რომელმან სიბრძნისაგან ღმრთეებისა გამოჩინებითა დღეს ქუეყანასა ზედა აღიყვანა კაცებაჲ ცათა შინა, ვითარცა შენ, ნების მყოფელო ქრისტესო, წინაჲთვე მისა გსუროდა და კეთილთა საქმეთა მუშაკად გამოშჩნდი ეკლესიათათჳს, მოწყალებაჲ შეიმოსე გამოზრდითა გლახაკთაჲთა, შეიწყნარე დასთა თანა ზეცისათა, სმენად ჴმისა მის ღირს იქმენ. მოვედით კურთხეულნო მამისა [ჩემისანო], და დაიმკჳდრეთ თქუენ ზეცისა სასუფეველი, რომელმან გიწოდა შენ, კოსტანტი.

რომელი, ვითარცა ცხოარი მწყემსისა კეთილისაჲ, გმობათა განეშორე, სოფლიოთაგან ქუეყანისათა აღიყვანენ ჴელთუქმნელთა საყოფელთა ზეცისათა, და მოიგე პატივი გამოუთქუმელი ცათა შინა, რომელი აღუთქუა ქრისტემან ღმერთმან ნებისმყოფელთა თჳსთა, ხილვაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომელსაცა მიემთხჳე ნეტარო კოსტანტი. მითხოე ჩუენ შემასხმელთა სახელისა შენისათა, რათა უგალობდეთ ჩუენ ღმერთსა და მჴსნელსა უკუნისამდე.

რაჟამს შეიპყრეს უშჯულოთა მათ სანატრელი კოსტანტი, ხოლო იგი, ვითარცა ძ[ლ]ეული რაჲ ღმრთისაგან, სინანულითა და ცრემლითა განუმზადებდა თავსა თჳსსა, რამეთუ წინაჲთვე სუროდა დათმენითა ასპარეზსა მას ძლევისასა სიმჴნით, და მის თანა წადიერად შეიწყნარებდა მგზავრ ვნებათა, ჭირთა და კრულებათა სიხარულით მოითმენდა, ვიდრემდის მოიწია განსასუენებელსა შენსა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეოხებითა მისითა მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა შენსა!

ვითარცა მოიყვანეს წინაშე უშჯულოჲსა მძლავრისა ძლევაშემოსილი მოწამჱ ქრისტჱსი წმიდაჲ კოსტანტი, ხოლო იგი განუმზადებდეს საფრჴესა, რაჲთა დააბრკოლონ გზისა მისგან ჭეშმარიტისა, რამეთუ არცა პატივითა, არცა გინებითა და ჭირითა განეშორა სიყუარულსა ქრისტჱსსა, არამედ სიხარულით მოუდრიკა მახჳლსა ქედი, დასთხინა სისხლნი თჳსნი, რომლისათჳსცა გევედრებით მეოხებითა მისითა, მაცხოვარ, აცხოვნენ სულნი ჩუენნი!

რაჟამს მოივლინა მოსე ღმრთისა მიერ უდაბნოჲთ ეგჳპტით გამოყვანებად ძეთა ისრაჱლისათა, და განპებითა ზღჳსა მის მეწამულისაჲთა, ვითარცა ნათელღებულნი, განვიდეს სიხარულით და იტყოდეს: უგალობდეთ ღმერთსა მაცხოვარსა!

ვითარცა მოივლინა უფალი ჩუენი ზეცით ქადაგებად სინანულსა, შეიწყნარეს წმიდათა ღმრთის-მეცნიერებისა იგი გალობაჲ, რომელთა თანა წმიდაჲ კოსტანტი სისხლთა დათხევითა ღირს იქმნა პატივსა მოღებად და ღმერთსა უგალობდა!

