ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

იბაკონი წმიდისა ღმრთისმშობლისანი1

ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ2, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ ქალაქი3 შენი, არამედ  ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე4 შენ: "კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ანგელოზი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისად5 "გიხაროდენი" და უსხეულოჲთა სიტყჳთა6, - სხეულევანქმნილისა, შენი, მხილველი, უფალო,7 განკჳრდა და დგა8, - მჴმობელი ესევითართა: "გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების. გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაჲ მოიკლდების. გიხაროდენ დაცემულისა ადამის აღმოწოდებაო9. გიხაროდენ ცრემლთა ევაჲსთა ჴსნაო. გიხაროდენ, სიმაღლეო ძლითაღსავალო კაცობრივთა გულისსიტყუათაო. გიხაროდენ, სიღრმეო ძლითსახილველო ანგელოზთაცა თუალებისაო. გიხაროდენ, რამეთუ ხარ საყდარ მეუფისა. გიხაროდენ, რამეთუ ჰმტჳრთველობ ყოველთა მტჳრთველსა10. გიხაროდენ, ვარსკულავო, მომფენელო მზისაო. გიხაროდენ, წიაღო საღმრთოჲსა11 განჴორციელებისაო. გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული. გიხაროდენ, რომლისა მიერ ჩჩჳლ-იქმნების12 დამბადებელი, გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

მხედველი წმიდაჲ13 თავისა თჳსისა უბიწოებით, ეტყოდა გაბრიელს14 კადნიერებით: "საკჳრველებაჲ ჴმისა შენისაჲ ძნიად მისათუალველ უჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოჲსა მიდგომილებისა შობასა ვითარ15 იტყჳ,16 მჴმობელი: ალელუაჲ".

ცნობისა უცნაურისა ცნობასა17 მეძიებელმან ქალწულმან ჴმა-ყო მსახურისა მიმართ: "წიაღთაგან18 უბიწოთა ძისა ვითარ არს შობაჲ19 შესაძრწუნებელი20, მითხარ მე", რომლისა მიმართ იტყოდა იგი შიშით, გარნა მჴმობელი ესრეთ: "გიხაროდენ, მესაიდუმლეო განზრახვისა გამოუთქუმელისაო. გიხაროდენ, დუმილისა მოქენეთა სარწმუნოებაო21. გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკჳრველებათაო. გიხაროდენ, თავო სჯულთა მისთაო. გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოჴდა ღმერთი. გიხაროდენ, ჴიდო წიაღმყვანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ. გიხაროდენ, ანგელოზთა მრავალგანთქუმულო საკჳრველებაო. გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო. გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქუმელისა მშობელო. გიხაროდენ, თუ ვითარ არავისო მასწავლელო22. გიხაროდენ, ბრძენთასა ზეშთაქმნილო23 მეცნიერებასა. გიხაროდენ, მორწმუნეთასა განმაბრწყინვებელო მცნობელობასა. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ძალი მაღლისაჲ აგრილობდა მაშინ მიდგომისათჳს უქორწინებელსა24 და კეთილნაყოფიერი საშოჲ მისი  ვითარცა აგარაკი ტკბილი, აჩუენა ყოველთა მნებებელთა მოსთულებასა მაცხოვარებისასა25, გალობით ესრეთ: "ალელუაჲ".

მქონებელი ღმრთისშემწყნარებელისა საშოჲსაჲ ქალწული აღვიდა ელისაბედის მიმართ, ხოლო ჩჩჳლმან მისმან მეყსეულად აგრძნა რაჲ მოკითხვაჲ მისი, განიხარა26 და კრთომით, ვითარცა გალობით, ჴმობდა ღმრთისმშობელისა მიმართ: "გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო. გიხაროდენ, ქუეყანაო უკუდავისა ნაყოფისაო.  გიხაროდენ, მუშაკისა კაცთმოყუარისა მომმუშაკებელო. გიხაროდენ, მენერგისა ცხოვრებისა ჩუენისაჲსა27 აღმომაცენებელო. გიხაროდენ, ორნატო, გამომღებელო ნაყოფსა წყალობათასა28. გიხაროდენ, ტაბლაო, მტჳრთველო უხუებასა29 ლხინებისასა.  გიხაროდენ, რამეთუ აღმოიმორჩებ ყუავილსა საშუებელთასა. გიხაროდენ, რამეთუ განჰმზადებ ნავთსაყუდელსა სულთასა. გიხაროდენ, მითუალულო მეოხებისა საკუმეველო. გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სალხინებელო. გიხაროდენ, ღმრთისა მოკუდავთა მომართ სათნოყოფაო. გიხაროდენ, მოკუდავთა ღმრთისა მიმართ კადნიერებაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ღელვასა შინაგან მქონებელი გულისსიტყუათა იჭუეულთასა, მართალი იოსებ შეშფოთნა, რამეთუ უქორწინებელსა გხედვიდა შენ, დაფარულსა ქორწილსა აზმნობდა შენთჳს, უბიწოო30, ხოლო ისწავა რაჲ მიდგომაჲ შენი სულისა მიერ წმიდისა, ჴმა-ყო: "ალელუაჲ".

ესმა მწყემსთა ანგელოზთაჲ, მგალობელთაჲ ჴორციელსა მოსლვასა ქრისტესსა31, და ვითარცა მწყემსისა მიმართ მსრბოლთა იხილეს იგი, ვითარცა კრავი უმანკოჲ, მუცელსა შინა მარიამისასა აღზრდილად, რომლისა მგალობელთა თქუეს: "გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედაო. გიხაროდენ, ქნარო სიტყჳერთა ცხოვართაო. გიხაროდენ, უხილავთა მტერთა32 მაოტებელო. გიხაროდენ, სამოთხისა ბჭეთა განმღებელო. გიხაროდენ, რამეთუ ზეცისანი ქუეყანისათა თანა იხარებენ. გიხაროდენ, რამეთუ ქუეყანისანი ზეცისათა თანა მწყობრობენ. გიხაროდენ, დაუდუმებელო პირო მოციქულთაო. გიხაროდენ, უძლეველო ახოვანებაო ღუაწლითშემოსილთაო. გიხაროდენ სარწმუნოებისა ხარისხო მტკიცეო. გიხაროდენ, მადლისა საცნაურებაო ბრწყინვალეო33. გიხაროდენ, რომლისა მიერ განშიშულდა ჯოჯოხეთი34. გიხაროდენ, რომლისა მიერ შევიმოსეთ დიდებაჲ. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ღმრთივმავალისა ვარსკულავისა მხილველნი მოგუნი მისსა შეუდგეს ბრწყინვალებასა და, ვითარცა სანთლისა, მპყრობელნი მისნი მის მიერ ეძიებდეს ძლიერსა მეუფესა და, მისწუთეს რაჲ მიუწთომელსა35, განიხარეს მჴმობელთა ესრეთ: "ალელუაჲ".

იხილეს ყრმათა ქალდეველთასა ჴელთა ზედა ქალწულისათა ჴელითა დამბადებელი კაცთაჲ, და მეუფედ მცნობელნი მისნი, - დაღაცათუ ხატი მონისაჲ მიიღო, - ისწრაფდეს ძღუნითა მსახურებად მისა და ღაღადებად კურთხეულისა: "გიხაროდენ, ვარსკულავისა დაუღამებელისა36 დედაო. გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოჲსა დღისაო. გიხაროდენ, საჴუმილსა საცთურისასა დამაცხრობელო. გიხაროდენ, სამებისა მესაიდუმლოეთა37 განმნათლებელო38. გიხაროდენ, მძლავრისა კაცთმოძულისა განმდევნელო მთავრობისაგან39. გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყუარისა, - ქრისტეს, - გამომაბრწყინვებელო.  გიხაროდენ, ბარბაროზთა სჯულისა დამჴსნელო. გიხაროდენ, საქმეთაგან მწჳრისათა40 გამომჴსნელო. გიხაროდენ, ცეცხლისა თაყუანისცემისა დამაცხრობელო. გიხაროდენ, ალისა ვნებათაჲსა დამშრეტელო. გიხაროდენ, მორწმუნეთათჳს41 სიწმიდისა მასწავლელო.

გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა სიხარულო42,  გიხაროდენ სძალო უსძლოო".

ქადაგ ღმერთშემოსილ ქმნილნი მოგუნი მიიქცეს ბაბილონად, სრულ-ყვეს რაჲ წინაუწყებაჲ შენი და გქადაგეს43 ყოველთა შორის ქრისტედ44, დამტევებელთა ჰეროდესთა45, ვითარცა მოკიცხულისა, არმეცნიერისათა გალობად ესრეთ "ალელუაჲ"

ია გამოიბრწყინვე46 რაჲ ეგჳპტეს შინა ნათელი  ჭეშმარიტებისაჲ,  განსდევნე ბნელი ტყუვილისაჲ, რამეთუ კერპნი მისნი, მაცხოვარ47, ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი, დაეცნეს, ხოლო მათგან ჴსნილნი ჴმობდეს ღმრთისმშობელისა მიმართ: "გიხაროდენ, აღმართებაო კაცთაო. გიხაროდენ, დაცემაო ეშმაკთაო. გიხაროდენ, საცთურისა ცთომილებისა დამთრგუნველო48.  გიხაროდენ, კერპთა ზაკულებისა მამხილებელო. გიხაროდენ, ზღუასა საცნაურისა ფარაოჲსა49 დამნთქმელო. გიხაროდენ, კლდეო, წყურიელთათჳს ცხოვრებისა მწდეველო. გიხაროდენ, სუეტო ცეცხლისაო, წინამძღუარო ბნელისათაო. გიხაროდენ, სოფლისა საფარველო, უვრცელესო ღრუბლისაო50. გიხაროდენ, საზრდელო, მონაცვალეო მანანაჲსაო. გიხაროდენ, მსახურო საშუებელისა წმიდისაო. გიხაროდენ, ქუეყანაო აღთქუმისაო. გიხაროდენ, რომლისაგან დის სძე და თაფლი. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

იბ ეგულებოდა რაჲ სჳმეონს აქაჲსა საუკუნისა საცთურიანისაგან მიცვალებაჲ51, მიეცი52 მას ვითარცა ჩჩჳლი, არამედ  ღმერთადცა სრულად საცნაურ-იქმენ მისა, რომლისათჳსცა განკჳრდა შენსა გამოუთქუმელსა სიბრძნესა ზედა, მჴმობელი: "ალელუაჲ".

იგ ახალი აგებული გჳჩუენა, - გამოგჳჩნდა რაჲ აღმგებელი ჩუენ, მის მიერ ქმნულთა53, - უთესლოჲსაგან აღმოცენებულმან საშოჲსა54 და დამცველმან55 მისმან, ვითარ იყო, უხრწნელად, რაჲთა საკჳრველებისა მხილველნი უგალობდეთ მას ჴმობით: "გიხაროდენ, ყუავილო უხრწნელებისაო. გიხაროდენ, გჳრგჳნო კრძალულებისაო. გიხაროდენ, აღდგომისა ხატო ბრწყინვალეო. გიხაროდენ, ანგელოზთა ცხოვრებისა გამომაჩინებელო. გიხაროდენ, ხეო ნაყოფელვარეო, რომლისაგან იზარდებიან56 მორწმუნენი. გიხაროდენ, ნერგო კეთილჩრდილფურცელოვანო57, რომლისა ქუეშე დაიგრილებენ მრავალნი. გიხაროდენ, მუცლადმღებელო გამომჴსნელისა ტყუეთაჲსაო გიხაროდენ, ნაყოფადგამომღებელო წინამძღურისა შეცთომილთაჲსაო58. გიხაროდენ, მსაჯულისა მართლისა სავედრებელო. გიხაროდენ, მრავალთა მცოდველთა59 შესანდობელო. გიხაროდენ, კადნიერებისა სამოსელო შიშუელთაო60. გიხაროდენ, წადიერებაო, ყოველთა სურვილთა მძლეო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

იდ უცხოჲსა შობისა მხილველნი უცხო-ვიქმნნეთ61 სოფლისა,  ზეცად მიცვალებულნი გონებითა, რამეთუ ამისთჳს მაღალი ქუეყანასა ზედა გამოჩნდა მდაბლად კაცად, მგულვებელი62 მიზიდვასა სიმაღლედ მიმართ თჳსთა მღაღადებელთასა, "ალელუაჲ".

იე ყოვლად იყო ქუეყანისათა შორის63 და ზენათაგან ყოვლად არა მოკლებულ იყო გარეშეუწერელი სიტყუაჲ, რამეთუ თანაშთამოსლვაჲ ღმრთეებრი და არა ცვალებაჲ იქმნა ადგილებრი, და შობაჲ ქალწულისაგან ღმრთივმიმადლებულისა, მსმენელისა ამათისა: "გიხაროდენ, ღმრთისა დაუტევნელისა დამტევნელო. გიხაროდენ, პატიოსნისა საიდუმლოჲსა კარო. გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭუნეულო სასმენელო64. გიხაროდენ, მორწმუნეთა უეჭუელო სიქადულო. გიხაროდენ, ეტლო65 ყოვლადწმიდაო ქერუბიმთაზედაჲსაო66. გიხაროდენ, სავანეო ყოვლადწმიდაო სერაფიმთა [ზედა] განსუენებულისაო67. გიხაროდენ, წინააღდგომათა იგივეობად68 მომყვანებელო. გიხაროდენ, ქალწულებისა და შობისა შემაუღლებელო. გიხაროდენ, რომლისა მიერ დაიჴსნა გარდასლვაჲ. გიხაროდენ, რომლისა მიერ განეღო სამოთხე. გიხაროდენ, კლიტეო ქრისტეს სამეუფოჲსაო. გიხაროდენ, სასოებაო კეთილთა საუკუნეთაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ივ ყოველი ბუნებაჲ ანგელოზთაჲ განაკჳრვა დიდმან განკაცებისა შენისა საქმემან, რამეთუ შეუხებელსა, ვითარცა ღმერთსა, გხედვიდეს ყოველთა შესახებელად კაცად, ჩუენდა უკუე  თანამქცეველად, ხოლო მსმენელად ყოველთა მიერ69 ესრეთ: "ალელუაჲ".

იზ რიტორთა მრავალჴმათა ვითარცა თევზთა უჴმოთა ვხედავთ შენდამი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უღონო არიან თქუმად, თუ ვითარ ქალწულადცა ჰგიე და შობად შეუძლე, ხოლო ჩუენ საიდუმლოჲსა ამის70 ძლით განკჳრვებულნი სარწმუნოებით ვჴმობთ: "გიხაროდენ, სიბრძნისა ღმრთისა სავანეო. გიხაროდენ, წინაგანგებისა71 მისისა საუნჯეო72. გიხაროდენ, ფილოსოფოსთა სულელად73 გამომაჩინებელო. გიხაროდენ, სიტყუაჴელოვანთა74 უსიტყუებისა მამხილებელო. გიხაროდენ, რამეთუ სულელ-იქმნნეს მრავალღონენი75 გამომეძიებელნი. გიხაროდენ, რამეთუ დაჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი. გიხაროდენ, ათინელთა თხზულებისა განმხეთქელო. გიხაროდენ, მეთევზურთა ბადეთა აღმავსებელო. გიხაროდენ, სიღრმით უმეცრებისაჲთ აღმომყვანებელო. გიხაროდენ, მრავალთა მეცნიერებითა განმანათლებელო. გიხაროდენ, ნავო76 მნებებელთა ცხოვნებისაო. გიხაროდენ, ნავთსაყუდელო საწუთოსა შინა ღელვაგუემულთაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

იჱ ცხოვნებაჲ რაჲ სოფლისაჲ ინება ყოველთა შემამკობელმან77, ამისდა მომართ თჳთაღთქუმულად78 მოიწია, და რომელი მწყემსი იყო, ვითარცა ღმერთი, ჩუენთჳს გამოჩნდა მსგავს ჩუენდა კაცი79, რამეთუ მსგავსითა მსგავსისა მჴმობელი, ისმენს ვითარცა ღმერთი80: "ალელუაჲ".

ით ზღუდე ხარ ქალწულთაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო, და - ყოველთა შენდა მოლტოლვილთაჲ, რამეთუ ზეცისა და ქუეყანისა დამბადებელმან შეგმზადა81 შენ, უხრწნელო, დაემკჳდრა რაჲ საშოსა შენსა და ასწავა ყოველთა82 ჴმობად შენდამი: "გიხაროდენ ძეგლო ქალწულებისაო. გიხაროდენ, ბჭეო ცხოვრებისაო83. გიხაროდენ დასაბამო საცნაურისა84 აღმოდაბადებისაო. გიხაროდენ, მომნიჭებელო ღმრთეებრისა სახიერებისაო. გიხაროდენ, რამეთუ შენ ახლად შევ უშუერად მუცლადღებულნი85. გიხაროდენ, რამეთუ შენ გონიერ-ყვენ ცთომილნი გონებითა86. გიხაროდენ, განმხრწნელისა87 საგრძნობელთაჲსა უჩინომყოფელო. გიხაროდენ დამთესველსა უბიწოებისასა  მშობელო. გიხაროდენ, სასძლოო უთესლოჲსა სძლობისაო. გიხაროდენ, მორწმუნეთა უფლისადა შემანაწევრებელო88. გიხაროდენ, შუენიერო მზარდულო89 ქალწულთაო. გიხაროდენ, სულთა წმიდათა სძალმყუანებელო90. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

გალობაჲ ყოველი იძლევის, თანაგანვრცომად91 მოსწრაფე სიმრავლესა ფრიადმოწყალებათა შენთასა, რამეთუ დაღაცათუ ქჳშისა სწორრიცხუთა საგალობელთა შევსწირვიდეთ შენდა, წმიდაო მეუფეო, ვერარას სრულ-ვჰყოფთ ღირსსა მათსა, რომელნიცა მომცენ ჩუენ, მღაღადებელთა შენთა92: "ალელუაჲ".

კა ნათლისა მტჳრთველად ლამპრად, ბნელისათათჳს93 გამოჩინებულად, ვხედავთ წმიდასა94 ქალწულსა, რამეთუ უნივთოჲსა ნათლისა აღმნთები95 საღმრთოჲსა მეცნიერებისა მიმართ მიუძღჳს96 ყოველთა97, - ცისკარი, განმანათლებელი გონებისაჲ, ხოლო ღაღადებით პატივცემული ესრეთ: "გიხაროდენ, შარავანდედო საცნაურისა მზისაო. გიხაროდენ, გამოკრთომაო98 დაუვალისა ნათლისაო. გიხაროდენ, ელვაო, სულთა განმანათლებელო. გიხაროდენ, ქუხილო მტერთა დამაკუეთებელო99. გიხაროდენ, რამეთუ მრავალნათელსა აღმოიბრწყინვებ განათლებასა. გიხაროდენ, რამეთუ მრავალმცენარესა100 აღმოიცენებ101 მდინარესა. გიხაროდენ, ემბაზისა სახისა102 გამომხატველო103. გიხაროდენ, ცოდვისა ბიწისა წარმრღუნელო104. გიხაროდენ, საბანელო, განმწმედელო სჳნიდისისაო. გიხაროდენ, ტაკუკო, განმზავებელო სიხარულისაო105. გიხაროდენ, მიჰრონო106 ქრისტეს სულნელებისაო. გიხაროდენ, ცხოვრებაო საიდუმლოჲსა სერისაო107. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

კბ მადლისა მიცემისა108 მნებებელი, შეცოდებათა პირველთა ყოველთა კაცთა ვალისა დამჴსნელი მოვიდა თავისა მიერ თჳსისა109 მადლისა მისისაგან110 განშორებულთა მომართ და განხეთქა რაჲ ჴელით-წერილი, ესმის ყოველთა მიერ ესრეთ: "ალელუაჲ".

კგ მგალობელნი შობისა შენისანი შეგასხამთ შენ ყოველნი, ვითარცა სულიერსა ტაძარსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენსა დაემკჳდრა საშოსა მპყრობელი ყოველთაჲ ჴელითა უფალი, განწმიდა და ადიდა, და ასწავა ყოველთა ღაღადებად შენდა: "გიხაროდენ, კარავო111 ღმრთისა და112 სიტყჳსაო. გიხაროდენ, წმიდაო, წმიდათასა უაღრესო113. გიხაროდენ, კიდობანო, ოქროვანქმნილო სულითა. გიხაროდენ, საუნჯეო ცხოვრებისაო დაულევნელო. გიხაროდენ, პატიოსანო გჳრგჳნო მეფეთა კეთილადმსახურთაო114. გიხაროდენ, სიქადულო წარჩინებულო კრძალულთა მღდელთაო. გიხაროდენ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო. გიხაროდენ, მეფობისა დაურღუეველო ზღუდეო. გიხაროდენ, რომლისა მიერ აღიმართებიან საძლეველნი115. გიხაროდენ, რომლისა მიერ მტერნი დაეცემიან. გიხაროდენ, სხეულისა ჩემისა კურნებაო116. გიხაროდენ, სულისა ჩემისა მაცხოვარებაო117. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

კდ118 ჰოჲ ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყჳსაო119, მიმთუალველმან აწინდელისა ამის ძღუნისამან ყოვლისა განსაცდელისაგან იჴსნენ ყოველნი და მერმისა სატანჯველისაგან გამოიჴსნენ120 მღაღადებელნი ესრეთ: "ალელუაჲ".



[ქვემოთ სრული სახით წარმოვადგენთ იმავე  "იბაკოთა" ადრეულ თარგმანს, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს სტეფანე სანანოისძეს და რომლის შემცველი ყველაზე ძველი ხელნაწერია Sin. 5, გადაწერილი 1052 წ-ს. ტექსტი ქვეყნდება ამ ნუსხის მიხედვით]121


შაბათსა, პირველ ხარებისა, ჴსენებაჲ სასწაულისაჲ მის, ოდეს მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა იჴსნა სამეფოჲ
ბარბაროზთაგან

ამას122 ლოცვასა ბერძულად აკათისტოჲ ეწოდების, რომელ არს დაუჯდომელი. ხოლო განგებაჲ ესრეთ იქმნას:

პარასკევსა მწუხრი, სერობისასა ზედა ითქუნენ გალობანი ღმრთისმშობლისანი და სულისანი და მეტი არა; ცისკრად დაწესებულთა - ალელუაჲ და ზედა – დასდებელი ღმრთისმშობლისაჲ ხარებიანი, ნეტარარიანნი, და შემდგომად კუერექსისა იწყოს მგალობელმან ამათ იბაკოთა:

ჴმაჲ დ გუერდი

ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილთა განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ ქალაქი შენი, არამედ  ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე შენ, კურთხეულო სძალო უსძლოო".

ერმან იგივე123 და მგალობელმან თქუნეს  იბ,  ხოლო ერი დგეს ზე და ყოვლისა იბაკოჲსა ბოლოსა მიუგდებდეს, რომელიცა სიტყუაჲ

იყოს, ხოლო სამ-სამსა იბაკოსა ზედა იტყოდის ამასვე124 ზეშთამბრძოლისა...”, ხოლო შემდგომად იბ იბაკოთა დასხდენ, იკითხონ წიგნი მაუწყებელი მიზეზსა ამის ლოცვისასა, და მერმე მიწყალე” და გალობანი ხარებისანი.

განძლიერდასა” ზედა კუალად იწყოს მგალობელმან ზეშთამბრძო...” და თქუნეს ვ იბაკონი125, ხოლო ერი ე[ს]რ[ე]თვე მიუგდებდეს ზედგომით.

ღაღადყავსა” ზედა ეგრეთვე ვ იბაკონი სხუანი. ამით წესითა126 დასრულდენ კდ ესე იბაკონი

ანგელოზი წინაშე ღმრთისა მდგომელი ზეცით მოივლინა და მიაგება ღმრთისმშობელსა "გიხაროდენი" და უჴორცოჲსა მის სიტყჳსა თანა შენ განჴორციელებულსა გხედვიდა და მდგომარე განკჳრვებული ესრეთ ჴმობდა მისა მიმართ: "გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების. გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაჲ განქარდების. გიხაროდენ დაცემულისა  მის ადამის აღდგომაო. გიხაროდენ ცრემლთა ევაჲსთა განმაქარვებელო. გიხაროდენ, სიმაღლეო მიუწდომელო გულისსიტყუათაგან კაცობრივთა. გიხაროდენ, სიღრმეო განუცდელო თუალთაგანცა ანგელოზთაჲსა. გიხაროდენ, რამეთუ იქმნები საყდარ მეუფისა. გიხაროდენ, რამეთუ იტჳრთავ მოყრობელსა მას ყოველთასა. გიხაროდენ, მთიებო, აღმომავალისა მის მზისა მომფენელო. გიხაროდენ, საუნჯეო ღმრთსა განჴორციელებისაო. გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდებიან დაბადებულნი. გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყუანის-იცემების დამბადებელი, გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ხედვიდა რაჲ ყოვლადწმიდაჲ თავსა თჳსსა უბიწოებით, ეტყოდა გაბრიელს კადნიერებით: "დიდებულებაჲ ჴმისა შენისაჲ ძნიადშესაძრწუნებელ უჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოჲსა მიდგომილებასა წინაჲსწარ მითხრობდე და იტყჳ: ალელუაჲ".

ცნობასა უცნაურსა ცნობად იძიებდა ქალწული. ამისთჳს ჴმა-ყო მსახურისა მის მიმართ დიდისა მის საიდუმლოჲსა: "ვითარ შესაძრწუნებელ არს ძისა შობაჲ წიაღთაგან უბიწოთა, მაუწყებ მე რომლისა მიმართ", და შიშით ესრეთ ეტყოდა იგი: "გიხაროდენ, განზრახვისა გამოუთქუმელისა მტჳრთველო. გიხაროდენ, ლმობიერად მვედრებელთა სარწმუნოებაო. გიხაროდენ, ქრისტეს საკჳრველებათა დასაბამო. გიხაროდენ, თავო სიტკბოებათა მისთაო. გიხაროდენ, კიბეო ზეცათაო, რომლისა მიერ ქუეყანად გარდამოჴდა ღმერთი. გიხაროდენ, ჴიდო წიაღმყვანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ. გიხაროდენ, ანგელოზთა მრავალსაგალობელო საკჳრველებაო. გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო. გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქუმელისა მშობელო, ხოლო თუ – ვითარ, არავისგან საცნაურო. გიხაროდენ, ზეშთა აღმატებულო ყოველსა მეცნიერებასა ბრძენთასა. გიხაროდენ, მორწმუნეთა გონებისა განმაბრწყინვებელო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

მაშინ ძალი მაღლისაჲ აგრილობდა დედასა მას წმიდასა, გამოუცდელსა ქორწინებითა და  საშოჲსა მისისაგან გამოჩნდა სიტკბოებაჲ იგი საწადელი, ვითარცა აგარაკისაგან ნაყოფიერისა, ყოველთათჳს, რომელთა ინებონ მოსთულებაჲ ცხორებისაჲ, გალობით ესრეთ: "ალელუაჲ".

ჰკრთა რაჲ ღმრთისა სიტყუაჲ საშოსა ღმრთივშემწყნარებელსა მას ქალწულ[ისა]სა, აღვიდა იგი მოკითხვად ელისაბედისა, ხოლო ჩჩჳლმან მან მისმან მეყსეულად გულისჴმა-ყო მოკითხვაჲ იგი უბიწოჲსა დედისაჲ საშოსა შინა დედისა თჳსისასა და განიხარა და კრთომით, ვითარცა ებნითა, Kმობდა უცხოდ პირითა დედისაჲთა და იტყოდა ღმრთისმშობელისა მიმართ: "გიხაროდენ, მორჩისა დაუჭნობელისა ვაზო. გიხაროდენ, ნაყოფისა უბიწოჲსა გამომღებელო.  გიხაროდენ, რომელმან მოიმუშაკე  მუშაკი იგი კაცთმოყუარე. გიხაროდენ, რომელმან დამნერგველი იგი ცხოვრებისა ჩუენისაჲ აღმოიცენე. გიხაროდენ, ურნატო თავწარსხმულისა მის ნაყოფისაო. გიხაროდენ, ტაბლაო, პურისა მის ცხორებისა მტჳრთველო.  გიხაროდენ, რომელი აღმოიცენებ ყუავილსა მას სულნელებისასა. გიხაროდენ, რომელი განჰმზადებ ნავთსაყუდელსა მას სულთასა. გიხაროდენ, მეოხებისა საკუმეველო შეწირულო. გიხაროდენ, საჴსარო ყოვლისა სოფლისაო. გიხაროდენ, ღმრთისა კაცთა მომართ სათნოებაო. გიხაროდენ, კაცთა ღმრთისა მიმართ კადნიერებაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ღელვაჲ გულისსიტყუათა იჭუეულთაჲ და იჭუსა ცოდვისასა ჰგონებდა შენთჳს, საუნჯეო ყოვლისა სიმართლისაო, ხოლო  რაჟამს ისწავა მიდგომილებაჲ შენი სულისაგან წმიდისა, სიხარულით გალობდა: "ალელუაჲ".

ესმა რაჲ მწყემსთა გალობაჲ იგი ანგელოზთაჲ შობასა მას ქრისტესა ჴორციელად, მიორბიოდეს სიხარულით, ვითარცა მწყემსთა მთავრისა სახიერისა   და იხილეს რაჲ იგი, ვითარცა კრავი უმანკოჲ, წიაღთა შინა ქალწულისათა აღზრდილად, მაშინ იწყეს შესხმად დედოფლისა მის დაბადებულთაჲსა და თქუეს: "გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედაო. გიხაროდენ, ქნარო სულიერო სიტყჳერთა მათ ცხოვართაო. გიხაროდენ, უხილავთა მათ მტერთა მაოტებელო. გიხაროდენ, ბჭეთა სამოთხისათა განმღებელო. გიხაროდენ, რომლისა მიერ ზეცისანი ქუეყანისათა თანა იხარებენ. გიხაროდენ, რამეთუ ღმრთისა მიერ ქუეყანისანი ზეცისათა თანა გალობენ. [გიხაროდენ], წმიდათა მოციქულთა დაუდუმებელო პირო. გიხაროდენ, მოწამეთა უძლეველო ახოვანებაო. გიხაროდენ მტკიცეო სარწმუნოებისა საფუძველო. გიხაროდენ, ბრწყინვალებაო, მადლითა საღმრთოჲთა გულისჴმისსაყოფელო. გიხაროდენ, რომლისა მიერ განშიშულებულ-იქმნა ჯოჯოხეთი. გიხაროდენ, რომლისა მიერ შევიმოსეთ ჩუენ უხრწნელებაჲ. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ღმრთივგამოსახული ვარსკულავი იხილეს რაჲ მოგუთა, ბრწყინვალებასა მისსა შეუდგეს, რომელი-იგი, ვითარცა რაჲ სანთელი,  ეპყრა მათ და მის მიერ ეძიებდეს ძლიერსა მას მეუფესა და, მოიწინეს რაჲ მიუწდომელისა მის უფლისა, მხიარულთა მისა მიმართ ჴმა-ყვეს: "ალელუაჲ".

იხილეს შვილთა ქალდეველთასა მკლავთა ზედა ქალწულისათა, რომელმან სიბრძნითა თჳსითა დაჰბადა კაცი, მეუფედ დიდებისად აღიარეს იგი, - დაღაცათუ ხატი მონისაჲ მიიღო, - და ისწავეს ძღუნისა შეწირვად მისა ხოლო ქალწულსა კურთხეულსა ესრეთ ეტყოდეს: "გიხაროდენ, ვარსკულავისა დაუვალისა მშობელო. გიხაროდენ, ტაძარო საიდუმლოჲსა მის დიდისაო. გიხაროდენ, ცეცხლისა მის უღმრთოებისა დამშრეტელო. გიხაროდენ, სამებისა წმიდისა მართლმადიდებელთა მცველო. გიხაროდენ, მძლავრთა უწყალოთა განმდევნელო მთავრობისაგან. გიხაროდენ, კაცთმოყუარისა ღმრთისა, - ქრისტეს, - გამომაბრწყინვებელო.  გიხაროდენ, ბარბაროზთა ამაოჲსა მის მსახურებისაგან გამომჴსნელო. გიხაროდენ, საქმეთა ხენეშთა დამაცხრობელო. გიხაროდენ, ცეცხლისა თაყუანისცემისა უჩინომყოფელო. გიხაროდენ, საჴუმილსა ვნებათასა განმაბნეველო. გიხაროდენ, საღმრთოჲსა სიწმიდისა მასწავლელო. გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა სიხარულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო".

ია ქადაგ ღმრთივგონიერ იქმნეს მოგუნი იგი, აღასრულეს რაჲ მსახურებაჲ თჳსი და მიიქცეს ბაბილოვნადვე და გქაგაგებდეს შენ, მეუფეო ყოვლადძლიერო, ხოლო უღმრთოჲ ჰეროდე დაუტევეს განბასრებული, რომელმან არა ინება გალობად შენდა "ალელუაჲ".

იბ გამოჰბრწყინდი რაჲ ეგჳპტეს შინა ნათელი ჭეშმარიტებისაჲ,  განიდევნა [ბნე]ლი127 საცთურისაჲ, მაცხოვარ,  რამეთუ კერპთა მისთა, ვერ დაუთმეს ძლიერებასა შენსა და დაეცნეს, ხოლო მათგან ჴსნილნი ჴმობდეს ღმრთისმშობელისა მიმართ: "იხაროდენ, აღდგომაო კაცთა ბუნებისაო. გიხაროდენ, დაცემაო ეშმაკთა ბოროტთაო. გიხაროდენ, მაცთურთა სივერაგისა დამთრგუნველო.  გიხაროდენ, კერპთა სიცბილისა მამხილებელო. გიხაროდენ, საცნაურისა მის ფარაოჲს ზღუასა შინა დამნთქმელო. გიხაროდენ, კლდეო, ცხორებისაო, აღმომაცენებელო წყაროსა ცხორებისასა წყურიელთათჳს. გიხაროდენ, სუეტო ცეცხლისაო, წინამძღუარო ბნელისა მეოხთა. გიხაროდენ, მფარველო ყოვლისა სოფლისაო, უვრცელესო ზეცისა ღრუბელთაჲსა. გიხაროდენ, საზრდელო, მანანაჲსა მის უდაბნოჲსა უტკბილესო. გიხაროდენ, სალხინებელისა მის ყოვლადწმიდისა მსახურო. გიხაროდენ, აღთქუმისა ქუეყანაო წმიდაო. გიხაროდენ, რომლისაგან აღმოდის სძე და თაფლი უხრწნელებისაჲ. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

იგ ეგულებოდა რაჲ სჳმეონს მიცვალებაჲ ამაოჲსა ამის ცხორებისაგან, ჯერ-იჩინე მიქუმაჲ მის მიერ ვითარცა ჩჩჳლმან, არამედ  ღმერთი სრული ეცნობე მას, რომლისათჳსცა განკჳრდა გამოუთქუმელისა სიბრძნით განგებულებისა შენისათჳს და გალობდა: "ალელუაჲ".

იდ ახალი დაბადებული გჳჩუენა ჩუენ, მის მიერ დაბადებულთა, დამბადებელმან ღმერთმან, გამოგჳჩნდა რაჲ უთესლოდ  საშოჲსაგან ქალწულისა და და დაიცვა იგი უხრწნელად, ვითარცა პირველ შობისა, რაჲთა ვხედვიდეთ დიდებულსა დედოფალსა დაესრეთ ვიტყოდით: "გიხაროდენ, ყუავილო უხრწნელებისაო. გიხაროდენ, გჳრგჳნო მოღუაწეთაო. გიხაროდენ, აღდგომისა ხატო ბრწყინვალეო. გიხაროდენ, ანგელოზთა მოქალაქობისა დამნერგველო ქუეყანასა ზედა. გიხაროდენ, ხეო ნაყოფშუენიერო, რომლისა მიერ გამოიზარდებიან ერნი მორწმუნეთანი. გიხაროდენ, ნერგო ჩრდილოანო, რომლისა საგრილსა განისუენებენ მაშურალნი. გიხაროდენ, ტყუეთა განმათავისუფლებელისა მშობელო. გიხაროდენ, რომელმან იტჳრთე წინამძღუარი იგი შეცთომილთაჲ. გიხაროდენ, თუალუხუავისა მის მსაჯულისა მოწყალემყოფელო სავედრებელო. გიხაროდენ, მრავალთა მათ ცოდვათა ჩუენთა შესანდობელო. გიხაროდენ, მადლთაგან შიშუელთა შუენიერო შესამოსელო.  გიხაროდენ, საწადელო, სასურველო, ყოველთა სიყუარულითა უზეშთაესო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

იე უცხოჲ შობაჲ ვიხილოთ ჩუენ ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისაჲ, და  უცხო-ვიქმნ[ნ]ეთ სოფლისაგან და  ზეცად მივიწინეთ გონებითა, რამეთუ ამისთჳს გამოჩნდა ქუეყანასა ზედა მაღალი იგი სიმდაბლითა ვითარცა კაცი, რაჲთა მიმიზიდნეს სიმაღლედ ლმობიერად მადიდებელნი მისნი: "ალელუაჲ".

ივ ყოვლად იყო ქუეყანისათა შორის და ცათაგან ყოვლად არა დააკლდა გარეშეუწერელი იგი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ გარდამოსლვაჲ იქმნა ღმრთეებრი და არა მიცვალებაჲ ადგილითი-ადგილად, იშვა რაჲ ქალწულისაგან ღმრთივმიმადლებულისა, რომელსა ქებით უღაღადებთდა ვიტყჳთ: "გიხაროდენ, დაუტევნელისა სიტყჳსა დამტევნელო. გიხაროდენ, კარო128 პატიოსნისა  მის საიდუმლოჲსაო. გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭჳანთა სასმენელო. გიხაროდენ, მორწმუნეთა უეჭუელო სიქადულო. გიხაროდენ, ეტლო სიწმიდისაო, ქერაბინთა ზედა მჯდომარისა მტჳრთველო. [გიხაროდენ], სამკვიდრებელო სერაბინთაგან დიდებულისა ღმრთისაო. გიხაროდენ,  რომელმან წინააღმდგომნი იგი წესნი ერთობად მოიყვანენ. გიხაროდენ, რომელმან ქალწულებაჲ და შობაჲ შეაუღლენ. გიხაროდენ, რომლისა მიერ დაჰჴსნდა გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ. გიხაროდენ, რომლისა მიერ განეღო სამოთხე, ურჩებითა დახშული. გიხაროდენ, კლიტეო სასუფეველისაო. გიხაროდენ, სასოებაო საუკუნეთა მათ კეთილთაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

იზ ყოველი ბუნებაჲ ანგელოზთაჲ განკჳრდა განგებულებასა მას ზედა დიდებულსა განკაცებისა შენისასა, უფალო, რამეთუ უხილავსა და შეუხებელსა ღმერთსა გხედვიდეს კაცად ხილულად და შეხებულად  და ქუეყანასა ზედა მავალად და [გ]ესმოდა  ჩუენ ყოველთაგან ესრეთ გალობაჲ: "ალელუაჲ,"129.

