ და კუალად სიმაძღრესა სიუზმჱ და ძილმან წარდევნის შრომაჲ უძლურებისაჲ
    8.     და კუალად უძლურებამან განაგის ვნებაჲ იგი ძილისაჲ.
    9.     რამეთუ დაუდგრომელ არს თითოვეულთა მათგანი საქმესა ზედა თჳსსა.
    10.     არამედ თითოვეული ეწევის მოყუასსა თჳსსა და ვითარცა ესე შეუდგს ერთი ერთსა, ეგის ბუნებაჲ წესსა ზედა თჳსსა დადგრომილი:
    11.     და უკუეთუმცა ცხოველნი მარადის დადგრომილ იყვნეს შრომასა ზედა ყოფისა მათისასა, იქმნნესმცა ასონი მათნი შრომისაგან დამჴუებულ.
    12.     და განსუენებაჲ ჴორცთაჲ ნიადაგი აღსძრავს სიცონილსა და მოატყუებს დაჴსნილობასა.
    13.     ხოლო რაჟამს მიიღის ბუნებამან ორთავე ამათგან ზომით ჟამსა განზოგებულსა,
    14.     იქმნის იგი ძალ მისა დაშთომად შეცვალებისა წინააღმდგომთა მიმართ, ვითარ-იგი ვთქუთ.
    15.     ხოლო ოდეს დაშურის გუამი უძლურებისაგან და მერმე მიეცის მას განსუენებაჲ ძილისაგან,
    16.     ემსგავსის იგი ცხენთა მათ დამაშურალთა სრბისაგან, რომელთა შემდგომად მისა ეპოვის განსუენებაჲ.
    17.     ეგრეთვე ძილმან შეკრძალვით აიძულის გუამსა, რაჲთა განიყონ საზრდელი იგი ყოველთა შინა განსავალთა გუამისათა დაუყენებელად,
    18.     არა თუ რომელმანმე შრომამან დააყენის განსლვაჲ მისი.
    19.     და ვითარცა შემოიღის ქუეყანამან ნოტიამან ორთქლი, რაჟამს მიეფინოს მცხინვარებაჲ მზისაჲ, ეგრეთვე იქმნის გუამთა ჩუენთა,
    20.     რაჟამს განატფის საზრდელი მჴურვალებისაგან ბუნებითისა.
    21.     და მერმჱ აღვიდის ორთქლი იგი წულილი და მიიწიის თავად მსგავსად კუამლისა, რომელი ეცის კედელსა.
    22.     და მაშინ ორთქლი იგი განიყვის განსავალთა შინა საგრძნობელთასა და უქმ-იქმნის საქმისაგან თჳსისა.
    23.     და გამოჰკრთის ორთქლი იგი მუნით.
    24.     ხოლო დაწუხვაჲ თუალთაჲ არნ დამძიმებისაგან წამწამთაჲსა მის ზედა მსგავსად ტყჳვისა.
    25.     და ეგრეთვე ყურნი აღივსნიან ორთქლითა მით მსგავსად კარდაჴშულისა სახლისა და ესეცა დასცხრის ბუნებითისაგან საქმისა თჳსისა.
    26.     და ამას ეწოდების ძილ დაყრუვებისათჳს საგრძნობელთაჲსა გუამსა შინა, რაჲთა განჰმარჯუდეს გზაჲ საზრდელისათჳს და განვლნეს ყოველნი განსავალნი თჳსნი.
    27.     და ამისთჳს, რაჟამს დაიწრდეს შინაგანი საგრძნობელი ორთქლისა მისგან და და[ა]ყენის ძალი სიყშოჲსა მისგან,
    28.     მაშინ განწუდიან ლარნი ბუნებით და შეწურვილი შეიწურის იწროვებისაგან, ვითარცა მრცხელმან რაჲ შეწურის სამოსელი.
    29.     ხოლო ადგილი იგი ჴორცთაჲ შეძერწულ არს სიმრავლითა ლართაჲთა.
    30.     და ოდეს გამოვიდის მისგან ორთქლი იგი, შეჰყშირდის, რამეთუ ვერ განვიდის ორთქლი იგი ადგილთაგან შეძერწულთა ერთბამად.
    31.     და მერმე დაშთომილი მისგან განვიდის მით არით და ამას ეწოდების ფქნარება,
    32.     რაჟამს მოჰფოლხუდის ნიყბერი და მოეხჳის შინაგან ჴორჴსა სული მრგულიად,
    33.     რაჲთა განიყვანოს მუნით ნეშტი იგი ორთქლისაჲ მის მიმსგავსებული სიყშოსა კუამლისასა და არნ ესე უფროჲს ხოლო შემდგომად ძილისა,
    34.     რაჟამს დაშთომილ არნ ნეშტი რაჲმე ორთქლისაჲ მის.
    35.     და ესეცა მოასწავებს, ვითარმედ გონებაჲ შეყოფილ არნ ბუნებასა, რამეთუ ოდეს-იგი მღჳძარჱ არნ,
    36.     არნ იგი მოძრავ და წარმართებულ საქმჱ მისი ხოლო რაჟამს მიდრკის ბუნებაჲ ძილად, და დაშთეს გონებაჲ უქმად და უძრავად.
    37.     გარნა უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ უცნებათაჲ იგი სიზმართა ძრვაჲ არს და საქმჱ გონებისაჲ ძილსა შინა.
    38.     ხოლო ჩუენ ესრჱთ ვიტყჳთ, ვითარმედ, საქმჱ ჭეშმარიტი მისი იგი არს, რომელი არნ სიბრძნით და გულისხმის-ყოფით
    39.     ხოლო რომელი-იგი ძილსა შინა [ა]რნ, უცნებაჲ მრავალსახჱ არნ.
    40.     ესე მსგავსებაჲ მრავალსახელთაჲ რაჲმე საქმისა მისგან გონებისა მღჳძარისა შელულვილ საშუმინველისა მისგან პირუტყუებრისა, ვითარცა გამოისახის.
    41.     რამეთუ სული ოდეს მარტოჲ დაშთის საგრძნობელთაგან ძილსა შინა, მაშინ უქმ-იქმნის საქმისა განგებისა უეჭუელად,
    42.     ხოლო ოდეს დაეყენნიან საგრძნობელნი, გონებაჲცა დაეყენის მათ თანავე საქმისაგან თჳსისა.
    43.     და დამტკიცებასა ამისსა მოასწავებს საქმჱ ესე.
    44.     რამეთუ ოდესმე იხილის კაცმან ძილსა შინა, ვითარმცა თანა-ეყოფვოდა უშუერსა რასმე და უსახურსა საქმესა, რომელსა უკუეთუმცა მღჳძარჱ იყო,
    45.     არამცა შეეხო მას, რაჟამს-იგი გონებაჲ გუამსა განაგებნ გულისხმის-ყოფით; არამედ ვჰგონებ, ვითარმედ ძალი კაცისაჲ უაღრესი,
    46.     რაჟამს დაყუდნის ძრვისაგან საგრძნობელთაჲსა, ხოლო ნაწილი იგი მზრდელ[ი] იქმნ ძილსა შინა უცნებანი;
    47.     რომელსა-იგი იგონებნ მღჳძარებასა შინა, იწურთინ და გამოისახვინ იგი მერმეცა.
    48.     და იხილავნ მძინარჱ იგი ძილსა შინა საქმეთა, რომელ არა არიან ჭეშმარიტ და არცა ცხად, არამედ შეცთომით და უგულისხმოდ.
    49.     და ვითარცა გუამსა შინა თითოვეული ასოჲ იქმს საქმესა ბუნებითსა არა ხოლო თავსა თჳსსა ოდენ,
    50.     არამედ სხუათაცა ასოთათჳს, რომელნი შეძერწულ არიედ მისა, რამეთუ ვნებითა მისითა ევნებინ მათცა.
    51.     ესრჱთვე კუალად სულსაცა შინა იქმნის, რამეთუ ოდეს-იგი არნ ერთი რაჲმე დაყენებულ და მეორჱ იძრვინ, გუამიცა ყოველი იძრვინ ნაწილსა მას თანა.
    52.     რამეთუ ვერ ეგების განთჳსებაჲ შეყოფილისაჲ ბუნებით, რომელნი-იგი შეყოფილ არიან ძალითა მით ბუნებისაჲთა გონებისაგან.
    53.     არამედ ოდეს-იგი მღჳძარჱ ვიყვნით, გონებაჲ უფლებნ და საგრძნობელნი არიან მისა მსახურ და გუამი არავე კიდე არნ განგებისაგან მათისა
    54.     და რამეთუ გონებაჲ მავნებელ არს საზრდელისა და საგრძნობელნი შემწყნარებელ მისა.
    55.     და ამის ყოვლისა წინააღმდგომსა ვხედავთ, რომელსა შინა ოდესმე ძილმან მან მზრდელმან სხუანი იგი დააყენნის, დაღაცათუ სხუაგან წარვიდიან ცხადად.
    56.     არამედ ოდეს არნ ძალი იგი მზრდელი განმყვანებელ და მაქმნეველ ყოველსა ბუნებასა,
    57.     ამისთჳს არა უქმ-იქმნის ძალი გრძნობისაჲ და ვერ ეგების, თუმცა უქმ იყო ყოველი, რომელი არს ბუნებითი.
    58.     არამედ საქმჱ საგრძნობელთაჲ უჩინო არნ, ოდეს-იგი უქმ არნ ძილისაგან.
    59.     და ესრევე-სახედ არნ გონებასა შინა დასაბამი უნდოსა შინა, რამეთუ ოდეს შეიძრის,
    60.     შეიძრის მის თანა გონებაჲ და ოდეს დასცხრის, დასცხრის მის თანა გონებაჲცა სახედ ცეცხლისა.
    61.     და ცეცხლი რაჟამს ედებინ ბდჳნვარედ და არა აღატყინის იგი ქარმან, არა დაშრტის და არცა შეუდვის გარემოჲს,
    62.     არამედ ნაცვალად ალისა გამოსცის კუამლი აერად მიმართ.
    63.     ხოლო რაჟამს დაჰბერის ქარმან, გარდაიქცის კუამლი იგი მისი ალად.
    64.     ეგრეთვე გონებაჲ, ოდეს დაეყენის საქმჱ მისი საგრძნობელთა შინა ძილისაგან, დანელდის,
    65.     ვერცა უძლავნ აღგზებად მათ გამო და ვერცა დაშრტის სრულიად,
    66.     არამედ იძრვინ უსუსურად საქმითა დარჱთა.
    67.     და ვითარცა მძნობარი მცემელი ებნისაჲ, რაჟამს არიედ ძალნი იგი ებნისანი ნოტია და მოფოლხუებულ, ვერ გამოსცის ჴმაჲ იგი მათგან შეზავებულად,
    68.     დაღაცათუ ჴელი იგი მცემელისაჲ მის ჴელოვნებით იქმნ, არამედ არა ჴმა-სცემედ ძალნი იგი, ვითარ-იგი მას ჰნებავნ.
    69.     დაღაცათუ აღმოსციან ჴმაჲ, არამედ არა არნ იგი შეზავებულ და შუენიერ, არამედ უშუერ.
    70.     ეგრჱთვე არნ ქნარი იგი საგრძნობელთაჲ რაჟამს მოჰფოლხუდის ძილსა შინა,
    71.     რამეთუ მძრველი იგი მათი დაცხრომილ არნ სავსებისაგან გუამისა, გინა თუ მოძრავ არნ უსუსურითა ძრვითა
    72.     ოდეს ჭურჭერნი იგი მისნი ვერ შემძლებელ არიედ შეწყნარებად საქმესა განმგებელისა მათისასა.
    73.     ამისთჳს არნ ჩუენებაჲ იგი შეშფოთებულ და წინაჲსწარ-ცნობაჲ იგი მღჳძარებისაჲ შესულებულ ჩუენებითა მით მაეჭუებელითა.
    74.     ოდესმე აუწყებს სიზმარი ყოფადსა რასმე, რამეთუ უფროჲს არს ფრიად სიწულილადჱ იგი გონებისაჲ სიყშოსა გუამისასა.
    75.     ამისთჳს, რომელი-იგი იხილვის ძილსა შინა, ვერ ადვილად განიმარტის თჳთებაჲ მისი განმარტებულად, რაჲთამცა იყო ჭეშმარიტად მსგავსებით და უცნებით არნ.
    76.     და ესევითარითა უცნებითა იხილა ღჳნის-მნემან მან ფარავოჲსმან, ვითარმედ წურვიდა იგი ყურძენსა სასუმელსა შინა ფარავოჲსსა.
    77.     ეგრეთვე მეპურეთ-მოძღუარმან იხილა, ვითარღამცა ლანკლაჲ ედგა თავსა ზედა თჳსსა და თითოვეულმან მათმან იხილა,
    78.     რომელსა იქმედ მღჳძარებით, რამეთუ წინაჲთ ცნობაჲ იგი ჩუენებისაჲ საქმისა მათისაჲ იყო, ეუცა სულსა, რაჲ-იგი იხილეს მოწევნადი საქმისაჲ.
    79.     ხოლო უკუეთუ დანიელ და იობ და მსგავსნი მათნი ძალითა მით საღმრთოჲთა სცნობდეს მოწევნასა მას საქმეთასა,
    80.     არა არს უკუე ესე საქმეთაგანი სათანადოთაჲ, რომელთა ჩუენ მოვაჴსენებთ.
    81.     და არცა არს იგი ძალისაგან სიზმართაჲსა და არცაღა ჯერ-არს ჩუენდა თქუმად, ვითარმედ ყოველი, რომელი იხილეს წმიდათა მათ მღჳძარებასა შინა,
    82.     ვითარმედ ჩუეულებისაებრ ბუნებისა იყო და არა თუ ღმრთისამიერი ჩუენებაჲ.
    83.     და ვითარცა ყოველნი კაცნი განაგებენ თავთა თჳსთა გონებითა თჳსითა და მცირედნი ჩუენებასა ღირს-იქმნებიან ღმრთისამიერსა,
    84.     ეგრეცა ყოველნი კაცნი ბუნებით სიზმართა იხილვენ ძილსა შინა და რჩეულნი იგი, რომელნი ღირს არიედ, იხილიან ჩუენებაჲ ჭეშმარიტი ძილსა შინა.
    85.     და უკუეთუ მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ ფარაო და თავჴედი ბაბილოვნელი ნაბუქონდონოსორ მიიწინეს ღმრთისა მიერ ცნობასა მოწევნადთასა,
    86.     ესე ღმრთისამიერი განგებულებაჲ იყო.
    87.     ჯერ-ვიდრემე-იყო, რაჲთა გამოცხადნეს სიბრძნჱ იგი დაფარული წმიდათაჲ მათ,
    88.     რაჲთა არა უმეცარ იყვნენ კაცნი დიდთა მათ სარგებელთა მათთა.
    89.     და ვითარ-მე-მცა მიწევნულ იყო დანიელ საზომსა თჳსსა, უკუეთუმცა არა ქურუმნი იგი და გრძნეულნი უმეცარ-ქმნულ იყვნეს ჩუენებასა მას ნაბუქონდონოსორისსა?
    90.     და უკუეთუმცა იოსებ დაშთომილ იყო საპყრობილესა შინა, ვითარმცა ცხოვნდა ეგჳპტჱ განგებითა მისითა?
    91.     რამეთუ ოდესმე არიედ საქმენი სიზმართანი შემსგავსებულ საქმეთა გუამისათა.
    92.     ამისთჳსცა იხილავნ წყურიელი, ვითარღა-მცა იქცევოდა იგი მდინარეთა ზედა.
    93.     ეგრეცა მშიერი იგი ჰხედავნ ვითარცა მიღებასა ჭამადთასა.
    94.     ეგრეცა ჭაპუკი იგი, განჴურვებული ტრფიალი, ჰხედავნ მსგავსსა აღძრვისა თჳსისასა და ოდესმე საქმითცა აღასრულის უცნებაჲ იგი ძილსა შინა.
    95.     და მეცა გამოცდილებაჲ მაქუს მცირედ სიზმრისაჲ, ვჰკურნებდი ოდესმე უძლურსა თავქედეანსა.
    96.     და დამძიმებულ იყო იგი ჭამადისა რაჲსამე მიღებითა და იწყო ღაღადებად და ჴმობად და იტყოდა,
    97.     ვითარმედ აღივსო მუცელი მისი და ნაწლევნი მისნი სიყშოჲსაგან მძიმისა და მას ჟამსა მოახლებულ იყო მისა ლხინებაჲ ოფლითა.
    98.     და კუალად იწყო ჴმობად და ღაღადებად და იტყოდა, ვითარმედ კაცთა ვიეთმე დამასხეს კოკითა წყალი გრილი.
    99.     ესრჱ-სახედ იყო იგი, ვიდრემდის მოიქცა საქმჱ მისი ცხადად და ვითარ გამოეცა ოფლი ფრიად და განიჴსნა მუცელი მისი.
    100.     რომელი-იგი ვერ შეუძლო სნეულმან მან მითხრობად ჩუენდა გამოცხადებით ვნებისაგან ბუნებისა და სიფიცხლისაგან სენისა,
    101.     შეუძლო მძინარემან ძილსა შინა თჳნიერ სენისა სიწულილადითა გონებისაჲთა.
    102.     და აწ ესრჱთ გუეუწყების მკურნალთაგან ჴელოვანთა, ვითარმედ საქმჱ სიზმართაჲ მრავალ-სახედ მოასწავებს სენთაებრ მათთა.
    103.     რამეთუ სხუაჲ არნ სიზმარი, რომელსა ელმინ სტომაქი და სხუაჲ არნ სიზმარი მათი, რომელსა ელმინ თავი.
    104.     ეგრე-ვე-სახედ, რომელთა თანა არნ სავსებაჲ სტომაქისაჲ, სხუაჲ არნ სიზმარი მათი და სხუაჲ არნ კაეშნეანთაჲ მათ და მუცელ-ჴსნილთაჲ ამისთჳს,
    105.     რამეთუ ძალსა მზრდელსა აქუს ნაწილი ძალისაგან გონიერისა შეზავებით, ხოლო რომელსა ეუფლის სენი, არნ სიზმარიცა იგი შემსგავსებულ მისა.
    106.     და კუალად არიედცა სიზმარნი მსგავსად საქმეთა კაცთაჲსა, რამეთუ სხუაჲ არს სიზმარი ქველთაჲ და სხუაჲ არს ჩუკენთაჲ,
    107.     და სხუაჲ არს ღირსთაჲ და სხუაჲ არს მეძავთაჲ, და სხუაჲ არს უხუთაჲ და სხუაჲ არს ძჳრთაჲ.
    108.     და უჯეროვნეს არს, უკუეთუმცა ვინმე თქუა, ვითარმედ საქმენი ესე ნაწილისაგან პირუტყუთაჲსა სულსა თანა დაშთიან ძილსა შინა ჩუეულებისაებრ
    109.     და ვითარ-იგი კაცი მღჳძარებასა შინა დადგრომილ არნ და შეყოფილ საქმესა თჳსსა.


15

     1.     და თქუა მეათოთხმეტისა თავისათჳს, რამეთუ გონებაჲ არა ერთკერძოსა გუამისასა ჰგია
    2.     და განყოფაჲ აღძრვათაჲ სულიერთა და ჴორციელთაჲ
    3.     არამედ თანა-წარვჰჴედით მრავალსა, რომელსა შინა ვიყვენით და ძიება-გუეყო გონებისათჳს, ვითარმედ არა ერთსა შინა ასოსა დამკჳდრებულ არს,
    4.     არამედ ყოველთა ასოთა მისწუდების სწორებით და ძრვაჲ მისი ყოველთა შინა ასოთა არს სწორად გონებისა მის, რომელ არს მას შინა.
    5.     და ოდესმე შეუდგის გონებაჲ ძრვათა ბუნებისათა და ექმნის მათ მსახურ.
    6.     რამეთუ ოდესმე ბუნებამან გუამისამან წარიმართის და ეუფლის და მოატყჳს წუხილი და სიხარული.
    7.     და არნ მიზეზ მათა გულისთქუმაჲ ჭამადისაჲ გინა თუ სიტყჳსა რაჲსამე, რომელი შეაშუნ საგრძნობელთა.
    8.     მაშინ გონებაჲ იქმნის მომგებელ გუამისათჳს წულილადთა მიერ ღონეთა, რომლისათჳს-იგი გული-უთქუამნ და სწადინ გუამსა.
    9.     არამედ ესევითარი არა არნ გარნა პირუტყუსახეთა კაცთა შორის, რომელთა დაამორჩილიან გონებაჲ ნებასა ჴორცთასა.
    10.     ხოლო რომელი სრულ არნ სათნოვებითა კაცთა შორის, არა არნ ესე ესრჱთ,
    11.     არამედ გონებაჲ არნ მათ შორის წინამძღუარ საქმით და არა თუ მიდევნებულ ნებასა მას და გამომრჩეველ არნ იგი მათთჳს სიკეთესა საზომით.
    12.     და რამეთუ ვჰპოვებთ ძალსა შინა ცხორებისასა სამსა განყოფასა: ერთი იგი არს მზრდელი თჳნიერ გრძნობისა და მეორჱ იგი არს მზრდელ გრძნობითა
    13.     და მესამჱ იგი არს სრულ მეტყუელებითა, რომელი-იგი არს აღმკულ სხუათა მათგან.
    14.     და ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ შეზავებულობასა შინა კაცისასა არს სამი სული,
    15.     არამედ სული იგი სრული ერთი არს, გონიერი იგი უსხეულოჲ, შეზავებული ბუნებითა მით სხეულეანითა.
    16.     ხოლო ბუნებაჲ იგი ნივთიერი ყოვლითურთ შეცვალებასა და ხრწნილებასა ქუეშჱ არს.
    17.     და უკუეთუ იყოს მას შინა ძალი მზრდელი, უკუე ძრვაჲ მისი არს აღორძინებით და აღმატებით.
    18.     და უკუეთუ დააკლდეს ძალი ცხორებისაჲ, მიდრკეს ძრვაჲ მისი რყუნილებად.
    19.     და არა არს ძალი ბრძნობისაჲ თჳნიერ შანთისა მის ნივთიერისა და არცა ძალი გონიერი თჳნიერ გრძნობისა.


16

     1.     და თქუა მეათხუთმეტისა თავისათჳს, სულისათჳს: ჭეშმარიტად სახელ-ედების სული მეტყუელი,
    2.     ხოლო სხუანი იგი სახელ-დებულ არიან სულად ზიარებითა ხოლო სახელისაჲთა
    3.     და რამეთუ ყოველი ძალი გონებისაჲ განფენილ არს ყოველსა შინა გუამსა თითოვეულსა ასოსა მსგავსად ძალისა მათისა
    4.     და უკუეთუ ზოგი დაბადებულთაგანი საქმესა ზრდისასა ქუეშჱ არს და ზოგი გონებისაგან ძალითა საგრძნობელთაჲთა,
    5.     უკუე არა არს ამას შინა შუენიერებაჲ და არცა მეორესა შინა გონებაჲ.
    6.     და აწ ნუ ვინ ჰგონებს, ვითარმედ სულნი მრავალ არიან, რამეთუ ყოველი, რომელი არს,
    7.     ოდეს არნ სრულ, რომლისა მიმართ იჩემის, არნ სიხარული იგი, რომელი იწოდის ჭეშმარიტებით.
    8.     ხოლო ოდეს არა ყოვლით სახით არნ ჩემებაჲ იგი მისა მიმართ, ნაცილ იქმნის ჩემებაჲ იგი,
    9.     ვითარცა-სახედ, რაჟამს იხილო ჴუეზაჲ იგი ჭეშმარიტი, სთქუა, ვითარმედ ჴუეზაჲ არს ესე პურისაჲ,
    10.     ხოლო რაჟამს იხილო ჴუეზაჲ გამოთლილი ქვათაგან და აქუნდეს მას სახჱ და ფერი და ყოველი საკუთრებაჲ მსგავსი ჭეშმარიტისა მის ჴუეზისაჲ,
    11.     გარნა ოდეს არა არნ იგი საზრდელ, არა ეწოდების მას ჴუეზა ჭეშმარიტ, არამედ – ჴუეზა მიმსგავსებით, ოდესღა ქვისაჲ არნ.
    12.     და ყოველსა, რომელსა არა ჭეშმარიტად აქუს სახელი ბუნებით, ამას ეწოდების სახელი მიმსგავსებით.
    13.     ხოლო ეგრევე-სახედ ვიტყჳთ, რამეთუ ჭეშმარიტი და სრული სული გონიერი არს და სისრულჱ მისი მეტყუელებაჲ არს.
    14.     დაღათუ სხუაჲ რაჲმე იყოს გარეშჱ ამისსა, ამას ეწოდების მსგავსებით ხოლო, და არა თუ სულ ჭეშმარიტად.
    15.     არამედ საქმჱ არს შეტყუებული ცხოველთაჲ ჩემებული სულსა.
    16.     ამისთჳს განჰმარტა დაბადებამან მოგებისათჳს საცხოვართაჲსა შესაჭმელად, რაჲთა იყვნენ ვითარცა მწუანვილნი მდელოთანი,
    17.     რამეთუ არა შორს არიან ბუნებისაგან მცენარეთაჲსა და არა გრძნობითა, რომელ აქუს.
    18.     ხოლო ოდეს მწუანვილიცა იზარდების და აღორძნდების თჳნიერ გრძნობისა,
    19.     გულისხმა-ყონ ჴორცთ-მოყუარეთა მათ და არა შეიკრას გონებაჲ მათი ფრიად ხილულთა მათგან პირუტყუებრთა,
    20.     არამედ უცალო-ყონ გინებაჲ მათი სათნოვებასა სულისასა.
    21.     და რამეთუ სული ჭეშმარიტ არს, მის გამო გულისხმა-ვჰყოფთ.
    22.     ხოლო ყოველნი პირუტყუნი საბრძნობელთაგან მიუდგან ნებასა თჳსსა ყოველსა.
    23.     არამედ განგრძობამან სიტყჳსამან და გამოძიებამან მიგჳყვანნა სხუად და დაუტევეთ,
    24.     რომელი-იგი წინაჲსწარ გჳღირდა თქუმად, საქმჱ იგი გონებისაჲ კაცისა თანა,
    25.     გინათუ ნივთიერებაჲ ბუნებისაჲ.
    26.     რამეთუ ვეძიებთ, რომელსა ამათგანსა შინა არს გონებაჲ ჩუენ შორის, გინათუ ასოსა რომელსა შინა დადგრომილ არს.
    27.     ჩუენ ვიტყჳთ, ვითარმედ განზოგებით არს ყოველთა ასოთა შინა, რამეთუ არა შეცვულ არს იგი შინაგან გუამსა, არამედ შეუცავს მას გუამი გარეშჱთ.
    28.     რამეთუ ესე არა ითქუმის ჭეშმარიტად გინა წყლის სავსებელი[სა], გინა სხჳსა რაჲსათჳსმე ჭურჭრისა, რომელთა შინა შეეყენებიან გუამნი.
    29.     ხოლო შეყოფაჲ გონებისაჲ გამოუთქუმელ არს და მიუწდომელ, რამეთუ შინაგან არს.
    30.     და რამეთუ უჴორცოჲ შეუპყრობელ არს გუამთაგან გარეშჱთცა.
    31.     რამეთუ გუამნი შეპყრობილ არიან უჴორცოთაგან,
    32.     არამედ გონებაჲ შეერთვის ბუნებით საქმითა მოუგონებელითა და გამოუთქუმელითა.
    33.     და იგი ჩას მას შინა და მისგან დაუყენებელად და დაუდგრომელად საქმი(თა) მით,
    34.     რომლითა ვერ შემძლებელ ვართ სიტყუად და მითხრობად.
    35.     არამედ ოდეს არნ ბუნებაჲ მდგომარჱ მტკიცჱ და იქმნ საქმესა თჳსსა განგებითა გონებისაჲთა.
    36.     ხოლო უკუეთუ შე[ე]მთხჳის მას ვნებაჲ რაჲმე, მაშინ გონებაჲ იქმნის დაღონებულ და მკელობელ.
    37.     არამედ მოვიდეთ მასვე სიტყუასა საღმრთოსა, რომელი თქუა, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“.


17

     1.     და თქუა მეათექუსმეტისა თავისათჳს, გამოძიებისათჳს, რომელი თქუა ღმერთმან „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“,
    2.     და მას შინა არს ძიებაჲ მსგავსებისათჳს, გინა ვითარ ჰგავს ვნებადი იგი, რომელსა არა თანა-აც ვნებაჲ და მოკუდავი უკუდავსა მას,
    3.     ვითარ ეგების ყოფად მსგავსთა შორის ღმრთისათა მამალი და დედალი
    4.     რამეთუ აგონეს გარეშჱეთა მათ ბრძენთა, რაჟამს მიხადეს დიდებულებასა კაცისა გონებაჲ, უნდოჲ და უსუსური,
    5.     რაჟამს ესმა, ვითარმედ მსგავს არს კაცი დიდსა ამას სოფელსა და რამეთუ კაცი სოფელი არს მცირჱ დიდსა შინა,
    6.     რამეთუ სტჳქისნი იგი ყოვლითურთ პოვნილ არიან მას შინა.
    7.     და აწ რომელნი-იგი ესოდენითა დიდებითა ადიდებენ კაცსა, სახელისა ამის ძლით დაავიწყდა მათ, ვითარმედ მას ადიდებენ,
    8.     რომლისა საკუთრებანი იგი მუმლთა და თაგუთაცა შინა იპოვებიან,
    9.     რამეთუ აგებულებაჲ მათი ამათვე ოთხთა ნივთთაგან შეზავებულ არს და რამეთუ ბუნებაჲ ყოვლისა მწუანვილისაჲ,
    10.     გინათუ მგრძნობელისაჲ, ამათგანვე არს.
    11.     და რომელიმე ამათგანი განმრავლდის და რომელიმე შემცირდის.
    12.     თქუედ უკუე, რასა ამსგავსებენ კაცსა ანუ რაჲთა მიზეზითა ცასა-მე-ა შეცვალებადსა ანუ ქუეყანასა განხრწნადსა ანუ მათვე-ა,
    13.     რომელნი არიან შორის მათსა, რომელნი განქარვებად არიან განქარვებითა ამით ორთაჲთა?
    14.     ანუ რასა-მე მიემსგავსების დიდებულებაჲ კაცისაჲ? არარას დაბადებულთაგანსა ამის სოფლისასა, არამედ ხატსა დამბადებელისასა.
    15.     აწ სთქუა სამჱ, რაჲ-მე არს სიტყუაჲ ესე ხატებისათჳს თქუმული, ანუ ვითარ მიემსგავსოს ჴორციელი იგი უჴორცოსა, გინა თუ საუკუნესა მას წარმავალი იგი,
    16.     ანუ ვითარ ემსგავსოს განხრწნადი უხრწნელსა მას და შეცვალებადი შეუცვალებელსა, ანუ ვითარ – განფრდილი ბოროტსა შინა ყოვლად სახიერსა მას?
    17.     განშოვრებულად ვხედავთ ხატებასა მას ხატისაგან ჭეშმარიტისა, რამეთუ ხატებაჲ იგი,
    18.     ოდეს არნ მსგავსი ძირისაჲ მის, რომელსა ზედა გამოხატულ არნ ჭეშმარიტად,
    19.     უკუე ეწოდის ხატ და მსგავს.
    20.     ხოლო უკუეთუ განშოვრებულ იყოს მსგავსებაჲ მისი ძირისაგან,
    21.     ამას არღარა ეწოდოს მსგავს, არამედ სხუაჲ რაჲმე.
    22.     აწ ვითარ კაცი ესე ცხოველი და მოკუდავი განხრწნადი ხატი არს ბუნებისა მის წმიდისა დაუსაბამოჲსაჲ და უხრწნელისა და უკუდავისაჲ?
    23.     არამედ სიტყუაჲ იგი საღმრთოჲ არა ტყუვის, რამეთუ იტყჳს,
    24.     ვითარმედ პირველი იგი კაცი დაებადა ხატად ღმრთისა და რამეთუ უძლური ბუნებაჲ კაცობრივი არა ჰგავს დიდებასა ღმრთისასა.
    25.     რამეთუ ორნი ესე საქმენი ითხოვენ საზომსა თჳსსა, ოდეს შეეტყუას ბუნებაჲ ჩუენი ღმრთისა თანა,
    26.     ანუ იპოვოს ხრწნილებაჲ ღმრთეებასა შინა, ანუ ხრწნილებაჲ კაცსა შინა, რაჲთა განმრავლდეს სიტყუაჲ ხატებისათჳს.
    27.     და აწ უკუეთუ ვართ ჩუენ ვნებათა ქუეშჱ და სალმობათა და მაღალ არს ღმერთი ამათ, და-უკუე-შთომილ არს სხუაჲღა სიტყუაჲ,
    28.     რომლითა გულისხმა-ვყოთ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელსა იტყჳს: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა.
    29.     და შემდგომიცა წმიდისა ამის წიგნისაჲ მოვაჴსენოთ და გამოვიძიოთ, ნუუკუე მუნით გულისხმა-ვყოთ და ვცნათ ჭეშმარიტი.
    30.     და შემდგომად, რაჟამს თქუა „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“, და რაჲსათჳს იყოს, მოვაჴსენოთ უკუე ესეცა სიტყუაჲ:
    31.     „და შექმნა კაცი ღმერთმან, ხატად ღმრთეებისა შექმნნა იგინი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“.
    32.     ხოლო ჩუენ გჳთქუამს პირველცა და აწცა ვიტყჳთ, ვითარმედ სიტყუაჲ ესე ითქუა დაჴსნისათჳს მწვალებელთაჲსა,
    33.     რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ძემან მხოლოდ-შობილმან შექმნა კაცი ხატად ღმრთისა,
    34.     არა განვყოთ ღმრთეებაჲ მამისაჲ და ძისაჲ, რამეთუ რაჟამს სახელ-სდვა წიგნმან ღმერთსა შემოქმედად კაცისა,
    35.     რომელი-იგი ითქუა მსგავს მისა.
    36.     არამედ სიტყუაჲ ამისთჳს და-ღა-ვაცადოთ და მოვიქცეთ მასვე სიტყუასა,
    37.     რომელსა ვეძიებდით, ვითარ კაცი ესე უძლური, ჭირსა შინა განფრდილი, და ღმერთი დიდებული და ამას ეწოდების მსგავს მისა.
    38.     აწ უკუე გამოვიძიოთ სიტყუაჲ ზედა-მიწევნით, რამეთუ ვჰპოვებთ კაცსა მას მსგავსსა ღმრთისასა,
    39.     ვითარმედ სხუაჲ იყო და არა აწინდელი ესე ჭირსა შინა განფრდილი.
    40.     „შექმნა კაცი ღმერთმან, ხატად ღმრთისა შექმნა იგი“.
    41.     აწ უკუე განსრულდა დაბადებაჲ შექმნულისაჲ მის და კუალად შეუდგინა ამას და თქუა,
    42.     ვითარმედ: „მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“.
    43.     ხოლო მე ვჰგონებ, რამეთუ ყოველთა უწყიან, ვითარმედ დედაკაცი და მამაკაცი გარეშჱ არიან ძირისა მისგან,
    44.     ვითარცა თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „ქრისტჱს მიმართ არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი“.
    45.     არამედ მოაჴსენა ამას შინა განყოფაჲ კაცისაჲ.
    46.     აწ უკუე დაბადებაჲ ჩუენი მრჩობლ არს.
    47.     რომელიმე არს მიმსგავსებულ ღმრთისა და რომელიმე განყოფილ არს.
    48.     რამეთუ თქუმული ესრჱთ იტყჳს შეერთებასა მას თქუმულისასა:
    49.     და რამეთუ პირველად თქუა: „ღმერთმან შექმნა კაცი, ღმერთმან ხატად ღმრთისა შექმნა იგი“ და შემდგომად ამისა თქუა:
    50.     „მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“ და ესე შორს არს მოგონებად ღმრთეებასა შინა.
    51.     არამედ მე ესრჱ ვჰგონებ, სიტყუაჲ არს დიდი წიგნთა შინა წმიდათა პოვნილ.
    52.     და ესე ორ სახედ არს განშოვრებულ ფრიად ურთიერთას და კაცი მათ შორის.
    53.     ვიტყჳ ბუნებასა მას საღმრთოსა, უჴორცოსა და ცხოველსა მას პირუტყუებრსა, არამეტყუელსა.
    54.     რამეთუ პოვნილ არს ბუნებასა შინა კაცისასა საკუთრებაჲ ორთავე მათ ბუნებისაგან ღმრთეებისა: მეტყუელებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.
    55.     და არა არს მას შინა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ.
    56.     და ესენი პოვნილ არიან ცხორებასა მას შინა კაცობრივსა.
    57.     არამედ გუესწავა წიგნისაგან, ვითარმედ გონებიერი იგი მის გამო არს.
    58.     და შემდგომად მისა ეწია კაცსა მსგავსებაჲ პირუტყუებრი.
    59.     ხოლო პირველ თქუა, ვითარმედ „კაცი შეიქმნა ხატად ღმრთეებისა“, ვითარცა თქუა მოციქულმან, ვითარმედ:
    60.     „არა არს მას შინა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ“, და რაჲ-მე გულისხმის-ყოფაჲ არს ესე?
    61.     და ნუვინ მაბრალებს მე, უკუეთუ დავამტკიცე ესე გულისხმის-საყოფელითა სიტყჳთა შურით.
    62.     რამეთუ ღმერთი, რაოდენჯერცა ითქუას სახიერად კაცთა მიერ, ხოლო უზეშთაეს არს ყ˜ი სახიერებისასა.
    63.     და არა დაებადა კაცი თჳნიერ სახიერებისათჳს.
    64.     და აწ ოდეს ესე ესრჱთ არს და ამისთჳს დაებადა ბუნებაჲ ჩუენი.
    65.     და რაჟამს დაებადა, არა დაჰბადა იგი ნაკლულევანად და შექმნა მას შინა კეთილი რაჲმე,
    66.     რომელი არს მას შინა, და კეთილი იგი არა თუ გუამი არს, არამედ სრულებაჲ კეთილთაჲ,
    67.     რომელი დაჰბადა მას შინა, რაჟამს დაჰბადა კაცი არა-არსებისაგან არსად, და არაყოფილი იგი – ყოფად.
    68.     და შექმნა იგი დაუკლებელ კეთილთაგან, რამეთუ კეთილნი იგი ფრიად არიან და აურაცხელ.
    69.     ამისთჳს შეიკრიბა ყოველი იგი სიტყუამან, რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ „ხატად ღმრთისა შექმნა იგი“.
    70.     და ესე სიტყუაჲ მსგავსად სიტყჳსა მის, ვითარმცა თქუა, ვინ შექმნა იგი სავსჱ ყოვლითა კეთილითა.
    71.     და უკუეთუ ღმერთი სრულებაჲ არს კეთილთაჲ და ესე ხატი არს მისი უკუე კეთილთა შინა, ვიდრე-მე მსგავს არს იგი ძირსა მას?
    72.     და აწ უკუე არს ვიდრემე ჩუენ შორის ყოველი კეთილი და ყოველი სათნოვებაჲ და ყოველი მადლი და ყოველი სიბრძნჱ და ყოველი შემკულებაჲ კეთილისაჲ?
    73.     პირველად ესე აზნაურებაჲ, რამეთუ არა არს კაცი დამონებულ, არამედ ჴელმწიფჱ, მოქმედ მსგავსად ნებისა თჳსისა,
    74.     რამეთუ ყოველი, რომელი დაპატიჟებასა და იძულებასა ქუეშჱ არს, არა არს მას შინა აზნაურებაჲ.
    75.     არამედ აზნაურებაჲ ესე არს, რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ ნებასა ზედა თჳსსა.
    76.     რამეთუ შუენიერებასა მას ხატებისასა უკუეთუ აკლდეს რაჲმე, არა არს იგი ხატ.
    77.     ხოლო ერთი არს, რომელი განჰყოფს ღმრთეებასა კაცებისაგან,
    78.     რამეთუ იგი დამბადებელი არს და ესე დაბადებული.
    79.     და ამას განყოფასა კუალად შეუდგს თითოვეულსა სხუაჲ და სხუაჲ საკუთრებაჲ,
    80.     რამეთუ ვწამებთ, ვითარმედ დაუბადებელი იგი ბუნებაჲ შეუცვალებელ არს თჳსისაგან წესისა უკუნისამდე.
    81.     ხოლო დაბადებული არა არს გარნა შეცვალებითა მის გამო,
    82.     რამეთუ არა შეიქმნა ვიდრე შეცვალებაჲ, არა იქმნა და ძრვაჲ,
    83.     რაჟამს იგი არაარსისაგან შეცვალა არსად მადლითა თჳსითა დამბადებელმან.
    84.     და ვითარცა-იგი სახარებაჲ იტყჳს ხატისა მისთჳს კეისრისა, რომელი იყო ოქროსა ზედა, რომელი-იგი ხატი იყო მსგავსი მეფისაჲ სახითა და განთჳსებული მისგან.
    85.     ნივთითა, ეგრევე ამას შინა ნაცვალად ხატისა მის გულისხმა-ვჰყოფ,
    86.     რაჲ-იგი არს ბუნებასა შინა ღმრთეებისასა და რაჲ-იგი არს კაცებისასა, რომელსა შინა არს მსგავსებაჲ და განყოფაჲ ბუნებათაჲ,
    87.     ვიტყჳ დამბადებელსა და დაბადებულსა, რამეთუ ესე მარადის ჰგიეს და ეგოს უკუნისამდე.
    88.     ხოლო შექმნული იგი შეცვალებისაგან დაწყებულ არს, რამეთუ არა იყო და იქმნა.
    89.     ამისთჳს მიეახლა მიდრეკასა, რამეთუ წიგნი იტყჳს, ვითარმედ, რაჟამს ცნა დამბადებელმან წინაჲსწარითა ცნობითა,
    90.     ვითარმედ კაცი ესე ჴელმწიფჱ-ყოფად არს და მავალი ნებასა ზედა თავისა თჳსისასა და რამეთუ მიდრეკადცა არს, ვითარ-იგი იქმნა,
    91.     მაშინ გამოსახა ხატისა მისთჳს თჳსისა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ, რომელნი-იგი არა არიან ძირსა მას შინა,
    92.     არამედ, ვითარ-იგი ვთქუთ, მახლობელ არს ბუნებასა მას პირუტყუებრსა.
    93.     და მიზეზი ამათისა დაბადებისაჲ არავინ უწყის, გარნა მათ და მადლმან მათმან,
    94.     რომელნი თუალით-მხილველ იყვნეს სიტყჳსა მის ხოლო ჩუენ მსგავსად ძალისა ჩუენისა მიმსგავსებით და მიგუვებით ვთქუათ,
    95.     რომელი მიეახლოს ჭეშმარიტსა მას სიტყუასა.
    96.     ვითარ-იგი მოეცა ენასა ჩუენსა გამოცხადებითა გონებისაჲთა მათა მიმართ,
    97.     რომელთა შეიწყნარონ იგი კეთილითა გონებითა.
    98.     რამეთუ რაჟამს ითქუა, ვითარმედ „ღმერთმან დაჰბადა კაცი“, მოასწავა კაცებაჲ განტევებულად ხოლო და არა იყო მის თანა დაბადებულებაჲ იგი,
    99.     არამედ სახელი ადამისი, ვითარ-იგი თქუა წიგნმან, უკუანაჲსკნელ აჴსენა და სახელი დაბადებულისაჲ კაცებად არა თუ სახელ-სდვა,
    100.     არამედ შემკრებელი ყოვლისა სახისაჲ კაცებაჲ არს.
    101.     აწ უკუე ამით სახელითა შემკრებელითა გულისხმა-ვყოთ,
    102.     ვითარმედ პირველი იგი განმარტებაჲ სიტყუაჲ იყო ბუნებითისათჳს სათანადოჲსა და რამეთუ არა გჳღირს თქუმად,
    103.     ვითარმცა იყო რაჲმე შეუსაზღვრებელ ღმრთისაგან ყოვლითა სისრულითა მათითა.
    104.     და ვითარცა ოდეს სთქუა იგი ვინმე, დაღაცათუ არა გამოაცხადე სახელი,
    105.     არამედ განაცხადე საზღვარი კაცისაჲ ყოვლითურთ სამკაულით და ჰასაკით და რაჲ-იგი მოასწავებს გუამსა მისსა,
    106.     ეგრეცა ვჰგონებ, ვითარმედ შემზადებაჲ ერთისა კაცისაჲ ყოვლით კერძო სისრულჱ არს კაცებისაჲ ძალითა მით საქმისა მისისაჲთა.
    107.     და რომელი-იგი აღდგეს უკუანაჲსკნელ აღსასრულსა სოფლისასა, ყოველთა მათ შორის იყოს ხატი იგი პირველი.
    108.     ამისთჳს კაცსა ერთსა ეწოდების ყოველ, რამეთუ არა არს ძალსა შინა ღმრთისასა რომელიმე წარსრულ და რომელიმე მომავალ,
    109.     არამედ ყოველივე ჰგიეს წინაშე მისსა.
    110.     დაღაცათუ ჩუენ ველით სასოვებით, არამედ ღმრთისა თანა არს მოუკლებელ და ჰგიეს.
    111.     და რამეთუ ბუნებაჲ ყოვლითურთ პირველითგან შემდგომადმდჱ ერთსა შინა ხატებასა არს,
    112.     ხოლო მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ განყოფაჲ არს, დამტკიცებისათჳს ნათესავობისა დაებადა ამით მიზეზითა, ვითარ ვჰგონებ.


18

     1.     და თქუა მეათშჳდმეტისა თავისათჳს, რაჲ მიუგოთ, რომელნი იკითხვიდენ განთესულობისათჳს და შობიერებისა,
    2.     უკუეთუ შემდგომად ცოდვისა იქმნა და უკუეთუმცა კაცსა არა ეცოდა, ვინაჲ[მ]ცა იყვნეს სულნი?
    3.     რაჲ მიუგოთ მაცილობელთა მათ, რომელნი მეტყჳან ჩუენ, ვითარმედ: რაჲსა იქმნა შობაჲ შემდგომად ცთომისა,
    4.     ანუ ვინაჲ ყოფად იყვნეს ნათესავნი, უკუეთუმცა პირველნი იგი კაცნი დადგრომილ იყვნეს უცთომელად?
    5.     არამედ ვიდრე გამოძიებადმდჱ სიტყჳსა ამის წინამდებარისა უმჯობეს არს,
    6.     რაჲთა მოვიღოთ დასაჴსნელი სიტყუათა მათთაჲ, რომელნი წინა-აღმიდგებიან ჩუენ.
    7.     რამეთუ იტყჳან, ვითარმედ პირველ ცთომადმდჱ არა იყო შობაჲ და არცა განღებულ იყო საშოჲ ნათესავთათჳს.
    8.     ხოლო რაჟამს გამოისხნეს სამოთხით შემდგომად ცთომისა და შემდგომად პატიჟისა და შურის-გებისა დედაკაცისა მის,
    9.     და გუემითა და ტკივილითა შობისაჲთა, რომელსაცა ღირს იყო,
    10.     მაშინ იცნა ადამ ცოლი თჳსი და მიერითგან იწყეს შობად.
    11.     აწ ოდეს არა იყო სამოთხესა შინა მეუღლებაჲ და არცა ცნობაჲ საწოლისაჲ და არცა შობაჲ და არა იძულებით შესცთეს,
    12.     არა ვიდრემე ყოფად იყვნეს ნათესავნი.
    13.     და უკუეთუმცა არა მადლი იგი ცხორებისაჲ მიწევნულ იყო სიკუდილად და იქმნა ქორწინებაჲ გზა დადგრომითა ბუნებისაჲთა,
    14.     რომლითა იქმნა შესლვაჲ მრავალთაჲ ორთა მათ წილ გამოსრულთა, ვიდრემდის ცოდვაჲ იგი იქმნა სარგებელ ნათესავისათჳს კაცთაჲსა,
    15.     უკუეთუ არა ორნი, იგიმცა ხოლო პირველნი დაშთომილ იყვნეს, თუმცა არა ბუნებაჲ ძლევად სიკუდილისა შეძრულ იყო ყოფად ნათესავთა.
    16.     არამედ განცხადებულებაჲ სიტყჳსაჲ მის მათ უწყიან,
    17.     რომელნი შერაცხილ არიან პავლჱ მოციქულისა თანა, რომელნი მისწუდეს საიდუმლოსა მას სამოთხისასა.
    18.     ხოლო სიტყუაჲ ჩუენი ამისთჳს ესე არს: და რაჟამს უვარ-ყვეს სადუკეველთა მათ უვარის-მყოფელთა ადგომისათა
    19.     და წინა-უყვეს სიტყჳს-გებაჲ და აჴსენეს აღდგომაჲ და სახედ მოიღეს დედაკაცი იგი,
    20.     მაშინ მიუგო უფალმან და გულისხმა-უყო არა ხოლო სადუკეველთა,
    21.     არამედ ყოველთა წინააღმდგომთა უხრწნელისა მის ცხორებისათა.
    22.     აღდგომასა მას ჰრქუა:
    23.     „რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ“,
    24.     რამეთუ არღარა ჯერ-არს მათ ზედა უფლებად სიკუდილი, რამეთუ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი და ძენი ღმრთისანი,
    25.     ოდეს იქმნენ ძჱ აღდგომის.
    26.     და რამეთუ მადლი იგი აღდგომისაჲ არარას სხუასა გჳქადაგებს,
    27.     არამედ მუნვე მიქცევასა, ვინაჲცა განვისხენით პირველ,
    28.     რამეთუ გზაჲ ცხორებისაჲ მის პირველისაჲ ესე მადლი არს:
    29.     კუალად მკჳდრ-ყოფაჲ იგი სამოთხისაჲ, ვინაჲთცა გამოვედით.
    30.     მაშინ ცხოველნი იგი იყვნენ ვითარცა ანგელოზნი.
    31.     ხოლო მოსწავებაჲ ცხორებისა მის პირველისაჲ, ვითარმედ მსგავს იყო იგი ანგელოზთა ცხორებასა,
    32.     მით გუეუწყა, რამეთუ მიქცევასა მას ჩუენსა მიემსგავსოს ცხორებაჲ ჩუენი ანგელოზთა ცხორებასა.
    33.     და აწ ანგელოზთა შორის არა არს მეუღლებაჲ და არიან იგინი ფრიად და მრავალ გუნდ,
    34.     ვითარ-იგი გჳთხრობს დანიელ ჩუენებასა მას შინა მისსა და უკუეთუმცა არა გარდასრულ ვიყვენით წესისა მისგან ანგელოზთაჲსა,
    35.     რომელსა ზედა ვიყვენით პირველ, და არამცა შეცვალებულ ვიყვენით მსგავსებისა მისგან ანგელოზთაჲსა, უკუე არა გჳჴმდა,
    36.     რაჲთა იყოს განმრავლებაჲ ჩუენი მეუღლებით, არამედ ვითარცა-იგი არს სიმრავლჱ ანგელოზთაჲ თჳნიერ ამისა.
    37.     და არს იგი მოუგონებელ და ვერ გულისხმის-საყოფელ.
    38.     ეგრეთვე ყოფად იყო მათ შორისცა, რომელნი-იგი მცირედ რაჲმე დაკლებულ არიან ანგელოზთა განგებითა დამბადებელისაჲთა.
    39.     ხოლო უკუეთუ ვინმე შეიწრდეს გონებითა გამოძიებისათჳს სულთა არსებისა, უკუეთუ არა თანა-ედვა კაცსა კრულებაჲ მეუღლებისაჲ,
    40.     ვჰკითხოთ უკუე დგომისათჳს ანგელოზთა არსებისა: ვითარ-მე არიან ერთბუნება და აურაცხელ სიმრავლითა ფრიად?
    41.     ესე არს მიგებაჲ ჩუენი ამისთჳს: და ვითარცა იგინი მრავალ არიან თჳნიერ მეუღლებისა
    42.     და რამეთუ მიქცევაჲ იგი კაცთაჲ წესსა ზედა ანგელოზთასა აღდგომასა მას მოასწავებს,
    43.     ვითარმედ იყვნესვე ვითარცა ანგელოზნი.
    44.     და აწ მივიდეთ პირველსავე მას სიტყუასა:
    45.     ვითარ, ოდეს შექმნა ღმერთმან კაცი ხატად თჳსა, გამოუსახა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ?
    46.     ესე არს რომელსა-იგი პირველ ვიტყოდეთ, რამეთუ რომელმან-იგი ყოველი დაჰბადა და კაცი ყოვლითურთ მსგავსად (და ხატად თჳსა),
    47.     არა ჰგებდა, რაჲთამცა იხილვა განსრულებაჲ სულისაჲ, მიწევნული საზომსა თჳსსა,
    48.     არამედ მწრაფლ იხილვა წინაჲსწარითა მით თხრობითა, რაჲ-იგი ყოფად იყო ბუნებაჲ კაცთაჲ.
    49.     და ადიდა იგი დიდებითა მით ანგელოზთაჲთა დიდებულითა, რამეთუ იხილა წინაჲსწარითა ცნობითა,
    50.     ვითარმედ დაუდგრომელ ყოფად არს ნებაჲ კაცისაჲ კეთილისა მიმართ
    51.     და რამეთუ გარდამოვრდომად იყო იგი დიდებისაგან ანგელოზთაჲსა მცირედ დაკლებულ სიმრავლჱ სულთა მათ კაცთაჲ,
    52.     რაჟამს გარდამოვარდა წესისა მისგან ანგელოზთაჲსა.


