თურკოსი კომმუნელთა შორისი 13
(ალფონს დოდესი)
ეს იყო პატარა მედაფე აფრიკის ჯარისა. სახელად ერქვა კადური და იყო
იმ თურკოსთაგანი, რომელნიც ღენერალ ვინაოს მხედრობას მიჰყვნენ პარიჟში.
მან გამოიარა მთელი ომიანობა ვისსამბურღიდამ მოყოლებული შამპინიამდე,
ჩიტსავით დაფრინავდა ერთ ბრძოლის ელიდამ მეორემდე, და ისეთი
ცოცხალი და მარდი იყო, რომ ტყვიამაც არ იცოდა, საიდამ მიჰკარებოდა.
დადგა ზამთარი და ამ აფრიკელმა, ომის ცეცხლში ნამყოფმა და გამოვლილმა,
ვერ აიტანა სიცივეში ყარაულობა, თოვლში უძრავად დგომა. ერთს დილას
იანვრისას ჰპოვეს იგი მარნის წყლის ნაპირას ფეხებდამძრალი და, სიცივისაგან
მოკრუნჩხული. დიდხანს მოუნდა სამკურნალოში წოლა. იქა ვნახე პირველად.
დაღონებული და უჩივარი, ვით სნეული ძაღლი მტკნარის თვალით
იყურებოდა გარშემო. თუ დაელაპარაკებოდა ვინმე, გაიღრიჭება და კბილებს
წამოჰყრიდა; მეტი კი ვერა შეეძლო რა, რადგანაც ჩვენი ენა არ ესმოდა. გულის
გასართობად კიდურს ჰქონდა მარტო დაფი, ხანდახან, როცა კიდური
მეტისმეტად მოწყენილი იყო ხოლმე, მიუტანდნენ ქვეშსაგებში დაფს,
დაუკარო; მაგრამ ძალიან მაღლა დაკვრას კი უშლიდნენ, სხვა ავადმყოფნი არ
შეწუხდნენო. აი მაშინ გაცოცხლდებოდა ხოლმე მისი ნისლიანი, დაღვრემილი
პირი-სახე; ტანს, ხელს, ფეხს სულ ააყოლებდა ხოლმე დაფის წყობილ
ხმაურობას. ხან დაჰკრავდა დაფს თოფის სროლისას და მაშინ ღრეჭა
აღტაცებულ კასკასად გადაექცევოდა. ხან რომელსამე თათრულს ხმას
შეუწყობდა, მაშინ თვალში ცრემლი მოერევოდა, ნესტოები გაებერებოდა და
თავში ეხატებოდა ბლიდაჰის ტყე თურინჯებით დატვირთული და სხვა
მრავალი სურათი თავისის სამშობლოსი.
ამ ყოფაში გაატარა ორი თთვე. ამ ხანის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა
პარიჟში, მაგრამ კიდურს ამის აზრიც ვერ აეღო. ერთხელ თვალი მოჰკრა, რომ
ჯარმა ფანჯრებწინ გაურა; მერე მოესმა ზარბაზნების გრიალი ქუჩაში, ბოლოს
სროლის ხმაცა. ამებისა სრულად ვერა იაზრა რა, დაიჯერა კი, რომ ჯერ
ომიანობა არ გათავებულაო, მაშ კიდევ ვიომებო, წავალ, მეც გავერევიო, ფეხები
ხომ მორჩენილი მაქვსო. აი გადიდო ზურგზედ თავისი დაფი და გასწია თავის
ჯარის მოსანახავად. დიდხანს არ დასჭირვებია ძებნა. კომმუნელები დახვდნენ
13
კომუნელებს უწოდებენ იმ რევოლიუციის მოღვაწეთა, რომელიც ასტყდა პარიჟში 18 მარტს
1871 წ. თურკოსებს უწოდებდნენ ალჟირელ ჯარისკაცთ.
და წაიყოლიეს მოედანზე. ღენერალმა მისცა ათი ფრანკი, ცხენი და შერიცხა
თავის შტაბში. თავის ყვითლად ნაკერ ლურჯ ტანისამოსით, თავისის ჩალმით
და დაფით ჩვენი თურკოსიც ჩაერია კომუნის შტაბის კაცთა შორის და უფრო
ააჭრელა
თავად
ისეც ჭრელი
და
მრავალფეროვანი
ტანისამოსი
კომმუნალებისა. მზის სხივებმა, ზარბაზნების გრიალმა და თოფ-იარაღის
მრავალგვარობამ სიხარულით აიტაცა და სრულიად დაუბნია გონება.
გულმოდგინედ ემსახურებოდა შტაბს. ხან აქეთ გააქცუნებდნენ, ხან იქით.
კადური დარწმუნებული იყო, რომ ისევ პრუსსიელებს ებრძოდნენ, მაგრამ
ერთი რამ კი აკლდა კადურს სრულ ბედნიერებისათვის; ომი სწყუროდა,
ჰსურდა, აელაპარაკებინა თვით თოფის წამალი.
ერთს დილას მაისისას საშინელმა თოფის სროლამ გამოაღვიძა ჩვენი
თურკოსი. სამინისტრო დიდ ღელვაში და ფაცაფუცში იყო; ყველანი
გარბოდნენ და გამორბოდნენ. კადურიც სხვებს აჰყვა, ცხენს მოახტა და შტაბს
უკან გამოუდგა. ჰნახა გონებადაბნეულნი მებუკენი, აქა-იქ დაქსაქსულნი
ბატალიონები..... მოკირწყლულ ქუჩების ქვები აჰყარეს, სანგლებს აკეთებდნენ.
ცხადი იყო, რაღაცა დიდი ამბავია. რამდენად უფრო უახლოვდებოდნენ წყლის
ნაპირს, იმდენად აყალმაყალი მატულობდა და თოფის გრიალიც უფრო მეტად
მოისმოდა. ხიდზე რომ მივიდა, კადურს შტაბი თვალიდამ დაეკარგა. შემდეგ
ვიღამაც ცხენიც წაართვა (შესატყობად, ქალაქის საბჭოში რა ამბავიაო.).
გაბრაზებული თურკოსი გაიქცა იქით, საიდამაც სროლა მოდიოდა. მირბოდა
და თან ხელდახელ თავის თოფს სტენავდა და თან ბურდღუნებდა: Macach
bono, Brissien...... რადგანაც ეგონა პრუსიელები შემოცვივნილანო. ტიულერის
ბაღში ტყვია ჰზუზუნებდა კიდეც. რივოლის ქუჩის სანგალიდამ დაუძახეს: "ეი!
თურკოს! თურკოს!...” იქ მარტო თორმეტნი იყვნცნ. ერთი კადური მთელს
მხედრობად ღირდა.
კადური შედგა სანგალზედ თავმომწონე და თვალსაჩინო როგორც დროშა
და ომობდა გიჟურად და კიჟინით ტყვიის წვიმის ქვეშ. ერთს წუთს ბოლი
თვალწინ გადეწმინდა, თვალი მოჰკრა წითელ შალვრებიანებს და იფიქრა,
პრუსიელები მატყუებენო და ხელახლად ტყვია-წამალი აალაპარაკა. უეცრად
სანგალმა ხმა გაიწყვიტა. უკანასკნელმა კაცმა უკანასკნელი სროლაღა დაცალა
და გაიქცა. თურკოსი კი ადგილიდამ არ დაიძრა. ჩასაფრებული იჯდა, ერთ
მუხლზე წამოჩოქილი, მაგრა ეჭირა ნიშახში ამოღებული თოფი და ელოდდა.
ქვევითი ჯარი მოადგა. აფიცრებმა დაუძახეს, დაგვნებდიო. კადური ერთს
წუთს შეკრთა, მერე წამოხტა, თოფი შეათამაშა და დაიძახა: bono, bono,
Francese!...
ეგონა, ეს ის მეშველი ჯარიაო, რომელსაც ამოდუნა ხანა ელოდდნენ
პარიჟელები. რარიგად შეჰხაროდა, რარიგად შესცინოდა მათ მთელის თავის
თეთრის კბილებითა!... თვალის დახამხამების უმალ სანგალი აიღეს. გარს
მოეხვივნენ კადურს და მუჯლუგუნები დაუშინეს, გაგვასინჯე შენი თოფიო.
თოფი ჯერ ისევ ცხელი იყო. გვიჩვენე ხელებიო, ხელები გამურული ჰქონდა
თოფის წამლისაგან. თურკოსი თავმოწონებით უჩვენებდა თოფს და ხელს და
იღიმოდა თავის კეთილის ღიმილითა.
კედელზედ მიაყრდნეს და დახვრიტეს...
ისე მოკვდა, ვერ გაიგო, რა ამბავი იყო.
[1879 წ.]
ერთი უბედურთაგანი
(მოთხრობა ჟულ კლარეტისა)
პირველს იანვარს 1859 წლისას ნოელ რამბერმა გამოიღვიძა განთიადისას,
გულზედ მოსული იყო და მშიერი. ერთი მთელი დღე და ღამე პური არ ეჭამა;
თავი ისე მძიმედ ჰქონდა, თითქო ტყვია ჩაუსხამთო. მისი ჩამქრალი თვალი
მწუხარედ დასცქეროდა ხუთის წლის ბალღს, იქავ ცარიელს ცივს ოთახში
მწოლარეს. დაფლეთილ და ჭუჭყიანს ლოგინზედა.
ნოელ რამბერი იყო ერთი ღარიბი მუშა კაცი. მთელის ორმოცის წლის
განმავლობაში იგი გულმაგრად და უდრტვინველად ატრიალებდა ხელში
სიღარიბის და გაჭირების ჩარხსა. დაუღალავად მედგრად და თითქმის
ქეიფითაც მუშაობდა ხოლმე ყმაწვილობისას და ხშირად მისი ზარიანი ხმა
სიმღერისა გარდემატებოდა ხოლმე მაშინების და ჩარხების გრიალსა და
ტკრციალსა. მაშინ ჯერ მარტოხელი იყო, ცოლ-შვილი არა ჰყვანდა და
ულოთველი მშვიდობიანი მუშაკი თავის თავსა ჰრაცხდა ბედნიერად, თუმცა
ღარიბი კი იყო.
- მე ჯანმრთელობა არ მაკლია და ღონე, ამბობდა ხოლმე სიცილით; დიდს
კვერს ისე ვეწევი, როგორც ბუმბულს. სხვა რა მინდა ამაზედ მეტი? მე ჩემი
თავი მდიდრად მიმაჩნია და ჩემს ბედს როტშილდის ბედშიაც არ გავცვლი.
მაგრამ რამბერს შავი დღეც დაუდგა, დღე იმედთა გაცრუებისა და
უწყალო წამებისა, მას ობოლს, მუშებში გაზდილს, ჯერ პატარაობითვე
შეეთვისებინა ის აზრები, რომელთაც ეგრე სწრაფად გაიდგეს ფეხი პარიჟში
1848 წელსა და როცა თებერვლის რევოლიუციამ იფეთქა, იგი ყმაწვილკაცობის
სიმხურვალითა ჩადგა მეომართა შორის. იმ დროს მისი საყვარელი გმირები
იყვნენ: ბარბესი, წინამძღვარი თავის ყოჩაღის ესკადრონისა, და ფლოკონი,
უბრალო ძველ ტანისამოსით თავდაბლად მიმავალი ხოლმე თავის
სამინისტროში. ხოლო როგორც რევოლიუციას, ისე მის მოღვაწეებს, მალე
დააცლევინეს მოედანი. კავენიაკისაგან შემზადებულმა და ორ დეკემბრის
ღამის იმპერიით დაგვირგვინებულმა რეაქციამ დანსთქა თავისის მღვრიე
წყლით როგორც საქმენი, ისეც კაცნი, რომელიც წინ წამოყენებულ იქმნენ 1848
წლის მოძრაობისაგან. რამბერი, დარჩენილი დამარცხებულთა შორის,
დაუბრუნდა ისევ თავის მძიმე მუშაობას, თითქო სულ ორიოდ დღეაო, რაც
თავი დაანებაო. ამ ომებში და ბრძოლაში მას გული არ დაჰსჯაბნებია,
პირიქით, ჰგრძნობდა, რომ ახალგაზდობის ღონე ჯერ კიდევ ჭარბადა აქვს
(რამბერი მაშინ 34 წლისა იყო) და სიცილით იტყოდა ხოლმე: ”მოვიცდით, არა
უშავს რა, წინ ჯერ კიდევ დილი დროა!”
ხომ ამას ამბობდა, მაგრამ ბოლოს ნახა, რომ მისნი უწინდელნი ამხანაგნი,
თან შეზდილნი პატარაობითვე, ჭირსა და ლხინში თანამოზიარენი და მოძმენი
მის გარეშემო აღარ არიან. ორმა დეკემბერმა 14, როგორც შავმა ჯანღმა,
თვალგაუვლელ სიბნელით მორთო ყველა და ყოველი. დამარცხებული
საფრანგეთი ფეხთა ქვეშ ეშალა თავის კეისარსა, ხმაგაკმენდილი და
ზარდაცემული. რამბერსაც გულზე სევდა-ნაღველი დააწვა. ნახა თუ არა, რომ
პარიჟი, ერთ დროს მხიარული, გაცოცხლებული და აღტაცებული, ეხლა
წარბშეკრულია და დამუნჯებული, რამბერს სული შეუგუბდა, თითქო ჰაერი
აღარ არისო ამ დიდს ქალაქში, რომ სული მოებრუნებინა. საწყალს დაეკარგა ის
მუდამი მხიარულება, ყმაწვილკაცობის ხალისი და ქეიფის გუნება. ყოველივე,
რასაც ეხლა თვის გარეშემო ხედავდა, მის თვალში მკვდარი იყო, წვრილმანი,
უხეირო და უსაგნო.
"ნუთუ ამ დღეში ჩავცვივდით? - იძახდა იგი მწუხარედ. - ნუთუ არღაა
იმედი?
ეს უიმედობა ჰსწოვდა და ჰქენჯნიდა იმის გულს, მაგრამ მაგ უიმედობამ
კი არა ჰკრა სასიკვდილო ისარი, არამედ სიყვარულმა, მხურვალემ და
უძლეველმა, რომლისთვისაც თითქო გაჩენილი იყო მისი ვაჟკაცური გული.
ერთხელ ნოელ რამბერი შეხვდა ერთს ქაღს და შეიყვარა იგი საშინლად,
გაგიჟებით და იმ გულითადის აღტაცებითა, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენოდა
ამდვენ იმედთა გამტყუნების და გაბოროტების შემდეგ. თავის მხრით მართა
გარდიც, რამბერისაებრ ობოლი და უთვისტომო, გულწრფელად შეემსჭვალა,
როგორც ეტყობოდა, რამბერს და რამდენსამე წელს უწია უღელი ჯაფისა და
ღარიბის ცხოვრებისა. დღითი დღე რამბერს სიყვარული უძლიერდებოდა და
ეგონა, რომ ნამდვილი სიცოცხლე იმ დღიდგან დავიწყეო, როცა მართა ვნახეო.
თავისი უწინდელი საქმეები, გმირული ნატვრა და ოცნებანი, ომების
ბძვინვარე დღენი, დაუსრულებელი ღამეები სატუსაღოში, - ყველა ესენი ეხლა
სიზმარი ეგონა, ბინდ-ბუნდად მოზმანებული. ეხლა ოცდამეხუთმეტე
წელიწადში ისე მთლად მიეცა ახალს ტრფიალებას, როგორც ამ ათის წლის
წინად თავის პირველს სიყვარულს - მამულისას და თავისუფლებისას.
რამდენჯერმე უთხრა მართას ჯვარი დავიწეროთო, მაგრამ ქალი პასუხად
ყოველთვის ამას ეტყოდა ხოლმე:
- რათაო? თუ ბედად გვიწერია, რომ ერთმანეთი ყოველთვის გვეყვარება,
ღვდლის გარევა ჩვენს საქმეში რა საჭიროა, და თუ გვიწერია, რომ ოდესმე
უნდა ერთმანეთს დავეთხოვოთ, რათ გვინდა, რომ ჩვენ თავს ჩვენვე ხუნდები
შევუყაროთ და დღევანდელი კავშირი ბოლოს ორივეს სანანური გაგვიხდეს.
- შენი ნებაა, - ეუბნებოდა ხოლმე რამბერი.
14
ორს დეკემბერს ნაპოლეონმა მესამემ უღალატა რესპუბლიკას, მისი მომხრენი დაქსაქსა
თვითონ დაიჩემა იმპერატორობა საფრანგეთისა.
ამ სახით ჰსცხოვრებდა საწყალობელი მუშაკი; დღე მთელი ქარხანაში
მუშაობდა და საღამოობით კი ისვენებდა თავის ღარიბულ სადგურში
საყვარელის ქალის ახლო. როცა მართა დაწვა და უშობა ვაჟიშვილი ჟაკი, მაშინ
რამბერის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ბედნიერებისაგან თითქმის
გონება დაჰკარგა და ერთი ორად უმატა მუშაობას, თითქო შვილის ყოლაზედ
თვითონაც გაყმაწვილდაო. არიან იმისთანა ადამიანები, რომელნიც იმისთვის
არიან გაჩენილნი, რომ მამობა გასწიონ. შვილებისადმი სიყვარული
გაგიჟებამდე მიახწევს ხოლმე იმათს გულში და ვერა დედა ვერ შეჰსძლებს
იქამდინ თავი გაიწიროს შვილისათვის, როგორც, მაგალითებრ, მეფე ლირმა
უგუნურად გაიწირა. ამგვარს ადამიანებს ეკუთვნოდა ნოელ რამბერიც,
რომლის სიცოცხლე, სული და გული ეხლა იყო მარტო აკვანი თავის პატარა
ჟაკისა.
ხოლო დიდხანს არ გასწია მისმა ბედნიერებამა. ცხოვრება მისი, აღსავსე
ჯაფითა, ბედნიერებითა და იმედოვნებითა ერთბაშად და უწყალოდ შეჰმუსრა
ერთმა უბედურმა წუთმა.
ერთხელ, ჟაკის გაჩენის რამდენიმე თვის შემდეგ, რამბერს ხელში
ჩაუვვარდა პატარა ბარათის ნამწვი და იქიდამ ჰსცნო, რომ მართა, რომელიც
მას ასე გაგიჟებით უყვარდა, მართა, დედა მისის შვილისა, ურცხვად
ჰღალატობდა; სხვა კაცს დაჰსჯდომოდა საყვარლად! რამბერის გული
მტკივნეულობით შეიკუმშა და თუ ჭკუიდამ არ შეიშალა იმიტომ, რომ ამ
უბედურებაში ალღო აიღო სხვა უფრო დიდის უბედურებისა და მოიწადინა,
მწარე მართალი თავიდამ ბოლომდე შეეტყო. თუ მართა სხვა კაცს უჯდა
საყვარლად, შესაძლო იყო, რომ პატარა ჟაკიც უცხო კაცისა ყოფილიყო. ამ
საგანზედ დატრიალდა ეხლა ჩარხი მთელის მისის სიცოცხლისა.
რამბერი პირდაპირ წავიდა იმ ბარათის დამწერთან. ბარათის დამწერი
იყო ახალგაზრდა, ლამაზი, მხიარული ყმაწვილი კაცი. ამას მიეზიდნა მართა
თავის ოხუჯობითა და სიმდიდრის დაპირებითა.
- მე თქვენ არ გიცნობთ, - უთხრა რამბერმა; - თქვენ მე წამართვით ის, რაც
ჩემთვის ყველაფერზედ უძვირფასესი იყო ამ ქვეყანაზედ. პირველ წუთს
თქვენი მოკვლა განვიზრახე, მაგრამ ეხლა გიპატიებთ, თუ მართალს მეტყვით,
მარტო მართალს და სხვას არაფერს. როდის აქეთია, რაც თქვენ ჰყვარობთ
მართას?
ყმაწვილს კაცს უნდოდა უარზედ დამდგარიყო, მაგრამ რამბერმა
შეჰკივლა:
- მითხარი, თორემ შენი აღსასრული მოვიდა! მითხარი-მეთქი, და თუ შენ
ერთს დღეს ან დააკლებ და ან მოუმატებ, აქავ ჩემის ხელით დაგახჩობ.
- ერთი თვეა.
- მაშ ბალღი...
- პატიოსნებას გეფიცებით.
რამბერმა აღარა უთხრა რა, გამოვიდა და პირდაპირ მართასთან მივიდა.
- შენ უნამუსოდ მიღალატე მე. მე კი ასე გაგიჟებით მიყვარდი, - უთხრა
რამბერმა. - მაგრამ მე გაპატიებ, თუ მართალს მეტყვი. როდის აქეთია შენ ის
კაცი გყავს?
- ნოელ! - დაიძახა ელდაცემულმა მართამ და მის წინ მუხლებზედ დაეცა.
- მითხარი-მეთქი, მე მინდა ყველაფერი გავიგო.
- ერთი თვეა, - წარმოსთქვა მართამ და თავიდამ ფეხამდე მთელის ტანით
კანკალებდა.
რამბერი დააცქერდა მართას, თითქო გულში უნდა ჩაუჯდესო მართალის
ამოსაკითხავად. მერე ჰკრა ხელი, მივარდა აკვანს და ხმამაღლა დაიძახა:
- კარგი! ორივემ ერთი და იგივე ჰსთქვით. ჰსჩანს, ბალღი ჩემია. ჩემია და
ჩემთან დარჩება კიდეც. შენ კი წადი იქ, საითაც სალახანობა გიწვევს. მე ხელფეხი მაქვს და ჟაკი ულუკმაპუროდ არ დარჩება. მე გამოვზდი ბალღს და
იმედი მაქვს თავისის მამის გამო მაინც იგი არსად წამოწითლდეს.
ამ სიტყვით წამოავლო ხელი ბალღს და გავარდა ოთახიდამ. ეხლა
რამბერის სიცოცხლე მარტო ეს პატარა ჟაკიღა იყო. გაგიჟებით უყვარდა და
მხოლოდ ერთი ეჭვი უფხაჭნიდა გულს: "ვაი თუ ორივემ მომატყუესო? ვაი თუ
ჟაკი ჩემი შვილი არ არისო!'' მაგრამ ეგ მწარე ფიქრი მალე განუქარდა
სრულიად, რადგანაც ვიღაც ნათლიდედები და ნაცნობები ყოველთვის
ეუბნებოდნენ, რომ პატარა ჟაკი ძალიან გგავსო. მართა სრულებით ამოიღო
გულიდამ, იგი მისთვის აღარ იყო ქვეყანაზედ. გულში იქნება აპატია კიდეც
ღალატობა პატარა ჟაკის გამო; ჟაკის ღიმილი აქარწყლებდა დედის ღალატსა.
ჰყვანდა კი ჟაკს დედა? რამბერს ხანდისხან ეგონა, რომ ბალღი მარტო მისია,
მარტო მისი. სხვა ყველაფერი დავიწყებასდა მიჰსცა: მართაც, თავისი
წინანდელი ბედნიერებაც, თავისი საშინელი სევდაც. მარტო ჟაკი და ისღა
იყვნენ და, თუ შესაძლოა, უფრო გულმოდგინედ მიჰყო ხელი მუშაობას.
უწინდელი მხიარულება კი სრულიად გაუქრა; აღარ ისმოდა მისი ზარიანი
სიმღერა, მისი ფიცხელი ლაპარაკი. ეს კაცი, უწინ ეგრე თავგადადებული და
ეგრე უზრუნველად მცხოვრები, ყოველგვარ უბედურობის მნახველი,
იმედებგაცრუებული, ეხლა ხშირად ჩაფიქრდებოდა ხოლმე ნაღვლით აღსავსე.
გული წვას დაუწყებდა, როცა ფიქრად მოუვიდოდა, რომ მის პატარა ჟაკს
მოელოდდა ამისთანავე მძიმე და ჯაფის ცხოვრება ღატაკისა. აბა, რა უნდა
ექმნა უბრალო მუშა კაცს, ჟაკისათვის ქონება როგორ შეეკრიბა?
ეს მწარე ფიქრი უწამლავდა სიცოცხლეს საწყალობელს მუშაკსა, რომელიც
უამისოდ ბედნიერ კაცად ჩაჰსთვლიდა თავის თავს, როცა აიყვანდა ხელში
ხოლმე ჟაკსა და ჰკოცნიდა მის მსუქანს ფაფუქს ვარდისფერს ლოყებს,
ჰგრძნობდა, რომ ნაღველი და ბოროტი, რომელიც გულში უტრიალებდა,
თანდათან უქრებოდა და მათ მაგიერ იმედები იღვიძებდნენ. ხანდისხან
იქამდინაც წახალისდებოდა ხოლმე, რომ თავის თავს უწინდელებრ ყმაწვილ
კაცად ხედავდა, ჯანითა და ღონით სავსეს.
მაგრამ კი ეს კაცი ეკუთვნოდა იმ უბედურთა ჯურის ხალხს, რომელთ
შუბლზედაც იგივეა წარწერილი, რაც ერთს უთვისტომო კაცს ჰსწერებოდა,
როცა სიცივისაგან გაშეშებული მკვდარი ეპოვათ პარიჟის ქუჩებში: ”ყველა
ბედია!''
ერთხელ დეკემბრის დასაწყისში დილით ნოელი მუშაობდა ქარხანაში;
დაჰსწვდა თურმე, რომ რაღაც იარაღი აიღოს და უეცრად ხელი მაშინის ჩარხში
მოაყოლა. ნოელმა დაიკივლა, უკან გადმოხტა და გაფითრებით დახედა
გასისხლიანებულს ხელს: ორი თითი მოეკვეთა ჩარხსა. სხვა გზა არ იყო, უნდა
წასულიყო ექიმთან, რომელმაც, რაც რიგია, გაუკეთა და ამ სახით უორთითოდ
დაბრუნდა შინ. იმ ღამესვე ხელი დაუსივდა და ციება დააწყობინა, რამდენიმე
დღე მინ უნდა დარჩენილიყო, და მერე, როცა ხელახლად წავიდა ქარხანაში,
უთხრეს, რომ სამუშაო ცოტააო და მუშები მაგდონი აღარ გვინდაო.
- მაშ რა ვქნაო? - იკითხა რამბერმა.
- რაც გნებავდეთ, უპასუხა ქარხანის პატრონმა. ჩვენ თქვენთვის სამუშავო
არა გვაქვს; სხვაგან მონახეთ.
- კარგიო, უთხრა რამბერმა და გასწია სხვა ქარხანაში.
ყველგან მუშების სიმრავლე დახვდა, ყველგან ერთსა და იმავე პასუხს
იძლეოდნენ: “თქვენ პატიოსანი კაცი ხართ და კაი მუშაც, მაგრამ სამუშაო არა
გვაქვს რაო''. ,,ვა! - იძახდა გულში რამბერი. - ეს კაი ამბავია!'' დადიოდა
სამუშაოს საშოვნელად და თან აგირავებდა ყველაფერს, რის პატრონიც კი იყო.
ამხანაგები ამისებრ ღარიბნი იყვნენ და ვერა შველოდნენ და ამ სახით
ახალწლის ღამეს ნოელ რამბერმა თავისი უკანასკნელი გროში დახარჯა და
უკანასკნელი თავისი ფარაჯა დააგირავა.
ამ დღიდამ დავიწყეთ ჩვენი მოთხრობა.
რამბერი პირველს იანვარს, წამოდგა თუ არა ფეხზედ, ამრეზილის და
უიმედობის თვალით გადახედა მძინარე ბაშვსა, მივიდა ფანჯარასთან, შეხედა
ჯანღიანს ცას, სველს ბანებს და გიჟსავით მოატარა თვალი თავის ოთახში.
ეძებდა, იქნება ეგდოს რამეო ამ უნუგეშო ადგილას, რომ ან გავყიდო, ან
დავაგირავო, ან ლუკმა პურზედ გავცვალოვო. მაგრამ სრულებით ვერა იპოვა
რა.
- ჟაკი გაიღვიძებს, და მე არამც თუ სათამაშო რამა მაქვს საჩუქრად, ერთი
ფინჯანი წვენიც არა მაქვს, რომ ბალღმა შიმშილი მოიკლასო.
აი, პირველი ფიქრი, რომელმაც გულში გაურბინა რამბერს ახალწლის
პირველ დღეს. თვითონაც არ უნდოდა, მაგრამ მოაგონდა წინანდელი
წელიწადები, როცა ამ უქმე დღეს მართასთან ატარებდა და მხიარულებით და
კოცნით მიეგებებოდნენ ახალწლის პირველს დღეს. ეხლა!... მართას
ხსენებაზედ იმ მწარე ფიქრმა გაურბინა, რომ ეხლა ის კმაყოფილებით
ჰსცხოვრებსო და რომ იცოდესო ეს ჩემი საშინელი ყოფა, სწორედ
მომეშველებაო. ერთი ხმის ამოღებაღაა საჭიროო. მაგრამ არაო, შიმშილით
სიკვდილს ვირჩევო და მოწყალებას კი არ ვიკადრებო იმისაგან, ვინც ასე
ურცხვად მიღალატაო და ვინც, იქნება სწორედ ამ წუთში სხვასა ჰკოცნის და
ეხვევაო.
ნახა, რომ ბალღს ჯერ კიდევ ჰსძინავს, რამბერმა იფიქრა, წავალ და სადმე
ლუკმაპურს ვუშოვნიო ჩემს საწყალს ჟაკსაო. მაგრამ, კარი გააღო თუ არა,
ბალღმა გაიღვიძა, გამოუწოდა პატარა თათები და წამოიტიტინა:
- მამავ!
რამბერი შემოტრიალდა უკანვე, ხელში აიყვანა და ალერსით ჩაკოცნა.
- მამავ, მომილოცავს ახალი წელიწადი, ტიტინებდა ჟაკი ღიმილით.
ღატაკს რამბერს თვალში ცრემლი მოეგუბა. სწრაფად ჩააცვა ბალღს და
მიჰგვარა მეკარეს, რომელსაც უწინაც მიაბარებდა ხოლმე, როცა თვითონ
გარედ გადიოდა. მერე გავიდა ქუჩაში, არ იცოდა კი, სად მიდიოდა და
აფთარსავით აქეთ-იქით იყურებოდა. გული კი ეუბნებოდა, რომ ლუკმა-პურს,
საცა იქნება, როგორმე იშოვის.
დიდხანს იარა. თითქმის უაზროდ და სიხარბით გადაავლებდა ხოლმე
თვალს დუქნების ფანჯრებს, საცა გამოწყობილი იყო მუშტრის საჩვენებლად
მრავალნაირი სანოვაგე და საჭმელები. ყოველს ფეხის გადადგმაზედ ხედავდა
მხიარულს ხალხს, თავის ბედის მადლობელს ადამიანებს, რომელნიც
შედიოდნენ და გამოდიოდნენ დუქნებიდგან და ყიდულობდნენ ძვირფას
სანოვაგესა. სამზვარეულოებიდამ გამოდიოდა სუნი გემრიელის საჭმელებისა,
მდიდარის სახლის ფანჯრებში ხედავდა, რომ მთელი ჯალაბობა მხიარულად
სხდებოდა სადილზედ; ყველგან მაძღრობა და მხიარულება იყო.
ეჰა! - ამბობდა თავისთავად რამბერი. - დღეს პარიჟში ყველა არ ყოფილა
ჩემებრ ულუკმაპუროდ.
