1

     1.     ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა იოვანე ურაჰაელისა კათალიკოზისაჲ
    2.     ესე – სასწაულნი, რომელ გამოაცხადნა ქრისტემან, უფალმან ჩუენმან, იოვანჱს, ურაჰაელთა კათალიკოზისა მიერ.
    3.     გაუწყებ თქუენ, საყუარელნო, ვითარმედ ჟამთა მათ შინა აჰრონ რაშიდის ამირ მომლისათა იყო ვინმე კაცი ჰურიაჲ, რომელსა, სახელი ერქუა ფინეზ.
    4.     და იყო იგი სწავლულ ფრიად ჴელოვნად „დაბადებასა“ და ოცდაოთხთა ბეჭდულთა წინაწარმეტყუელთასა და იყო იგი მკურნალი ჴელოვანი.
    5.     და შოვრის სახლეულთა მისთა არავინ იყო სწორ მისა, და იმარხვიდა იგი მცნებათა „დაბადებისათა“ და შჯულსა, და დიდისა მისგან შურისა მტკიცედ იმარხვიდა შჯულსა თჳსსა.
    6.     და დიდი სიძულილი და მტერობაჲ აქუნდა ქრისტეანეთა მიმართ და არა ხედვიდა სხუასა შჯულსა შჯულად, თჳნიერ თავისასა;
    7.     ზედა მტკიცე იყო, და იცოდა მან ვარსკულავთა რიცხუვაჲცა და უმჯობჱს იყო იგი ყოველთა კაცთა სახითა და საქმითა და გონიერებითა.
    8.     და მიდრიკა გონებაჲ ამირა მომლისაჲ დიდითა მით სიფცხლითა და სიბრძნითა მისითა.
    9.     და რაჟამს ითხოვის მისგან საჴმარი მეფეთაჲ, ყოველივე პოჲს მის თანა.
    10.     და დიდისა მისთჳს მტერობისა შეასმენდა იგი ქრისტიანეთა ამირა მუმლისა თანა და მოაძულნა იგინი, ხოლო ამირა მომლმან გარდაადგინნა ქრისტეანენი მწიგნობრობისაგან და ფარაშობისა და ყოვლისა მსახურებისა მისისაგან.
    11.     და ეგრჱთვე ყოველსა საბრძანებელსა შინა მისსა მოიძულნა ქრისტეანენი ამირა მომლმან ფრიადისა მის შესმენისა მისისაგან.
    12.     ესმა ანბავი ესე ამბა იოვანეს, მწყემსსა მას კეთილსა, ქრისტჱს მიერ გამორჩეულსა სამწყსოჲსა მისისათჳს ქალაქსა შინა ურჰაისასა, რომელი-იგი მისცა ქრისტემან ჴელთა მისთა.
    13.     მაშინ შეწუხნა იგი მწუხარებითა დიდითა და ეტყოდა თავსა თჳსსა ესრჱთ: უკუეთუ სიმრავლეთაგან ცოდვათა ჩემთაჲსა ღირს ვიქმნენით ამას ყუედრებასა სამხილებელად ჩუენდა ამის კაცისაგან ჰურიაჲსა კაცისმკლველისა, რომელმან დასთხივნა სისხლნი წინაწარმეტყუელთანი, რომელი-ესე ნაშობი არს წყევისაჲ, მოძულჱ ერისა მადიდებელისა შენისაჲ?
    14.     შვილნი ნათლისღებისა ემბაზისა შენისანი, თაყუანისსაცემელნ სულისა შენისა წმიდისანი, განწმედილნი მადლითა შენითა, მორწმუნენი წმიდისა ადგომისა შენისანი, მორჩილნი და სარწმუნონი წმიდისა სახარებისა შენისანი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ადიდებენ სახელსა შენსა წმიდასა.
    15.     აწ, უფალო ღმერთო ჩუენო იესუ ქრისტე, ნუ ცოდვათა ჩუენთათჳს დამამდაბლებ ჩუენ საკიცხელად და საყუედრელად წარმართთა მოძულეთა ჩუენთა სახელისა წმიდისა შენისათჳს, რამეთუ შენ, უფალსა ჩუენსა, ვერ მიგეწევის.
    16.     და უკუეთუ მჴდომი ესე ცოდვათა ჩუენთათჳს უფლებულ არს ჩუენ ზედა ურჩებითა, რომელ შეგცოდეთ და განგიდეგით შენ, და ნუცა ამისთჳს მაყუედრებენ ჩუენ წარმართნი გარეშენი შჯულისა შენისაგან წმიდისა სახელისა შენისა.
    17.     ხოლო მე, მონაჲ ესე შენი, რომელი ვდგა წინაშე შენსა, სახელსა შენსა ვფუცავ, ვითარმედ შევიდე წმიდასა ტაძარსა შენსა და არა გამოვიდე მისგან ყოვლადვე, ანუ მოვკუდე, ანუ შემეწიო მე და მომმადლო ჴელმწიფებაჲ ძლევად ჰურიასა მას ზედა და განვაქიქო იგი და არა ვჭამო საზრდელისაგანი ყოვლადვე, გარნა ზე ვდგე შენ წინაშე თაყუანისცემით ადგილსა სიწმიდისა შენისასა, რომელსა შინა არს ხატი შენი, უფალო ღმერთო ჩემო იესუ ქ˜ჱ, რომელი-იგი ჴელითა შენითა წარმოეცა ავგაროს მეფისა სიმტკიცედ სარწმუნოებისა მისისა და კეთილისა გონებისა მისისათჳს.
    18.     და უბრძანა წმიდამან ამბა იოვანე წმიდათა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არა განაღონ კარი ეკლესიისაჲ მის ზედა, ვიდრე აღსრულებადმდე ოთხმეოცთა დღეთა, და უბრძანა მათ მარხვაჲ და ლოცვაჲ დაუცხრომელად, და ყოველსა სამწყსოსა ღმრთისა ქალაქისა წმიდისასა.
    19.     და ვითარცა შევიდა საჭურჭლესა ღმრთისასა წმიდასა მას, რომელსა შინა არს ხატი მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელ არს ღმერთი, ბრწყინვალებაჲ ღმრთისა მამისა დაუსაბამოჲსაჲ, და დაადგრა მას შინა მარხვით და ლოცვით, გლოვით და მწუხარებით წინაშე ღმრთისა.
    20.     და ვითარ იყოღა დღჱ იგი მეშჳდჱ, აღივსო ადგილი იგი წმიდაჲ, რომელსა შინა იყო წმიდაჲ ამბა იოვანე მდგომარჱ, ნათლითა დიდითა, ბრწყინვალითა ფრიად.


2

     1.     და ჴმაჲ, რომელი ეტყოდა საკურთხევლით გამო: იოვანე! იოვანე!
    2.     მე ვარ გაბრიელ, ანგელოზი ღმრთისაჲ, მახარებელი, რომელი მომავლინა მე უფალმან შენდა ხარებად, რამეთუ ლოცვაჲ შენი აღიწია, ვითარცა საკუმეველი სულნელი, წინაშე მისა.
    3.     რამეთუ, რომელ-იგი მოგიჴდა გულსა შენსა, იხილა და გპოვა წმიდა და უბიწო და განაბრწყინა გული შენი წინაშე მისა, ვითარცა ნათელი მზისაჲ.
    4.     და უწყის ღმერთმან შური იგი შენი, რომელი გაქუს ერისათჳს რჩეულისა.
    5.     და უფალი გეტყჳს შენ: მე მოვავლინო შენ ზედა სული ჩემი წმიდაჲ, ვითარცა-იგი მოუვლინე მოწაფეთა ზედა ქორსა მას საჲდუმლოჲსასა სიონს შინა, რომელ-იგი არს სული წმიდაჲ, მოგცე შენ ძალი ძლევად ჰურიასა მას შურისგებად და ვადიდო სახელი შენი ყოველთა ქრისტეანეთა შოვრის, და რომელ-იგი განაცხადენ კეთილნი საქმენი შენნი, ამისთჳს განვამტკიცო სარწმუნოებაჲ შენი.
    6.     მაშინ ჰმადლობდა წმიდაჲ იოვანე ღმერთსა და განიხარა სიხარულითა დიდითა.
    7.     მერმე ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა და აღვიდა საყოფლად თჳსა და დაჯდა და წარავლინნა და შემოჲკრიბნა მორწმუნენი ქრისტესნი ქალაქად ურაჰაისა და ახარა მათ, რაჲცა-იგი იყო და ვითარ-იგი ახარა მას ანგელოზმან, და ეტყოდა, და რაჲ-იგი აღუთქუა მას უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ძემან ღმრთისამან, მხოლოდშობილმან ცხოველმან.
    8.     მაშინ განიხარეს სიხარულითა დიდითა და მხიარულ იქმნნეს და თქუეს: ნეტარ არს ჩუენდა, ვინაჲთგან შეგჳწყალნა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ძემან ღმრთისამან.
    9.     იგი შეგეწიოს შენ, წმიდაო მამაო, და მოგცეს ძლევაჲ მტერთა შენთა ზედა.
    10.     მერმე წმიდამან იოვანე წარავლინა მოწოდებად ეპისკოპოსთა მისთა, რომელნი იყვნეს ჴელმწიფებასა ქუეშე მისსა და რომელნი იყვნეს მახლობელად მისა.
    11.     და შემოკრბეს მისა და აღდგეს და ყვეს ლოცვაჲ.
    12.     ხოლო წმიდაჲ ამბა იოვანე გაჯდა საჴედარსა თჳსსა და ყოველნი ეპისკოპოსნი მისნი მის თანა, და წარემართნეს ამირა მომლისა რაკად, ვინაჲცა-იგი იყოფოდა ამირა მომლი.
    13.     და ვითარცა მიეახლნეს ქალაქსა მას რაკაჲსასა, იხილა ამირა მომლმან ძილსა შინა ცეცხლი, მოტყინარჱ სახლსა შინა მისსა, აღგზებული, და ჴმაჲ, რომელი ეტყოდა ძილსა შინა თჳსსა: აჰა ესერა მოწაფჱ ქრისტჱსი მოვალს შენდა.
    14.     აწ იხილე, ვითარ-იგი შეემთხჳო მას, და დიდითა დიდებითა პატივ-ეც შემთხუევასა მისსა, ყოვლითა ძალითა შენითა და პატივითა მიეგებე მას, რამეთუ იდიდოს უფლებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი.
    15.     და ჰრქუა მას ჴმამან მან: და უკუეთუ არა ჰყო ესე, დაჰჴსნდეს და განქარდეს ძალი და მეფობაჲ შენი, და მოაკლდეს დღეთა შენთა, დაილივნენ ჟამნი შენნი, და აუფლე იგი ჰურიასა მას ზედა, ხოლო ჰურიაჲ განაყენე მსხჳლისა მის ზრახვისა მისისაგან, ბოროტისა სიტყჳს-გებისა მისისაგან და ნუ უტეობ მძლავრობად წინაშე შენსა და ნუცა მიუშუებ სიტყჳს-გებად მოწაფისა ქრისტჱს მიმართ, არამედ სიტყჳთა კეთილითა იტყოდის წინაშე გონიერთა და მეცნიერთა და სწავლულთა.
    16.     აჰა ესერა გრქუა შენ წინაჲსწარვე და უწყებულ იყავ, რამეთუ მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მოწაფესა ქრისტჱსსა ამბა იოვანეს: თუ უნდეს, მოაკუდინოს ჰურიაჲ, და თუ უნდეს, აცხოვნოს.
    17.     მაშინ განიღჳძა ამირა მომლმან ძილისაგან თჳსისა და თქუა გულსა შინა თჳსსა: რაჲ-მე არს საქმჱ ესე საკჳრველი, რომელი-ესე ვიხილე?
    18.     ბრძანა მაშინ ამირა მომლმან დაცემაჲ საყჳრისა და დაფისაჲ და აჯდა იგი და ყოველნი ლაშქარნი მის თანა ასხდეს, და განვიდა შემთხუევად წმიდისა ამბა იოვანე კათალიკოზისა.
    19.     და არავინ იცოდა საქმჱ ესე, რომელი იხილა ძილსა შინა თჳსსა, თჳნიერ გულსა თჳსსა ზრახვიდა.
    20.     და სლვასა ოდენ მისსა შინა აჰა ესერა გამოჩნდა ამბა იოვანე და ეპისკოპოსნი მისნი მის თანა მთასა მას ზედა მომავალნი, რომელი დახედავს ქალაქსა ზედა რაკაჲსასა.


3

     1.     და ეუწყა წმიდასა ამბა იოვანეს სულისა წმიდისა მიერ, ვითარმედ ამირა მომლი გამოსრულ არს შემთხუევად მისა, და უთხრა ეპისკოპოსთა იგი და ახარებდა მათ და ყოველთა, რავდენნი იყვნეს მის თანა ქრისტეანენი მტკიცენი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა.
    2.     ხოლო ამირა მომლმან თქუა, ვითარმედ: ვიხილე იოვანეს ზედა და გუნდსა ზედა, რომელნი-იგი ამჴედრებულნი მოვიდოდეს მის თანა, ღრუბელი ნათლისაჲ ზედა აგრილობდა მათ, ხოლო პირნი მათნი ბრწყინვიდეს, ვითარცა მზჱ, და წინა მათსა სული სულნელი უვიდოდა, ვითარცა მუშკისაჲ, რამეთუ ეგევითარი სული არავის უყნოსიეს, ვინაჲთგან სოფელი ესე ყოფილ არს, მას შინა.
    3.     განკჳრვებულ იქმნა ამირა მომლი მისგან დიდ ფრიად, იგი და ყოველნი, რავდენნი იყვნეს მის თანა.
    4.     ხოლო ამბა იოვანე გარდაჰჴდა საჴედარისა თჳსისაგან და წარემართა ქუჱთ მოგებებად ამირა მომლისა.
    5.     და ვითარცა იხილა ამირა მომლმან მომავალი შემთხუევად მისა ქუჱთ იგი და ეპისკოპოსნი მისნი მის თანა, შეძრა ამირა მომლმან ცხენი თჳსი მოსწრაფედ შემთხუევად ამბა იოვანჱსა.
    6.     მაშინ მოიკითხა ამბა იოვანე ამირა მომლი და მოიღო მანცა ამირა მომლისაგან დიდითა პატივითა მოკითხვაჲ კეთილად.
    7.     და ჰრქუა ამირა მომლმან იოვანეს: ბრძანებულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ წინა-მიგებვაჲ და პატივი შენი და დიდებაჲ.
    8.     და უმრავლჱსი შენი პატივი დგას ჩემ თანა, და ითხოვე ჩემგან ყოველი, რაჲცა გნებავს საქმჱ შენი.
    9.     მაშინ ჰრქუა იოვანე ამირა მომლსა: აკურთხენინ ღმერთმან დღენი შენნი და ნაყოფიერ ყავნ დავლაჲ შენი და განგიგრძელენ მზჱ შენი და დაამტკიცენ მეფობაჲ შენი.
    10.     მაშინ ბრძანა ამირა მომლმან გარდაყვანებაჲ ამბა იოვანჱსი და მისთანათაჲ მათ და მოცემად საჴმრისა მათისაჲ ფართოებით ფრიად.
    11.     და ეგრჱთ უყვეს მათ, ვითარცა ბრძანა.
    12.     ხოლო ჰურიასა ვითარცა ესმა საქმჱ ესე – მიგებებაჲ და შეწყნარებაჲ პატივით იოვანჱსი ამირა მომლისაჲ, და დიდებაჲ მისი და აღთქუმაჲ მოქმნად ყოვლისა საჴმრისა მისისაჲ, – მწუხარე იქმნა მწუხარებითა ძლიერითა.
    13.     მერმე თქუა გულსა შინა თჳსსა: ვაჲ მე, ვინ არს იგი, რომელმან მიიდრიკა გული ამირა მომლისაჲ სიყუარულსა ქრისტეანობისა მიმართ?
    14.     უკჳრდა მისთჳს ჰურიასა დიდად და დაწვა მას ღამესა შეურვებული ფიცხლად ზრუნვასა შინა ურვით.
    15.     და ვითარცა იყო ჟამი განთიადისაჲ, ქათმისა ყივილსა ოდენ, იხილა, ვითარმედ ცაჲ განხმული და გჳრგჳნი ნათლისაჲ გარდამოსრული ზეცით და ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: ესე გჳრგჳნი ფინეზისი არს ქრისტეანისაჲ, რომელსა მოაქცევს ღმერთი ცთომისაგან ჭეშმარიტებასა, და აქუნდეს მეცნიერებაჲ წმიდისა სახარებისაჲ და ჰრწმენეს მოსლვაჲ ღმრთისაჲ იესუ ქრისტჱსი.
    16.     ესე იყოს იოვანჱს მიერ მწყემსისა კეთილისა, რომელ არს ქალაქსა ურჰაისასა ზედა მთავარ.
    17.     თქუა ჰურიამან გულსა თჳსსა: ჭეშმარიტად არა შევიწყნარო თჳნიერ „დაბადებისა“ და არცა ურწმუნო ვიქმნე შჯულსა მოსჱსსა საცნაურსა, და რომელი-იგი გარდამოავლინა ღმერთმან ჴელითა მისითა – ხუთნი ესე წიგნნი და მარხვაჲ შაბათისაჲ, და არცა მოვიგო სხუაჲ, გარნა ოცდაოთხნი წინაწარმეტყუელნი ჭეშმარიტნი.
    18.     აღვიარებ მათ, რომელთათჳს წამა ღმერთმან, ვითარმედ წინაწარმეტყუელნი მისნი არიან იგინი და მოვლინებულნი მისმიერნი.
    19.     და ვითარცა იყო ხვალისა დღე, შემდგომად მეორისა ჟამისა დღისაჲ მის, წარავლინა ამირა მომლმან მოყვანებად ფინეზ ჰურიისა და ამბა იოვანჱსთჳსცა და მისთანათაჲცა, რაჲთა იხილოს, თუ რაჲ იყოს შოვრის მათსა.
    20.     მაშინ შეკრბეს ამირა მომლისა წინაშე, და უბრძანა მათ ზრახვაჲ ურთიერთას სიტყჳთა ტკბილითა და სიბრძნისაჲთა შუენიერად.


4

     1.     ხოლო ჰურიამან მოიკითხა ამბა იოვანე ამბორის-ყოფითა.
    2.     ეგრევე იოვანეცა მოიკითხა ჰურიაჲ შუენიერითა მოკითხვითა.
    3.     ჰრქუა მას წმიდამან ამბა იოვანე: შე-მცა-გუეწევის ღმერთი ჩუენ და შენცა მისლვად გზასა მას შინა ცხორებისასა და სასუფეველსა ცათასა, წარუვალსა სუფევასა მისსა.
    4.     ჰრქუა მას ფინეზ ჰურიამან: მე მრწამს „დაბადებაჲ“ მოსჱსი.
    5.     ჰრქუა მას წმიდამან იოვანე: შენ გრწამს, ჰურიაო, ვითარცა გნებავს, და არა ვითარცა ჰნებავს ღმერთსა.
    6.     ჰრქუა ჰურიამან მან: და მე კუალად მრწამს სარწმუნოებაჲ ოცდაოთხთა წინაწარმეტყუელთაჲ.
    7.     ჰრქუა მას ამბა იოვანე: უკუეთუმცა გრწმენა სარწმუნოებაჲ ოცდაოთხთა წინაწარმეტყუელთაჲ, უწყოდემცა, ვითარმედ ქრისტე მოსრულ არს, ვითარცა-იგი წამეს ოცდაოთხთა წინაწარმეტყუელთა, რამეთუ უვარ-ჰყოფ, უშჯულოებ და ურჩ ხარ, რომელი წიგნთა შინა წერილ არს, და შენ არა უწყი, რასა-იგი იტყჳ, არცა რომელსა-იგი იკითხავ, რამეთუ სული წმიდაჲ არა მოსრულ არს შენ ზედა და არა დამკჳდრებულ არს შენ შოვრის, რაჲთამცა იცოდე თარგმნებაჲ სიტყუათა ღმრთისათაჲ და განმარტებაჲ მათი სიტყუათა წინაწარმეტყუელთაჲ და თარგმანებაჲ მათი მოსლვისათჳს ქრისტჱსისა, ვითარმედ მოსრულ არს, და დამტკიცებაჲ მათი მისთჳს, ვითარმედ ღმერთი არს იგი მათი.
    8.     ჰრქუა მას ჰურიამან: ქრისტე მოსრულ არსა?
    9.     ჰრქუა მას წმიდამან ამბა იოვანე: ჰე, მოსრულ არს ქრისტე, და აღსრულებულ არიან წინაწარმეტყუელებანი შენ ზედა.
    10.     ჰრქუა მას ჰურიამან: გკითხავ რასმე.
    11.     ჰრქუა მას ამბა იოვანე: მკითხე, რაჲცა გნებავს.
    12.     ჰრქუა მას ჰურიამან: იპოოსა, ვითარმედ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ ერთი ღმერთი და ერთი ბუნებაჲ არს, ვითარცა-იგი სახელ-სდებ და იტყჳ?
    13.     ჰრქუა მას ამბა იოვანე: გნებავსა, რაჲთა გიჩუენო შენ იგი და გულისხმა-გიყო იგი გონებისაგან და წიგნთაგან?
    14.     ჰრქუა მას ჰურიამან, რამეთუ: კეთილი გეყოს ჩემ თანა.
    15.     ჰრქუა მას წმიდამან ამბა იოვანე: არა უწყია, რამეთუ ღმერთმან თქუა „დაბადებასა“ შინა, ვითარმედ: ვქმნეთ კაცი მსგავსად და ხატად ჩუენდა?
    16.     ჰრქუა ჰურიამან: ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ესრჱთ თქუა ღმერთმან.
    17.     ჰრქუა მას იოვანე: მაშა რაჲ არს კაცისა თანა მსგავსებაჲ ღმრთისაჲ: წუერნი, რომელ დაიგლიჯებიან და დაჰვალს, ანუ ფერჴნი, რომელ იქნევიან, ჴელნი, გინა შეცვალებაჲ მისი ჟამითი-ჟამად სხუად და სხუად საქმედ და სახედ?
    18.     ჰრქუა მას ჰურიამან: არა, ნუ იყოფინ!
    19.     გარნა მრქუა მე შენვე, ამბა იოვანე: რაჲ არს კაცისა თანა მსგავსებაჲ ღმრთისაჲ?
    20.     ჰრქუა მას იოვანე: მსგავსი არს ღმრთისაჲ გონებაჲ ესე, რომელი განაგებს ფარულად და უხილავად, რამეთუ არავინ იცის, თუ რაჲ არს გულსა მოყუსისა თჳსისასა, ვიდრემდის არა იშვეს სიტყუაჲ მისგან, რამეთუ სიტყუაჲ მისი თარგმანებს, რაჲცა იყოს გონებასა შინა განგებაჲ საჲდუმლოჲსა მისისაჲ.


