დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.

გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და იქმნა გლოვა და მწუხარება უზომო, უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს. ესე იყო სძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღეთამან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.

და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდჳლვე ღირსთა, არამედ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა აწჳეს თამარს ჴრმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.

ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამანა ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა თჳსად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიჴმაროთ ბრმა-შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხჳ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყჳს სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა. რომლისათჳს არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იყო დავითის მიერ თქმითა, რათა ლიტანიაობით თაყუანის-სცემდენ მეფენი და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.

ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ჴელითა მღდელთმოძღუართათა მეფე გჳრგჳნოსანი, და ქება შეასხეს ძალითა საქებებსა ჴმითა ოხრისათა. და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქუეყანისათა. და ესე უსაკჳრველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მჴედარი არაოდეს იხილა მის ჟამისათა მამადებრ მეფედ და ყოველნი ვითარ გამოცდილნი სასოებითა წინასწრობითა უძღოდა ერთი-ერთსა, და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.
დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსიათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა, სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა. და შემდგომითი-შემდგომად აქონ.

ამიერითგან რა ჯერ არს თამარის თქმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა, სამეფოსა და ერისათჳს რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა, და განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ხედვა და იწყო განგებად, ვითარ იგი მობერვიდა სული. მიმოიხილა სიმახჳლითა ცნობისათა თჳსსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა და დრკუთა, [გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა, და სიბრძნითა განგებითა თჳსითა პირველად ყოველთა ზედა დასსა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ მიგებისათჳს სამართლისა.

ხოლო სჯულთათჳს სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგოროვნებდა დაწყებასა საღმრთოსა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახჳლსა მოსასრველად თესლთა ბოროტთა და ინება. რათა იქმნას შეყრა და გამორჩევა დიდთა მათ და მსოფლიოთა კრებათა.

პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა, რომელსა სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი სამეფოსა თჳსისა მღდელთ-მოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა მართლ-მადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან თჳსისა. რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.

ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთა პირად აქუნდა ზემო მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი საღირის-ძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყჳთ. მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა შეკრიბნა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა, ხოლო თჳთ დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესრეთ ეუბნებოდა:

" წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანა გაც სიტყჳს მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღჳვნეთ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე; თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური".

ესმნეს რა სიტყუანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, მადლობდეს ღმერთსა და თანად მეფესა ღმრთივ-განბრძნობილსა. ჯდა უკუე თამარ მცირედ-ჟამ შორის მათსა, მერმე მოიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თჳსად.

ხოლო წინამძღუართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი ვითარ პირმეტყუელნი მთიებნი უძღოდეს მომრგუალებასა ცაებრისა მის ვარსკულავთა კრებულისასა, არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა მოევერაგა უფლისაგან. არამედ ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღუაწეს. რომელი ადრე თჳთ განაყენა საშჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე ეპისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს და სხუანი საეკლესიაონი წესნი განმართნეს უდებთა მიერ დაჴსნილნი.

ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი და მოაჴსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთჳს, რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა3 და განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლ-მადიდებლობისათჳს მათ ნათესავთასა და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი მოიყვანებდეს.

შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯჳ. რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს ჩუეულებისათჳს მისისა.

[შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი და] აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის პირისათჳს.

არამედ იგი მიუგებდა, ვითარმედ: "კაცნო ვითარ ღირს [არს] შეუტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე. არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი".

ხოლო იგინი წინააღუდგებოდეს, უშვილოებასა მოაჴსენებდეს სახლისა მისისა უნაყოფოებასა დრტჳნვიდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს, და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა, და ირემსა ემსგავსებოდეს სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ არა განიხილვიდეს მისაყრდნობელსა და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.

რასაღა [მრავალსა ვიტყოდით?] მრავლისა ცილობისა თჳნიერ ნებისა მისისა ყვეს ქორწილი და მრავალ-ჟამ შემდგომად იყვნეს განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა.

არა მრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყუამან თამარისმან და გამოაჩნდებოდეს რუსსა სკჳთურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა, რომელთათჳს ნამეტნავ არს წერად და [თქუმად], რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყუა.

ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გურდემლი მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებათა რუსისათა, გარნა სხუა ვერღარავის მოითმენდა და იწყეს ჭრტინვად, არამედ ცილობათა მათთჳს პირველთა რცხუენოდა ყოველთა თამარისგან.

ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და უბძანა სარწმუნოთა მონაზონთა პირითა მრავალგზის, დაღათუ ყოვლად არა სარგებელ ეყო რუსსა. ამისთჳსცა თჳსი პირის-პირ იწყო მხილებად მისდა, არამედ უფროს განძჳნდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველ-მოძურცული. ვითარ იტყჳს წერილი, "ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა". არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძჳრესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა.

შეუძნდა ესე ყოველი თამარსცა და წინაშე ყოველთასა ესრეთ თქუა: "დაღათუ საღმრთოსა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე "არა განშორებად პირველსა საწოლსა", არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თჳსი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერი".

ესე თქუა და აღდგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა საწყალობელად განაძეს იგი, და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან დამჴობითა, რაოდენ შუენიერებისაგან თამარისსა დაკლებითა.

კუალად იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა მკჳდრად სახლისა თდსისა.

იყო უკუე შვილი ოვსთა მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა, სხჳთა კულა ზრდილობითა კეთილად წურთილი. მჴნე და მჴედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო და მშჳლდოსნობითა შემმართებელი. ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა ამისი ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს თამარცა მიემორჩილა ნებასა მათსა მეცნიერებისათჳს ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.

შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი ცხოვრებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი ზემოთ და ქუემოთ, და არა სადათ ვინ ჩნდა წინააღმდგომი.

მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუსუცესი ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა, და არავინ შეწუხნა მისთჳს, არცა დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს.

მოკუდა ამირსპასალარი გამრეკელი და ესე ყოველთა იგლოვეს.

ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ- სუანნი მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს მესხთაცა მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივეს და წავიდეს სირცხჳლეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთჳს მოურნეობდა.

ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდეს დავით, და სპა თჳსი, და განსაგებელი სახლისა თჳსისა რომლისათჳსცა არა არცხჳნა ღმერთმან, არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თჳსისა მთავართა, და განიცადა თუალისა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე, მოიყვანა ანტონი გლონისთავის-ძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო და მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა, მოძმაცჳთა. ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე მოიყვანეს, ნამდჳლვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ, ეკლესიათა და მონასტერთათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად: თჳთ წამებენ ქმნილნი მისნი ყოველთაგან, ვითარცა მღჳმესა და კლარჯეთს თჳთ მის მიერ ქმნილსა მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად მისცეს ჭყონდიდი სამთავისი, კისის-ჴევი და მწიგნობართ-უხუცესობა, რამეთუ მართალსა უკეთუ უბრკუმეს, არავე დაეცეს.

იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათჳს და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს. სარგის ამირსპასალარისა მჴარგრძელისა ორნი ძენი, ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მჴნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი მეფეთანი, ამისთჳს დიდად შეყუარებულნი თჳთ თამარის პაპათა და მამათაგანცა. ამათ მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთა-უხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათჳსცა გულისჴმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.

და შემდგომად ამისსა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული, და მისცეს მანდატურტ-უხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათჳს.

ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი თამარის საქმეთანი, რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თჳთეულად ვერავინ აღრიცხუნეს, ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს, და რომელთაცა ოდენ შეუძლონ, საეჭუელ მიჩნს მომავალთაგან შემდგომად არა დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს. და თამარ საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილნეს ქალაქნი, ციხენი და თემნი სულტანთა სასხდომნი, მისგან ახმულნი, მზღვარნი, რომელნი მას დახუდეს მას გარეთ მისხა სამეფოსა ორად განფართებულნი, და ამისგან ცნას მეძიებელმან საქმეთამან, მერმე ცნას ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის, და თჳთ იგი ხალიფა შეშინებული და მოაჯე კმა არს ქუე-ჯდომით მოქმედისაგან.

ითქუმოდენ წერილისა: "მოაკლდენ ძალი ბაბილოვნისა და აღაშენა მთა ერმონისა, განქარდა კუამლი სუბაკთა და განძლიერდეს ბჭენი სილიმისანი.

ესევითართა წყალობათა შინა ღმრთისათა იშუება ერი ქრისტიანეთა, გარნა წუხდეს და იურვოდეს უნაყოფოებისათჳს თამარისა არამედ ღმერთმან, რომელმან მოხედნა პირველ მანოეს და აბრაამს, და მდედრთაცა ანნას და ელისაბედს. არა ყოვნა არცა აქა. რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა დაორსულდა თამარ. და ცნეს რა ესე ყოველთა, იწყეს ლიტანიაობით ღმრთისა ვედრება, მარხვითა, ლოცვითა და ცრემლითა, რათა მისცეს ღმერთმან შვილი წული. რომელი-ესე იქმნაცა, და შვა შვილი ყოვლითურთ მსგავსი პაპისა. და დაარქუეს სახელი. გიორგი. და განიხარეს ყოველთა სიხარულითა მიუთხრობელითა.

და შემდგომად წელიწდისა კუალად დაორსულდა და შვა ასული, თჳსი შემსგავსებული, რუსუდან, რომლისათჳს კუალად უფროსი სიხარული შეიქმნა ყოველთა ზედა.

და უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქუეყანა ყოვლითა კეთილითა და განმარჯუებითა ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა და იქმნებოდეს განმარჯუებანი საკჳრველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებითა ოდენ დასცლიდეს, ტყჳსა და ალაფისაგან აღივსო ყოველი კაცი, ხოლო დაშთომილნი მათნი ვითარცა მელნი იმალვოდეს და ვითარცა მთხუნველნი ძურებოდეს მიწათა შინა.

შეიწრდეს ყოვლით-კერძო სპარსნი და უღონოებამან მოცუნა და მხოლოდ ერთიღა სასოება ცხოარებისა მოიპოვეს ესე იგი არს სიუდილითა ჴსნა თავისა. ამისთჳსცა შეკრბეს ყოვლით კერძო შეთქმულებითა, შეიღებნეს სამოსელნი და პირნი, და მივიდეს წინაშე ხალიფასსა, აუწყეს თჳსი ჭირი და აწუევდეს, რათა უბრძანოს ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა. რომელი-ესე ყო ხალიფა: განახუნა ძუელნი საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისსა ოქრო აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით-კერძო ლაშქარი ურიცხჳ. და მისცა ბრძანება რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თჳთ მათ ზედა მისლვითა იავარ ყვნენ. ესე ესრეთცა იქმნა: იწყეს ამოღმართ რომ-გჳროს და ინდოეთისა და ქუემოთ სამარყანამდი და დარუბანდამდი. შეკრბა ესეოდენი, ვიდრემდის არცა რიცხჳ იცოდე; და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეკრბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს წაკიდება თჳსი.

ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თჳსთა და შეიქმნა გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა სიტყჳთა, არამედ ესრეთ: "ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით, ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მჴედრობა. და კუალად მიუმცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიაობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა. და წარგზავნეთ, ფრიადი საფასე და საჴმარი გლახაკთათჳს, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი".

ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო. და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა, მოფრინდა ყოველი მჴედარი, ყოვლით-კერძო. სავსენი სიხარულითა რომელნი ძალით იპყრობოდეს თავთა შინა თჳსთა. შეკრბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ და იხილნა. დაეყვნეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათჳს. მერმე რქუა მათ:

"ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათჳს და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისთჳს სამასნი და სიმრავლე ურიცხჳ მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა ბანაი ლოცვითა ეზეკიელისითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯუარისათა წარემართენით".

ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი.

ხოლო თჳთ წარიჴადნა სამოსელნი ფერჴთანი, და ფერჴივ შიშულითა ფერჴთა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ ყო ღმერთმან სათხოველი მისი.

რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მჴარგრძელი თმოგუელი და მოართუა სახარება ლაშქართა განმარჯუებისა და ყოვლითურთ უნაკლულოება მჴედრებისა.

არამედ აწ ჯერ არს მოჴსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩუენთა. შევიდეს უკუე ქუეყანაი მათდა, და იხილნეს განძას და შამქორს. საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლითა უმეტეს იყვნეს რიცხუსა, ვითარცა მკალნი.

მყის გარდაჴდეს ცხენითგან ყოველნი, თაყუანის-სცეს ღმერთსა, და წმიდასა ჯუარსა ევედრნეს ცრემლითა, და ვითარ არწივთა მიმართეს, და ვითარ ვეფხნი ეკუეთნეს. და პირველსავე წყობასა ათკეცი რაზმი მათი დაჴსნეს და შესდვეს მახჳლი მათი და ძალი ღმრთისა, და ვითარცა თაგუთა მოსრვიდეს, და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა მათ ამირათა მათთა ბაღდადელთა და მუსშლელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხუათა მრავალთა ადგილთასა, რომელნი ნიჯადად ჰყვეს, ვითარ ვთქუა ინდოეთითგან მზარეულნი, წუერითა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე დავით მეფეცა და იხილვებოდა დიდი საკჳრველი და გარდამატებული შეწევნა ღმრთისა, რამეთუ თჳთ მოიღებდეს საქონელთა მათთა და თჳთ მოსხმიდეს აქლემთა და ჯორთა კიდებულთა, და თჳთ იყვნეს მსახურ იავარისა მათისა და ნატყუენავისა.

ხოლო ათაბაგმან ბუბაქარ აქო თჳსი ღონე და ღონიერება, რამეთუ მიწევნულმან ჴნარცუსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თჳსი.
ესრეთ მოწყალებათაგან ღმრთისათა აღვსებულნი მიიწივნეს განძად და გამოეგებნეს მოქალაქენი, თავთა თჳსთა მშჳდობა ითხოვეს და ქალაქი ნებსით შესწირეს. შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასუეს, თანჯანობათასა სასულტნოსა უკრეს, და ღორის ჴორცითა დიდად ძალი პურობა გარდაიჴადეს. ყოველთა მას წინაშე განძელთა დიდი ძღუენი და ხარაჯა შესწირეს, გაჴსნეს საჭურჭლენი მათნი და მრავალი ტურფა ფიალ-ჯამი და ფეშხუმები სხჳსა თანა განძისა მრავლისა წარმოიღეს. და გარეგან ქალაქისა დაიბანაკეს მცირედთა დღეთა, რამეთუ ეძიებდეს ათაბაგსა და ვერა პოვეს.

ეგრეთვე შამქორელთა ითხოვეს მშჳდობა და მონება.

აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესეოდენ იქმნა დაკლება ამას განმარჯუებასა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი შარვანშეთ სიძე სახელით მირმირან. ესე შემოხუეწით იყო წინაშე თამარისსა სათხოველისა რომლისათჳსმე და მაშინ დავითს წნაშე სამსახურად. ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობადმდე თამარისსა და მისცეს შესანახავად.

რაჟამს ბუბაქარ ცნა ჩუენთა ლაშქართა შინამოსლვა, გამოჩნდა და განძელთა ქალაქი მასვე მისცეს, თუმცა მირმირან შიშითა ცოცხალი გამოუშუეს. ვითარცა ვთქუ.

მცირენი რა დღენი გარდაჴდეს, წარმოემართნეს ლაშქარნი დიდად მოხარულნი ულუმპიანსა ამას ზედა ძლევასა, ფრიად უაღრესსა საქებელისა მისგან ძლევისა, რომელი ყო ალექსანდროს დარიოსს ზედა.

ვითარცა მიეახლნეს, მოძიებოდა მათ თამარცა, რამეთუ მოსრულ იყო სარგის თმოგუელი მახარობელად. იხარებდა და მადლობდა ღმერთსა, მოიკითხვიდა თჳთეულსა, ვითარცა შვილთა. და იშუებდეს იგინი ხილვითა მისითა.

აღივსნეს ყოველნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა. და ესეოდენ მოსაწყინელიცა იყო სიმრავლე იგი ტყუეთა, ვიდრემდის შეიყვანიან ქალაქად და ერთად კუტლად ფუკისად გაყიდიან. და ამისი მოწამე თჳთ იგი ღმერთი უტყუელი არს, და რათა არა ტყუილი ვისმე ეგონოს და ზღაპარი გიჩნდეს თქმულნი ესე მომავალთა ჟამთა.

ნამდჳლვე ერმიონთასა უსახელოვნესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე, აიღეს. ფანჯიაკი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდი აქლემი ყუელა ტჳრთითა, ცხენი ყუელა შეკაზმული. ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თჳს-თჳსითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა შემდგომი -- შემდგომად. გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ჴევამდე გლდანისა ტყუე ყოველი განიყვანეს თამარ, და შესწირეს, და ათაყუანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერმე თჳთცა თაყუანისსცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისა-მიერი.

ამისსა შემდგომად შევიდეს ქალაქად, და თჳთეულმან იწყო ძღუენთა მოღებად: ოქროსა და სამკაულისა, და ჭურჭელთა მისთა, თუალთა პატიოსანთა და მარგალიტთა უსასყიდლოთა, ჯაჭუთა, მუზარადთა, ჴრმალთა ამათ გამოცდილთა, ნაქსოვთა ფერადფერადთა, ოქროქსოვილთა და შესამოსელთა მრავალ-სასყიდლოანთა, ცხენთა და ჯორთა, მანიაკთა ოქროსათა თუალიან-მარგალიტიანთა, სულნელთა მრავალფერთა და ალვისა ხეთა სპილენძებითა ტჳრთულად. იწყეს ანაკოფის ციხით ვიდრე ციხედმდე გულისტანისა. სეფენი აზნაურთანი აღივსნეს ტყჳთა რჩეულითა, და ყოველნი საგანძურნი ოქროთა, ვითარცა მიწათა, და ინდოურითა ქვითა, და პატიოსანთა მარგალიტთა მიერ ურიცხუთა.

გარნა ამას ყოველსა ზედა აღზუავნა გული თამარისი, განლაღნა ერთგზისცა წარბთა აღებითა? არა. ნუ იყოფინ არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა მადლობელი და მოქენე მისგან წყალობისა, აღავსებდა ჴელსა მოქენეთასა და წიაღებსა გლახაკთასა, განამდიდრებდა სამზრუნველოთა ეკლესიათა, ქურივთა და ობოლთა და დავრდომილთა, ზოგად ყოველთა ზედა. ღმრთისა ჴელობად მიუპყრობდა მასვე ძღუნად, რომელმან არწმენა განგებად, და მასვე მიუზღვიდა, რომელი მისცემდა მდიდართაგან და მოუკლებელთა წიაღთა. ძუელთა აუმსგავსოებდა თჳსთა საქმეთა ზედა, ახალთა წარჴდებოდა, ვითარცა უახლესთა მოქმედი, ვინა ზემოვე ვთქუა, არამედ ჩუენ ვიტყოდეთ წერილისასა: იყო სიმტკიცე ქუეყანასა ჩუენსა და მშჳდობა თავსა მთათასა.

არა ოდენ ქუეყანა იავარსა განადიდებდა თამარ, არამედ სარწმუნოება განმტკიცნებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვათი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროსღა თჳთ პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფანი მიმდემნი. და რასა მრავალსა ვიტყოდი? წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა.

ყოველნი თჳს-თჳს იღუწიდეს, რათამცა თამარ მოიმადლეს და ვინაცა გამოაჩინნეს საქმეთა შინა საქებელთა. მონაპირენი, რომელნი იყვნეს, ღამეთა დაღეთავე ზედა დართვიდეს შეუსუენებელად, და რომელნი შიგნით იყვნეს იგინი სანაპიროთა იაჯდეს.

და ესევითარმან გულს-მოდგინებამან და მოსწრაფებამან ყოველთამან ესევითართა მიაღწია სამეფო:

რამეთუ პირველ ქუემოთი სანაპირო გაგი იყო, რომელნი ჰქონდა ზაქარიას. მჴარგრძელსავე, ვარამის მამასა, და ესენი მუნ მოინაპირობდეს, კაცნი მჴნენი, ბრძოლასა შინა მრავალგზის გამოცდილნი და განმარჯუებულნი, და შიშითა ღმრთისათა და პატრონისა ერთგულობითა დიდად საქუბელნი.

ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადათ ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ, და ქუემოთ, და ყოველსა ადგილსა.

და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მჴარგრძელივე თმოგუელი და შალვა თორელი მონადირობდეს. ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ყუარყუარე, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯუებული და ერთგული მეფეთა.

შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანის-ძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო, უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხჳნა, არცა პატრონისა წყალობა აუქმა თჳსსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი ციხენი და ადგილნი.

ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი, და უფროსღა ტბელი, და მაჴატლისძენი მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარ\დავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა აწყენდეს.

ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესრეთ ჰგონებთ, თუმცა თჳნიერ თამარისსა რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესრეთ განიგონე: მონაპირეთა მონახიან საქმე, ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანი შემოდგომილი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ ქუეყანა მოსარბეველი, მოაჴსენიან თამარს და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის. უკეთუ ღირს იყვის შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და. შეყარნიან ლაშქარნი, თჳთ დავით მეფე წავიდის და არა სადათ შემოქცეული ცუდად. უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისელნი თჳსნი და, ვითარ შავარდენთა, მოისაქმიან. თუ თჳთ იყვის ანუ მინდორით ნადირობასა შინა, ანუ შინა მყოფსა და ესმის რამე, და შესხნის მ\უნ ღირსნი მისნი, ვითარ არწივთა კაკაბნი ეგრეთ, დანაბნიან ყოველნი წინააღმდგომნი.

არცა თჳთ უჴმობდა და არცა თჳსთა ყმათა აუმებდა, ვითარ-იგი იტყჳს ვინმე ჟამთაღმწერელი ალექსანდრესთჳს. და ამან სარწმუნო ყოს სიტყუა ესე, რამეთუ დიდად სახელ-განთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწდისა მასვე და ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის და ერთსა მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯუებისა; და მას დღე მას არა დასჯერდიან და კუალად სხუა რამე წარუმართის ღმერთმან და სხუაცა მახარობელი წარმოგზავნიან. და სხუანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხუათა იქმოდიან, ხოლო ქუემონი სხუათა, და ერთსა შინა დღესა მოიწიის მრავალი ამბავი და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ არს აღწერა, ესე ღმერთმან უწყის თჳთ.

ამას ყოველსა დაუშრომელად და მოქმედებდა, არა თჳსისა ქონებისა მოქენე იყო და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თჳთ მათვე მისცემდა, რომელთა აუცალოებდა, თჳსთა ლაშქართა, ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღის სპარსთა შანშეობისა თანა მრავალჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა სახლი სახელოვანი დვინი და ამათ ორთა პირთათჳს იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქუმიდეს და შური აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათჳს თჳსისა, და მეორედ, რათა მოუკუეთოს ყოველი მიზეზი, რომელი დაჴსნის ერთგულობასა.

და კუალად ამისთჳს არა უდებებდა, რათა არა მოცლილთა განსუენებად სიჩუკნედ განსცენ თავი და სხუათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა, ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდეს და ბრძოლად, ვითარ ყვესცა ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა, შვილთა კახაბერთა, რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თჳსთა, რომელთა არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს, არამედ ძუელად მათთჳს დაწერილი კუალად განახლდეს და კუდსა ძაღლისა, გინა კუთხსა ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი: და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი დაჴოცნეს და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თჳსთა ზედა ღმერთი და თამარ, რამეთუ ჭალასა მდგომმან, მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა თჳსითა შეიპყრნა და თჳთო თჳთოსა ციხესა შესუა, რათამცა განიწუართნეს. არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთჳს ექსორია ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და მუნ მოსწყდეს ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გუესმა.

ამისთჳს არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის და საბოძვარითა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსუენებდის, ანუ თჳთ წარუძღჳს, იორის პირი და მტკურის პირი მოინადირის. მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან, ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან, ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის ანუ ნახიან, ყოვლად არა მომედგრდებოდეს განსუენებისა ძალითა, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.

აივსებოდა ნილოსი და იეფობდა ეგჳპტე მოაკლდებოდა ისმაელს, განიქიტნებოდა აღარ, იკურთხეოდა ისაკ. ესე სხუამან ვინმე სხჳსათჳს თქუა, და მე აქა ამისთჳს წინასიტყუა ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა, და მცემელიცა ებანსა, რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ჴმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ წყალობის-მოყუარე თამარ. ამისთჳს კუალად წარვიდეს ხალიოასა, არღარა პირველებრ, არამედ ფრიად შეცვალებით. და შესახუეწელთა სიტყუათა მოაჴსენებდეს, რათა ავედროს თამარს აღებად ხარკისა ოდენ, მახჳლი მსრველი დააყენონ და ჯაჭჳ შემკრველი. რომელი-ესე ყო ხალიფამან და წარმოავლინა მოციქული ორგზის ამის პირისათჳს. და დიდნი და მრავალჯერნი სამეფონი ძღუენნი უცხონი წარმოგზავნნა, და დიდითა სიმდაბლითა შემოეხუეწა თამარს, რათა აღიღოს ხარკი და დააცადოს რბევა. ისმინა თამარ ამისი ვედრება. და ესრეთ მისცა პასუსი: "აღმისრულებიეს თხოვა შენი და, რომელთაცა ინებონ მშჳდობა თავთა თჳსთა და მოიღონ ხარკი წინაშე ჩემსა, ამათდა მიმინიჭებიეს მეცა ცხოვრება ვედრებისათჳს შენისა". რომელი-ესე ესრეთ იქმნა.

ესე რა ელმოდა საბერძნეთის სულტანსა მაღალსა, ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსს, ასიასა და კაბადუკიასა. ვიდრე პონტოდ ზღუადმდე --

ესე იჩემებდა ზაკჳთ სიყუარულსა, და გვლანიდა მოციქულთა მშჳდობისათჳს მრავალჟამ, და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა, ეგრეთვე თამარ ჰყიფდა, ნაცვალსახედ მოციქულთა წარავლენდა ძღუენითა გარნა იგი ზაკუასა ჰფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა, და შეკრბა კაცი ოთხმოცი ბევრი, რომელ არს რვაასი ათასი.

განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო აურაცხელნი და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათჳს მჴედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა რა ზღვართა თჳსთა, და იწყო მესოპოტამიას და კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკჳრიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს, ბითჳნიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თჳნიერ დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამჴედრნა.

ხოლო თჳთ ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა რომელ არიან მჴნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მჴედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.

და კუალად მიირთნა, თჳნიერ ნებისა მათისა, შიშით, ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი; სალდუხის ძე რომელსა ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი. და თჳსი ძე დასუა მუნ.

ვითარცა იტყჳან გძღარბისათჳს ჴმელისასა, შვილ-მრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილნეს ნაშობნი თჳსნი მრავალად, გამოვალს ბუდით თჳსით მართუეებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელთა ზეშთა იყო რიცხჳსა, აღზუავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმერთსა ზედა, და არა შეიშინა პირველთა მათ მზაკუართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინა-უკუმო განმზადა თავი თჳსი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა მანქანათა.

მაშინ წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა შინა წერილ იყო სახე ესევითარი:

"მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.

ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა".

"და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა".

წიგნი ვითარცა მიართვეს და იხილა თამარ, ყოვლად არცა აჩქარდა, არამედ სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქუნა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა, და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათჳს, არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.

და ბრძანება და წიგნები ქროდა მალე-მსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოარბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი, და დროშა ბედნიერად ჴმარებული, და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი], რომელთა თჳთ თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერჴითა და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თჳსთა. და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს. მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.

და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა, და წარატანა თანა მოციქულიცა თჳსი, და მიუწერა ნაცვალი წიგნისა ესრეთ:

"ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, და მარადის ქალწულისა მარიამის მვედრებელმან, და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი ნუქარდინდა. ვსცან სიცრუენი შენნი რომელთა ბჭე ღმერთი იყოს; არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიჴოცოს?

შენ ოქრისა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა. ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა. რომელსა შენ ჰგმობ.

ესე-რა-ვითარი შემოგეთუალა. წარმომივლენია მჴედრობა ქრისტეს მოსახელე, არა შენდა თაყუანის-ცემად, არამედ დამჴობად შენდა ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არღარა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი! სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დაჴსნილობა მსახურთა შენთა. ამისთჳს წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერჴნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან".

მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი. და წარავლინა მოციქული სულტნისა.

ხოლო თჳთ უბრძანა. თჳსთა სპათა ყველთა შესხდომა, და თჳთ განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუჴლთა თჳსთა ზედა დიდხან, და ტიროდა წინაშე ღმრითისა. მერმე, აღდგა რა, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალტობილად ცრემლთაგან მისთა.

მერმე მოიყვანნა წინაშე თჳსსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თჳთოეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანის-ცემდენ და შეემთხვეოდიან. და იწყეს მოსლვად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ჴელსა თამარისსა. და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ჴელითა თჳთ მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღუარსა ბასილის და ჯუარის-მტჳრთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა ჯუარისა, მერმე თჳთ მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ჴმლითა თჳსითა, და ამჴედრებულთა ზედა ყოველსა მჴარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დაულოცა, და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.

ხოლო წინამებრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა.

და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს, და მოვიდა ოძრჴეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოსი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი,

რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი, და ევლოგი ქრისტესთჳს სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა.

იყვნეს მიმდემნი ღამისთვანი და ლიტანიობანი.

აწ ჯერ არს მოჴსენებად, ვითარ იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თჳსსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნით ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა. ხოლო ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული

ადგილსა ბოლოციხედ წოდებულსა და იახლნეს რა ბანაკსა სულტანისასა, არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდაგებისა მათისა, მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ახალციხელნი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი. და ერთ-კერძო აფსაზნი და იმერნი, და ერთ-კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ხოლო ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი. მათი, და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსლვად, არამედ გარემოიცვნეს.
და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ-ჟამ. და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხუნი, ხოლო, უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს, და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და ივანეს, და სხვათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და ქუეითად დარჩეს რაზმსა შიხა მჴნენი იგი ქართველნი.

მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად, ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნსა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, მორიდა ერთ-კერძ, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთა-კერძ მსწრაფლ მიეტევნეს ერთკერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, და ვითარ მგელნი ცხვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტანისათა.

და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა. იძლია და დაიპანტა და ამას გუანდა თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და განქცეულ, და სადათცა თუალი მისწუთებოდა. ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.

ხოლო ჯერ არს ამისიცა მოჴსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა იყვნეს. რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი ლაშქართა გამარჯუებისათჳს, დღესა ერთსა აღესრულა რა საღმრთო ჟამის-წირვა ზემოჴსენებულისა ევლოგის მიერ, განკჳრვება დაეცა ევლოგის, და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ჴმა ყო ევლოგი ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა. და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ჴელნი: "აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ჴელნო ევლოგისნო. სპარსთაგან არა გეშინის განუტევეთ, რათა ვიდოდის მშჳდობით". ცნეს ყოველთა რამეთუ წინასწარმეტყუელელბით იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თჳსი, თჳნიერ იოანე შავთელსა. რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ჴელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.

რამეთუ მისცნა ღმერთმან ჴელთა მათთა, და იხილვებოდა საქმე საკჳრველი, რამეთუ თჳთ იყვნეს მსახურ თჳსისა შეკრვისა, რომელნი განერნეს პირსა მახჳლისასა. უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თჳსსა, და უწარჩინებულეს მათი, მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა, და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა, ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი, და გაქცეულთა ჴოცდეს, ხოლო ნეშტთა ვითარცა მართუეთა ქათამთასა მოჰკრეფდეს და გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა. რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ხელით მიხუდებოდა წარმომყვანელად.

ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელება ევლოგისი. მასვე ჟამსა შინა ქმნითა. რომელსა შინა იხილა ჩუენება იგი.

ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისთა. ხოლო ესე ყოველი რა ესრეთ იქენა, მერმე მოუჴდეს ბარგსა მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცსვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი. თუალ-მარგალიტოვანი ლანკნები და პინაკები, ლაგჳნებისა და ქუაბებისა თანა ყოვლითურთ სავსეთა მიუწდომელითა ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და საფენელთა სიმრავლე და ურიცხველობა, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნესა რამეთუ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.

და ესრეთ ძლევა-შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი უკ-მიიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა.

ამისა შემდომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი, და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედი მიფენითა, და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი წარჩინებულნი მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თჳსსა. თამარ ყოველთა ნუგეშინის-ცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყჳსად. და წარგზავნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თჳნიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიმჭირა ტფილისს პატიმრად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ, ხოლო უკანასკნელ ეგეოდენი სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა, რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თჳსისა და დიდებად, რომლის არაოდეს. ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან. ესე ყო დიდებად და საჴსენებელად თჳსა.

აწ კუალად აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და ჭურჭლითა ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა, ხოლო თუალსა და მარგალიტსა წყჳთ დასდებდეს, ხოლო ოქრო-ქსოვილთა ბერძულთა და სხუათა ნაქსოვთა ძჳრად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა, ურიცხუთა დაყრიდეს. ხოლო ვეცხლისა ჭურჭელთა არღარა აქუნდა პატივი პალატსა შინა მეფისასა, რამეთუ ყოველი ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო, ინდოურთა ქვათაგან შემკობილი, რომლითა აღავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმიდდეთა საიდუმლოთასა და აღავსნა ყოველნი ჴელნი მთხოველთანი, და განაძღნა ყოველნი გლახაკნი და აღუვსო წიაღნი მათნი უხუებით.

ესრეთ ადიდებს ღმერთი მადიდებელთა თჳსთა, ესრეთ აღამაღლებს წინაშე თჳსსა მდაბალთა, ესრეთ შემწე არს მონათთა მისთა, ესევითართა ნიჭთა მიანიჭებს მინდობილთა თჳსთა, რამეთუ არარაჲ სხუა დაიდვა თამარ გულსა თჳსსა, ვითარ "დასაბამი იგი სიბრძნისა, შიში ღმრთისა" და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა.

იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა, განაფინა მადლი ბაგეთა მისთა. ამისთჳს აკურთსა იგი ღმერთმან უკუნისამდე და დაადგრა თავსა მისსა გჳრგჳნი პატიოსნობისა, და დასდვა წელთა მისთა მახჳლი ძლიერებისა და წარემართა სუფევად უკუნისამდე ჭეშმარიტებისათჳს, სიმშჳდისა და იმართლისა. ჯერ არს ამისთჳსცა თქმად, ვითარმედ ქმნნეს მრავალთა დედათა მოღუაწება და ძლიერება, არამედ არაესრეთ ვითარ ამან: არა ვერაგობისაა ღონითა აცხოვნებდა ერსა თჳსსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა, და სიმართლითა, და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშჳდითა იაკობის მსგავსითა, სიუხჳთა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს. ღმრთისა მსგავსითა, და სამართალითა მისისა მობაძავითა.

დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილი, თჳნიერ ძუელისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა ძელსა ზედა ჩამორჩობა. თჳთ არცა-ვის ღირსსა სიკუდილისასა და არცა პატიჟისასა მიეჴადა თანანადები, არცა-ვინ ბრძანებითა მისითა ასო-მოკუეთილ იქმნა, და არცა სიბრმითა დაისაჯა, თჳნიერ გუზან, ღირსი სიკუდილისა, რომელი ორგულებით განდგა და კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა მალვით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა, და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისი, ამისთჳს მისსა შეკითხვამდის თუალნი დასწუნა, ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრის- ტიანეთასა.

არა ოდენ თჳსსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათჳს. და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყუარულითა მისითა.

წარავლენდის სარწმუნოთა თჳსთა და დაავედრის ესრეთ: "იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისაი, და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მიიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათჳს რადღა საჴმარ არს. თქმად. რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათჳს ოქროთა აურაცხელთა.

ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თჳთ უკუნ სცის, და ყოველი ჭირი დაჭირებული აღიღის მათგან.

კუალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კუალად ისავრიას, კურუსეთს, და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კჳპრისათა. ესე ყოველნი აღავსნა ქველის საქმითა, რომლისათჳს ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა:

მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩუეულებისაებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა, მერმე მისცნა ყოველთა დიადი, და აღავსნა ყოვლითა საჴმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო თჳთ მათთჳს და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდის მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კოსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თჳსსა ისაკს თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო, და შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათჳს საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ მონაზონთა.

ცნა რა ესე თამარ მეფემან ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ, და ამით უმეტეს არცხჳნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.

ხოლო ესმა ესე ფრანგთა. რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი, მეფობისა თანა, და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თჳსისა სიძისა თანა. იხილა რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა, და დაუთინა წინაშე მისსა ოქრო დიადი, და რქუა ესრეთ: "აჰა ალექსი, გულის-სათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე, თჳნიერ სხჳსა რომლისამე საზრიელისა, და წყლისა წილ, რამეთუ ამისთჳს წარსწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა, და დაჴსენ თჳთმპყრობელობა ბერძენთა". და ესრეთ მოკუდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.

ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა, და კუალად ესეოდენ ტკბილ და ძჳრუჴსენებელ, ვიდრემდის ესმა რა ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ არა ღირს იყო მისთჳს ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებით აქუნდეს, არა იპყრობს დიდხან, გარნა თამარ უცხოსაცა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო ტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა.

ხოლო წარმოვთქუათ ესეცა, რამეთუ ოცდამესამედ, გინა-თუ მეოთხედ, აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა რამ თუ მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს სარგის თმოგუელი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერარა ღონე ქმნეს აღებისა, რამეთუ ზამთრის მკსინვარებისაგან და სიცივისა უღონო იყვნეს მიდგომად. ხოლო ჟამსა ყინვისასა წყლისაგან განყინულისა ვერ შეუძლებდეს ბრძოლად, გარე შემოუხუნეს ყოველნი ციხენი და სოფელნი, და იგი მხოლო მარტოჲ ჰქონდათ სპარსთა. ამისთჳს განიზსრახა კეთილისა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა. წაატანა ზაქარია და ივანე, და უბრძანა, რათა დადგენ მუნ და ძლიერად ეომონ. და ხანგრძლად იქმნა ესე, და თჳთ თამარ დადგა ჯავახეთს, და მუნ მოელოდა ამბავსა მათსა.

ხოლო იგინი მივიდეს და ებრძოლეს უკუე შეკრულსა მას ღობესა წყლისათჳს. და მრავალთა შინა დღეთა განტეხეს ადგილი იგი. და გამოიცალა წყალი და მის თანა უმრავლესნი მოქალაქენიცა. ხოლო დაშთომილთა მათ ითხოვეს დავითისგან, რათა თჳთ თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ, რამეთუ ეშინოდათ სიტყუათა მათთათჳს. გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდეს პირველ.

მაშინ მოაჴსენეს ესე ყოველი თამარს. ხოლო იგი მივიდა. და მოიხუნეს ციხოვანთა მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერმე თამარის წინაშე და ითხოვდეს მშჳდობასა და ფიცსა, რათა არა განსცნეს კარი, ვითარ ანისი და დვინი არამედ სამეფოდ დაიმჭიროს. ამისთჳს მისცა სიტყუა მტკიცე და უბრძანა ძესა თჳსსა გიორგის რათა შევიდეს და თჳთ მოითუალოს ქალაქი და ციხე. რომელი-ესე ესრეთ იქმნა. და ესე ერთი ქალაქი და ციხე თჳსად დაიმჭირა, მათ ყოველთაგან, რომელნი აიხუნა ზორაკერტით რაჴსამდის, გაგით განძამდის და ჯავახეთით სპერამდის.

და ვისცა ათჩჳდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან ემცრებიან. და მისთა ლაშქართაგან, წელიწდისა ერთისა დღეთა თუ ვითარ შეუძლო ყოველთა მათ, გარეთა აღმართ ოდენ შეხედენ, რომელნი ჰქონან ციხენი მჴარგრძელთა ოდენ სახლთა, ზემოთ და ქუემოთ.

მხიარულად ამბისაგან მეტყუელი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის. რამეთუ მეგულვების აწ წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა.

ნაჭარმაგევს გარდმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი. დიდებულნი და წარჩინებულნი. და იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თჳსისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და მუნ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოჴრებელი ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს. გარნა ურგებელ იქმნა რა ჭირი, არა მიმთუალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მჴედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხუეველად მიშუება აგებულებისა.

და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს ყვეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი. რამეთუ წარმოიყვანეს კუბოთა ტფილისს, და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩუეულებისაებრ, რათა დასოს განვიდენ. ისწრაფდეს და მუნ წარიყვანეს კუბოთავე და დიდად განძნელდა სენი იგი უწყალო. და კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხესა.

და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ჴელოვნებისა. ამისთჳსცა იყვნეს თჳთ მუნ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი მიმდემნი, და ცრემლთა დინებანი იხილვებოდე! მდიდართა და გლახაკთანი სწორებით. გარნა განჩინება წინააღუდგომელი იყო და დღემან იწყო მიდრეკად, და მზემან დასლვად, და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და თუალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართეს. ჴელთა მათ, მსახურებისაგან გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილია, იწყეს მოუძლურებად; და ფერჴთა მათ მარადის ღმრთისათჳს მაშურალთა იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხუად და სხვად ფერად იხილვებოდეს.

ზოგადმან უღონოებამან მოიცვნა ყოველნი და არა უწყოდეს, თუ რამცა ყვეს. მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთა თჳსთა და შვილთა თჳსთა ღმერთსა, და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა სიკუდილსა: "რათა მარტო ესე დარჩეს და ჩუენ ყოველნი მოგუსრენ". ამას ჴმობდეს და მოეცვათ სასუენებელი პალატისა, რომელსა აქუნდა ცხედარი უბადრუკებისა ჩუენისა, და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკუდილსა შემოსლვად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი გინა მწუხარებათა, გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო.

ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა [წარჩინებულთა] სამეფოსა თჳსისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თჳსი, და მჴნედ მდგომარე ესრეთ ეტყოდა: "ძმანო ჩემნო და შვილნო მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თჳთოეულისაებრ არზანგისა ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ, მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით. ჩემ წილ. და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი".

შევედრნა ყოველთა და მიუთუალნა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა. და მერმე უკანასკნელ ჴმა აღმოუტევა, და ყოველთა მშჳდობა მისცა ესრეთ მეტყუელმან: ქრისტე," ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".

მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა იანვარსა ი~ჱ. და აღივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თჳსად დაგუაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა.

აქა რაღა ჯერ არს თქმა, გარნა ბავთისა ღაღადი, ბნელი უნათლო და გლოვა უნუგეშინისცემო, რამეთუ ვინ იყო ნუგეშინისმცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათჳს. სატუხელ იქმნა პირი ქუეყანისა, აღეპარსა ყოველთა თავისა თმანიცა მხოლოდ სახელისა ოდენ მქონებელთა ჴმასა თანა ვაებისასა ქუესკნელნიცა შეიძრნეს, ყოველნი ფლასითა [შეიმოსნეს]. ესრეთ გუანდა, დაღათუ ჩუენ თანა იგლოვა ცა და ყოველი სოფელი.

მაშინ უკუ აღმოივანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკჳდრეს თჳსსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკჳდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.

იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა, რამეთუ განბიცნეს ბაგენი მათნი, რომელთა პირსა შინა პირველ სხუა არარა მოაქუნდა, ვითარ თამარ. რამეთუ სახლთა ზედა აკროსტიხორად თამარის შესხმათა დასწერდეს ბეჭედთა ზედა და დანათა და არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებასა დასწერდეს და ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქუან: ყრმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსეობდიან; ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს.

ხოლო საქმეთა მისთათჳს რადღა საჴმარ არს თქმად, რამეთუ კიდით-კიდედმდე განისმნეს, ვითარცა თჳთ მოწამე არს ყოველი ჩუენ მიერ ხილული სიტყჳსაებრ ბრძნისა.

არა უცთომელობა მგონიეს ძალისა უზეშთაესსა მეცადინობა, რამეთუ დაწყება და აღსასრული ამის ჴელ-ყოფისა სრულებით ესრეთ ჩანს, ვითარცა სიმძიმესა და პატიოსნებასა თანა, ოქროსასა ქარქუეტისა ნამუსრევი. რამეთუ ვინ რა წარმოთქუას ღირსი ამისთჳს, გინა რა ვინ პირველ აქოს, ანუ რომელი უკანასკნელ: სიმდაბლე უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშჳდე საქებელი, სიმქისე ჯეროვანი, ლმობიერება მოწლე, მოწყალება თანა-ლმობილი, უმანკოება უზაკუელი, სიწრფოება უსიცრუო, სახიერება ზოგადი, სიუხუე აღუზუავებელი და -- თავი ყოვლისა კეთილისა შიში ღმრთისა და მსახურება მისი შეუორგულებელი, -- რომელი-ესე ყოველი ამან ესრეთ მოიგო, ვითარ ვერცა ერთი სხუამან ვერვინ. და წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუ სცა სამეფო თჳსი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თჳსად კუალად აგნა და რაოდენნი სიკუდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა.

ხოლო სჯულთა მიმართ საღმრთოთა ვინ იყო ესრეთ მოშურნე, გინა სიმდაბლით თავისა მომდრეკელ, რამეთუ თეოდოსი დიდსაცა აღემატებოდა. ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭუელ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა; ხოლო მარხვისათჳს რაღა ვთქუა, რამეთუ წესი იყო მონაზონთა და მამხილებელ უდებთა ერი პალატისა.

ეგრეთვე სიყუარულისათჳს ხუცესთა და მონაზონთასა ნამეტნავ არს თქმად, რამეთუ წესიერად ცხორებულნი კარნი მარადღე იყვნიან წინაშე მისსა, და მახლობელად სასუენებელისა მისცის მათ საყოფელი, და თჳთ ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა საჴმრითა, რაცა უნებნ. და უკეთუ მათგანი ვინმე იყვის უძლურ, თჳთ მივალნ მოხილვად და ნუგეშინის ცემად, და თჳთ განუმზადე ცხედარსა და სარეცელსა.

ხოლო გლახაკთათჳს განეჩინნეს სარწმუნონი ზედამდგომელნი, და ყოვლისა სამეფოსა მისისა შემოსავალნი, რაცა იყო შინათ და გარეთ, ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებელად ერთისა ქრთილისა მარცულამდეცა. და ამას ყოვლადვე არა გონებდა ქველის საქმედ მითუალვად წინაშე ღმრთისა, რამეთუ რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთუელი, გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თჳსთა ჴელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თჳსითა ჴელითა.

ესრეთ წესითა განმტკიცებულითა ღმრთისა სახიერისა სათნოებისათა არა დაწყებისასა მიხედვიდა, არამედ აღსასრულისათა, და, ვითარცა მზე სწორ-პატიობით ყოველთა ზედა განუტეობდა ნათელსა თჳსთა შარავანდედთასა. ესრეთ წყალობითა ყოველთათა მოიზიდვიდა წყალობად ღმრთისა, ესრეთ გამოიფრდიდა ჟამთაგან, ესრეთ განაძლიერებდა მეგობართა, დაღათუ არარათ სიცრუით მოგებულითა და სამართლოთა.

არაოდეს მომედგრდა ჟამისაგან, არცა უდებ იქმნა ოდესცა განგებისათჳს, არაოდეს აუქმა გონება მისდა რწმუნებულთა საქმეთათჳსი არა დაუმძიმა კრთომასა გონებისასა დამზიდველი რამე ჩუკენებრივი, არცა სიმდაბლესა მირიდა, არცა სიმაღლესა განეყენა, არცა სიტკბოება ჟამიერი უმოთნო ყო, არცა საშინელება შეურაცხ ყო; ყოველი განზავა ყოვლითა, რათა სრულებით სრულისაგან წარმოაჩინოს თავსა შორის თჳსსა. უღაფრობა მაარსებელისა განუგმობელად დაიცვა, რათა მოქცევსა შინა სიმრგულისასა არარად ელმად და უცხოდ მიდრკეს, არცა გარდაყვეს სავსებელისა დუღილსა შინა, არცა მოაკლდა შთაზიდვასა შინა საბლისასა, არამედ მეტად დამდაბლებულმან გონიერისა გონებისაგან იყოვლისფერა გარემოდ, რათა მოქცევი თჳსი მარტიობით იხილვოს გუარსა შინა ანაგისასა შეუყოფელად ვნებათა. ისურვებდა და სასურველ იყო, იწადებოდა და საწადელ იყო, იქებოდა და საქებელ იყო, ნატრიდეს და სანატრელ იყო, და არარა იყო სხუა კეთილი, რაცა იგი არა იყო მის შორის.

ურჩნი თჳსნი დაამდაბლნა და მოყუარენი აღამაღლნა. არა იღუწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თჳსი მამული ძუელი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭელად, ვინათგან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ ყოფდა მტერთა ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრისობა, ვინ არა გესლოვან [ყო] ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.

ბჭედ ჯდა შორის თავისა თჳსისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თჳსსა მისცემდა და ამისთჳს მათ ზედა მეორე სოლომონ იქმნა მეფეთა შორის; და არა ერთისა გული აღძრა სურვილად, არამედ ყოველნი რომელთა ესმა სახელი მისი, ვინა დიდითა მეფეთა, ცუდად შერაცხნეს თჳსი ბედ-კეთილობა ვერ-ხილვისათჳს მისისა. კნინღა-და ყოველსა ზღუასა აღმოიწრედდა თჳსად, ვითარცა ღრუბელი ყოველთა ზედა მსხურებელი ტკბილთა წჳმათა.

განიგემნე ყოველნი მატიანენი, ძუელთა გინა ახალთა მეფეთა მაქებელნი, რამეთუ გარდაემატა თამარის საქმეთა ჭეშმარიტებით საქებელობა სიტყჳსაებრ პირველთასა: სახარელ იყო თხრობათა შინა და კდემულ განმსწავლელობათა, შემხებელ ლბილობით და განმწურთელ სიტკბოებით, მგუემელ მოწყალეობით და შემრისხველ თანალმობით". რათა ყოვლად ყოვლითურთ განუგმობელ აჩუენოს თჳსება ღმრთისა. სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწუველ. აღჳრი იყო უწესოდ მკრთომთა და დეზ უდებთათჳს; კანონი სირცხჳლისა მოხუცებულთა და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათჳს; კეთილ-მავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თუალ-უხუავად მგუემელ.

მღდელთ-მოძღუართა შეიმოსეს შიში; მღდელთა დაიცვეს წესი თჳსი. მონაზონთა მოიგეს წესიერი მოქალაქობა; მთავარნი განისწავლნეს სიწმიდით ცხოვრებად და სიმართლით სლვად; ერნი განემტკიცნეს შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა; ყრმანი განიწუართნეს მოძაგებად უჯეროსა უსჯულოებისა, რამეთუ ბილწებამან უწესომან და ყრმებრივმან მბორგალებითმან ბორგნეულობამან ვერცა თუ კუალი პოვა დღეთა თამარისთა. ვინა-და თჳთ გინებადცა შორს იყვნეს, რომელნიცა პალატსა შინა ღირს იყვნეს გინა კარსა ზედა მსახურებად.

ესრეთ ყოველსა შინა დაცვითა ღმრთისა მცნებათათა მოიგო წყალობა ღმრთისა, და აკურთხა ღმერთმან ცხოვრება მისი, და განამრავლა ნაყოფი მისი, და სხმულ ყო მსგავსად წერილისა: "ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა" განთიადისა თანა, და მეუღლე მისი სიხარული შუადრე, და მწუხრი მშჳდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თჳსსა. შეამკუნა ღმერთმან დღენი მისნი პატიოსნებით და ჟამნი მისნი მშჳდობით. და მეფობასა შინა მისსა არა შეიჭუა პირი მისი, ამისთჳს რამეთუ არაოდეს გარე მიაქცია ჴელი სათხოველისაგან ქურივთა, ობოლთა და მიმძლავრებულთასა. წარვლნა დღენი მისნი სიხარულსა შინა. ამისთჳს რამეთუ მარადღე ახარებდა ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა. და უკანასკნელ წარვიდა მამათა თჳსთა თანა, და შეეძინა; და დაუტევნა ორნი შვილნი, გიორგი და რუსუდან, შუენიერნი, საწადელნი, სასურველნი და საქებელნი, შექმნით სეფის პირნი, გონიერებით აღსავსენი, სიბრძნით შემკობილნი, და ყოვლითა სიკეთითა სრულნი. თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყუდიალ ყოველი გუარი კეთილ-მეფობისა.

აქა დავჴში სიტყჳსა წყობა. მომავალთათჳს ყოველთაგან აწინდელთა სხუათა ძლევისა მიცემითა ყოველთა, და უმჯობესად შესატყჳს შესაძლებელად სახის-მეტყუელებასა უაღრესისა სიტყჳსასა პოვნით, და ამისთჳს ჩუენ მიერ დუმილით პატივ-ცემით დავიდუმოთ.

რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა მძლე ვყავ ყოველთა, ენა-უტყჳ მეტყუელ
ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ, აწცა განმარტე ენა-ბრგუნილი

ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა.


ვინათგან მოსე, მხილველი ღმრთისა და წინასწარ-მეცნი ყოფადთა, ეურჩა განმგზავნსა ისრაელთადმი. მათდა მომღები ენა-მძიმობისა, მიერულა ურულოსა, ვითარ ყოფადთა დამსახსა, ვითარ ესევითარისა შემკადრე ვიქმნა მე, ვერ-მეტყჳ თქმათა აღმატებულებისა. უკეთუ იგი, სიტყუათა ცეცხლისათა გარდანაცი, კუერთხისა გუელადობითა და ჴელის ფერთა ქცეულებითა მბრძოლთა ვერას ამცნობდა, ვითარ დავსცე სულამიტისა სახედ აღსაყჳრსა "ქებასა ქებათასა" რომელსა-იგი გალობს სიბრძნითამეიგავე სოლომონ, რომლისაგან შთამოთესლოვნებისა ვერ-საკმო არსა შემსხმელად ულუმპიანობათა მათ გარდაცემასა, -- თამარისსა ვიტყჳ, -- ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა დავით მის პირველისა, არსთა დამწყისაცა ჴელით-ქმნულებით მოქადულ-მყოფელისა ღმრთისა. რომელი სახუეველთაგან აღმსჭუალავს შორის სულსა, გულსა შინა, ერთმთავრობა-ერთუფლებასა ერთისა კაცისასა, ერთისა ღმრთისა და კაცისა სრულისა მიერ სრულ კაცად აღმოჩენით აღმოჩენილსა და აღმობრწყინვებულსა. ვინაცა ამან შეაყო თჳსისა სულისა წყარო ხედვათა პირველსა ამას წყაროსა ქრისტესა, ნათელსა მამისასა, რომელმან მოიგონნა ხუთნი საგრძნონი:ხედვა,სმენა, შეხება, გემოსხილვა და განრჩევა. და დაამორჩილნა კლდესა მას ქრისტესა ასფოდელოდ-ქმნითა გონებისათა, არა არს მექმნი ნებისა თჳსისა.

ესე შვილ იქმნა მშობელთა ძირ-რტოებათა, შესატყჳსთა და შეზავებულთა, ვითარ საცნაურ არს ხე ნაყოფისაგან და ნაყოფი ხისაგანი დავითიანთაგან და ხუასროიანთაგან და პანკრატონიანთა, რომელთა სახელი უფროს მზისა იცნობებოდა და ყოვლისა ქჳშისა. და მის მინადებისა, რომელმან ნებროთისა ჰასაკითა მოიგო ჰაოსის ძეთა სამთავრები, რომელთა შემსსმელად ჴამს ომიროს მერაბამე იგი. იდიდსიტყუა ალექსანდრესადმი პლუტარხოს ზემომაღლელი ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემსხმელობისასა, ვითარ ჟამთა და ჟამთა ზეგარდმო ჩინებითა აღმონათდებიან ქუეყანის მფლობელნი, და მიიღებს თჳთეული საქმისა შესატყჳსებასა, აღმკულებასა სიტყჳთა და საქმითა, და ვინმე საგმობნი აღძეგლნა ბოროტთა საქმეთა შინა.

აწ მე, რომელი გინა თუ მიხილავს, გინა თუ ბრძენთა და გონიერთა კაცთაგან მასმიან, გარდავსცე ისტორიასა და ვასილოღრაფსა, რომელ არს "მოთხრობა მეფეთა" ვინათგან ლუკა აღმავლობასა სიტყჳსასა იქმს სეითისა," ადამისა და ღმრთისა", მეცა ესრეთ ვიწყო ამის თამარისა, სამგზის სანატრელისა და სამებისაგან ოთხად თანააღზავებულისა, რომელი ეთეროან იქმნა ჴელმწიფეთა შორის, რომლისა სახე და სახელი თჳსისა ადგილსა სიტყუამან საცნაურ ყოს.

მამა იქმნა გიორგი, მეფე მეფეთა, ძე დიმიტრი მეფისა, რომელსა დავითცა ესუა ძედ, ძესა დავითიანისასა, და აღმოსავლეთისა და კერძო-ჩრდილოეთისა მეციხოვნისა და ზღვართა დამდებლისა და ზღუათა ზღუამდინ მპყრობელისა, რომლისა დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოჩენ; იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა.

დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა, ორ ძე ებადესა, რომელთა დავით და გიორგი [ეწოდებოდა სახელა]. მარჩეველი ძისა უმცროსისა მლარწველი მკიცხველი იქმნა, ვითარ ისააკი იაკობისდამი. და ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან დავითის დღეთა შემცირებითა სრულ ყო პირველ მამისა. და მამამან ძითური ძე ტკბილი, შემგუარი მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა -- მზე მნათობთა შორის; ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის; აქილევ, სამბსონ და ნებროთ გმირთა შორის; სპანდიარ, თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის; სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის.

ამას თჳსსა მეფობასა შინა მოგუარა ცოლი მამამან, ასული მეფისა ხუდდანისი, სახელით ბურდუხან, ესე თჳთ ვითარი შესატყჳსი ქმრისა პირ-მზისა, ტან-ზომისა, თჳთ მზე-მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა, ვითარ ითქმის, ცოდვილთა და მართალთა ზედა, რომელი ჰყუარობდა მართალთა და სწყალობდა ბრალეულთა. რომლისათჳს თუ ვთქუა სახეები გარეშეთა გინათუ ვიეთმე სატრფიალოთა, თჳთ მისავე ქრისტე-შემოსილობისაგან მაქუ[ს] შიში და კდემა; რომელი ეკატირინესა და პენელოპის, ირინექმნილისა, და თჳთ მარიამ განმანათლებელისა ცისა და ქუეყანისა ესახების, თჳნიერ ქმრისა მყოფლობისა, მადლითა, სიბრძნითა, შეწევნითა და მეოხებითა. ნუ უკუე ზეშთა განზიდვითა დამრუმდეს თუალი გონებისა და ვიმთხრებლე ნეშთად წყენა სახეობითა, რომელ უმარჯულო და უმარცხულო მავალი გზებისა გზისასა მაბრალებდეს გარდაქცეულებასა ესევითარსა.

აწ ვიწყო ძალისაებრ და ღონე-მიწუდომისა ესე. შვილისა ნათელ-შემოსილისა მამა იგი გორგასლიანი, აღმასრულებელი ვახტანგისა ნეტარებათა, რომელი დავითს მამადობათა შინა ღმრთისა ქენებით აღთქმულსა აღდგინებად ტომთაგან მისთა, მისებრ მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. ამისთჳსცა ესევითარად დალექსავს მლექსავი ვინმე და იტყჳს:

შენ, ვახტანგ, სანატრელი ხარ
ცნამცა შენი მტერთა ძლევა,
მუსულმანთ-ამწყუედელისა,
და ვინ დაგბადა მანვე უწყის

შენთჳსა ღმრთისა მაქებარისა,
შენთჳსა ღმრთისა მაქებარისა,
ქრისტიანთ მშენებარისა,
დაბადება ბუნებისა.


ამან რა იპყრა შარავანდედი მეფობისა, შჳდ სამეფოდ განწესებული, აღმკულმან ზენათა პორფირითა და გჳრგჳინთა, აღიჭურნა მკლავნიცა მუსრვად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სულისათა: აგარიანთა, ისმაიტელთა და მამადიანთა პირველად წყალობისა მიმფენმან იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა, დიდებულთა და აზნაურთა, სპასალართა და სპასპეტთა, შინაურთა და გარეშეთა -- ჴელ ყო შეყრად და გამართებად ქალაქსა ზედა კაღზევანსა და წარმოტყუენა ყოველი ჴევნები კლდოვანი და ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა.

და შემდგომად ამისსა კუალად შემყრელმან სპათა მისთამან მიმართა დიდად ქალაქად და სახელგანთქმულად [დვინად,] აწ რომელ არს არარატისა ძირსა ზღვარი სომხითისა და ადარბადაგანისა, მამული თრდატ გოლიათისა, რომელი ოდესმე ღორ იქმნა მიზეზითა გრიგოლ პართისათა მდგომელმან წყობად და განმზადებულმან თჳთ წინამსრბოლობითა იჴუმია კუეთება, რომელნი მოაწყუდივნა ქალაქსა გარეთ. კუალად შემ[ზა]ხებელმან სპათა მისთამან გამოიღო და წარმოტყუენა ქალაქი, რომლისა სიმრავლემან ტყუეთა. და საუნჯეთამან დაფარა პირი ველთა და მთათა. ვინათგანცა აღივსო სამეფო ქალაქი ტფილისი, რომელ ტყუესა თჳთო რამად გინა ფუკად მომსყიდავთაგან მომსყიდელობდეს. შემდგომად ამისად მნადირებელი და მომნადირებელი მთათა და ბართა მოვლიდა ვითა იონათან მშჳილდ-კაპარჭოსანი, ვითარ, ჩუბინ უცდენელა მსროლელი, მყის სისრა-მყოფი მტერთა და მჴეცთა ზედა, ვითარ არტემისა, სახედ, რომელი ითქმის "მთაფოლო", რომელ არს ღმერთი მონადირე.

კუალადცა ინება შეყრად და გალაშქრებად, და მიმართა დიდად ქალაქად ანისად, რომელი ძუელ ოდესმე ბერძენთა მეფეთა სახლი და საჯდომი იყო, რომელსა შინა მოდღესამდე არს ათას და. ერთი ეკლესია. და მირიდებითა ბერძენთათა და მიმოცვალებითა ჟამთათა დიდად-გუარიანთა ვიეთმე შადადიანთა გამგეთა დადგმულთა ამას ზედა მყის მიმჴდომმან სამ დღე იყო ომთა სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა, სიტყჳთ და საქმით ბოლოდ დასტეხნეს; ვითარცა აკანაფიანმან ამფხურელმან და მეხის-ტეხის მყოფელმან შორის ელვებსა, გარდახვეწასა შინა შადადიანისა ჴელთ იგდო ქალაქი ნებისაებრ თჳსისა და არა დამბრუნებელმან და შემტყობელმან დაიმჭირა სადგომად, ტახტისა მისისა შესანახავად და გასამაგრებლად დამგდებელმან ივანე ორბელისა, მანდატურთ-უხუცესისა და ამირ-სპასალარისა, თანაშემწეობითა სარგის მჴარგრძელისათა და სხუათა თემისა დიდებულთა აზნაურთათა ურვა-ქმნილმან მოჰმართა თჳსთა სანადიროთა სათამაშოთა და გასახარებელთა.

რომლისა ჯავრისაგან აღ[ი]ძრა ნაღველ-ფიცხელობა და ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა. და შარიარმან სულტანად მწოდებელმან თავისამან მაწვეველ იქმნა ყოვლისა შამისა, ჯაზირისა და დიარბაგისა თურქთა თანა გარდმანისათა: არდოხის ძე, რომელი პაპის მისისაგან დიდგვართა კუზის ძე იყო, რომლისა მამამან, ლაშქრობათა შინა სპა-მრავლად სახელგანთქმულმან, გამოჩენილი ივანე აბულეთი ძე ლტოლვილ ყო; სალდუხ სელჩუკიანი, რომელი სულტანთა გუარსტომობდა სრულიად, მრავალთა დიდთა მეპატრონეთა და ფადაშაჰთა სპარსეთისათა თანა, მსგავსად მჴეცთასა აღმლესველი კბილთა, დიდითა და მიუწდომელითა ძალითა და უჰამრავითა ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისსა, ყოველთა დღეთა კართა ზედა მბრძოლი მაშქერებელი და მაძგერებელი ცხენთა და აბჯართა.

ხოლო ცნა ესე მეფემან მეფეთამან გიორგი ნაჭარმაგევსა სახლსა სათამაშოსა შინა, კაცმან მამადმან და ზეს გამომდებელმან წყობათა შინა, იჴმნა დასნი და დასნი და ზედადამმართველმან ერთმანერთთა ზენა-ქუენათა, ვითარ ყოველთა ხილულთა ზესთაობასა წინააღმდგომ ექმნა ჩრდილოსა და აღმოსავალსა. და ვითარ ითქმის, გმირი სრბად გზასა. შეირტყა და წარემართა და სუფევდა", არღა დამხედველი მცირეთა, და ყოვლადვე არღა მომლოდინე ექმნა სახელგანთქმულთა ჭაბუკთა ლიხთ-იმერთა და ვიეთთამე ამერთაცა მინდობილი წყალობათა შემძლისა, ვითარ იტყჳს ისტორია ისქანდარ მაკიდოვნელისა, და ხადა ძალსა ძალთასა, რომელი მეუფებს ცასა ცათასა და თუალავს სიმრავლესა გარემომდგომთა მტერთასა. არცა განმლეობასა მტერთასა მახვილთა ელვისა, გარდამავალი მთათა შთავიდა შირაკად. რომელსა თანავაზირობდეს იოვანე მწიგნობართ-უხუცესი და სუმბატ სვიმონ-ქმნილი, რომელი სხუათა საჭურთა თანა საქმითასა აღჭურვილ იყო და მით მშლელ მისლვისათჳს სიმცროსათჳს სპათასა. არა დამორჩილდა მჴნე მჴნეთა და გოლიათი გოლიათთა, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა ღუაწლთა და გჳრგჳნსა, თჳთ სეხნაი ვითაცა მიმსგავსებული გიორგი: მან თუ ერთი ვეშაპი, ამან კულა ბევრნი ბევრთა სახენი ასპიტთა და იქედნეთნი სძლივნა უძლეველმან მჴედარმან, მართობთაცა შინა გონებისათა მიმართ. მხილველმან სარკინოზთა სპაებისამან გარდასლვითა მლოცველმან და მავედრებელმან, თუალთა ზეცად აღმპყრობელმან აღსაჭურველეს მიმცემელმან იოვანესდა ძელისა ცხოვრებისა მიძღუანვად. და ამჴედრდეს გულითა განჴშრვებულითა და ურთიერთას განამჴნობდეს. და შვილნი ცხოვრებისანი სიკუდილსა არა რიდებდეს თავსა.

ხოლო მეფემან მტკიცედ აზევებულმან ჰუნესა ზედა ჴმითა მით ხოსროვანითა გასცა ღაღადი და სწავლა გულსა მჴედართასა, ვითარმედ: "კაცნო ძმანო ერთსულნო და ერთ-სრჯულნო! თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს. სახარებისათჳს სიკუდილი, რომელნი სამარადისოდ ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თჳთ ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან და ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრე სენითა განდნობითა განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზად გუყუების. რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს ისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან ებრაელთამან არტარქსერქსის ზე, ელენთა -- ოდეს-იგი იძღუანებოდეს თ[ემისტ]ოკლეოს მიერ უცთომელისა სპასპეტისაგან სოფლისა მქონებელსა მძლესა არტარქსერქსის ზედა, რომელმან ზღუაცა მტკიცე ყო უომრად სპაებთათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩემთჳს განლახურილისა აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი, და უგმირნეთ ურწმუნოთა ღვთაებისა მისისათა".

და წარმომთქუმელმან უკანასკნელთა-ლოცვათამან მოუწოდა ამირახორსა მისსა სუმბატის ძესა ლიპარიტს, ბექასა სურამელს. ქირქიშს აბულეთის ძესა და სამ ათასთა თანა მბრძანებელმან, მუნცა ღიმილითა და სიცილითა მლაღობელმან: "მოყმენი იგიცა ვჯობთ, რომელმანცა უმსწრაფეს უხეთქნეთ დროშის მქონესა, და დაცემითა მისთა დავსცეთ ბანაკი ნავალისი, მასმიეს და კედრისა შთამოსულთა".

ესრეთ სასოებით მოქადულმან განვლნა რაზმნი და სუმპერაზმანი, განაწონნა კინენი მსავსად აფროდისისა მქონესა წყობისა მამტკიცებელისასა.

და ვითარ იხილეს დროშა დაცემული მკლავითა აქილიანითა, იქცევისი მკუეთრ მკუეთელად, იჴმიეს სივლტოლა ძალისაებრ ჰუნეთასა. რომელსა შინა აღესრულა სიტყუა წარქცევად ერთისაგან ამირსპასალარნი, დიდებულნი და ლაშქარნი. ამათ აქათ და მათ მუნით ადინეს ღუარი სისხლისა. და თჳთ მეფე ალექსანდრეს სუითა და სიაოშის მოყმეობითა სდევდა მრავალგზის გამომცვლელი რაზმთა, სცემდა და იცემებოდა, სრვიდა და ისროლებოდა, და ბუმბერაზნი მისნი თანაშემწეობდეს. მხედველნი ვითარცა ერნი ისრაელისანი, და მზეცა, ისუ-ნავეთებრ, მდეგი ვეღარა მპყრობელი ეტლთა განგებითა მსრბოლობისა[თა], შთაეწურა დევნასა შინა მათსა.

