1.     წმიდისა იპოლიტეს თქუმული კურთხევათა მათთჳს იაკობისთა, ვითარ-იგი ათორმეტნი ნახპეტნი აკურთხნა
    2.     კურთხევათა მათთჳს იაკობისთა გამოთქუმად სიტყუანი.
    3.     მე უფლისა მიერ კურთხევათა მათ ვეძიებ, რამეთუ ვინ-მე არს კაცთაგანი შემძლებელ გამოთქუმად სულიერთა წიგნთაგან,
    4.     არა თუ მისა ზესკნელი იგი სიბრძნე თანა-შემწჱ საქმეთა იყოს?
    5.     ანუ ვინ შემძლებელ არს გამოთქუმად დაწერილნი იგი ნეტართ წინაჲსწარმეტყუელთანი იგავით გამოუჩინებელნი სიტყუანი?
    6.     არა თუ თჳთ სიტყუამან მან გამოთქუას, ვითარ წინანდელთა მათ ჟამთა ისრაჱლსა შორის, ვითარცა სანთელი შჯულსა შინა ჴჳმირსა ქუეშჱ დამალულ იყო,
    7.     რაჲთა განმართლებულნი შჯულითა წინა-დაცუეთით განათლებად შეუძლოს.
    8.     და აწ განცხადებულად, ზედა ძელსა, ვითარცა სასანთლესა, შჳდპირად სანთელნი აღნთებულ და გამოჩინებულ,
    9.     რაჲთა შორიელთაცა ნათესავთა ცხორებად თჳსსა მას სანთელსა მოუწოდის...
    10.     რამეთუ იგინი სახედ ხოლო.
    11.     რამეთუ იაკობ და რაქელ არა თუ მზჱ და მთოვარჱ იყვნეს.
    12.     და არცაღა თუ ესე ესრჱ ყოფილ არს, რამეთუ რაქელ მრავლით ჟამითგან გზასა მას დამარხული დგას.
    13.     ხოლო იოსებ, ვითარ შეემთხჳა მამასა, პირველად მას თაყუანის-სცა, რაჲთა სახჱ იგი ეგოს და წიგნნი განმართლებულ იპოვნენ.
    14.     აწ სადაღა აღესრულების თქუმულ[ი] იგი: „აწ უკუე მო-სამე-ვიდეთ მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი, და თაყუანის-გცემდეთ შენ?“
    15.     არამედ რაჟამს ათორმეტნი იგი ნეტარნი მოციქულნი იოსებითურთ და მარიამითურთ აღვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა და თაყუანის-სცეს ქრისტესა,
    16.     რამეთუ იუდა არა მათ თანა იყო, არცა იოსები თავადი ქრისტე იყო, რაჲთა ეგჳპტეს შინა ესე ყოფილად შერაცხილ იყოს.
    17.     არამედ მსგავს იყო ყოფადთა მათთჳს სახეთა, რომელ წინაჲსწარ გამოეცხადა იოსებისგან.
    18.     წარმოდეგინ აწ საშუვალ ჭეშმარიტი იგი და ზეცისაჲ განმმარტებელი, რამეთუ რომელ-იგი მის მიერ იქადაგა ნეტართა მათ წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ,
    19.     მანვე მეორედ გამოაცხადენ! არამედ არავე გარე-წარჰჴდეს წიგნნი იოსებისგან, ვითარ-მცა არა განმმარტებელ ითქუა,
    20.     რამეთუ იგი იყო გამომთხრობელ მამისათჳს დაფარულთა მათ ზრახვათა.
    21.     და წიგნნი იტყჳან, ვითარმედ, მათ არა უწყოდეს, ვითარმცა ესმა მათი იოსებს, რამეთუ განმმარტებელად შორის მათსა დგა.
    22.     რაჲ სარგებელ იყო მაშინ ძმათა მათ თიკნისა მის დაკლვაჲ, რაჲთა მამაჲ იგიმცა თჳსი შეიტყუვეს? აჰა აწ იოსებ ეგჳპტეს ცხოველ არს,
    23.     რაჲსა შეჰბღალეთ სისხლითა სამოსელი იგი ყვავილოვანი ტყუვილით, რომელ-იგი თქუენ ჰქმენით, რომელ-იგი იაკობ მამამან იცნა სამოსელი იგი და ყოფილად შეგირაცხა?
    24.     განჰყიდი, ჵ იუდა, იოსებსა გულის-თქუმითა ამის სოფლისაჲთა ძლეულ და ისმაიტელთა მათ უცხოთესლთა მიიყიდეს,
    25.     რაჲთა ეგჳპტედ შთავიდეს და მუნ საპყრობილედ მიეცეს და სიზმარნი მის მიერ განცხადნენ, რაჲთა ფარაოჲს მიერ მოიძიებს და მეფედ მეგჳპტელთა გამოჩნდეს.
    26.     და შემდგომ მოსაყდრჱ სარწმუნო გამოჩნდეს და იფქლი მის მიერ დიდ ძალად შეკრბეს და საუნჯეთა დაიმარხოს, და შჳდნი იგი წელნი აღესრულნენ
    27.     და ერი სიყმილისა მისგან გამოიზარდოს და ძმათაგან თაყუანის-ცემაჲ მიიღოს და უფალ მათ მიერ იწოდოს.
    28.     აწ ვითარ არა ვადიდებდე ზეცათასა მას მეუფესა, რომელმან თჳსნი იგი ზრახვანი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, ვითარცა სარკითა ხილულნი, გჳჩუენნა?
    29.     არამედ რამეთუ ჟამი ესე მოიძიებს კურთხევათა მათთჳს განმარტებასა, გულსმოდგინებითა გონებისაჲთა ზედამცა მიწევნულ ვართ,
    30.     რაჲთა თქუმულნი იგი იაკობისნი კურთხევანი, ვითარცა კურთხევანი, აღესრულნენ ზედა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
    31.     ხოლო ვჰპოვებ მჴდომსაცა მუნ.
    32.     კურთხევანი იგი ყოფილ მათა მიმართვე შესატყუებელ და წინაჲსწარმეტყუელებაჲ დიდი მათ მიერ გამოჩინებულ,
    33.     რომელი დასამტკიცებელად ნათესავისა მისისა მომავალთა შვილთა ზედა აღესრულა.
    34.     და თუ ეგე ეგრეთ არს, უკუე ნეტარი იგი იაკობ შვილთა მათ მიმართ მსგავსად მათ ჟამთაჲსა ეტყოდა.
    35.     ხოლო თქუმულნი იგი შემდგომად მრავალთა ჟამთა განცხადნეს და კურთხევათა მათ ჰყოფდა და მისცემდა, რომლისათჳს ამას წინაჲსწარმეტყუელებდა.
    36.     ხოლო ძეთა მათ ისრაჱლისათა ურთიერთას შეტყუებით შეცოდებათა მათთათჳს უთქუმიდა და თავსა თჳსსა ესევითართა საქმეთა მათთაგან განაშორებდა.
    37.     ვჰპოვებთ მასვე სახესა ნეტარისა მის ისაკის თანა, რომელმან იაკობი, ძჱ თჳსი მრწემი, აკურთხა და ყოველივე მას მიჰმადლა,
    38.     რამეთუ განმზადებულ იყო ჴორცითა შობად მისგან ქრისტე.
    39.     და ესავისი წინაჲსწარ უწყოდა, ვითარმედ სახჱ ერისაჲ მის აქუნდეს.
    40.     და გულისა მისისაჲ უკეთური ზრახვაჲ გულისხმა-ყო და არა აკურთხა, არამედ თქუმულ(თა) მისთაჲთა ძლიერებით[ა] [დასა[ჯა.
    41.     და რამეთუ ესე ესრეთ არს, [ცხ]ადად წიგნთაგან გული(სხმის-)საყოფელ არს შემდგომთათჳს, რამეთუ იტყჳს ესრე: ვითარცა მოუწოდა ისაკ, ძესა თჳსსა პირმშოსა,
    42.     და ჰრქუა: „აღიღე მშჳლდ-კაბარჭი შენი და განვედ ველად და მინადირჱ მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი, ვითარცა მიყუარს,
    43.     და მომიპყარ და ვჭამო და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან, ვიდრე ესე ცოცხალღა ვარ“.
    44.     და რომელი-იგი უბრძანა წინაჲსწარმეტყუელმან ესავს და ითხოვდა მისგან ჭამადსა, მოასწავებს სიტყჳთ ჩინებასა პირველისა მის ერისასა,
    45.     რომელი ეძიებდა ნაყოფსა სიმართლისასა მის მიერ, რომელი იყო, ვითარცა სულიერი ჭამადი, შერაცხილ.
    46.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „განვედ ველად და მინადირჱ“, სახესა სლვისა ამის სოფლისასა მსგავსად ერისა მის მოგუასწავებს.
    47.     და რომელ-იგი თქუა: „აღიღე მშჳლდ-კაბარჭი შენი“, გჳჩუენებს რამეთუ განმზადებულ იყო ერი იგი თჳსისა დიდებისა შეყუარებად და არა სარწმუნოვებითა განმართლებად,
    48.     არამედ ღუაწლისა და მახჳლისა თჳსისა მოსავ და განდგომილისა მეფისა გამორჩევაჲ, ვითარცა-იგი მოსემან ჰრქუა მათ: „მახჳლ შენდა სიქადული შენი“.
    49.     და რებეკა ჰრქუა თჳსსა მას ძესა მრწემსა: „აჰა მესმოდა მამისა შენისაჲ, რამეთუ ეტყოდა ესავს, ძმასა შენსა:
    50.     „მინადირე მე ნადირი და მიქმენ ჭამადი და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა“.
    51.     აწ ისმინე, შვილო, სიტყუათა ჩემთაჲ და მივედ სამწყსოდ და მომგუარენ მე ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და უქმნე ჭამადები მისგან,
    52.     ვითარცა უყ[უ]არს მამასა შენსა და მიუპყარ მამასა შენსა, რაჲთა ჭამოს და გაკურთხოს შენ უწინარეს სიკუდილისა თჳსისა“.
    53.     რებეკა სახჱდ ეკლესიისა ითქუმის, რომელი წინაჲსწარ გამოაჩინებდა ყოფადთა მათთჳს უმრწემესითა მით ძითა.
    54.     ჰრქუა მას: „მივედ სამწყსოდ და მომართუენ მე ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და შუენიერნი“.
    55.     ესავს ველად წარავლინებს, რეცათუ სუფევასა შინა მწირობასა გამოაცხადებს, ხოლო იაკობი – სამწყსოდ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ,
    56.     ვითარმედ: „არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“.
    57.     და რომელ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ: „მომგუარენ მე ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და შუენიერნი“, გჳჩუენებს ორსა მას წოდებასა სახარებისასა,
    58.     რომელნი-ესე დასაბამითგან ვითარცა თიკანნი ვიყვენით, რამეთუ ყოველნივე ცოდვასა ქუეშჱ ვიყვენით.
    59.     ჩჩჳლ და შუენიერ აწ ვიქმნებით მორჩილებითა ქრისტეს მიმართ სარწმუნოვებითა განმართლებულ.
    60.     ამიერითგან არა ვითარცა თიკანნი შერაცხილ ვართ, არამედ ვითარცა ცხოვარნი სულნელად მსხუერპლად წმიდად ღმრთისა მიმართ შევიწირვით
    61.     და გამოზრდითა სულიერისა მის სიტყჳსა მიმართ განვმტკიცნებით, რომელ-იგი სახარებასა შინა მსგავსსა მას აღასრულებდა მოწაფეთა მიმართ,
    62.     რამეთუ ეტყოდა, ვითარმედ „მე ჭამადი იგი მაქუს, რომელ თქუენ არა უწყით“.
    63.     და იაკობ ეტყოდა რებეკას დედასა თჳსსა, ვითარმედ: „არს ძმაჲ ჩემი მატყიერ და მე კაცი წყ[რტ]უ ვარ; ნუუკუე მრევდეს მამაჲ ჩემი
    64.     და ვიპოვო მის წინაშე ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიკრიბო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ“.
    65.     ჰხედავა, რამეთუ განცხადებულად თჳსი იგი მოშიშებაჲ იაკობ გამოაჩინა, მეცნიერ-ყოფილ საქმეთა მათ ქამისთა,
    66.     რომელ იხილა შიშულობაჲ იგი ნოვესი, მამისა თჳსისაჲ და განიცინნა, რომლისათჳსცა დაიკრიბა თავსა თჳსსა ზედა წყევაჲ იგი?
    67.     შეიშინა იაკობცა, ნუუკუე ვითარცა გამომცდელ მამისა თჳსისაჲ იპოვოს და წყევასა ქუეშე იყოს.
    68.     იყო მისმიერი იგიცა თქუმული მართლ, ვითარმედ: „არს ესავი, ძმაჲ ჩემი, მატყიერ, რომელი ითქუმის ცოდვილ,
    69.     და მე კაცი წყრტჳ, რომელი გამოაჩინებს შეუგინებელს და უბიწოს ჴორცთა მათ ქრისტესთა.
    70.     არამედ ვერაჲთ ეგებოდა სხჳთ რაჲთმე აღსრულებად ზრახვისა მის.
    71.     ჰრქუა: „ჩემ ზედა იყავნ წყევაჲ იგი, შვილო, გარნა ისმინე ჩემი და მივედ და მომართუენ“.
    72.     და გულისჴმის-საყოფელ თქუმული იგი რებეკაჲს მიერ, წინაჲსწარ აწ ეკლესიათა მიერ აღესრულების და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „ჩემ ზედა იყავნ წყევაჲ იგი, შვილო“,
    73.     ამას მოგუასწავებს: ვითარცა აწ რომელნიმე აყუედრებენ და შეურაცხ-ჰყოფენ ეკლესიათა და იტყჳან, ვითარმედ: ჯუარ-ცუმულსა მას ვჰმსახურებთ,
    74.     წყევაჲ და შეურაცხის-ყოფაჲ ჩუენდამო ესე არს, რამეთუ ვნებანი იგი უფლისანი ურწმუნოთათჳს წყევა არს, ხოლო მორწმუნეთათჳს – ცხორება და მშჳდობა.
    75.     რამეთუ მოციქული იგიცა იტყჳს: „ქრისტემან გამოგჳჴსნნა ჩუენ წყევისაგან შჯულისაჲსა, თავს-იდვა ჩუენთჳს წყევაჲ იგი“.
    76.     ვითარცა აღასრულა აწ ქრისტემან, ჴორცითა თჳსითა კაცთათჳს სიკუდილი ჯუარსა მას ზედა თავს-იდვა,
    77.     რაჲთა თჳსითა მით დამდაბლებითა განჴსნნეს წყევანი იგი შჯულისანი, რომელ ადამის ზედა იყვნეს, რამეთუ ჰრქუა: „მიწაჲ იყავ და მიწადცა მიხჳდე“.
    78.     და მოიღო რებეკა სამოსელი იგი პატიოსანი ძისა მისისა პირმშოჲსაჲ შუენიერი, შთააცუა იაკობს, ძესა თჳსსა, და ტყავნი იგი თიკნისანი გარდააცუა მკლავთა მისთა.
    79.     შთაცუმასა მას სამოსლისასა მოგუასწავებს სიტყუასა მას, რომელი-იგი განმზადებულ იყო შთაცუმად ჴორცთა.
    80.     ხოლო შთაცუმაჲ იგი თიკნიერთაჲ მათ მკლავთა მისთა მოგუასწავებს ჩუენ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა ზედა ჯუარსა მას ჴელთა განპყრობითა,
    81.     ვითარცა იტყჳს ესაია: „მან ცოდვანი ჩუენნი თავს-ისხნა და ურჩულოვებანი ჩუენნი იტჳრთნა“.
    82.     და რომელ-იგი ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: „ვქმენ, ვითარცა მიბრძანე მე“, მოგუასწავებს მარადის სიტყჳსა მის დამორჩილებასა მამისა თჳსისა მიმართ,
    83.     ვითარცა ეზეკიელ იტყჳს: „ვყავ, რაჲცა მიბრძანე მე“.
    84.     და ჰრქუა მას ისაკ: „ვინ ხარ შენ?“ და მან ჰრქუა მას: „მე ვარ ძჱ იგი შენი პირმშოჲ“.
    85.     არა თუ უმეცრებით რას ჰკითხვიდა წინაჲსწარმეტყუელი იგი იაკობს, არამედ რამეთუ ჰხედვიდა სულიერთა მათ ყოფადთა.
    86.     არცა ისუ ნავესმან, რომელი გაბაონელთა ჰკითხვიდა, უწყოდა მათი, რომელ მათგან მანქანებით სიბოროტენი ყოფად იყვნეს,
    87.     არამედ მეცნიერებითა მიუშუებდა, რაჲთა ნათესავსა მას ისუ ნავესსა ჰრწმენეს და ცხოვნდეს.
    88.     ეგრეცა აქა ჯერ არს გულისხმის-ყოფაჲ, რამეთუ იტყჳს: „მომეახლო მე და გიხილო შენ, შვილო ჩემო, უკუეთუ შენ ხარ ესავ, ძჱ ჩემი, ანუ თუ არა“.
    89.     და ვითარცა მიეახლა, იწყო რევად და თქუა: „ჴმაჲ ესე – ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი – ესავისნი“.
    90.     ამას მოგუასწავებს, რამეთუ სიტყუაჲ იგი იაკობის მიმართ გამოაცხადებს ზრახვასა მას, რომელ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ
    91.     და იგი მათ მიერ წინაჲსწარ გამოაცხადებდა ყოფადთა მათთჳს.
    92.     ხოლო ჴელნი მისნი იქმნნეს მსგავს ჴელთა ესავისთა, რამეთუ ერისა მის შეცოდებათათჳს სიკუდილდ მიეცა, და ჰრქუა მას: „მომეახლე და ამბორსმიყავ, შვილო“.
    93.     და ვითარცა მიეახლა, ამბორს-უყო მას.
    94.     და იყნოსა სული სამოსლისა მისისაჲ და აკურთხა იგი და ჰრქუა.
    95.     [...] ამისთჳს წინაჲსწარ განცხადებულად იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი, ვითარმედ, არავინ კაცთაგანმან ამბორს-უყოს მამასა, გარნა მხოლოდშობილმან მან,
    96.     რომელ ქალწულისაგან იშვა ძჱ, რამეთუ იტყჳს: „მე ვარ ძჱ იგი შენი პირმშოჲ“.
    97.     და მუნთქუესვე იწყო წინასწარმეტყუელმან ერთობით კურთხევისა მისთჳის და თქუა: „ეჰა ესერა სულნელებაჲ სამოსლისა ძისა ჩემისაჲ,
    98.     ვითარცა სული აგარაკისა სავისისაჲ, რომელ აკურთხა უფალმან.
    99.     და ჰრქუა მას: „მოგეცინ შენ ღმერთმან ცუარისაგან ცისაჲსა და სიპოხისაგან ქუეყანისაჲსა, სიმრავლჱ იფქლისა და ღჳნისაჲ, და გმონებდენ შენ ნათესავნი,
    100.     და თაყუანის-გცემდენ შენ ჴელმწიფენი, და იყო შენ უფალ ძმისა შენისა, და თაყუანის-გცენ შენ ძეთა მამისა შენისათა, რომელმან გაკურთხოს შენ, კურთხეულ იყავნ,
    101.     და რომელმან გწყეოს შენ, წყეულ იყავნ!, ხოლო აწ ჰგონებდეს თუ ვინმე, ვითარმედ კურთხევანი ესე იაკობის ზედა იყვნეს, სცთების,
    102.     რამეთუ არარაჲ ამათგანი იქმნა იაკობის ზედა, რამეთუ იპოვა შუვამდინარეთა ოც წელ მონად ლაბანისა.
    103.     და მერმე მან ძმასა თჳსსა ესავს თაყუანის-სცა და ძღუნითა პირსა მისსა ევედრა, და ამისა შემდგომად ეგჳპტედ შთავიდა, რაჲთა არა ნაშობითურთ სიყმილითა მოწყდენ.
    104.     აწ ვის ზედა აღესრულების თქუმული იგი, ვითარმედ: „აჰა ესერა სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სული აგარაკისა სავსისაჲ, რომელი აკურთხა უფალმან“?
    105.     არა მის ზედა, არამედ ქრისტეს ზედა, ძისა მის ღმრთისა; აგარაკ არს სოფელი ესე.
    106.     სულნელებასა მას მოსლვისა მისისასა არიან ყოველთა, რომელთა ჰრწამს იგი, ვითარცა მოციქული იგი იტყჳს, ვითარმედ:
    107.     „სულ სულნელების ვართ ქრისტესა ცხოველთა და მკუდართა, რომელთათჳსმე სულად სიკუდილითი სიკუდილად, და რომელთათჳსმე – სულად ცხორებითი ცხორებად.
    108.     ხოლო რომელ-იგი თქუა: „მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისაჲსა და სიპოხისაგან ქუეყანისა, სიმრავლჱ იფქლისა და ღჳნისაჲ“,
    109.     განცხადებულად თქუმულითა მით ვითარცა ცუარსა მოგუასწავებს სიტყუასა მას, რომელ გარდამოჴდა ზეცით.
    110.     და რამეთუ თქუა, ვითარმედ „სიპოხისაგან ქუეყანისაჲსა“, ჴორცთა მათ უფლისათა იტყჳს, რომელ-იგი ქალწულისაგან შთაიცუნა.
    111.     და რომელ-იგი თქუა: „სიმრავლჱ იფქლისაჲ და ღჳნისაჲ“, გჳჩუენებს სახესა წმიდათასა საუნჯეთა შეკრებულ და სულითა ვითარცა ღჳნითა განმხიარულებულ.
    112.     და რამეთუ თქუა, ვითარმედ: „გმონებდენ შენ ნათესავნი და თაყუანის-გცემდენ შენ ჴელმწიფებანი“, ესე აქა ჟამამდეცა იქმნების:
    113.     ვის-მე აქუნდენ ნათესავნი მორწმუნენი ჰმონებენ და ვის-მე თაყუანის-სცემენ ეკლესიასა შინა ჴელმწიფენი, არა თუ ქრისტესა, რომლისა სახელითაცა ცხოვნდებიან?
    114.     ვითარცა ესაიაჲს მიერ სიტყუაჲ იგი ღაღადებს: „რომელნი მმონებდენ მე, იწოდოს მათ ზედა სახელი ახალი, რომელნი მადიდებდენ მე ქუეყანასა ზედა,
    115.     რამეთუ ფუცვიდენ ღ˜ა ჭეშმარიტსა და რომელნი] ფუცვიდენ ცასა, ფუცვენ და რომელნი ცხოველსა.
    116.     და მერმე იტყჳს: „აჰა ესერა რომელნი მმონებდენ მე, იგინი იშუებდენ, ხოლო თქუენ გშიოდის; აჰა ესერა რომელნი მმონებდენ მე, იგინი იხარებდენ, და თქუენ გწყუროდის.
    117.     აჰა ესერა რომელნი მმონებდენ მე, იგინი იხარებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის.
    118.     და მუნთქუესვე შემდგომად იტყჳს: „იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი“.
    119.     და იაკობსა არავინ თაყუანის-სცა და არცა იქმნა უფალ ძმისა თჳსისა ესავისა, და რამეთუ მჴდომ-ექმნა ესავს, ძმასა თჳსსა, შეეშინა და ივლტოდა და პირველ შჳდგზის მას თაყუანის-სცა.
    120.     ხოლო აწ თქუმული იგი აღესრულების მჴსნელსა ზედა, რამეთუ რომელ-იგი ჰგონებდა ძმა-ყოფად მისა, ჴორციელად უფლად მის ზედა გამოჩნდებოდა,
    121.     რაჲთამცა მათგან, ვითარცა მეუფემან, თაყუანის-ცემაჲ მიიღო.
    122.     ამისთჳს იტყჳს: „რომელმან გწყეოს შენ, წყეულ იყავნ, და რომელმან გაკურთხოს, კურთხეულ იყოს“.
    123.     აწ კურთხევაჲ ესე სიტყჳთ იაკობის ზედა ითქუა, ხოლო ჭეშმარიტად ქრისტეს ზედა აღესრულების.
    124.     ვიხილოთ, რასა იტყჳს შემდგომად, რამეთუ იტყჳს: „და იყო შემდგომად კურთხევათა მათთჳს ისაკისთა იაკობის ზედა, და იყო, ვითარცა გამოვიდოდა იაკობ ისაკისგან,
    125.     მამისა თჳსისა, მოვიდა ესავიცა, ძმაჲ მისი ნადირითურთ და უქმნა ჭამადი და მიუპყრა მამასა თჳსსა“.
    126.     ხოლო ესავის ჭამადსა მას ამსგავსებს ერსა მას, რომელთა იგი შჯულისა მიმართ მსახურებაჲ აქუნდა,
    127.     რომელნი იგი სიქადულით ჰგონებდეს წინადაცუეთილებითა განმართლებასა.
    128.     შეადგინებს ნათესავთა, ვითარცა ჭამადსა მას, რომელი ჭეშმარიტებისა სახედ გარჱ-წარჰჴდის და ზეცისასა მას პურსა მიახლებად ვერ იკადრებდეს,
    129.     ჰრქუა ესავ: „აღდეგ, მამაო ჩემო, და ჭამე ნადირისაგან ძისა შენისა და მაკურთხენ სულმან შენმან“.
    130.     ჰხედავა ამპარტავანებასა სიტყჳსასა და სიფიცხლესა გულისა მისისასა?
    131.     რამეთუ აქა ჟამამდეცა, რომელ წინადაცუეთილებასა შინა არიან, ეგრე იქადიან და ჰგონებენ, ვითარმედ იგინი ხოლო განმართლებულ არიან.
    132.     ხოლო ნეტარი იგი იაკობ მოშიშებით და სიმდაბლით წარდგა და ჰრქუა მამასა თჳსსა, ვითარმედ: „ვყავ, რაჲცა მიბრძანე მე“.
    133.     ხოლო ესავ არა ესრე ჰრქუა, არამედ ფიცხლად, ვითარმედ: „აღდეგინ მამაჲ და ჭამენ ნადირისაჲ ამის და მაკურთხენ მე სულმან შენმან“.
    134.     და მან თქუა: „ვინ ხარ შენ?“ ხოლო მან ჰრქუა: „მე ვარ ესავ, ძჱ შენი პირმშოჲ“.
    135.     დასულბა ისაკი დაკჳრვებითა დიდითა და ჰრქუა: „და ვინ იყო იგი, რომელი შენდა მოსლვადმდე მოვიდა და მომართუა მე და ვჭამე ყოვლისაგანი
    136.     და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ?“ ჰხედავა, ვითარ განიღჳძა აქა სულმან მან წინაჲსწარმეტყუელისამან?
    137.     რამეთუ კურთხევათა მათ შინა იაკობის მიმართ თქუა ესრეთ: „რომელმან გაკურთხოს შენ, კურთხეულ იყავნ, და რომელმან გწყეოს, წყეულ“.
    138.     ამისთჳს განაკრძალა და მეორითა მით დაამტკიცა წინაჲსწარი იგი კურთხევაჲ და ჰრქუა: „ვაკურთხჱ იგი და იყავნ კურთხეულ“.
    139.     და იყო ყოფილი იგი იაკობისგანი ზრახვაჲ აღსრულებულ ქრისტესა ზედა წინაჲსწარ გამოცხადებულ:
    140.     რომელი იკურთხა მამისაგან, შობილ საუკუნითგან იყო კურთხეულ უკუნისამდე.
    141.     არამედ რამეთუ იტყჳს წერილი იგი, ვითარმედ: „დაუკჳრდა ისაკს დაკჳრვებითა დიდითა“, ესე არს, ვითარმედ დაუკჳრდა ზედა ყოფადთა მათ წინაჲსწარ ეცნობა,
    142.     ვითარმედ ნათესავნი ყრმითა ამით, ძისა ამის ღმრთისაჲთა, იკურთხნენ და აღთქუმასა მას მამათა თანა შესლვად, რამეთუ ამისთჳსცა იაკობ შობასა მას თჳსსა,
    143.     რომელ შემდგომ იყო შობად, წარმოუძღუა და შებმა-უყო ბრჭალსა ესავისსა,
    144.     რამეთუ განმზადებულ იყო მეორჱ იგი ნათესავი შემდგომად კუალსა წინაჲსწარმეტყუელთასა
    145.     და მოღებად პირმშოებისა მის და ახალსა მას შჯულსა მთავრად გამოჩინებად.
    146.     და იყო ვითარცა ესმა ესავს სიტყუაჲ იგი [ი]საკისი, მამისა თჳსისაჲ, ჴმა-ყო ჴმითა მაღლითა განმწარებულად და თქუა: „მაკურთხე მე-ცა, მამაო“.
    147.     და ჰრქუა მას ისაკ: „მოვიდა ზაკუვით ძმაჲ შენი და მიიღო კურთხევაჲ იგი შენი“.
    148.     და რომელ-იგი თქუა, „ზაკუვით“, გამოაჩინებს ზრახვითსა, რამეთუ განმზადებულ იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ განჴორციელებად და ხატი მონისაჲ შთაცუმად.
    149.     რაჲთა მის მიერ გამოუჩინებელ შობითა მოიღოს კურთხევაჲ მამისაგან და მოგუეცეს ჩუენცა, რომელთა გურწამს იგი.
    150.     „და ესავს ვითარცა ესმა, თქუა: მართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ აჰა ესერა, ორჯერ შემიტყუვა მე, მიმიღო პირმშოებაჲ ჩემი და აწ მიმიღო კურთხევაჲ ჩემი“.
    151.     „და უთქმიდა ესავ იაკობს და იტყოდა გულსა თჳსსა: ოდესმე მოახლდენ დღენი სიკუდილისანი მამისა ჩემისანი, რაჲთა მოვკლა იაკობ ძმაჲ ჩემი“.
    152.     ვითარცა განცხადებულად აქა წინაჲსწარ თქუეს წიგნთა ესავის მიერ ყოფადთა მათთჳს,
    153.     რამეთუ სიტყუაჲ იგი მამად ერისა გამოჩნდებოდა, რომელ-იგი შემდგომად ჴორცითა ვნებასა მას მიეახლა].
    154.     ჰრქუა მოსეცა ყუედრებით ერსა მას: „მაგას უფალსა ეგრე მოაგებთ, არამე ესე თავადი არსა მამაჲ შენი?“ გამოუჩინა წერილმან მან, რაჲთა გულისხმა-ვყვნეთ თქუმულნი იგი.
    155.     და რომელ-იგი თქუა ესავ, ვითარმედ: „ოდესმე მოახნდენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი“ – დღისა მისთჳს აღვსებისაჲსა,
    156.     რომელ მახლობელ იყო სიტყუაჲ იგი მამათა მიმართ სახარებისაჲ სასუფეველისათჳს.
    157.     ხოლო რომელსა-იგი იტყჳს, ვითარმედ: „მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი“, – რაჲთა გამოჩნდეს კაცი იგი,
    158.     რომელ მსგავსად ჴორცითა იაკობისგან შობილ და მათგან ძელსა ზედა დამოკიდებულ.
    159.     და ჰრქუა ესავ: „არა დამიმარხეა კურთხევაჲ, მამაო?“
    160.     რამეთუ იყო ყოვლითურთ დუმილი ღმრთეებისაჲ, მსგავსად ჴორცთა ქრისტესთა თანა დამკჳდრებულ
    161.     და მან ჰრქუა მას: „უკუეთუ უფლად დავადგინე იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი დავამონენ მას,
    162.     იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, და აწ შენ რაჲ გიყო, შვილო?“ „და შეეწყალა ისაკს.
    163.     აღიმაღლა ესავ ჴმითა მაღლითა და ტიროდა“.
    164.     და რომელსა-იგი იტყჳს, ვითარმედ: „შეეწყალა ისაკს“, შეწყალებასა სიტყჳთა მით ერისა მის შეცოდებათათჳს მოასწავებს,
    165.     რამეთუ მჴსნელი იგი ვედრებით მამასა ეტყოდა: „მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
    166.     და მაღლად ჴმასა მას და ტირილსა ესავისსა შენანებასა საქმეთა მათთჳს, რომელ ქმნნეს, გჳჩუენებს, ვითარცა საქმესა მას მოციქულთასა წერილ არს:
    167.     „ვითარცა ესმა ესე, დაწუხნეს და ჰრქუეს პეტრეს და მოციქულთა მათ: „რაჲ-მე ვყოთ, ძმანო? და მათ ჰრქუეს: „შეინანეთ, გრწმენინ სახელი იესუ ქრისტესი,
