საქართველოში სამთავროების წარმოქმნა. საქართველოს გაერთიანების დასაწყისი, დავით კურაპალატი.
საქართვლოს სრული გაერთიანება, ბაგრატ III. თურქების შემოსევა.
დავით IV აღმაშენებელი. ოქროს ხანა საქართველში.


არაბთა მიერ შექმნილი სამეფო სხვადასხვა წეს-ჩვეულებისა, სარწმუნოებისა და ტრადიციების მქონე ხალისგან შედგებოდა. მათი ინტერესები ერთმანეთს ხშირად არ ემთხვეოდა რაც სახელმწიფოს დიდ ზიანს აყენებდა. მძლავრმა სახალხო მოძრაობამ ჯერ დაასუსტა ბოლოს კი მთლიანად დაშალა ხალიფატი. საქართველოში შეიქმნა ერთმანეთისგან დამოუკიებლად ფუნქციონირებადი ფეოდალური სამთავროები. ყველაზე ადრე კახეთის სამთავრო წარმოიქმნა აღმოსავლეთით, - ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში წარმოიშვა საკმაოდ ძლიერი “აფხაზეთის სამეფო”, რომლის დედაქალაქი ქუთაისი გახდა. IX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამეფო, რომელსაც სათავეში ედგა ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენელი აშოტი. სამთავროების ჩამოყალიბების პროცესში საქართველოში შენდებოდა მრავალი ციხე და ქალაქი, თითოეული სამთავრო გაძლიერებას ცდილობდა და მათ მიზანს საქართველოს გაერთიაება წარმოადგედა. ბრძოლა პირვლობისთვის IX საუკუნის დასაწყისშივე დაიწყო და თითქმის ორი საუკუნე გაგრძელდა. ისინი უპირველეს ყოვლისა ქარლის შემოერთებას ცდილობდნენ. საბოლოოდ გამარჯვება სამთავროთა შორის გამართულ ბრძოლაში ტაო_კლარჯეთმა მოიპოვა. ეს მოხდა X საუკუნის შუა წლებში დავით კურაპალატის მეფობისას. მას მხარში ედგა ქართლის სახელგანთქმული ერისთავი იოანე მარუშისძე. ქართლში ამ დროს იჯდა უნიჭო მეფე ბაგრატ “რეგვენი”, რომელიც სრულიად ემორჩიებოდა კახეთის მეფე კვირიკეს. დავით დიდი უშვილო იყო ამიტომ იშვილა ბაგრატ “რეგვენის” შვილიშვილი ბაგრატი და აფხაზეთის მეფედ გამოაცხადა. კოლხეთის სამეფო ძმის მიერ თვალებდათხრილმა თევდორემ დავითს გადასცა. იმერეთში იოანე მარუშისძე წავიდა. გარდაცვალების შემდგომ ქართლი ბაგრატ III დარჩა. ამრიგად უბრძოლველად შეერთდა საქართველოს დიდი ნაწილი ქართლი, მესხეთი და კოლხეთი. ბაგრატ მესამე იყო პირველი მეფე გაერთიანებული საქართველოსი, შესანიშნავი სარდალი და გონიერი პოლიტიკოსი. ამ და სხვა მრავალი თვისების გამო ქართველმა ერმა მას მეფეთ-მეფობის ხარისხი მიანიჭა. მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ბაგრატს გარდაცვალების შემდეგ მეფედ კურთხეულმა, გმირმა და მამაცმა მეფემ გიორგი I დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შესძლო გაერთიანებული საქართველოს შენარჩუნება. აჯანყებულმა დიდებულებმა საქართველოს კახეთ-ჰერეთის სამეფო ჩამოაცილეს. საქართველოში არსებული დაძაბულობით ისარგებლა ბიზანტიამ და ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი მიიტაცა. ბიზანტიასა და საქართველოს დაპირისპირება დიდხანს გრძელდებოდა. გიორგი I გარდაცვალების შემდგომ ტახტზე ასულმა გიორგის ვაჟმა, ბაგრატ IV შესძლო ბერძნებთან დამოყვრება. ქვეყნის შიგნით კვლავ გრძელდებოდა დაპირისპირება ერისთავებსა და მეფეს შორის. ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს ერთიანობასა და გაძლიერებას კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა მიაყენა. ეს დაპირისპირება ოც წელიწადს გრძელდებოდა და საბოლოოდ ბაგრატ მეფის გამარჯვებით დასრულდა. ცოტა ხანში ბიზანტიასა და საქართველოში გამოჩდნენ ნახევრად ველური ხალხი თურქ სელჯუკები. მათ ჯერ არაბთა სახელმწიფო ჩაიგდეს ხელში, შემდგომ ბერძნებს წაართვეს მთელი მცირე აზია და 1065 წელს საქართველოს მოადგნენ. 