მე მინახავს თვალდათხრილი,

ჩოხა ეცვა მიწისფერი,

იდგა, როგორც მთების ჩრდილი,

როგორც მწყემსი, ხევისბერი...

 

ყელს უთრთოდა ოქროს ჩანგი,

შუქი უჩნდა ბეჭის ფრთაში,

ქუჩაშიაც თან ჰყვებოდა

არაგვის და თერგის ტაში!..

მომღერალი სადმე იყო,

სიმღერისგან დამწვარიყო,

სატრფომ ფერფლის გვა დაიწყო

ნაწნავებით. - რა თმა იყო?

ნაპერწკალი ჩარჩენოდა,

ისე მოხდა - ვერ გაიგო.

ქალის თმებსაც წაეკიდა,

ვაი, როგორ დამწვარიყო...

ქალიც ზედვე დაეფერფლა:

- დე, ფერფლშიაც ერთად ვიყოთ!

აი, ატენი და გარდატენი,

ცისფერ ტანაზე საღამოვდება,

თრთოლა, ლივლივი და ჟრუანტელი

სიმში გროვდება.

ტანაა როგორც საბეჭდე თვალი,

და ნუთუ შენგან დამევალება,

ფარული ღელვა -

ხოხბის თვალებავ?