იჱ რიტორთა მრავალმეტყუელთა, ვითარცა თევზთა ვხედავთ უჴმოთა, ღმრთისმშობელო, საიდუმლოჲსა შენისათჳს რამეთუ ვერ შემძლებელ არიან ჭჳრობადცა, თუ ვითარ ძისა მშობელ ხარ და ქალწულად ჰგიე, ხოლო ჩუენ საიდუმლოჲსა ამის ძალი დაგჳკჳრდების, რამეთუ გამოუთქუმელ არს, არამედ სარწმუნოებით ესრეთ გიღაღადებთ: "გიხაროდენ, საუნჯეო საღმრთოთა სიბრძნეთაო. გიხაროდენ, განგებულებათა მისთა სამკჳდრებელო. გიხაროდენ, ფილოსოფოსთა მათ წარმართთა სულელმყოფელო. გიხაროდენ, მეტყუელთა მათ ჴელოვნებით ცუდად გამომაჩინებელო. გიხაროდენ, რამეთუ უტყუ იქმნნეს მრავალმეტყუელნი იგი გამომეძიებელნი. გიხაროდენ, რამეთუ უქმ-იქმნეს ზღაპართა დამწყებელნი იგი ენანი. გიხაროდენ, ათენელთა მრავალთხზულ[ებ]ისა განმხეთქელო. გიხაროდენ, მეთევზურთა ბადეთა აღმავსებელო. გიხაროდენ, უფსკრულით უმეცრებისაჲთ აღმომყვანებელო კაცთა ნათესავისაო. გიხაროდენ, უმეცართა მეცნიერებით განმანათლებელო. გიხაროდენ, ნავო, ცხოვრებად წარმყვანებელო. გიხაროდენ, ნავთსაყუდელო მყუდროო სოფლისა ამის ზღუასა შინა ღელვაგუემულთაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ით ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ ენება ყოვლისა მეუფესა. ამისთჳსცა ნეფსით თჳსით მოვიდა ქუეყანად, რომელი-იგი ზრდის ყოველსა სოფელსა, ვითარცა ღმერთ არს. გამოჩნდა ჩუენთჳს სახიერებით და მსგავს ჩუენდა იქმნა, რაჲთა მსგავსთა მისთაგანვე განიწმიდოს130, რამეთუ ჯერ-იჩინა, რაჲთა ვგალობდეთ მისა მიმართ: "ალელუაჲ".

ზღუდე ხარ ქალწულთაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო, და მცველი ძლიერი, რომელნი შენდა მოილტვიან, რამეთუ ცათა და ქუეყანისა შემოქმედმან შეგ[მ]ზადა შენ, უხრწნელო, გოდლად სიმტკიცისად, ვინაჲთგან დაემკჳდრა საშოსა შენსა წმიდასა და ასწავა ყოველთა ღაღადებად შენდამი: "გიხაროდენ, ძეგლო მაღალო ქალწულებისაო. გიხაროდენ, კარავო ვრცელო ცხორებისაო. გიხაროდენ, კაცთა ბუნებისა დასაბამითგან მომცემელო საღმრთოთა მათ კეთილთაო. გიხაროდენ, განმაშუენებელო უშუერებისა ჩუენისაო.  გიხაროდენ, განმაბრძნობელო გონებათა ჩუენთა წარტყუენულთაო. გიხაროდენ, რომელმან ხრწნილებაჲ იგი ცნობათა ჩუენთაჲ განაქარვე. გიხაროდენ, რომელმან დამნერგველისა ჩუენისაჲ გჳშევ უბიწოებაჲ. გიხაროდენ, ტაძარო უთესლოჲსა მის სასძლოჲსაო. გიხაროდენ, ქრისტეანეთა ღმრთისა თანა შემაერთებელო. გიხაროდენ, კანონო უბიწოჲსა ქალწულებისაო. გიხაროდენ, დამტევნელო სათნოჲსა მის სიწმიდისაო. გიხაროდენ, სამკაულო წმიდათა სულთაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

კა გალობაჲ ყოველი იძლევის სიმრავლესა მას მოწყალებათა შენთასა შესხმად  მოსწრაფე, მეუფეო ყოვლადწმიდაო, რამეთუ დაღაცათუ შევწირნეთ შენდა რიცხუნი ესე ფსალმუნნი და საგალობელნი, უნდო არს და კნინ კეთილთა მათ თანა, რომელნი-იგი მოგუანიჭენ მადიდებელთა შენთა: "ალელუაჲ".

კბ ნათლისა სამკჳდრებელად, ლამპრად ბნელსა შინა მსხდომარეთათჳს გამოჩინებულად ვხედავთ ყოვლადწმიდასა მას ქალწულსა, რომელმან ნათელი იგი უსხეულოჲ გამოიბრწყინვა და მიგჳძღუა ყოველთა საღმრთოდ მეცნიერებად და ელვითა საღმრთოჲთა გონებათა ჩუენთა განანათლებს და ესვითარითა დიდებითა პატივ-იცემების. გიხაროდენ, შარავანდედო საცნაურისა მის მზისაო. გიხაროდენ, ნაბერწყალო დაუვალისა მის ნათლისაო. გიხაროდენ, ელვაო, განმაბრწყინვებელო სულთაო. გიხაროდენ, ქუხილო,  დამტეხველო მტერთაო. გიხაროდენ, რომელი მრავალთა მნათობთა აღმოუბრწყინვებ ნათელსა. გიხაროდენ, რომელი მრავალმცენარესა აღმოიცენებ სიტკბოებასა. გიხაროდენ, რომელი წმიდისა მის ემბაზისა გამოსახავ ხატსა. გიხაროდენ, რომელი უჩინო-ჰყოფ მწინკულსა ცოდვისასა. გიხაროდენ, წყაროო, განმწმედელო სჳნიდისისაო. გიხაროდენ, ბარძიმო, განმზავებელო სიწმიდისაო. გიხაროდენ, მიჰრონო ქრისტეს სულნელებათაო. გიხაროდენ, სერო საიდუმლოჲსა მის ცხორებისაო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კგ მადლისა მოცემაჲ ინება ქუეყანისა მის ბუნებისა ბრალთა თანანადებისა დამჴსნელმან ღმერთმან,  თანანადებთა მათთჳს ჩუენთა პირველთა, ქუეყანად მოვიდა განშორებულთა ამათთჳს მადლთა მისთაგან და ჴელითწერილი იგი ჩუენთა ცოდვათაჲ  განხეთქა სახიერებით. ამისთჳს უგალობთ: "ალელუაჲ".

კდ უგალობთ შობასა შენსა ყოველნი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და შეგამკობთ შენ, ღმრთისმშობელო, ვითარცა სულიერსა ტაძარსა და სადგურსა სულისა წმიდისასა, რამეთუ საშოსა შენსა დაემკჳდრა უფალი იგი დიდებისაჲ, რომელსა წამისყოფითა უპყრიან ყოველნი დაბადებულნი და წმიდაჲ საშოჲ შენი ცათა უვრცელეს გამოიჩინა და ასწავა სოფელსა დიდებისმეტყუელებით გალობად შენდამი: "გიხაროდენ, კარავო131 სიტყჳსა ღმრთისაო. გიხაროდენ, წმიდაო, წმიდათა უზეშთაესო. გიხაროდენ, კიდობანო, შემოსილ[ო] არა ოქროჲთა, არამედ მადლითა სულისა წმიდისაჲთა. გიხაროდენ, საფასეო დაულევნელო ცხორებისა უოხჭნოჲსაო. გიხაროდენ, გჳრგჳნო ღმრთისმსახურთა მეფეთაო. გიხაროდენ აღმატებულო სიქადულო პატიოსანთა მღდელთაო. გიხაროდენ, გოდოლო შეურყეველო ღმრთისა ეკლესიათაო. გიხაროდენ, ზღუდეო დაურღუეველო მეფობისაო. გიხაროდენ, რომლისა მიერ აღადგინენ შენ იგინი ძლევასა წარმართთასა. გიხაროდენ, რომლისა მიერ დაემჴუებიან წინააღმდგომნი იგი სულნი უხილავნი. გიხაროდენ, უძლურებათა ჩუენთა მკურნალო სახიერო. გიხაროდენ, სულთა ჩუენთა წინამძღუარო და მცველო. გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

ჰოჲ ყოვლადსაგალობელო დედაო ქრისტესო, რომელმან გჳშევ წმიდაჲ იგი წმიდათაჲ, ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, შეიწირე ვედრებაჲ ჩუენ, ცოდვილთაჲ ამათ, და ყოვლისაგანვე განსაცდელისა დაგჳცვენ ყოველნი და საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან გჳჴსნენ მადიდებელნი შენნი, გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

--------------------------------------------------------------------------------

ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი

1 - Tit. იბაკონი წმიდისა ღმრთისმშობლისანი, რომელ არს დაუჯდომელნი, ხოლო ბერძულად აკათისტოს ეწოდების U; იბაკონი წმიდისა ღმრთისმშობლისანი, რომელსა  დაუჯდომელი ეწოდების, ხოლო ბერძულად აკატისტო E; დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲ D; იბაკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობელისანი M; - IO

2 - აღვსწერთ (DEIOU = G: αναγραφο. სლავ. восписуем)]შევსწირავთ M (შდრ. რუს. возносим)

3 -  ქალაქი (DEIOU = G: η Πολις. ინგლ. City)]მონანი M (შდრ. სლავ. раби) α

4 - განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე (EIOU = G: με ... ελευθερωσον ἵνα κραζω.)]განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ DM (შდრ. სლავ. нас ... свободи, да зовем. ინგლ.  free us ..., so that we may cry)

5 - ღმრთისმშობელისად (M)]ღმრთისმშობელსა DEU

6 - უსხეულოჲთა სიტყჳთა (G: συν τῆ ασωματω φωαῆ. ინგლ.  with his bodiless voAce. სლავ. со безплотным гласом)]უსხეულოჲსა სიტყჲსა DEIOUM (შესიტყვებას "უსხეულოჲთა სიტყჲთა" რთული სინტაქსური ჩანართის შემდეგ აგრძელებს "მჴმობელი". შდრ. ინგლ. with his bodiless voAce he cried aloud to her. სლავ. со безплотным гласом ... зовый к Ней)

7 - უფალი M; + და  EU

8 - და დადგა DM

9 - აღმოწოდებაო (G)]აღდგომაო DEUM (ბერძნული ανακλησις ძველ ქართულად ტერმინოლოგიურად ითარგმნებოდა როგორც "აღმოწოდებაჲ". მაგალითად: "ღმერთი ყოველთა მიზეზ არს და დასაბამ, მყოფთა – არსება, ცხოველთა – ცხოვრება ... განვრდომილთა ვიდრემე მისგან – აღმოწოდება (ανακλησις) და აღდგომა", გარდამოცემა, თ.12. წმ. არსენ იყალთოელის თარგ., თბ. 2000, გვ. 64; იგივე შესატყვისია ეფრემისეულ თარგმანშიც. იხ. იქვე)

10 - მტჳრთველისა E; მტჳრთველისაჲ U

11 - საღმრთოჲსა (G: ενθεου)]ღმრთისა DEUM (მართებული თარგმანია სლავურში: утробо Божественнаго воплощения. ზედმიწევნითია ინგლისურიც: O Womb of divine Incarnation)

12 - ჩჩჳლ-იქმნების (G: βρεφουργειται)]თაყუანის-იცემების DEUM (ჩანს, ბერძნულ ნუსხათა ნაწილში იყო არა βρεφουργειται, რაც ნიშნავს: "ჩვილი ხდება", არამედ -προσκυνεῖται, რაც ნიშნავს: "თაყვანისიცემება" ამას ადასტურებს სლავური: радуйся, Еюже покланяе-мся Творцу. ინგლისური პირველ წაკითხვას ადასტურებს:  Rejoice, you through whom the Creator is born a Babe)

13 - წმიდაჲ (DEU = G: η ἁγια)]წმიდისა M (M-ში მცდარია "წმიდისა" რადგან იგი განსაზღვრავს "თავს": "წმიდისა თავისა თჳსისა", მაშინ როცა უნდა გვქონდეს სახელობითი "წმიდაჲ", რადგან ეს სიტყვა საკუთრივ "ღმრთისმშობელს" აღნიშნავს. ამას ადასტურებს ბერძნულის ნომინატივი და მთავრული ასო. შდრ. ინგლ. Beholding herself in purity, the holy one. Видящи Святая Себе в чистоте)

14 - გაბრიილს M

15 - ვითარ (G: πῶς)]წინაჲსწარ DEUM როგორც ჩანს, ქართულ ნუსხებში საქმე გვაქვს გადამწერის შეცდომასთან, რაც საკმაოდ ადრეული უნდა იყოს, რადგან ყველა მათგანში გვაქვს. ვგულისხმობთ იმას, რომ მთარგმნელისეული ქარაგმა "ვ~რ", რაც ნიშნავს: "ვითარ", წაუკითხავთ როგორც: "წწ~რ", რაც ნიშნავს: "წინაჲსწარ". შდრ. ინგლ. how do you speak of birth-giving without seed? სლავ. : безсеменнаго бо зачатия Рождество како глаголеши)

16 - + ესრეთ DEU

17 - ცნობისა M

18 - იგულისხმება: "ქალწულისა წიაღთაგან"

19 - წიაღთაგან უბიწოთა ძისა ვითარ არს შობაA (M = G: κ λαγονων αγνῶν, Γἱον πῶς εστι τεχθῆναι δυνατον. სლავ. из боку чисту, Сыну како есть родитися мощно. რუს.  как возможно родиться Сыну из чистых недр)]წიაღთაგან უბიწოჲსა ძისა ვითარ არს შობაჲ (DEU)

20 - G

21 - გიხაროდენ, დუმილისა მოქენეთა სარწმუნოებაო (G)]გიხაროდენ, წყაროო მოქენეო სარწმუნოებისაო (DEU); გიხაროდენ, წყაროო მქონეო სარწმუნოებისაო M (ქართული თარგმანი მეტად მცდარია. უპირველესი შეცდომა ესაა ბერძნული σιγῆ–ს ანუ "დუმილის" მცდარად ამოკითხვა როგორც πηγῆ ანუ "წყაროჲ". შემდეგ, არასწორადაა გააზრებული მიმართვითი სიტყვა, რომელიც წოდებითში უნდა იდგეს. ქართულ თარგმანში ესაა ზემოიღნიშნული "წყაროო" და მისი მომდევნო "მოქენეო", მაშინ როცა უთუოდ უნდა იყოს "სარწმუნოებაო", ხოლო პირველი ორი სიტყვა მსაზღვრელ-საზღვრულს წარმოიდგენს, რომელთაგან მართული სახელიც ნათესაობითშია და საზღვრულიც, რაც ადეკვატურ ფორმად ქართულშიც ორივეგან ნათესაობითს საჭიროებს. ეს ნიშნავს, რომ თარგმანში უნდა გვქონდეს: "დუმილისა მოქენეთა სარწმუნოებაო". შდრ. ბერძნ. χαῖρε, σιγῆς δεομενων πιστις. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ციტირებული ფრაზა რთულად საწვდომია, რაც აისახა კიდეც როგორც ქართულ, ასევე სხვაენოვან თარგმანებში. მაგალითად, მცდარია ინგლისურიც, სადაც ქართულისებრ აზრსმოკლებული ტექსტი გვაქვს:  Rejoice, O surety of those praying in silence – "გიხაროდეს, დუმილით მლოცველთა დარწმუნებულობაო". ორიგინალში არანაირად არ გვაქვს "დუმილით მლოცველთა", არამედ, ახალქართულად: "დუმილის მსაჭიროებელთა". მცდარია სლავურიც:  радуйся, молчания просящих веро, თუ აქ  просящих "მთხოვნელთ" ნიშნავს და არა "მსაჭიროებელთ". სრულიად მცდარია რუსულიც: радуйся, умолчание о том, что требует веры, თუმცა ამ თარგმანში მართებულადაა გამოყენებული სიტყვა требует, რომელიც წესით მიკუთვნებული უნდა ყოფილიყო არა  вера-სადმი, არამედ – молчание-სადმი.  ასე რომ, მართებული გაგება ორიგინალისა სიტყვათა მხოლოდ ზემოიღნიშნულ თანაწყობას გულისხმობს: "დუმილისა მოქენეთა სარწმუნოებაო" ანუ ახალი ქართულით: "დუმილის მსაჭიროებელთა სარწმუნოებაო". მაგრამ როგორ გავიგოთ თვით ეს "დუმილისა მოქენეთა ( = დუმილის მსაჭიროებელთა) სარწმუნოება" როგორც ღმრთისმშობლის ეპითეტი? საქმე ისაა, რომ მოტანილ კონტექსტში "მსაჭიროებელთა"-ს შესატყვისი δεομενων გულისხმობს არა ადამეანებს, არამედ - მოვლენებს, საქმეებს; ე. ი. აქ ბერძნული δεομενων-ის ნომინატივი არის არა მამრობითი: οι δεομενοι, არამედ ბერძნულისთვის უაღრესად ნიშანდობლივი საშუალი: τα δεομενα. ანალოგიური ნიმუშები აურაცხელია. დავიმოწმებთ ერთ მათგანს: თავის "გარდამოცემაში" წმ,. იოანე დამასკელი გვესაუბრება იმის შესახებ, რომ მარჯვენა ხელით ისეთ საქმეებს ვაკეთებთ, რაც უფრო ღირებულია, საფრთხილოა და მეტ ძალას საჭიროებს. ორიგინალში ვკითხულობთ: ἡμᾶς μᾶλλον ἐπὶ τῶν εὐσχημοτέρων καὶ τιμιωτέρων καὶ πλείστης ἰσχύος δεομένων τῇ δεξιᾶ εχρῆσθαι. გამოთქმა πλείστης ἰσχύος δεομένων - "მეტისმეტი ძალის მსაჭიროებელთა" გულისხმობს ისეთ საქმეებს, რასაც განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. ეს გამოთქმა გრამატიკულად იგივეობრივია  აკათისტოს ფრაზისა: σιγῆς δεομενων - "დუმილის მსაჭიროებელთა". აშკარაა, რომ ისევე, როგორც პირველ მათგანში, ამ უკანასკნელშიც "საქმენი" იგულისხმება და არა "ადამეანები". საყურადღებოა, რომ წმ. არსენი წმ. იოანე დამასკელის მიერ გამოყენებულ δεομένων-ს სწორედ "მოქენეთა"-ს უფარდებს: "ჩუენცა უმეტეს სათანადოთა და უფროჲს პატიოსანთა და უაღრესისა ძალისა მოქენეთა ზედა მარჯუენესა ვიჴუმევთ", გარდამოც. დასახ. გამოც. გვ. 63. ამრიგად, აკათისტოს აღნიშნული მუხლი იმას გვასწავლის, რომ სწორედ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელია დადასტურება, მოწმობა, სარწმუნოყოფა იმ მოვლენებისა, რაც დუმილს საჭიროებს, რადგან ეს მოვლენები აღემატება ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ გამოთქმას)

22 - მასწავლელო (DEU)]მსწავლელო M (იგულისხმნება, რომ მარიამმა დროზე ადრე არავის აუწყა, არავის გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო)

23 - ზესთაქმნილო EU

24 - უქორწინებელსა (EU)]უქორწინებელისა DM

25 - კეთილნაყოფიერი საშოჲ მისი  ვითარცა აგარაკი ტკბილი, აჩუენა ყოველთა მნებებელთა მოსთულებასა მაცხოვარებისასა (G: την εὐκαρπον ταυτης νηδυν, ως αγρον υπεδειξεν ηδυν άπασι, τοῖς θελουσι θεριζειν σωτηριαν)]და ნაყოფიერებისაგან (ნაყოფისაგან U) საშოჲსა მისისა,  ვითარცა აგარაკისაგან, აჩუენა სიტკბოებაჲ ყოველთა მნებებელთა მოსთულებასა მაცხოვარებისასა DEIOUM (შდრ. ინგლ. her fruitful womb He made a fertile meadow for all those desiring to reap salvation. სლავ. благоплодная Тоя ложесна, яко село показа сладкое, всем хотящим жати спасение)

26 - განიხარა (G: ἔχαιρε)]ჰკრთებოდა DEUM (შდრ. ინგლ. Rejoiced. სლავ. радовашеся,)

27 - მენერგისა ცხოვრებისა ჩუენისაჲსა]მენერგესა ცხოვრებისა ჩუენისასა EU; ცხოვრებისა ჩუენისა D

28 - წყალობათასა (G: οικτιρμῶν)]წყალობისასა DEUM

29 - უტყუჱბასა U

30 - "დაფარულსა ქორწილსა აზმნობდა შენთჳს, უბიწოო"  (προς την ἄγαμον σε θεωρῶν, καὶ κλεψιγαμον υπονῶν) – ე. ი. ეჭვობდა, ჩუმად ხომ არ დაქორწინებულაო (მართალია, თარგმანი ნაწილობრივ პერიფრაზულია, მაგრამ შინაარსობრივად ზუსტი. სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ასეთია: "უქორწინებლად გხედავდა რა შენ, ქორწინებისდამრღვევად [ე. ი. უკანონო ქორწინებაში მყოფად] ეეჭვებოდი". შდრ. ინგლ. he suspected a secret union as he beheld you unwed. სლავ.  к Тебе зря небрачней, и бракоокрадованную помышляя. რუსული ტერმინოლოგიურად არაზუსტია: смотря на Тебя безбрачную и искушаясь подумать о Тебе, Непорочная, как об одаренной браком)

31 - ანგელოზთაჲ, მგალობელთაჲ ჴორციელსა მოსლვასა ქრისტესსა  (DEU)]ანგელოზთაგან მგალობელთა ჴორციელი მოსლვაჲ ქრისტესი M

32 - მტერთა (G: εχθρῶν)]მჴეცთა DEUM (შდრ. ინგლ. foes. სლავ. врагов)

33 - მადლისა საცნაურებაო ბრწყინვალეო (G: λαμπρον τῆς χαριτος γνωρισμα)]მადლისა საცნაურისა ბრწყინვალებაო DEUM (შდრ. ინგლ. , shining Token of grace. სლავ. светлое благодати познание)

34 - ჯოჯოხეთი (G: ἅδης)]ჯოჯოხეთისა მძლავრებაჲ DEIOUM (შდრ. ინგლ. Hades. სლავ. ад)

35 - მიუწდომელსა DU

36 - უფრო ზედმიწევნითი იქნებოდა: "დაუვალისა" (შდრ. αδυτου. ინგლ. never-setting. სლავ.  незаходимыя)

37 - მესაიდუმლეთა U

38 - განმნათლებელო (G: φωτιζουσα)] მცველო DEUM (შდრ. ინგლ. who enlightens. სლავ. просвещающая)

39 - მძლავრისა კაცთმოძულისა განმდევნელო მთავრობისაგან (G: τυραννον απανθρωπον εκβαλοῦσα τῆς αρχῆς)]მძლავრთა კაცთმოძულეთა მთავრობისა განმდევნელო DEUM (შდრ. ინგლ. you who has removed the inhuman tyrant from power.  სლავ. мучителя безчеловечнаго изметающая от начальства)

40 - საქმეთაგან მწჳრისათა (G: τοῦ βορβορου τῶν ἔργων)]სიხენეშისა საქმეთაგან DEUM (შდრ. ინგლ. from the works of mire. სლავ. тимения изымающая дел . ბერძნული βορβορος, რაც "ჭაობს" ნიშნავს, ძველ ქართულად ითარგმნებოდა როგორც "მწჳრე". იხ. მაგ. იერ. 38.6)

41 - მორწმუნეთათჳს (G: πιστῶν)]სპარსთა DEUM (შდრ. ინგლ. faithful. სლავ. верных. საფიქრებელია, ქართული თარგმანის ბერძნულ დედანში იყო არა πιστῶν, არამედ  περσῶν)

42 - სიხარულო (G: ευφροσυνη)]მხიარულ-მყოფელო DEUM  (შდრ. ინგლ. delight. სლავ. веселие)

43 - გქადაგეს (E = G: κηρυξαντες σε)] ქადაგეს DMU (შდრ. ინგლ.preached You. სლავ. проповедавше Тя)

44 - ქრისტედ (DEU)]ქრისტეს M

45 - ჰეროდესთა (DEU)]ჰიროდისათა M

46 - გამოიბრწყინვე (G: λαμψας)]გამობრწყინდი DEUM (მართალია ბეძნული λαμπω ნიშნავს "ბრწყინვას", მაგრამ ამ ზმნას ზოგჯერ, განსაკუთრებით აორისტში, მოქმედებითი გვარის გაგება ეძლევა  და იგი გულისხმობს "გამობრწყინებას"   ["გამოიბრწყინებს", "გააბრწყინებს" "აანთებს"]. ზემორე წინადადებაში სახეზეა სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა, როგორც ამას ადასტურებს აკუზატივში დასმული φοτισμον, რაც ქართულში პირდაპირ ობიექტად უნდა გადმოვიდეს. კონტექსტის ვერგაგება დასტურდება სლავურშიც: возсиявый во Египте просвещение истины. უფრო ზუსტია რუსული: Озарив Египет светом истины. მოსაწონია ინგლისური:   Having shed the light of truth in Egypt)

47 - მაცხოვარ (DEU)]მაცხოვარი M

48 - გიხაროდენ, საცთურისა (საცთურებისა E) ცთომილებისა დამთრგუნველო (DEU = G) - M

49 - ფარაოჲს DEUM

50 - ღრუბლისაო (G: νεφελης)]ღრუბელთაო DEUM

51 - ეგულებოდა სჳმეონს აქაჲსა საუკუნისა საცთურიანისაგან საუკუნოჲსად მიცვალებაჲ (DEU = G: μελλοντος Σιμεωνος του παροντος αἰωνος μεθιστασθαι του απατεωνος)]სჳმეონს აქაჲსა საცთურიანისაგან საუკუნოჲსად მიცვალებაჲ M (შდრ. ინგლ. when Symeon was prepared to leave from this age of deception. სლავ. хотящу Симеону от нынешняго века преставити-ся прелестнаго. რუს. Когда Симеону надлежало покинуть настоящий обманчивый век)

52 - "მიეცი" ნიშნავს: "მიცემულ იქმენ მისდამი", ე. ი. "მიენიჭე მას", "მიემადლე" (შდრ. ბერძნ. επεδοθης. ინგლ. You were presented to him. სლავ.  вдался еси)

53 - ახალი აგებული გჳჩუენა, - გამოგჳჩნდა რაჲ აღმგებელი ჩუენ, მის მიერ ქმნულთა (G: Νεαν εδειξε κτισιν, εμφανισας ο Κτιστης, ημῖν τοῖς υπ' αυτου γενομεμνοις)] ახალი აგებული გუეჩუენა, გამოჩნდა რაჲ ამგებელი (აღმგებელი M) ჩუენ (ჩუენი DEM), მის მიერ ქმნილთა (ქმნულთა M) DEMU (შდრ. ინგლ. new was the Creation which the Creator showed to us His creatures. სლავ. Новую показа тварь, явлься Зиждитель нам от Него бывшим. რუსული არაზუსტია: Явившийся Творец сделал нас, Им сотворенных, новой тварью)

54 - საშოჲსა (G: γαστρος)]ნაყოფმან DEUM (ბერძნული γαστηρ ამავე თარგმანში ყველგან გადმოტანილია როგორც "საშოჲ". თვალნათლივია, რომ მთარგმნელმა გენეტივში დასმული γαστρος ანუ "საშოჲსა" ამოიკითხა როგორც ნომინატივი καρπος ანუ "ნაყოფი", რასაც შედეგად მოჰყვა შეუსაბამო თარგმანი. შდრ. სინური, რომელიც გაცილებით ზუსტია: "ახალი დაბადებული გჳჩუენა ჩუენ, მის მიერ დაბადებულთა, დამბადებელმან ღმერთმან, გამოგჳჩნდა რაჲ უთესლოდ  საშოჲსაგან ქალწულისა". ინგლ. when He sprang forth from the seedless womb. სლავ.  из безсеменныя прозяб утробы)

55 - მცველმან DM

56 - იზარდებიან (EU)]იზრდებიან DM

57 - ეს სიტყვა კალკია შესაბამისი ბერძნული ტერმინისა: ευσκιοφυλλον. შდრ. სინური: "ჩრდილოანო". შდრ. ინგლ. well-shaded. სლავ. благосеннолиственное)

58 - ამ და წინა "გიხაროდენთა" მიმდევრობა  ბერძნულში შენაცვლებულია, რაც არ დასტურდება არც ქართულით (სინურით: "გიხაროდენ, ტყუეთა განმათავისუფლებელისა მშობელო. გიხაროდენ, რომელმან იტჳრთე წინამძღუარი იგი შეცთომილთაჲ"), არც სლავურით: Радуйся, во чреве носящая Избавителя плененным; радуйся, рождшая Наставника заблуждшим.

59 - მცოდველთა (G: πταιοντων)]ცოდვათა DEMU (შდრ. ინგლ. transgressors)

60 - კადნიერებისა სამოსელო შიშუელთაო (G)]სამოსელო შიშუელთაო უხრწნელო DEMU (ბერძნულში გვაქვს არა "სამოსელო უხრწნელო", არამედ  "სამოსელო კადნიერებისა". შდრ. στολη ... παρρησίας. შდრ. ინგლ. Robe of confidence. სლავ. одеждо ... дерзновения)

61 - უცხო-ვიქმნნეთ (M = G: ξενωθωμεν)]უცხო-ვიქმნნით DEU (მოცემულ შემთხვევაში ბერძნულის კვალობაზე მართე ბულია M. შდრ. სინური: "უცხო-ვიქმნ[ნ]ეთ სოფლისაგან". შდრ. ინგლ. let us estrange ourselves from the world. სლავ. устранимся мიра)

62 - მგულვებელი (D)]მგულებელი EMU

63 - ქუეყანისათა შორის (D = G: εν τοῖς κατω)]ქუეყანისათა EU; ქუეყანისა თანა M (შდრ. სინ. ყოვლად იყო ქუეყანისათა შორის. შდრ. ინგლ. with those on earth. სლავ. в нижних)

64 - ე. ი. ურწმუნონი რომ ეჭვით ისმენენ, რადგან ეს საიდუმლო მხოლოდ რწმენით ხდება სარწმუნო

65 - ეტლო (G: ὄχημα)]საყდარო DEMU (ბერძნული ὄχημα არის არა "საყდარი", არამედ "ეტლი". შდრ. სინური: "გიხაროდენ, ეტლო სიწმიდისაო". შდრ. ინგლ. Chariot. სლავ. колеснице)

66 - ქერუბიმთაზედაჲსაო ( G: τοῦ επι τῶν Χερουβειμ) ] ზეშთაქერაბინთასაო D; ზესთაქერაბინთასაო EM (U-ს აკლია) (აქ უთუოდ საჭიროა "ზედა" და არა "ზესთა", რადგან საუბარია არა ღმრთის აღმატებულებაზე ქერუბიმებთან შედარებით, რომლებზე აღმატებულიც თვით ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელია, არამედ იმაზე, რომ ქალწული "ეტლად" ანუ დასაბრძანებელ ადგილად გაუხდა იმას, რომელიც დაბრძანებულია ქერუბიმებზე. ტერმინი "ქერუბიმთაზედაჲ" უფლის აღმნიშვნელია და ნიშნავს "ქერუბიმებზე დაბრძანებულს". ანალოგიური სახის ტერმინები ეფრემის, არსენის და გელათელ მთარგმნელთა შრომებში მრავლადაა.შდრ. სინ. "გიხაროდენ, ეტლო სიწმიდისაო, ქერაბინთა ზედა მჯდომარისა მტჳრთველო". შდრ. ინგლ. Rejoice, all-holy Chariot of Him Who is above the Cherubim. სლავ. Радуйся, колеснице пресвятая Сущаго на Херувимех)

67 - "სერაფიმთა [ზედა] განსუენებულისაო" – ბერძნულში აქაც ზემორეს მსგავსი შესიტყვებაა: τοῦ επι τῶν Σεραφειμ, რაც კალკირებულად ასე შეიძლებოდა გადმოტანილიყო: "სერაფიმთაზედაჲსაო"

68 - "იგივეობად", ე. ი. "ურთიერთთანხმობაში" (შდრ. ბერძნ. εις ταυτο. სინური: "გიხაროდენ,  რომელმან წინააღ-მდგომნი იგი წესნი ერთობად მოიყვანენ". შდრ. ინგლ. Rejoice, you who conducts the opposites of unity. სლავ. Радуйся, противная в тожде собравшая)

69 - მიერ (MU = G: παρα παντων)]მიმართ DE

70 - ამის (EM) - DU

71 - "წინაგანგებისა" – ეს ტერმინი ადასტურებს, რომ წინამდებარე რედაქცია (სინურისგან განსხვავებული) არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს XI ს-ის მიწურულზე ადრეულ პერიოდს, რადგან ტერმინი "წინაგანგებაჲ", რაც კალკია ბერძნული προνοια-სი, ამდროჲდან მკვიდრდება წმ. ეფრემ მცირის მიერ. შდრ. სინური: "გიხაროდენ, განგებულებათა მისთა სამკჳდრებელო")

72 - საუნჯეო (G)]სასწაულო DEUM (შესაბამისი ბერძნული ταμεῖον არანაირად არ ნიშნავს "სასწაულს". მისი მნიშვნელობაა: "სათავსო", "საცავი", "საგანძური". იგი ძველ ქართულად, ჩვეულებრივ, ითარგმნებოდა როგორც "საუნჯე"; იხ მაგ. შესაქ. 43.30, გამოსლ. 8.7 და მისთ. ეჭვი არაა, რომ აკათისტოს ზემორე მუხლში მთარგმნელმა ταμεῖον გაიაზრა როგორც τερατεια, რაც "ნიშს", "საკვირველებას", "სასწაულს" ნიშნავს. გაცილებით მართებული შესატყვისია სინურში: "გიხაროდენ, განგებულებათა მისთა სამკჳდრებელო". შდრ. ინგლ. Treasury. სლავ. сокровище)

73 - სიტყვ. "არაბრძნად" (ασοφους. სლავ. немудрыя)

74 - შდრ. ბერძნ. τεχνολογους (E-ს გადამწერს ეს ტერმინი ვერ გაუგია და ასე გაუაზრებია წინადადება: "გიხაროდენ, სიტყუაო, ჴელოვანთა უსიტყუებისა მამხილებელო"

75 - + და M

76 - ნაო DEU

77 - შემამკობელმან (G)]შემოქმედმან DEUM (ომნ.) (ბერძნულში გვაქვს κοσμητωρ, რაც "შემოქმედს" არ ნიშნავს. ხსენებულ სიტყვას არსებითად სამი მნიშვნელობა აქვს: 1. "მომწესრიგებელი", "განმგებელი"; 2. "გამამშვენებელი", "შემამკობელი"; 3. "გამსუფთავებელი", "გამწმენდი". რამდენადაც ძველ ქართულში ზმნა κοσμεω, κατακοσμεω უმთავრესად ითარგმნება როგორც "შემკობა", შესაბამისად, κοσμητωρ-ის შესატყვისად უპირატესობას ვანიჭებთ ტერმინ "შემამკობელს", რაც "ვეფხისტყაოსანშიც" არის დამოწმებული. საგულისხმოი, რომ აკათისტოს ზემორე მუხლში ანალოგიური შესატყვისი აქვს გამოყენებული სლავურად მთარგმნელს: всех Украситель, მაშინ როცა ინგლისურ თარგმანში  აღნიშნული ბერძნული სიტყვა მისი პირველი მნიშვნელობითაა გადატანილი: the Ruler of all. ამგვარი თარგმანიც, ცხადია, მიზანშეწონილია)

78 - თჳთაღთქუმულად (G)]თჳთაღძრვით DEUM (ნუსხებში დაცული შესატყვისი "თჳთაღძრვით"  თავისთავად მართებულია, რადგან შესაბამისი ბერძნული ტერმინი αυτεπαγγελτος, რაც იშვიათი გამოყენებისაა და ლემპის ცნობილ "პატრისტიკულ ლექსიკონში" საერთოდ არ არის შეტანილი, საზოგადოდ იმას  გულისხმობს,  რაც ნებაყოფლობითია. ჩვენ მაინ ვამჯობინებთ მის შეცვლას ტერმინით "თჳთაღთქუმულად", რადგან ხსენებულ ბერძნულ αυτεπαγγελτος-ს წინამდებარე აკათისტოში უეჭველად საეკლესიო გააზრება აქვს, ხოლო რადგან კომპოზიტის მეორე წევრი επαγγελτος მომდინარეობს ზმნიდან επαγγελω, რაც "აღთქმას" ნიშნავს, აშკარაა, რომ მითითებული αυτεπαγγελτος სხვას არაფერს გულისხმობს, თუ არა "თჳთაღთქუმულს", მთლიანი ფრაზა კი: "ამისდა მომართ თჳთაღთქუმულად მოიწია" იმ სოტერიოლოგიურ შინაარსს შეიცავს, რომ აღთქმა განკაცებისა და ქალწულისგან თავისი შობის შესახებ თვით მაცხოვრისგან იყო წინასწარვე მოცემული. ამგვარი გაგება გვაქვს სლავურშიც: к сему самообетован прииде)

79 - ჩუენთჳს გამოჩნდა მსგავს ჩუენდა კაცი (G: δι'ημας εφανη καθ'ημας ἄνθρωπος)]ჩუენთჳს გამოჩნდა მსგავს ჩუენდა U; გამოჩნდა მსგავს ჩუენდა D; ჩუენთჳს გამოჩნდა და მსგავს ჩუენდა იქმნა EM (შდრ. ინგლ. for us He appeared as a Man like us. სლავ. нас ради явися по нам человек)

80 - მსგავსითა მსგავსისა მჴმობელი, ისმენს ვითარცა ღმერთი (G: ομοιω γαρ το ὅμοιον καλεσας, ως Θεος ακουει)]რამეთუ მსგავსითა მსგავსსა მოუწოდა ვითარცა მნებებელმან სმენად DEUM (ომნ.) (შდრ. სლავ. подобным бо подобное призвав, яко Бог слышит. ინგლ. for by this like-ness He called those of like kind, yet as God He hears)

81 - შეგმზადა (I = G)]აღგაშენა DEUM (შესაბამისი ბერძნული κατασκευαζω ძველ ქართულად ტერმინოლოგიურად ითარგმნებოდა როგორც "განმზადება", "შემზადება". შდრ. ინგლ. prepared. სლავ. устрои)

82 - EU

83 - გიხაროდენ, ბჭეო ცხოვრებისაო (G) - U

84 - U

85 - გიხაროდენ, რამეთუ შენ ახლად შევ უშუერად მუცლადღებულნი (G) - DEUM (შდრ. ბერძნ. Χαῖρε, συ γαρ ανεγεννησας τους συλληφθεντας αισχρως. სინური პერიფრაზულია: "გიხაროდენ, განმაშუენებელო უშუერებისა ჩუენისაო".