და კუალად შემქცეველთა იხილეს სიმრავლე სრვილისა და მოსრვილისა, ჴელმწიფეთა და დიდებულთა, აზნაურთა ლომთა და მონათა, სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და მარგალ\იტთა, ოქროთაჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა, სოფლისა სიმდიდრეთა და მონა გებთა აღსა რიცხად გარდარეული. ცოცხალთა უამრავთა თანა იხილეს ოთხთა კუდართა მიერ აპყრობა ჴელისა, რომელი რქუა ათასისადა ათასთა ესრე სახედ მგებარეთადა ქმნა, რათა იწყეს შეკრება ორმოთა ზედა.

და იხილნა მეფემან კოსტანტინე საყუარელნი და საკუთარნი ვეზირნი, სპასალარნი, ჴელისუფალნი და თავადნი, დიდებულნი და აზნაურნი, მონანი და მოყმენი. და შეხადეს მას ყოველმან ერმან და ესრეთ ჰქუეს შემოსილსა ჴელმწიფესა დაკოდილთა და ნაცემთაცა: "მშჳიდობა რა[დ]ცამცა სახე[დ[ დაისასახოდ[ა], თუ ვითარ მხიარულნი და მმადლობელნი ღმრთისანი და ღმრთისაგან მის სახედ ჩენილისა პატრონისანი იშუებდეს ფრიად მპოვნელნი მამა ძისა და ძე მამისა, ძმა ძ[მ]ისა და თჳსი ნათესავისა, პატრონი ყმისა და ყმა პატრონისა. გამარჯუებულნი და აღვსილნი ყოვლითურთ სიხარულითა იღიმოდეს, ამბორს უყოფდეს ურთიერთას.

და ამას ესევითარსა განსაცხრომელსა და სახარულევანსა მეფობასა შინა თჳთ მეფე მისით სპითურთ გარდამავალი თაყუანისმცემელ ექმნა ზენასა განგებასა. არა სრჯულთა სიმტკიცეთა, არცა მსხვილ-ბარკალ[თა] მამაკაცისათა, არამედ მას ზენასა ხუედრსა და ზეშთა წმიდასა განგებასა უგალობდა, დამხედ სიმდაბლითა დავარდა წინაშე უფლისათ ღმრთისა საბაოთისთა ძალთასა და ცრემლთა მიერ სულ-დართულ დაჯდა განსუენებად და აღებად ბევრისა ბევრეულთაგან ნიჭთა მცირედ მცირედისათა.

და ეგრეცა აღვსილმან საჭურავთა და საჭურჭლეთა მიერ, აღმსხმელმან ჴელმწიფეთა და დიდებულთამან, აზნაურთა და მონათამან მარადის, სამ დღე დამყოფელმან კართა ანისისთა და მაურვებელმან ქალაქისამან და მას შინა დამყენებელმან ამირისამან და ლაშქართა ამყრელმან პირითა მხიარულითა წარმოავლინა მახარობელი წინაშე ფილოსოფოსთა და პატრიაქისა, რომლისა ლოცვა თანამწედ ჰქონდა. და თჳთ ნათლითა პირითა პირველად მივიდა გამზრდელისა მისისა წინაშე, თამარსა დედოფალსა დედოფალთასა, რომელმან დაივლტო პირველად ცრემლითა და მერმე სიხარულითა გარდარეულითა. და კუალად შეეყარა ცოლსა თჳსსა ურცხუენელითა პირითა და ახოვნითა სახითა.

ამას ესევითარსა მისსა მორჭეულობასა და გაზეებასა და აღმატებულებასა რომელმან აღვლნა ყოვლითურთ საზღვარნი პაპათა და მამათანი, და განისმა ამოწყვეტა შამისა და ჯაზირის, სომხითისა და არზრუმის ლაშქართა. ჴელმწიფეთა და დიდებულთა. მიესმა სულტანსა ხუარსნისას და ერაყისასა, და ხალიფას მპყრობელსა დიდისა ბაბილოვნისასა და ცრუ სჯულისა მდებელსა სარკინოზობისასა, და ვარაზგ ათაბაგსა სპარსეთისასა. და მწუევართა და შემკრებელთა ისლემობისათა მოაჴსენეს და ძებნეს ცაეცხლითა განლეულნი ძუალნი ზორო[ა]სტროსისნი, რომელი იყო პირველ[ი] მეფე და ვარსკულავთ-მრიცხველი სპარსთა შორის, რომელთათჳს ითქ[უა] ესრეთ: "ვიდრემდის გაქუნდეს ესე, არა მოაკლდეს მეფობა სპარსთა". და შეიყარნეს რანს და მომართეს ქუემო კერძოსა ქუეყანასა სომხითისასა, და მოადგეს ციხესა გაგისასა. აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველნი საზღვარნი.

ცნა ესე სახელგანთქმულმან და უძლეველმან მჴედარმან და უებრომან ჭაბუკმან გიორგი მეფემან და მსწრაფლ შემყრელმან შვიდთავე მისთა სამეფოთა, იმერთა და ამერთამან, და გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელითა და უამრავითა ლაშქრითა. რამეთუ იყვნეს აქეთცა სიკეთე და სისრულე დაუსრულებელი, და მომართეს და გავიდეს [ადგილთა] მათ, ლაშქართასა. და ვითარცა ცნა ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქუეს. ვითარმედ: "არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა და უფროსღა გაგის შინა მყოფთა განვლეს წყალი ეკლეცისა, რომელსა შინა მსწრაფლ მსრბოლობამან და ჯარმან [შეაყენა ისინი], და ეწივნეს მწუერვალნი ლაშქართანი, დაუწყეს ჩამოყრა.

ესე ვინათგან ცნა ჴელმწიფემან და სუე-განდიდებულმან, მკლავმან აქილიანმან და გულმან მაღნინტოანმან, მიეტევა სახედ მჴეცისა, გარნა უქმ იქმნავე ესევითარ[ი] ძლევად განმზადებულება. ანტაკრა ექმნეს ვიეთნიმე დიდებულთაგანნი ვიდრე სადვეთაცა დაჭიდებადმდე, ხოლო უფროსღა ვარდან კოლონკელის ძე, რომელსა მას ჟამსა ერისთაობაცა ეპყრა ჰერეთს, კაცი დღითა მომწჳსებული და ბრძოლათა შინა ძლიერი და გამოცდილი. ნუ უკუე შურმან და მტერობამან ყო ერთი-ერთისამან. რამეთუ კეთილისა და სრულისა ნაქმრისა დარღუევა ორთა ვნებათა მიერ; ანუ მოკლებისაგან ძალისა, ანუ შურისა. ხოლო ურჩეულეს ყოველთა ძალთა და ყოველთა ზესთა ძეს [ღმერთი] ვითარ მბადი ყოველთა ძალთა და მოქმედებათა. და არავინ ეკუეთნეს მის მიერ ურჩეულესად დაბადებულსა მოკლება[დ] ოდესმე ძალისა. რამეთუ მიზეზთა მიერ ზესთა ძალთასა აღეგო იგი. კუალად თუ შურისა მიერ დასდევ იგი დასარღუეოდ, ვითარ ეგოს ურჩეულესი ყოველთა თჳს ზემო მქონეობასა და ბუნებით-კეთილობასა შორს? რამეთუ უცხო არს კეთილისაგან შური, ვითარ სახენიცა სახად ჰყოფენ.

და არა მიუშუეს მეტყუელთა ამისთა; "ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა, ნუღარა აღზევებულ მკადრებლობ ღმრთისა". ესრეთ მიზეზი უმიზეზო, სიტყუა უსიტყუე, საქმე უქმი. გარნა ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო, დამორჩილებული კუალად ეგო, გამყრელი ლაშქართა თჳსსავე შუებასა, სიხარულსა და ნადირობასა.

შემდგომად ამისსა სულტანი და ათაბაგი ყოვლითა ძალითა მათითა და სპითა მათითა აღვიდეს გელაქუნად, მომტყუებელი ძალისა მოვიდა და მოადგა კართა ანისისათა, და ზემოთ შაჰარმენი და ყოველი ჴელმწიფე არაბეთისა. მას ჟამსა შინა ანისსა განამტკიცებდა თორელი, დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე, და განამზადნა საბრძოლველნი და მანქანანი, დამრღუეველმან და მარბიელმან და ამაოჴრებელმან გარეთთა ქუეყანათამან.

ესე ამბავი ვითარ მოისმა ქუეყანასა ამას, და მიიწია წინაშე მეფისა, რომელი მცირედითა ლაშქრითა, მონადირე და მხიარული, დგა შორის მთათა ლორისა და დმანისისათა. რომელსა წინაშე მოსრულ იყოცა მოციქული სულტნისა, კაცი მოგჳ და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა, ვითარ ითქმის ინდოთა აღწერილსა ქილილა-დამანასა შინა იგავი ბუთა და ყუავთა, ეგრეთვე ამან, სახედ ყუავისა გამომცდელმან ლაშქართამან, მოისხნა ფრთენი და აფრინდა, და მივიდა წინაშე სულტნისა და ათაბაგისა, და მეტყუელმან ესრეთ თქუა: "აჰა, ჟამი კუალად-გებისა ჩუენისა. უკუეთუ აწ არა მიხუდეთ, სხუა ჟამი ვეღარა ჰპოვოთ".

ვინათგან იხილა მცირედითა მდგომი, და განლაღებული ამას ზედა ძალითა შემმართებელითა მკლავ-მაგრისა, სუე-ამაღლებულისა მეფისა წარმმართველმან ღამისამან ჟამსა განთიადისასა მძინარეთა ზედა დამსხმელ ექმნეს ესრეთ, რომელ ძლითღა იჴუმია სწრობა შეჭურვისა და [ა]მჴედრებისა. ამას ზედა ივანე ამირ-სპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა სახედ წარმოიყვანეს და გამომართეს მეტყუელთა ამისთა: "ნუ უკუე, მეფევ, ჟამი არს ომისა, და ჟამი არს სივლტოლისა, ვინათგან ყოველსავე საქმესა ჟამი მიაჩანს. რამეთუ ოდესმე ალექსანდრეცა იძლივა დედაკაცისა მიერ, და ეგრეთვე სამბსონ [დალილასაგან და სოლომონ] სიბილასაგანი". და სხუანი სახენი ჴელმწიფეთა ძლეულებისანი წინაუყენეს, -- "ნუ უკუე რათამე განვარისხეთ ზე-მეპყრი შარავანდედობისა შენისა და საწთოდ იმამებრივა მამამან ძისა სწორად აღზევებულსა ძესა დავითიანსა ზედა. ვინათგან იგი საულისაგან იდევნებოდა, მეფე და წინასწარმეტყუელი, უფროსღა მამად ძისა ღმრთისა განჩინებული. აწ ჩუენცა თავსმდებელთა ვიჴუმიოთ სივლტოლა, და კუალად შემძლევმან ძლევათამან ჩუეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა".

და ესრეთ იძულებითა წარმოყვანილი და გამომართებული მრავალგზის იგი და მისნი მოყმენი რაზმსავე შინა იპოვნეს გარე-უკუნმქცეველნი და დამჴოცელნი სპათა მისთანი, რომელთა ესევითარი სიმჴნე, უცხო და განსაკრთომელი საქმე [იხილვა, რამეთუ] არა დიდებული, არა აზნაური, არა ვარგი და საცნაური აზნაურის ყმაცა დაკლებულ იქმნა მათ ლაშქართა შინა, თჳნიერ ერთისა ჯუარი[ს]მტვირთველისა ქანის ძისადა ერთისა ბედითის კაცის აზნაურის კიდე, გარნა ჯუარი წარმოყვანებულ იქმნა მშჳდობით.

ჵი, განსაკრთომელი სიმჴნე და სიქუელე და ჴელი საუფლო! ვითარ რომელთა წყობათა შინა სმენილ არს, გინა ძუელთა გინა ახალთა, ესრეთ უვნებელობა უგრძნეულად დამსხმელობასა შინა შემდგომად ამისად და ვინ[ა]ცა იხილეს ისლემთა განმფრჴობი ჴელთა მათთაგან, მეტყუელთა ესრე განიზრახეს: "ვინათგან უგრძნეულოდ დამსხმელთა ვერ ჴელთ ვიგდეთ, აწ გრძნობილისა დევნა-[დევნა] არს აჩრდილთა და წიაღითა პყრობა ქართა. აწ უკუნ ვიქცეთ, რომელი მოგუცა ღმერთმან ამისნი მმადლობელნი, თჳსადვე მამულად".

ხოლო ესე ესრე სახედ იპყარ ყოველმან მცნობელმან და წარმკითხველმან ამისმან: "საზღვარი დასდევ და არა გარდაჴდეს. და ვითარ მზე, დიდი ბასილი, მნათი კესარი[ი]სა ბუნებითმეტყუელობასა შინა არსთა ქმნილებისასა "ექუსთა დღეთასა", [იტყჳს], ვითარ: "ჩიტი ალკუნი ბაგესა ზედა ზღჳსასა დამსხმელ იქმნების კუერცხთა, ოხრანი და ღელვა-ტეხილობანი ზღჳსანი ვერ გარდაჴდებიან ბრძანებასა ღმრთისასა; და მცველ ექმნების თესლოვანებასაცა ალკუნისასა". აწ უკუეთუმცა მიუშუა ზენასა განგებისასა და არა წინააღმდგომ ჰქონდეს გაქცევასა სულტნისასა, დამცაქაცეულ იყვნეს ყოველნი მაღნარნი სარკინოზობისანი. და ეგრეთვე, არათუმცა უკუნ ექცივნეს შიშსა და სიმჴნესა მეფისასა და სპათა მისთასა, წარტყუენილ იყვნესმცა უმანკონი არენი და ადგილნი.

შემდგომად ამისა უბოძა ანისი თჳსსავე მემამულესა და ითაყუანა თავისა თჳსისა ყმად. და თჳთ შემოეხუეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩამოდგა შუა სულტანსა და ქართველთა, და ითხოვა ზავი. აქეთ დედოფალი რუსუდან, და[ჲ] მათი, სულტნის ცოლყოფილი ჩამოდგა, და შეიქმნა მშჳდობა და ზავი ჟამ რაოდენმე.

თჳთ მეფე დაჯდა სიხარულად და განსუენებად და ნადირობად. ოდესმე, ჟამსა ზამთრისასა, გარდავიდის ლიხთ-იმერეთს და მიუწიის ზღუად პონტოსა, მოიწიის და მოინადირის ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი, ოდესმე გურგენის ზღუადმდე. და ამას შინა სუფევდა და იხარებდა სუფევითა ულუმპიანითა. და ვინათგან უღონო იქმნეს ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფეოსანი, მკადრებელნი [იტყოდეს] ესრეთ: "არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თჳნიერ ლაშქრობისა და რბევისა" და მომსმენელმან მეფემან წარსცნა ზავნი და ფიცნი შინა და ესრე სახედ ილაშქრა ლიხთ-იქით. ყოფასა შინა დამსკუნელმან ლაშქრობისამან და ერთსა დღესა შინა პაემან-შემქმნელმან უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევა ოლთისიცა და ბანისა, მესხთა და თორელთა -- კარისა და აშორნისა, და ამირ-სპასალარსა და სომხითართა -- აქეთ ვიდრე განძამდის; თჳთ ხასაგანიანთა, ლიხთ-იმერთა და ქართველთა -- განძას დამართებით მტკურის მტკურის პირი იმიერ და ამიერ ხოლთამდის, ჰერთა და კახთა -- ალაზნის. შესართავით ვიდრე შარვანამდის. იქმნა ესევითარი უცხო ლაშქრობა, რომლისა სი[გ]რძე არაოდეს ვის ეხილვა.

მჴნედ და მსწრაფლ მავლობისა მისისა რომელთამე ვინღა თქჳს? ნუ უკუე და უმსწრაფლეს ამბაკომისა, დანიელის ანუ თუ ილიასი, სინასა შინა წვიმისა ერთი ღრუბლითა შემკრებელისა ანუ თუ ელვისა ეტლითა აღმავალისა? ნუ უკუე და ჰნიელ მსგავსი მღასოსა, ფერჴთა წყალ-მცენარისა, ანუ ვეფხისა მის ფრთოვანისა წამსა შინა მლაშქვრელმან და აღვსებულმან აურაცხელითა და მიუწდომელითა საუნჯითა გარდმფრინველობისა ნავროზობითა გეგუთსვე ეგო, რომელ მუნ მყოფთა ძლითღა სამე ირწმუნეს ყოფა ამისი.

ხოლო აწ ესევითარნი რა ენამან, ანუ რა გონებამან თჳთეულისა ჴელ ყო მოთხრობად, საწყენ სამე იქმნას აღწერილი განგრძობითა სათქმელთათა. ვინათგან დავითიანობა და სოლომონიანობა მოჰგვარობდა ცხებულსა ღმრთისასა, ამასცა სოლომონიანებრ ჰმონებდეს ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.

მოვიდა ოდეს ანდრონიკე კომნიანოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის ძმისწული დიდისა მანოელ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა. და ვითარ მართებდა, ეგრეთ მ\მადლობელმან ღმრთისამან შეიწყნარა და მისცა პატივი შესატყჳსი სახლის-შვილობისა მისისა. და მიმცემელმან ქალაქთა და ციხეთამან კმასაყოფელთამან დაუდგნა საჯდომნი სიახლესა საყდრისა თჳსისასა, პირისპირ მამის დისწულისა მისისა აღსართანისასა, რომელი მეფე იყო შარვანისა და ზღჳს პირისა დარუბანდით ხირხალამდის, რომელი მეფესა უჩნდა ვითარცა შვილ-ყოფად ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი. ესე შარვანშა შემოეხუეწა ოდესმე დაჭირებული დარუბანდელთა ხაზართაგან. მაშინ შეიყარა ლაშქარი იმიერით და ამიერით, თჳთ ძმა ბერძენთა მეფისა ანდრონიკე წარიყვანა წინაშე და მივიდა ვიდრე კართამდის დარუბანდისათა. მოაოჴრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა, და აიღო ქალაქი შაბურანი, რომლისა კართა თჳთ მჭვრეტელობასა შინა მეფისასა მოსაწონელ იქმნა ანდრონიკე თჳთ მისგან და ყოველთა სპათა მისთაგან. და უბოძა ქალაქი იგი მამის დისწულსა მისსა შარვანშას, და მუნიდაღმან, მომრბეველი ბასიანისა, რომელი-ესე უცხო იყო შესაძლებელად კაცობრივისა ძალისაგან, შემოქცეული მუნით და გამარჯუებული იშუებდა და იმოთხვიდა საყოფელთა მისთა.

ოდესმე გამგზავნელი სპათა და სპასალართა მისთა, მიუწიის ნახჩევნის ოდესმე მასისამდის და ღაღუამდის, ოდესმე ბარდავამდის და ბელაყანამდის. ამას ესევითარსა მარჯუებასა და ზეობასა შინა განამრავლნა საჭურჭლენიცა, და დადვა თჳთ მისით მონაგები და მისთა ტყუეთაგან მონაგები ციხესა შინა უჯარმოისასა, რომელი აგებულ იყო ვახტანგ გორგასლისაგან, რომელსა შინა თჳთ აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა. სანადიროთა ქორთა და ძაღლთა სიმრავლე და სიტურფე და მოკაზმულობა არაოდეს ვისგან ქმნილა, არცა წიაღ-მართ ყოფად არს.

ამას ესევითარსა და სრულყოფასა ყოვლისა სოფლისასა და საწუთროთა გემოთა საწადელთასა მოიწიფა ძმისწული მისი, შვილი დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელით დემეტრე, სახე-კეთილი და ყოვლითა ჴელითა მარჯუე, ნასწავლი, მსგავსი სახლიშვილობისა მათისა, გარნა რომელი ცუდ იქმს ყოველთა სიკეთეთა და სწავლულებათა, სახე-უკლებობათა და ჭაბუკებათა, იგი ექმნა მკლველ და შემმწარებელ ჟამთა ცხოვრებისა მისისათა: უშიშობა ღმრთისა და გარდამავლობით მოქმედება სჯულისა ქრისტეს. მცნებათასა, ვითარ თანაშთამამავლობა და გუართა უბედურობა ამის სამეფოსა კაცთა. ვინათგან დავითცა. მამამან მისმან, ღალატსა და განდგომილებასა შინა მამისა მის დემეტრესსა ამოსწყჳტნა ამის სამეფოსა დიდებულნი რომელნიმე ექსორია-ქმნითა, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა, აქაცა მსგავსად მისა შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა მისსა და მის მიერ შერისხდა ღმერთი ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა: სამცხეთართა, ჰერეთთა, კახეთთა და სადაცა ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო. იქმნა განდგომა, ბრძოლანი, კლვანი, სისხლნი და რბევანი. და არა მიმშუებელმან ღმერთმან, მოქმედმან სამართალთამან, რომელ[მან] დავითის ზე აბესალომს არა მისცა უფლება -- რომლისათჳს ითქმის წმიდასა შინა სახარებასა: "უკუეთუ ჰქუას მშობელსა შვილმან "კორბან" -- ნიჭი, ჩემგან სარგებელ ყოფად სიკუდილითა მოაკუდინა. ამისთჳსცა მიცსა გიორგისვე ძლევა, მძლეთა მძლესა.

და შემყრელმან ლაშქართამან ტფილისით ქალაქით მიმართა სომხითის მთასა ყოფობასა შინა, იოტნა გააქცივნა, შეიხუეწნა ციხესა ლორისასა, და მოუხუნა ყოველნი სიმაგრენი და ციხენი. ვინაცა წამოუვიდა დემეტრეს სარგის მჴარგრძელი, შვილითა და ძმისწულითა მისითა, ძმა და საყუარელი ორბელთა. ესე შეიყუარა და შეიტკბო მეფემან, და მისცა მისანდობლობა გუარისშვილობისა მისისა. და მომრბეველმან ტაშირისა და ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა. და გაგზავნა ლაშქარნი, რომელნი დარჩომილ იყვნეს ერთგულად მისად და სხუა თემისა და თემის: მესხნი, თორელნი, ქართლელნი, სომხითარნი და თჳთ გაზრდილი მისი მეჯინიბეთ-უხუცესი ჭიაბერი, და მივიდეს ქუეყანასა ჰერეთისასა და მუნით მოვიდეს ჰერეთის ერისთავი და ყოველნი ჰერნი სრულითა ლეკითა და კავკასითა. და შეიქმნეს ჟამნი ფიცხელნი და კუეთარკუეთებანი, რამეთუ იყვნესცა გამოცდილნი და ლომნი ჭაბუკნი. ამას შინა სძლო მსჯავრისა და სიმართლისა მქონებელმან, და გააქცივნეს ჰერნი, დიდებულნი აზნაურნი, და ლეკნი. შეიპყრნეს[...] და გრიგოლ ასათის ძე, ფიცხლა დაიკარგა ომსა შინა, თჳთ ჴრმლის დაკოდილობითა და გამოკლვითა ცხენისათა შეიპყრეს ივანე ვარდანის ძე, რომელი ითქმოდა პირველითგანვე მთხრებლად მთხრებლისად, და თანა შოთაცა, ძე ართავაჩოსძისა. ესენი ვითარცა შინათ-გამცემალნი განზრახ განგებითა ჴელთ იპყრნეს, წამოსრულთა მოასხეს წინაშე მეფისა, მარჯუება-აღმატებულისა. და გაიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, ვინათგან ხედვიდა მარჯუებისა მომცემსა ღმერთსა.

მაშინ მეფე აგარას მყოფი აღვიდა და მოდგა ლორესა. მუნიდაღმან წარსრულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ. მეჯინიბეთ-უხუცესი ქავთარ ივანეს ძე, რომელნი-ესე გიორგისაგანვე იყვნეს ჴელისუფალნი, და ანანია დვინელი; ზოგნი შაჰარმენისა, ზოგნი ელდაგუზის ძეთასა. დაღაცათუ უშუელეს და მოჰყვეს, ეგრეთვე უქმადვე უკუნ აქცია მართლმსაჯულებამან ქრისტესმან. ამას შინა დაუღონოვდეს ლორეს შინა მდგომნი. დემეტრე, გარდამომბმელი საბლისა, გარდამოჴდა ციხისაგან და მომართა თავისავე ბიძასა. და ამირსპასალარი და სხუანი, რომელნი დარჩეს ციხესა შინა, გამოასხეს მსგავსად სუისა და ეტლისა მათისა. აიღო ლორე და დაიმჭირა თავისა თჳსისათჳს. ხოლო მას ჟამსა თჳთ მორჭმული და ზეამაღლებული წარმოვიდა ურჩთა და მტერთა მისთა [ზედა] და შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი. თჳთ მოვიდა ნაჭარმაგევს, იშუებდა და იხარებდა შემრისხველი მტერთა მისთა.

შემდგომად ამისსა მეორესა წელიწადსა შეიყარა ყოვლით სამეფოთ მისით შემოქცეული ღანუყით ნაჭარმაგევსა. შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა.

განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა შარავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა. და დაისუა მარჯვენით მისსა მეფე და დედოფალი, შემკული და შემოსილი პირად-პირადითა ფესუედითა ოქროანითა, ბისონითა და ზეზითა, რომელსა ხადა მთად ღმრთისად, მთად პოსილად და მთად შეყოფილად, და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა მის ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სმარაგდოთა მიერ. და მდიდარნი ერისანი ლიტანიობდეს წინაშე პირსა მისსა. და თჳთ მეფე, მაფიცებელი ერთგულობისა და ერთსულობისა მისისათჳს და ცრემლით მლტოლველი და შემვედრებელი ღმრთისა, მაკურთხეველ ექმნა აბრამიანთა ისაკისადმდე, და ისაკიანთა იაკობიასადმდე და იაკობიანთა ვიდრე იოსებიანთადმდე, რომელი ჩანს ვითარ მზე უღრუბლო ჰ[აე]რისა მიდღევანდლად დღედმდე, კურთხევა მამისა შვილსა საყუარელსა, ნანარსა და მშჳდსა დავითიანებრსა ზედა, რომელი მსგავსად ლოდისა მის გამოვიდა მთისა მის, დანიელისაგან ხილულისა, იმატა, იმატოს და მერმეცა იმატა, ვიდრემდის იქმნა მთა დიდ, ლოდ საკიდურ და არა ლოდ შებრკოლებისა. და შემუსრა ყოველი ხატი და ყოველი კერპოვნება ოქროთა და ვეცხლისა, რკინისა რვალისა და კეცისა, რომელიმე უხილავთა ძალთა ძეგლები და ანდრიანტები, რომელიმე ხილულთა მბრძოლთა და წინააღმდგომთა.

შემდგომად ამისა დღეკეთილობასა და სუესრულებასა შინა მოიწია თანანადები სოფელსა ამას შინა, არამედ მოსრულთა, გარნა უჟამო და შეუსწორებელი შემცირებით განწესებულთა მოქცევათა, და მიიცვალა დედოფალი [ბურდუხან], დედა თამარისი, სწორი ძისა ღმრთისა დედისა. და თუ ვითარ ჟამთა. და ვაებათა სიმრავლენი იქმნეს, შესატყჳსნი მოსაწყვარისანი, რომელმანცა ენამან გამოთქუა? გარნა ესეოდენ ვთქუათ პატივად და სიმტკიცედ მოსაწევართა.

მეფესა, გეგუთს მყოფსა, უთხრეს ესეოდენ ზარგანჴდილობა. თმათა და წუერთა ამფხურელმან, მსგავსად მათ აბესალომ ოქრსთმოსნისათა, და ცრემლთა ნაკად-დენითა ათასეულთა და ბევრეულთა მცემელმან მკერდსა, მკულელ უღონო ქმნილმან აღიკუეცნა თმანიცა თავისა მისისანი, სოფლისანი, და ესევითარითა შემუსრვილითა [გულითა] აღისწრაფა შეყრა საყუარელისა და ტკბილისა დედისაგან უსამშობლო ქმნილისა, რომელსა ნათელი ცისკროვნება ჰაერისა მისისა სიმრუმედ გარდაქცეოდა. და ნაკადნი ცრემლთანი ოთხთავე თუალთაგან, მოხუევასა შინა ურთიერთას, მსგავსად სამოთხისა მომცენარეობდეს სახედ გეონისა, ვინათგანცა ესრე იქმნა ქუეყანა ქართლისა, კუალად ნუგეშინის-მცემელი და შემატკბობელი შვილისა საყუარელისა და სატურფოსა უმეტეს ზომისა იმედის მდებელ ექმნა ორკერძოვე სიყუარულისა მინიჭებითა და ჟამისა უქმნელობითა. დააგდო ქართლი და მიჰმართა ჩაღმართ. ვითარცა წესი იყო, რა გარდაჴდა ჟამი ამის ვამისა და მისაწევრისა მოქცევისა, კუალად იშუებდა მონადირე მთათა და ბართა, ბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და [დასავლეთისა], ჩრდილოსა და სამჴრისა. სძღუნობდეს და სძმობდეს მას მეფენი ბერძენთანი, [იერუ]სალიმს. ალამანთანი, და ჰრომთანი, და ჰინდოთანი, და ხონელნი; და ეგრეთვე სულტანნი ხორასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგჳპტისა და იკონიისანი ჰმონებდეს, და შემდგომნი ამათნი სკჳთნი, ხაზრნი, ალანნი, ხუარასანი და ხუარაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი, და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე.

ამას ესევითარსა სისრულესა სოფლისა მონაგებთა და დიდებათასა აჰა მოიწია ჟამი ევას წყევისა და ადამის ცთომათაგან დანასაჯი აბელ მართლისათ ვიდრე ზაქარიასა და ძმისა მისისა იოვანესამდის, აღმსარებელთა მართალთასა, ჯოჯოხეთად ტვირთვად სამოელ მკლველისა ჩუენისა და თჳთ თავისა მკლველისა, ცით ცათათ უფსკრულად ქუესკნელსა შთასრულისა, ანგელოზობისა და ნათელ-მოსილობისა სიბნელედ მყვისა და ეშმაკად გარდაქცეულისა, რომლისა ჴელთა შინა იპყრობოდეს მყუარებელნი და ყუარებულნი ღმრთისანი. ამისად ჴსნად მნებებელმან ღმერთმან კაცთა ცთომილთა კაცობრივითა სახითა იმოქმედა, არა ძლიერებისა მომმძლავრებელმან, ვინათგან ოცდა ათცამეტთა წელთა ქმნენ ნიშნი და სასწაულნი და იმეუფა ქუეყანასა ზედა მეუფემან და მექმემან ცისა და ქუეყანისამან. ამისად შემდგომად, თავისა-მსხმელმან ცოდვათა და ცთომათა მედინისა ამის და ხრწნადისა სოფლისათამან, მიიღო სიკუდილიცა უკუდავმან, გარნა ჴორცთა ჩუენისაგან თბისა, ჩუენისა დაჴსნისათჳს, ჩუენისა მიმხუმელმან. და ვინათგან ღმერთმან და ძემან, უწინარეს საუკუნოთა უკუდავმან, არცაღა მისგან მოსილნი ჴორცნი უკუდავ ყვნა, სხუა რამცა ვსახე, სხუა რამცა გავისახე, რამცა ნუგეშინის-მცემელი სხუა რამცა, ოთხთა სტჳქოთაგან დამჭირვად სული სხეულსა შინა მსმენელმან ამისმან? თუმცა [პირ]ველ იგი მზე მზეთა და შარავანდი ჴელმწიფობისა, ახალი ნებროთ, ალექსანდრე აქილევ, ქუეყანით ცად მიიმართა, და ამანცა მასვე მსგეფსსა მის ვნებისასა ივნო; ესრეთ "ვითარცა იგი ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა": ვინათგან მან ჴორცითა, სიგლახაკითა და სიმდაბლითა, წარვლნა ჟამნი ოცდა ათცამეტისა მოქცევისანი, ხოლო ამან არა ესრეთ, გარნა ვითარცა სახედ-ჩენილმან ღმრთისამან.

ესერა ესევითარი საგოდი და მოსაწევარი მოსაწევართა, განსახეთქელი კლდეთა და განსაპობელი კართა საბლისა და საშინელება შთამოსაცჳვრი მანანათა და ვარსკულავთა, ესმა სამ-მნათობიერსა მეფეთ-მეფისაგან მეფედ ქმნულსა თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს, ყოვლითურთ სამოთხის მსგავსი სამყოფი იქმნა მსგავს ჯოჯოხეთისა, და შუებათა წილ და სიმღერისა აჰჴდეს ჴმანი ვაებისა და ტყებისანი, და ნათელთა წილ მიუაჩრდილებელთა შეიმუსრნეს არსნი და საგონებელ-არსნი. და თამარი, პირი იგი ეთეროვანი, და უკიმირო ჰაერი, და უმრუმო ნათელი შეიზღუდა ბნელითა. [თმათა] დამთხურელსა თამარსა უსწრობდა წყარო სისხლის წყაროსა ცრემლთასა. და წარსრულმან პატრიაქმან და დიდებულთა კმასაყოფელთა წარმოიყვანეს სამშჳლდით, მთხრობელთა საზაროთა და საშინელისა და მიუწდომელისა სათქმელისათა, [დაჲ] მეფისა დედოფალი რუსუდან თანა გაზრდილითა მისითა, რომელთადა შემყრელნი იყვნეს. მომსუეველნი ურთიერთისანი და მოლტობილ[ნ]ი სისხლ-რეულითა ცრემლითა შევიდეს ტაძარსა სამეუფოსა. ამხილველთა თუალთა მათთასა, მხილველთა საყდრისა ცამდი ამაღლებულისათა ნათელმზე-გაბაონიანისა და 1 შუქის-ჰალონიანისა საჯდომისა მარმენიონთა და სუეთაგან პოეს დაცლილად. მიმოიხილეს გარემოს და იხილეს მიქაელ პატრიაქი ყოველთა ებისკოპოზითერთ მდგომი ვაზირი ანტონი, და ამირსპასალარი ყუბასარ. და სხუანი ჴელისუფალნი. ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთ-უხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთ-უხუცესი, აფრიდონ მსახურთ-უხუცესი, ივანე[...] და დიდებულნი აზნაურნი მონანი და მოყმენი თანა პორფირი და გჳრგჳნი სკიპტრითა და საჭურველითა სჳანად ჴმარებულითა. და კუალად ამხილველთა იხილეს კედლებიცა სრისა სავსე მეომართა, რაზმები, სპები, მონასპები, ქალაქები და ციხეები აწყუედილი და ოჴერ-ქმნილი. და თჳთ იხილეს ტანითა გორგასლიანითა და მკლავითა აქილიანითა და პირითა მნათობიერითა კაცი იროად საგონებელი. რომლითაცა ენითა გამოთქუან ანუ რომელიცა შემოვიდა სახე უსახოსა მის დღისა? რანი გლოვანი, რანი ტყებანი, რანი ვაებანი, რანი სისხლ-რეულთა ცრემლთა ნაკადნი ათასკეცნი რანი მოთქმანი და მოჴსენებანი ადამისნი აბელის. მართლისადმდე, დავითისნი იონათანისადმდე და იაკობისნი იოსებისადმდე.