19

     1.     და თქუა მეათრვამეტისა თავისათჳს, რამეთუ აღძრვაჲ პირუტყუებრი დამტკეცილი ჩუენ შორის არს მიზეზითა მახლობელობისა ჩუენისაჲთა მათა მიმართ
    2.     ეგრეთვე ცხორებასა ამას შინა აღორძინებითსა გამოისახა ბუნებასა შინა მათსა, რომელნი-იგი შეიცვალნეს,
    3.     და დაენერგა მათ შორის დიდებისა მის წილ ანგელოზთაჲსა აღორძინებაჲ ესე პირუტყუებრი.
    4.     და ვჰგონებ, ვითარმედ ამის გამო დავით წინაჲსწარმეტყუელმან უბადრუკებაჲ იგი კაცთა ბუნებისაჲ მოაჴსენა და თქუა:
    5.     „კაცი პატივსა შინა იყო და არაჲ გულისხმა-ყო“.
    6.     სახელ-სდვა პატივსა მას ანგელოზთა მსგავსებასა და ამისთჳს თქუა უდარჱს პირუტყუთასა ყოფაჲ მისი, რომელთა-იგი არა აქუს გონებაჲ.
    7.     მიემსგავსა ჭეშმარიტად, რამეთუ პირუტყუებრი არს იგი, რომელმან შეცვალა ცხორებაჲ იგი მიდრეკითა მისისა ნივთიერად.
    8.     და ამით ვჰგონებ, ვითარმედ ვნებანი იგი მრავალნი მით გამოდიან კაცთა ცხორებისაგან, რამეთუ არავე განშოვრებულ ვართ მათგან.
    9.     და მოწამჱ არს ესე, რამეთუ სენი იგი, რომელ არს პირუტყუთა შორის, არს იგი ჩუენ შორისცა.
    10.     და არა ჯერ-არს თქუმად, ვითარმედ სენი ესე, რომელ არს ჩუენ შორის, იქმნა იგი მიმსგავსებითა ჩუენითა ღმრთეებასა.
    11.     არამედ ცხორებაჲ იგი პირუტყუებრი წინაჲსწარ ქმნულ იყო დაბადებასა შინა, რომელი-იგი ვთქუთ პირველად, სახჱ იგი მიზეზთა მისთაჲ.
    12.     და რამეთუ კაცმან მოიგო შობიერებაჲ მსგავსი პირუტყუთაჲ და ამის გამო სხუაჲცა იგი, რომელ არს ბუნებასა შინა მათსა, შეეყო იგი მას.
    13.     რამეთუ ვერ ეგების მსგავსებად გულის-წყრომაჲ იგი, რომელ არს კაცთა შორის, ხატსა ღმრთეებისასა,
    14.     და არცა ჯერ-არს ჩემებად ბუნებასა მას დიდებულსა გემოჲს-მოყუარებაჲ რაჲმე და არცა სიჩუკნჱ შიშისაგან რაჲსმე,
    15.     გინა თუ წარმდებებაჲ რაჲმე და არცა სიყუარული სიხარბისაჲ და არცა სიძულილი შეურაცხისაჲ.
    16.     და ესე ყოველი და მსგავსი ამათი შორავს მსგავსებასა ღმრთეებისასა.
    17.     არამედ ესე ყოველი მოიზიდა კაცმან ნაწილისა მისგან პირუტყუებრისა,
    18.     რამეთუ ყოველი, რომელი მოიგო ცხორებამან პირუტყუებრმან დადგრომისათჳს ნათესავობისა და რაჲ-იგი მას შეაშუს ყოვლითურთ,
    19.     მიიცვალა კაცისა თანა და დაადგრა მას შინა ესრჱთ, რამეთუ ცხოველნი იგი ჴორცის-მჭამელნი საკრძალავ არიან გულმწყრალობისა მათისათჳს.
    20.     და მრავლის-მშობელნი იგი გულისთქუმის-მოყუარჱ არიან და სიჩუკნემან და მოშიშებამან განარინნის ჩუკენნი იგი.
    21.     და მოშიშებამან განარინნის ძლიერთაგან და ნაყროვანნი იგი მჭამელნი ჟამსა მოკლებისასა მწუხარჱ არიედ.
    22.     ესე ყოველნი და მსგავსი ამათნი ნათესავობისაგან პირუტყუებრისა შეეყო ბუნებასა კაცისასა.
    23.     ხატსა, რომელი გამოიწერის ჴელოვანთაგან მხატვართა, რაჲთა განაკჳრვნენ კაცნი, და გამოიხატის ერთსა შინა თავსა ორი ხატი,
    24.     ეგრეთვე მგონიეს კაცისათჳს, ვითარმედ მსგავსებაჲ იგი მრჩობლი არს მის თანა.
    25.     სიწულილადჱ იგი გონებისაჲ საღმრთოჲ არს, რამეთუ მიმსგავსებულ არს შუენიერებასა ღმრთეებისასა.
    26.     რამეთუ სახჱ, რომელსა შინა სენი იგი დადგრომილ არს, მიმსგავსებულ არს პირუტყუთა.
    27.     რამეთუ ოდესმე შეუდგნ უტყუებაჲ მიდრეკითა მით ზიარებითა პირუტყუთა მიმართ,
    28.     ვიდრემდის დაფარის კეთილი იგი ბოროტმან მან.
    29.     რამეთუ უკუეთუ ვინმე მიაქციოს საქმჱ გონებითი ეგევითართა მათ საქმეთა და აიძულოს თავსა თჳსსა დამონებად ეგევითართა ვნებათა,
    30.     იქმნეს მიერითგან შეცვალებაჲ ხატებისაჲ პირუტყუთა მსგავსებასა, ვიდრემდის ყოველი ბუნებაჲ მიემსგავსის სახესა პირუტყუთასა.
    31.     და მომგებელი ამისი გონებაჲ არს დამონებითა მით და აჩუენის კნინი იგი დიდად,
    32.     რამეთუ გონებაჲ ოდეს შემწჱ-ეყვის ვნებასა საქმითა თჳსითა, განძჳნდის შობიერებაჲ იგი ბოროტთაჲ მათ ფრიად.
    33.     ეგრევე სიყუარულმან გემოთამან ყო, ხოლო დასაბამი იგი ამისი იქმნა სავსებისა მისგან პირუტყუებრისა,
    34.     არამედ ცოდვასა მას შინა კაცისასა აღორძნდა, ვიდრემდის იშვა მისგან მრავალი მიზეზი გულის-თქუმისაჲ,
    35.     რომელი პირუტყუთა შორისცა ვერ ეგების ყოფად ეგევითარი იგი.
    36.     და კუალად ეგრეთვჱ სიმძაფრჱ იგი გულისწყრომისაჲ მახლობელ არს იგი ყოველთა პირუტყუთა,
    37.     არამედ აღორძნდების მიდევნებითა განზრახვისაჲთა, წრაფითა გულის-წყრომისაჲთა ვერ შეიცვალების.
    38.     და დაჴსნაჲ მისი მსგავს არს თუალსა მას შებერულსა, რომელი ჟამსა წჳმისასა იხილვის წყალთა ზედა მყის და მუნქუესვე დაშრტის,
    39.     ვითარცა არაყოფილი და ოდეს არა შემწე-ეყოს მას გონებაჲ ესრჱ-სახედ და ამისავე მსგავსად, იქმნის სიხარბჱ საქმეთაჲ.
    40.     და სიხარბჱ იგი ღორთაჲ და ზუაობაჲ იგი ცხენთაჲ იქმნა დაწყებაჲ სილაღისაჲ კაცთა შორის
    41.     და სხუანიცა იგი მიზეზნი დაწყებისანი ბუნებისაგან პირუტყუებრისა.
    42.     და რაჟამს-იგი შემწე-ექმნა მას გონებაჲ, იქმნა იგი ბოროტ.
    43.     და ესრჱთვე სიტყუაჲ იგი, რაჟამს შეცვალის გონებამან მას შინა ძრვაჲ ესევითარი, იქმნის თითოვეული ამათგანი სათნოვება.
    44.     და შეიცვალის გულის-წყრომაჲ იგი სიმჴნედ და შურად საღმრთოდ, და სიჩუკნჱ იგი იქმნის კრძალვა,
    45.     და მოშიშებაჲ იგი იქმნის მორჩილება, და სიძულილი იგი იქმნის განყენება ბოროტთაგან.
    46.     ხოლო ძალი იგი სიყუარულისა გულის-თქუმისაჲ შეცვალის სიკეთედ ჭეშმარიტად და თავმოთნებამან აღამაღლის უშუერთაგან,
    47.     რაჲთა არა დაემონოს ბოროტთა.
    48.     და დიდებული იგი მოციქული აქებს ესევითარსა თავმოთნეობასა, რაჟამს-იგი იტყჳს, რომელ არა ვხედვიდეთ, გარნა მაღლად მიმართ.
    49.     და ესრჱთვე ვჰპოვებთ, ვითარმედ ყოველი ძრვაჲ გონიერი ამით დიდებითა მიემსგავსების შუენიერებასა მას ღმრთეებისასა,
    50.     არამედ მიდრეკაჲ იგი ცოდვისაჲ მძიმჱ არს და შთამჴდელ ქუესკნელად.
    51.     და ოდესმე არნ ერთი იგი უმრავლჱს, რამეთუ გონებამან სულისამან მალიად ყვის შთამოზიდვაჲ ქუჱ უადრჱს,
    52.     ვიდრე აღყვანებაჲ ქუეყანით აერისა მისგან სიმძიმისა.
    53.     და ოდესმე სიგლახაკჱ ჩუენი ოდესმე უგულისხმო-იქმნის კეთილთა მათ საღმრთოთა,
    54.     რომელნი არიან ჩუენ შორის, რაჟამს იქმნეს შუენიერებაჲ იგი ვნებასა მას ზედა მიმსგავსებულსა ხატსა ღმრთეებისასა,
    55.     ვითარცა-სახედ პირი უშუერი შემოსილი უშუერებითა ვნებისა მის გუამისაჲთა.
    56.     აწ უკუე ესენი შენდობასა ვიდრემე ქუეშჱ არიან,
    57.     რომელნი ჰხედვენ ამას და მერმჱ გამოეძიებენ ბუნებასა ზედა საღმრთოსა და ვერარაჲ იხილიან ამისგან და არცა შეიწყნარიან თქუმული ესე.
    58.     არამედ იხილო ესე სათნოვებისა მომგებელთა შორის, იხილო ხატებაჲ იგი ღმრთისაჲ და მსგავსებაჲ მისი,
    59.     რამეთუ კაცი ჴორცითა უჯერო არს, თუმცა შემკობილ იყო შუენიერებითა მით საღმრთოჲთა.
    60.     ეგრეცა კუალად დიდებული იგი სათნოვებითა, უბიწოჲ ვნებათაგან დაგიმტკიცებს შენ გონებაჲ შენი ღმრთეებისათჳს.
    61.     გარნა უმჯობჱს არს, რაჲთა მიემსგავსოს, ხატებასა.
    62.     და ვის უჴსნია ბოროტთაგან სიშუენიერჱ გონებისაჲ იექონიაჲსი, გინა სხჳსა ვისიმე ბოროტად მოჴსენებულისაჲ?
    63.     არამედ ხატებაჲ ჭეშმარიტად დაცვული მოსჱს თანა უბიწოდ და მსგავსთა მისთა თანა იპოვა.
    64.     და რომელთა შორის განურყუნელად დაშთა შუენიერებაჲ, არიან იგინი მოწამე სიტყჳსა ჩუენისა, ვითარმედ კაცი შეიქმნა ხატად ღმრთისა.
    65.     არამედ ნუუკუე ჰრცხუენოდის ვისმე, ოდეს იხილოს ბუნებაჲ ჩუენი მსგავსად პირუტყუთა მიმღებელი საზრდელსა და სასუმელსა
    66.     და ამის გამო არა სთნდეს თქუმად,
    67.     ვითარმედ კაცი შეიქმნა ხატად ღმრთისა, არამედ მოელოდენ იგი განქარვებასა ამისსა ყოვლითურთ და მოელოდენ ცხორებასა მას,
    68.     რომელსა ვესავთ მოღებად, ვითარცა თქუა მოციქულმან, ვითარმედ:
    69.     „არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ“
    70.     და კუალად:
    71.     „არა ხოლო თუ პურითა ცხოვნდების კაცი“
    72.     – ვითარცა თქუა უფალმან
    73.     – „არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“.
    74.     და აღდგომაჲცა გუაუწყებს, ვითარმედ ცხორებაჲ იგი მომავალი ანგელოზებრი ყოფად არს.
    75.     და აწ, ოდეს ანგელოზნი თჳნიერ საზრდელისა არიან, კმა უკუე არს ესე გულისხმის-საყოფელად,
    76.     ვითარმედ რამეთუ კაცი განთავისუფლდეს მსახურებისა მისგან, რაჟამს მიიწიოს იგი საზომსა ანგელოზთასა.


20

     1.     და თქუა მეათცხრამეტისა თავისათჳს მათთჳს, რომელნი იტყჳან, ვითარმედ საშუებელნი იგი კეთილთანი მერმესა მას საჭმელთაგან
    2.     და სასუმელთა ყოფად არიან, რამეთუ კაცი დასაბამსა ბრძანებულ იქმნა, რაჲთა ცხოვნდებოდის ამათ ორთაგან
    3.     უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ: რაჲსა არა მიიქცევის კაცი კუალად მასვე ხჱსა ცხორებისასა,
    4.     ოდეს პირველ საჭმლითა ვცხოვნდებოდეთ და რაჲსა-მე არა ყოფად არს კუალად მასვე შინა?
    5.     არამედ მე, ოდეს მესმის წიგნისა მისგან წინაჲსწარმეტყუელისა,
    6.     გულისხმა-ვჰყოფ საჭმელსა მას არა ჴორციელადსა ხოლო და არცა შუებასა მას კაცობრივსა,
    7.     არამედ სხუასა საჭმელსა თჳნიერ ჴორცი[ე]ლადსა, რომელისა საშუებელი მიიწევის სულად ხოლო, ვითარცა თქუა სიბრძნემან,
    8.     „მშიერთა ჭამონ პური მისი“ და „უფალმან მხიარულ-ყვნეს მშიერნი“, ესე არს შიმშილი.
    9.     და კუალად იტყჳს:
    10.     „რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ!“
    11.     და კუალად იტყჳს ესაია დიდებული, რომელნი შემძლებელ არიან სმენად შუენიერსა მას თქუმულსა მისსა, „სუემდით სიხარულსა“.
    12.     და უკუეთუ კუალად ღირსთა მათ შურის-გებისათა პატიჟად შიმშილსა აღუთქუამს,
    13.     უკუე შიმშილი იგი არა მოკლებისათჳს პურისა თქუა და არცა წყურილისათჳს წყლისა, არამედ სმენისათჳს სიტყუათა ღმრთისათა.
    14.     და ოდეს დაასხა ღმერთმან სამოთხჱ ედემს, და ედემი ითარგმანების ფუფუნებად, უკუე ჯერ-არს,
    15.     რაჲთა იყოს ნაყოფი მისი, რომლითა იზარდების კაცი, შეუცვალებელ და არა წარმავალ შუებაჲ მისი, ვითარ-ესე წარმავალ არიან.
    16.     და ითქუა: ჭამჱ ყოვლისაგან ხისა, რომელ არს სამოთხესა შინა, საზრდელად ჭამჱ.
    17.     ვინ მოსცეს მშიერსა ჭეშმარიტად ხჱ იგი მოცვული ყოვლითა კეთილითა, რომელ არს სამოთხესა შინა,
    18.     რომელსა ეწოდების სახელად ყოველივე, რომლისაჲ მიუშუა დაბადებამან ჭამაჲ მისი?
    19.     რამეთუ სიტყჳთა მით ნათესავობისაჲთა შემკრებელითა ყოველსავე სახესა კეთილისასა და ეწოდა ყოველივე,
    20.     რომელი იზარდებოდის გემოჲთა ხისაჲ მის მრჩობლად აღგებულისაჲთა და არა ვჰგონებ, ვითარმცა უმეცარ-იქმნნეს სწავლის-მოყუარენი იგი,
    21.     თუ რაჲ არს ყოველი იგი, რომლისა ნაყოფი არს ცხორებაჲ და კუალად მრჩობლად შეზავებული ესე, რომლისა საზომი არს სიკუდილი.
    22.     რამეთუ რომელმან მოჰმადლა კაცსა ფუფუნებაჲ იგი კეთილთა მათ ყოველთაჲ, თჳნიერ ჴორცთა განგებით
    23.     და მოწყალებით შექმნა კაცი შემზადებითა აგებულებისაჲთა.
    24.     და მე ვჰგონებ, ვითარმედ დავით და სოლომონ მოძღუარნი თარგმანებისა მის მეცნიერებისანი ორნივე აღირაცხებიან ერთად სიკეთედ.
    25.     და არს იგი დაწყებაჲ ფუფუნებისაჲ, რომელ არს კეთილი ჭეშმარიტებისაჲ.
    26.     და კეთილი იგი არს ყოველი.
    27.     ხოლო დავით თქუა: „ვიშუებდეთ უფლისა მიმართ“.
    28.     ხოლო სოლომონ აჴსენებს სიბრძნესა, რომელ არს უფალი, და სახელ-სდებს ხჱდ ცხორებისად.
    29.     აწ უკუე ერთი არს ძალი სიტყჳსაჲ მის, უკუეთუ სთქუა „ხჱ ცხორებისაჲ“ გინა თუ ხჱ იგი, რომელსა ეწოდების ყოველივე,
    30.     რომლისა გემოჲ მისი დაბადებულთათჳს ვითარცა ხატებაჲ ღმრთისაჲ.
    31.     და ხჱსა მას წინა-აღუდგების სხუაჲ ხჱ, რომლისაჲ გემოჲ მისი არს ცნობაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ,
    32.     რამეთუ ნაყოფიერ არს იგი წინა-აღმდგომთაგან ერთი ერთსა შინა თითოვეულად,
    33.     არამედ ნაყოფი იგი შეზავებულ არს შეკრებითა მით აღყუავილებული,
    34.     ვითარებითა დაწვალებულ არს, რომლისაგან დააყენა დამწყებელმან ცხორებისამან.
    35.     და აწუევს გუელი ჭამასა მისსა, რაჲთა განჰმზადნეს გზანი სიკუდილისანი.
    36.     და დაარწმუნა დედაკაცსა მას ზრახებაჲ იგი თჳსი,
    37.     რამეთუ შეუმკო ნაყოფი იგი მრავალფერთაგან გემოთა, რომელი იყო შუენიერ ხილვითა, რაჲთა გემოჲს-ხილვითა მით დაეჩჳოს ჭამასა მისსა.


21

     1.     და თქუა მეოცისა თავისათჳს: რაჲ არს ცხორებაჲ იგი, რომელ არს სამოთხესა შინა და რაჲ არს ხჱ იგი, რომლისაგან დაეყენნეს
    2.     რაჲმე უკუე არს ხჱ, რომელსა შინა არს ცნობაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ, შეზავებული და აღყუავებული გემოთაგან საგრძნობელთაჲსა?
    3.     აწ შორს-მე ვიპოვნეთა ცნობისაგან და გამორჩევისა ჭეშმარიტისა, რაჟამს გამოვიძიოთ გულითა წმიდითა, რაჲთა ვცნათ, რაჲ არს ცნობაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ?
    4.     რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ ცნობაჲ ამას ადგილსა, ვითარ წიგნი იტყჳს, არა მეცნიერებაჲ არს, არამედ განზოგებაჲ შორის მეცნიერებისა და ცნობისა.
    5.     რამეთუ გამორჩევაჲ კეთილისაჲ ბოროტისაგან ესრჱთ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, სახისაგან სრულისა და გონებათაგან წულილთა არნ.
    6.     და ამისთჳსცა გუაწუევენ ესენი გამორჩევასა ყოვლისასა და უმეტჱს ხოლო გამორჩევასა სულიერისასა, ვითარცა-იგი თქუა.
    7.     ხოლო ცნობაჲ არაოდეს მოასწავებს, ვითარმცა იყო იგი მეცნიერება და ჴელოვნება, არამედ საქმენი იგი, რომლისა კერძო ჯერ-არს მიდრეკაჲ, ვითარცა თქუმულ არს:
    8.     „იცნის ღმერთმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და ვითარცა-იგი ითქუა მოსჱს მიმართ, ვითარმედ: „უფროჲს ყოველთა გიციან შენ“.
    9.     და იტყჳს, რომელმან იცის ყოველივე, ბოროტთა მათ ეტყჳს:
    10.     „ყოლადვე არა გიცნი თქუენ“.
    11.     ხოლო ცნობაჲ იგი, რომლითა იცნობების ხჱ იგი შეზავებული, ესე არს,
    12.     რომლისათჳს დაეყენნეს მათდა ნაყოფი ხისაჲ მის, შეზავებულ არს წინააღმდგომთაგან, რომლისა შემწჱ კეთილი არს.
    13.     და ნუუკუე ბოროტი იგი არა განშიშულებულად ჩას, ვითარ-იგი არს ბუნებასა შინა თჳსსა.
    14.     და უკუეთუმცა ბოროტი შიშულად იყო, იყომცა უკუე განგდებულ ყოველთა მიერ,
    15.     ოდესმცა დაუბურველ იყო საბურველითა რაჲთმე კეთილისაჲთა, რომელი მიიზიდავს და შეაცთუნებს,
    16.     რამეთუ ბუნებაჲ ბოროტისაჲ შეზავებულ არს, რომელსა შინაგან დამალული გულისწყრომაჲ დამკჳდრებულ არს,
    17.     ხოლო გარეშჱთ აჩუენებს სახესა კეთილისასა.
    18.     ჰგონებე[ნ] ვეცხლის-მოყუარენი იგი, ვითარმედ კეთილ არს ვეცხლი და შუენიერ ფერითა.
    19.     არამედ „ძირი ყოვლისა უკეთურებისაჲ არს ვეცხლის-მოყუარებაჲ.
    20.     და რომელი შევარდეს მწჳრესა მას მყრალსა მეძვობისასა, ჰგონებნ, ვითარმედ კეთილ არს გემოჲ იგი და საწადელ,
    21.     ეგრეთ-ვე რომელსა ცოდვასა შინა წარსაწყმედელი დამალულ არს, რამეთუ უმრავლესნი მას შეჰრაცხვენ კეთილად, რომელი-იგი შეაშუნ საგრძნობელთა.
    22.     ხოლო კეთილი იგი რომელიმე ჭეშმარიტად კეთილ არს და რომელიმე საგონებელ არს, ვითარმედ კეთილ არს.
    23.     ამისთჳსცა გულის-თქუმაჲ ესე, რომელი კეთილად საგონებელ არს, უწოდა მას ღმერთმან ცნობაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ,
    24.     მოასწავებს ცნობითა მით ორთა მათ შეზავებასა და შეერთებასა.
    25.     [ა]წ უკუე ბოროტი არა ხოლო ურწყოდ ბოროტ არს, არამედ დაფარულ არს კეთილსა მას შინა.
    26.     და არცა კეთილი განტევებულად კეთილ არს, რამეთუ ბოროტი იგი მას შინა დამალულ არს, არამედ ხილი არს შეზავებული,
    27.     რომლისა გემოჲს-ხილვაჲ მიიყვანებს სიკუდილდ, რომელი მიეახლოს მას.
    28.     და რამეთუ წიგნი ღაღადებს და იტყჳს, ვითარმედ კეთილი იგი ჭეშმარიტი განმარტებული არს და არა აგებული ბუნებით,
    29.     განშოვრებული ყოვლისაგან აგებულისა და შეერთებულისა.
    30.     ხოლო ბოროტი მრავალ-ფერად განწვალებულ არს, სხუად საგონებელ არნ და გამოცდასა მისსა სხუად გამოჩნდის.
    31.     და ცნობაჲ იგი არს რეცა გამოცდაჲ მისი, დაწყებაჲ არს რეცა სიკუდილისაჲ და ხრწნილებისაჲ.
    32.     ამისთჳს უჩუენა გუელმან ნაყოფი იგი ცოდვისაჲ ბოროტი არა ვითარცა ბოროტი იგი ბუნებითი.
    33.     უკუეთუ არა, ვერმცა შეიცთუნა კაცი იგი ბოროტითა მით გამოჩინებულითა;
    34.     არამედ შეამკო იგი შუენიერებითა სახილავად და ყო საგრძნობელთა შინა მცირედი რაჲმე გემოჲ.
    35.     და შეაცთუნა მით დედაკაცი იგი, რაჟამს იხილა მან გემოჲ, ვითარცა იტყჳს წიგნი:
    36.     იხილა დედაკაცმან მან, რამეთუ ხჱ იგი კეთილ არს საჭმლად და შუენიერ არს ხილვაჲ იგი და მოიღო ნაყოფისა მისგანი, ჭამა“.
    37.     და ჭამაჲ იგი მშობელ იყო სიკუდილისაჲ კაცთათჳს.
    38.     და ესე არს ნაყოფი იგი შეზავებული, ვითარ-იგი გამოაჩინა სიტყუამან გონებასა შინა
    39.     და რომლისათჳს სახელ-სდვა ხჱსა მას ცნობად კეთილისა და ბოროტისა,
    40.     ვითარმედ არს იგი მსგავს წამალთა მათ მაკუდინებელთა, რომელნი შეიზავნიან თაფლითა და არიან იგინი სახილავად კეთილ.
    41.     და ტკბილ არნ გემოჲს-ხილვითა და საგონებელ არნ იგი, ვითარმედ კეთილ არს.
    42.     და არნ იგი წარსაწყმედელ მათა, რომელნი მიეახლნიან მას.
    43.     და არს იგი უბოროტეს ყოვლისა, რამეთუ გესლოვანმან ამან აჩინა კუალი თჳსი.
    44.     ამისთჳსცა კაცი იგი მაღალი საქმითა და დიდებული სახელითა მსგავსი იგი ბუნებისა ღმრთეებისაჲ ამავოებასა მიემსგავსა,
    45.     ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი.
    46.     აწ უკუე მსგავსებასა მას ენათესვების კეთილი იგი, რომელ არს ჩუენ შორის.
    47.     ხოლო რომელი-იგი აქუს ცხორებასა ჩუენსა ჭირი და იწროვებაჲ,
    48.     ესე განშოვრებულ არს მსგავსებასა ღმრთისასა.
    49.     რამეთუ ბოროტი იგი ვერ შემძლებელ არს ძალითა თჳსითა ძლიერებასა ღმრთისასა
    50.     და ვერცაღა უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ ერევის სიბრძნესა ღმრთისასა.
    51.     ვითარ ეგების, ვითარმცა იყო განხრწნადი იგი, რომელ არს შეცვალებასა ქუეშჱ, უძლიერჱს სამარადისოჲსა მის?
    52.     არამედ არცაღა შეიწყნარებს ღონესა შეცვალებისასა, და რამეთუ მსგავსებაჲ ღმრთისაჲ ყოვლით კერძოვე მტკიცედ მდგომარჱ არს,
    53.     ხოლო ბუნებაჲ ესე ჩუენი განხრწნადი დაუდგრომელ არს, არცაღა თუ კეთილსა შინა.
    54.     რამეთუ მოძრავი იგი მარადის უკუეთუ იქცევოდის კეთილსა შინა, მყოფ არს იგი საქმესა შინა დაუსრულებელსა,
    55.     რამეთუ დაუყენებელ არს წარმატებად საზღვრისაგან, რომელსა-იგი ეძიებდეს.
    56.     ხოლო რაჟამს მიიწიოს იგი დასასრულსა, დაეყენოს იგი ძრვისაგან.
    57.     და უკუეთუ მიდრკეს კეთილისაგან და ყოს ნებაჲ თჳსი ბოროტი და მიიწიოს დასასრულსა ბოროტისასა,
    58.     მაშინ ძრვამან მან დაუცხრომელმან, ოდეს არა პოვის ეზოჲ ვრცელი ბოროტისა მიმართ, მოიქცის კეთილად.
    59.     რამეთუ ბოროტი ვიდრე მისლვადმდჱ მისა დასასრულადმდჱ დასცხრის.
    60.     რაჟამს იქმნის, მაშინ მოატყჳს მოწევნაჲ კეთილისაჲ და ეგრჱთვე, ვითარ-იგი ვთქუთ, ძრვამან ბუნებისა ჩუენისამან დაუცხრომელმან მიისწრაფის კეთილისა მიმართ.
    61.     ჴსენებითა მით ბოროტისაჲთა, რომელი შე[ე]მთხჳა, განეკრძალის, რაჲთა არა კუალად მიიქცეს ეგევითარსა მას,
    62.     რამეთუ ყოფად არს მოქცევაჲ ჩუენი კეთილისა მიმართ, რაჟამს ბუნებაჲ იგი ბოროტისაჲ დასცხრეს დასასრულადმდჱ იძულებისა.
    63.     და ვითარცა-იგი თქუან ჴელოვანთა მათ ვარსკულავთმრაცხველთა, ვითარმედ ქუეყანაჲ ესე აღვსებულ არს ნათლითა,
    64.     ხოლო ბნელი საბურველი არს გუამისა მის ქუეყანისაჲ დაჩრდილებული.
    65.     და ესე ამის გამო იქმნების, რამეთუ არს იგი მსგავსი ბურთუსა, ზედა-კერძო კუერსა მას მზისასა ინაჴით, მსგავსად სანობარისა.
    66.     და რამეთუ მზჱ უდიდეს და უვრცელეს არს ქუეყანისა მრავლითა ნაწილითა, და შეუცავს ქუეყანაჲ მბრწყინვალებითა თჳსითა,
    67.     ვიდრემდის შეკრიბის მწუერვალთაგან სანობარისაგან ნათელი.
    68.     და აწ სახჱსა ვიტყჳ: უკუეთუმცა შეუძლჱ მიწევნად დასასრულსა ნათლისასა, მაშინმცა იხილჱ იგი განუკუეთელად ბნელისაგან.
    69.     ესრჱთვე ჯერ-არს ჩუენს შორისცა გულისხმის-ყოფად, რამეთუ ოდეს-იგი გამოვიდეთ საზღვრისა მისგან ბოროტისა და მივიწინეთ დასასრულსა მას სიბნელესა ცოდვისასა,
    70.     უკუე შემდგომად მისა ცხოველ ვიყვნეთ ნათელსა შინა უბრწყინვალჱს მზისთუალისა აურაცხელითა ნაწილითა და კუალად ეგოს სამოთხჱ,
    71.     იყოს ხჱ იგი, რომელსა ეწოდების ყოველივე, და იგი არს ხჱ ცხორებისაჲ.
    72.     და კუალად მადლი იგი ხატებისაჲ და დიდებაჲ მთავრობისაჲ არღარა ესრჱთ იყოს,
    73.     ვითარ აწ დამორჩილებულ არს ღონჱთა ქუეშჱ ცხორებისათა,
    74.     ვითარ ვჰგონებ, არამედ მოველი სუფევასა სხუასა, რომლისა შესაქმჱ დაფარულ არს.


22

     1.     და თქუა ოცდამეერთესა თავსა, რამეთუ დაჯერებაჲ აღდგომისაჲ მოსალოდებელ
    2.     არს განმრავლებითა სახეთაჲთა შემდგომითი შემდგომად უფროჲს თქუმულისა მის წიგნთაჲსა
    3.     არამედ შევიკრძალოთ იგივე სიტყუაჲ, რომელსა შინა ვიყვენით; ნუუკუე სურვილითა ვინმე სიტკბოვებისა მის,
    4.     რომელსა მოველით, დაკლება და ჴუება უჩნდეს დაყოვნებაჲ იგი კეთილთაჲ მათ მომავალთაჲ,
    5.     რომელნი-იგი არიან უფროჲს ბუნებათა ცნობისა და ზეშთა სიტყჳსა განგრძობაჲ იგი ჟამთა მოწევნისა მისისათაჲ.
    6.     აწ ნუ სულმოკლჱ იქმნების იგი მსგავსად ყრმათა მათ, რომელთა ვერ მიიღიან მალიად სათხოველი მათი.
    7.     და რაოდენ ყოველივე განეგების სიბრძნით და მეცნიერებით უეჭუელად, რამეთუ არარაჲ არს გარეშჱ განგებისა და სიბრძნისა.
    8.     და ნუუკუე იკითხავ, თუ რაჲ არს განგებაჲ იგი, რომლითა ვერ მივიწევით მყის საწადელსა მას და მი-მცა-ვიცვალენით ცხორებისა ამისგან საჭირველისა?
    9.     არამედ ცხორებაჲ ესე ჴორციელადი განგრძნდა საზომით განსრულებაჲ ყოვლისაჲ, ვიდრემდის გამოიჴსნეს ამის აღჳრისაგან
    10.     და მიიწიოს კუალად ცხორებასა მას მოცალებულსა და განსასუენებელსა მშჳდობისა და სიხარულისასა.
    11.     არამედ უკუეთუ კითხვაჲ ესე ჯერ-არს გამოცნობად, უკუე იპოვოს სამართალსა თანა ჭეშმარიტსა.
    12.     ხოლო რაჲ-იგი მოგჳვალს გონებასა ჩუენსა, ესე არს.
    13.     და აწ კუალად მივიდეთ მასვე სიტყუასა პირველსა: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა.
    14.     და შექმნა ღმერთმან კაცი იგი, ხატად ღმრთეებისა შექმნა იგი“.
    15.     ხოლო ხატებაჲ იგი ღმრთისაჲ, ხილული ყოველსა შინა ბუნებასა კაცობრივსა, განსრულებულ არს, არამედ ადამი ჯერეთ არღა არს,
    16.     რამეთუ ადამ გამოითარგმანების ქუეყანიერი, ვითარ-იგი გუესმა ფარისეველთა მათგან ჰურიათა.
    17.     და მოციქული, რამეთუ წურთილ იყო მოძღურებასა მას ჰურიაებრსა და მიწევნულ სიტყუასა მათსა ფრიად, ამისთჳს სახელ-სდვა კაცსა მას და თქუა:
    18.     პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწაჲ.
    19.     და შექმნა ღმერთმან კაცი იგი ხატად ღმრთეებისა, ბუნებაჲ სრული შექმნა იგი სიბრძნითა მით,
    20.     რომელი სძლევს ყოველსა და არა ზოგს ყოვლისაგან, არამედ ყოველსა სისრულესა ბუნებისასა.
    21.     წამსა შინა იხილა მან „რომლისა ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი.
    22.     იხილა მან, რომელმან იცის ყოველივე ვიდრე ყოფადმდჱ მისა.
    23.     იხილნა უდარჱსნი იგი ორნი ნაწილნი მისნი, რომელნი მიდრკებიან ბოროტით კერძო და ორნი, რომელნი მოზარჱ ანგელოზით იხილვებიან ნებითა თჳსითა.
    24.     და იქმნეს იგი შეურაცხ.
    25.     ამისთჳს შეზავა პირუტყუებრი რაჲმე ბუნებასა კაცისასა, რამეთუ არა არს ბუნებასა შინა სახიერსა საღმრთოსა განყოფად მამაკაცებად და დედაკაცებად.
    26.     არამედ შეაყო საკუთრებაჲ, რომელ აქუს დაბადებულებასა პირუტყუთასა, კაცთა თანა.
    27.     რამეთუ დიდებაჲ იგი დაბადებულებისა ჩუენისაჲ უზეშთაეს იყო, რამეთუ ოდეს-იგი შექმნა, არა მაშინ თქუა: აღორძნდით და განმრავლდითო,
    28.     არამედ რაჟამს განყო მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ, მაშინღა თქუა, განმრავლდითო და უფლებდით ქუეყანასა ზედა.
    29.     და ესე არა საკუთრებითა მით ბუნებისა ღმრთეებისაჲთა, არამედ პირუტყუებრისა მისთჳს, ვითარ-იგი წიგნმან თქუა, ვითარმედ ითქუა ესე ღმრთისაგან:
    30.     „აღორძნდით და განმრავლდით“ უწინარჱს ქუეწარმავალთა მიმართ და უკუეთუმცა ითქუა ესე კაცისა მიმართ პირველ განყოფადმდე მამაკაცად და დედაკაცად,
    31.     არღარამცა ვიდრემე გჳჴმდა შობაჲ ესე პირუტყუებრი.
    32.     არამედ იხილა ესე წინაჲსწარითა ცნობითა, ვიტყჳ განსრულებასა მას კაცთასა, რომელთა განვლად ედვა ცხორებაჲ ესე.
    33.     იძულებით მოიღო ჟამი, რაჲთა იყოს რიცხჳ იგი სულთაჲ მათ, რომელი მიიღო, რაჲთა შემოვიდენ სოფლად, რამეთუ ჰხედავს შორიელსა მას,
    34.     ვითარცა მახლობელსა, რაჲთა იყოს განსრულებაჲ მათი მოცალებაჲ ჟამთაჲ, რომელნი დაცხრომად არიან ძრვისა მისგან მოდინარისა,
    35.     ვინაჲთგან დაუდგრომელ იყო კაცებაჲ მას შინა.
    36.     ხოლო რაჟამს აღესრულოს შობაჲ ესე კაცთაჲ და დასრულდეს, დასრულდენ მის თანა ჟამნიცა.
    37.     მაშინ იყოს განახლებაჲ ყოველთაჲ და ქცეულებაჲ ყოველთაჲ და შეიცვალოს კაცებაჲ იგი ქუეყანით განხრწნილი დაუსაბამოსა მას უხრწნელებასა.
    38.     და ვჰგონებ, ვითარმედ სიტყუასა მას მიჰმართა მოციქულმან, სიტყუათა მათ, რომელთა მიუწერს კორინთელთა მათ:
    39.     „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე შევისუენოთ, არამედ არა ყოველნი განვახლდეთ მეყსა შინა წამსა თუალისასა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა.
    40.     საყჳრსა დაეცეს“.
    41.     და მე ვჰგონებ, ვითარმედ, რაჟამს განსრულდეს და საზომისა მისებრ განსაზღვრებულისა სრულ-იქმნეს
    42.     და არაჲ დააკლდეს რიცხუსა მას სულთასა, მაშინ წამსა შინა იყოს შეცვალებაჲ ყოველთაჲ.
    43.     და უწოდა ჟამსა მას მყისი და წამი თუალისაჲ.
    44.     ხოლო ოდეს ჴმა-ყოს საყჳრმან აღდგომისათჳს გამაღჳძებელმან მძინარეთამან, მაშინ დაშთომილნი ესე ცხორებასა ამას მსგავს იყვნენ განახლებულთა მათ აღდგომასა
    45.     და იქმნენ უხრწნელ, ოდეს სიმძიმე ესე ჴორცთაჲ ამათ არღარა შთაზიდვიდეს გუამსა ამას ქუეყანად.
    46.     არამედ შემძლებელ იქმნეს სიწულილადითა მით აჱრთა შინა სლვად,
    47.     აღტაცებული ღრუბლითა აერთა შინა და მიერითგან იყოფვოდიან მარადის უფლისა თანა.
    48.     უკუე ჰგებს ჟამი ესე სულგრძელებით აღორძინებასა კაცთასა, რამეთუ რომელნი-იგი არიან საზომსა აბრაჰამისსა მათგანნი, ინებეს,
    49.     რაჲთა მიხედონ კეთილთა მათ და ყოლადვე ეძიებდენ სადგურსა მას ზეცისასა, ვითარ-იგი იტყჳს მოციქული.
    50.     არამედ ჯერ-ერთ მეძიებელ-ღა არიან მადლსა მას, რამეთუ ღმერთმან იხილა წინაჲსწარითა ცნობითა და „უმჯობესი განიგულა
    51.     – ვითარცა თქუა მოციქულმან – რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ-იქმნენ“.
    52.     უკუეთუ იგინი მიიწევიან დაყოვნებასა შორსა მოსაგებელისასა, რომელთა-იგი იხილნეს კეთილნი იგი არა სასოვებით,
    53.     არამედ ვითარცა თქუა მოციქულმან, და შეიკრძალეს საშუებელი იგი მოსალოდებელი მინდობითა აღმთქუმელისაჲთა.
    54.     და რაჲღა-მე ვყოთ მრავალთა მათთჳს, რომელთა-იგი აქუს სასოვებაჲ რაჲმე კეთილთა მიმართ წარსრულთა ცხორებასა შინა სულისასა, რომელი-იგი წარსრულ არს?
    55.     და აღიარებს მიზეზსა მას სურვილისასა ფსალმუნსა შინა, რაჟამს-იგი თქუა:
    56.     „ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა დადგრომად ეზოთა შინა უფლისათა“.
    57.     რამეთუ ირჩია მივრდომაჲ სხუას.
    58.     რამეთუ თქუა სხუაჲ იგი, რომელ არს მათ შორის, რომელთა ირჩიეს დადგრომაჲ საყოფელსა ცოდვილთასა, ვიდრე ცხორებისა მის.
    59.     არამედ ამას ყოველსა ზედა მიწევნად იყვნეს და დაყოვნებასა და შევედრებად მას საყოფელსა.
    60.     და რამეთუ მცირედი საშუებელისაჲ მის უმჯობეს არს ათასისა წლისა ცხორებასა, „რამეთუ შჯობს დღჱ ერთი ეზოთა შინა შენთა, ვიდრე ათასთაჲ მათ“
    61.     და არა იყო გამოცხადებად განგებაჲ იგი, რომელი განიგულა და თქუა, ვითარმედ:
    62.     „სასოვებასა ამას ხოლო კეთილთასა შევედრებულ არიან კაცნი“ და ამისთჳს თქუა უკუანაჲსკნელ ფსალმუნსა შინა, ვითარმედ:
    63.     „უფალო, ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ“.
    64.     აწ უკუე არა ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა სულმოკლჱ ვიქმნნეთ დაყოვნებისათჳს, რომელსა-იგი ვესავთ,
    65.     არამედ მოსწრაფჱ ვიქმნნეთ, რაჲთა არა ვიპოვნეთ განსხმულ სასოვებისა მისგან ჩუენისა.
    66.     და ვითარცა თქუა ვინმე უცნობელმან, ვითარმედ ჟამსა ზაფხულისასა არნ სთულებაჲ ნაყოფთაჲ
    67.     და სავსჱ არიედ საუნჯენი და ტაბლასა აღემატის ყოველი საზრდელი კეთილი.
    68.     და რომელი ჰგონებდეს სიტყუასა ამას სისრულედ, არს იგი უგუნურ და ცოფ.
    69.     არამედ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა დავსთესოთ თესლი და წინა-ვიყოთ შემწეობაჲ, რომლითა განშუენდენ ნაყოფნი მისნი.
    70.     რამეთუ ჟამსა ენებოს იგი, გინა თუ არა ენებოს, მოწევნად არს ჟამსა თჳსსა;
    71.     და რაჲთა ზოგად იხილოს მან, რომელი-იგი განმზადებულ არს აღორძინებად ნაყოფთა მათ და რომელი-იგი დაშთომილ არს უქმად მას ჟამსა.
    72.     ეგრე-ცა მე ვჰგონებ, ოდესღა ცხად არს საქმჱ იგი აღდგომისაჲ, რაჟამს-იგი უფალი იტყჳს,
    73.     ვითარმედ მოვალს ჟამი შეცვალებისაჲ გამოძიებად ჟამთა, ვითარცა იტყჳს:
    74.     „არა არს თქუენდა ცნობაჲ წელთა [და] ჟამთაჲ.
    75.     და ნუ ჰგონებენ გონებანი უძლურნი მსგავსად უძლურებისა თჳსისა სასოვებასა მას აღდგომისასა,
    76.     არამედ იყავნ იგი გულს-მოდგინე სასოვებითა კეთილითა საქმეთაჲთა მომპოვნებელ მომავალთა მათ საშუებელთა.


23

     1.     და თქუა ოცდამეორისა თავისათჳს, მათთჳს, რომელნი იკითხვენ: უკუეთუ აღდგომაჲ კეთილ არს და ტკბილ,
    2.     რაჲსათჳს არა აწვე იქმნა, არამედ მოველით ჟამთა მრავალთა შემდგომად?
    3.     და უკუეთუ ვინმე თქუას, რომელნი ჰხედვენ განზოგებასა ამის სოფლისასა განგებულებასა ზედა თჳსსა,
    4.     რომლითა საცნაურ იქმნების სივრცჱ ჟამთაჲ, ვითარმედ ვერ ეგების,
    5.     ვითარმცა იყო პირველ მოჴსენებული ესე სარწმუნო და არცაოდეს დასცხრენ ესენი ძრვისაგან თჳსისა.
    6.     ამან განაცხადა, ვითარმედ ურწმუნო არს; რამეთუ ღმერთი არს, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ უპირადეს,
    7.     არამედ ვითარ გულისხმა-ვჰყოფთ, რამეთუ სიტყჳთა უფლისაჲთა დაემტკიცნეს საუკუნენი, ვითარცა თქუა მოციქულმან,
    8.     რამეთუ საჩინონი ესე ოდეს-მე იყვნეს უჩინო?
    9.     ამით-მე სარწმუნოვებითა შევიწყნაროთა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელსა იტყჳს,
    10.     ვითარმედ სოფელი ესე იძულებით მდგომარჱ არს, დავაცადოთ-მე-ა გამოძიებაჲ?
    11.     რამეთუ მუნ განსრულდა სარწმუნოვებაჲ ჩუენი გამოცხადებული მჴდომისაგან მისისა და დავაცადოთ ძიებაჲ მისი, რომელსა ვერ მივსწუდებით.
    12.     რამეთუ ადვილ იყო გამოძიებაჲ მრავალთა მათ მიზეზთაჲ და განმარტებად მათა მათთჳს, რომელნი აღიარებენ ამას.
    13.     და წინააღმდგომნი იგი შემძლებელ არიან დაჴსნად შრომით სარწმუნოვებისა, ვიდრემდის არღარა საგონებელ იყოს სიტყუაჲ იგი სოფლისა ამისთჳს ზრქელისა.
    14.     ჭეშმარიტ, რომელსა იტყჳან წიგნნი, ვითარმედ: ყოველივე ღმრთისა მიერ დაბადებულ არს.
    15.     რამეთუ რომელნი-იგი წინა-აღოდგებიან სიტყუასა მას, ესრჱთ იტყჳან,
    16.     ვითარმედ ნივთიერნი დაუსაბამო არიან ღმრთისა თანა.
    17.     და კუალად იტყჳან, უკუეთუ ღმერთი განმარტებული ბუნებაჲ არს თჳნიერ სიჴშოჲსა და რაოდენებისა,
    18.     არცა გუამ და არცა აგებულ და არცა შეცვულ მსგავსად გუამთა.
    19.     და ყოველი ნივთი საზღვრითა იცნობების და რომელი შევარდების საგრძნობელთა ქუეშჱ,
    20.     იცნობების ფერითა და გამოხატვითა და ძუალითა და სიმქისითა და სხუანი,
    21.     რომელნი საგრძნობელთა მიერ იცნობებიან, რომელ მათგანი ვერ ეგების ყოფად ბუნებასა შინა ღმრთისასა.
    22.     აწ ვითარ-მე ეგების უპოვნელთაგან ნივთნი იგი შეუცველთაგან და იქმნის იგი ბუნებად შეცვულად?
    23.     და უკუეთუ გულისხმა-ჰყოთ, ვითარმედ ესე მათგან არს, მოგესწავოს, ვითარმედ ესე მათ შინა პოვნილ არს სიტყჳთა მით გამოუთქუმელითა.
    24.     და უკუეთუ ნივთი მათგან არს, ვითარ-მე არს იგი უნივთო და არს მას შინა ნივთიერებაჲცა?
    25.     და ეგრეთვე ყოველნი არსნი, რომელთა მიერ გუეუწყების ბუნებაჲ იგი ნივთიერი.
    26.     და უკუეთუ არს ღმრთეებასა შინა ნივთიერებაჲ, ვითარ-მე არს იგი აუგებელ და მარტივ და განუწილებელ?
    27.     ვიდრემდის მოვიდეს სიყშოდ, რაჟამს არიან მისგან ნივთნი, ანუ იჯმნეს ამისგან და თქუას,
    28.     ვითარმედ სიყშოჲ ესე, რომელ არს ნივთი, გარეშჱთ მოიღო და შექმნნა მისგან დაბადებულნი ესე.
    29.     და უკუეთუ გარეშჱ არს ღმრთისა, უკუე არს იგი სხუაჲ რაჲმე თჳნიერ ღმრთისა საზომისა მისებრ თხრობისა საკუთართაჲსა.
    30.     და იყვნენ უკუე ორნი დაწყებანი დაუსაბამონი ერთბამად გულისხმის-საყოფელნი ერთბამად განგებითა განმზადებად.
    31.     და რომელსა ზედა შევლენ განბჭობანი და რომელსა ზედა აიძულოს სიტყუამან თქუმად ესრჱთ,
    32.     ვითარმედ დამბადებელსა ყოველთასა დაუსაბამოსა თანა იყო ნივთი იგი დაუსაბამოჲ,
    33.     ვითარ-იგი იტყოდა ბოროტი იგი მანინ, და მოიღებდა შანთსა მას ნივთისასა და ჰყოფდა წინააღმდგომად ღმრთისა.
    34.     და რაჟამს გუესმა ჩუენ წიგნისაგან, ვითარმედ ყოველივე ღმრთისა მიერ არს, გურწმენა.
    35.     და რაოდენ არა უფროჲს ღმრთისათჳს და არღარა გამოძიებად მისა, რამეთუ უზეშთაეს არს სიტყუათა ჩუენთა.
    36.     და რამეთუ უწყით, ვითარმედ ღმერთი ყოველსავე შემძლებელ არს და ყოველივე ძალ-უც
    37.     და რამეთუ შეცვალნეს ვითარებანი მსგავსად ნებისა თჳსისა, და ვითარცა შეუძლო ძალმან ღმრთისამან,
    38.     რომელ არარაჲსაგან დაჰბადნა დაბადებულნი და ეგრევე განამტკიცნეს არსნი, და შემძლებელ არს ძალი ღმრთისაჲ კუალად გებად.
    39.     და სარწმუნოვებაჲ ჩუენი არა არს შორს მას შინა ჭეშმარიტებისაგან.
    40.     რამეთუ შემძლებელ ვიყვენით დარწ...


24

    1.     და თქუა კ˜დ [თავსა] სიტყჳს-გებაჲ მათა მიმართ, რომელნი იტყჳან: „ნივთი დაუსაბამოჲ არს ღმრთისა თანა“
    2.     მათგან, ვერღარა იცნობის მითხრობითა.
    3.     და თითოვეული ვითარებისაგან საჩინო არს შანთისაგან მითხრობითა.
    4.     და მითხრობაჲ გონებითა და არა ჴორცთა მიერ.
    5.     და ვითარმცა სთქუ ძალთამე ცხოველთა შინა, გინა თუ ნერგთა, ანუ თუ სხუათა რომელთამე შინა,
    6.     რომელთაჲ-იგი დგომაჲ არს ნივთითა, რამეთუ ფრიად იხილო მათ შორის განყოფაჲ საზღვარსა შინა.
    7.     და თითოვეული მათი იცნობების, ვითარ არა შერეულ არს სხუასა მას,
    8.     რამეთუ საზღვარი ფერისაჲ სხუაჲ არს და შორავს საზღვარსა სიმძიმისასა
    9.     და კუალად საზღვარი შეხებისაჲ სხუაჲ არს, რამეთუ სილბოჲ და სიგრძოჲ და სხუანი ესევითარნი არა შეირევიან ურთიერთას
    10.     და არცა გუამითა საზღვარსა შინა მათსა.
    11.     რამეთუ თითოვეულსა მათსა საზღვარი აქუს გამოჩინებული, რაჲ-იგი არს
    12.     და არა შეერევის სხუასა, რომელნი სახილველ არიან მითხრობასა შინა ვითარებისასა.
    13.     რამეთუ ფერი გულისხმის-საყოფელ არს და სიკურივჱ საცნობელ არს.
    14.     და ვითარებაჲ და ნეშტი ყ~ლთა მათ თითოვეულთაჲ, რომელსაცა ჟამსა გამოეჴუას ერთი მათგანი ყოვლითა საზღვრითა,
    15.     გუამი იგი მიერითგან დაიჴსნების.
    16.     და აწ უწყით, რამეთუ ყოველი, რომელი მიიწიოს განყოფასა,
    17.     დაჰჴსნის გუამსა და შეერთებაჲ მისი შეამტკიცებს უეჭუელად.
    18.     და ვითარ-იგი ვერ დგას გუამი, რაჟამს განეშოვროს მას ფერი და სიმყარჱ და სიკურივჱ და ყნოსაჲ და სხეულებაჲ.
    19.     და ნეშტი იგი თითოვეულთაჲ მათ და თითოვეული მათი არა არს გუამ, ოდეს იპოვოს იგი მარტოდ.
    20.     არამედ ხილვაჲ ამათი გონებითა და ღმრთეებაჲ ბუნებასა შინა თჳსსა, კუალად გონებითა და არა თუალითა ძნიადღა სამჱ გულისხმა-ჰყო,
    21.     რაჲთა იყოს გონიერი ესე გარდამატებული დაბადებულ გონებისაგან ღმრთეებისა, რომელმან ქმნნა მიზეზნი ესე სიმტკიცედ გუამისა.
    22.     და არს გონიერი იგი გარეშჱ გონებათა მათ გულისხმის-საყოფელთა, დადგრომაჲ მისი შექმნა, რაჲთა იყოს შეერთებითა ერთი ერთისაჲთა.
    23.     არამედ ვყავთ ესე განგებით, რაჲთა არა კუალად ვაქციოთ სიტყუაჲ ჩუენი სარწმუნოვებისაგან,
    24.     რომელი გურწმენა, ვითარმედ ღმერთმან აღჰმართა სოფელი ესე არარაჲსაგან
    25.     და მერმე შეცვალოს იგი და მიაწიოს საზომსავე თჳსსა გარეშე ამისსა,
    26.     ვითარ-იგი გუესმის წიგნთაგან და უწყით თჳნიერ ყოვლისა ცილობისა.


25

     1.     და თქუა ოცდამეხუთესა თავსა, ვითარ შეიწყნარონ უვარის-მყოფელთა შჯულისათჳს თქუმული წიგნთაჲ აღდგომისათჳს
    2.     და ნუუკუე რაჟამს იხილნეს ვინმე ჴორცნი ესე დაჴსნილნი, და ამასვე ამსგავსოს ღმრთეებისა ძალი და იტყოდის,
    3.     ვითარმედ აღდგომაჲ ვერ შესაძლებელ არს, ვითარ იტყჳან ვინმეო.
    4.     არამედ ესე მისცემს მას მოსწავებასა ჭეშმარიტსა თქუმულისა
    5.     მისთჳს დასაჯერებელად სიტყუასა მთხრობელისასა.
    6.     და ჭეშმარიტებაჲ ამისი სიტყუათაგან თქუმულთა მისთა,
    7.     რომელნი თქუნა და საქმით აღასრულნა იგინი, ვითარ-იგი მან თქუა.
    8.     რამეთუ წიგნსა საღმრთოსა მრავალი სიტყუაჲ უთქუამს
    9.     და ამისთჳს ვცნით სიტყუაჲ იგი, ჭეშმარიტ-ძი არს ანუ ცრუ.
    10.     ეგრეთვე აღდგომისათჳს ვიხილოთ, უკუეთუ თქუმულნი იგი სხუანი ცრუ იყვნენ
    11.     და გარეშჱ სამართლისა ესეცა ვიდრემე ცრუ არიან.
    12.     და უკუეთუ სხუანი წამებენ ჭეშმარიტებასა თქუმულისასა გამოცდილებითა,
    13.     სხუაჲცა იგი ვიდრემე სარწმუნო-საყოფელ არს მითხრობისათჳს აღდგომისა.
    14.     და აწ მოვიჴსენოთ ერთი და მეორჱ პირველისა თქუმულისაგანი, რომელი ჭეშმარიტად განცხადნა,
    15.     და გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტ არს აღდგომისათჳს.
    16.     და აწ ვინ არა იცის ესე, ვითარმედ ძენი ღმრთისანი პირველად ელვიდეს მბრწყინვალედ ნათლითა
    17.     და ადგებოდეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და ვითარ-იგი იყვნეს მეფენი მათნი იერუსალჱმს და მტკიცჱ – ზღუდენი იგი მის ქალაქისანი?
    18.     და ვითარ-სახედ იყვნეს გოდლები იგი და სიდიდჱ იგი შენებულებისაჲ მის ტაძრისაჲ,
    19.     ვითარმედ მოწაფენიცა უფლისანი განკჳრვებულ იყვნეს და ევედრებოდეს უფალსა,
    20.     რაჲთა მიხედოს მას განკჳრვებით, ვითარ-იგი წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს.
    21.     ხოლო უფალმან აუწყა მათ, რაჲ-იგი ყოფად იყო შუენიერისა მისთჳს შენებულისა: ოჴრებაჲ და რაჲთურთით განქარვებაჲ.
    22.     ხოლო მათ უკჳრდა იგი.
    23.     და მერმე თქუა, ვითარმედ: მცირედ-ღა და არღარა დაშთეს მისგანი
    24.     და ჟამსა მას ვნებისასა შეუდგეს დედანი იგი, რომელნი ეგლოვდეს უმშჯავროსა საშჯელსა,
    25.     რომელი საჯეს ჰურიათა მის ზედა, რამეთუ არა იცოდეს მათ,
    26.     რომელი განგებულებაჲ ყოფად იყო მას შინა.
    27.     ხოლო უფალმან უბრძანა მათ, რომელი განგებულებაჲ ყოფად იყო მას შინა.
    28.     ხოლო უფალმან უბრძანა მათ, რაჲთა არა ტიროდიან მისთჳს,
    29.     რამეთუ არა ჯერ-იყო მისთჳს ტირილი, არამედ რაჲთა დააცადონ გლოვაჲ იგი და ტირილი ვიდრე ჟამადმდჱ.
    30.     და რაჟამს შევარდეს ქალაქი იგი ჴელთა მტერთასა, რომელნი-იგი გარჱ-მოადგეს
    31.     და იყო დაწყებაჲ შეხუდომისაჲ მათისაჲ ნატრაჲ მათი, რომელნი-იგი არა შობილ იყვნეს.
    32.     და აჴსენა დედაკაციცა იგი, რომელმან შეჭამა შჳლი თჳსი და ვითარ-იგი თქუა,
    33.     რამეთუ: „მუცელი იგი, რომელსა არა უშობიეს, ნეტარ არს“.
    34.     და აწ სადა არს მეფობაჲ იგი, გინა ტაძარი, გინა ზღუდენი და კოშკები იგი მაღლები?
    35.     ანუ სადა არს ძლიერებაჲ იგი ისრაჱლთაჲ?
    36.     არა ყოველნივე განბნეულ არიანა კიდეთა ქუეყანისათა და სიუჴმრითა მათითა აღოჴრდა მეფობაჲცა მათი?
    37.     და მე ესრჱთ მგონიეს, ვითარმედ უფალმან აუწყა,
    38.     თუ ესე და მსგავსნი ამისნი ყოფად არიან არა თუ ძალისათჳს ყოფადთაჲსა,
    39.     რაჲ-მე-მცა სარგებელი აქუნდა ამისგან მსმენელთა, რამეთუ უნებლიაჲ[თ]ცა ყოფად იყვნეს იგინი?
    40.     არამედ უსწრეს გამოცდილებითა, დაღაცათუ არა მეცნიერებით ყვეს იგი, არამედ რაჲთა ჰრწმენეს, რომელი-იგი უფროჲს არს მისა.
    41.     რამეთუ წამებაჲ ამისი საქმით მოასწავებს სხჳსა მის სიმართლესა,
    42.     ვითარცა-სახედ რაჟამს არნ ვინმე კაცი ქუეყანის-მოქმედი და უთხრობნ სხუასა ვისმე,
    43.     რომელმან არა იცინ ძალი ყანისაჲ, ხოლო მან არა შეიწყნარის იგი თხრობითა მისითა.
    44.     მაშინ კმა არნ ქუეყანის-მოქმედისა მის,
    45.     უკუეთუ უჩუენოს მას ერთითა მარცულითა საწყაულისა ერთისა მოდისაგან სიმრავლჱ სიტყუათა მისთაჲ,
    46.     რაჲთა ოდეს ცნას ძალი ერთისა მის მარცულისაჲ, ცნას ძალი ყოვლისა მის თესლისაჲ, რომელ არნ მოდსა მას შინა.
    47.     რამეთუ რომელმან იხილოს მარცუალი იფქლისაჲ, გინა თუ ქრთილისაჲ გინა სხჳსა რაჲსმე,
    48.     და ცნას, რამეთუ შემდგომად ურნატსა შთავრდომისა იქმნეს იგი თავ.
    49.     და ესრეთვე ყოველი იგი არნ.
    50.     ეგრეთვე ერთისაცა წამებაჲ კმა არს ყოფილისაჲ აღდგომისათჳს.
    51.     და აწ ჰამბავი აღდგომისაჲ ჩუენ თანა საქმით უფროჲს არს, ვიდრე სიტყჳთ.
    52.     და რაოდენ უფროჲს საკჳრველებაჲ აღდგომისაჲ დიდ არს და ვერ დასაჯერებელ!
    53.     ამისთჳს იწყო მას (!) უფალმან საკჳრველებათაგან მცირეთა,
    54.     რაჲთა შეაჩუ(ინ)ნეს გონებანი ჩუენნი დიდ-დიდთა საკჳრველებათა.
    55.     და ვითარცა დედაჲ რაჲ ზრდინ ყრმასა ჩჩჳლსა, და ვიდრე პირი მისი ჩჩჳლ და ნელ არნ,
    56.     სძესა აწოვებნ მას, და რაჟამს კბილთა აღმოსლვად იწყიან, მოართჳს მას პური ტფილი და არა მაგარი,
    57.     რაჲთა არა ავნოს სასასა მისსა სიმქისემან მისმან უჩუეველობისა მისისაგან,
    58.     არამედ დაუცოხნის იგი პირითა თჳსითა, ვიდრემდის განმარჯუდის იგი საჭმლად მსგავსად ძალისა მის მჭამელისა.
    59.     და მერმე იწყის ჭამად ჴმელისა განსრულებასა ძალისა მისისასა.
    60.     ესრჱთვე აღზარდა უფალმან უძლურებაჲ კაცთა სულისაჲ საკჳრველებითა
    61.     და შეზღუდა იგი განზრდითა, ვითარცა ყრმაჲ მცირჱ და უსრული.
    62.     და პირველად სნეულისა მიერ წარწირულისა იწყო მოსწავებაჲ აღდგომისაჲ და დიდ იყო საკჳრველებაჲ იგი,
    63.     არამედ არავე ჩნდა საკჳრველად მისთჳს, ვითარცა-იგი ფრიადი მჴურვალებაჲ, რომელი იყო სიდედრსა თანა პეტრჱსსა.
    64.     და მყის უჩინო-იქმნა იგი მისგან შემდგომად წარსლვისა და სიკუდილდ მიახლებისა,
    65.     ვიდრემდის აღდგა იგი და ჰმსახურა ყოველთა, რომელნი იყვნეს მუნ.
    66.     და მცირჱდ შემდგომადრჱ მისა შესძინა ძალსა ძისა მისთჳს მდიდრისა,
    67.     რაჟამს განწირულ იყო იგი სენისა მისგან წინაშე თუალთა ერისა მისისათა და მიახლებულ სიკუდილად.
    68.     ხოლო მამაჲ მისი ღაღადებდა, ჴმობდა და ევედრებოდა, რაჲთა იწრაფოს გარდამოსლვად, ვიდრე არღა მომკუდარ იყო ყრმაჲ იგი.
    69.     და მან აღადგინა ყრმაჲ იგი, რომელი მიახლებულ იყო სიკუდიდ.
    70.     და ესე უფროჲს განსაკჳრვებელ, რამეთუ შორს იყო ადგილისა მისგან
    71.     და მიერ მიავლინა მისა სიცოცხლჱ სიმდიდრითა ჴელმწიფებისა მისისაჲთა.
    72.     და კუალად შეუდგს მას უმაღლესი საკჳრველებაჲ,
    73.     რომელი-იგი აჩუენა მისლვაჲ ასულისა მის მთავრისა
    74.     და დაეყენა მისა მისლვად ნებსით თჳსით, რაჲთა გამოცხადნეს განკურნებაჲ იგი,
    75.     რომელი უჩინო იყო, სისხლისა მის მცენარისაჲ და რაჲთა სნეულისა მისცა სიკუდილი განსრულდეს.
    76.     და ვითარ განეშოვრა სული ჴორცთა, მოიწია ჟამი ტყებისაჲ,
    77.     გლოვისაჲ და ტირილისაჲ სიკუდილისა მისისათჳს,
    78.     უბრძანა ქალსა მას და ცოცხალ-იქმნა ბრძანებითა მისითა, ვითარცა ვინ აღდგის ძილისაგან.
    79.     და ამას ყოველსა შინა მიჰყვანდა და მოასწავებდა უმაღლესსა გზასა უძლურებასა ნათესავისა კაცთაჲსასა.
    80.     და შემდგომად მისა აღმაღლდა საკჳრველებითა და უფროჲსითა საქმითა,
    81.     რაჲთა გაუადვილოს კაცთა სარწმუნოვებაჲ აღდგომისაჲ.
    82.     და კუალად წიგნი გუაუწყებს ჩუენ ქალაქსა ერთსა ქუეყანასა იუდაჲსსა,
    83.     რომელსა ჰრქჳან ნაიმ, რომელსა შინა იყო ყრმაჲ, ძჱ დედაკაცისა ქურივისაჲ
    84.     და ყრმაჲ იგი იყო განსრულებულ ჰასაკსა მამაკაცობისასა, რამეთუ წიგნი ჭაბუკად იტყჳს მას.
    85.     და წერილი მცირედითა სიტყჳთა მრავალსა გუაუწყებს,
    86.     ხოლო მოთხრობაჲ მოასწავებს დიდძალსა მწუხარებასა და გლოვასა.
    87.     რამეთუ იყო დედაჲ იგი მკუდრისაჲ მის ქურივ.
    88.     და აწ არა ჰხედავა, ვითარ დიდი იგი შეხუდომაჲ შემოკლებულად მოასწავა წიგნმან
    89.     და რაჲ არს ძალი მისი? რამეთუ არღარა აქუნდა დედაკაცსა მას სასოვებაჲ სხჳსა ძისა შობისაჲ
    90.     და ნუგეშინის-მცა-იცა მწუხარებისა მისგან, რამეთუ დედაკაცი იგი ქურივ იყო და სხუასა არავის ჰხედვიდა და იყო იგი მხოლოდშობილი მისი.
    91.     ამისთჳსცა შეხუდომაჲ იგი მისი იყო დიდ და საჩინო ყოველთათჳს, რომელნი არა უცხო არიან ბუნებისასა
    92.     და არცაღა სადა სხუაჲ ეშვა დედაკაცსა მას გარეშჱ მის ყრმისა და მისდა ოდენ ეწოვნა სძჱ.
    93.     და იგი იყო სანთელი ტაბლისა მისისაჲ და განმცხრომელი.
    94.     და იგი იყო შემამკობელი ფოლოცთაჲ ყოვლითავე, ხილვითა მარილოვან იყო იგი, რამეთუ მარტოჲ ესუა იგი დედასა მისსა.
    95.     და ამისთჳს აყენებდეს უფალსა განსლვად გალილეად, რამეთუ ჰურიასტანელთა ეპყრა ჴელმწიფებაჲ მის ჟამისაჲ.
    96.     და წარიყვანნეს მოწაფენი უფლისაგან, რაჲთა გულისხმა-ყონ დასაბამი სრულისა აღდგომისაჲ ბეთანიას.
    97.     და შემდგომად ოთხისა დღისა ლაზარეს სიკუდილისა და აღსრულებისა ყოვლისავე,
    98.     რომელი ჯერ-არს მკუდარსა ზედა – სახუეველითა შეხუევაჲ და დადებაჲ საფლავსა,
    99.     და მიიწინეს ჴორცნი იგი განრყუნად და დაჴსნად.
    100.     და განიხრწნნეს მიწასა შინა და დაჰჴსნდეს ჴორცნი.
    101.     და იყო საქმჱ იგი დიდი ჟამსა ბუნებისა დაჴსნისასა მძლავრობით.
    102.     მაშინ საქმჱ ყოველთა ადგომისაჲ, რომელი არღა სარწმუნო იყო, იქმნა ცხად საჩინო,
    103.     რამეთუ არღარა ფიცხლისა სალმობისაგან აღადგინა იგი,
    104.     გინა თუ რომელი-იგი სიკუდიდ მიცემულ იყო, აღადგინა იგი,
    105.     და არცაღა მცირჱ ქალი მომკუდარი აღდგების და არცა ვითარ-იგი ჭაპუკი,
    106.     რომელი საფლავად მიაქუნდა და განთავისუფლებული აღდგა იგი,
    107.     არამედ კაცი, რომელი საფლავსა შინა იდვა მკუდარი და დაჴსნილი და განრყუნილი,
    108.     ვიდრემდე თჳსნიცა იგი მისნი არა ადგილ-სცემდეს უფალსა,
    109.     რაჲთამცა მიეახლა საფლავსა მყრალობისა მისთჳს, რომელი იყო საფლავსა შინა.
    110.     და ესე ერთითა ჴმითა განცხოველდა და ცხოვნდა და ჭეშმარიტ იქმნა ჰამბავი მკუდართა აღდგომისაჲ.
    111.     და ესე არს საქმჱ სათანადოჲ ყოველთა მოსალოდებელი, რომელი ერთსა ამას ზედა ვიხილეთ.
    112.     და ვითარცა-იგი ყოველთასა მას ზედა აღდგომასა სიტყჳსაებრ მოციქულისა ყოფად არს:
    113.     „გარდამოჴდეს უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა და ელვითა,
    114.     და აღადგინნეს მკუდარნი უხრწნელებად“,
    115.     ეგრეთვე აწ ბრძანებით, ჴმითა, მიცემულმან საფლავად,
    116.     ვითარცა ძილი, ეგრჱთ განიშოვრა სიკუდილი და განიყარა რყუნილებაჲ,
    117.     რომელი დაცემულ იყო მის ზედა სიკუდილისაგან.
    118.     სრული, მრთელი აღემართა საფლავისაგან
    119.     და ვერ დააყენეს იგი გამოსლვად კრულებამან ჴელთა და ფერჴთა მისთამან.
    120.     და აწ მცირჱ გგონიესა ესე დამტკიცებისათჳს მკუდართა აღდგომისა,
    121.     ანუ გიჴმს-ღა კუალად სხუაჲცა წამებაჲ ამისთჳს?
    122.     არამედ მგონიეს, ვითარმედ არა ცუდად ითქუა კაფარნაომს სიტყუაჲ იგი პირისაგან უფლისა კაცთა მიმართ,
    123.     რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ მრქუათ სამჱ იგავი ესე: „მკურნალო, განიკურნე ...