86 - + გიხაროდენ, რამეთუ შენ გულისჴმიერ-ყვენ შეცთომილნი პირველ DEUM ("ცთომილნი გონებითა. გიხაროდენ, რამეთუ შენ გულისჴმიერ-ჰყვენ" U-ში მიწერილია აშიაზე)

87 - განმხრწნელისა (G: φθορεα)]DEUM ხრწნილებისა (შდრ. ინგლ. the corrupter. სლავ. тлителя)

88 - გიხაროდენ, მორწმუნეთა უფლისადა შემანაწევრებელო (G: χαῖρε, πιστους Κυριω αρμοζουσα)]გიხაროდენ, მორწმუნეთა უფლისათა სამკაულო DEUM (ქართულითარგმანის "სამკაულო" არ თანხვდება ორიგინალს, სადაც გვაქვს მიმღეობა αρμοζουσα, ზმნიდან αρμοζω, რაც ძველ ქართულად ითარგმნებოდა ტერმინით "შენაწევრება". შდრ. სინური, რომელიც უფრო შინაარსობრივად უფრო ადეკვატურია: "გიხაროდენ, ქრისტეანეთა ღმრთისა თანა შემაერთებელო" შდრ. ინგლ. Rejoice, you who joAned the faitful to the Lord. სლავ. радуйся, верных Господеви сочетавшая)

89 - მზარდულო (G)]სიკეთეო DEUM (შესაბამისი ბერძნული ტერმინი არის იშვიათი ლექსიკური ერთეული κουροτροφος, რაც კალკირებულად ნიშნავს "ყრმათმზრდელს" ანუ "ძიძას". ამავე შინაარსისაა ცალკე τροφος, რაც ძველ ქართულად ითარგმნებოდა ტერმინით "მზარდული". იხ. მაგ. შესაქ. 35.8, ეს. 49.23 და მისთ. გვხვდება აგრეთვე ორსიტყვედი შესატყვისი "მზარდული მაწოვნებელი", II ნშტ. 22.11. შდრ. ინგლ.  Nursing-mother of virgins. სლავ. младопита-тельнице девам)

90 - სძალმყუანებელო (G)] სასძლოო შესამოსელო DEUM (მთარგმნელს არ ესმის მნიშვნელობა ბერძნული სიტყვისა νυμφοστολος, რაც ნიშნავს "პატარძლის თანმხლებს, წამყვანს" ანუ "ხელისმომკიდეს". მისი ძველი ქართული შესატყვისია "სძალმყუანებელი", "სძლისმყუანებელი". შდრ. ინგლ. Rejoice, bridal Escort of holy souls. სლავ. радуйся, невесто-красительнице душ святых)

91 - თანაგანვრცობად EU

92 - რამეთუ დაღაცათუ ქჳშისა სწორრიცხუთა საგალობელთა შევსწირვიდეთ შენდა, წმიდაო მეუფეო, ვერარას სრულ-ვჰყოფთ ღირსსა მათსა, რომელნიცა მომცენ ჩუენ, მღაღადებელთა შენთა (G: ισαριθμους γαρ τῆ ψαμμω ωδας, ἄν προσφερωμεν σοι, Βασιλεῦ άγιε, ουδεν τελοῦμεν ἄξιον, ὦν δεδωκας ημῖν, τοῖς σοι βοῶσιν)] რიცხუედთა ფსალმუნთა და საგალობელთა, რომელთა შევსწირავთ შენდა, წმიდაო მეუფეო, რამეთუ ვერარას სრულ-ვჰყოფთ ღირსსა, რომელნი მომცენ მღაღადებელთა შენთა DEUM (ქართული ტექსტი მთლიანად გაუგებარია, რადგან მთარგმნელისგან სრულიად მცდარადაა აღქმული ორიგინალი. ცთომილებათა სათავეა ბერძნული ψαμμος–ის ანუ "ქვიშის" აღქმა ψαλμος–ად ანუ "ფსალმუნად". რაც შეეხება დანარჩენ შეცდომებს, მკითხველისთვის ყველა მათგანი გამჭვირვალე იქნება, თუ ერთმანეთს შეადარებს ნუსხათა ტექსტს და ჩვენეულ შესწორებას. შდრ. ინგლ for even should we offer You, O holy King, odes of praise numberless as the sands, we should still have done nothing worthy of what You have given to us who cry to You. სლავ. равночисленныя бо песка песни аще приносим Ти, Царю Святый, ничтоже совершаем достойно, яже дал еси нам, Тебе вопиющим)

93 - "ბნელისათათჳს" – ე. ი. ბნელში მყოფთათჳს

94 - U

95 - უნივთოჲსა ნათლისა აღმნთები (G: το ἄυλον άπτουσα φῶς)]უნივთოთა ნათლითა მნთებარე DEUM (შდრ. ინგლ.  she kindles the celestian Light. სლავ. невещественный бо вжигающи огнь. რუს. возжигая невещественный Свет)

96 - მიუძღჳს (DU)]მიძღჳს M (E-ში იყო "მიძღჳს", რაზეც გადამწერს ჯერ დაეჭვების ნიშანი დაუსვამს, შემდეგ კი თავზე დაუმატებია "უ", როგორც ჩანს, სხვა დედნის მიხედვით)

97 - უნივთოჲთა ნათლითა მნთებარე საღმრთოჲსა მეცნიერებისა მიმართ მიუძღჳს ყოველთა (EMU)]უნივთოსა ნათლისა მიმართ მიუძღჳს ყოველთა D

98 - გამოკრთომაო (G: βολις)]ლამპარო DEUM (ბერძნული βολις, ზმნიდან βαλλω,  ნიშნავს "გამონატყორცნს", აქ "გამონაკრთომს". შდრ. სინური: "ნაბერწყალო". სხვაენოვანი თარგმანები მიახლოებითია. შდრ. ინგლ.  Rejoice, Beam of the innermost Splendour. სლავ. радуйся, светило незаходимаго Света. რუს. радуйся, блистание незаходимого Света)

99 - დამაკუეთებელო (G: καταπληττουσα) ] განმკუეთელო DEUM (შდრ. სინური: "დამტეხველო მტერთაო". შდრ. ინგლ.  striking down the enemy. სლავ. враги устрашающая)

100 - მრავალმცენარესა (I = G: πολυρρητον)] მრავალნეკტარსა DEUM (საიდან გვაქვს DEUM ნუსხებში "მრავალნეკტარსა", ძნელი სათქმელია. ორიგინალის πολυρρητον, როგორც ეს გამოცემაშია, ნიშნავს "მრავალსამეტყველოს", "ენამჭევრულს", თუმცა, როგორც სხვა თარგმანებიც  ადასტურებს, აქ უნდა გვქონდეს πολυρρεης, რაც ნიშნავს "მრავლად, უხვად მდინარს" ანუ, ძველი ქართულით, "მრავალმცენარეს", როგორც ეს გვაქვს სინურში. შდრ. ინგლ.  Rejoice, for you caused the ever-flowing River to gush forth. სლავ. радуйся, яко многотекущую источаеши реку)

101 - აღმოუცენებ EU

102 - სახისა (G: τυπον)]მსგავსისა DEUM (შდრ. სინური: "გიხაროდენ, რომელი წმიდისა მის ემბაზისა გამოსახავ ხატსა". შდრ. ინგლ.  Rejoice, you who depicts image of the Font of Siloam. სლავ. Радуйся, купели живописующая образ)

103 - გამომსახველო U

104 - წარმღუნელო DEM

105 - გიხაროდენ, ტაკუკო, განმზავებელო სიხარულისაო (G: χαῖρε, κρατηρ κιρνῶν αγαλλιασιν)]გიხაროდენ, ტაკუკო განზავებულო სიხარულითა DEUM (შდრ. სინური: "გიხაროდენ, ბარძიმო, განმზავებელო სიწმიდისაო". შდრ. სლავ. радуйся, чаше, черплющая радость)

106 - ბერძნულშია οσμη, რაც "სუნს", "სურნელებას" ნიშნავს. შდრ. სლავ. обоняние

107 - გიხაროდენ, ცხოვრებაო საიდუმლოჲსა სერისაო (G: χαῖρε ζωη μυστικῆς ευωχιας)]გიხაროდენ, ცხოვრებისა საიდუმლოსა სერობაო DEUM (ბერძნულის მიხედვით ღმრთისმშობელი არის არა "საიდუმლო ცხოვრების სერობა", არამედ "საიდუმლო სერის ანუ წვეულების, პურობის, ზეიმის ცხოვრება". შდრ. ინგლ.  Rejoice, Life of mystic festival. სლავ. радуйся, животе тайнаго веселия)

108 - მადლისა მიცემისა (D = G: Χαριν δοῦναι) ] მადლისმიცემისა EMU (შდრ. ინგლ. to bestow His grace. სლავ. благодать дати)

109 - თავისა მიერ თჳსისა (M = G: δι' εαυτοῦ)]თავისა მომართ თჳსისა DEU (შდრ. ინგლ.  of His own will. სლავ. Собою)

110 - მისისა EM

111 - კარავო (კარაო EU = G: σκηνη)]კარო M (კარ~ო D; შდრ. ინგლ.  Tabernacle. სლავ. селение)

112 - DEUM (შდრ. G: και)

113 - გიხაროდენ, წმიდაო, წმიდათასა უაღრესო (G: χαιρε, 'Αγια 'Αγιων μειζων)]გიხაროდენ, წმიდისა წმიდათაჲსა უაღრესო DEUM (ქართველ მთარგმნელს ბერძნული  'Αγια 'Αγιων, კერძოდ პირველი სიტყვა  'Αγια გაუგია მახვილგადანაცვლებულად როგორც  'Αγια 'Αγιων, მათ შორის კი მნიშვნელოვანი სხვაობაა, რადგან  'Αγια მდედრობითი სქესის ნომინატივია და "წმინდა ქალს" აღნიშნავს, ხოლო  'Αγια საშუალი სქესის το άγιον-ის ნომინატივ-აკუზატივს გამოხატავს გულისხმობს "სიწმინდეებს". თუ ბერძნულში ზემორე ორი ფორმის აღრევას დიდი შინაარსობრივი გაუკუღმართება არ ახლავს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ღმრთისმშობელი უფრო  აღმატებულია ვიდრე "წმიდანი წმიდათანი", რადგან ქმნილებათა შორის თავადაა ყველაზე დიდი სიწმინდე, ქართულ თარგმანში, სადაც მრავლობითი "წმიდანი წმიდათანი" მხოლობითითაა გადმოტანილი როგორც "წმიდაჲ წმიდათაჲ", გაუკუღმართება თვალნათლივია, რადგან მხოლობითი "წმიდაჲ წმიდათაჲ" საკუთრივ ღმერთს აღნიშნავს, ღმრთის ერთ-ერთი სახელია და მიემართება როგორც ყოვლადწმინდა სამებას [შდრ წმ. დიონ. არეოპაგ. "საღმრთოთა საჴელთათჳს", VI.1; PG. თ. 3, 596 B), ასევე საკუთრივ მაცხოვარს (შდრ.  ὀ 'Αγιος τῶν ἁγίων Χριστός παρεγένετο– "წმიდა წმიდათა, ქრისტე, მოვიდა", წმ. ათანასე ალექს. "განკაც.”, 40.1; PG. თ. 25, 165 A]. სინურში სახეზეა გაცილებით მართებული თარგმანი: "გიხაროდენ, წმიდაო, წმიდათა უზეშთაესო". შდრ. ინგლ. Rejoice, Holy one, holier than the Hollies. სლავ. радуйся, святая святых большая. სხვათაშორის, რუსულ თარგმანში, ზემორე ქართული თარგმანის მსგავსად, ორიგინალი გაგებულია, როგორც "წმიდაჲ წმიდათაჲ", რაც რუსულშიც ანალოგიურ აზრობრივ გაუკუღმართებას ქმნის: радуйся, высшая Святаго Святых)

114 - კეთილადმსახურთაო (DEU)]კეთილმსახურთაო M

115 - აღიმართებიან საძლეველნი (G)]აღდგენ ბაძვანი DEUM (ბერძნულში გვაქვს: εγειρονται τροπαια. ტერმინი τροπαια ანუ მხოლობითი τροπαιον ეწოდება "გამარჯვების ძეგლს", "ძლევის ნიშს" და საეკლესიო ტექსტებში ყველაზე ხშირად ჯვარს გულისხმობს. ძველ ქართულად ხსენებული ბერძნული ტერმინი ითარგმნებოდა როგორც "საძლეველი". დავიმოწმებთ ერთ ნიმუშს: "პატიოსანი ჯუარი ... სასწაულად მოცემულ არს ჩუენდა შუბლთა ზედა ... ესე არს ფარი და ჯაჭუ-ჭური და საძლეველი ეშმაკისა მიმართ", გარდამოც. თ.84, წმ. არსენის თარგ., დასახ. გამოც. გვ.241. აქ "საძლეველი" გადმოსცემს ბერძნულ τροπαιον-ს. შდრ. Οὗτος ἡμῖν σημεῖον δέδοται ἐπὶ τοῦ μετώπου... Οὗτος θυρεὸς καὶ ὅπλον καὶ τρόπαιον κατὰ τοῦ διαβόλου. ასე რომ, როდესაც "საძლეველთა" ანუ "ძლევისა ძეგლთა", "ძლევისა ნიშთა" აღმართვაზეა მითითება, სწორედ ჯვარი მოესწავება, ხოლო თუ საიდან გაჩნდა ზემორე ქართულ თარგმანში ტერმინი "ბაძვანი", რაც საზოგადოდ ბერძნულ μιησμις-ს შეესატყვისება, აუჴსნელია.  უფრო მართებულია სინური, სადაც "ძლევანი" შენარჩუნებულია: "გიხაროდენ, რომლისა მიერ აღადგინენ შენ იგინი ძლევასა წარმართთასა". შდრ. ინგლ. Rejoice, you through whom trophies are raised up. სლავ. Радуйся, Еюже воздвижутся победы. რუს.  радуйся Ты, Которою воздвигаются знамения победы)

116 - სხეულისა ჩემისა კურნებაო (G)]გიხაროდენ, ნათლისა ჩემისა სრულებაო DEUM (ქართული თარგმანის ტექსტი აბსოლუტურად გაუგებარია. ბერძნულში გვაქვს: Χαῖρε χρωτος τοῦ εμοῦ θεραπεια, . ტერმინი χρωτος, რაც ზემორე თარგმანში გადმოტანილია როგორც "ნათლისა", წარმოიდგენს გენეტივს სიტყვისას χρως, რაც ნიშნავს "კანის ფერს", "კანს" და, აქედან, ძალიან ხშირად "სხეულს". ძველ ქართულად იგი, ერთ მხრივ, ითარგმნებოდა როგორც "ფერი", მეორე მხრივ კი – როგორც "სხეული". დავიმოწმებთ ამ უკანასკნელი გაგების ამსახველ ორ საგულისხმო ნიმუშს: "რომელი შეეხოს სხეულსა მის თესლმდინარისასა, განირცხეს სამოსელი თჳსი", ლევიტ. 15.7, AKSB. შდრ. ὁ ἁπτόμενος τοῦ χρωτὸς τοῦ γονορρυοῦς πλυνεῖ τὰ ἱμάτια. "სამოსელი სელისაჲ განწმედილი შეიმოსოს და ნიფხავი სელისაჲ იყოს სხეულსა მისსა", ლევიტ. 16.4, შB. შდრ. χιτῶνα λινοῦν ἡγιασμένον ἐνδύσεται καὶ περισκελὲς λινοῦν ἔσται ἐπὶ τοῦ χρωτὸς αὐτοῦ. შდრ. სეპტუაგინტის ინგლ. თარგმ. he shall put on the consecrated linen tunic, and he shall have on his flesh the linen drawers. რაც შეეხება ქართული თარგმანის მეორე შეცდომას, ეს არის ბერძნული èåñáðåé@á–ს თარგმნა როგორც "სრულებაჲ", რაც სავსებით მცდარია, რადგან აღნიშნული èåñáðåé@á "სრულებას" გადატანითი მნიშვნელობითაც კი არასოდეს გულისხმობს და ქართულად, ორმნიშვნელოვნების შესაბამისად, ან "კურნებად" ითარგმნება ან "მსახურებად". აშკარაა, რომ მოცემულ ადგილას მას "კურნების" გაგება აქვს. შდრ. ინგლ. Rejoice, Healing of my flesh. სლავ. Радуйся, тела моего врачевание. რუს.  радуйся, врачевство моего тела)

117 - მაცხოვარებაო (G)]სასოებაო DEUM (შესაბამისი ბერძნული σωτηρια ქართულად ტერმინოლოგიურად ითარგმნება როგორც "მაცხოვარებაჲ", ხოლო "სასოების" ბერძნული შესატყვისი არის ελπις. ასე რომ ზემორე ტექსტში უთუოდ "მაცხოვარებაჲ" უნდა გვქონდეს. შდრ. ინგლ. ღეჯოიცე, შალვატიონ ოფ მყ სოულ. სლავ. радуйся, души моея спасение. რუს.  радуйся, спасение моей души)

118 - U

119 - "ჰოჲ ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყჳსაო" – ბერძნულში ახლავს ტიპიკონური მითითება: "სამგზის" (εκ γ')

120 - გამოიჴსნენ (DEUM = G: τους σοι βοωντας)]გამომიჴსნენ M

121 - მსგავსი ტექსტი დაცულია XII-XIII სს. ნუსხაში Sin 70.

122 - აქედან იწყება წინამდებარე "აკათისტოს” შესრულების შესახებ ვრცელი ტიპიკონური უწყება,  რაც დაცულია მხოლოდ  Sin. 5-ში (ლიტერი I) და გამოცემულია (იხ. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოიმზადეს ც. ჭანკიევმა და ლ. ჯღამაიამ, თბ. 1979, გვ. 16. გამოცემას ახლავს მცირედი უზუსტობები, რომელთა შესახებ მითითებებს მკითხველი ნახავს შესაბამის სქოლიოებში). რაც შეეხება O-ს, იქ მხოლოდ მოკლე მითითება გვაქვს:"იბაკოჲ, დ გუერდი" (შდრ. იქვე, გვ. 44)

123 - "ერმან იგივე" – ნიშნავს, რომ ერი იმეორებს აღნიშნულ პირველ იბაკოს. ზემომითითებულ გამოცემაში ხელნაწერისეული დაქარაგმება: "ე~ნ", რაც ნიშნავს: "ერმან" მცდარად გაგებულია, როგორც; "გ~ნ" და გახსნილია, როგორც; "გიხაროდენ", თუმცა, ერთი მხრივ, ხსენებულ ნუსხაში სიტყვა "გიხაროდენ" ქარაგმდება როგორც: "გხ~ნ", მეორე მხრივ კი ფოტოპირზეც და მიკროფირზეც აშკარად გამოკვეთილია "ე~ნ", რაც არის ქარაგმა სიტყვისა "ერმან", ამასთან აღნიშნული "აკათისტოს" უკლებლივ ყველა იბაკოში სიტყვა "გიხაროდენ" მიმართვის თავშია (ასევეა ბერძნულშიც და სხვაენოვან თარგმანებშიც) და არცერთხელ – ბოლოში. კიდევ, რაც ყველაზე არსებითია, მითითებული შეცდომა მთლიანად გაუგებარს ხდის კონტექსტის აზრს. აი, როგორ არის წარმოდგენილი ტექსტი ზემორე გამოცემაში: " ... რაჲთა გიგალობდე შენ, კურთხეულო სძალო უსძლოო, გიხაროდენ". იგივე და მგალობელმან თქუნეს იბ... ". სინამდვილეში, როგორც აღვნიშნეთ, ხელნაწერში მხოლოდ ასეთი ტექსტია: " ... რაჲთა გიგალობდე შენ, კურთხეულო სძალო უსძლოო.” ერმან იგივე და მგალობელმან თქუნეს იბ, ... "

124 - "ხოლო სამ-სამსა იბაკოსა ზედა იტყოდის ამასვე" – ეს სიტყვები ზემორე გამოცემაში გამორჩენილია

125 - გადამწერს ჯერ დაუწერია "იბაკოთა", შემდეგ "თ" გადაუსწორებია "ნ"-დ, მაგრამ "ა"-ს ამოშლა დავიწყებია, რის გამოც გვაქვს "იბაკონია"

126 - "ამით წესითა" რაც მართებული ფორმაა და გარკვევით იკითხება ნუსხაში, ზემორე გამოცემაში წარმოდგნილია როგორც "ამის წესითა" , რაც კონტექსტის აზრს ბუნდოვანს ხდის

127 - ნუსხაშია "გუელი"

128 - ნუსხაშია  "კარაო" (შდრ. ბერძნ. θυρα)

129 - აქ გადამწერის მინაწერია ტექსტში: "წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალე იოვანე" (163)

130 - "რაჲთა მსგავსთა მისთაგანვე განიწმიდოს" – ასეა (აქ ტექსტი გადამწერისგან დაზიანებული ჩანს. ორიგინალში გვაქვს: "რომ მსგავსს მსგავი უწოდოს". თუ აღნიშნული ტექსტი მთარგმნელისეულია, მაშინ მასში აშკარად ის შინაარსი დევს, რომ განკაცებულმა მაცხოვარმა, ყოვლადუცოდველმა, ყოვლადუცოდველად მიიღო ჩვენი დასნეულებული კაცობრივი ბუნება და განწმიდა იგი)

131 - ნუსხაშია "კარო" (შდრ. ბერძნ. σκηνη).

 

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.

ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

ლოცვაჲ ეფრემ ასურისაჲ

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწულილველობისასა, მთავარობის-მოყუარებისასა და ცუდადმეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანიაჲ).

ხოლო სული სიწმიდისაჲ,  სიმდაბლისაჲ,  მოთმინებისა და სიყუარულისაჲ მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანიაჲ).

ჰოჲ უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თჳსთა ცოდვათაჲ და არა განკითხვად ძმისა ჩემისა,  რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ (მეტანიაჲ).

ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას, და შემიწყალე (12-ჯერ მცირე მეტანიაჲ).

შემდგომად ამისსა კუალად სთქუ: უფალო და მეუფეო... სრულიად და მეტანიაჲცა აღასრულე.

ლოცვაჲ დედისაჲ

ჰოჲ სამებაო ერთარსებაო და განუყოფელო, - მამაო, ძეო და წმიდაო სულო!

გევედრები შენ, უფალო, დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელნი) ყოვლისაგან ჭირისა,  რისხჳსა და იწროებისა,  მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, და უცნაურისა სიკუდილისაგან, და ღირს-ყვენ იგინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა მარადის დიდებად შენდა, დაუსაბამოჲსა მამისა და  თანადაუსაბამოჲსა ძისა და თანადაუსაბამოჲსა ყოვლადწმიდისა და სახიერისა და ცხოველსმყოფელისა სულისა, რომელსაცა თაყუანის-გცემ და გევედრები: ნუ დაჴშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათჳს (სახელნი). ნუ მოიძულებ მათ, მეუფეო, რამეთუ ჴელთა შენთა ქმნულნი არიან.

შენ დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელნი) უცნებათაგან ამა სოფლისა ამაოებისათა, რაჲთა  ყოვლითურთ გულნი მათნი აღივსნენ სულითა წმიდითა და  ყოველნი საქმენი მათნი წარემართნენ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნოჲსა ცხოვრებისა მი-მართ.

ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, იჴსნენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელნი) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და მოულოდებელისა სიკუდილისაგან.

შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, ცისკრისა და მწუხრისათა, - ყოველთა ჟამთა; მძინარენი დაიცვენ იგინი, დაიფარენ და შემოზღუდენ, დედოფალო, ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა; ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, ღმრთისა-დედაო, ზღუდედ დაუცემელად, საცოდ  და შემწედ ყოვლადმტკიცედ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ჰოჲ, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ!

შეეწიენ შვილთა ჩემთა (სახელნი), დაიცვენ იგინი ყოველისაგან ჭირისა,  იწროებისა,  ცეცხლისა,  მახჳლისა  და ყოველისაგან ბოროტებისა და სიკუდილშემოსილისა წყლულებისა. დაიცვენ იგინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მჴედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!

ლოცვაჲ უწინარეს საზრდელისა მიღებისა

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა-იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ  მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ! უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ,  რამეთუ მაცხოვარი გჳშევ სულთა ჩუენთა.

თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, და შენ მოსცი მათ საზრდელი ყოველსა ჟამსა; აღაღებ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა კაცსა ნებისაებრ შენისა. ამინ.

დიდებაჲ.

აწ და.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის)

მეუფეო ზეცათაო...

გუაკურთხენ.

ლოცვაჲ შემდგომად საზრდელისა მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღენ ჩუენ ქუეყნიერთა კეთილთა შენთაგან, ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხუედ, მაცხოვარ, და მშჳდობაჲ მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გუაცხოვნენ ჩუენ. ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა.  უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ.

აწ და.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის)

მეუფეო ზეცათაო...

გუაკურთხენ.

ნაცვალად მეუფეო ზეცათაო-ჲსა აღდგომითგან  ვიდრე ამაღლებადმდე წარიკითხვის დასდებელი ესე:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების-შინათა ცხოვრებისმიმნიჭებელი (3-გზის).

ლოცვაჲ იესუჲსი

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

ლოცვაჲ მეზუერისაჲ

ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას.

ლოცვაჲ ეკლესიად შესლვისაჲ

უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა და მოხედავ ყოველთა, რომელნი დაუცხრომელად გიგალობენ შენ და ღაღადებენ დიდებისმეტყუელებასა დიდებისა შენისასა, გევედრები მე, უღირსი მონაჲ შენი და მეზუერისაებრ გიღაღადებ: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე, რამეთუ განმრავლდეს ცოდვანი ჩემნი უფროჲს მანასესისა და აწ მოვიდრეკ მუჴლთა გულისა ჩემისათა და შემოვალ ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა და აღგიარებ ცოდვათა ჩემთა სიმრავლესა, რომელნი ვქმნენ წარმდებად, და ვითხოვ მოტევებასა მათსა და შენ გევედრებით და სენსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა ვიცით და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ.

ლოცვაჲ სხუაჲ შესლვასა ტაძარსა შინა

შევიდე სახლსა შენსა. თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳ ს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი. შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა სულისა ჩემისაჲ თა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი, რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა. და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა. გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.

ლოცვაჲ ეკლესიით  გამოსლვისაჲ

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა, მამაო ყოვლისამპყრობელო, მომავლინებელო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, რომელმან ღირსმყავ მე შემოსლვად ტაძარსა წმიდისა დიდებისა შენისასა შენდამი ვედრებად, აწ განმიტევე მონაჲ შენი, უფალო, სახედ თჳსად და დამიცევ მე უცოდველად, რაჲთა შემდგომსაცა ჟამსა ლოცვისასა მოვიდე უცონელად და ვადიდებდე სახელსა შენსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ

ლოცვაჲ ყოვლისა საქმისა დაწყებასა

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენშორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

ლოცვაჲ ყოვლისა საქმისა სრულქმნასა

აღვსებაჲ ყოველთა კეთილთაჲ შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო. აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.

ლოცვაჲ მგზავრობისა მნებებელთათჳს

გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოზი აწ მოუვლინე მონასა შენსა (სახელი) მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას, ყოვლისაგან ბოროტისა ყოველსა კეთილმითუალულებასა შინა უვნებელად დამცველი, სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მხოლოო კაცთმოყუარეო.

დიდებაჲ.

ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაოსს შინა მოგზაურობდი, მაცხოვარ, თანამავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა, მგზავრობისა მნებებელსა და იჴსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.

აწ და.

ლოცვაჲ სნეულთათჳს

მეუფეო მეუფეთაო, ყოვლისა მპყრობელო, სულთა მოყუარეო და მონათა მოყუარეო, მაცხოვარო ყოველთაო, მკურნალო სულთა და ჴორცთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელმან სწავლი და კუალად ჰკურნი, ძმასა ამას ჩუენსა ზედა სნეულსა მოხედენ მოწყალებითა შენითა და მოყავ მარჯუენე შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა და განკურნე მონაჲ ესე შენი (სახელი) და აღადგინე იგი ცხედრისაგან სალმობისა მისისა და შეჰრისხენ სულსა მას უძლურებისასა და განაშორე [ა]მისგან ყოველივე წყლულებაჲ და ყოველივე სალმობაჲ და ყოველივე გუემაჲ, ყოველივე მჴურვალებაჲ, გინა ცხროჲ, და რაოდენიცა რაჲ არს [ა]მის თანა ბრალი, გინა უშჯულოებაჲ, მიუტევე, ულხინე და შეუნდვე კაცთმოყუარებისა შენისათჳს. ჰჱ უფალო, შეიწყალე დაბადებული შენი ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ სნეულთათჳს

კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო სახიერო, მკურნალო სულთა და ჴორცთა ჩუენთაო, რომელი სნეულებათა ჩუენთა უშრომელად იტჳრთავ, რომლისა-ეგე წყლულებითა ჩუენ ყოველნი განვიკურნენით, რომელმან სიკუდილი მოაკუდინე და მყოფთა საფლავისათა ცხორებაჲ მიანიჭე, რომელმან ლაზარე, ოთხისა დღისა მკუდარი, მკუდრეთით აღადგინე, შეიწყალე მონაჲცა ესე შენი (სახელი), რომელმან მიხედენ სიდედრსა სიმონ-პეტრესსა, თავისა მის მოციქულთა შენთაჲსა, და ერთითა სიტყჳთა განაშორე მისგან მჴურვალებაჲ იგი, რომელმან ორთა მათ თანამდებთა თანანადები მათი მიუტევე და დედაკაცსა მას ცოდვილსა ცოდვათა შენდობაჲ მიანიჭე, შენვე, მრავალმოწყალეო უფალო, სულგრძელო და დიდადმოწყალეო, რომელმან შეინანე ძჳრისყოფაჲ კაცთა ზედა, მოხედენ ჩუენ ზედა და მონასა ამას შენსა ზედა და განდევნე ამისგან ტკივილი ესე და სალმობაჲ თავისაჲ და სიმძიმე და მჴურვალებაჲ, და იჴსენ ესე ძჳრ-ძჳრთა ამათგან ტკივილთა: ცხროჲსაგან, სიცხისა, დღისაგან და ჟამისა ბოროტისა და თუალისაგან ბოროტთა კაცთაჲსა და ეშმაკისაგან შუვადღისა და ყოვლისაგან სნეულებისა და უძლურებისა, და დაამდოვრე ტკივილი ამისი, განიოტე მჴურვალებაჲ, განდევნე სალმობაჲ, რაჲთა ამანცა მოიჴსენოს წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი დავითისი, რომელსა იტყჳს: შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე ამისგან ყოველი უშჯულოებაჲ და ყოველი ცოდვაჲ და ყოველი დაჴსნილობაჲ და ყოველი სალმობაჲ.

კუალად ლოცვაჲ სნეულთათჳს

ტროპარი, ჴმაჲ 4

შენ მხოლოჲ ხარ, ქრისტე, მსწრაფლშემწე; მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი შეჭირვებულსა ამას მონასა შენსა (სახელი) ზედა და იჴსენ იგი სნეულებათაგან, ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინე მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მხოლოო კაცთმოყუარე.

დიდებაჲ მამასა და ძესა წმიდასა სულსა.

კონდაკი, ჴმაჲ 2

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა, სასიკუდინოჲთა წყლულებითა მოწყლულსა, [შემწე ეყავ, მეუფეო, და] ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და - განრღვეული, ცხედარსა ზედა ტჳრთული, ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას მოხედენ და განკურნე იგი, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უძლურე-ბათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩუენისათა აღმხუმელი და ყოველივე ძალგიც, ვითარცა ხარ მრავალმოწყალე.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

სავედრებელი ლოცვაჲ წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა უვეცხლოთა მკურნალთა კოზმან და დამიანესი

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო, საკჳრველთმოქმედნო კოზმან და დამიანე, მოიხილეთ და განკურნენით უძლურებანი სულთა და ჴორცთა ჩუენთანი; უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მოგუცემდით ჩუენ.

სავედრებელი ლოცვაჲ წმიდისა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაჲ

ღუაწლითშემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა - დიდი წყალობაჲ.

ლოცვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ, რაჟამს ეგულებოდის ვისმე წიგნისკითხვაჲ

უფალო იესუ ქრისტე, განახუენ თუალნი და ყურნი გულისა ჩემისანი სმენად სიტყუათა შენთა და გულისჴმისყოფად და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქუეყანასა ზედა; ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განანათლენ თუალნი ჩემნი, რაჲთა ვხედვიდე მე საკჳრველებათა შჯულისა შენისათა, რამეთუ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, ღმერთო ჩემო, რაჲთა განმინათლო გული ჩემი, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ შემდგომად წარკითხვისა წმიდისა წერილისასა

ჰოი უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო, ნუ განმეშორები ჩუენგან, ნუცა დამიტევებ და ნუცა დაგუაგდებ ჩუენ, არამედ  ჩუენთანა ჯერ-იჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩუენზედა. აღჴოცენ ჴელითწერილნი ცოდვათა ჩუენთანი, გჳჴსნენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩუენ მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ქმნად ყოვლადწმიდისა ნებისა შენისა და ღირს-გუყვენ ყოველნი მარჯუენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა, და ღრუბლითა აღტაცებად, რაჲთა მივემთხჳვნეთ კეთილთა მათ მოუგონებელთა და გამოუთქუმელთა ზეცისა სასუფეველისასა, რამეთუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრებაჲ და მეცნიერებისა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ და შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ და შენდა შუენის ყოველი პატივი, მადლობაჲ და თაყუანისცემაჲ თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ უწინარეს სწავლისა დაწყებისა

ყოვლადსახიერო უფალო, გარდამოგჳვლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისაჲ,  მომნიჭებელი გულისჴმისყოფისაჲ და განმაძლიერებელი ძალთა სულთა ჩუენთასაჲ, რაჲთა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდმოცემულისა ჩუენდა სწავლისანი,  აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩუენისა, სადიდებელად, მშობელთა ჩუენთა ნუგეშინისსაცემელად, ეკლესიისა და მამულისა სარგებელად.

ლოცვაჲ შემდგომად  სწავლისა

გმადლობთ შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს-მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადსაღებელად სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მოძღუარნი, მიმყვანებელნი ჩუენნი ცნობად კეთილისა, და მოგუეც ჩუენ ძალი და სიმჴნე, რაჲთა ახლად შეუდგეთ სწავლასა ამას. ამინ.

ლოცვაჲ შემდგომად აღსრულებისა ყოვლისა სათხოველისა

ტროპარი ჴმაჲ დ

მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი (მჴევალნი) შენნი, უფალო, დიდთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელნიცა ჰქმნენ ჩუენზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწყალებასა და მონებრ სიყუარულით გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ჩუენო: მაცხოვარ, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კონდაკი ჴმაჲ გ

ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირსქმნულნი უჴმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულსმოდგინედ შენდა მომართ მოვივლტით და მადლობასა ძალისაებრ შევწირავთ და შენ, ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა, დიდებით გიღაღადებთ: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ყოვლადმოწყალე.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ დედათა მიდგომილობისა ჟამსა

ჰოჲ ყოვლადდიდებულო დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე, მჴევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა შობენ შვილთა თჳსთა საწყალობელნი ასულნი ევაჲსნი. მოიჴსენე, ჰოჲ კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყუარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეაჲსსა მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქუმულობისასა და თუ ვითარი სასწაული ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩჩჳლსა ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე, უმდაბლესსა მჴევალსა შენსა, მშჳდობით დაჴსნაჲ მუცელქუმულობისაგან. მომმადლე წყალობაჲ ესე, რაჲთა ჩჩჳლმან ამან, რომელი აწ წიაღთა ჩემთა იყოფვის, მოსრულმან გულისხმისყოფასა, სახარულევანითა კრთომითა, მსგავსად წმიდისა ჩჩჳლისა იოანჱსსა, თაყუანის-სცეს ღმერთსა, მაცხოვარსა ჩუენსა უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან ჩუენ ცოდვილთა სიყუარულისა გამო არა მოიძაგა თჳთ ჩჩჳლად ყოფაჲ. გამოუთქუმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძეჲ და უფალი შენი, დაატკბენ ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა. ცხოვრებამან სოფლისამან, შენგან შობილმან მჴსნელმან ჩემმან, ჴსნილ-მყოს მე სიკუდილისაგან, რომელსა მრავალნი დედანი მიეცემიან ჟამს შობისასა, და მიითუალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ შორის რჩეულთა ღმრთისათა. ყოვლადწმიდაო ზეცათა დედოფალო, შეისმინე მდაბალი ესე ლოცვაჲ ჩემი და გარდამოიხილე ჩემ გლახაკსა და ცოდვილსა ზედა მადლმოსილითა თუალითა შენითა.

