I.

წმიდა მყოფელი მიითუალე საუნჯე,

იყნოსე მისთა მიჰრონთა სულნელებაჲ,

განწყობილისა იხილე ვითარებაჲ,

ნივთ უბრწყინვალეს ოქროჲსა გექმენინ შენ.

ინებოს რაჟამს უწყებად შენდა ლუკა,

საქმე სიტყჳსა მოწაფეთაჲ, და მიერ

აღვედ იაკობ, უფლისა ძმისა ბრძნისა,

მან წარგავლინოს ძისა მიმართ ტრედისა.

ორთა ამათ რაჲ თანა წარჰჴდე, გეზრახოს

ცაჲ პირმეტყუელი და თავი ღმრთისმეტყუელთაჲ.

იუდაჲს მიერ შჳდეულად სრულ იქმნენ

ქადაგთა ოთხთა შჳდნი კათოლიკენი.

უშინაგანეს შეხჳდე თუ, გეპოვნენ,

ლოდნი ათორმეტ რიცხუნი პატიოსანნი,

ორღანოჲსა მის ღმრთისა ებისტოლენი,

იყვნედ ესენი ნათელ ალაგთა შენთა.

II.

ნათელთა წყაროდ პირველად ნათლად მიმართ

იმსთობდ მესამე მეორეთა ძღუანვითა,

კრეტსაბმელი რაჲ ჴორცთა სიზრქისაჲ განჰვლე

ისრაელქმნილმან უსახოთა ხედვათა

ტაძრისა შორის ქცევად ამაღლებათა.

ამას ჩემთჳსცა იოხდ, ჵ საკჳრველო,

რომელმან შენთა სიტყუათა უფსკრულისა

სივრცისა კერძოჲ ფრიად შრომით წავჰლე

ელლენურსა რაჲ ქართველთა ენად ვსცვლიდი

ნიშებმოსილთა მამათა სიქადულო!

III.

საუკუნოდმცა იჴსენების არსენი:

აქა დასრულდა ერთბამად განქიქებაჲ.

ელლინებრისა სულთაპირველყოფისაჲ

და თანად ორთა უფსკრულისა ვეშაპთა,

ორიგენის და მანენტოჲს, საცთურისაჲ.