26

     1.     და თქუა კ˜ვ: თავსა, რამეთუ აღდგომაჲ არა თუ თანა-მდებ არს
    2.     ჰნებავს ამით სიტყუაჲ აღდგომისათჳს დაჴსნად.
    3.     და რამეთუ ვერ შესაძლებელ არსო, რაჲთა კუალად-აგოს ღმერთმან კაცისაჲ ყოველი ასოჲ,
    4.     რომელი აქუნდა მას საკუთრად თითოვეული იგი ადგილსა თჳსსა, ვითარ-იგი იყვნეს პირველად.
    5.     ხოლო ჩუენ მცირედითა სიტყჳთა დავჰჴსნეთ ცუდი იგი მრავლისმეტყუელებაჲ მათი,
    6.     რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარწმუნო არს სიტყუაჲ მათი.
    7.     ხოლო ჩუენ ვიტყჳთ და აღვიარებთ, ვითარმედ გუამნი დაჴსნად არიან და მიწევნად არიან,
    8.     ვინაჲ-იგი იქმნა აგებულებაჲ მისი, და რამეთუ ქუეყანისაჲ მიიქცეს ქუეყანადვე, ვითარცა თქუა წიგნმან.
    9.     და ჰაერი და წყალი შეერთოს მსგავსსავე თჳსსა,
    10.     დაღათუ მჴეცთაგან შეჭმულ იქმნა, გინა თუ თევზთა, და შეერია ჴორცი იგი კაცისაჲ ჴორცთა მათთა
    11.     და მერმე იქმნა მიწა და ნაცარ ცეცხლისაგან.
    12.     და ყოველი, რომელი აჴსენეს ესევითარი,
    13.     ყოველნივე ესე სოფელსა ამას შინა განბნეულ არიან
    14.     და არა გარეშჱ სოფლისა, არამედ ამასვე სოფელსა შერთულ არიან.
    15.     ხოლო საღმრთოჲ იგი წიგნი იტყჳს,
    16.     ვითარმედ სოფელი ესე ყოვლითურთ ნებსა შინა თუალისასა დამტკიცებულ არს.
    17.     და აწ უკუეთუ შენ უწყი, რაჲ-იგი გიპყრიეს მჭელითა შენითა,
    18.     ვითარ ჰგონებ უუძლურესმცა იყოა ძალი ღმრთისაჲ ძალსა შენსა
    19.     და ვერმცა გულისხმა-ყოა, რაჲ-იგი უპყრიეს ნებსა შინა ღმრთეებისა თჳსისასა?


27

    1.     და თქუა ოცდამეშჳდესა თავსა, რამეთუ ეგების, რაჲთა კუალად ეგნენ გუამნი კაცთანი ოთხთა მათგან ნივთთა
    2.     ქუეყანისათა შემდგომად დაჴსნისა მათისა და განიყვნენ ერთსახენი თითოვეულად ნაწილად ყოველთაგან
    3.     ნუუკუე ჰგონებდე, რაჟამს იხილნე სტჳქისნი ამის სოფლისანი,
    4.     ვითარმედ იწრო რაჲმე არს კუალად მოქცევაჲ აერისაჲ მის,
    5.     რომელი იყო ჩუენ შორის აერად და სიმჴურვალჱ სიმჴურვალედ და ნოტიაჲ ნოტიად და ეგრეთვე ქუეყანაჲ ყოველი,
    6.     თითოვეული მოყუსისა თჳსისა, ვიდრემდის მოიქცენ ადგილადვე თჳსა საკუთარი იგი სათანადოჲსაგან.
    7.     და ნუ გულს-ეტყჳ სახისა ამისთჳს და საქმისა, რომელსა ჰხედავ კაცთა თანა,
    8.     რამეთუ ესე არს ზეშთა-ექმნების განსაზღვრებულთა მათ ძლიერთა ღმრთისაგან.
    9.     და მე მიხილავს საყოფელსა კაცთასა სამწყსოჲ ცხოვართაჲ, გინა თუ სხუათა ცხოველთაჲ, ერთად შეკრებული მწყემსთა მრავალთაჲ.
    10.     ხოლო რაჟამს ჴამნ განრჩევაჲ თითოვეულისა სამწყსოჲსაჲ თესლად-თესლადთაჲ მათ პირუტყუთაჲ,
    11.     მაშინ ადვილად განარჩიიან ჩუეულებისაებრ თჳსისა და ნიშანთა მათ დაბეჭდვითა.
    12.     რომელნი არიან მათ თანა, დაადგრის თითოვეულსა მათგანსა საკუთრებაჲ თჳსი.
    13.     და უკუეთუ შენ გამოსახო ესე თავისა შენისათჳს, არავე შესცთე ჭეშმარიტებისაგან,
    14.     რამეთუ სულსა აქუს მიდრეკაჲ და მიდევნებაჲ და ნათესაობაჲ ჴორცთა მიმართ, რომელთა შინა მყოფ იყო.
    15.     და შეყოფაჲ იგი წულილადი ბუნებით იყო მეფობისა მისთჳს
    16.     და მკჳდრობისა მისისა მათ შინა და ნიშანთა მათგან ბუნებითთა,
    17.     რომელსა შინა განეყოფვის საკუთრებაჲ სათანადოჲსაჲ, იცნის და მიაგის.
    18.     და აწ ვინაჲთგან სული მოიზიდვის ჴორცთაგან,
    19.     კუალად ყოვლითურთ საკუთრებით მისით და ნათესაობით, აწ უკუე რაჲმე იწროვება არსა ძალისა...
    20.     ...მას დამბადებელისასა.
    21.     და ამისა მოწამე არს ხილვაჲ იგი ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ,
    22.     ვითარცა ქუეყანამან რაჲ ადვილად აღმოაცენნის მცენარენი თჳნიერ შრომისა და ჭირისა,
    23.     არა იძულებით იფქლი გინა თუ სხუაჲ რომელივე (!) თესლი,
    24.     რომელი ვერ იმსახურების მწუანვილად გინა თუ ჴმელად საჴმრად ჩუენდა საზრდელისათჳს.
    25.     და შეიცვალებინ იგი ჟამსა აღორძინებისასა,
    26.     ვითარ-იგი აღემატებინ ქუეყანით დგომასა შინა მისსა მყარად
    27.     და რომელიმე ღრუდ, და არნ საზრდელი იგი აღმოცენებული მრავალფერი აღმოცენებულ სიჴმელისაგან ქუეყანისა და სინოტიისაგან წყლისა.
    28.     და მერმე მოიღის თითოვეულმან სახჱ ბუნებისა თჳსისაჲ
    29.     და განიყვის მრავალ-სახედ და მრავალ-ფერად.
    30.     აწ უკუეთუ თითოვეული მცენარეთაჲ მათ იზარდების ნოტიისაგან და ქუეყანისა
    31.     და თითოვეული მათგანი შემძლებელ არს მოზიდვად და მოყვანებად მათა ბუნებად თჳსისა სიორძილისათჳს
    32.     და ნაყოფიერებისა, მაშა რაჲ საკჳრველ არს სიტყუაჲ ჩუენი აღდგომისათჳს ყოველთა კაცთაჲსა,
    33.     ვინაჲთგან სახედ მისა არს სახჱ თესლთაჲ მათ მცენარეთაჲ,
    34.     რომელნი-იგი მიიზიდვიან ბუნებათაგან თჳსთა?


28

     1.     და თქუა კ˜ჱ თავსა მათთჳს, რომელნი იტყჳან, ვითარმედ სულნი დაებადნეს უწინარჱს ჴორცთა, გინა თუ ჴორცნი უწინარჱს სულთა,
    2.     და დაჴსნაჲ სიტყჳსა მათისაჲ, რომელნი დაამტკიცებენ, ვითარმედ სულნი დაადგრენ მრავალთა შინა გუამთა]
    3.     და არათუ გარეშჱ არს მეცნიერებისაგან გამოცდილებისა,
    4.     რომელი-იგი შესაკრებელთა შორის სულისათჳს და ჴორცთაჲსა.
    5.     რამეთუ ჰგონებდეს რომელნიმე უწინარჱსნი ჩუენსა დაწყებასა სიტყუათა მათთასა,
    6.     ვითარმედ სულნი შეკრებულნი არიან საქმესა შინა განთჳსებულსა საკუთრად
    7.     და ამას ზედა დაებადნეს.
    8.     და რამეთუ საგონებელ არიან კეთილისა და ბოროტისა ქუეშჱ ყოფად.
    9.     ხოლო ვიდრემდის ეგოს სული კეთილსა შინა,
    10.     უკუე არს იგი შორს შერევისაგან ჴორცთაჲსა.
    11.     არამედ ოდეს გარდაჰჴდის კეთილისა მისგან, მიდრკის ჴორცთა საქმესა,
    12.     მოიცალის ესევითარსა სადგურსა და კუალად სხუათა.
    13.     რაჟამს ესმა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მოსჱსი დაბადებისათჳს კაცისა, თქუეს,
    14.     ვითარმედ ჴორცნი უპირადჱს არიან სულისა ჟამთა შინა,
    15.     რამეთუ დასაბამად მოიღო ღმერთმან მიწაჲ ქუეყანით და შექმნა იგი კაცად
    16.     და მერმე-ღა შთაჰბერა სული ცხოველი.
    17.     და ამის გამო უპირადჱსობაჲ მისცეს ჴორცთა,
    18.     ვიდრე სულსა წინადაბადებულობისა მიზეზითა.
    19.     რამეთუ იტყჳან, ვითარმედ სული ჴორცთათჳს დაებადაო,
    20.     რაჲთა არა იყვნენ ჴორცნი უძრავ თჳნიერ საშუმინველისა და სულისა.
    21.     და ყოველი, რომელი რაჲსათჳსმე დაებადოს, უდარჱს არს პატივითა,
    22.     ვითარცა იტყჳს წმიდაჲ სახარებაჲ, ვითარმედ:
    23.     „სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა“.
    24.     რამეთუ ესენი მათთჳს დაებადნეს, რამეთუ ყოფამან ამათმან ყვნა იგინი.
    25.     ხოლო ვინაჲთგან ორნი ესე სიტყუანი აცილობენ ურთიერთას და საეჭუელ არიან და არღა ჩანს,
    26.     რაჲ-იგი არს ჭეშმარიტი შორის მათსა, ვიტყჳ, რომელთა-იგი თქუეს,
    27.     ვითარმედ სულნი არიან საქმესა შინა მარტოდ განსაკუთრებულ,
    28.     და კუალად რომელნი-იგი ჰგონებდენ, ვითარმედ ჴორცნი უპირადჱს იყვნეს სულთა.
    29.     აწ ჩუენ თანა-გუაც, რაჲთა არაჲ დაუტევოთ თჳნიერ გამოძიებისა
    30.     და გამოცხადებისა შორის ორთა მათ ცილობათა წულილად გამოკულევითა
    31.     და ვრცელად განმარტებითა, რომლისათჳს გჳჴმს სიგრძოჲ ჟამისაჲ
    32.     და განმრავლებაჲ სიტყჳსაჲ.
    33.     ხოლო ჩუენ შემოკლებით, მსგავსად ძალისა ჩუენისა, გამოვაცხადოთ მისთჳს
    34.     და მერმჱ ვიწყოთ ხილულისა მისთჳს ჩუენ მიერ, რომელ არს მას შინა ჭეშმარიტებაჲ.
    35.     ხოლო მეტყუელნი იგი პირველისა მის სიტყჳსანი, რომელსა დაამტკიცებენ,
    36.     ვითარმედ სულნი უწინარეს არიან ჴორცთასა,
    37.     არა განშოვრებულ არიან იგინი სიტყჳთა ჟამთა შინა მეტყუელთა მათგან,
    38.     რომელნი იტყჳან, ვითარმედ სულნი მიიცვალებიან მრავალთა შინა გუამთა.
    39.     და უკუეთუ სადამე ვინმე გამოეძიებდეს გამოწულილვით სიტყჳთა შორის ორთა მათ ცილობათა,
    40.     პოვოს სიტყუაჲ მათი მიდრეკილ ჭეშმარიტებისაგან,
    41.     რამეთუ ერთმან ვინმე მოძღუართაგანმან თქუა,
    42.     ვითარმედ კაცმან ვინმე შეიმოსა გუამი დედაკაცისაჲ და აღფრინდა იგი მფრინველთა თანა
    43.     და აღმოსცენდა მდელოთა თანა და იქმნა ცხორებასა შინა თევზთასა.
    44.     და მე ესრჱთ ვჰგონებ,
    45.     ვითარმედ ჯეროვნად მოგჳთხრა სიტყუასა მას შინა თჳსსა შესატყუებელი უგუნურებისა თჳსისაჲ.
    46.     რამეთუ ესე სიტყუაჲ მსგავს არს ჟღავილსა მყუართასა და ჩხიკუთასა და უტყუებასა თევზთასა და უიცებასა მცენარეთასა.
    47.     და ესე ცთომაჲ მიზეზ-ექმნა ესევითარისა მომგონებელთა, ვითარმედ სულნი უპირადეს არიან ჴორცთასა.
    48.     ხოლო უკუეთუ სული იგი, რომელი სულიერ არს მიდრეკითა მისითა სიზრქესა ბოროტისასა, იქმნა იგი გუამსა შინა ჴორცთასა.
    49.     და გუამი იგი ჴორციელი უმოწრაფჱს არს ვნებათა მიმართ უფროჲს ბუნებისა მის სულიერისა უჴორცოჲსა,
    50.     რომელმან-იგი აიძულის მიზეზთა ცოდვისათა მრავლითა მიცვალებითა მისითა გუამითი გუამად.
    51.     და იყომცა შეკუეთებულ ცოდვასა უკუანაჲსკნელ უფროჲს პირველისა,
    52.     რამეთუ სენი სულისაჲ კაცობრივისაჲ მიმსგავსებულ არს პირუტყუთა,
    53.     რაჲთა იყოს უეჭუელად მახლობელ ბუნებასა პირუტყუთასა და მიცვალებასა მას პირუტყუებისაგან პირუტყუად.
    54.     უკუე დაუცადებელ ვიდრემე არს ბოროტსა შინა მ~ს,
    55.     რამეთუ დაცხრომაჲ ბოროტისაჲ დაწყებაჲ არს სათნოვებისაჲ და პირუტყუთა შორის სათნოვებაჲ არა იპოვების.
    56.     აწ უკუე სული ვიდრემე მიიცვალების მარადის ბოროტისა მიმართ მიცვალებითა მისითა მარადის უდარჱსსა ბუნებისასა,
    57.     რომელსა შინა არს და ვითარცა-იგი გრძნობადი უდარჱს არს ძალსა მეტყუელებისასა,
    58.     ესრეთვე ძალი იგი მათი, რომელთა არა აქუს გრძნობაჲ, არიან იგინი უმრწემჱს მგრძნობელთა,
    59.     ხოლო რომელი ისწავებდეს სიტყუათა მათთა და თარგმანებდეს, მიიცვალებდეს იგი ზრქელითი ზრქელად.
    60.     და რამეთუ დასასრული სიტყჳსა მათისაჲ მოასწავებს განრყუნილებასა სულისასა ყოვლითურთ,
    61.     რამეთუ სული, რომელი განვიდის წესისაგან თჳსისა და იქმნის იგი შესატყუებელ ბოროტისა,
    62.     არა დასცხრის იგი, არამედ იცვალებინ იგი ადგილითი ადგილად.
    63.     და დასასრული მისი არნ ხრწნილებაჲ მეტყუელებისაგან პირუტყუებად
    64.     და პირუტყუებისაგან მიიწიოს მოკლებასა გრძნობისასა.
    65.     და დაეახლოს უგრძნობელთა მათ მცენარეთა უსულოთა და მერმე არღარა იპოვოს მათ შორის არსებაჲცა.
    66.     და ვითარ იგინი ბრძნობდენ მუნ, ავნებდენ სულსა,
    67.     სადა არა არს გზაჲ მისი,
    68.     რამეთუ არა ღონჱ აქუს მას კუალად ქცევად პატივსავე თჳსისა კეთილისასა.
    69.     და აწ მოასწავებს სიტყუაჲ მათი, ვითარმედ ცხოველებაჲ მცენარეთა შინა უზეშთაეს არს ვიდრე ცხოველებაჲ გუამსა შინა კაცისასა
    70.     და გამოაცხადა სიტყუამან მათმან, ვითარმედ სული სრბასა მას შინა თჳსსა დაემჴუას დაღონებით ქუჱ,
    71.     ვიდრემდის მიიწიოს იგი განქარვებად.
    72.     და აწ სიტყჳსაებრ მათისა უეჭუელად ანუ დაიწუას სული მცენარეთა თანა,
    73.     ანუ თუ კუალად აქციონ იგი ცხორებასა კაცობრივსა ცხორებისაგან მცენარეთაჲსა,
    74.     ანუ განაცხადონ, ვითარმედ ცხორებაჲ მცენარებრი უმჯობჱს არს ცხორებასა მას სულიერსა,
    75.     ვინაჲცა იგი გარდამოვარდა.
    76.     და კუალად მივიდეს მუნით უმჯობჱსსა მას.
    77.     და აწ სიტყუაჲ მათი დაუდგრომელ არს და დაუმტკიცებელ არს,
    78.     რომელნი იტყჳან, ვითარმედ იყვნეს სულნი უწინარჱს ჴორცთაო
    79.     და რამეთუ სულნი მიდრეკითა მათითა ბოროტად იქმნნეს ჴორცთა შინაო.
    80.     ხოლო რომელნი იტყჳან, ვითარმედ სული დაებადა შემდგომად ჴორცთაო,
    81.     სიტყუაჲ უკუე ჩუენი დამჴსნელ არს სიტყჳს-გებათა მათთა პირველთა მათ სიტყჳს-გებათა ჩუენთა მიერ.
    82.     ხოლო სიტყუანი მათნი დაჴსნილ არიან და შეუწყნარებელ ყოვლით კერძოვე.
    83.     არამედ ჭეშმარიტი იგი სიტყუაჲ და სარწმუნოჲ,
    84.     რომელი შორის ორთა მათ სიტყუათა მდგომარჱ არს და წინა-აღმდგომ,
    85.     ესე იგი არს, რომელსა ვიტყჳთ,
    86.     ვითარმედ სული არათუ სიმძიმისა და მიდრეკისა მისისათჳს მიიცვალა ჴორცთა შინა და არცა კუალად ვიტყჳთ,
    87.     ვითარმედ შემდგომად ჴორცთა დაებადა სული, არამედ დაებადა კაცი ერთბამად ბუნებიერად.


29

     1.     და თქუა ოცდამეცხრესა თავსა გამოძიებაჲ, რომელი მოასწავებს, ვითარმედ სულისა და ჴორცთა არსებაჲ შეერთებულ არს
    2.     და კუალად ნუ ვინმე ჰგონებდეს სიტყჳსაგან ჩუენისა,
    3.     ვითარმედ კაცი პირველ დაებადა სახჱდ კერპისა და მისთჳს შეუდგინა დაბადებაჲ სულისაჲ.
    4.     და უკუეთუმცა ესე ესრჱთ იყო, ბუნებაჲმცა თიჴისაჲ ვიდრემე უზეშთაეს იყო ბუნებასა მას გონიერსა?
    5.     ხოლო აწ კაცი ერთ არს ბუნებით მდგომარჱ სულისაგან და ჴორცთა, რომლისა დაწყებაჲ შემტკიცებისა მათისაჲ ერთ არს,
    6.     რაჲთა არა იყოს კაცი უწინარჱს თჳსა და უაღრჱს თჳსა, ვინაჲთგან გუამი მცენარეთაჲ უპირადესი არს სულიერსა.
    7.     არამედ კუალად ვიტყჳთ, ვითარ-იგი პირველ ვთქუთ,
    8.     ვითარმედ ღმერთმან ძლიერებითა თჳსითა დაჰბადა კაცი ყოვლითურთ განსრულებული,
    9.     ვითარცა წამებს წიგნი, ვითარმედ „ღმერთმან იცის ყოველი პირველ დაბადებამდჱ“.
    10.     და რაჟამს დაჰბადა, ნაწილეულთა მათ არა უწინა-ყო ერთი ერთისაგან,
    11.     არა წინა-ყო სული გუამისაგან და არცა გუამი სულისაგან,
    12.     უკუეთუ არა იყომცა კაცი წინააღმდგომ სულისა თჳსისა, გინა თჳსებითა მით და განყოფითა ჟამთაჲთა.
    13.     ხოლო ვინაჲთგან მრჩობლ არს დაბადებულებაჲ ჩუენი გარეშჱთ და შინა კერძოჲთ,
    14.     უკუეთუ ერთი ერთსა უწინარჱს არს, უკუე ვიდრემე ძალი დამბადებელისაჲ არა სრულ იყო მას შინა,
    15.     რამეთუ დაშთა იგი თჳნიერ სრულებისა და განიყო შრომაჲ მათი განზოგებითა საქმისაჲთა.
    16.     და ვითარცა-იგი მარცუალსა იფქლისასა, გინა თუ სხუათა თესლთასა, არს ძალი გამოღებად თავისა,
    17.     რომელი იხილვებინ სესტჳთურთ და გოჯებით, ფურცლითურთ და თესლით ფხიერად, და არავინ თქუას,
    18.     ვითარმედ საზღვარსა შინა ბუნებისა თჳსისასა უწინარჱსებაჲ რაჲმე აქუს ერთსა ერთისაგან,
    19.     არამედ გამოჩნდის წესითა თჳსითა და გამოჩინებაჲ იგი მისი არნ გზასა ზედა ბუნებისა თჳსისასა, ეგრეთვჱ ვიტყჳთ განთესულობისათჳს კაცთაჲსა,
    20.     ვითარმედ დაწყებასა შემზადებისა მისისასა იყო ბუნებაჲ ძალით და გამოჩინებაჲ მისი სისრულით წესსა ზედა თჳსსა.
    21.     არა თუ იჴმია რაჲმე გარეშჱ ბუნებისა თჳსისა სისრულჱდ მისა,
    22.     რამეთუ არა იყო სული თჳნიერ ჴორცთა და არცა ჴორცნი თჳნიერ სულისა,
    23.     არამედ დაწყებაჲ ორთაჲვე ერთ არს პირველად ბრძანებითა და ნებითა ღმრთისაჲთა და შემდგომად გამოყვანებითა შობისაჲთა,
    24.     რამეთუ ვერ გულისხმის-საყოფელ არს განთესლებასა კაცისასა,
    25.     თუმცა იყო ერთი ერთისა რაჲმე უწინარჱს, გინა უკუანაჲსკნელ თესვასა მას შინა ჴორციელებრსა.
    26.     ეგრჱთვე არცაღა საკუთრებასა შინა სულიერსა ეგების,
    27.     თუმცა იყო ერთი ერთისა უწინარჱს, გინა თუ შემდგომ საქმითა,
    28.     რამეთუ არა თუ სხუაჲ რაჲმე ძალი შეეყო ჴორცთა, რომელი განიყო ასოთა შინა
    29.     და ნაწევართა, არამედ მოძრავ იყო წესითა თჳსითა საქმესა შინა ბუნებითსა.
    30.     ეგრეთვე ჯერ არს ჩუენდა, რაჲთა გულისხმა-ვყოთ სულისათჳს,
    31.     ვითარმედ დაღაცათუ უჩინო არს იგი საქმითა თჳსითა დასაბამსა ძრვისასა,
    32.     არამედ უეჭუელად ჰგიეს გუამსა მას შინა თჳსსა.
    33.     ეგრჱთვე ვიტყჳთ ჩჩჳლისა მისთჳს გამომავალისა საშოჲთ,
    34.     ვითარმედ არს მას შინა ძალით, დაღათუ არა არს სრულებით,
    35.     არამედ უჩინო არს იგი, ვიდრემდე განსრულდეს საქმითა სისრულესა თანა ბუნებისასა.
    36.     რამეთუ ძალი იგი განთესლებისაჲ მას შინა არა არს ჴორცთაგან მოკუდავთა უპოვართა სულისაგან განმავალისა,
    37.     არამედ ცხოველებისაგან სულისა.
    38.     ამისთჳს თანა-გუაც, ვითარ ვჰგონებ, რაჲთა ვთქუათ, ვითარმედ ჴორცნი იგი არა მოკუდავ არიან თჳნიერ სულისა,
    39.     ვინაჲთგან არს ცხოველისაგან განმავალისა მიზეზისათჳს ცხოველებისა მისისა.
    40.     რამეთუ რომელი იყოს გუამსა შინა უსულოსა, იგი მოკუდავ არს უეჭუელად.
    41.     და სიკუდილი არა თუ სხუაჲ რაჲ არს, გარნა მოკლებაჲ სულისაჲ,
    42.     რამეთუ არა არს უპოვნელი უწინარჱს პოვნილისა.
    43.     ხოლო უკუეთუ უსულოჲ იგი, რომელი-იგი სიკუდილი არს სულისაჲ,უპირადჱსი არს სულისაჲ, ჩას,
    44.     რამეთუ უპოვნელებაჲ ვიდრემე უწინარჱს პოვნილებისა ნუ იყოფვინ, რამეთუ ცრუ არს სიტყუაჲ ესე.
    45.     ხოლო უკუეთუ ვისმე ენებოს ცნობად მოსწავებისათჳს, ვითარმედ ნაწილი იგი ცხოველ არს,
    46.     შემძლებელ არს, რაჲთა ისწავოს საქმეთაგან განბნეულთა ცხოველისათჳს მოკუდავისაგან
    47.     რამეთუ მაუწყებელ არს ცხოველებასა კაცისასა სიტყუაჲ, მოქმედებაჲ და ძრვაჲ მისი.
    48.     ხოლო განყინებული და უძრავი [არა]რაჲ არს, გარნა მკუდარი.
    49.     რაჟამს მივხედით ჴორცთა მათ განშიშულებულთა თმისაგან და ძუალთაგან და ნაწევართა,
    50.     არა ვთქუათ, ვითარმედ სხუაჲ და სხუაჲ ბუნებაჲ არს ერთი ერთისა უპირადესი,
    51.     არამედ საქმენი ესე არიან მას შინა ძალით, დაღაცათუ უხილავ და გამოუჩინებელ არიან მას შინა.
    52.     ეგრეთვე ნაწილისათჳს სულიერისა ვიტყჳთ,
    53.     რამეთუ დაღაცათუ არღა არს მეტყუელებაჲ ჯერერთ მას შინა და არცაღა გულის-თქუმაჲ და დიდებაჲ,
    54.     არცა სხუაჲ რაჲ, რომელი იხილვების სულსა შინა,
    55.     არამედ უწყითვე, რამეთუ ჰგიეს ბუნებით მას შინა.
    56.     არამედ გამომავალ არს ჟამსა სისრულისა თჳსისასა განსრულებასა თანა გუამისასა და სიორძილსა საქმისასა.
    57.     და ვითარცა კაცი, რაჟამს-იგი განსრულდის ხატად,
    58.     იქმნის მოქმედებაჲ სულისაჲ საქმეთა შინა სრულთა,
    59.     ეგრეცა დაწყებასა შინა მყოფისა მისისასა არნ ჟამად-ჟამად,
    60.     რაჲ-იგი უჴმნ საჴმარი საქმისაგან ბუნებასა შინა სიყშოჲსასა,
    61.     რომელი-იგი არს საყოფელი მისი.
    62.     და ვერ ითქუმის, ვითარმედ სულსა შეემთხჳა ვინმე, გარნა სახლსა შინა თჳსსა.
    63.     და ვითარცა-იგი ვერ მოიწყვის თიჴამან წერილი, გარნა ბეჭდისა მიერ,
    64.     რომლითა დაებეჭდის შეზელილსა მას.
    65.     და ვითარცა ჴორცნი უნდოჲსა მისგან და შეურაცხისა მიწისანი არიან დიდსა მას დიდებასა,
    66.     ეგრეცა საქმჱ სულისაჲ არს საზომსა ზედა, რომლითა შეიწყნარის ჭურჭერმან თჳსმან, რომელ არს საყოფელი მისი.
    67.     ეგრჱთ განივრცის და განემარტის და აღორძნდის,
    68.     რამეთუ დაბმაჲ იგი მსგავს არს ძირსა,
    69.     რომლისაჲ დაფარულ არნ ძალი მოზარდობისა მისისაჲ და მზრდელობისაჲ ქუეყანასა შინა,
    70.     რამეთუ ვერ დაიტიის მცირედ შემწყნარებლობითა მით მისითა უფროჲსი მისსა.
    71.     ხოლო რაჟამს აღმოსცენდის მცენარჱ იგი ძირისაჲ მის
    72.     და განვლის პირი ქუეყანისაჲ და მიიღის ჰაერი მზისაჲ,
    73.     მაშინ გამობრწყინდის მის ზედა მადლი იგი გრძნობისაჲ და განაშუენის.
    74.     და მიიწიის სიორძილსა და საზომსა ნაყოფიერებისასა
    75.     და ჰნათობნ მას შინა მსგავსი იგი ძალისა მის მეტყუელებისაჲ.
    76.     და ესე არა მყის გამოჩნდიან ერთბამად,
    77.     არამედ სისრულისაებრ და სივრცისა ჭურჭრისა მოსწრაფებასა თანა ნაყოფიერ იქმნის მსგავსად ძალისა მის პოვნილისა.
    78.     ხოლო უკუეთუ გენებოს, რაჲთამცა სცან,
    79.     თუ რაჲ არს ძალი სულისაჲ აგებულებასა შინა ჴორცთასა,
    80.     განიცადე უკუე თავი შენი, ვითარცა იტყჳს მოსჱ, რაჲთა გულისხმა-ჰყო საქმჱ სულისაჲ,
    81.     ვითარ-ღა-მცა აღმოიკითხევდი მას წიგნისაგან,
    82.     რაჲთა მით გულისხმა-ჰყო უფროჲს ყოვლისა სიტყჳსა მეტყუელისა მრავალთაგან საქმეთა მისთა გუამსა შინა
    83.     და ნაწილთა შინა ყოველსავე.
    84.     და მე ვჰგონებ, ვითარმედ გამოკულევაჲ ამისთჳს სიტყუათა ნამეტნავ არს,
    85.     ვითარცა ვინ მიუთხრობნ საქმეთათჳს განშოვრებულთა და საზღვართათჳს ქუეყანისა და საყოფლისა მისისათა.
    86.     აწ ვინმე განიკითხოს თავი თჳსი და უჴმდეს-ღა მასწავებელი და მაუწყებელი ბუნებისა თჳსისაჲ,
    87.     იხილენ-ღა კაცმან მიზეზი ცხორებისა თჳსისაჲ, ანუ ვინაჲ შუენიან ჴორცნი ესე,
    88.     რამეთუ ცნას, რასა-იგი შექცეულ არს სული პირველ დასაბამსა დაბადებისა თჳსისასა,
    89.     რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ ჴორცნი ესე არა დაებადნეს პირველ მკუდრად,
    90.     უსულოდ.და არცა დავარდის თესლი ადგილსა მკუდარსა და უსულოსა,
    91.     ვითარცა-იგი ნერგნი, გინა თუ მარცუალნი არა დაეთესნიან ქუეყანასა ბიცოვანსა და უნაყოფოსა.
    92.     და რამეთუ არა აქუს ქუეყანასა მას, რომელი მიითუალავს თესლსა,
    93.     გინა თუ ნერგთა, ძალი ცხოველი, უკუეთუმცა გარეშჱთ მისცემდა.
    94.     და უკუეთუმცა ესე ესრჱთ იყო, იპოვნესმცა განჴმელნი იგი ხენი შემწყნარებელ ქუეყანით ესევითარისა ძალისა,
    95.     არამედ არს მას შინა ცხოველებაჲ დაფარული ძალსა შინა საკუთრებისასა,
    96.     რომლითა მოიზიდავს მიწაჲ ქუეყანისაჲ და აწოვებს და მით აღმოაცენნის ძირნი და ქერქნი და რტონი,
    97.     ვიდრემდის განსრულდის ნერგი იგი ძალითა ბუნებისაჲთა,
    98.     რომელ არნ მას შინა, და არნ მისგან საზრდელი სათანადოჲ ხეთაგან,
    99.     გინა თუ მცენარეთა, გინა თუ მწუანვილთა.


30

    1.     და თქუა ოცდამეათესა თავსა სიტყუაჲ მკურნალთაგან, რომელი მოასწავებს ასოთა გუამთა კაცთასა დაბადებასა შინა მათსა.
    2.     და არს იგი სიტყუაჲ გამოკრებული
    3.     ხოლო დაბადებასა ჴორცთა ჩუენთასა ჭეშმარიტითა გამოძიებითა შემძლებელ არს ყოველი კაცი გულისხმის-ყოფად ძალისა მისგან,
    4.     რომელი მოესწავების ბუნებისაგან თჳსისა, გამოცნობითა მით და ცხორებითა, გრძნობითა მით.
    5.     და რამეთუ ბუნებაჲ ყოვლისა კაცისაჲ არს მოძღუარი მისავე,
    6.     არამედ შესაძლებელ არს გამოვაცხადოთ,
    7.     რომელი-იგი კუალ-ყვეს ბრძენთა მათ მეცნიერებისა მისისათჳს წიგნთა შინა ზედა-მიწევნით,
    8.     რომლითა-იგი რომელიმე იცნობა, ვითარ არს ადგილი ყოველთა ასოთაჲ,
    9.     რომელნი არიან ჩუენ შორის, რაჟამს-იგი გამოიძიეს მას შინა გამოცხადებითა ჴორცთაჲთა და განპებითა წყლულთაჲთა.
    10.     და რომელი-მე გულისხმა-ყვეს, თუ რაჲსათჳს დაებადა ყოველი ასოჲ გუამისაგანი.
    11.     და იყო იგი მოღუაწეთათჳს მაუწყებელ განმარტებითა,
    12.     რომელსა შინა არს სრული გულისხმის-ყოფაჲ.
    13.     ხოლო უკუეთუ ვის-მე ენებოს, რაჲთა ეკლესიისაგან მიიღოს სწავლაჲ მისი,
    14.     რაჲთა არა უჴმდეს გარეშჱთა მათგან რაჲმე,
    15.     რამეთუ ესრჱთ ჯეროვნებით თანა-აც სამწყსოთა მათ სულიერთა სიტყჳსაებრ მაცხოვრისა,
    16.     ვითარმედ: „არა ისმინონ ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“.
    17.     ხოლო აწ მივჰმართოთ სიტყუასა მას და ვთქუათ მსგავსად ძალისა.
    18.     სამთა ამათ ვხედავთ ბუნებასა შინა ჴორცთა ჩუენთასა,
    19.     რომელთათჳს დაბადებულ არიან ყოველნი ასონი ჩუენნი:
    20.     რომელიმე – სიცოცხლისათჳს და რომელიმე – სიმდიდრისათჳს სიცოცხლისა და რომელიმე – დადგრომისათჳს შობისა
    21.     და დამტკიცებისათჳს ნათესავობისა.
    22.     ხოლო რომელნი არიან ჩუენ შორის ასონი შემდგომნი ამათნი,
    23.     ვერ ეგების მათგან ცხორებაჲ კაცისაჲ,
    24.     არამედ სამთა მათ შინა ვხედავთ: თავსა, გულსა და ღჳძლსა.
    25.     ხოლო შემატებაჲ ბუნებისაჲ კეთილთა შინა იქმნების სიმდიდრისაგან სიცოცხლისა,
    26.     რომელი მოენიჭა კაცსა, რომელ არს ჭურჭერი,
    27.     რომელსა შინა არიან საგრძნობელნი, რამეთუ ესენი ვერ მოგუცემენ სიცოცხლესა,
    28.     რამეთუ თჳნიერ ამათსაცა შესაძლებელ არს ცხორებაჲ ჩუენი,
    29.     დაღაცათუ არა არს ცხორებაჲ ჩუენი გემოჲვნებითი თჳნიერ მათსა.
    30.     ხოლო მესამჱ იგი ესე არს, რომლისაგან იქმნების დადგრომაჲ შვილიერებისაჲ
    31.     და დამტკიცებაჲ ნათესავობისაჲ.
    32.     და სხუანიცა არიან გუამსა შინა, რომელნი ეზიარებიან ამათ შემატებასა შინა და სარგებელსა, ვითარცა მუცელი და ფირტჳ.
    33.     რამეთუ ფირტჳ არს, რომელი აგრძნობს ცეცხლსა მას გულისასა,
    34.     და მუცელი მიიღებს ჭამადთა ჭურჭერთა მათ თჳსთა შინა.
    35.     აწ ოდეს ამათ ზედა განყოფილ არს აგებულებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ,
    36.     ჩას, რამეთუ ძალი იგი ცხოველი არა ხოლო ერთსა პირსა ზედა არს ჩუენ შორის,
    37.     არამედ განუყვნა მიზეზნი იგი ბუნებამან თითოვეულთა ასოთა და თითოვეული მათგანი იძულებულ არს შეწევნასა ურთიერთას.
    38.     ხოლო რომელი ძიებულ არს კრძალულებისათჳს სიცოცხლისა და განშუენებისათჳს ბუნებისა,
    39.     მრავალ არს და დაწვალებულ განყოფასა შინა თჳსსა.
    40.     არამედ მნებავს, რაჲთა პირველად განუყო შემოკლებით რომელსა შინა არს დგომაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ.
    41.     ხოლო ნივთი იგი გუამისაჲ ყოვლითურთ სამარადისო არს ყოველთა ასოთა.
    42.     და აწ თანა-წარვჰჴდეთ სიტყჳსა მისთჳს,
    43.     რამეთუ სიტყუაჲ ბუნებითი არას გუარგებს აწ გამოკულევისათჳს შემოკლებით.
    44.     რამეთუ ცხად არს ყოველთათჳს, ვითარმედ ბუნებასა შინა ჩუენსა პოვნილ არიან სტჳქისნი ესე ამის სოფლისანი;
    45.     ვიტყჳ ნაწილსა სიტფოჲსასა და ყინელისასა, ნოტიისა და სიჴმელისასა.
    46.     და რამეთუ ვხედავთ, ვითარმედ სამნი არიან ძალნი, რომელნი განაგებენ სიცოცხლესა.
    47.     ერთი მათგანი განატფობს გუამსა სიცხითა თჳსითა და მეორჱ იგი ძალი ნოტია-ჰყოფს სიმჴურვალესა,
    48.     რაჲთა იყოს განსწორებით შეზავებაჲ მისი და რაჲთა არა წარწყმდეს ნოტიაჲ სიმძაფრითა მჴურვალებისაჲთა
    49.     და კუალად რაჲთა არა დაშრტეს სიმჴურვალჱ გარდარეულებითა მით ნოტიობისაჲთა.
    50.     და ძალი იგი მესამჱ შემკრებელ არს განბნეულთა მათ შეერთებითა იოგთაჲთა,
    51.     რომელნი შენაწევრებულ არიან ყოველთა ასოთა ძალითა მით მოძრავითა თავით თჳსით,
    52.     ხოლო ოდეს ძალი მოაკლდის, იქმნის ასოჲ იგი მკუდარ და დაკლებულ სულისა მისგან მოძრავისა თავი[თ] თჳსით.
    53.     და ჯერ არს პირველად ამისა, რაჲთა განვიცადოთ სიმტკიცით დაბადებაჲ ბუნებისა მის ჩუენისა ჴორციელისაჲ.
    54.     აწ რაჲსათჳს არს ასოჲ ესე მაგარი და კურივი არა შემწ[ყ]ნარებელი ბუნებისა მის მგრძნობელისაჲ,
    55.     რომელ არიან ძუალნი ჩუენ შორის, და ვითარცა-იგი მცენარენი ქუეყანისანი,
    56.     რომელთა აქუს ნაწილი რაჲმე სიცოცხლისაჲ, რამეთუ იზარდების და იპოხების,
    57.     და არა სიკურივე იგი, რომელ არს მას შინა, მიმღებელი არს გრძნობისაჲ?
    58.     ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა იყოს მას შინა ძალი სიჩჩოჲსაჲ, შემწყნარებელი კუალისაჲ,
    59.     ვითარცა-იგი ცჳლმან რაჲ შეიწყნარის ტჳფარი ბეჭდისაგან,
    60.     რამეთუ სწორებით აქუს შეზავებაჲ ნოტიისა და ჴმელისაჲ,
    61.     რამეთუ დიდად ნოტიებამან არა შეიწყნარის ტჳფარი ბეჭდისაჲ მის და არცაღა კუალად სიკურივემან შეიწყნარის მსგავსად მისა.
    62.     და ესე ამისთჳს იყო, რაჲთა აკლდეს ცხოველთა უპატიოსნესი იგი საგრძნობელი, ვიტყჳთ – შეხებასა.
    63.     და რამეთუ გუამნი იგი ჩჩჳლნი ნაკლულნი სიჴმელისაგან არიან განუმარტველ და უძრავ,
    64.     ვითარცა-იგი ღრუბელი ზღჳსაჲ, რომელი იპოხების და იზარდების ზღუასა შინა დიდად ნოტიობისაგან და არა აღიძრვის.
    65.     ამისთჳს შეირინეს ძუალნი ესე მაგარნი და ჴმელნი
    66.     და შეიხჳნეს ნოტიითა ჴორცთაჲთა და იქმნნეს შედგმულ და შენაწევრებულ ერთი ერთსა
    67.     და შეძერწულ ლარითა.
    68.     და ამის გამო შეიერთა გუამი და განსრულდა
    69.     და დადგა განსწორებული ძლიერი.
    70.     და იქმნნეს ძუალნი იგი ჴმელნი და მაგარნი მტჳრთველ ჴორცთა მათ მძიმეთა ნოტიისაგან.
    71.     და მას შინა არა არიან ძუალნი განშოვრებულ და განყოფვილ ჴორცთაგან.
    72.     უკუეთუ არა იყომცა კაცი უძრავ, მდგომარჱ ერთსა ადგილსა მსგავსად ხეთა
    73.     და არამცა იყო მიმომავალ ფერჴითა და არცა მოქმედ ჴელითა შესაწევნელად ცხორებისა,
    74.     ამისთჳს არს კაცი ჭური თჳთმოძრავი სულითა,
    75.     ჴელმწიფჱ ნებასა თჳსსა, შეძერწული ლართაგან მრავალთა.
    76.     ამის გამო იქმნნეს ღონენი ჴელთანი და მრავალ-სახენი მსახურებანი მისნი შუენიერნი ყოველთა ღონეთა შინა.
    77.     და მის გამო იქმნა ძრვაჲ ჴელისაჲ და მიმოდრეკაჲ თავისაჲ და საქმჱ ღაწუთაჲ
    78.     და დაწუხვაჲ და ახილვაჲ თუალთაჲ და სხუანიცა ძრვანი იოგთანი ლართაგან, რომელნი შეიოჭებიან და განიმარტებიან.
    79.     და ძალსა მას მავალსა აქუს მოძრავობაჲ სრბისაგან სულისა ნებსით განგებითა ყოველთა ასოთაჲთა.
    80.     ხოლო ძირი ლართაჲ მოძრავობისაჲ ყოველი აპკაჲ არს თავისაჲ.
    81.     ამიერითგან არღარა გჳჴმს ძიებაჲ ასოთათჳს ცხოველთა, ვინაჲთგან განცხადებულ არს ძრვაჲ საქმეთა მათთაჲ.
    82.     და რომელი გუაუწყებს, ვითარმედ ტჳნი არს მიზეზი სიცოცხლისაჲ, საქმჱ ესე,
    83.     რომელი გამოჩნდის ვნებისაგან მისისა, რამეთუ ოდეს-იგი ეცის რაჲმე აპკასა ტჳნისასა წყლულებაჲ,
    84.     მწრაფლ მოიწიის სიკუდილი და არღარა დაშთის ცოცხლებით წყლულებისა მისგან,
    85.     რომელ არს იგი მსგავს საძირკუელისა, რომელსა ზედა აღშენებულ არნ გოდოლი.
    86.     ხოლო რაჟამს მიდრკის საძირკუველი, დაირღჳს ზედაკერძოჲცა მისი,
    87.     რამეთუ ჭეშმარიტად ტჳნი არს მომცემელი სიცოცხლისაჲ.
    88.     და კუალად ვხედავთ, ვითარმედ ყოველი, რომელი განეშოვრის სიცოცხლესა,
    89.     მიიქცის საქმჱ მისი ყინელად და წარვიდის მისგან მჴურვალებაჲ.
    90.     ამითცა და კუალად უწყით, ვითარმედ სიმჴურვალჱცა მიზეზი არს სიცოცხლისაჲ,
    91.     რამეთუ რომელსა-იგი მოაკლდეს, იგი მკუდარ იქმნეს,
    92.     და მისითა არსებითა არს სიცოცხლჱ ცხოველთაჲ.
    93.     ხოლო დაწყებაჲ და ძირი ამისი გული არს, რომლისაგან გამოვლენ ნესტუნი მრავალნი
    94.     და განეზავების სული ცხოველი მათ მიერ ყოველსა გზასა სიმჴურვალითა ცეცხლებრითა.
    95.     რამეთუ სიმჴურვალესა უჴმს საზრდელი ბუნებითი დგომისა მისისათჳს,
    96.     რამეთუ ვერ-მდგომარჱ არს ცეცხლი თავით თჳსით,
    97.     გარნა შემოსლვითა შორის მისსა, რომლითა იზარდებოდის, ამისთჳს ნაკადულნი სისხლისანი გამოვლენ ღჳძლისაგან,
    98.     ვითარცა სული ლართაგან, თჳნიერ წყლისა, შეკრებული სულთა მჴურვალითა ყოვლისა მიმართ გუამისა,
    99.     რაჲთა არა განიყვნენ ორნი იგი და წარწყმდეს ცხორებაჲ.
    100.     რამეთუ განმრავლებაჲ ერთისაჲ ერთსა ზედა, განმრყუნელი არს ცხორებისაჲ.
    101.     ხოლო მდიდარი და რომელსა არარაჲ უჴმს, არარაჲ არს, გარნა ღმერთი მხოლოჲ.
    102.     ხოლო კაცსა უსუსურებისა და უღონოვებისა მისისათჳს უჴმან მიზეზნი მპყრობელნი ბუნებისა მისისანი.
    103.     ამისთჳსცა სამნი იგი ძალნი, რომელნი მოვაჴსენენით, ვითარმედ მათ გამო დგას გუამი,
    104.     უჴმს უკუე მათ ნივთი მისაღებელი დგომისაჲ და სიმტკიცისა მათისათჳს.
    105.     ხოლო წყაროჲ იგი სისხლისაჲ, რომელ არს ღჳძლი, ნივთი არს მზრდელი საჭმელთა და სასუმელთა მიერ,
    106.     ვითარცა თოვლი რაჲ დადვის მწუერვალთა ზედა მთათასა
    107.     და ნოტიობამან მისმან აღადგინ[ნ]ის და განამრავლნის წყარონი წყალთანი ჴევნებსა შორის მთათასა.
    108.     და სიღრმისაგან მისისა შეიწურის და შეიწრდის ნოტიებაჲ იგი,
    109.     ვიდრემდის გამოსცის ნესტუთა მიერ და აღდგიან წყარონი წყალთანი.
    110.     ხოლო სული იგი, მყოფი გულსა შინა, მიიღებს საზრდელსა თჳსსა ასოჲსა მის მიერ მოძმისა თჳსისა,
    111.     რომელ არს ფირტჳ, რომელ-იგი არს ჭური აერისა მომყვანებელი ნესტჳსა მის მიერ,
    112.     რომელი შეადგს პირისაგან და მით მოიზიდავს საშუმინველსა აერისაგან გარეშჱთ.
    113.     და შორის მისა მყოფ არს გული სახჱდ ყოფისა ცეცხლისა მის მოძრავისა მარადის.
    114.     და ვითარცა საბერველითა მჭედელთაჲთა შემოიკრიბის ნიავი წულილი აერისაგან მახლობელით,
    115.     აღავსის ჭური თჳსი და აგრილობნ სიმჴურვალესა მას ცეცხლის-სახესა.
    116.     და მერმე მისცის ნესტუთა გულისათა მკრთომალეთა.
    117.     ამას დაუცხრომელად იქმს, რომელსამე მოღებით მოიღებს გარეშჱთ
    118.     და რომელსამე განგდებით განაგდებს შინაგანით.
    119.     ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ ესე არს მიზეზი სულ-თქუმისაჲ, რომელი-იგი მოუჴდის კაცსა, არს სახისაგან.
    120.     ხოლო ოდესმე უფალო რაჲსაგანმე იქმნის გონებაჲ,
    121.     გინა თუ დაყუდნის ჟამსა ძილისასა განსუენებისათჳს ჴორცთაჲსა,
    122.     არამედ საშუმინველი არავე დასცხრების, დაღაცათუ არა შეუდგის ნებაჲ.
    123.     და მე ვჰგონებ გულისათჳს, რაჟამს იყოს იგი შეცვულ ფირტჳსაგან უკუანაჲთ კერძო,
    124.     ვითარმედ შემოკრებაჲ და განმარტებაჲ მისი მიზეზი არს ძრვისა ფირტჳსაჲ.
    125.     ამისთჳს ფირტჳ აგებული არს თხელად, ღრუბლის სახედ,
    126.     მრავალ სადინელ, შეძერწულ ყიასა თანა.
    127.     და რაჟამს მოკრბის და შემოიოჭის, შეიწრდის, სული იგი მას შინა გამოჰკრთის პირისაგან,
    128.     ხოლო რაჟამს განიჴსნის და განემარტის, მოზიდვით მოიზიდის აერისაგან სული.
    129.     და ესე არს მიზეზი, რომლითა სულს-იღებს კაცი მრჩობლითა მით ცეცხლებრითა მარადის მდგომარჱ,
    130.     რამეთუ საკუთრებაჲ სიმჴურვალისაჲ არს ძრვაჲ მოქმედებისაჲ
    131.     და გჳხილავს დაწყებაჲ მისი გულსა შინა და დადგრომითა ძრვისაჲთა ესე ასოჲ,
    132.     რომელი არნ მოღებითა ფირტჳსაჲთა აერი იგი მდგომარჱ მის თანა მარადის.
    133.     და ამისთჳს ოდეს აღემატის მჴურვალებაჲ იგი უფროჲს ზომისა,
    134.     არნ სულის-ღებაჲ იგი მწრაფლ ზედაჲსზედა მაღლად კუეთით ჟამსა ჴურვებისასა
    135.     და სხუათაცა სენთა,
    136.     ვიდრემდის ბუნებაჲ იგი აზმნობნ დაშრეტასა ალსა მას მჴურვალებისასა მოღებითა მით ჰაერისაჲთა ახლად ზედაჲსზედა.
    137.     და რამეთუ ბუნებაჲ ჩუენი გლახაკ არს და უჴმან მას მიზეზნი მრავალნი დგომისა მისისათჳს,
    138.     არა ხოლო ჰაერითა მით მაგრილობელითა სიმჴურვალესა გარეშჱთ მსგავსად ცხოველთა დგომისა,
    139.     არამედ უჴმს მას საზრდელი მპყრობელი და მომგებელი.
    140.     და ამისთჳს საჭმლითა და სასუმლითა გაუსრულდების ნაკლულევანებაჲ იგი,
    141.     რომელ არს ჴორცთა შინა ჩუენთა ძალისა მისგან მომყვანებელისა.
    142.     და არს შეწევნაჲ ამის მჴურვალებისაჲ, რომელ არს გუამსა შინა საქმითა მით ბუნებისაჲთა.
    143.     რამეთუ უზეშთაესი იგი ასოთაჲ და უმთავრესი გული არს, ვითარ-იგი ვთქუთ,
    144.     მიმწევნელი მჴურვალებისაჲ მის სულიერისაჲ და ცხოველებისაჲ ყოველთა შინა ასოთა,
    145.     რომელი დაებადა დამბადებელმან, რაჲთა იყოს იგი მპყრობელ ძალითა თჳსთა ყოვლისა გუამისა.
    146.     და ესე ამისთჳს, რაჲთა არარაჲ დაშთეს განგებისაგან მისისა უქმად და ურგებად; და ამისთჳს იქმნა ადგილი გულისაჲ უკუანა კერძო ფირტჳსა.
    147.     და დადგრომითა ძრვისა მისისაჲთა მოიღის ფირტუმან მისა და განავრცის შეწყნარებისათჳს ჰაერისა
    148.     და შეაჭირის განსავალთა მათ ნესტუთა საშუმინველსა შინა განსაღებელად ნეშტისა მის დაშთომილისა მისგან.
    149.     და ადგილი სტომაქისაჲ არს მახლობელად გულსა წინაჲთ კერძო,
    150.     რაჲთა განატფობდეს მას, რაჲთა იყოს წარმართებულ საქმეთა შინა თჳსთა და მითუალვასა ჭამადთასა,
    151.     რამეთუ სადინელი ჭამადთაჲ და სულისაჲ მახლობელ არიან ურთიერთას შეტყუებით სიგრძით ურთიერთას ერთპირად.
    152.     და შთასლვაჲ იგი პირველად ორთაჲვე მათ ერთისაგან გზისა არს.
    153.     ხოლო რაჟამს მიიწიოს შინაგან სიღრმესა ნოტიებისა მის მიმართ,
    154.     რომელ არს ღჳძლსა შინა, დაუტევის ნოტიებასა მას საკუთრებაჲ იგი მჴურვალებისაჲ მის ცეცხლებრისაჲ,
    155.     რომელი-იგი მსგავს არს ფერსა სისხლისასა.
    156.     და ღჳძლისაგან გამოვლენ ორნი განსადინელნი, მიმსგავსებულნი ღართა,
    157.     რომელთა შინა არს სული და სისხლი, რაჲთა იყოს სისხლი მდინარჱ შეწევნითა მჴურვალებისაჲთა მისლვად
    158.     და განფენად ყოველსა შინა გუამსა და ყოველთაგან ძარღუთა განიყვის და განიბნიის ყოველთა შინა ასოთა.
    159.     და არნ ესე შეერთებითა ორთა მათ ძალთაჲთა,
    160.     რომელნი-იგი არიან განმაცხოველებელ და მთავარ, ვიტყჳ მჴურვალებასა,
    161.     რომელი მიაწევს ნოტიასა განგებასა მას ძალისა ცხორებისასა,
    162.     რომელ-იგი არს აპკაჲ თავისაჲ, რომლისაგან არს ძრვაჲ ყოველთა იოგთაჲ,
    163.     შეოჭვაჲ და განმარტებაჲ ლართაჲ, რომელი ძრავს ყოველთა ასოთა გუამისათა.
    164.     და მით იზარდებინ და ორძინ შეერთებითა ორთა მათ ძალთა წულილადთაჲთა, რომელ არს ტჳს.
    165.     და ზრდითა მისითა კუალად იზარდების აპკაჲცა, რომელი-იგი ჰმოსია ყჳნსა.
    166.     და აპკაჲ ესე ნივთი არს, რომელი აწოვებს ზჱთგან ვიდრე ქუჱდმდჱ,
    167.     შემცველ მრავალთა მათ, რომელ არიან გოჯნი ზურგისანი.
    168.     და ზრდაჲ იგი კუალად აწოვებს ტჳნთაცა მათ,
    169.     რომელნი არიან ყოველთა შინა ძუალთა, იოგთა და ლართა განიყვიან და თითოვეულმან მივლის გზაჲ თჳსი.
    170.     და ვითარ შთავიდის იგი სტომაქად, არა დასცხრის, ვიდრემდის დაადნვის იგი მჴურვალებითა თჳსითა,
    171.     ვითარცა ბრძმედმან და მიავლინის იგი მისადინელთა მათ,
    172.     რომელ შეუდგან და განიყვის ყშირი წულილისაგან და წულილი იგი მიიწიის სადინელთაგან თჳსთა ღჳძლად,
    173.     ხოლო ყშირი იგი განვიდის ადგილთა მათ ვრცელთა ნაწლევად.
    174.     და დაადგრის ჭამადი იგი ჟამ რაოდენმე ადგილსა თჳსსა,
    175.     რაჲთა არა მწრაფლ განვიდეს და დაუცადებელად უჴმდეს კაცსა ჭამაჲ და უცალო-იქმნეს მის გამო მსგავსად პირუტყუთა.
    176.     და საჴმარ არს ღჳძლისაგან შეწევნაჲ საქმითა მჴურვალებისაჲთა,
    177.     რაჲთა შეცვალნეს ნოტიანი იგი მიმავალნი და შექმნ[ნ]ეს სისხლად.
    178.     ხოლო ადგილი ღჳძლისაჲ შორავს გულსა, რამეთუ ვერ ეგებოდა, ვითარმცა იყო ასოჲ იგი მთავარი,
    179.     რომელ არს ძირი ძალისა მის ცხორებისაჲ,
    180.     შეჭყლემულ სხჳსაგან და გან-მცა-რყუნა გონებაჲ მჴურვალებისაჲ შთასადინელმან მან ლარეანმან, რომელსა ჰრქჳან ჴორჴი.
    181.     ამისთჳს იქმნა მისავალი გულისაგან ღჳძლად,
    182.     რომელი მიაწევს სულსა მას ცეცხლებრსა და იგი არს განმგებელი ყოველთა ძრვათაჲ და სლვათაჲ.
    183.     ამისთჳს ღირდა, რაჲთა აქუნდეს მათ საფარველად კემხაჲ,
    184.     რომელი-იგი შედგმულ არს ძუალებითა და იოგებითა მრავლითა.
    185.     და მას შინა არს დამტკეცით და დაცვულ, ვითარცა მეუფჱ შინაგან კრეტსაბმელსა მას დამკჳდრებულ არს.
    186.     და ეგრჱთვე-სახედ ვხედავთ გულსა, რამეთუ შეცვულ არს იგი,
    187.     ვითარცა სახლსა შინა, დამყარებულსა მოცვითა მით ფერცხალთაჲთა გარემოჲს მისა
    188.     და უკუანაჲთ კერძო მომტკიცებულ არს ზურგის ძუალთაგან, შეზღუდვილ ორკერძოვე.
    189.     წინაჲთ კერძო გარდართხმულ არს მკერდი და უღელნი საფარველად მისა ვნებათაგან.
    190.     და ვითარცა-იგი გიხილავს ქუეყანის-მოქმედთაჲ,
    191.     განაგნიან რაჲ სადინელნი წყალთანი, რაჲთა ნოტია-ყონ ქუეყანაჲ,
    192.     არამედ მტილსაცა მივამსგავსოთ, რომელსა შინა არიან მრავალფერნი ხენი
    193.     და თითოსახენი ნერგნი დაწვალებულნი ფერითა და სახითა და გემოჲთა,
    194.     თითოვეული საკუთრებითა თჳსითა იზარდების ერთისაგან წყლისა.
    195.     და ძალი იგი ნოტია-მყოფელი ყოველთაჲ მათ ერთი არს ბუნებით
    196.     და საკუთრებაჲ მიმღებელთა მათ ზრდისათაჲ განიყოფვის მრავალფერად ვითარებითა თითოპირითა.
    197.     და იქმნის იგი სიმწარჱ ხესა მას შინა პაგურეცისასა და მაკუდინებელ ხჱსა მას შინა მათუნსა,
    198.     რომლისა ნიგოზი მაკუდინებელი წამალი არს.
    199.     და სხუაჲ არს ძალი მისი ზაფრანსა შინა და სხუაჲ არს ბარსაბონსა შინა
    200.     და სხუაჲ არს ნერგსა შინა: რომელსამე შინა – ყინელ,
    201.     და რომელსამე შინა – ტფილ,
    202.     და რომელსამე შინა განზოგებით არნ ძალი.
    203.     და შროშანსა და ვარდსა აქუს სული ნელი,
    204.     და ლეღუსა და სხალსა აქუს სიტკბოვებაჲ,
    205.     და ვაზსა გამოაქუს ყურძენი და მისგან არს ძალი ღჳნისაჲ.
    206.     და სხუანიცა, რომელნი აღმოსცენდებიან ერთისაგან მიწისა და ერთისაგან ნოტიისა,
    207.     გამოვალს (!) და აღმოაცენებს თითოფერად დაწვალებულთა ვითარებასა შინა მათსა.
    208.     და ამას სახესა ვხედავთ მტილსა მას შინა ჩუენსა სულიერსა ბუნებისაგან,
    209.     და უფროჲს უფლისაგან ბუნებისა,
    210.     ძუალთა და ღრტილთა და ძარღუთა და ლართა და იოგთა და ჴორცთა და ცმელთა
    211.     და თმათა და ფრჩხილთა და თუალთა მხედველთა მრავალთა ფერთა
    212.     და ყურთა მსმენელთა თითოპირთა ჴმათა, რომელი შეეტყუების ამათ საკუთრებითა განწვალებულითა,
    213.     განშოვრებულითა ურთიერთას ერთისაგან საზრდელისა,
    214.     რომელი შეიცვალების თითოვეულთა შინა ასოთა საკუთრებისაებრ მათისა.
    215.     რამეთუ რომელი მიიწიის თუალად, შეეზავის ასოსა მას მხედველსა და აპკათა მათ განრჩუნვილთა გუგათასა.
    216.     და რომელი მიიწიის სასმენელად, შეეზავის ბუნებასა მას შინა სმენისასა,
    217.     და ბაგეთა შინა განემარტის საზრდელი, ძუალთა შინა შემაგრდის და განფიცხნის და ტჳნთა შინა დალბის
    218.     და დაჩჩჳს აღმოცენებისათჳს თმათა ორთქლითა მით განმწვალებელითა
    219.     და უკუეთუ განვიდის იგი სადინელთაგან მრგუალთა, გროზ-იქმნის თმაჲ იგ[ი]...
    220.     მისგან კაცობრივისა და შექმნა იგი კერპად,
    221.     ვითარცა-იგი მთლელმან მან ჟამად-ჟამად განასრულის სახჱ იგი ნივთსა მას შინა პირველითგან დასასრულადმდჱ.
    222.     [ე]გრეცა გამოთლაჲ ბუნებისა მის ჩუენისაჲ სულისაჲ არს პირველად დაწყებაჲ უსრულად, განსრულებასა – სრულ.
    223.     და იყოცა ოდესმე სრულ, უკუეთუმცა არა შემთხუევასა მას ბოროტისასა დაეპრკოლა მადლისა მისგან სრულისა.
    224.     და დაკლებულ-იქმნა დაბადებულობაჲ იგი, რაჲთამცა მბრწყინვიდა მის შორის ხატებაჲ იგი ღმრთისაჲ.
    225.     და იქმნა შრომით და მოგზ[ა]ურებით მიმავალ სული კაცისაჲ მასვე სისრულესა.
    226.     ამას მიუწერს დიდებული მოციქული პავლჱ კორინთელთა მათ და იტყჳს:
    227.     „(ოდ)ეს ყრმა ვიყავ, ვიტყოდე [ვითარცა] ყრმაჲ,
    228.     ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“.
    229.     რამეთუ არა სხუაჲ სული არს ყრმისაჲ და სხუაჲ მამაკაცისაჲ, არამედ უსრულ არს ყრმასა შინა და სრულ – მამაკაცსა შინა.
    230.     და ვითარცა-იგი მცენარჱთა მოზარდთათჳს ვიტყჳთ,
    231.     არამედ ცხოველ არიან, რამეთუ რომელსა აქუნდეს ნაწილი ცხოველებისაჲ და ძრვისაჲ,
    232.     არა ერქუმის მას უსულო და არცა უსრულ, ოდეს აქუს ცხოველებაჲ.
    233.     რამეთუ ოდეს იქმნა მცენარჱ, მოზარდცა არს, არამედ ვერ მიწევნულ საქმესა გრძნობისასა.
    234.     ეგრეცა პირუტყუთა შინა არს სული პირუტყუებრი, მგრძნობელი და ვერ მიწევნულ არს სისრულესა,
    235.     რომელ არს მადლი მეტყუელი და გულისხმის-მყოფელი.
    236.     ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ სული განსრულებული ჭეშმარიტი, კაცობრივი არს საცნაურ ყოველთაგან საქმეთა მისთა.
    237.     ხოლო რომელი გარეშჱ არს მისა, სახელის-დებით ხოლო იწოდების სულ და არა ჭეშმარიტ, ვინაჲთგან უსრულ არს იგი.
    238.     არამედ არს მას შინა ნაწილი მოქმედი, მშუმინვიერი, ვითარ-იგი გუესმა მოსჱსგან დაბადებისათჳს კაცისა,
    239.     ვითარმედ არს იგი კაცსა შინა მიდრეკითა მით მისითა ბოროტად,
    240.     რომლისათჳსცა მოციქული ასწავებს და იტყჳს:
    241.     „განიძარცუეთ კაცი იგი ძუელი და შეიმოსეთ კაცი იგი ახალი, განახლებული მსგავსებითა დამბადებელისა თჳსისაჲთა“.
    242.     არამედ იყოს ჩუენდა, რაჲთა კუალად ვეგნეთ მადლსა მას მსგავსებისა ღმრთისასა,
    243.     რომლითა დაჰბადა ღმერთმან კაცი პირველ, ოდეს თქუა:
    244.     „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“,
    245.     რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძლიერებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