ამას ესევითარსა უნუეშინის-ცემულობასა უჭურო-ქმნასა სხუაებისასა, შთაცმასა და დაფენასა ძაძისასა, კიდე-ქმნასა ყოვლისა სანოვაგისასა -- ესენი ესთამდის.

ხოლო ამიერითგან ვიწყო წყობად, ბრძილად გონებისად მიმზიდავმან, და მკუეთებელმან მსგავსად ქვისა და რკინისამან აღმოვშობო ცეცხლი სიყუარულისა და ქებისა და სურვილისა, აღვატყინო და აღვამაღლო საჴმილი ცამდინ. მუნ შიგან აღმოვაჩინო ეთერიცა ცეცხლისა და ქუეყანა ცეცხლთაგან მლეველი ურჩთა და ცეცხლებრ ღონე და მოჴმარებული მეგობართა და მოყუარეთა. თუ მაშინ ნაბუქოდონოსორ სამთა ყრმათა თანა ოთხებად იხილა ერთი სამებისაგანი, აქა კულად სამებისა, თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული.

ხოლო შემყრელთა შჳდთავე ამის სამეფოსა მეთქუ-მეტყუთა ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს: "დღეს შენა სჩან მშობელთა ამათთა ნაცვლად და ვინათგან ვხედავთ ყრმასა თამარს გონებითა და ყრმებრივითა, არამედ მეცნიერ[ი]თა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა, მომსმენელად და პატივისმცემელად შენდა, ხუედრთაებრ ჩუეულებითა, და უჩინოდ გხედვიდეს სახედ მშობელთა, არქუ მთქმელმან-მბრძანებელმან და მომჴსენებელმან შეცვალება. ამის ესევითარისა შეითისაგან და, სადა ძმასა თქუენსა და მამასა მათსა დაუსუამს ზეობასა და სიმჴნესა შინა მათსა, მუნ ჴელ-ყოს განბრწყინვებად ჴელმწიფობასა და შარავანდედობასა ტომის-გუარისა თქუენისა. უკეთუმცა არა შემეცნებულ იყო სისრულესა და პყრობასა ულუმპიანობისა და, ზეშთა სთქუათ, ამთავრებისასა მანიაკი იგი გჳრგჳნი მეფობისა, არმცა მრწმუნებელ ქმნილ იყო საყდარსა დავითისსა და ბეჭედსა სოლომონისსა. აწ ვინათგან მან ჴელ-ყოს ჴელითა მეფობასა და კურთხევითა გჳრგჳნოსან-ყოფად აღვიდეს, და ამაღლდეს და და ოდეს საყდარსა თჳსთა მამათასა აღპყრობითა და აღძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა და კურთხევითა მელქიზედეკისათა, რომელი ყო აბრამის მიმართ, და მან დაიპყრნეს კიდენი ქუეყანისანი და მეფობდეს იგი ზღჳთი-ზღუადმდე".

ამისმან მსმენელმან, მომწონებელმან და მაჯერებელმან დედოფალმან უბრძანა და მოაჴსენა თამარსა, მეფესა და დედოფალსა და მორჩილებდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შჳდთავე სამეფოთასა და, მსმენელი ჰაჯისა, ძალითა-სამე დამორჩილ იქმნა.

აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა [მამა]-პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა. და მოიღეს გჳრგჳნი, და აღიღეს ჴმა მგალობელთა და ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ-მფლობელობისა, და მოაჴსენეს მთასა ზეთისხილთასა ჯუარი გამოჩენილი კოსტანტინესთჳს. და ამას ესევითარსა შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გჳრგჳნსა თავსა სამეუფოსა, აწჳეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირის-ძე, მიღებად გჳრგჳნისა, და ცალის-კერძისა. კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა და სრულ ყვეს მოჴელეთა სჳანთა და დიდებულთა ვარდანის-ძეთა, საღირის-ძეთა და ამანელის-ძეთა მოღება და დადება ჴრმლისა. ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა, და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედო-ქმნილთა. თაყუანისცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შჳდისავე სამეფოსათა. და დაიპყრა ჟამიერად თჳთოეულმან თჳსი ადგილი. თამარ შჳდ-მნათობიერი იდიდა მისგან, რომელმან წამოაჩინნა და აღმოაჩინნა ექუსთა შინა დღეთა ყოველნი არს-საჩენნი და განსუენებად სცა მეშჳდესა.

ესე თამარ არს, რომლისათჳს თქუა განსუენებად სულსა შინა მშჳდსა და წრფელსა და მოქადულ იქმნა მოქმედი აღზრდილისა აღთბებისა. აწ მხილველმან იხილა და იყო ნათელი უმეტეს ნათლისა მის პირველისა, "და იყო ნათელი და უწოდა ნათელსა მას დღე", ამას უწოდა ნათელი ულუმპიანთა შორის დიდსუეობისა. და ამან, განმზადებელმან სიბრძნისა შჳდთა სუეტთამან, აღაშენა მათ ზედა ტაძარი და სადგური შჳდთა მადლთა შჳდთავე სამპყრობელოთა განმანათლებელად. და შჳდგზის დღესა შინა მადიდებელმან ღმრთისამან შჳდწილ განწმენდილ ყვნა სიტყუანი სახედ მობადისა და მეფისა, ვითარ იტყჳს რომელსამე ესაია და რომელსამე დავით. "და პატივისმცემელი შჳდთა უფროსღა ნაწილ-ჰყოფს და მერვისა მისთჳს, სიტყჳსაებრ სოლომონისსა, განმაბრწყინვებელი შჳდ არვედ ერთად; კუალად შჳდცა და სამეოცდაათ შჳდცა ყვის შჳდეულსა თჳთოეულსა შინა შემნდობლობა ბრალეულთა. და შჳდთა მათ სარტყელთა ცისათა და მნათეთა სფეროსთა. რომელ არიან: კრონილს, ზევს და აფროდიტე, ერმი, აპოლონ და არეა-ამათ შეასახა სფერო მიწიერი ხუთთა მათ საგრძნოს-ცნობათათა შჳდმყოფელად თანადართვითა სულისა და გონებისათა, და ოდესმე რომელიმე აღებაძვის ზენასა მნათსა ქუენა მნათი, გინათუ შუენებითა უცხოთა და უსახოთა, გინათუ სიბრძნის-მპყრობელობითა, გინათუ მზეებრ უხუებითა და მომფენობითა მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა გინათუ მძლეველობითა სძლევდა საჭიროთა მიმართ.



ჩანართი (V)


და ესრეთ განსწავლნა ხუთნივე საგრენობელნი, და შეიზღუდა შიშითა ღმრთისათა, ხედვა, ყნოსა, სმენა, გემოს-ხილვა და შეხება, და ულიქნავად სატანას და გუელისა მიერ და ესრეთ მარად წარმდინარე ესე საწუთო და ქუე დამზიდველი, მსგავსად სოლინართა, შეუხებელმან ბიწისამან უვნებელად წარიჴადნა, და ესეოდენთა დიდებათა და სიმდიდრეთა გარდარეულთა და სიმაღლესა შინა ესრეთ იყო, ვითარმცა ყოვლად არა რაჲ ჰქონებოდა, და უადარეს და უგლახაკეს ყოველთა კაცთასა შეერაცხა თავი თჳსი, მომჴსენებელი ჴმისა მის: შიშველი გამოვედ დედის მუცლით ჩემითგან. და შიშველსა მეგულების წარსლვად. და ესეოდენსა ამა; ღმრთისმსახურებასა და კრძალულებასა შინა ნუ უკუე ქუეყნიერი ესე მეფობა უდიდებელად და განუგებელად დაუტევა, ნუ იყოფინ, არამედ უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა და ფილოსოფოსთასა, კეთილად განაგო, და შეამკო, და წარმართა, რომელი-ესე შეუძლებელ არს სხუათა კაცთა მიერ ჴმისაებრ სამეუფოსა, ვითარმედ: ორთა უფალთა მონება შეუძლებელ არსო, არამედ ამან პირველად მეძიებელმან სასუფეველისამან და ზენასა სუფევისა მოსურნემან ქუენაცა ესე დიდება და სიმდიდრე უხუებით და სავსებით მიიღო აღთქმისაებრ უტყუელისა: "პირველად ეძიებდითსასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს. რამეთუ აღიმაღლა მაღლად გონება და მდაბლითა სულითა განიცადა სიდიდე საქმისა მისდა ხუედრებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ზედვა, და ვითარცა ორბმან ფრთე-მალემან აღიფრინვა ზე და მიმოავლნა გუგანი სახედველთანი.

და სივრცითა გონებისა თჳსისათა შემოიკრიბა ყოველივე საღმრთონი და საერონი წესნი და განგებანი.

ამათ და ესევითართა მნათთა და ზოდთა თუ ვინ ეძიებს, თჳს[თა] ძალთა თჳთებასა აღაორძინებს თანაჰასაკისასა უმეტესად-უმეტეს. გარდაითავისა მონაბერმან ზენათა სუეთამან ავღუსტიანმან, ვითარცა სამოთხე, დასხმული ჴელითა ღმრთისათა და სულნელებითა მით მადედლებელითა საყნოსელთათა. და შეკრიბნიან შორის მისსა ძღუენნი გონებათანი და სულთანი, გრძნობათანი და ნერგოვნებათანი; და გონება ღმერთუქმნია და სული მხედ მსედავისა არსთასა, და მუნ შინა ჰგიეს, ულიქნავი სატანას და გუელისა მიერ. აჰა იხილვებისცა, ვითა სოლინარი, მცენსა თანა მედინთა ნაკადისათა, და ვითარ პითოდორა და კრიტია შენებულთა ხედვათაგან განსაცადნი. და ჴელ-ყო ქაიხოსროს მსგავსმან ჴელმწიფემან წყალობად და შეწყალებად, განცემად და მინებებად. განჴსნილითა მით თუალითა განჴსნა საჭურჭლენი მონაგებნი პაპათა და მამათა მისთანი. პირველ ესეოდენი ნაწილი დაუდვა პირველსა მას და კუალადსა და პირველისა მის ზეცისათჳს და კუალადისა ქუეყანისა ჩუენისათჳს, რომლისა მცნებანი იპყრნა, მაღლისა და განურყუნელისა, განრყუნად შეუხებელსა ადგილსა დამდებელმან; და ესეოდენისა დღეინდლადმდე წარმო[მ]დგინებელ იქმნა დარსა წარგებად მშობელთამდე. რომლისა რიცხჳ ურიცხუ არს და ჰამარი უჰამრავი. და იჴსნნა მოვალენი ვალთაგან, და მისცა ობოლთა ღონე და ქურივთა ჴელმწიფობა ქორწინებად, და ღონიერ ყვნა გლახაკნი და მდიდარ ღონიერნი. და თჳთ დედოფალი რუსუდან სწორად აღსარებულ იყო, თჳთ მისთჳს და გაზრდილისა მისისათჳს, მიცემითა ქალაქთაცა, ჴევთა, სოფელთაცა სამსჭუალთათა.

ამას ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა შჳდთავე თემთასა იწყეს რომელთამე ძუელებრი კაცთა დაუდგრომელობისა შე[მსგავსებული] საქმე; და დიდებულთა ვიეთმე ჴელისუფალთა ყვეს ფიცი ესრეთ, ვითარმედ: "აღარ ვეგებით ძუელთა ჴელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქუეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ, და გუარიანნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულ ვართ უგუაროთა და უჴმართაგან".

დაღაცათუ ერთგული და კარგი მოყმე და ჭაბუკი იყო ყუბასარ, გაზრდილი პატრონთაგან, და იყო ამირსპასალარი და მანდატურთ-უხუცესი, გარნა სენისა მიერ ფილენჯად წოდებულისა მოღებოდა ენა, ჴელი და ფერჴი. და აწჳეს მეფესა თამარს მოღებად ყოვლისა დიდებულისა ქონებისა და სიმდიდრისა, გარნა უქმ იქმნა განზრახვა მათი, ვინათგან თამარი სახიერ იყო და მოწყალე, მოიჴსენა სიყუარული, სამსახური და ზრდილობა მისი, თჳნიერ ჴელისუფლობისა და ლორისაგან კიდე არა რა დააკლო, და ეგრეცა სიყუარულითა დიდითა და პატივითა დაიჭირა დღემდი მიცვალებისა.

კუალად აფრიდონ, აზნაურისა ყმობისაგან ღმრთის მობაძაობითა კაც-ქმნილი, მიიწია მსახურთ-უხუცესობამდის, თმოგვისა და სხუათა ციხეთა და ქუეყანათა პატრონობამდის აღზეებული, -- მოიშალა და დაიმჴო ნებითა დათნევითა ლაშქართათა. და ბრძოლამყოფთა ჴელისუფლობისა და დიდებისათჳს ურთიერთს დაუწყეს ზიდვა.

და ესეცა უცხო მოსაგონებელი: ყუთლუარსლან, ცხოვარმან ჯორის სახ[ედ] ორ ბუნებისა მყოფელმან, ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება, მომღებელმან წესსა რასამე სპარსთა განაგისსა, ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებლისასა და თქუა: "დასხდომილნი მუნ შიგა, განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა; მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩუენი".

ესე ვიეთ საწყენელ იყო -- დასასრულისა ჴელმწიფობისა პატრონისასა მიმცემელი -- ესრეთ იწყინა, და გაიკჳრვა, და გაიგონა უკლებელმან გონებითა და საუნჯემან სიბრძნისამან. და მოიღონა ჴელით გდება თავისა მის მოქმედთასა და, თანაზრახველ მყოფელმან ერთგულთა და საკუთართა მისთამან, შეიპყრა ყუთლუ-რსლან, მეჭურჭლეთ-უხუცესი და აწ თავისა თჳსისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა ლორეს დაჯდომად განმზადებული.

და ვითარცა ცნეს ესე ლაშქართა თანაშეფიცულთა და თანაშემწეთა მისისა მის გზად-გამყუელობისა და უკეთურებისათა, შეიყარნეს და უკუადგეს თამარს, დაადგინეს ახალი სიმტკიცე ყუთლუ-არსლანის გაშუებულობისა და, არა მიშუებისა ვნებად მისსა მეტყუელნი, განემზადნეს ისანისაცა შემობმად გარნა ვინათგან ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი შემწე და თანამბრძოლ [ექმნებოდა] მბრძოლთა მათ მისთა, და ვის წილ ამღებელი ჭურისა და ფარისა ეკუეთებოდა დამჴობად წინააღმდგომთა მისთა. ცუდ სამე იქმნა განზრახვა მათი, ვითარ განზრახვა აბიათარ მღდელისა და იოაბ სპასპეტისა, რომელნი ეთანებოდეს ორნიას, ძმასა სოლომონისსა; და ამას შინა თამარ, წარმგზვნელმან ორთა საპატიოთა დიოფალთამან, რომელი იყო ერთი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი, და ერთი კრავაჲ ჯაყელი, დედა აწ მყოფთა სამძივართა, უბრძანა ფიცით მონდობა და სხჳსა არავისი ბრალობა. და მოჰყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა და წინაშე მოსრულთა დავრდომით თაყუანის-ცეს, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულობისა და ნების-მყოფლობისა მათისა.

კუალად დაჯდა ცხებული ღმრთისა თამარ მეფე საყდართა მათ ცამდი აღმართებულთა შუენებითა მით აფროდიტიანითა და სიუხჳთა მით მზეებრითა აპოლონიანითა, სატრფო საჭურეტი დაბნედამდის და გაჭრამდის ყოველთა გამცდელ-მხედთა და შეპყრობამდის წყალ-ჯავარითა მით უმსგავსოთა სახითა მით ღმრთივ-ქმნულითა. იურვის და იურვოდა ურვა-ქმნისათჳს ყოველთა შეურვებულთათჳს.

პირველად გარდაცვალებასა [ქართლისა კათალიკოსისა, ჭყონდიდელისა და მწიგნობართ-უხუცესისა მიქაელ მირიანის ძისსა და ამირსპასალარისა გამრეკელისა თორელისსა] და გამორჩევასა შინა ორთა -- ვაზირთა და სპასპეტთასა, -- თანადგომითა და ერთ-ნებაობითა შჳდთავე სამეფოთა დიდებულთათა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად და მწიგნობართ-უხუცესად და ვაზირად [ანტონი], გაზრდილივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათჳს სჳანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა. და განაჩინა ამირსპასალარი სარგის მჴარგრძელი, კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა, და უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა ყო ძისაცა მისისა ზაქარიას


ჩანართი (V)


ესე ზაქარია და ივანე მჴარგრძელის ძენი, დაღაცათუ მეფეთათჳს ერთგულნი იყვნეს და დიდად გამოცდილნი ლაშქრობათა შინა, კაცნი სახელოვანნი, არამედ სჯულითა სომეხნი იყვნეს.ესე ივანე წერილთა ზედამიწევნით მეცნიერი იყო. რომლისათჳსცა გულისჴმა-ჰყო სიმრუდე სჯულისა თჳსისა, ნათელ-იღო და იქმნა ჭეშმარიტი ქრისტიანე. რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს.

დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე. და განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესობა, და მისცა არგანი ოქროსა ჴელთა მისთა, და შთააცუეს ტანსა მისსა სკარამანგი, და დასუეს ხელებითა ოქრო-ჭედილითა რომელნიმე მარჯუენით მისსა და რომელნიმე მარცხენით. და კუალად უბოძა მეჭურჭლეთ-უხუცესობა დიდსა და გუარიანსა კაცსა კახაბერს ვარდანის ძესა, და მსახურთ-უხუცესობა ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარეხობა მარუშიანსა, ძესა ჩუხჩარეხისასა ვინაცა მათ ორთავე მამანი მომჴცოვნებულ იყვნეს, და დასდვა მამისა პატივი მათისა და დასხნა სასთაულითა. და უბოძა ამილახორობა გამრეკელსა თორელსა, რომელი ამირსპასალარცა იქმნა შემდგომად სარგის მჴარგრძელისა.

და ერისთავნი მის ჟამისან ისენი იყვნეს: ბარამ ვარდანის-ძე -- სუანთა ერისთავი; კახაბერი კახაბერის-ძე -- რაჭისა და თაკუერის -- ერისთავად; და ოთაღო შარვაშის-ძე -- ცხუმის ერისთავად; ამანელის-ძე -- [არგუეთის ერისთავად]; და ოდიშის ერისთავად ბედიანი. ლიხთ-ამერით: ქართლის ერისთავად -- რატი სურამელი; და კახეთის ერისთავად -- ბაკურ-ყმა ძაგანის-ძე; და ჰერეთის ერისთავად -- გრიგოლის ძე ასათ, რომელმან მისტაცა მძლავრობით და მორევით საღირს კოლონკელის-ძესა და მცირედ-ჟამ ქონებასა შინა იაჯა არიშიანის ადგილსა დაჯდომა სასთაულითა, და ჴელთ-უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთაობა; და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი. და სხუანი ჴელის-უფალნი, ტაძრისა და საყდრისა სამეუფოსა წინაშე მდგომელნი, განაჩინეს წესისაებრ სახლისა.

ამას შინა აღავსნა ეპისკოპოსნი და საყდარნი შესაწირავითა, თავისუფალ ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან; გააზნაურდეს ქუეყანისა მოქმედნი, და გადიდევბულდეს აზნაურნი, და გაჴელმწიფდეს დიდებულნი მეფობასა შინა ამისსა, რომელი აწ ჩანს დაწერასა შინა ამისსა ათერთმეტთა მოქცევთა ჟამთა თამარ სამგზის სანატრელიასათა, რომელმან სიმშჳდითა დავითიანითა, სიბრძნითა სოლომონიანითა, სიმქნითა და საურავთა დღესისთა ხვალისა არ-მიგდებითა ალექსანდრიანითა, იპყრნა ზღჳთ პონტოსით ზღუადმდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკჳთთამდის. მიმხმელ იქმნა ცხოვრებითა და ნეტარებითა, რომელმან ესევითარი იჴმია ფრიადება ცნობიერებისა და სიმშჳდე გონიერებისა, ვიდრემდის ამისსა განგებასა ათორმეტსა წელიწადსა შინა არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვის სადმე კრვად. კიდემქონებელი ყოვლისა მესისხლეობისა და მბნელობლობისა და ასოთა მიღებისა, ნება-აღმსრულებელი, შიშისა და ზარისა დამდებელი, მშჳდი დამშჳდობის მყოფელი იშუებს და სუფევს სამეუფოთა და სამფლობელოთა შინა მისთა, რომელი არა სადა ვის უხილავს, თჳნიერ ამისსა, ესევითარსა კაცისა უვნებლობასა შინა უვნებელად და მშჳდობით დაჭირვა და მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონება-ურჩებისა.

ხოლო სხუანი ზნენი: გამ[მ]არჯუებლობანი, აღვლანი საზღვართა მიმართ, მამადობანი მამათა და ტომთა მისთანი, ოდესმე რაინდობანი და მკჳრცხლ-მოქმედობანი და მჴედრობანი მჴედართანი, იროელად საგონებლობანი, ოდესმე ნარნარად და წყნარმშჳდად მეპასუხობანი, თუ რანი და რაოდენ იქმნეს, წინამდებარისაგან ეუწყენ მსმენელთა.



პირველი ქმარი თამარისი

რათა სრულ იქმნას წყალობა და წადილი პატრონისა ტკბილისა და სახიერისა ლაშქართა და სპათა მისთა ზედა, შეიყარნეს შემჭირნენი და ზრახვა ყვეს ძებნა წაღმართისა და მოყვანა ქმრისა. რომლისათჳს ჴამდა თუმცა ყოფილიყო ჟამი გმირთა და გოლიათთა ყოფისა, ანუ-მე გარეშე წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ-მე გაჭრანი მიჯნურთა ცოფ-ქმნილთანი.

ვითარ თამთა თუმიანისთჳს, ვითარ ამირან ხორაშნისთჳს,ვითარ ხოსრო --შანშა ბანუისთჳს, ვითარ მზეჭაბუკ მზისათჳს ხაზართასა, ვითარ იაკობ რაქელისთჳს და იოსებ ასანეთისთჳს, დავით ბერსაბესთჳს და აბისაკისთჳს,ვითარ პელოპი მჴნედ მბრძოლი იპოდამისთჳს, ონომაოს ასულისა, ვითარ პლუტონ პერსეფონისთჳს, ვითარ რამინ ვისისთჳს, ვითარ ფრიდონ შაჰრინოს არნავაზისთჳს,ვითარ შადბერ აინლიეთისთჳს

და უჩნდა საჴამსოდ, თუმცა გამოჩენილ იყვნეს ვინმე ანუ გმირნი სახენი გმირთანი, ანუ მამანი სახენი მამათმთავართა შუენიერთა და კეთილად მბრძოლთანი, ანუ მსგავსნი გარეშეთანი, სისხლდამთხეველნი შეყუარებულთათჳს, ანუ მიჯნურნი ლომნი და მზენი, მჴეცებრ გაჭრილნი ამის მზისა და უმეტეს მზისა და თჳთ მათ მითხრობილთა მზედ და მნათობლად საგონებელთა უბრწყინვალესისა და უნათლესისათჳს.

გარნა ვინათგან ცუდ საგინებელ იქმნა და აღარ დაებადა ღმერთსა სწორი ამისი, არცა მგონიეს თუ დაბადებად არს, გამო-ვინმე-ჩნდა მეტყუელი მკჳდრთა ტფილისისათა შინა, თავადი და მეფეთ-მეფისაგან წყალობა-ჴელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასან, და მეტყუელმან თქუა: "მე ვიცი შვილი ჴელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი. და იგი, მცირე დარჩომილი მამისაგან, ექსორია-ქმნით დევნული გარდამოიხუეწა ბიძისა, სავალათად სახელწოდებულისაგან. და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა ქალაქსა".

მაშინ მომსმენართა მისთა უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდ-ვაჭარი ზანქან ზორაბაბელ. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ზნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნითა მოყმე სახე-კეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად.ამისთა მნახველთა და გამცდელთა პატრიაქმან, დიდებულმან, ვაზირთა და სპათა მოაჴსენეს თამარს, და მათგან ნება-დაურთავი განმზადეს ქორწილი. რამეთუ თამარ ჭეშმარიტი იყო და მტკიცე სულთა ზედა, და ვიეთნიმე დაღონებულობით აწუევდეს ალექსის მოყვანასა ქმრად, რომელი ახლოს სთჳსობდა და მამულად მამის ძმისწული იყო ბერძენთა მეფისა -- ესე მას ჟამსა აქა მყოფ იყო, -- და შიშითა ამისის ქმნისათა ყოვლად უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ჴსნა ქმროსნობისაგან. ხოლო არა მშუებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს ქმნად. და ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი სახედაუდებელი და იგავ-მიუწდომელი; სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თუალთა და მარგალიტთანი, ოქროჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერელთანი, მსგეფსამდი სხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემანი.

ხოლო მე ესეცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს. ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახე-კეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოველნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: "ღირს რამცა ვიყავით მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა". და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი წარსრულთა თჳსად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხჳა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი. რომლისათჳს ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს საყდარსა შინა წმიდის რაჟდენისს, რომელი მუნვე დაკრძალეს.

და სხუანი რაოდენნი ჴელმწიფეთა ძენი ამისთჳს გაჭრით გამიჯნურებულნი და ხელქმნილნი ვერღარა სთმობდეს სურვილსა მისსა, ქვემორე სიტყუამან საცნაურ ჰყოს.

ამისდა შემდგომად ჴელ-ყვეს გალაშქრებად. და გავიდა ტფილისით მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა, და ააბეს დროშა სჳანი და ჴმარებული, და წარიძღუანეს ძელი ცხოვრებისა, მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა. პირველ ილაშქრეს ქუყანასა კარისა და კარნიფორისასა და მოარბიეს ვიდრე ბასიანამდის და გამარჯუებულნი და აღვსებულნი შემოიქცეს და მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივ-განათლებულსა, და აღივსნეს სიყუარულითა და სიხარულითა.

ამისგან უწინ მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუყანასა პალაკაციოს და ძაღლის-ჴევაი წოდებულსა და მომრბეველთა ზედა გამრეკელი კახას ძე მიუჴდა; და სჳსაგან თამარ უძლეველისა მცირეთაგან დიდნი იძლივნეხ გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და მოიღეს არმაღანი წინაშე თჳთმპყრობელისა.

და მასვე ჟამსა მოვიდეს კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმ[ია]ნისანი ცხენოსანნი და ქუეითნი, და აივსო შავშეთისა და კლარჯეთისა ქუეყანა. აქათ, შეიყარნეს გუზან აბშლასანის ძე ტაოელი და მის ქუეყანისა ლაშქარნი, და ბოცო და ვინცაღა იახლა, მიესწრნეს მესხნი და მარბიელ-გაშუებულთა შეებნეს მუნვე. ბედმან და სუემან თამარისმან სძლია, გააქცივნეს მუნცა და დაჴოცნეს. და მუნითცა მოიღეს ურიცხჳ კაცი და ცხენი წინაშე მეფისა ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა და დღითი-დღე აღმატებულისა და წარმართებულისა ამას შინა იხარებდეს, იშუებდეს, ნადირობდეს, მხიარულობდეს: ამისდა შემდგომად წარვიდეს მჴარგრძელნი, ძენი სარგისისნი და ვარამისნი, მოყმენი პირ-წაღმართნი, უხუცესნი ზაქარია და ზაქარია დალოცვილნი, ივანე და სარგის დაულოცველნი, და ილაშქრეს ქუეყანასა დვინისასა. და გამარჯუებულთა და ალაფაღებულთა მოეწივნეს ლაშქარნი დვინელნი [და სურამელნი]. და კმა იყო ლომისა სიფიცხედ, ვინაცა ბოლოდ გააქცივნეს. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე მეფეთა და მათ წყალობის მყოფელთა გარდაიჴადეს მადლი.

შემდგომად ამისა გამოსლვასა ხანისასა ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ, და ზემონი ზემოთ, და შუანი შუათ, და ყოველგან ძლევა-შემოსით და გამარჯუებით. და კუალად მეფემან, შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისითა, მიმართა [დვინად], მოაოჴრა ქუეყანა პართთა, და წარმომღებელი და გამომღებელი ქალაქისა და მას. შინა მყოფთა საუნჯეთა და ტყუეთა მოვიდა თამარს სუე-სრულსა და ნათელ-ბრწყინვალესა წინაშე, რომლისა თუალი უღამო და დღე უუკუნო, და საწადელ და საშუებელ სულისა და ჴორცთა. ამას შინა ოდესმე მოისვენიან ლაშქრობათაგან, და მშუებელნი გარდავიდიან იმერთა ქუეყანათა წესისაებრ და ჟამსა ოდესმე ჩავიდიან შარვანისა ზღვრამდე, და მოვიდის შარვანშა დიდითა ნიჭითა და ძღუნითა, და, ერთგან მომნადირებელნი მინდორთანი და მხიარულნი, კუალად განიყარნიან. და უბოძის საბოძუართა სიმრავლე და წარგზავნის პატივითა ძმებრივითა, და მონებდა და მსახურებდა იგი მონებითა ყმებრივითა.

შემდგომად ამისსა შეიყარა დიდძალითა ლაშქრითა და მიმართა გელაქუნად, რომელი ძნელ იყო შესამართებლად ზღჳს ქჳშასახეობითა თურქმანთათა; დაესხნეს, ამოსწყჳტეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი. გამომართულთა მოეწია ყოველი თურქმანობა გელაქუნისა,წინაძღომითა შამელთა დიდებულთა როსტომ და იალღუზ-ალფესითა, რომელნი მას შინა დაემჭირნეს ყიზილ-არსლან ათაბაგსა. და ვითარ წყობა და რაზმი ერთმანერთს განეწყვნეს. იმათებურეს მოყმეთა თამარისთა: და უსწრობდა ბერი ყრმასა და ყრმა ბერსა, პატრონი ყმასა და ყმა პატრონსა; გააქცივნეს, და ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. და მოვიდეს თჳსადე სამეფოდ წინაშე მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა [და სამჴრეთისა].

შემდგომად ამისსა წუევითა ასათ გრიგოლის ძისათა დიდი და სასახელო ილაშქრეს განძას ქუემოთ ბელაყნამდის, შემდგომად ზემო-კერძო რაჴსისა პირი მასისამდე. მუნცა დიდთა ლაშქართა მოწევასა შინა ისახელეს თავი ბუმბერაზთა ამის სამეფოსათა, თჳთ მეფისა უჭურეტელობასა შინა, ვარდან დადიანმან მსახურთ-უხუცესმან, ოთხსავე მჴარგრძელთა და სხუათა დიდებულთა და აზნაურთა დიდი დაჭირებული ომი გარდაიჴადეს, და გააქცივნეს და შემოიქცეს მუნითცა გამარჯუებულნი და აღვსებულნი სიხარულითა.

ამას ესევითარსა მშჳდობასა, მარჯუებასა და ზეობასა შემოვიდა უცხო რამე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან; შევიდა სატანა გულსა სუე-უბედურისა რუსისასა, სკჳთ-რამე სახელდებულისა, და სიტყჳთ აღიძრა წყენად თამარისა, ჴელმაიფეთა მზისა და მეფეთა ელვა-ცისკროვნებისა, და იუდა-მყოფელმან თავისა მისისამან აღარ იცოდა რამცა ექმნა. ძლეული და ტაძარ-ქმნილი შჳდთა სულთა. უბოროტესთა პირველისათა სოდომურიცა მოიპოვა ქცევა დაქცევითა დაქცეულმან და წარწყმედითა წარწემედულმან. ამას ესევითარისა უცხოსა და ურიგსა საქმისა შემოსლვასა შინა ითმენდა თამარ. წყნარი და ნარნარი ცნობიერი და გონიერი, და ორ წლამდის გინა უმეტეს იყო განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა.

და ვითარცა უგრძნეს ესე ვაზირთა და დიდებულთა, განკჳრვებულთა ერთჴმა ყვეს მცნობელთა ამისთა, ვითარმედ ესე მისვე ძუელისა მტერისა არს, რომელმან მოაკულევინა ძმასა ძმა და მამასა შვილი და ექსორია-ქმნა პირველი იგი კაცი სამოთხით, ვითარ ესე აწ ხილულისა ამის სამოთხისა და უბრწყინვალესისა ედემისადა შეუმზადებია ექსორი-ქმნა, რამეთუ მისვე ძუელისა ხაკან სკჳთისა შემსგავსებულად მოსდგომია აქაცა. მუნ თუ იგი მოადგა დედოფალსა ქალაქთასა, აქა ესე დედოფალსა დედოფალთასა და მეფესა- მეფეთასა ბოლოდ რაღა თჳნიერ ამისსა. ვერღარა მინდობილთა უღონო ქმნილისა მის ეშმთა ბომონისა ჴელ-ყვეს ცრემლ-მდინარეობასა შინა თამარისსა ჯერცა მოწყალისა და გაურისხებელისასა, და წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა-სიმდიდრითა და საჭურჭლითა, ვინათგან რომელი სიკუდილსა ემართლებოდა და არავის მისცა სასიკუდინოდ, იგივე სიუხჳთა მზეებრითა არავის მიეშუა გაძრცუასა, და ვინაცა ჩასმული ნავითა ზღუად მიიწია კოსტანტინეპოლედ, და იყოფოდა ჟამთა რაოდენთამე მუნ.

ამისსა, შემდგომად უფროს და უფროს, უკეთ და უკეთ მთავრობასა და ჴელმწიფებასა ათქმევს ყოველსა მწირსა ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი, თანაშემწე და თანამძლე ბრძოლათა შინა, და არა-მსგავსებული ბედი და სუე პაპათა და მამათა მისთა, ნუ უკუე არცა ბედისა ოდენ მინდობილთა წარმართთა. რამეთუ ამას სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი ამისთჳს. ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი რამეთუ ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი უხუცესი იყო გაჭრითა და გახელებით, არათუმცა ანდრონიკეს, ჟამსა მის მეფობისასა და მისგან ბერძენთა ამოწყუედისასა, შეეპყრა და განეპატიჟა იგი მოყმე პოლიკარპოს. მსგავსი -- ასურასტანისა და შუამდინარისა ანტიოქელისა მეფისა შვილი იყო: უკუეთუმცა ჰქონებოდა გზა მრავალ-გუართა ბარბაროზთა შუაყოფისაგან, წამსაცა შინა აქა პოვნილ იყო. კუალად სულტნისა ყიზილ-არსლანის. შვილთაგანი ერთი, ამბვისა სმენითა ჴელ-ქმნილი. ძალითღა-სამე დაიმჭირა მამამან სჯულისა დაგდებისა შიშითა.

ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თჳსთა თჳსობისა გავლენა. ვინაცა სახედ მზისა შარავანდნი ცისაგან იშუქებდეს მიწიერთა საჭურეტლად, ეგრეთვე ქუეყანისაგან თამარის ჴელმწიფობისა შარავანდთა ნათელთა ბრწყინვლებანი ეფინებიან იატაკსა ამას ზედა ცისასა.

მცნობელმან ამისმან სალდუხის ძის ძემან, სახელით მუტაფრადინ, აღარ დამხედმან მშობელთა არნებობისამან და დამგდებელმან მუჰამედისამან, სჯულისა ტკბილისამან, რომელმან მოზიდვითა კაცთათა უმოძღურა კაცთა საწუთრო ესე ნებასა ზედა თჳსსა, სურვილითა და სმენა-სატურფოთა სახეთაგან ძლეული მოვიდა წინაშე თჳიმფლობელისა, ყოველთა მეფეთა უზესთაესისა ამის თამარისა სამფლობელოთ თჳსით დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა. ხოჯაებითა და საჭურისითა, მონებითა და მჴევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, საჴელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავასებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა.

და წესისაებრ სახლისა საჴელმწიფოსა მიეგებნეს დიდებულნი პატივითა და სიყუარულითა, მოიყვანეს სრად სამეფოდ, რომლისა პაპა სალდუხ ეზდინი პაპასა ამათსა დემეტრეს, ჴელმწიფესა დიდსა და სახელ-განთქმულსა, ჭაბუკსა გორგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ჴელთ-ეგდო და მოეყვანა. აწ ამან სიტყჳთა, და ნუ უკუე არცაღა სიტყჳსა ღირსებითა. მოიყვანა ვითარცა მონა მოხარკე ნელიად და წყნარად და მიმყოვრებითრე უდარბაზა, რომელმან ნახვასავე თანა რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა. დასუა პატივითა ტახტსა თანა ხელითა, და იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმსა და წყლიანობასა ამის სახლისა დიდებულთა მოყმეთა, უკლებლობასა მრავალგუართა სახეობათა, მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილობათა, ნიჭთა და საბოძუართა და შემოსათა ვინაცა იქმნა უჰამრავი. ამას ესრეთსა სიყუარულსა, პატივსა და ბოძებასა შინა დაყო ჟამი ზამთრისა სომხითს და ტფილისს მომწონებელმანლ სანადიროთა ქუეყანათა და მოყმეთამან თჳთ თავადის პატრონისამან, რომლისა სიკეთისა მითხრობა კაცთაგან შეუძლებელ არს და ჟამსა ღანუყობისასა თანაწარმტანელთა აჩუენეს საყოფნი სანადირონი, მინდორნი მოედანნი ქუემო კახეთისანი და რანისანი. და რანისა დიდებულნი მოყმენი და ლაშქარნი, განაღამცა მომწონებელნი და მაქებელნი, იშუებდეს და იხარებდეს და ადიდებდეს მომლოდენი ჟამისა მის პატრონისა მათისა უკუდავ-ქმნილისანი.

გარნა ვინათგან თამარ ამაყი და ლაღი, უჯერო შესატყჳსობისა, აზეებდა ფრთოვანებასა გონებისა გონებისა მისისა, შემოსრულთა ქალაქად სამეფოდ დაამჴუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა, და წინა-უკმო საულისა იპოვა შვილი სალჩუკმანი: მან მძებნელმან კარაულებისა მამისამან პოვა მეფობა, ამან მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან პოვა რომელი საულისა დანაკარგი ჴამდა.

იყო ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა. და ვინაცა მთქმელთა არა უქმ-საგონებლობისათა. უფროსღა უქმ-მყოფელთა და დამასკუნელთა ქორწილისათა შერთეს და გარდაიჴადეს ქორწილი სახელოანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა, და წარგზავნეს თჳსად საყოფლად არზრუმად, გარნა თუ ვითარითაცრემლითა და ვითარითა გლოვითა, გამოუთქმელ არს კაცთა ენისაგან.

ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელი მიჴდილ იყო ცნობათა სიყუარულისაგან და, სჯულისაებრ ძუელისა და თჳთ დღეთა ისლიმთასა, გუარისაგან განვლენილი, თჳსისა სჯულისა დაგდებად განმზადებული, მოქენე იქმნა ყოველთა საქმის მოქმედთა, მოძღურისა და კათალიკოსისა, მიუწდომელისა ქრთამისა მძებნელი. გარნა უქმ სადმე და ცუდ იქმნებოდის ზაკუანი ეშმაკისნი, ვინათგან აქუნდა თამარს სული მყოვარე და შეყუარებული ზენარისა მის ხუედრისა, და გონება, მშობელი სიტყჳსა, გონებისა მის დიდისა მიმართ აღემსჭუალა, და სეფე-გუარ ჰყოფდა ტაძარსა შჳდწილ განწმედილსა ღმრთისა სიტყჳსასა. და ყოველთა მამონისაგან ძლეულთა და ქმნად მაწუეველთა სირცხჳლეულ ჰყოფდა მომსმენელთა სატანას ზაკჳთ. წარმავლინებელმან წესისაებრ პატივითა და სიყუარულითა ნიჭ-მრავლობასა შინა მისცა მცნება: "კუალად აღარა შესძინედ ესევითართა თქმადი".



მეორე ქმრის ამბავი

თამარ სუე-სჳანისა ჴელმწიფისა იმატებენ ზარნი, ლაშქრობენ მოყმენი, არს მარჯუება, სიხარული, სიყუარული, შუება და ნადირობა მთათა და ბართა, გარნა წუხდეს და იურვოდეს შეეჭირნენი უწაღმართობისა და შვილის-უსმელობისანი. და ვითარ მოეცვა შჳდივე ესე სამეფო შეჭირვებასა ესევითარისა საქმისასა, პოვეს ღონე განგებითა ღმრთისათა, რომელი აღამაღლებს მდაბალთა და შემუსრავს ლაღთა,

რომელი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა: "არა რომელთა მე გამომირჩიონ, გარნა რომელნი მე გამოვირჩივნე". და ვითარ იტყჳს დავით, რომელსა აწ სათნო ეყო გამოჩინებად: "უმცირეს ვიყავ მე ძმათა ჩემთა და უმრწემეს სახლსა მამისა ჩემისასა, ხოლო თავადმან უფალმან მოიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა" და შემდგომი.

იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა ესე დედოფალსა რუსუდანს, ვინათგან თჳს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზითა მოიყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა და იხილეს მუნ მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან საჴელმწიფო.

ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს მკჳდრთა ამის სამეფოსათა, იგი განაღამცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე-ქმნითა მომჴსენებელ და მოაჯე ექმნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: უკუთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი, შვილნი ჴელმწიფეთანი -- ბერძენთა და ჰრომთანი, სულტანთა და სკჳთთანი, სპარსთა და ოვსთანი, მცდელნი, სამართალთაებრ უკუნ-არღჳვნა არშემძლეობამან თჳნიერ ბრძანებისა საუფლოსა".

მაშინ თამარ, მინდობილმან მამის დისა მისისამან მშობლისა სახედ და მისგან დიდად წყალობიანთა ლაშქართა და სპათამან ესრეთ თქუა მბრძანებელმან: "მოწამე არს ჩუენდა ღმერთი, აროდეს ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმროსნიბისა, არცა პირველ არცა აწე, თუმცა არა მოსვლოდა უწაღმართობა ჩემი საყდარსა, რომელი რწმუნებულ არს ჩემდა პირველ ღმრთისაგან და შემდგომად მშობელთა ჩემთაგან, აწცა ამისი ვარ მოაჯე".

მაშინ არ მომშუებელთა ჰკადრეს დედოფალსა და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღმრთისა მის, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა. და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყჳსი და შემსგავსებული ჴელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა. ვინათგან დედოფალი რუსუდან ყოვლითა სიბრძნითა სავსე მოქმედებდა: აქათ ბაგრატოანი ბაგრატოანითა გუარ-ზეობითა აწყობდა რიგთა სახლისათა, და ქუემოთ ხუარასნისა და
ერაყისა სულტანთა სძლობითა გამეცნიერებული, მუნებრივითა სახიობითა და შუებითა მოქმედებდა მშუებელნი იხარებდეს, გლახაკნი განმდიდრდებოდეს; იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა, სახიობათა მჭურეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე და სრულ-ქმნა ამასა შინა. მითხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარსა ბედნიერობასა, სჳანობასა დღეკეთილობა

თამარისი დავითის, მოყმისა დავითიანის, თანა ბედნიერ, და განმარჯუებულ ქმნა, და წაღმართ-წაღმართითა მით მითხრობითა წინამდებარითა [გეუწყოს].

ესე დავით წელიწდის მოქცევამდე ესრეთ წაეჯობინა ყოველსა მშჳლდოსანსა ცხენისანსა და მცურავსა, მოასპარეზესა, მწიგნობარსა და ყოველსა ნასწავლსა ჴელთა სიკეთითა, ვითა დღეს ჩანს, რომელ შინათ ვინ ყოფილა მისი მსწავლებელი და თანა მოსწავლე, და თუ გარეთთა ქუეყანათა მოსრულა, ვერავინ სადა გამოჩენილა მისებრი.

შემდგომად ამისსა, მშჳდობისა და მტერთა მძლეობისა ამათისა, ოდესმე მოესმა, ვითარმედ რუსი იგი ძნელბედი და სუე-უსუეო წამოსრულა კოსტანტინეპოლით და მოსრულა ქუეყანად ეზინკისად, კარნუ ქალაქისად.

და მას ჟამსა ნაცვალი მეჭურჭლეთა უხუცესისა, სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა ტარტაროზი, კეთილთა და ჰამოთა პატრონთაგან სრულწყლიანი, საქმის მოციქულად წარავლინა საქმისა რასათჳსმე, და მას კარნუ-ქალაქსა მისვლასა შინა შეიყარნეს რუსი და იგი ერთად. [მიუ]დგეს იმიერნი, რათა [რუსი] სასახლესა შინა [შეყვანილ] ყონ; მისისა სარგებლისა მოწადინენი შეეხუეწნეს ამას დიდსა [მოციქულსა], რომელი აქით მისრულ იყო. მაშინ ცნეს ამის სამეფოსა კაცთა და უფროსღა ეშმაკმან, რომელი მარადის მბრძოლ არს ვითარ "განკჳრვებასა დავითისსა სიცრუე კაცთა გულებისა" და რომელნი თანაზიარ მეფობისა მათისა და უხუად და უგულსავსედ წყალობითა იყვნეს, მათცა ქმნეს საქმე ყოველთა ძუელთა გინა ახალთაგან უბოროტესი. უკეთუ ამას სამეფოსა განდგომად პატრონთა უნებელ ქმნილა რომელი, დაწყებითგან სოფლისათ არავის ოდეს სადა უნახავს წარმართებული და გამარჯუებული, გარნა ეგრეცა თჳსთა და ნატამალთა, შვილთა და ძმათა ამის სახლისათა მიზეზითა ქმნილა. გარნა ესე ვინა ანუ სით?

პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქით ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხჳთა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თჳნიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თჳსითურთ მოკიდულითურთ, ვითარ გუარ ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს. ვარდან დადიანი, მსახურთ-უხუცესი, ლიხთ-აქით პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსიამდის უცილობელად ქონებისა, და თჳთ ქუეშისა ციხესა მყოფი, მაგარსა და მტერთაგან უვნებელსა. ესე მცირედისა რასმე წარვიდა და მივიდა გეგუთს, რეცა პატრონისა წადილითა შეყარა ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგუეთი. მომრთველმან სანიგთა და ქეშიგთამან აფიცა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათჳს დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყანისანი.

გაგზავნა ლაშქარნი ქუეყანისანი და მივიდეს გუზანისად. მუნით წარმოვიდა რუსი, და შეყრილთა მიჰმართეს სამცხესა. და მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო. და გარდამვლელნი მთისანი მივიდე გეგუთს. ჵი ღაღადი დიდი და განსაკჳრვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?

მაშინ თამარ, ქალაქსა მყოფი, უსახურისა და უაზრავისა საქმისა განკჳრვებული, პირველად მომხადველი ჩუეულებისაებრ ზენათა წყალობათა, მბრძანებელ ექმნა ყოველთა ერისთავთა ერთგულთა, ვინაცა შემოკრბეს სპასალარნი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითით და სამცხით. მკჳრნეთა საქმითა ჰკადრეს ფიცით არა მათგან ნებადართულობა საქმისა, და ვითა შეაჯერეს უმათოდ ქმნილობა, მჴეცებრ განმჴნდა გული მათი ერთგულობისათჳს და თავისა საწამებელად დადებისათჳს. და თჳთ თამარ ჴელითა საუფლოთა და სიტყჳთა ოქრო-ნექტარითა მრავალგზის მართლად იკითხვიდა მიზეზსა მკჳდრთა მისთაგან. ოდესმე თევდორე პატრიაქსა და ანტონი ქუთათელსა, რომელი-იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა დათხევამდის, და სხუათა ეპისკოპოსთა გზავნიდის, ოდესმე შინაურსა ეჯიბსა და მესტუმრესა, და მათგან ვერას პირის მპოვნელი.

მაშინ შეკრბა კრებული ღმრთის მბრძოლი, აღიღეს მახჳლები და წათები, წარმოემართნეს პატრონსა ღმერთ-შემოსილსა ზედა. ნახევარნი თჳთ მეფე-საგონებელითურთ გარდამოვიდეს მთითა ლიხისათა: ამწყუედელნი და ამაოჴრებელნი ქართლისანი მოვიდეს ნაჭარმაგევამდის და გორამდის. და ნახევართა, დადიანთა წინაძღომითა, გარდაიარეს რკინის-ჯუარი და ჩავიდეს ციხის-ჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრჴე. მუნ შეიყარნეს ბოცო და მესხნი, ვინცა იყვნეს მიმდგომნი მათნი. და განმგებელთა ესევითარისა საქმისა, ღმრთისა უკითხავად, შვილთა მზეგრძელ უქმეს. რამეთუ გააგეს პირველად აღება ჯავახეთისა, თმოგჳსა და ახალქალაქისა, კუალად თრიალეთისა და სომხითისა, ვინათ გან ქურდვაჭრისა იქით გასდგომოდავე ყოველი სომხითი: ივანე ვარდანის-ძე, პატრონი გაგისა; მაყა, პატრონი კაიწონისა კაენი( თჳთ ვარდანისი იყო), სხუანი მის. ქუეყანისა აზნაურისშვილნი, თჳნიერ ზაქარია ვარამის ძისა; იგი კაცი ერთგული იყო და ჭაბუკი გამოცდილი. ამათ ყოველთავე აგარათა შეყრა გააგეს და მუნიდაღმა მათ და ზემო-ქართლის მყოფთა კართა ქალაქისათა მოსლვა, სადა-იგი იყო მზე-მზეთა, ნათელი ნათელთა, ტარიგი უმანკო, მსგავსი ქრისტესი, მშჳდითა მით დავითიანებრითა გონებითა მინდობილი ზენასა მას განგებასა იმედისა მდებელი წყალობათა მისთა გულმოწყალეთა.

მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მჴარგრძელთა და სხუათა იორელთა, ზემოთა და ქუემოთა, წასლვა და მიგებება წინა ქუეყანასა ჯავახეთისასა და მუნვე ცნობა ძალისა მათისა, უფროსღა ცნობა ძლიერებისა მართლმსაჯულობისა ღმრთისასა. და მივიდეს მტკუარსა ზედა, ვინათგან იგინიცა მუნვე მოსრულ იყვნეს. და მიერთნეს მესხნიცა, ერთგულად დარჩომილნი; და აქით ესენი მისრულნი მტკუარსა ზედა, და იგინი მუნით ჴიდსა ზედა შეიბნეს.

და შეიქმნა ომი და სროლა. მას დღესა სიღამემან და წყლის შუა-ყოფამან გაჰყარნა. ვითარ შეღამდა, შეიარნეს და ზრახვა- ყვეს, ვითარმედ: "ვხედავთ მჴეცთქმნილობასა ამათ ლაშქართასა, და ვინათგან არა გუაქუს ძალი და ღონე შებმისა, აწ მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ღონითა ვეცადნეთ ღალატსა და ძლევასა". სიქველისა მომნიჭებელმან თამარის კერძთა ლაშქართა ამცნო გულ-უყოვნელ ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა. და გამვლელთა ჴიდისათა მიმართეს მთასა ტორნაძიად სახელდებულსა, ღონედ სიმაგრისა საძებნელად და, ვეღარა მუნ დამდგმელთა, გარიდეს და მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა ხინგრისასა; თმოგუსა და ერუშეთს შუა შეიქმნა ომი, ვითა ხუდებოდა რჩეულებსა იმერთა და ამერთა მოყმეთასა, რომელი კმა იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა სიმწუავენი და მოკუეთილებანი ისრისანი, მფეთებანი ჴრმალთანი და მხეთქელობანი ჰოროლთანი. და განგრძობასა შინა ჰომთასა მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა თამარისთა, და გაქცეულნი რომელნიმე დაიპყრნეს, დაჴოცეს და ტყუე-ყვეს. ამათ არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა, თჳნიერ რომელ ივანე სარგისის ძე დაკოდეს.

შემოქცეულთა მხიარულითა პირითა და განათლებულითა გულითა თავისუფალ და უდევნელ ყვნეს იგინი ქენებისა და პატრონისავე არა დაკლებისათჳს. და მოვიდეს. წინაშე ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა და მეფეთ-მეფისა. მიმცემელმან ღმრთისა მიმართ ჯეროვნისა მადლობისამან ნახნა მოყმენი მისნი პირითა ბრწყინვალითა, თუალითა ტკბილითა და გულითა დაჯერებულითა ვინაცა ცნეს ესე პირველ მახარობლისა მოსლვითა, სარგის ვარამის ძისათა, ზრახვა ყვეს რომელნი მყოფ იყვნეს. მის წინაშე; თჳთ ჭიაბერი მანდატურთ-უხუცესი, ჰერნი და კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა სჳანისათა, დასხმა [ყვეს] ქართლს მყოფთა, რომელთა მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა.

და ვითარ აგრძნეს მათ ამოწყუედა და გაქცევა ზემოთა ლაშქართა, მსწრაფლ იქმიეს გარდავლა. და შემოქცეულთა და მოსრულთა წინაშე თჳთ თამარისა ჰკადრეს. გასლვა სომხითით და მიმართება ურჩთა და განდგომილთა მეფობისა მისისათა. დამორჩილდა ქრისტე-შემოსილი ჴელმწიფე, შემეცნებული ღმრთისა წყალობა აურაცხელობითა.

ვინა ესეცა უწყოდეთ, რომელ წურთათა ღმრთისათა სივრცე დიდ ფრიად არს; რამეთუ კეთილთა და კეთილ-გაეგონეთა ნიშთა აღჩენითა სწურთის კეთილად-დართვითა, ძლევა-მინიჭებითა. ღამეთუ კეთილისა სულისათჳს ღმრთის-მოყუარე და თჳსად მისი არს, ვითარ იტყჳსცა დღე ბერძენთა ხედვისა პლატონ: "კეთილი კეთილთათჳს არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთათჳს ბოროტ".

ხოლო აწ ჴამს და უფროსღა გაგონება ნათქუამთა მათ დაუვიწყებად და ხედვა ზენათა წყალობათა, რათა დავჰყოთ თუალი იგი ამათ ესევითართა წყალობათა განგრძობითა.

ხოლო აწ ვინაცა ცნეს განდგომილთა შერისხვა. ღმრთისა მათთანათა თჳს-თჳსთა რომელნიმე დამგდებელ იქმნეს აწ ციხეთა და სიმაგრეთა და უწინარეს სჯულისანიცა. ვინათგან თამარსა ზედა ესევითარი უსახური საქმე კადრეს; რომელნიმე მოვიდეს ყელ-საბელ მობმით; რომელნიმე მკლველ ექმნეს თავის ბიძასა, და ეგრეთ მოვიდეს. და მუნცა იქმნა ჩუეულებითი გამარჯუება. შემოქცეული დგა ჭალასა აგარათასა. მონადირე და მონადიმე, მხიარული და შემწყალებელი ერთგულთა და საკუთართა მისთა.

შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე. და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხეებითა და სოფლებითა. შეიწყალეს და უბოძეს სარგისის ძესა ივანეს პირველად მსახურთუხუცესობა, ჴელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხჳთა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა. შეიწყალნეს და დალოცნეს; სხუანიცა დიდებულნი მრავალნი, და შექცეულთა მიმართეს სახლთა მათ და ნატამალთა ნაჭარმაგევსა.

და ლიხთ-იმერთა დიდებულთა, შემნანებელთა შეცოდებისათა და მოაჯეთა შენდობისათა, ითხოვნეს ცხოველნი ხატნი და თჳთ დედოფალი რუსუდან მათ წინაშე საყოფელად, კათალიკოსი, მანდატურთ-უხუცესი, და სხუანი ეპისკოპოსნი შინაურითურთ სახელდებულით. ვინაცა გარდამოვიდეს სუანი დიდებულნი და მეჴევენი და გარდამოიტანეს რუსი, მეფე-ყოფილი, და მისცა დედოფალმან სიმტკიცე პირველად რუსის უვნებელად გაშუებისათჳს, და მერმე მის ჟამისა შეცოდებისათჳს არას შენანებისა და წარმოძღუანვებითა დედოფლისათა მოვიდეს ნაჭარმაგევად და რუსი, ივანეს მისანდობელად მთხოველი, წარვიდა, მასვე მისსა სუე-უბედურსა გზასა გაემართა. და შეიქმნა მშჳდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს. და "ერთბამად მოვდეს ლომი და ჴარი, და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა, და მგელი ცხუართა თანა". განდიდნა სახელი თამარისი ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და ლაშქრობდა დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუე-ალექსანდრიანისათა და იმარჯუებდა შეწევნითა ზეგარდამოთა.

და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი, და თმოგჳსაგან კიდე არა დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მჴარგრძელსა, ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა. მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა. და ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესსა მოუმატეს და უბოძეს ჟინვანი ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა. და შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგჳ, და ქუემოთ წირქუალელნი, ზარტიბის ძენი, გრიგოლოს ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი, და თავნი კახეთისანი თორღას ძენი -- შეიწყალნეს თჳთოეულნი თჳსითა წესითა: რომელნიმე ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა; ეგრეთვე ქართველნი, სომხითარნი, თორელნი, მესხნი და ტაოელნი. ვინაცა გუზან პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა, აწცა გამტანელი ტაოსკარისა, ვაშლოვანისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰარმენისასა, და სამძივარი სხჳთა აზნაურისშვილებითა, რომელთა თანა იყო მეღჳნეთ-უხუცესიცა, სეფე-შვილად კლარჯეთისა და შავშეთისა, და გავიდეს მთასა კოლისასა. მოეგებნეს. წინა ზაქარია ფანასკერტელი და ძინიელნი, კალმახლელნი, ყრმანი კარგნი და პატრონისაგან შეწყალებულნი. და შეყრასავე თანა ცნეს გუზანის შვილისა და შაჰარმენის. ლაშქრითა მისლვა გუზანის ცოლისა და შვილისა წარსხმად და ციხეთა შინა თურქთა შეყენებად. დაღაცათუ ლაშქარნი დიდნი იყვნეს და პატრონნი თორმეტისა დროშისანი და ესენი მცირენი, და მჴსენებელთა ქრისტეს სჯულისათა და თამარის ბედისა და სიმართლისათა შებმა ყვეს და სიდიდითა მათითა და სიკეთითა დიდად დაჭირვებული ომი გარდაიჴადეს. ბოლოდ, მათთა გამქცეველთა და ამომწყეუედელთა, ჴელთამყრელთა გუზანის ცოლ-შვილთა. თანაშემოქცეულთა აიხუნეს ციხენი და სიმაგრენი. და კუალადმგებელნი ქვეყანისანი მოიწივნეს წინაშე თამარისა, რომელმან მიჰფინა ნათელი წყალობისა და გარდაიჴადა მადლი მოჭირვებისა და სიმჴნისა მათისათჳს, და დარჩეს ყრმანი სახელოანნი და პატრონი სარგებლიანი.

და ამას ესევითარსა წყალობასა შინა ღმრთისასა ორნიღა მკლებიან წაღმართის გამოჩენილობანი; ილოცვიდეს მოქენენი, ღმრთისა და წმიდათა ხატთა მომჴსენენი პირმშოთა ძლიერებითა. ხოლო ვინათგან ჰყო ფს წყალობათა "დამრეკელთა განღებისასა, და მთხოველთა ნიჭებისასა, და მეძიებელთა პოვნისათა, ვითარ იქმნა სარას ზე, გინა თუ რაქაელისსა, ანუ თუ ელისაბედისსა და უფროსღა ანნასსა და, ვიკადრო, მარიამისსა. მიუდგა თამარი განწმედილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მჴურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბაჴმელისა ბეთლემ -- მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა, და უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თჳსისა გიორგი, რომლისათჳსცა ყუავილი უკუდავთა ნაწილისა აღმოგუეყუავილა.

ამას ესევითარსა მოხედვასა ღმრთისასა, სამებითა სრულისასა, პირველ დარჩომასა თამარისსა და აღმოშობასა ძისა გორგასლიანისასა რაც თქმად მიეგებოდა სახე სიხარულისა ანუ მადლობისა ღმრთისა? იხარებდეს, იშუებდეს, იმოთხვიდეს სამოთხესა შინა ამის საწუთოსასა, განმათავისუფლებელნი ტყუეთანი, შეეწირველნი ეკლესიათანი, მწირვებელნი მღდელთანი და მიმცემელნი მონაზონთანი, მოწყალენი გლახაკთანი, ერთბამად მადიდებელნი ღმრთისანი, მწყობელნი ეპისკოპოსთანი შჳდისავე სამეფოსა სპათა თანა. და თჳთ დედოფალმან რუსუდან, და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით, და დამან თამარისმან, და ყოველთა მეყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად მოგუთასა, ჴელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭე ბად. მცნობთა გარეთ ბერძენთა მეფეთა, სულტანთა, ათაბაგთა და ამირათა სპარსეთისათა წარმოავლინეს ნიჭნი და განძნი კმა-საყოფელნი.

და ესევითარსა ამას დღეკეთილობასა შინა იხილე ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა განწესებული ძედ მეფისა, მეფედ, შვილად ცხებულად დავითიასად. რამეთუ ოდეს დახატული ბუნებისაგან იშვა და წარმოიჩინა, მოაქუნდეს თჳს შორის ხატნი და სახენი თჳსთა დამსახთა მშობელთანი, და მნათობნი სცვიდეს მას, და ენთებოდა სული ზენისა სფეროისა, და მეტ-ბედი ბედსა ზედა და სჳანობა სუესა ზედა, მარჯუებანი უმეტესნი წარემატებოდეს შარავანდთაგან მამრჩობლებითა.ესევითარი, იქმნა გალაშქრება, რომელი არაოდეს ვისგან ქმნილ იყო ბაგრატოანისა. პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმანა [აფსართა ენითა], მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად. ამომწყუედელთა არანისათა გამოიღეს დიდძალთა ომთა პირველ ნებროთისა ჰეროსის ძმისა ბარდოსისა მამული და შენებული. ავსილთა სიმრავლითა ტყუეთა და საუნჯეთათა აურაცხელთა ათავისუფლეს სამ-ბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათჳს თამარისა და ძისა მისისა.

მუნით გამომგზავრებულთა არცა თუ თჳსა ერთისა გამომსუენებელთა მსწრაფლ წარსრულთა ილაშქრეს არზრუმს, კარსა კარ ნუ- ქალაქისასა. და მუნ იყო სიმრავლე ომთა, წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა, რომლისა მეშუელად იყვნეს სურმანელი, კარელი და შიგნით სალდუხის ძე ნასრ-ადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა სიმრავლითა, ქუეითისა და ცსენოსნისათა, უამრავითა. და ცისკრისა ბინდსა მისრულთა და დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად. და ვითარ გამოჴდა ღამე იგი, და მოვიდეს ლაშქარნი უთუალავითა და მიუწდომელითა ალაფითა. და შიგნით მეყოფნი, ვითარცა მჴეცნი, იღრჭენდეს კბილსა მათსა და წუერსა იფხურიდეს მხილველნი ვინმე ცოლთა დატყუევებულთანი, და ვინმე შვილთა, და ვინმე სიმრავლესა ჯოგისასა და რემისასა, და მთქმელნი ესრე ტიროდეს: "ვინა ჩემდა ესევითარი შერისხვა, და ვინათგან არაოდეს გჳხილავს ტომი ქრისტიანეთა სანახებსა საყოფელთა ჩუენთასა".

და ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა, და შეიქმნა ზაჰმი ქალაქთა შინა. დამსკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა, გააწყუეს რაზმი ქუეითისა და ცხენოსნისა; წარმოდგეს ბანსა ზედა და შუკთა შინა ისრის მსროლელნი და ქვის მსროლელნი. და ვითარცა იხილა მეფემან დავით და სპათა მისთა გულ-მყარად გამოსრულება მათი, ითხოვეს საჭურველი და აღსხდეს რაშთა, ამხმელნი ჰოროლთანი. აჰა მისლვასავე დასტეხეს. სახედ მეხის-ტეხისა, აღიხუნეს და ჰკრეს. და დაჯერებულნი თავის კატობასა შეიხუეწნეს ჯარითა, ამწყუედელნი ერთმანერთისანი და რცხუენილნი ცოლთაგან, საკიცხელ და სანერწყუავ იქმნეს ბიბთა ელიმთა და ხადუმთაგან, მკილენი და მგინობარნი მუჰმედის რჯულის-მდებლობისანი. და შემოქცეულნი მეფე დავით და ლაშქარნი მისნი მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე თჳსად, მუნით ძლევა-შემოსილნი და აქათ მნახავნი თამარის საშოთ მთიებისა აღმობრწყინვებულისა იაკობის ვარსკულავისანი, რომელმან იზმნა სუენი, იზმნა ძლევანი, იზმნა ნათელი.

ხოლო მე მორიდეს განგრძობასა წყინობისასა მცონის დაგდებად ღუაწლი ომთა და მარჯუებათა უკანასკნელთა, უმჯობესთა პირველისათა. და მაიძულებელი გული აღძრავს ორღანოსა გონებისასა, რომელი არს ენა მეტეუელი და წარმომეტეუელი მთხრობლთა ესევითართა ოდესმე ჟამსა ერთსა შინა შეყრილნი გავიდეს გელაქუნად, და ჩაიარეს ხაჩიანი, და ჩავიდეს ქუეყანად ყარყრისისად, და მიუწიეს ბელაყნამდის, და მოარბიეს ყოველი არეზი და ამოიარეს კარი განძისა. და შეიქმნა კართა ზედა დიდი შუღლი და განაღამცა გააქცივნეს და შეიხუეწნეს ქალაქად, და ყარყრით შანქორამდის ექუსი დღე იარეს. და რომელი დღე გარდასრულა, თუმცა არა მოწეულ იყვნეს ლაშქარნი და არა შემობმოდეს? და ყოველგან ძლევა-შემოსილნი და მძლენი შემოიქცეს, და მოვიდეს სიხარულსა წინაშე ყოვლისა სოფლ ისასა. და კუალად ლორიდაღმა წარვიდეხ ორნი ძმანი, სარგისის ძენი, ზაქარია ამირსპასალარი და მსახურთ-უხუცესი ივანე, მორბევად რაჴსის პირსა. და მუნით წამოსრულ იყვნეს ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი მეკობრობად და მზერად ქარავნისა. ვერ ცნეს ამათ, შეიყარნეს საშუალობასა გზისასა, ეკუეთნეს ურთიერთას, და უფროს ომისა და მჴნედ-ბრძოლვისა საქებელ იყო წამღებელი სულისა სიფიცხე ქველობისა მათისა. ავსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე დავით სუე-ამაღლებულისა და თამარ ღმრთივ-დამყარებულისა.

შემდგომად ამისსა კაენისა პატრონმან ივანე მსახურთ-უხუცესმან აწჳა დავით ლაშქრობისა ძალითა შესამართებად დიდსა და სასახელოსა: მოსარბეველად დიდისა გელაქუნისა, სპარსი-ბაზრისა და გორალაუქისა. მაშინ გაჰყვა მოყმე დღითი-დღე მატებული, წარმართებული და წაკუეთებული ომთა და ლაშქრობათა. დამსსმელთა აღიღეს ტყჳსა, ჯოგისა, აქლემისა, ზროსისა და ცხურისა სიმრავლე, შემსგავსებული ქვიშათა, და სადაცა ვის ლაშქარნი და მეშუელნი თავისა დედა-წულთანი გარდეკიდნეს, გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. ვინაცა იავარ-მქმნელთა სპარსი-ბაზრისა სულტნის მოედანს შინა ჴელ-ყვეს სიხარულად და ასპარეზობად, რომელი-ესეცა აროდეს ვისგან ქმნილ იყო.

ვინაიგან ოდესმე იგივე რუსი, ამის სამო, სამოთხისაგან ექსორია-ქმნილი, კაენისაებრ მკლვლელი არა ძმისა, არამედ თავისა თჳსისა, ვერცა ღირს იქმნა და მოიშალა სამოთხესა, ქალაქსა კოსტანტინეპოლის, ყოფისაგან ყოველგნით არა მტერ-აწყუედილი მეფე, არამედ სამბერველ-აწმუედილი მივიდა ათაბაგისა და მისგან აიღო არანის. ქვეყანისა სამეფო, შემსგავსებული სჳსა მისისა. მუნიდაღმან შემყრელი ლაშქართა განძისა და არანისათა მოვიდა ქუეყანასა კამბეჩანისასა და შიგნით მინდორი მოარბია, და აიღო სიმრავლე ტყჳსა და ნატყუენავისა.

მაშინ ხორნაბუჯისა პატრონმან საღირ მახატლის ძემან ცნა ესე და შეიყარა მცირედითა ლაშქრითა და მიეწია სამითა შვილითა წამებად თავისა. არა თუ ორნი ერთისათჳს ლაშქრობდეს, და ათნი ერთისათჳს, და ოცნი ორთათჳს; გარნა მანვე სუემან და სიმართლემან თამარისმან დასცა რისხვა ღმრთისა უხილავი და, ვითარცა გედეონისგან გასმიეს, მცირედნი მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დაჴოცნეს, ვინა რუსი ძლით-სამე გარდაიხუეწა.