მეოხებითა, უფალო, წმიდისა კოსტანტისითა მიჴსნენ ჩუენ სიღრმეთაგან უმეცრებისათა და აღმომიყვანენ ცოდვათაგან, რაჲთა განბანილნი შენ მიერ წმიდათა თანა სიხარულით ძლევისა გალობასა გიგალობდეთ!

რამეთუ ბერწისაგან იქმნეს და მოეცნეს სოფელსა წმიდანი, რომლისაგან ეკლესიაჲ გჳრგჳნოსან იქმნების და სიმრავლჱ-იგი მორწმუნეთაჲ იხარებს საჴსენებელსა მოწამეთასა და ქრისტესა უგალობენ განმაძლიერებელსა!

იქადოდა ძლიერად წმიდაჲ კოსტანტი, რაჟამს წარდგა იგი წინაშე უშჯულოთა, სიხარულით ღაღადებდა და იტყოდა, განვიხარე მე დ[ღ]ეს მაცხოვარებითა შენითა უფალო, და განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, [რამეთუ შენ ხარ] ძალი ჩემი, რომელმან დასცენ მტერნი წმიდათა შენთანი, რომელნი იტყოდეს მაღალსა გარდარევნულად და მისცემდეს დიდებასა შენსა ეშმაკთა, არამედ მეოხებითა წმიდათა შენთაჲთა განაბნიე ძალი მათი და აცხოვნე სიმრავლჱ მორწმუნეთაჲ!

ესმა, უფალო, წინაჲსწარმეტყუელსა საიდუმლოდ განკაცებაჲ შენი, რომლითა გამოაჩინენ წმიდანი, მოქცევაჲ წარმართთაჲ ცნობასა ჭეშმარიტებისასა, ვითარცა ხარ მრავალმოწყალე!

დაფარნა ცანი შუენიერებამან შენმან უფალო, რაჟამს მოხვედ მამისა მიერ. შეიწყნარეს წმიდათა ღმრთეებაჲ შენი და თავნი მათნი სიკუდილსა მისცნეს და მსხუერპლად შეიწირნეს სასუფეველ[ი]სა.

დასდევ სიმტკიცჱ ძლიერებისა შენისაჲ შორის წმიდათა შენთა, ქრისტე, რომლითა სატანჯველთა უშჯულოთასა დაუთმეს და იტყოდეს: ”გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო, მოსავნი შენნი!”

გამოუბრწყინდა მადლი შენი, ღმერთო, წმიდასა კოსტანტის და წინააღუდგა უშჯულოთა სატანჯველსა სიმჴნით, და იხილა დიდებაჲ შენი და ღაღადებდა: ”დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო!”

სახელსა შენსა, უფალო, მარადის სახელს ვსდებთ და წყალობასა შენსა ვაქებთ, რამეთუ ნათლისა გამობრწყინვებითა განაქარვე ღამჱ იგი უმეცრებისაჲ მეოხებითა წმიდათა შენთაჲთა, ვითარცა კაცთ-მოწყალე ხარ!

ისწავა დღეს სიმართლჱ მკჳდრმან ქუეყანისამან წმიდამან კოსტანტი და დადუმნა უღმრთოჲ ეშმაკი, რამეთუ დათრგუნა იგი შეწევნითა ჯუარისაჲთა და განძლიერებული იტყოდ[ა], განმანათლე, ქრისტე, ნათლითა შენითა!

მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ, ქრისტე ღმერთო, საჴსენებელსა კოსტანტისა, რაჲთა დაუკლებელად ვედრებითა მისითა მოვიღოთ შეწევნაჲ და პოვნაჲ წყალობისაჲ და ღირს მყვენ მის თანა დამკჳდრებად სასუფეველსა შენსა!

მსგავსად იონა წინაჲსწარმეტყუელისა ღაღადებდა შენდამი წმიდაჲ კოსტანტი. განმარინე, უფალო, დანთქმისაგან ცოდვათასა და აღმომიყვანე ნავთ-საყუდელსა კაცთ-მოყუარებისა შენისასა.