    1.     ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა იაკობისი, რომელი ებისკოპოს იქმნა ქალაქსა ნასიბინს
    2.     მოსჱ დიდმან წინაჲსწარმეტყუელმან, რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული და განიყვანნა ჴმელსა ძენი ისრაჱლისანი
    3.     და აღმოუცენა წყალი უდაბნოსა ურწყულსა კლდისაგან ჴმელისა და განაძღო ბევრეული იგი ერი, და აღვიდა მთასა სინასა გარდამორთუმად მათა წიგნი შჯულისაჲ.
    4.     და ვიდრე გარდამოსლვადმდჱ მისა უღმრთო იქმნა ერი იგი.
    5.     და იქმნეს თავისა მათისა კერპი და თაყუანის-სცეს მას.
    6.     ამან წინაჲსწარმეტყუელმან ესე ყოველი არა თუ თავით თჳ[სით] რაჲმე ყო, არამედ ღმრთისა მოწყალები[თა],
    7.     რომელი-იგი მის ზედა გარდამოჴდა, მის მიერ შემძლებელ იყო ამას ყოველსა საქმედ.
    8.     და მე ვითარ შემძლებ[ელ] ვიქმნე აღებად პირისა ჩე[მისა] და აღძრვად ენისა ჩემისა სიტყუად, არამედ მინდობითა ძალსა (წმიდასა მას) და შეწევნითა მისითა აღვძრა ენაჲ ჩემი
    9.     და ვიტყოდი სათნოვებათა აბელისთა და ღმრთის-მოყუარებათა ენუქისთა და სიმართლესა ნოვესსა და სიწმიდით მღდელობასა მელქიზედეკისსა
    10.     და სარწმუნოვებასა აბრაჰამისსა და მოთმინებათა მისთა და სტუმართმოყუარებასა და შესაწირავთა მისთა მრავალთა და სათნოვებათა მისთა,
    11.     მოთმინებასა იობისსა მოწევნულთა მათთჳს მის ზედა, მადლობასა მისსა და სიყუარულსა მას მისსა უცხოთა მიმართ და გლახაკთა განურისხველობასა.
    12.     და კუალად მეგულების მე თხრობად ცხორებაჲ წმიდისაჲ ამის და სასწაულთა საქმენი წმიდისაჲ ამის კაცისაჲ და ვითხოვ შეწევნასა ღმრთისასა,
    13.     რაჲთა მომცეს მე ძალი აღწერად ჭეშმარიტებით და სიმართლით.
    14.     და მნებავს, რაჲთა იყოს ცხორებაჲ ესე ღირსსა და არზანიგსა ადგილსა, რაჲთა ყოველნი, რომელნი იკითხვიდენ მას, მოწრაფჱ იყვნენ მიმსგავსებად საქმეთა ამ[ის] წმიდისათა.
    15.     და აწ ლოცვითა მისითა ვითხოვ ღმრთისაგან წყალობასა და ვიწყებ მე თხრობად ცხორებასა მისსა.
    16.     ნასიბინი ქალაქი საზღვარსა ზედა არს სპარსეთისასა და ბერძენთასა.
    17.     და პირველ მისა ხარკსა წარიღებდეს მეფენი ბერძენთანი, რამეთუ მათსა ჴელმწიფებასა ქუეშჱ იყო.
    18.     იყო ქალაქსა ამას შინა კაცი ერთი მონაზონი, რომლისა სახელი – იაკობ.
    19.     და სიყრმითგან მისით აღეღო უღელი იგი მონაზონებისაჲ ქედსა ზედა მისსა.
    20.     და იყოფვოდა იგი განშოვრებულთა უდაბნოთა და თავსა ზედა მთათასა დაყუდებულ იყო.
    21.     და სიცხესა ზაფხულისა[სა] მზესა ქუეშე დასწუვიდა თავსა თჳსსა.
    22.     არა შევიდოდა იგი სართულსა ქუეშე საგრილად მზისათჳს, ხოლო ზამთრისა დღეთა იყოფვინ იგი ქუაბსა შინა ერთსა ფრიად იწროსა, რომელსა ვერ განემართებოდა.
    23.     და არცაღა იყო საზრდელი მისი იფქლისა და ქრთილისაგან, გინა რომლისაგანვე, რომელი იქმნების შრომითა ჴელთაჲთა.
    24.     არამედ მხლისაგან ველურისა უდაბნოჲსა იზარდებოდა და ნაყოფთაგან ხეთა ველურთაჲსა,
    25.     რომელთა ზედა კაცი არა შრომილ არნ, არცა მორწყულ არნ, ამათგან იყო ცხორებაჲ გუამისა მისისაჲ შემდგომად ღმრთისა.
    26.     და სამოსლად მისა იყო თმისაგან თხათაჲსა ქსოვილი და საბლარდნელად მისა იყო ფლასი ერთი მცირჱ.
    27.     და ფრიად შეაიწრებდა თავსა თჳსსა, დასცემდა და და[ა]მორჩილებდა გონებასა, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი ანგელოზებრ ქუეყანასა ზედა.
    28.     და ხილვაჲ მისი იყო სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, და ყოველსა ჟამსა იცვალებოდა დიდებითი დიდებად ხილვაჲ მისი.
    29.     და იყო იგი მხიარულ და სიტყუად მისა იყო დიდებაჲ ღმრთისაჲ.
    30.     და სიმშჳდითა გულ[ი]სა მისისაჲთა მოიგო დიდი კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ვიდრემდის ყოველსა სათხოველსა,
    31.     რომელსა ითხოვდა ღმრთისაგან, მუნქუესვე მიეცემოდა მას დაუბრკოლებელად ყოველსა ჟამსა.
    32.     ევედრებოდა ლმობიერად ღმერთსა და ითხოვდა მას, რომელი ჯერ-არს ღმრთისაგან თხოვად, რომელ არს შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ,
    33.     წყალობაჲ და მადლობაჲ ღმრთისაჲ გარდამოსრულ იყო მის ზედა.
    34.     და ასწავებდა გზასა მას ჭეშმარიტებისასა და იგინი არა ერჩდეს სწავლასა მისსა.
    35.     მაშინ ჰბასრობედ მათ და ეკიცხევედ საქმისა მისთჳს, რომლითა ეშმაკსა განელიგვნეს გონებანი მათნი, დაუტევეს დამბადებელი და ჰმონებდეს დაბადებულთა.
    36.     მას ჟამსა აღეგზნა გულსა ამის წმიდისასა შური საღმრთოჲ, ვითარცა ელია წინაჲსწარმეტყუელისასა,
    37.     იხილნა რაჲ კაცნი წარწყმედასა შინა კერპთმსახურებისასა, ვითარცა ელია ისრაჱლნი.
    38.     გარდამოჴდა იგი მიერ მთით, სადა-იგი დამკჳდრებულ იყო, და წარემართა იგი სპარსეთა, რაჲთამცა მოიხილა ნერგი იგი ქ˜ჱანობისაჲ,
    39.     რაჲთა ულოცოს მათ და ასწავოს და განამტკიცნეს იგინი სარწმუნოვებასა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა
    40.     და რაჲთა არა შეიცვალნენ ჭეშმარიტებისაგან სიცრუვედ და წარწყმდენ იგინი საუკუნოდ.
    41.     და ვითარცა მიიწია იგი კარად ქალაქისა ერთისა, რომელსა ეწოდა ბეჲდა, რომელი იყო საზღვართა შინა სპარსეთისათა,
    42.     და იყო კარსა ზედა ამის ქალაქისასა წყაროჲ ერთი აღმომდინარჱ, რომლისაგან იყო ცხორებაჲ ქალაქისაჲ მის.
    43.     და მონაზონი ერთი თანა-წარჰვიდოდა კარსა მის ქალაქისასა.
    44.     და იხილა, ქალები მრავალი წყაროსა მას ზედა რცხიდეს სამოსელსა მათსა და ტკეპნიდეს იგინი ფერჴითა მათითა, აღმოხუეწიინი ურცხჳნოდ სამოსლითა მათითა.
    45.     და ვითარცა იხილეს მათ მონაზონი იგი, არა თუ თავნი და წჳვნი მათნი მოიბურნეს სამოსლითა ქალთა მათ,
    46.     არამედ იწყეს ჴმითა მაღლითა სიცილად და ჰბასრობდეს და ეკიცხევდეს მას.
    47.     არცა შეირცხჳნეს მისგან, ვითარცა მოხუცებულისა, და არცა შეიკდიმეს სქემისა მისგან პატიოსნისა, რომელი ემოსა წმიდასა ბერსა,
    48.     არამედ თუალითა ურცხჳნოჲთა ჰხედვიდეს და ჴმობდეს მის ზედა სიტყჳთა უშუერითა და საქიქელითა, ბილწად და უგუნურად ეცინოდეს მას.
    49.     მაშინ, ვითარცა იხილნა იგინი წმიდამან ბერმან ესევითარსა ურცხჳნოვებასა და სილირბესა შინა და ესმა მას, რომელსა იგინი ჴმობდეს მისა მიმართ, შეწუხნა იგი ფრიად მათთჳს.
    50.     და ენება, რაჲთა ძალითა ღმრთისაჲთა აჩუენოს მათ ზედა სასწაული, რაჲთა მოაქცინეს იგინი ამის ესევითარისაგან სიწბოჲსა და ურცხჳნოვებისა.
    51.     და დაწყევა წყაროჲ იგი და მუნქუესვე განჴმა.
    52.     და კუალად დასწერა ჯუარი ქალებსა მას და მუნქუესვე დაშავნა სისპეტაკჱ პირთა მათთაჲ და იქმნა, ვითარცა ყორნისა ნაკრტენი.
    53.     და განსპეტაკნა სიშავჱ თმათა მათთაჲ და იქმნა იგი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.
    54.     და იქმნნეს ხატნი მათნი, ვითარცა ფურცელი ლეღჳსაჲ, რაჟამს ეცის მყინვარი, და ესრეთ საზარელ და საშინელ იყო ხილვაჲ მათი.
    55.     მაშინ, ვითარცა იხილა ქალებმან მან პირები და თმაჲ ერთმან ერთისაჲ, ვითარ-იგი მყისა შინა საქიქელ იქმნნეს და რამეთუ განჴმა წყაროჲ იგი,
    56.     იწრაფეს და შევიდეს ქალაქად და აუწყეს მოქალაქეთა ყოველი ესე ყოფილი.
    57.     ხოლო იგინი შეკრბეს მყისა შინა და გამოვიდეს ძიებად მონოზნისა მის და სდევდეს მას მოწრაფებით.
    58.     და ეწინეს მას, რამეთუ თანა-წარსრულ იყვნეს იგინი ქალაქსა მას.
    59.     და ვითარცა ეწინეს მას, დაცჳვეს ყოველნი წინაშე საკჳრველისა ბერისა, თავყუანის-სცემდეს და ამბოვრს-უყოფდეს ფერჴთა მისთა,
    60.     რაჲთამცა ამით ვითარ დააცხრვეს გულის-წყრომაჲ მისი.
    61.     ხოლო ბერმან ვითარცა იხილნა იგინი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ ეგევითარითა ცრემლითა ტიროდეს წინაშე მისა და იტყოდეს: ჵ წმიდაო მამაო,
    62.     ცხორებაჲ ამის ქალაქისაჲ ამის წყაროჲსაგან არს, რომელსაცა ზედა დაშენებულ არს; და უკუეთუ ესე განჴმეს, ყოველი ესე სული მოისრვის წყურილითა და ქალაქი აღოჴრდეს.
    63.     არამედ შეიწყალჱ ურიცხჳ ესე კრებული და ნუმცა წარვწყმდებით უგუნურებითა ამათ ქალთაჲთა, რომელთა აქუს ნაყოფი კადნიერებისა მათისაჲ,
    64.     და ცოდვასა მათსა ნუ მოჰჴდი ერსა ამას, რომელთა არარაჲ შეგცოდეს.
    65.     მაშინ მოიქცა წმიდაჲ იგი მუნვე წყაროჲსა თავად და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა: უფალო, ნუ შეურაცხებ უგუნურებასა ამათსა,
    66.     არამედ შეუნდვე მათ და კუალად უბრძანე წყაროსა ამას, რაჲთა მდიდრად აღმოეცემოდის, ვითარცა პირველ და უფროჲს მისსა,
    67.     რაჲთა ჰრწმენეს მათ სახელი შენი წმიდაჲ და აღგიარონ შენ მხოლოჲ სახიერი ღმერთი.
    68.     და მუნქუესვე კუალად აღმოეცა წყაროჲ იგი პირველისა ფრიად უფროჲს, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
    69.     და ვითარცა იხილეს მოქალაქეთა ესე სასწაული, ამბოვრს-უყოფდეს ტირილით ფერჴთა მისთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ქალებსაცა მას ულოცოს და კუალად ეგნენ.
    70.     ხოლო მოქალაქენი ესე ყოველნი გარდაექცინეს ეშმაკსა ქრისტეანობისაგა(ნ) წარმართობად.
    71.     და უბრძანა [მათ] ბერმან, რაჲთა დაუტევონ (შჯული) წარმართობისაჲ
    72.     და ჰმონებდენ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა და აღაშენნენ ეკლესიანი.
    73.     მაშინ სურვიელად შეიწყნარეს სწავლაჲ ბერისაჲ სასწაულთა მათთჳს, რომელნი იხილნეს მისგან, და ყოველნი იგი ვიდოდეს მის თანა და ეძიებდეს ადგილსა საეკლესიოდ.
    74.     და ვითარცა გამოიძიეს ადგილი, მუნქუესვე მრავლითა გულს-მოდგინებითა აღაშენეს ეკლესიაჲ და მოიქცეს ყოველნი სიხარულით ქრისტეანედვე.
    75.     გამოურჩინა და დაუდგინნა მათ ხუცესნი და დიაკონნი.
    76.     კუალად ევედრნეს იგინი ქალებისა მისთჳს განკურნებად და უბრძანა მათ, რაჲთა მოიყვანნენ მისა და შჯული დაუდვას მათ არღარა კადრებად ეგევითარსა ურცხჳნოვებასა,
    77.     რაჲთა სიმდაბლით ვიდოდიან, წიწვით და მორცხუედ იქცევოდიან, ვითარცა ჯერ-არს დედათა.
    78.     ხოლო იგინი არა მოვიდეს მისა სირცხჳლითა და დაუტევნა იგინი, ვითარცა იყვნეს, უმჯობესისათჳს სულთა მათთაჲსა და სიწმიდით ...
    79.     წინაშე მათსა, მეკარეთა ვერ იკადრიან დაყენებაჲ მისი.
    80.     ეგრეთვე წმიდასა ამას, ყოველი, რომელი უნდა ღმრთისაგან, მოსცემდა მას ღმერთი დაუპრკოლებელად.
    81.     ამისა შემდგომად განვიდოდა იგი კართა თანა ქალაქისა რომლისათამე და იხილნა კრებულად გლახაკნი მთხოველნი.
    82.     და ვითარცა იხილეს იგი შორით მომავალად, აღდგეს იგინი მყისა შინა და განსხირპეს ერთი მოყუასთა მათთაგანი ქუეყანასა ზედა
    83.     და დაბურეს იგი ზეწრითა მსგავსად მკუდრისა.
    84.     და ვითარცა მოიწია მათა, ევედრებოდეს მას, რაჲთა ლოცვაჲ მკუდრისაჲ აღასრულოს მის ზედა ბერმან და დაჰმარხონ იგი.
    85.     ხოლო წმიდამან შეიწყნარა ვედრებაჲ იგი მათი და დადგა აღმოსავალით და ევედრებოდა ღმერთსა,
    86.     რაჲთა შეუნდვნეს მას შეცოდებანი მისნი და შეჰრაცხოს იგი რიცხუსა წმიდათასა სასუფეველსა ცათასა.
    87.     და ვითარცა ევედრა ქრისტესა სულისა მისისათჳს, რომელი მკუდრად შეერაცხა და იყო იგი ცოცხალ,
    88.     შეიწირა ქრისტემან ლოცვაჲ იგი ბერისაჲ და სული იგი გამოიყვანა ჴორცთაგან და წარიყვანა იგი სასუფეველად, რომლისათჳს-ცა წმიდაჲ იგი ევედრებოდა;
    89.     აღუსრულა თხოვაჲ მისი და არა უგულებელს-ყო იგი, დაღაცათუ არა გამოსრულ იყო სული იგი ჴორცთაგან, ლოცვითა ბერისაჲთა გამოიყვანა იგი და ზეცად წარიყვანა.
    90.     ხოლო ვითარცა აღასრულა ბერმან ლოცვაჲ თჳსი მის ზედა, უბრძანა მათ დამარხვაჲ და თჳთ წარემართა გზასა თჳსსა.
    91.     და ვითარცა განეშოვრა მათგან, იწყეს მოყუასთა მის მკუდრისათა სიცილით და ბასრობით ჴმობად მისა, რაჲთა აღდგეს და წარვიდენ ერთობით გზასა თჳსსა.
    92.     და ვითარცა მრავალგზის უჴმეს და არა იყო სმენა, ჰგონებდეს, ვითარმედ მირულებულ არს.
    93.     და მივიდა ერთი მათგანი განღჳძებად მისა და ვითარცა აღჰჴადა ზეწარი პირსა მისსა, იხილა ფერი მიწისაჲ პირსა ზედა მისსა.
    94.     მყის დასდვა ჴელი საყნოსელთა მისთა და პოვა იგი, რამეთუ განცივებულ იყო და საშუმინველი დამცხრალ იყო ცხჳრთაგან მისთა.
    95.     და ვითარცა იხილა, რამეთუ ცხოველებაჲ განშორებულ იყო მისგან, მყის აუწყა მოყუასთა, ვითარმედ ესე მომკუდარ არს.
    96.     და ვითარცა ესმა ესე სხუათა მათ ყოველთა, მყის დევნა-უყვეს წმიდათა მათ, ეწინეს და დაცჳვეს წინაშე მისსა და ამბოვრს-უყოფდეს ჴელთა და ფერჴთა მისთა
    97.     და ტირილით ლმობიერად ევედრებოდეს მას, რაჲთა შეუნდოს მათ უგუნურებაჲ მათი, რომელი ყვეს მისა მიმართ სიცოფითა სიგლახაკისაჲთა.
    98.     და აუწყეს მას მოყუსისა მის მათისათჳს, ვითარ იგი ცოცხალი განესხირპა და აწ მკუდარი პოვეს და რაჲთა კუალად აგოს სული მისი მისავე.
    99.     ხოლო ბერსა, ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე მათგან და რამეთუ ტიროდეს წინაშე მისსა,
    100.     შეეწყალნეს იგინი და კუალად იქცა მათ თანავე და მივიდოდა და დადგა მკუდარსა მას ზედა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და ევედრა ღმერთსა,
    101.     რაჲთა კუალად აგოს სული კაცისაჲ მის ჴორცთავე მისთა.
    102.     და სული იგი, რომელ ლოცვითა ბერისაჲთა განსრულ იყო კაცისა მისგან, ლოცვითავე მისითა კუალად ეგო გუამსავე მისსა.
    103.     და აღდგა მკუდარი იგი და იწყო გალობად მოყუასთა მისთა მრავლითა ტკივილითა და ეტყოდა: იხილენ უფალმან და საჯენ ჩემ შორის და თქუენ შორის,
    104.     რამეთუ გამომიყვანეთ მე სასუფევლისაგან ცათაჲსა, რომელსა ღირს-ქმნულ ვიყავ ლოცვითა ამის წმიდისაჲთა,
    105.     და კუალად მაქციეთ მე ქუეყანასავე ამას, სავსესა სიცრუვითა და ზაკუვითა, და დამაკლენით მე კეთილნი იგი საუკუნენი,
    106.     რომელთა ვერღარა მივემთხუევი უღირსებითა ჩემითა.
    107.     ესე სასწაული აღასრულა წმიდამან მან, ვითარცა ყო პეტრჱ მოციქულმან, რაჟამს-იგი უტყუვეს ანანია და საფირა, ცოლმან მისმან, და მყის მოაკუდინნა იგინი.
    108.     ეგრეთვე წმიდასა ამას, ვითარცა უტყუვეს უგუნურთა მათ, ღმერთმან ჭეშმარიტ-ყო ტყუვილი იგი მათი.
    109.     ხოლო პეტრეს სულმან წმიდამან აუწყა ტყუვილი იგი მათი და მეცნიერებით მოაკუდინნა იგინი, არამედ ბერმან ამან წმიდამან უმეცრებით ულოცა კაცსა მას, ვითარცა მკუდარსა,
    110.     რამეთუ მკუდარი ეგონა ჭეშმარიტად, ხოლო ქრისტემან არა უგულებელს-ყო ლოცვაჲ იგი მისი და მკუდარ ჭეშმარიტ ყო იგი.
    111.     ესე წერილი აღმოიკითხჱდ უგუნურად მბასრობელთა და დასცხერიდ უგუნურად ბასრობისაგან მათისა და შეინანედ!
    112.     ამიერითგან დაუტევოთ ჴსენებაჲ ამისი და მივიცვალოთ სხუათა სასწაულთა და სათნოვებათა მისთა.
    113.     და შემოკლებულად ვიტყოდით და არა განვაგრძოთ.
    114.     არიოს – თავი იგი განწვალებისაჲ და მამაჲ ტყუვილისაჲ და დამბადებელი გმობისაჲ,
    115.     რომელმან მხოლოსა ძესა ღმრთისასა და სულსა წმიდასა აზმნო გმობაჲ და აღლესა ენაჲ მისი, ვითარცა ჴრმალი განმკუეთელი,
    116.     და იწყო სიცბილითა ტყუვილისაჲთა განწვალებად სამებისა ერთარსებასა და აღავსო ყოველი ეგჳპტჱ შფოთითა და წვალებითა სწავლისა მისისა მაკუდინებელისაჲთა
    117.     და მრავალნი იზიარნა მისსა მას წარწყმედასა, ვიდრემდის განისმნეს გმობანი მისნი ყოველსა ქუეყანასა.
    118.     ესე იყო დღეთა კოსტანტინე მეფისა მორწმუნისათა, რომელი-იგი იყო გჳრგჳნოსანი გჳრგჳნითა სარწმუნოვებისაჲთა, რომელმან მოაქცია ტყუე იგი ერისაჲ მის ისრაჱლისაჲ,
    119.     რამეთუ შვილნი ტაძრისა ღმრთისანი მოისრვოდეს ყოველსა ადგილსა წარმართთაგან.
    120.     ვითარცა იხილა მეფემან ღმრთივ გჳრგჳნოსანმან შფოთი ესე და განპებაჲ შჯულისაჲ, რომელი აღადგინა არიოს ურჩულომან, ბრძანა მეფემან,
    121.     რაჲთა მწრაფლ შეკრბენ ყოველნი მღდელთმოძღუარნი, განმგებელნი ეკლესიათანი, ქალაქსა შინა ნიკეაჲსასა, რაჲთა განაგონ შფოთი იგი და წვალებაჲ.
    122.     და ვითარცა ეუწყა ესე წმიდასა იაკობს მონაზონსა, განემზადა იგიცა აღსლვად ნიკეად ებისკოპოსთა თანა,
    123.     რაჲთა განაცხადოს შჯული მართლისა სარწმუნოვებისაჲ, ვითარცა მჴედარმან რაჲ ახოვანმან ცხადად აჩუენის ღუაწლსა შინა ახოვნებაჲ თჳსი.
    124.     და რამეთუ ქალაქი ნასიბინი ბერძენთა ჴელმწიფებასა ქუეშჱ იყო, და ხარკსა ბერძენთა მეფენი წარიღებდეს.
    125.     და ვითარცა შეკრბა წმიდაჲ ესე კრებული ნიკეას, და წმიდაჲ იაკობ მონაზონიცა იყო მათ თანა, და მრავალი უკუე სიტყჳს-გებაჲ იყო შორის მათსა.
    126.     და კუალად არიოსს მცბიერსაცა თანა იყვნეს მრავალნი სხუანიცა,
    127.     რომელნი სიტყჳთა ტყუვილისაჲთა შეუდგეს მას და ყოვლად ბოროტის ნებასა მას მისსა მიდრკეს მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი.
    128.     ხოლო იგინი უკუე ვერ გამოაცხადებდეს ამას წინაშე კაცთა, გარნა მათ ხოლო, რომელნი მათა ზიარ-იყვნეს სიცბილსა მას.
    129.     და იყვნეს იგინი სავსე ყოვლითა ზაკუვითა და საცთურითა მით ეშმაკისაჲთა და ფარულად, ვითარცა გუელნი, კბენდეს ბრჭალსა კაცთასა;
    130.     არამედ ძალმან ღმრთისამან და წყალობამან მისმან, რომელი მარადის სცავს წმიდათა მისთა ეკლესიათა და ყოველთა მორწმუნეთა,
    131.     რომელნი ჰმონებენ მას ჭეშმარიტებით, არა უგულებელს-ყვნა შვილნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი.
    132.     და იყვნეს არიოსს მცბიერსა თანა შჳდნი წინამძღუარნი ბერნი ბოროტნი, რომელნი ტყუვილსა მისსა ტყუოდეს და ნებასა მისსა ეზიარნეს.
    133.     და იყვნეს სიტყჳთა კეთილ და გონებითა – ბოროტ, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ:
    134.     „ერი ესე ბაგითა მათითა მადიდებს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშოვრებულ არიან ჩემგან“.
    135.     და კუალად იტყჳს იერემია: „ჭეშმარიტად მახლობელ ხარ შენ პირსა მათსა და განშოვრებულ თირკუმელთაგან მათთა“.
    136.     ვითარცა იტყჳს წმიდაჲ დავით, ვითარმედ: „პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს“.
    137.     და კუალად: „ლბილ იყვნეს სიტყუანი მათნი უფროჲს ზეთისა, და იგინი იყვნეს, ვითარცა ისრის პირნი“.
    138.     ესრევე იყვნეს მზაკუვარნი იგი და უკეთურნი, რომელნი ლმობიერად ევედრებოდეს წმიდასა ალექსანდ[რ]ეს პატრეაქსა ალექსანდრიაჲსასა,
    139.     რაჲთა შეიწყალოს არიოს და განჰჴსნეს იგი კრულებისაგან მისისა.
    140.     ხოლო წმიდასა ალექსანდრეს ეშინოდა უკეთურთა მათგან და უნდა განმარჯუებად საქმე მათი.
    141.     და რამეთუ სხუანიცა მრავალნი მოსრულ იყვნეს სიწრფოვებით შეწევნად მათა უმჯობესისა გონებისათჳს, და ჰრქუეს მათცა წმიდასა ალექსანდროსს:
    142.     ღმერთი ჩუენი წყალობის-მოყუარე არს და უხარის მას წყალობაჲ ცოდვილისაჲ.
    143.     მიუგო მათ წმიდამან ალექსანდრე: ჭეშმარიტსა გეტყჳ, შვილნო ჩემნო, ვითარმედ ფრიად გარდარეული ცოდვაჲ არს წყეულისა შეწყალებაჲ, არიოს მცბიერისაჲ.
    144.     მაშინ წმიდამან ებისკოპოსმან იაკობ ქალაქისა ნასიბინისამან, რომლისა ცხორებაჲ ესე მიგითხარ,
    145.     აზრახა წმიდასა კრებულსა, რაჲთა იმარხონ შჳდ დღე და ყოველთა ღამეთა უძილად, ლოცვით განათიონ და ესრეთ ევედრნენ ღმერთსა,
    146.     რაჲთა მსგავსად ნებისა მისისა ყოს სამწყსოჲსა თჳსისათჳს შვილთა ეკლესიისათა.
    147.     და ვითარცა ესმა ესე ყოველთა ებისკოპოსთა წმიდისა იაკობისგან, სიხარულით შეიწყნარეს ზრახვაჲ მისი და იმარხეს შჳდ დღჱ და შჳდგზის ღამჱ ათიეს.
    148.     და მჴურვალედ ევედრნეს ღმერთსა ნებისა მისისაებრ განგებად სამწყსოჲ თჳსი და უკუეთუ ღირს არს არიოზ შენდობისა მისმიერისა, გამოუცხადოს მათ.
    149.     და მოიწია მეშჳდჱ დღჱ კჳრიაკჱ, რომელსა შინა მოელოდეს სასწაულსა გამოცხადებად მათა არიოსის შენდობისათჳს და განჴსნისა.
    150.     და ვითარ იყო ჟამი შეწირვად მსხუერპლთა საიდუმლოჲ, ყოველსა კრებულსა აღეპყრნეს ჴელნი მათნი ღმრთისა მიმართ.
    151.     მას ჟამსა აჩუენა ღმერთმან სასწაული ძალითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა არიოზს უშჯულოსა ზედა,
    152.     რამეთუ მოუწოდეს მას წმიდამან კრებულმან, რაჲთა უკუეთუ ღირს იყოს იგი, თანა-დაიხუედრონ ჟამის წირვასა.
    153.     და ვითარცა აღდგა იგი საჯდომისაგან თჳსისა და შევიდა იგი გარე-განსავალად განსლვად ბუნებითსა მას თანანადებსა,
    154.     მას ოდენ ჟამსა ძალმან ღმრთისამან აჩუენა სასწაული ესევითარი მის ზედა ყოველი,
    155.     რაჲცა-რჱ იყო მუცელსა მისსა – ნაწლევნი და გულ-ღჳძლი ფირტჳთურთ – განკრბა განსავალსა მისსა
    156.     და დაეცა იგი ადგილსა მას მყრალსა, ვითარცა ღირს იყო,
    157.     და ბოროტად სულნი წარჰჴდეს რისხვითა ზეგარდამოჲთა და ლოცვითა წმიდისა მამისა ჩუენისა იაკობ ნასიბინელ ებისკოპოსისაჲთა,
    158.     რომელიცა შურითა საღმრთოჲთა აღიძრა მის ზედა, ვითარცა ფინეეზ მღდელი, რომელმან მოკლნა ორნი იგი, რომელნი ცოდვიდეს და მათ ძლით მოისრვოდა ერი იგი ღმრთისაჲ,
    159.     ხოლო მოკლვამან მათმან დააცხრვო რისხვაჲ ღმრთისაჲ და დაეყენა სიკუდილი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა:
    160.     „დადგა ფინეეზ, იჴსნნა იგინი, დაეყენა სიკუდილი, შეერაცხა სიმართლედ თესლითი თესლამდჱ და მიუკუნისამდჱ“.
    161.     ესრეთვე ამან წმიდამან მოკლა უშჯულოჲ იგი და მცბიერი არიოზ წყეული საჭურველითა ღმრთისამიერითა,
    162.     რამეთუ ლოცვასა მისსა ღმრთისა მიმართ იქმნა ენაჲ მისი უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა.
    163.     და მით მოკლა ბილწი იგი და მცბიერი არიოს წყეული და იჴსნა სამწყსოჲ ქრისტესი წამლისა მისგან მისისა მაკუდინებელისა და წარმწყმედელისა,
    164.     ვითარცა წერილ არს: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს მან დიდებაჲ ღმრთისაჲ“.
    165.     შემდგომად სიკუდილისა არიოზ უღმრთოჲსა წმიდაჲ ესე კრებული განიბნია და წარვიდეს კაცად-კაცადი თჳსა ვანად სიხარულითა დიდითა.
    166.     და მოიქცა წმიდაჲ იაკობ საყდარსა თჳსსა ქალაქად ნასიბინდ, ვითარცა მჴედარი რაჲ ახოვანი,
    167.     რომელმან აუტნის მტერნი და მოელინ მოღებად გჳრგჳნსა მეფისაგან ღუაწლისა მისისათჳს.
    168.     და ყოველთა კაცთა, რაჟამს ესმოდა სახელი მისი, გზასა ზედა მოეგებვოდეს მას ქალაქებისაგან და ყოვლისა ქუეყანისა, რაჲთა იკურთხნენ მისგან.
    169.     და შემდგომად მცირედისა ჟამისა დიდმან მეფემან კოსტანტინე მორწმუნემან შეისუენა და ზეცისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან-იქმნა ნაცვალად ქუეყანისა.
    170.     და დაიმკჳდრეს მეფობაჲ მისი ძეთა მისთა შემდგომად მისა.
    171.     და ვითარცა ესმა საბურს, სპარსთა მეფესა, ვითარმედ მეფჱ კოსტანტინე გარდაიცვალა და ძეთა მისთა დაიპყრეს მეფობაჲ მისი, აღზუავნა გონებითა და განიმზადა გუნდი თჳსი,
    172.     რაჲთამცა ბრძოლა-უყო ბერძენთა და მძლავრობითმცა მოუხუნა საბრძანებელნი მათნი.
    173.     და მოადგენ იგი ქალაქსა ნასიბინს ერითა ურიცხჳთა, რამეთუ იყო იგი საზღვარი საბრძანებელისა მათისაჲ, და ვითარცა იხილა შეზღუდვილად ზღუდითა მტკიცითა,
    174.     უბრძანა ერსა თჳსსა, რაჲთა მოადგან გარემოჲს მისსა სხუაჲ ზღუდჱ უმაღლესი და აგოს მას ზედა ფილაკავანთა სიმრავლჱ სასროლად ქალაქისა.
    175.     და კუალად ქმნა ურმები მანქანებითა, რაჲთა ზღუდესა მიადგენ და მით გამოუღონ საფუძველი მისი.
    176.     და ვითარცა ესე ყოველი ქმნეს და ვერარაჲ ირგეს ამით, რამეთუ ლოცვაჲ წმიდისა იაკობისი სძლევდა ყოველთა სივერაგეთა მანქანებისა მათისათა,
    177.     და იხილა საბურ მეფემან, რამეთუ ამაო არს ყოველი ღონისძიებაჲ მათი,
    178.     მაშინ უბრძანა გუნდსა თჳსსა, რაჲთა დაყონ მდინარჱ იგი, რომელი შესდიოდა ქალაქსა და დააგუბონ იგი და მოუთხარონ გარემოჲს ზღუდეთა ქალაქისათა
    179.     და ოდეს აღმაღლდეს წყალი იგი, განუტევონ იგი მძაფრიად და მოადგეს ზღუდეთა მათთა და დაირღუენ,
    180.     რამეთუ უწყოდა უშჯულომან მან, ვითარმედ ზღუდენი მისნი ალიზისანი იყვნეს და თიჴაჲ ვერ დამდგრომელ არს წინაშე წყლისა.
    181.     და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან საბურ: და დაგუბეს წყალი იგი და მერმჱ განუტევეს ერთბამად და მოადგა წყალი იგი ზღუდეთა მათ ქალაქისათა და მოიცვა იგი.
    182.     და ვერ შეუძლო თიჴამან წინა-აღდგომად წყლისა მის და დაალბო საძირკუელი ზღუდისაჲ მის და დაეცნეს ზღუდენი ქალაქისანი და დაირღუეს ყოვლით კერძოვე.
    183.     ვითარცა იხილეს ესე მკჳდრთა ქალაქისათა, რამეთუ დაეცნეს ზღუდენი მათნი, დაეცა მათ ზედა ზარი და შეიპყრნა იგინი შიშმან მიუთხრობელმან
    184.     და წარიწირეს სასოვებაჲ ცხორებისა მათისაჲ და ენება თავთა მათთაჲ მიცემად მეფისა სპარსთაჲსა მონებად მისა.
    185.     ხოლო წმიდაჲ იაკობ, მწყემსი იგი მათი ჭეშმარიტი, მინდობილ იყო ძალსა და სახიერებასა ღმრთისასა უფროჲს სიმტკიცესა ზღუდეთასა,
    186.     ნუგეშინის-სცემდა მათ და ეტყოდა: ნუ გეშინინ, შვილნო ჩემნო,
    187.     ნუცა შესძრწუნდებით, რამეთუ არა მისცემს ქალაქსა ამას ქრისტე ღმერთი ჩუენი ჴელთა მეფისა უშ[ჯ]ულოჲსათა, ნუ გეშინინ!
    188.     მაშინ, ვითარცა იხილა საბურ მეფემან სპარსთამან, რამეთუ დაეცნეს ზღუდენი ქალაქისანი, განიხარა მან სიხარულითა დიდითა
    189.     და უბრძანა გუნდსა თჳსსა, რაჲთა შევიდენ ყოვლით კერძო-ვე და დაიპყრან ქალაქი.
    190.     და ვითარცა აზმნეს მჴედართა შესლვად ქალაქად, ვერ შეუძლეს მათ თიჴისაგან და უყისა, რომელი აღდგომილ იყო წყლისა მისგან,
    191.     რამეთუ დაეფლვოდეს საჴედარნი მათნი და ერიცა ქუეთმავალი და მკჳრცხლი დაჰვიდოდა უყსა მას შინა.
    192.     და ვითარცა ვერ შემძლებელ იქმნნეს შესლვად მას დღესა შინა, უბრძანა, რაჲთა განეშორნენ მცირედ, ვიდრემდის განჴმეს საფლავი იგი უყისაჲ მის, და ესრეთ დაიპყრან ქალაქი იგი.
    193.     ვითარცა იხილეს ესე ყოველი მყოფთა ქალაქისათა, რაჲ-იგი იქმნა, აღიპყრნეს ჴელნი მათნი ცად
    194.     და ილოცვიდეს ღმრთისა მიმართ ლმობიერითა გულითა მწყემსისა მათისა თანა წმიდისა იაკობისა, რაჲთა იჴსნნეს იგინი ჭირისა მისგან.
    195.     და გამოვიდეს ყოველნი ერთბამად – მამანი და დედანი და ყრმანი – და იწყეს შჱნებად ზღუდისა შინაგან ნარღუევსა მას
    196.     და შეწევნითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა წმიდისა იაკობისითა აღაშენეს ზღუდე ქალაქისაჲ ყოვლით კერძოვე ღამესა ერთსა უმაღლესი და უმტკიცესი პირველისასა
    197.     და მოადგეს თავსა მისსა საბრძოლი კაცისთავოვანი და განმტკიცნეს გონებითა და ნუგეშინის-ცემულ იქმნნეს და ევედრნეს წმიდასა იაკობს, მწყემსსა მას მათსა სულიერსა,
    198.     რაჲთა აღჴდეს ზღუდესა მას და წყევოს გუნდი იგი სპარსთაჲ.
    199.     და ვითარცა აღვიდა იგი სიმაღლესა მას ზღუდისასა, რაჲთამცა დაწყევნა იგინი, და მიხედა სიმრავლესა მას ურიცხჳსა ერისასა, რომელსა შეეცვა ქალაქი იგი.
    200.     შეეწყალნეს იგინი და მოეჴსენა სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ნუ სწყევთ“, და დაეყენა წყევისაგან ერისა მის.
    201.     არამედ ესე ხოლო ილოცა, რაჲთა მოუვლინოს მათ ღმერთმან ზილი და ბზიკი ფესანგი,
    202.     რაჲთა ამით განიბნინენ იგინი მიერ ადგილით, რაჲთა წარვიდენ მიერ და არავინ მათგანი მოისრას.
    203.     და ისმინა ღმერთმან ლოცვისა მისისაჲ, ვითარცა მოსე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, და მყისა შინა მოუჴდა მათ გუემაჲ ესე ღმრთისამიერი ლოცვითა წმიდისა იაკობისითა.
    204.     და გამოჴდა ქუეყანით მათ ზედა ზილი კაცთა ზედა და ბზიკი საჴედართა ზედა მათთა და მწრაფლ განაბნინა იგინი,
    205.     რამეთუ იყო მათ თანა პილოვებიცა მრავალი საბრძოლელად და მათ ზედაცა იყო ბზიკი იგი, ვიდრემდის ვერ დამდგომ იქმნნეს იგინი წინაშე ბზიკისა და ზილისა.
    206.     და ვითარცა განიბნია ლაშქარი იგი პირსა ზედა თჳსსა, იხილა საბორ მეფემან სპარსთამან, რამეთუ ზღუდენი ქალაქისანი აღშენებულ იყვნეს უმაღლეს და უმტკიცეს პირველისა
    207.     და გუნდი მისი მოუძლურებულ არს ბრძოლად და განბნეულ და ყოველი სიმარჯუე მათი ამაო-ქმნულ არს, ზარი განჰჴდა მას და შეეშინა.
    208.     მიჰხედა ზღუდესა და იხილა წმიდაჲ იაკობ ებისკოპოსი, ვიდოდა რაჲ ზღუდეთა ზედა.
    209.     და ემოსა მას ძაძისა იგი სამოსელი და კუნკული ედგა თავსა მისსა.
    210.     და ვითარცა იხილა საბურ მეფემან, ეგონა, ვითარმედ მეფჱ ბერძენთაჲ მოსრულ არს,
    211.     რამეთუ ღმრთისა განგებითა გამოუჩნდა თუალთა მისთა ძაძისა იგი სამოსელი პურფირად მეფისა და წმიდაჲ იგი კუნკული – გჳრგჳნად.
    212.     და ჰრქუა განმზრახთა და საკუთართა თჳსთა, რომელთა ეზრახა მისდა მოსლვაჲ და ბრძოლაჲ ქალაქსა ნასიბინს, ვითარმედ ბერძენთა მეფჱ მომკუდარ არს:
    213.     „რაჲსათჳს შემიტყუვეთ მე, ჵ ბოროტნო განმზრახნო, და მეტყოდეთ მეფისა აქა არა ყოფასა და ამით ეძიებდით სიკუდილსა ჩემსა?
    214.     არა აჰა ესერა მე ვხედავა თუალითა ჩემითა მეფესა ბერძენთასა ზღუდეთა ზედა მავალსა და გჳრგჳნი თავსა ზედა მისსა?
    215.     და ერი ჩუენი განიბნია და ჩუენ ვითარ განვერნეთ სიკუდილისაგან?
    216.     ხოლო მე ვიდრე გამოსლვად მათამდჱ ქალაქით და მოსრვად ჩუენდა შური ვიძიო ტყუვილისა თქუენისათჳს ჩემდა მომართ!“
    217.     და უბრძანა მჴედარათა, რაჲთა თავები დაშჭრან ყოველთა განმზრახთა და მოგუთა და მისანთა მისთა. და ყვეს ეგრე.
    218.     ხოლო იგი მუნქუესვე აღიყარა მრავლითა შიშითა და მიიქცა ქუეყანად თჳსა და ზოგი აბჯრისა მათისაჲ და ჭურჭრისაჲ და კარვები დაუტევეს შიშისაგან.
    219.     ესევითარი სასწაული ქმნა ღმერთმან წმიდისა იაკობის მიერ, ვითარცა ყო ეზეკია.
    220.     და არა უმცირეს არს ესე ეზეკიაჲსსა მას, არამედ უფროჲს და უმეტეს, რამეთუ განწირულ იქმნნეს მოქალაქენი იგი, რაჟამს ზღუდენი მათნი დაეცნეს,
    221.     არამედ ლოცვითა წმიდისა იაკობისითა იოტნეს მტერნი იგი.
    222.     ხოლო მე ფრიად დამიკჳრდების სიმშვიდე კაცისაჲ მის ღმრთისაჲ, ვითარ-იგი არა სწყევა მტერთა მათ,
    223.     რაჲთამცა გარდამოჴდა ცეცხლი და დაწუნა იგინი, ვითარცა-იგი უყო ელია წინაჲსწარმეტყუელმან სამთა მათ ერგასისთა,
    224.     ვითარ დაწუნა იგინი ცეცხლითა ზეგარდამო და რამეთუ არცა უბრძანა ქუეყანასა, რაჲთა განაღოს პირი თჳსი და დანთქნეს იგინი,
    225.     ვითარცა მოსჱ წინაჲსწარმეტყუელმან დაანთქნა დათან და აბირონ, რომელნი უჴდებოდეს მოსეს“.
    226.     არამედ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი მჴსნელისა ჩუენისაჲ, რომელი ჰრქუა მოწაფეთა – იაკობს და იოვანეს, ძეთა ზებედესთა, რაჟამს-იგი განჴადნეს სამარიტელთა მათ:
    227.     „უფალო, ვთქუათ, რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს და აჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო“:
    228.     არამედ ისმინეთ, ვითარ-იგი ჰრქუა მათ უფალმან, ვითარმედ: „არა უწყით, თუ რომლისა სულისანი ხართ“.
    229.     და წმიდამანცა ამან არარაჲ ითხოვა ღმრთისაგან, რომლითამცა სიკუდილსა და წარწყმედასა შესთხინა იგინი,
    230.     არამედ – მწერი ესე და მცენარჱ უძლური, რომლისა მიერ განიოტნა მტერნი იგი მშჳდობით ქუეყანით მისით და არავინ მათგანი მოწყდა.
    231.     ესევითარი კადნიერებაჲ მოეპოვა ნეტარსა მას იაკობს ღმრთისა თანა ფრიადითა მით მოღუაწებითა მისითა,
    232.     ვიდრემდის ყოველსა ნებასა გულისა მისისასა აღუსრულებდა დაუყდუნებელად.
    233.     და ამისსა შემდგომად დაუტევა მან საწუთროჲ ესე სოფელი და მივიდა იგი წინაშე ღმრთისა საუკუნეთა მათ განსასუენებელთა,
    234.     რომელნი განმზადებულ არიან მოღუაწეთათჳს და რომელთა შეიყუარეს ღმერთი ყოვლითა გულითა მათითა და სულითა მათითა.
    235.     და მუნ დაემკჳდრა სასუფეველსა ცათასა.
    236.     ხოლო ამისა შემდგომად კუალად უკუე განძლიერდეს სპარსნი ბერძენთა ზედა და წარიღეს მათ ქალაქი ნასიბინი.
    237.     ხოლო მკჳდრნი ქალაქისანი განისხნეს მიერ ადგილით და თანა-წარიღეს მათ გუამი წმიდისა იაკობისი ებისკოპოსისაჲ
    238.     და იტყოდა მორწმუნე იგი ერი: „არა ვიყვნეთ ჩუენ ჴელმწიფებასა ქუეშე წარმართთასა“ და მიიწინეს ბერძენთა მეფისა.
    239.     და მისცა მათ მეფემან ქალაქი სამკჳდრებელად.
    240.     და აღაშენეს ეკლესიაჲ ფრიად შუენიერი და მბრწყინვალჱ და დადვეს მას შინა გუამი წმიდისა იაკობ ებისკოპოსისაჲ.
    241.     და მეოხებითა და ლოცვითა მისითა მომეცინ ჩუენ უფალმან ყოველთა მორწმუნეთა ქრისტეანეთა მადლი მისი,
    242.     რომლითა შეუძლოთ დიდებად სახელსა წმიდისა სამებისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