    168.     და მოიღოთ მადლი და ნიჭი სულისა წმიდისაგან, რამეთუ თქუენდა არიან აღთქუმანი ესე
    169.     და შვილთა თქუენთა და ყოველთა შორიელთა, რომელთა მოუწოდის უფალი ღმერთი ჩუენი“.
    170.     აწ ესე არს კურთხევაჲ იგი, რომელსა ეძიებდა ესავ წინანდელსა ჟამსა, არამედ რამეთუ არღა იყო ჟამი.
    171.     ხოლო წინაჲსწარმეტყუელებით ისაკ ყოფადთა მათთჳს იტყოდა: „აჰა, აწ სიპოხისაგან ქუეყანისა იყო მკჳდრობაჲ შენი და ზესკნელს ცუარისაგან ცისაჲსა.
    172.     და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე.
    173.     ხოლო იყოს, ოდესმე განიჴსნე და განაგდო უღელი მისი ქედისაგან შენისა“.
    174.     აწ სიტყუასა მას ნეტარისა ისაკისსა კურთხევისა ხოლო-მე ძალი აქუნ ანუ წინაჲსწარმეტყუელებისაჲცა?
    175.     რამეთუ თანა-გუაც გულისხმის-ყოფად ყოფადთა მათთჳს, რამეთუ თქუა: „აჰა ესერა სიპოხისაგან ქუეყანისაჲსა იყოს მკჳდრობაჲ შენი, და ცუარისაგან ცისაჲსა ზეგარდამო“.
    176.     რამეთუ იყო დამკჳდრებაჲ ერისაჲ მის ქუეყანასა მას ქამისსა, რომელ-იგი განუნაწილა მათ ისუ, ძემან ნავესმან, და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „ცუარისგან ზეცისაჲსა“,
    177.     რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იგი ვითარცა ღრუბლისაგან ცუარსა გარდმოუტევებდეს მათ ზედა სიტყუასა მას ღმრთისასა.
    178.     ხოლო რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდიო“, რამეთუ მარადის ერი იგი არა დასცხრებოდა წყობად და ბრძოლად გარემოჲს ნათესავთა მათ,
    179.     რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს, ვითარცა წიგნნი გჳჩუენებენ.
    180.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „ძმასა შენსა ჰმონებდე“, მოასწავა ამათ ჟამთათჳს, რომელსა მახლობელ იყო ქრისტე მოხედვითა ძმათა თჳსთა,
    181.     რომელ მსგავსად ჴორცთა, რომლისათჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი ასწავებს დამორჩილებად და მონებად.
    182.     ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „განჰჴსნდე [და განაგდო] უღელი მისი ქედისაგან შენისა“.
    183.     არამედ რომელი უღელი, არამედ შჯულისაჲ მის ედვა მას ზედა, რაჲთა ვითარცა მონანი უღელსა ქუეშჱ შჯულითა მით ცხოვნდებიან,
    184.     არამედ ვითარცა განთავისუფლებულნი სახარებისა მის სარწმუნოვებითა ცხოვნდებიან.
    185.     ვითარცა ნეტართა მათ წინაჲსწარმეტყუელთა ნათესავითი ნათესავად ქრისტეს ზრახვასა მას წინაჲსწარ ქადაგებდეს. და სამართალი ჩუენდა მომართ განცხადებულად გჳჩუენა.
    186.     ვინ-მე შეორგულდეს ესევითართა განცხადებულთა თქუმულთა,
    187.     უკუეთუ წარსრულთა მათთჳს და მომავალთა ჩუენგან ეძიებენ, რავდენ არა უფროჲს ყოფადთა მათთჳს წინაჲსწარ ჰრწმენეს?
    188.     აწ გულისხმა-ყოფილ თქუმულნი იგი ისაკისნი.
    189.     მოვიდეთ იაკობისთა მათ-ცა კურთხევათა, რომელ-იგი ძეთა მიმართ მისთა.
    190.     რამეთუ იტყჳს წერილი ესრე, ვითარმედ: „იხილნა იაკობმან ძენი იგი იოსებისნი და ჰრქუა: ვინ არიან ესენი? და მან ჰრქუა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე უფალმან აქა.
    191.     და ჰრქუა: მომაახლენით ჩემდა, რაჲთა ვაკურთხე იგინი“.
    192.     და თუალნი იაკობისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ჰხედვიდა, და მიაახლნა იგინი წინაშე მისსა, და ჴელნი მოასხნა და ამბორს-უყო მათ და ჰრქუა ისრაჱლმან იოსებს:
    193.     აჰა, ხილვასა პირისა შენისასა არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენნა ღმერთმან ნაშობნიცა შენნი.
    194.     და აღჰმართნა იგინი იოსებმან უბეთა მისთაგან და თაყუანის-სცეს პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა ზედა.
    195.     და წარმოადგინნა იოსებ ორნი იგი ძენი თჳსნი: ეფრემ მარჯუენით მისა, მარცხლ ისრაჱლისა, და მანასე – მარცხენით მისა, მარჯულ ისრაჱლისა.
    196.     და მიაახლნა იგინი მას.
    197.     და განყო ჴელი თჳსი მარჯუენე ისრაჱლმან და დასდვა თავსა ეფრემისსა, მრწემისა ძმისასა, და მარცხენე – თავსა ზედა მანასესსა ჴელნი ერთი ერთსა ზედა გარდართხმით.
    198.     აკურთხნა იგინი და თქუა: „ღმერთო, რომლისა წინაშე სათნო-გიჩნდეს მამანი ჩემნი აბრაჰამ და ისაკ, ღმერთო, რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან აქამომდე,
    199.     ანგელოზმან შენმან, რომელმან მიჴსნა მე ყოველთა ჭირთა ჩემთაგან, აკურთხენ ყრმანი ესე,
    200.     და ეწოდენ ამათ ზედა სახელი ჩემი და სახელი მამათა მათ ჩემთაჲ – აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდენ განმრავლებითა დიდითა ქუეყანასა ზედა“.
    201.     ესე თქუა წინაჲსწარმეტყუელმან მან, დიდი ზრახვაჲ გჳჩუენა ჩუენ ჴელთა მათ ერთი ერთსა ზედა გარდასხმითა და უმრწემესსა მას ძესა იოსებისსა,
    202.     ეფრემს, მარჯულ დადგინებითა და მანასჱ, რომელ-იგი პირმშოჲ იყო – მარცხენით.
    203.     გჳჩუენებს მათ გამო ორსა წოდებასა და ორსა ერსა ყოფადსა და მრწემი იგი სარწმუნოვებითა მარჯულ ქრისტესა პოვნილ,
    204.     ხოლო პირველი იგი ერი, რომელნი შჯულითა იქადოდეს, მარცხენით დადგინებულ, რომლისათჳს ვერ გულისხმა-ეყო იოსებსა და ყოფადი იგი წინაჲსწარმეტყუელისა მისგან,
    205.     ჰგონებდა, ვითარმედ დაავიწყდა მამასა მას, რომლისათჳს უპყრა ჴელი მისი და ჰრქუა: „არა ეგრე, მამაო, არამედ ესე არს პირმშოჲ.
    206.     დასდევ მარჯუენე ჴელი შენი თავსა ზედა მისსა“.
    207.     და მან ჰრქუა: „უწყი, შვილო, უწყი, ესეცა დიდ იყოს და აღმაღლდეს.
    208.     ხოლო ძმაჲ მისი უმრწემესი უმაღლეს მისა იყოს“.
    209.     და დასუა ეფრემი ზეშთა მანასესა.
    210.     არამედ რამეთუ გამოუჩინებელი დიდ არს წიგნთა შინა წმიდათა.
    211.     და უშურველად გამოვთქუათ, რომლითა სიტყჳთა საკუთარ-იყვნა ორნი იგი ძენი იოსებისნი,
    212.     რამეთუ ჰრქუა მას: „ორნი ეგე შვილნი, რომელ გამოჴდეს ეგჳპტეს შენგან, ვიდრე შთასლვადმდე ჩემდა ეგჳპტედ,
    213.     ჩემდა იყვნენ; ეფრემ და მანასჱ, რუბენის და სჳმეონისებრ იყვნედ ჩემდა.
    214.     და სხვა ამიერითგან, რავდენ გესხნენ შვილნი, შენდა იყვნედ“.
    215.     ამას მოგუასწავებს, რამეთუ ათორმეტ იყვნეს ძენი იგი იაკობისნი, რომელთაგან ათორმეტნი ნათესავნი იყვნეს
    216.     ორნი იგი ძენი იოსებისნი ორად ნათესავად განყვნა და იქმნეს ათსამეტ ნათესავ.
    217.     ნათესავი იგი იოსებისი ორთა მათ ძეთა განუყო და ესე არა თუ ცუდად რაჲმე,
    218.     რამეთუ პავლჱ მოციქული მეათცამეტედ მოციქულთა მათ [შემდგომად] იწოდა, რიცხუსა ნათესავთასა შეერთო და მოციქულ ნათესავთა იჩინა.
    219.     აწ წმიდათა წიგნთა გონებანი ჩუენნი სათნო-ყვნეს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ გამოცდილად.
    220.     ვიხილოთ შემდგომად ამისა რასა-ძი იტყჳს, რამეთუ იტყჳს: „მოუწოდა იაკობ ძეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: „შემომიკერბით და გითხრა.
    221.     რაჲ-იგი ყოფად არს თქუენდა შემდგომთა მათ ჟამთა, მოკერბით და ისმინეთ ძეთა მაგათ იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენი[საჲ] და რომელსა-იგი იტყჳს, ვითარმედ:
    222.     „შემომიკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ყოფად არს თქუენდა მომავალთა ჟამთაო“, ესე წინაჲსწარმეტყუელება არს და არა კურთხევა.
    223.     კურთხევაჲ, რაჟამს ვინმე იკურთხის, მის ზედა ითქჳს.
    224.     ხოლო წინაჲსწარმეტყუელებაჲ იქმნის საქმისათჳს რაჲს-მე აღსრულებისა.
    225.     და წიგნთა შინა უთქუამს, ვითარმედ: „ყოველნი ესე ძენი იაკობისნი ათორმეტნი.
    226.     ამას ეტყოდა მამაჲ იგი თჳსი და აკურთხნა იგინი თითოვეულად მსგავსად კურთხევისა მათისა“.
    227.     და ვითარ-მე ერთობა აქუნდეს ყოფადთა მათ, ოდეს-მე წინაჲსწარმეტყუელებაჲ განცხადნეს, ანუ ოდეს-მე კურთხევაჲ იგი ითქუას?
    228.     ამით თანა-გუაც გულისხმის-ყოფაჲ, ვითარმედ მათვე სიტყუათა შინა კურთხევანი-ცა არიან, წინაჲსწარმეტყუელებანიცა, რაჲთა კურთხევანიცა იგი დაადგრენ მის ზედა,
    229.     რომელი იუდაჲსგან იშვა და რომელი-იგი იოსების მიერ მოგუესწავა და რომელი-იგი ლევისგან მღდელ მამისა გამოვიდა.
    230.     ხოლო წინაჲსწარმეტყუელებანი იგი მათ ზედა, რომელნი-იგი მჴდომად აღდგეს და ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს.
    231.     უკუეთუ ესე ესრეთ არს, თჳთ წიგნნი გუასწავებენ ჩუენ,
    232.     რამეთუ იტყჳს: „რუბენ, პირმშოჲ ჩემი, შენ დასაბამ და ძლიერება შვილთა ჩემთა; ფიცხლად აღიზარდე და ფიცხლად ამპარტავან.
    233.     მაგინე ვითარცა წყალი.
    234.     ნუ-მცა აღსდუღნები! რამეთუ აჰჴედ სარეცელსა მამისა შენისასა; მაშინ შეაგინე ცხედარი იგი, რომელსა აჰჴედ“.
    235.     აწ რაჲ-მე ვთქუათ: წინაჲსწარმეტყუელება-მე არსა ესე ანუ კურთხევა? და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „ფიცხლად მოიზარდე და ფიცხლად და ამპარტავანად“.
    236.     რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „აჰჴედ სარეცელსა მამისა შენისასა, მაშინ შეაგინე ცხედარი იგი, რომელსა ზედა აჰჴედო“ – უფროჲს,
    237.     რამეთუ შეტყუება ჩას, ანუ ყოფილთა საქმეთათჳს, ანუ ყოფადთათჳს.
    238.     ვინ უწყის, თქუას ვინმე, ვითარმედ ამისთჳს თქუაო, რამეთუ რუბენ დაწვა ბალაჲს თანა, ხარჭისა მის მამისა თჳსსა, რამეთუ შეაგინა სარეცელი მამისა თჳსისაჲ.
    239.     უკუე იპოვების მსგავსად სიტყჳსა მის მისისა წინაჲსწარმეტყუელისა მის მიერ სხუაჲ სხუად თქუმულ.
    240.     და სიტყუასა მას მისსა, ვითარმედ: „შეკერბით ძენი ეგე იაკობისნი და გითხრა, რაჲ-იგი ყოფად არს თქუენდა შემდგომთა მათ ჟამთა“,
    241.     ამას ყოფადთა საქმეთათჳს რასა-მე იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი? აწ ვითარ-მე შევჰრაცხოთ იგი ყოფილთა საქმეთათჳს?
    242.     წინაჲსწარმეტყუელებაჲ მის ზედა არნ, რომელი ყოფადთა საქმეთათჳს წინაჲსწარმეტყუელებნ და არა ყოფილთათჳს.
    243.     და არარაჲ დიდ არს და არცა დასაკჳრვებელ, უკუეთუ წინაჲსწარ ორისა და სამისა წლისა ხილულ რაჲმე არს ჩუენ შორის, სხუაჲ თუ წინაჲსწარმეტყუელებით სხუათა მიმართ მითხრობილ.
    244.     და ჩუენ თუალითა ვიხილნეთ ყოფილნი იგი.
    245.     აწ გამოვაჩინოთ წინაჲსწარმეტყუელი იგი], ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი, რამეთუ იტყჳს: „რუბენ, პირმშოჲ ჩემი, შენ ძლიერებაჲ ჩემი, დასაბამი შვილთა ჩემთაჲ“.
    246.     და ამას რომელნიმე მაცხოვრისა ზედა წარმოიღებენ, ვითარმედ მამაჲ ზეგარდამო სიტყჳთა მით ძესა თჳსსა ეტყჳსო.
    247.     არამედ რომელ-იგი შემდგომად სიტყუანი მოვლენან, სავნებელ იქმნის მკითხველთა და მსმენელთა.
    248.     და თუ ჰგონებდეს ვინმე მას ქრისტესა თქუმულად, რომელსა-იგი იტყჳს, ვითარმედ: „ფიცხლად აჰღორძნდიო და ფიცხლად ამპარტავან“,
    249.     და სხუასა მას განწესებულად ავნებდეს.
    250.     არამედ არა ეგრე, რომელ ჰგონებენ, ვითარმედ პირმშოჲ ძჱ იყო იაკობისი და ერი იგი პირმშო შჯულითა მით წოდებულ მკჳდრად ერად.
    251.     და საქმენი იგი რუბენისნი, პირმშოჲსა მის, ამსგავსნა ყოფადთა მათ საქმეთათჳს პირველისა მის ერისაგან.
    252.     და რომელ-იგი თქუა: „რუბენ, პირმშოჲ ჩემი, შენ ძლიერებაჲ ჩემი, დასაბამი შვილებისა ჩემისაჲ“,
    253.     შემძლებელ არს იაკობ რუბენის ზედა, ხოლო რომელი-იგი თქჳს: „ფიცხლად აღიზარდე და ფიცხლად ამპარტავანო“,
    254.     ჰხედვიდა სულითა ურჩებასა და ურწმუნოვებასა ნათესავისა მისისასა.
    255.     რამეთუ მოსე-ცა მათა მიმართ მსგავსად მისა ეტყოდა: „თქუენ ერი ქედფიცხელი ხართ.
    256.     ნუ-მცა განრისხნების თქუენ ზედა უფალი და აღგჴოცნეს თქუენ.
    257.     ხოლო რომელი თქუა იაკობ, ვითარმედ: „მაგინე, ვითარცა წყალი ნუმცა აღსდუღნებიო“, შეამოკლა მათგან ჴორციელობაჲ, რამეთუ შეაგინეს მათ შჯული და შეურაცხ-ყვეს,
    258.     რომელ-იგი მათა მიმართ მის მიერ იქადაგა და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „აჰჴედ სარეცელსა მამისა შენისასა, მაშინ შეაგინე ცხედარსა, რომელსა აჰჴედო“.
    259.     სარეცელს და ცხედარს იტყჳს წმიდათა მათ ჴორცთა, რომლისა მიერ წმიდანი ვითარცა ცხედარსა განსუენებულ არიან,
    260.     რომელი-იგი წინანდელთა ჟამთა უკეთურთა შეურაცხ-ყვეს ძმრისა მის მიპყრობითა და ლერწმითა თავსა მას ცემითა,
    261.     რომელსა ჴელითა ყურიმალსა სცემდეს და სამშჭუალითა ჴელთა მათ დამშჭუალვიდეს.
    262.     ესე ყოველი უყვეს მას ურჩთა მათ და ურწმუნომან მან ერმან და მღდელთა მათ და მწიგნობართა და ყოველმან ერმან ჴელმწიფებითურთ მათით.
    263.     ამისთჳსცა საქმეთა მათთა არა გარჱ-წარჰჴდა ნეტარი იგი წინაჲსწარმეტყუელი და არცა ეზიარა უკეთურთა ზრახვათა მათთა,
    264.     არამედ განაშორა თავი თჳსი ეგევითართა მათ მანქანითთა საქმეთა მათთა.
    265.     რამეთუ იტყჳს: „სჳმეონ და ლევი, ძმათა, აღასრულეს უშჯულოვებაჲ შეთქუმულებითა მათითა.
    266.     ზრახვასა მათსა ნუ შეერთვინ სული ჩემი და კრებასა მათსა ნუ ეზიარებინ შინაგანი ჩემი, რამეთუ რისხვითა თჳსითა მოწყჳდეს კაცი
    267.     და გულისწყრომითა თჳსითა კირნი დაჰკუეთნეს კუროსა, იწყევენ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ ამპარტავანებით იყო, და განრისხებაჲ მათი სიფიცხლით იყო.
    268.     განვყვნე იგინი შორის იაკობსა და განვაბნინე შორის ისრაჱლსა.
    269.     და ვინ უწყის ესე, ეგონოს ვისმე, ვითარმედ სიკიმელთათჳს თქუა ნეტარმან იაკობო გინებასა მას ორთა მათ ძეთა, სჳმეონ და ლევი,
    270.     რამეთუ ზაკუვით დაიმორჩილნეს სიკიმელნი იგი წინადაცუეთად დინაჲსთჳს, დისა თჳსისა, რომელი შეაგინა ემორ, ძემან სჳქემისმან.
    271.     რომელნი „შევიდეს შემდგომად სამისა დღისა, მოწყჳდნეს ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სიკიმას და საცხოვარი მათი წარტყუენეს“.
    272.     ხოლო არა ესრე იყო, არამედ იგინივე წინაჲსწარ იტყოდეს მამისა მისთჳს მიზეზსა, ვითარმედ: სამართალი ქმნესო.
    273.     ჰრქუა მამამან მათმან, ვითარმედ: „საძულველ მქმენით მე და მტერ ყოვლისა, რომელნი დამკჳდრებულ არიან ქუეყანასა მას ქანანელთასა და ფერეზელთასა და მე მცირედ ვარ რიცხჳთა.
    274.     ნუუკუე შეკრბენ ჩემ ზედა და დამცენ მე და აღმჴოცონ მე და ერი ჩემი.
    275.     და მათ მიუგეს და ჰრქუეს: და რაჲსა როსპიკებრ ითრიეს დაჲ იგი ჩუენი?“ უკუეთუ ესე ესრეთ არს, საქებელ არიან სიტყუასა მას და არა საგმობელ,
    276.     რომელთა ესევითარი სახჱ სიყრმისაჲ აქუნდა და აღიშურვეს დისა მის მათისათჳს, შეგინებისა ძისა მისთჳს სჳქემისა.
    277.     და თჳთ თავადმან იაკობ შემდგომად ამისა მინიჭებითა ქალაქისა მის ნეტარსა მას იოსებს ჰრქუა:
    278.     „მე მიგცემ შენ სიკიმასა საზეპუროსა ჩემსა უმეტჱს ძმათა შენთა, რომელი დავიპყარ ამორეველთაგან მახჳლითა და მშჳლდ-კაბარჭითა ჩემითა.
    279.     უკუეთუ ეგრეთ არს, თჳთ იაკობ განამართლებს სიკიმელთა მათ მოსრვისათჳს, აწ სადა აღესრულების წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი,
    280.     ვითარმედ: „სჳმეონ და ლევი აღასრულეს უშჯულოვებაჲ ერთობითა თჳსითა.
    281.     ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და კრებასა მათ ნუ ეზიარებინ თავი ჩემი“?
    282.     იკითხე სახარებისაგან და ჰპოვნე წერილნი იგი, რამეთუ ნათესავისაგან სჳმეონისა იყვნეს მწიგნობარნი იგი და ლევის ნათესავისაგან – მღდელთ-მოძღუარნი იგი.
    283.     და რამეთუ მათითა ზრახვითა და ნებითა მიეცა ქრისტე და მათ მიერ მოიკლა, წინაჲსწარ უწყოდა წინაჲსწარმეტყუელმან მან და იტყოდა ზრახვასა მათსა.
    284.     რომელსამე იტყჳს, მას ზრახვასა იტყჳს, რომელსა ზრახვიდეს ქრისტეს ზედა, რომლითა ზაკუვით მოაკუდინეს იგი, ვითარცა ესაია იტყჳს:
    285.     „ვაჲ მათა, რამეთუ ზრახეს ზრახვაჲ უკეთური თავთა თჳსთათჳს, რამეთუ თქუეს: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნე[ლე]ბელ მექმნა ჩუენ“.
    286.     „და კრებასა მათსა ნუ ეზიარებინ სული ჩემი“, რამეთუ მას ჟამსა შეკრბეს მის ზედა მღდელთმოძღუარნი იგი და წინამძღუარნი ერისანი,
    287.     შეკრბეს სახლსა მას მღდელთმოძღურისა მის კაიაფაჲსა სიკუდილისა ძიებად მის ზედა.
    288.     „რამეთუ რისხვითა თჳსითა მოწყჳდნეს კაცნი“: რომელნი კაცნი, არა თუ ნეტარნი იგი წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი მოვლინებულ მათა იყვნეს,
    289.     და „გულისთქუმითა თჳსითა კირნი დაჰკუეთნეს კუროსა“.
    290.     გულისთქუმაჲ მათი თქუა სოფლისაჲ ამის, რომელთა გულისთქუმითა ამის სოფლისაჲთა წარწყმიდეს ზეცისაჲ იგი წინამძღუარი ცხორებისაჲ, ვითარცა ზუარაკი დასცეს.
    291.     ამისთჳს იწყევენ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ ამპარტავანებით, და რისხვაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ.
    292.     გულისწყრომასა მათსა იტყჳს რისხვასა, რომელსა შინა მარადის იყვნეს განფიცხებითა ქედთა თჳსთაჲთა სულისა წმიდისა მიმართ მჴდომნი.
    293.     „განვყვნე იგინი იაკობსა შორის და განვაბნინე იგინი ისრაჱლსა შორის“.
    294.     ვინ იყო იაკობ, ანუ ვინ არს ისრაჱლ? არამედ წმიდაჲ იგი პირმშოჲ ძჱ ღმრთისაჲ, რომელსა არა დაემორჩილნეს და განიბნინეს ცის კიდეთა, წარტყუენულ მტერთაგან იქმნეს.
    295.     და რამეთუ წინაჲწარ ვთქუთ, ვითარმედ თქუმულთა მათ შინა არიან კურთხევანი იგი, უმჯობეს არს დამორჩილებად სწავლისმოყუარეთა არა თუ სიტყჳთ ხოლო გამოჩინებით,
    296.     არამედ ძალითურთ თქუმულთა მათ განცხადებულად რაჲ-იგი წინა-გჳც; რამეთუ ეტყჳს კურთხევით იუდას ესრე: „იუდა, შენ გაქებენ ძმანი შენნი.
    297.     ჴელნი შენნი ბეჭთა ზედა მტერთა შენთასა, თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.
    298.     ლეკუ ლომის, იუდა, აღმოცენებისაგან, შვილო ჩემო, გამოჰჴედ, აჰჴედ, ინაჴ-იდგ ვითარცა ლომმან და ლეკუმან ლომისამან, ვინ აღადგინოს იგი?
    299.     ნუ მოაკლდებინ მთავარი იუდაჲსგან და არცა ჴელმწიფჱ წყვილთა მისთაგან ვიდრემდის მოვიდეს, რომელსა-იგი ემარხვის და იგი იყოს სასო ნათესავთა.
    300.     გამოაბას ვენაჴსა კარაული თჳსი და მასკნესა ვენაჴისასა კიცჳ კარაულისაჲ.
    301.     განრცხეს ღჳნითა სამკაული თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა სამოსელი თჳსი.
    302.     მხიარულ არიან თუალნი მისნი, ვითარცა ღჳნითა, და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა“.
    303.     ვითარ-მე ეგების სიტყუაჲ ესე მსგავსად ზეშთა-თქუმულისა მის, რომელ-იგი რუბენისთჳს ითქუა, რამეთუ მუნ ეტყჳს: „სიფიცხლით ჰხჳდოდე და სიფიცხლით წარმდებ-იქმენ,
    304.     მაგინე, ვითარცა წყალი, ნუმცა აღსდუღნებიო, რამეთუ აჰჴედ სარეცელსა მამისა შენისასა, მაშინ შეაგინე ცხედარი, რომელსა აჰჴედ“.
    305.     და რომელი თქუა, ვითარმედ: „წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ ამპარტავანებით იყო, და რისხვაჲ იგი, რომელი სიფიცხლით იყო“,
    306.     ესე სიტყუანი არა კურთხევისანი არიან, არამედ შეტყუებისანი.
    307.     წინაჲსწარმეტყუელებით მათ ზედა განცხადნა და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „იუდა, შენ გაქებენ ძმანი შენნი,
    308.     ჴელნი შენნი ბეჭთა ზედა მტერთა შენთასა, თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანიო“, ესევითარი ესე კურთხევად შეჰგავნ,
    309.     ვინ უწყის, [ს]თქუა, რომლითა სიტყჳთა ღირს-იქმნა წინაჲსწარმეტყუელი იგი კურთხევისა მის მიფენითა იუდაჲს ზედა, ხოლო წინანდელთა მათ ზედა არა ესრე.
    310.     ისწავეს, რამეთუ იუდას ნათესავისაგან განმზადებულ იყო დავითი შობად, და დავითისგან ჴორცთა შესხმად – ქრისტე.
    311.     წინაჲსწარ უწყოდა სულითა განმზადებულთა მათთჳს.
    312.     აკურთხა, რომელი-იგი იუდაჲსგან დავითი იყო და მისგან – რომელი-იგი ჴორცითა შობად იყო ქრისტე, რაჲთა არა სულიერად იგი ხოლო კურთხევაჲ ღმრთისაგან მოიღოს,
    313.     არამედ ჴორცითა-ცა კურთხეულად გამოჩნდეს, ვითარცა იერემია იტყჳს, ვითარმედ: „წინაჲსწარ ვიდრე გამოსახვადმდე შენდა მუცელსა შინა გიცან შენ
    314.     და ვიდრე არღა გამოსრულ იყავ საშოსა, განგწმიდე შენ და წინაჲსწარმეტყუელად წარმართთა დაგადგინე შენ“.
    315.     რომელი-იგი მუცლით წმიდაჲ გამოსრულ არს, ამა ღმრთისა მიერ, კურთხეულ არს.
    316.     არამედ სთქუა, ვითარმედ: რაჲსა ლევის ნათესავი ესრე არა აკურთხა?
    317.     რამეთუ ვპოვე[თ] ლევის ნათესავისაგან ქრისტე მღდელად მამისა გამოჩინებულ, შერთვისათჳს ნათესავისა მის ლევისა გუნდსა მას იუდაჲსსა.
    318.     რაჲთა მათ ორთაგან მეუფედ და მღდელად და ძედ ღმრთისა გამოჩნდეს.
    319.     და იაკობ დახედა საქმესა მას მღდელთ-მოძღუართასა ანაჲსსა და კაიაფაჲსსა, რომელთა იკადრეს შეხებად ძისა მის ღმრთისა.
    320.     და რამეთუ იყვნეს იგინი ნათესავისაგან ლევისნი, არა აკურთხა ლევი, არამედ უფროჲს, რამეთუ შეატყუბნა იგინი.
    321.     ხოლო რაჟამს მოვიდა ნეტარი იგი მოსჱ, რომელი-იგი აჰრონისგან და ლევისგან იშვა ქრისტე,
    322.     აკურთხა და თქუა: „მიეცით ლევის განცხადებულებაჲ მისი და სამართალი მისი კაცსა წმიდასა“.
    323.     სადა რომელ-იგი დააკლდეს კურთხევანი იაკობისგან, მოვიდა და აღასრულა მოსჱ.
    324.     და აწ მაგისთჳს მისსა მას განწესებულსა კურთხევასა ვთქუათ სიტყუაჲ.
    325.     ხოლო აწ რაჲ-იგი წინა-გჳც, მისთჳს ვთქუათ, რამეთუ იტყჳს: „იუდა, შენ გაკურთხევდეს ძმანი შენნი,
    326.     ჴელნი შენნი ზედა ბეჭთა მტერთა შენთასა თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი“.
    327.     რომელთა ძმათა აქებს და თაყუანის-სცეს მას, არა თუ მოციქულთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა უფალი: „ძმანო ჩემნო და თანამკჳდრნო?“
    328.     ხოლო, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: „ჴელნი შენნი ზედა ბეჭთა მტერთა შენთასა“, რამეთუ განპყრობითა მკლავთა მისთაჲსა „განძლიერდა ზედა მტერთა მათ,
    329.     არცხჳნა ჴელმწიფებათა მათ“, გინა თუ ჴორციელად ყოფადთა საქმეთათჳს იქმნა უფალ და მსაჯულ ყოველთა ზედა მამისა მიერ გამოჩინებულ.
    330.     „ლეკუ ლომისა იუდა. აღმოცენებისაგან, შვილო ჩემო, გამოჰჴედ“.
    331.     „ლომს“ და „ლეკუ ლომის“ თქუმულ განცხადებულად ორკერძო-ვე სახჱ გჳჩუენა მამისაჲ და ძისაჲ.
    332.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „აღმოცენებისაგან გამოჰჴედ, შვილო“, რაჲთა განჴორციელებითა შობაჲ იგი ქრისტესი გჳჩუენოს,
    333.     რომელ-იგი მუცელსა მას ქალწულისა სულისა წმიდისა მიერ განჴორციელებითა აღმოსცენდა მისგან
    334.     და ვითარცა ყუავილი და სულნელებაჲ სოფლად მოვიდა და გამოგუეცხადა და რამეთუ ლეკუ ლომის მის ზედა ითქუა, ვითარცა სულისა წმიდისაგან მამისა მიერ შობილი, და მეუფჱ მეუფისა მიერ მივლინებული.
    335.     არავე დადუმნა ამისთჳს მსგავსად ჴორცთა, არამედ ჰრქუა: „აღმოცენებისაგან გამოჰჴედ, შვილო“.