მარტოობა უბედურისა უფრო ძნელი ასატანია ხალხში, რომლის
ხმაურობაც მასხარად აგდება ჰგონია საწყალს და ეს მოჰგვრის ხოლმე თვალში
გაბოროტების წყევა-კრულვის ცრემლსა. როცა ადამიანი, მწარე სევდით
შეპყრობილი, მარტოა ცარიელს ოთახში, მას კიდევ შეუშლიან თავი
დავიწყებას მიჰსცეს და დრო გაუგებრად გაატაროს. ხოლო თავის გარეშემო
კაცი რომ ხედავდეს ამდვენს გულგრილს და მხიარულს ხალხს, ესმოდეს
ხმამაღალი ხარხარი და ამასთანავე ჰგრძნობდეს თავის მწუხარებას მაშინ,
როცა სხვანი სულ ყველანი მხიარულობენ, - ეს ერთი იმისთანა ტანჯვა და
წამებაა, რომელსაც მოიაზრებენ მარტო ისინი, ვინც უბედურობით
მოწყლულნი მარტოდმარტოდ ოდესმე ჩავარდნილან მხიარულს ხალხში
დღესასწაულ დღეს.
დრო გადიოდა და რამბერი მაინც კიდევ დაეძებდა შემთხვევას, რომ ბედი
როგორმე ფათერაკად მაინც ხელთ იგდოს, მაგრამ ვერას გახდა რა. ჯერ მინამ
სინათლე იყო, იმედი ჰქონდა. მაგრამ როცა დაბინდდა, წვიმაც წამოვიდა და
ხალხი გათხელდა ქუჩებში, მაშინ უბედურმა რაღაც გაბოროტებით და
ღვარძლიანად უთხრა თავის თავს:
- რა ვუყოთ? ნურც დღეს გვექნება სადილი.
- ამ დროს რამბერი აუსტერლიცის ხიდზედ მიდიოდა დაქანცული,
მშიერი, გვემული ხორცისა და სულის ტანჯვითა. მსუნაგობით დააცქერდა
ბნელს სიღრმეს მდინარისას, რომელიც თითქო იწვევდა უბედურსა. რამბერი
შედგა და სახეზედ გაურბინა საზარელმა ღიმილმა, რომელიც ცხადად
ამბობდა: "კარგი იქნებოდა, ამ წყლის რბილს ლოგინზედა მიჰსცე თავი
საუკუნო ძილსა და დავიწყებასაო''. რა თქმა უნდა, რომ წყალში
გადავარდნილიყო, ერთბაშად ბოლოს მოუღებდა ამ უნუგეშო და
გულსაკვდავს ცხოვრებასა, მაგრამ ცეცხლმოკიდებულ თვალწინ წარმოუდგა
საყვარელი სახე ჟაკისა.
- საწყალო ბალღო! ვინ გიპატრონებს, მე რომ აღარ ვიყო? - წაიდუდუნა ეს,
გაიქნივა თავი და გიჟსავით გაწკრინდა თავის სახლისაკენ.
რამბერი გაიტაცა მთლად მხურვალემა, გიჟურმა სურვილმა, რომ
გულზედ მიიკრას თავისი საყვარელი შვილი, რომელიც თითქო მთელი
წელიწადი არ უნახავსო, ისე ეჩვენა. ჟაკი დახვდა რამბერს მეკარის ოთახში,
ჯარობანას თამაშობდა სხვა პატარა ბალღებთან. მამამ ისე მაგრა მიიკრა
გულზე, რომ კინაღამ არ დააღჩო.
- მე გიყვარვარ, ბალღო, თუ არა? მითხარ! - უთხრა შვილს მამამ.
- ჰო, მამი, უპასუხა ბალღმა, - მაგრამ აკოცა მამას და დაუმატა: - სად იყავ?
ძალიან მშიან.
- არა გიჭამია რა?
- არა.
- მეკარემ არა მოგცა რა?
- არ მითხოვნია. ჩვენი სახლი ხომ არ არის.
- ჩვენი სახლიო, - გაიმეორა ნოელმა და მუშტები მოკუმშა, რომ მოაგონდა
ცივი, ცარიელი ჩარდახი, რომელსაც მისი სახლი ერქვა. - როგორ იქნება, რომ
ვერა ვიშოვო რა. - წამო, წავიდეთ, ჟაკ.
ხელში აიყვანა ბალღი და გამალებული გავიდა ქუჩაში. ბალღი
ტიტინებდა:
- მულინომ არც ერთი სალდათი არ მაჩუქა. ეხლა სათამაშოების
სასყიდლად მივდივართ განა, მამი?
ჰო, ჰო, გეთაყვანე! წამო, წამო! - ეუბნებოდა ენის კვნეტით ნოელი.
ბულვარზედ რომ გავიდნენ, ბალღი ჩამოსვა მიწაზედ და ბალღი
ბაცბაცით აედევნა მამას თავის დახეულ წუღებითა. საწყალს ბაშვს თვალი
სულ მუდამ დუქნებისაკენ ეჭირა და გაჩაღებულ ფანჯრებზედ იშვერდა
ხელსა. რამბერი ჰგრძნობდა, რომ შვილი ხელს მოჰკიდებდა ხოლმე და
ხვეწნით და მუდარებით ჰსთხოვდა:
- მამიჯან, სალდათი მიყიდე, შენი ჭირიმე! მამი, შაქრის პური მიყიდე!
ხილი მიყიდე!
ეგ სიტყვა "მიყიდე” უწყლავდა გულს უბედურს მამას, მრისხანედ
მოაცლიდა ხოლმე შვილს მაცთურ ფანჯრებიდამ და ეტყოდა:
- აქეთ ნუ იყურები, ჟაკ.
- რარიგად მიჭერ ხელს, მტკივა, - უთხრა ბოლოს ბალღმა.
უბედური უნებლიედ მუხრუჭსავით უჭერდა ხელს ჟაკის პატარა თათსა.
- მაპატიე, ჩემო გვრიტიკო, მე განგებ არ მომიჭერია, - უპასუხა მამამ და
გონზედ მოვიდა.
- გაპატიებ, თუ აი, იმას მიყიდი, - უთხრა ბაშვმა და გაიშვირა ხელი
სათამაშოზედ, რომელიც სათამაშოების დუქნის ფანჯარაში ეკიდა.
რამბერმა დაავლო ხელი ბაშვსა, გამალებული წავიდა და, როგორც
ქურდი, ერიდებოდა უფრო გაჩაღებულს ქუჩებს. როცა მეტი გზა არ იყო, უნდა
გაჩაღებულ დუქნების წინ გაეარნა, შვილს თვალებზედ ხელს აფარებდა და
სხვილი ცრემლი გაბოროტებისა გადმოუცვივდა ხოლმე ლოყებზედ. ამ ყოფით
მიმავალმა უცბათ იგრძნო, რომ ჟაკი ხელზედ ჰკოცნის და შესაბრალისად
ეუბნება:
- მამი, ჰსტირი, რათა? მე ვიცი, რომ შენც ისე მშიერი ხარ, როგორც მე.
პურს როდისა ვჭამთ?
- კმარა მოთმინება! - დაიძახა რამბერმა და შეუხვია ბუნდად განათებულს
ვიწრო ქუჩას.
იქ შედგა, ძლივსღა იბრუნებდა სულს, სასოწარკვეთილებისაგან
გონებაარეული. ფული უნდოდა, ბალღი პურსა ჰსთხოვდა. ამ დროს
დაუპირდაპირდა ერთი ღიპიანი კაცი, ბეწვიან ქურქში გახვეული, ხელში
დიდი ყუთი ხილისა ეჭირა და მოიმღეროდა. რამბერმა მაშინვე მოიშვლიპა
ქუდი და უთხრა მკვახედ, ისე ყრუ ხმით, რომელშიაც ვედრებაც იყო და
მუქარაცა:
- ღვთის გულისათვის.
- მოწყალებას ითხოვთ... - უთხრა იმ კაცმა და უნებლიედ უკან დაიწია.
- ბალღი მშიერი მყავს. მე თვითონ არას ვითხოვ, მე…
ერთის წუთის წინად რამბერის ხმას ბძანებლობის რიხი ჰქონდა, ეხლა კი
ძლივს ენას აბამდა. მარტო ნაღვერდალსავით ცეცხლმოკიდებულ თვალებში
გამობრწყინავდა გაბოროტება და მტკიცე განზრახვა. ღიპიანმა კაცმა მხრები
აიჭიმა, ფული ჩაუგდო ქუდში, სწრაფად მოშორდა, წავიდა და წინანდელებრ
მიიმღეროდა.
რამბერს მადლობა უნდა ეთქვა და ეკითხნა ვინაობა, რომ მერე, როცა
შეიძლებს, ფული უკანვე დაუბრუნოს, მაგრამ ის კაცი იქავ ახლოს ერთს
სახლში შევიდა და ნოელი კი გაშეშდა იმ ადგილას, როგორც ერთი უსულო
რამ.
- მე მოწყალება ვითხოვე, მე! - ჰსთქვა მან ბოლოს: - რა ვუყოთ, რომ
ვითხოვე? ვისი ბრალია?
ამოიღო ქუდიდამ ფული და როგორც ბაშვი, სიხარულით ათამაშებდა
ხელში ვერცხლის ფულს, რომელიც ეხლა მისთვის მთელი განძი იყო.
- მშიერი ხარ განა, ჩემო ჟაკ! - ამბობდა იგი: - წავიდეთ, პური ვჭამოთ,
სათამაშოსაც გიყიდი. შენ გეგონა, მარტო შენ დარჩები, რომ არას გიყიდიან?
არა, საწყალის შვილებსაც ნება აქვთ, ისიამოვნონ დღესასწაულ დღეს!
შევიდა პირველს დუქანშივე, რომელიც კი წინ შეხვდა. მოთხოვა ქათამი,
ნაზუქი და ღვინო. ჟაკი მივარდა საჭმელს და მადიანად დაიწყო ჭამა. შვილი
რომ გამხიარულებული ნახა, რამბერს ყოველისფერი გადაავიწყდა.
- შენ რატომ არ სჭამ, მამი? - ჰკითხა ბალღმა.
- მე არა მშიან.
და მართლაც წყალ-ღვინოს მეტს არაფერს მიეკარა.
მე შაქრის სალდათი მინდა, ჰსთქვა ჟაკმა, დუქნიდამ რომ გამოდიოდნენ.
რამბერს კიდევ რამდენიმე გროში დარჩა და უყიდა სალდათი. გზაზედ ბალღს
ხელზედ დაეძინა. შინ რომ მოვიდა, ფთხილად მიაწვინა ბაშვი გამოფლეთილ
ლეიბზედ, რომელიც ლოგინად ჰქონდა. მერე ჩამოვიდა ძირს და რაღაც
არეულის ხმით უთხრა მეკარეს:
- მე სამხრის საჭმელად მივდივარ. თერთმეტი საათია ღამისა, მგონი,
დროა.
ღონე მიხდილი შიმშილით, სიცივით და გულის ტანჯვითა, უბედური
მიდიოდა, რომ ერთი ჭიქა არაყი დაელია და ღონეზედ მოსულიყო. გული არ
უდგებოდა ერთს ადგილას. უნდოდა ხეტებულიყო, რომ ძარღვები
დაეწყნარებინა და მოენელებინა ციება, რომელიც აძაგძაგებდა.
- ქუჩები, რომელზედაც მიდიოდა, ხალხით, ხმაურობით და
ბრწყინვალებით იყო სავსე. ყოველს ფეხის გადადგმაზედ მხიარული კასკასი
და სიცილი ისმოდა. დუქნების ფანჯრები გაჩაღებულნი იყვნენ. სალხინო
დარბაზებში შექცევა, როკვა და თამაშობა იყო მუზიკის ხმაზედ. რამბერი კი
სულ წინ მიდიოდა და მიდიოდა ელისეის მინდვრებისაკენ. იქ გძელ ხეივნებ
ქვეშ სუფევდა ჩრდილი და დუმილი, რომელიც უნებლიეთს ელდას
მოჰგვრიდა კაცს. ამ მარტოობაში წვიმა, რომელიც ჟინჟლავდა მთელი დღე,
უფრო საგრძნობელი იყო და სისველე ძვლებამდე უვლიდა ტანში ადამიანს.
ნოელსაც დაურბინა ტანში ჟრჟოლამ. ამ ბნელა ჯანღიანს ღამეში მარტოდ
მიმავალი ფიქრობდა თავის უნუგეშო ბედზედ, თავის უიმედო მომავალზედ
და რაღაც ღვარძლმორეულ გულის ღელვით იფშვნეტდა თავის დაკოდილს
ხელსა. უცბად შედგა ფიცრულის შენობის წინ, საცა კუკების კამედია იყო და
რომელიც ერთხელ ეჩვენებინა პატარა ჟაკისათვის. რომ მოაგონდა ის
მხიარული დღე, ის სიხარული ჟაკისა, იმისი გულიანი სიცილი. უნებლიედ
თვალში ცრემლი მოერია საწყალობელს. მწარედ გაიქნივა ხელი და მაშინვე
უკან გამობრუნდა. ეხლა კი შინ დაბრუნება ძალიან მოუნდა. მაგრამ ორი
ბიჯიც არ გადმოედგა, რომ ხეების ჩრდილიდამ ვიღაცა გამოვიდა და
პირდაპირ ამისაკენ წამოვიდა. სანათურის წინ რომ გამოიარა, დაინახა, რომ
ქალია, შავ აბრეშუმის კაბა აცვია და ზედ ასხია ხელდახელ წამოსხმული
წამოსასხამი, თეთრის ბეწვით მორთული. თუმცა თავზედ ყაბალახი ეხურა,
მაგრამ თვალი მოჰკრა ბრწყინვალე თვალებს, გაფითრებულს და შეწუხებულს
სახეს, რომელიც სიტურფით იყო სავსე. სწრაფად მოვიდა ქალი ნოელთან და
მტკიცე ხმით მოჭრით უთხრა:
- გინდათ კაი საქმით ფული შეიძინოთ?
რამბერმა უნებლიედ უკან დაიწია. ამ განმარტოებულს ბნელ ადგილას
მარტო ორი სულიერი იყო: კაცი და ქალი; ერთი თვითონ ღატაკი და მეორე ქალი, როგორც ეტყობოდა, მდიდარი და წარჩინებული. და მაინც უკან დაიწია
ღონიერმა და ჯანიანმა ღატაკმა და არა მდიდარმა და უღონო ქალმა. ფულის
ხსენებამ ელდა ჰკრა.
- ნუღარ იცდით, დროს ნუ ჰკარგავთ; საქმე ადამიანის სიკვდილსიცოცხლეზეა მიმდგარი.
რა უნდა დამსაქმოთ? - ჰკითხა რამბერმა, რა მიუახლოვდა უცნობს ქალს
და გადისო ხელი შუბლზედ, რომელზედაც ცეცხლი ეკიდებოდა, როგორც
საოფლეში მყოფს.
- თქვენ ღონიერი ჰსჩანხართ და, რასაკვირველია, ვაჟკაცობაც არ
გაკლდებათ, - განაგრძო ქალმა აჩქარებით; - და იმედიცა მაქვს, რომ პატიოსანი
კაციცა ხართ. მაინცდამაინც რასაც მე ვითხოვ, ძნელი საქმე არ არის. ხეივნის
ბოლოს, ალაყაფის კარების ახლო, ბოჟონის მხრით ერთი პატარა სახლია,
გარეთი კედელი წითლად აქვს შეღებილი... ხომ გესმით?
- დიაღ, - უპასუხა რამბერმა და გონება აადევნა მის, თითქო შიშით
აღტაცებულს, მოძრაობას და აჩქარებულს ლაპარაკს.
- ძალიან კარგი! ერთი ყმაწვილი კაცი უნდა მივიდეს იმ სახლში... იმას იქ
ელიან. უსათუოდ მივა ის უბედური! ისე უნდა მოახერხოთ, რომ იმ ყმაწვილ
კაცს იქ შესვლა არ მოუხდეს. მე თვითონ ვერ მივირბენ იქ, მე არ შემიძლიან
გავაფთხილო. გინდათ თუ არა, დაიხსნათ სიკვდილიდან ის ყმაწვილი კაცი?
თქვენთვის ის ისეთივე უცნობია, როგორც მე... ჰა, რას იტყვით? იხსნით კაცს
სიკვდილისაგან თუ არა?
განა იქ შიში რამ მომელის? - იკითხა რამბერმა.
- არაფერი, - უპასუხა ქალმა, მაგრამ გულდაჯერებით კი არა.
- უფრო ცუდი.
- რათა?
- იმიტომ, რომ მე იქ წავალ, - უთხრა გულუბრყვილოდ რამბერმა.
ქალმა მოხედა ამ ძონძებიანს ღატაკსა მხურვალე მადლობის თვალითა და
წარმოსთქვა მარტო: "მადლობელი ვარო''. მაგრამ ამ სიტყვაში გამოითქვა
ყოველი. მისმა პატარა ხელმა დაუწყო ძებნა ნოელის ხელს, იპოვა და
ღონივრად მოუჭირა.
- აბა, გაიქეცით! უთხარით, რომ კლარა გთხოვს-თქო, რომ მაგ სახლში არ
შეხვიდეთ-თქო. არ დაივიწყოთ! აბა ჩქარა, თორემ მერე გვიანღა იქნება.
ქალმა ხელმეორედ უთხრა სახლის ნიშნები. მგონია, ვერავინ გაუძლებდა
იმ ქალის გულმხურვალე ვედრებასა და ნოელიც იმ ჯურის ხალხს
ეკუთვნოდა, რომელნიც ყოველთვის თავგადადებულნი არიან მოყვასისათვის
და მოძმისათვის.
გაიმართა კიდეც წასასვლელად, როცა ქალმა შეაყენა და ჩაუყარა ხელში
ოქროები, რაც კი ქისიდამ წამოყარა. რამბერმა გაიგონა ბზენა ოქროსი, დაინახა
სანათურის შუქზედ ის ბედისწერის ყვითელი ბრჭყრიალი, რომელიც აცდენს
ხოლმე კაცის მკვლელს, ათრობს ძუნწს, ხიბლავს, თვალთ უბრმავებს და
გონებიდან შლის ამოდენა ხალხსა. თითქო გაშეშდაო, ეს ოქრო რომ დაინახა.
რას მოასწავებდა? რით იშოვა? თუ რამ შველაა საჭირო, ხომ ყოველთვის მზათ
არის უსასყიდლოდ მიეშველოს მოყვასსა! რამბერს უნდოდა, ოქრო უკანვე
მიეცა ან გადაეყარა, მაგრამ უმალვე თვალ წინ წარმოუდგა საწყალი ჟაკი,
ძონძებში გახვეული, თავისი ღარიბი, ცივი სადგური, უიმედო ყოფა მუშაკისა,
რომელსაც სამუშავო ვერ უშოვია.
ამასობაში ქალი თითქო ჩურჩულით ეუბნებოდა:
- მე მგონია, თავის დღეში არ მეცოდინოს თქვენი სახელი და ვერც ჩემსას
გაცოდინებთ; ეს კი გახსომდეთ, რომ არის ქვეყანაზედ ქალი, რომელსაც
თქვენის შემწეობით არც რაიმე უზნეო საქციელი წამოაწითლებს და არც რაიმე
ავ-კაცობა გააფითრებს. ეხლა კი წადით! მშვიდობით!
ესა ჰსთქვა და სწრაფად გაჰქრა ხეების ჩრდილში და სულ ამას იძახდა:
- წადით, წადით!
რამბერს ეგონა, რომ ყოველი ეს სიზმრად მეჩვენაო; ადგილიდამ არ
იძროდა და მღელვარებით ჰკუმშავდა ხელში ოქროებსა. თავის თავსა
ჰკითხავდა, ეს ყველაფერი, რაც ვნახე და გავიგონეო, ცხადია თუ სიზმარიო?
ბოლოს ამაყად თავი მაღლა აიღო და ჰსთქვა:
- აბა, რამბერ, წადი და ეს ფულები დაიმსახურე!
რამბერმა გასწია.
მივიდა ნანიშნევ ალაყაფის კართან თუ არა, დაეწყო ძებნა წითელ
კედლიანს პატარა სახლს. ბოლოს, როგორც იყო, იპოვა. გარედამ წითელი
კედელი ევლო, ისეთის სილამაზით მოყვანილი, რომ ცხადი იყო, ან მდიდარს
ვისმეს ეკუთვნოდა და ან გამოჩენილს დიდკაცსა.
- ეს არისო, - ჰსთქვა რამბერმა და მივიდა კარებთან.
კარი ღია დახვდა და რომ შევიდა, ნახა, რომ ბაღში ამოჰყო თავი. ხეივნის
თავში, ოცდაათს ნაბიჯზედ პატარა დაბალი სახლი დაინახა. ფანჯრებში
სინათლე არ იყო და ასეთი დუმილი იყო, თითქო ან ყველას დაუძინიაო, ან
დახოცილანო.
- მე იქ არ შევალ, - ჰსთქვა რამბერმა. - აქ მოვიცდი და, როცა ყმაწვილი
კაცი მოვა, აქედამ ვეცდები დავაბრუნო.
დიდიანს არ მოუნდა ლოდინი. იმ ბნელა სახლიდამ რაღაც არეული
ხმაურობა მოესმა. რამბერი სახლის შესავალს კარებს მივარდა, მაგრამ
დაკეტილი დახვდა. მაშინ გარს შემოურბინა სახლს და ნახა, რომ ერთს
ფანჯარაზედ თუმცა მძიმე ფარდაა ჩამოფარებული, მაგრამ სინათლეა. სწორედ
ამ ოთახიდამ გამოდიოდა ხმა რაღაც ცხარე ლაპარაკისა. ფანჯარა ძირის
სართულისა იყო, ასე რომ კაცი შეჰსწვდებოდა. ნოელმა ფანჯრის დირეს ხელი
ჩაჰკიდა, აიწია მაღლა და დაუწყო ყურება. თუმცა ფარდა ჰქონდა
ჩამოფარებული, მაგრამ ფარდის ნაკეცებ შუა ცოტა ღია ადგილი იყო და
იქიდამ დაინახა, რომ მაღლა ხვამლი ჰკიდია და იმის სინათლეზედ ორი კაცი
მოჩანს. ერთი - ტანად მაღალია და მოხდენილი; ზედ აცვია სერთუკი, თავიდამ
ბოლომდე შეკრული და თავზედ შლიაპა ხურავს. იგი იდგა და არხეინად ხელს
ისვამდა ლამაზად მოყვანილს შავს წვერზედ. მეორე ქერა, ფერმკრთალი კაცი
იყო, გულხელ დაკრეფილი იდგა უშლიაპოდ რაღაცაზედ მიყუდებული და
ისეთი სახის მეტყველება ჰქონდა, თითქო იბრძვისო, რომ რაღაც ძვირფასი რამ
ხელიდამ არ გამოეცალოსო. მათ შუა პატარა სტოლი იდგა, რაღაც წვრილმან
სამკაულებით მოწყობილი, რომელთ შორის როგორღაც უცნაურად
ბრწყინავდა ქარქაშიდამ ამოღებული ანდალუზური სატევარი.
საკვირველია, რომ რამბერის თვალი ყველაზედ უწინარეს ამ სატევარს
შეაჩერდა და ჟრჟოლამ დაურბინა ტანში.
ეტყობოდათ, რომ ცხარე ლაპარაკი ჰქონიათ და გულზედ მოსულები
ორივ გაჩუმებულან. აგრე გაჯავრებულ გულზედ კაცს გონება დაეხშობა
ხოლმე და მაშინ მხეცური სურვილები წინ წამოიწევენ. მაშინ ყველაფერი
მოსალოდნელია, ყველაფერი შესაძლოა, რომ მოხდეს.
ორნივ ერთმანეთს პირდაპირ თვალებში უყურებდნენ რისხვითა და
მუქარითა.
- თქვენ მე უნდა მომცეთ ის, რაც მე მეკუთვნის, - უთხრა მტკიცედ,
მკვახედ და რიხიანად უფროსმა და ხელი გადისო წვერზედ.
რამბერს ჟრჟოლამ დაურბინა ტანში. თვალი მოჰკრა, რომ ელვამოსილი
თვალი ამ კაცმა სატევარზედ გააჩერა. იმ წამსვე მოესმა პასუხი ყმაწვილ კაცისა:
"არასოდეს!” - ამ სიტყვაზედ შავწვერიანი კაცი წამოხტა და სწრაფად წაავლო
ხელი სატევარს.
- მოჰკლავს! - დაიძახა რამბერმა და, რაც ღონე ჰქონდა, მიაწვა ფანჯარას,
მაგრამ არ გაეღო; მაშინ გატეხა მინა, გადაჰსწვდა, შიგნიდამ გააღო ფანჯარა და
გიჟსავით ჩახტა ოთახში.
ყმაწვილი კაცი ძირს ეგდო და შავ-წვერიანი, გაფითრებული, როგორც
ქაღალდი, მთელის ტანის კანკალით ჯიბეებს უჩხრეკდა.
- არიქა! კაცი მოკლეს” - დაიყვირა რამბერმა.
უცნობი ტანში გაიმართა და თვალი გაუსწორა ნოელს. ხელში ეჭირა
პატარა წითელი ქისა.
- თქვენ მოჰკალით კაცი! - დაიძახა რამბერმა და ჰგრძნობდა, რომ სისხლი
თავში აუვარდა.
უცნობმა ხმა არ გაჰსცა. სწრაფად დაიწია კარებისაკენ, ამოიღო ჯიბიდამ
რევოლვერი და დაუმიზნა ნოელს.
- მაგით ვერ შემაშინებ! - შეჰყვირა რამბერმა და ეცა უცნობსა.
რევოლვერი გავარდა. ნოელმა ძირს დაიღუნა თავი და აიცდინა. ტყვია
კედელს მოხვდა, მაგრამ მინამ რამბერი ისევ ტანში გაიმართებოდა, იმ უცნობმა
კარში გასვლა მოასწრო და არხეინად გარედამ ჩაჰკეტა კარები.
რამბერს
უნდოდა
ფანჯრიდამ
გადმომხტარიყო
და
კაცის
მკვლელისათვის გზა გადეჭრა, მაგრამ ამ დროს ყმაწვილმა კაცმა
შესაბრალისად დაიკვნესა. ჯერ უნდა დაჭრილისათვის ეშველნა და მერმე
ეფიქრნა ავ-კაცობის გადახდევინება. რამბერი მიუბრუნდა ყმაწვილ კაცს,
ჩაჯდა, ფრთხილად აუწია თავი, მუხლებზედ დაიდო და საკინძი გაუხსნა.
ყმაწვილი კაცის სახეს მკვდრის ფერი ედო და დიდი ცისფერი თვალები
უსიცოცხლოდ შემოსცქეროდნენ ნოელსა.
- არიქა! ეი! არავინა ხართ? - ყვიროდა ნოელი და თვალებში ჩასცქეროდა
რა დაჭრილს, ეუბნებოდა თითონაც არ ესმოდა რას. გაიქცა. მე ჩემის თვალით
ვნახე ყველაფერი, მე ყველაფერს ვიტყვი, არ დავმალავ, როცა მკითხვენ.
ძალიან გაწუხებთ განა ტკივილები?
დაკოდილი ხმას არ იღებდა და მარტო უაზროდ აფათურებდა მარჯვენა
ხელს, თითქო რაღასაც ეძებსო.
- ქისას ხომ არ ეძებთ? - ჰკითხა რამბერმა.
ყმაწვილ კაცის სახემ გამოჰსთქვა რაღაც ნაღველი და მწუხარება.
- იმან წაიღო, - დაუმატა რამბერმა.
უბედურის გულიდამ აღმოხდა ერთი საშინელი, მიყრუებული კვნესა.
უნდოდა საწყალს წამოეწივნა, მაგრამ თავი ვერ დასძრა და ისევ რამბერის
მუხლებზედ დაეცა. ძლივძლივობით წამოიყრანტალა:
ვაიმე დედავ!... ვაიმე ძმაო!..
ტუჩებზედ სისხლის ქაფი მოადგა და ხელები უსიცოცხლოდ გაეშხლართა
იატაკზედ.
რამბერი მაშინათვე წამოხტა, ხმამაღლა მოჰყვა ყვირილს, მიშველეთო, და
ეცა ხან აქეთ, ხან იქით, რომ ოთახიდამ გასავალი იპოვოს. იპოვა კარი, მაგრამ
რაღაც ბნელ ოთახში გადიოდა. ყვიროდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაგრამ
ხმას არავინ აძლევდა. მაშინ ამ ხელღონიერს გოლიათს მუშა კაცს ტანში
ჟრჟოლა მოუვიდა; მარტოდ ყოფნამ ამ მკვდარ ცხედართან ბნელს და ცარიელს
ოთახში ცივი ოფლი დაასხა.
- ვა! არავინ არ მოვა!.. პოლიციას მაინც შევატყობინო... - ჰსთქვა მან,
შემოიკრიბა, რაც ღონე ჰქონდა, გაამტვრია ფანჯარა და ეცა ბაღის კარებს,
საიდამაც ამას წინად შემოვიდა. კარი მოხურული იყო და გარედამ არეული
ლაპარაკი ისმოდა. რამბერი შედგა. უსათუოდ იმ ავაზაკის ამხანაგები არიანო,
ან თვითონ მოსულა და თან მოუყვანია თავისი ამფსონებიო.
- ვნახოთ, რა იქნება! - ჰსთქვა თავისთავად რამბერმა და წიხლი ჰკრა
კარსა.
იმავ წამს რამდენიმე კაცი ეცა ყელში და მკლავებში რამბერს; სხვანი
შეცვივდნენ სახლში. მოშორებით ხალხი მოჩანდა და იძახდნენ: "აგერ კაცის
მკვლელი! აგერ ქურდიო!”
- გამიშვით! რა გინდათ ჩემგან! - იძახოდა ნოელი. - პოლიციის კამმისარს
ვეძებ, აქ კაცი მოჰკლეს. გამიშვით! - იძახდა გულზედ მოსული. - რისთვის
მიჭერთ? გეუბნებით-მეთქი, რომ ყველაფერი, რაც ვნახე, პოლიციას უნდა
ვუამბო.
- რაც გენებოთ, უამბეთ, - უთხრა ერთმა დამჭერთაგანმა და უფრო მაგრა
ჩაავლეს ხელი.
რამბერს თავბრუ დაესხა, არ ესმოდა, მის გარეშემო რა ამბავი იყო. ეგონა,
რომ ან ჭკუიდამ შევცდიო, ან საშინელს სიზმარში ვარო. ამას კი ცხადად
ჰგრძნობდა, რომ ყოველ მხრიდამ მუჯლუგუნებს ჰსცემდნენ; რომ ქუჩაშია,
გარს დიდი ხალხი ახვევია და წინ ეტლი უდგას, რომელშიაც ასწიეს და
მკვდარსავით ჩასდეს. გვერდთ და წინ მოუსხდნენ ვიღაც უცნობნი.
- სად მიგყავართ? - ჰკითხა მან.
- თქვენ თვითონ არ ეძებდით პოლიციის კამმისარს? - უთხრა დაცინვით
კაცმა, რომელიც პირდაპირ უჯდა ნოელს და მუხლები რამბერის მუხლებზე
მიებჯინა.
- მართალია, - უპასუხა რამბერმა და წყნარის, მიქანცულის ხმით
დაუმატა: ერთი ეს სიკეთე მიყავით, ნება მომეცით, მუხლები გავიშალო;
ძალიან მოვწყდი.
საცოდავს ღონე სრულებით ჩამოერთვა; თითქმის გულშემოყრილი დაეცა
ეტლის ბალიშებზედ.