5

     1.     და არა სრულ იქმნენ გონებაჲ, გარნა სიტყჳთა მით, რომელი შობილ არს გონებისაგან, რამეთუ იგი გამოაცხადებს, რაჲცა იყოს მას შინა კეთილი გინა ბოროტი, და იყნოსებს კუალად სულითა და ცხოვნდების.
    2.     ესე სამნი არიან სიმტკიცენი კაცებისანი.
    3.     უკუეთუ ესენი განქარდენ, განქარდეს ცხორებაჲცა მისი.
    4.     ხოლო ღმერთი, რომლისა არა არს დასასრულ, და არცა გონებაჲ მიითხრობების, და არცა სული იცნობების, თუ რაჲ არს იგი.
    5.     და ოდეს შვის გონებამან, გითხრას სიტყუამან, თუ რაჲ-იგი არს გონებაჲ, და სულითა ცხონდების და იყნოსს, რომელ არს ღმერთი.
    6.     სიტყჳთა თჳსითა იყო ყოველივე, და თჳნიერ მისა არარაჲ იყო.
    7.     და სულითა წმიდითა წინაწარმეტყუელებდეს წინაწარმეტყუელნი და მით წინაჲსწარ მოწევნადთა მიუთხრობდეს ყოფადმდე.
    8.     ესე არს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ, ღმერთი, რომელ არს ძჱ მისი, სიტყუაჲ თჳსი.
    9.     და არცა იგი თჳნიერ ძისა და სულისა წმიდისა მისისა.
    10.     უწინარჱს დასაბამისა – ერთი ღმერთი, რომელსა არა აქუს აღსასრული.
    11.     მაშინ განკჳრდეს ყოველნი მსხდომარენი მიგებისა მისთჳს პასუხისა.
    12.     ვითარმედ ღმერთმან წამა და თქუა: კაცი მსგავსი და ხატი მისი არს არა თუ სიჴშოჲთა ამით სიზრქოჲსა სიმძიმისაჲთა, არამედ გონებითა უჩინოჲთა, რომელი განაგებს ფარულად სიტყჳთა, რომელი-იგი შობილ არს მისგან გონებისაგან, რომელ მის მიერ სრულ იქმნების.
    13.     ყოველივე, თჳნიერ მისა, არარაჲ იყო, და სულითა წმიდითა, რომელი ღმრთისაგან გამოვალს და რომელ-იგი გონებითა და სიტყჳთა განუყოფელად, რომლისა მიერ აუწყებდეს წმიდანი წინაწარმეტყუელნი მოწევნადსა ვიდრე ყოფადმდე.
    14.     ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომლისათჳს წამა „დაბადებამან“.
    15.     დასაბამსა ესრჱთ თქუა ღმერთმან, ვითარმედ: დასაბამად ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ.
    16.     და ყოველივე იქმნა.
    17.     და ზედა წყალთა ბნელი იყო, და სული ღმრთისაჲ იქცეოდა წყალთა ზედა.
    18.     აჰა ესერა ღმერთი და სული მისი იქცევის წყალთა ზედა.
    19.     და სიტყჳთა თჳსითა დაჰბადა ცაჲ და ქუეყანაჲ და თქუა: იყავნ ნათელი.
    20.     ესე არს ღმერთი, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ სიტყჳთა და სულითა მისითა, რომლისათჳს წამებს „დაბადებაჲ“, და სული მისი იქცევის წყალთა ზედა.


6

     1.     და სიტყჳთა მისითა დაჰბადი ხილული და უხილავი.
    2.     ჰრქუა მას ჰურიამან: მოგიღებიეს წამებაჲ „დაბადებისაგან“.
    3.     ნუუკუე იპოოსა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი, დაგიმტკიცოს ამას ზედა?
    4.     ჰრქუა წმიდამან იოვანე: ჰე, გულითადი ღმრთისაჲ დავით ქადაგებს სულითა წმიდითა და იტყჳს: სიტყჳთა ღმრთისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა ყოველი ძალი მათი.
    5.     ესე არს ღმერთი – მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, რომელსა აღვიარებთ და გურწამს.
    6.     ჰრქუა მას ჰურიამან: არა აქუს მოსეს ამას შინა ზიარება.
    7.     ჰრქუა მას იოვანე: და ვისა თქუმულ არს მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, გარნა მოსჱსა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?
    8.     თითოეულისა მათისათჳს თქუა: მე ვარ ღმერთი თჳსისაგან თჳს-თჳსად.
    9.     და ვითარ არა თქუა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისი და ისაკისი და იაკობისი.
    10.     და შეკრიბამცა სიტყჳთა ამით ერთად და არა თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი კიდე და ღმერთი ისაკისი კიდე და ღმერთი იაკობისი კიდე განყოფილად.
    11.     არამედ ამისთჳს თქუა ესე, რაჲთა გამოაცხადოს სამებაჲ, ესე იგი არს: ღმერთი და სიტყუაჲ და სული მისი.
    12.     და ჩუენ გურწამს ესე თქუმისაებრ ჩუენისა: ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნული.
    13.     და ვითარცა მშობელი გონებაჲ სიტყჳსაჲ, რომელ მის მიერ სრულ იქმნების ყოველივე.
    14.     ჰრქუა მას ჰურიამან ფინეზ: მითხარღა, ბუნებანიცა ერთ არიანა, ვითარმედ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, სამი ღმერთი და ერთი?
    15.     ჰრქუა მას იოვანე: მი-ღა-ხედენ მზესა ამას, ვითარ-იგი იშვების მისგან ნათელი და შეიმოსებს ქუეყანისაგან ნათელი იგი გუამსა, და ვითარ-იგი გამოვალს მისგან მცხინვარებაჲ, და აღივსების ყოველი სოფელი ნათლითა, რამეთუ მზჱ და მცხინვარებაჲ და მზისთუალი ერთ არს იგი.
    16.     ესრჱთვე ღმერთი, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, ერთი ღმერთი არს და ერთი ბუნებაჲ, ერთი განუყოფელად.
    17.     მაშინ ჰრქუა ამირა მომლმან ჰურიასა: ვაჲლაქ ფინეზ, რად ემტერები ქრისტეანობასა?
    18.     მე ვითარ ვხედავ, წინაწარმეტყუელნი მათ ეწამებიან, და ეგრჱთვე „დაბადებაჲ“ დაამტკიცებს სიტყუათა და თქუმულთა მათთა.
    19.     და დავითს წინაწარმეტყუელსაცა ჰრწამს სარწმუნოებაჲ მათი, და გონებაჲცა მეწამების, ვითარმედ კაცი სამი არს: გონებაჲ ფარული, უჩინოჲ, და სიტყუაჲ შობილი გონებისაგან მსგავსად განგებულებისა, და სულითა იყნოსებს კაცი და ცხონდების, ესე სამნი კაცებისაგან.
    20.     რაჟამს ერთი ამათგანი განქარდეს, სამთა ამათგანი კაცისაგან ჴორციელისა, მოკუდეს და განქარდეს.


7

     1.     და ამათ სამთა შოვრის, ვითარცა თქუა, არარაჲ არს მას შინა რაჲმე სახჱ მიმსგავსებული ერთიერთსა, რამეთუ არცა გონებაჲ მსგავსი არს სიტყჳსაჲ და არცა სიტყუაჲ მსგავსი არს სულისაჲ და არცა სული მსგავსი არს გონებისაჲ.
    2.     და არიან იგინი ერთ ბუნებითა და გამოცხადებულ არს აწ, ვითარმედ სამებაჲ ერთ არს და ერთი სამი არს განუყოფელად და განუშორებელად ურთიერთას.
    3.     და არცა ნებაჲ მათი განყოფილ და არცა განზრახვაჲ მათი განწვალებით ერთიერთისაგან, გარნა ერთბუნება არს.
    4.     და რაჲღამცა იყო უნათლჱს ამისა და უსარწმუნოეს ამისა, ოდესღა საქმენი შეეწეოდიან და ეწამებოდიან!
    5.     და ჩუენცა თუალითა ვხედავთ ჭეშმარიტად, ვითარმედ ერთი ესე სამი არს და სამი ერთ არს.
    6.     ესე არს კაცი.
    7.     და კუალად-ვიქცეთ აწ თქუმულსა მას ღმრთისასა, მსგავსებაჲ კაცისაჲ მისა, რომელსა იტყჳს: ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა.
    8.     მაშა არა ვხედავა, რამეთუ მსგავსებაჲ კაცისაჲ მისა ესე სამნი არიან, რომელ-ესე არიან კაცსა შოვრის: გონებისაგან უჩინოჲსა, და სიტყუაჲ შობილი მისგან, და სული, რომლისაგან იყნოსებს კაცი და ცხოვნდების.
    9.     თქუა ჰურიამან: განცხადებულ არს ჭეშმარიტებაჲ ყოველი და გამოცხადნეს.
    10.     ხოლო აწ წიგნნი მისნი მსგავსნივე სარწმუნოებისა მისისა არიან.
    11.     ჰრქუა მას წმიდამან იოვანე: დამტკიცებულ არს ჭეშმარიტებაჲ და ცხად არს, და განქარდეს სიცრუვჱ, და გამოცხადნეს ჭეშმარიტებაჲ წიგნისა ღმრთისაჲ, წმიდისა სახარებისაჲ სიმართლჱ, არა განქარდეს ერთიცა ასოჲ მისგანი.
    12.     ჰრქუა მას ჰურიამან: არა თქუაა სახარებასა შინა, ვითარმედ: სახელითა ჩემითა განასხმიდეთ ეშმაკთა?
    13.     ჰრქუა იოვანე: ჰე, მართალსა იტყჳ, ესრჱთ თქუა ღმერთმან, და თქუმული მისი ჭეშმარიტ არს სახარებასა შინა მისსა წმიდასა.
    14.     ჰრქუა მას ფინეზ ჰურიამან: მაშა არს ჩუენ თანა კაცი ძეთა ჰეშუმისთაგანი და იგი ჭამს ჴორცთა თჳსთა.
    15.     უკუეთუ შენ განჰკურნო იგი, დიდი სასწაული გექმნას.
    16.     ჰრქუა მას ამბა იოვანე: მოიყვანენ იგი აწვე.
    17.     მაშინ ბრძანა ამირა მომლმან მოყვანებაჲ მისი.
    18.     და იყო ეგრჱთ, რამეთუ დაბმულ იყო სახლსა შინა ბორკილითა და ჴელბორკილებითა.
    19.     და ვითარცა მოიყვანეს ცოფი იგი, და შემოვიდა შოვრის მსხდომარეთა მათ, იწყო ყივილად.
    20.     ესრჱთ იტყოდა: რაჲ არს ჩუენი და შენი, მოწაფეო ქრისტესო?


8

     1.     და ჩუენ მრავალნი ვართ კაცისა ამის თანა.
    2.     ვიდრე განგუასხამ და განგჳყვანებ ჩუენ?
    3.     ჰრქუა მას წმიდამან იოვანე, მოწაფემან ქრისტჱსმან, მითვე ჴმითა, რომლითა შეჰრისხნა ქრისტე, უფალი ჩუენი, ლეგეონსა მას, სიმრავლესა მრავალსა, რომელნი იყვნეს კაცისა მის შინა ქალაქისა თანა, რომელთა უბრძანა შესლვად ღორთა.
    4.     მაშინ სახელ-სდვა ქრისტესა და ჰრქუა: განვედით აწვე კაცისა ამისგან.
    5.     და მეყსეულად განვიდეს ეშმაკნი იგი. ხოლო იგინი ღაღადებდეს და ვაებდეს, რაჟამს განჴადნა იგინი სადგურისა მათისაგან.
    6.     და მეყსა შინა განიკურნა კაცი იგი, და განკჳრვებამან დიდმან შეიპყრნა ყოველნი, რავდენთა იხილეს იგი, სახელისათჳს ღმრთისა, რაჟამს დაემორჩილნეს მას ეშმაკნი და განვიდეს, რაჟამს ესმა მათ სახელი იესუ ქრისტჱსი თანა მამით და სულით წმიდითურთ.
    7.     მაშინ ჰრქუა ჰურიამან: სხუანიცა თჳნიერად შრომისა თუალთა მაქცეველნი ჰყოფდეს ესევითარსა.
    8.     განრისხნა წმიდაჲ იოვანე მაშინ გულისწყრომითა ფიცხლად.
    9.     მერმე თქუა: ჵ, ფინეზ, უკუეთუმცა არა უწყოდე, ვითარმედ მოიქცევიო, აწმცა უბრძანე ეშმაკთა მათ დამკჳდრებად შენ თანა და წარწყმედაჲ შენი მეყსა შინა მიუკუნისამდე.
    10.     და სიტყუასა მას თანა იოვანჱსსა იხილნა ჰურიამან ფინეზ ეშმაკნი გარე-მოდგომილად მისა, ვითარცა ნაბერწყალნი ცეცხლისანი.
    11.     მაშინ შეშინდა დიდად ჰურიაჲ და უტყჳ იქმნა და მოეკუეთა ზრახვაჲ მისი და მიყო ხელი თჳსი და მიიღო ქარტაჲ და.
    12.     დაწერა: ჵ, ამბა იოვანე, რაჲსათჳს განრისხენ ჩემ ზედა, რაჟამს მიხილე, რამეთუ გამოვეძიებ შენგან ზედა-მიწევნისათჳს, რაჲთა, ოდეს განვიდე შჯულისა ჩემისაგან, რომელსა-ესე არა ეჭუეულ ვარ მას შინა, და შევიდე მეორესა, სიტყუაჲ მაქუნდეს მიცემად კაცთა მიმართ ამისთჳს?
    13.     ხოლო ერი იგი, რომელნი სხდეს, შეშინდეს ძლიერად, რამეთუ ესმოდა მათ ღაღადებაჲ იგი ეშმაკთაჲ.
    14.     მაშინ დასწერა წმიდამან იოვანე სახჱ ჯუარისაჲ ჰურიასა ზედა.
    15.     მაშინღა მოიქცა და ზრახვიდა.
    16.     ხოლო ამირა მომლი განკჳრდა ამისთჳს და ყოველნი თანა-მსხდომარენი დიდად ფრიად.
    17.     ჰრქუა ჰურიამან: ჵ, კაცო კურთხეულო, არა იტყჳსა სახარებასა შინა შენსა, ვითარმედ ქრისტემან თქუა;
    18.     წამალი სასიკუდინჱ სუათ დაღაცათუ, არაჲ გავნოს თქუენ?
    19.     ჰრქუა მას ამბა იოვანე: ჭეშმარიტსა იტყჳ, ესრჱთ თქუა ღმერთმან.
    20.     ჭეშმარიტ არს იგი, რომელი აღუთქუა ღმერთმან.


9

     1.     ჰრქუა მას ჰურიამან: აჰა ესერა შემიქმნიეს საჭურჭლესა შინა ამირა მომლისასა წამალი ნახევარჟამისაჲ და უმცრო მისა.
    2.     გნებავსა, რაჲთა მოგართუა მისგანი და სუა?
    3.     ჰრქუა მას იოვანე: ჭეშმარიტად შევსუა იგი უშიშად.
    4.     და ბრძანა ამირა მომლმან, რაჲთა მოიღონ წამალი იგი, და გამოიცადოს იგი.
    5.     მაშინ მოიღეს წამალი იგი მარწუხითა შეპყრობილი და დადვეს წინაშე ამირა მომლისა.
    6.     მაშინ თქუა ჰურიამან, რაჲთა მოჰგუაროს ძაღლი.
    7.     და მოჰგუარეს.
    8.     და მიიღო წამალი ნახევარჟამისაჲ და შთაუდვა პირსა ძაღლსა მას, და არა დაყოვნა, არამედ მეყსეულად დასცჳვეს ჴორცნი მისნი ძუალთა მისთაგან.
    9.     და ვითარცა იხილეს მსხდომარეთა მათ, განიხარეს და თქუეს: ვესავთ ღმრთისაგან, რაჲთა განვისუენოთ ამისგან, რომელსა-ესე უჯობნიეს ჰურიისადა.
    10.     მაშინ ითხოვა ჰურიამან ჭიქაჲ და შთაასხა მას შინა წამლისა მისგან, რომელი კმა-ეყო ერგასისსა ძაღლსა, და ჰრქუა წმიდასა ამბა იოვანეს ჰურიამან: შესჳ აწ ესე, რომელი ამას ჭიქასა შინა არს, რაჲთა გამოჩნდეს ჭეშმარიტებაჲ სიცრუჲსაგან და ნათელი ბნელისაგან.
    11.     მაშინ მიყო ჴელი თჳსი წმიდამან იოვანე უურველად და უშიშად და აიღო ჭიქაჲ იგი და უბრძანა ეპისკოპოსთა თჳსთა, რაჲთა აღდგენ და ლოცვა-ყონ ზე-მდგომარეთა მის თანა, რაჲთა ცნან ყოველთა, რავდენნი იყვნეს მუნ, სიმდიდრჱ მადლისა ქრისტჱსისაჲ.
    12.     მაშინ მოხედნა აღმოსავალით და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და იტყოდა: შენ ხარ ღმერთი, ღმერთი ჩემი, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ.
    13.     შენ ხარ, რომელმან აღმითქუ ჩუენ და სთქუ სახარებასა შინა წმიდასა შენსა, ვითარმედ: უკუეთუ შესუათ წამალი სასიკუდინჱ, არაჲ გევნოს თქუენ.
    14.     და აჰა მე ესერა აღთქუმისა შენისათჳს ჩუენდა ესერა მინდობილ ვარ სიტყუასა შენსა და სარწმუნოებითა ჩემითა შენდა მომართ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, თანა მამისა შენისა და სულისა წმიდით შენითურთ შევსუამ წამალსა ამას.
    15.     და დაიდვა მეყსეულად პირსა თჳსსა და შესუა იგი.
    16.     მაშინ მეყსეულად განათლდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, და დაჯდა საჯდომსა ზედა თჳსსა უურველად მისგან, რომელიცა-იგი იყო, და უბრძანა ეპისკოპოსთა თჳსთა, და დასხდეს.
    17.     და დაეცა განკჳრვებაჲ მას ჟამსა შინა დიდი ყოველთა ზედა, რავდენნი იყვნეს ადგილსა მას.
    18.     და ვითარცა იხილა ამირა მომლმან ესრესახედ, ჰრქუა მას: ამბა იოვანე, არას ჰპოება გულსა ზედა სიმძაფრესა მჴურვალებისასა?
    19.     ჰრქუა მას იოვანე: უწინა მიჴურვიდა გული და მწყუროდაცა, ხოლო რაჟამს შევსჳ ესე, განმიქარდა და არღარა მწყურის.
    20.     ჰრქუა მას ამირა მომლმან: მიიღე სავარცხალი ესე და დაივარცხნე წუერი შენი, რამეთუ გიჴმს იგი.


10

     1.     და ვითარ იხილა ამირა მომლმან ესევითარი, უკჳრდა ფრიად.
    2.     მაშინ ჰრქუა მას ჰურიამან ფინეზ: არა წერილ არს სახარებასა შინა, ვითარმედ: არა დავარდეს თმაჲცა ერთი თავისაგან თქუენისა და არცა წარწყმდეს?
    3.     ჰრქუა მას წმიდამან იოვანე: ჭეშმარიტად, მართალსა იტყჳ, ესრჱთ თქუა ღმერთმან წმიდასა შინა სახარებასა თჳსსა,და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ მისი.
    4.     ჰრქუა მას ჰურიამან: მარქუ მე, რაჲთა აღმოგკუეთო ზოგი წუერისა შენისაგან და შთავაგდო იგი ცეცხლსა შინა და ვიხილოთ, დაიწუეს იგი ანუ არა.
    5.     ჰრქუა მას წმიდამან იოვანე: სხუამან და არა შენ.
    6.     მაშინ ითხოვა ჰურიამან საპარსველი და მოართუეს იგი.
    7.     და აღდგა ჰურიაჲ და მიჰმართა და შეეხო წუერთა ქრისტჱს მოწფისათა და უნდა, რაჲთამცა მოჰკუეთა ზოგი წუერთა მისთაჲ.
    8.     და მუნთქუესვე შეჰჴმა ჴელი მისი დუქარდთა ზედა და დაშთა საპარსველი იგი ჴელსა შინა მისსა, და ვერვინ შეუძლო გამოღებად ჴელისა მისისაგან, რამეთუ მუნთქუესვე განუჴმეს ორნივე ჴელნი მისნი.
    9.     მაშინ თქუა იოვანე: ჭეშმარიტ არს აღთქუმაჲ ღმრთისაჲ სასუფეველისა მისისათჳს და აჰა ესერა გამოცხადებულ არს იგი.
    10.     ჰრქუა მას ფინეზ ჰურიამან: არა წერილ არსა სახარებასა შინა, ვითარმედ: დასდებდეთ ჴელთა თქუენთა სნეულთა ზედა, და განიკურნენ?
    11.     ჰრქუა მას ამბა იოვანე: ჭეშმარიტად, ესრე თქუა ღმერთმან, და ჭეშმარ.იტ არს სიტყუაჲ მისი წმიდასა შინა სახარებასა მისსა.
    12.     ჰრქუა მას ფინეზ: აჰა ესერა ჴელნი ჩემნი განჴმელ არიან, და თუ ინებო, რაჲთა განმკურნო მე, რამეთუ ვთქუ, რაჲთა სრულ იქმნეს და გამოცხადდეს სიმართლჱ სიტყჳსაჲ ამის და სრულებაჲ საქმეთაჲ.
    13.     ჰრქუა მას წმიდამან ამბა იოვანე: შეჰგავს, რაჲთა დაადგრე ესრჱთ სამ დღე, რაჲთა უწყოდი, თუ რასა იტყოდი.
    14.     ჰრქუა მას ჰურიამან: უფალო ჩემო, ნუ მიტევებ წარწყმედად, მე დღეს ქრისტეანე ვარი.
    15.     მრწამს ქრისტე, და იგი არს უფალი ღმერთი ჩემი.
    16.     გარნა მნებავს, რაჲთა გამოვიწულილო შენგან ზედა-მიწევნად, რაჲთა არარაჲ დარჩეს გულსა შინა ჩემსა იჭჳსაგანი ყოვლადვე.
    17.     ჰრქუა მას ამირა მომლმან: განკურნე, ამბა იოვანე, და თუ არა, თქუას, ვითარმედ ვერ შეუძლო კურნებაჲ ჩემი.
    18.     მაშინ განჰმარტა წმიდამან იოვანე ჴელი თჳსი და თქუა: ვითარცა-იგი თქუა ქრისტემან, უფალმან ჩემმან და ღმერთმან ჩემმან, ჴელგანჴმელსა მას, ეგრჱთვე მე გიტყჳ ნაწევართა მაგათ ჴორცთასა და სისხლთასა: კუალად-ეგენით ადგილსავე თჳსსა მრთელად, ვითარცა პირველად იყვენით!
    19.     და მუნთქუესვე დაჰვარდა საპარსველი იგი ჴელთა მისთაგან, და განიკურნა, ვითარცა პირველ იყვნეს, მრთელად.
    20.     და ასული ამირა მუმლისაჲ მომკუდარ იყო უწინარჱს ორმეოცდაშჳდისა დღისა.