ლოცვაჲ უშვილობისათჳს მეუღლეთაჲსა

ისმინე ჩუენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რაჲთა ვედრებისაებრ ჩუენისა მოგუეცეს ჩუენ მადლი შენი. მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩუენთა, მოიჴსენე სჯული შენი განმრავლებისათჳს კაცთა ნათესავისა და იყავ სახიერ მფარველ, რაჲთა შენითა შეწევნითა დაცვულ-იქმნეს სიტყუაჲ იგი, რომელი ბრძანე შენ, რომელმან ყოვლადძლიერითა ძალითა შენითა არარაჲსაგან ყოველივე შეჰქმენ და მიეც დასაბამი ყოველსა არსსა. შენვე, მეუფეო, კაცნიცა შეჰქმნენ ხატად და მსგავსად შენსა და დიდითა საიდუმლოჲთა წმიდა-ჰყავ მეუღლებრივი შეერთებაჲ ცოლისა და ქმრისაჲ, სახედ საიუდმლოჲსა მის ერთობისა ქრისტჱს და ეკლესიისა. მოხედენ, მოწყალეო, მონათა ამათ შენთა (სახელები), მეუღლებრივითა ერთობითა შეერთებულთა და შენისა შეწევნისა მიმართ შევრდომილთა, რაჲთა გარდამოავლინო წყალობაჲ შენი მათ ზედა. შვილიერ-ყვენ იგინი, რაჲთა იხილონ ძენი და ასულნი ძეთა და ასულთა თჳსთანი ვიდრე მესამედ და მეოთხედმდე ნათესავისა და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ შვილთათჳს ღირსისა ამბროსი ოპტინელისაჲ

უფალო, რომელმან მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ-გიც და ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, ბრძენ-ყვენ შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისაჲთა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა, და მეცა ცოდვილი შემიწყალე. ამინ.

ლოცვაჲ შვილთა მფარველისა ანგელოზისა მიმართ

წმიდაო მფარველო ანგელოზო შვილთა ჩემთაო (სახელები), დაიფარენ იგინი საფარველსა ქუეშე შენსა ისართაგან ეშმაკისათა და თუალისაგან მაცთუნებელისა, და დაცვულ-ყავ გულთა შინა მათთა სიწმიდე ანგელოზებრი. ამინ.

 

ლოცვაჲ სულიერისა მოძღურისათჳს

უფალო, შეიწყალე სულიერი მამაჲ, მოძღუარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), იჴსენ იგი ყოვლისაგან ბოროტისა, განწმიდე იგი ყოვლისაგან ბიწისა და მოჰმადლე მას ჴორციელი და სულიერი სიმრთელე და დაიფარე ლოცვითა წმიდათა ანგელოზთაჲთა და ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათჳს.

ყფალო, განუჴსნენ მას ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, მოანიჭე სიბრძნე და სიყუარული, და აღამაღლე სულითა და ჴორცითა და მომმადლე ლოცვითა მისითა შენდობაჲ ცოდვათა ჩემთაჲ და უხუად გარდამოავლინე მას ზედა დიდნი და მდიდარნი წყალობანი შენნი, შეეწიე და მიეც მას ცხორებაჲ წრფელი და დაიცევ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, დაიფარე ცილისწამებისაგან კაცთაჲსა, მოჰმადლენ სამწყსოთა მისთა სინანული, რაჲთა დაიმჳკდრონ მათ სასუფეველი ღმრთისაჲ.

უფალო, მოიჴსენე სულიერი მამაჲ და მასწავლელი ჩემი (სახელი), დაიცევ და დაიფარე იგი მრავალჟამიერ, ამინ.

ჵ, ყოვლადსახიერო და სანატრელო იესუ ტკბილო, განწმიდე მადლითა შენითა სულიერი მამაჲ, მოძღუარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), განამართლე სიმართლითა შენითა და დაიცევ მრავალმოწყალებითა შენითა და ნუ დაგუაკლებ ჩუენ საბრძანებელსა შენსა, რაჲთა ერთობით დავიმკჳდროთ სასუფეველი ცათაჲ.

მოგუმადლე სულიერთა შვილთა მისთა შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთაჲ, ვითარცა სეხიერ ხარ და კაცთმოყუარე, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

დედაო ღმრთისაო, არა დაგეფარვის შენ შრომაჲ და სალმობაჲ სულიერისა მამისა და მოძღურისა ჩემისაჲ (სახელი). შენ უწყი ყოველი საიდუმლოჲ ზრახვისა მისისაჲ. აღუპყარ მას ჴელი შეწევნისა შენისაჲ და დაიცევ ბოროტისაგან კაცთაჲსა და საფარველითა შენთა დაიცევ იგი ყოვლისაგან ტანჯვისა და იწროებისა, აკურთხენ საქმენი მისნი და ლოცვითა მისითა მოგუმადლე მოთმინებაჲ, მორჩილებაჲ, მდუმარებაჲ, სასოებაჲ, სიმდაბლე და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვაჲ უცხოობასა შინა წმიდისა გრიგოლ ხანცთელისაჲ

ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენთანა ხარ, განმზადებული ჩუენთჳს ადგილსა ამას კეთილსა განსასუენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო, რაჟამსიგი საშინელებათა ზარი და საყჳრისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ უქადაგებდეს ცოდვილთა სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხორებასა დაუსრულებელსა. მაშინ ეტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი ამისთჳს, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გუემათა და საარებათა. ხოლო მართალნი მათთჳს იგლოვდენ, რამეთუ არს უბიწოთაცა შეძრწუნება ზარი შენი, რომლისაგან მე ვძრწი, რამეთუ განუმზადებელ ვარ არათუ უმეცრებისა აჩრდილთა შეყენებული, არამედ უდებებისა მედგრობათაგან ძლეული ვჴმობ სულთქუმით: რაჟამს მოიწიოს დაჴსნაჲ გუამთაჲ და მხილებაჲ ცოდვათაჲ და კუალად განახლებაჲ და შეერთებაჲ სულისა და ჴორცთაჲ, რომელთაჲმე ცხორებად საუკუნოდ და რომელთაჲმე სატანჯველად საუკუნოდ, მაშინ ვინაჲ იყოს ჩემდა ჴსნაჲ ბრალთა პატიჟისაგან? რამეთუ არა მომიგიეს მე საქმჱ, რომლითამცა უბრალო ვიპოვე წინაშე საყდართა შენთა, ქრისტე! არამედ ვედრებითა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მარადის ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, უფალო მოწყალეო და სახიერო მეუფეო, წყალობაყავ და მაცხოვნენ ჩუენ რჩეულთა შენთა თანა, რაჲთა მათ თანავე მიგცემდეთ შენ საუკუნოდ დიდებასა, ამენ.

ლოცვაჲ, უკუეთუ ავი სიზმარი ნახო ანუ ავს ჩუენებაში იყო

სასოო ჩუენო უფალო, იესუ ქრისტე ღმერთო, რომელმან წმიდათა მოწაფეთა შენთა თანა კანას გალილეაჲსასა წყალი ღჳნოდ შესცვალე და კუალად ეგრეთვე შემდგომად ჯუარცუმისა შენისა მგლოვარეთა მათ დედათა გლოვაჲ სიხარულად გარდასცვალე და მართაჲს და მარიამის ცრემლნი სიხარულად შესცვალე და კუალად სამთა ყრმათა საჴუმილი ცუარად გარდააქციე, მწუხარებაჲცა ესე ჩემი სიხარულად შეცვალე, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა შევსწირავთ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ

ლოცვაჲ გულისთქუმისათჳს, ოდესცა მოგიჴდეს

უფალო ღმერთო ყოვლისამპყრობელო, გულთმეცნიერო და გულისსიტყუათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღუანი და ჴმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათჳს კაცთაჲსა, შენდა შევრდომითა, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო, ძეო და სიტყუაო ღმრთისა ცხოველისაო, კრავო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აიხუენ ცოდვანი სოფლისანი, შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი და აღტყინებაჲ და აღძრვანი ჴორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაჲ იგი ზღჳსაჲ და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იჴსნენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა, მონასა ამას შენსა, და მიჴსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲსა, გარეუკუნაქციე გულისთქუმაჲ ესე საშინელი, წარმწყმედელი სულისა და ჴორცისა ჩემისაჲ, გულსმოდგინემყავ მოჴსენებად ჟამსა მას ჯუარცუმისა შენისასა, გუერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა, და კუალად დღე იგი საშინელი განკითხვისაჲ, და მიჴსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა. ამინ.

ლოცვაჲ წმიდისა მამისა დანიელისი ბრძოლასა სიძვისასა, სავედრებელი ღმრთისა [მიმართ]

შემწე-იქმენ ჩემზედა, მეუფეო ყოველთაო, ზეშთასახიერო ქრისტე, და ჴელი აღუპყარ სულიერსა უძლურებასა ჩემსა. გარდაცვალებულმცა ვართ არაწმიდებისა და ხრწნილებისაგან, თავისუფალქმნილმცა ვართ უსჯულოებათა და საკრველთა მისთაგან; ნუმცა მოქმედებს ჩემ შორის მძლავრებაჲ სიბოროტისაჲ, ნუმცა დამიპყრობს ჩუენ მბრძოლი ეშმაკი, ნუმცა მიმიყვანებს ჩუენ უძღებებისათჳს ტყუეობად, არამედ მოვედინ ჩემზედა წმიდისა და თაყუანისსაცემელისა სულისა მეუფებაჲ, რაჲთა განაშორნენ ჩემგან აწ მპყრობელნი და მმეფობნი ჩუენნი ვნებანი, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ სინანულისაჲ, უკუეთუ ეშმაკისაგან იძლიო

უფალო, თუ მნებავს და თუ არა,  მაცხოვნე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა, რამეთუ მე, ვითარცა თიჴასა და უძლურსა, მარადის მსურინ ცოდვისათჳს, არამედ შენ ვითარცა ძლიერ ხარ და კაცთმოყუარე და მეუფე, ნუ მიმიშუებ ნებასა ჩემსა ბოროტსა, რამეთუ უკუეთუ მართალი შეიწყალო, არა დიდ არს, და უკუეთუ წმიდაჲ აცხოვნო, არა საკჳრველ არს, რამეთუ იგინი ღირსნი არიან წყალობისანი, არამედ ჩემზედა, უღირსსა ამას, მეუფეო, მოჰფინე წყალობაჲ შენი და სიმრავლე კაცთმოყუარებისა შენისაჲ, რამეთუ ცოდვილთათჳს მოხუედ, მეუფეო

ესე მრავალჯერ ითქუმის.

ლოცვაჲ გულმავიწყობისაჲ

მრავალმოწყალეო ღმერთო, ცოდვითა დაბმული ენაჲ ჩემი აღაღე და განბნეული გონებაჲ ჩემი შემოკრიბე შენდა სადიდებელად და სავედრებელად, ბრმათა თუალო, ყრუთა ყურო, გაუგონებელთა გაგონებაო, შეზარებულთა მჴსნელო, ქებამიუწდომელო, მარტივო, უცვალებელო, ერთო ძალო, ერთო ღმრთეებაო, რომლითაცა მსჯავრითა უწყი, შემიწყალე მე.

შენ გევედრებით, ღმრთისმშობელო, და შენ შეგვედრებთ თავთა ჩუენთა; შენ დაიცვენ სულნი ჩუენნი, დღესა მას საშინელსა სასჯელისასა დაჰფარენ ცოდვანი ჩემნი და ნუ მარცხუენ მოსავსა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ ჩუენი

ლოცვაჲ ბოროტთა გულისსიტყუათათჳს სამარადისოჲ

ჵ უფალო იესუ ქრისტე, სიტყუაო ღმრთისა უკუდავისაო, სასოო მვედრებელთა შენთაო, ღმერთო ნუგეშინისმცემელო, რომელი ხარ უკუნითი-უკუნისამდე და მერმეცა, განდევნენ ჩემ, მონისა შენისაგან, წყალობითა შენითა გულისზრახვანი ჩემნი შემაგინებელნი; შენ უწყი, გულთმეცნიერო უფალო, რამეთუ არა ჰნებავნ იგინი სულსა ჩემსა; შემინდვე, უფალო, და ნუ შემირაცხ ცოდვად და მოავლინე მადლი შენი ზეცით წმიდით შენით შემწედ გლახაკისა სულისა ჩემისა. დამიფარე მე მარჯუენითა შენითა და გულისხმამიყავ, რაჲთა ვისწავნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ შენ ხარ მკურნალი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ, მხოლოო შეუცოდებელო და დაუსაბამოო, კურთხეულო, რომელი დიდებულ ხარ წმიდათა შენთა შორის და ქებულ ხარ უკუნისამდე.

ლოცვაჲ სხუაჲ ბოროტთა გულისსიტყუათათჳს

უფალო იესუ ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე, უღირსი ესე მონაA შენი, და განფხუარ გონებისა ჩემისაგან გულისსიტყუაჲ უჯეროჲ და ვნებული, რომელიეგე კურთხეულ ხარ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ნუ სირცხჳლეულ-ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა გამო და დამიფარე მე. შემწეო ქრისტიანეთაო, განმკურნებელო სნეულებათაო, აწცა ღირსმყავ მოწევნად ჩემ ზედა შენისა დედობრივისა მოწყალებისა, რაჲთა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არასადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იჴსნის ყოველთა ჟამს ჭირთა და სნეულებათასა, შენდამი შევრდომილთა. ამინ.

ღმრთისმშობელისაჲ

ღმრთისმშობელო, ქრისტიანეთა შემწეო, მომპოვნებელნი შენისა შუვამდგომლობისანი მადლიერებით გიღაღადებთ. გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გჳჴსნენ ჩუენთა ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლშუვამდგომელო.


ლოცვები შვილიერებისათვის

წმიდათა მართალთა იოაკიმ და ანნაჲს მიმართ (ჴსენ. 9. IX.)


ტროპარი, ჴმაჲ 1.

რომელნი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმაჲ ღმრთივმონიჭებული გჳშუეს ჩუენ, იოაკიმ და ანნა, რომლისათჳსცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ პატიოსანსა ჴსენებასა მათსა და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგჳდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ სახლსა დავითისსა.

კონდაკი, ჴმაჲ 2.

იხარებს აწ ანნა, ბერწობისა საკრველთაგან ჴსნილი, და ზრდის ყოვლადუხრწნელსა, თანამომწოდებელი ყოველთაჲ გალობად მისდა, რომელმან მოანიჭა საშოჲთ მისით კაცთა მხოლოჲ დედაჲ,  ქმრისა გამოუცდელი.

წმიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲს და მართლისა ელისაბედისა მიმართ (ჴსენ. 5. IX)

ტროპარი, ჴმაჲ 4

მღდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან სჯულისაებრ ყოვლადდასაწუველნი შეწყნარებანი ღმრთისა მღდელშუენიერად შესწირენ, ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა და მოსწავებათა მადლისათა შენშორის მქონებელად გამოჩნდი, ყოვლადბრძენო, და მახჳლითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედისა თანა მეოხ-გუეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი, ჴმაჲ 2

დღეს წინაჲსწარმეტყუელმან და მღდელმან უფლისამან ზაქარია, მშობელმან წინამორბედისამან, წინადაგჳგო ტაბლაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაჲ,  მორწმუნეთა გამომზრდელი და სასუმელი სიმართლისაჲ ყოველთა გჳწდია; ამისათჳსცა იდიდა, ვითარცა საღმრთოჲ მესაიდუმლე ღმრთისა მადლისაჲ.

 

წმიდისა ნინოჲს მიმართ (ჴსენ. 14. 1. და 19. V.)


ტროპარი, ჴმაჲ 4

სიტყჳსა-ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიაჲს ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი, ჴმაჲ 2.

მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყჳსა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისაჲ,  წინამძღუარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოჲთა, მეოხი მჴურვალე, მცველი დაუძინებელი.

წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისა მიმართ (ჴსენ. 28. VIII)


ტროპარი, ჴმაჲ 8.

წამებისა გჳრგჳნითა შეიმკე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა,  უკუდავისა ქრისტჱსა, მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

კონდაკი, ჴმაჲ 4.

დღეს მოხარულ არს ერი ქართველთაჲ ჴსენებისა შენისათჳს, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და ღუაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი ვითხოვთ ქრისტესაგან მეოხებითა შენითა სოფლისათჳს მშჳდობასა და სულთა ჩუენთათჳს დიდსა წყალობასა.

 

წმიდისა ქალწულმოწამისა პარასკევაჲს მიმართ (ჴსენ. 28. X.)


ტროპარი, ჴმაჲ 4.

ბრძენმან ყოვლადქებულმან ქრისტეს მოწამემან პარასკევა მამაკაცებრი სიმჴნე აჩუენა და დედობრივი უძლურებაჲ განაგდო, ეშმაკსა სძლო და მძლავრსა არცხჳნა, ღაღადებდა რაჲ და იტყოდა: მოვედით, ჴორცნი ჩემნი მახჳლითა დაჭრენით და ცეცხლითა დაწუენით, რაჲთა სიხარულით წარვიდე ქრისტეს მიმართ, სიძისა ჩემისა;  მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი, ჴმაჲ 3.

ყოვლადწმიდაჲ და უბიწოჲ სისხლი შენი შესწირე, ვითარცა სურნელი ყოვლადპატიოსანი, უკუდავსა სიძესა, ქრისტესა, და ანგელოზთა სიხარულსა მიემთხჳე და სძლე ეშმაკისა მანქანებასა. ამისათჳს, ყოვლადპატიოსანო, სარწმუნოებით პატივს-გცემთ, მოწამეო პარასკევა, მრავალმოღუაწეო ღირსო.

წმიდისა სჳმეონ მესუეტისა მიმართ (ჴსენ. 01. X.)


ტროპარი, ჴმაჲ 1.

სუეტ მოთმინებისა ქმნილი ებაძვე პირველთა მამათა, ღირსო,  იობს - ვნებათა შინა და იოსებს - განსაცდელსა,  და - უჴორცოთა მოქალაქეობასა, მყოფი ჴორცთა შინა. მამაო წმიდაო სჳმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი, ჴმაჲ 2.

ზენათა ძიებითა ზენათა შეერთებული და ცად მეორედ სუეტისა აღმმართებელი ამათ მიერ თანამზრახველ ანგელოზთა იქმენ შენ, ნეტარო; მათთანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

ღირსისა მამისა დავით გარეჯელისა მიმართ (ჴსენ. ამაღლებისა შემდგომსა ხუთშაბათსა)

ტროპარი, ჴმაჲ 4.

ოფლითა მით მოღუაწებისაითა განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა და ითხოვე აღორძინებაჲ ჩუენი, რამეთუ ცრემლით სთესენ და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოჲსანი, ჰოჲ დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო და მეოხო სულთა ჩუენთაო.

კონდაკი, ჴმაჲ 4.

შუვამდინარით აღმოჰჴედ ვარსკულავი ყოვლადბრწყინვალე და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე, ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან ნერგნი სიტყჳერნი, რომელთათჳს ოხასა ნუ დაიცადებ, დავით სანატრელო.

ღირსისა თეოდოსი დიდისა მიმართ (ჴსენ. 11. I.)

ტროპარი, ჴმაჲ 8.

ცრემლთა მდინარითა უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე და სიღრმით სულისაჲთ სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკჳრველებათა მიერ, მამაო წმიდაო თეოდოსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი, ჴმაჲ 8.

შენ, დანერგულმან ეზოთა შინა ღმრთისათა, სათნოებათა ღირსებაჲ აღაყუავილე და განამრავლენ შვილნი შენნი უდაბნოსა შინა, წჳმათა მიერ ცრემლთა შენთასა მოღუწილნი, ბაკოვანთა საღმრთოთა არვეთმთავარო. ამისათჳსცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მამაო თეოდოსი.

ღირსისა რომანოზ საკჳრველთმოქმედისა მიმართ (ჴსენ. 27. XI.)

ტროპარი, ჴმაჲ 1.

უდაბნოჲსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო რომანოზ, მარხვისა, მღჳძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ, დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი, ჴმაჲ 2.

სიწმიდითა სულისაჲთა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა ლახუარი, ჴელთ-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკჳრველთმოქმედო მამაო რომანოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენ ყოველთათჳს.

ღირსისა ევთჳმი დიდისა მიმართ (ჴსენ. 20. I.)

ტროპარი, ჴმაჲ 4.

იხარებდ უდაბნოჲ ეგე ბერწი და იშუებდ, რომელი-ეგე უშვილო იყავ, რამეთუ განგიმრავლნა კაცმან გულისსათქუმელმან [შვილნი, რომელნი] ღმრთისმოშიშებით დაჰნერგნა და მარხვითა აღზარდნა სისრულედ სათნოებისა;  ევთჳმის მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი, ჴმაჲ 8.

პატიოსანსა შობასა შენსა მადლი ჰპოვეს ყოველთა დაბადებულთა და წმიდასა ჴსენებაჲსა შენსა, ღირსო, მხიარულებაჲ მოიღეს მრავალთა მათ საკჳრველებათა შენთათჳს, რომელთაგან მოჰმადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ, რომელნი ვგალობთ: ალელუაჲ.

ღირსისა იპატისა მიმართ (ჴსენ. 31. III.)

ტროპარი, ჴმაჲ 8

შენშორის, საკჳრველო მამაო, კეთილად დაცვულ-იქმნა ხატებაჲ, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ჴორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათჳსცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო იპატი.

კონდაკი, ჴმაჲ 2.

სიწმიდითა სულისაჲთა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა ლახუარი, ჴელთ-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკჳრველთმოქმედო მამაო იპატი, ევედრე ღმერთსა ჩუენ ყოველთათჳს.

ლოცვანი სინანულისანი და აღსაარებისანი შევრდომითნი

ფრიადშუენიერნი, მვედრებელთა ფრიად882 ლმობიერმყოფელნი, ხოლო ბუნებით სახიერისა ღმრთისა თანალმობად და წყალობად მომწოდებელნი, რომელნი-ესე ითქუმიან შჳდეულისა დღეთა შინა, თჳთო-თჳთოსა დღესა883

 

კჳრიაკესა

ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი ბოროტთა გულისსიტყუათათჳს შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ, ვითარცა გნებავს, აღჴოცენ იგინი. შეგცოდე, უფალო, შემინდვე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა. უფალო, მომეც მე კეთილი ანგელოზი მმართებელად და მოძღურად ცხოვრებისა ჩემისა,  რამეთუ მრავალ არიან ჩემდამომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არარაჲ მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ  სახიერებისა შენისათჳს მომეც მე დაწყებაჲ დასაბამისა კეთილისაჲ. უფალო, მასწავე მე, რაჲთა ვცხოვნდე და ნუ თანაწარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყუარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

ლოცვაჲ აღსაარებისაჲ კჳრიაკესა დღესა სათქუმელი, თეოფანესაგან თქუმული884

აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, ყოველთა ცოდვათა885 ჩემთა, რომელნი მიქმნიან ცხადად და დაფარულად, რამეთუ შენ უწყნი და არა არს დაფარული მართალთა თუალთა შენთაგან; ვითარცა უკუე მოწყალემან და შემწყნარებელმან ღმერთმან, რომელსა ბარბაროზთაცა გნებავს ცხოვნებაჲ, სარწმუნოებით შენ, სულთა მაცხოვნებელისა მიმართ, მოლტოლვილთაჲ, შემიწყალე მე, ფრიად განმამწარებელი შენი სიხარულად მტერთა ჩემთა და დაცემად საწყალობელისა სულისა ჩემისა და მოწყლულისა, რომლისათჳს აჰა მომკუდარ ვარ მე, მსმენელი886 ეშმაკთაჲ. შენ უკუე, მეუფეო, უმსახურებელთა და უწყალოთა სწყალობ; შემიწყალე მეცა, უღირსი, მეუფეო კაცთმოყუარეო, დამბადებელო ყოველთა ხილულთა და უხილავთა აგებულთაო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულისა ჩემისანი და არა უმეცარ ხარ საჩინოთა და უჩინოთა. შემიწყალე მე, ცოდვილი და ყოვლადუბადრუკი, ჟამსა ამას აღმსაარებელი შენდა უსამართლოთა და მრავალთა ცოდვათა ჩემთა, რამეთუ არა არს სახე ცოდვისაჲ, თქუმული და უთქუმელი, რომელი არა მიქმნიეს მე, ყოვლადუბადრუკსა. ამისთჳს ვძრწი და მეშინის, ნუსადა ზეცით შთამოჴდეს ცეცხლი და შემჭამოს მე; არამედ შენ მხოლოსა შეგცოდე და შენდა მოვივლტი აღმსაარებელი შენი887; შემიწყალე მე, არა მქონებელი სადა888 მიდრეკისა თავისაჲ. იხილენ უკუე, მეუფეო, მრავალნი და აურაცხელნი ბრალნი ჩემნი. იხილენ, რაოდენნი შეგცოდენ შენ. ვცოდენ, ვითარ არცაოდეს მეძავმან ცოდნა, ვითარ არცა ავაზაკმან ცოდნა, ვითარ არცა მეზუერემან ცოდნა, ვითარ არცა უძღებმან ცოდნა, ვითარ არცა ვინ სხუამან ქუეყანასა ზედა ცოდნა, მე ვცოდენ, უძღებმან, და შეუნდობელ და მიუტევებელ არიან ცოდვანი889 ჩემნი და არა ვარ ღირს, არცა შემძლებელ აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა, რამეთუ განვარისხე გულისწყრომაჲ შენი უფროჲს მეძვისა და უფროჲს დავითისსა ბოროტი შენ წინაშე ვყავ და ვიცი და გულისჴმა-ვჰყოფ, უფალო, ვითარმედ ცოდვათა ჩემთა დაფარნეს წყალობანი შენნი, არამედ მრავალ არს სახიერებაჲ შენი, მიუწდომელ არს მოწყალებაჲ შენი და არა გნებავს ვისიცა წარწყმედაჲ, არამედ ცხოვნებაჲ ყოველთა კაცთაჲ, რომლისათჳს მეცა უღირსი, უპატიოჲ, არაწმიდაჲ, მწიკულევანი, მეძავი, უძღები, მემთრვალე, მზრახავი890, მასმენელი და შემაგინებელი თჳთ ამის ჰაერისაცა ბილწთა და უადგილოთა საქმეთა ჩემთა მიერ, შემაგინებელი ტაძარსა ჴორცთა ჩემთასა თითოეულსა დღესა და ღამესა უპატიობითა და ბოროტითა891 გემოთმოყუარებითა ჩემითა, რამეთუ რომელი უადგილოჲ ცოდვაჲ არა ვქმენ მე, ყოვლადუბადრუკმან, რომელი უსჯულოებაჲ არა ვყავ, რომელი ბოროტი892 არა შევიყუარე? ყოველი საგრძნობელი, ყოველი წადილი, ყოველი ასოჲ ჩემი შევაგინე, განვხრწენ, უჴმარ-ვყავ ყოვლითურთ სახლ სავაჭრო და ჭურჭელ ეშმაკისა ქმნილმან, და ვხედავ და უწყი, უფალო, ვითარმედ წინაშე პირსა ჩემსა893 წარმოადგენ ცოდვათა ჩემთა; ვაჲმე, ვითარ დაუთმო? რომელმან ძრწოლამან და რომელმან ზარმან მომიცვას მე მაშინ უბადრუკი? შენ უწყნი დაფარულნი გულისანი, რამეთუ შენი არს სიმართლე და ჩემი არს სირცხჳლი, რამეთუ შენ განჰმზადე სასჯელი შურისგებისაჲ894 ბოროტთა და უჯეროთა საქმეთა ჩემთაჲ და თავს-ვიდვა ღირსი სასჯელი მე, უღუაწმან, მათი, რომელნი მიქმნიან საქმენი ბოროტნი და ძჳრნი, არამედ, უფალო, უფალო, ნუ საანჯმნო-ჰყოფ საქმეთა ჩემთა, ნუ დაადგინებ ცოდვათა ჩემთა ჟამსა სასჯელისასა წინაშე ჩემსა, ნუ მოავლინებ ანგელოზსა რისხჳთ ფუცხჳთა აღმოყვანებად ყოვლადუღუაწისა და საწყალობელისა სულისა ჩემისა ჩემგან და გულისწყრომითა აღმოფხურად მისსა, ვითარცა არცა ერთსა ჟამსა სულისა შენისა წმიდისა განმსუენებელისა; ნუ, უფალო სულთმოყუარეო, ნუ წარიყვან სულსა ჩემსა განუმზადებელსა, სიტყუა-მიუგებელსა, ამაოჲსა ამის საწუთოჲსაგან895, წინაჲსწარმხედველი სიმრავლესა და უფსკრულსა ბრალთა ჩემთასა; ნუსადა შევიკრა ჴელით და ფერჴით და შთავიგდო ბნელად გარესკნელად, სადა-იგი არს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, არამედ ვითარცა ნაზელი შენი, მეუფეო, და ნაქმარი ჴელთა შენთაჲ, ეგრეთ896 შეიწყნარე სული ჩემი; დაღაცათუ უზეშთაეს ყოველთა კაცთა შეგცოდე შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ გარემიმაქცევ მე პირისა შენისაგან; უფალო ღმერთო ჩემო, ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისასა897; უფალო ღმერთო ჩემო, ნუ სძლევენ ცოდვანი ჩემნი გამოუთქუმელსა კაცთმოყუარებასა შენსა; უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამსჯი მე, თჳთდასჯილსა; მე თჳთ განვსჯი898 თავსა ჩემსა, მე თჳთ დასასჯელ-ვჰყოფ თავსა ჩემსა; არა მიჴმს მამხილებელი, არა მიჴმს მასმენელი. შენ მხოლოსა შეგცოდე, მეუფეო, და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. აწ უკუე, მამაო ზეცათაო, შემიწყალე, შემიწყნარე, შემეწიე, მოწყალე იქმენ ცოდვათა ჩემთა ზედა, მრავალთა და ძნელთა: უსამართლოებათა, მოხუეჭათა899, მრუშებათა, სიძვათა, ძჳრისზრახვათა, ბილწმეტყუელებათა900, ფუცვათა, გინებათა, ამპარტავანებათა, სიავეთა, ცრუმეტყუელებათა, მთრვალობათა, რისხვათა და – რაოდენნი უწყალოებანი ჴელისქუეშეთა901 და თანაძმათა902 მიმართ ჩემთა ვქმნენ და მიქმნიან ვიდრე აქამომდე – გუემათა, შიშთა, ქადებათა, დევნათა, გულარძნილებათა, მანქანებათა, სიძნელეთა903, დაშურომათა, ჭირვებათა, გინებათა, იწროებათა, ჭირთა მძიმეთა, საქმისდადებათა, - და სხუაჲ, რაჲცა მიქმნიეს904 და ვიქმ ვიდრე აქამომდე, შემინდვენ მე ყოველნივე და შემიწყალე მრავლისათჳს კაცთმოყუარებისა  და მდიდრისა წყალობისა შენისათჳს905, და ნუმცა მეწევიან მე ამათგანნი ცოდვანი წინაშე საშინელისა და მიუახლებელისა საყდრისა შენისა, არამედ, ვითარცა სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან, და მეცნიერმან906 უძლურებასა ჩუენ, კაცთა, ბუნებისასა, შეურაცხ-ყვენ ესე ყოველნი და ნუ გნებავს შესლვად სასჯელად მონისა შენისა თანა, რამეთუ უკუეთუ ინებო, უფალო, შესლვაჲ, ვინ დაგითმოს? აწ თანაწარჴედ907 ყოველთა ბრალთა ჩემთა დღითი-დღედთა: საქმითთა, სიტყჳთთა, ღამისშინათა, დღისშინათა, გონებისშინათა,908 ნებსითთა და უნებლიეთთა, საჩინოთა და უჩინოთა, დღითი-დღედთა, ჟამითი-ჟამადთა. ჰე უფალო, ჰე მეუფეო, ჰე წმიდაო, უწყი, რამეთუ უწყი, ვითარმედ წყალობაჲ შენი დიდ არს ჩემზედა, რამეთუ უკუეთუმცა არა დიდ იყო ჩემზედა, უღირსისა909, ვითარ ესევითართა სიტყუათა შინა, მოგონებათა, საქმეთა ამათ, რომელთა წარვლი ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა ჩემისათა, განმარისხებელი დღითი-დღე და განმამწარებელი წმიდისა სახელისა შენისაჲ, თავს-იდებ და სულგრძელებ ჩემთჳს, საწყალობელისა და უძღებისა და არამქონებელისა კეთილისა სჳნიდისისა რაჲთურთით910, არამედ თითოეულითა911 სიტყჳთა და საქმითა განმამწარებელისა შენისა და არამყოფელისა განშორებასა ბოროტთა საქმეთა ჩემთასა912, არამედ გემოთმჭამელისა913 გუელებრ914 და შემამწიკულებელისა საწყალობელისა სხეულისა ჩემისა915, სულისა თანა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. უფალო ღმერთო ჩემო, რომელმან შემქმენ მე და უწყნი ცოდვანი ჩემნი, ნუ მიმიშუებ მე წარწყმედად, ნუცა დამიტევებ მე სახარულევანყოფად მტერთა ჩემთა და საწუნებელად ბოროტთა და დასათრგუნველად ეშმაკთა, არამედ მადლი და წყალობაჲ შენი იქმენინ ჩემთანა916 ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და შემიწყნარე (ვითარცა მეძავი და ავაზაკი და მეზუერე და უძღები ძე) მონანული, რომელთათჳს ვცოდენ.

აღვიარებ დღეს შენ წინაშე ცოდვათა ჩემთა; მილხინე მე, მომიტევენ და შემინდვენ, და ამიერითგან, შეწევნითა შენითა, დააყენენ: მოწყინებაჲ, უდებებაჲ, მცონარებაჲ და დაჴსნილებაჲ ჩემი, დავიწყებაჲ და დაბუშებაჲ917 დაუმორჩილებელისა ჯერჩინებისა ჩემისაჲ, ღამითნი ოცნებანი, გუარნი წადილნი სხეულისა918 ჩემისა აღძრვათანი, ბოროტნი და დაუდგრომელნი გულისსიტყუანი ჩემნი919, ყოვლისა სიავისა და ყოვლისა ცოდვისა მგონებელნი, აღმადგინებელნი ძჳნად ჩემდა მაჭირვებელთა და დამთრგუნველთა საწყალობელისა სულისა ჩემისათა და არცა ჴორცთა ჩემთა მიმცემელთა განსუენებისათა.  ვიდრე აქამომდე არა გულისჴმა-ვყავ, ვიდრე აქამომდე არა დავსცხერ განრისხებად შენდა, უფალო; ბნელსა შინა ვიარებოდე920; ნათელო ნათლისაგანო, ქრისტე ღმერთო ჩუენო, სიმართლისა მზეო, აჩუენე მოწყალებაჲ და წყალობაჲ შენი ჩემზედა, ცოდვილისა და დაბნელებულისა, უძღებისა, მწიკულევანისა, უჯერჩინებოჲსა921, მფუცავისა922, მსიძავისა, არაწმიდისა, ძჳრისმზრახველისა, მაგინებელისა, ცუდადმზრახისა923, ეშმაკისმორჩილისა924, საეშმაკოთა925 მუშაკისა, სამეუფოჲსა შენისა უღირსისა და თჳთ ამის ცხოვრებისაცა ჩემისა, ყოვლისა ტანჯვისა ღირსისა, ყოვლისა განპატიჟებისა არძანიგისა. ვცოდე და განვარისხე სახელი შენი, ვითარ არავინ სხუამან განარისხა ქუეყანასა ზედა, ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე და შემინდვენ მე და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან, რამეთუ მჭირს მე. მოხედენ სულსა ჩემსა და მსთუად შეისმინე ჩემი და მიKსენ მე მეცნიერებითისაგან და უმეცრებითისა, განზრახვითისაგან და გონებითისაგან, საქმისშინაჲსაგან და სიტყჳსშინაჲსაგან, ღამისშინაჲსაგან და დღისშინაჲსაგან926, ნებსითისა და უნებლიეთისაგან, საჩინოთა და უჩინოთა ცოდვათა ჩემთაგან927 და მაცხოვნე მე, უღირსი, სახელისათჳს შენისა და მრავლისა წყალობისა, რაჲთა სადა განმრავლდეს ცოდვაჲ, ზეშთა928 გარდაემატოს მადლი შენი და გაქო და გადიდო შენ ყოვლადვე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა929.