რამდენსამე ხანს შემდეგ ეტლი შევიდა დიდ ალაყაფის კარებში, რომელიც
განათებული იყო წითელ სანათურებითა; რამაბერი აიყვანეს ბნელს კიბეზედ
მეორე სართულში; შეიყვანეს ერთს დიდ ოთახში, მაღლა კანდლები ეკიდა და
ისინი ანათებდნენ ოთახს. ამ ოთახში რამდენიმე კაცი იყო, ზოგი ჰსწერდა და
ზოგი თბებოდა ბუხრის წინ. რამბერი ხის სკამზედ ჩამოსვეს და ხუთმეტ
წუთამდე ეგრე იჯდა უძრავად და გარინდებული.
ბოლოს სხვა ვიღაცანი შემოვიდნენ და გაიყვანეს მეორე ოთახში. იქ იჯდა
ერთი ვიღაც ჩასუქებული კაცი, თურაშაულ ვაშლსავით ჩაწითლებული; წინ
სტოლი ჰქონდა და ზედ ედგა ორი სანთელი და ქაღალდები ეწყო.
- თქვენა ბძანდებით პოლიციის კამმისარი? - ჰკითხა რამბერმა.
კამმისარმა შეხედა ნოელს გაოცებით, თითქო ითაკილაო. მას ეწყინა, რომ
ის კაცი ჰკითხავდა, ვისთვისაც თვითონ უნდა ეკითხნა. მეორე იმპერიის
მოხელე, როგორც ის ბატონი ბძანდებოდა, უფრო ადვილად აპატივებდა კაცს
დანაშაულობას, ვიდრე ამისთანა კადნიერებას და როლების შეცვლას. მაგრამ
მაინც არ უსაყვედურა ნოელს, თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
- მე ვარ.
- მაშ, მოისმინეთ ჩემი ჩვენება.
- უკაცრაოდ, უთხრა კამმისარმა იმ თავმოწონებით, რომელიც მის
ხარისხს შეეფერებოდა. თვითონ დაუწყო გამოკითხვა.
ნოელი ალალად და გულმართლად უგებდა პასუხს ყოველს მის
კითხვაზედ. კამმისარმა ნება მიჰსცა ლაპარაკისა და ნოელი მოჰყვა და აუწერა
ყოველივე ის საშინელება, რაც ალალ ბედზედ შეემთხვა და ნახა. კამისარი
ყურადღებით უსმენდა თავჩაღუნული და ჩუმ-ჩუმად ათვალიერებდა
რამბერს. როცა რამბერმა გაათავა, კამმისარმა თავი მაღლა აიღო და მძიმედ
წარმოსთქვა:
- მაშ, არა ტყდებით, რომ თქვენ მოჰკალით კაცი, რომელიც ჩვენ მკვდარი
ვიპოვნეთ?
პირველ ხანში რამბერი ვერ მიუხვდა, რის თქმა უნდოდა კამმისარს. ისე
ალალად და გულმართლად ნაამბობის პასუხად ამას ასეთი საშინელი სიტყვა
უგეს: "მაშ, არა ტყდებითო, რომ თქვენ მოჰკალითო?'' ბუნდად, გაშტერებით
შეხედა კამმისარსა, მერე უკან მოიხედა და დაინახა ისინი, რომელთაც
დაიჭირეს. არხეინად იდგნენ და ულვაშს იგრეხდნენ. საცოდავი გაფითრდა,
თითქო რაღაც უხილავმა ძალამ წარიტაცაო. გულს ცეცხლი მოედო, გამოიჭიმა
და აჩქარებით წამოიძახა:
- რაო! თქვენ მე მკითხავთ... პირველში ვერ გავიგე... თქვემ მე მკითხავთ,
მე მოვკალ თუ არა? უკაცრაოდ, ბატონო კამმისარო, ეგ მეტისმეტია! მითამ ვინა
გგონივართ?! მე მუშა კაცი ვარ და ვამოქმედებ ხელოსნის იარაღს და არა კაცის
მკვლელის დანასა. არა, უთუოდ კარად ვერ გავიგე. როგორ იქნება, როგორ,
რომ მე დამსახოთ მკვლელად იმ ყმაწვილ კაცისა, რომელსაც, ვაი, შენ ჩემო
თავო, წინ ავეფარებოდი და ისე დავიხსნიდი, რომ მივსწრობოდი.
- მაშ, არა ტყდებით? - ცივად ჰკითხა ხელმეორედ კამმისარმა.
როგორ გინდათ, რომ გაგიტყდეთ? იცით, რასა მწამებთ?! ჩემთვის რომ
ეთქვა ვისმეს, კაცის მოკვლას შეიძლებო, პირში ჩავაფურთხებდი. თქვენ კი
არხეინად მეუბნებით მაგას იმიტომ, რომ კამმისარი ბძანდებით და მე
თქვენთან მომიყვანეს. ის კი არ იცით, რომ მე თვითონ დაგეძებდით თქვენ.
განა კაცის მკვლელი დაეძებს პოლიციას? მე რომ მომეკლა, იქ რაღა
დამაყენებდა, გავიქცევოდი. ვაი, სულელი, თავს ვმართლულობ კიდეც...
გამიგონეთ, ბატონო კამმისარო, მე ოპიტალის ბულვარზედ ვდგევარ, სახლის
ნომერი 115-ია. მე მქვიან ნოელ რამბერი, ამ ერთის თვის წინად პოტონიეს
ქარხანაში ვმუშაობდი, მე მატანტალა კაცი არა ვარ. იკითხეთ, ჩემი ამხანაგები
გეტყვიან, რომ პატიოსანი კაცი ვარ და თუმცა ქარხანის პატრონებმა უარი
მითხრეს, რადგანაც სამუშაო შემოაკლდათ, მაგრამ ყოველთვის პატივს კი
მცემდნენ. ყველაფერი ამ თითების ბრალია, თითები ჩარხში მომყვა,
დამემსხვრა და უნდა მომეჭრა; ვეღარ ვმუშაობდი, მინამ მოვრჩებოდი. ეს რომ
არ მომსვლოდა, აბა რა თქმა უნდა, რომ ღამით გარეთ არ ვეხეტებოდი; მაგის
ჩვეული არა ვარ… არა, რა მენაღვლებოდა, შინ დავრჩენილიყავ ჩემს პატარა
ბალღთან. ჯერ ის სულ პაწაწაა, მაგრამ აბა, ერთი გაუბედეთ და უთხარით, რომ
მისი მამა კაცის მკვლელია! ...კაცის მკვლელი!... ეგ ხომ ჭკუაში მოუსვლელია,
ბატონო კამმისარო! მე და კაცი მოვკალი! რას ამბობთ? ვინ დაიჯერებს! მე
ხშირად მშიერი ვყოფილვარ და ერთხელაც ფიქრად არ მომსვლია ლუკმაპურის მოპარვა. აი, რას გეტყვით: შესაძლოა, მკვდარი ვენახეთ სიცივისაგან და
შიმშილისაგან გაფიჩხებული ჩემს ჩარდახში ჩემს პატარა ბალღთან ერთად,
მაგრამ რომ ფიქრად მომსვლოდეს როდესმე სხვის ჯიბისაკენ ხელის გაწვდენა,
ანუ დანის დაცემა ვისთვისმე… არა, არა!… მაგას ვერავინ ვერ მაკადრებს!
ვერავინ ვერ დამწამებს!
საცოდავი ლაპარაკობდა, იქნევდა ხელებს ცეცხლმოკიდებული და
აღელვებული; ზოგჯერ ხრინწიანი ხველა მოუკვეთდა ხოლმე სიტყვას და
თვალში ცხარე ცრემლი მოეგუბებოდა. კამისარი ხმა-ამოუღებლივ ყურს
უგდებდა და პატარა ქაღალდის საჭრელს ხის დანას ხელში ათამაშებდა. მერე
მიუბრუნდა ერთს პოლიციის მოხელეს, ნოელის დამჭერსა და ჰკითხა:
- ნივთიერი გეში არის რამე?
პოლიციის მოხელემ ანდალუზური სატევარი მიართვა; სატევარის პირი
სისხლში იყო მოსვრილი.
- მაშ, ეს თქვენი სატევარი არ არის? - ჰკითხა კამმისარმა.
- მე ეგ სტოლზედა ვნახე. იმან მაგას წამოავლო ხელი და მაგით მოჰკლა
საწყალი ყმაწვილი.
- კარგი! - უპასუხა კამმისარმა: ხვალ ყველაფერს შევიტყობთ.
უბძანა და რამბერი სხვა ოთახში გაიყვანეს. იქ ერთმა მოხელემ გვარი და
სახელი ჰკითხა და ჩაწერა წიგნში. მერე ჯიბე და უბეები გაუჩხრიკეს და
უპოვეს ოქროვები.
- თქვენ და სამას სამოცი ფრანკი?! სად გიშოვიათ და როგორ? - ჰკითხა
კამმისარმა, როცა მოუტანეს ამისთანა მძიმე საბუთის ამბავი.
- სამას სამოცი ფრანკი! - დაიძახა გაოცებით რამბერმა და გაიფიქრა,
რამდენი სათამაშოები მოუვა ჩემს ჟაკსაო.
სულ გადავიწყებული ჰქონდა ეს ფული, მარტო ეხლა მოაგონდა და
დაწვრილებით უამბო, როგორ შეემთხვა ელისეის მინდვრებზედ ერთს უცნობს
ქალსა; რა საქმე დაასაქმა იმ ქალმა, რარიგად მადლობა გადუხადა და ხელში
ჩაუყარა ოქროები, რაც კი ქისაში ჰქონდა.
- მე ეს კი ვეღარ გიამბეთ, - დაუმატა რამბერმა. მე ხომ იმის გამოისობით
წაველ ბოჟონს... უხ, რარიგად მტეხს თავი! მე სულ გუნებაში აღარ მომსვლია ეგ
ამბავი… ყველაზედ უწინარეს კი ეგ უნდა მეამბნა…
- რასაკვირველია! - შენიშნა კამმისარმა, ეჭვით ჩაიცინა და გავიდა
ოთახიდამ.
რამდენიმე ჯარისკაცი შემოვიდა და ნოელი ჩაიყვანეს ბნელს კიბეზედ
სატუსაღოში; იქ საწყალი დაეცა იატაკზედ ღონემიხდილი.
- სულერთია, ხომ სადმე უნდა მომესვენა, - იფიქრა საცოდავმა: ჩემს ჟაკსა
მეკარეს სახლში ჰსძინავს, მე კი… სულ მოშლილი ვარ... ქანცი გამიწყდა.
ერთმა ჯარისკაცმა ნახა რა მისი ფერმიხდილი, დაქანცული სახე და
ლაფში ამოწუნწლული ძონძები, შეეცოდა და მიაწოდა ნატეხი პური და ერთი
ჯამი წყალი. ნოელი იმ ღონემიხდილობამდე მივიდა, რომელსაც სიკვდილიღა
მოსდევს. წყურვილი მოიკლა წყლით და მგელსავით მივარდა პურსა. მერე
სახეზედ გაუელვა იმ უგონო და კმაყოფილების ღიმილმა, რომელიც მოუვა
ხოლმე ან ახლად გამობრუნებულს დამშეულს სნეულსა, ან კიდევ
შიმშილისაგან სიკვდილამდე მიხწეულს ადამიანსა, როცა საჭმელს მიაწვდიან.
ისე გაუწყდა ქანცი, ისე მიეხალა ყოველივე ღონე, რომ აღარ ესმოდა, რა მოხდა
და რა იყო იმის თავს. ეგრეთ ქანცგაწყვეტილს და ილაჯწართმეულს ჩაეძინა იმ
ტყვიასავით მძიმე და მოუსვენარის ძილითა, რომელიც მოუვა ხოლმე
დაღალულს ჯარისკაცს ომის გადახდის შემდეგ.
მაგრამ ზოგჯერ ძილი უფრო უარესია, ვიდრე ცხადი. საცოდავი რამბერი,
თითქო საოფლეშიაო, ისე ტრიალებდა თავის ხმელს ლოგინზედა და საშინელი
სიზმრები ეზმანებოდა. ესიზმრა, რომ ვითომ ჟაკი აკვანში წევს, ქუნთრუშა
შეჰყრია და ამაოდ იძახის, მიშველეთო. ნოელს უნდოდა წამომდგარიყო და
გაქცეულიყო შვილისაკენ, მაგრამ ნება არ ჰქონდა და როგორც სულთ
ამოხდომის დროს, ისე თავიდამ ფეხამდე იწურებოდა ხოლმე ცივს ოფლში
მჭლე ტანი ამ მართლა და საცოდავის ადამიანისა.
II
კაცი, რომელმაც ნოელ რამბერის თვალ წინ წამოავლო ხელი
ანდალუზურს სატევარს, ჩაჰსცა გულში უბედურს ყმაწვილ კაცს და გაიქცა,
დამბაჩა რომ დაჰსცა თვითონ რამბერს, იყო დანიელ მორტალი. ეს სახელი
დღესაც ახსოვთ პირენეის მაზრის მცხოვრებელთ, რადგანაც მორტალი ამ ოცის
წლის წინად იქა ყოფილიყო მმართველად დანიშნული და ბევრი ასეთი
საშინელი და საძაგელი საქმეები ჩაედინა, რომ მეტი აღარ იქნებოდა. ეს
იმისთანა მოუსვენარი და პატივმოყვარე კაცი იყო, რომელთაც ამოქმედებს
ხოლმე მარტო ფულის სიხარბე და ანგარება და რომელნიც თაყვანსა ჰსცემენ
მარტო მას, რაც გამარჯვებულია ამ წუთის სოფელში და რასაც ძალა და
უფლება ხელთ უპყრია. ამისთანა კაცები ხშირად უფლებას ხელში ჩაიგდებენ
ხოლმე, როცა რომელიმე საზოგადოებრივი უბედურება მაგის შემთხვევას
მიჰსცემთ. მაშინ საკვირველი აღარ არის, რომ პატიოსანი კაცები ზურგს
შეაქცევენ უფლებას, რომელიც ამისთანა კაცების ხელში ჩავარდება ხოლმე.
დანიელ მორტალის ყოფა-ცხოვრება ბევრს თოკში იყო გამოტარებული;
ლხინი ბევრჯელ შეჰსცვლია ჭირად და ჭირი - ლხინად; ერთობ ცხოვრება მისი
ჩირქიანი იყო და ამაზედ უარესიც, თუ კი უარესი შეიძლება. მინამ დიდს და
გამოჩენილს ადგილს დაიჭერდა, მან დიდხანს აწოწიალა თავისი ცხოვრება
თავგამოუჩენელად და მრავალგვარი საფთხე და ფათერაკი ნახა. იგი იყო
ძალიან მდიდარის კაცის შვილი. ჯერ სულ ახალგაზრდა იყო, როცა ობლად
დარჩა მამეულის უზარმაზარის ქონებითა. მალე მოუღო ბოლო ამ ქონებას
ქეიფობაში და სალახანობაში. ბუნებამ იგი რკინად, ანუ უკეთ ვჰსთქვათ, ქვად
შეჰქმნა როგორც ხორცით, ისე სულითაც. ტანად იყო მაღალი, წამოსადეგი,
სახით ურცხვი და ლამაზი. თვალები ნაზი ჰქონდა, მაგრამ მხნეობასაც
გამომეტყველებდნენ; შავი წვერი აბრეშუმს უგვანდა და ერთობ მეტად
მოხდენილი რამ იყო და საოცარის ძალ-ღონის პატრონი. ამისთანა კაცნი, თუ
სიკეთეს მიაქცევენ თავის ძალ-ღონეს, ქვეყანას გადაახალისებენ, ხოლო თუ
თავის გულისთქმას აჰყვებიან, აძლიერებენ ხოლმე მარტო ზღვას
ბოროტებისას. ძალიან გამჭრე გონების თვალი ჰქონდა და სწრაფად
მიხვდებოდა ხოლმე ყოველსფერს; ბევრი წიგნი წაეკითხა თავის სიცოცხლეში,
მაგრამ მკლავების ვარჯიშობას უფრო რჩეობდა, ვიდრე ჭკუისას. ძალიან
კარგად იჯდა ცხენზედ, ძალიან კარგად იცოდა ხმლის ხმარება დუელში და იმ
დროების დიდკაცთა სამარცხვინო შვილების შორის სამაგალითო რამ იყო.
გათქმული იყო, როგორც ურცხვი შემაცდენელი ქალებისა, როგორც
საკვირველად ბედნიერად ქაღალდის მოთამაშე, როგორც ათასგან დუელის
მქონე, - და ამ ამბებში მყოფს, რაღა თქმა უნდა, ყოველს დღეს ხელიდამ
ეპარებოდა მამეული სიმდიდრე.
ერთს მშვენიერს დღეს შეიტყო თავის ვექილისაგან, რომ მთელი მისი
ქონება შეჭმულია და ამასთანავე იმავ საღამოს შინ მობრუნდა მძიმედ
დაჭრილი ერთის ღარიბ მედუქნისაგან, რომელსაც ქალი შეუცდინა. ამ მძიმე
და ხანგრძლივ ავადმყოფობაში მორტალმა დააკვირვა თვალი თავის ყოფაცხოვრებას და იმ აზრზედ დადგა, რომ მე ბედს უფრო ფართო და დიდის
მოქმედებისათვის ვყევარ დანიშნულიო და გულს უღრღნიდა შური
ბონაპარტის მიმართ, რომლის პატივმოყვარეობის უგუნური სიზმრები მაშინ
არავისთვის საიდუმლო არ იყო. სიღარიბის შიში სრულებითაც არ აწუხებდა,
იცოდა, რომ როგორც იქნება დღესა თუ ხვალე უჯაფოდ შეიძენდა სიმდიდრეს;
მისი წყურვილი იყო ერთის დიდის თანამდებობის შოვნა როგორმე. ესეც კი
იცოდა, რომ მინამ საფრანგეთში ლუდვიკ - ფილიპპე ხელმწიფობდა,
ბრწყინვალე თანამდებობის კარი დახშული იყო მისთვის. ამიტომაც
გამოეთხოვა ძველს ევროპას და ახალს ქვეყანაში, ამერიკაში, ჰსცადა თავისი
ბედი.
ამ სახით ოცდაოთხის წლის ყმაწვილი-კაცი - დანიელ მორტალი
გადავიდა ამერიკაში სიმდიდრის შესაძენად და იქ რვა წელიწადი დაჰყო.
ბევრი იმისთანა ჭირი გამოიარა, იმისთანა ნაკლებულება, იმისთანა სიღარიბე
და უბედობა, რომ სხვა უიმისო მიწასთან გასწორდებოდა, მაგრამ ის კი უფრო
გამხნევდა და ამოდენა ვაი-ვაგლახმა არა დააკლო რა მის უძლეველს ბუნებასა.
ეს სვე მისის ცხოვრებისა ბნელია: აქ ზღაპარი და მართალი ერთმანეთშია
არეული. ეს კი სარწმუნოა, რომ ხან მომღერლად იყო ფილადელფიაში, ხან
ოსტატად ნიუიორკში; ხან ავაზაკების წინამძღოლად რიოგრანდოში; ერთგან
მთხოვარა გლახად, მეორეთგან - მდიდარ დიდკაცად; კალიფორნიაში - მადნის
მთხრელ მუშად, ბოსტონში - გაზეთის რედაქტორად და იგი ყველგან
მხიარული, მიმზიდველი, მუდამის ღიმილით თამამად და ურცხვად
მეტიჩრობდა ამერიკელთ შორის, რომელთაც არაფერი არ აკვირვებს ხოლმე და
რომელნიც არასფერს არ ერიდებიან და სულ წინ მიდიან და მიდიან იალქნებ
აშვებულ ხომალდსავით. რვა წლის განმავლობაში მორტალმა ათჯერ შეიძინა
სიმდიდრე და ათჯერვე გაფლანგა. ბოლოს მეთერთმეტეჯერ რომ შეუდგა
სიმდიდრის შოვნას, იგრძნო, რომ ამისთანა ყოფა მოჰსწყინდა. აპირობდა
მეხიკაში მდიდარის ქალის შერთვას, იქვე ზედსიძედ შესვლას და დასახლებას
საცოლოს მდიდარს მამულებში, მაგრამ ამ დროს უბათ მოვიდა ამბავი, რომ
საფრანგეთში 1848 წლის რევოლიუცია ასტყდაო. რაც უწინ ნატვრა ჰქონდა,
ეხლა ერთბაშად გამოეღვიძა გუში; დაინახა, რომ უწინ შეუძლებელი, ეხლა
შესაძლოა და გამოფრინდა ევროპიისკენ. ისე წავიდა, რომ არც კი მოჰგონებია
საცოდავი მეხიკანელი ქალი, რომელმაც ჯავრით წაიჭირა ყელში თავისი
მშვენიერი თმები და ისე დაიხჩო თავი. ამისთანა წვრილმანებს, როგორც
თვითონ მორტალი ამბობდა ხოლმე, რასაკვირველია, ყურსაც არ ათხოვებდა.
საფრანგეთში რომ მობრუნდა, ახირებულის მხნეობით მიჰსცა თავი
საპოლიტიკო მორევს. იმისთვის სულ ერთი იყო, რომელს დასსაც უნდა
ემსახუროს; კარგად იცოდა, რომ თუ გაჭირდა, ყველას ერთნაირად
უღალატებდა. გულში მარტო ისა ჰქონდა, რომ რაზედმე ფეხი მოიკიდოს და
თავისი ნატვრა აისრულოს. ჯერ რადიკალებს მიემხრო, მერე ნახა, რომ ქარი
სხვაგნიდამ უბერავს, დიდის ოსტატობით გადვიდა რეაქციონერებში და
ყველგან გაზეთებში, თუ ხალხში რეაქციის აზრებს ჰქადაგობდა. აღჭურვილი
ცხოვრების ვითარების ზედმიწევნილ ცოდნითა და ადამიანის არაფრად
ჩამგდები, მით უფრო საფთხილო და საშიში იყო, რომ თავის სიხარბეს
სიმდიდრისას და თანამდებობის შოვნისას არ აჩენდა და იბირებდა ხალხს
თავის ჭკუისა და თვალადობის მიმზიდველობითა.
მაინც თავის წადილი ვერ აისრულა. აძლიეს, როგორც ბევრს სხვას, რაღაც
ნაწილი მოხელეობისა, მაგრამ ამისთანა გაუმაძღარს პატივმოყვარეს მცირე რამ
წყურვილს როგორ მოუკლავდა. დანიელ მორტალს მომეტებული და უკეთესი
უნდოდა. ამის ლოდინში იგი თვალს ადევნებდა საპოლიტიკო საქმეებს,
როგორც გარეშე მაყურებელი, ხოლო ტაშს კი უკრავდა ყოველს ოინს
რეაქციონერებისას და ხელს უწყობდა ყოველს ცილსა, რომელსაც კი
ჰსწამებდნენ ხოლმე დამარცხებულს რადიკალებს. ბევრი მის მეგობართაგანი
მთავრობის სათავეში იდგა და იმათ ხშირად მოუწონებდა ხოლმე საქციელს და
ბარაქალით აქეზებდა. ერთი ამისთანა მისი მეგობარი, მისი ძველი ამხანაგი და
ამფსონი პრეფექტად იყო იმ დროს პირენეის მაზრაში. მორტალი იმასთან იყო
სტუმრად, როცა მოუვიდათ ამბავი ორის დეკემბრისა 15. გაოცებას და
გაბრაზებას ყოველ პატიოსან კაცისას საზღვარი არა ჰქონდა. ხოლო ბევრს
სხვას იმედი მოეცა, რომ პატივის და სიმდიდრის კარი გაგვეღოო. მინამ
გაუბედავნი ჭოჭმანში იყვნენ, გამბედავებმა დრო აღარ დაჰკარგეს და მიეცნენ
დროთა მიმდინარეობას, რომელიც ყოველფერს უქადდა. მართალი უნდა
ჰსთქვას კაცმა, მორტალი ამ უკანასკნელებში ერია. ერთს წუთსაც არ
შეფერხებულა, არ უყოყმანია. მაშინვე მიხვდა, რა მოულოდნელი, ბრწყინვალე
გზა გაეშალა წინ, მაგრამ ამ ამბავმა იმისთანა დროს მოასწრო, როცა შესაძლო
იყო, რომ ჭკუის გამჭრიახობა მას აღარ ჰქონოდა.
სწორედ წინა ღამეს წაეგო უშველებელი ფული - ორასი ათასი ფრანკი და
ერთს იქაურს გამოჩენილს არისტოკრატს ლავერდაკს მოეგო. მორტალს გროში
არა ჰქონდა თურმე და იმედიც არა ჰქონიყო ეშოვნა სადმე ამოდენა ფული,
ამდგარიყო და გუნება არეული წამოსულიყო შინ. ამ დროს წიგნიც მიაჩეჩეს
ხელში თავის მეგობარ პრეფექტისაგან, რომელიც ჰსწერდა, რომ
დაუყოვნებლივ ჩემთან მოდიო, ძალიან მძიმე საქმე რამ არისო. ადგა
გულმოკლული წაგებისაგან და წავიდა საპრეფეკტოში.
- ძალიანი ამბავია, - უთხრა პრეფექტმა და მიაწოდა დეპეშა: მირჩიე, რა
უნდა ვქნა? რესპუბლიკა გაუუქმებიათ, ნაციონალური კრება დაუთხოვიათ,
პარიჟში ომია თურმე, აქაც უსათუოდ ასტყდება. რა უნდა ვქნა, რა გზას
დავადგე? ვეწინააღმდეგო თუ მივემხრო?
ჯერ პრეფეკტს თავისი არ გაეთავებინა, რომ მორტალმა აზრი გამოიკვანძა
კიდეც. დაუჯერებელის სისწრაფით მოისაზრა ყოველისფერი, ყოველსფერს
15
ამ დღეს ნაპოლეონმა III უღალატა საფრანგეთის რესპუბლიკას, გააუტმა იგი და თვითონ
დაჯდა იმპერატორად.
მიხვდა და სიხარულით აევსო გული, რადგანაც იგრძნო, რომ აი, კვლავ
გადეშალა ჩვეული მოედანი ომისა, ბრძოლისა, მრავალგვარ საფთხისა და
ფათერაკისა.
- გაიგე, ადამიანო, - განაგრძო პრეფექტმა. - რომ წესიერების, საკუთრების,
ოჯახობის გადარჩენის დღეა.
- ყოველივე ეს გადასარჩენია და შენ კიდევ ყოყმანობ! - წარმოჰსთქვა
დაცინების ღიმილით მორტალმა. - ვირი ყოფილხარ შენ, ვირი და სხვა
არაფერი! ჩვენმა საათმა დაჰკრა და შენ არც კი ხედავ შენს ბედნიერებას! ნება
მომეცი, მე ვიმოქმედო, მე გავუძღვე ყველაფერს; ეს ჩემი სტიქიონია. ხომ იცი,
მე შენ ცუდს არ გირჩევ.
მორტალი შინ მობრუნდა მხიარული, გახარებული. ხედავდა, რომ
პირველი ნახევარი მისის მოუსვენარის ცხოვრებისა დასრულდა, რომ ახალი
სვე დაუდგა, სვე მომკისა; რომ არამც თუ მარტო ამისთვის, მთელს
საფრანგეთისათვის ახალი დრო მოვიდა, ყოველივე აირივ-დაირივა და ამ
არეულობაში ამასაც თავის წილად კაი ლუკმა შეხვდება. შინ რომ მოვიდა,
ლავერდაკის ბარათი დახვდა. ძალიან თავაზით ჰსწერდა მორტალს, თუ
გნებავთ, კიდევ ვითამაშოთო, აგება გაქვითოთო ესე წინდაუხედავად
წაგებულიო და თუ არა, რამდენს ხანსაც გნებავთ, დაგაცლითო, რადგანაც
ამისთანა მოგებას არ ვიკადრებ შევრაცხო ქაღალდის თამაშის ვალად,
რომელიც ჩვეულებისამებრ ოცდაოთხს საათში უნდა გადახდილ იქმნასო. ამ
კეთილშობილურმა სულგრძელობამ გული კი არ მოჰფხანა მორტალს,
პირიქით გააბრაზა. ეგონა, რომ ეგ უკადრისი და სათაკილო სიბრალულია
ჩემდამი ჩემის მეტოქისაო, წამოავლო გაჯავრებულმა კალამს ხელი და
მიჰსწერა ლავერდაკს, რომ მართალია, ეხლა ფული ორასი ათასი ფრანკი
ხელად არა მაქვსო, მაგრამ ქაღალდის თამაშის ვალი - სინიდისის ვალიაო და
თქვენ რამდენსამე დღეს შემდეგ სრულიად მიიღებთო. ეს წიგნი გაგზავნა თუ
არა, მაშინვე საპრეფეკტოში წავიდა, რადგანაც იქ მოუთმენვლად
ელოდებოდნენ. იქ ყველაფერი დავიწყებას მიჰსცა, მხოლო ის კი ახსოვდა, რომ
დაუყოვნებლივ ჯარები უნდა გამოაყვაინოს, რომ პირენეის გულფიცხი ზალი
შეშინდეს.
იმ საუბედურო დროს არსად მთელს საფრანგეთში ხალხი ისე არ
უჩაგრავთ, უწვალებიათ და უტანჯნიათ, როგორც ამ პირენეის კუნჭულში,
საცა რამდენისამე დღით ბედმა დანიელ მორტალი შემოაგდო. ის ოინების
მაძებარი სრულად დაეპატრონა იმ საშინელს ამბებს; თითქმის მთელმა მხარემ
ხელში იარაღი აიღო, რომ გამოესარჩლოს შეგინებულს და ფეხქვეშ გასრესილს
კანონს: ჯარები შეუწყალებლად ხოცავდნენ და ჰსდევნიდნენ აჯანყებულებს,
როგორც მწევარი ნადირს, და ბევრი ხანი არ გასულა, რომ მარტო აოხრებული
სოფლებიღა ჩანდა და ქვითინი ისმოდა ქვრივისა და ობლებისა.
დამარცხებული ხალხი ხორცს იგლეჯდა გაბოროტებისა და ჯავრისაგან და
დანიელ მორტალი კი ცხენით წინ მიუძღოდა ხოლმე ჯარსა და რჩევას
აძლევდა მოხელეებს, როგორც გამოცდილი კაცი. აჯანყებულების
დამარცხებას მოჰყვა სასჯელი. არამც თუ ჰკარგავდნენ და გზავნიდნენ
სასჯელად მართლა დანაშაულებს, არამედ იმათაც, ვისზედაც კი ეჭვს
მიიტანდნენ. საითაც კი უნდა მიგეხედნათ, ნახავდით, რომ ის უბედურები
ბორკილგაყრილნი,
როგორც
ავაზაკნი,
დასტა-დასტად
მიჰყვანდათ
გადასაკარგავად.
ზარდაცემულმა ხალხმა ხმა გაიკმინდა. თუმცა კაცის დაჭერა და დაკარგვა
იმ დროს არავის არ აოცებდა, მაგრამ ყველას გაუკვირდა, როცა გაიგეს, რომ
სხვათა შორის ლავერდაკიც დაიჭირესო... მართალია, მან როგორც პატიოსანმა
კაცმა, ხმამაღლა გაჰკიცხა ორის დეკემბრის დამნაშავე ნაპოლეონ III, მაგრამ
არასდროს იგი არ ითვლებოდა არც რადიკალად, არც მოქმედების კაცად.
კეთილშობილი,
სიტყვით
ლიბერალი
ლავერდაკი
იყო
მდიდარი
არისტოკრატი და უფრო ლხინსა და ქეიფს მისდევდა, ვიდრე პოლიტიკასა.
