საქართველოს გაქრისტიანება. წმინდა ნინოს შემოსვლა.

ვახტანგ გორგასალის მეფობა.


   საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება პირველსავე საუკუნეში დაიწყო. ჯერ ახალ რჯულზე მოექცა კოლხეთი და მესხეთი ხოლო შემდგომში ივერია. საქართველოში ქრისტიანობის საქადებლად იერუსალიმიდან წამოვიდნენ სვიმონ ქანანელი და ანდრია პირველწოდებილი. მათ გაავრცელეს რელიგია კაბადოკიაში. ლაზიკაში, სამეგრელო-აფხაზეთსა და იმერეთ-გურიაში. მათ ხელთ ეპყრათ ღვთიშობლის სასწაულ მოქმედი ხატი, რომლის მეშვეობით კურნავდნენ სნეულ ადამიანებს და ახდენდნენ მრავალ სასწაულს. აურაცხელმა ხალხმა დასტოვა კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული რელიგია იწამა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში გარდაიცვალა და ანაკოფიაში დაკრძალეს. ამ ორი მოციქულის წყალობით ქრისტიანობამ მტკიცედ გაიდგა ფესვები კოლხეთსა და მესხეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო მხოლოდ IV საუკუნეში გაქრისტიანდა.
    ქრისტიანულ თქმულებათა მიხედვით ქართლის გაქრისტიანებაში მთავარი როლი ითამაშა კაბადოკიელმა ქალმა ნინომ, რომელიც შემდგომ ქართველებმა წმინდანად შერაცხეს. მას სიზმარში ღვთიშობელი გამოეცხადა, ვაზისგან დაწნული ჯვარი გადასცა და ივერიაში, ქრისტიანული რელიგიის ქადაგება დაავალა. წმინდა ნინომ მრავალი ტანჯვა გამოიარა და რწმენით აღსავსე ჩამოვიდა მცხეთაში. ეს მოხდა 330 წლის მახლობლად როცა ქართლის ტახტზე იჯდა მირიან მესამე. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. ნინომ შესთხოვა ღმერთს მოეხდინა სასწაული და დაენგრია ავის მომტანი უზარმაზარი ოქროს ქმნილება. იქმნა სასწაული და უეცრად ამოვარდნილმა საშინელმა ავდარმა მიწასთან გაასწორა არმაზის კერპი. ამ სასწაულის შემხედვარე ხალხმა ირწმუნა სიძლიერე ჭეშმარიტი ღმერთის და ქრისტიანულ რელიგიაზე მოექცა. მეფე მირიანმაც სასწაულებრივად იწამა ქრისტეს რჯული. ნადირობისას საშინელმ ავდარმა მოუსწრო მას. დაიჩოქა და თავის კერპს სთხოვა დახმარება, თუმცა ამაოდ. მაშინ დაიწყო ლოცვა ნინოს ღერთისთვის და ზეცაც უმალვე გაიწმინდა. მირიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა პირველი ქრისიანი მეფე–დედოფალი იყვნენ საქართველოს ისტორიაში. მათ მრავალი ეკლესია ააგეს და ხელი შეუწყველ მთელ საქართველოში ქრისტიანული რწენის გამყარებას. მირიანმა და ნინომ მეფის სასახლეში ტაძრის აგება დაიწყეს. ზუსტად იმ ადგილზე სადაც ესვენა ქრისტეს კვართი. აგებულმა სვეტმა მირონის დენა იწყოდა ამის გამო ტაძარს ეწოდა სვეტიცხოველი. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართველმა ხალხმა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
    IV საუკუნის შუა წლებში საქართველო ბიზანტიისა და სპარსეთის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა. მეფე მირდატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო საქმეებს მისი ცოლი საგდუხტი განაგებდა ქალის სისუსტით ისარგებლეს მტრებმა და საქართველოს დიდი ნაწილი მიიტაცეს. შეიქმნა რა მირდატის ვაჟი ვახტანგი 15 წლის, მოიწვია დიდებულები და მეფედ ეკურთხა. ეს მოხდა 454 წელს. ვახტანგმა ოს-ხაზარებზე გალაშქრება გადაწყვიტა. მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში დიდი ალაფით დაბრუნდა. ოსეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა დიდი ძღვენი გაუგზავნა სპარსეთის მეფეს და მეგობრობის დასტურად მისი ასული ითხოვა ცოლად. სპარსეთის მეფე სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას. მალევე სპარსელებმა საქართველოს ბიზანტიასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. ვახტანგმა ჯარი გაუგზავნა სიმამრს. გასაჭირში მყოფმა ბერძნებმა ქართველთა მეფეს ზავი შესთავაზეს, რაზედაც თანხმოა მიიღეს და მარტო დარჩენილ სპარსელებს იოლად გაუმკლავდნენ. ამის მერე ვახტანგმა იერიში ბერძნებისკენ მიიტანა და დასუსტებული ჯარი მარტივად დაამარცხა. მოხერხებუმა მეფემ ორივე ქვეყნის მბრძანებელთან იმართლა თავი და მეტიც ერთმანეთსაც შეარიგა. დასუსტებულმა მტერმა საქართველოს წართმეული მიწები დაუბრუნა. ბიზანტიის იმპერატორმა ვახტანგს გადასცა კლარჯეთი და სამეგრელო, ასევე დაქვრივებულ ვახტანგს თავის ასული მიათხოვა ცოლად და მზითვად აფხაზეთი უბოძა. სპარსეთის ახალი მეფე ფეროზი კი მუდამ ავის თვალით უყურებდა ახალგაზრდა მეფეს, თუმცა ყოველი მისი საქართველოზე გალაშქრების მცდელობა კრახით მთავრდებოდა. ვახტანგ გორგასალი არა მარტო ბრწყინვალე მეომარი და სტრატეგი იყო არამედ საერო საქმეებსაც შესანიშნავად უძღვებოდა. მან უამრავი ციხე და ეკლესია ააგო. ქართულად ათარგმნინა კათალკოსებს საღვთო წიგნი და წირვის წარმართვა ქართულ ენაზე დააწესებინა. ააშენა უამრავი სკოლა და პირველმა მოჭრა ქართული ფული. ასევე მის სახელს უკავშირდება ქალაქი თბილისის დაარსება. ვახტანგ მეფეს მისი  მუზარადის გამო გორგასალი შეარქვეს რაც ბერძნულად მგლისთავიანს ნიშნავს. ქართველთა უდიდესი მეფე ვერაგულად მოკლეს უჯარმასთან, სპარსელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ეს მოხდა 499 წელს. დიდმა მეფემ ტახტი თავის უფროს ვაჟს დაჩის დაუტოვა. ქართველმა ხალხმა დიდი პატივი მიაგო საყვარელი მეფის ხსოვნას. ვახტანგ გორგასალი დაკრძალეს მის მიერვე აგებლ მცხეთის ტაძარში და ზედ უზარმაზარი საფლავის ქვა დაადგეს.
     “მართლაც და, ძლიერი ყოფილა სივდილი, რამეთუ ვახტანგ გორგასალის მოკვდინებაც შეძლო მან” (ლ. სანიკიძე)
 

ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)

მეფე ფარნავაზი. ქართული დამწერლობა
 
    ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში, ქართლის მთავარ ქალაქში მცხეთაში იჯდა მამასახლისი სახელად სამარა. ამ დროს საქართველოს პონტოდან დიდძალი ლაშქარით შემოესია სარდალი აზო, ტომით პონტოელი ქართველი. მან დაიპყრო მცხეთა, ხოლო სამარა და მისი ძმა მიტრიდატი სიკვდილით დასაჯა. აზოს მბრძანებლობა შეუბრალებლობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა. ქართველები მზად იყვნენ მისი ბატონობის წინაშე გაელაშქრათ, თუმცა ელოდნენ გმირს, რომელიც მათ სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი გმირი მალევე გამოჩნდა. ეს გახლდათ სამარას ძმისწული ფარნავაზი, რომელიც დედამ აზოს შიშით ოვსეთში გადამალა და იქ იზრდებოდა. ერთ დღეს სანადიროდ წასულმა ფარნავაზმა გამოქვაბულში დამალულ დიდძალ განძს მიაგნო. სამ დღეში ჩუმად გამოზიდა ოქრო–ვერცხლი გამოქვაბულიდან და ოჯახის დახმარებით საიდუმლო ადგილას დამარხა. ამის  შემდგომ ფარნაოზი დიდი ქონებით ეწვია კოლხეთის მამასახლის ქუჯის. ქუჯი დაპირდა მას დახმარებას აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ორი გმირი მალევე შეუდგა მძადებას და ლაშქრის მოგროვებას საქართველოს გასათავისუფლებლად. მათ შეაგროვეს კოლხეთში დიდი ლაშქარი, დაიქირავეს ოსები და ლეკები, მოიწვიეს ქართლელები და მიიმხრეს ნაწილი მაკედონელთა ჯარისა. ბრძოლა გაიმართა ქაჯთა ქალაქის მახლობლად. ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა მტრის ურიცხვი არმია, ხოლო თვით აზო ამ ბრძოლაში დაიღუპა. საქართველოში დაარსდა მეფობა და მის პირველ მეფედ ქართველებმა აღიარეს გმირი ფარნავაზი. ფარნავაზი შეუდგა საქართველოში დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. გაამაგრა სატახტო ქალაქი მცხეთა და მის ახლოს ააგო ახალი კერპი არმაზი. მეფემ აღადგინა მტრის მიერ შემუსრული მრავალი ქალაქი და ციხე–სიმაგრე. ააშენა შორაპნისა და დიმის ციხე, ხოლო ქუჯიმ ეგრისის ცენტრში ააგო ციხე–გოჯი. ძვწ. აღ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზმა განახორციელა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება ( შექმნა მწიგნობრობა ქართული), რომელიც დაფუძნებული იყო ქართულ ანბანძე. მან კიდევ უფრო შეავსო და დახვეწა ქართული ანბანი. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო საქართველოში ხელოვნებისა და მრეწველობის განვითარებას. მეფე ფარნავაზი გახდა ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაძიანთა დინასტიის დამაარსებელი. ქრისტეს შობამდე II საუკუნეში მეტად გაძლიერდა რომის იმპერია. მან დაიპყრო მთელი დასავლეთ და სამხრეთ ევროპა, ასევე მცირე აზიის დიდი ნაწილი მათ შორის პალესტინა სპარსეთი, მესოპიტამია. ამ დროს საქართველო ოთხი სამეფოსაგან შედგებოდა: პონტო, კოლხეთი, იბერია ანუ ივერია და ალბანეთი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად რომის მძლავრმა იმპერიამ თავის ბატონობის ქვეშ საქართველოც მოაქცია.


ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)

კოლხეთი, აიეტი, ოქროს საწმისი

    საქართველოს უძველესი ისტორია იწყება კოლხეთიდან, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. “ოქროს ქვეყანად წოდებული” კოლხეთის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი. კოლხეთს მართავდა მზე-ჰელიოსის ძე - აიეტი. აიეტის და - პასიფაე გახლდათ კრეტის სახელგანთქმული მბრძანებლის მინოსის ცოლი. აიეტს სამი შვილი ჰყავდა ტახტის მემკვიდრე - აფსირტე და ორი ასული ქალკიოპე და მედეა. საბერძნეთი კოლხეთის მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო იყო. საბერძნეთიდან სიკვდილს გამოექცა უფლისწული ფრიქსე და აიეტს თავშესაფარი სთხოვა. ძღვნად კი ოქროსმატყლიანი ვერძი მიართვა. აიეტმა გულთბილად მიიღო ფრიქსე და თავის უფროსი ქალი – ქალკიოპე შერთო ცოლად. ოქროს ვერძი მისი ბრძანებით კოლხმა ქურუმებმა ღრუბელთა ბატონს შესწირეს და მისი ტყავი, შემდგომში ოქროს საწმისად წოდებული, ცადატყორცნილ მუხაზე დაჰკიდეს. ოთხი ვაჟი ჰყავდათ ქალკიოპეს და ფრიქსეს. მამის სიკვდილის შემდგომ, მათ ზურგი აქციეს კოლხეთს და ვითომდა მამულის დასაპატრონებლად საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტეს. აიეტმა ხომალდი მისცა შვილიშვილებს, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარტეხილმა გემი ერთიანად დალეწა, ფრიქსეს ვაჟები კი არეტიადის კუნძულზე გარიყა.
    ზღვის და მიწის ბედისწერამ სწორედ ამ კუნძულზე მოიყვანა საბერძნეთიდან წამოსული გემი “არგო” ორმოცდაათი “არგონავტელით”. გმირებს სათავეში ედგათ თესალიის ქალაქ იოლისკოს უფლისწული იასონი.  არგონავტები კოლხეთში მიდიოდნენ საიდანაც საბერძნეთში უნდა წაეღოთ ოქროს საწმისი - სიმბოლო ქვეყნის სიმდიდრისა და სიმძლავრისა. იმ შემთხვევაში თუ იასონი ვერ შეასრულებდა ამ დავალებას, იგი ვერ მიიღებდა იოლისკოს სამეფო ტახტს, რომელიც მის ბოროტ ბიძას პელიასს ჩაეგდო ხელში.
    ფრიქსეს ვაჟები მიუძღვნენ არგონაველებს კოლხეთის მიწაზე. აიეტმა სიხარულით მიიღო სტუმრები და გულუხვად გაუმასპინძლდა. მედეას - აიეტის უმცროს ქალიშვილს და იასინს ძლიერ შეუყვარდათ ერთმანეთი და მოკავშირეები გახდნენ. მედეა გახლდათ ბრძენი მკურნალი, ასტროლოგი, გულთმისანი და წინასწარმეტყელი. მის სახელს უკავშირდება მედიცინის წარმოშობის ისტორია. იასონმა აიეტს გაანდო თავის სურვილი ოქროს საწმისის შესახებ, რამაც ძლიერ განარისხა კოლხეთის ბრძანებელი. იასონს დავალება მისცა და მისი შესრულების შემთხვევაში ოქროს საწმისს დაპირდა. დავალების შესრულებაში იასონს მედეა დაეხმარა და ოქროს საწმისი მოატაცებინა. მედეას კოლხეთში აღარ დაედგომებოდა და იასონს საბერძნეთში გაჰყვა. უცხოობში მისი ბედი უკუღმა დატრიალდა და მისი სახელი სასტიკი შურისძიების ანალოგად იქცა ისტორიაში. არ არის ცნობილი როგორ დაასრულა სიცოცხლე ჩვენთვის ცნობილმა “პირველმა ქართველმა ქალმა”, თუმცა აიეტის “პირველი ქართველი მეფის” აღსასრულს გვამცნობს მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია: “აიეტი ოქრომრავალ კოლხთა მეუფე, აქ გააპატიოსნა ღმერთმა ყოვლისდამთრგუნველმა ბედისწერამ”.
   ძველი წელთაღრიცხვით XIII საუკუნეში, დღევანდელი არზრუმისა და სამხრეთ ტერიტორიებზე შეიქმნა ძლიერი ქართული ტომობრივ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება - დიაოხი, რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა ასურეთისა და ურარტუს შემოტევებს. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დიაოხი დაიპყრო სამხრეთ–დასავლეთ ქართველთა ახალმა მძლავრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კოლხამ_ კოლხეთმა. ახლა კოლხეთსა და ურარტუს შორის გაჩაღდა ომი. მალევე ორივე სახელმწიფო დაეცა. ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე მერვე საუკუნეებში, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, ქართლის ტომებმა სასპერებმა ანუ იბერებმა, შექმნეს სპერის სამეფო. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში კიროსმა საფუძველი დაუდო სპარსეთის სახელმწიფოს, რომლებმაც მალევე დაიპყრეს მიდია, ლიდია, მესოპოტამია, დასავლეთ წინა აზია, ეგვიპტე და ბოლოს ცენტრალური აზია ინდოეთამდე. ქართველებიც აქემენიანთა სამბრძანებლო საზღვრებში მოექცნენ. დასავლეთ საქართველომ ჭოროხიდან კავკასიონამდე ახალი ცხოვრება განაგრძო. შეიქმნა ახალი ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთით დაარსდნენ სავაჭრო  და კულტურული ცენტრები: სინოპი, ტრაპეზუნტი, ფასისი (ფოთი), დიოსკურია (სოხუმი).
  იმავე მეექვსე საუკუნეში აღმოსავლეთ და სამხრეთ ქართველთაგან შეიქმნა ქართლის ანუ იბერიის სამეფო. მისი სატახტო ქალაქი გახდა მცხეთა. ქართველთა ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა, თუმცა მრავალმხრივი შემოსევები და სისხლიანი ბრძოლები კვლავაც მრავალ საუკუნეს გრძელდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის 334 წელს გამოჩნდა უძლველი დამპყრობელი, მაკედონიის ახალგაზრდა მეფე ალექსანდრე, რომელმაც მთლიანად დაიპყრო მცირე, შუა და ცენტრალური აზია, ბოლოს კი ინდოეთის დიდი ნაწილიც. ქართველები კი მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის მბრძანებლობასაც გადაურჩნენ. ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ მისი იმპერია მრავალ სახელმწფოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე ძლიერი გახლდათ პონტოს სახელმწიფო, რომელიც ძირითადად ქართული ტომებით იყო დასახლებული.
 

ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)