11

     1.     მაშინ მოეჴსენა ამირა მომლსა და ჰრქუა ინაჴით-მსხდომარეთა და სახლეულთა თჳსთა: ვითარ მრავალ არს მწუხარებაჲ ჩემი ასულისა მის ჩემისათჳს.
    2.     არა მენახვა უშუენიერჱსი მისა და სიკეთისაებრი მისისა.
    3.     ანუ-მე ამბა იოვანე შეუძლოს-მეა აღდგინებად ნებითა უფლისა მისისაჲთა, ვითარცა-იგი იყო?
    4.     ჰრქუეს მას: ამირა მომლო, ნუ დაშურები მისთჳს.
    5.     მაშინ არარაჲ მიუგო მათ ამირა მომლმან და დადუმნა, ვიდრე განსლვამდე ყოვლისა მის ერისა, რომელნი-იგი სხდეს წინაშე მისა.
    6.     და ვითარცა აღდგეს და წარვიდეს, მაშინ ამირა მომლმან ჴელი უპყრა ამბა იოვანეს და ფინეზს და შეიყვანნა იგინი ხილოანად, რომელ არს სამოთხჱ, რომელსა შინა დამარხულ იყო ქალი იგი, და ჰრქუა იოვანეს: ესე საფლავი არის ქალისაჲ მის.
    7.     შე-მე-უძლოა აღდგინებად ჩუენთჳს?
    8.     ჰრქუა მას ამბა იოვანე: ვათარცა-იგი შემძლებელ იყო დაბადებად მისა.
    9.     ეგრევე შემძლებელ არს აღდგინებად ჩუენთჳს.
    10.     და ბრძნა წმიდამან იოვანე, რაჲთა აღმოთხარონ მიწაჲ საფლავისაგან და განაღონ საფლავი.
    11.     ხოლო წმიდამან იოვანე განიპყრნა ჴელნი თჳსნი ცად მიმართ და თქუა: უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო.
    12.     იესუ ქ˜ჱ, შენ ხარ ღმერთი, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, შენ ხარ, რომელმან უწოდე ლაზარეს, შემდგომად ოთხისა დღისა.
    13.     დაფლულსა სამარესა შინა, და მეყსეულად აღდგა შეკრული მჩურითა.
    14.     ეგრჱთვე უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, ვითხოვ შენგან და გევედრები, რაჲთა ცნან ამათ, ვითარმედ შენ ხარ დასაბამი და დაუსაბამოჲ, შეუცვალებელი, სამარადისოჲ, შემძლებელი განცხოველებად, ვინაჲცა გინდეს, და მუაკუდინებ, ვითარცა გნებავს.
    15.     და თქუა კუალად წმიდამან იოვანე: სახელითა იესუ ქრისტჱს, უფლისა და ღმრთისა ჩემისაჲთა აღდგეს ქალი ესე!
    16.     და მეყსეულად აღდგა ქალი იგი, ვითარცა პირველ იყო, და აღმოიყვანა სული მისი ჴელთაგან შიულისათა და ვითარ-იგი მოიყვანეს ანგელოზთა და მიაქციეს სული მისი გუამსავე თჳსსა.
    17.     და ვითარ იხილა იოვანე ვედრებასა მისთჳს, მაშინ შეშინდა აჰრონ რაშიდი ამირა მომლი ფრიად, შეიპყრა განკჳრვებამან დიდმან.
    18.     მაშინ ბრძანა დაცადებაჲ მტერობაჲ ბერძენთა თანა და ბრძანა გამოცხადებად შჯულისა და ყოველთა წესთა ქრისტეანეთაჲსა და სიხარულსა მათსა და სამსახურებელთა მათთა უშიშად და უფარველად.
    19.     და აღჰჴადა ქრისტეანეთაგან ყოველი ხარკი და ჭირი და წუნობაი, რამეთუ ვერვინ იკადრებდა გამოცხადებად განსაცდელთა მათგან, რომელი შეემთხუეოდა ქრისტეანეთა სისხლისა მისთჳს და წარწყმედისა კაცთაჲსა მათ ჟამთა შინა.
    20.     და ბრძანა აღშჱნებაჲ ეკლესიათაჲ ყოველსა საბრძანებელსა შინა მისსა.


12

     1.     ხოლო ამბა იოვანჱსთჳს ბრძანა ყოველივე, რაჲცა ინება, მიმადლებად მისა.
    2.     ხოლო წმიდამან იოვანე უპყრა ჴელი ფინეზს და წარიყვანა ქალაქად რაკაჲსა, რომელსა ჰრქჳან ვასტი, და ნათელ-სცა ფინეზს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და მისცა მას საჲდუმლოჲ ქრისტჱსი, ჴორცი და სისხლი მისი.
    3.     და იხილეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს მუნ, ფინეზ წყალსა შინა, და ღელვაჲ იგი აღიწია ვიდრე თხემადმდე, და გამოისახა თავსა ზედა მისსა სახჱ ჯუარისაჲ, და კუალად-ეგო წყალი ადგილადვე თჳსა, და დაადგრა ევფრატი, ვითარცა ზღუდჱ ამართებული.
    4.     ხოლო ნათელ-იღო ფინეზ აპრილსა შჳდსა, და ნათელ-სცა ფინეზ სახლეულთა მისთა ყოველთა.
    5.     და იყო რიცხჳ ყოველთაჲ მათ, რომელთა ნათელ-იღეს, ორას ოთხმეოცი სული.
    6.     და სხუათაცა მრავალთა კაცთა ნათელ-იღეს მას დღესა შინა ჴელითა მოწფისა ქრისტჱსითა, რომელთა რიცხჳ არა იყო.
    7.     და ჰრწმენა მათ წმიდაჲ სამებაჲ – მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ – და ერთი ღმრთეებაჲ.
    8.     და არა არს მისა გარეშე სხუაჲ, ვითარცა ესე გჳთქუამს წიგნსა ამას შინა, რომლისა არს დიდებაჲ და მადლობაჲ და ძლიერებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

1

     1.     და იშვა იგი, ვითარცა-იგი თჳთ მან გჳთხრა, რვასა იანვარისასა, წელსა მეშჳდესა ჴელმწიფებასა და წელსა მეოთხესა მარკიანე მეფისა მორწმუნისა და ღმრთისმოშიშისასა.
    2.     და იყვნეს მშობელნი მისნი ქრისტეანე და სარწმუნოებითა და სიბრძნითა განსწავლეს იგი და ორნი იგი ძმანი მისნი მის თანა: ფარღამოს და ელია.
    3.     და იგინიცა განბრწყინდეს საქმითა მონაზონებისაჲთა.
    4.     და მცირედთა ჟამთა შეისუენეს მშობელთა მისთა.


2

     1.     ხოლო მათ განიყვეს ყოველი, რაჲცა იყო მშობელთა მათთაჲ და ამისა შემდგომად განვიდა კაცი ესე და მისცა თავი თჳსი ღმერთსა და აღაშჱნა ქალაქსა მას შოვრის ეკლესიაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისი და შეურაცხ-ყვნა ყოველნი საქმენი ამის სოფლისანი წელსა მეათრვამეტესა ჰასაკისა მისისასა და შეიწყნარნა მის თანა ათნი ძმანი, რომელნი ეძიებდეს ცხორებასა, და შექმნა იგი კრებულად და ყოველთა ჟამთა სიჭაბუკისა მისისათა ცხონდებოდა მრავლითა მოსწრაფებითა და აღჳრსხმითა მუცლისაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანებისაჲთა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ სავსებაჲ მუცლისაჲ და ამპარტავანებაჲ ვერ შემძლებელ არიან მღჳძარებად და არცა შემუსრვილებასა და სიწმიდესა, და ვერცა კუალად ამპარტავანებაჲ შემძლებელ არს დადუმებად და დაყუდებად.
    2.     და ვერ შემძლებელ იყო მონაზონებასა, გარნა სიწმიდითა და სიმდაბლითა და კრძალულებითა.
    3.     და ესრჱთ იღუწიდა სიჭაბუკესა თჳსსა.
    4.     და იმარხავნ გონებასაცა თჳსსა, რაჲთა არა მიმოქროდის.
    5.     და სიტყუაჲ მისი იყო შეზავებულ ზომით მარილითა მადლისაჲთა, ხოლო რომელნი-იგი ჴელსა მისსა ქუეშე იყვნეს, აზრახებნ მათ, რაჲთა ჰბაძვიდენ მონაზონებასა მისსა და განგებასა მისსა.
    6.     და არა დასდვის მათ ზედა უღელი მძიმჱ, რამეთუ ახალნერგ იყვნეს იგინი მონაზონებასა შინა, და არცა კუალად უტეობდა მათ უდებ-ყოფად ცხორებასა სულთა მათთასა, არამედ მცირედ-მცირედ მოიყვანებდა და ასუმიდა მათ წყალსა ღმრთეებისასა.
    7.     და ჰყოფდეს იგინი საქმეთა ღირსად წოდებისა მის.


3

    1.     აღსრულებასა ოდენ ოცდარვისა წლისა ჟამთა ჰასაკისა მისისათა განბრწყინდა მის ზედა მადლი ღმრთისაჲ.
    2.     და კაცნი კოლონიელნი ევედრნეს საბასტიელსა მიტროპოლიტსა, რაჲთა მიზეზით რაჲთმე მოუწოდოს წმიდასა ამას და ყოს იგი მთავარეპისკოპოს.
    3.     ხოლო მან მოუწოდა მოზეზით.
    4.     და ვითარ მოვიდა, მუნთქუესვე შეიპყრა იგი და იძულებით აკურთხა იგი ეპისკოპოსად თჳნიერ ნებისა მისისა, ქალაქისა მისთჳს პირველმოჴსენებულისა, რამეთუ ეპისკოპოსი მუნი აღსრულებულ იყო.


4

    1.     და ვითარ მიიღო მთავრობაჲ იგი თჳნიერ ნებისა მისისა, არა შეცვალა განგებაჲ მონაზონებისა თჳსისაჲ, არამედ დასდვა თავსა თჳსსა ეპისკოპოსებასა შინა იგივე მარხვაჲ, რომელსა შინა იყო მონასტერსა თჳსსა, და არასადა განშიშულდის და არცა იბანის სადა და ჰრცხუენინ ხილვად ვისამე იგი შიშუელი და არცა თჳსთა ჴორცთაჲ ჰნებავნ ხილვაჲ, რამეთუ ეჴსენა მას ურჩებაჲ და სიშიშულჱ ადამისი და იტყჳნ, ვითარმედ დიდთა საქმეთაგანი არს არა ბანაჲ კაცისაჲ.
    2.     და ყოველსა შინა საქმესა კეთილსა მოსწრაფე იყო ღმრთისა სათნო-ყოფად მარხვითა და ლოცვითა და სიწმიდითა ჴორცთაჲთა და უმანკოებითა გულისაჲთა.
    3.     და განიწმედდა გულისსიტყუასა თჳსსა ყოველსა ჟამსა და განაგდებდა ყოველსასიმაღლესა, რომელი ამაღლდების უფროჲს ღმრთის-მეცნიერებისა.
    4.     და ფარღამოსს, ძმასა მისსა, აქუნდა სადგური წინაშე მეფეთა ზჱნონისსა და ანასტასისა და მოიღო მათგან მთავრობაჲ და ჴელმწიფებაჲ.
    5.     და ბრწყინვალედ განგებითა მით ძმისა მისისაჲთა მასცა ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა სათნო-ყოფად ღმრთისა.
    6.     და კუალად თევდორე, დისწული მისი, მწიგნობარი, დაბერდა საქმითა კეთილითა.
    7.     და მოვიდა მისა ჴმაჲ, და ჴმასა მას თანა განბრწყინდა სული მისი, და ფრიად სათნო-ეყო იგი ღმერთსა და ყოველი სახლი მისი.
    8.     და ესე თევდორე იყო საყუარელ წინაშე ყოველთა ბერძენთა და წინაშე ისტჳნიანე მეფისა მორწმუნისა.
    9.     და ვითარცა დაყო ნეტარმან მან იოვანე ცხრაჲ წელი ეპისკოპოსობასა შინა, ჴელმწიფებაჲ მოიღო ფასნიკოცა, ქმარმან დისა მისისა მარიამისმან, და იქმნა იგი ერისთავ სომხითისა ქუეყანასა და ეშმაკისამიერითა აღძრვითა იწყო აღშფოთებად და განრყუნად ეკლესიათა ღმრთისათა.
    10.     და ესე უშჯულოჲ აყენებდა მნეთა ეკლესიისათა არა აღსრულებად საქმისა კეთილისა ეკლესიათა შინა.
    11.     და რომელნი აღასრულებდეს წესსა ეკლესიათასა, მათ შჯიდა და სტანჯვიდა.
    12.     მრავალგზის ევედრებიედ მას სიტყჳთა ღმრთისაჲთა, ხოლო იგო ბოროტადვე მიიქცევინ უფროჲსღა, ვინაჲთგან მოკუდა მარიამ,ცოლი მისი.
    13.     და ამის მიერ შევარდა წმიდაჲ იგი მწუხარებასა და სიმწარესა და აიძულა წარსლვად კოსტანტინეპოვლისა.
    14.     და ვითარ მიიწია მუნ, ითხოვა და მოიღო ყოველი, რაჲცა უნდა ეკლესიათათჳს განსრულებასა ზჱნონის მეფისასა.
    15.     და ევფემიოს, პატრეაქი კოსტანტინეპოვლელი, თანა-შემწე ეყო მას ეკლესიათათჳს.
    16.     და რაჟამს იქმნა ყოველი, რაჲცა უნდა, იზრახა ზრახვაჲ ღმრთისა სათნოჲ, რაჲთა წარვიდეს ქალაქად ღმრთისა წმიდად და განაშოროს თავი თჳსი საქმეთაგან ამის სოფლისათა.
    17.     ხოლო წიგნები იგი მეფისაჲ წარსცა მის თანა მოსრულთა მათ კაცთა ქუეყანად თჳსა.
    18.     და იგი მარტოჲ ივლტოდა მათგან და აღჴდა ნავსა და მოვიდა იერუსალჱმდ და დაადგრა იგი სასნეულოსა მას, რომელი ეშჱნა ევდოკიას.
    19.     და იყო სასნეულოსა მას შინა მცირჱ ეკლესიაჲ წმიდისა გიორგისი.
    20.     და იყოფოდა მუნ შინა მრავალ ჟამ.
    21.     და ვითარ იხილა თავი თჳსი შფოთსა შინა კაცთაგან, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ ცრემლით, რაჲთა მიუძღუეს ადგილსა ყუდროსა, და ცხონდეს მას შინა.


5

     1.     და ოდეს იყო სასნეულოსა მას შინა, ესე ნეტარი მამაჲ იოვანე მყოვარ ჟამ ევედრებოდა ღმერთსა.
    2.     და ღამესა ერთსა გამოვიდა შოვრის მას ეზოსა სასნეულოჲსასა და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და იხილა ვარსკულავი ბრწყინვალჱ.
    3.     და იყო ვარსკულავსა მას შოვრის სახჱ ჯუარისაჲ.
    4.     და მოვიდა მისა და ესმა ჴმაჲ ბრწყინვალებისა მისგან, რომელი ეტყოდა: უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ, შეუდეგ ნათელსა ამას.
    5.     და მყის სარწმუნოებით გამოვიდა და შეუდგა ნათელსა მას.
    6.     და მოუძღუა მას ნათელი იგი, ვიდრემდის მოიყვანა ლავრასა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა განსრულებასა ოცდათრვამეტისა წლისა ჟამთა ჰასაკისა მისისათა და ჟამთა ოდენ სალოსტის პატრიაქისათა იერუსალჱმს.
    7.     და მას წელსა განაახლეს ეკლესიაჲ იგი ლავრისაჲ ღმრთივ-შჱნებული.
    8.     და შემდგომად სიკუდილისა ზჱნონისა ანასტასი მოიღო მეფობაჲ, ვითარ-იგი მან თჳთ გჳთხრა პირითა თჳსითა.


6

     1.     და ვითარ მოვიდა ლავრად, პოვა მამაჲ ჩუენი საბა, შეეკრიბა რაჲ ასერგასისი მონაზონი და უძღოდა მათ სიგლახაკითა და ჭორითა ჴორცთაჲთა, ხოლო მდიდარ იყვნეს იგინი სულითა და მადლითა.
    2.     და შეიწყნარა წმიდამან საბა ესე ნეტარი და მისცა იგი ვიკონომოსსა ლავრისასა, ვითარცა ერთი ახალთაგანი, რაჲთა ყოს მსახურებაჲ, რამეთუ არა უწყოდა საფასჱ იგი, რომელი იყო მის თანა.
    3.     და ნუვის უკჳრნ ესე, რამეთუ ღმერთმან დაფარა ნეტარისა საბაჲსგან საფასჱ იგი იოვანე სრულისაჲ.
    4.     არამედ განიზრახენ ესრჱთ, რამეთუ ოდეს ჰნებავნ ღმერთსა გამოცხადებად წმიდათა მისთაჲ, წინაწარმეტყუელ არიედ იგინი, და ოდეს დაფარის მათგან, ვერას ზრახვედ, არამედ სწორ კაცთა იქმნიან.
    5.     და მოწამე არს სიტყუასა ამას ელისე წინაწარმეტყუელი, რომელმან თქუა სომანიტელისა მისთჳს, ვითარმედ: სული მისი მწუხარე არს, და უფალმან დაფარა ესე ჩემგან.
    6.     და ესე წმიდაჲ მამაჲ იოვანე ყოვლითა მოსწრაფებითა ერჩდა ვიკონომოსსა, და სხუათა მამათა ჰმსახურებდა იგი სიმდაბლით და გულისსიტყჳთა კეთილითა.
    7.     და ივსებნ იგი წყალსა ჴევით და წუენსა უქმნ ქვით-ხუროთა მათ და კუალად მისცემნ ქვასა და ყოველსა შესაწევნელსა მათსა.
    8.     და მას ჟამსა აღეშჱნა ქსენადოქი ლავრისაჲ, და შემდგომად მეორისა წლისა მოსლვისა მისისა ლავრად განწმიდნა კასტელი ეშმაკთაგან, ვითარცა წერილ არს ცხორებასა წმიდისა საბაჲსსა, და ფრიად დაშურა მუნ წმიდისა მის თანა და იქმოდა მუნ, და სხუანიცა – მის თანა.
    9.     და ვითარ-იგი მან მითხრა, ამბა მარკიანეს რაჟამს გამოეცხადა ღმრთისა მიერ მირთუმად საზრდელი.


7

     1.     და ვითარ განსრულდა მსახურებაჲ მისი პირველსა წელსა და დადგა სხუაჲ ვიკონომოსი, კუალად დაადგინა წმიდაჲ ესე ქსენადოქარად და მეწუნედ.
    2.     ხოლო მან შეიწყნარა სიხარულით მსახურებაჲ იგი გულითა ჰამოჲთა და განუსუენებდა იგი მამათა ყოველსა შინა საჴმარსა მათსა, და ჰმსახურებნ იგი თითუეულსა მათსა სიმდაბლით და მრავლითა მოსწრაფებითა.
    3.     და მას წელიწადსა აღჱშჱნა კჳნობი ლავრისაჲ, რომელ არს ჩრდილოჲთ კერძო ლავრასა, რაჲთა იყოფოდიან მას შინა პირველ მომავალნი მონაზონებად, რაჲთა ისწაონ წესი და მოქალაქობაჲ მონაზონებისაჲ პირველად და ამისა შემდგომად შევიდენ და იყოფოდიან ლავრასა შინა.
    4.     და შემდგომად სწავლისა მათისა კანონთა კრებულისათა, ვითარცა თქუა ნეტარმან საბა, რამეთუ, ვითარცა ყუავილი პირველად გამოვიდის ნაყოფისა, ესრჱთ იყვნენ, რომელნი კრებულსა შინა არიან, რამეთუ დასაბამი არს იგი მონაზონებისაჲ.
    5.     და რაჟამს ესე კჳნობი ეშჱნებოდა, ესე ნეტარი კაცი აიძულებდა თავსა თჳსსა და უქმოდა წუენსა ხუროთა.
    6.     და აღიკიდის წუენი და სხუაჲ საჴმარი მათი ორგზის დღესა შინა და მიართჳს მოქმედთა.
    7.     და იყო შორს ადგილი იგი ქსენადოქისაგან ათ უტევან.


8

     1.     და ვითარცა აღასრულა მსახურებაჲ იგი მის წელიწადისაჲ, ყოველთა მამათა სარგებელ ეყო სიკეთითა მისითა და სიწმიდისაგან და გულისხმისყოფისაგან, მაშინ მისცა მას მამამან ჩუენმან საბა სენაკი, რომელსა შინა დაეყუდოს.
    2.     და ვითარ შეიპყრა იოვანე სენაკი და მოიღო ბრძანებაჲ დაყუდებისაჲ, დაყო სამი წელი სენაკსა შინა ესრე სახედ: ხუთთა მათ დღეთა კჳრიაკესა შინა არა გამოვიდის, არცა ვინ იხილის და არცა ჭამის რაჲ.
    3.     ხოლო შაბათსა და კჳრიაესა იგი შევიდის უწინარჱს ყოველთასა ეკლესიად და ყოველთა უკუანაჲთ გამოვიდის სიხარულით.
    4.     და შიშით დგან ჟამსა ფსალმონებისასა და ცისკრისასა, ვითარცა წერილ არს: ჰმონებდით უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
    5.     ესე ცნობაჲ აქუნდა ჟამისწირვისა ჟამსა უბიწოდ და ვერ შემძლებელ იყო თავისა თჳსისა დაჭირვად ცრემლთაგან.
    6.     ხოლო მამანი რაჲ ჰხედვედ, უკჳრნ და ადიდებედ ღმერთსა, მომცემელსა კეთილისასა.