ხოლო შენ930, ქალწულო დედოფალო931 ღმრთისმშობელო, მოყავ ყური შენი და ისმინე ბილწთა ბაგეთაგან932 გამომავალნი სიტყუანი, რამეთუ აჰა ესერა შემუსრვილითა სულითა და შემუსრვილითა და დამდაბლებულითა გონებითა933 მოწყალებისა შენისა მომართ მოვისწრაფვი; ნუ უკუე შეურაცხ-მყოფ უბადრუკსა, ნუცა მიმიშუებ სრულიად წარწყმედად უღირსსა მონასა შენსა, არამედ დედობრივისა ვედრებისა934 მიმღებელმან განკურნე935 დაგლახაკებული სული ჩემი, ბოროტად შემუსრვილი ბილწთა ვნებათა ჩემთაგან, რომელი მტერმან ბოროტმან გემოთმოყუარებითა, ცოდვათა მიერ შემუსრვილი, ქუეყანად დააკუეთა, რომლისათჳს ყოვლითა სირცხჳლითა აღვსებული ვერ ვიკადრებ ვერცა ვპირიანობ936. შემინდვენ მე მრავალნი ცოდვანი ჩემნი და უკურნებელთა წყლულებათა937 ჩემთა  კურნებაჲ ითხოვე კაცთმოყუარისა ღმრთისაგან, რამეთუ შევაგინე ტაძარი ჴორცთაჲ და უჯეროჲთა გულისთქუმითა938 შევამწიკულე იგი და ყოველნივე საგრძნობელნი ჩემნი უწესოთა საქმეთა მიერ უKმარ-ვყვენ, ვინაჲ არა მაქუს კადნიერებაჲ ცად მიმართ აღღებად ჴელთა (რომელნი ჰავთა939 შინა საქმით მწიკულევან-ვყვენ940) არცა ბაგენი აღებად ვედრებისათჳს941 (რომელნი ძჳნად მოყუსისა გინებითა და ცილისწამებითა შევბღალენ), არცა ძრვად ბილწისა და ცოდვილისა ენისა ჩემისა გალობისა მიმართ. ამისთჳს, ყოვლადუბიწოო დედოფალო, გამოუთქუმელისა მოწყალებისა შენისა მიმართ შევვედრებ თავსა ჩემსა მე, უღუაწი და უძღები, რამეთუ არა მაქუს სხუაჲ სასოჲ, გინა შესავედრებელი, - თჳნიერ შენ მხოლოჲსა, - ნუგეშინისმცემელი და შემწე942, სიხარულო სულისა ჩემისაო, მჴურვალეო სალხინებელო და საკურნებელო მოწყლულისა სულისა ჩემისაო943 და სავედრებელო ქვაქმნილისა და განფიცხებულისა944 მწიკულევანისა სულისა ჩემისაო. შენდა უკუე, ყოვლადუბიწოო,  სინანულით მოვივლტი, - ჭირთა შინა შემწისა და და ღმრთისა თანა სავედრებელისა და განმამაგრებელისა945 და ძლიერისა წინამდგომელისა946 ჩემისა, რომელი მრავალთა თანამდებ ვარ ნაცოდავთა, და სიღრმით გულისაჲთ ვღაღადებ შენდამი: შემიწყალე მე, კეთილისმოყუარეო, არწმიდაჲ ესე ძაღლი და მატლი მწიკულევანი, ყოვლითა სიმყრალითა და არაწმიდებითა აღსავსე, და შეიწირე მოწლე ესე და უნდოჲ ვედრებაჲ ჩემი და;ღათუ დაჴსნილად და უნდოდ შევწირე შენდა, არამედ შენ დედობრივითა ვედრებითა შენითა ყავ იგი კეთილშესაწყნარებელად ძისა შენისა და ღმრთისა და მიჴსენ მე მძლავრებისაგან მძიმისა ძილისა,947 ხოლო გარდაცვალენ შეკნინებისა948 და მოწყინებისა ჩემისა ბოროტნი სულნი და განმაძლიერე მე, წადიერად და მღჳძარედ მიწევნად და თაყუანისცემად ღამითთა და განთიადისათა მსახურებათა შენთა ღირსმყოფელმან ჩემმან, და ზეცათაცა სასუფეველსა შენსა მაქებელად და მაკურთხეველად ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, [და] მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.

 

შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა,  ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა, რომელი ჴორცითა სრულ-იქმენ, ვითარცა კაცი; დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა, რომელი მოხუედ შეწყნარებად, რომელნი შეჰქმნენ; ვედრებაჲ მათი ისმინე, რომელნი დღე და ღამე ჴმობენ შენდა მომართ; რომელი ნებსით დაჰგლახაკენ, ვითარცა კაცი, სული ჩემი დაგლახაკებული მადლითა შენითა განამდიდრე; რომელმან სლვაჲ ქუეყანასა ზედა თავს-იდევ, წარმართენ შენ წინაშე სლვანი სულისა ჩუენისანი; რომელი ნებსით ვნებად მიხუედ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ვნებანი სულისა ჩუენისანი განკურნენ; რომელმან განსყიდაჲ თავს-იდევ, მაცხოვარ, მე, განსყიდული ესე ვნებათაგან, გამომიჴსენ; რომელი მიეცი ჴელთა ჯუარისმცუმელთა შენთასა, მტერისა ჴელისაგან განმარინე მე; რომელი შეიკარ განზრახვით, საკრველნი ბრალთა გულისსიტყუათა ჩემთანი განხეთქენ, სახიერო ღმერთო; რომელმან განსჯაჲ ინებე, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, განუსჯელად დამიფარე; რომელმან პეტრეს ცრემლნი მიითუალენ, ჩემიცა სინანული შეიწირე; რომელმან ნებსით ყურიმლისცემაჲ დაითმინე, განთავისუფლებაჲ ცოდვათაგან მომმადლე; რომელი ეკლითა გჳრგჳინოსან-იქმენ, ეკლოვანნი გულისსიტყუანი აღმოფხურენ ჩემგან; რომელი ლერწმითა იგუემე, წიგნსა მას ცხოველთასა შთამწერე, მეუფეო; რომელმან ძოწეული შეიმოსე, უხრწნელებისა სამოსელი შემმოსე, სულგრძელო; რომელმან ჴჳრთითა თავსა ცემაჲ დაითმინე, საუკუნეთა სატანჯველთაგან გამომიჴსენ; რომელი ჯუარსა ზედა აღმაღლდი, უფალო, სიღრმეთაგან ბოროტთა ჩემთაჲსა აღმომიყვანე სიმაღლედ; რომელმან ჴელთა მიერ საღმრთოთა სამსჭუალნი შეიწყნარენ, ყოველი ძჳრისზრახვაჲ ჩემი განიოტე; რომელმან ნავღლისა გემოჲ იხილე, სიმწარისაგან ცოდვათაჲსა განმარინე; რომელმან ქუეყანისა საფუძველნი შეარყიენ, სული ჩემი შერყეული დაამტკიცე; რომელმან მზე ვნებითა შენითა დააბნელე, მე, დაბნელებული ესე, განმანათლე; რომელმან გუერდი შენი საღმრთოჲ ლახურითა განაღე, ჴელითწერილნი ბოროტთა ცოდვათა ჩემთანი შემუსრენ; რომელმან ავაზაკი მორწმუნე განანათლე, ნაწილსა მისსა მეცა ღირს-მყავ. თაყუანის-ვსცემ ჯუარსა შენსა პატიოსანსა, რომელი მომანიჭე ჩუენ, კაცთმოყუარე. ლმობიერებითა გულისაჲთა [და] დათხევითა ცრემლთაჲთა უგალობთ ვნებათა შენთა, რომელთა მიერ ვნებათაგან ვიჴსნენით და საკრველთაგან საუკუნოთა განვთავისუფლდით. ვადიდებთ აღდგომასა შენსა, რომლითა აღვემართენით ჩუენ, დაცემულნი, რამეთუ გშუენის შენდა ყოველივე დიდებაჲ და პატივი [და] თაყუანისცემაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

კჳრიაკესა  ლოცვაჲ ბოროტთა გულისსიტყუათათჳს ძილად მისლვისა ჟამსა (შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა, ლოცვაჲ ღამისა პირველისა ჟამსა)

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაჲ ცოდვათაჲ კაცთა მიანიჭე და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსაარებისა დავით წინაჲსწარმეტყუელისა სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ, მეუფეო, ჩუენ, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე, შეგჳწყალენ შენითა დიდითა წყალობითა და აღჴოცე ყოველი უსჯულოებაჲ ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი და გაქუს ჴელმწიფებაჲ მოტევებად ცოდვათა; ხოლო გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა და სულითა მთავრობისაჲთა დაგუამტკიცენ ჩუენ და სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ მომეც ჩუენ. ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ  სათნო-იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან, შეწყალებაჲ ჩუენი, და ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე შეწირვად შენდა ვედრებათა და თხოვად ცოდვათა მოტევებისა და ღირსყოფად ჩუენდა სასუფეველსა ზეცათასა, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ორშაბათსა

ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი ბოროტთა გულისსიტყუათათჳს შემდგომად ძილისა

ზეშთა ნათელთა და თუალთშეუდგამისა ღმერთმთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო მთავარანგელოზნო მიქაელ და გაბრიელ, გევედრები მოსავი თქუენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა,  რამეთუ თქუენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ჴორცთა ჩემთანი. მიჴსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიჴსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთაჲსა და ნუ მიმიშუებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაჲ ჩემი და შესწირეთ წინაშე ქრისტეს ღმრთისა,  ვინაჲთგან არავისი გნებავს [თქუენ] დანთქმაჲ უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ჴელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა; ნუმცა სძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთაჲ განუცდელსა მას ზღუასა ღმრთისა მოწყალებისასა. იჴსენით სიკუდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიჴსენით ჰაერისმცველთა ჴელისაგან, ცეცხლითა უნივთოჲსა მაგის ღმრთისა-მიახლებისა შემწირველობისა თქუენისაჲთა, შეწუენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩუენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისა ხრწნილთა ამათ ჴორცთაგან განსლვისასა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად [და] შემდგომად ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოებაჲ ჩემი თქუენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელს-მყოფთ მინდობილსა თქუენდა, ნუ გარემიმაქცევთ, მჴურვალედშემწენო მსწრაფლნო მეოხნო, არამედ  აღიძართ გონიერი სამებისა რიცხუ  ი. საყდართა, მთავრობათა, ქერუბიმთა და სერაფიმთა, ანგელოზთა, ჴელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულისჴმისმყოფთა შეწირვითა გალობათაჲთა. შესწირეთ ხოლო არა განვრდომაჲ ნაწილისაგან მართლისა. რამეთუ თქუენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა მეუფისაგან და ღმრთისაჲ,  ყოველთა დიდებად საუკუნეთა უკუნისამდე ამინ.

დღე ორშაბათი, სავედრებელი ანგელოზთაჲ, თქუმული წმიდისა იოვანე დამასკელისაჲ949

ჰოჲ უფალო მრავალმოწყალეო, ამისთჳს მოვივლტი შენდა, რამეთუ950 არავინ განაგდე, რომელი მოვიდა შენდა, რამეთუ შენ გამოირჩიენ გლახაკნი უფროჲს მდიდართასა და ცოდვილნი არა მოიძაგენ, არამედ  მიჰმადლე შენდობაჲ ცოდვათაჲ, და მეზუერენი მახარებელ ჰყვენ და ავაზაკსა სამოთხე მიანიჭე და ყოველთა ცოდვილთა განუხუენ კარნი სასუფეველისანი და გუასწავენ წამალნი მრავალსახენი საკურნებელად წყლულებათა სულთა ჩუენთასა. პირველად მოგუანიჭე ბეჭედი ნათლისღებისაჲ, რომლითა მოვიღებთ სულსა შენსა წმიდასა და მით ვიქმნებით ნათესავმოდგამ ღმრთეებისა შენისა, ოდეს შენ მიიხუენ ჩუენგან ჴორცნი და ბუნებაჲ კაცობრივი, რომლისა შემოქმედი შენვე ხარ, და მით იქმენ ნათესავ ჩუენდა, და აწ მოგუანიჭებ სულსა შენსა წმიდასა, რომლისა თანაზიარებაჲ არა გუაქუნდა; ამით გჳზიარენ ღმრთეებასა შენსა და განგჳწესენ წესნი951, რომლითა შეუძლოთ მამულსა მას საყოფელსა952 მოგებად, რომელი წარვაგეთ ურჩებითა ჩუენითა, - სარწმუნოებაჲ მართალი, სიწმიდე ჴორცთაჲ, წყალობაჲ გლახაკთაჲ, მარხვაჲ და მღჳძარებაჲ და სხუანი მრავალსახენი სათნოებანი, - და სისხლითა შენითა ჰქმენ მშჳდობაჲ შორის ანგელოზთა და კაცთა რამეთუ რაჟამს მოიქცეს ერთი ცოდვილთაგანი, მხიარულ არიან ანგელოზნი, ვითარ მამაჲ იგი უძღებისა მის შვილისაჲ მოქცევასა ძისა თჳსისასა. შენვე, ტკბილო მეუფეო, ფრთენი მოწყალებისანი ყოვლადვე განმარტებულად გიპყრიან შეწყნარებად953 ყოველთა და არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ  ყოველთაგანვე მოელი სინანულსა და ყოველთათჳს განგიმზადებიეს სასუფეველი954, რომელიცა ვიდოდეს გზასა მცნებათა შენთასა. ხოლო უკუეთუ ვინმე უდებ-ყვნეს მცნებანი შენნი და არა შეიშინოს სატანჯველთაგან საუკუნეთა955, მოსლვასა მას შენსა საშინელსა მიიყვანების იგი ცეცხლად საუკუნოდ მრისხანეთა მიერ ანგელოზთა, რომელი-იგი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს, ხოლო მე ამას ყოველსა მეცნიერ ვარ, არამედ  სასოებაჲ მაქუს შენთა მოწყალებათა მიერ, რომელნი გიქმნიან ნათესავსა ზედა კაცთასა, და ვითარნი ნიჭნი განგიმზადებიან ნებისმყოფელთა შენთათჳს, რომელნი სათნო-გეყვნეს შენ, და შემდგომად ამისსა ვითარითა შურისგებითა მიაგებ, რომელნი არა სათნო-გეყვნენ შენ, და ვითარნი სატანჯველნი განმზადებულ არიან ცოდვილთათჳს, უწყი მე და უდებ ვარ აღსრულებად მცნებათა შენთა, და მიდრეკილ არს გონებაჲ ჩემი გზათაგან სიმართლისათა. კეთილთა წილ საქმეთა აღმირჩევიან ბოროტნი ქცევანი, ლოცვისა წილ ცუდადმეტყუელებაჲ, მარხვისა წილ ნაყროვანებაჲ, სიწმიდისა წილ არაწმიდებაჲ, სიმდაბლისა წილ ამპარტავანებაჲ. და რასაღა მრავალსა თითოეულად წარმოვიტყოდი? არა არს ჩემთანა ერთიცა კეთილთა სათნოებათაგანი, რომლისა მიერ მეცა მოველოდე შენდობასა956 ცოდვათა ჩემთასა, და ყოვლითურთ სასოწარკუეთილ ვარ საქმეთაგან ჩემთა. უკუეთუ მივიდე ტაძრად წმიდათა და ვევედრებოდი მეოხებასა წინაშე შენსა, არა აღიძრვიან მეოხებად ჩემდა, ვიდრე არა იხილონ ჩემთანა ერთი, გინა ორი, გინა სამი სათნოებაჲ, რომელიმცა ძღუნად შესწირეს შენ წინაშე და შემდგომად მისსამცა მითხოვეს შენდობაჲ და ლხინებაჲ ცოდვათაჲ. უკუეთუ მე თავით ჩემით დავვარდე წინაშე შენსა და ვითხოვდე შენდობასა, რომელნი სათნოებანი შევსწირე წინაშე შენსა, და მათ მიერ მომანიჭო თხოვაჲ ჩემი, რომელი-ესე ყოვლითურთ განშიშულებულ ვარ კეთილთაგან საქმეთა., არამედ  შენდავე მოვივლტი, ძჳრუჴსენებელისა, რომელა ბევრის-ბევრეულნი ურიცხუთა   ცოდვათა თანამდებნი განგითავისუფლებიან; დაღაცათუ მე მათ ყოველთა უმეტეს შეცოდებულ ვარ წინაშე შენსა, არამედ  უწყი სახიერებაჲ შენი, რამეთუ ცოდვილთათჳს მოხუედ ძიებად და განკურნებად წყლულებასა სულთა ჩემთასა; ამისთჳსცა კადნიერქმნილ ვარ წინაშე შენსა ვედრებად, ღმერთო, და შეგივრდები: მომმადლე, უფალო, გული ლმობიერი და სულთქუმაჲ მჴურვალე და ნაკადულნი ცრემლთანი, მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგარებასა. შენ, უფალო, უწყი უძლურებაჲ ჩემი და დაჴსნილობაჲ გონებისა ჩემისაჲ; უკუეთუ შენ არა შემეწიო, ვითარ ვცხოვნდე? ვინ კაცთაგანმან თჳთ თავით თჳსით მოიპოვა ჯეროვანი ვედრებაჲ წინაშე შენსა, ვიდრე არა ითხოვა შენ მიერ შეწევნაჲ უფალო? ოდეს-იგი პეტრე, თავმან მოციქულთამან, არა ითხოვა შენგან შეწევნაჲ, არამედ  თავით თჳსით აღგითქუა დადებად სულისა თჳსისა შენ თანა957, მსწრაფლ დაეცა და ნაცვალად აღთქუმისა მის უვარისყოფად მიიწია უნდოჲსა მისგან მჴევლისა ჴმობითა და არათუ მჴედართა მიერ გინათუ ზარისაგან მეფეთაჲსა. ამისთჳსცა958 ყოველივე ძალსა თჳსსა მინდობილი მსწრაფლ მიდრკების გზათაგან სიმართლისათა შურითა ეშმაკისაჲთა., არამედ, ჰოჲ სახიერო, მასწავე, რაჲთა  ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა, და განმატკიცენ ფერჴნი ჩემნი სლვად გზათა შენთა; ვითარცა შეჰგავს მონისა შეცოდებულისა და გლახაკისაგან ვედრებად მეუფისა საშინელისა, გევედრები: აღავსე სიგლახაკე ჩემი სიმდიდრისაგან მადლთა შენთაჲსა, საუნჯეთა მათგან ზესკნელისათა განამდიდრე დაგლახაკებული სული ჩემი, რაჲთა  იგივე შევსწირო წინაშე შენსა და ვითხოვო მოტევებაჲ ურიცხუთა ცოდვათა ჩემთაჲ959. უფალო, ამისთჳს კადნიერქმნილ ვარ ვედრებად შენდა, რამეთუ მაქუს მე მართალი სარწმუნოებაჲ და ბეჭედითა მით, რომელი დაგჳტევე აღსაბეჭდველად ცხოვართა სამწყსოჲსა შენისათა, აღბეჭდულ ვარ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა. დაღაცათუ ყოველთაგან საქმეთა კეთილთა ცალიერ ვარ, არამედ  ორთა ამათ საქმეთაგან960 ჴელ-ვჰყოფ ვედრებად შენდა: მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა სიმდაბლე ჩემი. ვითარცა რაჲ მწყემსსა კეთილსა წარუწყმდის ცხოვარი, აღბეჭდული ბეჭდითა თჳსითა, მსწრაფლ იწყის ძიებად მისსა და ჰპოვის რაჲ ცხოვარი მისი, წარმოუძღვის ბაკად თჳსად, ხოლო უკუეთუ ვინმე აყენებნ წარყვანებად მისსა, უჩუენის მას ბეჭედი იგი მისი და არღარა სიტყუაჲ აქუნდეს მაყენებელსა მას და მოიბის იგი და  ესრეთ მოიყვანის და შერთის იგი ცხოვართა თჳსთა თანა და განუმზადის საძოვარი ადგილი მწუანვილოვანი, ეგრეთვე შენ, მწყემსო კეთილო, მომიძიე მე, წარწყმედული ესე ცხოვარი, მიყვანებული მჴეცისა მიერ სულთა მომსრველისა, და მიჴსენ მე შუვათაგან მისთა, რომელსა აღუღიეს პირი მისი შთანთქმად ჩემდა და აღულესვან კბილნი მისნი აღსაჭრელად ჩემდა და მხიარულ არს პირი მისი წარწყმედასა ჩემსა და ყოვლითურთ ისწრაფის მიყვანებად ჩემდა გეჰენიად, და მოსწრაფე არს განსლვასა ჩემსა ჴორცთაგან, რაჲთამცა ნებასა შინა მისსა აღვესრულე და შთამიყვანამცა მისთანა ქუესკნელად, სადა-იგი თჳთ დამკვიდრებულ არს; არამედ,  უფალო კაცთმოყუარეო, არცხჳნე მტერსა ჩემსა და ნუმცა აღესრულების ნებაჲ მისი ბოროტი ჩემზედა, დაღაცათუ მე ვიუფლე იგი, რამეთუ არა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ჩემზედა, გარნა მე თჳთ მოვხადე იგი ნებსით ჩემით და დავემონე ჴელმწიფებასა მისსა და აწ მე ვერღარა ძალ-მიც გამოჴსნაჲ ბადეთაგან მისთა, უკუეთუ არა შემეწიოს მადლი961 შენი, არამედ  შენ, ტკბილო უფალო, ნიავითა მაგით მადლისა შენისაჲთა962 განაქარვენ მანქანებანი მისნი და გამომიჴსენ მე ჴელთაგან მისთა, რომელი-ესე შეპყრობილ-ვარ მის მიერ, და სირცხჳლეულ-ყავ მტერი ჩემი და მხიარულ-ყავ სიმრავლე ანგელოზთაჲ რომელნი მჭმუნვარე არიან ჩემზედა ყოვლადვე უკეთურებათა ჩემთათჳს; და სირცხჳლეულ-ვარ წინაშე სიმრავლესა მას ანგელოზთასა; მეშინის მე მათ მიერ მოსლვასა მას შენსა საშინელსა, რაჟამს დაიდგნენ საყდარნი და დასჯდე განკითხვად. მაშინ ყოველნი დაბადებულნი ზარგანჴდილნი დგენ წინაშე შენსა, ოდეს-იგი ოხრიდეს ალი ცეცხლისაჲ ჴმითა მით მეხისტეხისა მსგავსითა და განემზადებოდიან სატანჯველნი იგი პირადპირადნი და მატლი იგი დაუძინებელი მიელოდეს ცოდვილთა. ჰოჲ, რაჲზომ მძიმე არს ჟამი იგი ჩემთჳს და მსგავსთა ჩემთა ყოველთა ცოდვილთათჳს, რაჟამს-იგი მიეცეს ბრძანებაჲ შენ მიერ წარყვანებად გეჰენიად ანგელოზთა მიერ მრისხანეთა და მსწრაფლ მოიწინენ კუერთხითა ცეცხლისაჲთა და შურისგებით აიძულებდენ შესლვად ჯოჯოხეთად და უწყალოდ შთასთხინენ იგინი ტბასა მას ცეცხლთასა, რომელსა ყოვლადვე ნათელი არა აქუს და მიელოდეს მათ მატლი იგი დაუძინებელი, რომელი ყოვლადვე არა დასცხრების გუემისაგან მათისა, და არცა მოელიან ლხინებასა. არამედ,  ჰოჲ სახიერო უფალო და კაცთმოყუარეო, ამისთჳს წოდებულ არს შენდა კაცთმოყუარე, რამეთუ არა მოიძაგებ ცოდვილთა და არცა გარემიაქცევ პირსა შენსა ვედრებისაგან მათისა, არამედ  უკუეთუ ვინ-მე გეძიებდეს შენ, მსწრაფლ ეპოები მათ. ისმინე ჩემიცა, დაღაცათუ უძჳრესნი საქმენი მქონან ყოველთა კაცთასა და შეგინებულთა ბაგეთა აღვახუამ ვედრებად შენდა, არამედ  ნუ გარემიაქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მასმენ ჴმასა მას საშინელსა, ვითარმედ: წარვედ ჩემგან, არა გიციო. არა ვითხოვ შენ მიერ სასუფეველსა და ყოფასა ანგელოზთა თანა და ყოველთა წმიდათა, რამეთუ ესე საქმე სრულთაჲ არს, არამედ  ამას ოდენ გევედრები, რაჲთა  მიჴსნე მე გეჰენიისაგან და სატანჯველთა მათგან ულხინებელთა და სირცხჳლისა მისგან საუკუნოჲსა, და სავანესა მას, სადა არა იყვნენ ესოდენნი სატანჯველნი, მუნ დამამკვიდრე მე, რამეთუ სახლსა მას მამისა შენისასა სავანე მრავალ არიან. რაჟამს-იგი დაეცეს საყჳრსა და აღდგენ ყოველნი დაბადებულნი და განძლიერდებოდის მოლოდებაჲ შენი საშინელებათა მათგან მოსლვისა შენისათა, რომელნი წინარბიოდენ ვიდრე მოსლვად შენდამდე, და შემდგომად მოხჳდე სიმრავლესა თანა ურიცხუსა ანგელოზთასა, მაშინ ყოველთა კაცთა წარმოუდგენ საქმენი თჳსნი, რომელი-რაჲ ვის ექმნეს ცხოვრებასა ამას შინა, ენანი დუმნენ და საქმეთა იწყონ მეტყუელებად, რაჲ-მე ვყო ჟამსა მას საწყალობელმან ამან, რომელსა არა მაქუს ნუგეშინისცემაჲ საქმეთა ჩემთაგან? მაშინ წარმოდგენ წინაშე შენსა წმიდანი ანგელოზნი შენნი და იწყონ შესმენად ჩემდა და თქუან ჴმითა მაღლითა, ვითარმედ: ამან უმეტეს ყოველთა კაცთა შეგცოდა და არა დაიმარხა ერთიცა მცნებათა შენთაგანი და ჩუენ შეგუაწუხნა ყოფასა ჩუენსა მას თანა ბოროტადქცევითა მისითა და ჩუენწილ სიმრავლე ეშმაკთაჲ იხარებდა მისზედა. ჰოჲ წმიდანო მთავარანგელოზნო963, ნუ მრისხანებით მოხუალთ964 ჩემზედა და ნუცა თუალითა გულისწყრომისაჲთა მოიხილავთ ჩემზედა. დაღაცათუ მე ღირს ვარ უწყალოებასა თქუენ მიერ, რამეთუ არა მპოვეთ ჟამ ერთცა, რაჲთამცა მხიარულ იქმნენით ჩემზედა, და თქუენ მიერ ჯერ არს ტანჯვაჲ ჩემი უწყალოდ, არამედ მაქუს მე ბეჭედი დამბადებელისა თქუენისა და მKსნელისა ჩემისაჲ და იგი არს ნუგეშინისმცემელ ჩემდა და ამისთჳს კადნიერ ვიქმნები ვედრებად თქუენდა: წყალობა-ყავთ ჩემზედა, ცხოვარისა ამის წარწყმედულისა, რომელი აღბეჭდულ ვარ ბეჭდითა მით ქრისტესითა. ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა  ლმობიერ იქმნნეთ ჩემზედა ბეჭდისა ამისთჳს, რამეთუ მეუფისა თქუენისაჲ არს ბეჭედი ესე, დაღაცათუ არღარა საცნაურ არს, რამეთუ მე შევაფარილე არაწმიდებითა ცოდვათა ჩემთაჲთა., არამედ  მოფენითა მადლისა თქუენისაჲთა განმწმიდეთ და განმანათლეთ, და ძღუნად მიმიპყართ მომცემელსა მას ბეჭდისასა და მისგან მითხოვეთ ჴსნაჲ სატანჯველთა მათგან ულხინებელთა965, რამეთუ ამისთჳს დასთხია მჴსნელმან ჩუენმან უბიწოჲ სისხლი თჳსი ჯუარსა ზედა, რაჲთა  სისხლითა თჳსითა დაჴსნა მტერობაჲ იგი პირველი ანგელოზთა და კაცთაჲ და შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და მტერობისა მის წილ სიყუარული განეწესოს შორის ჩუენსა და თქუენსა, დაღაცათუ თქუენ ნათლითა სამებისაჲთა განათლებულ ხართ, და წმიდასა პირსა ღმრთისასა წინაშე მდგომარე ხართ და იშუებთ დიდებითა მისითა და დიდებაშემოსილნი ჰმთავრობთ გუნდსა ზედა წმიდათა ანგელოზთასა და ჩუენ ქუეყანასა მყოფ ვართ, ყოვლითურთ ცოდვასა შინა განფრდილ და შესუარულ არაწმიდებითა, არამედ  ერთისა შემოქმედისა შექმნულნი ვართ. თქუენდა ჯერ-არს მეოხებაჲ ჩუენთჳს, ვითარცა საკუთართა მეუფისათა, რამეთუ კადნიერებაჲ გუაქუს მეოხებად ჩუენდა და თხოვად ჩუენდა წყალობისა; ვითარცა-რაჲ ნებისმყოფელთა უფლისა თჳსისათა და წინაშე პირსა მისსა მდგომარეთა მეოხებაჲ ყჳან მონისათჳს შეცოდებულისა და მიჰმადლოს უფალმან მათმან კეთილადმსახურებისა მათისათჳს, ეგრეთვე თქუენ იღუაწეთ ჩემთჳს და ითხოვეთ ჴსნაჲ სატანჯველთა მათგან საუკუნეთა, და ჴელმწიფებისაგან სოფლისმპყრობელისა მის ბნელისათა გამომიჴსნენით. რაჲთა  თქუენ მიერ ჴსნილნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ამასვე დღესა სხუაჲ ლოცვაჲ სინანულისათჳს თქუმული ეფრემისი966

სულო უბადრუკო, ვიდრემდის უზრუნველ ხარ, ვიდრემდის უდებობ, ვიდრემდის გძინავს დამძიმებულსა ძილითა ბოროტისა დაჴსნილობისაჲთა? რაჲსა მოელი ჟამსა, რაჲსა სდროებ დაწყებასა სინანულისასა მომლოდე ხვალისაჲ? არა უწყია, ვითარმედ ყოველნი დღენი შენნი  ცოდვათა შინა და განურჩეველობათა გარდავლენ ამათთანა და აწცა967 განუნახველად და უგრძნობელად ჰმყვანებლობ968 ბოროტთა უსაწყალობელესსა აწსა969 შინა უდებობით გარდავლასა და მერმესაღა შინა მომლოდე წარმართვასა? ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი970 განჴმელ971 და უნაყოფო ჰყავ, უფროჲსღა მმორჩილებელ ცოდვათა და მომმუშაკებელ ნაყოფთა, ცეცხლითა საუკუნოჲთა დასაწუველთა ამათ, რომელთა არა ვმორცხობდე თქუმასა. იჯმენ972 ეშმაკისაგან და ყოველთა მოქალაქობათა მისთაგან, არამედ, მეტყუელმან ხოლო973, საქმითა ნებათა მისთა მოსწრაფებით შეუდეგ და ამათ ყოველთა მოწამე არს სჳნიდისი ჩემი; ხოლო შეუდეგ ქრისტესა და არცა ერთისა აწინდელთა ამათთა ბრძანებათა ანუ მცნებათა მისთასა  იპოები მისთჳს აღმასრულებელად, არამედ ყოველთა არაწმიდებთა შინა განილევიან დღენი შენნი; ესენი არიან პირველისა ცხოვრებისა შენისა  ნაჭაბუკევნი974, - ხოლო მცონის თქუმად, ვითარმედ, - უცხოყოფანი ღმრთისაგან და თჳსებანი საუკუნეთა სატანჯველთანი; ხოლო რაჟამს მოვიდე მეორისა ცხოვრებისა შენისა აღთქუმათა975 ზედა და ვმსიტყუელობდე976, თუ ვითარ აღუთქუ ღმერთსა შენანებაჲ და უვარყოფაჲ თავისაჲ და მოძულებაჲ ჴორცთაჲ და სოფლისაჲ და მათისა ცნობისაჲ, და აწ გხედავ977 შენ ძუელთავე ჩუეულებათა თანა შემაერთებელად ახალთა და რამეთუ Kორცთა დამონებული უდებებითა შეიბღალები და მცონარებითა შეიმწიკულები978 და უქმთმეტყუელებითა განმტიცნები და გულისწყრომითა ფრთოვან-იქმნები და მაღალცნობითა აღზუავნები და ამპარტავნებითა აღლაღნები და უგრძნობელობითა დაეცემი და ამათ ყოველთა ზედა ვიწყებ სასოწარკუეთილებით სიკუდილადმიცემასა შენსა მოღუაწეობასა979, რაჲთა ჩემთანა980, თანამკჳდრისა შენისა, მიიღო სანაყოფე ჰავთა საქმეთაჲ, რომელნი გიქმნიან ჩემმიერ: გეჰენიაჲ981 ცეცხლისაჲ და ბნელი საუკუნოჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ. ზარი დამეცემის მე და უღონობაჲ და დაჴსნილობაჲ ჴელთაჲ, დაბნელებაჲ თუალთაჲ და აღჳრი პირსა, ხოლო ლაგამი ენასა.

ჰოჲმე, ჰოჲმე, და კუალად ვიტყჳ, ჰოჲმე; მოვედ, სულო ჩემო, მოვედ, განიფრთხვე982, განიბერტყე ძილი და განიყარე კამში თუალთა, აღვდგეთ ერთად, ვიმარხოთ ერთად, ვიცემდეთ, ვიცემდეთ მკერდსა, თანად-და სულთ-ვითქუმიდეთ; ვიმარხოთ ერთად; შევმუსროთ თანად გული983 და ცნობაჲ და მოვადინნეთ მონანულთა ცრემლნი განმწმედელნი984; მოვედ უკუე, მივივლტოდეთ და შეუვრდებოდეთ სოფლისა მისალტოლველისა, ცოდვილთა მომაქცეველისა, ცხოვნებისა მნებებელისა985, მოძღურისა ძლიერისა, ღმრთისა მიმართ დამაგებელისა შემდგომად ღმრთისა მისსა მიმართ მოსავთაჲსა, წმიდათა უწმიდესისა და ყოველთა აგებულთა უპატიოსნესისა ღმრთისმშობელისა მარიამისსა, და ვიტყოდით:

დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, უწყი986, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე და ბილწ და მწიკულევან და უღირს, რამეთუ ზეშთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ987 განმრავლდეს უფროჲს რიცხჳსა ქჳშისა ზღჳსა და შეყროლდეს და დალპეს ნაგუემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა საქმეთა988 ჩემთაჲსა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ, აღმსაარებელი ყოველთა ძჳრთა და ცოდვათა ჩემთაჲ989: შენ, დედაო ღმრთისა ჩემისაო, მრავალგზის განგარისხე არაწმიდებათა ჩემთა მიერ შემწიკულებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყუარეო, და შემინდვე მე და მომიძაგებ მე, დედოფალო ჩემო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და [ნუ] მივიქცე მეცა შენგან, - ვაჲმე, ვაჲმე, - დაბნელებული990. ნუ, დედოფალო, ნუ ახარებ ამით, – ვაჲმე, ვაჲმე, - მტერთა ჩემთა, არამედ991 აღადგინე გულისსიტყუაჲ ჩემი სინანულად და ჴელპყრობილ-მყავ მე გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო992 შენცა თანამოგზაურად და შენითა წინამძღურებითა993 ვცხოვნდე. ჰე დედოფალო, დედაო კაცთმოყუარისა ღმრთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თუალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლენ იგინი მეოხებათა შენთა ნათლითა994, რაჲთა არა დავიძინო მე სიკუდიდ. მასხურე მე უსუპითა წყალობათა შენთაჲთა და განვწმიდნე995 მე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. ჰე დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე  აღსაარებაჲ და ვედრებაჲ ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისაჲ სინანულითა უცთომელად და ჟამსა  სხეულთაგან996 მდაბლისა სულისა ჩემისა განსლვისასა, რაჟამს მეგულებოდის სიტყუად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, -ვაჲმე, ვაჲმე, - მაშინ გამომიჩნდი, დედოფალო, მოწყალითა თუალითა შენითა და განმათავისუფლე  მე მწარეთა მათგან სიტყჳსმიმჴდელთა და სალმობიერთა მეხარკეთა997 მთავრისა მის ამის საწუთოჲსათა998 და მექმენ მე ვაქილ999 და უჩინო-ყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ჴელითწერილნი; მაშინ1000 წარმადგინე მე, ურცხუენელი და ცხოვნებული, წინაშე საყდართა ძისა და ღმრთისა შენისათა1001 დიდებად შენდა [და] მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა, და1002 დაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისა მისისა, ერთისა დასაბამნათელთაჲსა1003 და თანაარსისა სამებისა, აწ და მარადის და საუკუნეთასა უკუნისამდე. ამინ. 

ორშაბათსა, შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა, ლოცვაჲ დაძინებისაჲ (სარეცელსა ზედა აღსაარებითი)

უფალო ღმერთო ჩუენო, რაოდენიცა-რაჲ ვცოდე დღესინდელსა1004 ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყჳთ, გინა გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით ანუთუ უმეცრებით, გინა გულისჴმისყოფით ანუ უგულისჴმოდ, ნებითა ჩემითა ანუ უნებლობითა1005, ყოველივე შემინდვე სახელისა შენისათჳს. შემიწყალე მე, უფალო, და განკურნე წყლული სული ჩემი და ყოველი, რაოდენი-რაჲ ვცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდვე კაცთმოყუარებისა შენისათჳს და მშჳდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდაჲ ანგელოზი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთაჲსა და ყოვლისაგანვე ნაგუემისა გულარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა და ძალთა მისთაჲსა მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

სამშაბათსა

ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი ბოროტთა გულისსიტყუათათჳს შემდგომად ძილისა

ჰოჲ უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინაჲსწარ-მეტყუელო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოვანე, გევედრები შენ, ქადაგო სინანულისაო, მე, ლმობილი ესე სულითა დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა, გევედრები და შეგივრდები, უზეშთაესო ყოვლეთა ნაშობთაო, ჴმაო სიტყჳსა-ღმრთისაო: მსწრაფლ ისმინე ჴმაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, წარწყმედად-მიახლებულისაჲ ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაჲ ჩემი, ხენეშთა გულისსიტყუათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებ; ნათელ-ყავ სული ჩემი, მწჳრეთაგან შებღალული ცოდვისათა; მქადაგებელო სინანულისაო, სინანულისა და ლმობიერებისა ღუარითა ცრემლთაჲთა განწმინდე მწიკულევანებით ფრიადშებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოჲსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნოქმნული სული ჩემი ნაყოფითა კეთილთა საქმეთაჲთა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთაჲთა აღავსე წყალობითა შენითა. წინაჲსწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტესო, წინამომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა წინაგანემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად და იოტენ იგინი რისხჳთა შენითა ჟამსა მას სიკუდილისასა და სულთა აღმოსლვისა ჩემისასა და დღესა მას სასჯელისა თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰოჲ, გევედრები და გაფუცებ სიყუარულსა შენმიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ყავ ჩემზედა, უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე [და] სახიერი, შენ მიერ ნათელღებული იესუ ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდებაჲ, სუფევაჲ, სიტკბოებაჲ და წყალობაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ სამშაბათისაჲ, სავედრებელი წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაჲ და წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა მღდელთმოძღუართაჲ, თქუმული თეოფანესი1006

წინაჲსწარმეტყუელად და მოციქულად1007 და ანგელოზად გიცნობთ ჩუენ1008, მორწმუნენი, დიდებულო წინამორბედო და ნათლისმცემელო მჴსნელისა ჩუენისაო, რომელი1009 იწამე პირისაგან უტყუველისა უფროჲსად ყოველთა ნაშობთა დედათასა და არა ანგელოზისა მიერ გინა ქერუბიმისა ანუ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ითქუა სიტყუაჲ ესე, არამედ  მის მიერ, რომელი-იგი დამბადებელი არს ქერუბიმთაჲ და შემოქმედი ანგელოზთაჲ და უფალი წინაჲსწარმეტყუელთაჲ. მან დაამტკიცა სიტყუაჲ ესე შენთჳს, ვითარმედ: "არავინ აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲსა უფროჲს იოვანე ნათლისმცემელისა". უკუეთუმცა დაბადებულთა ეთქუნეს სიტყუანი ესე, განკჳრდებიან ბუნებანი კაცთანი დიდებასა შენსა, რომელი-იგი მეუფემან ყოველთა დაბადებულთამან1010 დაამტკიცა, - სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ["არავინ აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲსა უფროჲს იოვანე ნათლისმცემელისა].