1680 წელს საქართველოში დაიწყო თურქთა დიდი შემოსევები რომელიც ისტორიაში “დიდი თურქობის” სახელით შევიდა. თურქებმა დაიპყრეს ჯერ ჯავახეთი, ხოლო შემდგომ ქართლი და იმერეთი. ამ დროს საქართველოში გიორგი II მეფობდა. თურქები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს, აოხრებდნენ და ძარცვავდნენ ქალაქებს. საქართველო თურქ-სელჯუკების მოხარკე გახდა. ქვეყანას გმირი და ძლიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. სწორედ ასეთი იყო გიორგი II-ს შვილი დავითი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მეფის სახელითაა შესული. დავითი 15 წლისა გამეფდა. მას გვერდში ედგა მამამისის ერთგული სარდალი, დიდი პოლიტიკოსი და უბადლო მეომარი გიორგი ჭყონდიდელი. ის დავითის აღმზრდელი და შემდგომ ვეზირთა უპირველესი გახლდათ. დავითი პირველ რიგში ურჩ დიდგვაროვნებს დაუპირისპირდა და ყველა მათგანი გააძევა საქართველოდან. შემდგომში გაატარა რეფორმა ეკლესიაში და ყველა თვალთმაქც ეპისკოპისს პატივი აჰყარა. მსგავსი ღონისძიებები გაატარა დავითმა სამეფო კარის ცენტრალური აპარატის განმტკიცებისა და გაძლიერებისათვის. ამასთანავე დავითმა თავის პირად არმიასთან ერთად მტკიცე საპოლიციო აპარატი შექნა და ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დაამკვიდრა. XI საუკუნის ბოლოს საქართველოს საგარეო მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა თურქების სახელმწიფოს. ამით ისარგებლა დავით IV და 1097 წელს ხარკის გადახდა შეწვიტა. რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა ლაშქარმა დავითისა და მისი ერთგული სპასალარების ხელმძღვნელობით თურქებისაგან გაათავისუფლა მნიშვნელოვანი ციხეები და ქალაქები: სამშვილდე, რუსთავი და ა.შ.
საქართველოს სამეფოს საბოლოოდ შემოუმტკიცა კახეთი. დავითმა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩამოასახლა 40000 ყივჩაღი და შექმნა მუდმივი ჯარი. მეფემ საკმაოდ ძლიერი არმია შექმნა რომელიც 60000 კარგად გაწვრთნილი მეომრისგან შედგებოდა. საქართველოს გაძლიერების შემდეგ დავითი თურქების წინააღმდეგ საბოლოო შეტევაზე გადავიდა. თურქების მრავალათასიანი ლაშქარი საქართველოში სახელგანთქმული სარდლის ილღაზის მეთაურობით შემოვიდა. უდიდესი ბრძოლა დიდგორის მახლობლად 1121 წელს გაიმართა და ქართველთა ბრყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დიდგორის ველზე ქართველთა ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაშინდელ მსოფლიოში. ამ ბრძოლისა და დავით აღმაშენებლის შესახებ მრავალ ენაზე წერდნენ სხვადასხვა ლეგენდებსა და მითებს. დავითმა მალევე გაათავისუფლა თბილისი და შესძლო დმანისისა და ანისის აღება. დავით IV 1125წლის 24 იანვარს გარდაიცალა. მან შესძლო საქართველოს გაერთიანების პროცესის დასრულება და ქვეყანა ძლიერ ფეოდალურ მონარქიად აქცია. იგი იყო უდიდესი მებრძოლი და დიპლომატი. მისი მეფობის დროს აშენდა მრავალი ეკლესია და ქალაქი. მან აღადგინა დანგრეული ციხეები და შეძლო ქართული ეკონომიკის ფეხზე დაყენება. ქართველმა ხალხმა დიდი პატივით მიაბარეს დავითი მიწას მის მიერვე აგებულ სამონასტრო კომპლექსს გელათში. ქართულმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა.


ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)

მეფობის გაუქმება ქართლში. ფეოდალური ანუ ბატონყმური სახელმწიფო აპარატის შექმნა. არაბთა მფლობელობის დამყარება ქართლში


      მეექვსე საუკუნის დასაწყისში ირანმა კვლავ სცადა ქართლის დაპყრობა. ამიერკავკასიის ხალხს უარი უნდა ეთქვათ ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ირანული ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ. ამ მოთხოვნას ქართველებმა მაშინდელი მეფის გურგენის მეთაურობით აჯანყებით უპასუხეს. ქართველები ვერ გაუმკლავდნენ მტრის მრავალრიცხოვან ჯარს და ქართლი ირანის მბრძანებლობის ქვეშ მოექცა. ქართლში მოისპო მეფობა. ირანელებმა ქვეყნის უშუალო გამგებლად შაჰის მოხელე “მარზპანი” დანიშნეს, ხოლო ქართველ ხალხს დიდძალი ხარკის გადახდა დააკისრეს. ქართლში გაბატონების შემდგომ ირანის შაჰმა ეგრისის დაპატრონებაც მოისურვა და 542 წელს დასავლეთ საქართველოში შემოიჭრა. ეგრისელები ორ ცეცხლს შორის მოექცნენ, ერთის მხრივ ბიზანტიელთა უღელისგან ცდილობდნენ თავის დაღწევას, მეორეს მხრივ ირანელებს უმკლავდებოდნენ. ბიზანტიელები ქართველების სპარსელებთან ბრძოლაში დახმარების მაგივრად, სრულ უდარდელობასა და სილაჩრეს იჩენდნენ. გუბაზმა ბევრჯერ იჩივლა ბიზანტიელი სარდლების უღირს საქციელზე იმპერატორთან და ამის გამო ბერძნებმა ვერაგულად მოკლეს ის, მდინარე ხობისწყლის ნაპირზე 554 წელს. ბიზანტიის იმპერატორი იძულებული გახდა დაესაჯა გუბაზ მეფის მკვლელები და ეგრისში ახალი მეფე შათე მეორე აკურთხა. ბრძოლა ირანსა და ბიზანტიას შორის 562 წელს დადებული ზავის თანახმად შეწყდა. ქართლში გაფართოვდა აჯანყებები ირანელთა წინააღმდეგ და მეექვსე საუკუნის დასასრულს აღმოსავლეთ საქართველო თითქმის განთავისუფლდა ამ მძიმე უღლისგან. სახელმწიფო სათავეში მოვიდა ქართული ინტერესების დამცველი, რომელსაც ერისმთავარი ეწოდა. ამრიგად მეექვსე საუკუნის დასასრულს მონათმფლობელური რეჟიმი შეიცვალა ფეოდალური ანუ ბატონყმური წყობილებით. ამ ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობაში დომინანტური მდგომარეობა ჰქონდათ ფეოდალებს, ხოლო დაჩაგრულ ფენას წარმოადგენდა ყმა-გლეხები. მიუხედავად ამისა გლეხები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. შემდგომში ეს რეჟიმი უფრო მეტად დაიხვეწა და ამ ეპოქას ადრეულფეოდალური ხანა ეწოდა. იგი გაგრძელდა X საუკუნემდე.
      ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა და მათ შორის ისევ განახლდა ბრძოლა. ბიზანტიის კეისარმა დახმარებისთვის ხაზარებს მიმართა. პირველი მცდელობა თბილისის აღებისა სრული კრახით დამთავრდა. იმ დროინდელმა თბილისის ერისმთავარმა სტეფანოზმა შესძლო ქალაქის დაცვა და მტერი უკუაბრუნა. 627 წელს ხაზართა ურიცხვი ლაშქარი, შათეს მეთაურობით, კვლავ მოადგა თბილისის კარს. ამჯერადაც მედგრად დაუხვდნენ ქართველები, თუმცა ორი თვის შემდეგ იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეთმოთ. ხაზარებმა საშინლად ააოხრეს და გაძარცვეს თბილისი. ირანსა და ბიზანტიას შორის კვლავ ზავი დაიდო და საქართველო მთლიანად ბიზანტიის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა, თუმცა ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მსოფლიოში გამოჩნდენენ ახალი დამპყრობლები - არაბები. არაბთა სახელწიფო VII საუკუნეში ჩამოყალიბდა. მის სათავეში იდგა მუჰამედი, რომელიც ამავე დროს ახალი რელიგიის მქადაგებელი იყო. ამ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა, ხოლო მის მიმდევრებს მუსულმანები. (მათ მაჰმადიანებსაც უწოდებდნენ). მუჰამედის სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს მართველებს ხალიფებს უწოდებდნენ. ხალიფატმა მალევე დაიპყრო მეზობელი ტერიტორიების დიდი ნაწილი. არაბებმა  ბიზანტიას წაართვეს სირია და პალესტინა, შემდეგ დაიპყრეს ეგვიპტე და VII საუკუნის შუა წლებში ირანის დამორჩილებაც მოახერხეს. თავიდან ისინი დაპყრობილ ხალხს მკაცრად არ ექცეოდნენ და ბევრი მათ განმათავისუფლებლად მიიჩნევდა. პირველი მცდელობა ქართლის დაპყრობისა წარუმატებლად დასრულდა. არაბებს ხელი კავკასიის მკაცრმა ზამთარმა შეუშალა, თუმცა 655 წელს მათ მაინც მოახერხეს ქართლის დამორჩილება. ქართველებსა და არაბებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქართველები იხდიდნენ ხარკს- ჯიზიათს და მათი შეიარაღებული ძალები არაბთა ინტერესებს ემსახურებოდა. თუკი ქართველი გადავიდოდა მუსულმანურ რელიგიაზე იგი თავისუფლდებოდა ხარკისგან. მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარში ერთმანეთს სამი სახელმწიფო ებრძოდა ხაზარები, არაბები და ბიზანტიელები. არაბთა ბატონობა საქართვეოში თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა და შესაბამისად იმრავლა ქართლში სახალხო მოძრაბის მიერ მოწყობილმა აჯანყებებმა. ხალიფამ საქართველოში სიტუაციის მოსაგვარებლად ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სარდალი მურვანი გამოგზავნა. (შემდგომში ქართველებმა მისი შეუგნებლობისა და გაუგონარი სიასტიკის გამო “მურვან ყრუ” შეარქვეს). მურვან ყრუს აურაცხელი ლაშქარი 735-738 წლებში გამანადგურებელი სისასტიკით მოქმედებდა კავკასიაში. ქართლის აოხრების შემდეგ, არაბები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. მათ მიწასთან გაასწორეს ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი. მურვან ყრუმ მალევე გადალახა კლისურის ძლიერი კედელი და ქალაქი ცხუმიც (სოხუმი) მთლიანად დაანგრია. მურვან ყრუს შემოსევების შემდგომ არაბებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საქართველოში. ქვეყნის სათავეში მათ ამირა დააყენეს, ხოლო ერისმთავრის ხელისუფლება გააუქმეს. გაზარდეს გადასახადები და მეტი სისასტიკით დაიწყეს ისლამის გავრცელება. დამპყრობელთა ბატონობის დამძიმებას თან მოჰყვა აჯანყებათა ორგანიზება, თუმცა ქართველებს კვლავ აკლდათ ერთობა და დანაწევრებულ, პატარ–პატარა დაჯგუფებებს არაბთა ძლიერი სახელმწიფო მარტივად უმკლავდებოდა. სწორედ ამიტომ VII საუკუნის განმათავისუფლებელმა ბრძოლემა გამარჯვება ვერ მოიპოვეს.


ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)

საქართველოს გაქრისტიანება. წმინდა ნინოს შემოსვლა.

ვახტანგ გორგასალის მეფობა.


   საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება პირველსავე საუკუნეში დაიწყო. ჯერ ახალ რჯულზე მოექცა კოლხეთი და მესხეთი ხოლო შემდგომში ივერია. საქართველოში ქრისტიანობის საქადებლად იერუსალიმიდან წამოვიდნენ სვიმონ ქანანელი და ანდრია პირველწოდებილი. მათ გაავრცელეს რელიგია კაბადოკიაში. ლაზიკაში, სამეგრელო-აფხაზეთსა და იმერეთ-გურიაში. მათ ხელთ ეპყრათ ღვთიშობლის სასწაულ მოქმედი ხატი, რომლის მეშვეობით კურნავდნენ სნეულ ადამიანებს და ახდენდნენ მრავალ სასწაულს. აურაცხელმა ხალხმა დასტოვა კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული რელიგია იწამა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში გარდაიცვალა და ანაკოფიაში დაკრძალეს. ამ ორი მოციქულის წყალობით ქრისტიანობამ მტკიცედ გაიდგა ფესვები კოლხეთსა და მესხეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო მხოლოდ IV საუკუნეში გაქრისტიანდა.
    ქრისტიანულ თქმულებათა მიხედვით ქართლის გაქრისტიანებაში მთავარი როლი ითამაშა კაბადოკიელმა ქალმა ნინომ, რომელიც შემდგომ ქართველებმა წმინდანად შერაცხეს. მას სიზმარში ღვთიშობელი გამოეცხადა, ვაზისგან დაწნული ჯვარი გადასცა და ივერიაში, ქრისტიანული რელიგიის ქადაგება დაავალა. წმინდა ნინომ მრავალი ტანჯვა გამოიარა და რწმენით აღსავსე ჩამოვიდა მცხეთაში. ეს მოხდა 330 წლის მახლობლად როცა ქართლის ტახტზე იჯდა მირიან მესამე. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. ნინომ შესთხოვა ღმერთს მოეხდინა სასწაული და დაენგრია ავის მომტანი უზარმაზარი ოქროს ქმნილება. იქმნა სასწაული და უეცრად ამოვარდნილმა საშინელმა ავდარმა მიწასთან გაასწორა არმაზის კერპი. ამ სასწაულის შემხედვარე ხალხმა ირწმუნა სიძლიერე ჭეშმარიტი ღმერთის და ქრისტიანულ რელიგიაზე მოექცა. მეფე მირიანმაც სასწაულებრივად იწამა ქრისტეს რჯული. ნადირობისას საშინელმ ავდარმა მოუსწრო მას. დაიჩოქა და თავის კერპს სთხოვა დახმარება, თუმცა ამაოდ. მაშინ დაიწყო ლოცვა ნინოს ღერთისთვის და ზეცაც უმალვე გაიწმინდა. მირიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა პირველი ქრისიანი მეფე–დედოფალი იყვნენ საქართველოს ისტორიაში. მათ მრავალი ეკლესია ააგეს და ხელი შეუწყველ მთელ საქართველოში ქრისტიანული რწენის გამყარებას. მირიანმა და ნინომ მეფის სასახლეში ტაძრის აგება დაიწყეს. ზუსტად იმ ადგილზე სადაც ესვენა ქრისტეს კვართი. აგებულმა სვეტმა მირონის დენა იწყოდა ამის გამო ტაძარს ეწოდა სვეტიცხოველი. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართველმა ხალხმა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