9

     1.     და შემდგომად ამის სამისა წლისა იქმნა იგი ვიკონომოს ლავრისა, და ღმერთი შეეწეოდა მას ყოველსა შინა საქმესა.
    2.     და განმრავლდა კრებული ლავრისაჲ ჴელითა მისითა, და განმრავლდეს მამანიცა.
    3.     და ვითარ აღასრულა მსახურებაჲ თჳსი, გულსა მოუჴდა მამასა საბას, რაჲთამცა აკურთხა იგი ხუცად, ვითარცა მონაზონი ღირსი და სრული ყოვლითავე, და თანა-წარიყვანა იგი.
    4.     და აღვიდა იგი იერუსალჱმდ და მივიდა ელია პატრეაქისა და უთხრნა მას ყოველნი იგი კეთილნი საქმენი მისნი და ევედრა, რაჲთამცა უკურთხა იგი ხუცად.
    5.     ხოლო ვითარცა ესმა პატრეაქსა სათნოებათა მისთაჲ, აღვიდა იგი წმიდასა თხემისა ადგილსა, რაჲთამცა თჳსითა ჴელითა აკურთხა იგი ხუცად.
    6.     და ვითარ იხილა წმიდამან თავი თჳსი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს სივლტოლად, სიმდაბლით ჰრქუა პატრეაქსა: მამაო პატიოსანო, მნებავს რაჲმე სიტყუაჲ შენდა საიდუმლოჲ, რამეთუ მაქუს ცოდვაჲ და მინებს იგი თხრობად სიწმიდესა შენსა.
    7.     და უკუეთუ ღირს ვიყო, თავს-ვიდვა ჴელთა-დასხმაჲ ესე.
    8.     და გან-რე-იდგინა იგი თჳსისაგან აღსავალსა მას თხემისა ადგილისასა და ჰრქუა მას: ვევედრები შენსა სიწმიდესა, შემიწყალე მე და ნუვის უთხრობ საიდუმლოსა ჩემსა, რაჲთა არა წარვიდე ამიერ ქუეყანით.
    9.     და არწმუნა მას პატრეაქმან, ვითარმედ არავის უთხრას.
    10.     მაშინ ჰრქუა მას: მე, მამაო, ეპისკოპოსი ვიყავ მას ქალაქსა და სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩემთაჲსა განვეშორე და ვივლტოდე და შთავედ უდაბნოდ და მოველი ბრძანებასა ღმრთისასა და განვიზრახე თავით ჩემით, ვითარმედ ჯერ-არს ჩემდა მსახურებაჲ მამათაჲ, ვიდრე აქუსღა ძალი ჴორცთა ამათ, რაჲთა რაჟამს დავბერდე და მოუძლურდე, არა დავისაჯო სხუათა მსახურებისაგან.
    11.     და ვითარ ესმა ესე პატრეაქსა, დაუკჳრდა და მოუწოდა წმიდასა საბას და ჰრქუა მას, ვითარმედ: საქმჱ გამომიცხადა, რომლითა ვერ შემძლებელ არს მიღებად ჴელთა-დასხმასა, არამედ ამიერითგან უტევე ეგე, რაჲთა დაეყუდოს, და ნუმცა ვინ აწყინებს მას და ნუცა აშფოთებს რას.
    12.     და ვითარ ესე ჰრქუა მას, განუტევნა მშჳდობით.


10

    1.     მაშინ ნეტარი საბა შეწუხნა გულსა შინა თჳსსა და წარვიდა იგი ქუაბსა დასავალით კერძო კასტელსა, რომელი ჰშორავს ლავრასა ოცდაათ უტევან, რომელი ამისა შემდგომად კჳნობად აღჱშენა, და დააგდო თავი თჳსი წინაშე ღმრთისა და იტყოდა ცრემლით: რაჲსათჳს, უფალო, შეურაცხ-მყავ და არა მაუწყე საქმჱ მამისა იოვანეჲსი, რამეთუ ვაქე იგი და მეგონა გულსა ჩემსა, ვითარმედ ღირს არს იგი მღდელობასა.
    2.     და აწ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, მაუწყე მე საქმჱ მისი, რამეთუ მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე.
    3.     უკუეთუ აწ ესე, რომელსა-იგი ვჰგონებდ რჩეულად და წმიდად და სათნოდ და ღირსად სიწმიდისა, და აწ იქმნა შეურაცხ და არაღირს მსახურებად წინაშე დიდისა დიდებისა შენისა.
    4.     ამას და მსგავსსა ამისსა სიტყუასა იტყოდა ღამე ყოველ ცრემლით ნეტარი საბა.
    5.     და ეჩუენა მას ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მამაჲ იოვანე არა შეურაცხი არს და არცა თუ არაღირს არს, არამედ ჭური არს რჩეული და აქუს ჴელთა-დასხმაჲ ეპისკოპოსობისაჲ.
    6.     და არა ჯერ-არს, რაჲთამცა იყო იგი ხუცეს.
    7.     ხოლო მამასა ჩუენსა წმიდასა საბას ჩუეულებაჲ აქუნდა, რაჟამს იხილის ხილვაჲ ღმრთეებრი გინათუ ხილვაჲ ანგელოზებრი, არა შეძრწუნდის, არამედ მხიარულ არნ.
    8.     და მოვიდა იგი სენაკად მამისა იოვანჱსა და შეიტყბო იგი და ჰრქუა: შენ დაჰფარე იგი ჩემგან, ნიჭი, რომელი მოგიღებიეს ღმრთისაგან, ხოლო აწ ღმერთმან გამომიცხადა მე იგი.
    9.     ჰრქუა მას წმიდამან: სული ჩემი მწუხარე არს, მამაო, ვიდრე სიკუდილდმდე, რამეთუ არავისი მინდა ცნობად საიდუმლოჲ ესე.
    10.     და ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვარ ყოფად ქუეყანასა ამას.
    11.     ხოლო აღუთქუა მას საბა ფიცით, რაჲთა არავის უთხრას საიდუმლოჲ მისი.


11

    1.     და მიერითგან დაეყუდა იგი სენაკსა თჳსსა და არღარა გამოვიდოდა ეკლესიად და არცაღა ვის ზრახვიდა, გარნა მსახურსა თჳსსა ოთხსა წელსა.
    2.     ხოლო განვიდა იგი, რაჟამს აკურთხევდეს ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა მარადის ქალწულისა მარიამისსა, რამეთუ ელია პატრეაქი იერუსალჱმით შთამოვიდა და აკურთხა ესე ეკლესიაჲ, რომელ ვთქუთ.
    3.     მას დღესა აიძულა, და გამოვიდა ესე წმიდაჲ, და მოიკითხა იგი პატრეაქმან და ვითარ ეზრახა მას პატრეაქი, ფრიად სარგებელ ეყო მას გულისხმისყოფისა მისისაგან და წესიერებისა და სიტყუატკბილობისა მისისაგან.
    4.     და მიერ დღითგან პატიოსან იქმნა იგი წინაშე პატრეაქისა.


12

    1.     და რაჟამს განსრულდა ესე მეოთხჱ წელი, განვიდა მამაჲ ჩუენი საბა ლავრით და წარვიდა სკჳთოპოვლისით კერძო შფოთისა მისთჳს, რომელნი უკუანაჲსკნელ იყოფოდეს ნეა-ლავრას.
    2.     და ესე პატიოსანი მამაჲ იოვანე მეოტ იქმნა მათგან და წარვიდა უდაბნოსა რუბაჲსასა მეერგასესა წელსა ჟამთა ჰასაკისა მისისათა და დაადგრა მუნ ქუაბსა შინა ექუს წელ და განაშორა თავი თჳსი ყოვლისაგან თანა-ქცევისა კაცთაჲსა.
    3.     და უნდა მას, რაჲთა ჰზრახვიდეს ღმერთსა დაყუდებასა შინა და განიწმიდოს გონებაჲ თჳსი ლოცვასა მყოვარ ჟამ დადგრომითა, რაჲთა ჰხედვიდეს დიდებასა ღმრთისასა განმარტებულითა პირითა.


13

    1.     და ისწრაფდა იგი აღსლვად ძალითი-ძალად და გული-უთქუმიდა სათნოებათა მიმართ.
    2.     და მეორესა გინა მესამესა დღესა მისცის ბუნებასა ჴორცთასა საჴმარი თჳსი და გამოვიდის იგი ქუაბით თჳსით და მიმოვალნ უდაბნოსა და კრებნ იგი მელაღრიასა, რომელ არს თაფლი ველისაჲ, საჭმელი მეუდაბნოეთაჲ.
    3.     ხოლო დღესა ერთსა, მი-რაჲ ოდენ-სრულ იყო მუნ ვიდრე შესწავლადმდე უდაბნოჲსა მის, განვიდა კრებად მდელოჲსა მის და შესცთა გზასა და შევარდა იგი ადგილთა ძნელუვანთა და ფიცხელთა.
    4.     და ვითარ ვერ შემძლებელ იყო იგი სლვად და მიქცევად ქუაბსა, სულმოკლე იქმნა და დაეცა ქუეყანასა ზედა.
    5.     და მყის მოხედნა მას ღმერთმან და მიიტაცა იგი ქუაბად თჳსა, ვითარცა ამბაკუმ ჟამსა მას.
    6.     და რაჟამს შეისწავლა უდაბნოჲ იგი და იცნა ადგილი იგი, ვინაჲ-იგი აღიტაცა, გულისხმა-ყო, რამეთუ ეშორა იგი ქუაბსა მას ხუთ მილიონ.


14

    1.     ერთი ვინმე ძმათაგანი მოუჴდა მას რუბას და დაყო მის თანა მცირედი ჟამი და ცხონდებოდა მის თანა განგებითა მეუდაბნოეთაჲთა.
    2.     და ვითარ მოეწყინა ძმასა მას დაყუდებაჲ თჳსი, ჰრქუა ბერსა: აჰა ესერა აღვსებაჲ მუახლებულ არს.
    3.     გუალე, მამაო, და აღვიდეთ ლავრად და ვყოთ დღესასწაული ესე მამათა თანა, რამეთუ არარაჲ გუაქუს აქა ჭამადი, გარნა ესე მწუანვილი, თაფლი ველისაჲ.
    4.     და არა ინება მამამან იოვანე აღსლვაჲ, რამეთუ მამაჲ ჩუენი საბა არღა მოქცეულ იყო ლავრად.
    5.     ხოლო ძმაჲ იგი ეგზნებოდა აღსლვისათჳს ლავრად, და ბერი ასწავებდა და გულისხმა-უყოფდა და ეტყოდა: ვსხდეთ, ძმაო, და გურწმენეს: რომელმან-იგი უდაბნოსა გამოზარდა ექუსასი ათასი ორმეოცსა წელსა, მანვე აწ მოგუცეს ჩუენ არა თუ საჴმარი ოდენ ჩუენი, არამედ უმეტჱსი განგჳმზადოს ჩუენ, რამეთუ მან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.
    6.     და სახარებასა იტყჳს: ნუ ჰზრუნავთ, გინათუ რაჲ ვჭამოთ, გინათუ რაჲ ვსუათ, გინათუ რაჲ შევიმოსოთ, რამეთუ მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, იცის, რაჲ-იგი გიჴმს ამის ყოვლისაგანი.
    7.     არამედ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ცათასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
    8.     იხილე აწ, შვილო ჩემო, და შეიკრძალე იწროჲ გზაჲ უფროჲს ფართოჲსა, რამეთუ განსუენებაჲ ამის სოფლისაჲ შობს სატანჯველთა მერმესა მას სოფელსა, და აქაჲ შიმშილი მუნ განჰმზადებს განძღომასა კეთილთა მათგან.
    9.     და ამით ყოვლითა სიტყჳთა არავე ისმინა ძმამან მან ბერისაჲ, არამედ აღდგა და წარემართა გზასა თჳსსა, რომელი აღვიდოდა ლავრად.
    10.     და ვითარ იგი წარ-ოდენ-ვიდა, მოვიდა ვინმე ბერისა კაცი ყოვლადვე უცნაური და თანა-ჰყვანდა მას კაჰრაული, რომელსა ეკიდა ყოველი კეთილი.
    11.     და იყო ტჳრთსა მას შინა პური წმიდაჲ და ტფილი და ღჳნოჲ და ზეთი და ხაჭოჲ ნედლი და კუერცხი და ჭურჭლითა თაფლი.
    12.     და მოჰჴადა ტჳრთი იგი წინაშე ბერისა და წარვიდა.
    13.     ხოლო წმიდამან მამამან ჩუენმან იოვანე განიხარა სულითა, რაჟამს მოხედნა მას ღმერთმან.
    14.     ხოლო ძმაჲ იგი, რომელი წარვიდა, შესცთა გზასა და ფრიად დაშურა და მესამესა დღესა მიიქცა ბერისავე მშიერი და მოუძლურებული, და განმაძღარ იყო იგი ნაყოფთაგან ურჩებისათა.
    15.     და ვითარ მივიდა, პოვა ქუაბსა მას შინა ყოველივე იგი კეთილი.
    16.     მაშინ იხილა და გულისხმა-ყო სიბოროტჱ იგი სარწმუნოებისა თჳსისაჲ და ურჩებაჲ შეინანა და დაეცა სირცხჳლეული წინაშე ბერისა და ითხოვა მისგან შენდობაჲ.
    17.     და გულისხმა-ყო ბერმან უძლურებაჲ კაცობრივი და შეეწყალა ძმაჲ იგი.
    18.     აღადგინა იგი და გულისხმა-უყო და ჰრქუა: ჭეშმარიტად უწყოდე, შვილო ჩემო, ვითარმედ ღმერთი შემძლებელ არს განმზადებად ტაბლისა უდაბნოსაცა ზედა.


15

    1.     მას ჟამსა ოდენ დაეგო მუნდირ, მეფჱ სარკინოზთაჲ, მეფესა სპარსთასა და მოსცა მას ჴელმწიფებაჲ ჰურიასტანსა ზედა.
    2.     და გამოვიდა მის თანა სიმრავლჱ სარკინოზთაჲ, ვიდრემდის მოიწია არაბიად და პალესტინედ გულისწყრომითა დიდითა და მძლე ექმნა ბევრეულსა ბერძენთასა და განდიდნა მათ ზედა და მრავალი ძჳრი ქმნა ესე შემდგომად წარტყუენვისა ემიდელთა ქალაქისა.
    3.     და სიმრავლჱ იგი სარკინოზთაჲ, რომელი იყო მის თანა, განიბნივნეს ყოველთა მათ ადგილთა.
    4.     და მიუვლინა მთავარმცველმან მან ბერძენთამან, რომელი სცვიდა უდაბნოთა, მოციქული ყოველთა მონასტერთა და აუწყა მოსლვაჲ ბარბაროზთაჲ და უბრძანა, რაჲთა ეკრძალნენ მათგან.
    5.     და წარავლინეს მამათა დიდისა ლავრისათა ამის ნეტარისა მამისა ჩუენისა და ჰრქუეს, რაჲთა არღარა იყოფოდის რუბას, არამედ აღმოვიდეს ლავრად და თჳსსავე სენაკსა დაეყუდოს.
    6.     ხოლო ამას წმიდასა მამასა იოვანეს გემოჲ ეხილვა საღმრთოჲსა სიტკბოებისაჲ დაყუდებასა შინა თჳსსა და არა უნდა დატევებაჲ ადგილისა თჳსისაჲ.
    7.     და განიზრახა გულსა თჳსსა და იტყოდა: უკუეთუ არა ღმერთი ზრუნვიდეს ჩემთჳს, ვითარ შემძლებელ ვარ ცხორებად?
    8.     და ესრჱთ ყო ღმერთმან მისთჳს შესავედრებელი, და დაადგრა იგი უშიშად, რამეთუ ღმერთი არს, რომელი ყოველსა ჟამსა ჰფარავს მონათა მისთა და ამცნებს ანგელოზთა მისთა, ვითარცა წერილ არს, რაჲთა ჰფარვიდენ მოშიშთა მისთა.
    9.     ხოლო რაჟამს შეშინდა იგი მცირედ, უნდა ღმერთსა ნუგეშინისცემის და მოავლინა მისა ლომი ფრიად დიდი და საშინელი, რაჲთა სცვიდეს მას დღით და ღამით შიშისაგან ბარბაროზთაჲსა.
    10.     და პირველსა ოდენ ღამესა, რომელსა იხილა ლომი იგი მწოლარჱ კართა მის ქუაბისათა, შეეშინა მცირედ, ვითარ-იგი მან თჳთ მითხრა.
    11.     და ვითარ მყოვარ ჟამ იხილა ლომი იგი დღით და ღამით, და რამეთუ შიშისაგან მისისა ვერ მიეახლებოდეს სარკინოზნი, ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან არა დაუტევის კუერთხი ცოდვილისაჲ ნაწილსა ზედა მართალთასა.


16

     1.     და ვითარ მოვიდა მამაჲ ჩუენი საბა ევმაოზით, და აღაშჱნა ნეა-ლავრაჲ და მოვიდა, რაჲთამცა აღაშჱნა კჳნობი იგი ქუაბისაჲ, ვითარ-იგი მეორესა მას სიტყუასა ვთქუ, და მოეჴსენა სახილავი იგი, რომელი იხილა მუნ მამისა იოვანჱსთჳს, წარვიდა მისა რუბად და ჰრქუა მას: ღმერთმან დაგიცვა შენ სიბოროტისაგან ბარბაროზთაჲსა და მოგივლინა შენ კეთილი მცველი.
    2.     და აწ აღდეგ და ყავ კაცთაებრ და ივლტოდე, ვითარცა სხუანი მამანი, რაჲთა არა ამის გამო აჰმაღლდე.
    3.     და სხუაჲცა მრავალი ჰრქუა მას.
    4.     და ესრჱთ აღმოიყვანა იგი დიდად ლავრად და შეაყენა სენაკსა ორმეოცდაათექუსმეტისა წლისაჲ.
    5.     და არავინ მონაზონთაგანმან უწყოდა, ვითარმედ ეპისკოპოსი არს იგი.


17

    1.     და ვითარ მცირედნი დღენი გარდაჴდეს, ინება ღმერთმან გამოცხადებად საფასჱ იგი დაფარული იოვანეჲსი.
    2.     კაცი ერთი ასიელი და სახელი მისი აითარიოს, ეპისკოპოსი, რომელი კეთილად ცხონდებოდა, მოვიდა იერუსალჱმდ და თაყუანისცა წმიდათა ადგილთა და ძელსა პატიოსნისა ჯუარისასა და მრავალი საფასჱ განუყო გლახაკთა და მონასტერთა.
    3.     და ვითარ განვიდა იგი ქალაქით წმიდით და უნდა წარსლვაჲ თჳსა ქუეყანად, აღვიდა ნავსა.
    4.     და ვითარ მცირედ ვლო ზღუასა შინა, აღდგა მის ზედა ქარი სასტიკი.
    5.     და კუალადვე უკუნიქცა იგი მრავლითა ჭირითა, და გამოაგდო იგი ასკალონს.
    6.     და ვითარ განიზრახვიდა, რაჲთამცა კუალად აღვიდა ნავსა შემდგომად ორისა დღისა, ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ ძილსა შინა და ჰრქუა მას, ვითარმედ: ვერ შემძლებელ ხარ წარსლვად, ვიდრემდის არა კუალად უკუნიქცე იერუსალჱმდ და მიხჳდე ლავრასა ამბა საბაჲსსა და მოიღო ლოცვაჲ ამბა იოვანჱსი დაყუდებულისაჲ, კაცისა მართლმადიდებელისაჲ.
    7.     იყო იგი ეპისკოპოს და შიშისათჳს ღმრთისა და სიყუარულისა ყოველი შეურაცხ-ყო და შეუდგა სიგლახაკესა და სიმდაბლესა კეთილსა.
    8.     და რაჟამს აღდგა აითარიოს ძილისა მისგან და გულისხმა-ყო ჩუენებაჲ იგი, გამოვიდა და იწყო კითხვად, ვიდრემდის მოვიდა ლავრასა წმიდისა ამბა საბაისსა და წარმოუთხრა ესე ყოველი მამათა ჩუენებაჲ იგი, რომელი იხილა.
    9.     და მიიყვანეს იგი მამათა სენაკად მამისა იოვანჱსა, და დაადგრა მის თანა ორ დღე.
    10.     და განგრძობილად იყო სიტყუაჲ მათ შოვრის, და აფუცა მან მამაჲ იოვანე, რაჲთა არარაჲ დაუფაროს საქმეთა მისთაგანი.
    11.     ხოლო მან იძულებით წარმოუთხრა მას, ვინაჲ იყო, და მშობელთა მისთათჳს და ეპისკოპოსებისა მისისათჳს.
    12.     და რაჟამს ცნა აითარიოს საქმჱ მისი, თქუა: ჭეშმარიტად აწცა გორვენ ქვანი პატიოსანნი ქუეყანასა ზედა.
    13.     და ამისა შემდგომად მოიღო ლოცვაჲ წმიდისაჲ მის და მივიდა მამისა საბაჲსა და უთხრა მას და ყოველთა მამათა განგებაჲ იგი მამისა იოვანჱსი.
    14.     და მიერითგან განითქუა ეპისკოპოსებისა მისისათჳს და ნათესავთა მისთათჳს.


18

    1.     და წელსა ოცდამეოთხესა დაყუდებითგან მისით, ხოლო ჟამთა ჰასაკისა მისისათა ოთხმეოცდამეცხრესა წელსა შეისუენა მამამან ჩუენმან საბა და მშჳდობით მას ზედა დაიძინა ხუთსა დეკენბერისასა.
    2.     და არა აუწყეს მას მამათა სიკუდილი მამისა ჩუენისაჲ.
    3.     და შეწუხნა მამაჲ იოვანე, რამეთუ არა დაჰხუდა იგი დამარხვასა წმიდისა საბაჲსსა.
    4.     და ვითარ იგი ამას მწუხარებასა შინა იყო განშორებისა მისთჳს, ეჩუენა მას ძილსა შინა მამაჲ ჩუენი საბა და ჰრქუა: ნუ მწუხარე ხარ, ამბა იოვანე, სიკუდილისა ჩემისათჳს, დაღაცათუ განგეშორე შენ ჴორცითა, არამედ სულითა შენ თანა ვარ.
    5.     მიუგო მას იოვანე: ევედრე ღმერთსა, რაჲთა მეცა წარმიყვანოს შენ თანა.
    6.     მაშინ ჰრქუა მას წმიდამან საბა: ესე საქმჱ ვერ შესაძლებელ არს აწ ყოფად, რამეთუ მომავალ არს ლავრასა ზედა ფრიადი მწუხარებაჲ, და უნდა ღმერთსა შენი ჴორცითა დაშთომაჲ, რაჲთა ნუგეშინის-სცემდე და განაძლიერებდე, რომელნი იღუწიდენ და ჰბრძოდიან სარწმუნოებისათჳს.
    7.     და ვითარ ესმა და იხილა ესე მამამან იოვანე, მხიარულ იქმნა მწუხარებისა მისგან, რომელი შესრულ იყო, და განიზრახვიდა იგი და იურვოდა მწუხარებისა მისთჳს მომავალისა.


19

    1.     დღესა ერთსა გულმან-უთქუა ხილვად, ვითარძი გამოვალს სული ჴორცთაგან.
    2.     და ვითარ იგი ევედრებოდა ღმერთსა ამისთჳს, მიიტაცა იგი გონებითა თჳსითა და ჰხედვიდა იგი, ვითარმცა იყო წმიდასა ბეთლემს.
    3.     და იხილა სტოვასა წმიდისა ეკლესიისასა კაცი ვინმე წმიდაჲ, უცხოჲ, მწოლარჱ, რომელი მოკუდებოდა, და ანგელოზსა წარჰყვანდა სული მისი ფსალმონითა და სულითა სულნელებისაჲთა და აჰყვანდა იგი ზეცად.
    4.     და უნდა მას თუალითა თჳსითა ხილვაჲ, უკუეთუ ნანდჳლვე ჭეშმარიტ არს საქმჱ იგი.
    5.     და მყის აღდგა და წარემართა ბეთლემს და პოვა კაცი იგი.
    6.     მას ჟამსა ოდენ შეევედრა სული თჳსი ღმრთისა.
    7.     და იკურთხა იგი წმიდათა მათგან ჴორცთა მისთა და დადვა იგი საფლავსა წმიდათასა და მოიქცა იგი სენაკადვე თჳსა.