თამაშობდა ქაღალდს, დოღებში სანაძლეოს იჭერდა, საცა კი საქეიფო სადილი
და ვახშამი იქნებოდა, ყველგან პირველი ის იყო და ერთობ ძალიან
ხელგაშლილი ცხოვრებდა და ჰფლანგავდა ცოლის მზითებს. თუმცა ცოლი და
თავისი ორი ვაჟიშვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ არ ესმოდა კი, რომ ყველას
აუბედურებდა იმიტომ, რომ ისე წინდაუხედავად ჰსჭამდა თავის ქონებას. აბა,
ამისთანა ქეიფის კაცს რომ პოლიტიკური ბრალი შეჰსწამეს, რასაკვირველია,
ყველას გააოცებდა.
ლავერდაკის ცოლს უნდოდა შეეტყო ქმრის დაჭერის მიზეზი, მაგრამ
პრეფექტმა არ მიიღო. ერთხელ საღამოს ჟამს სახლს პოლიცია მიესია და
დაუწყო ჩხრეკა ყველაფერს, რაც კი სახლში იყო. რაც ქაღალდები ნახეს, სულ
მოაგროვეს, თითქო ლავერდაკი რაიმე საპოლიტიკო შეთქმაში ერივა.
ყველაზედ უფრო ბეჯითად იქცეოდა ერთი ვიღაც უცნობი კაცი, რომელიც
პოლიციის კამმისარს თან მოჰყვა. ეს კაცი ლავერდაკის ცოლს უწინ არსად არ
ენახა და არც იქაური იყო. ეგ იყო დანიელ მორტალი. რა ქაღალდსაც კი
მიაწვდიდნენ ხოლმე, ის ამბობდა გულზედ მოსული: - ,,ეგ ის არ არისო, არაო".
აშკარა იყო, რომ მორტალმა ვერ იპოვა, რის პოვნაც უნდოდა. როცა
პოლიცია და მორტალი წავიდნენ, უმცროსმა შვილმა, ექვსის წლის ჟორჟმა
მიუტანა დედას წითელი ჩანთა, რომელიც მის მამას, ლავერდაკს ყოველთვის
თან დაჰქონდა.
- აი, დედი, - უთხრა შვილმა ლავერდაკის ცოლს. - იქნება ამას ეძებდნენ.
ქაღალდებს რომ აქოთებდნენ, მაშინ ძირს ჩამოვარდა და მე ავიღე, სწორედ იმ
ჯავრიან კაცის ფეხებ წინ ეგდო.
ლავერდაკის ცოლმა გახსნა ჩანთა და ნახა რაღაც ბარათები ქმართან
მოწერილი; ყველა ბარათი იცნო, ხოლო ერთი, ხელმოწერილი დანიელ
მორტალისაგან, არ ეცნობოდა და იმ ბარათში მოხსენებული იყო რაღაც
ქაღალდის თამაშის ვალი. რაღა თქმა უნდა, რომ ამ ბარათს ყურიც არ ათხოვა
და უნდოდა სტოლზედ მიეგდო, მაგრამ ამ დროს რაღაც ნუსხას, ქმრის ხელიო
დაწერილს, თვალი მოჰკრა. საცოდავმა ქალმა ტუჩებზედ მიიკრა ძვირფასი
ნაწერი ქმრისა და თითქო წმინდანის ნაწილიაო, შეინახა.
ამასობაში ლავერდაკი ციხეში ჩასვეს სხვათა აჯანყებულთა შორის,
რომელთაც თოფ-იარაღისათვის ხელი წაევლოთ, როცა ნაპოლეონის III ოინები
შეეტყოთ. აქ ყველა გვარის და წოდების კაცი იყო: სოფლელები, სოფლის
ნაცვლები, ადვოკატები, ნოტარიუსები და რედაქტორები გაზეთებისა. ამ
სხვადასხვა ჯურის კაცთა შორის ლავერდაკმა დაინახა ერთი კაცი,რომელსაც
დიდს და გულითადს პატივსა ჰსცემდნენ. ის კაცი ექიმი იყო, ერთი იმ
მკურნალთაგანი ღარიბთათვის, რომელთ ცოდნა და ხელოვნება ყოველთვის
მზათ არის უბედურთა სამსახურისათვის. მას ერქვა პასკალ არტესი. მთელი
სიცოცხლე ამ კაცისა იმისთანა კაი კაცობაში და თავგანწირვაში იყო გავლილი,
რომ თვითონ მტერიც კი პატივსა ჰსცემდა.
ჯერ კიდევ ოცის წლისა იყო, როცა მოშორდა თავის დედმამას და წავიდა
პარიჟში. იყო მდიდარი, ლამაზი; გძელი თმა უმშვენებდა ჭკვიანურს და
გამბედავს სახეს, შემკულს მშვენიერის და ბრწყინავის თვალებითა. მას შეეძლო
და შეეფერებოდა კიდეც, რომ პარიჟში მარტო ქეიფი ეწია, როგორც სხვა
მდიდარის კაცის შვილებს, მაგრამ ამან უარჰყო ამისთანა უკადრისი ცხოვრება.
როცა ახალგაზრდობა წაიტყუებდა და ლხინში სადმე დაესწრობოდა, მაშინაც
კი ტანჯულების და ჩაგრულების ნაღველი მოაწვებოდა ხოლმე გულზედ და ამ
ტანჯულთა და ჩაგრულთა შეჰსწირა კიდეც ყველაფერი, რაც ჰქონდა: თავისი
ყმაწვილკაცობა და სიმდიდრე, კაი კაცობას შეჰსწირა თავისი სიცოცხლე
სიხარულით, ღიმილით; ჩუმად იყო, არა ყვიროდა, რომ აი, რა კაცი ვარო და
ყოველს ჭირში თავის ამხანაგებთან ერთად ჩაებმოდა ხოლმე უღელში და რაც
შეეძლო, მხარს აძლევდა.
ციხეში დამწყვდეული იგი ჰსწუხდა თავის თავისთვის კი არა, თავის
საწყალ ავადმყოფებისათვის. თუმცა ამისი სახელი მაშინ გათქმული იყო,
მაგრამ არ აჰყვა ქვეყნის მაცთურებას და თავი სრულებით ღარიბებისათვის
გადასდო, შეიქმნა ექიმად იმ ტანჯულთათვის, რომელთაც გროში არა
ჰქონდათ, რომ ეწამლათ და თავი მოერჩინათ. საკვირველის ლოლოებით და
ალერსით ექცეოდა თავის ავადმყოფებს, თავის ხარჯით უყიდდა ხოლმე
წამალს და როცა მადლობას უხდიდნენ, ეუბნებოდა ღიმილით:
- რას ბძანებთ! მადლობელი მე უნდა ვიყო თქვენი და არა თქვენ ჩემი. განა
ვერა ხედავთ, რომ მე წამლებსა ვცდი ხოლმე, მხოლოდ იმის მაგიერ, რომ კაცი
მოვკლა, ვარჩენ ხოლმე. ეს არის და სხვა არაფერი.
ციხეში ჯდომის დროს არტესი უვლიდა თავის ამხანაგებს და ისე
იქცეოდა, რომ ციხის ყარაულებმაც კი შეიყვარეს. ერთხელ ტუსაღები
აჯანყდნენ, ცუდს პურს გვაჭმევთო. ციხის კამენდატმა უბძანა, რომ ვინც
გაბედავს და პურს დაიწუნებსო, თოფით დახვრიტეთო. მაშინ არტესი წამოდგა
წინ და გული მიუშვირა, მე ვიწუნებ, დამხვრიტეთო. ვერავინ ვერ გაბედა,
ამისთვის დაეშავებინათ რამე და მეორეს დღეს უკეთესის პურის ძლევა
დაიწყეს.
- თქვენი მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ პური გამოუცვალეს ტუსაღებს,
- ეუბნებოდა ერთი აფიცერი მეორეს დღეს. - მარტო ერთი თქვენა ხართ,
რომელსაც ჩვენი სალდათები ვერ გამოიმეტებენ და ხელს არ შეახებენ.
ლავერდაკმა დაინახა თუ არა არტესი თავისთან ახლო, ჰკითხა:
- თქვენც აქა ხართ, არტეს? თქვენც ტუსაღი ხართ?
- როცა კანონს ფეხქვეშ ჰსთელენ, მაშინ ყველანი კანონის მომხრენი
დევნულ უნდა იყვნენ, - უპასუხა არტესმა. - ამას ლოღიკა ითხოვს.
- მე მეგონა, თქვენ პარიჟში ხართ.
- იქ ვიყავ, მაგრამ რაკი რესპუბლიკის დამხობის ამბავი შევიტყე, აქეთ
წამოველ, რადგანაც აქ ჩემთვის უფრო ბევრი საქმე იყო. მე კანონის
მოსარჩლეთა დასში ჩავდექი. ჩვენ ყუმბარებით წინ დაგვხვდნენ,
დაგვამარცხეს; მეც სხვებთან ერთად დამიჭირეს. მე დამნაშავე ვარ, რადგანაც
კანონს გამოვესარჩლე და აი, ვუცდი სასჯელს, რადგანაც ჩემს მოქმედებას
ავკაცობად დასახავენ გამარჯვებული ვაჟბატონები. ყველა ყველა და თქვენ
როგორ მოხვდით აქ? განა ჩვენს მხარეზედ გადმოხვედით?
ლავერდაკმა უამბო ისტორია თავის უცნაურის დაჭერისა, რომლის
მიზეზიც ვერას გზით ვერ გამოეცნო.
- კიდეც ამაშია ჩვენი ღონე თუ უღონობა, - დაუმატა მან. - ჩვენ,
მართალია, არავისთვის საჭირონი არა ვართ, არავის უნდივართ; ჩვენ ერთი
ქეიფის კაცები ვართ და დროთა ბრუნვას მხარს ვუქცევთ და არაფერში
ვერევით ხოლმე, მაგრამ სინიდისი კი გვაქვს და გვაწუხებს ხოლმე რა არის
ნამუსი და რა არის უნამუსობა. მე ყოველთვის თქვენ დაგნატრიდით არტეს,
და ყველგან ვამბობდი, რომ თქვენ გარდა სხვა კაცი არ მინახავს, რომელიც
თავის გულახდილ, პატიოსან ცხოვრებით თქვენსავით პატივსაცემი იყოს.
- მე მარტო ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, - უპასუხა გულალალად
არტესმა.
- კიდევ კარგია, რომ თქვენ იცით მაინც, რისთვისა ხართ დაჭერილი, უთხრა ოხუჯობით ლავერდაკმა.
ჩააკვირდა რა თავის თავის გარემოებას, ლავერდაკს ენიშნა, რომ ამის
დაჭერა მორტალის საქმე უნდა იყოს, რადგანაც ამისი დიდი ფული ემართა და
ყველამ იცოდა, რომ ამ ალიანქოთში ის იყო, რაც იყო. ეს აზრი ლავერდაკმა
არტესს უთხრა, მაგრამ არტესმა, თვითონ თავიდამ ფეხამდე პატიოსანმა, არ
დაიჯერა, კაცს იქამდე დაემდაბლებინა თავი, რომ აქაო და ვალი მმართებსო,
მოვალე ციხეში ჩავაგდოო, ეგებ ამით ვალს გადვურჩეო.
აი, ვნახავთ, - უთხრა ლავერდაკმა. - ხომ სამართალში ჩაგვაგდებენ და
მაშინ ყველა. გამოჩნდება; მაშინ შევიტყობთ, ჩემი ეჭვი მართალია თუ არა.
ეს ეჭვი მარტო ლავერდაკს არა ჰქონდა; ყველა ამისი ნაცნობი ამას
ამბობდა, რომ მახე მორტალმა დაუგოო. ამაზედ გული უფრო მაშინ დააჯერეს,
როცა შეიტყეს, რომ მორტალს ქაღალდის ვალი ემართა და აქამომდე არ
მოეშორებინა.
- აი, საცოდავი რისთვის დაიჭირეს, - ეუბნებოდნენ ჩურჩულით
ერთმანეთს ლავერდაკის ნაცნობები და ელოდნენ, ვნახოთ, სამართალი რას
იტყვისო.
მაგრამ სამართალი სად იყო? ერთს დღეს სულ ტუსაღები
ბორკილშეყრილნი ორ-ორად დაამწკრიეს, ჯარი გააყოლეს და ტულონში
გაგზავნეს. სხვათა შორის, არტესი და ლავერდაკიც იყო, რომელნიც
ალალბედზედ ერთის ხელ-ხუნდით იყვნენ ერთმანეთზედ გადაბმულნი. წინა
რიგში ესენი იდგნენ და უკან სხვა ოთხასი ტუსაღი იყო. მინამ გაგზავნიდნენ
ამათ, პრეფექტმა გამოუცხადა წინამძღოლს აფიცეს, რომ თუ ვინმე გაბედავს
და გაქცევას დააპირებსო, მაშინვე იქავ თოფით დახვრიტეო. მოტალიც მაშინ
პრეფეკტს გვერდით ედგა. ლავერდაკმა თვალი მოჰკრა, რომ მორტალმა
აფიცერს ესა და არტესი დაანახვა.
დეკემბრის ცივი დილა იყო. თხლად და ცუდად ჩაცმულნი სიცივისაგან
კანკალებდნენ საცოდავი ტუსაღები და ისე მიდიოდნენ მობუზულები. ბევრს
მოაგონდა თავისი ცოლი, შვილები, თავისი სახლი და მინდვრები და მწარე
ცრემლი მიერია თვალებში. ზოგნი კი, თითქმის უსუსური ბალღები, თავმოწონებით და გულადად მიდიოდნენ და ხანდახან ხმამაღლაც მიიმღეროდნენ
სამხიარულო სიმღერებსა. მაშინ აფიცერი მივარდებოდა ხოლმე და შეუტევდა:
- ჩუმად, თქვე ვირებო!
- აი, უბედური კაცი! - ფიქრობდა გულში არტესი. - ამასა ჰგონია, რომ
თავის მოვალეობას იხდის.
შუადღისას ეს საცოდავები დაასვენეს და ნება მიჰსცეს პური მოეტეხნათ
და იქავ წყაროზედ წყალი დაელიათ. მერე ისევ გზას გაუყენეს. როგორც წინა
ვჰსთქვით, ლავერდაკი და არტესი ყველაზედ წინ მიდიოდნენ და უკანებს
ამათის ლაჯისათვის უნდა შეეწონათ თავიანთი ლაჯი.
- ცივილიზაცია წინ მიდის, ძმაო არტეს, - ეუბნებოდა ხუმრობით
ლავერდაკი. - ქვეყანას ახალი დრო მოსდის.
- არა უშავს რა, - უპასუხა არტესმა. - სიმართლე და ჭეშმარიტება
უკვდავნი არიან.
თავ-თავქვე იყო ერთს ადგილას, ძალიან დაქანებული. არტესს და
ლავერდაკს უკანიდამ რომ ხალხი მოაწვა, თავი ვერ შეიმაგრეს და გაქანდნენ.
- ეს რა ამბავია! - დაუყვირა აფიცერმა და გზა გადუჭრა: - გაქცევას
აპირებთ?
- გაქცევას კი არა, - უპასუხა ლავერდაკმა. - აბა, როგორ გავიქცევით,
ავაზაკებსავით ბორკილი გვიყრია.
- ღირსიცა ხართ. მაგრამ გაფრთხილდით, თუ ერთი კიდევ აჩქარება
შეგამცნიეთ, ბძანებას ავასრულებ და აქავ დაგხოცთ ძაღლებსავით.
- მოწყალეო ხელმწიფევ, - უთხრა არტესმა თავმომწონედ და თამამად: ჩვენ ფეხი ავუჩქარეთ იმიტომ, რომ უკანიდამ ხალხი გვაწვება და ამ
თავთავქვეზედ თავი ვერ შევიმაგრეთ. ჩვენ ფიქრადაც არა გვაქვს გაქცევა. ჩვენ
თქვენ ხელში ვართ. იმედი კი გვაქვს, რომ როცა იქნება, სამართალსა ვნახავთ.
თუ გაუსამართლებლად გინდათ საქმეს ბოლო მოუღოთ, რაღას იცდით, აი, აქ
არა ვართ, დაგვხვრიტეთ: ჩვენ თქვენები ვართ.
- ჰა! - დაიძახა აფიცერმა. - აბა, ერთი კიდევ დააპირეთ გაქცევა და მერე
ნახავთ, რაც იქნება.
გზა უფრო და უფრო დაქანებული გამოდგა. თუმცა ძალიან ცდილობდნენ
ლავერდაკი და არტესი არ აჩქარებულიყვნენ, მაგრამ იმოდენა ხალხი აწვებოდა
უკანიდამ, რომ ვერას ღონისძიებით ვერ შეიმაგრეს თავი და კიდევ მაინც ფეხი
აუჩქარეს და სირბილით გაქანდნენ.
- აი, დაგწყევლოთ ღმერთმა! აკი გაგაფრთხილეთ! - დაუყვირა აფიცერმა,
ამოიღო ბუდიდამ დამბაჩა და დაუმიზნა ლავერდაკს.
უბედურმა ლავერდაკმა უკან მოიხედა და კინაღამ შუბლი არ შეახეთქა
დამბაჩის ლულას, დამბაჩა გავარდა და ლავერდაკის თავის ქალა გაიფანტა
ნაჭუჭსავით. სისხლი და ტვინი ზედ შეასხა არტესს პირის სახეზედ და ტანის
სამოსზედ.
საშინელი ხმა ელდისა და გააფთრებისა აღმოხდა იმდვენი კაცის
გულიდამ და ტუსაღები შედგნენ. პასკალ არტესი გაიმართა ტანში და
გაფითრებული ამაყად უცქეროდა კაცის მკვლელს, რომლის ხელშიაც ჯერ
კიდევ ჰბოლავდა დამბაჩა. გვერდთ ეგდო წუთის სოფელ გამოსალმებული
გვამი ლავერდაკისა.
არტესიც ელოდდა სიკვდილს და ზიზღით და უშიშრად შეჰყურებდა
თავის ჯალათსა. ერთის მოკვლა, როგორც ეტყობოდა, საკმარისი არ იყო.
აფიცერმა რისხვით გადაავლო თვალი ტუსაღებს, რომელნიცა წყევა-კრულვით
ხმაურობდნენ და მკვახედ უთხრა:
- თქვენც ეგ დღე დაგადგებათ, თუ მაგ ყვირილს არ მოიშლით.
სალათები გაფითრებული იდგნენ და თრთოდნენ სირცხვილისაგან და
საწყალი ტყვეები კი, ღონემიხდილნი ციხეში ხანგრძლივის გდებითა,
ჩაჩუმდნენ და გამწარებულნი დაჰყურებდნენ მკვდარს ლავერდაკსა.
- ჰა! - დაიძახა გამწყრალმა აფიცერმა: - წყნარად იყავით! მერე მიუბრუნდა
არტესს და უთხრა: თქვენზედაც კი ახი იყო, რომ დამეცა დამბაჩა.
- რატომ არ დამეცით? - უპასუხა არტესმა და მოიწმინდა პირისახიდამ
სისხლი და ზედ შენთხეული ტვინი.
- რაო? თქვენ სიტყვის შემობრუნებასაც მიბედავთ!
- დიაღ და ამასთანავე ვითხოვ, თქვენი სახელი მითხრათ, რომ მერე როცა
გამანთავისუფლებენ, ის დღე დაგაყენოთ, რაც ლავერდაკს თქვენ დააყენეთ.
ისე გააფთრდა ამ სიტყვებზედ აფიცერი, რომ გაიძრო ხმალი და მიუხტა
არტესს, მაგრამ ერთმა სალდათმა შეაყენა და ხმამაღლა უთხრა:
- კმარა, დალახვროს ღმერთმა! კმარა, ჩვენ მართლა და კაცისმჭამლები
ხომ არა ვართ!
აფიცერმა შემოხედა სალდათს შიგ თვალებში. სალდათი არ შეკრთა.
თავის ჭაღარა ულვაშს იგრეხდა და ძლივს იმაგრებდა თვალში მოგუბებულს
ცრემლს.
- შენ ეი, ბერო კაცო, საცა შენი საქმე არ იყოს, ნუ ერევი ხოლმე, - ჰსთქვა
აფიცერმა. - მერე მობრუნდა და უბძანა, დაიძარითო.
პასკალ არტესი ამ სახით გადარჩა, მხოლოდ სიკვდილისაგან კი. ბევრი
წელიწადები გაატარა ციხეში გდებით, ხან სენ მიშელში, ხან ლამბესში და ხან
კორტში. ბოლოს კი როცა გამოუშვეს და ისევ საფრანგეთში მოტრიალდა,
ყველაზედ უწინარეს ისა ჰქმნა, რომ ლავერდაკის მკვლელი დუელში
გამოითხოვა.
დუელი მოუხდა ბელგიაში და არტესმა მძიმედ დასჭრა თავის მეტოქე, ასე
რომ ორ წელიწადს უკან თან გადაჰყვა კიდეც თავის დაჭრილობას.
ეს ამბავი 1861 წ. იყო. ამ უკანასკნელს ათს წელიწადში მორტალმა დიდი
სიმდიდრე შეიძინა. აბა, ყოველთვის გამოპრანჭული, საგანგებოდ მორთული,
ვის ეგონებოდა, რომ ეს კოხტა კაცი რიოგრანდოს ავაზაკია. ერთის სიტყვით,
მორტალმა გულის წადილი აისრულა: სიმდიდრე და ძალა ხელში ჩაიგდო. მას
არამც თუ თავს ევლებოდნენ, მისი ეშინოდათ კიდეც. ამასაც მეტი არა უნდოდა
რა. სრულებით ბედნიერი იქნებოდა, რომ ჰყვარებოდა იმ ქალს, რომელიც
თვითონ სიყვარულით შეირთო. მორტალს ანგენის წყლებზედ შეხვდა ერთი
მართლა და საოცარის მშვენიერების ქალი. აქამომდე ბევრი ცუღლუტობა
გამოიარა ქალებთან, მაგრამ არც ერთი არ შეუყვარებია. ეხლა კი სწორედ
ცეცხლი მოეკიდა მის გულს, რა კი ის ქალი ნახა დაჩვეული ქალის სწრაფად
მოხიბლვას,
ეხლა
რომ
შეხვდა
ქალს,
რომელიც
სრულებით
არათანაუგრძნობდა, უფრო აპილპილდა, უფრო გაუძლიერდა სიყვარული.
რაც უნდა დამემართოსო, იფიქრა გულში, ის ქალი ჩემი უნდა იყვესო. ადგა და
ჰსთხოვა ქალის ხელი მის ბებერს მამასა, გაღატაკებულს არისტოკრატს. კლარა,
ქალს ეს სახელი ერქვა, პატარაობითვე მამის მორჩილი იყო და მთელი თავისი
ყმაწვილქალობა ზედ დაასრულა, რომ ფხუკიანს და თავმოყვარეს მამას
ასიამოვნოს. ამიტომაც ხმაამოუღებლივ აასრულა მამის სურვილი და შეირთო
დანიელ მორტალი. ეს კი ჰქონდა ნუგეშად, რომ მინამ მამა ცოცხალი ჰყვანდა,
ქმრის მეოხებით დიდკაცურად აცხოვრა თავის სახლში.
ნაზს, მოსიყვარულეს და მეტად კარგს კლარას ეგონა, რომ როცა კარგად
გავიცნობ მორტალსაო, იქნება შემიყვარდესო, მაგრამ ამაოდ. ამ თოკიდამ
გამოშვებულს კაცს არ მიეკარა, არა და არა, კლარას პატიოსანი გული, თუმცა,
კაცმა მართალი უნდა ჰსთქვას, მორტალი ძალიან ცდილობდა, რომ კლარა
მოინადიროს. კლარა თითქო სუნითა ჰგრძნობდა მორტალის ავკაცობასა და
შიშით ფთხოდა და განზედ უდგებოდა. მორტალი ამ დროს პარიჟში
ცხოვრებდა. ქალმა, იგრძნო რა თავის თავის სრული უბედურება, ჰსთხოვა
ქმარს, როგორც მოწყალება, რომ ნება მომეციო, ჩემთვის ვიყოვო და
საზოგადოებაში ნუ მაიძულებ სიარულსაო. მორტალი ჯერ დაჰყვა ნებას, მერე
კი ამ ყოფამ მოთმინებიდან გამოიყვანა. მან ძალა დაატანა კლარას, რომ ხალხშo
გამოვიდეს და კლარამაც დაიწყო სიარული ბალებში. კლარას სიტურფემ
მოიზიდა ყველას ყურადღება და მორტალს ეს ძალიან უხაროდა; კლარას კი
აინუნშიაც არ მოსდიოდა თავისი სილამაზე და ქვეყნის ქება. თუ მეტი გზა არ
არისო, ამბობდა კლარა გულში, ისევ იმისთანა სახლში ვივლიო, საცა ჭკუიანს
და განათლებულს ხალხს შევხვდებიო. ამისთანა სახლი გორდონის სახლი იყო,
თავისის ქმრის ვექილისა. საღამოობით იქ თავს მოიყრიდნენ ხოლმე
ლიტერატორები და სხვა გამოჩენილი კაცები. ამ არჩეულს საზოგადოებაში
კლარა თავს გაირთობდა ხოლმე და სიამოვნებდა. თუმცა თვითონ უფრო სხვას
ყურს უგდებდა ვიდრე ლაპარაკობდა, მაგრამ როცა კი იტყოდა რასმეს, ისეთს
მოსწრებულს და ზედ გამოჭრილს იტყოდა, რომ ყველამ აღიარა კლარა მეფად
იმ პატარა აკადემიისა.
სხვათა შორის, კლარას ყურადღება მიიქცია იმ ერთმა ყმაწვილმა კაცმა,
ქერათმიანმა, ფერმკრთალმა და სუსტის აგებულებისამ. ის ყმაწვილი კაციც კი
ხშირად შემოჰსცქეროდა ხოლმე კლარას. კლარა არასდროს არ დაჰლაპარაკებია
და თვითონ ისიც როგორღაც ერიდებოდა ხოლმე. კლარამ მარტო ეს იცოდა,
რომ მემუსიკე იყო და კონსერვატორიაში მედალი მიეღო. ერთხელ სახლის
პატრონის ცოლსა ჰკითხა კლარამ ამ ყმაწვილ კაცის ვინაობა.
- რას ბძანებთ! - წამოიძახა გარდონის ცოლმა: - განა თქვენთვის არ
წარმოუდგენიათ? პოლ ლავერდაკია.
მაშინვე წავიდა, რომ მოიყვანოს და წარმოუდგინოს კლარას, მაგრამ
ყმაწვილ-კაცმა უარი ჰსთქვა და უთხრა:
- მომიტევეთ, ბატონო! ისეთის გვარის კაცი ვარ, რომ ჩემი გვარი
მორტალების ყურისათვის ვერაფერი სასიამოვნოა.
ესა ჰსთქვა და ყმაწვილი კაცი მაშინვე ოთახიდამ გავიდა. გორდონის
ცოლმა ეს უცნაური სიტყვები გადაჰსცა კლარას. კლარას ეოცა, რადგანაც
ლავერდაკის გვარი თავის დღეში არ გაეგონა. ფერმკრთალმა ყმაწვილმა კაცმა
ამ სიტყვებით უფრო განუძლიერა კლარას ცნობისმოყვარეობა. აშკარა იყო, რომ
აქ რაღაც საიდუმლო რამ არის, მაგრამ რა არის? კლარას მაშინვე დანიელ
მორტალი გაახსენდა. უსათუოდ ჩემი ქმარი უნდა იცნობდეს ლავერდაკსა და
გული აუკანკალდა, რადგანაც წინად იგრძნო, რომ აქ რაღაც საშინელი
საიდუმლო ამბავი უნდა იყოსო, რაკი ჩემი ქმარი ურევიაო.
- ლავერდაკს იცნობთ? - ჰკითხა კლარამ ქმარს, როცა შინ წამოვიდნენ
ეტლითა.
- ლავერდაკს! - დაიძახა მორტალმა და სახეზედ ჯავრმა და ელდამ
გაურბინა. - მაგითი მითამ რის თქმა გინდათ?
- მაგდონი არაფრისა, უპასუხა ცივად კლარამ და შეაჩერა თავისი
პატიოსანი, გულამდე გამჭვრეტავი თვალები ქმრის არეულს სახეს. დღეს
ჩემთვის უნდოდათ გაეცნოთ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელიც გვარად
ლავერდაკია.
მორტალმა აჩქარებით, თითქო საოფლეშიაო, დაუწყო გამოკითხვა, რა
სახისააო, რამდენის ხნისააო და სხვა ამგვარი და თან უნებურად ენაზედ
მოსდიოდა:
- ლავერდაკი! ლავერდაკი!
- მაშ, თქვენ იცნობთ? - ჰკითხა მკვახედ კლარამ.
- არა, მაგრამ, იქნება, მამას კი ვიცნობდი.
- თქვენი მტერი ხომ არ იყო?
- არა.
- მეგობარი?
- მე ძალიან შორეულად ვიცნობდი.
- მაშ, შვილმა რატომ არ ინდომა ჩემი გაცნობა?
- არ ვიცი.
კლარა ეხლა კი დარწმუნდა, რომ მისი ეჭვი უსაბუთო არ არის. ცხადი
იყო, რომ რაღაც მძიმე, საუბედურო ჯაჭვია გაბმული მის ქმრისა და იმ
ყმაწვილ კაცის შორის. ხოლო რა ჯაჭვია? მორტალს უნდა ეშინოდეს
ლავერდაკისა, თუ ლავერდაკი უნდა თაკილობდეს მორტალის წინაშე? ეს არ
იცოდა და რასაკვირველია, ამას ვერც შეიტყობდა მორტალისაგან. არც იმათ
ღირდა, რომ ეკითხნა: ან არას უპასუხებდა, ან არა და იცრუებდა. მაგრამ
ჰგრძნობდა კი, რომ ამ საიდუმლოში დაფარულია რაღაც უბედურება, რაღაც
სამარცხვინო საქმე და იქნება ავაზაკობაცა. კლარას ყოველთვის შინებია
დანიელისა, ყოველთვის შინებია მისის ყოფილის ცხოვრებისა და ეხლა უფრო
მეტის ელდით უყურებდა მის წარსულს, უყურებდა იმ გრძნობით, როგორც
კაცი, ფრიალო კლდეზედ მდგომარე, დაჰყურებს ხოლმე უძირო სიღრმეს, მის
ფერხთა წინ პირდაღებულს. თუმცა კლარა, როგორც ყოველი ქალი, სუსტი და
ნაზი იყო, მაგრამ ის მხნეობაცა ჰქონდა, რომელსაც დაუბადავს ხოლმე კაცს
შეგინებული გრძნობა პატიოსნებისა. ამიტომაც გადაჰსწყვიტა, რომ რაც უნდა
დამემართოსო, თვითონ ლავერდაკს უნდა გამოვკითხო ეს საიდუმლო
ამბავიო, რომელიც ძალიან აწუხებდა.
სურვილი მალე ვერ აუსრულდა, რადგანაც სამს-ოთხს კვირას ლავერდაკი
აღარ მოვიდა გორდონებთან. ბოლოს კლარამ იკითხა, რა მიზეზია, რომ აღარ
დადისო. გორდონის ცოლმა უთხრა სიცილით ყურში, თქვენ მოსწონხართ და
გერიდებათო. ამ სიტყვებზედ თვითონ ლავერდაკმაც შემოაღო კარი, შემოვიდა
და ორივე ქალს პატივისცემით თავი დაუკრა. იმავ წამს გოროდონის ცოლი
რაღაცისათვის გაიხმეს და კლარა გაფითრებული, აღელვებული მარტო დარჩა
ყმაწვილ კაცთან.