ხოლო ესეცა უწყოდით თქუენ, მსმენელთა, დაღაცათუ სამისოდ გაჭრით მჴეცქმნილთა მჴეცებრ აჩუენის ულმობელობითა უწყალო-ქმნა, გარნა იხილეთ თუ ვითარ ასატურფო და ანდამატებრივი მომზიდობა აქუს მჴეცთა გულებ ისა, ოდესმე შარვაშეზ ლომისა ბოკუერი გამოეგზავნა, მათ გაეზარდეს. და ესდენ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომელ არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა-ვის უნახავს მისი არაკი. რაჟამსცა დარბაზს მოიყვანიან, ესრეთ აქუნდა ტრელი, სურვილი და სიყუარული თამარ ღმრთივ-განათლებულისა, რომელ მრჩობლთა ჯაჭუთა მი- და მოცალებამან კაცთა კიდებისამან ვერ დაიჭირის, ვირე თავი უბეთა არა ჩაუდვის და ლოშნიდის, ვითარცა ძუელ ოდესმე მოწამეთა მეტაფრასები მოგჳთხრობს. და ოდესმე დაიჭირიან და დამაგრდიან, წყაროს მსგავსნი ცრემლნი გარდამოსთხივნის თუალთაგან, რომელნი დაალტობდეს მიწასა.

ამას ესევითარსა მძლეველობასა მტერთა და მჴეცთასა, წინააღმდგომთა და ურჩთა დამჴობასა, შინათა და გარეთასა, გაჴდა შიში და ზარი, სახელი ოთხ-ბუნებათა და ოთხ-კუთხებათა სულისა ანგელოზებისა, აღმოსავლეთით დასავლეთამდე, ჩრდილოეთით სამხრამდის.

ამას ჟამსა შინა მოიკლა ყიზილ-არსლან ათაბაგი, და აწ გასულტნებული, მუჰლიდთა მიერ. დარჩეს სამნი შვილნი ფალავანდისნი, მპყრობელად ყოვლისა სპარსეთისა, რომელთა მამისაგან და ბიძისაგან გაჰყოფოდეს ქუეყანანი ესრეთ: უფროსსა, ხუტლუ-ინანჩის, ერაყით ხუარასნამდის და ბაბილონამდის; და შედეგსა, ამირ-ბუბაქარს, ადარბადაგანი სომხითამდის; და უმცროსსა, ამირ-მირმანს, არანი გურგანის ზღჳთ გელაქუნის ზღუადმდე. ამას შინა, ვითარ არს წესი მრავალმთავრობისა, შეიქმნა შური და ჴდომა, და სძლია ამირ-ბუბაქარ და აოტა უფროსი ძმა, და დაჯდა ათაბაგად. და უმცროსი ძმა არანიდაღმან, ამირ-მირმან, შეესიძა შარვანშას. და თჳთ შარვანშას და მას ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და გააქცივნა, და თჳთ დარჩა გადიდებული და გალაღებული ჟამადმდე. ხოლო ვინათგან უღონო იქმნეს შარვანშა და ამირ-მირმან, რამეთუ მას ჟამსა შერისხვაცა მოიწია სახლსა ზედა შარვანისასა: "რომელი შეაძრწუნებს ქუეყანასა, შეახებს მთათა და აღკუმოლებს", შერყევით შეარყივნა და დასცნა ზღუდენი და ციხენი შამასიისანი; უჩინო იქმნეს ყოველნი მას შინა მყოფნი, რომელსა შინა წარწყმდეს შარვანშას ცოლი და შვილნი. და მსმენელთა ამისთა, მტყებელთა თავისათა, დამსხმელთა თავთა ნაცრისათა, აღიხილნეს თუალნი მათნი, და არავინ იხილეს მჴსნელი და მაცხოვარი მათი, გარნა ღმერთი მხოლოდ და ღმრთისაგან ღმერთ-ქმნილნი დავით და თამარ. წარმოავლინნეს მოციქულნი შემოსახუეწელად ძღუნითა ურიცხჳთა, თუალისა და მარგალიტისა. ფასდაუდებელისა წარმოგზავნითა, და მოაჯეთა და მოქენეთაცა ამისთა: "ვინათგან ძალ აქუს ძალსა თქუენსა და ბრძნივგამო რჩეულებასა და სუესა ალექსანდრიანსა თქუენ თამარისასა, სიმჴნესა და სიქველესა თქუენ დავითიანისასა, უებრობასა ლაშქართა თქუენთასა აღებად ყოვლისა სპარსეთისა, -- მაშინ დასჳთ ასული თქუენი, ნათელი და შესატყჳსი ნაყოფი საამო მეცნიერებისა და ბრწყინვალება შარავანდთ-მკრთომელობისა თქუენისა, პატრონად ყოვლისა სპარსეთისაი.

მაშინ არა-მაღირსმან სიძობისამან უბრძანეს იმედი შუელისა და ჴელის-აპყრობისა; და განსცა ბრძანება და წარავლინა შიკრიკნი და მალე-მსბოლნი წუევად ლაშქრისა იმერით და ამერით. რამეთუ მას ჟამსა ძმა ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა სავალათი აქა იყო სამსახურად, დიდთა ლაშქართა შემყრელნი დადგეს დასოთა შინა, რომლისა სიმრავლითა აღივსნეს მტკურის პირი ალგეთის პირი კციის პირი და ქურდვაჭრის პირი, ესე ოთხნივე მდინარენი ტფილისით ყარლჩამდის.

მაშინ მოვიდეს ამირ-მირმანი ფალავანდის-შვილი და აღსართან შარვანშა, ყოვლისა არანისა დიდებულითა და ჰულამითა. დადგეს ჴელმწიფენი სუე-სრულნი და ღმრთივ-აღმობრწყინვებულნი ჭალასა აგარათასა და პატივისმცემელთა ნების-მყოფლობისა მათისათა აწჳეს და მოიწჳეს დიდითა ზარითა და პატივითა დედოფალი რუსუდან; აქა რომელმანცა სახემან ანუ ვისმცა გონებამან და ენამან აღმოთქუნა ქებანი ზართა დიდებისათა, კარავთა და სარაფარდათა, კოშკთა და ფილოპატთანი, მოკაზმულობანი და შემკობილებანი ბესელიელებრნი გინა სოლომონიანნი ტაძრისა ღმრთისანი, რომელსა. შინა იხილვებოდა ღმრთისაგან ღმერთქმნილად, შორის ღმერთთა გამკითხველად ღმრთისა სახეობად, რომელსა მოესთულო სურნელება და შუება სამოთხისა, მოეფუტკრა ვარდბუტკობა, ყუავილ-მცენარეობა, ასფოდელ-ნარგისობა ილჳსიოს-ველის ნამორჩებთა? ანუ ვისეცა ქება მიხდომოდა დავითის მოყმისა, ბაყათარისა და თარხნისა მსგავსისა, ეფრემიანისა და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა მსგავსთა როსტომისთა, და გივისითა.

და შეიყარნეს ზრითა მით, გონებისა ზარგანჴდილითა, და შეიქმნა დარბაზობა. და დასხდეს ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თჳთ თამარ, დავით და ძე მათი გიორგი, მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა და შარავანდთ-მპყრობელობისა გუარფესუობისანი, და რომელთათჳს მოქალაქობისა მოქმედნი. ვითარ თქუას. სიტყუამან: "შევინანნე კაცნი ესენი", კაცთ-ზეშთამან კაცთმოყუარებამან კაცნი საყუარნი, მბაძნი დასაბამისა ღმრთის გამგებლობისა კაცთ-ქმნილობით კაცთა ჴსნისათჳს, შეწევნითა და ძალითა მის ზენას მკლავისათა იჴსნნეცა სიკუდილისა და ექსორიობისაგან მვედრნი და შემხუეწნი ფერჴთა მათთანი.

პირველად რა გამოვიდეს ტფილისით ქალაქით, მიეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი ახალნი; და შემდგომად ამისა ჰერნი და კახნი; შემდგომად ქართველნი; და შემდგომად მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი; შემდგომად სომხითარნი; შემდგომად აფხაზნი და სუან- მეგრელ- გურიელნი თანა რაჭა- თაკუერ- მარგუელითურთ, და თჳთ კარვის კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი.

ხოლო ვინათგან შინაური და თჳსი იყო შარვანშა პირველად შემოვიდა იგი და, თაყუანისმცემელი, მოიკითხეს წესისაებრ და დასუეს თჳსსა ადგილსა. და შემდგომად მისსა მოვიდა ამირ-მირმან, მამულად ძმისწული სულტანისა, შვილი ფალავანდისი, და დედა მისი იყო ასული ინანჯანისი, ხუარასნის მემამულისა, რომელი აწ ცოლი იყო ტუღრილ სულტნისა. და მოიყვანეს პატივითა და ზარითა; მომკითხველთა დასუეს. პატივითა და შეიტკბეს, ვითარსა შვილი, მოყმე კარგი და შესახედავ- საყუარელი. და მოასხეს დიდებულნი, ზოგნი ელდიგოზისნი, ზოგნი შვილთა მისთანი, ათაყუანნეს და მოიკითხნეს შესატყჳსითა პატივითა.

და შეიქმნა სიხარული გულისა მათისა მიუთხრობელი და მათ, განცჳფრებულ-ქმნილთა. ფიცითა დაამტკიცეს: "არა ნახულა კაცთა თუალთაგან, არცა წაგჳკითხავს. ძუელთა წერილთა შინა, გინა ახალთა, სახე თამარისი და მსგავსი ქცევითა ყოფისა მისისა" და მოეწონა თჳთ მეფე დავით და დიდებულნი და მოყმენი მათნი, და თქუეს მხიარულთა და იმედოანთა: "გავიმაგრნეთ გულნი ჩუენნი და აღვიძარცოთ კმაება შეჭირვებისა თუალთაგან ჩუენთა! ჭეშმარიტად ძალ-უც ჴსნა ჩუენი და კუალად-გება მამულადვე ჩუენდა".

მაშინ ითხოვეს პური და შემდგომად პურობისა დაიდვეს ნადიმი, სიკეთე და სიტურფე გამოუთქმელი. იყო სიხარული და ზმა მგოსანთა და მოშაითთა. იგინიცა მსგეფსისა ერთისათა ჰქონდა ყოველთა დღეთა სიხარული: მათგან ძღუნობა, ამათგან ბოძება, ნადირობა და ბურთობა. რომლისათჳსცა ისმოდა ქება თჳთ ამირ-მირმანისი და დიდებულთა და ჰულამთა მისთა, ვითა: ერაყსა," ადარბადაგანსა და ერანს ამათებრნი მობურთალნი არ დარჩომილან".

უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს, ჰერეთისა ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს და მუნით ჩამოვიდა ამირ-მირმან მისითა დიდებულითა და მონითა, და თჳთ თამარ საჭურეტელად პირითა მით ბრწყინვალითა და ნათელთა-მოფენითა. ისლიმნი, დაჯერებულნი მეცნიერობისანი და მძლე-მბრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა მოყმეთაგან და შეიქცეს მლეულნი და მჭმუნვებელნი.

ამა სიხარულსა და შუებასა შინა ეკაზმოდეს და ემზადებოდეს დამსკუნელნი შუღლისანი. და მოვიდეს და აცნობეს ათაბაგსა, ნახჭევანიდაღმან ყოვლისა სპარსეთისა შეყრითა მყოლსა. არანს მოსულსა, რომლისადა წარმოეგზავნა ხალიფას დროშა მისი და ლაშქარნი, რომლისა თავსა ზედა იყო ოქრო ათასისა ხალიფურისა.

მაშინ შეკრბეს თამარს წინაშე ყოველნი ვაზირნი და სპანი და თჳთ შარვანშა. დამასკუნელთა მიმართებისათა უყოვნელ ყვეს დღენი ყოველთავე თჳთეულად თემთა და თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან წინაშე ითხოვეს სიტყუა მდაბლისა და გამარჯუებულისა, მძლევისა და წარმართებულისა პირისა მისგან სჳანისა.

და წარემართა დავით, წარმძღუანელი ძელისა ცხოვრებისა და შემყრელი დროშთა სჳანად მოჴმარებულისა, ბაგრატოანურისა და უფროსღა გორგასლიანურისა.

წარსრულთა დაიბანაკეს წყალსა ზედა ელეკეცისასა. და მუნით აყრილნი მოვიდეს. სიახლესა შანქორისასა, თუესა ივნის[სა]ა ა~, დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა პარასკევად, რომელსა შინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან შემუსრა ძლიერება მჴდომისა და დათრგუნა ორთავი იგი ვეშაპი.

რომლისა იხილეთ აქაცა ძალი და ძლიერება ძელისა მის ცხოვრებისა და პატივისცემა პარასკევისა. და ვითარცა განთენდა, მოვიდეს კაცნი წინამავალნი აეშაგთაგანნი და თქუეს, ვითარმედ "ჩუენ თუალითა ჩუენითა გჳხილვან ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი, უმრავლესნი რიცხჳსანი, ვითარცა მკალნი და ვითარცა ქვიშა ზღჳსა შანქორითგან ვიდრე მთად შოთისა და ვარდანაშტისა, განძის კარამდი ვერ მისაწთომელ არიან თუალნი განცდად და გარდაწთომად.

და ვითარცა ცნა მეფემან და სპათა მისთა შარვანშა და ამირ-მირმან და ლაშქართა მათთა, პირველად მხიარულ თა და მმადლობელთა ღმრთისათა ახლოს პოვნისათჳს მტერისა მათისა, დაეცა განკჳრვება, თუ "ვითარ დამგდებმან განძისა და არანისა ჭალათა, მთათა მაგართასა აჰჴედა საფარველი, და მკჳრცხლ შეუმართებია ომად მოგებვად წინა". გარნა ესე სამე გამორჩევითა და განზრახვითა მოსრულ იყვნეს ადგილსა მას, პირველად იმედითა სიმრავლე-აურაცხელობისათა, მერმე ჴევისა და სიმაგრისა შეზღუდვილობითა.

მაშინ აღიჭურა და შეიჭურა მეფე, შეჯდა ზურდაგსა, რომელი სახელგანთქმულობისათჳს ეყიდა ვახტანგ ხაჩენელისაგან მბოძებელსა ციხისა და სოფლისასა, რომელ არიან ჭარმანი, ამირ-მირმან მოყმემან, ამღებელმან ჰოროლთამან, შეირტყა მშჳლდკაპარჭი, მოიმახოს უცთომელმან მსროლელ მან და ვითარ განსწავლილმან კენტავრო- სისაგან.

და მას ჟამსა მწიგნობართა-უხუცესი ანტონიცა წინაშე იყო, კაცი შესახედავითაცა ჭაბუკი და გუარტომად. მას უბრძანა წარძღუანვა ძელისა ცხოვრებისა, რომელ არს სკიპტრა და ჯაჭუ-ჭურ მეფეთა. განმამჴნობელნი ურთიერთარსისანი, მომგონებელნი ქრისტეს მათისათჳს ვნებათანი, აღეხილველნი ღმრთისა და მითუალულნი, და მისდა შევრდომითა თაყუანისმცემელნი, შემვედრნი სულთა და სხეულთანი მოაჴსენებდეს ურთიერთისა სიმჴნესა, მარჯუებულობასა პაპათა და მამათასა, თუ ვითარ ძუელ ოდესმე წინაშე დავითისა ოცდაათშჳდმეტნი გმირნი მბრძოლობდეს და მძლეობდეს უცხოთესლთა და ვითარ სპანი ვახტანგისნი წინაშე ვახტანგისა, და ვითარ სპანი ახლისა დავითისნი წყობათა დავითისთა იერუსალემს ერთობდეს, აწ შვილისა მის თამარისნი, რომელი დავით წინასწარმეტყუელითგან ოთხმეოცსა-ერთობს შვილად ცხებულად.

და მეტყუელნი სპასპეტნი სპათანი: თუ-იგი ვინმე მაშინ იყვნეს მძებარნი სახელთანი და დამდებნი თავისანი ისტორიის ქებისანი შესხმათასა აწ ჩუენცა უსწროთ და გრდავსტაცოთ ქება მაქებელთა და შემსხმელთა, დავძუელნეთ და დავარცხჳნეთ ჰომთა მათთა და მოვიგონნეთ ვიეთნიმე სჯულისა და ქრისტეს კუალთა შედგომილებისათჳს სახელი; მძებრობისათჳს არამრიდნი სიკუდილისანი, და ვინმე მიჯნურნი და მნათობთა მათთა მოგონებითა ყოვლად შწყალოდ მქნელნი ჴორცთა და სულისანი. აჰა, ჩუენცა ჴელნი ჴრმლად და სული ღმრთად!".

მაშინ ჰკრეს სპერმურთა, და სცეს ზარი, დააწყუეს რაზმი წესისაებრ; მი უწია წუერმან რაზმისამან მარჯუენითმან [მთად] და მარცხენითმან [მტკურად]. და წარემართნეს და წავიდეს სიახლესა შანქორისასა, გარდაეცნეს ზედა, და განყო რაზმი მიმახლლებელმან ქალაქისამან და ომთამან. თჳთ მეფე, რაზმითა დამგდებელი მარჯუენით, შანქორსა, მოსწრაფე იქმნა განსლვად წყლისა შანქორისასა კერძოსა. დაუმცირეს რაზმისასა კართა ზედა და ჴიდთა შეიქმნა ომი და სროლა. ძნელსა და საჭიროსა გზასა სიმჴნითა ჴელ-ყვეს ჴსნად. განვიდეს პირსა ისლემთა რაზმისასა, რომლისა ზარი -- უზარო, ჰამრი -- უამარო გაგონებისაგან და თუალთა მხედველობისაგან. შეიქმნა ომი და კუეთება არათუ სრულობით წარმოღურითა რაზმისათა, გარნა წინამსრბოლთაგან, რომელთა ყივჩაყთა ენითა "ჭალაშ" და "დასნაჭტდა" ეწოდების.

და გაგრძელდა ომი გზისა სიგრძისაგან, ვინათგა მეფე და რაზმნი მისნი მიზეზითა ბეღთა და კაპანთათა დაყოვნებულ იყვნეს. და მოუკლეს ცხენი ზაქარიას ვარამის ძესა, და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა. მაშინ ცნეს მჴარგრძელთა, ძეთა სარგისისთა, ზაქარია ამირსპასალარმან და ივანე მსახურთ-უხუცესმან, წარმომართეს, ვითარცა ვეფხთა, ფრთოსანთა, და მოესწრნეს კნინსა დაჭირებისაგან უკურიდებულთა. და მომხმდველთა იხილეს: მიახლებოდა მეფე და მისი რაზმი; დროშა იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკდებოდა, ყოვლადცა პატივისმცემელ ექმნებოდა ზენა იგი განგება და მათ, პირველ-მოსრულთა, წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი. ვიდრე მეფისა მოსლვამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა.

და რაჟამს იხილეს მეფე დაეცა რისხვა ღმრთისა უხილავი და ჴრმლები და ჰოროლები მეფისა, რაზმთა მისთა მსრველი. და აჰა, მისლვამდი იოტეს და გააქციეს, დაათრვნეს ისარნი სისხლითა და ჴრმალნი ჭამდეს ჴორცთა მტერთა მათთასა. და მეფე იქცეოდა მსგავსად აქილევისა. და მიუწია მდევარმან ერთკერძომან განძის შუალმთამდი, ერთკერძომან მთამდი გელაქუნისა არა თუ წარმქცეველი ერთი ათასთა და ორი ბევრთა იხილვებოდეს, არამედ შემომქცეველნი ერთი [ათასთა] და ერთი ბევრთა ტყუე-მქმნელად ჴელმწიფეთა, დიდებულთა და აზნაურთა, გარნა ათაბაგი მხოლოდ განერა ერთითა მონითა. დაიონავრეს ქალაქნი სამნი, ვითა არს წესი სარკინოზთა ლაშქართა შინა-ქონება ქალაქთა და სიმდიდრეთა: ერთი ათაბაგისა, ძისა ბეშქენ ქველისა, ერთი სათმაზ ეზდინის ძისა, რომლისა მამისა სიუხჳსა სახელი სპარსეთს ასეთი ითქმოდა: ჰათემ" თაიელისა". და წარუღეს დროშაცა ხალიფასაგან ღაზოდ წარმოგზავნილი. მადლიანითა და ჭეშმარიტითა პირითა კურთხეული ესევითარი აჩუენეს აწ საქმისა გამარჯუებულებ. მიმჴედრობითაღა სამე დევნისაგან შემოიქცა მეფე და მიეგება წინა ანტონი ვაზირი ჴელგაპყრობით მადიდებელი ღმრთისა და თჳთ ავსილი ლარითა და საჭურჭლითა ათაბაგისათა, რომელმან რიდობითა მონაზონობისათა არა იჴადა მახჳლი და მისრულმან სამითა ყრმითა შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი.

მაშინ მოვიდეს მადიდებელნი სპანი და. სპასალარნი და სპასპეტნი, თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან; პირითა მხიარულითა გარდამოჴდეს, თაყუანის-ცეს, დალოცეს. და ქება შეასხეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა. და მას ღამესა დაიბანაკეს სადგომსა მათსა, რომელი გუშინ მნახველთაგან აღარ იცნობებოდა. მადრასათა წილ აღმართნეს ეკლესიანი და მყივანთა წილ ჰკრეს ძელსა, და ნაცვლად მუყრთა იხილვებოდა ღაღადება მღდელთა ადონაისადმი: უფალო საბაოთ ძალთასა.

ვითარცა განთენდა, მოვიდეს შანქორელნი და მოართუნეს კლიტენი. და ამღებელმან ქალაქისამან და ყოველთა მისთა მიმდგომთა ქალაქთა და ციხეთამან ითაყუანა ამირ-მირმან და უბოძნა მას. თჳთ გაემართა განძას და მივიდა სიახლოესა ქალაქისასა: გამოეგებნეს დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი. დავრდომით მიწა-ქნით თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შეავედრნეს თავნი [თჳსნი] და შვილნი; განახუნეს კარნი ქალაქისანი, და მიუფენდეს სტავრასა კართა-სრამდი სულტინისა, და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვეცხლსა, დრამასა და დრაჰკანსა. და ვითარცა შევიდა სრადა და დაჯდა ტახტსა სულტნისასა.

შეიქმნა დარბაზობა, და დასხნეს ამირ-მირმან და შარვანშა თჳთეული თჳსსა ადგილსა ეგრეთვე ვაზირნი: მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელიცა აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისა, დასუეს. მაშინდელი ზარი და ზეიმი ვისმანმცა ენამან გამოთქუა, ანუმცა ვისი გონება მისწუთა მეფობისა და სულტნობისა ერთად მქნელობასა, ათაბაგის ძისა და შარვანშა; ყმად ყოლასა, ყოვლისა მუსულმანობისა ტყუე-ქმნასა შინა და რომელნი დარჩომილ იყვნეს მოსლვასა და სამიწოდ თაყუანებასა შინა? შეიქმნა პურობა და ნადიმობა შესატყჳსი ჟამთა და მის დღისა.

მაშინ წარმოგზავნეს მახარობლად მანდატურთ-უხუცესი ჭიაბერი. და მოვიდა ტაბაჴმელასა და ჰკადრა თამარს საქმე აღსავსე სიხარულითა გამოუთქმელითა. ხოლო აღუზავებელითა და წყნარითა ტკბილითა სულითა და ლმობიერითა გულითა შეწირეს. ღმრთისა მიმართ მადლი და ქება ჯეროვანი.

და ქალაქს სლვისა გამომრჩეველნი მივიდეს სრასა. და მოვიდა მეფე და მის წინაშე ლაშქარნი, სავსენი წყალობითა ღმრთისათა, სახელითა მიუწდომელითა დასარგებელითა გამოუთქმელითა. მოიღეს ნიჭი, არმაღანი და განძი აურაცხელი კაცი(ჴელმწიფე-აზნაურთა მონამდის) თორმეტი ათასი, ავაზა ორმოცი, ცხენი ოცი ათასი, ჯორი შჳდი ათასი, აქლემი თხუთმეტი ათასი. დროშათა სხუათა, სიმრავლეთა საჭურჭლეთა, ოქროთა და ლართა ვინმცა უძლო აღრიცხვად? იქმნა თამ არისა შეწყალება, რომლისათჳს დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობელისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა: მაშინ მას წარეგზავნა მოძრცჳლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასისათა. მიზეზად ძღუნისა- შემწირველობისასა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა.

ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთ-მთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.
სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.

შენ მიერ მისთჳს დრკუსა მის განმგებელი
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო.
შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად ბნელით
ნათელსა, ნათელთა მხედველობად.

შენგან, ქალწულო, რომელსა შენთჳს დავით
როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად.
მე თამარ, მიწა შენი და მიერივე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თჳსობასა.
ედემს, ღადითად, სიმხნით, და ჩრდილოეთით

შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.

ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა
ჩუენნი მჴედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;
მოწყლნეს, მოსწყჳდნეს აგარის ნათესავნი.
მუნით მოსმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას.
შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!

და ვინათგან თამარ მზეებრ უხუ იყო და ყოვლად უჭნოთა მათ ნიჭთა ამღებელი იქმნებოდა, ამისგან თჳთოსა დამჯერებელმან აიღო საპატრონო პატრონმან ჴმელთა და ზღჳსამან. და მადლისა და წყალობისა გარდამჴდელმან აყარნა ლაშქარნი. ხოლო მწყემს ოდენ ეკმაებოდეს ტყუესა და ნატყუენავსა, და თჳთ იშუებდეს, იხარებდეს, ნადირობდეს და სუფევდეს ულუმპიანად და შუენიერად ბედიანნი და სჳანნი თამარ და დავით ორთა შვილთა თანა, ნათელ-მოსილთა და ბრწყინვალეთა. აწ თქუას სიტყუამან ესეცა საძნაური და საბრალო. ვინათგან სიბრძნედ- და. მეცნიერობად ნათესავსა აგარიანთასა აქუს საქმე გრძნებისა და მოგუობისა განსწავლილთა იუნიტანისაგან, რომელ ნებროთ, იხილა კიდესა ზღჳსასა კჳროისა-ზე და დარიოსისა. შემდგომითი შემდგომად არიან მჩხიბავნი, მწამლველნი უარისმყოფელნი ღმრთისანი. აქაცა რწმენა ვინმე დიდძალისა ოქროსა ქადებითა ბუბუქარ ათაბაგ-ყოფილმან და ნახჭევანს გარდახუეწილმან მოწამლვა და სიკუდილი ძმისა მისისა ამირ-მირმანისა. და მისცეს წამალი სასიკუდინე და დასნეულდა. და გაგზავნეს კაცი მცნობებელი და მუნით დიდითა ში შითა და ზარითა, ასპიტისაგან კბილნი მთართახნი, ძლივ-სადმე მოვიდა მთასა კაპისსა, სანახებსა განძისანა. და ცნეს დასტური სიკუდილი.

მოვიდა ბუბქარ განძას; გავიდეს და შეიბნეს ყმანი ამირ-მირმანისეულნი. და ზოგნი დაჴოცეს და ზოგნი გარდახუეწნეს; თჳთ მოიფიცა განძა და გამაგრდა; შიშითა მანდ არა-დამყოვნელი ხანისა გავიდა ჯერთ უმეცარი ამირ-მირმანის სიკუდილისა, არა-დამხედავი მცირეთა ყოვლისა. გაემართა და მივიდა შანქორამდი. და მუნღა მოეგებნეს დიდებულნი არანისანი მტირალნი, დამსხმელნი თავსა ნაცრისანი, და ჰკადრეს: ჟამად აღარა იქმნებისო; სიმაგრეთა ესე წაუხუამთ და ბუბქარს აღარსად დაუდგნა ამას ქუეყანასა".

მაშინ შემოიქცა მეფე დიდებულითურთ, მოვიდა წინაშე თამარისა და მსგავ სად ლექსანდრესა, ვით დასდვა პატივი დიდი პორეს ლუსკუმასა შინა ჯდომითა, ეგრეთვე შავითა შეიმოსა ნათელი იგი, პირველი ნათლისაცა -- უბრწყინვალესი, და დიდითა ცრემლითა მოიტირნა. დიდებულნი ხასაგიანნი და მონანი ამირ-მირმანისეულნი დიდითა პატივითა და სიყუარულითა დაიჭირნეს.

ხოლო ივანე მჴარგრძელი მჴნე და ბრძენი იყო ომთა და ლაშქრობისა საქმესა შინა. მოჰმართა, და გავიდა გელაქუნად მცირედითა ლაშქრითა, და დადარნა ვითარცა დათუმან მომზირალმან ბრჭალსა მტერისასა, ვით ლეკუმან ლომისამან, და ძეთა ისრაელისათა ძეთათჳს ბენიამენისთა, და არავინ იახლა თანა ყმა ფიცხელი.

ამას შინა თჳთ ივანე, მდგომმან მსტოვრობასა შინა, იხილნა ლაშქარნი შორს, ჯეკმად ათკეცად უფროს ლაშქართა მისთასა, მომავალნი განძით და მიმავალნი ქუეყანასა დვინისასა სურმანს, მასისის გჳრაბისა და შურისასა; თჳთ ბალშან, გაზრდილი ელდიგუზ ათაბაგისა, ლომი ჭაბუკი, პატრონი დვინისა და სომხითისა, ძმა სურმანელისა, სურმანელითა ლაშქრითა; ალი შურიშამი, დიდად მყოფი, კაცი მმარჯუე, ეგრეთვე დროშის პატრონი. ვინათგან [ივანე] კაცი გულ-მჴეცი იყო, არ დახედნა სიმცროსა მათსა და უფროსობასა მტერთა მათთასა, და გამომჴდომმანდაფანჩნა და დაპანტნა, ვითა წერონი ტუღრილმან და ვითა ჯოგი კანჯრისა ლომმან, დაჴოცნა, ამოსწყჳდნა და რისხვა ღმრთისა მოვლინა თავსა მათსა ზედა; თჳთ ბალშან, ლაშქარნი და დროშანი, მკუდრისაგან კიდე კაცი ცოცხალი ოთხი მოიღო. თჳთმპყრობელთა განაღამცაგაიხარეს დიდად წყალობათა მიმცემელთა და. ღმერთსა შესწირევდეს მადლობასა ჯეროვანსა.

და შეიყარა მეფე სპითა იმიერთა და ამიერთათა ქუყანასა განძისასა, და თამარ ჩავიდა დვინამდი, წინაშე მოვიდა შარვანშა სამსახურად; და გაგზავნა ლაშქარი, შემოქცეული დადგა აგარათა მორჭმითა და სუფევითა. და მოვიდეს კარსა განძისასა. ამწყუედელთა და მსრველთა არნისათა დაყვეს კარსა ქალაქისასა დღე ოცდახუთი. ცალკე ივანე მსახურთ-უხუცესმან, დიდთა ლაშქართა დაურიცხჳსა ალაფისა შინა გამომგზავნელმან, ხაჩინელნი დიდებულნი მიიტანნა წინაშე მეფისა. რამეთუ განმაქარვებელნი არანისანი, და განძისა და სხუათა ქალაქთგან ხარაჯა-ძლეულნი, [შემოიქცეს] სამეფოდ ძლევაშემოსილნი, შარვანშას თანამომტანელნი. მაშინ უბოძა საბოძუარი; და შემოსეს მრავალმრავალჯერ, გაგზავნეს შინა პატივითა.

და წარვიდეს ლიხთ-იმერეთს; შთასრულთა ზღუა პონტოსა მოიურვეს, და მოირჭუნეს დიდად და კარგად, ვინათგან ქუეყანა არტანისა, ძაღინის ჴევისა, პალაკაციო წაეღო თურქთა.

და თამარსა, გონებითა და განზრახვითა ბრძენსა, არ ავიწყდებოდა მას ყაბოს მკულეველი კეკოს. და მიუწია მარბიელმან ბასიანამდის და ურაბებამდი. ავსილთა დაიბანაკეს სისხლის მქონელსა, აწცა იხილვებოდა, მსგავსადვე ძუელ ოდესმე თქმულისა და მქონელისა, ქუეყანა და საყოფი მათი, ვითარცა "სისხლის მუცელი".

ამა ძლევითა და გამარჯუებითა იყო თჳთ მეფე მეფეთა. არცა იგი უმადლოდ იპოებოდა გამმარჯუებელისა მისისა, არამედ დიდ-ბუნება იყო სკიპტრის მპყრობელთა შორის უსაჩინოესთა ესე თამარ.

ამისათვისცა უდიდესთაა ჴელ-ყო საქმეთა, რომელთა მთხრობელად მოწევნული მყის თავსა შორის ჩემსა, უჴმოსა და უგუნებოსა, მსგავსი იპოებოდი უმეცრებით ლექსთა მეტყუელებად. და ვინათგან საქმეთა დიდთა კეთილთა დავიწყებად შეიქნა, არა ჯერ ვიჩინე დადუმებად, რომელნი ზესთა ძალისა არიან არა ჩემთჳს ოდენ, არამედ ვგონებ პირველთა სიტყჳს-მოქმედთა ვინა უტყუელი პირი იტყჳს: "ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს". და ამისმან მსმენელმან და კეთილად გულის-ჴმის მყოფელმან აღიხილნა თუალნი მაღლისა მიმართ და აღამაღლა გონება, ყოვლად რამე ბრძენი და კეთილად ცნობა-გონიერი, რომელი ყოვლითურთ შეეყო მაღალსა მას, ყოველთა ზედა მხედველსა, და შემსჭუალა თუალი მრუმედ მხედველი, რათა მეცნიერ ყოს და მას მხოლოსა ხედვიდეს.

ვერ შეიტყუა იგი საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმჴნემან, რომელი სიტყუა, ცხად-ყოს. არა მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან, ვითარ ძუელ-ოდესმე მეფენი მრავალნი და უმეტეს ამის სანატრელისა მამა, ყოველთა ბრძენთა უპირატესი და უმეტესი სოლომონ. ესრე უბრძნე იქმნა ბრძენისა მის, რომელ ესეოდენ შეიყუარა ღმერთი იგი და უცხო ექმნა საცთურთა სოფლისათა. ამან ისმინა ჴმა იგი უტყუელისა პირისა და შეიტკბო იგი, რამეთუ ღამე ყოველ მღჳძარება, ლოცვა, მუჴლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა განსაკჳრვებელ აქუნდა, და ღამე ყო ჴელსაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა. ერთი ოდენ ვაჴსენოთ.

ლოცვისა და ჴელსაქმარისა მიერ მაშურალმან მცირედ მიიძინის ბუნებითისა წესისაებრ ამას მცირედ მირულებასა შინა იხილა ჩუენებით რაცა საყოფელი, სახილავად ტურფა და სიკეთე-აღმატებული ადგილი, ყუავილთა, მწუანვილთა და ნერგთა მიერ განშუენებული, რომელი საწადელ იყო მხილველთათჳს და სიკეთესა და შუენიერებასა მისსა სამოთხისასა მითხრობა შეუძლებელ. ამას შინა იყო შესწორებული საყდრები და სარკმლები, პატიოსნად შემკული ოქროთა, რომელიმე ვეცხლითა, თჳთო ფერად განშუენებული საჯდომი თჳთოეულისა კაცისა, არძანგისაებრ საქმეთა, ნაქმარისა მისისა. ხოლო ზენა-კერძო იყო ტახტი, უპატიოსნესი ყოველთა დასაჯდომელთა, ოქროსა, შემკული თუალითა და მარგალიტითა პატიოსნითა. ამას სამოთხესა შინა შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი მას შინა ყოფისა მეფე თამარ. იხილა საჯდომები და განიზრახა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: "მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი". და მყის მიმართა მან დაჯდომად. ხოლო წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლითა მოსილი და უპყრა ჴელი, მოხედნა და რქუა: "შენი არა არს საჯდომი ისი, რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად იმისსა". და მეფე იტყოდა: "ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომი?". მან რქუა: "საყდარი ისი შენისა დიასახლისისა არს, ამისთჳს რომელ ათორმეტთა მღდელთა მისთა. ჴელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და საშინლსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნისა მსხუერპლისა. ამისთჳს. იგი უზეშთაეს შენსა არს; დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფი შენი აქავე არს". და უჩუენა უდარესი და უუნდოესი.