20

     1.     მოწაფეთა ამის წმიდისათა თევდორე და იოვანე გჳთხრეს, ვითარმედ: შემდგომად სიკუდილისა საბაჲსსა წარგუავლინნა ჩუენ ბერმან საჴმრისათჳს ჰრამაჲთ კერძო, და ვითარ განვლეთ იორდანჱ, შე-ვინმე-გუემთხჳვნეს კაცნი და გურქუეს: ეკრძალენით, რამეთუ ლომი წინაკერძო თქუენსა არს.
    2.     და განვიზრახეთ და ვთქჳთ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი დაცვად ჩუენდა ლოცვითა მამისა ჩუენისაჲთა, რამეთუ არა ნებსით თჳსით გამოსრულ ვართ, არამედ ბრძანებითა ბერისაჲთა.
    3.     და ვითარ ამას განვიზრახევდით სლვასა შინა, აჰა ესერა ლომი იგი მოვიდოდა ჩუენდა, და ფრიად შეგუეშინა.
    4.     და წარვიდა ძალი ჩუენი, და მყის იპოვა ბერი, მდგომარჱ ჩუენ შოვრის და განდევნა შიში ჩუენგან და გურქუა: განძლიერდით!
    5.     მაშინ ლომი იგი, ვითარცა ცემული, ივლტოდა და განგუეშორა ჩუენგან.
    6.     და ჩუენ განვერენით და არაჲ გუევნო.
    7.     და ვითარ მოვიქეცით ბერისა, მოგჳგო და გურქუა: იხილეთა, ვითარ-იგი ვიყავ თქუენ თანა ჟამსა ჭირისა თქუენისასა, რამეთუ აქა რაჲ ვიყავ, ვევედრებოდე ღმერთსა თქუენთჳს, და ყო თქუენ თანა წყალობაჲ.


21

     1.     გჳთხრობდა ჩუენ თევდორე, მოწაფჱ მისი, და თქუა, რამეთუ მრავალი ჟამი დაყო ბერმან და არას ჭამდა იგი, გარნა როფიმსა ხოლო, და პირველად ურთის მას ნაცარი საცეცხურთაჲ და მერმე შეჭამის იგი.
    2.     ხოლო დღესა ერთსა მივეწიფე, ამას რაჲ ჰყოფდა, რამეთუ დაავიწყდა დაჴშვად კარი სარკუმლისაჲ, და მინდა მიცემად მისა წყალი ტფილი.
    3.     და ვითარ დავსდევ ჴელი ჩემი, განეღო კარი იგი სარკუმლისაჲ და ვპოვე იგი, რამეთუ შთაასხმიდა ნაცარსა საცეცხურთასა პინაკსა თჳსსა.
    4.     და ფრიად შეწუხნა, ვიხილე რაჲ იგი.
    5.     ხოლო მე მინდა, რაჲთამცა განუქარვე მწუხარებაჲ მისი, და ვარქჳ მას: არა შენ ოდენ ჰყოფ ამას.
    6.     მამაო, არამედ უმრავლჱსნი ლავრისა მყოფნი ესრჱთვე ჰყოფენ და ამით აღასრულებენ სიტყუასა მას წიგნისასა: ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე.
    7.     და ესევითარითა სიტყჳთა ძნიად შეუძლე განქარვებად მწუხარებაჲ იგი მისი.


22

     1.     და რაჟამს მიიწია ბერი ოთხმეოცდაათისა წლისა ჟამთა, თუესა ნოენბერსა გამოვედ სკჳთოპოვლისით, ქალაქით ჩუენით, ვითარცა ვთქუ „ცხორებასა წმიდისა ევთჳმისსა“, და ბრძანებაჲ მოვიღე დედისა ჩემისაგან, მჴევლისა ქრისტჱსისა, რაჲთა არაჲ ვყო, თჳნიერ ზრახებისა წმიდისა მამისა იოვანჱსა, რაჲთა არა შეუდგე შეცთომილებასა ევარგენჱსსა და განვვარდე ჭეშმარიტებისაგან სარწმუნოებისა.
    2.     და რაჟამს მოვედ იერუსალჱმდ და აღვასრულე დღესასწაული ნეაჲსა ეკლესიისა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, წარვედ ლავრად წმიდისა საბაჲსა და მივედ ამის წმოდისა ბერისა და წარმოუთხარ ყოველი საქმჱ ჩემი და ვევედრე მას, რაჲთა მაზრახოს ნებისაებრ ღმრთისა.
    3.     და მრქუა მე: უკუეთუ გნებავს ცხორების, წარვედ და იყოფოდე კჳნობსა წმიდისა ევთჳმისსა.
    4.     ხოლო მე, ვითარცა ჭაბუკმან და უგუნურმან, შეურაცხ-ვყავ ზრახებაჲ მისი და წარვედ იორდანით კერძო, რაჲთა ვიყოფოდი ერთსა კჳნობთაგანსა.
    5.     და არა თუ ადგილი ოდენ არა ვპოვე, არამედ დავსნეულდიცა სნეულებითა ფიცხლითა კალამონისა მონასტერსა ექუსსა თუესა, და დამერთო მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა უცხოებისა ჩემისაგან და სალმობისა.
    6.     და რამეთუ არა ვიყავ უღელსა ქუეშე მასწავლელისასა და მეჩუენა მე ესე ბერი ძილსა შინა და მრქუა: კეთილად განისწავლე, ამისთჳს რამეთუ გარდაჰჴედ მცნებათა ჩემთა.
    7.     და აწ აღდეგ და შევედ იერიქოდ და ჰპოვო მუნ კაცი მონაზონი, რომელსა ჰრქჳან ჯერანტიოს, ქსენადოქსა წმიდისა ევთჳმისსა.
    8.     მას შეუდეგ და მივედ მონასტრად და სცხონდე.
    9.     და აღვდეგ ძილისაგან ჩემისა და მყის განვძლიერდი და ვეზიარე წმიდასა საიდუმლოსა და მოვიღე მცირედ საზრდელი და ესრჱთ სლვით შევედ იერიქოდ.
    10.     და დაუკჳრდა კაცთა მსწრაფლ განკურნებაჲ ჩემი, და მერმე აღვედ მონასტრად წმიდასა ევთჳმისსა და მუნ დავადგერ თუესა ივნისსა.
    11.     და მიერ დღითგან ვიწყე მისლვად ბერისა და უთხრნი მას გულისსიტყუანი ჩემნი, რამეთუ ქალაქითვე ჩემით ვიცნოდე მოწაფენი მისნი, რამეთუ მოვიდიან იგინი სახიდ ჩუენდა, ვითარცა თჳსსა სახლსა, და წარიღიან ევლოგიაჲ მშობელთა ჩემთაგან მონასტრისათჳს და წმიდასა მის მოძღურისა მათისათჳს, რამეთუ დიდი სარწმუნოებაჲ აქუნდა მისა მიმართ და ყოველთა მიმართ მამათა ლავრისათა მიერ დღითგან, ვინაჲთგან ღირს ვიქმნენით შემოსლვასა წმიდისა საბაჲსა სახედ ჩუენდა.
    12.     დედასაცა ჩემსა ემცნო მცნებაჲ იგი, რომელი პირველ ვთქუ, და ამის გამო მივიდი მისა კადნიერად და ვიხარებდი სწავლისა მისისაგან და ლოცვისა უფროჲსღა.
    13.     აწ ვინაჲთგან ესე მიბრძანა დატევებაჲ ნია-ლავრისაჲ და ყოფაჲ დიდსა ლავრასა და განმიმზადა მე ღმერთმან და აღმისრულა.


23

     1.     დღესა ერთსა მაურვებდა გულისსიტყუაჲ საეშმაკოჲ, და მივედ წმიდისა ამის და განუცხადე გულისსიტყუაჲ ჩემი.
    2.     და ლოცვა-ყო ჩემთჳს, და მუნთქუესვე განვისუენე.
    3.     და ვითარ-იგი ვჯედღა სარკუმელსა მისსა თანა და სარგებელ ვიყოფდ საღმრთოჲსა მის სწავლისა მისისაგან, მოვიდა მისა კაცი მდაბიოჲ და ჰყვანდა მის თანა ძჱ მისი ეშმაკეული.
    4.     და დააგდო იგი წინაშე სარკუმელსა მისსა და წარვიდა.
    5.     ხოლო ყრმაჲ იგი ტიროდა.
    6.     და გულისხმა-ყო ბერმან, რამეთუ სული არაწმიდაჲ არს მის თანა, შეეწყალა და ულოცა და სცხო ზეთი ჯუარისა პატიოსნისაჲ.
    7.     და მყის განვიდა სული იგი უკეთური, და განცოცხლდა ყრმაჲ იგი.


24

     1.     მამაჲ ესტადი, მამასახლისი ქუაბისაჲ, რომელი არს მამისა ჩუენისა საბაჲსი, მითხრობდა და თქუა, ვითარმედ: მბრძოდა ოდესმე ეშმაკი გმობისაჲ ფიცხლითა ბრძოლითა, და მივედ მამისა იოვანჱსა შეყენებულისა და გამოუცხადე მას, რაჲთამცა ლოცვა-ყო ჩემთჳს.
    2.     და აღდგა ბერი და ყო ჩემთჳს ლოცვაჲ და მერმე თქუა.
    3.     კურთხეულ არს ღმერთი, შვილო ჩემო, რამეთუ არღარა მოგეახლოს შენ ეშმაკი გმობისაჲ ამიერ დღითგან.
    4.     და ესრჱთცა იქმნა სიტყჳსაებრ წმიდისა მის ბერისა.


25

     1.     დედაკაცი ვინმე კაბადუკიელი, სახელით ბასილია, დედათა-დიაკონი კოსტანტინე პოლისისა ეკლესიაჲსაჲ, ესე მოვიდა იერუსალჱმდ და თანა-ჰყვანდა კაცი, ნათესავი მისი.
    2.     და კაცი იგი იყო ყოვლითავე შემკულ.
    3.     არამედ იყო იგი იაკობი.
    4.     ხოლო დედაკაცი იგი მოსწრაფე იყო მოქცევად მისა მართალსა სარწმუნოებასა.
    5.     და ევედრებინ იგი ყოველთა წმიდათა და მართალთა ლოცვისა ყოფად მისთჳს.
    6.     და ვითარ ესმა წმიდისა მამისა იოვანჱსთჳს და მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომელი იყო მის ზედა, გულმან-უთქუა განსლვად მისა და მოღებად ლოცვასა მისსა.
    7.     და ვითარ ესმა მას, ვითარმედ არა შევალს დედაკაცი ლავრად, მიუვლინა თევდორეს, მოწაფესა მის წმიდისასა, და ევედრა, რაჲთა მიიყვანოს ნათესავი იგი მისი ბერისა.
    8.     და ჰრწმენა დედაკაცსა მას, ვითარმედ ღმერთმან ლოცვითა მისითა მოაქციოს ფიცხელი გული მისი მართალსა სარწმუნოებასა.
    9.     და წარიყვანა იგი თევდორე და მიიყვანა იგი ბერისა და ჰრეკა სარკუმელსა მისსა ჩუეულებისაებრ.
    10.     და ვითარ განაღო ბერმან, დაცჳვეს ორნივე იგი თაყუანისცემით.
    11.     და თქუა მოწაფემან: გუაკურთხენ ჩუენ, მამაო.
    12.     ხოლო ბერმან ჰრქუა მას: შენ ხოლო გაკურთხო მარტოჲ, რამეთუ ესე არა ღირს არს კურთხევასა.
    13.     და თქუა მოწაფემან: ნუ, მამაო.
    14.     ხოლო ბერმან ჰრქუა მას: მართლიად გეტყჳ, ვითარმედ არა ვაკურთხო ეგე, ვიდრემდის არა განეშოროს ზრახვისა მისგან მწვალებელთაჲსა და აღუთქუას შეწყნარებად მართლისა სარწმუნოებისა.
    15.     და რაჟამს ესმა ესე კაცსა მას, განუკჳრდა და განკჳრვებამან შეიპყრა იგი წინაჲსწარ ცნობისა მისისათჳს, და მუნთქუესვე მოიქცა ზრახვისა მისგან და აღუთქუა ჭეშმარიტებით შესლვაჲ ეკლესიასა ღმრთისასა.
    16.     მაშონ ბერმან აკურთხა იგი და განწმიდა გული მისი ყოვლისაგან იჭჳსა და აზიარა ჴელითა თჳსითა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა.


26

     1.     და ვითარ ცნა ბასილია, რაჲ-იგი ყო ბერმან ნათესავისა მისისა თანა, უფროჲსღა შესძინა სურვილით ხილვაჲ ბერისაჲ და განიზრახვიდა, რაჲთამცა შეიმოსა სამოსელი სამამაკაცოჲ და მივიდა მისა.
    2.     და ცნა წმიდამან სულითა ზრახვაჲ იგი მისი და მიავლინა მისა და ჰრქუა: უწყებულ იყავნ შენდა, რამეთუ დაღაცათუ მოხჳდე, ვერ იხილო პირი ჩემი და ნუ მოჰშურები, არამედ დაადგერ ადგილსა თჳსსა, და მე გეჩუენო შენ ძილსა შინა და ვისმინო ზრახვაჲ შენი, და ყოველი, რაჲცა მაუწყოს ღმერთმან, გითხრა შენ.
    3.     და შეიწყნარა ბასილია სიტყუაჲ მისი სარწმუნოებით.
    4.     და ეჩუენა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და თქუა: ღმერთმან მომავლინა მე შენდა, და აწ თქუ, რაჲცა გნებავს.
    5.     და ბასილია უთხრა ყოველი საქმჱ მისი, და მან უთხრა მას ყოველი, რაჲცა აუწყა უფალმან.
    6.     და რაჟამს მოვიდა ბასილიაჲსა მოწაფჱ ბერისაჲ მის, უთხრა მას, რაჲ-იგი იყო, და სახჱ ბერისაჲ და ხატი.
    7.     და ესე ყოველი პირითა თჳსითა მითხრა ბასილია.


27

     1.     ადგილსა, რომელსა წმიდაჲ იგი ბერი შეყენებულ იყო, აქუს ერთკერძო მისა კლდჱ წამოკიდებული და არს იგი ვითარცა ზდუდჱ სენაკისათჳს, და სართული სენაკისაჲ მას ზედა ძეს.
    2.     და კლდჱ იგი არს ჴმელ ფრიად, და არა არს მას შინა სინოტიჱ ზამთრის და არცა ზაფხულის.
    3.     და დღესა ერთსა მოიღო ბერმან თესლი ლეღჳსაჲ და შეჰკრა ფიცხელსა მას კლდესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა თევდორეს და იოვანეს: ისმინეთ, შვილნო, უკუეთუ წყალობამან ღმრთისამან მუანიჭოს თესლსა ამას ნაყოფისა გამოღებაჲ კლდესა ამას ზედა, უწყოდეთ, რამეთუ ღმერთმან მომანიჭოს მე სასუფეველი ცათაჲ უსასყიდლოდ, რამეთუ რომელმან ბრძანა კუერთხისა მის აჰრონისი განჴმელისა განედლებაჲ და ნაყოფისა გამოღებაჲ, მანვე უბრძანოს კლდესა ამას განჴმელსა ნაყოფისა გამოღებაჲ, რაჲთა უჩუენოს ნათესავსა მომავალსა მადლი, რომელი მუანიჭა მონასა თჳსსა.
    4.     და რაჟამს იხილა ბერმან აღმოცენებაჲ ლეღჳსაჲ მის, ტიროდა და ჰმადლობდა ღმერთსა.
    5.     ხოლო ხეთა მაცი შესძინეს ამაღლებაჲ, ვიდრემდის მიიწია სიმაღლჱ მათი სართულსა სენაკისასა და განჴურიტა სართული იგი და გამოიხუნა სამნი ლეღუნი.
    6.     და მოიხუნა იგინი ბერმან და ამბორს-უყო მათ და ცრემლნი გარდამოსთხივნა და ჭამა მათგანი და სცა მოწაფეთა თჳსთა.
    7.     და ვინაჲთგან ჭამა წმიდამან ბერმან ლეღჳსა მისგანი, განემზადა განსლვად ამიერ სოფლით და მისლვად უფლისა თჳსისა.
    8.     და ხენი იგი დგანან და წამებენ სათნოებათა მისთათჳს.


28

     1.     და რაჟამს ფრიად დაბერდა წმიდაჲ ესე და მოუძლურდა, განაღეს მოწაფეთა მისთა შესაყენებელი იგი მისი, რაჲთა ჰმსახურებდენ.
    2.     და მე შევედ მისა და ვიხილენ ძირნი მის ხისანი და განვიცადენ, თუ ვითარ აღმოსცენდეს, და არა ვპოვე კლდესა მას ჴურელი, არცა განახეთქი და დამიკჳრდა.
    3.     და ვადიდებდი ღმერთსა სიღრმისა მის სიმდიდრისა მისისათჳს და სიბრძნისა მისისათჳს და ძალისა, რამეთუ გამოუთქუმელ არიან ბრძანებანი მისნი და მიუწდომელ გზანი მისნი.


29

     1.     და ესე მცირედი შევკრიბე საკჳრველებათაგან ბერისათაჲ და აღვწერე და დაუტევე ჴსენებად, რაჲ-იგი ღუაწლი შეემთხჳა სარწმუნოებისათჳს.
    2.     და ესრჱთ ვჰგონებ, ვითარმედ შემდგომად სიკუდილისა ბერისა აღწერონ სხუათა, რომელი-იგი მე დაუტევე მისთა საკჳრველებათაგანი, რამეთუ საქმენი მისნი საჩინო არიან და სიწმიდჱ მისი საცნაურ ყოველსა სამეფოსა ბერძენთასა.


30

     1.     და ვითარ-იგი მესმა მისგან, რამეთუ ოცდარვისაჲ წლისაჲ ეპისკოპოს იქმნა და ეპისკოპოსებასა შინა დაყო ათი წელი და ლავრას დაყო პირველ ათორმეტი წელი: ექუსი მსახურებასა შინა და ექუსი დაყუდებით, და რუბას დაყო ექუსი წელი, და შესაყენებელსა შინა აქუს ვიდრე დღესამომდე ორმეოცდაშჳდი წელი.
    2.     და მიწევნულ არს იგი ას და მეოთხესა.
    3.     წელსა და მოხუცებულ ფრიად და პირითა ბრწყინვალე არს და სულითა ძლიერ და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა.
    4.     და ჩუენ, გლახაკნი, ვითხოვთ ღმრთისაგან, რაჲთა განაძლიეროს იგი და მშჳდობით აღასრულოს სრბაჲ მისი.
    5.     და ყოველთა დღეთა მოელოდა იგი ჟამსა განსლვისა მისისასა და გული-უთქუმიდა მოღებად გჳრგვნსა სიმართლისასა, რომელი განმზადებულ იყო მისთჳს, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
    6.     და ვითარ მოეახლა სიკუდილი მისი, მიუვლინა პატრიაქმან და მოიყვანა ამბა კონონ მამასახლისი, კაცი ღმრთისმოყუარჱ და სავსჱ განკითხვითა და სრული სიყუარულითა ღმრთისაჲთა, და წარავლინა იგი ასკალონდ, და თანა-ჰყვანდა მოწაფჱ წმიდისა მის ბერისაჲ.
    7.     და ვითარ მოიწია ჟამი სიკუდილისა მისისაჲ, მირბიოდეს მამანი და ჰგონებდეს, ვითარმედ აღსრულებულ არს იგი.
    8.     ხოლო იყო დღჱ კჳრიაკჱ, და სულთა ოდენ ჰბრძოდა.
    9.     და გამოიღეს იგი სენაკით.
    10.     და ჰრქუა მან მამათა: გევედრები თქუენ, მამანო ჩემნო, ნუ მწუხარე ხართ, რამეთუ ნებითა ღმრთისაჲთა ძმანი ჩუენნი, რომელნი უცხოებასა არიან, მოვიდენ დღესა ოთხშაბათსა, და შემდგომად სამისა დღისა შეჰკრბეთ, და ნებაჲ ღმრთისაჲ აღესრულოს ჩემ ზედა.
    11.     და ესრჱთცა იყო.
    12.     უკმოიქცეს, რომელნი-იგი უცხოებასა იყვნეს ოთხშაბათსა შოვა-სამხრის, და მივიდეს ყოველნი და ლოცვაჲ მისი მოიღეს.
    13.     და მუნთქუესვე შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა რვასა იანვარისასა.
    14.     და აწ წმიდისა მისთჳს და თავთა ჩუენთათჳს მივსცეთ პატივი და დიდებაჲ და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

1

    1.     ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა თევდოსისი
    2.     სამებაჲ წმიდაჲ, შეერთებული ღმრთეებითა და ბუნებითა და ძალითა, მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ, ბუნებაჲ დაუბადებელი, აღმომაცენებელი ყოველთა კეთილთაჲ და მადლთაჲ – იგი მოსცემს ყოველთა ძეთა კაცთასა წყაროსა ცხორებისასა, და უფროჲსღა მათ, რომელთა უყუარს იგი და იმარხვენ მცნებათა მისთა.
    3.     და ამისთჳს თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ერთმან წმიდისა სამებისაგანმან, სახარებასა შინა: რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუნ!
    4.     და რამეთუ სწყურის და ითხოვს სუმად წყალსა სულისა წმიდისასა ყოველი, რომლისა გულსა აღგზებულ არს სიყუარული ღმრთისაჲ.
    5.     და ამასვე წყალსა ითხოვდა დავით, რაჟამს-იგი თქუა: ვითარცა სწყურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთაჲსა, ეგრჱთ ჰსურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოველო.
    6.     და ეგრჱთვე ყოველნი წმიდანი იყვნეს, განიწმედდეს თავთა თჳსთა, ვითარცა განწმიდის მუშაკმან ქუეყანაჲ და მორწყვედ ნიჭთაგან სულისა წმიდისათა.
    7.     და გამოსციან ნაყოფი: ერთმან ასი და სხუამან სამეოცი და სხუამან ოცდაათი.
    8.     და ესრჱთვე იყო მამაჲ ჩუენი დიდი წმიდაჲ თევდოსი: იქმოდა ნაყოფსა და გამოიღებდა.
    9.     და განამრავლა მადლი, რომელი მიეცა ღმრთისაგან, ვითარმედ ღირს იქმნა სმენად ჴმისა, რომელსა იტყჳს: მოვედ, მონაო კეთილო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო.
    10.     შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
    11.     და ჯერ-გჳჩნდა მითხრობად საქმეთა ამის წმიდისათა, თუ სადა იყო.
    12.     და ვითარ იყო დაწყებაჲ მისი, გინა ვითარ შესლვაჲ მისი მონაზონებასა და განგებაჲ მისი მას შინა;
    13.     და ვითარ ვანი ესე დაიწყო დიდი, რაჲთა იყოს იგი სარგებელ, რომელნი-იგი იკითხვიდენ მას.
    14.     და ვევედრები ქრისტესა, რაჲთა შემწე გუექმნეს ამას ზედა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ლოცვითა ამის წმიდისაჲთა და ყოველთა წმიდათა მისთაჲთა.
    15.     კაბადუკიაჲთ კერძო დაბაჲ არს, რომელსა ჰრქჳან მოღარიასოს.
    16.     ამას დაბასა შინა იშვა წმიდაჲ ესე თევდოსი ძირისაგან პატიოსანი, ნაყოფი ტკბილი.
    17.     ხოლო მამასა მისსა ერქუა ბარურიასიოს და დედასა ევლოგია.
    18.     და იყვნეს იგინი კეთილად მორწმუნე და შუენიერ საქმითა, და განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა.
    19.     და ვითარ მოიწია იგი და განმწჳსნა, შთაურდა გულსა მისსა სიყუარული ღმრთისაჲ, და ინება განშორებაჲ საქმეთაგან ამის სოფლისათა, რაჲთა განიწმიდოს გონებაჲ თჳსი და ყოს იგი სამკჳდრებელ ღმრთისა.
    20.     და ილოცა და ჰხადოდა ღმერთსა, მომცემელსა ნიჭთასა, და თქუა: უფალო, მიძეღუ მე გზათა შენთა, რაჲთა ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ შენ გესავ და აღმიღებიეს ჯუარი შენი მჴართა ჩემთა ზედა.