    336.     რამეთუ ესაჲაცა იტყჳს: „გამოჴდეს კუერთხი ძირისაგან იერესისა და ყუავილი მისგან გარდაეფინოს“.
    337.     აწ ძირი იგი იესესი იყო მამათაჲ მათ ნათესავი, ვითარცა ძირი იყო ქუეყანასა ზედა დანერგულ
    338.     და კუერთხ მათგან გამოჩინებულ მარიამისთჳს, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ნათესავისა დავითისა.
    339.     ხოლო ყუავილი იგი, რომელ გარდაეფინა მისგან, ქრისტე არს, რომელ-იგი წინაჲსწარმეტყუელებით თქუა იაკობ: „აღმოცენებისაგან გამოჰჴედ, შვილო“.
    340.     ხოლო რომელ-იგი თქუა, „აჰჴედ, ინაჴ-იდგ, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან“.
    341.     სამისა დღისა ძილსა მას იტყჳს, რომელ დაადგრა გულსა ქუეყანისასა, რომელი-იგი თჳთ უფალმან წამა და თქუა: ვითარცა იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღჱ და სამ ღამჱ,
    342.     ეგრეცა თანა-აც ძესა კაცისასა ყოფად გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“.
    343.     და დავით წინაჲსწარ იტყჳს: „მე დავწევ, დავიძინე, განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე“.
    344.     ეგრეცა იაკობ იტყჳს, ვითარმედ: „ვინ აღადგინოს იგი? „და არა ესრე თქუა, ვითარმედ: „არავინ აღადგინოს იგი“, არამედ თქუა „ვინო“,
    345.     რამეთუ გულისხმის-საყოფელ არს „მამისა, რომელმან აღადგინა ძჱ იგი თჳსი მკუდრეთით“.
    346.     და პეტრჱ იტყჳს: „რომელი ღმერთმან აღადგინა, განჰჴსნნა საკრველნი ჯოჯოხეთისანი, რამეთუ ვერ ეგებოდა მისა, ვითარმცა დაეყენა მის მიერ“.
    347.     და მერმე ჭეშმარიტად გჳჩუენებს მსგავსად ჴორცთა შობასა მას მისსა, რამეთუ იტყჳს: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან და არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა,
    348.     ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი იყოს სასოვება ნათესავთა“.
    349.     და რამეთუ არა მოაკლდა ჴელმწიფჱ, არცა წინამძღუარი ნათესავისაგან იუდაჲსისა ვიდრე მოსვლადმდე ქრისტესა.
    350.     და სახარებასა შინა ეგრევე წამებს.
    351.     და ვითარცა მოვიდა მჴსნელი იგი, იქმნა სასოვება ნათესავთა, რომელნი მოდღენდელად დღესმდე მისა მიმართ რწმუნებულ არიან და ესე განცხადებულ არს,
    352.     რამეთუ ვის მოველით ზეცით ჩუენისა ჴსნისათჳს? არამედ მას, რომლისა განმზადებულ არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელებანი.
    353.     და მერმე იტყჳს: „გამოაბას ვენაჴსა კარაული თჳსი და მასკნესა ვენაჴისასა – კიცჳ იგი ვირისაჲ“, მოგუასწავებს ორსავე მას წოდებასა მისსა მიმართ, ვითარცა ვაზსა გამობმულ
    354.     და მისითა მით სიყუარულითა ურთიერთას შეყოფილ კარაული და კიცჳ ერთად სიტყჳთა აჴსნილ, რომელსა ზედა დაჯდა მჴსნელი იგი და შევიდა იერუსალჱმს.
    355.     და მერმე იწყებს და იტყჳს: „განრცხეს ღჳნითა სამკაული თჳსი“.
    356.     და ვითარ აქა ზრახვითა ნათლის-ღებასა მას მოგუასწავებს, რაჟამს აღმოვიდოდა იორდანით, განწმიდნა წყალნი იგი და მიჰფინნა მადლნი სულისა წმიდისანი.
    357.     სამკაულ თქუნა ჴორცნი და ღჳნო – მამული იგი სული, რომელ გარდამოჴდა მის ზედა იორდანესა.
    358.     „და სისხლითა ყურძნისაჲთა სამოსელი მისი“.
    359.     სამოსელს სიტყჳთა მით მოგუასწავებს ნათესავსა მას, რომელნი ვითარცა სამოსელნი შერაცხილ არიან მისა.
    360.     წინაჲსწარმეტყუელისა მიერ იტყჳს: „ცხოველ ვარ მე – იტყჳს უფალი – არა თუ ყოველნივე იგი ვითარცა სამოსელნი შეიმოსნეს“.
    361.     და რამეთუ ყურძენ და ტევან იგი იყო, რომელ-იგი ძელსა მას ზედა დამოეკიდა,
    362.     რომელსა მას, ვითარცა უგუმირეს გუერდსა, გარდამოეცა სისხლი და წყალი, რომელთათჳსმე ნათლის-ღებად და რომელთათჳსმე მე გამოსაჴსრად,
    363.     მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა: „განრცხეს ღჳნითა სამკაული თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა სამოსელი თჳსი“.
    364.     მაშინღა გამოცხადნების წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა მისთაჲ: „მხიარულ არიან თუალნი მისნი ვითარცა ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძჱ.
    365.     თუალ ქრისტესა იყვნეს წინაჲსწარმეტყუელნი იგი, განმხიარულებულ სულისა ძალითა, რომელნი წინაჲსწარ ქადაგებდეს მისთა მათ ვნებათათჳს,
    366.     რომელნი შემდგომთა ნათესავთა მიმართ მიუთხრნეს, რაჲთა [მისა მი]მართ რწმუნებულ კაცნი ცხოვნდენ.
    367.     ხოლო რომელ-იგი თქუა: „სპეტაკ კბილნი მისნი, ვითარცა სძჱ“, მოციქულთათჳს იტყჳს, რომელნი მითვე სიტყჳთა განწმედილ ვითარცა სძჱ გამოჩნდეს,
    368.     რომელთა ჩუენ ზედაცა მოჰფინეს სულიერი იგი მადლი და ზეცისა საზრდელი.
    369.     და მერმე მონებასა მას უფლისასა იტყჳს, რომელნი გამოსრულ წმიდისა მის პირისაგან სძჱ ჩუენ გუექმნნეს,
    370.     რაჲთა მათგან აღზრდილნი ზეცისასა მასცა პურსა ღირს ვიქმნნეთ ზიარებად.
    371.     და მერმე იტყჳს: „ზაბილონ ზღჳს კიდეს დაემკჳდრენ და თავადი იგი იყოს ნავთ-სადგურ მენავეთა და მისწუდეს ვიდრე სიდონდმდე“.
    372.     აწ ზაბილონისგან გამოჩინებულ მოუწესს ნათესავთა, რომელნი აწ ვითარცა ზღჳს კიდესა სოფელსა ამას დამკჳდრებულ არიან
    373.     და ვითარცა ზღუასა შინა ღელვითა რორინებენ, და მოივლტიან და შეევედრებიან ეკლესიასა, ვითარცა ნავთსადგურსა.
    374.     განსასუენებელ ნავთასა იტყჳს, ვითარცა ქალაქთა შესაკრებელთა ეკლესიისათა, რომელნი არიან სოფელსა ამას ვითარცა ნავთსადგურნი განფენილ
    375.     და შესავედრებელ მორწმუნეთა მისა მიმართ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იგი, იტყჳს: „ქუეყანაჲ ზაბილოვნისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღუასა ზედა, წიაღ იორდანესა!
    376.     ერი, რომელი სხდა ბნელსა, იხილეს ნათელი დიდი და რომელნი სხდეს აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამობრწყინდა მათ ზედა“.
    377.     სარწმუნოვებასა მას ერისასა იტყჳს.
    378.     ხოლო რომელ-იგი თქუა, „მისწუდეს ვიდრე სიდონდმდეო“, გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა, რომელმან აჩუენა სულგრძელებაჲ ვიდრე უკუანა-სკნელადმდე მათა.
    379.     და რომელთა აწ ჰრწამს ნათესავთა, ცხოვნდენ.
    380.     რამეთუ სიდონ ესუა პირმშოდ ნაშობად ქამს.
    381.     ხოლო ქამ მამისა მის შეცოდებათათჳს წყ[ე]ვასა მას ქუეშჱ იყო, რომლისაჲ მის ნათესავისაჲ ჰრწმენა და აწ ქრისტეს მიერ იკურთხევიან.
    382.     „იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა.
    383.     განსუენებულ შორის ნაწილთა და იხილა განსუენებაჲ იგი, რამეთუ კეთილ არს და ქუეყანაჲ იგი, რამეთუ პოხილ მისცნა ბეჭნი შრომასა და იქმნა კაც ქუეყანის-მოქმედ“.
    384.     და იზაქარ გულისხმის-ყოფით მიემსგავსების უფალსა, რომელი-იგი სიყრმითგან კეთილსა ხოლო წადიერ იყო.
    385.     ვითარცა ესაია იტყჳს: „ვიდრე არღა ეცნას ყრმასა მას ხადილი, სახელი მამისაჲ გინათუ დედისაჲ, არა დაემორჩილოს ბოროტსა, არამედ გამოირჩიოს კეთილი“.
    386.     განსუენებულ შორის წინაჲსწარმეტყუელთა მათ ნაწილსა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი მათგან.
    387.     რამეთუ მთასა მას გამოეცხადნეს მოსჱ და ელია მდგომარენი მარჯულ და მარცხლ სიტყჳთა მისა მიმართ, მჴსნელი იგი ვითარცა განსუენებული გამოჩნდეს.
    388.     აწ იხილა განსუენებაჲ იგი წმიდათაჲ, რამეთუ კეთილ არს და ქუეყანაჲ მათი, რამეთუ პოხილ, „მისცნა ბეჭნი თჳსნი შრომასა და იქმნა კაც ქუეყანის-მოქმედ“.
    389.     მისცნა მჴარნი თჳსნი შრომასა სადა უკუე, არამედ ჯუარსა მას, რომელი აღეკიდა და მიაქუნდა?
    390.     და ესაია იტყჳს: „რომელსა ფლობაჲ აქუნდა მჴართა ზედა თჳსთა“, ამან დაასხნა ჴელნი ერქუანსა ზედა და შრომაჲ თავს-იდვა.
    391.     ესე შრომაჲ, რომელ არს ყუედრებაჲ იგი და გინებაჲ, რომელ მის ზედა იყო.
    392.     იქმნა კაც ეკლეს[ი]ისა კეთილისა ნაყოფისა მას შინა დაკრებითა.
    393.     „დან შჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ერთი ნათესავი ისრაჱლისაგანი.
    394.     და იყოს დან ვითარცა გუელი დადარანებული გზასა ზედა, ცემად ტერფთა ჰუნეთასა.
    395.     დაეცნენ მჴედარნი შედგომად მოლოდებითა ჴსნასა უფლისასა“.
    396.     რამეთუ იტყჳს: „დან შჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ერთსა ნათესავსა ისრაჱლისასა“.
    397.     და ესე ნაწილ ერთ იყო სამსონისთჳს, რომელი-იგი ნათესავისაგან დანისა იყო.
    398.     შჯიდა ერსა მას თჳსსა ოც წელ ოდენ.
    399.     ხოლო ყოვლადვე აღესრულების მჴდომის მიმართ, რომელი მსაჯულად უკეთურად და მჴდომად მეფედ შობილ შჯიდეს ერსა თჳსსა,
    400.     მჴდომად, „ვითარცა გუელი [და]დარანებული გზასა ზედა“ ჭეშმარიტებისა მიმართ სიტყჳსა კბენად იწყოს მათა მიმართ, რომელნი მართლ ვიდოდიან.
    401.     არამედ რომელსა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი ცემად ტერფთა ჰუნეთასა მისწუდებოდეს მათ ზედა-ო, რომელნი მართალსა და ცხორებისა გზასა გუასწავებდენ.
    402.     ვითარცა-იგი მოციქულნი განცადნა და იუდა შეიტყუვა და ვითარცა ცხენი დასცა და მას ზედა მჯდომარე იგი სიკუდილდ მისცა.
    403.     და ვითარცა მჴედარი უკუნ-ვარდა, რომელ არს ესე უკუანაჲსკნელთა მათგან ვიდრე წინანდელთამდე, მოლოდებისა ჴსნასა უფლისასა აღადგინა და აჰმართა ადამის ხატი იგი.
    404.     „გად განცდით განცადოს იგი და მანცა განცადნეს იგინი“.
    405.     ადვილად-რე განცდასა იტყჳს უკეთურსა მას შესაკრებელსა მღდელთმოძღუართა და მწიგნობართასა, რომელნი განსცდიდეს მჴსნელსა მას პირად-პირადითა განცდითა,
    406.     უნდა, რაჲთა-მცა მიზეზ რაჲმე პოვეს მის ზედა, რაჲთამცა ზაკუვით შეიპყრეს და მოაკუდინეს იგი.
    407.     ხოლო მან უწყოდა ზრახვანი იგი მათნი და მუნვე გამოცადნა იგინი მისითა მით სამართლითა და მათითა ცოდვითა სიკუდიდ მისცეს.
    408.     ვითარცა-იგი სახარებასა წერილ არს, მას ჟამსა წარდგეს წინაშე მისა ფარისეველნი იგი და ჰრქუეს: „მოძღუარ, მარქუ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ,
    409.     ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?“ და მან ჰრქუა მათ: „გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი და მითხართ მე და მეცა გითხრა, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ:
    410.     ნათლისცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო? ზეცით იყო, ანუ კაცთაგან?“
    411.     ხოლო იგინი ზრახვიდეს გულსა მათსა და იტყოდეს: „უკუეთუ ვრჰქუათ „ზეცით იყო“, მრქუას ჩუენ: „და რად არა გრწმენა მისი?“
    412.     და თუ ვთქუათ, ვითარმედ – „კაცთაგან“, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანესი, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი დიდი იყო.
    413.     მიუგეს და ჰრქუეს. თუ: „არა უწყით“.
    414.     და ჰრქუა: „არცა სამე მე გითხრა, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ“.
    415.     აწ კეთილად წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს: „გად განცადოს იგი, მანცა განცადნეს იგინი“.
    416.     „ასერ, სიპოხჱ მისა პური და იგი ზრდიდეს ჴელმწიფეთა“.
    417.     აქა მოციქულთათჳს მოგუასწავებს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომელნი-იგი განეკრძალნეს და მისცეს ნათესავსა კაცთასა პური იგი ცხორებისაჲ, ამას ქრისტესთჳს გჳჩუენებს.
    418.     პური იგი, რომელი ზეცით გარდამოჴდა, პურ საზრდელ და სასუმელ წმიდათა იქმნა.
    419.     რამეთუ ასერ „სიმდიდრჱ“ ითარგმანების რომელი-იგი მხოლოჲ მდიდარ და შემძლებელ არს ყოველთა,
    420.     რამეთუ თავადი უფალი თავისა თჳსისათჳს წამებს და იტყჳს: „მე ვარ პური იგი გარდამოსრული ზეცით.
    421.     მამათა მათ მანანაჲ იგი ჭამეს უდაბნოსა მას და მოწყდეს, ხოლო რომელმან ჭამოს პური ჩემი, არა იხილოს მან სიკუდილი უკუნისამდე“.
    422.     თანა-გუაც ამისცა გამოძიებად, რამეთუ არა ეგრე იტყჳს, ვითარმედ არა მოკუდესო, არამედ იტყჳს, ვითარმედ: „სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“
    423.     და უკუნითი უკუნისამდე ცეცხლისა ტანჯვითაო, რომელ არს სიკუდილი საუკუნოჲ, რომელი არასადა დასცხრების.
    424.     რამეთუ ამათ ჟამთაჲ ესე საწუთროჲ არს და ყოველთა კაცთა თანა-აც სიკუდილი.
    425.     უკუეთუ ეგე ეგრე არს, არა თუ ამათ ჟამთასა ამას სიკუდილსა იტყჳს უფალი, არამედ განმზადებულთა მათთჳს.
    426.     „ნეფთალემ აღმოცენებულ და აღორძინებულ და ძირ დაბმულ, განშუენებულ“.
    427.     აღმოცენებულ მწუერვალ, რომელნი განთავისუფლებულ სარწმუნოვებითა ერნი იწოდნეს, მოგუასწავებს მათთჳს, რომლითა ყოველნი შემძლებელ ვიქმნებით.
    428.     საღმრთოჲთ კერძო და სულიერ ვენაჴს იტყჳს ქრისტესა.
    429.     რტო და მწუერვალ არიან წმიდანი, რომელთა ჰრწამს იგი, და ტევან – მოწამენი, და ძელ დასუმულ ვაზსა თანა მოგუასწავებს ვნებათა მათ.
    430.     და მსთულებელთა ანგელოზთასა იტყჳს, და გოდორ, რომელსა შთასთულებენ ნაყოფსა ვენაჴისასა, მოციქულნი არიან, საწნეხელ – ეკლესიაჲ, და ღჳნო – სულისა წმიდისა იგი ძალი.
    431.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „აღმოცენებულ მწუერვალ“, განთავისუფლებულ სიკუდილისა საკრველთაგან,
    432.     ვითარცა ესაია(!) იტყჳს: „განვიდენ და ტრიობდენ, ვითარცა ჴბონი განტევებულნი საბლისაგან“.
    433.     „აღორძნდენ ძირდაბმით განშუენებულნი“, რამეთუ ზეგარდამო შობითა მით წყლითა მოიპოვებენ შუენიერებასა სიტყჳსასა, რომელ არს „უშუენიერეს უფროჲ[ს] ყოველთა ძეთა კაცთასა“.
    434.     „შვილი ჩემი აღორძინებულ იოსებ.
    435.     შვილო ჩემო კურთხეულო, საშურველი ეგე შვილი ჩემი ახალ-ნერგი ჩემდა მოიქეც!“ რომელნი ზრახვიდეს და შური ემარხა შენთჳს კაცთა მშჳლდოსანთა,
    436.     და შეიმუსრნეს ძალითურთ მშჳლდნი მათნი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა მათთანი ჴელითა ძლიერისა მის იაკობისითა.
    437.     ამით განძლიერდა ისრაჱლი ღმრთისა მიერ მამისა შენისაჲსა და შეგეწია შენ ღმერთი იგი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისაჲთა და კურთხევითა ქუეყანასა ზედა,
    438.     რომელსა ეპყრა ქუეყანაჲ კურთხევათათჳს ძუძუთა დედისა შენისათა და საშოჲსათჳს მამისა და დედისა შენისა.
    439.     განძლიერდი უფროჲს მთათა საუკუნეთა, და საწადელ – უფროჲს ბორცუთა საუკუნეთა! დაადგერინ თავსა იოსებისსა და თხემსა ზედა, რომლითა უძღოდა ძმათა თჳსთა.
    440.     და იოსებ უფროჲს ძმათა აკურთხა, რამეთუ მის მიერ გამოხატულ და ხილულ, რომელ ქრისტეს მიმართ ზრახვანი აღსრულებულ იყვნეს.
    441.     რომლისათჳსცა წინაჲსწარმეტყუელი კურთხევითა არა იოსების ზედა, არამედ რომლისა-იგი სახესა აჩუენებდა, რამეთუ ჰრქუა მან: „შვილ აღორძინებულ ჩემდა იოსებ“.
    442.     რამეთუ უფლისა მიერ განსრულებულითა სულითა აღორძინებულ.
    443.     ქუეყანასა ზედა განმრავლდეს მადლნი იგი ქრისტესნი.
    444.     „შვილი ჩემი კურთხეული და საშურველი“, რამეთუ კურთხეულ იყო ღმრთის მიერ, მოვიდა თჳსთა ამათ და მათ არა იცნეს იგი, არამედ აღიშურეს და მოიძულეს,
    445.     რამეთუ იტყჳს წერილი იგი, ვითარმედ: „იხილეს იგი ძმათა თჳსთა საყუარელად მამისა თჳსისა, შეშურდა მისი და მოიძულეს“.
    446.     ამისთჳს იაკობ იტყჳს: „შვილი ჩემი საშურელი, შვილი ჩემი ჭაბუკი“.
    447.     და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „უყუარდა იგი იაკობს, რამეთუ შვილი მოხუცებულებასა ესუა იგი“.
    448.     აწ დაბერებულსა ამას სოფელსა და ყოვლად წყმედულსა გამოუჩნდა ძჱ იგი ღმრთისაჲ და ქალწულისაგან იშვა.
    449.     ძჱ მოხუცებულ გამოჩნდა მამისა მიერ, რომელი-იგი წინაჲსწარ საუკუნეთა მამისა თანა იყო.
    450.     ამისთჳს ეტყჳს: „ჩემდა მოიქეც, შვილოო“, ვითარცა ქუეყანით ზეცად წოდებით შვილისა მის თჳსისა, „რომლისათჳს ზრახვა-ყვეს და ეშურებოდეს კაცნი მშჳლდოსანნი“,
    451.     ვინ იყვნეს, რომელნი-იგი ზრახვასა უკეთურებისასა ზრახვიდეს და აყუედრებდეს მას?
    452.     არამედ ერმან მან უშჯულომან და ურჩმან, რომელნი-იგი დიდად და ჯერკულად აყუედრებდეს მას.
    453.     „კაცნი მშჳლდოსანნი“, რამეთუ ადვილ უჩნდა ბოროტის-ყოფად და მოკუდინებად ყოველთა მათ მართალთა მიმართ.
    454.     და შეიმუსრნეს ძლიერებითა მშჳლდნი მათნი, რამეთუ რავდენვე ძჳრსა იტყოდეს მისთჳს, ვითარცა მშჳლდისა მის ზედა აღებითა შემდგომად მათვე ჰრცხუენა, რაჟამს აგრძნეს მისი,
    455.     ვითარმედ მკუდრეთით აღდგა, ვითარცა ესაია იტყჳს: „ცუდნი ზრახვანი სულთა თქუენთათჳს“.
    456.     და იაკობ იტყჳს: „დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა მათთანი ჴელითა ძლიერისა მის იაკობისითა“.
    457.     რომელთა-იგი არცა თავთა თჳსთა და არცა სასოვება ღმრთისა მიმართ რაჲ აქუნდა და ძალითა თჳსითა იქადოდეს,
    458.     და იქმნნეს ვითარცა არა-ყოფილნი სიტყჳთა მით მის მიერითა დათრგუნვილ და ნათესავთა შორის განბნეულ მის მიერ.
    459.     „რომელი-იგი განძლიერდა ისრაჱლი ღმრთისა მიერ მამისა შენისა და შეგეწია შენ ღმერთი იგი ჩემი“.
    460.     ვინ არს, რომელმან-იგი განაძლიერა ისრაჱლი და შეეწია ყრმასა მას თჳსსა, არაჲ თუ მხოლოჲ ღმერთი არს,
    461.     ვითარცა პირითა ესაიაჲსითა იტყჳს: „იაკობ, მონაო ჩემო, შეგეწიო შენ, და ისრაჱლ რჩეული ჩემი შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან“.
    462.     და მერმე იტყჳს: „ნუ გეშინინ, განძლიერდი და ნუმცა გრცხუენის, რამეთუ იგინი“.
    463.     ამისთჳს გინებისა და ყუედრებისა, რომელ მის ზედა ითქუა, მიჰფინა კურთხევაჲ იგი და თქუა:
    464.     „გაკურთხენ შენ კურთხევითა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისაჲთა, რომელსა უპყრიეს ყოველი“.
    465.     [ყოველივე] დაამორჩილა ქუეშჱ ფერჴთა მისთა“.
    466.     ზეცით გარდამოჲ იგი ვითარცა კურთხევაჲ იგი ზეცისაჲ, და ქუეყანისაჲ იგი – ვითარცა კურთხევაჲ ქუეყანისაჲ, რაჲთა ანგელოზთა და კაცთა ზედა უფლად გამოჩნდეს.
    467.     რომელი-იგი მათ მიერ შეურაცხ-იქმნა.
    468.     „და კურთხევათათჳს ძუძუთა და საშოჲსა დედისა შენისათა კურთხევაჲ მამისა და დედისა შენისაჲ“.
    469.     კურთხევასა მას ძუძუთასა იტყჳს გინათუ ორთა მათ შჯულთაგან, რომელთა მიერ იქადაგა სიტყუაჲ იგი,
    470.     რაჲთა სოფელსა გამოუჩნდეს, რომელთა მათ მიერ ჩუენცა ვითარცა სძითა გჳფუფუნებს და გუზრდის და წარგუადგინებს, ვითარცა შვილთა ღმრთისათა.
    471.     და გინათუ წმიდისა მარიამის ძუძუთა მათ მოგუასწავებს, რომელთაგან განიზარდა, რომელნი იყვნეს კურთხეულ, რომლისა მიმართ იგი ღაღადებით დედაკაცი იტყოდა:
    472.     „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ და ძუძუნი, რომელთა გაწოვეს შენ“.
    473.     და რომელი-იგი შემოაბა და იტყჳს, ვითარმედ: „საშო კურთხეულ მამისა და დედისა შენისა“.
    474.     ზრახვასა სულ[ი]ერებრსა წინაჲსწარ უჩუენებს წინაჲსწარმეტყუელი იგი,
    475.     რამეთუ შემძლებელ იყო თქუმად „და საშო კურთხეულ დედისა შენისაჲ“, რაჲთა მოჴსენებითა გამოაჩინოს მარიამი, რომლისა მუცელსა შინა იზარდა სიტყუაჲ იგი.
    476.     ხოლო არა ესე თქუა, არამედ იტყჳს: „საშო კურთხეულ მამისა და დედისა შენისაჲ“.
    477.     ორთავე ერთად შეყოფილთა ვითარცა ერთი გამოაჩინა, რაჲთა გულისხმა-ყონ მისთჳს სულიერადცა და ჴორციელად-ცა,
    478.     რამეთუ იყო იგი სიტყუა მამისა და მუცლისა წმიდისაგან, ვითარცა საშოჲსაგან მამისა შობილ.
    479.     ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს: „აღმოთქუნ გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი“, არს მსგავს ჴორცთაცა ქალწულისაგან შობილ,
    480.     რაჲთა საშოჲსაგან დედისა შობილად გამოჩნდეს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა: „ესრე იტყჳს უფალი, რომელმან განმ[მ]ზადა მე საშოჲთგან მონად თჳსა“.
    481.     და იერემიაჲს პირითა იტყჳს: „ვიდრე ცნობად შენდამდე წინაჲსწარ მუცელსა შინა გიცან შენ და ვიდრე გამოსლვადმდე შენდა საშოსა წინაჲსწარ შეგიყუარე შენ“.
    482.     რამეთუ სულიერადცა იყო შობილ სიტყუაჲ იგი და ჴორცითაცა ღმრთად გამოჩნდა და კაცად ნანდჳლვე მართლად წინაჲსწარმეტყუელმან მან საშო დედისა და მამისა თქუა.
    483.     უკუეთუ ესრე არა ვინ გულისხმა-ყოს, საცინელ რომელთამე უჩნდეს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რამეთუ საშოჲ დედაკაცისაჲ ხოლო შეჰგავს თქუმად.
    484.     ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „საშო კურთხეულ დედისა და მამისა შენისაჲ“, რაჲთა გულისხმა-ჰყო სიტყჳსა მის ორკერძოვე შობილ ღმრთისაგან და ქალწულისაგან,
    485.     რომლისათჳსცა შედგმულად იტყჳს: „განძლიერდა კურთხევითა უფროჲს მთათა საუკუნეთა და უსაწადელეს ბორცუთა სამარადისოთა“.
    486.     უფროჲს მამათა მათ მთავართაჲსა და უფროჲს მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა განძლიერდა ამაღლებული ღმრთისა მიერ.
    487.     ყოველნი იგი კურთხევანი თავსა ზედა დაიკრიბნა, რამეთუ „თავ ყოველთა წმიდათა ქრისტე არს“.
    488.     და რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „დაადგრეს თავსა ზედა იოსებისსა და ზედა თხემსა მისსა, რომელი-იგი უძღოდა ძმათა თჳსთა“.
    489.     რომელ-იგი „ძმათა მისთაჲ“ თქუა, არა მათთჳს თქუა, რომელნი-იგი ჴორციელად ძმანი იყვნეს, არამედ იგინი უვარ-ყვნა,
    490.     არამედ მათთჳს თქუა, რომელნი-იგი სულიერად შერაცხილ იყვნეს ძმანი, რომელთათჳს თქუა უფალმან: ძმანი ჩემნი და თანა-მკჳდრნი.
    491.     ესევითართა მათთჳს თქუა იაკობ კურთხევითა მით მათ ზედა მიფენითა, რომელნი თჳთ ქრისტემან ძმად თჳსა შეჰრაცხნეს.
    492.     „ბენიამენ მგელი მტაცებელი; განთიად საჭმელსა ჭამდეს და სამწუხროდ ამბარსა განუყოფდეს ჴელმწიფეთა“.
    493.     „მგელ მტაცებელ“, განცხადებულად პავლჱს გამოაჩინებს, რომელ-იგი ნათესავისაგან ბენიამენისა იშვა.
    494.     მგელ მტაცებელ, რომელ-იგი პირველ განხეთქდა და შეჭამდა კრავთა ეკლესიისათა, ვითარცა-იგი თჳთ თავადი პავლჱ აღიარებს და იტყჳს, ვითარმედ:
    495.     „არა ღირს ვარ, ვითარმცა მერქუა მოციქულ, რამეთუ დიდად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა, ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ“.
    496.     ამისთჳსცა რაქელ უწოდა სახელი შობასა მისსა „ძჱ სალმობა ჩემდა, ბენიამენ“.
    497.     წინაჲსწარმეტყუელებით თქუა ყოფადთა მათთჳს, რამეთუ პავლჱ, ნათესავისაგან ბენიამენისა შობილ, აურვებდეს და აჭირვებდეს, ვითარცა თჳსსა დედასა,
    498.     რომელ არს თავადი ეკლესიაჲ, მოწყუედითა ყოველთა, რომელნი სახელსა ღმრთისასა ხადოდიან.
    499.     დასაბამითგან მაგინებელ და მაყუედრებელ იყო, შემდგომად შეინანა და მიჰფინა ყოველთა მიმართ სულიერი
    500.     და ზეცისა იგი საზრდელი პირველ ნათესავთა მიმართ ქრისტე მიმოდადვა, რომლისა მიმართ სარწმუნოვებით ჩუენცა მადლსა მივსცემდეთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