- უკაცრაოდ არ ვიყო და ერთი მითხარით, რატომ არ გინდოდათ მე
გაგეცანით? - ჰკითხა აჩქარებით და მოჭრით კლარამა.
- ბატონო....
- რატომ არ გინდოდათ? თქვენ გეთქოთ, რომ თქვენი გვარი ვერაფრად
ესიამოვნება ვითომ ჩემს ყურსა. მე ეს არ მესმის. მითამ რა გინდოდათ, ამით
გეთქვათ?
- მე... არაფერი. - უპასუხა ლავერდაკმა. - გთხოვთ, მომიტევოთ.
- არა, არა, თქვენ ვერ მიმიხვდით, რისთვისაც გკითხავთ. მე
საყვედურისათვის კი არ გკითხავთ და არცა მაქვს ამის უფლება. მე მარტო
მინდა საქმე შევიტყო.
- საქმე შეიტყოთ? - გაიმეორა ყმაწვილმა კაცმა და აირია.
- დიაღ, მინდა შევიტყო და თქვენ უნდა შემატყობინოთ. მე ჩემს ქმარსა
ვკითხე, მაგრამ უარი მითხრა. მე მარტო ის ვიცი იმისაგან, რომ როდესღაც
მამათქვენს იცნობდა თურმე. თუ ამ საქმის გახსენება თქვენთვის სამძიმოა,
ნურას მეტყვით და მომიტევეთ ჩემი კადნიერება. ხოლო თუ მარტო ჩემი
საწყენია, გევედრებით, ყველაფერი სისწორით მიამბოთ. ლავერდაკის გვარი
საწყენი რად უნდა იყოს მორტალების ყურთათვის?
პოლ ლავერდაკი გაფითრებული იდგა ქალის წინ, ტუჩები უთრთოდნენ
და ძლივს დამორჩილებული ჯავრი გამოჰკრთა მის ცეცხლსავით ანთებულს
თვალში. პასუხი არ გაჰსცა როგორც კაცმა, რომელიც ფთხილობს, სიტყვა
პირიდამ არ ამომივიდესო, რადგანაც ის სიტყვა გულს შუაზედ გაუპობსო.
- მორტალი იცნობდა მამათქვენს? - ჰკითხა კლარამ.
- თვითონ ხომ გითხრათ? - ჰკითხა თავის რიგზედ ლავერდაკმა.
- დიაღ.
- ისიც გიამბოთ, როგორის სიკვდილით გადიცვალა მამაჩემი?
- არც კი უთქვამს, რომ მამათქვენი გარდაცვალებულია.
- მაშ, თქვენ არა იცით რა?
- არაფერი, სრულებით არაფერი! - დაიძახა კლარამ. - მაგრამ მინდა კი,
რომ ყველაფერი ვიცოდე. აქ რაღაც საზარელი საიდუმლოა... გემუდარებით,
ნურას დამიმალავთ, ყველაფერი მიამბეთ!
ამ სიტყვებში იმოდენა მწუხარება და გულისტკივილი იყო, რომ
ლავერდაკს ქალი შეებრალა. გორდონის ცოლმა მართალი ჰსთქვა. ლავერდაკი
ნახვისვე უმალ მიიზიდა კლარამ, თუმცა მისმა გვარის ხსენებამ კვლავ
გაუღვიძა ფარული მტრობა მორტალისა, რომელიც პატარაობიდანვე ისე
მიაჩნდა, როგორც მამის მკვლელი. ბევრჯელ გაეგო, რომ ქაღალდის ვალი
დარჩა მორტალზედ; რომ მორტალმა ის ვალი იმით მოიშორა, რომ უბრალო
კაცი გარია საპოლიტიკო დანაშაულობაში და ძალად მოაკვლევინა.
რამდენჯერ უნახავს მამის წითელი ჩანთა და შიგ მორტალის ბარათი,
რომელიც კარგად გამოადგებოდა, თუ ჯავრის ამოყრას მოიწადინებდა.
ბევრჯერ უხვეწნია საყვარელს დედას, თავი დაანებეო, ჯავრის ამოყრას ნუ
ინდომებო, დეე, გამარჯვებულმა ავაზაკმა იფარფაროსო; შენ კი მარტო შენს
თავს მიაქციე ყურადღებაო და ეცადე პატიოსან კაცად ყოფნასაო. თუმცა
გულსა ჰსწვავდა ბოროტი, რომელსაც დედის მუდარების გამო, ეგრე
დაუსჯელად უნდა ეფარფარნა, მაგრამ მაინც დედას ხათრი აღარ გაუტეხა და
მორტალი მიანება თავის ბედისწერას. ხოლო როცა მორტალის ცოლს, კლარას,
შეხვდა, კვლავ აუფართხალდა გულში დაუძინებელი მტრობა მამის მკვლელის
მიმართ. გარნა ეს მტრობა არ გადადიოდა ცოლზედ? როცა ყმაწვილი კაცი
დააკვირდებოდა ხოლმე კლარას პატიოსანს და კეთილშობილებით სავსეს
სახეს, ჰგრძნობდა, რომ კლარა მონაწილე კი არ იყო ქმრისა, არამედ
გაუბედურებული და წამებულია მის ხელში და ყმაწვილ-კაცს უნებლიედ
გული შეჰსტკიოდა ამ ქალისათვის. ჯერ მართალ სიყვარულამდე ლავერდაკის
გული შორს იყო, მაგრამ ის გულის ღელვა, რომელსაც ლავერდაკი ჰგრძნობდა,
სათავეა, საიდამაც სიყვარული იბადება ხოლმე. ტრფიალების პირველ ხანში
კაცს მოწონებულ ქალთან მარტო დაახლოვება უნდა და არა მისი დაკუთვნება;
ამ ხანში სურვილი წმინდაა და შეუგინებელი. ჯერ წარმოსდგება ხოლმე
გამოუცნობელი შემსჭვალულობა ორთა სულთა შორის და მერე გადიქცევა
ხოლმე ცეცხლმოკიდებულ ტრფიალებად.
ლავერდაკი,
ხედავდა
რა
გულაღელვებულს
ქალს,
რომელიც
ემუდარებოდა, ეხვეწებოდა მართლის თქმას, ჰფიქრობდა, მოდი და ვუამბობო
მამის ჩემის სიკვდილის ამბავსაო, მაგრამ ქალი შეეცოდა, გულს გაუხეთქს ეს
ამბავიო და ამის მაგიერ ეს უთხრა:
- მგონია, მორტალს მამაჩემის ვალი ჰმართებია.
- ვალიო!
- დიაღ, ქაღალდებში რაღაც ბარათი ვიპოვე… მაგრამ არაფერი
მნიშვნელობა კი არა აქვს.
ეს სიტყვები განგებ სიცილითა ჰსთქვა, თითქო არაფერიაო, მაგრამ კლარა
კი მიუხვდა, რომ ლავერდაკი რაღასაც ერიდება.
- ეგ უსათუოდ საიდუმლო რამ უნდა იყოს და საზარელი საიდუმლოცა
იმიტომ, რომ თქვენ გეძნელებათ თქმა! წარმოჰსთქვა კლარამ და გულში
ელდამ გაურბინა;
ერთი იფიქრეთ, თუ მანდ სამარცხვინოა რამე, ეგ სირცხვილი მეც
შემეხება. მეც მორტალის გვარს ვატარებ! მე მინდა გულდაჯერებული ვიყო,
გესმით, გულდაჯერებული, რომ ეგ გვარი უჩირქოა და ჩემთვის სათაკილო არ
არის.
- ბატონო!…
- გიკვირთ ჩემი ეს კადნიერება განა? მართალი ხართ. მე პირველად
გელაპარაკებით და გაგანდეთ კი ჩემი ფარული, შემაწუხებელი ფიქრები. მე
როგორღაც აზრად მომდის, რომ თქვენ რაღაც საშინელი საიდუმლო იცით და
გთხოვთ, მიამბოთ.
ლავერდაკმა არ იცოდა, რა ექმნა. მას შეეძლო, მას უნდა ეთქვა ყველაფერი,
რადგანაც ამით შეატყობინებდა ქმრის ავკაცობასა და იქნება იმის ხელიდამ
ამით დაესხნა კიდეც ეს პატიოსანი ქალი. მაგრამ შიშობდა, ვაი თუ ამით
თავზარი დავცეო ამ უბედურს და არა-რაის ეჭვის მქონებელს ქალსაო. ამის
გამო ხელახლად იტყუვა, ანუ უკეთ ვჰსთქვათ, დამალა ნახევარი და უთხრა:
- მორტალს მამაჩემისა ემართა და არ დაუბრუნა. ამის მეტი მათ შორის
არა ყოფილა რა. ამის მეტი მეც არა ვიცი რა.
- მეტი არაფერი, მართლა? აბა ერთი ის ბარათი მიჩვენეთ, რომელიც
ქაღალდებში გიპოვნიათ.
- განა ისე კი არ მიჯერებთ?
- თუ ეგ ბარათი მართლა არის, მორტალი ეხლავე უნდა გაგისწორდეთ.
- ეგ იმისთანა ვალია, რომელსაც კანონი არ შეიწყნარებს.
- ქაღალდის თამაშობისა ხომ არ არის.
ყმაწვილი კაცი გაუჩუმდა და არა უთხრა რა. რაცა ჰსთქვა, მისის აზრით,
ისიც მეტი იყო. კლარამ პირდაპირ თვალებში შეხედა და გულგრილად უთხრა:
- თუ არა ვცდები, მაგისთანა ვალი სინიდისის ვალია. უმორჩილესად
გთხოვთ, მოწყალეო ხელმწიფევ, ის ბარათი მე მიბოძოთ; მე თვითონ
წარვადგენ საზღვეინებლად. მე მინდა, მორტალის მოვალედ შევიქმნე.
- რაო? ჩემს მოვალედ? - იკითხა გაბოროტების ღიმილით მორტალმა,
რომელიც უეცრათ ორივეს თავს წამოადგა.
ლავერდაკმა სწრაფად მოიხედა, იცნო მორტალი და გაფითრდა, გული
აუტოკდა და ჯავრის ამოყრის წყურვილმა მთლად შეიპყრა. რა გამწარებულის
სიხარულით თხლაშანს გაადენდა მამის მკვლელს, მაგრამ მის წინ იდგა ნაზი
და მშეენიერი ქალი და ამას მოერიდა. მორტალსაც კი ენიშნა, რომ მის წინ პოლ
ლავერდაკია. ისეთის თვალით შეხედა, თითქო მონადირემ ნიშანში ამოიღო
ნადირიო. ერთს წამშივე მოისაზრა ამისთანა მტრისაგან რას უნდა
გამოელოდდეს და oსეთნაირად აიჭიმა ტუჩები, რომ თითქო აინუნშიაც არ
მოუვიდაო ამისთანა სუსტი მტერიო. რაც შეეხება კლარას, იგი გაშტერებული,
ხმაგაკმენდილი, გაფითრებული შეჰყურებდა ორივეს და იცდიდა, ვნახოთ,
რით გათავდებაო.
- თქვენი აკადემია თქვენ გელოდებათ, - უთხრა ცოლს მორტალმა და
მკლავი მიაწოდა, მერე მოუბრუნდა ლავერდაკს და დაცინვითაც და
თავაზიანადაც უთხრა: უკაცრაოდ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ ჩემი ცოლი
მევე მიმყავს.
მორტალი მკლავი-მკლავ გაყრილი გამოვიდა და გამოიყვანა ცოლი
გაფითრებული და გაშტერებული, თითქო მკვდარიაო. ჯერ კარის დირეს იქით
ფეხიც არ გადაედგათ, რომ მორტალმა ბძანების ხმით უთხრა ცოლს:
- შინ წავიდეთ!
კლარა არ ეურჩა. ეტლში ჩასხდნენ. მთელს გზაზედ მორტალს ხმა არ
ამოუღია. შინ რომ მივიდა, ხმაამოუღებლივ მივიდა, ცოლს ხელზედ აკოცა და
თავის ოთახში შევიდა. საცოდავს ქალს ცივმა ოფლმა დაასხა, რა ნახა თავის
ქმრის ასეთი ყინულსავით ცივი გულდინჯობა და მთელი ღამე მილი არ
მოჰკარებია არეულ ფიქრებისა და ელდის გამო. ყველაზედ მეტს ის აწუხებდა,
რომ ლავერდაკმა ყველაფერი მითხრა, თუ რაც უფრო სამძიმოა, ის დამალაო.
რაც უნდა მომივიდესო, ყველაფერი მორტალს უნდა გამოვათქმევინოო.
მეორე დილას თვალი გაახილა თუ არა, მორტალი შევიდა ცოლის
საწოლში და იმავე ცივის თავაზიანობის კილოთი, როგორც გუშინ, ჰსთხოვა
ცოლს, ერთი ძალიან საჭირო ბარათი უნდა დამიწეროო და მიაწოდა
სტოლიდამ საწერ-კალამი და ქაღალდი.
- უკაცრაოდ კი, რომ ძილი დაგიფრთხეთ და გთხოვთ, თქვენის ლამაზის
ხელით ორიოდე კალამი მოუსვათ.
- რის დაწერა გინდათ?
- ყველაფერს მოგახსენებთ. როგორც თქვენ, ისე მეც მინდა ლავერდაკის
ნახვა, მაგრამ ჩემს სიტყვაზედ არ მოვა, თქვენ კი რომ მისწეროთ, მაშინათვე
მოფრინდება. ხომ გესმით?
- მესმის და მაინც არაფერს მივწერ. მე თითქმის არც კი ვიცნობ
ლავერდაკსა. მე ვგრძნობ, რომ აქ რაღაც მახეა გაბმული, რაღაც მანქანებაა.
- საშიში ნურა გგონიათ რა. ეგრე აჩქარებული ნუ ხართ. მე გეუბნებით,
რომ ლავერდაკთან საქმე მაქვს. ცოტა რამ სამდურავი გვქონდა ერთმანეთში მე
და ლავერდაკის მამას და იმ სამდურავის გამო ის ყმაწვილი მერიდება. რომ
გიამბოთ ეს, შორს წავა. ეხლა შერიგება მინდა და საჭიროა შუაკაცი. შუაკაცად
კიდევ თქვენ უნდა გაგვიხდეთ, ჩემო კარგო კლარავ! აიღეთ კალამი და
დასწერეთ:
- კარგი, - უთხრა კლარამ. - აბა რა დავწერო?
- აი ეს დასწერეთ: ,,მე მსურს, მოწყალეო ხელმწიფევ, - უბნებოდა დანიელ.
- ის ბარათი ვნახო, რომლითაც მორტალს ლავერდაკის ვალი ჰმართებს. აქ
რაღაც საიდუმლოა და მე მინდა, მისი შეტყობა. ოღონდ დამინიშნეთ ადგილი
და დრო და თვითონ მე მოვალ''.
- თქვენ საიდამ იცით, რომ ლავერდაკს ეგ ბარათი აქვს?
- მე გუშინ ყურს გიგდებდით, როცა თქვენ ლაპარაკობდით, - უპასუხა
ღიმილით მორტალმა და ხელი მოჰკიდა საცოდავის ქალის თითქმის
გაყინულს ხელსა. - აბა, ეხლა თქვენი სახელი მოაწერეთ, კლარავ.
ქალი დაიძრა, უნდოდა წამომდგარიყო, მაგრამ მორტალი ბრიყვულად
მოექცა და ძალად მოაწერინა სახელი.
- მაშ, მართალი ყოფილა! - წარმოჰსთქვა გულგაფეთებით კლარამ და
გაოცებით შეხედა ქმარსა, რომელიც ბარათს არხეინად ჰკეცავდა. - მაგ ბარათს
ლავერდაკს გაუგზავნით?
ამ დრომდე კლარას ეგონა, რომ ქმარი ხუმრობსო და ჩემი გამოცდა
უნდაო, ამიტომაც დაუჯერა და დაწერა იმ აზრით კი, რომ თუ გაჭირდა,
ბარათს არ დავანებებო და სხვა არა იყოს რა, კბილით გავგლეჯო.
- აბა, ეხლა ადრესი დააწერეთ! - უთხრა მორტალმა ბძანებლობითა.
- არასდროს!
- თქვენი ნებაა.
თვითონ დააწერა: უფალს ლავერდაკს, ტოტვილის ქუჩა, № 20. თავაზით
დაუკრა თავი და დაცინებით ჰსთქვა:
- აი, მზათაც არის, ჩემო კარგო კლარავ. თქვენ იქნება დავიწყებული
გაქვთ, რომ დღეს 31 დეკემბერია. მე გთხოვთ, ნურც დღეს და ნურც ხვალ
ნურავის ნუ მიიღებთ. თქვენ აქ დარჩებით და რაც საჭიროა, აქ მოგართმევენ.
ახალი რომანები ხომ არ გინდათ, რომ თავი გაართვათ? იმედი მაქვს, არსად
წაბძანდებით. ესეც კია, - უთხრა მკვახედ ბოლოს, - რიმ გინდოდეთ კიდეც,
სახლიდამ გარედ არავინ არ გაგიშვებს, ბძანება მიმიცია.
მორტალი გავიდა. კლარა მარტო დარჩა ოთახში და მისი ყოფა საშინელი
ყოფა იყო. იგრძნო, რომ მახეში გაება. იგრძნო, რომ მორტალმა გულში რაღაც
განიზრახა. აშკარად ხედავდა, რომ ყოველივე წინააღმდეგობა და ხელის შეშლა
ეხლა ამაოა. ეს ბოროტი კაცი აისრულებს მას, რაც განიზრახა. მაგრამ რა
განიზრახა? ჰგრძნობდა, რომ ამისთანა კაცი ერთს საზარელს რასმეს მოახდენს
და ელდამ შეუკუმშა გული. ერთი ეს ნუგეშად ჰქონდა, რომ ლავერდაკს
გაუკვირდებაო ეს ბარათი, ვერ გაიგებს, რა ამბავიაო, მომთხოვსო, ამიხსენი, ეს
რას ნიშნავსო და პასუხი რომ არ მიუვა ჩემგანაო, იფიქრებს, უსათუოდ ჩემი
გაბრიყვება უნდოდა ვისმეო და ამ ბარათს დავიწყებას მიჰსცემს. აბა, როგორ
დაიჯერებსო, რომ პატიოსანი ქალი მარტო უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო
ყმაწვილ კაცთან აპირებდეს მისვლასაო, სხვას ამის მეტს გულშიაც ხომ არას
გაიტარებსო, იმოდენად როგორ გაკადნიერდებაო. ამრიგად დარწმუნებულა
იყო, რომ ლავერდაკი ბარათს ყურსაც არ ათხოვებს.
მართლადაც, მიუვიდა ბარათი თუ არა ლავერდაკს, მეტად გაუკვირდა.
რაღა თქმა უნდა, ფიქრადაც არ მოსვლია ის, რაც ამ შემთხვევაში მოუვიდოდა
სხვას უიმისოს. ის მიხვდა, რომ საცოდავი კლარა უბედური ქალია; რომ გულს
უღრღნის ქმრის ამბების შეტყობის სურვილი. რა თქმა უნდა, რომ იამა,
მარტოდ ვნახავ კლარასაო, მარტოდ ველაპარაკებიო. ამას გარდა, შემთხვევა
ეძლეოდა, რომ თავის დაუძინებელს მტერს, თავის მამის მკვლელს ყველაფერი
შხამად ამოადინოს. რაკი ყველაფერს გაუმჟღავნებდა კლარას, ერთბაშად
მოუწამლავდა სიცოცხლეს ბედნიერს ქმარს და სულდაბალს მამისმკვლელსა.
- ჰო, ჰო, - სთქვა თავისთავად ლავერდაკმა. - დავუნიშნავ დროს და
ადგილს და იმ ქალს ვინახულებ. მე ვაჩვენებ ბარათსა, რომელშიაც ის ავაზაკი
აღიარებს ვალს, ეგრე ურცხვად გადახდილს. მე მორტალის ჯავრს ამოვიყრი
ისე, რომ არც კი ზმანებოდეს.
დიდის თავაზით მოჰსწერა კლარას: “მე ლოდინს დაგიწყებთ ერთის ჩემის
მეგობრის სახლშია; ჩემი მეგობარი თვითონ რომში წავიდაო და სახლი მე
ჩამაბარაო'', და ბოლოს დააწერა, რომ ის სახლი ბოჟონშიაო და იმით არის
შესანიშნავიო, რომ წითლად შეღებილი გალავანი არტყიაო.
ეს პასუხი რომ მიიღო, დანიელ მორტალმა თავის ცოლს წაუკითხა და
რადგანაც კლარას დიდხანს დამწყვდეულს ვერ შეინახავდა, ჰსთხოვა, რომ
მიჰსწერეო და ხვალ საღამოზედ დაუნიშნე დროო. კლარამ ეხლა კი
გადაწყვეტილი უარი უთხრა, თუმცა მორტალი არწმუნებდა, რომ ლავერდაკს
არა დაუშავდება რაო, მე მარტო ვალი მინდა დავუბრუნოვო, რადგანაც დიდი
ხანია სინიდისს მიმძიმებსო. ხოლო, რაკი ნახა, რომ ცოლი ძალიან მაგარზედ
დგას, გულზედ მოვიდა და კინაღამ მოთმინებიდან არ გამოვიდა, მაგრამ თავი
დაიჭირა და იმავე გულსაკლავის გულგრილობით აკოცა ხელზედ ცოლს,
ჰსთქვა: - “შენი ნებააო”, და გავიდა ოთახიდამ.
მაშინვე გაუგზავნა კაცი ლავერდაკს და სიტყვით შეუთვალა, რომ თქვენი
ნაცნობი ქალი დანიშნულს ადგილას მოვაო ხვალ, პირველს იანვარს, ღამის
თერთმეტს საათზედაო.
ის ღამე კლარამ დიდის მწუხარებით გაატარა. ისე მოეშალა ძარღვები და
ავად გახდა, რომ თვითონ მორტალიც კი შეშინდა. მორტალს მაინც კიდევ
უწინდელებრ აღტაცებით უყვარდა და სწორედ იმისთანა გულქვა უნდა
ყოფილიყო კაცი, რომ ეგრე გამოემეტნა და ეწვალებინა ცოლი, როგორც
მორტალმა აწამა იმ დღეს. ბოლოს კლარა ისევ კარგად შეიქმნა და მორტალს
გულზედ მოეშვა. კლარას კარგად დაეძინა და მეორეს დღეს სულ
ჯანმრთელად გაიღვიძა, თუმცა თავი კი მძიმედა ჰქონდა. სადილობამდე ქმარი
არ უნახავს; იჯდა ბუხრის წინ და ფიქრობდა, როგორ გაიპაროს შინიდამ, რომ
ლავერდაკი ნახოს და გააფრთხილოს. ბოლოს მორტალიც შემოვიდა, ძვირფასი
საჩუქრი საახალწლოდ მოართვა და თავაზით უთხრა:
- მომილოცავს ახალი წელიწადი, ჩემო კლარავ! დღეს როგორა ხარ?
პასუხის მაგივრად, კლარა წამოდგა, გაიმართა ტანში და მწყრალად
ჰკითხა:
- მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პასუხი გაგიგზავნიათ
ლავერდაკისათვის. დღეს მიდიხართ იმის სანახავად?
- დაგვიანება აღარ შეიძლება, - უპასუხა მორტალმა; - მაგრამ ნუ გეშინიან,
არც ლავერდაკს დაუშავდება რამე და არც მე.
სიტყვის გაგძელება აღარ უნდოდა მორტალს, თავი დაანება ცოლს და
გამოვიდა ოთახიდამ. კლარას უწინდელზედ უფრო მეტად მოუკვდა გული.
იქამდი გაშფოთდა მწუხარებისაგან, რომ ყველაფრისათვის თავი გამოიმეტა.
დაარიგა თავისი გოგო, რომ ცოტა ხანს გაეტყუებინა საითმე კარის მცველი,
თვითონ ხელდახელ გადიცვა წამოსასხამი, გაიპარა სახლიდამ და გავიდა
ქუჩაზედ. კინაღამ საცოდავს დამბლა არ მოუვიდა, რომ მარტო ნახა თავისი
თავი ქუჩაში ბნელა ღამეში. მაგრამ ღონე მოიკრიბა და გასწია ალალბედზედ,
რადგანაც არ იცოდა, ბოჟონის უბანი საით იყო. ამ სახით თვითონაც არ იცოდა,
როგორ და რა გზით მივიდა ელისეის მინდვრებზედ. საოცარი ეს იყო, რომ
რამოდენადაც შორს მიდიოდა, იმოდენად უფრო უწყნარდებოდა გული.
ბოლოს ყოველივე შიში გადუვარდა გულიდამ და ეხლა თუ ეშინოდა რისამე,
მარტო იმისი ეშინოდა, ქმარს არ შევხვდე ლავერდაკის მაგიერო. ლავერდაკის
ნახვას კი სულით და გულით ნდომულობდა.
- ახ, ნეტავი შემხვდეს ვინმეო, გავაქციო იმ უბედურის საშველადაო,
ამბობდა გულში და მოუსვენარის თვალით აქეთ-იქით ეძებდა, იქნება ერთი
კეთილი კაცი გამომიჩნდესო, რომ მიშველოსო და ვისხნა ის საწყალი ყმაწვილი
კაცი ფათერაკისაგან და ვინ იცის, იქნება სიკვდილისაგანაცაო.
სწორედ ამ დროს ნოელ რამბერი შეხვდა.
რასაც შიშობდა საცოდავი ქალი, სწორედ ის მოხდა. დანიელ მორტალმა
ჩაიდო ჯიბეში დამბაჩა და გასწია ბოჟონს. დანიშნულს საათზედ ლავერდაკმა
კარი გაუღო და დაინახა თუ არა დანიელი, ფერი ეცვალა.
- თქვენ, მგონია, მე არ მელოდით! - უთხრა დანიელმა.
- სრულებით არა, - უპასუხა ლავერდაკმა და გონზედ მოვიდა მის შემდეგ,
რომ გულში ერთ წამად გაურბინა, ნუთუ კლარამ ეს მახე დამიგოო.
- მოწყალეო ხელმწიფევ, - უთხრა მკვახედ მორტალმა, როცა ყმაწვილმა
კაცმა შეიყვანა ერთ პატარა ოთახში. - თქვენ ერთი ბარათი გაქვთ, რომელიც მე
არ მინდა, რომ სხვის ჯიბეში იყოს. ჩემს ხელნაწერებს მე თვითონ ვინახავ
ხოლმე. მე ძალიან მადლობელი ვიქნები, რომ დამიბრუნოთ.
- ნუთუ თქვენმა მეუღლემ თქვენ გამოგგზავნათ აქ თავის მაგიერ? უპასუხა ლავერდაკმა, გულთხელი დაიკრიფა და რაღაცას მიეყუდა.
- ჩემი მეუღლე აქ არაფერს შუაშია. თუ თქვენ ბადეს მოხვდით,
დამიჯერეთ, ეგ მარტო ჩემი უნარია. ეხლა ჩვენ მარტონი ვართ, ერთმანეთს
გულდაგულ უდგევართ და მე ვითხოვ, მომცეთ ის, რაც მე მეკუთვნის.
- უკაცრაოდ, ეგ ბარათი ჩემს ოჯახს ეკუთვნის და არა თქვენ და მგონია,
ძვირადაცა გაქვთ გასაღებული. მერე ვინ გითხრათ, რომ მე მაქვს?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლაც თანა გაქვთ. თქვენ დაპირებული
ხართ, რომ თან მოიტანდით და რადგანაც პატიოსანი კაცი ხართ, სიტყვას არ
გასტეხდით.
- მადლობელი ვარ კარგის სიტყვისათვის, მაგრამ მაგისთანები ვერაფრად
უხდება თქვენისთანა კაცსა.
ეს რომ უთხრა, ლავერდაკმა უნებლიედ გადახედა ანდალუზურს
სატევარს, რომელიც სტოლზედ იყო. მორტალმა ამ ამბავს თვალი მოჰკრა და
როგორც კარგმა მოჭიდავემ, ჩუმ-ჩუმად ჩაიცინა.
- ხელმეორედ გეუბნებით, ჩემთვის ძალიან საჭიროა ბარათი, რომელიც
ეხლა ჯიბეში უნდა გქონდეთ! - უთხრა მორტალმა წყრომით და ხმა აიმაღლა.
- მეც ხელმეორედ გეუბნებით, რომ თავის დღეში ვერ მიიღებთ! - უთხრა
ლავერდაკმა მისებრ ხმამაღლა: - თქვენ ხომ უიარაღოდ არ მოხვიდოდით და
აი, მომკალით. თქვენი შესაფერი საქმე და თქვენი ხელობა ეგ არის.
- უბედურო! - დაიძახა მორტალმა და ფერი ეცვალა.
- განა მე ყველაფერი არ ვიცი! - განაგრძო ლავერდაკმა. - განა თქვენს
უნამუსო სახეზედ არ შემიძლიან დავაწერო: კაცის მკვლელია-მეთქი!
- მაგისთანაები აქ უადგილოა, - წარმოჰსთქვა მორტალმა. - მე მინდა, ეგ
ბარათი ხელში ჩავიგდო და თქვენ მომცემთ კიდეც.
ლავერდაკმა თვალი თვალში გაუყარა, გული მოიცა, კინაღამ სატევარსაც
ხელი არ წაავლო და ხმამაღლა შეჰყვირა:
- არასდროს! არასდროს!
სწორედ ამ წუთში რამბერმა თვალი მოჰკრა, რომ შავწვერიანმა კაცმა
სწრაფად წამოავლო ხელი სატევარს და როცა პატიოსანმა მუშამ შეამტვრია
ფანჯარა და ჩახტა ოთახში, ყმაწვილი კაცი თითქმის მოკლული იყო კიდეც.
III
მეორეს დღეს დაჭერის შემდეგ გამოიღვიძა ნოელ რამბერმა და
ელდაცემულმა ჰკითხა თავის თავს, ამ ბნელს ჯურღმულში რამ ჩამაგდოო.
მალე ვერ მოიკრიფა აქოთებული აზრები. გუშინდელი უბედური დღე რაღაც
უცნაურ სიზმრად მოეჩვენა. ბოლოს როგორც იყო ყოველივე ამბავი, ცალკე და
ბუნდად დახსომილი, ერთად წარმოუდგა თვალწინ; გონებაში აღიდგინა
თითო საათობით მწუხარების დღე ახალის წლისა და შეშინდა ყოფილისაგან:
"ვაიმე, ღმერთო!'' იფიქრა გულში; ნუთუ ეს სულთამხუთავი დღესაც არ
მომეცლებაო''.
უნებლიედ ფეხზედ წამოდგა და დაიხედა თავის თავზედ; მისი ღარიბი
ტანისამოსი სულ ამოწუწული იყო ლაფში, თითქო წუმპეში ჰსძინებიაო.
- კარგ რასმეს კი ვგევარ! - ჰსთქვა თავისთავად - ეს კიდევ არაფერი,
ოღონდ მალე მკითხონ და დამითხოვონ, რომ ჩემს ჟაკს მივხედო.
თითქო ვიღაცამ ყური მოჰკრა ამის სურვილსაო, იმავ წამს კარი გაეღო და
ხელახლად წაიყვანეს პოლიციის კამმისართან, რომელიც ისეთის თვალით
დახვდა, თითქო ამის დანახვა ეზიზღაო. ნოელ რამბერს, ფერწასულს,
დაქანცულს, გატანჯულს ტუჩები გალურჯებოდა, დაუვარცხნელი თმა
აბურძგნული ჰქონდა და მოუპარსავი პირი კიდევ ისეთს ჭუჭყიანს ფერსა
ჰსდებდა მის გაჭნაკებულს სახესა, რომ თვალად ძალიან ცუდი სანახავი იყო.