2

     1.     და მუნქუესვე გამოვიდა იგი ქალაქით თჳსით თჳნიერ უდებებისა და წარემართა იერუსალჱმდ, რაჲთა მოილოცნეს წმიდანი ადგილნი და იყოფოდის უდაბნოთა მისთა, რამეთუ ესმინა წიგნისაგან სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: გამოვედ ქუეყანით შენით და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.
    2.     და კუალად ესმა სიტყუაჲ მისი სახარებასა შინა: ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან დაუტეოს ქუეყანაჲ თჳსი და სახლი ანუ ცოლი, გინა შვილნი, გინა მამა-დედანი, გინა ძმანი სახელისა ჩემისათჳს, აქავე ასი წილი მიიღოს და მუნ ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს.
    3.     და კუალად: რომელსა უნდეს მსახურებაჲ ჩემი, მე შემომიდეგინ, და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს.
    4.     ესე ყოველი განიზრახა წმიდამან თევდოსი.
    5.     და მაშინ გამოვიდა იერუსალჱმდ დასასრულსა მეფობისა მარკიანე მეფისა, კეთილად მორწმუნისასა.
    6.     და ვითარ ანტიოქიად მოიწია, ინება აღსლვაჲ წმიდისა სჳმეონისა, რომელი-იგი დგას სუეტი თავსა ზედა მთასა შინა, რომელსა ჰრქჳან მთაჲ საკჳრველი, რაჲთამცა ლოცვაჲ მისი მოიღო და მით განძლიერდა გზასა თჳსსა.
    7.     და ვითარ მიიწია მისა, და იხილა იგი წმიდამან სჳმეონ, მუნქუესვე წინაწარმეტყუელა მის ზედა, რომელსა-იგი მიწევნად იყო.
    8.     ჰრქუა მას ზეგარდამო პირველ მისა სიტყჳსა მიგებადმდე: კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო თევდოსი.
    9.     და თაყუანის-სცა მას წმიდამან თევდოსი და ლოცვაჲ ითხოვა მისგან.
    10.     ხოლო მან ყო ლოცვაჲ და უბრძანა, რაჲთა აჴდეს მის თანა.
    11.     და ვითარ აღვიდოდა მისა, ამბორს-უყო მას ამბორს-ყოფითა სულიერითა და ჰრქუა მას: ჵ, თევდოსიოს, წარემართე მშჳდობით გზასა შენსა, ვითარ-ეგე გაჲზრახე, რამეთუ უფალმან წარჰმატოს გზაჲ შენი და ფრიად იხარებს მას ზედა, რამეთუ მრავალნი საცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი განარინნე მგელთაგან მტაცებელთა და მწყსიდე მათ, ვითარცა წმიდაჲ პეტრე, და აღაშჱნო ვანი დიდი და შესწირნე მას შინა ღმრთისა სულნი მრავალნი.
    12.     ვითარცა იქმნა და ვითარცა მოიღო წმიდამან თევდოსი ლოცვაჲ წმიდისა სჳმეონისგან, წარვიდა გზასა თჳსსა და შევიდა იერუსალჱმდ დღეთა იობენალი პატრეაქისათა და მოილოცნა წმიდანი ადგილნი და მიერითგან ეძიებდა ადგილსა, სადა იყოფოდის.
    13.     და პოვა მახლობელად გოდოლსა დავითისსა კაცი შეყენებული, წმიდაჲ, სრული ყოვლითა საქმითა მონაზონებისაჲთა.
    14.     და შეიწყნარა იგი ბერმან მან და განსწავლა, ვითარ-იგი შეჰგვანდა, ყოვლითა წურთითა მონაზონებისაჲთა.
    15.     და მერმე აზრახა მას, რაჲთა წარვიდეს და იყოფოდის მონასტერსა, რ˜ლ ჰრქჳან კათისმა, გზასა ზედა ბეთლემისასა.
    16.     და იყოფოდა მუნ.
    17.     და განითქუა ამბავი მისი, და განცხადნეს სათნოებანი მისნი.
    18.     და მერმე ინება, რაჲთა განვიდეს მარტოჲ ბრძოლად პირსა მტერისასა.
    19.     და გამოვიდა მონასტრისა მისგან კათისმისა სამისა საქმისათჳს: პირველად, რამეთუ მონასტრისა მყოფთა უნდა, რაჲთამცა უხუცჱსად გაიჩინეს იგი, რამეთუ უწყოდეს კეთილად განგებაჲ და სათნოებაჲ მისი, და მეორედ, სიყუარულითა და ყუდროებისაჲთა და მარტოებისაჲთა და ძიებითა თავსა მონაზონებისასა, და მესამედ, ღმრთისა მიერ განგებითა, რაჲთა აღაშჱნოს მონასტერი ესე ჴელითა მისითა, რომელსა შინა მრავალნი ცხოვნებულ არიან და ურიცხუნი ცხოვნებად არიან მას შინა.
    20.     და მოუძღუა მას ღმერთი თავსა ამის მთისასა, და იყოფოდა ქუაბსა მას შინა, რომელსა შინა დღეს ძეს გუამი მისი წმიდაჲ.


3

     1.     და იტყჳან, ვითარმედ მოგუნი, რომელ მოვიდეს აღმოსავალით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს შობასა მისსა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან, რაჟამს ეჩუენა მათ ბრძანებით, რაჲთა არღარა მიაქციონ ეროდჱსა, გამოვიდეს ბეთლემით და ღამჱ ერთი ქუაბსა მას შინა დაყვესო.
    2.     და ვითარ მივიდა მამაჲ ჩუენი წმიდაჲ თევდოსი ადგილსა ამას, დაადგრა ღმრთისმსახურებით და ყოველთა დღეთა წარემატებოდა კეთილისა საქმესა და მიეახლებოდა ღმერთსა.
    3.     და იყო საჭმლად სიჭაბუკესა მისსა ცერცჳ დამბალი გინა დანაკისკუდი ანუ კერატი.
    4.     და ოდესმე მუაკლდის საზრდელი ადგილისა მის უცნაურებითა, და დანაკისკუდისა გურკასა დამბალსა ჭამნ.
    5.     და ოცდაათსა წელსა პური არა ჭამა და კჳრიაკით-კჳრიაკედ ჭამის და ესევითარითა მარხვითა დასცემდა ჴორცთა თჳსთა სიჭაბუკესა მისსა და განიშორებდა მისგან ბრძოლასა მტერისასა.
    6.     და იყო იგი დადგრომილ ლოცვასა შინა ღამე და დღჱ ტირილითა და გლოვითა.
    7.     და განითქუა საქმჱ მისი, და განცხადნეს სათნოებანი მისნი, ვითარცა წერილი იტყჳს, ვითარმედ: ვერ შესაძლებელ არს დაფარვად ქალაქი, რომელი მთასა ზედა დაშჱნებულ იყოს.
    8.     და მრავალნი მოვიდოდეს მისა, რაჲთა მის თანა იყოფოდიან და იწუართებოდიან მისგან.
    9.     და დიდითა იძულებითა ნება სცა მათ ამას ზედა.
    10.     და შეკრბეს მის თანა ექუსნი გინა შჳდნი ძმანი.
    11.     და მცირედ მოლბა გულისსიტყუაჲ მისი, რამეთუ მარადის ეჴსენა სიკუდილი და განსლვაჲ ჴორცთაგან და ღმრთისა მისლვაჲ.
    12.     ინება საფლავისა აღშჱნებაჲ, რაჲთა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა სიკუდილსა მოჲჴსენებდენ და სარგებელ ეყოფოდის.
    13.     და ვითარ განიშორა იგი, ცნა წმიდამან მან წინაჲსწარ ცნობითა მისითა, რაჲ-იგი ყოფად იყო, და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: აჰა ესერა საფლავი აგჳგია, რომელი თქუენგანი შევიდეს უწინარჱს?
    14.     და იყო მათ შოვრის კაცი, რომელსა ერქუა სახელი ბასილი, მღდელი ღირსი და პატიოსანი.
    15.     ვითარ ესმა ესე წმიდისა მისგან, აღდგა და თაყუანის-სცა მას და ჰრქუა მამასა სულიერსა: მაკურთხე, მამაო, და მე ვიყო, რომელი უწინარჱს ყოველთასა შევიდე.
    16.     ხოლო მან აკურთხა იგი და ბრძანა, რაჲთა ყონ მის ზედა ლოცვაჲ, ვითარცა ყვიან მკუდარსა ზედა მესამესა დღესა და მეშჳდესა და მეორმეოცესა.
    17.     და ვითარ ორმოცი დღჱ აღასრულა, დაიძინა მშჳდობით და შეისუენა თჳნიერ ჴურვებისა გინა თავისა შელმობისა, გინა სხჳსა სალმობისა.
    18.     ამას საკჳრველსა სხუაჲცა საკჳრველი შეუდგა, ვითარ: ორმეოცსა ღამესა ეჩუენებოდა ჟამსა ცისკრისა ლოცვისასა მდგომარეჲ მათ თანა სადგურსა თჳსსა.
    19.     და მეორმეოცესა ღამესა, ვითარ იგი დგა მათ თანა, უნდა ერთსა ძმათაგანსა, რაჲთამცა მიეახლა მას და ამბორს-უყო.
    20.     მაშინ უჩინო იქმნა, და ესმა ყოველთა ჴმაჲ მისი, იტყოდა რაჲ:


4

     1.     მშჳდობაჲ თქუენ თანა, მამანო ჩემნო, რამეთუ ამიერითგან არღარა მიხილოთ ადგილსა ამას.
    2.     რამეთუ მისა შემდგომად წარემატნეს ძმანი და იქმნნეს ათორმეტ.
    3.     და აღაშჱნა წმიდამან მამამან ჩუენმან თჳსაგან ადგილი და მას შინა დაეყუდის.
    4.     ხოლო მათ ჟამთა ოდენ მოიწია დღესასწაული წმიდისა აღვსებისაჲ.
    5.     და იყვნეს ძმანი იგი დიდსა იწროებასა შინა ჴორცთა საჴმრისაგან, რამეთუ არა იყო მათ თანა პური, არცა ზეთი, არცა სხუაჲ რაჲ, რომელი კაცთა ნუგეშინის-იციან.
    6.     და მოიწია დიდი შაბათი, და არა ედვა არცაღა შესაწირავი, რომელ საკურთხეველსა ზედა შეიწირვის.
    7.     და ჰხედვიდეს მოძღუარსა თჳსსა, რამეთუ არარას ზრუნვიდა ამისთჳს, არცა ჰგლოდა.
    8.     და იურვოდეს და წუხდეს ამისთჳს.
    9.     და მოვიდა მისა ერთი ძმათაგანი მრავალგზის და მუაჴსენა მას მისთჳს და ევედრებოდა: რაჲთა წარავლინოს ერთი ძმათაგანი იერუსალჱმდ, რაჲთა მუართუას, ჰე ღამე, სიწმიდისა საჴმარი.
    10.     ხოლო წმიდაჲ იგი გულპყრობილ იყო ღმრთისა, რამეთუ იცოდა, რაჲ-იგი ყოფად იყო და ჰრქუა მათ: წარვედით და განჰმზადეთ ეკლესიაჲ და საკურთხეველი და ნურას ჰზრუნავთ, რამეთუ რომელმან განაძღო უდაბნოსა ზედა ათასეული ძეთა ისრაჱლისათაჲ და კუალად ხუთ ათასნი წამსა ერთსა, მანვე მოსცეს ჩუენდაცა შესაწირავისა საჴმარი და ჴორცთაჲცა.
    11.     და მზისა ოდენ დასლვასა მოვიდა მისა კაცი, რომელსა ჰყვეს ორნი ჯორნი, სავსენი საჴმრითა, რომელი შეჰგვანდა მონაზონთა საჭმლად, და სიწმიდისაცა საჴმარი.
    12.     და მოიღო იგი წმიდამან მან და ჰმადლობდა ღმერთსა.
    13.     და დაუკჳრდა ძმათა მათ გულპყრობაჲ იგი მოძღურისა მათისაჲ ღმრთისა მიმართ და სასოებაჲ.
    14.     და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან არა უგულებელს-ყვნის მონანი მისნი, და ვიდრე მარტჳლიამდე ჭამდეს ევლოგიისა მისგან.
    15.     და სხუასა ჟამსა მო-ვინმე-ვიდეს კაცნი ღმრთისმოყუარენი და გაუყვეს ყოველთა მონაზონთა იერუსალჱმისათა ევლოგიად: რაჲ მონაზონ – სამი დრაჰკანი.
    16.     და არა მოვიდეს ადგილსა ამის წმიდისასა, არცა წამო-რაჲ-სცეს მისა, ნუუკუე არა იცოდეს ადგილი იგი, გინა ღმერთმან ეგრჱთ განაგო, რაჲთა განცხადნეს სარწმუნოებაჲ მონისა მისისაჲ და მისდა მიმართ გულპყრობაჲ.
    17.     და მუაჴსენეს მას მოწაფეთა მისთა მრავალგზის და ჰრქუეს, რაჲთამცა მიუვლინა კაცთა მათ და აუწყა ადგილისა მისთჳს და რომელნი მის თანა არიან, რაჲთა მოსცენ, ვითარ-იგი სხუათა მონაზონთა მისცეს.
    18.     რამეთუ არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს, გარნა კერატი, და ზოგჯერ გურკაჲ მისი შეგბოლიან და მას ჭამედ.
    19.     მაშინ ასწავებდა მათ ბერი და ჰრქუა: ვის ჰრწმენა ღმერთი და უგულებელს-ყო იგი?
    20.     ანუ ვინ დაუთმო მას და არა ნუგეშინის-სცა?


5

     1.     უწყოდა, რამეთუ განგებაჲ ღმრთისაჲ და ზრუნვაჲ ჩუენდა მომართ უძლიერეჲს არს კაცთა ზრუნვასა, და რავდენცა შეურაცხ-ვყოთ საქმჱ ამის სოფლისაჲ სახელისათჳს ღმრთისა, მან უკმოგუაგოს მრავალ წილად.
    2.     და შემდგომად მცირედთა დღეთა გამოვიდა სხუაჲ კაცი, რომელსა თანა აქუნდა ევლოგიაჲ და უნდა მისლვის მონასტრად რომლადმდე.
    3.     და ვითარ მიეახლა ადგილსა მას, სადა-იგი ეგულებოდა, და დადგა საჴედარი იგი, რომელსა ზედა ჯდა, სცემდა მას და განამრავლა ცემაჲ.
    4.     ხოლო იგი არა შეიძრა ადგილით თჳსით.
    5.     მაშინ შეეჭუდა კაცი იგი, ნუუკუე ღმრთისა მიერ არს საქმჱ ესე, და მიუშუა ლაგმისა სადევეთა, დაუტევა საჴედარი იგი, რაჲთა, ვიდრეცა უნდეს, და ვიდოდის.
    6.     და წარემართა იგი, ვიდრემდის მოიყვანა იგი ადგილსა, რომელსა წმიდაჲ თევდოსი იყო და მოწაფენი მისნი.
    7.     და იხილა კაცმან მან იწროდ ცხორებაჲ იგი მათი და მისცა ევლოგიაჲ ორ ნაწილად, რომელცა-იგი პირველისა მის განმყოფელისა ჰგონებდეს მოღებად.
    8.     და დაუკჳრდა მოწაფეთა კეთილად მოსაოებაჲ იგი მოძღურისა მათისაჲ ღმრთისა მიმართ და ისწრაფდეს ბაძვად მისა.
    9.     და ვითარ განმრავლდეს ძმანი, და ვერ იტევდა მათ ქუაბი იგი.
    10.     და სხუანიცა მრავალნი მოვიდეს და ევედრებოდეს, რაჲთა მის თანა იყოფოდიან.
    11.     და იყვნეს მათ შოვრის კაცნი მდიდარნი.
    12.     ევედრნეს მას, რაჲთა ვანი აღუშჱნოს და ყოველი, რაჲ უჴმდეს საშჱნებელად, მათ მისცენ.
    13.     და შევარდა წმიდაჲ იგი ორთა გულისსიტყუათა შოვრის: ერთ, არა უნებნ შჱნებაჲ, რაჲთა არა შფოთსა შევარდეს, და დაყუდებისა სიყუარულისათჳს, და ერთჯერ, შჱნებასა მისდრკის ცხორებისათჳს, რომელნი მისდა მოვიდოდეს.
    14.     და ამისა შემდგომად განიზრახა, ვითარმედ შემძლებელ არს ძალითა ღმრთისაჲთა, რომელი მოვიდოდის მისა ძიებად სულისა ცხორებისა შეწყნარებად, და ღმრთისა მიაგდო საქმჱ იგი და ევედრებოდა.
    15.     რაჲთა გამოუცხადოს, თუ ნებაჲ მისი არს მონასტრისა შჱნებასა და უჩუენოს ადგილი, რომელსა შეჰგვანდეს შჱნებაჲ.
    16.     და აღიხუნა საცეცხურნი და აღავსო იგი ნაჴშირითა.
    17.     და ნაჴშირსა ზედა – საკუმეველი.
    18.     და გამოვიდა ქუაბით და ილოცა და თქუა: უფალო ღმერთო ჩემო, რომელმან შეისმინე ლოცვაჲ ყოველთა წმიდათა შენთაჲ, შენ ისმინე ჩემიცა, ცოდვილისაჲ, და სადაცა ნებაჲ შენი იყოს შჱნებად მონასტრისა, მუნ აღენთენ ნაჴშირი ესე, რომელ არს საცეცხურთა ამათ, რაჲთა მით ვცნა ნებაჲ შენი და ვადიდო სახელი შენი.
    19.     და განვიდა და მოვლო ყოველი ადგილი უდაბნოჲსაჲ, რომელი საგონებელ იყო საშჱნებელად, ვიდრემდის მიიწია კჳტილად და კიდესა ზღუამკუდრისასა.
    20.     და საცეცხურნი იგი – ჴელთა მისთა.


6

    1.     და ვითარ არარაჲ იხილა, შეიქცა ქუაბადვე.
    2.     და ვითარ მიეახლა მას, აღუტევა სული საკუმეველმან მან საცეცხურთა მათგან და ვითარ დახედნა, ნაჴშირი იგი ნაკუერცხალ ქმნულ იყო.
    3.     და ცნა წმიდამან, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არს, რაჲთა მას ადგილსა აღაშჱნოს.
    4.     და შეყო ჴელი მისი შჱნებასა.
    5.     და შეწევნითა ქრისტჱსითა იქმნა ადგილი იგი, ვითარ-იგი დღეს ჩას.
    6.     და იქმნა მას შინა მონაზონთა ნუგეშინისსაცემელი და უცხოთა და გლახაკთა და იქმნა შესავედრებელ ყოველთა, რომელნი მისა მიივლტიან.
    7.     და წმიდაჲ იგი შეიწყნარებდა სიხარულით ყოველნი რომელნი მოვიდოდეს მისა, და გაუსუენებდა.
    8.     და რაჲ წელიწად, დღესა ბზობისასა, შეკრბის მონასტერსა მას შინა კრებული დიდი ქუეყანისა კაცთაჲ და უცხოთაჲ.
    9.     და ჟამსა სიყმილისასა მოუჴდა ერი მრავალი სიყმილისა მისგან.
    10.     და რამეთუ ესმინა კეთილად შეწყნარებაჲ წმიდისაჲ მის უცხოთათჳს, და შეეშინა მსახურთა, ნუუკუე პური ვერ ეყოს სიმრავლესა მას ერისასა.
    11.     და რაჲ კაც მისცემდეს თითო ლიტრასა პურსა.
    12.     და ვითარ იხილა წმიდამან მან შეკრებაჲ იგი ერისაჲ კართა ზედა, იკითხა მიზეზი იგი მუნ დგომისა მათისაჲ, და უთხრეს მას.
    13.     მაშინ ბრძანა განხუმაჲ კარებისაჲ და ტაბლებისა დადგმაჲ ერისათჳს ჩუეულებისაებრ ღმრთისა მიმართ სარწმუნუებითა.
    14.     და ყვეს ეგრჱთ მსახურთა მათ.
    15.     და ჭამეს ყოველთა, რომელნი მოსრულ იყვნეს ვანად, და განძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
    16.     და საპურჱ ადგილი ეგრჱთვე ეგო სავსჱ, და არაჲ მუაკლდა.
    17.     და დაუკჳრდა მსახურთა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.
    18.     და კუალად ჩუეულებაჲ აქუნდა წმიდასა მას ყოფად დღესასწაული წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისი წელიწადსა შინა ერთგზის.
    19.     და ჟამსა რომელსამე შეკრბა კრებული მრავალი მას დღესა და რამეთუ არა ედვა მათ პური, არცაღამცა რომელ ტაბლასა ზედა დააგეს, გარნა რაჲ ტაბლაჲ – თითო პური.
    20.     და ჭამა ერმან მან და განძღეს.