ვითარ განიღჳძა, წინაშე მოყვანებად სცა დიასახლ ისი იგი, რომელმან აღიარა თორმეტისა მღდელისათჳს უფროსად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვა და მღდელთა მიძღუანვა. მიერითგან იწყო ამანცა ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულისა მატყლისაგან სთვად და ქმნად შესამოსლისას ვიდრემდის ათორმეტად სრულ-ყოს.

თქმულ არს ესეცა, დაღათუ მოუწ ყობელ არ სიტყვა, ვითარმედ თჳსითა ჴელითა ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი ფას-რაოდენ დღივ შეჭამის. ჴელით-საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა აჴელსაქმრის და მისცის არა სამეფოდ შემოსავალთაგან. საეკლესიო ლოცვად წესი ლოცვისა დაუკლებელად. აღესრულებოდის, ვითარცა ტიბიკონი მოასწავებდა და განწესება პალესტინისა მონასტრისა მოგჳთხრობს, ყოველი სრულიად. დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერვინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს.

გარნა სამართალთათჳს მისთა არა იყო მიმმძლავრებელი, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი. იტყოდა, ვითარმედ: "მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა". მოწყალებისათჳს კმა გეყავნ დადიანი ვარდან, გუზან, რომელი თუალ-მრუმე ოდენ ყვეს, ბოცოს-ძე ბოცო და ამათნი მიმდგომნი დიდებულნი და აზნაურნი, რომელნი ჩანან შეწყალებულნი.

ვინათგან უდიდესნი საქმენი წინამდებობენ, ვითა თქმულ არს, "ვინმცა მცნა მე ფრთენი ტრედისანი", ვინმცა მცნა მე ისტორიათ-აღმწერელმან ქმნა ღმრთის-მოყუარესა თამარს წინაშე სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი?

მოვიდეს ძმანი ორნი მეფეს წინაშე მსახურებად, ძენი სარგის ამირსპასალარისანი, რომელნი მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნეს მეფისა მიერ: ზაქა რია ამირსპასალარი და ივანე მსახურთ-უხუცესი. ყოველნი მკჳდრნი მეფის წინაშე იყვნეს: კათალიკოსი იოანე, სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე, და მცირენი ეპისკოპოსნი, და სხუანიცა საქართველოს წარჩინებულნი შეკრე ბულ იყვნეს. ვითარ კათალიკოსი იოანე უსისხლოსა მსხუერპლსა მღდელმოქმედებდა, მოიღო და შესწირამან ჟამი. აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მოუჴდებოდეს ჭამად სეფისკუერისა. ინება ზაქარია ამირსპასალარმან შეხებად და აღებად სეფისკუერისა. ხოლო მღდელთა არა მისცეს, რამეთუ იყო სარწმუნოებით სომეხი, შეჩუენებულთაგანი; და სირცხჳლითა იკადრა ზაქარია აღტაცებად სეფისკუერისა და შეჭმად. რომლისათჳს კათალიკოსი, ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა და ეტყოდა: "ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი იკადრებს მღდელმოქმედებასა სეფისკუერს თქუენ, შჳდგზის წყეულთა სომეხთა, მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს". რომლისათჳსცა სირცხჳლეული წარვიდა ზაქარია კარვად თჳსად.

და დარბაზს მასერებელი ზაქარია ამირსპასალარი მცირედ რასმე სიტყუასა ჰყოფდა ურწმუნოსა, რამეთუ სიტყჳთა ჰგმობია სარწმუნოებასა ჩუენსა. ვითარ სულმობერული კათალიკოსი მიუგებდა და აუჴსნიდა, წინააღდგომად ვერ შემძლებელი ზაქარია ეტყოდა: "მე, მელაშქრე, ვერ კეთილად მეცნიერ ვარ სიტყჳს-გებად შენდა; არამედ მოუწოდო მოძღუართა სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელთა ჩემწილ სირცხჳლეულ-გყონ". კათალიკოსი იოანე მიუგებდა: "იყავნ ნება ქრისტესი და მარადის-ქალწულისა ღმრთისმშობელისა, რომელმან სირცხჳლეულ ყვნეს უარისმყოფელნი თჳსნი".

ამისმან მსმენელმან ზაქარია წარალინა კაცი კა თალიკოსისა მიმართ მათისა, თანა-და ეპისკოპოსთა, ყოველთა ვარდაპეტთა და მეცნიერთა. ხოლო ივანე წინააღ უდგებოდა და ეტყოდა: "განიყენე მაგისა ქმნად, რამეთუ უწყით, ვითარმედ ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე არს". გარნა მხოლო არა ისმინა ზაქარია.

და მოვიდა კათალიკოსი ვანისა და ყოველნი ვარდაპეტნი და დაიდგა სამსჯავრო, და დაჯდა დედოფალი, დედოფლისა მოსავი, დავით მეფე და წარჩინებულნი საქართველოსნი ერთ-კერძო, მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ერთ-კერძო. მოუწოდეს კათალიკოსსა იოანეს. შევიდა და იტყოდა ფსალმუნსა ამას: "აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯა შენი, მოიჴსენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან ვითარ შევიდა, აღდგეს მეფენი და პატივით თანადაისუეს; ეგრეთვე მარღასთა და ვარდაპეტთა სომეხთა მათცა პატივი უყვეს წესისაებრ.

ვითარ მოკითხვამან ჟამი მოიღო, დადუმნეს ყოველნი და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა მათისა თქმად სიტყუა-მჭევრად და ვრცელ-სიტყუად, ვინცა კეთილად მოჴსენებულ იყვნეს. კათალიკოსი, ზეგარდამოთა ნიჭითა აღსავსე, გონიერებით აღუჴსნიდა და ბრძნად მიუგებდა უკურღუევად თქმულთა მათთა, ხოლო თჳსისა დამამტკიცებელად. და გაგრძელდა სიტყჳს-გება მიმწუხრამდე.

მოშიშმან ისტორიისა სიგრძისამან კმა-ვიყო თქმად: ვითარ უწყით სომეხთა სიტყუა-მასვეობისა, ძლიერი ღაღადი აღუტევეს, ცილობისა სწორი ძლევა იქმნებოდა. ამის მსმენელმან კათალიკოსმან იოანე, ღმრთის-მეტყუელისა მოსახელემან, ნუ უკუე ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულმან ანუ თუ მართლისა სარწმუნოებისა მი ნდობილმან-არა უწყის, აღაღო პირი ბრძნად მეტყუელი შეუვალთა სიტყუათა. ოდეს მე დიდი ელია მსხუერპლსა ზედა მოხედვიდა ცეცხლითა ღმრთისა მიერ მლოცველი; იხილეთ, თუ ვითარ უაღრეს აღსაჴდელ არს უსისხლო მსხუერპლი-ჴორცი და სისხლი ღმრთისა კაც-ქმნულისა-მსხუერპლსა ზროხისასა, რომელი აჩრდილსა მწერებულად იყო, ეგოდენ უბრწყინვალეს და უზენაეს არს, რომელი აწ იქმნა და ითქუა, ვჰგონებ, სულისა მიერ წმიდისა, პირითა მსახურისა მისისა კათალიკოსისათა. რამეთუ თქუა:

"სახლით თარგამოსნო, რომელნი შეკრებულ ხართ ძჳნად და მტერად მართლისა სარწმუნოებისა! უწყითა, რომელ ნათესავსა კაცთასა ეუფლა ეშმაკი? დამყოფელმან თუალთა გონებისათამან შეასაკუთრნა ხრიზმოსთა, და არამეცნიერნი და დამტევებელნი ღმრთისანი უზორვიდეს კერპთა, ხახუსა და ნიორსა და ჯინჭარსა. ხოლო ღმერთი, არა უგულებელს-მყოფელი დაბადებულთა თჳსთა, ეზრახა აბრაჰამს და მერმე ნათესავსა მისსა; კუალად მოსეს მოსცა სჯული და მსჯავრი უკანასკნელ, უმეტესთა წყალობათა აღძრული, ზეცით გარდამოჴდა ერთი სამებისაგანი, შე და სიტყუა, ქალწულისა მარიამისგან ჴორცნი შეისხა და მსგავს კაცთა იქმნა, რამეთუ სისხლთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და სული სიტყჳერი, იქცეოდა კაცთა თანა და ყოველნივე განგებულნი აღასრულნა. რაჟამს შესაძრწუნებელი იგი ნებსით ჯუარცმა ეგულებოდა, ათორმეტთა მოწაფეთა თანა ისერა და სრულ-ყო პასექი ვითარ სრულ იქმნა, იწყო ახალსა ამას ღმერთ-მყოფელსა საიდუმლოსა: მოიღო პური, განტეხა და მისცა მოწაფეთა, და თქუა: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე ჴორცი ჩემი არს მისატევებელად ცოდვათა" ეგრეთვე სასმელიცა: "ხუთ ამისგან, ესე სისხლი ჩემი არს" და პირველ იტყოდა: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა". და კუალად იტყოდავე: "ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს. და მრავალ-სადმე არიან ესევითარნი სიტყუანი. აწ უკუე მომიგეთ: გრწმენა ესევითარნი ჴმანი მახარობელთანი" -- ხოლო მათ მიუგეს: "უცილობელ არს ეგე. რამეთუ მოგუცა ჴორცი და სისხლი მისი. რათა უკუდავებად ვჭამდეთ და ვსუმიდეთ; ესე არს ნიჭი დიდი ჩუენდა მომართ, რათა ქრისტეს ღმერთად აღმსარებელნი ვჭამდეთ ჴორცსა მისსა და ვსუმიდეთ სისხლსა მისსა".

და კუალად კათალიკოსმან ჴმა ყო ბრწყინვალედ: "კეთილ, შვილნო, ვინათგან აღიარეთ, აწ უკუე ესეცა გრწამს, ვითარმედ ახალი სჯული და ახალი პასექი იყო სერობა იგი, და ყოველნი, ქრისტეს ღმრთად და კაცად აღმსარებელნი, მღდელ-ვმოქმედებთ ქრისტეს ვნებათა მომჴსენებელნი; ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; იგი არს სჯული ჩუენი და მცნება ახალი".

ხოლო სომეხთა მიუგეს: "აგრე, ამას არავინ უმეცარ არს".

კათალიკოსმან თქუა: "აწ უწყოდეთ, უკეთუ სარწმუნოება თქუენი უმჯობეს-სადამე არს, თქუენ მიერ შეიცვალების პური ჴორცად უფლისად. თუ ჩუენი უმჯობეს არს, ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული შეიცვალების ჴორცად უფლისად".

მათ თქუეს: "ეგრეთ არს".

კათალიკოსმან თქუა საშინელი სასმენელად სიტყუა: "საქმითა გამოვაჩინოთ, არა სიტყჳთა".

მათ თქუეს: "რომელსა ჰყოფ, ჰყავ".

კათალიკოსი ეტყოდა: "მოგცემ ძაღლსა ერთსა და დრო-გიყოფ სამთა დღეთა, რომე ღამე განათიოთ ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა; სამ დღე ძაღლი უჭმელად დამარხეთ. და ერთი ძაღლი მე მომეცით, სამ დღე უჭმელად დავმარხო, ღამე განვათენო ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა. და გამოჩნდეს მართალი სარწმუნოება. მესამესა დღესა აღვასრულებ უსისხლოსა მსხუერპლსა და მოვიღებ სეფისკუერსა ხელითა ჩემითა. დაღათუ არა საკადრებელ არს, დაუგებ ძაღლსა წინა, რომელი თქუენ გყავს, და ეგრეთვე თქუენ სეფისკუერი მოიღეთ და დაუგეთ ძაღლსა მას, რომელი მე მყავს. რომლისაცა შეჭამოს, მისი რწმუნება არა არს; თქუენი შეჭამოს, თქუენ გრცხუენეს; თუ ჩუენი შეჭამოს, ჩუენ გურცხუენეს".

ესმა ესე მეფეთა და ერსა, განკჳრდეს და უღონოებამან მოიცუნა. ვითარ გონებად მოვიდეს, რქუეს კათალიკოსსა: "რა ესე სთქჳ, სასმენელადცა ზარია!" კათალიკოსი უმეტეს დაამტკიცებდა. გარნა სომეხთა აღარ ენება, მისცნეს ძაღლნი ურთიერთსა, და წარვიდეს კარავთა მიმართ.

ხოლო მეფე, ძლიერად მბრძოლი, ეტყოდა კათალიკოსსა: "რა სთქუ, ვინ შემძლებელ არს ამისდა ქმნად, მოგონებად და სმენად, რამეთუ განსაკჳრვებელ არს?" კათალიკოსი წყნარითა გონებითა მიუგებდა: "საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლ აღმსარებელნი და ვისითა მღდელმოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხუერპლსა და ვისთა ჴელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თჳსსა, ანუ ვინ ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხად ვყოფთ ჭეშმარიტებასა. მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე". განკჳრდა მეფე და ყოველი ერი, ისმინეს რა ბრძანება კათალიკოსისა, და წარვიდეს თჳს-თჳსად.

იყო დღე იგი პარასკევი. იწყეს ლიტანიობად: ერთკენ მეფემან და კათალიკოსმან და ყოველმან სამღდელომან კრებულმან (მცირედნი იყვნეს მუნ ეპისკოპოსნი, რამეთუ არა კრება ეყო მეფესა), და ერთ-კერძო სომეხნი და მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ღამე იგი ორთავე გაათენეს, შაბათსა კუალად იწყეს ლიტანიობად და მწუხრი ერთშაბათი გაათენეს. და აღმოჴდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიაი, ცრემლით მვედრებელნი ღმრთისანი. განამზადეს წმიდა ტრაპეზი ორგნითვე, იყო ტირილი ორისავე კრებულისაგან. და სრულ-ყო რა უსისხლოსა მსხუერპლისა შეწირვა, აღიქუა კათალიკოსმან ფეშხუმითა შესაძრწუნებელი იგი ჴორცი ჩუენთჳს კაც-ქმნილისა ქრისტეს ღმრთისა. წარმოვიდა კრებულისა მიმართ მგზავრ მეტყუელი: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყა ნა დიდებითა მისითა".

მოუწოდა სომეხთა ეპისკოპოსთა და მჴარგრძელთა და ყოველთავე სარწმუნოებისა მათისა ზიართა და ეტყოდა: "ისმინეთ აწ, სახლო თარგამოსისო! უწყით, რამეთუ ღმერთმან, ჩუენთჳს კაც-ქმნა მან, მოგუცა ჴორცი თჳსი საჭმელად მეტყუელმან: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ჩემი, არა გაქუნდეს ცხოვრება, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა". და მოციქულიცა იტყჳს; "პურსა ამას რომელსა განვ ტეხთ, არა-მე ზიარება ჴორცთა ქრისტესთა არს?" აწ უკეთუ სარწმუნოება თქუენი ჭეშმარიტ არს, პური. ესე წმიდა ჴორცი ქრისტესი იქმნების; უკეთუ ჩუენი სარწმუნოება სთნავს, ჩუენ მიერ კურთხეულ იქმნების ჴორცად უფლისად ყოვლადვე ნუ იყოფინ, რომელ იკადროს რომელმანცა [უარისყოფაჲ]. აწ მოიყვანეთ ძაღლი, რომელი მე მოგეც; დაღაცათუ არა საკადრებელ არს, წინადაუგებ პურსა ამას წმიდასა. უკეთუ შეეხოს ძაღლი და იკადროს მიახლებად, არა სადამე არს სარწმუნოება ჩუენი. მოყვანებად ვცეთ ძაღლი თქუენი, დაუდვათ პური თქუენ მიერ კურთხეული; იხილეთ რაძი იქმნას, და მას ზედა გამოჩნდეს, ვისი სარწმუნოება სთნავს ქრისტესა".

ხოლო სომეხთა დაღაცათუ არა ენება, გარნა არა იყო პასუხი სამართლისა; ძლით ეტყოდეს კათალიკოსსა: "შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად". ხოლო იყო ერსა ზედა შემოსვლად ჯარი რაძი იქმნას. და ამისმან მსმენელმან კათალიკოსმან თქუა "მე ვყო". და ბრძანა ერისა შორად განყენება და მრგულივ გარემოდგომა, რათა ყოველთა მიერ სახილველ იქმნას დიდებულება ღმრთისა და განდგა ერი შორადრე.

წარმოდგა კათალიკოსი იოანე შემოსილი, და ჴელთა ეტჳრთა ზარის ასაჴდელი იგი საიდუმლო, ჴორც-ქმნილი, მღდელ-მოქმედებული. მეფე და ყოველი ერი ხედვიდეს განცჳფრებულნი და შეძრწუნებულნი. და კათალიკოსი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული, ესრე მტკიცედ დგა განშუენებულითა პირითა. მაშინ მოყვანება ბრძანა სამ-დღე უჭმელისა ძაღლისა; და მოიყვანეს ძაღლი იგი შიმშილითა, განლიგებული. და წარდგა იოანე კათალიკოსი და აღმოუტევა ჴ მა ბრწყინვალე: ქრისტე" მეუფეო, ჴსნისათჳს კაცთასა განკაცებულო, ჯუარცმულოჩუენთჳს, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ჴორცი შენი, რათა მოსაჴსენებლად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩუენი, შეუხებელად და მიუახლებელად დაიცევ ზარისა ასაჴდელი ჴორცი ესე შენი, ჩუენ მიერ მღდელ-მოქმედებული; შენ უკუე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი, და მოხედე მსხუერპლსა ამას და სირცხჳლეულ ყვენ წინააღმდგომნი ჩუენნი".

და რაჟამს ესე ითხოვა, დააგო შესაძრწუნებელი იგი უსისხლოსა მსხუერპლისა აღმონაკუეთი მოყმარისა მის ძაღლისა წინა. ხოლო მხილველი პურისა ვითარ მიეტევა მიეახლა მიუახლებელსა მას; მყის ძლიერად იყჳირნა ძაღლმან და ვერ შეეხო წმიდასა მას წმიდათასა, და იხილეს განსაკრთომელი ესე სასწაული განკრთეს მეფე და ყოველი ერი, მაღლითა ჴმითა ჴმა-ყო. კათალიკოსმან და ყოველმან სიმრავლემან ერისამან: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი!" და აღუტევეს ჴმა სიხარულისა მადიდებელად ღმრთისა ცრემლითა სიხ არულისათა. ხოლო სომეხნი, უღონოებასა მიცემულნი, განკჳრვებულნი დგეს და უკჳრდა.

მაშინ ევედრა კათალიკოსი მეფესა, რათა დაადუმოს ერი იგი. და ვითარ დაწყნარდეს ჴმანი იგი, რქუა ნათელ-მოფენილითა პირითა მარღასთა სომხითისათა და მჴარგრძელთა: "მისმინეთ და უწყოდით: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და შეუხებელი ბოროტისა რომლისაგანვე, უბოროტო არს და მან თავადმან ბრძანა პურისა ამის წმიდისა ჴორც ქმნად. ნუ გიკჳრს, რამეთუ მანვე თქუა: იყავნ ნათელი და კუალად. გამოჩნდა ნათელი, "ჴმელ -- და გამოჩნდა", მანვე სიტყუამან არა-რასაგან ქმნა ჴმელი. არა თუ სახისმეტყუელებ არს, არამედ ჭეშმარიტად ჴორცი მისი. ამას რა შეეხებოდა? ჴორცი მისი და პური ანუ ორივე ერთ არს, ანუ უმჯობეს რომელიმე".

ხოლო სომეხთა არათუ ენება, უნებლიეთ თანაედვა ამისი ქმნად. ვითარ მღდელნი დგეს და მოიყვანე ძაღლი, რომელი ჰყვა კათალიკოსსა, და მოუგდეს მსხუერპლი მათი. და მყის აღიტაცა. და ქართველთა იწყეს მადლობად ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა, იქით და აქეთ ხლდომითა მასვე იტყოდეს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არ იან საქმენი შენნი". და კათალიკოსი შემოსილი შესუეს ჰუნესა თჳსსა, და ჴელთა ეტჳრთა ტაბაკითა სეფისკუერი და თანაჰყვებოდეს ყოველნი წარჩინებულნი და ლაშქართა შინა ვიდოდეს მეტყუელნი ესრეთ ფსალმუნსა ასოცდამერვესა:
"მრავალგზის მებრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ მერეოდეს.
"ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძეს უსჯულოება მათი.
"უფალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
"ჰრცხუენოდენ და მართლ უკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი,
"უფალსა უგალობდით. რამეთუ დიდებით დიდებულ არს. უფალმან შემუსრნა მბრძოლნი, უფალ არს სახელი მისი."

ესრეთ მხი არულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარცა მყუარი უტბო, ეგრეთ დგეს უჴმოდ, ქუეყანად მხედველნი, ვითარ ძუელ ოდესმე მღდელნი ასტარტესნი. ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი შემზადეს მეფემან და კათალიკოსმან.

ხოლო სომეხნი სირცხჳლეულნი წარვიდეს მჴარგრძელთა კარვად. ივანე მსახურთუხუცესი ეტყოდა ძმასა თჳსსა ამირსპასალარსა ზაქარიას ვითარმედ: "მე არა მენება ცილობა; ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა, რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა კათალიკოსისა მიერ?" ხოლო იგი მიუგებდა: "უწყი, ძმაო, რამეთუ მართალი სჯული არს ქართველთა, მაგრა რომელი განიკითხვის დღესა მას, ჰკითხონ; მე არა შევერთვი ქართველთა!" და ესმა ივანეს და რქუა: "მიკჳრს სიბრძნისა შენისაგან, რომელ უმჯობესსა არა არჩევ, მე არა შევერთჳ განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა ზედა ქართველთასა".

რადღა საჴმარ არს სიტყუაა მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა იოანეს მიერ კათალიკოსისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად. და იქმნა სიხარული, და. ზაქარია ეგოვე ურწმნოებასა ზედა.

ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარსა, გარნა არცა ის უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთჳს ჴელ-ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯუებელსა მისსა ზეშთა-კურთხეულსა ვარძიისა ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიის ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან გამოჰკუეთა, თჳთ პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუვალ და უბრძოლველ იყო. ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ქმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, და შესწირნა მრა ვალნი და დიდროანი სოფლები, და შეჰკაზმნა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდნი, რომელი ყოვლისაგანცა მოთხრობა ძნელ არს. თუ ვისმე ნებავს ამისგან იხილენ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი და ნაშენები ქუაბ-ქმნილი. ვინა მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსადაგანსაკრთომელისა სასწაულთა-მოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა, ამისათჳს უმეტეს პირველთა იდიდა მეფობა მისი.

ხოლო სხუანი საქმენი მისნი, აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი ისმინენით. არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენნა, არამედ პალესტინეს იერუსალემს. ააშენა პირველად მონასტერი; და კუალად კჳპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და კუალად კოსტანტინეპოლის აღაშენა მეტოქი მათი. და გრძელ სადამე არს ყოვლისა მოთხრობილობა, რომელ საბერძნეთს და ყოველსა ელადას შინანი მონასტერნი უხვად წყალობა-მიფენილ ყვნა და საქართველოსა მცირითგან მონასტრით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო.

ესრეთ კეთილად აღეპყრა საუკუნოსა გონებასა, და მომნიჭებელი წარმოუმატებდა საქმესა დღე-კეთილობასა შინა. და ყოველნი გარემოს მყოფნი მეფენი, ქალაქნი და ამირანი ძღუნითა და ხ არკითა მომშჳდებდეს პ ირსა მჴნეთა სპათა მისთასა, და არბევდიან ურჩთა.

აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა. წარავლინნა ლაშქარნი გარემოდგომად. და ცნეს თურქთა, დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აიღო და მიითუალა კარი და დაუტევა კარის მცველად ივანე, და აჩინა მონაპირედ, და უბოძა ათაბაგობა 6 და ამირთა-ამირაობა. რომლისათჳსცა დიდი წყება შექმნა თურქთა; და დიდად ავნებდა, რომელ წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აიხუნა და მიითუალნა. და წარმოგზავნა მახარობელი მეფისა წინაშე და დაიმადლა. ივანესვე უბოძა კარული და მისი ქუეყანა. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და შეემატებოდა დღითი-დღე. შიში და ზარი მეფისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა.

უდიდესნი საქმენი აღმომიჩნდეს და გონება ვიწყე უღონოებად თხრობისა სიდიდითა საქმეთათა, დაღათუ არა შესატყჳსი არს ჩემდა ამათ მოთხრობა, არამედ დიდთა სიტყჳს-მოქმედთა პირველთა არს.

ესე ესმა მაღალსა სულტანსა სელჩუქინსა, სახელით რუქნადინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაბადუკიასა ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა და შეკრბა კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი და წარმოავლინა მოციქული მეფეს წინაშე და წარმოსა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი:

"ღმრთისა ოდენ უქუენესისა და ყოველთა კიდეთა მპყრო ბელისა! ყოველი დიაცი რეგუენია, და შენ გიბრძანებია ქართველთათჳს აღებად ჴრმალი მუსლუმანთა ჴოცად. ესე არცა რომელ ჴრმალი დიდისა მოციქულისა მოჰმედისა. მისისა ერის თავისა, ბოძებულთა. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი, რათა აღვჴოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინამომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩათრსა ჩემსა სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმადი აღიაროს".



(დასასრული)

ნაცვალი სიტყვა მეფისა ნუქრადინისადმი

ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყროლბელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი!"

და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა თამარსა წინაშე, წიგნი, მისცა და წარდგა, იწყო არა-სა კადრებელთა სიტყუათა თქმად: "უკეთ უ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა". ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა. ვითარ აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: "თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა კარნიერად კადრებისათჳს. აწ არა არს სიტყუა! ესე წიგნი მიარ თჳ ნუქრადინს და არქჳ: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა, იყავნ!"

მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს, წარზავნეს პასუხითა მწუავითა. მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის, და შეკრბეს ჯავახეთს. და მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობელისა წინაშე. და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი; და დროშა მისი სჳანი და ბედნიერად მყოფი გაგზავნა ვარძიით. ლაშქარნი წარემართნეს. წინამებრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა. და მეფე თამარ მოვიდა ოძრჴეს: და ეახლნეს. შავთელი კაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული, და ევლოგი სალოსად წოდებული და წინასწარ-მცნობლობისა ღირსქმნილი ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ლოცვითა, ფსალმუნებითა, ღამისთევითა დაუძინებელად, და ყოველთა ღამეთა დღე-ლიტანიობდა და არა დასცხრებოდა. და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.

ხოლო მეფემან დავით ქმნა, უნდოდა რამეთუ ზედა-მიჰმართა სადა დაბანაკებულ იყო ბასიანისსა ადგილსა ბოლოსციხედ წოდებულსა. და ეახლნეს ბანაკსა სულთნისა! რომელ არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა კარვებისა და სარაფარდებისა მინდორი იგი ძლივ იტევდა კარვებსა მათსა და აღმდგომსა მისსა, და უმეტეს ქა რთველთასა. ესრეთ წყნარად და უკადრად მდგომარე იყო სულტანი. და ეახლა დავით და ქართველნი. დააწყუეს რაზმი, სადა-იგი წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი და ახალციხელი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი; და ერთკერძო აფხაზნი და იმერნი ერთ-კერძო ამერნი და ჰერ -- კახნი. ესრეთ წყნარად ვიდოდეს. დარაჯნი არა უდგეს სულტანსა, არამედ იხილა კაცმან სულტნისამან: მოვიდა სპა ურიცხჳ ქაფარი. [წარიკუეთა] სასოება მეფისა მათისა. ხოლო იგინი განკრთეს და მოიღეს ჯოგი; აღიჭურნეს და აღსხდეს ჰუნეთა, ბარგი და კარვები დაუტევეს. რა მოვლეს კარავთაგან, წინაგანეწყვნეს, და ეახლნეხ წინამბრძოლნი ორთავე, და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძუელ-ოდესმე ქმნილ იყო მჴნეთაგან ეგევითარი ომი.

და განგრძელდა მყოვარ-ჟამ და მოსწყდებოდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ მოუკლეს ცხენი ივანეს მსახურ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვასა და ივანეს, თაყაიადინ თმოგუელსა, კაცსა მჴნესა, და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მოდრიკნეს, და ქვეითად დარჩეს რაზმსა შინა მჴნენი საქართველოსანი. და იხილეს ლაშქართა თავის-თავისნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად და ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გვერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა; და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქმნა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, ამანცა მჴნემან მორიდა ერთ-კერძომან, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორეს, რათა არა ცხენითა მათითა დაითრგუნნა ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთ-კერძ. და ვითარ ნადირისთჳს მოსწრაფე იქმნეს მონადირე, ეგრეთ მსწრაფლ მოეტევნეს ერთ-კერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, გარნა ვინ უმახლობელეს იყო, უწინარეს მივიდა, მასვე წამსა შინა დავით და სპა მისი მივიდა და, ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუსა მას სპასა შინა სულტნისასა. პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალ ობა-აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანასდათ ეგოდენი სიმრავლე განსჴდა, იძლია, დაიპანტა, და ამას ჰგუანდა -- თუალგარდუწოდებელი მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და დაზულეულ, და ღირს სადმე ყოფილიყო. სადგან თუალი იხილველობდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი.

ხოლო მჴნე ესე ქართველნი, რომელნი-ესე ზემო ქუეითად მყოფნი ვაჴსენეთ აღსხდეს ჰუნეთა და, ვიდრე ღამედმდე, დევნა ყვეს და ჴოცდეს, ჩამჰყრიდეს და იპყრობდეს. და თჳთ მათვე ჯარითა ვერ იტყვიდეს და ურთიერთას დასთრგუნვიდეს.

ამათ თხრობათა მოწევნულსა კუალად მენება დუმილი. განკჳრვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედა სამკჳდრებელსა თჳსსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან. ვითარ უვნებლად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა და ეგრეთ წარმოვლენილი ერი, რომელ ეგოდენისა სიმრავლისაგან არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავლილი, კაცი მოკუდა, ვითარ ეგოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა და თუ ვითარ უვნებლად დაიცვა სპანი თამარისნი. აღივსნეს. ოქროთა და ვეცხლითა და ჭურჭლითა პატიოსნითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემისა სიმრავლე, რომელ დაყარეს, ვინმე აღრაცხნეს. ხოლო კარავთა საფენელთა და შესამოსელთა და ლარის არტახთა მიერ სავსე იყო ყოველი საბა ნაკო მათი, რამეთუ ესოდენ ზარგანჴდილნი ივლტოდეს, რომელ მოსწრაფენი არა მიხედვიდეს კარავთა და ფარდაგთა მათ სიმდიდრეთა, არამედ თჳთოთა ცხენითა ივლტოდეს და მარქაფასა განუტევებდეს.

ესრეთ ძლევა-შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა. ვითარ რიყე იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი წყაროთა სავსე; მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის, და შაქრითა გატენის, და წყლითა აღავსის, და სუმიდის. ესრეთ სახელოვანმან დავით მიმართა მზესა მისსა მიმართ".

ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა ეახლნეს შავთელი იოვანე და ევლოგია და იყო ვედრება ღმრთისა და ღამეთა გათევა ლაშქართა გამარჯუებისათჳს. დღესა ერთსა შავთელი და ევლოგი მეფესა თამარსა წინაშე. სხდეს; და ანასდათ განკჳრვება დაეცა ევლოგის: იწყო აღმართ ხედვად. ვითარ ხედჳდა, ანასდა ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ -- და ვითარ აჰაჰ ესერა -- სამგზის და მეყსეულად ახლტა და ჴმა ყო: "აჰა წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია". და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქჳან არაგანნი.უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელ-საგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვჰგონებ!" ამისთჳს დაწერეს დღე და ღამე და ჟამი იგი.

მოწყალემან ღმერთმან პირველ შესახა ესე ყოველი ნივთთა აგება უკანასკნელისა ჴსნისა ჩუენისათჳს. და მოწყალემან მასვე დღესა შესახა ჴსნა ჩუენი აღდგომითა თჳსითა. და ესრეთ მხიარულითა პირითა სახელგანთქმულნი მოვიდეს ვარძიას, თჳთ თამარიცა მივიდა, და ჯეროვანი. მადლობა შეწირეს.

ამათ დღითი-დღე წარმართებათა და განდიდებათა შინა იყო სკიპტრის-მპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ; უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მოფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფოსა; ჟამ გარდვიდიან აფხაზეთს და განაგიან საქმენი მანდაურნი, და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო -- გეგუთი და აჯამეთი. მერმე გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს, და დადგიან დურს; მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართ-ქალაქნი. გაზაფხულ აღმოვლიან სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა; და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ-ქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსა ქალაქთა.

ესრეთ, სიხარულსა შეუთქს მწუხარება.

ამისთჳს მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განმშუენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მჴნე ვინმე. გულოვანთაგანი, უხჳ და მდაბალი და სიკეთე აღმატებული. და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული რუსუდან. და იტირეს და იტყებდეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკჳდროვანსა.

მათ უკუე ჟამთა, არა მცირედ მყოფელთა, მშჳდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო გეგუთს, რამეთუ იყო წმიდა-მარხვანი; მჴარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს. და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტეანეთა ზედა, და მოუწოდა სპათა მისთა, და წარმოემართა და მოაოჴრა ანისი, რამეთუ უწყოდა მჴარგრძელთა შინა-უმყოფლობა. წარმოვიდა და აღვლო რაჴსის პირი, და უგრძნობლად მოვიდა ანისა; გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქსა ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერ მოასწრეს კარნი, და შევიდეს ქალაქად. იწყეს ჴოცად, კლვად, ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა შინა, ვითარ შეჰგავს ქრისტეანეთა სჯულსა. რომელიმე ივლტოდა დარბაზოანთა და მუნ გამაგრდა, რომელიმე ივლტოდა ქუაბონსა, რომელსა ქარტუნობითა უჴმობენ. და რა განერა, ანუ ციხესა ანუ ქარტუნსა შინა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით ქარაფი იყო კლდიანი და ქუებიანი.

ესრეთ ჴელთ იგდეს ქალაქი, ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა. შინა, ვითარ ცხვარი, დაკლეს, თჳნიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა. ესეოდენ მძჳნვარედ მოაოჴრეს ანის, და სავსენი ტყჳთა და ალაფითა მიიწივნეს შინა.