1

     1.     თუალთაჲ: ეპიფანე კჳპრელისაჲ თქუმული ეპიფანე ეპისკოპოსი კოსტანტია ქალაქისაჲ, რომელ არს დედაჲ კჳპროს ჭალაკისაჲ, რომელ თქუა ათორმეტთა მათ თუალთათჳს
    2.     უფალსა ჩემსა, პატიოსანსა ძმასა და საქმის თანაზიარსა თევდორჱს კეთილად მსახურსა ეპისკოპოსსა ეპიფანჱ ეპისკოპოსი უფლისა მიერ გიკითხავ.
    3.     დიდსა ნიჭსა მადლისასა მისცემდა და არა თუ მოიღებდა, რაჟამს სთხოვდა უფალი იგი ცხორებისაჲ სუმად დედაკაცისა მისგან სამარიტელისა.
    4.     რამეთუ იგი თჳთ თავადი იყო წყაროჲ ცხორებისაჲ და მისრულ და დაჯდომილ იყო ჯურღუმულსა მას თანა დამაშურალი გზისაგან.
    5.     და ღირს-ჰყოფდა მიგებად სიტყჳსა, მოიყვანებდა გზასა მას ჭეშმარიტებისასა, რომლისათჳსცა იქმნა მოსლვაჲ იგი მისი ჴორციელად
    6.     და თითოვეულადთა მათ ერთობითა და ნიჭსა მას უხუებით განუყოფდა, რომელ მისგან შექმნულ იყო კაცობრივი ესე ბუნებაჲ.
    7.     აწ ერთობით ჴორცთ-შესხმითა მით ერთითა სიტყჳთა, ერთითა ნებითა აღიარებს ყოველივე უკუნისამდე და საუკუნოდ:
    8.     ესე არს ჭეშმარიტი ძჱ ღმრთისაჲ, რომელმან მოიძია თჳსი იგი შექმნული.
    9.     იქმოდეს მსგავსად ამის სახისა მოწაფენი იგი და მონანი მისნი: განუყოფდეს ნიჭთა მათ და არავისგან რას მიიღებდეს.
    10.     ნანდჳლვე ემსგავსა უფალსა თჳსსა ელია წინაჲსწარმეტყუელი: ითხოვდა მისგან, რომელსა არა აქუნდა არცა საზომ ერთ საჴნავი, რჱცა თუ მისა რაჲ საჴმარ იყო,
    11.     ითხოვდა ქურივისა მისგან, რამეთუ უნდა კურთხევითა თჳსითა აღვსებად დედაკაცისა მის ქურივისა და გამოზრდად.
    12.     ეგრჱცა შენი ეგე პატიოსნებაჲ სიმჴნისაჲ ჩემისა ამის ნაკლულევანებისაგან ითხოვს უფროჲსღა, რამეთუ მოცემად გნებავს ჩემდა ნიჭი მადლისაჲ მაგის, რომელ არს შენ თანა.
    13.     უფროჲს მიღებისა მიმსგავსებულ ხარ შენცა საქმის თანაზიართა მათ შენთა, განამრავლებ ლოცვის-ყოფითა ღმრთისა მიმართ შესაძლებელთა მათ ჩემთა, საჴმართა მათ შენთა.
    14.     უკუეთუ არა მოკლებასა მას ზეთისასა რქისა მისგან, ვინაჲ-მე ვინმცა მოსცა, და მოკლებასა მას ფქვილისასა ლაგჳნისა მისგან სიგლახაკისა ვინმემცა შეუძლო უხუებად?
    15.     არამედ მიითხოვა პატიოსნებამან მაგან შენმან, ვითარცა წერილ არს წიგნსა ამას სიტყჳერისა მის ფიცრისა სარჩელისაჲსა,
    16.     რომელი-იგი შემკულ იყო თუალებითა შემდგომითი შემდგომად, იყო მკერდსა მას მღდელთმოძღურისა მის აჰრონისსა.
    17.     აწ ინებჱ, რაჲთა-მცა უწყოდა სიმჴნემან მაგან შენმან, ვითარმედ რაჲ სახელ-აც თუალთა მათ ათორმეტთა ანუ თუ რომელთა ადგილთა იპოვებიან, ანუ რაჲ ძალ არს მათ შინა,
    18.     ანუ ვითარ თითოვეულად ათორმეტთა მათ ნათესავთაჲ სახელები მათ ზედა წერილ არს, ანუ ვითარ გამოჩნდებოდა შემსგავსებულად ღმრთის-მსახურებისა ზრახვაჲ,
    19.     რამეთუ სახელებითა მით თუალთაჲთა საჴმარსა მას ერისასა გარდაიჴდიდა მღდელთ-მოძღუარი იგი.
    20.     ხოლო ვითარცა წინაჲწარ ვთქუ, ჩემდა ყოვლადვე ვერ შესაძლებელ იყო ესე ყოველი სიძნელჱ გონებითა და მიუწდომელ იყო პოვნად ესოდენისა თხოვისა დიდისა,
    21.     ვითარცა დედაკაცისა მის ქურივისაჲ სიგლახაკისა მისთჳს უპოვრებისა მისისა.
    22.     არამედ ვითარცა ქურივისაჲ მის კურთხევათა მათ მიერ ელიაჲსთა აღორძინებაჲ და განმრავლებაჲ იქმნა და გარდაემატა უფროჲსღა
    23.     და სამარიტელისა მისგან დედაკაცისა გამოჩინებულსა მას წყალსა ითხოვდა უფალი, ზრახვასა დიდთა მათ ნიჭთა განცხადებულად მიჰმადლებდა,
    24.     ეგრეცა მე, რომელ-ესე მცირე ვარ გულისხმის-ყოფითა და უდარჱს სიბრძნითა და მეცნიერებითა და უწურთელ სიტყუათა მიმართ,
    25.     ჴელ-ყოფით მომეძალე და ლოცვის-ყოფითა ყოვლით კერძო აღმავსჱ მეცა.
    26.     ვითარცა ყოვლითა განმდიდრებულმან ვაჭარმან და ვითარცა ელია შორის განჴმელსა მას გუალვითა გარდამოსაქანელნი წყლისანი ლოცვის-ყოფითა გარდამოუტევნა
    27.     და ვითარცა სხუათა მრავალთა მართალთა და წინაჲსწარმეტყუელთა, რომელთა მათ შენცა შვილ და მოწაფჱ ხარ.
    28.     ღირს-იქმნა პატიოსნებაჲ ეგე შენი თანასწორ-ყოფად.
    29.     მოგიღებიეს მათგან გარდარეულებაჲ სიმდიდრისაჲ, ვითარცა მოგმადლა შენ უფალმან.
    30.     და ჩუენ უმეტჱსღა ლოცვითა შენითა მგმდლე.
    31.     აწ ვიწყო მეცა ბრძანებულთა მათ შენთაჲ გამოთქუმად, ხოლო ვევედრები პატიოსნებასა მაგას შენსა,
    32.     რაჲთა არა მაბრალებდე ჴელის შეყოფისათჳს, რომელი უფროჲს ჩემსა საქმჱ იყოს, არამედ დამორჩილებით წრაფისათჳს.
    33.     და უფროჲს ძალისა ჩემისა ვიწყო გამოთქუმად.
    34.     და არს პირველსა მას ოთხსა განწესებულ, რამეთუ ოთხგანსა მას განდგმულ იყვნეს თუალნი იგი, რომელ დადებულ იყო ზედა სიტყჳერსა სარჩელისასა მას ფიცარსა.
    35.     და თავადი ფიცარი იგი სარჩელისაჲ იყო ოთხ-კედელ, მტკაველ სიგრძოჲ და მტკაველ სივრცოჲ.
    36.     და პირველსა მას იყო პირველი იგი თუალი სარდიონი და შემდგომად მისა ტბაზიონი და მერმჱ ზმური.
    37.     და მეორესა მას – კარქედონი და საფირონი და იასპინი.
    38.     და მესამე მას ლუგჳრიონი, აკატჱ, ამეთჳსტონი.
    39.     და მეოთხესა მას, რომელ არს შემდგომად ყოვლისა, – იაკინთჱ, და ბჳვრილი და ფრცხილი.
    40.     ესე თუალნი არიან ათორმეტნი სიტყჳერსა მას და სარჩელისა ფიცარსა თითოვეულად განწესებულნი ადგილისაგან, განწესებულ და გამოქმნულ და განდგმულ.


2

     1.     თუალი სარდიონი
    2.     სარდიონ ამის გამო ერქუმის, რომელ ბაბილოვ[ნ]ს იპოვების, რომლისაჲ არს ხილვაჲ მისი მეწამულ, რამეთუ ფერსა და სახელსა თევზისასა სახელ-ედვა,
    3.     რომლისაჲ არს ფერი მისი სარდიონ-თევზისაჲ, ფერი სისხლისაჲ.
    4.     რაჟამს განაჴმიან თევზი იგი, იქმნის ფერი მისი, ვითარცა სისხლი.
    5.     და ხილვითა მით მიმსგავსებითა დაედვა სახელი თევზსა მას სარდიონ.
    6.     ასურასტანს იპოვების.
    7.     და არს თავადი იგი თუალი მბრწყინვალების გამომცემელ და ძალი კურნებისაჲ აქუს,
    8.     რომელი მკურნალთა მიიღიან და დასდვიან საკურნებელად და განაცოცხლიან მით მსივანებანი და გამოსხმული.
    9.     და სხუაჲცა წყლულებაჲ კუეთილი მახჳლითა.
    10.     დაასხიან მისგანი და მოსცხიან.
    11.     და ცხებითა მით წყლულებანი განიკურნნიან.
    12.     არს სხუა თუალ, რომელსა ჰრქჳან სარდიონ-ფრცხილ.
    13.     და რომელთამე ჰრქვან მას მოლოქას ფერისა მისთჳს და ძალისა, რომელ აქუს მსგავსება ჭაკუნტლისა.
    14.     რამეთუ რომელთა სჳან მისგან, მოაჩჩჳს მუცელი და ჴსნილად უპყრიედ.
    15.     და თჳთ ფერი მისი არს ვითარცა მწუანვილისაჲ მის.
    16.     და რაოდენ ნოტიაებაჲ მისწუდის, უმეტჱს განაბრწყინის სიმწუანჱ თჳსი, უფროჲსღა ჟამთა ზაფხულისათა და დღეთა აღვსებისათა.
    17.     არს სხუაცა თუალ მსგავსი ამათსა, რომელსა ჰრქჳან სარდაკად, რომელსა ყოვლადვე აქუს სისპეტაკისა ფერი რაჲმე, ვითარცა თუალსა მას აკადსა, და იქცევის.
    18.     რაჲმე არს თავადი, ვითარ თქჳან, ბოროტ, და ერქუა მას დამამშჳდებელ.


3

     1.     თუალი ტბაზიონი
    2.     ტბაზიონისა თუალისაჲ მეწამულ არს ხილვაჲ მისი.
    3.     და მსგავს არს თუალი იგი, რომელ ჰრქჳან კარქიდონ.
    4.     და იპოვა თუალი იგი ტბაზიონი ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ტობაზჱ, ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა.
    5.     და იპოვა ესრე-სახედ: გალატოზნი ქვასა თლიდეს და იპოვა ქვასა ერთსა შინა, რომელსა-იგი თლიდეს.
    6.     ვითარცა იხილეს ფერი იგი თუალისაჲ მის შუენიერი და ხილვაჲ საკჳრველი, აღიღეს და მიჰყიდეს იგი ვაჭართა ვიეთმე ალაბასტრელთა,
    7.     რომელ მახლობელ არს სოფელი იგი ალაბასტრელთაჲ ჰინდოეთსა და მიიღეს ალაბასტრელთა მათგან მცირედი რაჲმე სასყიდელი და მისცეს თუალი იგი ტბაზიონი.
    8.     ალაბასტრელნი იგი მიიწინეს თებაის ქალაქად, რომელ არს ეგჳპტისაჲ, მიჰყიდეს უფროჲსის სასყიდლის უმეტჱს მისა, რომელ მიეცა.
    9.     თებაელთა მათ მიართუეს ძღუნად მეფესა, რომელ მას ჟამსა იყო ქალაქსა მას, და მან მიიღო თუალი იგი ტბაზიონი და განადგა გჳრგჳნსა თჳსსა საშუვალ შუბლსა ოდენ.
    10.     და აქუს თუალსა ამას ძალი გამოცდით ესრჱთ: გლესის ზედა საგლესელსა მკურნალისასა, არა თუ მეწამულად გამოსცის წყალი ლესვასა მას მსგავსად ფერის ამის თჳსისა,
    11.     არამედ სძის ფერ არნ, სპეტაკ ნალესავი მისი.
    12.     და აღავსი[ს] მრავალი ჭურჭერი, რაოდენცა ჰნებავნ მკურნალსა მას, რომელი უსუამნ თუალსა მას,
    13.     და რაჟამს შეკრიბის ნალესავი იგი, აღწონის თუალი იგი და არა თუ დამცირდის, არამედ იგივე სწორებაჲ აქუნ.
    14.     და ხატი გარემო, რაოდენცა იგი არნ, იგივე აქუნ და არა დამცირდის და სარგებელ-ექმნის თუალთა სალმობიერთა.
    15.     და თუ ვინმე სუას იგი, სარგებელ-ექმნის ბრუ-ქცეულთა და მწყუდნართა.
    16.     და თუ ვინმე ტბის ყურძენი ჭამოს და ცბის სიმწარითა მისითა, ასჳან მკურნალთა ნალესავი მისგან და განკურნიან.


4

     1.     თუალი ზმური
    2.     ზმური თუალი და აკატჱ მწუანჱ არიან ხილვითა.
    3.     არამედ არს ფერსა მათსა განყოფანი რჩეულებისანი: რამეთუ ზმური იგი მბრწყინვალების გამომცემელ არს, ხოლო აკატჱ იგი მწუანჱ ხოლო არს.
    4.     და რომელთამე ჰრქჳან თუალთა ამათ ნერონიანოს, და სხუათა – დუმენტიანოს.
    5.     და ნერონიანოსსა მას ძლიერად აქუს სიმწუანჱ თჳსი და შუენიერ არს ხილვაჲ მისი.
    6.     და ჰრქჳან ნერონიანოს ამის მიზეზისა გამო: იტყჳან, ნერონ მეფემან მოიღო ზეთი მწუანის ფერი, რომელ არს ლიბერტიას.
    7.     და სხუათა თქჳან, ვითარმედ სძჱ ნუშისაჲ შეკრიბის და მრავალთა სხუათაჲცა მწუანის ფერთაჲ და მოჰრწყვიდა მთათა,
    8.     სადა-იგი იყო სიმრავლჱ ლოდთაჲ და ქვათა შეღუერფულთაჲ.
    9.     და სხუათა თქუეს: მოიღო მან ზეთი დუმენტიანონი და შთაასხა იგი ჭურჭერთა პილენძისათა.
    10.     და რაჟამს მრავალ ჟამ დგან ზეთი იგი ჭურჭერთა მათ პილენძისათა წიდითა მით სპილენძისაჲთა, ზეთი იგი განმწუანდის და მორწყიან მით მთაჲ იგი,
    11.     რომლისა ქვანი მისნი არიან მწუანის ფერ.
    12.     და ვითარ მიიწიის ზეთი იგი, ფრიად უმეტჱს განმწუანდის და განბრწყინდის.
    13.     ხოლო დუმენტიანონ ამისთჳს ერქუმის, რამეთუ დუმენტიანოზ იყო მეფჱ მათ ჟამთა, ძჱ ვესპასიანოსისი.
    14.     ესენი იყვნენ, რომელთა იერუსალჱმი წარტყუენეს და მოაოჴრეს.
    15.     თავისმოთნენი, მომკაულნი, მზუავნი იყვნეს მეფენი ესე ნერონ და დუმენტიანოზ, დღეთა მათთა ესრჱ შურებოდეს პოვნად თუალთა მათთჳს პატიოსანთა.
    16.     და სხუათა თქჳან: იპოვების იგი ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა და მიერ მოაქუს.
    17.     და რომელთამე თქჳან: ეთიოპიას იპოვების, ფისონ მდინარესა.
    18.     ვითარცა წიგნნი ეწამებიან სიტყუათა ამათ ჩუენთა, ვითარმედ ფისონ მდინარესა იპოვების ზმური.
    19.     და იტყჳს, ვითარმედ: „ფისონ მდინარჱ მოეხუევის ქუეყანასა მას ევილათსა.
    20.     მუნ არს თუალი პატიოსანი აკატჱ, ძოწეული და კაპოეტი“.
    21.     და ფისონ მდინარჱსა ინდოს ჰრქჳან ფრომინთა ენითა, ხოლო ბარიმინელთა და ბოგიელთა ფისონსა განგჱ ჰრქჳან.
    22.     ხოლო წინანდელთა მათ მთხრობელთა ფრომინთა განგე მდინარჱ თქუეს, რომელი მოეხუევის ქუეყანასა მას ევილათსა.
    23.     და ევილათი ჰინდოეთსა გარეშჱ თქჳან და თანა-წარჰვალს ეთიოპესა,
    24.     რომელ არს მახლობელად მზის დასავალსა, რამეთუ ესე არს დიდი იგი ეთიოპიაჲ და თანა-წარჰვალს ეთიოპესა და შეერთვის უკიანოსსა.
    25.     რამეთუ თუალიცა ძოწეულის ფერი იპოვების მას შინა, რაჟამს აღძრვანი სლვათა თჳსთანი იქმნიან ადგილთა ღჳრღუაროვანთა.
    26.     ესევითართა ადგილთა დაშენებულ არიან ეთიოპელნი.
    27.     ხოლო აკჳლა თარგმანმან თუალი იგი მწუანჱ, რომელსა-იგი „შობათასა“ აკატ ერქუმის, არცა აკატ ჰრქუა მას, არცა მწუანჱ, არცა ზმურ,
    28.     ხოლო რამეთუ მეცნიერ იყო მრავალსა მას ენასა ებრაელთასა და განმარტებასა მათსა, პოვა ადგილსა ერთსა, რომელსა წერილ იყო სახელი თუალისაჲ მის ბდელიონ,
    29.     რომლისათჳს სამეოც და ათთა მათ თარგმანთა თქუეს: „მიერ გამოვალს თუალი აკატი“, რომელ არს მწუანის ფერი,
    30.     რომელსა-იგი ბერძენთა ჰრქჳან პრასინოს, რომელსა ერქუმის ქართველთა ენითა მწუანის ფერ.
    31.     და აკჳლა იტყჳს: მუნ არს თუალი იგი ბდელიონი და გამოითარგმანების ბდელიონი – „საკუმეველ სულნელების“, რომელი მოაქუს მდინარესა მას ქუეყანისაგან ჰინდოეთისა,
    32.     რამეთუ სხუაცა თუალებ მრავალ არს ზმურისაებრ, რომელი თითოვეულად ვინმე პოვა, და არს რომელიმე ბუნებით მბრწყინვალჱ და მწუანჱ არს.
    33.     და არს რომელიმე ფიცხელ და არს რომელიმე ლბილ.
    34.     არს რომელიმე ეთიოპიას იპოვების და არს რომელიმე ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა.
    35.     თანა-გუაც გამოთქუმად ესეცა, ვითარმედ რომელიმე მთაჲ არს, რომელსა-იგი ნერონ მოჰრწყავს, ანუ რომელიმე არს, რომელსა-იგი დუმენტიანოს, ანუ რომელსა სოფელსა არს.
    36.     არს მთაჲ იგი სოფელსა მას მახლობელად ზღუასა მეწამულსა, რაჟამს ჰნებავნ ვისმე ნავითა მისლვაჲ ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა.
    37.     რამეთუ სხუა და სხუა სოფლებ არს ჰინდოეთისაჲ და მრავალსა მას სოფლებსა ცხრანი მეფენი არიან და ესე სახელები არს სოფლებისაჲ მის და ნათესავსაჲ მათ:
    38.     ალაბასტრელნი, ჰომერიელნი, აქსიმინელნი, და მახლობელ მათსა – დულატელნი, ბოგიტავანელნი, ასაბელნი, დიბენელნი, ლელედიბენელნი.
    39.     ხოლო აწ სხუაჲცა სახელები იცვალა მწირად მოსრულთა მათთჳს მრავალთა ადგილთაგან.
    40.     პირველსა მას – ჰინდობენონ, ესენი თევზის მჭამელთა მათგან სოფლისა მივიდეს, სირინდიბენელნი – ესენი ქუეყანისა მისგან ევილათით მოვიდეს.
    41.     ხოლო სხუათაჲცა ადგილთაჲ ვთქუათ, ვინაჲცა ღირს იყოს.
    42.     ხოლო აწ ვთქუათ მთისა მისთჳს, სადა-იგი ზმური თუალი იპოვების: არს საბრძანებელად ჰრომელთა მეფისა მის.
    43.     ზმურიან ერქუმის სახელი მთასა მას და არს ვითარცა ჭალაკი თჳსაგან და არს პირისპირ ბერონიკესა, წარსავალსა მას ჰინდოეთისასა.
    44.     რაჟამს მი-ვინმე-ვიდოდის თებაიდდ და შორავს-რჱ ზღუასა ვითარ წარსაქანელ ოდენ ერთ ნავის, რომელ არს ესე ვითარ ოთხმეოც ოდენ მილიონ
    45.     და არს თანაშჱ ბერონიკესა, მახლობელად პილოჲს ძუალედთა მათ სახელ-დებულთა მათ ადგილთა.
    46.     და უპყრიეს იგი ნათესავსა მას ბლჱნიელთასა, რომელთა სხუაცა ადგილნი მრავალნი უპყრიან.
    47.     და აწ უცხო ნათესავნი წარმართთანი გამოჰკუეთენ თუალსა მას ზმურსა და მიიღიან სავაჭროდ.
    48.     და არს ძალი ფერისა მისისაჲ: ვითარცა სარკემან უჩუენის შინაგამო და წინაჲსწარ ცნობაჲ გამოჩინებითა მით ქმნის.


5

     1.     თუალი იაკინთჱ
    2.     იაკინთისა ფერი – მბრწყინვალჱ ცეცხლის მსგავს, ფანაკის მსგავს სიმეწამულითა.
    3.     იპოვების ადგილთა მათ კარქედონელთასა, რომელ არიან ლიბიელნი, რომელსა ერქუმის აფრიკჱ.
    4.     ხოლო სხუათა თქუეს: ესრჱთ იპოვების თუალი ესე: არა თუ დღისი ჩანნ მბრწყინვალებაჲ მისი, არამედ ღამჱ შორით ვითარცა სანთელი ჰნთიედ
    5.     და ვითარცა ნაკუერცხალმან მბრწყინვალებაჲ გამოსცის
    6.     და ვითარცა საჴუმილი აღგზებული და მუნქუესვე დაცემული ალისა მის ზედა დებითა და ვითარცა ნაკუერცხალი თეთრ-განრეულად ჩანნ.
    7.     და გამობრწყინებითა მით იხილიან თუალი იგი შორით.
    8.     სადამე ნაკუერცხლის ფერ არნ და სადამე არმურის სახედ.
    9.     და ხილვითა მით ესრჱ-ფერად ცნიან თუალი იგი და მივიდიან, მბრწყინვალების გამოცემითა მით პოვიან იგი.
    10.     და რომელსა-იგი მიაქუნ და არა უწყინ, რომელი თუალი არნ,
    11.     გარეშჱ მიაქუნ და არა სამოსელსა შიგან, ნათლისა მის მბრწყინვალებითა განშოვრებულთა ადგილთა მიიწიის მბრწყინვალებაჲ თჳსი,
    12.     რომლისა გამოცა ნაკუარცხალ ჰრქჳან ესევითარისა ნათლისა და მბრწყინვალებათა გამო.
    13.     ხოლო ძალი მისი არს ესე: თუალსა მას იაკინთესა რაჟამს უსუამნ თუ ვინმე საგლესელსა და თუ ვინმე სჳს ნალესავი იგი, განაღჳძის სული სამართალთა სიტყუათა მიმართ;
    14.     და თუ ვინმე იპყრის პირსა შინა წრფელი და სამართალი საშჯელი აღწონის, მსგავს არს ესე მცირჱდ ოდენ ნაკუარცხალსა მას, ცეცხლის-სახედ გარდამოვარდის.
    15.     არს სხუაცა თუალ მსგავსი ამისსა, რომელსა ერქუმის კარქედონ.
    16.     და ესე მსგავს ფერითა თუალთა მათ, რამეთუ მათვე ადგილთა იპოვებიან.
    17.     ხოლო თუ ეგრჱთ დასაკჳრვებელ რაჲ არს ხილვითა, რომელსაცა საღმრთოჲ წიგნი დაჰნაგს იტყჳს, რომელი ფისონ მდინარისაგან გამოვალს, იპოვების თუალი ესე აფრიკიასცა.
    18.     და იპოვების ესრე.
    19.     რამეთუ შეერთვის ფისონ მდინარჱ ზღუად ადგილთა მათ ბღუარიათ კერძო, მზის დასავალით შეერთვის უკიანოზსა, რამეთუ გარემო-აც უკიანოსი ყოველთა ცის კიდეთა.
    20.     და მზის-დასავალით კერძო შეერთვის ფისონ მდინარჱ უკიანოზსა, მახლობელად სოფელსა მას ლჳბიელთასა,
    21.     რამეთუ იტყჳს ესრჱთ საღმრთოჲ წიგნი: „მდინარჱ გამოვიდოდა ედემით და განიყოფვოდა ოთხად თავად.
    22.     სახელი ერთისაჲ მის – ფისონ.
    23.     ესე არს, რომელი მოეხუევის ყოველსა მას ქუეყანასა ევილათსა.
    24.     მუნ არს ოქროჲ, და ოქროჲ ქუეყანისაჲ მის კეთილ არს.
    25.     და მუნ არს ანთრაკი, ძოწეული და კაპოეტი“.


6

     1.     თუალი საფირონი
    2.     რომელსა ჰრქჳან თუალ საფირონ, ძოწეულის ფერ არს.
    3.     ვითარცა ძოწეული, ბნობის ფერ შავად ჰხილავნ თუალი იგი საფირონი.
    4.     ხოლო სხუაცა მრავალი თუალები არს მსგავსი საფირონისაჲ.
    5.     ჰრქჳან სახელი ერთსა ბასილიკჱ და სხუათა ქრიისჱ და ტიგჱ, რომელნი არა ეგოდენ რაჲ სახილველ არიან: მცირედ რაჲმე არიან ფერნი მათნი.
    6.     და ვითარ ვჰგონებ თქჳან, ვითარმედ არიან ჰინდოეთს და ეთიოპიას
    7.     და დგანან მწყობრ საკერპოსა მას დჳონჱსესა, დაღათუ არა სარწმუნო არს, რომელსა-იგი იტყჳან, ვითარმედ სამას სამეოც და ხუთ ბათმონ არს.
    8.     და ყოველივე თუალისა საფირონისაჲ და თითო-თითოჲ თუალისაგან საფირონისა არს ბათმონი თავადი და შედგმულ ურთიერთას ჯაჭუებითა,
    9.     რამეთუ ესე არს მეფეთაჲ საკჳრველი თუალი და შუენიერი და საწადელი ხილვითა.
    10.     ამისთჳს რომელთამე თქჳან სახელი ალექსიპონონ.
    11.     და ძალი თუალისაჲ მის: რაჟამს ნალესავი მისი აღ-ვინ-ადგინის და შეჰრიის სძესა, ფაქლი და მხივანებაჲ და გამოსხმული და მსივანებაჲ განკურნის.
    12.     წერილ არს შჯულსა მოსჱსსა, რაჟამს იხილა მთასა მას, რამეთუ „დგა ფერჴთა ქუეშჱ ცის სხეული თუალთა მათგან საფირონისათა“.


7

     1.     თუალი იასპინი
    2.     იასპინი თუალი არს და ხილვაჲ მისი მსგავს არს ზმურისა.
    3.     და იპოვების პირს-პირ მახლობელად თერმოგონდოს მდინარისა და მახლობელად იამანთესა, არა რომელი-იგი კჳპროს არს.
    4.     რამეთუ ბუნებით მრავალ არს, რომელსა-იგი ჰრქჳან ამათჳსიონ, რომლისა ხილვაჲ მისი მწუანის ფერ არს, ვითარცა ზმურისაჲ,
    5.     ხოლო მცირედ ოდენ ბნობის-სახჱ არს და შინაგამო ფერსა მწუანისასა გამოუტევებნ პილენძის სახედ.
    6.     და განშუენდიან მით, რომელთა ჰნებავნ შემკობაჲ თავთა თჳსთაჲ, ვითარცა ზღაპართა მათ შინა ითქუმის.
    7.     არს სხუაცა თუალ უწითლეს წყალთა მათ ზღჳსათა, მომრუმჱ უფროჲს ყუავილთა.
    8.     არს სხუაცა თუალ, რომელ იპოვების ქუაბთა შინა მთათა მათ სიდესიაჲსათა, რომელ არს ფრჳგიას.
    9.     არს ფერი მისი სისხლისაჲ და ვითარცა მა[რ]გალიტისა ძირისა ფერი უნათლჱს არს და ვითარცა ღჳნის ფერ, ჰგავს ამეთჳსტონსა თუალსა,
    10.     და უმწითურეს არს და არა ერთ ფერ და არცა ერთ ძალ.
    11.     და სხუა არს, რომელი უნათლეს არს და მსგავს ალისა და კუამლისა, უსპეტაკჱს და უბრწყინვალჱსღა.
    12.     და რომელნი-მე ზღაპართაგან იტყჳან, ვითარმედ თუალთ[ა] საცნაურ რაჲმე ყვიან.
    13.     და იპოვების ესე საზღვართა ქართლისათა და გორგანეთს, და ქუეყანასა მას კასპთასა, სადა არიან ნათესავნი.
    14.     სხუა არს მერმჱ იასპინი, არა დიდად მბრწყინვალჱ და მწუანის ფერ.
    15.     და ნაწევარნი არიედ შიდა თუალსა მას.
    16.     და მერმჱ სხუაცა არნ იასპინი, რომელსა ჰრქჳან უპავლიოს; მსგავს არს თუალისა და პერულსა ზღჳსასა და ვითარმცა ვინ შეჰრთო სისხლი სძესა,
    17.     და ვითარცა სუმენ მასქათნი და ვითარ სახედ გჳთხრობენ, რომელთა პოვიან ესე დაბათა გინა თუ აგარაკთა, შიშ რაჲმე დაედვის.


8

     1.     თუალი ლჳგჳრიონი
    2.     ლჳგჳრიონი ვითარ პოვნილ არს, ვერსადა გამოვიძიეთ: არცა მათ თანა რომელთა ბუნებისაჲ ამის გამოთქუმად იწყეს
    3.     და არცა სხუათა მათ თანა წინანდელთა, რომელთა-იგი მისთჳს გულს-იდგინეს.
    4.     არამედ გუესმა სახელი მისი, რომელსა ჰრქჳან ლჳგჳრიონ.
    5.     რომელნი-იგი ჭეშმარიტსა და დამტკიცებულსა ენასა იტყოდეს, ლჳგჳრიონ ჰრქჳან
    6.     და ვითარ მე ვჰგონებ – ლჳგჳრიონი იგი, ვითარცა წიგნთა საღმრთოთა შინა ვპოვეთ სახელები იგი ცვალებულ რამეთუ ზმური იგი თუალი მწუანის ფერ თქჳან
    7.     და სხუა სახელებსა სხუა სახელ-სდვეს, და ლჳგჳრიონსა მას ლაგჳრიონ უწოდეს.
    8.     დაღათუ ადგილნი იგი, და სადა იპოვნეს, ჩუენგან და ფარულ არიან, გულსა მოვიჴადეთ, ვითარმედ იპოვების იგი თებაისს,
    9.     რომლისათჳს თქუეს, ვითარმედ კლდენი არიან მუნ და მათ კლდეთა შინა გამოიკუეთების თუალი.და ჰრქჳან თუალსა მას ასკლეპიონ მეფისა მეგჳპტელთაჲსა.
    10.     და არს თუალსა მას შინა, ვითარცა ძარღუები გამოხატული, მსგავს თუალისა მის, რომელსა ჰრქჳან კერინონ და არიან ძარღუნი იგი მწუანის ფერ.
    11.     და არს ჩუენდა გულისხმის-საყოფელ, ვითარმედ ძარღუნი იგი კლდესა შინა არიან, ვინაჲ თუალი იგი გამოიკუეთების.
    12.     და ვითარცა გამოიკუეთის თუალი იგი კლდისა მისგან, უმეტჱს შუენიერად, ძარღუ-განრეულად ჩანნ.
    13.     და რაჟამს ჭეშმარიტად ვინმე გამოეძიებდეს სახელსა მას, ლჳგჳროს სახელი არს საცხოვრისაჲ, რომელსა ლჳგჳრონ ჰრქჳან,
    14.     რომელ არს ფერი ველურისა მის ზროხისაჲ, მსგავს წითლისა დეაკეულისა.
    15.     და წუერსა სამწერებელისა თჳსისასა ახს თმაჲ იგი დაკონვილად
    16.     და მწუანის ფერად აღტყდებინ, რომლისა გამოცა ლჳგჳროზ ერქუმის, რომელი გამოითარგმანების ლჳგჳრიონი კუალად.
    17.     ხოლო მე მიკჳრს, ვითარ შრომით გამოვიძიე საღმრთოთა წიგნთაგან, ვითარ პირად-პირადსა სამკაულსა შუენიერებისასა, ვითარცა მეუფესა, უქმოდეს გჳრგჳნსა
    18.     და კუართსა მას მღდელისასა და ვითარცა იპოვნეს თუალნი ესე პატიოსანნი და მბრწყინვალედ განდგმიდეს იასპინსა ამას განსაშუენებელად,
    19.     უფროჲს-ღა რომელსა შინა იყო ძალი წინაჲსწარ გამოჩინებითა სასწაულებისა, რომელცა წინაჲსწარ მოვიჴსენეთ.
    20.     იაკინთესა მას ვიტყჳ და ზმურსა, ამეთჳსტონსა და აკატსა და ბივრილსა და კარქედონსა.
    21.     და ვითარცა სახელსა მას თუალთასა თუალი იგი იაკინთჱ ვერვინაჲ მოიჴსენა, რამეთუ არს იგი უსაკჳრველჱს და პატიოსან,
    22.     და ვითარ ვჰგონებ, რომელსა ესე ლჳგჳრონ ჰრქჳან, საღმრთოთა წიგნთა მას იაკინთჱ ჰრქჳან.
    23.     და თუალი იაკინთჱ არს ფერმრავალ და ეგრჱ უპატიოსნეს არს მრავალთა თუალთა, რამეთუ საღმრთოთაცა წიგნთა შინა ითქუმის.
    24.     ვითარმედ „სამკაულისა მის იაკინთისაჲ და ძოწეულისაგან უქმნეს“.
    25.     ვჰპოვებთ ფერსა მას იაგუნდსა თუალსა შინა სიმეწამულესა და თაფლის ფერსა და მჴიის ფერსა.
    26.     და სხუაჲ თუალი არს, მსგავსი ამისა, ზღჳსფერ, და სხუაჲ არს, რომელსა ჰრქჳან როდჳოს და სხუაჲ არს, რომელსა – ნატიბოს,
    27.     და სხუაჲ არს, ვითარცა წყლის ფერი, რომელსა ჰრქჳან ქავნიჱოს.
    28.     და სხუანიცა არიან მრავალნი თუალნი, რომელნი მსგავს არიან ამის თუალისა სისპეტაკითა და სხუანიცა ფერად-ფერადნი.
    29.     და იპოვებიან თუალნი ესე შინაგან ადგილთა მათ წარმართთასა, რომელ არიან სკჳთელნი.
    30.     და ვითარ თქუეს წინანდელთა მათ, ვითარმედ არს სკჳთიაჲ ადგილთა მათ ჩრდილოჲთ კერძო,
    31.     რომელთა ადგილთა არიან დასნი ეტელნი და ჳნელნი, ლარიელნი, არანელნი ვიდრე გერმანონ და ამაზონდმდჱ
    32.     და მათსა გარეშჱ არს უდაბნოჲ ერთი, რომელსა დიდ სკჳთია ჰრქჳან.
    33.     არს მუნ ჴევი ერთი სიღ[რ]მითა დიდ და ბნელ, რომელსა ვერვინაჲ ეგების კაცისა შთასლვაჲ.
    34.     და მთანი გარე-მოცვულ არიან, რომლისაჲ არიან თავნი მათნი კლდჱ მყარ, და იმიერ მოჴსულ ქუჱთგან ვიდრე ზე თავადმდე მთათა მათ.
    35.     უკუეთუმცა ვის უნდა მიდგომად და შთახედვად, ვერ შესაძლებელ არს ხილვად იაკინთისა მის,
    36.     რამეთუ დიდად სიღრმითა მით ბნელი დახუეულ არს იატაკსა მისსა და არიან დიდნი საშინელებანი.
    37.     და სიღრმესა მას უფსკრულსა ბნელსა შინა თქჳან, ვითარმედ არს თუალი იგი იაკინთჱ.
    38.     და კაცნი, რომელ მივიდიან ბრძანებითა შარავანდედთაჲთა პოვნად და მორთუმად თუალი იგი იაკინთჱ და რამეთუ ვერ შთაჴდიან სიღრმითა მით ჴევსა მას
    39.     და შიშისათჳს ბრძანებისა მის მეფეთაჲსა დაშურებიედ პოვნად თუალისა მის,
    40.     მაშინ-ღა მიიქუნიან კრავნი და დაწყჳდნიან და განჰჴადიან თავი და შთააგდიან სიღრმესა მას, და ექჳს თუალი ჴორცსა მას.
    41.     ვითარ თქჳან, ორბნი რომელ კლდესა მას შინა დაბუდებულ არიან, მართუეთათჳს სიმშილისათჳს ურვითა, სული ეცის მძორისაჲ მის.
    42.     შთაჴდიან უფსკრულთა მათ, უჩინოსა მას ბნელსა და აღიხუნიან მძორნი კრავთანი მათ თავთა მათ მთათასა.
    43.     და ვითარცა შეჭამიან ორბთა მათ მძორი იგი კრავთაჲ მათ, თუალი იგი იაკინთჱ დაშთის მუნვე ადგილუბანს მთათა მათ ზედა.
    44.     და კაცნი იგი, რომელ მისრულ არიედ პოვნად იაკინთისა მის თუალისა, ჴუმილვედ და ხედვედ ადგილსა მას და სხენედ თავთა ზედა მათ მთათასა,
    45.     ხედვედ ადგილსა მას, რომელსა შეჭამიან მძორი იგი ორბთა მათ.
    46.     და სხენჱდ და ხედვედ, ვიდრემდე შეჭამიან.
    47.     და ვითარცა აღფრინდიან და განეშოვრნიან, მაშინ მივიდიან, აღკრიბიან თუალი იგი და განწმიდიან მძორისა მისგან, რომელ აღმოიღიან ორბთა მათ,
    48.     და წარმოიღიან და მიუპყრიან შარავანდედთა, რომელთა მიუვლინებიედ იგინი.
    49.     და ამით სახითა პოვიან იაკინთჱ იგი, რომელ არს თჳთ მრავალფერ და პატიოსან.
    50.     და ძალი არს მის თანა ესე: რაჟამს აღ-ვინმე-იღის თუალი იგი და დასდვის ზედა ნაკუერცხალსა, ნაკუერცხალი იგი დაშრტის და თჳთ მას არაჲ ევნის, არცაღათუ განტფის.
    51.     და არა ხოლო თუ ესე, არამედ წარ-თუ-ვინმე-ჰგრაგნოს ოლარსა, გინა რასა, და სდვას ზედა ნაკუერცხალსა, მას თავადსა ცეცხლისა მისგან აღგზებულისა არაჲ ევნის.
    52.     ხოლო მჩუარი იგი, რომელსა თუალი იგი წარგრაგნილ არნ და ზედა ნაკუერცხალთა დადებულ,
    53.     არცა კნინ მჩუარსა მას ცეცხლისა მისგან ევნის, დაღათუ ძლიერად ნაკუერცხალი იგი აღბურქუებულ არნ.
    54.     და ესეცა თქჳან, ვითარმედ დედანი რაჟამს შობდიან, და მიაახლიან თუალი ესე, თმენა-სციან და ადვილ-შობაჲ იგი; და შესულებანი ჩუეულებათანი განაქარვნის.


9

     1.     თუალი აკატი
    2.     აკატი თუალი.
    3.     ვითარ უსპეტაკჱს არს ფერი მისი, დაღათუ უდარჱს არს იაკინთისა, ხოლო არს საკჳრველ ხილვითა და ყოვლად გარჱმო სპეტაკ, ვითარცა პილოჲს ძუალი და ვითარცა მარმარინოჲ.
    4.     და იპოვების თუალი ესე აკატი სკჳთიაჲთ კერძო.
    5.     და ძალი შეძლებისაჲ, რომელ არს მის თანა, აკატისაჲ მის თუალისაჲ, ესე სახჱ არს ფერისა მისისაჲ: სახითა მსგავს არს ლომისა.
    6.     და ნათესავი მისი შესუარიან წყლითა და მოსცხიან წყლულთა და ნაცემსა მჴეცთასა და განკურნის წყლული, ნაცემი ასპიტისაჲ, ღრიაკალისაჲ.
    7.     და ჩუეულება არს თქუმად ესრჱ, ვითარმედ ლომის ფერ არს თუალი აკატი.


10

     1.     თუალი ამეთჳსტონი
    2.     ამეთჳსტონი თუალი ყოვლადვე გარემო ვითარცა ცეცხლი აღგზებული აღატყდებინ, რომელსა შინა არს გამობრწყინებაჲ სპეტაკის ფერ.
    3.     და არს ფერიცა მის თანა ღჳნისაჲ და საშუვალ თუალსა მას უმეტჱს მბრწყინვალებასა გამოსცემნ.
    4.     და იპოვების იგი საზღვართა ლჳბიაჲსათა.
    5.     და არს რომელიმე უწმიდეს არს იაკინთისა, და არს რომელიმე მსგავს არს ძირსა მარგალიტისასა.
    6.     და არს ადგილთა მათ იოსიტჱსთა, რომელ არს ლჳბიაჲ, რომლისაჲ არიან ადგილნი მისნი ზღუადმდჱ.
    7.     და სახელი დაედვა მას შემსგავსებულად ძალისა და შეძლებისა მისისა, რამეთუ მთრვალ-იქმნ[ნ]იან, რომელნი ჰხედვენ მას.
    8.     და წინაჲსწარ საცნაურ არნ მისგან ზამთარი და წჳმაჲ ნოტიებისაგან ქართაჲსა.


11

     1.     თუალი ძოწეული
    2.     ძოწეული თუალი, რომლისათჳს რომელთამე თქჳან ძოწეული, იგი ბჳრჳლად ითქუმის, რამეთუ ოქროჲს ფერად მოაც გარჱმო, ვითარცა სარტყელი ძარღუად.
    3.     და იპოვების ჯურღუმულსა მას, რომელ არს კლდესა მას თანა ეზრამენიდოსს ბაბილოვნისასა.
    4.     და ერქუმის ბაბილონსა და ჯურღუმულსა მას კლდისასა აქემენიდა, რამეთუ თქჳან: მამასა კჳროზ მეფისასა აქემენიოს ერქუა, ვითარცა რომელნიმე დაწერილთაგან გჳთხრობენ.
    5.     არს სხუაცა თუალ ძოწეულის და მწუანის ფერ.
    6.     და არს ძალი შეძლებისა მისისაჲ ესრჱ: რაჟამს მკურნალთა ნალესავი მისი ასჳან, სარგებელ-ექმნის, რომელთა ელმიედ სტომაქნი და რომელთა აღუსივნის მუცელი თჳსი.


12

     1.     თუალი ბჳვრი[ლი]ონი
    2.     ბჳვრილი თუალი არს თჳთ სპეტაკ, ვითარცა ღრუბელი, ვითარცა წყალი წმიდაჲ იქცევისად ჩანნ მას შინა და მომრუმჱ არს უფროჲს ამეთჳსტონისა თუალისა და უწმიდჱს იაკინთისა.
    3.     და იპოვების ესე ძირსა ტავროს მთისასა.
    4.     და ვითარცა ვინ მიუპყრის მზის-თუალსა, მანის ფერად, ვითარცა ფეტჳს მარცუალი, გამოსტყდებინ.
    5.     არს სხუაცა ბჳვრილი, რომელი მსგავს არს გუგასა თუალისა ვეშაპისასა.
    6.     და სხუაცა ბჳვრილი არს, ცჳლისა მსგავსი არს.
    7.     და სხუა ბჳვრილი არს, რომელი გამოჭედილად ჩანნ და იპოვების ესე წიაღსავალ ევფრატ მდინარისა.


13

     1.     თუალი ფრცხილი
    2.     თუალი ფრცხილი წითელ და მომრუმედ-განრეულად არნ ფერი მისი.
    3.     და განმხიარულებულნი განშუენდიან მით სძალნი შარავანდედთანი და ჴელმწიფეთა და მდიდართა იქმნიან სასუმელი თუალისა მისგან ფრცხილისა.
    4.     არიან სხუანიცა თუალნი ფრცხილნი მსგავს ამისსა, რომელთაჲ არს ფერი მათი მსგავს გოლსა თაფლისასა.
    5.     და რომელთამე თქჳან, ვითარმედ წყალთა შინა დაყინებითა შეიქმნის თუალი ესე.
    6.     და ფრცხილ ქვასა სახელ-ედვა, ვითარ იტყჳან გამომეტყუელნი, ვითარმედ ფრცხილი კაცისაჲ მსგავს არს მარმარინოჲსა და სისხლითა მით გამოუტევებნ ფერსა მწითურად.
    7.     და რომელთამე პოვეს ქვაჲ მარმარინოჲ წმიდათა ადგილთა, ნაცილად ფრცხილ-თუალ სახელ-სდვეს მას სიწმიდისა და მგლინვარებისა მისთჳს მარმარინოჲსა.
    8.     ესე არიან ათორმეტნი იგი თუალნი, რომელნი დაწერილ არიან საშჯელისა მის ფიცარსა, რომელ ბრძანებულ იყო მკერდსა ზედა მღდელისა მის დადებად.
    9.     მე ჩემითა ამით უძლურებითა, რომელი ვპოვჱ ბუნებითისათა მათგან გამოთქუმული, გამორჩევანი და ძალნი, რომელ მათ შინა არიან და ადგილნიცა,
    10.     ვინაჲ გამოვლენ ანუ ვითარ ვინ შემძლებელ არიან პოვნად, შემსგავსებულად ძალისა ჩუენისა შრომაჲ შევიმთხჳე გონებასა,
    11.     ბრძანებისა შენისა გამო კადნიერებით თითოვეულად სახელები თუალთაჲ ამათ განვაწესჱ და დავწერჱ.
    12.     ვიწყო აწ გამოთქუმად, შემსგავსებულად ძალისა ჩემისა, თითოვეულად ძალი და სახჱ თუალთაჲ მათ, ვითარმედ რომელსა თუალსა რომლისა ნათესავისა სახელი დაიწერა,
    13.     ანუ რომლისა სახესა ნათესავისა მის და ტომისა გჳჩუენებს, ანუ რაჲ გონება და განმარტება არს მათ შინა.


14

     1.     თუალი სარდიონი
    2.     თუალი სარდიონი – პირველი ოთხ-კედელსა და სიტყჳერსა და საშჯელისასა მას ფიცარსა.
    3.     მას ზედა დაიწერა სახელი რუბენისი, პირმშოჲსა მის ძისა იაკობისი.
    4.     და ესე არს გონებაჲ და განმარტებაჲ თუალისა მის, რამეთუ თუალი სარდიონი იპოვების ბაბილოვნს და ბაბილოვნი გამოითარგმანების განყოფა და განბნევა.
    5.     ნანდჳლვე მართლად და ჭეშმარიტად დაიწერა სახელი და რუბენისი ზედა თუალსა მას სარდიონსა, რომელი იპოვების ბაბილოვნს,
    6.     რამეთუ ვითარცა ბაბილოვნს გოდლის საქმესა მას შეემთხჳა ნათესავსა მას პირველსა განბნევაჲ და განყოფაჲ, ეგრე-ცა რუბენს შეცოდებათა მისთათჳს შეემთხჳა განბნევაჲ
    7.     და განყოფაჲ გოდებათა მისთაჲ შეცთომითა მით გულის-თქუმისაჲთა და დაიწყევა იაკობისგან მამისა თჳსისა.
    8.     არს მერმჱ განმართლებაცა დიდ თუალსა მას შინა სარდიონსა, რამეთუ ნალესავითა მისითა კურნება იქმნის წყლულებათა,
    9.     ვითარცა რუბენ წყლულებასა მას შეცოდებათა თჳსთასა განაცოცხლებდა, რამეთუ იოსების მიმართ, ძმისა თჳსისა, კეთილ იქმნა და განარინა იგი ძმათა მათგან მოკლვისა.
    10.     და მოწევნულ მოსჱ კურთხევათა მათ შინა ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა ესრჱთ: „ცხოვნდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ“.
    11.     რამეთუ მამათმთავარმან იაკობ დაწყევა რუბენი და თქუა: „შეაგინე სარეცელი ჩემი; ვითარცა წყალი ნუმცა ასდუღნები“.
    12.     ხოლო რომელი-იგი თქუა, „ნუმცა აღდუღნები“, ებრაელებრ იტყჳს „ნუმცა აღსდუღნები, ნუმცა აღორძნდები“.
    13.     ხოლო მოსე კურთხევათა მათ შინა რუბენის ზედა თქუა, ვითარ ღმრთისაგან მოეღო ჴელმწიფებაჲ იგი, ვითარცა მღდელთმოძღუარმან და წინაჲსწარმეტყუელმან
    14.     და სულითა უწყებულმან იგი, რომელ ქმნა იოსებისთჳს ქველის-საქმჱ იგი, ეუწყა შეცოდებაჲ იგი-ცა რუბენისი და შემდგომად შეცოდებისა მის, – სამართალიცა იგი მისი,
    15.     მიუტევა შეცოდებაჲ იგი რუბენისი, ვითარცა მღდელთმოძღუარმან აკურთხევდა და თქუა: „ცხოვნდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ“.
    16.     ესე არიან სახენი და განმარტებანი გონებისანი თუალისაჲ მის სარდიონისაჲ და დაწერისათჳს მას ზედა სახელი რუბენისი.
    17.     კმა-იყავნ ჩუენდა თქუმად: ვიდრე აქა ოდენ მოვიდეთ, გამოვთქუათ გონებაჲ მეორისაჲცა.


15

     1.     თუალი ტბაზიონი
    2.     ამისა შემდგომად არს ტბაზიონი, რომელ არს მეორჱ თუალი, რომელსა ზედა დაწერილ არს სახელი სჳმეონისა.
    3.     არს თუალი ესე, ვითარცა ზეშთა ვთქუ, ტბაზიონი, თუალი არს ტბაზეს ქალაქსა.
    4.     და არს ქალაქი იგი ჰინდოეთს.
    5.     და არს თუალი იგი ტბაზიაონი შუენიერ და საკჳრველ ხილვითა და გარდამოატყდების მისგან მბრწყინვალებაჲ ნაკუერცხლის სახედ.
    6.     და არს მოწითანჱ თუალი იგი, რომელ პოვეს ქვისმთლელთა და მიჰყიდეს ალაბასტრელთა ვაჭართა.
    7.     მიიღეს თებაის ქალაქად და უმეტჱსი სასყიდელი მიიღეს უფროჲს თჳსისა მის, რომელ მისცეს.
    8.     თებაელთა მათ მიიღეს თუალი იგი ტბაზიონი და მიუპყრეს მეფესა მას, რომელ მათ ჟამთა იყო თებაის ქალაქსა.
    9.     და მეფემან მან მიიღო თუალი იგი ტბაზიონი და განადგა გჳრგჳნსა მას თჳსსა საშუვალ შუბლსა ოდენ.
    10.     და არს განმარტებაჲ თუალისაჲ მის ესრჱ, რამეთუ იუდა ისკარიოტელმან, რომელი-იგი ექმნა მიმცემელ, ესვიდა თუალსა მას პატიოსანსა
    11.     და მრავალჟამ უფლისა თჳსისა თანა იყო ცხორებისა ზიარ და უკეთურად, გულის-თქუმითა მით ვეცხლის-მოყუარებისაჲთა და ანგაჰრებითა ვერ აგო გამოძიებად.
    12.     არამედ უკეთურებითა მით და ანგაჰრებითა უგუნურ და გამოუცდელ იქმნა, ვითარცა ქვისმთლელნი იგი.
    13.     და არა გულისხმა-ყო ცნობაჲ თუალისა მის პატიოსნისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, არამედ მიჰყიდა უფალი მწიგნობართა მათ
    14.     და ფარისეველთა, რომელ იყვნეს ნათესავისა მისგან სჳმეონისა და რომლისაჲ-იგი ვერ შესაძლებელ იყო სასყიდელი ძისა მის ღმრთისაჲ განსყიდად.
    15.     მიაწია მიმცემელმან იუდა მღდელთმოძღუართა მათ და მოიღებდა მცირედსა რასმე სასყიდელსა, რომელ არს ესევითარი იგი, მისცა ოცდაათ ვეცხლად.
    16.     ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და მღდელთმოძღუართა მათ დიდად მოშურნებითა მით და ამპარტავანებითა და შესულებითა თუალი იგი პატიოსანი
    17.     და უფალი ყოველთა დაბადებულთაჲ მისცეს ჴელთა ერისკაცთასა, ჴელთა პონტიელისა პილატესთა, ვითარცა-იგი თებაელთა მათ.
    18.     და მათ ჯუარს-აცუეს უფალი იგი ცხორებისაჲ.
    19.     ესე არს, რომელი ძღუნად შეწირჱს ეკლესიასა და თებაელთა მათ შარავანდედსა მას.
    20.     და მიიღო მეფემან მან თუალი იგი ტბაზიონი და განადგა გჳრგჳნსა მას საშუვალ ოდენ შუბლსა,
    21.     ეგრეცა ეკლესიამან, ცოლმან დიდისა მის მეუფისა ძისა ღმრთისამან მიიღო იგი, რომელ შეურაცხ-იქმნა მაშენებელთაგან,
    22.     ვითარცა მეუფჱ დაიდგამს თავსა თჳსსა გჳრგჳნსა და შარავანდთა და სიქადულით აღიბეჭდვის ნიშითა მით ცხორებისაჲთა საცოდ შორის შუბლსა თჳსსა.
    23.     რამეთუ ქ˜ჱ არს თავ, და ეკლესიაჲ – ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისაჲ, რომელი იქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაჲთა.
    24.     და აღუღებიეს და აქუს დიდითა სიხარულითა, გამოხატვით აღიბეჭდვის შორის შუბლსა თჳსსა,
    25.     ვითარცა თუალი იგი ტბაზიონი მიიღო და განადგა გჳრგჳნსა მას საშუვალ შუბლსა ოდენ შარავანდედმან.
    26.     და ვითარ-იგი ვთქუთ, ვითარმედ რაჟამს აღიღის მკურნალმან და წყლითა უსუამნ თუალსა მას საქმარსა თჳსსა ზედა
    27.     და არა მსგავსად სიმეწამულისა მის თჳსისა გამოსცის ფერი ნალესავისა მის თჳსისა, რომლითა განაცოცხლნიან სნეულებანი, არამედ არნ სპეტაკ, ვითარცა სძჱ,
    28.     ნალესავი მისი და რაოდენი ვის უნებნ, ჭურჭერნი აღავსნის ნალესავითა თუალისა მისგან ტბაზიონისა და ქმნის მრავალი სნეულებათა კურნებაჲ და თუალთა სალმობიერთა.
    29.     და გარემო საზომი მისი რაოდენცა არნ, იგივე სწორი აქუნ.
    30.     და ვითარ აღიწონის, არა დამცირებულ იპოვის, არამედ ეგრევე ჰგიენ, ვითარცა-იგი არნ და მრავალნი ჭურჭერნი ნალესავითა მისითა აღავ[ს]ნიან,
    31.     რომლითა სალმობანი მრავალნი განიკურნნიან.
    32.     მასვე სახესა ვხედავთ აწცა სისხლთა მათგან ქრისტჱსთა.
    33.     და იქმნების კურნება სულთა და ჴორცთა ყოველთა, რომელთა მიიღიან იგი, რამეთუ რომელი ჴორცთა მათგან ქრისტესთა სისხლი არს,
    34.     ჩუენ რომელ-ესე ვიკურნებით მისგან, არა თუ მეწამულის ფერად სისხლ ვიქმნებით, არამედ სიწმიდედ და სისპეტაკედ ჴორცნი და სულნი ჩუენნი გარდააქცინის,
    35.     რაჟამს განწმიდის ჩუენგან წიდაჲ ცოდვისაჲ და ვიქმნენით ჩუენ ვითარცა თოვლი და მატყლი.
    36.     ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ვინ არიან ესენი, რომელნი გამოვლენ უდაბნოჲთ, რომელნი სპეტაკ არიან, ვითარცა თოვლი და ვითარცა სამწყსოჲ განბანილი“.
    37.     და ვითარცა თუალი ტბაზიონი, რომელი გამოსცემნ გამოდინებასა თჳსსა და იგი ჰგიენ თჳსსავე მას ბუნებასა,
    38.     ეგრეცა უფალმან ჩუენმან არა თუ ჴორციელად გამოჩინებითა მით დამცირდა რაჲმე და არცა და-რაჲ-აკლდა,
    39.     არამედ გამოცდილ ყოვლითავე, სავსჱ ყოვლადვე ბუნებითა ამით ჩუენითა განვლო ყოველსავე ურვასა,
    40.     გარნა ცოდვასა არა და განწმიდა და განაცოცხლა ყოვლადვე კაცებაჲ ესე.
    41.     და ჩუენ ყოველნი მისგან მოვიღებთ სულსა წმიდასა და ძლიერებასა და სიბრძნესა და მეცნიერებასა.
    42.     ყოველნივე, რომელთა გურწამს იგი, მოვიღებთ ნიშთა დიდ-დიდთა მისგან და მას არაჲ დააკლდების,
    43.     ვითარცა იტყჳს საღმრთოჲ იგი სიტყუაჲ პირითა იოვანე მახარებელისაჲთა, ვითარმედ: „ჩუენ ყოველთა სავსებისაგან მისისა მოვიღეთ“.
    44.     ესე არს თუალი პატიოსანი და ლოდი საკიდური შჳდთუალიერი, რომელი ყოველთავე აღავსებს განათლებითა მეცნიერებისა თჳსისაჲთა
    45.     და თავადი არარაჲთ დაკლებულ ნათლითა მით მბრწყინვალებისა თჳსისაჲთა, არამედ დგას და ჰგიეს არსებასა მას თჳსსა.
    46.     ვითარცა ერთისა სანთლისა ნათელი ათასთა და ბევრთა და უმეტჱსთა სანთელთა აღანთებს
    47.     და ნათლისა მიფენითა მათ ზედა და ყოველთა განათლებითა თჳთ თჳსისა მის სინათლისაგან არა დამცირდების, არცა და-რაჲ-აკლდების,
    48.     ეგრეცა ქრისტემან თჳსისა მის სავსებისაგან განანათლნა,
    49.     რომლითა სავსებაჲ იგი არავისგან დამცირდების და არცა და-რაჲ-აკლდების, არამედ ჰგიეს თჳსსავე მას სავსებასა და სხუათა აღავსებს და განანათლებს.