ვინ შეუძლოს გამოთქუმად დიდებულებათა შენთა ანუ რომელთა ანგელოზთაგანი მიიწია დიდებასა ამას? გარნა მის მიერ, რაჟამს-იგი მუცელსავე დედისასა იყავ, მიერითგანვე იწყე ქადაგებად ღმრთისა ქუეყანად გარდამოსლვისა1011 პირითა დედისაჲთა და, გამო-რაჲ-ხუედ მიერ, სიჩჩოჲთგანვე იწყე აღსრულებად ათთა მცნებათა პირველისა სჯულისათა და ცხრათა  ნეტარებათა ახლისა აღთქუმისათა, და აღასრულე ძუელი იგი სჯული და ახალი, და ორთავე ამათ სჯულთაგან არა დაშთა საქმეთაგანი1012 კეთილთაჲ, რომელიცა არა აღასრულე. რამეთუ ექმენ დასაბამ განშორებულთა და სახე კეთილისა - მონაზონთა, და ჰქადაგებდ სინანულსა და ყოველთა მოუწოდე სინანულად და ექმენ ყოველთა კაცთა მიზეზ ცხოვრებისა.

იქცეოდა რაჲ მჴსნელი ჩუენი ქუეყანასა ზედა სახითა გლახაკთაჲთა, ვერ იცნეს იგი უგულისჴმოთა ჰურიათა, არამედ1013 ვითარცა კაცი ლიტონი, ეგრეთ შეჰრაცხეს იგი, და შენ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელსა, გხედვიდეს, ხოლო შენ ეტყოდე მათ, ვითარმედ: "რომელი-ეგე თქუენ შორის დგას, მე არა ღირს ვარ განჴსნად ჴამლთა მისთა". გულისჴმა-ყო ერმან მან, რომელი ესევითარსა1014 წინაჲსწარმეტყუელსა უაღრეს არს, და თქუეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ არს და უკუეთუმცა არა ღმერთი იყო, კაცისა მიერ ვითარ შესაძლებელ არს იოვანესი, ძისა  ზაქარიაჲსი, უფროჲსყოფაჲ? ურიცხუთა ერთა აღიარეს სიტყჳთა შენითა ძედ ღმრთისად მეუფე ჩუენი და მჴსნელი. ესე რაჲ ყოველი სიმართლით აღასრულე, გჳრგჳნსა მოწამეთასა არავე დააკლდი, არამედ  იქმენ სრულ მოწამე და სიტყჳსათჳს ქრისტჱსა არა თავს-იდევ საქმე უჯეროჲ, არამედ  კადნიერად ამხილე ჰეროდის უსჯულოებაჲ იგი მისი და არა შეიშინე პირისაგან სიკუდილისა და არცა ჰრიდე შენ შარავანდედობასა მეფეთასა, არამედ  ურცხუენელად იტყოდე წამებათა უფლისათა წინაშე მეფეთასა და ამისთჳს მოგეკუეთა წმიდაჲ თავი შენი და მიიღე გჳრგჳნი ბრწყინვალე ცათა შინა და სრულ-იქმენ ყოვლითა სათნოებითა. რომელთა ვერ შემძლებელ არს ყოველი სიბრძნე კაცობრივი გამოთქუმად სათნოებათა შენთა. და აწ ამათ ყოველთა მოთმინებათა შენთათჳს მიწევნულ ხარ დიდებასა მას გამოუთქუმელსა წინაშე სამებისა წმიდისა და თანაზიარქმნულ ხარ დიდებასა და სუფევასა მას შენ მიერ ნათელღებულისა ქრისტესსა და მოცემულ არს1015 შენდა მეოხებაჲ ყოველთა ბრალეულთაჲ, ვითარ ჯერ-არს შენდა შრომათა შენთათჳს, რაჲცა ითხოვო მეუფისაგან1016; რომლისათჳს მეცა შეგივრდები, ღელვაგუემული ესე, და აღვიარებ ბრალთა ჩემთა შენ წინაშე, რამეთუ ძლიერად გარემოუცავ უსჯულოებათა ჩემთა და გუამი ჩემი შესუარულ არს ყოვლითა არაწმიდებითა და გულისსიტყუანი ჩემნი შეაგინებენ სულსა ჩემსა და რაჟამს წარვდგე წინაშე ღმრთისა ლოცვად, არა მიტევებენ მწიკულევანნი გულისსიტყუანი1017 და მიახლებულ ვარ დანთქმად სიღრმესა შინა ცოდვათა ჩემთასა და არა არს ჩემთანა საქმეთაგანი კეთილთაჲ, რომლისაგანმცა მაქუნდა სასოებაჲ ცხოვრებისაჲ; არამედ,  ჰოჲ წმიდაო წინამორბედო და ქადაგო სინანულისაო, აჩუენე ჩემზედა წყალობაჲ შენი და მოავლინე ჩემზედა მადლისაგან შენისა და განბანენ ვნებანი სულისა ჩემისანი და ლმობიერ-ყავ ფიცხელი გული ჩემი, რაჲთა  დავსთხივნე ცრემლნი ჩემნი და განვიბანო ცოდვაჲ.

შენ თჳთ უწყი, წმიდაო წინამორბედო, სიგლახაკე ჩემი, რამეთუ ყოვლითურთ გლახაკ ვარ საქმეთაგან კეთილთა და არა მაქუს კადნიერებაჲ თხოვად წყალობისა. ამისთჳსცა შენდა მოვივლტი: "მომანიჭე მადლისაგან შენისა და აღავსე სიგლახაკე ჩემი, რაჲთა  მხურუალითა გულითა ვითხოვდე ლხინებასა შენ მიერ ნათელღებულისაგან. უწყი მეცა, ქრისტეს ნათლისმცემელო, თქუმულთაგან შენთა, ვითარმედ: აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას", ხოლო მე ყოვლითურთ უნაყოფო ვარ და მეშინის მოკუეთისაგან და ცეცხლისა მისგან უშრეტისა1018 და შეძრწუნებილი გევედრები, მოავლინე1019 ჩემზედა ცუარი მადლისა შენისაჲ დაგუალვებულსა ამას გონებასა ჩემსა და  აღმოაცენე ნაყოფი კეთილი ჩემშორის1020, რაჲთა  არა დავიწუა1021 ცეცხლსა მას შინა დაუშრეტელსა, და ესეცა მომმადლე, წმიდაო წინამორბედო, რაჲთა  წყალობისა წილ არა მოვიღო შენ მიერ პატიჟი კადნიერებისაჲ, რამეთუ შეგინებულნი ბაგენი აღვახუენ ვედრებად შენდა და მწინკულევანითა გულისსიტყჳთა ვითხოვ შენგან წყალობასა, გარნა ამისთჳს კადნიერ-ვიქმნები ვედრებად შენდა, რამეთუ ბუნებისავე ჩუენისა ხარ, დაღაცათუ ქერუბიმთა და სერაფიმთა პატივსა1022 მიწევნულ ხარ, არამედ  თანაგაც მეოხებაჲ ჩუენი, რამეთუ პირველვე იწოდე ქადაგად სინანულისა და მომწოდებელად ბრალეულთა გამოსჩნდი და გზა-ექმენ ცოდვილთა წინაშე ღმრთისა მიმყვანებელად. ამისთჳს გევედრები მე, შეცოდებული ესე: წარმიძეღუ გზასა სინანულისასა და დამაგე ღმერთსა განდგომილი ესე და ისრითა ვნებათაჲთა ფრიად მოწყლული. შემეწიე ბრძოლასა მტერისასა, რამეთუ იგი უნივთოჲ მე ნივთიერსა მბრძავს1023 უჩინოჲთა მახჳლითა და მას არაოდეს დაეძინების, ხოლო მე ყოვლადვე მოძილ ვარ. იგი არა დაშურების და არცა ეძიებს საზრდელსა, და გონებაჲ ჩემი ამის ყოვლისა მეძიებელ არს. მას წარწყმედაჲ ჩემი დიდებად მისდა შეურაცხიეს და გონებაჲ მისი ამას ისწრაფის, რაჲთამცა შემაყენა ბადეთა მისთა და განმაშორა მოწყალებისაგან ღმრთისა, ხოლო უკუეთუ არა შემეწიოს მადლი შენი, ვითარ განვერე ჴელთაგან მისთა? შენ უწყი უძლურებაჲ კაცობრივისა ბუნებისაჲ, წინამორბედო მადლისაო, დაღაცათუ ყოვლადვე არა უფლებულ არს ნებაჲ მტერისაჲ შენზედა, რამეთუ პირველ დაბადებად შენდამდე სამებამან სამკჳდრებელად თჳსად განგაწესა1024 და მუცელსავე შინა დედისასა გიცნა, არამედ  ბუნებისავე მიწისაგანისა ხარ.

წყაროთა მათგან ცხოველთა მადლისა შენისათა1025 ცუარი მოწყალებისა შენისაჲ დააწთვე ჩემზედა და განწმიდე გონებაჲ ჩემი გულისსიტყუათაგან, შემაგინებელთა საწყალობელისა სულისა ჩემისათა1026 და გესლისაგან გუელისა1027 ზეთითა მოწყალებისა შენისაჲთა, რაჲთა ლმობიერითა გულითა ვითხოვდე შენმიერ ნათელღებულისაგან, ჴსნასა ულხინებელთა მათ სატანჯველთაგან, მოსლვასა მას მისსა საშინელსა, რაჟამს შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა და ბზე იგი დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა, სადა-იგი არა არს მოლოდებაჲ გამოჴსნისა და ლხინებისაჲ1028. რაჟამს-იგი აღმოუტევებდეს1029 ჴმათა მათ1030 ზარისასაჴდელთა ალი იგი1031 ჯოჯოხეთისაჲ და განაღოს პირი თჳსი შთანთქმად ყოველთა ბრალეულთა, ვაჲ ჩემდა, საწყალობელისა; რომელთა-მე საქმეთაგან კეთილთა განვერე ესევითართა სატანჯველთაგან? გარნა თქუენცა შეგივრდები, - წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და მღდელთმოძღუართა1032, - რამეთუ ორნივე ეგე განწყობილნი მომწოდებელ ცოდვილთა და შემწყნარებელ ბრალეულთა1033 ჩინებულ ხართ. წმიდაო წინაჲსწარმეტყუელო და წინამორბედო და შენთანა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა და ნეტართა მღდელთმოძღუართა, რომელნი შვილ ღმრთისა და თანამკჳდრ ქრისტესა წოდებულ არიან1034, თქუენ გევედრები უღირსი ესე: მოიხილეთ ჩემზედა წყალობით, რამეთუ ფრიადი ჴელმწიფებაჲ მიგიღებიეს ღმრთისაგან, მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ, აღდგინებაჲ მკუდართაჲ, დაყენებაჲ მნათობთაჲ სლვისაგან, შეკრვაჲ ჰაერთაჲ სიტყჳთა, პირისპირ ხილვაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა. ვითარ გამოთქუნეს ენამან კაცობრივმან დიდებულნი მადლნი თქუენნი, რომელნი1035 მოგეცნეს ღმრთისაგან უბიწოჲთა მოქალაქობითა თქუენითა? ეგრეთვე თქუენ წმიდანო მღდელთმოძღუარნო, რომელთა მოიღეთ1036 ჴელმწიფებაჲ, მსგავსად მჴსნელისა1037 შეკრვად და განჴსნად ყოველთა ბრალეულთა1038, და კუალად საქმე სასწაულთაჲ, ვიდრე მთათა ცვალებადმდე, და მდინარეთა განჴმობაჲ და მკუდართა აღდგინებაჲ და კურნებაჲ უძლურებასა სულთა და ჴორცთასა. ამისთჳს გევედრები თქუენ, კრებულნო წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და მღდელთმოძღუართანო, მე, ცოდვილი ესე უმეტეს ყოველთა კაცთა: იღუაწეთ ჩემთჳს და განანათლეთ გონებაჲ ჩემი, დაბნელებული ზაკჳთა მტერისაჲთა და განწმიდეთ გული და საცნობელნი ჩემნი მოფენითა მადლისა თქუენისაჲთა, დაღაცათუ არა ღირს ვარ თქუენგან თხოვად ლხინებისა სიმრავლისაგან უსჯულოებათა ჩემთაჲსა., არამედ  უწყი მოწყალებაჲ თქუენი, რამეთუ არა მოიძაგებთ შეცოდებულთა., არამედ  გეწყალიან ყოველნი ბრალეულნი1039 და გიყუარან მონანულნი1040, რამეთუ ნათელი თქუენი ჰნათობს ყოველსა სოფელსა1041 და ბრწყინვალებაჲ1042 მადლისა თქუენისაჲ განაქარვებს სიბნელესა ცოდვათასა და სიტყუანი თქუენნი მოაქცევენ შეცთომილთა; თქუენ ხართ საფუძველნი ეკლესიათანი და სიმტკიცე მორწმუნეთა, და ვედრებითა თქუენითა ჰგიეს ყოველი სოფელი. ამისთჳს მოვივლტი საფარველსა1043 მადლისა თქუენისასა, ოტებული ესე მტერისა მიერ და მოწყლული გესლისაგან კბილთა მისთასა. დასდევით წამალი წყლულებასა სულისა ჩემისასა და შემიყვანეთ მე პანდუქიონსა მას, შესაკრებელსა სულთა მართალთასა, ეკლესიასა პირმშოთასა1044, და შემიყვანეთ მე სადგურსა სახიერისა მამისასა და პირი მისი მხიარული მახილვეთ და სახიერებაჲ მისი1045 ჩემზედა აჩუენეთ და ჯეროვანი სინანული მასწავეთ მე, რამეთუ უკუეთუ შეუცთომელნი შეიწყალნეთ, ამას ყოველნი კაცნი ჰყოფენ. თქუენ ჩემზედა აჩუენეთ მოწყალებაჲ, რომელი-ესე არა ღირს ვარ წყალობასა, რამეთუ თქუმულთა თქუენთაგან ესრეთ გჳსწავიეს, ვითარმედ მოწყალე იგი არს, რომელმან არაღირსი წყალობისაჲ შეიწყალოს. ამისთჳს გევედრები:1046 რომელი-იგი სხუათა ასწავეთ ყოფად, იგი თჳთ ყავთ ჩემზედა; აწცა აჩუენეთ იგივე სახიერებაჲ ჩემზედა და ჰკურნეთ წყლულებასა სულისა ჩემისასა წამლითა მაგით დაულევნელითა მადლისა თქუენისაჲთა. მოიხილეთ ჩემზედა და უხილავი ეგე ძალი თქუენი უძლეველი მოავლინეთ ჩემზედა, რაჲთა  განიოტოს მტერი ჩემგან, და იყოს ყოვლადვე შემწე ჩემდა და დაფარვაჲ მადლისა თქუენისაჲ მოვედინ ჩემზედა, რაჲთა  განამტკიცნენ მუჴლნი ჩემნი და არღარა დავეცე შებორკილებითა მტერისაჲთა და წყაროჲ სულისა წმიდისაჲ გარდამოადინეთ1047 ჩემზედა, რაჲთა  შიში ღმრთისაჲ დაენერგოს გულსა ჩემსა და გამოვიხუნე ნაყოფნი კეთილნი. ისმინეთ აწ ვედრებისა ჩემისაჲ, წმიდანო წინაჲსწარმეტყუელნო, და მღდელთმოძღუარნო, და მომმადლეთ სინანული და ცრემლნი, რომელნი-იგი სათნო არს წინაშე ღმრთის, რაჲთა  შეწევნითა ყოვლადწმიდისა მადლისა თქუენისაჲთა განვერე ცეცხლისაგან საუკუნოისა და ღირს-ვიქმნე სასუფეველსა ცათასა, რამეთუ ღმერთსა ჰშუენის დიდებაჲ, სუფევაჲ, სიტკბოებაჲ და წყალობაჲ, მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, აწ და მარადის და მუჴლუკუნითი- უკუნისამდე. ამინ.

სამშაბათსავე ლოცვაჲ აღსაარებით თქუმული1048 ეფრემისი

შეინანე, სულო ჩემო, შეინანე ყოველსა ზედა კეთილსა, რომელნი მიიხუენ ღმრთისაგან და არა დაიცვენ; შეინანე ყოველთა ზედა ბოროტთა, რომელნი გიქმნიან1049. შეინანე ყოველთა ზედა, რომელთა ზედა1050 სულგრძელქმნილ არს ღმერთი შენზედა. განიფრთხვე და შეინანე, რაჲთა  არა გარესკნელსა ბნელსა მიეცე. შეინანე საარებელო სულო1051, რაჲთა  არა გრცხუენეს წინაშე1052 საშინელსა მას საყდარსა ქრისტესსა. ჰოჲმე ცოდვილსა, შემამწიკულებელსა1053 გულისა ჩემისასა სილირბითა ჩემითა, რამეთუ უდებებამან ჩემმან და მცონარებამან კადნიერებაჲ გულისა ჩემისაჲ დააბნელა და ბოროტნი გულისთქუმანი, ვითარცა მეფენი მონათა, მიმორჩილებენ, ხოლო მე მყის1054, ვითარცა ჩჳლი, შიშით1055 ვემორჩილები და მაცთუნებენ მე და უდებ-ვჰყოფ და ვინ არს, რომელი ჩემთჳს ევედროს ანუ იგლოოს ჩემთჳს, გარნა შენ, მხოლოო მაცხოვარ, რომელსა გაქუს თჳსი სახიერებაჲ. მოიხილე ჩემზედა, განწირულსა. ვაჲმე ცოდვილსა, რამეთუ მე მხოლოჲ მოწყლულ-ვიქმენ. ჰოჲმე, რამეთუ განწმედილად შემქმენ, მეუფეო, და უდებებითა ჩემითა თავი თჳსი შევბღალე ცოდვასა შინა. სწორპატივად ანგელოზთა მყოფმან თავი თჳსი შევამცირე. განმრავლდეს უსჯულოებანი ჩემნი, უფალო, განმრავლდეს, და არა არს დასასრული სიმრავლისა მათისაჲ, გარნა ვითარ-მე გევედრო შენ, მაცხოვარო ჩემო, რამეთუ პირი ჩემი გინებითა აღვავსე1056? ანუ ვითარ გიგალობდე შენ, რამეთუ სჳნიდისი1057 ჩემი შემწიკულებულ არს? ანუ ვითარ შეგიყუარო შენ, უფალო, რამეთუ სიძულილითა სავსე ვარ? გინა ვითარ ჭეშმარიტებით დაემკჳდრო ჩემშორის, რამეთუ ტყუვილითა თავი ჩემი აღმიჭურავს? ანუ ვითარ გხადოდე შენ, რამეთუ მცნებანი შენნი არა დამიცვან? არამედ  შენ, უტყუველო უფალო, ნუ უგულებელს-მყოფ მე, შეურაცხქმნილსა, რამეთუ ფრიად განსცხრების მტერი ჩემი, რაჟამს ჰხედვიდეს, ვითარმედ განვწირავ თავსა ჩემსა, რამეთუ მხოლოდ ამით1058 იხარებს, რაჲთა  წარტყუენულად მიხილოს, რაჲთა  მიხილოს1059 განწირულობით; არამედ  შენ თავადმან მოწყალებითა შენითა არცხჳნე სასოებასა მისსა და დამიფარე მე კბილთა მისთაგან და ჰავჴელოვნებისა ჯერჩინებისაგან1060 და ყოვლისა ჩემდამომართ აღძრულისა მოქმედებისაგან; ვევედრები სახიერებათა შენთა, თანამელმე1061, ვითარცა მოწყალე, და განიოტე გონებისაგან ჩემისა განმხრწნელი მზაკუვარებაჲ და პირველ სიკუდილისა უბრალო მყავ მე ნაწილისაგან უმსახურებელთაჲსა. მომიჴსენე მე, უფალო, წყალობითა და სიტკბოებითა, და მოყავ ყური შენი ვედრებასა მონისა შენისასა და ნუმცა დავისჯები ამპარტავანთა თანა, ნუმცა განგდებულ ვარ პირისაგან თუალთა შენთაჲსა, ნუმცა ვიქმნები წარწყმედულთა ნაწილისაგან, ნუმცა დავინთქმი სიღრმესა უფსკრულისასა, ნუმცა შევიწყუდევი ჯოჯოხეთისა საუნჯეთა შინა, ნუმცა დამეგების ქუეშე ჩემსა სიმპალე, დასაფლველ ჩემდა ნუ იქნებიან მატლნი, ნუმცა ვიკრძალვი1062 ბნელთა შინა საუკუნეთა, საფუძველთა1063 ქუეშე მთათასა სამარადისოჲთა საკრველითა შეკრული, ნუმცა მივეცემი ანგელოზთა უწყალოთა, ნუმცა განვიპატიჟები ცეცხლსა შინა უშრეტსა. მომიჴსენე მე, უფალო, და მაცხოვნე მე, წმიდაო1064, რომელი წმიდათა შორის1065 განისუენებ, რამეთუ შენ სთქუ, უფალო: "ითხოვდით და მოგეცეს თქუენ". ვითხოვ მე წყალობასა და მოწყალებასა, რამეთუ მიჰმადლებ მდიდრად ყოველთა და არა აყუედრებ, მეუფეო უფალო ყოვლისა-მპყრობელო, რამეთუ სახიერ ხარ და კაცთმოყუარე. მომეც ჩუენ, უფალო, პოვნად მადლი წინაშე შენსა და წმიდისა1066 დიდებისა შენისა. შემიწყნარებედმცა ჩუენ, უფალო, მართალნი მხიარულებით საუკუნეთა საყოფელთა, ჴსნილთა ჴელთაგან ამპარტავანთაჲსა. უფალო1067 მრავალმოწყალეო და ადვილთანამლმობელო, უფალო, რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, განმკითხველო უცნაურთაო და მეძიებელო გულისსიტყუათაო, რომელი ჩემ უბადრუკისა და შემწიკულებულისა არა ესრეთ უმეცარ ხარ, შობითგან ვიდრე აწამდეთა ძნელთა და ყოვლადძჳრთა უღირსებისმოქმედებათა, სიტყჳთთა და საქმითთა, მეცნიერებითთა და უმეცრებითთა, ღამისშინათა და დღისშინათა, ყოველნი შემინდვენ, სულთმოყუარეო და ძჳრუჴსენებელო, და თავისუფალ-მყავ მე ამათგან, დამამონე მე სამართალთა შინა შენთა ბრძანებათასა და ესრეთ აღასრულე ნეშტი ცხოვრებისა ჩემისაჲ და ნუ შემინდობ მე უნაყოფოდ და არაწმიდად და შეუნანებელად მოპოვნებად უკუანაჲსკნელისა დღისა, ყოვლადძლიერო და ადვილსავედრებელო, არამედ  სულგრძელ-იქმენ მერმეცა ჩემზედა, უდებსა და დაჴსნილსა, სიძვისმოყუარესა და გემოთმოყუარესა, შებღალულსა და უღირსსა ცისა და ქუეყანისასა, თანამდებსა ყოვლისა პატიჟისა და ტანჯვისა გეჰენიისასა, და შემაწუხებელსა სულისა შენისა სახიერისა და მშჳდობისმყოფელისასა, მრავალთა შინა წელთა მგმობარსა თაყუანისსაცმელისა სახელისა შენისასა ბილწთა და არაწმიდათა საქმეთა ჩემთა მიერ და მერმეცა გუემულსა და შებღალულსა, - და თითოეულსა დღესა და ჟამსა და წამსა, - სიტყჳთ და საქმით და მოგონებით, შემაბილწებელსა ხატებისასა და შემაგინებელსა ნათლისღებისასა, ეგრეთვე მონაზონებისა წესისა არადამცველსა; და აწ, სულგრძელო მეუფეო, მოწყალე-იქმენ მერმე და მერმე, ჰყავ წყალობაჲ ჩემ უღირსსა ზედა, ვითარცა თანანერგად მქონებელმან უფსკრულისა მოწყალებისა და სულგრძელებისა მიუწდომელისამან, და რომელმან არ მტანჯე მე, ცოდვილი, და არა დამწჳ უძღებებათა და არაწმიდებათა შინა შემწიკულებული, რომელმან არა განაღე ქუეყანაჲ და შთამნთქი ცოცხლებით, რომელმან არა მიმეც მე სოფლისა სამსჯავროთა და პატიჟთა [და] სიკუდილთა, არამედ  სულგრძელ-მექმენ, არამედ  ძჳრთა უჴსენებლად იტჳრთენ ბევრეულნი დაცემანი ჩემნი ამათ ესოდენთა წელთა მეძიებელმან განმართლებასა ჩემსა; და აწცა შემიწყნარე მოქცეული და ცრემლით მვედრებელი და აღმსაარებელი ცოდვათა ჩემთაჲ; დამიწყსენ ყოველნი ასონი და გონებაჲ ჩემი მოქმედებად შენთა სათნოებათა მიმართ და შეუნდვენ ყოველთა კაცთა, ჩემდა მომართ მცოდველთა, და რომელთაჲ უწყნი და გიციან1068, სამსჯავროთა უფალო, მაცხოვნე მე აურაცხელთათჳს შენთა მოწყალებათა და ზეშთააღმატებულისა სიტკბოებისა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა მიმართ საუკუნეთასა1069. ამინ.

 

სამშაბათსა, შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა, ლოცვაჲ ძილისაჲ1070

უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდვენ მე, უღირსსა მონასა შენსა, რაოდენნიცა, ვითარცა კაცმან, ვცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან და უდებებისა1071 ჩემისა, გინათუ ვფუცე სახელი შენი წმიდაჲ, გინათუ ვაფუცე, გინა ცილი ვსწამე, გინათუ ვგმე გონებითა, გინათუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რასამე ზედა განვარისხე ვინმე1072, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმაჲ მოვიდა ჩემდა და შეურაცხ-ვყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუთუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონებაჲ ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყჳსისა მეტად განვიშჳ, ანუ ურცხჳნოებით ვზრახე ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგუნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შუენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყუებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინათუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობლად მყოფთა უგულებელს-ვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაჲ ჩემი უდებ-ვყავ, ანუ სხუანი რაჲმე ბოროტნი მიქმნიან და არა მაჴსოვან, - უფალო, შემიწყალე და შემინდვე მე, უღირსსა და უჴმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან, რაჲთა მშჳდობით დავწვე და დავიძინო მე, უძღებმან ამან, და გადიდებდე შენ, მამისა და ძისა თანა, წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ოთხშაბათსა

ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი ბოროტთა გულისსიტყუათათჳს ყოვლადწმიდისა მიმართ

ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, განდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულისსიტყუანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან და შემიწყალე მე, ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიჴსენ მე ბოროტთა გულისთქუმათაგან და მოგონებათაგან. უწყი1073, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე და ბილწ და მწიკულევან და უღირს, რამეთუ ზეშთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ1074 განმრავლდეს უფროჲს რიცხჳსა ქჳშისა ზღჳსა და შეყროლდეს და დალპეს ნაგუემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა საქმეთა1075 ჩემთაჲსა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ, აღმსაარებელი ყოველთა ძჳრთა და ცოდვათა ჩემთაჲ1076:

შენ, დედაო ღმრთისა ჩემისაო, მრავალგზის განგარისხე არაწმიდებათა ჩემთა მიერ შემწიკულებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყუარეო, და შემინდვე მე და მომიძაგებ მე, დედოფალო ჩემო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და [ნუ] მივიქცე მეცა შენგან, - ვაჲმე, ვაჲმე, - დაბნელებული1077. ნუ, დედოფალო, ნუ ახარებ ამით, – ვაჲმე, ვაჲმე, - მტერთა ჩემთა, არამედ1078 აღადგინე გულისსიტყუაჲ ჩემი სინანულად და ჴელპყრობილ-მყავ მე გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო1079 შენცა თანამოგზაურად და შენითა წინამძღურებითა1080 ვცხოვნდე. ჰე დედოფალო, დედაო კაცთმოყუარისა ღმრთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თუალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლენ იგინი მეოხებათა შენთა ნათლითა1081, რაჲთა არა დავიძინო მე სიკუდიდ. მასხურე მე უსუპითა წყალობათა შენთაჲთა და განვწმიდნე1082 მე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. ჰე დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე  აღსაარებაჲ და ვედრებაჲ ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისაჲ სინანულითა უცთომელად და ჟამსა  სხეულთაგან1083 მდაბლისა სულისა ჩემისა განსლვისასა, რაჟამს მეგულებოდის სიტყუად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, -ვაჲმე, ვაჲმე, - მაშინ გამომიჩნდი, დედოფალო, მოწყალითა თუალითა შენითა და განმათავისუფლე  მე მწარეთა მათგან სიტყჳსმიმჴდელთა და სალმობიერთა მეხარკეთა1084 მთავრისა მის ამის საწუთოჲსათა1085 და მექმენ მე ვაქილ1086 და უჩინო-ყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ჴელითწერილნი; მაშინ1087 წარმადგინე მე, ურცხუენელი და ცხოვნებული, წინაშე საყდართა ძისა და ღმრთისა შენისათა1088 დიდებად შენდა [და] მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა, და1089 დაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისა მისისა, ერთისა დასაბამნათელთაჲსა1090 და თანაარსისა სამებისა, აწ და მარადის და საუკუნეთასა უკუნისამდე. ამინ.

 

ოთხშაბათსა ლოცვაჲ წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს1091

შენ მხოლოსა, ძვირუჴსენებელო უფალო, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ დაღაცათუ მე ვდუმნე, შენ უწყნი, უფალო, ყოველნივე, რამეთუ არარაჲ არს დაფარულ პირისაგან თუალთა შენთაჲსა, არამედ  ვინაჲთგან სთქუ, უფალო, წინაჲსწარმეტყუელისა შენისა მიერ: თქუენ პირველად ცოდვანი შენნი, რაჲთა განმართლნე", ვცოდე უფალო, ვცოდე და არა ღირს ვარ აღხილვად სიმაღლესა ცათასა სიმრავლისაგან უსამართლოებათა ჩემთაჲსა, რამეთუ კნინისა1092 და ბილწისა გემოჲსათჳს შეურაცხ-ვყავ ცეცხლი, და არარაჲ ვქმენ სანაცვლოჲ სამეუფოჲსა1093 შენისა, და რაჲ ვყო, არა უწყი მე, უბადრუკმან ყოველთა კაცთამან.

ვსტიროდე თავსა ჩემსა, ვიდრეღა არს ჟამი ცრემლთა1094 შეწყნარებისაჲ, და ვინმცა სცა მდინარე თავსა ჩემსა და1095 თუალთა ჩემთა წყარონი ცრემლთანი? და დავჯდე და ვტიროდე ღამე და დღე, რაჲთა  ლმობიერ-გყო შენ, ღმერთი, რომელი განვარისხე.

მომმადლენ მე უფალო, ცრემლნი სინანულისანი, რომელი მხოლოჲ სახიერ ხარ და მოწყალე, რაჲთა  მათ მიერ გევედრებოდი შენ, უფალო, განწმედად მწიკულევანებასა გულისა ჩემისასა, რამეთუ შეუცავს იგი მწჳრესა ცოდვათასა, რაჲთა  არა შემდგომად განყოფისა სულისა ჩემისასა უღუაწისა ამის სხეულისაგან მომიცვან მე მთავართა მათ ბნელისათა, კაცთმოყუარე. და ვინ იყოს შემწე, ანუ მჴსნელი ჩემი ჟამსა მას შინა ჴელთა მათთაგან, უკუეთუ შიშუელ ვიპოვო საფარველისაგან შენისა, და რომლისათჳს სიტყჳს-ვმგებელობდე1096 პირველ მრავალყოფისა სულიერთა ვნებათა ჩემთაჲსა?
ნანდვილვე საშინელთა და საზარელთა ადგილთა მეგულების წარსლვაჲ სხეულისაგან განყოფილსა1097 და მაშინ შემემთხუევის მე სიმრავლე ბნელთა და კაცთმოძულეთა ეშმაკთაჲ და არავინ არს თანამოგზაურთაგანი შემწე ანუ განმარინებელი ჩემი, მეუფეო, რამეთუ ბილწთა საქმეთა ჩემთათჳს განვაოტენ მცველნი ცხოვრებისა ჩემისანი წმიდანი ანგელოზნი. გარნა რად-მე დავიბადე მუცელსა შინა დედისა ჩემისასა, რად შემემთხჳვნეს მე მუჴლნი და არა - მყის შობასავე თანა წარწყმედაჲ,  უკუეთუ მეგულების აღსაგზებელ გეჰენიისა ცეცხლისა ქმნად? რაჲ-მე უყო მას ჟამსა შინა ბნელსა გარესკნელსა, სადა არს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ? ვაჲმე, რაჲ-მე უყო ტარტაროზსა დაუსრულებელთა სატანჯველთასა და მატლსა წამლიანსა1098, ვაჲმე, რაჲ-მე უყო ტბასა ცეცხლისასა, დაუშრეტელსა ცეცხლითა, უქუეესთა ქუეყანისათა? ჰოჲმე, რაჲ-მე უყო ქუესკნელთა წარმწყმედელთა, ფსკერთა ჯოჯოხეთისათა? ვაჲმე, რაჲ-მე უყო ქადებასა ანგელოზთასა სატანჯველთა-ზედათასა, რამეთუ საშინელ და უწყალო არიან ცეცხლ-მტანჯველებრ მკამკამებელნი ცეცხლისმხედველნი ცეცხლისმბერველნი?

უწყი, რამეთუ, უწყი, ვითარმედ არავინ შემწიკულებულთაგანი იხილავს დიდებასა პირისა შენისასა., არამედ  საშინელად და საზარელად პირუთნებელისა სამსჯავროჲსა შენისაგან განიდევნების თითოეული, ქრისტე ღმერთო, და ერცხვინების და ეკდიმების1099 შენისა ბეჭდისა უჴმარყოფისათჳს, რომლისა განახლებად არა ისწრაფა. ამისთჳს, უფალო, ჟამისა მის საშინელისა, - რაჟამს ესრეთ განვიცდებოდე მრავალთა ცოდვათა ჩემთათჳს, -გონებად მომღებელი მე, ყოვლადუბადრუკი ესე, შეუვედრები, მეუფეო, სახიერებათა შენთა არამიცემად ჩემდა მეუსამართლოეთა ჩემთა, ნუ უკუე იქადონ მტერთა ჩემთა, უფალო სახიერო მონისა შენისა ზედა, იღრჭენდენ რაჲ კბილთა და აშინებდენ ცოდვილსა სულსა ჩემსა, ნუმცა იტყჳედ: ჴელთა ჩუენთა მოსრულ ხარ და ჩუენდა მოცემულ ხარ.

ნუ, უფალო, ნუ მომაგებ მე ცოდვათა ჩემთაებრ და ნუ განაყენებ წყალობასა შენსა ჩემგან, ნუცა მეტყჳ მე: "არა გიცი შენ". უფალო, მასწავე მე, გარნა - წყალობითა შენითა, და ნუმცა იხარებს მტერი ჩემი ჩემზედა, არამედ  დაავსენ მოქმედებანი მისნი და განაქარვენ ყოველნი ქადებანი1100 მისნი და მომეც მე შენდა მომართ გზაჲ განუცდელი და შეუგინებელი.

ჰე უფალო ღმერთო ჩემო, ვედრებულ-იქმენ არა სიმართლეთა ჩემთა მიერ, არამედ  სიტკბოებათა შენთა მიერ და მრავალთა სახიერებათა. იჴსენ სიკუდილისაგან შეჭირვებული სული ჩემი.

მომიKსენე, სახიერო უფალო, რამეთუ მცოდველი და მახლობელად სიკუდილისა მოწყლული, არა მილტოლვილ ვარ სხჳსა მკურნალისა და არცა1101 განმიმარტებიან ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არამედ -  შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ ყოველთა სულთაჲ.

შენ სთქუ უფალო: "ითხოვეთ და მოგეცეს თქუენ"; განმწმიდე მე, უფალო, პირველ აღსასრულისა ყოველთა ცოდვათაგან. ნუ განიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო; პირი უღირსი ღაღადებს შენდა მიმართ და გული არაწმიდაჲ და სული ცოდვითა შებღალული. შემიწყალე მე, უფალო, ისმინე ჩემი სახიერებათა შენთათჳს, რამეთუ არა განაგდებ ვედრებასა ჭეშმარიტებითმონანულთასა. ხოლო ჩემი სინანული არაწმიდა არს და განხრწნილ. ერთ ჟამ ვინანი და ორსა1102 განგარისხებ. დაამტკიცე გული ჩემი, სახიერო უფალო, შიშსა შენსა, დაადგინენ ფერKნი ჩემნი კლდესა ზედა სინანულისასა, სძლენ სახიერებამან შენმან, უფალო, ჩემშორისთა სიავეთა, სძლენ ნათელმან მადლისა შენისამან ჩემშორისთა ბნელთა1103, აღახუენ დაბნელებულნი თუალნი გულისა ჩემისანი, უფალო, რომელმან განახუენ თუალნი ბრმათანი; რომელმან სიტყჳთა განსწმიდე კეთროვანი, განწმიდენ ბიწნი სულისა ჩემისანი.

იქმენინ მადლი შენი, სახიერო უფალო, ჩემშორის, ვითარცა ცეცხლი შემწუველი ჩემშორისთა არაწმიდათა გულისსიტყუათაჲ, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ, სახიერო, ნათელი ზეშთა ყოველთა ნათელთა, სიხარული ზეშთა ყოველთა სიხარულთა, განსუენებაჲ ზეშთა ყოველთა განსუენებათა, ცხოვრებაჲ ჭეშმარიტი და მაცხოვრებაჲ ქებული1104 უკუნისამდე.