     1.     იპოლიტეს განმარტებაჲ კურთხევათა მათთჳს მოსესთა ათორმეტთა მიმართ ნათესავთა
    2.     ნეტარისა მის ისაკისი ყოფილთა მათთჳს კურთხევათა ძეთა მიმართ თჳსთა პირველთა მათ წიგნთა შინა გამოთქუმულ და ძალი საქმეთა მათ ყოფილთათჳს არა დადუმებულ.
    3.     და იაკობისი, იგიცა, რომელ ათორმეტთა ძეთა მიმართ მოჴსენებულ და მითვე სახითა გამოცხადებულ,
    4.     ვითარმედ რაჲმე არიან კურთხევანი იგი ყოფილნი და ვის ზ~ა აღესრულნეს და რაჲმე არიან წწყ~ლბნი იგი და ვის ზ~ა აღესრულნეს.
    5.     ვიწყო აწ გამოთქუმად ო~ისა მიერ მადლითა და მოსესთა მათ კურთხევათა, ვითარ ათორმეტნი იგი ნათესავნი აკურთხნა და არარაჲ და[ვ]აკლო,
    6.     რამეთუ ყოვლადვე სრულ, განმტკიცებულ კაცი იგი სრულად გამოჩინებულ ზედა საძირკუელსა მას ჴსნისასა,
    7.     სარწმუნოვებით გულისხმი-ყოფილ თქუმულნი იგი წინაჲსწარმეტყუელთა მათ მიერნი და აწ ქრისტეს მიერ აღსრულებულ და განუწვალებელ მისისა სიმართლისა ყოფილ.
    8.     ხოლო უმჯობეს არს ჩუენდა თხრობად სიტყუათა მათ სარწმუნოჲსა მოსჱსთა, მოჴსენებად გამო შობისა მისისა და საქმეთა მისთა მკუეთრ გამოთქუმად და არარაჲ დაშთომილ.
    9.     ყოფილი იგი ას და ოც წლის შეკრიბა ერი იგი წიაღ იორდანესა და ათორმეტნი იგი ნათესავნი აკურთხნა, ვითარცა-იგი იაკობ ზრახვით უთხრობდა,
    10.     ვითარმედ იგი ვინ-მე არს მუნვე ნათესავთა შორის დაფარულ მამისა მიერ შობილი ძჱ კურთხეულ არღა ჴორცითა სოფელსა შინა გამოცხადებულ.
    11.     ესე მოსე იშვა ქუეყანასა მას მეგჳპტელთასა, ვიდრე-იგი მწირობდეს მუნ ძენი ისრაჱლისანი, ნათესავისაგან ლევისი, მამისაგან ამრამისი, დედისა იოქაბეტისგან.
    12.     ამისი ძმაჲ აჰრონ და დაჲ მარიამ.
    13.     ესე, განგდებულ სამ თჳსაჲ მდინარის კიდესა მას, შთაგდებულ კიდობანსა და გამოღებულ ასულისა მიერ ფარაოჲსისა, იზარდებოდა სახლსა შინა სამეუფოსა.
    14.     და ვითარ იყო ორმეოც წლის, განიზრახა მიხედვად ძმათა თჳსთა.
    15.     ძეთა ისრაჱლისათა, რომელმან იხილა ებრაელი ძლეული, შეეწია მას და დაამჴუა მეგჳპტელი იგი.
    16.     და ესმა ფარაოს, და ეძიებდა მოკლვად.
    17.     ხოლო იგი მეოტ-ქმნული მწირობდა ქუეყანასა მას მადიამელთასა.
    18.     და იგი მწყსიდა ცხოვართა იოთორისთა, სიმამრისა თჳსისათა.
    19.     და ყოფილ სამეოც და ათ წლის.
    20.     და გამოიყვანა ერი იგი ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა.
    21.     მოავლინა ათნი გუემანი ეგჳპტესა ზედა.
    22.     ესე მიწევნულ უდაბნოსა მას.
    23.     და აღჴდა მთასა მას სინასა, გარდამოიხუნა ბრძანებანი ღმრთისაგან ცხოველისა, რომელნი სცვიდეს თჳსსა მას ერსა.
    24.     არამედ რამეთუ ექუსას ათას იყვნეს გამოსრულნი იგი ეგჳპტით.
    25.     და იგინი არა დამორჩილებულ ღმრთისა და დაირეცნეს უდაბნოსა მას ყოველნი.
    26.     და ნაცვალად მათა აღადგინნა ღმერთმან ძენი მათნი.
    27.     რომელნი-იგი აღრაცხნა მოსჱ და განაწესნა თითოვეულნი მათგანნი ნათესავთაგანნი თითოვეულად მამათა მათთაჲსა, რაჲთა აღავსნეს მათგანნი იგი ექუსას ათასეულნი.
    28.     მიზეზ იყო ესე მოსესა მსგავსად ბრძანებისა მის ღმრთისაჲსა.
    29.     გამოირჩინა ათორმეტნი კაცნი ჴელმწიფენი ნათესავთა მათთა, წარავლინნა მოხილვად ქუეყანისა მის და ათნი მათგანნი უკუნ-იქცეს
    30.     და აღძრეს ერი იგი და შეიშინეს ზარ-განჴდილთა და თქუეს, ვითარმედ ქუეყანაჲ იგი ბოროტ არს და კაცნი მხე(რხ)ველ, კაცის მჭამელ.
    31.     და ქალაქნი დიდ-დიდ და მოზღუდვილ.
    32.     და კაცნი, რომელნი მას შინა დამკჳდრებულ არიან, კაცნი ჰასაკითა დიდნი და მწჳსნი.
    33.     და უთხრობდეს მათსა, ვითარცა ნაშობთა გმირთასა.
    34.     და იგინი გამოაჩინნეს მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, რომელთაჲ ვითარცა ესმა ერსა მას, ზარ-განჴდილ იქმნ[ნ]ეს გულითა და შეშინდეს ფრიად.
    35.     და სხდეს დღჱ და ღამჱ და აყუედრებდეს მოსეს, უნდა უკუნ-ქცევაჲ მუნვე ეგჳპტედ.
    36.     მათგანთა ორთა მოიხილეს ქუეყანაჲ იგი, რომელნიიგი იპოვნეს სარწმუნო, და წინა დაუდგეს მათ
    37.     და აყენებდეს და იტყოდეს: „ქუეყანაჲ იგი, რომელ მოვლეთ ჩუენ, იგი დიდად შუენიერ არს, ქუეყანაჲ, რომელი გამოადინებს თაფლსა და სძესა.
    38.     აჰა ესერა, ესე არს ნაყოფი მისი“.
    39.     უჩუენეს ნაყოფი მისი მძეწეული და ტევანი იყო ყურძნისაჲ გრჭოჲთა მოღებულ მჴრითა თჳსითა.
    40.     და მათ არა ჰრწმენა, ზრახვიდეს ქვითა დაქოლვად მათა.
    41.     და ესრე ურწმუნოვებითა და რღუევისა მუნ ყოფილისა ფიცით აღუთქუა უფალმან მოსეს
    42.     და ჰრქუა, ვითარმედ: „კაცთა მაგათ, რომელთა განმამწარეს მე და არა ჰრწმენა სიტყუათა ჩემთაჲ,
    43.     რომელთა იხილეს ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, ვერ იხილონ ქუეყანაჲ იგი კეთილი, რომელი აღუთქუ მამათა მათთა“.
    44.     ხოლო ყრმანი ესე, რომელთათჳს იტყოდეს იგინი, ვითარმედ ტყუემცა არიან მტერთაგან, ამათ მივსცე ქუეყანაჲ იგი და ისუ ძჱ ნავესი, და მონაჲ ჩემი ქალებ, ძჱ იეფონესი,
    45.     რამეთუ იყო მის ზედა სული, შევიყვანნე მუნ და მივსცე ქუეყანაჲ იგი, რომელი მოიხილეს ფერჴითა მათითა“,
    46.     რომლისათჳს დაყოვნებულ ერი იგი უდაბნოსა მას ორმეოც წელ, ყოველნივე მოისრნეს მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.
    47.     გარნა ორნი იგი კაცნი, რომელთათჳს წინაჲსწარ თქუა და ძენი მათნი აღორძინებულ შეერთნეს რიცხუსა მას მამათა წილ მათთა, რომელთა მოუწოდა.
    48.     ნეტარი იგი მოსე წიაღ იორდანესა ასწავებდა მეორესა შჯულსა ზეგარდამო შობილ სრულ მამათა მიმართ.
    49.     შჯული იგი არა თუ სხუა შჯულ მიცემულ მათა უმეტეს წინანდელისა მის, რომელ მისცა მამათა მათთა, არამედ იგივე დაწერა,
    50.     რაჲთა გულისხმა-ყონ წარსრულთა მათთჳს მამათა მათთა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჲთა უდაბნოსა მას ყოვლითა გულითა მოშიშ იყვნენ უფლისა მიმართ.
    51.     მას ჟამსა მოსჱ სულისა მიერ განაწესნა ათორმეტნი იგი ნათესავნი ორად ნაწილად.
    52.     მისცნა კურთხევანი იგი მთასა მას გარიზნსა პირითა ექუსთა მათ ნათესავთაჲთა და წყევანი იგი მთასა მას გებალსა პირითა სხუათა მათ ექუსთაჲთა.
    53.     და ამას არა თუ უდებად რას წინაჲსწარ გჳჩუენებს, რამეთუ განყვნა ნათესავნი იგი ორად ნაწილად,
    54.     გამოაჩინნა რომელნიმე მათგანნი ქრისტეს მიერ კურთხევითა მით მკჳდრ-ყოფად მამათა მათ თჳსთასა ახალსა მას შჯულსა მარჯუენით პოვნილ
    55.     და რომელნიმე – ძუელითა მით ცთომითა შეპყრობილ თჳსისა მისთჳს ურწმუნოვებისა წყევასა ქუეშე მარცხენით ჴელთ-დებულ.
    56.     ვითარცა მსგავსთა მათ თჳსთა ეტყჳს მჴსნელი: „მას ჟამსა ვჰრქუა, რომელნი-იგი მარჯუენით ჩემსა იყვნენ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო,
    57.     და დაიმკჳდრეთ განმზადებული სასუფეველი თქუენთჳს დასაბამითგან სოფლისაჲთ.
    58.     და რომელნი მარცხენით: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განჰმზადა მამამან ჩემმან ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა“.
    59.     აწ რომელნი სარწმუნოვებით სახელ-სდებენ ღმერთსა, აჰა თავთა თჳსთა გამოაჩინებდეს კურთხევასა პირითა თჳსითა მოღებულ,
    60.     რაჲთა ახლისა შჯულისა ნაშობ იყვნენ წმიდისა მის ქუეყანისა.
    61.     რომელ წინაჲსწარ აღუთქუა, თანამკჳდრ იპოვნენ და მერმე, რომელნი არათუ საქმითა შჯულისაჲთა განმართლებულ
    62.     და არცა სარწმუნოვებითა მონანულ ყოფილ, რაჲთამცა ქრისტესა ადიდებდეს, თავნი თჳსნი თანამდებ მართლად დაშჯილ.
    63.     რამეთუ მოსეცა წინაჲსწარ თქუა, სწავლითა მით სახესა მას გჳჩუენებს: „და ესენიცა დადგენ კურთხევათა მათ: სჳმეონ, ლევი, იუდა, ზაბილონ, იოსებ, ბენიამენ“,
    64.     რომელთა მიერ ქრისტე წინაჲსწარ გამოიხატა, იშვა, და განცხადნა, და გურწმენა, და იდიდა, და იოსების მიერ ცნობილ, ლევისგან და იუდაჲსგან,
    65.     ვითარცა მეუფჱ და მღდელი ჴორციელად იშვა, სჳმეონის მიერ ტაძარსა მას შინა ცნობილ, რამეთუ თქუა:
    66.     „აწ განუტევე, უფალო, მონაჲ შენი მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განჰმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა.
    67.     ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაჱლისაჲ“ და ზაბილონის მიერ ნათესავთა ჰრწმენა,
    68.     ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ქუეყანაჲ ზაბილონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღუასა წიაღ იორდანესა.
    69.     ერი, რომელ სხდა ბნელსა, იხილეს ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს აჩრდილთა სიკუდილისათა, გამოუბრწყინდა მათ ნათელი დიდი“.
    70.     და ბენიამენ პავლჱ მოციქულითა ყოველსა სოფელსა იქადაგა და იდიდა.
    71.     და კჳრვება არს წინაჲსწართა მათცა მიერ, რომელ წინაჲსწარ შჯულისა მის სახითა აღასრულებდა.
    72.     ხოლო აწ სულითა ქრისტეს მიერ აღსრულებულ და კურთხევანი მიეცნეს ზედა მთასა მას გარიზნსა, ვითარცა ახლითა შჯულითა გამორჩეულ,
    73.     რომლისა მიერ ქრისტე განჴორციელებულ სოფელსა გამოუჩნდა და მთასა წმიდასა იპოვა.
    74.     ვითარცა ესაია იტყჳს: „უკუანაჲსკნელთა ჟამთა გამოცხადებულ მთაჲ იგი უფლისაჲ“.
    75.     და წყევანი მთასა მას ზედა გებალსა, რომელთა მათ ჰრქუაცა, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშჱ იყვნეს:
    76.     „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველთა წერილთა წიგნისა შჯულისთა ყოფად მისა“.
    77.     ყოვლისა შეძლებით გამოთქმულთაჲ მათ ვიხილოთ რასა-ძი იტყჳს კურთხევათა მათ შინა მოსე.
    78.     რამეთუ ეტყჳს წერილი იგი ესრევე: ესე კურთხევანი არიან, რომლითა აკურთხნა მოსჱ, კაცმან ღმრთისამან ძენი ისრაჱლისანი
    79.     და იტყოდა წინაჲსწარ სიკუდილისა თჳსისა: „უფალი სინაჲთ მოვიდა და იწრაფდა მთით ფარანით და ბევრეულითა კადესით.
    80.     მარჯუენით მის თანა ანგელოზნი მისნი.
    81.     და შეიწყალა ერი თჳსი და ყოველნი წმიდანი ჴელთა მისთა და ესენი შენ ქუეშჱ არიან.
    82.     და მოიღო პირისა მისისაგან შჯული, რომელ გუამცნო ჩუენ მოსჱ საყოფელი შორის იაკობისა და იყოს საყუარელითა მით ჴელმწიფჱ შეკრებისა მას ერისასა ნათესავებითურთ ისრაჱლისაჲთ.
    83.     ამას იტყოდა წინაჲსწარმეტყუელი იგი: გჳჩუენებს ყოფილსა მას შეწევნასა ერისასა, ნათესავებითურთ ისრაჱლისაჲთ, ღმრთისა მიერ ღუაწლსა უცხოთესლთა მიმართ.
    84.     სეონ მეფისაგან ესებონელთაჲსა და ოგ მეფისაგან ბასაანელთაჲსა, რომელთა შორის გამოუჩნდა ანგელოზებითურთ ჴსნად მათა მტერთა მათთაგან წყალობის-ყოფითა ერისა მიმართ.
    85.     წეს არს ესე გულისხმის-ყოფად მოსლვისა მისთჳს უფლისა, რამეთუ რომელ-იგი მთასა მას სინასა მოსჱს გამოუცხადა, იგი ანგელოზებითურთ მოვიდეს
    86.     და იჴსნნეს წმიდანი მდევართაგან მაჭირებელთა მათთა შეწყალებითა მოსავთა მისთაჲთაჲსა, რამეთუ იტყჳს: „ყოველნი განწმედილნი ჴელთა შინა შენთა“.
    87.     მფარველ და შესავედრებელ ყოველთა ვინმე იყოს, გარნა უფალი მხოლოჲ,
    88.     რომელმან განყვნა მჴარნი და განწმიდნა ყოველნი, რომელნი მისა მიივლტიან, ვითარცა მფრინველმან, რომელმან შეკრიბნის მართუენი თჳსნი.
    89.     და ეზრა წინაჲსწარ იტყოდა მსგავსთა მათ: კურთხეულ არს უფალი, რომელმან განყვნა ჴელნი თჳსნი და აცხოვნა ი˜ლჱი.
    90.     და ესაჲაჲს მიერ აყუედრებს ურჩთა მათ, და ეტყჳს: „მივყვენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა“.
    91.     და აქა მოსჱს ეტყჳს: „ყოველნი განწმენდილნი ჴელთა შინა შენთა და ესენი შენ ქუეშჱ არიან“.
    92.     და „შეიწყნარნა სიტყჳთა თჳსითა შჯულნი, რომელნი გუამცნო მოსჱ სამკჳდრებელისა მის შესაკრებელისა იაკობისი“.
    93.     აწ ვინ ვისგან-მე შეიწყნარნა სიტყუათა მათგან შჯულნი, არამედ ძემან მამისაგან?
    94.     რომელ-იგი მთასა მას სინასა ღრუბლით გამოჩინებულ მოსცნა მოსჱს, რომელ-იგი მამისაგან მოიღო შჯული,
    95.     რამეთუ გარდამოსრულ წამებასა დასდებს ერსა მას შორის სამკჳდრებელსა ამას ძეთა იაკობისთა ძჱ შუვამდგომელ მამისა მცნებათა.
    96.     შჯული იგი მოსეს მიერ, და მოსე შუვამდგომელ ძისა და ერისა მის მიცემითა სამართლისა მის შჯულისაჲთა.
    97.     რამეთუ იერემიაცა მსგავსსა ამათსა იტყჳს: „ესე ღმერთი ჩუენი და არა ვინ სხუა ამისსა გარეშჱ; პოვნა ყოველნი გზანი სწავლისანი
    98.     და მისც[ნ]ა იაკობს მონასა თჳსსა და ისრაჱლს [ს]აყუარელსა თჳსსა“.
    99.     და მამისა მიერ პოვნილ ყოველივე სიბრძნე და სწავლაჲ მისცა [ძესა], რომელსა იაკობს ისრაჱლად უწესს წინაჲსწარმეტყუელი იგი,
    100.     რომელ არს პირმშოჲ ძჱ ღმრთის და ძესა მოუღებიეს ყოველივე სიბრძნე.
    101.     მიჰმადლა კაცთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა გამოჩნდეს და კაცთა შორის იქცეოდის“.
    102.     რამეთუ მოსეცა წინაჲსწარ მისცა მამათა მათთა შჯული იგი, რომელ მოეღო ძისაგან.
    103.     და ამისა შემდგომად ასწავებდა ძეთა მათთა შჯული იგი, რომელ მოეღო ძისაგან.
    104.     და ამისა შემდგომად ასწავებდა ძეთა მათთა მეორესა შჯულსა, რაჲთა გამოაჩინნეს ორნი იგი შჯულნი: ძუელი იგი წინა-დაცუეთით მამათა მათთა განუჩინა და ახალი იგი ახალთა დაუმარხა.
    105.     აწ რომელმან მოსეს მიერ განაწესა ძუელი, იგივე გჳჩუენებს ახალსა მას, რამეთუ იგი მხოლოჲ მხოლო ღმერთ.
    106.     რომელ მათ მიერ იქადაგა, გამოუჩინებელ რწმუნებულ.
    107.     და იგი მხოლოჲ ძჱ ღმრთისაჲ, რომელი სოფელსა გამოუჩნდა, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარცა იერემიაჲს მიერ იტყჳს:
    108.     „და იყოს მათ დღეთა შინა – იტყჳს უფალი – დავდვა სახლსა მას ზედა დავითისსა და სახლსა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი,
    109.     არა ეგრე, ვითარ-იგი აღუთქუ მამათა მათთა მთასა მას ქორებს“. აწ ძისა ღმრთისაჲ, რომელი ყოვლისა შუვამდგომელ ყოფილ ღმრთისა და კაცთა,
    110.     ღრუბლით გამო პირველ, ვითარცა სარკითა, მთასა მას მოსეს ეჩუენა, შჯული იგი მამისა მიერ ამცნო, ვითარცა იტყჳს წერილი იგი:
    111.     „და ჰრქუა უფალმან მოსეს: „გარდავედ, ამცენ ერსა მას: უკუეთუ დამარხვით დაიმარხნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი და სათნოებასა წინაშე მისსა იქმოდით,
    112.     ყოველივე იგი გუემაჲ, რომელი მივაწიე ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, არა მოვავლინო თქუენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი“.
    113.     აწ ვინ-მე არს უფალი იგი, რომელი ეტყოდა მოსეს, არამედ ძჱ, ანუ ვისსა შჯულსა ამცნებდა, არამედ მამისასა,
    114.     რომელმან თჳსი საშჯელი ინება გამოცხადებად და თქუა ვითარმედ: ყოველივე გუემაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიო თქუენ ზედა.
    115.     და არა ესრე თქუ, ვითარმედ რომელმან მოავლინა: „რამეთუ მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველივე საშჯელი მოსცა ძესა,
    116.     რომელმან დასაჯნა მეგჳპტელნი ზღჳთა მით მეწამულითა სამართლად დანთქმულ?
    117.     კეთილად მეორესა შჯულსა იტყჳს, ვითარმედ: „მოიხუნა პირისა მისისაგან შჯულნი, რომელ გუამცნო ჩუენ მოსე სამკჳდრებელი ერისა მის იაკობისი“
    118.     და იყოს საყუარელითა მით უფლისაჲთა ჴელმწიფჱ, რაჲთა მას ჟამსა მოსესა ჴელმწიფედ სარწმუნოდ გამოჩნდეს.
    119.     რაჟამს საყუარელი იგი ძჱ ღმრთისაჲ ზეცით დიდებით მოსეთურთ გამოჩნდეს და რომელი-იგი მის მიერ იქადაგა,
    120.     ყოველთა განცხადებულად ეჩუენოს, რომელ-იგი მაშინ მოსეს მთასა მას შინა ეტყოდა და არა ვის ჰრწმენა.
    121.     და აწ სოფელსა, ვითარცა კაცი გამოჩინებულ მათ შორის და არა ცნობილ, ვითარცა თჳთ მოსე იტყჳს შეკრებასა ჴელმწიფეთასა ნათესავებითურთ ისრაჱლისაჲთ,
    122.     მისთჳს მოციქულნი იგიცა მსგავსსა ამისსა იტყოდეს: „უფალო, შენ ხარ, რომელმან ქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ
    123.     და ყოველი, რომელი პირითა საყუარელისა მონისა შენისა დავითისითა იტყოდე: რაჲსა პირუტყუებრ შეკრბეს ნათესავნი და ერმან იზრახა ცუდი?
    124.     შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
    125.     ნანდჳლვე შეკრბეს ძესა შენსა ზედა იესუს ჰეროდე და პონტიელი პილატჱ ერითურთ და ჴელმწიფებითურთ.
    126.     რავდენ ჴელმან შენმან და მარჯუენემან შენმან წინაჲსწარ განჰმზადა ყოფად“.
    127.     და იწყო მოსჱ კურთხევად მათა და თქუა: „ცხონდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ რიცხჳთ მრავალ“.
    128.     აწ თუ რუბენის ზედა ვინმე ჰგონებდეს ამას თქუმულსა, შეცთომილ არს, რამეთუ მრავლით ჟამით წინა მომკუდარ რუბენ და ქუეყანასა მას ეგჳპტისასა დამარხულ.
    129.     არამედ რამეთუ დავითცა წინაჲსწარ იტყჳს ქრისტესთჳს მსგავსთა მათ თქუმად: „არაჲ მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე“.
    130.     მსგავსად ამისა მოსეცა იტყჳს: „ცხონდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ რიცხჳთ მრავალ“,
    131.     რომელ იქმნების აწ ეკლესიათა მიერ ნათესავთა მიმართ და უმრავლეს არიან ნაშობნი ბერწისანი მის, უფროჲს ქმრიელისა მის“,
    132.     რომელ არს ესე აღდგომისა სასწაულ, წინაჲსწარ ჰხედვიდა მოსე აღდგომასა მას უფლისასა, ვითარმედ სიკუდილი მას ვერ ეუფლოს, თქუა: „ცხონდინ და ნუ მოკუდებინ“.
    133.     რამეთუ დავითცა არა თუ თავისა თჳსისამცა რაჲ შემძლებელ იყო თქუმად, ვითარმედ: ვცხოვნდე და არა მოვკუდე,
    134.     რომელი-იგი მოკუდა და საფლავი მისი ჰგიეს დღენდელად დღედმდე, არამედ იგიცა წინაჲსწარ ჰხედვიდა აღდგომასა მას უფლისასა, ვითარმედ სიკუდილი მას ვერ ეუფლოს.
    135.     თქუა: „ცხონდინ და ნუ მოკუდებინ“.
    136.     არამედ რომელ-იგიცა წინაჲსწარ ჰხედვიდა აღდგომასა მას უფლისასა, და მორწმუნეთა მიმართ წინაჲსწარმეტყუელებს და მოციქული იტყჳს:
    137.     „რომელ-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა“.
    138.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ „ცოდვითა მოკუდა“, ყოვლადვე მოგუასწავებს, ვითარმედ: „ყოველთა კაცთა შეცოდებულთა, რომელსა-იგი არა თანა-ედვა სიკუდილი,
    139.     ჩუენ ყოველთათჳს სიკუდილდ მიეცა, რაჲთა რომელნი-იგი ცოცხალ იყვნენ, არა თავით თჳსით ცხოველ იყვნენ, არამედ მისა, რომელ-იგი მათთჳს მოკუდა და აღდგა“.
    140.     და „თუ მოვწყდებით ქრისტეს თანა, ნათლისღებითა, მრწამს მკუდრეთით აღდგომილიცა არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არა უფლებდეს“.
    141.     ესე იყო, რომელსაცა-იგი მოსე იტყოდა: ცხონდინ და ნუ მოკუდებინ და იყავნ რიცხჳთ მრავალ“.
    142.     და იუდაჲსიცა: „ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი და შესაკრებელსა მისსა შემოკრბედ! და ჴელნი მისნი შჯიდენ და შემწე მტერთაგან იქმნენ“.
    143.     აწ ყოველნი საღმრთონი წიგნნი და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი არა სხუად რას იწრაფდეს,
    144.     არამედ მჴსნელისათჳს, ღაღადებდეს, რაჲთა ყოვლითა სახითა ნათესავნი კაცთანი დაამორჩილნენ.
    145.     და ესე არა ცუდად რაჲ, არამედ უწყოდეს, რამეთუ ძნიად მორწმუნე არიან ნათესავნი კაცთანი.
    146.     იხილა ამათი ნეფსითი ჴელმწიფებაჲ.
    147.     და რამეთუ ადვილად გარდასწონს უჴმარებად მიმართ უფროჲს, ვიდრე არა უმჯობესისა მიმართ.
    148.     ამისთჳს იღუწის სული ყოველთა წერილთაგან ქრისტეს გამოცხადებისათჳს,
    149.     რაჲთა დაამორჩილნეს მსმენელნი რწმუნებად თქუმულთა მათ, რომლითა ცხორებად შეუძლონ და ვითარ-იგი იტყჳს „უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი“ ...
    150.     გჳჩუჱნებს, რომელ იგი იუდაჲსგან ჴორცითა გამოშობად იყო ქრისტე, რომელი ევედრებინ ყოველსა ჟამსა ლოცვის-ყოფითა მამისა მიმართ წყალობით წმიდათათჳს.
    151.     და მამასა შეჰვედრებს.
    152.     და სახარებასა ესრევე წერილ არს: „აღიხილნა უფალმან თუალნი ზეცად და თქუა: „მამაო, გმადლობ შენ.
    153.     მე უწყი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, და აწ სიმრავლისა ამისთჳს, რომელ გარე-მომადგს, ვიტყჳ, რაჲთა უწყოდიან, ვითარცა შენ მომავლინე მე“.
    154.     და მერმე: „მამაო, წმიდად დაიცვენ ესენი სოფელსა ამას. მე ამათთჳს გლოცავ.
    155.     და არა ხოლო ამათთჳს, არამედ განმზადებულთა მათთჳსცა რწმუნებად სახელი შენი ჩემ გამო“.
    156.     ესრეცა მოსე იტყჳს: „ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი და შესაკრებელსა შემოკრბედ“.
    157.     ვინ-მე მოვიდენ შესაკრებელსა მისსა, არამედ კურთხევანი იგი და ლოცვანი, რომელთა ილოცვიდა ძე მამისა მიმართ წმიდათათჳს?
    158.     და რომელ იგი თქუა: „ჴელნი მისი შჯიდენ“ – იგი ჴელნი, რომელ დაემსჭუალნეს ძელსა მას.
    159.     მან განსაჯნეს დაბადებულნი გამოჩინებითა მას ჟამსა ყოველთა მიმართ ნიში იგი სამშჭუალთაჲ ჴელთა მისთა,
    160.     ვითარცა იოვანე იტყჳს: „იხილონ იგი თუალთა, რომელთა უგუმირეს მას“.
    161.     და მერმე იტყჳს: „შემწე მტერთა მისთა ექმნე“, რამეთუ შეეწია მას მამაჲ, და განარინა იგი მტერთაგან და მზაკუვართა,
    162.     ვითარცა იაკობ იტყჳს: „ჴელნი შენნი ბეჭთა ზედა მტერთა შენთასა“.
    163.     და დავით იტყჳს: „გარემომადგეს მე ძაღლნი მრავალნი და კრებულმან უკეთურთამან შემიცვა მე“, რამეთუ „შენდა შევრდომილ მუცლითგან დედისაჲთ.
    164.     შენ ხარ შესავედრებელი ჩემი“. ესე აღამაღლა მამამან.
    165.     და დასუა საყდართა ზედა დიდებისათა, რომელსა იტყჳს: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრე დავსხნე მტერნი შენნი კუარცხლბეკად ფერჴთა შენთა“.
    166.     ესე იყო, რომლისათჳს წინაჲსწარ იტყოდა მოსე: „ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი“.
    167.     და შესაკრებელსა მისსა მოვიდენ. და ჴელნი მისნი შჯიდენ.
    168.     და შემწე მტერთა მისთათჳს იქმნე“.
    169.     და მერმე ლევისთჳს ეგრე-სახედ იტყჳს: მიეცით ლევის განცხადებულებაჲ მისი.
    170.     და სამართალი მისი კაცსა წმიდასა, რომელ-იგი განცადეს გამოცდითა და აყუედრებდეს წყალთა მათ ცილობისათა.
    171.     რომელ ეტყოდა მამასა და დედასა, ვითარმედ „არა გიცი შენ.“ – და ძმათა თჳსთა: „არა გიცნი თქუენ“.
    172.     და ნაშობნი თჳსნი არა იცნნა.
    173.     დაიმარხნა სიტყუანი შენნი და აღთქუმასა შენსა არა გარდაჰჴდა.
    174.     აცნობონ სამართალი შენი იაკობს და შჯული შენი ისრაჱლსა.
    175.     აკუმევდეს საკუმეველსა ჟამსა განრისხებისასა მას ზედა და შესაწირავთა შენთა.
    176.     აკურთხე, უფალო, ძლიერებაჲ მისი.
    177.     და საქმენი ჴელთა მისთანი შეიწყნარენ.
    178.     განტეხენ ძალნი აღდგომილთა მტერთა მისთაისაჲსაჲ.
    179.     და რომელთა სძულს იგი, არა აღემართნენ“.
    180.     და რომელ-იგი თქუა: „მიეცით ლევის გამოცხადებაჲ“, გამოაცხადებს ამით სიტყჳთა ქრისტესა მღდელად მაღლისა და უხილავისა ღმრთისა,
    181.     რომელმან შეიმოსა შემდგომად განცხადებაჲ და სამართალი; ორნი იგი შჯულნი ორკერძო ბეჭთა ვიდრე კოჭამდე აღპყრობით:
    182.     განცხადებაჲ – შჯული, სამართალი – სახარებაჲ, რაჲთა მღდელ სრულ მამისა სრულისა მიერ გამოჩინებულ.
    183.     ვითარცა დავითის წინაჲსწარმეტყუელისა მიერ იტყჳს: „შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
    184.     და ნათან იტყჳს: „აღადგინოს უფალმან მღდელად თჳსა სარწმუნოჲ, რომელმან ყოს და აღასრულოს ყოველივე ნებაჲ გულისა მისისაჲ“.
    185.     რამეთუ განმზადებულ იყო.
    186.     ქრისტე, ნათესავისაგან ლევისი, სამღდელოჲსა მისგან განწესებულისა, ნათესავისაგან აჰრონისა, მსგავსად ჴორცითა შობილ, მღდელ საუკუნო მამისა მიერ ყოფილ.
    187.     წინაჲსწარ ჴმა-ყო მოსე და იტყოდა: „მიეცით ლევის განცხადებაჲ მისი და სამართალი მისი კაცსა წმიდასა“.
    188.     ხედავ აწ, ვითარ კაცი იგი მისა სახელად გამოაცხადა.
    189.     რომელმან მხოლომან სამართალი გამოგჳცხადა ჩუენ და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „სამართალი მისი კაცსა წმიდასა“,
    190.     და კაცად მას გჳჩუჱნებს, რომელ-იგი შემდგომად გამოჩინებად იყო.
    191.     ვითარცა პეტრე მთავართა მათ მიმართ განცხადებულად ღაღადებით იტყოდა]: „იესუ ნაზარეველი, კაცი ღმრთისაჲ, გამოცხადებულ თქუენ შორის ნიშებითა და სასწაულებითა,
    192.     რომელსა იქმოდა ღმრთისა მიერ თქუენ შორის, ესე გამოჩინებულ ზრახვითა და მეცნიერებითა ღმრთისაჲთა,
    193.     მიეცით იგი ჴელთა უშჯულოჲსათა და დამშჭუალვით მოჰკალთ, რომელ-იგი ღმერთმან აღადგინა, განჴსნნა საკრველნი ჯოჯოხეთისანი“.
    194.     და მოსჱ იტყჳს: „მიეცით ლევის კურთხევაჲ მისი და სამართალი მისი კაცსა წმიდასა“.
    195.     და რაჲთა არავინ ჰგონებდეს შიშულად კაცად ქრისტესა, განკრძალულად იტყოდა მოსე: „რომელ-იგი განცადეს გამოცდასა, აყუედრებდეს მას წყალთა მათ ცილობისათა“.
    196.     აწ სადა-მე განცადეს და აყუედრებდეს მას, არამედ უდაბნოსა მას დრტჳნვიდა ერი იგი მოსესთჳს და აჰრონისთჳს და იტყოდეს: „გჳჩუენე ჩუენ წყალი, რაჲთა ვსუათ.
    197.     რაჲსა გამოგჳყვანენ ჩუენ ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა მოსრვად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა წყურილითა?“
    198.     და ჰრქუა მათ მოსჱ: „რაჲსა გუაყუედრებთ ჩუენ და გამოსცდით უფალსა?“ „არა ჩუენთჳს არს დრტჳნვაჲ ეგე თქუენი, არამედ ღმრთისათჳს“.
    199.     ჰრქუა უფალმან მოსეს: „მესმა დრტჳნვაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ“, რომელსა დრტჳნვენ იგინი თქუენთჳს.
    200.     „და აწ წარიყვანენ შენ თანა მოხუცებულთა მათგანნი განთიად და მე დავდგე ლოდსა მას ზედა ქორებს, ვიდრე შენდა მოსლვადმდე და დასცე კუერთხითა კლდესა მას,
    201.     რომლითა დაეც ზღუასა მას და გამოეცნედ წყალნი კლდისა მისგან და სუას ერმან მან და ეწოდა სახელი ადგილსა მას განცდა და ყუედრება,
    202.     რამეთუ განცადეს ღმერთი და ეტყოდეს: არს-მეა უფალი ჩუენ თანა ანუ არა?
    203.     აწ ვინ-მე არს, რომელმან-იგი ჰრქუა მოსეს, ვითარმედ: „მე დავდგე კლდესა მას ზედა ქორებს, ვიდრე შენდა მოსლვადმდე“.
    204.     არამედ მისთჳს, რომლისათჳს მოსე იტყოდა: მიეცით ლევის განცხადებულებაჲ მისი – კაცსა წმიდასა,
    205.     რომელ-იგი განცადეს გამოცდასა, აყუედრებდეს მას წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
    206.     უკუეთუ წინაჲსწარ იყო ესე, ვიდრე არღა შთაეცუნეს მას ჴორცნი, არა კაცი ხოლო იყო, და თუ მოსჱს უდაბნოსა მას სიტყჳთ გამოუცხადა, არა თუ კაცი ხოლო იყო.
    207.     ესე მოვლინებულ და განცხადებულად ღმრთად გჳჩუენა, ვითარმედ: „სუმიდენ სულიერისა მისგან კლდისა, რომელ შეუდგა მათ.
    208.     ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე“.
    209.     ამას წულილად უთხრობს უკეთურად მცნობელთა მათთჳს და რომელნი საღმრთოჲთ კერძო ქრისტესა დაამცირებენ
    210.     და რომელნი მამასა მას ყოველთასა ვნებასა შეადგინებენ, ვერ დამხედველ წიგნთა წრფელითა გონებითა, რომელნი შიშდვილსა თავთა თჳსთა შეიმთხუევენ.
    211.     და მოსე იტყჳს: „რომელმან ჰრქუას მამასა, გინა დედასა: არა გიცნი თქუენ“, ამას განცხადებულად სახარებასა შინა უფალი გამოაჩინებს,
    212.     რომელნი-მე წარდგომილ მის წინაშე ეტყოდეს: „აჰა, ესერა მამაჲ და დედაჲ და ძმანი შენნი დგანან გარეშჱ და ჰნებავს ხილვაჲ შენი.
    213.     ჰრქუა მათ: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? არამედ რომელი ჰყოფს ნებასა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა, იგი არს დედა და ძმა ჩემდა“.
    214.     და ამას განცხადებულად წინაჲსწარ სწავლითა ჩუენდა მომართ მჴსნელისა მიერ დაგუამორჩილებს ჩუენ დატევებად მშობელთა და ძმათა,
    215.     რომელნი ჴორციელად არიედ, და შედგომად ზეცისა მამასა, რაჲთა ვიყვნეთ ძედ ღმრთის.
    216.     ამიერითგან არღარა ვითარცა ჴორციელნი მომკუდარ, არამედ სულითა ღმრთისაჲთა ვჰმსახურებდეთ და ნაშობ ღმრთის ზეცას ვიპოვნეთ.
    217.     ამისთჳსცა მოსე იტყჳს: „ძმანი თჳსნი არა იცნნა და ნაშობნი თჳსნი არა გულისხმა-ყვნა“.
    218.     ძმათასა იტყჳს, რომელნი მსგავსად ჴორციელებით ძმად მისა ჰგონებდეს, ესენი არა იცნნა მჴსნელმან, რამეთუ ნანდვილვე ...
    219.     არა ძმა, რომელნი-იგი იყვნეს იოსებისგან თესლით შობილ, ხოლო იგი ქალწულისაგან და სულისა წმიდისა მიერ და იგინი ჰგონებდეს მათსა მისა ძმად.
    220.     ხოლო მან არა იცნნა იგინი, რამეთუ იტყჳს: „და შჳლნი თჳსნი არა იცნნა“.
    221.     რომელნი-მე შვილნი, არამედ ნათესავი იგი ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ, რომელთა თანა-მკჳდრად შჯულისა მიერ უწოდა?
    222.     შესაძლებელ წმიდა, ნათესავ რჩეულ უფროჲს ყოველთა ნათესავთა თჳსა საზეპუროდ გამუჩინებითა.
    223.     არამედ არა-გამუჩინებითა მისა მიმართ არა იცნნა იგინი, ვითარცა-იგი ესაჲაჲს მიერ იტყჳს: „შვილ ვისხენ, აღვიმაღლენ და მათ მე შეურაცხ-[მ]ყვეს“.
    224.     აწ მსგავსად ჴორცთა რომელთასა ძმად მისა ჰგონებდეს და მისგან ცნობილ იქმნნეს და რომელნი-იგი მკჳდრობად წოდებულ იყვნეს,
    225.     რამეთუ იქმ[ნ]ეს იგინი ნაშობ უშჯულოვების და თესლ უკეთურ, სამართლად განითხინეს მისგან.
    226.     რასა იტყჳს მოსჱ: „დაიმარხნეს სიტყუანი შენნი, აღთქუმასა შენსა არა გარდაჰჴდეს“.
    227.     რომელმან რომლისაჲ დაიმარხნა სიტყუანი?
    228.     არამედ ძემან მხოლომან მამისაჲ, რომელი მოვიდა მამისა შჯულისა აღსრულებად და ახალი იგი შჯული თავით თჳსით აღსრულებად ინება.
    229.     ვითარ-იგი იტყჳს: „არა მოვედ ნებისა ჩემისა აღსრულებად, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა“.
    230.     და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ რომელსა ვხედავ, რასა იქმს მამაჲ ჩემი, მას ვიქმ“.
    231.     უკუე და-ვიდრემე-იმარხნა მცნებანი მისნი და აღთქუმასა მისსა არა გარდაჰჴდა.
    232.     ამისთჳსცა ზაქარიაჲს პირითა იტყჳს მამაჲ: „უკუეთუ მცნებათა ჩემთა ჰხჳდოდი და ბრძანებანი ჩემნი დაიმარხნე, შენ შჯიდე სახლსა ჩემსა,
    233.     მიაუწყენ სამართალნი ჩემნი იაკობსა და შჯული ჩემი ისრაჱლსა“.
    234.     ვინ-მე იყვნეს, რომელნი-იგი გულისხმა-გჳყოფდეს ჩუენ სამართალსა, არამედ მოციქულნი, რომელნი დაემოწაფნეს უფალსა?
    235.     იგინი განცხადებულად სახარებასა ყოველთა მიმართ ქადაგებდეს.
    236.     პირველ ვითარცა ერსა ძეთა იაკობისთა, და მერმე ნათესავთა, ვითარცა თჳსთა შვილთა, ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.
    237.     ხოლო აკუმევდეს საკუმეველსა სამარადისოთა ზედა საკურთხეველსა შენსა, რაჲ-მე არს საკურთხეველი იგი, არამედ ზეცისაჲ იგი მხოლოჲ,
    238.     ანუ რაბამნი-მე – საკუმეველნი, არამედ ლოცვანი წმიდათანი პირისაგან წმიდათაჲსა სადიდებელად ღმრთისა აღკუმეულ და სულ სულნელების წინაშე ღმრთისა შეწირულ?
    239.     ვითარცა ესაია იტყჳს, ვითარმედ: „შენ თაყუანის-გცემდენ და შენდა მიმართ ილოცვიდენ, რ˜ შენ თანა ღმერთი არს და არა ვინ არს სხუა ღმერთ შენსა გარეშჱ,
    240.     რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არავინ ვიცით სხუა ღმერთ მჴსნელი ისრაჱლისაჲ შენსა გარეშჱ.
    241.     მართლუკუნ იქცენ და ჰრცხუენოდენ ყოველნი, რომელნი მჴდომად აღუდგეს მას“.
    242.     და მოსჱ იტყჳს: „აკურთხე, უფალო, ძლიერებაჲ მისი, და საქმენი ჴელთა მისთანი შეიწირენ“, რამეთუ ყოველსა, რომელსა იქმოდა ძჱ.
    243.     შეწირულ იქმნებოდა ღმრთისა, სნეულებასა კაცთასა ჰკურნებდა, რაჲთა ამის გამო სოფელი ყოველი ცხორებად შემძლებელ იყოს.
    244.     „შეიმუსრნენ ძლიერებანი მტერთა მისთანი, და რომელთა სძულდეს იგი, ნუმცა აღდგებიან“.
    245.     არა თუ ესრე იტყჳს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუმცა აღდგებიან რომელთა სძულს ქრისტე და არა ჰრწამს მისი, არა აღდგენ საშჯელსა, აჰა, დაშჯილ არიან.
    246.     ვითარცა დავით იტყჳს: „არა აღდგენ უღმრთონი საშჯელსა და არცა ცოდვილნი თანა-მზრახვალ მართალთა,
    247.     რამეთუ იცნის უფალმან გზანი მართალთანი: და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს“.
    248.     აწ ნეტარი იგი მოსე ლევის აკურთხევს და სჳმეონს გარჱ-წარჰვალს ჩუენდა ჯერ-არს მიზეზისა მის ჩუენებად,
    249.     რომლითა ათერთმეტნი იგი ნათესავნი მოიჴსენნა და ნათესავისა მის სჳმეონისი არა წარმოიღო.
    250.     მიზეზ ყოფილ ესე:
    251.     ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა მას ჴბოჲსა ხატი გამოქმნეს და თაყუანის-სცეს მას, ვითარცა ღმერთსა.
    252.     და მოსე, ვითარცა მთისა მისგან გარდამოსრულ და იხილნა უკეთურნი იგი საქმენი მათნი,
    253.     დადგა და ღაღად-ყო აღზახებით ღუაწლსა მას შინა და თქუა, „თუ არს ვინ უფლისაჲ, მოვედინ ჩემდა.
    254.     მაშინ მიიწინეს მისა ყოველნი იგი ნათესავნი ლევისნი.
    255.     და ჰრქუა მათ: ესრჱ იტყჳს უფალი: აღმოიჴადენ კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და განვლენ კარითი კარად და მოსართ თითოვეულადმან ძმაჲ თჳსი, და თითოვეულადმან მოყუასი თჳსი“.
    256.     და ყვეს მათ ლევისთა, ვითარცა უბრძანა მათ მოსე.