16

     1.     თუალი ზმური
    2.     მესამჱ თუალი – ზმური, რომელსა-იგი წერილი იყო სახელი ლევისი.
    3.     რამეთუ ნათესავსა ლევისსა აქუნდა მღდელობაჲ იგი, რლ˜ცა-იგი ლევიტელ ერქუმოდა, რომელნი-იგი იყვნეს მერარჱსგან და კაათჱსგან და გეთსონჱსგან.
    4.     საკჳრველი ესე ნათესავი დაწერილ იყო ზმურსა მას თუალსა, რამეთუ არს ზმური თუალი მწუანჱ, მბრწყინვალჱ.
    5.     მრავალთა ნათესავისა მისგანთა აქუნდა მღდელობაჲ იგი, დიდითა შრომითა და სიმჴნითა უძლურ და უსუსურ, განთეთრებულ, მწუანის-ფერ განწონილ,
    6.     რომელთა შრომის-მოყუარებითა მით განათლებულ ბრწყინვიდა სული მადლთა მათ ღმრთეებისათაჲ.
    7.     რამეთუ იოვანეცა იყო ნათესავისა მისგან ლევისი, მოთმინჱ შრომითა მსგავსად ნათესავისა მის სიმჴნისა
    8.     და წმიდითა მით ქალწულებითა თჳსითა თჳსთა მათ გულის-თქუმათა განიშორებდა.
    9.     სიმჭლითა მწუანისფერ-ყო ფერი მისი მრავლითა სიმჴნითა შრომისა მისისაჲთა, რამეთუ სხუა და სხუა ფერ იყო თუალთა მათ ზმურთაჲ:
    10.     რომელ-იგი მზის აღმოსავალით კერძო იპოვებიან, დიდ მრუმჱ არს სიმწუანჱ იგი მათი, და რომელ-იგი დასავალით იპოვებიან მისსა, უფროჲსღა მომრუმჱ.
    11.     და რომელი-იგი ფისონ მდინარისაგან გამოვალს, იგი ნათლითა მით აღრეულად უჩუენებნ სიმწუანესა თჳსსა.
    12.     ვითარცა ჭეშმარიტი ზმური, ეგრეცა მღდელთმოძღურებაჲ იგი თითოვეულად მიხედვითა მით პირსა მათსა უჩუენებდეს საქმეთა და შრომათა სიმჴნითა მათისათა.
    13.     და წესიერებითა აქუნდა სიტყუაჲ მოძღურებისაჲ სწავლითა ერისა მის მიმართ.
    14.     და თუ დაშავებულ ფერითა მით ჩანედ, მოასწავებედ ფერსა ცოდვათა თჳსთასა და უკეთურებითა მოძღურებისასა.
    15.     და თუ სპეტაკის ფერად ჩანედ, მოასწავებედ კეთილთა საქმეთა და უმჯობჱსსა და წრფელსა მოძღურებასა.
    16.     რამეთუ იტყჳს ესრე წინაჲსწარმეტყუელი: „ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალჱმისასა“.
    17.     და მერმჱ იტყჳს: „აჴედ მაღალსა მახარებელი ეგე სიონისაჲ და აღიმაღლე ჴმაჲ შენი“ და უთხარ ერსა ჩემსა ცოდვაჲ მათი“.
    18.     და სხუაჲ იგი შემდგომითი შემდგომად არა სხჳთ რაჲ ვინ შემძლებელ არს და არცა თჳსითა ძალითა უწყებად ესევითარისა მოძღურებისა,
    19.     არა თუ ვისმე ენებოს თუალი იგი პატიოსანი, რომელ არს ესე თავადი უფალი ცხორებისაჲ და მბრწყინვალებითა, ვითარცა სარკისა ნათლითა, განათლებულ პირი თჳსი,
    20.     და მეცნიერებითა – გონებაჲ თჳსი, ჭეშმარიტებითა და წრფელითა სარწმუნოვებითა და ვითარცა იოვანე პირისპირ ხილვითა იტყჳს:
    21.     ესე არს კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი,
    22.     ესე არს ნანდჳლვე თუალი პატიოსანი, რომელ არს შარავანდ და გჳრგჳნ საუფლო სძლისა მის თჳსისა ეკლესიისა.
    23.     ესე თუალი არს ზმური, რომელი ზედა ბეჭთა მათ მღდელთმოძღურისათა განდგმულ იყო.
    24.     და ზედა ზმურსა მას თუალსა დაიწერნეს თუალნი იგი ათორმეტთა მათ ნათესავთა იჱლისათაჲ .
    25.     რამეთუ ნანდჳლვე მღდელთმოძღუართა მიერ საცნაურ არს თუალი იგი პატიოსანი ქ˜ჱ და მღდელთა აღუღებიეს
    26.     და აქუს იგი და მიმოდადებითა ყოველთა მიერ ღმრთეებისა მეცნიერებასა.
    27.     და ამას თუალსა პატიოსანსა ყოველნი ნათესავნი დაიწერებიან და განმართლდებიან წმიდითა მით განათლებითა
    28.     და შევლენ წმიდასა ეკლესიასა და განუფენენ და მისცემენ თითოვეულად მადლსა, რომელსა მიმადლებულ არს წმიდისა ქალწულებისა მარხვაჲ.
    29.     რომელიმე არნ მღჳძარჱ და მხიარულ, და რომელი-მე – მოთმინჱ სიმჴნითა, და რომელნიმე – განძლიერებულ და გულისხმის-მყოფელ და რომელნიმე – წმიდითა საქალობითა.
    30.     ამას ყოველსა დასწერს მღდელობაჲ იგი ზედა წმიდასა მას თუალსა პატიოსანსა, რომელ არს განახლებაჲ ზეგარდამო შობითა მით ბანისაჲთა
    31.     და წმიდითა მით განათლებითა წარადგინებს სასოვებასა კეთილსა ზიარებითა დიდსა მას ზრახვასა ღმრთისასა და ჴორცითა და სისხლითა მით ქრისტჱსითა თანა-მყოფ
    32.     და შვილ ღმრთის და თანა-მკჳდრ ქრისტჱსა, რომელსა მას იყავნ მიწევნაჲ და მხიარულ-ყოფაჲ სასუფეველსა მას ძისა ღმრთისასა.


17

     1.     თუალი იაკინთჱ
    2.     მეოთხჱ თუალი – იაკინთჱ.
    3.     და მეორესა განწესებულსა პირველი არს ესე, რ˜ლთა ზედა წერილ არს ესრე სახელი იუდაჲსი.
    4.     ნანდჳლვე განწესებასა სახისასა მას განცხადებულად გჳჩუენებს მეოთხებასა და მთავრობასა.
    5.     და ყოვლითა მეცნიერებითა განდგმით განაგებს ოთხ-კედელსა მას და სიტყჳერსა ფიცარსა.
    6.     და გამოლესვით განადგა იგი შემდგომად განწესებისა მის, რამეთუ მთავარ იყო იუდა ერსა მას ზედა.
    7.     რაჟამს ოთხად ნაწილად ერსა მას განჰყოფდეს, იყო იუდა ერისთავ და დაბანაკებულ იყო მზის აღმოსავალით კერძო,
    8.     ხოლო შემდგომებით მეოთხჱ იყო ძმათა თჳსთა და მთავარ და წარმართებულ მეფობითა და წინამძღურებითა თჳსითა.
    9.     და ფერი თუალისაჲ მის ბრწყინავნ, ვითარცა ნაკუერცხალი, რამეთუ ნათესავისა მისგან გამობრწყინდა იგი, რომელსა ესაია სულითა წმიდითა გჳჩუენებს და იტყჳს ესრჱთ:
    10.     „გარდავაქცინე ნაკუერცხალად ქვანი შენნი და საფუძველ[ნ]ი შენ[ნ]ი თუალისაგან საფიროვნისა აღვჰმართნე“ – რომელი მოგუასწავებს ორსა სახესა მეფობისასა,
    11.     რომელი უფალმან ჴორცი[ე]ლად გამოჩინებითა მით გჳჩუენა ორთა თუალთაჲ ფერისა მიმსგავსებითა.
    12.     რამეთუ საფირონი თუალი ფერსა ძოწეულისასა ამსგავსებს.
    13.     განცხადებულ არს, რამეთუ საძარკუელ და დასაბამ და დამტკიცება, ყოველთა საფუძველ ქ˜ჱ არს და მერმჱ სარწმუნოვება შეურყეველ და გარდაუქცეველ.
    14.     რამეთუ თუალი იაკინთჱ – ყოვლადვე სისხლის ფერ და ნაკუერცხლის ფერ.
    15.     სისხლის ფერ ამით, რამეთუ სისხლითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა იჴსნნეს ყოველნი ნათესავნი, და ცეცხლის და ნაკუერცხლის ფერ ამით,
    16.     რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი დიდებულებით მოსლვასა მას თჳსსა.
    17.     და არს მერმეცა დიდისა და საშინელისა ზრახვისა სახელი, რომელ არს ცეცხლის და ნაკუერცხლის ფერ, რომელი სერაბინსა მას მოეღო საშინელისა მისგან საკურთხეველისა,
    18.     სადა-იგი უფალი იყო და სერაბინნი ექუს-ექუს-ფრთენი დიდითა და საშინელითა მით კრძალულებითა და მსახურებითა დგეს წინაშე:
    19.     „აქუნდა სერაბინსა მას მარწუხითა ნაკუერცხალი“, რომელ არს ზრახვაჲ იგი საშინელისა მისგან საკურთხეველისაჲ და შეახო პირსა მას წინაჲსწარმეტყუელისასა.
    20.     მოგუასწავებდა ჩუენ ყოველთა დიდსა და საშინელსა ზრახვასა საჴსრად მოღებითა თავთა ჩუენთათჳს.
    21.     ესე არს სიწმიდჱ ბაგეთა წინაჲსწარმეტყუელისათა[ჲ], რამეთუ ზრახვაჲ იგი დიდი და საშინელი ესე თავადი არს ჴორცი და სისხლი საუფლოჲ;
    22.     განიყოფვის და მოგუემადლების ჩუენ ყოველთა სარწმუნოვებითა და საქმითა მართლად მოქმედთა და ჭეშმარიტთა მორწმუნეთა საჴმარ და სიწმიდე მიეცემის და მიემადლების.
    23.     ხოლო ბილწთა და შეგინებულთა, რომელნი საქმითა უკეთურითა მიეახლნიან, რომელ არიან ურწმუნონი,
    24.     რისხვად და საშჯელად მიიღებენ ზრახვასა მას სამეუფოსა თავთა თჳსთა, რამეთუ წარმდებ იქმნნეს და უღირსებით მიიღეს ჴორცი და სისხლი საუფლოჲ,
    25.     ვითარცა იტყჳს პავლჱ მოციქული: „რომელი ჭამდეს და სუმიდეს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა უღირსებით, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს“.
    26.     ამას ყოველსა მოგუასწავებს თუალი იგი იაკინთჱ: ჴსნასა და რისხვასა, ჴსნასა და სიწმიდესა, ღირსთა რისხვასა და ტანჯვასა უღირსთა და შეურაცხის-მყოფელთა.
    27.     ესე არს თუალი პატიოსანი, რომელ არს იაკინთჱ, რომელსა ზედა დაიწერა სახელი იუდაჲსი, რომლისა ნათესავისაგან უფალი გამოგჳბრწყინდა
    28.     და დაისხნეს საფუძველნი სიონისანი, დასაბამ და საძირკუელ და „თავ კიდეთა – ლოდი იგი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა“,
    29.     რომელ არიან მღდელთმოძღუარნი იგი, რომელნი შჯულსა მას შინა წურთილ და სწავლულ იყვნეს.
    30.     უფალი იგი შჯულისაჲ შეურაცხ-ყვეს და განიშორჱს.
    31.     რომელ იყვნეს ბოროტის-მოქმედნი, შეურაცხ-იქმნეს მღდელობისა მისგან და განეშოვრნეს.
    32.     ხოლო უფალმან ცხორებისამან, რომელ არს თუალი პატიოსანი, ესე იქმნა თავ კიდეთა, რომელ არს თავადი დასაბამ და აღსასრულ.
    33.     და ორთავე მათ აქუს დამტკიცებაჲ, რომელ არს ესე ძუელთაჲ მათ და ახალთაჲ, ვითარცა იტყჳს გამოცხადებასა მას თჳსსა იოვანჱ,
    34.     ვითარმედ: „მე ვარ დასაბამი და მე ვარ აღსასრული“.
    35.     და დამდაბლებისა მისისათჳს გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად და აღსასრულსა, რამეთუ აღჴდა ზესკნელს ცათა და დაჯდა მარჯულ ღმრთისა მაღალთა შინა.
    36.     და არს ნანდჳლვე დასაბამ და დამტკიცება, რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს აღშენებად და დაჴსნად თჳნიერ მის საძირკუველისა,
    37.     ვითარცა-იგი იტყჳს პავლე მოციქული: „საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად, არამედ ესე თავადი, რომელ არს იესუ ქ˜ჱ“
    38.     და თავ კიდეთა არს, რომელსა აქუს ორკერძოჲვე, რომელ არიან მორწმუნენი წინადაცუეთილებისაგანნი და წინადაუცუეთილებისაგანნი.
    39.     და მოვიდეს ერთსა ერთობასა ცხორებისასა და იქმნნეს ყოველნივე ტაძარ ღმრთის.
    40.     ესე არს თუალი პატიოსანი იაკინთჱ.
    41.     ესე იპოვა მდინარესა მას ფისონს, რამეთუ ფისონ ითარგმანების „პირ ცეცხლის“.
    42.     ნანდჳლვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მოჰფინა ცეცხლი სიტფოვებისაჲ სოფელსა და ატყინებულნი შეწუნა ცოდვანი ყოველთანი და განწმიდნა ყოველნი წმიდანი თჳსნი.
    43.     რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მიჰბერა სული მოწაფეთა მათ თჳსთა მიმართ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ.
    44.     ამას იტყოდა ნაომცა წინაჲსწარმეტყუელი: „გამოჴდა ფისონი და მიჰფინა პირსა შენსა“, რამეთუ აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქ˜ჱ მკუდრეთით, ესე აღავსო და გამოსახა.
    45.     და არს ხილვაჲ თუალისაჲ მის საკჳრველისაჲ და პატიოსნისაჲ და ნათლისა გამომცემელი და ნაკუერცხალ მბრწყინვალჱ სისხლის ფერ და მბრწყინვალებათა გამოუტევებნ,
    46.     ვითარცა ლამპართა აღნთებულთა, რომლისა ვერვინ შემძლებელ არს ნათელთა მბრწყინვალებისა მისისათა მისგან განშოვრებად და დაფარვად.
    47.     ნანდჳლვე ესრჱთ განათლებულ და დიდებულ არიან ყოველნი წმიდანი, რომელნი ღირს-იქმნნეს სულისა წმიდისა მოღებად ქრისტჱსგან.
    48.     და აწ რომელთა ჰრწამს ჭეშმარიტებით უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, განათლებულნი იდიდებიან მისგან სულნი ყოველთანი.
    49.     და სიმდაბლითა თჳსითა განცხადებულად მიფენილ არს სახჱ ანგელოზთ-ხატად სლვისაჲ და ზრახვათა თჳსთაჲ, ვითარცა აეროვან იქმნა პირი მშჳდისა მის მოსჱსი
    50.     და, ვითარცა მზისთუალისაგან, გამოჰკრთებიედ მისგან მბრწყინვალებანი, რომელსა დიდებითა მით განათლებისაჲთა ვერვინ მიხედის პირსა მას მოსჱსსა.
    51.     ესრევე მერმეცა წმიდაჲ იგი სული ელიაჲსი დაადგრა ელისჱს ზედა „და იხილეს იგი ძეთა მათ წწყ˜ლთასა“ დაღათუ არავის აუწყებდა,
    52.     ყოველნი ღაღადებდეს და იტყოდეს: „აჰა ესერა სული ელიაჲსი ელისეს ზედა განსუენებულ“.
    53.     არამედ ნანდჳლვე უმეტჱს მბრწყინვალებისა განათლებული ჩნდა პირი იგი სტეფანჱსი
    54.     და ანგელოზისა მსგავს განათლებულ ხილვითა მით უმეტჱს ჩნდა დადგრომილ მის ზედა სული მადლისაჲ.
    55.     დაღათუ ქვითა განტჳნვაჲ ეგულებოდა მისი უღმრთოთა მათ მღდელთმოძღუართა ჰურიათა, არა შეშინდა, არამედ აღვსებულ სულითა მით მადლისაჲთა
    56.     და განძლიერებულ წინაშე ყოველთასა იტყოდა ცათა განხუმასა და ძისა მის ღმრთისა მარჯულ ღმრთისა ჯდომასა.
    57.     და ესრჱთ აღსაარებითა წამებისაჲთა და დიდითა სიხარულითა დაგჳრგჳნებული იმარტჳრა.
    58.     ესრჱთ იყვნეს ყოველნი წმიდანი, დაღათუ თავთა თჳსთა დაიმდაბლებდეს და ჭირვეულნი და ურვეულნი სოფელსა ამას ცხოვნდებოდეს,
    59.     განცხადებულად გამობრწყინდებოდა მათგან ნათელი მადლთა მათ სულისა წმიდისათაჲ და ჩნდეს დიდებულნი წინაშე ღმრთისა და კაცთა.
    60.     და იპოვების თუალი იგი იაკინთჱ ადგილთა მათ, რომელთა ერქუმის სევერტიდა, რომელ არს მახლობელად ლჳბიელთა და მავროსიას, ბიზაკნიას და ნუმიდიას, აფრიდიაჲთ კერძო.
    61.     ღირდავე ამისა დიდსაგულისხმიერისა, რომელსა ემსგავსა ქვაჲ იგი იაკინთჱ, პოვნად ადგილთა მათ ლჳბიელთასა მახლობელად მზის აღმოსავალსა,
    62.     ადგილთა მათ ეთიოპიაჲსათა, რომელი მივალს სამხრად მიმართ.
    63.     ესე ეთიოპელნი არიან დაშავებულნი, რომელნი მიეწიფნეს მადლთა მათ სულისა წმიდისათა და დიდითა გულისხმითა ზეცისაჲსა მის ზრახვისა იქმნნეს მიახლებულ,
    64.     რამეთუ ნათელი ძლიერებისა მის ქრისტჱსი გამოუბრწყინდა მათ და ნისლი ძალისა მის ბნელისაჲ განაოტა
    65.     და დაბნელებულნი იგი კაცობრივითა მით საქმითა უკეთურებისაჲთა განანათლ[ნ]ა ...ბნელისა მის ზრახვისაჲ.
    66.     და გონებაჲ იგი განწმიდა და განაბრწყინა და ყო თჳსა მეგობარ.
    67.     და გამოუცხადა ყოველთა ზრახვაჲ იგი ღმრთეებისა თჳსისაჲ მოსლვასა მას თჳსსა.
    68.     და კაცთმოყუარებითა მით თჳსითა განაქარვა ნისლი იგი ზრახვისა მის მტერისაჲ.
    69.     და დაჰნერგ[ნ]ა ზრახვასა შინა გონებანი ქრისტჱსმიერნი, რომელსა პავლჱ იქადის და იტყჳს, ვითარმედ: „ჩუენ გონებაჲ ქრისტჱსი გუაქუს“.
    70.     და ნუ გიკჳრნ იგი, რამეთუ ღამესა პოვნილ არს თუალი იგი იაკინთჱ, რამეთუ იტყჳს წიგნთა შინა ესრჱთ, ვითარმედ: „ბნელსა შინა ნათელი გამობრწყინდა“.
    71.     გამოუბრწყინდა ნანდჳლვე გულთა ჩუენთა დაბნელებულთა ნათელი იგი ღმრთისმსახურებისაჲ
    72.     და ბნელი დაშავებულთა მათ საქმეთა უკეთურთაჲ ჩუენგან განაქარვა.
    73.     და დაფარულითა ზრახვითა ვითარცა სახჱ თუალისა იაკინთისაჲ გამოეცხადებინ წმიდათა თჳსთა.
    74.     რამეთუ პირველ რომელ იყვნეს შჯულსა მას და წინაჲსწარმეტყუელთა ვიდრე არღა განცხადებულ
    75.     და მიმოფენილ იყვნეს მადლნი იგი სახარებისანი, მრავალნი მართალთაგანნი ეძიებდეს ქრისტესა მაცხოვარსა.
    76.     და გამოეცხადებოდა მათ დაფარულითა ზრახვითა და თჳთ თავადთა მათ ცნობითა სხუათაცა მიმართ წინაჲსწარმეტყუელებდეს.
    77.     რამეთუ იქმნებოდეს განცხადებულნი წინაჲსწარმეტყუელებანი ლოდისა მის და თუალისა პატიოსნისა ქრისტჱსთჳს, ვითარცა იტყჳს დავით,
    78.     ვითარმედ: „საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა“, რომელ არს ესე, რამეთუ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ სიტყუაჲ მისი იყო
    79.     და იგინი წამებდეს და ქადაგებდეს დამტკიცებასა მას საფუძველისასა, რომელი მეუფემან ზეცისამან მოვიდა, დაამტკიცა
    80.     და მოეღო პატივი იგი სამეუფოჲ დადგმითა ერსა მას თჳსსა და ღირს-ჰყოფდა მრავალთა დიდსა მას პატივსა მღდელობისასა.
    81.     და დაადგა გჳრგჳნი ეკლესიასა თჳსსა და ყო დედოფალ და დასუა იგი მარჯუენით თჳსა.
    82.     და გამოსახა საშუ[ვა]ლ შუბლსა ჩუენსა ნიში იგი პატიოსანი და შეამკო.
    83.     რამეთუ ნანდჳლვე ნიშითა მით, ჯუარითა ქრისტჱსითა და სიკუდილითა მისითა მოგუმადლა ცხორებაჲ
    84.     და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და ღირს-გუყვნა ჩუენ დიდებასა მას და სამკჳდრებელსა სასუფეველისასა.


18

     1.     თუალი საფირონი
    2.     მეხუთჱ თუალი – საფირონი.
    3.     ამას ზედა დაიწერა სახელი დანისი, რომელი იყო შემდგომად შობითა გამოწერილ სიტყჳერსა მას ფიცარსა მახლობელად იუდაჲსა.
    4.     რამეთუ ნათესავისა მის დანისი მრავალნი იქმნებოდეს მსაჯულნი ისრაჱლისანი და შემდგომ იქმნებოდეს ძოწეულით მოსილთა მათ შარავანდედთა,
    5.     რამეთუ ამის ნათესავისაგან იყო ელიაბი, რამეთუ განაგებდა კარავსა მას წამებისასა,
    6.     რამეთუ იქმოდა ძოწეულსა მას და განაგებდა ყოველსა მას სამსახურებელსა კარვისა მის საწამებელისისა.
    7.     და ჰხუედა წილი მკჳდრობისაჲ ნათესავსა მას დანისსა გამოსადინელთა მათ იორდანისათა.
    8.     წყალნი იგი იორდანისანი მეუფემან მან ზეცისამან განწმიდნა და ქმნა სამკაული და შესამოსელი ეკლესიისაჲ და შეღებულ სისხლითა მით თჳსითა
    9.     და განწმედილ ღმრთეებითა თჳსითა და შექმნა ძოწეულად შესამოსელად და სამკაულად სამეუფოდ.
    10.     და იქმნნეს ქ˜ა შთაცუმულ ერნი ყოველნი წმიდასა მას კათოლიკჱ ეკლესიასა და იქმნნეს შარავანდ გარდატევებულ საღმრთოჲთა მით პატივითა
    11.     და აღიარეს მეცნიერებითა სარწმუნოვებაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ.
    12.     ესე ყოველი მოგუასწავა თუალმან საფირონმან.
    13.     და სახელებითა მით ნათესავთაჲთა ზრახვით გჳჩუენებს ჴელმწიფებასა მას თჳსსა და სამსახურებელსა სამეუფოსა,
    14.     რომელი კარვისა მის საწამებელი[სა] სამსახურებელსა განჰმზადებდა და განაგებდა.
    15.     რამეთუ ნათესავისა ამისგან აღდგებოდეს მსაჯულნი, რომელთა საქმენი და აღრაცხანი მეფეთანი აქუნდეს ერსა მას ზედა.
    16.     და გარდალესულსა მას თუალისა მის საფირონისასა იქცევის ფერი სხუად ფერად.
    17.     მოგუასწავებს ზრახვით, ვითარმედ ნათესავისა მისგან ყოფად არიან რომელნიმე კეთილნი და რომელნიმე ბოროტნი, ვითარცა რომელნიმე გჳთხრობენ
    18.     და წარმოიღებენ წამებასა წიგნთაგან, ვითარმედ ამის ნათესავისაგან აღდგეს ანტჱქ˜ჱ, რომელ არს მჴდომ ქრისტესა.
    19.     რამეთუ იტყჳს ესრჱ, ვითარმედ: „დან – ვითარცა გუელი დარანებული გზათა ზედა ცემად ტერფთა ჰუნეთასა და უკუნ-დგომად მჴედრისა მისისა“.
    20.     და იტყჳან, ვითარმედ რომელმან ესრჱ თქუა, წინაჲსწარმეტყუელი იყო და ხილულ-საშინელი იგი სახჱ იგავად თქუა და იტყჳს ესრე:
    21.     ჴსნასა უფლისასა სახელისა მას მოგუასწავებს: უკუეთუმცა არა ღმერთი შეეწია ჟამსა მას, არამცა ვინ განერა ჴელთა მისთაგან.
    22.     და მერმჱ მოსჱ იტყჳს მისთჳს კურთხევათა შინა თჳსთა: „ვლდომით იწყოს, ვითარცა ლომმან, ბასაანით“.
    23.     და მერმჱ გულისხმის-საყოფელ არს ყოველთა, ვითარმედ ვითარცა-იგი იოვანჱ აღრაცხასა მას თჳსსა ათასეულთა მათ ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა,
    24.     წმიდათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა, რომელ დგეს მახლობელად სძლისა მის სასუფეველსა ცათასა, ნათესავისა მისგან დანისი არა აღრაცხა.
    25.     არა თუ იყვნეს ქალწულნი გინა თუ წმიდანი ნათესავსა მას ზჱ? იყვნეს მრავალნი.
    26.     ხოლო მე ესრჱ მგონიეს, ვითარმედ მოგუასწავებს ზრახვით სახესა ამას, რამეთუ ნათესავისა მისგან გამოჩინებად არს მჴდომი იგი.
    27.     განჴადა ნაწილისა მისგან დანი და ნაცვალად მისა მანასჱ შეადგინა რიცხუსა.
    28.     და ნუმცა რაჲ დაკჳრვებულ არს პატიოსნებაჲ ეგე შენი მათვე იგავთა წიგნთაჲსა თქუმად კეთილისა გინა ბოროტთა მიმართ,
    29.     რამეთუ მათვე იგავთა და სახეთა ვხედავთ წიგნთა შინა მრავლად სახედ წარმოღებად.
    30.     რამეთუ ქრისტჱ ითქუმის ლომ, არამედ არა თუ ხატებისათჳს, რომელ არს გონებასა ლომისასა და სისხლისა ჭამითა და პირუტყუ-მჴეცობისაჲთა მით,
    31.     არამედ ითქუმის ლომ ქრისტე მეუფებისა მისთჳს და სიხარულისა ყოველთა მიმართ განყოფითა და მრავალთა თჳსსა მას საგრილსა ქუეშჱ შეკრებითა.
    32.     ითქუმის ლომ ეშმაკიცა, არა თუ მეფობისათჳს გინა თუ სიხარულისა განყოფითა ყოველთა მიმართ, არამედ მტაცებლობისა მისისათჳს და ძჳრ-ძჳრად მძლავრებისა.
    33.     ითქუმის მერმჱ ქრისტე ლეკუ ლომისა, რამეთუ რაჟამს შვის ლომმან ლეკჳ იგი, სამ დღჱ მკუდრად ძენ და მესამესა დღესა აღდგის,
    34.     ვითარცა ქრისტემან სამ დღჱ დაყო გულსა ქუეყანისასა, დამუსრნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და აღდგა მესამესა დღესა.
    35.     ითქუმის ეშმაკიცა ლომ და ლეკუ ლომის მტაცებელისა და მჴეცობისა.
    36.     და საცხოვრის სახისა მისისათჳს ითქუმის მერმე ქრისტე ცხოვრად.
    37.     ითქუმიან მოწაფენიცა მისნი ცხოვრად ყუდროვებისა და სიმშჳდისათჳს და სიმჴნისა საქმეთა მათთათჳს, რომელნი ნაყოფის გამომღებელ იქმნნეს, ვითარცა ცხოვარნი.
    38.     ითქუმიან ცოდვილნიცა ცხოვრად.
    39.     იტყჳს წიგნსა შინა, ვითარმედ: „საცხოვარნი ჯოჯოხეთს მიეცნენ და სიკუდილი მწყსიდეს მათ“.
    40.     გარდამოვიდა სული წმიდაჲ მსგავსად ტრედისა წარსადინელთა იორდანისათა.
    41.     უბიწოვებისათჳს და ყუდროვებისა და უმანკოვებისათჳს ტრედისა ითქუმის ეფრემცა ტრედ უგუნურ, რამეთუ პირუტყუ არს და უთმინო
    42.     და ესახლეულის მავნებელთა თჳსთა.
    43.     და ესრჱთ ყოველთა მიმართ ვჰპოვებთ მასვე იგავსა სადამე ბოროტთა და სადამე კეთილთა წარმოღებულ; ვისამე ბუნებაჲ მიმსგავსებულ და ვისამჱ – სახჱ იგი.
    44.     ესრჱთ დანის თანაცა ვხედავთ თუალსა მას საფირონსა, სადა კეთილი მიუწყებულ ნათესავსა მას და სადამე ბოროტი,
    45.     რამეთუ ოქროჲცა, რომლისათჳს საკჳრველ არს ყოველთა მიმართ, რომელი ქუეყანისაგან გამოვალს მთასა მას, გამომცდელმან მან უჩუენა საფასჱ ყოველი გამოცდად.
    46.     და შეტყუვებად ეგულებოდა უფლისა მის ყოვლისა დაბადებულისა და იტყჳს: „ყოველივე სუფევაჲ და დიდებაჲ ქუეყანისაჲ ჩემდა მოცემულ არს
    47.     და მე შენ მიგცე“ და სხუაჲ იგი შემდგომითი შემდგომად.
    48.     ხოლო თუალი საფირონი თჳნიერ გარდაცვალებისა არს და სახჱ არს კეთილისა დაჴსნისაჲ, რომელ მრავალნი მსაჯულნი აღდგეს ნათესავისა მისგან დანისა
    49.     და იჴსნეს ისრაჱლი ვითარცა ნალესავი თუალისაჲ მის შერთულ არს სძესა, განკურნ[ნ]ის მსივანებანი და სიმღიერენი.
    50.     ხოლო რომელნი საუკუნისა მისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაგან გამოარჩევენ სწავლასა და მეცნიერებასა და შეჰრევენ, ვითარცა სძესა,
    51.     მადლთა მათ პავლჱს ქადაგებისათა და სახარებისა მის სასწაულებისა საქმეთა, და წმიდა და განკურნებულ გონებანი და სანატრელ-ყოფილ.
    52.     წმიდითა გულითა ღმერთსა ჰხედვიდეს და იქმნნეს ღმრთის მხილველ.
    53.     ისრაიტელნი მთასა მას ჰხედვიდეს ღმერთსა და ქუეშჱ ფერჴთა მისთა – საფირონსა.
    54.     რამეთუ საფუძველ სიონისა ესე არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, ყოფილ დედოფალ დადგმულ გჳრგჳნად და შემკულ სამკაულითა.
    55.     რამეთუ წერილ ესრჱ არს: „დავსხნე ქვანი შენნი, ვითარცა იაკინთისაჲ და საფუძველნი შენნი, ვითარცა საფირონისაჲ აღვჰმართნე“.
    56.     რამეთუ აქაცა ერთი ერთისა შემდგომ არიან იაკინთჱ და საფირონი, რამეთუ იუდა მეუფებისასა მას მოგუასწავებს, და დან – მსაჯულებისასა.


19

     1.     თუალი იასპინი
    2.     მეექუსჱ თუალი არს იასპინი, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ნეფთალემისი, რომელ არს შემდგომ შობითა, რამეთუ ნეფთალემ სახელი ითარგმანების „ფართოვება“.
    3.     რამეთუ მრავალ სახჱ არს თუალისაჲ მის და არა თუ ერთსა ადგილსა იპოვების, არამედ მრავალთა ადგილთა, ვითარცა ზეშთა გიჩუენეთ, ვითარ ვთქუთ თუალთა მათთჳს.
    4.     ხოლო ნეფთალემ არს, რომელმან დაიმკჳდროს სივრცოჲ ქუეყანისაჲ და განუყო ყოველსა ისრაჱლსა სავსებაჲ,
    5.     რამეთუ მოქმედ იყო და იქმოდა ნაყოფსა სავსებისასა ყოველთათჳს გამოსაზრდელად.
    6.     და მოსჱ იტყჳს ნეფთალემისთჳს: „ზღუაჲ და ჴმელი დაიმკჳდრო შენ“ და მერმჱ ესაია წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს:
    7.     „ქუეყანაჲ ზაბილოვნისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი – წიაღ ზღუასა“.
    8.     ერი, რომელი დამკჳდრებულ იყო ბნელსა, იხილა ნათელი დიდი.
    9.     და რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ ზედა და რომელსა იტყჳს შემდგომად.
    10.     რამეთუ ადგილსა ამას ორთავე ნათესავთასა აკურთხა უფალმან პური და ხუთითა მით ჴუეზითა ხუთ ათასი განზარდა
    11.     და ნეშტითა მით ნამუსრევითა აღავსეს ათორმეტი გოდორი და მერმე შჳდითა მით ჴუეზითა ოთხათასი განაძღო და ნეშტითა მით აღავსეს შჳდი სფჳრიდი.
    12.     ნანდჳლვე შორის ნათესავთა ამათ ზაბილოვნისთა და ნეფთალემისთა იტყოდა უფალი ნეტარებათა მათ.
    13.     და დაჯდომილ მთასა მას განაგრძო მოძღურებაჲ იგი კურთხევითა და ზედა წყალთა ზღჳსათა ვიდოდა და კაფარნაომდ შესრულ სიდედრი იგი პეტრესი განკურნა
    14.     და ზღუასა ზედა გენესარეთს ქმნნა საღმრთოჲთ კერძონი სასწაულნი და მათ ადგილთაგან და დაბნებთა გამოაჩინნა ნათელნი იგი სოფლისანი,
    15.     რომელ არიან ესე წმიდანი მოციქულნი, რაჲთა გამოუჩნდენ მბრწყინვალებანი ყოველთა ცის კიდეთა.
    16.     თუალი იასპინი, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ნეფთალემისი, და მსგავს არს ხილვაჲ მისი ფერსა ზმურსა.
    17.     და მერმჱ მსგავს არს ფერი მისი ზღჳსა: ვითარცა ზღუამან, გამოუტევის სიმწუანჱ ფერისაჲ გამობრწყინებათა თჳსთაჲ.
    18.     და მსგავს არს სიმწუანითა პილენძისა გესლსა, რამეთუ მახლობელად ზღუასა მას ტიბერიაჲსასა ჰხუედა სამკჳდრებელი ნეფთალემს.
    19.     და არს მახლობელ ზაბილოვნისა და ვიდრე ზღუად დიდადმდჱ.
    20.     და იასპინი თუალი სხუა და სხუა არიან (!) და სხუა-სახედ ფერი მისი, ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ ყოველივე
    21.     და იპოვებიან რომელნიმე წყალტფილსა მას მახლობელად, და რომელნიმე იპოვებიან ამასჳას.
    22.     ეგრეცა სასწაულნი ღმრთისანი, რამეთუ მოციქულნი იგი მრავალითა ადგილთაგან გამოერჩინეს: რომელნიმე ადგილთა მათგან ნეფთალემისთა,
    23.     ქორაზინით და ბეთსაჲდაჲთ და კაფარნაომით და მაგდალაჲთ იქმნნეს სასწაულნი საღმრთოჲთ საკჳრველებათანი.
    24.     და ყოველთა ადგილთაგან შეკრბებოდეს და მისდევდეს უფალსა და ღირს-იქმნებოდეს კურთხევისა და კურნებისა და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
    25.     და შემდგომად მრავალთა ჟამთა, რომელნიმე გარდაიქცეს უღმრთოვებად, ვითარცა სიმონ გრძნეულმან მოიღო ნათელი პეტრესგან და იქმნა ქადაგ სიცრუვისა და არა ჭეშმარიტებისა.
    26.     და ნიკოლაოზ ერთი მათ შჳდთაგანი დიაკონთაჲ, რომელი-იგი სტეფანჱს თანა იყო, იქმნა მწვალებელ უკეთურების და შეაცთუნნა მრავალნი.
    27.     და მერმე კერინთჱ და სხუანი მრავალნი, რომელნი იქცევოდეს პეტრჱს თანა, შემდგომად გარდაიქცეს და იქმნნეს მოძღუარ უკეთურების და არა კეთილის.
    28.     ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ თუალისა მისთჳს, რეცა თუ გამოცხადება რაჲმე, ვითარცა სიზმართ ხილვისა, იქმნებინ.
    29.     და იპოვების ესე ადგილთა მათ ფრჳგიაჲსათა, რეცა თუ ბუდესა რასმე კეცის მსგავსსა და არს მსგავსებაჲ და განმარტებაჲ სახისაჲ მის,
    30.     რამეთუ განგრძობასა მოძღურებისასა რომელთამე აღიარიან სამეუფოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ უფლისაჲ და შევარდიან სხუას და სხუას მოძღურებასა სიცრუვისასა,
    31.     რამეთუ განგრძობასა და სიღრმესა და სიმაღლესა ამის მოძღურებისასა შესცთიან
    32.     რომელნიმე უდებებითა და რომელნიმე ბოროტის-საქმითა და რომელნიმე ამპარტავანებითა.
    33.     წარიტაცნეს გონებანი მათნი უმეცრებითა და მრავალთა ადგილთა სხუას[ა] იტყოდეს და შთანსთქმიდეს უფროჲსღა; რომელ მახლობელ იყვნეს წარმართნი და უმეცნიერებისაგან,
    34.     რომელნი სახესა მგელთა მტაცებელთასა ჩუეულ იყვნეს სისხლისა ჭამითურთ და მიმსგავსებულ ბოროტთა მჴეცთა ჩუეულებითა.
    35.     ვითარცა თუალსა მას არს ხილვაჲ სისხლის ფერ შერეულ, ვითარცა სძესა, ეგრეცა ბოროტნი წარმარ[თ]ნი მხიარულ ქველის-საქმესა ღმრთისასა
    36.     და არა უცნობიეს ღმერთი ჭეშმარიტი, არამედ მარადის სიბოროტესა თავთა თჳსთასა ცხოვნდებიან და მოკუდებიან.
    37.     ხოლო წმიდანი ქადაგნი, ჭეშმარიტნი მოციქულნი, რომელნი ღირს-იქმნნეს მოღებად ძლიერებათა მათ ქრისტჱსთა,
    38.     ვითარცა სძითა, ზრდიან სამოციქულოჲთა მით საღმრთოჲთა ყოველსა სოფელსა.
    39.     სისხლითა ქრისტჱსითა აჴოცნეს ცოდვანი მორწმუნეთანი და სახარებითა მით, სიტყჳთა უფლისაჲთა განდევნნეს მჴეცობისა სახენი მრავალთაგან ზრახვათა.
    40.     ესე მოციქულნი იყვნეს გამორჩეულნი ნათესავისა მისგან ნეფთალემისა და ზაბილოვნისა, რომელ აღივსნეს სულითა მით ძლიერებისაჲთა.
    41.     და იტყჳს: ამისგან, ღმრთისა ქრისტჱსგან მოიღეს ნიჭი დიდ-დიდი და უსასყიდლოდ მიჰფინეს ყოველთა ცისკიდეთა, ეშმაკნი განდევნნეს და განჭრნეს საკრველნი ცოდვათანი.
    42.     და ურწმუნოვებაჲ განაშუენეს და ასწავეს ყოველთა წარმართთა სარწმუნოვებაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
    43.     და აღვსებულ ყოველნივე საქმითა კეთილითა ადიდებდეს ღმერთსა მხოლოსა.