    IV საუკუნის შუა წლებში საქართველო ბიზანტიისა და სპარსეთის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა. მეფე მირდატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო საქმეებს მისი ცოლი საგდუხტი განაგებდა ქალის სისუსტით ისარგებლეს მტრებმა და საქართველოს დიდი ნაწილი მიიტაცეს. შეიქმნა რა მირდატის ვაჟი ვახტანგი 15 წლის, მოიწვია დიდებულები და მეფედ ეკურთხა. ეს მოხდა 454 წელს. ვახტანგმა ოს-ხაზარებზე გალაშქრება გადაწყვიტა. მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში დიდი ალაფით დაბრუნდა. ოსეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა დიდი ძღვენი გაუგზავნა სპარსეთის მეფეს და მეგობრობის დასტურად მისი ასული ითხოვა ცოლად. სპარსეთის მეფე სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას. მალევე სპარსელებმა საქართველოს ბიზანტიასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. ვახტანგმა ჯარი გაუგზავნა სიმამრს. გასაჭირში მყოფმა ბერძნებმა ქართველთა მეფეს ზავი შესთავაზეს, რაზედაც თანხმოა მიიღეს და მარტო დარჩენილ სპარსელებს იოლად გაუმკლავდნენ. ამის მერე ვახტანგმა იერიში ბერძნებისკენ მიიტანა და დასუსტებული ჯარი მარტივად დაამარცხა. მოხერხებუმა მეფემ ორივე ქვეყნის მბრძანებელთან იმართლა თავი და მეტიც ერთმანეთსაც შეარიგა. დასუსტებულმა მტერმა საქართველოს წართმეული მიწები დაუბრუნა. ბიზანტიის იმპერატორმა ვახტანგს გადასცა კლარჯეთი და სამეგრელო, ასევე დაქვრივებულ ვახტანგს თავის ასული მიათხოვა ცოლად და მზითვად აფხაზეთი უბოძა. სპარსეთის ახალი მეფე ფეროზი კი მუდამ ავის თვალით უყურებდა ახალგაზრდა მეფეს, თუმცა ყოველი მისი საქართველოზე გალაშქრების მცდელობა კრახით მთავრდებოდა. ვახტანგ გორგასალი არა მარტო ბრწყინვალე მეომარი და სტრატეგი იყო არამედ საერო საქმეებსაც შესანიშნავად უძღვებოდა. მან უამრავი ციხე და ეკლესია ააგო. ქართულად ათარგმნინა კათალკოსებს საღვთო წიგნი და წირვის წარმართვა ქართულ ენაზე დააწესებინა. ააშენა უამრავი სკოლა და პირველმა მოჭრა ქართული ფული. ასევე მის სახელს უკავშირდება ქალაქი თბილისის დაარსება. ვახტანგ მეფეს მისი  მუზარადის გამო გორგასალი შეარქვეს რაც ბერძნულად მგლისთავიანს ნიშნავს. ქართველთა უდიდესი მეფე ვერაგულად მოკლეს უჯარმასთან, სპარსელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ეს მოხდა 499 წელს. დიდმა მეფემ ტახტი თავის უფროს ვაჟს დაჩის დაუტოვა. ქართველმა ხალხმა დიდი პატივი მიაგო საყვარელი მეფის ხსოვნას. ვახტანგ გორგასალი დაკრძალეს მის მიერვე აგებლ მცხეთის ტაძარში და ზედ უზარმაზარი საფლავის ქვა დაადგეს.
     “მართლაც და, ძლიერი ყოფილა სივდილი, რამეთუ ვახტანგ გორგასალის მოკვდინებაც შეძლო მან” (ლ. სანიკიძე)
 

ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)