7

    1.     და მათსა შემდგომად ძმათა ჭამეს ნეშტისა მათისაგან, და კუალად დაუშთა მათ ნეშტი, განაჴმეს იგი და მრავალ ჟამ ჭამდეს მისგანსა.
    2.     და კუალად ჩუეულებაჲ აქუნდა მეგჳპტელთა მოსლვად მონასტრად დღესასწაულსა ჯუარობისასა.
    3.     და მო-ოდესმე-ვიდა ერი მრავალი, ვიდრემდის ეგონაცა მოვანეთა, ვითარმედ არცაღა წყალი, რომელ ედგა, ყოფად არს.
    4.     და ჭამეს პური და წუენი, ვიდრემდის განძღეს, და დაუშთა.
    5.     და ბრძანა წმიდამან მან, რაჲთა მისცენ რაჲ კაც შემდგომად განძღებისა თითო პური და მალაკი ევლოგიად.
    6.     ამას და ესევითარსა იქმოდა ღმერთი საკჳრველსა ჴელითა მონისა მისისა თევდოსისითა, ვითარცა იქმოდა ჴელითა მოსჱსითა.
    7.     და კუალად ზრუნავნ იგი სნეულთათჳს და აღაშჱნა სახლები მრავალი: სახლი ერთი სნეულთა მონაზონთათჳს და ერთი ერისკაცთათჳს სნეულთა და ერთი სახლი უცხოთა და გლახაკთა სნეულთათჳს.
    8.     და მზა ეყოფოდა მათ ყოველი საჴმარი მათი წამალთაჲ და საზრდელისაჲ.
    9.     და კუალად სხუაჲ სახლი აღაშჱნა მოხუცებულთათჳს მამათა, რომელნი მოუძლურებულ არიედ, რომელსა შინა იყო ყოველი განსასუენებელი ჴორცთაჲ.
    10.     და სხუაჲ ადგილი აღაშჱნა მონაზონთათჳს, რომელნი ამპარტავანებისა მათისათჳს მიეშუა მათ ზედა გინა სხჳსა განგებისათჳს ღმრთისა მიერ, რომელი ჩუენ არა ვიცით.
    11.     და იტანჯებოდეს იგინი ეშმაკისაგან და უგუნურ იქმნიან.
    12.     და მათსა განსუენებასა ფრიად მოსწრაფე იყო.
    13.     და ოდეს იხილნის იგინი დაწყნარებულად და გონიერად, ასწავებნ და ნუგეშინის-სცემნ და ეტყჳნ: მოთმინე იქმნენით, შვილნო ჩემნო, და ნუ მოიწყინებთ ამის შრომისაგან, რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის, რაჲთამცა სწავლითა მისითა განგუაყენნა უდებებისაგან და განგუაშორნა ბოროტსა, რამეთუ შეჰგავს: ყოველმან რომელმან შეურაცხ-ყო ღმერთი ურჩებითა თჳსითა მისდა მიმართ, რაჲთა იგი შეურაცხ-იქმნეს სწავლითა მით, და უმჯობჱს არს მისა, რაჲთა აქავე განისწავლოს და არა საუკუნესა მას სატანჯველსა მიეცეს, რამეთუ აქა ტკივილი მცირედ ჟამ არს და მუნ პატიჟი დაუსრულებელ არს.
    14.     და ყოველი, რომელი განვიდეს საწუთროჲსა ამისგან თჳნიერ ჭირისა და ურვისა და არა განიწმიდნეს ცოდვანი თჳსნი, ეგევითარი იგი განუდგების ღმერთსა და წარუკუეთიეს სასოებაჲ ცხორებისა მისისაჲ.
    15.     არა არს ესე საკჳრველ, თუ ეშმაკმან შეუძლოს დაბადებულსა ღმრთისასა, რამეთუ არა ძლიერ არს ჴელმწიფებაჲ მისი მათ ზედა, გარნა ღმერთმან აჴელმწიფა იგი.
    16.     უკუეთუ პურებსა მას ვერ შეუძლო თჳნიერ ბრძანებისა, ვითარ კაცსა შეუძლოს, რომელი არს ხატი ღმრთისაჲ თჳნიერ ბრძანებისა და მიშუებისა?
    17.     და გჳღირს, რაჲთა ვჰმადლობდეთ ღმერთსა სწავლასა მისსა ზედა და შევწიროთ მისა ნაყოფი მოთმინებისაჲ და ვიყვნეთ ვითარცა ოქროჲ გამოცდილი და მოვიპოოთ სასოებაჲ, რომელსა არა ჰრცხუენეს.
    18.     და იყავნ ჩუენდა წინდად ჭირი და ურვაჲ განსუენებისათჳს და უძლურებისა.
    19.     ამას და ესევითარსა ეტყჳნ მათ და ნუგეშინის-სცის სულთა მათთა, და ადიდებედ იგინი ღმერთსა ამას ზედა და ჰმადლობედ.
    20.     და აღაშჱნა მონასტერსა შინა ოთხი ეკლესიაჲ, და აღეგებოდა მათ შინა ჟამი მრავლითა ენითა.


8

    1.     და შეკრბეს ვანსა მას შინა ცხორებასა მისსა ოთხასი მონაზონი, და წინა-წარიძღუანა ქრისტჱს მიმართ პირველ გარდაცვალებისა მისისა ექუსას ოთხმეოცდასამი მონაზონი.
    2.     და კუალად განვიდეს სხუანი მრავალნი მონასტრისა მისისაგან უდაბნოდ და სხუადცა ვიდრემე.
    3.     და იქმნნეს მოწაფეთა მისთაგანნი დღეთავე მისთა ეპისკოპოს და მამასახლის უფროჲს ოთხმეოცისა სულისა.
    4.     და უკუეთუმცა გუენება მითხრობად ცხორებაჲ თითუეულისა მოწაფეთა მისთაგანისაჲ, მრავალიმცა წიგნები გჳჴმდა აღწერად.
    5.     და მრავალნი კაცნი შერაცხილთაგანნი და დიდნი, რომელნი ჴელმწიფებასა შინა არიედ, მოვიდოდეს მისა, და მრავალნი ბრძენნი, და მონაზონ იქმნებოდეს და აღიღებდეს მორჩილებასა და სიმდაბლესა.
    6.     და ვინმცა შეუძლო მითხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღჱ და ღამჱ?
    7.     და ყოველთა კჳრიაკეთა ღამესა ათევიებნ ძმათა მათ ყოველთა ეკლესიათა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე.
    8.     და შემდგომად ლოცვისა განშორებისა დაჯდის და შეკრიბნის ძმანი ყოველნი, ასწავებნ და ეტყჳნ სიტყუასა მოციქულთასა და მოძღუართასა და უფროჲსთა სიტყუათა წმიდისა ბასილისთა და ჰრქჳს მათ, ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს: გევედრები თქუენ, ძმანო, სიყუარულისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, ვზრუნვიდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, ვწუხდეთ ბოროტად წარსრულთა მათთჳს დღეთა ჩუენთა, მოსწრაფე ვიქმნეთ წინა-მდებარეთა მათ ჟამთა ჩუენთა, რაჲთა იდიდოს ღმერთი საქმეთა ჩუენთა მიერ, არა დავადგრეთ უდებებასა ამას შინა და დაჴსნილობასა და ნუმცა ვადროებთ დღითი-დღედ დაწყებასა კეთილისა საქმესა, რაჲთა არა მოვიდენ წარმყვანებელნი სულთა ჩუენთანი და მპოვნენ ჩუენ განუმზადებელნი, და დაგუეჴშას ჩუენ კარი სასძლოჲსა მის სიხარულისაჲ, და ვტიროდით და ვგოდებდეთ თჳნიერ სარგებელისა, ვეგლოვდეთ და ვინანდეთ წარსულთა მათ დღეთა ჩუენთა, რომელნი წარჴდეს თჳნიერ ნებისა ღმრთისა.
    9.     ამას სოფელსა – სინანული და მუნ – უკმოგებაჲ.
    10.     ესე ჟამი მოთმინებისაჲ არს და იგი – ნუგეშინისცემისაჲ.
    11.     აქა ღმერთი შეეწევის, რომელნი მოიქცევიან გზისაგან ბოროტისა, და მუნ ჭეშმარიტად განიკითხავს საქმესა კაცთასა და სიტყუათა მათთა და განზრახვათა მათთა.
    12.     დღეს სულგრძელ არს და მუნ სამართალი მიგუჴადოს და მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა თჳსთაებრ, და წარვიდენ რომელნიმე ცეცხლად საუკუნოდ და რომელნიმე სატანჯველად საუკუნოდ, ვიდრემდე მივადროებთ მორჩილებასა ქ˜ჱსა, რომელმან გჳწოდა სასუფეველსა ზეცათასა.
    13.     არა განვიფრთხოთა, არა მოვიქცეთა ჩუეულებისაგან ჩუენისა ბოროტისა გზასა სახარებისასა?
    14.     არა მოვიგონოთა დღჱ იგი უფლისაჲ საშინელი და შესაძრწუნებელი, რომელსა შინა დაადგინნეს მართალნი მარჯუენით მისა და ცოდვილნი მარცხენით მისა?
    15.     და მართალნი შევიდენ სასუფეველსა ცათასა, ხოლო ცოდვილნი მიეცნენ ჯოჯოხეთსა და ღრჭენასა კბილთასა.
    16.     ამით და ესევითარითა სიტყჳთა ეტყჳნ მათ და ასწავებნ.
    17.     და დღეთა ანასტასი მეფისა მწვალებელისათა აჩუენა მამამან ჩუენმან წმიდამან თევდოსი სიმჴნჱ თჳსი მართლმადიდებლობისა საქმესა ზედა.
    18.     და შეკრბეს იგი და ყოველნი მამასახლისნი მონასტრებისანი და მიწერეს წიგნი მეფისა, რაჲთამცა დააცადა შფოთი ეკლესიათაგან, და არწმუნებდეს, ვითარმედ არა მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს.
    19.     და ვითარ მიესმა მეფესა სიმჴნით დგომაჲ მისი მართლმადიდებლობისათჳს, მოწერა, რაჲთა ექუსორია ყონ ადგილისა თჳსისაგან.
    20.     და ვიდრე წიგნისა მოწევნამდე მოავლინა ღმერთმან რისხვაჲ მისი მეფესა ზედა, და მოკლა იგი, და დასცხრა შფოთი ეკლესიათაგან.


9

     1.     და მათ დღეთა შინა წმიდაჲ თევდოსი და სიმრავლჱ მამასახლისთაჲ სხდეს საკურთხეველსა წმიდისა კოსტანტინჱსა ეკლესიასა, რომელი არს იერუსალჱმს, წიგნისა მისთვს, რომელი პირველ ვაჴსენეთ, ვითარმედ მეფისა მიწერეს.
    2.     და შემოვიდა დედაკაცი ერთი კარისა მისგან, რომელი შემოვალს გოლგოთით კოსტანტინე-წმიდად.
    3.     და მიხედნა მონაზონსა ვისმე, რომელი დგა მახლობელად კრებულსა მას მამათასა, რომელსა სახელი ეწოდა ისიდორე.
    4.     და ჰკითხა მას დედაკაცმან მან ტირილით, უკუეთუ წმიდაჲ თევდოსი მამათა მათ თანა ზის საკურთხეველსა ზედა, რაჲთა უჩუენოს მას, რომელი არს.
    5.     და მან ჰკითხა მას: და რად იკითხავ მას?
    6.     და დედაკაცმან მან უთხრა, ვითარმედ: ძუძუსა ჩემსა მჯდომი მაზის, რომელსა ჰრქჳან კირჩხიბი, მრავლით ჟამითგან, და მიკურნებია ყოვლითა წამლითა და არარაჲ სარგებელ მეყო.
    7.     და მესმა მის წმიდისაჲ და ვესავ, თუ ლოცვითა მისითა მომცეს მე ღმერთმან კურნებაჲ.
    8.     და კუალად უჩუენა მას წყლულიცა იგი.
    9.     და შეეწყალა იგი მონაზონსა მას და შორით ჴელითა უჩუენა მას წმიდაჲ იგი.
    10.     და ნელადაჲთ მივიდა დედაკაცი იგი სარწმუნოებით ზურგით კერძო წმიდისა მის, ხოლო კუნკული მისი იყო უკუგდებულ ზურგით მისა.
    11.     და აღმოიღო ძუძუჲ თჳსი და შეიხო მას კიდჱ კუნკულისაჲ მის, ვითარცა უყო დედაკაცმან მან, რომლისა თანა იყო მდინარჱ სისხლისაჲ, სამოსელსა ქრისტჱს უფლისა ჩუენისასა, და მუნთქუესვე მეოტ იქმნა ვნებაჲ იგი, ვითარცა ივლტინ ბნელი წინაშე პირსა ნათლისასა, და განიკურნა დედაკაცი იგი.
    12.     და არა დაეფარა წმიდასა მას ძალი, რომელ განვიდა მისგან, და მოიქცა და ჰრქუა დედაკაცსა მას: გულდებულ იყავ, ასულო!
    13.     სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვითარცა თქუა ქრისტემან, ძემან ღმრთისა ცხოველისამან.
    14.     და წარვიდა დედაკაცი იგი სიხარულით, და შეუდგა მას მონაზონი იგი ისიდოროს, რამეთუ ესმოდა მას ესე ყოველი, რაჲთამცა ცნა, რომელი იქმნა.
    15.     და უხილა მას ძუძუჲ იგი და პოვა იგი მრთელი, რომელსა თანა ყოვლადვე არა იყო არცაღა კუალი მჯდომისაჲ.
    16.     და დაუკჳრდა და ადიდებდა ღმერთსა.
    17.     და ვითარ განიყარნეს მამანი იგი, მუნით წარვიდა თითოეული მათი თჳსა მონასტრად.
    18.     ხოლო მამამან ჩუენმან თევდოსი ინება, რაჲთამცა ერთ გზა ყო და მოილოცა წმიდაჲ ბეთლემი.
    19.     და ვითარ ილოცა წმიდასა მას ადგილსა, წარვიდა მონაზონისა ვისამე, რომელსა ზედა იყო მადლი ღმრთისაჲ, რომლისა სახელი ამბა მაკარი.
    20.     იყოფოდა იგი მახლობელად ბეთლემსა.


10

     1.     და შეიწყნარა იგი ბერმან მან სიხარულით.
    2.     და დასხდეს და იტყოდეს სიტყუათა სულიერებისათა და იკითხვიდეს წიგნთა საღმრთოთა.
    3.     და ვითარ მოიწია ჟამი პირის ჴსნისაჲ, უბრძანა ამბა მაკარი მოწაფესა თჳსსა, რაჲთა შეუგბოს მათ ოსპნი.
    4.     ხოლო მან ყო ეგრჱთ და დააგო იგი თჳნიერ პურისა.
    5.     და ცნა წმიდამან თევდოსი.
    6.     ვითარმედ პური არა უც, ამისთჳს არარაჲ დააგო ტაბლასა ზედა.
    7.     და ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: გამოიღე პური, რომელ არს შენ თანა მახალაკსა შინა, და დააგე ტაბლასა ზედა.
    8.     და დასხდეს და ჭამეს.
    9.     და ვითარ-იგი ჭამდეს, თქუა ამბა მაკარი: შემინდვეთ, მამანო, რამეთუ იფქლი არა გჳც და ამისთჳს არა დავაგეთ პური ტაბლასა ზედა.
    10.     და მიყო წმიდამან თევდოსი ჴელი თჳსი მუნქუესვე წუერთა ამბა მაკარისთა და გამოიღო მარცუალი იფქლისაჲ და უჩუენა იგი მას მხიარულითა პირითა და ჰრქუა: აჰა მარცუალი იფქლისაჲ.
    11.     ვითარ იტყჳ, თუ იფქლი არა გჳცო?
    12.     და მოიღო ამბა მაკარი მარცუალი იგი ჴელთაგან წმიდისა თევდოსისთა სიხარულით ორითავე ჴელითა თჳსითა, ვითარცა დიდი რაჲმე ევლოგიაჲ, და წარვიდა სარწმუნოებით და შთააგდო იგი საიფქლესა ადგილსა და დაჰკრძალა კარი მისი.
    13.     და წარვიდა წმიდაჲ თევდოსი თჳსა ვანად.
    14.     და მესამესა დღესა მივიდა ამბა მაკარი საიფქლესა მას ადგილსა და პოვა იგი სავსჱ იფქლითა.
    15.     და მიუვლინა ერთი ძმათაგანი წმიდასა თევდოსის და ევედრა, რაჲთამცა მივიდა მისა.
    16.     და მწრაფლ წარემართა მისა მორჩილებისათჳს.
    17.     და შეიწყნარა იგი ამბა მაკარი სიხარულით და წარიყვანა, ვიდრემდის მიადგინა იგი კარსა მას საიფქლისასა და ჰრქუა: აკურთხე, მამაო, რაჲთა განვაღოთ კარი ადგილისაჲ ამის და ვჭამოთ ნაყოფისაგან, რომელი არა დათესულ არს და არცა ქუეყანასა გამოუღებია, რომელი ლოცვითა შენითა იკურთხა და განმრავლდა ერთისა მისგან მარცულისა, რომელი შენ მომეც.
    18.     და ჰრქუა მას წმიდამან თევდოსი: არა, არამედ შენ აკურთხე!
    19.     რამეთუ სიმდაბლესა შეეპყრა თავი თჳსი.
    20.     და დაეყენა ამბა მაკარი კურთხევისაგან და არა თავს-იდვა, არამედ მას აიძულა, ვიდრემდის აკურთხა.


11

     1.     და რაჟამს თქუა წმიდამან თევდოსი: „კურთხეულ არს უფალი“ და დასწერა ჯუარითა ქრისტჱსითა, და იქმნა იფქლი იგი ვითარცა წყლისა ღუარი დიდი, რომელსა ოდეს წინა-დაუყვიან და დააყენიან სიმძაფრით დინებაჲ მისი, ამაღლდის იგი ზე.
    2.     ხოლო უკუეთუ განეღის წინაშე მისა მცირჱ ჴურელი გინათუ ხჳნჭაჲ ერთი, გამოჴდის იგი დიდითა სიმძაფრითა.
    3.     ეგრჱთცა, რაჟამს განეღო კიდჱ კარისაჲ მის, გამოჴდა იფქლი იგი გარეშე კართა მის სახლისათა.
    4.     და დაუკჳრდა ამბა მაკარის და რომელნი დახუდეს, და შესძინეს სარწმუნოებასა მათსა წმიდისა თევდოსისა მიმართ და პატივისცემასა.
    5.     და ჰრქუა მას ამბა მაკარი: ჭეშმარიტად, მამაო, რამეთუ მოიმკო შენ ყანისა მისგან კეთილისა, რომელი დასთესე.
    6.     მო-ოდესმე-ვიდა დღესა ერთსა დედაკაცი პატიოსანი და მდიდარი ალექსანდრიელი მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისა და თანა-ჰყვანდა ძჱ თჳსი მხოლოდშობილი.
    7.     და ვითარცა იხილა ყრმამან მან წმიდაჲ თევდოსი.
    8.     დავარდა ფერჴთა მისთა ზედა და ჴმა-ყო და თქუა: ესე არს, რომელმან განმარინა და წყალსა ზედა ზე-ვეპყარ, რაჲთა არა მოვირჩო.
    9.     და განიხარა დედაკაცმან მან და წარმოუთხრა წმიდასა მას ყრმისა მის საქმჱ და თქუა, ვითარმედ: ყრმაჲ ესე იმღერდა და შთავარდა იგი ლაკუასა ფრიად დიდსა და ღრმასა.
    10.     და წარვწირეთ ეგე და გუეგონა, ვითარმედ მომკუდარ არს ეგე, და კაცნი შთავავლინენით ლაკუასა მას, რაჲთა საბელი მოაბან და აღმოიღონ გუამი მისი, ვიდრე არღა დაუჴსნიეს წყალსა მას.
    11.     და ვითარ შთავიდეს, პოვეს ყრმაჲ ესე ცოცხალი, მჯდომარჱ წყალსა ზედა.
    12.     და საბელი მოაბეს მას და აღმოიქუეს.
    13.     დაგჳკჳრდა და მადლი შევწირეთ ღმრთისა მას ზედა.
    14.     და გარდაიქცა ჩუენი გლოვაჲ სიხარულად ჩუენდა.
    15.     ხოლო ვჰკითხეთ ყრმასა მას საქმეჲ იგი და გჳთხრა, ვითარმედ მონაზონსა ვისმე ეპყრა და არა უტევებდა ქუე წაღებად.
    16.     და მიერითგან ვიდოდე მე მონასტრებსა და უდაბნოთა.
    17.     მინდა, რაჲთამცა ვცან, ვინ არს წმიდაჲ იგი მონაზონი.
    18.     და ესერა აღმისრულა ღმერთმან ნებაჲ ჩემი და გამომიცხადა მონაჲ თჳსი მეცნიერებითა ამის ყრმისაჲთა.
    19.     და მოიღეს ლოცვაჲ წმიდისაჲ მის და შეწირეს ადგილსა მას ევლოგიაჲ და წარვიდეს მშჳდობით.
    20.     და დედაკაცი იგი რაჲ წელიწად მოსცემდა ევლოგიასა მონასტერსა მისსა დღეთა ცხორებისა მისისათა სამადლობელად ღმერთსა.


12

     1.     და კუალად სხუაჲ დედაკაცი მოვიდა მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისა.
    2.     ტიროდა და იგლოვდა და უთხრა, ვითარმედ: შვილი არა დამადგრების.
    3.     და მრავალი შვილი მიშობია, და შობისა სიხარულსა სიკუდილისა გემოჲ ეწიის ხოლო.
    4.     და ევედრებოდა მას, რაჲთა ულოცოს, და ღმერთმან უცხოვნოს მას შვილი.
    5.     და ულოცა მას წმიდამან მან და უბრძანა, რაჲთა შვილი რომელ შვეს, უწოდის მას სახელად თევდოსიოს.
    6.     და მან ყო ეგრჱთ.
    7.     და უცხოვნა მას შვილი.
    8.     და შეწირა იგი ღმრთისა და მონაზონ ქმნა და არს იგი დღესამომდე ჩუენ თანა მონასტერსა ამას შინა შემკული სახელითა მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისითა.
    9.     და კუალადცა მოვიდა წმიდისა მის სხუაჲ დედაკაცი ბეთლემელი და უთხრა მას, ვითარცა-იგი პირველმან მან.
    10.     და მასცა ეგრევე უბრძანა, ვითარცა-იგი პირველსა მას, და უცხოვნა მას შვილი მისი.
    11.     და არს იგი დღეს კირით-ხურო და ჰრქჳან მას სახელი წმიდისა მამისა ჩუენისაჲ.
    12.     მოვიდა ოდესმე ქუეყანასა ამას ურიცხჳ მკალი და ქუემგოგვარი.
    13.     და ქუეყანისა კაცნი მოივლტოდეს წმიდისა ამის.
    14.     ხოლო იგი ვერ შემძლებელ იყო შეძრვად სიბერითა.
    15.     და მიეყრდნა ერთსა მათგანსა და გამოვიდა.
    16.     და მოვიდა, სადა-იგი იყო სიმრავლჱ მკლისაჲ მის.
    17.     და მუნ დადგა იგი და ილოცა და ბრძანა, რაჲთა მოჰგუარონ მას მკლისა მისგან.
    18.     და მოიქუნა იგინი ჴელითა თჳსითა და ჰრქუა მათ: თქუენცა მონანი ხართ ჩუენებრვე ერთისა უფლისანი, ნუ შეეხებით გლახაკთა საზრდელსა – ესრჱთ გიბრძანებს თქუენ უფალი.
    19.     მაშინ ყოველი, რომელი იყო მკალთა მათგანი გარეშე ღობესა, დადგა, რომელი შინა იყო, იწყო ჭამად თივასა და დაუტევებდა ნაყოფსა.
    20.     და ყოველთა, რომელთა იხილეს ესე, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა.