20

     1.     თუალი ლჳგჳრიონი
    2.     მეშჳდჱ თუალი ლჳგჳრიონი – განწესებულ და განდგმულ სიტყჳერსა მას ფიცარსა.
    3.     და არს ესე პირველი მესამჱსა მას განწესებულსა, განწესებულ და განდგმულ შემდგომითი შემდგომად შობისა თჳსისა და არს ზედა დაწერილ თუალსა მას სახელი გაადისი.
    4.     და ჰხუედა წილი გაადს მკჳდრობისაჲ მახლობელად რუბენისა, წიაღ იორდანესა მდინარესა და შორის გაადისა და რუბენისა, კერძოსა ნათესავსა მას მანასჱსსა.
    5.     და მიიწევის ნაწილი იგი გაადისი ჩრდილოჲთ კერძო და მივალს და მიიწევის ვიდრე საზღვრადმდჱ დანისა და რუბენისა სამკჳდრებელისაჲ მის,
    6.     ნაღუარევით არონით ვიდრე ქალაქადმდჱ არუირედ და მიიწევის სამკჳდრებელი მისი ვიდრე ასურადმდე და მადაბენად და ბრეად.
    7.     და ვიდრე საზღვრადმდჱ მთისა მის ნაბავისა.
    8.     და მიიწევის ვიდრე ესებონდმდე და ელელიად და ვიდრე იაზერდმდჱ.
    9.     და საშუვალ ამათსა არს და შორის მათსა არს კერძოჲსა მის ნათესავისა მანასჱსი.
    10.     და მისწუდების ვიდრე ბეთრონდმდე, ვიდრე იორდანედმდჱ და მიაც ვიდრე თავად მთისა მის ვიდრე ბასაანდ.
    11.     და მიერ მიაც ვიდრე გაზად და არს მოსაზღვრჱ ჰრუბენისა და გადისა.
    12.     ხოლო თუალი ლჳგჳრიონი, ვითარცა ვთქუთ წინაჲსწარ, – გამოუჩინებელ და ძნიად საპოვნებელ.
    13.     ხოლო მოიწია ჩუენდა თხრობაჲ წინანდელთაგან და განგრძობითა სიტყუათაჲთა ვთქუთ წინაჲსწარ.
    14.     ეგრე მგონიეს, ვითარმედ ესე არს იაკინთჱ, რომელ თქუმულ არს საღმრთოთა წიგ[ნ]თა შინა.
    15.     და არს ხილვაჲ ლჳგჳრიონისაჲ მის თაფლის ფერ და ძოწეულის ფერ.
    16.     სახელი ერთ არს თუალისაჲ მის, ხოლო ფერი მრავალ, ვითარცა იაკინთისაჲ.
    17.     და დაიწერა მას ზედა სახელი საკჳრველი გაადისი, რომელ არს მახლობელად კერძოსა მას ნათესავსა მანასჱსსა.
    18.     მე ესრჱ მგონიეს, ვითარმედ ბუნებით თესბაელი იგი არს გულისხმის-ყოფა, რომელ არს გალაადს, რომელ შორის კერძოსა მას ნათესავსა მანასჱსსა და გადისსა არს სამკჳდრებელი.
    19.     მიერ მოსრულ მოიწია ელია წინაჲსწარმეტყუელი, ძჱ აქიმაჲსი, რომელ იყო ნათესავისაგან აჰრონისი და იყოფვოდა ადგილთა
    20.     და სამკჳდრებელთა ამათ მღდელობისათჳს ნათესავისა მის, რომელ ყოველთა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა იყვნეს განბნეულ,
    21.     ვითარცა იტყჳს იაკობ: „განგაბნინე თქუენ შორის იაკობსა და განგყვნე თქუენ შორის ისრაჱლსა“,
    22.     რამეთუ მღდელობისა მისთჳს და ლევიტელ-ყოფისა ყოველთა მათ ადგილთა მიმოდაემკჳდრნეს.
    23.     ხოლო ნათესავი იგი სჳმეონისი წიგნთაგან სწავლულებითა და სიბრძნითა მეცნიერ-ყოფისა და ყოველთა მიმართ სწავლისა და სხუათა მათ ნათესავთა თანა დაემკჳდრნეს.
    24.     აწ შენ ნურაჲ გიკჳრნ, რამეთუ მოვიჴსენეთ გადის თანა ელია წინაჲსწარმეტყუელი და მის ზედა სახჱ თუალისაჲ მის წარმოვიღეთ,
    25.     რამეთუ იყო ბუნებით თესლებ გალაადისაჲთ, მახლობელად ნათესავსა იოსეფისსა და კერძოსა მას ნათესა[ვსა] მანასჱსსა.
    26.     ხოლო მრავალთა ადგილთა ვჰპოებთ მღდელთა და მღდელთმოძღუართა მოსრულად თითოვეულად ნათესავთაგან თჳსთა.
    27.     ვჰპოვებთ მღდელთმოძღუარსა აბიათარს ქალაქსა მას ნომბასა, რომელი იყო ქალაქი განკუთნებულ მღდელთა მათ სამკჳდრებელით ნათესავისა მის იუდაჲსი.
    28.     და სამოელ დამკჳდრებულ იყო ნათესავსა მას ეფრემისსა, რომელი იყო ეფრათელ.
    29.     და ელი დაემკჳდრა სელომს, რომელი იყო სამკჳდრებელი ბენიამენისი.
    30.     და ესრჱთ მითესულ და განბნეულ ყოველსა მას ნათესავსა დაემკჳდრნეს ნათესავნი იგი მღდელთანი.
    31.     მე ვჰგონებ, თუ ლჳგჳრიონი თუალი არს იაკინთჱ, რომლისათჳს ძალისა ვინებეთ ჩუენებად.
    32.     ხოლო თუალი ლჳგჳრიონი, ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ, არა გამოჩნდა, ვინაჲ იპოვების.
    33.     მერმე ვიწყო გამოძიებად მისთჳსვე და ჭეშმარიტებისა მოყუარებითა ვთქუა: უკუეთუ მიეახლის ცეცხლსა, დაშრიტის ძალი მისი,
    34.     ვითარცა ელია ეტლითა მით ცეცხლისაჲთა აღმაღლდა და არაჲ ევნო.
    35.     და უწოდდა ცეცხლსა ზეგარდამო და მოვიდოდა ზედა ერგასეულთა მათ და ერგასისთავთა
    36.     და მერმე შესაწირავთა მათ მიერ ჴდომითა ქურუმთა მათ მიმართ ბაალისთა.
    37.     და თჳთ თავადსა მას ძლიერსა ცეცხლსა შინა არაჲ ევნო, არამედ განურყუნელად ეგო.
    38.     მე ესრე მგონიეს, რამეთუ ამის სოფლისაგანნი იყვნეს სამნი იგი ყრმანი, რომელ იყვნეს ბაბილოვნს და არაჲ ევნო ცეცხლისა მისგან.
    39.     ნანდჳლვე საკჳრველ არს ძალი თუალისაჲ მის, რამეთუ ყოველნი წმიდანი გამოიწერნეს მის ზედა.
    40.     რამეთუ სამნი იგი ყრმანი ცეცხლსა შეთხეულ და არარაჲ ევნო.
    41.     არამედ მეუფესა მას არწმუნეს და ყოველნი ურწმუნონი მეცნიერებად ღმრთისა წარადგინეს.
    42.     და შეურაცხ-იქმნნეს მათ მიერ კერპთმსახურებანი და დამუსრჱს კერპები იგი, რომელი-იგიმცა აცთუნებდა მათ, ვითარცა სხუათა ადგილთა ჰყოფდეს ნათესავითი ნათესავად.
    43.     და კაცნი მოაქცინეს ურწმუნოვებისაგან სარწმუნოვებად ჭეშმარიტებისა.
    44.     ვითარცა თუალი ესე იაკინთჱ, რომელ არს სიღრმესა უფსკრულთასა და ვერვის ჴელ-ეწიფების აღმოღებაჲ მისი,
    45.     გარნა ჴორცითა კრავისაჲთა და მოშრიალებითა მით ორბისაჲთა, ესრჱთ არს წმიდაჲცა კადნიერებაჲ.
    46.     ელიაჲ[ს]თჳს ვიტყჳ და სამთა მათ ყრმათათჳს, რომელ იყვნეს ბაბილოვნს და სანატრელისა მის თეკლაჲსთჳს.
    47.     რომელი-იგი მჴნჱ-იქმნა ჟამთა მათ განცდისა თჳსისათა.
    48.     და არა თუ მათი იგი ძალი, რაჲ ექმნა მათ ჴსნა?
    49.     არამედ მოსლვაჲ კრავისაჲ მის, რომელმან აჴოცნა ცოდვანი სოფლისანი, და მსგავსად ორბისა ძლიერებითა მით ღმრთეებისაჲთა ზესკნელ ცათა აღმაღლებითა და აღსლვითა.
    50.     რამეთუ ამას გჳჩუენებს ზრახვაჲ თუალისაჲ მის პატიოსნი[საჲ].
    51.     ვიტყჳ სედრაქ, მისაგ და აბედნაგოჲსთჳს ქუეშე ჴელმწიფებასა სიკუდილისასა.
    52.     მოსჱ იტყჳს, ვითარმედ ვიდრე მოსლვადმდჱ ქრისტჱსა ვითარცა ვჰპოვებთ ყოველთა სულთა ჴელმწიფებასა ქუეშჱ სიკუდილისასა ყოფითა:
    53.     ვითარცა იტყჳს პავლჱ მოციქული, რამეთუ: „რაოდენ ჟამ აღმოიკითხვების მოსჱ, იგივე საბურველი განებმის ძუელსა მას შჯულსა“.
    54.     და რაჟამს მადლი ახლისა მის შჯულისაჲ – ქ˜ჱ მოიწია, განშოვრებულ საბურველი იგი, განცხადნა მიერითგან უკუდავებაჲ.
    55.     უკუეთუ შჯული იგი მაკუდინებელი იყო დიდებით, რაოდენ არა უფროჲს შჯული ესე ცხორებისაჲ იყოს დიდებით?
    56.     ხოლო ესე ყოველი ვთქუთ, ვითარმედ ვიდრე მოსლვადმდე ქრისტჱსა ითქუმის ჴელმწიფებაჲ იგი სიკუდილისაჲ.
    57.     დაღათუ ითქუმის: ადამითგან ვიდრე მოსლვადმდე ქრისტჱსა მრავალ არიან.
    58.     ამისთჳს სხუაცა – გამო[სა]თქუმელ და გამოსათარგმანებელ.
    59.     არამედ შჯული იგი იყო, რომელი დაშჯიდა.
    60.     ნუ იყოფინ! და არცა მომკლველ იყო წერილი იგი, არამედ მოსაკუდინებელ იყო მათა, რომელნი გარდასლვასა და ცოდვასა იქმოდეს.
    61.     და არა თუ დასაშჯელად იყო შჯული იგი.
    62.     ნუ იყოფინ! არამედ რომელნი არა იმარხვიდეს სიმართლესა და სიწრფოვებასა, მიიღებდეს თავთა თჳსთა საშჯელსა სიკუდილისასა უდებებითა ბოროტთა მათ საქმეთაჲთა.
    63.     და არა დიდება იყო შჯულისა მისთჳს, რამეთუ ღმრთისა მიერ დაიდვა,
    64.     არამედ რამეთუ იდიდა პირი დიდებულისა მის მოსესი და მისთაჲ მათ დიდებულთა ჴორცთაჲ იყო სიკუდილისა შეყენება, დაფლვაჲ და გარყუნაჲ.
    65.     ესე არს დიდებათა მათ დაჴსნაჲ, სთქუა შენ, ვითარმედ ჴორცნი მჴსნელისა მის ჩუენისანი დაეფლნეს, არამედ ჴორცთა მისთა არა იხილეს განსახრწნელი
    66.     და არცა სული მისი დაეყენა ჯოჯოხეთს, რამეთუ მესამესა დღესა აღდგა.
    67.     რამეთუ იტყჳს ესრჱთ: „აღვდგე დიდებითა ჩემითა“, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „განიღჳძე, დიდებაო ჩემო, ფსალმუნითა და ქნარითა“,
    68.     ვითარცა მოწაფენი იგი ახალსა ამას იტყოდეს: „განიღჳძე, უფალო, რამეთუ წარვწყმდებით აღრღუევასა ამას ზღჳსასა.
    69.     და განიღჳძა უფალმან ძილისაგან.
    70.     ძილსა ვიტყჳ ჴორცთა მათ მისთასა და შერისხვასა დიდებითა თჳსითა ზღუასა მას და აღრღუევათა მისთა შიშითა და სიტყჳთა მით საუფლოჲთა.
    71.     და დადუმებულ და დაყუდნა ზღუაჲ იგი და წინაჲსწარმეტყუელნი წინაჲსწარ-იტყოდეს ვნებათა მათთჳს და მკუდრეთით აღდგომისა.
    72.     და განღჳძებასა მას იტყჳს ესრჱთ: და მე განჳღჳძო განთიად და განვიღჳძო დიდებითურთ ჩემით
    73.     და განღჳძებაჲ იგი არს ჴორცთა მათ ბუნებისაჲ და რომელსა იტყჳს „დიდებითურთ ჩემით“, რომელ არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ.
    74.     აწ ჩუენ სიმძიმისათჳს ამის სიტყჳსა განვაგრძვეთ სიტყუაჲ ესე და წარმოვიღეთ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ ვიდრე მოსჱსამდჱ არა ეგრჱ,
    75.     არამედ ვიდრე მოსლვადმდჱ ქრისტჱსა იტყჳან წიგნნი ჴელმწიფებასა მას სიკუდილისასა.
    76.     და მერმჱ წერილ არს შჯულსა უფლისასა, ვითარმედ მოხუცებულთა მათგან გამოჴდეს უკეთურებანი ბაბილოვნს, რომელნი შჯიდეს ერსა მას.
    77.     და წარკითხულ ხუთნი იგი თავნი დაბადებისანი და ისუ ნავესი და მსაჯულთაჲ და რუთისი და წიგნნი იგი მეფეთანი და ნეშტთაჲ
    78.     და რჩეულად დაწერილნი, რომელ არიან სტიქერონით, და წიგნნი წინაჲსწარმეტყუელთანი.
    79.     და არა ვჰპოვებთ თქუმულსა სიტყუათა ამათ შჯულისა უფლისა, რომელი წამა დანიელმან და თქუა.
    80.     და გამოძიებულ წიგნთა იერემიაჲსთა, რომელსა შინა იტყჳს ესრჱთ, ვითარმედ: სამეოც და ათ წელ მიუგო ერსა მას ყოფაჲ ტყუევობასა მას შინა.
    81.     და ჰრქუა ძეთა მათ ისრაჱლისათა: „ქუეყანასა მას ბაბილოვნელთასა მიიყვანნეთ თქუენ ცოლნი და გესხნენ შვილ, და დაასხთ ვენაჴი და ჭამეთ ნაყოფისაგან მისისა“.
    82.     და შემდგომად ამისა იტყჳს: აღიღონ იგავი ესე ქუეყანასა მას ბაბილოვნელთასა და თქუან ესე: რაჲ-მე გიყავნ შენ უფალმან?
    83.     და ესე დაგძინენ, ვითარცა-იგი აქია და სედეკია, რომელნი შეწუნა ტაბაკითა მეფემან ბაბილოვნელთამან უშჯულოვებისათჳს და მრუშებისა,
    84.     რომელნი ისიძვიდეს დედათა მათ თანა მოქალაქეთა თჳსთასა და სიტყუასა სიცრუვისასა იტყოდეს სახელითა ჩემითა, რომელი მე არა მებრძანა.
    85.     და მოწამჱ ვარ ამის ყოვლისათჳს – იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი.
    86.     ნანდჳლვე ამას წინამძღუართა მიმართ იტყჳს, რამეთუ იყო ერთი წინამძღუართაგანი სედეკია და ერთი იგი – აქია.
    87.     რამეთუ სახელთა მათ არა იტყჳს დანიელ, არამედ გჳჩუენებს სხუათა წიგნთა შინა, რომელთა შინა არიან განცხადებანი დანიელისნი,
    88.     რამეთუ მუნ დაწერილად იტყჳს სახელთა მათ: ერთისაჲ მის – აბა, და ერთისაჲ – ადა.
    89.     ხოლო იერემია ტანჯვასა უწესოთა მათ მსაჯულთა და მოხუცებულთასა სხუად-სახჱდ იტყჳს, ვითარმედ ნაბუქონდონოსორ მეფემან ბაბილოვნელთამან ტაბაკითა შეწუნა იგინი.
    90.     ხოლო დანიელ იტყჳს ესრჱ, ვითარმედ: „აღდგა ყოველი იგი ერი სუსანაჲს ზედა ქვითა განტჳნვად მისა“.
    91.     ვჰპოვებთ მერმე სხუასაცა განცხადებასა დანიელისსა, ვითარმედ კუერთხი ცეცხლისაჲ გარდამოვარდა ზეცით შორის ორთა მათ მოხუცებულთა
    92.     და არა თუ მეყსეულად შეწუნა, არამედ მრავალ-ჟამ ტანჯვითა მიაგებდა მათ.
    93.     და აწ რლ˜თაჲ მიიწინეს ტანჯვანი უკეთურთა მათ მსაჯულთა მოხუცებულთა ზედა, გიჩუენო,
    94.     რამეთუ არა არიან მჴდომ ურთიერთას იერემიაჲსი და დანიელისი იგი თქუმული.
    95.     ესე ყოველი მივიდა და მიიწია ტანჯვაჲ ზედა უღმრთოთა მათ და შჯულის გარდამავალთა მოხუცებულთა, რამეთუ შჯული ბრძანებდა არა მოღებად ქრთამისა
    96.     და არცა სამართალისა ქცევად, არამედ არცაღათუ შეწყალებად გლახაკისა საშჯელსა შინა და არცა მდიდრისა თუალ-ხუმად, არამედ სწორსა სამართალსა შემდგომად.
    97.     ხოლო იგინი სამართალსა მას განჰყიდდეს ქრთამად.
    98.     და უწყებასა მას წესიერებისათჳს დაბუდებულ ზრახვათა მათთა შობდა უკეთურსა მას გულის-თქუმასა.
    99.     და წარმდებ იქმნებოდეს ზედა წმიდასა მას სუსანას.
    100.     და ღმრთისა მიერ შურის-გებამან გამოუცხადა ყრმასა მას დანიელს და სამართლისა საშჯელითა უწესოთა მათ მსაჯულთაჲ წინაშე ყოველთა განჰგლიდა.
    101.     და საშჯელითა მით დანიელ მსგავსად შჯულისა ქვითა განტჳნვად უბრძანებდა უწესოთა მათ მსაჯულთა.
    102.     და გამოვიდა ერთი იგი დაქოლვად უწესოთა მათ მოხუცებულთა.
    103.     ღმრთისა მიერ ყოველთა გამოცხადებულ სამართალი იგი საშჯელი დანიელისგან.
    104.     თჳსსა მისცა საშჯელსა ზეცით გარდამოავლინებდა წამებით ჭეშმარიტისა მის საშჯელისა, რაჲთა ყოველნი შეძწუნებულ:
    105.     ნუმცა ვინ წარმდებ იქმნებინ ქრთამითა სამართლისა ქცევითა გინა თუ თუალთ-ხუმად საშჯელისა.
    106.     და იყო შიშ დიდ საშჯელისა მისთჳს ესრჱ.
    107.     რაჟამს იწყო ერმან ქვითა განტჳნვად უკეთურთა მათ მოხუცებულთა, არღა აღმოსრულ იყვნეს სულნი უკეთურთა ჴორცთა მათთაგან, საშინელებისა ხილვითა:
    108.     „ცეცხლისა კუერთხი გარდამოვარდა მათ შორის და შესწუვიდა უკეთურთა მათ მოხუცებულთა.
    109.     და ვიდრე არღა აღმოსრულ იყვნეს სულნი იგი განმწარებულნი უჯეროთა მათ მოხუცებულთანი,
    110.     შეძრწუნებულნი ყოველნივე და მიმო და ბაბილოვნს ამბავსა მას მიჰფენდეს.
    111.     და მიესმა საშინელებაჲ საშჯელისაჲ მის ნაბუქონდონოსორს მეფესა.
    112.     დაკჳრვებულ და დასულებულ იქმნა სამართლისა.., და უკუეთუ არა თავს-იდვათ, დაგსაჯეს თქუენ ღმერთმან ურვისათჳს ამის ერისაჲსა.
    113.     და ესრეთ შეიტყუოდეს დედათა მათ.
    114.     მისცემდეს დედანი და იგი თავთა თჳსთა ბილწებასა მას სიძვისასა მოხუცებულთა მათ მიმართ.
    115.     და ამას თხრობასა წამებს დანიელ, რამეთუ იტყჳს: „ესრჱთ იქმოდეთ ასულთა მიმართ ისრაჱლისათა.
    116.     და იგინი ძწოლით და შიშით მიგცემდეს თავთა თჳსთა სიბილწედ.
    117.     და არა თუ ასული ესე იუდაჲსი ეზიარა უშჯულოვებათა თქუენთა“.
    118.     წამებს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელებაჲცა იგი იერემიაჲსი და იტყჳს: „იქმნნეს გუემანი ზედა წინამძღუართა მათ უშჯულოვებისა მათისათჳს.
    119.     და ისიძვიდეს დედათა მათ თანა, მოქალაქეთა თჳსთა.
    120.     და სიტყუასა სიცრუვისასა წინაჲსწარმეტყუელებდეს მათა მიმართ სახელითა უფლისაჲთა და მე უფალსა არა მებრძანა მათა მიმართ“.
    121.     და იგინი მოწამედ თჳსა სიტყუათა ჩემთა წამებდეს, რამეთუ ესე არს თხრობაჲ მათთჳს.
    122.     სახელითა უფლისაჲთა აცთუნებდეს დედათა მათ და ეტყოდეს: ნათესავისა თქუენისაგან გამოსლვად არს ქ˜ჱ.
    123.     და ეტყოდეს მას სიტყჳთა უფლისაჲთა და უფალსა არა ეთქუა მათა მიმართ.
    124.     ამისთჳს მოავლინა უფალმან ზედა მოხუცებულთა მათ უშჯულოვებისათა გუემაჲ ცეცხლისაჲ მის კუერთხითა
    125.     და შეწუვაჲ ტაბაკითა მით განრისხებითა მით ნაბუქონდონოსორისითა და შეტყუებითა მით წინაჲსწარმეტყუელისა მის დანიელისითა.
    126.     ხოლო ჩემდა იქმნა ამის ყოვლისა თხრობაჲ შეტყუებისათჳს თუალისა მის პატიოსნისა და სიტყჳსა მისთჳს მოციქულისა, რომელსა იტყჳს,
    127.     ვითარმედ: „სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსჱსადმდჱ და მათ ზედაცა, რომელთა არა ეცოდა“.
    128.     ამისთჳს იტყჳს დანიელ, ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისა[სა], ვითარმედ: „მოხუცებულთა მათგან გამოჴდეს უშჯულოვებანი“.
    129.     ხედავა, რამეთუ დანიელცა შჯულსა იტყჳს იერემიაჲსსა? და უფალი სახარებასა იტყჳს, ვითარმედ: „შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე“.
    130.     ხედავა, რამეთუ ქრისტჱსამდე იყო ჴელმწიფებაჲ იგი სიკუდილისაჲ? და ყოველნი სულნი წმიდათანი და რომელთა-იგი არა შეეცოდა, მონებასა
    131.     და ჴელმწიფებასა ქუეშჱ სიკუდილისასა შეყენებულნი დგეს, ვიდრემდე დაიკლა კრავი იგი ღმრთისაჲ, რომელმან აჴოცნა ცოდვანი სოფლისანი.
    132.     სულითურთ შთავიდა ჯოჯოხეთა ღმრთისაჲ იგი სიტყუაჲ, ვიდრე ჴორცნი იგი საუფლონი ძელსა ზედა, ვითარცა კრავისანი, იწუებოდეს.
    133.     და აღძრულთა მათ ნაღუარევთა შთააგდეს იგი და დადვეს იგი კლდესა მას შინა გამოკუეთილსა სამარესა.
    134.     დაღათუ სული და ჴორცნი ურთიერთას განეშოვრნეს, ხოლო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ სულსა მას და ჴორცთა მათ თჳსთა არა განეშორა.
    135.     ვითარცა მუნ ჴორცი იგი კრავისაჲ შეყოფილ პატიოსანსა მას თუალსა შთაშრიალებასა მას ორბთა მათ აღმოაქუნდა, ეგრეცა დაკლვასა მას და ვნებასა ქრისტჱსსა იქმნებოდა.
    136.     შთასლვასა მას ჴორცთა მათ საუფლოთა სამარესა მას და სულთა მათ შთასლვასა ჯოჯოხეთა.
    137.     თუალნი იგი პატიოსანნი, მართალნი, დათქუმულ კრავსა მას, რომელი-იგი შთავიდა მათა, „აღმაღლდეს და აღმოვიდეს მიერ“.
    138.     ნანდჳლვე დიდითა მსგავსებითა პოვნითა ამის თუალისაჲთა შესაძინელი და სარგებელი გჳჩუენა ჩუენ განმარტებამან ამან.
    139.     რამეთუ აღმოიყვანნა უფალმან ჯოჯოხეთით სულნი მართალნი შთასლვითა მით ჯოჯოხეთა, დამუსრნა ბჭენი სიკუდილისანი და გამოუხუნა ყოველნივე შუვათაგან მისთა;
    140.     მოიზიდნა და აღმოიყვანნა მონანი თჳსნი მშჳდნი და ყუდრონი უფალმან.
    141.     და ამას თჳთ თავადი წამებს და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, მოვიზიდო ჩემდა“.
    142.     არა ხოლო თუ ჯუარსა მას ზედა აღესრულა ესე, არამედ წმიდასა მას აღდგომასაცა, რომელ იყო მესამესა დღესა.
    143.     წამებენ ამისთჳს სხუანიცა დაწერილნი, რამეთუ არა დაეტევა სული მისი ჯოჯოხეთს ესე თავადი სული იგი ღმრთეებითურთ შთასრულ ჯოჯოხეთა.
    144.     შემუსრნა მოქლონნი და განჭრნა საკრველნი ჯოჯოხეთისანი და განარინნა ყოველნი წმიდანი მისნი ჴელმწიფებითა მით თჳსითა.
    145.     და რაჟამს აღდგა მკუდრეთით მწყემსი იგი მჴნე, „მიჰბერა მოწაფეთა მათ მიმართ თჳსთა და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ“.
    146.     და მერმჱ აღმაღლებულ ზეცად უფალი იგი ყოველთაჲ ჴორცითურთ სავსებით, ვითარცა იგი განკაცნა ჴორცითა და სულითა, და აღასრულა ყოველი,
    147.     აღდგა ჭეშმარიტად და ყვნა ჴორცნი იგი განურყუნელ და უკუდავ და სული – შეყოფილ ჴორცითურთ ერთობასა მას ღმრთეებისა ბუნებასა.
    148.     დიდითა დიდებულებითა აღმაღლებულ ზეცად და დაჯდა მარჯულ მამისა.
    149.     და აღმაღლდა ზესკნელს ცათა ჴორცითა მით მხოლოდშობილითა.
    150.     მიეხარა ყოველთა წმიდათა სასოვებაჲ აღდგომისაჲ და სასუფეველისაჲ.
    151.     საკჳრველ არს ნანდჳლვე იგავი და განმარტებაჲ თუალისაჲ მის პატიოსნისაჲ.
    152.     დაღათუ ლჳგჳრიონ არს იაკინთჱ იგი თუალი, ესე ყოველი გჳჩუენა ჩუენ ძალი.
    153.     ხოლო ვითარ სახელ-ედვა ლჳგჳრიონ, რომელ არს „კუდ ზროხის“, რომელსა აქუს ფერი ამისი.
    154.     და ერქუმის საცხოვარსა მას სახელი ლჳგჳრიონ.
    155.     რამეთუ არიან ქუეყანასა მას მეგჳპტელთასა ველურნი ზროხანი, რომელთა ჰრქჳან ბაბალონ.
    156.     და წუერსა კუდისა მის ბაბალონისასა მბრწყინვალებაჲ გამოეცემინ მწუანის ფერად, მსგავსად თუალისა მის.
    157.     და ფერისა მისთჳს მსგავსებისა დასდვეს თუალსა მას სახელი ესე.
    158.     და თუ ვინმე უსუმიდეს თუალსა მას და გამონადინები იგი თუ ვინმე ასუას დედათა, იქმნის მიდგომაჲ და ადვილად შობაჲ.
    159.     კეთილად დაიწერა ამას ზედა სახელი გადისი, რამეთუ ნაცვალად თჳსა ლია მისცა ზელფა და გამოსრულთა მათ მისგან იაკობის მიერ ზრდიდა თჳსა შვილად ლია.
    160.     შერაცხილ-იქმნა ზელფა ნაცვალად იაკობისა და იქმნნეს ყოველნივე თუალ პატიოსან, ღირს-იქმნნეს წოდებად ნათესავ წმიდა
    161.     და ვითარცა თუალისა მის ლჳგჳრიონისაჲ ასჳან ადვილად შობისათჳს, ეგრეცა წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი და მართალნი ყოველნი იქმნნეს სისხლ პატიოსან.
    162.     და მოიღეს მადლი ღმრთისაგან.
    163.     მიჰმადლეს კაცთა ყოველივე კეთილი, ვითარცა ელია მისცა ქურივსა მას აღდგინებული იგი მკუდრეთით და ელისჱ ლოცვის-ყოფითა მიჰმადლებდა შობასა სომანიტელსა მას.
    164.     და წყალნი იგი იერიქოჲსანი, რომელ იყვნეს უშვილო, ლოცვითა მით ელისჱსითა იქმნნეს კურთხეულ და შვილიერ,
    165.     ეგრეცა წმიდანი იგი დასნი მოციქულთანი, ეკლესიანი და ერნი წარმართთანი, რომელნი იყვნეს ძნიად მშობელ.
    166.     მოიღეს ქრისტესგან ძლიერებაჲ მოწაფეთა მათ, განვიდეს და ქადაგებდეს სახარებასა მას ყოველთა ადგილთა.
    167.     და მიმადლებულ ქადაგებითა მით სახარებისაჲთა მოიქცეს შობად სარწმუნოვებითა და ნათესავობად ღმრთისაგან შობილისა მის
    168.     და ქადაგებითა მით სახარებასა მას ყოველთა ეტყოდეს.
    169.     გიხაროდენ ეკლესიასა მაგას, რომელი არა შობდ! განიფრთხვე და ღაღადებდ, რომელსა-ეგე არა გელმოდა,
    170.     რამეთუ მრავალ არიან ნაშობნი უდაბნოდ შექმნულისაჲ მაგის, ვიდრე შვილიერისაჲ მის.
    171.     ქმნნეს მოციქულთა მათ მრავალნი სასწაულნი ყოველთა მიმართ წარმართთა და განაქარვნეს იგინი, რომელნი თუალთა წინაშე შეტყუვილსა მას ჰყოფდეს,
    172.     ეშმაკნი განდევნნეს მათგან და სოფლებისაგან მათისა, და ყოველნი კერპნი დამუსრნეს და განაბნინეს და აჴოცეს მათგან კერპთმსახურებაჲ.
    173.     შეიწყნარენით თქუმულნი ესე კაცთმოყუარებით და სარგებელი, რომელ მოვიღოთ ძალისაგან თუალისა მის ლჳგჳრიონისა.
    174.     და ნუვინ იტყჳნ, ვითარმედ შენ იტყოდე: არასადა ვჰპოვებთ თუალსა მას ლჳგჳრიონსა და არცა ვინაჲ გამოვალს და არცა პოვნად ვინაჲ.
    175.     ამას ყოველსა მიმსგავსებულად იტყოდე.
    176.     მრავალსახჱ თუალთაჲ მათ არს გამოთქუმულ და თუალნი იგი არავინ იცნის.
    177.     ხოლო თხრობისაგან ძუელთა წიგნთაჲსა გულისხმის-ყოფით საცნაურ არს ფერი მათი და გულისხმის-საყოფელ არს სარგებელი მათგან.
    178.     და მრავალნი თუალნი არიან, რომელთა პირველ სხუა სახელ-ედვა და მერმჱ სხუად იცვალა.
    179.     ხოლო აწ თუალსა ლჳგჳრიონსა ძუელთა მათგანვე აქუნდა სახელი თჳსი და შემდგომად სხუა სახელ-ედვა, რომლისასა ვჰგონებ, ვითარმედ წიგნთა შინა იაკინთჱ ამას ერქუმის.
    180.     ესე ყოველი მეცნიერებაჲ თუალისაჲ ამის პატიოსნისაჲ და რომელ ვთქუთ, არიან ძალნი განმარტებისა მისისანი.


21

     1.     თუალი აკატი
    2.     მერვე თუალი – აკატი, რომელ არს მეორესა მას რიცხუსა თჳსსა, მესამესა მას განწესებულსა ფიცრისასა.
    3.     და კეთილად დაიწერა ამას ზედა სახელი ასერისი.
    4.     და არს ესე შემდგომ შობითა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
    5.     და ითარგმანების სახელი ასერისი – სიმდიდრჱ.
    6.     და კურთხევათა მათ შვილთა თჳსთასა განწესებულად იტყჳს: ასჱრ, შენ იყო სავსებასა შინა და სიპოხესა იფქლისასა და შენგან იზარდენ ყოველნი ჴელმწიფებანი ისრაჱლისანი.
    7.     რამეთუ იყვნეს ადგილნი სამკჳდრებელისა მისისანი ნაყოფიერ და სავსება.
    8.     და იქმოდა თჳსსა მას სავსებასა და მისცემდა არჱსა ნაყოფიერებისა სიმრავლისასა.
    9.     და შემძლებელ იყო მეუფეთა და ჴელმწიფეთა მის სოფლისათა გამოზრდად.
    10.     ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ თითოვეულად მათისა მის სახისა ათორმეტთა მათ ნათესავთა ძეთა ისრაჱლისათა,
    11.     ნათესავი იგი ასერისი იყო მეცნიერ საქმისა და ქუეყანისა შრომისა და განაძღებდეს საჴმარსა ყოველთასა.
    12.     და არს ფერი თუალისაჲ მის ესე თავადი, რომელ არს აკატი, ლომის ფერ.
    13.     არა მეწამულ არს თუალი იგი, არცა მწუანის ფერ, არამედ მიწის ფერ მომწითურჱ.
    14.     პოხილ არს და არა მქჳშროვან.
    15.     ესე მიწაჲ არს, რომელი ძარღოვან და ძლიერ და მრავალსა ნაყოფიერებასა გამოიღებს.
    16.     და არა არს თესლის დამღუარველ და მოიქმნ ადგილთა მრავალთა.
    17.     და აღავსებნ ნუყიერებით მეუფეთა და ერთა მათთა.
    18.     ნანდჳლვე კეთილად გამოქანდაკებულ გარემოწერილი თუალისაჲ მის, რომელსა აღეღო და აქუნდა სახელი ასჱრისი,
    19.     რომელ არს ლომის ფერ ხილვაჲ თუალისა მის ფერისაჲ, რამეთუ საუფლო ითქუმის.
    20.     და სცნა, სადამე ამსგავსებს მას გუელსა დადარანებულსა და სადამე იტყჳს, ვითარმედ ვლდომად იწყოს, ვითარცა ლომმან.
    21.     რამეთუ ესრჱთ იტყჳს მოსჱ მისთჳს, ვითარმედ: დან ვლდომად იწყოს, ვითარცა ლომმან ბასაანით.
    22.     ნანდჳლვე დასაკჳრვებელ ფერი თუალისაჲ მის მსგავსებულ არს ფერსა ლომისასა, რამეთუ შემსგავსებულად ძალისა თჳსისა ერქუმის ლომ
    23.     და სიძლიერისა მძლავრებისა მისისა და გულისა მისისა მრისხანებისა ყოველთა ზედა.
    24.     ეგრეცა ყოველი ძალი სიმდიდრისაჲ მის ასჱრისი, რომლისა გამო იყვნეს საზრდელნი და საჭმელნი, სიმდიდრენი და ძლიერებანი მეუფეთანი
    25.     და ყოველთა პეტთა მღდელთმოძღუართაჲ და მღდელთაჲ და საზრდელ და სიმდიდრე ტაძრისა მის უფლისაჲსა,
    26.     შრომითა და ნაყოფიერებითა ასჱრისითა გამოიზარდებოდეს ყოველნი.
    27.     და ფერი თუალისაჲ მის მსგავს არს ფერსა ლომისასა.
    28.     მოასწავებდა ცვალებასა მას შჯულისასა, რომელ გამოჩნდა ქადაგებასა მას სახარებისასა მომადლებითა ჴელითა მოციქულთაჲთა,
    29.     რომლისათჳს საფსალმუნეთა შინა დავითი მოციქულთა მათ შვილ ღმრთისა იტყჳს.
    30.     რამეთუ თქუა ესრეთ: „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი“ და მერმჱ იტყჳს: „შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“ ტომნი და ნათესავნი
    31.     და მერმჱ იტყჳს: „ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროჲსა მისგან არაბიაჲსა“, რომელ გამოჩნდა აღდგომასა მას უფლისასა, რაჟამს თავს-იდვა ვნებაჲ იგი და აღდგა.
    32.     და მოეცა მას ოქროჲ იგი გამოცდილი, რომელნი განცადნა და განწმიდნა და ყვნა სამკაულ თჳსისა მეუფებისა.
    33.     რომელ იქმნა პირველ განმანათლებელ არაბიაჲთ კერძო და მიიწია დამორჩილებით მეუფებისა ღმრთისა[ჲ]სა
    34.     და რომელსა-იგი იტყჳს „მეუფეთა არაბიაჲსათა ძღუენი მოართუან მას“.
    35.     იყო რომელიმე აღესრულა მოგუთა მათ მიერ, რომელნი-იგი მოვიდეს და მოართუეს ძღუენი, თავყუანის-სცეს უფალსა,
    36.     და რომელიმე აღესრულა ჴელითა საჭურისისა მის კანდაკჱს დედოფლისაჲთა, და მერმჱ უმეტჱს ჴელითა პავლჱს მოციქულისაჲთა „რომელი-იგი წარვიდა დამასკედ
    37.     და მივიდა პირველ არაბიაჲთ კერძო“ და ქადაგებდა მუნ სამ წელ ოდენ და განანათლნა სიტყჳთა მით სახარებისაჲთა.
    38.     შემდგომად სამისა წლისა აღვიდა იერუსალჱმდ, რაჲთა სიძესა თანა მავალმან მან მოციქულმან სარწმუნოვებაჲ არაბიაჲსათაჲ და საბაჲსათაჲ მიართუან ძღუნად,
    39.     რამეთუ მსგავსად შჯულისა მის ითქუმოდა სიძედ, რომლისა სახელი დაწერილ იყო თუალსა მას ზედა, რომელ იყო სამკაულ მღდელისა მის, რამეთუ ესე არს ასჱრ.
    40.     სიმდიდრჱ მეუფისა მის ხილვაჲ შუენიერი, რომელ არს თუალი აკატი.
    41.     გამოვთქუათ ამისთჳს ახლისა შჯულისაგანცა, რამეთუ წერილ არს მუნვე ქებათა მათ შინა ასჱრისთა.
    42.     და იტყჳს: მიიცვალოს შენდა სიმდიდრჱ წარმართთაჲ.
    43.     ნანდჳლვე გარდამოიცვალნეს ესევითარსა წმიდასა სასოვებასა ღმრთისასა წარმართნი და მოუღებიეს ძალი ლომთაჲ და სიმდიდრჱ ასჱრისი,
    44.     რომელნი ოდესმე მჴდომ იყვნეს და განდგომილებით განძლიერებულ.
    45.     და ურჩებითა შიში უფლისაჲ განიშოვრჱს და წარმდებ უგუნურებითა იყვნეს ჴელმწიფებასა ქუეშჱ ეშმაკისასა.
    46.     ხოლო ვინაჲთგან მოიქცეს, დაემორჩილნეს ბრძანებასა მას ღმრთისასა და შევიდეს სახლსა უფლისასა, რომელ არს ესე განდგომილებისა.
    47.     და ძალისაგან წარმართობისაჲსა წარმოაჩინეს ძალი, რომელ აქუნდა, უგუნურებისაგან გამოჴდეს და განმრავლდეს სიბრძნით ძლიერებასა სარწმუნოვებისასა
    48.     და მადლითა ზეცისა მის მეუფისაჲთა და ბუნებითა ქალწულისა მის ღირსებისაჲთა, რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა დიდებულად განძლიერდა.
    49.     ჰხედავა, რაოდენნი ძლიერებანი არიან და გამოგუეცხადნეს ჩუენ ძუელთა და ახალთა შჯულთაგან მოსწავებითა თუალისა ამის პატიოსნისაჲ გამო,
    50.     რომელსა ზედა დასაბამ დაწერილ იქმნა სახელები ნათესავთაჲ მათ და სრულ და სავსჱ იქმნა იგავად სულიერთა?
    51.     იტყჳს მერმე საკურნებელად თუალისასა მას, ვითარმედ ნათესავმან მისმან განკურნის გესლი ასპიტთაჲ და იქედნეთაჲ და ღრიაკალთაჲ.
    52.     ეგრეცა ღმერთმან მოხედის მსხუერპლთა და ლოცვასა და ვედრებასა წინანდელთა მათ მართალთა წინამძღუართა და მეუფეთასა.
    53.     და მიმადლებულ მათა თჳსისა მისგან ძლიერებისა დაჰლეწვიდეს და დასთრგუნვიდეს ყოველთა ერთა წარმართთა და მჴდომთა.
    54.     წარმოვიღოთ მერმეცა ახალთა შჯულთაგან, რაჟამს მოციქულთა მათ განაწესნეს მსახურნი, რომელნი ზრდიდეს გლახაკთა და ქურივთა
    55.     და თჳთ თავთა თჳსთაცა შესწირვიდეს მსხუერპლად.
    56.     და დიდითა გულსმოდგინებითა მიეცა მათ ძალი კურნებათაჲ მადლთა მიერ ღმრთისათა.
    57.     რამეთუ იტყჳსცა ესრჱთ: აჰა ეგერა მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დატკებნად გუელთა და ღრიაკალთა
    58.     და დათრგუნვად ძალისა მის მტერისაჲსა და თქუენდა ვერაჲ შემძლებელ იყოს ვნებად.
    59.     ნანდჳლვე დიდი ძლიერებაჲ აქუს თუალსა მას აკატსა, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ასჱრისი, რომლისაგან გამოისახა თხრობაჲ ძუელთა შჯულთაჲ
    60.     და სულიერითა მით სახითა განსავსჱ და განსრულებულ იქმნა ეკლესიაჲ ღმრთისაჲ.


22

     1.     თუალი ამეთჳსტონი
    2.     მეცხრჱ თუალი – ამეთჳსტონი.
    3.     და მესამესა მას განწესებულსა დაიწერა.
    4.     დასასრულსა ზედა დაიწერა სახ[ე]ლი იზაქარისი, რომელ არს შობითა შემდგომითი შემდგომად.
    5.     და იტყჳს ამას იაკობი კურთხევათა მათ შინა: „იზაქარ კეთილსა გულმან გჳთქუა; განისუენო შენ შორის ნაწილთა შენთა და ჰპოვებმცა განსუენებასა,
    6.     რამეთუ კეთილ არს და ქუეყანაჲ შენი, რამეთუ პოხილ არს.
    7.     მიუპყრნა ბეჭნი თჳსნი საქმესა და იქმნა ქუეყანის-მოქმედ“.
    8.     უკუეთუ ეგრე არს, გამოჩნდა იზაქარისგან ქუეყანის-მშრომელობაჲ, ვითარცა თუალისაჲ მის ამეთჳსტონისაჲ ფერი თჳსი, რაჟამს ჰხედავნ ვინ იქცევისსა ფერსა მისსა:
    9.     ცეცხლის ფერად აღატყდებინ ფერი მისი და სპეტაკის ფერადცა ჰხილავნ და მსგავსადცა ღჳნისა, რომელ არს წყლის ფერ.
    10.     ესრჱთ ყოვლადვე პირად-პირად არნ ხილვაჲ ფერისა მისისაჲ.
    11.     და მერმჱ არს მისგანი მრავალ-სახჱ, რომელი იპოვების მთათა შინა, ურწყულთა ადგილთა.
    12.     მსგავს არნ ფერი მისი იაკინთისა თუალისა, რომელი მოთეთრე არნ.
    13.     ხოლო რომელი-იგი ღელეთა იპოვების, მსგავს არნ ფერსა სისხლისასა.
    14.     ხოლო რომელი-იგი მახლობელად ზღჳს კიდესა იპოვების, ეგრევე უწმიდჱს არნ ვითარცა-იგი მთათა ზედა.
    15.     ხოლო რომელი-იგი იპოვების ადგილთა მათ სათოვლეთა, მომრუმჱ არნ.
    16.     და ძლიერ ესე არს.
    17.     რომელი ითქუა იზაქარის ზედა ვენაჴის-მოქმედებისათჳს.
    18.     საკჳრველ არს თუალი ესე და შუენიერ ხილვითა.
    19.     ეგრე-ცა იზაქარ იყო მღჳძარჱ და ყუდრო ქუეყანის-მოქმედებითა ისრაჱლსა შორის.
    20.     და არასადა დაყშობილ იყო მთრვალობითა, რაჲთა ნუუკუემცა განკიცხეს შჳლთა თჳსთა და წყევაჲ დაიმკჳდრეს.
    21.     და ნანდჳლვე არა გამოვიდეს ურაკპარაკად განცხრომათა უნდოთა მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, რომელნი ყრიედ თავსა თჳსთა და იტყჳედ:
    22.     „ჵ შენ ხარ, რომელი დაარღუევ ტაძარსა ამას და სამსა დღესა აღადგინებ“.
    23.     ხოლო ნაწილი მკჳდრობისა იზაქარისი: ჰხუედა ნაწილი გალილეაჲთ კერძო მახლობელად მთასა მას თაბორსა.
    24.     რომელსა აჴდა უფალი, სადა-იგი იყვნეს მის თანა მოსჱ და ელია და სხუათა მოციქულთაგანნი.
    25.     და დიდნი ხილვანი საღმრთონი იქმნებოდეს აქა.
    26.     ოდენ ითქუა თუალისა მისთჳს ამეთჳსტონისა, რომელსა ზედა დაიწერა სახელი იზაქარისი.
    27.     და მიეცა მას კურთხევით ნაწილი მკჳდრობისაჲ, შრომისა თჳსისაჲ, ქუეყანის-მოქმედებისაჲ.
    28.     მოვედით, ვიხილოთ აწ სულიერი მადლი ქრისტჱსი კურთხევათა მათ შინა, ვითარ აკურთხნა მოციქულნი იგი და წარავლინნა მოქმედებად ყოველთა ადგილთა
    29.     და მიეცა სული წმიდაჲ მადლთა მათგან ღმრთისა[თა], რამეთუ იტყჳს პავლჱ მოციქული ესრჱთ: „ღმრთისა აღშენებულნი ვართ, ღმრთისა თანა მშრომელნი ვართ“
    30.     და [არა] არს ჩუენდა უდებება და უგუნურება, არამედ – მარადის სიბრძნჱ და მღჳძარებაჲ სიმჴნით, რაჲთა დაუყდუნებელად საღმრთოჲთ კერძო სულიერადი შრომაჲ აღასრულონ.


23

     1.     თუალი ძოწეული
    2.     მეათჱ თუალი – ძოწეული.
    3.     თავ არს ესე მეოთხისა მის განწესებითა.
    4.     რომელთამე ჰრქუეს ამას ბივრილ.
    5.     არამედ უფროჲს ძოწეულის ფერ არს ბივრილისა.
    6.     და დაიწერა ამას ზედა სახელი ზაბილოვნისი, რომელ არს შემდგომ წესსა მას ძეთა იაკობისთა[სა] და ვითარ-სახედ მას ნაწილი მკჳდრობისაჲ ჰხუედა.
    7.     და მახლობელად ზღუასა საყოფელი მისი და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო სიმდიდრენი ზღჳსანი.
    8.     და იყო ჴელმწიფჱ ყოველთა ზედა მენავეთა, რომლისათჳსცა იტყჳს იაკობ კურთხევათა მათ შინა:
    9.     „ზაბილონ დაიმკჳდროს კიდესა ზღჳსასა და მან განაგოს მენავებაჲ თჳსი მახლობელად სიდონსა“.
    10.     ნანდჳლვე კეთილად განწესებულად დაიწერა თუალი ძოწეული, რამეთუ ყოველი სიმდიდრჱ და ძ(ღ)უენნი მიერ შეიწირვოდეს ტაძარსა მას ღმრთისასა,
    11.     რამეთუ მოაქუნდა ოქროჲ თარშით ნავებითა, რამეთუ მიავლინებნ სოლომონ და მოაქუნდა უშორესთაგანცა ადგილთა შუვათა პილოჲსათა, სირაქლემსა და ქიაებსა
    12.     და სხუასაცა თუალებსა პატიოსნებსა და თუალებსა, რომლისაჲ არნ ფერი მსგავს ოქროჲსა.
    13.     და მრავალ-სახედ იტყჳედ ამისსა: რომელთამე ჰრქჳან კარქიდონ, და სხუანი იტყჳედ აბიოთით და ნაბდეაჲთ, ატიკიაჲთ და არადიაჲთ, და რომელნიმე იტყჳან ჰრუდიაჲთ.
    14.     და კაცნი იტყჳან იონთანი: დიდისა ჰრომჱთ და სპანიაჲთ და ყოვლით ადგილით კერძო ზღჳთ მოაქუნ სარგებელი ურთიერთასი.
    15.     რამეთუ მათ ყოველთა იყო მონაწილჱ და თანაშემწჱ ზაბილონ.
    16.     მუნ იპოვებოდა თუალი ძოწეული და ერქუმის ძოწეულ, რამეთუ არს მბრწყინვალების გამომცემელ და ოქროჲს ფერ და ცეცხლისაგან არაჲ განირყუნის.
    17.     ამას სამკჳდრებელსა მახლობელ არს ნაზარეთი გალილეაჲსაჲ, რომელსა შინა შობასა და მიდგომილებასა მარიამისსა მიეხარა გაბრიელითა
    18.     და მოეცა ოქროჲ იგი ზესკნელი ქალწულისა მისგან წმიდისა ნაზარეთს, სადაცა-იგი მიდგომაჲ იქმნა.
    19.     ნაზარეთს მიეცა მიდგომაჲ იგი, და ბეთლემს შობაჲ, ვინაჲ-იგი იქმნა დასაბამ აღშენებათა.
    20.     და ითარგმანების ბეთლემ – „სახლ ნაყოფიერების“,
    21.     სადა იქმნა შობაჲ უფლისაჲ და სიონს დადვა საფუძველი თჳსი, რამეთუ ჯუარი იგი ითქუმის საფუძველად ეკლესიათა.
    22.     და რომელი იგიცა ჯუარს-ეცუა, იქმნა მჴსნელ, დასაბამ ყოველთა მორწმუნეთა და დადვა პირველ-საფუძველი სიმაღლესა მას ზედა ჯუარისასა.
    23.     და ლოდი იგი პატიოსანი დამარხულ სამარესა მას ადგილთა სიონისათა და იქმნა შენება ჴსნისა და აღდგომილ მკუდრეთით აღესრულა აღსაშენებელი იგი სულიერი,
    24.     რომელ გამოეცა ჯუარსა მას ზედა წყალი და სისხლი თავისაგან მის საფუძველისა, რომელ არს დასამტკიცებელად ორკერძოთაჲ მათ წყალი იგი ამისთჳს,
    25.     რამეთუ იქმნა განმბანელ ჴსნისა წიდისა ცოდვათა ჩუენთაჲსა, და სისხლი მოსხურებითა ჩუენდა მომართ განსამართლებელად და განსაწმედელად,
    26.     რომლითა ვიქმნენით ზიარ და თანამკჳდრ ქრისტჱსა.
    27.     და აღშენებულ ზედა საძირკუელსა მას საკიდურსა აღგუაწინა ჩუენ სიმაღლესა ცისასა,
    28.     რამეთუ იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქ˜ჱ საკიდურ კიდეთა და მტკიცე აღშენებულნი მას ზედა.
    29.     ოთხკერძოჲვე აღასრულა აღშენებაჲ ყოველთა ცის კიდეთაჲ: წინადაცუეთილებითა და წინადაუცუეთილებითა.
    30.     ერთობით სულიერად აღუშენებდით ყოველნი სახარებითა მით ჭეშმარიტებისაჲთა.
    31.     ესე არს თუალი იგი ძოწეული, რომელ არს ნათლის მსგავს ხილვითა და შუენიერ ოქროჲს ფერ.
    32.     და იპოვების ესე ჯურღუმულსა მას, რომელსა ჰრქჳან კლდის პირ ბაბილოვნს აქემენიდოს.
    33.     და ნუვინ ჰგონებნ, ვითარმედ აქემენიდოს ცუდად რაჲმე სახელ-ედვა, ანუ რაჲ სარგებელ იყო სახელი მისი ზედა-დაძინებად ბაბილოვნსა,
    34.     ვხედავთ წიგნთა შინა მრავალჯერ თქუმულსა ამას, და სახელის-დებაჲ ერთითა მით სახითა მოსწავებად, რამეთუ იტყჳს ესრჱთ:
    35.     ისუ ნავესი და იისუ იოსედეკისმან და ისუ ზირაქისმან და იესუ უფალი ჩუენი: სახელის-მოდგამებისა მისთჳს გამორჩევა იქმნა ერთისა მის სახითა,
    36.     და არავინ თქჳს და არცა გამოეძიებნ მას, რომელი არა შეჰგავს ერთსა მას სახესა,
    37.     არამედ თჳთ თავისა თჳსისა სახესა გამოაჩინებს, რამეთუ ითქჳს აბრაამ და გამოიტყჳს თავით თავისასა.
    38.     და ჰრქჳან ისაკ და არა უჴმს სხუა სახელ სახელსა მისსა.
    39.     ეგრჱცა იაკობ თავით თავისა თჳსისასა გამოაჩინებს, ხოლო რომელთა ზედა სახელი ორი აც, თანა-აც, რაჲთა ერთი იგი ბუნებითისა გამოაჩინოს,
    40.     რამეთუ ერთსახელობაჲ იგი თავსა თჳსსა ხოლო გამოაჩინებნ.
    41.     აწ ერქუმის ბაბილოვნსა აქემენიდოს, რამეთუ არს სხუაჲცა ბაბილოვნი, ციხჱ ერთი და გოდოლი მახლობელად ეგჳპტისა.
    42.     აწ მეორისა მის სახელისა ზედა-დებითა გუასწავებს, თუ რომელი ბაბილოვნი არს.
    43.     ითქუა ვინმე ერთი, რომელსა სახელი ერქუა აქემენიდონ, რომელი იყო მამაჲ კჳროს მეფისაჲ, რომელმან მეორედ განაახლა ბაბილოვნი
    44.     და დასდვა მას სახელი მსგავსად სახელისა მამისა თჳსისა – ბაბილოვნ აქემენიდოსი, რომელსა იპოვების თუალი იგი ძოწეული.
    45.     და სამკურნალოდ არს სტომაქით სალმობიერთა და მუცლით სალმობიერთა, რაჟამს ნალესავი ვინმე სჳს.
    46.     წეს არს თქუმად ყოველთა ადგილთა სახელები, რაჲთა უწყითმცა, ვინაჲ გამოვალს თუალი იგი ძოწეული ანუ რაჲ სახჱ არს.
    47.     აწ ვიხილოთ ზაბილონი, რომელ დაიწერა ზედა თუალსა მას ძოწეულსა, ნაწილი მკჳდრობისაჲ იყო ზაბილოვნისა ნაზარეთი,
    48.     სადა-იგი მიემადლა ქალწულსა მას მიდგომაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს, რომლისა მსგავს – თუალი იგი ძოწეული, რომელსა დაიწერა სახელი ზაბილონისი,
    49.     რომელსა აქუნდა სიმდიდრჱ მრავალი ზღჳსაგან.
    50.     ნანდჳლვე ყოველთა ცის კიდეთა ძღუენნი შეიწირვიან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომელ არს თავადი საკიდურ პატიოსან.
    51.     და განკურნნა ყოველნი წყლულებანი და სალმობანი არა თუ გამოჩინებულთანი, არამედ გამოუჩინებელთანიცა, რომელსა ვერ შემძლებელ არს კაცთაგანი ყოფად.
    52.     არამედ რამეთუ თჳთ მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ არს, ქმნნა ძალნი დიდ-დიდნი და მიჰმადლა მორწმუნეთა თჳსთა მოტევებაჲ ცოდვათაჲ.


24

     1.     თუალი ბჳვრილიონი
    2.     მეთერთმეტჱ თუალი ბივრილი, რომელი მომრუმედ ჩანნ, ნათლის მომცემელ არს, ზღჳს ფერ, ხილვითა – იაგუნდის მსგავს.
    3.     მიხუედა განწესებითა მით საკჳრველად: დაიწერა მის ზედა სახელი იოსეფისი, რამეთუ ესე იყო მეათერთმეტჱ შემდგომად ძმათა თჳსთა,
    4.     რომელი-იგი უსაკჳრველესად იდიდა შორის ძმათა თჳსთა მისა მიმართვე ღუწოლითა მით ღმრთისაჲთა.
    5.     და გარდააქცინა წყევანი იგი რუბენისნი კურთხევად და წყმედაჲ მისი გარდააქცია ცხოველებად, რამეთუ წარწყმიდა რუბენ ყოველივე პატივი პირმშოვებისა თჳსისაჲ,
    6.     რამეთუ წეს იყო რუბენისა პირმშოებაჲ იგი და მღდელობაჲ და მეუფებაჲ.
    7.     და მოუძლურებულ უთმინოვებითა გულის-თქუმისა თჳსისაჲთა იძლია გულის-თქუმითა ჴორცთა თჳსთაჲთა,
    8.     შეაგინა სარეცელი მამისა თჳსისაჲ, რომლისათჳსცა მართლმსაჯულ იქმნა იაკობი.
    9.     და შჯიდა უშჯულოვებათა მათ რუბენისთა და აღიღო მისგან მღდელობაჲ და მეფობაჲ.
    10.     აქუნდა პირმშოებაჲ იგი განწესებული შობითა, გარნა მღდელობაჲ იგი და მეფობაჲ აღიღო მისგან.
    11.     და შეწირვით წარადგინებდა ლევის მთავრად, ნათესავთა მათ ზედა მღდელობად.
    12.     და მოიძია მიერითგან და გამოირჩია ნათესავი იგი კეთილი მეუფედ.
    13.     მოასწავებს სულითა, რომლისა ნათესავისაგან შობად იყო ქ˜ჱ.
    14.     და იწყო იაკობ კურთხევათა მათ შინა იუდაჲს ზედა და თქუა: „იუდა, შენ გაქებდენ ძმანი შენნი.
    15.     ჴელნი შენნი ბეჭთა ზედა მტერთა შენთასა.
    16.     და თავყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.
    17.     ლეკუ ლომის იუდა“.
    18.     ჰხედავა, რამეთუ ყოველივე სამეუფოჲ და ჴელმწიფებისა პატივი მისცა მას, და მტერნი მისნი დასცნა ქუეშჱ ფერჴთა მისთა?
    19.     ლევი და იუდა იყვნეს, რომელთა მოიღეს პატივი მღდელობისაჲ და შარავანდედებისაჲ.
    20.     ლევის აქუნდა მღდელობაჲ ნათესავსა მას ზედა, რამეთუ აჩუენა შური თჳსი მძლავრობისაჲ ნათესავთა მათგან ცოლისათა,
    21.     რამეთუ ცოლი მიცემულ არს საცთურად და შემწედ და გამოსაცდელად სიმჴნისა, ძლევად და მოღებად გჳრგჳნისა სიმჴნითა, რამეთუ დედაკაცისაგან ყოველნი მოწყდებიან.
    22.     და ვითარცა იტყჳს ძჱ ზირაქისი, ვითარმედ: „ჴელითა დედაკაცისაჲთა ყოველნი მოვკუდებით და მერმჱ დედაკაცისა მიერ ყოველნი ცხოველ ვიქმნენით“.
    23.     ნანდჳლვე გამობრწყინებულ ნათელი იგი ქრისტჱსი მარიამისგან.
    24.     განაცხოველნა ყოველნი მორწმუნენი მისა მიმართ, რამეთუ მრავალთა დედათაგან სირცხჳლი, გინებაჲ და ცოდვაჲ დაიმკჳდრჱს.
    25.     დედაკაცისაგან მრავალნი მჴნდეს და გჳრგჳნოსან იქმნ[ნ]ეს.
    26.     რუბენ დედაკაცისაგან სირცხჳლი შეიმოსა, წარწყმიდა მღდელობაჲ და მეუფებაჲ.
    27.     იოსებ დათრგუნა განბორგებული იგი გულის-თქუმაჲ დედოფლისა მის თჳსისაჲ, მჴნდა და დაიპყრა მეუფებაჲ ქუეყანისა მის ეგჳპტისაჲ.
    28.     და უფლებდა ზედა ძმათა თჳსთა.
    29.     ლევი მერმჱ შური აღიღო გინებისა მისთჳს დისა თჳსისა და სირცხჳლისაჲ იძია შური უშჯულოთა მათ სიკიმელთაგან.
    30.     და მიიწია ნათესავი მისი დიდსა მღდელობასა.
    31.     იუდა მერმე სინანულითა და მოთმინებითა სძლო გულის-თქუმათა.
    32.     დაღათუ ჟამ ერთ შედგა წარმდებებასა თამარის მიმართ, ძის ცოლისა თჳსისა, ხოლო იგიცა ზრახვისა მისთჳს კეთილისა მომასწავებელ იყო,
    33.     რომელმან ნათესავად მართლად შეჰრთო თამარ, რომელსა რიცხუსა შეჰრთავს სახარებასა მას თჳსსა მათჱ.
    34.     ხოლო იუდას ეგონა ესრჱთ.
    35.     ვითარმედ უთმინოვებასა გულის-თქუმისასა შევარდა თამარი სიძვითა, და უბრძანა ქვითა დაქოლვაჲ ძის ცოლისა თჳსისაჲ.
    36.     ხოლო ვითარ მიიწია ზედა საქმესა მას, თქუა: „განმართლებულ არს თამარი ჩემსა უფროჲს“.
    37.     და მიერითგან არღარა შეეხო იუდა დედაკაცსა, რამეთუ არასადა ვჰპოვებთ, ვითარმცა შემდგომად საქმისა მის თამარის მიმართ სხუაჲ ცოლიმცა ესუა.
    38.     და თამარიცა არავის შეეხო შემდგომად შობისა მის მართლისა ნათესავისა.
    39.     და ესრჱთ მოთმინებით აჩუენეს საქმჱ სიმჴნისა თჳსისაჲ.
    40.     და ესრეთ იუდა აღჳრ-ასხნა გულის-თქუმასა მას მღჳძარებითა და სიმჴნითა და ღირს-იქმნა წევნად მეუფებისა და საკჳრველად შობისა მის ქრისტჱსისა,
    41.     ვითარცა-იგი შეერთო რიცხუსა მას და ნათესავთა განწესებისა მათჱ მახარებელმან, დასწერს: „აბრაჰამითგან ვიდრე დავითისამდჱ ნათესავი ათოთხმეტ,
    42.     და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდჱ ბაბილოვნელთა – ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაჲთ ვიდრე ქრისტჱსამდჱ – ნათესავი ათოთხმეტ“.
    43.     მამათაჲ ხოლო სახელები გამოცხადებულად აღრაცხა, ხოლო დედათაჲ არასადა ვისი რაჲ შერთო რიცხუსა, გარნა ოთხთაჲ ხოლო
    44.     და მათგანნი რომელნიმე წარმართთაგანნი და რომელნიმე არამართლმავალნი.
    45.     და არასადა მოიჴსენებს მჴნეთა დედათა, რომელნი იყვნეს ბუნებისა მისგან ნათესავისა ნათესავთა რიცხუსა მას:
    46.     არცა სარრა, არცა რებეკა, არცა ლია, არცა საქელი, რომელ იყვნეს ჭეშმარიტნი პირველნი.
    47.     და იუდა იწყებს, და იტყჳს: იუდა შვა ზარაჲ თამარისგან, რომელი-იგი შეურაცხ-უჩნდა.
    48.     ადიდოს და განცხადებულ-იყოს ყოველთა, ვითარმედ შერთო სახელი მისი ნათესავთა მათ, რიცხუთა მათ იუდაჲსთა.
    49.     და არა ხოლო თუ თამარს მოიჴსენებს.
    50.     არამედ სხუათაცა უცხოთა.
    51.     და შეჰრთო რიცხუსა ესრჱთ: „ფარეზ შვა ესრომი.
    52.     ესრომ შვა არამ.
    53.     არამ შვა ამინადაბ.
    54.     ამინადაბ შვა ნაასონ.
    55.     ნაასონ შვა სალმუნი.
    56.     სალმუნ შვა ბოოს რააბისგან“.
    57.     და რაჰაბივს იგი არს რაჰაბ მეძავი, და ნუვინ ჰგონებნ სახელისა ამის განმრავლებისათჳს, ვითარმცა სხუაჲ ვინმე ეგონა,
    58.     ვითარმედ ესე თავადი არს რაჰაბი, რააბ მეძავი, რამეთუ მრავალგზის ითქუმის ქებრონი.
    59.     და ერქუა მას სახელი [ქ]ებრონცა.
    60.     და მრავალი სახელი არს, რომელი ესრჱ შემატებით იცვალის.
    61.     მეძვისა მისგან იყო ბოოსი.
    62.     „ბოოს შვა იობედი რუთისგან“.
    63.     დედაკაცი ესე არარაჲთ მახლობელ იყო ნათესავსა მას ისრაჱლისასა.
    64.     არამედ იყო ესე ამონიტელ.
    65.     ამონ იყო მეორჱ ნაშობი ლოთისი ასულისა მისგან, რამეთუ იყო, მეორჱ ნაშობი ნათესავთა რიცხუსა შერთულ ლოთის ცოლისა მისგან სოდომით.
    66.     და ესე ყოველი, რომელი იქმნა, მისცემს ყოველთა ნუგეშინისცემასა მოლოდებად სასოვებასა, რამეთუ რომელსა უნდეს კეთილისა მიმართ წარმართებაჲ,
    67.     არა არს დაყოვნება.
    68.     ეგრეცა ბოროტისა მიმართ თჳსით ნებსით რბინ.
    69.     ამის სახისათჳს და დაწერითა მით რიცხუსა შერთავს წმიდაჲ მათჱ მახარებელი და იტყჳს: „ბოოზ შვა იობედი რუთისგან.
    70.     იობედ შვა იესჱ.
    71.     იესე შვა დავითი.
    72.     დავით შვა სოლომონ ცოლისა მისგან ურიაჲსისა“, რომელ არს თავადი ბერსაბჱ.
    73.     რამეთუ ყოვლადვე განცხადებულ იქმნნეს საქმენი იგი ბერსაბჱსნი, ვითარ იყვნეს ანუ ვითარ იყო ცოლ ურიაჲსა,
    74.     ამისთჳს არცაღა სახელი მისი მოიჴსენა, რამეთუ განცხადებულ იყო ყოველთა ურიაჲს სახელითა.
    75.     ხოლო სახელი რუთისი ვერვინაჲ არს გამოსათარგმანებელ, თჳნიერ სახელისა მის თქუმისა, ანუ თუ ქმრისაგან, გინა თუ წინანდელთა მათგანმცა თქუმულ იყო.
    76.     ეგრეცა – რაჰაბისი, მის სახისაებრ – თამარიცა.
    77.     ხოლო არა თუ უმჴნესთა მათ წინანდელთა დედათაგანნი ვინმე მოიჴსენნა, რომელ სახელოვან იყვნეს შორის ისრაჱლსა და წესითა ქორწინებულ,
    78.     არამედ მოიჴსენნა ოცხოთესლთაგანნი იგი დედანი, რომელნი არა წესიერებით იქორწინნეს.
    79.     ხოლო ესე ყოველი საცნაურ არს.
    80.     დაღათუ რომელნი არა იყვნეს ნათესავისაგან აბრაჰამისა და მოიჴსენნეს, მადლმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსმან
    81.     მსგავსად ჴორციელად შობითა მით აჴოცნეს ცოდვანი მრავალთანი და შეერთნეს სიმართლესა.
    82.     არა თუ ვითარმცა ცოდვით ნუ იყოფინ! რამეთუ რომელნი ცოდვასა იქმედ, დაღათუმცა შინაგან იყვნეს, გან-ვე-მცა-ეშორნეს ქრისტესა,
    83.     არამედ განშოვრებულ ცოდვათაგან და მიახლებულ საქმეთა სიმართლისათა შეერთნიან ტომსა და გუნდსა მართალთასა, მოსავ-ყოფილ კეთილსა მას სასოვებასა ქრისტჱსსა,
    84.     რომელ მოვიდა და განკაცნა მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ.
    85.     და შეკრიბნა განბნეულნი შობითა მით ქალწულისა მისგან მხოლოჲსა, რომელი-იგი იყო ორთა მათ ნათესავთაგან: წინადაცუეთილებისაგან და წინადაუცუეთილებისაგან.
    86.     წყალობითა თჳსითა აცხოვნნა, რომელნი შჯულითა მის[გან] განშოვრებულ იქმნნეს, რამეთუ იყო თავადი თავ საკიდურთა
    87.     და ერთიცა, რამეთუ ზღუდჱ იგი თჳსად დაამტკიცა და შეზავნა ორნივე ურთიერთას თავისა თჳსისა და შეჰრთო სიმართლესა,
    88.     რაჲთა არავინ იქადოს წინადაცუეთილთაგანმან, ვითარმედ მათგან გამოჴდა ნაყოფი სიმართლისაჲ.
    89.     არამედ უწყოდეთ ისრაიტელთა, რომელთა ქრისტჱს მიმართ ჰრწმენა, ვითარმედ ჭეშმარიტი იგი კლდჱ, რომელ შეურაცხ-იქმნა მაშენებელთაგან,
    90.     ჩუენ ყოველთათჳს არს თუალ პატიოსან, რომელ მოვიდა უფალი ჩუენი იესუ ქ˜ჱ და შეეყო ორკერძოჲთვე იგი თავისა თჳსისა: რაჰაბი – უცხოთესლთაგან.
    91.     რომელმან-იგი განიშორნა ცოდვანი, და სოლომონ ისრაიტელი ნათესავისაგან იუდაჲსი; და მერმე თამარი ფილისტიმელთაგან
    92.     და იუდა ნათესავისაგან აბრაჰამისი კურთხეულისაჲ; რუთი ამონელთა და სოდომელთაგან, ბოოს – იუდაჲსგან და ნათესავისა, ...
    93.     და შური არს გესლ და მჴეც ბოროტ.
    94.     „მჴეცმან ბოროტმან შეჭამა და მჴეცმან ბოროტმან წარიტაცა“ ...
    95.     ნანდჳლვე მჴეც ბოროტ არს გარდარეული შურობაჲ.
    96.     და მუნვე შეერაცხა სახლსა მას იაკობისსა, ვითარმედ შვილი იგი მისი მომკუდარ არს.
    97.     ხოლო იოსები მეფედ დადგომილ იყო ეგჳპტეს.
    98.     და სისხლითა შებღალულ არა თუ იოსები იყო, არამედ სამოსელი იგი მისი.
    99.     ეგრეცა ისრაჱლმან მიყვნეს ჴელნი მათნი მჴსნელისა მის მიმართ.
    100.     ღმრთეებისა ჴელთ-დებად ვერ ეგებოდა, რამეთუ უვნებელ არს ღმრთეებისა ბუნებაჲ, ხოლო გამოსცემს სისხლსა ჴორცი იგი საუფლოჲ.
    101.     უვნებელ არს ქ˜ჱ და ივნოცა მერმჱ ქრისტემან.
    102.     ივნეს ჴორცთა მათ საუფლოთა.
    103.     არა თუ განშოვრებულ იყო ღმრთეებისა მის ბუნებისაგან, არამედ განუყენებელ იყო ღმრთეებისა მის ბუნებისაგან, რომელ ჴორცთა მათ შეერთებულ იყო.
    104.     ხოლო ღმრთეებისა ბუნებამან არა ივნო, არამედ თავ ნებით იყო კაცებასა მას თანა, რამეთუ თითოვეულთაჲ მათ განუყენებელი ბუნებაჲ იყო ქრისტჱს ვნებაჲ იგი ჩუენთჳს ჴორცითა.
    105.     რამეთუ არა თუ ვნებაჲ იგი განეშოვრა და არცა კაცებაჲ იგი განეყენა, რამეთუ განუშოვრებელ და განუყენებელ იყო ერთობაჲ ძისა მის ღმრთისაჲ.
    106.     და არს შეყოფვილ ერთობასა ღმრთეებისასა და კაცებასა ერთ უფალ, ერთ ქრისტე.
    107.     „უკუეთუმცა ეცნობა უფალი იგი დიდებისაჲ, არამცა ჯუარს-აცუეს.
    108.     უფალ დიდების ითქუმის და კაცებაჲ ესე ერთობით ღმრთეებასა მას.
    109.     და ვითარცა სამოსელი სისხლითა დასოლვებულ და შეღებული არნ სამოსელსა, ხოლო დასოვლებაჲ სისხლითა არა ჰგონიენ სამოსელსსა,
    110.     გარნა სამოსლისა მის ხოლო ქრისტჱსისა, სისხლითა მით სამოსლისაჲთა ითქუმის სიკუდილი მისა, რომელ ჰმოსიედ სამოსელი იგი.
    111.     დაღათუ იოსები არა მომკუდარ იყო, ითქუმოდა ჴორცთა მათ ზედა, რომელთა ემოსა სამოსელი იგი,
    112.     და ჴორცთაჲ მათ დაღებვაჲ იგი სისხლითა მისწუდებოდა, არამედ სამოსელი იგი იყო დაღებულ სისხლითა.
    113.     და არა ჰგონიენ დაღებვაჲ იგი სისხლითა სამოსელსა, არამედ მისა, რომელსა შეუმოსიეს იგი.
    114.     ეგრეცა ვნებანი იგი ვერ შესაძლებელ არიან ღმრთეებასა მას, არამედ შეერთებულ არს ღმრთეებასა მას, რაჲთა ღმრთისა მიერ იყოს ჩუენდა ჴსნაჲ.
    115.     და ნუ იყოფვინ ჩუენი სასოვებაჲ კაცისა მიმართ, არამედ – ღმრთისა მიმართ, რამეთუ წერილ არს,
    116.     ვითარმედ: „წყეულ იყავნ, რომელმან დადვას სასოვებაჲ კაცისა მიმართ“, რაჲთა ნუმცა ვინ იტყჳს, ვითარმედ ღმრთეებასა მას ევნო.
    117.     შეიმოსნა ვნებისანი და რომელ-იგი უვნებელ იყო ვნებისაგან, რეცა თუ უვნებელისა მის შერაცხილ არიან ვნებანი იგი,
    118.     რაჲთა ვნებისაჲთა მით ჩუენი განაქარვოს ვნებაჲ და სიკუდილი.
    119.     ესრეთცა სახლსა მას ისრაჱლისასა ვიდრე დღენდელად დღედმდჱ ითქუმის სახელი ქრისტჱსი.
    120.     და ქ˜ჱ მეუფჱ არს უფალი.
    121.     ვითარცა აქუნდა სამოსელი იგი იოსებისი ძეთა მათ იაკობისთა და მიუთხრობდეს მამასა თჳსსა სიკუდილსა მას იოსებისსა და იოსები მეფობდა მეგჳპტელთა ზედა,
    122.     ესრჱ-სახედ აქუნდეს ჰურიათა მათ, მსგავსად სამოსლისა მის იოსებისა, ჴორცნი იგი ჯუარ-ცუმულისანი
    123.     და კრძალვით დადვეს იგი სამარესა მას და დაჰბეჭდეს განკრძალვით საფლავი იგი.
    124.     და ევედრებოდეს პილატეს, რაჲთა უბრძანოს ერის კაცთა მათ დაცვად საფლავისა მის კრძალვით.
    125.     და ვითარცა სახლსა მას იაკობისსა აქუნდა სამოსელი იგი იოსეფისი და იოსები მეუფებდა ეგჳპტეს, ესრჱთცა ქრისტე მეუფჱ ყოველთაჲ – შთასრულ ჯოჯოხეთა.
    126.     და განჴსნნა კრულებანი ადამისნი, რომელ შეკრულ იყვნეს ბოროტისა მის მძლავრისაგან.
    127.     დიდმან მეუფემან ქრისტემან და მძლავრ შეკრა და მოკლა მძლავრებაჲ იგი ეშმაკისაჲ, რომელ არს სიკუდილი, და იავარ-ყო სახლი მისი,
    128.     რომელ არიან უფსკრულნი ჯოჯოხეთისანი, და წარმოტყუენა წარტყუენულნი იგი სიკუდილითა და სულნი ყოველთანი განარინნა ძლიერებისაგან უცებებისაჲთა
    129.     და ცოდვილთა შეცოდებისაგან და მწარისა რისხვისაგან.
    130.     ამას ყოველსა იქმოდა ძლიერებითა თჳსითა მეუფჱ დიდი ქ˜ჱ იესუ.
    131.     და ამას ნუვინ ჰგონებნ, ვითარმცა ესე ხოლო იყო, ვითარმედ რომელნი ცოდვასა ქუეშჱ იყვნეს, იგი[ნი] ხოლო იჴსნნა.
    132.     არამედ გულისხმა-ყავნ სახისა ამისგან, რამეთუ იგივე ცოდვაჲცა აჴოცა და ჴელმწიფებაჲ ცოდვისაჲ – სიკუდილი მოკლა.
    133.     და განათავისუფლნა ყოველნი ცოდვისა და სიკუდილისაგან და აჴოცა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ, რომელ არს ესე მძლავრობაჲ მისი.
    134.     ხოლო რომელი ამიერითგან თავისა თჳსისა გამოშობდეს ზრახვასა ზაკულებისასა და ცოდვასა, თჳსსა თავსა აბრალენ შეცოდებათათჳს ...
    135.     ხოლო აღდგომისა ვერ ჴელმწიფჱ არს დაყენებად, რამეთუ განქარდა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ.
    136.     ხოლო არა თუ რომელნი-იგი ცოდვენ და არა შეინანონ შეცოდებაჲ იგი, არა არს, ვითარმცა არა დაისაჯნეს.
    137.     რამეთუ იტყჳს ესრჱ, რომელმან გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა მითურთით, რომელთა განამწარეს და რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სამარებსა.
    138.     და არა ხოლო თუ განმამწარებელთასა იტყჳს, და რომელნი განმწარდეს და რომელთაცა განამწარიან.
    139.     რამეთუ აღდგომასა მას ქრისტჱსსა მრავალნი მკუდარნი აღდგეს, რომელნი დამარხულ იყვნეს სამარებსა, რამეთუ იტყჳს:
    140.     „მრავალნი წმიდათაგანნი აღდგეს და შევიდეს მის თანა წმიდასა მას ქალაქსა იერუსალჱმსა“.
    141.     და იყო აღდგომაჲ მათი საკჳრველ დიდ, რომელსა წამებულ იყო აღდგომისა მის უფლისა.
    142.     რამეთუ რომელნი-იგი აღდგეს, იყვნეს კაცნი განმწჳსებულ და განსრულებულნი დღითა, რომელთა იცოდეს მიგებაჲ სიტყჳსაჲ და მოსაგებელი სიტყჳსაჲ სმენად და გულისხმის-ყოფად.
    143.     რომელნი იყვნეს ვითარ ოცდაათის წლის ოდენ და რომელნიმე ოც წლის, რომელნი შემძლებელ იყვნეს ცნობად ძმაჲ ძმისა და მამაჲ შვილისა და შვილი მამისა.
    144.     და ჰკითხვიდეს მათ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს, თითოვეულად ნათესავთა და მეცნიერთა, ვითარმედ: შენ ესე სახელი იგი ხარ? და მათ მიუგიან, ვითარმედ: ეგე სახელი ჩემი არს.
    145.     და თქჳან, ვითარმედ: ამის ადგილისა სამარისაგან აღდგომილი მოსრულ ვარ და თქუენ ესე სახელი გრქჳან.
    146.     და ჰკითხვედ, ვითარმედ: ვინაჲ მოხუალთ? მათ მიუგიან: აღვდეგით და მოვედით.
    147.     და მიუგიან უ[რ]თიერთას – შვილმან მამასა და მამამან შვილსა: რაჲ იყო ანუ ვითარ აღსდეგით?
    148.     მიუგეს და ჰრქუეს აღდგომილთა მათ: წინა სამისა დღისა რაჲ საქმჱ იქმნა თქუენ შორის? და იყო ნათესავი იგი ისრაჱლისაჲ დაჴსნილ და მოვიწყე.
    149.     მიუგეს და ჰრქუეს, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს: რომელსა საქმესა იტყჳთ, აქა არარაჲ ქმნულ არს.
    150.     მიუგეს აღდგომილთა მათ: არა უწყით, რამეთუ ქუეყანაჲ შეიძრა და უფსკრულნი აღიძრნეს და ქუესკნელნი ჯოჯოხეთისანი დაემჴუნეს?
    151.     და თქუენ მას დღესა რასა იქმოდეთ ანუ რაჲ იყო საქმჱ იგი? ხოლო მათ მოიჴსენეს და თქუეს: ერთი ვინმე მაცთური, რომელსა ერქუა იესუ, შევიპყართ და ჯუარს-ვაცჳთ.
    152.     ხოლო აღდგომილთა მათ აღიმაღლეს ჴმაჲ და იტყოდეს: ვაჲ თქუენდა!
    153.     იგი იყო, რომელი მოვიდა ჩუენდა და ზღუდენი ჯოჯოხეთისანი დაამჴუნა
    154.     და განჭრნა საკრველნი სიკუდილისანი ძლიერებითა თჳსითა და აღგუადგინნა ჩუენ სამარეთაგან ჩუენთა.
    155.     და აღესრულა თქუმული იგი, რომელსა იტყჳს: „აღდგენ მკუდარნი და აღემართნენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა“.
    156.     და აჩუენოს უფალმან ცხორებისამან გაჭრილ საკრველნი სულთანი ძალითა თჳსითა, რომელნი შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს შთასლვითა მისითა ჯოჯოხეთა,
    157.     რაჲთამცა არავინ თქუა, ვითარმედ სულნი ხოლო აღმოიყვანნა ჯოჯოხეთით.
    158.     ამისთჳს მრავალნი ჴორცნი წმიდათანი აღადგინნა მიცემითა მათა სულნი იგი.
    159.     მოვიდეს და შემოჴდეს ქალაქსა ამას იერუსალჱმსა და რომელნი განმწარებულ და შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს სულნი და ჴორცნი მათნი სამარებსა
    160.     და აღდგომილნი სულითა და ჴორცითა შევიდეს ქალაქად
    161.     და განეცხადნეს მრავალთა და მოაჴსენებდეს, რომელთა განამწარეს უფალი, და რომელთა შეიპყრეს უფალი თჳსი და ჰგუემდეს.
    162.     ესე იყვნეს მოწამჱ აღდგომისა მისისა.
    163.     კეთილად განწესებულ არს თუალი ბჳვრილი, რომელ არს მომრუმჱ, სისხლის ფერ და მობერმჱ, რომელი მსგავს არს სისხლითა დაღებულსა მას სამოსელსა იოსებისსა,
    164.     რომელი შეალტვეს სისხლითა ძმათა მათ და მიუძღუანეს მამასა თჳსსა იაკობს.
    165.     კეთილად მერმეცა დაიწერნეს ფერნი თუალისა მის ბჳვრილისანი, მოასწავებენ ყუდროვებასა და სიმშჳდესა და სიწმიდესა იოსებისსა,
    166.     რომელი სიბრძნითა მიიწია ფლობილებასა და ჴელმწიფებასა და საყუარელ-ყოფასა ფარაოჲსსა და მეგჳპტელთა მათ და ყოველსა სოფელსა,
    167.     ვითარცა-სახედ თუალი ბჳვრილი განედგმის გჳრგჳნსა შარავანდედთასა და ედგმის გჳრგჳნსა და სამკაულსა დედათა აზნაურთასა
    168.     და შთაისუმის ბეჭედსაცა ჴელმწიფეთასა და დიდ-დიდთასა.
    169.     და შეამკობს ყოველთა თუალი ბჳვრილი, რომელ პატივ არს ყოველთა.
    170.     ესე ყოველი გონება სახილველ არს თუალსა მას ბჳვრილსა.
    171.     ვიწყო აწ გამოთქუმად მეათორმეტისა მის თუალისა,
    172.     რამეთუ არს შეკრებაჲ და აღსრულებაჲ თუალთა მათ ყოველთაჲ, რომელნი განდგმულ არიან ზედა სიტყჳერსა და საშჯელისა მას ფიცარსა.