ამისთანა კაცს, რომლის სახეზედაც ძლიერი და ხშირად მიმზიდველი ბეჭედი
მწუხარებისა წაშლილ იყო რაღაც მხეცურის უგრძნობლობითა, ყოველი
ნაფიცი მსაჯული ავაზაკად მიიღებდა. ამრიგადვე თვითონ პოლიციის
კამმისარიც დარწმუნებული იყო, რომ კაცი - მის წინაშე მდგომარე, კაცის
მკვლელი ავაზაკია, გვემული სულისა და ხორცის ქენჯნისაგან. კამმისარმა
თითქმის დაცინებით ჰკითხა: "უწინდელებრ კიდევ არა ტყდებიო?” ნოელმა
კითხვითვე გაჰსცა პასუხი, ახლა როდემდი უნდა ტყუილუბრალოდ
კაცისმკვლელობა მაბრალოთ, და მოუყვა ხელახლად მბობას ყოველ იმისას,
რაც გუშინ მოხდა. ცდილობდა, ყოველივე მოეგონა და არაფერი არ
გამოჰპარვოდა. პოლიციის კამმისარი ყურს უგდებდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ
არაფერს უჯერებდა და დრო-გამოშვებით დაცინებით ეტყოდა ხოლმე:
- დიაღ, დიაღ,… ეგრეა... მერე!
როცა ნოელმა გაათავა, კამმისარმა მძიმედ ამოიოხრა, თითქო ამის თქმა
უნდაო: "ღმერთო! რამდენი ფლიდი კაცია ქვეყანაზედ!'' და უბძანა, ისევ
ციხეში წაეყვანათ.
- მაინც მიჭერთ? - ჰკითხა რამბერმა.
- დიაღ, გიჭერთ, რომ კაი-კაცობისათვის ჯილდო მოგცეთ, - უთხრა
გულზედ მოსულმა კამმისარმა.
რამბერი ისევ საპყრობილეში წაიყვანეს. ბოლოს, რამდენსამე ხანს შემდეგ,
სხვა ტუსაღებთან ერთად ჩასვეს დახურულხ ეტლში და გაიყვანეს
კონსერჟიერის ციხეში. თუმცა ეტლამდი ათის ფეხის გადადგმა იყო, მაგრამ ეგ
დიდ მანძილად ეჩვენა რამბერს. ხალხი ბლომად იდგა გარშემო და იმ უბედურ
ტუსაღებზედ ზოგი იცინოდა ბრიყულად, როგორც მოგეხსენებათ მოცლილ
ხალხის ამბავი, და ზოგი ავის სიტყვითაც იხსენებდა. ნოელი ჰგრძნობდა, რომ
სახე უწითლდება სირცხვილით და ისე ეგონა, რომ მის სახელს ხალხი
ლანძღვითა და ქოქით ახსენებდა. მაგრამ ეგ მარტო გონებაარეულს ტუსაღსა
ელანდებოდა.
გზადაგზა უბედური რამბერი თავის საწყალს ჟაკზედ ჰფიქრობდა.
ჰფიქრობდა, ვის ჩავაბაროო, მინამ ჩემის სიმართლის საბუთებს შევაგროვებ და
წარვუდგენო. დედას მივაბაროო? მაგას თავის დღეში არ ვიქო. მას შემდეგ,
რაკი მართა მრუშობის გზაზედ დადგა, ჟაკსაო დედა აღარა ჰყავსო. ამხანაგები
მყვანან, იმათ ჩავაბარებდიო, მაგრამ ღარიბები არიანო და ჩემი ჟაკი მათთვის
მძიმე ტვირთი იქნებაო. მაშ, რა მეშველებაო? - იძახდა გულში საწყალი.
ეგ ნაღველი პატარა ბალღზედ პირველს სიტყვებზედვე შეეტყო, როცა
კონსერჟიერს მიიყვანეს.
- მე დავამტკიცებ, რომ ის კაცი არ მომიკლავს, - უთხრა მან მოხელეს,
რომელმაც ჩაწერა დავთარში მისი სახელი სხვათა ტუსაღთა შორის. - ხოლო
ჩემის ბალღის ნაღველი მაქვს; მეშინიან, შიმშილით არ მომიკვდეს.
- როგორ თუ ბალღისა?
- იმას ხომ დანაშაული არაფერში აქვს, ვჰსთქვათ მართლა და კაცისმკვლელი მე ვიყო. ტყუილია თუ? ნეტა არ შეიძლება ერთი ადგილი რამ
აუჩინოთ საწყალს ბალღს, რომ შიმშილით მაინც არ მომიკვდეს.
- დიდია?
- არა, სულ პატარაა. იმისი გამოკვება ძნელი არ არის, თუ კაცს სამუშავო
ექნება.
- დედა ჰყავს?
რამბერი ჩაფიქრდა და მერე მოჭრითა ჰსთქვა:
- არა.
- მაშ, შეიძლება მცირე წლოვანთა საპყრობილეში ბინა ავუჩინოთ.
- ჩემი ჟაკი! - დაიძახა რამბერმა. - არასოდეს!… ეგ ფიქრად როგორ
მოგივიდათ? ის უნდა საპყრობილეში იყოს მაშინ, როდესაც იმას წმინდა ჰაერი
უნდა. უნდა სირბილი, ხტომა, ცელქობა. არა, მე მაგის ნებას არ მოგცემთ.
- ნება გვიბოძეთ გირჩიოთ, - უპასუხა მოხელემ. - მაგ კილოზედ ლაპარაკს
თავი დაანებოთ; ნეტა ვის ატყუებთ? მითამ და უმანკო ბატკანი ხართ.
ყველაზე ძლიერ ისა სწყლავდა და სტანჯავდა რამბერს, რომ მართებულს
პასუხს ვერ ეუბნებოდა მათ, ვინც ეგრე ბიაბრუთა ხდიდა ხოლმე და ცილსა
ჰსწამებდა კაცის მკვლელობისას. ყველანი ჰსთვლიდნენ ერთ არამზადა კაცად,
ქუჩის ავაზაკად და რამბერს კი სახსარი არა ჰქონდა თავისი სიმართლე
დაემტკიცებინა და პირში ჩაეფურთხა იმათთვის, ვინც უბედავდა და
ეუბნებოდა, აბა, როგორ მოჰკალი კაცი, გვიამბეო. რამბერი ჰგრძნობდა, რომ
სულის ღონე, მხნეობა დაეკარგა, რომ ღონე მიეხადა, დაუძლურდა; რომ ძალღონე მოუკვდა იმ მძიმე ბრალის ტვირთქვეშა, რომლის ძალითაც მას უნდა
წაერთოს ყოველივე ღირსება არამც თუ თავისუფალის მოქალაქისა, არამედ
საზოგადოდ კაცურის კაცობისაც და უნდა გახდეს იმ უმწეო სულიერად,
რომელსაც ბრალდებულს ეძახიან. გამოძიება, განსამართლება და თავის
მოკვეთა - აი, სამი კარი, რომლებშიაც სწრაფად გაატარებენ ხოლმე
სამარცხვინო კაცის მკვლელობაში ბრალეულს. მთელი გვამი ნოელისა
ხმამაღლა ღაღადებდა მის უმანკოებას, უბრალობას, მაგრამ რა ექმნა? საქმე ისე
მოუხდა, რომ უნდა ხმა გაეკმინდა, პასუხი არ გაეცა და მსჯელობაში არ
შესულიყო. პოლიციელები, საპყრობილის მოხელენი, რასაკვირველია, ამის
ტანჯვას და წვა-დაგვას ვერ მიხვდებოდნენ. იგი მოუთმენლად ელოდდა
გამომძიებელს და დარწმუნებული იყო, რომ მის წინაშე უსათუოდ თავს
გაიმართლებდა. ეხლა კი ის ფიქრი ჰკლავდა, რომ ვაი, თუ კაცობრივმა
ჩემი
საწყალი
პატარა
ჟაკი
საპყრობილეში
მართლმსაჯულებამ
დამიმწყვდიოსო, ვითომ და გამოსაკვებლადაო.
იმავ დღეს რამბერი წაიყვანეს გამომძიებელთან, რომელსაც დიუბუა-დეზობრეს ეძახდნენ. კეთილის გულის კაცი იყო ეგ გამომძიებელი. ღიმილი
ტუჩიდამ თავის დღეში არ შორდებოდა, კაი ჭამა-სმა უყვარდა, თავისუფალ
დროა ლექსებსაც ჰსწერდა და ამასთან ერთი ჯიუტობა ჰსჭირდა: ყოველს
ბრალშეწამებულს კაცს ავაზაკად ჰსახავდა. ეხლაც ისე მოუვიდა. რამბერზედ
თავისი აზრი წინადვე შეედგინა და, როცა თვალით ნახა ქანცგაწყვეტილი,
ჭუჭყიანი, საზიზღარი სახე უბედურის რამბერისა, მაშინ უფრო დააჯერა
გული, რომ ნოელ რამბერი ავაზაკია.
ნოელს დაუწყო ჩვეულებრივად გამოკითხვა, მის პასუხს უფრო
მოკაზმულის და არჩეულის სიტყვით ჩააწერინებდა ხოლმე სეკრეტარს. ნოელი
ლაპარაკობდა მარტივად, დარწმუნებით და როცა ჰკითხეს: "სამართლის ქვეშ
ყოფილხარ თუ არაო”, უპასუხა: ,, - გხლებივართ, 15 მაისს და 2-ს დეკემბერს”.
დიუბუა-დე-ზობრე ყურს უგდებდა, თან იღიმებოდა და ხელებს
იფშვნეტდა.
- გუშინ თქვენ მოგასწრეს იქ, საცა კაცის-კვლა მოხდა, სწორედ იმ დროს,
როცა კაცი მოეკლათ. მკვდარი პოლ ლავერდაკი ყოფილა. ლავერდაკისათვის
გულში დაუციათ სატევარი. აშკარაა, ეგ თვითონ სატევარი ისპანიური დანაა.
აი, ხელში მიჭირავს ამჟამად. გეცნობათ ეს სატევარი თუ არა?
- მე ეგა ვნახე სტოლზედ ფანჯრიდამ, რომელთანაც მე მივირბინე, როცა
ყვირილი მომესმა. მაგ სატევარით იყო მოკლული ის საწყალი კაცი.
- ლავერდაკობით ახსენეთ ხოლმე.
- მე წინად თავის დღეში არც კი გამეგონა ეგ სახელი.
- მაშ, ჯავრის ამოსაყრელად არ შეიპარეთ იმ სახლში?
- რაო, ჯავრისაო? რა ჯავრი მეჭირებოდა კაცისა, რომლის სახელიც არც კი
ვიცოდი. თუნდ ეგ არ იყოს, ჩვენ საწყლები...
- მაშ, მარტო საქურდლად შეხვედით იმ სახლში? - ჰკითხა გამომძიებელმა
ისე ტკბილად, თითქო ამბობსო: “სიგარას ხომ არ ინებებთო”. - ყველა ეგენი
კამმისარს ავუხსენი...
- ვიცი. თქვენ კარგა ფული გიპოვეს, სულ ოქროები. მაგოდენა ფულს
მუშაობით ვერ იშოვნიდით. საიდამა ჩაიგდეთ ხელში მაგოდენა ფული? მაგ
ფულის შოვნაში რომ ის ვიღაცა ქალი არ გაურიოთ, კამმისარისთვის რომ
გითქვამთ, სხვაფრივ ვერ ამიხსნით მაგ ფულის შოვნის საქმეს?
- მე მარტო მართლის თქმა შემიშლიან, - უპასუხა რამბერმა. - ჩემი რა
ბრალია, რომ ეგ მართალი ძნელი დასაჯერია, მაგრამ მაინც მართალი კია. იმ
უცნობმა ქალმა მითხრა: "იქ წადით, კაცი სიკვდილისაგან უნდა დაიხსნათ და
აი, თქვენი გასამსჯელოო”. გესმით, მე ფულს არ გამოვართმევდი სხვა დროს.
მე მთხოვარა არა ვარ, მე ჩემი ხელობა მქონდა, მე მუშაობა მიყვარს, ხოლო
მაშინ შიმშილითა ვკვდებოდი და მინდოდა, მეორეს დღეს ჩემის ბალღისათვის
ერთი თეფში წვენი და ერთი ლუკმა პური მეშოვნა.
- შეგიძლიანთ იცნოთ ის ქალი, ანუ უკეთ ვსთქვათ, ის მოჩვენება?
- არა მგონია, ბნელოდა, კარგად ვერ გავარჩივე სახე.
- სხვა ნიშანი ხომ არა გაქვთ რა?
- მაქვს. სახელად კლარა ჰქვიან.
- გვარად?
- მარტო კლარაა, გვარი არ ვიცი. ქალმა მითხრა: “იქ კაცსა ნახავთ,
უთხარით კლარას სახელით, რომ მოშორდეს იმ სახლს”. მე რომ მცოდნოდა
წინადვე, ეს ამბავი მოხდებოდა, რა თქმა უნდა, გვარსაც გამოვკითხავდი.
მაგრამ ერთი მითხარით, ფიქრად როგორ მომივიდოდა, რომ კაცს დაიჭერდნენ
იმიტომ, რომ მისაშველებლად წავიდა. იცით, რას გეტყვით? ყოველივე ეს
ტყუილია, სიზმარია, მე დამნაშავე არაფერში ვარ და თქვენიც იმედი მაქვს, შინ
დამითხოვთ.
გამომძიებელი თავს იქნევდა, არხეინად ხმადაბლა უშტვენდა და ისე
უგდებდა ყურს უბედურსა, სრულებით დარწმუნებული, რომ მის წინაშე მძიმე
დამნაშავე დგას. მისი კეთილი სახე აშკარად ამბობდა: "იტყუე, გაძვერგამოძვერ, ჩემო კარგო, რამდენიც გინდა, მაგრამ მე ვერ მომატყუებ!”
როცა გაათავა გამოკითხვა, გამომძიებელმა უბძანა ოქმი ხმამაღლა
წაიკითხოს და წაკითხვის შემდეგ ჰკითხა რამბერს:
- თქვენი ნათქვამი სწორედ არის ჩაწერილი?
- სწორედ გახლავსთ...
- წერა იცით?
ნოელმა მხრები აიჭიმა და ამ მართლმსაჯულების წარმომადგენელს
დაცინებით გაუღიმა და ისეთის თვალით შეხედა, თითქო ამბობსო: "ვაი, შენ,
ჩემო თავო! თქვენ მართლა პირუტყვი გგონივართ, მარტო დასაკლავად
გამოსადეგი!'' მერე აიღო კალამი და მოაწერა ოქმს ხელი.
ციხეში რომ დააბრუნეს, რამბერს ციებამ ძაგძაგი დააწყებინა. იმოდენა
სულისა და ხორცის ტანჯვა, რაც ამ ორ დღეში გამოიარა, სსვა რა ხეირს
დააყრიდა.
ცალკე საერთკაცო სენაკს, რომელშიაც დაამწყვდიეს რამბერი, ჰქონდა სამი
ლაჯი სიგძე და ლაჯ-ნახევარი სიგანე. ჰაერი დახშული იყო და ნათელი ძლივს
შემოდიოდა პატარა ფანჯრიდამ, რომელიც ეზოს გადაჰყურებდა. გარედამ
შემოდიოდა ხმაურობა და უწმაწური ოხუჯობა ეზოში სასეიროდ
გამოშვებულთა ტუსაღთა. თვითონ რამბერსაც ჰსწყუროდა წმინდა ჰაერი
ჩაეყლაპა და გულში გაურბინა ფიქრმა, რომ ასწვდეს ფანჯარას და
გამოამტვრიოს მინა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგანაც სკამი, რომელიც უნდა
მიედგა ფანჯარასთან ასასვლელად, იატაკზედ იყო ბულღებით დამაგრებული.
თუმცა მას აქეთ, რაც რამბერი დაამწყვდიეს, დიდი ხანი არ იყო გავლილი,
მაგრამ ტუსაღად ყოფნამ და საპყრობილის მყაყე ჰაერმა მალე გამოიჩინეს ამ
უბედურზედ თავისი ზედ-მოქმედება: თავბრუსხმა მოსდიოდა, საფეთქლებმა
ტეხა დაუწყო, თითქო ჭახრაკი მოუჭირესო, სისხლი ტვინში აუვარდა და
ერთობ მოიშალა სულითა და ხორცითა.
განა საღამოზედ ისევ მიეცა შემთხვევა წმინდა ჰაერზედ ყოფნისას: იგი
წაიყვანეს, რომ პირისპირ დაუყენონ პოლ ლავერდაკის უსულო გვამსა და მის
თანა დასწრებითა თვითონ რამბერის სახლიც მოჰსჩხრიკონ.
იმ ფიქრმა, რომ პირისპირ ნახავს მკვდარს კაცსა, რომელიც სიკვდილს ვერ
გადაარჩინა, რაღაც უნებური შიში მოჰგვარა და ამიტომაც მეტად აუღელდა
გული, როცა შეიყვანეს ოთახში, საცა ტახტზედ იდო გვამი საწყალის ყმაწვილ
კაცისა. მკვდრის სახეს რაღაც მშვიდობიანი, უწყინარი სანახაობა ჰქონდა,
ხოლო უსიცოცხლო, ფერმკრთალი ტუჩები კი საზარონი იყვნენ. შუბლზედ
თმა ისე მიჰკროდა, თითქო სიკვდილის ცივს ოფლს ზედ მიუწებებიაო. ზედ
წაფარებული ზეწარი ოდნად გადეხადათ და გამოეჩინათ პირდაღებული
ჭრილობა შიგ გულში ჩაცემულის ხანჯლისა. რამბერი გაჩერდა მკვდრის წინა,
თავი ჩაღუნა და იმ მწუხარე დუმილით იდგა, რომელიც კაცს მოუვა ხოლმე,
როცა თვალწინ მკვდარსა ჰხედავს.
- ხომ გეცნობათ ეს მკვდარი? - ჰკითხა გამომძიებელმა:
- დიაღ. - უპასუხა რამბერმა.
- ეს ის კაცია, რომელიც, თქვენის სიტყვით, თქვენ თვალწინ მოჰკლეს?
- დიაღ, ის არის.
რამბერი ხედავდა, რომ ყველანი იქ დამსწრენი პირში შემოჰსცქერიან.
ჰსცხვენოდა, ჯავრი მოჰსდიოდა, უნდოდა როგორმე მალე გამოსულიყო ამ
უნუგეშო ოთახიდამ; გული ჰსტკიოდა, რომ ამ მკვდარს თვალით ჰხედავდა.
- ცხადია, რომ სინიდისი ამხელს, - უთხრა ერთმა პოლიციელმა მეორეს
და გამომძიებელმაც ამის ნიშნად თვალი უყო კამმისარსა.
იმ დროს, როცა რამბერი გამოჰყვანდათ ოთახიდამ, კარებზედ მოდგა
ერთი ხნიერი დედაკაცი, დააცქერდა ნოელსა და წარმოჰსთქვა გამწარებითა:
- მაშ, ეს არის?
ეს სიტყვები რომ გაიგონა, ნოელმა თავი მაღლა აიღო და მაშინვე მიხვდა,
რომ ეს დედაკაცი დედაა მკვდარის ყმაწვილიკაცისა. შეხედა დედაკაცს რაღაც
მწვავის სიბრალულითა და ამ მწუხარებით მოკლულ დედის წინაშე აენთო
გულში ის მხურვალე, ნაზი სიყვარული, რომელიც თვითონ ჰქონდა თავის
პატარა ჟაკის მიმართ. მამამ თანაუგრძნო დედასა. აქამომდე რამბერი რაღაც
უღონოდ და უგრძნოდ იყო. ეხლა კი თითქო გამოფხიზლდაო, თვალებში
ცეცხლი გამოუბრწყინდა, ერთი ფეხი წინ წადგა ლავერდაკის დედისაკენ და
უნებლიედ გატაცებულმა თავის წმინდა სინიდისითა, რომელიც ამ დედაკაცის
და დედის წინაშე ამაყად წინა აღუდგა საძაგელს ცილისწამებასა, თამამად
ხმამაღლა წარმოჰსთქვა:
- ქალბატონო! ვფიცავ, მე არ მომიკლავს! მე არა ვარ, სხვა არის მკვლელი!
მე იმათგანი არა ვარ, რომელნიც კაცებს ხოცვენ.
ეს სიტყვები, პატიოსანის გულის სიღრმიდამ ამოძახილნი,ისეთის
სიწრფოებით იყო თქმული, ისეთის გულით საცნობელ სიმართლითა, რომ
ლავერდაკის დედა შეკრთა. ის-ის იყო პირზე მოჰსდგომოდა წყევლა და ქოქვა,
მაგრამ რაკი რამბერის თქმული მოისმინა, შედგა, ხმა აღარ ამოიღო, თითქო
გაქვავდაო და თვალები, რომელშიაც ცრემლი აღარა ჰსჩანდა, მიაბჯინა
რამბერს. რამბერის თვალს რაღაც მადნეტიური ძალა მიეცა. ასე რომ უბედურმა
დედამ თვალი ვერ გაუსწორა, თავი ჩაღუნა, მკლავები დაეშო, თითქო
მოჰსწყდაო და თავისი რისხვა და წყევლა თან გაატანა მხურვალე ცრემლს,
რომელიც თვალთაგან წასქდა.
როცა რამბერი სატუსაღო ეტლში ჩასაჯდომად წაიყვანეს, თან აედევნა
სახლთან მოგროვილი ხალხი, მძულვარის თვალით და წყევლით მისდევდა
ხალხი და ზოგნი იძახოდნენ კიდეც: “დასახჩობია, დასახჩობია, დასახჩობიო!''
საწყალი რამბერი ხან ყვითლდებოდა,ხან წითლდებოდა. განსაკუთრებით
მაშინ უფრო დაუწყო გულმა ტეხა, როცა ვიღაც ბალღმა, დაინახა თუ არა,
შიშით დაიკივლა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა, რომ ამ ავაზაკს
მოშორებიყო.
როცა ეტლში ჩასვეს და ორი პოლიციელი აქეთ-იქით ამოუჯდა, რამბერმა
უნებურად წამოიძახა:
- ჰსჩანს, ძალიან ჰყვარებიათ!
- ვინა? - ჰკითხეს პოლიციელებმა.
- ის საწყალი ყმაწვილი კაცი.
- ეგრე გგონიათ?
- რად უნდა იყვნენ კაცნი, რომელიც სხვებსა ხოცვენ! - ჰსთქვა რამბერმა
და ღრმად ამოიოხრა.
პოლიციელებმა ერთმანეთს ღიმილით შეხედეს და ერთმა მათგანმა
თავისთავად წაიდუდუნა:
- თავს ისულელებ, ჩემო კარგო, მაგრამ მაინც ვერ მოგვატყუებ.
რამბერი აქედამ თავის უსიხარულო სადგომში წაიყვანეს, როცა მივიდა
თავის ბნელს და ტალახიან კიბესთან, რამბერმა სწრაფად აირბინა კიბე, უკან
აედევნენ პოლიციელნიცა. გიჟსავით შევარდა თავის ოთახში და ყვიროდა: "ჟაკ!
ჟაკ!''
- მამა! მამაა, მამა! - იძახოდა პატარა ჟაკი და გაფითრებული,
გულამომჯდარი კანკალით და თრთოლით მივარდა მამას და ჩამოეკიდა
ყელზედ. მამამ ხმაამოუღებლივ მიიკრა შვილი გულზედ; ჰკოცნიდა,
სიხარულით ხან იქით მიატრიალებდა, ხან აქეთ, ათამაშებდა ხელში
ბურთსავით, ულოლოებდა, ეალერსებოდა, თავზედ ხელს უსვამდა და
გიჟსავით შეჰხაროდა მისთვის დაუფასებელის ბალღის პაწაწუნა სახესა.
- რა რიგად მიხარიან, - განაგრძო ბალღმა სიცილითა და თავის პაწაწუნა
თათებითა უწეწდა თავის უბედურს მამასა გამტვერიანებულს თმასა. - ხომ
აღარსად წახვალ, მამი? ხომ თავს აღარ დამანებებ?
ამაობაში პოლიციელებმა მოჩხრიკეს იქაურობა, ცარიელი ყუთი ახადეს,
დაგლეჯილი ლეიბი გადმოაბრუნეს, გადმოაქოთეს რაც კი რამ ძონძები იყო,
სამუშაო იარაღი გაუსინჯეს, სისხლი ხომ არას დაჰსჩნევიაო. იმათ ეგონათ, რომ
ამ მგელ-კაცის ბუნაგში უწინდელის ავკაცობის გეშს რასმეს ვიპოვითო.
ნოელმა ყურიც არ ათხოვა ამ პოლიციელების ფაცა-ფუცსა. მთელი მისი
ყურადღება შეჩერებული იყო პაწაწინა ბალღზედ.
- აბა, ერთი შემომხედე, - ეუბნებოდა ბალღს. - რათა ხარ გაყვითლებული?
ხომ კარგადა ხარ? მაკოცე, ჩემო კარგო! მომეხვიე, ჩემო საყვარელო ბალღო! მე
არ მიშვებდნენ შენს სანახავად; გესმის? შენთან არ მიშვებდნენ, შენთან, ჩემს
გვრიტთან და ანგელოზთან. ხომ კარგად გაჭმევენ? ვინ გივლის? მითხარი, ჟაკ,
ჩემო კარგო, ჟაკ, ძალიან ჰსწუხდი უჩემოდ?
- არა, - უპასუხა ჟაკმა ღიმილით. - ის მივლიდა.
- ვინ ის?
ბალღმა მოიხედა უკან და დაანახვა ტანად მაღალი კაცი, რომელიც
გულხელდაკრეფილი იდგა ფანჯარასთან და ელაპარაკებოდა გამომძიებელს.
ნოელმა მიიხედა, მაგრამ ბნელაში მარტო მაღალი ტანის კაცი დაინახა და მისი
მომსხო პირის სახე დაწვრილებით კი კარგად ვერ გაარჩია.
- რა ჰქვიან? - ჰკითხა რამბერმა შვილს.
- პასკალ არტესი. - უპასუხა ბალღმა.
ნოელი, დაჩოქილი თავის შვილის წინ, სწრაფად წამოვარდა ფეხზედ,
მივიდა არტესთან და თავმოწონებით უთხრა:
- თქვენ აქა ბძანდებით, არტეს? ერთი უთხარით ამათ, რომ მე კაცის
მკვლელი არა ვარ.
- კაცის მკვლელიო! - განიმეორა ბალღმა და თვალები დააჭყიტა.
პასკალ არტესმა ფეხი წინ წამოდგა და რამბერს დააკვირვა თვალი, სავსე
მწუხარებითა და გაოცებულის სიბრალულითა. ამ თვალში გამონათოდა
სამწუხარო ეჭვიცა, გულმტკივნეული თანაგრძნობაცა და უსიტყვო
სამდურავიცა. ამ თვალმა, რომლის აზრიც ცხადი იყო, უფრო თავზარი დაჰსცა
საწყალს ნოელსა, ვიდრე მთელმა იმ ბრალეულობამ, რომელიც აგრე
მოულოდნელად თავს მოახვიეს უბედურს.
რამბერს უყვარდა არტესი და პატივსა ჰსცემდა მხურვალებით,
აღტაცებით, როგორც შვილი მამასა. მის მომხიბლავ ძალით და სიკეთით
მიზიდული რამბერი თან ჰსდევდა ყველგან არტესსა თებერვლის და მაისის
არეულობის დროს. არტესი მისთვის ყველაფერი იყო: ხელთმძღვანელიცა,
ჭკუაც, სინიდისიცა. ბრძოლის ვაი-ვაგლახი ერთად გამოიარეს, ერთად
გამოიარეს ციხეში ჯდომაცა. ბელილის ციხეში რამბერს არტესთან ერთად
ერთს სენაკში დამწყვდეულს, რამდენჯერ გაუგონია არტესის დიდებული,
მხურვალე ნუგეშინის სიტყვა. რამდენჯერ ხმა გაკმენდით ყური უგდია, როცა
არტესი უქადაგებდა, რომ უმაღლესი სიხარული ის არის, რომელსაც კაცი
ჰგრძნობს თავის კაცურის მოვალეობის პატიოსნად აღსრულების შემდეგ და
როცა წინასწარმეტყველსავით გულმხურვალედ ღაღადებდა, რომ დროებით
დათრგუნვილი კანონი და სიმართლე, როცა იქნება, ფეხზედ წამოდგება და
ძლევით შეიმოსება. რამბერი გულში ინახავდა ამ სამწუხარო, მაგრამ სანუგეშო
ამბავს წარსულისას. მხოლოდ მართას სიყვარულმა, მისმა მუხთლობამ და
სხვადასხვა უბედურებამ გადააყენეს რამბერი იმ სწორე და პატიოსან გზიდამ,
რომელიც ერთ დროს უჩვენა მას არტესმა. თუმცა ბევრი ჭირი და ვაი-ვაგლახი
ნახა თავის სიცოცხლეში, თუმცა ბევრი იმედი გაუმტყუნდა და გული
თითქმის ყველაფერზედ აუცრუვდა უბედურობის გამო, მაგრამ მაინც კი
გულის სიღრმეში ინახავდა ბრმად თაყვანისცემას ასტესისას, რომელიც
შეურყეველი წარმომადგენელი იყო სიმართლისა და ვალდებულობის
იდეიებისა. ამიტომაც ეხლა, როცა მის ოთახში კაცთა მართლმსაჯულობის
წარმომადგენელნი იყვნენ და ეძებდნენ ავკაცობის გეშსა, რამბერი მარტო ერთს
გამკითხავსა და მსაჯულსა ხედავდა. ეგ გამკითხველი და მსაჯული არტესი
იყო. მარტო ერთის განაჩენისა ეშინოდა, არტესმა არ შემიძულოსო.
- თქვენ გიპატრონებიათ ჩემის ბალღისათვის, - უთხრა არტესს რამბერმა.
ერთი ეს მიბძანეთ, ამდენი ხანია, რაც თვალიდამ მიმეფარეთ და დღეს აქ რა
გზით მობძანებულხართ, ბატონო არტეს?
- მე გაზეთებიდამ შევიტყე თქვენი დაჭერის ამბავი და მოვედი აქ. უპასუხა არტესმა; მერე გაუშტერა თავისი პატიოსანი და გამჭვრეტავი თვალი
და ჰკითხა: - აბა, რამბერო, არის თუ არა ერთი ბეწვი სიმართლე მაინც მასში,
რასაც გწამებენ?
- სრულებით არაფერი, - უპასუხა რამბერმა მოჭრით. - მარტო ეს არის
მართალი, რომ მე ღატაკი ვარ; რომ მე შემთხვევამ მიმიყვანა იქ, საცა კაცი
მოჰკლეს; რომ მე უსამართლოდ ბრალსა მდებენ.
- ვინა გდებს ბრალსა? - დაიძახა პატარა ჟაკმა და აბრიალებულის
თვალით გადახედა იქა მდგომთ მოხელეთა.
- მაშ, უბრალო ხართ? - ჰკითხა არტსემა.
- პატიოსნებას ვფიცავ, - უპასუხა რამბერმა.
ამ დროს მოუახლოვდა რამბერს გამომძიებელი და უთხრა სიბრალულით.