ესე ანისისა მოოჴრებისა ამბავი გეგუთს ახალ-კჳრიაკეს აცნობეს მეფესა თამარს, ამირსპასალარსა ზაქრიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს. ესმა და დიდად დამძიმდეს, და მწუხარებამან მოიცვნა, და რამცა ყვეს არა უწყოდეს; გულნი მათნი ცეცხლებრ ენთებოდა. მეფე და ყოველნი სპანი მისნი მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი სპარსთა მიმართ ბრძოლისა ყოფად აღემზადნეს.

მაშინ მჴარგრძელთა თქუეს მეფესა: "მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასლვითა მცნებათა ღმრთისათა; უბოროტესად ესოდენი სჯული ქრისტიანე მოიკლა ცუდრჯულთა სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათჳს. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა და პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა სარკინოზთა მიერ, არამედ შურ-ვაგოთ, ნაცვლის ქმნად განვემზადნეთ, და სიცრუვე მათი მათვე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა -- მზა იყვნენ არდაველის სულტანსა ზედა; წარვიდეთ ანისს და, ვინ სადა ვპოოთ სპარსთაგან, მოვინადიროთ. [ნუ დიდნი წავალთ] გარნა მცირენი. რამეთუ, უკეთუ დიდნი წავალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ; მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა მოვიდეს, რამცა არიან, რომელ ჩუენ მოგაჴსენოთ სთნდა მეფესა თქმული მათი. და უბრძანა მეფემან, რათა მზა იყვნენ სპანი მისნი.

და მჴარგრძელნი წამოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწისა სჯულისა მათისა მარხვა. წარმოავლინეს მეფეს წინაშე კაცი ლაშქრის, მთხოველი. მაშინ უბრძანა მესხთა თორელთა თმოგუელთა ჰერ-კახთა, სომხითართა; ქართველნი არა წარიტანნეს, რათა არა აგრძნიან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანისს და წარემართნეს. არდაველს. გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ჴიდსა და მიმართეს არდ აველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი, და მას ღამესა გარე მისდგეს არდაველს. ვითარ ჴმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გაჴშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტივეს მჴარგრძელთა, შეუჴდეს და უომრად ჴელთ იგდეს ქალაქი, თჳთ სულტანი, ცოლნი და შვილნი მისნი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა, ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრთბა ძნელ სადმე არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა, აქლემითა, საქონელი მათი თჳთ მათვე საჴედართა ძლით აჰკიდეს და წარმოემართნეს. ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუე-ჰყვეს და წამოასხეს; ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა; სხუა უმრავლესი ერი მოსწყჳდეს და სხუა ტყუე-ჰყვეს. აღმოიარეს იგივე გზა და ასეთი ძლევაშემოსილნი მოვიდეს ანისს. დიდად ნუგეშინისმცემელნი. მოვიდეს მეფეთა-მეფესა და მზეთა-მზესა და დედოფალთ-დედოფალსა წინაშე; მოიღეს ძღუენი და არმაღანი აღავსეს ყოველი მთავარი, თჳთ მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი. მას ჟამსა კოლას დგა მეფე, აღივსო ყოველი ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, რომელი მოიღეს ზაქარია და ივანე. რომლისათჳსცა დიდად მადლიერმან მეფემან უბოძა მრავალნი ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი ესრე მადიდებელნი. ღმრთისა იშუებდეს და მეფე ნებიერად იყოფოდა და მოუდიოდა გარეშემოთადაღმა ხარაჯა და ძღუენი ურიცხჳ. არამედ სხუანი. ჴდიდესნი საქმენი აღმოუჩნდეს. მოვიდეს მჴარგრძელნი, ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი, მეფეს წინაშე და მოაჴსენეს: "ძლიერო ჴელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და ცან სიმჴნე და სიქველე სპათა შენთა; გულის ჴმა ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მჴნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სადამე სპათა შენთა საქმენი, არამედ აღამჴედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმჴნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა -- მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!"

და ვითარ ესმნეს თქმულნი მჴარგძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა, და აუწყა თქმული მათი. ვითარ ესმა ლაშქრად წვევა მჴარგრძელთაგან, სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა და იწყეს კაზმა.

მოიწია არე სთულისა, მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწინა აბჯარი და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმჴნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სჳანად ჴმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელს. დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს. და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა, და წარემართნეს სპარსეთად.

ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რაჴსა, და შევლეს ვიწრო იგი ჴევი დარდუზისა, და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი ლტოლვილ იქმნეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოვეს კაცი, ეგონათ მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარბადაგანისათა. ამისთჳს დაარჩიეს ხუთასი მჴედარი რჩეული დიდებული და აზნაური. უჩინეს მჴედართ-მთავრად თაყაიადინ თმოგუელი. წარემართნეს, აღვლეს აღმართნი მარანდისანი, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: "არავის ბრძოლოს მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულადა ლაშქარი მთასა მას ზედა. თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას: რაცა რქუას, ყონ".

და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შელტო ლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედ-კერძო თავსა მთასა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა. იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურეს, მოუჴდეს ზარითა და ამბოხებითა მარანელნი. რამეთუ საწუნელ უჩნდეს სიმცროსათჳს. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერ და აოტნეს, რომელ მცირედნი განერნეს, და უმრავლესი მოკლეს და სხუათა დევნა უყვეს გრძლად.

მაშინ აღვიდეს ლაშქარნი და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებ ოდა. ესოდენი ძლევა მოეც ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. იხილეს და განკჳრდეს; კაცსა ქართველისა ვერ პოვნა უკჳრდათ. ამისთჳს უღონო-ქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. მცირე ხანი დაყვეს. გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. და იხილა ზაქარია და გამხიარულდა. და დიდად მადლობდეს ღმერთსა, რომელ არცა ერთი კაცი მომკუდარიყო ქართველი და ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და კაცისათვის მეცა და ხუთასთა ზედა დასობილი იხილეს.

დაღათუ ესრეთ გამარჯუებოდა, გარნა ყოვლად აბრალობდეს თაყაიადინსა, და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბავის უცნობებლად შებმისათჳს.

გამხიარულებულნი და მადიდებელნი ღმრთისანი გამარჯუებისათჳს წარმოემართნეს და მიმართეს ქალაქსა თავრეჟს. გარდავლეს მთა დევსოფნად წოდებული. და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქრისა, განკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკჳდრნი თავრეჟისანი. ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟისანი განიზრახვიდეს, რათა სარკის მიცემითა, და ძღუნითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნით დაამშჳდეს ქართველნი თავადნი და სპანი. წარმოავლინეს მოციქული, ითხოვეს მშჳდობა, არა მოოჴრება ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი: ოქრო და ვეცხლი უამრავი თუალი პატიოსნი და მარგალიტნი ძჳრფასისანი. განკჳრდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარიაცა და ივანე მჴარგრძელნი; აღუთქუეს მშჳდობა და უვნებელ განვლა ქუეყანისა მათისა, მოიმტკიცეს ფიცისა მიერ. მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო და ვეცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი, საზრდელი კმა-საყოფი ლაშქართათჳს. აღივსნეს დიდი და მცირე.

მისცეს ქალაქსა მცველნი და წარვიდეს ადარბადაგანი, მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისლვა ქართველთა და ქმნული თავრეჟელთა. ითხოვა მანცა მშჳდობა და აღუთქუა მოცემად ურიცხჳ საქონელი. რომელი უსმინა ზაქარია, მოიყვანა მშჳდობის ყოფად, და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლი და ქვანი ძჳრფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა. დაუტევნეს მცველნი და წარმოვიდეს მშჳდობით დამტევნელნი მიანისანი.

მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს ალიზის ზღუდით განმაგრებულსა. ხოლო ქალაქი ძლიერად გაამაგრეს და იწყეს ფიცხლა ბრძოლა. ვითარ გაგრძელდა ომი, განყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. და იწყეს თხრად ზღუდეთა: უწინარეს მარჯუენასა მჴარსა მესხთა შეჴურიტეს ზღუდე -- ალიზით იყო -- , და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა და იწყეს ჴოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო. აღივსნეს მესხნი საქონლითა. შემოუჴრიტეს ყოველგნით და შემოვიდეს, მოატყუევეს და აღივსნეს საქონლითა. დადგეს და მცირედ განისუენეს; და მიერ აღმჴდერნეს და წარემართნეს ხორასნად და მწუხრი მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა. მუსულმანსა რომელი მოაოჴრეს და განისუენეს სადამე.

მერმე წარემართ ნეს ქალაქსა ხორასნისასა, და ყაზმინს რა მიიწივნეს -- მახლობლად ყაზმინისა და აჰვრისა -- ვერ წინააღუდგეს; მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა; აჰკიდეს საქონელი მათი მათთავე საჴედართა; კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირედსა ვაჟსა. წარემართნეს, მათ ლტოლვილთა მიესცნეს და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა, ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი.

და რაღა გრძელ სიტყუა საჴმარ არს? მიიწივნეს ვიდრე გურგანისად ქალაქად და მოაოჴრეს ქუ ყანა იგი. ვერ ძალ-ედვა წიაღ მისლვად ალაფისაგან.

შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევა-შემოსილნი ქართველნი. ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნილ იყო ლაშქრად, არა მეფე, არა მთავარი, და ვერვინ წინააღუდგა სპარსეთს შესულთა, ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი. ესრეთ უზომოთა და ურიცხჳთა სიმდიდრითა შემოქცეულნი მივიდეს კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანისა ქუეყანისა ამბავი, ქართველთა მიერ ქმნული, უცნაურ ქმნულ იყო ყოველთა და ერაყის სულტნი; მოსრვა, კაცი ვინმე მოსრულ იყო მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუვილი სიტყუა ეთქუა, ვითა: "ვითარ მოვიდა თჳთ დიდი სულტანი და გილანელნი, ყოვლაგნით გზა შეუკრეს ქართველთა და მოსრნეს; და მოსწყჳდნეს, რომელ არცა ერთი კაცი განერა ეგოდენისა სიმრავლისაგან, არცა მთხრობელი მივა საქართველოთა".

ხოლო ესე რა ესმა მელიქს მიანისასა და მიანელთა, განიხარნეს, ქართველთაგან დატევებულნი მცველნი მიანისანი დაჴოცნეს; და ძელსა ზედა ჩამოჰკიდეს. გარნა ერთი კაცი დაიმალა მცველთა მათგანი ქალაქსა შინა. და ვითარცა მოვიდეს ქართველნი გამარჯუებულნი მიანას, წინა მიეგება მიანისა სულტანი ძღუნითა, ნაქმრისა მათისა დაფარვა ეგონა. და იხილა ზაქარია, იკითხნა მცველნი მისგან დატევებულნი: რქუეს. მათ: თავრეჟს" წარვიდეს მუნ დატევებულთა მცველთა თანა". მოვიდა დამალული იგი კაცი მცველთა, და აუწყა ნაქმარი მიანელთა და მცველთა მოწყუედა, ტყავის განჴდა და ძელსა ზედა დაკიდება, და შესწამა მელიქს პირის-პირ, და იგინი იდგეს უსიტყუელ.

და ვითარ ესმა ესე ზაქარიას და ივანეს, ძლიერად გამწარდეს და ბოროტად აღუჩნდა; და შეიპყრეს მელიქი და თჳსნი მისნი, და ყოველნი სიკუდილად დასაჯეს და მოაკუდინეს თჳთ იგი და შვილნი მისნი, და გაჴადეს ტყავები და საყივარსა, რომელსა მენარა უწოდეს, ზედა ჩამოჰკიდეს, და ქალაქი მოაოჴრეს, მოწუეს, ტყუე-ყვეს, ხოლო სიმდიდრე რომელ წარმოიღეს შეუძლებელ სადამე არს აღრიცხვად.

და ესრეთ მოჰმართეს გზასა, რომელ აღმავალ იყო ადარბადაგანით, და მოვიდეს. და მოეგებნეს პირველად უჟენით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა ურიცხჳთა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აივსო სრულიად სამეფო თჳთ მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათჳს წარმოგზავნეს თუალნი დიდ-ფასისანი, ძჳრად საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. და დაუტევეს მშჳდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და ქალაქნი ადარბადაგანისანი, გამოვლეს რაჴსი, და შემოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. მხიარულ იქმნა მეფეთა მეფე, მმადლობელი ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება, ზემითა და დიდებითა. იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა, რომელი არცა ძუელ ოდესმე ქმნულ იყო ესევითარი გამარჯუება არცა მეფეთაგან, არცა მთავართაგან.

შევიდეს ისანთა, დაჯდა მეფე ტახტსა სამეფოსა; შეუძღუა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხჳი და დადვეს. მეფეს წინაშე. განკჳრდა მეფე; არავის ქართველთაგანსა ენახა ეზომი სიმდიდრე, და აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფეცა თამარ არა უმადლო იპოვა ღმრთისა მიმართ; აღასრულებდა ლიტანიობასა და ღამისთევასა, მრავალნი გასცა ობოლთა და. გლახაკთა ზედა, და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი, აღვსებულნი კუალად აღავსნა. იყო მადლობა ესევითარისა გამარჯუებისათჳს ღმრთისა მიმართ!

ვინათგან მოიწია მწუხარება, და მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯუებული მჴნე და ძლიერად მბრძოლი მთავარი თემისა ლორისა, რომელი მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან. რამეთუ არავინ მჴნედ გამოჩენილ იყო მთავარი ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა, რომელი იყო ნათესავი არტაქსერქსი მჴარგძელისა და იყო სარწმუნოებითა სომეხი არამედ ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს. და ესრეთ, დაემარხა მჴნე მამა დამტევებელი შვილისა ერთისა, რომელსა შ~ა ეწოდებოდა.

მაშინ მეფემან მოუწოდა ძმ ასა ზაქარიასა ივანეს მსახურთ-უხუცესსა, და ინება პატივსა ძმისა მისისასა აღყვანება, და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი. ხოლო ივანე საქმეთა შინა განკჳრვებულ იყო და ესე რქუა მეფესა: "პატივი ესე, რომლითა პატივ-გიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ; ესრეთ შემეწიე, რათა ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა აჴსენებდენ, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისა დგომად, არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც; საქართველოსა არა არს წესად და ჴელად თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რომე ახალსა და უაღრესსა პატი ვსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძო, რომელ სულტანთა წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და გამზრდელად, მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი; ამით განადიდე წყალობა შენი უწინარეს ჩემთა პირველთა". ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილ იყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა ვის ბოძებოდა. მსახურთ-უხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მეფეს წინაშე.

ხოლო მეფე თამარ ზამთრის დურს იყვის და ზაფხულის კოლას და ცელის ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს.

მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანის-ცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.

მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკეძო დიდოეთი და ფხოეთი.

ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს- გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწ ყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცე; მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: "ძლიერო მეფეო! იქ მნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი". ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.

და იყო ყოველგან მშჳდობა, წარმატება, დღითი-დღე შემატება სამეფოთა ღმრთივდაცულისა მეფისა თამარისი, ხოლო სპანი მისნი განსუენებას ნადირობასა და ბურთობასა. თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან და აღივსებოდიან საბოძურითა მეფისა მიერ მათისა.

ხოლო ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე მგოდებელსა სიკუდილისათჳს ივბიმიანოსისა: "რასა დააკლო ღმერთმან ქრისტიანეთა ესევითარი ესე მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გჳრგჳნი სახილველად ყოველთა" -- და ეტყოდა ანგელოზი: "რა არს, ბერო, გამოძიება შენი მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს, დასცხერ ბოროტისგან. არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით დასავლეთამდის უკეთუ ყოველი ქუეყანა მართლმადიდებელი იყო, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა", არა თუმცა საბერძნეთი ოდენი, -- ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქუეყანა -- არათუმცა საქართველო ოდენ -- ამის მეფობასა.

ამისთჳსცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკჳდრებელსა თჳსსა და მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა. მოიწია მწუხარება [დიდი] და მიუთხრობელი [ყოველთა] მკჳდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი და იქმნა ტყება მსგავსი კალოთა ატადესთა და გოდებანი მსგავსნი მოოჴრებისა იერუსალემისანი იერემიას მიერ მგოდებელისა, და ჯერცა ეგრე იყო. და ყოველთა ადგილთა მსხდომარეთა გოდებათა და ტყებათა შეიწუებოდეს მკჳდრნი სამეფოსანი. და იტყოდიან მიუთხრობელთა სიკეთეთა მისთა, გამარჯუებათა და მოწყალეობათა, მოსამართლეობათა, სიუხუეთა, სიმდაბლეთა. და წარიყვანეს სამკჳდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თჳსსა ლაშას.

არსენი იტყჳს იყალთოელი:
მეფე, მთავარი, სიონი და წყარონი;
ჭაბუკი, ქალწული, ებგური საებგურო;
აღჳრი კიცუთა, თუალნი და ისრაელი,
გოდოლი, მენავე, სახლი და მამაცა,
მეგჳპტელი ცხენი, ლაზარე, ქუდი.

იოანე იტყჳს ჭიმჭიმელი: თუ თალი მილისეველმან სფერო შესახა შამსისი,
მან ისტრულაბსა დასცა და მიდგნა დაყიყა ჯამსისი,
დავით -- ვთქუა -- ზესთა განდიდნეს, მით ჴრმალი ჴორცსა ჭამს მისი,
და აქილევისებრ ძალითა მპყრობ ელადეთსა ჴამს ისი.

ამან დიდმან და სახელგანთქმულმან ცხოვრებასა შინა დაუტევა მძლეობა ქართველთა გამარჯუებისა.

ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა
ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ ძემან დავითისმან.

ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე.იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია.ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია, იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ.ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა, იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ, იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი შჳდნი ძმანი,ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით პილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერის-თავად, და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.

ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

ხოლო ვინათგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან. მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ, კათალიკოზი მეცხრე.

მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ. ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ და გუარამ განაჩინეს ერის-თავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელ არს მცხეთას.

ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს და საჰაკ დაუზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა, ხოლო ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერის-თავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინ-მე დედა-კაცი.

და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი.

და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას.

და ამის-ზე წარვლო ერეკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხის-თავმან ჴმა-უყო ციხით გამოღმართ და რქუა ერეკლე მეფესა: „რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაც-ბოტისა კისერი გათქს“. მაშინ [ვითარცა]ესმა [სიტყუა ესე]ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისა განდანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუა იგი, ვითარმედ: „აღმოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი“. და თქუა მეფემან: „უკეთუ იყო ჩემდა სიტყუა ეგე კადნიერებისათჳს ჩემისა მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ.“ და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერის-თავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან ხუზაშენი, და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა. და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისა და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთის-მშობელისა ეკლესიისა, და აღასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და ციხის-თავი იგი შეიპყრა. და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი იგი მეფისა ერეკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო ბაღდადი, და შეიპყრა ხუასრო მეფე, და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა, და იწყო შენებად იერუსალემისა, და დასუა მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათ-ვე, და მოვიდა წელსა მეშჳდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი განესრულა,ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.

და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინა, რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნი-ცა-ღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლის-ღება არა ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათზედა მახჳლი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდასჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდ-ვე თჳსად.

და მთავრობდა ქართლს იგი-ვე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე.

მის ზედა-ვე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგ ომად მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მანგან ასრულა ეკლესია [ჯუარისა], და განაწესა მუნ ჯუარისა კრება, და დაჯდა ტფილისს ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის-ზე ქუეყანა ქართლისა აღწერეს, და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს აგარის ნათესავთა-ო.

და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი.

და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატოსი, რომელმან გარდაბანელნი მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი, ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე.

და ძენი მისნი გურგენ ერის-თავი, აშოტ კურაპალატი.

ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ გაძლიერდა ჴელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ უძლო წინა-აღდგომად მათდა აშოტ. და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჳლნი,უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილითურთ.მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან, და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზნი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა, და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, დამოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.

ხოლო ჴევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთი-ცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედ-ღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითადა სიყუარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება დააჴელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა, და ზოგი ოჴერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათშინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.

და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთ-ვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკჳდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარად მდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალ-გზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.

და იყო ერთსა შინა ჟამსა, განვიდა აშოტ, რათა-მცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსა-მე და განავლინა ლაშქრის-მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რათა-მცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი. და წარმოემართნეს მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს კლვად მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინ-ღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა. ვერ წინა-აღუდგებოდა იგი მათ. ამისთჳს-ცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღეს-ცა საჩინოდ სახილველ არს.

ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა,ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვიდეს დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თჳსისათა, დაეწივნეს მათ სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა ერთიმათგანი, და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ~ჳ~ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ~ვ, თუესა იანვარსა ოცდაცხრასა.

და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯის მოსლვას-ღა შინა დაებადა.

და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანა ჰქონდა ძეთა აშოტისთა წარუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ასაკითა. ხოლო რა ჟამს სრულ-ასაკ იქმნეს იგინი, კუალად-ცა მოსცა ღმერთმან მათ-ვე ყოველი-ვე იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულო-ღა იყვნეს იგინი ასაკითა, იზარდებოდეს ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნეს ხარკის-მიმცემელ სარკინოზთა ყოველნი-ვე ჴევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, დასუეს ბაგრატ კურაპალატად. და წარმართა ღმერთმან ჴელმწიფება მათი.

და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელი-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს, და ძმანი მისნი აშოტ კეკელაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასუეს ანთიპატოს-პატრიკად. და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა დასუეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ. და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ.

ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ~ზ, და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპატრიკი.

გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისა, უწინარეს მამისა თჳსისა ქრონიკონსა პ~თ. არა დაუტევა ძე.

გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ჟ~დ; სიცოცხლესა-ვემამისა თჳსისასა, და არა დაუტევა შვილი.

და მამა მისი, ბაგრატ კურაპალატი,ძე აშოტ კურაპალატისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟ~ვ, და დაუტევნა ძენი: დავით, რომელი შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ჴელითა მამის ძმის-წულისათჳსისა ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესა-ვე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა რ~ა, სუფევასა შინა გუარამისსა, ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი,უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა; და დაუტევა ამან დავით მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლედ და იყო მუნ მრავალ წელ.

და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა.

გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამა ნასრისა, ქრონიკონსა რ~ბ.

და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~ე.

და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. დაიყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დი-სიძე ნასრესი, და შესწია მან დიდითა ლაშქრითა, მეფემან აფხაზთამან, და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუა-ცა ლაშქარი ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს-კერძთა და სძლეს ნასრას, მეოტ-ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ჴევსა სამცხისასა,სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ~ე. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიჴოცა საჴსენებელი მისი.

ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.

და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~თ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი[და დავით მამფალი]. და სიცოცხლესა-ვე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქუეყანა ნასრისი დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა.

ხოლო გურგენ კურაპალატი წარვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით თჳსით, ცხოვრებად შავშეთს და არტანს. და ამისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმან-ერთსა ზედა ერთ-კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა,მეორე-კერძ ადარნასე ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა, და ჰბრძოლეს ერთმან-ეთსა. და მეოტ იქმნაგურგენ კურაპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკუდა წყლულებითა მისითა გურგენ კურაპალატი, ძე ადარნასესი, მისა აშოტ დიდისა, ქრონიკონსა რ~ი~ა. და დაუტევნა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ ერის-თავთ-ერის-თავი. შემდგომად გურგენ მამისა თჳსისა კურაპალატისა გარდაიცვალა [ადარნასე] ქრონიკონსა რ~ი~ვ, და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერის-თავთა-ერის-თავი და გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერის-თავთა-ერის-თავი იყო.

და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ძე სუმბატისი ქრონიკონსა რ~კ~თ, თუესა აპრილსა კ~, დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერის-თავი, აშოტ და დავით.

გარდაიცვალა დავით ერის-თავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისა, ძმა დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რ~კ~ჱ, და არა დაუტევა შვილი.

აშოტ ერის-თავთა-ერის-თავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუაპირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ~ლ~ჱ, და არა ესუა შვილი.

და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმის-წული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერის-თავთა-ერის-თავად.

გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~ბ, და დაუტევა ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა-იგი ეწოდა ბაგრატ.

გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა რ~მ~გ და დაუტევნა ძენი ოთხნი, დავით რომელი შემდგომად მამისათჳსისა ქართველთა მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს.

გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~გ,მას-ვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენ-ვე, სახელი მამისა თჳსისა.

გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა, ქრონიკონსა რ~ნ~ზ, და არა ესუა ძე.

გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~ნ~თ, თუესა ივნისსა, და არა ესუა ძე.

გარდაიცვალა გურგენ დიდი ერის-თავთა-ერის-თავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რ~ჲ~ა, თუესა თებერვალსა ი~დ. არა ესუა ძე.

გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ ართანუჯელისა მონაზონობასა შინა, ქრონიკონსა რ~ჲ~გ, თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელი-იგი დასუეს ერის-თავთა-ერის-თავად.

გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ჲ~ე, თუესა მარტსა, და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მაგისტროსი იქმნადა შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა.

მას-ვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისა.

გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსარ~ო~დ, და არა ესუა შვილი. და ამას-ვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალადა არა ესუა ძე.

და შემდგომად აშოტ კურაპალატისა ძმა მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ.

და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~ო~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერის-თავთ-ერის-თავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი.

გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქორონიკონსა რ~პ~ა, რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩჳთა, და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერის-თავთა-ერის-თავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერის-თავთ-ერის-თავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~პ~ვ, ხოლო ძმა მისი დავით კურაპალატი იქმნა დიდად.

გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისა, ქრონიკონსა რ~პ~ჱ.

გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისა, ძმა ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსას~გ, და დაუტევა ძე დავით მცირე.

გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, ქრონიკონსა ს~ჱ და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისადღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, დადაუტევნა ძენი ორნი: სუმბატდა გურგენ.

გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს~ი~ბ, და არა ესუა შვილი.

გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავისა დიდებულისა, კაცისა მართლისა; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~ი~დ, და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთა-მეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დის-წული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთჳს გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა.

გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~კ~ა, და არა ესუა ძე. და აოჴრდა იმიერ-ტაო; და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი -- გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა ვითარ მტერ-ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გულიმისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონის-ძიებითა.

გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქრონიკონსას~კ~ჱ, და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, დაეუფლა ტაოს მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა. ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთათჳს მეგობრად და ერთ-გულყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.

და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი სუმბატ დაგურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დის-წულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანიდა ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგჳსასა. და მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა ს~ლ~ა. და ეგრეთ-ვე მას-ვე წელსა შინა გურგენ-ცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსას~ლ~ბ ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნი-ვე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ დაშთეს ამათ ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მას-ვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა ს~ლ~დ, თუესა მაისსა ზ~, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა ი~ჱ.

ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის-თავნი. მათ ქუეყანათ კუალად-ვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

და ამის გიორგის მეფობისა მეშჳდესა წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთა-ვე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმან-ერთსაზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი.[და მუნით მოვიდა კოლასა და] გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა. და შეკრბეს რა უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი ლაშქარნი,იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების შირიმთა. და მრავლად მოისრნეს ორ-კერძო-ვე და მოიკლნეს მუნ დიდნი ერის-თავნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი. და ვითარცა მოესმა ჴმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდე სადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფე-ცა სპითა დიდითა.

და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს მუნ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ განდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლა ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა გიორგისნი-ვე სულ-მოკლე იქმნეს რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი უკანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწუა იგი; და რომელი პოვა, ტყუე ყო.ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკანა ბასილი ჯავახეთით კერძო, და მოაოჴრა ყოველი-ვე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად, და მოადგა ბასილი-ცა თრიალეთად-ვე. და რა ეახლნეს ერთმან-ერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი,შეიქცა თრიალეთით და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა, და კუალად უბოროტესად რე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მოციქულნი ორთა-ვე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმან-ერთისა წინაშე და მშჳდობისა.

ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილება დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს ბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლეთით-კერძი ქუეყანა. ხოლო ღმერთმან ბასილის დიდად შეშინებულსა-ვე პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფენ წარვეზს, და ყოველნი-ვე ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუვნეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოგზავნეს. და მან ექსორია ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი.

და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ხოლო გიორგი მეფემან განავლინა ზჳადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა. და დაილაშქრა ზჳადმან-ცა ამიერ კიდესა ბასიანისასა, რე-ცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე უკანა ისრე განვიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორ-კერძო-ვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშჳდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილის ზედა, რომელი-იგი ზავად და მშჳდობად ჰგონებდა მისლვასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი. მიუპყრა ღმერთსა და თქუა: „იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან“. და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელიცხოვრებისა მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: „უკეთუ მიმცე მე ჴელთა მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე“. და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მას-ვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი-იგი პირველ მივიდეს;და გამოვიდეს მიერ-კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი, და არა განერა ერთი-ცა პირველმოსრულთა მათ თჳნიერ მცირედთასა. რამეთუ თჳთ მეფე გიორგი და უძლიერესი ლაშქარი მისი არღარა მისრულ იყო ჯერეთ ყოვლად-ვე, და მოიკლნეს მათგანი მას დღესა შინა, რომელთა-ცა-იგი მშჳდობის-ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნეს ყოველნი. და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა და რომელნი-მე მეოტ იქმნეს. წარიღეს ბერძენთა ავარი დიდ-ძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.

და წარმოიძრა მცირედ ბასილი მეფე და მოუდგა უკანა. და კუალად იწყო ზავად და მშჳდობად პირველისაებრ-ვე, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალად-ცაგანდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშჳდობა და დაიზავნეს.

და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისა ყრმა ჩჳლი, და მისცა ციხე ათორმეტი, და ქუეყანა დავით კურაპალატისა ნაქონები ტაოს, ბასიანს, და ჯავახეთს, შავშეთს. და ესრეთ წარვიდა ბერძენთა მეფე ბასილი, და თანა წარიტანა ბაგრატ ყრმა მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინა-ვე წარმოგზავნა აღუთქუა გიორგის ბაგრატისი.

გარდაჴდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით კოსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარცა-იგი აღეთქუა. და მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულსა ბანას თანა-მოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა ზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შე-რა-იქცა კატაბანი იგი, მოემთხჳვნეს მას მანდატურნი წიგნითა ესრეთ წერილითა, ვითარმედ: „მიიცვალა ბასილი მეფე, ძმა ჩემი, და ვიქმენ მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადა-ცა-ღა მოწევნულ იყოს საჴელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარე-ვე-აქციე იგი სწრაფით დაწინაშე ჩუენსა მოგზავნე“. და ვითარცა აღმოიკითხა კატაბანმან, მსწრაფლ მოიქცა დადევნა უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შემოსრულ იყო იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერ-ღა-რა ეძლო კატაბანსამას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკჳრველი მოწყალება ღმრთისა ვითარ-ღა განერა მართალი ჴელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა ს~მ~ე.

და მოვიდა ბაგრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა და დედისა თჳსისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბესიგინი მშჳდობით, და მისცეს დიდება და მადლობა ღმერთსა მომადლებისათჳს მათდა ესე-ვითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა რა გარდაჴდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა გიორგი, მამა ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების მყინვარნი, ქრონიკონსა ს~მ~ზ, თუესა აგჳსტოსა ი~ვ. და დამარხეს იგი ქუთათისს.

და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე, და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნი-მე ციხოვანნი და რომელნი-მე უციხონი, განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო.

და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თჳსი მიუუწდომელისა ძალითა ლაშქრითა თჳსისათა და განძითა ურიცხჳთა ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისა-ცა. მოვლო და მოაოჴრა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოჴრნეს ქუეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტეს-ცა. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს ციხესა ქუეშე კლდე-კართასა, სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძოლა ყვეს, გარნა არა დიდად. და განდგეს კუალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი, ჩანჩახამან, ერის-თავმან შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თჳთ წარვიდეს იგინი საბერძნეთს.

ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიასა და სახელ-სდვა მას სუეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი თჳსი და შევიდეს მას შინა თჳთ საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა.

ხოლო მოავლინა მუნ პარკიმანოსმან იოვანე ხარტულარი, სახელით ვალანგ, ლაშქრითა დიდ-ძალითა, და თანა-მოსცა მას ძე გურგენ კლარჯისა დემეტრე, რე-ცა შესატყუენელად ქუეყანისა მკჳდრთა, რომელი-ესე იქმნა ესრეთ. რამეთუ მიიქცეს ერნი, სოფელნი უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა. და გამოადგინეს ლაშქარნი სუეტსა მას ტბეთისასა, და ჰბრძოდეს ძლიერად მრავალ-ღონედ. და ღმერთმან განაძლიერნა მყოფნი იგი სუეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა დალოცვითა წმიდათა ამათ მღდელთ-მოძღუართათა. და ვითარცა ერთ-გულნიდა ჭეშმარიტნი მარტჳლნი საღმრთონი თავთა თჳსთა სიკუდილად განსწირვიდეს, და ჴორციელთა უფალთათჳს თავთა თჳსთა განსწირვიდეს, და სისხლთა დასთხევდეს სიტყჳსაებრ მოციქულთასა, და განძლიერდებოდეს. ყოველთა-ვე ეტყოდეს, ვითარმედ: “ნუ-მცა შეგჳტყუებენ ჩუენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლ წარმავალნი, არამედ მოვიგოთ მადლი ერთგულებისა და გჳრგჳნი ახოვნებისა“. რამეთუ მბრძოლნი იგი გარემოდგომილნი მათდა ლიქნიდეს აღთქმითა და ქადაგებითა კეთილითა და საფასეთათა:

ხოლო ესე-ვითარად რა ღელვად აღტეხილად იგუემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ ეწია რისხვა უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს, მსგავსად-ვე ივლიანეს უსჯულოსა, უწყალოებისათჳს ბაგრატ მეფისა ჩუენისა, მოოჴრებისათჳს მამულისა მისისა, და მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოსს პროედროსსა თჳსსა, რათა მსწრაფლ შეიქცეს იგი ლაშქრით-ურთ თჳსით და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და წარვიდა იგი, ესმა რა ესე. და ვითარცა გარდაიცვალა ესე კოსტანტინე მეფე, დაუტევა შემდგომად მისსა მეფობა რომანოზს, ნათესავსა და მიმდგომსა-ვე თჳსსა.

ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმან დედოფალმან მარიამ, დედამან ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმჴნე და ახოვნება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთ ამათ ძლიერთა და დიდთამეფეთა არშაკუნიანთა და წარვიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშჳდობა-ყოს აღმოსავლეთისათჳს და რათა არღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თჳსსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ სახელისა.