    257.     და დაეცნეს მას დღესა შინა ვითარ სამ ათას ოდენ კაც.
    258.     და ჰრქუა მათ მოსე: „აწ აღიხუენით ჴელნი თქუენნი უფლისა მიმართ მიპყრობად კურთხევისა“, და ძეთა მათ ლევისთა ესე სამართალი ქმნეს,
    259.     და სჳმეონისი, რომელ ერთისა დედისაგან ძმა იყვნეს, არა იწრაფეს, არცა აღიშურვეს,
    260.     ვითარცა იგი დინაჲსთჳს, დისა თჳსისა, აღიშურვეს, რომელ-იგი უწესოდ იგინა ემორისგან, ძისა სჳქემისა.
    261.     სამართლად მოსე ლევი აკურთხა და სჳმეონს გარე-წარჰჴდა.
    262.     ხოლო თქუას თუ ვინმე, ვითარმედ: ვითარ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: „არა კაც ჰკლა“ და „რომელმან მოკლას ძმაჲ თჳსი, თანამდებ არს სიკუდილისა“,
    263.     ხოლო ესენი მოსრვითა ძმათა თჳსთაჲთა კურთხევასა ქებასა მიიღებენ? ხოლო სხუა არს შეცოდებულისა მოკლვაჲ და მოკლვაჲ სხუა არს მართლისა მოკლვაჲ.
    264.     საცნაურს არს, რამეთუ ფინეზცა, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონისმან მღდელისამან (!), შევიდა საცხობელსა მას და როსპიკი იგი და ზამბრი დაგუმირნა,
    265.     და მკლველთა თანა არა შეირაცხა და ქებაჲ და კურთხევაჲ უფლისაგან მოიღო.
    266.     რამეთუ იხილნა იგინი ურთიერთას მოხუეულნი, მახჳლითა დაგუმირნა და განაქარვნა ჴელითა თჳსითა ურჩულოვებანი იგი ერისანი მის გამოჩინებითა მით.
    267.     უკუეთუ ეგე ეგრეთ არს, რაჟამს ცოდვილი ვინმე მოკლას, მკლველთა თანა არა დაშჯილ არს.
    268.     ხოლო თუ უწესოდ ვინმე მართალი მოკლას, ვითარცა მკლველი, დაშჯილ არს
    269.     რამეთუ ჴელმწიფენიცა ამის სოფლისანი ცოდვილთა მარადის მოსწყუდიან შჯულითა თჳსითა განკითხვითა და მკლველობითა მით საშჯელსა არარას განსცემენ.
    270.     უკუეთუ უწესოვებით ვინმე მოკლას, იგი მკლველ არს და ვითარცა მკლველი, დაისაჯოს მსგავსთაჲ მათ.
    271.     აქავე თანა-გუაც გულისხმის-ყოფაჲ,
    272.     რამეთუ რომელთა შური ღმრთისაჲ იძიეს და თანამდებნი სიკუდილისანი მოსრნეს, კურთხევაჲ და ქებაჲ მიიღონ, რაჲთა სხუანი დაშინებულ, არღარა ცოდონ.
    273.     და სჳმეონისთჳს მიზეზისა მის თქუმულთათჳს დაშთომილ თანა-გუაც მისთჳს მეორედცა გამოთქუმად, რამეთუ ვჰპოვებთ ნეტარსა მასცა იოსებს,
    274.     რამეთუ სჳმეონი შეკრა წინაშე ძმათა თჳსთა და შესუა იგი საპყრობილესა სამ დღე,
    275.     რომლისათჳსცა თქუა: „არა გამოხჳდე მაგიერ, ვიდრემდე არა მოვიდეს ძმაჲ იგი თქუენი მრწემი“.
    276.     აწ რაჲ-მე მიზეზ არს სჳმეონისი იგი შეკრძალვაჲ და არა სხუათა მათგანი?
    277.     რამეთუ რაჟამს იოსები მიივლინა მათა სამწყსოდ, მან აზრახა ძმათა თჳსთა და ჰრქუა: „მო და მოვკლათ ეგე და ვიხილოთ, რაჲძი იყვნენ სიზმარნი იგი მისნი“.
    278.     იუდა ბრძანებს მისა განსყიდად, ხოლო სჳმეონ მოკლვად, რაჲთა სახჱ იგი დაიმარხოს და სიმართლჱ ქრისტესთჳს გამოცხადნეს:
    279.     იუდაჲს მიერ განსყიდულ ოცდაათად ვეცხლად და სჳმეონის მიერ მოკლულ.
    280.     რომელნი-იგი მწიგნობარნი იყვნეს, რომელნი-იგი ნაცილსა ძჳრის-წამებასა მის ზედა იტყოდეს:
    281.     და რამეთუ წეს-იყო ყოვლითა შჯულითა და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინაჲსწარ-უწყებად,
    282.     რაჲთა რაჟამს მოიწიოს სიმართლჱ, ესე ყოველი საცნაურ იყოს და მისგანი იგი დაკლებული სახარებისა მიერ აღავსოს.
    283.     უსრულესად გჳჩუენებენ ჩუენ წიგნნი, რომელ-იგი თქუა იოსებ, ვითარმედ: „არა გამოვიდეს ეგე ამიერ, ვიდრემდე არა მოვიდეს ძმაჲ იგი მრწემი თქუენი აქა“.
    284.     მაშინ სჳმეონ პყრობილებისაგან განეტევა და ძმანი მისნი იოსებისგან იკურთხნეს, რაჟამს მრწემი იგი ძმაჲ მათი ეგჳპტედ შთავიდა, რომელ იყო ქრისტე.
    285.     რომელთა მიტევებაჲ ცოდვათაჲ ჰრწამს, მათ მიეტევის,
    286.     და რომელნი საკრველთა და აჩრდილთა სიკუდილისათა შეყენებულ იყვნენ, საშჯელისაგან განერნენ და კურთხევაჲ ზეცით ყოველთა გარდამოუვლინოს,
    287.     რამეთუ სჳმეონის მიერ ტაძარსა მას შინა ცნობილ ქრისტე წინაჲსწარმეტყუელებით იტყოდა: „აწ განუტევე, უფალო, მონაჲ შენი მშჳდობით“.
    288.     მსგავსად სიტყჳსა შენისა, რლ˜ისა მიერ სიტყჳსა მსგავსად – არამედ რომელსა-იგი იოსების მიერ იტყოდა,
    289.     ვითარმედ: „არა განხჳდე ამიერ, ვიდრემდე არა ძმაჲ იგი შენი უმრწემესი მოვიდეს“?
    290.     უკუეთუ ეგე ეგრეთ არს, არა ხოლო თუ ათორმეტთა მათ ნათესავთათჳს მჴსნელად და მაცხოვრად მოივლინა მამისა მიერ,
    291.     არამედ ყოველთა ნათესავთა და არა ეგრე-სახედ მოვიდა, ვითარმცა ერთი ხოლო ნაწილი ნათესავთაჲ აცხოვნა, არამედ ყოველნი ნათესავნი,
    292.     ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იგი მისთჳს იტყჳს: „მას ჟამსა თქუან, რომელნი საპყრობილეს იყვნენ, ვითარმედ: გამოვედით,
    293.     და რომელნი ბნელსა შინა ხართ, განათლდით“.
    294.     აჰა ესერა რომელნი-იგი წინანდელთა მათ ჟამთა საპყრობილესა შეყენებულ ცოდვითა ვიყვენით კაცნი, აწ ქრისტეს მიერ საკრველთაგან განვთავისუფლდით,
    295.     და რომელნი წინანდელთა მათ ჟამთა დაბნელებულნი სოფელსა შინა ვიქცეოდეთ, აწ განათლებულნი თუალითა სიტყუასა მას ღმრთისასა მიუთხრობთ,
    296.     რაჲთა მოუგონებელი იგი კაცთა შორის ღმრთისა მიერ შესაძლებელ იყოს.
    297.     ვერ შესაძლებელ იყო კაცთა მკუდრეთით აღდგომად, და აჰა ქრისტე მკუდრეთით აღდგომილ არს, რაჲთა მის მიერ ჩუენი აღდგომაჲ საცნაურ-იყოს;
    298.     ვერ შესაძლებელ იყო კაცთა ზეცად აღსლვაჲ, და აჰა ქრისტე, ზეცას მეუფჱ, რაჲთა მის მიერ ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა გამოჩნდეს;
    299.     ვერ შესაძლებელ იყო კაცისა, რომელი განრყუნილებით შობდეს, ვითარმცა უკუნისამდე ცხოვნდა, და აჰა ესერა ესე ქრისტეს მიერ აღსრულებულ,
    300.     რაჲთა გურწმენეს ყოფადთა მათთჳს ჴორცთა წმიდათაჲსა განურყუნელად და საუკუნოდ ცხორებითა.
    301.     აწ იქმნა ვერ შესაძლებელი იგი კაცთაჲ შესაძლებელ ღმრთისა მიერ.
    302.     და ვინ იქმს ამას, არამედ ძჱ, ანუ ვისი ნებაჲ არს, არამედ მამისაჲ, რომლისა მიერ ცხოვნდებიან კაცნი?
    303.     და პირველ რომელ-იგი საძულელ იქმნა ღმრთისა მიერ, ხოლო აწ მორჩილებითა საყუარელ იქმნა ღმრთისა მიერ.
    304.     არამედ მკუეთრ სიტყუაჲ იგი სჳმეონისთჳს თქუა.
    305.     ვიხილოთ ამისა შემდგომად, რასა-მე იტყჳს მოსჱ, რამეთუ იტყჳს წერილი იგი: „და ბენიამენს ჰრქუა:
    306.     „შეყუარებული უფლისა მიერ დაიმკჳდრეთ სასოვებით და ღმერთი მფარველ-ეყოს მას ყოველთა დღეთა და საშუვალ ბეჭთა მისთა განისუენა“.
    307.     აწ ვინ იყო შეყუარებული იგი უფლისაჲ, არამედ პავლე მოციქული, რომელი ნათესავისაგან ბენიამენისა იშვა და ჭურ რჩეულ უფლისა მიერ გამოირჩია
    308.     და სოფლად ქადაგ ჭეშმარიტებისა მოივლინა? რამეთუ იტყჳს: „დაიმკჳდრენ სასოვებით“.
    309.     დაუტევა შესაკრებელი იგი, ვითარცა თჳთ მოციქული იგი ი[ტყჳს], რამეთუ „რაჲ-იგი სარგებელ მიჩნდა სჯულისაგან, იგი შემირაცხიეს ქრისტესთჳს ცოდვად.
    310.     და შემირაცხიეს ყოველივე უნასად, რაჲთა ქრისტე შევიძინო და ვიპოვო მისა,
    311.     არა თუ ჩემი რაჲ სიმართლჱ, რომელ მაქუნდა შჯულისაგან, არამედ სარწმუნოვებისა მიერ, რომელ ქრისტეს იესუჲს მიმართ“.
    312.     კეთილად ვიდრემე თქუა მოსე, ვითარმედ: „დაიმკჳდრონ სასოვებით და ღმერთი მფარველ-ეყავნ მას ყოველთა დღეთა“,
    313.     რამეთუ ვითარ-იგი მიემართა და მივიდოდა დამასკედ, გამოჩნდა და მფარველ-ექმნა მას უფალი და ძალითა თჳსითა სასწაულსა ჰყოფდა.
    314.     და სახელითა მისითა ყოველთა ჟამთა და ყოველთა ქალაქთა სასწაულთა აღასრულებდა.
    315.     საშუვალ ბეჭთა მისთა განისუენა, რამეთუ ჰრწმენა პავლეს ჯუარი იგი უფლისაჲ, რომელსა ზედა მჴარნი განჰმარტნა.
    316.     ამას ზედა იგი განსუენებულ განმართლდა.
    317.     და ესაია წინაჲსწარ იტყჳს: „რომელსა ფლობა აქუნდა ზედა მჴართა თჳსთა.
    318.     ესე თავადი, რამეთუ ჯუარი იგი მჴრითა თჳსითა მიაქუნდა და ჯუარ-ცუმასა მას ორნივე მჴარნი განირთხნა, რაჲთა იყოს სამართალ თქუმული იგი,
    319.     ვითარმედ: „საშუ[ა]ლ ბეჭთა მისთა განისუენა“.
    320.     რამეთუ მოციქულიცა იტყჳს: „ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ცხოველ არა თუ მე ვარ, არამედ ცხოველ არს ქრისტე ჩემ თანა.
    321.     და ვიდრე ცოცხალ ვარ, აწ სარწმუნოვებითა ღმრთისაჲთა ცხოველ ვარ და იესუ ქრისტეს მიერ, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი საჴსრად ჩემთჳს“.
    322.     და იოსებისთჳს იტყჳს: „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი და ჟამთაგან ზეცით და ცუარისაგან და წყაროთაგან ქუესკნელთაჲსა მზისთუალისაგან ცვალებითა.
    323.     და შეკრებასა ურთიერთას, თთუეთასა და თხემთაგან მთათაჲსა დასაბამითგან და სავსებისაგან ჟამთაჲსა.
    324.     და შეწყნარებაჲ გამოჩინებისაჲ ამის მაყულოვანსა მას ზედა გამოჩნდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა ზედა დიდებულისა მის შორის ძმათა თჳსთა.
    325.     პირმშო ზუარაკის შუენიერებაჲ მისი, რქა მარტორქის – რქანი მისნი.
    326.     და მითვე ნათესავნი დასცნეს კიდით-კიდედმდე.
    327.     ესე ბევრეულნი ეფრემისნი და ესე ათასეულნი მანასესნი“ და იოსების გამოწერილ თავსა თჳსსა ქრისტე სახითა ცხორებისაჲთა,
    328.     ვითარცა წინაჲსწარ სიტყუათა მათ იტყჳს შემდგომითი-შემდგომად მისთჳს მოსე კურთხევათა მათ განყოფად მისა ნათესავად.
    329.     და რომელსა-იგი იტყჳს, ვითარმედ: „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი“,
    330.     ეგების ანუ მარიამის ზედა თქუმად, რომელი იქმნა ქუეყანა კურთხეულ და მოვიდა სიტყუაჲ იგი, ვითარცა ცუარი.
    331.     ეგების თქუმად ეკლესიისათჳსცა, რამეთუ უფლისაგან, ვითარცა ქუეყანაჲ წმიდაჲ და სამოთხჱ ფუფუნებისაჲ, იკურთხა.
    332.     მსგავს არს თჳთ თავადისა მჴსნელისა მიმართ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი“.
    333.     რამეთუ ქალწულისა მისგან სულისა წმიდისა მიერ შობილ; ყოველნი კურთხევანი უფლისანი დაიმკჳდრნა ქუეყანაჲ წმიდაჲ შემდგომთა ჟამთა გამოჩინებულ,
    334.     რომელთა მოგუასწავებს ყოფადთა მათ მამათაჲ ქუეყანასა აღთქუმისასა.
    335.     ნუვინ ჰგონებნ სხუა რაჲმე ყოფად ესე, რამეთუ ჰრქუა მათ ღმერთმან: „მიგცე ქუეყანაჲ იგი, რომელსა გამოსდის სძჱ და თაფლი, რომელ აღუთქუ მიცემად მამათა თქუენთა“,
    336.     რომელი მოგუასწავებს წიაღთაგან მამისათა გამოსლვასა სიტყჳსასა, რომელთა შემდგომად მჴსნელი იგი, შობილ ქუეყანასა,
    337.     სათნო, მამისაგან გამოჩინებულ, რამეთუ აქუნდა თანა სძჱ ძუელი იგი შჯული.
    338.     და ახლისა დადებითა თაფლს იტყჳს სიტყჳსა მის სიტკბოვებასა, რომლითა სიმწარენი სულთა ჩუენთანი დატკბოლვილ.
    339.     ამისთჳს ფსალმუნთა წინაჲსწარმეტყუელი იგი ღრუბლით გამო იტყჳს, ვითარმედ: „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი ჟამთაგან ცისათა,
    340.     და ცუარისაგან, და წყაროთაგან ქუესკნელთა“, რაჲთა შობაჲცა მისი და ვითარ შობილ არს გჳჩუენოს და მისი აღდგომაჲ გამოაჩინოს.
    341.     და რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ჟამთაგან ცისათა და ცუარისაგან“, ვითარმედ არა თუ თესლისაგან, არამედ სულისა წმიდისაგან შობაჲ მისი და უფსკრულთა წყაროთაგან,
    342.     რამეთუ ჯოჯოხეთისაგან და უფსკრულთაგან აღმოსრულ. და ჟამთა მიერ – მცენარენი, მზისთუალისა ცვალებანი და შეკრებასა ურთიერთას თთუეთასა,
    343.     რამეთუ იგი მზისთუალ ქუეყანით აღმობრწყინებულ და დღე საუკუნო გამოჩინებულ.
    344.     ათორმეტნი იგი მოციქულნი, ჟამნი ათორმეტნი გჳჩუენნა, რაჲთა მათ მიერ დღე გამოჩნდეს,
    345.     ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“.
    346.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ შეკრებასა თთუეთასა შეკრებულ ათორმეტნი იგი მოციქულნი,
    347.     ვითარცა ათორმეტნი იგი თთუენი, სრული იგი წელიწადი ქრისტე მიმოდადვეს.
    348.     ხოლო იტყჳს წინაჲსწარმეტყუელიცა: „ქადაგებდ წელიწადსა უფლისასა შეწირულსა და დღესა მისაგებელისასა“.
    349.     და რამეთუ დღე, და მზისთუალ და წელიწად ქრისტე არს, წეს არს თთუედ და ჟამად მოციქულთა მათ წოდებად.
    350.     მოსჱ იტყჳს: „თხემთაგან მთისათა საუკუნითგან და თხემთაგან მთათა სამარადისოთა“.
    351.     მთათა თხემს მამათმთავართა მათ იტყჳს, რამეთუ იგინი არიან წინაჲსწარ ბორცუს სამარადისო წინაჲსწარმეტყუელთა მათ სახელ-სდებს,
    352.     რამეთუ სიტყუაჲ იგი დასაბამითგან მამათმთავართაგან გამოიხატა და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ მიმოედვა და ჟამსა მას აღსრულებისასა,
    353.     ვითარცა აღმასრულებელი შჯულისაჲ მის და წინაჲსწარმეტყუელთა იგი არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ იტყჳს, რომელი-იგი იტყოდა:
    354.     „მახლობელ ვარ, ვითარცა ჟამნი ზედა მთათა და სათნოებანი იგი გამოჩინებულისაჲ მის, რომელ-იგი მაყულოვანსა მას შინა დაადგრა ზედა თხემსა იოსებისსა“.
    355.     აწ ვინ არს, რომელი-იგი ეჩუენა მოსეს მაყულოვანსა მას? არამედ იგი, რომელ-იგი აწ სოფლად მოსრულ.
    356.     და ეკლესიასა შინა, ვითარცა მაყოლოვანსა მას შინა, წმიდათა ეტყჳს რომელმან იჴსნა ერი თჳსი ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა,
    357.     რომელი ფარაოს განურისხნა და მეგჳპტელთა არცხუენდა და წმიდანი იგი მათისა მონებისაგან განარინნა.
    358.     ესე არს, რომელ პირველ იოსების თანა გამოიხატა და ძმათა შორის იდიდა და მამისა მიერ აკურთხა, რომლისათჳს იტყჳს მოსჱ: „პირმშო ზუარაკის შუენიერებაჲ მისი“.
    359.     რ˜ა ვითარცა ჴბოჲ წმიდაჲ, შესაწირავ ღმრთისა შეწირულ, ორთაჲ მათ შჯულთაჲ შიშულობაჲ იგი შემოსილ, განჰზრახვიდა მას ძლიერებასა სულისასა.
    360.     „რქა მარტორქის – რქანი მისნი“.
    361.     ჰხედავ, აქა განცხადებულად ძლიერებაჲ ჯუარისაჲ გჳჩუენა, რამეთუ რქა იყვნეს მარჯუენით და მარცხენით,
    362.     რომლისა ვითარცა რქანი ჴბოჲსანი აღაორძინნა, რაჲთა შესაწირავ წმიდა მამისა შეიწიროს და სული სულნელებისაჲ ზეცად აღიწიოს.
    363.     „რქა მარტორქის – რქანი მისნი“.
    364.     მარტორქა არს ძელი იგი, რომელ ქუეყანასა აღჰმართეს, რომელი ურწმუნოთა მათ ნათესავთა შეტყუებით დაჰგლის,
    365.     ხოლო მორწმუნენი თჳსსა სასუფეველსა შეკრიბნეს და იტყჳს: „ესე ბევრეულნი ეფრემისნი, და ათასეულნი მანასესნი“.
    366.     და ათასეულნი იყვნეს ერისა მისგანნი აღბეჭდულ, ხოლო ბევრეულნი იგი ნათესავთაგან წოდებულ.
    367.     ეფრემ და მანასჱ ორთაჲ შჯულთაჲ სახესა გჳჩუენებენ.
    368.     იოსებს ესხნეს ორ ძჱ, ვითარცა სხუასა ადგილსა გამოჭეშმარიტებით მათთჳს განვაჩინ[ნ]ეთ სიტყუანი.
    369.     და ზაბილოვნს ჰრქუა: იხარებდ, ზაბილონ, აღმოსლვასა შენსა, [იზააქარ – კარავთა მათთა; ნათესავნი დაეცნენ].
    370.     და იჩინენით მუნ, შესწირევდით შესაწირავთა სიმართლისათა, რაჲთა სიმდიდრჱ ზღჳსაჲ გაწოებდეს შენ და შესაძინელნი ვაჭართანი ზღჳს კიდესა დამკჳდრებულნი“.
    371.     და ზაბილონისთჳს, ვითარცა-იგი იაკობმან აკურთხა, რამეთუ იაკობ იტყჳს: „ზაბილონ ზღჳს კიდეს დაემკვიდრენ და განსასუენებელ ნავთა და მისწუდებოდის ვიდრე სიდონდმდე“.
    372.     ვითარცა ვიხილეთ, რამეთუ ესე კურთხევაჲ იქმნების აწ მორწმუნეთა მიმართ ნათესავთა წოდებითა.
    373.     უბე ნავთა და განსასუენებელ უფალი არს, და ნავ – ეკლესიანი, რომელნი მძლავრებისა და აღრღუევათაგან უცხოთა სულთა ამის სოფლისა განცდითა მიევედრნიან უფალსა,
    374.     ვითარცა ყუდროსა ნავთსადგურსა მიევედრნიან.
    375.     და მიწდომილ ვიდრე სიდონდმდე ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რომელ შორიელთა დამკჳდრებულთა ნათესავთა მიწევნულ,
    376.     ვითარცა საფსალმუნე იტყჳს: „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისა[თა] – სიტყუანი მათნი“.
    377.     მსგავსსა ამისსა მოსეცა იტყჳს: „მხიარულ იყავნ, ზაბილონ, გამოსავალთა შენთა“.
    378.     და გამოსლვათა მათ იტყჳს არა გამოსლვასა მას ეგჳპტით.
    379.     რამეთუ არა ხოლო თუ ზაბილონ გამოვიდა მიერ, არამედ ყოველნივე ნათესავნი.
    380.     ხოლო რომელნი-იგი წოდებულ არიან აწ სახარებასა, განსლვად დგიან ამიერ სოფლით სხუად სოფლად.
    381.     ამას წინაჲსწარ ღაღადებს ქადაგებით წინაჲსწარმეტყუელი იგი ყოველთა მიმართ, რომელნი ქრისტეს მოსავ არიან.
    382.     იტყჳს: „მხიარულ-იყავნ ზაბილონ, გამოსავალთა შენთა“, რამეთუ რომელნი განვლენ ამიერ სოფლით წმიდად, მხიარულ არიედ სასოვებითა აღდგომისაჲთა.
    383.     და რომელნი უბეთა მამისათა განსუენებულ არიედ, განურყუნელისა მის საუკუნოჲსა დამკჳდრებად სამოთხესა მას ფუფუნებისასა შესლვად.
    384.     სოლომონ იტყჳს: „განმზადენ საქმენი შენნი გამოსავალთა შენთა და განვედ ნაყოფთა.
    385.     და შემომიდეგ კუალსა ჩემსა, და მაღლად აღმართენ სახლნი შენნი“.
    386.     ზაბილონი და იზაქარის განაკრძალნა, რაჲთა აჩუენოს ორთაჲ მათ შჯულთაჲ განმართებით აღსლვაჲ ქრისტესა.
    387.     და ზაბილონ ითარგმანების ნიჭ, და იზაქარ – ნაშრომ.
    388.     და რომელნი კეთილად საყურძენსა მას იქმოდეს და ნაყოფი მისი სათნო იყოს და ცხორებაჲ მოიღონ, ვითარცა მოქმედთა მათ საყურძნისათა.
    389.     ხოლო ჰრქუა, ვითარმედ: „მიეცით მაგათ ნაშრომი და იწყეთ უკუანაჲსკნელთა მათგან ვიდრე პირველთამდე“.
    390.     „აწ მხიარულ იყავ, ზაბილონ, გამოსავალთა შენთა.
    391.     და იზაქარ, საყუარელთა თჳსთა, და საყუდელთა ქალაქთასა იტყჳს, რომელნი დამკჳდრებულ არიან წმიდათა ეკლესიათა:
    392.     „და იჩინებდით მუნ, და შესწირევდით შესაწირავთა სიმართლისათა.
    393.     და ვის-მე ვხადოდით ჩუენ, არამედ უფალსა მას ზეცისასა, და რასა-მე შესაწირავსა შევსწირვიდეთ მისა, არამედ ლოცვასა პირისაგან აღვავლინებდეთ?
    394.     „და სიმდიდრჱ ზღჳსაჲ გაწოებდეს შენ“.
    395.     სიმდიდრესა ზღჳსასა გულისხმისყოფით ნათესავთასა იტყჳს, რომელნი სარწმუნოებით გამოსწოვენ ზეცისასა მას სულსა, ვითარცა სძესა.
    396.     და სარგებელი ვაჭართაჲ – ზღჳს კიდეთა დამკჳდრებულთაჲ.
    397.     ვაჭართა ზღჳს კიდეთა იტყჳს მათსა, რომელნი-იგი პატიოსანსა მარგალიტსა წყალობითა მოიგებენ.
    398.     და გადისთჳს იტყჳს: „კურთხეულ არს, რომელმან ფართო-უყო გადს, ვითარცა ლომმან განისუენა, შემუსრნა მკლავნი ჴელმწიფეთანი და იხილა ჴელმწიფეთაჲ ჩემი,
    399.     რამეთუ მუნ განიწილა ქუეყანაჲ ჴელმწიფეთა შეკრებულთაჲ ჴელმწიფებითურთ მთავართაჲსა.
    400.     სამართალი უფლისაჲ ქმნა და განკითხვაჲ ისრაჱლსა შორის.
    401.     და რომელ-იგი თქუა: „კაცმან, რომელმან ფართო-ყვნის“, რამეთუ კურთხევაჲ უფლისაჲ სივრცოსა ქუეყანისასა ნათესავთა მიმართ მიეფინა
    402.     და რომელ-იგი თქუა: „ვითარცა ლომმან განისუენა“,
    403.     მსგავს არს თქუმულთა მათ იაკობისთა, რომელმან იუდაჲს ზედა: „ინაჴ-იდგ და დაიძინე, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან“,
    404.     რაჲთა ქუეყანასა ზედა განსასუენებელი მისი გამოაცხადოს.
    405.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „შემუსრნეს მკლავნი ჴელმწიფეთანი“, მათსა იტყჳს, რომელნი-იგი ღაღადებდეს მისა მიმართ ჴელმწიფენი
    406.     და მას, რომელმან განსუენებითა სიკუდილისაჲთა შემუსრნა მკლავნი ეშმაკისანი, მთავრობანი და ჴელმწიფებანი მისნი დატკებნილ.
    407.     „და იხილა ჴელმწიფებაჲ თჳსი, რამეთუ მუნ განიბნია და ქუეყანაჲ ჴელმწიფეთა ერთაჲ“.
    408.     დასაბამსა მას მისსა იტყჳს წმიდათასა, რომელნი ქუეყანით მიწისაგანნი მკუდრეთით აღდგომილ არიან, რამეთუ პირმშო მკუდართა და დასაბამ ყოვლისა იქმნა იესუ.
    409.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „მუნ განიწილა ქუეყანაჲ ჴელმწიფეთა მათ შეკრებულთაჲ ნათესავებით და მთავრებითურთ ერთა მათ“,
    410.     ყოველთავე მისა მიმართ ოთხთაგან კიდეთა შეკრებულთასა მოგუასწავებს,
    411.     რომელნი ყოველთაგან ნათესავთა და ერთაჲ მის მიერ შეკრებულნი განიყოფენ ქუეყანასა მას წმიდისა ქრისტეს თანა სუფევითა.
    412.     და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „სამართალი უფლისაჲ ქმნა და საშჯელი თჳსი შორის ისრაჱლსა“, რამეთუ იგი ხოლო ყოველთა კაცთა უმეტეს მართალ იპოვა
    413.     და ნებაჲ მამისა თჳსისაჲ აღასრულა სამართალისა ერისა მის მიმართ მითხრობითა.
    414.     რამეთუ ესაიაცა იტყჳს: „იყვნენ სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი.
    415.     და დანს ჰრქუა: „დან – ლეკუ ლომის და ვლდომად იწყოს ბასაანით“.
    416.     რამეთუ ლომს და ლეკუს ლომის ქრისტესა იტყჳს წიგნი მეუფებისათჳს მისისა და ძლიერებისა და დიდებულებისათჳს მისისა.
    417.     მსგავსთა მათ ანტექრისტესთჳსცა იტყჳს მოსე,
    418.     რამეთუ მსგავსებად ეგულების მაცთურსა მას ყოვლითვე ძესა მას ღმრთისასა და ერი იგი უგუნური ჰგონებდეს, ვითარმედ ქრისტე არს.
    419.     ხოლო წმიდათა წინაჲსწარუწყებულთა წიგნთაგან მისი იგი სიბოროტე ცნობილ, ვითარმედ ანტექრისტე არს.
    420.     იაკობ იტყჳს: „იყოს დან, ვითარცა გუელი დადარანებული გზათა.
    421.     და მოსჱ იტყჳს: „ლეკუ ლომის დან, ჟამ ერთ მეუფებდეს“.
    422.     და იერემია იტყჳს: „ჴმაჲ დანით ისმეს სიმალჱ ჰუნეთა მისთაჲ და ჴმისაგან ჴჳვილისა და დამწყ[ს]ისა საჴედართაჲსა შეიძრას ყოველი ქუეყანაჲ“.
    423.     და რომელი-იგი თქუა მოსჱ, ვითარმედ: „გამოეტეოს ბასაანით“.
    424.     რამეთუ თჳსსა მას ჟამსა მეყსეულად მჴეცობისა და ურწმუნოვებისა ნათესავთაგან გამოჩნდეს.
    425.     ვითარცა ესაია იტყჳს: „მიეტევნენ, ვითარცა ლომნი და ლეკუნი ლომთანი, და ჴელთ-იდვას და აღიზახოს.
    426.     მას ჟამსა მთანი განრისხნენ განრისხებასა მისსა“.
    427.     ამას იტყჳს სიფიცხლისა და მძლავრებისა მისისა ღუაწლსა შინა ბრძოლისასა.
    428.     ამისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „უფალი ბასაანით მოიქცეს სიღრმეთა ზღჳსათა, რაჲთა შეისოლვოს ფერჴი მისი სისხლითა“.
    429.     და მოსლვითა მით საცთურითა ჴელმწიფისა მის გამოჩნდეს უფალი ცით გამო შემუსრვად და დაყდუნებად ყოველთა მათ ძალთა მჴდომისათა მის.
    430.     ვითარცა პავლჱ იტყჳს: „რომელ-იგი უფალმან განკაფოს სულითა პირისა მისისაჲთა და გამოცხადებითა მოსლვისა თჳსისაჲთა, რომლისაჲ-იგი მოსლვაჲ იყოს ძალითა ეშმაკისაჲთა“.
    431.     და ნეფთალემს ჰრქუა: „ნეფთალემ განუმზადებდეს ჭამადსა შეწყნარებისასა და განძღენ კურთხევითა უფლისა ღმრთისა მიერ ზღჳთ და სამხრით კერძო“.
    432.     და ნეფთალემისთჳს თქუა: „მწუერვალ აღმოსრულ.
    433.     გამოსცეს ძირთაგან შუენიერებაჲ თჳსი“, რაჲთა აჩუენოს წმიდათაჲ ვითარცა მწუერვალნი შორის ვენაჴოვანსა საქმითა კეთილითა განმხიარულებულ.
    434.     ხოლო მოსეს ეტყჳს, ვითარმედ: „ნეფთალემ გამომზრდელ შეწყნარებითა“, რამეთუ უფალი ნიჭითა და მადლითა სავსჱ,
    435.     რაჲთა ამათ გამო კაცად სრულად და საზომსა ჰასაკისასა დაემტკიცნენ წმიდანი, რაჲთა სრულ-იპოვნენ კურთხევითა უფლისა მიერ.
    436.     და რამეთუ „სამხრით კერძო დაიმკჳდროს“, დაფარულად ამას ეკლესიათა მოგუასწავებს,
    437.     რომელი განმზადებულ არს ყოვლისა სოფლისა და ყოველთა დაბადებულთა დამკჳდრებად.
    438.     და ასერს ჰრქუა: „კურთხეულ ძმათა შორის, ასერ, და შემწყნარებელ იყოს ძმათა.
    439.     შეისოლვნენ ფერჴნი მისნი ზეთითა.
    440.     და რკინის და სპილენძის ჴამლნი მისნი.
    441.     და შემსგავსებულ დღეთა ძალი მისი.
    442.     და არავინ არს ღმერთ, ვითარცა საყუარელისაჲ მის, რომელი აღვალს ზეცად შემწედ შენდა, და დიდსა მას თავყოფილსა დამტკიცებაჲ მისი, და დაფარულსა მას ღმრთისა ჴელმწიფებასა…
    443.     მკლავთა მათ სამარადისოთა განაოტნეს პირისა შენისაგან მტერნი“.
    444.     და ჰრქუას, ვითარმედ: „წარწყმდით და დაიმკჳდროს ისრაჱლმან სასოვებით ქუეყანასა მას იაკობისსა შორის იფქლსა და ღჳნოსა, და ცანი მისა ცუარგანრეულ ღრუბლითა“.
    445.     და ძეთა ასერისთასა იტყჳს სიწმიდესა, რომელნი სახელისათჳს ქრისტესა ნაშობ ღმრთის იწოდნეს, ვითარცა მახარებელი იგი იტყჳს,
    446.     რამეთუ: „რომელთა შეიწყნარეს ჴელმწიფებაჲ იგი, მისცა მათ ჴელმწიფებაჲ ნაშობ ღმრთის ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი“.
    447.     და იოვანე იტყჳს: „შემძლებელ არს ღმერთი ქვათაგანცა აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“.
    448.     და ესაია იტყჳს: „მაშინ თქუას, ვითარმედ: „აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“.
    449.     ამას მოგუასწავე[ბ]ს წინაჲსწარმეტყუელი მოსე სულითა განმზადებულისა მის ყოფადისა შობად ძისა სოფელსა შინა ღმრთისა მიერ, რამეთუ თქუა: „კურთხეულ ძმათა შორის ასერ“.
    450.     და ასერ იწოდების სიმდიდრე, ვითარცა წინაჲსწარ ითქუა, ვითარმედ: „სიმდიდრჱ ზღჳსაჲ გაწოვებდეს შენ“, რომელ არიან ნათესავნი, რომელნი გამოსწოვენ მცნებათაგან უფლისათა.
    451.     ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „იყოს შეწყნარებულ შორის ძმათა თჳსთა“.
    452.     არა თუ რომელთა მიმართ მჴსნელიცა იტყოდა, ვითარმედ: „ძმანი და თანა-მკჳდრნი ჩემნი“.
    453.     ამათა იქმნებოდა შეწყნარებულ სიტყუაჲ იგი, ვითარცა კაცი ჴორცითა ქუეყანასა ზედა გამოჩინებულ, არამედ ღმრთადცა მათ მიერ...
    454.     რამეთუ თომა იტყჳს: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
    455.     ესე ჴორციელად ძმათა მათ მიერვე ცნობილ შეურაცხ-ყვეს და ვითარცა კაცი გლახაკი და შეურაცხ-ყოფილი აგინეს.
    456.     რომლისათჳს წინაჲსწარვე ღაღადებით წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს: „შვილ ვისხენ და აღვიმაღლენ და მათ მე შეურაცხ-მყვეს.
    457.     იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ და ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა-ყო“.
    458.     და იოვანე წამებს თქუმულთა ამათთჳს და იტყჳს: „და არცა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“.
    459.     აწ რომელთა-მე ძმათა იქმნა შეწყნარებულ,
    460.     არამედ ნათესავთა შორიელთა მოწოდებულთა, რომელთა მიმართცა იტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი ეგე მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ.
    461.     მიიღეთ უღელი ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ და მდაბალ გულითა.
    462.     და მიიღოთ განსასუენებელი თავთა თჳსთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ?“
    463.     რაჲთა გულისხმა-ჰყოთ, რომლისათჳს იტყოდა მოსჱ, შემობმით იტყჳს: „დაასოლვნეს ფერჴნი თჳსნი ზეთითა“,
    464.     რომლისათჳს ძალისა მის თქუმულთაჲსა, ვითარმედ: „შეისოლვოს ზეთითა ფერჴი თჳსი“
    465.     არა სხუას რას იტყჳს, ვითარმედ მისთჳს, რომელ-იგი ვნებათაჲ მათ იყო, რამეთუ სისხლი, რომელ გუერდთა მათგან გამოეცა, წყალობაჲ ჩუენ მოგუეთხრა.
    466.     შეისოლვა უფლისა ფერჴი, რაჲთა მეწამულის ფერი ნიში მის ზედა მას ჟამსა აღსრულებულ გამოჩნდეს და ცხორებისა იგი კარი მოგუესწაოს.
    467.     და კრავისაჲ მის სისხლი, რომელთა ჰრწმენეს, ორთა მათ წირთხლთა ეცხოს და მომსრველი იგი მის გამო მეოტ იქმნეს.
    468.     „შეისოლვოს ფერჴი თჳსი ზეთითა“.
    469.     ესე თავადი არს, რომლითა წყალობა ყოველთა კაცთა ექმნა; წინაჲსწარ ქადაგებდა, რამეთუ იაკობ ეგრევე იტყჳს:
    470.     „განრცხეს ღჳნითა სამკაული თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა – სამოსელი თჳსი“, რაჲთა აჩუენოს ჴორცთაჲ მათ შემოსილ სისხლთაჲ მათ.
    471.     ვითარცა სამკაული სიტყვისაჲ მის, რომელ-იგიცა ვნებათა მათ მოვიდა, რომელ-იგი უვნებელ და უგუემელ სიტყუაჲ იგი იყო.
    472.     „რკინა და პილენძ ჴამ[ლ]ნი მისნი“.
    473.     და იტყჳს ამას ძალსა სახარებისასა და გინათუ მოციქულთასა იტყჳს, რომელნი ძლიერ იქმნნეს, ვითარცა რკინაჲ, ყოველსა მოთმინე სიმჴნით და ჴმა-კეთილ,
    474.     ვითარცა პილენძი ქრისტეს სახარებისა მის მიმოდადებითა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს:
    475.     „ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მშჳდობის მახარებელთანი, რომელნი ახარებენ კეთილსა“.
    476.     ფერჴ ქრისტესა იქმნნეს მოციქულნი იგი და ჴამლ მათა სახარებაჲ იგი.
    477.     და რომელ-იგი თქუა: „და შემსგავსებულად დღეთა შენთა ძლიერებაჲ შენი“,
    478.     რამეთუ არა ჟამთა რიცხუსა ქუეშე იყო, რაჲთამცა განსარყუნელ იქმნა, არამედ საუკუნო, [რაჲთა] მკუდარნიცა განაცხოველნეს.
    479.     არავინ არს ღმერთ სხუა უფროჲს შეყუარებულისა მის.
    480.     შემდგომად ღმრთისა ვინ სხუა ღმერთ შერაცხილ? ესე მამა ძისა შეყუარებულისაჲ,
    481.     ვითარცა სახარებასა შინა წამებს: „მოვიდა ჴმაჲ ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მთნდა ამისი ისმინეთ“.
    482.     ამისსა მსგავსსა იტყოდა მოსჱცა: „არა არს ღმერთ, მსგავს შეყუარებულისა მის, რომელი-იგი ზის ზეცათა, შემწე შენდა“.
    483.     და იაკობ კურთხევით იოსებს ესრე ჰრქუა: „და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი.
    484.     და დავით იტყჳს: „შემწე ჩემი და მჴსნელი ჩემი და დიდებაჲ ჩემი და აღმამაღლებელი თავისა ჩემისაჲ“.
    485.     აწ მჯდომარჱ იგი ცათა შინა შემწე მისა იქმნა და ჩუენდაცა, მისა მოსავთა, დიდ-დიდად დამტკიცებითა, რამეთუ ძჱ, აღმაღლებული ზეცად, აღმაღლებულ და დიდებულ იქმნა,
    486.     განმადიდებელ და პატიოსან დამტკიცებითა ზედა საყდართა მამისათა დიდებულ.
    487.     ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „დაფარნა ცანი სიმჴნემან მისმან“ და დავით იტყჳს: „დიდებაჲ და სიმდიდრჱ და ძლიერებაჲ შთააცუ მას“.
    488.     და მერმე იტყჳს: „შეიბ მახჳლი წელთა შენთა, ძლიერო, გარდააცუ, წარემართე და მეუფებდ!“
    489.     და მოსე იტყჳს: „და დაფარული ღმრთეებისაჲ მის ჴელმწიფებისაჲ და ძლიერთაგან მკლავთა საუკუნოჲსათა“.
    490.     დაფარულ ღმრთეების თქუა ჴორცთაჲ მათ, რომელსა შინა სიტყუაჲ იგი დაეფარა, ჴელმწიფებასა ღმრთისასა სიტყუაჲ იგი მოგუასწავებს.
    491.     სოლომონი იტყჳს: „უფალმან დამბადა მე დასაბამსა გზათასა საქმეთა თჳსთა“.
    492.     და იოვანე იტყჳს: „მე ვარ დასაბამ და მე ვარ აღსასრულ“.
    493.     აწ ჴორცნი იგი დამფარველ სიტყჳსა მის იყვნეს, რომელ-იგი „იყო დასაბამითგან ღმრთისა თანა“.
    494.     ძემან ღმრთისამან და სიტყუამან მამისამან წმიდაჲ იგი ჴორცი შეიყუარა და მამაჲ ძესა მკლავთა შინა თჳსთა მფარველ-ყოფილთა სცავს,
    495.     რაჲთა საუკუნოდ მეუფედ გამოაჩინოს და მტერნი და მზაკუვარნი მის ქუეშჱ დაამორჩილნეს.
    496.     ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    497.     და მოციქული იტყჳს: „ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა.
    498.     უკუანაჲსკნელი იგი მტერი განქარდეს – სიკუდილი“.
    499.     და მოსე ეგრევე იტყჳს: „განაოტოს პირისა შენისაგან მტერი და ჰრქუას, ვითარმედ წარწყმდინ.
    500.     და დაიმკჳდროს ისრაჱლმან სასოვებით ქუეყანასა მას იაკობისსა, შორის იფქლსა და ღჳნოსა.
    501.     და ცანი ზეგარდამო შენდა ღრუბლითა ცუარგანრეულ“.
    502.     შემდგომად დაცემით ეშმაკისა და ყოველთა ერთა მისთა,
    503.     წარწყმედით და განქარვებითურთ უშჯულოვებათაჲ მათ ქუეყანით „დაიმკჳდროს ისრაჱლმან თავს-თავ სასოვებით ქუეყანასა მას იაკობისსა“.
    504.     მას ჟამსა ყოველნივე წმიდანი სუფევდენ ქრისტეს თანა.
    505.     ისრაიტელნი ითქუმიან ღმრთისმხილველ, მარადის დამკჳდრებულ წმიდასა ქუეყანასა სასოვებით, არღარა სიკუდილისაგან შეშინებულ,
    506.     და არცაღა ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა შეძრწუნებულ, არცა ამის სოფლისა გულის-თქუმითა შეკრულ, და არცა ჭამადითა განსარყუნელითა განმხიარულებულ,
    507.     და არცა ზრუნვითა ამის ქუეყანისათჳს ცალიერ ყოფილ, და არცა ხორშაკითა და არცა მყინვართაგან ზამთრისათა დამძიმებულ,
    508.     და არცა ზრუნვითა და ოფლითა ქუეყანისაჲ ესე საზრდელი ჭამად, რამეთუ დადუმებულ არიან ცოდვანი, დაცხრომილ არიან გულის-თქუმანი, ძლეულ არს სიკუდილი,
    509.     დატკებნულ არს მაცთური, აჴოცილ არს მძლავრი იგი, მოკლულ არს მზაკუვარი იგი გუელი,
    510.     განთავისუფლებულ არიან დაბადებულნი, განმხიარულებულ არს ყოველი ხჱ უდაბნოჲსაჲ.
    511.     ქუეყანაჲ ნაყოფითა სავსჱ განურყუნელად ჰგიეს უკუნისამდე და არღარა ცვალებითა ჟამთაჲთა განრყუნილ და არცა წჳმისა და ცუარისა წადიერ.
    512.     რამეთუ ესე დაბადებულნი განთავისუფლებულ მონებისაგან განრყუნისა ანგელოზებით და კაცთა ბუნებითურთ და ყოვლითა ნაყოფიერებითა,
    513.     რომელ მას შინა ქებასა შესწირვენ ღმრთისა მიმართ, სულისა წმიდისა მიერ განცხოველებულ.
    514.     და მის მიერ კურთხევითა ნაყოფიერ, რომლისაგან გემოჲ ხილულ წმიდათა განურყუნელი იგი პური ცხორებისაჲ.
    515.     და სუმენ განურყუნელსა სასუმელსა სიტყჳსა მის მიერ.
    516.     ანგელოზნი სულიერნი დამტკიცებულ დაუცხრომელითა გალობითა ყოვლით დაბადებულითურთ შესწირვენ ღმრთისა, რომლისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1