- ვერაფერი სადგური გქონიათ.
- რა ვქნათ? რაცა გვაქვს, ის უნდა ვიმყოფინოთ, ფული ეგრე ადვილად არ
ეძლევა ხელში მუშა კაცსა.
- ამიტომაც ისე ოსტატურად აგვიხსენით, იმოდენა ფული რა გზით
ჩაგივარდა ხელში.
- რა ფული? - იკითხა არტსემა.
რამბერმა უამბო, რა ფულზეა ლაპარაკი და მერე დაუმატა:
- იქნება თქვენც არ დამიჯეროთ, მაგრამ მოიცადეთ. დეე, საქმემ
იწარმოვოს და ყველაფერი გამოცხადდება. ესე ხომ არ იქნება, რომ პატიოსანი
კაცი ამისთანა საძაგელს ავკაცობაში გახვიონ. მე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს
და ჯერ ხანად ნუღარას მკითხავთ. ბატონო არტეს, ნება მომეცით,
ხმაამოუღებლივ ვკოცნო ჩემი ჟაკი.
- მამი, ამათ შენი წყენა უნდათ, - ტიტინებდა პატარა ჟაკი და ეკვროდა
გულზედ მამას, თითქო თავის პატარა თათებით ცდილობსო, მამა არავის
დაანებოს.
- ნუ, ნუ გეშინიან. - უპასუხა რამბერმა. - მე ესენი ცუდს არას მიზმენ.
ამაობაში სახლის მოჩხრეკა გაათავეს და, რასაკვირველია, ვერა იპოვეს რა.
გამომძიებელი წავიდა და ერთმა პოლიციელმა უკადრისად უთხრა რამბერს:
- აბა, გასწი!
წასვლა ამჟამად ნიშნავდა ჟაკთან გამოსალმებას დიდის ხნობით და
იქნება სამუდამოდაც. ამ ფიქრმა საწყალი რამბერი, წუთის წინად ღონე
მიხდილი, ფეხზედ ძლივს მდგომი, უეცრად გაამხნევა და უწინდებული ღონე
დაუბრუნა. იფიქრა, მოდი ერთი ხელდახელ ვეცემიო პოლიციელებს,
გამოუსხლტები როგორმე ხელიდამო, მოვიტაცებ შვილსაო და გავიქცევიო.
მაგრამ ამ ფიქრმა მალე გადუარა და ხმადაბლა ჰსთქვა: ,,ნეტა რისთვის?'' მერე
მიუბრუნდა არტესს და, ანიშნა რა ჟაკი, უთხრა:
- თქვენ გაბარებთ ამასა.
- მე არ დავრჩები, შენთან წამოვალ. - უთხრა ბალღმა.
- თქვენ გაბარებთ ამ ბაშვს, მინამ მე გამანთავისუფლებენ, - განიმეორა
რამბერმა და ცრემლი მოერია თვალებში.
- ნახვამდე, - უპასუხა არტესმა და გაუწოდა თავისი დიდი და პატიოსანი
ხელი.
- მადლობელი ვარ, - ჰსთქვა რამბერმა. თვალები სიხარულით და
თავმოწონებით გადაავლო იქა მდგომთა, თითქო ამ პატიოსანის კაცის ხელის
ჩამორთმევამ არამც თუ გაამართლაო, არამედ გააპატიოსნა კიდეცაო. მერე
სწრაფად ჩაიკრა გულში თავისი შვილი, გამოესალმა და გიჟსავით გამოვარდა
კიბეზედ, საცა ხალხს თავი მოეყარა კიდეც.
ნოელ რამბერი ხელახლად კონსერჟიერს წაიყვანეს. ისევ ისე
უსიხარულოდ, უნუგეშოდ დაიწყეს დენა მის ტყვეობის დღეებმა. ამ ტყვეობამ,
ამ ქვეყნისაგან მოშორებამ, ამ ადამიანურის ცხოვრების მოკვეთამ, რომელსაც
მარტოდ დამწყვდევას ეძახიან, თანდათან გამოაჩინა თავის ზედმოქმედება
უბედურს ტყვეზედ; ღრმად დაუსერა გული, დაჰსწვა, დაჰსდაგა, თითქო
ცეცხლში იწვისო. ჰგრძნობდა, რომ ყოველივე ღონე მიხდოდა, უპატრონოა,
უნუგეშოა. თავი ეწოდა მწვავის ტკივილითა, თითქო ტყვია ჩაუსხამთო; ქალა
ჰსტეხდა, თითქო ეხდებაო; სრულებით მოიშალა სულით და ხორცით; მას
ჰქენჯნიდა და ჰგვემდა ორნაირი სენი. მართლადაც, ერთის მხრით ჰსტანჯავდა ის ბრალი, რომელსაცა ჰსწამებდნენ და მეორეს მხრით - სიჭლექე,
რომელიც სწრაფად გაუძლიერდა და ჰსწოვდა უკანასკნელს ღონესა.
უდრტვინველად დაემორჩილა თავის მწარე ბედსა და მიეცა იმ ნაღველს და
განწირულებას, როდესაც კაცი ჰგრძნობს რა, რომ ბედს ვერსად ვერ წაუვა, აღარ
ურჩობს, აღარ იბრძვის და ხმაამოუღებლივ თავს იხრის და ეძლევა თავის
ბედისწერას, საცა გინდა, იქ წამიღეო. სულ ერთიაო! ამბობს მაშინ
იმედგადაწყვეტილი ადამიანი და მზად არის ისე დაჰსთმოს სიცოცხლე, რომ
ხელიც არ გამოიღოს, ხელიც არ შეუბრუნოს გაბოროტებულს ბედსა. "დეე,
დამდონ საძაგელი ბრალი, ამბობდა გულში რამბერი: დეე, რაც უნდათ, ისა
ჰსთქვან… მე პატიოსანი კაცი ვარ, საქმე ამაშია... ეს არის, რაც არის... მე რომ
პატარა ჟაკი არა მყვანდეს, წარბსაც არ შევიხრიდი; დეე, რაც უნდათ, ის ექნათ''.
რაღაც ელდით და შიშით დაუწყო ყურება თავის საშინელს ყოფასა.
რამბერის მართალმა სიტყვამ იმის შესახებ, რაც შეემთხვა პირველ იანვრის
ღამეს, ვერ გაჰსჭრა და გამომძიებელი ისევ იმ აზრზედ მტკიცედ დარჩა, რომ
დამნაშავე სწორედ რამბერია. მართლადაც, რამბერისაგან თქმული ამბავი
ასეთი დაუჯერებელი რამ იყო, რომ თვითონ რამბერიც ზოგჯერ ჰკითხადა
ხოლმე თავის თავს: "ცხადად თუ სიზმრად მომეჩვენა ის საიდუმლო ქალიო?"
ამ უნუგეშო ყოფამ ისე გაუწყვიტა რამბერს ქანცი, ისე მიხადა ღონე, რომ
სრულებით მოუკლა გული, რომელიც განწირულების წამს აღმოაძახებინებს
ხოლმე ადამიანს სარწმუნო სიტყვას სიმართლისას, კვნესას დაჩაგრულის
უმანკოებისას. ჯერ პირველად ბრალდებას სულელობად ჰსთვლიდა, ეხლა კი,
თითქო მის წინ თავი მოიდრიკაო, ამბობდა: "მე აღარა მეთქმის რა”.
ამბობენ, მართალმა კაცმა, განსაკითხველად წამომდგარმა სამჯავროს
წინაშე, უნდა ერთის ზეგარდმო შთაგონებულ სიტყვით დაარწმუნოს ყველა
თავის სიმართლეზედ, მაგრამ, საუბედუროდ, საპყრობილე, განმარტოებითო
ტყვეობა, სირცხვილი შეწამებულის უმანკოებისა - ყოველივე ესე ათახსირებს
კაცს, რომელსაც გამოუვლია სამკეცი ტანჯვა ციხეში ჯდომისა, გამოძიებისა და
ბრალდებისა.
ნოელ რამბერი სწორედ ამ მდგმოიარობაში იყო. ამასობაში გამოძიება
შესრულდა და საქმე სამჯავროში წარადგინეს. ნოელმა მოსარჩლეც არ
ამოირჩია და თვითონ სამჯავრომ დაუნიშნა. მისი ვექილიც ისე
დარწმუნებული იყო, რომ დამნაშავე რამბერია, როგორც გამომძიებელი.
მაგრამ არც კი ძალიან იცხელებდა თავს მასზედ, დამნაშავეა თუ არა, იგი
მარტო იმასა ცდილობდა, რომ თავი გამოეჩინა ლაპარაკითა და წინადვე
იზეპირებდა პტყელ-პტყელ ფრაზებსა. ამიტომაც საკვირველი არ არის, რომ
რამბერს კოხტა ყმაწვილკაცთან ლაპარაკი დროს დაკარგვად მიაჩნდა და
უგულოდ ჰო და არათით უთავებდა სიტყვა-პასუხს. თუნდ ეგ არ იყოს,
გამოსარჩლებას რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მის თვალში. იგი უკეთეს
მოსარჩლედ ჰსთვლიდა თავის პატიოსანს, შრომისმოყვარეს ნამყო ცხოვრებასა.
რამბერმა ითხოვა, რომ ჩემი ამბავი ჰკითხეთ ჩემს ნაცნობებსა და ამხანაგებსაო.
იმედი ჰქონდა, რომ კეთილის მეტს სხვას არას იტყვიან. მაგრამ ბევრმა, რაკი
შეიტყეს, კაცის კვლას ჰსწამებენო, ვერ გაბედეს პირდაპირ თქმა მისი, რასაც
რამბერზედ ჰფიქრობდნენ და იცოდნენ, და ზოგმა კიდევ ჰსთქვა, რომ ჩვენ
მაგას ძალიან ცოტად ვიცნობდითო. იმ სახლის მეკარემ კი, საცა რამბერი იდგა,
აჩვენა, რომ პირველს იანვარს რამბერი ასეთის გააფთრებულის სახით
გამოვიდა შინიდამაო, თითქო რაღაც საზარელის საქმის მოხდენას აპირებსო.
თვითონ საზოდოებასაც ჰსჯეროდა, რომ რამბერია დამნაშავე, ჯერ იმიტომ,
რომ გაზეთებმა გააზვიადეს ეს ამბავი და ხმა დაუყარეს და მერე იმიტომ, რომ
ლავერდაკი ცოტად თუ ბევრად ცნობილი იყო საზოგადოებისაგან, და გარდა
ამისა, ყველას ეცოდებოლა მწუხარე და უნუგეშო დედა. ამ სახით უჩინარი,
მაგრამ პატიოსანი სახელი ნოელ რამბერისა, ამ კეთილ სინიდისიანის მუშა
კაცისა, რომელიც ასე ვაჟკაცურად ებრძოდა სიღარიბეს და გაჭირებას, შეიქმნა
კაცის-მკვლელის სახელად. ასე რომ თვითონ რამბერის ამხანაგებიც, მასთან
ერთად ღატაკობი უღლის მწეველნი, თავის ქნევით იხსენიებდნენ ხოლმე იმის
სახელს.
ერთი კაციღა იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ჰსწამდა რამბერის უბრალოება.
ეგ კაცი იყო პასკალ არტესი. იგი ძალიან პატივსა ჰსცემდა რამბერს და მის
აღტაცებულ თაყვანისცემას თვისდამი იმით ცდილობდა, რომ განუზომელად
ენდობოდა ყოველსფერში. შეუძლებლად მიაჩნდა, რომ ნოელს კაცის სისხლში
გაესვარა ხელი.
პასკალ არტესს არა ჰსწამდა, რომ ქვეყანაზედ ბოროტი უფრო მძლავრობს,
ვიდრე კეთილი. გულში ჰქონდა ღრმა, განუსაზღვრელი, ბაშვური რწმენა
ადამიანის სიკეთისა. თავის თავის საზომითა ჰზომავდა კაცობრიობასაც. მისს
ვაჟკაცურს გულს არ უნდოდა ფიქრად აეღო, რომ ადამიანის გვამში
დაფარულია თესლი ბოროტებისა. ბევრი დევნულება გამოიარა, ბევრი ტანჯვა
კაცთაგან, მაგრამ ერთი ბეწვი მტრობაც არ გაუტარებია გულში თავის
მტერთადმი. მისის აზრით, ამ წუთის სოფლის ცხოვრება ხელდახელ ომია,
საცა სიბრმავე და უვიცობა უფრო ბევრს ავსა შვრება, ვიდრე ბოროტება. ამის
შემდეგ სხვა რა უნდა ეფიქრა რამბერზედ, რომლის პატიოსანს ხელსა ასე
ხშირად ჰსჭერია მისი ხელი?
- თუნდ მთელმა ქვეყანამ ერთხმად აღიაროს იგი დამნაშავედ, მე მარტო
ერთი ვიღაღადებ ხმამაღლა მის სიმართლესა! - ამბობდა გულში არტესი.
ძალიან უხაროდა, რომ მამას ცოტათი მაინც შეეწია, რადგანაც შვილი მისი
ჩაიბარა. ამასთანაც, თვითონ არტესი მწყურვალი იყო, რომ ვისმეზედ
მიემართა თავისი მამა-შვილური სიყვარული, რომლითაც სავსე იყო მისი
გული და გვამი. აქამომდე მაგ სათუთს გრძნობას სიყვარულისას, მის
ბუნებასთან შეთვისებულს, სავალი არა ჰქონდა. არა ჰყვანდა ცოლ-შვილი,
ამხანაგები სულ ერთი-ერთმანეთზედ დაეხოცნენ ზოგი ომში, ზოგი
საპყრობილეში, ყოველ წლივ აკლდებოდა ვინმე და თანდათან მარტო
რჩებოდა. მართალია, ჰქონდა კიდევ ერთი სხვა უფრო ვრცელი, უფრო დიდი
ოჯახი უფრო დიდთა სიხარულთა მომნიჭებელი, მაგრამ იმისთანა კი,
რომელიც არ არის ისე ნუგეშმცემელი, ისე მხურვალედ გულშემატკივარი,
როგორც საკუთარი ოჯახი და ის ვრცელი ოჯახი მისი სამშობლო, მისი ქვეყანა
იყო.
პასკალ არტესს უხაროდა თავმოწონებით, რომ თავის ქვეყანას მტლად
დაუდო ყოველისფერი; უხაროდა, რომ მას შეჰსწირა თავის ყმაწვილკაცობის
ბედნიერებაც და მოწიფულის ხნიერობისა შემსჭვალულებანიც. როცა თვალს
გადაავლებდა ხოლმე თავის ნამყოს ცხოვრებასა, თვალწინ წარმოუდგებოდა
მრავალი მწუხარება, მრავალი ტანჯვა, მრავალი გაჭირვებული დღე, მრავალი
იმედთა გამტყუნება, მრავალი ღალატი, მრავალა მარცხი; ხოლო ერთი
იმისთანა მოქმედება, თუ აზრი ვერ წარმოუდგებოდა, რომ სანანურად
გახდომიყო, როგორც ერთი უკადრისი რამ. იგი ყოველთვის პატიოსნურად,
თავდაბლობით, მარტივად ასრულებდა მას, რაც სიტყვით ასე ადვილად
მიგვაჩნია და საქმით კი ასე ძნელია და მძიმე, თავის მოვალეობასა.
რამდენი ბედნიერება, რამდენი გულის წადილი, რამდენი ნატვრა
მსხვერპლად ეძლევა ხოლმე შეურყეველს იდეალს მოვალეობისას. რამდენჯერ
მხურვალე ტრფიალებით ატაცებულს კაცს ჰსწყურის ხოლმე ერთს წუთს
შედგეს სიყვარულის მომხიბლავს მდელოზედა, მაგრამ შეურყეველი,
უძლეველი მოვალეობა მუქარით ეუბნება: "წინ წადი, ნუ დაჰსდგებიო!”
იწყევლება, რომ უნდა წავიდეს, მაგრამ მაინც მიდის. და როცა ცხოვრების
დღეთა დაბინდების დროს კაცი იგონებს ხოლმე ყოველ მას, რაც ყოფილა,
ყოველს, რაც წარსული, და კითხულობს თავის ცხოვრების მატიანის ყოველს
ფურცელზედ სიტყვას: "მოვალეობას”, ჩაწერილს მტკიცე ხელითა,
ამოუფხეკლივ, უჩირქოდ, მაშინ იგრძნობს ხოლმე თავ-მოწონებულს
კმაყოფილებას პატიოსანის მუშაკისას, რომელსაც თავისი წილად ხდომილი
დღიური სამუშაო სინიდისიანად შეუსრულებია. ტვირთი იყო მძიმე, მაგრამ
ბოლომდი კი ჰზიდა. მხრები დაეღალნენ, მაგრამ გული კი ნეტარებით უცემს
თავმომწონე მკერდში. მუშაკმა შეასრულა თავისი საქმე. ეხლა თუნდა
მოკვდეს, ფიქრი არ აქვს. იგი კმაყოფილია თავის თავისა და საფლავშიაც
ჩაიტანს ტკბილს ნუგეშს აღსრულებულის მოვალეობისას; ნუგეშს, რომ კაცური
კაცობა გაჰსწია, რომ საბუთი აქვს თავის თავის პატივისცემა იქონიოს.
იმისთანა დროს, როცა ძლიერის და მტკიცე ხასიათის ხალხნი
იქსაქსებიან, როცა ყოველისფერი ნამცეცდება და საზოგადო სინიდისი ჰქრება,
მაგალითი ამისთანა სამამულისშვილო გულგმირობისა მეტად სანუგეშებელი
და წამაქეზებელია.
გარნა არტესი, თუმცა მტკიცე ხასიათის კაცი იყო, მაგრამ ამასთანავე
მეტად გულკეთილი იყო; სათუთი, თითქმის დედობრივი გული ჰქონდა.
სიყვარული ნეტარებად, სულის საზრდოდ მიაჩნდა. იგი იყო ერთი იმათგანი,
რომელთაც ასულდგმარებს ალერსი და სხვისათვის თავის გაწირვა.
თვითონ რისხვაც კი ამისთანა კაცებისა სიყვარულიდამ წარმოჰსდგება
ხოლმე. ამისთანა კაცებზედ ის ითქმის, რაც ბორნოვმა ჰსთქვა
ფრანციელებზედ: "ამათ უფრო სიყვარული იციან, ვიდრე მძულვარებაო”.
ამიტომაც არტესმა გულწრფელის სიხარულით მიიბარა უპატრონოდ
დაგდებული ჟაკი. სრულად მიეცა ამ ბალღს და ცდილობდა, თავიდამ
მოაშოროს შავი ფიქრები უბედურის მამის თაობაზედ. მაგრამ ამაოდ ჩაუარა
ცდამა. ჟაკს მეტად უყვარდა მამა, მუდამ ოხრავდა და ცრემლმორეული რაღაც
სიმწარით იძახოდა ხოლმე: ,,მამა!'' ბალღი ფერმიხდილი, დაღონებული
ხშირად ჩაფიქრდებოდა და მის პაწაწა სახეზედ ამოიბეჭდებოდა ხოლმე
მწუხარება და შიში.
- რაზედ ჰფიქრობ? - ჰკითხავდა ხოლმე არტესი.
- მამაზედ.
- ნუ ჰნაღვლობ, სხვაგან არის წასული და მალე მოვა.
- არა, წასული კი არ არის, ციხეში ჰზის და აწვალებენ.
- ვინ გითხრა?
- მე თვითონ ვიცი.
ბალღი ისევ ჩაჩუმდებოდა ხოლმე და მიეცემოდა თავის მწვავს ფიქრებსა.
ხმაგაკმენდილი უძრავი იჯდა და გაიყურებოდა საცოდავად, თითქო შტერი
ჰსცემიაო. ესეთი ყოფა სნეულებად დაჰსჩემდა საცოდავს ბალღსა. არტესი
შიშობდა კიდეც ბალღის ამ ყოფის გამო და ამასთანავე იკვლევდა იმ უცნაურს
სნეულებას, როგორც ექიმი.
არტესი დარწმუნებული იყო, რომ საცოდავს რამბერს სწყურის შეიტყოს
შვილის ამბავი, ამიტომაც ნება ჰსთხოვა ტუსაღის ნახვისა. როგორც იყო, ნება
მიჰსცეს და წავიდა რამბერის სანახავად. მივიდა და ნახა ჩაყვითლებული,
დაუძლურებული რამბერი და ამასთანაც, რასაკვირველია, მოაგონდა ბევრი
წელიწადი, რომელნიც თვითონაც გაეტარებინა ამრიგად, როცა დაჭერილი
იყო.
- აბა, - უთხრა არტესმა: - ჭირში გატეხა არ უნდა. უნდა იცოდეთ, რომ
ქვეყანაზე საპყრობილე იმისთანა არ არის, საიდამაც გამოსვლა არ
შეიძლებოდეს. თქვენ, მგონია, ავადა ხართ, რამბერ?
- იქნება, სწორედ მოგახსენოთ, მეც არ მესმის ჩემის თავის ამბავი, უპასუხა საცოდავმა. - თუნდ ეგეც არ იყოს, ჩემთვის სულ ერთია, ავადა ვარ,
თუ კარგად... თქვეს თვითონ იცით, რომ მე მარტო ერთი ნაღველი მაწუხებს:
ჩემი ბალღი როგორ არის?
არტესმა უპასუხა, რომ ჟაკი კარგად არის, თუმცა კი ნაღვლიანობს და
ხშირად იგონებს მამასაო.
- საწყალი ბალღი! როდის მეღირსება იმასთან სეირნობა კვირა
საღამოობით? რა სიხარულით დარბოდა ხოლმე ამწვანებულ მინდორზედ და
რა სიხარულით ვუყურებდი ხოლმე მე მის ცელქობას!
- მოითმინეთ ზაფხულამდე და ნატვრაც აგისრულდებათ.
- ზაფხულამდე! თქვენ არ იცით, რა რიგად ვახველებ! მე მგონია, რომ
ფილტვების მაგიერად რაღაც ცარიელი თოფრაღა მაქვს გულში. მე წასული
ვარ, ბევრი აღარა დამრჩენია რა.
- ეგ რაღა ფიქრად მოსასვლელია!
- მე არ ვდრტვინავ, მაგრამ სიცოცხლის უღლის წევნა ადვილი არ არის,
როცა იქნება, დაიღლები. მე მთელი ჩემი სიცოცხლე ჯაფა მიწევნია, როგორც
ტყვეს და მოვკვდები, როგორც ძაღლი. აი რა მომელის მე, თუნდა აქედამ
თავიც დავახწიო; თუ ვერ დავახწიე, ჩემი მხვედრი ან კაიენაა ან გილიოტინა 16.
- ხომ არ გაგიჟდით? რას ამბობთ?
- სასაცილო კი იქნება, რომ სიცოცხლე გილიოტინის ქვეშ დავლიო, ჰსთქვა რამბერმა და ისეთი მშრალი სიცილი მოუვიდა, რომ სიცილი საზარელ
ხველად გაექცა.
პასკალ არტესი შეკრთა ამ საზარო სიტყვებზედა და წამოვიდა
საპყრობილიდამ რამბერის სიცოცხლეზედ იმედგადაწყვეტილი, თუმცა კი
გული დაარწმუნა, რომ რამბერი დამნაშავე არაფერშია. ნოელი კი მცირე
სიამოვნების შემდეგ, რომ არტესი ნახა, ისევ იმ განწირულების მწუხარებაში
ჩავარდა, რომელიც სიჭლექეს მოსდევს ხოლმე.
- არა, არა, - ჰფიქრობდა იგი გულმწარედ, - ყველა გათავდა, ჩემი
16
გილიოტინა თავის მოსაკვეთი მაშინაა.
აღსასრული მოდის! ვაი, თუ მოვკვდე, მინამ, გამასამართლებდნენ! ვაი თუ
სამართლამდე ბედმა აღარ დამაცალოს! ხომ ყველანი დამნაშავედ მიცნობენ
მაშინ! კარგს სახელს არ დავუგდებ ჩემს ჟაკს! საწყალი ბალღი! მე კი მინდოდა,
რომ იმისათვის სიმდიდრე შემეძინა და დამეგდო! რაებს არა ვნატრობდი
იმისთვის! რა არ მინდოდა მექნა! ყოველივე ეს გაქრა, დაინთქა! მე გროშს
ვეღარ დავუგდებ, გროშს! რაღაში ვარგივარ ეხლა მე? იმის ნებაც არა მაქვს, რომ
ჩემი ტანი სიკვდილს შემდეგ კლინიკას მივყიდო გასაჭრელად! ჩემი ტანიც მე
აღარ მეკუთვნის ეხლა? არ მეკუთვნის, არა! ჩემი ტანი ჩემი აღარ არის, იმათია!
ეგ ფიქრი სიკვდილისა და სიღარიბისა თავიდამ აღარ შორდებოდა
რამბერს. იყო დრო, როცა რამბერს ეგონა, ჩემს საქმეებს ისე მოვიყვანო, რომ
ჩემს შვილს ჰქონდეს ის, რაც ჩემს დღეში მე არა მქონიაო, ესე იგი
მოსვენებული ცხოვრებაო, უკლებლობა და ბედნიერებაო. ეხლა კი იძულებულ
იყო ყოველსფერზედ იმედი გადეწყვიტა. მის შვილსაც იგივე ბნელი, უწყალო
და აუცილებელი ბედი მოელოდდა; იგივე გაჭირვებული ცხოვრება, იგივე
ტანჯვა და იგივე სიკვდილი.
და
ამის
წარმოდგენაზედ
ამ
საცოდავს
მსხვერპლს
კაცთ
მართლმსაჯულებისას აღმოუხდა გულიდამ ერთი საზარელი, მწვავი, მხეცური
და გიჟური ხათხათი და გაისმა ყრუდ საპყრობილის ნესტიან და მწყვდიად
თაღებ ქვეშ.
IV
დანიელ მორტალს კი ერთხელ კიდევ ბედმა ხელი მოუმართა. ლავერდაკს
შეხვდა და ამ შეხვედრიდან კვლავ გამარჯვებული გამოვიდა. პოლ ლავერდაკი
რომ მოკლა, მოვიდა შინ, ჩაიკეტა კარი თავის კაბინეტში, რამდენჯერმე
გაიკითხა ზიზღით და კადნიერის თავმოწონებით ავბედიანი ბარათი,
რომელსაც ორის კაცის სიცოცხლე მტლად დაუდო. "სულელი არ ვიყავ”! იფიქრა მორტალმა და სირცხვილი მოსდიოდა ბარათის ზოგიერთს
სიტყვებზედ: - "განა ამისთანაების მიწერა შეიძლება”?…
ამისთანაებსა ჰსწერენ მხოლოდ მაშინ, როცა ყოველისფერი ხელიდამ
წაგსვლია, როცა თავი ძლივსღა გიტოკს კისერზედ. მერე კი ისე მოვა ხოლმე,
რომ კაცმა ყოველივე წვეთი მელანისა უნდა გამოისხნას თითო ჩაფ სისხლითა.
დიაღ, ზოგჯერ ძალიან ძვირად ჯდება ხოლმე ერთი კალმის მოსმა.
აიღო და ანთებულ ბუხარში ჩააგდო ბარათი. ერთს წუთს შემდეგ ერთს
ბეწვა ფერფლად იქცა იგი და ამ ერთ ბეწვა ფერფლის გამო მან კაცი მოკლა.
შეუძლებელია, ამ ფიქრს არ გაევლო მორტალის გულში, მაგრამ იგი არ
ნანობდა მას, რაცა ჰქმნა, სინიდისი არ ამხილებდა, არ ნაღვლობდა. მას
აწუხებდა ფიქრი იმ უცნობ კაცზედ, რომელიც ისე მოულოდნელად შეემთხვა
კაცის კვლის დროს. მაგრამ რა? ბედმა ბოლომდე მოუმართა ხელი. მეორეს
დღეს გულში დაცინებით წაიკითხა გაზეთებში ამბავი ლავერდაკის მოკვლისა
და მისის მკვლელის ნოელ რამბერისა.
ამასობაში კლარა მორტალი სრულიად გულდამშვიდებული იყო,
რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ყმაწვილ კაცს არა აუტყდებოდა რა და
მთელი ღამე ძალიან კარგად ეძინა და მეორე დღეს მოუთმენელად ელოდდა
თავის ქმრის ნახვას, რომ ნიშნის მოგებით უთხრას: ..."რაო, გამოგაცალეთ
ხელიდამ თუ არა საცოდავი მსხვერპლი!'' მართლადაც, რა წამსაც ქმარი მის
ოთახის კარებში მოდგა, კლარა მიეგება და ცივად და დაცინვით ჰკითხა:
- ლავერდაკი მოვიდა განა თქვენს სანახავად?
- ლავერდაკი. - ჰსთქვა მორტალმა მძიმედ და წყნარად, ასე რომ
თვითვეული სიტყვა, როგორც ხანჯალი, ისე ხვდებოდა გულს საცოდავის
ქალისას. ლავერდაკი ეხლა მკვდარია. კლარას პირველ ხანში გონება მიეხადა
გაოცებისაგან და შემდეგ კი, როცა კარგად მოისაზრა თვითოეული სიტყვა
ქმრისა, ელდაცემული უკუ იქცა ქმრისაგან.
- თქვენ მოგიკლავთ! თქვენ! - შეჰსძახა კლარამ.
- მე? - უპასუხა მან და მიაწოდა გაზეთი. - ლავერდაკი მოუკლავს ჩვეულს
ავაზაკსა, რომელიც საქურდლად შეჰპარვია.
- მოუკლავთო!
- დიაღ, აი წაიკითხეთ, ჩემო კარგო კლარავ.
მთელი პარიჟი დღეს მარტო ამაზედ ლაპარაკობს.
საცოდავი ქალი კანკალმა აიტანა და გაფითრდა; თვალი გადაავლო
გაზეთს,
სტრიქონები
თვალში
აერივნენ,
მარტო
ერთს
სახელს
ლავერდაკისასღა ხედავდა სტრიქონებ შორის და სხვას არაფერს. ეხლა მარტო
ის მოუვიდა ფიქრად, რომ მისმა ცდამ ვერ დაიხსნა საწყალი სიკვდილისაგან,
რომ ლავერდაკი ეხლა მკვდარია და ამ საშინელ საქმეში დამნაშავეა ის უცნობი
ავაზაკი კი არა, არამედ მისი ქმარი დანიელ მორტალი.
ჯერ ყველაზედ უწინარეს ის განიზრახა, მოდი, წავალ ლავერდაკის
სახლშიო და ჩემის თვალით დავრწმუნდებიო, მაგრამ მორტალმა არ გაუშვა და
მთელი დღე და ღამე საცოდავმა ქალმა გულის ქენჯნით და წვალებით
გაატარა. პირველ ხანშივე მიხვდა, რომ ლავერდაკის მკვლელი დანიელ
მორტალია, რადგანაც მარტო ამისათვის იყო საჭირო ლავერდაკის სიკვდილი.