შენ, მხოლოჲსა სახიერისა, მოვივლტი ვედრებით მე, ყოვლისა სატანჯველისა თანა-მდები; შენ, მჴსნელსა, გევედრები: ნუმცა მეწევის მე წინააღმდგომი სრულიად, არამედ  შენ, უფალო ღმერთო ჩემო1105, ვითარცა სახიერმან და ძჳრუჴსენებელმან და მოწყალემან, აღადგინენ ასონი ჩემნი, რომელნი დააკუეთნა ცოდვამან, და განანათლე სული ჩემი, რომელი დააბნელა ბოროტმან გულისთქუმამან, და მიჴსენ მე ყოვლისაგანვე საქმისა ბოროტისა და დანერგე ჩემშორის სრული სიყუარული შენი, უფალო იესო ქრისტე, მაცხოვარო ჩემო და დაწერე სახელი ჩემ, უღირსისა მონისა შენისაჲ, წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა. მომმადლე მე კეთილი აღსასრული, ძლევისა მომღებელსა ძYნად ეშმაკისა და ყოველთა ბოროტთა სულთა [და] მოქმედებათა მისთა, და თაყუანისცემად საყდართა საშინელისა მეუფებისა შენისათა ყოველთა თანა წმიდათა, საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მოწყალე და შემწყნარებელი და კაცთმოყუარე და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ოთხშაბათსა, შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა, ლოცვაჲ ძილად დაწოლისაჲ

აღსლვასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსუენებისათჳს ჴორცთა ჩემთაჲსა, რაჲთა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონებაჲ და გულისსიტყუანი ჩემნი.

წმიდა-ყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოზი შენი მცველად ადგომისა ჩემისა,  რაჲთა დავიმარხნე ჴორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი, ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშუებ ჩემზედა სატანასა ბოროტსა და მარადისმოძულესა სიწმიდისა შენისასა და მოყუარესა სულსა ამაოებისასა და რაჲთა ჟამსა განღჳძებისა ჩემისასა განვიმარტნე ჴელნი ჩემნი სახედ ჯუარისა შენისა,  უფალო, და შენ, ჯუარცუმულსა, აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე, განძლიერებული, ესრეთ გიღაღადებდე:

უფალო, დაიცევ მეფე და ქალაქი ჩემი, - მეფე, რომელ არს სული ჩემი, და ქალაქი - გუამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად, სამკჳდრებელად სიწმიდისა შენისა,  ქრისტე, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; დავწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯუარითა შენითა და დავიძინებ...; შემზღუდე მე მადლითა ღმრთეებისა შენისაჲთა.

მამაო, დამიცევ; ძეო, დამიფარე და სულო წმიდაო, შემიწყალე მე.

მრავალმოწყალეო ღმერთო, უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე, უღირსი მონაჲ შენი, ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა, ქრისტე, შენისაჲთა და წმიდა-მყავ მე დანერგჳთა სულისა შენისა წმიდასაჲთა, რაჲთა განფრთხობილი არმურისაგან ბოროტთა ოცნებათა  მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს-ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა შევსწირავთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ხუთშაბათსა

ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი ბოროტთა გულისსიტყუათათჳს

უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, გულთმეცნიერო და გულისსიტყუათა მპყრობელო, რომელმან პყრობილ-ჰყვენ ზღუანი და ჴმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათჳს კაცთაჲსა შენდა შევრდომითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო, ძეო და სიტყუაო ღმრთისა ცხოველისაო, კრავო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი და აღტყინებანი და აღძრვანი ჴორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაჲ იგი ზღჳსაჲ და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იჴსნენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა, მონასა ამას შენსა, და მიჴსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ჴორცთა ჩემთაჲსა. გარეუკუნაქციე გულისთქუმაჲ ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა და ჴორცისა ჩემისაჲ; გულსმოდგინე მყავ მოKსენებად ჟამსა ამას ჯუარცუმისა შენისა,  გუერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა, და კუალად - დღე იგი საშინელი განკითხვისაჲ, და მიჴსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, ამინ.

 

ხუთშაბათსა ლოცვაჲ თქუმული წმიდისა ეფრემისი

უფალო ღმერთო მილხინე მე, ცოდვილსა, რამეთუ არავინ შეგცოდა და არავინ არს ესრეთ უბადრუკ, ვითარ მე. შემიწყალე მე, ზეშთასახიერო უფალო, მდაბალი და ცოდვილი, ყოველთა უცოდვილესი, ყოველთა უარაწმიდესი, ყოველთა უბილწესი, ყოველთა უმეტეს შებღალული და უმწიკულევანესი და უუსჯულოესი. შემიწყალე მე, უფალო, ვითარცა მეძავი, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა უძღები შვილი, ვითარცა დავით, ვითარცა მანასე, ვითარცა მეზუერე, ვითარცა უმწუერვალესი პეტრე, ვითარცა ყოველნი, რომელნი შეიწყალენ, უფალო, ბოროტადვნებულნი სხეულეანად და სულიერად. უწყი, უფალო, უძლურებაჲ გონებისა ჩემისაჲ და ცოდვისა მიმართ ადვილმიდრეკილებაჲ, რაჲთამცა წარვიპარენით, რაჲთამცა მოვისამჭედურენით, რაჲთამცა მოვსცეთით; ადვილმზა ვარ ცოდვისა მიმართ, შემიწყალე, მილხინე, შემინდვენ, მომიტევენ, უფალო, მრიდე, კაცთმოყუარე, და ნუ თანაწარმწყმედ უსჯულოებათა და ცოდვათა ჩემთა მიერ, მეუფეო,, ნუცა აღიტაცებენ, ვითარცა ლომნი, სულსა ჩემსა სიკუდიდ ჩემდა წყურიელნი. ნუ მომკუეთ მე, ვითარცა უნაყოფოსა მას ლეღუსა, რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ მისი, რომელი არა მოხუედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა მოქცევად და სინანულად, რომელსა წყალობაჲ უფროჲს გნებავს, ვიდრეღა მსხუერპლი, რომელი სამეოცდაათშჳდგზის გჳბრძანებ შენდობასა ურთიერთას ცოდვათასა. უპასუხო ვარ, უფალო, არა მაქუს სიტყჳსგებაჲ. არასადა მაქუს მისალტოლველი, თჳნიერ მოწყალებისა შენისა მომართ მიუთხრობელისა. შემიწყალე, მილხინე, შემინდვენ, მომიტევენ, უფალო, მრიდე, უფალო. მრწამს და აღვიარებ, უფალო, ვითარმედ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ, რომელი მოხუედ სოფლად და კუალად მომავალ ხარ დიდებითა ღმრთივშუენიერითა განკითხვად ცხოველთა და მკუდართა. მე ვარ, უფალო, განკეთროვნებული სულითა, ცოდვათა მიერ მოწყლული, რომელსა ვნებათა მიერ შემწიკულებული მომაქუს სული და ბოროტადეშმაკეული უჯეროჲთა თანაკრთომითა და გულისთქუმითა. მასმინე მეცა, უფალო: "ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ"; მასმინე მეცა, უფალო, ვითარმედ: "მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი მრავალნი". მრწამს, უფალო, ვითარმედ, უკუეთუ გნებავს, ძალ-გიც განწმედაჲ და განკურნებაჲ ჩემი; მხოლოდ ინებე, უფალო, და განვწმდები და განვიკურნები. ჰე მეუფეო კაცთმოყუარეო, განმყოფელო კეთილთაო, შემიწყალე მე, მომიტევენ  ცოდვანი ჩემნი. ნუ მომაკლებ დიდებისაგან წმიდათა შენთაჲსა, მეუფეო, და აწინდელთათჳს, რაჲცა გნებავს, ყავ, რამეთუ უფალი ხარ და მეუფე წინაგანმგებელი, მაცხოვარი, მოურნე, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ნუგეშინისცემისაჲ. უწყი, უფალო, საზომი ძალისა ჩემისაჲ და უძლურებასა ჩემსა არა უმეცარ ხარ. უწყი, ყავ უმჯობესი ჩუენი. ვითარცა ჰნებავს სახიერებასა შენსა, განაგენ ჩემთჳს, მხოლოდ დიდებისაგან წმიდათა შენთაჲსა ნუ დამაკლებ მე მეოხებითა მშობელისა შენისა ყოვლადუხრწნელისა  დედოფლისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულსა მარიამისითა და ყოველთა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა მიმართ. ამინ.

ხუთშაბათსა, შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა, ლოცვაჲ დაწოლისა ჟამსა (სარეცელსა ზედა)

მომეც ჩუენ, მეუფეო უფალო, ღმერთო ჩუენო, მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთაჲთა ძილი მშჳდობისა და განსუენებისა სულისა და ჴორცთაჲ[საჲ] და დამიცვენ ჩუენ ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა. დააცხრვენ აღძრვანი ვნებათანი, დაშრიტე მჴურვალებაჲ ჴორცთაჲ და მომეც საღმრთოჲ გულისსიტყუაჲ და უბიწოჲ მოქალაქობაჲ, ღამე ყოველ გალობით შენდა დიდებისმეტყუელებაჲ, რაჲთა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცვულნი შენდა დიდებასა შევსწირვიდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

პარასკევსა

ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი ბოროტთა გულისსიტყუათათჳს

წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა. უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურო, ხოლო შენი სალმობაჲ და რისხვაჲ მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა. გმობაჲ შენი დაჴედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაჲ არს შენი და ჩუენი, უცხოო ღმრთისაგან, ლტოლვილო ცათაგან და მონაო ბოროტო და განდგომილო? არა გაქუს შენ ფლობაჲ ჩუენი. ქრისტესა, ძესა ღმრთისასა აქუს ფლობაჲ ჩუენი; ყოველთა მისა ვცოდეთ და მასვე სიტყუა-უგოთცა, ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსრველო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო და გეჰენიისა და ყოვლისა სატანჯველისა დამ[ამკჳდრებელო. ჩუენ სიმტკიცედ გუაქვს ჯუარი პატიოსანი და მით დავსთრგუნავთ შენ, გუელისა, თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ზედამდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისითა, რამეთუ ღმრთისა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

პარასკევსავე ლოცვაჲ, თქუმული წმიდისა ეფრემისი

ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, და არა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა და არცა აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა სიმრავლისაგან უსამართლოებათა ჩემთაჲსა, არცა სახელისდებად სახელსა შენსა წმიდასა ბაგითა ჩემ ცოდვილისა მიერ,რამეთუუღირს ვყავ ტქავი ჩემი ცისა და ქუეყანისა, განმარისხებელმან შენ, სახიერისა მეუფისამან. ამისთჳს გევედრები სენ, უფალო, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, ნუცა განმეშორები ჩემგან, რაჲთა არა წარვწყმდე, რამეთუ უკუეთუ არა დავეფარე მადლსა შენსა, აწვემცა წარწყმედილ ვიყავ და ქმნილ ვიყავ ვითარცა მტუერი წინაშე პირისა ქარისასა და ვითარცა არარაჲ გამოჩინებულ ვიყავ საწუთოსა ამას შინა, რამეთუ ვინაჲთგან დაუტევენ გზანი შენნი, არა შემემთხჳა მე დღე კეთილი, ტამეთუ ცოდვასა შინა საგონებელი  დღეკეთილობაჲ უფროჲს ნავღლისა გამოჩნდების, არამედ ამიერითგან ვესავ მადლსა შენსა, ვითარმედ განმაძლიერო მე ზრუნვად ცხოვრებისათჳს ჩემისა, და აწ შეგივრდები მვედრებელი: შემეწიე მე, შეცთომილსა გზათაგან სამართალთა შენთაჲსა, განფინე ჩემზედა სიმრავლე წყალობათა შენთაჲ, ვიტარცა უძღებსა შვილსა ზედა, რამეთუ ვარცხვენ ცხოვრებასა ჩემსა განბნევითაა სიმდიდრეთა მადლთა შენთაჲთა. შემიწყალე მე, ღმერთო, ძჳრუჴსენებლობისა შენისათჳს; შებღალულისა ცხოვრებისა ჩემისათჳს ვითარცა მეძავი და ავაზაკი, შემიწყალე მე, რამეთუ ესენი ქუეყანასა ზედა რაჲ იყვნეს, განიწირნეს ყოველთაგან, ხოლო შენ, უფალო, შეიტკბენცა იგინი დასასუფეველისა მკჳდრად გამოაჩინენ იგინი. მიითუალე ჩემ უღირსისა და უჴმარისა მონისა შენისა  სინანული. უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, მოიხილე მოწყალითა თუალითა სიმდაბლესა ზედა უღირსისა მონისა შენისასა და აღმადგინე მე, სასოწარკუეთილებასა შინა მდებარე, და გამომიყვანე მე, მცონარებათა შეყენებული, და აღმმართე მე, უდებებითა დაღონებული, რამეთუ შევამწიკულე ცოდვასა შინა სული ჩემი, შევბღალე უძღებებითა სხეული, მწჳრიან-ვყავ ნაყროვანებითა სული; ყოვლითურთ თავი ჩემი უჴმარ-ვყავ, ყოვლითურთ თავიჩემი ბიწიან-ვყავ, ყოვლითურთ თავი ჩემი უჩინი-ვყავ, არამედ აღმომიწოდე მე, უფროჲს ყოველთა კაცთა ბრალეული, განმაახლე ხრწნილებასა შინა შთავრდომილი, განმაცხოველე გარდასლვითა მომკუდარი; განმწმიდე მე, ვითარცა წმიდამან; აღმადგინე მე, ვითარცა თანამლმობელმან;განმბანე მე, ვითარცა სახიერმან; შემიწყნარე, შემინდვე და განმწმიდე მე, ღმერთო; ნუ მანხილებ მე ნაცოდავთა, ნუცა საანჯმნო-ჰყოფ უსამართლოებათა ჩემთა, ნუცა განაცხადებ უსჯულოებათა ჩემთა, ნუცა მამხილებ ჩემთა უძღებებათა. უწყი, მეუფეო, ვითარმედ ცუდი შენგან სიტყჳთ და საქმით განვვარდი და უღირს-ვიქმენ შენისა შეწყნმარებისაგან, რამეთუ ღამით და დღისით ბოროტითა აღვივსე ყოველთა საგრძნობელთა სხეულთაჲსა შემწიკულებითა დასულისა ძალთა დაშავებითა. ამისათჳს სალმობიერითა გულითა და უკადრითა სულისაჳს სჳნიდისითა შევრდომილი ვითხოვ შენისა მოწყალებისაგან: მლხინებელ მექმენ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე ყოვლისმპყრობელითა ძალითა შენითა, და ვაქო სახელი შენი ამიერითგან და უკუნისამდე. ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, განდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულისსიტყუანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან და შემიწყალე მე, ცოდვილი, რამეთუ უძლურ ვარ და უსუსურ, და მიჴსენ მე ბოროტთა გულისსიტყუათა და მოგონებათაგან. უფალო, განმწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან. შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი; ვითარცა გნებავს, აღჴოცენ იგინი. შეგცოდე, უფალო, შემინდვე მე სახელისა შენისათჳს. უფალო, მომცენ მე კეთილნი ანგელოზნი მმართებელად და წინამძღურად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდამომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არარაჲ მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათჳს მომეც მე დაწყებაჲ და დასაბამი კეთილისაჲ. უფალო, მაცხოვნე მე და ვცხოვნდე და ნუ უსჯულოებათა თანა ჩემთა წარმწყმედ მე, კაცთმოყუარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ პარასკევსა

ვინაჲთგან შესავედრებელად და შუამდგომელად განგიკუთნა შენგან შობილისა მიმართ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ნათესავმან კაცთამან და გესავს შენ და დამოკიდებულ არს მარადის შენისა წინამდგომელობისა მიმართ და შენ მხოლოა აქუ შემწედ და მისალტოლველად, ვითარცა მქონებელი კადნიერებისა მისსა მიმართ, აჰა მეცა მოგიჴდები მდუღარითა სულითა, ვითარცა ვერმკადრე ცხადად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა მისლვად, არამედ შენისა შუვამდგომელობისა და მეოხებისა მიერ ვმვედრებელობ ცხოვრებისა მიმთხუევასა. ნუ უგულებელს-მყოფ, კეთილისმოყუარეო დედოფალო, ნუ განმიშორებ მონასა შენსა, შემდგომად ღმრთისა, ყოვლისა სასოებისა შენდამი დამდებელისა. ნუ მომიძაგებ მე, უძღებსა, ნუ წარმხედავ ყოვლითურთ ძჳრხილულსა და დიდთა სალმობათა შინა მდებარესა, არამედ, ვითარცა თანამლმობელმან დამოწყალისა ღმრთისა დედამან, მვედრებელი შენი შემიწყალე და შეცვალე სასოწარკუეთილი სჳნიდისი ჩემი დამომავალთა ჩემდა ცოდვისა ვნებათაგან მიჴსენ მე, ღელვანი გულისსიტყუათანი დაამშჳდენ საჴუმილი ჴორცთაჲ დააძინე დაძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა მიმართსურვილი აღაგზენ და განაძლიერენ ყოველნი საგრძნობელნი ჩემნი არცა ერთისა ბოროტისა შემოსავალისა მიმშუებელმან ჩემშორის, არამედ მომმადლე მე ჟამი სინანულისაჲ და მარადის ყოველთა გზათა კეთილთა სლვად წარმიმართე, ნუუკუე მპოვოს მე უნაყოფოჲ მანგალმან სიკუდილისამან და მომკუეთოს და, ვითარცა უნაყოფოჲ, ცეცხლსა მივეცე, არამედ აღანთე ლამპარი სულისა ჩემისაჲ დაშრეტილი და წყუდიადი უსჯულოებათა ჩემთაჲ განაქარვე და ნისლნი ვნებათა და მწუხარებათანი მეოხებითა შენითა განდევნენ და განმანათლე მე ყოვლითურთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებაჲ დედისაჲ ადვილად დაგებად ძისა მიმართ, ხოლო მომეც მე, დედოფალო ყოვლადუბიწოო ნებისაებრ ძისა შენისა და ღმრთისა მოქალაქობად ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და ვიდრემდის მრავალსალმობიერსა ამას ცხოვრებასა შინა ვიყო, დამამტკიცე, დამიფარე, დამიცევ შემზღუდე ყოვლადვე და ყოველთაგან, - მოგზაურთა თანამოგზაურობად, ზღუასა მავალისა თანამავალობად, - და რაჟამს სხეულთა ამათ ჩემთა თიჴიანთა და უნდოთაგან მეგულებოდის განსლვაჲ, წარმომიდეგ მე, კეთილისმოყუარეო დედოფალო, და მოუთმენელი იგი სალმობაჲ აღმისუბუქე და ტკივილნი ჩემნი შეამცირენ და იწროებასა ჩემსა ნუგეშინის-ეც და ჴელი აღუპყარ უბადრუკსა სულსა ჩემსა სავანეთა მათ დაუსრულებელთა მიმართ და ნუცა შემემთხუევიან წინააღმდგომისა მტერისა წყუდიადნი ძალნი და შთამჴდიან სიღრმეთა ჯოჯოხეთისათა. შემიწყალე და ევედრე მოწყალეყოფად ჩემზედა მსაჯულსა და სიტკბოებით მოხედვად ჩემდა და ჴსნად ჩემდა საუკუნოჲსაგან საჴუმილისაგან შენმიერ, სძალო ღმრთისაო, და მოღებად საშინელსა საშუებელსა მას სამოთხისასა და მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა და ღმრთისა შენისა, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ, თანა დაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

პარასკევსა, შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა, ლოცვაჲ დაწოლისაჲ

დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელი პირველ საუკუნეთასა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ და დასასრული არა გაქუს, რომელმან ჩუენთჳს ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდევ. სახიერო და კაცთმოყუარეო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე, ცოდვილი ესე, და ნუ განმირისხნები, მეუფეო, რამეთუ, რომელთა საქმეთათჳს ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე შინა დაუცხრომელად შთავვარდები; და ვიცი, უფალო, რომელ უკუეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურაცხელი ეგე სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაჲ, რომელიმცა   არა მოაწიე ჩემზედა, და ქუეყანასამცა უბრძანე დანთქმად ჩემდა; არამედ  სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა, თჳთდასჯილსა ამას და სიტყჳსმიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდებაჲ შენდა, სახიერო და მრავალმოწყალეო. აწ უკუე გევედრები, შემიწყალე, მაცხოვარო, ტკბილო და კაცთმოყუარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისაჲ და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოჲთგან დედისაჲთ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ; ყოველნი ბრალნი ჩემნი, ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენნიცა მიცოდავს თუალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა – ყოველივე შემინდვე სახელისა შენისათჳს წმიდისა. ჰოჲ უფალო სახიერო და კაცთმოყუარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებიეს შენდა საქმით, სიტყჳთ, გონებით და გულისსიტყჳთ და მოგონებით, შემინდვე, უფალო, შემინდვე, სახიერო, შემინდვე, კაცთმოყუარეო, შემინდვე, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი და შენდა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

შაბათსა

ლოცვაჲ საცისკროჲ სავედრებელი ბოროტთა გულისსიტყუათათჳს

საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზეშთაეს ანგელოზთა შეყუარებულო, ჴმამაღალო ქადაგო ღმრთისმეტყუელებისაო, ღირსქმნულო ძედ წმიდისა ქალწულისა,  ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოჲსა სწავლისაო, ჴმაო სიტყჳსა-ღმრთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდსა მიყრდნობილო, ყოვლადბრძენო, ნეტარო იოვანე, ქადაგო სამებისაო, მითხოვე ქრისტესაგან შენდობაჲ ცოდვათაჲ და ჴსნაჲ განსაცდელთაგან; განდევნენ ჩუენგან მტერნი ჩუენნი უხილავნი, ვითარცა განსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

შაბათსა ლოცვაჲ ძილად დაწოლისაჲ

უფალო, რაოდენიცა ვცოდე დღესინდელსა ამას დღესა გინა სიტყჳთ, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისჴმისყოფით, შემინდვე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა და მშჳდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდაჲ ანგელოზი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ჴორცთაჲსა და სულისა და ყოვლისაგანვე ნაგუემისა გულარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არაწმიდათა ძალთა მისთაჲსა მადლითა და კაცთმოყუარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ (შდრ. ორშაბათის ლოცვა დაძინებისა)

ესე ლოცვაჲ ყოველთა დღეთა, შემდგომად მწუხრისა გამოლოცვისა

კურთხეულ ხარ, მეუფეო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, რომელმან განანათლე დღე ნათლითა მზისაჲთა და ღამე ნათელ-ყავ ცისკროვანებათა მიერ ცეცხლისათა, რომელმან სივრცესა დღისასა წარსლვად ღირს-მყვენ და მიახლებად დასაბამთა ღამისათა; ისმინე ვედრებისა ჩუენისაჲ და შეგჳნდვენ ჩუენ ყოველთა ნებსითნიცა და უნებლიეთნი შეცოდებანი ჩუენნი. მიითუალენ სამწუხრონი სავედრებელნი ჩუენნი და გარდამოავლინე ჩუენზედა სიმრავლე აურაცხელთა მოწყალეაბთა შენთაჲ; შემზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, შემჭურენ ჩუენ საჭურველითა სიმართლისაჲთა, მორტყმულ-გუყვნენ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, განმამჴნენ ჩუენ ძალითა შენითა, გჳჴსნენ ჩუენ ყოველთა განსაცდელთაგან და ყოველთა სივერაგეთა წინააღმდგომისათა, ხოლო მოგუმადლე ჩუენ აწინდელიცა მიმწუხრი ზედამომავალისა ღამისა თანა მშჳდობითი და წმიდაჲ, უცოდველი, დაუბრკოლებელი, უგანსაცდელოჲ, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაჲთა, რამეთუ შენი არს შეწყალებაჲ და მაცხოვარებაჲ, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.


ლოცვები "კურთხევანიდან"

ლოცვაჲ, ეგულებოდის რაჲ სამხრობაჲ

უფალო ღმერთო ჩუენო, ზეცისა ცხოველსმყოფელო პურო ჭეშმარიტო, მზრდელო ყოვლისა სოფლისაო, რომელი აწინდელსაცა ამას ცხორებასა ჩუენსა ჰმართებ და მერმისა მის საშუებელსა აღმითქუამ ჩუენ, შენ აწცა აკურთხე საჭმელი ესე ჩუენი და სასუმელი, და დაუშჯელად ამათდა მოღებად ღირს-მყვენ ჩუენ, მადიდებელნი და მმადლობელნი შენდა, ყოვლისა კეთილისა და ნიჭისა მომცემელისა.

რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდადშუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მომცემელო ცხორებისა ჩუენისაო, საჭმელი ესე და სასუმელი ჩუენი შენ აკურთხე და ყავ სიცოცხლედ ჩუენდა და შემწყნარებელნი ჩუენნი დაიცვენ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვაჲ შემდგომად ტაბლით აღდგომისა იოვანე ოქროპირისაჲ

კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, რომელმან გამომზარდენ ჩუენ სიყრმით ჩუენითგან, რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გუაქუნდეს და ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ და პატივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ.

დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად; გევედრებით შენ, აღმავსენ ჩუენ სულითა წმიდითა, რაჲთა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არასირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულ...

კჳრიელჱსონი .

ზე მდგომარემან:

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგუეწიენ...

მოწყალე, შემწყნარებელ უფალი, საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა...

წმიდაო ღმერთოჲ...

მამაო ჩუენოჲ...

დიდებაჲ მამასა...

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან, მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი.

კჳრიელჱსონი .

დიდებაჲ...

მამაო ჩუენოჲ

კჳრიელჱსონი იბ.

კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მზრდის სიყრმით ჩუენითგან ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

გმადლობთ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამომზრდელო სულთა და ჴორცთა ჩუენთაო, შეგჳწყალენ და გუაკურთხენ და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვაჲ შემდგომად სერობისა

უფალო, რაოდენიცა ვცოდე დღენდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყჳთ, გინა გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა და მეცნიერებითა და გულისჴმისყოფითა, შემინდვე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა და მშჳდობით ძილი ესე მომმადლე მე და წმიდაჲ ანგელოზი შენი გარდამომივლინე მე მცველად ჩემდა ყოვლისაგანვე შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და ყოვლისავე ნაგუემისაგან გულარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არაწმიდათა ძალთა მისთა.

მადლითა და კაცთ...

ლოცვაჲ სარეცელსა ზედა

მომეც ჩუენ, მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, მეოხებითა წმიდათა მოციქულთა შენთაჲთა ძილი მშჳდობისაჲ და განსუენებაჲ სულისაჲ და ჴორცთაჲ, დამიცვენ ჩუენ ყოვლისაგან საცთურებისა ღამისა ბნელისა, განსუენებისა ბოროტისა, დააცხრვენ აღძრვანი ვნებათანი, დაშრიტე ჴორცთა მჴურვალებაჲ, დაჰჴსენ ზედააღდგომაჲ ჴორცთაჲ, მომანიჭე ჩუენ საღმრთოჲ გულისსიტყუაჲ და უბიწოჲ მოქალაქობაჲ და ღამე ყოველ გალობითა შენდა დიდებისმეტყუელებაჲ, რაჲთა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცვულნი [შენდა დიდებასა შევსწირვიდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ].

ლოცვაჲ შემდგომად ძილით აღდგომისა

დიდებაჲ შენდა, მეუფეო, ღმერთო ჩუენო, დამბადებელო, ყოვლისა მპყრობელო, რამეთუ ღირს-მყავ მე, არაწმიდაჲ ესე და მწინკულევანი, აღდგომად ძილისაგან და შესლვად წმიდასა ტაძარსა შენსა. შეიწირე, სახიერო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, ვითარცა წმიდათა და უჴორცოთა ძალთაჲ, და ჯერ-იჩინე წმიდითა გულითა შეწირვად შენდა ქებაჲ ბაგეთა ჩემთაჲ, რაჲთა მეცა ზიარ-ვიქმნე ბრძენთა მათ ქალწულთა თანა ბრწყინვალითა ნათლითა ლოცვისა ჩემისაჲთა, რაჲთა გადიდებდე შენ, მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

რამეთუ შენ ხარ მაცხოვარი და მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე...


ლოცვანი დღისანი ჟამთა ზედა

უწყებაჲ ჯერ-არს, რომელ ესე ლოცვანი მაშინ ითქუმიან, ოდეს საუფლოთა დღესასწაულთა ჟამნი ილოცვებოდინ.

ლოცვაჲ პირველისა ჟამისაჲ და პირველისა ფსალმუნისაჲ

უფალო ღმერთო, შენი არს დღე და შენი არს ღამე, შენ დაამტკიცე ნათელი და მზე, შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი და შენ გევედრებით, აღმოაბრწყინვე ნათლისა ამის შენისა თანა მდიდრად წყალობაჲ შენი სიმდაბლესა ზედა ჩუენსა და განმათავისუფლენ ჩუენ ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და ყოვლისაგან ღონისა და მანქანებისა ბოროტისა.

ამაღლებაჲ: რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდ...

ლოცვაჲ პირველისა ჟამისაჲ, მეორისა ფსალმუნისაჲ

სახიერო და კაცთმოყუარეო ღმერთო ჩუენო, რომელმან თანაწარმჴადე ჩუენ ღამე ესე მშჳდობით და მომიყვანენ დასაბამსა დღისასა, რაჲთა მიგცნეთ შენ ლოცვანი ჩუენნი, მოგუმადლე ჩუენ ძლევაჲწინააღმდგომთა მიმართ სულთა უკეთურებისათა.

ამაღლებაჲ: მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა მხოლ...

ლოცვაჲ პირველისა ჟამისაჲ, მესამისა ფსალმუნისაჲ

მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს-მყვენ ჩუენ ნათელსა დღისასა მოწევნად, აღმოაბრწყინვე სიმართლისა შენისა მზე გულთა შინა ჩუენთა განმანათლებელად ჩუენდა, რაჲთა ვიდოდით გზასა მცნებათა შენთასა.

ამაღლებაჲ: მოწყალებითა და წყალობ...

ლოცვაჲ დ, გამოსლვისაჲ

სამებაო დაუსაბამოო და დაუსრულებელო და თანაარსო, რომლისა მიერ ყოველივე დაებადა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა და ყოველთა შორის დაბადებულთა შენთა, შენ ყოველი სული და ყოველი დაბადებული გადიდებს, ვითარცა ხარ ყოველთა ღმერთი. შეიწირე ჩუენიცა, ცოდვილთა, ვედრებაჲ, პირველსა ამას ჟამსა შეწირული შენდა, და მის წილ გარდამოგჳვლინენ ჩუენ მდიდრად წყალობანი შენნი და მოწყალებანი მეოხებითა უხრწნელისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა.

ამაღლებაჲ: რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა შე...

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა...

დიაკონმან: თავნი ჩუენნი...                               

ლოცვაჲ თავმოდრეკისაჲ

კეთილადმსმენელო, სახიერო და კაცთმოყუარეო ღმერთო ჩუენო, მოყავ ყური შენი და ისმინე ვედრებისა ჩუენისაჲ და მაკურთხენ ჩუენ, რომელთა-ესე მოგჳდრეკიან თჳსნი თავნი კურთხევითა სულიერითა და წარუვალითა.

რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი და დიდებულ მეუფებაჲ შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულის...

 

ლოცვანი სამჟამისანი

ლოცვაჲ ა პირველისა ფსალმუნისაჲ

ღმერთო, რომელმან ღირს-მყვენ ჩუენ ჟამსა ამას მოწევნად, რომელსა შინა მოჰფინე სული წმიდაჲ შენი ზედა წმიდათა მოციქულთა და მოწაფეთა შენთა და ხილვითა ცეცხლისა ენათაჲთა განუყავ მათ ნიჭი და მადლი შენი, შენ აწცა, მეუფეო თაყუანისსაცემელო, მომმადლე ჩუენცა იგივე კურთხევაჲ, რაჲთა ჩუენცა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა მოწყალე-გყოთ შენ, სახიერი მეუფე, და მივემთხჳვნეთ კეთილთა შენთა საუკუნეთა.

ამაღლებაჲ: რამეთუ კურთხეულ და დიდებულ...

 

ლოცვაჲ ბ, ფსალმუნისა მეორისაჲ

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სულისა შენისა წმიდისა მადლითა ჟამსა მესამესა აღავსენ წმიდანი და დიდებულნი შენნი მოციქულნი, განწმიდე ყოველი ბრძჳლი და ნაოჭი გონებათაგან ჩუენთა, რაჲთა წმიდითა გონებითა მოუჴდეთ საშინელსა სახელსა შენსა და მოვიხუნეთ ჩუენთჳს აღთქუმულნი იგი კეთილნი.

მოწყალებითა...

ლოცვაჲ მესამისა ფსალმუნისაჲ

ღმერთო, რომელმან ზეცისა ძალნი დაჰბადენ დაუდუმებელად დიდებისმეტყუელებად შენდა და კაცთაჲ, ძალისაებრ მათისა, ინებე თჳსისა უმჯობესისათჳს შეწირვად შენდა ლოცვისა და ვედრებისა თჳსთა ცოდვათათჳს და მადლობად შენდა ქველისმოქმედებათათჳს, რომელნი ჰქმნენ ჩუენდა მომართ, შეიწირენ ამასცა ჟამსა ჩუენ მიერ შენდა შეწირულნი ესე ლოცვანი და  მოგუმადლე ჩუენ ყოველივე საცხორებელად თხოვაჲ ჩუენი.

ამაღლებაჲ: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

ლოცვაჲ გამოსლვისაჲ

ღმერთო, რომელმან მსგავსებითა შენითა პატივ-გუეც ჩუენ და თჳთმფლობელობისა ნებითა შემმოსენ, გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან მწუხარებისა, გარემოდგომილისა ჩუენდა, სარწმუნოებით და სიმართლით დამმარხენ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, რაჲთა წარვემატებოდით მცნებათა შინა შენთა სამარადისოდ.

ამაღლებაჲ: რამეთუ შენი არს სიმტკიცე...

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა...

დიაკონმან: თავნი ჩუენნი...

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას:

მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ლოცვისა ჩუენისაჲ და ყოველნი, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი შენდა, აკურთხენ, წმიდა-ყვენ და დაიცვენ მადლითა და წყალობითა...

 

ლოცვანი შუვადღისანი ფსალმუნთა ზედა.

ლოცვაჲ პირველისა ფსალმუნისაჲ

წმიდაო მეუფეო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ჟამსა ამას თაყუანისსაცემელსა ჯუარსა ზედა უხრწნელნი ჴელნი შენნი განიპყრენ და ცოდვათა ჩუენთა ჴელითწერილი მას ზედა შემსჭუალე და აღჴოცე, მოგჳტევენ აწცა ყოველთა  ცოდვათა თანანადებნი და ყოველთა დაშჯათაგან განგუათავისუფლენ საქმითთა, სიტყჳთთა და მოგონებითთა, რაჲთა წმიდითა გულითა თანამდებსა დიდებისმეტყუელებასა ყოველსა ჟამსა შევსწირვიდეთ შენდა.

ამაღლებაჲ: რამეთუ გშუენის ყოველივე დიდებაჲ...

ლოცვაჲ ბ ფსალმუნისაჲ

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან პეტრეს მიერ, თავისა მის მოციქულთა შენთაჲსა, გჳჩუენე ჩუენ ლოცვად, ჟამსა მეექუსესა დღისასა მოიხილე ჩუენ  ზედაცა, უჴმართა და უღირსთა მონათა შენთა და გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან შემთხუევისა და ეშმაკისა შუვადღისა და დაგჳცვენ ჩუენ შემდგომსა ამას დღისასა ყოვლისაგან ბოროტისა, ღმერთო ჩუენო.

რამეთუ შენი არს სიმტკიცე...


ლოცვაჲ გ ფსალმუნისაჲ

მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელსა ცანი საყდრად გქონან და ქუეყანაჲ კუარცხბერკად ფერჴთა შენთა, რომელი ყოველსავე შეიცავ და არავისგან შეიცვები, ნუ გარემიიქცევი რისხვით მონათა შენთაგან, არამედ დაგჳცვენ ჩუენ ყოვლისაგან ამაოებისა მსოფლიოჲსა და ყოვლისაგან ტყუვილისა საქმით და სიტყჳთ და დაგუმწყსენ ჩუენ და წარგუმართენ ნებასა შენსა.

ამაღლებაჲ: რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლად...

 

ლოცვაჲ დ გამოსლვისაჲ

ღმერთო საუკუნეო, რომელი ნათელსა შინა მკჳდრ ხარ მიუწდომელსა, რომელი არავინ კაცთაგანმან იხილა, არცა ხილვად შემძლებელ არს, მოუკლებელო საუნჯეო საუკუნეთა კეთილთაო, შენ, თავადო მეუფეო ყოველთაო, მფარველ-გუექმენ ჩუენ, მოსავთა შენთა და საღმრთოჲთა და თაყუანისსაცემელითა მადლითა შენითა აღგუავსენ.

ამაღლებაჲ: რამეთუ შენი არს სიმტკიცე, ძალი...

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა...

დიაკონმან: თავნი ჩუენნი...

მღდელმან ლოცვაჲ

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელი ხედავ ყოველსავე მაღლით წმიდით შენით, გარდამოიხილე დაბადებულსა შენსა ზედა და ყოველნი, რომელთა მოუდრეკიან ქედნი მათნი უღელსა ქუეშე ქრისტეს შენისასა, ყოვლითა კეთილითა და მშჳდობითა დაიცვენ.

ამაღლებაჲ: რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად...

ლოცვანი ცხრაჟამისანი

პირველი ლოცვაჲ ა ფსალმუნისაჲ

მეუფეო უფალო, ღმერთო ძალთაო და ყოვლისა დიდებისაო, რომელმან ისმინე წმიდათა მოციქულთა შენთაჲ, პეტრესი და იოვანესი, მომავალთა ჟამსა ლოცვისასა ცხრა ჟამს და წინაშე ყოვლისა ერისა ჰყავ მათ მიერ კურნებაჲ, ყავ ჩუენთანაცა სასწაულ კეთილ შეურაცხყოფად საჭურველსა მტერისასა და ისარ ჩჩჳლთა შერაცხვად მის მიერ მოწევნულთა ჩუენ ზედა განსაცდელთა.