მცველთა მათ ამაოთა და ცრუთა მოწყალებაჲ მათი დაუტევეს, ხოლო წმიდამან კოსტანტი სიყუარულისა შენისათჳს სუფევაჲ შეურაცხ-ყო სოფლისაჲ, და სასუფეველსა შენსა ღირს იქმნა!

შემოკრებულნი მორწმუნენი დღეს ტაძარსა შენსა ყოვლითა გულითა შევსწირავთ შენდა მომართ ვედრებასა. მიჴსნენ ჩუენ დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა მეოხებითა კოსტანტისითა!

მოსეს მიერ მოღებითა შჯულისაჲთა, სამთა მათ ყრმათა ცეცხლ[ი] დაშრიტეს, ხოლო წმიდათა მოწამეთა მოციქულთა მიერ ქადაგებითა შენ აღგიარეს და სისხლთა დათხევითა სასუფეველსა ღირს იქმნეს!

შეურაცხ-ყო სოფლისა საშუებელი წმიდამან კოსტანტი და გულის-წყრომასა მძლავრთასა უშიშად წინააღუდგა, რამეთუ სუროდა დათმენად ღუაწლსა და ვიტყოდეთ: ”კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო [მამათა ჩუენთაო”].

მეოხებითა წმიდისა კოსტანტისითა დამიცვენ ჩუენ, მადიდებელნი შენნი, და ღირს მყვენ ზიარებად ჴსენებასა მისსა დღეს, რაჲთა სიხარულით ვღაღადებდეთ: ”კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო [მამათა ჩუენთაო”]!

ნეტარი კოსტანტი, რაჟამს წარიყვანა ქუეყანისაგან თჳსისა და მიიწია ქუეყანად უშჯულოთა, განძლიერებულ იქმნა სულისა მიერ წმიდისა და ბრძანებასა უშჯულოთასა წინააღუდგა და მახჳლისა დათმენითა მოწამედ გამოჩნდა და ღმერთსა უფროჲსად ამაღლებდა უკუნისამდე!

შენ, რომელმან მიეც მადლი წმიდათა შენთა მოწამეთა და ძლევაჲ მტერთა მიმართ, რომელნი განაქარვებენ საცთურსა მტერისასა, და დაშრიტე საჴუმილი იგი სენთაჲ მორწმუნეთა შენთაჲ, რომელნი ღაღადებდენ: აკურთხევდით [ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა]!

ვაკურთხევდეთ ყოველნი ღმერთსა, მომნიჭებელსა წმიდისა კოსტანტისა, გჳრგჳნსა ზეცისასა, რომელმან შიში მეფეთაჲ განაგდო და მახჳლი შეურაცხ-ყო სიმჴნით და მოუდრიკა ქედი, და სიხარულით ღაღადებდა: აკურთხევდით [ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა!]

კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან აღმოგჳცენა ჩუენ რქაჲ ცხორებისაჲ, ვითარცა იტყოდა: ”რომელმან მოსცნა წმიდანი მოწამენი მნათობად სოფელსა და ეკლესიაჲ განაბრწყინვა!”

შენ, რომელი წყაროჲსა მისგან ცხორებასა ასუამ, დამაშურალთა იწროჲსა მის გზისა მოგზაურთა ფართოებად შეიწყნარებ, რომლითა წმიდაჲ კოსტანტი გჳრგჳნოსა იქმნა!

ჭეშმარიტსა მოქალაქობასა ღირს იქმნა წმიდაჲ კოსტანტი, რომელმან მათი იგი მეფობაჲ შეურაცხ-ყო და გჳრგჳნი ზეცისაჲ მოიგო, და აწ მეოხ არს სულთა ჩუენთათჳს!

მეთორმეტე საუკუნის გელათის ოთხთავის გვერდი ასახავს შობას. თბილისის ხელოვნების მუზეუმი.




სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი