1

     1.     3. ბ. კჳრიაკესა, დღესა ყველითა აღებასა, სახარებაჲ მათესი, თარგმანებაჲ სახარებისაჲ: „ეკრძალენით ქველის საქმესა“, თქუმული წმიდისა იოვანე ბოლნელისაჲ
    2.     ...„უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა, მოგჳტევნეს ჩუენცა შეცოდებანი ჩუენნი ღმერთმან“.
    3.     აწ რაჲ ყენებაჲ არს ჩუენდა, საყუარელნო, არა მიტევებად შეცოდებათა ძმათა ჩუენთაჲ?!
    4.     უკუეთუ კუალად არა მიუტევნეთ შეცოდებანი მათნი ძმათა მათ ჩუენთაჲ, ისმინე მეორეცა იგი თქუმული პირისაგან უფლისა, რასა-იგი იტყჳს: „არცაღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“!...
    5.     ეთ შეცოდებანი ძმათა ჩუენთანი და უფალმან ჩუენცა მოგჳტევნეს შეცოდებანი ჩუენნი.
    6.     და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფვით, ვითარცა-იგი ორგულნი და ფარისეველნი, მწუხარჱ, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი მრავალფერითა წამლითა და აჩუენიან მწუხარებაჲ პირისა მათისაჲ კაცთა.
    7.     მართლიად გეტყჳ თქუენ: იგი არს სასყიდელი მათი!
    8.     „ხოლო შენ, რაჟამს იმარხვიდჱ, იცხჱ თავსა შენსა და განიბანე პირი შენი, განიშოვრჱ მწუხარებაჲ, განიფრთხვჱ და შეიმოსჱ სიხარული და უჩუენე სიწმიდჱ გონებასა შენისაჲ მამასა შენსა,
    9.     რომელ არს ცათა შინა და ხედავს დაფარულთა გულისა შენისათა, და მან მოგაგოს შენ ცხადად ყოველივე“.
    10.     „და ქუეყანასა ზედა რაჲსა იუნჯებთ...
    11.     სადა-იგი მღილმან და მჭამელმან განრყუნის და მპარავთაცა განიპარიან იგი“.
    12.     და უკუეთუ იყვნენ საფასენი თქუენნი ცათა შინა, მუნცა იყვნედ გულნი თქუენნი.
    13.     „სანთელი გუამისაჲ არს თუალი;
    14.     ნუმცა არს თუალი შენი ბოროტ, ნუ იხედავ ამაოდ, არამედ მოაქციენ თუალნი შენნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ და ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.
    15.     უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს“.
    16.     რაჲ შესაძინელ არს შენდა ბრწყინვალებაჲ იგი მზისაჲ, ანუ მთოვარისაჲ, გინათუ ვარსკულავთაჲ?
    17.     „არამედ ეგრეთ ნათობდინ ნათელი იგი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა, რომელ არს ცათა შინა“.
    18.     „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“.
    19.     ნანდჳლვე ჭეშმარიტად ვერვინ ჰმონოს ორთა უფალთა, „ნუუკუე ერთი იგი შეიყუაროს და ერთი იგი მოიძულოს, ანუ ერთისაჲ მის ისმინოს და ერთი იგი შეურაცხ-ყოს.
    20.     ვერვის ჴელ-ეწიფების მონებად - ღმრთისა და მამონაჲსა“.
    21.     ამისთჳსცა გუასწავებდა და გუეტყოდა: „ნუ ჰზრუნავთ თავთა თქუენთათჳს, ნუცა ეძიებთ ჴორციელებრსა რასმე სახჱსა, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ ჴორცთა თქუენთათჳს რაჲ შევიმოსოთ“.
    22.     იტყჳს ამისთჳს წმიდაჲ მოციქული: უკუეთუ ვჭამოთ, არარაჲ გუემატოს... მას ძოწეულსა ფერად-ფერადსა.
    23.     „რაჲსათჳს არა მიჰხედენით მფრინველთა მათ ცისათა?
    24.     რამეთუ არა სთესვენ და არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯესა მათსა, და მამაჲ იგი ზეცათაჲ ზრდის მათ“.
    25.     ხოლო უმჯობეს ვარ მათსა, საყუარელნო, რომელთათჳსცა-იგი დასთხია უბიწოჲ სისხლი თჳსი ჯუარსა ზედა.
    26.     ოდესღა ესევითარი მზრუნველი გჳვის ჩუენ ცათა შინა, თქუენ რაჲსა ჰზრუნავთ, რამეთუ მან თავადმან თქუა: „ვინ-მე უკუე იყოს თქუენგანი კაცი, რომელი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ ოდენ“?
    27.     არამედ „მიუტეოთ უფალსა გულისსიტყუაჲ ჩუენი და მან გამოგუზარდნეს ჩუენ“ და „სამოსლისა თქუენისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ?
    28.     მიჰხედენით შროშანთა... ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოვლადვე ბრძენმან მანცა სოლომონ არა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“.
    29.     ვითარცა იგივე წმიდაჲ მოციქული ეწამების და იტყჳს: „არარაჲ შემოვიღეთ სუფელსა ამას შინა.
    30.     ჩანს, რამეთუ არცა გან-რაჲ-ღებად გჳც“.
    31.     „უწყითა, უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არნ და ხვალჱ თორნესა შთააგზნიან“?
    32.     რამეთუ ყოველი დიდებაჲ ამის სოფლისაჲ ღმერთმან ესრეთ შეამკვის, ვითარცა-იგი უწამებიეს სადა ვისმე, და იტყჳს თუ: „კაცისანი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი და ვითარცა ყუავილი ველისაჲ ეგრე ყუავიან“, ჰბეროს მას ქარმან და არცაღა აჩნდეს ყოვლადვე ადგილი მისი.
    33.     ოდესღა ესე ესრეთ არს, საყუარელნო, „რაჲსა ჰზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? ... ეძიებენ“.
    34.     ხოლო ჩუენდა არა ჯერ-არს ძიებად, რასა-იგი ეძიებენ.
    35.     არცა ჯერ-არს ჩუენდა ზრუნვად და არცაღა ჯერ-არს ჩუენდა თხოვად, რასა იგინი ითხოვენ;
    36.     არამედ ვითარცა იტყჳს: „უწყის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ ყოველი“.
    37.     ვიდრე თხოვადმდე თქუენდა, რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა.
    38.     „ხოლო თქუენ ღაღადებდით და ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და წყალობასა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“.
    39.     რაჲმემცა იყო უფროჲსი ამისსა შესაძინელი... ვნებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მო-ვე-ახლებულ არს.
    40.     ხოლო ჩუენ, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ლოცვითა, მარხვითა და ვედრებითა და ყოველნი მივიწინეთ დღესა მას უფლისასა და ყოველნი ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


2

    1.     4. მესამე[სა] კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა საკითხავი, თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ ლუკაჲს თავისა „ასთა მათ ცხოვართათჳს“, იგავი თქუმული იოვანე ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ
    2.     მარხვაჲ მიაწიეთ… ქადაგებითა კურნებასა, შემოკერბით მოხუცებულნი ყოველნი სახლსა შინა ღმრთისასა... თჳსისა და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ შემოკერბით.
    3.     და მოვედით, თავყანის-ვსცეთ და შეურდეთ, ვტიროდით წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩუენისა, რამეთუ მოვიდა ძჱ ღმრთისაჲ და იშვა იგი წმიდისაგან ქალწულისა მარიამისგან ცხოვრებისათჳს ჩუენისა.
    4.     ღაღადებს და იტყჳს: „რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“.
    5.     არა თუ წყლისა სუმასა იტყჳს, არამედ იტყჳს: რომელნი ურწმუნო ხართ, მოვედით ჩემდა და გრწმენინ ჩემი.
    6.     გამოაცხადებს სიტყუასა ამას შემდგომი ამისი, რასა იგი იტყჳს: „და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“.
    7.     ესე სულისათჳს წმიდისა თქუა, რომელი-იგი მოფენად იყო.
    8.     ხოლო აწ არავინ არს ჩუენგანი, საყუარელნო, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და „უყუარან მას ხილვად დღენი კეთილისანი“.
    9.     და იტყჳს მისთჳს, ვითარმედ: „დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა.
    10.     მოიქეც ბოროტისაგან, ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას“.
    11.     რაჲ-მე უკუე არს, საყუარელნო, მოიქეც ბოროტისაგან, ქმენ კეთილი?
    12.     ამას ესევითარსა გუასწავებს მოციქულიცა და იტყჳს: „ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილთა მით ბოროტსა“.
    13.     „ნუცაღა თავით თჳსით ბოროტსა ეძიებ, საყუარელნო, არამედ ადგილ-ეც რისხვასა, რომლისათჳსცა იტყჳს: „ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო, იტყჳს უფალი“, რამეთუ სადაცა არნ ჴდომაჲ და შური, მუნ არნ ყოველივე ამბოხებაჲ.
    14.     არამედ „შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას და სწყუროდის თუ, ასუ მას.
    15.     ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა“.
    16.     ამისთჳსცა არა ჯერ-არს ჩუენდა ბოროტი ბოროტისა წილ მიგებად, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ უფალმან და იტყჳს: „მშჳდუბასა ჩემსა მიგცემ თქუენ“, და უკუეთუ ჰყოფდეთ მშჳდობასა, „ღმერთი მშჳდუბისაჲ იყავნ თქუენ შორის“.
    17.     იტყჳს თჳთ იგი თავადი უფალი: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ და მშჳობაჲ გაქუნდეს ჩემ თანა.
    18.     ამას და ესევითარსა ასწავებდა კეთილი იგი მოძღუარი.
    19.     ჰხედვიდეს სასწაულებსა და ნიშებსაცა თომეკსა იქმოდა, დიდ-დიდსა. განუკჳრდებოდა ყოველთა.
    20.     მივიდოდეს მისსა და ჰრწმენა მისი მეზუერეთა და ცოდვილთა...
    21.     მათგანნი დრტჳნვიდეს და იტყოდეს: „რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და შენნი მოწაფენი არა იმარხვენ?“
    22.     ხოლო მან ჰრქუა მათ: „ვერ ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდის სიძჱ იგი მათ თანა იყოს, მარხვად.
    23.     არამედ მოვალს ჟამი, ოდეს სიძჱ იგი აღმაღლდეს, მაშინ იმარხვიდენ“.
    24.     და კუალად ოდესმე იყვნეს მახლობელად იესუჲსა ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი და ისმენდეს მისგან.
    25.     ეჰა საყუარელნო, ვინმემცა არა მივიდა მისსა, ვინმემცა არა მიეგებვოდა მას, ანუ ვინმემცა არა ისმენდა ბრძანებათა მისთა, ვითარ-იგი უთხრობდა ერსა მას, ასწავებდა მათ და ეტყოდა, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ცათასა“?...
    26.     ფარისეველთა …ვად და იტყოდეს: „რაჲსათჳს ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს“?
    27.     გულისხმა-ყო იესუ, რასა იგინი დრტჳნვიდეს და რასა იგინი განიზრახვიდეს და გამოეძიებდეს.
    28.     მაშინ იწყო იგავით მათა სიტყუად და ჰრქუა მათ: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი?“...
    29.     რაჲსათჳს-მე ჰკითხავს და ეტყჳს მათ: „იყოს ვინ-მე თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი?“
    30.     კაცი იგი თჳთ თავადი უფალი არს, რომელსა უდგს ასი ცხოვარი.
    31.     ხოლო რომელ-იგი თქუა: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი“...
    32.     რამეთუ თჳთ იგი, თავადი უფალი, ღმერთი და კაცი და ძჱ კაცისაჲ მათ თანავე ჯდა მას ჟამსა შინა.
    33.     ამისთჳსცა ჰრქუა მათ: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი...“ ხოლო ასნი ესე ცხოვარნი ასნი მთავარანგელოზნი იყვნეს ცათა შინა, ვითარცა-იგი წმიდათა მოძღუართაგან გჳსწავიეს, და ასი დასი მათ თანა.
    34.     ხოლო ერთი იგი მეასე გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად დასითურთ თჳსით ურჩულოვებითა და არაწმიდებითა მისითა და იქმნა იგი ეშმაკ.
    35.     ხოლო სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან, ვითარცა იხილა მეასჱ იგი ადგილი, დაკლებული ცათა შინა, სათნო-იყო და ინება და შექმნა ნათესავი კაცთაჲ, რაჲთამცა აღავსო დაკლებული იგი ადგილი ცათა შინა ნათესავითა კაცთაჲთა.
    36.     ესე არს მეასჱ იგი ცხოვარი.
    37.     ამისთჳსცა იტჳს: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს ერთი მათგანი, არამედ დაუტევნეს ოთმეოცდაცხრამეტნი უდაბნოსა და წარვიდეს ძიებად წარწყმედულისა მის, ვიდრემდის პოვოს იგი“...
    38.     და ვითარცა იხილი ეშმაკმან... დაუმკჳდრა ადგილი იგი მისი ნათესავსა კაცთასა, შური აღიღო ნათესავსა ზედა კაცთასა ეშმაკმან და აცთუნა იგი და წარწყმიდა, შეიპყრა და წარიტაცა და შეაყენა იგი ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და დამალა.
    39.     ესე არს, რომელი წარეწყმიდა მეასჱ იგი ცხოვარი – ნათესავი კაცთაჲ.
    40.     აწ არა-მე მოვიდეს უფალი იგი ცხოვარისაჲ მისი?
    41.     ვიცი და მრწამს ჭეშმარიტად, რამეთუ ესრეთ მოვიდეს ძიებად წარწყმედულისა.
    42.     მაშინ ნათესავი კაცთაჲ, შეცთომილი და შეყენებული ბჭეთა ჯოჯოხეთისა, ღაღადებდა უფლისა მიმართ და იტყოდა: „უფალო, აცხოვნე სული ჩემი, რაჲთა გაქებდე შენ.
    43.     ხოლო თუ სამართალნი შენნი შემეწინენ მე, რამეთუ, მე, აჰა ესერა, შეცთ...“ გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად, დაუტევნა ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი ანგელოზნი ცათა შინა.
    44.     არა თუ დაუტევნა, არამედ განუშორებელ იყო იგი მამისა და სულისა წმიდისაგან და ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და იდიდებოდა ცათა შინა.
    45.     და გარდამოჴდა ძიებად წარწყმედულისა მის და დაიმდაბლა თავი თჳსი.
    46.     დაფარულად და უგრძნობელად „გარდამოჴდა, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა“ შეიცვალა ხატი იგი ღმრთეებისა თჳსისაჲ, რაჲთა ვერ იცნას მგელმან მან მწყ...
    47.     აღიღო ჴელთა თჳსთა ქაჩაბურად ჯუარი იგი თჳსი, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, ღაღად-ყო და თქუა ჯუარსა მას ზედა: „მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“.
    48.     მას ჟამსა დაილეწნეს კლიტენი და შეიმუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი.
    49.     შევიდა უფალი ჯუარითა ჯოჯოხეთა და+და პოვა ადამი შეპყრობილი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა.
    50.     ესე არს ერთი იგი ცხოვარი, რომელი წარწყმედულ იყო.
    51.     გამოუღო იგი პირისაგან მჴეცისა, იგი და მის თანა...
    52.     „ცხოვარი, რომელი წარწყმედულ იყო“.
    53.     „ჰჱ, გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, რამეთუ ესრეთ სიხარული იყოს ცათა შინა აწცა და მერმეცა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელთა არცა შესცოდეს და არცა უჴმს სინანული“.
    54.     ხოლო აწ, საყუარელნო, ჰხედავთა მრავალსა მოწყალებასა ღმრთისასა და კაცთმოყუარებასა მისსა და დიდსა მისსა სიტკბოებასა და აურაცხელსა მას მისსა სიმდაბლესა, ვითარ-იგი თავი თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთა ზედა და მოიძია წარწყმედული იგი?
    55.     და კუალად ვიტყჳ: „უკუეთუ ვინმე იყოს დედაკაცი, რომელსა ედვას ათი სატირი და წარწყმდეს ერთი მათგანი, არა-მე აღანთოს სანთელი და სახლი მისი მოჰმართოს და ეძიებდეს გულსმოდგინედ?“...
    56.     „აწ ვინ-მე არს დედაკაცი ესე, რომელსა ედვა ათი სატირი“?
    57.     ხატად დედაკაცისა გამოიხატვის ეკლესიაჲ, ვითარცა წმიდანი მოციქულნი და მოძღუარნი იტყჳან წმიდისა სიონისთჳს, რამეთუ: ესე არს დედაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.
    58.     და მერმე ყოველი წმიდაჲ ეკლესიაჲ დედაჲ არს ყოველთა მორწმუნეთაჲ ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, სარწმუნოებითა მით შეუძრველითა, მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ვითარცა-იგი სადამე იტყჳს: „ზეცისაჲ იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენი“.
    59.     და კუალად იტყჳს: „იხარებდ ბერწი ეგე, რომელ არა გელმოდა და არა შობდ...
    60.     აღიმაღლჱ და ღაღად-ყავ... და კუალად იტყჳს: რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ.
    61.     ესე არს წარმართთა ეკლესიაჲ... მოუძლურდა“.
    62.     ესე არს შესაკრებელი ჰურიათაჲ.
    63.     ხოლო ბერწმან მან, რომელმან შვნა შჳდნი შვილნი და მერმჱ ათნი და უმრალჱს მისსა ათასეულნი და ბევრეულნი და უკუანაჲსკნელ, რომლისაჲ არა არს რიცხჳ.
    64.     ამისთჳსცა გამოისახვის წმიდაჲ ეკლესიაჲ დედაკაცად, რამეთუ მშობელი არს მორწმუნეთა მისთაჲ.
    65.     ხოლო სატირი იგი არიან შვილნი ეკლესიისანი, და წარუწყმდეს წმიდასა ეკლესიასა ერთი მორწმუნეთაგანი და შესცთეს იგი უგზოსა...
    66.     მიმოიხედავნ და ისტუანავნ მჴურვალედ, ვიდრე პოვნადმდჱ მისა.
    67.     და რაჟამს პოვის იგი, მოუწოდის მეგობართა თჳსთა, რომელ არიან წმიდანი მორწმუნენი ქრისტესნი და ჰრქუა მათ: „ჩემ თანა გიხაროდენ და იხარებდით დღეს ყოვლადვე, რამეთუ ვპოვე სატირი იგი“, რომელ არს შვილი ჩემი და ძმაჲ თქუენი, რომელი წარწყმედულ იყო შეცოდებითა.
    68.     – ერთი არს და იგივე, ვითარცა-იგი პირველ ვთქუთ.
    69.     გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, ეგრეთ სიხარული იყოს წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.
    70.     ჰხედავთა, საყუარელნო, ვითარ სიხარული იქმნების ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს?
    71.     ხოლო აწ მოვედით, მორწმუნენო და ვილოცვიდეთ სიწმიდით და შევინანნეთ ცრემლითა შეცოდებანი ჩუენნი და ვევედრებოდით მრავალმოწყალესა მას და სახიერსა ღმერთსა,
    72.     რაჲთა მშჳდობით და სიწმიდით აღვასრულნეთ წმიდანი ესე დღენი ორმეოცნი და სიხარულით მივეახლნეთ აღდგომასა მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
    73.     და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძჱსა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და მადლი და პატივი და თავყანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


3

     1.     5. მეოთხე[სა] კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა საკითხავი, თქუმული იოანე ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ, თარგმანებაჲ სახარებისაჲ ლუკაჲს თავისაჲ „უძღებისა მისთჳს“, მწუხრისა ჟამსა საკითხავი: „მამაო მომეც მე, რომელი მხუდების სამკჳდრებელისა ჩემისაჲ...“
    2.     ყოვლადვე ვქადაგებთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, რაჲთა ღირს ვიქმნენით მისგან ცხორებად.
    3.     მოვიქცევით ეგრევე კუალად.
    4.     თანა-მაც მე ესე საქმედ ჩუენისა სარგებელისათჳს და მერმისა საუკუნოჲსა ემბაზისაგან.
    5.     გამობრწყინდეს ვარსკულავნი და რამეთუ მისგან...
    6.     ვცხომდეთ.
    7.     ვიტყოდით მისთჳს და ვთქუათ, რომელი-იგი თქუა მეუფემან ქრისტემან კაცთმოყუარემან კაცთმოყუარისა მამისაგან, რამეთუ ღირს მითხრობად სახიერებაჲ მამისაჲ.
    8.     ვიტყოდი კუალად იგავსა უძღებისა მისთჳს და ვისწავოთ, ვითარ-იგი ღირს ვედრებაჲ ჩუენთა ცოდვათა და ბრალთათჳს და რომლითა ვპოოთ მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ.
    9.     „კაცი ვინმე იყო და ესხნეს ორ ძჱ“ – იგავად იტყჳს მაცხოვარი, არა ცხადად ამისთჳს, რამეთუ თჳსისა მამისასა, ვითარცა კაცისა... ძემან მამასა თჳსსა.
    10.     და ვინ არს უმრწემჱსი იგი ძჱ?
    11.     არამედ რომელსა ჰქონან გულისსიტყუანი უთმინოებისანი და უმეცრებისანი.
    12.     და ვერ იცნა შემოქმედი შექმნულმან, რამეთუ არა პატივ-სცა...
    13.     და განეშორა ღმრთისაგან და ღმერთი განეშორა მისგან, რაჲთა არა უნებლებით მოიყვანის, რომელსა არა უნებ მსახურებაჲ მისი, რომელნი არა თჳსით ნებსით იქმან კეთილსა.
    14.     „და მუნ განაბნია ყოველი საცხორებელი მისი და ცხომდებოდა იგი არაწმიდად“.
    15.     და მუნ წარწყმიდა სული... იგი სიმდიდრჱ და მუნ განსცხრებოდა სიმღერითა და მთრვალობითა და გლახაკ იქმნა...
    16.     კეთილი არად სარგებელ არს.
    17.     სადა იეფობაჲ ბოროტისაჲ, მუნ მოკლებაჲ კეთილისაჲ.
    18.     და მერმე იგიცა მოკლებულ იქმნა, რამეთუ არაჲ დაშთა მის თანა სიბოროტითა და უთმინოებითა.
    19.     მერმე წარვიდა და „შეეყო ერთსა მოქალაქეთაგანსა მის სოფლისასა.
    20.     და წარავლინა მან ველსა გარე ძოვნად ღორთა“.
    21.     ესევითარი პატივი მისციან ეშმაკთა, რომელნი ჰმსახურებენ მათ.
    22.     ესეთი ნიჭი მისციან, რომელნი და(!) უნებნ განღებად მუცლისა...
    23.     მიმართ ვერ ძალ-უც, უკუეთუ ვხადო მამად ჩემდა, უკუეთუმცა არა შემინდო.
    24.     დაღაცათუ არა ღირს ვარ ხდად მამად ჩემდა საქმეთაგან, ვერ ძალ-უც, უკუეთუ შეურდე მას, თუმცა არა მომიტევნა ცოდვანი ჩემნი.
    25.     ვერ... ურჩულოებათა თჳსთა.
    26.     მოიხილა მისა, რომელი ჰხედავს ცოდვილთა და ელის სინანულსა.
    27.     „იხილა იგი მამამან მისმან და განიხარა“, რამეთუ მამაჲ არს მოწყალე და ღმერთი არს ბუნებათაჲ და მირბიოდა და მოეხჳა ყელსა მისსა.
    28.     არა მოელოდა, რომელი ელოდა შეწყალებასა, არამედ თჳთ იგი წინამიეგებვოდა მას.
    29.     არა სძაგდა სიძვითა შესუარული იგი ქედი მისი, არამედ წმიდათა ჴელთა მისთა გარე-მოასხმიდა და ფრიად ამბორს-უყოფდა მას.
    30.     საკჳრველი საქმჱ! ხოლო მოწყალებასა ღმრთისასა ვერ ჰხედავა მისსა მას სიტკბოებასა და აურაცხელსა მას მისსა სიმდაბლესა?
    31.     ვითარმედ იგი მიიწი... იხილა ღმერთი ყუავილად, ვინ იხილა მსაჯული ცოდვილთა ნუგეშინისმცემელად?
    32.     არამედ გარნა ვითარცა მოწყალესა ჰნებავს, იქმნების.
    33.     არა კმა იყოა მეძვისა მის ზედა ესოდენი კაცთმოყუარებაჲ, რომელ არს ჭეშმარიტად მჴსნელი?
    34.     არამედ ოდეს მოვიდოდა მეძავი იგი, ესრჱთ იტყოდა გულსა თჳსსა: ესრჱ ვჰრქუა მამასა ჩემსა.
    35.     და მერმე იტყოდა: მამაო, არა შეიგინების სახელი შენი.
    36.     მამაო, შეიწირე ვედრებაჲ ჩემი ცოდვილისაჲ.
    37.     მამაო, სიხარულით, შემოქმედო ბუნებით, არა დავფარო, რომელი შენ იხილე.
    38.     არა უვარ-ვყო, რომელი შენ იცი.
    39.     „მიცოდავს ცად მიმართ და შენ წინაშე და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა.“ არამედ თავით ჩემით გევედრები და თავსა ჩემსა ვშჯი და არა ღირს ვარ...
    40.     ვერ ვიკადრებ თუალთა აღხილვად წმიდასა წმიდათასა.
    41.     დამადგინე კათაკუმეველთა თანა კართა თანა ეკლესიისათა, რაჲთა ვიხილო, რომელი აღესრულების ეკლესიასა შინა.
    42.     და ვიხილო განყოფაჲ მადლთაჲ მათ შენთაჲ...
    43.     „ბეჭედი ჴელსა მისსა“, რომელ არს სულისაგან, და დაიფაროს მისგან, რაჲთა ჩემი ბეჭედი იყოს ყოველთა მბრძოლთა წინააღმდგომ.
    44.     და მისცენით „ჴამლნი ფერჴთა მისთა“, ნუუკუე პოვოს გუელმან მან ქუსლი მისი შიშუელი, რაჲთა შეიცუას ჴამლი ფერჴთა მისთა და დატკებნოს თავი ვეშაპისაჲ მის და ვიდოდის მცნებათა გზასა.
    45.     „და მოიბით ზუარაკი იგი წამებული და დაკალთ, რომელსა არა დადებულ არს უღელი ცოდვისაჲ.
    46.     ვჭამოთ და განვიხაროთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“.
    47.     და ჯერ-არს ჩემდა სიხარული და მხიარულებაჲ.
    48.     „და იწყეს განცხრომად, რომელ არს განცხრომაჲ სულისაჲ...
    49.     ესე განცხრომისაჲ?
    50.     ხოლო მან ჰრქუა მას: რამეთუ ძმაჲ შენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოიყვანა იგი.
    51.     ხოლო განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად.
    52.     განრისხნა მართალი იგი, ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას“.
    53.     არა თუ შეურაცხ-ჰყოფს სიტყუასა მართლისასა მამაჲ, არამედ ღაღადებს და უჩუენებს ფრიადსა მოწყალებასა მისსა და მოაჴსენებს აურაცხელსა მისსა სახიერებასა.
    54.     რამეთუ მამაჲ მისი მოსრულ იყო და ევედრებოდა მას.
    55.     „და მან მიუგო და ჰრქუა: აჰა ესერა, ესოდენი ჟამი გმონე და არასადა მომეც თიკანი ერთი თხათაჲ, თუმცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.
    56.     და ოდეს მოვიდა ძმაჲ ესე ჩემი, რომელმან შეჭამა ყოველი მონაგები მეძავთა თანა, დაუკალ ზუარაკი იგი ჭამებული“ და შეჰმოსე სამოსელი იგი პირველი.
    57.     ხოლო რაჲ არს ზუარაკი იგი?
    58.     თჳთ თავადი ძჱ ღმრთისაჲ არს, რომელი...
    59.     და მოკუდა ცოდვათათჳს ყოვლისა სოფლისათა.
    60.     და სამოსელი იგი პირველი არს ნათლისღებაჲ და ორნი იგი ძენი ესე არიან მართალი იგი და ცოდვილი.
    61.     ცოდვილი შეიწყალა და მართალსა ქენებით ეტყჳს: შვილო, რომელი ქუე იდვა, აღადგინა და რომელი ზე იყო, არა უტევებს დაცემად, მიუგო და ჰრქუა მას: „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ“ და წიაღთა ჩემთა არა განშორებულ იქმენ, ფსალმუნითა და ქებითა იყოფი.
    62.     შენ ყოვლადვე საკურთხეველსა ჩემსა წინაშე სდგა და ღაღადებ და იტყჳ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი".
    63.     ესე მოვიდა შეწუხებული და ქუეყანასა ზედა მდებარჱ, მდაბლითა ჴმითა შემოსილი ჴმობდა: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა“.
    64.     რაჲმცა მეყო, ოდეს მე მესმნეს სიტყუანი ესე?
    65.     ვითარმცა არა შევიწყალჱ ძჱ ჩემი, რომელი ჩემდა მოვიდა?
    66.     შენ დაისაჯები, რომელი განრისხებულ ხარ და არა გულისხმა-გიყოფიეს, ვითარმედ კაცთმოყუარე ვარ.
    67.     ვერ ძალ-მიც, უკუეთუ არა შევიწყალო, რომელი შევქმენ.
    68.     ვერ ძალ-მიც, უკუეთუ არა მიუტეო, რომელი მე მიშობიეს: „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს“.
    69.     ხოლო მე ვიქცეოდეს ნაკლულევანი უძლურებითა და ოდეს მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ჴბოჲ იგი ჭამებული და შენი სამოსელი შეჰმოსე მას და ბეჭედი ოქროჲ გამოუბრწყინვე მას, ჴამლითა მოჰზღუდე იგი გარჱ.
    70.     რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, განუღე და საკურთხეველი განუმზადე და ზუარაკი დაუკალ, რამეთუ ყოველთა...
    71.     „შვილო, შენ მარადის ჩემი ხარ და ჩემი ყოველი შენი არს“.
    72.     შენი არს ცაჲ, შენი არს მზჱ, შენი არს მთოვარჱ და ბრწყინვალებაჲ მისი.
    73.     შენი არს, რომელი ზრდის ყოველთა.
    74.     შენი არს ქუეყანაჲ და ნაყოფი მისი. შენი არს ზღუაჲ.
    75.     შენი არს ყოველი სოფელი, შენი არს შესაწირავი.
    76.     შენნი არიან ანგელოზნი. შენი არს მეუფებაჲ ცათაჲ.
    77.     შენი არს ყოველი, რომელი ჩას.
    78.     ჯერ-არს ჩემდა მოწყალებაჲ და შეწყნარებაჲ.
    79.     ხოლო შენ პატივ-გცემ, რამეთუ დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი.
    80.     ხოლო იგი შევიწყალჱ, რამეთუ სინანულად მოვიდა, არამედ „იხარებდი, რამეთუ ძმაჲ იგი შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, და წარწყმედულ იყო და იპოვა“.
    81.     ვინ იხილა მკუდარი აღდგომილი და არა იხარებდეს?
    82.     ვინ პოვა წარწყმედული და არა იხარებდეს?
    83.     მოვედ აწ ჩემ თანა და განსცხრებოდე ანგელოზთა თანა და ჩემ თანა.
    84.     ამბორს-უყოფდე ძმასა შენსა და შემომერთე ჩემ თანა ლოცვასა დავითისსა, რომელი-იგი სულიერად ღაღადებდა და იტყოდა: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი.
    85.     ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ“.
    86.     ისმინეთ აწ წმიდისა იგავისაჲ მის.
    87.     ცანთ ძალი მისი, ცანთ, რამეთუ კაცთმოყუარჱ არს უფალი.
    88.     მოვედით ყოველნი, ვღაღადებდით მისა მიმართ და ვიტყოდით: მეუფეო მშჳდობისაო ქრისტეჱ ძეო ღმრთისაო, ვცოდეთ ყოველთა ცად მიმართ და წინაშე შენსა და არა ღირს ვართ წოდებად მონად შენდა.
    89.     აწ გულისხმა-ვჰყოფთ შენსა მოწყალებასა და მოვიჴსენებთ შენსა სახიერებასა.
    90.     მოვიჴსენოთ პირველისა მის მეძვისაჲ.
    91.     მოვიჴსენოთ პირველისა მის ავაზაკისაჲ.
    92.     ყოველნი ცოდვილნი მოისწრაფიან შენსა მოწყალებასა, ვითარცა იგინი წმიდა იქმნეს.
    93.     და აღმადგინენ ჩუენცა, ვითარცა მკუდარნი.
    94.     ვითარცა შენ ასდეგ მკუდრეთით ჯუარსა შემშჭუალული, ეგრეცა ჩუენ აღმადგინენ მკუდრეთით, რომელნი ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა.
    95.     და კუალად, რომელთა გუეგულების ნათლისაჲ მის, ყოველნი გულისსიტყუანი კაცობრივნი განვიშორნეთ და სულნი ჩუენნი ცად მიმართ განვიწმიდნეთ, უფალი ახლოს არს, ნუ რასა ჰზრუნავთ, რამეთუ კართა ზედა მომტევებელი მოვიდა მკურნალი.
    96.     სამკურნალოჲ განღებულ არს, წამალნი განფენილ არიან, ემბაზი მადლისაჲ სავსჱ არს და ყოველთა მოხადის, სულიერი სამოსელი მამისაგან მოიქსოების.
    97.     ხოლო ჩუენ სარწმუნოებისა სანთელნი აღვანთნეთ და ზეთი სიმართლისაჲ განვიმზადოთ, რაჲთა ოდეს შუვა ღამეს ჴმაჲ იყოს,
    98.     ვითარმედ: „აჰა, ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით და მივეგებვოდით მას“, ძლიერითა სანთლითა და სიხარულით ვღაღადებდეთ
    99.     და ესრეთ ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეფე ისრაჱლისაჲ“, მდაბალი და მშჳდი, ჰხედავთა, საყუარელნო, ვითარ „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს?“
    100.     „ჰჱ, გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, ეგრეთ სიხარული იყოს წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა, ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს“.
    101.     ხოლო აწ მოვედით, მორწმუნენო, და ვილოცვიდეთ სიწმიდით და შევინანნეთ ცრემლითა შეცოდებანი ჩუენნი და ვევედრებოდით მრავალმოწყალესა მას...
    102.     ესე დღენი ორმეოცნი და სიხარულით მივიწინეთ ადგომასა მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტე და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და მადლი და პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


4

     1.     6. მეხუთე[სა] კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა საკითხავი, თარგმანებაჲ სახარებისაჲ ლუკაჲს თავისაჲ, თქუმული იოვანე ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ, „ფარისეველისა მისთჳს და მეზუერისა“
    2.     მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა, იტყჳს უფალი.
    3.     მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა, მარხვითა სიწმიდისაჲთა დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელი თქუენი.
    4.     და მომეახლენით მე და მე მიგეახლო თქუენ.
    5.     „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ, რამეთუ ყოველი, რომელი ითხოვნ, მოიღის და რომელი ეძიებნ, პოვის და რომელი ირეკნ, განეღოს.
    6.     ვინ-მე იყოს თქუენგანი, რომელსა სთხოვდეს ძჱ თჳსი ანუ ასული თჳსი პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას?
    7.     ანუ სთხოვდეს თევზსა, გუელი ნუ მისცესა მას?
    8.     უკუეთუ თქუენ, უგუნურთა იცით მისაცემელი კეთილი შვილთა თქუენთაჲ, რაოდენ არა უფროჲს მამამან თქუენმან ზეცათამან მოგცეს თქუენ, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ“?
    9.     არამედ ითხოვდით ხოლო სარწმუნოებით და გულსმოდგინედ და ილოცევდით დაუცხრომელად.
    10.     და ამასცა ესევითარსა იგავსა ეტყოდა მათ, ვითარმედ: ყოველსა ჟამსა ჯერ-არსო თავყანისცემაჲ უწყინოდ და შესლვად სახლსა შინა ღმრთისასა,
    11.     ვითარცა-იგი მეფსალმუნჱ იტყჳს: „ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა და თაყუანს-ვსცჱ ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“.
    12.     აწ, საყუარელო, ჩუენდა ჯერ-არს თავყანისცემაჲ უწყინოდ და ვედრებაჲ წინაშე უფლისა, რამეთუ თავყანის-სცემდა და ილოცვიდა მოსჱ მთასა ზედა სინასა ორმეოც დღჱ და ორმეოც ღამჱ.
    13.     პური არა ჭამა და წყალი არა სუა, და გამოეცხადა ღმერთი პირისპირ და ჰზრახვიდა მას.
    14.     ელიაცა თაყუანის-სცემდა და იმარხვიდა ორმეოც დღჱ და ორმეოც ღამჱ.
    15.     და ჰზრახვიდა იგიცა ღმერთსა ქორებს შინა პირისპირ.
    16.     ისო, ძჱ ნავესი, თავყანის-სცემდა და იდვა ქუეყანასა ზედა პირდაქცევით და გამოეცხადა მას ანგელოზი უფლისაჲ.
    17.     ანა, დედაჲ იყო სამოელისი, ილოცვიდა და იმარხვიდა სელომს შინა.
    18.     თაყუანისცემითა და ლოცვითა ითხოვა სამოელი ღმრთისაგან, ამისთჳსცა უწოდა სახელი მისი სამოელ, რომელი გამოითარგმანების სმენილი ღმრთისაჲ.
    19.     დანიელ იმარხვიდა ბაბილონს შინა და თაყუანის-სცემდა უფალსა და ილოცვიდა.
    20.     მღჳმესა შინა დაუჴშნა მან პირნი ლომთანი და არა შეეხნეს იგინი მას.
    21.     სამთა ყრმათა მარხვითა და ლოცვითა და თაყუანისცემითა დაშრიტეს აღგზნებული იგი საჴუმილი და ცუარად გარდააქციეს.
    22.     ზაქარია და ელისაფეთ იმარხვიდეს და...
    23.     უდაბნოს განვიდა, პური ყოვლადვე არა ჭამა, ღჳნოჲ და იყი არა სუა, თაყუანისცემითა და ლოცვითა ღირს იქმნა ჴელის დადებად თავსა უფლისასა.
    24.     და თუ ყოველნი არა ვთქუნეთ შემდგომითი-შემდგომად, რომელი-იგი გჳთქუმან, აწ იხილეთღა ძმანო, თუ რავდენი კეთილი მოიწევის ჩუენ ზედა მარხვითა, ლოცვითა და თაყუანისცემითა.
    25.     ხოლო ამას გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, რამეთუ უწყინოდ ჯერ-არს ჩუენდა თაყუანისცემაჲ და ვედრებაჲ და ლოცვაჲ წინაშე უფლისა.
    26.     ისმინჱ ესეცა, რასა-იგი იტყჳს თჳთ თავადი უფალი, ვითარმედ: „მსაჯული ვინმე იყო ერთი ქალაქსა შინა, რომელსა ღმრთისაგან არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
    27.     ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა, რომელი-იგი მივალნ მისა ზედაჲსზედა, ეტყჳნ... მისაჯჱ მე მოსაჯულისა“...
    28.     აწყინებდა მას და მოვალნ მისსა ზედაჲსზედა, უწყინოდ თავყანის-სცემნ მას და შეურდებინ, ტირნ, ცრემლოინ, მოეხჳს ფერჴთა მისთა, ამბორს-უყოფნ ჴელთა მისთა.
    29.     ხოლო მსაჯული იგი ჰრისხავნ მას და აგინებნ და განაძებნ მას გარჱ, არამედ ზინ იგი წინაშე მისა, აწყინებნ და ეტყჳნ მას: მისაჯჱ მე მოვალისა ჩემისაგან, მაშინ თქუა მსაჯულმან მან გულსა შიდა თჳსსა:
    30.     „დაღაცათუ ღმრთისაგან არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენინ, ხოლო დედაკაცი ესე ქურივი დაუცადებელად მაწყინებს მე და შრომასა შემამთხუევს და არა მიტევებს მე განსუენებად,
    31.     ვისმინო მე მისი და უსაჯო მას, რაჲთა არღარა მოვიდეს იგი ჩემდა და არცაღა მიმდემი მაწყინებდეს მე იგი“.
    32.     ხოლო აწ ჰხედავთა, საყუარელნო, რავდენი კეთილი არს უწყინოდ ვედრებაჲ და თაყუანისცემაჲ?
    33.     გესმაა, მსაჯული იგი სიცრუვისაჲ ურცხჳნოჲ, დაღაცათუ ღმრთისაგან არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენინ, ზედაჲსზედა წყინებისათჳს ქურივისაჲ ამის – ვისმინო მისი.
    34.     ოდესღა მსაჯული იგი სიცრუვისაჲ ამას იტყჳს და იქმს, ხოლო ღმერთმან არა ყოს შუვრისგებაჲ მონათა თჳსთაჲ მაჭირებელთა მათგან?
    35.     ანუ არა ყოს-მეა წყალობაჲ, დიდი მათ ზედა, რომელნი ღაღადებდნენ მისა მიმართ დღჱ და ღამჱ?
    36.     ანუ არა-მე სულგრძელ იყოსა მათ ზედა და მიუტევნეს ცოდვანი მათნი, რომელნი-იგი უწყინოდ თავყანის-სცემდენ და ევედრებოდიან უფალსა?
    37.     ჰჱ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოს ესე ყოველი უფალმან, რომელნი სთხოვდენ მას, რამეთუ უფროჲს არიან ნიჭნი იგი ღმრთისანი, რომელნი განემზადებიან მისთა მოყუარეთათჳს,
    38.     ვითარცა-იგი იტყჳს: „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჰჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“, „ხოლო ოდეს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა“?
    39.     მიკჳრს მე, საყუარელნო ძმანო ჩემნო, ნანდულვე უკუეთუ პოვოს სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა,
    40.     რამეთუ განკაფდა ქუეყანაჲ და ყოველნი მკჳდრნი მისნი მის თანა განმრავლებითა მით უშჯულოებისაჲთა, განჴმა სიყუარული მრავალთაჲ და განქარდა სარწმუნოებაჲ, რამეთუ მრავალთა დაუტევეს სარწმუნოებაჲ და უკუნ იქცეს.
    41.     სახელი ზედა-აც სარწმუნოებისაჲ, მოსილ არიან იგინი სამოსლითა ცხუვართაჲთა, მდუმრიად იხედვენ, ხოლო შინაგან არიან მგელ მტაცებელ.
    42.     და ნაყოფისა მათისაგან იცნეთ იგინი, ვითარცა-იგი თავადი უფალი წამებს...
    43.     და სხუათა მრავალთა შეურაცხ-ჰყოფდეს, თავთა თჳსთა განიმართლებდეს, ესევითარი იგავი ჰრქუა მათ: „კაცნი ვინმე ორნი აღვიდოდეს ტაძარსა მას თაყუანისცემად, ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.
    44.     ფარისეველი იგი ერთ კერძო დგა, ესრეთ თჳსაგან ილოცვიდა: ღმერთი, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი, რამეთუ არა ვარ მეძავი, არცა მტაცებელი, არცა მზაკუვარი და ცრუმოწამჱ, არცაღა კუალად ვარ, ვითარცა ესე მეზუერჱ.
    45.     ვიმარხავ ორორით შაბათსა შინა და მივსცემ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“.
    46.     ჵ ფარისეველო, რაჲსათჳს განლაღებულ ხარ?
    47.     ნანდჳლვჱ ვითარცა ფარისეველი იტყჳს, ვითარმედ: არა ვარ ცრუ და მზაკუვარ... და გამხილებენ საქმენი შენნი...
    48.     გმადლობ შენ, რამეთუ არა ეგრეთ ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი.
    49.     მადლობაჲ იგი კეთილ არს, ხოლო შემდგომი ამისი სავსჱ არს უკეთურებითა.
    50.     ვერ შესაძლებელ არს ერთისა თუალისაგან წყაროჲსა გამოდინებაჲ ტკბილი და მწარე: ღმერთსა ჰმადლობ და თავსა შენსა იქებ და სხუათა მრავალთა განიკითხავ და შეურაცხ-ჰყოფ.
    51.     იტყჳ, რამეთუ: „არა ვარ მზაკუვარი, არცა მტაცებელი, არცა ცრუმოწამე და არცა მეძავი“.
    52.     და თუ ნანდჳლვე შენ არა ხარ ეგრე, ვითარ-ეგე შენ იტყჳ თავით შენით, რაჲსათჳს დასჯი მოყუასსა შენსა?
    53.     არა გასმიესა წერილისაჲ მის, რასა-იგი იტყჳს: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ და ნუცა დასჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ.
    54.     საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, მითცა მოგეწყოს“?
    55.     გინათუ რაჲსათჳს აყუედრებ პირისპირ მეზუერესა მას და იტყჳ: „არცაღა ვარ, ვითარცა ესე მეზუერე“.
    56.     „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა, დგეს სამე თჳსისა უფლისათჳს, გინა თუ დაეცეს?
    57.     დგეს სამე, რამეთუ შეძლებელ არს უფალი იგი მისი დამტკიცებად მისსა“.
    58.     იტყჳ, რამეთუ „ორი დღე ვიმარხე შაბათსა შინა და ათეული მივსცი ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა გლახაკთა“.
    59.     ჵ ფარისეველო, რაჲსათჳს ჰმაღლოვი და ჰქადაგებ ამას?
    60.     არა გესმაა, რასა-იგი იტყჳს: „ნუ აგრძნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდეს მარჯუენე შენი?“
    61.     უკუეთუ ამას იქმ ღმრთისათჳს, ღმერთმან თჳთ უწყის ყოველი, რამეთუ იგი არს გულთმეცნიერი და მან უწყნის დაფარულნი კაცთანი.
    62.     ხოლო აწ არა თუ ღმრთისათჳს არს საქმჱ ეგე შენი, არამედ შური ბოროტი დათესულ არს შენ თანა სიტყჳსა მისთჳს უფლისა, რომელი თქუა მეზუერეთათჳს, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ცათასა“.
    63.     და ესეცა უწყოდე, რამეთუ ესევითარი ჩუეულებაჲ არს ფარისეველთაჲ: ყოველსა, რასაცა-იგი იქმანედ წინაშე კრებულსა და ერსა შორის საჩუენებლად კაცთა, რაჲთა იდიდებოდიან მათგან და მათგანცა მიიღონ სასყიდელი მათი.
    64.     რამეთუ „ამპარტავანთა ღმერთი შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“.
    65.     და კუალად იტყჳს: „შეჰრისხენ ამპარტავანთა.
    66.     წყეულ არიან, რამეთუ მათ გარდააქციეს მცნებათაგან შენთა“.
    67.     ხოლო მეზუერჱ იგი დგა ერთ კერძო, არა უნდა არცაღათუ ზე ახილვად თუალთა მისთა, არამედ იცემდა მკერდსა თჳსსა და იტყოდა: „ღმერთო, მილხინჱ ცოდვილსა ამას“, უფალო, უკუეთუ ჯერ-არს, მომიტევენ მე შეცოდებანი ჩემნი.
    68.     ეჰა, საყუარელნო, კეთილი განზრახვაჲ განიზრახა მეზუერემან მან, რამეთუ ვერ აღიხილვიდა თუალთა ზეცად,
    69.     არამედ სულთქუმითა მით უსიტყუელითა იცემდა მკერდსა თჳსსა და იტყოდა: მან უწყნის დაფარულნი გულისა ჩემისანი, მანვე გულისხმა-ყვნეს აურაცხელნი ესე სულთქუმანი ჩემნი უსიტყუელნი.
    70.     და ვიცი და მრწამს, უკუეთუ ინებოს, შემძლებელ არს იგი აჴოცად ყოველთა ცოდვათა ჩემთაჲ.
    71.     და გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, იხილეთღა, რავდენსა მადლსა მიემთხჳა მეზუერე იგი, რავდენსა მოტევებასა ცოდვათასა.
    72.     გარდამოვიდოდა იგი მიერ ტაძრით, განმართებული დიდითა მით სიმდაბლითა თჳსთა, ღაღადებდა და იტყოდა: კეთილ არს...
    73.     და რამეთუ სიმდაბლჱსა ჩემსა მომიჴსენა მე და რამეთუ მოხედა ლოცვასა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო თხოვაჲ მათი.
    74.     ხოლო ფარისეველი იგი გარდამოვიდოდა განცრუვებული და სირცხჳლეული სილაღითა მით მისითა, „რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს და ყოველმან, რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.
    75.     აწ მოვედით, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო ქრისტესნო, და მოვიძულნეთ და მოვიძაგნეთ საქმენი იგი და სიტყუანი ფარისეველისანი და მის თან ვილოცვიდეთ და შევიყუარნეთ სიტყუანი და საქმენი მეზუერისანი, და მის თანა თაყუანის-ვსცემდეთ და ვევედრებოდეთ.
    76.     მის თანავე სულთ-ვითქუმიდეთ უსიტყუველად, მის თანავე ვღაღადებდეთ და ვიტყოდით: „უფალო, გჳლხინჱ და მოგჳტევენ შეცოდებანი ჩუენნი,
    77.     და რაჲთა წმიდანი ესე დღენი ორმეოცნი აღვასრულნეთ ღირსებით, წმიდითა გულითა ვიმარხვიდეთ და ვილოცვიდეთ,
    78.     რაჲთა მივემთხჳნეთ და მივიწინეთ მკუდრეთით აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და სიხარულით ვდღესასწაულობდეთ და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისა შუენის დიდებაჲ და პატივი და მადლი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


5

     1.     7. მეექუსესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა, თარგმანებაჲ სახარებისაჲ ლუკაჲს თავისაჲ: „მისთჳს, რომელ-იგი შევარდა ჴელთა ავაზაკთასა“, საკითხავი, თქუმული იოვანჱ ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ
    2.     სიმართლჱ მართლისა მის ზედა იყოს და უშჯულოებაჲ უშჯულოჲსა მის ზედა იყოს, იტყჳს უფალი.
    3.     და უშჯულომან თუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა მისთაგან, რომელ ქმნნა და დაიმარხნეს მცნებანი ჩემნი და ყოს წყალობაჲ და სიმართლჱ,
    4.     ცხოვრებით ცხომდეს იგი და არა მოკუდეს და ყოველნი შეცოდებანი მისნი, რომელ ქმნნა, არღარა მოვიჴსენნჱ სიმართლესა მას შინა, რომელ ქმნა და ცხოვრებითა ცხომდეს.
    5.     „რამეთუ არა ნებით ვინებო სიკუდილი ურჩულოჲსაჲ მის, იტყჳს უფალი, არამედ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა უკეთურისა“.
    6.     აწ ჰხედავთა, საყუარელნო, რაოდენ არს სულგრძელებაჲ მისი და მიუწდომელი მისი სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ?
    7.     რამეთუ არა ჰნებავს მას სიკუდილი ცოდვილისაჲ...
    8.     ღაღადებს და იტყჳს უფალი: „რომელსა უყუარდე მე, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“.
    9.     მაშინ ეტყოდა ვინმე მას: „უფალო, მიგდევდჱ შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
    10.     არამედ მიბრძანე პირველად, რაჲთა ვიჯმნე სახლეულთა ჩემთაგან“.
    11.     მაშინ ჰრქუა მას იესუ: „არავინ დასდვის ჴელი ერქუანსა და იხედავნ იგი უკუმართ და წარემართის მას სასუფეველსა შინა ცათასა“.
    12.     ჵ კაცო, ოდესღა წარმართებულ ხარ, რასაღა იხედავ უკუმართ?
    13.     რაჲსათჳს შურები, რომლისა სასყიდელი არა მოგაქუს?
    14.     „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ არიან“.
    15.     სასუფეველი განღებულ არს, ხოლო შემავალნი მცირედ არიან, მოძღუარი კეთილი მოსრულ არს, ღაღადებს და იტყჳს, გჳთხრობს და გუასწავებს: უკუეთუ ისმინოთ ჩემი და ისწავლნეთ მცნებანი ჩემნი, კეთილსა ქუეყანისასა შჭამდეთ თქუენ,
    16.     „ხოლო ნეტარ არიან თუალნი, რომელთა იხილონ, რომელსა-ესე თქუენ ჰხედავთ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მამათმთავართა სწადოდა ხილვის, რომელსა-ესე თქუენ ჰხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმა, და არა ესმა“.
    17.     ეჰა, საყუარელნო, ნანდჳლვე ნეტარ არიან იგი თუალნი, რომელთა იხილეს ესევითარი უფალი.
    18.     ნეტარ არიან ყურნიცა იგი, რომელთა ესმნეს ტკბილნი იგი სიტყუანი ცხოვრებისანი პირისაგან მისისა, რამეთუ ესევითართა სიტყუათა ეტყოდა უფალი იგი და მაცხოვარი ყოველთაჲ.
    19.     მას ჟამსა აღ-ვინმე-დგა შჯულისმდებელი, რომელი გამოსცდიდა უფალსა ჩუენსა იესუს და ეტყოდა: „მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო“?
    20.     ჵ შჯულისმდებელო, რაჲსათჳს გამოსცდი უფალსა და მოძღუარსა?
    21.     გამოცდაჲ იგი არა სამართალ არს, ხოლო კითხვაჲ იგი – შუენიერ და პატიოსან.
    22.     იკითხავ და იტყჳ: „მოძღვარ, რაჲ ვქმნჱ, რაჲთა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳიდრო?“
    23.     ოდესღა შჯული იცი და წიგნი აღმოგიკითხავს, არა-მე იცია, რაჲ ჰქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდრო?
    24.     აწ იხილეთ სიმდაბლჱ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ვითარ-იგი სიტკბოებით და სიმდაბლით ეტყჳს მას: „შჯულსა რაჲ წერილ არს, ვითარ აღმოგიკითხავს?“
    25.     იხილავს-მე ვისა ესევითარი სიმდაბლჱ, რამეთუ მეყუსეულად არა ასწავა მას, არამედ მისითავე პირითა ჰკითხავს მას და იტყჳს: შჯულსა ვითარ წერილ არს, ვითარ აღმოგიკითხავს?
    26.     ხოლო მან ჰრქუა მას: „შეიყუარო ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი – ვითარცა თავი თჳსი“.
    27.     ოდესღა ესე იცი, რამეთუ ჯერ-არს შეყუარებად ღმერთი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გონებითა, ოდეს ამას ჰყოფდე, ღმერთსა ყოვლადვე შე-ვე-არა-სცოდო, არამედ დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და, სამართალთა მისთა ხჳდოდი.
    28.     და მოყუასი შენი, თუ ვითარცა თავი თჳსი, გიყუარდეს, რამეთუ „სიყუარულსა არაჲ შურნ, არა მაღლოვინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისა თჳსისასა.
    29.     სიყუარული არასადა დავარდის“, სიყუარულმან მოყუასსა ბოროტი არასადა უყვის, აღმასრულებელ რჩეულისა არს სიყუარული, ესე არს სამართალი წინაშე ღმრთისა.
    30.     გუალე, „შენცა ეგრევე ჰყოფდი და სცხომდჱ“.
    31.     „ხოლო მას ვითარცა უნდა განმართლებაჲ თჳსისაჲ, ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
    32.     მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: კაცი ვინმე ერთი გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ და ავაზაკნი დაესხნეს მას გზასა ზედა, რომელთაცა შეიპყრეს იგი და განძარცუეს და წყლულებაჲ დიდი დასდვეს მას ზედა და სიკუდიდ მიაწიეს იგი და წარვიდეს იგინი“.
    33.     ხოლო აწ, საყუარელნო, ვიხილოთ და გულისხმა-ვყოთ, ვინ-მე იყო კაცი იგი ერთი, რომელი გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ?
    34.     ესე კაცი ადამი იყო, რომელიც დამკჳდრებული იყო სამოთხესა შინა, რამეთუ იერუსალჱმი სამოთხედ გამოისახვის.
    35.     ესე ადამი სამოთხესა შინა ვიდოდა, იმოთხვიდა და იშუებდა და იხარებდა.
    36.     აჰა, ავაზაკნი დაესხნეს მას, რომელთაცა განძარცუეს იგი და წყლულებაჲ დიდი დასდვეს მას ზედა და სიკუდიდ მიაწიეს იგი და წარვიდეს.
    37.     ხოლო ავაზაკნი იგი ეშმაკნი არიან.
    38.     მოვიდა ეშმაკი სამოთხედ და პოვა ადამი, სამოთხესა შინა, შემკული და შემოსილი მადლითა მით სულიერითა.
    39.     მუნქუესვე შეიპყრა იგი, განძარცუა შურითა მით გესლიანითა და აცთუნა და მოწყლა იგი წყლულებითა დიდითა და მო-ცა-აკუდინა იგი სიკუდილითა მით საუკუნოჲთა, განკიცხა, განაქიქა და განბასრა და დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და წარვიდა.
    40.     იდვა ადამი განძურცილი და განშიშულებული, წყლული და მომკუდარი.
    41.     ეძიებდა შემწესა და არავის ჰპოებდა.
    42.     მას ჟამსა იხილა უფალი, მომავალი სამოთხედ, და დაემალა ადამი შიშულოებისა მისგან და სულითა წყლულ იყო იგი.
    43.     „ესმა ჴმა უფლისა ღმერთისაჲ, ვიდოდა რაჲ შორის სამოთხესა მას.
    44.     და ჰრქუა უფალმან ადამს: ადამ, ადამ, სადა ხარ?
    45.     ხოლო მან ჰრქუა მას: მესმა ჴმაჲ შენი, ხჳდოდჱ რაჲ შორის სამოთხჱსა და შემეშინდა, რამეთუ შიშუელ ვარ და დაგემალჱ.
    46.     ჰრქუა მას უფალმან: და ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ შენ?
    47.     არა თუ ხისაჲ მის ჰშჭამჱ, რომლისაჲ გამცენ შენ?“
    48.     „ხოლო აწ, რამეთუ არა ისმინე ჴმისა ჩემისაჲ, წყეულ იყავნ ქუეყანაჲ საქმეთა შინა შენთა!
    49.     ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენდებოდის შენ და ჰშჭამდე შენ თივასა ველისასა.
    50.     ოფლითა პირისა შენისაჲთა ჰშჭამდჱ შენ პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდჱ შენდა მუნვე ქუეყანად, რომლისაგანცა გამოისახჱ, რამეთუ მიწისაგან შექმნულ იყავ და განგძარცუა შენ ეშმაკმან და აწ მუნვე მიწად მიიქეც“.
    51.     და გამოჴადა უფალმან ადამი სამოთხისა მისგან.
    52.     მოვიდა ეშმაკი და კუალად პოვა ადამი მარტოდ გარეშჱ სამოთხესა მას, ვითარცა ცხოვარი გარეშჱ ბაკსა.
    53.     რამეთუ რაჟამს განეყენის მადლი ღმრთისაჲ კაცთაგან, მაშინ მარტოჲ დარჩის იგი.
    54.     ვითარცა იხილა ეშმაკმან, რამეთუ მარტოჲ იყო ადამი, შეიპყრა იგი, ვითარცა მჴეცმან ბოროტმან, და სრულიად მოაკუდინა იგი, წარიტაცა და შეავლნა მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მუნ დააგდო იგი გზასა ზედა ქუესკნელისასა და წარვიდა.
    55.     „მღდელი ვინმე მოვიდოდა მასვე გზასა.
    56.     მიემთხჳა ადამს, იხილა იგი და თანა-წარჰჴდა“.
    57.     ვინ-მე იყო მღდელი იგი, რომელი მივიდოდა მასვე გზასა და იხილა ადამი, გზასა ზედა დაცემული, და თანა-წარჰჴდა?
    58.     ესე მღდელი აჰრონ იყო, რომელი უძღოდა მოსეს თანა ერსა მას ისრაჱლისასა.
    59.     ესე აჰრონიცა მო-ვე-კუდა და შევლნა მან ბჭენი ჯოჯოხეთისანი და იხილა ადამი გზასა ზედა დაცემული და თანა-წარჰჴდა.
    60.     და ეგრევჱ სახედ ლევიტელი ვინმე მივიდოდა მასვე გზასა.
    61.     ესე ლევიტელი მოსჱ იყო შჯულისმდებელი, რომელი მოკუდა.
    62.     მანცა შევლნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, მიემთხჳა, იხილა ადამი გზასა ზედა დაცემული და იგიცა თანა-წარჰჴდა.
    63.     „სამარიტელი ვინმე მგზავრ მოვიდოდა და მიემთხჳა იგი მას, იხილა და შეეწყალა იგი“.
    64.     ვინ-მე არს ესე სამარიტელი, რომელი მოვალს მოგზაურად?
    65.     არა თუ სამარიტელი, არამედ მარიამისგან შობილი, რომელი სამარიტელად იწოდა ჰურიათა მიერ, ესე მოვიდა მოგზაურად ზეცით ქუეყანად და ჴორცნი შეისხნა წმიდისაგან ქალწულისა მარიამისგან,
    66.     ამანვე პირველად პირველშექმნილი იგი ადამ შეცოდებისა მისთჳს სამოთხით გამოჴადა, ესევე მოვიდა ზეცით ქუეყანად შეწყალებად მისა, ჯუარცუმაჲ დაითმინა, სიკუდილი თავს-იდვა, ბჭეთა ჯოჯოხეთისათა შევიდა პატიოსნითა ჯუარითა თჳსითა.
    67.     მუნ შინა იხილა ადამი დაცემული და ყოველი ნათესავი კაცთაჲ მის თანა წყლულებითა თჳსითა დაცემული.
    68.     „იხილა იგი და შეეწყალა.
    69.     მოვიდა და შეუხჳა წყლულებაჲ იგი მისი“.
    70.     რაჲ-მე არს სახუეველი იგი წყლულებისა მის ჩუენისაჲ?
    71.     ესე არს, რამეთუ შეცოდებათათჳს ყოვლისა სოფლისათა იწყალა იგი და ჩუენ წყლულებითა მისითა განვიკურნენით.
    72.     „და დაასხა მას ზედა ზეთი და ღჳნოჲ“.
    73.     ზეთი იგი, რომელ დაასხა, ესე არს დიდი იგი მოწყალებაჲ მისი, რომელი მოჰფინა ჩუენ ზედა, რომელ არს ესე წყლითა ნათლისღებაჲ და ზეთითა, და ცხებითა მით ზეთისაჲთა მივემთხუევით მოსლვასა სულისა წმიდისასა ჩუენ ზედა.
    74.     ხოლო ღჳნოჲ იგი, რომელ დაასხა, ესე არს წმიდაჲ და პატიოსანი უჴრწნელი სისხლი მისი, რომელი დასთხია და მოგუცა ჩუენ, რაჲთა მოვიღოთ მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა.
    75.     „და აღსუა იგი კაჰრაულსა თჳსსა ზედა“.
    76.     ესე არს, რამეთუ კარაული იგი სიმდაბლედ და ჯუარად გამოისახვის, რამეთუ დიდსა მას სიმდაბლესა მისსა და პატიოსანსა ჯუარსა მოკიდებულ არს სასოებაჲ ჩუენი.
    77.     „და შეიყვანა იგი პანდუქიონსა“.
    78.     ხოლო პანდოქიონი გამოითარგმანების – ყოველთა შემწყნარებელი.
    79.     ხოლო რაჲ-მე არს შემწყნარებელი ყოველთაჲ?
    80.     იღუაწა იგი და შეიყვანა პანდოქიონსა, რომელ არს ეკლესიაჲ.
    81.     ამისთჳს ეტყჳს წმიდასა ეკლესიასა: აჰა, ესერა, მიგცემ შენ ორსა დრაჰკანსა, რომელ არს წმიდაჲ ჴორცი ჩემი და პატიოსანი სისხლი ჩემი, ამით „იღუაწდე ერსა ამას ჩემსა და თუ რაჲმე სხუაჲცა საჴმარ იყოს შენდა“...
    82.     და ყოვლადვე ...ტეო შენ ობლად, რამეთუ მე, აჰა ესერა, თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდჱ სოფლისა.
    83.     „აწ ვინ ამათ სამთაგანი უმახლობელეს იყოს მისა, რომელი-იგი შევარდა ჴელთა ავაზაკთასა?
    84.     ვიცი და მრწამს, საყუარელნო, რამეთუ რომელმან-იგი ყო წყალობაჲ მის ზედა“.
    85.     ხოლო აწ, ძმანო ჩემნო, ჩუენცა ეგრევე ვჰყოფდეთ და ვცხომდეთ.
    86.     აწ მოვედით და შეურდეთ ყოველთა შემწყნარებელსა წმიდასა ეკლესიასა და ვეზიარებოდით წმიდასა მას ჴორცსა და პატიოსანსა სისხლსა ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისასა, თაყუანის-ვსცემდით და ვევედრებოდით,
    87.     რაჲთა წმიდანი ესე დღენი ორმეოცნი მშჳდობით აღვასრულნეთ და სიხარულით მივიწინეთ დღჱსა მას უფლისასა, რამეთუ დღჱ იგი უფლისაჲ, ვითარცა მზჱ, მოვალს და მოეფინების მკუდრეთით აღდგომაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.
    88.     და ერთობით ...ბდეთ ნათელსა მას შინა აღდგომისასა და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის დიდებაჲ, მადლი, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


6

     1.     8. მეშჳდესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა საკითხავი, თქუმული იოვანჱ ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ, თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ ლუკაჲს თავისაჲ: „მდიდრისათჳს და ლაზარესთჳს გლახაკისა“
    2.     ძირი ყოვლისა სასოებისაჲ კეთილისაჲ ესე არს პირველად სარწმუნოებაჲ შეურყეველი, მარხვაჲ სიწმიდით, ლოცვაჲ და ვედრებაჲ გულსმოდგინედ, გლახაკთმოწყალებაჲ, სტუმართმოყუარებაჲ, უცხოთა შეწყნარებაჲ დასასრულად და დასაბეჭდელად ამის ყოვლისა,
    3.     რაჲთა განჰყიდო მონაგები შენი და მისცე გლახაკთა და სიმართლჱ შენი ეგოს უკუნისამდე.
    4.     ამას თჳთ თავადი უფალი გუასწავებს და იტყჳს, ვითარმედ: „განჰყიდჱ მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და აღიღე ჯუარი და შემომიდეგ მე და გაქუნდეს საფასჱ მოუკლებელი ცათა შინა“ და აღივსოს სული შენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა,
    5.     რომელ არს ესე: „სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, ყუდროვებაჲ და მოთმინებაჲ“.
    6.     ხოლო ძირი ყოვლისა უკეთურებისაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, რომელმან შეკრის გონებაჲ კაცისაჲ.
    7.     და მისგან გამოვლენან ანგაჰრებანი ბოროტნი, „სიძვანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთმსახურებანი, წამლობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, ჰლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი, ცილობანი და მსგავსნი ამათნი“,
    8.     ვითარცა წმიდაჲ მოციქული იტყჳს, რამეთუ: „ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“.
    9.     ამისთჳსცა გუასწავებს თჳთ თავადი იგი უფალი, მჴსნელი და მაცხოვარი ჩუენი და იტყჳს: ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო იყო მამამან თქუენ მოცემად თქუენდა სასუფეველი.
    10.     განყიდეთ მონაგები თქუენი და მიეცით ქველისსაქმე თქუენი და „მოიგენით საფასენი მოუკლებელნი ცათა შინა, სადა არცა მღილმან და არცა მჭამელმან განრყუნეს და არცა მპარავთა განიპარონ, რამეთუ სადაც იყვნენ საუნჯენი თქუენნი, მუნცა იყვნედ გულნი თქუენნი“.
    11.     და თქუენ მოირტყენით წელნი თქუენნი და აღანთენით სან...
    12.     იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი იგი მათი და პოვნეს იგინი განმზადებულნი.
    13.     ჰჱ გეტყჳ თქუენ, რამეთუ „მრავალთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინნეს იგინი“.
    14.     ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა, ვითარმედ: „ჰყოვნის უფალი იგი ჩემი მოსლვად“, და იწყოს გუემად მონა-მოყუასთა მათ მისთა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,
    15.     მას ჟამსა მოვიდეს უფალი მის მონისაჲ, ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეს და დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას, „მუნ იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.
    16.     მას ჟამსა კუალად ასწავებდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მოწაფეთა თჳსთა და ერსა მას და ეტყოდა იგავსა მას: „კაცი ვინმე იყო მდიდარი ... ძოწეუ...
    17.     და იხარებ...სა სახელი ერქუა ლაზარჱ“.
    18.     ხოლო ლაზარე, მე ვითარ მიცნობიეს და ვიცი, გამოითარგმანების „შეწყალებული ღმრთისაჲ“, გინათუ „წყალობაჲ ღმრთისამიერი“.
    19.     ესე ლაზარჱ იდვა დავრდომილი ბჭეთა თანა მის მდიდრისათა, დაჴსნილი და საარებული და ფრიად შეპყრობილი უზომოჲსა მისგან სენისა და გული უთქუამნ
    20.     და სწადინ მის განძღებად ნაბიჭევისა მისგან, რომელი გარდამოცჳვინ ტაბლისაგან მის მდიდრისა, და არავინ სცის მას, არამედ ძაღლნიცა მოვიდოდიან და ჰლოშნიედ წუთხსა მისსა.
    21.     ხოლო აწ, საყუარელნო, მოვედით და ვიხილოთ, რასა იქმს მდიდარი ესე, ანუ რაჲ შეემთხუევის მას ბოროტი.
    22.     ვიხილოთ გლახაკიცა ესე ლაზარჱ და რაჲ კეთილი მოიწევის მის ზედა.
    23.     ჵ მდიდარო, რაჲსათჳს იმოსები ძოწეულითა და ზეზითა?
    24.     არა გესმაა, რასა იტყჳს... „გედვას ორი სამოსელი, მიეც, რომელსა არა აქუნდეს“?
    25.     არა გესმაა: „განჰყიდჱ მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და შემომიდეგ მე?“
    26.     „განაბნია და მისცა იგი გლახაკთა და სიმართლჱ მისი მარადის ჰგიეს უკუნისამდე“?
    27.     ხოლო ესე ყოველი ოდეს გესმა, მაშინ შესწუხენ ფრიად და არა ინებჱ წარგებად მონაგებთა მათ შენთაჲ.
    28.     შეკრულ ხარ სილაღითა მაგით შენითა და ვეცხლისმოყუარებითა შენითა და ანგაჰრებითა შენითა.
    29.     და არცა ისმინჱ მეფსალმუნისაჲ მის, რასა იტყჳს: „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა“ და ნუ იქადით, ნუცა იტყჳთ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.
    30.     და კუალად: „ნუ იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა“.
    31.     ოდესღა ესე ამათი არა გესმა, შეგიგვიანდა, თუმცა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ხოლომცა გესმინა, რომელსა-იგი იტყჳს: „ვითარმედ ფასნიერნი ძნიად შევიდენ სასუფეველსა ცათასა.
    32.     და უადვილჱს არს ზომსაბელი განსლვად ჴურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“.
    33.     ჰხედავთა, საყუარელნო, რაოდენ ძნელ არს მდიდართაჲ შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა?
    34.     კაცო, რაჲსათჳს იმოსები ძოწეულითა და ზეზითა და არა მიეც ერთიცა მათგანი გლახაკსა მას ლაზარეს?
    35.     რაჲსათჳს შენ იხარებ მარადის დღჱ და ღამჱ ბრწყინვალედ და ლაზარჱ დავრდომილი ბჭჱთა შენთა ზედა ძეს, მწუხარჱ და საარებული, და არა შეიწყალჱ იგი?
    36.     რაჲსათჳს ტაბლაჲ შენი სავსჱ არს პურითა, მდიდარო, ზეგარდაიდების და ლაზარეს სწადის ნაბიჭევისაგან ტაბლისა შენისა...
    37.     მის ზედა, რაჲთა მოშჭამდენ ჴორცთა მისთა, იგი ხოლო თუმცა დაგეყენეს მისგან.
    38.     და ესევითარი რამეთუ არარაჲ ჰყავ მის ზედა, აწ იხილე სული შენი, რაჲ-ეგე უყოს მას მსაჯულმან მან სიმართლისამან.
    39.     და ვითარცა მოკუდა გლახაკი იგი, „მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი და წარიყვანე იგი და შთასუეს იგი წიაღთა აბრაჰამისთა“.
    40.     ეჰა, საყუარელნო, ნეტარ იყოს იგი კაცი, რომელი მოკუდეს ესევითარითა სიკუდილითა, ნეტარ იყოს იგი კაცი, რომელსა ჰყვანდენ ესევითარნი მოგზაურნი,
    41.     „ნეტარ და ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“, რამეთუ ესევითარნი სიკუდილისაგან ცხორებად მიიცვალნეს.
    42.     მოკუდა მდიდარიცა… დაეფლა.
    43.     ჵ საყუარელნო, რაჲ მწარე... სიტყუაჲ... მდიდარი იგი და დაეფლა.
    44.     პირველად იტყჳს: „მოკუდა გლახაკი იგი, მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი და წარიყვანეს იგი და შთასუეს წიაღთა აბრაჰამისთა“, ხოლო აქა იტყჳს: მოკუდა მდიდარი და დაეფლა იგი სულით და ჴორცით ჯოჯოხეთს შინა.
    45.     აღიხილნა თუალნი თჳსნი, რამეთუ იყო იგი ტანჯვასა შინა დიდსა;
    46.     და იარებოდა იგი საჴუმილსა მას შინა ცეცხლისასა, მიჰხედა და იხილა აბრაჰამი შოვრით და ლაზარე წიაღთა შიდა მისთა.
    47.     ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალჱ მე და მოავლინე ლაზარჱ, რაჲთა დააწოს წუერი თითისაჲ მისისაჲ წყალსა და დასდვას ენასა ჩემსა და განმიგრილოს სასაჲ ჩემი, რამეთუ ვიარები მე ალსა ამას შინა.
    48.     ჵ მდიდარო, რაჲსათჳს უჴმობ აწ ლაზარეს, რაჲთამცა მოვიდა და განგიგრილა ..რომელსა ერთი სამოსელი არა მიეც და შენ იმოსებოდჱ ძოწეულითა და ზეზითა?
    49.     პური არა უტეხჱ მას, ტაბლაჲ შენი სავსჱ იყო პურითა და სასუმელი გრილი არა ასუ მას, და აწ იტყჳ, რაჲთა მოვიდეს ლაზარე შენდა და დააწოს წუერი თითისა მისისაჲ წყალსა და განგიგრილოს სასაჲ შენი?
    50.     მაშინ „ჰრქუა მას აბრაჰამ: შვილო, მოიჴსენჱ, რამეთუ მიიღჱ კეთილი ცხოვრებასა შენსა.
    51.     ეგრეთვე მსგავსად ლაზარე მიიღო ნაკლულევანებაჲ და ჭირი დიდი და აწ ესერა აქა ნუგეშინისცემულ არს და შენ მანდა იარები“, არა უწყოდეა, რამეთუ თანა არარაჲ წარმოტანებად გედვა აქა?
    52.     რად არა ისმინჱ თქუმული იგი წინაწარმეტყუელისაჲ რომელსა იტყჳს მდიდართათჳს „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისაჲ მისისაჲ, რამეთუ არა სიკუდილისა მისისა წარიღოს მან ყოველი და არცა შთაჰყვეს დიდებაჲ სახლისა მისისაჲ მის თანა,
    53.     არამედ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს და რაჟამს მოკუდეს იგი, უკუნისამდე ნათელი მან არა იხილოს,
    54.     ამისთჳს რამეთუ პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, არცა ცნა კეთილი და მადლი ღმრთისაჲ და არცა შეიწყნარა მან გლახაკი ლაზარჱ, არამედ ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა და მიემსგავსა მათ“.
    55.     ჵ მდიდარო, რაჲსათჳს დაჴშავ კარსა სასუფეველისასა ვეცხლისმოყუარებითა და ანგაჰრებითა?
    56.     და ოდესღა ამას ესრე იქმ, ისმინე, რასა-იგი იტყჳს თქუენთჳს: „ვითარცა საცხოვარნი ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი მწყსიდეს მათ“, ხოლო „გლახაკნი იგი და მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზჱ, სასუფეველსა ცათასა“.
    57.     ამას ყოველსა ზედა მთხრებლი დიდი დახეთქილ არს შორის ჩუენსა და თქუენსა...
    58.     მაგიერ წიაღმოსლვად ჩუენდა, ვერ წიაღ-მოჴდეს.
    59.     ჭეშმარიტად, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ და ჯოჯოხეთი განშურებულ არიან ურთიერთას, რამეთუ მდინარე ცეცხლისაჲ დის საშოვალ მათსა.
    60.     მაშინ მდიდარმან მან იწყო კუალად სიტყუად აბრაჰამისსა და ჰრქუა: „აწ გევედრები შენ, მამაო აბრაჰამ, რაჲთა მიავლინო ლაზარე სახლსა მამისა ჩემისასა,
    61.     რამეთუ არიან მუნ ძმანი ჩემნი ხუთნი, რაჲთა უქადაგოს და არწმუნოს მათ და რაჲთა არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა“.
    62.     ჵ მდიდარო, ბოროტო და მედგარო, ოდესღა იყავ სახლსა შინა შენსა, მაშინ არა შეიწყალჱ ლაზარჱ და არცა ჰყავ კეთილი მის ზედა, და აწცა გნებავს, რაჲთამცა განაშოვრე იგი წიაღთა აბრაჰამისთა და მიავლინე მუნვე სახიდ შენდა, სადაცა იხილა ძჳრი...
    63.     სხუანი მრავალნი, ხოლო თუ უნდეს სმენის მათი, ისმინონ.
    64.     ხოლო იწყო მან კუალად აბრაჰამისა და ჰრქუა: „არა ეგრე, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით მოვიდეს, მისი ჰრწმენეს და შეინანონ“.
    65.     იცოდა მან სილაღე იგი თავისა თჳსისაჲ, რამეთუ არასადა ისმენედ წიგნთასა და არცაღა ჰყოფედ წყალობასა.
    66.     მიუგო და ჰრქუა მას აბრაჰამ: „უკუეთუ მოსჱსი და წინაწარმეტყუელთა სხუათაჲ არა ისმინონ, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, არავე ჰრწმენეს“.
    67.     ხოლო აწ საყუარელნო, რაჲ-მე ჯერ-არს ჩუენდა ყოფად?
    68.     და თუ ისმინოთ ჩემი, გითხრა თქუენ: ისმინეთ სიტყუაჲ...
    69.     იგი იტყჳს ... და „იღჳძებდით... შეხჳდეთ განსაცდელსა“.
    70.     და კუალად იტყჳს: „განემზადენით და მღჳძარენი იყვენით, რამეთუ არა იცით დღჱ, და არცა ჟამი, ოდეს უფალი თქუენი მოვიდეს“.
    71.     აწ უკუე მღჳძარებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, ძმანო, თაყუანისცემით და ვედრებით, ლოცვითა, მარხვით და სიწმიდითა, რაჲთა არა მის მდიდრისა თანა დავისაჯნეთ,
    72.     არამედ ვიშუებდეთ და ვიხარებდეთ გლახაკისა ლაზარეს თანა და მითვე ლოცვითა და თაყუანისცემითა შემოსილნი სამოსლითა მით სასიძობელითა მივეგებვოდით უფალსა, მომავალსა ვნებად ნებსით თჳსით,
    73.     და ვიტყოდით: „კურთხეულ არს, რომელი მოვალს სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაჱლისაჲ“,
    74.     და დაკლებულიცა იგი წმიდათა ამათ დღეთა ორმეოცთაჲ სიწმიდით აღვასრულოთ და მკუდრეთით აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს სიხარულით ვდღჱსასწაულებდეთ და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
    75.     რომელსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


7

    1.     9. დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად საკითხავი, თქუმული წმიდისა ბასილი მთავარეპისკოპოსისაჲ კესარია-კაბადუკიელისაჲ, ამისთჳს: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“
    2.     არაჲთ დაკლებულ არიან მოძღუარნი ეკლესიათანი დედასა შვილთმოყუარჱსა, რომელი ყოველსავე სალმობასა და შრომასა დაითმენნ და საყუარელთა შვილთა ზრდინ.
    3.     ვითარცა-იგი მან ძუძუჲ მისცის – სძჱ იგი საზრდელი, ეგრესახედ უშრომელად საყუარელთა შვილთა თჳსთა მოძღუარმან ეკლესიისამან – მდედრი იგი გონებაჲ, ყოველთავე ეკლესიათა სურვილითა სულისაჲთა ჰლოცავნ მოსლვად სძითა მით სიტყჳსაჲთა.
    4.     და ვითარცა დედამან შემდგომად სძისა ფიცხელი პური დაულბილის და მხალსა თანა ერბოჲთა და მსახურ ცხოვრებულ ექმნის შვილთა თჳსთა, ეგრეთვე მოძღუარნი იგი შემდგომად სწავლისა მის სიტყჳთა, ვითარცა სულითა, განზარდის ძნიად სათარგმანებელი იგი სიტყუაჲ,
    5.     სიტყჳთა მით მახჳლითა სულისაჲთა დააჩჩჳს თარგმანებითა სულითა წმიდათაგანთაჲთა, ერთბამად შეზავებულად მოძღურებითა შეკრებს და გემოვნად სიტყუასა მის მიერ ზრდილთა ყოველთა მისცემს.
    6.     ამისთჳსცა, ჩუენ, საყუარელნო, წინაწარ დღეთა ამათ მყის დაჩჩჳლითა მით სიტყჳთა, ვითარცა პურითა, განვიზარდენით.
    7.     აწ უფროჲსისა მოძღურებისა ხილვად მოვედით, რომელნი სულმან წმიდამან სიტყუაჲ იგი მოძღურებისაჲ მოგუცეს ჩუენ.
    8.     არს ჩუენ წინაშე გან...დებულ წიგნთა... პური იგი სიტყ... სიტყუად რაჲ..., უფალი ჩვენი იესუ ქრისტჱ, რომელი ყოველთა კაცთა ცხოვრებისა... თავსდებად ვნებისა და სიკუდილისა.
    9.     მო-რაჲ-ვიდოდა იგი ჯუარცუმად, იტყოდა: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანაწარსლვად სასუმელი ესე, თანა-წარმჴედინ მე“.
    10.     მრავალთა ვერ უცნობიეს ზრახვაჲ ესე სიბრძნისაჲ, საუნჯჱ დაფარული და სიტყუასა ამას ვერ კეთილად ერჩიან და ვითარცა მოშიშსა იტყჳედ მას.
    11.     არამედ მოვედით, საყუარელნო, და ჩუენცა, ვითარცა ჩჩჳლნი ყრმანი, მისსა მიმართ ვიტყოდით, რაჲთა მისსა მიმართ იგი ცხოვრებასა მისსა მივაწიოთ ვათქ...
    12.     უკუჱ, აწ არა ვითარცა სრულთა, არამედ ვითარცა ჩჩჳლთა რაჲსათჳს უ...აჲ ხუედ ჩუენ...
    13.     სასუმელი ესე, უკუეთუ ... თჳსი დაიმცირე და ... დებასაჲ მიიღჱ არავისგან იძულებით.
    14.     აწ სხუასა ევედრები და იტყჳ: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანაწარსლვად სასუმელი ესე“...
    15.     და იურვოდე და ისწრაფდი შესუმად სასუმელსა ამას, რამეთუ იტყოდე: ნათელი მოღებად არს ჩემდა, რაოდენ ვისწრაფი, რაჲთა შევსუა იგი.
    16.     და რომელი იურვოდე და ისწრაფდი შესუმად, მო-რაჲ-ხუედ, არა გნებავს და იტყჳ: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანაწარსლვად სასუმელი ესე“...
    17.     ნუუკუე უმეცარ იყავა ამას, რამეთუ გეგულებოდა ჩუენთჳს სიკუდილი?
    18.     და შენ ხარ, რომელი იტყოდე, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ მიცემად...
    19.     უკუეთუ არა … რაჲსათჳს ...სა პეტრეს: რის… განყენებად და… რაჟამს ეტყოდა და…
    20.     „ჯერ-არს ძისა კაცისაჲ მიცემად და ჯუარცუმად და მესამესა დღესა აღდგომად“.
    21.     გეტყოდა შენ პეტრჱ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრჱ“.
    22.     ამას ზედა ჰრისხევდ მას და არქუ: „წარვედ ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ საცთურ ჩემდა ხარ.
    23.     რამეთუ არა ჰზრახავ შენ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“.
    24.     უკუეთუ ამას ჰზრახევდ, მაშინ, ვითარცა კაცობრივსა მასა...
    25.     აწ რაჲ… გნებავს… მაშინ გაყენებდა.
    26.     „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    27.     შენ დამბადებელად ყოველთა ხილულთა და უხილავთა გიცით, რამეთუ შენ მიერ იქმნა ...ნსა არცა იქმნა და გიცით შენ...
    28.     ფესუთა სამოსლისა შენისაჲთა განუჴმე და ხუთითა ჴუეზითა პურითა ხუთ ათასნი განაძღენ უხუად.
    29.     ქართა და ზღუასა შეჰრისხენ და გერჩდეს შენ შიშით და ძწულით.
    30.     ესოდენთა საკჳრველთა მოქმედსა და სიკუდილისა განმჴსნელსა აწ უკუე სიკუდილისაგან გეშინისა?
    31.     ვინაჲ უკუე მაქუნდეს ჩუენ ცხოვრებისა ჩუენისა სასოებაჲ?
    32.     და უკუეთუ გეშინის შენ სიკუდილისაგან, ვითარ-იგი იტყოდჱ და სთქუ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხოვრებაჲ“, ცხოვრებასა და აღდგომასა სიკუდილისაგან არა შინ...
    33.     რაჲმე არს, რომელსა იტყჳს: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, სასუმელი ესე თანა-წარმჴედინ“.
    34.     უკუეთუ… მეხარა, რომელმან კურთხევადმდჱ მისსა...
    35.     მე უწყია, ვითარ ანუ შესაძლებელ არს, ანუ არა თანაწარმჴედინ სასუმელი...
    36.     რაიმეთუ ღმერთი ხარ და ძჱ ღმრთისაჲ, სიტყუაჲ, სიბრძნჱ და ძალი ნათელი და მზჱ სიმართლისაჲ, წყაროჲ უკუდავებისაჲ და ცხორებისაჲ, საუკუნოჲ აღდგომაჲ ჩუენ ყოველთაჲ, რომელნი ცოდვასა შინა მომწყდარ ვიყვენით, შენ მიერ ცხოველ ვიქმნენით.
    37.     „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    38.     ჵ, რავდენ ძნიად შესაძლებელ არს და მისაწდომელ სიტყუაჲ ესე და ძნიად საცნაურ.
    39.     ჵ, რაოდენ იწრო არს და შესაჭირვებელ მრავალთა მიერ კაცთა.
    40.     მასწავე შენ საიდუმლოჲ სიტყჳსაჲ მაგის შენისაჲ, უფალო, რამეთუ შენნი ვა...
    41.     შენი გურწმენა, ნუ აღმაღლდებინ ...რი იგი...
    42.     თჳსსა… და… მიმართ უფლისა ჩუენისა არს…
    43.     განაღჳძე გულთა ...ბასა ვითარცა შჳდსა მა...დთისსა(!) და მომეც ჩუენ ერთი სიტყუაჲ ქვისა მისებრ, რაჲთა ვსტყორცოთ თავსა მას უღმრთოებისა მათისასა და შევმუსროთ, რაჲთა ცნას ყოველმან ბანაკმან, რამეთუ შენ უფალი მხოლოჲ ხარ ყოველსა ქუეყანასა.
    44.     რამეთუ მრავალი ერი მწვალებელთაჲ შეკრებულ არს ჩუენ ზედა ამის სიტყჳსა ბრძოლად, რომელსა იტყჳ: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“.
    45.     აწ ევნომიოს მოსცხრების და არიოზ იხარებს, რამეთუ პოვეს ისარი სიტყჳთა გმობისაჲთა და ჭეშმარიტებასა ზედა იზახებენ.
    46.     არამედ ნუვე იხარებთ ყოველნი ეგე უცხოთესლნი, რამეთუ შეჰმუსრა უღელი გმობისა თქუენისაჲ, ჩუენ თანა არს ღმერთი, გულისხმა-ყავთ ...არმრთ...
    47.     ...ლურდით, დაღათუ კუალად განძლიერდეთ, მო-ვე-უძლურდეთ და ზრახვაჲ, რომელი იზრახოთ, გან-ვე-აქარვ… რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი.
    48.     რამეთუ პირი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისაჲ, იტყოდა ამას: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“.
    49.     სასუმელი უკუდავებისაჲ წყაროჲთა სავსჱ, რომელი მიიღეს ევნომიოს და არიოზ თჳსითა ბოროტად ურწმუნოებითა, მრღჳჱ იქმნნეს და მოყუასთა თჳსთა ასუმენ აღთქუეფილსა მრღჳესა, რომელ მას შინა ტკბილი, განზავებული ცნობათაჲ, მწარე ჰგონიეს.
    50.     არცაღა ვაჲ იგი ჴმისაჲ მის ეშინის, რომელსა იტყჳს წიგნი: ვაჲ ბრძენთა მათ თავით თჳსით და წინაშე მათსა მეცნიერებასა.
    51.     ხოლო ჩუენ, საყუარელნო, მოვიღოთ სასუმელი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და მას შინა სახჱ იგი სიტკბოებისა მოძღურებისაჲ სურვილითა სასუმელისაჲთა ვსუათ.
    52.     „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, სასუმელი ესე გარე-წარმჴედინ“.
    53.     არა ეგრჱ, ვითარ შენ ჰგონებ … არიოზ, ვითარმცა შეშინდა უფალი და შიშითა სიკუდილისაჲთა იტყჳს ამას.
    54.     უკუეთუმცა ეშინოდა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს სიკუდილისაჲ და არასიკუდილისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი“.
    55.     უკუეთუ იძულებოდა ვისგანმე, კეთილად სამემცა იტყოდა, რამეთუ ეშინოდა.
    56.     ხოლო აწ თავადი იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი“.
    57.     არამედ „ვითარცა თავი თჳსი დავიმცირე და ხატი მონებისაჲ მივიღჱ“ და არავინ მაიძულა მე და თჳსნი ჴორცნი თავით ჩემით ვიშენენ.
    58.     რამეთუ „სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი“, ეგრევესახედ ძალ-მიც, და-რაჲ-ჰჴსნდეს ჴორცი ჩემნი სიკუდილითა და აღდგინებად იგი ცხოვრებითა, რამეთუ მე ვარ, რომელი ვიტყოდე: „დაარღჳეთ ტაძარი ესე და მესამე დღესა აღვაშენო ეგე“.
    59.     და აწ უკუე არა შიშითა სიკუდილისაჲთა ვიტყჳ: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“, არამედ დაფარულსა საიდუმლოსა სიტყუასა სიბრძნით წარმოვიღებ, ამას სიტყუასა შესატყუვნელი არს ეშმაკისაჲ.
    60.     ჯერ-არს ჩემდა ამით სიტყჳთა მონადირებად იგი.
    61.     მიხილა მე ეშმაკმან, რამეთუ მრავალნი სასწაულნი ვექმნენ, რამეთუ სნეულნი შეხებითა ჴელისაჲთა განვკურნენ და ლეგეონი ეშმაკი სიტყჳთა განვდევნე
    62.     და განკეთრებული თოვლისსახედ სიტყჳთა განვწმიდჱ და დაჴსნილნი მუჴლნი ჴელითა აღვჰმართენ და ქართა და ზღუასა უბრძანე და ყოველნივე მერჩდეს მე შიშით და ძწულით.
    63.     მკუდარნი აღვადგინენ, მკელობელნი ვავლინენ, გლახაკთა ვახარე და ამათ საქმეთაგან მიხილა მე ძედ ღმრთისა და გულისხმა-ყო, უკუეთუ მე ჯუარს-ვეცუა და იგი წარწყმდეს.
    64.     უკუეთუ მე შთავჴვდჱ ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა, მოქლონნი იგი რკინისანი განვტეხნე და ბჭენი რვალისანი შევმურნჱ.
    65.     და ესე იხილოს და ცნას შიშით.
    66.     ივლტოდის აღმართებად დიდისა და პატიოსნისა მის ძელისა ჯუარისა, აწ უკუე რაჲ ვთქუა ამისთჳს, სიბრძნით ვიტყჳ: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, სასუმელი ესე თანა-წარმჴედინ მე“,
    67.     რაჲთა ესევითართაგან მდაბალთა სიტყუათა ვეგონო, ვითარცა კაცი მოშიში, რომელი ევლტინ სიკუდილსა და ისწრაფის ყოვლისა ქუეყანისა...
    68.     აღმართებად ძელი იგი საიდუმლოჲ ჯუარისაჲ, რომელი ჰგონიეს ჩემდა ბოროტ.
    69.     ჯერ-არს ჩემდა, ვითარცა ბრძენისა მესათხევლისა მონადირებაჲ მისი...
    70.     ჯერ-არს ჩემდა ყოველივე დათმენად ყოველთა ცხორებისათჳს, უკუეთუ მან მოიმანქნა დასაბამსა ადამის წარწყმედისათჳს, რაოდენ-მე უფროჲს თავ-ვიდვა ყოველთა ცხორებისათჳს?
    71.     სიტყჳთა ზაკულებისათაჲთა აცთუნა ადამი.
    72.     აწ სიტყჳთა ღმერთეებისაჲთა სცთეს – „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“.
    73.     რაჟამს თევზისა მონადირემან შთააგდის სამჭედური ზღუასა, ოდესმე შორად შეაგდის სამჭედური, ოდესმე რეცა მოსტაცებნ მატლსა მას და გამოიზიდავნ.
    74.     უკუეთუ ესრე არა შვის, თევზი იგი არა მოუჴდის სამჭედურსა მას ღმრთეებისა ჩემისასა.
    75.     მატლი ესე ჴორცი უფროჲს კრულთა შინა ამის სოფლისათა.
    76.     უკუეთუ არა მატლი იგი იძრვოდის, რომელი-იგი ჯერ-არს მონადირებად, არა მოუჴდეს.
    77.     აწ ჯერ-არს ჩემდა ვითარცა მატლისა ხატად ყოფად და სიტყუაჲ, რამეთუ: „მე მატლ ვარ და არა კაც“, რაჲთა იგი მორბიოდის მატლსა მას და სამჭედურითა შეიპყრას ჩემ მიერ და აღესრულოს თქმული იგი იობის მიერ, ვითარმედ: „შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა“.
    78.     ვიქმენ მე ვითარცა მეოტი სიკუდილისაგან, გამოვჩნდე ვითარცა კაცი მოშიში, ვთქუა: „მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდჱ“.
    79.     ვთქუა: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    80.     მას ესმნეს სიტყუანი ესე ჩემნი და განიხაროს, რამეთუ იწრაფის წინააღდგომად ჩემდა, „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    81.     განიხაროს და თქუას გულსა თჳსსა: ვითარცა ესე კაცი ერთი არს ...
    82.     შთავნთქი ადამი, შთავნთქი აბრაჰამი, შთავნთქი ისაჰაკი, შთავნთქი იაკობი, შთავნთქინ მამათმთავარნი და შთავნთქინ წინაწარმეტყუელნი, შთავნთქა ესეცა, რამეთუ, აჰა ესერა, ვითარცა კაცსა ეშინის და ვითარცა კაცი არს, შთავნთქა ეგეცა.
    83.     შთამნთქინ მე, ვითარცა კაცი.
    84.     მპოვოს მე მუცელსა მისსა, ვითარცა ღმერთი, რაჲ ვიქმოდი.
    85.     „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    86.     შთავნთქინ ცომი ესე ჴორცითა ჩემთაჲ და მპოვოს მე, ვითარცა ნაკუერცხალი უშრეტი ღმერთეებისა ჩემისაჲ, რომელი ძლიერად შესწუვიდეს მას, რამეთუ „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა“.
    87.     „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედენ სასუმელი ესე“.
    88.     ვივლტოდი, ვითარცა კრავი, არა მნებავს, რაჲთა იხილოს ბრწყინვალებაჲ იგი მახჳლისაჲ მის ღმრთეებისა ჩემისაჲ, რაჲთა არა ივლტოდეს მგელი იგი.
    89.     შთამნთქინ მე, ვითარცა კრავი, ვითარცა შინაგან სამჭედურისა მახჳლითა, და ითქუას იგი, რამეთუ: „არა მოვედ მისსა მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა“.
    90.     „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“.
    91.     ვიტყოდი, ვითარცა კრავი, და დავმალო მწყემსი იგი ღმერთი კარავსა მას შინა ჴორცთასა.
    92.     არა მნებავს გამოცხადებად მწყემსი იგი ღმერთი, რაჲთა არა ივლტოდის მგელი იგი.
    93.     ვიტყოდი, ვითარცა კრავი: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    94.     ვიტყოდი, ვითარცა კრავი, რომელსა არა აქუნდეს მწყემსი: „ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი“.
    95.     შთამნთქინ მე, ვითარცა კრავი, და შინაგან მწყემსისა მის არგნითა ჯუარისაჲთა შეიმუსროს მარცუალი იგი მდოგჳსაჲ.
    96.     განმცოხნენ და პოვოს მტკივანებაჲ იგი ღმრთეებისაჲ, რომელმან ბოროტად ატკივნოს მას.
    97.     განმცოხნენ, ვითარცა კაცი, და მპოვოს, ვითარცა მყარი კლდჱ, რომელმან ძლიერად შემუსრნეს კბილნი, რაჲთა ისწავოს კაცთაჲ არღარა ცოხნაჲ.
    98.     და აღესრულოს წერილი იგი: „ღმერთმან შემუსრნა კბილნი მისნი პირსა შინა მისსა“.
    99.     „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედენ მე სასუმელი ესე“.
    100.     უკუეთუმცა იცოდა, ვითარ არს სასუმელი ესე, რომელსა მე ვილოცავ, მიზეზი თანაწარსლვად მას, რამეთუ მისთჳს არს საწერტელად, ხოლო ჩემ მიერ ცხორებაჲ.
    101.     რაჟამს შთამნთქას მე, მაშინ ცნას, რაჲ-იგი შთანთქა, რაჟამს იხილოს ჩემთჳს მზჱ დაბნელებული და დღჱ განქარვებული, მაშინ იგიცა განმწარდეს და აღესრულოს წერილი: ჯოჯოხეთი შენ ქუეშე განმწარდა შემთხუევასა შენსა.
    102.     „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    103.     ნუ შეგაეჭუებენ შენ ესევითარნი სიტყუანი, სიბრძნით თქუმულნი.
    104.     მელოდეთ მე და იხილოთ გამოსლვაჲ სიტყუათა ჩემთაჲ.
    105.     მაშინ გიკჳრდეს სიბრძნე ეგე თქუმულთა ჩემთაჲ და ნუ სისულელე გიჩნ მანქანებაჲ ესე.
    106.     და მან არა იცის, რამეთუ სისულელე ეგე ღმერთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, რამეთუ ჰგონიეს სიტყუათა ამათ ჩემთაგან, ვითარცა უძლური ვინმე.
    107.     არა იცის, რამეთუ მე შევსუა სასუმელი ესე, ხოლო იგი დაითროს და დაბნელდეს და ჩემთა განიღჳძონ და აღდგენ.
    108.     აწ უხარის ჩემთა მათ მდაბალთა სიტყუათა ზედა: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“.
    109.     რაჟამს შთამნთქას მე და იხილნეს კლდენი განხეთქილნი, სამარენი აღხუმულნი და მკუდარნი აღდგომილნი.
    110.     და თჳთ იგიცა განსთქდეს და მკუდარნი გამოვიდენ ცოცხალნი და ზეცად აღვიდენ.
    111.     რაჟამს იხილოს ესე ყოველი, ინანდეს და იგლოვდეს, რომელთა-იგი საყუარელთა ზედა იხარებს.
    112.     არა იცის, რამეთუ რომელსა საბრჴესა დააგებს, და იგივე შევარდეს მას და აღესრულოს წერილი იგი: „ჴნარცუ თხარა, აღმოჰკუეთა და შთავარდა იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა“, რამეთუ არა იცის, რომელ ეგულების აღმართებად ჯუარი.
    113.     რამეთუ ჩემდა არს პატივ და მისსა – მახჳლ, ჩემდა არს ტაძარ და მისსა – სიკუდილ, ჩემდა არს დიდება და მისსა – წარსაწყმედელ.
    114.     ჵ სასუმელისაჲ ამის, რომელი არს ეშმაკისა საწერტელ, ხოლო ცხოვართა განმათავისუფლებელ და ცოდვილთა მლხინებელ და უკუდავებისა სასუმელ და სასუფეველსა მომნიჭებელ, ცხოვრებისა შემოქმედ და ყოველთა კაცთა წინამძღუარ და სასო.
    115.     ესე სასუმელი შევსუათ ჩუენ ყოველთა ქრისტე იესუჲს მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


8

     1.     10. წმიდასა დღესა დიდსა, ნათლითა შემოსილსა აღვსებასა, აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მელენტი ეპისკოპოსისაჲ
    2.     ნათელ-იღჱ, ნათელ-იღჱ, იერუსალჱმ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდა და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა.
    3.     განიღჳძჱ, განიღჳძჱ, სიონ! განიღჳძჱ და აღდეგ იერუსალჱმ!
    4.     და დაიდგ გჳრგჳნი სიკეთისა შენისაჲ, სიონ, და შეიმოსჱ დიდებაჲ შენი, იერუსალჱმ!
    5.     განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაჲ და შეიმოსჱ სამკაული სიხარულისა შენისაჲ, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისუენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული“ აღდგომისაჲ.
    6.     და დედათათჳს ვიტყჳ, რომელნი გუშინ...
    7.     იყვნეს სიკუდილისათჳს ...სა: განემზადენით და აღიმსთუვეთ და მოელოდით აღდგომასა.
    8.     და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდანელმან მოყუსებითურთ განჰმზადნეს ნელსაცხებელი და საკუმეველი, რაჲთა უკუმიონ ჴორცთა უფლისათა.
    9.     ვიდრე იგინი განიზრახვიდეს და მივიდოდეს გზასა მას და იტყოდეს: „დაღაცათუ მივალთ, სამარესა მას შინა ვინ შეგჳტევნეს ჩუენ?
    10.     დაღათუ მიგუაქუს ნელსაცხებელი და საკუმეველი, მკუდარი იგი ვინ გჳჩუენოს ჩუენ?
    11.     გარდა -თუმცა -ვინ -აგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა, რაჲთამცა შევედით და ვსცხეთ საცხებელი ესე წყლულთა მათ სამშჭუალთასა?“
    12.     და ვითარ ამას განიზრახვიდეს ოდენ, სასმენელ იქმნა ლოცვაჲ მათი და ვიდრე სიტყუათა...
    13.     ...გამოპარვად მკუდრისა მის, ვითარცა იტყოდეს ჯუარისმცუმელნი იგი, არამედ შეძრვად ქუეყანისა მის, სადა იყო სამარჱ იგი.
    14.     და მცველნი იგი შიშითა მით მიმოგანდგეს, ვითარ იხილეს, რამეთუ ლოდი იგი კარისა მისგან იძრვოდა და თჳთ თავით თჳსით გარდაგორვიდა.
    15.     ფერჴნი მოიპოვნა ლოდმან მან, სლვაჲ მოიპოვა, თუალისა წამსა თჳთ გარდაგორვიდა, რამეთუ არავინ ჩნდა, რომელი აგორვებდა, და არცა მიმოაქცევდა ვინ და არცა მიდრკებოდა,
    16.     არამედ თჳთ გარდაგორვიდა, დაღათუ ანგელოზი იგი აგორვებდა ლოდსა მას დაფარულად, ხოლო მცველთა მათ ეგრე ეგონა, ვითარმედ თჳთ გარდაგორავსო.
    17.     ხოლო ანგელოზსა მას ვერ ჰხედვიდეს და მისგან შეძრწუნდეს მცველნი იგი და იტყოდეს: გან-თუმცა-რაჲ-ვირინენით თავნი ჩუენნი ამიერ, ნუუკუე ...ძანა სლვაჲ...
    18.     ფერჴნიცა ესე ჩუენნი მავალნი და ყვნეს ვითარცა უძრავნი.
    19.     გარდამოჴდა ანგელოზი განღებად კარისა მის სამარისა პირსა წინაშე უფლისასა, და ვინ უწყის, გარდამოსლვასა ოდენ მის ანგელოზისასა იყო აღდგომაჲ უფლისა მის ანგელოზთაჲსა.
    20.     ანგელოზმან ლოდი გარდააგორვა, უფალი გამოვიდა სამარისაგან.
    21.     ვითარცა იხილა მან ანგელოზმან უფალი, რამეთუ გამოვიდა კარსა თანა მის სამარისასა, დავარდა და თაყუანის-სცა უფალსა მას თჳსსა და იწყო მადლობად მისსა, რომელმან ღირს-ყო განღებად კარისა მის სამარისა წინაშე პირსა უფლისა მის თჳსისა.
    22.     უკუეთუმცა წინაწარ გარმოსლვისა მის ანგელოზისა აღდგომილ იყო, რაჲ საჴმარ იყო ანგელოზისა მის განღებად კარისა მის, რამეთუ მკუდარიმცა არა იპოვა სამარესა?
    23.     და თუ მის ჟამისა შემდგომად აღდგა, ვითარმცა არა პოვეს დედათა მათ, რომელნი შემდგომად ანგელოზისა მის მი-ხოლო-ვიდეს?
    24.     არცა წინაჲსწარ ჟამისა მის აღდგა, რაჲთა ნუუკუემცა იპოვა ცოცხალი შინაგან კართა მათ ჴშულთა და არცა შემდგომად ჟამისა მის აღდგა, რამეთუ მივიდეს დედანი იგი და არა პოვეს სამარესა მას.
    25.     უკუეთუ თქუას ვინმე, ვითარმედ: ღამჱ აღდგა და გამოვიდა სამარისა მისგან კართა ჴშულთა.
    26.     უკუეთუ ეგრე იყო, რაჲ საჴმარ იყო განღებად კარი სამარისაჲ მის?
    27.     და თუ დედათა მათთჳს განეღო, რაჲთა იხილნენ ტილონი იგი და გულისხმა-ყონ, რამეთუ არა არს სამარესა მას, და თუ ეგრე არს, რაჲსა-მე არა თქუან, ვითარმედ აღდგომისა ჟამსა განეღო?
    28.     რამეთუ ორი საქმე კეთილი იქმნებოდა ამით, რამეთუ: ერთი, ანგელოზი შიშით განაღებდა კარსა მას სამარისასა წინაშე პირსა უფლისასა, რომელ გამოვიდოდა მკუდრეთით, და მერედ, რაჲთა გამოაჭეშმარიტონ, ვითარმედ ნანდჳლ ჴორცნი იყვნეს, რომელნი განცხოველდეს.
    29.     და უკუეთუ აღვსებისათჳს რიცხჳსა მის სამთა დღეთაჲსა მეექუსესა ჟამსა ღამისასა აღდგა და მისთჳს ჰგონებენ, ვითარმედ ღამჱ აღდგა, და თუ განღებასა კარისასა აღდგა, რაჲთა დაჴშულთა მათ კართა განღებითა დაეყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ჴორცნი ზეცით ჰქუნდესო.
    30.     ხოლო თქუმად ორისაგანვე მიზეზისა არს, არა ხოლო აღსრულებისა რიცხჳსა მის სამთა დღეთაჲსა, არამედ მახარებელთა აღწერილთაგანცა, რამეთუ ერთი იგი იტყჳს, ვითარმედ: „მწუხრი შაბათსა მოვიდეს დედანი იგი“, და ერთი იტყჳს, ვითარმედ: „მზისა აღმოსლვასა ოდენ მოვიდეს“...
    31.     გამოვიდა უფალი სამარისაგან და დაჯდა ...სა მას ზედა, რაჲთა ბრწყინვალედ ხილვითა მით მიაწიონ შიში და ძრწუნებაჲ მცველთა მათ ზედა.
    32.     და აღსარებისა მის სიტყუათა მიაწიოს ნუგეშინისცემაჲ სასმენელთა მგლოვარეთასა, დაღათუ გამოსლვასა ოდენ უფლისასა სამარისაგან ზე დგა ანგელოზი იგი, ხოლო შემდგომად გამოსლვისა მის დაჯდა ლოდსა მას ზედა,
    33.     რაჲთა სისპეტაკითა სამოსლისა მისისაჲთა შეამკოს კარი სამარისაჲ მის უფლისა თჳსისაჲ და ბრწყინვალებისა გამოტევებითა მით აოტოს ბნელი სამარისა მისგან,
    34.     და მცველნი იგი იქმნეს, ვითარცა მკუდარნი შიშითა მით, და საკჳრველ ესე იყო, რამეთუ სიკუდილსა მას უფლისასა მკუდარნი აღდგებოდეს და აღდგომასა მას ცოცხალნი იგი მცველნი შეიქმნნეს, ვითარცა მკუდარნი.
    35.     ანგელოზი იგი, რომელი...
    36.     არამედ აღდგა, და ვითარცა იხილჱ, მე ვწამებ.
    37.     და თქუა: არა თუ ვითარ მოვედ მე, მაშინღა აღდგა.
    38.     და ვითარცა მოვედ, აღდგომილი ვპოვე ცხოვრებად.
    39.     ნუ ეგრე გგონიეს, ვითარმედ ცვალა ვინმე ამიერ ადგილით, გინა თუ წარ-ვინმე-იპარა, არამედ აღდგა, ვითარცა წინაჲსწარ თქუა, რამეთუ ვერ ეგებოდა,
    40.     ვითარმცა დაეყუდნეს სიტყუანი იგი, რომელთა იტყოდა: დგეს ეგრეთ დასულებულნი დედანი იგი და განიზრახვიდეს გონებასაცა, ვითარ ვინ-მე არს ესე, რამეთუ მოწაფეთა მათგანი არა არს, და ვითარ-მე გურწმენეს სიტყუაჲ ამისი თჳნიერ სასწაულისა?
    41.     ვიდრე იგინი დაკჳრვებულნი დგეს სიტყუასა მას ანგელოზისასა და კითხვად ეშინოდა, გამოეცხადნეს ორღა სხუა ანგელოზ, რაჲთა დაემტკიცნენ სიტყუანი იგი პირველისაჲ მის.
    42.     წამებანი მტკიცე იყო… ვითარ განცხოველდა და აღდგა სამარით.
    43.     დაღათუ პირველისა მის წამებაჲ მტკიცე იყო, არამედ ორგულობისათჳს ურწმუნოთაჲსა მოწამენი მრავალნი, რომელთა წამონ აღდგომისათჳს და რამეთუ ვნებათა მათთჳს შეორგულდეს გონებანი კაცთანი სიტყუათა მათ ზედა, რომელთა წინაჲსწარ იტყოდა.
    44.     მოვიდეს ანგელოზნი იგი მოჴსენებად და მოქცევად მათა ჭეშმარიტებისათა მათ მიმართ სიტყუათა.
    45.     ჰრქუეს დედათა მათ: „მოიჴსენეთ, რასა-იგი გეტყოდა თქუენ გალილეას“, არამედ მაშინმცა ჯერ-იყო თქუენდა წუხილი, უკუეთუმცა აღსრულებულ იყვნეს სიტყუანი იგი საქმითურთ,
    46.     რომელ იტყოდა: წინაჲსწარ ეჩუენნეს ორნი იგი ანგელოზნი, რაჲთა არა შეაძრწუნნეს დედანი იგი, არა ეჩუენნეს საშინელითა ხილვითა მით, არამედ რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ ნან...
    47.     შემძლებელ იყვნეს თუალმიდგმად, რამეთუ თქუა: ბრწყინვალე იყვნეს.
    48.     და საშინელებისა მისგან თავდაკიდებულად და შეშინებულად დგეს დედანი იგი.
    49.     რამეთუ აღდგომასა უფლისასა ქადაგებდეს, და რომელ-იგი აღდგა დ მას ვერ ხედვიდეს დედანი იგი, ეჩუენნეს მათ აეროვნითა ხილვითა, რამეთუ აეროვანითა ხილვითა მით დაემტკიცოს აღდგომაჲ იგი.
    50.     და დედანი იგი, რომელ მივიდეს ცხებად მკუდრისა მის, ექმნეს მეყსეულად მახარებელ აღდგომისა მის.
    51.     რომელ-იგი მივიდეს ტირილად სამარესა მას, მოიქცეს მუნვე ქალაქად ნუგეშინისცემად მოწაფეთა მათ.
    52.     რომელნი მივიდეს მწუხარებით, მიიქცეს მუნვე სიხარულით, რამეთუ სიტყუანი, ვითარმედ სრბით მოვიდეს...
    53.     ხოლო მათ თანა ჯუარცუმასა მას ჩას, რამეთუ აღდგომასა მასცა არა უხაროდა, არა ეგრე წრაფით რბიოდა აბრაჰამ ჟამსა მას, რომელსა მიაქუნდა ჴბოჲ იგი ანგელოზთა მათთჳს,
    54.     რომელმან-იგი აღუთქუა მას მიცემად შვილი, ვითარ მწრაფლ რბიოდეს დედანი იგი მისლვად და თხრობად ანგელოზთა მათ ხარებაჲ აღდგომისათჳს უფლისა.
    55.     მარიამ მაგდალოელი უსწრობდა და წინა-წარუსწრო მოყუასთა მათ, ვითარცა იოვანეჱ, რომელი წინა-რბიოდა პეტრესა, ვიდრე იგინი მივიდოდეს სამარესა მას.
    56.     ვითარცა შევიდა მარიამი მოწაფეთა, გულგდებულად შეურვებულთა, რომელნი დანაბულად სხდეს შიშისაგან ჰურიათაჲსა, რომელნი დაფარულ და დამალულ იყვნეს თქუმულისათჳს ჯუარისმცუმელთაჲსა.
    57.     ესე, რომელ უმეტესად მოყუასთასა გულს-ეტყოდა უფლისათჳს, შევიდა პეტრესა და იოვანესა.
    58.     მიხედეს პირსა მის დედაკაცისასა, რამეთუ მხიარულ და შეშინებულ იყო, და იგი, რომელმან სრბასა მას არა გამოუცხადა, იწყო დიდითა ჴმითა, სავსემან მხიარულებითა, ღაღადებდა დაუთმენელად და გულგდებულად.
    59.     მხიარულებითა გონებისა მის აღძრვითა მხიარულებისა მისგან თუალ-უყოფდეს, რაჲთამცა დადუმნა და ვერ დაადუმებდეს.
    60.     შეჰრისხნეს და იგი არავე დასცხრა და ჰრქუა: დღჱ არს ხარებისაჲ და ვითარ დამადუმებთ?
    61.     ჟამი არს სიხარულისაჲ და არა ეგების დუმილი.
    62.     დასულებით მით სიხარულისაჲთა არა უწყოდა, რასა იტყოდა და თქუა: „აღიღეს უფალი სამარისაგან და არა უწყი, სადა დადვეს“.
    63.     ჵ მარიამ, არა-მე გგონიეს, რასა-ეგე იტყჳ?
    64.     ვინმცა წარიღო უფალი?
    65.     აჰა, მცველნი გარჱმოდგომილნი სცვიდეს სამარესა მას და მოწაფენი იგი ივლტოდეს.
    66.     აწ ვინმცა იყო, რომელმან აღიღო და წარიპარა იგი?...
    67.     რასა მხიარულად გიპყრიეს, ვითარცა მახარებელსა, რამეთუ სახარებასა აღდგომისასა არა ჰქადაგებ?
    68.     სიტყუანი ეგე პირსა მაგას არა ეწამებიან და ჴმაჲ ეგე არა სიხარულისაჲ არს, ვითარმედ აღდგა.
    69.     სიტყუანი ეგე ბათისანი არიან, ვითარმედ აღდგა.
    70.     უკუეთუ ვინმე აღიღო და წარიპარა, ჩას, რამეთუ აღდგა.
    71.     და თუ არა აღდგა, რაჲსა ეგრე მხიარულ ხარ მწუხარებისა წილ?
    72.     და ვითარცა დასცხრა მცირედ ოდენ გონებაჲ იგი მარიამისი და მოყუასნი იგიცა მოვიდეს და უთხრობდეს აღდგომისა მისთჳს.
    73.     დაღათუ ყოვლადვე არა რწმენა მოწაფეთა მათ და არცა ნაცილს ჰყოფდეს სიტყუათა მათ დედათასა, იწყეს მცირედ-მცირედ განღჳძებად გონებათა მათთა დასულებულთა და
    74.     რომელნი-იგი სავსენი მწუხარებითა სხდეს შეშინებულნი, აღივსნეს სიხარულითა მით აღდგომისაჲთა და შეურაცხ-ყვეს შიში იგი ჯუარისმცუმელთაჲ მათ.
    75.     რომელნი დამალულნი სხდეს ადგილსა ერთსა, აღდგეს განცხადებულად, სრბით მივიდოდეს სამარჱსა მას.
    76.     ხოლო მოწაფჱ იგი ერთი დაღათუ ფერჴითა უმალჱ იყო, ხოლო გულითა არა უმტკიცჱს იყო პეტრესა, დაღათუ სიმალითა მით წარუსწრო პეტრეს და უმალეს მიიწია, ხოლო შიშითა ვერ იკადრა შესლვად სამარესა მას მარტომან.
    77.     და ვითარცა მიიწია პეტრეცა, შევიდეს და იხილეს, რამეთუ ტილონი ხოლო იყვნეს მდებარენი და ვარშამაგი იგი დაკეცილი იდვა ერთსა ადგილსა, ხოლო ანგელოზნი იგი ვერ იხილნეს სამარესა მას.
    78.     და არა თუ რამეთუ მუნ იყვნეს ანგელოზნი იგი, არამედ თჳსაგან ხატისა მიეფარნეს, რაჲთა, ვისსა ჯერ-იყოს, ეჩუენენ თჳსთა ხატითა და ვისგან დაფარვად იყო, დაეფარნენ.
    79.     უკუეთუმცა არა მუნ იყვნეს ანგელოზნი იგი, ვითარმცა დაიცვნეს?
    80.     სამარესა მას ჴორცთა მათ უფლისათა სცვიდეს მცველნი იგი მიპარვისათჳს და ტილოთა მათ ანგელოზნი იგი ეკრძალებოდეს, რაჲთა ნუუკუე ვინმე მიიპაროს ტილონი იგი, რომელ დაშთეს.
    81.     ერთ ამისთჳს, რაჲთა იყვნენ მოწამე აღდგომისა მის უფლისაჲსა, მეორედ ამისთჳს, რაჲთა გამოიწეროს მათგან ზრახვაჲ იგი მკუდართა აღდგომისაჲ,
    82.     რამეთუ ვითარცა-იგი დიდებით აღდგა და არა ტილოჲთა მით, ეგრეცა ჩუენ საქმით ადგომად ვართ და არა სამოსლითა, შრომითა, და არა სამკაულითა.
    83.     მარიამ, ვითარცა იხილა, რამეთუ წარვიდეს მოწაფენი იგი მისლვად სამარესა მას, აღდგა და წარვიდა იგიცა მათ თანა.
    84.     და ვითარცა შევიდეს მოწაფენი იგი, გამოვიდეს და წარვიდეს, ხოლო მან სიყუარულითა ვერ დაუტევა სამარე იგი, რამეთუ იტყჳს: დგა სამარესა მას თანა, ტიროდა და საწყალობელითა ჴმითა ცრემლოოდა.
    85.     დაღათუ ტირილით ტიროდა, ხოლო შესლვად სამარჱსა ეშინოდა და შეეკრეტნეს და ხედვიდა სამარესა მას, დაღათუ უფალი არა იხილა, ხოლო ანგელოზნი – მონანი უფლისანი იხილნა.
    86.     დაღათუ აკლდა ხილვაჲ უფლისაჲ, არამედ ღირს იქმნა ხილვად მღჳძარეთა უფლისათა.
    87.     რამეთუ ვერ იხილნა ჴორცნი იგი, რომელ დაემორჩილნეს სიკუდილსა, იხილნა ზესკნელნი იგი, რომელ უზეშთაეს არიან სიკუდილისა.
    88.     რამეთუ არა პოვა მან ღმერთი იგი, რომელსა შეემოსნეს ჴორცნი.
    89.     პოვნა მუნ ცეცხლის მსგავსნი იგი, რომელნი გარდაიცვალნეს ხატად ჴორცთა.
    90.     და რამეთუ დღჱ იგი დიდ იყო, რომელმან ახარა ცათა და ქუეყანასა, ამისთჳს ანგელოზნი იგი სამოსლითა სპეტაკითა გამოეცხადნეს და მხიარულ იყვნეს და ადიდებდეს დღესა მას შობისა მისისა, ეგრეცა აეროვანნი და სავსენი … შობისასა.
    91.     მწყემსთა მათ მიეხარა სახარებაჲ იგი და დღესა მას აღდგომისასა დედანი იგი, მგლოვარენი და ჭირვეულნი, ღირს იქმნნეს სახარებისა, რამეთუ დღესა მას სიკუდილისასა, რამეთუ დღჱ იგი ვნებათაჲ იყო და არავინ ღაღად-ყო სიკუდილისა მისთჳს.
    92.     დღესა მას შობისასა ერნი ანგელოზთანი მიივლინნეს ბეთლემდ ხარებად და დღესა მას აღდგომისასა მღჳძარენი ერთი ერთსა უსწრობდეს მახარებელად აღდგომისა მის.
    93.     დღესა მას ნათლისღებისასა ნათელი გამობრწყინდა ზედა იორდანესა და დღესა მას ჯუარცუმისასა დაბნელდა მზჱ ცათა შინა.
    94.     და იტჳს, რამეთუ: „მიხედა მარიამ და იხილნა ანგელოზნი არა მდგომარენი, არამედ მჯდომარენი“.
    95.     უკუეთუმცა მუნ ყოფილ იყო უფალი, არამცა ეფლო დაჯდომად.
    96.     სხდეს უშიშად, რაჲთა ჯდომითა მით საცნაურ იყოს, ვითარმედ ნანდჳლვე გამოსრულ არს უფალი მიერ სამარით.
    97.     და მე … პატივ-უყოს ადგილსა მას, სადა ისხნეს ჴოცნი უფლისანი, რამეთუ რაოდენ განამრავლეს მას ზედა გინებაჲ ქუესკნელთაჲ, უფროჲს განადიდეს მის ზედა პატივის-ყოფაჲ:
    98.     ზესკნელთა ქუესკნელნი მიწისაგანნი პირსა ჰნერწყუვიდეს, ზესკნელი იგი, მაღალთა შინა მყოფნი, არცა ადგილსა მას, სადა-იგი ისხნეს ჴორცნი, ჴელ-იწიფეს დაჯდომაჲ, რამეთუ იტყჳს: ერთი იგი ჯდა ერთ კერძო ადგილსა მას, და ერთი ჯდა სასთუნლით.
    99.     პატივ-უყვეს სასთუნლითსა მას ადგილსა თავისა მისთჳს, რომელ დაადგეს გჳრგჳნი ეკლისაგან საგინებელად ერმან მან.
    100.     პატივ-უყვეს სასთუნლითსა მას მისთჳს, რომლისა მსგავსად წინაწარმეტყუელისა მის დავითისა განჴურიტნეს ჰურიათა მათ ფერჴნი მისნი.
    101.     ჰკითხვიდეს ანგელოზნი მარიამს და ჰრქუეს: შენ დედაკაცო, „რაჲსა განმწარებულ ხარ ეგოდენ და სტირ?
    102.     ვის ეძიებ?“
    103.     და ვინ უწყის, იტყოდაცა გონებასა თჳსსა, სამარესა ამას თანა ვდგა და ვტირ და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: ვის ეძიებ?
    104.     ხოლო აღმოთქუმად ვერ იფლო, რაჲ-იგი გონებასა იყო, და თქუა საწყალობელითა ჴმითა მაღლითა, ვითარმედ: „აღიღეს უფალი მიერ და არა უწყი, სადა დადვეს იგი“.
    105.     ჵ სიყუარული ერთგულებისაჲ და გონებაჲ მორწმუნე!
    106.     რამეთუ ეგოდენთა ვნებათა, რომლითა ტანჯნეს იგინი დღესა მას პარასკევსა, არა სარგებელ-იყო თავსა თჳსსა.
    107.     და შემდგომად ამის დღისა წარპარვისა და მერმე უფლით ჰხდით და დიდითა გულსმოდგინებითა ეძიებდეს მას მკუდარსა, წარპარულსა.
    108.     ჵ დედაკაცო!
    109.     ვინმემცა იკადრა გამოღებად მაგიერ მკუდრისა მის, რამეთუ აჰა, სამარე იგი დაბეჭდულ არს და მცველნი მღჳძარჱ და განკრძალულ არან მახჳლითა და წათებითა?
    110.     და ვინმემცა იკადრა შესლვად, უადვილესმცა უჩნდა მას სიკუდილი, ვიდრეღა არა შესლვად და გამოღებად ჴორცთა უფლისათა სამარისაგან.
    111.     და წარ-ვინმე-იღო, ვითარ-ეგე იტყჳ, ტილონი ესე, ვითარ სამარესა სხენან, რამეთუ მცველთა მათ, რომელთა გაიყვეს სამოსელი მისი დღისი, ვითარმცა არა განიყვნეს ტილონი ესე ღამესა ამას?
    112.     ოდეს სადა ვინ განიღო მკუდარი და დაუტევნა ესრეთ ტილონი?
    113.     და წარ-მცა-იპარა მკუდარი და უდებმცა ყო ესრეთ ვარშამაგი იგი?
    114.     უკუეთუმცა პატივად რაჲმე უჴმდეს ჴორცნი იგი, ტილონი იგიმცა არა გინებულ იყვნეს, და თუ შეურაცხებით ცვალეს ადგილისაგან, ვარშამაგსამცა არა პატივ უპყრეს?
    115.     და თუმცა წარიპარეს, არამცა შიშუელი წარიპარეს.
    116.     და თუმცა განძარცუეს და მივიდეს, სამოსელი იგი განძარცუეს და არამცა მკუდარი იგი წარიპარეს.
    117.     ანუ ესრე ჰგონებ, მკუდარი იგი უფროჲს შეჰრაცხეს, ვიდრე ტილონი იგი?
    118.     და ვითარ დიდსა ურვასა შინა იყო მარიამ და გარდამოსდიოდა ცრემლნი მისნი, მიხედა და იხილა კაცი იგი, რომელსა ეძიებდა.
    119.     ხოლო არა ეგრესახედ იხილა, ვითარსახედ ეძიებდა.
    120.     ჰრქუა მას: „შენ, დედაკაცო, რაჲსა სტირ?
    121.     ვის ეძიებ?“
    122.     ხოლო მარიამ, რამეთუ უდებად იხილა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარ მემტილჱ იგი მოსრულ არს ნუგეშინისცემად მისა დიდისა მის ტირილისათჳს, რომელ ესმოდა, და იწყო ვედრებად მისა ცრემლით და ჰრქუა: „შენ თუ აღიღჱ უფალი იგი, მითხარ მე, სადა დასდევ?“
    123.     ჵ მარიამ, მაგან აიღო, ვითარცა-ეგე იტყჳ.
    124.     ხოლო არასადა დადვა, ვითარცა-ეგე შენ ჰგონებ.
    125.     ვისცა ჰკითხვიდჱ, არავის თანაა?
    126.     გარნა მა… თანა აქუს და არა თუ სადა დაუდებიეს.
    127.     ეგე არს, რომელსაცა ეძიებდა, იგი არს, რომლისასა იკითხავ, და ეგე არს, რომლისათჳს-იგი სტიროდე და აღმოგჳვიდოდეს სულნი ტკივილითა გონებისაჲთა.
    128.     ეგე არს მპარავი იგი, რომელსა-ეგე ჰკითხევდ და ეგე არს ნაპარევი იგი, რომლისა ძიებად გამოსრულ იყავ.
    129.     ხედავ და ვერ იცნა უფალი, რამეთუ სხუად ხატად ცვალებულ იყო.
    130.     და ესმოდა და ვერ გულისხმა-ყო, რამეთუ სხუად ცვალა ჴმაჲ იგი.
    131.     უკუეთუ ნანდჳლ ეგე არს მემტილე იგი, რომელმან წარიღო, ვითარმედ ჭეშმარიტად წარ-ვე-მან-იღო, და შემდგომად წარღებისა მის, ვითარ არს, ვითარმცა მერმე შენვე მოგცა?
    132.     და თუ შენდა მოცემად იყო, რაჲსამცა მერმე აღიღო?
    133.     და რომელმან-იგი აიღო, არა თუ მიცემით ხოლო არა მოგცეს შენ, არამედ მიახლებადცა არა გიფლოს შენ მისა.
    134.     ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ ეგრევე გულსმოდგინედ დგა ჯუარსა მას თანა და გულპებულისა მის თანა იქცია ჴმაჲ უცხოჲ.
    135.     და მუნქუესვე უცხოსა მას ჴმასა თანა ვითარცა უწოდა სახელით, მოიქცა უცნობლობისა მისგან ცნობად, და ურწმუნოებისა მისგან – სარწმუნოებად, და უსასოებისაგან – სასოებად, მწუხარებისაგან – სიხარულად და ურვისაგან – მხიარულებად.
    136.     და რამეთუ სიხარულისა მახარებელ არს მწუხარებაჲ, რამეთუ აღამცირნის მძიმენი და წარმდებ-ყვნეს ყუდრონი და უგუნურ-ყვნის გონიერნი,
    137.     ეგრეცა დაავიწყდა მარიამს თავი თჳსი სიხარულითა მით, ვითარცა დაავიწყდა მწუხარებასა მას და არა მსგავსად ჩუეულებისა ეგრე წარჴდა წესსა სიდაშნისასა.
    138.     და არა მოეჴსენა შიში და სიხარულითა...
    139.     აღდგომისა, ვითარცა წინაჲსწარ აღდგომისა მის მიისწრაფდა.
    140.     ჰრქუა უფალმან გულსმოდგინესა მას ერთგულებისა მისთჳს სიხარულისა: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა“.
    141.     იტყჳან რომელნიმე, ვითარმედ ამისთჳს არა უფლო მარიამს მიახლებად ჴორცთა მათ, რამეთუ ორგულ იქმნა ჴმასა მას ანგელოზთასა, რომელთა მიახარეს მას აღდგომისათჳს.
    142.     ხოლო ესე მით არა სარწმუნო არს, რომელი-იგი თომაჲს ზედა იქმნა.
    143.     უკუეთუ მას ორგულობისათჳს, რომელ მიეხარა ანგელოზთაგან და არა უფლო მიახლებად, და თომას, რომელსა არა ჰრწმენა სახარებისაჲ მის დედათაგან და არცა მათ მოყუასთაჲ, ვითარ...
    144.     თომაცა შეორგულებულ იყო, წყლულთა მათ ჯერ-იყო ჩუენებაჲ და არა განშორებაჲ.
    145.     და ზოგნი იტყჳან, ვითარმედ: ამისთჳს არა უფლო მიახლებად მარიამს, რაჲთა მიზეზითა მით პირველისა მის დედისაჲთა, რომელმან-იგი აცთუნა პირველი იგი ადამი, მოვიდა მეორე იგი ადამი ვნებითა მით და განკითხვითა ჯუარისაჲთა.
    146.     და ზოგნი იტყჳან: არა ნათელ-ეღო მარიამსა, მისთჳს არა უფლო მიახლებად, რაჲთა გამოაცხადოს, რამეთუ შემდგომად აღდგომისა არა თუ ხოლო მტერთა მათ არა უფლო მიახლებად მისა, არამედ არცაღა საყუარელთა მათ თჳნიერ ნათლისღებისა.
    147.     და რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: ნაყოფ პირველ და ახალ იყვნეს ჯოჯოხეთით ჴორცნი იგი, რომელნი აღმაღლებად იყვნეს ზეცად და დაჯდომად მარჯუენ... ...ლსა შეიხებდა, რაჲთა დაუმარხოს აღსამაღლებელად მას მარჯუენესა, რომლისა მიერ დადგმად იყო გჳრგჳნი შემდგომად ამაღლებისა მის.
    148.     და რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: ვიდრე ვნებად არას პატივს-უყოფდა ჴორცთა მათ, ამისთჳს არა უფლო მარიამს მიახლებად შემდგომად აღდგომისა მის, რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ იდიდნეს ჴორცნი იგი შემდგომად აღდგომისა მის უფროჲს, ვიდრე ვნებად და აღდგომამდე.
    149.     ხოლო ნეტარი ეფრემ იტყჳს, რამეთუ: ვითარცა წინაწარმეტყუელებდა უფალი ვნებათა მათთჳს და წინაჲსწარ ვნებათა მათ – აღდგომისათჳს, ეგრეცა წინაწარმეტყუელებდა ამაღლებისა მისთჳს.
    150.     ჰრქუა მარიამს: „ნუ შემომეხები“, რაჲთა მივიდეს და ახაროს მოწაფეთა ამაღლებისა მისთჳს.
    151.     ამისთჳს ჰრქუა მას: „მივედ და უთხარ ძმათა ჩემთა, არა თუ ვნებისათჳს, რამეთუ ვივნე, და არცა აღდგომისათჳს, რამეთუ აღდგომილ ვარ ესერა,
    152.     არამედ მივედ და არქუ ესრე: აღსლვად ვარ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“,
    153.     რამეთუ წინაჲსწარ ვნებისა იქადაგნეს ვნებანი იგი და წინაჲსწარ აღდგომისა მის იქადაგა აღდგომაჲ იგი, წეს არს, რაჲთა ამაღლებამდე იქადაგოს დღე იგი ამაღლებისაჲ.
    154.     ყოველთავე, რომელთა მიახარეს მოწაფეთა მათ, აღდგომაჲ იგი უფლისაჲ ხოლო მიახარეს, ხოლო მარიამ აღდგომაჲცა იგი და ამაღლებაჲ, რამეთუ თქუა: მივედ და უთხარ ძმათა ჩემთა, ჰრცხუენოდენ მწვალებელთა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: არა ჴორცნი იყვნეს იგინი უფლისა და ჴორცთაგან.
    155.     და თუმც არა შეემოსნეს უფალსა ჴორცნი ესე, არამცა უწოდა მათ ძმად თჳსა, არამედ, რაჲთა გულისხმა-უყოს, ვითარმედ ძმანი მისნი არიან ადამისგან.
    156.     დაღათუ არა დაემორჩილებიან მას მარკეანოსნი, არამედ ნათესავცა მისსა არიან აბრაჰამისგან, დაღათუ არა ჰრწამს სამარიტელთა, არამედ უწოდავე მოწაფეთა ძმად თჳსა, ვითარცა სახენი იგი ურთიერთას დაამტკიცებენ,
    157.     რამეთუ ვნებასა მას სიკუდილი იგი არ დაამტკიცებს და სიკუდილსა მას – აღდგომაჲ იგი, და აღდგომასა მას ყოველსა დაამტკიცებს ამით, რამეთუ ძმად უწოდა მოწაფეთა მათ.
    158.     და იტყჳან ჴორცნი იგი: „აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“.
    159.     ანგელოზი იგი პირველი, რომელი მივიდა გარდაგორვებად ლოდისა მის პირისა მისგან სამარისა, რაჲთა ნუუკუე ოდეს ესმეს ჰურიათა მათ დედათა მათგან და მოწაფეთა მათ,
    160.     რაჟამს მიმოდასდებდენ აღდგომასა უფლისასა, ვითარ პატივ რაჲმე უპყრეს მოძღუარსა თჳსსა, გამოჩნდა საშინელითა ხატითა და დაჯდა ზედა ლოდსა მას, რაჲთა საშინელებითა მით, რომლითა შეაძრწუნნა მცველნი იგი და წარავლინნეს და ყვნეს იგინი მახარებელ აღდგომისა მის.
    161.     წარვიდეს მცველნი იგი მღდელთმოძღუართა მათ შეშინებულნი და შეძრწუნებულნი.
    162.     და არა თუ კაცთა რაჲ ჰგვანდეს, არამედ ვითარცა განრინებულნი ჯოჯოხეთისაგან, უნდა სიტყუად და ვერ იტყოდეს, და ენება მითხრობაჲ და ვერაჲ თქუეს.
    163.     და ძნიად სულნი მოიქცინეს და იწყეს ბრალობად მღდელთმოძღუართა მათ და ჰრქუეს: რაჲ სიკუდილი თანა-გუედვა, რამეთუ წარმავლინენით ჩუენ მოწყუედად სამარესა მას ზედა?
    164.     მცირედღამცა ვიდრემდე შევიწუენით ალისა მისგან ბრწყინვებისა, რომელ გამოჰკრთებოდა ანგელოზისა მისგან.
    165.     ძრვაჲ და საშინელებაჲ იყო სამარესა მას ზედა და ლოდი იგი კარისა მისგან თჳთ გარდაგორვიდა.
    166.     და არცა იგი უწყით, და თუ ძრვისა მისგან გარდაგორვიდა, და არცა იგი უწყით, თუ ანგელოზი იგი, რომელი ჯდა ზედა, აგორვებდა გამოუჩინებელად.
    167.     და რამეთუ განეღო კარი სამარისაჲ მის, ვიხილეთ, რამეთუ იგი, ვინ განაღო, იგი არა ვცანთ, რამეთუ ზაკუვით და ტყუვილით არა იყო.
    168.     უწყით ხოლო, რომელ სამარესა მას შინა არა არს, მასცა ვწამებთ და რამეთუ არავინ ვიხილეთ გამომავალი სამარისა მისგან, ჭეშმარიტად უწყით, რამეთუ არცა მუნ ძეს მკუდარი იგი, რომელ დადვეს, იგიცა არა ვიცით, არა ნაცილ არს.
    169.     და რამეთუ გამოსლვაჲ ჴორცთაჲ მათ არა ვიხილეთ და რამეთუ შინაცა არარაჲ ძეს, იგი თუალითა ჩუენითა ვიხილეთ.
    170.     და თუმცა შიშითა არა განტეხილ ვიყვენით, ტილონი იგი მო-მცავე-ვიხუენით სასწაულად.
    171.     და თუმცა ძრვისა მისგან არა შეძრწუნებულ ვიყვენით, ვარშამაგიცამცა მოვიღეთ სასწაულად.
    172.     ხოლო აწ რაჲღა საჴმარ არიან მოწამენი, სადა სამარე იგი წამებს და რაჲსა-მე დაშურებით მიგებად, რამეთუ აჰა, ტილონი იგი იტყჳან აღდგომისა მისთჳს?
    173.     და რაჲმცა ყენება იყო, თქუენცა თუმცა მიხუედით და იხილეთ ვიდრე სრბით მისულსა მას ჯუარცუმულისასა?
    174.     აწ განვედით და იხილეთ ადგომაჲ იგი, რამეთუ არა გრწმენა მზისა მის დაბნელებაჲ, მივედით და იხილეთ სამარჱ იგი განათლებული ბრწყინვალებითა, რომელი გამოჰკრთების ანგელოზთა მათგან.
    175.     მჴდომად ღმრთისა დაგუადგინენით დღეს, ჵ მღდელთმოძღუარნო, და ანგელოზთა გუაბრძოლებთ ღამჱ ყოველ.
    176.     მოწაფეთა მათთჳს განგუაკრძალებთ ჩუენ და გარდამოჴდეს ჩუენ ზედა მღჳძარენი.
    177.     ბრძოლად შევიჭურენით და განვემზადენით ბრძოლად მოწაფეთა მათ.
    178.     და მოივლინნეს ჩუენ ზედა ანგელოზნი.
    179.     ჩუენ ქუესკნელთა მათ ვეჭუდით და მოვიდეს და მოიწინეს ჩუენ ზედა ზესკნელისანი.
    180.     ჩუენ ჴორციელთა მათთჳს განკრძალულ ვიყვენით და მოეტევნეს ჩუენ ზედა სულიერნი.
    181.     უწყოდეთ, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ არს, რაჲსა ჯუარს აცუთ?
    182.     და მეცნიერ იყვენით, რამეთუ აღდგომად არს, რაჲსა მოჰკლევდით?
    183.     რაჲსათჳს თქუენისა შურისათჳს და რაჲსათჳს თქუენისა მოშურნებისაგან ცხოველნიმცა შთავჴედით ჯოჯოხეთა?
    184.     მყუვარ ჟამ, ვითარცა ცეცხლსა შინა, ეგრე ვდეგით ჩუენ ბრწყინვალებითა მით ანგელოზთაჲთა, ვითარცა ალსა ატყინებულსა ვდეგით.
    185.     უკუეთუმცა დედანი ვინმე არა მოსრულ იყვნეს, შე-მცა-ვეწუენით ალსა მას.
    186.     და თუმცა შეწუვით შევეწუენით, ხოლო შიშითა მითმცა მო-ვე-მცა-ვწყედით.
    187.     მოჴსენებულ კეთილსა შინამცა არიან დედანი იგი, რომელნი ტირილით...
    188.     პილატეს, ნუ ჰზრუნავთ: ჩუენ ვარწმუნოთ და დავამშჳდოთ გულისწყრომაჲ მისი.
    189.     უკუეთუ შემოგჳდგეთ და ნაცილ-ჰყოთ, რაჲ-იგი იხილეთ თუალთა თქუენითა და ჩუენითა წამებითა ნაცილ-ჰყოთ, უკუეთუ ვინმე იტყოდეს აღდგომასა იესუჲსსა.
    190.     ხოლო ძილსა შინა დაპყრობისათჳს ჩუენ ვარწმუნოთ მსაჯულსა მას და ვთქუათ, ვითარმედ: ერთი ერთისასა ჰგონებდა, მღჳძარჱ იყოსო, და მიეძინა ყოველთავე, რამეთუ ღამჱ ყოველ უძილ იყვნეს.
    191.     და მსთუად განთიადსა მას, ცისკარს ოდენ, უზრუნველ იყვნეს, თქუეს ვითარმედ: აწ დაგჳცავს მკუდარი იგი.
    192.     და უდებ-იქმნნეს მპარავთა მათთჳს.
    193.     ხოლო ერისაგანნი იგი, ანგაჰრნი და ნაყროვანნი, ძჳრისმკრებელნი და მომხუეჭელნი, წყეულნი და მოსისხლენი, ანგაჰრებითა დაემორჩილნეს განცრუვებად ჭეშმარიტისა მის საქმისა, რომელ იხილეს.
    194.     და წარწყმიდეს არარაჲთა დიდი იგი მადლი, რომელ ემთხჳა მათ წარმავალითა ჭურჭლითა, განჴდეს ცხოვრებისაგან, რომელი არა წარსავალ არს.
    195.     უკუეთუმცა ჰრწმენა ხილვაჲ იგი ანგელოზისაჲ მის და აღდგომაჲ იგი უფლისაჲ, საღუაწი ჴორცთა მათმცა არა აკლდა და სასყიდელი მახარებელთაჲმცა მიეღო.
    196.     ხოლო მათ ჭურჭლისა მისთჳს ნაცილ-ყვეს ძრვაჲ იგი, რომელი იხილეს და ხილვაჲ ანგელოზისაჲ მის, რომელ ეჩუენა.
    197.     დაღათუ მცველთა მათ ჭურჭლისა მისთჳს განთქუეს ჰანბავი ჰურიათა შორის, ვითარმედ „მოწაფეთა მისთა წარიპარეს“, ხოლო მარიამ, რომელ-იგი მას ჟამსა მუნვე მეორედ მოვიდა,
    198.     მოვიდა მეორედ და ჰრქუა მოწაფეთა მათ: არა ხოლო თუ აღდგა, რომელ-იგი მცველთა მათცა მიუთხრეს მღდელთა მათ, არამედ აღ-ცა-დგა და აღ-ცა-მაღლებად არს.
    199.     და ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდეს და მოიწინეს მოყუასნი მისნი, რომელთადა შემთხუეულ იყო უფალი, და უთხრობდეს მოწაფეთა მათ, ვითარმედ: ნანდჳლ აღდგა უფალი და ჩუენ ვიხილეთ.
    200.     რამეთუ ვიდრე-იგი იტყოდესღა ამას, მოიწინეს კლეოპაეთნი და ახარეს მოწაფეთა მათ, ვითარმედ: ვიხილეთ უფალი და გამოგჳთარგმანა ჩუენ ყოველთა წიგნთაგან აღდგომისა მისისათჳს, ვიდრე-იგი მივედით ევმაოსად ქალაქად.
    201.     და ვიდრე იგინი ახარებდეს, მიიღეს სახარებაჲ ათორმეტთა მათგანცა, ვითარმედ: „ნანდჳლ აღდგა უფალი და ეჩუენა პეტრეს“.
    202.     და ვითარ-იგი უთხრობდეს კლეოპაეთნი ყოველსა მას, რასა ეტყოდა მგზავრ და აჰა, უფალი თჳთ გამოეცხადა მოციქულთა და ჰრქუა: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
    203.     და ვითარ კართა ჴშულთა შევიდა და მოწაფენი იგი შესულებულ იყვნეს შიშისა მისთჳს ჰურიათაჲსა, „ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარი რაჲმე იხილეს“.
    204.     ხოლო მან გულისხმა-ყვნა ზრახვანი მათნი და ჰრქუა: „რაჲსა ეგოდენ შეძრწუნებულ ხართ ჰურიათა მათგან?
    205.     ანუ ჩემთჳს რაჲსა პირად-პირადნი ზრახვანი მოვლენედ გულთა თქუენთა“ და ორგულებით?
    206.     უჩუენნა მათ ჴორცნი იგი და წყლული იგი სამშჭუალთაჲ მათ და გუერდთაჲ. ხოლო იგინი ორგულებდესვე.
    207.     მაშინღა გამოუცხადა მათ ყოველივე.
    208.     მოითხოვა პური და ჭამა მათ წინაშე და იწყო მერმე სწავლად მათა და ჰრქუა, ვითარმედ: სული საძიებელ არა არნ.
    209.     ვითარ-ეგე მე თქუენ გამომცადეთ და მიხილეთ და არცა ჴორციელებისა შედგეს, ვითარცა ჴორცთა ამათ თანა დამორჩილებულ არს მსგავსად თქუენთა მაგათ ჴორცთა.
    210.     და ვითარცა გულისხმა-ყო ყოველივე საქმითურთ, იწყო მიერითგან სწავლად სიტყუათა ყოველივე, რაჲ წერილ არს მისთჳს წიგნთა შინა წმიდათა.
    211.     ვითარცა იხილნეს წყლულნი იგი ჴორცთა მისთანი და გულისხმა-ყვნეს ძლიერებანი იგი სიტყუათანი მით ყოვლითა, რომელ იხილეს თუალითა, და განეხუნეს გონებანი მათნი და გულისხმა-ყვნეს იგავნი წიგნთანი.
    212.     ამას დღესა, რომელსა აღდგა მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ, მიჰფინა სული წმიდაჲ მოწაფეთა მათ ზედა და ჰრწმენა ამისი მოციქულთა მათ, რამეთუ აღდგომაჲ იგი, რომელ იქადაგა ანგელოზთაგან და უნდა, ნაცილ-ყვეს მცველთა მათ.
    213.     გარდამოჴდა სული წმიდაჲ და დაემკჳდრა მოწაფეთა მათ თანა, რაჲთა მიმოდადვან ძლიერებითა და სასწაულებითა შორის წარმართთა აღდგომისათჳს, რომელ აცილობდეს ჰურიანი იგი მისსა, რომელი-იგი მოვიდა ჯუარცუმად და აჩუენა სიყუარული თქუენ ზედა.
    214.     და შთაჴდა ჯოჯოხეთა მრავლისა მის წყალობისათჳს, რომელი აქუნდა ჩუენდა მიმართ.
    215.     და განცხოველდა და აღდგა და გამოწერა სახჱ აღდგომისა ჩუენისაჲ მის თანა მღჳძარეთაგან უკუდავთა ყოველთაგან, რომელნი წარჴდეს და წარსლვად არიან და მათგან, რომელნი დაშთომად არიან ცხოველნი მოსლვასა მას მისსა და მამისა მისისა, რომელმან მოავლინა იგი.
    216.     და წმიდასა სულსა დიდებაჲ და პატივი აწ, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


9

     1.     11. ბ. საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა კჳრილჱ მთავარეპისკოპოსისაჲ იერუსალჱმელისაჲ, მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა
    2.     „იხარებდ, იერუსალჱმ, და შემოკერბით ყოველნი მოყუარენი“ იესუჲსნი, რამეთუ აღდგომილ არს მკუდრეთით.
    3.     „გიხაროდენ ყოველთა, რომელნი-ეგე პირველ იგლოვდით“, რომელთა ჰურიათა იგი კადრებაჲ და უშჯულოებაჲ გესმოდა.
    4.     რამეთუ იგინა მათგან, კუალად აღდგა აქა და ვითარცა-იგი ჯუარცუმისა მისთჳს იყო, ეგრეცა აღდგომისა ხარებაჲ ახარებდინ კრებულსა ამას: გარდაიქეცინ გლოვაჲ იგი სიხარულად და მწუხარებაჲ – მხიარულებად.
    5.     და აღივსენინ პირი ჩუენი სიხარულითა და მხიარულებითა მისთჳს, რომელმან-იგი თქუა შემდგომად აღდგომისა: „გიხაროდენ“, რამეთუ ვიცი ქრისტესმოყუარეთაჲ მათ პირველ დღეთა ამათ მწუხარებაჲ,
    6.     რამეთუ სიტყუაჲ იგი შესხმისაჲ სიკუდილისათჳს იყო და საფლავისა, ხოლო აღდგომაჲ არღა ხარებულ იყო და მოელოდა გონებაჲ მათი სმენად სასურველსა მას.
    7.     ხოლო აწ აღდგომილ არს მკუდრეთით მკუდარი იგი და „მკუდართა თანა თავისუფალი“ და მკუდართა განმათავისუფლებელი, რომელმან-იგი შეურაცხებით, მოთმინებით გჳრგჳნი ეკლისაჲ თავს-იდვა, ესე აღდგა და სიკუდილისა ძლევისა შარავანდნი შეიბნა.
    8.     და ვითარცა-იგი ჯუარისა მისისათჳს წამებასა მას შორის მოვიღებდით, ეგრეცა აწ ისმინე აღდგომისათჳს და წამებანი იგი სარწმუნო-ვყვნეთ.
    9.     რამეთუ ამან საკითხავმან მოციქულთამან თქუა, რამეთუ: „აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს“.
    10.     და რამეთუ აწ მოციქულმან მან მოწამებისამან გზასა მოგუასწავა, უმჯობეს არს ჩუენდა გულისხმის-ყოფაჲ ჩუენისა ცხოვრებისა სასოებისათჳს და პირველად,
    11.     რაჲთა ვისწავოთ, უკუეთუ საღმრთონი წიგნნი გჳთხრობენ ჩუენ ჟამსა მას აღდგომისა მისისა: ზაფხულის ანუ ხილის მოკლებასა იყო ანუ ზამთრის, ანუ ზამთრისა შემდგომად?
    12.     ანუ რომლით ადგილით მაცხოვარი აღდგა?
    13.     ანუ რომლისა სახელი აღდგომისაჲ განკჳრვებულთა მათ მიერ წინაწარმეტყუელთა სახელდებულ არს?
    14.     დედანი იგი, რომელნი ეძიებდეს და არა პოვეს და უხაროდა, რაჲთა, რაჟამს სახარებანი აღმოიკითხვებოდიან, არა ნაცილ და ზღაპარ საგონებელ იყვნედ წმიდათა სახარებათა თხრობანი.
    15.     რამეთუ დაეფლა მაცხოვარი, გასმიეს განცხადებულად პირველსა მას თქუმულსა, რამეთუ ესაია იტყჳს: „და იყოს მშჳდობით საფლავი მისი“, რამეთუ მშჳდობა-ყო ცასა და ქუეყანასა და ცოდვილნი წარუდგინნა და დააგნა ღმერთსა.
    16.     პირისაგან სიცრუვისა აღებულ არს სამართალი.
    17.     „და იყოს მშჳდობით საფლავი მისი“, და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ.
    18.     და მერმე წინაწარმეტყუელებს იაკობ და იტყჳს წიგნსა შინა: „მიწოლით დაიძინა, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინ-მე განაღჳძოს იგი?“
    19.     და რიცხუთასა შინა ეგრევე მსგავსად იტყჳს: „მიყრდნობით განისუენა, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან“...
    20.     და ფსალმუნი იტყჳს, ვითარცა-იგი გასმიეს მრავალგზის: „და მიწად სიკუდილისა დამჴადეს მე“.
    21.     და ადგილიცა იგი გჳსწავიეს, რომელ-იგი თქჳს: „მიხჳდეთ მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოეკუეთენით“.
    22.     შემდგომად შუავა წარმოგჳდგეს ჩუენ წამებანი, იტყჳს მეათერთმეტესა ფსალმუნსა: „ჭირისათჳს გლახაკთაჲსა და სულთქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი“.
    23.     არამედ ესეცა სიტყუაჲ ვიეთამე მიმართ ვერ სარწმუნო არს, რამეთუ, ვინ უწყის, აღ-ვინმე-დგეს რისხვისათჳსცა, რაჲთა მიიღოს ძლევაჲ შურისგებისაჲ მტერთა თჳსთაგან.
    24.     მოვედ მერმე მეათხუმეტესა ფსალმუნსა, რომელი იტყჳს ცხადად: „მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ“.
    25.     და მისა შემდგომად იტყჳს: „არა შევკრიბო კრებული მათი მოსისხლეთაგან და არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა“ ამისთჳს, რამეთუ მე დამიტევეს და მეუფედ თავისა მათისა ირჩიეს კეისარი.
    26.     და შემდგომად იტყჳს: „წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა“
    27.     და კუალად თქუა: „ღამჱდმდჱ უმეტეს განმწავლეს თირკუმელთა ჩემთა“ და მერმე უგანცხადებულესადრე: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა ჩემსა ხილვად განსაჴრწნელი“.
    28.     არა ვსცე სიკუდილი, რამეთუ მოსიკუდიდ იყო, არამედ განსაჴრწნელი არა იხილო, ხოლო სიკუდილსა შინა არა დაშთჱ და მაუწყენ გზანი ცხოვრებისანი.
    29.     აჰა ესერა, განცხადებულად სიკუდილისა შემდგომად ცხოვრებაჲ იქადაგების: „უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთი სული ჩემი“.
    30.     მუნ იტყჳს: არა დაუტეო; წინაწარმეტყუელებს და აქა იტყჳს, რომელი-იგი ყოფილ არს, ვითარცა ყოფადსა, რამეთუ თქჳს: „აღმომიყვანე და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა“.
    31.     აწ რომელსა-მე ჟამსა ყოფად არს საქმჱ ესე?
    32.     – „მწუხრი განისუენოს ტირილმან და ცისკრისა იყოს სიხარული“.
    33.     მწუხრი იყო მოწაფეთა გლოვაჲ და განთიად – აღდგომისაჲ იგი სიხარული.
    34.     და უკუეთუ გნებავს ადგილისაცა მის უწყებაჲ, იტყჳს ქებასა ქებათასა: „მტილად ნიგოზთასა შევედ“, რამეთუ „მტილი იყო, სადა-იგი ჯუარს-აცუეს“.
    35.     დაღათუ აწ უმეტეს სამეუფოჲთა ნიჭითა აღშენებულ, არამედ პირველად მტილი იყო და სახე ამისი ჰგიეს და ნეშტი ჩას.
    36.     „მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული“.
    37.     ჰურიათაგან დაჴსვასა მას იტყჳს, ვითარმედ: „მოვიჴსენეთ, მაცთურმან მან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგეო“.
    38.     „აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი“.
    39.     და ეტყჳს: „დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასითურთ“, რომელთა მიმართ იტყჳს.
    40.     და განსუენებად იკითხავ: ხოლო ვინ არს „წყაროჲ დაბეჭდული“, ანუ ვინ ითარგმანების წყაროდ ჯურღმულისა...
    41.     არს, რამეთუ: „შენგან არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ“.
    42.     არამედ ისმინე, რასა-იგი იტყჳს სოფრონია მოწაფეთა პირისაგან ქრისტესისა: „განემზადე, აღიმსთუე, რამეთუ განირყუნა ყოველი საყურძენი მათი“ – ჩას, რამეთუ ჰურიათაჲ, რომელთა თანა არა დაშთა ტევანი ერთიცა ცხოვრებისაჲ, არამედ არცაღა რქაჲ, რამეთუ მოიკაფოს ვენაჴი მათი.
    43.     აწ ისმინე, ვითარ-იგი ეტყჳს მოწაფეთა: განემზადე, აღიმსთუვე, მსთუად მოელოდე აღდგომასა განემზადე აღიმსთუე.
    44.     და მერმე იტყჳს: „განირყუენ ყოველი საყურძენი მათი“ და შემდგომად მსგავსად მისავე წერილისა ქუემორე იტყჳს.
    45.     და მითვე იტყჳს: „დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად“.
    46.     ჰხედავა, რამეთუ ადგილიცა იგი აღდგომისაჲ წინაწარ იხილა წინაწარმეტყუელმან, რომელსა საწამებელად ჰრქჳან.
    47.     რომლისამე სიტყჳსა არა მსგავსად სხუათა ეკლესიათა სახელი წოდებულ ...ლად წინაწარმეტყუელისა მისგან, რომელ-იგი თქუა: დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად, ესე იგი არს მარტჳრიონი ეკლესიაჲ.
    48.     და ვინ არს ესე, ანუ რაჲ არს ესე სასწაული აღდგომისაჲ მკუდრეთით?
    49.     არამედ განცხადებულად მუნვე შემდგომად საწინაწარმეტყუელოჲ წიგნი იტყჳს: ვითარცა „მაშინ მივაქცინე ერთა მიმართ ენანი“.
    50.     რამეთუ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარავლინებდა მოციქულთა სული წმიდაჲ.
    51.     „მოეცა მადლი ენათაჲ, რაჲთა ჰმონებდენ უფალსა უღელსა ქუეშე ერთსა“.
    52.     და სხუაჲცა შეტყუებაჲ მასვე წინაწარმეტყუელსა წერილ არს: „მონებად უფლისა უღელსა ქუეშე ერთსა წიაღ მდინარეთა გამომართუან მე ძღუენი“.
    53.     იცი სამე წერილი იგი საქმესა მოციქულთასა, რომელ „მოვიდა ჰინდოჲ ერთი საჭურისი წიაღ მდინარეთა მათგან...“
    54.     აღდგომისა სასწაულსა გჳთხრობენ წიგნნი, ამიერითგან მორწმუნე იქმენ აღდგომისათჳს და ნუვინ შეგძრავნ შენ აღსარებისაგან ქრისტესისა, რომელი-იგი მკუდრეთით აღდგომილ არს.
    55.     მიიღე სხუაჲცა წამებაჲ, ვითარ-იგი ფსალმუნსა შინა სულითა წმიდითა ქრისტე იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ თავადი, რომელ-იგი იტყოდა, უკუანაჲსკნელ თჳთ იგი მოვიდა.
    56.     „უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა“.
    57.     და მცირედრე შემდგომად იტყჳს: „ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი, მკუდართა თანა თავისუფალ“.
    58.     არა ესრე თქუა, ვითარმედ: ვიყავ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
    59.     და რამეთუ არა ჯუარს-ეცუა უნებლიად, არამედ ნეფსით, არცა უძლურებით, არამედ ნეფსით იყო სიკუდილი.
    60.     „შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა“, და რომელი არს სასწაული ამისი?
    61.     „განმაშურენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი“, რამეთუ ივლტოდეს მოწაფენი, „მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი?“
    62.     და ამისა შემდგომად იტყჳს: „მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ და ცისკრისა ლოცვანი ჩემნი მოგეწივნეს შენ“.
    63.     აწ ჰხედავა, ვითარ-იგი წინაწარმეტყუელნი აუწყებენ ჟამსა მას დღისა ვნებისა და აღდგომისასა და ვინაჲ-იგი აღდგა მაცხოვარი?
    64.     იტყვს ქებასა ქებათასა: „აღდეგ და მოვედ, მოყუასო ჩემო“.
    65.     ამისა „შემდგომად იტყჳს: საფარველისაგან კლდისა“ – „საფარველი კლდისაჲ“ თქუა, რომელ-იგი პირველ ცხორებისა მის საფლავისა იყო საფარველ მისვე კლდისაგან, ვითარცა-იგი არს ჩუეულებად ყოფად აქა წინაშე საფლავთა გამოთლილთა.
    66.     ხოლო აწ არა ჩას… და წინასაფარველი იგი საფლავისაჲ მის აწინდელისა ამის შემკულებისა, რამეთუ პირველ სამეუფოჲსა მის პატივისცემისა და განშუენებისა ამის საფლავისა საფარველი იყო წინაშე კლდესა მას.
    67.     არამედ სადა-მე იყო კლდე იგი, რომელსა აქუნდა წინაშე საფარველი?
    68.     შუა-მე ქალაქსა იყო, ანუ ზღუდედ გარე და ზღუდით კერძო?
    69.     და ვითარ პირველსა მას… შენებულსა წინაშე ზღუდესა, აწ იტყჳს ქებასა შინა ქებათასა: „საფარველსა კლდისასა მახლობელად ზღუდის ზღუდესა“.
    70.     ანუ რომელსა ჟამსა აღდგეს ქრისტე მაცხოვარი, ზაფხულისა-მე ჟამსა, ანუ სხუასა ჟამსა?
    71.     მასვე ქებათასა ზემო კერძო წერილ არს და მეყსეულად იტყჳს: ვითარმედ: „ზამთარი წაჴდა, წარვიდა თჳსთაგან, ყუავილი გამოჩნდა, ჟამი სხლვად ვენაჴთა მოიწია“.
    72.     აწ რაჲსა ყუავილითა სავსე არს ქუეყანაჲ და სხლვენ ვენაჴთა?
    73.     აწ იხილჱ, ვითარ-იგი განცხადებულად ზამთრისაცა თქუეს წინაწარმეტყუელთა: მირაკნისა ამის თთუესა მოწევნითგან ზაფხული არნ.
    74.     მერმე, რამეთუ ამას თთუესა ჰჱბრაელებ ნისან სახელ-ედების, რომელ-იგი დღესასწაული ვნებისა მის აღვსებისა სახჱ იყო, ხოლო აწ ჭეშმარიტი არს.
    75.     ესევე ჟამი არს სოფლის შესაქმისაჲ, რამეთუ მაშინ თქუა ღმერთმან: „გამოიღენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ თესლად-თესლადისაჲ მის“, ვითარცა-ესე, ჰხედავა, რამეთუ ჟამისა ამის თესლი გამოჯეჯლოვის.
    76.     და ვითარცა-იგი მაშინ შექმნა ღმერთმან მზჱ და მთოვარჱ და დღჱ, განზოგადებულად მიჰმადლა მათ სრბაჲ, ეგრეცა უწინარეს მცირედრე დღეთა ამათ დღჱ განზოგადებისაჲ იყო ჟამი.
    77.     მაშინ ჰრქუა უფალმან: „ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა“.
    78.     და და ხატებაჲ იგი მოიღო, ხოლო მსგავსებაჲ ურჩებითა მით დააბნელა.
    79.     და რომელსა ჟამსა იგი წარწყმიდა, მასვე ჟამსა აღმართებაჲ იქმნა.
    80.     ოდეს-იგი შეიქმნა კაცი, ურჩ იქმნა და გამოვარდა სამოთხით.
    81.     მასვე ჟამსა ჰრწმენა ავაზაკსა, მორჩილ ექმნა და შევიდა სამოთხედ.
    82.     მაშინ შექმნა ცხორებაჲ, ოდესცა ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ზედა და სხვაჲ მოიწია.
    83.     რამეთუ მტილი იყო ადგილი იგი საფლავისაჲ და ვენაჴი იგი, რომელ დაენერგა, ამისთჳს რამეთუ თქუა: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი“.
    84.     ესე ქუეყანასა ზედა დაენერგა, რაჲთა აღიფხურეს წყევაჲ იგი, რომელ ადამისთჳს იყო, ეკლითა და კუროისთავითა დაშჯილი იყო ქუეყანაჲ.
    85.     აღმოსცენდა ქუეყანით ვენაჴი, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: არამედ „ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა“.
    86.     და აწ რასა-მე იტყოდის, რომელი-იგი დაფლვად იყო მტილსა მას შინა?
    87.     „მოვისთულჱ მოლი ჩემი ნელსაცხებლითურთ ჩემით“, და მერმე თქჳს: „მური და ალოჲ ყოველთა თანა სულნელთა“.
    88.     ხოლო ესე დაფარვისათჳს იტყჳს შებმულად, ვითარცა-იგი სახარებასა იტყჳს: „მოვიდეს საფლავსა მას და მოიღეს, რომელ-იგი დაემზადა საცხებელი.“ და „ნიკოდემოს მოიღო მური და ალოჲ“.
    89.     და მერმე წერილ არს: „ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა“.
    90.     მწარე იგი პირველ ვნებისა ჭამა და ტკბილი იგი – შემდგომად აღდგომისა.
    91.     და აღრაჲ-დგა, შევიდა კართა ჴშულთა, არამედ მოწაფეთა არა ჰრწმენა.
    92.     ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარსა რასმე ხედვენ.
    93.     ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „ჴელი შემახეთ და მიხილეთ“, „დაასხენ თითნი სახეთა მათ სამშჭუალთასა, ვითარცა-იგი ეძიებდა თომა“, ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ.
    94.     სიხარულისა მისგან დაკჳრვებულ იყვნეს, ჰრქუა მათ: „გაქუს რაჲ აქა საჭმელი?
    95.     ხოლო მათ მიუპყრეს თაფლისაგან გოლისა“.
    96.     აწ იხილე, ვითარ-იგი აღესრულა წერილი, ვითარმედ „ვჭამე პური თაფლსა ჩემსა თანა“.
    97.     არამედ შესლვადმდჱ კართა ჴშულთა ეძიებდეს მჴნენი იგი დედანი სიძესა მას.
    98.     და მოვიდეს ნეტარნი იგი საფლავსა, სადა ეძიებდეს ეძიებდეს აღდგომილსა მკუდრეთით.
    99.     და ცრემლნი მათნი წუთოდეს თუალთა მათთაგან.
    100.     ჯერ-იყო უფროჲსღა სიხარული და მხიარულებაჲ აღდგომისა მისთჳს მკუდრეთით.
    101.     მოვიდა მარიამ ძიებად, ვითარცა იტყჳს სახარებაჲ, და არა პოვა.
    102.     მისსა შემდგომად ესმა ანგელოზისაგან, ვითარმედ: „აღდგა“. და მერმე იხილა უფალი.
    103.     წერილ არს ესეცა, რამეთუ იტყჳს ქებასა ქებათასა: „საწულით ჩემით გამოვეძიებდ, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან“.
    104.     რომელსა ჟამსა იტყჳს: საწულით ჩემით ღამჱ გამოვეძიებდ, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან.
    105.     და იტყჳს: „მოვიდა მარიამ ვიდრე რიჟრაჟუღა იყო“.
    106.     „საწოლით ვეძიებდ, ღამჱ ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი“.
    107.     და სახარებასა იტყჳს მარიამ: „აღიღეს უფალი ჩემი და არა უწყი, სადა დადვეს იგი“.
    108.     ხოლო ანგელოზნი მუნ იყვნეს, რომელნი მარადის კუალს ადგინებენ უმეცართა, და ეტყოდეს იგინი: „რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?“
    109.     არა იგი ხოლო აღდგა, არამედ მკუდარნიცა აღმოიყვანნა და აღმოვიდა. ხოლო მარიამს ვერ ეცნობა.
    110.     იტყჳს, ვითარცა პირისა მარიამისა, ქებაჲ ქებათაჲ ანგელოზთა მათ მიმართ: „ნუუკუე სადა-მე იხილეთ, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?“
    111.     და ვითარცა მცირედრე წარვიდა მათგან, ესე იგი არს ანგელოზთაგან ორთა, ვიდრემდე ვპოვე, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან, „შევიპყარ იგი და არა გაუტეო იგი“.
    112.     რამეთუ შემდგომად ხილვისა მის ანგელოზთაჲსა ანგელოზთა იესუ მოვიდა.
    113.     იტყჳს სახარებაჲ: „აჰა, იესუ შეემთხჳა და ჰრქუა მათ: გიხაროდენ!
    114.     ხოლო იგინი მირბიოდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა“.
    115.     „შევიპყარ იგი და არა გაუტეო იგი“.
    116.     დაღათუ უძლურ იყვნეს დედანი იგი ჴორცითა, არამედ მჴნე იყვნეს გუნებითა.
    117.     წყალმან ძლიერმან ვერ დაშრიტის სიყუარული და არცა მდინარეთა წარრღუნიან იგი.
    118.     მკუდარსა ეძიებდეს და სასოებაჲ იგი აღდგომისაჲ ვერვე დაშრტა.
    119.     და მერმე ანგელოზი იგი ეტყჳს მათ: ნუ გეშინინ თქუენ!
    120.     არა თუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერისაგანთა მათგან ნუ გეშინინ, არამედ მათ თქუენგან ეშინოდენ, რაჲთა გამოცდილებითა მით ისწავონ, წამონ და თქუან: „ჭეშმარიტად ესე ძჱ ღმრთისაჲ იყო!“.
    121.     ხოლო თქუენდა არა ჯერ-არს შიში, „რამეთუ სრულმან სიყუარულმან გარე-წარჰჴადის შიში“.
    122.     „წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა“ და შემდგომითი-შემდგომად, ვითარცა-იგი წერილ არს.
    123.     ხოლო დედანი წარვიდეს სიხარულით და შიშით.
    124.     აწ ვიხილოთ ესეცა, თუ წერილ არს?
    125.     იტყჳს ფსალმუნი, რომელი ქრისტჱს ვნებათა მათ მიუთხრობს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და იხარებდით მისა ძრწულით“.
    126.     იხარებდით აღდგომისათჳს უფლისა მკუდრეთით: ხოლო ძრწოლაჲ იგი ძლევისა მისთჳს, რომელ-იგი ელვის სახედ გამოჩნდა.
    127.     დაჰბეჭდეს საფლავსა მას მღდელმოძღუართა მათ და ფარისეველთა პილატეთურთ, ხოლო დედათა მათ იხილეს, რომელ-იგი აღდგა, და ესე იცოდა ესაია მღდელთმოძღუართაჲ მათ უბადრუკებაჲ და დედათა მათ სიტკიცე სარწმუნოებისაჲ
    128.     და იტყოდა: „დედანი ეგე, რომელნი ხილვით მოხუალთ, მოვედით, რამეთუ არა ერი არს ეგე, რომელსა აქუნ გულისჴმისყოფაჲ“.
    129.     მღდელთმოძღუარნი უგულისხმო იქმნნეს და დედანი თჳთმხილველ იქმნნეს.
    130.     რაჟამს მოვიდეს ერისაგანნი იგი მათა ქალაქსა შინა და უთხრეს მათ ესე ყოველი, რაჲცა იქმნა, ჰრქუეს მღდელთმოძღუართა მათ: „ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი მოვდეს ღამე და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა“.
    131.     კეთილად ვიდრემე იტყჳს ესაია, ვითარცა პირისაგან მათისა, არამედ: „მარქუ ჩუენ და მითხარ ჩუენ სხუაჲ ცთუნებაჲ“.
    132.     ხოლო აღდგა, რომელ-იგი აღდგომად იყო.
    133.     და მათ მისცეს ვეცხლი იგი და არწმუნეს ერისაგანთა მათ, ხოლო აწინდელთა მეფეთა ვერ არწმუნონ.
    134.     მაშინ ერისაგანთა მათ შინა განსცეს ჭეშმარიტებაჲ ვეცხლისათჳს, ხოლო აწინდელთა მეფეთა ღმრთისმსახურებითა ვეცხლმოძერწულად და ოქროკოდილად აღაშენნეს ეკლესიანი ქრისტეს აღდგომისათჳს და ოქროჲსა და ვეცხლისა ჭორჭლითა განაშუენეს.
    135.     „დაღათუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველგყვნეთ“.
    136.     მათ სამე არწმუნოთ, ხოლო სოფელსა ვერ არწმუნოთ.
    137.     რაჲსათჳს, რაჟამს პეტრე გამოვიდა საპყრობილით, საშჯელსა მიეცნეს მცველნი იგი იესუჲსნი?
    138.     არა მიეცნეს საშჩელსა, არამედ იგინი არა ისაჯნეს ჰეროდეს მიერ, ხოლო სიტყჳსგებაჲ ვერ პოვეს უმეცრებით, ხოლო ამათ ჭეშმარიტად, რომელი იხილეს, თქუეს და ესე დამალეს მის ვეცხლისათჳს და მღვდელთმოძღუართა მათგან განერნეს საშჩელსა.
    139.     არამედ ჰურიათა ნათესავსა შორის მაშინ სიტყუანი იგი ურწმუნო იქმნეს, ხოლო ყოველსა სოფელსა ჰრწმენა.
    140.     და რომელთა დამალეს ჭეშმარიტებაჲ, იგინი დაეფარნეს.
    141.     და რომელთა გამოაცხადეს, გამოჩნდეს ძალითა მაცხოვრისაჲთა.
    142.     რამეთუ არა ხოლო იგი აღდგა, არამედ მის თანა მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ოსჱ იტყჳს: „განმაცხოველნეს ჩუენ ორისა დღისა შემდგომად, მესამე დღესა აღვდგეთ და ვცხონდეთ წინაშე მისსა“.
    143.     ხოლო არავე არწმუნებენ წიგნი ურჩთა ჰურიათა, რამეთუ დაივიწყნეს ყოველნი წერილნი და აცილობენ აღდგომასა მაცხოვრისასა,
    144.     კეთილ არს მათა ესრეთ სიტყჳსა მიგებაჲ: რომლისათჳს ბრალისა ელიაჲსსა და ელისესსა მკჳდრისა აღდგინებასა იტყჳთ და მაცხოვრისა ჩუენისასა აცილობენ აღდგომასა?
    145.     რამეთუ აწ არავინ არს მაშინდელთა მათგანი მოწამე ცოცხალ, რომელსა-ეგე იტყჳთ, თქუენცა უკუე წარმოადგინენით მოწამენი მაშინდელთა მათთჳს საქმეთა.
    146.     უკუეთუ იგი წერილ არს, ესეცა წერილვე არს.
    147.     რაჲსათჳს რომელსა-მე შეიწყნარებთ და რომელთა-მე განაგდებთ?
    148.     ებრაელთა დაწერილი იგი და მოციქულნიცა ყოველნი ებრაელნი იყვნეს.
    149.     აწ რაჲსათჳს ებრაელთაჲ მათ არა გრწამს?
    150.     მათე, რომელმან დაწერა სახარებაჲ, ებრაელებრითა ენითა დაწერა იგი.
    151.     და პავლე ქადაგი „ებრაელი იყო ებრაელთაგან“.
    152.     და მერმე კუალად აქა იჱრუსალემს ათხუთმეტნი ეპისკოპოსნი შემდგომითი-შემდგომად ებრაელნი დადგეს.
    153.     აწ რომლისა ბრალისათჳს თქუენსა მას შეიწყნარებთ და ჩუენსა მას განაგდებთ?
    154.     და ესე თქუენგანთა მიერ ებრაელთა დაწერილ არს.
    155.     არამედ თქუეს ვინმე, ვითარმედ: ესე შესაძლებელ არს რწმუნებად მკუდართა?
    156.     რამეთუ აღადგინა ელისჱ მკუდარი ორგზის – ცოცხალმან და მკუდარმან, და გურწამს ჩუენ, რამეთუ ელისეს მკუდარსა ზედა მკუდარი სხუაჲ მიაგდეს, და შეეხო მას და აღდგა, ქრისტე მკუდრეთით ვერ-მე-მცა აღდგაა?
    157.     არამედ „მუნ ელისე მკუდარი შეეხო და აღდგა, და იგი აღმადგინებელი ეგრე მკუდარი ეგო“?
    158.     ხოლო აქა იესუ მკუდრეთით აღდგა და სხუანი მრავალნი მკუდარნი, რომელნი არა შეეხნეს მას, აღადგინნა, რამეთუ მრავალნი გუამნი შესუენებულთანი „აღდგეს საფლავთაგან შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა – ჩას, რამეთუ იერუსალჱმდ – და ეჩუენნეს მრავალთა“.
    159.     აღადგინა ელისჱ მკუდარი, არამედ სოფელი ვერ დაიპყრა.
    160.     აღადგინა ელიაცა მკუდარი, არამედ არა სახელითა ელიაჲსითა ეშმაკნი იდევნებიან.
    161.     არა თუ ძჳრსა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთათჳს, არამედ უფალსა მათსა...
    162.     ძაგებთ და ჩუენსა მას განვაკეთებთ, რამეთუ იგიცა ჩუენივე არს, არამედ მათითა მით ჩუენსა მას სარწმუნო-ვჰყოფთ.
    163.     მერმჱ კუალად იტყჳან, ვითარმედ: ახლად მომკუდარი იგი მაშინ ცხოველისა მისგან აღდგა.
    164.     აწ მიჩუენეთ ჩუენ, ვითარმედ შესაძლებელ არს მკუდრისაჲ მის მესამესა დღესა აღდგომაჲ?
    165.     ხოლო ვეძიებთ ესევითართათჳს, წამებასა.
    166.     და მეწამების ჩუენ ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ სახარებასა შინა და იტყჳს: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღჱ და სამ ღამჱ, ეგრჱ იყო ძჱ კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღჱ და სამ ღამჱ“.
    167.     გამორაჲ-ვიწულილოთ თქუენ იონაჲსთჳს მითხრობად, ფრიად მსგავს არს საქმეთა მათთაგან: იესუ მოივლინა მამისაგან სინანულისა ქადაგებად და იონაცა მიივლინა ქადაგებად სინანულისა ნინევედ.
    168.     არამედ იონა ივლტოდა და არა უწყოდა, რაჲ ყოფად იყო, ხოლო იესუ ნეფსით მოვიდა და მოსცა სინანული იგი ცხორებისაჲ.
    169.     „იონას ეძინა ნავსა მას შინა და ხურინვიდა“, და ზღუაჲ იგი განრისხებოდა.
    170.     და იესუსცა ეძინა ნავსა შინა და ზღუაჲ იგი იძრვოდა, რაჲთა საცნაურ იყოს მისსა შემდგომად ძალი მისი მძინარისაჲ.
    171.     მას ეტყოდეს: „რაჲსა ხჳრინავ? აღდეგ და ევედრებოდე ღმერთსა შენსა, გინა ხოლო განმარინნეს ჩუენ“.
    172.     ხოლო აქა ეტყჳან იესჲს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ!
    173.     მას ჰრქუეს: ხადოდე უფალსა ღმერთსა შენსა.
    174.     ხოლო აქა იტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ!
    175.     არამედ იონა იტყჳს: „აღმიღეთ და შთამაგდეთ მე ზღუასა ამას და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა“, ხოლო თავადმან თჳთ „შეჰრისხნა ქართა მათ ზღუასა და იქმნა დაყუდება დიდ“.
    176.     იგი შევიდა მუცელსა ვეშაპისასა, ხოლო ესე ნეფსით შევიდა საცნაურსა ვეშაპსა – სიკუდილისა მუცელსა.
    177.     ნეფსით შევიდა, რაჲთა წარმოსთხინეს სიკუდილმან, რომელნი შთაენთქნეს, ვითარცა წერილ არს: „ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა და სიკუდილისათა ვიჴსნით“.
    178.     და აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ და ვიხილოთ, რომელი არს უძნელეს: კაცისა დაფლოლისაჲ ქუეყანით აღდგომაჲ, ანუ კაცისაჲ მუცელსა ვეშაპისასა და ეგოდენსა მას მჴურვალებასა მჴეცისასა შესლვაჲ და არა დალპოლვაჲ?
    179.     ვინ-მე არა იცის კაცთაგანმან, რამეთუ ესოდენ არს მჴურვალებაჲ მუცლისა, ვითარმედ ძუალნიცა შთანთქმულნი და-ვე-დნეს?
    180.     ვითარ უკუე იონა სამ დღე იყო მუცელსა ვეშაპისასა და არა დალპა?
    181.     ანუ ვითარ რომელი-იგი ბუნებისა მის ყოველთაგანისაჲ იყო, რომელნი თჳნიერ ამისა ერისა ვერ შემძლებელ ვართ ცხოვრებად, და იგი თჳნიერ აერისა ამის სულუკუუღებელად ცხონდა?
    182.     არამედ სიტყუას-მიგებენ ჰურიანი და იტყჳან, ვითარმედ: თანა-შთაჰყვა იონას ძალი ღმრთისაჲ.
    183.     და აწ მონასა თჳსსა შთააყვანებს ძალსა და მოსცემს ცხორებასა უფალი, და იგი თჳთ თავადი თავსა თჳსა ვერ-მე შემძლებელ არსა მასვე მოცემად?
    184.     უკუეთუ იგი სარწმუნო არს, ესეცა სარწმუნო არს და თუ ესე არა სარწმუნო არს, იგიცა არავე სარწმუნო არს.
    185.     ხოლო ჩემდა ორივე ესე სარწმუნო არს: მრწამს, რამეთუ იონაცა დაიცვა, რამეთუ „ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისაგან“.
    186.     და ესეცა მრწამს, რამეთუ ქრისტჱ მკუდრეთით აღდგა.
    187.     რამეთუ მრავალი წამებაჲ მაქუს ამისთჳს საღმრთოთაგან წიგნთა ვიდრე დღენდელად დღემდე საქმეთა მათთაგან მის მკუდრეთით აღდგომისათა, რომელი-იგი მარტოჲ შთაჴდა ჯოჯოხეთა და მრავალთა თანა აღმოვიდა.
    188.     „რამეთუ შთავიდა სიკუდიდ და მრავალნი წმიდათა შესუენებულთანი თანა-აღადგინა“.
    189.     განჰკრთა სიკუდილი, რაჟამს იხილა ახალი ვინმე და უცხოჲ შთამავალი ჯოჯოხეთა, და საკრველთა მით თჳსითა ვერ დააყენე.
    190.     რაჲსათჳს, ჵ მეკარენო ჯოჯოხეთისანო, ესე იხილეთ, შესძრწუნდით?
    191.     ვინ არს ეგე, რომელმან შეგიპყრნა თქუენ უჩუეველმან შიშ ?
    192.     შეძრწუნდა სიკუდილი და სივლტოლასა შიში იგი ამხილებდა.
    193.     მორბიოდეს მისა წმიდანი წინაწარმეტყუელნი და მოსე ჰშჯულისმდებელი, აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, დავით და სამოელ, ესაჲა და იოვანე ნათლისმცემელი, რომელი იტყოდა და წამებდა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდეთ“?
    194.     იჴსენებოდეს ყოველნი მართალნი, რომელნი შთაენთქმნეს სიკუდილსა, რამეთუ შეჰგვანდა ქადაგებულსა მას მეუფესა ჴსნაჲ კეთილთა მათ ქადაგთაჲ.
    195.     და მაშინ თითოეულად წმიდანი იგი იტყოდეს: „სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო?
    196.     სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო?“
    197.     რამეთუ მიჴსნნა ჩუენ ძლევისმყოფელმან.
    198.     ამასვე სახესა მჴსნელისა ჩუენისასა აღასრულებდა იონა წინაწარმეტყუელი მუცელსა შინა ვეშაპისასა: „ღაღად-ვყავ უფლისა მიმართ ჭირსა ჩემსა“.
    199.     და ამისა შემდგომად იტყჳს: და მუცლისაგან ჯოჯოხეთისა გესმა ჴმაჲ ჩემი – და იყო იგი მუცელსა ვეშაპისასა.
    200.     დაღათუ მუცელსა ვეშაპისასა იყო, ჯოჯოხეთსავე შინა იტყჳს თავსა თჳსსა, რამეთუ სახე იყო ქრისტესი, რომელსა-იგი ეგულებუდა შთასლვად ჯოჯოხეთა.
    201.     და მცირედრე შემდგომად იტყუს და უბრწყინვალესად წინაჲსწარმეტყუელებს: „შთაჴდა თავი ჩემი ნაპრალსა მთათასა“.
    202.     და აწ მუცელსა რაჲ-მე ვეშაპისასა ხარ?
    203.     რომელნი მთანი არიან გარემოჲს შენსა?
    204.     და იტყჳს: რამეთუ სახე მაქუს მე, რომელ-იგი გამოკუეთილსა მას კლდისაგან საფლავსა დადებულ არს.
    205.     ზღუასა შინა იყო იონა და იტყჳს: „შთავჴედი მე ქუეყანად“, რამეთუ სახე აქუნდა ქრისტჱსი, რომელ-იგი შთაჴდა გულსა ქუეყანისასა.
    206.     და წინაწარმეტყუელნი ხედვიდა ჰურიათასა მას, რომელთა დააჯერეს ერისაგანთა მათ ტყუვილი და ეტყოდეს: „ესრეთ თქუთ, ვითარმედ წარიპარეს იგი“.
    207.     მცველთა მათ, ამაოთა და ცრუთა, წყალობაჲ მათი დაუტევეს, რამეთუ მოვიდა მწყალობელი იგი მათი, ჯუარს-ეცუა და აღდგა და მისცნა სისხლნი თჳსნი პატიოსანი ჰურიათათჳს და წარმართთა.
    208.     და იგინი იტყოდეს: „ესრეთ თქუთ: წარიპარეს იგი“.
    209.     მცველნი იგი იტყოდეს ამაოსა და ცრუსა.
    210.     ხოლო აღდგომისათჳს ესაჲა ესრე იტყჳს: „რომელმან აღმოიყვანა ქუეყანით მწყემსი იგი ცხუვართაჲ“.
    211.     და ამას თანა შესძინა, ვითარმედ მწყემსი დიდი, რაჲთა არა წინაჲსწარ ყოფილთა მათ მწყემსთა საგონებელ იყოს.
    212.     და აწ რამეთუ გუქონან წინაწარმეტყუელნი, სარწმუნოებაჲ ჩუენ შორის იყავნ და დაეცნედ, რომელნი-იგი დაეცემიან უმეცრებით, რამეთუ ჰნებავს.
    213.     ხოლო შენ ზედა სდგა, კლდესა მას სარწმუნოვებისასა, აღდგომისათჳს.
    214.     ნუკუე მწვალებელმან ვინ-მე გაცთუნოს გმობად აღდგომისა?
    215.     რამეთუ დღენდელად დღემდე მანიქეოსნი იტყჳან, ვითარმედ საოცრად და არა ჭეშმარიტად იყო აღდგომაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ.
    216.     არა ისმინეს პავლესი, ვითარ-იგი მისწერს: „რომელი იყო თესლისაგან დავითისა ჴორციელად“.
    217.     და ამისა შემდგომად იტყჳს: „აღდგომითა მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“.
    218.     და მერმე კუალად განცხადებულად ეტყჳს მათ: ნუ ეტყჳ გულსა შენსა, ვინ აღვიდა ცად.
    219.     და ამისა შემდგომად იტყჳს: ხოლო ანუ შთაჴდა უფსკრულად, ესე იგი არს ქრისტჱ, მკუდრეთით აღმოყვანებაჲ.
    220.     და ეგრევე მსგავსად განკრძალულად მისწერს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: მოიჴსენე იესუ ქრისტე აღდგომილი მკუდრეთით.
    221.     და მერმე კუალად იტყჳს: „უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი, და ვიპოვნით ცრუ მოწამე ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, რამეთუ აღადგინა ქრისტე, რომელ-იგი არა აღადგინა, უკუეთუ მკუდარნი აღდგენ“.
    222.     არამედ შემდგომად ამისა იტყჳს, ვითარმედ: „აწ ქრისტჱ აღდგომილ არს, პირველი იგი ნაყოფი შესუენებულთაჲ“, და „ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ“.
    223.     უკუეთუ ერთისა მოწამისაჲ არა გრწამსა, გქუნან ათერთმეტნი მოწამენი.
    224.     მერმე ეჩუენა ხუთათასის ძმათა ერთგზის, უკუეთუ ათორმეტთაჲ მათ არა გრწამს, ხუთათასთაჲ მათ გრწმენინ!
    225.     „მერმე ეჩუენა იაკობს, ძმასა მას თჳსსა“, ხოლო ეპისკოპოსსა პირველსა ამის ქალაქისასა.
    226.     ესოდენთა ეპისკოპოსთა პირველსახემან იხილა ქრისტე აღდგომილი და შენცა, მოწაფე იგი მისი, ნუ ურწმუნო იქმნები.
    227.     არამედ ვინ უწყის, სთქუა, ვითარმედ: თჳსობით ეწამების იაკობი?
    228.     არამედ მერმე „მეჩუენა პავლეს მტერსა“.
    229.     აწ ვითარ აცილობთ მტერისა მიერ წამებისა ქადაგებასა?
    230.     „რომელ-იგი პირველ მდევარ ვიყავ“, აწ ვახარებ აღდგომასა.
    231.     აწ მოწამე არიან აღდგომისათჳს მაცხოვრისა იგი ღამე და ყოველი იგი ნათელი მთუვარისაჲ.
    232.     რამეთუ მეათერთმეტე იყო მთუვარისაჲ მის რიცხჳ.
    233.     და ლოდი იგი წინაშე პირისპირ დაუდგეს ჰურიათა მათ, რამეთუ მან იხილა პერველად უფალი.
    234.     და ლოდი იგი, რომელ გარდაიგორვა საფლავისა მისგან, იგი წამებს.
    235.     დღენდელად დღემდე მდებარე.
    236.     და კუალად ანგელოზნი, რომელნი მუნ დგეს, წამეს აღდგომაჲ მხოლოდშობილისაჲ.
    237.     პეტრე და იოვანე, თომა და ყოველნი მოციქულნი რომელნიმე საფლავად მირბიოდეს..
    238.     ...სანი შეკეცილნი ისხნეს მუნ შემდგომად აღდგომისა.
    239.     და რომელნი ჴელთა და ფერჴთა მისთა შეახებდეს და სახენი სამშჭუალთანი იხილნეს, და ყოველთავე ერთბამად ცხოვრებისა იგი სულისა შთაბერვაჲ მოიღეს,
    240.     მოტევებასა ცოვათასა ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა ღირს იქმნნეს დედანი იგი, რომელნი ფერჴთა შეუვრდეს და რომელთა ძრვისაჲ მის სიმდიდრე და ანგელოზისაჲ მის გარდამოსულისაჲ ზეცით ბრწყინვალებაჲ იხილეს.
    241.     და ტილონი იგი, რომელ შეემოსნეს, აღ-რაჲ-დგა, დაუტევნა, და ერისაგანნი იგი და ვეცხლი იგი, რომელ მისცეს მათ, ადგილი ესე ჩას და წმიდისა ამის ეკლესიისა ესე ტაძარი, რომელი ქრისტეს მოყუარებისა გულსმოდგინებისა ჴსენებად ნეტარმან კონსტანტინე მეფემან აღაშენა.
    242.     და წამებს აღდგომასა ქრისტჱსსა, რომელ-იგი „სახელითა მისითა მკუდრეთით აღდგა – ტაბითა“.
    243.     ვითარ არა სარწმუნო იყო ქრისტე მკუდრეთით აღდგომილიცა, დაღათუ სახელისცა მისი მიკუდართა აღადგინებს?!
    244.     მოწამე არს აღდგომასა ქრისტესსა ზღუაჲ იგი, მძიმე ვითარცა-იგი პირველად გასმიეს.
    245.     მოწამე არს თევზთაჲცა იგი ნადირობაჲ, და „ნაკუერცხალი იგი და მას ზედა თევზი მდებარე“.
    246.     მოწამე არს პეტრეცა, რომელმან-იგი პირველ უვარ-ყო ორგზის და მესამესა აღიარა და მეტყულთა მათ ცხუვართაჲ მწყემსად ბრძანებაჲ მოიღო.
    247.     რომელ-იგი ელეონით ღრუბლითა ამაღლდა და აჩუენებს დღენდელად დღედმდე ზეცად აღსლვისა ბჭეთა, ბეთლემს ზეცით გარდამოჴდა, ხოლო ელეონით მთით ამაღლდა მიერ ზეცით.
    248.     ღუაწლსა მას იწყო და ამიერ ღუაწლთა მათთჳს გჳრგჳნოსან იქმნა.
    249.     აწ უკუე მრავალნი გოქონან მოწამენი აღდგომისანი, გუაქოს ადგილიცა ესე, რომელსა შინა ვდგათ და აღმოსავალით კერძო ადგილი იგი აღმაღლებისაჲ.
    250.     გუქუნან მოწამედ, რომელთა-იგი მუნ წამეს მაშინ ანგელოზთა, და ღრუბელი იგი, რომელსა შევიდა.
    251.     მოწაფენი, რომელ გარდამოვიდეს მიერ და წესი იგი მოძღურებისაჲ მის სარწმუნოვებისაჲ ბრძანება-სცეს და სიტყუად აღმაღლებისა მისთჳს.
    252.     და მადლმან ღმრთისამან ჯერ-იჩინა, რაჲთა სრულიად გესმეს ჩუენგან მსგავსად ჩუენისა ამის უძლურობისა.
    253.     გუშინდელსა ამას დღესა, კჳრიაკესა, მოღუაწებითა ღმრთისა მადლითა კერებასა ამას საკითხავთაგან შემდგომითი-შემდგომად ზეცად აღმაღლებისათჳს მაცხოვრისა ჩუენისა, რომელ წერილ არიან, ითქუნეს საკითხავნი იგი ყოველთათჳს მორწმუნეთა სიმრავლისა და უმეტეს ხოლო შენთჳს.
    254.     საძიებელ არს უკუ, ხოლო ერჩდე თქუმულთა მათ.
    255.     ესე უწყი, რამეთუ წესი იგი სარწმუნოვებისაჲ გასწავებს შენ, რაჲთა გრწმენეს აღდგომილი მკუდრეთით მესამესა დღესა და რომელ-იგი ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა.
    256.     ვითარ ჰგონებ, ვითარმედ გეჴსენოს შენ თქუმული იგი?
    257.     ხოლო აწცა მო-ვე-გეჴსენოს შენ სიტყუაჲ იგი.
    258.     და გეჴსენენ შენ განცხადებულად თქუმულნი იგი ფსალმონთა შინა: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა“.
    259.     იჴსენე, ვითარ-იგი ერნი ცათანი ურთიერთას იტყოდეს: „აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაჲ“.
    260.     და სხუასა ადგილსა იტყჳს: „აჰჴედ სიმაღლესა და წარმოსტყუენე ტყუე“.
    261.     მოიჴსენე წინაწარმეტუელისაჲ, რომელ თქუა: რომელი აღაშენებს ზეცად აღსლვასა თჳსსა, და სხუანი იგი სიტყუანი, რომელნი გუშინ ითქუნეს ჰურიათა სიტყჳსგებისათჳს,
    262.     რაჟამს ვერ შესაძლებელად სიტყუას გიგებდენ მაცხოვრისა ამაღლებასა, მოიჴსენე ამბაკუმისთჳს მიცვალებისა იგი თქუმული.
    263.     უკუეთუ ამბაკუმ ანგელოზისაგან აღიტაცა და მიჲცვალა, რაჲოდენ უფროჲს წინაწარმეტყუელთა და ანგელოზთა უფალი, რომელი მთით ელეონით ღრობლითა შემოვიდა, თჳსითა ძალითა გზა-ყო აღსლვად ზეცად, რამეთუ უძლიერეს არს მსგავსებაჲ იგი.
    264.     მოიჴსენე საკუველებათაჲ მათ, ხოლო უმეტესობაჲ იგი უჩემე უფალსა საკჳრველთმოქმედსა, რამეთუ იგინი აღიტაცნეს, ხოლო ამას უტჳრთავს ყოველი.
    265.     მოიჴსენე, ენუქი მიიცვალა, ხოლო იგი ამაღლდა.
    266.     მოიჴსენე გუშინდელი იგი ელიასთჳს საკითხავი, ხოლო ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღიტაცა, ხოლო ეტლნი ქრისტესნი „ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებიან მას“.
    267.     და ელია ამაღლდა და აღმოსავალით იორდანესა, ხოლო იესუ აღმოსავალით ჴევსა მას ნაძუთასა.
    268.     და რამეთუ ელია თქუა მრჩობლი იგი სული მიცემად მოწაფესა თჳსსა, ხოლო ქრისტემან ესოდენი მიჰმადლა მოწაფეთა სული, არა ხოლო თუ რაჲთა მათ აქუნდეს თავისა თჳსისა, არამედ დადებითა ჴელთა მათთაჲთა ზიარებასა მისცემდეს მორწმუნეთა მათ.
    269.     და რაჟამს ესრე ჰურიათა მათ ბრძოლა-სცე და მსგავსებითა ესევითარითა სძლო, მერმე მოვედ გარდამატებულსა მაცხოვრისა დიდებასა: რამეთუ იგინი მონანი იყვნეს, ხოლო ესე ძე არს ღმრთისაჲ.
    270.     და რაჟამს გარდამატებული იგი მოიჴსენო, გულისჴმა-ყავ, რამეთუ პავლე, მონაჲ ქრისტესი, აღიტაცა ვიდრე მესამედ ცამდე.
    271.     დაღათუ ელია პირველ ცადმდე შეიწია, ხოლო პავლე მესამედ ცამდე, რამეთუ უპატიოსნესსა მიიწია პატივსა.
    272.     ნუუკუე სირცხულ გიჩნდენ მოციქულნი იგი ჩუენნი: არა უმცირეს არიან მოსესსა, არა უნაკლულეს წინაწარმეტყუელთა, არამედ კეთილ კეთილთა თანა და კეთილთა უკეთეს.
    273.     ელია სამე ზეცად აღიტაცა, ხოლო პეტრეს კლიტენი ჰქონან ცათა სასუფეველისანი და ბრძანებაჲ აქუს, არამედ: „რომელი განჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილი იყოს იგი ცათა შინა“.
    274.     ელიაცა ხოლო აღიტაცა, ხოლო პავლე – ცადცა და სამოთხედცა.
    275.     შეჰგავს მოწაფეთა იესუჲსთა, რაჲთა ფრიად უმეტესი მოიღონ მადლი.
    276.     და „ესმა უთქუმელი სიტყუაჲ, რომელი-იგი არა ჯერ-არს კაცთა სიტყუად“ და კუალად გარდამოჴდა ზეცით.
    277.     პავლე არა თუ არა ღირს იყო ზეცისა მყოფებასა, არამედ რაჲთა იხილოს უმეტეს კაცთა და პატიოსნად გარდამოჴდეს და ქრისტე ქადაგოს და მისთჳს მოკუდეს და მოიღოს მარტჳრობისაცა გჳრგჳნი.
    278.     დაუტეოს სხუაჲ იგი აწ შესაქმისათჳს, რომელ ითქუნეს: ხოლო გონიერთა მათ მსმენელთა კმა-არს მოჴსენებაჲ იგი.
    279.     ხოლო გეჴსენედ თქუმულნიცა იგი მრავალგზის ჩემ მიერ მარჯუენით მამისა ჯდომისა მისთჳს ძისა, სარწმუნოებისა მისთჳს წესითა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: „ამაღლდა იგი ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა“.
    280.     ხოლო საყდრისასა მას სახესა არა ჩუენი არს გამოძიებაჲ, რამეთუ ვერ მისაწდომელ არს.
    281.     ნუცა თავს იდებთ მათსა, რომელნი-იგი იტყჳან ბოროტად, ვითარმედ: შემდგომად ჯუარცუმისა და აღდგომისა და აღმაღლებისა – მიერითგანღა იწყო მარჯუენით მამისა დაჯდომაჲ.
    282.     არა თუ მერმე წარმოჩინებით უპყრიან მას საყდარნი, არამედ ვინაჲთგანცა არს, ხოლო არს იგი მარადის, იშვა მამისაგან და მის თანა ზის იგი.
    283.     და საყდარნი ესე ჴორციელად მოსლვამდე მაცხოვრისა იხილა ესაჲა წინაწარმეტყუელმან და იტყჳს, ვითარმედ: „ვიხილე მე უფალი საყდართა ზედა მჯდომარე, მაღალთა და აღმატებულთა“ და შემდგომი ამისი.
    284.     მამაჲ არავინ იხილა, ხოლო რომელ-იგი წინაწარმეტყუელმან იხილა, მაშინ ძე იყო.
    285.     და მერმე ფსალმუნი იტყჳს: „განმზადებულ არს საყდარი შენი ღმერთო, საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ“.
    286.     და „რამეთუ მრავალ არიან წამებანი შენნი“, ხოლო რაჟამს მისთჳს ფრიადი წამებულ არს, კმა-არს ესე ჩუენდა.
    287.     აწ მცირედრე მოვიჴსენეთ მრავლისა ამისგან მარჯუენით მამისა ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ ასდამეცხრე ფსალმონი იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    288.     დაამტკიცებს სიტყუასა ამას მაცხოვრისასა სახარებასა შინა, რამეთუ დავით არა თავით თჳსით ამას იტყოდა,
    289.     არამედ გულისხმის-ყოფითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდა: „ვითარ უკუე დავით უფლით უწესს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    290.     და შემდგომად ამისა, საქმესა მოციქულთასა დღეთა მარტჳრიისათა აღდგა პეტრე ათერთმეტითურთ და ისრაჱლსა ეტყოდა მისვე ასდამეცხრისა ფსალმუნისა მოჴსენებასა.
    291.     მოვიჴსენოთ სხუაჲ წამებაჲ მცირედ მარჯუენით ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ მათეს თავსა სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ: ამიერთგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებასა“.
    292.     და ვითარცა იგი იტყჳს, შემდგომად ამისავე მსგავსად მოციქული პავლე მისწერს და იტყჳს: „აღდგომითა მით მკჳდრეთით იესუ ქრისტესითა, რომელ-იგი ზის მარჯუენით ღმრთისა“, აღმაღლებული ზეცად.
    293.     ხოლო მოციქული პავლე ჰრომაელთასა მისწერს და იტყჳს: „ქრისტე, რომელი მოკუდა, უფროჲს აღდგა, რომელ-იგი არს მარჯუენით მამისა“.
    294.     ეფელთასა მისწერს და იტყჳს: „შეწევნითა მით სიმტკიცისა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელ-იგი ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა იგი მარჯუენით თავისა თჳსისა“.
    295.     ხოლო კულასელთა მიმართ ასწავებს: „უკუეთუ ქრისტეს თანა ასდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“.
    296.     და ებრაელთა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: „ყო განწმედაჲ ცოდვათაჲ ჩუენთაჲ და დაჯდა იგი სიმდიდრესა მაღალთა შინა“.
    297.     და მერმე იტყჳს: „ოდეს სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    298.     და მერმე იტყჳს: „თავადმან ერთგზის ცოდვათა ჩუენთათჳს შეწირა მსხუერპლი სამარადისოჲ და დაჯდა მარჯუენით მამისა.
    299.     მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“.
    300.     და მერმე იტყჳს: „ჰხედევდით სარწმუნოებისა წინამძღუარსა და აღმასრულებელსა იესუს, რომელმან-იგი წინაჲსწარ განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო, და მარჯუენით დაჯდა საყდართა ღმრთისათა“.
    301.     და სხუანიცა არიან წამებანი მარჯუენით ჯდომისათჳს მხოლოდშობილისათჳს, ხოლო ჩუენდა კმა არს ესოდენიცა აწ.
    302.     და კუალად მერმე იგივე მოჴსენებაჲ ვყოთ, ვითარმედ არა ხოლო შემდგომად მოსლვისა მარჯუენით ჯდომისაჲ აქუნდა პატივი, არამედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა,
    303.     ხოლო უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი გარდამოჴდა და აჴდა მარჯუენით მამისა, სამარადისოდ უპყრიან საყდარნი და მამისა თანა ზის.
    304.     მან დაიცვენინ სულნი თქუენნი შეურყეველად და უქცეველად, სასოებაჲ თქუენი აღდგომილისა მის მისა მიმართ მკუდრეთით, დაგმარხენინ და აღგადგინენ თქუენ მკუდრებისა მაგისგან ცოდვათა თქუენთაჲსა, ზეცისათა ნიჭთა მისთა ღირს-გყვენინ თქუენ „აღტაცებად ღრუბლითა ჰაერთა ზედა“.
    305.     ჟამსა მას შეწყნარებისასა, მოსლვადმდე ჟამისა მის მეორედ დიდებით მოსლვისა მისისა, დაწერონ სახელი თქუენი ყოველთაჲ წიგნსა მას ცხოველთასა, დაწერენ და ნუღამცა აღჴოცს,
    306.     რამეთუ მრავალთაჲ აღჴოცოს შეცოდებულთაჲ, და მოგეცინ ყოველთა სარწმუნოვებაჲ აღდგომილისაჲ მის მიმართ და მოლოდებაჲ აღმაღლებულისაჲ და მერმე მომავალსა არა ქუეყანით.
    307.     ეკრძალე თავსა შენსა, კაცო, მათგან, რომელნი-იგი მომავალ არიან მაცთურნი, არამედ მას მოელოდეთ, რომელ-იგი ზეცათა მამისა თანა ზის და ჩუენ შორის არს, რომელი თითოეულისა წესა ხადავს და სიმტკიცესა სარწმუნოებისასა.
    308.     ნუუკუე ჴორცითა აწ არა აქა არს, მის გამო ჰგონებდე სულითაცა არა აქა ყოფასა?
    309.     არამედ შორის დგას აქა და ესმის მისთჳს თქუმული ესე და ხედავს შენ შორის ცნობილსა მას და განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, და აწ განმზადებულთა თქუენ ყოველთა წარდგინებად მამისა და თქუმად: „აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა ღმერთმან“.
    310.     რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


10

     1.     12. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
    2.     რომლითა-მე პირითა შემძლებელ იყვნეთ ჩუენ მადლისა მიცემად მეუფისა მის ჩუენისა, ანუ რომლითა-მე ენითა ვადიდებდეთ საკჳრველებათა მათ მაცხოვრისა ჩუენისათა?
    3.     ამას დღესა კჳრიაკესა განცხოველდა მხოლოდშობილი იგი და განცხოველდეს მის თანა თაყუანისმცემელნი მისნი, რამეთუ აღდგა და აღმადგინა ჩუენ, და ნუგეშინის-სცა შეძრწუნებასა მას ჩუენსა აღდგომითა მისითა.
    4.     რამეთუ ახარა წინაწარმეტყუელმან ეკლესიასა და თქუა, ვითარმედ: „აღდეგ, განათლდი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“.
    5.     ესერა ჰხედვენ თუალნი თქუენნი ეკლესიასა შინა, რამეთუ ესმა ყორთა თქუენთა წინაწარმეტყუელთაგან და განსძარცუა მწუხარებაჲ ეკლესიისაჲ აღდგომითა თჳსითა და შეიმოსეს ჯუარისმცუმელთა მათ მისთა სამოსელი გლოვისაჲ.
    6.     ჰრქუა შემწყნარებელმან მან მისმან სიონსა მთასა მისა, ვითარმედ: „ნუ გიხარინ მტერსა მაგას ჩემსა ჩემ ზედა, რამეთუ მიბრკუმა და მერმე აღვემართო და ვჯდე ბნელსა და უფალმან განმანათლოს მე“.
    7.     შეასხამს დავითი ეკლესიათა და ნუგეშინის-სცემს მათ, ვითარმედ: „მწუხრი დადგენ ტირილით და ცისკარსა იყოს სიხარული“.
    8.     შეძრწუნებულ იყვნეს მოწაფენი წინაშე ჯუარისა მისა და განლაღებულ იყვნეს ჯუარისმცუმელნი იგი წინაშე ძელსა მას მისსა.
    9.     განცხოველდა იგი მას დღესა შინა და ნუგეშინის-სცა შეძრწუნებულთა მათ.
    10.     და განაბნინეს ჯუარისმცუმელნი იგი სასტიკებითა სულისა მისისაჲთა: „აღდეგინ ღმერთი და განიბნენ ყოველნი მტერნი მისნი, ივლტოდეთ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან“.
    11.     და მერმე თქუა, ვითარმედ: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრენ ყოველნი წარმართნი ჯუარითა თჳსითა.
    12.     მისთჳს ჰრქუა მოციქულთა თჳსთა სანატრელთა: „განვედით ყოველსა ქუეყანასა და დაიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, ნათელ-სცემდით მათ მსახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
    13.     მეორე სიხარული არს ამიერითგან დღეს, რამეთუ განცხოველდეს ამას შინა მკუდარნი და ცხოველნი, განჰჴსნეს საკრეველნი მკუდართანი სამარეთა შინა და ცოდვანი ნათელღებულთანი წყლითა.
    14.     დღეს არცხუნეს ეშმაკსა და სიკუდილსა ერთად, რამეთუ განცხოველდეს მართალნი და ელხინა ნათელღებულთა, რამეთუ მოსცა ჴელმწიფებაჲ მღდელთა თჳსთა, რაჲთამცა აცხოვნნა მკუდარნი მსგავსად მისა, ვითარცა შეაწუხა მან ჯოჯოხეთი მკუდრებითა მით, რომელნი გამოვიდოდეს მიერ.
    15.     ეგრე ახარებდ მღდელთათჳს ეკლესიასა თჳსსა ახლითა კარვითა, რომელნი შევლენ ბანაკსა მისსა.
    16.     და ვითარცა განიხარეს ცხოველთა და მკუდართა, რაჟამს იხილეს ურთიერთას აღდგომითა მისითა, ეგრეთვე იხარებენ პოვნიერნი წყმედულთათჳს, რომელნი იპოვნეს, რამეთუ ესერა იხილვენ ურთიერთას ნთსა(!).
    17.     ამას დღესასწაულსა ჰგონებდეს ჯუარისმცუმელნი იგი, ვითარმედ მოვკალთ სიძე იგი.
    18.     და ესერა ამას შინა განმრავლდებიან ნაშობნი...
    19.     რამეთუ „ვითარცა მზე აღდგა კარავი თჳსი და თავადი, ვითარცა სიძე, რაჲ გამოვალნ ეზუჲთ“...
    20.     მზისთუალისასა განფინა ბრწყინვალებაჲ სახარებისა მისისა ყოველთა ცისკიდეთა და ვითარცა მზისთუალმან ბრწყინვალებითა დამბადებელისა თჳსისაჲთა ერბამად შთააცჳს სამკაულისა თჳსისაჲ დაბადებულთა თჳსთა და დაფარის ქუეყანაჲ სამკაულითა ნათლისა თჳსისაჲთა,
    21.     ეგრეცა ნათელი ქადაგებისა ქრისტესი ყოველთა ცისკიდეთა მიეფინა და განეფინა ჴელმწიფებაჲ მისი, რამეთუ მზისთუალმან ბრწყინვალებაჲ თჳსი დღისი ხოლო აჩუენის და ღამე დაიფარნიან ჰაერინი მისნი,
    22.     ხოლო ნათელი იგი ღმრთეებისა სახარებისა მაცხოვრისა ჩუენისაჲ დღეცა და ღამეცა ესერა გამობრწყინდების შორის სოფელსა.
    23.     დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი.
    24.     და ესერა შეიქმნებიან გჳრგჳნნი სადედებელად ძლევისა მისისაჲ მისა, რომლისა გჳრგჳნ ეკლისაჲ დაადგა ვენაჴმან მან, რომელი-იგი დასათრგუნველ იქმნა, პირისაგან ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲსა – განმტკიცებაჲ.
    25.     და მერმე თქუეს: აკურხევდით უფალსა ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და ყოველი თესლები ჰმონებდით მას.
    26.     „მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მაღალ არს სახელი მის მხოლოჲსაჲ და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა“.
    27.     ჭეშმარიტად აღუარებენ და აქებენ მას ანგელოზნი ნათლისანი, რამეთუ ამაღლდა წყალობითა მისითა მათთჳს, რომელთა შთაეცნეს ჴორცნი და ადიდებს ქუეყანაჲ ჴორციელითა, რამეთუ გარდამოჴდა წყალობითა თჳსითა მათთჳს, რომელნი შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს.
    28.     ამისთჳს ორნივე მკჳდრნი შეიერთნიან ურთიერთას, რამეთუ ამას დღესა აღდგომისა მისისა გამოჩნდეს ანგელოზნი საფლავსა მისსა ზედა, რაჲთამცა ახარეს მოწაფეთა ცხოვრებაჲ მისი.
    29.     და გამოჩნდეს მართალნი, რომელნი განცხოველდეს და შევიდეს ქალაქებსა ზესკნელსა ქადაგებად ჯუარისმცველთა მათ აღდგომაჲ იგი მისი.
    30.     დღეს ადიდებენ მას მეფენი შარავანდედითა თჳსითა.
    31.     რამეთუ ჰრწმენა მათ, რამეთუ მეუფებაჲ მისი მეუფება არს უკუნისამდე და უფლებაჲ მისი – თესლითი-თესლამდე.
    32.     დღეს თაყუანის-სცემენ მსაჯულნი იგი მსაჯულსა მას ყოველთასა, რომელ-იგი დაისაჯა და საშჯელითა თჳსითა განაძლიერა ადამი თანანადებითა.
    33.     დღეს ჰმადლობენ მას ლეგეონნი ბრძენთანი, რომელნი ოდესმე ვითარცა მტერნი სცვიდეს საფლავსა მისსა.
    34.     დღეს ესერა ვითარცა მორწმუნენი გარე-მოადგან საკურთხეველსა მისსა და თაყუანის-სცემენ ტაძარსა შინა მისსა.
    35.     დღეს ესერა გასთესვენ მდიდარნი განყოფითა მით გლახაკთაჲთა, რომელნი არიან ყანანი მათნი, რაჲთა იყოს ზიარებაჲ მათი იოსების თანა სანატრელისა, რომელმან შეჰგრაგნა და დაჰფლნა ჴორცნი მაცხოვრისა ყოველთაჲსანი.
    36.     დღეს გამოიზარდებიან გლახაკნი სახელითა მისითა, რომელმან მისცა ნეტარებაჲ გლახაკთა სულითა სახარებასა მას თჳსსა.
    37.     დღეს განყრმდებიან მოხუცებულნი შორის წყალთა დაძუელებულისა მისთჳს დღეთაჲსა, რამეთუ იგი ვითარცა ყმაჲ გამოჩნდა.
    38.     დღეს განძღიან ყრმანი ნათლისღებასა ამის დაუსაბამოჲსასა, რომელ-იგი მიიმღერდა წიაღთა შინა მარიამისთა.
    39.     დღეს იუღლვიან ჭაბოკნი იგი უღელსა მას მეცნიერებისასა მისთჳს, რომელმან-იგი ოცდაათისა წლისამან ნათელ-იღო.
    40.     დღეს ჰმადლობენ მას დედანი იგი, რომელ-იგი გამობრწყინდა ევაჲსგან და განკურნა სალმობანი მათნი.
    41.     ამას დღესასწაულსა იხარებენ ქალწულნი მისთჳს, რომელ-იგი იშვა ქალწულისაგან და აღამაღლა ქალწულებაჲ.
    42.     ამას აღვსებასა მხიარულებისასა განმხიარულდების სიწმიდე, რამეთუ იკჳრკურებოდა მკლავითა თჳსითა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო წმიდასა შინა.
    43.     დღეს სახარულევან არს ბეწობაჲ იგი, რომელ მოსცა მას ქადაგი ღაღადებისაჲ, რომელი ღაღადებდა უდაბნოსა ზედა.
    44.     დღეს ადიდებს ცოლიერებაჲ მას, რომელმან გამოირჩინა ნაშობნი მათნი, რაჲთა იყვნენ ყრმანი მათნი ყმა სასუფეველისა ცათაჲსა.
    45.     ამას დღესასწაულსა ადიდებენ მონაჲ და უფალი თჳსი.
    46.     და უდიდეს ღათუ არნ უფალი იგი პატივითა თჳსითა, არამედ სწორ არიან იგინი სასოებითა.
    47.     ამას დღესასწაულსა იხარებდინ მჴევალი დედოფლისა, თჳსისა თანა.
    48.     უფუფუნესად ღათუ არნ დედოფალი იგი სპეტაკითა სამოსელითა თჳსითა, არამედ ერთ არიან იგი სახარებითა მით აღთქუმისაჲთა.
    49.     დღეს სახარულევან იყვნედ წინაწარმეტყუელნი სამარეთა შინა მათთა, რამეთუ იქნა აღდგომაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ვითარცა წჳმაჲ თესლთაჲ სიტყუათა მათთაჲ.
    50.     ამას დღესასწაულსა იხარებდენ მოციქულნი საცხუვარითურთ თჳსით და შეეძინნეს მათ ცხუვარნი დღეს და კრავნი და ტარიგნი სამწყსოსა მათსა.
    51.     ამას დღესასწაულსა მხიარულ იყვნედ მოწაფენი გჳრგჳნითურთ მათით, რამეთუ მეუფე იგი, რომელთათჳს მოკუდა, ესერა განცხოველდეს ძლევითა.
    52.     დღეს ჰმადლობენ მარტჳლნი ყოვლით კერძოვე, რამეთუ ეზიარნეს მათ ყოველნი ცისკიდენი გალობითა მათითა.
    53.     ამას დღესასწაულსა იხარებდინ ეკლესიაჲ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, რამეთუ აღმადგინებელი იგი მისი აღდგა და აღადგინა იგი ძლევითა თჳსითა.
    54.     ამას დღესასწაულსა მწუხარე იყავნ სიონი პირად-პირადითა წუხილითა, რამეთუ აღოჴრდა ამიერითგან და უკუნისამდე, ვითარცა თქუა დანიელ წინაწარმეტყუელმან.
    55.     დღეს შეამკვეს სამკაულთა სძალი იგი მეუფისაჲ ფარულადცა და ცხადადცა.
    56.     ამას დღესასწაულსა მწუხარე იყავნ იერუსალჱმი ხოლო მარტოჲ, რამეთუ მოაკლდეს დღესასწაულნი და უქმელებანი მისნი და მეფენი და მღდელნი და მსხუერპლი მისნი.
    57.     დღეს წჳმა სასოებაჲ წჳმისა წილ ქუეყანასა ზედა.
    58.     და ესერა ყოველთა ცისკიდეთა მიუღებიეს თესლი კურთხევისაჲ, საწმისი იგი, რომელ არს ზრახვაჲ სიონისაჲ.
    59.     ესერა განჴმა მარტოჲ და აღისოვლა სისხლითა.
    60.     დღეს იხარებედ ცანი და ქუეყანაჲ მისა მიმართ, რომელმან-იგი გარდამოავლინა ძალი მისი ჩუენდა მომართ და აღიხუნა ჴორცნი ჩუენნი მის თანა და ყოველთა ერთობით აღმოვთქუათ კურთხევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


11

     1.     13. თქუმული მისივე აღდგომისათჳს უფლისა
    2.     იხარებდინ დღეს ეკლესიაჲ და ნაშობნი თჳსნი!
    3.     გალობდინ სძალი ესე და საყუარელნი თჳსნი, რამეთუ გამოვიდა სიძე იგი ჯოჯოხეთით, შემოსილი დიდებითა, და მოიქცა მკუდრეთით, შემოსილი ძლიერებითა, დაჰყარა ტყუე იგი და დაუდგა მას ფერჴი თჳსი ცოდვასა ზედა და დაუტკებნიეს სიკუდილი ფერჴითა თჳსითა.
    4.     მათ ორთავე მომკლნეს ჩუენ და მათცა სძლონ მოსლვითა თჳსითა.
    5.     მათ დამამდაბლნეს ჩუენ, მათვე სძლონ ძალითა თჳსითა.
    6.     დაბრყჳლდა საწერტელი იგი ცოდვისაჲ და განმართლდეს ცმაცოლებანი იგი უშჯულოვებისანი და მის ზედა არა უფლებდეს სიკუდილისა ადგილსა, რაჲთამცა ავნო მას.
    7.     მერმე აღდგა და დაამჴუა იგი, რამეთუ ცოდვაჲ მის ზედა არა უფლებდა.
    8.     რაჲ თანა-ედვა სიკუდილისაჲ?
    9.     და რამეთუ ჩუენ თანამდებ სიკუდილისა ვიყვენით მუნ და ჩუენ წილ, რამეთუ მჴსნელად ჩუენდა მოვიდა და მაცხოვრად ჩუენდა გამოჩნდა.
    10.     და წინაწარმეტყუელთა მახარეს ჩუენ და თქუეს, ვითარმედ: აჰა, ღმერთი, მაცხოვარი ჩუენი და მომავალი ჴსნად ჩუენდა.
    11.     გამოწერნეს მართალთაცა ზრახვანი მისნი ყოველთა შინა და რომელთადა არა თუ ყოველნი ზედა მიიწინეს, განბოროტნა ერი იგი შურითა მათითა ზედა სახეთა მისთა და ვერ შეუძლეს დაფარვად მისა ძალი მისი და უნდა დამცირებად ჭეშმარიტებაჲ მისი და ვერ შეუძლეს.
    12.     იზრახეს ზრახჳაჲ ზაკუვითი, და განაქიქნა იგინი ჭეშმარიტებამან მან გამობრწყინებითა თჳსითა.
    13.     და მისცეს ქრთამი იუდას და მისცა იგი სიკუდიდ.
    14.     და ვითარცა აღდგა იგი, იყიდნეს მათ ერისკაცნი იგი, რაჲთა უვარ-ყონ აღდგომაჲ იგი მისი ცოდვათა მათთა თანადი.
    15.     აღიდგინეს ბრძოლად სიმართლისა მიმართ და ჰგონებდა სიცრუვე იგი წინადადგომად ჭეშმარიტებასა, ჰგონებდეს მპარავნი უგუნურებითა მათითა, არა ნუ განათლდეს და ჰგონებდეს მკლველნი, არა განცხოველდეს.
    16.     სიკუდილითა მით მისითა ჰგონებდეს, ვითარმედ დავიმორჩილეთ იგი, და არა დაემორჩილა.
    17.     ჰგონებდეს, ვითარმედ ჯოჯოხეთს შინა დააყენონ, და არა დაეყენა.
    18.     იტყოდეს ცრუნი იგი, ვითარმედ: „გარდამოვედინ ჯუარისა მისგან, რაჲთა გურწმენეს იგი“.
    19.     და აღდგა ჯოჯოხეთისგან და არა ჰრწმენა ერსა მას მტყუვარსა.
    20.     აღადგინნა მკუდარნი და არა ჰრწმენა მისი.
    21.     და აღდგა თჳთ და არა შეიწყნარეს იგი.
    22.     შურითა მთრვალ იყვნეს და არა გულისჴმა-ყვეს.
    23.     ცოდვითა აღსუარულ იყვნეს და არა შეიწყნარეს იგი.
    24.     მამაჲ მისი ჴბოდ გარდაცვალეს უდაბნოსა ზედა, იგი ბარაბაჲს წილ – საფლავსა შინა.
    25.     და ვითარცა ყოველი უყვეს ბოროტთა მათ ღმერთსა, დგანან და ჰგიანღა სოფელსა შინა და ელიან ნაშობითურთ მათით, და უშჯულოვებაჲ მათი შვილთა მათთა მიმართ, ანუ მისთჳს, რაჲთა მოიქცენ და არა თუ მოიქცენ, საშჩელი განსცენ.
    26.     აჰა, უბადრუკ ქმნულ არიან შორის წარმართთა და არა გულისჴმა-უყოფიეს.
    27.     ხედვენ დიდებულებასა ეკლესიათასა და არა ფრიად განიკაფებიან.
    28.     ხოლო სძალსა ამას უხაროდენ საყუარელისა მის მიმართ თჳსისა, და ბერწმან ამან, რომელმან შვა, მხიარულ იყავნ ნაშობთა მიმართ თჳსთა.
    29.     გალობდინ დღესასწაულთა მისთა და უხაროდეს შუენიერებითა თჳსთა.
    30.     შეიყუარენ ქველისმოქმედ იგინი, რომელმან შეიყუარნა იგი და მოიძულენ ბოროტნი იგი, რომელმან მოიძულა.
    31.     ესე ევლტოდიან ჴელისაგან მკლველისაჲსა და მიეახლენ მაცხოვარსა მას მისსა.
    32.     მოიძულენ ბოროტი, რომელი სძულს მას და შეიყუარენ კეთილი, რომელი უყუარს მას.
    33.     მისდევდინ კუალსა მისსა, ვითარცა ქალწული ერთი აღმკული ოქროქსოვილითა.
    34.     ისმინენ და იხილენ და მიყავნ ყური მისი, რაჲთა გულმან უთქუას მეუფესა სიკეთესა მისსა, რომელ-იგი არს უფალი ამისი და თაყუანის-ეცინ მას, რამეთუ იგი არს მაცხოვარი ამისი.
    35.     და ჰმადლობდინ მას და მისდევდინ მას, რამეთუ შეუდგა კუალსა მისსა, რამეთუ უნდა აღყვანებაჲ ამისი, აღიმაღლენ მის თანა, ზრუნევდინ, რაჲთა სათნო იყოს ქმრისა თჳსისა და აღიმკვენ შუენიერებითა, რომელი უყუარს ღმერთსა მისსა.
    36.     და ნუ ისიძავნ გულითა თჳსითა, რამეთუ ჰხედავს ზრახვათა მისთა და ნუ შეიგინებნ გონებათა თჳსთა ფარულად, რამეთუ შინაგანი უკეთეს უყუარს შემწყნარებელსა მას მისსა.
    37.     და ყოველი დიდებაჲ ასულისა მეუფისაჲ შინაგან იყავნ და გარესკნელი იგი, ვითარცა შესაძინელნი, იპოვნენ.
    38.     ყოველი თავით სათნო ეყავნ ღმერთი, რომელ-იგი ყოველთა ჰხედავს და ყოვლისაგან, რომლისა ჴუებულ არს, ითხოვენ და ყოველი კეთილი მოსცეს მას.
    39.     ყოველი, რაჲ მისი არს, ამისი არს.
    40.     შეიყუაროს იგი და ყოველი, რაჲცა აქუს, მოსცეს მას, ეგოს თუ სიყუარულსა ამისსა.
    41.     თავი თჳსი მისცა ამის წილ, და რაჲ-მე იყოს, რომელი დააყენოს ამისთჳს?
    42.     და რამეთუ ივნო ამის წილ, და სხუაჲ რაჲ-მე უყოს ამას?
    43.     რამეთუ შეიყუარა ესე და მიიყვანა მისად და რამეთუ განადიდა წყალობითა თჳსითა, საშურებელ ყო იგი დაბადებულთა.
    44.     და გულმან ჰრქუა ტომსა მას სულიერთასა ასულთა მიმართ მიწისათა.
    45.     და ვინ-მე იყოს შემძლებელ სიტყუად ყოვლისავეთჳს, რომელი უყო მას?
    46.     ანუ ვინ-მე იყოს, რომელი მიიწიოს ყოველსა მას ზედა საქმესა?
    47.     რომელი იყო ამისთჳს ქუეყანასა ზედა, აღამაღლა იგი და ცათა შინა ადიდოს ესე გამოჩინებულითა საქმითა, აღავსოს ესე.
    48.     და დაფარული ესე განუმზადნა.
    49.     წინაშე მოსცა მას სოფელი ეს მსგავსად სათხოველისა, და სოფელი იგი განმზადებული.
    50.     მსგავსად სამოსელისა წარუძღუა მას წინა, ვიდრემდის მოვიდეს ამისსა, და ელოდის ამის თანა, ვიდრემდის განერეს შეწევნითა ამისითა.
    51.     შესაძლებელ არს, ესე მლევანთა და ძლიერთა ჴელმწიფე არს ესევითარისა და ოდეს-იგი მოვიდა, ზევე იყო მამისა თანა და წარსლვისა შემდგომად აქა იყო საყუარელთა თჳსთა თანა.
    52.     ყოვლისა უფრუს არს მოყუარე იგი ეკლესიათაჲ.
    53.     და ყოვლისა უდიდეს არს, რამეთუ უფალ არს ყოვლისა.
    54.     უფალმან თჳსმან შეიყუარნა ამიერითგან საცხოვარნი თჳსნი და შემოქმედი თჳსი შეიყუარა ძალმან.
    55.     და ესრეცა წერილ იყო ერთობაჲ ურთიერთას, რაჲთამცა შეიყუარა დაბადებულმან დამბადებელი თჳსი, რომელმან შეიყუარნა იგინი.
    56.     და თაყუანის-ეცინ სუფელმან დამბადებელსა თჳსსა, რომელმან იჴსნა ესე.
    57.     და კურთხეულსა ამას დღესასწაულსა ჰმადლობდე მას დიდებულსა შინა ეკლესიასა, რამეთუ მისა წეს არს ყოველთავე თაყუანისცემაჲ.
    58.     უფალსა მას ყოვლისასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


12

     1.     14. თქუმული მისივე ადგომისათჳს უფლისა ჩუენისა
    2.     ამას დღესასწაულსა შინა, საყუარელნო, იხარებენ ცანი და მწუხარე არს ჯოჯოხეთი და უკეთურნი ჰურიანი.
    3.     იხარებენ ამას შინა ცანი, რამეთუ ამაღლდა მათ ზედა შემოქმედი მათი.
    4.     მხიარულ არს ეკლესიაჲცა, რამეთუ განცხოველდა მაცხოვრებაჲ იგი მისი.
    5.     მწოხარე არიან ამას შინა ურჩულონი ჰურიანი, რამეთუ აღდგა, რომელმან არცხუნა მათ.
    6.     ვითარცა ჰრცხჳენოდა დედაკაცსა მას მეგჳპტელსა განლიგებულსა, რაჟამს ხედვიდა იოსებ დიდებულსა ეტლთა ზედა,
    7.     ეგრეცა ურჩულონი ჰორიანი სირცხჳლეულ არიან დღეს, რაჟამს ამას დღესა დაადგინნეს მცველნი სასყიდლითა საფლავსა მისსა ზედა და ესერა აუღებიეს მეუფესა შარავანდითურთ მათით.
    8.     შევლენ ტაძარსა მისსა და თუ არა ჰრწმენეს იგი, რომელ წერილ არს, იხილეთ ესე, რომელ საქმით იქმნების.
    9.     ვინ-მე უკუე არწმუნა ყოველსა ქუეყანასა, რაჲთამცა ჰრწმენა ჯუარი მისი?
    10.     ანუ ვინ დაუმორჩილა მას ყოველი დაბადებული, რაჲთამცა აღიმკო ამას დღესასწაულსა ვითარცა სძალი ეზოსა შინა, რაჲთა გარეშეიმოსოს სპეტაკი საქმე კეთილი?
    11.     ჰხედვიდედ თუალნი თქუენნი ამას დღესასწაულსა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და იხილეთ მზის აღმოსავალით ვიდრემდე დასავალადმდე მისსა, რამეთუ ყოველსავე ადგილსა დაუგებენ საკურთხეველსა და შესწირვენ მსხუერპლსა წმიდისა სახელისა მისისათჳს.
    12.     უკუეთუ თქუან მტერთა მათ, ვითარმედ: არა სთნავს, შემოქმედსა მსახურებაჲ ესე, იგინი ტყუიან.
    13.     მაშინ რომელმან არა შეუნდოს მცირედ ოდენ ერსა, რომელნი-იგი ცთომილ იყვნეს, ვითარ-მე-მცა შეუნდო ყოველთა დაბადებულთა, სიცრუვესა თუმცა ზედა დგეს?
    14.     რამეთუ არა ჴდომით ხოლო აღუდგა ეკლესიათა მამაჲ, რომელთა ჰრწმენა მხოლოდშობილი იგი მისი, არამედ უფროჲსღა სიმდიდრითა განამდიდრა ჴელმწიფებაჲ იგი მისი.
    15.     დამდაბლებით დაამდაბლა რქაჲ მტერთა მისთაჲ.
    16.     უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: არა აღდგა ქრისტე საფლავით, ვითარცა თქუა, უკუეთუ ეგე ეგრეთ არს, არცა იგინი განიბნინეს, ვითარცა-ესე ვხედავთ.
    17.     აწ ფრიად სარწმუნუა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: „აღდეგინ ღმერთი და განიბნიენ ყოველნი მტერნი მისნი“.
    18.     იხილე დღეს, ვითარ განბნეულ არს ერი იგი და შეკრებულ არიან წარმართნი, ვითარცა თქუა მოციქულთა თჳსთა, რაჟამს განცხოველდა,
    19.     ვითარმედ: „განვედით და ქადაგებდით სახარებასა ჩემსა ყოველთა წარმართთა შორის, დაიმოწაფენით იგინი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
    20.     ვითარცა იხილეთ, რამეთუ განმრავლდეს შვილნი ქურივისანი უფროჲს შვილთა ქმრის ცოლისათა, რამეთუ ესერა შეიძინეს სძალნი ახალნი სამწყსოთა ქრისტესთა და მოიღეს ძეთა და ასულთა ჩუენთა ნათლისცემაჲ და წინადაცუეთაჲ გულთაჲ,
    21.     წინადაცუეთისა მის წინ არს ბეჭედი ჴორცთა, მსგავსად მის სიტყჳსა, რომელ-იგი თქუმულ არს წინანდელთა ჟამთა, ვითარმედ: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრენ ყოველნი წარმართნი“.
    22.     ვაკურთხევდით ამიერითგან დიდებულსა მას, რომელმან განამრავლა მაცხოვარებაჲ თჳსი დღეთა ჩუენთა და ზიარ-მყვნა ჩუენ.
    23.     ზრახ...
    24.     ვყოთ დღესასწაული ესე სიხარულით და ვითხოვდეთ მოწყალისა მისგან გულსმოდგინედ, რაჲთა ყოს აღშენებაჲ დღეთა ჩუენთაჲ და განაგრძვნეს დღენი მეფეთა ჩუენთა მრავალთანი,
    25.     დაიცვნეს შარავანდნი მათნი თავსა ზედა მათსა, და უძღოდენ მთავართა სიმრავლით და ახარენ მდიდართა და გლახაკთა.
    26.     განამტკიცენინ აზნაურნი და მონანი და აკურთხენინ მამანი და დედანი და განმხიარულდინ ქალწულნი და წმიდანი ქმრის ცოლნი და იყავნ ჯუარი იგი მისი,
    27.     ვითარცა ზღუდე გარემოს სუფელსა ჩუენსა და დაიცვენინ სოფელი ჩუენი და ყოველნი მკუდარნი მისნი და მოავლინენ წყალობაჲ მისი ყოველსა ამას ზედა ერსა ჩუენსა.
    28.     და ერთბამად ამოვთქუათ დიდებაჲ სამებისა წმიდისაჲ უკუნისამდე.


13

 1.     15. თქუმული მისივე აღდგომისათჳს უფლისა
    2.     დღეს აღესრულნეს, საყუარელნო, რომელ-იგი წინავე მრავალთა ნათესავთა თქუა დავით სიტყჳთა თჳსითა, ვითარმედ: „მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარსა – სიხარულით“.
    3.     რამეთუ მწუხარებაჲ, რომელ შთაეცუა მოწაფეთა მათ ჟამსა ჯუარცუმისა მისისასა, იგი განიძარცუეს და სიხარული შეიმოსეს ჟამსა აღდგომისა მისისასა.
    4.     და მხიარულებაჲ იგი, რომელ შთაეცუა მწუხრი ჯუარისმცუმელთა მათ მათ მისთა, აღიმსთუეს და განიძარცუეს და შეიმოსეს მის წილ სირცხული პირისა მათისაჲ.
    5.     ცისკარსა მას აღდგომისა მისისასა ვითარცა-იგი სირცხჳლეულ იყვნეს ძჳრისმეტყუელნი იგი დანიელისნი, რაჟამს გამოვიდა იგი მღჳმისა მისგან და ლომნი იგი არა ეუფლნეს მას, და მთავარიცა იგი ბაბილონელთაჲ სირცხჳლეულ იყო,
    6.     რაჟამს სამნი იგი ყრმანი საჴუმილისა მისგან განურყუნელად გამოვიდეს, უფროჲსად მათსა ჯუარისმცუმელნი იგი სავსე იყვნეს სირცხულითა და კდემითა, რაჟამს გამოვიდა უფალი ჩუენი საფლავით და განცხოველდეს მართალნი...
    7.     ნიშითა მისითა უწყოდაცა, რამეთუ არა ჰრწმენა ურწმუნოთა მათ აღდგომაჲ იგი მისი, აღადგინა მართალნი სხუათა საფლავთაგან,
    8.     რაჲთა იყვნენ იგინი ქადაგ აღდგომისა მისისა, საკურველი დიდი არს ესე, ვითარმე არა ჰრწმენა ესე, რაჟამს ჰხედვიდეს თუალნი მათნი განხუმასა სამარეთასა და ესმოდა ყორთა მათთა ქადაგებაჲ მკუდართაჲ.
    9.     ხოლო არავე რაჲ დიდი არს ესე, რამეთუ არა ისმინეს მათ ღაღადებაჲ მკუდართაჲ, რამელნი ქადაგებდეს მისთჳს: მათ, რომელთა ღმერთი და ძისა ღმრთისაჲ არა ჰრწმენა, ვითარმცა მართალთაჲ ისმინეს, რომელნი-იგი საფლავით გამოვიდეს?
    10.     და ჯუარისმცუმელნი იგი მწუხარე იყვნეს, რაჟამს მკუდარნი უთხრუბდეს დიდებასა მისსა, ხოლო მოწაფეთა მისთა უხაროდა.
    11.     მკუდარნიღა იგი ღაღადებდეს უფლისა მათისათჳს და ანგელოზნი – საფლავსა მისსა.
    12.     რამეთუ ანგელოზნი, რომელნი არა ეახლნეს ჟამსა ჯუარცუმისა მისისასა, იპოვნეს შემოსილნი დიდებითა საფლავსა ზედა და უთხრობდეს აღდგომასა მისსა მოწაფეთა მისთა.
    13.     უკუეთუმცა ჟამსა ვნებისა ჯუარცუმისა მისისასა გამოჩინებულ იყვნეს ანგელოზნი, შე-მცა-ძრწუნებულ იყვნეს ჯუარისმცუმელნი იგი მისნი.
    14.     და რაჲთა-მემცა აღესრულა მოსლვაჲ იგი მისი, რაჲთამცა ცხონდეს სიკუდილითა მისითა თაყუანისმცემელნი მისნი.
    15.     არამედ ჟამსა მას ვნებისა მისისასა განეშორნეს ანგელოზნი ბრძანებითა მისითა, რაჲთა აღესრულოს მის ზედა ნებაჲ იგი უკეთურთაჲ.
    16.     ხოლო ჟამსა მას აღდგომისა მისისასა გარდამოიყვანნა ანგელოზნი ზეცით, რაჲთა ახარონ აღდგომაჲ მისი მოწაფეთა.
    17.     რამეთუ ვითარცა შთავიდა იგი წიაღთა მარიამისთა, აღიმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მწყემსთა შობისა მისისათჳს, რომელი-იგი იყო ქალწულისაგან.
    18.     ეგრეთცა, რაჟამს გამოვიდა იგი ჯოჯოხეთისაგან, აღიმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მოწაფეთა მისთა აღდგომისა მისისათჳს, რომელ-იგი სამარისაგან იყო.
    19.     იხარებდინ ამიერითგან ეკლესიაჲ ამას დღესა შინა, და არქუთ იერუსალჱმსა, ვითარმედ: ნუ გიხარინ მტერსა მაგას ჩემსა, რამეთუ დავეცი და მერმე აღვემართო.
    20.     და რამეთუ დავჯედ ბნელსა და უფალმან განმანათლოს.
    21.     მერმეცა არქუნ წინაწარმეტყუელმან ეკლესიასა: „აღდეგ და განათ...
    22.     რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“, რამეთუ გამოუბრწყინდა დიდებაჲ იგი მისი ეკლესიასა მისსა ზედა, რომელ-იგი არს ყოველსა ქუეყანასა.
    23.     ესერა თაყუანის-სცემენ დიდებასა მისსა მეფენი სოფლისანი და მსაჯულნი ქუეყანისანი, ვითარცა ჰრქუა მას წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: „განეხუნენ ბჭენი სამარადისონი დღე და ღამე და ნუ დაიჴშვიედ, და შევიდენ შენდა ერნი თესლთანი და შარავანდედნი მათნი“.
    24.     ხოლო ყავნ მოწყალემან, რამეთუ ვითარცა გევნებოდა თქუენ ჟამსა მას ჯუარცუმისა მისისასა, იხარებდით და იშუებდით დღესა აღდგომისა მისისასა და ეზიარენით წმიდათა მისთა თანა სასწაულსა მისსა და ჩუენდა გამოვთქუათ დიდებაჲ სიმდიდრისა მისისაჲ უკუნისამდე. ამენ.


14

     1.     16. თქუმული მოძღუართაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
    2.     აწ აღდგა… ყოველსა სოფელსა მოჰმადლა აღდგომასა მას მისსა და აჰა ესერა, ჩუენნი ვინმე დასისაგანნი, რომელნი სცვიდეს საფლავსა მას, მოვიდეს ქალაქად.
    3.     ჰრქუეს ჰურიათა მათ: აღდგა იესუ მკუდრეთით.
    4.     ჰრქუეს ჰურიათა მათ: და რად არა შეიპყარით იგი?
    5.     ჰრქუეს ერისაგანთა მათ: და თქუენღა შეიპყართ, რაჲ შეიძინეთ? გარნა ზღვევაჲ სულთა თქუენთაჲ!
    6.     ხოლო მან წინაჲთვე თქუა: „თანა-მაც მე სიკუდილი და მესამესა დღესა აღდგომაჲ“.
    7.     და რაჲ-იგი თქუა, ეგრეცა აღასრულა და დიდითა დიდებითა აღდგა მკუდრეთით, ჰრქუეს ჰურიათა მათ: თქუენ საფასე წარმოიღეთ მოწაფეთაგან მისთა და მიეცით გუამი მისი.
    8.     ჰრქუეს ერისაგანთა მათ: თქუენ ესე ურწმუნოებაჲ გაქუს, ურჩულონო, თქუენ არა გრწმენა, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღდგეს.
    9.     და ვითარ არს თქუენდა, საწყალობელნო, რამეთუ აწცა არა გრწმენა მისი, და ჰყავთ, რომელიცა გინდა ყოველივე სიბოროტე, რამეთუ მან თჳთ თავს-იდვა ყოველი.
    10.     ხოლო ოდეს მოვიდეს მერმესა მას, ვითარცა-ესე თქუა, უტყუველად აღასრულა, ვითარცა-იგი თქუა: მესამესა დღესა აღვდგეო, და არცა იგი ტყუოს უტყუველმან.
    11.     და ვაჲ თქუენდა იყოს დღესა მას მოსლვისა მისისასა, ხოლო ჩუენ ვერმცა შეუძლეთ შეპყრობად მისსა, რამეთუ შიშისა მისისაგან შევიქმნენით ვითარცა მკუდარნი დიდებისა მისისაგან.
    12.     რამეთუ აღდგომასა მისსა ქუეყანაჲ შეიძრა და ადგილი იგი მისგან შეძრწუნდა.
    13.     რამეთუ დასნი ანგელოზთანი გარე-მოადგეს საფლავსა მას და წარდგა ერთი ანგელოზთაგანი და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისაჲსა და აჰა ესერა, თავადი გამოვიდა საფლავით, ბრწყინვალე უფროჲს ნათლისა შჳდ წილ უმეტეს მზისა.
    14.     და გუესმა მისგან, რამეთუ ჰრქუა დედათა მათ: „არქუთ მოწაფეთა ჩემთა: აღდგა მკუდრეთით და წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას.
    15.     მუნ მიხილოთ მე“, აწ ეგერა, ჭეშმარიტად გალილჱას არს.
    16.     უკუეთუ შემძლებელ ხართ, შეიპყართ თქუენ, წარვედით, აჰა ეგერა გითხართ თქუენ, ჭეშმარიტად.
    17.     ხოლო ჰურიათა მათღა ესმა, შეიქმნნეს ვითარცა მკუდარნი.
    18.     იზრახჱს ზრახვაჲ ბოროტი და მოიღჱს ვეცხლი დიდძალი და მისცეს ერისაგანთა მათ.
    19.     ევედრებოდეს და ჰრქუეს: „ესრჱ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა, დაღათუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ მას და დავადუმოთ იგი“.
    20.     ჵ უშჯულონო, მსაჯულსა მას სადა-მე თქუენ არწმუნოთ, ხოლო სოფელსა ვინ დაარწმუნოს?
    21.     ვაჲ თქუენდა, საწყალობელნო, რამეთუ თავისა თქუენისაჲ იზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი, რამეთუ შვილ იყვენით და ძაღლ იქმნენით.
    22.     ვაჲ თქუენდა, ქედფიცხელნო და წინდაუცუეთელნო გულითა, რამეთუ ერ უფლისა იყვენით და მგელ იქმნენით, და კბილნი თქუენნი აღილჱსენით კრავსა მას ზედა ღმრთისასა და დიდებისა მისისაგან უცხო იქმნენით.
    23.     ვაჲ თქუენდა, რამეთუ მარადის მჴდომ ექმნენით უფალსა და ბოროტად გელის ჯოჯოხეთი და ცეცხლი იგი უშრეტი.
    24.     რამეთუ ჯოჯოხეთი შემდგომად წარტყუენვისა მის შეკრძალულთა მათ მისთა ელის და აწ თქუენ გიმზირის ნაცვალად მათსა და იტყჳს: ნუ იყოფინ განსუენებაჲ ებრაელთაჲ, რამეთუ უფლისა ზედა კადნიერ იქმნნეს და წარიტყუენნჱს.
    25.     უკუეთუმცა მათ ბოროტი ზრახვაჲ არა მოეღო უფლისათჳს, მემცა ესოდენი არა მევნო.
    26.     უკუეთუმცა მათ არა მოეკლა იგი, არამცა მოსრულ იყო აქა და მემცა ყოვლად სასოწარკუეთილად არა ვიყავ.
    27.     და თუ ვითა შევიჴელთნე იგინი, მე ვასწავო მათ, რაჲთა არღარა იკადრონ ზრახვაჲ ბოროტი უფლისა თჳსისათჳს.
    28.     რამეთუ მათ მიერ მოველი აღვსებად წიაღთა ჩემთა, რაჲთა შთავჰჴადნე იგინი ქუესკნელთა საუნჯეთა, სადაცა მოძღუარი მათი ეშმაკი მივრდომილი ძეს ცეცხლსა მას უშრეტსა და მატლსა უკუდავსა, რაჲთა ისწავონ ღმრთისათჳს არა თქუმად ბოროტი.
    29.     უკუეთუ მოვინდენ აქა, მე განვსწავლნჱ იგინი არა გმობად ღმრთისა და მორჩილებად ეშმაკისა.
    30.     ვაჲ თქუენდა, საწყალობელნო, რამეთუ ნათელი იგი დაუტევეთ და ბნელსა წადიერ იქმნენით.
    31.     ვაჲ თქუენდა, რამეთუ სთქუთ ტკბილი იგი მწარედ და მწარჱ ტკბილად.
    32.     ვაჲ თქუენდა, ჰურიათა, რაჟამს ჰხედვიდეთ ძელსა მას, რომელსა ზედა ჯუარს-აცუთ უფალი და მას ყოველი სოფელი თავყანის-სცემდე.
    33.     და ოდეს ჰხედვიდეთ მომავალსა ღრუბელთა ზედა და ანგელოზთაგან დიდებულსა უფროჲს მზისა ბრწყინვალჱსა.
    34.     ვაჲ თქუენდა, ჰურიათა, რამეთუ ჰზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი და მოაკუდინეთ უკუდავი იგი.
    35.     და უკუდავი იგი ცხოველ არს, ხოლო თქუენ მოჰკუედით.
    36.     იგი ცად ამაღლდა, ხოლო თქუენ ქუესკნელთა ჯოჯოხეთისასა შთაჰჴედით.
    37.     იგი მარჯუენით მამისა ზის, ხოლო თქუენ მარცხენით ეშმაკისა სხედთ ცეცხლსა მას შინა.
    38.     ხოლო აწ განვიშორნეთ ბოროტი იგი ზრახვანი.
    39.     ჰურიანი გეჰჱნიასა შინა დამკჳდრებულნი ჰსხენან, ხოლო ჩუენ აღდგომასა უფლისასა მოვისწრაფოთ.
    40.     დასასრულ ვყოთ სიტყჳსაჲ ამის – არამედ აღდგა უფალი მკუდრეთით და მიემთხჳნეს ორნი იგი დედანი უფალსა ჩუენსა და არა ჰრწმენა, ვითარმედ იგი არს.
    41.     და ჰრქუა მას: „უფალო, შენ აღაღე, მითხარ მე… და სდევ… რაჲთა წარმ...“ მაშინ…
    42.     ჰრქუა მას: „რად ჰსტირ? ვის ეძიებ?“
    43.     არამედ წარვედ და არქუ მოწაფეთა ჩემთა და პეტრეს.
    44.     არავის სხუასა სახელით ჰრქუა, გარნა მას ხოლო.
    45.     ისმინეთ, რაჲსათჳს მას ხოლო სახელით უწოდა?
    46.     რამეთუ სხუათა მათ არა თქუეს, არამედ მან აღუთქუა და თქუა: დაღათუ შემემთხჳოს შენ თანა სიკუდილი, არასადა უვარ-გყო შენ.
    47.     სხუათა მათ არა თქუეს ესე, არცა უარ-ყვეს.
    48.     ხოლო პეტრჱ აღუთქა და ვერ აღუსრულა.
    49.     დაღათუ განვიდა გარჱ და ტიროდა მწარედ, არამედ ეშინოდა ფრიად პირისა მისისაგან, ჰგუნებდა, ვითარმედ არა მომიტევნეს მე ცოდვანი ჩემნი.
    50.     ამისთჳს თქუა: მოწაფეთა ჩემთა და პეტრეს და სხუათა მათ ერთად ჰრქუა, ხოლო მას მიზეზისა მისთჳს ჰრქუა, რაჲთა უშიშად მოვიდეს სხუათა მათ თანა.
    51.     და ჰრქუა: წარვედ, რაჲთურთით ნუ შეძრწუნდები, რამეთუ არა უნაკლულეს გყო დიდებისა… არა გყო შემდგომად სხჳსა… შენ მარჯუე… ჩემისა არა მივსცნე…
    52.     სასუფეველისანი, არამედ ვითარცა-იგი იყავ, ეგრჱცა ჰგია.
    53.     რომლისაჲ გინდეს ცოდვილისაჲ განჴსნაჲ, იყავნ იგი ჴსნილ ცათა შინა.
    54.     „და რომელნი შეჰკრნე ქუეყანასა ზედა, კრულ იყვნედ ცათა შინა“.
    55.     ნუ გეშინინ, პეტრჱ, რამეთუ არაჲთ უნაკლულევან გყო შენ მადლთაგან ჩემთა, ნუ იყოფინ!
    56.     არამედ რაჲცა აღგითქუა, აღგისრულო.
    57.     ზედა კლდისაებრსა მაგას სარწმუნოებასა შენსა „აღვაშენო ეკლჱსიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას“.
    58.     და შენ დაჰმწყსნე ცხოვარნი და შენ აძოვნჱ ზეცით, რაჲთა სინანული სოფელსა მივჰმადლო.
    59.     მეზუერეთა და მეძავთა ეგოდენი ცოდვაჲ მიუტევჱ და შენ ეგე შეცოდებაჲ არა მიგიტეოა?
    60.     რამეთუ მიყუარან მე მონანულნი, გეჴსენედ შენ, რამეთუ ვცრემლოოდე წარწყმედასა მას იუდაჲსსა და არა მინდა წარწყმედაჲ იგი მისი.
    61.     უკუეთუმცა რაჟამს დააგდო ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა, თუმცა შეენანა, არამცა შიშთვილ-ება, არამცა განმეგდო იგი სრულიად, არამედ შეუნანებელმან ისწრაფა სიკუდილი, ამისთჳსცა უკუნისამდე ისაჯების.
    62.     ხოლო შენ შეინანჱ.
    63.     ნუ გეშინინ, რამეთუ ვიხილენ ცრემლნი შენნი და მოგიტევენ ცოდვანი შენნი.
    64.     რამეთუ დავითმან ორი ბოროტი ქმნა: ისიძვა და ჰურია ქედელი მოკლა.
    65.     და მიუტევენ მას და მუნვე წესსა წინაწარმეტყუელებისასა აღვასრულე იგი.
    66.     და შენ, რომელმან დაუტევე სახლი, ცოლი და ნათესავნი, არა-მე მიგიტეო შენ შეცოდებაჲ ეგე შენი?
    67.     ნუ გეშინინ პეტრჱ, რამეთუ მე ვარ, რომელმან ვთქუ: „მოვედით ჩემდა მაშურალნი ეგე, და რომელთა გიტჳრთავს ტჳრთი მძიმჱ, და განგისუენო თქუენ“.
    68.     მე ვარ, რომელმან ვთქუ: „დიდი სიხარული არნ ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს“.
    69.     ნეტარ თუმცა იუდასცა, ვითარცა-იგი მე მიმცა, ჩემდავე მოქცეულ იყო, არამცა გრიკსა მას ველურსა ხჱსა მიერ შიშთვილ-ება და საბელნი იგი მოსაშთობელნი არამცა განემზადნეს თავისა თჳსისა წარწყმედად,
    70.     არამცა მოსრულ იყო იგი და შე-მცა-ენანა და მე-მცა ცოდვანი იგი მისნი ჯუარსა მას შემემშჭუალნეს.
    71.     რამეთუ მე არარაჲ მიზეზ ვექმენ მისსა მას წარწყმედასა, არამედ მისი იგი უძღები ბუნებაჲ.
    72.     უკუეთუმცა შემდგომად მიცემისა ჩემისა შევრდომილ იყო წინაშე ჩემსა, მემცა არა შემეწყნარა, მემცა ვიყავ მიზეზ მისსა, რამეთუ არამცა განვაძე იგი გარე და არცა ვაოტჱ და არცა ვსწყევე.
    73.     ვიცოდე, ვითარმედ იგი არს მიმცემელი ჩემი, არა შევჰსწამე პირსა, არცა ვარქუ, ვითარმედ შენ მიმცემ მე, უშჯულო, განმეშორჱ ჩემგან.
    74.     არამედ ყოველთა შორის ვარქუ, ვითარმედ: ერთი ვინმე თქუენგანი მიმცემს მე.
    75.     ესეღა ვარქუ, მასცა დავჰბანენ ფერჴნი და პურიცა იგი მივეც და არა შევსწამე პირსა მისსა, რაჲთამცა არა შეეშინა და ივლტოდა არაჲთ, ვიდრე მიზჱზ ვექმენ მე მას.
    76.     და რაჟამს-იგი შეჰრისხენით მას განძებად გარჱ, ვარქუ: აცადეთ მაგას დღეს.
    77.     ამისთჳს ვთქუ, რაჲთამცა მოიქცა გული მისი, არამედ მასვე უკეთურებასა ეგო, ამისთჳს დგას და ელის საშჯელსა საუკუნესა.
    78.     ხოლო შენ შეინანჱ, ნუ გეშინინ მოსლვად ყოველთა თანა, რამეთუ მეგობარი ვარ ყოველთა მონანულთაჲ და მისთჳსცა დაუტევენ ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი ცხოვარნი უდაბნოსა და ერთისაჲ მის წარწყმედულისა ძიებად ვისწრაფე.
    79.     და ესოდენ ნაკლულოვან გყო შენ მადლთა მათ ჩემთა, პეტრჱ.
    80.     არამედ აჩრდილმანცა შენმან განკურნეს სნეულნი და ვარშამაგმან და სლვამან შენმან განსხნეს ეშმაკნი და მიახლჱბასა ჴელისა შენისასა დედის მუცლითგან მკელობელნი აღემართნედ და ხლდებოდიან.
    81.     რამეთუ თქუა: „არქუთ მოწაფეთა და პეტრჱს, რამეთუ აჰა ესერა, წინა-გიძღჳს თქუენ გალილჱად.
    82.     მუნ მიხილოთ მე“, და „აღდგეს და წარვიდეს სიხარულით გალილეად.
    83.     მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ, იხილჱს იგი და თავყანის-სცეს მას“ და აღესრულა ყოველი იგი წინაწარმეტყუელებაჲ, რომელი-იგი მისთჳს თქუა.
    84.     ამას ყოველსა დაუთმო უვნებელმან ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ უკუდავებასა დაგუამტკიცნეს.
    85.     ცოდვილთა სინანული მოჰმადლა და სოფელსა მშჳდობაჲ მოანიჭა და საჭურველი მტერისაჲ მოჰმადლა წინაშე სოფელსა – ჯუარი თჳსი.
    86.     ვისმე არა უკურდეს ზრახვაჲ ჯუარისაჲ, ვითარ იგი უძლეველ არს?
    87.     უკუეთუ მიხჳდე ბრძოლად და იხილო მტერი იგი და მახჳლი მისი ლესული წინაშე შენსა, და შენ არარაჲ გაქუნდეს,
    88.     არამედ ნიში იგი ჯუარისაჲ გაქუნდეს შუბლსა შენსა, წინა მიეგებვოდე მას და ეტყოდე: „ესენი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით, რამეთუ წინაჲთვე თქუა დავით ნიშისაჲ მის ჯუარისაჲ.
    89.     რამეთუ თქუა: „მივსცე მოშიშთა შენთა სასწაული, რაჲთა განერნენ პირსა მშჳლდისასა“.
    90.     რომელი ნიში მისცა?
    91.     არამედ ჯუარი იგი და ძალი ძელისაჲ მის, ვითარ...
    92.     რკინათაჲ და...
    93.     რაჟამს იხილის ნიში იგი ჯუარისაჲ, ზღუდენი დაეცნიან და მტერნი მოუძლურდებიან, ვითარცა თი...
    94.     ეშმაკნი ივლტოდიან და ყოველივე დაემორჩილებიან ძალსა.
    95.     და ძალისა მისისათჳს, რომელი-იგი მას ზედა ჯუარს ცუ… და არა ხოლო თუ აწ… რომლითა სძლეს მტე… სახჱცა იგი, რომელი ...ნისა… და განძლიერდებოდა.
    96.     ხოლო ესე ნუ გიკჳრნ, რამეთუ ღმრთისაჲ ოდენ ძლიერებაჲ აქუს ჯუარსა ამას, რამეთუ დასაბამსა სიტყუაჲ იგი ესოდენსა მოჰყოფდა.
    97.     ისმინე ძალი ხისაჲ მის, რამეთუ კუერთხი იგი მოსჱსი სახჱ იყო ჯუარისაჲ მის, ვითარცა იტყჳს პავლჱ.
    98.     „რამეთუ სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს.
    99.     ხოლო კლდე იგი იყო… ქრისტე“.
    100.     და კუერთხი ჯუარი ესე არს, სახჱ იგი ჯუარისაჲ და იხილა ...ვდენი იგი ქმნა, ანუ რავდენი უყო მტერთა მათ სიბოროტისათაჲ.
    101.     ხოლო მორწმუნეთა მათ კეთილნი მრ… ეჩუენა, რამეთუ…


15

     1.     17. აღვსებისა ორშაბათსა, ზატიკსა საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა კჳრილჱ იერუსალჱმელ მთავარეპისკოპოსისაჲ მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა და სულთათჳს
    2.     ძირი ყოვლისა საქმისა კეთილისაჲ აღდგომისა სასოებაჲ არს, რამეთუ მოლოდებამან სასყიდლის მომცემელისამან ძარღოვან ქმნის სული საქმედ კეთილისა.
    3.     რამეთუ განმზადებულ არს ყოველი მუშაკი დათმენად შრომათა აღდგომითა უფლისაჲთა, უკუეთუ მიჰხედის შრომათა სასყიდლის კუალადგებასა, ხოლო რომელნი უსასყიდლოდ შურებიედ, წინაწარვე დასცის სული ჴორცთა თანა.
    4.     ერისკაცი, რომელი საღუაწსა სასყიდლისასა მოელის, ბრძოლასა განმზადებულ არს.
    5.     ხოლო არავინ განუკითხველსა მეფესა ერისკაცად განწესებული, ვითარმცა არა მოსცა სამართალი შრომათაჲ და იგიმცა განემზადა მისთჳს...
    6.     ხოლო რომელსა არა ჰრწამნ აღდგომაჲ, ექმნის განჩემებულ წარსაწყმედელსა.
    7.     რომელსა ჰრწამნ, ვითარმედ ეგნენ ჴორცნი მისნი აღდგომად, ეკრძალებინ სამოსელსა მას თჳსსა და არა შეიგინოს იგი სიძვითა.
    8.     ხოლო რომელსა არა ჰრწამს აღდგომაჲ, მისცის თავი თჳსი სიძვასა, და ვითარცა უცხოჲ იჴმიის ჴორცი იგი თჳსი.
    9.     დიდ უკუე არს აწ წმიდისა და კათოლიკე ეკლესიისა მცნებაჲ და სწავლაჲ სარწმუნოებისაჲ აღდგომისათჳს მკუდართაჲსა, დიდ და საჴმარ და მრავალთა მიერ საცილობელ.
    10.     ხოლო მის ჭეშმარიტებისაგან სარწმუნოებისა გუაცილობენ ჩუენ წარმართნი, და არა ჰრწამს სამარიტელთა და გუბასრობენ მწვალებელნი.
    11.     მრავალსახჱ არს სიტყჳსგებაჲ, არამედ ერთსახჱ არს ჭეშმარიტებაჲ.
    12.     და გუეტყჳან ჩუენ წარმართნი და სამარიტელნი ერთად: ესრჱთ დაეცა იგი, რომელი-იგი აღესრულა, და დალპა და მატლად გარდაიქცა ყოვლადვე, და მატლიცა იგი მო-ვე-წყდა.
    13.     და დამპალი ესევითარი, რომელი წარწყმედამან დაიპყრა ჴორცი, ვითარ-მე აღდგეს?
    14.     ნავსა შინა თევზთა შეჭამნეს და იგიცა შე-ვე-იჭამნეს უდიდესთაგან თევზთა.
    15.     მჴეცთა მიცემულნი და დათუთა და ლომთა, იგიცა ძუალნი დააწულილნეს და განილინეს.
    16.     ყანჩთა და ყორანთადა გარეწარგდებულთა მკუდართა ჴორცნი შეჭამნეს და ყოველსა სოფელსა განფრინდეს.
    17.     აწ ვინ შეკრიბნეს ჴორცნი იგი?
    18.     ანუ ვინ უწყის მფრინველი იგი, რომელმან შეჭამა?
    19.     რომელიმე ჰინდოეთს მოკუდა, რომელიმე სპარსეთს და გუთეთს, და რომელნიმე ცეცხლითა დაიწუნეს და მათი იგი ნაცარი – იგიცა გან-ვე-იბნია წჳმისა და ქარისაგან.
    20.     აწ ვითაჲ შეკრბეს ჴორცი იგი?
    21.     შენ, კაცისაჲ, მცირეკისაჲ და უძლურისაჲ, შორს არს გუთეთი, და ჰინდოეთი და სპანიაჲ იგი სპარსეთ არს.
    22.     ხოლო ღმერთსა, რომელსა უპყრიეს ყოველი ქუეყანაჲ ბრჭლითა, მახლობელ არს მისა ყოველი.
    23.     აწ ნუსადა შენისაებრ უძლურებისა შეასმენ ძალსა ღმრთისასა, არამედ ძალსა მისსა ერჩდი უფროჲს.
    24.     და აწ მზჱ მცირჱ არს ქმნილი ღმრთისაჲ.
    25.     ერთითა მით მოხედვითა მზისთუალისაჲთა ყოველი სოფელი განტფის, და აერსა, რომელი შექმნა ღმერთმან, მოუცავს ყოვლითურთ, რაჲ არს სოფელსა?
    26.     მომართუ მე თითოსახჱ თესლი ნაყოფთაჲ პირად-პირადი (რამეთუ უძლური ხარ შენ სარწმუნოებასა, უძლური გითხრა შენ სახჱცა) და იგიცა თესლი გიპყრიეს თითოსახეთა ნაყოფთაჲ მჭელსა შინა.
    27.     დიდ რაჲ-მე არსა შენ კაცისაჲ, ანუ ძნელ მჭელსა შენსა გამოცნობად თითოეულისა თესლისა ნაყოფთაჲ, თჳსებრ ბუნებისა შეკრებაჲ და კუალად-გებაჲ ერთად თესლად?
    28.     და შენ სამე შენსა მჭელსა ესე ძალ-გიც, ხოლო ღმერთსა, რომელსა უპყრიეს მჭელითა თჳსითა ყოველი ქუეყანაჲ გამოცნობად და შეკრებად და კუალად-გებად, ვერ-მე ძალ-უცა?
    29.     გულისხმა-ყვენით თქუმულნი ესე, უკუეთუ არა არს უღმრთოებაჲ და უვარის-ყოფაჲ.
    30.     მერჩდით მე მასცა სიმართლისა სიტყუასა და მოვედ თავისა თჳსისა.
    31.     თითოსახენი გისხენ შენ მონანი: რომელნიმე კეთილ არიან და რომელნიმე ბოროტ.
    32.     პატივ-სამე-ჰსცე კეთილთა მათ, დასაჯნე ბოროტნი იგი.
    33.     და უკუეთუ მსაჯული ხარ, აქებ სახიერთა მათ და სტანჯავ ურჩთა მათ.
    34.     და აწ შენ კაცისა მიერ მოკუდავისა ესე სამართლად ღმრთისა თანა ყოველთასა, რომელსა მსახური არავინ უვის, მეუფესა სიმართლისასა, არა მეყოსა სატანჯველი და კუალად-გებაჲ?
    35.     არამედ უღმრთოებაჲ არს აურის-ყოფაჲ.
    36.     განიზრახე თქუმული ესე: მრავალნი კაცისა მკლველნი თჳსსა საწოლსა ზედა აღესრულნეს.
    37.     სადა არს ღმრთისა იგი სამართალი?
    38.     ვინ უწყის, კაცის მკლველი იგი ერგასისა კაცისა კლვისა თანამდებ არს და მას თავი ერთგზის მოეკუეთა.
    39.     სადა უკუე ორმეოცდაცხრამეტისაჲ მისცეს ტანჯვაჲ, უკუეთუმცა არა იყო ტანჯვაჲ და კუალად-გებაჲ შემდგომად სოფლისა ამის აღსრულებისა?
    40.     და უკუეთუ ესრჱთ არს, მაშა, შენ ღმერთსა ცრუდ გამოაჩინებ?
    41.     არამედ ნუ გიკჳრნ დროჲს-ყოფისა მისთჳს სარჩელისა.
    42.     ყოველი მოღუაწჱ შემდგომად ღუაწლისა გარდასლვისა გჳრგჳნოსან იქმნების, გინა ჰრცხუენების.
    43.     და არასადა ღუაწლისმცემელი იგი გჳრგჳნსა მოსცემს, ვიდრე ღუაწლსა შინა არიედ მოღუაწენი იგი, არამედ მოელიედ ყოველთა მოღუაწეთა ღუაწლისა აღსრულებასა, რაჲთა უკუანაჲსკნელ განიკითხოს და ეგრჱთ მოსცეს ძლევისა გჳრგჳნოსნებაჲ.
    44.     და ეგრეცა ღმერთმანვე, ღუაწლი არს-ღა ამას სოფელსა, შე-ღა-ეწიის წმიდათა რაოდენმე, ხოლო უკუანაჲსკნელ მოსცეს სასყიდელი სრულიად.
    45.     და უკუეთუ მკუდართა აღდგომაჲ არა არს, ვითარ-იგი შენ იტყჳ, რაჲსათჳს სამარის მძარცუველთა მათ დარჩი?
    46.     უკუეთუ წარწყმდეს ჴორცნი და სასოებაჲ არა არს აღდგომისაჲ, რაჲსათჳს ტანჯვასა შევარდების საფლავის მტყუენველი იგი?
    47.     ჰხედავ, აწ უკუე უვარ-ვყო ბაგითა უვარის-ყოფაჲ, ჰგიეს შენ თანა აღდგომისა იჭჳ განუხეთქელად.
    48.     და კუალად ხჱ მოკუეთილი აღმოსცენდის და კაცი თუ მოეკუეთოს, არა-მე აღმოსცენდესა?
    49.     დათესული იგი და მომკუეთელი დაადგრის კალოსა, ვენაჴთა ნასხლევი და ხეთაგან სხუათა მოკუეთილი ყოვლად დაასხას, დანერგული განცოცხლდეს და ნაყოფი გამოიღოს, და კაცი, რომლისათჳს ესენი არიან დაბადებულ, დაეცა ქუეყანად, არა-მე-აღდგესა?
    50.     ვითარცა შეტყუებით შრომაჲ, რომელი უდიდეს არს, ხატი კაცისაჲ, რომელი არა იყო პირველითგან შესაქმედ, ანუ დაცემული იგი შესაქმედ, რომელმან-იგი არაარსისაგან შეგუქმნნა ჩუენ ღმერთმან არაყოფილნი ესე, და დაცემულნი ვერ-მე აღმადგინნესა?
    51.     არამედ არღა გრწმენეს წერილთაჲ აღდგომისათჳს, რამეთუ წარმართ ხარ სხჳსა ბუნებისაჲ, რომელნი არიან ყოფილნი საქმენი, იხილენ, რომელნი დღენდელადმდე.
    52.     რომელნი ჩანან, გულისჴმა-ყავ.
    53.     დაეთესვის იფქლი, გინა სხუაჲ რომელიმე თესლი, და რეცა მოკუდის და დალპის მღიერთაგან, უჴმარ არნ იგი საჭმლად.
    54.     არამედ რომელი-იგი დამპალ არნ, აღდგის მწუანვილი და მცირეჱ დავარდის და აღდგის უმჯობესი.
    55.     ხოლო იფქლი ჩუენთჳს შეიქმნა, რამეთუ ჩუენდა სამსახურებელად შექმნა იფქლი დათესული იგი, არა თავისა თჳსისათჳს.
    56.     და აწ ჩუენთჳს შექმნული იგი და მომკუდარი განცხოვლდების.
    57.     და ჩუენ, რომელთათჳს ესე შეიქმნა მო… გეთა.
    58.     ზამთარი არს აწ ჟამი ესე, ვითარცა ჰხედავ.
    59.     და დადგა ნასხლევი, ვითარცა მოკუდა რომელი.
    60.     აწ სადა არს ფურცელი ლეღჳსაჲ?
    61.     სადა არიან ტევანნი ვენაჴისანი?
    62.     არამედ ზამთრის ესენი მკუდარ არიედ, და ზაფხული განედლდიან და ოდეს ჟამი იგი მოიწიის, ვითარცა მკუდრეთით განცხოველდიან, და კუალად მოსცის ცხორებაჲ,
    63.     რამეთუ იცოდა ღმერთმან შენი ეგე ურწმუნოებაჲ და ხილულთა ამათგან აღდგომაჲ იქმნა წელიწადითი წელიწადად, რაჲთა ხედვიდე უსულოთა მათ და მეტყუელთაჲ გრწმენეს.
    64.     და მერმე კუალად მწერნი და ფუტკარნი...
    65.     შინა შემდგომად ჟამისა ერთისა აღდგიან, აწ რომელი პირუტყუთა შეურაცხთა ...მს გარდა მრ… ბუნებისა ჩუენ, რომელთათჳს ესე… მნ...ა… მოგუმადლოსა?
    66.     არამედ ეძიებენ წარმართნი მკუდრეთით აღდგომისა უფროჲს, რომელმან განცხადებულად და თქუენ აღღა… დგებიან ესენი, არამედ არა…
    67.     ...სდ და ეძიებენ ცხადად საცხოვარსა, და დამპალსა და აღდგომილსა.
    68.     იცოდა ღმერთმან კაცთა ურწმუნოებაჲ და მფრინველი ამისთჳს შექმნა, რომელსა ჰრქჳან ფუვინიკა.
    69.     ესე სახელი ჰრქჳან მას, ვითარცა დასწერს კლემენტოს, რამეთუ მარტოდ შობილ არს და სოფელსა ეგჳპტელთასა მეხუთასესა წელთაჲსა აჩუენის აღდგომაჲ, არა უდაბნოთა ადგილთა,
    70.     რაჲთა უცნობელ იყოს საიდუმლოჲ, არამედ საჩინოსა ადგილსა მოკუდის და მეხუთასესა წელსა კუალად მკუდრეთით აღდგის.
    71.     ეგრჱ სახედ ნათესავი კაცთაჲ: ვითარ უძლურისა ძალისაგან შეიქმნების ენაჲ, გულად მზრახად და ჴელად მოქმედად, ფეჴად მორბედად და მრავალფერად ას...
    72.     სახედ.
    73.     და უძლური იგი იქმნის მოწაფჱ და მაშენებელ, და მრავალფერისა ხუროებისა მოქმედ და მოსაგრჱ და მთავარ და რჩულისმდებელ მეფე.
    74.     რომელნი შეურაცხთაგან საქმეთა ჩუენ ესრჱთ შეგუქმნნა ღმერთმან, დაცემულთა მათ მკუდართა აღდგინებად ვერ-მე ძალ-უცა?
    75.     რომელმან შეურაცხი იგი ესრჱთ ჴორცად გარდააქცია, დარღუეული იგი ვერ-მე აღადგინოსა?
    76.     და რომელმან-იგი არაარსი ქმნა, არსი იგი და დაცემული ვერ-მე აღადგინოსა?
    77.     მოიღე აწ მკუდართა აღდგომისათჳს განცხადებული განჩინებაჲ ცათა შინა მნათობთაჲ თჳთი-თთუედ წამებული: რამეთუ მთოვარისა გუამი ყოვლადვე მოაკლდის და არცა ჩან სადა თავად იგი, და მერმე კუალად გან-ვე-ივსის, და ვითარცა პირველ იყო, ეგრევე კუალად მოეგის.
    78.     ხოლო სხჳსათჳს საქმისა გამოჩინებისა მოწევნასა თითოეულისა წელიწადისასა მოაკლდის მთოვარჱ სისხლად გამოჩინებითა და კუალად მო-ვე-იღის გუამი – ნათლის ხატი.
    79.     რამეთუ ღმერთმან ესრეთ შექმნა იგი, რაჲთა შენცა, კაცი ეგე, რომელი სისხლთაგან შეყოფილ ხარ, მკუდართა აღდგომისა ნუ ურწმუნო იქმნები, არამედ ვითარცა-იგი მთოვარესა ცათა შინა ხედავ, ეგრევე სახედ თავისა შენისაჲ გრწმენინ.
    80.     ესე სიტყუანი გაქუნდინ წარმართთა მიმართ: ხოლო რომელნი წერილისასა არა თავს-იდებენ უწერელთაგან, ხოლო გულისსიტყუათა გამოჩინებითა ამათ არცა ესაია, არცა სახარებანი, არცა პავლჱ.
    81.     აწ ამიერითგან მოვედ სამარიტელთა, რომელნი შჯულსა ხოლო თავს-იდებენ და წინაწარმეტყუელთა არა შეიწყნარებენ.
    82.     რომელთა უქმად სამსგავსებელ არს მათ მიერ აწინდელი ესე საკითხავი ეზეკიელისი, რამეთუ წინაწარმეტყუელთა, ვითარცა თქუა, არა შეიწყნარებენ, აწ ვინაჲთ ვარწმუნოთ სამარიტელთა?
    83.     მოვედით ამიერითგან წერილთა რჩულისათა.
    84.     ეტყჳს ღმერთი მოსეს: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“, ცხოველთაჲ სამე და აღდგომილთაჲ.
    85.     უკუეთუ აბრაჰამ აღესრულა, და ისაკ და იაკობ, ღმერთი არს-მეა არაყოფილთაჲ?
    86.     თქუეს-მე სადა მეუფემან, ვითარმედ მეუფჱ ვარ, რომელსა არა აქუნ ერი?
    87.     აჩუენეს ვინ-მეა სიმდიდრჱ, რომელი არა აქუნ?
    88.     ჯერ ვიდრე-მე არსა თქუმად, ვითარმედ დგანან აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, რაჲთა არსთა მათ ღმრთად იყოს ღმერთი?
    89.     არა თქუა: „ვიყავო მათი“, არამედ „ვარ“.
    90.     და რამეთუ სარჩელიცა არს, იტყჳს აბრაჰამ: „რომელი-ეგე შჯი ყოველსა ქუეყანასა, არა ჰყოა შჯული“?
    91.     კუალად სიტყუასავე გჳგებენ ამისთჳსცა უცნობელნი სამარიტელნი, იტყჳან: სულთაჲ შეჰგავს ყოფაჲ აბრაჰამისთაჲ, ისაკისთაჲ და იაკობისთაჲ, ხოლო ჴორცთა აღდგომაჲ ვერ შესაძლებელ არსო.
    92.     აწ კუერთხი მოსჱსი მართლისაჲ გუელად შესაქმედ შესაძლებელ არს, და ჴორცნი მართალნი ცხოვრებად და აღდგომად ვერ შესაძლებელ არიანა?
    93.     და თჳნიერ ბუნებისაჲ იგი იქმნა, და რომელთაჲ თჳთ ბუნებაჲ არნ, არა-მე კუალად მოეგოსა?
    94.     კუერთხი იგი აჰრონისი, მოკუეთილი და მომკუდარი, თჳნიერ წყლისა სულისა აღდგა და აღმოსცენდა.
    95.     დ...სა იყო, რომელი-იგი ველსა გარე ცენებულ ოდესმე იყო, ჴელსა ქუეშე მდგომარემან მრავლით წყლითგან რწყულთაჲსა უფროჲს ღამესა ერთსა მოსცა ნაყოფითურთ კუერთხი იგი აჰრონისი, ვითარცა მკუდრეთით აღდგა, და თავადი აჰრონ არა-მე აღდგა?
    96.     და რაჲთა მღდელთმოძღურებაჲ მათი ღმერთმან აღჰმართოს, ძალითა მით სასურველი იქმნა და მას თჳთ აჰრონს არა-მე მოჰმადლოსა აღდგომაჲ?
    97.     დედაკაცი თჳნიერ ბუნებისა მარილად გარდაიქცა და ჴორცი მარილ იქმნა, და აწ ჴორცი ჴორცადვე ვერ-მე მოეგოსა?
    98.     ძეგლ მარილის იქმნა ცოლი ლოთისი და ცოლი აბრაჰამისი არა-მე აღდგესა?
    99.     რომლითა სახითა გარდაიქცა ჴელი მოსჱსი და ერთსა შინა ჟამსა იქმნა ვითარცა თოვლი, და მერმე კუალადვე მოეგო ღმრთისა ბრძანებითა.
    100.     და მაშინ ბრძანებაჲ იგი ძლიერ იყო, აწ არღა ძლიერ არსა?
    101.     ვინაჲ უკუე დასაბამსა შექმნა კაცი, რომელთა კაცთა უუცნობილესნო სამარიტელნო?
    102.     მოვედით პირველსა მას წიგნსა, რომელსაცა თქუენ შეიწყნარებთ: და დაჰბადა ღმერთმან კაცი, მიწაჲ ქუეყანით, მიწაჲ ჴორცად გარდაიქცევის და ჴორცი ჴორცად ვერ-მე მოეგოსა?
    103.     გკითხო თქუენცა, ვინაჲ წარმოჴდეს კაცი, და ქუეყანაჲ, და ზღუაჲ?
    104.     ანუ ვინაჲ მზჱ, და მთოვარჱ, და ვარსკულავნი?
    105.     ვითარ კუალად წყალთაგან მფრინველნი და მცურვალნი?
    106.     ვითარ უკუე ქუეყანით საცხოვარნი ყოველნი?
    107.     ესოდენნი ბევრეულნი არაარსისაგან არსებად მოიყვანნეს და ჩუენ კაცნი, რომელთა ხატი მისი გუაქუს, ვერ-მე აღგუადგინნესა?
    108.     ჭეშმარიტად საქმენი ესე ურწმუნოებითა სავსე არიან და მრავალი კდემაჲ აქუს ურწმუნოთა, რაჟამს აბრაჰამ ეტყჳს ღმერთსა: რომელი ჰშჯი ყოველსა ქუეყანასა, და არა ჰრწამს, რომელნი ისწავებენ შჯულსა.
    109.     რამეთუ წერილ არს „ქუეყანისაგან კაცი“ და არა ჰრწამს, რომელნი აღმოიკითხვენ ამას, მათ ურწმუნოთა ესე, ხოლო წინაწარმეტყუელთაგან ჩუენ მორწმუნეთა,
    110.     რამეთუ წინაწარმეტყუელთასა ვიეთნიმე იკითხვენ, და არა ჰრწამს წერილისაჲ მის და დაგჳდგიან ჩუენ იგი, ვითარმედ: „არა აღდგენ უღმრთონი სარჩელსა“.
    111.     და კუალად: „უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთს, არღარა აღმოჴდეს.“ და კუალად: „არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო“.
    112.     რამეთუ კეთილად დაწერილთა ბოროტად აღმოიკითხვენ.
    113.     ჰკითხე, რაჲთა თანაწარსლვითა წინამიგებად მათა.
    114.     და უკუეთუ თქუას, ვითარმედ… რამეთუ…
    115.     უფალო, ამას აუწყებს, რამეთუ სინანულისა და მოტევებისა დროჲ ამას ხოლო ცხორებასა აქუს, თქუა, ვითარმედ: რომელნი იშუებდენ – აქებენვე.
    116.     არა არს მიერითგან შემდგომად სიკუდილისა, რომელნი ცოდვასა შინა აღესრულნეს, ვითარცა კეთილისმყოფთა ქებაჲ, არამედ გოდებაჲ.
    117.     ქებაჲ მადლისმიმცემელთაჲ არს, ხოლო გოდებაჲ არს ტანჯულთაჲ.
    118.     მართალნი იგი მაშინ აქებდენ, ხოლო რომელნი აღესრულნეს ცოდვასა შინა, მიერითგან ჟამი აღსარებისაჲ არღარა აქუს.
    119.     ხოლო ამისთჳს, ვითარმედ: „შთა-თუ-ჴდეს კაცი ჯოჯოხეთა.
    120.     არღარა აღმოჴდეს“, არამედ იკითხე შემდგომი ამისი, რამეთუ წერილ არს: „არღარა აღმოჴდეს და არცა მიიქცეს მერმედ სახიდ თჳსა“.
    121.     ოდეს სოფელი ყოველი წარჴდეს და ყოველივე ერთბამად განიჴრწნეს სახლები, ვითარ-მე უკუე თჳსა სახლად მი-ვინ-მე-ვიდეს?
    122.     მიერითგან ახალი იყოს ქუეყანაჲ?
    123.     ჯერ არს მათა სმენად, ვითარ-იგი იტყჳს იობ: „ფრიად არს...
    124.     სასოებაჲ, და უკუეთუ...
    125.     ენდეს და მორჩი მისი არა მოაკლდეს.
    126.     და-ღათუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს ძირი მისი კლდესა ზედა.
    127.     ძელი მისი სულისაგან წყლისა ყუაოდის, და ყოს მან ნაყოფი, ვითარცა ახალნერგმან, ხოლო კაცი მოკუდა და წარჴდა, დაეცა კაც და არღარა არს?“
    128.     არა ხოლო იძულნებით და შერისხვით ესრეთ ჯერ-არს?
    129.     ესრეთ ამოვიკითხე, რომელი-იგი თქუეს, ვითარმედ: არღარა არსა?
    130.     აწ ხჱ დაეცეს და აღ-სამე-დგის, და თჳთ იგი კაცი, რომლისათჳს იგი ხჱ შეიქმნა, არა-მე აღდგესა?
    131.     და რაჲთა არა გეგოს, ვითარმედ ძალითა გარწმუნებ, აღმოიკითხე შემდგომი ამისი.
    132.     რამეთუ მერმე იტყჳს, რეცა თჳთ ჰკითხავს: „დაეცა კაცი, არღარა აღდგესა?“
    133.     და მერმე იტყჳს: „უკუეთუ, მოკუდა კაცი, ცხონდა“.
    134.     და მეყსეულად იტყჳს: „ხოლო დავითმინო მე ვიდრემდის კუალად ვიყო მე“.
    135.     და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა...
    136.     ქუეყანით აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან აღავსო ესე“.
    137.     ხოლო ესაია წინაწარმეტყუელი იტყჳს: „აღდგენ მკუდარნი, განიღვიძონ, რომელნი არიან საფლავებსა“.
    138.     და განცხადებულად ეზეკიელ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „აჰა ესერა, მე აღვაღო საფლავებსა თქუენსა და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავებით თქუენით“.
    139.     და მერმე კუალად დანიელ იტყჳს: „მრავალნი მძინარენი ქუეყანისაგან მიწით აღდგენ, რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, რომელნიმე სირცხჳლად საუკუნოდ“.
    140.     და მრავალნი წიგნნი წამებენ მკუდართა აღდგომისათჳს.
    141.     რამეთუ არიან სხუაცა მრავალსიტყუა ამისთჳს, რეცა თუ მოსაჴსენებელად.
    142.     ხოლო აწ თანაწარსრბით ვთქუათ ლაზარესი ოთხისა დღისა მკუდრეთით აღდგომაჲ.
    143.     თანა-წარვჴდე ჟამისა ამისთჳს სიმცირისა და ძისა მისთჳს ქურივისა, აღდგომილისა მკუდრეთით, მოვიჴსენებთ.
    144.     ხოლო წარმოვიღოთ აწ ასულისა მისთჳს შესაკრებელთმთავრისა.
    145.     მოვიჴსენო აწ და ვთქუათ განხეთქაჲ კლდისაჲ, და საფლავთაჲ აღებაჲ და მრავალთა გუამთა წმიდათა აღდგომაჲ.
    146.     და ყოვლისა წინა მოიჴსენე, რამეთუ ქრისტე მკუდრეთით აღდგომილ არს.
    147.     თანა-წარვლო ელიასი იგი და ძისა მის ქურივისაჲ, რომელი-იგი მკუდრეთით აღადგინა მან, და ელისჱ ორგზის აღადგინა მკუდარი ცხორებასა და შემდგომად აღსრულებისა მისისა, ვითარცა ცხოველმან ქმნა აღდგომაჲ სულითა თჳსითა.
    148.     რაჲთა არა სულსა ხოლო პატივ-სცეს მართალთასა, არამედ სარწმუნო ექმნეს, ვითარმედ არს ჴორცთაცა შინა მართალთასა ძალი., რომელი-იგი დავარდა საფლავსა ზედა ელისჱსსა მკუდარი, მკუდარისა გუამისა წინაწარმეტყუელისასა შეეხო და განცოცხლდა.
    149.     და ჴორცთა მათ წინაწარმეტყუელისათა აღასრულეს საქმჱ სულისა ცხოველისაჲ.
    150.     და აღსრულებულმან და მდებარემან ცხორებაჲ მოსცა აღსრულებულსა მას.
    151.     და მო-რაჲ-ჰსცა ცხორებაჲ მკუდარსა მას, იგი ეგრევე ეგო მკუდართა თანა.
    152.     რაჲსათჳს-მე?
    153.     არამედ აღ-თუმცა-დგა ელისე სულსა ხოლო მისსა ესმა ესე საქმჱ იგი, არამედ რაჲთა გამოჩნდეს სული იგი ღმრთისაჲ.
    154.     არა თანა-იყო, არს ძალიცა რაჲმე ჴორცთა შინა წმიდათა ამისთჳს, რამეთუ ესოდენთა წელთა დამკჳდრებულ იყო მას შინა მართალი იგი სული, რომელსა-იგი მსახურ ყოფილ იყო.
    155.     და ნუმცა ურწმუნო ვართ, ვითარმცა არა ყოფილ იყო ესე.
    156.     უკუეთუ სუდარები და ოლარები, რომელ გარეშე იყო ჴორცთა მათ წინაწარმეტყუელისათა, აღადგინონ მკუდარი.
    157.     და იყომცა მრავალი სიტყუაჲ ამას ზედა დღითი-დღედ მითხრობასა ამას საქმესა საკჳრველსა.
    158.     ჟამისა ამისთჳს პირველ წარსრული თქუენისა დადგრომილებისა მარხვისა და ღამისთევისაჲ იგი წარსლვითა ითქუას მცირედ განთესული, რაჲთა თქუენ კეთილისა მისებრ ქუეყანისა შეიწყნაროთ თესლი და ნაყოფი გამოიღოთ ფართოდ.
    159.     მოვიჴსენოთ, რამეთუ მოციქულთა მკუდარნი აღადგინნეს: პეტრე იოპეს – ტაბითა, პავლე ტროადს – ევტჳქოს, და სხუათა მოციქულთა ყოველთა, დაღათუ არა წერილ არს, ყოველი თითოეულად საკჳრველებათა მათთა საქმჱ.
    160.     მოიჴსენეთ კორინთელთა მიმართ პირველსა თავსა წერილი ყოველი, რომელი მიწერა მათთჳს პავლე, რომელნი იტყჳან: „ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი?
    161.     ანუ რომლითა ჴორცითა მოვიდენ?“
    162.     „და უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, არცა ქრისტე აღდგომილ არს“.
    163.     და რამეთუ უგუნურით ჰხადის ურწმუნოთა და ყოვლისავე მისთჳს, მას შინა მოძღურებისა მკუდართა აღდგომისათჳს.
    164.     თესალონიკელთა მიწერა: „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარ-ცა სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“ და ამის შემდგომი ყოველი, უფროჲს ხოლო ესე, ვითარმედ: „მკუდარნი იგი ქრისტჱსმიერნი აღდგენ პირველად“.
    165.     უმეტესად შეისწავეთ, არა ხოლო თითისა ჩუენებით პავლჱ იტყჳს ამას, ვითარმედ: „ჯერ-არს ჴრწნილისა მის შემოსად უჴრწნელებაჲ და მოკუდავისა მის შემოსად უკუდავებაჲ“.
    166.     რამეთუ ჴორცი ესე ჩუენი აღდგეს და არა ხოლო ესევითარი ეგოს უძლური აღდგომად, ესე აღდგეს.
    167.     არამედ შეიმოსოს უჴრწნელებაჲ, სხუასახჱ იქმნეს, ვითარცა რკინაჲ ცეცხლსა შინა იქმნეს ცეცხლ.
    168.     უფროჲსღა, ვითარცა-იგი იცის აღმადგინებელმან უფალმან.
    169.     აღდგენ ჴორცნი ესე, არამედ არა იყვნედ ესრევე, არამედ საუკუნო იყვნედ.
    170.     არღარა საზრდელი ესევითარი უჴმდეს საცხორებელად, არცა კიბენი აღსავალად.
    171.     იყოს საკჳრველ რაჲმე სიტყუად, ვითარ-იგი ღირსვე რას შემძლებელ ვართ თქუმად.
    172.     იტყჳს, რამეთუ: მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ, და „მთოვარჱ და ბრწყინვალებაჲ სამყაროჲსაჲ“.
    173.     წინაწარ იცოდა ურწმუნოებაჲ კაცთაჲ ღმერთმან, მატლთა მცირეთა ზაფხულისა მოსცა ნათლის სახჱ, გამობრწყინვებაჲ, ნათობაჲ ჴორცთაგან, რაჲთა საჩინოთა ესევითართა სარწმუნო იქმნეს მოსალოდებელი იგი.
    174.     რომელმან ზოგი იგი მოსცა, ძალ-უც ყოველიცა მოცემად, და რომელმან-იგი მატლსა მას ბრწყინვალებაჲ მოჰმადლა, რაოდენ უფროჲს განანათლოს მართალი კაცი.
    175.     აღვდგეთ სამე აწ და საუკუნენი ჴორცნი გუემოსნენ ყოველთა, არამედ არა ყოველთანი მსგავს იყვნენ.
    176.     უკუეთუ ვინმე იყვნენ მართალი, მოიხუნენ ჴორცნი იგი ზეცისათანი, რაჲთა შემძლებელ იყოს ანგელოზთა თანა სლვად,
    177.     ვითარ-იგი ღირს უკუეთუ ვინმე იყოს ცოდვილ, მოიხუნეს ჴორცნი საუკუნენი, ტანჯვასა მოთმინენი ცოდვილთათჳს, რაჲთა საუკუნოდ ცეცხლითა დაიწუებოდის და არასადა განილიოს და სამართლად ორ კერძოთავე მათ განწესებულთა მოსცეს ღმერთმან ესე.
    178.     რამეთუ არარაჲ გარეშე ჴორცთა გჳქმნიეს ჩუენ.
    179.     ვჰგმობთ ჴორცითა, ვილოცავთ ჴორცითა, ვისიძავთ ჴორცითა, სიწმიდესა ვიქმთ ჴორცითა, მოვიტაცებთ ჴორცითა და მოწყალებასა ვიქმთ ჴორცითა.
    180.     და ეგრეთვე სხუასა ყოველსა, რამეთუ ყოველსა ვჰმსახურე ჴორცითა, და მერმესა მას თანა მოიღოს საქმეთაჲ მათ.
    181.     ვერიდნეთ უკუე აწ, ძმანო, ჴორცთა ამათ და ნუმცა, ვითარცა უცხოთა, ვიჴმევთ მათ, ნუცა მწვალებელთა მათებრ ვიტყჳთ, ვითარმედ უცხო არს ჴორცთა ესე სამოსელი, არამედ ვითარცა თჳსსა, ვეკრძალნეთ.
    182.     რამეთუ ჯერ-არს ჩუენდა სიტყუაჲ მიცემად უფალსა ყოველთათჳს ჴორცთა მიერ ქმნულთა.
    183.     ნუ იტყჳ, ვითარმედ არავინ მხედავს, ნუცა ჰგონებ, ვითარმედ მოწამე არა არს საქმეთაჲ, არამედ კაცი, ვინ უწყის, არა არს მოწამჱ,
    184.     ხოლო დაუვიწყებელი იგი მოწამჱ ჰგიეს ცათა შინა და ჰხედავს საქმეთა, და ძჳრნი იგი ცოდვანი ჰგიან ჴორცთა შინა, ვითარცა წყლულებანი, რომელნი ჴორცთა შინა არიედ.
    185.     დაღათუ განიკურნის ბრძჳლი იგი, ჰგიესვე ეგრევე, ცოდვამან წყლის სული და ჴორცნი.
    186.     და სახენი იგი ჰგიედ ბრძჳლისანი ყოვლითურთ, გარნა ნათლისღებითა ხოლო განიძარცუვიან, რომელნი ღირს იქმნიან მას მოღებად.
    187.     პირველნი იგი სულისა და ჴორცთა წყლულებანი განკურნის ღმერთმან ნათლისცემითა, მიერითგან მერმესა მას ჩუენ ვეკრძალნეთ ყოველნი ზოგად, რაჲთა წმიდად ჴორცთა ესე სამოსელი დავიმარხოთ,
    188.     ნუ მცირითა სიძვითა და გულისთქუმითა, გინა სხჳთა რომლითავე ცოდვითა წარვიწყმიდოთ ზეცისა იგი ცხორებაჲ, არამედ რაჲთა დავიმკჳდროთ სასუფეველი საუკუნჱ, რომელსა ჩუენ ყოველნი მადლითა მისითა ღირს მყვენინ უფალმან.
    189.     და ესე ჩუენ მიერ ითქუნეს საწამებელად მკუდართა აღდგომისათჳს, ხოლო სარწმუნოებისაჲ იგი მითხრობაჲ თქუენდა მიმართ კუალად, რომელნი ითქუნეს ჩუენ მიერ ყოვლითა მოწრაფებითა გამორჩევისაჲთა, ჩუენ მიგითხართ და მოგეჴსენოს.
    190.     ხოლო აღთქუმული იგი სარწმუნოებისაჲ შემდგომითი-შემდგომად გაქუს, რომელი-იგი ითქუა, ვითარმედ ერთ ნათლისღებაჲ სინანულის მოსატევებელად ცოდვათა, და ერთისა მიმართ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, ჴორცითა აღდგომისა და ცხორებად საუკუნოდ.
    191.     ხოლო ნათლისღებისათჳს და სინანულისა პირველთა მათ სწავლათა გჳთქუამნ ჩუენ და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა რომელი ვთქუათ, და ადგომისათჳს ჴორცთაჲსა თქუმულ არს და კუალად ითქუნენ ნეშტნი იგი.
    192.     მერმეცა კუალად ამისთჳს, ვითარმედ ერთისა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, რომლისათჳს მრავალი ვთქუ, შესაძლებელ არს, ვითარმედ მცირედ ვთქუათ.
    193.     კათოლიკჱ ჰრქჳან მისთჳს, რამეთუ ყოვლისა სოფლისაჲ არს, კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა, და სწავლისათჳს სოფლივისა და უკლებელად ყოველივე მეცნიერებისათჳს კაცთაჲსა,
    194.     ვითარ-იგი ღირს მოსლვად ბრძანებანი განჩინებად ხილულთა და არახილულთა საქმეთა ზეცისათა და ქუეყანისათა და ყოველნი ნათესავნი კაცთანი კეთილსა მსახურებასა დამორჩილებად:
    195.     მთავართა, და რომელნი მთავართა ქუეშე არიან, აზნაურთა და დარეთა – სოფლისა კურნებისათჳს და სიცოცხლისა და ყოვლისავე ცოდვათა სახისა, სულისაგანისა და ჴორცთაჲსა,
    196.     რომელნი იქმნებიან, და მოპოვნებაჲ მას შინა ყოველივე სახჱ სახელდებული სათნოებისაჲ საქმეთაგან და სიტყუათა და ყოვლითა სულიერითა თითოფერითა მადლითა.
    197.     ეკლესია ჰრქჳან სახელშემსგავსებულად ყოველთათჳს შესაკრებელსა, და მოსახადელისა და ერთად მოსლვისა, ვითარცა-იგი ლევიტელთასა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველსა კრებულსა მოუწოდე კართა ზედა კარვისა საწამებელისათა“, და სასწაულება არს, რამეთუ მოუწოდე.
    198.     წიგნთა შინა თქუმულ არს აწ, ოდეს-იგი აჰრონს უფალი მღდელთმოძღურად დაადგინებს.
    199.     და მეორესა შჯულსა იტყჳს მოსე, ვითარმედ: „მრქუა მე უფალმან, მომიწოდე მე ერსა და ისმინენ სიტყუანი ჩემნი“.
    200.     და მერმე კუალად მოსაწოდებელისა ამის სახელსა მოიჴსენებს, რომელ არს ეკლესიაჲ, ფიცართა მათთჳს ქვისათა, ვითარ იტყჳს,
    201.     ვითარმედ: „ზედა წერილ იყვნეს ყოველნი იგი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ მთასა ამას ზედა, შორის ცეცხლსა, დღესა მას წოდებისასა“, ვითარ-იგი იტყოდა განცხადებულად დღესა მას, რომელსა იწოდენით ღმრთისა მიერ.
    202.     და მეფსალმუნჱ იტყჳს: „აღგიარო, შენ ეკლესიასა შინა დიდსა, ესე იგი არს საწოდებელსა შინა დიდსა და ერსა შორის ძლიერსა“.
    203.     პირველადვე გალობდა ფსალმუნი, ვითარმედ: მოსაწოდებელთა შორის, ესე არს: „ეკლესიათა შორის აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა“, ვინაჲთგან საქმისა მისთჳს მაცხოვარის მიმართ ჩუენისა ძჳრისზრახვისაგან განითხინეს ჰურიანი მადლისაგან.
    204.     მეორედ აღაშენა მაცხოვარმან წარმართთაგან ჩუენ ქრისტეანეთა ეკლესიაჲ, რომლისათჳს ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „ამას კლდესა ზედა აღეშენოს ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
    205.     ორთავე ამათთჳს წინაწარმეტყუელებდა დავით.
    206.     პირველისა მისთჳს განგდებულისა იტყჳს: „მოვიძულე მე ეკლესიაჲ განგდებულთაჲ“.
    207.     ხოლო მეორისა მისთჳს აღშენებულისა მუნვე იტყჳს მეფსალმუნჱ იგი: „უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ“.
    208.     და შემდგომად იტყჳს: „ხოლო მე ეკლესიასა შინა გაკურთხევდე შენ, უფალო“.
    209.     ოდეს-იგი ჰურიასტანს ერთი განვარდა შესაკრებელი ჰურიათაჲ, მიერითგან ყოველსა სოფელსა განმრავლდებიან ეკლესიანი ქრისტჱსნი, რომელთათჳს ფსალმუნთა შინა იტყჳს: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
    210.     რომელ ამისსა მსგავსად წინაწარმეტყუელი ეტყჳს: „რომლითა არა არს ნებაჲ ჩემი თქუენ შორის – იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი“.
    211.     და შემდგომად ამისსა იტყჳს, ვითარმედ: „აღმოსავალითგან მზისაჲთ და მიდასავალადმდე სახელი ჩემი დიდებით არს წარმართთა შორის“.
    212.     ამისთჳსვე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისათჳს მისწერს ტიმოთესსა პავლე, ვითარმედ: „რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ღირს სახლსა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ“.
    213.     და რამეთუ ეკლესიისა სახელი მრავალსახელთათჳს ითქუმის საქმეთა, ვითარცა-იგი ერისა მისთჳს საკითხავსა მას ეფესელთასა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „და ვითარცა ესე თქუა, განუტევა“, ეკლესიისაჲ იგი მტკიცედ ვიდრემე სათქუმელ არს.
    214.     და ჭეშმარიტად ეკლესიაჲ, ხოლო უკეთურთა შესაკრებელი იგი მწვალებელთაჲ, მარკიანელთასა ვიტყჳ და მანიქეველთასა.
    215.     ამისთჳს უკუე შენ აწ კრძალულად მიგცა სარწმუნოებამან, ვითარმედ ერთისა მიმართ სარწმუნოებისა და ერთისა მიმართ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისაჲსა, რაჲთა მათისა მისგან ბილწისა შეკრებისა ივლტოდი ხოლო.
    216.     და დაადგრე წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ამას მარადის, რომელსაცა შინა კუალად იშევ.
    217.     უკუეთუ ოდესმე შეხჳდე ქალაქსა რომელსამე, ნუ რომელსავე, არამედ გამოიკითხე, ვითარმედ, სადა არს საუფლოჲ?
    218.     რამეთუ სხუათაცა უღმრთოთა მწვალებელთასა ქუაბებსა ეკლესიავე ჰრქუან მათ.
    219.     ნუცაღა იკითხავ ლიტონად, ვითარმედ, სადა არს ეკლესიაჲ?
    220.     არამედ თქუ, სადა არს კათოლიკე ეკლესიაჲ?
    221.     რამეთუ ესე განჩინებულად ჰრქუან წმიდასა მას და დიდებულსა ჩუენ ყოველთასა, რომელ-ესე სძალი არს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ.
    222.     რამეთუ წერილ არს: „ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავის თჳსი მისთჳს მისცა“ და ვითარცა-იგი შემდგომითი-შემდგომად იტყჳს.
    223.     ხოლო ხატი აქუნდა მსგავსებაჲ ზეცისაჲ იერუსალემისაჲ, რომელსა-იგი...
    224.     მოგეცა თქუენ ზიარებად სულისა წმიდისა, საკურთხეველსა ზედა ახლისა რჩულისასა წმიდათა საიდუმლოთათჳს, რომელთა დასაბამი მიეღო, რაოდენი საღმრთოთა წიგნთა მოსცეს, და რაჲ-იგი არს ამათი ძალი, ვითარ არს მოსლვაჲ ამათდა და ოდეს და ვითარ-იგი ჴამს პყრობად.
    225.     და უკუანაჲსკნელ ყოვლისა, ვითარ-იგი თქუენ მომავალთა ჟამთა საქმეთა კეთილთა და სიტყუათა ღირსად მადლისა მის ყოფად, რაჲთა შეუძლოთ თქუენ ყოველთა მოღებად ცხოვრებაჲ საუკუნოჲ.
    226.     და ესე თუ ღმერთსა უნდეს – ითქუნედ.
    227.     ხოლო „ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიხაროდენ უფლისა მიერ მარადის“.
    228.     მერმე გეტყჳ: „გიხაროდენ“, „რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი!
    229.     და თქუენისა მაგის ცხორებისა.
    230.     მოელიან ზეცით ანგელოზთა ერნი, და ჴმაჲ იგი ამასვე ღაღადებს უდაბნოსა:...
    231.     და შემდგომად ამისა იტყჳს: „მეყსეულად ისმინეთ ჩემი, და ჭამეთ კეთილი, და იშუებდენ კეთილსა შინა სულნი თქუენნი“.
    232.     და მცირედ შემდგომად კეთილისა მის საკითხავისა ისმინეთ, ვითარ-იგი იტყჳს: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი“, რომლისა იერუსალემისათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ამისა შემდგომად გეწოდოს შენ ქალაქი სარწმუნოჲ, სიონი“.
    233.     სიონით გამოსრულისა მისთჳს რჩულისა, სიტყჳსა უფლისა იერუსალემით, რომელი-იგი ამიერ ყოველსა სოფელსა განიფინა, რომლისა მიმართ თქუენთჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: „აღიხილენ გარემოჲს შენსა თუალნი შენნი, და იხილენ შემოკრებულნი შვილნი შენნი“.
    234.     ხოლო იგი მიუგებს და იტყჳს: „ვინ არიან ესე, რომელნი ვითარცა ღრუბელნი ფრინვენ, და ვითარცა ტრედნი მართ...
    235.     ჩემდამო“?
    236.     ღრუბელ სულიერებისა მისთჳს, და ტრედი უუ… ესე-იგი არს უმანკოებისა მისთჳს.
    237.     და კუალად იტყჳს: ვის ესმა ესევითარი და ვინ იხილა ესე, უკუეთუ მიუდგა ქუეყანაჲ დღესა ერთსა, და უკუეთუ შვა ნათესავი ერთბამად, რამეთუ მიუდგა და შვნა სიონმან ყრმანი თჳსნი სიხარულითა გამოუთქუმელითა.
    238.     ყოველნივე აღვივსენით მეტყუელისა მისთჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა მეყო იერუსალემი სიხარულ ყოვლისა ქუეყანისა და ერისა ჩემისა მშჳდობა“, იხარებდით ცანი და მხიარულ არს ქუეყანაჲ.
    239.     და შემდგომად ამისა იტყჳს, რამეთუ: „შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი და დამდაბლდა ერისა თჳსისათჳს და ნუგეშინის-სცა“.
    240.     ესე იყოს უფლისა კაცთმოყუარებითა, რომელსა-იგი თქუენდა მომართ იტყჳს, რამეთუ: „აჰა ესერა აღვჴოცენ, ვითარცა ღრუბელნი, უშჯულოებანი შენნი, და ვითარცა ნისლნი –ცოდვანი შენნი“.
    241.     რამეთუ თქუენდა სახლსა მას მორწმუნეთასა ღირს იქმნენით, რომლისათჳს წერილ არს: „რომელნი მმონებდენ მე, ეწოდოს სახელი ახალი, რამეთუ იკურთხეოდის ქუეყანასა ზედა“.
    242.     და თქუთ სიხარულით: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან გუაკურთხნა ჩუენ ყოვლითა მით კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტჱს მიერ“,
    243.     რომლითა გუაქუს გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა, მოტევებაჲ ცოდვათაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, რომელი გარდაჰმატა ჩუენ ზედა და შემდგომად ამისა.
    244.     და მერმე იტყჳს, ვითარმედ: ღმერთი, რამეთუ დიდ არს წყალობითა მრავლითა და სიყუარულითა მისითა, რომლითა შემიყუარნა ჩუენ და ვიყვენით ჩუენ მკუდარ ცოდვითა ჩუენითა, რომელმან გუაცხოვნა ჩუენ ქრისტჱს თანა.
    245.     მერმე კუალად ეგრევე ყოვლითა კეთილითა უფალსა აქებდით და იტყოდით, ვითარმედ: ოდეს-იგი სიტკბოებაჲ და კაცთმოყუარებაჲ გამოგჳჩნდა ჩუენ მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ, არა საქმეთაგან სიმართლისათა,
    246.     რომელ ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნა ჩუენ ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,
    247.     რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტჱს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებითა ცხორებისა საუკუნოჲსაჲთა.
    248.     ხოლო თავადმან „ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსმან, ღმერთმან დიდებისამან, მოგეცინ თქუენ სული სიბრძნისა და მეცნიერებისაჲ და გამოცხადებისაჲ ცნობითა მისითა და განანათლენინ თუალნი გონებისა თქუენისანი“
    249.     და დაგიცვენინ თქუენ მარადის საქმითა და სიტყჳთა და ცნობითა კეთილითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


16

    1.     18. თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი სიკუდილისათჳს და გამოსლვისათჳს სულისა ჴორცთაგან
    2.     ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანამდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ.
    3.     მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴდი.
    4.     და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ.
    5.     მთავარი ხარ მღჳძარჱ, რომელსა არა გრცხუენის.
    6.     და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის.
    7.     მოციქული ხარ მოსწრაფჱ, რომელი არა სდროებ.
    8.     და მსაჯული ხარ თუალუხუავი, რომელსა არა მიგაქუს ქრთამი.
    9.     და მსაჯული ხარ მძლჱ, რომელი მიიყვანებ მოსაგრესა საშჯელად საუკუნოდ.
    10.     ვაჲ რაჲ მწარჱ არს გემოჲ სასუმელისა შენისაჲ და რაჲ საშინელ არს ჟამი მოსლვისა შენისაჲ.
    11.     ჵ რაჲ საზარელ არს ხილვაჲ პირისა შენისაჲ, რაჲ შესაძრწუნებელ არს საყოფელი სანახებისა შენისაჲ.
    12.     რაჲ ფიცხელ არს და ძნელ სრბაჲ გზისა შენისაჲ და რაჲ მტკივან არს და წუხილ თანაქცევაჲ შენი გარემოჲს მწოდებელისაჲ მის, რამეთუ ზარტეხილ იქმნის სული იგი, რაჟამს გიხილის გარემოჲს მისა მავალი, და ეძიებნ ადგილსა შეძრწუნებული, რაჲთამცა სადა დაემალა პირსა შენსა.
    13.     ვაჲ არს მისსა, რომელმან არა იღუაწოს, ვიდრე შენდა მოსლვადმდჱ.
    14.     და ვაჲ არს მისა, რომელმან არა იზრუნოს თავისა თჳსისათჳსვე ხილვადმდჱ პირისა შენისა.
    15.     ვაჲ მისა, რომელი არა განკრძალულ იყოს ვიდრე წოდებადმდჱ მისსა შენ მიერ.
    16.     და ვაჲ არს მისა, რომელი არა მოსწრაფე იყოს ვიდრე დადგომადმდჱ შენდა მის თანა.
    17.     და ვაჲ არს მისა, რომელი უგულისხმო იქმნეს და არა მოელოდის ჴმასა მოსლვისა შენ თანა.
    18.     და ვაჲ არს მისსა, რომელმან უდბობით წარჰჴადნეს დღჱნი მისნი ცხორებასა მისსა.
    19.     ხოლო ნეტარ არს მისა, რომელი აიძულებდეს თავსა თჳსსა ლოცვად და წარდგომად წინაშე უფლისა ვიდრე მოწევნადმდჱ დღისა მის საშინელისა.
    20.     ნეტარ არს მისა, რომელი მოსწრაფჱ იქმნეს და განკურნოს სენი წყლულებისა თჳსისაჲ, ვიდრე არსღა იგი სოფელსა ამას შინა.
    21.     და რამეთუ სიკუდილი უმჯობეს არს სოფლისა ამის ცხორებასა მათთჳს, რომელნი ცოდვასა შინა უშჯულოებით ცხომდებიან, უკუეთუ მართალი იყო, რომელი-იგი მიიცვალა, ექმნეს მას სიკუდილი განმასულნელებელ ურვათაგან ამის სოფლისათა და მიემთხჳოს წყალობასა უფლისა თჳსისასა.
    22.     და უკუეთუ ცოდვილი იყოს, არღარა შესძინებდეს ბრალთა თჳსთა, არამედ ექმნეს სიკუდილი იგი განმკუეთელ და მომსპოლველ ნივთთა ცოდვისა მისისათა.
    23.     ჵ ძმანო ჩემნო, ვიდრემდის ვიყვნეთ მედგრობასა ამას შინა და უდბებით ცხორებასა და არა განვიფრთხოთ და მივივლტოდით უფლისა, საშინელისა მის და საზარელისა დღისა,
    24.     რაჟამს სიკუდილი, ვითარცა სასტიკი ჴელმწიფჱ, წარიტაცებდეს ცოდვილთა თუალუხუავად და უწყალოდ მისცემდეს სატანჯველად საუკუნოდ?
    25.     რამეთუ კაცმან ოდესმე ძილსა შინა იხილოს ხატი, რომელი არა უხილავნ, შეძრწუნდის გული მისი და განძჳნდის შიში მისი, ხოლო ჩუენ მოველით საშინელთა მათ პირთა ხილვად და არა გუეშინის.
    26.     დღითი-დღჱდ დავჰფლავთ ძმათა ჩუენთა და არა ძრწის გული ჩუენი მოლოდებითა მისითა, არამედ მედგრობითა ჩუენითა ესე ყოველი ნაცილ და ტყუვილ გჳგონიეს და უგულისხმოდ,
    27.     ვითარცა პირუტყუანი, თანა-წარჰვალთ ბრძანებასა ღმრთისასა და რომელი მასწავეს ჩუენ მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა.
    28.     და ქებისა წილ და დიდებისა გმობაჲ პირთა ჩუენთა მარადის თანა-აქუს წინაშე ღმრთისა, და შრომისა და გულსმოდგინებისა წილ უდებებაჲ და უკეთურებაჲ მარადის შეგჳკრძალავს,
    29.     ვითარცა უკუდავთა, და არა ვზრუნავთ წარწყმედისა ჩუენისათჳს და არცა გულისხმა-ვჰყოფთ საქმესა ამას საშინელსა, რომელი მარადის ჩუენ ზედა მოიწევის და ნათესავთა და მეგობართა ჩუენთა ჩუენგან განგუაშორებს.
    30.     და არა ვიტყჳთ, ვითარმედ: სადა არს, რომელი-იგი გუშინ შუენიერებით ცხომდებოდა და მონათა და მსახურთა უბრძანებდა?
    31.     დღეს სხუათა მიაქუს იგი საფლავად.
    32.     სადა არს მეფჱ იგი და შარავანდედი, რომელი ჴელმწიფედ სამეუფოსა განაგებდა და წყობითა ნათესავთა დაიმორჩილებდა და მრისხანედ და სასტიკად ბრძანებდა?
    33.     აჰა ესერა დღჱს დაცემულ არს და დადუმებულ, და არა ესმის მას სიტყუაჲ, არცა ჴსნად თავისასა თჳსისა შემძლებელ არს და ვითარცა გარჱმიქცევად ბრძანებისა ღმრთისასა.
    34.     სადა არიან ინაჴით მსხდომარენი იგი, რომელნი კეთილად განისუენებდეს სოფელსა შინა?
    35.     – აჰა ესერა ამაოებასა მიცემულ არს ცხორებაჲ მათი.
    36.     სადა არიან ბრძენნი იგი მეცნიერნი და მდიდრად მრავალმეტყუელნი?
    37.     აჰა ესერა დაყოფილ არიან პირნი მათნი და არს სიცილ კაცთა შორის სიბრძნე მათი.
    38.     სადა არს ძლიერი იგი და ახოვანი, რომელი ძლეულ არს და დაცემულ არს და მიწასა შესრულ?
    39.     სადა არიან მდიდარნი იგი და განმცხრომელნი, რამეთუ აჰა ესერა ტყებითა და ტირილითა სავსჱ არიან სახლნი მათნი?
    40.     სადა არიან სასმენელნი იგი პირად-პირადნი სახიობათა მსმენელნი, რომელნი დღეს დაყოფილ და დაჴსნილ არიან და დაკლებულ სმენისაგან?
    41.     სადა არს ხატი იგი შეუნიერი და ჰასაკი მზუაობარი, რომელი დღჱს განრყუნილ არს და მოძულებულ და ასონი იგი გუამისანი განყოფილ და განბნეულ არიან, და განზრახვაჲ იგი დაცხრომილ არს და სიტყუაჲ დადუმებულ არს,
    42.     და მეტყუელებაჲ განქარვებულ არს და ყოვლითურთ გუამი იგი დაჴსნილ არს და მიწა და ნაცარ ქმნულ არს, კეთილობაჲ მიცვალებულ არს და მოქმედობაჲ იგი ხუროთაჲ მათ დალეულ არს?
    43.     აჰა ესერა, ძმანო ჩემნო, ვხედავთ, რამეთუ ესე ყოველი ჩუენ ზედა მოიწევის.
    44.     და მიერითგან დაუტეოთ ბოროტი და ვქმნეთ კეთილი, და დავსცხრეთ სიცბილისაგან და ვევლტოდით ცოდვასა და ყოველსა ამაოებისა საქმესა და არა მოვაკუდინნეთ სულნი ჩუენნი,
    45.     რაჲთა ურთიერთას უკუნისამდე არა ვიტიროდით სიმძაფრესა მას შინა ცეცხლისასა, არამედ მოვიქცეთ სინანულად და მოსწრაფჱ ვიქმნნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს და მივეახლნეთ საქმითა კეთილითა ღმერთსა და მოვიპოვოთ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და სიყუარული უზაკუველი სათნოდ მისა.
    46.     და რაჟამს ვიხილოთ ძმაჲ ჩუენი, რომელი მიეღოს სიკუდილსა და პირი მისი დადუმებულ იყოს სიტყუასა, გარნა მაშინ ჯერ-არს ჩუენდა,
    47.     რაჲთა ვიგლოვდეთ მწუხარებით მის თანა და ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა, და უწყოდით, რამეთუ ჩუენ ზედაცა მომავალ არს ჟამი ესე საშინელი და ჩუენდაცა შესუმად არს სასუმელი იგი სიმწარისაჲ.
    48.     და რაჟამს ვიხილოთ ენაჲ იგი მისი, შეკრული და მეტყუელებისაგან დაცხრომილი, და ვჰბასრობდეთ, და არცა ვამპარტავნებდეთ, მზუაობარ ვიქმნნეთ, არამედ შიშით და ძრწოლით ვიწყოთ გლოვად და ვიტყოდით: ამაოებით ამაო არს ყოველი ცხორებაჲ კაცისაჲ.
    49.     სადა არს, რომელმან საფუძველი დადვა და აღაშენა, სახლსა შინა თჳსსა ვერ დაადგრა?!
    50.     სადა არს, რომელმან დაასხა ნერგი და ნაყოფისა მისგანი ვერღარა ჭამა?
    51.     სადა არს, რომელმან დაჰბეჭდა საფასესა თჳსსა ზედა და შეკრა ვაშკარანი ჴელითა თჳსითა, და ბეჭედი იგი ჴელითა თჳსითა ვერღარა აღსტეხა, და ძალმან მისმან შეკრული იგი ვერღარა განჰჴსნა, რამეთუ სიმჴნჱ იგი ახოვნებისა მისისაჲ მოუძლურდა და ამაო იქმნა?
    52.     სადა არს, რომელი დაშურა და ...ფდა შეკრებასა მონაგებთასა და სიხარულითა შუებისაჲთა ვერ განძღა?
    53.     სადა არს, რომელმან საუნჯენი თჳსნი აღავსნა საფასითა, და იქმნა იგი მისგან განშორებულ და უცხო?
    54.     სადა არს, რომელი სწრაფამან შეკრებისამან წარწყმიდა და შენაკრები მისი სხუათა განიყვნეს?
    55.     სადა არს, რომელი განკრძალულ სოფლისა ცხორებასა და მწრაფლ სიკუდილმან კარსა მისსა დაურეკა?
    56.     სადა არს, რომელი შევიდოდა და გამოვიდოდა და იღუწიდა სოფლისასა და საშუებელთა?
    57.     – აჰა ესერა განვიდა და არღარა მოიქცეს.
    58.     სადა არს, რომელი მოგზაურ იქმნა მრავალთა?
    59.     და დღეს მოგზაურნი მისნი იქცეს და იგი საფლავსა ირღუევის.
    60.     ჵ საქმჱ ესე საშინელი, რამეთუ მამაჲ შენი, რომელმან დაგთესა შენ, და დედაჲ შენი, რომელმან გშვა შენ, მივიდენ კარადმდჱ საფლავისა და დაგიტეონ შენ და წარვიდენ.
    61.     და რომელნი-იგი პირველ გყუარობდეს და სასურველ იყავნ მათ წინაშე, დღეს მოსაწყინებელ იქმენ და მოძულებულ მათ წინაშე, ეგრჱთვე მეგობარნი შენნი, რომელნი თანასწორად სულისა შენისა შეგერაცხნეს,
    62.     ვიდრე საფლავადმდე შენდა მოგზაურ გექმნეს და მწუხარებასა აჩუენებდეს, და ვითარცა საფლავი შენი დაჰკრძალეს, ყოველი იგი სიყუარული შენი და მეგობრობაჲ დაივიწყეს,
    63.     ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: „დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულითა და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული“.
    64.     ხოლო უფალი, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, იგი მხოლოჲ დაადგრეს შენ თანა.
    65.     და ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა გულისხმის-ყოფაჲ, საყუარელნო, ვითარმედ: ესე ყოველი მომავალ არს ჩუენ ზედაცა.
    66.     ამისთჳს თანაგუაც კრძალვით ცხორებაჲ, პირველ მოწევნადმდჱ დღისა მის, და შიშით მოღუაწებასა განვემზადნეთ, ვიდრე მოვლინებადმდე ჩუენდა მოციქულისა მისისა,
    67.     და შევწიროთ მადლობაჲ უფლისა, რომელი ჴელმწიფედ განაგებს დაბადებულთა მისთა ზედა და გარდაცვალა ცხორებაჲ იგი, განბჭო სიკუდილი, ვითარცა ინება.
    68.     რამეთუ რომელი გუშინ მეფე იყო და განმგებელ ყოველსა მონაგებსა თჳსსა, იქმნა იგი დღეს განგდებულ და შეურაცხ, ვითარცა მებრ მკუდარი და არაყოფილი.
    69.     და იქმნა იგი უცხო მშობელთაგან და ნაშობთა და ნათესავთაგან და მონაგებთა, მოყუარეთაგან და მახლობელთა, და ყოველი იგი საფასჱ და მონაგები, რომელი გარემო შეეკრიბა, გინა მოხუეჭითა, სხუათა განიყვნეს და იგი მის ყოვლისაგან ცუდი დაშთა და ცალიერი განვიდა სახლით თჳსით.
    70.     მაშინ თჳსთა მისთა არღარაჲ სხუაჲ ზრუნვაჲ აქუნდა, არამედ სისწრაფითა დიდითა განიღიან იგი სახლით მისით, რამეთუ მოსაწყინელ და სამძიმარ არნ იგი მიერ ჟამით, ვიდრემდის შევიდიან საფლავად და დაუტევნიან იგი მარტოჲ და წარვიდიან სახიდ თჳსად.
    71.     რომელ იგიცა სხუათა მიცემად არნ უკუანაჲსკნელ მოწევნასა სიკუდილისასა, და სწრაფით მონაგებსა მისსა განიყოფდიან.
    72.     და აწ ვიხილოთ, სადა არს, რომელმან იგი შეკრიბა და იზრუნა და აღაშენა და შეამკო, და თუ რაჲ სარგებელ ეყო მას, რომელ-იგი დაუტევა, ანუ ვინ არიან, რომელნი იშუებენ მას ზედა.
    73.     ანუ თუ უმეცარ ხართ, ძმანო ჩემნო, ამას ყოველსა ზედა, რომელსა ვიტყჳ?
    74.     ანუ არა ჴელითა თქუენითა დღითი-დღედ დაჰფლავთ მკუდართა და უწყით მოწევნად იგი, რაჲსათჳს არა ზრუნავთ სულთა ჩუენთათჳს, ვიდრე მოწევნადმდე სიკუდილისა?
    75.     რამეთუ მრავალ არიან, რომელნი თქუენ მიერ დაფლულ არიან და მრავალთა მკუდართა საქმესა ზედამდგომელ ქმნულ ხართ და მისთჳს ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა გულისხმა-ჰყოთ, ვითარმედ: რომელთა აღაშენეს უცნობელად, წარწყმედულ იქმნნეს.
    76.     და რომელთა დაასხეს ვენაჴი, ვერღარა მოისთულჱს, და რომელნი იქორწინნეს, ვერღარა განძღეს სიხარულითა მეუ...
    77.     და რომელი გჳრგჳნოსან იქმნეს, ჟამსა სიძობისასა სიყუარულითა სძლისაჲთა ვერ განიხარეს.
    78.     და რომელთა შვილ-ისხნეს, აღზარდნეს, მოწევნასა სიკუდილისასა ვერაჲ ირგეს.
    79.     და აწ უწყით, საყუარელნო, რამეთუ ყოველნივე მოსიკუდიდ ვართ მათ თანავე, რომელნი მოკუდეს.
    80.     ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიგლოვდეთ და ვტიროდით თავთა თჳსთათჳს და არა მკუდართა ზედა, რამეთუ რომელი ტიროდის და იგლოვდეს მკუდარსა ზედა, არაჲ სარგებელ ეყოს მას,
    81.     ხოლო რომელი ტიროდის თავისა თჳსისათჳს და ცოდვათა თჳსთათჳს, იგი ამას სარგებელ ეყოს სულსა თჳსსა, რამეთუ სიკუდილი ხარკი არს სათანადოჲ, იგი ამას სარგებელ ეყოს სულსა თჳსსა,
    82.     რამეთუ სიკუდილი ხარკი არს სათანადოჲ, და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველთა შევსუით სასუმელი მისი, სავსჱ სიმწარითა, რომელიცა მოიგო მამამან ჩუენმან ადამ ურჩებითა, რაჟამს-იგი გარდაჰჴდა ბრძანებასა უფლისა თჳსისასა.
    83.     რამეთუ დაუტევნა მცნებანი მისნი და ეშმაკისაგან განცდილ იქმნა და ძლეულ, ვიდრემდის განივლინა იგი სამოთხისა მისგან საშუებლისაჲსა და მოიცვალა იგი სოფელსა ამას საჭირველსა, და ეუფლა მას სიკუდილი ბრძანებითა ღმრთისაჲთა.
    84.     და ყოველთა ნაშობთა მისთა ზედა განწესებულ არს და დაბეჭდულ და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველნი წარვდეგით მის წინაშე დღესა მას სარჩელისასა შეშინებულნი ძრწოლითა დიდითა.
    85.     მაშინ მიაგებდეს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, უკუეთუ ვინმე კეთილი ქმნა, გინა ბოროტი.
    86.     რამეთუ ყოველნი საქმენი ჩუენნი დამარხულად დგენ წინაშე მისსა და არარაჲ მათგანი თანა-წარჰვალს მას.
    87.     არცა მცირე და არცა დიდი, არცა ცხადი და არცა დაფარული.
    88.     ამისთჳს ვევედრნეთ ღმერთსა და შემწე ვიყოთ ჟამისა მისთჳს საზარელისა, რამეთუ არავინ მიჴსნეს ჩუენ და შემეწიოს ჟამსა ჭირისასა თჳნიერ მისა.
    89.     და აწ ვითარ-მე ვიგლოვოთ მათთჳს, რომელნი წარვიდეს ჩუენგან და მიიცვალნეს და ჩუენ ადრჱ კუალსა მათსა მიდგომად ვართ, და იგინი ჩუენდა არღარა მოიქცევიან?
    90.     არამედ ესეღა მითხართ თქუენ, რომელნი დაჰფლავთ მკუდართა: რაჲსათჳს ესრჱთ მოსწრაფჱ ხართ და ადრჱ-ადრჱ გნებავს მკუდრისაჲ მის განღებაჲ სახლისაგან თქუენისა, თქუენგან, რომელი-იგი გუშინ სასურველ იყო თქუენ წინაშე და საყუარელ?
    91.     ხოლო იგი იტყჳს: რაჲთა არა დაიჴსნეს და დალპეს და ეუფლოს მას სიმყრალჱ.
    92.     და უკუეთუ ესე უწყი, ვითარმედ ესევითარსა ჴრწნილებასა მიიცვალის კაცი, რაჲსათჳს უდებ ვართ და მცონარ და ვჰგონებთ, ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ვართ.
    93.     და მწოდებელი იგი ჩუენი კართა ზედა დგას, ხოლო ჩუენ ვისწრაფით მონაგებთა შეკრებასა, რაჲთა სხუათა დაიუნჯონ და იხარებდენ მათ ზედა შემდგომად ჩუენსა.
    94.     და ჩუენ მისგანსა თანა ვერ წარვიტანებთ და არცა რაჲ სარგებელ არს ჩუენდა, არამედ ცოდვაჲ და ბრალი...


17

     1.     19
    2.     ...და მოსაწყინელ შორიელთაგან და მახლობელთა მყავ.
    3.     ანუ არა დაამცირეა საზომი ჩემი, რომელი იყო შუენიერ და დააკნინე საქმე ჩემი, რომელი იყო დიდებულ და დაამდაბლჱ სიმაღლჱ ჩემი, რომელი იყო სახედველ და ყოველნი გულისსათქუმელნი და სანებელნი მოაძულენ სულსა ჩემსა.
    4.     აწ რაჲ არს შენდა და ჩემდა? ჵ სახჱბოროტო სიბერეო, ვინ მოგიყვანა შენ ჩემდა?
    5.     ანუ ვინ მოგავლინა? ანუ რომელი რაჲ საქმჱ სამადლობელი ჰყავ ჩემ თანა?
    6.     მიუგო სიბერემან და ჰრქუა: კმა ყავ, ჵ სიჭაბუკეო, და დადუმენ და დაიყავ პირი და ნუ მრავალს იტყჳ, რამეთუ შეცთომილ ხარ და დასულებულ, დაბრმობილ სილაღითა და ამპარტავნებითა.
    7.     არამედ აღიხილენ თუალნი შენნი და განიფრთხვჱ სიმთრვალისაგან, რომელსა-ეგე შინა ხარ, რაჲთა ეწიო წარსრულსა მას და ჰპოვო, რომელი წარსწყმიდჱ.
    8.     განიღჳძჱ ძილისაგან, ჵ საწყალო, და გულისხმა-ყავ, რომელი-ესე გესმის თქუმული სიბერისათჳს და მოხუცებულებისა.
    9.     და ცან ძალი კეთილთაჲ მათ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოღუაწეთა და ჭირსა შინა მოთმინეთა.
    10.     და უწყოდე, რამეთუ მოსლვაჲ ჩემი შენდა ფრიად სარგებელ არს და უმჯობეს ყოველთა საფასჱთა, დაღაცათუ გიძნავს და არა გნებავს.
    11.     და ესეცა გულისხმა-ყავ, ჵ სიჭაბუკეო, რამეთუ უფალ ფრიად მოწყალჱ არს და არა ინება წარწყმედაჲ შენი და მტერისა მიერ წარტყუენვაჲ შენი, რომელმან-იგი გიწოდა შენ, შეუდეგ მას და წარგიყვანა და მისდევდი მას და დაემორჩილჱ ბრძანებასა მისსა.
    12.     და ამისთჳს არა სათნო უჩნდა უფალსა, რაჲთა სრულიად არა წარგტყუენოს შენ და გერეოდის მტერი იგი შენი, რომელსა ჰნებავს შთათქმაჲ შენი, და მისთჳს მომავლინა მე შენდა, რამეთუ გპოვე შენ, ჭაბუკო, ყოველთა მათ საქმეთა, რომელნი პირველად წარმოსთქუენ.
    13.     და იგინი მოგიცჳენ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი სიყუარულისა შენისათჳს მომავლინა მე შენდა და წყალობისა შენისათჳს მაჴელმწიფა შენ ზედა.
    14.     ბრძანებითა მისითა მოვედ მე შენდა, რამეთუ მან მომავლინა უწინარეს სიკუდილისა შენისა, რაჲთა ეწიო წარსრულსა მას კეთილსა, რომელი უგუნურებითა შენითა განგეყო, და რაჲთა სინანულითა შეუდგე ღმერთსა და გიჴსნეს შენ სატანჯველისაგან საუკუნოჲსა.
    15.     მოიქეც აწ უფლისა შენისა დამბადებელისა და შიშითა და ძრწოლით მოუჴედ მას და ევედრე მას და აჴოცნეს ბრალნი შენნი ცხორებასა შენსა.
    16.     ნუუკუჱ გეწიოს სიკუდილი და წარგიყვანუს უნანელი სატანჯველად საუკუნოდ.
    17.     ხოლო მე რომელი კეთილი არა მოგართუა შენ, ანუ რომელი მტერი მავნელი არა განვდევნეა შენგან?
    18.     არა გპოვეა უკეთურებითა და უშჯულოებითა სავსჱ და მოგიყვანე შენ უფლისა?
    19.     ანუ არა სიმძაფრჱ სიჭაპუკისა შენისა აღგძრვიდა ცოდვისა მიმართ და ბრალისა და ურჩებასა ღმრთისასა მოგატყუებდა და მათგან გიყვანე?
    20.     ჭეშმარიტსა იტყჳ, ჵ ჭაპუკო, რამეთუ შუენიერებაჲ საჩინოჲ გარეშისა გუამისა შენისაჲ დავარღჳე, რაჲთა იხილონ კაცთა საიდუმლოჲ შენი.
    21.     ხოლო შინაგანი შენი განვაშუენე, რაჲთა უფალი შენ შორის დაადგრჱს.
    22.     ანუ არა გპოვეა, ჵ ჭაპუკო, მაჩუენებელი კაცთაჲ და მამკობელი თავისა, ვითარცა საფლავი განგოზილი, რომელი ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არნ სიმყრალითა და არაწმიდებითა და იგი დავარღჳე და უბრებაჲ მისი გამოვაჩინე, რაჲთა სათნო ეყო შენ ღმერთსა?
    23.     ანუ სიმართლე გუამისა შენისაჲ აღგძრვიდა წინააღდგომად ბრძანებასა უფლისასა, სიკეთჱ ხატისა შენისაჲ აღჰსძრვიდა რისხვაა ღმრთისასა შენ ზედა და აწ სალმობითა და უძლურებითა დაგაყენე ეგევითართაგან ბოროტთა, რაჲთა სული შენი ცოცხალ იქმნეს და უბიწო.
    24.     ანუ არა გპოვჱ მოწრაფჱ და მეძიებელი უშჯულოებისაჲ და სიცრუვისაჲ და სენთა განმრავლებითა დაგაცხრვე მისგან?
    25.     არა გპოვეა ბრწყინვალებითა წარწყმედული სოფელსა შინა და შეგმოსჱ შენ სამოსჱლი მოშიშებისაჲ შენანებითა, რაჲთა მით ჰპოვო დიდებაჲ და პატივი ღმრთისაგან, მაცხოვრისა შენისა?
    26.     ანუ არა გპოვეა მზუაობარი, რომელი ჰასაკითა და მაღლადმხედველი და წინამდებარესა მას შენსა ყოვლადვე არა იხილევდ?
    27.     ამისთჳს მოვჰფხურენ კბილნი შენნი, რაჲთა გაყენე ჭამადთაგან.
    28.     მოვავლინე მღჳძარებაჲ, რაჲთა დაგაშრო უძილობითა, რაჲთა განაგდო მზუაობრობაჲ და შეიდრიკო ზურგი შენი და იხილო, რაჲ-იგი ძეს წინაშე შენსა საშინელი განკითხვაჲ, და განვაგრძვე ღამჱ შენ ზედა, რაჲთა მოიჴსენნე ცოდვანი შენნი.
    29.     და სარეცელნი შენნი ცრემლითა შენითა დაალტვნე და ცოდვანი და ბრალნი შენნი მით განიბანნე.
    30.     ანუ არა განგაშორეა ცუდი დიდებაჲ და სიხარული საწუთროჲსაჲ?
    31.     და მათ წილ მოგეც გლოვაჲ და მწუხარებაჲ, რაჲთა სული შენი განერეს სატანჯველისაგან და მოგეც სიცილისა წილ ტირილი, რაჲთა დათხევითა ცრემლთა შენთაჲთა დავითის თანა იხარებდე.
    32.     და მოგივლინე ურვაჲ და ჰრული შენანებისაჲ, რაჲთა სულთ-ითქუმიდე და ინანდე უდბობით წარსრულთა მათ დღეთა შენთა და დაგაბრკოლჱ სრბისაგან განმარისხებელისა, რაჲთა დააჯერო ღმერთი, დამბადებელი შენი.
    33.     და სწრაფითი იგი მორბედებაჲ შენი, რომელ გაქუნდა სიჭაბუკესა შენსა და ჰრბიოდე გზასა მტერისასა, იგი სიმძიმედ და დაღონებად შევცვალე, რაჲთა გზასა მას უფლისასა მოსწრაფედ ჰრბიოდი და კუალსა მისსა შეუდგე.
    34.     და შევკარ ენაჲ შენი მრავალმეტყუელებისაგან და რაჲთა დაჰსცხრე ტყუვილისაგან და ცილისწამებისა, მის წილ მოგეც შენ დუმილი შუენიერი და ფრიად სარგებელი.
    35.     და მოგჴადენ ჴორცნი შენნი, რომლითა ზუაობდ და უფალსა განარისხებდ, და გაუფლჱ სულმოკლებაჲ, რაჲთა მოიჴსენო უფალი და ჰსცხონდე.
    36.     და დავაბრყჳლენ თუალნი შენნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ და დავშრიტე მცხინვარებაჲ გუგათა შენთაჲ, რაჲთა შინაგანითა მით თუალითა მარადის ჰხედვიდე ღმერთსა.
    37.     და დაგამდაბლჱ ამპარტავანებისაგან და შეგმოსჱ შენ სიბერჱ, რაჲთა მარადის გეჴსენოს სიკუდილი და აუვარებდე უფალსა საქმეთა შენთა და კეთილი გეყოს შენ მის მიერ.
    38.     აწ უკუე რომელი კეთილი არა მოგართუა, ჵ სიჭაბუკეო, ანუ არა გპოვეა შებღალული მწჳრითა და სიმყრალითა და განგბანე შენ ცრემლითა და სინანულითა?
    39.     ანუ არა გპოვჱა თანამდები მრავალთა ცოდვათაჲ და ტჳრთმძიმე ბრალითა და უშჯულოებითა?
    40.     დღითი-დღედ ვიღუწიდ შენთჳს, ვიდრემდის გარდავიჴადე ვალი იგი ცოდვისა შენისაჲ და აღგიმცირე ტჳრთი შენი.
    41.     ანუ არა გპოვეა განფრდილი ვეცხლისმოყუარებისა შინა და წარმწყმედელი თავისა შენისაჲ და გარდასრული გზათა უფლისათა?
    42.     და სიკუდილისა დაახლებითა მოგაქციე შეცთომილებისაგან შენისა და ყოვლადვე მოსწრაფე ვარ ჴსნასა შენსა და ცხორებასა.
    43.     აწ უკუე შეიწყნარე, საყუარელო, მოსლვაჲ ჩემი და მიივლტოდე უფლისა და ცან, რაჲ-იგი თანა-გაც და გულისხმა-ყვენ ცოდვანი შენნი, ეძიებდ სინანულსა, მოიჴსენე სატანჯველი და დღჱ იგი საშინელი განკითხვისაჲ,
    44.     ითხოვდ წყალობასა უფლისასა, ისმინე აღთქუმაჲ იგი და გეშინოდენ უფლისა და მოიგონე, რაჲ გიქმნიეს და მიისწრაფჱ აღსარებად.
    45.     მოელოდე შენ სიკუდილსა და განერი სატანჯველსა, ხადოდე მას სინანულით, ვიდრე გაქუსღა სული შენი, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა შენისა განერე ბოროტთა მათ წყალობითა ღმრთისაჲთა.
    46.     შეიწყნარე აწ ჭირთა განმრავლჱბაჲ, დაუთმე განსაცდელთა და ღუაწლთა, მომავალთა შენ ზედა, განარავვე ვედრებაჲ შენი უფლისა მიმართ და ყავ გონებაჲ შენი ზეცას, რამეთუ უფალი მოწყალჱ არს და შეიწყნარებს სინანულს და მიუტევებს შეცოდებათა.
    47.     და უწყოდე, საყუარელო, რამეთუ განწვალებაჲ ღამისა და დღისაჲ და დაუცადებელი სრბაჲ მათი მოსწრაფჱ არიან დალევნად დღეთა ცხორებისა შენისათა და შენცა ნუ უდებ იქმნები ვედრებად უფლისა, რამეთუ იგი არა დასცხრებინ აღსრულებად ჟამთა შენთა.
    48.     და რამეთუ მონასა რაჟამს ესმის საქმეჱ ბრძანებისაჲ, დაესრულნიან ნივთნი მისნი, იწოდის უფლისაგან თჳსისა და დაემორჩილის ბრძანებასა წოდებისა მისისასა,
    49.     მაშინ მიეცის აღთქუმასა ჭეშმარიტებისასა და მიეცის სულთა განკითხვასა და მიღებულ იქმნის საფლავად და დაიდვის მის შინა და მიესხის მიწაჲ.
    50.     და აღესრულის სიტყუაჲ იგი: მიქცა მიწაჲ მიწად.
    51.     მიერითგან ანუ წყალობაჲ, ანუ სატანჯველი.
    52.     მაშინ დაუტევის ყოველი მონაგები თჳსი ოჴრად და საფასჱ და სიმდიდრჱ, ნაშობნი და მონანი, ეტლები და მჴედრები, და არავინ მას დღესა შინა შემძლებელ არნ შეწევნად მისსა.
    53.     და არცა ნათესავთა და მეგობართა მისთა შეუძლიან ჴსნაჲ მისი სიკუდილისაგან, არამედ იქმნის იგი მატლთა შესაჭმელ.
    54.     ხოლო თჳსთა და მეგობართა მისთა ნაშობთა და სახლეულთა მისთა დაუტევიან იგი ყოველთა ერბამად საშჯელად და განსაკითხავად და მიიქციან საყოფლად თჳსა და განიყოფდიან ოჴერსა მისსა და ისრითა ერთი-ერთას დასწერტდიან.
    55.     მაშინ სული იგი მიეცის განსაკითხავსა საშჯელისასა და მწუხარებასა დაუსრულჱბელსა და მონაგები მისი არად სარგებელ ეყვის, რომელი-იგი დაუტევა,
    56.     არამედ იქმნის მის ზედა სიტყჳსა მისებრ მდიდრისაჲ მის და ვაებაჲ იგი მონისაჲ მის უჴმრისაჲ, რამეთუ არა ისმინა ჴმაჲ ვედრებისა მისისაჲ და არცა შეწყნარებულ იქმნა მიზეზი პასუხისა მისასაჲ.
    57.     აწ უკუე არქუ მეგობარსა მისსა, რაჲთა მოვიდეს საფლავად და უწოდოს მას.
    58.     და თუ არა მოსცეს სიტყუაჲ, უძლიერესადრჱ ჴმა-უყავნ მას.
    59.     და თუ აქუნდესღა იჭჳ მისთჳს და არა ირწმუნოს, განაღენ საფლავი მისი და განიცადენ, რამეთუ არაჲ სხუაჲ იხილოს, გარნა სიმყრალჱ ხოლო, არაწმიდებაჲ.
    60.     მერმე ჰკითხჱ საფლავსა მისთჳს, რომელი-იგი დავდევით აქა: სადა არს, რომელი-იგი დაუტევეთ შენ შორის?
    61.     და არა ვინ რაჲ მოგიგოს.
    62.     და არქუ: სადა არიან მეფენი და მთავარნი, ძლიერნი და ჴელმწიფენი?
    63.     ანუ სადა არიან მფლობელნი და დიდებულნი.
    64.     მზუაობარნი და მდიდრად მეტყუელნი?
    65.     სადა არიან მდიდარი და განმცხრომელნი, ოქროჲსა და ვეცხლისა ძლიერად შემკრებელნი?
    66.     სადა არიან ბრძენნი და სწავლულნი ფილასოფოსობასა და სიბრძნისმოყუარენი?
    67.     სადა არიან ეტლთა და ჰუნეთა ზედა მსხდომარენი და რომელთა ედგა საცხოვართა სიმრავლჱ?
    68.     სადა არიან მშობელნი და ნაშობნი, ნათესავნი და მეგობარნი?
    69.     სადა არიან ქმნულ-კეთილნი და შეუნიერნი ყრმანი, ჭაბუკნი და მონანი? სადა არიან მჴევალნი?
    70.     რამეთუ აქა არა რას სხუასა ვხედავთ, გარნა მატლსა და სიმყრალჱსა და საფლავსა, სავსჱსა სიბნელითა.
    71.     ჵ საფლავო, რაჲ საშინელ ხარ, და სიკუდილო, რაჲ საზარელ ხარ!
    72.     და აწ არცა სიკუდილი ისმენს და არცა საფლავი სიტყუასა მიგიგებს და არცა, რომელი-იგი დავდევდით, ძეს მას შინა.
    73.     არამედ მიჩუენე ჩუენ, ჵ საფლავო, რომელი არს მდიდარი და რომელი არს გლახაკი.
    74.     და მაუწყე ჩუენ, რომელი არს ძუალი უფლისაჲ და რომელი არს ძუალი მონისაჲ და განათჳსე იგი ერთი ერთისაგან.
    75.     და აწ არცა პატიოსნებითა იჴსენების და არცა გლახაკი სიგლახაკითა განერების და არცა მდიდარი სიმდიდრითა, არცა მოხუცებული სიბერითა და არცა ყრმაჲ სიმცირითა,
    76.     არცა მეფე სიმრავლჱმან მსახურთამან იჴსნას, არცა ოხაჲ, არცა ვედრებაჲ სარგებელ არს მას დღესა შინა და არცა მამამან იჴსნეს შვილი თჳსი, და არცა შვილმან მამაჲ თჳსი.
    77.     არა ჰხედავა, რაჲთა დიდად უდებ არს და უგულისხმო უბადრუკი კაცი?
    78.     და რაჲღა უცნობელ არს და უგლიმ დღისა და მისთჳს მომავალისა, რომელი ჭეშმარიტად უწყის, ვითარმედ არა – თანა-წარჰვალს და არა ზრუნავს სულისა თჳსისათჳს.
    79.     არამედ ისწრაფის და დაშურების სოფლისა საქმესა.
    80.     დამონებულ არს საჭმელსა და სასუმელსა და შორიდან განიზრახავს, რამეთუ აშენებს და ნერგსა ასხამს, მოიგებს და დაიპყრუს სამეუფოთა, შჯის და აყენებს კაცთა სიყუარულისაგან ურთიერთას და ეტყჳნ მათ: შეიკრძალეთ მორჩილებაჲ იგი და მსახურებაჲ სათანადოჲ.
    81.     და იგი ურჩ არს და უმსახურებელ დამდაბლებად შვილისა თჳსისა.
    82.     და მერმე იხილჱღა კადნიერებაჲ იგი კაცისაჲ, რამეთუ ითხოვნ ღმრთისაგან ურცხჳნოდ და იტყჳნ: მომეც მე ძლევაჲ მტერთა ჩემთაჲ.
    83.     და მომმადლჱ მე ესე და ესე.
    84.     და არა ითხოვის მან, რაჲ-იგი უმჯობეს არს – სასუფეველი ცათაჲ და სიმართლჱ მისი.
    85.     ამით განარისხებნ იგი ღმერთსა.
    86.     ჵ საყუარელო, მიეც მომცემელსა შენსა და დაიცვენ მცნებანი მისნი და მერმე ითხოვე და მოგცეს, ვითარცა იტყჳს: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ირეკდით და განგეღოს“.
    87.     უკუეთუ შენ მოსაცემელი იგი მისი არა მისცე სახელისა მისისათჳს, გრქუას შენ: ითხოვე და მიგეც, მევედრე და მიგმადლჱ შენ.
    88.     ხოლო მე ვითხოვდ, რაჲთამცა მავასხჱ ჩემი იგი, და არა ჰყავ.
    89.     წარვედ ჩემგან, მოქმედო უშჯულოებისაო, რამეთუ ყოვლითურთ ბოროტ ხარ.
    90.     ხოლო მე ვადიდნე მადიდებელნი ჩემნი და მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
    91.     და აწ ინებენ აღრაცხაჲ ჩუენი მდაბალთა მისთა თანა სახიერმან უფალმან, რომელი მსაჯული არს ცხოველთა და მკუდართაჲ და მისი შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


18

     1.     20. საკითხავნი წმიდისა ახალკჳრიაკისანი, თქუმული იოვანჱ ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ ახალკჳრიაკისათჳს, თომაჲს ურწმუნოებისათჳს და მერმე კუალად სარწმუნოებისათჳს
    2.     ა. თავი
    3.     და ვითარცა აღდგა მკუდრეთით უფალი იესუ ქრისტჱ დღესა მას ერთშაბათისასა, რომელსა აწ ეწოდების კჳრიაკჱ,
    4.     რომელი გამოითარგმანების საუფლოჲ, მუნქუესვე, მეყსეულად ეჩუენა იგი მარიამს მაგდალენელსა და სხუათაცა მათ დედათა, რიმელნი მისრულ იყვნეს მის თანა ხილვად წმიდასა გუამისა მისსა.
    5.     ხოლო დედათა მათ, ვითარცა იხილეს უფალი აღდგომილი მკუდრეთით მირბიოდეს მისსა შემთხუევად.
    6.     მაშინ ჰრქუა მათ იესუ: გიხაროდენ თქუენ და უხაროდენ ყოველსა სოფელსა, რამეთუ დღეს დაეჴშა ჯოჯოხეთი და განეღო სასუფეველი.
    7.     ხოლო იგინი მოუჴდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა და თავყანის-სცეს მას.
    8.     ხოლო მან ჰრქუა: „წარვედით და უთხართ მოწაფეთა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე“.
    9.     ხოლო იგინი წარვიდეს მსგავსად სიტყჳსა მისებრ და უთხრეს მოწაფეთა მისთა და ახარეს, რამეთუ იყვნეს იგინი შეკრებულ სახლსა შინა შიშისათჳს ჰურიათაჲსა.
    10.     ხოლო ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს და წამებს: „და იყო მწუხრი დღჱ იგი ერთშაბათისაჲ და კარნი დაჴშულ იყვნეს,
    11.     სადაცა-იგი შეკრებულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ“ და შევიდა იგი კართა ჴშულთა და კარნი იგი არა განეხუნეს და ესრჱ შევიდა იგი კართა ჴშულთა.
    12.     ვისწაოთ აწ, ვითარმე შევიდა იგი კართა ჴშულთა და კარნი იგი არა განეხუნეს.
    13.     ესრჱთ შევიდა, ვითარცა-იგი მოვიდა ზეცით მთავარანგელოზი და ახარა ქალწულსა მარიამს და ჰრქუა მას: „გიხაროდენ, უფალი შენ თანა“.
    14.     რამეთუ „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“.
    15.     ხოლო ქალწულსა მას ყურთა ესმა და საშომან მუცლად იღო ღმერთი.
    16.     ყურთა ესმა და ქალწულმან დაუტევნელი დაიტია.
    17.     და ეგრჱთვე სახედ შევიდა კართა ჴშულთა და დადგა შორის მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“.
    18.     რომელმან-იგი მშჳდობაჲ ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“.
    19.     და ესე ვითარცა ჰრქუა, უჩუენნა ჴელნი და გუერდიცა მისი.
    20.     ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა იხილჱს უფალი, და განიხარეს სიყუარულითა დიდითა ფრიად, მაშინ „ჰქრუა მათ იესუ მერმე მეორედ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
    21.     ვითარცა მომავლინა მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“.
    22.     და ვითარცა ესე ისმინეს მოწაფეთა მისთა, მაშინ მეყსეულად „ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ“.
    23.     და მონთქუესვე მისცა მათ ჴელმწიფებაჲ მიტევებად შეცოდებათა.
    24.     რამეთუ ესრე ჰრქუა მათ; „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ შეცოდებანი, მიეტევნენ.
    25.     და რომელთანი შეიპყრნეთ შეცოდებანი იგი, შეპყრობილ იყვნენ“.
    26.     და ვითარცა ჰრქუა, განეყენა იგი მათგან.
    27.     და მოვიდა იგი მათვე კართა ჴშულთა.
    28.     ვისწაოთ ესეცა, თუ ვირარ გამოვიდა.
    29.     რამეთუ ვითარცა გამოვიდა იგი პირველად საშოჲსაგან ქალწულისა და ბჭჱ იგი, ქალწულებაჲ დაჴშული და დაბეჭდული, დაუტევა, ეგრჱთ სახედვე გამოვიდა იგი ბჭეთა ჴშულთა და ბჭენი იგი დაჴშულნი დაუტევნა.
    30.     ხოლო თომა ერთი იგი, რომელსა ერქუა მარჩბივ, რამეთუ არს ერთი ორთაგანი, რამეთუ ტყუბთაგანი იყო იგი, ამის თჳსცა ეწოდა მას მარჩბივ, არა იყო იგი მაშინ მოწაფეთა თანა, რაჟამს მოვიდა უფალი იესუ.
    31.     ხოლო „მოწაფენი იგი უთხრობდეს, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ უფალი“.
    32.     ხოლო მან ჰრქუა მათ: მე ხოლო არა ღირს ვიყავ ხილვად მისა, ჩემდა ხოლო-მე არა ჯერს-იყოა თაყუანისცემაჲ?
    33.     მე ხოლო ვიპოვეა უშჯულოჲ და არაწმიდაჲ, ანუ ჩემდა ხოლო-მე არა სამართალ იყო თქუენთანავე სიხარული?
    34.     და აწ რაჲ ვყო, რამეთუ მტკივის გული ჩემი და კუნესიან თირკუმელნი ჩემნი, მელმის მუცელი ჩემი და სურის ნაწლევთა ჩემთა, სწადის თუალთა ჩემთა ხილვაჲ პირისა მისისაჲ და მოდრეკით არიან ყურნი ჩემნი სმენად ჴმასა მისსა.
    35.     და ამის ყოვლისათჳს შეწუხებულ ვარ და ვიტყჳ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე იგი, რამეთუ იტყოდა: პირი ჩემი ჭირსა ჩემსა.
    36.     „ხოლო აწ უკუეთუ არა ვიხილო სახჱ იგი სამშჭუალთა მათ და შევახო, თითითა ჩემითა ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, რომელსა-იგი უგმირეს ლახურითა უშჯულოთა პირითა, არასადა მრწმენეს“.
    37.     ხოლო ღმერთსა, რომელსა უნებს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და უფროჲს და უმეტეს ინება მოწაფისაჲცა მის ცხორებაჲ, ამისთჳს კუალად სათნო იყო და მოვიდა, რაჲთა უჩუენოს მოწაფესა მას თჳსსა, ვითარცა იტყჳს.
    38.     „და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს შეკრებულ მოწაფენი იესუჲსნი და თომაცა მათ თანა.
    39.     შევიდა იესუ კართა ჴშულთა, დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“
    40.     და ესე ჰრქუა მათ.
    41.     მაშინ ჰრქუა კუალად თომასცა: „მოყვენ თითნი შენნი აქა, შემახენ მე და იხილენ სახენი იგი სამშჭუალთანი, რომელ არს ჴელთა ჩემთა და მოყავნ ჴელი შენი და შთაჰჴადე იგი გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“
    42.     მასვე ჟამსა აღივსო თომა სიხარულითა დიდითა ფრიად და სიხარულითა იტყოდა: „უფალი ჩემი და მაცხოვარი ჩემი“.
    43.     შენ ხარ „უფალი ჩემი და მეუფჱ ჩემი“.
    44.     და შეურდა და თაყუანის-ჰცა მას.
    45.     მაშინ „ჰრქუა მას იესუ, რამეთუ: შენ მიხილჱ მე და გრწმენა, ხოლო უკუე ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“.
    46.     აწცა შესძინე თომა უვარის-ყოფად და კუალად იქმენ ურწმუნო ჩუენთჳს, რაჲთა კუალად მოვიდეს უფალი იესუ და ჩუენცა ვიხილოთ,
    47.     რამეთუ ჩუენცა გუწადის და გუსურის ხილვაჲ მისი, რაჲთა ჩუენცა შენ თანავე შეუვრდეთ და თაყუანის-ვსცეთ მას და ჩუენცა შენ თანავე აუვაროთ სახელსა მისსა წმიდასა.
    48.     ხოლო სხუანი სასწაულნი, რომელნი ქმნნა იესუ, არა დაიწერნეს წმიდასა სახარებასა, ვითარცა წამებს წმიდაჲ იოვანე მახარებელი და იტყჳს: ხოლო ესე ოდენ დაიწერნეს, რაჲთა გრწმენეს ფრიად: იესუ ქრისტჱ არს ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ და ცხორებაჲ მოვიღოთ მაცხოვარებითა მისითა.
    49.     ხოლო ჩუენ გურწამს და აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუს, ძესა ღმრთისასა, და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


19

     1.     21. ბ. საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნატარისა მამისა ჩუენისა იოვანჱ მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინჱპოვლელისაჲ ახალკჳრიაკისათჳს
    2.     დღჱ კჳრიაკჱ დღჱ ნათლისაჲ არს.
    3.     დღესა ნათლისასა ვიტყოდით ნათლისა, რამეთუ ყოველნივე ბუნებანი მსგავსებასა ნათლისასა ჭეშმარიტად ქადაგებენ, იგი რომელ გამობრწყინდა ბნელისაგან და გაანათლა იგი და ჯოჯოხეთი დააცუდა.
    4.     ვითარცა მოსლვაჲ ნათლისაჲ განმანათლებელ არს ბნელისა და დამაბრკოლებელ არს ჴელმწიფებისა მისისა, ეგრჱცა მოსლვაჲ უფლისა ჩუენისაჲ განმაძებელ იქმნა საცთურისა და დამაბრკოლებელ ჴელმწიფებისა მისისა.
    5.     რამეთუ ნათელი, რომელ გამობრწყინდა დასაბამსა, განაძო ბნელი იგი, რომელ დგას უფსკრულთა ზედა და უფალი ჩუენი გამობრწყინდა აღსასრულსა სოფლისასა და აღჴოცა ბნელი იგი უფსკრულთაჲ, – ესე თჳთ არს ჴელმწიფებაჲ იგი ეშმაკისაჲ.
    6.     და ვითარცა შევიდა ნათლისღებად, აღესრულნეს მის ზედა ზრახვანი მისნი, და რაჟამს ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა, ნათელი დიდძალი გამობრწყინდა მის ზედა და ეწამებოდა სულიცა იგი გარდამოსლვითა თჳსითა, ვითარცა იგი არს ძჱ ღმრთისაჲ, ვითარცა წერილ არს.
    7.     დასაბამსავე ნათელითა და ნათლითა დაებადნეს საუკუნენი და განცხოველდეს ყოველნივე დაბადებულნი.
    8.     და ჴელითა უფლისა ჩუენისაჲთა განცხოველდა სოფელი და აღემართნეს დაცემულნი.
    9.     და მას დღესა ნათლისასა, რომელ არს დასაბამი დღეთაჲ, გამობრწყინდა შუენიერი იგი ნათელი ღმრთისაჲ, ჴელმწიფჱ და წინამძღუარი ყოველთაჲ, რომელ არს დღჱ ესე პირმშოჲ დღეთაჲ,
    10.     აღდგა მხოლოდშობილი იგი ღმერთი მკუდრეთით, ვითარცა სახჱ დასაბამსა გამობრწყინდა ბნელსა შინა ნათელი, დასასრულსა გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შინა ნათელი იგი დიდებული,
    11.     ვითარცა წერილ არს: ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობარწყინებად, მან განანათლნის თუალნი გულთა ჩუენთანი.
    12.     და მერმე თქუა სახარებამან: „და თჳთ ნათელი იგი ბნელსა მას განანათლებდა და ბნელი იგი მას ვერა ეწია“.
    13.     მეორედ წარვთქუ თქუენ წინაშე ყოველი წამებაჲ ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე, ვითარცა ყუავილნი გჳრგჳნსა, შეჰგვანან ძლევასა მას მისსა.
    14.     მერმე თქუა წინაწარმეტყუელმან: „განათლდი, განათლდი, იერუსალჱმ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“.
    15.     და ამით სიტყჳთა ახარებდა ეკლესიათა თჳსთა.
    16.     და მერმე პირველი იგი შესაძინელი სიტყჳთა თჳსითა, რამეთუ არღარა განგანათლებდეს შენ მზისთუალი ესე დღისი და ნუცამცა ნათელი მთოვარისაჲ გნათობს შენ ღამჱ.
    17.     და ჭეშმარიტისა მის ნათლისათჳს დააქცია მეორედ და თქუა, ვითარმედ მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა დაგადგინე შენ.
    18.     და დავით თქუა: „შენ მიერ არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი“.
    19.     და დანიელ ჰრქუა, ვითარმედ: „უწყის, რაჲ არს ბნელსა შინა და ნათელი არსვე მის თანა“.
    20.     მერმე თქუა დავით: „გამობრწყინდა ბნელისაგან ნათელი წრფელითაჲ“.
    21.     მერმე თქუა: „ნათელი მართალთაჲ მხიარულებით ვიყავ“.
    22.     და ამის ყოვლისა წამებისა შემდგომად დაჰბეჭდა თჳთ და იტყჳს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“.
    23.     მწუხრი დაეფლა, ვითარცა კრავი, მსგავსად მისად, რაჲთა არა უფლებდეს სიკუდილისა სიბნელჱ მის ზედა, ვითარცა კრავი იგი, რომელ დაიკლა ეგჳპტეს შინა.
    24.     ერეოდა ერი იგი და გამოვიდა ნათლად სიფიცხლისა მისგან და მორჩილებისა მისთჳს ფარაოჲსისა, რომელი-იგი იყო ეგჳპტჱს შინა, რომელნი ვითარმცა ღამესა ბნელსა დამკჳდრებულ იყვნეს მას შინა.
    25.     ეგრჱცა ჴელითა ჭეშმარიტისა მის კრავისაჲთა განცალიერდა ქედი ჩუენი ფიცხლისა მისგან უღლისა ეშმაკისაჲსა, რომელმან-იგი დასთჱსა ჩუენ შორის თესლი კეთილისაჲ.
    26.     განგჳკუეთნა ჩუენ უფალმან საკრველნი ჩუენნი ჯუარითა თჳსითა და განჰჴსნა ჩუენგან უღელი იგი მძიმჱ, რომელი მძლავრებით დაგჳმორჩილებდა ჩუენ, რამეთუ დაუმდაბლეთ მას ქედი ჩუენი ნებითა ჩუენითა, რომელი-იგი არა დაშურებოდა, რომელი ჰმონებდა მას.
    27.     ხოლო ამიერითგან მადლი იგი, რომელი იქმნა ჩუენ თანა, ვერ შემძლებელ ვართ, რაჲთამცა გარდავიჴადეთ იგი, გარნა ვითარცა ყოველთა წარმართთათჳს გარდაჴდად ვერ შემძლებელ ვართ, აღვიმსთობთ დღეს საჴსენებელსა მისსა და მივსცეთ მას ქჱბაჲ,
    28.     რაჲთა მეოხ მეყოს ჩუენ ყოველსა ჟამსა, ყავნ თჳსითა მით კეთილის-ყოფითა, რაჲთა არა მომაკლდეს ჩუენგან წყალობაჲ მისი და ვიხარებდეთ პირველითა და შემდგომითა მადლითა მისითა და ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მას აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


20

    1.     22. თქუმული წმიდისა ევსები ეპისკოპოსისაჲ კჳრიაკისათჳს და უწესოდ მომღერალთათჳს
    2.     შემდგომად განტევებისა მის ჟამისა ეკლესიაჲთ დღესა კჳრიაკესა, ვიდრე ჯდაღა სანატრელი ევსები ეპისკოპოსი, წარდგა მის წინაშე ალექსანდრჱ და ჰრქუა მას: გევედრები შენ, უფალო, რომლისა სახისათჳს მოვიღეთ ბრძანებაჲ კრძალულებით დამარხვად წმიდისა კჳრიაკისაჲ და არა საქმე?
    3.     მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ევსები და თქუა: ისმინჱ, შვილო, და გითხრა შენ ამის ყოვლისათჳს, რომელ რაჲ იქნების დღესა კჳრიაკჱსა, თუ კეთილი გნებავს და თუ ბოროტი, და დამარხვად ჩუენდა კჳრიაკჱ.
    4.     ესე არიან მიზეზნი მაგის სახისანი: რაჟამს უთხრობდა უფალი და ზრახვიდა მათ თანა, უჩუენა სახჱ მოწაფეთა თჳსთა:
    5.     „მოიღო პური იგი, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ესე ჴორცი ჩემი არს, რომელი თქუენთჳს დაიფუშუნების მისატევებელად ცოდვათა ამას ჰყოფდით ჩემდა მოსაჴსენებელად.“
    6.     და ესე არს დღჱ მოსაჴსენებელი უფლისაჲ, რომელსაცა საუფლო ეწოდა.
    7.     ვითარმედ პირველად ვნებადმდე უფლისა არა ეწოდა მას საუფლოჲ, არამედ ვინაჲთგან ადგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, საუფლო ეწოდა მას.
    8.     ამისთჳსცა მოვიღეთ დასაბამად მისა უქმებაჲ.
    9.     და ესე დღჱ არს დასაბამი მკუდრეთით აღდგომისაჲ.
    10.     და ამას შჳდსა დღესა მოგუცა ჩუენ საქმრად და ერთი ესე დღჱ მოგუეცა ჩუენ ლოცვისათჳს და განსუენებისათჳს და განსაწმედელად ცოდვათა, რომელნი ექუსთა მათ დღეთა ვქმნეთ უმეცრებითა და შესულებითა ამის სოფლისაჲთა.
    11.     შემოსრულსა ამას კჳრიაკესა, ცისკარსა, მივედ ეკლესიად და შეურდი წინაშე უფლისა, და მიუთხრენ მას შეცოდებანი შენნი, და აუარე მას, ცრემლითა შეინანე.
    12.     ლოცვითა დეგ და ჰგებდ, ვიდრე ჟამისა აღსრულებადმდე.
    13.     და მოიჴსენენ მსხუერპლსა მას ზედა რომელ-იგი პირველ ჯმნულ იყვნენ მშობელნი იგი შენნი და ძმანი და ნათესავნი და თესლ-ტომნი იგი შენნი.
    14.     ესეღა ჰყო, დიდი განთუენებაჲ იყოს მათთჳს, რომელნი-იგი პირველ წარსრულ იყვნენ.
    15.     და აღასრულე ლოცვაჲ იგი შენი, იხილე უფალი იგი შენი ვნებული და დამდაბლებული, დაკლული და განყოფილი, და არა მოკლებული.
    16.     და თუ გიპყრიეს წმიდად საუნჯე იგი სულისა შენისაჲ, მივედ და ეზიარე ჴორცსა მას და სისხლსა უფლისასა.
    17.     და უკუეთუ რაჲმე გაქუნდეს იჭვ გონებისა შენისაჲ, ნუ წარმდებ იქმნები ზიარებად, ვიდრემდის განიწმიდო სული შენი სინანულითა.
    18.     ხოლო ლოცვასა და ზიარებასა დეგ და ჰგებდ, ვიდრე ეკლესიისა განტევებადმდე.
    19.     მოჲჴსენე შენცა ბრალნი იგი იუდაჲს მიმცემელისანი და ნუ გამოხუალ ეკლესიით, რამეთუ იგი იქმნა დასაბამ წარწყმედისა იუდაისისა, რამეთუ არა ელოდა, არცა ჰგებდა ლოცვასა მას.
    20.     არამედ მო-ოდენ-იღო პური იგი ცხორებისაჲ, აღდგა და გამოვიდა, და მასვე ჟამსა შევიდა მისა ეშმაკი და იწრაფდა მიცემად უფლისა.
    21.     და უკუეთუ შენცა უწინარეს ჟამისა განტევებისა გამოხჳდჱ, შენცა მასვე საშჯელსა იპოვო.
    22.     ნუ მცირისა მის ჟამისათჳს ეზიარები საშჯელსა მას იუდაჲსსა.
    23.     არა მძიმე არს შენდა დგომაჲ და ლოდებაჲ.
    24.     არცა ზამთარი გაჭირებს შენ მუნ შიდა, არცა ცეცხლი, არცა სხუაჲ რაჲ გუემაჲ, არამედ მარტოდ მოთმინებაჲ უნებს ერთისა მის ჟამისათჳს.
    25.     ხოლო აწ არა თუ სხჳსა რაჲსამე მიზეზისათჳს ბრძანებულ არს ჩუენდა არა საქმედ დღესა კჳრიაკესა, არამედ რაჲთა ლოცვასა მოვიცალოთ, საქმესა უფლისასა მიხუალ ეკლესიად, უკუეთუ არა მიხჳდე, არარაჲ შეიძინო კეთილთაგანი.
    26.     მრავალნი დგანედ და მოელიედ მრავლითა წადიერებითა დღესა კჳრიაკესა, არამედ არა ყოველნი ერთსახედ მოელიედ.
    27.     რამეთუ მოშიშნი იგი ღმრთისანი დგანედ და ელიედ, ვითარმედ ოდეს მოიწიოს კჳრიაკჱ და ლოცვანი ჩუენნი შევწირნეთ ღმრთისა მიმართ, და პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩუენისასა ვეზიარნეთ.
    28.     ხოლო უდებნი იგი და უგუნურნი დგანედ და ელიედ, რაჲთა საქმისაგან დაეყენნენ და ბოროტთა საქმეთათჳს მოიცალონ.
    29.     და ამას მე არა ვტყუვი, არამედ მოწამე არიან ჩემდა სახენი იგი, რომელნი იქმნებიან.
    30.     განვედ უბანთა ზედა და მუნ არავინ იხილო.
    31.     დღესა კჳრიაკესა განვედ, მუნ იხილო რომელნიმე ფანდურებითა, რომელნიმე ებნითა და ბობღნითა, რომელნიმე სტჳრითა და ტყუელვითა და ძნობითა, და რომელნიმე სხენედ და უსტჳნვედ მსგავსთა მათთჳს საქმედ ბოროტისა.
    32.     და თუ დედანი სადამე როკვედ, გინა შუშპრობედ, ადრე სრბით მუნ მიიწინიან.
    33.     მღდელნი ჰრეკედ და ქადაგებად წოდებისა ეკლესიად, და ყოველნივე უგუნურნი და უკეთურნი და ღუელფულნი სხენედ და არავინ მივიდებასა მას.
    34.     და ისმინის ჴმაჲ ქნარისაჲ, ყოველათავე ერთბამად ფერჴნი მათნი განუტევნიან და მეყსეულად მუნ იპოვნიან იგინი.
    35.     რაჲ-მე იხილიან იგი, რომელნი-იგი ეკლესიად მივიდიან?
    36.     უფალი ზედა საკურთხეველსა ინაჴით მჯდომარჱ, სერაბინნი სამებისა წმიდისა გალობასა გალობენ, სახარებისა ჴმანი ჴმითა მაღლითა, და მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, გალობაჲ და შესხმაჲ სულიერი, ჴსნისა და ცხორებისა მომატყუებელი.
    37.     ესე იხილიან და ესეცა ესმის, რომელნი მოვიდიან ეკლესიად.
    38.     ხოლო რომელნი-იგი მივიდიან თეატრონსა, რაჲ-მე იხილიან?
    39.     შესხმანი დევთანი და ჴმანი და ოხრანი საეშმაკონი, ტყუელვანი დაცემისანი, დედათა როკვანი, ვითარცა მეკერპეთანი და უფროჲს ხოლო, ვითარცა მკუნესართანი.
    40.     რაჲ არიან როკვანი იგი დედათანი, ანუ თუ ტყუელვანი, გინა თუ შუშპრობანი?
    41.     არამედ ყოველნი სიბოროტენი დევთანი არიან.
    42.     იხილჱღა, რასა-იგი იქმან: რომელი-იგი როკავნ, განიშიშულის თავი თჳსი ურცხჳნოდ და ხრინ თავსა, რომელსა-იგი ამცნებს და განაკრძალებს წმიდაჲ მოციქული პავლეჱ და იტყჳს: „არა ჯერ-არს დედაკაცისა თავდაუბურველობაჲ“.
    43.     ხოლო ამათ განიდრიკნიან ქედნი მათნი, და მიმოყრიედ მჴართა, იქცევედ და იდრეკედ ასოთა, ვითარცა დაჴსნილთა, და თეძოთა ხლდებიედ და რბიედ, რამეთუ ესრჱვე სახედ იქმან ეშმაკეულნი.
    44.     ხოლო მექნარჱ იგი დევი ძელსა მას ებრძვინ და ვითარცა კუროსა აყჳრებნ.
    45.     ესე ხილვანი არიან თეატრონისანი. ესე ყოველნი მსგავსებანი დევნათანი.
    46.     ყოვლნივე ესე წარწყმედისა და გეჰენიისა მომატყუებელნი არიან და ესევითარი მისაგებელი ბოროტი მიიღიან ამის მოქმედთა.
    47.     ხოლო აწ კმა იყვნენ ჩუენდა ექუსთა მათ დღეთა, სიბოროტისა საქმენი.
    48.     მოიცალე და დასცხერ დღესა მას კჳრიაკესა ბოროტისა საქმეთაგან.
    49.     უწყი-მეა, რამეთუ მრავალი რაჲმე საქმე უცნ ურთიერთას და თქჳან: მოიწიოს კჳრიაკე და განვაგდოთ სარჩელი?
    50.     საწყალობელო და უბადრუკო, თავყუანისცემისა და ლოცვისათჳს მიგებიეს ბრძანებაჲ და შენ საშჯელსა ეკაზმები?!
    51.     მოიწია კჳრიაკჱ და იგი ღამჱ ყოვლად განემზადებიან ბრძოლად მოყუასისა მიმართ თჳსისა.
    52.     და ვითარცა ცისკარი მოიწიის, მოვიდის იგი ეკლესიად შეჭურვილი.
    53.     პირველად ხუცესნი იქმანედ ამას: წარმოდგიან მათ წინაშე მსაჯულნი და ცემითა და გუემითა განაგებენ საშჯელსა.
    54.     და ამისსა შემდგომად შევიდიან ეკლესიად, ვითარცა მჴეცნი, ურთიერთას გულძჳრობით და იღრჭენედ კბილთა მათთა ერთმანერთსა ზედა.
    55.     ხოლო შეუგავს მღდელსა მას, რაჲთა გარდაიჴადოს ჟამი იგი ლოცვისაჲ მის განწესებულისაჲ ჟამსა.
    56.     ხოლო შენ, კაცო, ლოცვად მოიცალჱ და ნუ საშჯელად, რამეთუ რაოდენცა დიდ არს დღე იგი კჳრიაკე, ეგრეცა დიდ არიან ბრძანებულნი.
    57.     უკუეთუ ვინმე უღირსად იქცეოდის მას დღესა შინა, უღირს ხარ ზიარებად.
    58.     გინა თუ არა, მოიცალე, დაიმარხე და დეგ ეკლესიას, ვიდრემდის აღასრულნე ლოცვანი იგი.
    59.     ნუ ჰფუცავ, ნუცა აფუცებ დღესა კჳრიაკესა, რამეთუ ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან ლოცვისათჳს და აღჴოცისათჳს ცოდვათაჲსა და სინანულისათჳს.
    60.     აწ ვიხარებდეთ და ვსშუებდეთ ამას შინა ნუ სიმღერითა, მთრვალობითა, ნუცა როკვითა და ფანდურითა, ნუცა შუშპრობითა და ძნობითა, არამედ გალობითა ახლითა და შესხმითა სულიერითა.
    61.     იხილეღა წინაწარმეტყუელისა იგი თქუმული, ვითარ-იგი მარტოჲსა კჳრიაკისათჳს განაჩინებს.
    62.     არა თქუა, ვითარმედ: ესე დღენი არიან, რომელ ქმნნა უფალმან, არამედ მარტოჲსა მისთჳს თქუა.
    63.     უწყით, რამეთუ ყოველნივე დღენი უფალმან შექმნნა, და ყოველნივე დღენი უფლისანი არიან, და მისა მიმართ ჰგიან.
    64.     ხოლო წინაწარმეტყუელმან ამის მარტოჲსათჳს თქუა, ვითარმედ: „შექმნა უფალმან“.
    65.     არა თუ სხუანი იგი ექუსნი დღენი სხუამან ვინ შექმნნა, და ესე მარტოჲ ხოლო თჳთ შეიქმნა და ექუსნი იგი რაჲსათჳს-მე არა მოიჴსენნა?
    66.     რამეთუ სხუანი იგი საქმისა და შრომისათჳს ექუსნი იგი დღენი შექმნნა და თქუა: იქმოდე ყოველსავე საქმესა შენსა.
    67.     და მეშჳდესა მას დღესა განსუენებაჲ ბრძანა.
    68.     რამეთუ რაჟამს შჯულსა მისცემდა ღმერთი ჰებრაელთა მათ, დღჱ იგი შაბათი მისცა მათ განსასუენებელად, რამეთუ ამას დღესა შინა განისუენა ღმერთმან ყოველთაგან საქმეთა თჳსთა, ამისთჳსცა მათ უბრძანა ყოველთა საქმეთა დაცადებაჲ.
    69.     რამეთუ განარისხეს ღმერთი და არა დაიცვნეს მცნებანი მისნი, ფუცა პირითა წინაწარმეტყუელისაჲთა და თქუა: „ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა“.
    70.     ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი ზეცით ქუეყანად და იშვა წმიდისაგან ქალწულისა და განაახლა ყოველივე იგი შჯული,
    71.     რამეთუ თჳთ იგი იყო შემოქმედი შჯულისაჲ, განაგდო ყოველი ძუელი და მოგუცა ჩუენ მადლი იგი, ვითარცა წმიდაჲ მოციქული იტყჳს: რამეთუ ძუელი იგი წარჴდა და აჰა ესერა იქმნა ახალი.
    72.     რამეთუ ყოველივე მის მიერ განეწესა, რაჲთა დაჰჴსნეს შჯული იგი შაბათისაჲ მის და ნაცვალად მისსა წარმოაჩინოს სხუაჲ დღჱ ლოცვისაჲ და განსუენებისაჲ.
    73.     მოგუცა ჩუენ პირველი იგი დღჱ, რომელსა ეწოდა დასაბამი სოფლისა შესაქმისაჲ.
    74.     და სახელი დასდვა მას საუფლოჲ, რაჲთა სახელისა მისისაგან შეინანონ და დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი.
    75.     შემოვიდის მუშაკი სახლად შენდა და მოიდრიკის ზურგი საქმესა შენსა.
    76.     და ექუსთა მათ დღეთა ვერ ჴელ-ეწიფის ზე ახილვად და ხილვად მზისთუალისაჲ, ვინა მოვალს, ანუ ვიდრე ვალს დაყჳთლებული და განტეხილი საქმითა შენითა, ოფლითა და შრომითა მით განიკაფებინ და ვერ ჴელ-ეწიფებინ ზე ახილვად და განსუენებად,
    77.     არამედ დგან და ელინ იგი დღესა მას კჳრიაკესა, რაჲთა მტუერი ღათუ იგი განყაროს, ვითარ რაჲმე ჴორცთა მათთაგან, და არიან ვინმე თქუენთაგანნი, რომელთა თქჳან დღჱსა კჳრიაკესა, თუ: დღეს შევსწიოთ გლახაკსა.
    78.     და არა უწყოდა, რომელ-იგი ჰნებავს კეთილისა საქმედ, მით შესცოდებნ ღმერთსა.
    79.     უკუეთუ მოიპარო მონაჲ ვისიმე და განჰყიდო იგი და განუყო გლახაკთა, რაჲთამცა მადლი მოვიღეთ უფლისაგან, ეგრჱვე სახედ, რომელთა მოიპარიან დღჱ იგი უფლისაჲ შესაწევნელად და სარგებელად გლახაკთა.
    80.     უკუეთუ გნებავს შეწევნად გლახაკთა, მიეც მას დღეთაგან, რომელთა ზედა გაქუს ბრძანებაჲ, და ნუ გარდახუალ მცნებათა ქრისტჱსთა, ნუ გარჱ-წარსცემ ყურსა შენსა სიტყუასა წერილისასა, ნუ დააკლდები ლოცვასა, ნუსადა განეშორები ეკლესიათა მათ შენთაგან.
    81.     არარაჲ უმაღლჱს არს ცათა, არამედ უმაღლეს არიან ეკლესიანი, ვიდრეღა ცანი და უბრწყინვალეს არიან მზისთუალისა და უნათლჱს არიან მთოვარისა და ვარსკულავთა.
    82.     ვიცნი მრავალნი, რომელთა ექუსნი ესე დღენი და თჳთ კჳრიაკჱცა და თთუეცა სავსებით გარდაჴდის, და არა შევიდიან ეკლესიად.
    83.     და თუ რაჲმე მოიწიის მათ ზედა ბოროტისა საქმჱ, ჰბრძოლებედ ღმერთსა ამის სახისათჳს.
    84.     რავდენ განეშორო ეკლესიისაგან, ეგდენცა ღმერთი განგეშოროს შენგან ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: „რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი მათნი შენგან, იგინი წარწყმიდენ და მოისრნენ ყოველნი, რომელნი განგიდგენ შენგან.
    85.     ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისაჲ კეთილ არს დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი“.
    86.     ამისთჳსცა ნუ შეურაცხ-ჰყოფ შენ დღესა საუფლოსა, ეკლესიად ლოცვად მიისწრაფე, რამეთუ ესე დღჱ ლოცვისათჳს მოგეცა შენ.
    87.     და ჩუენცა ყოველთა ერთობით და ერთობითცა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


21

     1.     22. ა. დ. საკითხავი ახალკჳრიაკისათჳს ჰპოვნეთ ამაღლებისათა წინაჲთ იოვანე ოქროპირისაჲ.
    2.     უწინა იგი იკითხოთ და თომა მოციქულისაჲ


22

     1.     23. ზატიკთა ბ-სა ხუთშაბათსა საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეფრემისი ელიაჲსთჳს წინაწარმეტყუელისა და მიქაელ მთავარანგელოზისა
    2.     განდიდნა შიში ღმრთისაჲ და ნეტარ არს, რომელმან მოიპოვოს იგი და დაიმარხნეს მცნებანი მისნი, რამეთუ არა ხოლო თუ ამას სოფელსა ადიდოს იგი და პატიოსან ყოს,
    3.     არამედ ცათა შინა აღამაღლოს და მისცეს მას ჴელმწიფებაჲ, ზეცისა ანგელოზთა თანა და წმიდათა და რჩეულთა მისთა თანა დაამკჳდროს,
    4.     დაღათუ იყვნენ იგინი შეურაცხ ქუეყანასა ზედა, ხოლო საქმენი მათნი დიდ იყვნედ ცათა შინა და რომელთა არარაჲ მოიგონ ქუეყანასა ზედა, სუფევდენ იგინი ცათა შინა უკუნისამდე.
    5.     გულისხმა-ყავთ გონებითა თქუენითა, ძმანო ჩემნო, და მიჰხედეთ ელია წინაწარმეტყუელსა, ვითარ-იგი განკრძალულ იყო ჴორცთა შინა და ძალითა სულისა მისისაჲთა შეიმუსრნეს დიდებულნი და დაემჴუნეს ზუავნი და ამპარტავანნი.
    6.     მიჰხედა მას ეშმაკმან და შეძრწუნდა.
    7.     მოიმტკიცა ელია მკლავნი თჳსნი, ვითარცა მბრძულმან ახოვანმან, და განემზადა ვითარცა ჭურვილი, რომელი განვალნ წყობად მტერისა.
    8.     მიჰსცა თავი თჳსი, ვითარცა მონამან და უფალმან მისმან ყო იგი მფლობელ სახლსა თჳსსა ზედა, დაუტევნა მშობელნი და მოყუასნი თჳსნი და იქმნა იგი მეგობარ ანგელოზთა.
    9.     ილოცა ვედრებითა და აღიწია ჴმაჲ ვედრებისა მისისაჲ ცათა შინა, ვიდრემდის მიიწია წინაშე ღმრთისა, გამოვიდა სული სიწმიდისა მისისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ საკუმეველისაჲ
    10.     და მიეფინა იგი ყოველსა სოფელსა და განიხარჱს მისთჳს ანგელოზთა ზეცისათა და შეიწყნარა უფალმან ვედრებაჲ მისი და აღუსრულა ნებაჲ მისი, და უკუეთუ ჩუენცა მივემსგავსნეთ მას და მოვიპოვოთ სათნოებაჲ მისი,
    11.     ეგრჱთვე შეიწიროს ლოცვაჲ და მარხვა ჩუენი უფალმან და მოავლინოს წყალობაჲ მისი და კურთხევაჲ მისი ჩუენ ზედა და მშჳდობაჲ ყოველთა დაბადებულთა ზედა.
    12.     აწ უკუე კმა არს მონისაჲ მის ესევითარი სახიერებაჲ უფლისა მისისა მიმართ, რამეთუ რომელმან მოიძულოს სოფელი ესე წარმავალი და შეიყუაროს უფალი თჳსი ყოვლითა გულითა, იქმნეს იგი მეგობარ ანგელოზთა და მოყუარჱ რჩეულთა მისთა.
    13.     ხოლო მონაჲ იგი ღმრთისაჲ ელია აღივსო სულითა წმიდითა და განმტკიცნა სარწმუნოებითა და შეჰშურდა მას შური უფლისაჲ და აღიძრა გულისწყრომითა და თქუა თავსა შინა თჳსსა:
    14.     ჵ საქმჱ ბოროტი, რამეთუ კერპნი თაყუანის-იცემებიან კაცთაგან და უფალი ღმერთი ჩუენი არა იცნობების დამბადებელად და არცა იმსახურების ჯერისაებრ.
    15.     უმჯობეს არს ჩემდა, რაჲთა მოვკუდე და არღარარა ვცხომდჱ ქუეყანასა ზედა ესევითარითა ცხოვრებითა, ესევითართა შორის კაცთა ამაოთა.
    16.     და სულმოკლჱ იქმნა წინაწარმეტყუელი ელია და თქუა თავსა შინა თჳსსა: რაჲ-მე ვყო აქაბის მეფისათჳს, ანუ ერისა მის ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი დაუტევეს და მიიქცეს კერპთა მიმართ უსულოთა?
    17.     და აწ არარაჲ სხუაჲ ჯერ-არს ჩემდა, გარნა რაჲთა ფიცით დავამტკიცო გუემაჲ მათი უფლისა მიერ და გამოვიდეს პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი და შეჭამნეს იგინი.
    18.     და აღვაღო პირი ჩემი ლოცვად და ვედრებად უფლისა მიმართ, ვითარცა მოსჱ წინაწარმეტყუელმან და დავანთქნე ქუესკნელთა ქუეყანისათა, ვითარცა-იგი დაითქნეს დათან და აბირონ, რაჲთა ცნან მართალთა, ვინ-იგი შური იძია მათგან.
    19.     და სხუაჲცა გულისსიტყუაჲ აღსძრავს გულსა ჩემსა და მეტყჳს: რაჲთა შიმშილითა და წყურვილითა განვკაფნე იგინი და დავაყენო მათგან ცუარი ცისაჲ და წჳმაჲ და განვაჴმო პირი ქუეყანისაჲ,
    20.     რაჲთა ცნას სახლმან აქაბისმან, ვითარმედ ღმერთმან განაძლიერნის მოყუარენი მისნი უფროჲს მეფეთა უშჯულოთა, და ყოველი, რომელი ითხოვონ ქუეყანასა ზედა, მისცემს მათ ცათა შინა.
    21.     ესე სიტყუანი თქუნა ელია წინაწარმეტყუელმან თავსა შინა თჳსსა და შეძრწუნდა შურითა უფლისაჲთა და განმწარდა გული მისი, რომელი აქუნდა გულსა მისსა და ფუცა სახელსა უფლისასა
    22.     და თქუა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელსა ვჰმსახურებ და მრწამს და რომლისა წინაშე წარვდგები ყოველსა ჟამსა, რამეთუ არა იყო ცუარი, გინა წჳმაჲ ქუეყანასა ზედა უკეთურებისათჳს სახლისა აქაბ მეფისა,
    23.     რამეთუ დაუტევეს ღმერთი და ჰმსახურებენ კერპთა და უვარ-უყოფიეს შემოქმედი მათი და თაყუანის-სცემენ ბაალსა, კერპსა მას საძაგელსა და ბილწსა.
    24.     და აწ მე ვაცნობო ჴელმწიფებაჲ და ძალი უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ სიყმილითა, რაჲთა არღარა ცხონდენ იგინი და დავაყენო ცუარი და წჳმაჲ,
    25.     რაჲთა არღარა ჭამონ ნაყოფთა მისთაგანი არარაჲ, და განვაჴმნე შესადინელნი ზღუათანი ნაყოფითურთ, რაჲთა არღარა იზარდებოდიან მას ზედა ქცევითა და ვაჭრობითა, ვითარ შეურაცხ-ყვეს უფალი ღმერთი მათი და ჰმსახურებენ კერპთა ამაოებასა.
    26.     და აწ დამიჴშავს ბჭჱ ესე და ვინ არს, რომელმან განაღოს იგი თჳნიერ ჩემსა, რაჲთა გულისხმა-ყონ მეფეთა ქუეყანისათა, ვითარმედ უფალი ღმერთი ელიაჲსი უფალ არს დიდებისაჲ, რომელი აცხოვნებს და მოაკუდინებს,
    27.     და რაჲთა მოაქციონ მათ უფლისა ღმრთისა მათისა და იცნან იგი და თავყანის-სცენ და ჰრწმენეს სახელი ღმრთეებისა მისისაჲ, რომლითა მიემთხჳნენ წყალობასა მისსა და დაიმკჳდრონ სასუფეველი მისი.
    28.     და ღაღად-ყო მონამან ღმრთისამან ელია და შეკრნა ცანი გულისწყრომითა დიდითა.
    29.     ხოლო ქუეყანაჲ შეძრწუნდა და აღივსო მწუხარებითა დიდითა და თქუა: ვაჲ ჩემდა, რაჲ ესე შემთხჳა მე და მკჳდრთა ჩემთა!
    30.     ვაჲ ჩემდა, კაცისა ამისგან ფიცხლისა, ვინ ევედროს ამას და დააცხროს გულისწყრომაჲ მისი და სიფიცხლჱ მისი მოდრიკოს?
    31.     მრავალგზის მასმიეს რისხვაჲ უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ, რაჟამს მომხედის მე გულისწყრომით და არა შევძრწუნდი მისგან ესრჱთ, ვითარ-ესე აწ შეშინებულ ვარ ამისგან კაცისა.
    32.     რამეთუ უწყი, ვითარმედ უფალი ღმერთი ჩემი მოწყალჱ არს, დაღათუ განამრავლის რისხვაჲ მისი, არამედ უფროჲსად განმრავლდის წყალობაჲ მისი ჩემ ზედა, და რაჟამს იგი განრისხნა ადამის ზედა, მივეცი მის გამო მე წყევასა...
    33.     და განირყუნა ყოველი სოფელი და წარწყმდეს ყოველნი მკჳდრნი მისნი, შემცირდა სიპოხჱ და არღარა იპოვა ზეთი.
    34.     მოაკლდეს და განქარდეს საწნეხელნი და არღარა ისმოდა ჴმაჲ მწნეხელთაჲ საწნახელთა შინა და განჴმა ვენაჴი და დასცჳვა ნაყოფი თჳსი, მოაკლდა და განქარდა ყოველი საშუებელი კაცთაჲ.
    35.     წარწყმდა ზეთი და დაივსო სანთელი, მოწყდეს მთავარნი შიმშილი და განქარდა ჴელმწიფებაჲ მათი და დიდებაჲ უფლებისა მათისაჲ, განიბნია სიმდიდრჱ მდიდართაჲ
    36.     და განჰმარტნეს ჴელნი მათნი თხოვად, ქველისსაქმისა მოღებად, მოწყდეს ყრმანი მათნი, მოისრნეს ჭაპუკნი განსაცდელისა მისგან და დაშთომილთაჲ მათ შეიცვალა ხატი შეუნიერებისა მათისაჲ სიყმილითა.
    37.     დასცხრა ქორწილი და არღარა ისმოდა ჴმაჲ სიძისაჲ, არცაღა განცხრომაჲ მექორწილეთაჲ და არცა ღიმილი სიძისაჲ სასძლოსა შინა.
    38.     განქარდა მეგობართა სიყუარული და მეცნიერთა სიხარული და შეიცვალა ქალწულთა შეუნიერებაჲ და ჭაბუკთა სიკეთჱ და გარდაიქცა განცხრომაჲ მათი გლოვად და შუენებაჲ მათი მწუხარებად.
    39.     განჴმა სძჱ მშობელთაგან და მოწყდეს ჩჩჳლნი უსძჱობითა.
    40.     მოისრნეს მფრინველნი შიმშილითა და მოწყდეს მჴეცნი და პირუტყუნი უსაჭმლობითა.
    41.     და განიხრწნა ყოველი ქუეყანაჲ სიტყჳთა ელია წინაწარმეტყუელისაჲთა და აღუსრულა უფალმან ნებაჲ მისი და უზეშთაჱს ყო იგი ყოველთა დაბადებულთა მისთა, მან მხოლომან უფალმან, რამეთუ იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და ადიდნის მადიდებელნი მისნი.
    42.     და მას ყოველსა თანა ჭირსა და განსაცდელსა, რომელი შეემთხჳა ქუეყანასა და მკჳდრთა მისთა, არავე დასცხრა გულისწყრომაჲ იგი ელიაჲსი და არცა განქარდა რისხვაჲ მისი დაბადებულთაგან.
    43.     და კუალად ქუეყანამან იწყო ვედრებად ელია წინაწარმეტყუელისა და ჰრქუა: გევედრები და ვითხოვ შენგან, ვითარცა დედაჲ, რომელი ევედრებინ შვილსა თჳსსა, შემიწყალე მე და შეიწყალჱ მკჳდრნი ჩემნი და ნუ წარსწყმედ მართალთა ცოდვილთა მიზეზითა.
    44.     და ვითარ ისმინა მისი ელია, კუალად ჰრქუა მას ქუეყანამან: ჵ მიწისაგან დაბადებულო, რად ეძულობ შვილთა მიწისათა და პირი იგი, რომელ იზარდების ჩემგან, რაჲსათჳს აღებ ლოცვად ვნებად ჩემდა?
    45.     ჵ უცხოებით მკჳდრო ჩემო, რად მოიძულენ მკჳდრნი ჩემნი?
    46.     ჵ მონაო უფლისმოყუარეო, რომელმან დაიმარხენ მცნებანი მისნი, რად შეურაცხ-ჰყვენ ნივთნი ბუნებისა შენისანი და მოიძაგენ მსგავსნი აგებულობისა შენისანი, რომელნი მყოფ არიან ქუეყანასა ზედა?
    47.     აჰა ესერა, რომელნი მკჳდრნი ჩემნი გევედრებიან შენ და ღაღადებენ ღმრთისა მიმართ და არა ისმენ მათსა.
    48.     არამედ აწ ისმინჱ მშობელისა შენისაჲ, რომლისაგან დაებადე, და განჴსნენ ღრუბელნი შობად წჳმისა.
    49.     და სრულიად აჰფხური ნაყოფთა ჩემთა, ანუ ვითარ სათნო-გიჩნს საქმჱ ესე?
    50.     რამეთუ ჩემგან მიიღებ საზრდელსა და მე დამაყენე საზრდელისა ჩემისაგან, ჰსუამ შენ წყალსა და მე განმაჴმე წყურილითა.
    51.     და აწ უკუეთუ ჯერ-არს, წინაწარმეტყუელო უფლისაო განჰჴსენ კრულებაჲ ესე, რომელ განაჩინე, რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს მისსა განჴსნად თჳნიერ შენსა.
    52.     და უკუეთუ შენ არა მიითუალო ვედრებაჲ ჩემი და არცა მიითუალო ლოცვაჲ ჩემი, ღაღად-ვყო უფლისა მიმართ შესმენად შენდა, წინაწარმეტყუელო უფლისაო.
    53.     მიუგო ელია წინაწარმეტყუელმან და ჰრქუა ქუეყანასა: გარქუ შენ, მრავალგზის, ვითარმედ ვფუცჱ მე სახელსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა და არა შევინანო, არცა განვაცრუვო პირი ჩემი ...ლისთჳს ურჩულოჲსა.
    54.     რამეთუ შენ ხარ ღმერთი მართალთაჲ და შეიწყნარებ მონანულთა სინანულსა და ცოდვილთა მოქცევასა და დიდებულ არს სახელი შენი უკუნისამდე.
    55.     მიუგო უფალმან ქუეყანასა და ჰრქუა: ვითარმცა სათნო-მიჩნდა უმშჯავროდ გუემაჲ შენი და უსამართლოდ ტანჯვაჲ შენი?
    56.     და უკუეთუ თავს-იდევ წყევაჲ ცოდვილთათჳს, არამედ განმზადებულ ვარ მე მოვლინებად სიყუარულისა ძისა ჩემისა,
    57.     რაჲთა ვიდოდის შენ ზედა და მიუტევნეს ცოდვილთა შეცოდებანი მათნი და დაჰჴსნას შუვაკედელი ზღუდისაჲ მის და განხეთქუს საკრველი კრულებისაჲ მის და იყო შენ კურთხეულ მის მიერ.
    58.     ხოლო ელია წინაწარმეტყუელსა არა წინა-აღუდგები და არცა დავჰჴსნი განჩინებულსა მისსა, არამედ სათნო-მიჩნს ნებისა მისისა აღსრულებაჲ, რამეთუ მოვავლინე იგი, რაჲთა გამოარჩიოს იფქლი ღუარძლისაგან და განაქარვოს თესლი მისი ქუეყანით.
    59.     რამეთუ ფრიად განამრავლჱს იგი და შეჰრიეს იგი ნაყოფთა თანა კეთილთა და საშუებელთა ჩემთა მიიღებენ და ჰყოფენ მათ შესაწირავად კერპთა მათთა.
    60.     ვითარ იხილა ესე მონამან ჩემმან ილია, აღიძრა იგი შურითა ჩემთჳს და განდიდნა რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, რამეთუ ვაყავ იგი სანთელ აღნთებულ, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა ჩემსა.
    61.     ხოლო მონამან ჩემმან ელია ვითარ იხილა, რამეთუ შეიყუარეს ბნელი უფროჲს ნათლისა, განაშორა თავი თჳსი სახლსა მამისა თჳსისასა და დაუტევნა იგი ბნელსა შინა, შეკრნა ცანი და დააყენა ცუარი და წჳმაჲ და შეაძრწუნა პირი ქუეყანისაჲ,
    62.     რამეთუ მოვავლინე იგი წინაწარმეტყუელად და მღდლად, რაჲთა ასწაოს კაცთა რჩული ჩემი და განამტკიცნეს იგინი დამარხვად მცნებათა ჩემთა.
    63.     და იხილა მან ურჩებაჲ იგი მათი და უკეთურებაჲ, განძჳნდა რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, და მიაგოს მათ ღირსი საქმეთა მათთაჲ.
    64.     ხოლო მე არა ურჩ-ვექმნები მონასა ჩემსა, რომელმან დაიცვნა მცნებანი ჩემნი და ვაცადო იგი, ვიდრემდის თჳთ დასცხრეს რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, და შემდგომად მისა მოუწოდო მყუდროდ და განჰჴსნეს განჩინებაჲ იგი კრულებისაჲ.
    65.     და მაშინ შევიწყალნჱ დაბადებულნი, და მით გულისხმა-ყონ ყოველთა მართალთა, ვითარმედ სათნო-მიჩს აღსრულებად ნებისა მათისაჲ, და აღვამაღლო საჴსენებელი მათი ყოველსა სოფელსა და განუმზადო მათ სამკჳდრებელი სასუფეველსა ცათასა.
    66.     და შემდგომად სიტყუათა ამათ, რომელ ჰრქუა ღმერთმან ქუეყანასა, აღიძრა სიტყჳსგებაჲ და ორგულებაჲ შორის ანგელოზთა და იტყოდეს: რაჲ არს საქმჱ ესე კაცისაჲ ამის, რამეთუ სიტყჳთა ერთითა, რომელი გამოჴდა პირისა მისისაგან, წარწყმიდნა ყოველნი დაბადებულნი ღმრთისანი.
    67.     მოედით უკუე აწ და მივიდეთ, თაყუანის-ვსცეთ ღმერთსა და ვჰკითხოთ მას და ვთქუათ: უფალო, განაგე ქუეყანაჲ, რომელი მიახლებულ არს წარწყმედასა და ულხინე მკჳდრთა მისთა და შეიწყალენ დაბადებულნი მისნი!
    68.     და აღვიდეს ყოველნი ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, თაყუანის-სცეს უფალსა და ევედრებოდეს, რაჲთა შეიწყალნეს დაბადებულნი თჳსნი.
    69.     და წარდგა მიქაელ მთავარანგელოზი წინაშე უფლისა ვედრებით.
    70.     ესრე იტყოდა: გევედრები შენ, უფალო, და თაყუანის-ვცემ ღმრთეებასა შენსა, მაუწყე ჩუენ, თუ ნანდჳლ მოახლებულ არს აღსასრ… და მართალთა.
    71.     ვითარ-მე შევაწუხო იგი აწ და განვარისხო, რომელმან მოიძულნა საშუებელნი და მშობელნი თჳსნი და ნათესავნი და ყოველი ერი თჳსი სიყუარულისათჳს ჩემისა და არარად შეჰრაცხა სოფლისა სიხარული საშუებლითურთ, და ამის გამო უგლომელ არს იგი ქუეყანისა უჴრებასა.
    72.     და მე მარტოჲ შემიყუარა მჴსნელად თჳსა და სათნოებისა ჩემისათჳს მოიძულა ყოველი სოფელი სავსჱბითურთ მისით, და ვითარ-იგი მან ყო სათნოებაჲ ჩემი, მეცა აღვასრულო ნებაჲ მისი და არა დავჰჴსნი განჩინებასა მისსა.
    73.     რამეთუ კაცი ერთი მართალი მირჩევიეს უფროჲს ყოველთა კაცთა და შევიწყნარებ მას და მიყუარს იგი ჴორცთა მისთა სიწმიდისათჳს და მთნავს იგი უფროჲს ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა შეაგინეს ყოველი ქუეყანაჲ კერპებითა მათითა და შეაბილწნეს ჴორცნი მათნი არაწმიდებითა მათითა.
    74.     მაშინ მთავარანგელოზმან ღრუბელი იგი გარდამოიყვანა წინაშე უფლისაჲთ და მოიღო ბრძანებაჲ, რაჲთა გარდამოიყვანოს ღრუბელი თჳნიერ ცუარისა და წჳმისა და პოვა ელია მჯდომარჱ მთასა ზედა ქორათისასა.
    75.     და აღიხილნა თუალნი თჳსნი ელია და იხილა ღრუბელი მომავალი და დაუკჳრდა და წამ-უყვნა მას მკსინვარედრე.
    76.     და ღრუბელთა მათ ვითარ იხილჱს ელია, დაეყენნეს სლვად შიშისა მისგან.
    77.     და ელია უფროჲსად შეიჭუნა წარბნი თჳსნი და განრისხნა ვითარცა მბრძული.
    78.     ხოლო ღრუბელნი იგი კუალად-იქცეს და დადგეს წინაშე ანგელოზისა მის, და ჰრქუა მათ მთავარანგელოზმან მან: რაჲსათჳს დაეყენენით სლვისაგან?
    79.     წარემართენით და ვიდოდეთ!
    80.     ხოლო მათ ჰრქუეს მას: გევედრებით შენ, მოგუეახლჱ ჩუენ და გაუწყოთ, რაჲსათჳს დავეყენენით ჩუენ სლვისაგან.
    81.     და ვითარ მიეახლა მათ, ჰრქუეს მას: აჰა ესერა, არს კაცი იგი, რომლისაჲ გაუწყოთ შენ, რამეთუ აღდგა იგი და წამ-მიყვნა ჩუენ მკსინვარედ და ვერ შემძლჱბელ ვართ ჩუენ სლვად შიშისა მისისაგან.
    82.     მაშინ მიეახლა მთავარანგელოზი იგი ელია წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა მას: მომიღებიეს ბრძანებაჲ უფლისა მიერ პირველ გარდამოსლვისა ჩემისა შენდა და აწ გევედრები შენ,
    83.     რაჲთა განჰჴსნე კრულებაჲ ესე, რომელი განაჩინჱ, და უბრძანე ღრუბელთა, რაჲთა გარდამოიღონ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა.
    84.     მიუგო მას ელია წინაწარმეტყუელმან და ჰრქუა: რამეთუ გამოვიდა პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ და არღარა კუალად-ვაქციო იგი, რამეთუ ვფუცჱ სახელსა უფლისასა და არა შევინანო, რაჲთა არა მტყუვრად გამოვჩნდე,
    85.     რამეთუ არა გარდამოჴდეს ცუარი გინა წჳმაჲ ქუეყანასა ზედა, ვიდრემდის აღვასრულო ნებაჲ ჩემი და შური ვიძიო ღმრთისათჳს.
    86.     ჰრქუა მას მთავარანგელოზმან: უკუეთუ შენ წმიდაჲ ხარ და იქადი სიწმიდითა შენითა, ხოლო მე არა მეშინის შენგან.
    87.     არამედ მაუწყე მე, რაჲსათჳს დააყენენ ღრუბელნი წჳმისაგან და განაქარვე ჴელმწიფებაჲ ჩემი?
    88.     მითხარ მე, ჵ მიწაო და მიწისაგანო, ვინ გასწავა შენ ესევითარი ფიცი, რაჲთამცა ჰფუცჱ ცხოველებასა უფლისასა, ანუ ვინ მიგიძღუა შენ ესევითარსა საქმესა, ანუ არა უწყია, რამეთუ მიწაჲ ხარ შენ ქუეყანასა ზედა?
    89.     და გნებავს, რაჲთა ჰსცვალო ბრძანებაჲ ღმრთისაჲ და ეძიებ ყოველთა კაცთა წარწყმედასა, რაჲთა შენ ხოლო მარტოჲ დაშთე ქუეყანასა ზედა.
    90.     ჩუენ ანგელოზნი ცისანი, დაგუბადნა ღმერთმან ცეცხლისაგან და ქარისა და ერთიცა ჩუენგანი ვერ შემძლებელ არს, ვითარცა ფუცა მაცხოვარებასა უფლისასა.
    91.     და შენ, რომელი მიწისაგან დაებადჱ, კადნიერ იქმენ ფუცვად ცხოველებასა ღმრთისასა, რაჲთა დაამტკიცო ნებაჲ შენი.
    92.     უწყოდჱ, რამეთუ მრავალნი კაცნი არიან ქუეყანასა ზედა, რომელნი უფროჲს არიან შენსა წინაშე უფლისა და არავინ მათგანმან იკადრა ფუცვად ცხოველებასა უფლისასა.
    93.     და მას ყოველსა თანა, რომელ ჰყავ და განჰყუენ შუენიერებაჲ ქუეყანისაჲ და განაქარვჱ ჴელმწიფებაჲ ზეცისაჲ და არავე დასცხრა გულისწყრომაჲ შენი დაბადებულთაგან, არამედ არცაღა უფლისა შენისასა ვჰგონებ, ვითარმცა ინება განრყუნაჲ ქუეყნისაჲ დაჯერებისა შენისათჳს.
    94.     და უფალი ჩემი და შენი იგი მხოლოჲ ერთ არს, შეიწყალნის მართალნი და ცოდვილთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ, და არავისი დაბადებულთაგანისაჲ სათნო-უჩს წარწყმედაჲ, არამედ იხარებს იგი მოქცევასა მათ ზედა სინანულსა და ამით ევედრების ღმრთეებაჲ მისი.
    95.     და კუალად ჰრქუა მთავარანგელოზმან ელიას: ფრიად განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი შენდა მიმართ, და არა მომიგებ, არცა მეტყჳ რას, რომელმან შეაწუხჱ და წარწყმიდჱ ქუეყანაჲ და მკჳდრნი მისნი სახლისათჳს აქაბისისა და ერისა მისისათჳს.
    96.     და უკუეთუ აქაბ ცოდა, რაჲ თანა-აც ხეთა ნერგთა, რომელთაჲ ფურცელი დაცუვნებულ არს და ნაყოფი დამჭნარ არს?
    97.     და წინაწარმეტყუელებაჲ პირველთაჲ მათ დაჴსნილ არს და განქარვებულ, რომელნი იტყოდეს სიხარულსა კაცთასა ქუეყანისა ნაყოფთაგან.
    98.     და უკუეთუ შენ თავი შენი განგიწირავს და ეძულობ მას, შეიწყალენ ჩჩჳლნი, მოხუცებულნი, გლახანი და უძლურნი.
    99.     ხოლო ვითარ ელია არა მიჰხედნა მთავარანგელოზსა მას, ღრუბელთა განმგებელსა, და არცა მი-რაჲ-უგო მას და არცა შე-რაჲ-უჴდა გულისსიტყუაჲ მათგანი ყოვლად ჰრქუა მთავარანგელოზმან მან: უწყოდჱ,
    100.     რამეთუ მე და შენ წარდგომად ვართ წინაშე უფლისა და მან მხოლომან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შენნი, ვინაჲთგან არა ისმინე შენ ვედრებაჲ ჩემი და აჰა ესერა, აღვალ მე წინაშე ღმრთისა და ვყო შესმენაჲ შენი და ვაუწყო,
    101.     რამეთუ განაქარვე ბრძანებაჲ მისი და დაამტკიცე ნებაჲ შენი, რამეთუ მას მხოლოსა დაედვა ბრძანებაჲ ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა განქარდეს ზამთარი და ზაფხული და არცა მოაკლდეს თესლი და მკაჲ და აღმოცენებაჲ ნაყოფთაჲ და ყუავილი მდელოთაჲ.
    102.     და აჰა ესერა რა, ყოველი წარწყმიდა სიტყუამან შენმან და იპოე შენ წინააღმდგომ ბრძანებასა უფლისასა აღსრულებითა ნებისა შენისაჲთა, და ესე ყოველი ვაუწყო უფალსა,
    103.     არამედ კუალადცა გევედრები, ისმინე ჩემი და განჰჴსენ კრულებაჲ ესე, რომელი განაჩინე და ყავ გარდამოსლვაჲ წჳმისაჲ ბრძანებითა უფლისაჲთა ქუეყანასა ზედა.
    104.     იხარებს უფალი და ჰნებავს, რაჲთა გარდამოავლინოს წყალობაჲ მისი დაბადებულთა თჳსთა ზედა, რამეთუ მოწყალჱ არს და შემწყნარებელ.
    105.     მაშინ მიუგო ელია ანგელოზსა მას და ჰრქუა: რამეთუ განაგრძენ სიტყუანი შენნი ჩემდა მომართ და მე ვდომი და ვისმენ, აწ ისმინე ჩემი, რამეთუ მნებავს სიტყჳსგებაჲ შენი სიტყუათაებრ,
    106.     უკუეთუ შენ ანგელოზი ხარ ზეცისაჲ ანგელოზთაგანი, განჰმარტენ ფრთენი შენნი და აღჰფრიდი ზეცად და შეერთე მოყუასთა შენთა, და უკუეთუ გაქუს ჴელმწიფებაჲ ღრუბელთა ზედა.
    107.     ხოლო მე თქუმისა შენისაგან არა მეშინის, რამეთუ არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემ ზედა, უკუეთუ უჯერო-გიჩნს განჩინებაჲ ჩემი, ხოლო შენ არავე სათნოჲ განიზრახჱ, ვინაჲთგან არა განჰრიხენ უფლისა ღმრთისა შენისათჳს, ვითარ-ესე მე მდუღარე ვარ და მუშურნე უფლისა.
    108.     და უკუეთუ ზეცისა ძალთაგანი ხარ ბრძულად ჩემდა და ყუედრებად, დაღათუ შენ ცეცხლისაგან დაებადჱ, ხოლო სიტყუაჲ პირისა ჩემისაჲ ცეცხლებრ შემწუველ არს და ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომლისა წინაშე წარვდგები და ვჰმსახურებ და ბრძანებათა მისთა აღვასრულებ.
    109.     უკუეთუმცა არა შიშისა მისისათჳს ვჰრიდებდი და რაჲთა არა ურჩ-ვექმნე ბრძანებასა მისსა, ვთქუმცა სიტყუაჲ ერთი და დამცა-ვაქციე ქუეყანაჲ უსამართლოებისათჳს, მკჳდრთა მისთაჲსა და უშჯულოებისა.
    110.     შენ სამე უმეცარ ხარ, რამეთუ ზეცას არს საყოფელი შენი და არა უწყი, რაჲ იქმნების ქუეყანასა ზედა, რომელსა შინა სახლი აქაბისი განფრდილ არს და ერი მისი გარდასრულ არს რჩულსა ღმრთისასა და დღითი-დღედ იქმნებიან უშჯულოებანი მრავალსახენი და სიბილწენი.
    111.     და უკუეთუმცა მეცნიერ იყავნ შენ საქმეთა მათთა, არა სამემცა სდეგ აქა და მევედრებოდჱ მათთჳს, რომელსა იგინი არა ღირს არიან.
    112.     მიუგო მას ანგელოზმან მან და ჰრქუა: რაჲსა აქაბისა სახლისათჳს წარსწყმედ ურიცხუთა მართალთა და ბევრეულთა ჩჩჳლთა უმანკოთა?
    113.     არასადა მასმიეს, ვითარმცა ვინ ყო კაცთაგანმან, რაჲ-ესე ჰყავ შენ.
    114.     მითხარღა მე, ჵ კაცო, ვისსა სწორად შეგირაცხიეს თავი შენი?
    115.     უკუეთუ ზეცისაჲ ხარ, რაჲსა განაქარვე განგებაჲ ქუეყანისაჲ და უკუეთუ ქუეყანისაჲ ხარ, რაჲსა შეჰკრენ ცანი და დაჰჴსენ ჴელმწიფებაჲ ჩუენი?
    116.     მიუგო მას ელია წინაწარმეტყუელმან და ჰრქუა: რომელსა ეშინის ღმრთისა, უზეშთაეს არს იგი ზეცისათა და ქუეყანისათა, რამეთუ დაებადა იგი ქუეყანისაგან და ზეცისა ნივთთაგან.
    117.     ქუეყანით მიწაჲ მიიღო, ხოლო ზეცით შთაჰბერა ღმერთმან სული სული-ცხოველი და მეტყუელი და მისთჳს მოაქუს ჴელმწიფებაჲ გუემად ქუეყანისა, რამეთუ ქუეყანისაგან დავებადჱ და შეკრვაჲ ცათაჲ მოვიღე და შეუძლჱ სულითა ღმრთისაჲთა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა.
    118.     და აწ ნუ იქადი ჩემ ზედა, რამეთუ კაცი ვარ და შენ ანგელოზი.
    119.     დაღაცათუ კაცი ვარ, არამედ შენსა უფროჲს ვარ, რამეთუ შენ დაგბადა ღმერთმან ზრახვითა სულისა მისისაჲთა, ხოლო მე მარჯუენითა თჳსითა დამბადა და შემდგომად დაბადებისა ჩემისა შთამბერა პირსა ჩემსა სული ცხოველი.
    120.     და უწყოდჱ, რამეთუ უფროჲს ვარ შენსა და ჴელმწიფებაჲ ჩემი უფროჲს არს შენსა ჴელმწიფებასა, რამეთუ შენ ღრუბელთა ოდენ ზედა გაქუს ჴელმწიფებაჲ განგებისაჲ, ხოლო მე მყო ღმერთმან მღდელ ქუეყანასა ზედა და მომცა ჴელმწიფებაჲ ცათა შინა.
    121.     შენ მონაჲ ხარ უფლისაჲ და მეცა მონაჲ ვარ უფლისაჲ, და აწ უკუე მიიღჱ სიტყუაჲ ჩემი და აღვედ წინაშე უფლისა და უთხრენ სიტყუანნი ჩემნი და შენნი, რაჲთა სცნა, ვისი სიტყუაჲ სათნო-უჩნდეს – შენი-ძია ანუ ჩემი?
    122.     და უწყი, რამეთუ ღმერთი არს ჭეშმარიტებისაჲ და არავის თუალ-ახუამს, არამედ სიმართლით განაგებს, ჰგუემს და შეიწყნარებს და მართალთა სასუფეველსა ცათასა მიანიჭებს.
    123.     და აღვიდა ანგელოზი იგი და დადგა წინაშე უფლისა და თავყანის-სცა და ჰრქუა: გევედრები შენ, უფალო, რამეთუ კაცი ესე დადგრომილ არს სიფიცხლესავე თჳსსა ზედა და არა შეიწყნარა ვედრებაჲ ჩემი.
    124.     რაოდენ მე ნელითა სიტყჳთა ვეტყოდე, იგი უფროჲს განრისხნებოდა და განუმტკიცებიეს პირი მისი ქუეყანასა ზედა და ჰნებავს წარწყმედაჲ მისი და ყოველთა მკჳდრთა მისთაჲ და რომელნი მოწყალჱბით დაჰბადენ ექუსთა მათ დღეთა შინა, ამან მისცნა ყოველნი იგი ოჴრებით წარწყმედასა.
    125.     მაუწყე, უფალო, რაჲ არს საქჱ კაცისა ამის, რომლისა მიგიცემიეს ესევითარი ჴელმწიფებაჲ, და განგებაჲ ჩუენი განაქარვა?
    126.     და უკუეთუ შენ, უფალო, გიყუარს კაცი ესე უფროჲს ზეცისა დასეულთა, აღმოიყვანე იგი ზეცად და განერეს ქუეყანაჲ ყოველი პირისა მისისაგან.
    127.     მიუგო უფალმან მთავარანგელოზსა მას და ჰრქუა: გაუწყო თქუენ საქმე კაცისაჲ მის, რამეთუ არს იგი მოთმინჱ და კეთილად მსახური და უბიწოჲ და ერთგულად მსახური უფლისა თჳსისაჲ და მსგავსად ერთგულებისა და მოთმინებისა მისისა არს ძალი მისი და ჴელმწიფებაჲ.
    128.     გამოვცადე იგი, ვითარცა შანთი ცეცხლითა, და ვპოვე იგი, ვითარცა ოქროჲ წმიდაჲ ბრძმედსა შინა.
    129.     ეშმაკმან ისარნი მისნი მოირთხნა და მეფენი მონად თავისა თჳსისა განიდგინნა, ხოლო მან ლოცვითა თჳსითა ეშმაკნი და მსახურნი მისნი დაამჴუნა, მეფენი და მთავარნი შემუსრნა,
    130.     და ამისთჳს დავადგინე იგი მნედ და ვარწმუნე მას საფასჱ ჩემი, ოქროჲ და ანთრაკი, ზურმუხტი და მარგალიტი მივეც ჴელთა მისთა და ვპოვჱ იგი, ვითარცა ვაჭარი კეთილი, და მომართუა მე აღნადგინები ტალანტთა მათ მრჩობელთა თანა ნაწილითა.
    131.     წარმავალნი იგი, მრავალფერად მორბედნი, ლოცვითა მისითა დააყოდნა და ამისთჳს ვყავ იგი სარკჱ და სახჱ წინაშე მონათა ჩემთა, რაჲთა ჰხედვიდენ მას და სათნოებითა მისთა მიჰბაძვიდენ.
    132.     და აქო უფალმან ელია წინაწარმეტყუელი.
    133.     კუალად ჰრქუა ანგელოზსა მას: აწ უკუე არა შევაწუხო მონაჲ ჩემი ელია, არამედ მოვიყვანო იგი მყუდროდ და განგებით, რაჲთა განჰჴსნას საკრველი იგი კრულებისაჲ, რომელი განაჩინა,
    134.     რამეთუ მონაჲ სარწმუნოჲ კლიტჱ არს ბჭეთაჲ და ოდეს დაჰჴშას, არა განვაღო მე თჳნიერ მისა, რაჲთა არა თქუას, ვითარმედ ვჰმძლავრჱ მას, არამედ განგებით მოვიყვანო იგი ვედრებად ჩემდა,
    135.     რამეთუ მეგულების დაყენებაჲ საჭმლისაჲ მის, რომელ მიუძღუანებ მას მფრინველთა მიერ, რაჲთა განჰჴსნას, რომელ-იგი შეკრა და გულისხმა-ყონ ყოველთა კაცთა, რამეთუ მივსცემ ჴელმწიფებასა მორწმუნეთა ჩემთა.
    136.     და ყოველთა, რომელთა ყონ ნებაჲ ჩემი და რომელი რაჲ შეკრან ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და [რომელი რაჲ] განჴსნან ქუეყანასა ზედა, ჴსნილი იყოს იგი ცათა შინა.
    137.     და ვითარ დაადგრა ელია მასვე სიფიცხლჱსა ზედა, და არა ინება გარდამოსლვაჲ წჳმისაჲ, რაჲთა ცხომდენ დაბადებულნი, მაშინ უბრძანა ღმერთმან ყორანთა მათ, რაჲთა დაეყენენ მსახურებისა მისისაგან და საჭმელიცა იგი და-ვე-აცხრონ, რომელსა მიართუმიდეს მას.
    138.     და ვითარ იხილა ელია დაყოვნებაჲ იგი ყორანთაჲ მათ პირველსა მას დღესა და არა მოართუეს მას საჭმელი, თქუა გულსა თჳსსა: ნუუკუე არა პოვეს საჭმელი და ძებნასა მისსა დაყოვნდეს, და რაჟამს პოვონ, მომართუან იგი მე.
    139.     და ვითარ გარდაჴდა დღჱ იგი მეორჱ და მესამეჱ და არავე მიართუეს მას საჭმელი იგი, განიზრახვიდა და თქუა: ნუუკუე სხუამან მფრინველემან, უძლიერესმან მათსა მოუღო საჭმელი იგი მორთუმასა მას ჩემსა და მით დაეყოვნა?
    140.     და ვითარ იყო დღჱ მეოთხჱ.
    141.     ჰგებდაღა ელია და იხედვიდა მფრინველთა მათ და იტყოდა: რაჲ-მე რაჲ არს საქმჱ ესე, ანუ ვითარ უდებ-ყვეს მფრინველთა მათ?
    142.     ხოლო ვითარ მოიწია დღჱ იგი მეექუსჱ და ყორანნი იგი არავე მოვიდეს, მაშინ შეიპყრა იგი შიშმან და ძწულამან და შეიწრდა სული მისი და სულმოკლჱ იქმნა შიმშილითა და წყურილითა და გარდამოვიდა იგი ჴევად, რაჲთამცა სუა წყალი წყაროჲსა მისგან, რომლისაგან სუმიდა მარადის.
    143.     და ვითარცა დაყო პირი თჳსი ელია სუმად, მყის განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქა წყალი იგი და შთაიწრიდა პირისაგან ელიაჲსისა და ჴმა-ყო და ჰრქუა ელიას: ჵ უწყალო, რომელი ეძულონ მშობელთა თჳსთა,
    144.     ვითარ სათნო გიჩს, რაჲთა განიპოხო მათგან და ჰსუა წყალი თიბისაგან მათისა და განაძღო პირი იგი სასტიკი, რომელმან განაჴმნა მდინარენი და დაშრიტნა ნაკადულნი ჩემნი და შეწუნა და შესხრიკნა მცენარენი ჩემნი?
    145.     და არა შემიწყალჱ მე, მშობელი შენი, რომლისაგან დაებადჱ.
    146.     და აწ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ჩემი, რამეთუ არა ვასუა წყურილსა შენსა წყალი ჩემი და არცა დავალტვნე ბაგენი წარმწყმედელისა ჩემისანი.
    147.     და ვითარ იხილა ელია ესე ყოველი, გულისხმა-ყო, რამეთუ ღმრთისა მიერ არს საქმჱ ესე.
    148.     მაშინ იწყო ტირილად და სულთქუმად და ღაღატ-ყო უფლისა მიმართ და თქუა: შენი არს ჴელმწიფებაჲ, უფალო, და შენი არს ძრიელებაჲ და შენ მხოლოჲ დიდებულ ხარ ცათა შინა და უფლებ ქუეყანასა ზედა.
    149.     და არავინ შემძლებელ არს შეკრვად და განჴსნად თჳნიერ ბრძანებისა შენისა, უფალო.
    150.     და აწ უკუეთუ სათნო-გიჩს შეწყალებაჲ დაბადებულთა შენთაჲ, მე ვინ ვარ მიწაჲ ესე უცხოჲ, მიწაჲ და ნაცარი?
    151.     და არღარა ვიკადრებ წინააღდგომად შენდა, რაჲთა შეიწყალნე დაბადებულნი შენნი, და არარაჲ სხუაჲ შეაურვებს სულსა ჩემსა, თჳნიერ ფიცი იგი, რომელ ვეფუცე სახელსა წმიდასა შენსა ცხოველსა, და ამის გამო მეშინის შენანებად სიტყუათა ჩემთა.
    152.     და უკუეთუ ჯერ-არს და სათნო წინაშე თუალთა შენთა, რაჲთა მიუტეო მონასა შენსა ფიცი, რომელ ფუცა ცხოველებასა შენსა, მეცა ვყო ნებაჲ შენი, მონამან შენმან, და განვჰჴნჱ კრულჱბაჲ, რომელ განვაჩინე.
    153.     და აწ, უფალო, უკუეთუ სათნო-გიჩს და ესე არს ნებაჲ შენი, განახუენ საუნჯენი კურთხევისა შენისა და გარდამოავლინჱ ქუეყანასა ზედა და აღიღჱ რისხვაჲ შენი, რაჲთა ცნან ყოველთა დაბადებულთა შენთა,
    154.     რამეთუ მოწყალჱ ხარ და შემწყნარებელ და შეიწყალნი მართალნი სიმართლითა და ცოდვილთაჲ შეიწირი სინანული სახიერებითა და ყოველთა შორიელთა და მახლობელთა ზედა მიფენილ არს სიტკბოებაჲ მადლისა შენისაჲ.
    155.     და შემდგომად სიტყუათა ამათ გამოვიდა ელია წინაწარმეტყუელი ძიებად საზრდელისა, და ესმა, ვითარმედ დედოფალ იაზაბელ ეძიებს მას მოკლვად.
    156.     ხოლო ელია ივლტოდა და წარვიდა სარეფთად სიდონიაჲსსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და შეიწყნარა იგი დედაკაცმან ვინმე ქურივმა.
    157.     და ჰრქუა მას ელია: არს თუ შენ თანა მცირედ პური, მეც მე!
    158.     ხოლო მან ჰრქუა: მგებდ მე მცირედ, რაჲთა შევქმნა იგი და გცე.
    159.     და მოართუა მას პური იგი მცირედი, რაჲთა ჭამოს.
    160.     და დაუტევა ძჱ თჳსი უზმად.
    161.     და ვითარ ჭამა ელია, განძღა, ჰრქუა ქურივსა მას: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი და ცხოველ არს სახელი მისი, რამეთუ ლაგჳნსა მას ფქვილისასა არა მოაკლდეს და სტომანსა ზეთისასა არა ეჴუას, ვიდრემდის გარდამოჴდეს ცუარი და წჳმაჲ ქუეყანასა ზედა.
    162.     და ქურივი იგი ვითარ შევიდა სახიდ თჳსა, პოვა ლაგჳნი იგი ფქვილისაჲ სავსჱ და სტომანი ზეთისაჲ ეგრჱვე, რამეთუ გარდაეცემოდის.
    163.     და მერმე მიჰხედა და იხილა ძჱ თჳსი მომკუდარი და მეყსეულად გამოვიდა და ჰრქუა ელიას: გევედრები შენ, ჵ წინაწარმეტყუელო ღმრთისაო, მწარჱ დღჱ მოიწია ჩემ ზედა შემოსლვასა ოდენ შენსა, რამეთუ აჰა ესერა, ძჱ ჩემი ვპოვჱ მკუდარი.
    164.     აწ უკუე ევედრე უფალსა ღმერთსა შენსა, რაჲთა აღადგინოს ძჱ ჩემი, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ ვედრებაჲ შენი შეწყნარებულ არს წინაშე მისსა და თხოვაჲ შენი მოგემადლოს მის მიერ.
    165.     და აჰა ესერა, ლაგჳნი ესე და სტამანი წამებენ და მოწამე არიან ძალსა დამბადებელისა შენისასა.
    166.     აწ უკუე ნუ რას მიზეზსა მცემ, არამედ აღმიდგინე ძჱ ჩემი.
    167.     მაშინ ელია შეიწრდა ყოვლით კერძოვე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და სულთ-ითქუნა, ღაღად-ყო და ჰრქუა: გევედრები შენ, უფალო, განმიხუენ მე საუნჯენი მოწყალებისა შენისანი და აღადგინჱ ყრმაჲ ესე და უკუმოიქეცინ სული მისი მისავე.
    168.     და აჰა ესერა, მეცა განვჰჴსნი კრულებასა მას, რომელი შევკარ და ვითხოვ მოწყალებისა შენისაგან, რაჲთა მოსცჱ ცუარი და წჳმაჲ ქუეყანასა და იდიდოს სახელი წმიდაჲ შენი ყოველსა სოფელსა.
    169.     და მერმეცა ილოცა ელია და ყრმაჲ იგი აღადგინა ქურივისაჲ მის.
    170.     და მოსცა უფალმან მოწყალებაჲ თჳსი და აღივსნეს ღრუბელნი ცუარითა და გარდამოჴდა წჳმაჲ ქუეყანასა ზედა და ცხომდა ყოველი დაბადებული მადლითა ღმრთისაჲთა.
    171.     აწ უკუე, ძმანო ჩემნო, დაიცვენით ჴორცნი თქუენნი სიწმიდით და სულნი თქუენნი დაჰმარხენით უბიწოდ ვნებათაგან.
    172.     იყვნეთ სადგურ სულისა წმიდისა და შური იგი და მოთმინებაჲ ელია წინაწარმეტყუელისაჲ მოიგეთ, რაჲთა ნაწილსაცა მკჳდრობისა მისისა ღირს-ვიქმნნეთ
    173.     და ცხოვრებაჲ იგი წარუვალი მოღუაწეთა თანა წმიდათა მოგუემადლოს უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და ძლიერებაჲ და სიმტკიცჱ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და უკუნისამდე. ამენ.


23

     1.     24. წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, მოწაფემან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსმან, და თხრობაჲ აღშენებისათჳს ეკლესიისა, რომელი-იგი არს ლუდიას შინა ქალაქსა, წმიდისა დედოფლისა ჩუენისა მარიამ ღმრთისმშობელისაჲ
    2.     მეცხრამეტესა წელსა ტიბერის კეისრისა ჰრომთა მეფისასა და კუალად მეათხუთმეტესა წელსა მეფობასა ჰჱროდესა ძისა ეროდესა გალილეველთა მეფისა და ჴელმწიფობასა პილატჱ პონტიელისა ჰურიათა ზედა და მთავრობასა როფჱსსა და ბალიანოსისსა,
    3.     წელსა მეოთხესა მეორისა ბალიანოსისსა, მღელთმოძღურობასა ანაჲსა და კაიაფაჲსა ჰურიათა ზედა დაწერა იოსებ არიმათიელმან ჰამბავი ესე და აუწყა მორწმუნეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა დასამტკიცებელად მათა და გამოაცხადებს ჭეშმარიტად უფლისა აღდგომასა.
    4.     თქუა იოსეფ, ვითარმედ: შემდგომად, აღ-რაჲ-დგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ მკუდრეთით, გამომეცხადა მე, იოსებს, პირველად, რაჟამს ვიყავ საპყრობილესა შინა.
    5.     რამეთუ მღელთმოძღუართა ერისათა და მწიგნობართა შემაგდის მე სახლსა შინა საპყრობილისასა ამის ჯერისათჳს, ვითარმედ მივედ პილატჱს ჴელმწიფისა თანა და მოვითხოვე გუამი იესუჲსი.
    6.     ხოლო კრებული მოწაფეთაჲ, რაჟამითგან მიეცა უფალი, დაიმალნეს დღეთა რავდენთამე, ხოლო მე,
    7.     რამეთუ პილატეს მოყუარე ვიყავ და კადნიერ ვიქმენ მას ზედა და მივემთხჳე საწადელსა საქმისა ჩემისასა, ჩემ თანა წარვიყვანჱ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოწაფჱცე იყო ჩემ სახედ ქრისტჱსი და გარდამოვიყვანეთ იგი ჴელითა ჩუენითა ძელისაგან.
    8.     და აღვიღეთ შიშითა და შევმურჱთ იგი სულნელჱბითა და სამოსლითა ახლითა და დავდევით ახალსა შინა საფლავსა, გამოკუეთილსა კლდისაგან, რომელსა შინა იყო.
    9.     და მის არს ჴელმწიფებაჲ აღდგომისაჲ, ვითარცა-იგი ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: დაჰჴსენით ტაძარი ესე და მე აღვადგინო იგი მესამესა დღესა.
    10.     და მან სიკუდილი დათრქუნა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი და რვალისანი განტეხნა და შემუსრნა მოქლონნი რკინისანი და აღდგა და მრავალთანი მკუდართაგანნი მის თანა აღადგინა.
    11.     და მე, იოსეფ, შევემთხჳე მათ და სხუათაცა მრავალთა იხილნეს იგინი და მითხრეს ჩუენ ბჭეთათჳს და მოქლონთა და მუცლისათვის ჯოჯოხეთისა, რომელი-იგი შემჭამელნი არს ყოველათაჲ.
    12.     და არა უწყოდე მე და მე ვიყავ საპყრობილესა შინა ადგილსა, რომელსაცა შინა ვიყავ, ვიდრედმდის შემომიჴდა ჩემ ზედა უფალი, შემიტკბო და მრქუა მე: გიხაროდენ, იოსეფ!
    13.     ჵ მტკიცეო სარწმუნოებითა უფროჲს პეტრჱსა, რამეთუ პეტრჱ ჰურიათა შიშისათჳს ღამესა შინა ერთსა უვარ-მყო მე სამ გზის.
    14.     ხოლო შენ შეურაცხ-ჰყავ შიში და გულისსიტყჳთა კადნიერ იქმენ.
    15.     მინდობილი შეხუედ პილატესა და გამოითხოვე გუამი ჩემი და დასდევ იგი საფლავსა შინა შენსა ახალსა.
    16.     გრწმენიინ ჩემი, საყუარელო ჩემო იოსეფ, ვითარმედ ყოველნი ძალნი ანგელოზთანი და ყოველნი კრებულნი ზეცისანი ჰნატრიან სარწმუნოებასა შენსა მტკიცესა.
    17.     და ამისთჳს გამოგეცხადე უპირადეს ყოველთა მოწაფეთასა, რაჲთა გამოგიყვანო ამიერ ადგილისაგან, რაჲთა განვამტკიცო და განვაძლიერო სარწმუნოებაჲ შენი და გული შენი, და რაჲთა არა ურწმუნო იყო აღდგომისა ჩემისათჳს.
    18.     და აწ წარვედ თჳსსა სოფელსა არიმათიად და იყოფვოდე მუნ, ვიდრედმდის მოვიდე მე შენდა და გაუწყო, რაჲ-იგი ჯერ-იყოს შენდა, რაჲთა ჰყო.
    19.     და ვითარ მეტყოდა მე უფალი ამას, იყო ძრვაჲ და ამაღლდა სახლი იგი, რომელსა შინა ვიყავ.
    20.     და გამოვედით მიერ ორნივე და წარმოვიდა ჩემ თანა უფალი წმიდად გოლგოთად, სადაცა-იგი ჯუარი პატიოსანი იყო და დადგა მუნ
    21.     და მრქუა მე: აჰა ესერა, მე წარვალ მოწაფეთა თანა გალილეას და უჩუენნე მათ ჴელნი ჩემნი და გუერდი ჩემი და განვანათლე გონებანი მათნი, რამეთუ ყოველნივე ურწმო არიან ჩემდა მომართ.
    22.     და შემდგომად სიტყჳსა ამის მიეფარა და უჩინო იქმნა ჩემგან.
    23.     ხოლო მე წარვედ წმიდასა გოლგოთასა, ვინაჲცა დანერგულ იყო ჯუარი ქრისტჱსი და აღმოვკრიბე სისხლი პატიოსანი თავის სახუეველთა და ზეწრითა, რომელი-იგი გამოსრულ იყო წმიდისა გუერდისა მისისაგან, და მაშინღა წარვედ სოფლად ჩემდა შიშითა და სიხარულითა დიდითა.
    24.     ხოლო რაჟამს მიხილეს სიხარულითა ჩემითა, განიხარეს სიხარულითა უზესშთაესითა.
    25.     და მაშინ უთხრობდი მათ ყოველსავე და ადიდებდეს ჩემ თანა უფალსა.
    26.     და შემდგომად წმიდათა მოწაფეთა გამოცხადებისა ქრისტესა იერუსალჱმს და განიხილა თომა და ჰრწმენა, ვითარმედ მოძღუარი აღდგუმილ არს,
    27.     არა უწყოდე და მე ვჯედი რაჲ სახლსა შინა ჩემსა სელევკიოს ნიკანორეს თანა და ჰაბიბოჲს თანა, ძისა გამალიელისა, და ნიკოდიმოჲს და ბალადიოსის და ერეოჲსის თანა და ესენი მოსრულ იყვნეს ნუგეშინისცემად ჩემდა მწუხარებისა მისთჳს,
    28.     რომელ შემემთხჳა მე მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა ერისათა მიზეზისა მისთჳს, რომელ-იგი გამოვითხოვე გუამი უფლისა ჩუენისაჲ.
    29.     და ვითარ ესრჱთ ვიყვენით ჩუენ, მყის გამობრწყინდა სახლსა შინა, რომელსა ვიყვენით, ნათელი და ვზრახევდით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა.
    30.     და დადგა ჩუენ შორის და თქუა: მშჳდობაჲ თქუენ ყოველთა!
    31.     და დავვარდით პირთა ჩუენთა ზედა და თაყუანის-ვეცით და გუაკურთხნა.
    32.     და ვადიდეთ ღმერთი, მამაჲ საუკუნჱ, რომელმან ძისა თჳსისა მიერ წმიდისა გჳჴსნა.
    33.     და შეიპყრნა გულნი ჩუენნი შიშმან და ვერ შეუძლეთ ზე აღდგომად და მიხედვად ნათელსა მას გამოუთქუმელსა, რომელი იყო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს თანა.
    34.     მაშინ დამდვა ჴელი თჳს ყოველთა ზედა თჳთეულსა ჩუენგანთა და აღმადგინნა ჩუენ და გუეტყოდა ესრჱთ: რაჲსათჳს დაეცნეს გულნი თქუენნი და ფრიად შეურვებულ იქმნენით?
    35.     რაჲსათჳს დაივიწყეთ, რამეთუ მამამან მომავლინა?
    36.     არა შემძლებელ არსა ყოფად საქმეთა დიდებულთა საკჳრველთა საცხორებელად მათთჳს, რომელთა ჰრწმენეს ჩემდა მომართ ყოვლითა გულითა მათითა?
    37.     რაჲსათჳს ესრეთ შეცბუნდით?
    38.     რაჲსათჳს დაჴსნილ იქმნენით ესრჱთ, ოდეს აღთქუმულ არს თქუენდა, რაჲთა იყვნეთ შვილ ნათლისა?
    39.     ითხოვეთ მამისა ჩემისაგან, რომელი-იგი არს ცათა შინა, რაჲთა აღგავსნეს თქუენ სულითა წმიდითა და მიგანიჭოს თქუენ, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჩემ თანა მიუკუნისამდე.
    40.     მიუგეთ და ვეტყოდეთ: უფალო, რაჲ არს სული წმიდაჲ და რაჲ არს ძალი მისი?
    41.     რამეთუ მრქუა ჩუენ, ვითარმედ: ვითხოვოთ სული წმიდაჲ.
    42.     მრქუა ჩუენ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ვერ იქმნეთ შვილ ნათლისა, გარნა სულითა წმიდითა.
    43.     მიუგო ნიკოდემოს და ჰრქუა მას: უფალო, მომეც ჩუენ იგი, რამეთუ მრქუ მე პირველვე, ვითარმედ: „უკუეთუ არა იშვეს კაცი წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა“.
    44.     მაშინ შთაგუბერა ჩუენ უფალმან იესუ ქრისტჱ და თქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ“ და აღივსენით ყოველნივე სულითა წმიდითა.
    45.     და იყო სიხარული ჩუენ შორის ნიჭითა სულითა წმიდისაჲთა.
    46.     და შემდგომად მიღებისა სულისა წმიდისა მრქუა მე, იოსეფს: მივედ ქალაქად ლუდისა და ქადაგჱ მას შინა სახარებაჲ და სიხარული აღდგომისაჲ ჩემისაჲ და განამტკიცენ,
    47.     რომელთამე მათგან შეიწყნარეს ჩემგან ნათლისღებაჲ სჱლომს სინანულისაჲ მოსატევებელად ცოდვათა, ადგომაჲ ჩემი ქალაქსა მას შინა.
    48.     და გარემოჲს მისსა არიან კაცნი მრავალნი.
    49.     და ვარქუ მე უფალსა ჩემსა, იესუ ქრისტესა: უფალო, ესე ქალაქი სავსჱ არს ფარისეველთაგან და მწიგნობართაგან, რამეთუ სულსა-იღებენ მოკლვასა და აშინებენ სიქადულითა ჩუენდა მომართ მოწაფეთა შენთა და განიზრახვენ და იგონებენ და გულიუთქუამს მათ განბნევად ჩუენ.
    50.     მაშინ ვარქუ მე: სადა მივიდჱ და ვინაჲ დავადგრჱ?
    51.     რამეთუ ყოველთა დღეთა შეკრბებიან და კრებასა ჰყოფენ შესაკრებელთა შინა, რომელ არიან მუნ.
    52.     და კუალად მუნ კაცი არს სასტიკი ტარსელი, სახელი მისი სავლჱ, და აღძრავს ესე ქალაქი და შფოთებს მესამით დღითგან, ვითარ-იგი მითხრეს, და იგი ეძიებს მოწაფეთა შენთა, რაჲთა ბოროტი უყოს მათ.
    53.     მომიუგო უფალმან და მრქუა მე: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ იხილო სავლე ეგე, რომელ აწ მდევარ არს, არა შემდგომად მრავალთა დღეთა და იქმნეს მახარებელ და მორწმუნე ეკლესიისა,
    54.     რომელი აწ მტყუენველ არს და მდევარ მისა არს, რამეთუ პირველ დაბადებისა მისისა საშოსა შინა დედისასა გამომირჩევია, რაჲთა იყოს მოწამე ადგომისა ჩემისა ყოველთა წარმართთა შორის.
    55.     ხოლო შენ აწ თანა-იპყარ ნიკოდემოს და მივედ ლუდს, ვითარ-იგი გიბრძანჱ და გარდაჰჴედ სახლსა შინა ნიკოდემოსისსა, ერთგულისა მოწაფისა ჩემისა, მახლობელად შესაკრებელსა, რომელსა ჰრქჳან ბეთელოე, რომელ არს თარგმანებით – სახლი ღმრთისაჲ.
    56.     ვარქუ მე უფალსა ჩემსა იესუს: უფალო ჩემო, შენ უწყი ყოველი, ვითარმედ ყოველნი მოქალაქენი მუნ შეკრბებიან ყოველთა ჟამთა, რამეთუ იგი შესაკრებელი არს პირველი ყოველთა საკრებულოთა, რომელ-იგი არს ქალაქსა მას შინა.
    57.     მრქუა მე უფალმან: გრწმენინ ჩემი, საყუარელო ჩემო იოსეფ, რამეთუ იგი ადგილი იქმნეს ადგილი აღთქუმისაჲ და სახარებისაჲ.
    58.     ხოლო აწ შენ წარვედ სიხარულით, ვიდრემდის მოგივლინო ფილიპჱ.
    59.     და ვითარ იტყოდაღა ამას, მიფარა და უჩინო იქმნა ჩუენგან.
    60.     მაშინ ვარქუ სელევკოსს და ნიკანორის და მოყუასთა მისთა: წარვედით, ძმანო ჩემნო, მშჳდობით.
    61.     ღმერთი იყავნ თქუენ თანა მაცხოვრად და უთხართ მოციქულთა, რომელნი არიან იერუსალჱმს შინა, საკჳრველებანი ესე ღმრთისანი და დიდებულებაჲ მისი,
    62.     რომელნი ქმნნა და რომელნი გასმიან ყურთა თქუენთა და იხილჱთ თუალითა თქუენითა და აღდეგით, რაჲთა მივსცეთ დიდებაჲ სიხარულით დიდებულსა უფალსა, ღმერთსა ჩუენსა.
    63.     და ვითარცა ილოცეს ლოცვაჲ გრძელად და შეიტკბნეს ურთიერთას და ჰმადლობდეს უფალსა.
    64.     და წარვიდეს ნიკანორი და მოყუასნი მისნი სიხარულით და ჰმადლობდეს ღმერთსა ყოველსა მას ზედა, რომელიცა ესმა და იხილეს.
    65.     და უთხრობდეს ყოფილსა ამას ყოველთა წმიდათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, და აღივსნეს ყოველნივე სიხარულით დიდითა.
    66.     ხოლო სელევკოს მრქუა მე: ცხოველ არს ქრისტჱ ღმერთი, ვითარმედ აწ მოვიდე მე შენ თანა ლუდად.
    67.     მაშინ მშჳდობაჲ დაუტევეთ ძმათა და წარვედით ქალაქად ლუდად და მშჳდობაჲ მოჰკითხეთ ძმათა, რომელნი მუნ იყვნეს, და ვახარეთ ადგომაჲ უფლისაჲ,
    68.     და აღემატებოდეს ყოველთა დღეთა და განმტკიცდებოდეს სარწმუნოებითა უფლისა მიმართ და ჰრწმენა ურიცხუთა მრავალთა და დადგრომილ იყვნეს მარხვასა და ლოცვასა მარადის.
    69.     ხოლო შემდგომად დღეთა გარდასლვისა ზატიკობისათა მოვიდა ჩემდა ფილიპჱ უწყებითა უფლისა მიერ და ნათელ-სცა დღესა შინა ერთსა ხუთასსა კაცსა მორწმუნეთა ქრისტჱს მიერ.
    70.     და შემდგომად ნათლისღებისა მათისა გამოეცხადა მათ უფალი, რამეთუ ყოველნი იგი შეკრებულ იყვნეს სახლსა შინა ნიკოდემოსისსა.
    71.     და ვითად დაადგრა ფილიპჱ ჩუენ თანა შჳდ დღჱ, ინება, რაჲთა წარვიდეს კესარიად.
    72.     და ვითარცა ცნეს ძმათა, მწუხარე იქმნნეს ამისთჳს და ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა.
    73.     ხოლო მან არა ინება და ჰრქუა მათ: კმა არს ქალაქისა ამისთჳს და გარემოთა მისთა ჲოსეფ და სელევკოს და ნიკოდემოს, რამეთუ მათცა მიუღებია ნიჭი, ვითარცა-ესე ჩუენ, დარმუნებულ არიან სახარებასა ხარებად სასუფეველისათჳს.
    74.     და წარვიდა ფილიპჱ ქალაქად თჳსა.
    75.     ხოლო ძმანი ყოველთა დღეთა შინა შეკრბებოდეს ლოცვასა და ზეარებასა საიდუმლოსა უფლისა ჩუენისასა და მადლსა.
    76.     ხოლო მწუხარჱ იყვნეს ურვითა და არა უწყოდეს, თუ ვინაჲ აღაშენონ ტაძარი უფლისათჳს.
    77.     და არა ერთზრახვა იყვნეს ამის ჯერისათჳს.
    78.     და წარავლინეს სელევკოს პეტრჱსა იერუსალჱმს, რაჲთა მოვიდეს იგი და უბძანოს მათ, თუ რომელსა ადგილსა აღაშენონ ეკლესიაჲ – სახლი ღმრთისაჲ.
    79.     და ვითარცა მოვიდა წმიდაჲ პეტრჱ და იხილა კრებული ურიცხჳ მრავალი მორწმუნეთაგანი ადიდებდა ღმერთსა და განიხარა ფრიად და იტყოდეს ძმანი, რაჲთა ევედროს ღმერთსა, რომელ აუწყოს მათთჳს, რომელსა ადგილსა აღაშენონ ადგილი სიწმიდისა მისისაჲ.
    80.     მაშინ აღდგა წმიდაჲ პეტრჱ შორის ძმათა ლოცვისა ყოფად და თქუა: უფალო, შენ, რომელმან მოუწოდჱ კრებულსა ამას მრავალსა წოდებითა შენითა, მაუწყე ჩუენ, რომელსა შინა ადგილსა არს ნებაჲ შენი, რაჲთა აღეშენოს მას შინა ეკლესიაჲ შენი.
    81.     და თქუა ესე, გუესმა ყოველთავე, ჴმაჲ იტყოდა რაჲ: ბეთელოეს იყოს ადგილი სიწმიდისა ჩემისაჲ, სახლსა თანა ნიკოდემოს მოწაფისა ჩემისასა, ერთგულისა.
    82.     და ვითარცა ესმა ესე ნიკოდემოსს, თქუა: გმადლობ შენ, უფალო, ადონა ელოჲ საბაოთ – ესე იგი არს: უფალო ღმერთო ძალთაო, რომელმან გამოარჩიე საყოფელი მონისა შენისა, რაჲთა იყოს ადგილი სიწმიდისა შენისაჲ.
    83.     მაშინ მოვიდა ნიკოდემოს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა თანა ჰურიათასა და კაცთა პირველთა ქალაქისათა ლუდს შინა და ჰრქუა მათ: ჵ მსახურნო უფლისა საბაოთისნო, თქუენ ხართ მოძღუარნი ისრაჱლისანი და თესლი წმიდაჲ, ნათესავნი აღთქუმისა ღმრთისაჲ.
    84.     თქუენ უწყით, რამეთუ ადგილი სამსახურებელი და სალოცველი ამას ქალაქსა შინა ბეთელოე არს და იგი იწრო არს ფრიად და ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა განავრცოთ და განაშუენოთ უფროჲს ყოველთა შესაკრებელთა.
    85.     და აჰა ესერა, მე თქუენ წინაშე ვარ, შევსწირავ ღმრთისა ამას ტაძარსა წმიდასა.
    86.     სახლი ესე ჩემი მცირჱ, რაჲთა ემატოს სივრცესსა მისსა და განდიდნეს და მე უურავ-გყვნე თქუენ საჴმრისა მისისათჳს და ზრუნვისა აღშენებისა და ყოვლისა საჴმრისა, რაჲცა უჴმდეს ტაძარსა.
    87.     და შეჯერებულ იქმნეს მღდელმოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი მათნი და ნება სცეს ნიკოდემოსს ამას ზედა.
    88.     და წარვიდა მაშინ ნიკოდემოს ძმათა თანა სიხარულითა და უთხრობდა მათ მადლსა ღმრთისასა.
    89.     და ვითარცა ესმა ესე ძმათა, განიხარეს და ადიდეს ღმერთი.
    90.     და აღიღეს პეტრჱ და ნიკოდემოს და ძმათა ცულები და დაარღჳეს სახლი ნიკოდემოჲსი შესაკრებლითურთ ბეთელოჲ, და შემდგომად დარღუევისა მის ყოვლისა აღდგა წმიდაჲ პეტრჱ და ილოცა.
    91.     აღიღო საზომი და განზომა სიგრძჱ ტაძრისაჲ და ნებითა ღმრთისაჲთა იწყო მოსწრაფედ შენებდ ტაძრისა.
    92.     და განიხარეს პეტრჱ და ნიკოდემოს და ძმათა ამისთჳს.
    93.     და ჰრქუა მათ პეტრჱ: ვჰმადლობ ღმერთსა, მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რამეთუ ესე პირველი ეკლესიაჲ არს, რომლისაჲ ჴელითა ჩემითა დავდევ საძირკუელი ამის ეკლესიისაჲ.
    94.     ეწოდოს მეორე შემდგომად იერუსალჱმისა ეკლესიისა.
    95.     მაშინ პეტრჱ და ნიკოდემოს გამაჩინეს მე, იოსეფ, შენებასა ზედა ტაძრისასა და ზრუნვად საქმისა მისისათჳს, და იგინი წარვიდეს იერუსალჱმდ.
    96.     ხოლო სავლჱ მას ჟამსა სულსა იღებდა და აღსძრვიდა ერსა სიქადულით შინებად და მოკლვად მოწაფეთა უფლისათა.
    97.     და მივიდა მღდელთმოძღურისასა და ითხოვა მისგან წიგნები და ბრძანებაჲ დამასკოდ, რაჲთა შეიკრძალნეს ყოველნი, რომელნი იპოვნენ მორწმუნეთაგანნი ადგომისა და მახარებელ იესუჲსთჳს, რაჲთა შეკრნეს და წარმოიყვანნეს იერუსალჱმდ.
    98.     და ვითარ იყოღა სლვასა შინა თჳსსა მიახლებულ ოდენ დამასკედ, გამოუბრწყინდა მას მყის შინა ნათელი ზეცით და დაეცა ქუეყანასა ზედა.
    99.     და ესმას ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „სავლჱ, სავლჱ, რაჲსათჳს მდევნი მე?“
    100.     ჰრქუა მას: „ვინ ხარ შენ, უფალო?“
    101.     ჰრქუა მას: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ დევნი“, არამედ „აღდეგ და მივედ დამასკედ და გრქუა შენ მუნ, რაჲცა ჯერ-იყოს შენდა ყოფად“.
    102.     და წარვიდა მაშინ და ნათელ-იღო ანანიას მიერ, ვითარცა-იგი უფალმან წინაჲსწარ მაუწყა და გამომიცხადა მე.
    103.     ხოლო პეტრჱ მოვლნა სამარიტელნი და მოვიდა ჩუენდა ძმათა მოკითხვად და ხილვად შენებასა ტაძრისასა.
    104.     ხოლო ღმერთი იქმოდა ჴელითა წმიდისა პეტრესითა სასწაულთა არამცირედთა, ვიდრემდის აღ-ცა-იკიდებდეს სნეულებსა სარეცლებითა და მოჰგურიდეს მას და ჰკურნებდა მათ.
    105.     და ჰრწმენა მათ სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და ნათელს-იღებდეს სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
    106.     და იყო ქალაქსა შინა ლუდისასა კაცი, მსახური ღმრთისაჲ, და იმარხვიდა შჯულსა მამათასა მტკიცედ და სახელი მისი ენიას, და ყოველნი მკჳდრნი ლუდისანი წამებდეს სიმართლჱსა მისსა.
    107.     და ესე დავრდომილ იყო რვით წლითგან, ქუე ჯდომით ცურვიდა და მდებარჱ იყო სარეცელსა ზედა.
    108.     ხოლო სახლი მისი იყო აღმოსავალით კერძო სახლსა ნიკოდემოსისსა, რომელი-იგი შეიწირა წმიდათა.
    109.     და იხილნა საკჳრველებანი დიდნი, რომელთა იქმოდა ღმერთი ჴელითა წმიდისა პეტრჱსითა.
    110.     ღაღად-ყო შვილთა მიმართ თჳსთა ჴმითა მაღლითა და თქუა: აღმიღეთ მე და მიმიღეთ სიმონ-პეტრესა, რაჲთა მივემთხჳო მეცა კურნებასა მრავალთა თანა.
    111.     მაშინ აღიღეს სარეცლითურთ და მოიღეს ადგილსა მას, რომელსა იყო წმიდაჲ პეტრჱ.
    112.     და ვითარცა იხილა, ჰრქუა: ბრძანჱ, მამაო პეტრჱ, და დასხენ ჴელნი შენნი ჩემ ზედა, რაჲთა განვიკურნო და იდიდოს სახელი იესუჲსი ჩემ შორისცა.
    113.     კუალად, ვითარცა იხილა წმიდამან პეტრჱ ესევითარი სარწმუნოებაჲ მისი, ჰრქუა მას: „ჵ ენიას, განგკურნოს შენ უფალმან იესუ ქრისტჱ, აღდეგ და განჰმარტჱ თავი შენი!
    114.     და მწრაფლ აღდგა და იხილეს ყოველთა მკჳდრთა ლუდისათა.
    115.     და კუალად სარონაცა და ყოველნი იგი მოიქცეს უფლისა“ და ნათელ-იღეს წმიდისა პეტრეს მიერ.
    116.     და მაშინ ენია განყიდა ყოველი მონაგები თჳსი და შეწირა მათა, რომელნი-იგი შურებოდეს ეკლესიისა შენებასა.
    117.     და ეგრევე ყოველნი წმიდანი იყვნეს, თითოეულმან მათგანმან მოიღეს ძალისაებრ თჳსისა, რომელსა შემძლჱბელ არნ და მისცემდეს შენებისათჳს ეკლჱსიისა.
    118.     განაჩინა იგი ჩემ თანა და ბალადიოსცა მსახურებასა ზედა ეკლესიისა შენებასა.
    119.     და შემდგომად ამისა წმიდაჲ პავლჱ ვიდოდა ქალაქებსა შინა და მოვიდა ჩუენდა და დაყვნა ჩუენ თანა დღენი მრავალნი.
    120.     შურებოდა ჩუენ თანა შენებასა ეკლესიისასა, მერმე მშჳდობაჲ დაგჳტევა და წარვიდა სიხარულით ანტიოქიად ქალაქად.
    121.     და შეწევნითა ღმრთისაჲთა სრულ იქმნა შენებაჲ… სირცხჳლეულ იქმნეს.
    122.     ხოლო კრებული ჩუენ ქრისტეანეთაჲ სიხარულითა დიდითა, ვდღესასწაულობდით და ვადიდებდით მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


24

     1.     25. საკითხავნი ამაღლებისანი, თქუმულნი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ
    2.     უფალი ჩუენი და ძჱ ღმრთისა ჩუენისაჲ რაჟამს მოვიდა, ვერ იხილჱს იგი ანგელოზთა.
    3.     ვითარცა ამაღლდა იგი დღჱს, ჰხედვიდეს მას მოწაფენი მისნი, არა იხილეს ანგელოზთა მოსლვაჲ იგი მისი ჩუენდა, რამეთუ ძალი, თჳნიერად ჴორცთა, დაფარულად გარდამოჴდა ზეცით და განისუენა ქალწულსა მას ზედა.
    4.     იხილჱს კაცთა ამაღლჱბაჲ იგი მაღლად, რამეთუ ჴორცნი ქუეყანისანი აღჴდეს მაღლად, განეფინა ღრუბელი და შეიწყნარა იგი, ახარა ქალწულსა და შეიწყნარა იგი.
    5.     რაჟამს ღმრთეებაჲ იგი მისი კაცებასა ჩუენსა შეეზავებოდა და ქალწულსა მას, რომელი-იგი ქუეყანასა ზედა იყო, გარდამოჴდა და დაადგრა მას ზედა.
    6.     ხოლო რაჟამს კაცებასა ამას ჩუენსა ღმრთეებითა თჳსთა განამდიდრებდა, ღრუბლითა მაღლითა აღამაღლებდა ჴორცთა ჩუენთა და წესცა იყო, რამეთუ ჩუენ თანა იყო, ძლიერებისათჳს დაიმდაბლებდა, რაჲთა უძლურებასა ზედა დაემკჳდროს.
    7.     ეგრჱცა, რაჟამს აღჰქონდეს ჴორცნი ჩუენნი მის თანა, დიდებითა სიმდიდრისა მისისაჲთა ამაღლდეს.
    8.     ვითარცა შეიმოსა ძალი მაღალთა შინა ჴორცთა მათ, რომელ-იგი ქალწულისაგან იყვნეს, და გამოვიდა და ეჩუენა კაცთა, ეგრჱვე შეიმოსეს ჴორცთა მათ ქუეყანისათა დიდებულებაჲ.
    9.     შორის ღრუბელთა მათ აღჴდა და მოიღო თაყუანისცემაჲ ანგელოზთაგან მაღალთა შინა, რაჲთა აჩუენოს, რამეთუ ეზიარა კაცებაჲ ჩუენი ღმრთეებასა მისსა და განმდიდრდა ცათა შინა.
    10.     ღაღად-ყო და თქუა, ვითარმედ: აღმომიყვანნა ჩუენ მარჯუენითა ცათა შინა.
    11.     და მერმე თქუა წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: „აღამაღლენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო.
    12.     აღმაღლდენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ“.
    13.     მერმეცა თქუა, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    14.     ხოლო მოციქული იგი გამოსთარგმანებს მას, რომელსა-იგი წინაწარმეტყუელი უფლით ჰხადის, რაჟამს დასუამს მარჯუენით მშობლისა თჳსისა, იგი არს,
    15.     რომელ თქუა გაბრიელმან: უფალ, რაჟამს შთავიდა ყურსა მას ქალწულისასა, ამისთჳს ვიდოდა უფალი ჩუენი მოწაფეთა თანა ამას ორმეოცსა დღჱსა და მაშინღა ამაღლდა ზეცად, რაჲთა დაამტკიცნეს მოწაფენი აღდგომისათჳს.
    16.     უკუეთუმცა აღსრულ იყო ცად აღდგომისა შემდგომად და არამცა სრულ იყო მოწაფეთა თჳსთა თანა, ეგრჱმცა ეგონა, ვითარმედ საუცარი რაჲმე არსო და არა ჭეშმარიტებით განცხოველებული,
    17.     რაჟამს უჩუენნა მათ ჴორცნი და გუერდი თჳსი და ნაბრძჳლნი ლახურისანი, რომელ გუერდთა მისთა იყო, და ჰრქუა მათ: მიხილჱთ და განმიცადეთ, რამეთუ მე ვარ, და ნუ განიწვალებთ გონებითა თქუენითა.
    18.     და ჯეკმა ღათუ მრავალ იყვნეს მოწამენი აღდგომისა მისისანი, ხოლო იგინი გონებითა მათითა, ვითარცა ნავნი ღელვათა შორის, შეძრწუნებულ იყვნეს, რაოდენმეღა უფროჲს არა თუმცა ყოფილ იყო მათ თანა, მრავალი თესლი ორგულებისაჲ დათესულ იყო გულთა მათთა შინა.
    19.     არამედ დაადგრა მათ თანა და ჭამა მათ თანა, არა თუ ვითარცა მშიერმან, და ნუგეშინის-სცა მათ მოკითხვითა თჳსითა და აზიარა მათ ზიარებითა თჳსითა და უბრძანა მათ ქადაგებაჲ სახარებისაჲ მისისაჲ ყოველთა დაბადებულთა.
    20.     და წარვიდა მათგან კაცებრ და იყო მათ თანა ღმრთეებითა თჳსითა.
    21.     და აღმაღლდა მეუფჱ იგი ჩვენი დაჯდა იგი მარჯუენით მამისა თჳისისა, ვითარცა მოციქულმან თქუა: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“.
    22.     და დავით თქუა: „უფალი სუფევს და შუენიერებაჲ შეიმოსა.
    23.     შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა“.
    24.     ხოლო აწ ორმეოცსა ამას დღჱსა აღჳრნა მარხვისანი, განგუაშორნა ჩუენგან, რამეთუ თავადმან თჳთ თქუა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ყრმათაჲ მექორწინეთაჲ გლოვაჲ- ვიდრე-იგი სიძჱ მათ თანა არს.
    25.     ხოლო მოვიდენ დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძჱ იგი, და მაშინ იმარხვიდენ“.
    26.     და აღვიხუნეთ ამიერითგან მარხვანი მოციქულთანი და მოციქულთა თანა, რამეთუ ნაშობნი ვართ ქადაგებისა მათისანი, უკუეთუ იგი მარხვასა შეევედრნეს,
    27.     რაჲთამცა იხილეს თუალითა გონებისა მათისაჲთა უფალი ჩუენი, რომელი დაეფარა ჴორციელებით ამათგან, რაოდენ ჩუენდა ჯერ-არს ნუგეშინისცემად მარხვითა, რაჲთა გამოვიზარდნეთ სულნი ჩუენნი ტაბლისაგან ქრისტესისა.
    28.     ხოლო ყავნ ამიერითგან უფალმან ჩუენმან მძლემან, რომელი აღმაღლდა დღჱს ძლიერებითა ბრძოლისაგან და აღმიყვანნა მის თანა მაღლად ჴორცითა მით, რომელ შეისხნა ჩუენგან, ამაღლდა,
    29.     რაჲთა მრავალთა წელთა ღირს ვიქმნეთ ყოფად სამისა ამის დღესასწაულსა: შობაჲ, აღდგომაჲ და ამაღლებაჲ მისი და აღმოვქუათ მადლი სამებისა წმიდისა.


25

     1.     25. ა. [მეორჱ თქუმული ოქროპირისაჲ დღისათჳს ამაღლებისა უფლისა ჩუენისა]
    2.     ამას დღესა შინა იხარებდედ ცანი და მხიარულ იყავნ ქუეყანაჲ და ეკლესიაჲ დიდებითა თჳსითა, რამეთუ ამაღლდა მეუფჱ იგი ზეცისაჲ ძლევითა თჳსითა.
    3.     და შეუსხმან ჴორცნი იგი, რომელ თჳთ შექმნნა და მიუღებიეს სამშჳნველი იგი, რომელ შთაჰბერა და იმსახურების გონებათაგან, რომელ-იგი მან მოსცა.
    4.     ყოვლადვე შთაიცუა კაცი იგი და ყოველი თავი იგი იჴსნა.
    5.     კაცისათჳს დამდაბლდა ღმერთი, განეხუნეს მის წინაშე ბჭენი, რომელ დაჴშულ იყვნეს საუკუნითგან.
    6.     და აღიზახეს და ადიდეს წესთა მათ აღსლვაჲ იგი მისი და ჰკითხეს გუნდთა მათ მაღლისათა სწავლისათჳს, ვითარმედ: „ვინ არს ესე მეუფჱ დიდებისაჲ“,
    7.     რამეთუ ბჭენი, რომელ საუკუნითგან დაჴშულ იყვნეს, განეხუნეს ამაღლებასა მას, მას ჟამსა სულმან მან იწყო თარგმანებად ყოველთა
    8.     და თქუა: უფალი ძალ არს ძლიერებითა, უფალი ძლიერ და მბრძულ, რომელი ერეოდა ბოროტსა მას და დაამჴუა, სძლო საცთურსა მას და განაქარვა იგი და დასცა სიკუდილი, დასულიბა იგი.
    9.     და ვითარცა ისწავეს მათ წინაწარ, იწყეს სხუათა კითხვად შემდგომად, ვითარმედ: „ვინ არს ესე მეუფჱ დიდებისაჲ?“
    10.     და ითქუა მათ მიმართ სიტყუაჲ წყალობისაჲ, ვითარმედ: უფალი ძლიერ არს, რომელმან სძლო ეშმაკსა.
    11.     რამეთუ ყოველთა ერეოდა ბოროტსა მას და დაამჴუა, სძლო საცთურსა მას და განაქიქა იგი და უკუნისამდე უოხჭნო იქმნა მეუფჱ ყოველსა ზედა შექმნულსა.
    12.     იგი, რომელ არს მეუფჱ დასაბამითგან, მეუფჱ არს უკუანაჲსკნელ ჴორცთა გამო და იგი, რომელ იყო ზესკნელსა, ამაღლდა ჴორცთაგან.
    13.     იგი, რომელ შობილ იყო დაუსაბამოდ, იშვა ქალწულისაგან დასაბამით და იგი, რომელ ვერ აღიწერებოდა, მოვიდა საზომსა, და იგი, რომელ ვერ შესაძლებელ იყო, დაემკჳდრა შესაძლებელსა შინა და გამოჩნდა ჴორციელად.
    14.     იგი, რომელ არა გამოჩინებულ სადამე იყო, და ჴელის შესახებელ იქმნა.
    15.     იგი, რომელ არასადა ვინ ჴელთ იდვა, იშვა ბეთლემს შინა, დამბადებელი იგი სოფლისაჲ, და ამაღლდა მთისა მისგან ზეთისხილთაჲსა მაცხოვარი იგი ყოველთაჲ.
    16.     ყოვლად მისთჳს მოვიდა და დაემკჳდრა ქალწულისა მის თანა, აღსუა ამის თანა თჳსი იგი სამკაული – ჴორცნი.
    17.     შეისხნა იგინი და მოვიდა ცხადად, და შთავარდა საშოსა მისსა თჳნიერ თჱსლისა და იშვა მისგან თჳნიერ კერძოებისა.
    18.     შევიდა მისა ფარულად და გამოვიდა მისგან ცხადად, მოიღო თჳსისაგან და მისცა თჳსსა.
    19.     მიიღო უძლური საქმე და მოსცა დიდებული, იღუაწნა დაბადებულნი და იჴსნა სოფელი, აღჰფხურა საცთური და დაჰნერგა ჭეშმარიტებაჲ.
    20.     დასულიბა ცოდვაჲ და ქადაგა სიმართლჱ.
    21.     შეურაცხ-ყო უსახურებაჲ და ასწავა სიდაშნე.
    22.     აღჰფხურნა ეკალნი და დასთესა იფქი.
    23.     დაამჴუნა საკერპონი და აღაშენნა ეკლესიანი, გამოირჩინა მწყემსნი და შეჰვედრნა სამწყსონი თჳსნი, დასცნა ჴორცნი თჳსნი და გამოზარდნა ცხოვარნი თჳსნი.
    24.     გამოადინა სისხლნი თჳსნი და ასუა ჴსნილთა თჳსთა.
    25.     ჰფუფუნებდა სულსა თჳსსა, დაამტკიცა წყალობაჲ თჳსი.
    26.     განაწყვნა ყოველნი აღრღუეულნი და განანთლნა ყოველნი დაბადებულნი და აჰღმართნა ყოველნი დაცემულნი და განაძლიერნა ყოველნი უძლურნი.
    27.     განაახლა ხატი თჳსი, რომელ განრყუნილ იყო საცთურითა, განწმიდა და გამოწერა იგი, რამეთუ შეგინებულ იყო იგი ცოდვითა.
    28.     დაიმკჳდრეს მის თანა დევთა, განასხნა იგინი ჭეშმარიტებითა თჳსითა, რამეთუ დათქნა იგინი საცთურმან, დათქნა იგინიცა ზღუასა, აღაგზნა ცეცხლი თჳსი ქუეყანასა ზედა.
    29.     მაშინღა ამაღლდა, აღატყდა გონებათა შინა, მაშინღა აღმაღლდა, შთაჰბერა იგი ათორმეტთა მათგან და განეგზნა სოფელსა შინა, რამეთუ განათლდეს სულნი კაცთანი ფრიად და მაშინღა იცვალა და აღდუღნა გულსა შინა ჭეშმარიტთასა.
    30.     მაშინღა ამაღლდა, დაჰნერგა ჭეშმარიტებაჲ თჳსი ზრახვათა შინა და განისუენა და დაემტკიცნეს ნერგნი თჳსნი გონებათა შინა, მაშინღა დასცხრა.
    31.     იშვა ბეთლემს შინა, აღვიდა მთისა მისგან ზეთისხილთაჲს და აღმაღლდა ქუეყანით.
    32.     მიიზიდნა მისსა ყოველნი, ვითარცა თქუა.
    33.     მივიდა და მოავლინა ნუგეშინისმცემელი, ვითარცა აღუთქუა, გარდამოჰბურნა სათხეველნი თჳსნი და შეიკრიბნა ყოველნი, ვითარცა ქადაგა, დადგა მათ შორის ცომი მისი და მიიზიდა ყოველი აღნადგინები მისი და განქმნა სამოთხე მისი და მხირულ არიან ნერგნი მისნი,
    34.     განვიდა თესლი მისი, განთესლდეს ყანანი მისნი, იხილეს ცოდვილთა და განმწარდეს, აღილესნეს მახჳლნი და იწყეს დაკაფად მაღნართა მისთა.
    35.     გარდაჰკაფნეს ჴორცნი ცხადად და ვერ ეუფლნეს გონებადაფარულთა.
    36.     ერთისა წილ, რომელი აღფხურეს, აღმოსცენდეს ბევრნი.
    37.     სისხლითა მოკლულთაჲთა განძლიერდეს ცხოველნი.
    38.     ათორმეტნი მოციქულნი იყვნეს და მათ გამო ათორმეტნი მოწამენი, დაუჴრწნდეს ჴორცნი მათნი გუემითა და აღჰმართნეს სულნი მათნი ჭეშმარიტებითა, შეიმუსრნეს ძუალნი და განირყუნნე ასუნი მათნი.
    39.     დაამტკიცეს ზრახვანი მათნი, შეიკრნეს ცხა...


26

     1.     26. [თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ ამაღლებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა]
    2.     ...თა მისატევებელად ცოდვათა.
    3.     და ნუვის დააყენებთ ნათლისაღებისაგან, გინათუ მახიუბელთაგანი იყოს, გინათუ მეძავი, ანუ თუ მეზუერე, გინათუ მოგჳ, გინა კაცის მკლველი, გინა ავაზაკი, გინა ჰურიაჲ, გინა სამარიტელი, გინა წარმართი, გინა მონაჲ, გინა აზნაური.
    4.     რომელიცა შეგივრდეს წინაშე თქუენსა და აღიარნეს ცოდვანი თჳსნი და შეინანოს, ნათელ-სცემდით მათ დაუბრკოლებლად, „სნეულთა განჰკურნებდით, ეშმაკთა განასხემდით.
    5.     უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“.
    6.     მდევართა თქუენთა აკურთხევდით, და ნუ სწყევთ.
    7.     ემსგავსენით მოძღუარსა თქუენსა, რამეთუ თქუა: „ამით საცნაურ იყვნეთ, უკუეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ მოძულეთა თქუენთა ჰყუარობდეთ და მდევართა თქუენდა აკურთხევდეთ“.
    8.     გეჴსენედ თქუენ, რაოდენი ძჳრი მაჩუენეს ჰურიათა მათ, რამეთუ პირსა ჩემსა სერაბინნი ვერ იკადრებენ, არამედ ფრთითა მათითა იფარვენ პირთა მათთა, ხოლო ჰურიანი ჰნერწყუვიდეს პირსა ჩემსა და მეცეს მე ღაწუთა ჩემთა.
    9.     ჴელთა ჩემთა შექმნეს და დაჰბადეს კაცი მიწისაგან და შუენიერი სასუფეველი მე დავამტკიცჱ.
    10.     ხოლო მათ რკინითა შემშჭუალეს ჯუარსა.
    11.     მე გუერდისა მისგან ადამისისა ევაჲ შევქმენ, ხოლო მათ ლახურითა უგუმირეს გუერდსა ჩემსა, უკუეთუ მივხედი ქუეყანასა, შეძრწუნდის და რორინებნ, ხოლო იგინი თანა-წარჰვლენედ და მიკიცხევედ მე და ეძიებედ თავთა მათთა.
    12.     ყოველი ესე ქუეყანაჲ კუარცხლბეკი ფერჴთა ჩემთაჲ არს, ხოლო მათ შეჰმშჭუალნეს ფერჴნი ჩემნი ძელსა.
    13.     ესე ყოველი ვივნე მათგან, და ესოდენი გუემაჲ მოვიღე.
    14.     და არასადა ვწყევენ იგინი, და არა მოვაწიე მათ ზედა რისხვაჲ.
    15.     ნუ გგუნიეს, ვითარმცა ვერ შეუძლე მათ, რამეთუ მზად დგეს ანგელოზნი და იტყოდეს: „განვხეთქნეთ საკრველნი მათნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი“, და არა მიუშუ მათ.
    16.     არამედ ჯუარსა მას განმართხეს მე და ჴელნი ჩემნი შემშჭუალნეს.
    17.     ხოლო მე ვილოცევდ მათთჳს მამისა მიმართ და ვთქუ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან“.
    18.     ესე ყოველი თქუენთჳს დავითმინე, რამეთუ სახჱ ესე თქუენ იხილეთ, უკუეთუმცა გასწავე ხოლო და ვყავ არა, თჳნიერ შეტყუებისამცა იყო ქადაგებაჲ ესე ჩემი.
    19.     სთქუთმცა, რამეთუ: თჳნიერ ვერ შემძლებელ არს ყოფად და ჩუენ გჳბრძანებს აღსრულებად.
    20.     და ამისათჳს ვიწყე წინაჲთვე აღსრულებად ჭეშმარიტებისა ამის და აწ გიბრძანებ თქუენ საქმედ, გარქუ თქუენ: „მწყემსმან კეთილმან დადვის თავი თჳსი ცხოვართა თჳსთა ზედა“ და არა დავეყენე სიკუდილისაგან და გარქუ თქვენ: აკურთხევდით და ნუ სწყევთ.
    21.     მე ესოდენი ესე ვნებაჲ თავს ვიდევ და არასადა ვწყევენ იგინი, და არა აღმოჴდა წყევაჲ პირსა ჩემსა.
    22.     უკუეთუ მრქუათ მე: და რაჲსა სწყევე ლჱღჳ იგი, რამეთუ არა ვპოვჱ ნაყოფი მას შინა?
    23.     ისმინეთ, რაჲსათჳს ვწყევე იგი განჴმობად მისა ძირითურთ: თქუენთჳს ვწყევე იგი, რაჲთა თქუენ განგათავისუფლნე წყევისაგან და თქუენთჳს განვაჴმე იგი ძირითურთ.
    24.     რამეთუ მიზეზით მივედ და ვეძიებდ მისგან ნაყოფსა, რაჲთამცა განვაჴმე იგი, ნუ თუ არა ვიცოდეა, ვითარმედ არა აქუნდა მას ნაყოფი, რამეთუ ჟამიცა ზამთრისაჲ იყო?
    25.     და ჩემთჳს თქუა წინაწარმეტყუელმან, რამეთუ რომელი გამოეძიებს გულსა და თირკუმელთა ღმერთი, გულსა და თირკუმელთა გამოვიწულილავ და ლეღჳსა, მის არა-მე-მცა ვიცოდეა, ვითარმედ არა აქუს ნაყოფი?
    26.     არამედ სახე იყო, რომელ-იგი ყოფად იყო.
    27.     არამედ ზრახვაჲ იყო, რომელი-იგი აღსრულებად იყო.
    28.     რამეთუ, რაჟამს-იგი შესცოდეს ადამ და ევა, ფურცელი იგი ლეღჳსაჲ აქუნდა სამოსლად, სირცხჳლსა ცოდვისა მათისასა იფარვიდეს.
    29.     ამისთჳს მოვედ ლეღჳსა მას ნაყოფისა ძიებად და ვცან, ვითარმედ ფურცელი ხოლო აქუნდა.
    30.     და ვწყევე იგი, რაჲთა განჴმეს ძირითურთ, რაჲთა განჴმენ შეცოდებანი იგი ცოდვისანი.
    31.     არა თუ ყოველი ხჱ ლეღჳსაჲ ვწყევე, არამედ ერთი იგი ხოლო სახისა მისთჳს, რაჲთამცა მარტოდ ცოდვანი იგი ადამისნი დავჰჴსნენ.
    32.     ამისთჳს ვწყევე ლეღჳ იგი, ესე თჳთ ცოდვაჲ იგი განვაჴმე.
    33.     ესე ყოველი ვყავ და ესე ყოველი აღვასრულჱ, რასა-იგი წინაწარმეტყუელებდეს ჩემთჳს.
    34.     არამედ ლეღჳსა მისთჳსცა, რომელ-იგი განვაჴმე, წინაჲთვე თქუა წინაწარმეტყუელმან: „განვიდე მე ერისა მის მწირობისა ჩემისა, უფალო, რამეთუ ლეღჳმან არა გამოს ნაყოფი თჳსი“.
    35.     აჰა ესერა აღვასრულე, რასა-იგი წინაწარმეტყუელებდეს ჩემთჳს.
    36.     და აღვასრულჱ ყოველი ნებაჲ მისი, რომელმან მომავლინა მე, მამამან ჩემმან.
    37.     და აწ, აჰა ესერა, „აღვალ მამისა ჩემისა“, ნუ შესძრწუნდებით, „არა დაგიტევნე თქუენ უბლად“, არამედ მოგივლინო თქუენ ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ, განმაცხოველებელი იგი ერთობაჲ მამისაჲ,
    38.     და თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქუენისათა მიაღსასრულადმდე ჟამთა, ვითარცა ვიყავ დასაბამითგან ყოველთა წმიდათა ჩემთა თანა, ეგრეცა თქუენ თანა ვიყო.
    39.     რამეთუ მოსჱ ჴელთაგან მეგჳპტელთა განვარინე მე, მფარველ ვექმენ ისო ნავესა.
    40.     შჳდი იგი ნათესავი მოვსარ და მივეც მათ ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ.
    41.     მე განვარინე ელია ჴელთაგან იაზაბელისთა და იგი ძაღლთა შესაჭმელ ვყავ.
    42.     ხოლო ელია ცოცხალი ცეცხლებრითა ეტლითა აღვამაღლე მე, ელისეს მრჩობლი იგი მადლი მივანიჭე, მე დავით ჴელთაგან საულისთა განვარინე, იერემია მღჳმისაგან და უყისა აღმოვიყვანე, მე დანიელ პირისაგან ლომთაჲსა ვიჴსენ და ჴელითა ამბაკუმისითა საზრდელი მიუძღუანე.
    43.     მე სამთა ყრმათა თანა ვიქცეოდე და დიდებულ ვყვენ პირნი მათნი მეფისა მის წინაშე ქალდეველთაჲსა და მასმენელნი იგი მათნი ცეცხლითა შეწუვად ვსცენ.
    44.     ვითარცა-იგი ვიყავ მათ ყოველთა თანა, ეგრეცა ვიყო თქუენ თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.
    45.     ხოლო ქალაქსა მას იერუსალჱმსა ჰრქუა: „ვაჲ, შენდა იერუსალჱმ, რამეთუ მოსწყჳდენ მართალნი იგი წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა მათ შენთა.
    46.     რაოდენგზის მენება შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა მფრინველმანღა შეიკრიბნის მართუენი თჳსნი და არა ინებეთ“.
    47.     ვაჲ თქუენდა, შვილნი იერუსალჱმისნო, რამეთუ მე მოვედ სახელითა მამისაჲთა და არა შემიწყნარეთ მე, არამედ ეშმაკსა შეიწყნარებთ, რომელი მარადის გაცთუნებს თქუენ.
    48.     ამისთჳს „მიტევებულ იყავნ სახელი თქუენი ოჴრად“ და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა ტაძარსა მაგას თქუენსა და დიდებასა ტაძრისა მაგის თქუენისაჲსთა, რომელი გაქუნდა.
    49.     აჰა ესერა მივსცემ, რომელთა ჰრწამს ჯუარი ჩემი და რომელნი ესვენ აღდგომასა ჩემსა.
    50.     ვაჲ თქუენდა, ჰურიათა და შვილთა იერუსალჱმისათა, რამეთუ სახჱ იგი დასაბამითგანვე თქუენ გაქუნდა.
    51.     ხოლო ჭეშმარიტი იგი არა შეიწყნარეთ, რამეთუ მე სახჱ მოსლვისა ჩემისაჲ წინაჲთ მიგეც თქუენ, რაჲთა მაქუსიერებითა სახისაჲთა ჭეშმარიტი იგი იცანათ.
    52.     და მიგეც მოსე და შჯული იგი, ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ სავსე მანანაჲთა.
    53.     და სადაცა იყო კიდობანი ჩემი, მუნცა დიდებაჲ ჩემი.
    54.     არამედ რამეთუ მარადის ურჩ იყვენით და მოვედ მე და არა შემიწყნარეთ, ამისთჳს აღვიღებ თქუენგან დიდებასა ჩემსა და მივსცე წარმართთა.
    55.     და აღვიდე მამისა ჩემისა, რომელმანცა მომავლინა მე სოფლად.
    56.     ხოლო ნაცვალად ტაძრისა მის თქუენისა აღვჰმართო ეკლესიაჲ ჩემი და ნაცვალად წინაწარმეტყუელთა მათ, რომელ მივავლინე თქუენდა, და ქვაჲ დაჰკრიბეთ, აჰა ესერა მოვავლინებ მოწაფეთა ჩემთა სოფლად, რაჲთა იქადაგოს ნათლისღებაჲ.
    57.     სინანულად ცოდვილთათჳს მიგეც თქუენ კიდობანი იგი შჯულისაჲ, მივსცე წარმართთა სახარებაჲ ჩემი მჴსნელად.
    58.     მიგეც თქუენ შჯული და შეურაცხ-ჰყავთ.
    59.     მივსცე წარმართთა მადლი ნაცვალად შჯულისა.
    60.     მიგეც თქუენ კურთხი იგი, რომელ განედლდა და ნიგოზი აქუნდა ნაყოფად.
    61.     მივსცე წარმართთა ჯუარი ნაცვალად კუერთხისა მის, რომელ-იგი ყუაოდა, ნაყოფი საცხორებელად აქუნდა.
    62.     მიგეც თქუენ მანანაჲ იგი და ვითარცა შჭამეთ, ჴბოსა თაყუანის-ეცით ნაცვალად ჩემისა.
    63.     მივსცე წარმართთა პური იგი ჩემი, რომელ გარდამოვალს ზეცით, რომელ არს ჴორცი ჩემი, მიგეც თქუენ კლდისა მისგან ძლიერისა წყალი, სუთ და განმამწარეთ მე.
    64.     მოვსცე წარმართთა სუმად სისხლი ჩემი და ცხორებაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ.
    65.     ამას ყოველსა მივჰმადლებ მე წარმართთა.
    66.     და აჰა ესერა, მე აღვალ მამისა ჩემისა.
    67.     აჰა ესერა, მე დაგიტეო სახლი იგი თქუენი ოჴრად.
    68.     ესე ვითარცა წათქუა, მიიქცა დედისა თჳსისა, ქალწულისა წმიდისა, და ჰრქუა მას: მშჳდობაჲ შენ თანა, ტკბილო დედაო ჩემო, არასადა დაგიტეო შენ, მარგალიტო ჩემო, ნუ შესძრწუნდები, რამეთუ აღვალ მამისა ჩემისა, არა დაგიტეობ შენ, მზესა მაგას ცისკიდეთასა.
    69.     არა დაგიტეო შენ, დაუჭნობელო ყუავილო ჩემო.
    70.     არა დაგიტეო შენ, უჴრწნელი და უზაკუველი სამკჳდრებელი ჩემი.
    71.     არა დაგიტეო შენ, რომელ-იგი იპოვე სარწმუნოდ ყოველსა სოფელსა.
    72.     არა დაგიტევებ შენ, კიდობანსა მაგას ჩემსა, წმიდასა და ულალველსა.
    73.     არა დაგიტევებ შენ, სასუმელსა მაგას ყოველთა ცისკიდეთასა.
    74.     არა დაგიტეო შენ, დედაო ჩემო ქალწულო, არამედ, რაჟამს განხჳდე ჴორცთაგან, არა მოვავლინნე შენ ზედა ანგელოზნი, არცა ანგელოზთმთავარნი, არამედ მე მოვიდე და შევიწყნარო სული შენი, რომელ არს უფროჲს მზისა ბრწყინვალჱ.
    75.     ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ აღვალ მამისა ჩემისა.
    76.     გაქუს ნაცვალად ჩემსა იოვანე, ქალწულო, არა რაჟამს-იგი მივიდოდე ჯუარცუმად, მას შეგვედრე შენ და ვარქუ იოანეს: „აჰა, დედაჲ შენი?“
    77.     და აწ იგივე არს ნაცვალად ჩემსა მგულებელ შენდა.
    78.     მშჳდობაჲ შენდა, დედაო ჩემო ქალწულო, ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ.
    79.     და მოწაფეთა მათ ჰრქუა: მშჳდობაჲ თქვენ თანა, ძმანო, რამეთუ თქუენ ხართ ძმანი ჩემნი, რომელთა-ეგე აღასრულეთ ნებაჲ ჩემი.
    80.     ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ აღვალ მამისა ჩემისა.
    81.     არა დაგიტევნე თქუენ ობლად, არამედ მოგივლინო თქუენ ნუგეშინისმცემელი იგი.
    82.     უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა.
    83.     უკუეთუ მე წარვიდე, შემდგომად ათისა დღისა მოგივლინო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ.
    84.     და ესეღა თქუა: აჰა ესერა სიმრავლჱ დასთა ანგელოზთაჲ გარე-მოადგა მას.
    85.     ხოლო თავსა ზედა მისსა სერაბინნი აგრილობდეს და იტყოდეს: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთი.
    86.     სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“ და ღრუბელსა ნათლისასა მთაჲ იგი დაეფარა, ცანი განეხუნეს და დასნი წინაწარმეტყუელთანი იპოვნეს კრებულად მთასა მას.
    87.     და ყოველთა შორის ერისთავი იგი დავით სულიერითა მით ქნარითა იჩინებდა ძესა მამისა აღსლვად და იტყოდა: „აღმაღლდი ცად, უფალო, ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი“.
    88.     და ანგელოზთა მათ ჰრქუა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანი-სცემდით მთასა წმიდასა მისსა“.
    89.     და აჰა ესერა, ვიდრე-იგი დაკჳრვებულნი ჰხედვიდეს, „ამაღლდა და ღრუბელმან შეიწყნარა იგი“.
    90.     ხოლო, რომელმან ჰრქუა მოწაფეთა – მშჳდობაჲ თქუენ თანა, მშჳდობასა და მადლსა მიგცემ თქუენ – ესეღა წართქუა, ვერღარა იხილეს იგი.
    91.     და რაჟამს იხილა დავით, ვითარმედ ამაღლდა უფალი, სიხარულით სცემდეს ქნარსა მას და იტყოდა: ამაღლდა ღმერთი კურთხევითა და უფალი ჩუენი ჴმითა ნესტჳსაჲთა
    92.     და მამაჲ ზეგარდამო იტყოდა: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე კუარცხლბეკად ფერჴთა შენთა“.
    93.     რამეთუ შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მთნდი.
    94.     შენ ხარ კრავი ჩემი ჭეშმარიტი.
    95.     შენ ხარ ძალი ჩემი და სიმტკიცე ჩემი.
    96.     „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნეს მტერნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    97.     ხოლო აღსლვასა მას მისსა ზეცად შეძრწუნდეს ძალნი და საუნჯენი წჳმისანი და თოვლისანი, სეტყჳსა და ცეცხლისანი და ყოველნი იგი ძალნი, რომელნი იყვნეს პირველსა ცასა, მოვიდეს და შიშით თაყუანის-სცეს მას.
    98.     და ყოველივე დიდებულნი ძალნი იყვნეს პირველსა ცასა.
    99.     აკურთხევდეს უფალსა, ვითარმცა-იგი სამთა მათ ყრმათა გუაუწყე: წჳმაჲ და ცუარი, სიცხე და მზჱ, მთოვარე და ვარსკვლავები, ქუხილნი და ელვანი შიშით თაყუანის-სცემდეს მას.
    100.     რამეთუ ესე ყოველნი პირველსა ცასა არს, და მეორესა მას, რომელნი იყვნეს ძალნი, ეგრჱთვე თავყანის-სცემდეს მას.
    101.     ხოლო მესამითგან და აღმართ ვერღარა მიძლავს თქუმად, რამეთუ მოძღუარმანცა ჩემმან ნეტარმან პავლჱ მიერითგან იჯმნა, ხოლო სხუასა მას, ვითარცა უნდა, აღვიდა.
    102.     ხოლო უფალმან ჩუენმან აღასრულა ყოველივე იგი მოხედვაჲ და აღვიდა ცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და აღასრულა ყოველივე ერთობაჲ მამისაჲ ყოვლად ერთღმრთეებაჲ მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ, მიუწდომელი და უჴრწნელი დგას და ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


27

     1.     27. გ. საკითხავი ამაღლებისაჲ, თქუმული წმიდისა ათანასი ალექსანდრიელისაჲ, მთავარეპისკოპოსისაჲ, ამაღლებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
    2.     ჴსენებაჲ აღდგომისაჲ მიანიჭებს კაცთა ძლევასა სიკუდილისასა, ხოლო დღჱსასწაული ესე აღმაღლებისაჲ ზეცად შესცვალებს სლვასა ამას ქუეყანისასა და ჰყოფს ცასა სავალ კაცთა.
    3.     და რამეთუ ჯერ-იყო, ვინაჲთგან შეიპყრა სიკუდილი, რაჲთა დაიმკჳდროს ადგილი მისი, აწ ჭეშმარიტად აღემართების ძლევად ეშმაკისა.
    4.     ავმაღლდები და რაჟამს ვიხილჱ დაწყებაჲ ნათესავისა ჩემისაჲ, მეუფებდა რაჲ ცათა, აწ დაეცა მპყრობელი იგი მბრძულ და განქარდის ზაკულებანი მისნი.
    5.     არა არიან ესენი სამოთხე, ჵ მაცთურო, არცა გემოჲ მცენარეთაჲ მომნადირებელ ზაკუვით, რაჲთა დაჰჴსნეს შიში შჯულისაჲ და დაიმტკიცონ სიკუდილი.
    6.     და არცაღა „მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცჱს“, არამედ დაღათუ იყავ ქუეყანა, აღმაღლდი ზეცად სახიერებითა აღმამაღლებელისაჲთა, აჰა ესერა, დაუტევებ საყოფელსა ცოდვისასა.
    7.     აჰა ესერა დაგიტევებ მე შენ, ქუეყანაო, რომელსა ზედა ვიშევ და რომელსა ზედა აღვიზარდე, ცად მივიცვალჱბი, რომელ არს თავისუფალ ცთომისა შენისაგან.
    8.     რამეთუ პირველ კმა-გეყო შენ ნერგი იგი სიკუდილსა ადამისსა, რაჟამს-იგი ეც პირველ ქმნულსა მას ნაყოფითა ხისაჲთა და აიძულე მას გამოსლვად სამოთხისა მისგან ფუფუნებისა.
    9.     ხოლო აწ, დაღათუ ყოველი კაბარჭი შენი წარმოაცალიერო, შენდა მიიქცეს სისრაჲ ისართა შენთა.
    10.     სადა არს აწ, მასმენელო, ღონისძიებაჲ იგი შენი ცთუნებისა მის პირველისაჲ, რომელი არქუ ევას გუელითა: „დღჱსა, რომელსა შჭამოთ, იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“.
    11.     წინაწარმეტყუელ ჩემდა კეთილისა იქმენ არა შენითა ნებითა, რამეთუ აღთქუმანი, რომელისა მიერ მაცთუნე სიტყჳთა, შევიძინე იგი საქმითა, იქმნა უცნებითა აღთქუმულისაჲთა ჭეშმარიტ გამოცდილებითა.
    12.     ჵ საკჳრველი, უცხოჲ გამოცდილებისაგან, რომელი დაუჯერებელ არს: რომელთათჳს სამოთხჱ დაიჴშა, მათთჳსვე ცანი განეხუნეს, რომელი მცირჱდ უწინარჱ წინაშე პილატჱსა დაისაჯა, დღეს ცათა შინა მსაჯულად საყდართა ზის,
    13.     რომელი ჰურიათა მიერ საცინელ იქმნა, კრებულისაგან ანგელოზთაჲსა იდიდების, რომელსა თავსა გჳრგჳნი ეკლისაჲ დაადგეს ჰურიათა, მთავრობითა ღმრთეებისაჲთა გჳრგჳნოსან იქმნა.
    14.     ჵ რაოვდენ აღიძრვის ათძალი იგი დავითისი სულიერი საკჳრველი ესე: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    15.     აწ ჭეშმარიტად იქმნა ცემაჲ ებნისაჲ საქმჱ და რომელი-იგი პირველ ჴმითა აქებდა, იხილა დღეს საქმით და იქმნა ცაჲ მსახურ ჴმათა მისთა.
    16.     რამეთუ შეიწყნარა ზურგსა ზედა თჳსსა, რომელი-იგი იჴსენებოდა მათ მიერ და ჟამსა შობისასა და კუალად ჰმსახურა ვარსკულავითა და მოდრკა მისთჳს, რომელი-იგი იყო დამალულ ქუაბსა შინა.
    17.     და მე შემომიჴდეს საკჳრველებანი, ოდეს განვიზრახჱ, რავდენი სირცხჳლი ნათესავისა ჩუენისაჲ მიაქცია პატიოსნებად, რავდენი განრისხებაჲ ღმრთისაჲ მოაქცია მხიარულებად, დამბადნა ჩუენ ჴელითა ღმრთეებისაჲთა და
    18.     განგჳმზადა ჩუენ საყოფელი ესე, ვითარცა მამული, ჴელმწიფებაჲ განსუენებული, ქუეყანისა მსახურებაჲ, ჰაერისა მონებაჲ, ზღჳსა ვაჭრობაჲ, მზისა სიტფოჲ, მთოვარისა ბრწყინვალებაჲ, ვარსკულავთა ძრვანი, ყოველთა ცხოველთა მორჩილებაჲ.
    19.     წარ-ვინმე-ვლო შორის მბრძოლმან, მასმენელმან ღმრთისამან, შურისათჳს დააჯერა და აცთუნა, იქმნა ცთომილი ნაწილ მისა და სნეულ ვნებითა წინააღდგომითა ღმრთისაჲთა განიზრახა ფარულად ღმრთისა ზედა.
    20.     განყო ჴელი მისი მცნებათა ზედა ღმრთისათა.
    21.     გამოუჩნდა ღმერთი, ამხილა სასოებაჲ შჯულისაჲ გარდასლვისაჲ, ივლტოდა ხილვისაგან თავი იგი ნათესავისაჲ, უვარ-ყვნა მხილებანი, დაიმალა ხესა ქუეშე ძგერისაგან, რომელი აჩრდილ არს ღმრთეებისაჲ,
    22.     და განძარცუა იგი ღმერთმან ჴელმწიფებისაგან და განაჭენა სამოთხით კაცსა მას, ვითარმცა ესრჱთ ეტყოდა: არა ამის სასოებისათჳს შემექმენ შენ და არცა ამისთჳს ჴელთა ჩემთა დაგბადეს შენ და თიჴაჲ ბუნებად გამოგსახჱ.
    23.     და შენ, ჴელი, რომელი ჩემგან მიიღე, მცნებათა ჩემთა ზედა განირთდა.
    24.     იქმენ მასმენელისა მის თანამზრახვალ და შეჰკერბით დამბადებელისა ზედა.
    25.     აწ გარდადეგ ჴელმწიფებისაგან, მიიცვალჱ ადგილისა მაგისგან პატიოსნისა.
    26.     მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე.
    27.     მოვედ მისა, ვინაჲთგან აზმენ უფროჲსსა შენსა.
    28.     უკუნ-იქეც კუალად შენებადვე, ვითარმედ დედაჲ შენი ქუეყანაჲ არს და სიკუდილითა მისსავე მიივლინო.
    29.     ესე მისაგებელნი არიან ცთუნებისა ეშმაკისანი, ესე ცნობანი არიან დაწყებისა ნათესავნი, ესე ღონენი შემაწუხებელნი შევიდეს ბუნებასა.
    30.     არამედ არა დაითმინა სრულიად დამბადებელმან ხილვად დაბადებული თჳსი შემუსრვილად, არამედ შეეწყალა ბუნებაჲ სირცხვილეული და მგლოვარჱ, მოწყალჱ ექმნა ხატისა თჳსისათჳს, რომელი დაბადებულთა შორის წარწყმდა და რაჲ-მე იყო?
    31.     დაჰბადა სხუაჲ ადამ და გამოიყვანა ბუნებითგანვე, რაჲთა იყოს შემწჱ ბუნებისა.
    32.     და ისესხა მიწაჲ ქალწულისაგან და გამოხატა მას შინა მსგავსებაჲ ჭეშმარიტი.
    33.     ჩჩჳლი შეზელილი შეჰზილა თავსა თჳსსა და დაშთა იგი, ვითარცა იყო, რაჲთა აღიღოს სიშიშულჱ ხატისაჲ მის, ვითარცა ეჩუენა: უძლიერჱს მაცთურისა, უდიდეს ცოდვისა, უვაღრჱ სიკუდილისა.
    34.     შემდგომად სიკუდილისა დაარღუევდა საფლავთა, ოდეს დაიდვა საფლავსა და გჳრგჳნოსან ყო იგი უკუდავებითა.
    35.     და დღჱს აღიყვანა იგი ზეცად და დაწყებაჲ ბუნებისაჲ ყო სამკაულ შუენიერებისა ყოველთა დაბადებულთა.
    36.     და უკუეთუ ვინმე თქუას, რაჲ მაშინ იყოა დამბადებელი მპყრობელი რისხვისა, ოდეს იყო გარდასლვაჲ ახალ და მოიძაგა ხატი თჳსი გონებისათჳს ბოროტისა და დასაჯა გონებაჲ.
    37.     და აწ, შემდგომად ჟამთა, შეინანა გულისწყრომაჲ, განჴსნა რისხვად და შეიწყალა ცთომილი.
    38.     არა ესრჱ, არა იყვნეს საქმენი იგი გულისწყრომით და არცა მოანიჭა ესე ვნებითა შენანებისაჲთა.
    39.     არამედ პირველისაგანვე წესით და საზღვრით იყო ყოველივე.
    40.     რაჟამს წინაჲსწარ იხილა და ცნა, ვითარმედ ბუნებაჲ მიდრკა სიკუდილსა და რამეთუ საფლავი განმზადებულ არს ვნებად კაცთაჲ, და წუთღა, და იყვნენ ნადირ ჯოჯოხეთისა და ყოველსა დღესა იყვნენ საზრდელ სიკუდილისა,
    41.     მაშინ დაჰჴსნა ღმერთმან სიდიდჱ შურისგებისაჲ და მოსცა ნათესავსა ჩუენსა უკუდავებაჲ და აღიტაცა შორის ენუქ და აჩუენა, რამეთუ არა მძლე ექმნა სიკუდილი კაცთა.
    42.     და ასწავა ბუნებასა მოკუდავსა, რაჲთა იხედვიდეს საზღვარსა უკუდავებისასა.
    43.     და კუალად ასწავა სიკუდილსა, რაჲთა და-რე-ყუდნდეს მოსწრაფებისაგან თჳსისა და ...


28

     1.     28. [წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კოსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ, ამაღლებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და გუამთათჳს წმიდათა მარტჳლთაჲსა...]
    2.     ...რაჲ ემტერებიედ ერთი ერთსა და არა ჰნებავნ დაგების, სხუაჲ ვინმე მოვიდის და შორის შემოვიდის და დაჰჴსნის მტერობაჲ ორთაჲვე, ეგრჱთვე ქრისტემან ყო.
    3.     განრისხნა ღმერთი ჩუენ ზედა და დაუტევეთ ღმერთი.
    4.     მოწყალჱ უფალი შორის შემოვიდა ქრისტჱ და განაგო ორთა ბუნებათა.
    5.     და ვითარ შორის იგი შემოვიდა, თავს-იდვა პატიჟი, რომელი თანა-გუედვა ჩუენ მამისა მიერ, და გმობაჲ და ყუედრებაჲ, რომელნი ვყვენით ჩვენ ღ˜ა მიმართ, მან თავს ისხნა.
    6.     გნებავს თუ, რაჲთა ისწაო, ვითარ თავს ისხნა ორნივე – მუნით პატიჟი და აქაჲთ ყუედრებაჲ?
    7.     პავლჱ თქუა: „ქრისტემან მოგჳყიდნა ჩუენ წყევისაგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“.
    8.     ჰხედავა, ვითარ თავს-იდვა პატიჟი ზჱცით და იხილჱ, ვითარ დაუთმო ყუედრებასა ქუესა?
    9.     თქუა: ყუედრებანი მაყუედრებელთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
    10.     ჰხედავა, ვითარ დაჰჴსნა მტერობაჲ, ვითარ დაითმინა და ღონისძიება-ყო, ვიდრემდის შეწირა ღმრთისა მტერი მბრძოლი და ქმნა იგი საყუარელ?
    11.     და მიზეზი ამათ კეთილთაჲ ესე არს დღეჱ, რამეთუ მიიღო ბუნებაჲ ჩუენი, ვითარცა პირველი და ესრჱთ აღიყვანა მამისა.
    12.     ვითარცა არს ყანა იფქლისასა, მიიღის კაცმან თავისაგან იფქლისა მცირედ მჭელეული და შეწირის ღმრთისა და მით მცირითა ყოველი იგი აგარაკი იკურთხის, ესრჱთვე ქრისტემან მცირითა მით ჴორცითა განაგო, რაჲთა აკურთხოს ყოველი ნათესავი ჩუენი.
    13.     და რაჲსათჳს არა ყოველი ბუნებაჲ აღამაღლა, რამეთუ არა არს ესე დაწყება, ოდეს ვინმე შეწიროს ყოველი, არამედ ოდეს ვინმე შეწიროს მცირედი, აკურთხის მით ფრიადი.
    14.     და უკუეთუ დაწყებაჲ არს, ჯერ-იყო აღმაღლებად კაცი იგი პირველი.
    15.     რამეთუ დაწყებაჲ ესე არს, რომელი აღმოსცენდი პირველად.
    16.     არა არს ესე ესრჱთ, საყუარელო, უკუეთუ შესწიროთ პირველი, რომელი აღმოაცჱნა ქუეყანამან და იგი უჴმარ და უსუსურ არს.
    17.     არამედ დაწყებაჲ შესაწირავისაჲ არს კეთილი და ძლიერი.
    18.     და ამისთჳს, რამეთუ იყო ნათელი იგი ცოდვასა ქუეშე, ამისთჳს არა აღამაღლა, დაღაცათუ პირველი იყო, არამედ ესე, რომელი გარეშე არს ყოველსა ცოდვასა, აღმაღლდა.
    19.     დაღაცათუ უკუანაჲს იყო, აწ უკუე ესე ვიდრე-მე არს დაწყებაჲ და უკუეთუ გინებს, რაჲთა სცნა, რამეთუ არა თესლი, რომელი აღმოსცენდის პირველად, იგი არს დაწყებაჲ, არამედ რჱ ეული და ძლიერი.
    20.     და წიგნისაგან მოვიყვანო მოწამე: ჰრქუა ძუელსა შინა მოსჱს ერსა: „უკუეთუ შეხჳდჱ ქუეყანასა მას, რომელი მოგცეს უფალმან ღმერთმან შენმან და დაჰნერგო შენ ყოველი ხჱ ნაყოფიერი, სამ წელ არაწმიდა ჰყო ნაყოფი მისი და წელსა მესამესა წმიდა იყოს ნაყოფი მისი ღმრთისა“.
    21.     და უკუეთუმცა იყო პირველად, რომელი-იგი გამოვიდის დაწყებასა, რაჲთა შეიწიროს ღმრთისა პირველი, რომელი გამოვიდეს ხისაგან,
    22.     არამედ თქუა: სამსა წელსა არაწმიდა ჰყო ნაყოფი მისი, არამედ უტევე, რამეთუ ხჱ იგი უძლურ არს და ნაყოფი მისი არამწიფჱ არს და მეოთხესა წელსა წმიდა ჰყო ღმრთისა.
    23.     იხილეღა სიბრძნე, მოცემული შჯულისაჲ: არა უტევა ჭამად, რაჲთა არა მიიღოს მან ნაყოფი მისი პირველი ღმრთისა და არცა უბრძანა, რაჲთა შეიწიროს ღმრთისა ნაყოფი უსრული.
    24.     არამედ თქუა: უტევეთ, რამეთუ პირველი ნაყოფი არს და ნუ შესწირავ, რამეთუ არა შეჰგავს პატივსა მიმღებელისა მის.
    25.     ჰხედავა, ვითარ არა რომელი წინა გამოვიდა, დაწყება არს, არამედ ძუელი იგი?
    26.     და ესე ვთქუთ ჴორცთათჳს, რომელნი შეიწირნა და აღვიდა ქრისტჱ, დაწყებაჲ გონებათა ჩუენთაჲ, მამისა და ესრჱთ შეიყუარა მამამან ძღუენი იგი სიმდიდრისაგან შემწირველისა და სიწმიდისაგან შესაწირავისა, ვიდრემდის შეიწყნარა იგი ჴელთა თჳსთა ზედა.
    27.     და იყო ძღუენი იგი მახლობელ თჳსა, და თქუა: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“.
    28.     გულისხმა-ვყოთ, თუ ვის ჰრქუა ესე: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“, რომელსა ბუნებასა ესმა ღმრთისაგან: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“?
    29.     მას, რომელსა ესმა „მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე“, არა კმა-ეყო ყოფაჲ ანგელოზთა თანა, არამედ უზეშთაჱს იქმნა ანგელოზთა, გარჱ-წარჰჴდა მთავარანგელოზთა,
    30.     აღმაღლდა ზედა ქერობინთა, იქმნა უმაღლჱს სერაბინთა, გარჱ-წარჰჴდა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და არა დაადგრა, ვიდრემდის მიიწია საყდარსა სამეუფოსა.
    31.     იხილჱ, სადა იყო დაცემულ ქუე და რაბამსა მიიწია სიმაღლესა.
    32.     არღარაჲ იყო უქუემოჱს მისსა, რომელსა-იგი შთაჴდა კაცი და არცა ადგილი უმაღლჱს მის ადგილისა, რომელსა-იგი აღმაღლდა აწ.
    33.     და მოასწავებს ამას პავლეჱ და იტყჳს: „რომელი შთაჴდა ქუესკნელთა, იგი არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა“.
    34.     არამედ ჩუენ, რომელთა არა მაქუს გრძნობა, არცა გონება, რომელნი უდარჱს ყოვლისა უპატიონი დაწუნებულნი, რაჲ-მე ვთქუა ანუ რასა-მე ვიტყოდი?
    35.     გონებაჲ შეურაცხ იქმნა ზეშთა ყოვლისა.
    36.     დღეს შეიწყნარჱს ანგელოზთა, რომელი-იგი უყუარდა მათ, პირველად ბუნებაჲ ესე ჩუენი.
    37.     და უკუეთუ ქერობინი სცვიდა სამოთხესა კაცისათჳს, არამედ ელმოდა, ვითარცა მონამან რაჟამს შეიპყრის მონაჲ მოყუასი და შეაყენის საპყრობილჱსა თჳსსა უფლისათჳს და ელმინ,
    38.     რაჲ-იგი ქმნის წყალობისათჳს მონა-მოყუსისა თჳსისა, ეგრჱთვე ქერობინსა მიეთუალა სამოთხჱ, რაჲთა სცვიდეს და ელმოდა მას დაცვაჲ იგი მისი.
    39.     რამეთუ ესრჱთ არს, ვითარმედ: შეწუხნებიან ჩუენსა წარწყმედასა და იხარებენ ჩუენსა ჴსნასა.
    40.     ცხად არს თქუმულისა მისგან უფლისა, ვითარმედ: „სიხარული არნ ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანის“.
    41.     და უკუეთუ, რაჟამს ანგელოზთა იხილიან ცოდვილი ერთი, რომელი განერის, უხარინ, რაოდენ უფროჲს იხარებენ დღეს?
    42.     ოდეს იხილონ ბუნებაჲ ჩუენი ყოველივე შესრული ზეცად, ვითარ არა უხაროდის?
    43.     და სხჳთ კერძო ისმინჱ სიხარული ანგელოზთაჲ ჩუენისა მშჳდობისათჳს: რაჟამს იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ჴორცითა და ისწავეს ანგელოზთა,
    44.     ვითარმედ განეგო ნათესავი კაცთაჲ, განეწყვნეს ქუეყანასა ზედა და ჴმა-ყვეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ“.
    45.     რაჲთა სცან, რამეთუ ქუეყანამან მოიხუნა კეთილნი და შეუდგინნეს მიზეზნი თქუმულითა: „ქუეყანასა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“, კაცთა მბრძულთა მტერთა განსხმულთა.
    46.     იხილჱ, ვითარ ადიდებენ ღმერთსა კეთილისათჳს, რომელ სხუათაჲ არს, ვითარმცა საკუთრად მათი იყო.
    47.     რამეთუ კეთილნი, რომელ ჩუენდა არიან, აღითუალვენ თავისად.
    48.     და გნებავს თუ, რაჲთა ისწაო, ვითარმედ შემდგომად იხარებდენ, ოდეს იხილონ აღმავალი ესე, ისმინე, რასა იტყჳს უფალი: „ამიერითგან იხილნეთ ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“.
    49.     ესე არს წესი ტრფიალთაჲ. არა ელიედ ჟამთა, არამედ უსწრიედ აღნათქუემსა ნებისათჳს.
    50.     ამისთჳს გარდამოვლენ და აღვლენ მოწაფენი, რაჲთა იხილონ ხილვაჲ იგი საკჳრველ – კაცი ცათა შინა, გამოჩინებული, ამისთჳს ყოველსა ადგილსა ანგელოზნი, რაჟამს იშვა, დაეფლა და აღდგა და ოდეს აღმაღლდა, თქუა: „აჰა ესერა ორ კაც სამოსლითა ბრწყინვალითა!“
    51.     შემოსაჲ იგი მათი მოასწავებს სიხარულსა მათსა.
    52.     და ჰრქუეს მოწაფეთა: „კაცნო, გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად?
    53.     ესე იესუ, რომელი აღმაღლდა თქუენგან ზეცად, ესრჱთვჱ მოვიდეს, ვითარცა იხილჱთ იგი აღმავალი ზეცად“.
    54.     თქუა: მოხედედ გულითად.
    55.     რაჲსათჳს თქუეს ესე? რაჲ არა ესხნესა მოწაფეთა თუალ?
    56.     რაჲ არა ნუ ხედვიდესა, რომელი-იგი მას ჟამსა იქმნებოდა?
    57.     არა-მე იტყჳსა მახარებელი, ვითარმედ ხედვიდეს იგინი აღმაღლებასა მისსა?
    58.     და რაჲსათჳს დადგეს ანგელოზნი სწავლად მათა, ვითარმედ ამაღლდა ზეცად?
    59.     ორისა მიზეზისათჳს: ერთი, რამეთუ მტკივნეულ არიედ.
    60.     ისმინე, რაჲ თქუა მან: არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვიდრე ხუალ? არამედ გარქუ თქუენ ესე.
    61.     მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი, უკუეთუ რაჟამს მესხნიან ჩუენ მოყუარენი და თჳსნი, არა დავითმინით განშორებაჲ მათი, ვითარ მჴსნელისა და მოძღუარისაჲ და მოღუაწისა და მოწყალისაჲ და მშჳდისაჲ და სახიერისაჲ.
    62.     ოდეს ხედვიდეს განშორებასა, ვითარმცა არამწუხარე იყვნეს, ვითარ არამტკივნეულ იყვნენ?
    63.     ამისთჳს დადგეს ანგელოზნი იგი, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ მწუხარებისა მისთჳს აღმაღლებისა მისისა, ხარებითა მოსლვისა მისისაჲთა.
    64.     და თქუეს: „ესე იესუ, რომელი აღმაღლდა თქუენგან ზეცად, ესრჱთვე მოვალს“.
    65.     და ჰრქუა: შესწუხენით, რამეთუ აღმაღლდა.
    66.     არამედ არღარა შესწუხნეთ, რამეთუ იგი მოვიდეს კუალად.
    67.     და რაჲთა ქმნენ, რომელი-იგი ელისე, რაჟამს იხილა მოძღუარი თჳსი ამაღლებულად, დაიპო სამოსელი თჳსი.
    68.     ამისთჳს დადგეს ანგელოზნი, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მათ მწუხარებისა მისთჳს.
    69.     და ესე არს ერთი მიზეზი მუნ ყოფისა ანგელოზთაჲსა.
    70.     და მიზჱზი მეორჱ არა უმცირჱს არს ამისსა.
    71.     რაჲსათჳს დართო, რომელი აღმაღლდა ზეცად და რაჲ არს ესე, ზეცად აღმაღლდა?
    72.     რამეთუ სიგრძჱ გზისაჲ იყო ფრიად და ვერ ძალ-ედვა სახედავთა კაცობრივთა ხედვად ჴორცთა, მიწევნულთა ცად, არამედ რავდენ აღმაღლდის, დაიფარვინ თუალთაგან და რაჲთა არა ჰგონებდენ მოწაფენი, ვითარმედ ვითარცა ამაღლდა ელია ვითარცა ზეცად, ეგრჱთვე ამაღლდეს.
    73.     და ამისთჳს თქუეს: რამეთუ ამაღლდა თქუენგან ზეცად.
    74.     და არა და-თო ესე განტევებულად, რამეთუ ელია აღმაღლდა რეცა ზეცად, რამეთუ მონაჲ იყო, ხოლო იესუ ზეცად – რამეთუ უფალი იყო.
    75.     და იგი – ეტლითა ცეცხლისაჲთა, ხოლო ესე – ღრუბლითა ნათლისაჲთა.
    76.     რაჟამს ჯერ-იჩინა წოდებაჲ მონისაჲ, ეტლნი განემზადნეს, ხოლო ძესა ღმრთისასა – საყდარი სამეუფოჲ მსგავსნი ცეცხლისაჲ.
    77.     რაჟამს აღმაღლდა ელია, დაუტევა ხალენი ელისეს, არამედ ოდეს იესუ აღმაღლდა, დაუტევა ნიჭი მოწაფეთა თჳსთა.
    78.     არა თუ ერთი ვინმე მათგანი იყო წინაწარმეტყუელ, არამედ წინაწარმეტყუელნი მრავალნი.
    79.     და რაჟამს აღმაღლდა ჴორცითა მით, რომელ-იგი მისსა შეერთებულ იყო, და იყოს ცათა შინა ხილვაჲ უცხოჲ, რაჟამს იხილეს გუნდთა ანგელოზთასა მეუფჱ დიდებისაჲ, უფალი ძლიერებათაჲ, მსგავსად ჩუენდა, თქუეს: ვინ არს ესე, რომელი მოვალს ედომით?
    80.     ესე არს ქუეყანით. და სიმეწამულჱ სამოსლისა მისისაჲ ბოსორით.
    81.     რამეთუ ბოსორ ითარგმანების ჴორცად ანუ მწუხარებად.
    82.     და ამათ თანა ჰკითხეს მათ: რაჲ არს ესე ცემაჲ, რომელ არს ჴელთა შენთაჲ?
    83.     და მან ჰქრუა მათ: რომელი ვიცი სახლსა საყუარლისა ჩემისასა.
    84.     და ვითარცა-იგი, რაჟამს იჭუეულ იქმნა თომა, უჩუენნა ჴელნი თჳსნი და გუერდი შემდგომად აღდგომისა და უბრძანა, რაჲთა განიხილონ ადგილი იგი სამშჭუალთაჲ და ნაგურემი იგი გუერდისაჲ.
    85.     ეგრჱთვე რაჟამს ამაღლდა ზედაც, დააჯერა ანგელოზთა, რამეთუ სამართლივ განიძო საყუარელი ისრაჱლი, ამისთჳს უჩუენა სამოსელი თჳსი, შეღებული სისხლითა,
    86.     რაჲთა ეუწყოს მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი სიბრძნე ღმრთისაჲ, რომელი-იგი განმზადა უწინარჱრჱსა ყოვლისა საუკუნეთა ქრისტჱს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


29

     1.     22. დ. საკითხავი, თქუმული წმიდისა იოვანჱ ოქროპირისაჲ ახალკჳრიაკისათჳს და თომა მოციქულისათჳს
    2.     მოვედი აღთქუმისა მის აღსრულებად თქუენდა, რომელი მომცა მე მომანიჭებელმან აღურძინებისა თქუენისათჳს.
    3.     მოგეახლები კუალად ჩუენებად თქუენდა თომაჲსა, რომელი-იგი ოდესმე ურწმუნო აღდგომისათჳს ქრისტჱსა, ხოლო შემდგომად ხილვისა მის და შეხებისა მორწმუნე მისა უფროჲს და ღმრთად აღმსარებელი.
    4.     მოვედით! ამიერითგან გლოცავ თქუენ და მშჳდობისა სიმდაბლჱსა მორჩილ იქმნნეთ წმიდათა ამათ სიტყუათა, რომელსა მცირედითა მის მიერ მოცემითა განგიმზადებ თქუენ დღეს.
    5.     მაცხოვარი ყოველთაჲ, რომელმან წარმოტყუენა ჯოჯოხეთი და იქმნა პირმშო მკუდართა, შევიდა ბჭეთა ჴშულთა მოწაფეთა მისთა თანა, „ხოლო თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა“.
    6.     სასურველი იგი მოვიდა სურვიელთა თანა და მათ თანამოსურნე იგი აკლდა.
    7.     მწყემსი იგი კეთილი მოვიდა სამწყსოსა და ცხოვარი იგი გარეშე სამწყსოსა შეცთომილ იყო, მეუფჱ იგი ზეცისაჲ მოვიდა და მეჴედარი იგი თჳსაგან იყო საღმრთოთა მათგან მოყუასთა.
    8.     მოვიდა ესე ღმრთისა ჴორციელებისა საიდუმლოჲ არა თანაყოფითა მით მოწაფეთაჲთა.
    9.     ხოლო უკუეთუმცა მათ თანა ყოფილ იყო, არამცა შეორგულებულ იყო, არცა ჴელი შეეხო მას და ეგრჱთ ერწმუნა.
    10.     და თუმცა არა შეხებითა მით ესრჱთ რწმუნებულ იყო მისა, არამცა ესრჱთ ესწავა ჩუენდა სარწმუნოებაჲ, ვინაჲ მოწაფისაჲ მის ურწმუნოებაჲ ჩუენისა სარწმუნოებისა დედა იქმნა.
    11.     ამისთჳს ჩუენცა არა ხილვით ქრისტჱსა თავყანის-ვსცემთ, ვითარცა-იგი მან ხილვითა თავყანის-სცა, და შეუხებელსა მას უზჱშთაჱს ვადიდებდეთ, ვითარცა-იგი მან ხილვით ადიდა.
    12.     აწ მო-რაჲ-ვიდა თომა მათ თანა, ეტყოდეს მას მოწაფენი იგი, ვითარმედ: „ვიხილეთ ჩუენ უფალი“.
    13.     ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მესამესა დღესა აღვდგეო“.
    14.     ვიხილჱთ, რომელმან-იგი თქუა: „მე ვარ აღდგომაჲ“, და აღდგომაჲ ცხორებისა მისგან მოვიღეთ.
    15.     ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად თავისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს მერმე აღებად მისსა“.
    16.     და ჴელმწიფებაჲ მისი საქმეთაგან ვისწავეთ, რამეთუ მოვიდა ჩუენდა და კარნი იგი დაჴშულნი არა დათრგუნნა.
    17.     დამიკჳრდა ჩუენ თანა იგი დგომაჲ იგი მისი ესრჱთ მყის შემოსლვითა მისითა ჩუენ თანა.
    18.     ვიხილენით ჩუენ ჴელნი მისნი, რომლითა თავს-იდვა ვნებაჲ იგი სამშჭუალთაჲ განქარვებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა.
    19.     ვიხილენით ჩუენ ფერჴნი მისნი, რომლითა დაითქუნა სიკუდილი და აღდგომაჲ ყოველთა მოგუენიჭა.
    20.     ვიხილეთ წმიდაჲ იგი გუერდი მისი განღებული ჩუენთჳს, რომლისაგან გამოვიდა სისხლი და წყალი – ორნივე მდინარენი ცხორებისა ჩუენისანი.
    21.     მიუგო თომა და ჰრქუა მათ: თქუენ იხილეთ უფალი და მე მარტოჲ ხოლო არა ღირს ვიქმენა ხილვად მისსა?
    22.     არა ვითარცა-იგი იწოდენით თქუენ, ვიწოდეა მეცა მის მიერ?
    23.     არცა ვითარ იდიდენით, ვიდიდეა მისგან?
    24.     და არცაღა ვითარცა-იგი იხილეთ თქუენ იგი ჯუარცუმული, ვიხილე მეა ეგრჱთ მწუხარემან თქუენ თანა?
    25.     მნებავს სწავლად ბრწყინვალებისა მისისა: ვითარცა ვიხილჱ სიკუდილი მისი, მნებავს ხილვად აღდგომაჲცა მისი.
    26.     „და თუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახჱ სამშჭუალთაჲ და დავასხნე თითნი ჩემნი სახჱსა მას სამშჭუალთასა ფერჴთა მისთასა და შევახო ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“.
    27.     მიყუარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაჲ საიდუმლოჲსა ამის.
    28.     ჵ თომა, საფარველი სარწმუნოებისაჲ არს შენი ეგე ურწმუნოებაჲ!
    29.     ვაქებ შენსა მაგას სიტყჳსგებასა და ქრისტჱსმოყუარესა გონებასა, ურწმუნო იქმენ მცირედ ოდენ, რაჲთა მრწმენეს მე მდიდრად.
    30.     ითხოვე უფლისაგან, რაჲთა შენითა თხოვითა მისგან ზიარ-ვიქმნე მეცა მაცხოვრისა.
    31.     მერმე იტყჳს: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა და ფერჴთა სახჱ სამშჭუალთაჲ და გუერდისა მისისა ადგილი ლახურისაჲ, არასადა მრწმენეს“.
    32.     ვიხილო თუალითა ჩემისა ქადაგებული ჩემგან, რამეთუ ვიდრე სასმენელთა თუალნი უფროჲს ღირს არიან მოწამედ, და მაშინ მრწმენნენ სიტყუანი ეგე თქუენნი.
    33.     შევახო ჴელი ჩემი წყლულებასა მისსა და მაშინ მრწმენეს ხილული იგი.
    34.     და დავსდვა თითი ჩემი ვნებულსა მას ჩემთჳს და მაშინ თაყუანის-ვსცე აღდგომილსა მას მკუდრეთით.
    35.     „შევიდა კუალად მათა იესუ ბჭეთა ჴშულთა“, შევიდა კარი იგი ცხოვრებისაჲ, შევიდა, ვითარცა-იგი მან მხოლომან იცის.
    36.     რამეთუ ვითარცა-იგი შობასა მისსა ბჭჱ ქალწულებისაჲ არა დაჴრწნა, ეგრჱცა შესლვასა მას მისსა კართა მათ კლიტენი სახლისანი მის არა განახუნა.
    37.     და ვითარცა-იგი აღდგა საფლავისა მისგან დაკრძალულისა, ეგრჱცა შევიდა ჴორცითა მით, რომელთა თანა იყო ღმრთეებაჲ, და ზღურბლნი იგი არა დათრგუნნა,
    38.     რამეთუ ენება ყოვლით კერძოვე დაუყენებელად, რამეთუ ნებასა მისსა ჰმონებს ყოველი დაბადებული, ვითარცა-იგი შობაჲ მისი უფროჲს ბუნებისა და ზეშთა სიტყჳსა.
    39.     და რამეთუ შევიდა მოწაფეთა თანა, ისწავეთ, ხოლო ვითარ შევიდა, არა უწყით, რამეთუ რომელი-იგი მოვიღე, ვერ ჴელ-მეწიფების მე სიტყუად.
    40.     ვადიდებ შესრულსა მას, არამედ არა ვეძიებ შესრულსა მას, ვქადაგებ საიდუმლოსა მას, არამედ ვთარგმანებ გამოუთარგმანებელსა მას სასწაულსა, რამეთუ მორჩილ ვარ უფლებასა მისსა, არამედ არა ჴდომით გამოვიწულილავ ღმრთეებისა სიტყუათა მათ.
    41.     უკუეთუ მრქუას მე ჰურიამან, ვითარმედ: უცხოსა ჰქადაგებ და ყოვლადვე არა სარწმუნოსა, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს კართა ჴშულთა შესლვაჲ ჴორცითა,
    42.     მიუგო მას: ვითარ შესაძლებელ იყო ანგელოზი იგი ამბაკუმისა შთაყვანებად მღჳმისა მას ლომთასა და კუალად გამოყვანებად უჴრწნელად და ბეჭედი არა განტეხად?
    43.     მონასა ვითარ ენება, ყო, და უფალსა ვითარ სათნო-უჩნდეს არა განტეხად?
    44.     რამეთუ ყოველივე ნებისაებრ ღმრთისა იქმნების.
    45.     ინება და განკაცნა ღმრთისა სიტყუაჲ და შევიდა მოწაფეთა თანა, ვითარცა სათნო უჩნდა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“
    46.     მშჳდობასა მიგცემ თქუენ.
    47.     ამან მშჳდობამან დაგამორჩილნეს თქუენ ბრძოლანი ქუეშე ფერჴთა თქუენთა.
    48.     ამან მშჳდობამან ყოველნი ჴელმწიფენი და მთავარნი ყვნეს თქუენდა მონა.
    49.     განიხარეს მოწაფეთა ჴმასა მას უფლისასა და ეტყოდეს თომას: გაუწყეთ შენ პირველად, ვითარმედ ვიხილეთ ჩუენ და არა გრწმენა სიტყუათა ჩუენთაჲ.
    50.     აჰა ესერა უფალი შენ თანა, იხილჱ, ვითარცა გნებავს.
    51.     მოვედ წინაშე მისსა, რომელი ცხორებისა შენისათჳს შემოვიდა ჩუენდა და მიიღე ჴსნაჲ.
    52.     ხოლო თომა განიზრახვიდა გონებასა თჳსსა და იტყოდა: იგი არს ჭეშმარიტად, რომელი მოკუდა და აღდგა და მოვიდა, რომელი მხოლოჲ სახიერ არს და კაცთმოყუარჱ, „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“.
    53.     ეტყჳს უფალი თომას: „მოყავ ჴელი შენი და იხილენ ჴელნი ჩემნი“, რამეთუ შენთჳს მოვედ ქუეყანად.
    54.     შენთჳს ჴელნი დავჰმშჭუალენ, რაჲთა შენდა ვიყო მაცხოვარ.
    55.     შენთჳს განვიგუმირჱ, რაჲთა შენ გიჴსნე, მომეა...
    56.     შენ სამისა დღისა დაფლვითა დაუტევე ქუეყანასა შუვამდგომელად მკუდართა აღდგომაჲ.
    57.     შენ აღდგომითა განგჳახლჱ აღდგომაჲ, შენ კაცნი ზეცისა ჰყვენ და ქუეყანაჲ ზეცისა უბრწყინვალჱს გამოაჩინე.
    58.     შენ ყოველივე უმჯობესად გარდასცვალჱ, რამეთუ შენ, ღმერთო, იქმენ კაც, რაჲთა კაცნი ჰყვენ ღმრთად, „ჵ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!“
    59.     ჰრქუა მას იესუ: „რომელი-ეგე იხილჱ და გრწამს“, განიცადე ვიდრე აღსლვადმდე ჩემდა სრულითა ამით გუამითა ზეცად, ვინაჲცა გარდამოვჴედ უჴორცოჲ, შენ უჴრწნელებისა სიტყჳთა სთქუ: „უკუეთუ არა ვიხილო მის თანა სახჱ წყლულებისაჲ, არასადა მრწმენეს“.
    60.     ერთბამად გსრუროდა, ერთბამად ურწმუნო იქმენ, ერთბამად შემახჱ, ერთბამად გრწმენინ ქადაგებად ამიერითგან, რომელი მიიღე.
    61.     რამეთუ „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“.
    62.     აწ, საყუარელნო, ნეტარებაჲ ესე ჩუენ ზედა მოვიდა, რომელთა არა გჳხილავს და გურწამს, რამეთუ ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა სარწმუნოებით გიხილავს უხილავი იგი.
    63.     ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი მარადის სიხარულით იხილავთ თუალითა და მიახლებით გონებითა და ჰჭამთ მისგან დაულევნელად.
    64.     ჵ საიდუმლოჲ საკურველი! ჵ საიდუმლოჲ საშინელი! ჵ საიდუმლოჲ დიდებული! მჯდომარე არს მარჯუნეთა მამისა, მარჯუენეთა ზედა უღირსთასა იპოების.
    65.     და რომელი ანგელოზთაგან იმსახურების, ჴელთა ზედა უსახუროთასა იტჳრთების და მოიღების უღირსთაგან მომღებელთა ჴელთა ჩუენთა.
    66.     არა განეშორების დარჩილთაგან თითთა ჩუენთა.
    67.     არა დასთრგუნავს მიწისაგანთა ამათ შემოქმედი იგი.
    68.     არა შეურაცხ-ყოფს შეურაცხთა ამათ დიდებული იგი, არამედ თჳთ მოუწესს და ეტყჳს: „მიიღეთ, ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი“.
    69.     „მიიღეთ, სუით, ესე არს სისხლი ჩემი“.
    70.     მოყავთ ჴელი თქუენი და შემახეთ ჴორცთა ჩემთა და იშუებდით ასოთა ჩემგან, რამეთუ რომელმან მიიღოს ასოთა ჩემთაგან, იპოვოს მის თანა.
    71.     მოუჴედით მას ამიერითგან ყოვლითა სიწმიდითა ყოვლად წმიდასა შეწყნარებად უფალსა და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, არამედ განვაშორნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან იჭჳსა და ვადიდებდეთ უფალსა
    72.     და ვთქუათ: „უფალო, არა ღირს ვართ, რაჲთამცა სართულსა ჩუენსა ქუეშე შემოხუედ“, არამედ რამეთუ შენ თჳთ გინებს შემოსლვად ჩუენდა, რამეთუ სრულიად, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ, სათნო-გიჩნდა ყოფად ჩუენ თანა.
    73.     შენითავე სასოებითა მოვალთ წინაშე შენსა.
    74.     ჰბრძანებ, უფალო, რაჲთა აღვაღოთ პირი ჩუენი, რომელ შენ დაამტკიცე.
    75.     შემოხჳდე, კაცთმოყუარჱ, რაჲთა განჰჴსნჱ უძლურებათა ჩუენთა კრულებაჲ, შემოხჳდე, და განანათლნე დაბნელებულნი განზრახვანი ჩუენნი.
    76.     გრწამს, რამეთუ ამას ყოველსა თავს-იდებ.
    77.     არცაღა მეძავი იგი მო-რაჲ-ვიდეს შენდა, განაძჱ.
    78.     და არცაღა მეზუერჱ იგი განიშორე, არცა ავაზაკი იგი განაგდე ცნობითა სუფევისა შენისაჲთა, არამედ ყოველნივე სინანულითა შეიწყნარენ და ადგილსა მას მოყუარეთა შენთასა დააწესენ.
    79.     და ლოცვითა და ვედრებითა მათითა ღირს-მყვენ ჩუენ ზეცისა საიდუმლოთა.
    80.     და ნუ გამოვალნ ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით ჩუენით.
    81.     ვინაჲ-იგი მივალს ქრისტჱ, ესეთითა მოქალაქებითა შეუდგეთ ყოველნი.
    82.     ჵ ნათელღებულნო, გეშინოდენ თქუენცა პირისა მისგან შეუწუხებელისა წმიდისა ენბაზისა, რომლისაგან იშვენით მეორედ და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ღმრთისა მიერ განწმენდასა, რაჲთა არა ღაღად-ყოს თქუენთჳს: „შვილ-ვისხენ და აღვზარდენ, და მათ შეურაცხ-მყვეს“.
    83.     ცათა შინა აღწერილ არიან სახელნი თქუენნი, და პავლჱცა გასწავებს: „რბიოდეთ კეთილად.
    84.     ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად“?
    85.     განიძარცუეთ ძუელი იგი კაცებაჲ, გლოცავ თქუენ.
    86.     ნუ თანა-განიძარცუავთ ბრწყინვალებასა, სიწმიდესა გუამისა თქუენისაგან, უკუეთუ თავით თჳსით არა განიძარცოთ სიწმიდჱ, სხუასა არავის ჴელ-ეწიფების განძარცუვად.
    87.     ჰგებდით თქუენ, ახალ ნათელღებულნო, ვიდრემდის ღირს-იქმნნეთ სანატრელისა მის ჴმისა, ვითარმედ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳის სასუფეველი წინა სოფლის დაბადებისა“.
    88.     რომლისა ჩუენცა ღირს-მყვენინ მადლითა უფალმან ჩუენმან და ღმერთმან იესუ ქრისტემან, რომლისაჲ არს დიდებაჲ, პატივი და ძლიერებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


30

     1.     30. საკითხავნი მარტჳლიისანი.
    2.     ა. თქუმული წმიდისა იოვანჱ მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა მოუვლინა სული წმიდაჲ
    3.     ოდესმე ენანი ღმრთისა განრისხებითა განიყვნეს უკეთურებისათჳს კაცთაჲსა, ხოლო ამას დღესა შინა იქმნა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა მოეცნეს შეწევნისათჳს სოფლისა.
    4.     მაშინ განიბნინეს, რაჲთა მოყუასმან მოყუასისაჲ ნუ ისმინოს, ხოლო აწ მოეცნეს, რაჲთა ისმინონ, ისწავონ და გულისხმა-ყონ.
    5.     მას ჟამსა განყოფამან ენათამან საქმჱ იგი განაქარვა, ხოლო აწ ენანი, რომელნი მოეცნეს, საქმენი ჭეშმარიტებისანი დაამტკიცნეს და აღასრულნეს.
    6.     მუნ მოეცნეს, რაჲთა ზრახვანი იგი უკეთურნი განაქარვნეს, და აწ, რაჲთა ყური მიყონ სიტყუათა შეწევნითა.
    7.     მას ჟამსა განიბნინეს ენანი გონებისა მისთჳს, რომელი აღიშჱნებოდა ბოროტად, ხოლო აქა მოეცნეს ენანი, რაჲთა დაეცნენ ცუდნი, რომელნი აღიშენებიან საცთურად.
    8.     გამოვიდეს ენანი შემდგომად ენათასა, რაჲთა შემოიყვანნეს იგინი სახლსა მას ცხოვრებისასა.
    9.     და მოვიდა სული შემდგომად ძისა და დაჰბეჭდა ჴსნაჲ ჩუენი ნიჭითა მისითა, აღმაღლდა მხოლოდშობილი იგი, რომელი დამდაბლდა ჩუენთჳს წყალობითა თჳსითა და გარდამოჴდა ნუგეშინისმცემელი, რაჲთა აღასრულოს ძლევაჲ ჩუენი წყალობითა თჳსითა.
    10.     მოივლინა ჩუენდა აზნაურებაჲ მამისაგან ჴელითა ძისა თჳსისაჲთა და შემეძინნეს ჩუენ ნიჭნი ჴელითა სულისაჲთა, რომელი მისგან არს.
    11.     რამეთუ უნდა მამასა ცხოვრებაჲ ჩუენი, გულს-იდგინა ძემანცა განრინებაჲ ჩუენი.
    12.     რამეთუ დამდაბლდა მხოლოდშობილი იგი ჩუენთჳს, დამდაბლდა სული იგიცა და ფუფუნებდა კაცებასა მას ჩუენსა.
    13.     განმდიდრდეს მოციქულნი იგიცა ნიჭითა მათითა ჩუენისა სარგებელისათჳს, განვიდეს და განეფინნეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, და შეკრებისა ჩუენისათჳს ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი ჴსნასა ჩუენსა და დაჰბეჭდნეს მოციქულთა ძლევაჲ ჩუენი.
    14.     და მიეფინა სული იგი ყოველთა ზედა ჴორციელთა, ვითარცა თქუა წინაწარმეტყუელმან: „და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი“, ვითარცა თქუა, მადლი მისცა ღმერთმან მონათა და მჴევალთა თჳსთა ზედა – სული იგი თჳსი.
    15.     დაეცნეს იგინი, ვითარცა თქუა: კნინნი მდიდართა თანა.
    16.     და აღივსო ქუეყანაჲ მეცნიერებითა მისითა, რომელი სავსე იყო საცთურითა, დამტკიცნა ჭეშმარიტებითა მისითა.
    17.     რამეთუ შეეძრწუნა ცოდვასა, აღემართა და ჰმსახურა მას და გამოაბრწყინვა მას ზედა ნათელი თჳსი და მის გამო წარემართა მისლვად მისსა.
    18.     იწრაფეს შეწევნათა მისთა და აღიფხურნეს საძირკუელნი მისნი და გულს-იდგინეს შეწევნათა მისთა და აჴოცნეს სავნებელნი ჩუენნი.
    19.     გამობრწყინდა ჴორცთა ჩუენთა ზედა და განანათლნა სულნი ჩუენნი გამობრწყინვებითა თჳსითა.
    20.     მოვიდა ცხადად და შეეწია გონებათა დაფარულად და იჴსნნა ათასნი ბრალისაგან და განარინნა ბევრნი სიკუდილისაგან.
    21.     შეისხნა ჴორცნი, თანამდებნი მიწისაგანნი და მისგან აღიღო ძლევაჲ სრულითა სიმჴნითა.
    22.     შთავიდა სიღრმეთა და წარმოტყუენა ტყუჱ.
    23.     აღჴდა მაღლად და განუყო ნიჭი თჳსი და იქმნნეს ჴორცნი მისნი მიზეზ კეთილის.
    24.     და განარინნა სულნი ბოროტის შეპყრობისაგან.
    25.     გამოუჩნდა თუალთა, რაჲთა გამოუჩნდეს გულთაცა.
    26.     და შეესხნენ ჴელნიცა, რაჲთა დაემტკიცნენ გონებანიცა.
    27.     შესახებელ ყვნა მადლნი თჳსნი და აჩუენა კაცთა.
    28.     დაამდაბლა ცხორებაჲ იგი თჳსი და შეერთო მკუდართა თანა, და არა მით ხოლო კმა-ყო, რაჲთამცა კაც ხოლო იქმნა, არამედ მოკლულცა იქმნა, და არა თუ მოკლულ, არამედ დაფლულცა.
    29.     მოვიდა მადლითა თჳსითა და მოწყჳდნა ცოდვანი ჩუენნი, და მოსცა ნათესავსა ჩუენსა კეთილი და თავს ისხნა ჩუენნი ჭირნი, უკუეთუმცა ძალი მისი არა აღდგომილ იყო შემწედ მისა, და-მცა-ადუმეს იგი უკეთურთა მათ.
    30.     უკუეთუმცა მოწყალებასა მას თჳსსა არა დაემშჳდა, აღ-მცა-ეჴოცა ბუნებაჲ ესე ჩუენი.
    31.     ბუნებანი ბუნებათანი ჩუენ ზედა განრისხნეს ჯუარცუმასა მას მისსა და შთათქმად ეგულვა ჩუენდა დაბადებულთა.
    32.     რაჟამს იგი ჯუარს-აცუეს, კლდენი განიპნეს, სამარენი აეხუნეს, მკუდარნი განცხოველდეს, რამეთუ ცხოველნი იგი განცოფნეს.
    33.     განაგდო ჯუარი იგი და აღვიდა ცად.
    34.     და არა იმარხა მანკიერებაჲ ნათესავისა ჩუენისა თანა.
    35.     მისთჳს, რამეთუ დამოჰკიდეს იგი ძელსა, მოავლინნა ნიჭნი თჳსნი და აღავსნა ეკლესიანი.
    36.     უწოდა მკლველთაცა მათ მისთა, უკუეთუ უნდეს, იხარებდენ იგინიცა მეგობართა მისთა თანა.
    37.     და თუ ჰრწმენეს დამდაბლებაჲ იგი მისი, ჴორცნი თჳსნი მისცნეს მათ სიყუარულითა თჳსითა.
    38.     დასაბამად ნიჭთა მისთა ჴორცნი თჳსნი განუყვნეს და სისხლნი თჳსნი უსასყიდლოდ მისცნეს.
    39.     უსასყიდლოდ ეკლესიათა თჳსთა განუყვნა ენანი, რაჲთა ქადაგონ ჭეშმარიტებაჲ მისი.
    40.     და მოულინა ნიჭი მისი, რაჲთა წამონ სარწმუნოებაჲ მისი.
    41.     და იქმნა იგი თავსმდებელ სოფლისა სასწაულებითა თჳსითა, ვითარმედ მე ვარ ღმერთი, და დააბა მან წიგნწერილებაჲ იგი სასწაულითა ძალისა თჳსისაჲთა, ვითარმედ მე ვარ დამბადებელი.
    42.     იგი არს დამბადებელი და იგი არს მჴსნელი.
    43.     მის გამო აღესრულნეს საქმენი და მის გამო იჴსნნეს კაცნი, მის გამო გამოჩნდა მამაჲ და მის გამო გამოცხადნა შემოქმედი იგი.
    44.     და სულისა გამო დაებეჭდა ჭეშმარიტებასა და განიყვნეს ნიჭნი მადლითა მისთანი.
    45.     და ეწამების დამდაბლებაჲ იგი მისი და უფლებისა მისისათჳს დაჰბეჭდა ძალმან მისმან.
    46.     და ღაღად-ყვეს სასწაულთა მისთა ძალითა თჳსითა, რამეთუ: ღმერთი არს ჭეშმარიტად, რამეთუ აღასრულნა ჭეშმარიტად სიტყუანი თჳსნი.
    47.     ვითარმედ შემოქმედი არს ჴელოვანთმოძღუარი სიტყჳთ და საქმითაცა, და არწმუნა სოფელსა და იმიერ და ამიერ მისცა არგანა დაბადებულთა, რამეთუ დასნეულდა კაცებაჲ ესე ჩუენი.
    48.     და განამრავლნა შეწყნარებანი თჳსნი, რამეთუ დასნეულდა თავისუფლებაჲ თჳსი.
    49.     რამეთუ დაავიწყდა იგი, დაითმინა მისი და შეაჯერა მას, და შეეშინა მას სიმდიდრისაგან მისისა, შეეწია მას მარჯუენითა თჳსითა შემდგომად ნათესავისა მის მისისა, ვითარმედ განიძარცუეს დიდებაჲ, რომელ შთააცუა ამას ადამსა.
    50.     შეირცხჳნა მიხედვად, ვითარცა მამანი თჳსნი, რომელ განეძარცუნეს, სამოთხესა მას შინა.
    51.     იხილა შიშულობაჲ იგი მისი და გარე-მიიქცა პირი მისი ცოდვათაგან მისთა.
    52.     განბანა და განწმიდა ესე ლხინებითა თჳსითა და შეამკო და შემოსა ესე დიდებითა თჳსითა, დაამტკიცა ესე დასაბამსვე და მით გამოძიება ყო უკუნისამდე.
    53.     არა თუ ხარკით დაჰბადა, არცა ხარკით იჴსნა და არცა ხარკით ქმნის კეთილი.
    54.     ნებითა თჳსითა მოვიდა მეძიებელად ვნებათა ჩუენთა და წყალობითა თჳსითა გარდამოჴდა ჴსნად აზნაურებისა ჩუენისა.
    55.     ნებითა ჩუენითა თანამდებ ვექმნენით და ნებითა ჩუენითა ვეძიებდით.
    56.     უკუეთუ შეეზავნენ ნებანი ჩუენნი ნებასა მისსა, ვსუფევდეთ მის თანა.
    57.     და ჴდომად აღუდგეთ მას, თანამდებ ვიქმნნეთ მისგან, ძლევაჲ მის თჳნიერ დამტკიცნეს, და რომელი მას არა მიეახლოს, არა განეშოროს ბოროტისაგან, რამეთუ განსასუენებელი ცოდვისაჲ ნათხოვ არს და ვასხებული.
    58.     რამეთუ უნდა წყალობით ფუფუნებაჲ, ყოველთა ზედა ავასხა ღმერთმან, რაჲთა გულისხმა-ყონ კაცთა.
    59.     და უჩუენებს, რაჲთამცა გულისხმა-ყვეს და უფროჲსი მიიღეს.
    60.     განიკურნნეს ზეცისაჲთა, რომელთა უნდეს კურნებაჲ სულთაჲ, რაჲთა ღირს იყოს ღმრთისა მისითა მით, რომელი გამოუბრწყინდეს მათ ზედა.
    61.     განემზადნეს კეთილნი მისნი, და არავინ იყო მიმღებელ.
    62.     დაეპყრა სიმდიდრე მისი, და არასადა იყვნეს ჴუებულნი.
    63.     და ჯერ-იჩინა მან, რაჲთამცა იპოვნეს მიმღებელნი, რომელნი ღირს-იყვნეს მადლითა მისითა, რამეთუ ღირს-ყოფად მადლისა მისისა თჳნიერ აზნაურებისა ვერ შეუძლონ.
    64.     რამეთუ აზნაურებაჲ ხოლო ღირს არს ღმრთისა კეთილითა ნებითა წმიდათა და ჭეშმარიტებითა ზრახვითა.
    65.     რამეთუ მეცნიერებაჲ არა თუ თავისუფალ არს, არამედ ჴელმწიფებასა დამორჩილებულ არს და ქმნულკეთილობაჲ ძლიერებისაჲ განშურებულ არს კეთილისაგან.
    66.     და არა არს ღმრთისა ღირს, გარნა ნებაჲ კეთილი.
    67.     და ჴელმწიფებანი ქმნულკეთილობამან ჴორცთამან განუსუენის ჴორცთა, და ქმნულკეთილობამან ნებათმან ღმერთსა ახარის.
    68.     არიან კეთილნი განსასუენებელად ჴორცთა, არამედ ქმნულკეთილობასა მას წმიდათა სულთასა ვინ-მე შეუძლოს პოვნად?
    69.     ქმნულკეთილობაჲ ნებაჲ უყუარს უფალსა და მისვე კეთილისათჳს მოვიდა ძჱ ღმრთისაჲ.
    70.     ეგრჱვე ქმნულობაჲ შეიმოსა, არა თუმცა ვითარ-იგი მან შეამკო, არამედ რაჲთა ესე მის გამო შეიმკოს.
    71.     და რამეთუ ხატი მისი არს ქმნულკეთილობაჲ ესე ჩუენი.
    72.     აღიყვანა და დასუა იგი ცათა შინა.
    73.     და რამეთუ განაქარვა იგი სახელმან მან ადამისმან უსახურებითა ნებისა მათისაჲთა, გარდამოჴდა, განაახლა და გამოწერა იგი.
    74.     აღიღო და დასუა იგი ცათა შინა.
    75.     და პატივმან მან მისმან შემოსა იგი, და თაყუანის-სცეს მას ყოველთა დაბადებულთა.
    76.     აღიყვანა იგი ცად და უდებ-ყო იგი ქუეყანასა ზედა.
    77.     მივიდა ხატითა თჳსითა და მოვიდა სულითა მით თჳსითა.
    78.     მიიღო მსგავსებაჲ ესე ჩუენი და მომცა ჩუენ სული იგი წმიდაჲ ნუგეშინისმცემელი.
    79.     აღვიდა ჴორცითა, მოვიდა ჴორცითა თჳნიერ, არა თუ დადვა იგი და გარდაცვალა, და არა დაუტევა იგი და მოვიდა.
    80.     რამეთუ ესე არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ.
    81.     და არა არს მისა დაყენება, ძალ-უც ყოვლისა საქმედ და თჳთ არარაჲ იქმნების.
    82.     შემძლებელ არს უწყებად ყოვლისა, და იგი ვერ საუწყებელ არს, რამეთუ იგი მხოლოჲ საცნაურ არს.
    83.     ვითარ ვერ მისაწდომელ არს, მან ხოლო უწყის ყოველი, და ვითარ არს ყოველი.
    84.     რამეთუ დამბადებელი არს იგი ყოვლისაჲ, რამეთუ იგი ხოლო შემძლებელ არს ცნობად ყოვლისა, ვითარ რაჲ არს.
    85.     რამეთუ ყოვლისა უფროჲს არს და უფალი ყოველთაჲ არს.
    86.     მიხედეთ წმიდითა გონებითა და იხილეთ, რამეთუ ესე არს, რაჲთა არა აღირღუეთ ცილობითა და დაჰკერძნეთ ჭეშმარიტებისაგან მისისა.
    87.     ბუნებისა მისისათჳს წიგნნიცა მოწამე არიან, ვითარმედ იგი არს და ნიჭნი იგი სულისანი დაჰბეჭდვენ, ვითარმედ ქველისმოქმედი არს, განცხადებულ არს, ვითარმედ არს და ჩანს, რამეთუ ქველისმოქმედ არს.
    88.     დაბადებულნი მისნი ეწამებიან მას, ვითარმედ იგი არს, და საქმჱნი მისნი ღაღადებენ, ვითარმედ ქველისმოქმედ არს.
    89.     მოწამჱ არს ჴელი იგი მხოლოდშობილისაჲ, და დაჰბეჭდა სულითა თჳსითა.
    90.     მამაჲ მოწამჱ არს ძისა თჳსისათჳს სრულითა სიყუარულითა თჳსითა, და ძჱ ქადაგებს მამისა თჳსისათჳს სრულითა ჭეშმარიტებით თჳსითა.
    91.     და სოფელი ფუფუნებითა თჳსითა აუწყებს მადლისა მისისათჳს, წინაწარმეტყუელნი წამებენ და მოციქულნი ღაღადებენ, გონებათა ეწამებიან საქმენი.
    92.     რამეთუ დაბადებით დაბადებულ არიან, დაბადებულნი თუალ-ყოფით იტყჳან, ვითარმედ კეთილისა მისგან გებულნი არიან.
    93.     ღაღადებენ წიგნნიცა, ვითარმედ წყალობით დაცვოლ არიან, სხუა ფერ და სხუა ხატ არიან ზოგნი მათგანნი აზნაურებით და ზოგნი მათგანნი ძლით.
    94.     და რამეთუ მადლისა გამო არა დაიჴსნებიან, განცხადებულ არიან წინაშე ღმრთისა აღსასრული ყოვლისაჲ.
    95.     და უწყის, რაჟამს წეს არს აღსასრული.
    96.     და რამეთუ წარსლვად არს შუენიერებაჲ ამის სოფლისაჲ, და არა თუ სოფელი, და განახლებად არიან დაბადებულნი.
    97.     და არა თუ განკფდენ, და წარჴდენ, და იყვნენ, ვითარცა არაყოფილნი.
    98.     ხოლო ჩუენ, ძმანო, ყოფად ნებისა ღმრთისაჲსა ვზრუნვიდეთ მარადის, ვითარმედ ვითარ-ძი ცვავნეს(!) დაბადებულნი და განაახლოს სოფელი.
    99.     რამეთუ საქმე, რომელი ჩუენდა არა განცხადებულ არს, ნუ დაშურებით მისთჳს, არამედ გულს-იდგინეთ ყოფად ნებისა ღმრთისაჲსა, რომელი სავსჱ არს ცხორებითა და სიხარულითა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
    100.     შევიწყნაროთ იგი ნიჭითა მისითა შესაწევნელად ჩუენდა.
    101.     სული იგი წმიდაჲ, რომელი აღგჳთქუა პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა, აჰა განჰყოფს და მისცემს ნიჭთა მისთა ღირსთა თჳსთა.
    102.     განუმზადნეთ სულნი ჩუენნი და ჴორცნი და აღვამკვნეთ სულიერითა კეთილითა შრომითა ჩუენითა, რაჲთა ღირსს ვიქმნეთ მისა სადგურად.
    103.     და დაიმკჳდრონ ჩვენ თანა ფასთა სიმდიდრითა მისითა.
    104.     დღეს აღესრულა სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა პირითა წინაწარმეტყუელისა მისისაჲთა, ვითარმედ: „მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი“.
    105.     იხილეთღა, არა-ძი აღესრულაა სიტყუაჲ იგი მოციქულთა მათ მიმართ ჟამსა მას, რომელსა შეკრებულ იყვნეს ერთბამად ქურსა ზედა და გამოუჩნდეს მათ ნაწილნი, ვითარცა ცეცხლისაგან?
    106.     იწყეს წინაწარმეტყუელებად, სიტყუად ენად-ენათა, რაჲთა დააკჳრვონ ნათესავთა მათ ზედა, რომელნი შეკრიბნა და მოიყვანნა სულმან მან, რაჲთა იხილნენ დიდებულნი იგი საქმენი ღმრთისანი.
    107.     და ჩუენცა, ძმანო, ნუმცა თანა-წარვსცოდავთ სულთა ჩუენთა ზიარებისაგან სულისა წმიდისა, ნუ მოიჴდით გონებასა, არამედ ჩუენ თუ გჳნდეს, მოწევნულ არიან ჩუენ ზედა მადლნი.
    108.     და თუ თქუას ვინმე, უკუეთუ შეიწყნარებოდეს მორწმუნენი, და აწცამცა შეწყნარებად არცამცა იქმნებოდეს სასწაულნი, ვითარ-იგი მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი.
    109.     დღეს აღივსო მოძღურებითა უფლისა ჩუენისაჲთა ყოველი ქუეყანაჲ და ჰრწმენა ცის კიდეთა.
    110.     ქადაგებაჲ იგი მოციქულთაჲ განცხადებულ არს, რამეთუ არღარა ჴმანან სასწაულნი.
    111.     რამეთუ არს ჟამი, რომლისათჳსმე საქმისა იქმნებიედ სასწაულნი.
    112.     ხოლო რაჟამს თჳთ საქმე იგი განცხადნის, იქმნა იგი მიერითგან სასწაულ სასწაულთა მისთა.
    113.     იხილეთ ღმერთი, რამეთუ დიდ არს.
    114.     ერთიღა დევი გამოჴდის, ანუ ესე ყოველნიღა გუნდნი დევთანი დევნულ არიან სიტყჳთა მოძღურებითა მოციქულთაჲთა, რომელი წარმოითქუა ჩუენთჳს.
    115.     სასწაული დიდი არს და საკჳრველი, აღ-თუ-ვინმე-ადგინნეს მკუდარნი, არამედ უფროჲს საკჳრველ არს იგი, აცხოვნნეს თუ ვინმე მრავალნი სულნი, რომელნი მომკუდარ არიან ცოდვითა და საცთურითა.
    116.     არამედ არიან სასწაულნი ჴელთაგან ჭეშმარიტისა მორწმუნისათა და კურნებანი იქმნებიან მართალთა ჟამთაჲსა და არა განშორებულ არს მათგან სული იგი, რომელი იყო წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა და მოწამეთა თანა, და მათ თანა, რომელთა აღიარეს იგი.
    117.     რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისა ჩუენისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „თქუენ თანა ვარ მიაღსასრულადმდჱ სოფლისა“.
    118.     ამიერითგან, ძმანო, ვიდრე ჟამი ესე ჴელთაღა შინა ჩუენთა არს, მოვიქცეთ უფლისა და ვიდრე ადვილღა არს ჩუენდა, მივეახლნეთ მოწყალებათა მისთა და ვიდრე ახლოსღა არიან ჩუენდა ნიჭნი მისნი, მოვირეწოთ ჩუენ კეთილი,
    119.     რაჲთა მიმიახლნეს ჩუენ, გარნა თუ ღირს-ვიქმნნეთ, ეშმაკთა თუ განვასხმიდეთ და თუ ვწინაწარმეტყუელებდეთ და თუ მათ არა ვეზიარნეთ, გარეშე ბჭეთა დაშთომილ ვიქმნნეთ.
    120.     ამიერითგან, ვზრუნვიდეთ სარგებელისა ჩუენისათჳს, რაჲთა მივეწივნეთ ცხორებასა მას ნიჭითა სულითა წმიდისაჲთა, მოვიხუნეთ გჳრგჳნნი და ენითა,
    121.     რომელნი არიან მათ შინა თარგმანებითა, დავიმოწაფნეთ და ვასწაოთ უცებთა და განვანათლნეთ დაბნელებულნი და დავამტკიცნეთ უძლურნი და დავანელნეთ უჰამონი
    122.     და ვიღუაწნეთ სნეულნი და გამოვზარდნეთ ჴუებულნი, და ღმერთსა, რომელი მოვიდა მაცხოვრად ჩუენდა, ვემსგავსნეთ და მცნებითა ვიმარხვიდეთ და ნებაჲ მის ვყოთ.
    123.     და ნაყოფითა სულისაჲთა ვჰმსახუროთ, რაჲთა მოსაგებელი კეთილი ქველისმოქმედისა უფლისაგან მოვიღოთ სასუფეველსა შინა მისსა, იგი, რომელ არა წარმავალ არს.
    124.     და ერთბამად კეთილთა, რომელ ქმნნა და რომელთა იქმს ჩუენთჳს, დიდებაჲ და პატივი ჴელმწიფებისა მისისა აღმოვთქუათ მადლითა მისითა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

1

     1.     ცხორებაჲ (ნეტარისა) იოდასაფისი, ძისა აბე(ნეს) ჰინდოთა მეფისაჲ, რომელი (მოაქ)ცია ნეტარმან მამამან ბალაჰვარ მოძღუარმან
    2.     გუაკურთხენ, მამაო!
    3.     იყო ვინმე მეფე ერთი ქუეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ბოლაიტი, და სახელი მეფისა[ჲ] მის აბენეს.
    4.     და იყო იგი წარმართი ფრიად და დიდი სამეუფოჲ[თა] და აურაცხელ სიმრავლითა ერისაჲთა, ზარ (და საში)ნელ ყოველთა ზედა კაცთა, მძლე მტერთა მიმართ;
    5.     ლაღ, ამპარტავან და შუენიერ ხილვითა;
    6.     ღრმა სიბრძნითა და განგე(ბუ)ლებითა, მდევარ (სიტყუათა)...
    7.     (მოძ)ულე ქრისტეს მსახურთაჲ, სახელი მისი აბენეს.
    8.     (იყო იგი) შეყოფილი გონებითა ნე[ბათა] და საშუებელთა ამის სოფლისათა და დამონებულ ნებასა თავისა თჳსისასა, და ყოვლადვე ვერ წინააღმდგომელ შუებათა მიმართ განმხრწნელთა სულისათა.
    9.     არარას გულმან უთქუა სოფელსა შინა, რომელიმცა არა მოეცა, გარნა ამას ხოლო ჴუებულ იყო, რამეთუ არა ესუა მას წული შვილი.


2

     1.     2. ხოლო მორწმუნენი ქრისტესნი და მონაზონნი კაცნი წმიდანი განმრავლდეს ქუეყანასა მისსა და რომელთამე მათგანთა ყოვლადვე დაეტევა ზრუნვა[ჲ] ამის სოფლისაჲ.
    2.     და ესენი ფრიად განკჳრვებულ იყუნეს მეფისათჳს, თუ ვითარ ეგოდენ მისცა თავი ნებასა თჳსსა და დაამონა იგი ქებათა ამ...თა.
    3.     და იწყეს ძაგებად საწუთროსა და ყოველთა საქმეთა მისთა.
    4.     (წარ)მოიტყოდეს დაფარულთა ვნებათა და საცთურთა და სიბოროტეთა აღსასრულისა მის(ისა)თა და ვითარმედ, ადრე წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ.
    5.     და მიიწია სიტყუაჲ მათი აბენესე მეფისა და ფრიად დამძიმდა ესე მის ზედა, რამეთუ ესრე თქუა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: წინააღდგომაჲ ესე ამათი მიზეზ რაჲსამე ექმნას საქმეთა მისთა დაჴსნისათჳს სუფევისა მისისა და განსარყუნელად განგებისა მისისა.
    6.     მაშინ აღიძრა იგი გულის წყრომითა ყოველთა ზედა ქრისტეანეთა და იწყო ძჳრის ჩუენებად კაცთა მათ ღმრთისათა და ყოველთა მიმართ, რომელნი ერჩდეს სიტყუათა მათთა.
    7.     მაშინ თანაშეწევნითა ეშმაკი[საჲთა] განიზრახვიდა ბოროტსა მათთჳს.
    8.     [და] დაამძიმა ჴელი მისი მათ ზედა, ვიდრემდის განმარტა ჴელი მისი მათ ზედა გუემითა და ტანჯვითა, და აკუეთნა მათ კაცნი უგუნურნი.
    9.     და იწყო მოყვანებად კერპთ მსახურთა პატივითა დიდითა, და ადიდნა კერპნი მათნი და თაყუანის-სცა წინაშე მათსა;
    10.     და უზორა და ეზიარებოდა დღესასწაულთა მათთა.
    11.     და ჴელი შეყვეს ყოველთა უგუნურთა და უმეცართა კერპთ მსახურებასა მეფისა თანა.
    12.     მაშინ განძლიერდა საცთური იგი კერპთ-მსახურებისაჲ, და დიდი ჭირი და იწროებაჲ მოიწია ყოველთა ეკლესიათა და კაცთა ზედა მორწმუნეთა, და ვერვინ დაითმინა, გარნა სრულთა ხოლო და ჭეშმარიტთა ქრისტეს აღმსაარებელთა.


3

     1.     3. [დ]ა შემდგომად ამისა იკითხა მეფემან კაცი ერთი ახოვანთა მისთაგან(ი), რომელი ფრიად დიდებულ იყო და წარ[მატე]ბულ წინაშე მისსა ახოვნებისა და სიბრძნისა მისისათჳს.
    2.     ხოლო კაცსა მას დაეტევა საწუთროჲ ესე და შეუდგა სრულიად ქრისტესა, და იქცეოდა უდაბნოს სხუათა თანა ყოველთა მამათა.
    3.     და მეფესა არა ეცნა საქმე ესე.
    4.     მაშინ უთხრეს მეფესა საქმე მის[ი], და ფრიად შეწუხნა მისთჳს, და ბრძანა მოყვანებაჲ მისი.
    5.     და ვითარცა მოიყვანეს იგი და იხილა იგი ხატითა მონაზონთაჲთა და სამოსლითა შეურაცხითა, მსგავსად კაცთა მათ ღმრთისათა.
    6.     აღივსო გულის წყრომითა და იწყო გინებად მისა რისხვით, და ჰრქუა მას: ჵ უგუნურო, შენ იყავ პატივცემულ და წარჩინებულ წინაშე ჩემსა და აწ გიყოფიეს თავი შენი უგუნურთა თანა ს(აც)ინელ, და დაამჴჳ დიდებაჲ შენი, რომელი გაქუნდა წინაშე ჩემსა,
    7.     და წარსწყმიდე დიდებაჲ შენი, და იქმენ საკიცხელ და დასაქიქელ ერსა შორის, და შეუდეგ შენ გზასა მას უგუნურთა და წარწყმედულთასა.
    8.     და მერმე რაჲ-იგი შეამთხჳე სახლსა და შვილთა შენთა?!
    9.     მიუგო კაცმან მან ღმრთისამან და ჰრქუა: დაღაცათუ არაჲ ძეს სამართალი ჩემი წინაშე შენსა, თანა-გაც პატივი თავისა შენისაჲ და დაცვაჲ გონებისა მაგის შენისაჲ მტერთაგან მისთა.
    10.     ჰრქუა მას მეფემან: და ვინ არს მტერ გონებისა ჩემისა?
    11.     ჰრქუა მას კაცმან მან: მტერ გონებისა შენისა არს გულის წყრომაჲ შენი, რომელი აღსძრავს და შეაშფოთებს მას და წინააღუდგების კეთილთა მიმართ.
    12.     [ა]წ ისმინე სიტყუაჲ ჩემი და შემდგომად ცნობისა აღასრულე, რაჲ-იგი გნებავს.
    13.     ჰრქუა მას მეფემან: აჰა ესერა აღვიღებ რისხვასა ჩემსა შენგან;
    14.     აწ მითხარ, თუ გაქუს რაჲ განმართლებაჲ თავისა შენისაჲ?
    15.     ჰრქუა მას კაცმან: აწ მიბრძანე, მეფე, რომლისა საქმისათჳს აღიძრვი ჩემ ზედა, თავსა ჩემსა რაჲმე შევსცოდეა ანუ შენ მეფესა?
    16.     ჰრქუა მას მეფემან: არა უწყია, უკუეთუ შესცოდო თავსა შენსა, ჩემდა მომართ სცოდავ?
    17.     რამეთუ მე თანა-მაც განგებაჲ ცთომილთაჲ სამართალითა ჩემითა, სარჩელითა და სწავლითა ჩემითა და რაჲთა შევიწყნარო ყოველი [სი]მართლე ერისა ჩემისაჲ და დავსაჯო თანამდები ბრალისაჲ მათ შორის;
    18.     და უკუეთუ გან-რაჲმე-ჰრყუნა თავისა შენისაჲ, რომელსა არაჲ მოაქცევდეს, თჳნიერ შჯაჲ ჩემი, არა უწყია, ვითარმედ შრომასა შემამთხუევ მას შინა?
    19.     და აწ შენ ესრეთ ხარ ჩემ თანა, ვითარცა სხუანი ერისა ჩემისანი, რამეთუ, უკუეთუ ვინმე ბოროტი რაჲმე გიყოს, თანა-მაც, რაჲთა გისაჯო მისგან;
    20.     და ეგრეთვე შენ, უკუეთუ სხუასა ვისმე უყო, თანა-მაც, რაჲთა გისაჯო თავისა შენისაგან და უსაჯო თავსა ჩემსა შენგან და მერმე სახლსა შენსა და შვილთა შენთა, რამეთუ წარსწყმიდენ.
    21.     ჰრქუა მას წმიდამან კაცმან: თავი სამართლისაჲ არს მიზეზი რაჲმე სიტ[ყ]ჳს გებისაჲ ურთიერთას, და არავინ მოიღის სიტყუაჲ საშჯელისაჲ თჳნიერ განმართლებისა ცხადად, და არა აქუს ძლევაჲ საშჯელსა შინა თჳნიერ მსაჯულისა;
    22.     არამედ, მეფე, შენ თანა ორნი მსაჯულნი არიან, ერთი მათგანი სარწმუნო არს ჩემ თანა, ხოლო ერთი იგი საეჭუელ არს.
    23.     აწ უკუეთუ დასუა ჩუენ შორის, რომელი-იგი სარწმუნო არს, სამართალი საჯოს, ხოლო უკუეთუ დასუა, რომელი-იგი საეჭუელ არს ჩემ თანა, არა მერგოს მის თანა სიმართლე ჩემი.
    24.     ჰრქუა მეფემან: და ვინ არიან ორნი იგი მსაჯულნი, ანუ ვინ არს მათგანი სარწმუნოჲ ანუ საეჭუელი?
    25.     მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: სარწმუნო არს ჩემ თანა სიბრძნე და გონებაჲ შენი, ხოლო საეჭუელ ჩემდა არს გულის წყრომაჲ და ნებაჲ შენი.
    26.     ჰრქუა მას მეფემან: აჰა ესერა აღვიღებ შენგან გულის წყრომასა და ნებასა ჩემსა, და შემოვიღო შორის შენსა და ჩემსა სიბრძნე და სამართალი ჩემი, დაღაცათუ ჩანს გონება-წარწყმედულებაჲ შენი, აწ მითხარ ყოველი საქმე შენი და ვინ გაცთუნა.
    27.     ჰრქუა კაცმან მან ქრისტეს მოყუარემან: დასაბამი საქმისა ჩემისაჲ ესე იყო, რამეთუ მესმა სიტყუაჲ ერთი დღეთა ოდენ სიჭაბუკისა ჩემისათა და ჩასწუთა ნაწუეთი მისი ჩემ თანა, და ყოვლადვე ჴსენებაჲ მისი მაქუნდა გულსა შინა ჩემსა, რასაცა ვიქმოდე,
    28.     და აღორძნდებოდა დღითი-დღე, ვითარცა ნერგი რაჲ აღორძნდებინ, ვიდრემდის განსრულდა ნერგი იგი და ესევითარი ნაყოფი გამოიღო, რომელსა-ესე ჰხედავ ჩემ თანა.
    29.     ხოლო სიტყუაჲ, რომელი მესმა, ესე არს: ჰგონებნ უგუნური არსსა მას არა-არსად და არა-არსსა მას – არსად, რომელმან ვერ გულისჴმა-ყოს არსი იგი, ვერ თანა-წარჰჴდეს არა-არსსა მას.
    30.     ხოლო არსი იგი მერმე იგი სოფელი არს და არა-არსი – სოფელი ესე, რომლითა შენ შეპყრობილ ხარ.
    31.     და სიტყუაჲ ესე ყოვლადვე მეჴსენა გულსა შინა ჩემსა, ჟამითი-ჟამად განვიხილევდი მას.
    32.     და ვითარ-იგი ამხილებნ, სულსა ჩემსა განაკრძალებდა, და განწმდებოდა გონებაჲ შემწედ სულისა.
    33.     და მერმე აღმიდგის ნებაჲ მიდრეკად შუებათა მიმართ და განმაშორებნ ჩემგან, რომელი-იგი მიცნობიედ, ვიდრემდის შეითქუნეს სული და გონებაჲ.
    34.     მაშინ განქარდა საცთური ვნებათაჲ და დავინახე სოფელი ესე, ვითარ-იგი ყოვლით კერძო ცეცხლ არს.
    35.     და მიჩუენნა მე ყოველნი საცთურნი და საბრჴენი მისნი, რომლითა მოინადირნეს ყოველნი მოყუარენი მისნი.
    36.     მაშინ დავაყენე ნებაჲ ჩემი და აღმოვჰფხურენ მიზეზნი გულის თქუმისანი და მოვაცალე გონებასა ჩემსა ცნობად კეთილისა და ბოროტისა.
    37.     მაშინ აღმეძარცუა საბურველი მწუხარებისაჲ და მომქარდა სიმთრვალე გულის თქუმისაჲ, და გამოჩნდა სარცხჳნელი საწუთროჲსაჲ, და განვიცდიდი მომავალსა და განვიხილევდი წარმავალსა, და გამო(ვ)სცდიდი აღსასრულსა, ვიდრემდის კმა-ვყავ მეცნიერებაჲ ჩემი მას შინა.
    38.     დაღაცათუ მე არა განვიცდიდი, იგი გამომეცხადებინ, და მე არა ვჰკითხვიდი და იგი მითხრობნ ვნებათა მისთა, რომელნი ჰქონან არა მტერთათჳს, არამედ მოყუარეთა და მეგობართა მისთა მისთა მიმართ.
    39.     და მაშინ დავინახე, რამეთუ სიწმიდე მისი სიმრღჳე არს, და სიხარული მისი მწუხარებად, და სიმდიდრე მისი სიგლახაკედ, და სიმაღლე მისი სიმდაბლედ და შუებაჲ მისი სინანულ.
    40.     არავინაჲ ვპოვე სიმდიდრისაგან მისისა, თუმცა არა ჰქონდა მის თანა მიზეზი ურვისაჲ, რამეთუ ვერ განეგებოდა სიმდიდრე იგი, გარნა ურვითა მით, რომელი შეუდგს, ვითარცა გლახაკმან ვინმე პოვა ცხენი.
    41.     აწ ჰხედავა, ვითარ შეხოლო-უდგს ურვაი?
    42.     რამეთუ უჴმს მისთჳს საჭმელი და საჴმარი მისი და ადგილიცა და მსგავსნი მათნი.
    43.     და აწ ოდესმე დაილინენ გულის თქუმანი ესე, რომელ ერთი-ერთსა შე-ხოლო-უდგს?
    44.     და ვითარ არა მწუხარება არს და ტკივილ სოფელი ესე, რამეთუ არავინ არს, რომელმანცა განიხარა მათ შინა შვილთაგან, გინა თუ მონაგებთა, უკუეთუმცა არა ეწინეს.
    45.     ხოლო მიზეზნი ტკივილისა და გულის კლებისანი – მოლოდებითა მით მოწევნადთა ბოროტთაჲთა, გინა შემთხუევითა სენთაჲთა, გინა მოწევნითა ვნებათაჲთა, გინა თუ მოსლვითა სიკუდილისაჲთა თჳთ მის თავადისა ზედა.
    46.     მაშინ სიტკბოებაჲ იგი ვნებათაჲ განუმწარდის.
    47.     აწ უკუე შუებათა მათ მსწრაფლ შე-ხოლო-უდგს მწუხარებაჲ, თჳნიერ ღონისა განშორებაჲ.
    48.     მათგან ჩანს, რამეთუ ყოვლადვე არა ჯერ-არს შერევად სოფელსა ამას და უფროჲსღა მათ, რომელთა უცნობიან საცთურნი მისნი.
    49.     და უმეტეს ჯერ-არს მათდა მოძულებად და სივლტოლად მისგან, რომელთა მისცა თავი თჳსი უხუებით სოფელმან ამან, რამეთუ მოელიან დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად დაკლებასა ჟამთა დაკლებისაგან, და ეშინის მონაგებთათჳს, გინა თუ წარტაცებისათჳს სიკუდილისა, ოდეს-იგი არა მოელოდის.
    50.     მაშინ არღარა ნეფსით დაუტეოს სოფელი, რომლისაგან იგი შეპყრობილ იყო.
    51.     აწ ვსძაგებ, მეფე, შენდამი სოფელსა ამას და განგაკრძალებ მისგან, რამეთუ მოუღის, რომელი მისცის, და შეინანის, რომელი მიანიჭის, და მერმე ტჳრთ-მძიმე განუტევის;
    52.     ცოდვითა განსძარცჳს, რომელი შეუმოსიედ, ვიდრემდის განაშიშულის სარცხჳნელიცა მისი და შეჰმოსის მას სირცხჳლი და ყუედრებაჲ;
    53.     დაამდაბლის, რომელი აღამაღლის, ვიდრემდის ფერჴის საცემელ ყვის მტერთა მისთა.
    54.     მაცთური არს მორჩილთა მისთაჲ, მოძულე მოყუარეთა მისთაჲ, მცბიერ ერთგულთა მისთაჲ, დაამჴჳს, ვინ მიეყრდნის, და წარუკუეთის სასოებაჲ მოსავთა მისთა, განუმწარის სიხარული მოხარულთაჲ და ვერვინ განერის მშჳდობით, რომელი ჰყუარობდის მას.
    55.     რამეთუ დადვის სიტყუაჲ მისი და შეიკუეთნის უგუნურნი.
    56.     მათ აღუსრულიან, ხოლო მან უტყუვის.
    57.     დღეს განუმზადის ჭამადი ნოვაგთ-მოყუარესა და ხვალე შესაჭმელად მატლთა მისცის იგი.
    58.     დღეს ჰმსახურებდიან მას და ხვალე დაამსახურის იგი სხუათა.
    59.     დღეს ახარის მოშურნეთა მტერთა მიმართ და ხვალე ახარის მტერთა მის ზედა.
    60.     დღეს მეფედ გამოაჩინის და ხვალე დაამონის იგი სხუასა თანა.
    61.     დღეს განჰმარტის ჴელი მისი მიცემად და ხვალე განჰმარტის ჴელი მისი თხოვად.
    62.     დღეს დაადგის გჳრგჳნი შემკობილი ქვათაგან პატიოსანთა თავსა მისსა და ხვალე დაუცის ღაწჳ მისი სამარესა შინა.
    63.     დღეს შეამკვის მანიაკითა ქედი მისი და ხვალე ჴელ-ბორკილითა რკინისაჲთა დაამდაბლის იგი.
    64.     დღეს საყუარელ არნ იგი მეგობართა და ხვალე საძულელ მათდა.
    65.     დღეს აღუდგინნის მაქებელნი შესხმით და ხვალე აღუდგინნის მგურინავნი ტყებით.
    66.     დღეს საყუარელ არნ მახლობელობაჲ მისი და ხვალე საწადელ არნ განშორებაჲ მისი, და ამისა შემდგომად დაუმკჳდრის გეჰენიაჲ იგი გარესკნელი და ცეცხლი.
    67.     არცა სტირნ წარმავალთა, არცა სწყალობს დარჩომილთა.
    68.     ყოველი სთნავს ნაცვალად ყოვლისა და უპყრიეს დარჩომილი ნაცვალად წარსრულისა, დასხნის უკეთურნი ადგილსა სახიერთასა და ჩუკენნი ადგილსა ახოვანთასა, და ურწმუნონი ადგილსა მორწმუნეთასა.
    69.     და ყოველნივე შეკრიბნა გზასა დალევნისასა, ვიდრე მოღებადმდე საწადელისა მათისა, რამეთუ საწუთროჲსანი ამისთჳს მჴდომ არიან ურთიერთარს და შეიჭამებიან და იკბინებიან ვითარცა ძაღლნი, რამეთუ იციან სიმოკლე და იწროებაჲ დროჲსაჲ და ვითარმედ მსწრაფლ წარმავალ არს მათგან.
    70.     ამისთჳს ერთიერთსა უსწრობს და მოყუასი მოყუასსა ჰმძლავრობს, რაჲთა მო-რაჲმე-იტაცოს, ვიდრე განსლვამდე მისა.
    71.     ამისთჳს გარდარეული ჴდომაჲ და შური აქუს.
    72.     ხოლო (საუკ)უნოჲსანი [იგი] ცნ(ო)ბილ არიან მის მიერ, რომელმანცა-იგი იჩინნა, რამეთუ აქუს სასოებაჲ წარუვალობისაჲ, მერმ[ეთა] მათ კეთილთაჲ, რომელთა მიემთხუევიან წმიდანი.
    73.     ამისთჳსცა არა აქუს ჴდომაჲ და შური ურთიერთას და არცაღა გონებასა მოუვალს, რამეთუ მრავალ[ნი] სავანესა მას სურვიელ არიან, რომელი აღუთქუა მხოლოდ-შობილმან ძემან ღმრთისამან მამისა მიერ თჳსისა, რომელ არს ცათა შინა.
    74.     და ესე არიან ძმანი და მოყუასნი ჩემნი, რომელთა შევეყავ და შევიწყნარე.
    75.     ხოლო რომელთა ვჰგონებდი მოყუარედ და ძმად, იგინი უმტერეს არიან ყოველთა მტერთა ჩემთა.
    76.     ამისთჳსცა განვეშორე მათგან და მოვიძიე მშჳდობაჲ და მივსდევდი მას.
    77.     ესე არს ხატი სოფლისა ამის არა-ა(რს)ისაჲ, ხოლო უკუეთუ გნებავს ხატი საუკუნოჲსაჲ მის, მე მიგცე იგი, ვითარცა მოვიღე, არამედ ვერვის ჴელ-ეწიფების გულისჴმის-ყოფად ნიჭთა მათ ქრისტესთა წარუვალთა, უკუეთუ ვისმე არა აქუნდეს ფლობაჲ ნებასა და გონებასა თჳსსა ზედა.
    78.     მიუგო მეფემან და ჰრქუა მას: წარწ[ყ]მედულო, ვერ დაინახე და ვერცა რაჲ მოიპოვე, გარნა წარწყმედაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ აღილესე ენაჲ შენი გარდაქცევად ერისა,
    79.     და უკუეთუმცა არა დამედვა აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა, აღებასავე სიტყჳსა შენისასა, მი-მცა-ვსცენ ჴორცნი შ~ნი დასაწუველად.
    80.     და აწ აღდეგ და ივლტოდე ამიერ სამეფოჲსაგან ჩემისა.
    81.     და წარვიდა კაცი იგი მუნვე, უდაბნოსა გარე წმიდათა მამათა თანა.
    82.     მაშინ აღიძრა მეფე ყოველთა ზედა ქრისტეანეთა და უმეტეს მონაზონთა ზედა მეუდაბნოეთა, რამეთუ თქუა: ესე არიან მავნებელნი და წინააღმდგომნი ნებისა ჩემისანი შუებათა და განცხრომათა მიმართ.
    83.     და შესძინა ამის გამო დევნულებაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ და უმატა დიდებასა კერპთასა, და წარჩინებულ ყვნა მსახურნი მათნი.


4

     1.     4. და ვიდრე-იგი ცთომასა მას შინა იყო მეფე იგი, ესუა მას ყრმაჲ წული, რომელ არა შობილ იყო ყრმაჲ ეგევითარი შუენიერი მათ ჟამთა შინა.
    2.     და აღივსო მეფე იგი სიხარულითა დიდითა და უწოდა სახელი მისი იოდასაფ, და თქუა: ესე მიყვეს კერპთა ჩემთა, რამეთუ ვადიდენ იგინი.
    3.     და წარჰმატა შუება წარწყმედულებასა მისსა, და შეკრიბა სიმრავლე ვარსკულავთ მრაცხუველთაჲ, რაჲთა იხილოს საქმე ყრმისაჲ მის.
    4.     ხოლო მათ ყოველთა თქუეს ერთბამად, ვითარმედ: მიიწევის ყრმაჲ ესე დიდებასა მეფობისასა, რომელ არავინ მიწევნულ არს ეგევითარსა მეფობასა და სიმაღლესა ქუეყანასა ჰინდოეთისასა.
    5.     ხოლო იყო კაცი ერთი მათ შორის უფრო სარწმუნოჲ ყოვლითა მეცნიერებითა.
    6.     ამან თქუა: მე ესრე ვჰგონებ, ვითარმედ დიდებაჲ ესე, რომელსა მიემთხუევის ყრმაჲ ესე, არა არს ამის სოფლისა დიდებაჲ, არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ დიდი წინამძღუარი იყოს გზასა მას ჭეშმარიტებისასა.
    7.     და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მეფესა, აღივსო მწუხარებითა და ზოგად განეყო სიხარული იგი მისი.
    8.     და მერმე ბრძანა აღშენებად ქალაქი თჳსაგან ყრმისა მისთჳს.
    9.     და იყო ყრმაჲ იგი მუნ შინა.
    10.     და მიავლინნა რომელნი-იგი სარწმუნო იყვნეს მის თანა მსახურებად ყრმისა მისთჳს და ფუფუნებად (და ვითარ აღიზარდა ყრმაჲ იგი ჰასაკითა და ცნობითა, მერმე ბრძანა განყენებაჲ კაცთაჲ მისგან).
    11.     და ამცნო მსახურთა, რაჲთა არა წარმოიღონ წინაშე მისი ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ და სალმობისაჲ, არცა საუკუნოჲსაჲ, და არცა სიმართლისაჲ და არცა ცოდვისაჲ, და არცა სიბერისაჲ და არცა სიჭაბუკისაჲ, და არცა სიგლახაკისაჲ და არცა სიმდიდრისაჲ,
    12.     და რაჲთა ყოველსა, რომელსა სალმობაჲ რაჲმე შეემთხჳოს მათგანსა, განიყვანონ მიერ, რაჲთა არა იხილოს ყრმამან მან.
    13.     ესე ამისთჳს ყო მეფემან, რაჲთა არა ხილვაჲ ამისი მიზეზ რაჲსამე ექმნეს გამოძიებისა და მის გამო შჯულისაცა მკითხველ იქმნეს ქრისტეანეთაჲსა.


5

     1.     5. და მერმე ბრძანა განსხმაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ, მღდელთა და ყოველთა მორწმუნეთაჲ სამეუფოჲსაგან თჳსისა.
    2.     და ქადაგი წარავლინა და ჴმობდა იგი ძლიერად: ამას იტყჳს აბენეს მეფე: უკუეთუ ვინმე ვპოო თქუენგანი შემდგომად სამისა დღისა, დასაწუველად მივსცნე იგინი.
    3.     და არღარავინ დარჩა ქრისტეანეთაგანი ქუეყანასა მას, ვიდრემდის ჴსენებაჲცა მათი ასწყჳდა.
    4.     და ესუა მეფესა მას კაცი ერთი თანამზრახვალი.
    5.     და ფრიად სარწმუნო იყო წინაშე მისსა და წარჩინებულ.
    6.     და იყო კაცი იგი სახიერ და კეთილის მყოფელ და საყუარელ ყოველთა შორის კაცთა, არამედ მეგობარნი ვინმე მეფისანი ეშურებოდეს მას და მძიმე უჩნდა უაღრესობაჲ იგი მისი მათგან, და ეძიებდეს მისთჳს ჟამსა მარჯუესა, რაჲთამცა შთააგდეს იგი ბოროტსა.
    7.     და განვიდა ოდესმე მეფე მოხილვად გარეშე ქალაქსა და (იყო) მზრახვალიცა იგი მისი მის თანა, და მიიწია ადგილსა რომელსამე.
    8.     და იხილა თანამზრახვალმან მან კაცი ერთი მდებარე ხესა ქუეშე, რომლისა თანა იყო ვნებაჲ ფერჴსა და ვერ ეძლო აღდგომად.
    9.     და ჰკითხა სეფე-კაცმან მან საქმე მისი.
    10.     ხოლო მან ჰრქუა მას: მჴეცისაგან შემემთხჳა ესე, არამედ წარყვანება შენ თანა, ჰპოო ჩემ თანა სარგებელი, უფალსა თუ უნდეს!
    11.     ჰრქუა კაცმან მან სამეუფომან: მე ვყო ესე, დაღაცათუ არა ვპოო შენ თანა სარგებელი, არამედ მითხარ, რაჲ არს შენ თანა სარგებელი იგი, რომელსა შენ იტყჳ?
    12.     ჰრქუა ვნებულმან მან: მე კაცი ვარ სიტყჳსა მკერვალი.
    13.     ჰრქუა მას სეფე-კაცმან მან: ვითარ შეჰკერავ სიტყუათა?
    14.     ჰრქუა ვნებულმან მან: უკუეთუ იყოს სიტყუათა შინა წყლულებაჲ, შევკერო, რაჲთა არა მოიწიოს მის მიერ ვნებაჲ.
    15.     ხ~ სეფე-კაცმან მან არად შეჰრაცხა სიტყუაჲ იგი, არამედ ბრძანა [წარყვა]ნებაჲ მისი მოღუაწებისათჳს.
    16.     ხოლო მეგობართა მათ მეფისათა დაუგეს საბრჴე სეფე-კაცსა მას და ჰრქუეს მეფესა: არა უწყია, მეფე, ვითარმედ საყუარელსა ამას შენსა ჰნებავს დაპყრობად მეფობაჲ შენი და რაჲთა დაიმკჳდროს საყდარი სუფევისა შენისაჲ, რამეთუ დაუცხრომელად გარდააქცევს ერსა?
    17.     აწ უკუეთუ გნებავს, რაჲთა უწყოდი ჭეშმარიტად, არქუ მას, ვითარმედ: აჰა ესერა დაუტეობ სოფელსა, რამეთუ ცრუ არს, და მნებავს შერთვად მონათა მათ ღმრთისათა, რომელნი განვაბნიენ.
    18.     მაშინ იცნა სიტყუაჲ ჩუენი გამოცდასა მას შინა, და ვითარ გაზრახოს საქმე, რომლითა სცნა ორგულებაჲ მისი.
    19.     რამეთუ კაცთა მათ იცოდეს სეფეკაცისაჲ მის გულ-ჩჳლობაჲ ეგევითართათჳს სიტყუათა საუკუნოჲსა ცხორებისათჳს, და ამით ესევითარითა ჰგონებდეს წარწყმედასა მისსა მტერობით.
    20.     ჰრქუა მათ მეფემან: უ[კუეთუ არა ვ]პოო ესე მსგავსად სიტყჳსა [თქუენისა], არღარა განვიკითხო იგი.
    21.     და მოუწოდა მეფემან საყუარელსა მას მისსა და გამოსცდიდა მას და ჰრქუა: შენ უწყი, ვითარ შეყოფილ არს გონებაჲ ჩემი სოფელსა ამას და ვითარ აღვასრულენ დღენი ჩემნი,
    22.     და აწ ვჰხედავ, ვითარ ცუდად დავშურები და მეშინის, ნუუკუე მოიწიოს აღსასრული და ცარიელი ვპოო ყოვლისა მისგან.
    23.     აწ მნებავს, რაჲთა ვიღუაწო საუკუნოჲსა მისთჳს ძლიერად, ვითარცა ესე მოღუაწე ვარ სოფელსა ამას შინა, არამედ არარაჲ არს სხუაჲ ჩემდა, გარნა შერთვად მონათა მათ ქრისტესთა, რომელთა-იგი მრავალი ჭირი შევამთხჳე.
    24.     აწ რასა იტყჳ, ერთგულო თანამზრახვალო ჩემო?
    25.     და ვითარცა ესმნეს კაცსა მას სიტყუანი იგი მეფისანი, აღიძრა სურვილითა ქრისტესითა სიტყუათა მათ ზედა და ცრემლოოდა.
    26.     და ჰრქუა მას: ცხონდინ მეფე, ცხონდინ უკუნისამდე!
    27.     დაღაცათუ წარუვალი იგი ძნიად შესაპყრობელ არს, არამედ ჯერ-არს ძიებაჲ მისი, და წარმავალი ესე, დაღაცათუ რაჲმე ტკბილ არს, არამედ უმჯობეს არს დატევებაჲ მისი, რამეთუ არს და ვითარცა არა არს, და რომელთა უხარის, ვითარცა არა უხარის,
    28.     და რომელნი იშუებენ, ვითარცა არა იშუებენ, და რომელთა შჭირს, ვითარცა არარაჲ შჭირს, რამეთუ ერთი იგი წარმავალსა შინა მოკლე და წარუვალსა შინა არაჲ, ხოლო ჭირი იგი ღმრთისათჳს მოკლესა შინა მოკლე და სრულსა მას შინა საუკუნო.
    29.     აწ წარჰმართე გულის სიტყუაჲ ეგე შენი, რამეთუ კეთილ არს, რაჲთა წარმავალისა ამის დატევებითა წარუვალი იგი სუფევაჲ მოიყიდო.
    30.     და დამძიმდეს სიტყუანი ესე წინაშე მეფისა და აღივსო მანკიერებითა მისთჳს, არამედ არაჲ გამოუცხადა მას.
    31.     მაშინ კაცმან მან გულისჴმა-ყო, ვითარმედ საცთური დაგებულ არს მისთჳს, რაჟამს იხილა ცვალებულად ფერი პირისა მისისაი.
    32.     და მიიქცა სახედ თჳსა დიდითა მწუხარებითა და არაჲ უწყოდა, თუ ვინაჲ არს საცთური ესე, რომელ შთავარდა, ანუ ვინ განკურნოს გონებაჲ მეფისაჲ მისთჳს.
    33.     და დაადგრა უძილად ღამესა მას.
    34.     და მოეჴსენა კაცი იგი სიტყუათა მკერავი.
    35.     მოუწოდა და ჰრქუა მას: შენ მეტყოდე ოდესმე, ვითარმედ: განვჰკურნებ სიტყუვათა წყლულთა.
    36.     ჰრქუა მას კაცმან: და არსცა ეგრეთ, ნუუკუე გიჴმსა რაჲა აწ?
    37.     ხოლო მან ჰრქუა მას: ესეოდენთა ჟამთა ვჰმსახურებდ მეფესა ამას და არასადა ვიხილე მკსინვარებაჲ მისი ჩემდამო, რამეთუ ერთგულებით ვიდოდე მის წინაშე.
    38.     ხოლო დღეს მძიმედ ვიხილე იგი ჩემდამო და ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ არა მაქუს მშჳდობაჲ მის თანა.
    39.     ჰრქუა მას ვნებულმან მან: და რაჲ მიზეზი იყო შორის შენსა და მისსა?
    40.     ხოლო მან ჰრქუა: არარაჲ უწყი, თჳნიერ სიტყუაჲ ერთი მრქუა მე და მე ვაუწყე უმჯობესი, და მე ვჰგონებ, ვითარმედ ცდით გამომცადა მე სიტყჳთა მით.
    41.     და უთხრა ყოველი იგი სიტყჳს გებაჲ, რომელი ყოფილ იყო შორის მათსა.
    42.     ჰრქუა მას ვნებულმან მან: აწ უკუე ამის გამო წყლულ არიანა სიტყუანი შენნი?!
    43.     ხოლო მე განვკურნნე შეწევნითა ღმრთისა მაღლისაჲთა.
    44.     ესე უწყოდე, რამეთუ ბოროტი იჭჳ აქუს მეფესა შენდამი და ჰგონებს, ვითარმედ ეძიებ დაპყრობად მეფობასა მისსა, და ზაკუვით აზრახეს მას სიტყუაჲ ეგე.
    45.     აწ აღდეგ ხვალე და და(იყჳნე თა)ვი შენი და განიძარცუე სამოსელი შენი და შეიმოსე ძაძაჲ და მივედ მეფისა.
    46.     და უკუეთუ გკითხოს მეფემან, თუ რაჲ არს ესე, არქუ მას: რომლისათჳსცა შენ მიწოდე, აჰა ესერა მე განმზადებულ ვარ, დაღაცათუ სიკუდილი უადვილეს არს კაცსა ზედა ფუფუნეულსა, ვიდრეღა თავს-დებად ცხორებაჲ ესე, არამედ არა მნებავს თჳნიერ შენსა ცხორებაჲ.
    47.     რამეთუ მიზიარე კეთილთა მათ სამეუფოთა, მეცა თანა-მაც, რაჲთა გეზიარო ჭირთა შინა ამის სოფლისათა, და ვითარცა ვინუკვე შენ მიერ, აწ ვიტანჯო შენ თანა, რაჲთა შენ თანაცა ღირს ვიქმნე სასურველსა.
    48.     აწ აღდეგ, მეფე, რამეთუ კეთილსა გულმან გითქუა.
    49.     და ყო კაცმან მან, ვითარცა ასწავა ვნებულმან მან.
    50.     და აღმოვიდა იჭჳ იგი გულისაგან მეფისა მისთჳს.
    51.     და განბოროტნა მონათა მათ ზედა ღმრთისათა და აღივსო გულის წყრომითა და შურითა.


6

     1.     6. და დღესა ერთსა განვიდოდა მეფე მოვლად გარემო ქალაქისა და იხილნა ორნი კაცნი, გამომავალნი ქალაქით, ქრისტეანეთაგანნი.
    2.     მოუწოდა და ჰრქუა: ვინაჲ კადნიერ იქმნენით არა განსლვად ქუეყანით ჩემით, ანუ არა გესმა[ა], ვითარ ჴმობდა ქადაგი იგი ჩემი თქუენდა მიმართ?
    3.     ჰრქუეს მას: აჰა ესერა განსლვასა ზედა ვიპოენით ქუეყანით შენით.
    4.     ჰრქუა მათ მეფემან: და რამან დაგაყენნა აქამომდე?
    5.     ჰრქუეს მათ: უპოარებამან საგზლისამან, რამეთუ დიდ არს ჩუენ ზედა გზაჲ ესე.
    6.     ჰრქუა მათ მეფემან: ვის ეშინინ სიკუდილისაგან, იგი არღარა დროებნ საგზლისათჳს.
    7.     ჰრქუეს წმიდათა მათ კაცთა: უკუეთუმცა გუეშინოდა შენგან, შე-მცა-გუესწრაფა განსლვაჲ, რ~ სიკუდილი არა საძნაუ[რ] არს ჩუენ თანა, არამედ საწადელ არს, რომლისა მიერ განსუენებასა მოველით ურვათაგან ამის სოფლისათა.
    8.     ხოლო შიში, რომელი აქუს მოყუარეთა ამის სოფლისათა, რომელთა გამოირჩიეს იგი საუკუნესა მას ზედა ცხორებასა, იგი არა შიშ არს ჩუენდა, არცა სიხარული მათი სიხარულ არს ჩუენდა.
    9.     მიუგო მეფემან და ჰრქუა მათ: ვითარ იტყჳთ ამას?
    10.     და თქუენ სთქუთ, ვითარმედ ბრძანებისა ჩემისაგან განხუალთ ქუეყანით ჩემით, ამას არა შიშისათჳს სიკუდილისა ჰზამთა?
    11.     ჰრქუეს მოწამეთა მათ ქრისტესთა: ჩუენ არა შიშისათჳს სიკუდილისა ვივლტით, არამედ, რაჲთა არა შემწე გექმნეთ ბოროტის-ყოფასა ჩუენ ზედა და მიზეზ გექმნეთ უღმრთოებასა შენსა, რომელი გეგულების მოწევნად ჩუენ ზედა, ხოლო შიში შენი არაოდეს მოსრულ არს გულსა ჩუენსა.
    12.     მაშინ აღივსო მეფე იგი გულის წყრომითა დიდითა და ბრძანა დაწუვაჲ მათი ცეცხლითა.
    13.     და სრულ იქმნა წამებაჲ მათი ქრისტესთჳს, ჭეშმარიტისა ღმრთისა, და ბრძანებაჲ დაიდვა შორის ყოველსა ერსა, რაჲთა, ვისცა მოჰხუდეს ქრისტეანეთაგანი, მოკლან.
    14.     მაშინ აღიძრნეს ყოველნი კერპთ მსახურნი და განძლიერდებოდეს საქმენი მათნი ბოროტნი, და იწყეს მიახლებად მეფისა სიკუდილითა და ბოროტის-ყოფითა მათითა.
    15.     და განამრავლეს ქუეყანასა მას მოწყუედაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ, და მრავალნი მღდელნი და უდაბნოს მყოფნი მონაზონნი დაწუნეს ცეცხლითა.
    16.     და მიერითგან დაიდვა წესად ქუეყანასა ჰინდოეთისასა დაწუვაჲ ცეცხლითა მკუდართა მათთაჲ წარმართთა შორის.
    17.     და არღარავინ დარჩა სუფევასა მისსა ქუეშე ერთიცა მორწმუნეთაგანი, რომელიმცა საცნაურ იყო ქრისტეანედ, გარნა რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი აღსაარებისათჳს სამებისა წმიდისა და სასოებისათჳს აღთქუმისა მის უტყუველისა,
    18.     რაჲთა ღირს იქმნენ მადლსა მარტჳლობისასა ქრისტესთჳს, [მა]ლვით ნაპრალთა შინა ქუეყანისათა იყვნეს.
    19.     და (ი)ყვნეს მრავალნი, რომელთა აქუნდა სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი ფარულად და ვერ შეუძლებდეს გამოცხადებად, ვითარცა-იგი სხუანი მოწამენი და აღმსაარებელნი სამებისანი.
    20.     და ესე ბოროტის ჩუენებანი მრავალნი და სატანჯველნი ფრიადნი აღასრულნეს მონათა მათ ზედა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა ჭეშმარიტთა.


7

    1.     7. ხოლო ძე იგი მეფისაჲ აღიზარდა კეთილითა სიჭაბუკითა სისრულესა შინა ჰასაკისასა.
    2.     და იყო შუენიერ ხილვითა, და აქუნდა მას გონებაჲ მტკიცე და სრული.
    3.     და იღუწიდა მამაჲ მისი, რაჲთა არა აკლდეს წურთილებაჲ სიბრძნისაჲ და სწავლულებისაჲ, რომელი ჯერ-არნ მეფეთათჳს.
    4.     არამედ ესე ხოლო, რაჲთა არარაჲ უთხრან ამის საწუთროჲსა ამაოებაჲ და არცა სიკუდილისა შემთხუევაჲ და აღსასრულისა ქონებაჲ ცხორებასა კაცთასა.
    5.     და ესე ამისთჳს ქმნა, რამეთუ ჰგონებდა მეფე, ნუუკუე მიზეზექმნეს ყრმასა მას სა(უკუნოჲსა) გზისა ძიებისათჳს და რჩულისა საქმეთა გამოკითხვისათჳს.
    6.     ხოლო ყრმაჲ იგი ფრიად მიმღებელ იყო სიბრძნისა და გონება-შემწყნარებელ სწავლულებისა და გამომეძიებელ ყოველთა სიტყუათა გონიერებისათა, რომელ არასადა ყოფილ იყო ნათესავსა მას შორის ეგევითარი.
    7.     ხოლო მეფე იგი განკჳრვებულ იყო საქმეთა მის ყრმისათა და არაჲ იცოდა, თუ რაჲ ჯერ-არს მისთჳს: სიხარული მეცნიერებასა და სისრულესა მას მისსა, ანუ ურვაჲ და მწუხარებაჲ სიტყჳსა მისთჳს ვარსკულავთ მრაცხუველთაჲსა, რომელი თქუეს შობასა მისსა.
    8.     ხოლო ყრმამან მან გულისჴმა-ყო იჭჳთ შეწყუდევაჲ მისი ქალაქსა მას შინა, და ვითარ არავის შეუტეობდა მამაჲ მისი მის ზედა და არცა ვიდრე მას ფლობა-სცემდა განსლვად.
    9.     და გულს ეტყოდა ამის ჯერისათჳს.
    10.     და მერმე მოიქცა და თქუა: მამაჲ ჩემი უფროჲს არს ჩემსა და ყოველივე იცის, რაჲ ჯერ-არს ჩემდა და მე არა მიღირს, რაჲთამცა იჭჳ მაქუნდა მისა მიმართ უმჯობესისა ჩემისათჳს.
    11.     და იყო ესრეთ, ვიდრემდის შეიძინა სისრულესა სიბრძნისა მისისასა, და თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღაცათუ მამმ~აჲ არს ჩემი, არამედ არავე უჯერო არს, თუ მეცა ვიხილო თავისა ჩემისათჳს უმჯობესი,
    12.     რამეთუ თჳთ ჰასაკი მაქუს და არარას უმეტესობასა ვჰხედავ მათ თანა, არამედ მიღირს-ვე, არარაჲთა უმჯობეს[ს]ა თავისა ჩემისასა მათგან ველოდი, და არა თჳთ გამოვიძიო, რაჲ-იგი ჯერ-არს, ვითარცა ყოველი კაცი ჰყოფს.
    13.     ხოლო მამაჲ მისი ფრიად ჰყოფდა ნებასა მისსა და არა განამრავლებდა მისლვასა მი[ს]სა ყოველსა ჟამსა.
    14.     და დაიდვა ყრმამან მან გონებასა თჳსსა ამის ჯერისათჳს, რაჲთა ჰკითხოს მამასა თჳსსა.
    15.     და მერ(მე თქუა): არა არს შეწყუდეულებაჲ ჩემი, გარნა მამისა ჩემისა მიერ;
    16.     თუ ვჰკითხო, არა მითხრას ჭეშმარიტი, და შფოთსაცა შევაგდო გონებაჲ მისი გამოძიებითა ჩემითა, არამედ სხჳთ ვიღუაწო ზედა-მიწევნად საქმისა ამისთჳს.
    17.     და იყო მსახურთა შორის მის ყრმისათა კაცი ერთი, რომლისაჲ უმეტესი სიყუარული აქუნდა ყრმასა მას უმეტესისა ნუკევისა მისისათჳს, და მის მიერ ჰგონებდა ცნობასა საქმისა მისისასა.
    18.     და იწყო მისა მიმართ განმრავლებაჲ სიყუარულისაჲ და პატივის-ცემისაჲ, და წინა-უყოფდა ყოველთა კეთილთა და შემდგომთაცა უქადებდა.
    19.     და დაიჯერა ესე მზარდულმან მან, და იცოდა სიმართლე ენისა მისისაჲ.
    20.     (და ვითარცა) ცნა ყრმამან მან, ვითარმედ უპოვნია ადგილი კაცისა მის თანა, და ჰკითხა იდუმალ და ჰრქუა: გკითხავ შენ საქმესა ერთსა;
    21.     უკუეთუ მითხრა იგი ჭეშმარიტად, უწყი, ვითარმედ მეგობარი ჩემი ხარ და საყუარელი უმეტეს ყოველთა კაცთა, და შენცა სადგური ჰპოო ჩემ თანა;
    22.     ხოლო უკუეთუ დამიმალო, დასასრული ჰყო სიყუარულისა ჩემისაჲ და განწყუედაჲ იმედისა შენისაჲ დღეს და შემდგომადცა ჟამთა, რომელ მოველი მეფობასა მამისა ჩემისასა.
    23.     ხოლო მზარდული იგი გულ-პყრობილ იყო მისა მიმართ სიმართლისა მისისათჳს და დამალვისა სიტყუათა მისთათჳს, თუ რაჲმე უთხრას, და ჰრქუა მას: მკითხე რაჲცა გნებავს, რამეთუ არაჲ დაგიფაროს სულმან ჩემმან.
    24.     ჰრქუა მას ყრმამან მან: მითხარ მე, რაჲ არს საქმე ჩემი და მამისა ჩემისა, რომელ ესრეთ შეუწყუდევივარ (ესრეთ)სა ადგილსა და გაუყენებივარ კაცთაგან და კაცნი ჩემგან?
    25.     მიუგო მზარდულმან მან და ჰრქუა: მე გითხრა საქმე ესე და ზედა-მიგაწიო ჭეშმარიტად, რამეთუ ვარსკულავთ მრაცხუველთა არწმუნეს საქმე ესე მამასა შენსა ამის ჯერისათჳს, რაჟამს მოსრნა მამამან შენმან კაცნი იგი ღმრთის მსახურნი და განაბნინა ქუეყანით მისით.
    26.     ჰრქუეს მას წინაჲსწარმცნობელთა მათ, ვითარმედ: შენ მათ ყოველთასა უმეტეს ყოფად ხარ ღმრთის მსახურებისა გზასა მავალ.
    27.     ამისთჳს შეეშინა მამასა შენსა, ნუუკუე მისდრკე ნებასა მათსა და ერჩდე სიტყუათა მათთა და განგაყენა კაცთაგან, რაჲთა არა მიზეზ-ექმნე უცხოჲსა რჩულისა შემოღებად.
    28.     მიუგო ყრმამან მან და ჰრქუა მას: და (რანი კაც)ნი არიან ღმრთის მსახურნი ესე, რომელთა ესევითარ[ი] ბოროტი შეამთხჳა მამამან ჩემმან?
    29.     ხოლო მზარდულმან მან განუმარტა ყოველი საქმე ქრისტეანეთაჲ და მიაწია ყოველთა სათნოებათა მათთა ზედა.
    30.     ხოლო ყრმამან მან, ვითარცა ცნა ესე ყოველი, არღარაჲ მიუგო მას.


8

     1.     8. და ვითარცა მოვიდა მამაჲ მისი, ჰრქუა მას: მინებს საქმისა რაჲსამე ცნობაჲ შენგან, რომლისა მიერ დიდსა ურვასა და მწუხარებასა შინა ვარ.
    2.     ჰრქუა მას მამამან მისმან: მკითხე, შვილო, რაიცა გნებავს.
    3.     ჰრქუა ყრმამან მან: მითხარ-ღა, მამაო და უფალო ჩემო, რომლისა საქმისათჳს გიყოფია შეწყუდევაჲ ჩემი ადგილსა ამას და რაჲსათჳს კაცთა აყენებ შემოსლვად ჩემდა?
    4.     ჰრქუა მას მამამან მისმან: მინებს, შვილო, რაჲთა არარაჲ იხილო, რომლითა ზრუნვიდეს გული შენი და კიდე-ვყვნე განმრყუნელნი შუებათანი ვნებანი შენგან.
    5.     ჰრქუა მას ყრმამან მან: უწყოდე, მეფე, რამეთუ საქმითა ამით, რომელი გიყოფია ჩემდა, [ყოველ]ნი საშუებელნი ჩემნი სიმწარე არიან ჩემდა, ვიდრეღა ჭამადიცა ჩემი უგემურვე არს სასასა ჩემსა,
    6.     და დიდი ურვაჲ მოაწიე ჩემ ზედა ამით ჯერითა, რამეთუ სული ჩემი სურვიელ არს ყოვლისა მიმართ, რომელი არს გარეშე კართა ამათ ჩემთა, დიდითა წადილითა.
    7.     ხოლო აწ გლოცავ, მამაო, და ვევედრები მეუფებასა შენსა, რაჲთა განმიტეო და განვიდე, და ვიხილო ქუეყანაჲ, არასადა რაჲ გარდავჴდე მცნებათა შენთა.
    8.     და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მეფესა, შეუძნდა ფრიად, ვითარმედ შეიწრდა მის ზედა გონებაჲცა მისი მისგან და გულისჴმა-ყო, უკუეთუ დააყენოს ნებაჲ მისი მისგან, და განამრავლნეს ურვანი მისნი, განუმწარდეს ყოველი საშუებელი მისი.
    9.     მაშინ ჰრქუა მას: შვილო, უკუეთუ გნებავს რაჲ, დღე აჯდომაჲ და განსლვაჲ კაცთა თანა, იყავნ ნებისაებრ შენისა.
    10.     და ამცნო მეფემან, რომელნი-იგი განჰყვებიედ ყრმასა მას, რაჲთა ავლინებდენ ადგილთა შუენიერთა და აკრძალებდენ ყოველი რომელი უშუერ არს წინაშე თუალთა კაცთაჲსა,
    11.     და რაჲთა აღუდგინნენ გზათა ზედა სახიობანი, მემღერნი, რაჲთა ამით განცხრომითა შეაქციოს გონებაჲ მისი გამოძიებისაგან საქმეთა ამის სოფლისათა.
    12.     ხოლო იგინი ჰყოფდეს ბრძანებისაებრ მეფისა.
    13.     და განმრავლდა განსლვაჲ ყრმისაჲ მის, ვითარცა უნდა, გარემო ქალაქსა, სადაცა ჰნებავნ.
    14.     და დღესა ერთსა ვიდოდა რაჲ ყრმაჲ იგი, იხილნა ორნი ვინმე კაცნი: ერთი მათგანი ფრიად ვნებული სიგონჯითა და ერთი –მწუხარე, რომელი მიჰყვანდა სხუათა.
    15.     უდებ იქმნეს მოყუასნი მისნი და არარაჲმე განაშორნეს ვნებულნი იგი გზისა მისგან მისისა მ[ს]გავსად ჩუეულებისა მათისა.
    16.     და ვითარცა იხილნა იგინი ყრმამან მან, ზარგანჴდილ იქმნა ხილვისაგან მათისა, და ჰკითხვიდა მათთჳს მოყუასთა თჳსთა.
    17.     ხოლო მათ ჰრქუეს: ესენი კაცნი არიან, რომელთათჳს ვნებაჲ შემთხუეულ არს, ვითარცა კაცთა შეემთხჳის ვნებაჲ, და დარღუეულობაჲ ესე შინაგანისა სენისაგან არს, ხოლო მწუხარებაჲ ესე შემთხუევაჲვე არს ვნებისაჲ.
    18.     ჰრქუა მათ ყრმამან მან: და ესევითარი ყოველთა კაცთა შეემთხუევისა?
    19.     ჰრქუეს მას: არა ყოველთა, არამედ ზოგთა.
    20.     ჰრქუა მათ ყრმამან მან: უკუეთუ საცნაურ არიანა კაცთა შორის, რომელთა ესე შეემთხუევის და რომელთა არა?
    21.     ჰრქუეს მას: ზოგთა შეემთხუევის და რომელნიმე დაუშთებიან, არამედ გამორჩევით არაჲ იქმნების.
    22.     ჰრქუა მათ ყრმამან მან: და არავინ არს, რომელმანმცა იცოდა გამორჩევით ჭეშმარიტად, ვითარმედ ესე არა შეემთხუევის? ჰრქუეს მათ: არავინ არს.
    23.     მაშინ იწყო განზრახვად და გულის სიტყუად, და განჰკრთა გონებაჲ მისი და იცვალა ფერი მისი, და მიიქცა დამძიმებული ურვითა.
    24.     და შემდგომად ამისა განვიდა კუალად და იხილა ბერი ვინმე ერთი ფრიად მოხუცებული, დაღონებული ქუეყანად, რომლისა ფერი პირისა მისისაჲ დაშავებულ იყო და თმაჲ თავისა მისისაჲ სპეტაკ, და ჴორცნი მისნი შემჭნარ
    25.     და პირსა მისსა არღარა იყო კბილი და სიტყუაჲ მისი უშუერ, და ვითარცა ბღუნვით იყო სლვაჲ მისი.
    26.     და ვითარცა ბერი იგი იხილა, კუალად შეჰზარდა ხილვაჲ მისი და იწყო კითხვად მოყუასთა თჳსთა მისთჳს.
    27.     ხოლო მათ ჰრქუეს: ესე დაძუელებული არს დღეთაჲ, რომელი მიწევნულ არს შემატებითა დღეთაჲთა მოკლებასა ძალისასა, ვიდრემდის საზომსა ამას მოიწია, რომელსა ჰხედავ, და ყოველთა დღეთა მოაკლდების.
    28.     ჰრქუა ყრმამან მან: და ყოველთა ზედა მოიწევისა ესე?
    29.     ჰრქუეს: ჰე, მოიწევის, უკუეთუ დაუშთეს სიკუდილსა.
    30.     ჰრქუა ყრმამან მან: და შემდგომად ამისა რაჲღა-მე იყოს?
    31.     ჰრქუეს მათ: შემდგომად ამისა წარიყვანის იგი სიკუდილმან.
    32.     ჰრქუა ყრმამან მან: და ოდეს მოიწევის კაცი საზომსა ამას?
    33.     ჰრქუეს მათ: შემდგომად ოთხმეოცისა წლისა, გინა მე უმრავლეს ასისა.
    34.     ჰრქუა მათ ყრმამან მან: რაჲ არს წელიწადი? ჰრქუეს მათ: ათორმეტი თუე.
    35.     ჰრქუა მათ ყრმამან მან: და რაჲ არს თუე? ჰრქუეს მათ: ოცდაათი დღე.
    36.     ჰრქუა მათ ყრმამან მან: და შემდგომად ამისა ღონე არა არსა სიკუდილისაგან ანუ ესევითარისა სიბერისაგან და მაშინღა სიკუდილი?
    37.     ჰრქუეს მას: არა არს ამისგან ღონე.
    38.     ჰრქუა ყრმამან მან: ამათ შუვა ვნებანი იგი, რომელ ვიხილენ, სიგონჯე იგი და მწუხარებაჲ შე-ვეემთხუევიანა კაცთა, და ვერვინ გულ-პყრობილ იქმნებისა მისგან, თუმცა უშიშ იყო?
    39.     ჰრქუეს: ეგრეთ არს ესე, ვითარცა სთქუ.
    40.     ჰრქუა ყრმამან მან: ესე ყოველსა ქუეყანასა ესრეთ არსა? ჰრქუეს: ჰე, ესრეთ არს.
    41.     მაშინ თქუა ყრმამან მან: არღარა ჰამო არს ცხორებაჲ საწუთროთაჲ ამათ თანა, რომელნი ვიხილენ, და არავის აქუს მშჳდობაჲ სიკუდილისაგან ადრე გინა თუ ნელიად, და ახლოს არს ნელადი იგი ადრისაგან, და ახლოს არს დღე შემდგომად დღისა თჳსა შინა,
    42.     და მსწრაფლ შეუდგს თუესა წელიწადი და ადრე წარმავალ არიან წელიწადნი დალევნად ცხორებასა კაცისასა, დაღაცათუ საზომსა და დასასრულსა ცხორებისასა მიიწიოს. და წარვიდა ყრმაჲ იგი.
    43.     და ესე იყო გულის სიტყუაჲ მისი, ზედაჲსზედა მოუკლებელად აქცევნ სიტყუათა ამათ ზეპირით და გულსა შინა თჳსსა.
    44.     და მიერითგან იწყო ურვად და გულის სიტყუად, და არღარად შეჰრაცხა საშუებელი ამის სოფლისაჲ.
    45.     და განუმრავლდებოდეს ურვანი დღითი-დღე.
    46.     [დ]ა (ამა)ს ყოველსა თანა ესათნოებოდა მამასა თჳსსა;
    47.     და რაჟამს შეემთხჳის, იწყის განცხრომად და მხიარულებად, ნუუკუე ცნას მამამან მისმან, რაჲ-იგი არს გულის სიტყუაჲ მისი და დააყენოს იგი მიერითგან განსლვად ქალაქით.
    48.     და რაჟამს იხილის ვინმე მეტყუელი მეცნიერად, ყურად-იღებნ გულსმოდგინედ სიტყუათა მისთა, რაჲთამცა ესმა ვისგანმე ჭეშმარიტი რაჲმე, რომლითა განუქარდა მწუხარებაჲ გულისა მისისაჲ.
    49.     და მოუწოდა დღესა ერთსა მზარდულსა მას და ჰრქუა მას: არავინ იცია აქა კაცი, რომელი არა წესსა ზედა ჩუენსა ჰგიეს?
    50.     ხოლო მან ჰრქუა მას: იყვნეს აქა კაცნი, რომელნი მოგაჴსენენ შენ უწინარეს ამისსა, რომელთა ქრისტეანე და ღმრთის მსახურ სახელ-ედებოდა, რომელნი ეძულებოდეს სოფელსა ამას და საშუებელთა მისთა და ეძიებდეს, ვითარ-იგი იტყოდეს, სუფევასა საუკუნესა.
    51.     და წესი მათი არა მსგავს არს წეს[ს]ა ჩუენსა, და არცა საქმენი მათნი – საქმ[ესა ჩუენსა].
    52.     არამედ მეფე შეემტერა და განასხნა ქუეყანით ჩუენით და მრავალნი მათგანნი მოსრნა პირად-პირადითა ტანჯვითა და ცეცხლითა, ვითარცა-იგი გაუწყე შენ, და აწ არღარავინ ვიცი მათგანი ქუეყანასა ჩუენსა.
    53.     და ვითარცა წარმოუთხრნა მზარდულმან მან საქმენი მათნი, აღიძრა გონებაჲ მის ყრმისაჲ მათთჳს და სწადოდა ხილვაჲ მათი.
    54.     და იყო ვითარცა კაცი, რომელი ეძიებ[ს] წარწყმედულსა რასამე თჳნიერ ყოვლისა ღონისა.
    55.     და განაცხადა სიძულილი საწუთროჲსაჲ და ძაგებაჲ მისი, ვითარმედ: შეურაცხ არს საშუებელი ამის სოფლისაჲ წინაშე მის[ს]ა.
    56.     და სძაგებდა ყოველთა გზათა და მოყუარეთა მისთა, ვიდრემდის განჴდა ჰამბავი მისი ყოველთა ადგილთა,
    57.     და რომელთა ესმა, ადიდებდეს ღმერთსა სამებით ცნობილსა და ერთ-არსებით დიდებულსა, რომლისა ჰშუენის დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


9

    1.     9. ესმა ვისმე კაცსა ღმრთის მოყუარესა, რომელი განშუენებულ იყო წესითა მონაზონთაჲთა და სავსე იყო იგი სულითა წმიდითა და ყოვლითა სიბრძნითა, რომლისა სახელი ბალაჰვარ, ქუეყანასა სარნადიბისასა.
    2.     ეუწყა ძისათჳს მეფისა, ვითარმედ: სწადის და სურვიელ არს შჯულსა იესუ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.
    3.     და მოვიდა სამეუფოდ ნავითა და განიძარცუა სამოსელი მონაზონთა წესისაჲ და შეიმოსა სამოსელი ვაჭართაჲ.
    4.     და იწყო აღრევად [თანა] კაცთა.
    5.     და განამრავლა მისლვაჲ კარად მეფისა, ვითარცა სხუანი კაცნი, ვიდრემდის შეისწავლნა კაცნი და ცნა კაცად-კაცადისა მათისა სადგური წინაშე მეფისა და ძისა მისისა.
    6.     და ცნა სადგური მზარდულისაჲ მის წინაშე ძისა მეფისა.
    7.     და დაიხუედრა დღესა ერთსა სიტყჳს ყოფად მის თანა იდუმალ და ჰრქუა: მე კაცი ვარ ერთი უ[ც]ხოჲ და შორით მოსრულ ვარ, და ჩემ თანა ჭურჭელი არს დიდისა სასყიდლისაჲ და დამიფარავს იგი კაცთაგან, და ვერვისა გულ-პყრობილ ვიქმენ გამოცხადებად თჳნიერ შენსა,
    8.     რამეთუ ვესავ სიკეთესა შენსა და გონიერებასა შენსა, რაჲთა სათნო-მეყო და დამიფარო საქმე მისი ვისგანვე.
    9.     ჰრქუა მას მზარდულმან მან: გულპყრობილ იქმენ ჩემდა, რამეთუ მე ვიღუაწო ნებაჲ შენი ყოვლითა ძალითა ჩემ(ი)თა ერთგულებით, და არავის გამოუცხადო იგი, გარნა თუ ვისი შენ გენებოს.
    10.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ჭურჭელი ესე, რომელი მე მაქუს, უმჯობეს არს წუნწუბასა წითელსა, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თუალთა და ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს, და კეთროანთა განსწმედს, მკელობელთა ავლინებს და უძლურთა განაძლიერებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს,
    11.     და ყოველსა სნეულებასა ჰკურნებს, და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს და ეშმაკთა აოტებს ახლის პიროვანთაგან, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყუებს კაცსა.
    12.     ჰრქუა მას მზარდულმან მან: არარას ვჰხედავ შენ თანა, კაცო ვინმე, სახესა უგუნურებისასა, გარნა სიტყუანი შენნი მსგავს არიან სიტყუათა მეტნობისათა გარდარეულად მეტყუელთასა,
    13.     რამეთუ იტყჳ რასამე, რომელი არასადა მასმიეს ესევითარი, და განმტყუვნებასა შენსა ვერვე დავიდებ გულსა ჩემსა სიბრძნისათჳს, რომელსა-ესე ვჰხედავ შენ თანა.
    14.     არამედ აწ მითხარ: რაჲ არს ჭურჭელი ესე, რომელსა შენ იტყჳ? მიჩუენე მე, რაჲთა ვიხილო!
    15.     უკუეთუ ჯერ-იყოს სამეუფოდ, ვაუწყო მისთჳს ძესა მეფისასა, რამეთუ არა ჯერ-არს ჩემდა, თუმცა უქე რაჲმე უფროჲს ზომისა და შემდგომად ხილვისა მისისა არა ეგრეთ პოვა, ვითარ-იგი ვაუწყე მისთჳს.
    16.     ჰრქუა მას ბალაჰვარ ბრძენმან: შენ ითხოვ, რაჲთა გიჩუენო იგი, და ჭურჭელსა მას ვერვინ შემძლებელ არს ხილვად, გარნა თუ ვის თანამე ორნი საქმენი იყვნენ: სიფრთხილე თუალთაჲ და სიწმიდე ცოდვათაგან,
    17.     ხოლო უკუეთუ იხილოს იგი მრუმედ მხედველმან და ცოდვათა ზედა დადგრომილმან, მიუღოს ნათელი თუალთაჲ და განურყუნას საცნობელი გონებისაჲ.
    18.     და მე კაცი ვარ მკურნალი და ვჰხედავ მრუმედ მხედველობასა შენსა და მეშინის, ნუუკუე სიბრწყინვალემან მისმან მისტაცოს ნათელი თუალთა შენთა, არამედ მასმიეს ძისა მეფისა რჩულიერად ქცევაჲ და სიწმიდით ცხორებაჲ ყოველთაგან საქმეთა უკეთურთა,
    19.     და მას თანა ყრმაღა არს და მახჳლ თუალითა, და მე ვესავ ღმერთსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ჭურჭლისა მის ხილვად.
    20.     ჰრქუა მას მზარდულმან მან: გულისჴმა-მიყოფიან ყოველნი სიტყუანი შენნი და მე კაცი ვარ განფრდილი ცოდვათა შინა და არღარა მნებავს ხილვად ჭურჭელი იგი, და ამას თანა იტყჳ,
    21.     ვითარმედ არა მახჳლად მხედველ ვარ და არა მნებავს საწუთროსა ზედა ხილვაჲ მისი, და მე ვჰგონე[ბ], ჭეშმარიტსა იტყჳ და არა სტყუვი.
    22.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ჭეშმარიტსა გეტყჳ, გრწმენინ ჩემი და ნუ გეშინინ მეფისა ძისა თხრობად, რამეთუ იგი ღირსვე, არა ესევითარი ჭურჭელი დაფარვად მისგან სადგურეობასა ზედა შენსა წინაშე მისსა,
    23.     და უკუეთუ მიაწიო ესე მისა, შეიმატო პატივსა და დიდებასა წინაშე მისსა უმეტეს ყოველთა მოყუასთა შენთა.
    24.     მაშინ შევიდა მზარდული იგი წინაშე მეფისა ძისა და უთხრა მას ყოველი, რომელი ესმა ბალაჰვარისგან ბრძნისა.
    25.     ხოლო სულსა ამის ყრმისასა სწადოდა ხილვაჲ კაცთაჲ, რაჲთა ესმეს, ნუ რაჲ ვისგანმე სიტყუაჲ სარგებელისაჲ.
    26.     და ვითარცა ესმნეს სიტყუანი მზარდულისანი, და ვითარ იგი საკჳრველსა რასამე უთხრობდა ჭურჭლისა მისთჳს, იგრძნა, ვითარმცა სულითა და ჰგონებდა, ვითარმედ პოოს საწადელი მისი ბალაჰვარის თანა.
    27.     მაშინ ბრძანა შემოყვანებაჲ მისი და ჭურჭლისაჲ მის თანა ფარულად.


10

     1.     10. და შეიყვანა ბალაჰვარ და აქუნდა თანა მოთხე მცირე და აჩუენებდა მით, ვითარმცა თუალი რაჲმე ედვა მას შინა.
    2.     ვითარცა დადგა იგი წინაშე ძისა მეფისა, მისცა მას მშჳდობაჲ და იწყო ლოცვად მისთჳს, ვითარცა-იგი ჯერ-არს წინაშე მეფეთა.
    3.     და ეგრევე სახედ პატივ-უყო ძემან მეფისამან, და მოიკითხა იგი სიხარულით და უბრძანა მზარდულსა, რაჲთა ადგილ-სცეს და განვიდეს მათგან.
    4.     და ვითარცა განვიდა იგი, უბრძანა ბალაჰვარს დაჯდომაჲ და ჰრქუა: მიჩუენე ჭურჭელი იგი, რომელ მოგიღებიეს.
    5.     მიუგო ბალაჰვარ და ჰრქუა: არა ჯერ-არს ჩემდა, თუმცა უდბად რაჲმე შეგამთხჳე და ჭურჭელი ესე ეგრე(თ) არს, [ვითარცა]-იგი გაუწყა მზარდულმან შენმან, და ვერვინ შემძლებელ არს ხილვად მისა, გარნა წმიდაჲ და უბიწოჲ, რომელი სრულ არს გონებითა.
    6.     ხოლო იხილოს თუ იგი უძლურმან გონებითა, იგიცა მოაკლდეს და სახედველნიცა.
    7.     ხოლო მნებავს გამოცდაჲ შენი სიტყჳთა და სიტყჳს-ყოფაჲ შენ თანა, და უკუეთუ შემძლებელად გიხილო ხილვასა მისს[ა], გიჩუენო იგი,
    8.     რამეთუ შენთჳს მომიღებიეს და არა სხჳსა ვისთჳსმე, და მე ვესავ ღმერთსა, ვითარმედ მიწუთომილ ხარ საზომსა ხილვისა მისისასა, და მისწუთეცა, თუ უფალსა უნდეს.
    9.     რამეთუ გიხილე, ძეო მეფისაო, და მომითუალე და წინა-მიყავ პატივი შეუსწავლელად, ვითარცა იგი პატივ-სცი დიდებულთა პალატისა შენისათა.
    10.     მიუგო იოდასაფ, ძემან მეფისამან, ამისთჳს, რამეთუ ფრიად მაქუს სასოებაჲ სარგებელ[ისა]თჳს შენ [მიერ] და მოღებად საწადელი სულისა ჩემისაჲ შენგან.


11

    1.     11. ჰრქუა მას ბალაჰვარ: [დაღაცა]თუ ჰყავ ესე, არავე საკჳრველ არს, რამეთუ ყოფილ არს მეფე ვინმე მორწმუნე, რომელი იყო სახიერ და მეძიებელ სიმართლისა.
    2.     და ვითარ იგი ვიდოდა დღესა ერთსა სიმრავლითა ერისაჲთა, იხილნა ვინმე კაცნი ორნი უნდოჲთა სამოსლითა, რომელი შეძერწულ იყო სანაგვით პოვნილითა.
    3.     და სიყჳთლე პირთა მათთაჲ აუწყებდა სიგლახაკესა მათსა და ჭირვეულობასა.
    4.     ხოლო მეფემან იცოდნა იგინი, და ვითარცა იხილნა იგინი, მსწრაფლ ჩამოვარდა წინაშე მათსა და მოეხჳა ქედთა მათთა და პატივ-სცა დიდითა პატივითა.
    5.     და რაჟამს იხილეს ესე მოყუასთა მისთა, განრისხნეს გონებათა შინა მათთა საქმისა მისთჳს, რომელი ყო მეფემან, და სიჩქურედ შეჰრაცხეს საქმე იგი მისგან, რამეთუ ესევითარი ჩუეულებაჲ [ა]რა აქუნდა მეფეთა მათთა.
    6.     და ვერ იკადრეს მხილებაჲ მეფისაჲ, და მივიდეს ძმისა მისისა, რომელი კადნიერ იყო წინაშე მისსა და უთხრეს, რაჲ-იგი ყო მეფემან და ჰრქუეს, რაითა ამცნოს მეფესა ესევითარისათჳს არღარა ყოფად.
    7.     და მივიდა მეფისა ძმაჲ იგი მისი და უთხრა, რაჲ-იგი ჰრქუეს მას.
    8.     და ვითარცა დაასრულნა სიტყუანი მისნი, მისცა პასუხი მეფემან, რომელი ვერ ცნა, თუ მიითუალა მეფემან სიტყუაჲ იგი მისი, ანუ განურისხნა მას.
    9.     ხოლო იყო ჩუეულებაჲ სამეუფოჲსაჲ მის ესრეთ, რაჟამს განრისხნის ვის ზედამე მეფე და უნებნ მოკლვაჲ მისი, წარავლინის ქადაგი, რომელსა ერქუა ქადაგი სიკუდილისაჲ, და ჴმა-ყვის კართა ზედა მის რისხვეულისათა და დასცის საყჳრსა,
    10.     და რაჟამს ესმის სახლისა უფალსა, ცნის ჭეშმარიტად, რამეთუ მოსიკუდიდ არს მსწრაფლ და ყოველმან ე[რმან] ცნ(ი)ს.
    11.     და შემდგომად მცირედთა დღეთა უბრძანა მეფემან ქადაგსა სიკუდილისასა, რაჲთა წარვიდეს და ჴმა-ყოს კართა ზედა ძმისა მისისათა.
    12.     და წარვიდა ქადაგი იგი, და ჴმა-ყო და დასცა საყჳრსა სიკუდილისასა კართა თანა მისთა.
    13.     და ვითარცა ესმა ჴმაი იგი ძმასა მეფისასა, სასო-წარკუეთილ იქმნა ცხორებისაგან და ყო ანდერძი, და იწყეს ტირილად და ტყებად სახლეულთა მისთა.
    14.     ხოლო მან შეიმოსა საგრაგნელი თჳსი, და წარვიდეს იგი და ცოლი მისი და შვილნი მისნი კარად მეფისა სასო-წარკუეთილნი ტირილითა და გოდებითა მრავლითა, და ისხმიდეს ნაცარსა პირთა მათთა.
    15.     მაშინ ბრძანა მეფემან შეყვანებაჲ მათი წინაშე მისსა.
    16.     ხოლო იგი ტიროდა და ევედრებოდა მას.
    17.     და ჰრქუა მას მეფემან: ჵ უბადრუკო და უნდოო ცნობ(ითა), ვითარ ესრე შეძრწუნებულ ხარ ქადაგისაგან ძმისა შენისა [...] ნიშანი სიკუდილისაჲ კართა ზედა შენთა და შენ უწყი,
    18.     ვითარმედ ძმაჲ შენი და ქადაგი მისი დაბადებულნი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან წარმატებად ნებისა მათისა და ვერცა გარემიქცევად მოწევნულსა მათ ზედა.
    19.     და შენ უწყი, ვითარმედ შეუცოდებელ ხარ წინაშე ძმისა შენისა, რომლითამცა თანა-მდებ იყავ სიკუდილსა.
    20.     მაშინ ვითარ განგიკჳრდა გარდასლვაჲ ჩემი და თაყუანის-ცემაჲ წინაშე მათსა, რომელნი-იგი ქადაგნი არიან უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელნი მომაჴსენებენ შემთხუევასა მისსა და მაუწყებენ სიტყუასა სახარებისა მისისასა.
    21.     და მას თანა უწყნი მრავალნი შეცოდებანი ჩემნი.
    22.     ჵ შენდა და რომელთა შეგიმკ [...მე] ესე, რომელი მ...მე და აწ მ[ით]ა ეუწყოს უგუნურებაჲ მათი, (ვითარცა-ესე) შენ გეუწყა.
    23.     და შეუნდო მეფემან ძმასა თჳსსა, და ფრიად სარგებელ ეყო მხილებაჲ მისი.


12

     1.     12. მაშინ უბრძანა ოთხთა კიდობანთა შექმნაჲ, და ორნი მათგანნი – შეძერწულნი ოქროჲთა და ვეცხლითა და ანთრაკითა და თუალითა პატიოსნითა.
    2.     და უბრძანა შთადებად ძუალები მკუდართაჲ და ყოველი არაწმიდაჲ სიმყრალე, რომელი უშუერ არს წინაშე კაცთა.
    3.     და დაჰკრძალნა იგინი კლიტითა ოქროჲსაჲთა.
    4.     და მერმე უბრძანა ორთა მათ კიდობანთა სხუათა შეგოზაჲ ფისითა და ნავთითა.
    5.     და აღავსნა იგინი შინაგან ანთრაკითა და თუალითა პატიოსნითა და ყოვლითა სურნელებითა, რომლითა აღიძრვის გულის თქუმაჲ კაცთაჲ.
    6.     და და(ჰკრ)ძალნა [ს]აბლ[ი]თა (რომლი)თამე ძუელითა.
    7.     და მერმე უბრძანა შემოყვანებაჲ მო(ყუასთა) მათ მისთაჲ, რომელთა განუკჳრდა პატივის-ცემაჲ მეფისაჲ გლახაკთა მათ მიმართ წმიდათა.
    8.     და ვითარ დასხდეს წინაშე მისსა, ბრძანა შემოღებაჲ ორთა მათ კიდობანთაჲ, ოქრო-განრჩულვილთაჲ და სხუათაჲცა მათ.
    9.     და იწყო კითხვად, რაჲთა ფას-ყვნენ იგინი.
    10.     ხოლო მათ ჰრქუეს ორთა მათ კიდობანთათჳს ოქრო-განრჩულვილთაჲ: ვერ შემძლებელ არს გონებაჲ ჩუენი მიწუთომად საზომსა მათსა, რამეთუ ღირს არიან შთასადებელად ყოვლისა პატიოსნისა ჭურჭლისა,
    11.     ხოლო ორნი ესე ნავთითა შეგოზილნი უშუერ არიან გონებათა შინა ჩუენთა უნდოჲსაცა ფასისა.
    12.     მაშინ ჰრქუა მეფემან: უწყი, რამეთუ ესთენ არს გამოცდილებაჲ თქუენი და შეტყუებაჲ, – გარეშითა კაცისაჲთა (ჰხე)დავთ.
    13.     მაშინ ბრძანა ორთა მათ კიდობანთა ოქროშეძერწულთა განხუმაჲ.
    14.     და განჰკრთეს ყოველნი უშუერებისა მისგან, რომელი მათ შინა იდვა, და საყნოსელნიცა მათნი აღავსნა სიმყრალემან მათმან.
    15.     და ჰრქუა მეფემან: ესე სახე არს ყოველთა, რომელნი იმკვებიან სამოსლითა და ოქროჲთა, და შინაგანი მათი სავსე არს უგუნურებითა, მწუხარებითა და ტყუვილითა, სიბილწითა და ყოვლითა არაწმიდებითა, რომელნი უმყრალეს არიან ამის სოფლისა, რომელ გეცემიან.
    16.     და მერმე ბრძანა განხუმაჲ ორთა მათ კიდობანთაჲ მონაფთულთაჲ, და განათლდა სახლი იგი ბრწყინვალებითა მით თუალებისაჲთა.
    17.     და აღივსნეს ყოველნი იგი სურნელებითა მით გულის სათქუმელითა.
    18.     და ჰრქუა მეფემან: ესე სახე არს კაცთა მათ წმიდათაჲ, რომელთა თქუენ განგიკჳრდა პატივის-ცემაჲ ჩემი მათდა მიმართ, ოდეს იხილეთ სიძუელე სამოსელისა მათისაჲ გარეშითა თუალითა.
    19.     ხოლო მე შ(ინა)განსა მათსა ვჰხედევდ გონებითა ჩემითა.
    20.     მაშინ თქუეს კაცთა მათ, ვითარმედ ფრიად სარგებელ გუეყო სახე ესე და აწ უწყით, ვითარმედ ჭეშმარიტი ჰქმენ.
    21.     და თქუა ბალაჰვარ: ესე სახე არს შენი, ძეო მეფისაო, რომელი პატივ-მეც მხიარულებ[ი]სა სასოებისათჳს, რომელსა ჰგონებ ჩემ თანა.


13

     1.     13. მაშინ აღდგა ძე იგი მეფისაჲ ინაჴით ჯდომისაგან და თქუა გულსა შინა თჳსსა: ჰგავს, თუ ესე არს საწადელი სულისა ჩემისაჲ, რომელსა ვეძიებდ.
    2.     და მიექცა ბალაჰვარს და ჰრქუა: ფრიად კეთილ არს სიტყუაჲ შენი და ცხად არს ჭეშმარიტებაჲ მისი.
    3.     მე ვჰგონებ, თუ ესე არს ჭურჭელი შენი, რომელ ჰფარავ, რამეთუ განამტკიცებს გულსა და განანათლებს თუალთა და განაძლიერებს გონებასა.
    4.     აწ უკუეთუ ესრეთ არს, ვითარ ვჰგონებ, მითხარ, და უკუეთუ სხუაჲ რაჲმე გაქუს გარეშე ამისა, რომელი მესმის, კმა არს სიტყუაჲ შენი ნაცვალად მისსა, რამეთუ ფრიად განანათლე გონებაჲ ჩემი სიტყჳთა შენითა და აღმძარცუე საბურველი მწუხარებისაჲ გულისაგან ჩემ[ი]სა.
    5.     აწ მეც მე სახე კეთილისაჲ.
    6.     და თქუა ბალაჰვარ. გამოვიდა მთესვარი ვინმე და გამოიღო თესლი კეთილი და იწყო თესვად.
    7.     და რომელიმე დავარდა გზის კიდესა და მუნთქუესვე აღიტაცეს მფრინველთა.
    8.     და რომელიმე დავარდა კლდესა ზედა, რომელსა ზედა იყო მიწაჲ და ნოტიე მცირედ, და აღმოსცენდა, და ვითარ მიიწინეს ძირნი მისნი სიჴმელესა კლდისასა, განჴმა.
    9.     და რომელიმე შთავარდა ეკალთა შინა, და ვითარ აღმოსცენდა, შეაშთვეს იგი ეკალთა და მოაკუდინეს.
    10.     ხოლო რომელი დავარდა ქუეყანასა კეთილსა და წმიდასა ვნებათაგან, დაღაცათუ მცირედ იყო, აღმოსცენდა და მრ(ავა)ლი ნაყოფი გამოიღო.
    11.     აწ მთესვარი იგი მიმცემელი არს სიბრძნისაჲ, ქრისტე ღმერთი ჩუენი, ხოლო თესლი იგი კეთილი, სიტყუანი წმიდისა პირისა მისისანი, ჭეშმარიტნი, და რომელი დავარდა გზის კიდესა და მფრინველთა წარიტაცეს, ესე იგი არს, რომელი ესმის ყურსა და თანა-წარჰჴდის გულსა.
    12.     და რომელი-იგი დავარდა ნოტიასა და აღმოსცენდა და განჴმა სიჴმელითა კლდისაჲთა, იგი არს, რომელი ესმის კაცსა და ეჰამის, და ცნის ჭეშმარიტებაჲ მისი წუთ ჟამ, და მერმე არა დაამტკიცის გონებაჲ მისი მას ზედა.
    13.     ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა, ნაყოფი გამოაქუნდა და მერმე ეკალთა შეაშთვეს, ესე იგი არს, რომელი შეიწყნარის კაც[მან], და ოდეს საქმით აღასრულებნ შეწყნარებულსა მას, დაან(თქის) და შეაშთვის იგი გულის-თქუმამან.
    14.     ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა და ნაყოფი გამოიღო მრავალი, იგი არს რომელი მოისუთულო თუალმან და შეიკრიბოს გულმან და წარიმართოს გონებამან, და დაამჴუნეს გულის-თქუმანი და განიწმიდოს გული ვნებათაგან.
    15.     ჰრქუა მას ძემან მეფისამან: მე ვესავ ქრისტესა, რაჲთა რომელი დასთესო ჩემ თანა, აღმოსცენდეს და მრავალი ნაყოფი გამოიღოს.
    16.     აწ მეც მე სახე საწუთროჲსაჲ და ვითარ აცთუნებს მოყუარეთა მისთა.


14

     1.     14. ჰრქუა მას ბალაჰვარ: მსგავს არს საწუთროჲ ესე და ყოველნი მოყუარენი მისნი კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული და მიაწყუდია ჯურღმულსა საშინელსა.
    2.     და შთავრდომასა მას მისსა მა[ს] შინა პოვნა ორნი რტონი აღმოცენებულნი მას ზედა, და მოეკიდა და პოვა რაჲმე, რომელს[ა] ზედა დაიდგნა ფერჴნი თჳსნი.
    3.     და ვითარ (მი)ჰხედნა, იხილნა ორნი თაგუნი: ერთი თეთრი და ერთი შავი, რომელნი დაუცხრომელად შჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა.
    4.     და შთაჰხედ(ნა ჯურ)ღმულსა მას შინა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი.
    5.     ხოლო რომელსა-იგი ზედა ფერჴნი ედგნეს, ოთხნი თავნი იყვნეს ასპიტისანი გამოსრულნი ჴურელით.
    6.     და აღიხუნა თუალნი თჳსნი და იხილა რტოთა მათ ზედა მცირედი რაჲმე თაფლი და იწყო ჭამად.
    7.     და შეაქცია გემოვნებამან და სიტკბოებამან მისმან და არა გულისჴმა-ყო განზრახვად განსაცდელთა მათთჳს, რომელთაჲ არა უწყის, ოდეს უკბინონ, არცა რტოთა მათთჳს, რომელთა მოკიდებულ არს.
    8.     და ჰხედავს შეჭრასა ძირთა მისთასა თაგუთა მათგან და უფროჲსღა ვეშაპისა მისთჳს, და არცა განიზრახა, რომელსა (ჰხე)და(ვს) განმზადებულსა შთანთქმად მისა.
    9.     აწ პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი (სდევნის ძეთა ა)დამისთა, და ჯურღმული არს სოფელი ესე, სავსე ყოვლითა ბოროტითა და საბრჴითა მავნებელითა.
    10.     ხოლო ორნი იგი რტონი არიან დღენი კაცისანი, და ორნი იგი თაგუნი – ერთი თეთრი და ერთი შავი – არიან ღამე და დღე დაუცხრომელნი მათ ზედა, რომელნი მსწრაფლ დაჰლევენ ცხორებასა კაცისასა.
    11.     და ოთხნი იგი ასპიტნი მსგავს არიან ოთხთა მათ ნივთთა, რომელთა ზედა აღგებულ არს გუამი კაცისაჲ, და ოდესცა ერთი მათგანი აღიძრას, წარვალს სიცოცხლე.
    12.     ხოლო ვეშაპი იგი, რომელსა აღეღო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ ძისი, სახე არს ჯოჯოხეთისაჲ, რომელსა შევლნენ მოყუარენი ამის სოფლისანი შემდგომად სიკუდილისა.
    13.     და მცირედი იგი თაფლ[ი] წუთ [ე]სე საშუებელი არს ამის სოფლისაჲ, რომლითა შეიტყუე(ბს) შეცთომილთა მცირედითა მით სიტკბოებითა გ(ან)ხრწ(ნ)ა(დი)თ(ა).


15

     1.     15. და თქუა ძემან მეფისამან, რამეთუ მსგავსებაჲ ესე ჭეშმარიტ არს, და სახე ესე საკჳრველ, და აჰა ესერა განაცხოველე სული ჩემი სიტ(ყჳთა შენი)თა.
    2.     აწ მეც-ღა სახე ს(ოფლ)ისა ამისთჳს ამაოჲსა და მოყუარეთა მისთა, რამეთუ შესცთეს სიყუარულსა მისსა და შეურაცხ-ყვეს უმჯობესი ცხორებაჲ.
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: სახე არს სოფლისაჲ და მოყუარეთა მისთაჲ, რომელნი ტრფიალ იქმნეს ეკალთა მათ თაფლ-ცხებულთა და შეურაცხ-ყვნეს ყუავილნი იგი სულნელნი მას შინა, რომელ არს მტერობაჲ ამის სოფლისაჲ, მსგავს არს კაცსა ვისმე, რომელსა ესხნეს სამნი მეგობარნი.
    4.     ერთი იგი უსაყუარელეს იყო მისა უფროჲს ყოველთასა [......]
    5.     [სი]რცხჳლეულ და ეტყოდა მას: არა მქონან ბაგენი ვედრებად შენდა, არამედ ჭირისაგან დიდისა მოვივლტი შენდა, (აწ) რ[...აჲა] მალხინებელი ჩემი შენ თანა.
    6.     მიუგო მან მხიარულებით და ჰრქუა: მე ვარ მეგობარი შენი, რომელმან დავიმარხე კეთილი შენი მცირედი და ა(წ აღ)ნადგინებითურთ მიგაგო შენ.
    7.     ნუ [გეში]ნინ, რამეთუ მე მოგზაურ გექმნე (და მეოხ ჭი)რსა შინა, არა მიგცე ჴელთა მტერთა შენთასა, არცა განგწირო.
    8.     აწ მხიარულ იქმენ, რამეთუ იქმნეს ჭირსა ამას შინა გამოყვანებაჲცა.
    9.     მაშინ იტყოდა კაცი იგი, თუ რომელსამე ამათ ორთაგანსა ზედა ვინანდე: გარდარეულსა მას ჩემსა სიძულილსა მეგობრისათჳს სიმართლისა ანუ გარდამეტებულისა მისთჳს სიყუარულისათჳს ჩემისა მეგობრისა მისთჳს სიცრუჲსა.
    10.     ჰრქუა მას ძემან მეფისამან: კეთილ არს სახე ესე და ფრიად საწადელ, არამედ მაუწყე შეტყუებაჲცა მისი.
    11.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: მეგობარი იგი პირველი ანგაჰრება არს, რომელსა შეიკრებს კაცი და სიყუარულისათჳს მონაგებთაჲ(სა არა ჰრიდებს სიკუ)დილსა,
    12.     და ყოველივე ჭირი და ღუაწლი არა შეჰრაცხის სიყუარულისათჳს მისისა, და ჟამსა განსლვისა მისისასა სიკუდილად (არარაჲ) არგის, გარნა ორნი ხოლო მჩუარნი [...](ს) საგრაგნელად მისა, და (მი)აგებს ა)მათ.
    13.     სხუაჲ მეგობარი პოვიან, რომლი(სა) თანა განისუენებედ.
    14.     და მეორე იგი მეგობარი არს ცოლი და შვილნი, რომლითა შეპყრობილ იქმნ(ის) გონებაჲ კაცისაჲ და ყოველსავე მათ(თჳს) იღუწინ, და სულნი და ჴორცნი მისნი განკაფნის ნებისათჳს მათისა,
    15.     და ესეცა არადვე სარგებელ ეყვის დღესა მას სიკუდილისასა, არამედ მცირედ ოდენ მოგზაურ ექმნიან გუამსა მას ვიდრე საფლავადმდე მისა და მერმე იქცი[ან] ზრუნვასა თავისა თჳსისასა და არარაჲ შჭირნ წარსრულისა მისთჳს.
    16.     ხოლო მესამე იგი მეგობარი, რომელი ყოვლითურთ შეურაცხ (იყო), არიან საქმენი კეთილნი: სიყუარული, მოწყალებაჲ, სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ, სიწმიდე და მსგავსნი ამათნი,
    17.     რომელნი შემძლებელ არიან თანამ(ოგზაუ)რ ყოფად და ჴსნად დღესა მას ნუ სასა და მცირედი იგი აღნადგინებ(ითურთ) დაუმარხავნ.
    18.     ესე არს სახე ამის სოფლისაჲ და მოყუარეთა მისთაჲ.


16

     1.     16. ჰრქუა ძემან მეფისამან: უწყი, რამეთუ ყოველსა ჭეშმარიტსა იტყჳ და ცხად არს ესე წინაშე სულისა ჩემისა.
    2.     აწ მითხარ, ვითარ აცთუნებს სოფელი ესე და რომლითა ღონითა შესაძლებელ არს განრინებად მისგან.
    3.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: მე გაუწყო შენ, ძეო მეფისაო, თუ ვითარითა ღონითა შესაძლებელ არს განრინებად მისგან.
    4.     რამეთუ მსგავს არს ესე სახე კაცთა ვიეთმე მოქალაქეთა, რომელთაჲ იყო ჩუეულებაჲ მათი ესრეთ, რამეთუ რაჲ წელიწად[ს] მოიყვანიან კაცი უცხოჲ, უმეცარი საქმეთა მათთაჲ, და დასჳან [იგი] მეფედ ქალაქსა მათსა.
    5.     და ესრ(ეთ ჰ)გონებნ უმეცარი იგი, ვითარმედ მეფობაჲ მისი მტკიცე არს მათ ზედა უკუნისამდე.
    6.     და იწყის უდებებით ჭამად და სუმად და განცხრომად, რამეთუ ნებიერ ყვიან იგი წელიწადსა მას შინა და არა გულისჴმა-ყვის განზრახვად [… რჩ]ულისათ[ჳს].
    7.     და ვითარ გარდაჴდის წელიწადი იგი ერთი, შევიდიან მოქალაქენი იგი და განძარცჳან იგი და შიშუელი განაგდიან გარე განქიქებული და განაძიან ქუეყანასა უცხოსა, და არარაჲ აქუნ, რაჲმცა ჭამა და სუა, გინამცა შეიმოსა, ანუ არგო რაჲმე თავსა თჳსსა.
    8.     და პირველი იგი შუებაჲ და სიხარული სინანულად და მწუხარებად გარდაექცის.
    9.     და ესრეთ იყო ჩუეულებაჲ მათი.
    10.     და კაცი ვინმე ერთი დაადგინეს ოდესმე მეფედ მათ ზედა მსგავსად ჩუეულებისა, და კაცი იგი იყო ბრძენ.
    11.     და ვითარ დაადგინეს იგი მეფედ მათ ზედა, იხილა უცხოებაჲ თავისა თჳსისაჲ მათ შორის, არა გულ-პყრობილ იქმნა მათდა მიმართ და ეძიებდა კაცსა, რომელმანმცა აზრახა, თუ ვითარ ჯერ-არს ყოფაჲ მისი მათ შორის.
    12.     და პოვა ვინმე კაცი ერთი სარწმუნოჲ, რომელმან იცოდა ჩუეულებაჲ მოქალაქეთაჲ მათ, და უთხრა მას საქმე მისი და აუწყა (უცხო)ებაჲ მისი მათ შორის, და ვითარ ვერ გულ-პყრობილ არს მათდა მიმართ.
    13.     მაშინ ჰრქუა მას კაცმან მან: მე გაუწყო, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად: იწყე, რომელ არს ჴელთა ქუეშე შენსა, საგანძურთაგან განპარვად, რომელი ხოლო შეუძლო: ოქროჲ და თუალები პატიოსანი და ანთრაკი რჩეული და ყოველი ჭურჭელი პატიოსანი,
    14.     და წარეც იგი ქუეყანასა მას უცხოსა, რომელსა-იგი მიიყვანნიან მეფენი მათნი შემდგომად განძარცუვისა და განძებისა მათისა, რაჲთა მუნ გემარხვოდის ყოველი;
    15.     და ოდეს-იგი განიძო მათგან, მსგავსად ჩუეულებისა მათისა, ჰპოვო იგი, რომელი წარიძღუანე წინაშე შენსა, რაჲთა მუნ უმეტეს იშუებდე უეჭუელად, და სინანული და მწუხარებაჲ არღარა იყოს შენ ზედა, ვითარცა-იგი სხუათა მათ მეფეთა ზედა პირველ შენსა ყოფილთა.
    16.     და ყო მეფემან მან ზრახებისაებრ კაცისა მის გონიერისა და ბრძნისა.
    17.     და ვითარცა გარდაჴდა წელიწადი მისი, დაესხნეს მოქალაქენი იგი და განძარცუეს და განაგდეს იგი ქუეყანასა მას უცხოსა მსგავსად ჩუეულებისა მათისა, და მუნ პოვა ყოველი, რომელი წარეძღუანა წინაშე მისსა.
    18.     და იქცეოდა მუნ შუებით და განსუენებით მოუკლებელად, და არღარა აქუნდა შიში და ზრუნვაჲ ამაოთა მათ მოქალაქეთაჲ, და თავისუფალ იქმნა იგი სინანულისა მისთჳს საუკუნოჲსა ურგებისა.
    19.     რამეთუ ქალაქი იგი სოფელი ესე არს ამაოჲ, და მოქალაქენი იგი ეშმაკნი არიან (სოფლისა მ)პყრობელნი ამის ბნელისანი, რომელნი წინა დაუდებენ საშუებელთა მრავალთა საცთურისათა და უგუნურნი (ჰგონე)ბენ, ვითარმედ დაუსრულებელად ყოფად არს შუებაჲ მათი.
    20.     და მე ვესავ ქრისტესა, ვითარმედ მსგავს ვიყო კაცისაჲ მის მაზრახებელისაჲ და შენ მსგავსი იყო მეფისაჲ მის ბრძნისაჲ და გონიერისაჲ, რომელი არა ესვიდა უცხოთა მათ მოქალაქეთა და ვერცა შეიტყუვა მეფობამან მათმან.
    21.     აწ შენცა იღუაწე, რაჲთა განერე ეგევითართაგან საბრჴეთა საშინელთა, რამეთუ გზაჲ გიჩუენე და არღარა გიღირს უდებებად.


17

     1.     17. ჰრქუა იოდასაფ: მე ვესავ ქრისტესა, ძესა ღმრთისასა, და წმიდასა ლოცვასა თქუენსა, რაჲთა ვიყო, ვითარცა-ეგე შენ ჰგონებ ჩემთჳს.
    2.     და ჭეშმარიტად მიჩუენენ აუგნი ამის სოფლისანი.
    3.     და აწ უწყი, ვითარმედ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ, და ყოვლადვე შეურაცხ იყო საქმე მისი ჩემ [თ]ანა, არამედ უფროჲსღა შეჰმატე სიძულილსა მისსა ჩემ თანა სიტყჳთა შენითა.
    4.     ხოლო აწ მითხარ: ყოველმან კაცმან ქუეყანისა შენისამან ესრეთ უწყნისა საქმენი ამის სოფლისანი, ვითარ-ესე შენ, და მასვე იტყჳანა, რასა-ესე შენ იტყჳ?
    5.     მიუგო ბალაჰვარ: არა, არამედ მე მათ კაცთაგანი ვარ, რომელნი შეეწყნარნეს ქრისტესა ღმერთსა ყოველთასა და დაუტევეს სოფელი ესე მოყუარეთა მისთა,
    6.     ხოლო ჩუენ განშორებულ ვართ გარე უდაბნოთა, მთათა, ღუაწლითა და მოქალაქობითა მონაზონებისაჲთა, რომელ-იგი არს მსგავსებაჲ და ხატი ანგელოზთაჲ.
    7.     ხოლო პირველ ვიყვენით სამეუფოჲსაგან მამისა შენისა.
    8.     და ვითარ ესმა საქმე ჩუენი და შეკრებაჲ ჩუენი ურთიერთას, განჰკრთა და შეშინდა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ საწუთროჲსა რასამე საქმესა ვაცილობ(თ.
    9.     და) განიზრახა ჩუენ(თჳს), რ~ნი-იგი იზიარნა შუებასა და დიდებასა მისსა, რასა-იგი ჰგონებდა ჩუენთჳს.
    10.     ხოლო მათ აზრახეს გან(სხმაჲ) ჩუენი, მოკლვაჲ და დაწუვაჲ ცეცხლითა.
    11.     და ყო ეგრეთ მამამან შენმან, რამეთუ იგი შეურაცხ-ვყავთ და უდიდესი მეუფე, იესუ ქრისტე, გამოვირჩიეთ.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: რაჲსათჳს უკუე ყოველი ერი მტერ გექმნა და ურვილის მეტყუელ მოყუასთა შენთა?
    13.     ჰრქუა ბალაჰვარ: მტერობაჲ მათი იყო, ვითარ-ესე გესმა, ხოლო ძჳრის მეტყუელებაჲ მათი ვინაჲ ეწიოს კაცსა,
    14.     რომელნი იტყჳან და არა ტყუვიან, ილოცვენ და უძილ არიან, იმარხვენ და არა განძღებიან, ჭირსა შინა არიან და მოითმენენ, და კეთილთა ზედა ჰმადლობენ და უშურველ, რომელსა ზედა კაცნი მოშურნე არიან.
    15.     ჰრქუა იოდასაფ, რომელსა ზედა უშურველ არიან?
    16.     ჰრქუა ბალაჰვარ: უშურველ არიან მონაგებთა ზედა, ცოლთა და შვილთა, და არავის ეშინიან მათგანსა.
    17.     არცა მონაგებთა ზედა და არცა დედათა ზედა, რამეთუ მტერობაჲ კაცთაჲ არა არს გარნა მონაგებთათჳს, რაჲთა ფრიად შეიკრიბონ.


18

    1.     18. ჰრქუა იოდასაფ: მაშინ ვითარ შეითქუნეს მტერობასა მათსა ზედა კაცნი და ესევითარნი საქმენი ჰქონან მათ, და კაცნიცა და დაწვალებულ არიან საქმეთა შინა მათთა?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: რამეთუ მეძიებელნი სოფლისანი დაღაცათუ მოშურნე და მტერ არიან ურთიერთას, საწუთროსა ზედა მტერ არიან, ხოლო მორწმუნეთა ზედა, რომელნი ჰმსახურებენ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, ესრე სახე არიან მათდა მიმართ.
    3.     რამეთუ მსგავს არიან ძაღლთა თითოფერთა და თითოეულთა ადგილთაგან შეკრებულთა, რომელნი შეკრბიან მძორსა ზედა და იკბინებიედ ურთიერთას, და იხილიან რაჲ კაცი მოგზაური, განი[შუე]ლნიან ურთიერთას და ყოველთავე ერთბამად მიჰმართიან და შემწე ექმნიან ურთიერთას.
    4.     მას ზედა რ~ ჰგონებედ, ვითარმედ მძორსა მათსა მოვალს კაცი იგი.
    5.     უძღებებისა და სიხარბისა მათისაგან ჰგონებედ ამას, უცხოდ რაჲ იხილიან კაცი იგი მათ შორის, დაღაცათუ მტერ იყვნიან, არამედ მის ზედა დაიგნიან და ვერ ცნიან, რამეთუ არარად უჴმნ კაცსა მას მძორი იგი მათი.
    6.     ეგრეცა მოყუარენი ამის სოფლისანი, რომელთა გამოირჩიეს იგი სასუფეველისა წილ, რამეთუ შეიჭამებიან ურთიერთას და დასთხევენ მისთჳს სისხლთა მათთა, და მას შინა დაჰლევენ დღეთა მათთა ძიებისათჳს პატივისა და დიდებისათჳს მისისა.
    7.     და შური იგი მაკუდინებელი მარადის დამკჳდრებულ არს გულთა შინა მათთა, (არამედ) რაჟამს იხილნიან მტერნი იგი ამის სოფლ[ის]ანი, რომელთა არარაჲ ზრუნვაჲ აქ[უს], გარნა რაჲთა განთავისუფლდენ მისგან და არარაჲთ ზ(იარ) იყვნენ მათ თანა სოფელსა ამას შინა,
    8.     ჰგონებედ მათთჳს, ვითარმედ საცთურ რა(ს)ამე უგ[ებ]ენ ამით ჯერითა, რამეთუ მასვე [ს]~ლსა ზაკულებისასა ჰგონებენ მორწმუნეთა თანა ქრისტესთა.
    9.     და ამისთჳს შეითქუნეს ურთიერთას მტერობად ჩუენ ზედა.
    10.     ესე განიზრახეს მცირედ მეცნიერებითა მათითა და არწმუნეს მამასა შენსა, ვითარმედ შეკრებაჲ ესე ჩუენი არა არს, გარნა წინააღდგომისა რაჲსათჳსმე მეფობისა მისისა.
    11.     და ჭეშმარიტი იგი ვერ გულისჴმა-ყო მამამან შენმან, ვითარმედ სიმაღლე იგი მისი და დიდებაჲ მეფობისა მისი(საჲ) მდაბალ და შეურაცხ-არს წინაშე მორწმუ[ნე]თა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და უმეტეს ხოლო მონაზონთა ჭეშმარიტთა,
    12.     რომელნი მებრ საძაგელადცა ჰხედვიდეს საშუებელთა მისთა, და მარადის უკჳრნ, თუ ვითარ ეგოდენ შეაპყრა გონებაჲ მისი საშუებელთა ამისსოფლისათა.


19

     1.     19. ჰრქუა იოდასაფ ბალაჰვარს: დააცადე სიტყუაჲ და იწყ(ე) მოთხრობად სარგებელისა!
    2.     თქუა ბალაჰვარ: რამეთუ მკურნალმან ჴელოვანმან რაჟამს იხილის გუამი აღშფოთებული ძნელთაგან მავნებელთა და უნებნ კუალად-გებაჲ მისი სიმრთელედ, არა იწყის მისა ფუფუნებად საჭმლითა და სასუმლითა, რომლითა აღორძინებაჲ ჴორცთაჲ იქმნების,
    3.     რამეთუ უწყინ, უკუეთუ შეეყვნენ საჭმელნი და სასუმელნი ნივთსა, განმრყუნელ და მავნებელ არიან გუამისა და არა მარგებელ;
    4.     არამედ იღუწიან დაყენებითა და წამლითა (რომელთა მიერ ღმერთმან ყვის ოტებაჲ ვნებათაჲ) განგებით.
    5.     ხოლო რაჟამს განეშორის სენი და ნივთი განმრყუნელი ღმრთისა მიერ, მერმეღა ჰფუფუნებნ საჭმლითა და სასუმლითა, მაშინღა ცნის სასამან გემოჲ ჭამადთაჲ და ძალ ექმნის იგი, რომლისაჲ არა ჰნებავნ სიკუდილი.


20

     1.     20. ჰრქუა იოდასაფ: მითხარ, წმიდაო მამაო ბალაჰვარ, ვითარ იყო დასაბამი მიწევნისა შენისაჲ საზომსა ამას, ანუ ვითარ მიემთხჳე საქმესა ამას მონაზონებისასა?
    2.     მიუგო წმიდამან ბალაჰვარ: რაჟამს შევეყავ სოფელსა ამას, ვიხილე, სცვალებდა რაჲ კაცთა საქმითი-საქმედ და ნათესავითი-ნათესავად და ვჰხედევდ კაცთა ამას შინა, ვითარცა საშრიალსა ზედა წინაშე მოწევნადთა ბოროტთა,
    3.     და ვჰხედევდ განცხრომასა შინა მოკლედ და შრომასა მოსაგებელისა მისისასა ფრიად, შევინანე წინაჲ[ს]წარი უგუნურებაჲ ჩემი და გარდამატებული ცთომაჲ ჩემი და ვიწყე ბუნებისაგან მწუხარებისა საქმედ სიმართლისა, და ვიწყე მწყსად გონებისა ჩემისა.
    4.     და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და დავაწულილადე განკითხვაჲ თავისა ჩემისაჲ, რაჲთა აღვაშენო დარღუეული იგი პირველი ჩემ შორის და რაჲთა მივიწიო საზომსა წმიდათა მამათასა.
    5.     და [ვ]ჰჴედნიდი გულსა ჩემსა დღითი-დღედ, ვიდრემდის მოიქცა სიყუარულად ქრისტესა და წადიერებად კეთილთა მიმართ.
    6.     და მერმე ვიწყე შენებად ნებისა და გულის-თქუმისა ჩემისა ჩუეულებისაგან მათისა, და დავადგინე ფლობასა ქუეშე ჩემსა და ვაიძულებდ ტჳრთვად კანონთა შჯულისათა და სიხარულსა მოთმინებისასა,
    7.     ვიდრემდის აღმეძარცუა წყუდიადი სიბნელისაჲ და მომქარდა სიმთრვალე უდებებისაჲ, და კადნიერ ვიქმენ შუებათა და გულის-თქუმათა.
    8.     და დავინახე აუგი საქმეთა ჩემთაჲ, რომელთა განვეშორე.
    9.     და გამომეცხადა უმეტესობაჲ მისი, რომელსა მივიცვალე.
    10.     და განდიდნა ამას შინა წადიერებაჲ ჩემი.
    11.     და ვაძოებდი თავსა ჩემსა, ვითარცა აძოებნ წინამძღუარი სამწყსოთა თჳსთა, რომელი მიაგებნ მორჩილთა და ურჩთა საქმეთა მათთაებრ.
    12.     ეს(რეთ ვი)ღუწიდ თავსა ჩემსა, ოდესმე პატივ-[ვ]სცი მოთმინებისათჳს და ოდესმე ვტანჯი უთმინოებისათჳს, ვიდრემდის შევიკრძალე, რომელი შევიყუარე, და განვიშორე, რომელი მოვიძულე.
    13.     ჰრქუა იოდასაფ: საქმე ესე, რომელსა იტყჳ და ჰქადაგებ შენ და მოყუასნი შენნი, თჳთ რაჲმე გამოჰნახეთა სიბრძნითა და მეცნიერებითა თქუენითა და ჰპოეთ მას შინა ჭეშმარიტებაჲ და გამოირჩიეთ სხუათაგან წესთა, ანუ ღმერთმან გიჴმო და ჴმა-ეცით?
    14.     ჰრქუა ბალაჰვარ: უმაღლეს და უდიდებულეს არს სიბრძნესა ამის სოფლისასა საქმე ესე, და უკუეთუმცა ქუეყანისა სიბრძნითა დადვეს შუენიერი ესე მოქალაქობაჲ მონაზონებისაჲ, ადვილმცა და ფართო იყო გზაჲ მისი.
    15.     და უკუეთუმცა კაცობრივითა საქმითა შექმნულ იყო ესე, სოფლისამცა სიყუარულსა აწუევდა და ყოველთა საშუებელთა და განსაცხრომელთა მისთა,
    16.     არამედ საქმე არს უცხოჲ, ქადაგებული ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა განცხადებულად, დამჴსნელი საქმეთა წინააღმდგომთა ღმრთისათა,
    17.     ნებათა განმკუეთელი მიზეზთა გულის-თქუმისათა, მოძულე განცხრომისა და საშუებელთა მისთა განმაქარვებელი, და მწოდებელი ნებასა ღმრთისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესა.
    18.     და ესე ცხად არს, ვითარმედ ბრძანებაჲ არს ცათა და ქუეყანისა მეუფისაჲ, რომელი-იგი თანამოსაყდრე არს მამისა და ყოვლად წმიდისა სულისაჲ, რამეთუ უზეშთაეს არს გამოთქუმისა და უზეშთაეს ბუნებისა და ხილვისა.
    19.     და რომელთამე უჩუენა ღმერთმან წესი ესე წმიდაჲ პირითა წმიდათა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთაჲთა, ჰრწმენა და ცხონდეს, და რამეთუ ჭეშმარიტად წმიდათა მოციქულთა მიერ დაემტკიცა საკჳრველი ესე ანგელოზთამი მიმსგავსებული ცხორებაჲ.


21

     1.     21. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს სიბრძნე ესე ქებული მეტნობითა და სისრულითა და ყოვლითა ძალითა პატიოსნითა სავსე და ვითარ არა ყოველნი კაცნი ირგებენ?
    2.     ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: მსგავს არს სახე სიბრძნისა მისისაჲ მზესა, რომელი მიეფინების ყოველთა ზედა კაცთა დიდთა და მცირეთაცა, და არავის დააყენებს, რომელნი ირგებდენ მისგან, და არცა განტფობად ვის უნდეს მისგან და არცაღა ახლოჲთ ჴელის მიყოფად რუპესა მისსა.
    3.     ხოლო უკუეთუ ვისმე არა უნდეს რგომის, არა ბრალეულ არს მზე.
    4.     ეგრეცა არს საქმე სიბრძნისაჲ კაცთა შორის დღედმდე აღდგომისა, რამეთუ ნათელი მისი ყოველთა ზედა მიეფინების, ვითარცა ნათელი მზისაჲ, და ახლოჲთ შესაპყრობელ არს.
    5.     ხოლო კაცნი ჰმატან მას შინა ურთიერთას, ვითარცა რაჲ მარგალიტი, რომელიმე ღირნ ასის ბევრის და რომელიმე ორის დანგის.
    6.     ხოლო რომელი ეძიებნ სიბრძნესა და მოიპოონ და შეიკრძალონ სიბრძნე იგი სულიერი არა სახელის დებით ხოლო, არამედ საქმით აღასრულონ, იყოს იგი ვითარცა მარგალიტი მრავალ სასყიდლისაჲ.
    7.     და უკუეთუ ვინმე დიდი იგი მარგალიტი ვერ მოიპოოს, მცირედიცა იგი, დაღაცათუ უნდოჲ არს, კეთილვე არს.
    8.     ჰრქუა იოდასაფ: არისმეა სიბრძნე, რომელსამცა ვერ მისწუთეს მეძიებელნი მისნი მრავალ ჟამ და მერმე მოიქცა და პოამცა?
    9.     ჰრქუა ბალაჰვარ: ესრეთ არს უმრავლესთა კაცთა საქმე სიბრძნესა შინა, რამეთუ სიბრძნე მრავლად ფერად განიყოფვის: რომელიმე ახლოჲ არს და განმარტებული,
    10.     და რომელიმე შორი არს და ძნიად მისაწდომელი, და რომელიმე ცხადი და რომელიმე დაფარული, და რომელიმე საჩინოჲ და რომელიმე ღრმაჲ.
    11.     და მსგავს არ[ს] სახე ამისი სახესა წყალთასა, რომელნი აღმოსცენდიან სიღრმისაგან ქუეყანისა, რომელიმე მათგანი ახლოჲ, ვითარცა წყარონი აღმომდუღარენი,
    12.     და რომელიმე კაც ერთ გინა ერთ ჰოროლ აღმოეცემის, და რომელიმე გუამთაგან ღრმათა აღმოეცენების, და რომელიმე ურწყულთა, რომლისა სიღრმესა შინა არა ჩანს წყალი.
    13.     და მერმე წყალნიცა მრავალსახე არიან;
    14.     და რომელიმე ზეზე არს და ტკბილ და ჰამო არს, და რომელსამე ზედა შეკრბის სიშორე და სიმრღჳე და სიმცირე, და რომელსამე ზედა შეკრბიან სიჰამოე და სიახლოე და სიმძაფრე.


22

     1.     22. ჰრქუა იოდასაფ: უწყი ვინა თქუენსა გარეშე, რომელიმცა ქადაგებდა საწუთროჲსა დატევებასა და საშუებელთა მისთა შეურაცხ-ყოფასა?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: ქუეყანასა ამას აწ ჩუენ ვართ და სხუაჲ არავინ არს, ხოლო სხუათა ქუეყანათა არიან კაცნი მართალნი, რომელნი შჯულიერად იტყჳან თავთა თჳსთა ენითა მათითა და ქადაგებენ წესიერებასა, და მრავალნი საქმენი წარწყმდებიან მათ შორის;
    3.     და რომელნიმე მათგანნი საქმით სიტყუასა აღასრულებენ და რომელიმე წინააღუდგების სიტყუასა თჳსსა საქმითა თჳსითა.
    4.     და უმრავლესნი მათგანნი შეცთომილ არიან საქმითა და სიტყჳთა მისთჳს.
    5.     და იწვალნეს საქმენი მათნი საქმეთაგან ჩუენთა.
    6.     ჰრქუა იოდასაფ: რაჲთა საცნაურ არს, ვითარმედ თქუენ უჭეშმარიტესსა ჰქადაგებთ მათსა, და საქმე ვინაჲცა მოიწია თქუენდა, ეგრეცა მათდა?
    7.     ჰრქუა ბალაჰვარ: ყოველი ჭეშმარიტებაჲ იესუჲს ქრისტეს მიერ მოეცემის კაცსა.
    8.     რამეთუ ყოველთა კაცთა უწოდა მისა.
    9.     რომელთამე ისმინეს და შეიწყნარეს ჴმაჲ იგი ყოვლითა წესითა და სამართალითა მისითა, და ნაყოფი მისი განსრულებული ღმერთსა მიუპყრეს, ვითარ-იგი ჯერ-იყო.
    10.     და რომელთამე არა აქუნდა გონებასა მათსა სიმტკიცე და მოთმინებაჲ, დაიმძიმეს, მოიწყინეს და წარწყმდეს.
    11.     აწ რაჲ სწორებაჲ არს დამმარხველისაჲ წარმწყმედელისა თანა, გინა აღმაშენებელისაჲ დამარღუეველისა თანა, და მოთმინისაჲ უთმინოჲსა თანა!
    12.     რამეთუ არავინ აღმოთქუას სიტყუაჲ შჯულისაჲ, გარნა ძირისაგან ჭეშმარიტისა ქადაგებულისა, არამედ განწვალა შორის ჩუენსა და მათსა ახალსახიობამან მათმან, და გამოირჩიეს საუკუნესა ზედა.
    13.     ხოლო ქადაგებაჲ ესე მოიღეს წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა პირველთა მათ მიმართ, და რომელნი სამართლით შეიწყნარებდეს და უცვალებელ იყვნეს, და ერთობით მოჰქონდა ქადაგებული იგი.
    14.     ხოლო წინაწარმეტყუელმან, რაჟამს აღასრულის ქადაგებაჲ თჳსი და განაცხადის მხილებაჲ საღმრთოჲ წინაშე კაცთა და არღარავის აქუნ სიტყჳს გებაჲ წინაშე ღმრთისა მიმართ უმეცრებისათჳს,
    15.     შეწირის ღმრთისა და დარჩის ერი და მრავალთა წელთა უპყრიედ წესი და სამართალი და მშჯავრი მისი.
    16.     და ამისა შემდგომად აღადგინნეს კაცთა შფოთნი და ბოროტნი, წარწყმიდეს ლოცვაჲ და შეუდგეს ნებათა და მოაკლდა სწავლულებაჲ და წარიღეს მეცნიერთა მეცნიერებაჲ მათი და არავინ დაშთა მათგანი, გარნა მცირედნი;
    17.     და იგინიცა შეურაცხ-იქმნნეს უგუნურთაგან.
    18.     და დაშრტა სიბრძნე და აღეგზნა უგუნურებაჲ.
    19.     და ამას შინა წარჴდა ნათესავი იგი და აღდგა სხუაჲ ნათესავი, რომელთა ესმინავე არა საქმე სწავლულებისაჲ.
    20.     და იწყო უგუნურებამან აღგზებად და განმრავლებად, და მეცნიერებამან მოკლებად და დაშრეტად, და გარდაცვალნეს სიტყუანი წიგნთანი უცხო პირად და სხუად ძალად ძალისაგან თჳსისა, და დაუტევეს გზაჲ სიმართლისაჲ.
    21.     და ამას თანა აღიარებდეს სიტყუასა წიგნთასა და გამოსთარგმანებდეს მსგავსად ნებისა მათისა, შეიწყნარებდეს გამოთქუმულსა და დაუტეობდეს სამართალსა.
    22.     და [იყო] სიტყუაჲ სამართლისაჲ, რომელი აქუს-ღა წინააღმდგომთა ჩუენთა ძირისაგან, რომელი ქადაგეს მოციქულთა.
    23.     აწ ჩუენცა აღვიარებთ წიგნთა მათ და წინააღუდგებით შეტყუებასა მათსა, რამეთუ [გამოხატულსა] ხოლო სცნობენ წიგნთაგან, და ჭეშმარიტებასა მისსა ვერ ღირს იქმნეს დამტკიცებად.


23

     1.     23. კუალად თქუა ბალაჰვარ: მე ვჰგონებ, ვითარმედ არასადა ასმიეს მამასა შენსა ცოცხლებით და არცა ვინ სადა ზრახულ არს მისდა ერთგულებით, და არცა მას გულისჴმა-უყოფიეს მოღუაწებით.
    2.     ჰრქუა იოდასაფ: რომლისა ჯერისათჳს არა იღუაწეს ბრძენთა მისა მიმართ ესოდენთა ჟამთა?
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: ამისთჳს, რამეთუ იცოდეს ადგილი სიტყჳსა მათისაჲ, და ოდესმე დააცადიან მხილებაჲ მათდაცა მიმართ, რომელნი უდაშნეს და უფროჲს სამართლის და სიტყჳს შემწყნარებელ იყვნიან მამისა შენისასა.
    4.     რამეთუ შე-ცა-ეყვის კაცი კაცსა მრავალთა ჟამთა და მეგობარ არიედ ურთიერთას, და არარაჲ განჰყოფნ მათ შორის, გარნა შჯული და სიბრძნე.
    5.     და დაღაცათუ ფრიად ეწყალინ, არამედ არავე გამოაცხადის საიდუმლოჲ იგი სიბრძნისაჲ.
    6.     თქუა იოდასაფ: ვითარ ეგების ესე ყოფად!?
    7.     ჰრქუა ბალაჰვარ: – ესე სახე არს მეფისაჲსაჲ მის, რომელი განაგებდა სამეუფოსა თჳსსა სიბრძნითა და მეცნიერებითა, და იღუწიდა მშჳდობისა მათისათჳს მრავლითა გულსმოდგინებითა და განგებითა საქმეთა საწუთროჲსათა,
    8.     ვითარ-იგი ჯერ-არნ მეფეთაჲ, რომელთა აქუნ სიყუარული ერისა თჳსისაჲ.
    9.     და ესუა თანამზრახვალი კაცი სახიერი და სარწმუნოჲ, განყენებული ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რომელი ყოვლადვე სახიერებასა და კეთილსა აზრახებნ მეფესა კაცთა მიმართ.
    10.     და კაცი ესე მიწევნულ იყო საქმეთა შჯულისათა და მრავალ გზის შემთხუეულ იყო კაცთა მეცნიერთა და განყენებულთა სოფლისაგან.
    11.     და მასცა ესევითარი გონებაჲ აქუნდა ფრთხილი და მართალი, და ფრიად კადნიერებაჲ აქუნდა წინაშე მეფისა, არამედ არა გამოუცხადებდა დაფარულსა თჳსსა.
    12.     და ფარულად ეპყრა ღმრთის მსახურებაჲ კეთილი.
    13.     და რაჟამს იხილის მეფე კერპთა თაყუანის-ცემად და ადიდებნ რაჲ დღესასწაულსა მათსა, ფრიად შეელმის, ვითარცა ელმინ რაჲ კაცსა შვილისა თჳსისათჳს, რაჟამს შეაშთობნ მას ეშმაკი.
    14.     და მრავალ გზის უნებნ მას მის თანა სიტყჳსა ყოფაჲ შჯულისათჳს, და ჰკითხის მოყუასთა თჳსთა ამის ჯერისათჳს.
    15.     ხოლო მათ ჰრქუეს: შენ უმეცნიერეს ხარ შინაგანსა მისსა გონებასა, და უკუეთუ ჰპოვო ადგილი, ყავ სიტყუაჲ მის თანა, არამედ კრძალვაჲცა ჯერ-არს,
    16.     რამეთუ დაუძინებელ არს ეშმაკი ბოროტისათჳს, ნუუკუე განაკრთოს გონებაჲ მისი შენგან და ბოროტის ყოფადცა აღსძრა მოყუასთა შენთა ზედა.
    17.     და ფრიად იურვინ კაცი იგი მეფისათჳს და ეძიებდა ჟამსა, რაჲთამცა პოვა ადგილი მხილებისაჲ.
    18.     და წარჴდეს ამას შინა დღენი მრავალნი, და ჰრქუა მეფემან კაცსა მას ღამესა ერთსა: მოგუალე და მივივიდოდით ქალაქსა შინა, რაჲთა ვიხილოთ საქმე კაცთაჲ.
    19.     და იყო სლვასა მას მათსა ქალაქსა შინა, და მიემთხჳვნეს სანაგვესა რასამე დიდსა.
    20.     და იხილა მეფემან სინათლე რაჲმე ვითარცა ცეცხლისაჲ მუნით გამო.
    21.     და წარვიდა მეფე და თანამზრახვალი მისი ხილვად მისა.
    22.     და ვითარცა მიეახლნეს, პოვეს კაცი ვინმე, რომელსა გამოეთხარა სანაგვესა მას შინა მსგავსი ქუაბისაჲ და სხდეს მას შინა იგი და ცოლი მისი.
    23.     და იყო მათ ზედა სამოსელი უნდოჲ მსგავსად გლახაკთა.
    24.     და ჰხედვიდეს რაჲ ამას, ესმა მუნით გამო ჴმაჲ სიმღერისაჲ.
    25.     და ვითარ განიცდიდეს ჴურელით შეღმართ, იხილეს კაცი იგი, რამეთუ ინაჴით ჯდა სკორეთა მათ ზედა, და დედაკაცი იგი, რამეთუ უწდევდა და როკვიდა წინაშე მისა.
    26.     და შეასხამნ ქებასა, ვითარცა ჯერ-არნ მეფეთათჳს და უფლით ჰხადინ მას და იგი – დედოფლით.
    27.     და ორნივე აქებდეს თავთა მათთა, იხარებდეს და განსცხრებოდეს ტრფიალებითა ურთიერთას.
    28.     ხოლო მეფე იგი და თანამზრახვალი მისი მყოარჟამ ჰხედვიდეს და განიცდიდეს საქმესა მათსა, ვითარ-იგი მხიარულ იყვნეს ეგევითარსა ცხორებასა მათსა.
    29.     და წარვიდა მეფე იგი და თანამზრახვალი მისი განკჳრვებულნი მათგან.
    30.     და ჰრქუა მეფემან მოყუასსა თჳსსა: არასადა გჳნდა ცხორებაჲ ჩუენი მე და შენ და არცა ესრეთ მხიარულებით შევიწყნარეთ, [ვითარ]-ესე გლახაკი, რომელი ვიხილეთ სკორეთა მათ შინა ცოლისა თჳსისა თანა.
    31.     და მე ესრე ვჰგონებ, ვითარმედ ამას შინა არიან ყოველნი დღენი მათნი.
    32.     მაშინ პოვა თანამზრახვალმან ადგილი სიტყჳსაჲ მეფესა თანა და ჰრქუა მას: ანუ ჰგონებ, მეფე, ვითარმედ დიდებაჲ ესე და სუფევაჲ, რომელსა შინა ვიშუებთ, არა ესრევე სახედ შერაცხილ არს და საწუნელ წინაშე მათსა,
    33.     რომელთა იციან დიდებაჲ და სუფევაჲ საუკუნოჲ, რომელი განუმზადოს ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
    34.     და სახლებნი ესე ოქროქანდაკებულნი, რომელნი ვაშენ[ე]ნით, და სიშუენიერე ხატისაჲ და ბრწყინვალებაჲ სამოსელთა ჩუენთა[ჲ] ესრევე სახედ შერაცხილ არს წინაშე მათსა,
    35.     რომელნი ჰხედვენ მერმეთა მათ ჴელით-უქმნელთა ტაძართა და თუალთ-შეუდგამსა სამოსელსა, ვითარცა-ესე ჩუენ ვჰხედავთ იმათ თანა გარდარეულსა შეურაცხებასა.
    36.     და თავ-მ[ოთ]ნე[ო]ბაჲ ესე დიდებისა ჩუენისაჲ მსგა[ვს] იყოს თავ-მოთნეობასა იმათსა, რ[ომელსა] განვიკითხავთ და გჳკჳრს.
    37.     ჰრქუა მას მეფემან: და იცნი ვინა ესევითარ[ი]სა სახისა მეცნიერნი კაცნი?
    38.     ჰრქუა კაცმან მან: არიან კაცნი, რომელნი ჰმსახურებენ [ღმერთსა] და დაუტეობია სოფელი ესე და ყოველი ხატი ერის კაცობისაჲ შეურაცხუყოფიე[ს] და არიან აწ უდაბნოთა, მთათა და ქუაბთა შინა ქრისტეს სიყუარულისათჳს
    39.     და საუკუნოჲ იგი უხილავს და შეუყუარებია, გამოცადეს სოფელი ესე და პოვეს ყოველი დიდებაჲ მისი წარმავალი.
    40.     ჰრქუა მას მეფემან: და რაჲ არს სუფევაჲ საუკუნოჲ?
    41.     ჰრქუა თანამზრახვალმან მან: სუფევაჲ საუკუნოჲ შუებაჲ არს, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკ[ე];
    42.     და სიხარული არს, რომელსა არა შეუდგს ურვაჲ;
    43.     და სიმრთელე არს, რომელსა არა შეუდგს სალმობაჲ;
    44.     და მეფობაჲ არს, რომელსა არა აქუს აღსასრული;
    45.     და მშჳდობაჲ არს, რომელსა არა შეუდგს [ში]ში;
    46.     და ცხორებაჲ არს, რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი, [დ]ა იგი არს სოფელი უხრწნელებისაჲ და მიიღებენ საწადელსა მათსა თჳნიერ შრომისა და რუდუნებისა.
    47.     ჰრქუა მეფემან: არის-მე ვინ-ა ამის ადგილისა ღირ[ს], ანუ ვითარ შესაძლებელ არს შესლვად ადგილსა მას?
    48.     ჰრქუა თანამზრახვალმან მან მეფესა: არავის ზედა დაჴშულ არს კარი ქრისტესი, რომელნი ეძიებენ შესლვად კარით.
    49.     ჰრქუა მეფემან: და რაჲ არს გზაჲ იგი?
    50.     ჰრქუა თანამზრახვალმან: მსახურებაჲ სამების[ა] წმიდისაჲ, რომელმან დაჰბადნა ყოველნი დაბადებულნი და დატევებად ყოველი სამსახურებელი, თჳნიერ მისა.
    51.     ჰრქუა მეფემან და რაჲ ყენება-გეყო შენ თხრობად ჩემდა ესევითარი გზაჲ ვიდრე აქამომდე?
    52.     ჰრქუა თანამზრახვალმან მან: არა ორგულებითა ჩემითა დავაცადე ესე აქამომდე, არცა ვჰრიდე გონება-უქმოებასა [შ]ენსა, რამეთუ სრულ ხარ ყოვლით კერძო, არამედ მა[ყ]ენებდა ზარი მეფობისა შენისაჲ.
    53.     ჰრქუა მეფემან: უკუეთუ საქმე ესე ჭეშმარიტ არს, არა გჳღირს, რაჲთა უდებ ვყოთ ძ[ი]ებაჲ მისი ყოვლითა მოსწრაფებითა და შრომითა.
    54.     და უკუეთუ საეჭუელ არ[ს], თანა-გუაც, რაჲთა ვყოთ ყოველი შრომაჲ ჩ[ემი], ვიდრემდის მივიწინეთ, ჭეშმარიტ თუ არს საქმე ესე, ხოლო დაფარვაჲ ესე ამის საქმისაჲ ჩუენგან დიდ შეცოდება არს წინაშე ჩემსა, დაღაცათუ გულ-პყრობილ ვარ შენდამი.
    55.     ჰრქუა თანამზრახვალმან მან: აწ უკუე მიბრძანება, რაჲთა მარადის გაუწყებდე საქმესა ამას და მოგაჴსენებდე ჟამითი-ჟამად?
    56.     ჰრქუა მეფემან: არა თუ ჟამითი-ჟამად, არამედ დაუცხრომელად.
    57.     დღე და ღამე განუსუენებელად იყავნ ზრახვაჲ ესე შენდა და ჩემდა, რამეთუ საქმე ესე საკჳრველ არს და არა ჯერ-არს უდებებით წარწყმედად ესევითარი შესაძინელი, არამედ ძიებად მოსწრაფედ.
    58.     და თქუა წმიდამან ბალაჰვარ: შემდგომად ამისა გუესმა, ვითარმედ მეფე იგი და თანამზრახვალი მისი მშჳდობით თანა-წარჰჴდეს სოფელსა ამას.


24

     1.     24. [ჰრ]ქუა იოდასაფ: არღარა აქუს ყოვლით კერძოვე სიყუარული ამის სოფლისაჲ გონებასა და არღარა შევაქცევ თავსა ჩემსა მიზეზთა მიერ მისთა, არამედ მსურის ცხორებისა მისთჳს საუკუნოჲსა,
    2.     და აწ განმიზრახავს, რაჲთა დავადგრე შენ თანა, სადაცა იყო, და მოვითმინო სიმძიმე ცხორებისა შენისაჲ.
    3.     ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: უკუეთუ ჰ[ყო] ესე, ემსგავსო მდიდარსა მას, რომელი ემზახა გლახაკსა მას, რამეთუ გუესმა, ვითარმედ იყო ვინმე ჭაბუკი მდიდრისა შვილი, და უთხოვა მამამან მისმან ცოლად მისა ქალი ერთი შუენიერი და მდიდარი ნათესავთაგან თჳსთა.
    4.     და არა ინება ჭაბუკმან მან შერთვაჲ მისი.
    5.     და აღდგა და ივლტოდა პირისაგან მამისა თჳსისა.
    6.     და სლვასა მას მისსა შინა იხილა ასული ვინმე გლახაკისა(ჲ) სამოსლითა შეურაცხითა მჯდომარე კართა ზედა სახლისა თჳსისათა, იქმოდა რაჲ ჴელთსაქმარსა თჳსსა, და მას შინა ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა.
    7.     ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ვინაჲ ხარ, დედაკაცო, ანუ რომელთა კეთილთა ზედა ჰმადლობ ღმერთსა?
    8.     ხოლო მან ჰრქუა: არა უწყია, რამეთუ მცირემან წამალმან მრავალთაგან სენთა იჴსნის კაცი, ეგრეცა მცირედსა ზედა მადლობამან მოჰმადლის უდიდესი?
    9.     ხოლო მე ასული ვარ ბერისა ერთისა გლახაკისაჲ.
    10.     და ჴმა-უყო ჭაბუკმან მან ბერსა მას.
    11.     და ვითარ განვიდა მისა, ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს ასული ესე შენი მოცემად ცოლად ჩემდა?
    12.     ჰრქუა მას ბერმან მან: არა ჯერ-არს ცოლად შენდა ასული გლახაკისაჲ, რამეთუ შენ შვილი მდიდრისაჲ ხარ.
    13.     ჰრქუა ჭაბუკმან მან: ვიხილე სიბრძნე და გონიერებაჲ ასულისა შენისაჲ, და მე მთნავს იგი ცოლად ჩემდა, და აჰა ესერა მდიდართა შვილი დაწინდებულ იყო ჩემთჳს, და მე არა ვინებე.
    14.     აწ წინა-მიყავ თხოვაჲ ჩემი, რამეთუ კეთილად მპოო, უფალსა თუ უნდეს.
    15.     ჰრქუა მას ბერმან მან: დაღაცათუ შენ გთნავს ასული ჩემი, არამედ ვერ ძალ-გიც მიყვანებაჲ მისი სახლდ მამისა შენისა.
    16.     ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: მე აქა დავადგრე თქუენ შორის და თავს-ვიდვა ცხორებაჲ თქუენი.
    17.     ხოლო ბერი იგი იყო მდიდარ ფრიად ფარულად.
    18.     და შევიდა სახლსა მის ბერისასა და განიძარცუა სახე და [შეიმოსა] სამოსელი მათ გლახაკთაჲ.
    19.     და იწყო ბერმან გამოცდად მისა და აღწონად გონებისა მისისასა.
    20.     და ვითარ პოვა იგი ყოვლით კერძო ბრძენ და გონიერ და ცნა, ვითარმედ არა ტრფიალებითა უგუნურებისაჲთა მივიდა სიგლახაკედ, მაშინ უპყრა ჴელი მისი და შეიყვანა საუნჯესა თჳსსა.
    21.     და განახუნა საუნჯენი თჳსნი და უჩუენა მას ყოველი სიმდიდრე თჳსი და შუენიერებაჲ ადგილისაჲ მის, რომელ არასადა ეხილვა ეგევითარი ცხორებასა მისსა, და ჰრქუა მას: შვილო, ესე ყოველი შენი არს.
    22.     და მიერითგან იშუებდა ჭაბუკი იგი მარადის მას შინა სიხარულით და მხიარულებით.


25

     1.     25. ჰრქუა იოდასაფ: მე ვესავ ქრისტესა ძესა ღმრთისასა, ვითარმედ ჩემთჳს იყოს სახე ესე, არამედ მესმა შენგან, იტყოდე რაჲ, ვითარმედ ბერმან გამოცადა გონებაჲ მის ჭაბუკისაჲო.
    2.     აწ შენ, ვითარ გნებავს გამოცდაჲ გონებისა ჩემისაჲ?
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ, რაჲთა გეშინოდის ღმრთისა და შეეყო ნებასა მისსა ყოველთა დღეთა შენთა და განეშორო ყოველთა ვნებათა სოფლისათა,
    4.     რამეთუ არა წარსწყმედს ღმერთი სასყიდელსა შრომისასა და არცა წარუმართებს საქმესა იჭჳსასა, და განძლიერდი, რამეთუ არა განმცდელ არს უფროჲს ძალისა.
    5.     დღითი-დღედ გეჴსენედ და იწურთიდი გონებასა შენსა, შეიპყრობდ საქმესა განცდით და ნუ სიტკბოებისათჳს შესცხარდები პირველ გამოცხადებისა, და ნუცა სიმწარისათჳს განაგდებ;
    6.     უკუეთუ კეთილ იყოს, განიკითხევდ გულსა შენსა, რაჲთა არა შეგიჴდეს იჭჳ და ნუ მსწრაფლ დაამტკიცებ მოწევნულთა გულის სიტყუათა ვიდრემდის არა გამოსცადო დაწყნარებულებით და კრძალვით,
    7.     რაჲთა არა მიდრკეს გონებაჲ [შენი] ნებასა და გულის-თქუმასა, შეგაეჭოს კეთილსა და მოგატყუას ბოროტი.
    8.     აწ მე ვევედრები შენთჳს მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ღმერთსა დამბადებელსა ცათა და ქუეყანისასა, მტკიცესა და შეურყეველსა და სულსა წმიდასა თანაარსსა, რომელსა არა აქუს აღსასრული,
    9.     საშინელსა და სახიერსა, ძლიერსა და მოწყალესა, უხილავსა და გამოუთქუმელსა, მეუფესა კაცთ მოყუარესა, მეცნიერსა და არა უდებ მყოფელსა, რომელი ყოვლად ძლიერ არს.
    10.     და არა არს უძლურებაჲ მის თანა, რომელმან აღუთქჳს და არა ეცრუვის.
    11.     შეიწყნარის და არა განწირის, რომლისაგან ძრწიან ყოველნი დაბადებულნი და ქედ-დადრეკილ არიან წინაშე საშინელებასა ღმრთეებისა მისისასა,
    12.     რაჲთა წმიდა გყოს ჭეშმარიტ წინამძღუარ კეთილისა, თითის საჩუენებელ მოშიშებითა, ამხილველ ბრმათა, მასმენელ ყრუთა, მამხილებელ უდებთა და მტერ სოფლისა,
    13.     მოყუარე წმიდათა და მოძულე ვნებათა, ვიდრემდის მიგაწიოს ჩუენითურთ ადგილსა მას, რომელი აღუთქუა ქრისტემან პირითა მით უტყუველითა მოუგონებელსა, უსმენელსა და უხილავსა სასუფეველსა მისსა,
    14.     რამეთუ სასოებაჲ ჩუენი ფრიად არს მოწყალებათა მიმართ ქრისტესთა, ეგრეცა შიში ჩუენი სატანჯველთაგან მისთა.
    15.     თუალნი ჩუენნი განმარტულ არიან და ქედნი ჩუენნი დადრეკილ არიან წინაშე მისსა.
    16.     ვითარცა ესმა ესე ყოველი, განჴურდა იოდასაფ სიტყუათა მათ ზედა წმიდისა მამისა ბალაჰვარისთა და აღიჩჩუა გული და იწყო ტირილად, და ჰრქუა ბალაჰვარს: რავდენისა ჟამისაჲ ხარ, წმიდაო მამაო?
    17.     ხოლო მან ჰრქუა: ათორმეტისა წლისაჲ.
    18.     ჰრქუა მას იოდასაფ: ვითარ მეტყჳ ამას, რამეთუ გხედავ მოხუცებულად და სამეოცის წლის საგონებელ ხარ.
    19.     ჰრქუა ბალაჰვარ: ვინაჲთგან ვიშევ, ვარ სამეოცის წლის, ხოლო შენ მკითხენ ჟამნი ცხორებისა ჩემისანი;
    20.     და ცხორებაჲ სიცოცხლესა ჰრქჳან, და სიცოცხლე არარაჲ არს თჳნიერ შჯულისა ქრისტესისა და საქმეთა მისთა, და ესე არა იყო ჩემ თანა, გარნა ათორმეტით წლითგან.
    21.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ უკუე ჰყოფ კაცსა, რომელი ჭამს და სუამს და მიმოვალ[ს] მკუდრად?
    22.     ჰრქუა ბალაჰვარ: ამისთჳს, რამეთუ ეზიარა მკუდართა მწუხარებითა და სიხარულითა და უღონოებითა, და ვერ რგომითა თავსა თჳსსა და ვერ გულისჴმის-ყოფითა კეთილთა ღმრთისათა, რომელ არიან მის თანა სიმრთელე და ფლობაჲ კეთილთა მიმართ.
    23.     უკუეთუ უნდეს, ვითარცა აწ ეზიარა მკუდართა სა[ქ]მითა, ეგრეცა ემსგავსა ჴელითა.
    24.     ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუ ცხორებაჲ იგი პირველი არა შეგირაცხია ცხორებად, თანა-გაც, რაჲთა სიკუდილიცა იგი მომავალი არა შეჰრაცხო სიკუდილად და არცა ბოროტად გიჩნდეს.
    25.     ჰრქუა ბალაჰვარ: ანუ არა გაუწყებსა განწირვაჲ თავისა ჩემისაჲ შემოსლვად შენდა, რამეთუ მე უწყი სიბოროტე მამისა შენისაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ არად შემირაცხიეს ბოროტად, არამედ ცხორებად საუკუნოდ.


26

     1.     ჰრქუა იოდასაფ: მითხარ მე სახე ნათესავისა ამის ჩუენისაჲ და გულს-მოდგინებაჲ მათი კერპთა მიმართ.
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: მსგავს არიან, რომელთა ჰრწამს კერპთაჲ, კაცსა ვისმე, რომელმან შეიპყრა მჭურინავი, ვითარცა იტყჳს იგავით მეტყუელი ჩუენი, და უნდა დაკლვაჲ მისი.
    3.     და მოეცა სიტყუაჲ მჭურინავსა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს გნებავს დაკლვაჲ ჩემი, რამეთუ არა არს ჩემ თანა განსაძღებელი შენი?
    4.     ხოლო უკუეთუ განმიტეო მე, მიგცნე შენ სამნი მცნებანი და უმჯობეს იყვნენ შენდა ყოველთა მონაგებთა, და-ხოლო-[თუ]-იმარხნე იგინი, და [ა]რწმუნა კაცსა მას, რაჲთა განუტეოს, უთხრნეს ხოლო თუ სიტყუანი იგი.
    5.     ხოლო მჭურინავმან მან ჰრქუა, რაჟამს განუტევა: ესე არიან მცნებანი ჩემნი: ნუ ეძიებ მიუწდომელსა, და ნუ ინანი გარდასრულსა, და ნუ გრწამნ, რომელი არა იყოს.
    6.     და ვითარ განუტევა იგი, უნდა მჭურუნავსა მას გამოცდაჲ კაცისაჲ მის, ირგნა-ძი-ა მცნებანი მისნი?
    7.     და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე, თუ რაჲ საფასე განგერა ჴელთაგან შენთა, რამეთუ არს იჴუანჩსა შინა ჩემსა მარგალიტი ვითარცა კუერცხი სირაქლემისაჲ.
    8.     და ვითარცა ესმა კაცსა მას სიტყუაჲ ესე, დაითხია სინანულითა განტევებისა მისისათჳს, და უნდა კუალად შეპყრობაჲ მისი, და ჰრქუა მას: მოგუალე სახლად ჩემდა და მე კეთილად გიღუაწო და პატივით განგიტეო.
    9.     ჰრქუა მას მჭურუნავმან მან: ჵ უგუნურო, შემიყპარ და ვერ დამმარხე, გამცენ და ვერ დაიმარხე, რომლითა ვიჴსენ თავი ჩემი შენგან, ანუ არა გამცენა?
    10.     და აჰა ესერა შენ ინანი განტევებასა ჩემსა გარდასრულსა, და ეძიებ, რომელსა ვერ მისწუთები – შეპყრობასა ჩემსა, და გრწმენა არა ყოფილი, ვითარმედ მაქუს იჴუანჩსა ჩემსა მარგალიტი უფროჲსი ჩემსა.
    11.     შენ არა უწყია, ვითარმედ ყოველი გუამი ჩემი არა სწორავს კუერცხსა სირაქლემისასა.
    12.     და მიერითგან სარგებელ ეყვნეს კაცსა მას სიტყუანი იგი.
    13.     ეგრეთვე არს სასოებაჲ კაცთაჲ კერპთა მიმართ, რამეთუ დაჰბადნეს იგინი ჴელითა მათითა და თქუეს: ესე არიან დამბადებელნი ჩუენნიო.
    14.     რამეთუ სცვენ მათ მპარავთაგან და იტყჳან, ვითარმედ: ესენი არიან საცონი ჩუენნი ბოროტისაგან.
    15.     წარაგებენ მათ ზედა მონაგებთა მათთა და იტყჳან, ვითარმედ: ესენი არიან მზრდელნი ჩუენნი.
    16.     ეძიებენ მათ თანა, რომელსა არა ჰპოებენ, და ჰრწამს (ყოვლისა)გან, რომელი არა არს მათ თანა.
    17.     ჰრქუა იოდასაფ: ჭეშმარიტად ესე სახე არს მათი და ყოვლადვე საძაგელ არიან წინაშე ჩემსა, და არა არს სასოებაჲ ჩემი მათდა მიმართ, და სიტყუამანცა შენმან უფროჲსად აღმძრა სიძულილად მათდა,
    18.     არამედ აწ მითხარ მე: ვისდა მიჴმობ, ანუ რაჲ არს შჯული ესე, რომელი გამოირჩიე თავისა შენისათჳს?
    19.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ესე არს გამორჩეული, რამეთუ ერთი არს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, სამებაჲ, სამგუამოვნებაჲ და ერთი ღმრთეებაჲ, და არა მრავალნი უფალნი;
    20.     იგი ხოლო მეუფე, და თჳნიერ მისა ყოველნი – სამეუფო;
    21.     იგი ხოლო დამბადებელ და ყოველნი დაბადებულ;
    22.     იგი ხოლო უჟამო და ყოველნი ჟამიერ, იგი ხოლო ძლიერ და ყოველნი უძლურ;
    23.     იგი ხოლო მაღალ და ყოველნი მდაბალ, დაუძინებელ, ღონიერ ყოვლისაგან, ყოველივე რაჲცა უნდეს, და იქმს და ყოველსავე მისწუთების.
    24.     ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისა არარაჲ იქმნა.
    25.     შეუცვალებელი ჟამთაგან და მიუცვალებელი ადგილითი-ადგილად, და ყოველნივე ადგილნი სავსე არიან მისგან, სახიერ, მოწყალე, კაცთ მოყუარე და მა[რ]თლ მსაჯულ.
    26.     და განუმზადებიან მორჩილთათჳს საშუებელნი და ურჩთათჳს სატანჯველნი.
    27.     ამან, სამებით ცნობილმან და ერთარსებით აღსაარებულმან, გყავნ მეძიებელ ნებასა მისსა, რაჲთა სცხონდე ძალითა ერთარსებისა მისისაჲთა.
    28.     ხოლო უკუეთუ დაიმარხნე მცნებანი მისნი, მერმე იცნა, ვითარ ჯერ-არს მეცნიერებაჲ მისი.


27

     1.     27. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საქმე, რომელი ჰნებავს ღმერთსა?
    2.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა რომელი გინდეს თავისა შენისათჳს, უყო იგი მოყუასსა შენსა, და რომელი შენთჳს არა გინდეს, იგი სხუასა არა უყო, და რაჲთა დაიმარხნე მცნებანი ქრისტესნი და ლოც[ვასა].....................


28

     1.     ...თა მისთაჲ და განსლვაჲ მათი მისგან.
    2.     და რამეთუ არავინ დაადგრებოდა მას შინა, არცა დიდი დიდებითა თჳსითა, და არცა ძლიერი ძალითა თჳსითა, და არცა ღონიერი ღონის ძიებითა თჳსითა, და არცა ბრძენი სიბრძნითა თჳსითა.
    3.     გულისჴმა-ვყავ, რამეთუ ვარ მე, ვითარცა ერთი მათგანი, და განმავალ ვარ, ვითარცა განვიდეს იგინი, და შეცვალებად ვარ, ვითარცა შეიცვალნეს იგინი.
    4.     და რამეთუ არა ვარ უდიდეს დიდთა მათ და უძლიერეს ძლიერთა მათ, და რომელი-იგი მოიწია მათ ზედა, მოიწევის ჩემ ზედაცა.
    5.     და ვცან, ვითარმედ ყოველი შეკრებული განიბნევის და ყოველი მონაგები წარეგების, გარნა შიში ღმრთისაჲ და სწავლაჲ ნებათა მისთაჲ იჴსნის საშჯელისა მისგან საუკუნოჲსა.
    6.     რამეთუ ესე არს საქმე, რომელსა არა აქუს სინანული აღსასრულისა.
    7.     ხოლო რაჟამს ესე გულისჴმა-ვყავ, ძიება-ვყავ თავისა ჩემისა უმჯობესი და ვაიძულე გარდასლვად ნებასა თჳსსა, დაღაცათუ მძიმე უჩნდა.
    8.     და დავაყენე გულის-თქუმათაგან, და აღჳრ-ვასხენ აღჳრითა შიშისა ღმრთისაჲთა, რაჲთა არა წარმიტაცოს და შთამაგდოს შფოთთა ამაოჲსა სოფლისათა.
    9.     და მერმე მესმა სიტყუაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი მოგუესწავა წიგნთაგან ზეგარდამოთა, ვითარმედ: ვყავ სოფელი ესე და ყოველი ხატი მისი წარმავალ, აწ აღიღეთ საგზალი, რამეთუ წარხუალთ ქუეყანად უცხოდ.
    10.     ეკრძალენით, რამეთუ უეჭუელად განხუალთ ამიერ სოფლით, ნურარას იჴმარებთ მისგან, გარნა რომელი კმა-გეყოს გზისა მის მოწევნამდე, რამეთუ მე განმიმზადებიეს ადგილი საუკუნოჲ, რომელსა შინა არიან ორ სავანე:
    11.     ერთი იგი სავანე არს ყოვლითა კეთილითა გამოუთქუმელითა და ყოვლითა საშუებელითა, აღსავსე მოწყალებითა, კაცთ მოყუარე[ბითა] ჩემითა, იყოს იგი მისაგებელად რომელთა შემიყუარეს მე
    12.     და ჰრწმენა ჴმაჲ მოციქულთა ჩემთაჲ და დაიმარხნეს მცნებანი ჩემნი, მას შინა სუფევდენ უხრწნელელებით და მათ ზედა სიკუდილი არა სუფევდეს, სადა-იგი არა არს შიში და ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ.
    13.     ხოლო მეორე იგი სავანე სავსე არს სატანჯველითა, ჭირითა და იწროებითა, სირცხჳლითა და შურითა, აღგზებული რისხვითა და გულის წყრომითა, რომელმან შურ-მაგოს ყოველთა მოძულეთა ჩემთაგან,
    14.     რომელთა შეურაცხ ყვნეს მოციქულნი ჩემნი და დაივიწყნეს მცნებანი ჩემნი, და გარე-მიიქცინეს სასმენელნი მათნი ჴმისაგან მამხილებელისა.
    15.     ხოლო რაჟამს მესმა ჴმაჲ ესე, ვცან, რამეთუ სამართლით არიან სიტყუანი მისნი და ჭეშმარიტებით მცნებანი მისნი.
    16.     და აღვიღე საგზალი, რაჲთა მივიწიო სავანესა მას მშჳდობისა და მოწყალებისასა საქმითა კეთილითა და დამარხვითა მცნებათაჲთა.
    17.     და ვივლტი სავანისა მისგან საშინელისა დატევებითა ურჩებისაჲთა, დაღაცათუ ვერ მიწუთომილ ვარ მე და ვერცა ვინ სხუაჲ დიდებულთაგანი, რაჲ-იგი ქრისტემან თავს-იდვა ჩუენთჳს ჯუარსა ზედა და რაჲ-იგი თანა-გუაც ნაცვალად მისა,
    18.     რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი და ფრიად მეშინის, უკუეთუ არა მეოხ მეყოს წმიდაჲ ქალწული მარიამ და ყოველნი წმიდანი მისნი.
    19.     ჰრქუა იოდასაფ: და ვითარ შესაძლებელ არს მიწუთომად კეთილთა მათ, რომელთა იტყჳ?
    20.     და ჰრქუა ბალაჰვარ: რაჲთა დაუტეოს კაცმან სოფელი ესე და ყოველი ზრუნვაჲ მისი, გარნა საჴმარი ხოლო იპყრას.
    21.     შეიკრძალე განკითხვაჲ და დაადგერ სწავლულებასა და ნურარას დაამტკიცებ პირველ გამოცდისა, რ~ უმჯობეს არს მცირედი სიმართლე, რომელსა არა ერთოს ცოდვაჲ, ვიდრე მრავალთა სათნოებათა შინა აღრეულ იყოს ცოდვაჲ.
    22.     და უმჯობეს არს მცირედ მეტყუელებაჲ, ვიდრეღა [ა]რა მრავალ მეტყუელებასა, რომელსა ეპყრას ტყუვილი, რამეთუ თანა-აც კაცსა ბრძენსა,
    23.     რაჲთა წურთიდეს თავსა თჳსსა, ვითარცა წურთინ კეთილი წინამძღუარი ერსა თჳსსა და განაგებნ მოღუაწებით საქმეთა მათთა და აყენებნ სავნებელთაგან მათთა, და მერმე პატივ-სცის მორჩილთა.
    24.     ეგრეთვე თანა-აც კაცსა ბრძენსა, რაჲთა განიკითხვიდეს თავსა თჳსსა ყოველთა შინა საქმეთა მისთა, და ნებათა მისთა და მაშინ მიაგოს გონებითა თჳსითა თავსა თჳსსა სამართალი, მისაგებელი კეთილი, გინა ჯერი ჟამსა თჳსსა.
    25.     უკუეთუ კეთილ იყოს, პატივ-სცეს სიხარულითა, და უკუეთუ უჴმარღა იყოს, სწავლოს იგი სინანულითა.
    26.     და რამეთუ დაესაჯების კაცსა გონიერსა, რაჲთა განიკითხვიდეს გულის სიტყუათა თჳსთა და მეცნიერებით შეიწყნარ[ო]ს, და ეგრეთვე მეცნიერებით განაგდოს ბოროტი,
    27.     და რაჲთა სწუნობდეს თავსა თჳსსა და შეურაცხ-ჰყოფდეს სიბრძნესა თჳსსა გონებაჲვე თჳსი, რაჲთა არა შეუჴდეს სული თავ-მოთნებისაჲ,
    28.     რამეთუ ღმერთსა სძულს თავ-მოთნებაჲ და უყუარს სიბრძნე და სიმდაბლე, რამეთუ სიბრძნითა მიემთხუევის კაცი კეთილსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და უგუნურებითა წარწყმდებიან სულნი მრავალნი, რამეთუ ყოვლისა სიმტკიცისა თავი არს შიში უფლისაჲ და სლვაჲ გზათა მისთა.
    29.     ეგრეთვე თავი ყოვლისა ბოროტისაჲ მიდევნებაჲ გულის თქუმათაჲ და დამონებაჲ ნებათაჲ.
    30.     ხოლო რაჟამს მოიწინენ შენ ზედა გულის სიტყუანი, რომელთა გონებაჲ შენი ვერ შემძლებელ იყოს განკითხვად.
    31.     ნუ დაჰბრკოლდები გამოცდად მისა, რამეთუ ეგევითარმან შეაშფოთ[ის] გონებაჲ და დაუბნელოს საცნობელი.
    32.     ხოლო შენ უფროჲსღა დაწყნარებულ იქმენ, რამეთუ მას შინა შემძლებელ იქმნის გონებაჲ განკითხვად და სული ცნობად უმჯობესისა.
    33.     და ნუ იტყჳ სულითა მოწყინებისაჲთა საქმისათჳს, თუ ვერ შესაძლებელ არს ესე ყოფადო, და არა გამოიძიო უმჯობესი მას შინა.
    34.     და ესე უწყოდე, რამეთუ ვერ შეიკრიბოს კაცმან ერთმან ყოველი სწავლულებაჲ.
    35.     ამისთჳს არა შეუგავს ბრძენსა, უკუეთუმცა მცირედი იგი სწავლაჲ შეურაცხ-ყო, ოდესღა დიდსა მას სისრულესა ვერ მისწუთა, რამეთუ ესევითარისა თუალნიცა ვერ შემძლებელ არიან ყოველსა სინათლესა მზისასა ტჳრთვად.
    36.     და მერმე არავე აყენებს მცირედი იგი სინათლე სლვად საქმესა მისსა, და არცა კუალად უმრავლესი იგი, რომელსა ვერ შეუძლო ტჳრთვად, განურყუ[ნის] მცირედისა მის ხილვისა სარგებელსა.
    37.     ანუ ვინ კაცთაგანი შემძლებელ არს ყოველთა საჭმელთა და სასუმელთა, რომელნი იხილნეს და გული-უთქუმიდეს, ერთბამად მიღებად?!
    38.     რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს მიღებად, გარნა მცირედისა მისგანისა, არამედ არავე დააბრკოლებს დაკლებაჲ უმრავლესთა მათ ჭამადთაჲ ცნობად გემოსა და განსაძღებელად სულისა მის ჭამადითა მით მცირედითა.
    39.     ხოლო სწავლულებაჲ და სათნოებაჲ უმრავლეს და უდიდეს და უპატიოსნეს მისა არს, თუმცა შეუძლო თუალმან ერთისამან წარმართებად და გულმან დატევნად და გონებამან შეწყნარებად.
    40.     რამეთუ ესე უფროჲსღა ძნიად მისაწუთომელ არს, ვიდრეღა რომელი-იგი სახედ ვაჴსენეთ მზისათჳს და ჭამადთათჳს,
    41.     რამეთუ ჰმატს მეცნიერი მეცნიერსა ღმრთისა მიერ, არამედ არავე დაბრკოლება არს, რაჲთა იჴუმიოს კაცად-კაცადმან, რაჲცა-იგი ცნა და მეცნიერებითა მით მცირედითა მოიპოვოს, რომელსა-იგი ვერ მეცნიერ არს.


29

     1.     29. ჰრქუა იოდასაფ: ვითარ უკუე ჯერ-არს ჩემებრისათჳს, რაჲთა უჭეშმარიტესი გამოიძიოს დაწვალებულთა შჯულსა შინა?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: რაჲთა დაიმარხნეს ყოველნი, რომელსა ზედა შეკრბეს დაწვალებულნი შჯულსა შინა, რომელთა ჰრწამს უფალი იესუ და შეიკრძალნეს საქმენი, რომელსა ზედა არა დაწვალებულ იყვნენ, და მერმე იღუაწოს გამორჩევაჲ უმჯობესისაჲ ესრეთ:
    3.     პირველად გამოძიებითა წიგნთაგან და შეტყუებითა სახეთაჲთა და თანა-მოწამებითა გონებისა[ჲ]თა და წამებითა და საქმეთა ცხადთაჲთა და არა შეწყნარებითა იჭჳსაჲთა და არა განგებითა კაცობრივითა,
    4.     რამეთუ მდგომა[რე] საქმესა ზედა თჳსსა, სადაცა მიიწიოს, უმოლხინე არს ჩაჭრისაგან მსგავსთა შინა, ვინაჲცა მოიწინეს, ვიდრე დადგრომილი მას ზედა თჳნიერ მოწამისა და მეცნიერებისა, რამეთუ მდგომარე იგი სიმტკიცესა ზედა დგას სიმართლისასა და განიშორებს ცთომასა.
    5.     ხოლო წარმდები საქმესა ზედა თჳნიერ მეცნიერებისა და მოწამისა სცთების თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა.
    6.     ეგრეთვე არიან საქმენი ამის სოფლისანი, რამეთუ შეკრებაჲ საცნაურსა ზედა მის[ს]ა კმა არს უცნაურსა ზედა მისსა, რომელი იქმოდის კეთილსა, რაჲ-იგი ცნა, და დაუტეოს ბოროტი, რაჲ-იგი ცნას.
    7.     და მოსწრაფე იყოს ღმრთისა მიმართ ერთგულებით საქმეთა შინა დაფარულთა და ცხადთა.
    8.     ხოლო რაჟამს ყოს ესე, განუღოს ღმერთმან კარი მეცნიერებისაჲ და აუწყოს ნებაჲ თჳსი და ადვილად დაარღუევდეს ძნელოვანთა საცთურთა ეშმაკისათა.
    9.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ იყოს მოწრაფებაჲ კაცისაჲ ერთგულებით შჯულსა შინა?
    10.     ჰრქუა ბალაჰვარ: ესრეთ იყოს, რაითა განაშორნეს გულსა თჳსსა მაწუეველნი ნებისანი და მაზრზენელნი გულის-თქუმისანი, და მიაახლნეს ასოთა მისთა პირველთა საქმენი შჯულისანი და ჭეშმარიტი მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ.
    11.     და ოდეს ყოს ესე, მოიპოოს ნაყოფი მეცნიერებისაჲ და აღსძარცოს ღმერთმან მწუხარებაჲ და იჭჳ.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: ყოველსავე მსგავსსა შინა ჯერ-არსა ლოდებაჲ?
    13.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ეგრეთ არს, არამედ არა ჯერ-არს იჭჳ პირველისა მისთჳს, რომელი ესწაოს კაცსა, არამედ იღუაწოს აღებად მსგავსისაჲ მის პირველითა მით სწავლულებითა, სახითა და შეტყუებითა გონებისაჲთა.
    14.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ იტყჳ, უკუეთუ ვინმე განიკითხვიდეს მსგავსთა მათ ყოვლითა შრომითა და გონებითა თჳსითა და ვერ გამოცნას ჭეშმარიტი ამაოჲსაგან, კმა ეყო [ზედა] დადგრომაჲ და არღარა გამოძიებაჲ, რომლისათჳნ ეგოდენ მიჰჴდის ღმერთი მსგავსთათჳს?
    15.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: კეთილ არს ყოვლისა საქმისათჳს განკითხვაჲ, და გარდასრული თუ რაჲმე ვერ ცნას, თანა-აც კეთილად განზრახვაჲ და გულს-მოდგინედ ძიებად წინამდებარისა საქმისათჳს,
    16.     ვიდრემდის განუქარდეს მსგავსი იგი წამებითა ჭეშმარიტითა, ანუ მას შინა ჟამთაცა გარდასლვითა გამოეცხადოს.
    17.     ხოლო ნუმცა სასო-წარკუეთილ არს მას შინა ღმრთისა მიმართ და მის მიერსამცა მოელის გამოცხადებასა, და ნუმცა დაჰბრკოლდების ძიებასა მისსა გულს-მოდგინედ, რამეთუ ოდესმე გონებაჲ დაბრკოლდის პირველ შემთხუევასა საქმისასა.
    18.     ხოლო ოდეს მოთმინებით მოიქცის, კუალად გულს-მოდგინედ განიკითხავნ კეთილითა სასოებითა და გამოცდილებითა გარდასრულთა საქმეთა მათ, წინამდებარესა მას იჭუსა მოუჴდის.
    19.     მაშინ ღირს იქმნის აღებად იჭჳ მსგავსისაჲ მის, ვიდრემდის დაინახის კარი შესავალი და არა შესცთის უგზოსა.
    20.     და მერმე არა შეუგავს ბრძენსა, უკუეთუ ერთი რაჲმე კარი ვერ ცნას სწავლულებისაჲ, თუმცა მის გამო უსასო იქმნა ცნობასა მეორისასა.
    21.     და არცა უმეცრებისათჳს ერთისა რაჲსამე საქმისა შეუგავს განტევებაჲ ცნობილისაჲ მის საქმისაჲ, რამეთუ არა ყოველსა, რომელთა ეძიებნ კაცი, მისწუთის მეცნიერებასა, და არცა ყოველი, რომელი ცნის, ირგის, და არცა ყოველი უმეცრებაჲ მავნებელ არს.
    22.     ხოლო უმტკიცესნი საბრჴენი ეშმაკისანი ორნი არიან: პირველი ესე, რაჲთა შეუგდოს გულსა კაცისა ბრძენისასა, რამეთუ ვითარმედ არა არს შენ თანა სიბრძნე და არცა გონიერებაჲ, და არარაჲ სარგებელი არს სწავლულებასა შინა, და არცა უმეცრობაჲ დააბრკოლებს რას კაცსა.
    23.     და უჩუენის ვინმე კაცი მიშუებული სოფელსა შინა და ეტყჳნ: აჰა ეგერა ესოდენთა პატივთა მიემთხჳა ისი და დიდებაჲ მოიგო თჳნიერ სწავლულებისა.
    24.     და შენ რაჲსათჳნ დაშჯი თავსა შენსა და აშთობ ჭირითა?
    25.     არამედ სუ და ჭამე და იშუებდ, რამეთუ ხვალე მოჰკუდები, და ნუ მოიხდი ნეფსით სიკუდილსა პირველ მოწევნამდე მისა შენ ზედა ჟამსა თჳსსა.
    26.     და ამით და ესევითარითა მახჳლითა განსწონ გულსა მისსა და ამით დააბრკოლებნ ძიებისაგან სწავლისა, და ფართოებასა შეახედვებნ, რაჲთა მის ძლით მოინადიროს ჩუეულებითა საშუებელთაჲთა და ზრზენითა გულის-თქუმათაჲთა.
    27.     და უკუეთუ ამით ვერ სძლის და იხილის, რამეთუ მოთმინე იქმნა, მიივლტინ მეორისა მის ისრისა [განჴურვე]ბულისა.
    28.     ოდეს ცნის, ვითარმედ მარცხენით კერძონი იგი საბრჴენი შეუსწავლიან, მოუჴდის მარჯუენით კერძოსა მას აბჯარსა მისსა და მსგავსითა იწყის ბრძოლად მისა, რომელი მას არა შეუსწავლიედ.
    29.     და დასცის მი[ს] ზედა სული მოწყინებისაჲ, ვიდრემდის მოაძულვის ყოველი იგი, რომელი უქმნიედ მოღუაწებაჲ, და საწუნელად აღუჩენნ თავსა თჳსსა, და შეურაცხად და უგუნურად.
    30.     და აჩუენებნ ცნობასა მისსა და სიძულილი შთაუგდის მოყუსისა და მასწავლელისაჲ და ეტყჳნ: ვერ ჴელ-გეწიფების განსრულებად საქმესა ამას შინა და ვერ თავ-ადგამ და ვერ[ცა] გიძლავს ტჳრთვად კანონთა.
    31.     აწ რაჲსათჳს აჭირვებ თავსა შენსა და დააშრო[ბ], რომელსა ვერ მისწუთები?
    32.     და ამას თანა ეტყჳნ: უკუეთუ კეთილად გნებავს სრულ-ყოფაჲ და არა უტყუვი ღმერთსა, იმარხე ორმეოცით და ნაცრითა და ძაძითა და ტირილითა მარადის იქცეოდე.
    33.     ესევითართა ძნელოანთა აწუევნ, ანუმცა მოაწყინა და შეაურვა და მით ჩაჭრა, ანუ მეტად აღამაღლა და მერმე ქუეყანად დააკუეთა.
    34.     და ამით ურვითა დააბნელის გონებაჲ მისი და ვერღარა უძლავნ განკითხვაჲ საქმეთა წულილადთაჲ.
    35.     და ვერ დაუთმენნ ეგევითართა გულის სიტყუათა.
    36.     და ამათ ორთა ისართაგან მრავალნი წყლულნი და მომწყდარნი არიან კაცთა შორის, ამისთჳს რამეთუ სული მალე არს შეწყნარებად წინააღდგომთა ნაყოფთა გონებისათა,
    37.     რამეთუ გონებაჲ და ნებაჲ მჴდომ არიან ურთიერთას და მარადის ბრძოლაჲ დამკჳდრებულ არს შორის მათსა სულსა ზედა, და ნებაჲ მეგობარ არს სულისა, ხოლო გონებაჲ მაჭირვებელ,
    38.     რამეთუ ნებამან [აი]ხუნა სულისაგან ყოველნი სიმძიმენი და წინა-უყვნა ყოველნი საწადელნი გულის-სათქუმელნი და არას მოიჴსენებნ ზრუნვასა და შიშსა.
    39.     ხოლო გონებამან შეაყენა იწროებასა და ჭირით ასწავა ცხორებაჲ და მიუხუნა გულის-თქუმანი და ამხილა ვნებაჲ და ტანჯვაჲ მომავალი სიფართით და შუებით ცხორებათა ზედა, და შეანანა უდებებაჲ [პ]ირველი და ამხილა მოწევნადი.
    40.     ხოლო სული მიდევნებასა ნებისასა უმოსწრაფე არს, არამედ შეკრებული საცთურთავე ამათ ნებათაჲ არიან ორნი საქმენი.
    41.     პირველად ესე, რაჲთა დაიჭიროს თავი თჳსი ყოვლისაგან ურგებთა, ხოლო მეორე ესე, რაჲთა ფრიად გწადოდის და მოსწრაფე იყო მცირედისა მისთჳს კეთილისა, რომელ მოიგე, გულს-მოდგინედ ეძიებდე, რომელსა ვერ მისწუეთ.
    42.     ესე შეიკრძალე და ესე შეისწავე, და ამით შეიჭურე და უფალი ღმერთი მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი იყავნ შემწედ შენდა ყოველთა შინა საქმეთა შენთა,
    43.     რამეთუ არა არს ძალი და ღონე, გარნა იესუ ქრისტეს მიერ, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


30

 1.     30. ჰრქუა იოდასაფ: მესმა შენგან სიტყუაჲ, და გამოთქუმაჲ ღმრთისა დიდებისათჳს.
    2.     აწ შესძინე კუალად უგანცხადებულესადრე, რომელ ვითამცა თუალითა მიჩუენებ.
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: გამოუთქუმელ არს ხატი ღმრთეებისაჲ და გონებაჲ ვერ მისწუთების გამოძიებად, ვითარ-იგი არს, და ვერცა ყოველნი ენანი შემძლებელ არიან ღირსებით ქებად მისა.
    4.     და მიუწდომელ არს დაბადებულ[თა]გან მეცნიერებაჲ მისი, გარნა რომელი მან გამოუცხადა მათ პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა, რამეთუ ვერვინ უთხრას მისთჳს კაცთა, გარნა რომელი უწინარე საუკუნეთა იშვა მისგან უფალი იესუ ქრისტე, რომელი გამოვიდა მისგან.
    5.     მან გამოთქუა იგი, რამეთუ თუალთ-შეუდგამ არს ხატი მისი, და წინაწარმეტყუელთა წამეს მისთჳს და არწმუნეს კაცთა უფლებაჲ მისი ნიშებითა და სასწაულებითა, რომელი მოსცა მათ, რომელი ვერვის სხუასა ძალ-უც ჩუენებად ეგევითარისა ძალისა,
    6.     რამეთუ ყოველსავე ნებასა მისსა იქმს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა და ყოველთა უფსკრულთა.
    7.     ჰრქუა იოდასაფ: რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა?
    8.     ჰრქუა ბალაჰვარ: ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს შორის მათსა, სულიერნი და გუამნი.
    9.     და უკუეთუმცა იხილე ჭურჭელი რაჲმე შექმნული, დაღაცათუმცა მოქმედი მისი არა ჰნახე, სწამემცა, ვითარმედ უვის შემოქმედი.
    10.     ეგრეთვე ნაშენები, დაღაცათუმცა მაშენებელი მისი ვერ იხილე, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი.
    11.     ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე საკჳრველად აგებულებაჲ ჩემი, დაღაცათუ ვერ ვიხილე შემოქმედი ჩემი, უწყი, რამეთუ, მან დამბადა, ვითარცა უნდა, და გამომსახა, ვითარცა ინება, თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
    12.     და უკუეთუმცა მე ვიყავ დამბადებელი თავისა ჩემისაჲ, უმეტესმცა ვყავ [ყოველთა] დაბადებულთა სიშუენიერითა ტანისაჲთა და სისრულითა ჰასაკისაჲთა, არამედ მან დამბადა, ვითარცა ინება, უმეტეს მყო მრავალთა დაბადებულთა მისთა და უნაკლულეს ზოგთა.
    13.     და მერმე გულისჴმა-ვყავ ამითცა, რამეთუ განმიყვანებს ამის ცხორებისაგან თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
    14.     და ვჰხედავ საქმეთა მომავალთა ჩემ ზედა, სადაჲთ არა უწყ[ი], და ვერ ვიცი საზომი ცხორებისა ჩემისაჲ და რაჲ შემემთხუევის ბოროტი მას შინა.
    15.     და ვჰხედავ ყოველსავე კაცსა ესრე სახედ, ვითარცა თავსა ჩემსა, რამეთუ ვერვინ [შემძლებელ არს] შემატებად გინა მოკლებად ჰასაკსა თჳსსა, არცა მიცვალებად დაძუელებულისა და ვერცა კუალად შედგმად, თუ რაჲმე მოჰვარდეს მისგანი.
    16.     ვერ შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა მათითა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა მათითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა თჳსითა და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა.
    17.     და მერმე ვჰხედავთ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა და მოწევნასა დღისასა შემდგომად ღამისა და ქცევასა სამყაროჲსასა.
    18.     ამის გამო ვცანთ, რამეთუ დაბადებულთა ამათ უვის დამბადებელი, რამეთუ არა მსგავს არს მათა.
    19.     და უკუეთუმცა მსგავსი მათი იყო, იყომცა ვითარცა ერთი მათგანი და მის ზედაცა[მცა] მოიწეოდეს მოწევნად [რ~ნი] თითოეულსა მათგანსა ზედა მოიწევიან.
    20.     და ყოველსა რომელსა ვჰხედავთ, შექმნული არს, და ქმნულებაჲ მათი წამებს, რამეთუ რომელიმე არს შედგმულებით და რომელიმე გამოხატვით, და რომელიმე შენაწევრებული და რომელიმე ჟამთა შინა საზომით, მოკლებით და აღორძინებით, ძრვით და დაყუდებით.
    21.     არარაჲსაგან დაჰბადნა და თჳნიერ მაგალითისა გამოსახნა.
    22.     თქუა: იყავნ, და იყვნეს. და ოდეს უნდეს, აღასრულნეს ყოველნი.
    23.     და მერმე კუალად აღადგინნეს, ვითარცა პირველ იყვნეს.
    24.     ბრძანებაჲ მისი უგანმკუეთელეს არს უფროჲს მახჳლისა ორპირისა და უმალეს არს კამკამებასა ელვისასა, მოიყვანნის და მოვიდიან, და განაქარვნეს და განქარდენ, და კუალად მოაგნეს და მოეგნენ.
    25.     [და] კურთხეულ არს და დიდებულ, და უფროჲსად ამაღლებულ სახელი სამებისა წმიდისაჲ უკუნისამდე.


31

     1.     31. თქუა იოდასაფ: ყოველი რომელი სთქუ განგებისათჳს დაბადებულთაჲსა, ვითარმედ თჳნიერ მისა არარაჲ იქმნა, შევიწყნარე, რამეთუ დამასაჯე ჭეშმარიტითა წამებითა და განცხადებულითა სახითა,
    2.     არამედ ვინაჲ სცან, ვითარმედ აღდგომაჲ არს შემდგომად სიკუდილისა და მიგებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ?
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: ორთაგან საქმეთა საცნაურ არს, რამეთუ განწვალებულ არს ცხორებაჲ მორჩილთა და ურჩთაჲ სოფელსა ამას შინა,
    4.     და რამეთუ ვჰხედავთ მრავალთა ურჩთა შუებით და დიდებით და განსუენებით განჰვლიან სოფელსა ამას, და მრავალნი მორჩილნი სიგლახაკით და შეურაცხებით და ჭირით განვლენან ამიერ სოფლით, უწყი,
    5.     რამეთუ მართლმსაჯულმან მან ოდეს არა ადიდნა მორჩილნი მისნი სოფელსა ამას შუებითა და პატივითა, მერმესა მას სასუფეველსა განუმზადებიეს მათთჳს პატივი წარუვალი, უკუეთუ არა ურჩებაჲმცა არა ვნებაჲ იყო და არცა მორჩილებაჲ სარგებელ მოქმედთა მათთათჳს.
    6.     ხოლო მეორედ ამით საცნაურ არს ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რამეთუ ახარებდეს კაცთა მისაგებელსა საუკუნესა მორჩილთათჳს და განაკრძალებდეს სატანჯველისათჳს საუკუნოჲსა ურჩთა.
    7.     და მე შევიწყნარე წამებაჲ მათი დაფარულსა ზედა ამისთჳს, რამეთუ აჩუენეს ნიშები და სასწაულები, რომელი ვერვის კაცთაგანსა ჴელ-ეწიფების ეგევითარისა ძალისა ჩუენებად გარნა ძალითა მხოლოჲსა ღმრთისაჲთა.


32

     1.     32. ჰრქუა იოდასაფ: მითხარ-ღა, ოდეს მოციქულნი ესე კაცნივე არიან მათისავე ნივთისაგან და მათივე სახითა, ვითარ განჰყოფ კაცთაგან, და ვინაჲთ უწყი, თუ ჭეშმარიტსა იტყჳან?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: ამით უწყი ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა მათისაჲ, რამეთუ განეყვნეს სოფელსა ამას და მყოფთა სოფლისათა, და წინააღუდგებოდეს ნებათა მისთა, და უჴმობდეს სიმართლისა დამორჩილებად ყოველსა შინა საქმესა:
    3.     გულის წყრომასა და მშჳდობასა, და სიგლახაკესა და სიმდიდრესა, სიმდაბლესა და სიმაღლესა, და მომდოვრებასა გზათაგან მძლავრთაჲსა, და სასწორად სიმართლისად შორის პატიოსანთა და უპატიოთა,
    4.     და მოთმენად შურის გებისა, და დატევებად ნებისა და დათმენად ჭირისა, და ტჳრთვად მცნებათა და თავსდებად საშჯელი სამართალი, ვიდრე მიედგას კაცსა.
    5.     და მას შინა არიან სიმძიმენი ტჳრთისანი გარდარეულნი, და უღელი მაჭირვებელი და იწროჲ წინაშე მათსა.
    6.     ხოლო უკუეთუმცა იყვნეს ცრუ მოწამენი ღმრთისანი და მტყუვარნი, არამცა ესევითართა საჭიროთა და იწროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, არამედ უფროჲსმცა წინა-უყოფდეს მათ,
    7.     რომელი-იგი შეაშუს ბუნებასა კაცთასა, და ვრცელი იგი გზაჲ და ფართოჲ კარიმცა უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ.
    8.     და მი-მცა-უშუეს შუებათა და გულის-თქუმათა მიმართ და ფართოებით ცხორებად, და ესევითარითამცა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, არამცა ლოცვითა და მარხვითა და მოთმინებითა ჭირსა შინა,
    9.     და განსწორებითა მდიდართა და გლახაკთაჲთა განაკრთვნეს გულნი კაცთანი, ამის გამო ვცანთ, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳან და საქმენიცა მათნი წამებენ, რამეთუ დაბადებულთა ვერ ჴელ-ეწიფების ჩუენებად ეგევითართა სასწაულთა და ნიშებთა.
    10.     ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუმცა აღ-ვინმე-დგა კაცი და სიცრუვით იტყოდა თავსა თჳსსა მოციქულად ღმრთისა და ესე სახესავე საქმესა ქადაგებდა, ვითარმცა საცნაურ იყო –ჭეშმარიტსა იტყჳს ანუ ცრუსა?
    11.     ჰრქუა ბალაჰვარ: დაფარულთა მისთამცა გამოაცხადნეს საქმენი მისნი და საქმითავემცა მისითა დაჰჴსნა ქადაგებაჲ თჳსი,
    12.     რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან, სახიერებასა ასწავებენ და თჳთ მანკიერებასა აღასრულებენ და ვერ შემძლებელ არ(ია)ნ ყოფად სასწაულისა, რომელიმცა კაცთაგან ვერ შემძლებელ იყო ყოფად,
    13.     რამეთუ უკუეთუ წინაწარმეტყუელთაგანმან ვინმე შეისუენის, იპოვის წიგნთა შინა მისთა უწყებაჲ, თუ ვინმე მომავალ არნ შემდგომად მისსა.
    14.     ჰრქუა იოდასაფ: მაშა, უკუეთუმცა იპოვა ვინმე კაცი, რომელმან იცნოდნა წიგნნი პირველნი და საქმენი გარდასრულნი და მათ მიერმცა მეცნიერ ქმნულ იყო მომავალსაცა,
    15.     და იცოდამცა სახელი წინაწარმეტყუელისა წარსრულისაჲცა და მომავალისაჲცა, და მომავალიმცა აჩემა თავსა თჳსსა, რაჲ არს შეტყუებაჲ მისი და სიცრუვისა მისისაჲ?
    16.     ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ უძლეველი და ნათელი მისი დაუშრეტელი და ჭეშმარიტებაჲ მისი განუქარვებელი, რამეთუ ღმერთმან არა მოავლინის წინაწარმეტყუელი ნათესავსა შორის,
    17.     გარნა საცნაური ვინმე ერსა შორის, და კაცი იგი პირველ მოვლინებისა საცნაურ არნ სიწმიდით, ჭეშმარიტებით, სიმშჳდით, უბიწოებით ჴორცითა, მშჳდობის მოყუარებითა.
    18.     არა არნ იგი გულ-მწყრალ, არცა ანგაჰარ, არცა ამპარტავან, არცაღა ყოვლითურთ საეჭუელ არნ უჯეროჲსა გზასა.
    19.     ხოლო რაჟამს წარავლინის ღმერთმან ქადაგებად, განაძლიერის საქმითა და სიტყჳთა.
    20.     უკუეთუ პირველ ბრკუ არნ ენითა, მიეცის მადლი აღებასა პირისასა და შემძლებელ იქმნის ხარებად, მხილებად და ცნობად, რომელსა ვერ მისწუთეს კაცნი.
    21.     ყოველსავე სახიერებით აღასრულებენ და დაფარულიცა მისი წამებნ მისთჳს.
    22.     და არავინ წარემართის წინააღდგომად სიცრუით ჭეშმარიტისა, უკუეთუმცა სიცრუვე მისი წინაჲთვე არა საცნაურ იყო ერსა შორის.
    23.     და საქმემცა რაჲმე არა ამხილებდა ტყუვილსა მისსა, და მერმე ვერ დამტკიცნების ტყუვილითა სიმართლე და ვერცა სიცრუვე მიზეზ და მომყვანებელ ექმნების კეთილისა საქმისა.


33

     1.     33. და განმრავლდა შესლვაჲ ბალაჰვარისი ძესა თანა მეფისასა.
    2.     ასწავებდა და ამხილებდა მას, ვიდრემდის დაჰკჳრდეს მსახურნი მისნი და განჰკრთეს შესლვისა მისისათჳს უჟამოდ მის ზედა.
    3.     ხოლო მეფესა ეჩინა მსახურად ძისა თჳსისა და მზრდელად კაცი ვინმე ერ[თ]გული და დასტური წინაშე მისსა, რომელსა სახელი ერქუა ზადან.
    4.     და ვითარცა ცნა ზადან საქმე იგი ბალაჰვარისი, ეტყოდა ძესა მეფისასა ფარულად: შენ უწყი სადგური ჩემი წინაშე მეფისა და ადგილი ჩემი მის თანა, და არა დამადგინა მსახურებასა შენსა ზედა, გარნა დასტურობისა და ერთგულობისა ჩემისათჳს წინაშე მისა,
    5.     და ფრიად განკჳრვებულ ვარ საქმესა ზედა ამის კაცისასა, რომელი შემოვალს შენდა ყოველსა ჟამსა, და მეშინის, თუ მათგანი იყოს, რომელთაჲ უმძიმს მამასა შენსა და აყენებს მოსლვასა მათსა.
    6.     აწ უკუეთუ კეთილისა რაჲსამე საქმისათჳს გზრახავს და არა გიმძიმს ცნობებაჲ მამისა შენისაჲ, ვაცნობო, რამეთუ ფრიად განმკრთალ ვართ და მრავალფერსა ვაგონებთ მისთჳს.
    7.     ხოლო უკუეთუ საიდუმლოსა რასამე გეტყჳს და არა გნებავს მიწევნაჲ მისი მეფისა, მ[ა]შა სამთაგანი ერთი ყავ ჩემ თანა: ანუ დააცადე ამიერითგან და დავფარო აქამომდისი, ანუ აგუჴადე რისხვაჲ შენი და ნუ გუაბრალებ ჩუენ და მივაწიოთ მეფისა,
    8.     და შენ განემზადე სიტყჳს გებად მისა და გამოღებად თავისა შენისა, ანუ კუალად განგუაყენენ რისხვითა განცხადებულად და ითხოვე მამისა შენისაგან, რაჲთა ნაცვალად ჩუენსა მოგცნეს მსახურნი სხუანი.
    9.     მიუგო ძემან მეფისამან და ჰრქუა ზადანს: ყოვლისა პირველად ესე ვყო შენ თანა, ზადან, დაგსუა ჩუენ შორის ფარულად და გესმოდის სიტყუაჲ ჩუენი, რასა-იგი ვზრახავთ, და მერმე გიბრძანო, რაჲ მთნდეს ყოფად.
    10.     და დასუა იგი შინაგან კრეტსაბმელსა ჟამსა მას, რომელსა მოვიდოდა ბალაჰვარ მისა.
    11.     და იწყეს სიტყუად ურთიერთას.
    12.     და ჰკითხვიდა იოდასაფ საწუთროჲსა საქმეთა.
    13.     ხოლო მან მსგავსად ჩუეულებისა იწყო გამოთქუმად ამაოებასა სოფლისასა და დიდებასა საუკუნოჲსასა, და თქუა: შეუგავს მეძიებელთა საშუებელისათა, რაჲთა აღირჩიონ საუკუნე წუთსასა ამას ნასწრაფევსა ცხორებასა.
    14.     და ვითარ არა გულისჴმა-ჰყოფენ, რომელნი შეყოფილ არიან საშუებელთა ამის სოფლისათა, ვითარმედ არარაჲ აქუს, ოდეს არა არს მას შინა სიმტკიცე.
    15.     ანუ ვითარ უმეცარ არიან მეტნობასა წარუვალთა მათ კეთილთასა, ვიდრე მცირედი ესე და შეურაცხი და მსწრაფლ წარმავალი, რამეთუ არავინ ირჩვების სიყუარულითა სოფლისაჲთა, გარნა უგუნური, და არავინ თანა წარჰვალს მას საუკუნესა, გარნა შეცთომილი და დაჭირვებული.
    16.     და ვითარ არა დაჭირვებულ იყოს, რომელი-იგი შეიკრებს, რამეთუ ჰჴდებიან ურთიერთას საფასეთა ზედა საწუთროჲსათა, რომელსა უეჭუელად ჰხედვენ, რამეთუ განმავალ არს ჴელთაგან მათთა.
    17.     და იციან, ვითარმედ ყოველი მსწრაფლი საშუებელი მსწრაფლვე მიიცვალების სიახლისაგან სიძუელედ.
    18.     და არა დადებენ საფასეთა მათთა საუკუნესა, სადა-იგი დაადგრების განურყუნელად.
    19.     აწ რომელიმე საქმე საწუთროჲსაჲ საქებელ არს, გინა თუ რომელნიმე საფასენი მისნი ჰგიან უხრწნელად.
    20.     ანუ ვინ კაცთაგანი უსაწყალობელეს არს მათსა, რომელნი ეძიებენ სიმდიდრესა და მთრვალ არიან გულისთქუმითა საფასეთაჲთა, რამეთუ ვითარცა გარდაერიოს აქა სიმდიდრე, ეგრეცა მუნ გარდაემატოს სიგლახაკე.
    21.     და ვითარცა მოიგონ აქა პატივი, ეგრეცა მუნ შეურაცხებაჲ და ღმრთისაგან განშორებაჲ.
    22.     და სხუასაცა მრავალსა ზრახვიდეს ამას და ესევითარსა სიტყუასა.


34

     1.     34. და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზადანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნესა სიტყუანი ბალაჰვარისნი.
    2.     და ჰრქუა მას: არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ესე და გრძნეული, რომელსა ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელნი ესე საწუთროჲსანი ჩემ ზედა, და მაწუევს წინააღდგომასა მეფისასა?
    3.     ჰრქუა მას ზადან: არა გიჴმს, ძეო მეფისაო, ზაკულებაჲ ჩემ თანა და არცა არს შენ ზედა სირც[ხ]ჳლი, რამეთუ ზრახვაჲ ესე უცხო და ნათელ არს, და ჩუენ გუასმიეს და ვიცით სიტკ[ბ]ოებაჲ და უმეტესობაჲ მყოფელთა მისთა.
    4.     ხოლო ოდეს შეაჩუენა მეფემან და დააცადა ქრისტეანობაჲ, მიერითგან არღარა გუასმიეს, და რამეთუ გულნიცა ჩუენნი განეხუმიან და შეიწყნარებენ სიტყუასა ამას.
    5.     და უწყით რამეთუ სიუცბით დაუტევეთ და გამოვირჩიეთ წუთი ერთი ცხორებაჲ.
    6.     ხოლო შენ, ძეო მეფისაო, უკუეთუ გთნავს და გამოგირჩევიეს რჩული ქრისტეანობისაჲ
    7.     და შეიწყნარებ და თავს-იდებ სიმძიმესა მისსა რისხვასა თანა მეფისასა, და წინააღდგომასა ერისასა და იწროებასა მოღუაწეთასა, გიხაროდენ ქრისტეს მიერ პატივსა შინა ზეცისასა და ცხორებასა საუკუნესა!
    8.     ხოლო მე მიუდრეკივარ სიყუარულსა საწუთროჲსასა და შიშსაცა მამისა შენისასა, არამედ არა უვარ-ვჰყოფ სიდიდესა ამის საქმისასა და ვერცაღა წინააღუდგები ამისთჳს კაცთა.
    9.     არამედ აწ მიბრძანე, რომლითა ჯერითა შეჰგავს გამოყვანებაჲ ჩემი რისხვისაგან მამისა შენისა, რამეთუ დავფარე აქამომდე საქმე ესე მისგან!
    10.     ჰრქუა იოდასაფ ზადანს: რამეთუ მე არა გასმინე სი[ტ]ყჳს გებაჲ ესე ჩუენი, გარნა სარგებელისა შენისათჳს, რაჲთამცა შეგაჴსენე სიტყუაჲ ცხორებისაჲ, რომელ-იგი არს სიცოცხლე გონებისაჲ!
    11.     და ერთგულებისა და სიყუარულისა შენისათჳს ვერარაჲ მოვიგონე უდიდესი მისაგებელი ამისსა, რაჲთა შეგაჴსენო, რომლისათჳს დაბადებულ ხარ და გაუწყო უმჯობესი თავისა შენისაჲ;
    12.     და შენ მომიგე არა მსგავსი სასოებისა ჩემისაჲ შენდა მიმართ, ხოლო საქმისა ამის დაფარვისათჳს, ვითარცა გნებავს, რამეთუ არა თავისა ჩემისასა ვზრუნავ რისხვისათჳს მეფისა, არამედ მეფისათჳს,
    13.     რამეთუ დიდად მძიმე არს საქმე ესე წინაშე მისა და შრომასა შეამთხუევ და ბოროტის ყოფად აღსძრავ მართალთა ზედა.
    14.     დაფარვაჲ საქმისა ამის მებრვე ერთგულებაჲვე არს შენგან მეფისა მიმართ, რამეთუ მოცალე ჰყო გონებაჲ მისი ურვისაგან და არა ძჳრის მახარებელ იქმნე და სასო-წარკუეთილ ჰყო შვილისაგან თჳსისა, და ამას თანა უბრალო ხარ ჩემგან.


35

     1.     35. ხოლო ბალაჰვარს უნდა წარსვლის საყოფლად თჳსა და იჯმნიდა ძისაგან მეფისა, ხოლო იგი ფრიად შეწუხნა და ვერ დაითმენდა განშორებასა მისსა.
    2.     და ჰრქუა მას: ვერ თავს-ვიდებ თჳნიერ შენსა ყოფასა და ვერცა განგიტეობ, არამედ წარმოვიდე შენ თანა და ერთბამად ვიყოფოდით მოყუასთა შენთა თანა.
    3.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ისმინე აწ, ძეო მეფისაო, სახე, რომელი მეგულების თხრობად შენდა.
    4.     რამეთუ მასმიეს, იყო ვინმე კაცი ერთი მდიდართა წარჩინებულთაგანი და ესუა მას ყრმაჲ მცირე.
    5.     და ყრმასა მას განეზარდა ნუკრი ქურციკისაჲ, და ფრიად შეკუეთებულ იყო ყრმაჲ იგი ნუკრსა მას, ვითარმედ ვერ სთმობდა თჳნიერ მისა ჟამ ერთცა.
    6.     ხოლო ნუკრი იგი ვითარ განსრულდა, სწადოდა ველად განსლვაჲ, რამეთუ აიძულებდა ბუნებაჲ თჳსისა ველურობისაჲ.
    7.     და ვითარ განვიდა დღესა ერთსა, იხილა კოლტი ქურციკთაჲ და მივიდა მათ თანა.
    8.     ხოლო იგინი ჰფრთხებოდეს შინაზრდილობისა მისისათჳს და მერმე შეისუნეს ურთიერთას.
    9.     და განსლვასა ჰყოფდა ჟამითი-ჟამად, რაჟამს უდებ იქმნიან მისგან.
    10.     დაეჩჳა მას ზედა და და-ცა-გჳანდის მათ თანა მრავალ გზის.
    11.     და იგრძნეს შინათა მისთა განველურებაჲ მისი, ჰგონებდეს, ნუუკუე მიიზიდნ[ეს] ბუნებამან ველურობისამან და არღარა მოიქცეს მათდა.
    12.     ხოლო ქურციკთა მათ იცვალეს უშორესად ადგილი, და იგიცა განჰყვის მათ თანა და უფროჲს დაგჳანდის პირველისა.
    13.     მაშინ შინათა მისთა მიუდგინეს კაცი, რაჲთა ცნან საქმე მისი და ვიდრე ვიდეს.
    14.     და მოიქცა კაცი იგი და უთხრა საქმე მისი და შეყოფაჲ ველურთა თანა.
    15.     ხოლო იგინი ასხდეს და განვიდეს კუალსა მისსა.
    16.     და ვითარ იხილეს იგი შორით, მაშინ ველურთა მათ დევნა უყვეს, და მოინადირნეს და მოსწყჳდნეს იგინი, და მათ იგი შეიპყრეს და წარიყვანეს და შეაგდეს სახლსა შინა, და ვერღარა ჴელ-ეწიფებოდა გამოსლ[ვაჲ] მიერ.
    17.     ეგრეცა, ძეო მეფისაო, უკუეთუ გამოხჳდე ჩუენ თანა, მეშინის, ნუუკუე ეგრე სახედ შეგუხუდეს მე და მოყუასთა ჩემთა.
    18.     ვერცა განვიხაროთ ჩუენ შენ თანა და ვერცა სასოებაჲ ჩუენი სრულ იქმნეს განცოცხლებისათჳს შჯულისა, და ნუუკუე ძჳრიცა შეამთხჳოს მოყუასთა შენთა და ვერ აღასრულო ნებაჲ შენი, რომლისა შემძლებელ ხარ მისა ფარულად და ღონის-ძიებით, ვიდრემდის ჰპოო ადგილი, უფალსა თუ უნდეს.
    19.     რამეთუ დათმენაჲ შენი ამას შინა უმახლობელეს არს ღმრთისა, ვიდრეღა [ა]რა აღაგზნა გულის წყრომაჲ მეფისაჲ ნეშტთა მათ ზედა, რომელი დაშთომილ არიან მოწყუედად მათდა გამოსლვითა შენითა,
    20.     და არა თუ ბოროტის ყოფასა მისსა ვევლტით და სიკუდილსა, არამედ არა გუნებავს, თუ მიზეზ ვექმნეთ ბოროტსა მისსა მოყუასთა ჩემთა ზედა განყვანებითა შენითა და არცა შემწე ვიპოვნეთ უშ[ჯ]ულოებასა მისსა ზედა.


36

     1.     36. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საზრდელი თქუენი, რომლითა [იზ]რდებით უდაბნოსა მას შინა?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: მწუანვილი ქუეყანისაჲ აღმოცენებული ცუარითა, რომელსა ზედა არავის ვჰხედავთ მაცილობელსა და არცა ვისგან მოველით შფოთსა.
    3.     ხოლო უკუეთუ მოგუაკლდის, იგიცა მოგუცის ვინმე ძმათა ჩუენთაგანმან მორწმუნეთაგანმან, რომელნი არიან სოფელსა შინა.
    4.     და უღონოებასა შინა ჩუენსა ჯერ-გჳჩნ მოღებაჲ მათგან.
    5.     ჰრქუა იოდასაფ: წარიღე საფასე, რომლითა განერნენ მოყუასნი შენნი!
    6.     ჰრქუა ბალაჰვარ: ვითარ მისცემ მოყუასთა ჩემთა საფასესა, და შენ უმკოდვეს ხარ მათსა, რამეთუ არავინ მისცის გლახაკმან მდიდარსა, არამედ მდიდარმან გლახაკსა,
    7.     რამეთუ უგლახაკესი მოყუასთა ჩემთაჲ უმდიდრეს არს შენსა, ხოლო მე ვესავ, თუ უფალსა უნდეს, რაჲთა განმსდიდრდე და განმრავლდენ ნაყოფნი შენნი და საფასენი შენნი, და დასძჳრდე და ვერ თავს-იდებდე მიცემად მისგანსა ვისამე.
    8.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ იყოს უგლახაკესი მოყუასთა შენთაჲ უმდიდრეს ჩემსა და შენ ფრიადსა უპოარებასა მათსა იტყოდე!
    9.     ანუ ვითარ დავძჳრდე, რაჟამს განმრავლდენ საფასენი ჩემნი, და მე დღეს უხუ ვარ?!
    10.     ჰრქუა ბალაჰვარ: არა სიგლახაკე მათი გითხარ, არამედ სიმდიდრე, და ძმანი იგი შენნი დაჯერებულ არიან, რომლითა განერებიან, და ზომი იგი კმა-უყოფია თავთა მათთათჳს და მას შინა დიდი შუებაჲ და სიხარული აქუს დატევებითა შუებათაჲთა უფროჲს ყოველსა სიმდიდრესა სოფლისასა.
    11.     და შენცა გსუროდენ ეგევითარისა ცხორებისათჳს, რამეთუ მდიდარი იგი არს, რომელსა არა უჴმს საფასე.
    12.     ხოლო რომელნი ეძიებენ საფასესა და სიმდიდრესა, მდიდარ-ღათუ არიან, არამედ გლახაკვე არიან გონებითა.
    13.     ხოლო მათ მეტნობაჲ აქუს სიხარულისაჲ, რამეთუ არა არიან ამის სოფლისაგანნი.
    14.     და საფასენი კეთილთა საქმეთანი დაუსხმან ცათა შინა, რომელსა შენ ვერ მიწუდომილ ხარ, ხოლო მათ ნუგეშინის-ცემაჲ აქუს და სიხარული სოფელსა ამას და სა[ს]ოებაჲ კეთილისაჲ შესუენებულთა მათთათჳს, რომელთა მართლმადიდებლობით წარიმართეს სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ.
    15.     ხოლო შენცა მისწუთე, ენებოს თუ ქრისტესა, და განმრავლდეს ნაყოფი შენი და იხილნე ძმანი შენნი, რომელთათჳს გსურის, და იხარებდეთ ურთიერთას.
    16.     და არღარა გაქუნდეს სიუხუე საფასეთა მათ ზედა, რომელნი მოიგნე მუნ.
    17.     მაშინ ღირს იქმნე სიმდიდრესა და [შე]კრძალვასა მონაგებთასა.
    18.     ხოლო საფასე ესე, რომელ გეგულების მიცემად მოყუასთა ჩემთა, რომელ არს აღსაშფოთებელი გონებისაჲ, არა ვარ მე მოციქულ.
    19.     თუმცა მივართჳ კუალად გესლი ამის სოფლისაჲ, რომელსა ბრძოლა-უყვეს და სძლეს ძალითა და სასოებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, და კუალად განუცოცხლემცა მტერი, რომელი მოაკუდინეს.
    20.     და გულის-თქუმაჲ, რომელი დათრგუნეს, რამეთუ არა კეთილ არს შთაგდებად მტერი შორის მათსა, რომელი აღაზრზენდეს და მოაგონებდეს საშუებელთა ამაოჲსა ამის სოფლისათა, ნუუკუე მიიქცენ და მიაქციონ სიგ[ლ]ახაკედ და წარწყმედად.
    21.     ანუ ოქროჲ ეგე და ვეცხლი და ანთრაკი და მარგალიტი არს-მე რაჲა, გარნა ტომი მათვე ქვათაჲ, რომელნი უდაბნოსა ჩუენსა სხენან!?
    22.     ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲთ არს [ს]ამოსელი თქუენი?
    23.     ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: ეგე უმძიმეს არს ჩუენ ზედა ყოველსა ტჳრთსა სოფლისასა, არამედ კმა-ვიყვით სამოსლად ჩუენდა ნაძუელავი იგი ნაკ[რები] სანაგვეთაგან და ოდესმე შეთხზული ჭილისაგან და ფურცელთა, და კმა-ვიყვით სამოსელი ერთი მრავალთა ჟამთა.
    24.     და ოდეს ვიცვალებდით, ვჰგონებდით, ვითარმედ დასასრული იყოს ჭირისა ჩუენისაჲ სოფელსა ამას შინა.
    25.     ხოლო უკუეთუ მოიწიის სიკუდილი მას შინა, ვიდრე განლევამდე მისა, განისუენის წარსრულმან მან და მოსალოდებელი იგი დღე მოიწიის, რომელსა შინა აქუნ სასოებაჲ.
    26.     ხოლო უკუეთუ სამოსელი იგი განილიის და კაცი დაშთის, ეგრევე სახედ ჰყოფნ, ვითარ-იგი პირველ ვთქუ.
    27.     ხოლო უკუეთუ სანაგვეთაგანცა არღარა ვპოით და შეთხზულიცა დაგუაკლდის, უღონოებით დაბათაგან და ვინაჲცა მოგუცის ღმერთმან, მოვიღოთ გინა მ[ართ]ლისა მიერ, გინა ცრუჲსა.
    28.     ჰრქუა იოდასაფ: მიიღე ჩემგან სამოსელი მოყუასთა შენთათჳს და განუყავ მათ.
    29.     ჰრქუა ბალაჰვარ: ესე წინამდებარისა ჟამისათჳს უნჯებაჲ არს, და არა ჯერ-არს, ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა: ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რ~ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისაჲ;
    30.     და რამეთუ არავინ ჩუენგანმან იცვალის სამოსელი, გარნა ოდეს არღარა არნ მას შინა სარგებელი, და ვერცაღა იფარავნ ჴორცთა.
    31.     და არა ჯერ-არს, თუ ზრუნვიდეს დღისა მისთჳს, რომელი არა იცის, თუ მიიწევის მუნ დღემდე ანუ არა.


37

     1.     37. ჰრქუა იოდასაფ: და ვინაჲ არს შენდა სამოსელი ეგე, რომელ გმოსია?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: ესე სამოსელი შუა ვყავ, რაჲთა მოვიწიო შენდა, რაჲთა არავინ განიკჳრვოს სახე ჩუენი სამეუფოსა შინა მამისა შენისასა,
    3.     რამეთუ მსგავს არს სახე კაცსა, რომელსა უვინ თჳსი ტყუეობასა შინა და უნებნ გამოყვანებაჲ მისი მტერთაგან და ვერ ჴელ-ეწიფის შესლვაჲ ქუეყანასა მტერთასა, გარნა შეცვალებითა სახისა და სამოსლისაჲთა, და ეგრეთ ღონისძიებით გამოიტაცის თჳსი იგი მტერთაგან.
    4.     ამით ღონითა უფრო შემძლებელ იქმნის მიწუთომად საძიებელსა თჳსსა.
    5.     ხოლო მე რაჟამს მესმა შენთჳს, ვითარმედ გნებავს სიმართლე და ეძიებ ჭეშმარიტსა, – იესუს, მაცხოვარსა ქრისტესა, –და გწადის სმენად ჴმაჲ წმიდისა სახარებისაჲ, და დავინახე სარგებელი სულისა ჩემისაჲ და ვპოვე ადგილი სანაყოფე.
    6.     და ესე გზაჲ არს ყოველთა მიმართ მსგავსთა შენთა, მაღალთა, გინა თუ მდაბალთა.
    7.     ხოლო აწ მიჴსნიხარ მტერთაგან ძალითა და შეწევნითა უფლისა ჩუენისა იესუ[ჲ]ს ქრისტესითა და გამოგიტაცე შორის მათსა, რამეთუ გაუწყე მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და მოციქულთაჲ და წმიდათა მამათა მცნებაჲ.
    8.     და ყოველი შჯული ქრისტეანობისაჲ გასწავე და გაგაცადე სოფელი ესე და საბრჴენი მისნი,
    9.     და ვითარ შეიტყუებს საშუებელთა და გულისთქუმათა მისთა მიერ, და განგაკრძალე მანქანებათა მისთაგან და გიჩუენენ აუგნი მისნი, რამეთუ მეძავ არს და სიყუარულსა ერთისა თანა არა დაადგრების.
    10.     ხოლო მე წარვალ ადგილსა მშჳდობისა ჩემისასა და მუნ აღვიძარცო სახე მტერთაჲ და კუალად შევიმოსო სახე და ხატი ძმათა და მოყუასთა ჩემთაჲ, რომელ უკუეთუმცა მიხილე სახითა და სამოსლითა მოყუასთა ჩემთაჲთა, ვჰგონებ, თუ არღარამცა გწადოდა მისლვად მათ თანა.
    11.     მაშინ ჰლოცვიდა იოდასაფ, რაჲთა ეჩუენოს სახითა მათითა.
    12.     ხოლო ბალაჰვარ განიძარცუა სამოსელი იგი, და იყო ყოველი ტყავი მისი ძუალთა მისთა ზედა, ვითარცა ტყავი მკუდრისაჲ გარდართხმული ლერწამთა ზედა წულილთა ფრიადისა მისგან მარხვისა,
    13.     და არარაჲ ემოსა, გარნა კოტორი ძაძისაჲ, საბლითა შემოედვა უპითგან, ვიდრე მუჴლთამდინ მისწუთებოდა, ვითარცა არს წესი მძოვართაჲ, და კოტორი ნაძუელავთაგან დაკერული ებლარდნა მას ზედა.
    14.     და ვითარცა იხილა იგი იოდასაფ, აღჩჩუა მას ზედა ფრიად, რამეთუ იხილა დიდი სახე ღმრთის მსახურებისაჲ მას ზედა და საჭურველი იგი წმიდისა სქემისაჲ, რომელ ემოსა წმიდასა ბალაჰვარს.
    15.     და იწყო ტირილად და სულ-თქუმად.
    16.     და აღიძრნეს ყოველნი ნაწლევნი მისნი მის[თჳს], ვითარცა ვინ ჰგოდებნ სიკუდილსა თჳსისასა, ეგრეთ მჴურვალედ ტიროდა განშორებისათჳს ბალაჰვარისა.


38

     1.     38. და მ[ან] ჰრქუა მას: ოდესღა არა ინებე განყვანებაჲ ჩემი შენ თანა და არცა მოყუასთა შენთათჳს მიიღე სამოსელი გინა თუ საფასე, ბარე მიიღე სამოსელი თავისა შენისათჳს!
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: შენ მაწუევ, ძეო მეფისაო, მოყუასთა ჩემთათჳს, და მე არა მთნდა მათთჳს, და არცა იგინი ეძიებენ ეგევითარსა, ვითარ უკუე მივიღო თავისა ჩემისათჳს!?
    3.     და მათ განვაკრძალებ და თავსა ჩემსა არაა?!
    4.     და უკუეთუმცა კეთილ იყო, ვირჩიემცა მათთჳს პირველ ჩემსა.
    5.     ჰრქუა იოდასაფ: მიიღე უკუე საბლარდნელი ახალი და დაუტევე საბლარდნელი ეგე შენი ჩემ თანა, რამეთუ მნებავს, რაჲთა საჴსენებელად შენდა იყოს ეგე ჩემ თანა.
    6.     ჰრქუა ბალაჰვარ: ვიცვალო ახალი ძუელითა, ნუუკუე ეგევე ზომი სასოებაჲ იყოს ჩემი, რაჲ-იგი არს შორის სიძუელესა და სიახლესა [მათსა, არამედ] რომელსა-იგი მომცემ, იყავნ მსგავს [ჩემისა ამის].
    7.     მაშინ მოიღო იოდასაფ საბლარდნელი მსახურებული და შეჰმოსა ბალაჰვარს, და წარმოიღო მისი იგი და ჰრქუა მას: უწყოდე, რამეთუ განშორებაჲ შენი დიდ ზრუნვა და ტკივილ არს ჩემდა.


39

     1.     39. ჰრქუა ბალაჰვარ: ძეო მეფისაო, მე მონაჲ ვარი და არა თავისუფალი მეუფისა ქრისტესი, რომლისა კეთილნი ფრიად არიან [ჩემ] თანა და სასოებაჲ ჩემი დიდ არს მისა მიმართ.
    2.     ეგრეთვე შიში მისი განუქარვებელ არს ჩემგან.
    3.     და ბრძანებაჲ მომიღებიეს მისგან საქმისათჳს, რომელსა შინა ვისწრაფი, და უკუეთუ აღვასრულო რაჲმე მისგანი, და მიძნდეს განშორებისა ჟამსა, დაღაცათუ მძიმე იყოს ჩემ ზედა, არა ერთგულებით ვალ წინაშე მისა.
    4.     ხოლო მე აღმისრულებიეს სრბაჲ ჩემი შენდამი, რამეთუ შეიწყნარე ჭეშმარიტი, რომელი გაუწყე.
    5.     და ყოველი, რომელი გაუწყე ერთგულებისა [....], და აწ გარეშე მიყოფია თავი ჩემი ბრძანებისაგან შენთჳს და შენდა მიმითუალავს სიტყჳს გებაჲ [...] თავისა შენისათჳს, რამეთუ სამართალნი მისნი ყოფელნი დაგისხენ წინაშე შენსა.
    6.     ხოლო აწ მნებავს სრბაჲ ესე სხუათაცა მიმართ და (ძიებად ად)გილსა (ყ)ანისათჳს (სა)ნაყოფოჲსა და თესლისა მიმღებელისა.
    7.     და აწ განვალ მე და გამცნებ: დაუმარხე ქრისტესა ღმერთსა შჯული მისი, რომელი მოგცა და განემზადე მოღუაწედ, [რ~ა გამოგანდო] საქმე მისი, და გაუწყნა სამართალნი მისნი.
    8.     ნუ დიდ გიჩნს [მორჩილებაჲ] მისთჳს და ნუ დაშჯერდები თავსა შენსა და ნუცა კაცთა მისთჳს, გარნა [რომელი] ღირს არს მისთჳს.
    9.     და ყოვლადვე [ეჭუდ] და განიკითხე[ვდ] ნებასა შენსა და დაამჴობდ გულის-თქუმასა შენსა.
    10.     აღასრულენ დღენი ცხორებისა შენისანი ესრეთ, რაჲთა ყოველსა დღესა მორჩილებასა შინა იპოო ღმრთისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა, [...] განემზადებოდე შემთხუევად [სიკუდილისა].
    11.     ეკრძალებოდე საქმესა, რომლისა დასასრული ბოროტსა მოგატყუებდეს და ურვითა დაგიბეჭდვიდეს საქმეთა შენთა.
    12.     ისარგებლე მოღუაწებაჲ და შრომაჲ დღეთა სიჭაბუკისა შენისათა და ჟამთა სიმრთელისა გუამისა შენისათა, რაჲთა არ[ა] დაგაკლდეს შრომისა მადლი შემოკლებითა დღეთაჲთა გინა შემთხუევითა სენთაჲთა, რომელთა დაგაბრკოლონ შრომისაგან ყოველთა საქმეთა შენთა.
    13.     სასწორითა აღასრულებდი და სიმდაბლე მოიპოვე მას შინა, და დადევ თავი შენი ადგილსა შეურაცხთასა და საქმესა ზედა უსუსურთასა.
    14.     ეკრძალე ჩუეულებასა ბოროტსა გულის-თქუმისასა, ნუ დაუტეობ მცირესა კეთილისა საქმესა დღისა მოლოდებისათჳს უდიდესისა.
    15.     ხვალისა დღე შეაყავ გული შენი ზრუნვასა სათნოება[თა] შენთასა და სინანულსა უჯეროჲსათჳს, რომელ ჰქმენ.
    16.     ნუ დააცადებ ქველის საქმესა უღირსებისა ვისისათჳსმე და ნუ კადნიერ [...]ამს უჯეროსა ზედა ბაძვაჲ მრავალთაჲ, რომელნი იქმოდიან მას.
    17.     რ~ არა ჯერ-არს ბრძენთათჳს ბაძვაჲ, გარნა კეთილისა საქმეთაჲ.
    18.     ეკრძალე თავ-მოთნებასა და ნუ მიენდვები, თუ რაჲმე გთნდეს საქმეთა შენთაგანი.
    19.     ანუ არა უწყია, ვითარმედ თავ-მოთნებაჲ [ორ]სა პირსა ზედა არს კეთილთა საქმეთა: ერთი მოატყუებს ყოველსა კეთილსა და მეორე შთააგდებს ყოველსა ბოროტსა, რამეთუ კეთილისა მომატყუებელი იგი ესე არს, უკუეთუ უხაროდის კაცსა განმრავლებაჲ ნაყოფთა კეთილთაჲ მის ზედა.
    20.     და დიდი იგი შრომაჲ მისი დაუმცირდეს წადიერებითა, რომელი უქმნიედ და მოსწრაფე არნ წინამდებარეთა (საქმეთა).
    21.     ხოლო რომელი მოატყუებს ყოველსა ბოროტსა, ესე არს, უკუეთუ სთნდენ კაცსა საქმენი თჳსნი და გონებაჲ აუმაღლდეს მას შინა და კაცთ-მოთნებასა აწუევდეს და თქუას: კმა არს, რომელი მიქმნიესო, და არღარა იღუწინ წინამდებარეთა საქმეთა.
    22.     ხოლო აწ განამრავლე ზრუნვაჲ თავისა შენისათჳს გულისჴმის-ყოფად, რაჲთა განერე საბრჴეთა სოფლისათა საშინელთა და მოიპოვო განთავისუფლებაჲ, და შეუდეგ გზასა მას იწროსა, რომელი მიიყვანებს განსუენებად საუკუნოდ!


40

     1.     40. ესე არიან მცნებანი ჩემნი შენდამი და ერთგულებაჲ ჩემი შენთჳს და ღმრთისა მიმართ შენ ზედა.
    2.     და მე ვითხოვ ღმრთისაგან, რაჲთა სრულ-ყოს მადლი მისი შენ ზედა, და მოგეცინ კეთილი სათნოებაჲ მორჩილთა მისთაჲ, და დაგბეჭდენ ცხორებასა და საქმეთა შენთა ყოვლითა კეთილითა,
    3.     და გაუფლენ ნებასა შენსა არა მიდრეკად სიბოროტედ, და აღიღენ ნება შენი ყოვლისაგან საცთურისა, და დაგიფარენ საფა[რ]ველსა ქუეშე ჯუარისა მისისასა, შეუვალსა და საცოსა უძლეველსა, რომლითა დაგიცვას უცნებათაგან კაცთაჲსა და საეშმაკოთაჲსა.
    4.     და მოეცინ გულსა შენსა სიძულილი სოფლისაჲ და მოგმადლენ ცხორებაჲ კრძალულებით სუფევასა შინა და ჴსნილებით მერმესა მას ცხორებასა, მშჳდობით და მყუდროებით იყვნენ დღენი შენნი,
    5.     და ნუმცა მიგანდობს განზრახვასა თავისა შენისასა, ვიდრემდის მიგაწიოს უმეტესსა სადგურსა მართალთასა და უაღრესსა ადგილსა რჩეულთა თანა ჩუენითურთ, ამენ.
    6.     მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: შენ მხადი ძედ მეფისად და მე არა ვარ ძე მეფისაჲ, არამედ მონაჲ და ძე მონისა უკეთურისაჲ, ხოლო ღმერთმან განადიდა კეთილი მისი შენ მიერ ჩემ თანა და ეგრეთვე სარგებელი შენი ჩემ მიერ,
    7.     რამეთუ მიზეზ მექმენ მეცნიერებასა უფლისა იესუ ქრისტესა, რომელი იშვა უთესლოდ ქალწულისა მარიამისგან, და მასწავე შჯული წმიდაჲ მისი და დამადგინე გზასა ჭეშმარიტებისასა და აღმძარცუე საბურველი მწუხარებისაჲ და განმარინე საბრჴეთაგან სიკუდილისათა.
    8.     დიდ არს ჩემ ზედა მისაგებელი კეთილთა შენთაჲ ჩემდამო, და ვერ შემძლებელ ვარ ღირსად მადლისა მიცემად, ვითარ-იგი ჯერ-არს შენდა, არამედ მოგაგოს ჩემ წილ ღმერთმან, რამეთუ მის თანა არს სისრულე მისაგებელთაჲ.
    9.     ხოლო ღმერთმან სრულ-ყავნ საქმე კეთილისაჲ შენ თანა, ვიდრემდის დაშჯერდეს.
    10.     უკუეთუ დაადგრე ჩემ თანა, საშუებელი ხარ სულისა ჩემისაჲ, და უკუეთუ წარხჳდე, ნუ განაშორნეს ღმერთმან სლვანი შენნი ნებათაგან მისთა,
    11.     ხოლო ნაკლულევანი იგი მადლობისა ჩემისაჲ შენდამი აღავსენ ქრისტემან ღმერთმან, სადა-იგი იყოს ქებაჲ კაცად-კაცადისაჲ, და ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თანამავალ გეყავნ ყოველთა გზათა შენთა.
    12.     და აღდგეს მშჳდობისა დატევებად და მოიკითხნეს, და ტირილით ამბორს უყოფდეს ურთიერთარს.
    13.     და წარვიდა ბალაჰვარ გზასა თჳსსა სავსე სიხარულითა სულიერითა აღსრულებისათჳს საწადელისა თჳსისა.
    14.     და ჰმადლობდა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი, მადლობაჲ და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და ყოვლად წმიდით ცხოველს მყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


41

    1.     ცხორებაჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა იოდასაფისი, ძისა მეფისაჲ, რომელი მოაქცია წმიდამან მამამან ბალაჰვარ, და მან მოაქცია მამაჲ თჳსი აბენეს მეფე და ქუეყანაჲ ჰინდოეთისაჲ მონებად ქრისტესა
    2.     41. და იწყო მიერითგან იოდასაფ მარხვად და ლოცვად და ღმრთის მსახურებად იდუმალ.
    3.     რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად, ვიდრე განთიადადმდე, ტირილითა და სულ-თქუმითა აღასრულებდა შჳდთავე ლოცვათა მისთა ღამე ყოველ.
    4.     ხოლო ზადან, მსახური იგი, რომელი ეჩინა მეფესა ძისა მისისათჳს, წარვიდა სახედ თჳსა შეურვებული საქმისა მისთჳს და დაისნეულა თავი თჳსი.
    5.     და უთხრეს მეფესა მისთჳს, და შეწუხნა სნეულებისა მისისათჳს.
    6.     ხოლო ადგილსა მისსა დაადგინა დასტურთა მისთაგანი.
    7.     და მიუვლიდა ზადანს მკუ[რ]ნალი თჳსი, რაჲთა ჰკურნოს სენი მისი.
    8.     ხოლო მკურნალმან მან ვითარცა იხილა იგი, მიიქცა მეფისა და ჰრქუა მას: მე არარას დავჰკჳრდი სენსა კაცისა მის თანა, რამეთუ ყოვლით კერძო განვიხილე და არარაჲ ვპოვე სნეულებაჲ მის თანა,
    9.     არამედ ვჰგონებ, თუ ურვისა რაჲსაგანმე შეემთხჳა ესოდენი განლევაჲ გუამისა მისისაჲ, რამეთუ ფრიად სუსტ არს ძალი მისი.
    10.     ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი მისნი, შეეჭუნა და იგრძნა მიზეზი მისი, და ჰგონებდა, ვითარმედ ძესა მისსა დაუმძიმდა მის თანა ყოფაჲ და აჩუენა სიკსუვე და სიძულილი, და ამის მიზეზისათჳს მოჰრიდა მას.
    11.     ხოლო მეფემან მიუვლინა ზადანს ესრეთ: მესმა სნეულებაჲ შენი და შევწუხენ და დღეს მოვალ ხილვად შენდა.
    12.     აწ განემზადე მოსლვისა ჩემისათჳს.
    13.     ხოლო ზადანს ვითარცა ესმა ესე, აღდგა მუნთქუესვე და შეიმოსა სამოსელი თჳსი და წარვიდა მეფისა.
    14.     და ვითარ მივიდოდა, ემთხჳა მეფე მიმავალი მისა და ჰრქუა: რაჲსათჳს არა დაადგერ სახლსა შინა, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, რაჲთამცა სრულ-მეყო პატივი ჩემი შენდამო?
    15.     მიუგო ზადან და ჰრქუა მეფესა: სნეულებაჲ ჩემი, მეფე, არა სენისაგან არს, არამედ ურვისაგან გულისა ჩემისა.
    16.     ამისთჳს არა ვინებე მოშრომაჲ მეფისაჲ თჳნიერ სნეულობისა, რაჲთა არა უგუნურება იყოს ჩემგან წინაშე მეფისა.
    17.     ჰრქუა მეფემან: და რაჲ არს ურვაჲ ეგე შენი?
    18.     ჰრქუა ზადან: ურვამან დიდმან შემიპყრა და ძრწოლამან საქმისა საშინელისა და შესაწუხებელისამან.
    19.     ჰრქუა მეფემან: მოგუალე პალატად, რაჲთა დაწყნარებულად ვისმინო საქმე ეგე შენგან.
    20.     და ვითარცა მიიწია მეფე პალატად და ზადან მის თანა, უთხრა, რაჲ-იგი იხილა და ესმა ბალაჰვარ მოღუაწისაგან;
    21.     ვითარ-იგი ასწავებდა ძესა მეფისასა მარადის და ამხილებდა საქმეთა სოფლისათა, და ვითარ-იგი შეიწყნარებდა ძე მეფისაჲ სიტყუათა მისთა, ვიდრემდის განსწავლა იგი და მიაწია სისრულესა მეცნიერებისასა,
    22.     და ასწავა სიტყჳს-გებაჲ და განწუართა მეცნიერებითა, ვიდრემდის მიაწია საზომსა თჳსსა.


42

     1.     42. მაშინ აღივსო მეფე იგი გულის წყრომითა და ტკივილითა დიდითა.
    2.     და კუალად მოიქცა სულგრძელებად, რამეთუ მით ჰგონებდა მოქცევასა ძისა თჳსისასა ნებასა თჳსსა ღონის ძიებით.
    3.     და მოუწოდა კაცსა ერთსა, რომელი თანამზრახვალი იყო მისი, რომლისა სახელი რაქის, რამეთუ, რაჟამს მოიწიის მეფესა ზედა საქმე რაჲმე შეურვებული და მძიმე, იგი იყო ნუგეშინის-მცემელი მეფისაი.
    4.     და უთხრა საქმე ძისა თჳსისაჲ და ჰკითხვიდა გულს-მოდგინედ მისთჳს.
    5.     ხოლო რაქის ჰრქუა მეფესა: ყოვლისა პირველად ესე ჯერ-არს, რაჲთა გულს-იდგინო შეპყრობაჲ ბალაჰვარისი ყოვლითა ღონითა.
    6.     და უკუეთუ გაემარჯოს მეფესა შეპყრობაჲ მისი, ვყოთ სიტყჳს-გებაჲ მის თანა და უჩუენოთ ძესა მეფისასა შეცთომილებაჲ მისი და ძაგებაჲ მისი კეთილთა ამათ,
    7.     რომელნი მოგუცნეს ღმერთთა ჩუენთა საშუებელად ჩუენდა, და ვითარ-იგი განაყენებს კაცთა საშუებელთაგან, რომელ თჳნიერ მათსა არად ჴამს სოფელი ესე.
    8.     და ვითარ-ესე დავანახვოთ და შე-რაჲთ-უძლოთ, მოიქცეს ძე მეფისაჲ საცთურისა მისისაგან, და ესე იყოს ძლევად ჩუენდა.
    9.     ხოლო უკუეთუ ამას ვერ მივსწუთეთ, მე მოგგუარო, მეფე, კაცი ერთი, რომელი არავინ იცის ქუეყანასა ამას, წესისა ჩუენისაჲ,
    10.     რომლისა გამორჩევაჲ ვერ ეგების ბალაჰვარისგან ხატითა და ფერითა და ჰასაკითა და ჴმითა და სიტყჳთა, რომელი იქცევის გარე უდაბნოს, რომლისა სახელი ნაქორ;
    11.     და ესე მოძღუარი იყო ჩემი.
    12.     და ჰრქუა მეფემან: ვითარ იყოს ესე?
    13.     ჰრქუა რაქის: მე განვიდე ღამით უცნაურად და განვაცადო ყოველი ესე საქმე ჩუენი და ვასწაო, რაჲ-იგი გჳჴმს, – ესრეთ, რაჲთა გზად გამოვიდეს სამოსლითა და სახითა მონაზონთაჲთა, და ოდეს სიტ[ყ]უა-უგოთ, მოგჳგოს პასუხი მათი და წინააღგჳდგებოდის შჯულსა ჩუენსა.
    14.     და ოდეს სახელი ვჰკითხოთ, თქუას: მე ვარ ბალაჰვარ.
    15.     და რაჟამს დავსხდეთ საშჯელსა წინაშე ძისა მეფისა, მას ეგონოს, ვითარმედ ბალაჰვარ არს, რამეთუ ვერარას დააკჳრებს ყოვლითურთ.
    16.     და მერმე იწყოს შეწევნად შჯულსა მათსა და ძაგებად ჩუენსა.
    17.     ხოლო რაჟამს მივიწინეთ დასასრულად, იწყოს მოუძლურებად სიტყუათა და შეიწამოს ცთომილებაჲ მისი და დაასაჯოს ძლევაჲ ჩუენი თავსა თჳსსა.
    18.     მერმე იგი ვ~ე მაწუეველ ექმნას ძესა მეფისასა მოქცევად საქმეთაგან მისთა და არწმუნოს, ვითარმედ კეთილ არს შენებაჲ ქალაქისაჲ და ქუეყანათაჲ და მოღებაჲ საშუებელთა მისთაჲ,
    19.     და მაცთურ არს განშორებაჲ სოფლისაჲ და ნებსით მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ და უძიროდ აწყუედაჲ კაცისაჲ, და ვითარ: უკუეთუ ყოველთა კაცთათჳს უმჯობესი არს დატევებაჲ სრულიად სოფლისაჲ და ცხორებაჲ მონაზონებით, მაშა მცირედთა სამე შინა წელთა მოოჴრდეს ქუეყანაჲ.
    20.     ამით ღონითა ვესავ, რაჲთა განქარდენ ურვანი მეფისანი.
    21.     ვითარცა ესმნეს მეფესა სიტყუანი რაქისისნი, განიხარა ფრიად, რამეთუ ესვიდა პოვნად ნებასა თჳსსა ზრახვითა რაქისისითა.
    22.     მაშინ იწყო მეფემან ძიებად ბალაჰვარისა.


43

     1.     43. და წარავლინნა დასტურნი თჳსნი მრავალთა გზათა და თჳთ წარემართა გზასა ერთსა, რომელ უფროჲს საგონებელ იყო წევნად ბალაჰვარისა.
    2.     და ვლნა დღენი მრავალნი და არავინ პოვა, და ფრიად დაშურა და შეშფოთნა, და უნდა გარე-შექცევაჲ.
    3.     მაშინ იწყო რაქის მარაგებად წინაჲსწარ ცნობისათჳს, თუ განემარჯუებისა, რასა-იგი ეძიებენ, და ჰრქუა მეფესა: აჰა ესერა სათუალავი გუაუწყებს, ვითარმედ არა ვიქ[ც]ეთ თჳნიერ განმარჯუებისა, და პყრობილთაცა ვჰხედავ, რომელნი მოიწევიან ჩუენდა, და ახლოს არს ესე.
    4.     ხოლო უკუეთუ ინებოს მეფობამან შენმან, რაჲთა დაადგრე დღეს აქა, და მე წარმავლინო.
    5.     ხოლო მეფე ერჩდა მას და წარავლინა იგი მცირითა სპითა.
    6.     და იყო მიმწუხრი. და იხილნა გრონი მძო[ვ]ართანი მიმავალნი.
    7.     და ვითარ მიეახლა, კაცნი ვინმე იყვნეს ღმრთის მსახურნი მეუდაბნოენი, რომელთა ქრისტესთჳს სრულიად დაეტევა საწუთროჲ ესე, და იყო შორის მათსა კაცი ერთი, რომელსა ეკიდა ძუალები მკუდართაჲ საბლითა რაჲთამე ძუელითა, და წინა-უძღოდა გროთა მათ.
    8.     ხოლო ბალაჰვარ არა იყო მათ თანა, რამეთუ რაქის იცოდა იგი.
    9.     ჰრქუა მათ რაქის: სადა არს იგი, რომელმან აცთუნა და წარწყმიდა ძე მეფისაჲ?
    10.     ჰრქუა მას კაცმან მან, რომელსა ეკიდა ძუალები: იგი არა არს ჩუენ თანა და ვერცა ძალ-უც დათმენაჲ ჩუენ შორის, არამედ თქუენდა უმახლობელეს არს იგი.
    11.     და თქუა წმიდამან მან კაცმან: ვიცი იგი, რომელსა ჰრქჳან რაქის, ეშმაკი არს იგი.
    12.     ესრე ვჰგონებ, თუ თქუენ შორის არს იგი.
    13.     ჰრქუა რაქის: მე ბალაჰვარისთჳს გკითხე.
    14.     ჰრქუა წმიდამან მან კაცმან: რაჲსათჳს უკუე სთქუ, ვითარმედ აცთუნა და წარწყმიდაო?
    15.     ესრეთ ჯერ-იყო მისთჳს კითხვად: სადა არს, რომელმან ასწავა და აცხოვნაო.
    16.     ხოლო იგი ძმაჲ და მოყუასი არს ჩუენი და არა გჳნახავს მრავლით ჟამითგან.
    17.     ჰრქუა რაქის: გჳთხარ უკუე ადგილი მისი, სადა იყოფინ?
    18.     ჰრქუა კაცმან მან [წმიდამან]: უკუეთუმცა უნდა შემთხუევაჲ თქუენი, მო-მცა-გიძივნა.
    19.     ხოლო ჩუენ არა მოვატყუებთ, რომელი არა ჰნებავს მას.
    20.     ჰრქუა რაქის: სიკუდილით მო[გაკ]უდინნეს მეფემან.
    21.     ჰრქუა კაცმან მან ქრისტეს მოყუარემან: რასა უკუე ჰხედავ ჩუენ თანა საშუებელსა, რომლისათჳსმცა გუეყუარებოდა ყოფაჲ სოფელსა ამას შინა და გჳძნდამცა სიკუდილი ქრისტესთჳს, რომლითა გუაშინებ ჩუენ!?
    22.     მაშინ წარიქცინა წმიდანი იგი რაქის და მიჰგუარნა მეფესა.
    23.     და ვითარცა იხილნა იგინი მეფემან, შეუძნდა, რამეთუ ესრეთ ჰგონებდა, ვითარმედ აუწყუედიან ქუეყანით სრულიად.
    24.     ჰრქუა მეფემან წმიდათა მათ: უკუეთუ გიტჳრთავს ძუალები ესე სიყუარულისა და ტკივილისა მისთჳს უფალთა მათთაჲსა, დღეს უკუე თავებიცა და ძუალები თქუენები შეერთოს რიცხუსა მათსა.
    25.     ჰრქუა კაცმან მან წმიდამან, რომელსა ეკიდა ძუალები: ჩუენ თავთა ჩუენთა უფრო ვსწყალობთ და ვსტირთ, ვიდრე უფალთა ამის ძუალებისათა, რამეთუ იგინი განსუენებასა არიან და ჩუენ სოფელსაღა შინა წუთ ვტყუვით.
    26.     ხოლო სურვილითა მათითამათითა გჳტჳრთვან ძუალნი მათნი, რამეთუ დღითი-დღე სიკუდილსაცა მოგუაჴსენებენ.
    27.     ჰრქუა მეფემან: რაჲთა უკუე ძუალები ესე დამდნარები უფროჲს მოგაჴსენებს სიკუდილსა ბრძენთა, ვიდრე ძუალებსა ამას, რომელი ჴორცთა შინა გიტჳრთავს?
    28.     ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: ამისთჳს უფრო მამხილებელ არიან, რამეთუ ძუალნი მკუდართანი არიან, ხოლო ძუალნი ჩუენნი ცოცხალ არიან,
    29.     და უკუეთუ ძუალები მკუდართაჲ და ცოცხალთაჲ სწორ არიან, ვითარ-ესე შენ იტყჳ, რაჲსა უკუე არა მოიჴსენებ სიკუდილსა, რამეთუ ჴორცთაცა შინა შენთა არიან ძუალნი? ანუ ჩუენ რაჲსა მაბრალებ?
    30.     და მერმე მითხარღა, რაჲსა სდევნი წმიდათა, რომელთა საწუთროჲ ესე დაგიგდეს და არას გეზიარებიან მას შინა, და არა უფროჲს სდევნი მათ, რომელნი გაცილობენ და გეზიარებიან საშუებელთა სოფლისათა?
    31.     ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ შეცთომილ არიან თავით თჳსით და აცთუნებენ მრავალთა და აყენებენ კეთილთა და საშუებელთაგან, რომელნი დაებადნეს კაცთათჳს.
    32.     და გულის წყრომაჲ ესე სწავლაჲ არს მათთჳს და ერისა, რაჲთა არა აოჴრდეს ქუეყანაჲ, და ამისთჳს, რამეთუ არა შეიწყნარეს კეთილი ქუეყანისაჲ.
    33.     ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: უკუეთუ ნანდჳლვე ამისთჳს გუასწავლი, რამეთუ დაუტევეთ საშუებელი ამის სოფლისაჲ და გნებავს ყოვლისა კაცისაჲ საშუებელსა შინა ცხორებაჲ,
    34.     რაჲსათჳს უკუე არა იზიარენ ყოველნი კაცნი საშუებელთა, რომლითა შენ იშუებ, არამედ მიუშუ კაცთა საშუებელთა ზედა, რომელნი შენ არა გიჴმდეს?
    35.     ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ არა სწორ არიან მეფე და მონანი, და ერისთავი და ერი, რამეთუ კაცად-კაცადმან საზომისაებრ თჳსისა მიიღოს შუებაჲ და პატივი.
    36.     ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: აწვე დაჰჴსნი სიტყჳთავე შენითა სიტყუათა შენთა და ჩანს, რამეთუ თავისასა ეძიებ და არა კაცთასა.
    37.     და თუ გნებავ[ს], გაუწყო, თუ რომლისა ჯერისათჳს შეიწუები შურითა ვითარცა ცეცხლითა, და ბოროტის ჩუენებად განმზადებულ ხარ წმიდათა მიმართ, რომელთა განიძარცუეს სამოსელი ესე საერისკაცოჲ ამისთჳს,
    38.     ვითარმედ აგიოჴრდეს ქუეყანაჲ განმრავლებითა მონაზონთაჲთა, რამეთუ გნებავს დადგრომაჲ კაცთაჲ უღელსა ქუეშე მონებისასა, რაჲთა ეგოს მეფობაჲ შენი მათ ზედა,
    39.     და გნებავს დამდაბლებაჲ მათი, რაჲთა ეგოს სიმაღლე შენი, და გნებავს სიგლახაკე მათი, რაჲთა ეგოს სიმდიდრე შენი მსგავსად ნებისა შენისა.
    40.     და მიუშჳ მათ სოფელსა ამას შინა დიდებისათჳს შენისა, ვითარცა გინდა, და დააკლე მათ ნებაჲ შენი და შუვამდგომელ ჰყავ შორის შენსა და შორის კაცთა ნებაჲ შენი.
    41.     და გიჴმან კაცნი მონადირედ საქმეთა ზედა სოფლისათა, ვითარცა რაჲ მოიდგნის კაცმან ქორნი გინა ძაღლნი, და დააბნის და ამშიის, რაჲთა უმეტეს განძჳნდენ ნადირთა ზედა.
    42.     ხოლო რაჟამს განემარჯჳს შეპყრობაჲ ნადირისაჲ, გამოსტაცის იგი პირისაგან მისისა და საბლითა და ჯაჭჳთა ქუე დააბის.
    43.     მაშინ ძლევაჲ იგი მისი სინანულად გარდაექცის და სიხარული მისი გლოვად, და ნაცვალად ყუავილისა მის და ქებისა პირველისა, დაჴმობაჲ და გარე განძებაჲ მიაგიან.
    44.     ესრე სახედ შეაკუეთენ კაცნი სოფელსა ამას, რაჲზომ გინდა, და დააყენენ მისგან, ვითარცა გთნდა, და არარას მიუშჳ მას შინა, გარნა რომელი-იგი ძალ არს შენდა საქმეთა შინა სოფლისათა.
    45.     ამის გამო ჩანს, რამეთუ ეძიებ თავისასა და არა მოყუსისასა.
    46.     და ამის [პირი]სათჳს გნებავს მიქცევაჲ ჩუენი სოფლად.
    47.     ჰრქუა მეფემან: მითხარღა, არისა მოყუასთა შენთა შორის უაღრესი შენსა?
    48.     ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: არავინ არს უაღრესი ჩემსა მათ შორის და არცა ვინ უდარესი ჩემსა მათგანი, რამეთუ ჩუენ ყოველნი ქრისტეს მიერ ერთი ვართ.
    49.     ხოლო მეტნობაჲ სოფელსა ამას აქუს, ვითარცა შენ და მოყუასთა შენთა, რამეთუ ჩუენ შორის არავინ არს უაღრეს მოყუსისა თჳსისა პატივითა და სიმდიდრითა და სიაზნაურითა, და არცა ვინ უდარეს არს ჩუენ შორის მოყუასსა თჳსსა სიგლახაკითა და ნაკლულევანებითა და შეურაცხებითა.
    50.     მაშინ ბრძანა მეფემან დაჭრაჲ ჴელთა და ფე[რ]ჴთა მათთაჲ და აღმოჴდაჲ თუალთა მათთაჲ და დაყრაჲ გზასა ზედა არცა მკუდრად და ცოცხლად.
    51.     და უბრძანა მეფემან რაქისს მოყვანებაჲ ნაქორისი, რომელი-იგი იყო მსგავსი ბალაჰვარისი.


44

     1.     44. და განვიდა რა[ქის] მარტოჲ ღამით, და პოვა ნაქორ და უთხრა ყოველი განზრახვაჲ მეფისაჲ და მისი.
    2.     და აღსუა იგი საჴედარსა ზედა.
    3.     და ვითარ დაეახლნეს პალატსა მეფისასა, დაუტევა იგი და წარვიდა რაქის მეფისა, და ასწავა, რაჲ-იგი ჴმდა, და ამცნო, ვითარ-იგი განეზრახა, – რაჲთა ეჩუენოს გზასა ზედა სლვასა მეფისასა.
    4.     და ვითარ განთენა, განვიდა მეფე გარემო ქალაქსა სლვად მსგავსად ჩუეულებისა მისისა და საქმე იგი არავინ იცოდა, გარნა მეფემან და რაქის.
    5.     და სლვასა მათსა შინა იხილეს, ვითარ ერთ უტევან, კაცი ვინმე მიმავალი.
    6.     ხოლო იგი ნაქორ იყო, რამეთუ ეჩუენა, ვითარცა მოეღო მცნებაჲ რაქისისგან.
    7.     და ბრძანა მეფემან: ვინ არს კაცი ისი მიმავალი?
    8.     და ვითარ მოჰგუარეს მას, იყო კაცი იგი ხატითა მეუდაბნოეთაჲთა და წესითა მონაზონთაჲთა.
    9.     ჰრქუა მეფემან: რომელი პაჰრაკთაგანი ეშმაკთაჲ ხარი შენ?
    10.     ჰრქუა კაცმან მან, მე არა ვარ პაჰრაკი ეშმაკისაჲ, ხოლო უკუეთუ მკითხო, თუ რომელთა კაცთაგანი ვარ, გითხრა შენ.
    11.     ჰრქუა მეფემან: მე ვჰგონებ, ვითარმედ ბალაჰვარ ხარ შენ.
    12.     ჰრქუა კაცმან მან: უკუეთუ იგი ვარ, არა უკუე მცირე არიან კეთილნი ჩემნი შენ თანა.
    13.     ჰრქუა მეფემან: რომელსა კეთილსა მაყუედრებ?
    14.     ხოლო მან ჰრქუა: მას გაყუედრებ, რამეთუ გინდა განსწავლაჲ ძისა შენისაჲ წარსაწყმედელითა თავისა თჳსისაჲ, ხოლო მე ვიღუაწე სწავლითა ჭეშმარიტებისაჲთა, ვიდრემდის იცნა ქრისტე ღმერთი მაცხოვარი ყოველთაჲ და შემოქმედი თჳსი,
    15.     და რამეთუ ჰრწმენა, რომელი მოგჳთხრეს წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა და წმიდათა მამათა, და რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა, და მტერთაცა, რამეთუ მტერ იყო იგი და დავაგე ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
    16.     და მან შეიწყნარა სწავლაჲ ჩემი და გამოირჩია იგი ყოველსა ზედა უღმრთოებასა თქუენსა.
    17.     ხოლო მეფემან განაცხადა მხიარულებაჲ თჳსი წინაშე კაცთა, რამეთუ პოვა ბალაჰვარ.
    18.     და ჰრქუა მას: არა მნებავს მოკლვაჲ შენი, ვიდრემდის სიტყჳს-გებაჲ ვყო შენ თანა;
    19.     და უკუეთუ მოიქცე, შეგინდო პირველი ცთომაჲ შენი, ხოლო უკუეთუ დაადგრე უგუნურებასავე შენსა, განვაცხადო უგუნურებაჲ შენი წინაშე კაცთა, და უშუერითა განქიქებითა და ბოროტითა სიკუდილითა მოგაკუდინო შენ.
    20.     და ბრძანა აღსუმაჲ მისი საჴედარსა ზედა, და წარვიდეს.
    21.     და შევიდა მეფე პალატად თჳსა.
    22.     და განითქუა, ვითარმედ შეიპყრა მეფემან ბალაჰვარ.
    23.     და მიიწია საქმე ესე ძისა მეფისა.
    24.     ხოლო იგი შეწუხნა მწუხარებითა დიდითა ფრიად.
    25.     ხოლო კაცი ვინმე ერთი წარჩინებულთაგანი, რომელი ფარულად ჰმონებდა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა და იცოდა ჭეშმარიტი, და სახელი მისი ბარაქია. და იყო ტომი ძისა მეფისაჲ.
    26.     ესე ზედა-მიიწია მანქანებათა მათთა, რამეთუ შე-ოდესმე-მთხუეულ იყო ნაქორისდა და სიტყუაჲ ეყო მის თანა ცილობისათუს შჯულისა.
    27.     ესე კაცი ღამე მოვიდა ძისა მეფისა და ჰრქუა მას: არა ბალაჰვარ არს კაცი ესე შეპყრობილი, არამედ მსგავსი არს მისი, რომლისაჲ ვერ შესაძლებელ არს გამოცნობაჲ მისი მისგან ხატითა და ფერითა და ჴმითა და სიტყჳთა, და სახელი ჰ[რ]ქჳან ნაქორ.
    28.     და კაცი ეს[ე] უღმრთოჲ არს და არს იგი შჯულსა ზედა მეფისასა.
    29.     და განუმარტა ყოველი განზრახვაჲ მეფისაჲ და ვითარ საცთურ[სა] უგებენ მას ამით ჯერითა.
    30.     მაშინ განიხარა იოდასაფ სიხარულითა დიდითა და განიშორა ტკივილი იგი, რომელი აქუნდა წმიდისა ბალაჰვარისთჳს.
    31.     და განძლიერდა ძლევად საცთურისა მის, რომელი დაურწყეს მას, და უბრძანა, რაჲთა არავის უთხრას ბარაქია საქმე ესე.


45

     1.     45. [დ]ა ხვალისაგან აღდგა მეფე და წარვიდა ძისა თჳსისა და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, არავის ზედა მოიწია ესოდენი სიხარული, ვითარ ჩემდა მოიწია შენთჳს, და არცა ვის ესოდენ გარდაექცა სიხარული მწუხარებად და ტკივილად,
    2.     ვითარცა მე შენ მიერ, რამეთუ წარმიკუეთე იმედი ჩემი შენდამი და დაჰჴსენ სიმტკიცე ზურგისა ჩემისაჲ და დააბნელე სინათლე თუალთა ჩემთაჲ და მოაწიე, რასა-იგი ვეკრძალებოდე შენთჳს.
    3.     და შეურაცხ-მეყო ცხორებაჲ და კადნიერ ქმნილ ვიყავ სიკუდილსა ზედა, რამეთუ ვჰგონებდი, ვითარმედ ნაცვალი ჩემი ხარ შენ შემდგომად სიკუდილისა ჩემისა.
    4.     ხოლო ამიერითგან მიყუარს სიცოცხლე და მიძნავს სიკუდილი.
    5.     რამეთუ განაცრუვე იმედი ჩემი და განამტყუვნე სასოებაჲ ჩემი და მახარე სიურვილე თავისა შენისაჲ სმენითა შენითა ქადაგთაგან სიცრუისათა, რამეთუ შთაჰვარდი საბრჴესა მას, რომელსაცა მეშინოდა შენთჳს, და გაკრძალებდი ყოვლითა ძალითა ჩემითა და განგაშორებდ მისგან.
    6.     ხოლო შენ სიუცბითა შენითა და სიყრმითა და უმეცრებითა სამართალთა წილ მეფობისათა მოიხადე წარსაწყმედელი თავისა შენისაჲ.
    7.     ანუ არა მამაჲ და მშობელი შენი ვარა?
    8.     და შენ დაუტევე შჯული ჩემი და წინააღუდეგ ნებასა ჩემსა თავ-მოთნებით და ეჭუ შჯულსა მამულ[სა] შენსა და შთაუსხენ წინამონი შენნი [ჴელთა] კაცთა ცრუთა და მაცთურთასა, რომელნი მიგიყვანებენ მწუხარებად და შთაგაგდებენ წარსაწყმედელსა.
    9.     არა შეიკდიმეა განმწარებაჲ სიხარულისა ჩემისაჲ შენთჳს?
    10.     და არცა თუალ-მახუენ აღძრვად ნაწლევთა ჩემთა ტკივილით შენ ზედა, და ამას თანა შეურაცხ ჰყავ მადლობაჲ ღმერთითაჲ მონიჭებულთა კეთილთა მათთა ზედა,
    11.     რამეთუ არა შეიწყნარენ იგინი და დაამრწემე მამაჲ შენი, რამეთუ არა შეიწყნარე სწავლაჲ მისი ცხორებასა მისსა და არცა ნაცვალ ექმენ მას შემდგომად სიკუდილისა მისისა.
    12.     და არა უცხო არს ესე მოწევნადთაგან ჟამთაჲსა და ძლევისაგან ეშმაკისა, და არცა კუალად საკჳრველ არს მოქცევაჲ შენი ნებასა მამისა შენისასა.
    13.     მიუგო და ჰრქუა იოდასაფ: შენ, მეფეო, გამოაცხადე საქმე ჩემი, რომლისაჲ არ[ღა] მინდა გამოცხადებაჲ მისი წინაშე შენსა, რაჲთამცა მხიარულად შეგენელა საქმე შენი,
    14.     გამოირჩიე თავისა შენისათჳს და შეიყუარე იგი და მინდა, რაჲთამცა კეთილად გეჩუენე ყოვლითა სახითა გარეშითა, რომელი შენ გიყუარს ჩემთჳს, რაჲთამცა ჟამსა განსლვისა ჩემისასა არა განმწარებით დაუტევე გული შენი ჩემ ზედა.
    15.     ხოლო უკუეთუმცა განხუედი უწინარეს ჩემსა, არამცა თჳნიერ სასოებისა განხუედ ნაცვალებისაგან ჩემისა შემდგომად შენსა, რაჲთამცა არა მწუხარებით წარვგზავნე სული შენი.
    16.     და არარამან დამაბრკოლა წუევაჲ შენი ღმრთის მსახურებად და უწყებად შენდა შჯული ქრისტესი, გარნა უზომომან შენმან სიყუარულმან ვნებათა მიმართ და მოძნაურობამან შენმან მცნებათა მიმართ თჳსისა ცხოველისათა,
    17.     რომლისათჳსცა ვერ შევატყჳ მოქცევად შენდა ჭეშმარიტებად, რამეთუ ფრიად საძულელ არს იგი წინაშე შენსა.
    18.     და ამისთჳს დავიდევ გონებასა ჩემსა, რაჲთა პატივ-გცე დაფარვითა ამის საქმისაჲთა შენგან, რომელსა-ესე შჯულსა ზედა ქრისტესსა ვდგა მე სარწმუნოებით შეურყეველად და რაჲთა არა შეგამთხჳო ტკივილი და ვნებაჲ,
    19.     გარნა საქმისა მოწევნამდე, რომელი მაიძულებს გამოცხადებად ჭეშმარიტებისა, რომლისა თანა არღარა ჯერ-იყოს დაფარვაჲ, არამედ განგდებაჲ შიშ[ი]სა და სირცხჳლისა შენისაჲ და განმზადებად წინააღდგომად შენდა.
    20.     და მე მეგულებოდა აღსრულებაჲ ნებისა შენისაჲ გარეშითა ჩემითა და სმენად შენგან საჴედართა და სამოსელთა და ჭამადთათჳს, რომელი კმა იყო შენდა განკითხვისაგან შინაგანისა ჩემისა.
    21.     და ესე უწყოდე, მეფე, ვითარმედ გამოძიებაჲ საქმისა ჩემისაჲ შემაწუხებელ არს შენდა აწ, ხოლო შემდგომად იყოს იგი უმეტეს სიხარულ და მხიარულება შენდა საუკუნოდ.
    22.     და აწ ესე ჯერ-არს შენდა, რაჲთა მაცადო ამას საქმესა ზედა, რომელსა ვდგა, ვიდრე ზარი და სირცხჳლი არს-ღა ქედსა ჩემსა ზედა, და მიითუალე ჩემგან ყოფაჲ ნებისა შენისაჲ ცხადსა ზედა,
    23.     რაჲთა არა განვაცხადო წინააღდგომაჲ შენი არცარა გებაჲ შჯულისა შენისაჲ და ნუღარას გამოიკითხავ დაფარულთა ჩემთა, რომელი არა სავნო არს ცხორებასა შენსა და არცა შემდგომად სიკუდილისა შენისა.
    24.     ხოლო მეფესა რაჟამს ესმნეს სიტყუანი ძისა მისისანი, აგინა და იწყო გმობად და სიქადულად მისა,
    25.     და ჰრქუა მას: შენ ყრმა ხარ და თავ-მოთნე, და [მ]ე გფარევდი შენ კაცთაგან და განგაშორებდ ვნებათაგან დიდებისა და ნუკევისა შენისათჳს, და გცევდი მახეთაგან და გრგენათაგან ეშმაკისათა.
    26.     და განვპოხე გუამი შენი სიჩჩოებითა და თუალნი და სასმენელნი შენნი სიხარულითა, და დაგიფარენ ყოველნი საქმენი შემაწუხებელნი, რაჲთამცა სარგებელ გეყო.
    27.     ხოლო შენ, აღგიტაცა სილაღემან შენმან, მოიწყინე შუებაჲ და განსუენებაჲ და მიივლტი ჭირად და იწროებად სიუცბითა შენითა და ეძიებ ცხორებასა,
    28.     რომელ უკუეთუმცა იხილე გემოჲ მისი და გამოსცადენ ჭირნი და იწროებანი მისნი და მრავალ-ფერნი იგი სულნი მომაწყინებელნი მისნი, სცან-მცა ზომი თავისა შენისაჲ და ჭეშმარიტად ამისგან (უმეტესმცა) ივლტოდე, ვიდრე შუებათა და განსუენებათაგან.
    29.     ამისთჳსცა სამართლად მითხრეს შენთჳს ვარსკულავთ მრაცხუველთა დღესა შობისა შენისასა, ვითარმედ ყოფად ხარ კაცი უკეთური და უბადრუკი და მოწყინე და მრავალ-ფერი, და არა მიმღებელი კეთილთა ქუეყანისათაჲ.
    30.     ხოლო მე ვიღუაწე უმჯობესი ცხორებაჲ შენთჳს, რაჲთა შეგრჩეს ჩუეულებაჲ მისი და წარვდევნენ შენგან ყოველნი მაცთურნი და მცბიერნი და წმიდა ვყავ მათგან ქუეყანაჲ ჩემი და დავაცხრვენ ენანი კაცთანი სიტყჳსაგან საცთურებისა მათისა,
    31.     და გამოუცხადე კაცთა უკეთურებაჲ და სიცრუვე [მათი], რომლისათჳსცა განისხნეს სიძულილით და მოისრნეს ჭეშმარიტებით.
    32.     მერმე შეიჭურა ჩუენთჳს [ეშმა]კი, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო პოვნად ნებასა მისს[ა] ჩუენ თანა, გარნა შენ მიერ, და არავინ პოვა ჩუენ შორის უფრო ადვილად საძლეველი შენსა.
    33.     ამისთჳსცა დაგამტკიცა ბოროტსა ზედა გულის სიტყუასა.
    34.     ხოლო ცვითა მით და ნუკევითა ჩემითა შენდამი უფროჲს ვინაჲ-მე დაგაახლე, რომელსა-იგი მეშინოდა შენთჳს?
    35.     და უკუეთუმცა მიმეშუა განსაცდელთა და გეჭამამცა ტკბილსა მას თანა მწარე, არამცა უმეცარ იყავ სიმწარესა ჭირისასა და სიტკბოებასა შუებათასა.
    36.     ხოლო აწ უმეცარ ხარ სიტკბოებასა ამის ცხორებისასა, რამეთუ არღა გიხილავს სიმწარე ცხორებისაჲ მის, რომელსა შენ ეძიებ.
    37.     მიუგო და ჰრქუა იოდასაფ: არა უწყი, მეფე, თუ რომლისა საქმისათჳს შეწუხებულ ხარ: კეთილისათჳს, რომელ მოვიღე, ანუ წინააღდგომისათჳს ნებისა შენისა.
    38.     უკუეთუ მოპოვნებისათჳს კეთილისა მრისხავ, თანა-მაც სივლტოლაჲ შენგან და განთავისუფლებაჲ უფლებისაგან შენისა,
    39.     ხოლო უკუეთუ მაბრალებ წინააღდგომისათჳს ნებისა შენისა და გნებავს წარწმედაჲ ჩემი (რომელი შეაშუს ნებასა შენსა) და არა ცხორებაჲ ჩემი, რომელი წინააღუდგების ნებასა შენსა.
    40.     ამის გამო ჩანს უზრუნველობაჲ შენი ჩემთჳს და მეცა თანა-მაც, ოდესცღა(!) ესე ესრეთ არს, რაჲთა მაქუნდეს იჭჳ [შ]ენდამი, რამეთუ, ჵ მეფე, არა უფროჲს არს მწუხარებაჲ შენი ჩემდამო კეთილთა ამათთჳს,
    41.     რომელნი მოვიპოვენ მწუხარებისა მის ჩემისა, რომელი მაქუს დაკლებისათჳს შენისა კეთილთა მათთჳს საუკუნეთა, რამეთუ მე უფროჲსღა თანა-მაც ტკივილი და მწუხარებაჲ საქმისათჳს შენისა, ვიდრეღა შენ ჩემთჳს.
    42.     ხოლო რომელ-ესე სთქუ, ვითარმედ ყრმა ვარ, ნეტარ თუმცა სიყრმე ესე სიტყჳს მიმგებელ მექმნებოდა დღესა მას საშჯელისასა.
    43.     ხოლო გინებაჲ, რომელ სთქუ ჩემდამო, ნეტარ თუმცა ყოველთაგან სიბილწეთა განვერი, გარნა გინებისა ჩემისა.
    44.     ხოლო სიქადული შენი, უკუეთუ საქმით აღასრულო ჩემდამო, ვესავ ღმერთსა, რაჲთა შევერთო რიცხუსა მას წმიდათა მოწამეთასა, [რომელნი]ცა აცხოვნენ ბოროტის ყოფითა შენითა.
    45.     არამედ რაჲ სარგებელ არს ჩემდა, რამეთუ ყრმით მხადი, და მე მიწევნულ ვარ ჟამსა, რომელსა არღარა მაქუს სიტყჳს-გებაჲ სიყრმისათჳს ჩემისა,
    46.     ანუ რაჲ მწუხარებაჲ არს ჩემდა გმობისათჳს და ძაგებისა შენ მიერ, რომელნი უფროჲს სახარულ არიან და საქადულ ჩემდა, რომლისათჳს მგმობ და მაბრალებ.
    47.     ანუ ვითარ მაქადებ სატანჯველთა, და ძირი რისხვისა შენისაჲ ესე არს ჩემ ზედა, რამეთუ თავს-მიდებიეს რაჲმე მცირედი სატანჯველი ამის სოფლისაჲ გინებითა ჩემითა.
    48.     ხოლო რომელ-ესე იტყჳ კეთილის ყოფათა შენთა ჩემდამო, უწყოდე მეფე, რამეთუ კეთილთა მათ შენთა წარმავალთა აღმძრეს სურვილად კეთილთა მიმართ უკუდავისა მეუფისათა წარუვალთა.
    49.     ხოლო უკუეთუ მაიძულებ კეთილთა ამათ შენთა განხრწნადთათჳს დატევებასა საშუებელთა მათ საუკუნოჲსათა გამოუთქუმელთა, უწყოდე, რამეთუ არა სწორ არიან განხრწნადნი უხრწნელთა.
    50.     რამეთუ შენი ესე ანუ მიიღო შენვე მცირედისა რაჲსამე რისხვისათჳს, ანუ ჟამთა ქცევამან მიგჳღოს შენცა და მეცა.
    51.     ხოლო სიხარულისა მისთჳს ესრე იტყჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგანო.
    52.     რამეთუ საქმე ესე და ცხორებაჲ, რომელი შენ გამოირჩიე ჩემთჳს, ტრფიალი და შუენიერი არს, უკუეთუმცა არა ადრე წამავალ იყო.
    53.     ხოლო უკუეთუ გაქუს სიმტკიცე დადგრომისა მისისათჳს, კეთილი და საწადელ არს ფრიად, არამედ უკუეთუ ვერ გულ-პყ[რ]ობილ ხარ, რაჲსათჳს არა შემინდობ დატევებასა მისსა, რაჲთა მით მოვიპოვო უსაწადელესი ცხორებაჲ.
    54.     ანუ ვითარ გიკჳრს, მეფე, სურვილი ჩემი კეთილთა მათთჳს წარუვალთა და არა გიკჳრს შეკუთებაჲ თავისა შენისაჲ საშუებელთა ამის სოფლისა წარმავალთა.
    55.     ხოლო რომელ-იგი სთქუ, ვითარმედ აოტენ ჩემგან მცბიერნი და მაცთურნი და გრძნეულნი და დააცხრვენ ენანი კაცთანი სიტყუათა მიმართ მათთა, ესე უდიდესი ყოველთა კეთილთა შენთასა არს ჩემ თანა.
    56.     უკუეთუ ოდენ სახელის დებაჲ საქმეთაჲ მიახუედრე, არამედ არა განმაშორენ ჩემგან, გარნა წმიდანი მღდელნი ქრისტესნი და ნეტარნი მამანი და წინამძღუარნი ცხორებისა ჩემისანი,
    57.     და შთამაგდე ადგილსა უდაბნოსა და ურწყულსა თჳნიერ წინამძღურისა და შესავედრებელისა სულიერისა, შორის გუელთა და ღრიაკალთა, მჴეცთა და ეშმაკთა,
    58.     რამეთუ წინააღუდეგ ჭეშმარიტსა ქრისტესა ღმერთსა და მოსწყჳდენ წმიდანი მისნი მართალნი და რჩეულნი წინამძღუარნი ცხორებისანი, რომელთა დათრგუნეს სოფელი ესე შიშისა მათისათჳს ჩემ ზედა.
    59.     და მარტოდ დამაგდე შენ მცბიერთა და მაცთურთა და მტყუვართა.
    60.     ხოლო ღმერთმან და მამამან უფლისა და მაცხოვრისა ჩემისა იესუ ქრისტესმან, ყოვლად ძლიერმან, სულითა წმიდითა თჳსითა მომცა მე მეცნიერებაჲ ცნობად სამწმიდაარსებისა მისისა.
    61.     და მერმე სთქუ განწირულებაჲ და უბადრუკებაჲ და მრავალ-ფერობაჲ ჩემთჳს და მოწყინებაჲ სოფლისაჲ და არა დაჯერებაჲ კეთილთა მისთა ზედა, ვითარ არა განწირულ ვიყო, რამეთუ განწირულებაჲ ამის სოფლისაჲ მოატყუებს მშჳდობასა, ნუგეშინის-ცემასა და განსუენებასა.
    62.     და კეთილ არს ჩემდა უბადრუკებაჲ აქა, რაჲთა მიზეზ მექმნეს ცხორებისა მის საუკუნოჲსა წარუვალისა.
    63.     ანუ ვითარ არა მოვიწყინო სოფელი ესე, რამეთუ იგი მოიწყინებს მოყუარეთა მისთა.
    64.     ანუ ვითარ არა ვიქცე მრავალ-ფერად, რამეთუ იგი მრავალ-ფერად ექცევის კაცთა და თჳთ შენ ზედაცა მოწევნად არს მრავალ-ფერობაჲ მისი.
    65.     ანუ ვითარ დავშჯერდე კეთილთა მისთა, რამეთუ კეთილნი მისნი ბოროტ არიან: დღეს მისცემს და ხვალე მოუღებს და მერმე იზღვევს.
    66.     აწ, მეფე, კეთილად განიზრახე შენთჳს.
    67.     დიდ არს კეთილი მისი შენ ზედა და სულგრძელებაჲ მისი სინანულად მოგელის.
    68.     ხოლო შენ მას უჴდები და წინააღუდგები შჯულსა მისსა და არა ინებენ კეთილის ყოფანი მისნი, რამეთუ ჰნებავს მოქცევაჲ ყოველთაჲ სინანულსა ზედა ჭეშმარიტსა.
    69.     ამისთჳს მიუშუა ამპარტავნებასა შენსა და არა მიგცა, რომელსა მიეც თავი შენი უდებებასა და ბოროტსა, და არა მოგაგო, რომელი-იგი შენ უყავ მსახურთა მისთა წმიდათა.
    70.     მაშინ გულისჴმა-ყო მეფემან, ვითარმედ გულის წყრომაჲ მისი უფროჲს აღაგზნებს გულის წყრომასა მისსა.
    71.     და შე-ცა-ეშინა, ნუუკუე ვერ დაითმინოს სიმქისე სიტყუათა მისთაჲ.
    72.     და მსწრაფლ აღდგა და წარვიდა პალატად თჳსა დამძიმებული ურვითა და შესულებული ტკივილითა და განცჳბრებული გონებითა.


46

     1.     46. და ხვალისა დღე კუალად მოვიდა მეფე ძისა თჳსისა, და შეიტკბო იგი მკერდსა თჳსსა და მოეხჳა ქედსა მისსა, და ეტყოდა: ნუ, შვილო ჩემო, და ნაწლეო მუცლისა ჩემისაო,
    2.     რამეთუ არა გიღირს ყოველსა შინა შეტ[ყ]უებასა, თუმცა მეჭუდი თავსა ზედა ჩემსა და სთქუმცა, ვითარმედ: ნეფსით დაუტეობ უმჯობესსა და მოვიგებ წარსაწყმედელსა და აღვირჩევ საცთურსა, რამეთუ შენ უწყი სიმტკიცე და შეურყეველობაჲ გონებისა ჩემისაჲ.
    3.     და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: დამძიმდეს ჩემ ზედა წესნი ჭეშმარიტებისანი და ამისთჳს მიმიზიდნეს ნებასა და გულის-თქუმასა, შენ უწყი და ყოველმან კაცმან მოთმინებაბაჲ ჩემი, [სა]მართალსა ზედა შჯულისა ჩემისათა.
    4.     და მრავალ გზის დავაცარიელენ საგანძურნი ჩემნი ტაძართათჳს კერპთაჲსა და მსახურთა მისთა, და წინა-უყავ ყოველი მონაგები ჩემი, და მრავალ გზის პატივ-[ვ]სცი კაცსა შეურაცხსა ნათესავითი, რაჟამს ვცნი კეთილად სლვაჲ მისი შჯულსა შინა ჩემსა,
    5.     ვიდრემდის აღუდგი საჯდომთაგან ჩემთა და წინა მივეგები მშჳდობისა მიცემად მისა და დავდგი წინაშე მისსა, ვითარცა მონაჲ, ვითარცა მონაჲ რაჲ დგანნ წინაშე უფლისა თჳსისა.
    6.     და უკუეთუ საშუებელთა ძიებისათჳს იყო განზრახვაჲ ესე ჩემი, ვითარ-ესე შენ ჰგონებ ჩემთჳს, რაჲსათჳსმცა მოვწყჳდენ მონანულნი კაცნი, რომელთა დაუტევეს სოფელი ესე ჴელთა შინა ჩემთა და არარას მეზიარებოდეს და ა[რ]ცა მაცილობდეს რასამე მას შინა ყოვლადვე?!
    7.     რამეთუ მოკლვაჲ და ტანჯვაჲ არა იქმნების, გარნა გულის წყრომისა მიერ და გაჴურვებისა გულისა.
    8.     და გაჴურვებასა შინა შფოთი შეამთხჳეს გულსა და ვნებაჲ სულსა, და მწუხარებაჲ აღიძრვის გონებასა შინა ჟამსა გულის წყრომისასა.
    9.     ანუ ვინ უბადრუკთაგანი შთავარდა ესევითარსა საცთურსა, რომელსა შენ ჰგონებ მამისა შენისათჳს, რაჲთამცა ესოდენ მიდრიკეს ვნებათა და გულის-თქუმათა, ვიდრემდის შჯულადმცა დააწესნა იგინი,
    10.     და წარაგნა მონაგებნი მისნი მათ ზედა, რომელნი შეუდგეს მას, და აღლესა მახჳლი მისი მათ ზედა, რომელნი წინა-აღუდგეს მას.
    11.     და მერმე იცი სამართალი მშჯავრისა ჩემისაჲ და შჯაჲ ქურივთაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ ობოლთაჲ დ[ა] წყალობაჲ გლახაკთაჲ და ხაშმთაჲ და ტჳრთვაჲ უძლურებისა მათისაჲ, და განყოფაჲ საფასეთა ჩემთაჲ მათ შორის,
    12.     რამეთუ შენ (უწ)ყი, [ვ~დ] მრავალ გზის ოდესმე მივემთხჳი გლახაკთა და ვნებულთა, გინა თუ ობოლთა და ქურივთა, და ვერ შეუძლი თანა – წარსლვაჲ მათგან, ვითარმედ აღვასრული საწადელი მათი ყოველი.
    13.     აწ რაჲღა ძალ-გიც, შვილო ჩემო, ძაგებად შჯულისა ჩემისა და იჭჳსაჲ მაგის შენისაჲ ჩემდა მომართ?
    14.     ანუ იტყჳა, ვითარმედ შევსცეთ გზისაგან მართლისა და გამოვირჩიე არა გამოსარჩეველი და ვდგა არა სათნოსა ზედა?
    15.     ვითარ უკუე ეჭუ განზრახვასა ჩემსა გამოცდილსა, და განგებასა ჩემსა საცნაურსა, და კეთილად გამონახვასა [ჩემ]სა, საქმეთა დაფარულთა, და შეტყუებასა ჩემსა საქმეთა საეჭუელთა და არა უფროჲს ეჭუ განზრახვათა შენთა,
    16.     რამეთუ მსწრაფლ მიდრიკა გონებაჲ შენი წინამსრბოლმან [ჩ]უევამან და არა გამოიცადე იგი და არცა უჩუენე საქმე შენი წინამძღუარსა ბრძენსა და არცა მოძღუარსა მეცნიერსა და არცა ერთგულსა მტკივანსა, და გინა [თუ] გონიერსა გამოცდილსა.
    17.     ანუ ვინაჲ ნუგეშინის-ცემულ ხარ, თუ არა იხილა ეშმაკმან შენ თანა სიჩქურე და სისუსტე.
    18.     და აღგამაღლა, ვითარმცა მეცნიერებასა ღმრთისასა მიგაწია და შეგიმკო საცთური ამის გამო ენითა ბირებულისა მის ბალაჰვარისითა, ანუ ვითარ იტყჳ საქმესა ამას, რომელსა შეგიყვანა შენ უცბებით.
    19.     და განჰბჭე შენ[თჳს] ჭეშმარიტებაჲ და ჩემთჳს სიცრუვე თჳნიერ გამორჩევისა მართლისა მსაჯულისაჲთა და სარწმუნოჲსა მოწამისაჲთა და საცნაურისა შეტყუებისა, რამეთუ შენცა, შვილო ჩემო, ესრევე ხარ, ვითარცა ერთი ვინმე, რომლისაცა შჯულისა მპყრობელთაგანი,
    20.     რომელთა სიცრუვემან მიუს[..] [სა]სმენელთა მათთა და შესცთეს ახალ-სახიობითა მით, და მერმე ემხილა ჭეშმარიტი, არამედ მისწრობილი იგი სიცრუვე დანერგულ იყო გულთა შინა მათთა, და სწორებითა მით უჭეშმარიტესად ჰხედვიდეს სიცრუვესა, ვიდრეღა მათისა სიმართლისა.
    21.     აწ შენცა ეკრძალე, შვილო ჩემო, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ კეთილსა გული-გითქუამს, და ესე უმეტესი მადლი არს მონიჭებული ღმერთთა მიერ შენდა და შენ მიერ ჩუენდა, რამეთუ ძირმან მამათა შენთამან მიგიზიდა.
    22.     და ყოველთა სახელით მოაჴსენებდა და ნათესავთა მოასწავებდა და ცხორებასა მათსა უთხრობდა.
    23.     ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმნეს სი[ტ]ყუანი მეფისანი, გულისჴმა-ყო, ვითარმედ ეშმაკსა საბრჴე დაურწყამს მისთჳს და ვითარმედ თჳნიერ ყოვლისა ღონისა უჴმს განმზადებად ბრძოლისა მისისა,
    24.     და ჰრქუა მეფესა: მეფე, არარაჲ უსაწადელეს არს ჩემდა, ვითარ საქმე ესე, რაჲთამცა შემიკრიბეს უმჯობესი ჩემი და დაჯერებაჲ შენი, ხოლო უკუეთუ დამაკლდეს დაჯერებაჲ შენი თჳნიერ ღონისა, თანა-მაც უმჯობესსა ჩემსა,
    25.     დაღაცათუ არა გთნდეს შენ, რამეთუ მე ვჰგონებდ, მეფე, ვითარმედ ცოცხლად განმზრახი ხარ თჳნიერ ყოვლისა ცთომისა, დაღაცათუ საქმით აღასრულებ საცთურსა.
    26.     ხოლო აწ სალმობაჲ გონებისაჲ და განზრახვისა შენისაჲ უბოროტესად და უძჳრესად საკჳრველ არს, ვიდრე სენსა საქმეთა შენთასა.
    27.     და აწ მე თანა-მაც, მეფე, თჳნიერ ღონისა, რაჲთა შევემთხჳო გონებასა მაგას, რომელსა მიუდრეკიხარ შენ სიბრძნითა, რომელი მახლობელი არს მისი, რამეთუ თანა-მაც ზრუნვაჲ მისთჳს და ძიებაჲ წამლისაჲ მისთჳს.
    28.     და მე არა მნებავს, მეფე, სიმქისითა მით, რომელსა გაჩუენებ, თჳნიერ პატივი შენი, რამეთუ რომელი ზაკუვით გეტყოდის, იგი არა ერთგული არს შენი.
    29.     აწ დააცხრვე აღშფოთებაჲ შენი და დაინახე უმჯობესი შენი და უწყოდე, რამეთუ ადრე მოსიკუდიდ ხარ და ყოველსა დიდებასა სოფლისასა დაუტეობ სხუათა, ვითარცა-იგი, რომელნი წარვიდეს და დაუტევეს სხუათა, და მერმე კუალად აღდგომად ხარ და განკითხვად სიტყჳსათჳს და საქმისა.
    30.     რამეთუ არღავინ დაშთომილ არს სოფელსა ამას შინა, რომელმანცა თქუა და ასწავა კეთილი და საქმითა აღასრულა, გარნა კაცნი ესე მონანი ქრისტეს ღმრთისანი,
    31.     რომელ არიან მეუდაბნოენი, რომელთა ჰრწამს წმიდაჲ სამებაჲ და შჯული მისი წმიდაჲ, და მისაგებელი უწყიან კაცად-კაცადისაჲ: საშუებელი და სატანჯველი.
    32.     აწ მოიყვანე, ვინ გნებავს შჯულისა მეცნიერი შენი, და ვყოთ სიტყუაჲ ურთიერთას შჯულისათჳს სიმართლისა საშჯელითა, ვიდრემდის გამოჩნდეს ჭეშმარიტი ცრუჲსაგან.
    33.     ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ძისა თჳსისანი, დადუმნა განცჳბრებული.
    34.     და ვითარ მოეგო ცნობასა თჳსსა, და იწყო გულის სიტყუად და განზრახვად და წინააღდგომად ნებასა თჳსსა.
    35.     ხოლო ნებაჲ მისი აცილობდა და ებრძოდა და მოაჴსენებდა საშუებელთა და განსუენებათა, რომელ თანა დაჩუეულ (იყო).
    36.     და ეტყჳნ გულის სიტყუაჲ მისი, ვითარმედ ვერ ძალ-გიც ცხორებაჲ დღე ერთცა თჳნიერ ჩუეულებისა შენისა და ვითარმედ შეწამებაჲ ცთომილებისაჲ და ჯობნაჲ სხუათაჲ [..]რწემე და საყუედრელ არს შენდა.
    37.     და ყოვლადვე სასოებაჲ წარიკუეთის განშორებისაგან ჩუეულებისა მისისა და ვერარაჲ ღონე მოიგონის, გარნა მსახურებაჲვე და დიდებაჲ კერპთაჲ.
    38.     მაშინ ჰრქუა მეფემან ძესა თჳსსა: შვილო ჩემო, შემაცთუნა სიტყუამან შენმან და მოვაქციო შენდა.
    39.     და აწ არღარა დავაცადო გამოძიებაჲ სიტყუათა შენთაჲ და გამონახვაჲ მათი დაწყნარებით.
    40.     და უკუეთუ ჭეშმარიტ იყვნეს, უფროჲს განათლდენ გამოძიებასა შინა ჩემსა.
    41.     ხოლო უკუეთუ ცრუ იყვნენ, გამოჩნდეს მას შინა ცთომილებაჲ მათი.
    42.     და მე მეგულების კრებაჲ და სიტყჳსა ყოფაჲ სიმართლით და არღარა მძლავრებით, და ვბრძანო, რაჲთა ჴმობდეს ქადაგი მიცემად მშჳდობისა ყოველთა ზედა ქრისტეანეთა, რომელნი არიან შჯულსა ზედა შენსა,
    43.     რაჲთა მოვიდენ კრებასა ამას ჩემსა, რაჲთა სამართალი საშჯელი აღესრულოს მუნ ცხადად წინაშე ყოვლისა ერისა, რაჲთა არავის აქუნდეს მიზეზი რაჲმე და ჰგონებდეს, ვითარმედ მო-რაჲმე-ვიმძლავრეთ,
    44.     და თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუმცა მე მუნ ყოფილ ვიყავ, კრებასა მას, მაქუნდა სიტყუაჲ ძლევისაჲო, რომლითა უფრო დაჯერებულ იქმნეს ყოველი ერი, რომელსაცა ზედა განწყდეს საქმე ჩუენი.


47

     1.     47. და დაჯერებულ იქმნა იოდასაფ სიტყუათა მეფისათა, და ყვეს პაემანი შეკრებისაჲ.
    2.     და იყო მას დღესა შ[ინა] კრებაჲ დიდი.
    3.     და გამოვიდეს კერპთ მსახურნი იგი, რაჲთა სიტყუა-უგონ ნაქორ[ს], რომელი საგონებელ იყო, ვითარმედ ბალაჰვარ არს, რომელი-იგი ზემო ვაჴსენეთ, რომელ-იგი მოებირა რაქისს.
    4.     ხოლო კრებასა მას არავინ დაჰხუდა ქრისტეანეთა მორწმუნეთაგანი, გარნა კაცი ვინმე, რომელსა ფარულად აქუნდა სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს[ი],
    5.     რომლისა სახელი ბარაქია, ზემოჴსენებული იგი, რომელმან უთხრა იოდასაფს ბირებულობაჲ ნაქორისი, ოდეს-იგი უდაბნოჲთ მოეყვანა სახედ ბალაჰვარისა;
    6.     და ესე განმზადებულ იყო შეწევნად ბალაჰვარისსა, უკუეთუ სიტყუასა რასამე ზედა შებრკოლდეს.
    7.     და დაჯდა მეფე საყდართა თჳსთა, ხოლო იოდასაფ ქუეყანასა, რამეთუ არა ინება დაჯდომაჲ საყდართა ზედა.
    8.     და იწყო მეფემან სიტყუად კერპთ მსახურთა მიმართ და თქუა: აჰა ესერა თქუენ ხართ თავნი ამის წესისანი და ჩუენ თქუენგან მოვიღეთ, და თქუენ ჴმაგეცით.
    9.     აწ იღუაწეთ დამტკიცებად დღეს, და უკუეთუ გამოჩნდეს და დამტკიცნეს ძლევაჲ თქუენი, იყოს კეთილი მისაგებელი თქუენი ჩემ მიერ ღირსად და უცთომელობისა თქუენისა.
    10.     ხოლო უკუეთუ გამოჩნდეს ჴმასა ამას თქუენ[სა] სიცრუვე და ტყუვილი, არავინ არს უკადნიერეს ჩემსა თქუენ ზედა და არცა ვინ უფრო შეცოდებულ წინაშე ჩემსა და წინაშე ყოვლისა ერისა, ვითარ თქუენ, წინაშე მდგომელნო კერპთანო.
    11.     და მე აღთქუმაჲ მიმიცემია ღმერთთადა, უკუეთუ გამოჩნდეს დღეს სიცრუვე სიტყუათა შინა თქუენთა და იძლინეთ სხჳსა რაჲსამე ძალისაგან საშჯელითა სიმართლისაჲთა, დავლეწო გჳრგჳნი ჩემი და დავსცე საყდარი ჩემი და დავიყჳნო თავი ჩემი და შევერთო რიცხუსა მონაზონთასა,
    12.     და დავწუნე ცეცხლითა ღმერთნი ეგე თქუენნი, და მოგწყჳდნე თქუენ, წინაშე-მდგომელნი მათნი, და იავარ იქმნენ სახლნი თქუენნი, და ტყუედ მიეცნენ შვილნი თქუენნი.
    13.     და [ძელ]სა დამოვჰკიდნე გუამნი თქუენნი, ხოლო უკუეთუ შეიცვალოს ძლევამან, შეიცვალოს პატიჟმანცა.
    14.     მიოგო და ჰრქუა იოდასაფ: ჭეშმარიტად საშჯელი სამართალი განაწესე, მეფე, და არავისა ჯერ-არს აღსრულებაჲ სიმართლისაჲ, გარნა მეფისაჲ.
    15.     ხოლო მე ჯერ-მიჩნს, რაჲთა სახე ვიყო მეფისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტი განჰბჭე.
    16.     და რქუა იოდასაფ ნაქორს, რომელ-იგი საგონებელ იყო, ვითარმედ ბალაჰვარ არს: აჰა ესერა შენ უწყი ბალაჰვარ, ვითარ სიჩჩოებასა და შუებასა შინა მპოვე და მაწჳე აღებად წესი შენი და სთქუ, ვითარმედ: გაქუს სიმტკიცე მას შინა.
    17.     და მე დაუტევე სირცხჳლი მეფისაჲ და წინააღუდეგ შიშსა მისსა, და თავს-ვიდევ იწროებაჲ ცხორებისაჲ და ჴმა-გეც სურვილისათჳს სასუფეველისა ცათაჲსა, რომელ მახარე და აღმითქუ წარუვალობაჲ მისი, და კუალად შიშისათჳს დაუსრულებელთა სატანჯველთაჲსა, რომელ მაქადე.
    18.     და აწ ესერა შემოკრებულ არს სიმრავლე წინააღმდგომთაჲ და არავინ არს მოწამე ჩემდა მათ შორის და გესმის სამართალისა ყოფაჲ და მეცა თავს-ვიდებ სამარათალსა.
    19.     ხოლო უკუეთუ საცთურ[ი] რაჲმე მიგე და კიდე-მყავ საშუებელთაგან სოფლისათა, რომელნი მოეცნეს კაცთა განსასუენებელად, და შენ ჴელოვნებითა შენითა შთამაგდე წარსაწყმედელსა მერმესა.
    20.     და აწ უკუეთუ იძლიო სამართლით გინა თუ უძლურებისაგან საქმისა შენისა, მსწრაფლ შურ-ვიძიო გულისა და ენისა შენისაგან, რამეთუ აღმოგჴადნე იგინი ჴელითა ჩემითა და მიუყარნე ძაღლთა, რომელნი-იგი უფროჲ თავს-მდებელ არიან ტყუვილსა და კიცხევასა, ვიდრე შვილნი მეფეთანი.
    21.     და ამას აღთქუმასა დავსდებ წინაშე ღმრთისა და წინაშე ანგელოზთა მისთა, და ვერ განერე ჭეშმარიტად ჴელსა ჩემსა.
    22.     ხოლო ნაქორს რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე იოდასაფისგან, გულისჴმა-ყო, რამეთუ შთავარდა მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა, და იხილა ბოროტი და წარწყმედაჲ თავისა თჳსისაჲ და მოწევნაჲ სიკუდილისაჲ მის ზედა ორ კერძოჲთვე.
    23.     და ცნა, რამეთუ ვერარაჲთ განერეს საშჯელსა, გარნა შუელითა და შეწევნითა შჯულსა ბალაჰვარისსა ყოვლითა გულითა და ძალითა მისითა, რაჲთა დაამშჳდოს ძე მეფისაჲ მისგან.
    24.     ხოლო მეფისაგან ჰგონებდა შენდობასა შეთქუმოლებისა მათისათჳს.
    25.     და აღიღო პირი თჳსი ნაქო[რ] და იწყო ძაგებად კერპთა მიმართ და მსახურთა მათთა, და მერმე ქებად შჯულსა ქრისტეანეთასა და წესთა მათ წმიდათა, რომელსა ვერცა ბალაჰვარ მისწუთებოდა ეგოდენ განმკუეთელთა სიტყუათა და წულილადთა პასუხთა,
    26.     რამეთუ ვერვეს ჴელ-ეწიფებოდა წინააღდგომად მისა მზორველთაგანსა კერპთასა ერთსაცა ზედა სიტყუასა მისსა.
    27.     ხოლო იოდასაფ ნეტარი იხარებდა სულითა.
    28.     და განბრწყინდა პირი მისი მადლითა სულისა წმიდისაჲთა და ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან განაძლიერა შჯული წმიდაჲ მისი პირითა წინააღმდგომთა მისთაჲთა.
    29.     და განაგრძვეს სიტყჳს-გებაჲ მათ შორის.
    30.     და აღივსო მეფე გულის წყრომითა წარმატებისათჳს ნაქორისა, და არა უნდა შურის გებაჲ მისგან წინაშე ერისა სირცხჳლისაგან, რაჲთა არა გამოუჩნდეს ერსა მიდრეკაჲ მეფისაჲ სიმართლისაგან.
    31.     და (თ)ქუა მეფემან გულსა შინა თჳსსა: ეს[ე] ბოროტი მე თჳთ მოვიხადე თავისა ჩემისათჳს.
    32.     და იწყო თჳთ მეფემან სიტყჳს-გებად და ცილობად ნაქურისა.
    33.     და ვითარ მისცნა სიტყუანი ფიცხელნი და მას შინა დასცა ზარი მისი, და შეშინდა ნაქორ, ნუუკუე არა თავს-იდვას მეფემან ეგოდენი წარმატებაჲ მისი ცილობასა ზედა მისსა და დააბრკოლა ზოგი სიტყჳს გებაჲ მისი.
    34.     და განძლიერდეს მას ზედა ჴმანი მზორველთანი, რამეთუ ნებით მოაკლო ნაქორ შიშისათჳს მეფისა.
    35.     ხოლო მეფე და ყოველი ერი მისი ყოვლითა ძალითა მათითა იღუწ[ი]დეს.
    36.     და დამწუხრდა დღე მას შინა, და არავის ზედა გამოჩნდა ძლევაჲ განცხადებული.
    37.     [ხოლო] ძემან მეფისამან ჯერ-იჩინა შენდობაჲ ნაქორისი მოკლებისათჳს წინააღდგომასა მეფისასა და შეშინდა ბოროტის ყოფისათჳს მისისა მას ზედა.
    38.     და ჰრქუა იოდასაფ მეფესა: შენ, მეფე, დღეს სამართალსა ზედა ჰყავ დასაბამი საქმისა ჩუენისაჲ, ხოლო აღსასრულიცა ეგრევე იყავნ.
    39.     აწ ყავ ჩემ თანა ერთი ორთაგანი: ანუ მომეც მე მოძღუარი ჩემი, რაჲთა დაადგრეს ჩემ თანა და ვიწურთიდეთ სიტყუათა შჯულისა ჩუენისათა;
    40.     და ამას თანა უშიშოებაჲცა აქუნდეს, რაჲთა არა შიშისაგან დააკლოს სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
    41.     და შენ წარიყვანენ მოძღუარნი შენნი და ყავ მათ თანა, ვითარცა გნებავს.
    42.     ანუ კუალად მე მომცენ მოძღუარნი შენნი და შენ წარიყვანე მოძღუარი ჩემი.
    43.     ხოლო უკუეთუ მოძღუარნი შენნი და ჩემიცა შენ წარიყვანნე და მოძღუარნი შენნი იყვნენ მშჳდობასა და განსუენებასა შინა და ჩემი განწირულ იქმნას ჩემგან, და იყოს შიშსა და კდემასა შინა, ესე დიდი მძლავრებისა ჩუენებაჲ არს და არა სამართალი.
    44.     ხოლო მეფემან არა ინება მიცემაჲ მზორველთაჲ ძესა მისსა, ნუუკუე მიაქცივნეს კერპთ მსახურებისაგან სიტყუა-მეცნიერებითა მისითა, და რამეთუ ესვიდაცა ნაქორისგან ღონესა და შეთქმულებისა აღსრულებასა იდუმალ.
    45.     და მი[ს]ცა ნაქორ ძესა თჳსსა, და წარვიდა ძე მეფისაჲ პალატად თჳსა.
    46.     და წარიყვა(ნა) ნაქორ მის თანა.
    47.     და ეგონა ყოველსა მას ერსა, ვითარმედ ბალაჰვარ არს იგი.
    48.     ხოლო იოდასაფ, ძემან მეფისამან ჰრქუა ნაქორს იდუმალ ღამით: მე უწყი, რამეთუ შენ ნაქორ ხარ და არა ბალაჰვარ, და მე დაგიცევ შენ, ნაქორ!
    49.     და აწ მხიარულ იყავ, რამეთუ დღეს მრავალი კეთილი ჰქმენ და ფრიად შემწე ექმენ შჯულსა წმიდასა ღმრთისასა სიტყჳს-გებითა შენითა.
    50.     ხოლო მე წარმოგიყვანე, რაჲთა დაგიცვა ბოროტისაგან მეფისა, არამედ არა შევიწყნარებთ შეწევნასა შენსა შჯულისა მიმართ პირითა უნებლობისაჲთა,
    51.     არამედ გონებასაცა დაიდევ და ჴმა-ეც სახარებასა ძისა ღმრთისასა და მოედ სამართლად აღსაარებითა ქრისტესითა და შჯულისა მისისაჲთა, და მოელოდე მოსაგებელსა და სატანჯველსა მისსა,
    52.     რამეთუ ადრე წარმავალ ხარ, ვითარცა წარვიდეს უწინარესნი შენსა, და ნუ აღირჩევ საშუებელსა წარმავალსა წარუვალთა მათ კეთილთა წილ ქრისტეს მიერთა.
    53.     ჰრქუა ნაქორ: შემიწყნარებიეს, ძეო მეფისაო, რომელსა-ესე მაწუევ, და მრწამს ღმერთი და ვწამებ, რამეთუ ყოველივე მის მიერ არს და მიაგებს მისაგებელსა საქმეთაებრ საუკუნესა.
    54.     და მე შეურდები ღმერთსა ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ იგი თავადი მოწყალე არს და უწყი, რამეთუ ერთგულებით მაწჳე საქმე ესე.
    55.     და აქამომდეცა უწყოდე ჭეშმარიტებაჲ, არამედ შეუდეგ ნებასა ჩემსა და მიძნდა განშორებაჲ მამულთაგან შჯულთა და წესთა ცუდთა.
    56.     ხოლო შენ, ძეო მეფისაო, გიხაროდენ პატივსა შინა ღმრთისასა და კეთილთა მისთა მოსაგებელთა, უკუეთუ დაადგრე ნებასა ზედა მისსა.
    57.     და მე გაზრახებ, რაჲთა პატივ-სცე მამასა შენსა და სიმარჯჳთ ჰყო ცხორებაჲ შენი მის თანა, ვიდრემდის გზა-გცეს შენ ღმერთმან.
    58.     და შენ უწყი, ძეო მეფისაო, ძალი და განზრახვაჲ შეთქუმულობისა ჩუენისაჲ, და ანუ ვითარითა სიტყჳთა შევემთხჳე მეფესა, რომლისაგან თანა-მაც სირცხჳლი პირისაგან მისისა, რამეთუ სხუაჲ იყო სასოებაჲ მისი ჩემდამო და სხუაჲ პირი გამოჩნდა ჩემგან.
    59.     და აწ გევედრები, რაჲთა მიჯმნე განსლვად და ყოფად უდაბნოსა მონათა მათ თანა ქრისტესთა, და შემდგომად მცირედთა ჟამთა კუალად მოვიქცე შენდა, უფალსა თუ უნდეს.
    60.     და [ნე]ბა-სცა ძემან მეფისამან, და დაუტევა მშჳდობაჲ და ულოცა და წარვიდა სავსე სარწმუნოებითა ქრისტესითა და ფრიად ინანდა პირველთა მათ მედგრობათა მისთა ზედა.
    61.     და იყოფოდა მძოართა თანა სახითა და წესითა ჭეშმარიტთა მონაზონთაჲთა.
    62.     რომელთა ესმა ესე, მისცეს დიდებაჲ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა.
    63.     და მიიწია ჰამბავი ნაქორისთჳს მეფისა და სასო-წარკუეთილ იქმნა იმედისაგანცა მისისა, რომლითა ჰგონებდა მიქცევასა ძისა თჳსისა მის მიერ.
    64.     და მიერითგან დააცადა მეფემან ცილობაჲ ძისა თჳსისაჲ და იწყო შეურაცხ-ყოფად საქმესა კერპთასა, და მრავალსა ზედა აჩუენა უდებ-ყოფაჲ საქმისა მათისაჲ და უპატიოებაჲ მზორველთა მათთაჲ, გარნა ვერვე დაიდვა გონებასა თჳსსა დადგრომაჲ წესსა ზედა ღმრთის მსახურებისასა.
    65.     ხოლო იოდასაფ აჩუენა მეფესა კეთილი მეგობრობაჲ, ვითარცა-იგი ამცნო ნაქორ, და არა ყუედრებაჲ საქმეთა ზედა მისთა.


48

     1.     48. და შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია დღესასწაული კერპთაჲ, რომელი დიდად ადიდის მეფემან, ხოლო ქურუმთა მათ ვითარ იხილეს მეფისაგან შეურაცხებაჲ კერპთაჲ და მსახურთა მისთაჲ, შეშინდეს,
    2.     ნუუკუე არა მივიდეს მეფე დღესასწაულსა მათსა და არა უზოროს კერპთა, და სრულიად შეურაცხ იქმნენ.
    3.     მაშინ აღდგეს და მივიდეს კაცისა ვისამე, რომელი იყოფოდა უდაბნოთა და მთათა შინა, დაკლებული და კიდე-ქმნული ორთაგანვე ცხორებათა, რომლისა სახელი თედმა.
    4.     ხოლო კაცი იგი იყო შჯულისა მათისაჲ და ფრიადი სასოებაჲ აქუნდა მეფესა მისა მიმართ და ყოველსა ერსა მისსა, ვიდრემდის ჰგონებდესცა, ვითარმედ წჳმაჲ და [მ]ზეცა მისითა ლოცვითა მოეცემის ქუეყანასა მათსა.
    5.     და მოიყვანეს კაცი იგი მეფისა, რაჲთა განაძლიეროს და აღმოჰფხურას იჭჳ გულისაგან მისისა.
    6.     და ვითარცა იხილა მეფემან კაცი-იგი, შე-რაჲ-ვიდოდა იგი წინაშე მისსა, და არარაჲ ემოსა, გარნა ძუელი რაჲმე შემოედვა წელთა ზედა, და კუერთხი აქუნდა ჴელთა მისთა.
    7.     და მრავლით ჟამითგან არა ეხილვა იგი მეფესა.
    8.     და ვითარცა იხილა იგი მეფემან, აღდგა მსწრაფლ და დავარდა წინაშე მისსა, თაყუანის-სცა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა.
    9.     და დადგა წინაშე მისსა, ვითარცა მონაჲ რაჲ დგანნ წინაშე უფლისა თჳსისა, ვიდრემდის უბრძანა თედმა, და დაჯდა მეფე.
    10.     მიუგო და ჰრქუა თედმა მეფესა: მეფე, ცხოვნდი კერპთა მიერ!
    11.     მესმა, რამეთუ დიდი ღუაწლი აღასრულე ბრძოლასა ზედა ეშმაკთასა, ხოლო ფრიად განვიხარე, რაჟამს მესმა, ვითარმედ მოგეცა ძლევაჲ.
    12.     ჰრქუა მეფემან: ჩუენ ძლევაჲ ვერსადაჲთ მოგუეცა და არცა ოდეს სადა საჴმარ ყოფილ არიან ჩუენდა მბრძოლნი და ახოვანნი, ვითარცა-ესე დღეს, აწ რაჲ შეწევნაჲ არს ჩუენი შენგან?
    13.     მიუგო თედმა: ჵ მეფე, პირველად ჯერ-არს აღსრულებად მოწევნული ესე დიდი დღესასწაული და მიცემად ღმერთთა სამართალი მათი, რომელთა მიერ ყოველი განმარჯუებაჲ და ძლევისა მონიჭებაჲ,
    14.     და მაშინღა შემთხუევაჲ მტერთაჲ და მოთმინებაჲ ღუაწლთა შინა ყოვლითა საჭურველითა ძლევის მომპოვნებელითა.
    15.     ჰრქუა მეფემან თედმას: მსგავს არს საქმე ესე ჩემი და შენი, თედმა, მბრძოლსა მას ერად განწესებულსა, რომელსა ესუა ცოლი ფრიად ქმნულ-კეთილი.
    16.     ხოლო კაცი იგი ფრიად მოშურნე იყო დედათა მიმართ და ეშინოდა, ნუუკუე ვერ მოთმინე იყოს ცოლი მისი და შევარდეს საქმესა სიძვისასა.
    17.     და ჰრქუა დედაკაცსა მას: მე უწყი სიჩქურე და სისუსტე ბუნებისა დედაკაცობისაჲ და მტერი მივის, რომელი მოვალს აღძრვად შენდა.
    18.     აწ განეკრძალე და მოთმინე იქმენ, და მე სასწაული მიგცე, რაჲთა ოდეს მოიწიოს შენ ზედა აღძრვაჲ ჴორცთაჲ, დამოუტევენ თმანი შენნი, და მე ვიხილო სასწაული იგი, და ბრძოლა-ვსცე მას, და ვერ შემოვიდეს სიბორგილე მტერისაჲ შენ ზედა და ჰყოფდა დედაკაცი იგი საქმესა ამას.
    19.     და დაყვეს ჟ[ა]მი მრავალი შეუცთომელად.
    20.     და დღესა ერთსა მოიწია მტერი და იყო ჴმაჲ და განვიდოდეს მბრძოლნი შემთხუევად მტერისა.
    21.     და აღდგა ჭაბუკიცა იგი და შთაიცუა საჭურველი თჳსი.
    22.     და ვითარ შეჰხედნა ცოლმან მისმან საჭურველსა მას შინა, აღიძრა ტრფიალებითა, რამეთუ ახოვანთაგანი იყო ჭაბუკი იგი, და ყო დედაკაცმან სასწაული იგი, რომელი მოეღო ქმრისა თჳსისაგან.
    23.     ხოლო კაცმან მან ვითარცა იხილა იგი, იქცა სახედ თჳსა, ვიდრემდის განაშორა ვნებაჲ იგი ცოლისაგან თჳსისა.
    24.     და მერმე განვიდა შემთხუევად მტერთა.
    25.     და ვიდრე იგი განვიდოდა, მოქცეულ იყო ერი ბრძოლისაგან, და იწყეს ყუედრებად მისა და ეტყოდეს: შიშისაგან ვერ გამოხუედ, ვიდრემდის სცან ოტებაჲ მტერთა [ჩუენთა] მიერ.
    26.     ხოლო ჭაბუკი იგი ეტყოდა: მე საკუთარი მტერი მეწყო და არა ჯერ-იყო ჩემდა დატევებად იგი და ბრძოლად უცხოთა, რამეთუ უშინაგანესი და უმახლობელესი მტერი იყო, იგი ვაოტე და აწ ესერა ვარ თქუენ თანა.
    27.     ეგრეცა ჩუენ, თედმა, რამეთუ დღეს მოდგმულ არს საქმე თავთა ჩუენთა ზედა და კერპთაცა ზედა, აწ ჯერ-არს, რაჲთა პირველად ვეწყვნეთ მტერთა, და უკუეთუ დავამტკიცოთ, ვითარმედ კერპნი ღმერთნი არიან, უზოროთცა, ხოლო უკუეთუ ვერ დამტკიცდენ, რაჲ სარგებელ არს არა-არსთა მიმართ?
    28.     ჰრქუა თედმა: არარაჲ არს უსარგებლესი აბჯარი და უმკუეთელესი მახჳლი მტერთა მიმართ, ვითარცა აღსრულებაჲ დღესასწაულისაჲ, და არა რომლითა ძალითა უმახლობელეს იქმნები ძლევასა, ვითარ ზორვითა კერპთაჲთა, რამეთუ იგი შემწე გექმნენ ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.
    29.     ჰრქუა მეფემან: მე ესრე ვჰგონებ და მეშინის, ნუუკუე იგი არს ჭეშმარიტებაჲ, რომელსა ჩუენ წინააღუდგებით.
    30.     ხოლო უკუეთუ გნებავს შენ, და მე დავადგრე იჭუსა ამას ზედა, ვიდრემდის გამომეცხადოს უმჯობესი, ანუ კუალად გამომიცხადდეს მართალი და რომელი სიმტკიცე არს ჴელთა შინა, და უკუეთუ არაჲთ იღო იჭჳ ესე გულისაგან ჩემისა, შემოგერთო დღესასწაულსა ამას.
    31.     მაშინ განრისხნა თედმა და დააგდო კუერთხი იგი, რომელი იყო ჴელთა მისთა, და მოიჴსნა ძონძი იგი, რომელი ებლარ[დ]ნა წელთა მისთა, და შეითხზნნა თითნი მისნი, და შიშუელი დადგა წინაშე მეფისა და ჰრქუა მას:
    32.     უკუეთუ შენ, მეფე, არა გიყუარს მეფობაჲ ესე შენი და მ[ი]იცვალები მონებად და ბრწყინვალებისაგან სიგლახაკედ და შუებისაგან იწროებად, და არა სწყალობ გუამსა ამას შენსა შუებულსა და ნუკვეულსა,
    33.     და ამას ყოველსა დაუტეობ და თავს-იდებ ჭირსა, რომელ არა დაჩუეულ ხარ და ვერცა დაითმენ, მე უფროჲს მოთმინე ვარ არგანსა ამას და ნაძუელავსა, რომელ განვაგდე,
    34.     (რამეთუ) არა უტყუვი თავსა ჩემსა და არცა მეშინის გზისაგან მონაზონთაჲსა, რამეთუ არა რომელი ცხორებაჲ უსაჭირველეს და უვიწრეს არს ცხორებისა ამის ჩემისა, რომელი დამითმენიეს,
    35.     რამეთუ არარაჲ შჭირს ჩემგან სოფელსა ამას, და არცა რაჲ მაქუს სოფლისაგან, გარნა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა ვძურები და მხალი, რომლითა ვიზარდები.
    36.     აწ მოგუალე, მეფე, რამეთუ კეთილსა გული გითქუამს.
    37.     ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი იგი თედმაჲსნი, სასო-წარკუეთილ იქმნა მისგანცა და ცნა უძლურებაჲ შჯულისა მათისაჲ.
    38.     და განმრავლდეს მართუენი იჭჳსანი გულს[ა] შინა მისსა.
    39.     და აზმნა აღსარებად ღმრთისა, და იწყო განზრახვად და გულის-სიტყუად.
    40.     და ვითარ განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა, აღმოჴდა შინაგანით სული სიყუარულისა ამის სოფლისაჲ და მოაჴსენებდა მრავალ-ფერთა გემოთა და საშუებელთა, რომელნი არა ჯერ-იყვნეს შჯულსა შინა ქრისტეანეთასა, და იძლია ჩუეულებისაგან მისისა, რომლითა მარადის ძლეულ იყო.
    41.     და ბრძანა განმზადებად დღესასწაულისა მსგავსად ჩუეულებისა.


49

     1.     49. და ვითარ აღასრულეს დღესასწაული იგი, ჰრქუა მეფემან თედმას: რომლითა ღონითა ჯერ-არს მოქცევაჲ ძისა ჩემისაჲ?
    2.     ხოლო მან ჰრქუა მას: იძალენ მის ზედა ეშმაკნი დედათა გამო, რამეთუ უგანმკუეთელეს არიან დაწყლვად გონებისა უფროჲს მახჳლისა ორპირისა,
    3.     რამეთუ მასმიეს მეფ(ისა) ვისიმე, რომელსა ესუა ძე, და ჰრქუეს მეფესა მკურნალთა: უკუეთუ უწინარეს ათისა წლისა იხილოს მზე ყრმამან ამან, მოაკლდეს ნათელი თუალთა[ჲ], რამეთუ სუსტად შეზავებასა ვჰხედავთ გუგათა შინა ამისთა.
    4.     ხოლო მეფემან გამოუკუეთა ქუაბი ქუეყანასა შინა და მუნ შინა ბრძანა აღზრდაჲ ყრმისაჲ მის მპოხილთა (!) მისთა თანა.
    5.     და ვითარ აღესრულნეს მის ზედა ათისა წლისა ჟამნი, ბრძანა გამოყვანებაჲ ყრმისაჲ მის, რამეთუ არღა ეხილვა რაჲ დაბადებულთაგანი.
    6.     და ბრძანა მეფემან დადგინებად ყოველი უხილავი მისგან თითოეულად, რაჲთა რომელი იხილოს, იცოდის, რაჲ არს, და დედანიცა შემკობილნი დაადგინნენ გზასა ზედა მისსა. და მათ ყვეს ეგრე.
    7.     [ხოლო] ყრმაჲ იგი იკითხვიდა თითოეულსა მათგანსა და იგი[ნი] უთხრობდეს.
    8.     და იკითხნა დედანიცა იგი. ხოლო მათ ჰრქუეს: ესე ეშმაკნი არიან, რომელნი აღაშფოთებენ და წარსწყმედენ კაცთა.
    9.     და აღივსო ყრმაჲ იგი სიყუარულითა მათ ეშმაკთაჲთა.
    10.     და ჰკითხვიდა მამაჲ ყრმასა მას: რომელი უშუენიერესი იხილე სლვასა მას შენსა შინა?
    11.     ხოლო ყრმამან მან ჰრქუა: არარაჲ ვიხილე უშუენიერესი მათ ეშმაკთასა და არცა რაჲ უსაწადელეს არს ჩემდა მათსა.
    12.     ეგრეცა შენ, მეფე, არარაჲ უფროჲს შემწე არს შენდა, ვითარ ქალნი შემკობილნი, რაჲთა აკუეთნე მას ყოველსა ჟამსა, რომლითა აღასრულებს ეშმაკი ძალსა თჳსსა.
    13.     მაშინ ბრძანა მეფემან გამოსხმაჲ პალატისაგან ძისა თჳსისა ყოველთა მსახურთა მისთაჲ და დადგინებად ადგილსა მათსა გამორჩეულნი ყოველთაგან საბრძანებელთა მისთა დედანი შუენიერნი და ქმნულ-კეთილნი მსახურებასა მისსა ზედა.
    14.     და აღივსო პალატი მისი შფოთითა მათითა.
    15.     და ფრიად იტანჯებოდა ძე მეფისაჲ საბრჴისა მისგან, რამეთუ არარაჲთ უფრო აღძრა გონებაჲ მისი, ვითარ ამით ჯერითა.
    16.     და ამცნო მეფემან ქალთა მათ, რაჲთა შეემღერდენ და აზრზენდენ ყოველსავე ჟამსა დღე და ღამე, და იმკვებოდიან და მოაჴსენებდენ ყოველთა სახეთა საცთურისათა, რომლითა შეუძლონ აღძრვაჲ მისი გულის-თქუმად.
    17.     ხოლო იგინი ფრიად მოსწრაფე იყვნეს აღსრულებად ბრძანებასა მეფისასა.
    18.     და ოდესმე ეჩუენნიან სამოსლითა და სახითა მამაკაცობრივითა, და ოდესმე საჭურველითა შეიმკვნიან და ვლენედ წინაშე მისსა, და ოდესმე სახითა მონადირეთაჲთა, და ოდესმე ქნარითა და ნესტჳთა და წინწილითა და თითო-პირითა ს[ახიო]ბითა შემკობილნი აწყინებედ,
    19.     და ოდესმე ებრძვიედ და ზედა მიეჭრებიედ განშიშულებულნი და ეტყჳედ მრავალსა სიტყუასა აღძრვისასა, და მოაჴსენებედ, რაჲთა განვიდენ ნადირობად და მოთხვად სამოთხეთა შინა საშუებელთა.
    20.     და რაჟამს განვიდის ძე მეფისაჲ, იგინიცა მის თანავე ასხდიან ჰუნეთა და არბევედ გარემო მისსა.
    21.     და ამას ყოველსა შინა აწუევედ ნებასა მეფისასა და დაუჴსნიედ შჯულსა მისსა უფროჲს სიტყჳსა მამაკაცობრივისა.
    22.     ხოლო იყო ვინმე მათ შორის ქალი ერთი ასული მეფისა ვისიმე, რომელი ტყუეობით მოწევნულ იყო აბენესე მეფისა.
    23.     და იყო იგი უშუენიერეს მათ ყოველთასა ხატითა და უგონიერეს სიბრძნითა, და უყუარდა იგი ძესა მეფისასა ქმნულ-კეთილობისა და სიბრძნისა მისისათჳს, რამეთუ იყო იგი ფრიად გონიერ და სიტყუა-პოვნიერ.
    24.     და მრავალ გზის ამხილებნ ძე მეფისაჲ საქმესა შჯულისასა და განაცდინ განქარვებასა ამის სოფლისასა, და მოაჴსენებნ ღმერთსა და ამხილებნ ცთომასა კერპთ მსახურთასა.
    25.     ესმა ესე მეფესა და განიხარა სიყუარულისათჳს მის ქალისა მიმართ, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ იძლიოს მის მიერ.
    26.     ხოლო დღესა ერთსა ჰრქუა დედაკაცმან მან იოდასაფს: უკუეთუ გნებავს, ძეო მეფისაო, რაჲთა ვისმინო შენი, რომელსა-ესე მაწუევ, განმისუენე შენ თანა წელიწადსა ერთსა, და მიგცე აღთქუმაჲ, რაჲთა აღვიარო შჯული შენი და ვჰმონებდეთ ღმერთსა შენსა ორნივე ვიდრე სიკუდილამდე.
    27.     ჰრქუა იოდასაფ ქალსა მას: და ვინაჲ არს ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ, უკუეთუ სიკუდილმან წარმიტაცოს უწინარეს ერთისა წელიწდისა?
    28.     ჰრქუა დედაკაცმან მან: უკუეთუ გეწიოს სიკუდილი, მას შინა სასყიდელი გაქუნდეს მოქცევისა ჩემისათჳს და არა ბრალეულ იყო ნების ყოფისა ჩემისათჳს, რამეთუ იტყჳ შენ, ვითარმედ: ქორწილი წმიდა არს.
    29.     ჰრქუა იოდასაფ: ეგრეთ არს, არამედ არა მაქუნდეს მადლი მოთმინებისაჲ მათ თანა, რომელთა დაითმინეს და დაშრიტეს საჴუმილი იგი ჴორცთაჲ, და მერმე მეშინის,
    30.     ნუუკუე მიმიზიდოს გულის-თქუმამან ჩუეულებისამან უდიდესად სხუად საქმედ, და მერმე მეუფლოს ნებაჲ და შთამაგდოს წარსაწყმედელსა, და ვიპოვო მტერ ღმრთისა და მეგობარ ეშმაკისა.
    31.     ჰრქუა დედაკაცმან მან: თანა-მეყავ თუესა ერთსა, გინა ერთსა ღამესა, და ვყო ბრძანებაჲ და ნებაჲ შენი, რამეთუ ესოდენმან მცირემან ნებამან ვერ დასძლიოს სასყიდელსა შენსა, რამეთუ შეცთომილი სული მიგყავს დაგებად ღმრთისა და განაცხოველებ შემდგომად სიკუდილისა.
    32.     ხოლო იოდასაფ მიდრკა ყოფად ნებისა მისისა და აღთქუმაჲ მოსთხოვა, რაჲთა აღიაროს ღმერთი, რამეთუ ბუნებაჲცა აიძულებდა ყოფად მას.
    33.     და გონებაჲ მისი დაიწყლვოდა ზრზენითა მათითა და შეაშფოთებდა გონებაჲ მისი.
    34.     ხოლო ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე შემწე ეყო ჭირთა შინა მისთა და არა ინება წარწყმედაჲ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე დავით: მივდერკ იძულებით დაცემად და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე, და არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და და-მცა-იმკჳდრა ჯოჯოხეთს სულმან ჩემმან.
    35.     რამეთუ ვითარ ამათ ოდენ გულის სიტყუათა შინა იყო, მიეძინა ღამის თევასა შინა, ილოცვიდა რაჲ ღმრთისა მიმართ, რაჲთა შეეწიოს და განუღოს კარი უმჯობესი და კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ყვის ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ.
    36.     და იხილა იოდასაფ ძილსა შინა ჩუენებით, ვითარმცა მიიწია სასუფეველსა, და იხილნა მრავალ-ფერნი საშუებელნი და ტაძარნი ოქრო-ლესულნი და ყოველი ფუფუნებაჲ, რომელთაჲ ვერ შესაძლებელ არს ხილვაჲ მათი სოფელსა ამას შინა.
    37.     და მერმე კიდეგან იხილნა დედანი იგი მაზრზენელნი მისნი, რომელთაგან დაწყლულ იყო გული მისი.
    38.     და იყვნეს იგინი უუშუერეს და უსაძაგლეს პირთა ძაღლთაჲსა და ღორთაჲსა საშუებელთა მათ თანა სასუფეველისათა.
    39.     და ჴმაჲ ესმოდა, რომელი ეტყოდა: ესე არს ადგილი განსასუენებელი წმიდათაჲ და მოთმინეთაჲ, უკუნისამდე იშუებდენ ამას შინა.
    40.     და მერმე მიიტაცეს ჯოჯოხეთად და იხილნა საშინელნი იგი სატანჯველნი პირად-პირადნი, რომელთა ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხუვად, გარნა დამბად[...] მათ.
    41.     და კუალად ჴმაჲ ესმა: ესე არს მისაგებელი უღმრთოთაჲ და ცოდვილთაჲ, რომელთა დაუტევეს ქრისტე ღმერთი და შეიყუარეს სოფელი, აქა იტანჯებოდიან საუკუნოდ და უკუნისამდე.
    42.     და ვითარ მოეგო გონებასა თჳსსა და აღიხილნა თუალნი თჳსნი, და იხილნა დედანი იგი, გარე-მოდგომილ იყვნეს მისა და ტიროდეს და ჰგოდებდეს, რამეთუ ეგონა, ვითარმედ მომკუდარ არს განგრძობითა მით ძილისაჲთა.
    43.     და აღდგა იოდასაფ და იწყო განცდად შუენიერებასა მათსა და განკჳრვებულ იყო, ვითარ შეურაცხ და უშუერ იყვნეს წინაშე თუალთა მისთა საშუებელთა მათ თანა, რომელნი იხილნა ჩუენებით.
    44.     და მოვიდა მეფე ხილვად ძისა თჳსისა, რამეთუ ესმა საქმე ესე და ჰკითხვიდა მას, თუ რაჲ იხილა და თუ რაჲღა არს გულის სიტყუაჲ მისი.
    45.     ხოლო იგი უთხრობდა ყოველსა, რომელი-იგი იხილა სასუფეველსა შინა – შუენიერებაჲ საშუებელთა უხილავთაჲ;
    46.     და მერმე რაჲ-იგი იხილნა ჯოჯოხეთს შინა – დაუთმენელნი იგი და საშინელნი სატანჯველნი, და ჰრქუა მას: მამაო ჩემო, მნებავს განსლვაჲ უდაბნოს და ცხორებაჲ მონაზონებით მძოვართა თანა და მუნ მონებაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ სურვილისა მისთჳს და შიშისა, რომელნი ვიხილენ.


50

     1.     50. ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ძისა მისისაგან, დამძიმდა ფრიად ურვითა და აღივსო მწუხარებითა, და ვერღარა უძლო დათმენად, და დაფარვად, და ჴმა-ყო წინაშე ყოვლისა ერისა და თქუა:
    2.     არარაჲ მოწევნულ არ[ს] ჩემ ზედა და თქუენ ზედა უდიდესი და უსაშინელესი ბოროტი, ვითარცა ესე ძისა ჩემისაჲ.
    3.     და უკუეთუმცა მეფე ვინმე დიდი, გინა მტერი ძლიერი, მიმიღებდა შვილსა ჩემსა, არამცა თავს-ვიდევით და არცა დავიტიეთ მიშუებად მათდა თჳნიერ სიკუდილისა და ყოვლითა ღონითა თავ-განწირვით,
    4.     რამეთუ თანა-მაც მე და თქუენ ესე ყოფად შვილისა ჩემისათჳს, ხოლო თქუენ უწყნით ბოროტის ყოფანი ჩემთა წინააღმდგომთა მიმართ რჩულისათა, სიკუდილი და დაწუვაჲ ცეცხლითა.
    5.     და აწ მეშინის, უკუეთუ განველურდეს ყრმაჲ ესე და იწყოს მიმოსლვად მძოართა თანა სიუცბითა და უგუნურებითა მისითა, ნუუკუე მოკლას ვინმე მტერთა ჩემთაგანმან.
    6.     და უკუეთუ ძიება-ვყო სისხლი მისი, დამესაჯოს უსამართლოდ, რამეთუ მე მოვსწყჳდენ იგინი და ნეფსით განუტევე შვილი ჩემი მათ თანა.
    7.     ხოლო უკუეთუ თავს-ვიდვა ყუედრება, და სისუსტე იყოს ჩემდა და თქუენდა უკუნისამდე, და ამას თანა მოსაცხრომელ ვიპოვნეთ მტერთა ჩუენთა, არამედ ვინმე იპოვოს კაცი, რომელსა აქუნდეს ღონე რაჲმე საქმისა ამისთჳს, რომელ შეწუხებულ ვარ და მასწაოს რაჲმე ყრმისა ამისთჳს,
    8.     და შემწე მექმნეს ჭირთა შინა ჩემთა, და მე მივსცე მას პატივი და დიდებაჲ უფროჲს თავისა ჩემისა, რამეთუ არა ჯერ-არს, თუ უდებ ვყოთ საქმე ესე და არა უფროჲს ვიღუაწოთ ძიებად, ვიდრემდის გამოგუეცხადოს ჭეშმარიტებაჲ მისი, გინა თუ რაჲ ჯერ-არს.
    9.     მაშინ ჰრქუეს წარჩინებულთა მათ და შერაცხილთა: არა ჯერ-არს საქმე ესე დატევებად ყოვლით კერძოვე, რამეთუ არავინ არს ჩუენსა უფროჲსი სიხარულსა ზედა შენსა, და ეგრეთვე არავინ არს უწინარეს ჩუენსა ურვათა შინა მეფისათა, არამედ ჩუენ ესრეთ ვჰგონებთ,
    10.     ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს განზოგებაჲ ორთა შჯულთაჲ და ორთა წესთაჲ და ორთა მსაჯულთაჲ ერთსა შინა სამეუფოსა, და არა (ჯე)რ-არს საქმისა ამის წარმატებაჲ, გარნა პირსა ზედა თჳსსა, რომლითა განიკურნოს ძე შენი და შჯული შენი და მეფობაჲ შენი.
    11.     და განაგრძვეს სიტყუაჲ ამის ჯერისათჳს.
    12.     და ესე განიზრახეს მეფემან და ყოველთა ერისთავთა მისთა, რაჲთა მისცენ ნახევარი სამეუფოჲსაჲ მის ძესა მეფისასა, რაჲთა მეფობდეს მას ზედა.
    13.     ხოლო ამას ჰყოფდა მეფე იგი, რაჲთამცა საცთურ უგო მას, და მეფობისა მიზეზითამცა ჴელი შეყო საქმესა სოფლისასა და მიიზიდესმცა სოფლიოთა გულის-თქუმათა.
    14.     ხოლო იოდასაფ გულისჴმა-ყო ზაკუვით ზრახვაჲ მათი და განიხარა ფრიად, რამეთუ ესვიდა მიზეზითა მით,
    15.     რაჲთა შეუძლოს განცხოველებად შჯულისა, რომელი მოაკუდინა მამამან მისმან, და განცხადებულად ქადაგებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და შეკრებაჲ ყოველთა მორწმუნეთა მისთაჲ და ცოცხლებით პყრობად ყოველნი წესნი ქრისტეანობისანი.
    16.     და გულ-პყრობილ იქმნა იოდასაფ ამას ზედა.
    17.     მიუგო მეფემან და ჰრქუა იოდასაფს: შვილო ჩემო, არა ესე იყო სასოებაჲ ჩემი შენდამი, რამეთუ გეზაობდი შენ სინათლედ ცხორებისა ჩემისა და ნაცვალად ჩემდა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა,
    18.     ხოლო შენ დაჰჴსენ სასოებაჲ ჩემი და გა[ნა]ცხადე წინააღდგომაჲ ჩემი, და განამწარე სიტკბოებაჲ სიხარულისა ჩემისაჲ შენთჳს და განჰკუეთე ნაწლევი მამობისა ჩემისაჲ შენგან.
    19.     ხოლო მე ვერვე შეუძლებ წინააღდგომასა შენსა, რამეთუ მომდრეკს შენ ზედა საბელი შვილობისაჲ და მიმიზიდვენ შენდა საქმენი, რომელნი დაახლებენ ნებასა შენსა და განმაშორებენ წინააღდგომასა შენსა,
    20.     და შენ არა შეინდობ ჩემგან და არცა შეიწუები განშორებისა ჩემისათჳს, ვითარცა მე შენთჳს, არამედ ცოცხლებითმცა ხარ, [სა]დაცა იყო, რამეთუ უწყი, ვითარმედ ნებსით შევამთხუევ აუგსა თავსა ჩემსა მიშუებისა შენისათჳს, და ვაცთუნებ თავსა ჩემსა,
    21.     რამეთუ აღვასრულებ ნებასა შენსა, რამეთუ სიყუარული შვილობისაჲ მეუფებს სიღრმესა შინა გულთა მამათა მათთასა, რამეთუ დაემორჩილებიან ნებასა შვილთა მათთასა,
    22.     დაღაცათუ წინა-აღუდგებოდიან ნებასა მათსა, ვითარცა სახედ კაცი, რომელი დაემორჩილოს ნებასა თჳსსა, დაღაცათუ უწყინ, რამეთუ საყუედრელ და ვნება არნ მისა,
    23.     არამედ კაცთაგან ჰფარავნ და თავსა თჳსსა შეუნდობნ და დაივიწყებნ უკეთურებასა თჳსსა და სთნავნ მცირედი რაჲმე კეთილი მისი.
    24.     ხოლო მე, შვილო ჩემო, დაღაცათუ მეფე ვარ, კაცივე ვარ და სიჩჩოებაჲ აქუს გულსა ჩემსა შენდამი, ვითარცა ყოველთა კაცთა შვილთა მიმართ მათთა.
    25.     და ვერ შემძლებელ ვარ წინააღდგომასა შენსა, ვითარცა ნებასა ჩემსა.
    26.     ხოლო შენ დიდი ბოროტი შემამთხჳე მე და თავსა შენსა, არამედ მნებავს, რაჲთა წარვჰმართო საქმე ესე უმჯობესსა ზედა და რაჲთა ვყო ნებაჲ შენი და ვძებნო განკურნებაჲ შენი და თავისა ჩემისაჲ მყუდროებით და დაწყნარებით.
    27.     და აწ დაგადგინებ შენ ნახევარსა ზედა სუფევისა ჩემისასა, და თჳთ განაგებდ, ვითარცა გნებავს, რამეთუ არა იყოს მას შინა მოცხრომაჲ მტერთაჲ და არცა სიხარული მოშურნეთაჲ განშორებისა შენისათჳს ჩემგან,
    28.     და არცა მე სრულიად უნაყოფო ვიპოვო შენგან, და მომატყუას სიკუდილი მოწყუედამან შენმან პირველ მოწევნამდე სიკუდილისა ჩემისა,
    29.     ხოლო უკუეთუ დაიშუენო სამეუფოჲ შენი და კეთილად განაგო საქმე შენი, არა სრულიად ჴუებულ იყოს სული ჩემი შენგან, და იყვნენ საქმენი შენნი წარმართებულ ცოცხლებით და მშჳდობით და სიმრთელით და კუალად განგებულებით.


51

     1.     51. მიუგო და ჰრქუა ყრმამან მან: სიტყუანი შენნი გულისჴმა-[ვ]ყვენ, ჵ მეფე, ხოლო აწ ღმერთმან დაგამტკიცენ სულითა მშჳდობისაჲთა და მიგიძეღჳნ უმჯობესსა ცხორებასა და სუფევასა შენსა, არამედ მე უფლებაჲ ესე, რომელ მომეც, არა თავს-ვიდებ,
    2.     რამეთუ არა მაქუს ჩუეულებაჲ საქმისაჲ მაგის და არცა სადა გულმან მითქუა დიდებასა წარმავალსა, არამედ მიჯმენ, მეფე, გევედრები,
    3.     რაჲთა წარვიდე და შევერთო ძმათა ჩემთა, რომელნი მყოფ არიან უდაბნოთა, და ნუ დაავიწრებ საქმეთა თავსა ზედა შენსა, და ნუ დააჭირვებ გულსა შენსა.
    4.     რაჲ უწყი, ნუუკუე დასასრულსა ამის საქმისასა სიხარული გაქუნდეს უმეტეს მწუხარებისა, რომელი გაქუს დღეს ჩემთჳს, ხოლო ბოროტი რომელ სთქუ, ვითარმედ შეგემთხჳა, ეგრეთ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ, არა ნებისაებრ კაცთაჲსა შეემთხუევის კაცთა;
    5.     ხოლო უდიდესი ბოროტი იგი არს, რომლისაჲ არაჲ იპოვის ღონე შემდგომად სიკუდილისა, ხოლო რომელსა ღონე ეპოვოს, ჯერ-არს თავს-დებად, უკუეთუ დასასრულსა აქუნდეს მშჳდობაჲ, არამედ არა ვჰხედავ, მეფე,
    6.     თუმცა ზოგიცა ტკივილისა ჩემისაჲ მოწევნულ იყო შენდა საქმისა ჩემისათჳს, ვითარ ესე ჩემდა საქმისა შენისათჳს, რამეთუ ყოვლადვე ბოროტ არს ჩემდა, ოდესღა შენ არა იცან იესუ ქრისტე ძე ღმრთისაჲ და არა ისმინე ჴმაჲ წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა მისთაჲ.
    7.     და არა გაქუს ერთიცა მცნებაჲ მისი, და არცა შეიშინე ღმრთისა და არცა დაემორჩილე სიმართლისა საშჯელსა, და არცა შეიკდემ ბრალობისათჳს ჩემისა.
    8.     ხოლო მე არა მინდა უწყებად და გამოცხადებად საქმე ჩემი, რამეთუ ვჰხედევდ, ვითარმედ არა შემწყნარებელი გონებაჲ დამკჳდრებულ არს შენ თანა ცნობისა ღმრთისაჲ,
    9.     და არა მინდა შრომისა და ურვისა შემთხუევაჲ შენი, არამედ შენ განმომნახე და მაიძულე სიტყჳს-გებად შენდა და კადნიერ მყავ პატივსა მამობისა შენისასა წინააღდგომად.
    10.     და რამეთუ მეტყჳ, ვითარმედ ბოროტსა და აუგსა თავს იდებ ნეფსით თჳსით სიყუარულისათჳს და ნებისა ჩემისა.
    11.     ხოლო მე არას ვჰხედავ, მეფე, თუმცა რას ზედა შეიცვალე ნებისათჳს ჩემისა, რომელსა ზედა აქამომდე სდგა.
    12.     და რამეთუ ჰსთქუ, ვითარმედ სიჩჩოებაჲ გაქუს შვილთა მიმართ, ვითარცა სხუათა, არამედ ვჰხედავ, ვითარმედ მფრინველთა და პირუტყუთა და მჴეცთაცა უფროჲსი სიჩჩოებაჲ აქუს ნაშობთა მიმართ, ვიდრე შენ,
    13.     რამეთუ იგინი ჰყუარობედ ნაშობთა მათთა და თავთაცა თჳსთა დასდებენ ნაცვალად მათსა, და არა ამისთჳს, რაჲთამცა ნაცვალად მათსა ჰხედვიდეს, გინა თუმცა ძალად მტერთა მიმართ, გინა ასამაღლებელად თავისა მათისა, არამედ ბუნებისათჳს მამობისა და შვილობისა.
    14.     ხოლო შენ, მეფე, არა კეთილისა ჩემისათჳს გნებავს დადგრომაჲ ჩემი სოფელსა შინა, არამედ დიდებისათჳს შენისა.
    15.     და ესე საცნაურ იყავნ წინაშე შენსა, რამეთუ ყუედრებამან განრყუნის კეთილი კეთილის მყოფელთაჲ და დაამრწემის იგი, რამეთუ შენ ფრიად განამრავლენ ყუედრებანი ჩემ ზედა და არაჲ კეთილი ჰყავ ჩემ თანა,
    16.     რამეთუ სოფელსა ამას წინა-მიყოფ და თავსა შენსა მიმიღებ, არამედ უმჯობეს არს ჩემდა, უკუეთუმცა იცან ღმერთი დამბადაბელი ყოვლ[ისავე], მამაჲ უხილავი და ძე მისი მხოლოდ შობილი იესუ ქრისტე და ყოვლად წმიდაჲ სული მისი,
    17.     თანა-მფლობელი და თანა-სწორი და თანა-დაუსაბამოჲ, განუყოფელი და შეურევნელი, ერთი ღმრთეებაჲ სამ-გუამოვანი, ვიდრეღა [ა]რა ყოველი სოფელი სავსე ანთრაკითა, და უფროჲს ხოლო ცოდვითა და ყოვლითა უშჯულოებითა.
    18.     ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ძისა მისისანი, უფროჲს განუკჳრდა და შეუყუარდა ყრმაჲ იგი და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, მე არარაჲ გაყუედრე ვითარცა ზედა ცემით,
    19.     არამედ ვაჴსენე წინააღდგომაჲ შენი და არა-მორჩილებაჲ ჩემი, რამეთუ არასადა ვინ მეფემან უყო ესევითარი შვილსა თჳსსა და არცა ძმამან ძმასა, ვითარ-ესე მე შენ გიყავ.
    20.     რამეთუ დაგიმკჳდრე მეფობაჲ ჩემი პირველ სიკუდილისა ჩემისა და გზა-გეც დატევებად შჯულისა ჩემისა და რაჲთა შეგიდგენ, რომელთა აღირჩიონ შჯული შენი, ესე ვაჴსენე და არა გაყუედრე.
    21.     აწ წარემართე ბრძანებისაებრ ჩემისა, რამეთუ კეთილ არს ჩემდა და შენდა.
    22.     მიუგო იოდასაფ და ჰრქუა მამასა თჳსსა: უკუეთუ ჰყავ ესე, მეფე, არა საკჳრველ არს, რამეთუ საცნაურ არს ყოველთა ზედა უმეტესობაჲ შენი, ვითარცა-იგი მაღალ არს ყოველთა ზედა საქმე შენი.
    23.     ხოლო მე არა უმეცარ ვარ კეთილთა შენთა და არცა უვარ-ვჰყოფ მადლობასა შენსა, არამედ მნებავს, რაითა სრულ ჰყო პატივი და კეთილი შენი ჩემდა მომართ და შემინდო საქმე ესე, რომელი არა სთნავს სულსა ჩემსა,
    24.     და არცა რად შერაცხილ არს ჩემ წინაშე, და გზა-მცე მე მოყუასთა ჩემთა თანა, რომელთა თანა გული მითქუამს და ჰსურის სულსა ჩემსა ადრე მისლვად მათ თანა, რაჲთა არა დავაკლდე სიხარულსა მას, (რომელი) მათთჳს განმზადებულ არს.
    25.     და არა მნებავს მეფობაჲ წარმავალი სიმარჯჳთა და ღონითა კაცთაჲთა განგებული, რომელი დღე არს და ხვალე უჩინო იქმნას.
    26.     მაშინ აღდუღნა ჰებენას მეფე ტირილით და ჰრქუა ძესა თჳსსა იოდასაფს: ნუ, შვილო ჩემო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ მამობასა ჩემსა, ნუ, შვილო ჩემო, ნუ წინა-აღმიდგები და დაამდაბლებ მეფობასა ჩემსა, რამეთუ მნებავს კეთილი შენი და დაცვაჲ შენი აუგთაგან.
    27.     ნუ მაიძულებ, რომელსა ვერ თავს-ვიდებ, და ნუ ეძიებ დამრწემებასა ჩემსა ნებისათჳს შენისა, და ნუცაღა რას მომიგებ წინააღდგომითი, ნუუკუე მეცა აღვიძრა და შევიქცე ყოვლისაგან, რომელი აღგითქჳ, და დავაწესო შენ ზედა რისხვაჲ და შეჩუენებაჲ ჩემი გულის წყრომით.
    28.     ხოლო ყ[რ]მამან მან იოდასაფ ვითარცა მოისმინნა სიტყუანი მეფისანი, შეეშინა, ნუუკუე უფროჲს ზომისა აღიძრას გულის წყრომად, და რომელიცა იგი ექმნას, შეიქცეს მისგან და გამარჯუებაჲცა გზისაჲ მის დაიჴსნას.
    29.     და იწყო მიერითგან ნებისა მიცემად მეფისა საქმისა მისთჳს და შეიწყნარა მთავრობაჲ, რომელი მისცა ნახევარსა ზედა მეფობისა მისისასა.
    30.     ხოლო მარგალიტი იგი, წმიდაჲ სარწმუნოებაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ, მტკიცედ ეპყრა გონებასა შინა თჳსსა და უქცეველად.


52

     1.     52. ხოლო მეფემან, ვითარცა იხილა მიშუებაჲ ყრმისა მისგან, განიხარა სიხარულითა დიდითა და ბრძანა განვლინებად ქადაგი, და ჴმობდა შემოკრებად ერისთავთა და ყოველთა წარჩინებულთა ერისათა და ყოვლისავე ერისა.
    2.     და ვითარ შემოკრბეს ყოველნი იგი წინაშე მისა, ბრძანა დადგმაჲ საყდართაჲ მეფემან ძისა თჳსისათჳს, ვითარცავე მისთჳს, და დასუა მათ ზედა.
    3.     და იწყო მეფემან სიტყუად და (ჰრქუა): რამეთუ ჩუენ ყოველნი ვიყვენით სხუასა შჯულსა და სხუასა წესსა ზედა თჳნიერ ამის შჯულისა, რომელსა ზედა აწ ვდგათ, და ყოველნი მამანი ჩუენნი, კეთილად მოჴსენებულნი მეფენი, და ყოველი ერი სხჳთა შჯულითა ცხონდებოდეს,
    4.     ხოლო ჩუენ ესე გამოვირჩიეთ პირველსა მას შჯულსა ზედა, არამედ არა ვეჭუთ წარსრულთა მათ, თუ არა უმჯობესსა გული უთქმიდა პოვნად შემდგომად სიკუდილისა.
    5.     და მერმე იცით საქმე ჭაბუკისაჲ ამის ყოველთა წარჩინებულთა, და მიწევნულ არს ყოვლისა მიმართ ერისა, და აწ არა ჯერ-არს მძლავრებაჲ ჩუენი ყრმისაჲ ამის წინააღდგომისათჳს ჩუენისა,
    6.     რამეთუ ჩუენცა ესერა წინა-აღდგომილ ვართ შჯულსა მამათა ჩუენთასა და აწ მიგჳშუებია, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისათჳს.
    7.     და მერმე ვინებე, რაჲთა ვიზიარო კეთილთა ზედა სუფევისა ჩემისათა, რაჲთა უჩუენოთ ზღვარი თჳთ მეფობად მისა.
    8.     და რომელსა უნდეს შედგომაჲ მისი, შეუდეგინ სამეუფოდ მისა, რამეთუ არავის ვჰმძლავრობთ ნებასა ზედა თჳსსა ყოფად;
    9.     სადაცა ენებოს, დაიპყარნ შჯული მისი.
    10.     ხოლო რომელსა უნდეს შედგომაჲ მისი დიდებისათჳს პატივისა, არა დავაყენებთ, რამეთუ შვილი ჩემი არს და არავინ არს უერთგულეს ჩემთჳს მისა.
    11.     და აწ მიბრძანებიეს, რაითა მიეცეს ყოვლისაგან, რომელი არს საგანძურთა ჩემ თანა, ნახევარი საფასეთაჲ და აბჯართაჲ და ყოვლისაგან, რაჲცა არს, და რაჲთა სიმდიდრითა შეზაოს მეფობაჲ მისი და შეუძლოს კეთილის ყოფად და ბოროტის ყოფად ღირსთა მისაგებელისათა.
    12.     და ვითარცა წარასრულნა მეფემან სიტყუანი ესე, მაშინ აღდგეს მაქებელნი და აქეს იგი მეფედ, და მისცეს მორჩილებაჲ მეფობასა მისსა, და ადიდეს განზრახვაჲ მისი.
    13.     და წარვიდა იოდასაფ პალატად თჳსად.
    14.     მიუდგა მას სიმრავლე ერისაჲ შესხმითა და ქებითა, და რომელნიმე ულოცვიდეს.
    15.     და დაადგრა მცირედ ჟამ და განაღო კარი, და ყოველნი მოვიდოდეს უშიშად სმენად სიბრძნესა მისსა.
    16.     ხოლო იყვნეს ვინმე მათ შორის ნეშტნი ქრისტეანეთაგანნი, რომელნი იფარვიდეს სარწმუნოებასა მათსა და გარეშითა მათითა სათნო-ეყოფოდეს მეფესა შიშისაგან სიკუდილისა,
    17.     და ვითარცა ესმა მათ საქმე ესე, განიხარეს ფრიად და უშიშ იქმნეს პირველისაგან შიშისა და მივიდეს მძლისა მის ჭაბუკისა იოდასაფისა და მიულოცეს ძლევაჲ, რომელი მოეცა ქრისტე იესუჲს მიერ.
    18.     და აუწყეს სარწმუნოებაჲ თჳსი და განემზადნეს განსლვად სამეუფოდ მისა.
    19.     და ვითარცა აღასრულა მეფემან პატივი ძისა თჳსისაჲ და აღჰკაზმა იგი განსვლად სამეუფოდ თჳსად, აღდგა იოდასაფ და მივიდა მეფისა დატევებად მშჳდობისა.
    20.     და იწყო მადლობად მისა და ჴსენებად კეთილთა მისთა, რომელნი ყვნა მის თანა.
    21.     და მერმე ევედრა, რაჲთა განუტევნეს ყოველნი, რომელნი არიან საპყრობილესა შინა, რაჲთა ყოს ნებაჲ მისი მათ ზედა.
    22.     ხოლო მეფემან ისმინა მისი. და ბრძანა იოდასაფ გამოყვანებაჲ პყრობილთაჲ, რომელნი სამეუფოჲსა რაჲსამე ხარკისადა შეპყრობილ იყვნეს.
    23.     ხოლო რომელნი კაცთა თანანადებისადა შეპყრობილ იყვნეს, ბრძანა მათთჳს გარდაჴდად საფასეთაგან თჳსთა და განტევებაჲ მათი.
    24.     ხოლო რომელნი შეპყრობილ იყვნე[ს] უნასთათჳს და კაცის-კლვისათჳს, ბრძანა მათთჳს, რაჲთა მიეცეს საჴმარი საფასეთაგან მისთა, რომელი კმა-ეყოს ფართოებით საპყრობილესა შინა, ვიდრემდის მოიწიოს ბ[რ]ძანებაჲ ღმრთისაჲ მათთჳს, რაჲ-იგი ჯერ-არს.
    25.     და მერმე ბრძანა დიდძალი საფასე განყოფად უძლურთა და გლახაკთა და უღონოთა, და მერმეღა განვიდა სამეუფოდ თჳსად.
    26.     და განვიდეს მის თანა მრავალნი მით ქალაქით.


53

     1.     53. და ვითარცა მიიწია სამეუფოდ თჳსად, პირველად ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა:
    2.     დიდებაჲ შენდა, ღმერთო და მამაო უფლისა და განმათავისუფლებელისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესო, ძლიერო და შემძლებელო ყოვლისაო, გაქებ და გადიდებ შენ, წმიდაო სამებაო, რომელმან ყოველივე ადვილად განაგი.
    3.     და მერმე იწყო სიტყუად ერისა მიმართ და თქუა: არავის უფროჲს უჴმს სიმართლით სლვაჲ, ვითარ მეფესა, და არცა ვინ შემძლებელ არს დაშნთა სიტყუათა თქუმად ერისა მიმართ, ვითარ მეფე, რომელი სიმართლისა მშჯავრითა ვიდოდის ერსა შორის,
    4.     ხოლო არავის ეჴმარებიან დაშნნი სიტყუანი, ვითარ ორთა კაცთა, უკუეთუ ვინმე იყო[ს] ერსა ზედა უწყალო, მოსისხლე, შემჭამელ, ესევითარსა უჴმან დაშნნი სიტყუანი, რაითა მლევანითა მით ჰფარვიდეს ბოროტსა მას.
    5.     და მერმე უკუეთუ შევარდეს მეფობასა დღეთა სიუცბისა მისისათა, ამასცა თჳნიერ ღონისა თანა-აც, რაჲთა ჰფარვიდეს თავსა თჳსსა სიუცბესა შინა მისსა, ვიდრემდის განიცადოს საქმე თჳსი.
    6.     ხოლო რომელსა არა უჴმან დაშნნი სიტყუანი, იგი არს, რომელმან დასთესოს სამართალი ერსა შორის და კეთილად განაგნეს საქმენი მათნი, არა დააკლოს პატივი პატიოსანსა მათსა და არცა სამართალი უძლურსა მათსა, და რაჲთა აღლესოს მახჳლი სიმართლისაჲ ყოვლისა ერისათჳს.
    7.     ხოლო მე მოვედ თქუენდა, რაჲთა არა გეჩუენო სიტყჳთა მეტნობისაჲთა, არამედ მშჯავრითა სიმართლისაჲთა.
    8.     და ამისა შემდგომად გამოირჩია ადგილი ერთი შუვაჲ, არცა სამეუფოჲ, არცა საგლახაკოჲ, და უბრძანა განმზადებაჲ საყოფლისა თჳსისაჲ და დადებად ყოველი ჭურჭელი მას შინა – არცა სამეუფოჲ, არცა საგლახაკოჲ.
    9.     და მაშინ მივიდა [და] დაეშენა [მუნ] ადგილსა მას.


54

     1.     54. და ყოველი იგი ჭურჭელი სამეუფოჲ, რომელი გამოსცა მამამან მისმან – საჴედრები გინა თუ სამოსლები, შესამკობელი საჯდომთაჲ და შუენიერებაჲ მრავალ სახე სამეუფოჲ – ბრძანა,
    2.     რაჲთა წარიღონ ადგილთა უცხოთა სამეუფოთა და განყიდონ იგი და ფასი მისი განუყონ გლახაკთა და უპოვართა და რომელთა არარაჲ აქუნ და სირცხჳლითა კაცთაჲთა ვერ განვიდიან თხოად.
    3.     და ვითარცა-იგი მეფენი იშუებედ და იხარებედ სამკაულითა მით და სამოსლითა შუენიერითა მრავლითა, და სილაღით და ამპარტავანებით აშუებედ გლახაკთა, აწ (კუალად) ფასითა მისითა ნუგეშინის-ცემულ ი[ქმ]ნენ გლახაკნი და უპოვარნი.
    4.     და რომელთა ესმეს ესე, ადიდებდენ ქრისტესა ღმერთსა [ჩუენსა].
    5.     და მერმე ბრძანა, რაჲთა დაწერონ წიგნები ყოველთა მიმართ სამეუფოთა მისთა, ქუეყანად-ქუეყანად, და ჴევად-ჴევად და სოფლად-სოფლად,
    6.     რაჲთა აღწერნენ მათ შინა ყოველნი გლახაკნი და უპოვარნი, უღონონი და უძლურნი, და კუალად უპოვარნი იგინიცა, რომელნი ვერ ითხოვენ სირცხჳლისაგან და ისაჯებიან შჳდ წილ უფროჲს გლახაკთაჲსა სახელით მათით, და სოფლით და საზომით და თითოე(უ)ლი მათგანი.
    7.     და ვითარ მოართუეს აღწერილი იგი, ბრძანა დიდძალისა საფასისა განყოფაჲ შორის მათსა თითოეულსა საზომისაებრ თჳსისა და მიცემაჲ ქუეყანათაჲ.
    8.     და შეეწია შენებასა მათსა ზედა და ყოვლისაგან საჴმრისა მისცა თეს[ლი], ვიდრემდის გამოი[ყვა]ნა მიზეზისაგან გლახაკობისა და უპო[ვ]არებისა.
    9.     და ღ[ონიერ იქმ]ნნეს ყოველნივე მიერითგან და ერთობით ადიდებდეს ღმერთსა მის მიერ, და არღარავინ იპოებოდა სამეუფოთა შინა მისთა კაცი, რომელიმცა მიადგა კაცსა საჴმრისათჳს და ქველის საქმისა.
    10.     და მერმე ბრძანა მიწერაჲ ყოველთა სამეფოთა მისთა, რაჲთა ყოველმან სამთავრომან მისმან, გინა თუ საერისთავომან, გამოირჩინენ თავისა მათისათჳს კაცი ჭეშმარიტი და ღირსი და მყოფელი სიმართლისაჲ და მოძულე სიცრუვისაჲ,
    11.     რაჲთა, რომელი გამოირჩიონ ე[სე]ვითარი თითოეულმან მათგანმან, განაჩინოს იგი მათ ზედა ებისკოპოსად,
    12.     რაჲთა წინა უძღოდის მათ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა ქრისტეს ღ[მრთი]სა ჩუენისასა სიმართლით და ღირსებით, და მშჯავრითა სიმართლისაჲთა აძოებდეს და ჰმწყსიდეს სამწყსოთა თჳსთა.
    13.     და მერმე ბრძანებაჲ დ(აუდვა) მთავართა და ერისთავთა და მეჴელეთა, რაჲთა კეთილად მსახურებითა სიმართლისაჲთა შჯიდენ ერსა, და მოწყალებით და სიმართლით განაგებდენ საქმეთა მათთა,
    14.     და რაჲთა იყვნენ საშინელ ბოროტის მოქმედთათჳს და მშჳდობა და სიხარულ კეთილის მოქმედთა ზედა, და რაჲთა უბრძანონ ყოველთა, რომელნი იყვნენ ჴელსა ქუეშე მათსა, შენებაჲ ქუეყანისაჲ და მიცემად ხარკი სამართალი მსგავსად ძალისა მათისა.
    15.     და მერმეღა განაგო სპათათჳს საჴმარი მათი ყოველი დაუკლებელად და დაადგინნა მათ ზედა სპაჲპეტნი და ერისთავნი კაცნი, ღირსნი, მდაბალნი და ღმრთის მოშიშნი, რომელნი ევლტოდეს მთავრობასა, ხოლო რომელნი ეძიებდეს და ჩაიჭრებოდეს, იგინი განაშორნა განსაგებელისაგან მათისა.
    16.     დ[ა კუალად ბრ]ძანა დიდითა პატივითა დადგინებად ყოველნი მღდელთ მოძღუარნი და მღდელნი ჭეშმარიტნი, და აღაშენნა ეკლესიანი ქუეყანასა შინა თჳსსა,
    17.     რომელნი სიტყუათა მათთაებრ აღასრულებდეს საქმით მცნებათა ქრისტესთა, და მიცემად მათდა საჴმარი მისი თითოეულსა მათგანსა, შემსგავსებულად კაცად-კაცადსა ა[დ]გილსა თჳსსა.
    18.     და იყო სიხარული მიუწდომელი ქუეყანასა მას.
    19.     და თჳთ იოდასაფ მოიცალა თჳნიერ ყოვლისა უდებებისა განგებად საქმეთა ერისათა.
    20.     პირველად განიკითხვიდა შინაგანსა მათსა სულიერითა საქმითა, ვითარ-ძი ცხონდებიან, და მერმე ჴორციელსა ცხორებასა ზ[ედა].
    21.     და ეგრეცა თითოეულსა მიაგებ[და] საქმეთა მათთაებრ მოწყალებით და [კეთილად] განგებით.
    22.     [და] აღიღო მათგან საქმე მძლავრობისაჲ მეფობრივი და (ყლ~დ) მძიმე და შიში უჯერ[ოჲ] [...]ა[.]ისაჲ გამოიღო გულთა მათთაგან.


55

     1.     55. და განმრავლდა ჯეროვნებაჲ და სამართალი და სიხარული ერსა შორის, და მოისწრაფდეს ყოველნი კაცნი ყოვლით ქუეყანით და ნათელს-იღებდეს სახელითა წმიდისა სამებისაჲთა, და შეეძინებოდეს შჯულსა ქრისტეანობისასა ერნი ურიცხუნი მარადღე.
    2.     და გამოჩნდა უმეტესობაჲ კეთილად განგებისა მისისაჲ, და იწყეს შეჩუენებად შჯულსა პირველსა, რომელსა-იგი ზედა დგეს.
    3.     და აღივსნეს გულნი ყოველთანი სიყუარულითა მისა მიმართ და სასოებითა კეთილითა მეფობისა მისისათჳს.
    4.     და განცხადნა ერსა შორის საქმე და დიდებაჲ ქრისტეანობისაჲ და ღმრთის მსახურებისაჲ და სიყუარულისაჲ და მშჳდობისაჲ, რამეთუ თავი თჳსი მისცა სახედ ყოველთა: სიმდაბლესა და სიყუარულსა და მოღუაწებასა ზედა.
    5.     და არღარავინ ი[იპოე]ბოდა ყოველსა სამეუფოსა მისსა, რომელიმცა ჰმონებდა შჯულსა სხუასა, გარნა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა, ერთიცა კაცი.
    6.     გარნა მცირედნი ვინმე კაცნი წარვიდეს და მიიცვალეს სამეუფოდ აბენესე მეფისა მამისა მისისა, რამეთუ [ი]ყვნეს იგინი კერპთ მსახურ და არა თავს-იდვეს ყოფაჲ მათი შჯულსა შინა ქრისტესსა.
    7.     და განითქუა ყოველსა ქუეყანასა ჰამბავი ქრისტეს მოყუარისა მის ჭაბუკისაჲ, და სიმდაბლისათჳს და მოთმინებისა მისისა და გარდარეულისა მოწყალებისა მისისა.
    8.     და ვითარ-იგი ამათ ყოველთა სათნოებათა განჰმზადებდა სიბრძნითა და გონიერებითა, და მოვიდოდეს მისა ყოველთაგან ადგილთა კაცნი მორწმუნენი, რომელნი იფარვიდეს წესსა და სარწმუნოებასა შიშისაგან მეფისა, უშიშად, და სიხარულითა დიდითა დაეშენებოდეს საბრძანებელთა მისთა,
    9.     და იხარებდეს სულითა და ადიდებდეს განუყოფელსა სამებასა წმიდასა, რომელმან განაცხადა ერთარსებაჲ სამგუამოვნებისა მისისაჲ, და უჩუენა ძალი სარწმუნოებისა მათისაჲ წინაშე ყოველთა უღმრთოთა.
    10.     და მრავალნი მოვიდოდეს, რომელნი იყვნეს შჯულსა ზედა მამისა მისისასა და დაადგრებოდეს მის თანა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა განცხადებულად, და ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი ნათელს იღებდეს სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,
    11.     და ადიდებდეს ქრისტესა ჭეშმარიტსა ღმერთსა, რომელი იშვა უთესლოდ და უხრწნელად ქალწულისაგან უქორწინებელისა პირველ საუკუნეთა მამისაგან უდედოდ შობილი, თანამოსაყდრე მამისა და სულისა წმიდისაჲ.


56

     1.     56. და განცხადნა ჰამბავი ძისა მეფისაჲ.
    2.     და იყო სიხარული დიდი ყოვლისა ერისაჲ, და აღებაჲ მძლავრობისაჲ მათგან სამეუფოსა შინა მამისა მისისასა.
    3.     და მრავალნი მოიქცეოდეს და აღიარებდეს შჯულსა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და აღსაარებასა იოდასაფისსა.
    4.     და განმრავლდებოდა და განძლიერდებოდა ქადაგებაჲ მათ შორის, ვიდრემდის განმრავლდეს და განძლიერდეს მუნ შინა უფროჲს ყოველთა უღმრთოთა.
    5.     მაშინ იწყო მოუძლურებად საქმემან მამისა მისისამან და იქცეს გულნი კაცთანი მისგან, და კადნიერ იქმნებოდეს წინა-აღდგომად მისა.
    6.     და შეურაცხ-ჰყოფდეს მრავალსა ზედა ბრძანებასა მისსა, და მოიჴსენებდეს უწესოებით სლვასა მისსა მათ შორის და მძლავრობათა და ბოროტის ჩუენებათა მათ ზედა.
    7.     და განეცხადებოდა შეურაცხებაჲ ერისაგან დღითი-დღე და გულისჴმა-ყო, ვითარმედ გულნი კაცთანი მიქცეულ არიან ძისა მისისა კერ[ძო], და შეეშინა,
    8.     ნუუკუე შფოთიცა აღუდგეს და მოკლას ვინმე და დაიპყრას მეფობაჲ მისი და დიდი შიში და ურვაჲ დაეცა მის ზედა ამის ჯერისათჳს, და არა ხოლო მას ოდენ, არამედ ყოველნი რომელნი იყვნეს წარჩინებულნი და თანამზრახვალნი მისნი.
    9.     და დიდსა მწუხარებასა და იწროებასა შევარდეს ამის ჯერისათჳს.
    10.     მაშინ მიწერა აბენესე მეფემან ძისა თჳსისა იოდასაფისა საქმისა ამისთჳს და გა(ნა)ცხადა ყოველი, რომლისათჳს იურვოდა და ჰკითხა, რაჲ-ძი ჯერ-არს ყოფად.
    11.     ხოლო იოდასაფ მიუწერა ესრეთ: უწყებულ იყავ, მეფე, რამეთუ არარაჲ წარსდევნის შიშსა და იოტებს იჭუსა გულისაგან მეფეთაჲსაჲ, ვითარცა მშჯავრი სამართალი ერისა მიმართ და კეთილად განგებაჲ მოწყალებით საქმეთა მათთაჲ,
    12.     და არარაჲ უფრო მო[მ]ხ[დ]ელ არს ურვათა და განმრყუნელ ცხორებისა და მომპოვნებელ ბოროტთა იჭუთა ერისა მიმართ, ვითარცა უჯეროჲ თუ კუალი ჩნდეს მეფისაჲ ერსა შორის,
    13.     რამეთუ დაღაცათუ კეთილნი შენნი განმრავლდენ კაცთა მიმართ, არამედ მცირედმან ბოროტმან განრყუნესვე იგი, უკუეთუ შესზაო მის თანა.
    14.     ხოლო შენ თანა, მეფე, ცხად არიან საქმენი ესე, რომელთაჲ არღარა ვისი გიჴმს კითხვაჲ ამის ჯერისაათჳს.
    15.     აწ იხილე ვინაჲ-ძი შეგიჴდა შიში და იჭჳ, ანუ სადაჲთ გაქუს ნუგეშინის-ცემაჲ და იმედი.
    16.     ხოლო მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ არა არს მიზეზი შიშისა და იჭჳსაჲ, გა[რ]ნა კუალისაგან ბოროტისა, რომელი უკუანა შეუდგს.
    17.     და არა არს ადგილი ნუგეშინის საცემელი და საიმედო შენთჳს, გარნა კეთილი თუ რაჲ გი[თესავს].
    18.     აწ დაუტევე მომატყუებელი შიშისაჲ და მოიპოვე მომპოვნებელი მშჳდობისაჲ და მიუსწარ ჭეშმარიტისაგან ზრახვად, ნუუკუე მიგისწრან მტერთა შენთა კეთილსა ზედა.


57

     1.     57. და ვითარცა მიიწია მეფისა წიგნი ესე ძისა მისისაჲ, მოუწოდა წარჩინებულთა მათ მისთაჲ და წარუკითხა წიგნი იგი.
    2.     და იწყეს განზრახვად ამის ჯერისათჳს.
    3.     მაშინ ჰრქუეს კაცთა მათ მეფესა: მეფე, ცხონდი უკუნისამდე, ჩუენ ესრეთ განგაზრახებთ, რაჲთა ეწიფო საქმესა პირის-პირ, ვიდრე არა ზედა დაგეცეს,
    4.     და იღუაწე მას შინა მოქცევაჲ, რომლისაჲ შესაძლებელ იყოს მოქცევად, და ნუ წინა აღუდგები, რომელსა ვერ შემძლებელ იყო წინააღდგომად.
    5.     რამეთუ საქმე მეფობისაჲ შეკრბების შეკრებასა შინა ერისასა, და შენ უწყნი საქმენი შენნი ბოროტნი ერსა შორის, და აწ ჰხედავ მიქცევასა გულთა მათთასა შენგან და მიდრეკასა გონებისა მ(ათისასა) შენგან,
    6.     და რამეთუ განზრახვაჲ მეფეთათჳს უმჯობესი გამორჩევაჲ არს ნებიერად საქმისაჲ და უმრწამესი მიწყუდევაჲ არს უნებლებით საქმესა, და შენ დღეს ფლობაჲ გაქუს გამორჩევად საქმისა უმჯობესისა თავისა შენისათჳს
    7.     და არღა მოდგმულ არს საქმე მიმაწყუდეველი უნებლიეთსა ზედა, რამეთუ ნეფსით უპატიოსნეს არს მეფეთათჳს.
    8.     და ჩუენ ესრეთ გაწუევთ, რაითა ყოველი ესე სამეფოჲ მიუთუალო ძესა შენსა, უკუეთუ ოდენ თავს-იდვას და მორჩილ გექმნას.
    9.     არამედ პირველად ესრეთ იწყო, რაჲთა ჰბრძანო შემოკრებაჲ ყოველთა მთავართაჲ და ერისთავთაჲ და წარჩინებულთა ერისა შენისათაჲ, და მაშინ ღონის ძიებით ჰყო დადებაჲ ამის ჯერისაჲ მათ თანა, რამეთუ არა ჰშუენის მეფეთა აღსრულებაჲ რაჲსამე საქმისაჲ, გარნა პატიოსნებისა [...].
    10.     მაშინ ბრძანა მეფემან მსწრაფლ შემოკრებაჲ მათ ყოველთაჲ.
    11.     და ვითარ შემოკრბეს იგინი წინაშე მისსა, იწყო ღონის ძიებით დადებად წინაშე მათსა საქმისა მის.
    12.     და თქუა ყოვლისა პირველად მადლობაჲ ღმრთისაჲ ყოველსა შინა, და მერმე აჴსენა სიყუარული მისი ერისა მიმართ, და ვითარ ვიდოდა მათ შორის და ზრუნვიდა ცხორებისა მათისათჳს.
    13.     და მერმე კუალად აჴსენა, ვითარ-იგი წული შვილი არა ესუა და ეშინოდა აწყუედაჲ ძირისა მათისაჲ, და რამეთუ აღთქუმაჲ მისცა ღმერთთა, რომლისაჲ ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნაჲ მისი, უკუეთუ მოეცეს წული შვილი,
    14.     და თჳთ ცხონდესღა ვიდრე აღზრდადმდე ყრმისა მის, ვიდრემდის შემძლებელ იქმნეს (და)პყრობად სამეფოსა, რაჲთა მიუთუალოს ყოველი სამეფოჲ მისი შვილსა თჳსსა და თჳთ ნეფსით დაუტეოს მეფობაჲ
    15.     და მიჰმადლოს ღ[მერთთა] აღთქუმისა მისთჳს, და რაჲთა დაშჯერდეს ცხორება[სა] ლიტო[ნ]სა [მ]სგავსად სხუათა კაცთაჲსა.
    16.     და ჰრქუა ყოველსა მას ერსა: თქუენ იცით, ვითარ ჯერ-არს აღსრულებაჲ აღნათქუემთაჲ, და არა ჯერ-არს დაჴსნაჲ მისი.
    17.     და მე, რაჟამს მივეც ნახევარი სამეფოჲსა ჩემისაჲ შვილსა ჩემსა, ესრე ვჰგონებდ, ვითარმედ აღმესრულების აღნათქუემი ჩემი.
    18.     და ვითარ ვხედავ არა სრულ არს აღნათქუემი ჩემი.
    19.     და რამეთუ ცრუ ვიპოვე წინაშე ღმერთთაჲსა, და მეშინის აღნათქუემისა ამის დაკლებისათჳს.
    20.     რისხვაჲ მათი მოიწიოს ჩემ ზედა, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ შურის-გებით საძიებელ არს აღნათქუემიო.
    21.     და აწ თანა-მაც თჳნიერ ყოვლისა ღონისა აღსრულებაჲ აღნათქუემისა ჩემისაჲ.
    22.     და აწ გაუწყებ თქუენ, რაჲთა განმაზრახოთ, რაჲ-იგი ჯერ-არს ჩემთჳს და თქუენთჳს უმჯობესი, განიხილეთ!
    23.     ხოლო (მათ ჰრქუეს): ვისამცა უფრო ჯერ-იყო აღსრულებაჲ აღნათქუემთაჲ, ვითარ მეფისა, ანუ ვინმცა უფრო დამმარხველ იყო სამართლისა და უმტკიცეს სიტყუათა და უდიდეს ზრახვითა, ვითარ მეფე ჩუენი!
    24.     ხოლო საქმე ესე, რომელ[ი] იკითხე ჩუენგან, არიან მას შინა ორნი საქმენი: ერთისა მათგანისაჲ უშუერებაჲ არს მეფისაგან, უკუეთუ დააბრკოლოს და მიადროოს იგი მეფემან,
    25.     რამეთუ კაცსა თუ ვინმე უტყუვის, საყუედრელ არნ იგი მარადის, რავდენ უფროჲს წინაშე ღმერთთა საძაგელ არს ტყუვილი და სიცრუვე აღნათქუემთაჲ მეფისათჳს.
    26.     და მერმე არა თავს-დებადცა ღმერთთაგან საგონებელ არს ტყუვილისაჲ ჩუენებითა რისხჳსაჲთა, ნუუკუე, რომელსა ნეფსით ზედა ადგრებოდი და გშურდეს, მიგეღოს იგი რისხვითა თჳნიერ მადლისა და ნებისა შენისა.
    27.     და მეორე, [ესე, რამეთუ] მიავლინებ მეფობასა შენსა ძისა შენისა, რ~ლ არს [ნათელი] თუალთა შენთაჲ და თჳნიერცა აღთქუმისა ყოველნი კაცნი დაუტეობენ შვილთა თჳსთა მონაგებთა მათთა და ამას ზედა დასრულდების სასოებაჲ კაცთაჲ.
    28.     და უკუეთუმცა უცხოჲსათჳს აღგეთქუა აღთქუმაჲ, ესე თანა-მცა-გედვა აღსრულებად, რავდენ უფროჲს ძისა შენისადა თანა-გაც ორკერძოვე აღსრულებაჲ აღნათქუემისა შენისაჲ!
    29.     არამედ შენ უწყი, მეფე, რამეთუ ძე შენი არს შჯულსა შინა ქრისტეანეთასა, და შჯულსა თჳსსა სამ[ა]რთალ უჩნს მიღებაჲ სამართლისაჲ და განსწორებაჲ მთავართა და გლახაკთაჲ მას შინა.
    30.     და შენ უწყი, თუ რაჲ ბოროტის ჩუენებანი აღვასრულენით კაცთა მათ ზედა მონანულთა.
    31.     აწ უკუე გუეშინის, ნუუკუე ჴელთ იგდოს და გუეუფლოს შჯული მისი და მას [შინა] მოგუედგმის სამართლით თავს-დებაჲ სისხლთაჲ, რომელ დავსთხიენით ბრძანებითა შენითა, და მონაგებნი, რომელნი იავარ-ვყვენით მშჯავრითა, თანა-გუაც გარდაჴდაჲ მათი.


58

     1.     58. მაშინ მიწერა მეფემან ძისა თჳსისა ესრეთ: მშჳდობაჲ შენდა, შვილო ჩემო!
    2.     შენ უწყი პირველად ნუკევით და სიჩჩოებით აღზრდაჲ შენი ჩემ მიერ და მერმე მიშუებაჲ ნებისა შენისაჲ, დაღაცათუ მძიმე იყო ჩემ ზედა ზოგადი სამეუფოჲსა ჩემისაჲ და შეშლაჲ მეფობისა ჩემისაჲ, სიყუარულისათჳს შენისა ვყავ.
    3.     და აწ მნებავს, რაჲთა სრულ ვყო კეთილი ჩემი შენ თანა, რომელი არავის კაცთაგანსა უყოფია ვის თანამე, და მიგითუალავ ყოველსა სამეფოსა სრულიად, და გარდაგრიდებ დიდებისაგან ჩემისა და მე მეგულების ლიტონსა ცხორებასა შინა ყოფაჲ, ვიდრემდის მოიწიოს აღსასრული ჩემი,
    4.     რაჲთა სასოებაჲ[ცა] ჩემი სრულ იქმნეს შენთჳს, და სიხარული მეფობისა შენისაჲ ვიხილო ცხორებასა ჩემსა.
    5.     და ამისა შემდგომად აჴსენა საქმე მონანულთაჲ მათ და რაჲ-იგი უყო ბოროტი თავთა მათთა და მონაგებთა მათთა, და რამეთუ არა უცხო არს მეფეთაგან უდიდესისაცა ამისა ყოფად დამტკიცებისათჳს მეფობისა მისისა წინააღმდგომთა თჳსთა.
    6.     აწ უკუეთუ აღიღო ჩემ ზედა და რომელნი არიან ჩემ თანა საქმე ბჭობისაჲ მათ შორის, მაშინ მიგითუალო სრული სამეფოჲ, და რაჲთა არა გუაიძულო მე და ჩემთანათაჲ დატეობაჲ შჯულისაჲ.
    7.     ხოლო იოდასაფ ესრეთ მიუწერა მამასა თჳსსა: გჳრგჳნოსანო დიდებულო მეფეო, შენ უწყი, ვითარმედ არა ჯერ-არს სამართალსა შინა საშჯელსა ერთსა შინა სამეუფოსა ორი წესი და ორი ბჭობაჲ [........]ბული ურთიერთისა წინა[აღმდ]გომი ყოფად,
    8.     ხოლო ვყო თქუენ თანა საქ[მე სა]მართალი, რომელი შეაშუნდეს გონებასა თქუენსა.
    9.     აწ მოავლინენით ჩუენდა კაცნი თქუენგანნი, რომელნი ბრძნად საგონებელ იყვნენ და საქმესა შემატყუებელ, რაჲთა სიტყუა-უგოთ ურთიერთას ამის ჯერისათჳს, და მერმე გამოჩნდეს ჭეშმარიტი, რომელმან სამართალსა ზედა შეგუკრიბნეს ყოველნი მას შინა.
    10.     და ვითარ მიიწია მეფისა წიგნი ძისა მისისაჲ, წარუკითხა მისთანათა მათ.
    11.     და ყოველთავე შეაშუნდა, რაჲ-იგი მიუწერა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ თჳნიერ სამართლისა არარას ჰყოფს.


59

     1.     59. მაშინ წარავლინნეს კაცნი რჩეულნი მათ შორის ბრძენნი და წურთილნი სწავლულებითა მათითა.
    2.     და ვითარცა მიიწივნეს წინაშე ძისა მეფისა, ბრძანა სწორადვე მათსა მოყვანებაჲ კაცთა, რჩეულთა მონაზ[ონთა] [ქრისტეან]ეთაჲ, რომელ[თა] აქუნ[და] [....]წმიდისაჲ და ჰრქუა მათ:
    3.     ნურარას უფროჲს ზომისა ზრახავთ და ნუცა თავთა თჳსთა ესავთ, არამედ ითხოვეთ ქრისტესგან, რაჲთა მოგცეს ძალი ზეცით, ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა, და იტყჳს: ნუ ჰზრუნავთ, რაჲ სთქუათო.
    4.     და ვითარცა შეკრბეს, მისცეს აღთქუმაჲ ურთიერთას, რაჲთა არა მძლავრებით იყოს, და არცა გარდაწევნაჲ სიტყჳს-გებასა მათსა შინა, არამედ სამართალისა საშჯელითა განიხილნენ ურთიერთას, რაჲთა არა იჴუმიოს ძემან მეფისამან მიმძლავრებაჲ და არცა შურისათჳს ჯობნისა.
    5.     და ვითარ მისცეს აღთქუმაჲ ამის ჯერისათჳს, იწყეს კერპთმსახურთა მათ და თქუეს, რამეთუ არა ჯერ-არს პირველ კითხვაჲ, გარნა მეძიებელისათჳს საქმესა, რომელსა ეძიებს.
    6.     და ჩუენ არა გკითხოთ. [....] გაუწყოთ ჩუენ, რომელთა ზედა ვდგათ [...] რამეთუ (ვჰმონებთ) კერპ[თა ოქროჲსათა] და ვეცხლისათა და გამოხატულთა ქვისათა და ძელისათა, არამედ გჳთხრათ ჩუენ: ვინ არს, რომელსა თქუენ ჰმონებთ?
    7.     მიუგეს მონაზონთა მათ, მონათა ქრისტე ღმრთისათა, და ჰრქუეს: ჩუენ ვჰმონებთ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან დაგუბადნა, და დაჰბადა ოქროჲ და ვეცხლი, ქვანი და ძელნი, რომლისაჲ იცით სახელი მისი,
    8.     და ვერ უვარ-ჰყო[ფ]თ უფლებასა მისსა, და იგი თავადი არს უდიდეს ყოველთა, და არავინ შემძლებელ არს მიწუთომად ღმრთეებისა მისისა, თუმცა ვინ გამოთქუა სიტყჳთა, გინა თუ იხილა თუალითა.
    9.     მან დაგუბადნა და მოგუცა მეცნიერებაჲ მისი, ნებათა მისთა ვიქმთ მსგავსად ძალისა ჩუენისა, და რომელი არა ჰნებავს, მას დაუტეობთ.
    10.     ესე არს მიგებაჲ კითხვისა თქუენისაჲ, ა[რამედ] ვინ [....] არიან ღმერთნი თქუენნი [...]ადეს, გინა თუ რაჲ გამცნეს [ყოფად]?
    11.     ხოლო უკუეთუ სთქუათ, ვითარმედ არა მათ დაგუბადნეს, არცა რაჲ გუამცნეს და ვერცა შემძლებელ არიან დაბადებად რაჲსამე,
    12.     რამეთუ არა ჰხედვენ, არცა ესმის, არცა ჴმობენ ჴორჴითა მათითა, არღარაჲ სიტყუაჲ გაქუს მოგებად ჩუენდა მონებისათჳს ურგებთა და უსულოთა, რომელნი ვერ შემძლებელ არიან რგებად გინა თუ ვნებად.
    13.     და ვითარცა ესმა ესე კერპთ მსახურთა მათ, მოეკუეთნეს ენანი მათნი, რამეთუ არღარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, რაჲმცა მიუგეს ორსავე პირსა ზედა,
    14.     რამეთუ, უკუეთუ თქუან, ვითარმედ კერპთა მათთა დაჰბადნეს იგინი და მათ ასწავეს, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად მათთჳს, ცხად იყო მათ ზედა მტყუვარობაჲ, სამართლით დაესაჯებ[ოდა] სიბრძნისა სიტყჳთა.
    15.     და უკუეთუ [თქუან, ვითარმედ] უძლურ არიან და ვერ ჴელ-ეწიფ[ების] დაბადებად და რგებად, გინათუ ვნებად, იძლივნენ სამართლისა მშჯავრითა და მიედგას მათ ზედა საქმე ჯობნისაჲ.
    16.     და ვითარ ვერარაჲ პოვეს ღონე, რომელიმცა შემწე იყვეს, მაშინ შეიწყნარეს უმეტესობაჲ შჯულისაჲ და აღსაარებაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ ყოველსა ზედა წესსა ამის სოფლისასა,
    17.     რამეთუ კეთილად სლვასაცა შინა იოდასაფისსა და გარდარეულსა მისსა სიმდაბლესა და მოწყალებასა შინა მისსა მრავალი მადლი იხილეს, რამეთუ დიდი მშჳდობაჲ და სიხარული იყო სამეფოსა შინა მის მიერ.
    18.     მიუგეს და ჰრქუეს კერპთ მსახურთა მათ: ძეო მეფისაო, ვითარ იყოს მშჯავრი შენი ჩუენ ზედა საქმეთათჳს პირველთა, რომელნი ვქმნენით ბრძანებითა მამისა შენისაჲთა და მეფისა ჩუენისაჲთა, და სისხლნი, რომელნი დავსთხიენით უმეცრებითა [...].
    19.     ჰრქუა მათ ნეტარმან იოდასაფ: რამეთუ (ვ~ა-იგი) რაჟამს განაგდოთ შჯული თქუენი, მის თანაცა განაგდო[თ] იჭჳ, რომელი გაქუს მაგის ჯერისათჳს.
    20.     და ვითარცა შეხჳდეთ შჯულსა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ[ჲს] ქრისტესსა, მის თანავე შეხჳდეთ მშჳდობასა და სიხარულსა, რამეთუ ღმერთი მშჳდობისა და სიყუარულისაჲ არს და არა თუ მანკიერებისა და შურის-გებისაჲ.
    21.     მაშინ მოიქცეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს.
    22.     ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ შჯულსა იოდასაფისსა.
    23.     და შეიწყნარეს წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ მათი სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
    24.     გარნა კაცი იგი მძოვარი რომელი პირველ ზემო ვახსენეთ, რომელმან აზრახა მეფესა, რაჲთა ბრძოლა-უყოს ძესა თჳსსა ეშმა[კითა], რომელსა ერქუა თედმა, ამან არა შე[ი]წყნარა ქრისტეანობაჲ.


60

    1.     60. და მიწერეს წიგნი ძისა მეფისა აღსაარებისა და სარწმუნოებისათჳს მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ერთობით მეფემან და ყოველმან ერმან.
    2.     და ვითარცა მიიწინეს მოციქულნი იოდასაფისა, და ეუწყა ბრძანებაჲ მეფისაჲ და ყოვლისა ერისაჲ, მაშინ აღივსო უმეტესითა სიხარულითა და აღდგა და აღიპყრნა ჴელნი ზეცად მიმართ და შეწირა მადლობაჲ ქრისტეს მიმართ, რომელმან ყვის ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ.
    3.     და წინა-უყო მოციქულთა მათ პატივი და ნიჭი დიდი და ადრე განუტევნა.
    4.     და მიწერა წიგნი მამისა თჳსისა ესრე სახედ: დიდსა და მორწმუნესა მეფესა და კეთილად მოსრულსა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ გიკითხავ!
    5.     პირველად ვჰმადლობ ქრისტესა, ძესა ღმრთისასა, რომელი განკაცნა კაცთა ცხორებისათჳს და გჳჴსნა მონებისაგან და საცთურისა კერპთაჲსა და მოგჳყიდნა უბიწოჲთა მით და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, რომელი ჯუარსა ზედა გარდამოადინა;
    6.     ვაქებ და ვადიდებ სახიერებასა მისსა, რომელმან წყალობით მომხედნა და არა ჴუებულ მყო საწადელისაგან ჩემისა და ღირს მყო ხილვად ჭეშმარიტისა მეფობისა შენისა,
    7.     რამეთუ აწღა იქმენ შენ მეფედ, ხოლო პირველ ამისა არცა თუ იყავ მონა შეწყნარებულ, და მერმე, რამეთუ დიდ არიან მადლნი შენნი ჩემ თანა და მე ვერ შემძლებელ ვარ ჯეროვნად მადლისა მიცემად შენდა ყოვლისავეთჳს, რომელი ჰყავ ჩემ თანა.
    8.     არამედ უფროჲს და უდიდეს დღეს ახარე სულსა ჩემსა: ყოველი, რომელი-იგი მომეც, ვითარცა არარაჲ იყო წინაშე თუალთა ჩემთა.
    9.     ხოლო აწ ცნობითა შენითა ჭეშმარიტებისაჲთა წმიდაჲ სამებაჲ იდიდების და აღსაარებითა შენითა შჯული მისი განბრწყინდების, და აწ სრულიად განადიდე ყოფაჲ შენი ჩემ თანა.
    10.     ხოლო ესე უწყი, რამეთუ არავინ განეშორის მეგობარი თჳსი და არამცა აქუნდა ბრძოლაჲ ჩუეულებისაჲ მისა მიმართ და საეჭუელცა არნ მიქცევად მისა, უკუეთუ არა პირველად მიზეზი იგი მიდრეკისა მისისაჲ აღმოჰფხურის.
    11.     და აწ ამით საცნაურ არს ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა შენთაჲ და განწმედაჲ გულისა შენისაჲ ღმრთისა მიმართ, რომლითა ჩუენ თანა მსახურებასა ღმრთისასა და ლოცვისა მოდგამობასა მოხჳდე,
    12.     რაჲთა დაარღჳნე საკერპონი და დასწუნე კერპნი ცეცხლითა ღმრთისათჳს, რაჲთა მიეგოს მისაგებელი მათი, რომელ მათ მოაგეს ერთა ურიცხუთა.
    13.     და დაწუვითა მათითა დაეგო ღმერთსა, ვითარცა-იგი პირველ დაწუვითა წმიდათაჲთა განუდეგ ღმერთსა.
    14.     და რაჟამს ჰყო ესე, მაშინ დაჰჴსნა შუვა კედელი ზღუდისაჲ მის მტერობაჲ და ჭეშმარიტი და უქცეველი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღო ღმრთისაგან ცხოველისა და ჩუენ მონათა მისთაგან.
    15.     და ვითარცა მიიწია მეფისა წიგნი ესე და აღმოიკითხეს, მაშინ აღდგეს თჳთ მეფე და ყოველი ერი მისი მის თანა და იწყეს დარღუევად და დაწუვად კერპთა და ტაძართა საკერპოთა, ვიდრემდე არღა(რ)ა საცნაურ იყო ადგილიცა მათი.
    16.     და ამისა შემდგომად წარვიდა მეფე და ყოველი ერი მისი სამეფოდ იოდასაფისა, ძისა თჳსისა, და ყოველი იგი სუფევაჲ მისცა მას, გარნა თედმა მძოვარი, რომელი იტანჯებოდა ორითავე ცხორებითა, არა მოიქცა მას ჟამსა.
    17.     ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმა, ვითარმედ მეფე და ყოველი ერი მისი მივალს მისა, აღდგა და მიეგება სიხარულითა დიდითა, და დავარდა წინაშე მისსა იგი და ყოველი სიმრავლე ქრისტეს მორწმუნეთაჲ, რომელნი-იგი მიეგებვოდეს მის თანა მეფესა.
    18.     მაშინ მეფე იგი დიდითა სურვილითა მოეხჳა ქედსა იოდასაფისსა და ტირილითა ამბორს-უყოფდამას.
    19.     და მიიყვანა იოდასაფ მამაჲ თჳსი დიდითა და გარდარეულითა პატივითა და ყოველი იგი დიდებაჲ მისი წინა-უყო მას, რომელსაცა იგი არა იჴუმევდა.


61

     1.     61. და ვითარცა ჯდა იოდასაფ დღესა ერთსა წინაშე მამისა თჳსისა, შევიდა თედმა წინაშე მათსა სავსე გულის წყრომითა, რაჲთა სიტყუა-უგოს იოდასაფს შჯულისათჳს, და ჰრქუა მას:
    2.     მითხარღა, ძეო მეფისაო, რომლისა მიზეზისათჳს ჰყავ საქმე ესე, ანუ რაჲ ბოროტი შეგამთხჳეს კერპთა, რომელნი ესრე[თ] შეურაცხ-ჰყვენ, არა პირველად ადიდნესა მამანი შენნი მეფენი?
    3.     ანუ არა უმეტესი შარავანდედობაჲ მისცესა მამასა შენსა, ჰებენას მეფესა, და უმაღლეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა დაადგინეს იგი, და უშვილოებისაცა იგი ჴუებულობაჲ განაშორეს სულისაგან მისისა?!
    4.     და შენ მათ მიერ მიემადლე, რომელიცა- ეგე გარდამაქცეველ ექმენ შჯულსა და მაცთურ მამისა შენისა.
    5.     აწ რაჲსათჳს განეშორები მონებისაგან მათისა და განაშორე მამაჲ შენი, და ყოველნი კეთილად მსახურნი მეფენი, მამანი შენნი, განაცრუვენ დასძაგენ გარდაქცევითა შენითა?!
    6.     მიუგო მას და ჰრქუა იოდასაფ მეფემან: ისმინე, ჵ მეტყუელო სიცრუვისაო და მტერო ჭეშმარიტებისაო, რომელმან მოიპოვე განცოფებული ეგე სიბრძნე ამის სოფლისაჲ და თანა-წარჰჴედ თავსა მას სიბრძნისასა, რომელ არს შიში უფლისაჲ,
    7.     და ჰგონებ თავსა თჳსსა ბრძნად და განცოფებულ ხარ, რამეთუ კერპნი ესე, რომელთა ჰმონებთ, ოქროჲ და ვეცხლი და რვალი და ქვაჲ და ძელი არიან და ვერ შემძლებელ არიან ჩუენდა და არცა სხუათა კეთილის ყოფად, გინა თუ ბოროტისა,
    8.     ანუ ვითარ შემძლებელ იყვნენ რაჲსამე, რამეთუ თჳთ მკ[უ]დარ არიან: არცა ესმის, არცა ჰხედვენ და არცა რას სცნობენ.
    9.     აწ განიფრთხვე ძილისა მაგის შენისაგან, უკუეთუ არს- ღა შენ თანა სული სიცოცხლისაჲ.
    10.     ხოლო სოფელი ესე აღსრულებადი არს და ჩუენ კაცნი და პირუტყუნი ყოველნი და ფრინველნი და ხენი და პირად-პირადნი ნაყოფნი მათნი ჟამად-ჟამად მომწიფდებიან კაცთათჳს.
    11.     და ესე ყოველი დიდებული ღმრთისაჲ არს, რომლისა არავინ არს მსგავს მისა [.~]თთა შორის და არარაჲ არს ს[ჯულთ]ა მისთაებრ, რომელმან დაგუბადნა ძალითა თჳსითა დიდებად მისა.
    12.     და ყოველი ესე შუ[ე]ნიერებაჲ მოგუცა საშუებელად ჩუენდა, რაჲთა რაჟამს ვიხილნეთ კეთილნი ესე საშუებელნი, გურწმენეს წარუვალიცა იგი საშუებელი საუკუნოჲ,
    13.     რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა მომგონებელისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა მოთმინეთა მონათა მისთა.
    14.     ესე გუაუწყეს რჩეულთა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთა და დიდებულთა მოციქულთა მისთა.
    15.     და რამეთუ საშუებელნი ესე არა დაგჳბადნა ღმერთმან, რაჲთა მათ ხოლო შევექცეთ და უდებ ვიქმნნეთ მორჩილებად მცნებათა მისთა, არამედ,
    16.     რაჲთა ვიჴუმიოთ მათგან საჴმარი ზომით, რომელი შემწე გუექმნეს მსახურებასა ზედა მისსა, და არა შევაპყრნეთ გულნი ჩუენნი, რომლითა დავაკლდეთ მცნებათაგან მისთა.
    17.     და უკუეთუ სოფელი ესე ამისთჳს განმარტებული ძეს წინაშე კაცთა, რაჲთა ჭამონ და სუან და იშუებდენ და ესვიდენ დადგრომასა მისსა მათთჳს,
    18.     მცირე უკუე ნაწილი მიგიღებიეს თავისა შენისათჳს ამის სოფლისაგან, ძონძი ეგე, რომელ გარე შეგირტყამს და არგანი, რომელ არს ჴელთა შენთა, რამეთუ არა დასაჯერებელითა დაჯერებულ ხარ საწუთროჲსა ამისგან, რომელსა აქებ და ესავ.
    19.     და უკუეთუ კეთილ არ[ს] სასოებაჲ ამის სოფლისაჲ, რაჲსა არა იღუწი თავისა შენისათჳს?
    20.     ხოლო უკუეთუ ამისთჳს დაებადნეს საშუებელნი ესე, რაჲთა მათ მიერ გუსუროდის დაუსრულებელისა მისთჳს საშუებელისა, რაჲთა გურწმენეს და აღვიღოთ საგზალი ამიერ სოფლით და სამკჳდროსა მას სოფელსა ეგრეთ მივიწინეთ [დ]ამბადებელისა და ღმრთისა ჩუენისა, [ჩანს],
    21.     რამეთუ უჯეროჲ საშჯელი სწამე, რამეთუ არა იცი, ვისთჳს აჭირვებ თავსა შენსა და ვისა მიხუალ და ვის ესავ მოგებად შრომათათჳს შენთა, უკუეთუ მუნი სასოებაჲ არა გაქუს და არცა რაჲ სოფლისა ამისგან.
    22.     და ვითარ ესმნეს თედმას სიტყუანი ესე იოდასაფისნი, დადუმნა მყოვარ ჟამ და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა სიტყუათა მათთჳს მეფისა იოდასაფისთა და არარას ჰპოებდა, რაჲმცა მიუგო.
    23.     და მერმე მიუგო და ჰრქუა მას: სიტყჳთა მაგით შენითა განაწონე გული ჩემი, რამეთუ ვითარცა მახჳლმან განვლო სული ჩემი, და აწ მნებავს, რაჲთა (მო)აცალნე სასმენელნი შენნი სმენად ჩემდა და განკითხვად უგანცხადებულესადრე საქმისა ამისთჳს.
    24.     ჰრქუა მეფემან იოდასაფ: აჰა ესერა მზა ვარ სასმენელითა და გონებითა სიტყჳს-ყოფად შენ თანა.
    25.     აწ იკითხე, რომლისათჳსცა გნებავს.
    26.     მიუგო და ჰრქუა თედმა: უკუეთუ კერპნი ესე, რომელთა ჩუენ ვჰმონებთ, არა არიან ღმერთ, ვინ უკუე არს ღმერთი შენი?
    27.     ჰრქუა მას იოდასაფ: ღმერთი ჩემი არს მამაჲ უფლისა ჩემისა იესუჲს ქრისტესი, დამბადებელი ცისა და ქუეყანისაჲ და ყოვლისაჲვე, რომელი დამკჳდრებულ არს მათ შორის სულიერნი და გუამნი.
    28.     ჰრქუა თედმა: და ვინაჲ უწყი, თუ ცაჲ და ქუეყანაჲ დაბადებულნი არიან?
    29.     ჰრქუა მას იოდასაფ: ამის გამო უწყი, რამეთუ სახე და ნიშანი შესაქმისა მათისაჲ წამებს, რამეთუ შექმნულ არიან, რამეთუ გონებასა შინა საცნაურ არს,
    30.     ვითარმედ არა არიან იგინი თჳნიერ ანუ შეერთებულნი, ანუ განყოფილნი, ანუ იძრვისნი, ანუ მდგომარენი და ვჰხედავთ, ვითარმედ ყოველნი დაბადებულნი მოიყვანებიან შეერთება[სა], [ვიდრემდის] განთჳსებით, ძრვით გინა დაყუდებით.
    31.     ამის გამო ვცან, რამეთუ ვითარცა ესენი, ეგრეცა იგინი არიან, რ~ ვერ ჴელ-ეწიფების, თუმცა რასა ჰმატის დიდებითა სხუათა დაბადებულთა.
    32.     ჰრქუა თედმა: ვინაჲ დაამტკიცებ მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა, შენ არა გიხილვან?
    33.     ჰრქუა მას იოდასაფ: ამით დავამტკიცებ, რამეთუ ყოველთა ადგილთა შეიწყნარნეს იგინი განშორებულთა ურთიერთას და მეფეთა დაწვალებულთა, რომელნი მტერ იყვნეს ურთიერთას, რომელთა შორის არა იყო შეთქმულებაჲ,
    34.     რომელნი მე არა მიხილვან და ჰამბავთაგან დაუწყუედელთა და განუქარვებელთა, რომელთა შინა ვერ ეგების შეთქუმულებაჲ სიშორისაგან ადგილთაჲსა,
    35.     რამეთუ აღმოსავალით და დასავალით, სამხრით და ჩრდილოჲთ იდიდების მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ და წმიდაჲ შჯული მისი, რომელი ქადაგეს წმიდათა და (რჩეულ)თა მისთა მოციქულთა.
    36.     უკუეთუ არა(ვინაჲ) უკუე შესაძლებელ არს შეთქუმულებაჲ შორის მათსა?!
    37.     მიუგო და ჰრქუა თედმა: და ვინაჲ უწყი, თუ ჭეშმარიტსა იტყჳან წინაწარმეტყუელნი, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოვლინებულ არიან?
    38.     ჰრქუა მეფემან იოდასაფ: ამის გამო უწყი, ვითარმედ ჭეშმარიტსა იტყჳან, რამეთუ აჩუენეს სოფელსა შინა ნიშები და სასწაულები, რომელი ვერვის დაბადებულთაგანსა ჴელ-ეწიფების ეგევითარისა ძალისა ჩუენებად,
    39.     რამეთუ ძალითა ღმრთისაჲთა იქმოდეს, რაჲთა ჰრწმენეს სოფელსა და ცნან ყოველთა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სარწმუნოებაჲ მათი და ვითარმედ იგინი არიან რჩეულნი მისნი შორის ყოველთა თესლთა.
    40.     და განაგრძო თედმა გამოძიებაჲ და კითხვაჲ იოდასაფისგან წინაშე მამისა მისისა, ვიდრემდის იცნა და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ვითარმედ: ჭეშმარიტსა [იტყჳს] [და თქუენ] ცუდსა შრომასა აღასრულებთ კერპთა მიმართ.
    41.     მაშინ აღიარა ჴმითა მაღლითა თედმა და თქუა: არავინ არს ღმერთ ქუეყანასა ზედა, გარნა მამაჲ მხოლოჲ და ძე მისი მხოლოდ შობილი და ყოვლად წმიდაჲ სული, თანაარსი, ღმერთი სამგუამოვანი, ერთარსი, დამბადებელი ცათაჲ და ქუეყანისაჲ.
    42.     და ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ აღიარა და ჰრწმენა და შეიწყნარა წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ, და მიერითგან იწყო დამარხვად მცნებათა ქრისტესთა და გულს-მოდგინედ ევედრებოდა ღმერთსა და ადიდებდა სახელსა მისსა.


62

     1.     63. ხოლო ჰებენას მეფე ფრიად გულ-პყრობილ იქმნა სიმართლისათჳს, რომელი შეიწყნარა ძისაგან თჳსისა, და სათნოჲ სინანული აჩუენა პირველთა მათ უკეთურებათა მისთათჳს, ხოლო რაჟამს მოიწია აღსასრული მისი, ფრიად შეშინდა და მოუჴდა ძწოლაჲ, და შიში დიდი დაეცა მას ზედა.
    2.     [მ]აშ[ინ] ჰრქუა იოდასაფ: ჵ მამაო, რომელი საქმისა ამის სოფლისათჳს შეძრწუნებულ ხარ, უკუეთუ ესე[ვ]დ, რაჲთა დაადგრე სოფელსა შინა უკუნისამდე, ესე არავის ჴელეწიფების.
    3.     ანუ გთნავსა, რაჲთა მოიწიო საზომსა სიბერისასა გარდარეულსა, რომელსა შინა მრავალნი უშუერნი სენნი და [ძ]რწოლაჲ თავისაჲ და ჴელთაჲ მოგიჴდეს, რამეთუ არარაჲ საწადელი ჰრთავს ესევითარსა ცხორებასა?
    4.     ანუ ჰგონებ-მეა, თუ ახალი სიჭაბუკე და ცხორებაჲ მომავალი მოგეცეს კუალად გარეშე ამისსა, რომელსა თანა წარსრულ ხარ?
    5.     ესეცა ვერ შესაძლებელ არს კაცთა მიერ ყოფად.
    6.     ანუ-მე ვერ გულ-პყრობილ ხარ მოწყალებათა მიმართ უფლისათა და გიძნავს მისლვაჲ წოდებასა მისსა, რომლითა რისხვასა მოატყუებ თავსა შენსა?
    7.     აწ მადლობით ჯერ-არს შეწყნარებაჲ მოვლინებულსა წოდებასა ღმრთისა მიერსა, რამეთუ პირველითგანვე უწყი, ვითარმედ მოკუდავ ხარ ამიერ სოფლით, ვითარცა-იგი პირველ შენსა ყოფილნი ყოველნი მამანი შენნი.
    8.     მიუგო ჰებენას მეფემან და ჰრქუა იოდასაფს: არა, შვილო ჩემო, არა ამათ მიზეზთათჳს შეწუხებულ არს სული ჩემი, ვითარ-ეგე შენ სთქუ,
    9.     არამედ ბუნებით თანა-აც ყოველსა სულსა მწუხარებაჲ განშორებისათჳს ჴორცთაჲსა და დატევებისათჳს ამის აერისა და ნათლისა, და მისლვად ადგილად უცხოდ და იწროდ, სადა-იგი არა ვიცი, ვითარსა იწროებასა მიმთხუევად არს სული ჩემი,
    10.     რამეთუ მე ფრიად განვარისხე ღმერთი შემოქმედი ჩემი და მრავალნი მოსაჯულნი წარვავლინენ წინა ჩემსა, რომელნი შურის-გებასა ითხოვენ ღმრთისაგან ჩემ ზედა.
    11.     და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ვჰგმობდი ღმერთსა და ვაქებდი კერპთა.
    12.     არცა მსაჯული მოვიმადლე და ვერცა მოსაჯული დავაჯერე.
    13.     ვინაჲ მაქუნდეს ნუგეშინის-ცემაჲ თავისა ჩემისათჳს წინაშე ქრისტესა!
    14.     რამეთუ ჟამიცა შეწყნარებისაჲ შემოკლდა ჩემ ზედა და ვერარაჲ ღირსი სინანული ვაჩუენე ღმერთსა.
    15.     მიუგო ნეტარმან იოდასაფ და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ ჰზრუნავ, მეფე, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მიხუალ მეუფისა სახიერისა და მრავალ მოწყალისა, რომელმან-იგი მეათერთმეტისა ჟამისათა სწორად მისცა სასყიდელი მათი პირველთა მათ თანა,
    16.     მანვე შეიწყნაროს დაგებაჲ ესე შენი უკუანაჲსკნელსა ცხორებისა შენისასა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოწყალებათა შინა ღმრთისათა და არცა კაცთაებრ შჯის თავადი იგი, რამეთუ მოწყალებანი მისნი დასწონენ სოფელსა ამას სავსესა ცოდვითა.
    17.     შენ ვითარ დააკნინებ, რამეთუ სხუაჲ არს ზრახვაჲ უფლისაჲ და სხუაჲ არს კაც[თაჲ].
    18.     და მერმე არა სწორავს ნათელი ესე ამის ოფლისაჲ და აერი ესე საწადელი კაცთაჲ ნათელსა პირისა მისისასა და აერსა დიდებისა მისისასა, რომელსა ღირს იქმნებიან მორწმუნენი სასუმელისა მაგის შესუმისა შემდგომად, რომლისაგან შენ შეძრწუნებულ ხარ,
    19.     რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების შემოსად სამოსად სამოსელი იგი უხრწნელებისაჲ, ვიდრე არა შევარდეს ხრწნილებასა ჴორცთასა.
    20.     და ესრე სახედ იწროება უჩნს სულსა მართალსა აქაჲ ესე ცხორებაჲ მერმისა მის თანა დიდებისა, ვითარცა ყრმამან რაჲ დაუტევის სიიწრე საშოჲსაჲ და იხილის ფართოებაჲ და ნათელი სოფლისაჲ.
    21.     და აწ ნუ ჰზრუნავ და იტყჳ, ვითარმედ მრავლითა საქმითა ფრიად შევსცოდე ღმერთსა და ვინანე მცირედ, უწყოდე, რამეთუ მცირედი სინანული დასძლევს წინაშე ღმრთისა მრავალთა და დიდთა შეცოდებათა,
    22.     რამეთუ განზავის იგი მოწყალებითა თჳს[ი]თა და განამრავლის ნაყოფი მისი და უხარინ სულსა ფრიად.
    23.     მაშინ გულს-მოდგინე იქმნა ჰებენას მეფე და განიხარა სიტყჳთა მისითა, და ელხინა სულისა მისგან მაურვებელისა, და ჰრქუა იოდასაფს: მოგაგენ უფალმან, შვილო ჩემო, უმეტესი მისაგებელი კეთილისაჲ უფროჲს სასოებისა შენისა,
    24.     რამეთუ წარწყმედულ ვიყავ და მომიძიე, განწირულ ვიყავ და მიჴსენ, მტერ ვიყავ და დამაგე ღმერთსა, მომწყდარ ვიყავ და მაცხოვნე.
    25.     აწ გამცნებ, შვილო ჩემო, რაჲთა კეთილად ხჳდოდი წინაშე ღმრთისა და მოშიშებით აღასრულნე დღენი შენნი, და ნუ შეგაქცევნ დიდებაჲ მეფობისაჲ სიყუარულისაგან ქრისტესისა, რამეთუ ყოველი ესე ხილული აჩრდილ და წარმავალ არს, ხოლო შენ მარადღე ეძიებდ უხილავსა მას.
    26.     და იხილე აწ, თუ სადა არს საშინელი იგი მეფობაჲ ჩემი და სიმრავლე ერისაჲ და სიმჴნე იგი ახოვანთა მჴედართა ჩემთაჲ, ანუ აურაცხელნი იგი საფასენი ჩემნი, რომელ შევკრიბენ, რაჲთამცა მოვიდეს და მიჴსნეს მე დღეს წარმყვანებელისაგან ჩემისა.
    27.     აწ მეცა გამცნებ, შვილო ჩემო, ვითარ-იგი პირველ მამცნებდი მე, და გამხილებ, ვითარ-იგი შენ მამხილებდი, რაჲთა შეურაცხ-ჰყო სოფელი ესე და ყოველი დიდებაჲ მისი, და ღმერთი მხოლოჲ მოიპოვო,
    28.     რამეთუ უმჯობეს არს თავადი იგი, ვიდრე სოფელი ესე სავსებითურთ თჳსით, ხოლო ლოცვასამცა შენსა ჴსენებულ ვარ, შვილო ჩემო.
    29.     და [ვითარცა] წარასრულნა ჰებენას მეფემან სიტყუანი ესე, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და აღმოუტევა სული.


63

    1.     64. და წარიღო იოდასაფ გუამი მისი და დადვა გუამთა თანა მორწმუნეთასა არა დიდებით, ვითარცა მეფეთაჲ, არამედ ლიტონად, ვითარცა სხუათა კაცთაჲ.
    2.     მაშინ იოდასაფ აღიპყრნა ჴელნი და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად მიმართ და თქუა:
    3.     გადიდებ და გმადლობ შენ, ღმერთო და მამაო უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესო, მეუფეო დიდებისაო, დიდო და ძლიერო, მიუწდომელო და გამოუკულეველო, უხილავო და გამოუთქუმელო და გარე-შემოუწერელო, დამბადებელო ყოვლისაო,
    4.     რომელმან არა ჴუებულ ჰყავ სული ჩემი და მოაქციე მონაჲ ესე შენი შეცთომილი, რომელმან ჟამსა ამას უკანაჲსკნელსა გიცნა შენ, ღმერთი მაღალი, და აღიარა ძე შენი უწინარეს საუკუნეთა შობილი და ყოვლად წმიდაჲ სული შენი, და ჰრწმენა მას სამწმიდაარსობაჲ შენი.
    5.     ღირს ყავ იგი ნათელსა პირისა შენისასა და ადგილსა განსასუენებელსა სუფევისა შენისასა ყოველთა თანა წმიდათა შენთა, რომელთა ყვეს ნებაჲ შენი.
    6.     და ნუ მოიჴსენებ უშჯულოებათა მისთა პირველთა, არამედ მოწყალებითა შენითა და მრავლითა სახიერებითა შენითა შეუნდვენ შეცოდებანი მისნი და თანანადები, რომელი თანა-აც უღმრთოებისა მისისათჳს, მიჰმადლე მას, და წმიდათა მათგან და რჩეულთა მონათა შენთაგან იჴსენ,
    7.     რომელნი-იგი ცეცხლითა და მახჳლითა აღასრულნა, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და ყოველივე შენ მიერ შესაძლებელ არს, გარნა ხოლო არა ძალ-გიც უწყალოებაჲ, რომელნი ცრემლით და სულთქუმით ითხოვდენ შენგან.
    8.     ამას და მრავალსა ესევითარსა ვედრებასა შესწირვიდა ღმრთისა ცრემლითა მამისათჳს მისისა.
    9.     და მერმე დავარდა პირსა ზედა თჳსსა და დასხნა ჴელნი სამარესა ზედა მამისა თჳსისასა და თქუა: ქრისტე ღმერთო, რომელმან დაჰბადე მშობელი ესე ჩემი უწინარეს ჩემსა, და მე დამბადე წყვილთა შინა მისთა,
    10.     და მახარე თანა-ყოფითა მისითა, ვიდრემდის გინდა, და შემაწუხე განშორებითა მისითა, ოდეს ინებე.
    11.     აწ, უფალო, იყავ ამის თანა ნუგეშინის-მცემელ უცხოებასა შინა მისსა, და იყავ მცველ და მფარველ შემდგომად მისა ჩემდა.
    12.     და მიმიძეღუ უმჯობესსა ნებასა შენსა, ვითარცა სეხიერ ხარ და კეთილის მყოფელ.
    13.     და დაადგრა მუნ ვიდრე მეშჳდედ დღემდე და ლოცვასა ჰყოფდა მისთჳს.
    14.     და იწყო უწყალოდ ჴელისა შეხებაჲ საფასეთაჲ და მისცემდა გლახაკთა და უღონოთა და სნეულთა.


64

     1.     65. და დღესა მერვესა გამოვიდა და ჯდა ერსა შორის ჩუეულებისაებრ თჳსისა და ყოველნი წარჩინებულნი მისნი მის თანა, და თქუა: აჰა ესერა შეისუენა აბენესე მეფემან, მამამან ჩემმან, ვითარცა ერთმან გლახაკთაგანმან,
    2.     და ვერვეს ჴელ-ეწიფა შეწევნად და ჴსნად მისა, ვერცა მე და ვერცა თქუენ.
    3.     და დღე ესე ყოველთა ზედა მოიწევის და თქუენ უწყით, რაჲ იგი იყო წადიერებაჲ ჩემი პირველითგანვე, არამედ ვერ წინა-აღუდეგ მამასა ჩემსა.
    4.     და აწ არღარა მაქუს მიზეზი წინაშე ღმრთისა აღთქუმისათჳს ჩემისა, რაჲთა შევერთო რიცხუსა მონაზონთასა და თავს-ვიდვა ცხორებაჲ მათი.
    5.     ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თავისა თქუენისათჳს მეფე, რომელი გიძღოდის ნებასა შინა ღმრთისასა.
    6.     და დღეს არცაღა ვინ არს მაცილობელ ჭეშმარიტებისა მადლითა ღმრთისაჲთა და ამას ყოველნი მეცნიერ ხართ.
    7.     ხოლო ერსა მას ვითარცა ესმა ესე, ყოველნივე იგი აღდგეს და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა: ნუ იყოფინ ეგე, მეფე, და ნუცა ასმენ სასმენელთა ჩუენთა ეგევითარსა მაგას, რამეთუ ვიდრე ჩუენ ყოველნი არა მოვსწყდეთ, არა იყოს ესე.
    8.     და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი, ვიდრემდე შფოთიცა აღდგებოდა ქალაქსა შინა ჴმისაგან მათისა.
    9.     ხოლო იოდასაფ ვითარცა იხილა, ვითარმედ არა ნება-სცემენ, ღონისძიებით ფარულად განიზრახა განსლვაჲ.
    10.     და მოიყვანა კაცი იგი, რომელი პირველად მოვიჴსენეთ, რომელი შეწევნად განმზადებულ იყო ბალაჰვარისა დღესა მას, რაჟამს იგი მეფე სიტყუა-უგებდა ნაქორს, რომელი-იგი საგონებელ იყო, ვითარმედ ბალაჰვარ არს იგი.
    11.     რამეთუ კაცი ესე იყო ნათესავი მათი სახლისაგან სამეუფოჲსა და სახელი მისი ბარაქია, და ჰრქუა მას: ყოველი კაცი დღისა ჭირისათჳს მოიგის კაცმან, და შენ ნათესავი ჩემი ხარ, და მე გაუწყებ საქმესა ჩემსა და საიდუმლოსა და საქმესაცა დიდსა მოგატყუებ, უფალსა თუ უნდეს.
    12.     აწ მიიღე ჴელით წერილი ჩემგან ერისა მიმართ და მთავართა ჩუენთა მეფობისათჳს შენისა, და მე განვიდე ძმათა ჩემთა თანა და მათ თანა ვჰმონებდე ქრისტესა ღმერთსა.
    13.     და უკუეთუ არა ჰყო ესე შენ ჩემ თანა, არა იყო ნათესავი ჩემი.
    14.     მიუგო ბარაქია და ჰრქუა მას: არა მართალი ჰსაჯე, მეფე, რამეთუ წერილ არს: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
    15.     ხოლო შენ აღირჩიე უმჯობესი თავისა შენისაჲ და ჩემი გნებავს წარწყმედაჲ.
    16.     და უკუეთუ კეთილ არს მეფობაჲ, რაჲსა არა დაადგრები შენ?
    17.     რამეთუ ვითარცა შვილი რაჲ წარსტირნ დედასა, ეგრეთ ტირან წინაშე შენსა ყოველნი სამწყსონი შენნი.
    18.     ხოლო უკუეთუ უმჯობეს არს დატევებაჲ მისი და ძიებაჲ საუკუნოჲსაჲ, რაჲსა აღირჩევ თავისა შენისასა და შთამაგდებ მე წარსაწყმედელსა, და წარწყმედითა ჩემითა გნებავს ცხორებაჲ შენი?!
    19.     არამედ ორნივე გუალე და წარვიდეთ!


65

     1.     66. ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმნეს სიტყუანი ბარაქიაჲსნი, ემხილა სამართალი საშჯელი მის მიერ და არღარაჲ მიუგო, და აღდგა ღამესა ერთსა და წარვიდა, და ჴელით წერილი დაუტევა საგებელთა თჳსთა ზედა ერისა მიმართ,
    2.     რომელსა შინა წერილ იყო, ვითარმედ: ბარაქია ღირს არს მეფედ, იგი დაადგინეთ.
    3.     და ამის ჯერისათჳს ყო ესე, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის მეფობასა ზედა.
    4.     ხოლო ბარაქია იგრძნა, რაჲ-იგი ეგულებოდა იოდასაფს ყოფად, ოდეს-იგი არღარა მისცა პასუხი სიტყჳსა მისისაჲ, განვიდა და შეიკრიბნა მთავარ[ნი] და შერაცხილნი და უთხრა, რაჲ-იგი ჰრქუა იოდასაფ.
    5.     და ამხილა, ვითარმედ ეგულების იდუმალ წარსლვაჲ.
    6.     ხოლო იგინი მსწრაფლ აღდგეს და დევნა-უყვეს მრავალთა გზათა.
    7.     და პოვეს ნეტარი იგი ერთსა შინა ჴევსა, რამეთუ განეპყრნეს ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ.
    8.     და ვითარცა იხილნა მიმავალნი მის ზედა, ჰრქუა მათ: რაჲსათჳს აშრომებთ თავთა თქუენთა, და მე არღარა ვარ ამიერითგან მეფე თქუენი.
    9.     ხოლო კაცთა მათ შეაქციეს იგი არა ნეფსით, არამედ ტირილითა, და დაალტობდეს ცრემლითა ფერჴთა მისთა.
    10.     და ვითარ მოიყვანეს ქალაქად თჳსად, მაშინ შემოკრბა ყოველი ერი, დიდითგან ვიდრე მცირემდე, და დედებიცა და ყრმებიცა, და გარე მოადგეს მას და ევედრებოდეს ტირილითა და ეტყოდეს: სისხლნი ჩუენნი შენგან იძიენ (ღმერთმან).
    11.     და უკუეთუ არა დაადგრე ჩუენ თანა, კუალად აღვჰმართნეთ კერპნი, და შენ მიეც სიტყუაჲ ღმერთსა.
    12.     ხოლო იოდასაფ ჰრქუა მათ: ქრისტემან, რომელმან გიჴსნა მწუხარებისაგან უგუნურებისა და გიჩუენა ნათელი ჭეშმარიტი ღმრთის მეცნიერებისაჲ, მანვე იღუაწოს დამტკიცებაჲ თქუენი, ხოლო მე გიჩუენე, რაჲ-იგი ჯერ-არს, და თქუენ შეიწყნარეთ და ნაყოფი შრომისა ჩემისაჲ გიჭამიეს.
    13.     ამიერითგან არღარაჲ თანა-მაც სიტყჳსაებრ წმიდისა პავლე მოციქულისა, რამეთუ სრბაჲ ჩემი აღმისრულებიეს, და აწ მოცალებაჲ ჯერ-არს ჩემდა.
    14.     და გაგრძვეს საქმე ესე ვიდრე მეშჳდედ დღედმდე.
    15.     მერმე ფიცით იწყო იოდასაფ, ვითარმედ არა დაადგრეს, არამედ განვიდეს უდაბნოდ.
    16.     ხოლო ერსა მას ვითარცა ესმა ფიცი მისი, ცნეს, რამეთუ არღარაჲ ერგების, რამეთუ იცოდეს დამტკიცებაჲ მისი, უკუეთუ რაჲმე აღუთქჳს.
    17.     მაშინ ტირილით ყოველნი იგი მოვიდოდეს და შეუვრდებოდეს ფერჴთა მისთა და ამბორს-უყოფდეს და ჰკითხეს მეფობისათჳს.
    18.     ხოლო მან ჰრქუა მათ: ბარაქია ჯერ-არს მეფედ თქუენდა.
    19.     ხოლო ბარაქია იწყო ტირილად და არა უნდა ყოფად ესე, არამედ ვერღარა შემძლებელ იყო წინააღდგომად ერისა და უფროჲსღა იოდასაფისა.
    20.     ხოლო იოდასაფ მოიღო ბეჭედი იგი სამეფოჲ და შეაცუა ჴელსა ბარაქიაჲსსა.
    21.     და აღიხილნა თუალნი ზეცად წინაშე ყოვლისა ერისა და თქუა: შენ, უფალო იესუ ქრისტე, რომელი გარდამოჰჴედ წიაღთაგან მამისათა განუშორებელად და კაც იქმენ ჩუენ კაცთათჳს, და ხატი მონებისაჲ შეიმოსე უქორწინებელისაგან სძლისა
    22.     და ჲხსნენ კაცნი მონებისაგან ეშმაკისა, გაქებ და გადიდებ შენ, უფალო კაცთ მოყუარეო, ვითარცა მიჴსენ მე, მონაჲ ესე შენი უღირსი, და მომეც მე გულისჴმის-ყოფაჲ ცნობისა შენისაჲ და არა ნაკლულევან ჰყავ სული ჩემი სიხარულისაგან მოქცევისათჳს მამისა ჩემისა
    23.     და მომეც ძალი, რომლითა იდიდების სახელი წმიდაჲ შენი, აწცა აჩუენე კაცთმოყუარებაჲ შენი და შეეწიე ბარაქიას, ძმასა ამას ჩემსა, რაითა ღირსად და სათნოდ ვიდოდის წინაშე შენსა, და რაითა სიყუარულითა შენითა ვიდოდის წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა.
    24.     ესევითარი ვედრებაჲ განამრავლა ღმრთისა მიმართ და ჴელნი მისნი დაესხნეს მჴართა ზედა ბარაქიაჲსთა.
    25.     და მერმე მიექცა და ჰრქუა ბარაქიას: აჰა ესერა გამცნებ ბარაქია და მიგცემ აღთქუმასა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა, ნუმცა ბრალეულ ვარ საქმითა შენითა,
    26.     რამეთუ ვითარცა უწინარეს ჩემსა იცან ღმერთი და ჰმონებდი მას სულითა მით უსიტყუელითა, აწცა უფროჲს ჩემსა იღუაწე, რაჲთა აჩუენო ღმერთსა სათნოებაჲ შენი სრული.
    27.     ნუ ვისთჳს ძჳრსა იჴსენებ, ნუცა ავლინებ სიტყუათა შენთა, გარნა საღმრთოთა მიმართ ზრუნვათა;
    28.     ნუცა ჰყვები ჟამთა ქცეულებასა, ნუცა განაპებ შჯულსა ქრისტესსა, ნუმცა წარიტყუენვის გონებაჲ შენი სიმაღლითა საყდართა შენთაჲთა, ნუცა ვის ესავ შემწედ შენდა, გარნა მხოლოსა ღმერთსა.
    29.     ნუ აჰმაღლდები, უკუეთუ მოიღო ღმრთისაგან საწადელი შენი, ნუცა განჰმარტებ ჴელსა შენსა გულის-თქუმითა, რომელი არა შენი იყოს.
    30.     ნუცა მოუძლურდები საწადელსა შინა ღმრთისასა, ნუცა განჰბჭობ რას თჳნიერ სამართლისა საშჯელისა, ნუცა მიიღებ ძღუენსა უსამართლოსა ზედა ბჭობასა, [ნუ] დაჰჴსნი უკეთურთა, თუ ვინმე მოიქცეოდიან მძიმითა უღლითა.
    31.     ნუცა დაამონებ გონებასა შენთა ჴორცთა შენთა, ნუ უტეობ ენასა შენსა თჳნიერ ხრატუკისა, ნუცა განიხარებ ჭირსა ზედა მტერისასა, დაღაცათუ იყოს იგი უკეთურ.
    32.     ნუცამცა განცოფნების გონებაჲ შენი რისხვასა შინა შენსა.
    33.     ნუ ვის მიჰხედავ თუალითა ზაკულითა, ნუცა ვის მოიძულებ თჳნიერ სამართლისა.
    34.     ნუცა ვის ბოროტსა მიაგებ თავისა შენისათჳს, გარნა შურისათჳს საღმრთოჲსა.
    35.     ნუცა ცარიელსა მიაქცევ გლახაკსა კარისაგან შენისა.
    36.     ნუ განუტეობ გონებასა წყურიელსა სიტყჳთა ზეგარდამოჲთა.
    37.     ამას გამცნებ წინაშე ღმრთისა, უკუეთუ დაიმარხო, სცხონდე, და უკუეთუ თანა-წარჰჴდე, ღმერთი იყავნ მიმჴდელ აღნათქუემისა შენისა.
    38.     ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა განგიხილოს უფროჲს ძალისა შენისა და მერმე ჰრქუა: იყავნ ღმერთი უფალი იესუ ქრისტე დასაბამ ყოვლისა საქმისა შენისა და იგივე დასასრულ.
    39.     გამოიცადე ყოველი და გამოირჩიე უმჯობესი.
    40.     ბოროტ არს სიგლახაკე უთმინოებით და უბოროტეს არს სიმდიდრე განლაღებით.
    41.     ეძიებდი კეთილსა ღმრთისაგან, რამეთუ იგი თავადი არს ყოვლადვე კეთილი.
    42.     კრულ ყავ ყოველი გუამი შენი და მოიკრძალე შიშითა ღმრთისაჲთა.
    43.     აღჳრ-ასხენ გულის-თქუმასა შენსა, რაჲთა არა გარეშე გონებისა განჰვარდე.
    44.     იყავნ მეცნიერებაჲ შენი გონიერებით, რაჲთა არა შთაჰვარდე სილა(ღე)სა, იყავნ სწავლულებაჲ შენი სანთელ ცხორებისა შენისა და ნუ ჰგონებ თავსა შენსა თჳნიერ, რაჲ-იგი ხარ.
    45.     [გ]ანიხილე ყოველი და იქმოდე, რომელი-იგი ჯერ-არს.
    46.     უცხოდ ჰხედევდ თავსა შენსა და უცხოთა შეიწყნარებდი.
    47.     მოიახლე საჯდომი მოშიშთა ღმრთისათაჲ და განეშორე საჯდომელსა უშჯულოთასა.
    48.     ნუ იხარებ ჭირსა ზედა მოყუსისასა, ნუკუე მოშურნე და მომცხრომელ იპოვო, და უფროჲსღა წარიწირე თავი თჳსი ღმრთისათჳს, ვიდრე სიკუდილამდე.
    49.     უკუეთუ ესე დაიმარხო, აცხოვნო თავი შენი და ერი შენი, და ვითარცა მსხუერპლნი სულიერნი მიუპყრენ იგინი ღმერთსა და იგი თავად ქრისტე მზრუნველ და განმგებელ გექმნეს ყოველთა ზედა საქმეთა შენთა.
    50.     უკუეთუ იცი, ვითარმედ უცოდველ ხარ წინაშე ღმრთისა, ნუ შეუნდობ შეცოდებასა კაცთასა;
    51.     ხოლო უკუეთუ კულა იცი, ვითარმედ განიკითხვი, შენცა თანა-გაც მიტევებაჲ.
    52.     ვითარცა ვაჭარმან ახლად მომცემელმან წარიძძღუანე მოწყალებაჲ, რამეთუ ღმერთი მოწყალებისა წილ მოწყალებასა მიაგებს.
    53.     არავის მიეცემის უფროჲს, რომელი-იგი გონებასა აქუს, და შენვე რას შემძლებელ ხარ წარძღუანებად უფროჲს მოწყალებისა!
    54.     ამისთჳს მისცემდ გლახაკსა მისაცემელსა.
    55.     იყავნ სოფელი ესე სავაჭრო შენდა და უკუეთუ ჰვაჭრობდე, შეიძინო, რამეთუ მცირედ მისცემ და ფრიად გამოგაქუს, წარმავალსა წარაგებ და წარუვალსა მოიგებ.
    56.     ხოლო უკუეთუ აქა არა იღუაწო, თანა-წარჰვალ სავაჭროსა, რამეთუ წარმატებაჲ კეთილისაჲ უმჯობეს არს, ვიდრე დაკლებაჲ მისი.
    57.     ამაღლდებოდე გონებითა და ნუ გულის სიტყჳთა, რამეთუ ერთი იგი აღამაღლებს ღმრთისა, ხოლო მეორე იგი დააკუეთებს ქუესკნელად, რამეთუ დაღაცათუ ვინმე ჰგონებდეს სრულ-ყოფასა, იგი ქუემოღა არს მცნებათა ქრისტესთა.
    58.     უმჯობეს არს სმენაჲ უშუერისაჲ, ვიდრეღა თჳთ იტყოდი.
    59.     ნუ მიენდვები დაყუდებით სლვასა ნავისა შენისასა, ვიდრემდის მიიწიო ნავთსადგურსა, რამეთუ მრავალთა დაექცა ნავი დაყუდებასა შინა და მრავალნი თანა-წარჰჴდეს მშჳდობით აღტეხასა ღელვათასა და საშინელთაგან ნიავ-ქართა.
    60.     ნუ გულპყრობილ იქმნები ფრიად და ნუცა სასო-წარკუეთილ იქმნები ფრიად.
    61.     განყიდე ყოველი მონაგები შენი და მოიყიდე ქრისტე ღმერთი უსასყიდლოჲ, რამეთუ მონაგები იგი მცირედ ჟამ შენი არს, ხოლო უკუეთუ ყოვლისა მიცემაჲ გიმძიმდეს, ზოგი მიეც.
    62.     მოჰპარე მღილსა და მპარავსა და მოვალე ყავ მით ღმერთი, რამეთუ უმეტესი მოგაგოს, კოტრითა და ნაძუელავითა მოიღე ქებაჲ ღმრთისაგან.
    63.     არავინ არს უდასტურეს კაცისა მთხოველისა, რამეთუ არავინ აქუს, გარ[ნ]ა ღმერთი, ამისთჳს მოიყიდე იგი წყალობითა.
    64.     ნუ გრცხუენოდენ, თუ ვინმე გრქუას: უკეთუროო, რამეთუ უმჯობეს არს, უკუეთუ თჳთ იყოს სახიერი, ვიდრე ძე იყოს სახიერისაჲ და თჳთ იყოს უკეთურ. ესე ვნება არს.
    65.     იყავ ყოვლისა კაცისათჳს და ყოვლისა ერისათჳს, ვითარცა გნებავს ყოფაჲ მათი შენთჳს;
    66.     ეკრძალე მეგობართა ცრუთა, რამეთუ იგი არს მეგობარი სარწმუნოჲ, რომელი არა ჭიქამან მოიგოს, არამედ გამოცდილებამან ჟამთა შინა, რომელი არა მას გეტყოდის, რომელი შენ გაშუნდეს, არამედ რომელი-იგი სულსა გერგებოდის შენდა ერსა შენსა.
    67.     ესევითარსა ნუ ვინ ესწორებინ შენ თანა, და სიყუარულისა მისისაჲ ნუმცა არს დასასრულ გულსა შინა შენსა, რამეთუ თქუმულ არს: სახარკოსა ხარკი, საზუერესა ზუერი და მოვალესა ფასი მისი.
    68.     ხოლო სიყუარულსა არა აქუს საზღვარი, რამეთუ თუალსა უჴმს თუალი, რომელი-იგი ყოველსავე ჰხედავს და თავსა თჳსსა ვერ ჰხედავს, ეგრეთვე ჴელსა – ჴელი და ფერჴსა – ფერჴი, და მეფესა უჴმს სარწმუნოჲ თანამზრახვალი.
    69.     ამისთჳს ყოველსავე შინა იჴუმიე განკითხვაჲ, ვითარცა-იგი მე განვიკითხე ბალაჰვარის მიერ, რამეთუ არარაჲ ჴორციელი მომცა მცნებაჲ, არამედ სულიერისა მიერ მცნებისა მომე(მადლა) [ღმრთ]ისაგან განგებაჲ ჴორციელიცა, ვითარცა-ესე ჰხედავ.
    70.     აწ ეგრეცა მე მიგცემ პირველად სულიერსა და მერმეღა მშუმინვიერსა.
    71.     ხოლო უკუეთუ სული იგი უშუერისა მაწუეველი მოიწიოს შენ ზედა, თქუ გონებასა შინა შენსა, ვითარმედ: ესე ყოველსა კაცსა უცნობიეს.
    72.     და მერმე თავისაგანცა შენისა გრცხუენოდ(ენ), რამეთუ არა ჴელ-ეწიფების მიქცევად გზისაგან სიმართლისა, გარნა თუ დასნეულებულ იყოს ვინმე სულითა დავიწყებისა ღმრთისაჲთა, ვიდრემდის კაცი ცოდავნ ცოდვასა საკურნებელად, შესაძლებელ არნ იგი ჴელოვნებითა მკურნალთაჲთა,
    73.     და განიკურნის შეწევნითა ზეგარდამოჲთა, ხოლო რაჟამს გარდაჰმატის სენმან წამალსა, ჯერ-არნ მოკუეთაჲ ასოჲსაჲ მის განრყუნილისაჲ და განგდებაჲ, ნუუკუე განეზაოს ტანსა და მოიწიოს სასიკუდინესა სულისასა.
    74.     ყოველი სული სუსტი და დაწუნებული მცირედ მორწმუნე ღმრთისა მიმართ შევარდის ურვასა და გულის სიტყუასა უჯეროსა, რამეთუ ვითარცა მღილი არა ეკუეთის ხესა მაგარსა, არამედ ლბილსა და [ჩ]ჩჳლსა;
    75.     ყოველსა რომელსა ჰსუროდის მერმეთა მიმართ [კე]თილთა, მას ესრეთ შეურაცხიეს ყოფაჲ ჴორცთა შინა, ვითარცა იწროსა დილეგსა.
    76.     ვერ ღირს ვიქმნეთ მოღებად ნიჭსა ღმრთისასა, უკუეთუ არა პირველად თავნი თჳსნი განვიწმიდნეთ, ვითარცა საკუმეველნი სულნელნი და ნელსაცხებელნი პატიოსანნი არავინ შთ[ა]ასხნის ჭურჭელსა ღნიოშსა.
    77.     მარხვაჲ ჭეშმარიტი იგი არს – განშორებაჲ ყოვლისაგან ბოროტისა და პყრობაჲ ენისაჲ და დაყუდებაჲ გულის წყრომისაჲ, მოთმენაჲ გულის-თქუმათაჲ, განყენებაჲ ენოვნებისაჲ და ტყუვილისა და ფიცისაგან სახელსა ღმრთისასა, და მოთმინებაჲ ყოვლისაგან ბიწისა,
    78.     რამეთუ მოთმინებაჲ ჴორცთა ნებისაჲ მოხუცებულებისა ჟამსა არა მოთმინებაჲ არს, და არცა საქებელ არს ბოროტისა დატევებაჲ, რომელი არა ნეფსით იყოს, არამედ რომელი წარჰმატებდეს კეთილსა შინა.
    79.     მსაჯული სიმართლისაჲ ჯერ-არს, რაითა ემსგავსოს მოისარსა, რომელმან უფროჲს ზომისა არა მოჰზიდნის მშჳლდსა, ნუუკუე გარდაავლოს განსა, და არცა უმცრო ზომისა, ნუუკუე დააკლდეს და ვერ მიაწინეს, და არცა მრუდად,
    80.     ნუუკუე აჰჴადოს გარე, არამედ ზომით ყვის და მართლ თუალი მიაყვანის, რაჲთა განემარჯოს მიმთხუევაჲ განისაჲ.
    81.     ვიცით წიგნთაგან, ვითარმედ სოფელსა ამას ზღუა ეწოდების, რამეთუ ცხორება-გულარძნილებაჲ მისი მსგავს არს ღელვა[თა] ზღჳსათა.
    82.     რამეთუ მონაგები და სიმდიდრე დაუდგრომელ არს და ეგრეთვე სიგლახაკე, არამედ ორნივე ცერსა ზედა დგანან გარდაქცევად, ვითარცა-იგი ზღუაჲ მსწრაფლ შეიცვალებს დაყუდებასა [აღ]ტეხითა ღელვათაჲთა და მას შინა გარდაიქცის დაყუდებადვე, ეგრეთვე არიან საქმენი ამის სოფლისანი.
    83.     ამით თანა გაც, რაჲთა იყო ვითარცა მენავე ბრძენი, რომელი არა მიენდვის დაყუდებასა ზღჳსასა და არცა მოუძლურდის აღშფოთებასა შინა მისსა და სასო-წარკუეთილ იქმნის.
    84.     ამას გამცნებ და შეგვედრებ შენ ღმერთსა, და მიგითუალავ, და ღმერთი მშჳდობისაჲ, მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესი, გიძღოდენ ყოველსა ნებასა მისსა, და სული წმიდაჲ მოძღუარ და მასწავლელ გეყავნ, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


66

     1.     67. და ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე სამ გზის სანატრელმან იოდასაფ, განვიდა მკჳრცხ და მოიბლარდნა სამოსელი იგი ძუელი, რომელი მოეღო ბალაჰვარისგან.
    2.     და ერი იგი მისდევდეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი, ვიდრე ღამედმდე, და გოდებდეს მწარედ ჴმითა მაღლითა, ვითარცა შვილნი მამასა თჳსსა.
    3.     და წარვიდა ნეტარი იოდასაფ ქუეყანასა სარანდიბისასა ძიებად წმიდისა ბალაჰვარისა.
    4.     და შემდგომად ორისა წლისა პოვა იგი ერთსა შინა მთათაგანსა და საბლარდნელი იგი, რომელი წარეღო იოდასაფისგან, იხილა მის ზედა.
    5.     და ვითარცა იხილა იგი, მიეგება და შეიტკბნეს ურთიერთარს და ამბორს-უყვეს ტირილით, და სიხარულითა დიდითა ადიდებდეს ღმერთსა.
    6.     და ჰკითხვიდა ბალაჰვარ, რაჲ-იგი გარდაჰჴდა მას ზედა.
    7.     ხოლო ნეტარმან იოდასაფ ყოველი იგი ყოფილი აუწყა მას, ვიდრე დასასრულადმდე.
    8.     და ჰმადლობდეს ღმერთსა სამებით ცნობილსა და ერთარსებით დიდებულსა, რომელმან ესევითარი ძლევაჲ მოანიჭა ორთავე, ვიდრემდე აცხოვნნეს თავნი თჳსნი და სხუანი ურიცხუნი.


67

     1.     68. და შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია აღსასრული სანატრელისა ბალაჰვარისი.
    2.     და ვითარცა იხილა იოდასაფ მოწევნული სიკუდილი მის ზედა, იწყო ურვად და გულის სიტყუად, და სული მწუხარებისაჲ მოიწია მის ზედა და ჰრქუა მას: ჵ მამაო ბალაჰვარ, არა ჰყავ სრული სიყუარული ჩემ თანა,
    3.     რამეთუ შენ მიხუალ განსუენებად ჭირთაგან ამის სოფლისათა და მე დამიტევებ მარტოსა უცხოებასა და მწუხარებასა შინა დიდსა, და არა უწყი, ვითარ ჯერ-არს ცხორებაჲ ჩემი შემდგომად შენსა,
    4.     რამეთუ თხრობით ოდენ მესმინა შენგან ამის ცხორებისათჳს, არამედ საქმით არა თავს-მედვა და არცაღა მნებავს ცხორებაჲ შემდგომად შენსა.
    5.     მიუგო ყოვლად სანატრელმან წმიდამან ბალაჰვარ და ჰრქუა: ნუ გეშინინ იოდ[ას]აფ, რამეთუ ქრისტე ღმერთი შემწე არს შენდა.
    6.     ნუ მწუხარე ხარ განსლვისათჳს ჩემისა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ დავაკლდი წინამდებარეთაგან ცოდვათა.
    7.     გიხაროდენ იოდასაფ, რამეთუ ქუეყანაჲ განჰყიდე და ცანი მოიყიდენ;
    8.     გიხაროდენ იოდასაფ, რამეთუ ღირს იქმენ მადლსა მოციქულთასა;
    9.     გიხაროდენ იოდასაფ, რამეთუ მრავალნი გჳრგჳნნი მოიტაცენ მოწამებისა და მოღუაწებისანი მსგავსად შრომათა და მოთმინებათა შენთა.
    10.     არამედ ნუმცა მწუხარე იპოები ჟამსა ამას შეწყნარებისასა და ჭამასა ნაყოფისა დასხმულისა შენისასა.
    11.     ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან ნუგეშინის-გცეს და არა ჴუებულ გყოს ადრე ხილვისაგან ჩემისა.
    12.     და ამით აუწყა, ვითარმედ ახლოს არს ჟამიცა მისი.
    13.     და შეისუენა წმიდამან მამამან ბალაჰვარ და მივიდა წინაშე ქრისტესსა.
    14.     ხოლო იოდასაფ დადვა გუამი მისი შრომითა მონაზონებისაჲთა განკაფული ქრისტესთჳს ჴურელსა მას გამოკუეთილსა, რომელსა შინა იყოფვინ.
    15.     და შევარდა მწუხარებასა შინა დიდსა და მიეძინა მას ურვისა მისგან.
    16.     და იხილნა ჩუენებასა შინა კაცნი ვინმე ნათლისანი მომავალნი მისა.
    17.     და აქუნდა მათ სიმრავლე გჳრგჳნთა შემკობილთაჲ ანთრაკითა და თუალითა პატიოსნითა, რომელთა არა იყო რიცხჳ.
    18.     ხოლო ერთსა მათგანსა აქუნდეს გჳრგჳნნი ორნი, რომელნი უბრწყინვალეს იყვნეს უფროჲს კუერსა მზის თუალისასა.
    19.     და ეტყოდეს: ესენი შენდა, იოდასაფ, მრავალთა მათთჳს სულთა, რომელნი წარუდგინენ ღმერთსა.
    20.     და ჰრქუა, რომელსა-იგი აქუნდეს ორნი გჳრგჳნნი: ერთი ესე შენდა, იოდასაფ, ღუაწლისა მაგისთჳს, რომელი მოიღუაწე;
    21.     ხოლო ერთი ესე მამისა შენისათჳს, რამეთუ მოიქცა და შეინანა.
    22.     ხოლო იოდასაფ მწუხარებით ეტყოდა მათ: რაჲ სწორებაჲ არს, რომელმან შეინანოს ოდენ მოღუაწისა თანა?
    23.     მაშინ გამოუჩნდა ბალაჰვარ და ეტყოდა მას: მოიჴსენე, ძეო მეფისაო, რომელსა-იგი გეტყოდე, რამეთუ აწვე სამე განჰმსდიდრდი სიმდიდრითა მით, რამეთუ გშურს მამისათჳს შენისა.
    24.     და ვითარცა განიღჳძა ძილისაგან თჳსისა, განმტკიცებულ იქმნა სულითა.


68

     1.     69. და შემდგომად მცირედისა ჟამისა შეისუენა იოდასაფცა, და მივიდა ქრისტესა ფრთოვან-ქმნული სულითა.
    2.     და იყო მახლობელად მათსა კაცი ვინმე წმიდათაგანი, და მოვიდა და დადვა გუამი მისი გუამსა თანა ბალაჰვარისსა;
    3.     და წარვიდა იგი ქუეყანად შოლაიტად და უთხრა ბარაქია მეფესა ყოველი იგი, რაჲცა იხილა.
    4.     ხოლო მეფე იგი აღდგა ერითა დიდითა მთავართა მისთა თანა და მოვიდა ადგილსა მას და მოიხუნა გუამნი იგი ორთავე მათ წმიდათანი, და დაჰკრძალნა ლუსკუმათა შინა ოქრო-შეძერწულთა.
    5.     და დადგნა იგინი წმიდასა შინა ეკლესიასა თაყუანის-საცემელსა წმიდისა სამებისასა, და ადიდნა იგინი ყოვლითა დიდებითა.
    6.     და მრავალნი უძლურნი სენთაგან ბოროტთა განთავისუფლდებოდეს მათ მიერ და ყოვლადვე იქმან სასწაულთა.
    7.     და იხილეს ესე მეფემან და ყოველმან ერმან და ადიდებდეს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან ყოველივე ადვილად განუმარჯჳს მოყუარეთა მისთა,
    8.     რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი, მადლობაჲ და თაყუანის-ცემაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით და ცხოველს მყოფელით სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1

     1.     გჳთხრობდა ჩუენ მამაჲ ისაკ, ძე სოფრონ პალესტინელისაჲ, და არს წიგნი ესე სიბრძნე ბალაჰვ[არისი]
    2.     მივიწიე ოდესმე იოპედ და მუნ ვპოე წიგნი ესე ჰინდოთა საწიგნესა შინა, რომელსა შინა სწერიან საქმენი ამის სოფლისანი, ფრიად სარგებელნი სული[სანი].


2

     1.     1. იყო ვინმე მეფე ქუეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან შოლაჲტ, და სახელი მისი აბენეს.
    2.     იყო იგი წარმართი, კერპთ მსახური.
    3.     ხოლო კაცი იგი იყო მშჳდი და მდაბალი და ფრიად მოწყალე გლახაკთაჲ. და არა ესუა მას შვილი.


3

    1.     4. და მწუხარე იყო იგი უშვილოებისათჳს, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო იგი, და სწადოდა, რაჲთამცა დაუტევა მკჳდრი მონაგებთა ზედა.
    2.     ამისთჳსცა ევედრებოდა ღმერთთა მათ მისთა, რაჲთა მიანიჭონ მას შვილიერობაჲ.
    3.     ხოლო იგინი ვერარას შემძლებელ იყვნეს კეთილისა ყოფად მისდა.
    4.     ამისთჳსცა ცუდ იქმნებოდა ვედრებაჲ მათდა მ~რთ, გარნა ღმერთსა რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხორებაჲ, მოწყალებისა მისთჳს, რომელ ჰყოფდა გლახაკთა მიმართ, მიანიჭა მას შვილი კეთილი და შუჱნიერი.
    5.     და აღივსო სიხარულითა დიდითა და უწოდა სახელი მისი იოდასაფ, და თქუა: ესე მიყვეს ღმერთთა ჩემთა. და უმეტეს ადიდნა იგინი.
    6.     და შეკრიბა სიმრავლე ვარსკულავთ მრიცხუველთა და ფილოფოსთაჲ და მემარაგეთაჲ, რაჲთა აუწყონ, თუ რაჲ წინა-უც ძესა მისსა.
    7.     ხოლო მათ ყოველთა თქუეს ერთბამად, ვითარმედ: მიიწევის ყრმაჲ ეგე დიდებასა მეფობისასა, რომელ არასადა ვინ მიწევნულ არს ქუეყანასა ამას ჰინდოეთისასა.
    8.     ხოლო იყო მათ შორის კაცი ერთი მეცნიერ სიბრძნესა უფროჲს ყოველთა, და ჰრქუა მეფესა: მე ესრეთ ვჰგონებ, მეფეო, რამეთუ დიდებაჲ, რომელსა მიიწევის ყრმაჲ ესე, არა არს ამის სოფლისაჲ, არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ დიდი წინამძღუარი იყოს გზასა ჭეშმარიტებისასა.
    9.     ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა სიტყუანი ესე, აღივსო მწუხარებითა.
    10.     ხოლო მეფემან ძესა თჳსსა დაუშ~ნა ქალაქი.
    11.     და უბრძანა, რაჲთა ბერი კაცი არა უტევონ მას შინა ყოფად.
    12.     და მისცნა მონანი სარწმუნონი, რაჲთა ჰმსახურებდენ.
    13.     და მისცა ზანდან მზარდულად და ამცნო მას და ჰრქუა, რაჲთა ბერი კაცი გინა სნეული ყოვლად არა უჩუენოს და არცა სიკუდილი უჴსენოს სადა,
    14.     რამეთუ სწადოდა აღზრდაჲ მისი შუებით და სიხარულით, და არარაჲ შეჭირვებათაგანი შეემთხჳოს გინა სიბერისათჳს, ანუ უძლურებისა, გინა თუ სიკუდილისათჳს.


4

     1.     5. და ბრძანა მონათა მათ ქრისტესთა განსხმაჲ ქუეყანისაგან მისისა.
    2.     და ქადაგი წარავლინა ჴმობად ესრეთ: ამას იტყჳს აბენეს მეფე: უკუეთუ ვინ იპოოთ ქრისტეანეთაგანი შემდგომად სამისა დღისა, ძჳრ-ძჳრითა ტანჯვითა მოგსრნე ყოველნი.
    3.     ხოლო მეფესა აბენესს ესუა კაცი ერთი, სახელით ბალაჰვარ.
    4.     და იყო იგი ღმრთის მსახურ და მორწმუნე და მოსავი ქრისტეს მცნებათაჲ და უყუარდა ფრიად მეფესა, რამეთუ იყო იგი გონიერ და ფრთხილ და მწერალ კეთილ,
    5.     და უწარჩინებულ ყოველთა იყო წინაშე მეფისა, და არა იცოდა მეფემან აბენეს, თუ მონა არს იგი ქრისტესი, და ყოველთა წარჩინებულთა მისთაგან უმეტეს პატივს-[ს]ცემდა.
    6.     ამან ბალაჰვარ ოდესმე იხილა მიმავალმან გზასა ზედა კაცი მდებარე, რომელი მჴეცისა მიერ ვნებულ იყო და ასოთაგან – ფერჴთა და ჴელისა – დაკლებულ, და ტიროდა კაცი იგი.
    7.     და ჰკითხა მას ბალაჰვარ: რად ესრეთ ხარ, კაცო, და სტირ?
    8.     ჰრქუა მას კაცმან მან: მე ვარ კაცი სიტყჳს მკერავი და მჴეცისაგან შეჭმულ ვიქმენ და დაკლებულ ასოთაგან;
    9.     და აწ უკუეთუ ვინმე მიღუაწოს, საჴმარ მისსა ვიყო დღესა ჭირისასა.
    10.     ხოლო მან სიტყუანი მისნი არად შეჰრაცხნა, გარნა შეეწყალა.
    11.     და უბრძანა მონათა, რაჲთა აღსუან ჰუნესა და მიიყვანონ მის თანა სახიდ თჳსად.
    12.     და უბრძანა სახლის მოძღუარსა თჳსსა, რაჲთა იღუწიდეს კეთილად და ნუგეშინის-სცემდეს.
    13.     ხოლო ბალაჰვარს შეემტერნეს კაცნი იგი კერპთ მსახურნი, რამეთუ შურდა მისთჳს პატივი იგი მეფისაჲ, რომელ წინა-უყოფდა მას.
    14.     და ჰრქუეს მეფესა: ჵ მეფეო, კაცი ისი, რომლისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, არა არს სჯულისა შენისაჲ, რამეთუ უკუეთუ პოოს კაცთა მათგანი ქრისტეანეთაჲ, მოწლედ მოიკითხავს.
    15.     და აწ ჰნებავს განდგომილებაჲ შენი და დაპყრობად მეფობაჲ შენი, და რომელნიცა პოვნის განდრეკილნი მეფობისაგან თქუენისა, მოსწრაფებით ჰყუარობს მათ და პატივსა წინა-უყოფს მათ.
    16.     და ჰრქუა მათ მეფემან: უკუეთუ არა იყოს ეგე, ვითარცა სთქუთ თქუენ, ბოროტი წინა-გიც.
    17.     და მიუწოდა მეფემან კაცსა მას ღმრთისასა და იწყო გამოცდად მისსა და ჰრქუა: შენ უწყი, ვითარ შეყოფილ არს გონებაჲ ჩემი სოფელსა ამას შინა და ვითარ აღვასრულნე დღენი ჩემნი, და ვხედავ, რამეთუ ცუდად ვშურები და მეშინის.
    18.     ნუუკუე მოიწიოს აღსასრული ჩემი და მე ცარიელი ვიპოო.
    19.     აწ უკუე მნებავს, რაჲთა ამიერითგან შევერთო მონათა მათ ღმრთისათა და ვიღუაწო საუკუნოჲსა მისთჳს ცხორებისა.
    20.     აწ შენ რასა იტყჳ, ერთგულო და თანამზრახველო ჩემო?
    21.     და ვითარცა ესმა ესე კაცსა მას ღმრთისასა, აღძრა გონებაჲ მისი და ცრემლოოდა.
    22.     და ჰრქუა მას: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, რამეთუ წარმავალისა წილ აღგირჩევიეს წარუვალი და უმჯობესი, რამეთუ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ, რამეთუ ვითარცა აჩრდილი წარვალს და ვითარცა კუამლი განქარდების.
    23.     აწ წარჰმართე გულის სიტყუაჲ შენი, რამეთუ კეთილ არს, რაჲთა წარმავალისა ამის დატევებითა წარუვალი იგი სოფელი მოიყიდო.
    24.     და დამძიმდეს სიტყუანი ესე წინაშე მეფისა და აღივსო მანკიერებითა მისთჳს და არა გამოუცხადა მას.
    25.     მაშინ გულისჴმა-ყო ბალაჰვარ, რამეთუ საცთური დაგებულ არს მისთჳს.
    26.     და არა უწყოდა, თუ ვინაჲ არს საცთური იგი. და შესჭირდა ფრიად.
    27.     და დაადგრა ღამესა მას უძილად.
    28.     და მოეჴსენა კაცი იგი სიტყჳს მკერავი.
    29.     და მოუწოდა და ჰრქუა მას: შენ მეტყოდე, ვითარმედ: განვჰკურნებ სიტყჳთ წყლულსა.
    30.     და ჰრქუა მას კაცმან მან: და არსცა ეგრე, ნუუკუე გიჴმს რაჲმე აწ?.
    31.     ხოლო მან ჰრქუა: ესოდენთა ჟამთა ვჰმონე მეფესა და არასადა ვიხილე მკსინვარებაჲ მისი ჩემდამო, რამეთუ ერთგულებით ვიდოდე წინაშე მისსა.
    32.     ხოლო დღეს (მძიმედ) ვიხილე იგი ჩემდამო და ვჰგონებ, რამეთუ არა არს მშჳდობაჲ მის თანა.
    33.     და ჰრქუა ვნებულმან მან: და რაჲ მიზეზი იყო შორის შენსა და მისა?
    34.     ხოლო მან ჰრქუა: არარაჲ უწყი სხუაჲ, რამეთუ სიტყუაჲ ერთი მრქუა და მე ვაწჳე უმჯობესი, და ვჰგონე, რომელ განმცადა სიტყჳთა. და ყოველი წარმოუთხრა.
    35.     და ჰრქუა ვნებულმან მან: მე განვკურნნე სიტყუანი ესე შეწევნითა ქრისტესითა და ძალითა ჯუარისაჲთა.
    36.     ესე უწყოდე, რამეთუ ბოროტი იჭჳ აქუს მეფესა შენდამი, რამეთუ ზაკუვით ზრახეს შენთჳს და ჰგონებს შენ მიერ დაპყრობასა მეფობისა მისისასა.
    37.     აწ აღდეგ ხვალე და დაიყუჱნე თმაჲ თავისა შენისაჲ, და განიძარცუე სამოსელი ეგე და შეიმოსე ძაძისაჲ და ეგრეთ შევედ წინაშე მეფისა.
    38.     და უკუეთუ გკითხოს, თუ რაჲ არს ესე, არქუ მას: რომლისათჳსცა შენ მე მიწოდე, მე ესერა განმზადებულ ვარ, რამეთუ არა მნებავს თჳნიერ შენსა ცხორებაჲ.
    39.     რამეთუ მიზიარე კეთილთა ამათ სამეფოჲსა შენისათა, აწ თანა-მაც, რაჲთა გეზიარო ჭირთაცა შინა ამის სოფლისათა, და ვითარცა ვინუკვე შენ მიერ, ვიტანჯოცა შენ თანა, რაჲთა შენ თანავე ღირს ვიქმნე საუკუნოდ.
    40.     და ყო კაცმან მან, ვითარცა ასწავა მას ვნებულმან.
    41.     და აღმოვიდა იჭჳ გულისაგან მეფისა.
    42.     და განბოროტნა შემასმენელთა მათ ზედა ბალაჰვარისთა.
    43.     ხოლო ბალაჰვარ იშუებდა სიხარულით და კუალად მოეგო თმაჲ თავისა თჳსისაჲ.
    44.     და კუალად შეუჴდა შური მთავართა მათ ბალაჰვარისთჳს და ჰრქუეს მეფესა: მეფეო, უკუეთუ განიხილო ყელი ბალაჰვარისი, იხილო მის თანა ჯუარი, რომელსა თაყუანის-სცემს იგი.
    45.     და ღმერთნი ჩუენნი საბასრობელ არიან მის წინაშე.
    46.     ხოლო მეფე ჰგონებდა, თუ ტყუვილსა იტყჳან მისთჳს.
    47.     და მიყო ჴელი და იხილა ჯუარი ოქროჲსაჲ მკერდსა ზედა მისსა და ჰრქუა: რაჲ არს, ბალაჰვარ, ცთომილებაჲ შენი?
    48.     ხოლო ბალაჰვარ ჰრქუა: ჵ მეფეო, არა ვარ მე ცთომილ, რამეთუ სიყრმით ჩემითგან ვჰმონებ ქრისტესა და თაყუანის-ვსცემ ჯუარსა, რომელსა ზედა ჴელნი განიპყრნა ჴსნისათჳს ჩუენისა, ხოლო მსახურებაჲ შენი არარაჲ ოდეს დამიკლია.
    49.     და აწ ვინაჲთგან განცხადნა სახელი ქრისტეს ღმრთისაჲ ჩემ ზედა, მე არღარა უარ-ვყო ღმრთეებაჲ მისი, უკუეთუ ჴორცნი ჩემნი დაიჭრნენ, გინა ცეცხლითა დაიწუნენ, გარნა სულსა ჩემსა ჴელთა მისთა შევჰვედრებ.
    50.     ჰრქუა მას მეფემან: ნუ ეგრე იტყჳ, საყუარელო ჩემო ბალაჰვარ, რამეთუ კაცი ხარ დიდებული და უპირატესი წინაშე ჩემსა.
    51.     და უკუეთუ თაყუანის-სცე ღმერთთა ჩემთა, მოგცნე შენ სხუანიცა ქალაქნი და საჭურჭლენი ჩემნი შენ ზედა დავაცარიელნე, რამეთუ ფრიად საყუარელ ხარ წინაშე ჩემსა.
    52.     და უკუეთუ ესე არა ჰყო, სატანჯველითა სასტიკითა განვლივნე ჴორცნი შენნი და არა მოვიჴსენო მე სიყუარული შენი.
    53.     მაშინ განიჴსნა სარტყელი ოქროჲსაჲ კაცმან მან ღმრთისამან, შემკული თუალებითა პატიოსნითა, დადვა წინაშე მეფისა და ჰრქუა: უკუეთუ დამარქუა თავსა ჩემსა გჳრგჳნი მეფობისა შენისაჲ პატივისა მისთჳს, ვერ შეარყიო ქრისტეს მიმართ სარწმუნოებაჲ ჩემი.
    54.     და უკუეთუ ტანჯვითა განჰლივნე ჴორცნი ჩემნი, ვერავე შემაძრწუნო, რამეთუ ზეცისა კეთილნი უზეშთაეს არიან ქუეყანიერთა, რომელთა შინა ვიშუებთ სამარადისოდ
    55.     და ჯოჯოხეთისა სატანჯველნი უმწარეს არიან, რომელთა შინა დასჯად არიან წინააღმდგომნი ღმრთისანი და უ[ვ]არის მყოფელნი.
    56.     ხოლო მე, მეფეო, მზა ვარ ტანჯვად და შენ ნუ სდროებ, რაჲთა ადრე წარვიდე წინაშე მეუფისა ჩემისა, რაჲთა განვისუენებდე მუნ უკუნისამდე.
    57.     ხოლო სიტყუათა ამათ ზედა მეფე ლმობიერ იქმნა და ჰრქუა: ჵ მე, საყუარელო ბალაჰვარ, ვითარღა წარმიკუეთე სასოებაჲ და ურჩ ექმენ ბრძანებასა ჩემსა.
    58.     აწ წარვედ ქუეყანისაგან ჩემისა და ნუმცა მესმის ჰანბავი შენი ყურთა მომართ ჩემთა.
    59.     და უკუეთუ გპოოღა, უბრალომცა ვარ სსხ~ლთგ~ნ შენისა.
    60.     ხოლო მან დაუტევა დიდებაჲ ესე წარმავალი და მძოვართა თანა წარვიდა მონებად იესუ ქ~ს, ღმრთისა ჩუენისა.


5

    1.     6. ხოლო დღესა ერთსა განვიდოდა მეფე მოხილვად გარეგან ქალაქისა.
    2.     და იხილნა ორნი კაცნი, ღმრთის მსახურნი, განმავალნი ქალაქით.
    3.     და ჰრქუა მათ: ვინაჲ კადნიერ იქმნენით არა განსლვად ქუეყანით ჩემით, ანუ არა გესმა, ვითარ ჴმობდა ქადაგი ჩემი?
    4.     და ჰრქუეს მათ: აჰა ესერა განსლვად ვართ.
    5.     და ჰრქუა მათ: რამან დაგაყენნა აქამომდე?
    6.     და ჰრქუეს მათ: უპოვარებამან საგზლისამან.
    7.     ჰრქუა მათ მეფემან: რომელთა ეშინის სიკუდილისაგან, არღარა დროებნ საგზლისათჳს.
    8.     და ჰრქუეს: უკუეთუმცა გუეშინოდა, შემცა-გუესწრაფა განსლვისა, რამეთუ სიკუდილისა მიერ განსუენებასა მოველით.
    9.     ჰრქუა მეფემან: და ვითარ იტყჳთ მაგას?
    10.     და აწ შიშისაგან ჩემისა განხუალთ ქუეყანით ჩემით, ამას არა შიშისათჳს სიკუდილისა იქმთა?
    11.     და ჰრქუეს: ჩუენ არა შიშისათჳს სიკუდილისა ვიქმთ განსლვასა ქუეყანით შენით, არამედ რაჲთა არა შემწე გექმნეთ სიბოროტესა შენსა და მიზეზ გექმნნეთ უღმრთოებისა, ხოლო შიში შენი არაოდეს მოსრულა გულთა ჩუენთა.
    12.     ხოლო იგინი განუტევნა და ბრძანებაჲ დადვა, რაჲთა რაოდენნი პოვნენ ქრისტეანენი, ყოველნი ცეცხლითა დაწუნეს.


6

     1.     7. და ვითარცა აღიზარდა ყრმაჲ იგი კეთილითა სიჭაბუკითა სისრულესა შინა ასაკისასა, ისწრაფდა მამაჲ მისი, რაჲთა არარაჲ დააკლდეს წურთილობაჲ სიბრძნისაჲ, რომელი ჯერ-არნ მეფეთათჳს.
    2.     ხოლო ყრმაჲ იგი ფრიად მიმღებელ იყო სიბრძნისა და შემწყნარებელ სწავლულობისა და გამომეძიებელ ყოველთა სიტყუათა გონიერებისათა.
    3.     ხოლო მეფე განკჳრვებულ იყო საქმეთა ზედა მის ყრმისათა და სიტყუათა მათთჳს, რომელ ჰრქუა ვარსკულავთ მრიცხუველმან.
    4.     არავის შეუტეობდა შემავალსა მისდა.
    5.     ხოლო იგი ზედაჲსზედა მივიდის, რამეთუ უყუარდა ფრიად.
    6.     და ვითარ არავის შეუტეობდა და არცა მას განუტეობდა განსლვად ქალაქისაგან, იწყო ურვად და გულის ზრახვად ამის ჯერისათჳს.
    7.     და მერმე თქუა: მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს და იცის უმჯობესი ჩემთჳს.
    8.     და ვითარცა მიიწია სიბრძნესა სისრულისასა, თქუა გულსა შინა თჳსსა: ჰასაკი მაქუს, რად არა აღვირჩევ უმჯობესსა და გამოვიწულილავ, თუ რაჲ არს შეწყუდეულებაჲ ესე ჩემი.
    9.     და თქუა: უკუეთუ ვჰკითხო მამასა ჩემსა შეწყუდეულებაჲ ჩემი, არავე მითხრას ჭეშმარიტი და ნუუკუე შფოთსაცა შევაგდო.
    10.     და იწყო მზარდულისა მიმართ თჳსისა პატივთა წინა-ყოფაჲ და ფრიად პატივ-სცემდა და წაღმართცა უქადებდა და ჰრქუა: უკუეთუ მითხრა ჭეშმარიტი, რაჲ-იგი გკითხო, უმეტესი პატივი ჰპოო წინაშე ჩემსა, რაჟამს იგი მეფე ვიქმნე.
    11.     და უკუეთუ ჭეშმარიტი არა სთქუა, დასასრული ჰყო სიყუარულისა ჩემისაჲ შენდა მიმართ.
    12.     ხოლო მან მიამცნო ყოველი, რაჲცა უთხრა, და თქუა: დაფარე ყოველი, რაჲცა მიგითხრა.
    13.     და ვითარცა მოიმტკიცა იგი, ჰრქუა: რაჲ გნებავს?
    14.     ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს შეწყუდეულებაჲ ესე ჩემი ქალაქსა ამას შინა?
    15.     მიუგო მზარდულმან და ჰრქუა: მიგითხრა საქმე ესე და ზედა-მიგაწიო.
    16.     ოდეს-იგი იშევ შენ, მამამან ყო სიხარული დიდი და მოხადა ყოველთა ვარსკულავთ მრიცხუველთა და ჰკითხა დაბადებისათჳს შენისა, ხოლო მათ ყოველთა აუწყეს დიდსა დიდებასა მიცემაჲ შენი.
    17.     ხოლო უმეცნიერესმან მათ ყოველთამან ჰრქუა, ვითარმედ: ძე ესე შენი მიიწევის დიდსა დიდსა მეფობასა,
    18.     და ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ: დიდი წინამძღუარი იყოს გზისა ჭეშმარიტებისაჲ და წინააღმდგომ სჯულისა შენისა იქმნების და არა ამა[თ] ღმერთთა ქადაგებსა, რომელთა შენ ჰმსახურებ და ჰმონებ;
    19.     ამისთჳს შეეშინა მამასა შენსა, ნუუკუე მისდრკე ნებასა მისსა და უცხოჲ სჯული შემოიღო და შეიყუარნე კაცნი იგი ღმრთის მსახურნი.
    20.     და ჰრქუა ყრმამან მან: და რაჲ კაცნია ღმრთის მსახურნი?
    21.     ხოლო მიუგო: ესევითარნივე არიან, ვითარ-ესე ჩუენ ვართ, და ზეცათა ღმერთსა ჰმსახურებენ.
    22.     ხოლო მამამან შენმან რომელნიმე ტანჯნა და სხუანი ცეცხლითა დაწუნა, და რომელნიმე განასხნა საბრძანებელისაგან მისისა.
    23.     და ჰრქუა მას იოდასაფ, ძემან მეფისამან: და არღარავინ იპოების მათგანი ქუეყანასა ამას ჩუენსა? ხოლო მან ჰრქუა: არა.
    24.     და ვითარ ყოველივე განუმარტა, არღარაჲ მიუგო მას.


7

     1.     8. და ვითარცა მოვიდა მამაჲ მისი, ჰრქუა: მნებავს ცნობად საქმე ერთი, რომლისა მიერ დიდსა ურვასა და მწუხარებასა შინა ვარ მე.
    2.     და ჰრქუა მამამან: მკითხე, შვილო ჩემო!
    3.     მიუგო: მამაო და უფალო ჩემო, თუ რომლისა საქმისათჳს იქმნა შეწყუდევაჲ ჩემი ადგილსა ამას და რაჲსათჳს აყენებ კაცთა შემოსლვად ჩემდა?
    4.     ჰრქუა: ამისთჳს, შვილო, რაჲთა არა შეზრუნდეს გული შენი და კიდე-ვყვნე ყოველნი ვნებანი შენგან.
    5.     ჰრქუა ყრმამან: უწყოდე, მეფეო, საქმითა ამით, რომელ გიყოფიეს ჩემდა, ყოველნი საშუებელნი ჩემნი სიმწარედ გარდაგიქცევიან, რამეთუ სული ჩემი სურვიელ არს განსლვად გარეგან კართა.
    6.     ხოლო აწ გევედრები, რაჲთა განმიტეო და ვიხილო ქუეყანაჲ და არასადა გარდავჰჴდე მცნებასა შენსა.
    7.     ესე რაჲ ესმა, შეიწრდა გული მეფისაჲ და თქუა გულსსა თჳსსა: უკუეთუ დავაყენო ნებაჲ მისი, განმრავლდენ ურვანი მისნი და განუმწარო ყოველი საშუებელი მისი.
    8.     და ჰრქუა: შვილო, უკუეთუ გნებავს რაჲ, დღე აღჯედ საჴედარსა და განვედ კაცთა თანა, და იყავნ ნებისაებრ შენისა.
    9.     და ამცნო მეფემან, რომელნი განჰყვებოდეს ყრმასა მას, რაჲთა წინმავალთა წარავლენდენ და, უკუეთუ ჰპო[ვ]ებდენ კაცთა ბერთა, გინა სნეულებითა შეპყრობილთა, გზისაგან კიდე-განიყვანებდენ, რაჲთა არა იხილნე საქმენი კაცთანი და შესჭირდეს რაჲმე საწუთროთა ამათგანი.
    10.     ხოლო იგინი ჰყოფდეს. ხოლო დღესა ერთსა ვიდოდა რაჲ ყრმაჲ იგი, იხილნა ორნი კაცნი: ერთი გონჯი და ერთი მწუხარე, რომელი სხუასა მიჰყვანდა და ზარ-განჴდილ იქმნა და ჰკითხვიდა მათთჳს.
    11.     და ჰრქუეს: ესე კაცნი არიან და ვნებაჲ შემთხუეულა, ვითარცა სხუათა კაცთაცა შეემთხუევის.
    12.     და ჰრქუა მათ: ესე ყოველთა კაცთა შეემთხუჱვისაა?
    13.     ხოლო მათ ჰრქუეს: არა, არამედ ზოგთა, რამეთუ რომელთამე შეემთხუევის და რომელნიმე დაუშთებიან.
    14.     მაშინ განჰკრთა გონებითა და იქცა დამძიმებული.
    15.     და კუალად ოდეს განვიდა, და მოყუასნი იგი წინმავალნი უდებ იქმნნეს და ვერ იხილეს ბერი კაცი მდებარე მოუძლურებული, რომლისა თმაჲ სპეტაკ იყო, ვითარცა მატყლი, და პირსა მისსა კბილი არა იყო და სიტყუაჲ მისი ფლაფნით იყო.
    16.     და ვითარცა მივიდოდა ძე მეფისაჲ, იხილა იგი და შეეზარა, და ჰრქუა ზანდან მზარდულსა: რაჲ არს ესე?
    17.     ხოლო მან ჰრქუა: ესეცა კაცია.
    18.     და ჰრქუა მას: რას შეუქმნიეს ესე?
    19.     ხოლო მან ჰრქუა: წელიწადთა სიგრძოსა.
    20.     და ჰრქუა: რაჲ არს წელიწადი?
    21.     მიუგო ზანდან: ათორმეტი თუე.
    22.     და ჰრქუა: რაჲ არს თუე? მიუგო: ოთხი კჳრაჲ.
    23.     და რაზომსა წელსა შეიქმნების ესრეთ?
    24.     მიუგო: ოთხმეოცდაათსა, გინა ასსა.
    25.     ხოლო იგი იყო გონებითა ვრცელი და სიბრძნითა სავსე, და აღრაცხნა თუენი და წელიწადნი და ჰრქუა: ვითარ ვხედავ, ადრე მიუთქს დღე დღესა და წელიწადი წელიწადსა და ასთა წელთა დასასრული ადრე იქმნების.
    26.     აწ რაჲღა წინა-უც კაცსა ამას?
    27.     ჰრქუა მას ზანდან: ამისა შემდგომად სიკუდილი.
    28.     და ჰრქუა იოდასაფ: და რაჲ არს სიკუდილი?
    29.     ხოლო იგი ვეღარას დაჰფარვიდა და ჰრქუა: განქარდების საჴსენებელი ამისი ქუეყანით.
    30.     და ჰრქუა: მამაჲ ჩემი ესევითარადვე იქმნებისა?
    31.     და ჰრქუა: ჰე, ეგრეთვე იქმნების.
    32.     – და შენ ესრეთვეა? და ჰრქუა: ჰე.
    33.     – და მე ესრეთვეა? ეგრეთვე შენ.
    34.     – და ყოველნი კაცნი ესრეთვეა?
    35.     – ჰე, ეგრეთვე, უკუეთუ საზომსა მაგას მიიწივნენ.
    36.     ხოლო ესეცა უწყოდე, რამეთუ რომელნი ოდეს იშვნენ, მაშინვე წარიტაცებს სიკუდილი, და რომელთამე – მცირედ რაჲ აღიზარდნენ, და ზოგთა – ჰასაკსა რაჲ მოვიდენ.
    37.     და ჰრქუა: მე აწ თანა-მაც სიკუდილი?
    38.     და ჰრქუა: არა შენ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა.
    39.     მაშინ შეძრწუნდა ძე იგი მეფისაჲ, აღდუღნა გული მისი, ტიროდა და ეტყოდა ზანდანს მზარდულსა: და არა არსა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა მიიწიოს კაცთა ზედა ესევითარი სალმობაჲ, ვითარ-იგი წინაჲს ვიხილენ უძლურნი და აწ ამას ვხედავ, ხოლო კუალად უძნელეს აღმიჩნდა სიკუდილი?!
    40.     და კუალად იცემდა მკერდსა, ტიროდა და ეტყოდა: მაუწყე, თუ არსა ქუეყანაჲ, რომელსა შინა განვერე სალმობათაგან?
    41.     მაშინ ტიროდა ზანდან მზარდულიცა და ეტყოდა: არა არს ქუეყანასა ზედა ეგევითარი ქუეყანაჲ, ჵ ძეო მეფისაო, რომელსა შინა განერნენ კაცნი სალმობათა და სიკუდილისაგან.
    42.     და კუალად ჰკითხვიდა: და რაჲ იქმნებიან სულნი შემდგომად სიკუდილისა?
    43.     ჰრქუა მას მზარდულმან მან: კაცნი იგი ღმრთის მსახურნი ესრეთ იტყოდეს: ზეცას ღმერთი არსო და მას დაუბადებიან ცანი, ქუეყანაჲ, ზღუანი და უფსკრულნი, მზე და მთო[ვ]არე და ვარსკულავნი, და ბრძანებითა მისითა იქმნებიან ძრვანი ჰაერთანი და ქუხილნი და ქარნიო,
    44.     და კაცი ჴელითა შეუქმნია მიწისაგან და სული თჳსი შთაუბერავს უკუდავიო, და უკუეთუ მას ვინმე ჰმსახურებდეს და მცნებათა მისთა ვიდოდის და თაყუანის-[ს]ცემდეს მასო, სამოთხე უთქს და სასუფეველი,
    45.     და შემდგომად სიკუდილისა მუნ წარიყვანებს და მუნ შინა განუსუენებს, ხოლო მამისა შენისა ფილოსოფოსნი ზოგნი მოკუდავად იტყჳან სულსა და ზოგნი უკუდავად.
    46.     ესე ყოველი რაჲ ჰრქუა ზანდან, მეფისა ძე იქცა გარე და წარვიდა საყოფელადვე თჳსად, და თქუა გულსა შინა თჳსსა: არღარა ჰამო არს ცხორებაჲ ესე საწუთოჲსა ამათ თანა, რომელნი-ესე ვიხილენ და მესმნეს.
    47.     და მიერთაგან იგონებდა, თუ რაჲმე ყოს.
    48.     და არღარად შეერაცხა საშუებელი ესე ამის სოფლისაჲ.
    49.     და ამასვე ყოველსა თანა ესათნოებოდა მამასა, და მი-რაჲ-ვიდის იგი მისსა, იწყის მან განცხრომად, ხოლო ოდეს წარვიდის, იტყოდის გულსა შინა:
    50.     ღმერთო ზეცათაო, მიმივლინე მე კაცი მონათა შენთაგან, რაჲთა მაუწყოს გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ და ვიდოდი მათ შინა და ვიქმოდი მცნებათა მათ შენთა წმიდათა.


8

     1.     9. მას ჟამსა შინა ბალაჰვარ ცნა სულითა წმიდითა, ვითარმედ ძესა მეფისასა სწადის ნახვაჲ კაცთა ღმრთის მსახურთაჲ.
    2.     აღდგა და წარმოვიდა ადგილთაგან სამძოვროთა, და მოვიდა სოფლად, და შეიმოსა სამოსელი ვაჭართაჲ, და აღიღო მოთხე მცირე, და მივიდა კარად მეფის ძისა.
    3.     და ჰრქუა მეკარესა: შეედ და აუწყე ზანდანს, ვითარმედ გიწესს ვინმე უცხოჲ შორით მოსრული.
    4.     ხოლო იგი შევიდა და აუწყა რაჲ, გამოვიდა ზანდან მზარდული, და ჰრქუა მას ბალაჰვარ: მაქუს მე თუალი პატიოსანი და, უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფის[ა] ძისათჳს,
    5.     რამეთუ უმჯობეს არს იგი წუნწუბასა წითელსა, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თუალთა და ყრუთა ასმენს, და უტყუთა ატყუებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყუებს.
    6.     ჰრქუა მას მზარდულმან: კაცო, არს ვხედავ სახესა უგუნურებისასა, გარნა სიტყუანი შენნი ნამეტნავ არიან და მეშინის, ნუუკუე განმამტყუვნო მეფისა ძისა.
    7.     აწ მიჩუენე, რაჲთა ვიხილო და ეგრეთ ვაუწყო მისთჳს.
    8.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ვერვინ შემძლებელ არს ხილვად მისსა, არა თუ იყვნენ მის თანა ორნი საქმენი: სიფრთხილე თუალთაჲ და სიწმიდე ჴორცთაჲ.
    9.     ხოლო უკუეთუ იხილოს იგი მძიმედ მხედველმან და ცოდვასა ზედა დადრგომილმან, ნათელი თუალთაჲ მოაკლდეს და საცნობელი გონებისაჲ.
    10.     და მე კაცი ვარ მკურნალი, და ვხედავ მძიმედ მხედვარებასა შენსა და მეშინის, ნუუკუე მიგიტაცოს სინათლე თუალთაჲ, არამედ მასმია მეფის ძისა სიწმიდით ცხორებაჲ, და ყრმა არს და მახჳლ თუალითა, და იგი შემძლებელ არს ხილვა მისსა.
    11.     აწ ნუ ორგულებ უწყება მისა, რამეთუ, უკუეთუ მიაწიო ესე მისა, შეგემატოს პატივ დიდი უმეტეს მოყუასთა შენთ და უჩუენებდა მოთხესა მას, რომელი აქუნდა.
    12.     მაშინ შევიდა ჩუენებად წინაშე მეფის[ა] ძისა მზარდული და უთხრა ყოველი, რომელი ესმა ბალაჰვარისგან.
    13.     ხოლო სულსა მის ყრმისასა სწადოდა ხილვაჲ კაცთაჲ, რაჲთა ესმეს ვისგანმე სიტყუაჲ სარგებელი სულისაჲ.
    14.     და უთხრობდა რაჲ თუალისა მისთჳს სიტყუათა უცხოთა, იგრძნა სულითა, ვითამცა ეპო[ვ]ა საწადელი მისი.
    15.     და ბრძანა შემოყვანებაჲ მის[ი] წინაშე მისსა.


9

     1.     10. და ვითარცა დადგა წინაშე მეფის ძისა, და ჰლოცვიდა მას.
    2.     ხოლო ძემან მეფისამან, ვითარცა ჯერ-არს, პატივით მოიკითხა იგი და უბრძანა მზარდულსა, რაჲთა განვიდეს მისგან.
    3.     და უბრძანა ბალაჰვარს, რაჲთა უჩუენოს თუალი იგი.
    4.     მიუგო ბალაჰვარ და ჰრქუა: არა ჯერ-არს, თუმცა უდბად შე-რაჲმე-გამთხჳე, რამეთუ ჭურჭელი ჩემი ეგრეთ არს, ვითარცა გაუწყა მზარდულმან.
    5.     ხოლო უკუეთუ იხილის იგი უძლურმან გონებითა, მოაკლდების სახედავთა.
    6.     ხოლო აწ მნებავს გამოცდაჲ შენი სიტყჳთ და, უკუეთუ შემძლებელ იყო, გიჩუენო, რამეთუ შენთჳს მომიღიეს იგი და არავის სხჳსათჳს, და მე ვესავ ღმერთსა, რამეთუ მიწდომილ ხარ საზომსაცა ხილვისა მისისასა, და მისწუთეცა, თუ ღმერთსა უნდეს.
    7.     რამეთუ მე, გლახაკი ესე, ძეო მეფისაო, მიმითუალე და წინა-მიყავ პატივი შეუსწორებელად.
    8.     მიუგო ძემან მეფისამან, ამისთჳს ვყავ, რამეთუ მაქუს შენგან თხრობაჲ სარგებელისაჲ.
    9.     თხრობაჲ ა


10

    1.     11. და ჰრქუა ბალაჰვარ: დაღაცათუ ჰყავ ესე ჩემდა მომართ, არავე საკჳრველ არს, რამეთუ ყოფილ არს ოდესმე მეფე, რომელი სახიერ იყო და სიმართლესა ეძიებდა.
    2.     და ვითარ-იგი ვიდოდა დღესა ერთსა სიმრავლითა ერისაჲთა, იხილნა კაცნი ვინმე შემოსილნი სამოსლითა უნდოჲთა, დაბებკულითა, დაყჳთვებულნი ფერითა.
    3.     ხოლო მეფემან იცნა იგინი და მსწრაფლ გარდაჰჴდა ჰუნესა და მოეხჳა ყელთა მათთა.
    4.     და იხილეს რაჲ დიდებულთა მისთა, სიჩქურედ შეჰრაცხეს, გარნა ვერარაჲ იკადრეს.
    5.     და მივიდეს წინაშე ძმისა მისისა, რომელი კადნიერ იყო წინაშე მისსა და ჰრქუეს: აუწყე ძმასა შენსა, რაჲთა არაოდეს ყოს საქმე ესევითარი, რამეთუ კაცთა უნდოთა თაყუანის-სცა.
    6.     ხოლო იგი მივიდა და აუწყა საქმისა მისთჳს, ხოლო მან არა მისცა პასუხი.
    7.     და იყო ჩუეულებაჲ სამეფოსა მისსა, რაჟამს განრისხნეს მეფე ვის ზედამე, წარავლინნის მონანი და დასცის სიკუდილისა საყჳრი კართა მისთა.
    8.     და შემდგომად მცირეთა დღეთა წარავლინნა მონანი და წარვედით კართა ძმისა ჩემისათა და ჰკარით საყჳრსა სიკუდილისასა.
    9.     ხოლო იგინი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ.
    10.     და ვითარცა ესმა ჴმაჲ იგი ძმასა მეფისასა, შეშინდა და იწყო ტირილად და ტყეპად.
    11.     მერმე შეემოსა სამოსელი სამკუდროჲ და წარვიდა იგი ცოლით და შვილითურთ კართა მეფისა, ძმისა თჳსისათა.
    12.     და ისხმიდეს ნაცარსა პირთა მათთა.
    13.     მაშინ ბრძანა შეყვანებაჲ მათი. ხოლო იგი ტიროდეს.
    14.     და ჰრქუა მათ მეფემან: ვითარ შეჰშინდით ქადაგისაგან ძმისა შენისა, არა უწყია, რამეთუ ძმაჲ შენი და ქადაგნი მისნი დაბადებულნი არიან და ვერარას შემძლებელ არიან წარმართებად ნებისა მისისა, და ვერცა გარე-მიქცევად მოწევნულსა მათ ზედა?
    15.     და ვითარ გიკჳრდა დავრდომაჲ ჩემი წინაშე მათსა, რომელნი ქადაგნი იყუნეს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელნი მომაჴსენებენ და მაუწყებენ სასჯელთა საუკუნოთა.
    16.     და ამას თანა უწყნი მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი წინაშე მისსა.
    17.     ხოლო მე ვამხილნე მათცა საქმენი მათნი, რომელნი-იგი მაბრალობენ წინაშე შენსა, თუ რად პატივ-სცა მონათა ღმრთისათაო.


11

    1.     12. და ჟამსა ერთსა შევიდა საჭურჭლესა თჳსსა და მოიხუნა კიდობანნი ოქროჲთა და მარგალიტითა შემკულნი.
    2.     და მოაღებია ნაგევთაგან სკორე და მყრალი ძუალები მძორისაჲ და სხუაჲ საძაგელი ბაყლები და კიდობანთა მათ შინა ჩადვა ყოველი.
    3.     და დაჰკრძალა ზედა ბეჭდითა.
    4.     და კუალად მოიხუნა სხუანი კიდობანნი, უშუერად შექნილნი, ფისითა შეგოზილნი, და შთადვა მათ შინა თუალები პატიოსნები და რაჲცა უმჯობესი პოვა საჭურჭლესა მისსა, და სხუაჲ სურნელთაგანი მრავალი, და დაჰკრძალა იგიცა, და მოუწოდა წარჩინებულთა თჳსთა.
    5.     და ვითარცა იყო სიხარული, უბრძანა მეჭურჭლესა თჳსსა, რაჲთა მოიხუნეს კიდობანნი იგი. ვითარცა დადგნის.
    6.     უბრძანა დიდებულთა თჳსთა, რაჲთა დააფასნენ კიდობანნი იგი.
    7.     ხოლო მათ ვერ გულისჴმა-ყვეს და ჰრქუეს მეფესა: ერთნი ისი კიდობანნი არ ღირს არიან შემოხუმად ტაძარსა შინა შენსა, ხოლო მეორეთა იმათ არა დაედების ფასი.
    8.     მაშინ უბრძანა კიდობანთა მათ ახუმაჲ, რომელთა ფასსა დიდად იტყოდეს.
    9.     და ამოჴდა სიმყრალე სასტიკი, რომელ ყოველთა დაიდვეს პირსა ზედა საჴელი და ამოყარეს მუნით ყოველი საძაგელი.
    10.     და კუალად უბრძანა პილწთა მათ კიდობანთა ახუმაჲ და ამოჰჴდა მუნით სული სულნელებისაჲ, რომელ ყოველი იგი სიმყრალე დაფარა.
    11.     და ამოყარეს მუნით სამკაული დიდ ფასისაჲ და თუალები პატიოსნები.
    12.     და ჰრქუა მეფემან: გესმოდის ყოველთა, კიდობანნი ისი გარეთ კეკლუცნი, ჩუენ ვართ, რომელნი ვიმკვებით ფერად-ფერადითა სამკაულითა გარეგნით, ხოლო შინაგანი ჩუენი სული სავსე არს ცოდვითა და სიმყრალითა,
    13.     ხოლო რომელნი ღმრთისათჳს და სახელისა მისისათჳს დამდაბლდენ და დაგლახაკნენ მარხვითა, ლოცვითა და ფერითა დაყჳთდენ, ხოლო შინაგანი სული მათი ესრეთ სავსე არს სურნელებითა, ვითარცა კიდობანთა იმათ შინა იდვა,
    14.     და წინაშე ღმრთისა ჰასრე ბრწყინვენ, ვითარცა თუალნი ისი პატიოსანნი.
    15.     აწ მე მაბრალობთა კაცთა მათ მოკითხვასა, რომელთა შინაგანი ესრეთ არს?
    16.     და ესე სახე შენი არს, ძეო მეფისაო, რამეთუ პატივ-მეც მე სასოებისათჳს, რომელსა ჰგონებ ჩემ თანა.


12

     1.     13. მაშინ აღდგა საჯდომთაგან და თქუა: ნეტარ ვარ მე, რამეთუ ვპოე საწადელი სულისა ჩემისაჲ, რომელსა ვეძიებ, და მიექცა და ჰრქუა ბალაჰვარს: კეთილ არს სიტყუაჲ შენი და ჭეშმარიტ.
    2.     და ვჰგონებ, რომელ-ეგე არს თუალი იგი, რომელსა ჰფარავ, რამეთუ განამტკიცებს გულსა და განანათლებს თუალთა და განაძლიერებს გონებათა.
    3.     და უკუეთუ ესე ესრეთ არს, ვითარ ვჰგონებ, მომეც სიტყუაჲ შენი ნაცვალად თუალისა და აღმძარცე მწუხარებაჲ გულისაგან ჩემისა.
    4.     თხრობაჲ ბ
    5.     თქუა ბალაჰვარ. პირი ღმრთისაჲ იტყჳს იგავთა შინა სახარებისათა ერისა მიმართ.
    6.     გამოვიდა მთესვარი და იწყო თესვად.
    7.     და რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მფრინველთა აღიტაცეს;
    8.     და რომელიმე – კლდესა ზედა, რომელსა მიწაჲ არა იყო, და აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ ძირნი არა დაებნეს;
    9.     და სხუაჲ – ეკალთა შორის, და აღმოსცენდა და ეკალთა მათ შეაშთვეს.
    10.     ხოლო რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა, და მრავალი ნაყოფი გამოიღო.
    11.     აწ მთესვარი იგი მიმცემელი სიბრძნისაჲ-ა, და თესლი იგი – სიტყუანი ჭეშმარიტებისანი, და რომელი დავარდა გზასა და მფრინველთა წარიტაცეს, იგი არს, რომელი ესმის ყურსა და თანაწარჰვალს გულსა.
    12.     და რომელი კლდესა დავარდა, აღმოსცენდა და განჴმეს, ესე არს, რომელ ისმინის წუთ ერთ და მერმე არა დაამტკიცის გონებასა მისსა ზედა და განჴმისა.
    13.     ხოლო რომელი-იგი ეკალთა შეაშთვეს, ესე იგი არს, რომელი შეიწყნარის კაცმან და აღმოსცენდის რაჲ მის შორის, გულის თქუმათა და სოფლისა საქმეთა შექცევითა შეაშთვის.
    14.     ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა და მრავალი ნაყოფი გამოიღო, ესე იგი არს, რომელი მოისთულის თუალმან და შეიკრიბის გულმან და წარჰმართის გონებამან და დაამჴუნის გულის-თქუმანი და განიწმიდი გული ვნებათაგან და გამოიღის ნაყოფი.
    15.     ჰრქუა მას ძემან მეფისამან: მე ვესავ ღმერთსა, რაჲთა რომელი ჩემ თანა დასთესო, აღმოსცენდეს და გამოიღოს ნაყოფი.
    16.     და მითხარ სახე საწუთოჲსაჲ და ვითარ აცთუნებს კაცთა.


13

    1.     თხრობაჲ გ
    2.     14. ჰრქუა ბალაჰვარ: მსგავს არს საწუთოჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული, და მიაწყჳდია იგი ჯურღმულსა საშინელსა.
    3.     და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღჴდა.
    4.     და იხილნა ორნი თაგუნი: ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირსა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო.
    5.     და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი.
    6.     და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირე, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ.
    7.     და იწყო ლოკაჲ მისი.
    8.     და არღარა მოიჴსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო.
    9.     ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წასჭრნეს, და პილომან აღიტაცა კაცი იგი და მიუგდო ვეშაპსა.
    10.     აწ პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი სდევს ძეთა კაცთასა და ხენი იგი საწუთოჲ არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენი-ა, და თაფლი იგი საწუთოჲსა სიტკბოებაჲ არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთოჲსაჲ.
    11.     და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკუდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთს ვეშაპი იგი შთანთქამს, და ესე არს ცხორებაჲ კაცთაჲ.


14

     1.     15. და ჰრქუა ძემან მეფისამან: განაცხოველე მაგით სული ჩემი.
    2.     მომეც სახე სოფლისაჲ ამის და მოყუარეთა მისთაჲ.
    3.     თხრობაჲ დ
    4.     ჰრქუა ბალაჰვარ: სახე ამის სოფლისაჲ ესე არს.
    5.     – კაცსა ვისმე ესხნეს სამნი მეგობარნი.
    6.     ერთი იგი უმეტეს სხუათა უყუარდა, და მეორე იგი მეგობარი უყუარდა-ვე, ხოლო მესამე იგი მეგობარი შეურაცხ იყო მის წინაშე.
    7.     და შემდგომთა დღეთა მოიწივნეს მისსა ბოროტნი მეფისანი და წარიყვანდეს განსაკითხავად.
    8.     და მივიდა საყუარელისა მის მეგობრისასა და ჰრქუა: შენ უწყი, საყუარელო ჩემო, ვითარ მიყუარ.
    9.     აწ ესერა წარმიყვან[ებ]ენ განსაკითხავად, შემეწიე ჭირსა ჩემსა!
    10.     მიუგო მან და ჰრქუა: არა ვარ მეგობარ შენდა და არცა გიცი შენ, მე სხუანი მისხენ მეგობარნი, რომელთა თანა ვიშუებდე, არამედ მოგცნე ორნი სამოსელნი და იგიცა არავე გერგნენ.
    11.     და მივიდა მეორისა მის მეგობრისა და ჰრქუა: აწ ვცნა სიყუარული ჩემი შენდა მიმართ, რომელ მაქუნდა.
    12.     აწ ესერა წარვჰყავ განსაკითხავად და შემეწიე ჭირსა ჩემსა.
    13.     მიუგო მან: არა მცალს დღეს შენდა, რამეთუ კმა არს ჩემდა ჭირი თავისა ჩემისაჲ, წარვედ გზასა შენსა, ამიერითგან არღარა ვარ მეგობარი შენი, არამედ მცირედ გზა-გყვე და მერმე მივიქცე ზრუნვად თავისა ჩემისა.
    14.     და წარვიდა მესამისა მეგობრისა, რომელსა-იგი სძ~ლებდა და ჰრქუა: სირცხჳლ მიჩნს, გარნა მჭირს და მით მოვედ შენდა, შემეწიე მე, დაღაცათუ არა კეთილ ვყავ შენ თანა.
    15.     ხოლო მან მხიარულებით ჰრქუა: მე ვარ მეგობარი შენი, რომელმან დავიმარხე კეთილი შენი მცირედი და აწ აღნადგინებითურთ მიგაგო შენ და თანამოგზაურ გექმნე და მეოხ ჭირსა შინა და არა მიგცე ჴელსა მტერთა შენთასა.
    16.     მაშინ იწყო სინანულად და თქუა: რად არა შენ ზედა ვყავ ყოველი კეთილი, რომელ ორთა მათ მეგობართა ზედა წარვაგე ცუდად?
    17.     ჰრქუა ძემან მეფისამან: მაუწყე შეტყუებაჲცა მაგისი.
    18.     ჰრქუა მას: მეგობარი იგი პ~ლ ვეცხლის მოყუარებაჲ არს, რომელი ფრიად უყუარს კაცთა, და ვერას წარიტანს თანა, ოდეს-იგი წარიყვანებდეს სიკუდილი, ოდეს წარადგინებდენ განსაკითხავად.
    19.     ხოლო ორნი იგი სამოსელნი საგრაგნელნი-ა;
    20.     მეორე იგი მეგობარი – ცოლი და შვილნი, რომელნი უყუარან და მათთჳს ზრუნავს სამარადისოდ და დღესა მას განკითხვისასა ვერას არგებენ, არამედ საფლავადმდე მიჰყვებიან და მერმე თავისსა ზრუნვასა შეექცევიან.
    21.     და მესამე მეგობარი სული თჳსი და არა ჰყოფს კეთილსა, ხოლო რომელი-იგი ყოს მცირედი, დიდად შეერაცხების წინაშე ღმრთისა, რამეთუ ას წილად მიაგებს ღმერთი ნაცვალსა.


15

     1.     16. ჰრქუა ძემან მეფისამან: უწყი, რამეთუ ყოველსა ჭეშმარიტსა უწყებულ მყოფ.
    2.     თხრობაჲ ე
    3.     აწ მითხარ სახე, ვითარ მაცთურ არს სოფელი ესე და რომლითა ღონითა შესაძლებელ არს განრინებაჲ მისგან.
    4.     ჰრქუა ბალაჰვარ: მე გაუწყო, თუ რომლითა ღონითა.
    5.     რამეთუ არს ქალაქი და ესე წესი არს მუნ, რამეთუ უცხოსა კაცსა მეფე-ჰყოფენ წელიწადსა ერთსა.
    6.     და რაჲ სრულ იქმნის წელიწადი, მოსძრცჳან პორფირსა მეფობისასა და ორითა სამოსლითა მისცემენ მას ექსორიობად.
    7.     ხოლო და ოდესმე ადგინეს ერთი ვინმე, და ცნა უკეთურებაჲ ქალაქისაჲ მის, მოიმსტურნა კაცნი უცხონი და გლახაკნი და იდუმალ მისცემდა საფასეთა, რაჲთა წარიღონ ქუეყანასა მას, სადაცა ექსორია-ჰყოფენ.
    8.     და ვითარცა ექსორია-ყვეს კაცი იგი და მიიწია ადგილად, ყოველნი იგი წარგზავნილნი დაუნჯებულად დახუდეს, და აწ იხარებს საუკუნოდ.
    9.     ჰრქუა ძემან მეფისამან: განმიმარტე ეგეცა.
    10.     ხოლო მან ჰრქუა: ქალაქი იგი ყოველი სოფელი არს, და კაცნი ფლობილ არიან მას ზედა და მეფობენ,
    11.     და იციან, ვითარმედ შემდგომთა ჟამთა მოსიკუდიდ არიან და ორითა მით საგრაგნელითა მისციან საფლავად და ცხორებაჲ კაცთაჲ დღე ერთი არს, და სიკუდილი და საფლავად მიცემაჲ ექსორიობაჲ არს.
    12.     ხოლო რომელი ფრთხილ იყოს გონებითა, მისცემს იდუმალ გლახაკთა, უცხოთა და უღონოთა, მშიერთა, შიშ~ვლთა, და იყოს მოწყალე, მშჳდ და მდაბალ გულითა.
    13.     ხოლო ღმერთი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოწყალებისა მათისათჳს მიაგებს ცხადად დაუნჯებულთა კეთილთა, სადა მპარავი ვერ განიპარავს და ვერცა მღილი განჰრყუნის, და მუნ შინა იშუებს უკუნითი უკუნისამდე.


16

     1.     23. ჰრქუა იოდასაფ: არსადა ასმიან მამასა ჩემსა ესევითარნი სიტყუანი?
    2.     რამეთუ მე სიტყჳთა ამით, რომელ მეტყჳ, განმინათლდების გული, და გონებაჲ განმხიარულდების, და ფრიად იშუებს სული.
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: არა ასმიეს ესრე ზედამიწევნით.
    4.     და ჰრქუა იოდასაფ: და რად არა იღუაწეს მისთჳს ბრძენთა კაცთა ამისთჳს, რამეთუ იცოდეს გულის სიტყუაჲ მისი არა შემწყნარებელად, და ამისთჳს დააცადეს თხრობაჲ მისი, რამეთუ ვერ პო[ვ]ეს ადგილი შეწყნარებისაჲ მის თანა.
    5.     თქუა იოდასაფ: ვითარ ეგების ესე ყოფად, რომელ ვერ პო[ვ]ეს ადგილი თხრობად მისა!?
    6.     თხრობაჲ ვ
    7.     – ეგე სახე არს მეფობისაჲ მის, რომელი განაგებდა საქმეთა საწუთოჲსათა.
    8.     და ესუა მას თანამზრახველი კაცი სახიერი და სარწმუნოჲ და განყენებული ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, და ყოველსა კეთილსა აზრახებდა მეფესა კაცთათჳს, რამეთუ იყო იგი სჯულიერ და ღმრთის მსახურ.
    9.     და ოდეს იხილის იგი თყ~ნის ცემლ კერპთა, შეძრწუნდის ფრიად და ელმის, ვითარცა ვის ელმის შვილისა.
    10.     და მრავალ გზის უნებნ მის თანა სიტყჳს-ყოფაჲ სჯულისათჳს, და ჰკითხა მოყუარეთა ამის ჯერისათჳს.
    11.     ხოლო მათ ჰრქუეს: შენ მეცნიერ ხარ შინაგანსა გონებისა მისისასა, და თუ ოდეს ჰპოო ადგილი, არქუ მას, არამედ კრძალვაჲცა ჯერ-არს, რამეთუ დაუძინებელ არს ეშმაკი ბოროტისათჳს, და ნუუკუე განაკრთოს იგი შენ ზედა და ბოროტი გიყოს.
    12.     და ფრიად იურვოდა კაცი იგი მეფისათჳს.
    13.     და ჰრქუა მეფემან კაცსა მას ღამესა ერთსა: მოგუალე, ვიდოდით ქალაქსა შინა, რაჲთა ვიხილნეთ საქმენი კაცთანი.
    14.     და სლვასა მას შინა მიემთხჳვნეს ნაგევთა დიდთა.
    15.     და იხილა მეფემან სინათლე რაჲმე, ვითარცა ცეცხლისაჲ მუნით გამო.
    16.     და ვითარცა მიეახლნეს, იხილეს ვითარცა ქუაბი გამოთხრილი რაჲმე ნაგევთა.
    17.     მათ შინა კაცი და დედაკაცი, შემოსილნი სამოსლითა ბებკულითა, ძუელითა.
    18.     და ვითარცა ხედვიდეს, ესმოდა მუნით ჴმაჲ სიმღერისაჲ.
    19.     და კაცი იგი ჯდა ინაჴით სკორესა ზედა, ხოლო დედაკაცი იგი უროკვიდა წინა და შეასხმიდა ქებასა, ვითარცა შუენის მეფეთათჳს.
    20.     და უფლით ხადოდა მას, ხოლო იგი – დედოფლით.
    21.     და ორნივე იხარებდე და განსცხრებოდეს.
    22.     ხოლო მეფე იგი და თანამზრახველი მისი მყუარ ჟამ ხედვიდეს და განიცდიდეს საქმეთა მათთა, და წარვიდეს განკჳრვებულნი.
    23.     და ჰრქუა მოყუასსა: არასადა გუთნდა ცხორებაჲ ჩუენი, ვითარ ამათ გლახაკთა, და არცა ესრეთ მხიარულ ვართ, ვითარ ესენი.
    24.     და ამას ვჰგონებ, ვითარმედ ამას შინა არიან ყოველნი დღენი ამათნი.
    25.     მაშინ პო[ვ]ა ადგილი სიტყჳსაჲ თანამზრახველმან და ჰრქუა: ნუ ჰგონებ, მეფეო, ვითარმედ დიდებაჲ და სუფევაჲ, რომელსა შინა ჩუენ ვიშუებთ, ესრე სახედ შერაცხილ არს წინაშე მათსა, რომელნი ღმრთის მსახურებით ცხოვნდებიან.
    26.     და სახლები ესე ოქრო-ქანდაკებული, რომელნი-ესე ვიშენენით, და სიშუენიერე ხატისაჲ და ბრწყინვალებაჲ სამოსელთაჲ, არად ჰკჳრს მათ,
    27.     რამეთუ ხედვენ იგინი ჴელით-უქმნელთა ზეცისა ტაძართა, თუალთ-შეუდგამთა სამოსელთა და ამისთჳსცა იხარებენ, რამეთუ მათ შინა იშუებენ უკუნისამდე, რომელნი-იგი განუმზადნა ღმერთმან მოყუარეთა მისთა.
    28.     და ჰრქუა მეფემან: და იცნია ესევითარისა სახისა მეცნიერნი კაცნი?
    29.     ხოლო მან ჰრქუა: არიან კაცნი, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა და სოფლისა ყოველი დაუტეობია და საუკუნოჲ იგი შეუყუარებია, რამეთუ გამოცადეს სოფელი ესე და პო[ვ]ეს ყოველი წარმავალად.
    30.     ჰრქუა მეფემან: და რაჲ არს სუფევაჲ საუკუნოჲ, არა შეუთქსა მწუხარებაჲ?
    31.     ჰრქუა მას თანამზრახველმან: სუფევაჲ საუკუნოჲ შუებაჲ არს დაუსრულებელი, რომელსა არა შეუთქს მწუხარებაჲ, და სიმდიდრე – რომელსა არა შეუთქს სიგლახაკე;
    32.     და სიხარული – რომელსა არა შეუთქს ურვაჲ;
    33.     და სიმრთელე – რომელსა არა შეუთქს სალმობაჲ;
    34.     და მეფობაჲ – რომელსა არა შეუთქს აღსასრული;
    35.     და მშჳდობაჲ – რომელსა არა შეუთქს შიში;
    36.     და ცხორებაჲ – რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი.
    37.     რამეთუ იგი არს სოფელი უხრწნელი, და მიიღებენ, რომელთა შეიყუარეს იგი.
    38.     ჰრქუა მეფემან: არს-მე ვინ ადგილისა მის ღირს, ანუ ვინ შემძლებელ არს მუნ შესლვად?
    39.     ჰრქუა თანამზრახველმან: არავის ჴშულ არს კარი იგი.
    40.     ჰრქუა მეფემან: რაჲ არს გზაჲ იგი, მითხარ!
    41.     და ჰრქუა: მსახურებაჲ ღმრთისა მხოლოჲსაჲ, რომელმან დაჰბადნა ყოველნი დაბადებულნი.
    42.     ჰრქუა მეფემან: და რაჲ გაყენებდა აქამომდე თხრობად გზაჲ იგი?
    43.     ჰრქუა: ზარი მეფობისა შენისაჲ.
    44.     ჰრქუა მეფემან: უკუეთუ საქმე ეგე ესრეთ არს, არა გჳღირს, რაჲთა უდებ ვიქმნეთ და თანა-გუაც შრომაჲ, რაჲთა მივიწივნეთ მუნ უშფოთველსა მას ცხორებასა.
    45.     და ჰრქუა თანამზრახველმან: აწ უკუე მიბრძანება, რაჲთა მარადის გაუწყებდე და მოგაჴსენებდე ჟამითი-ჟამად?
    46.     ჰრქუა მას: ნუ ჟამითი-ჟამად, არამედ დაუცხრომელად დღე და ღამე იყავნ ზრახვაჲ შენი.
    47.     და იწყო ღმრთის მსახურებად მეფემან და ღირს იქმნა იგი ადგილსა მას შესლვად, რომელ ეტყოდეს თანამზრახველი იგი და ორნივე ცხოვნდეს საუკუნოდ.


17

     1.     24. ჰრქუა იოდასაფ: არღარა არს ყოვლით კერძო გონებასა ჩემსა სიყუარული ამის სოფლისაჲ, არამედ მსურის ცხორებისა მისთჳს საუკუნოჲსა, და აწ განმიზრახავს, რაჲთა დავადგრე შენ თანა და მოვითმინო სიმძიმე ცხორებისა შენისაჲ.
    2.     თხრობაჲ ზ
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: უკუეთუ ჰყო ეგე, ემსგავსო მდიდარსა მას, რომელი ემზახა გლახაკსა მას, რამეთუ გუესმა, ვითარმედ იყო ვინმე ჭაბუკი მდიდრისა ვისმე შვილი, და მამამან მისმან მოუთხო[ვ]ა ქალწული დიდებულთა შვილი ცოლად ძისა მისისა.
    4.     ხოლო მან არა ინება. და ილტოდა მამისაგან თჳსისა.
    5.     და სლვასა მას შინა მისსა იხილა ასული ვისმე გლახაკისაჲ სამოსლითა შეურაცხითა მჯდომარე კართა ზედა სახლისა თჳსისათა, იქმოდა ხელთსაქმარსა, და ჰმადლობდა ღმერთსა.
    6.     ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ვინ ხარ, დედაკაცო, ანუ რომელთა კეთილთა ზედა ჰმადლობ ღმერთსა?
    7.     ხოლო მან ჰრქუა: ჵ უნდოო ვინმე ცნობითა, არა უწყია, რამეთუ მცირემან წამალმან დიდთა სენთაგან იჴსნეს კაცი, ეგრეთვე მცირემან მადლმან მოჰმადლის უდიდესი?
    8.     ხოლო მე ასული ვარ ბერისა ვისმე გლახაკისაჲ და მოველი წყალობასა ღმრთისასა.
    9.     მაშინ ჴმა-უყო ჭაბუკმან დედაბერსა. ხოლო იგი განვიდა.
    10.     და ჰრქუა მას ჭაბუკმან: უკუეთუ გნებავს, მომეც ასული ესე შენი ცოლად.
    11.     ჰრქუა მას: არა ჯერ-არს ცოლად შენდა ასული გლახაკისაჲ, რამეთუ შენ შვილი ხარ მდიდართაჲ.
    12.     ჰრქუა მას ჭაბუკმან: რამეთუ ვიხილე სიბრძნე და გონიერებაჲ ასულისა შენისაჲ და მთნავს იგი ცოლად ჩემდა, და აჰა ესერა მდიდართა ასული დაწინდებულ იყო ჩემდა და მე არა ვინებე მიყვანებაჲ მისი.
    13.     და თუ შენ ჰყო, კეთილად მპოო, თუ უფალსა უნდეს.
    14.     ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ გთნდეს მიყვანებად ასული ჩემი, მამამან შენმან არა ინებოს.
    15.     ხოლო მან ჰრქუა: უკუეთუ არა ინებოს, მე აქა დავდგე.
    16.     ხოლო ჭაბუკი იგი შევიდა სახლსა მის ბერისასა, განიძარცუა სამოსელი თჳსი და შეიმოსა საგლახაკოჲ.
    17.     და იწყო ბერმან გამოცდად მისსა, და აღწონა გონებაჲ მისი.
    18.     და ვითარცა პო[ვ]ა გონიერად, და ვითარცა ცნა, თუ არა ტრფიალებისათჳს არს სიყუარული მისი, უპყრა ჴელი და შეიყვანა საუნჯესა თჳსსა.
    19.     და უჩუენნა საფასენი შუენიერნი, რომელ არასადა ეხილვნეს ეგევითარნი, და ჰრქუა: შვილო, ესე ყოველი შენი არს, და ამიერითგან იშუებდი.
    20.     და აღივსო სიხარულითა ჭაბუკი იგი.


18

     1.     25. ჰრქუა მას იოდასაფ, ვითარმედ: ჩემთჳს იყო სახე ესე, უფალსა თუ უნდეს;
    2.     ხოლო შენ იტყჳ, ბერმან გამოცადაო, და, შენ, ვითარ გნებავს გამოცდაჲ ჩემი?
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: რაჲთა გეშინოდის ღმრთისა და შეეყო ნებასა მისსა და განეშორო ვნებასა სოფლისასა და არა წარსწყმედს ღმერთი შრომათა შენთა, და არა განგიცდის უფროჲს ძალისა შენისა;
    4.     და მეცა ვევედრები უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა, სამებასა წმიდასა, რომელსა არა აქუს აღსასრული, საშინელსა და სახიერსა, ძლიერსა, მოწყალესა, უხილავსა, გამოუთქუმელსა, მეუფესა კაცთ მოყუარესა, მეცნიერსა და არა უცნაურსა,
    5.     რომლისაგან ძრწიან ყოველნი დაბადებულნი, რაჲთა წმიდა გყოს ჭეშმარიტი წინამძღუარი კეთილისაჲ და თითის საჩუენებელ ღმრთის მსახურებითა, ამხილველ ბრმათა, მსმენელ ყრუთა, მოყუარე წმიდათა და მოძულე ვნებათა, ვიდრემდის მიგაწიოს ჩუენითურთ ადგილთა მათ,
    6.     რომელ აღგჳთქუა პირითა წმიდათა წინაწარმეტყუელთაჲთა და მოციქულთაჲთა, რომელთა მიმართ გუაქუს სასოებაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად.
    7.     და სიტყუათა ამათ ზედა განჴურდა გული იოდასაფისი და იწყო ტირილად, და მერმე ჰრქუა ბალაჰვარს: რაჲ ზომისა წლისაჲ ხარ?
    8.     ხოლო მან ჰრქუა: ათორმეტისაჲ.
    9.     და ჰრქუა: ვითარ მეტყჳ მაგას, რამეთუ ხარ მოხუცებულად, სამეოცისა წლისა უმეტეს.
    10.     ჰრქუა ბალაჰვარ: ვინაჲთგან ვიშევ, სამეოცისა წლისაჲ ვარ, გარნა, რაჲთგან ღმერთსა სრულიად გაუსაკუთრე თავი ჩემი, ათორმეტი წელი არს, რამეთუ წინაჲს მკუდარი ვიყავ და ათორმეტით წლითგან ცოცხალ ვარ.
    11.     ჰრქუა იოდასაფ: და ვითარ მკუდარ არს კაცი, რომელი ჭამს და სუამს?
    12.     და უკუეთუ პირველი იგი ცხორებაჲ არა შეგირაცხიეს ცხორებად, თანა-გაც, რაჲთა სიკუდილიცა იგი მომავალი არად შეგერაცხოს.
    13.     ჰრქუა ბალაჰვარ: ანუ არა გაუწყებსა განწირვაჲ თავისა ჩემისაჲ შემოსლვითა შენდა?
    14.     რამეთუ უწყი სიბოროტე მამის შენისაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ არა მეშინის სიკუდილისაგან, უკუეთუ ოდენ მოვკუდე ღმრთის მსახურებასა შინა.
    15.     და ყოველივე ცხორებაჲ მისი თჳთეულად წარმოუთხრა და რომლითა მიზეზითა განვიდა უდაბნოდ.


19

     1.     26. ჰრქუა ბალაჰვარს იოდასაფ: მითხარ მე სახე სიბრძნისაჲ და რად აქუს ნათესავსა ამას ჩუენსა სიყუარული კერპთა მიმართ.
    2.     ხოლო მან ჰრქუა: კაცმან ვინმე შეიპყრა მჭურინავი და დაჰკლვიდა მას.
    3.     ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს გნებავს დაკლვაჲ ჩემი, რამეთუ არა არს ჩემ თანა განსაძღებელი შენი?
    4.     უკუეთუ განმიტეო, გასწავნე სამნი მცნებანი, და უკუეთუ დაიმარხნე, სცხოვნდე.
    5.     ხოლო მან ისმინა, და განუტევა.
    6.     ხოლო იგი დაჯდა რტოსა ხეთასა და ჰრქუა: აუწუთომელსა ნუ ეწუთები, გარდასრულსა ნუ ინანი, და რომელი შენ არა გინდეს, სხუასა ნუ უზამ და სცხოვნდე.
    7.     ხოლო უნდოდა გამოცდაჲ კაცისაჲ მის, თუ ვითარ დაიმარხნეს მცნებანი იგი.
    8.     და ჰრქუა: კაცო, უკუეთუმცა ცოდნილ იყავ და მე დაგეკალ, ჩემსა ინჩაჴუსა იდვა მარგალიტი სირაქლემისა კუერცხისა ოდენი, იგიმცა გამოგეღო, შენმცა დიდი საფასე შეგძენოდა.
    9.     და ვითარცა ესმა კაცსა მას, იწყო სინანულად და ენება შეპყრობაჲ მისი და დაკლვაჲ.
    10.     და ჰრქუა: ვინაჲთგან მცნებანი მასწავენ, სხუაჲ არა მაქუს ნაცვალი, რაჲთა მიგიზღო, აწ მო[ვ]ედ სახედ ჩემდა, რამეთუ ზამთარი ესე ფიცხელ არს და მე კეთილად გიღუაწო, და განგიტეო...
    11.     ჰრქუა მას მჭურინავმან: ცუდ არს სწავლაჲ მცნებათა ჩემთაჲ შენდა მიმართ, რამეთუ სამივე მცნებაჲ აწვე დაშალე: რამეთუ გარდასრულ არს გაშუებაჲ ჩემი და ინანი, და შეპყრობაჲ ჩემი აუწუთომელ არს და ეცდები,
    12.     და სიკუდილი შენი არა გნებავს და ჩემსა დაკლვასა ჰლამი, ხოლო მე გამოგცადე, თუ ვითარ დაიმარხავ მცნებათა.
    13.     თუ არს ჩემსა ინჩაჴუსა რასა მარგალიტი, ვითარცა მარგალიტი, სირაქლემისა კუერცხისა ოდენი, რამეთუ თჳთ ნაგრტენითურთ არცა ხოლო თუ ნასამალი ვარ სირაქლემისა კუერცხისაჲ.
    14.     აწ, ძეო მეფისაო, უკუეთუ ასწავებდე კაცთა უგუნურთა, არავე ირწმუნებენ და გარდაჴდებიან მცნებათა ღმრთისათა და თჳთ მოგონებულსა დაამტკიცებენ, რამეთუ ჴელითა თჳსითა შეუქმნიან კერპნი და ღმრთად თაყუანის-[სც]ემენ და იტყჳან: ესენი არიან მჴსნელნი ჩუენნი ბოროტისაგან.
    15.     და მონაგებთა მათთა წარაგებენ მათ ზედა, რამეთუ ეშმაკნი დამკჳდრებულ არიან მას შინა და მათსა ირწმუნებენ და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და წმიდაჲ სული, რომელი მამისაგან გამოვალს;
    16.     იგი ხოლო დამბადებელ და სხუანი დაბადებულ, იგი ხოლო უჟამო და სხუანი ჟამიერ, იგი ხოლო ძლიერ და ყოველნი უძლურ, იგი ხოლო მაღალ და ყოველნი მდაბალ, და ყოველი მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა,
    17.     და რამეთუ სახიერ, მოწყალე, სულგრძელ და კაცთ მოყუარე არს, და განუმზადებიან მორჩილთათჳს საშუებელნი, ხოლო ურჩთათჳს სატანჯველნი.
    18.     ამანვე სმგმ~ვნბმნ და ერთ-არსებით დიდებულმან გყვნა მეძიებელ ნებისა მისისა, რაჲთა ცხოვნდენ ძალითა ერთარსისა სამებისაჲთა.
    19.     ხოლო უკუეთუ დაიმარხნე მცნებანი მისნი, მერმე სცნა, თუ ვითარ ჯერ-არს მცნებაჲ მისი.


20

    1.     27. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საქმე, რომელი ჰნებავს ღმერთსა?
    2.     მიუგო: ესე არს მცნებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა რომელი გინდეს თავისა შენისათჳს, უყო მოყუასსა, და რომელი შენ არა გინდეს, სხუასა არა უყო და ლოცვასა ჰყოფდეს ღმრთისა მიმართ და ვედრებასა დღე და ღამე.
    3.     და გაქუნდეს ჯუარი მისი საძლეველად მტერთა მიმართ, რამეთუ მით მიჴსნა ვნებათაგან და ჴელთაგან სიკუდილისათა.
    4.     ჰრქუა ბალაჰვარს იოდას[ა]ფ: დამარხვითა მცნებათაჲთა მიემთხუჱვის კაცი ნებასა ღმრთისასა?
    5.     ჰრქუა ბალაჰვარ: ჰე, ჭეშმარიტად მიემთხუევის.
    6.     − და უკუეთუ ეგრეთ არს კეთილნი ესე, რომელ არიან სოფელსა შინა, რაჲსათჳს მოიძულენით?
    7.     ჰრქუა ბალაჰვარ: ორნი საქმენი მაწუევენ ჩუენ ამას.
    8.     პირველად ესე, რამეთუ გარდამატებულნი ესე კეთილნი ღმრთისანი არა ესწორებიან მცირედსა მუნ საშუებელსა სასუფეველისასა, და ვითა[რ]ცა ვინ იღუაწოს, უმეტესთა პატივთა მიეცემის და არა მცირედი შური იყოს მოყუსისაჲ მოყუსისა მიმართ,
    9.     რამეთუ არა სწორ იყუნენ ხარკისა გარდამჴდელნი ძღუნისა შემწირველთა, ხოლო მეორე: ნუუკუე ესე ჴელ-ყავ მოცემულთა ამათ საშუებელთა და მათ მიერ ჩავიჭრეთ უწესოთა საქმეთა და მიზეზ მექმნე წარწყმედისა.
    10.     ხოლო უკუეთუ განვეშორნეთ, უმეტესი მშჳდობაჲ და დაწყნარებაჲ გაქუს.
    11.     რამეთუ უკუეთუ ვინმე და[ა]ახლნეს საცხოვარნი ყანობირსა, ვერ გულ-პყრობილ არს, რამეთუ უკუეთუ მიერულოსა, ანუ უდებ იქმნეს, განჰრყუნიან საცხოვარნი, ხოლო ოდეს განაშორნის ყანისაგან, დაიძინის და განისუენის უზრუნველად.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: ყოველსა ჭეშმარიტად მეტყუელ ხარ, არამედ შე-ღა-სძინე სიტყუად, რაჲთა მეცა შევსძინო მტერობად და მოძულებად სოფლისა.
    13.     ჰრქუა ბალაჰვარ: ესე ცხად იყავნ წინაშე შენსა, რამეთუ მტერობაჲ სოფლისაჲ დააგებს ღმერთსა, და რამეთუ მოკლე არს ცხორებაჲ ესე და ადრე დაჰლევენ დღენი და ღამენი.
    14.     აწ ვიღუაწოთ განსლვად სოფლისაგან ნეფსით, რამეთუ უნებლივ განსლვად ვართ, დაღაცათუ განგრძელდეს ცხორებაჲ ჩუენი, სიკუდილი ეგრეცა თანა-გუაც.
    15.     მაშინ ყოველნი მონაგებნი განიბნივნენ და შენებულნი მაღალნი მოოჴრდენ, და უცნაურ იქმნას სახელი მისი, და აღიჴოცოს ჴსენებაჲ მისი, და განილიოს გუამი მისი,
    16.     რამეთუ შიშვ~ლი განიღონ სოფლით მისით და შთააგდონ მღჳმესა ბნელსა და დააგდონ მარტოჲ უცხოებასა შინა და სიგლახაკესა, დატევებული მოძულეთაგან, და განწირონ და მოიძაგონ ყოველთა: მეუღლემან, ძმათა და შვილთა.


21

    1.     28. ხოლო იოდასაფ ცრემლოოდა და ეტყოდა: სიტყუანი შენნი განმეწონნეს გულსა, აწ მეც სიტყუაჲ ცხორებისაჲ.
    2.     და ჰრქუა ბალაჰვარ: მე, ძეო მეფისაო, ფრიად მიყუარდა სოფელი ესე და შეყოფილ ვიყავ შუებათა მისთა, და ვითარცა განვიცადე და ვიხილე შეცვალებაჲ მკჳდართა მისთაჲ
    3.     და ვცან, ვითარმედ არავინ დაადგრების მას შინა, არცა დიდი და არცა მცირე, არცა ძლიერი და არცა უძლური, არცა ბრძენი და არცა სულელი.
    4.     და ვითარცა გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ მეცა ეგრეთვე განმავალ ვარ, ვითარცა განვიდეს იგინი, და შეცვალებად ვარ, ვითარცა შეიცვალნეს იგინი.
    5.     რამეთუ არა ვარ უდიდეს დიდთა მათ და უძლიერეს ძლიერთა მათ, და რომელი-იგი მოიწია მათ ზედა, მოწევნად არს ჩემდაცა, და რამეთუ ყოველნი წარვალთ და განვიბნევით.
    6.     და ვითარცა ესე გულისჴმა-ვყავ, ვიძიე თავისა ჩემისა უმჯობესი.
    7.     დაღაცათუ მძიმედ აღმიჩნდა, ვაიძულე თავსა ჩემსა და დავაყენე გულის თქუმათაგან და აღჳრ-ვასხენ ნებასა ჩემსა, რაჲთა არა წარმიტაცოს და შთამაგდოს შფოთთა სოფლისათა.
    8.     და მესმა სიტყუაჲ ღმრთისაჲ წიგნთაგან ზეგარდამოთა, ვითარმედ: ვყავ სოფელი ესე და ყოველი ხატი მისი წარმავალ.
    9.     აწ აღიღეთ საგზალი, რამეთუ წარხუალთ ქუეყანად უცხოდ.
    10.     ეკრძალენით, რამეთუ უეჭუელად განხუალთ, რამეთუ მე განმიმზადებიეს ადგილი საუკუნოჲ, რომელსა შინა არიან ორნი სადგურნი:
    11.     ერთი იგი არს სავანე ყოველთა კეთილთაჲ და საშუებელი გამოუთქუმელი მათთჳს, რომელთა შემიყუარეს და დაიცვნეს მცნებანი ჩემნი და მას შინა სუფევდენ უკუნისამდე.
    12.     ხოლო მეორე იგი სავანე არს სავსე სატანჯველითა, იწროებითა, სირცხჳლითა და შეურაცხებითა, აღზავებული რისხვითა, რაჲთა შური მიაგოს მოძულეთა ჩემთა.
    13.     ხოლო მე, რაჟამს მესმა ჴმაჲ ესე, ვცან, რამეთუ სამართალ არიან სიტყუანი მისნი.
    14.     და აღვიღე საგზალი, რაჲთა მივიწიო სავანესა მას მშჳდობისასა, და ვივლტი სავანისა მისგან საშინელისა და ფრიად მეშინის, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი, გარნა უმეტეს არიან მოწყალებანი ღმრთისა ჩუენისანი.
    15.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ შესაძლებელ არს შესლვაჲ სავანესა მას კეთილსა?
    16.     რაჲთა დაუტეო სოფელი და ყოველნი ზრუნვანი მისნი, რამეთუ თანა-აც კაცსა ბრძენსა, რაჲთა წურთიდეს თავსა თჳსსა, ვითარცა წურთინ კეთილი წინამძღუარი სამწყსოსა თჳსსა.
    17.     და შიში ღმრთისაჲ ყოვლადვე და მარადის გონებასამცა თჳსსა შინა არს, რამეთუ იტყჳს მეფსალმუნე: დასაბამი სიბრძნისაჲ შიში ღმრთისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი.
    18.     და ესე უწყოდე, რამეთუ ვერ შეიკრიბის კაცმან ერთმან ყოველი სწავლულებაჲ;
    19.     ანუ ვინ კაცთაგანი შემძლებელ არს ყოველთა საჭმელთა და სასუმელთა, რომელნი იხილნეს და გული უთქმიდეს, ერთბამად მიღებად, არამედ ძალისაებრ მცირედ-მცირედ მიიღის.
    20.     ხოლო ესეცა უწყოდი, რამეთუ ეშმაკი მოართუამს გონებასა და ეტყჳს: უკუეთუ არა უტყუვი ღმერთსა, იმარხე ორმეოცით და ძაძითა, ნაცრითა და ტირილითა იქცეოდე.
    21.     ესევითართა ძნელოვანთა აწუევს, ანუმცა ამით მოაწყინა და შეარყია, ანუმცა მეტად აღზუავა და მერმე ქუეყანად დააკუეთა და ურვასა მრავალსა შეაყენა.
    22.     ესე ჯერ-არს, რაჲთა დაიჭირო თავი შენი საზომსა და გეშინოდენ ღმრთისაგან.
    23.     ესე შეიკრძალე და შეისწავე და ჯუარითა შეიჭურე და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ ყოველთა შინა საქმეთა შენთა, რამეთუ არა არს ძალი და ღონე, რომლითა წინააღუდგეთ ღონეთა მტერისათა, გარნა უფლისა ჩუენისა ი~ჳჲს ქრისტეს მიერ დავსცეთ.


22

    1.     30. ჰრქუა იოდასაფ: მაუწყე დიდებაჲ ღმრთისაჲ!
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: გამოუთქმელ არს ხატი ღმრთეებისაჲ და გონებაჲ ვერ მისწუთების გამოძიებად და ვერცა ყოველნი ენანი შემძლებელ არიან ღირსებით ქებად მისსა,
    3.     რამეთუ მიუწდომელ არს დაბადებულთაგან მეცნიერებაჲ მისი, გარნა რომელი მან გამოაცხადა პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა, იგი გამოეცხადა სოფელსა, რომელი-იგი პირველითგან იყო მამისა თანა, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.
    4.     მან გამოთქუა იგი ჭეშმარიტად, რამეთუ თუალთ-შეუდგამ არს ხატი მისი, და მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა წამეს მისთჳს, და (ა)რწმუნეს კაცთა ნიშებითა და სასწაულებითა, რომელთა იქმოდეს სახელის დებითა მისითა,
    5.     რამეთუ მკუდართა აღადგენდეს, ბრმათა აღუხილვიდეს, მკელობელთა ავლენდეს, კეთრო[ვ]ანთა განსწმედდეს, ეშმაკთა განასხმიდეს და ყოველთა სნეულებათა ჰკურნებდეს, რომელი ვერვის სხუასა ძალ-უც ყოფად ეგევითარისა ძალისა
    6.     და ყოველსავე, რაჲცა ენებოს, იქმს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა.
    7.     ჰრქუა იოდასაფ: რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა?
    8.     მიუგო ბალაჰვარ: ცანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა, სულიერნი და გუამნი.
    9.     და რამეთუ უკუეთუ იხილო ჭურჭელი რაჲმე შექმნილი, დაღათუმცა მოქმედი არა ჰნახე, სწამევე რამცა, ვითარმედ უვის შემოქმედი.
    10.     და ეგრეცა ნაშენები, დაღაცათუ მაშენებელი ვერ იხილო, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი.
    11.     ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე აგებულებაჲ ჩემი, ვცან, რამეთუ მივის შემოქმედი და ვითარცა ენება, დამბადა და გამომხატა თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
    12.     და უკუეთუმცა მე ვიყავ დამბადებელი თავისა ჩემისაჲ, უმეტესმცა ვყავ თავი ჩემი სიშუენიერითა და სისრულითა ჰასაკისაჲთა.
    13.     ხოლო ღმერთმან, რომელმან დამბადა, მყო მე რომელთამე უდარეს და რომელთამე უმჯობეს.
    14.     ხოლო გულისჴმა-ვყავ ესეცა, რამეთუ განმიყვანებს ამის ცხორებისაგან თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
    15.     და ვითარ გულისჴმა-ვყავ და ვცან საქმე ცხორებისა ჩემისაჲ, ვითარმედ ვერას შემძლებელ ვართ შემატებად, გინა დაკლებად ჰასაკისა და ვერცა განახლებად დაძუელებულისა და ვერცა კუალად შედგმად,
    16.     თუ რაჲ მოჰვარდეს ასოთაგანი, და ვერცა შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა, და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა.
    17.     და მერმე ვხედევდ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა, და ქცევასა სამყაროთასა.
    18.     და ამით გამო ვცან, რამეთუ ყოველთა უვის დამბადებელი, და არა არს მსგავს დაბადებულთა.
    19.     და უკუეთუმცა მსგავს იყო მათსა, მის ზედაცამცა მოიწეოდა, რომელნი მოიწევიან დაბადებულთა ზედა, რამეთუ ვითარცა თქუა, იქმნეს, და ოდეს ინებოს, აღასრულებს და კუალად აღადგენს, ვითარცა პირველ იყვნეს.
    20.     რამეთუ ბრძანებაჲ მისი უგანმკუეთელეს არს მახჳლისა ორპირისა და უმალეს არს კამკამებასა ელვისასა, და ენებოს თუ, განაქარვებს და კუალად მოაგებს, და კურთხეულ არს და დიდებულ სახელი მისი უკუნისამდე.


23

     1.     31. ჰრქუა იოდასაფ: ყოველივე ეგე ჭეშმარიტად სწამე, გარნა ვინაჲ სცან, თუ ყოფად არს აღდგომაჲ შემდგომად სიკუდილისა და მიგებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ?
    2.     მიუგო ბალაჰვარ: ორთა საქმეთაგან საცნაურ არს, რამეთუ განწვალებულ არს ცხორებაჲ მორჩილთა და ურჩთაჲ სოფელსა ამას შინა, და რამეთუ ვხედავთ მრავალთა ურჩთა შუჱბით,
    3.     ხოლო მორჩილთა ვხედავთ, რამეთუ ჭირითა და შეურაცხებითა განვლენ სოფლისა ამისგან, და ამით უწყი, რამეთუ მართლმსაჯულმან ღმერთმან ამისთჳს არა ადიდნა მორჩილნი იგი მისნი, რაჲთა აღდგომასა მას უმეტესი პატივი უყოს მათ, რამეთუ ურჩნი იგი დასაჯნეს საქმეთა მათთაებრ.
    4.     ხოლო მეორედ საცნაურ არს ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რომელნი-იგი თჳთმხილველ იქმნნეს დიდებასა ღმრთეებისასა, ამისთჳსცა ახარებდეს მისაგებელსა საუკუნოსა მორჩილთათჳს და განაკრძალებდეს სატანჯველთათჳს საუკუნოთა.
    5.     და რამეთუ ამისთჳს შევიწყნარეთ წამებაჲ მათი, რაჲთა აჩუენებდეს ნიშებსა და სასწაულებსა კაცთა შორის ძალითა მხოლოდ შობილისა ძისა ღმრთისაჲთა, რომელ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.


24

    1.     32. ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲთგან მოციქულნი ამისვე კაცობრივისა ნივთისანი იყვნეს, ვითარ ჰგონებ, თუ ჭეშმარიტსა იტყოდეს?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: ამისთჳს უწყი ჭეშმარიტებაჲ, ვითარცა პირველ ვთქუ, რამეთუ შეუდგეს უფალსა ჩუენსა და განეყენნეს მონაგებთაგან და შეუდგეს სიგლახაკესა,
    3.     და რამეთუ გლახაკთა სიტყჳთ განამდიდრებდეს და თჳთ უჴამლონი და თავშიშუელნი ერთითა სამოსლითა მიმოვიდოდეს და აჭირვებდეს თავთა თჳსთა, და ეგრეთვე სხუათა აწურთიდეს,
    4.     და უკუეთუ იყვნეს ცრუ მოწამე და მტყუარ, არამცა ესევითართა იწროთა და საჭიროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, არამედ უფროჲსმცა წინაუყოფდეს, რომელი შეაშუნს კაცთა, და ვრცელი და ფართოჲ კარიმცა უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ.
    5.     და მი-მცა-უშუეს გულის-თქუმათა და შუებათა მიმართ, და ესევითარითამცა ცხორებითა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, და არამცა ლოცვითა და მარხვითა, და ჭირითა და გლახაკობითა განაკრთვნეს გულნი კაცთანი.
    6.     ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუმცა აღ-ვინმე-დგა კაცი და სიცრუვით იტყოდა თავსა თჳსსა მოციქულად ღმრთისა, ვითარ საცნაურ არს, თუ ჭეშმარიტსა იტყჳს ანუ უცნაურსა?
    7.     ჰრქუა ბალაჰვარ: დაფარულთამცა მისთა გამოაცხადნეს საქმენი მისნი, რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან.
    8.     და სხრბ~სა ასწავებენ და იგინი მანკიერებითა სავსე არიან, და ვერცა შემძლებელ არიან ყოფად სასწაულებსა, რომელიმცა კაცთაგან შეუძლო ყოფად.


25

     1.     33. და ვითარცა ესევითართა სწავლათა ასწავებდა ბალაჰვარ ძესა მეფისასა და განმრავლდა შემოსლვაჲ ბალაჰვარისი წინაშე იოდასაფისსა, ჰრქუა მას ზანდან მზარდულმან:
    2.     შენ უწყი, ძეო მეფისაო, ვითარ ერთგულებისა ჩემისათჳს დამადგინა შენ ზედა მამამან შენმან, და აწ განკჳრვებულ ვარ საქმესა ზედა ამის კაცისასა, რომელი შემოვალს შენდა ყოველსა ჟამსა, და მეშინის, ნუუკუე მათგანი იყოს, რომელ სძულან მამასა შენსა.
    3.     აწ თუ თუნდა, დააცადე საქმე ესე და განზრახვაჲ მის თანა, და თუნდა, უბრალო მყავ და ვაცნობო მამასა შენსა;
    4.     და თუ ესე არა გნებავს, განმიყვანე მე შენგან და ნაცვალად ჩემდა მამამან მოგცნეს სხუანი მსახურნი, და მე განმათავისუფლე რისხვისაგან მამისა შენისა.
    5.     ჰრქუა იოდასაფ: პირველად ესე ყავ, რაჲთა დასდგე ფარულად უკუანა კერძო კრეტსაბმელისა და ისმინო, რასა-იგი მეტყჳს მე, და მერმე, რაჲცა გნებავს, იგიცა ყავ.
    6.     და ვითარცა შემოვიდოდა ბალაჰვარ წინაშე იოდასაფისსა, უკუდგა ზანდან უკუანა კერძო კრეტსაბმელისა.
    7.     და იწყეს სიტყუად ურთიერთას.
    8.     და ჰკითხვიდა იოდასაფ საქმეთა საწუთოჲსათა.
    9.     ხოლო ბალაჰვარ იწყო გამოთქუმად ამაოებათა ამის საწუთოჲსათა და ჰრქუა: შეუგავს მეძიებელთა საწუთოჲსათა, რაჲთა აღირჩიონ საუკუნოჲ იგი წარუვალი საშუებელი, და რად არა გულისჴმა-ჰყოფენ მსწრაფლ-წარმავალობასა სოფლისა ამის დიდებისასა,
    10.     რამეთუ ხედვენ ადრე განქარვებასა საფასეთასა, და რომელნი-იგი შეიკრებენ, ცუდად შურებიან, რამეთუ შემდგომად მცირედისა სხუანი ეუფლებიან შენაკრებთა მათთა.
    11.     აწ რომელიმე საქმე საწუთოჲსაჲ საქებელ არს, ანუ რომელნი საფასენი ჰგიან განუხრწნელად.
    12.     ხოლო რომელთა გარდაემატოს ა~ქნ სიმდიდრე, მუნ პოონ ჭირი და სიგლახაკე, და რომელთა მოიგონ აქა პატივი, მუნ პოონ შეურაცხებაჲ.
    13.     და სხუაჲცა მრავალი ასწავა ესევითარი.


26

     1.     34. და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზანდანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნეს სიტყუანი ბალაჰვარისნი, და ჰრქუა: არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ისი და გრძნეული, რამეთუ ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელი ესე საწუთოჲსაჲ?
    2.     ჰრქუა მას ზანდან: არა გიჴმს, ძეო მეფისაო, ზაკულებაჲ ჩემ თანა, რამეთუ ზრახვაჲ ესე ნათელ არს და ჩუენ გუასმია და ვიცით სიტკბოებაჲ მისი დიდი.
    3.     ხოლო ოდეს შეაჩუენნა მეფემან კაცნი იგი ღმრთის მსახურნი და განასხნა ქუეყანისა ამისგან, მუნიერითგან არღარა გუასმიეს სიტყუაჲ ესევითარი.
    4.     და უწყით, რამეთუ სიცოფით დაუტევეთ იგი და შევიყუარეთ წუთი ესე წარმავალი.
    5.     ხოლო შენ, ძეო მეფისაო, უკუეთუ გთნავს და გამოგირჩევიეს ესე, შეიყუარებ და თავს-იდებ სიმძიმესა მისსა და მის თანა რისხვასაცა მეფისასა და წინააღდგომასა ერისასა, გიხაროდენ უკუე პატივსა შინა ზეცისასა და ცხორებასა შინა საუკუნესა!
    6.     ხოლო მე მიუდრეკივარ სიყუარულსა სოფლისასა და შიშსაცა მამისა შენისასა, არამედ არა უვარ-ვყავ სიმდიდრეს[ა] მაგის საქმისასა.
    7.     ხოლო შენ მიბრძანე, თუ რომლითა ღონითა განვერე რისხვასა მამისა შენისასა, რამეთუ დავფარე აქამომდე საქმე ესე მეფისაგან!
    8.     ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუ დაჰფარო საქმე ესე მეფისაგან, უწყოდი, რამეთუ იგიცა ერთგულებაჲ არს წინაშე მისსა, რაჲთა არა შეაგდო იგი ურვასა და მწუხარებასა და წარუკუეთო მას სასოებაჲ შვილიერობისაჲ და შევარდეს გულის კლებასა.
    9.     ხოლო ჩემგან უშიშ იყავ ამიერითგან და იქმოდი და იტყოდი, რაჲცა გნებავს.
    10.     რამეთუ გულისჴმა-მიყოფია ამაოებაჲ ამის სოფლისაჲ და მიცნობია, რამეთუ არარაჲ არს კაცი, გარნა მატლი და წუთხი, მტუერი და ნაცარი, და ამისთჳს არა ვზრუნავ ჴორცთასა, რამეთუ არა არიან, ხოლო სული არს, რომელი იგრძნობს ტკივილთა, გინა შუებათა.
    11.     აწ მისთჳს ჯერ-არს ზრუნვაჲ, რაჲთა მას საუკუნესა არა მიეცეს ტანჯვასა დაუსრულებელსა, ცეცხლსა და მატლსა დაუძინებელსა, და ბნელსა გარესკნელსა, და ესეცა უწყოდე,
    12.     რამეთუ მე მიპოვნია მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, დამბადებელი ცათა და ქუეყანისაჲ და შემოქმედი ყოველთა დაბადებულთაჲ და მისგან მეშინის და მისგან ვძრწი და მას თაყუანის-ვსცემ,
    13.     რამეთუ იგი არს მეუფე მეუფეთაჲ და მას აქუს უფლებაჲ სულთა და ჴორცთაჲ, და მისი არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე.


27

     1.     35. ხოლო ბალაჰვარს ენება წარსლვაჲ და იჯმნა ძისაგან მეფისა, ხოლო იგი ფრიად შეწუხნა და ვერ დაითმენდა განშორებასა მისგან.
    2.     და ჰრქუა: ვერ თავს-ვიდებ თჳნიერ შენსა ყოფასა და გევედრები, რაჲთა წარმოვიდე შენ თანა და ერთგან ვიყოფოდით მოყუასთა შენთა თანა.
    3.     მიუგო ბალაჰვარ: ძეო მეფისაო, სახე ეგე მსგავს არს სახესა მას, რამეთუ იყო ვინმე კაცი დიდებული და ესუა მას ძე საყუარელი.
    4.     და ძისა მის მისისათჳს ნუკრი გაზარდა და ეჟუანი შეაბა ყელსა მისსა.
    5.     ხოლო იგი განვიდის ველად, რაჲთა ძოოს.
    6.     ხოლო ჟამსა ერთსა შეეყო სხუათა ქურციკთა და თანა განჰყვა იგი მაღნართა შინა.
    7.     და ვითარცა ცნეს, რამეთუ ნუკრი იგი წარვიდა უშინაგანესთა მაღნართა, და წარვიდეს ძიებად ნუკრისა მის განმზრდელნი იგი მისნი და პო[ვე]ს იგი სხუათა თანა ნადირთა.
    8.     ხოლო იგი დაჴოცნეს და ნუკრი შეიპყრეს და წარმოიყვანეს.
    9.     ეგრეთვე ჩუენ შეგუამთხჳო, მე და მოყუასთა ჩემთა.
    10.     და ვერცა სასოებაჲ შენი სრულ იქმეს, და ვერცა შემძლებელ ხარ ჭირთა მათ დათმენად, რომელთა მე და მოყუასნი ჩემნი მოვითმენთ.
    11.     და უწყოდე ესეცა, რამეთუ უმჯობეს არს, რაჲთა დაითმინო აქავე და, თუ ენებოს ღმერთსა, სხჳთა ღონითა ჰპოო, რაჲთა სათნო-ეყო უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.


28

     1.     36. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საზრდელი თქუენი, რომლითა სცხოვნდებით უდაბნოსა მას შინა?
    2.     მიუგო მან: მწუანვილთაგან ქუეყანისათა ვიზრდებით.
    3.     ხოლო ოდეს მოგუაკლდის, მოვიღებთ ძმათაგან ჩუენთა მორწმუნეთა.
    4.     ჰრქუა იოდასაფ: წარიღე საფასე, რაოდენიცა გნებავს, რომელ კმა-გეყოს შენ და მოყუასთა შენთა!
    5.     მიუგო: ვითარ მისცემ საფასესა მოყუასთა ჩემთა, რამეთუ უკუანაჲსკნელი მათი უმდიდრეს შენსა არს?!
    6.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ არს უგლახაკესი მოყუასთა შენთაჲ უმდიდრეს ჩემსა, რამეთუ იტყჳ ფრიად უპუარობასა მათსა?!
    7.     მიუგო ბალაჰვარ: ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ თქუენგანსა რომელსა აქუს, სხჳსათჳსცა ზრუნავს, და ფრიად შფოთებს და განილევის, და ზე და ქუე ეკუეთების, რაჲთა უმრავლესი შეიკრიბოს;
    8.     ხოლო მოყუასთა ჩემთაგანი არცა ერთსა რას ზრუნავს არცა თუ ჭამადთათჳს, არცა შესამოსელთა, რამეთუ მდელოთა მათგან საზომისაბერ იჴუმევს და მათ ზედა ადიდებს ღმერთსა,
    9.     რამეთუ დაუტეობია სიმდიდრე სოფლისაჲ და საშუებელნი, იხარებენ და იშუებენ სულითა, რამეთუ მოელიან სასუფეველსა ცათასა.
    10.     ხოლო რომელნი ეძიებნ აქა სიმდიდრესა, მდიდარ თუ იყვნენ, გლახაკვე არიან გონებითა და ვერ განძღებიან;
    11.     ხოლო მოყუასნი ჩემნი ფრიადითა მყუდროებითა იქცევიან აქა, რამეთუ საუნჯენი მათნი ცათა შინა, დაუნჯებულ არიან მუნ, სადა არცა მპარავი განიპარავს, არცა მღილი განჰრყუნის, რომელთა-იგი შენცამცა ზიარ ხარ მათ შინა შუებად უკუნისამდე.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: რაჲთა უწყით ჭეშმარიტებაჲ საქმისა მაგისი?
    13.     და მან ჰრქუა: ამით უწყით ჭეშმარიტი – ოდეს მოყუასთა ჩემთაგანი განვიდოდის ჴორცთაგან, ვხედავთ ანგელოზთა ნათლისათა, მოსრულთა წარყვანებად სულისა მისთჳს, რომელი ბრძანებულ იყოს უფლისაგან, და გუესმის გალობაჲ ტკბილი, რომელი გამოვალს პირთაგან ანგელოზთასა;
    14.     და ვითარცა განიყვანონ სული იგი, აგუეჴდების საბურველი თუალთაგან ჩუენთა, და ვხედავთ სულსა მას ტჳრთულად ჴელთა შინა ანგელოზთასა და აღმავალად ზეცას, და მივაყვანებთ თუალთა ჩუენთა, ვიდრემდის განვლნიან ბნელნი იგი ჰაერის მცველნი.
    15.     ხოლო საფასე, რომელი გეგულების მოცემად მოყუასთა ჩემთა, ყოველი მიეც გლახაკთა.
    16.     და უღონოთა, ხოლო მე არა ვარ მოციქული მოყუასთა ჩემთაჲ, რაჲთამცა მივართჳ გესლი, რომელი აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, და ვითარ მივართუა მტერი იგი, რომელი მოაკუდინეს და დათრგუნეს ფერჴითა!
    17.     და რომელნი იგი მდიდარ არიან, ვითარღა მიიქცენ სიგლახაკედ და იწყონ შფოთებად!
    18.     ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲ არს სამოსელი თქუენი?
    19.     ხოლო მან ჰრქუა: სამოსელი ჩუენი არს ძუელი, დაბებკული, ნაგევთაგან შეკრებული.
    20.     ჰრქუა იოდასაფ: მიიღე სამოსელი მოყუასთა შენთათჳს.
    21.     ჰრქუა ბალაჰვარ: არავინ ჩუენგანი დაიუნჯებს სამოსელსა, რამეთუ ერთი იგი ჰმოსიეს, რომლითა დაიფარავს უძლურებასა ჴორცთასა, და რომელი მოელოდის მწუხრითგან ვიდრე ცისკრადმდე სიკუდილსა, რად უჴმს მას ორი სამოსელი ეგე, რომელი გმოსიეს!


29

    1.     37. ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲ არს სამოსელი ეგე, რომელი გმოსიეს?
    2.     მიუგო ბალაჰვარ: ესე სამოსელი შევიმოსე, რაჲთა მოვიდე შენდა, რაჲთა არავინ განჰკრთეს სახესა სამოსლისა ჩემისასა.
    3.     რამეთუ სახე ესე მსგავს არს სახესა, რომელსა ესუას ნათესავი ტყუეობასა შინა და შეცვალებითა სამოსლისაჲთა შევიდის ქუეყანასა მას მტერთასა, რაჲთა ღონის ძიებითა გამოიჴსნას ტყუე იგი.
    4.     ხოლო მე ვითარცა მეუწყა შენი, ვითარმედ ჭეშმარიტსა ეძიებს და გწადს ჴმაჲ მახარებელისაჲ და დავინახე ადგილი სათესავი, გამოვედ ქუეყანით ჩემით საყოფელით, და შევიმოსე სამოსელი ესე, რამეთუ მომცა კაცმან მორწმუნემან, ღმრთის მოშიშმან, და მოვიწიე შენდა.
    5.     და აწ ძალითა ქრისტესითა მიჴსნიხარ მტერთაგან, რამეთუ გაუწყე მცნებაჲ ღმრთისაჲ და სჯული მისი, და რამეთუ მეძავ არს სოფელი ესე და სიყუარულსა ერთისა თანა არა დაადრგების.
    6.     ხოლო მე, რაჟამს მივიწიო ადგილსა მას, რომელსა შევიმოსე სამოსელი ესე, მუნვე განვიძარცო და შევიმოსო სახე და სამოსელი მოყუასთა ჩემთაჲ, და უკუეთუმცა მიხილე ხატითა და სამოსლითა მოყუასთა ჩემთაჲთა, არღარამცა გწადოდა მოსლვაჲ ჩემ თანა.
    7.     მაშინ ილოცვიდა, რაჲთა ეჩუენოს ხატითა და სამოსლითა მით.
    8.     ხოლო ბალაჰვარ განიძარცუა სამოსელი იგი, რომელი ემოსა ზედა კერძო, და იყო ყოველი გუამი მისი გამჴმარ და დამჭკნარ.
    9.     და ტყავი ოდენ გარდართხმულ ძუალთა ზედა.
    10.     ხოლო ემოსა ნახეთქი რაჲმე ძაძისაჲ, რომელი შემოედვა უპითგან, ვითარცა ნახევარ წჳვთამდე.
    11.     და ვითარცა იხილა იოდასაფ სახე იგი ღმრთის მსახურებისაჲ, აღიჩ(ჩ)უა გული მისი და იწყო ტირილად.
    12.     და აღიძრნეს ყოველნი ნაწლევნი მისნი და ჰგოდებდა, ვითარცა ვინ გოდებს ზედა შვილსა საყუარელსა.


30

     1.     38. და ჰრქუა: ვინაჲთგან არა განმიყვანებ მე შენ თანა, მომეც მე სამოსელი ეგე ძაძისაჲ, და სხუაჲ მიიღე ჩემგან, ვითარიცა გნებავს.
    2.     ხოლო იგი მორჩილ ექმნა მას და მისცა სამოსელი იგი ძაძისაჲ და სხუაჲ შეიმოსა ძუელი და ნაჴმარები.
    3.     ხოლო იგი ეტყოდა, რაჲთა მიიღოს ახალი.
    4.     ჰრქუა ბალაჰვარ: არა ჯერ-არს, რაჲთა მივიღო ძუელისათჳს ახალი.


31

     1.     39. და ამცნებდა და ეტყოდა: ძეო მეფისაო, მე მონა ვარ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და აღმისრულებიეს სრბაჲ ჩემი შენდა მიმართ, ვითარცა მიბრძანა მე სულმან წმიდამან, რამეთუ მე ყოველნი სამართალნი მისნი დაგისხენ წინაშე შენსა.
    2.     ხოლო აწ მნებავს სრბაჲ ესე სხუათა მიმართ და ძიებად ადგილსა სანაყოფოსა, რაჲთა ვსთესო მას შინა.
    3.     და აწ განვალ და გამცნებ: დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ და გაუწყნა სამართალნი მისნი, და ღირს მისდა გიჩინა შენ!


32

    1.     40. ხოლო შენ განეკრძალე, რაჲთა არა გარდაჰჴდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა, და მე ვევედრები ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოველთა კეთილთასა,
    2.     რაჲთა განგაძლიეროს ყოველსა შინა კუეთებასა მტერთასა და მოგცეს შენ სიბრძნე სიმჴნით და მოთმინებაჲ, რაჲთა მყუდროებით იყვნენ დღენი შენნი და რაჲთა არა მძლე გექმნეს მტერი ჩუენი ეშმაკი და განჰვარდე დიდებისაგან ღმრთისა.
    3.     ხოლო მე მეშინის, რამეთუ ძე ხარ მეფისაჲ და შუებით და ფუფუნებით აღზრდილ, ნუუკუე სულმოკლე იქმნე და შესცთე გზისაგან ჭეშმარიტისა და იწყონ შენ ზედა უფლებად ვნებათა.
    4.     მიუგო დასფ და ჰრქუა: შენ მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისაჲ, არამედ მონაჲ და ძე მეუფისა უკუდავისაჲ, ხოლო ღმერთმან განადიდა კეთილი მისი შენ მიერ ჩემ ზედა,
    5.     რამეთუ მიზეზ მექმენ მეცნიერებასა ღმრთისასა და დამადგინე გზასა ჭეშმარიტებისასა და განმარინე საბრჴეთაგან ეშმაკისათა.
    6.     და დიდ არს ჩემ ზედა მისაგებელი შენთა კეთილთაჲ ჩემდა მომართ, და ვერ შემძლებელ ვარ ღირსად მადლისა მიცემად, ვითარ-იგი ჯერ-არს შენდა, არამედ ვესავ ღმერთსა, რომელმან მიგაგოს ჩემ წილ, რამეთუ მის თანა არს სისრულე მისაგებელთაჲ.
    7.     და მან სრულ-ყოს საქმე კეთილისაჲ შენ თანა.
    8.     და უკუეთუ დაადრგე ჩემ თანა, საშუებელ ხარ სულისა ჩემისა, და უკუეთუ წარხუალ, ნუ განგუაშორნეს ღმერთმან ნებისაგან მისისა.
    9.     და მოიკითხნეს ურთიერთას, და წარვიდა ბალაჰვარ საყოფელ~დ თჳსად.


33

     1.     ცხორებაჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა იოდასაფისი, ძისა მეფისაჲ, რომელი მოაქცია წმიდამან მამამან ბალაჰვარ, და მან მოაქცია მამაჲ თჳსი აბენეს მეფე და ქუეყანაჲ ჰინდოეთისაჲ მონებად ქრისტესა
    2.     41. ამიერითგან იწყო მარხვად და ლოცვად იოდასაფ ღმრთისა მიმართ.
    3.     და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად, და ტირილითა და სულ-თქუმითა აღასრულებდა ლოცვათა თჳსთა.
    4.     ხოლო ზანდან მზარდული დასნეულდა შიშისაგან მეფისა.
    5.     და ვითარცა ცნა მეფემან სნეულებაჲ, წარავლინნა მკურნალნი, რაჲთა შეუძლონ ცნობად, თუ რომლითა მიზეზითა სნეულ არს.
    6.     ხოლო მათ ვითარცა განიცადეს, წარვიდეს და ჰრქუეს მეფესა: მეფეო, სენი ისი ზანდანისი არა არს სნეულებისაგან, არამედ გულის კლებისა.
    7.     ხოლო მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲმე არს მწუხარებაჲ გულისა მისისაჲ, ნუუკუე განაყენა ვინმე ძე ჩემი სჯულისაგან ჩემისა და იგი ელმის ზანდანს, მზარდულსა ძისა ჩემისასა?!
    8.     და აღდგა და წარვიდა ხილვად მისსა, რაჲთა ცნას, თუ რაჲ სჭირს, ანუ რად მწუხარე არს.
    9.     ხოლო ზანდანს ვითარცა ესმა მეფისა მისლვაჲ, შეძრწუნდა და წინა მიეგება მას.
    10.     და ჰრქუა მეფემან: რაჲ გელმის, ზანდან?
    11.     ხოლო მან მიუგო: ურვამან დიდმან შემიპყრა და ფრიად შემაურვებს და ძლიერად შემაშფოთებს, რამეთუ ძემან შენმან უვარ-ყო სჯული შენი და ქრისტესა შეეწყნარა, და ამისთჳს შეუპყრივარ სნეულებასა.
    12.     ხოლო მან ჰრქუა: და ვინ~ჲ ყო ესე?
    13.     ხოლო მან ჰრქუა: ბალაჰვარ, რომელ შენ განუტევე, მომეპარა, და მან აცთუნა იგი.


34

     1.     42. და შეუძინდა ესე და იქცა პალატად.
    2.     და მოუწოდა კაცსა ერთსა თანამზრახველსა და ვარსკულავთ მრიცხველსა, რომლისა სახელი რაქის, და ჰრქუა: რაჲ ვყო, რამეთუ ძე ჩემი განდრეკილ არს სჯულისაგან ჩემისა?
    3.     ხოლო მან ჰრქუა: პირველად ჯერ-არს, რაჲთა ვეზრახნეთ და ვამხილოთ ცთუნებაჲ მისი, და უკუეთუ ვერ ვარწმუნოთ, სხუაჲ ღონე ვიძიოთ.
    4.     და მეყსეულად წარვიდეს იოდასაფისსა.
    5.     და ვითარცა მოიკითხნეს, დასხდეს.
    6.     და ჰრქუა მეფემან ძესა თჳსსა: შვილო, რაჲ არს ცთომილებაჲ შენი, მითხარ!
    7.     ხოლო მან ჰრქუა: ჭეშმარიტად მისდა შედგომილ ვარ, რომელმან შემქმნა და დამბადა, ხოლო შენ დაგიტეობია დამბადებელი და დაბადებულთა ჰმსახურებ,
    8.     და უკუეთუ შენ მისმინო და თაყუანის-[ს]ცე ღმერთსა მას, რომელმან შექმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მას დაუბადებიან, და მას თაყუანის-სცე, შენდაცა ნეტარ იყოს და ჩუენდაცა.
    9.     ხოლო მან წარიკუეთა სასოებაჲ დარწმუნებისათჳს მისა და ჰრქუა: ჭეშმარიტსა იტყოდეს ფილოსოფოსნი იგი, ვითარმედ წინააღმდგომი სჯულისა შენისაჲ იქმნების ყრმაჲ ეგეო.
    10.     და აღდგა და დამძიმებული წარვიდა პალატად თჳსად.
    11.     და ჰრქუა რაქი[ს]: რაჲ ღონე ვყოთ აწ?
    12.     ხოლო მან ჰრქუა: ვიცი კაცი, რომლისა თანა სწავლულ ვარ და არავინ იცნობს მას ქუეყანასა ამას, და არს იგი სჯულისა ჩუენისაჲ და ფრიად სწავლული სიბრძნისაჲ, და სახელი მისი ნაქორ.
    13.     იგი მოვიყვანოთ, რამეთუ ფრიად მსგავსი არს ბალაჰვარისი ფერითა და ჰასაკითა, და შევჰმოსოთ სამოსელი, ვითარი უნახავს ზანდანს ბალაჰვარს ზედა.
    14.     ხოლო ჩუენ განვიდეთ ძიებად ბალაჰვარისთჳს, დაღაცათუ შეუძლებელ არს პოვნაჲ მისი ჩუენგან, ვჰრქუათ ძესა შენსა, ვითარმედ წარვალთ ძიებად მოძღურისა შენისა, და უკუეთუ ვპოოთ, მოვიყვანოთ წინაშე შენსა.
    15.     ხოლო ჩუენ წარვიდეთ და ნაცვალად ბალაჰვარისსა, მოვჰგუაროთ ნაქორ.
    16.     ხოლო მან თქ~ს, თუ ტყუვილით გითხარ ყოველი, რამეთუ მტერი ვიყავ მამისა შენისაჲ.
    17.     და ესევითარითა ღონის-ძიებითა მოვაქციოთ ძე იგი შენი სჯულსა ჩუენსა.
    18.     ხოლო ესე რაჲ ესმა მეფესა, სთნდა სიტყუაჲ რაქისი.
    19.     და განვიდეს ძიებად ბალაჰვარისთჳს.


35

     1.     43. და სლვასა მას შინა მათსა ადგილსა ერთსა პოვნეს კაცნი მძოვარნი, ღმრთის მსახურნი, რომელთა ეკიდა ძუალები ქედთა მათთა.
    2.     და ვითარცა მოიყვანნეს იგინი წინაშე მეფისა, ჰკითხა მათ: რანი ხართ, ანუ რაჲ არს ძუალები ეგე, რომელ გკიდავს?
    3.     ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ კაცნი ვართ ღმრთის მსახურნი, და ამისთჳს გუკიდავს ძუალები ესე, რაჲთა ზედაჲსზედა მოგუაჴსენებდეს სიკუდილსა.
    4.     და ჰრქუა მეფემან: და რაჲთა უმეტეს შეგაჴსენებს ძუალები ეგე თჳთ სჳნდისისა და გონებისაგან თჳსისა, რამეთუ ყოველთა იციან, ვითარმედ მოკუდავ არიან!?
    5.     და ჰრქუა კაცმან მან: უკუეთუმცა იცოდეთ მოკუდავებაჲ თქუენი, არამცა სდევნიდით კაცთა ღმრთის მსახურთა, და რამეთუ ვიცით და გჳცნობიეს, რამეთუ ბალაჰვარს ეძიებთ.
    6.     და ჰრქუა მათ რაქის: სადა არს გრძნეული იგი, რომელმან აცთუნა ძე მეფისაი?
    7.     ხოლო მან ჰრქუა: შენ ხარ ეშმაკი და გრძნეული, ხოლო იგი მოყუასი არს ჩუენი, შემკული ყოვლითა სათნოებითა და შეზღუდვილი შიშითა ღმრთისაჲთა.
    8.     და ჰრქუა რაქის: სადა არს აწ იგი?
    9.     ხოლო მან ჰრქუა: ჩუენ არა უწყით, სადა იგი.
    10.     და უკუეთუმცა მას ენება, გამო-მცა-გიცხადა თავი თჳსი, ხოლო თქუენ ცუდად შურებით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს მას და ვერ შემძლებელ ხართ პოვნად მისა.
    11.     და რა[ჲ]სა ეძიებთ ძმასა მას ჩუენსა, რომელმან საწუთოჲ, დიდებაჲ დაგიგდო და აღარა გეზიარების მას შინა, და არა სდევნით მათ, რომელნი გაცილობენ და გეზიარებიან საშუებელთა სოფლისათა?
    12.     ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ შეცთომილ არს და აცთუნებს სხუათაცა და აყენებს კეთილთა და საშუჱბელთა, რომელნი დაებადნეს კაცთათჳს.
    13.     და ამისთჳს არს გულის წყრომაჲ ჩემი მათ ზედა, რამეთუ არა შეიყუარეს მათ კეთილი ქუეყანისაჲ.
    14.     ჰრქუა კაცმან მან: ნამდჳლვე, თუ ეგე ეგრეთ არს და გნებავს ყოველთა კაცთა შუებასა შინა ცხორებაჲ, რად არა იზიარებ ყოველთა კაცთა საშუებელთა შენთა, რამეთუ შენ ყოველთა საშუებელთა წინა-იყოფ და გლახაკნი, მშიერნი და შიშუელნი მიმოვლენან?
    15.     ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ არა სწორ არიან მეფე და მონაჲ, ერისთავი და ერი, და რაჲთა კაცად-კაცადმან მოიღოს საზომისაებრ შუებაჲ და პატივი.
    16.     მიუგო კაცმან მან: აწ უკუე სიტყჳთავე შენითა დაჰჴსნი სიტყუათა შენთა, რამეთუ თავისასა ეძიებ და არა კაცთასა.
    17.     და თუ გნებავს, გაუწყო, თუ რომლისა ჯერისათჳს შეიწუები შურითა და ბოროტის ყოფად განმზადებულ ხარ მათთჳს, რომელთა დაუტევეს სოფლისა ამის საშუებელი.
    18.     – რამეთუ ჰგონებ განმრავლებასა მორწმუნეთასა და რაჟამს განმრავლდენ, არღარა თავს იდებდენ უღელსა მონებისა შენისასა, და ამისთჳს გძაგან და სდევნი მათ.
    19.     და ჰრქუა მეფემან: არის ვინა მოყუასთა შენთაგან უაღრეს შენსა?
    20.     ხოლო კაცმან მან ჰრქუა: არ~ჲვინ არს უაღრეს, გინა უდარეს, რამეთუ ყოველნი ერთ ვართ ქრისტეს ი~ჳ მიერ უფლისა ჩუენისა.
    21.     ხოლო მე ცნობაჲ სოფელსა ამას შინა აქუს, ვითარცა შენ და მოყუასთა შენთა.
    22.     მაშინ ბრძანა მეფემან ასოეულად დაჭრაჲ მათი, დაყრაჲ გზასა ზედა.
    23.     და უბრძანა რაქის[ს] მოყვანებაჲ ნაქორისი.


36

     1.     44. და განვიდა რაქის მარტოჲ ღამით, და მოუწოდა ნაქორს და უთხრა ყოველი ზრახვაჲ მეფისაჲ.
    2.     და ამცნო, რაჲთა გამოვიდეს გზასა ზედა.
    3.     და ვითარცა განთენდა, წარემართნე ადგილთა მათ, სადა იყო ნაქორ.
    4.     ხოლო იგი მივიდოდა გზასა.
    5.     და ჰრქუა მეფემან მონათა თჳსთა, რაჲთა ჰკითხონ, თუ ვინ არს კაცი იგი.
    6.     ხოლო მათ ჰკითხეს რაჲ, ჰრქუა: მე ვარ ბალაჰვარ.
    7.     ხოლო მათ სიხარულით მიიყვანეს წინაშე მეფისა.
    8.     ხოლო მეფემან განიხარა ესრეთ, ვითარცა ეპოვა საძიებელი თჳსი.
    9.     და წარავლინა ერთი მონათაგანი, რაჲთა აუწყოს იოდასაფს შეპყრობაჲ ბალაჰვარისი.
    10.     ხოლო მას ვითარცა ესმა, იწყო მწუხარებად, და იტყოდა გულსა შინა თჳსსა: ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა, რომელ მოწევნად არიან მის ზედა ბრძანებითა მამისა ჩემისაჲთა, შეშინდეს, და იწყოს ჩემდა წინააღდგომად, რაჲთა დავემორჩილო ბრძანებასავე მამისა ჩემისასა.
    11.     ამისთჳსცა ტიროდა და იტყოდა: უფალო, რად მიეც მონაჲ შენი ბალაჰვარ ჴელთა უსჯულოჲსა მეფისათა და რად არა დაჰფარე თუალთაგან მათთა?
    12.     ხოლო მონაჲ იგი ფარულად იყო მოყუარე ქრისტესი და ჰრქუა: ძეო მეფისაო, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ არა ბალაჰვარ არს, არამედ ნაქორ მსგავსი მისი.
    13.     და ამას ზედა განიხარა იოდასაფ და ადიდებდა ღმერთსა.
    14.     და ვითარცა წარვიდა მონაჲ იგი წინაშე მეფის ძისა, ჰკითხა მეფემან: შენ ხარა ბალაჰვარ, რომელმან შეაცთუნე ძე ჩემი?
    15.     ხოლო მან ჰრქუა: უკუეთუ იგი ვარ, არა მცირე არიან კეთილნი ჩემნი შენ თანა.
    16.     ჰრქუა მეფემან: და რომელთა კეთილთა მაყუარებ?
    17.     ხოლო მან ჰრქუა: ამათ, რამეთუ გინდა განსწავლაჲ ძისა შენისაჲ, ხოლო მე ვიღუაწე იგი სწავლითა ჭეშმარიტითა, ვიდრემდის მივაწიე იგი სულისა ცხორებასა და ვასწავე იგი, რომელი გუაუწყეს წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა,
    18.     რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა, რამეთუ მტერ იყო და დავაგე ღმერთსა.
    19.     ხოლო მან შეიწყნარა და განეყენა უღმრთოებასა თქუენსა.
    20.     ხოლო მეფემან ჰრქუა: არა მნებავს მოკლვაჲ შენი, ვიდრე არა განგიკითხო.
    21.     და აღსუა იგი საჴედარსა და წარვიდა პალატად თჳსად.


37

     1.     45. და განითქუა ჰანბავი, ვითარმედ შეიპყრა მეფემან ბალაჰვარ.
    2.     და ხვალისაგან აღდგა მეფე და წარვიდა ძისა მისისა და ჰრქუა: შვილო ჩემო, არავის ზედა მოიწია ესოდენი სიხარული, ვითარ ჩემ ზედა მოიწია შენთჳს.
    3.     და შენი ყოველი იგი სიხარული მწუხარებად და ურვად გარდამიქციე და და დააბნელე სინათლე თუალთა ჩემთაჲ, და მოაწიე იგი, რასა ვეკრძალებოდე შენთჳს.
    4.     ხოლო მე ვიგონებდი, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა შენ იყო მკჳდრი მონაგებთა ჩემთაჲ და სამეფოჲსა ჩემისაჲ.
    5.     ხოლო შენ დამიშალე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ შთაჰვარდი საბრჴესა მას, რომელსაცა მეშინოდა, რამეთუ განგაკრძალებდი შენ სავნებელთა სოფლისათა.
    6.     ხოლო შენ სიუცბითა შენითა და სიყრმითა ყოველთა მათ ვნებათა შთაჰვარდი და წინა-აღუდეგ ნებასა ჩემსა, და დაუტევე სჯული ჩემი და შთაუსხენ წინამონი შენნი ჴელთა კაცთა ცრუთა და მაცთურთასა, რომელთა მიგიყვანეს მწუხარებად, რომელნი შთაგაგდებენ წარსაწყმედელად.
    7.     მიუგო იოდასაფ მამასა თჳსსა: მენება მე, მეფეო, რაჲთა არა გამოვაცხადო ღმრთის მსახურებაჲ ჩემი ვიდრე განსლვადმდე ჩემდა ჴორცთაგან, რაჲთა არა გექმნე მომატყუებელ მწუხარებისა, რამეთუ ვიტყოდე გულსა თჳსსა:
    8.     უკუეთუ უწინარეს მამისა ჩემისა განვიდე ჴორცთაგან ღმრთის მსახურებასა შინა ჩემსა, კეთილ, და უკუეთუ მამაჲ ჩემი წარვიდეს პირველ ჩემსა, არავე წარვიდეს შეწუხებული წინააღდგომისათჳს მისისა.
    9.     ხოლო უკუეთუ ენებოს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, შემდგომად სიკუდილისა მამისა ჩემისა განვიდე უდაბნოს, რაჲთა მუნ სათნო-ვეყო უფალსა.
    10.     ხოლო აწ უბრალო ვარ წინაშე შენსა, რამეთუ შენ გამოაცხადე საქმე ჩემი.
    11.     ხოლო მეფესა რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე, აგინა მას და იწყო გმობად ქრისტესა, ჭეშმარიტისა ღმრთისა.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: არა უწყი, მეფეო, თუ რომლისა საქმისათჳს შეწუხებულ ხარ: კეთილისათჳს, რომელ მოვიპოვე, ანუ წინააღდგომისათჳს ნებისა შენისა.
    13.     უკუეთუ მოპოვებისათჳს კეთილისა მრისხავ, თანა-მაც სივლტოლაჲ შენგნით, რამეთუ არა გნებავს კეთილი ჩემი.
    14.     ხოლო უკუეთუ მაბრალობ წინააღდგომასა შენსა და გნებავს წარწყმედაჲ ჩემი, რამეთუ წინააღუდგები ნებასა შენსა, მეცა თანა-მაც,
    15.     რაჲთა მწუხარე ვიყო შენთჳს დაკლებისათჳს კეთილთა მათ, რომელნი მომიგიან და შენ ვერ ეზიარები მათ, რომელნი-იგი ას-კეცად უზეშთაეს არიან ქუეყნიერთა ამათ, ვითარცა შენცა ჰხედავ მნათობთა ზეცათა.
    16.     ხოლო სიქადული შენი თუ საქმით აღასრულო, ნეტარ ვიყო მე, რამეთუ ადრე მივიდე კეთილთა მათ, რომელთა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი და მოციქულთა დაამტკიცეს.
    17.     ჰრქუა რაქის: ვინაჲ უწყი, თუ ჭეშმარიტსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი?
    18.     ამით გამო უწყი, რამეთუ იქმოდეს ნიშებსა და სასწაულებსა, რომელი სხუამან ვერავინ ქმნის.
    19.     ხოლო იგინი სახელის დებითა ღმრთისაჲთა იქმოდეს, რაჲთა ჰრწმენეს სოფელსა.
    20.     და განაგრძო რაქის გამოძიებაჲ სიტყჳსაჲ იოდასაფისგან წინაშე მამისა მისისა, ვიდრემდის იცნა რაქის ღმერთი და თქუა: ყოველსა ჭეშმარიტსა იტყჳს და ცუდსა შრომასა აღვასრულებთ კერპთა მიმართ.
    21.     და აღიარა წინაშე ყოვლისა ერისა და ჴმითა მაღლითა თქუა, ვითარმედ: არავინ არს ღმერთი ქუეყანასა ზედა, გარნა ღმერთი მხოლოჲ, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ.
    22.     და ყოველივე წესი სჯულისაჲ აღიარა და იწყო მარხვად და ლოცვად.
    23.     ხოლო აბენეს მეფე მწუხარე იქმნა სიტყუათა მათ ზედა რაქისთა და თქუა: სამართლად დავამჴუენ და განვასხენ ქუეყანისაგან ჩემისა მაცთურნი იგი და გრძნეულნი, ხოლო მე კეთილი მენება ძისა ამის ჩემისათჳს, ხოლო მათ შეაცთუნეს იგი სიყრმითა და ცნობა-ნაკლულევანებითა.
    24.     და აწ ესერა მის მიერ შესცთა ბრძენთ მთავარი ესე რაქის.
    25.     მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: რამეთუ ყრმად მხადი და მიწევნილ ვარ ჟამსა და არა მაქუს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ქრისტესა სიყრმისათჳს ჩემისა.
    26.     და რომელ მაყუედრებ კეთილის ყოფათა ჩემთათჳს და მაიძულებ დატევებად კეთილთა მათ საუკუნეთა წარმავალთა ამათთჳს და გახრწნადთა, უწყოდე, რამეთუ არაჲ სწორებაჲ არს უხრწნელთა თანა განხრწნილთაჲ.
    27.     ხოლო შენნი ესე ანუ მიმიხუნე შენვე მცირედის რაჲსამე რისხვისათჳს, ანუ ჟამთა ქცევამან მიგჳხჳნეს შენცა და მეცა.
    28.     ხოლო სიხარულისა მისთჳს საუკუნოჲსა ესრეთ იტყჳს: და სიხარული იგი არავინ მიგიღოს შენგან.
    29.     საქმე ესე და ცხორებაჲ, რომელ შენ გამოარჩიე ჩემთჳს, ტრფიალ და შუენიერ არს, უკუეთუმცა არა ადრე წარმავალ იყო.
    30.     ხოლო უკუეთუ გაქუს სიმტკიცე დადრგომისა მისისაჲ, კეთილ და საწადელ არს, და უკუეთუ ვერ გულ-პყრობილ ხარ, რაჲსათჳს არა შემინდობ დატევებად მისსა,
    31.     რაჲთა მოვიღო უსაწადელესი ცხორებაჲ და ვითარ გიკჳრს, მეფეო, სურვილი ჩემი კეთილთათჳს წარუვალთა და არა გიკჳრს შეკუეთებაჲ თავისა შენისაჲ საშუებელთა ამათ წარმავალთა.
    32.     აწ კეთილ არს აქა უბადრუკებაჲ ჩემი, რაჲთა მიზეზ მექმნეს ცხორებისა მის საუკუნოჲსა.
    33.     და ვითარ არა მოვიწყინო სოფელი ესე, რამეთუ იგი მოიწყენს მოყუარეთა მისთა.
    34.     და ვითარ არა ვექცე, რამეთუ იგი იქც~ვი მრავალ-ფერად კაცთა;
    35.     ანუ ვითარ დავსჯერდე კეთილთა მისთა, რამეთუ კეთილნი მისნი ბოროტ არიან.
    36.     რამეთუ დღეს მისცემს და ხვალე მოუღებს.
    37.     ხოლო შენ ვერ გულისჴმა-გიყოფიეს ესე და წინააღუდგები სჯულსა ღმრთისასა და არა ინებებ შეწყნარებად კეთილის ყოფათა მისთა, რამეთუ იგი მოწყალე არს და ჰნებავს მოქცევაჲ ყოველთაჲ, და ამისთჳს მოგაგო ნაცვალი, რომელ-იგი შენ მიაგე მონათა და მსახურთა მისთა.
    38.     მაშინ ლმობიერ იქმნა მეფე და გულისჴმა-ყო, ვითარმედ შეგონებაჲ მისი უფროჲს აღაგზნებს გონებასა მისსა სიყრ~ლსა ზედა ღ~ისსა.
    39.     და აღდგა და წარვიდა პალატად თჳსად.


38

     1.     46. და ხვალისა დღე კუალად მოვიდა და შეიტკბო იგი მკერდსა თჳსსა, და მოეხჳა ქედსა მისსა და ეტყოდა: ნუ, შვილო ჩემო და ნაწლეო მუცლისა ჩემისაო, და ნუ ეჭუ, უკუეთუმცა მინდოდა ბოროტი შენი.
    2.     მერმე იცი სამართალი ჩემი და მსჯავრი, ვითარ უსჯი ქურივთა, ობოლთა და გლახაკთა, და განვაბნევ საფასეთა ჩემთა მათ შორის,
    3.     რამეთუ შენ უწყი, ვითარმედ მრავალ გზის მივემთხვ~ი რაჲ გლახაკთა, ობოლთა, ქურივთა და უღონოთა, და არა თანა-წარვჰჴდი, ვიდრე-იგი არა აღვასრული სათხოვარი მათი.
    4.     აწ რაჲ ძალ-გიც, შვილო ჩემო, ძაგებად სჯულისა ჩემისა და გმობად წესისა ჩემისა?
    5.     და შენ ვითარ არა დაჯერებულ ხარ, რამეთუ იხილა ეშმაკმან შენ თანა სიჩქურე და სისუსტე და აღგამაღლა, ვითარცა მეცნიერებასა ღმრთისასა მიგაწია.
    6.     და ამის გამო დაგირწყა საცთური ენითა მის მიერ ბირებულისა ბალაჰვარისითა.
    7.     და ვითარ გაჰბჭე შენთჳს ჭეშმარიტებაჲ და ჩემთჳს სიცრუე.
    8.     მეცა უწყი, შვილო ჩემო, ვითარმედ უმჯობესსა გული-გითქუამს.
    9.     და ესე უმეტესი მადლი არს მონიჭებული ღმრთისა მიერ შენდა და შენ მიერ ჩემდა, და რამეთუ ძირმან მამათა შენთამან მიგიზიდა.
    10.     და ყოველთა სიხარულით მოაჴსენებდა.
    11.     ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, განძლიერდა გული მისი და ჰრქუა: ჵ მეფეო, ვინაჲთგან მამანი ჩუენნი ღმრთის მსახურნი იყვნეს, შენ რად დაუტევე სჯული მამათა შენთაჲ?
    12.     აწ კეთილად მზრახე მე დღეს, დაღაცათუ საქმით აღასრულებ საცთურსა.
    13.     ხოლო აწ სალმობაჲ გონებისა შენისაჲ ბოროტ არს და არა ჯერ-არს, რაჲთა მოსწრაფებით ვიღუაწო კურნებაჲ მისი.
    14.     და თანა-მაც ძიებად წამლისა და არა ჯერ-არს ჩემ მიერ სიმქისით მიახლებაჲ შენი, რამეთუ მამაჲ ხარ ჩემი და ფრიად ჯერ-არს პატივი მშობელთაჲ შვილთა მიერ, რამეთუ რომელი ზაკუვით გეტყოდის, იგი არა ერთგული არს შენი.
    15.     აწ დააცხრვე შფოთი გულისაგან შენისა და დაინახე უმჯობესი შენი და უწყოდე, რამეთუ ადრე მოსიკუდიდ ხარ და ყოველსა დიდებასა შენსა სხუათა დაუტეობ, ვითარცა-ესე ხედავთ.
    16.     რამეთუ წარიტაცნეს რაჲ კაცნი სიკუდილმან, სხუანი ეუფლებიან მონაგებთა მათთა.
    17.     ხოლო შემდგომად ჟამთა ყოველნი აღდგომად ვართ და მიეგებვის კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
    18.     აწ ისმინე ჩემი და გულად დაიდევ უმჯობესი, რამეთუ არღარავინ არს სოფელსა ამას შინა, რაჲთამცა გასწავა უმჯობესი.
    19.     ხოლო რომელნიმე დაშთომილ~ნ უდაბნოთა შინა კაცნი ღმრთის მსახურნი, რომელთა ჰრწამს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.
    20.     მათ იციან მისაგებელი და სატანჯველი.
    21.     და უკუეთუ გნებავს, მოიყვანე მათგანიცა და შენისა სჯულისა მეცნიერნი და ვყოთ სიტყჳს-გებაჲ და გამოჩნდეს ჭეშმარიტი ცრუჲსაგან.
    22.     ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ძისა მისისაგან, დადუმნა განცჳბრებული, და ვითარცა მოეგო გონებასა, იწყო წინააღდგომად ნებისა მისისა.
    23.     ხოლო ნებაჲ მისი აცილობდა და მოაჴსენებდა შუებათა და განსუენებათა, რომელთა შინა ჩუეულ იყო, და ეტყჳნ გული[ს]-სიტყუაჲ მისი, ვითარმედ ვერ ძალ-გიც დღე ერთცა ცხორებად თჳნიერ ჩუეულებისა შენისა და ჯობნაჲცა სიმწარე არს და საყუედრელ.
    24.     მაშინ ჰრქუა მას: შვილო ჩემო, შემაცბუნა სიტყუამან შენმან და მომაქცია შენდა.
    25.     და აწ აღარა დავაცადო გამოძიებაჲ სიტყუათა შენთაჲ და გამონახვაჲ მათი დაწყნარებით, და უკუეთუ ჭეშმარიტ იყვნენ, უფროჲს განათლდენ გამოძიებასა შინა.
    26.     და აწ მეგულების შეკრებაჲ ერისაჲ და სიტყჳს ყოფაჲ სმ~რთლით, არღარა მძლავრობით, და ვბრძანო, რაჲთა ჴმობდეს ჟამი მშჳდობასა, რაჲთა ყოველნი, რომელნი არიანა სჯულისა შენისანი, მოვიდენ კრებასა ამას ჩუენსა,
    27.     რაჲთა სამართალი სჯული აღესრულოს წინაშე ყოვლისა ერისა, რაჲთა არა სთქუა, თუ მო-რაჲმე-ვიმძლავრე, და სამართალსა ზედა გაწყდეს საქმე ჩუენი.


39

     1.     47. მაშინ ბრძანა მეფემან შეკრებაჲ ერისაჲ.
    2.     და გამოვიდეს კერპთ მსახურნი.
    3.     ხოლო ნაქორ, რომელ საგონებელ იყო ბალაჰვარად, დადგა მეფის ძისაკე.
    4.     ხოლო კრებასა მას არავინ დახუდა მორწმუნეთაგანი, გარნა ერთი ვინმე, რომელსა ეპყრა სჯული ქრისტესი იდუმალ და სახელი მისი ბარაქია.
    5.     და იგი განემზადა შეწევნად ბალაჰვარისა.
    6.     და დაჯდა მეფე საყდართა ზედა, ხოლო იოდასაფ ქუეყანასა ზედა, რამეთუ არა ინება დაჯდომაჲ საყდართა ზედა.
    7.     და იწყო მეფემან სიტყუად კერპთ მსახურთა მიმართ და ჰრქუა: აჰა ესერა თქუენ ხართ თავნი ამის სჯულისანი.
    8.     აწ დღეს იღუაწეთ მტკიცედ, და უკუეთუ სძლიოთ, კეთილ იყოს მისაგებელი თქუენი, და უკუეთუ იძლივნეთ, ესე უწყოდეთ, დავლეწო გჳრგჳნი ჩემი და დავსცე საყდარი ჩემი, და დავიყუჱნო თმაჲ თავისა ჩემისაჲ და შევერთო რიცხუსა მონანულთასა, და დავწუნე ღმერთნი თქუენნი.
    9.     მოგწყჳდნე ყოველნი წინაშე-მდგომელნი მათნი, და იავარ იქმნნენ სახელნი თქუენნი, და ტყუედ მიეცნენ შვილნი თქუენნი.
    10.     ხოლო ძესა თჳსსა ჰრქუა და უჩუენა ნაქორ: აჰა მოძღუარი შენი და აწ ვყოთ ჩუენ წინაშე სიტყჳს-გებაჲ.
    11.     და ჰრქუა იოდასაფ ჰრქუა: მეფეო, სამართალი სასჯელი განაჩინე, ვითარცა ჯერ-არს მეფეთათჳს.
    12.     და ნაქორს ჰრქუა: შენ უწყი, ბალაჰვარ, ვითარ სიჩჩოებასა და შუებასა შინა მპო[ვ]ე და მაწჳე სჯული შენი აღებად და სთქუ, ვითარმედ: გაქუს სიმტკიცე მას შინა.
    13.     და მე დაუტევე სირცხჳლი მეფისაჲ და წინააღუდეგ შიშსა მისსა, და თავს-ვიდევ იწროებით ცხორებაჲ შიშისა მისთჳს სატანჯველთაჲსა, რომელ მაქადებდი.
    14.     და აწ ესერა შემოკრებულ არს სიმრავლე წინააღმდგომთაჲ და არავინ არს მოწამე ჩემი მათ შორის და გესმის სამართლის ყოფაჲ მეფისაჲ.
    15.     ხოლო უკუეთუ საცთური რაჲმე დამაგე და კიდე-მყავ საშუებელთაგან.
    16.     აწ უკუეთუ იძლევი ამათ მიერ, ესე მტკიცედ უწყოდი, მსწრაფლ შური ვიძიო ენისაგან შენისა და გულისა, და ჴელითა ჩემითა აღმოგწუადნე იგინი და მიუყარნე იგინი ძაღლთა.
    17.     და ამას ამისთჳს ვჰყოფ, რამეთუ მოჰკიცხე ძე მეფისაჲ.
    18.     აწ ამას აღთქუმასა დავსდებ წინაშე ღმრთისა და ამის ყოვლისა კრებულისა.
    19.     ხოლო ნაქორს რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე, შეძრწუნდა და გულისჴმა-ყო, რამეთუ შთავარდა მთხრებლსა მას, რომელ ქმნა, და ცნა, რამეთუ ვერაჲთ ღონის ძიებითა განერების, გარნა ქრისტეს აღსარებითა და შუელითა სჯულსა ბალაჰვარისსა.
    20.     ხოლო მეფისაგან ჰგონებდა შენდობასა შეთქმულებისა მისთჳს, რომელ დაედვა.
    21.     და აღაღო ნაქორ პირი თჳსი და იწყო ძაგებად კერპთა მიმართ და ქებად ქრისტესსა და მყოფთა სჯულისა მისისათა.
    22.     და წარემატებოდა სიტყუაჲ მისი ესრეთ კეთილად, რომელ ვერცა ბალაჰვარ მისწუთებოდა სიტყჳს-გებასა მას კერპთ მსახურთა მიმართ.
    23.     ხოლო იოდასაფ იხარებდა სულითა და განბრწყინდა პირი მისი და ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან განაძლიერა სჯული მისი პირითა წინააღმდგომთა მისთაჲთა.
    24.     და განაგრძვეს სიტყჳს-გებაჲ მათ შორის.
    25.     და აღივსო გულის წყრომითა მეფე ნაქორისთჳს, წარმატებისათჳს სიტყუათა მისთაჲსა და ვერას ამხილებდა მას სირცხჳლისაგან ერისა.
    26.     და ჰრქუა მეფემან გულსა თჳსსა: ესე ბოროტი მე თჳთ მოვიხადე თავისა ჩემისათჳს.
    27.     და თჳთ იწყო მეფემან სიტყჳს-გებად და ცილობად ნაქორისსა.
    28.     ხოლო ნაქორ მიუგნა სიტყუანი ძლიერნი, რომლითა არცხუენდა მეფესაცა და არა შეშინდა ზარისაგან მეფისა შიშისათჳს იოდასაფისა.
    29.     და დაღამდა და არავისკე გამოჩნდა ძლევაჲ, რამეთუ ნაქორ უკლებდა მეფესა სირცხჳლითა.
    30.     ხოლო იოდასაფ ჰრქუა მეფესა: აჰა მეფეო, არა სადაჲთ გამოჩნდა ძლევაჲ.
    31.     აწ ყავ სიტყუაჲცა სამართალი და მოძღუარი ჩემი დაუტევე ჩემ თანა და შენი შენ თანა.
    32.     ხოლო მეფესა ენება ნაქორის შეგონებაი იდუმალ, რაჲთა არა წინა-აღუდგებოდის სიტყჳს-გებასა მას, გარნა ნაქორ ეგრეცა დაუტევა სათნოჲსათჳს ძისა თჳსისა და ესვიდაცა ნაქორისგან მოკლებასა სიტყჳს-გებისასა შეთქმულებისა მის მათისათჳს.
    33.     ხოლო ძემან მეფისამან იდუმალ ჰრქუა ნაქორს: უწყი მე შენი საქმე, რამეთუ ნაქორ ხარ, ხოლო გიხაროდენ, რამეთუ დღეს კეთილად იღუაწე ღმრთის მსახურებისათჳს;
    34.     ხოლო მე ამისთჳს წარმოგიყვანე, რაჲთა დაგიცვა ბოროტის ყოფისაგან მეფისა, რამეთუ მას დღეს ფრიად არცხჳნე და ბოროტი ჰნებავს შენი.
    35.     ხოლო ჩუენ არა შევიწყნარებთ შეწევნასა შენსა პირითა უნებლიითა.
    36.     ხოლო შენ უკუეთუ გულისჴმა-გიყოფიეს საქმე შენი, ზეცით იყოს შეწევნაჲ შენი, და თუ არა, ვითა წინააღუდეგ სიმრავლესა ესოდენისა ერისასა!
    37.     აწ მოვედ გულისჴმის-ყოფად წოდებასა ღმრთისასა და სარწმუნოებასა მისსა, აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა.
    38.     ჰრქუა მას ნაქორ: შემიწყნარებიეს, ძეო მეფისაო, რომელსა-ესე მაწუევ, და მრწამს ერთი ღმერთი და მიცნობიეს, რამეთუ ყოველი მის მიერ არს.
    39.     და აწ მე შეურდები ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ იგი თავადი მოწყალე არს და ელის მოქცევასა ცოდვილთასა.
    40.     ხოლო შენ, ძეო მეფისაო, გიხაროდენ, უკუეთუ დაადრგე ნებასა მისსა.
    41.     და მე გაზრახებ, რაჲთა პატივ-სცე მამასა შენსა და სიმარჯჳთ ჰყო ცხორებაჲ შენი მის თანა, ვიდრემდის გზა-გცეს შენ ღმერთმან.
    42.     ხოლო მე მრცხუენის პირისაგან მამისა შენისა, რ~ მოვეყვანე შემწედ მისდა, ხოლო მე წინააღუდეგ შეთქმულებისა თქუენისათჳს, რამეთუ ფრიად შემეშინა შენგან.
    43.     და აწ თანა-მაც მე სივლტოლაჲ პირისაგან მამისა შენისა.
    44.     ხოლო შენ განმიტევე და წარვიდე უდაბნოს და, უნდეს თუ უფალსა, კუალად მოვიდე შემდგომად ჟამთა თქუენ წინაშე.
    45.     ხოლო მე მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ და აღვიარებ მას.
    46.     და ნებ[ა]-სცა ძემან მეფისამან, და დაუტევა მშჳდობაჲ და წარვიდა ნაქორ სავსე სარწმუნოებითა.
    47.     ხოლო ცნა რაჲ მეფემან, სასო-წარკუეთილ იქმნა ნაქორისგანცა.
    48.     და დააცადა ცილობაჲ ძისა თჳსისაჲ, და იწყო შეურაცხებაჲ კერპთა მიმართ და უპატიოდ ჰყვეს წინაშე მდგომელნი კერპთანი.


40

     1.     48. და შემდგომად მოიწია დღესასწაული კერპთაჲ.
    2.     და შეშინდეს კერპთ მსახურნი იგი, ნუუკუე არა მოვიდეს მეფე ზორ[ვ]ად კერპთა.
    3.     მაშინ წარვიდეს თედმაჲსსა, რამეთუ იყო კერპთ მსახური და იყოფვოდა უდაბნოს, და ფრიადი სასოებაჲ აქუნდა მეფესა და ყოველსა ერსა, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ წჳმაჲ და მზე მისითა ლოცვითა მოეცემის ქუეყანასა მათსა.
    4.     და მოიყვანეს კაცი იგი მეფისა, რაჲთა შემწე ექმნეს მათ.
    5.     და ვითარცა შევიდოდა წინაშე მეფისა, არაჲ ემოსა თჳნიერ რომელ ფლასისა ნაძუელი, შემოედვა წელთა მისსა.
    6.     და ვითარცა იხილა მეფემან შემავალი მისდა, აღდგა და მიეგება წინა და მოწლედ მოიკითხა.
    7.     და ვითარცა დასხდეს, ჰრქუა: მეფე, ცხოვნდი კერპთა მიერ!
    8.     რამეთუ მესმა, ვითარმედ ფრიად იღუაწე კერპთათჳს და განვიხარენ, რამეთუ მოგეცა ძლევაჲ.
    9.     ხოლო მეფემან ჰრქუა: ჩუენ ძლევაჲ არასადაჲთ მოვიღეთ, ხოლო შენ, რაჲცა ძალ-გიც, შეგუეწიე.
    10.     ჰრქუა თედმა: პირველად ჯერ-არს აღსრულებაჲ დღესასწაულისა კერპთაჲსა და მაშინღა შემთხუევაჲ მტერთაჲ, რამეთუ იგინი არიან შემწენი წყობასა შინა მტერთასა.
    11.     და ჰრქუა მეფემან: მსგავს არს საქმე შენი და ჩემი, რომელსა ესუა ცოლი ქმნულ-კეთილი და ეშინოდა, ნუუკუე უთმინო იქმნეს და შთავარდეს ცოლი იგი ჭაბუკისაჲ მის სიძვასა.
    12.     ამისთჳს ამცნნო და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: უკუეთუ გწადდეს და ვერ წინააღუდგებოდი ჴორცთა შენთა, მოუტეობდი თმათა თავისა შენისათა;
    13.     და ვიხილნე რაჲ იგინი, მე ვყო ნებაჲ შენი და შენ არა შთაჰვარდე ცოდვასა;
    14.     დღესა ერთსა მოიწივნეს მტერნი და იყო ჴმაჲ.
    15.     ხოლო ჭაბუკი იგი შეეკაზმა, რაჲთა განვიდეს ბრძოლად.
    16.     ხოლო, იხილა რაჲ ცოლმან მისმან მოკაზმულად, ეტრფიალა და მყის გარდამოუტევნა თმანი.
    17.     და ვითარცა იხილა ჭაბუკმან მან სასწაული იგი, რომელ ემცნო, მოიქცა და აღასრულა ნებაჲ ცოლისა თჳსისაჲ.
    18.     ხოლო ვითარცა განვიდა, მდევართა მტერნი იგი ეოტნეს და მოქცეულ იყვნეს, და აყუედრებდეს მას ჭაბუკსა გჳანად განსლვასა.
    19.     ხოლო მან ჰრქუა: მე მტერი საკუთარი მეწყო და იგი განვდევნე და მან დამახრწია ადრე არა გამოსლვასა.
    20.     აწ, თედმა, რომელი მე ფრიად მელმის, იგი განმიკურნე, და მერმე, თუ ამით განმისუენო უშფოთველად, მაშინ აღვასრულოთ მსახურებაჲ კერპთაჲ.
    21.     ჰრქუა თედმა: არარაჲ უსარგებლეს არს და განმკუეთელ, ვითარ აღსრულებაჲ დღესასწაულსა ღმერთთასა.
    22.     ჰრქუა მეფემან: მე ესრეთ ვჰგონებ, ნუუკუე იგი არს უჭეშმარიტეს, რომელსა ჩუენ წინააღუდგებით.
    23.     ხოლო უკუეთუ გნებავს შენ, მივედ და აღასრულე, ხოლო მე ვეგო იჭუსა ამას, ვიდრემდის გამომეცხადოს უმჯობესი.
    24.     მაშინ განრისხნა თედმა და დააგდო კუერთხი იგი, რომელ აქუნდა ჴელთა მისთა, და მოიძარცუა ძონძი იგი, რომელი ეხჳა წელთა.
    25.     და შიშუველი დადგა წინაშე მეფისა და ჰრქუა: მე ადვილად დაუტეობ არგანსა ამას და ძონძსა და არა მეშინის გზისაგან მონაზონთაჲსა, რამეთუ არა რომელი ცხორებაჲ უსაჭირველეს არს ცხორებასა ჩემსა,
    26.     რამეთუ არარაჲ მაქუს სოფელსა ამას შინა, გარნა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა ვძურები, და მხალი, რომლითა ვიზრდები.
    27.     ხოლო მეფესა, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, სასო-წარკუეთილ იქმნა და ცნა უძლურებაჲ სჯულისა მათისაჲ.
    28.     და ამზნო აღსარებად ღმრთისა მხოლოჲსა.
    29.     და ამას რაჲ იგონებდა, გამოჴდა სული მყრალი პირისაგან მისისა და მოეჴსენნეს გემონი ამის სოფლისანი და იძლია ჩუეულებისაგან.


41

     1.     49. და ჰრქუა თედმას: რომლითა ჯერითა ჯერ-არს მოქცევაჲ ძისა ჩემისაჲ?
    2.     ხოლო მან ჰრქუა, რამეთუ მასმიეს მეფისა ვისთჳსმე, რომელსა ესუა ძე, და ჰრქუეს მკურნალთა: უკუეთუ უწინარეს ათისა წლისა იხილოს მზე ყრმამან ამან, მოაკლდეს ნათელი თუალთაჲ.
    3.     ხოლო მეფემან მან გამოუთხარა ქუაბი და დასუა ყრმაჲ იგი მას შინა.
    4.     და შემდგომად ათისა წლისა ბრძანა გამოყვანებაჲ ყრმისაჲ მის.
    5.     და ბრძანა მეფემან დადგინებად წინაშე ძისა მისისა, რომელი უხილავ იყო მისსა, რაჲთა რომელი იხილოს, იცოდის, თუ რაჲ არს.
    6.     ხოლო ყრმაჲ იგი იკითხვიდა სახელსა თითოეულისასა.
    7.     და იხილნა დედანიცა და აღეგზნა სიყუარულითა, და იკითხა: რაჲ არიან ისი?
    8.     ხოლო მათ ჰრქუეს: ეშმაკნი არიანა, რომელნი წარსწყმედენ კაცთა.
    9.     ხოლო ყრმამან ჰრქუა: არარაჲ ვიხილე უშუენიერეს და უსაწადელეს იმათ ეშმაკთა.
    10.     აწ, მეფეო, შენცა იძიენ დედანი, რაჲთა აზრზენდენ მას, და იქცეოდის რაჲ მათ თანა, დაჰვიწყდების საუკუნოჲ და შეესაკუთრების საწუთოსა.
    11.     ხოლო მეფესა ჰყვა ქალი ქმნულ-კეთილი, ასული მეფისაჲ ტყუედ წარმოღებული, და სხუანიცა ქალნი მემგოსნენი-მეჩანგენი.
    12.     და მოუწოდა ყოველთა და ჰრქუა მათ: ესე უწყოდეთ ჭეშმარიტად, რ~ნ აღსძრათ ძე ჩემი გულის-თქუმად და მიიყვანოთ ნებასა ჴორცთასა, დიდნი ნიჭნი მიგანიჭნე და გყო ცოლად ძისა ჩემისა, და დედოფლობაჲ მას მოგენიჭოს.
    13.     და ბრძანა, რაჲთა ყოველნი, რომელნი იყვნეს მსახურნი ყრმანი ძისა მისისანი, გარდაადგინნეს და მათ წილ დაადგინნეს დედანი იგი ქმნულ კეთილნი.
    14.     და ვითარცა ესე ყვეს, ისწრაფდა თითოეული ცთუნებად იოდასაფისა და წინა უროკვიდეს და სტჳრითა და ჩაღანითა ქებასა შეასხმიდეს.
    15.     ხოლო იგი ოდეს აღიძრის გულის-თქუმად, აღანთის სანთელი და მიუპყრის თითი და, ეცხელის რაჲ, უკმოიტაცის, და თქჳს: ჵ იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კუალად დაშრეტადსა,
    16.     და ვიდრე დაუდგნე მას საუკუნესა ცეცხლსა დაუშრეტელსა, და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა?
    17.     აწ დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა.
    18.     და ესრეთ სახედ წინა-აღუდგებოდა გულის-სიტყუათა.
    19.     ხოლო ასული იგი მეფისაჲ, ტყუედ მოღებული, ფრიად უყუარდა სიბრძნისა და გონიერებისა მისისათჳს და ასწავებდის სჯულსა ქრისტესსა.
    20.     ხოლო მან ჰრქუა: ძეო მეფისაო, გნებავს თუ ჩემი მოქცევაჲ სჯულსა შენსა, მოვედ წელიწადსა ერთსა ნებასა ჩემსა.
    21.     ხოლო მან ჰრქუა: უკუეთუ არღარა მივიწიო და მეწიოს სიკუდილი, რაჲღა იყო ნუგეშინის-ცემაჲ ჩემი?
    22.     ხოლო დედაკაცმან ჰრქუა: ესე იყოს, რომელ მე ღმრთის მსახურ მყო, და ამისთჳს სასყიდელი გაქუნდეს.
    23.     ჰრქუა იოდასაფ: ეგრეთ არს, გარნა ვერ მოვიგო მადლი მოთმინეთ~ჲ, რომელთა დაითმინეს და დაშრიტნეს საჴმილნი ჴორცთანი, და კუალად მეშინის,
    24.     ნუუკუე მიმიზიდოს ჩუეულებამან გულის-თქუმათამან სხუად საქმედ და მეუფლოს ვნებაჲ და შთამაგდოს წარსაწყმედელსა, და ვიპოო მტერ ღმრთისა ჩემისა და მეგობარ ეშმაკთა.
    25.     და ჰრქუა დედაკაცმან მან: თანა-მეყავ მე თუესა ერთსა, გინა ღამესა ერთსა, და მე ვყო ყოველი ნებაჲ შენი, ხოლო შენ ესოდენმან მცირემან ვნებამან ვერარაჲ გავნოს შენ, რამეთუ შეცთომილსა მომაქცევ.
    26.     ხოლო იოდასაფ მიდრკა ნებასა ქალისასა მიზეზითა, რაჲთა აცხოვნოს იგი, და შეაშთობდეს გულის-სიტყუანიცა.
    27.     და ვითარცა გულის-სიტყუასა ამას შინა იყო, მიეძინა, ილოცვიდა ღმრთისა მიმართ რაჲ, რაჲთა აუწყოს უმჯობესი.
    28.     და იხილნა ძილსა შინა საშუებელნი მრავალ-ფერნი სამოთხისანი და ტაძარნი ოქრო-ლესულნი, რომელ არა იყო მსგავსი მათი სოფელსა შინა.
    29.     და ეტყოდეს ანგელოზნი იგი, რომელნი თანა-ჰყვებოდეს: ესე არს განსასუენებელი წმიდათაჲ.
    30.     და წარიყვანეს ჯოჯოხეთს.
    31.     და იხილნა საშინელნი სატანჯველნი მას შინა, და ჰრქუა: ესე არს მისაგებელი ცოდვილთაჲ.
    32.     და ვითარცა განიღჳძა, განიცდიდა გონებითა შუენიერებასა მას სამოთხისასა და კუალად სიმწარესა ჯოჯოხეთისასა.
    33.     და დაუკჳრდა დიდებულებაჲ ღმრთისაჲ და ადიდებდა მოწყალებათა მისთა, რომელმან არა მისცა შთაგდებად მთხრებლსა ცოდვისასა.
    34.     და განასხნა ყოველნი იგი დედანი პალატით თჳსით.
    35.     ხოლო ცნა რაჲ ესე მამამან მისმან, მივიდა მისსა და ჰკითხვიდა, თუ რაჲ იხილა.
    36.     ხოლო მან უთხრა ყოველი, რომელი ეხილვა.
    37.     და ცრემლით ევედრებოდა, რაჲთა განუტეოს უდაბნოს.


42

     1.     50. ხოლო მეფესა ესმნეს რაჲ სიტყუანი მისნი, აღივსო გული მისი მწუხარებითა და ურვითა, და თქუა: არღარა მოწევნად ჩემ ზედა უდიდეს ბოროტი, რამეთუ უკუეთუმცა დიდი ვინმე, მეფე გინა მტერი, – მიმიღებდა ძესა ჩემსა, არამცა თავს-ვიდევ მიშუებად თჳნიერ სიკუდილისა.
    2.     და აწ მეშინის, ნუუკუე განველურდეს ყრმაჲ ესე და იწყოს მიმოსლვად მძუვართა თანა და ნუუკუე მოკლას ვინმე მტერთა ჩემთაგანმან შუენიერი ესე ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ, და ამას თანა მოსაცხრომელ მტერთა ვიქმნე.
    3.     და ვინმე იყოს კაცი, ნუგეშინისმცეს საქმისა ამისთჳს, რომლითა შეწუხებულ ვარ და მელმის ფრიად.
    4.     მაშინ ჰრქუეს წარჩინებულთა მისთა: არა ჯერ-არს, მეფეო, ესევითარისა ნაყოფისა განშორებაჲ სამეფოჲსაგან შენისა, და უკუეთუ მისცე ზოგადი სამეფოჲსაჲ შენისაჲ, გუეშინის, ნუუკუე იქმნეს განხეთქილებაჲ სამეფოჲსა შენისაჲ.
    5.     და განაგრძვეს სიტყუაჲ ამის ჯერისათჳს.
    6.     და გამოარჩიეს ესე მეფემან და ყოველთა ერისთავთა, რაჲთა მისცეს ნახევარი სამეფოჲსა იოდასაფს;
    7.     და ჰრქუეს მეფეთა: უკუეთუ ჴელი შეყოს საქმეთა სოფლისათა, მიიზიდოს გულის-თქუმადცა.
    8.     ხოლო იოდასაფ ინება მეფობაჲ ღონისძიებით, რაჲთა შეუძლოს განცხოველებად სჯულისა, რომელი მოეკუდინა მამასა მისსა.
    9.     და ჰრქუა მეფემან იოდასაფს: შვილო ჩემო, არა ესე იყო სასოებაჲ ჩემი შენდა მიმართ, ხოლო შენ დაჰჴსენ იგი და განაცხადე წინააღდგომაჲ ჩემი, ხოლო მე მომდრეკს შენდა საშუებელი შვილიერებისაჲ,
    10.     და შენ არა გელმის ჩემთჳს, ვითარცა მე შენთჳს, და ვიცი, რამეთუ ნებსით შევამთხჳე აუგი თავსა ჩემსა, აჰა ესერა აღვასრულებ ნებასა შენსა, რამეთუ სიყუარული შვილობისაჲ მეფობს გულთა ზედა მშობელთასა, რამეთუ ემორჩილებიან ნებასა შვილთასა.
    11.     და აწ ესერა გადგინებ მეფედ ნახევარსა ზედა სამეფოჲსა ჩემისასა, და თჳთ განაგებდ, ვითარცა გნებავს, რაჲთა არა იყოს ჩემ შორის სიხარული მტერთა ჩემთაჲ,
    12.     და არცა მე სრულიად უნაყოფო ვიყო შენგან და მომატყუას სიკუდილი მოწყუ(ე)დამან შენმან პირველ მოწევნადმდე სიკუდილისა ჩემ ზედა.
    13.     ხოლო უკუეთუ დაიშუენო სამეფოჲ შენი, არა სრულიად ჴუებულ იქმნეს სული ჩემი შენგან, და მშჳდობაჲ იყავნ შენ თანა.


43

     1.     51. ჰრქუა იოდასაფ: სიტყუანი შენნი გულისჴმა-ვყვნე, მეფეო, ხოლო ღმერთმან დაამტკიცენ სულითა მშჳდობისაჲთა და მიგიძღჳნო უმჯობესსა, ხოლო მე არასადა გული მითქუამს დიდებასა სოფლისასა,
    2.     და უმჯობეს მიჩნს, უკუეთუ განმიტეო, და უკუეთუ შენ მწუხარე იქმნები განშორებისათჳს ჩემისა, შენგნით არავე ურჩ გექმნა ბრძანებასა შენსა, რომლითა არა წარწყმდეს სული ჩემი.
    3.     ხოლო მე ამისთჳსცა მწუხარე ვარ, რომელ წინა-აღუდეგ ბრძანებასა შენსა, და არა თუ ურჩებაჲ შენი მენება, გარნა ვხედევდი წარსაწყმედელსა სულისა ჩემისასა.
    4.     აწ მივითუალავ ბრძანებასა შენსა, არა თუ სიყუარულისათჳს მეფობისა, არამედ მორჩილებისათჳს შენისა მივიღებ ბრძანებასა შენსა.


44

     1.     52. ხოლო მეფესა ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე ძისა მისისაგან, განიხარა ფრიად და ბრძანა ქადაგი განვლინებად, და მოუწოდა ყოველთა ერისთავთა თჳსთა.
    2.     და ვითარცა შემოკრბეს, ბრძანა დადგმად საყდარი ძისა მისისათჳსცა.
    3.     და იწყო სიტყუად ერისა მიმართ და ჰრქუა: ჩუენ ყოველნი ვიყვნეთ წესსა ზედა ჩუენსა და სჯულსა, ხოლო რომელსა ზედა ვდგათ და გამოგჳრჩევიეს, ხოლო ძესა ამას ჩემსა სწადის, რაჲთა იყოს წესსა ზედა და სჯულსა მამათა ჩუენთასა, და ნუთუ-მე გუარმანცა მიზიდა!?
    4.     და ყოველთა იცით საქმე ყრმისაჲ ამის, ვითარ წინა-აღუდგა ბრძანებასა ჩემსა, და ვერცაღა მაქუს პასუხი მის თანა, რამეთუ ჩუენცა წინააღმდგომ ვართ სჯულსა მამათა ჩუენთასა,
    5.     და აწ მიბრძანებიეს, რაჲთა მივსცე ნახევარი მეფობისა ჩემისაჲ: ქუეყანაჲ და საგანძურნი, და უფლებდეს, რომელსაცა სჯულსა ზედა ენებოს.
    6.     ხოლო ყოველთა აქეს გამორჩევაჲ მეფისაჲ და მისცეს მორჩილებაჲ ბრძანებასა მისსა და ადიდეს განზრახვაჲ მისი. და განიყარა კრებაჲ.
    7.     და იოდასაფ წარვიდა პალატად თჳსად შესხმითა და ქებითა და პატივითა დიდითა.
    8.     ხოლო იყვნეს ვინმე ქრისტიანეთაგანნი, რომელნი იდუმალ ჰფარვიდეს სარწმუნოებასა, და ყოველნი მოვიდეს და ულოცვიდეს ძლევასა.
    9.     და აუწყეს სარწმუნოებაჲ და განემზადნეს განსლვად მის თანა სამეფოსა მისსა.
    10.     და ვითარცა წარვიდოდა იოდასაფ სამეფოსა თჳსსა, მივიდა წინაშე მამისა თჳსისა დატეობად მშჳდობისა, და რაჲთა განუტევნეს ყოველნი, რომელნი შეეწყუდივნეს საპყრობილესა.
    11.     ხოლო იგი მორჩილ ექმნა, და ბრძანა განტევებაჲ ყოველთა პყრობილთაჲ.
    12.     ხოლო მეფემან მოიღო გჳრგჳნი სამეფოჲ და დაადგა თავსა მისსა და მისცნა საფასენი დიდძალნი და მიულოცა ძლევასა, და წარავლინა სამეფოდ მისდა, რომელი განეჩინა, და ვითარცა მოიწია, მრავალნი საფასენი განუყვნა გლახაკთა და უღონოთა.


45

     1.     53. და მერმე იწყო ერისა მიმართ და ჰრქუა: არავის უჴმს სიმართლით სლვაჲ, ვითარ მეფესა, რამეთუ ჯერ-არს სიმშჳდით და მოწყალებით მწყსაჲ სამეფოჲსა თჳსისაჲ.
    2.     ხოლო, თუ ენებოს ო~ა, მეცა ვიპყრა სამეფოჲ ესე მსჯავრითა სიმართლისაჲთა.


46

     1.     54. ხოლო ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ, რომელი მოსცა მამამან მისმან სამსახურებელად, ბრძანა განსყიდაჲ ყოველთაჲ უცხოთა ქუეყანათა, და განყოფაჲ გლახაკთა ზედა ქუეყანისა მისისათა.
    2.     და უბრძანა ერისთავთა მისთა, რაჲთა უსჯიდენ ობოლთა და ქურივთა, და ყონ სამართალი ყოველთა მიმართ.
    3.     ხოლო აღჰმართნა და აღაშენნა ეკლესიანი მოოჴრებულნი, და დაადგინნა მას შინა მღდელნი და დიაკონნი, და უჩინნა მათ წინამძღურად ებისკოპოზნი.


47

     1.     55. და ღონიერ იქმნნეს ყოველნი გლახაკნი და არღარავინ იპოვებოდა ქუეყანასა შინა მისსა გლახაკი, რომელმანცა ითხოვა ქველის საქმარი.
    2.     და მოვიდოდიან კერპთ მსახურნი და ნათელს იღებდიან.
    3.     და განმრავლდა კეთილი და ქრისტეანობაჲ ქუეყანასა შინა იოდასაფ მეფისასა.
    4.     და ყოველნი ერთბამად ადიდებდეს ღმერთსა, მომცემელსა ყოველთა კეთილთასა, და იხარებდეს ყოველნი.
    5.     ხოლო ვითარცა იხილა მამამან მისმან მოკლებაჲ სამეფოჲსა თჳსისაჲ და განმდიდრებაჲ სამეფოჲსა ძისა მისისაჲ, შეუძნდა ფრიად, და იყო ურვასა შინა დიდსა.
    6.     ხოლო განისმა ანბავი მისი ყოველსა ქუეყანასა, და ყოვლით კერძო შემოკრბა სიმრავლე მორწმუნეთაჲ.
    7.     და ბრძანა ყოველთა მოწესეთა და მღდელთაჲ, რაჲთა არავის ჰქონდეს მათ ზედა უფლებაჲ თჳნიერ ღმრთისა, და დაიმჭირნა ყოველნი პატივსა ზედა დიდსა ფრიად, და ყოველნი ეკლესიანი პატივსა ზედა იპყრნა ღმრთისასა.


48

     1.     59. ხოლო ჟამსა შინა ერთსა წარავლინნა აბენეს მეფემან წინაშე ძისა მისისა კაცნი კერპთმსახურნი, რაჲთა ცნან საქმე და ქცევაჲ ძისა მისისაჲ.
    2.     და ვითარცა მიიწი[ვ]ნეს პალატად, მიეგება წინა, ვითარცა ძმათა საყუარელთა, და პატივითა მოიკითხნა იგინი მოწლედ და ისტუმრნა და ნიჭნი დიდნი წინა-უყვნა და აწუევდა ღმრთის მსახურებასა.
    3.     ხოლო მათ ჰრქუეს: ძეო მეფისაო, ვითარ იყოს ბჭობაჲ შენი ჩუენ ზედა საქმეთათჳს პირველთა, რომელნი ვქმნენით ბრძანებითა მამისა შენისაჲთა, და რამეთუ სისხლნი მრავალნი დავსთხიენით?
    4.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარცა განაგდოთ სჯული თქუენი, მის თანავე განაგდოთ იჭჳ, რ~ლ გ~ქს მაგის ჯერისათჳს.
    5.     და ვითარცა შეხჳდეთ სჯულსა ღმრთისასა, შეხჳდეთ მშჳდობასა და სიხარულსა საუკუნესა, რამეთუ ღმერთი ჩუენი მშჳდობისა და სიყუარულისაჲ არს და არა არს შურის-გებაჲ მის თანა,
    6.     რამეთუ ტკბილ და კაცთ მოყუარე და მოწყალე არს და არა ჰნებავს, სიკუდილი ცოდვილთაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული.
    7.     და მიიქცეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს.
    8.     ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ სჯულსა იოდასაფისსა და შეიწყნარონ წესი მისი.


49

     1.     60. და მიწერეს წიგნი ამის პირისათჳს.
    2.     და ვითარცა მიიწია მოციქული და წარიკითხა, განიხარა ფრიად და დიდითა პატივითა შეიწყნარნა მოციქულნი.
    3.     და წარგზავნასა მათსა მისცნა ნიჭნი დიდნი.
    4.     და მიუწერა მამასა თჳსსა ესრეთ: დიდსა და მორწმუნესა მეფესა და კეთილად მოსრულსა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ მოგიკითხავ!
    5.     პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რომელმან არა ჴუებულ მყო მე საწადელსა ჩემსა და ღირს მყო მე ხილვად ჭეშმარიტისა მეფობისა შენისა, რამეთუ აწღა იქმენ მეფე, ხოლო პირველ ამისა მონაჲ იყავ ეშმაკთა, ჵ მამაო საყუარელო!
    6.     აწ დიდ არიან მადლნი და ნიჭნი შენნი ჩემ ზედა და გარდარეულ კეთილის ყოფანი, არამედ უფროჲს და უდიდეს აწ ახარე სულსა ჩემსა, რამეთუ ყოველი, რომელი-იგი მომეც, არარაჲ იყო წინაშე თუალთა ჩემთა.
    7.     რამეთუ იწუებოდა გული ჩემი წარწყმედისათჳს სულისა შენისა.
    8.     ხოლო აწ აღსარებითა შენითა ღმრთისა მიმართ განათლდა სული და გონებაჲ ჩემი, რამეთუ ვიქმენ ძე მორწმუნისა მეფისა და კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, რომელმან განანათლნა თუალნი სულისა შენისანი!
    9.     გევედრები, რაჲთა დაარღჳნე ტაძარნი კერპთანი და დასწუნე და დაჰლეწნე ყოველნი კერპნი და დაწჳვითა მათითა დაეგო ღმერთსა, ვითარცა-იგი პირველ დაწუვითა კაცთა ღმრთის მსახურთაჲთა განარისხე ღმერთი.
    10.     და რაჟამს ესე ჰყო, მაშინ დაჰჴსნე კედელი იგი და ზღუდე მტერობისაჲ და ჭეშმარიტი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღო ღმრთისაგან და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა უკუნისამდე.
    11.     და ვითარცა მიიწია წიგნი იგი, აღდგა მეფე და ყოველი ერი მის თანა და დაარღჳნეს ყოველნი საკერპონი და დაწუნეს ცეცხლითა.
    12.     და წარვიდა მეფე და ყოველნი ერისთავნი მის თანა სამეფოდ ძისა მისისა.
    13.     ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმა მისლვაჲ მათი, მიეგება წინა სიხარულითა დიდითა და დავარდა წინაშე მამისა თჳსისა და მოიკითხნეს ურთიერთას და წარვიდეს პალატად და ყვეს სერობაჲ დიდი.


50

     1.     62. ხოლო იოდასაფ მიუძღუანნა ნიჭნი დიდნი მეფესა და ერისთავთა მისთა და ყოველსა ერსა.
    2.     ხოლო შემდგომად სამისა დღისა უბრძანა მღდელთა და მღდელთ მოძღუართა, რაჲთა ნათელ-სცენ მეფესა აბენესს და ყოველთა ერთა და ერისთავთა.
    3.     და წარსლვასა მათსა სამეფოდ მათდა, წარიტანნა თანა ებისკოპოზნი, მღდელნი და დიაკონნი.
    4.     ხოლო აბენეს მეფემან უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისა აღშენებაჲ ეკლესიათაჲ.
    5.     და ყოველმან ერმან ნათელს იღო.
    6.     და იყო დიდი დაწყნარებაჲ და მშჳდობაჲ სამეფოსა მათსა.
    7.     და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უ~კე. ა~ნ.


51

     1.     63. ხოლო შემდგომად მცირეთა ჟამთა დასნეულდა აბენეს მეფე და მოუწოდა ძესა თჳსსა და მიუთუალა ყოველი სამეფოჲ ჴელთა მისთა.
    2.     და ჰლოცვიდა და მადლობასა აღუარებდა, რომელ ღირს ყო ნათელსა ქრისტეს ღმრთისასა და ეტყოდა: შვილო საყუარელო და სასურველო, მე ესერა განსლვად ვარ ამიერ სოფლით და ფრიად მელმის და მწუხარე ვარ.
    3.     ხოლო იოდასაფ ჰრქუა: ნუ მწუხარე ხარ, მამაო საყუარელო, ვინაჲთგან იცან ქრისტე მეფე და აღიბეჭდე ნათლითა მისმიერითა.
    4.     და აწ სიხარული ჯერ არს, რამეთუ წარხვალ წინაშე ღმრთისა განსასუენებელთა საუკუნეთა.
    5.     მიუგო აბენეს: ნუ მაბრალობ, შვილო, შეწუხებასა, რამეთუ ბუნებით თანა-აც ყოველსა სულსა მწუხარებაჲ განშორებისათჳს ჴორცთაჲსა და დატევებისათჳს ჰაერისა და ნათლისა და წარსლვისათჳს უცხოებად, სადა-იგი არა ვიცით, თუ ვითარსა იწროებასა მივალთ.
    6.     და ამისთჳსცა მეშინის, რამეთუ ფრიად განვარისხე ღმერთი, დამბადებელი ჩემი, რამეთუ მრავალნი წმიდათაგანნი მოვსრენ, რომელნი აწ შურსა იგებენ ჩემ ზედა.
    7.     და რამეთუ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ვჰგმობდი ღმერთსა და ვაქებდი და ვადიდებდი კერპთა.
    8.     და არარაჲ მაქუს მადლი წინაშე ღმრთისა.
    9.     და რამეთუ შემოკლდა ჟამიცა სინანულისა ჩემისაჲ.
    10.     მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: ნუ [ჰ]ზრუნავ, მეფეო, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მიხუალ მეუფისა სახიერისა და მრავალ მოწყალისა, რომელმან მეათერთმეტისა ჟამისათაცა სწორად მისცა სასყიდელი პირველისთა,
    11.     რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოწყალებათა ღმრთისათა და არცა კაცთაებრ სჯის თავადი იგი, რამეთუ მოწყალებანი მისნი დასძლევენ სოფელსა ამას, სავსესა ამას ცოდვითა.
    12.     და მერმე არა სწორ არს ნათელი ესე ამის სოფლისაჲ და ჰაერნი ნ~თლისა მას და ჰაერსა დიდებისა მისისასა, რომელსა ღირს იქმნებიან მორწმუნენი, და რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სამოსელი უხრწნელი შემოსად, ვიდრე არა შევარდეს ხრწნილებასა ჴორცთასა.
    13.     და უწყოდე, რამეთუ მცირედი სინანული დასძლევს მრავალთა ცოდვათა, რამეთუ განჰზავებს ღმერთი მოწყალებათა მისთა.
    14.     მაშინ გულს-მოდგინე იქმნა მეფე, და ნუგეშინის-ეცა სიტყუათა მათ ზედა და ელხინა სულსა მისსა ურვისა მისგან, და ჰრქუა: მიგაგენ ღმერთმან, შვილო, უმეტესი მისაგებელი კეთილთა მისთაჲ უმეტეს სასოებისა შენისა,
    15.     რამეთუ წარწყმედულ ვიყავ და მომიპოვე, და ტყუე ვიყავ და მიჴსენ, და რამეთუ მტერი ვიყავ და დამაგე ღმერთსა.
    16.     აწ გამცნებ, რაჲთა კეთილად ხჳდოდი წინაშე ღმრთისა და სათნოდ მისდა აღასრულნე დღენი შენნი.
    17.     და ნუმცა დაგახრწევს დიდებაჲ მეფობისაჲ სიყუარულისაგან ღმრთისა, რამეთუ ყოველი ესე აჩრდილ და წარმავალ არს.
    18.     აწ სადა არს საშინელი იგი ზარი მეფობისა ჩემისაჲ და სიმრავლე ერისაჲ და სიმჴნე ახოვანთა მათ მჴედართა ჩემთაჲ, ანუ აურაცხელნი იგი საფასენი ჩემნი, რომელ შევიკრიბენ, რაჲთამცა მოვიდეს და მიჴსნეს წარმყვანებელთა ჩემთაგან.
    19.     აწ შვილო ჩემო, მეცა გამცნებ, ვითარცა-იგი შენ მე მამცნებდი, და გამხილებ, ვითარცა შენ მე მამხილებდი, რაჲთა შეურაცხ-[ჰ]ყო სოფელი და ყოველი, რაჲ არს სოფელსა შინა, და ღმერთი ოდენ მოიპო[ვ]ე, და ლოცვათა შენთა შინა ჴსენებულ მყავ, შვილო ჩემო!
    20.     და ვითარცა ამას იტყოდა, იხილნა ანგელოზნი ნათლითა შემოსილნი, და დაიწერა ჯუარი და განუტევა სული.


52

     1.     64. ხოლო იოდასაფ, ძემან მეფისამან, დაჰფლა გუამი მისი, ვითარცა კაცთა ლიტონთაჲ.
    2.     და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, და აღიხილნა თუალნი და თქუა: გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, მეუფეო დიდებისაო, რომელმან მოაქციე მონაჲ ესე შენი შეცთომილი და არა წარსწყმიდე სატანჯველთა შინა ჯოჯოხეთისათა და ღირს ყავ იგი ნათელსა პირისა შენისასა.
    3.     შეივედრე, უფალო, და შეიტკბე ესეცა, ვითარცა უძღები იგი შვილი, და დააწესე სული ამისი მართალთა და წმიდათა თანა.
    4.     და ნუ მოიჴსენებ ბრალთა მათ, რომელნი შეამთხჳვნა მონათა შენთა, რ~ მოწყალე ხარ და ყოველივე ძალ-გიც.
    5.     და ორმეოც დღე დგა საფლავსა მას ზედა და ესევითარსა ვედრებასა შესწირვიდა ცრემლით ღმრთისა მიმართ.
    6.     ხოლო შემდგომად ამისა მოუწოდა ყოველთა მღდელთ-მოძღუართა, მღდელთა და დიაკონთა და ფრიადნი საფასენი მისცნა და ამცნო მსხუერპლისა შეწირვაჲ და ლოცვაჲ აბენეს მეფისათჳს, და ეგრეთვე განუყუნა გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა.


53

     1.     65. და დაჯდა საყდართა ზედა თჳსთა, და უბრძანა დიდებულთაცა მისთა დასხდომაჲ და ჰრქუა: აჰა ესერა შეისუენა აბენეს მეფემან, მამამან ჩემმან, ვითარცა ერთმან გლახაკთაგანმან, და ვერვეს ჴელ-ეწიფა შეწევნად და ჴსნად მისდა ჴელთაგან სიკუდილითა.
    2.     და დღე ესე ჩუენ ყოველთაცა ზედა მოწევნად არს და თქუენ უწყით, თუ რაჲ იყო წადიერებაჲ ჩემი, არამედ ვერ წინა-აღუდეგ მამასა ჩემსა.
    3.     და აწ არღარა მაქუს მიზეზი წინაშე ღმრთისა აღთქუმისა მისთჳს ჩემისა, რაჲთა შევეყო რიცხუსა მონაზონთასა, და თავს-ვიდვა ცხორებაჲ მათი.
    4.     ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თავისა თქუენისათჳს მეფე, რომელი გიძღოდის ნებასა ღმრთისასა.
    5.     და აჰა ესერა ძალითა ქრისტესითა არავინ არს მტერი და წინააღმდგომი და მშჳდობით დაწყნარებით არს სამეფოჲ ჩუენი.
    6.     ხოლო მათ ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე, აღდგეს და ყოველთა ერთითა ჴმითა თქუეს: ნუ იყოფინ, მეფეო, და არა იქმნეს ეგე, ვიდრე არა ყოველნი მოვსწყდეთ.
    7.     და ამას ზედა განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი, ვიდრემდის შფოთიცა აღდგებოდა.
    8.     ხოლო იოდასაფ, ვითარცა იხილა, რამეთუ არა ნება სცემენ, იზრახა განსლვაჲ ფარულად.
    9.     და მოუწოდა ბარაქიას, რომელი პირველ ვაჴსენეთ, რომელი-იგი თანაშემწედ იყო ნაქორისსა მას დღესა, ოდეს-იგი მეფე სიტყუა-უგებდა.
    10.     და იყო იგი ნათესავი იოდასაფისი, და ჰრქუა: ნათესავი დღესა ჭირისასა უნა კაცსა.
    11.     და აწ მიიღე ჴელით წერილი ერისა მიმართ და მთავართა ჩემთა მეფობისათჳს შენისა, და მე განვიდე იმათა თანა და მათ თანა ვჰმონებდე ქრისტესა.
    12.     მიუგო ბარაქია: არა სამართლად საჯე, მეფე, რამეთუ წერილ არს: შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
    13.     ხოლო შენ აღირჩევ უმჯობესსა და ჩემი გნებავს წარწყმედაჲ.
    14.     ხოლო თუ უმჯობეს არს დატევებაჲ საწუთოჲსაჲ და ძიებაჲ საუკუნოჲსაჲ, გუალე და წარვიდეთ ორნივე.


54

     1.     66. ხოლო ბარაქიაჲსგან რაჲ ესმნეს სიტყუანი ესე, ემხილა სამართალი და აღარაჲ მიუგო.
    2.     ხოლო ღამესა ერთსა დაწერა წიგნი ესრეთ, ჴელით წერილი, ერისთავთა მიმართ და ერისა, ვითარმედ: ბარაქიაჲსი ჯერ-არს მეფობაჲ.
    3.     და დაუტევა საგებელსა ზედა თჳსსა.
    4.     და აღდგა და მოიბლარდნა წელთა ძონძი იგი, რომელ მიეღო ბალაჰვარისგან, და წარვიდა.
    5.     ხოლო აგრძნა ბარაქია და აუწყა სხუათა მთავართა.
    6.     ხოლო მათ მსწრაფლ დევნა-უყვეს და შეიპყრეს და მოიყვანეს და ჰრქუეს: უკუეთუ დაუტეო ესოდენი სიმრავლე უწინამძღუროდ, და ანუ აღდგენ ბრძოლანი და შფოთნი, ანუ მიიქცენ კერპთა მიმართ, არა შენგან იზღვიოსა ესოდენი სული, რომელ არს სამეფოსა ამას შინა შენსა?!
    7.     ხოლო მან ჰრქუა: პირი იგი უტყუ[ვ]არი ამას ბრძანებს: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თჳსი წარიწყმიდოს გინა იზღვიოს.
    8.     აწ უწყოდეთ, მე უეჭუელად წარვალ სათნოთა თანა ღმრთისათა, ხოლო თქუენ იძიეთ თავისა თქუენისა მეფე.
    9.     მაშინ ბარაქიას ჴელნი დაასხნეს, რაჲთა ყონ იგი მეფედ.
    10.     ხოლო მან იწყო ტირილად და არა უნდა ესე ყოფად, არამედ ვერღარა შემძლებელ იყო წინააღდგომად ერისა და უფროჲსღა იოდასაფისა.
    11.     ხოლო იოდასაფ მოიღო ბეჭედი და შეაცუა ჴელსა ბარაქიაჲსსა, და გჳრგჳნი თავსა დაადგა და მიულოცა მეფობაჲ.
    12.     და აღიპყრნა ჴელნი და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მიჴსენ უღირსი მონაჲ შენი, და მომიყვანე გულისჴმის-ყოფად ცნობასა შენსა, და არა ჴუებულ ჰყავ სული ჩემი მოქცევისათჳს მამისა ჩემისა.
    13.     აწ აჩუენე კაცთ მოყუარებაჲ შენი და შეეწიე ბარაქიას, ძმასა ამას ჩემსა, რაჲთა ღირსად და სათნოდ შენდა ვიდოდის წინაშე შენსა და ყოველსა ერსა.
    14.     და ვითარცა ესევითარი ვედრებაჲ განამრავლა ღმრთისა მიმართ, და მერმე აღიხუნა ჴელნი თჳსნი ბეჭთაგან ბარაქიაჲსთა.
    15.     მოექცა და ჰრქუა ბარაქიას: გამცნებ შენ და აღთქუმასა მიგცემ წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა, ნუმცა ბრალეულ ვარ საქმითა შენითა,
    16.     და რამეთუ ვითარცა უწინარეს ჩემსა იცან ღმერთი და ჰმონებდი მას სულითა უსიტყუელითა, აწ უფროჲს ჩემსა იღუაწე, და აჩუენე ღმერთსა სათნოებაჲ შენი.
    17.     ნუ ვისთჳს ძჳრსა იჴსენ, ნუცა წარიტყუენვი გონებითა სილაღითა საყდრისა შენისაჲთა, ნუ ვის ესავ შემწედ შენდა თჳნიერ ღმრთისა ნუ მიიღებ ძღუენსა უსამართლოსა, ნუცა განიხარებ ჭირსა მტერისასა.
    18.     ნუ განცუბ~ნბის გონებაჲ შენი მრისხანებისათჳს.
    19.     ნუ ვის მიხედავ თუალითა მრისხანითა.
    20.     ნუ ვის მიაგებ ბოროტსა თავისა შენისათჳს, გარნა ღმრთისათჳს.
    21.     ნუ ცარიელსა მიაქცევ გლახაკსა.
    22.     ამას გამცნებ, და უკუეთუ თანა-წარჰჴდე, ღმერთი იყავნ მიმჴდელი შენი.
    23.     და რამეთუ იგი არს დასაბამი და დასასრული ყოვლისა საქმისაჲ.
    24.     და იყავნ ყოველთა კაცთათჳს ეგრეთ, ვითარცა შენ გნებავს ყოფაჲ მათი შენთჳს, რამეთუ იგი არს მეგობარი კეთილი, რომელი არა ჭიქამან მოიგოს, არამედ გამოცდილებამან.
    25.     ხოლო სიყუარულსა არა აქუს საზღვარი, რამეთუ თუალსა უჴმს თუალი, ხოლო იგი ყოველსა ხედავს და თავსა თჳსსა ვერ ხედავს.
    26.     ხოლო უკუეთუ სული უკეთური მოიწიოს შენ ზედა და გაწუევდეს ბოროტსა, შენ არქუ, ვითარმედ: ესე ყოველთა უცნია.
    27.     ხოლო იგი სირცხჳლეული უკუნ იქცეს.
    28.     ხოლო უკუეთუ სცთე, მიუწოდე კაცსა მეცნიერსა და მან განკურნოს ცთომილებაჲ შენი.


55

     1.     67. და ვითარცა დაასრულა სიტყუაჲ სწავლისაჲ, აღდგა და კუალად მოიბლარდნა სამოსელი იგი მიცემული ბალაჰვარისგან და მსწრაფლ წარვიდა უდაბნოს.
    2.     ხოლო ყოველთა რომელთა ესმა ანბავი მისი, განკჳრდეს საქმესა მას ზედა იოდასაფისსა, და ყოველნი ცრემლით ადიდებდეს ღმერთსა.
    3.     ხოლო ღმერთმან ამითცა გამოცადა გონებაჲ მისი, რამეთუ შემდგომად ორისაღა წლისა უჩუენა ერთსა მთათაგანსა ზედა მოძღუარი მისი ბალაჰვარ.
    4.     და ვითარცა იხილა, მოეხჳნეს ქედთა ურთიერთას, შეიტკბნეს და ტიროდეს, და ანბორს-უყ~ფს.
    5.     და ვითარცა დასხდეს, ყოველივე ყოფილი წარმოუთხრა იოდასაფ.
    6.     ხოლო იგი ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან ნაყოფიერ ყო თესლი იგი მისი.


56

     1.     68. ხოლო ბალაჰვარ აუწყა ჴორცთაგან განსლვაჲ თჳსი.
    2.     ხოლო მან კუალად იწყო ტირილად და ეტყოდა: ნუ დამიტეობ, მამაო სულიერო, შვილსა ამას შეცთომილსა.
    3.     ხოლო იგი ეტყოდა: ნუ შესძრწუნდები, შვილო ჩემო, რამეთუ ვევედრები უფალსა, რაჲთა ადრე მოგიყვანოს ადგილსა მას განსასუენებელსა, რომელ იხილე.
    4.     და სიტყუასავე თანა განბრწყინდა პირი ბალაჰვარისი და შეისუენა.
    5.     ხოლო იოდასაფ გუამი იგი წმიდისა მამისა ჩუენისა დადვა ჴურელსა მას შინა, რომელსა იყოფებოდა.
    6.     და შევარდა დიდსა მწუხარებასა შინა და მიეძინა რაჲ, იხილნა ძილსა შინა კაცნი ვინმე ნათლისანი.
    7.     და აქუნდა მათ გჳრგჳნები შემკული ანთრაკითა და თუალითა და ეტყოდეს: ესე მათთჳს არს გჳრგჳნი, რომელნი სწავლითა შენითა წარუდგინენ ღმერთსა.
    8.     და სხუანი აქუნდეს ბრწყინვალენი ორნი და ჰრქუა მას: ესე ერთი შენი არს ღუაწლთა მათთჳს, რომელ თავს-ისხენ, და ერთი მამისა შენისაჲ არს, რამეთუ მოიქცა ღმრთისა.
    9.     მიუგო იოდასაფ: და რაჲ სწორებაჲ არს, რომელმან შეინანოს მოღუაწისა თანა?
    10.     მაშინ გამოუჩნდა ბალაჰვარ და ჰრქუა: მოიჴსენე, ძეო მეფისაო, ოდეს-იგი გეტყოდე, ვითარმედ: ოდეს განჰმდიდრდე, არა გინდეს მიცემად მოყუსისა.
    11.     და აწ გშურს მამისათჳსცა შენისა.
    12.     და განიღჳძა იოდასაფ და განმტკიცებულ იქმნა სულითა.


57

     1.     69. შემდგომად მცირედთა ჟამთა შეისუენა იოდასაფცა.
    2.     და იყო მახლობელად მათსა კაცი ერთი მძოვართაგანი, მივიდა და დავა გუამი იგი ბალაჰვარის გუამსა თანა;
    3.     და წარვიდა წინაშე ბარაქია მეფისა და უთხრა საქმე იგი.
    4.     ხოლო იგი წარვიდა ერითა და მღდლითა და წარმოიხუნა ნაწილნი იოდასაფ და ბალაჰვარისნი, დაჰკრძალნა ლუსკუმასა შინა ოქროჲსასა.
    5.     და მას ზედა აღაშენა ეკლესიაჲ სახელსა ზედა მამისა, ძისა და სულისა წმიდისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე.
    6.     და რომელნიცა სარწმუნოებით მივლენ, ყოველთაგან სენთა განიკურნებიან.
    7.     და ჩუენცა ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა ლოცვითა მათითა ვიჴსნნეთ საუკუნეთა სატანჯველთაგან და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ, პატივი, თაყუანის-ცემაჲ უკუნისამდე.