13

     1.     და კუალად მოვიდა მკალი სოფელსა ერთსა.
    2.     და სოფლისა მის მყოფთა ჩუეულებაჲ აქუნდა ევლოგიისა მოღებად მონასტერსა მისსა უცხოთათჳს და გლახაკთა, რომელნი მისა მიივლტოდიან.
    3.     და მოვიდეს სოფლიონნი იგი და შეიწევდეს წმიდასა მას.
    4.     და მან მოიღო ზეთი და ლოცვაჲ წართქუა მას ზედა და წარსცა იგი ერთსა ძმათაგანსა, რაჲთა აპკურონ იგი გარემო სოფელსა მას.
    5.     და დაიცვა იგი ღმერთმან ვნებისა მისგან მკლისა.
    6.     უნდა ოდესმე იკონომოსსა მონასტრისასა, რაჲთა იყიდოს სამოსელი ძმათათჳს ჩუეულებისაებრ, და არა აქუნდა მას სასყიდელი, რომლითამცა იყიდა.
    7.     და მოვიდა წმიდისა მის და უთხრა და აზრახა, თუ რაჲ ყოს და სადაჲთ შთაყოს.
    8.     და ჰრქუა მას ნეტარმან მან, ვითარმედ: წერილ არს: ნუ ზრუნავთ ხვალისა.
    9.     და ცნა ღმერთმან ფრიად სარწმუნოებაჲ იგი მისი მისა მიმართ და გულპყრობაჲ და ხვალისა დღე მოუვლინა მას კაცი, რომელმან მისცა მას ასი დრაჰკანი.
    10.     და მან მისცა იგი ვიკონომოსსა, და უყიდა მან საჴმარი ძმათა.
    11.     ერთი მოწაფეთა მის წმიდისათაგანი ეპისკოპოს იქმნა ბოსტრე ქალაქსა ზედა, რომელსა ერქუა სახელი ივლიანოს.
    12.     კაცი შუენიერი ვიდოდა გზასა მოძღურისა თჳსისასა და დღეთა ანასტასი მეფისა მწვალებელისათა ექუსორია იქმნა საყდრისა თჳსისაგან, რამეთუ არა შეუდგა ბრძანებასა მეფისასა და არცა შეურაცხ-ყო წმიდაჲ კრებაჲ ქალკიდონისაჲ და მოიქცა მოძღურისავე თჳსისა და დაადგრა მის თანა.
    13.     რაჟამს მოკლა ღმერთმან უღმრთოჲ იგი, და მოიქცა ეკლესიათა საქმჱ ყუდროებად და მშჳდობად, მიიქცა ივლიანოს ბოსტრედვე და ევედრა წმიდასა მას, რაჲთა წარჰყვეს მის თანა.
    14.     და ვითარ მიიწივნეს მახლობელად ქალაქსა მას, გამოვიდა ყოველი ქალაქი და შეიყვანეს იგი სიხარულით.
    15.     და ვითარ ქალაქად შევიდეს, ჴმა-ყო დედაკაცმან ვინმე ბილწმან და აგინა წმიდაჲ იგი და მოცთომილად ჰხადოდა.
    16.     მუნქუესვე მუავლინა ღმერთმან მის ზედა სიკუდილი და მოკლა იგი.
    17.     და შემდგომად ორისა დღისა განვიდეს ეპისკოპოსი და წმიდაჲ იგი ეკლესიასა წმიდისა მოციქულისასა, რომელი არს ქალაქსა გარეშე, რაჲთა მოილოცონ იგი.
    18.     და იყო გზასა ზედა მათსა მონასტერი, რომელსა შინა იყვნეს მონაზონნი წყეულნი, იაკობნი.
    19.     რაჟამს იხილეს წმიდაჲ იგი, იწყეს რეკად სარეკელსა თჳნიერ ჟამისა ურცხჳნოდ და კიცხევით.
    20.     და იკითხა წმიდამან მან საქმჱ მათი.


14

     1.     და რაჟამს უთხრეს საქმჱ მათი და სარწმუნოებაჲ მათი, აღეგზნა იგი შურითა და თქუა: კურთხეულ არს უფალი, რამეთუ არა დაშთეს ვანსა ამას შინა ქვაჲ ქვასა ზედა.
    2.     და შემდგომად მცირედთა დღეთა მოეტევნეს ვინმე კაცნი დასავალით კერძო ვანსა მას ზედა და აღიჭრეს ყოველი, რაჲ იყო მას შინა, და უმრავლჱსნი მონაზონნი ტყუედ წარიყვანნეს და ადგილი იგი ცეცხლითა მოწუეს, და იქმნა ვანი იგი სათესავ იფქლისა.
    3.     მოვიდა ოდესმე იერუსალჱმდ სპასალარი ერთი მეფისაჲ, რომელი იყო ყოველსა.
    4.     ზედა ქუეყანასა შამისასა, რაჲთა მოილოცნეს წმიდანი ადგილნი, რამეთუ კაცი იგი იყო ქრისტჱსმოყუარჱ და ესმა მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისთჳს, და მივიდა მისა და ფრიად განიხარა ხილვითა მისითა.
    5.     და ასწავა მას ბერმან და ამცნო და ჰრქუა: ნუ იყოფინ სასოებაჲ შენი საჭურველისათჳს, ნუცა სიმრავლესა ერისასა, არამედ ესევდ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა ძლიერსა, რომელსა ვერვინ ერევის და არცა უგულებელს-ყვნის, რომელნი მას ესვედ.
    6.     და იხილა კაცმან მან, რამეთუ ემოსა ბერსა მკრდამდისი სამოსელი ძაძისაჲ სატფურად, რამეთუ ჟამი ზამთრისაჲ იყო, და სთხოვა მან, რაჲთამცა მიანიჭა იგი მას ბერმან, და ჰრწმენა, ვითარმედ იყოს იგი მისსა უფროჲს ყოვლისა საჭურველისა.
    7.     და მისცა იგი მას ბერმან და ულოცა და წარგზავნა მშჳდობით.
    8.     და წარვიდა იგი სპარსეთით კერძო ბრძოლად.
    9.     და მოსცნა მას ღმერთმან მტერნი იგი.
    10.     და განძლიერდა და სძლო და მოიქცა ძლევით და სიხარულით იერუსალჱმდ, რაჲთა მადლი შეწიროს ღმრთისა ძლევისა მის მათისათჳს.
    11.     და მოვიდა კუალადცა ბერისა და ჰმადლობდა ღმერთსა და უთხრა, რომელი-იგი ყო ღმერთმან მის თანა ლოცვითა მისითა, და თქუა, ვითარმედ: ჟამსა ბრძოლისა შემთხუევისასა შევიმოსე სამოსელი იგი ძაძისაჲ, რომელი შენ მომეც ნაცვალად რკინისა ჯაჭჳსა, რომლისა ჩუეულებაჲ მაქუნდა შთაცუმად.
    12.     და განვედ ბრძოლად მტერისა.
    13.     და ვითარ ბრძოლაჲ იგი შეჴშირდა, აჴდა მტუერი დიდძალი სრბითა მით ცხენებისაჲთა და ქუეჲთისა მავლისაჲთა, ვითარმედ ვერღარა იცნობდა კაცი მოყუასსა თჳსსა.
    14.     მას ჟამსა შინა გიხილე შენ, წმიდაო მამაო, წინამე ჩემსა, მიჩუენებდ რაჲ ჴელითა შენითა და მასწავებდ, ვითარ ვყო.
    15.     და შენითა ზახებითა განმაძლიერა მე ღმერთმან, და ვაოტენ მტერნი იგი.
    16.     და სამადლობელად რაჲ-იგი შეემთხჳა მას, უყიდნა მონასტერსა მისსა თჳსითა საფასითა ორნი აგარაკნი.
    17.     და-ოდესმე-ეყოვნა წჳმასა, და წყურიელ იქმნა ქუეყანაჲ, მაშინ ევედრებოდეს გლახაკნი წმიდასა მას.
    18.     და ილოცა, და გარდამოჴდა წჳმაჲ, და ნაყოფიერ იქმნა ქუეყანაჲ.
    19.     შეჯდა ოდესმე ნავსა ზღუასა შინა ერთი ძმათაგანი, და შეემთხჳა მას ჭირი დიდი.
    20.     და ვითარ უჴმობდეს ლოცვასა მის წმიდისასა, ეჩუენა მათ ძილსა შინა და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ, რამეთუ ღმერთსა უბრძანებიეს ჴსნაჲ თქუენი.


15

     1.     სხუაჲ ძმაჲ მივიდოდა გზასა და თანა-ჰყვანდა კარაული, და შეემთხჳა მას ლომი.
    2.     და ვითარ შეეტევა კარაულსა მას, რაჲთამცა შეჭამა, ჰრქუა მას ძმამან მან სახელითა წმიდისა თევდოსისითა: განეშორე კარაულისაგან ჩემისა!
    3.     და უკუნიქცა ლომი იგი და არარაჲ ავნო მას, არცა კარაულსა მისსა.
    4.     და სხუანი მრავალნი იჴსნნეს დიდ-დიდთაგან განსაცდელთა მოჴსენებითა სახელისა მისისაჲთა და ხადითა ლოცვათა მისთაჲთა.
    5.     და სხუანი მიემთხჳვნეს ლოცვითა მისითა საქმეთა, რომელთაჲ სასოებაჲ წარეკუეთა.
    6.     ჟამსა რომელსამე წმიდაჲ იგი დაყუდებულ იყო სენაკსა თჳსსა და გარდამოიხილა სარკუმლით თჳსით და უწოდა მსახურსა ეკლესიისასა და უბრძანა, რაჲთა სარეკელსა დაჰრეკოს.
    7.     და არღა იყო ჟამი ლოცვისაჲ, და დაუკჳრდა მამათა ამისთჳს და შემოკრბეს ეკლესიად და ლოცვა-ყვეს.
    8.     და შემდგომად ლოცვისა აღვიდეს მისა ზოგნი ბერთაგანნი და ჰკითხეს, თუ რაჲსათჳს ბრძანა თჳნიერ ჟამისა შეკრებაჲ ლოცვად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ არარას ბრძანებს თჳნიერ რაჲსმე მიზეზისა.
    9.     მაშინ სულთ-ითქუნა წმიდამან მან და თქუა: ილოცევდით, მამანო, ილოცევდით, რამეთუ ვიხილე ღმრთისაგან გამოსრული რისხვაჲ ქუეყანასა ზედა აღმოსავალით კერძო.
    10.     და შემდგომად ექუსისა ანუ შჳდისა დღისა მოვიდა, რომელმან უთხრა, ვითარმედ ანტიოქიაჲ დაირღუა ძრვითა მას ღამესა შინა, რომელსა წმიდამან მან თქუა.
    11.     ხოლო ნეტარი იგი ამას და ესევითარსა შინა სრულ ქმნილ იყო, და უკუანასა მას დაივიწყებდა და წინასა მისწუდებოდა და პირველთა მათ წმიდათა საქმით ემსგავსებოდა და წინამძღურობითა მოსე წინაწარმეტყუელისაჲთა წინა-უძღოდა, რომელნი-იგი მის ქუეშე იყვნეს, ღმერთსა მიანდვის საქმჱ მათი და ევედრებინ, რაჲთა აუწყოს, ვითარ ჰმწყსიდეს თითოეულსა მათგანსა.
    12.     შფოთი ვიეთმე შოვრის შეიქმნა ორთა ძმათა, და უნდა წმიდასა მას, რაჲთა დაამშჳდნეს იგინი, და არა ისმინეს მისი.
    13.     მაშინ დავარდა იგი ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცემდა მათ, ვიდრემდის ერჩდეს მას, და დაამშჳდნა.
    14.     განაყენა ოდესმე ერთი ძმათაგანი წმიდისა ზიარებისაგან, და ძმამანცა მან შეკრა იგი უგუნურებითა თჳსითა და არა ეზიარა ნეტარი იგი, ვიდრემდის განჴსნა ძმამან მან.
    15.     და არა განჴსნა იგი ძმამან მან, გარნა დიდითა ვედრებითა.
    16.     ხოლო წმიდაჲ იგი ამით ემსგავსებოდა წინაწარმეტყუელსა, ვითარ-იგი დაუმდაბლებდა თავსა თჳსსა, რომელნი-იგი აღსძრვედ მის ზედა შფოთსა, და განმჴნდებოდა მათ ზედა, რომელნი-იგი ღმერთსა შესცოდებდეს.
    17.     და კუალად ემსგავსა აბრაჰამს, ვითარ-იგი ერჩდა მისებრვე ღმერთსა და მოვიდა ქუეყანით თჳსით და პატივ-სცა ღმერთსა უფროჲს ბუნებისა.
    18.     და ამისთჳს არა ზრუნვიდა ჴორციელად ნათესავთა მისთათჳს და არცა მოიჴსენებდა მათ და არცა ოდეს ვინ მათგანი მოუჴდის, განემარტის მისა მიმართ, გარნა თუ მონაზონებაჲ ჰნებავნ.
    19.     და შეწირა ღმრთისა, ვითარცა ისაკ, ჴორცნი თჳსნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად შეწირულად წინაშე ღმრთისა.
    20.     და იყო იგი, ვითარცა იაკობ, მშჳდ და წრფელ, ხოლო იოვანეს ემსგავსა მარხვითა და უდაბნოს ყოფითა და, ვითარცა პეტრე, მჴურვალე იყო სარწმუნოებითა და მოწყალე, ვითარცა პავლე, და ჴორცთა თჳსთა მომაკუდინებელ.


16

     1.     და კუალად აჩუენა სალმობათა შინა მოთმინებაჲ ვითარცა იობ მართალმან, რამეთუ დასნეულდა იგი სნეულებითა დიდითა და გრძელითა პირველ განსლვისა მისისა საწუთროჲსა ამისგან.
    2.     და სალმობისა თანა – სიბერჱ დიდი.
    3.     და დაყო წელიწადი სრულიად სარეცელთა ზედა შეუძრველად, გარნა თუ სხუამან შეძრის, ვიდრემდის მოჰჴდა ტყავი თეძოთა მისთა, და არა მოიწყინა და არცა სულმოკლე იქმნა.
    4.     და მიხედა ოდესმე მას ერთმან ბერთაგანმან და შეეწყალა იგი და ჰრქუა: ითხოვე ღმრთისაგან, მამაო, რაჲთა განგკურნოს სალმობისა ამისგან, რამეთუ ყოველი, რაჲცა სთხოვი, და მოგცის შენ ღმერთმან. მიუგო მას წმიდამან მან და ჰრქუა: მრავალგზის მაწყინებდა მე ამისთჳს გულისსიტყუაჲ, ხოლო მე განვაგდე იგი და არა შევიწყნარე იგი, რამეთუ ფრიად ვიდიდე სოფელსა ამას და მიღირს, რაჲთა დაუთმო გუემასა ამას განქარვებადსა, რაჲთა არა მრქუან მუნ: მიგიღებიეს კეთილი შენი მუნვე.
    5.     და ამისთჳს ვითმენ და არა ვითხოვ ღმრთისაგან განსუენებასა სალმობისა ამისგან, არამედ ვითხოვ მისგან, რაჲთა მომცეს მოთმინებაჲ და მადლობაჲ.
    6.     და სალმობისა მის სიფიცხლემან ვერ შეაჩუენა გული მისი და ვერცა დააბრკოლა წესისაგან ლოცვათა მისთაჲსა.
    7.     და პირველ განსლვისა მისისა სოფლისა ამისგან შეკრბეს მისა ყოველნი მამანი მწუხარენი განშორებისა მისისათჳს მათგან.
    8.     და მან ჰრქუა მათ: მოთმინე იქმნენით, ძმანო და მამანო ჩემნო, ადგილსა ამას და შეიწყნარეთ, რომელი მოვიდეს მას შინა თქუენ ზედა განსაცდელი, მადლობით მიაღსასრულამდე ცხორებისა თქუენისა და ერჩდით მსგავსად ძალისა თქუენისა, რომელნი წინა-გიძღოდიან შემდგომად ჩემსა, და მე მივსცე ღმერთსა სიტყუაჲ თქუენთჳს დღესა მას სარჩელისასა, ოდეს მოვიდეს მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთა თჳსთაებრ, და მე მიგცე თქუენ დასამტკიცებელად სიტყუათა ჩემთა სასწაული.
    9.     უკუეთუ იხილოთ ადგილი ესე შემდგომად აღსრულებისა ჩემისა შემატებული შჱნებასა და აღმაღლებული, უწყოდეთ, რამეთუ მიპოვნია კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, და აღგისრულო, რომელი-ესე აღგითქუ.
    10.     და უწინარჱს წმიდისა მის შესუენებისა სამით დღით წარსცა ყოველთა მამასახლისთა უდაბნოჲსათათჳს რაჲ კაც სამი სეფისკუერი ევლოგიად.
    11.     ამით ამას აუწყებდა, ვითარმედ არღარა ყოფად არს სოფელსა ამას, გარნა სამ დღე, და მიჰრქუა მათ, რაჲთა მოვიდენ მისა შემდგომად სამისა დღისა, რაჲთა აზრახოს მათ რაჲმე მონაზონთა საქმისათჳს.
    12.     და ვითარ მოვიდეს მისა მესამესა დღესა, მოიკითხნა იგინი და მშჳდობაჲ დაუტევა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი, ილოცა და თქუა: ჴელთა შენთა, უფალო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა.
    13.     და მუნქუესვე ჩამოიხუნა ჴელნი თჳსნი და შეჰვედრა სული თჳსი ღმერთსა.
    14.     და დღესა რომელსა შეისუენა, იყო იგი ას და ხუთისა წლისაჲ.
    15.     და მივიდა ღმრთისა კეთილითა სიბერითა, კადნიერებითა საქმეთა კეთილთაჲთა.
    16.     და ჩუენ გჳღირს, რაჲთა ვთქუათ მისთჳს თქმული იგი წიგნისაჲ, ვითარმედ: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ.
    17.     და პატივ-სცა ღმერთმან სიკუდილსა მისსა საკჳრველითა მით, რომელ ქმნა პირველ დაფლვისა გუამისა მისისა, რაჲთა ამით აჩუენოს კადნიერებაჲ იგი, რომელსა მიწევნულ არს მის წინაშე მტკიცედ სარწმუნოებისა მისისათჳს და შუენიერთა საქმეთა მისთა.
    18.     რამეთუ იყო ვინმე კაცი ალექსანდრიელი, რომელსა ერქუა სტეფანოზ, და დაეცემოდა იგი ეშმაკისაგან.
    19.     და მოვიდა იგი ადგილსა მას და ესვიდა იგი, რაჲთა ღმერთმან განკურნოს ლოცვითა მის წმიდისაჲთა.
    20.     და ღმერთმან უკუნადროა განკურნებაჲ მისი, ვიდრე დღედმდე წმიდისა მის შესუენებისა, რაჲთა მით პატივ-სცეს წმიდასა თჳსსა.


17

     1.     და რაჟამს გამოვიდა სული ნეტარისაჲ მის ჴორცთა მისთაგან, მოვიდა ვნებული იგი და მოეკიდა იგი წმიდასა გუამსა მისსა, რამეთუ იყო იგი მას ჟამსა გონებითა ცოცხალ და თქუა, ვითარმედ: არა უტეო დაფლვად, ვიდრემდის ღმერთმან ლოცვითა მისითა მომცეს განკურნებაჲ.
    2.     და იწყო ტირილად და დაალტობდა ფერჴთა მისთა ცრემლითა და იტყოდა: შემიწყალე მე, წმიდაო ღმრთისაო, და აჩუენე, რამეთუ შემდგომადცა განსლვისა შენისა ამიერ სოფლით არავე დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ მათთჳს, რომელნი მოივლტიან შენდა.
    3.     განმათავისუფლე მე სულისა ამისგან არაწმიდისა, რომელი შემმუსრავს მე, და ნუ მიტევებ მე წარსლვად შენგან უგულებელსა და ნუ ცუდ ჰყოფ სარწმუნოებასა, რომელი მაქუნდა შენდა მიმართ.
    4.     და შეიწირა ღმერთმან მოწყალემან სარწმუნოებაჲ მისი და აჩუენა საკჳრველებაჲ თჳსი ჩუეულებისაებრ და მეყსეულად დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და იწყო სიტყუად წმიდისა მიმართ სიტყჳთა ყუედრებისაჲთა.
    5.     და მყის განვიდა მისგან, და განთავისუფლდა კაცი იგი და დადგა პირველსავე გონიერებასა ზედა და ფრიად მოხარული ადიდებდა ღმერთსა.
    6.     და ვითარ ეუწყა პატრეაქსა იერუსალიმისასა გარდაცვალებაჲ წმიდისაჲ მის, წარიყვანნა მის თანა, რომელნი დახუდეს ებისკოპოსნი, და შთავიდა მონასტრად და ჯეროვნად პატივ-სცა წმიდათა ნაწილთა მისთა.
    7.     და შეკრბა სიმრავლე ერისაჲ მიუთხრობელი მონაზონთა და ერისკაცთაჲ და ემთხუეოდეს გუამსა მისსა წმიდასა ფრიად სურვილით და სარწმუნოებით და მოხევდეს სამოსელსა მისსა და ევლოგიად განიყოფდეს, და სხუანი თმასა წმიდისა მის თავისა მისისასა შეიტკბობდეს წადიერებით და წარიღებდეს და ყოველნი კაცნი მოსწრაფე იყვნეს, რაჲთამცა წარ-რაჲმე-იღეს მათ თანა ევლოგიად.
    8.     ამისსა შემდგომად ძლითღა სადმე შეუძლეს ერისა მისგან და დასხნეს პატიოსანნი იგი ნაწილნი მისნი საფლავსა საუნჯედ ღმრთისმოყუარეთათჳს და დიდად შესავედრებელად ყოველთა მოღუაწეთათჳს და სადიდებელად მამისა და ძისა და ყოვლად წმიდისა და სახიერისა და ცხოველსმყოფელისა სულისა აწ და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნისამდჱ. ამენ.