ამაღლებაჲ: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

 

ლოცვაჲ ბ ფსალმუნისაჲ

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ცოდვათა შინა შთავრდომილი კაცი არა უგულებელს-ჰყავ, არამედ ზეშთა სასუფეველსა ღირს-ჰყავ შენისა განგებულებისა მიერ და შენთა უხრწნელთა საიდუმლოთა, შენვე, კაცთმოყუარეო მეუფეო, შენითა გამოუთქუმელითა ღმრთეებითა ჩუენცა, მვედრებელთა შენთა, საჭურველ ცხორებისა და ადგილ შესავედრებელ მექმენ განრინებად ყოველთაგან საცთურთა და საფრჴეთა მტერისათა, მოწევნულთა ჩუენ ზედა, და სასოებად შენდა მომართ, ქველისმოქმედისა, მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა.

ამაღლებაჲ: რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი სახელი შენი, მამისა...

ლოცვაჲ გ ფსალმუნისაჲ

რაჟამს აგებულებაჲ ჩუენი გულისჴმა-ვყოთ, უფალო, და მოვიჴსენნეთ შეცოდებანი ჩუენნი და მეცნიერებად ბრალთა ჩუენთა მოვიდეთ და გონებასა ჩუენსა მოვიღოთ საშინელი იგი დღე საშჯელისაჲ, ერთი ხოლო შესავედრებელი და მხოლოჲ გუაქუს, კაცთმოყუარეო, რომელ არს შენი სახიერებაჲ.  ამისთჳსცა გევედრებით შენ, აწცა და მერმეცა მოგუმადლე ჩუენ შენისა ძჳრუჴსენებლობისა დიდი წყალობაჲ.

ამაღლებაჲ: მადლითა და წყალობითა და კაც...

ლოცვაჲ დ გამოსლვისაჲ

ღმერთო, რომელმან ყოველსა ჟამსა ინებე ლოცვაჲ კაცთაჲ დაუცადებელად და არა მომედგრებად, რაჲთა ვერ პოოს წინააღმდგომმან გზაჲ შემოსლვად სულთა ჩუენთა და წარწყმედად მათდა, დაგჳცვენ ჩუენ ამიერ თესლითგან მიუკუნისამდე და ღირსად გამოგუაჩინენ თანააღრაცხვად მარჯუენეთა შენთა დღესა მას სამართლად მიგებისა შენისასა.

ამაღლებაჲ: რამეთუ გშუენის ყოველივე...

მშჳდობაჲ ყოველთა...

დიაკონმან თავნი ჩუენნი...

მღდელმან ლოცვაჲ

მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ლოცვისა ჩუენისაჲ და ყოველნი, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, აკურთხენ, წმიდა-ყვენ და შენსა კაცთმოყუარებასა ღირს-ყვენ.

ამაღლებაჲ: რამეთუ შენ ხარ ღმერთი, მაცხოვარი ჩუენი, და ჰგიეს სუფევაჲ შენი, მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი....

ლოცვანი ზიარებისანი

ლოცვაჲ ზიარებისაჲ ა

მეუფეო, არა ღირს ვარ, რაჲთამცა ქუეშე მწინკულევანსა სართულსა ჩემსა შემოხუედ, რამეთუ განვარისხე გულისწყრომაჲ შენი და ჭეშმარიტი შენ წინაშე არა ვიყავ, არამედ ღმრთივშუენიერისა განგებულებისა შენისათჳს და ჯუარისა შენისა პატიოსნისა და წმიდისა აღდგომისაჲსა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა და დიდებულისა და უფროჲსად კურთხეულისა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისაჲთა განმწმიდე მე ყოვლისაგან ცოდვისა, ნუ დამშჯი მიღებისათჳს უხრწნელთა და უკუდავთა შენთა საიდუმლოთა, არამედ მომმადლე მე მამისა მიერ საუკუნოჲ ცხორებაჲ და სასუფეველი შენი.

ლოცვაჲ ზიარებისაჲ ბ

უფალო, არა ვარ ღირს, რაჲთამცა შემოხუედ სართულსა ქუეშე სულისა ჩემისასა, რამეთუ ყოვლით-კერძო დაცემულ არს და მოოჴრებულ და არა არს ჩემ შორის ადგილი ღირსი, რაჲთამცა თავი მოიდრიკე შენ, არამედ ვითარცა გარდამატებულითა მით და მიუთხრობელითა მოწყალებითა შენითა დაიმდაბლე თავი თჳსი ცხორებისათჳს კაცთაჲსა, ჯერ-იჩინე აწცა შეწყნარებაჲ ჩემი, უღირსისაჲ ამის, და ვითარცა თავს-იდევ ქუაბსა შინა შობაჲ და ბაგასა პირუტყუთასა მიწვენაჲ, თავს-იდევ აწცა შემოსლვაჲ პირუტყუთმსგავსსა ამას სულსა ჩემსა და გუამსა, მრავალთაგან ცოდვათა შებღალულსა, და ვითარცა არა უღირს-იჩინე სერობაჲ სახლსა სიმონ კეთროვნისასა, ეგრეთვე ნუ უღირს-იჩენ შემოსლვად სახლსა სულისა ჩემისასა, უშჯულოებათაგან კეთროვან და მკუდარ ქმნილისა, რომელმან არა გარემიაქციე ცოდვილი იგი მეძავი, შეგივრდებოდა რაჲ და შეგეხებოდა, არა მოიძაგე მწინკულევანი იგი პირი მისი, ამბორს-უყოფდა რაჲ ყოვლადწმიდათა ფერჴთა შენთა, ნუ გარემიიქცევ, ნუცა მოიძაგებ არაწმიდასა ამას და მწინკულევანსა პირსა ჩემსა და შეგინებულთა ამათ ბაგეთა და ენასა ამას ყოვლად ცოდვილსა, არამედ მექმენინ მე ზიარებაჲ ესე წმიდისა ჴორცისა და სისხლისა შენისაჲ განმათავისუფლებელ სულისა და ჴორცთა და აღმასუბუქებელად სიმძიმისა ცოდვათა ჩემთაჲსა, მცველად ჩემდა ყოვლისაგან ღონისა საეშმაკოჲსა, განმაქარვებელად ბოროტთა მათ და მავნებელთა ჩუეულებათა ჩემთა და წინდად საუკუნოჲსა სასუფეველისა, რამეთუ არათუ წარმდებებითა კადნიერებისაჲთა მოგეახლები შენ, არამედ მინდობითა გამოუთქუმელისა სახიერებისა შენისაჲთა და რაჲთა არა განვეშორო ზიარებისაგან სრულიად და მპოოს მე შიშუელი სულთა-განმხრწნელმან მჴეცმან შორს ღმრთისაგან ჩემისა და სრულიად შთამნთქას მე. ამისთჳსცა შეგივრდები მოწყალეო, სახიერო, ტკბილო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი ნეფსითნი და უნებლიაჲთნი, ცებითნი და უცებითნი, რაოდენიცა საქმით და სიტყჳთ და გონებით შემიცოდებიეს, ყოველნივე, სახიერო და ძჳრუჴსენებელო, აჴოცენ და ღირს-მყავ დაუშჯელად მოღებად ნაწილსა უხრწნელთა შენთა საიდუმლოთასა და წმიდა-ყავ სული ჩემი და ჴორცნი, გული და თირკუმელნი, გონებაჲ და საცნობელნი, და ყოვლითურთ განმაახლე დაძუელებული ესე ცოდვითა და დაჰნერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა და სიყუარული შენი განუშორებელ-ყავ ჩემგან და მეყავ მე შემწე და ჴელისამპყრობელ და ღირს-მყავ მარჯუენით შენსა დადგომად დღესა მას მეორედ მოსლვისა შენისასა მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და უმეტესადკურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქულწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ,

რამეთუ შენდა შუენის დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და...

ლოცვაჲ შემდგომად ზიარებისა

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითავე, ყოვლადვე და ყოველსა შინა, რამეთუ ღირს-მყავ მე, ცოდვილი ესე და უღირსი მონაჲ შენი, დღესა ამას ზიარებად ზეცისა საიდუმლოთა შენთა, უხრწნელთა და უკუდავთა.

შეგივრდები შენ, უფალო, ნუმცა მექმნებიან დასაშჯელად, გინა დაშჯილებად სულისა და ჴორცთა, არამედ მოსატევებელად ცოდვათა და განმათავისუფლებელად ყოვლისავე კაცობრივისა და საეშმაკოჲსა ვნებისა და სასუფეველსა ცათასა დამკჳდრებად,

რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე.

 

წესი, რომელსაცა აღასრულებს ერისკაცი მიცვალებულისა მიმართ სახლსა შინა და საფლავსა ზედა

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო შეგჳწყალენ ჩუენ (3ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან, მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ (3ჯერ). დიდებაჲ, აწ და.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდაიყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ  მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა;

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩუენსა;

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა;

 

ფსალმუნი  90

ქებაჲ გალობით დავითისი, ზედაწარუწერილი ებრაელთა შორის.

90,1. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსა განისუენოს.

90,2. ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

90,3. რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთაჲსა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.

90,4. ბეჭთსაშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.

90,5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;

90,6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუვადღისა.

90,7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.

90,8. ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო.

90,9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.

90,10. არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

90,11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა;

90,12. ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;

90,13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

90,14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

90,15. ჴმაყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.

90,16. დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო (3-გზის)

 

ტროპარი,

ჴმაჲ დ

სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მჴევლისა) შენისასა განუსვენე მაცხოვარ, და ღირსჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთმოყუარე.

განსასუენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი მკჳდრ არიან, განუსვენე სულსა მონისა (მჴევლისა) შენისასა, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ კაცთმოყუარე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ ხარ ღმერთი, რომელი შთაჰჴედ ჯოჯოხეთად, და დაჰჴსნენ სალმობანი შესუენებულთანი. აწცა განუსევენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მონისა (მჴევლისა) ამის შენისასა.

აწ და ამრადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორცთშესხმული, მას ევედრე, რაჲთა აცხოვნოს სული ამისი.

 

წარდგომა, ჴმა ა გუერდი

განუსვენე, მაცხოვარო ჩუენი, მართალთა თანა მონასა (მჴევალსა) შენსა და ესე დაამკჳდრე ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილს არს. უგულებელსყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთმოყუარე.

 

კონდაკი, მა დ გუერდი

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულსა მონისა (მჴევლისა) შენისასა, სადაიგი არ არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქმაჲ, არამედ სიხარული და ცხოვრებაჲ იგი დაუსრულებელი.

 

იკოსი

შენ მხოლოჲ ხარ უკუდავი, ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ და დაჰბადე კაცი, ხოლო კაცნი ქუეყანით დავიბადენით, და კუალად მუნვე ქუეყანად და მწიად მივიქცევით ჩუენ, ვითარცაიგი თქუ შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: ”მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე”, სადაიგი მივიქცევით ყოველნი მოკუდავნი, ვინაჲცა დაფლვისა ჩუენისა გოდებასა ვჰგოდებთ და გალობით ვჰღაღადებთ და ვიტყჳთ საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენი, შეიწყალე სული მონისა (მჴევლისა) ამის შენისაჲ (სახელი). ამინ.

სანატრელსა შეინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო, მიცვალებულსა მონასა (მჴევლისა) ამას შენსა (სახელი) და მიეც ამას საუკუნოჲ სენებაჲ.

საუკუნოდ იყოს ჴსენებაჲ ამისი, ჴსენებაჲ და კურთხევა ამისი (2-გზის).

სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანაჲ;

ალილუია, ალილუია, ალილუია.

----------------------------------------------------------------------

ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი

882 - U

883 - თჳთო-თჳთოსა დღესა – Q (EM-ში სათაური მოკლეა: "ლოცვანი ყოველთა შჳდეულთა დღეთანი, რომელიცა ვინ ჰყოფდეს აღსარებასა თჳსსა ცოდვათასა")

884 - Tit.  Q: "კჳრიაკესა ლოცვა აღსაარებისა დღესა;  U: "ლოცვაჲ აღსაარებისა კჳრიაკესა დღესა სათქუმელი”; EM: "კჳრიაკესა სათქუმელი თეოფანესგან თქუმული"

885 - დღეთა U

886 - მასმენელი QU (მსმენელი EM)

887 - QU

888 - არა მქონებელი სადა (EM)]არასადა მქონებელი Q

889 - ბრალნი U

890 - მზრახველი EM; - U

891 - ბოროტებითა  QU

892 - ბოროტი (EM)]ბოროტისა საქმე QU

893 - შენსა U

894 - შურისძიებად U

895 - ნუ, უფალო სულთმოყუარეო, ნუ წარიყვან სულსა ჩემსა განუმზადებელსა, სიტყუა-მიუგებელსა, ამაოჲსა ამის საწუთოჲსაგან (U) – EM ( საყურადღებოა ტერმინი "სიტყუა-მიუგებელსა", რაც ჩვენეული კონიექტურაა, რადგან U-ში დადასტურებული "სიტყუა-აუგებელსა" გაუგებარია, მაშინ როცა ‘სიტყუა-მიუგებელსა" ანუ ბერძნული αναπολογητος გულისხმობს ადამიანს, რომელსაც არაფერი თავისგასამართლებელი არ მოეპოვება)

896 - ეგრეთვე U

897 - სასჯელად მონისა შენისა EM; ...შენისა თანა U

898 - განვჰსჯი M; დავსჯი U

899 - მიხუეჭათა M

900 - ბილწთა მეტყუელებათა U

901 - ჴელისქონებ~ათა U

902 - ძმათა U

903 - სიბნელეთა M; სიძვათა U

904 - მიქმნია U; ვჰქმენ M

905 - მრავლისათჳს კაცთმოყუარებისა  და მდიდრისა წყალობისა შენისათჳს]მრავლისათჳს კაცთმოყუარებისა შენისა U

906 - და მეცნიერმან - U

907 - თანაწარჴედ] თანაწარჰხედინ M; წარხედენ U; თანაწარჴედენ E

908 - ღამისშინათა, დღისშინათა, გონებისშინათა (H”E)]ღამისშინათთა, დღისითშინათთა გონებისშინათთა U; ღამისა შინათ, დღისა შინათ  გონებისა შინათ Q (დღისითშინათა, გონებისშინათა – M)

909 - უღირსისა]უღირსი ვარ Q

910 - რაჲთურთით (EU)]ყოვლად რაჲთურთით M (ჩანს, სიტყვა "ყოვლად" მიწერილი იყო ხელნაწერის აშიაზე, როგორც განმარტება ან პარალელური ფორმა სიტყვისა: "რაჲთურთით", შემდეგ კი ეს მინაწერი ძირითად ტექსტში აღმოჩნდა ჩართული)

911 - თითოეულითა (EM)]თჳთეულითა Q; თითოეულით E

912 - არამყოფელისა განშორებასა ბოროტთა საქმეთა ჩემთასა (EMQ)]არამყოფისა განშორებისა ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან U

913 - გემოთმჭამელისა]გემოთა მჭამელისა Q

914 - გუელებისა M

915 - საწყალობელისა სხეულისა ჩემისა]საწყა-ლობელსა სახეულსა ჩემსა Q; სხეულისა ჩემისა M

916 - იქმენინ ჩემთანა]მექმენინ ჩემზედა U (Q-ში დაზიანებულია; იკითხება მხოლოდ "ჩ~მ თ~ა", რაც EM-ს ეთანხმება)

917 - დაბუშებაჲ]დაშუშებაჲ E (დაეჭვების ნიშნით) M; და შუჱბაჲ U

918 - სახეულისა Q

919 - ჩემნი - QU

920 - ვიარებოდე  (EQ)]ვიარებოდი U; ვვლიდი M

921 - უჯერჩინებულოისა M

922 - მოფუცავისა Q

923 - მაგინებელისა, ცუდადმზრახისა - QU

924 - ეშმაკისა მორჩილისა M; ეშმაკისა მორჩილსა U

925 - საეშმაკოსა U; საეშმაკოისა M

926 - მეცნიერებითისაგან და უმეცრებითისა, განზრახვითისაგან და გონებითისაგან, საქმისშინაჲსაგან და სიტყჳსშინაჲსაგან, ღამისშინაჲსაგან და დღისშინაჲსაგან]მეცნიერებითისაგან და უმეცრებითისა, განზრახვითისაგან და გონებითისაგან, საქმისა შ~ისაგან Q; მეცნიერებითისაგან და უმეცრებისა, განზრახვისაგან და გონებითისაგან და უმეცრებისა  ს~ქმისა შ~ნისგ~ნ,  სიტყჳსშ~ნისა, ღამისშინასგ~!ნ და დღისა შ~აგ~ნ U; მეცნიერებითისაგან და უმეცრებითისა განზრახჳსა გონებისა საქმისაგან და სიტყჳსა ღამეს შინა და დღესა შინა M

927 - ცოდვათა ჩემთაგან (EM)] საქმეთაგან Q; საქმეთა ჩემთაგან U

928 - Q-ს გადამწერს  ჯერ დაუწერია "ზეცათა", შემდეგ შეცდომა შეუმჩნევია და "ე"-ს თავზე დაუმატებია "ს", რომ მიეღო "ზეშთა", მაგრამ დავიწყებია "ცა"-ს ამოფხეკა და , შედეგად, ნუსხაში გვაქვს: "ზესცათა" (M-შია "ზესთა", EU-ში კი -"ზეშთა")

929 - ჩ~ისათა QU (M: "ჩუენისათა")

930 - ხოლო შენ]მაშინ U

931 - წმიდაო Q

932 - ბაგეთა ჩემთაგან Q

933 - დამდაბლებულითა გონებითა] დამდაბლებულითა გულითა U

934 - + შენისა Q

935 - განჰკურნე EQUM

936 - ვჰპირიანობ M; პირიანობ U; ვჰპრიანობ E

937 - ცოდვათა QU (წყლულებათა EM)

938 - + ძნელად Q

939 - ჰავთა (E)]ჰაერთა U; აჰა ერთა Q; თავთა M

940 - მწჳრიან-ჰყვ~ნე Q

941 - აღებად ვედრებისათჳს (U)] აღებისათჳს Q; ვედრებისათჳს EM (აკლია "აღებად")

942 - თჳნიერ შენ მხოლოჲსა ნუგეშინისმცემელი და შემწე (EUM)]და შემწე Q

943 - მჴურვალეო სალხინებელო და საკურნებელო მოწყლულისა (მოწევნულისა U) სულისა ჩემისაო (EQU) - M

944 - + და M

945 - განმამაგრებელისა (EQ)]განმაგრილებელისა M; განმგებელისა U

946 - წინამდგომელისა (QM)] წინადამდგრომელისა E; წინააღმდგომისა U

947 - მძლავრებისაგან მძიმისა ძილისა  (EM)]მძლავრებისაგანცა მძიმისა და ძილისა QU

948 - შეკნინებისა (EQU)] შეკინებისა M

949 - Tit. ორშაბათსა საკითხავი სავედრებელი წმიდათა  მთავარანგელოზთაჲ U; ლოცვაჲ ორშაბათსა (ორშაბათისა M), სათქუმელი ღმრთისა მიმართ და წმიდათა ანგელოზთა, თქუმული იოვანე დამასკელისაჲ EM

950 - ჰოჲ უფალო მრავალმოწყალეო, ამისთჳს მოვივლტი შენდა, რამეთუ]და Q

951 - განგჳწესენ წესნი (EQ)]მოგუცენ წესნი U; განგჳწესენ M

952 - დიდებასა U

953 - შეწყნარებად (EU)]შეწევნად M; და შენ შეიწყალებ Q

954 - და ყოველთათჳს განგიმზადებიეს სასუფეველი]და ყოველთათჳს განგიმზადებიან Q; და შეიწყნარებ სასუფეველსა U

955 - შეიშინოს (E)]შეინანოს MU; გუჱშინოდეს Q

956 - ლხინებასა U

957 - დადებად სულისა თჳსისა შენ თანა]სიკუდილი U

958 - და Q; არამედ EM

959 - მოტევებაჲ ურიცხუთა ცოდვათა ჩემთაჲ (EUM)]განთავისუფლებაჲ ბევრეულთა ცოდვათა ჩემთა სიმრავლისაჲ Q

960 - ნიჭთაგან U

961 - უკუეთუ არა შემეწიოს მადლი (EM)]უკუეთუ არა შემეწიოს ძალი Q; უკუეთუ არა შენ გამომიჴსნაა U

962 - არამედ  შენ, ტკბილო უფალო, ნიავითა (ნავითა E) მაგით მადლისა შენისაჲთა (EM)]არამედ  შენ, ტკბილო უფალო, ნივთი მადლისა შენისათა Q; ჰოჲ უფალო ყოვლადმოწყალეო ... მოწყალებითა შენითა U

963 - ანგელოზნო Q

964 - მოხუალთ (EQU)]მოიხილავთ M

965 - სატანჯველთა მათგან ულხინებელთა]საუკუნეთა სატანჯველთაგან U

966 - Tit. Q: "ორშაბათსა ლოცვა აღსაარებისა"

967 - აწ M

968 - აჰა მყუანებლობ Q

969 - აწასა E

970 - ჩემი  (E)]შენი MQ

971 - Q

972 - ვიქმენ M; ვიჯმენ E

973 - +მხოლოო Q

974 - ნამუშაკევნი EM

975 - აღთქუმათა (EQ)]აღთქუმასა M

976 - ვამსტყჳჱლობდე Q

977 - გხედავ (EM)]გხედვიდე Q

978 - და მცონარებითა შეიმწიკულები - Q

979 - მოღუაწეობასა (Q)]მოღუაწეობ M; მოღუაწეობს E

980 - ჩემთანა (E)]ჩემთა Q; ჩემითM

981 - გაჰენია Q

982 - განიფრთხევ Q

983 - გულნი Q

984 - განწმედილნი Q

985 - ცხოვნებისა მნებებელისა (EM)]ცხოვნებულთა ცხოვნებისა მნებებელისა Q

986 - აქედან შდრ. ოთხშაბათის "ლოცვაჲ საცისკროჲ"

987 - და  Q

988 - Q

989 - და ცოდვათა ჩემთაჲ]ცოდვათა ჩემთასა M

990 - დამდაბლებული M

991 - მტერთა ჩემთა, არამედ]მატ (?) Q

992 - მოგაგო Q; - E

993 - მოძღურებითა Q

994 - მეოხებათა შენთა ნათლითა] მეოხებ~თა შ~ნთა ნ~თლითა Q

995 - განმწმიდე Q

996 - სხ~ლეულთ~გან Q (გადამწერი ალბათ გულისხმობდა სიტყვას: "სახლეულთაგან")

997 - მეხარაკეთა Q

998 - მთავრისა მის ამის საწუთოჲსათა (EM)]მთავრისა ამის საუკუნოჲსაგან (სკნ~სგნ) Q

999 - ვაქილ (EM)]შემწე Q

1000 - + და Q

1001 - ძისა და ღმრთისა შენისათა]ძისა შენისა და ღმრთისა Q

1002 - დიდებად შენდა [და] მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა, და - Q

1003 - დასაბამნათელთაჲსა]დასაბამისა ნათელთასა Q

1004 - დღენდელსა E; დღეინდელსა U

1005 - უნებლობითა U

1006 - Tit. დღე სამშაბათი, სავედრებელი წმიდისა ნათლისმცემელისა, თქუმული მისივე (ეფრემისი) Q; სამშაბათისა საკითხავი, სავედრებელი წმიდისა ნათლისმცემელისა და წმიდათაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ და წმიდათაჲ მღდელთმოძღუართათჳს, თქუმული თეოფანესი U; ლოცვაჲ სამშაბათსა (სამშაბათისა M), სავედრებელი წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, და წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა მღდელთმოძღუართაჲ EM

1007 - U

1008 - შენ Q

1009 - + პირველვე U

1010 - მეუფემან ყოველთა დაბადებულთამან]დამბადებელმან ყოველთამან Q

1011 - გარდამოსლვასა QU

1012 - საქმეთაგან QM

1013 - და Q

1014 - რომელი ესევითარსა (EM)]ვითარმედ ესე არსა Q (აქ კარგად ჩანს  Q-ს ტექსტის მცდარობა, რადგან სხვა შემთხვევაში აუხსნელი რჩება, თუ საიდან გაჩნდა ზედმეტი "ა" სიტყვაში "არსა". უეჭველია, რომ პირველადია "ესევითარსა", რომლის შუა ნაწილი რატომღაც, შესაძლოა ტექსტის სხვაგვარი გააზრების საფუძველზე, გადამწერის მიერ ცალკე იქნა გამოყოფილი, რომელსაც მხედველობიდან გამორჩა ზემოხსენებული "ა"-ს ამოფხეკა)

1015 - მოცემულ არს]მუნ მოცემულ არს Q

1016 - ვითარ ჯერ-არს შენდა შრომათა შენთათჳს, რაჲცა ითხოვო მეუფისაგან (უფლისაგან U)]ვითარ-იგი ჯერ-არს მეფეთა მსახურისა მონისაგან მონიჭებად, რაჲცა ითხოოს უფლისაგან თჳსისა Q

1017 - მწიკულევანნი გულისსიტყუანი - U

1018 - უშრეტელისა Q; დაუშრეტელისა M

1019 - დააწთვე U

1020 - QU

1021 - + ვითარცა უნაყოფოჲ U

1022 - პატივსა (U) - M; უზეშთაესსა პატივსა  Q

1023 - მებრძჳს QM

1024 - გამოგაჩინა B

1025 - წყაროთა მათგან ცხოველთა მადლისა შენისათა (Q)]წყაროჲთგან მადლთა შენთასა U; წყაროსაგან მადლისა შენისათა EM

1026 - შემაგინებელთა საწყალობელისა სულისა ჩემისათა (EM)]შეგინებულთა QU

1027 - გუელისა (U)]გულის M; მტერისა Q

1028 - მოლოდებაჲ გამოჴსნისა და ლხინებისაჲ (EM)]მოლოდებაჲ ლხინებისა Q; მოლოდებაჲ გამოჴსნისა U (დამოწმებული ადგილის მიხედვით ან ის უნდა ვიფიქროთ, რომ ორივე ზემორე მონაცემი, - ე. ი. "ლხინებაც" და "გამოჴსნაც", - იყო თავდაპირველ თარგმანში და ამ ორიდან Q-მ ერთი შემოინახა, U-მ მეორე, ხოლო EM-მ – ორივე ერთად, ანდა, რაც უფრო მიზანშეწონილია, EM-ს დედნის რედაქტორს უნდა განვუკუთვნოთ  ნუსხათა განსხვავებული მონაცემების გამთლიანება)

1029 - აღმოუტევებდეს]აღმოუტეობდეს QU

1030 - + საშინელთა M

1031 - + ცეცხლისა M

1032 - მღდელთმოძღუართა (EQU)]მღდელთმთავართა M (აქაც და ქვემოთაც)

1033 - განწყობილნი მომწოდებელ ცოდვილთა და შემწყნარებელ ბრალეულთა]განწყობილნი მომწოდებელ ბრალეულთა და შემწყნარებელ ცოდვილთა  Q; განწყობილნი მწოდებელ ცოდვილთა და შემწყნარებელ მონანულთა U; განწყნარებელ ბრალეულთა M

1034 - რომელნი შვილ ღმრთისა და თანამკჳდრ ქრისტესა წოდებულ არიან (EUM)]რომელნი შვილ თქუენდა წოდებულ არიან  პირითა ღმრთისათა, ვითარმედ: მამათა წილ იყვნენ შვილნიო Q

1035 - რომელთა EUM

1036 - მოიღეთ (EUM)]მოგეცა Q

1037 - მსგავსად მKსნელისა (EUM)]მსგავსად წმიდათა მოციქულთა Q

1038 - ყოველთა ბრალეულთა (EUM)]ძეთა კაცთა Q

1039 - ყოველნი ბრალეულნი]შეცთომილნი Q

1040 - შენანებულნი Q

1041 - ყოველსა სოფელსა (EM)]ყოველსა ქუეყანასა Q; ყოველთა ზედა U

1042 - მცხინვარებაჲ Q

1043 - საგრილსა Q

1044 - ეკლესიასა პირმშოთასა - QU

1045 - თქუენი EUM

1046 - შეგივრდები რამეთუ Q; - U

1047 - დამოადინეთ Q

1048 - აღსაარებით თქუმული]აღსაარებითა Q

1049 - შეინანე ყოველთა ზედა ბოროტთა, რომელნი გიქმნიან (მიქმნიან M) (EM) - Q

1050 - M

1051 - შეინანე საარებელო სულო]საბრალოო სულო Q

1052 - M

1053 - შემწიკულებულსა Q

1054 - მოყუასი Q

1055 - Q

1056 - აღსავსე M

1057 - სჳნდისი QM

1058 - ამით (EM)]ამის თანა Q

1059 - რაჲთა  მიხილოს - M

1060 - ჰავKელოვნებისა ჯერჩინებისაგან - Q

1061 - თანამოწამე Q

1062 - დავინთქმი EM

1063 - საფუძველთა (EM)]საფუძველსა Q

1064 - ღმერთო Q

1065 - შინა  Q

1066 - შენსა და წმიდისა - Q

1067 - აქედან Q-ში ტექსტი გამოტოვებულია ვიდრე დამაბოლოებელ ფორმულამდე

1068 - გიცნია E

1069 - რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა მიმართ საუკუნეთასა - M

1070 - შდრ. აქვე, "ძილად მისლვისა ლოცვათა" მესამე ლოცვა სათაურით: ლოცვაჲ ლოცვაჲ სულისა წმიდისა მიმართ

1071 - უდებებისა (UM)]უდებობისა E

1072 - გან-ვინმე-ვარისხე E

1073 - აქედან შდრ. დამაბოლოებელი ნაწილი ორშაბათის ლოცვისა, სათაურით: "ლოცვაჲ სინანულისათჳს, თქუმული ეფრემისი"

1074 - და  Q

1075 - Q

1076 - და ცოდვათა ჩემთაჲ]ცოდვათა ჩემთასა M

1077 - დამდაბლებული M

1078 - მტერთა ჩემთა, არამედ]მატ (?) Q

1079 - მოგაგო Q; - E

1080 - მოძღურებითა Q

1081 - მეოხებათა შენთა ნათლითა] მეოხებ~თა შ~ნთა ნ~თლითა Q

1082 - განმწმიდე Q

1083 - სხ~ლეულთ~გან Q (გადამწერი ალბათ გულისხმობდა სიტყვას: "სახლეულთაგან")

1084 - მეხარაკეთა Q

1085 - მთავრისა მის ამის საწუთოჲსათა (EM)]მთავრისა ამის საუკუნოჲსაგან (სკნ~სგნ) Q

1086 - ვაქილ (EM)]შემწე Q

1087 - + და Q

1088 - ძისა და ღმრთისა შენისათა]ძისა შენისა და ღმრთისა Q

1089 - დიდებად შენდა [და] მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა, და - Q

1090 - დასაბამნათელთაჲსა]დასაბამისა ნათელთასა Q

1091 - Tit. ოთხშაბათსა ლოცვაჲ აღსარებითა ეფრემისი Q

1092 - კნინ-ვყავ Q

1093 - საფასოსა M

1094 - ცრემლთა - Q

1095 - თავსა ჩემსა და - Q

1096 - ვისიტყჳს-ვგ~ლობდე Q

1097 - სხეულისაგან განყოფილსა] სახ~ლისაგან განყოფილისა Q

1098 - მატლსა წამლიანსა]მატლთა წამლიანთა Q

1099 - ემკჳდრების Q

1100 - ქადაგებანი Q

1101 - არა Q

1102 - უფროსად Q

1103 - ჩემშორისთა ბნელთა]ჩემშორისსა ბნელსა Q

1104 - გებული Q

1105 - უფალო ღმერთო ჩემო]უფალო უფალო Q

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.

ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

ბზობისა კჳრიაკესა

ღმერთი უფალი გამოგჳჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაჲთა და რტოებითა ქებისმეტყუელთა: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა უკუნისამდე.

დიდსა ორშაბათსა

განადიდე შენ, ქრისტე, მშობელი შენი ღმრთისმშობელი, რომლისა მიერ ქმნისა ჩუენისა თჳთმოქმედმან, მსგავს ვნებანი, შეისხენ ჴორცნი, დამჴსნელნი უმეცრებათანი. ამას უკუე ჰნატრიან ყოველნი ტომნი და შენ გადიდებენ.

 

დიდსა სამშაბათსა

დაუტევნელისა ღმრთისა მუცლითა-დამტევნელსა და სოფლისსიხარულისა მშობელსა, შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო ქალწულო.

 

დიდსა ოთხშაბათსა

სულთა განწმედითა და ბაგეთა სიმართლითა მოვედით, განვადიდოთ უქორწინებელი და ყოვლადუბიწოჲ დედაჲ ემმანუელისაჲ,  მისგან შობილისა მიმართ ოხისა მიმრთუმელი; ულხინე სულთა ჩუენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო; და გუაცხოვნენ ჩუენ.

 

დიდსა ხუთშაბათსა

სტუმრობისა საღმრთოჲსა და უკუდავისა ტაბლისა  ზეშთაადგილთა, გრძნობათა უმაღლესთასა, მორწმუნენო, მოვედით, მოვიღოთ უზენაესისა სიტყჳსა სიტყჳთა განსწავლულთა და მას ვადიდებდეთ.

 

დიდსა პარასკევსა

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

დიდსა შაბათსა

ჰოჲ ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისაჲ,  რომელი მუცლად-მიღე თჳნიერ თესლისაჲ,  რამეთუ აღვდგე და ვადიდო მე ღმრთეებრ და მაღალ-ვყვნე დიდებით სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

 

აღდგომითგან ვიდრე ამაღლებადმდე

ანგელოზი ღაღადებს: მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ! ძე შენი აღდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინნა. ერნო, გიხაროდენ!

განათლდი, განათლდი, ახალო იერვსალემ! დღეს დიდებაჲ შენზედა გამობრწყინდა. განსცხრებოდე და იხარებდ, სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

 

ამაღლებითგან ვიდრე სულთმოფენობადმდე

ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცად ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრებისმომცემელსა.

ჰშევ, ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათაჲ უჟამოდ, გამოუთქუმელი; ამისთჳს, უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

 

სულთმოფენობითგან ვიდრე ყოველთა წმიდათა კჳრიაკედმდე  (სულთმოფენობის შემდგომი შაბათითურთ)

მოციქულთა რაჲ იხილეს გარდამოსლვაჲ ნუგეშინისმცემელისაჲ, დაუკჳრდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათაჲთა გამოჩნდა სული წმიდაჲ.

გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა; ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

 

ფერისცვალებითგან ვიდრემის წარგზავნადმდე მისსა (6-დან 14 აგჳსტომდე, ძველი სტილით).

ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალებაჲ უფლისაჲ.

შობაა შენი უხრწნელ არს, ქალწულო. ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციელებული [და] კაცთა შორის იქცეოდა; ამისთჳს ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.

 

ღმრთისმშობლისა მიძინებითგან ვიდრემის წარგზავნადმდე მისსა (15-დან 25 აგჳსტომდე ძვ. სტ.).

ანგელოზთა მიცვალებაჲ ყოვლადწმიდისაჲ იხილეს და დაუკჳრდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.

ძლეულ იქმნეს ბუნებანი, მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაჲ და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

 

ღმრთისმშობლისა შობითგან ვიდრემის წარგზავნადმდე მისსა (8-დან 13 სექტ., ძვ. სტ.)

ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა ქალწულსა მარიამს.

განკჳრდეს ზესკნელსა ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა; ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

 

ჯუართამაღლებითგან ვიდრემის წარგზავნადმდე მისსა (14-დან 22 სექტემბრამდე, ძვ. სტ.)

ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა ჯუარსა უფლისასა.

საიდუმლოჲ სამოთხე ხარ, ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ხოლო ჩუენ, ჯუარითა ცხოვრებაშემოსილნი, ქუეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა ამისთჳს აწ აღვამაღლებთ, თაყუანის-ვსცემთ მას და შენ გადიდებთ.

 

ღმრთისმშობლისა ტაძრადმიყვანებითგან  ვიდრემის წარგზავნადმდე მისსა (21-დან 26 ნოემბრამდე, ძვ. სტ.)

ანგელოზთა რაჲ იხილეს შესლვაჲ ყოვლადწმიდისაჲ, დაუკჳრდათ, ვითარ ქალწული შევალს წმიდასა შინა წმიდათასა.

კიდობანსა მას სჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთაჲ, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

 

ქრისტეს შობითგან ვიდრემის წარგზავნადმდე მისსა (25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, ძვ. სტ.)

ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მჴედრობათაჲ, ქალწული ყოვლადწმიდაჲ ღმრთისმშობელი.

ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისაგან, არამედ  მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევსწიროთ შესხმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.

 

წინადაცუეთასა (1 იანვარი ძვ. სტ.).

შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდისაო, სამოთხეო პირმეტყუელო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუაჲ განჴორციელდა და ყრმაჲ იშვა, - პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშოჲ შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდებაჲ შენდა.

 

ნათლისღებასა (6 იანვარი, ძვ. სტ.)

ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი მაღლისა მჴედრობათაჲ, ქალწული ღმრთისმშობელი ყოვლადწმიდაჲ.

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზეშთაეს იქმენ; შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუენი, [რამეთუ] უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ.

 

მიგებებასა (=მირქმა, 2 თებერვალი, ძვ. სტ.)

ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოებაო ქრისტიანეთაო, დაგჳფარე, დაგჳცევ და გუაცხოვნე, რამეთუ შენზედა დაგჳც სასოებაჲ.

წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირველ საშოჲსა განმღებელი, წმიდა უფლისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშოჲ ზეცით და ქუეყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ.

 

ხარებასა (25 მარტი, ძვ. სტ.)

აუწყებდინ ქუეყანაჲ სიხარულსა დიდსა, აქებდინ ზეცისა ღმრთისა დიდებასა.

კიდობანსა მას სჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთაჲ, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.