     1.     [ა. ეპიფანე კჳპრელი, საზომთათჳს და საწყაულთა]
    2.     ამას შენდა, პატიოსანო, ჩუენ შევსწირავთ, რომლისა მადლისათჳს ჰკითხჱ, მოჴსენებაჲ მისთჳს იყავნ
    3.     არიან მრჩობლ წერილთა მათ წარმოღება პირველად დაბადებულთა მათ ღმრთისა მიერ ექუსთა მათ დღეთა ქმნული.
    4.     და სხუანი რომელნიმე წმიდათაგან წიგნთა თავდგმულნი, შემდგომად ჟამთა აღწერილნი.
    5.     ადამისითგან პირველშექმნულისაჲთ ვიდრე თევდოსი ღმრთისმოყუარისა გ~ და აბუდანტის მბრწყინვალისა.
    6.     მერმე კუალად რაოდენი იქმნა სოფელსა შინა პ~ წვალებისა სახელები და განმარტებაჲ მათი შემოკლებულითა და უზეშთაესითა გონებითა თითოვეულისა მათისათჳს,
    7.     რაოდენი შექმნა ღმერთმან ექუ[ს]თა დღეთა სოფლის შესაქმისათა, რომელსა-იგი ითხოვდა და მიგიწერთ შენ.
    8.     და არიან ესე: ა~-სა დღესა: [ა~] – ცანი ზესკნელნი და პირველსავე დღესა – ქუესკნელნი. ბ~ – ქუეყანაჲ.
    9.     გ~ – წყალნი, რ˜ლისაგან არს თოვლი, მყინვარი, სეტყუაჲ, თრთჳლი და ცუარი და [დ~] – სულნი მსახურნი, რომელ არიან ესე დ ანგელოზთა .
    10.     ანგელოზნი მადიდებელნი, ანგელოზნი ქართანი, რომელნი ჰბერვენ, ანგელოზნი ღრუბელთანი და ნისლისანი და სეტყჳსანი და თოვლისანი და თრთჳლისანი;
    11.     ანგელოზნი ჴმისა ქუხილისანი და ელვისანი; ანგელოზნი ცივისანი და ცეცხლისანი; ანგელოზნი ზამთრისანი და თესვისანი, ანგელოზნი არჱსანი და ზაფხულისანი;
    12.     და ყოველნი სულნი დაბადებულთა მისთანი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, უფსკრულთანი და ქუეშჱ ქუეყანისანი.
    13.     ე~: ჯოჯოხეთისა და წარსაწყმედელისა და ბნელისანი ზედა უფსკრულთა წყალთანი, რომელ ოდესმე ქუეყანასა ზედა, რომლისაგან – ბნელი მწუხრი.
    14.     ვ~, ზ~; ღამე და ნათელი დღისაჲ და განთიადისაჲ.
    15.     ესე შჳდნი ძლიერნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა მას პირველსა.
    16.     ხოლო მეორესა დღესა – პირველ სამყაროჲ შორის წყალთა და წყალთა.
    17.     ამას დღესა განიყვნეს წყალნი: ზოგი მისი აღჴდა ზედა სამყაროსა და ზოგი მისი დაადგრა ქუეშე სამყაროსა მას, შორის ყოველსა ზედაპირსა ქუეყანისასა.
    18.     ესე ხოლო ქმნა ღმერთმან დღესა ბ~-სა.
    19.     ხოლო მესამესა დღესა: – ზღუები, მდინარები, წყაროვები, ტბები; მეორედ – თესლი სათესავი; მესამედ – მცენარენი: ხჱ ნაყოფიერი და უნაყოფოჲ; დ~ – მაღნარნი.
    20.     ესე ოთხი საქმჱ ძლიერი ქმნა ღმერთმან დღესა მესამესა.
    21.     ხოლო მეოთხესა დღესა: ა~ – მზჱ და [ბ~] – მთოვარჱ; გ~ – ვარსკულავნი.
    22.     ესე სამნი დიდნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა დ~-სა.
    23.     ხოლო მეხუთესა დღესა: ა~ – ვეშაპი დიდი.
    24.     ბ~ – თევზნი და სხუანი , გ~ – მფრინველნი ფრთოვანნი წყალთა შინა.
    25.     ესენი ქმნნა ღმერთმან დღესა მას ე~-სა.
    26.     ხოლო მეექუსესა დღესა: ა~ – მჴეცნი, [ბ~] – საცხოვარნი, [გ~] – ქუეწარმავალნი ქუეყანისანი და [დ~] – კაცი.
    27.     ესე დ~-ნი დიდნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა მე-ვ~-სა.
    28.     და იყო ყოველი ქმნული ღმრთისაჲ კ~ბ ვ~-თა დღეთაჲ.
    29.     და აღასრულა ყოველივე საქმჱ თჳსი დღესა მას მეექუსესა, რაოდენნ[ი] არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და უფსკრულთა, ნათელსა და ბნელსა და ყოველსა შინა.
    30.     და განისუენა ღმერთმან ყოველთაგან საქმეთა მისთა დღესა მას მე-ზ~-სა.
    31.     და აკურთხა და განწმიდა იგი.
    32.     და აუწყა იგი(!) ანგელოზისა მიერ მოსჱს, რამეთუ კ~ბ მამათმთავარნი ადამითგან ვიდრე ისრაჱლისამდჱ.
    33.     „და გამოვირჩიო თავისა ჩემისა ნათესავისაგან მისისა ერი მოგებული ყოველთაგან წარმარ[თ]ა“.
    34.     ხოლო იყვნეს თავნი ესე და არიან ნათესავნი, რომელთათჳს თქუა უფალმან, ესრეთ: ადამ, სჱთ, ენუს, კაინან, მალალელ, იარედ, ენუქ, მათუსალა, ლამექ, ნოვჱ, სჱმ, არფაქსად, სალა,
    35.     – ხოლო კაინან არა მოაჴსენა რიცხუსა შინა, – ებერ, ფალეგ, რაგავ, სერუქ, ნაქორ, თარა, აბრაჰამ, ისაკ და ისრაჱლ – ერთბამად კ~ბ ნათესავ.
    36.     ამისთჳსცა კ~ბ ანბანნი ებრაელთან(ი), რომელ არიან ესენი:


2

     1.     ანბანი ებრაელებრი
    2.     א – ალეფ, ב – ბჱთ, ג – გიმელ, ד – დალჱ, ה – ჰჱ, ו – ვავ, ז – ზანა(ვ), ח – ჱთ, ט – ტჱთ, י – იოთ, כ – ქაფ,
    3.     ל – ლამედ, מ – მემ, נ – ნონ, ס – სამექ, ע – აინ, פ – ფჱ, צ – წადჱ, ק – კოფ, ר – რჱ, ש – შინ, ת – თავ.
    4.     ამისთჳს კ~ბ წიგნ არიან ძუელისაგან შჯულისა.
    5.     ესე მუჴლნი ებრაელთა შორის კ~ზ რაჲმე არიან, ხოლო კ~ბ აღირაცხებიან, რამეთუ ხუთნი იგი ასონი მათ შორის ორკეც არიან: ქაფ მრჩობლ არს, მემ და ნონ და ფჱ და წადჱ.
    6.     ესრეთცა წიგნნი აღირაცხებიან:
    7.     ა~ – აბესით, რომელ არს შობაჲ სოფლისაჲ; ბ~ – ელისმოთ, რომელსა ჰრქჳან გამოსლვათაჲ; გ~ – ოდოისკრა, რომელ არს ლევიტელთაჲ; დ~ – ოდოდაბირ, რომელ არს რიცხუთაჲ;
    8.     ე~ – ევედებარიმ, რომელ არს მეორჱ შჯული; ვ~ – დიი~ჳ, რომელ არს ისუ ნავესი წიგნი; ზ~ – დიიობ, რომელ არს იობი; ჱ~ – დასოპტიმ, რომელ არს მსაჯულთაჲ;
    9.     თ~ – დირუთ, რომელ არს რუთისი; ი~ – სფერთელიმ, რომელ არს დავითი; ი~ა – დებდრიამია, რომელ არს ნეშტთაჲ ა~; ი~ბ – დებდმიამინ, რომელ არს ნეშტთაჲ
    10.     ბ~; ი~გ – დისმოელ, რომელ არს მეფეთაჲ ა~; ი~დ – დი დ~თ უდისმოელ, რომელ არს მეფეთაჲ ბ~; ი~ე – დმალაქიმ, რომელ არს მეფეთაჲ გ~;
    11.     ი~ვ – დმალაქიმ, რომელ არს მეფეთაჲ დ~; ი~ზ – დმასალოთ, რომელ არს იგავთაჲ; ი~ჱ – ტკუელჱთ, რომელ არს ეკლესიასტჱ; ი~თ – სირამ, რომელ არს ქებაჲ ქებათაჲ;
    12.     კ~ – დათარიასარა, რომელ არს ი~ბ წინაჲსწარმეტყუელთაჲ; კ~ა – დიესაია, რომელ არს ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ: კ~ბ – დიიერემია, რომელ არს იერემიაჲსი;
    13.     კ~გ – დიეზეკიელ, რომელ არს ეზეკიელისი; კ~დ – დიდანიელ, რომელ არს დანიელისი; კ~ე – დიეზდრა, რომელ არს ეზრაჲ; კ~ვ – დიაზდრა, რომელ არს ეზრაჲ ბ~;
    14.     კ~ზ – დიესთერ, რომელ არს ესთერისი.
    15.     არიან სხუანიცა მცირენი წიგნნი, რომელსა ჰრქჳან კინოთ, რომელ არს გოდებაჲ.
    16.     ესე იერემიასა შეერთვის, რომელ არს რიცხვისა მაგის მეტი და იერემიასავე შეერთვის, რაჲთა უკუე რიცხჳცა ესე წიგნთაჲ გაუწყო ჭეშმარიტითა სიტყჳთა.
    17.     ხოლო სიტყჳსა შემოღებისაჲ ამის არს სახჱ ესე: ოთხად და ხუთად განჰყოფენ ებრაელთა ყრმანი ძუელისა შჯულისაგანთა.
    18.     ხუთეულად დააწესებენ მოსეს წიგნთა, რამეთუ შემდგომთაცა მათ ესრჱთვე დააწესეს, რომელ არიან წიგნნი ესე: შობათაჲ, გამოსლვათაჲ, ლევიტელთაჲ, რიცხუთაჲ,
    19.     მეორისა შჯულისაჲ; მეორედ ხუთეულად – სტიქერონნი, რომელ არიან წიგნნი ესე: იობი, დავითი, იგავთაჲ, ეკლესიასტჱ, ქებაჲ ქებათაჲ.
    20.     ხოლო სიბრძნჱ სოლომონისი და ზირაქი იგიცა სტიქერონვე არიან და სარგებელნი;
    21.     არონაჲსანი, რომელ არს კიდობნისანი, ხოლო ებრაელთა არა დადვეს ძუელისა შჯულისა [თანა].
    22.     მესამედ ხუთეულად – წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელ არიან წიგნნი ესე ი~ბ-თა წნწყლ˜თაჲ: ესაიაჲ, იერემიაჲ, ეზეკიელი,
    23.     დანიელი, რომელმან იწყო წინაჲსწარმეტყუელებად უწინარჱს ეზეკიელისა, ხოლო ცხოვნდა ცხორებასა მისსა მრავალ ჟამ
    24.     და მიიწია ვიდრე მეორედ წლადმდჱ დარიოს მეფისა, რომელი იყო უწინარჱს პირველსა წელსა კჳროს მეფისასა.
    25.     ხოლო შემდგომად ჟამთა წინაჲსწარმეტყუელთა ამათ წინაჲსწარმეტყუელებდა ანგეოზ დასაბამსა მეორედ შჱნებასა მის ტაძრისასა იერუსალჱმს.
    26.     წინაჲსწარმეტყუელებდა ზაქარიაცა შემდგომად მ~ვ დღისა ანგეაჲსა დასასრულსა შჱნებისათჳს მის ტაძრისა.
    27.     ხოლო ჟამთა მათ წინაჲსწარმეტყუელებდა მალაქიაცა.
    28.     ხოლო ზოგად აღიწერნეს ესე ი~ბ-ნი წინაჲსწარმეტყუელნი.
    29.     მეოთხედ ხუთეულად დააწესეს წიგნსა რომელსა ჰრქჳან დექთობინ, რომელ გამოითარგმანების „დაწერილად“.
    30.     ესე წიგნნი არიან: ისუ ნავესი – პირველი წიგნი, მსაჯულთაჲცა მასვე შეერთვის და რუთისი,
    31.     ამისთჳს [რ~] ერთი იგი ასოჲ ორკეც არს, რომელ არს ქაფ; ნეშტთაჲ ა~ და მე-ბ~ ამისთჳს, რამეთუ ორკეც არს მემ.
    32.     და მეფეთაჲ წიგნი, რამეთუ ორკეც არს ნონ; მე-გ~ და მე-დ~ მეფეთაჲ, რამეთუ ორკეც არს ფჱ.
    33.     ესე არიან ოთხნი იგი ხუთეულნი, რომელნი-იგი აღირაცხებიან კ~ წიგნად, არიან კ~დ თავ რიცხჳთ, ამისთჳს რამეთუ ორკეც არიან დ~-ნი იგი ასონი.ხოლო შემდგომად დ~-თა
    34.     ამათ ხუთეულთა კ~ა – პირველი და მე-ბ~ წიგნი ეზრაჲსი ერთ წიგნად შეირაცხების ებრაელთა შორის) –
    35.     მისთჳს, რამეთუ წადეცა ორკეცადვე შეირაცხების, რომელ არს კ~ვ თავი წულილ-წულილად თქუმული.
    36.     ხოლო ესთერისი წიგნი კ~ბ შეირაცხების, კ~ზ თავად იპოვების, ესე კ~ბ-ნი სადავე იპოვებიან და მრავალფერითა სახითა აღრაცხ[ილ]ნი
    37.     კ~ბ-თა მათ საქმეთათჳს, რომელ ქმნნა ღმერთმან ვ~-თა მათ დღეთა სოფლის შესაქმისათა: კ~ბ-თა მათთჳს ნათესავთა ადამითგან ისრაჱლისამდჱ,
    38.     კ~ბ-თა მათთჳს ასოთა ალფითგან ვიდრე თავ-ადმდე.
    39.     და კ~ბ-თა მათთჳს წიგნთა შობათაჲთგან ვიდრე ესთერისა.
    40.     და საწყაულ იქმნა; კ~ბ-სა ქსესტსა ჰრქჳან ებრაელთა მოდ, ხოლო მოდი ბერძენთა გამოთარგმანეს და მოდადვე სახელ-სდებენ.
    41.     ეგრევე-სახედ მეგჳპტელნი სახელ-სდებენ მეტ; ეგრევე-სახედ ასურნი და არაბიელნი მოდ-ადვე სახელ-სდებენ, რომელი გამოითარგმანების „აღსარება“, რომელ არს მოდიმ.
    42.     უკუეთუ არა აღივსის მოდი, იგი არა აღიარის, ვითარმედ სავსჱ არს.
    43.     და სხუასაცა ადგილსა გამოთარგმანებაჲ ორკეცად ჰპოვო.
    44.     რამეთუ ჰრქჳანცა გნომონ, რომელ არს საწყაული; სახელ-ედების აღსარებაცა და აღსარებული და აღმ[ს]არებელი.
    45.     რიცხჳ იგი საქმეთა მათ ღმრთისათაჲ დასაბამითგან კ~ბ-თა მათ ასოთა სიტყჳს შემოღებაჲ, რომლისათჳს შჯული ჩუენდა მოიწია
    46.     და ღმრთისა მოძღურებითა ყოველივე ჩუენ სახელ გუექმნა, რომლისაგან შჯული და საიდუმლონი მას შინა ქრისტჱ იესუ მოსლვასა მას მისსა გჳწამა და გამოგჳცხადნა.
    47.     რომელი მოვიდა და სახარებითა მით აღგჳვსო ჩუენ საზომი იგი ცხორებისაჲ მოდისა მისგან, ესე იგი არს აღსარებისაჲ.
    48.     ყოველმან, რომელმან აღიაროს მისა მიმართ, ცხორებაჲ მისგან შეიმოსოს საწყაულითა მით სიწმიდისაჲთა, რამეთუ ებრაელთა თქჳან,
    49.     რომელ არს კ~ბ ქსესტი პირველმოჴსენებისა მისებრვე აღრაცხილისა, რომელნი მრავალსახედ თქუმულ არიან, რამეთუ მრავალთა სხუათა ნათესავთა გინათუ შეჰმატეს,
    50.     გინათუ გამოაჴუეს საწყაულისა მისგან, რომელი ჭეშმარიტად ებრაელთაგან აღირაცხა, არამედ ჰრომთაცა შორის იპოვა ენისაებრ მათისა.
    51.     მოდსა საწყაულ ჰრქჳან, ვითარცა ებრაელთა შორის ალეფ ყრმასა სწავლასა შინა ჰმოძღურინ, და ბერძენთა შორის ალფინ ძიებად იპოვა და სახელ-ედების.
    52.     ხოლო მე ვისწავჱ ებრაელთაგან, ცხადად იპოვნეს სხუასაცა ენასა შორის.
    53.     არამედ დავითსაცა ე~ წიგნადვე განჰყოფენ.
    54.     პირველით ფსალმუნითგან, რომელ არს „ესრია“, რომელი გამოითარგმანების: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივი[და]“ ...
    55.     ვიდრე რომლისა თავი: „ერ მესქილ ალ დალ ოებიონ“, რომელ არს: „ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისაჲ“.
    56.     ხოლო აზილას(!) თქუა: „ნეტარ არს – სახჱ კეთილი მიცემად“.
    57.     ბ~ წიგნად: მ~ა, რომლისა თავი: „ქიალ თააროგ, ალაფისიმაინ“, რომელი გამოითარგმანების: „ვითარცა სურინ ირემსა“ ...
    58.     ვიდრე ო~ა თავადმდჱ, რომლისა თავი: „ჱლოინ მასფატაქ ლამელ ექთე“, რომელი გამოითარგმანების: „ღმერთო, სარჩელი შენი მეუფესა მიეც:
    59.     გ~ წიგნად: ო~ბ, რომლისა თავი: „აქ ბოთ იჱლ ელიომ“, რომელ გამოითარგმანების: „ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გული[თა]“ ...
    60.     ვიდრე პ~ჱ-მდჱ, რომლისა თავი: „ესდი ადონაი ლულამ ასის“, რომელი გამოითარგმანების: „წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდჱ უგალობდე.
    61.     ხოლო დ~ წიგნად ჟთ, რომლისა თავი: „ადონაი მაონ ათა აიათა ლანუ“, რომელი გამოითარგმანების: „უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ“.-
    62.     რე-მდჱ, რომლისა თავი: უდულა ადონაი ქიტოფ ქელულა მისდო, რომელი გამოითარგმანების: „აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს“.
    63.     ხოლო არს ფსალმუნთა მათ ალელუაჲ.
    64.     ხოლო ე წიგნად რვ ფსალმუნი, რომლისა თავი: „უდულა ადონაჲ ქიტობ ქილულ ამისდო, რომელი გამოითარგმანების ეგრეთვე: „აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ“ ...
    65.     ვიდრე დასასრულადმდე ვიდრე მეერგასესა ფსალმუნსა, რომლისა თავი არს: „ალელუელ ბაკადისო“, რომელი გამოითარგმანების: „აქებდით ღმერთსა სიწმიდეთა შინა მისთა“. არს იგიცა ალელუა.
    66.     რ~ნ-სა ფსალმუნსა წიგნი განამართლეს.
    67.     რამეთუ ებრაელნი ჰყოფენ დასასრულსა თითოვეულისა წიგნისასა ე~-თა მათ წიგნთა საფსალმუნეთა და[სა]სრულსა მას ფსალმუნისასა.
    68.     საგალობელი დასასრული არს წიგნისაჲ: „მისტობაროქ ადონაჲჱლოჲ იჱლი მეალო აოდ ლაულა ამინოამინ“,
    69.     რომელი გამოითარგმანების: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ ამიერითგან უკუნისამდე.
    70.     იყავნ, იყავნ“.
    71.     ესე არს სადა დაესრულების თითოვეული ე~-ვე იგი წიგნი, რომელიცა-იგი წერილ არს დასასრულსა მე-მ~ ფსალმუნსა და ო~ა-სა და პ~ჱ და რ~ე-სა.
    72.     ხოლო რ~ და მეერგასისა მის – „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, იყავნ, იყავნ.
    73.     ყოველი სული აქებდით უფალსა“, რომელი ითქუმის ებრაელებრ: „ქოჰანნეს სამათე იჱ~ლ თელულა“.
    74.     ალელულა ითქუმის: „აქებდით“. ალ ითქუმის „უფალსა“.
    75.     და დაესრულების ე~-ულისა ამის საფსალმუნისა საქმჱ.


3

     1.     [ბ. დიომიდე, ფრაგმენტი დიონისიოს თრაკიელის გრამატიკის სქოლიოებიდან]
    2.     ხოლო მიკჳრს თითოვეულად აღმომკითხველთაჲ ესოდენისა ამის სულისა წმიდისა შემზადებაჲ და გულისხმის-ყოფაჲ,
    3.     რომელნი სარგებელსა ამას და ღმრთისა ნიჭსა მიიღებენ, რაჲთა არცაღა ამას ზედა იქადოდიან შორის წარმართთა ყრმათა,
    4.     არამედ რაჲთა უწყოდიან რაჲცა იპოვოს მათ შორის შემზადებული, გინათუ შჯულისაგან ჭეშმარიტად, წმიდათაგან წიგნთა ძუელისაგან შჯულისა და ახლისაგან,
    5.     რომელი-იგი მათ შორის იპოვოს, მიზეზი აქუნდეს პირველად წარმართთა შორის ასოჲსა შემოღებაჲ ალეფისაგან,
    6.     რომელი ითარგმანების სწავლისა მცნებაჲ მოყვანებულსა მას ყრმასა.და იტყჳს: „ისწავე ალეფისაგან“.
    7.     და მათა მისგავსებულად ალფა სახელი დასდვეს და შეეტყუა გამოთქუმაჲ იგი გამოთარგმანებულისაჲ ბერძენთა ენასა, რაჲთა ჰრქუას ყრმასა: „ისწავე ძიებად ალფინ“,
    8.     რამეთუ ალფინსა ძიება ჰრქჳან ბერძენთა ენასა, არამედ რამეთუ თავცა არს ასოჲ იგი ალფაჲ და ღმრთისა მიერ მოცემულ არს ნათესავსა კაცთასა აღებად პირისა და გულისხმის-ყოფად,
    9.     რომელ-იგი წიგნსა ისწავებდედ, დიდითა აღებითა პირისაჲთა ითქუმის, ხოლო სხუაჲ იგი ასოჲ მცირედითა აღებითა პირისაჲთა მიეთხრობვის და ითქუმის.
    10.     არამედ არცაღა ასოჲ აქუნდა ბერძენთა, არამედ ფჳნიკისაგან ასოჲთა წერდეს მათსა მას ბერძულსა ასოსა,
    11.     რამეთუ ეგრეთვე ჴმითა და სახელის-დებითა, ვითარცა ებრაელთაჲ, მიმსგავსებულად ჰებრაელთაებრვე პინიკთა მათგანვე იპოვა.
    12.     პალამიდის ვინმე უკუანაჲსკნელ მოვიდა და იწყო ალფა-ბეტა; ი~ვ ხოლო ასოჲ ბერძენთა უპოვა მარტოდ, ესე იგი არს: ალფა – Α, ბეტა – Β, გამა – Γ, დეტა – Δ, იოტა – [Ι, ეტა] Ε,
    13.     კაპა – [Κ], ლამდა – Λ, მჳ – Μ, ნჳ – Ν, ოჳ – Ο, პი – Π, რო – Ρ, სიმა – [Σ], ტა – [Τ], ჳ – Υ.
    14.     შესძინა კადმოს მილისელმან ასოჲ სამი: თეტა – Θ, ფჳ – Φ, ქი – [Χ], ამისთჳსცა მრავალჟამ ი˜თ ხოლო იჴმევდეს. ამისთჳსცა,
    15.     რამეთუ პირველთა მათ არა აქუნდა ლიტონი პალიდა, სახელ-სდვეს სიმიაჲსაგან და პისა და ალფასა წერდეს და სხუასა მრავალსა სიტყუასა სხუად-სახედ სახელ-სდებდეს და წერდეს.
    16.     ამონიდოს ჯონელმან შესძინა ორი ასოჲ: ჰეტა – Η, ჵ – Ω;
    17.     ეპიქარმოს სირაკელმან სამი სხუაჲ: ზეტა – Ζ, ქსი – Ξ, ფსი – Ψ, და ესრჱთ აღესრულა კ~დ იგი ასოჲ.
    18.     ამისთჳსცა მიამსგავსა ომეროს რიცხჳ იგი კ~ბ-თაჲ მათ წიგნთაჲ ებრაელთაჲ კ~დ-სა მას ასოსა გამოსახულსა და აღრაცხილსა.
    19.     და მანცა თჳსი იგი ჴელოვნებაჲ „ჱლიადოჲსი“ კ~დ-ნი დაჩხიბულნი კ~დ-ითა მით ასოჲთა მიამსგავსა, ეგრეთვე კუალად „დჳსევს“, ესევე სიტყჳს-შემოღებაჲ ჩუენისა მის აღთქუმისაჲ,
    20.     რომლისათჳს-იგი აღვთქუთ ჩუენებად რიცხჳ იგი კ~ბ-თა მათ საქმეთაჲ ღმრთისა მიერ, რომელი ვ~-თა მათ დღეთა სოფლის შესაქმისათა იქმნა.