25

 1.     თუალი ფრცხილი
    2.     მეათორმეტჱ თუალი – ფრცხილი.
    3.     და არს დიდად მწითურ ფერი მისი.
    4.     და სათნო არს ესე ასულთა შარავანდედთასა და მდიდართა და ჴელმწიფეთა.
    5.     და გამოქმნიან სასუმლად და არა განიშოვრიან.
    6.     არს სხუაჲცა თუალი ფრცხილი მსგავს ამისა, რომლისა ფერი თჳსი სპეტაკის ფერ, მსგავს ფერწმიდისა მანისა და მსგავს მარმარინოჲსა.
    7.     და არს მას შინა მრავალი ფერი განფენილ მსგავსად მეწამულისა.
    8.     და არს შუენიერ ხილვაჲ მისი და არს სიმწჳსით, რაოდენცა ვინ ქმნა სასუმლად.
    9.     ხოლო ადგილსა მას არასადა ვჰპოვებთ, რომლისაგან გამოვალს.
    10.     ხოლო გუასმიეს ესრე, ვითარმედ ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა იპოვების, ეთიოპიას და თებაიდით კერძო და სხუათაცა ადგილთა მრავალთა.
    11.     საკჳრველ არს თუალი ესე, რომელსა ზედა გამოიქანდაკა და გამოიხატა და დაიწერა სახელი ბენიამენისი შემდგომითი შემდგომად ძეთა მათ იჱლი˜სათჲ.
    12.     რამეთუ ესე არს უმრწემეს ძეთა მათ იაკობისთა, ეგრეცა თუალი ესე არს შემდგომ და დასასრულ სიტყჳერსა მას ფიცარსა.
    13.     უმრწემეს იყო ბენიამენი და ყოვლისა წინა მეფობდა იგი ისრაჱლსა ზედა, რამეთუ საულ, ძჱ კისისი, ბენიამენის ნათესავისაგან იყო,
    14.     რომელი პირველ მეფობდა ძეთა მათ ზედა ისრაჱლისათა და მსაჯულნი დადგებოდეს ამის ნათესავისაგან, რომელნი შჯიდეს ისრაჱლსა, ვითარცა მეფენი.
    15.     და სხუანიცა ჴელმწიფენი და ძლიერნი აღდგებოდეს ამის ნათესავისაგან, რომელთაგანცა იქმნა საულ მეფჱ ვიდრე მეფობადმდჱ დავითისა, რომელი იყო ნათესავისაგან იუდაჲსი.
    16.     და შემდგომად ტყუენვისა მის ბაბილოვნელთაჲსა მრავალნი აღდგეს ნათესავისა მისგანნი, რომელთა იჴსნეს ისრაჱლი.
    17.     ნათესავისა ბენიამენისი იყო ესთერ, ასული ამინადაბისი, მარდუქეს მამის ძმისაჲ.
    18.     ამის ნათესავისაგან იყო მარდუქჱცა, ძჱ იაერისი, რომელ იყვნეს დიდნი და წინამძღუარნი და მასწავლელნი ისრაჱლისანი.
    19.     ბენიამენის ნათესავისაგან პირველ გამოჩნდა საულ მეფედ, რომელმან იჴსნა ისრაჱლი მტერთაგან.
    20.     და შემდგომად წარტყუენვისა მის ბაბილოვნისა ბენიამენის ნათესავისაგან იყო ესთერ, რომლისა გამო იჴსნნეს წარტყუენულნი იგი.
    21.     ნანდჳლვე საკჳრველ არს ხილვაჲ თუალისა მის ფრცხილისაჲ.
    22.     ითქუმის ესე მერმჱ შჯულსა საკუმეველად სულნელად, რაჟამს ნელსაცხებელთა სულთა შესზავებედ (!)
    23.     და საკუმეველთა უკუმევედ და თქჳან: ესე არს საკუმეველი ფრცხილი, შტახში და ქალბანაჲ და ფრცხილი.
    24.     არს მერმე სხუაჲცა ფრცხილი, რაჟამს სულნელთა ნელსაცხებელთა ვინმე შესზავებნ (!) და შეზავებულსა მას განჰმზადებნ ნიჟარსა თუალისა ფრცხილისასა.
    25.     და შთასხმულ მას შეიზავნიან საცხებელნი იგი სულნელნი.
    26.     და აწ რაჲთა არა განვაგრძვოთ თქუმად ყოველი ბუნებაჲ დაყოვნებითა მრავალ ჟამთაჲ თქუმად ფრცხილისა მისთჳს და საკუმეველთა და ნელსაცხებ(ელთა) მათთჳს,
    27.     აწ დუმილით თანა-წარვჰჴდე ამას ადგილსა და ვიწყო სხუათა მათ გამოთქუმად შემდგომითი შემდგომად.
    28.     კეთილად დაიწერა სახელი ბენიამენისი ზედა თუალსა მას ფრცხილსა, რამეთუ არს ფრცხილი საყუარელ შარავანდედთა;
    29.     და სძალთა დიდად საყუარელ იყო ნანდჳლვე ყუდროვებისა და სიმშჳდისა მისისათჳს, რამეთუ იყო ზურგ და მცველ მისა და ძმისა თჳსისა იოსებისა.
    30.     ნანდჳლვე მართლად უყუარდა იოსებს ბენიამენი და მისცემდა უმეტჱს ძმათასა ხუთსა ნაწილსა.
    31.     საყუარელ იყო ბენიამენი მამისა თჳსისა და ძმათა თჳსთა, რამეთუ იყო იგი თავადი და ნათესავი მისი მოისარ და მბრძოლ და მრავალთა ადგილთა განარინებდეს ისრაჱლსა.
    32.     ს[აყ]უარელ იყო ღმრთისაცა ბენიამენ, რამეთუ ჰხუედა იერუსალჱმი ნაწილად მკჳდრობისა და სადა-იგი ტაძარი
    33.     და საკურთხეველი აღიშენა და სადა-იგი შეიწირვოდეს მსხუერპლნი შეწყნარებისანი ღმრთისა მიმართ.
    34.     ესე იქმნა პირველ დადგომილ მეუფედ.
    35.     და მიუტევებდა ჴელმწიფებასა მას იუდას.
    36.     და შემდგომად ტყუენვისა მის მჴსნელნი გამოჩინებად იყვნეს ნათესავისაგან ლევისი ნათესავსა მას ზედა ისრაჱლისასა.
    37.     ნანდჳლვე შემდგომად ყოველთა მოციქულთასა გამოჩნდა რჩეულად პავლჱ მოციქული ნათესავისაგან ბენიამენისი.
    38.     ვითარცა ბენიამენი შემდგომ იყო ყოველთა ძმათა, ეგრეცა ესე – გამორჩეულ შემდგომად, და ვითარცა ბენიამენი – საყუარელ ყოველთა, მსგავსად თუალისა ფრცხილისა,
    39.     ეგრეცა პავლე მოციქული შუენიერ და საყუარელ იყო ეკლესიათა და ყოველთა მორწმუნეთა „ჭურ რჩეულ“.
    40.     და ვითარცა საყუარელ არს მეფეთა და სძალთა თუალი ფრცხილი და სასუმლად თჳსა განჰმზადიან მისგანი,
    41.     ნანდჳლვე მოციქულად გამოჩინებულ ღმრთისა მიერ პავლე წმიდისა სძლისა ქრისტჱსა, რომელ არს ეკლესიაჲ, მიუპყრობს სასუმელსა მას სულიერსა, რომელი მოემადლა მას ღმრთისა მიერ.
    42.     და იკითხევდ წიგნსა მოციქულისასა და სამოციქულოთა მათთა ერთსა ჟამსა წელიწადსა შინა,
    43.     ხოლო წიგნი პავლჱსი ყოველთა დღეთა და ჟამთა სულიერითა მით სასუმლითა მოჰრწყვენ და განაძღებენ ეკლესიასა ღმრთისასა.
    44.     ესე იგი არს ნაწილი ბენიამენისი უმეტჱს ხუთ წილ ძმათა თჳსთა.
    45.     და მერმჱ ბარძიმი იგი იოსებისი იპოვა ძაძასა შინა ბენიამენისსა, რომელი შთა-ვისმე-ედვა.
    46.     ამას ეტყოდა სამოველ წინაჲსწარმეტყუელი საულ მეფესა, რომელი იყო ნათესავისაგან ბენიამენისი: შენდა არიან კეთილნი ისრაჱლისანი და სახლისა მამისა შენისა[ნი].
    47.     რაჲ-მე რაჲ არიან კეთილნი იგი ისრაჱლისანი? ესე არიან წმიდანი ზრახვანი, რომელ გამოჩნდეს პავლჱს მოციქულისა მიერ.
    48.     შეიწირვოდეს ნანდჳლცა საულის მეფისა მის ისრაჱლისა ძღუენნი და საფასენი და ყოველნივე კეთილნი სახლისა ისრაჱლისა[ნი].
    49.     არამედ უფროჲს და უმეტჱს პავლე თავისა თჳსისა გამოაჩინებს ამას: ისრაიტელ თუ არიან? მეცა.
    50.     ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა“.
    51.     და მერმე იტყჳს: „ჰებრაელი ებრაელთაგან, ნათესავით აბრაჰამისი, გუნდისა მისგან ბენიამენისი, შჯულითა ფარისეველ.
    52.     და ვიქმენ შჯულისა მისგან მამათაჲსა შურის-მეძიებელ“.
    53.     და სხუაჲცა იგი, რომელსა იტყჳს შემდგომითი შემდგომად და ამისთჳს დაწერილ არს მისთჳს.
    54.     და ას და მეათექუსმეტესა ფსალმუნსა იტყჳს: „მრწმენა მე რასაცა ვიტყოდე“.
    55.     იქმნა თანა-მგალობლად დავითისა.
    56.     იტყჳს წიგნთა მათ შინავე თჳსთა პავლე მოციქული: „და ჩუენცა გურწმენა, რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ“.
    57.     აქა დავითს უთქუამს ამის სახისათჳს და აღესრულა სულიერად პავლჱს ზედა, რამეთუ თქუა „მეცა მრწამს, რომლისათჳს-ესე ვიტყჳ, რომლისაჲ გურწამს“.
    58.     რაჟამს მივიდოდა დამასკედ და უფალი გამოეცხადა მას ზეცით და ჰრქუა: საულ, საულ, რაჲსა შედგომილ ხარ დევნად ჩემდა?
    59.     და ჰრქუა საულ: ვინ ხარ შენ, უფალო? ჰრქუა ქრისტემან: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი.
    60.     და ამისა შემდგომად ჰრქუა: შევედ ქალაქად და მუნ გეთხრას, რაჲ-იგი ღირდეს საქმედ შენდა.
    61.     და მერმე იტყჳს: აღდგა და ვერ ხედვიდა, მიპყრეს ჴელი და შევედ ქალაქად“.
    62.     ამას იტყჳს შემდგომად საფსალმუნჱ იგი: „და მე დავმდაბლდი ფრიად“, რამეთუ პირველ იტყჳს: აღსრულ ეტლთა და დიდითა განლაღებითა თავის-მოთნებით წარმოვემართე.
    63.     და ვითარცა მთხოველი ჴელ-პყრობით შევჰყავ, რამეთუ პირველ დაბნელებულ იყვნეს გონებანი ჩემნი, რამეთუ ვიყავ ღმრთის მბრძოლ.
    64.     ხოლო აწ ღმერთმან დააბნელნა თუალნი ჩემნი, რაჲთა განმსწავლოს მე და რაჲთა აღეხუნენ თუალნი გულისა ჩემისანი და მოვიდე ღმრთისა ცნობასა.
    65.     ნანდჳლვე ესე არს, რომელსა იტყჳს დავითი: „და მე დავმდაბლდი ფრიად“, განმსწავლა მე ღმერთმან, განმაშოვრნა ჩემგან წარმდებებანი
    66.     და დამამდაბლა მე და გამოაცხადა ჩემ ზედა საშინელებაჲ თჳსი.
    67.     დაკჳრვებულ ვარ და ვიცი და აწ ჴელ-პყრობით შევალ დამასკედ, რომლისათჳსცა იტყჳს: „მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, ვითარმედ ყოველი კაცი ცრუ არს“.
    68.     ნანდჳლვე განსაკჳრვებელ არს, რამეთუ პირველ ეტლთა შინა და აწ ვითარცა მთხოველი ჴელპყრობით მივჰყავ, მაშინ სავლე და აწ – პავლჱ.
    69.     პირველ – მდევარ, და აწ – მოციქულ.
    70.     ნანდჳლვე სიტყუად ჯერ-არს ჩემდა.
    71.     მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ ყოველი კაცი ცრუ არს, რამეთუ ყოველი, რომელი მესმოდა იერუსალჱმს, ნაცილ იყო.
    72.     წარმოვიღე წიგნები მათგან, რაჲთამცა შე-რაჲმე-ვეწიე მღდელთმოძღუართა მათ, რამეთუ ტყუვიედ სამჱ და იტყჳედ, ვითარმედ წარიპარეს მოწაფეთა მათ აღდგომილი იგი,
    73.     და უფალსა მას კაცად იტყოდეს, და მომაქცეველსა მას შეცთომილთასა მაცთურით ჰხადოდეს.
    74.     ნანდჳლვე დაცემასა მას ჩემსა და დაბრმობასა [ვთქუ]: ც[რ]უ არიან ყოველნივე კაცნი, რამეთუ რომელი-იგი მოკუდა და დაეფლა და მიიპარა მოწაფეთა მათ მიერ,
    75.     აწ ვითარ ჩემდამო ზეცით იტყოდა და თქუა, თუ, ვითარმედ სიტყუაჲ ხოლო იყო.
    76.     თუალთაჲ ესე დაბრმობაჲ შეატყუებს და განანათლებს გონებათა დაბრმობილთა.
    77.     და ამისა შემდგომად, ვითარ შევიდა დამასკედ და განათლდეს თუალნი მისნი, ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იტყოდა და ქადაგებდა გზასა ჭეშმარიტებისასა.
    78.     და შემდგომად ამის ყოვლისა მოიღო უფლისაგან ნაცვალად უკეთურებათა მათთჳს, განშიშულებულ კეთილთა შინა სამართალთა,
    79.     ჰმადლობდა და იტყოდა: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომცა მე?“ მდევარ ვიყავ – ღირს-მყო მოციქულებად,
    80.     მგმობარ ვიყავ – ღირს-მყო მე საღმრთოთა მათ სახილავთა ზეცისათა, უმეცრებით შეცთომილებასა შინა ვიქცევოდე – გამომიცხადნა მე ზრახვანი დიდნი და საშინელნი.
    81.     და იტყჳს:,რაჲ მივაგო უფალსა ამის ყოვლისათჳს, რომელი ესე მომცა მე“.
    82.     რაჲ-მე შეჰგავს მისაგებელი სიკუდილისა მისთჳს ძისა ღმრთისა, გარნა სასუმელი იგი ხოლო, რომელ შესუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან?
    83.     აწ იგი, სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“.
    84.     ესე არს, რომელსა-ესე იტყჳს: სიკუდილი იგი ქრისტჱსი თავსა ჩემსა შევიმთხჳო, რომლისათჳსცა ეტყოდა უფალი თჳსთა მათ მოწაფეთა,
    85.     ვითარმედ: „სასუმელი იგი, რომელ ჩემდა შესუმად არს, შეუძლოთ სამე სუმად?“.
    86.     და ამისა წადიერად პავლჱ იტყოდა: „სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“.
    87.     და იტყჳს: „დაღათუ სიკუდილდმდე.
    88.     დაღათუ ურვანი მოიწინენ სახელისათჳს უფლისა, მე არა უვარ-ვყო, არცა ფართოვებასა და არცა იწროვებასა, არცა დაუტევო და არცა განვეშორო სახელსა მას მაღლისასა“.
    89.     და რამეთუ ესე ესრჱთ არს, გამოაცხადებს შემდგომი იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“
    90.     და სხუაჲ იგი, რომელსა იტყჳს შემდგომითი შემდგომად.
    91.     ნანდჳლვე კეთილ და შუენიერ არს ფრთხილთა თუალთაგან სასუმელი, რომელ მიეპყრა სძალსა მას, რომელ არს ეკლესიაჲ.
    92.     რომელი მოჴდა და წარმოაჩინა ბენიამენ ნათესავისაგან თჳსისა, პავლე, რომელმან ასუა სასუმელი ღმრთის მეცნიერებისაჲ და სიხარულისაჲ ყოველთა ცის-კიდეთა.
    93.     და მიეგო ხუთ წილად ნაწილი შრომისა მისისაჲ, ვითარცა ბენიამენს, რამეთუ იტყჳს ესრჱ: „ხუთ გზის და ვივნე“.
    94.     ჩას, რამეთუ ერთისა ხუთ წილად ნაშრომსა მოღებად რბიოდა, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველთა უმეტჱს ვშუერ“.
    95.     და რაჲთა არა თავსა თჳსსა ქებაჲ მისცეს, იტყჳს: „არა თუ მე, არამედ მადლი იგი, რომელ მომეცა“.
    96.     ნანდჳლვე „მგელ მტაცებელ – ბენიამენ, რომელი განთიად ჭამადსა თჳსსა ჭამდა და მიმწუხრი განუმზადებდა“ და დაჰკრებდა.
    97.     განახლებული განჭაბუკნებოდა ბენიამენ ჴელითა პავლესითა, რამეთუ სიჭაბუკესა თჳსსა მგელის-სახჱდ პავლე იტაცებდა და დაჰგლიდა ძუალთა და ჴორცთა მრავალთასა.
    98.     ესე არს, რომელსა იტყჳს, ვითარმედ ჭამადი განთიადისაჲ ჭამოს და მიმწუხრი იგივე.
    99.     რაჟამს მიიწია სისრულესა, მოიღო საჭმელი იგი სულიერი და მიჰფინა ყოველთა საღმრთოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ.
    100.     რომელი-იგი სადამე მოსრვიდა და მოსწყუდიდა (!), რომელ ქრისტჱს მიმართ მორწმუნენი იყვნეს.
    101.     ხოლო მერმე თავსა თჳსსა ასხურებდა და ზრდიდა, ვითარცა-იგი იტყჳს, ვითარმედ: გა-მცა-უფენ და მივსცემ.
    102.     და მერმე იტყჳს მუნ ბენიამენ, ჭაპუკი საკჳრველი, ვითარ იტყჳან საღმრთონი წიგნნი.
    103.     და არა იტყჳს ბენიამენი ხოლო მუნ, არა ხოლო ბენიამენი, არამედ იტყჳს მუნ ჭაპუკისაცა.
    104.     და ვინ არს, რომელი ამას იტყჳს? რომელ არს უმრწემეს ძმათა თჳსთა.
    105.     არამედ ნათესავისა მის ბენიამენისა – პავლე ჴდომით განჭაპუკნებოდა.
    106.     და შემდგომად იქმნა მოციქულ რჩეულ.
    107.     და არა თუ მუნვე იერუსალჱმს გამოეცხადა ამას საღმრთოჲთ კერძოჲ იგი სასწაული, არამედ მისლვასა მას მისსა დამასკედ,
    108.     რამეთუ მუნ იტყჳს, ვითარმედ ბენიამენ სიჭაპუკესა თჳსსა საკჳრველ.
    109.     ეგრეცა პავლე შეძრწუნებული და დაკჳრვებული იტყოდა, „შენ ვინ ხარ, უფალო?“.
    110.     ჴმაჲ იყო პავლჱსა და თქუა: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი“.
    111.     და იქმნა დაკჳრვებულ სწავლითა დიდითა.
    112.     განიშოვრა უგუნურებაჲ და თავ-ჴედებაჲ და მოიღო მადლი სიბრძნისაჲ სულისაგან წმიდისა.
    113.     იქმნა ჭურ რჩეულ და მოძღუარ ეკლესიათა.
    114.     ესე არს, რომელსა იტყჳს: მუნ ბენიამენი ჭაპუკი გასაკჳრვებელი.
    115.     მოვედით და იხილეთ პირად-პირადი ესე საკჳრველებაჲ, ვითარ შუენიერად სახილველ არს ხოირად მოქმნული იგი სასძლოჲ – ეკლესიაჲ,
    116.     რომელ არს მადლთა მათგან სულისა საღმრთოჲსათა, ვითარცა-იგი იტყჳს ქებასა ქებათასა, რომელ არს ესე კურთხევასა კურთხევათასა:
    117.     „ქედი შენი, ვითარცა საშუვალი რკინისაჲ სასანთლისაჲ და ვითარცა მეწამული მსგავს პილოჲს ძუალისა“.
    118.     „ვითარცა თხზულ ბაგენი შენნი, მწუერვალნი თითთა შენთანი, ვითარცა მწუერვალნი ხეთა მათ ლიბანისათანი, რომელი ჰხედავს პირისპირ ადგილთა დამასკისათა“.
    119.     აწ შეტყუებულ ურთიერთას გამოითარგმანებიან სიტყუანი ესე ესრჱთ: გამოაჩინა თავად ქ˜ჱ და ბაგედ-მოციქულნი და თუალნი ორნი შჯულნი.
    120.     საყნოსელ ესე არს, რომელ მიიღეს სული სულნელებისაჲ წმიდათა მათ მოციქულთა და მიმოსდვეს ყოველსა სოფელსა და იტყოდეს,
    121.     ვითარმედ: „სულ სულნელების ვართ ჩუენ ქრისტჱსა, რომელთათჳსმე ცხორებითი ცხორებად და რომელთათჳსმე სიკუდილითი სიკუდილად“;
    122.     და სხუაჲ იგიცა, რომელსა იტყჳს შემდგომითი შემდგომად: „მწუერვალნი თითთა შენთანი, ვითარცა მწუერვალნი ლიბანისანი“.
    123.     რამეთუ მახლობელ არს ლიბანე დამასკესა.
    124.     ჩას, რამეთუ არა თქუმულ არს ესე სიკეთისათჳს დედათაჲსა.
    125.     რამეთუ სიორძილი მწუერვალთა ფრცხილისა[თა]ჲ, ვითარცა მწუერვალთა ხეთა მათთაჲსა, დიდად უშუერება არს.
    126.     რამეთუ ითქუმის ესე ეკლესიასა ზედა და მოციქულთა მიმართ, რამეთუ მიიღო პავლჱ წიგნები მღდელთმოძღუართა მათგან
    127.     და მივიდოდა დამასკედ მახლობელად ძირსა ლიბანისასა.
    128.     და მოეცა ზეცით სწავლაჲ და სული სულნელებისაჲ და ესმა სახელი უფლისაჲ იესუჲსი.
    129.     ესე არს, რომელსა იტყჳს: საცხებელ სულნელების განფენილ არს სახელი შენი.
    130.     და მოემადლა პავლჱს სახელისა მიერ ქრისტჱსისა მადლი სულნელებისაჲ მიჰფინა და აღავსო მოძღურებითა სულნელებისაჲთა ყოველნი ცისკიდენი.
    131.     დიდითა შუენიერებითა განგუამხიარულნა ჩუენ თუალმან ფრცხილმან, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ბენიამენისი,
    132.     რამეთუ იყო დასასრულ და შემკრებელ ოთხგან განდგმულთა თუალთა, რომელი გამოქმნულ და შთალესულ და განდგმულ ზედა ფიცარსა მას საშჯელისასა.
    133.     რაოდენ შემძლებელ ვიყავ, გამოვთქუ პოვნაჲ და სახჱ თუალთა ამათ პატიოსანთაჲ, ვ~ მიითხოვა პატიოსნებამან მაგან შენმან.
    134.     დაღათუ დიდად და უზეშთაეს ჩემსა იყვნეს ჩემდამო ბრძანებანი ესე, მე სიყუარული და მორჩილებაჲ წ~ე შენსა დავდევი.
    135.     აწ სიმჴნემან მაგან შენმან მიიღენ და შეიწყნარენ შიშნეულებაჲ ესე გონებისა ჩემისაჲ.
    136.     და თუ დაშთომილ და დაკლებულ რაჲმე იყოს, აღივსენ იგი ყოვლად მოყუარისა და უხუად სიბრძნისა მაგის შენისა, რამეთუ სიყუარულმან ყოველივე დაითმინის.
    137.     „ყოვლითა ჰრწამნ, ყოვლითა ესავნ სიყუარულსა.
    138.     არა თავი სთნავნ.
    139.     სიყუარული არა ამპარტავანებნ.
    140.     სიყუარულსა არა ჰრცხუენინ, არამედ სიყუარული ყოვლითავე ყოველსა შინა არნ“ ამისთჳს, რამეთუ აქუს საღმრთოჲთ კერძო ძლიერებაჲ.
    141.     ხოლო აწ დიდებაჲ ღმერთსა ყოვლით კერძო.
    142.     დაღათუ იყო ნაკლულ გულისხმის-საყოფელი ესე სიბრძნჱ ჩუენი, უმეტჱს ბრძანებათა მაგათ შენთა მიერ განბრძნდეს გონებანი ესე ჩუენნი.
    143.     დაღათუ ვიყვენით უმეცარ ბრძანებათა მაგათ შენთა ათორმეტთა მათ თუალთათჳს, ნათელი მეცნიერებისაჲ მოეფინა ჩუენ ზედა.
    144.     უკუეთუ ფრომინთა ენისაგან ბერძენთა ენად სიტყჳსა თარგმანებად დიდისა სიბრძნისა საჴმარება არს, რაოდენ არა უფროჲს ჩემდა,
    145.     რომელ მოიწია ჩემდა შენისა მაგის სიყუარულისათჳს გამოთქუმად, რომელ დაფარულ იყვნეს შჯულსა შინა ზრახვანი ღმრთისანი.
    146.     ნანდჳლვე უმეტჱს ჩემისა შეძლებისა ჴელის-შეყოფად ჰბრძანე.
    147.     დაღათუ უმეტჱს გარდარეული იყო, უფროჲს გონებისა ჩემისა მომადლებულ უფლისა ღმრთისა მიერ და შენითა მაგით ლოცვის-ყოფითა სარგებელ ჩუენდა და მრავალთა.
    148.     პატიოსნებაჲ სიყუარულისა შენისაჲ იქმნა ჩუენდა სახედ.
    149.     აწ ყოვლითა პირითა იდიდენ მამაჲ ძისა მიერ და ძჱ მამისა მიერ ერთობითა სულისა წმიდისაჲთა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე ამენ.


26

     1.     მეათერთმეტჱ განწესებაჲ რიცხჳსაჲ და განყოფაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ, ვითარცა უბრძანა მოსჱ ათორმეტთა მათ ნათესავთა დგომად:
    2.     ექუსისა მის ნათესავისა მთასა მას ზედა გარიზინსა, და ექუსთაჲ მათ – მთასა მას გებალსა, ვითარცა წერილ არს მეორესა მას შჯულსა.
    3.     და არს განყოფაჲ ნათესავთაჲ მათ ესრჱ, რამეთუ იტყჳს ესრე; განადგინენ ექუსნი მთასა მას გარიზინსა.
    4.     რომელნი არიან ესე, რომელნი იტყჳან კურთხევათა მათ, და იტყოდეს: სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, იოსებ, ბენიამენ,
    5.     და მთასა მას გებალსა, რომელნი იტყოდეს წყევასა მას: რუბენ, გად, ასერ, ზაბილონ, დან, ნეფთალემ.
    6.     არა განწესებულად ითქუა ესე დაწერად განწესებულთა მათ თუალთასა, რომელი იყო ზედა სიტყჳერსა მას ფიცარსა.
    7.     არამედ მოვიჴსენეთ გონებასა მეათერთმეტჱ იგი განწესებული რიცხუთა მათ, რომელ განიწილა ორგან: ექუსნი ერთსა მას მთასა და ექუსნი ერთსა მას.
    8.     ესე ვპოვეთ, რომელ იყვნეს განდგმულ ორთა მათ თუალთა ზმურთა მათ ზედა.
    9.     მჴართა ამათ ზედა დაწერილ სახელები ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ, რამეთუ ათორმეტი იგი სახელები ვერმცა დაიწერა ერთი ერთსა თუალსა ზმურსა მას,
    10.     არამედ განყოფილ: ექუსი იგი ნათესავი ერთსა და ექუსი ერთსა დაწერილ.
    11.     ექუსი იგი კურთხევად გარიზინსა ზედა თუალსა მას, რომელი იყო ზედა მარჯუენესა მჴარსა,
    12.     და ექუსი იგი ნათესავი წყევად გებალსა ზედა დაწერილ, თუალსა, რომელი იყო ზედა, მარცხენასა მჴარსა.
    13.     ესე მთანი არიან პირისპირ იერიქოსა აღმოსავალით კერძო მახლობელად გალგალსა.
    14.     ამას გჳთხრობენ წიგნნი, სადა-იგი იკურთხნეს ძენი ისრაჱლისანი
    15.     და იყვნეს მთასა მას გარიზინსა, რომელნი იტყოდეს კურთხევათა მათ: სჳმეონ, ლევი, იუდა და სხუანი იგი სამნი მათ თანა.
    16.     იტყოდეს ესრჱთ: „კურთხეულ, რომელმან ყოს ნებაჲ უფლისაჲ“.
    17.     და ჴმაჲ ოხრისაჲ სასმენელ იქმნებოდა ველთა მათ, სადა დგა ერი იგი.
    18.     და იტყოდეს: იყავნ! იყავნ!
    19.     და მერმე რუბენ, გად, ასერ და ზაბილონ, დან და ნეფთალემ მთასა მას გებალსა და იტყოდეს ესრჱთ:
    20.     წყეულ იყავნ ყოველი, რომელმან არა ყოს დაწერილი წიგნთაჲ ამათ შჯულისათაჲ! და იტყჳნ ყოველი იგი ერი: იყავნ! იყავნ! და გამოითარგმანების ამენ: იყავნ.
    21.     რამეთუ ჴმაჲ ორთა მათ მთათაგან და ოხრაჲ ორთა მათ დასთაჲ სასმენელ იქმნებოდა ერისაჲ მის, რომელნი დგეს ველსა მას შორის ორთა მათ მთათა,
    22.     და გამოთარგმანებით ითქუმის მთაჲ იგი გარიზინი – მთაჲ ჴსნისაჲ, და მთაჲ გებალი – შეგინებულ და შებილწებულ.
    23.     ხოლო რომელნიმე ჰგონებდეს ესრჱთ, რომელთა არა გულისხმის-ყოფით წარიკითხნეს საღმრთონი წიგნნი, უფროჲსღა ნათესავმან სამარიტელთამან:
    24.     მთაჲ იგი გარიზინი სხუად სახედ თქჳს: მთაჲ იგი მაღალი, რომელსა ზედა აქუს სიკიმასა, რომელ არს სჳქემი, რომელ არს პირსპირ სჳქემსა ქალაქი სამარიტელთაჲ,
    25.     რომელსა შევიდა უფალი, რომლისაგან გამოვიდა დედაკაცი იგი სამარიტელი და იხილა უფალი, რამეთუ ჯდა ზედა ჯურღუმულსა მას.
    26.     და აწ ერქუმის სჳქემსა ნეაპოლის, ქალაქი პოხილი და სავსჱ, რომელ არს ქუეყანასა მას პალესტინელთასა, რომელსა დამკჳდრებულ იყვნეს მას ჟამსა სამარიტელნი და ჰურიანი.
    27.     და სამარიტელ ითქუმის, რამეთუ მთაჲ იგი, რომელ მახლობელად ქალაქსა მას არს, მთაჲ სომერაჲს ერქუმოდა, და ესუა მას ძჱ და უწოდა სახელი მას სომერონ.
    28.     ეწოდა სახელი მთასა მასცა სომერ.
    29.     ამის გამო სახელ-ედვა ნათესავსა მას სამარიტელთასა.
    30.     და იყო ნათესავი იგი სამარიტელთაჲ ქუეყანისა მისგან ბაბილოვნელთაჲსა და ასურასტანელთაჲსა.
    31.     და ნაბუქოდონოსორს მოეყვანნეს და დაეშენნეს ქუეყანასა მას გალილეველთასა და პალესტინელთასა.
    32.     რაჟამს წარტყუენნა ნაბუქოდონოსორ ძენი ისრაჱლისანი, შევიდეს წინაშე ნაბუქოდონოსორ მეფისა მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.
    33.     და იყვნეს კაცნი იგი, რომელ შევიდეს წინაშე ნაბუქოდონოსორ მეფისა ეზრა და სხუანი მღდელთა მათგანნი და მოხუცებულნი ძეთა მათ ისრაჱლისათანი.
    34.     და ევედრნეს ნაბუქოდონოსორს, რაჲთამცა მიავლინნა კაცნი მცველად ქუეყანისა მის მათისა, რაჲთა არა ქუეყანაჲ იგი მაღნარად, გარდაიქცეს და განირყუნეს.
    35.     და ისმინა ნაბუქოდონოსორ ვედრებაჲ იგი მათი და გამოარჩინა ოთხთა მათ ნათესავთაგან მონანი თჳსნი, წარავლინნა მცველად ქუეყანისა მის მათისა.
    36.     და იყო სახელები ნათესავთაჲ მათ ესე: კუდიელნი და კჳთელნი და სეფუელნი და ანაგონელნი, რომელნი მივიდეს დაშენებად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.
    37.     და თითოვეულად ნათესავთა მათ ჰქონდეს კერპნი მათნი, რომელთა თავყუანის-სცემდეს და ღმრთით ჰხადოდეს.
    38.     მოვიდეს და დაეშენენნეს მახლობელად მთასა მას სომერასა.
    39.     და სახელად მთისა მის და თჳსთა მათ საქმეთაგან სამარიტელ იწოდნეს, რამეთუ მცველობასა სომერი მტერ ერქუმის,
    40.     რამეთუ ესენი იყვნეს მცველ ქუეყანისა მის და მათ ჟამთა მცველთა მათ ზედა სამარიაჲსათა ლომნი და ვეფხნი და დათუნი განმრავლებულ იყვნეს მათ ზედა,
    41.     მოსრვიდეს და ეგოდენ განმრავლებულ იყვნეს მჴეცნი იგი, დღითი-დღჱდ მოასრულებდეს ნათესავთა მათ სამარიაჲსათა.
    42.     და მათ წარავლინეს ღაღადის-გდებად ნაბუქოდონოსორ მეფისა, რაჲთა განეშოროს იგი ქუეყანისა მისგან გალილეველთაჲსა
    43.     და მიიქცენ იგინი მუნვე ქუეყანად თჳსა, რაჲთა არა ყოველივე აღიჴოცოს ნათესავი იგი სიმრავლისა მისგან მჴეცთაჲსა.
    44.     და დაკჳრვებულ იყო ნაბუქოდონოსორ და ეტყოდა: ვითარ-მე დამკჳდრებელ იყვნეს ნათესავნი იგი ისრაჱლისანი? მოუწოდა მოხუცებულთა ძეთა მათ იჱლისათაჲ
    45.     და ჰკითხვიდა: ვითარ შემძლებელ იყვენით დამკჳდრებად ქუეყანასა მას?
    46.     და მათ მიუგეს ჭეშმარიტი და მართალი მისაგებელი, ჰრქუეს ნაბუქოდონოსორს: ვერვინ შემძლებელ არს ნათესავთაგანი დამკჳდრებად მუნ,
    47.     არა თუ შჯული უფლისა ღმრთისაჲ ვისმე აქუნდეს და თუ არა ვიდოდის შემსგავსებულად შჯულსა და ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა.
    48.     და მოითხოვა ნაბუქოდონოსორ შჯული იგი მოხუცებულთა მათგან და მათ აღწერეს მსგავსად შჯულისა მის თჳსისა და მისცეს.
    49.     და ნაბუქოდონოსორ უბრძანა მიძღუანებაჲ შჯულისაჲ მის სამარიტელთა მათ ჴელითა ეზრა მღდელისაჲთა.
    50.     არა იგი ეზრა არს ესე, რომელი-იგი სალათიელისი ძისა ზორობაბელისი, არამედ სხუაჲ ეზრა არს, სახელით-მოდგამ მისა არს.
    51.     და ესე ეზრა მღდელ-ყოფილ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.
    52.     მისცა სამარიტელთა მათ ხუთი იგი ხოლო თავი დაბადებისაჲ, დაწერილ წერილითა მით პირველი[თა] მსგავსად სახისა მის, რომელ მოსცა უფალმან მთასა მას სინასა.
    53.     და სახესა წერილისასა მას ძენი ებრაელთანი სახელ-სდებენ დიესინონ, რომელ გამოითარგმანების „განდგმულ ფიცართა მათ“.
    54.     ხოლო აწ რომელ აქუს ებრაელთა მათ სახჱ წერილისაჲ, არა მსგავს არს წინანდელისა მის დაწერილისა, რომელ ფიცართა მათ წერილ იყო.
    55.     არამედ აწ რომელი აქუს ჰურიათა, სახელი ჰრქჳან სომორონოს.
    56.     რამეთუ სამარიტელთა დესინონ ჰრქჳან, რომელ მათ ჟამთა გამოთლილთა მათ ფიცართა შინა წერილ იყო.
    57.     და წარვიდა ეზრა მღდელი ბაბილოვნით.
    58.     უნდა ნათესავი იგი ისრაიტელთაჲ სამარიტელთა მათგან განშოვრებად, რაჲთა ნუუკუე სამარიტელნი იგი აღერინენ ნათესავსა მას აბრაჰამისსა, რამეთუ ეპყრა შჯული იგი მოსჱსი.
    59.     არა ცვალა წინაჲსწარმეტყუელთაჲ მათ წიგნთაჲ აღწერილი დესინონ, გარნა მარტოდ დაბადებისაჲ ხოლო იგი, რომელ მოეღო სამარიტელთა მათ ბუნებითი იგი შჯული,
    60.     რაჲთა ამით განაშოვროს ურთიერთას ნათესავი იგი აბრაჰამისი და ნათესავი იგი სამარიტელთაჲ.
    61.     აწ თხრობაჲ ამის ყოვლისაჲ განვაგრძვე და დავყოვნე და გამოვიძიე, ვინაჲ არიან სამარიტელნი
    62.     ანუ რომელთა ნათესავთაგან და ვითარ სახელი დაედვა სახელად მთისა მის და ძისა სომერაჲსა, რომელ იყო ნათესავისა მისგან ქანანელთაჲსა და ფერეზელთაჲსა,
    63.     ანუ ვითარ-მე სახელი სამარიტელთაჲ გამოითარგმანების მცველ, რამეთუ იყვნეს იგინი მცველ ქუეყანისა მის.
    64.     ვიწყო თქუმად მერმჱ სხუად სახედ და გამოცხადებულად გამოვაჩინნე იგინი, ვითარმედ ვითარ იყვნეს მცველ შჯულისა მის და ჰმსახურებდეს კერპთა.
    65.     რამეთუ წერილ არს ესრჱ სამარიტელთათჳს, ვითარმედ იწუართებოდეს და ისწავლებოდეს და აქუნდა მათ შჯული უფლისა ღმრთისაჲ და თავყუანის-სცემდეს კერპთა თჳსთა.
    66.     ხოლო შჯულსა უფლისასა წერილ არს, ვითარმედ: კერპთა შენ ნუ თაყუანის-სცემ.
    67.     და თუ რომელმან კერპთა თავყუანის-სცეს, ვითარ-მე შჯულისა აღმასრულებელ იპოვოს?
    68.     არამედ იქმოდეს ზაკულებით ოთხნი იგი ბილწნი ნათესავნი სამარიტელთანი, რაჟამს ესმა, ვითარმედ მოვალს ეზრა განრყუნად და დამუსრვად კერპთა მათ,
    69.     ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსჱსსა, რამეთუ უბრძანა ღმერთმან, ვითარმედ ყოველი, რომელი თავყუანის-სცემდეს კერპთა, ქვითა დაიქოლენ.
    70.     ესე ვითარ ესმა ნათესავსა მას სამარიტელთასა, იწრაფეს და აღიხუნეს კერპნი იგი სიმაღლისაგან ბაგინთა მათ ტაძრისათა
    71.     და წარიხუნეს და დამალნეს მთასა მას გარიზინსა კერპნი თჳსნი, ვითარცა წერილ არს შემდგომითი შემდგომად თხრობათა.
    72.     ვითარ იტყჳს: კაცთა ბაბილოვნელთა კერპნი თჳსნი, სოქოთი და ბენეთი, და კაცთა ქოთიელთა კერპნი თჳსნი, რომელთა სახელ-ედვა ნერიგელ,
    73.     და კაცთა ემათელთა კერპნი იგი ასიმა, და ეველთა – კერპნი იგი: ნებას, თართაქ და კერპნი იგი სეფარუიმ.
    74.     და შეცთომილებითა მით იქცენეს გულნი სამარიტელთა მათ თაყუანისცემად გარიზინ მთასა, სადა დაეფარნეს და დაემალნეს კერპნი იგი და ყოვლით კერძო,
    75.     სადაცა არიედ, თაყუანის-სციან მთასა მას, ჩრდილოჲთ და სამხრით, ყოვლით კერძო, სადაჲთცა არიედ კერპნი იგი, თაყუანის-სცემედ,
    76.     რამეთუ იყვნეს გარიზინსა ზედა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ დაწერილისაჲ მის, რომელსა იტყჳს,
    77.     ვითარმედ დგეს და მოელოდეს სამარიტელნი იგი შჯულსა მას უფლისასა.
    78.     ხოლო თავყუანის-სცემედ კერპთა მათ თჳსთა, რამეთუ რომელ აწ სამარიტელნი არიან, უმეცარ არიან, სადა დაფარულ არიან კერპნი იგი
    79.     და იტყჳან, ვითარმედ მამანი ჩუენნი თავყუანის-სცემდეს მთასა ამას და თავთა თჳსთა ნაშობ იოსების ითხრობენ.
    80.     და ესე ყოველი იყო, რაჲთა არა ნაცილ იყოს სიტყუაჲ წერილისაჲ მის უფროჲ[ს]ღა.
    81.     რამეთუ მსგავსად საქმეთა თჳსთათჳს საღმრთონი წიგნნი იტყჳან დამარხვისათჳს შჯულისა უფლისაჲსა და თავყუანის-ცემად კერპთა თჳსთა.
    82.     და ესე ყოველი თხრობაჲ იქმნა ათორმეტთა მათთჳს ნათესავთა, რომელნი განიწილნეს მთასა მას გარიზინს და გებალს.
    83.     და გამოვაჩინეთ, რამეთუ არა ესე არს გარიზინი, რომელსა თავყუანის-სცემენ სამარიტელნი.
    84.     და იგინი შეტყუვილითა შესცთეს, რამეთუ არა მეცნიერ არიან ყოველთა საღმრთოთა წიგნთა,
    85.     არამედ მეცნიერ არიან დაბადებისა წიგნთა ხოლო და სხუათა წიგნთა არა აღმოიკითხვენ.
    86.     და ჰგონებენ, ვითარმედ იგი მთაჲ, რომელი მახლობელ არს ნიაპოლისსა, რამეთუ მთაჲ იგი გარიზინი დიდ და მაღალ არს.
    87.     და ერთი იგი მთაჲ, რომელ პირისპირ მისა არს, რომლისათჳს შეცთომილებით იტყჳან, ვითარმედ ესე არს გებალი,
    88.     რამეთუ სჳქემი და ადგილი იგი, რომელსა დადებულ არს იოსები შორის ორთა მათ მთათა, საშუვალ ღელესა მას და იმიერ და ამიერ მთანი იგი.
    89.     და ერთ კერძო მთისა მის გარიზინს დაკიბულად ქმნულ არს ვიდრე თავადმდჱ მთისა მის სამარიტელთაჲსა.
    90.     რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს ქალაქსა მას ნეაპოლისს.
    91.     და ზედა თავსა მას მთისასა, უქმნეს შჱნებაჲ და თავყუანის-სცემენ მთასა მას გარიზინსა, ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ შეცთომილებისა მათისათჳს და არა სიბრძნისა.
    92.     რამეთუ წერილნი შეატყუებენ და თხრობანი ყოველნი, რომელნი ჭეშმარიტ არიან, რამეთუ მაღალ არს თავი მთისაჲ მის.
    93.     და თუ ვინმე ღაღად-ყოს თავსა ზედა მთისა მის, არა არს ვითარმცა ზეშთამო სასმენელ იქმნა ველთა მათ ჴმაჲ იგი
    94.     და რაჟამს ექუსნი იგი ნახპეტნი ღაღადებდეს და ეტყოდეს კურთხევათა მათ ერსა მას, რომელსა არა ესმინ ჴმაჲ იგი სიმაღლითა მით მთისაჲთა,
    95.     ვითარმცა თქუეს „ამენ“, რომელ არს თარგმანებით „იყავნ“? რამეთუ მილიონ ერთ უმაღლეს არს სიმაღლჱ მისი; რამეთუ მრავალ დაკიბულ არს თავადმდჱ.
    96.     ვითარ იტყჳან, ათას ხუთას და უმეტეს არს დაკიბული იგი.
    97.     და ქუემო ძირსა მთისასა არს ადგილი, რომელ არა დაკიბულ არს.
    98.     და ეგოდენისა სიმაღლისაგან ვითარ-მე-მცა ისმა ჴმაჲ მათა, რომელნიმცა დგეს ძირსა მის მთისასა, ანუ ზეშთა მათ – ჴმაჲ ქუემოთაჲ მათ მდგომარეთაჲ?
    99.     ამით ყოვლითა შეტყუებულ არს შეცთომილებაჲ სამარიტელთაჲ მათ, რამეთუ არა ესე მთანი არიან, რომელთა იტყოდეს ძენი ისრაჱლისანი.
    100.     კურთხევათა და წყევათა აწ გჳჩუენებენ ჩუენ წიგნნი იგი ისუ ნავესნი, რომელნი-იგი დაწერილ არიან შემდგომად დაბადებისა წიგნთაჲსა,
    101.     ვითარმედ აღმოსავალით კერძო პირსპირ იერიქოსა დგანან ორნი იგი მთანი: გებალი და გარიზინი.
    102.     და მახლობელად ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გალგალა, სადა-იგი დასხნეს ათორმეტნი იგი ქვანი, სადაცა-იგი ყო ზატიკი ისუ ძემან ნავჱსმან და ჭამეს პური ქუეყანისაჲ მის,
    103.     სადა-იგი მოაკლდა მანანაჲ მათგან, ამას ადგილსა წინა-დაიცჳთეს ძეთა ისრაჱლისათა ცისნატეხისა ქვისა მახჳლითა.
    104.     ესე იგი ადგილი არს „გალგალი, რომელი დგას აღმოსავალით კერძო იერიქოსა“.
    105.     ამისა მახლობელად დგანან მთანი იგი, რომელ არიან მცირენი ბორცუნი – გარიზინი და გებალი, რომელთა ზედა იტყოდეს წყევათა და კურთხევათა.
    106.     ხოლო მთაჲ იგი დიდი გარიზინი, რომელ არს სიკიმაჲ, სამხრით კერძო დგანან, იერიქოსა მახლობელად,
    107.     მზის აღმოასავალით კერძო და შორავს იერიქოსა ორმეოც და ათორმეტ მილიონ.
    108.     ხოლო ესე მთანი არიან გებალი და გარიზინი მახლობელად იერიქოსა ვითარ ორით მილიონით აღმოსავალით მიახლებულად სამხრით კერძოსა მას.
    109.     აწ გამოვაცხადნეთ მთანი ესე ყოვლითა ჭეშმარიტებითა.
    110.     აქა ოდენ კმა იყავნ თქუმად და გულისხმის-ყოფად ამის ყოვლისათჳს.