4

     1.     [გ. იპოლიტე რომაელი ქრონიკონი]
    2.     ადამ ცხოვნდა ს~ლ წელ და შვა სჱთ; სეით ცხოვნდა ს~ე წელ და შვა ენუს; ენუს ცხოვნდა რ~ჟ წელ და შვა კაინან; კაინან ცხოვნდა რ~ო წელ და შვა მალელელ.
    3.     მალელელ ცხოვნდა რ~ჲე წელ და შვა იარჱდ; იარჱდ ცხოვნდა რ~ჲბ წელ და შვა ენუქი; ენუქ ცხოვნდა რჲ~ე წელ და შვა მათუსალა; მათუსალა ცხოვნდა რპ~ზ წელ და შვა ლამექ;
    4.     ლამექ ცხოვნდა რპ~ჱ წელ და შვა ნოვჱ; ნოვჱ ცხოვნდა ფ~ წელ და შვა ს~ჱმ; სემ ცხოვნდა რ~ წელ.
    5.     და იყო წყლით-რღუნაჲ ქუეყანასა ზედა მ~ დღჱ, მ~ ღამჱ.
    6.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ადამითგან წყლით-რღუნამდჱ ცს~მბ.
    7.     სემ შემდგომად წყლით-რღუნისა ბ~-სა წელსა შვა არფაქსად; არფაქსად ცხოვნდა რ~ლე წელ და შვა სალა; სალა ცხოვნდა რ~ლ წელ და შვა ებერ; ებერ ცხოვნდა რ~ლდ წელ
    8.     და შვა ფალეგ; ფალეგ ცხოვნდა რ~ლ წელ და შვა რაგავ; რაგავ ცხოვნდა რ~ლე წელ და შვა სერუქ; სერუქ ცხოვნდა რ~ლ წელ და შვა ნაქორ;
    9.     ნაქორ ცხოვნდა ო~თ წელ და შვა თარა; თარა ცხოვნდა ო~ წელ და შვა აბრაჰამ.
    10.     აბრაჰამ ცხოვნდა ო~ე წელ და იყო აღთქუმაჲ ღმრთისაჲ მისა მიმართ.
    11.     ყოვლად შეკრბებიან წელნი წყლით-რღუნითგან ვიდრე ო~ე წლადმდჱ აბრაჰამისა ჩ~იე.
    12.     და აბრაჰამ შემდგომად აღთქუმისა ღმრთისა[ჲსა] ცხოვნდა კ~ე წელ და შვა ისაკ; ისაკ ცხოვნდა ჲ~ წელ და შვა იაკობ; იაკობ ცხოვნდა პ~ზ წელ და შვა ლევი;
    13.     ლევი ცხოვნდა მ~ე წელ და შვა კაათ; კაათ ცხოვნდა ი~ე წელ და შვა აბრაჰამ; აბრაჰამ ცხოვნდა ო~ წელ და შვა მოსჱ;
    14.     მოსჱ ცხოვნდა პ~ წელ და გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით უდაბნოდ.
    15.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ო~ე წლითგან აბრაჰამით ვიდრე ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით გამოსლვადმდჱ ჳლ~ წელ.
    16.     მოსე ძეთა თანა ისრაჱლისათა დაყო უდაბნოს, ცხოვნდა-ღა მ~ წელ სხუა და მოსცა მათ შჯული.
    17.     ისუ ძემან ნავჱსმან დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ და ცხოვნდა მათ თანა კ~ე წელ.
    18.     ყოვლად წელნი გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით, ვიდრე წილით განყოფადმდჱ ქუეყანისა მის აღთქუმისა
    19.     ჲ~ე, და ვინაჲთგან იყო აღთქუმაჲ ღმრთისაჲ აბრაჰამის მიმართ წელნი ჳ~ჟე.
    20.     წყლით-რღუნითგან ჩფ~ი წელნი; ადამითგან ძქ~ობ წელნი.


5

     1.     მსაჯულნი ისრაჱლისანი
    2.     მოხუცებულთა – ლ~ წელ; ქუსარსათომ მეფჱ ასურეთისაჲ – ჱ~ წელ; გოთონიელ ძჱ კინეზისი – მ~ წელ; ეგლომ მეფჱ მოაბისაჲ – ი~ჱ წელ; აოდ – პ~ წელ;
    3.     იაბის მეფჱ ქანანისაჲ – კ~ წელ; დებორა და ბარაკ – მ~ წელ; მადიამელთა – ზ~ წელ; გედეონ – მ~ წელ; აბიმელექ – გ~ წელ; თულა კ~ წელ; იაირ – კ~ბ წელ; ამონიტელთა – ი~ჱ წელ;
    4.     იეფთაე – ვ~ წელ; ესებონ – ზ~ წელ; ალლონ – ი~ წელ; აბდონ – კ~ წელ; უცხო თესლთა – მ~ წელ; საფსონ – კ~ წელ; სამეგარ – ა~ წელ; ანარქიას და სამერ მსაჯულთა – მ~ წელ;
    5.     ირინის და სამანია მსაჯულთა – ლ~ წელ.
    6.     ყოვლად შეკრბებიან მსაჯულთა ისრაჱლისათა წელნი ფ~კ; და მღდელთა და მსაჯულთანი ჱლისნი და სამოველისნი ჟ~ წელნი.
    7.     ყოვლად შეკრბებიან მსაჯულთა წელნი ქ~ი წელ;


6

     1.     მეფენი იუდაჲსნი იერუსალჱმს
    2.     საულ – ლ~ წელ.
    3.     მ~ წელ ყოვლად მეფობდა საულ, არამედ თ~ წელ მისსა მეფობასა სამოველვე შჯიდაღა; დავით – ლ~ე წელ და ვ~ თუჱ;
    4.     მ~ წელ ყოვლად მეფობდა დავით, არამედ ე~ წელ საულის მეფობასა მეფობდა და წინაჲსწარმეტყუელებდეს გად, ნათან, დავით და ასაფ; სოლომონ – მ~ წელ.
    5.     და ტაძარსა ღმრთისასა აშენებდა და აღასრულა მე-ი~ბ-სა წელსა მეფობისა მისისასა; და წინაჲსწარმეტყუელებდეს ნათან და აქია სალონიტელი, სემეას, ადდო;
    6.     რობოამ – ი~ჱ წელ; აბია – გ~ წელ; ასა – მ~ და ა~ წელ; იოსაფატ – კ~ე წელ; და წინაჲსწარმეტყუელებდეს მიქეა, ელია, ელისჱ, აბდია, იოველ, ოზიელ, ელიაზარ,
    7.     აზარია; იორამ – ჱ~ წელ; ოქოზია – ა~ წელ; გოდოლია, დედაჲ მისი – ზ~ წელ; იოვას – მ~ წელ; ამასია – კ~თ წელ; აზარია, რომელსა ოზიაცა ერქუა, რომელი განკეთრდა – ნ~ბ წელ,
    8.     და წინაჲსწარმეტყუელებდეს ოსე, ამოს, ესაია, იონას; იოვათამ – ი~ვ წელ; აქაზ – ი~ვ წელ; ეზეკია – კ~თ წელ.
    9.     მეექუსესა წელსა მეფობისა მისისასა ჰრომჱ აღიშენა ჰრომილჱს მიერ მეფისა; და ი~-სა წელსა მეფობისა მისისასა სალმანასარ მეფჱ ასურეთისაჲ ზედა-მოუჴდა ისრაჱლსა
    10.     და წარტყუენა ოსჱ მეფჱ ისრაჱლისაჲ ათსა თანა ნათესავსა.
    11.     და ტყუენვასა მას წარტყუენა ტობი, კაცი მართალი; და მე-ი~დ-სა წელსა მეფობისა მისისასა დასნეულდა ეზეკია მეფჱ.
    12.     ესაია წინაჲსწარმეტყუელმან სიკუდილისა მისისათჳს პრორჱგორევსე ცრემლოოდა მწარჱდ.
    13.     შეიწყალა ღმერთმან და შესძინა ცხორებაჲ ი~ე წელი.
    14.     სასწაული მისცა მას ესაიაჲს მიერ წინაჲსწარმეტყუელისა – ეპანოდონ – აჩრდილი მზისაჲ კუალად იქცა ათთა მენაკთა.
    15.     მანასჱ – ნ~ე წელ; ამოს – ბ~ წელ; ოსია – ლ~ა წელ, წინაჲსწარმეტყუელებდეს იერემია, სოფონიას, ოლდად, ბარუქ; იოაქას – გ~ თთუჱ.
    16.     ფარაო ნექაო შეიპყრა იოაქას და წარტყუენა ეგჳპტედ, იოვაკიმ, რომლისა [სახელი] ელიაკიმცა – ი~ა წელ.
    17.     წინაჲსწარმეტყუელებდა ურია იერუსალჱმისათჳს და ივლტოდა ეგჳპტედ.
    18.     იოვაკიმ წარავლინა მისთჳს და მოკლა იგი.
    19.     იოვაკიმ, რომლისა სახელი იექონია – გ~ თთუჱ.
    20.     და ი~ დღჱ, ნაბუ[ქო]დონოსორ მეფემან ბაბილოვნისამან შეიპყრა და წარტყუენა იოვაკიმ ი~ჱ წლისაჲ ბაბილოვნდ და ყოველნი ძლიერნი და ჴელოვანნი იერუსალჱმისანი ჯ~-ოდენ.
    21.     ტყუენვასა მას წარტყუენა დანიელ, ანანია, აზარია, მისაელ ჭურჭერსა თანა ტაძრისასა და ქალაქისასა და საფასჱ იგი შეიღო ბაბილოვნდ;
    22.     და მეფედ დაადგინა იერუსალჱმს მატთანია იოვაკიმის წილ, მამის ძმაჲ მისი, სედეკია სახელი უწოდა.
    23.     შეკრბებიან ყოველნი წელნი ტყუენვითგან ოსჱსითგან მეფისა ისრაჱლისაჲთ და სამარიაჲსაჲთ,
    24.     რომელი წარტყუენა სალმანასარ, ვიდრე წარტყუენვადმდჱ იოვაკიმისა, მეფისა იუდაჲსა ნაბუქოდონოსორის მიერ, წელნი რ~კბ.
    25.     ყოვლად შეკრბებიან წელნი მეფეთა იუდაჲსთანი, რომელნი მეფებდეს იერუსალჱმს, საულისითგან იოვაკიმისამდჱ წელნი ფ~ჲდ
    26.     და გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით – წელნი ჩ~რჲე, და აღთქუმითგან ღმრთისაჲთ აბრაჰამის მიმართ – წელნი ჩფ~ჟე,
    27.     წყლით-რღუნითგან – წელნი ჩ~ქი; ადამითგან – წელნი წ~ყობ.


7

     1.     რიცხუნი წელთანი, რაოდენნი დაყვნეს ძეთა ისრაჱლისათა ბაბილოვნს ტყუევობასა, მსგავსად სიტყჳსა მის იერემია წინაჲსწარმეტყუელისა:
    2.     სედეკია – ი~ა წელ.
    3.     მეორესა წელსა სედეკიაჲსსა ჩუენებაჲ იხილა ნაბუქონდონოსორ და ზრახვაჲ იგი ჰკითხა ქალდეველთა და ბაბილოვნისა ბრძენთა.
    4.     ღმერთმან გამოუცხადა დანიელს ჩუენებაჲ იგი და აუწყა მეფესა.
    5.     ნაბუქონდონოსორ შემდგომად სედეკიაჲსა ცხოვნდა მეფჱდ კ~დ წელ.
    6.     მარუდაქ ძჱ მისი – ი~ბ წელ, ბალტასარ, ძმაჲ მისი – დ~ წელ.
    7.     სერი უყო მთავართა მისთა და ხარჭთა მისთა.
    8.     და გამოიღო ჭურჭერი იგი, რომელი მოიღო ნაბუქოდონოსორ იერუსალჱმით სახლისაგან ღმრთისაჲსა და სუმიდა ღჳნოსა მით.
    9.     მას ჟამსა გამოუჩნდა ჴელი კაცისაჲ თითითურთ და წერდა კედელსა, რომელი განუმარტა დანიელ.
    10.     დარიოს ხუჟიკი – ი~ზ წელ.
    11.     ა~-სა წელსა მისსა მეფობასა დანიელ შთააგდეს ჯურღმულსა მას ლომთასა.
    12.     მეფესა არა უნდა, არამედ იიძულეს იგი მისთჳს დაწესებულისა მისთჳს.
    13.     კჳროს სპარსი მეფობდა შემდგომად დარიოსისა.
    14.     ა~ წელსა კჳროსისსა აღივსნეს ტყუევობისა ო~-ნი წელნი მსგავსად სიტყჳსა მის იერემია წინაჲსწარმეტყუელისა.
    15.     და გამოავლინნა კჳროს მეფემან ძენი ისრაჱლისანი ბაბილოვნით იერუსალჱმდ იესუჲს თანა იოსჱდეკისა, მღდელისა მის დიდისა,
    16.     და ზორობაბელ სალათიელი ძეთა თანა ისრაჱლისათა აღმოვიდა.
    17.     კჳროს მეფემან სპარსთამან მოსცა ჭურჭერი იგი ტაძრისა ღმრთისაჲ იერუსალჱმდ ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ.
    18.     რომელი წარიღო ნაბუქონდონოსორ მეფემან; წინაჲსწარმეტყუელებდეს დანიელ და ეზეკიელ.
    19.     ყოვლად შეკრბებიან ჟამნი წარტყუენვითგან იოვაკიმის მეფისა იუდაჲსით ვიდრე პირველად წლადმდჱ კჳროს მეფისა სპარსთაჲსა ტყუეობისა
    20.     წელნი ო~, საულისითგან, მეფისა ისრაჱლისა, წელნი ფ~ჲ; გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით წელნი ჩს~ლე;
    21.     აღთქუმითგან ღმრთისაჲთ აბრაჰამის მიმართ – წელნი ჩქჲ~ე; წყლით-რღუნითგან წელნი ც~ქპ; ადამითგან – წელნი წ~შმბ.


8

     1.     მეფენი სპარსთანი
    2.     კჳროს შემდგომად აღმოსლვისა ძეთა ისრაჱლისათა იერუსალჱმდ – ლ~ წელ; კამბუს, ძემან კჳროსისმან, რომელი ითქუა ულექთის მეორჱ ნაბუქონდონოსორ – თ~ წელ.
    3.     მე-დ~-სა წელსა მეფობასა მისსა ჰურიანი განდგეს. წარავლინა ჰოლონფერნჱ ერისთავი დიდძალითა ერითა ჰურიათათჳს გარე-მოცვად,
    4.     წარმოვიდა ჰოლონფერნჱ დიდითა ძლიერებითა, გარჰ-შეიცვა ქალაქი ჰებრაელთაჲ, რომლისა სახელი ბეტულუა.
    5.     იყო ვინმე დედაკაცი ქურივი, რომლისა სახელი იუდით, მას ქალაქსა შინა.
    6.     იგი გარდამოვიდა ჰოლონფერნესა კარვად მისა და დაყო დღჱ გ~, დ~-სა დღჱსა ეძინა მას თჳსსა ზედა სასუენებელსა,
    7.     ღამჱ ილოცვიდა და ზღუდჱ-ყო ღმრთისა შეწევნაჲ და თავი მოჰკუეთა მას და ესრჱთ სპარსთა იგი ძლიერებაჲ განიბნია. მოგუთა – ზ~ თთუჱ.
    8.     დარიოს, ვახშტასპეანი – ლ~ვ წელ, და ვ~-სა წელსა მეფობასა მისსა იერუსალჱმს ტაძარი იგი აღესრულა.
    9.     ხოლო იშენებოდა მ~ვ წელ; წინაჲსწარმეტყუელებდეს ანგეოზ და ზაქარია.
    10.     ქსერქსეს დიდი – ი~თ წელ და ვ~ თუჱ, მე-დ~-სა წელსა მეფობასა მისსა ეგჳპტესა ჴელ-ყო, და მისა შემდგომად ათენელნი განხერხნა.
    11.     არტვან – ზ~ თთუჱ; არტახშეს ჴელგრძელი – მ~ა წელ; მე-კ~-სა წელსა მეფობისა მისისასა ნეემია პირის მწდჱ თჳსი გამოითხოვა შჱნებად იერუსალჱმისა
    12.     და ებრძანა აღსლვად ჰურიასტნად, და აღაშენნა ზღუდენი ქალაქისანი.
    13.     სივრცჱ მას შინა განმზადნა მსგავსად ხილვისა დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა; და ეზრაჲსგან ისწავა შჯული; და ესთერის და მარდუქჱს მიერ ჰამანი მოკლეს სპარსეთს.
    14.     ქსერქსჱ მეორჱ – ბ~ თთუე, როგდანე – ზ~ თუე; დარელ, ცოლისგერი ნოითოსი – ი~თ წელ.
    15.     არტახშეს მოჴსენემან – მ~ბ წელ; არტაქსაქსჰ კეუქაჲსი – მ~ბ წელ, არსესოქჱ – დ~ წელ; დარიოს – ვ~ წელ.
    16.     ალექსანდრჱ მაკედონელმან მოკლა მეფე დარიოს და დასცა ძლიერებაჲ სპარსთაჲ.
    17.     ყოვლად შეკრბებიან წელნი კჳროს მეფისაჲთგან სპარსთაჲსა ვიდრე დარიოს მეფისამდჱ წელნი ს~ლ;
    18.     ალექსანდრე შემდგომად დარიოსის მოკლვისა მეფობდა მტკიცჱ კ~ვ წელ და ზ~ თთუჱ.


9

     1.     მეფენი პტოლემეანნი ეგჳპტელთანი
    2.     პტოლემეოს ლავგოსეანი – მ~ბ წელ.
    3.     ამან პტოლემეოს განაწესნა და გამოათარგმანნა ო~-თა მათ შჯულისა მოწაფეთა სიბრძნენი ჰურიათანი შჯული და ყოველნი ებრაელთა წიგნნი ბერძენთა ენასა;
    4.     და მე-ი~ჱ-სა წელსა მეფობისა მისისასა სელევკოს ნიკატორისმან ანტოქიაჲ აღაშენა.
    5.     პტოლემეოს ძმათმოყუარემან – ლ~ზ წელ, მე-ჱ~-სა წელსა მეფობისა მისისასა სოსტრახას, დექსიფანონ.
    6.     კნიდიონ აღჰმართეს ალექსანდრიას გოდოლი, რომელსა ჰრქჳან ფარონ.
    7.     კ~ა წელსა მეფობასა მისსა ჰრომეს ვეცხლისა დიდებაჲ წარჰკუეთა.
    8.     პტოლემეოს ევერგეტეს – კ~ე წელ; პტოლემეოს ფილოპატოს – ი~ზ წელ; პტოლემეოს ეპიფანის – კ~ე წელ; პტოლემეოს ფილომიტოს – ი~ა წელ; პტოლემეოს ოსოტერ – კ~ზ წელ;
    9.     პტოლემეოს ალექსანდროს – ი~ჱ წელ; პტოლემეოს მეორემან – ი~ჱ წელ; პტოლემეოს დჳონისის – ი~თ წელ; პტოლემეოსის ასულმან კლეოპატრა – კ~ბ წელ.
    10.     ყოვლად შეკრბებიან წელნი მეგჳპტელთანი ს~ჟდ, თარგ.(!) სნ~თ.
    11.     ოცდამეოთხესა წელსა მეფობასა კლეოპატრაჲსსა ივლიოს კეისარი მოვიდა ჰრომედ და შეკრბეს კეისარნი.
    12.     და წელთა ჰრომთა მეფეთა რაცხდეს.
    13.     პირველად ჱ~ წელსა მეფობასა კლეოპატრაჲსსა ივლიოს კეისარი აღიღო პროტელთაგან.
    14.     და კასიონ მეფობდა გ~ წელ და ზ~ თთუჱ და ი~ დღე.
    15.     ი~ჱ წელსა ჰრომთა მეფობასა – ი~ე, აგჳსტოს, რომელი ჰრომს მეფობდა, კლეოპატრა მოკლა და აღიღო პტოლემეანთა მეფობაჲ და ამისა შემდგომად მეფობდა სხუათა წელთა კ~ვ-თა.
    16.     მ~ე წლისა ჰრომ[თა] მეფობისა,
    17.     ესე არს მ~ბ წელი მეფობისა აგჳსტეს კეისრისაჲ, განკაცნა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე, იშვა და ჴორციელ იქმნა წმიდისაგან ქალწულისა მარიამისა და სულისაგან წმიდისა.
    18.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ქრისტჱს მოსლვადმდჱ ესრე: პტოლემეანთა მეფობითგან აგჳსტესნი წელნი კ~ვ, კჳროსითგან,
    19.     რომელმან აღავლინნა ძენი ისრაჱლისანი ბაბილოვნით იერუსალჱმდ, წელნი ფ~ნვ, საულისითგან მეფისა ისრაჱლისაჲთ ჩ~რივ;
    20.     გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათაჲთ ეგჳპტით წელნი ჩ~ღჟა; და აღთქუმითგან ღმრთისაჲთ აბრაჰამის მიმართ წელნი ც~სკ; წყლით-რღუნითგან ძ~სლვ; ადამითგან წელნი ჭჳ~ჟჱ.
    21.     ინდიკტიონი და ჳპატანი მ~ე წლითგან ჰრომთა მეფობით ესე არს.
    22.     მ~ბ-სა წელსა აგჳსტეს კეისრისასა განკაცნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.ა~ ინდიკტიონსა შაბუ და შეტერუა მათ ჳპატიონთა მაცხოვარი და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე
    23.     იშვა და ჴორციელ იქმნა წმიდისაგან ქალწულისა და ღმრთის-მშობელისა მარიამისგან და სულისაგან წმიდისა.
    24.     ინდიკტიონი აღვალს ი~ე წლადმდე და მერმე თავითვე მოიქცევის].


10

     1.     [კეისარნი ჰრომთანი]
    2.     [იქმნა შემდგომად ამისა მეფედ გერი მისი ტიბერიოს].
    3.     ამისსა მე-ი~ჱ-სა წელსა იყო ვნებაჲ უფლისაჲ; გაიოს – დ~ წელ; კლავდიოს – ი~ე წელ; ნერონ – ი~დ წელ; ბალბოს, ათონ, ბატოლოს სამნივე – ა~ წელ და ა~ თთუჱ,
    4.     ვესპასიანოს – ი~ წელ; ტიტოს, ძჱ მისი – გ~ წელ; დუმენტიანოს, ძმაჲ მისი – ი~ე წელ, ნეროვას – ა~ წელ, ტრაიანოს – კ~ წელ; ანდრიანოს განრღუეული – კ~ა წელ;
    5.     ანტონინოს ევსებიოს მორწმუნჱ – კ~ბ წელ; მარკოს ავლერიანოს ლუკიოსითურთ, ძმით მისით – ი~თ წელ; კომოდოს – ი~ბ წელ; პერტინაქს – ვ~ თუჱ
    6.     სევეროს – ი~ჱ წელ; ანტონინოს – ზ~ წელ; მაკრინოს – ა~ წელ; ალექსანდროს – ი~თ წელ.
    7.     დედაჲ ამის მეფისაჲ მამია მორწმუნჱ იყო ფრიად და მცველ ეკლესიათა; მაქსიმიანოს – გ~ წელ; პოპინიოს და ბალბოს – გ~ თთუჱ; კორდიანოს – ვ~ წელ; ფილიპჱ – ზ~ წელ.
    8.     ამას ყოვლითა გულითა მისითა ჰრწმენა ქრისტჱ; დეკიოზ – თ~ წელ, და დაიკლა იგი ვიეთგანმე ძითურთ.
    9.     გალოს და ბულინიოს – გ~ წელ; ვალერიანოს და გალინოს ი~ წელ; კლავდიოს – ბ~ წელ; ავლერიანოს – ვ~ წელ; კარინოს და ძჱ ნუმერიანოს – ბ~ წელ;
    10.     დეოკლიტიანე და მაქსიმიანჱ – კ~თ წელ.
    11.     მაქსიმიანოს, ღალერიანოს და მაქსიმოს, ძჱ არკულოსისი – თ~ წელ; ამათსავე მეფობასა მეფობდა ბარტანიასა ზედა კოსტა, მამაჲ დიდებულისა კოსტანტინესი.
    12.     კოსტანტინჱ მეფემან დიდებულმან მე-ზ~-სა წელსა მეფობისა მისისასა მოკლა უშჯულოჲ მეფჱ მაქსიმიანე და დაიპყრა ჰრომთა მეფობაჲ.
    13.     და აღესრულა კოსტანტინჱ დიდი ჲ~ე წლისაჲ, და დაყო მეფობასა შინა ლ~ბ წელი.
    14.     მე-ი~თ-სა წელსა მეფობისა მისისასა იყო წმიდაჲ კრებაჲ ნიკეაჲსაჲ.
    15.     და ი~თ-სა წელსა იკურთხნეს წმიდანი ეკლესიანი იერუსალჱმისანი ჴელითა წმიდისა ათანასი ალექსანდრიელისაჲთა.
    16.     ყოვლად შეკრბებიან წელნი ქრისტჱს მოსლვითგან ჯუართა პოვნადმდჱ ტ~კვ.
    17.     აგჳსტჱს კეისრისაჲთგან ვიდრე კოსტანტინესამდჱ ლ~ე მეფენი იცვალნეს ბერძენთა ზედა.
    18.     და იაკობ, ძმისა უფლისაჲთგან ვიდრე კჳრილჱსამდე ლ~ე-ვე იცვალნეს ებისკოპოსნი იერუსალჱმსა ზედა.
    19.     კოსტანტინჱ, ძჱ დიდებულისა კოსტანტინესი და კოსტოს, ძმაჲ მისი – გ~ წელ; კოსტანტინოს, ძმაჲ მათი თვითმპყრობელი – კ~ე წელ;
    20.     ივლიანე ღმრთის-შემაწუხებელი – ბ~ წელ; ივბინიანოს – ვ~ წელ; ვალენტიანოს – ი~ა წელ; ენუს – ი~ბ დღჱ; ბალენ – ი~ა წელ; ღრატიანოს – ი~ა წელ, თევდოსი დიდი – ი~ე წელ,
    21.     არკადი – კ~გ წელ; ონორი – ი~გ წელ; თევდოსი მცირჱ – მ~ბ წელ; მარკიანჱ – ვ~ წელ; ლეონ – კ~ წელ; ლეონტი – ა~ წელ; ზენონ – ი~ვ წელ; ანასტას – კ~ზ წელ; ისტჳნიანე – კ~თ წელ;
    22.     ივსტჳნა – თ~ წელ; ტიბერის – კ~ა წელ; მავრიკ – ი~დ წელ; ფოკა – ჱ~ წელ; ჰერაკლჱ – ლ~ა წელ; კონსტანტინჱ და კოსტანტიანოს – ი~დ წელ; კოსტანდინ – კ~ჱ წელ;
    23.     კოსტანტინიანოს – კ~ბ წელ; ლეონტი – გ~ წელ; აფსიმაროს – ზ~ წელ; ფილიკოს – ა~ წელ; ანასტას – გ~ წელ; თევდოსიოს – ა~ წელ; ლეონ და კოსტანტინჱ ძჱ მისი – მ~ე;
    24.     ლეონ და კოსტინე და დედაჲ მათი ერინე – კ~ვ; ნიკიფორე – თ~; მიქაელ – ბ~; ლეონ – ჱ~; მიქაელ – ი~ზ; თეოფილე – კ~გ; მიქაელ და თეოდორა, დედაჲ მისი – ლ~გ;
    25.     ბასილი მეფე – კ~; ლეონ, ძე მისი ალექსანდროს; რომანოზ; კოსტანტი; რომანოზ; ნიკიფორე კივრიჯან.