საცოდავი მუშა კაცი, რომელსაც ამ სიკვდილს აბრალებდნენ, უსათუოდ ის
კაცი იქნებოდაო, რომელიც მე გავგზავნეო, ფიქრობდა კლარა; უსათუოდ
ვეღარ მიუსწვრიაო, მისულა მაშინაო, როცა ლავერდაკი მოკლული იყო
კიდეცაო და იგი დაუჭერიათო მაშინ, როდესაც მართალი მკვლელი კი
გაქცეული ყოფილაო. ყოველივე ეს ცხადად და ნათლად წარმოდგენილი
ჰქონდა, მაგრამ რა საშინელებაა, გული დააჯეროს ქალმა, რომ იმ კაცს, რომლის
სახელსაც იგი ატარებს, სისხლით ხელი მოუსვრია! ამ ფიქრმა ისე დაჰსწვა
გული, ისე აამღვრია მისი პატიოსანი ბუნება, რომ ეჭვი შეუვიდა, განა
მორტალი იქამდე დადაბლდებოდაო, რომ მაგისთანა საზარელი ავკაცობა
ეკადრაო. მაშინ წარმოუდგა თვალწინ საცოდავი, შიმშილით დალეული სახე
ღატაკისა, რომელიც ლავერდაკის გასაფრთხილებლად გაჰგზავნა და ახალმა,
არა ნაკლებ მწვავმა ფიქრმა გაურბინა გულში. ვინ იცის, ჰფიქრობდა კლარა,
იქნება ის მთხოვარა ღატაკი შეაცდინა ადვილმა საშოვარმა და მართლა იმან
მოჰკლა ყმაწვილი კაცი, მაშინ ხომ მე, მე, კლარა ვარ დამნაშავე; მაშინ ხომ
ჩემგან არის იგი მკვდარი, რადგანაც მკვლელს ხელი მე მოვუმართეო! და
საცოდავი ქალი იტანჯებოდა ამ გამოურკვეველ ეჭვითა და ფიქრებითა. არ
უნდოდა არც ერთი დაეჯერა, არც მეორე;უფრო რჩეობდა, თვითონ
დასდებოდა უნებლიეთი ბრალი ამ საშინელის უბედურებისა, ვიდრე
ეღიარებინა თავისი ქმარი ავაზაკებრ კაცის მკვლელად. ხოლო უცნაური
იდუმალი ხმა გულისა ეუბნებოდა გაუწყვეტლად, რომ ლავერდაკის მკვლელი
- დანიელ მორტალია.
კლარას, უღონოდ ქმნილს, ზარდაცემულს, ჯერ ეშინოდა თვალი
გაესწორებინა ქმრისათვის, მაგრამ რამდენადაც უფრო ჩაფიქრდა, რამდენადაც
უფრო იტანჯებოდა მძიმე ეჭვთაგან და საზარო ფიქრთაგან, რომელნიც არ
უნდოდა დაეჯერნა და უნებლიედ სჯეროდა კი, იმოდენად უფრო თანდათან
ღონეზე მოდიოდა. ბოლოს, როგორც ყოველმა გულფიცხმა ადამიანმა,
მოთმინებიდამ გამოსულმა, დააპირა პირდაპირ იერიშს მივიტან ჩემს
ქმარზედაო და რაც მომივა, მომივიდესო. მეორე დილას რიხიანად, მკვახედ და
მოკლედ უთხრა გაოცებულს ქმარსა:
- დაჭერილმა ღატაკმა კი არა, პოლ ლავერდაკი თქვენ მოჰკალით, თქვენ!
მორტალი მხდალი კაცი არ იყო, მაგრამ ამჟამად კი ჟრჟოლამ გაურბინა
ტანში; ცხადად ჰგრძნობდა, რომ ამ ქალის ხელშია ეხლა ბედი მთელის ამის
სიცოცხლისა. ხოლო თავის თავზედ მოიმედე არ შეუკრთა და თავის
ჩვეულებრივის დაცინვითა უპასუხა:
- მადლობელი ვარ, ჩემო კლარავ, რომ ეგრე ადვილად გახადეთ კაცის
მკვლელად ის კაცი, რომლის სახელსაც თქვენ ატარებთ!
- ჩემთვის ორივ ერთია, ლავერდაკი დუელში მოგიკლავთ თუ
ავაზაკურად, - უპასუხა კლარამ და მორტალის თვალს თამამად გაუსწორა
თვალი. - ფიცს დავდებ, რომ თქვენის ხელით არის მკვდარი.
- ჩემდა საბედნიეროდ, - ჰსთქვა მორტალმა იმავ დაცინვითა. - მკვლელი
მართლმსაჯულების ხელშია.
- განა ვინ იცის, რომ მკვლელი ის არის?
- ეგ კი მეტისმეტია! - დაიყვირა მორტალმა. - მე გთხოვთ, მაგ ლაპარაკს
თავი დაანებოთ, ეგ თქვენი უგუნური და ჩემი სამარცხვინო ეჭვი შეაყენოთ იმ
დრომდე, ვიდრე სამართალი მართალს აღმოაჩენდეს.
- მართალსაო? - ჰსთქვა ცივად კლარამ. - მეც მართალს ვეძებ. იქნება
გგონიათ, რომ გულის ხმა სამოსამართლო საქმეში არაფერს ნიშნავს? კიდევ
გეტყვით, მე მტკიცედ და შეურყევლად დარწმუნებული ვარ, რომ დაჭერილი
ღატაკი ამ საქმეში უბრალოა. იცით კი, რა მიზეზით შევიდა ის კაცი იმ სახლში,
საცა დაიჭირეს?
- იმ მიზეზით, რომ მოპარვა უნდოდა რისამე.
- სტყუით, მე გამოვგზავნე.
- თქვენ?
- დიაღ, მე ელისეის მინდვრებზედ შემხვდა (ეჭვი არ უნდა, ის არის
უსათუოდ), მე შევეხვეწე იქ მოსულიყო და ლავერდაკი გაეფრთხილებინა, რომ
იმ სახლში არ შესულიყო.
ამ სიტყვებზედ მორტალის სახე მოიღრუბლა; თავი ჩაჰკიდა, როგორც
კაცმა, რომელსაც მოულოდნელად წინ დაბრკოლება დახვდა, მაგრამ მცირეს
ხანს შემდეგ ამაყად აიღო თავი მაღლა და იმავ გულგრილობის დაცინვითა
ჰსთქვა:
- თუ ეგ მართალია, ჩემო ქალბატონო, თქვენც მონაწილე ყოფილხართ
ლავერდაკის სიკვდილშია; თქვენ მიგიგზავნიათ მკვლელი. ხოლო ნება
მომეცით, ორიოდე სიტყვა გითხრათ თქვენის უგუნურის და გიჟურის ეჭვის
თაობაზედ. თქვენ მე გძულვართ, ძალიან კარგი; თუმცა ეგ ჩემთვის დიდად
შესაწუხარია, მაგრამ იმოდენადა ვარ ჭირში გამოყენებული, რომ მაგ თქვენს
მძულვარებასაც გავუძლებ. ხოლო მაგ ბრალს, რასაცა მდებთ, მაგ
ცილისწამებას, რომელსაც შეუძლიან პატიოსანი კაცი ბრალეულთა სკამზედ
დასვას, - ვერც ავიტან და ვერც შევიწყნარებ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ თავის
დროზედ ეგ სანანურად გაგიხდებათ და ბოდიშს მოიხდით ჩემ წინ, მაგრამ
ერთი ეს მინდა შევიტყო, რას იქმოდით თქვენ, რომ არამც თუ მარტო გულის
ხმა გაჯერებდეთ, არამედ საბუთიც გეჭიროთ ხელში, რომ მე ვარ იმისი
მკვლელი?
- რას ვიქმოდი? - უპასუხა კლარამ მტკიცედ. - მაშინვე
მართლმსაჯულების ხელში მიგცემდით.
- აი და ბარაქალა! კარგი, გვეყოფა ეგ ზღაპრები, ჰსჯობია, საქმეს
დავუბრუნდეთ. თქვენ გსურთ საბუთი იქონიოთ, რომ მკვლელი სწორედ ის
დაჭერილი კაცია; თქვენთვის საბუთია საჭირო, რომ თქვენს ქმარს ეჭვი
აჰხადოთ. ბატონი ბძანდებით, ეგ საბუთიც მოგერთმევათ.
- ვინ მომცემს მაგ საბუთს?
- თვითონ ის. რას იტყვით, რომ თვითონვე ჰსთქვას, მე მოვკალ
ლავერდაკიო და არა სხვამაო?
- თუ თვითონ იტყვის?
- დიაღ თვითონ.
კლარამ ხმა აღარ ამოიღო; გონება მიუწდომელმა გულდინჯობამ და
გაბედვით ლაპარაკმა მორტალისამ გააოცა კლარა და გზა და კვალ აურივა.
პატიოსანი ქალი უნებლიედ დაემორჩილა კადნიერს და ლაღს სიცრუესა,
რომელიც ყველაზედ უფრო მოქმედობს ხოლმე წმინდა, გულუბრყვილო
ადამიანზედ, რადგანაც თვითონ ამგვარს ადამიანს არ ძალუძს ტყუილის თქმა.
მორტალის გამბედაობამ სრულად შეუშალა კლარას აზრები და მის გულში
ხელახლად გაიღვიძა ეჭვმა; ხელახლად მოჰყვა თავის თავის დარწმუნებას,
რომ მორტალი ამ საქმეში უბრალოა და დამნაშავე რამბერია, რომელსაც
თვითონ, თუმცა არ იცნობდა, მაგრამ გაზეთები კი გაჰკიოდნენ, რომ თოკიდამ
გამოშვებული ავაზაკიაო.
- ჰსჯობს, - ჰსთქვა კლარამ ბოლოს - მოვიცადო, მინამ ის თვითონ
გამოტყდებაო.
ამით დაიმშვიდა გული, მოშორდა თავის ქმარს და წავიდა თავის ოთახში.
ქმარი დარჩა მარტოდ; ჰგრძნობდა, რომ კისრად იღო მძიმე საქმე,
რომელზედაც დამოკიდებული იყო მთელი მისი სიცოცხლე. უნდა
მოეხერხებინა, რომ ნოელ რამბერს თვითონ ეკისრნა ლავერდაკის მოკვლა და
ჯალათის ხელში ჩაეგდო თავისი თავი.
მორტალი ძალიან შეწუხებული და არეული იყო. მას ახალი ფათერაკი კი
არ აშინებდა, მას გულს უწყლავდა ის ფიქრი, რომ შეიძინა მტერი, ვინ იცის
იქნება ყველაზედ უფრო საშიშარი, ყველაზედ უფრო დაუძინებელი და იგი
მტერი ის ქალია, რომელიც მას უყვარს. მართალია, მხურვალე ტრფიალება
დროთა განმავლობაში ცოტად გაუნელდა მორტალს და ნაწყენმა
ამპარტავნებამ ასწავლა ისე მოიქცეს, რომ ვითომც აინუნშიაც არ მოსდის
კლარას გულციობა, მაგრამ გულის სიღრმეში კი კიდევ ჰქონდა იმოდენა
სიყვარული, იმოდენა გაუმაძღარი წადილი და თავმოწონება, რომ არ უნდოდა,
კლარას ჰქონოდა ამაზედ ასეთი სამარცხვინო აზრი. ამ სახით, ხედავდა, რომ
მისი საკუთარი ბედნიერება, ცოლ-ქმრობის მშვიდობიანობა და იქნება
თვითონ მისი სიცოცხლეც საფათერაკოდ ხდება. ძალა რამ მოეხმარა, ვერ
ბედავდა, ეშინოდა, რომ განწირულებამდე მიღწეული კლარა მარტო ერთს
სიტყვას იტყვის და სრულებით დამღუპავსო. მხოლოდ ერთი ღონეღა იყო,
თავი გადერჩინა; ეგ ღონე მოტყუება იყო. ხედავდა, რომ ეხლა კლარა
ყოველფერზედ მზა არის, არაფერზედ არ დაიზოგავს თავს და უნდოდა
როგორმე მოებირნა. ამისათვის საჭირო იყო, რომ კლარას ეჭვი როგორმე
გაუქარწყლოს და რაკი ეჭვი აღარ ექნებოდა, მაშინ რიღასი ეშინებოდა.
მორტალმა, როგორც გამბედავმა და საქმიანმა კაცმა მაშინვე მოისაზრა, რომ
როცა რამბერს საქვეყნოდ ვათქმევინებ, ლავერდაკი მე მოეკალიო, კლარა
მარტო მაშინ აიყრის ჩემზედ ეჭვსაო, მაგრამ როგორ უნდა ეთქმევინებინა და
რა გზით? დიდხანს იფიქრა მორტალმა და ბოლოს გადაჰსწყვიტა, რომ ეგ უნდა
როგორმე ათქმევინოს თვითონ რამბერს და ამით ბოლო მოუღოს ამ საქმეს,
რომელზედაც დამოკიდებული იყო მთელი მისი ბედი და სიცოცხლე.
ყველაზედ უწინარეს წვერი და ულვაში მოიპარსა. ამის გამო სრულად
გამოეცვალა სახე. ასე რომ ქუჩაში მისი მახლობელნიც კი ვეღარა ჰსცნობდნენ;
რაკი ესე ნახა თავის თავი და დარწმუნდა, რომ ვერა მცნობენო, წავიდა
გამომძიებელთან, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა და ჰსთხოვა, ნება
მომეციო, მეც დავესწრაო, როცა რამბერის კითხვა იქნებაო; დაარწმუნა, რომ
საშინლად მომინდა იმ უბედურის ნახვაო. გამომძიებელმა, რაღა თქმა უნდა,
მაშინვე აუსრულა უცნაური წადილი ამ გავლენიანს კაცს. ამ სახით მორტალი
შეხვდა რამბერსა და არამც თუ არხეინად ისმენდა საწყალის ჩვენებასა, არამედ
გამომძიებელის ნებართვით, თვითონაც ორიოდჯერ ჰკითხა ამბავი იმ
უცნობის კაცისა, რომელსაც, ნოელის სიტყვით, მოეკლა ლავერდაკი. აბა
საბრალო რამბერი რას მოიფიქრებდა, რომ ეს კოხტა, გამოპრანჭული კაცი
ლავერდაკის მკვლელია და გულწრფელად მოჰყვა და უამბო ყველაფერი.
ბოლოს დაუმატა, რომ თუმცა მკვლელის სახელი არ ვიციო, მაგრამ რომ ვნახო,
კი ვიცნობო.
- რით იცნობთ? - ჰკითხა გამომძიებელმა. იმითი ხომ არა, რომ ამბობთ,
შავი ხშირი წვერი ჰქონდაო და უწყალო და მხეცური სახის მეტყველებაო?
- არა, - უპასუხა ნოელმა. - ხმაზედ ვიცნობ.
- როგორ თუ ხმაზედ?
- სწორედ. აი, ეხლაც ასე მგონია, ყურში მიდგას-მეთქი იმისი რიხიანი,
მრისხანე და ღვარძლიანი ხმა.
- მოწყალეო ხელმწიფევ, - უთხრა მორტალმა რამბერს. - მე გამომძიებელი
არა ვარ, ისე გარეშე კაცი ვარ, მაგრამ მაინც კი სასურველია ჩემთვის, რომ
უსაბუთოდ კაცი არ დაისაჯოს. მაგრამ, აბა, როგორ გინდათ, თქვენ დაგიხსნან
მაგ სუსტის საბუთის ძალით, აქაოდა ყურში ჩამრჩენიაო ხმა კაცისა, რომელიც
რომ გაჩვენონ კიდეც, იქნება ვერც კი იცნოთ...
რამბერი გაოცებული ყურს უგდებდა ამ სიტყვებს, რომელიც
წარმოთქმულ იყვნენ არხეინად, თავმოწონებით და ცოტა დაცინვითაც. ყურს
უგდებდა და ჰკითხავდა თავის თავს: "რა ვქნა, ეს ხმა რად მეცნობაო, თითქო
ოდესღაც გამიგონიაო''.
- მართალი ბძანებაა, - უპასუხა რამბერმა უიმედობის მოწიწებითა. - მაგ
საბუთით თავის დასხნა შეუძლებელია. მაგრამ რა ვქნა? ბრალსა მდებენ და
უბრალო კი ვარ.
ესა ჰსთქვა თუ არა, ხველა აუვარდა და წითელი ლაქები გამოუჩნდნენ
ლოყებზედა.
- აი, ყველაზედ უფრო მტკიცე განაჩენს სიკვდილისას ეს დამიწერს, დაუმატა რამბერმა, გაიქნია თავი და უღონოდ ჩამოჰყარა ძირს მკლავები.
შინ რომ მოდიოდა მორტალი მხიარულად იყო და ჰფიქრობდა:
- პირველი ბიჯი გადადგმულია. მე ახლა უშიშრად შემიძლიან იმასთან
ლაპარაკი, არა მგონია, მიცნას. საწყალი! აბა რამდენი კაცი უნდა დაღუპოს
ხოლმე კაცმა, რომ ამ ქვეყანაში გზა გაიკაფოს! მაგრამ რა? ერთით მეტი იქნება,
თუ ერთით ნაკლებo სულ ერთია! თუნდ ეგ არ იყოს, აბა რა ეშველებოდა
ჭკვიანსა და ძლიერს კაცს, თუ უღონო სულელებსაც კაცმა ყური უნდა
ათხოვოს?
იმავ საღამოს მორტალმა გამარჯვებულის სახით უამბო კლარას, რომ
რამბერი ვნახეეო. ერთი უბრალო რაღაც ქურდბაცაცა კაცი ყოფილაო, იქნება
ბუნებით არც ცუდი კაცი ყოფილიყო, მაგრამ გარემოებას ავ-კაცად გაუხდიაო.
კლარამ ცივად და შეწუხებულის სახით მოუსმინა და ნაღვლიანად უთხრა:
- მე გთხოვთ, ნუღარას მეტყვით იმ კაცზედ, ნამეტნავად თუ მართლა
დამნაშავეც არის. მე მეშინიან, როცა კაცის კვლაზედ მელაპარაკებიან და მე
ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ მაგგვარს რასმეს აღარ მომაგონებთ.
- თქვენი სურვილი ჩემთვის ბძანებაა, - უპასუპა მორტალმა, გამოიცვალა
რა უეცრად კილო. - რატომ არას მეუბნებით, რომ წვერ-ულვაში მოვიპარსე. მე
მომაგონდა, რომ თქვენ გეჯავრებოდათ ჩემი გრძელი წვერი, ამიტომ
მოვიპარსე და იმედი მაქვს, ეს ამბავი თქვენი სასიამოვნო იქნება და ამასთანავე
ჩვენი შემრიგებელიცა.
ხელი მოჰკიდა კლარას ხელს, მაგრამ კლარამ სწრაფლვე გამოაცალა
შიშითა და ზიზღითა.
- ბრძანდებოდეთ, რამდენიც გნებავდეთ, ეგრე მიუკარებელ მზეთუნახავი
ქალად, - უთხრა მორტალმა ისევ უწინდებულად და ცივად და დაცინვითა. მე მოგიტანეთ ახალი ამბები იმ კაცის მკვლელზედ იმიტომ, რომ მინდოდა
დამემტკიცებინა თქვენთვის, რამოდენად უსამართლოა და საწყენი თქვენი
ჩემზედ ეჭვები. ეხლა კი, რაც გნებავდეთ, ის იფიქრეთ. მშვიდობით.
დაცინებით თავი დაუკრა და მაშინვე გავიდა ოთახიდამ.
საწყალმა კლარამ არ იცოდა, რა ექმნა. პირვანდელი ეჭვი მორტალის
დამნაშაობაზედ თანდათან უქრებოდა.ეხლა სამყოფი საბუთი აღარა ჰქონდა,
რომ ამ საგანზედ მტკიცედ ან ჰო ეთქვა, ან არა. მისი ჩჩვილი, სათუთი ბუნება
ერთს იფეთქებდა ხოლმე, როცა ბოროტს ხედავდა და ხანგრძლივად კი
ბრძოლას ვერ იტანდა. კლარა ეხლა ჰგრძნობდა, რომ ღონე მიეხადა, დაიღალა
და მორტალი ისევ მის ბძანებელად შეიქმნა. კლარას მაინც კიდევ ჰსძულდა
თავისი ქმარი, მაინც კიდევ ჰსწამებდა ბრალს და ეზიზღებოდა, მაგრამ
იმოდენა მხნეობა აღარა ჰქონდა, რომ ის ზიზღი, მძულვარება და ბრალი
პირდაპირ წაეყენებინა ქმრისათვის პირში. ამასთანაც ცოტაოდნად ეჭვიც
შეეპარა გულში, იქნება ჩემმა ქმარმა მართალი ჰსთქვა და რამბერი იყოს
ლავერდაკის მკვლელიო. საწყალმა ქალმა თავი მოიხარა და მოწიწებით
დაემორჩილა ბედს.
მორტალიცა ხედავდა, რომ კლარა აქამდინაც მტრულის თვალით
იყურებოდა, მაგრამ ეგ მტრობა ეხლა დამორჩილებულ იყო და არაფერს
საშიშარს არ მოასწავებდა. რაკი კლარას ფიქრი აღარა ჰქონდა, იგი
თავისუფლად შეუდგა საქმეს და თავის დასასხნელად ამზადებდა საბუთებს.
მართალია, შესაძლო იყო კლარას ხელახლად მოჰბრუნებოდა მხნეობა,
გამოსულიყო და საქვეყნოდ ბრალი დაედო მორტალისათვის, მაგრამ
მორტალს იმედი ჰქონდა, თუ ოდესმე კლარა ამას გაბედავსო, გვიანღა
იქმნებაო.
რამდენსამე დღეს შემდეგ დილით ნოელ რამბერმა, თავის ტახტზედ
წამოწოლილმა, გაიგონა კარების ჭრიალი. წამოიხედა და ნახა, რომ მასთან
შემოვიდა ვიღაცა მაღალის ტანის კაცი, კოხტად ჩაცმული, როგორც ეტყობოდა,
დიდი კაცი იყო, იმიტომ რომ ყარაული ქუდმოხდილი მოჰყვა და მაშინვე
უკანვე გაბრუნდა, როცა უბძანა:
- თქვენ წადით. მე ნება მაქვს, ამ პყრობილს ველაპარაკო. ყარაულის
წასვლის შემდეგ უცნობი სტუმარი რამდენსამე ხანს ხმაამოუღებლივ იდგა და
დაკვირვებით სინჯავდა საწყალს რამბერს, რომლის გამჭლევებულს და
დამჭკნარს სახეს კიდევ ეტყობოდა ნაღვლით მოცული ამაყი სილამაზე.
- ვერა მცნობთ? - ჰკითხა მან ბოლოს წყნარად და რიხიანადა.
- ვერა, - უპასუხა გულგრილად რამბერმა, თითქო ამის თქმა უნდაო. -
ავადა ვარ, თავი დამანებეთო.
- შევხვედრილვართ კი ერთმანეთს, - უთხრა უცნობმა, რომელიც დანიელ
მორტალი იყო.
- არ მახსოვს, - უპასუხა ნოელმა.
- მე ერთხელ დავესწარი, როცა თქვენ გკითხავდათ გამომძიებელი, უთხრა მორტალმა და თვალს არ აშორებდა რამბერის სახეს.
- ჰო, ჰო!… - წარმოსთქვა ნოელმა, ანიშნა მორტალს სკამი და თვითონ კი
მიეყრდო კედელს ხველება ატეხილი.
მორტალი ცოტას ხანს ჩაჩუმდა. საშინლად იყო გაფითრებული, მის სახეს
ეტყობოდა, რომ რაღაც რამ აწევს გულზედ ლოდსავით, სტანჯავს და უნდა ამ
ტანჯვას როგორმე მალე ბოლო მოუღოს.
- რამბერ, - უთხრა მან ბოლოს. - იცით თუ არა, რომ რაც უნდა კარგი
ადვოკატი იშოვოთ, თქვენი საქმე წასულია, ყოველიფერი თქვენ გამტყუნებთ
და წინადვე მიჩნეული ხართ დამნაშავედ?
- ვიცი, - უპასუხა რამბერმა უიმედობის გულდინჯობითა.
- დამნაშავე კი არა ხართ?
- არა ვარ, - უპასუხა საწყალმა და არც კი გაინძრა.
- იცით კი, ვინ მოკლა ლავერდაკი?
- რომ ვიცოდე, ვიტყოდი.
- მაშ, დაღუპულხართ.
- სრულებით.
- მაშ ეგრე უდრტვინველად ემორჩილებით ბედს, ეგრე ხმაამოუღებლად
კისერს უწვდით ჯალათის ნაჯახსა?
- მე!... მე ჩემი თავი მივანდე ადამიანთა, დეე, რაც უნდათ ისა ჰქმნან. მე
ერთი იმათგანი ვარ, რომელთაც ბედი ჰსჩაგრავს. ქვეყანაზედ არიან
უბედურები, ღატაკნი, დევნილნი. მე ერთი იმათგანი ვარ. დეე, დამსაჯონ
სიკვდილითა. ვის მოჰსცხობს ჩირქს უსამართლო განაჩენი. კაცთა
მართლმსაჯულებას და სხვას არავის. რაც იქნება, იყოს.
- როგორ, არცა ნანობთ, არც იმდურებით?
- რაო, მითამ ვიტირო? ჩემი ცრემლი მარტო სამასხაროდ გამხდის მე.
- შვილები არა გყავთ?
- ერთი შვილი მყავს, უპასუხა რამბერმა და, რა მოაგონდა თავისი ჟაკი,
ხელახლად მოეცა წინანდებური მხნეობა. პატარა ბალღი მყავს, ლამაზი,
როგორც ანგელოზი; ამ წუთის სოფელს რომ ვშორდები, მარტო ის ჩემი ბალღი
მენანება და კიდევ ერთი სხვა ადამიანი.
- თქვენს შვილს რა ეშველება?
- აი, ეგა მკლავს კიდეც, - უპასუხა რამბერმა და მწუხარედ გაიქნივა თავი.
- ჩემს ბალღს არტესი ჰყავს, მაგრამ შესაძლოა არტესიც მოკვდეს და მაშინ სულ
მარტოდმარტო დარჩება, ეჰ, მაგაზედ რად მელაპარაკებით, წყლული
ხელმეორედ რად ამატკივეთ? ნუთუ გგონიათ, ჩემთვის ძნელი იქმნებოდა
კისერი გამეწვდია თავის მოსაჭრელად ჯალათისათვის, რომ არა მრჩებოდეს
პატარა ბალღი, რომელსაც დღეს დაუმწარებს სიცივე, შიმშილი, წყურვილი და
მარტოობა. სიკვდილი კი არ მაშინებს, მე მაშინებს სიღარიბე, ის საშინელი
სიღატაკე, რომელსაც მე ვუგდებ სამკვიდროდ ჩემს საწყალს ბალღსა?
- გინდათ კი, რომ თქვენმა ბალღმა არა ნახოს არც შიმშილი, არც გაჭირება?
- ცივად წარმოჰსთქვა მორტალმა, მიხვდა რა მაშინვე რამბერის
გულისტკივილსა.
- მინდაო! - დაიძახა რამბერმა და სიხარულით სავსე თვალით დააცქერდა
მორტალსა. - განა შესაძლოა? რად მეუბნებით მაგასა? ხომ თქვენც იცით, რომ
ეგ ფიქრადაც მოსასვლელი არ არის.
- რატომ? ძალიან შესაძლოა.
- კარგით ერთი, სირცხვილია ჩემისთანა უბედურის ეგრე მასხარად
აგდება.
- მე თქვენ გეუბნებით, რომ თქვენი შვილი მდიდარი იქნება, თუ თქვენ
მოინდომებთ.
- ჩემი ჟაკი მდიდარი იქნება, თუ მე მოვინდომებ? აბა, მითხარით, რა არის
მაგისთვის საჭირო? - დაიძახა რამბერმა, შეეპარა რა გულში დაუჯერებელის
დაჯერება. რა უნდა შევწირო? ხელი, ფეხი, თავი თუ რა? ოღონდ მითხარი, რა
უნდა ვქმნა, და გეფიცებით ყოველსფერს, რაც კი მწამს, გეფიცებით ჩემს
ბალღს, რომ არასფერს დავზოგავ და ყოვლისფრისათვას მზათა ვარ!
- უნდა დაიბრალოთ, რომ თქვენ მოჰკალით პოლ ლავერდაკი, წარმოჰსთქვა მორტალმა კადნიერად და მოჭრით.
- მე! - დაიძახა რამბერმა და გაშტერდა, თითქო ზარი დაეცაო.
რამდენსამე ხანს გიჟსავით დააცქერდა ფერმკრთალს და უგრძნობელს
სახეს მორტალისას; თავის თავსა ჰკითხავდა მართლა მითხრა, თუ მე მომესმაო
ის ბედკრული სიტყვებიო. მისმა სნეულებისაგან დასუსტებულმა თავმა ვერ
დაიტია ისეთი ყოვლად შემმუსვრელი აზრი; გონება დაებნია, საჭირო იყო
დრო, რომ ისევ გონება მოეკრიფა, მოეფიქრა, მოეაზრა.
- ეგ შეუძლებელია, უგუნურებაა! - ჰსთქვა რამბერმა ბოლოს ხმადაბლა,
იქნევდა რა თავს, როგორც ბაშვი, უნუგეშოდ. - როგორა ვჰსთქვა, რომ კაცი
მოვკალ მეთქი? განა მე მოვკალი? ან რად ვიტყვი მაგას? რაო ჩემო... რის
გულისთვის, რას გამოვრჩები. ან თქვენთვის რა საჭიროა, რომ მაგისთანა
პირობას მიდებთ?
- კაცი, რომელმაც პოლ ლავერდაკი მოჰკლა, ჩემი მეგობარია, - უპასუხა
მორტალმა გულგრილად და არ მოაშორა კი თვალი ნოელსა. - და მე მინდა, ის
დავიხსნა. მე მინდა, სხვამ დაიბრალოს და ჩემი მეგობარი განათავისუფლოს
ყოველის ეჭვისაგან.
- განა მე ვიღა დამარწმუნებს, რომ ლავერდაკის მკვლელი თვითონ თქვენ
არა ხართ?
- აი, დამაცქერდით, თუ მე ვარ. ჰსთქვა თუ არა ეს მორტალმა, მივიდა
რამბერთან ახლო, გულხელი დაიკრიფა და დადგა უძრავად, არხეინად, ერთი
ძარღვიც არ აუტოკდა. იდგა ისე და ელოდა ბედისწერის განაჩენსა.
ეს კაცი, ქვისაგან თუ ყინულისაგან გამოჭრილი, აოცებდა რამბერს,
რომელიც ამაოდ ცდილობდა ეპოვა ამ უძრავ, უგრძნობელ, მოპარსულ
სახეზედ ნიშანი იმ შავ-წვერა კაცისა, რომელმაც ლავერდაკი მოჰკლა. ან
როგორ უნდა დახსომებიყო ნიშნები კაცისა, რომელიც ერთ წუთს ელვასავით
თვალწინ გამოუკრთა და გაუქრა; მერე იმისთანა საშინელ ამბავშია? მარტო
ერთი რამ ჩარჩა სახსოვარში მკვიდრად; ეგ ერთი რამ, - ხმა იყო ხაზიანი,
ზარიანი და მრისხანე. ეგ ხმა ეხლა როგორღაც ეცნობოდა: ,,მაგრამაო,
ფიქრობდა რამბერი, თუ მართლა ეს ის კაციაო, შიშით აქ, ჩემთან როგორ
მოვიდოდაო, ხომ ვიცნობდი და გავცემდიო. უსათუოდ ვჰსტყუვდებიო, ეს
ლავერდაკის მკვლელი არ უნდა იყოსო.
- აბა - უთხრა მორტალმა თავის დამცინებელის და ხაზიანის ხმით. გეცნობით თუ არა?
ამ ხანად კი ხმაშიაც და სახის მოძრაობაშიაც რაღაც ენიშნა რამბერს, ასე
რომ გაოცებით უკან დაიწია. ისეთნაირად მიაბჯინა თვალები მორტალს, რომ
მორტალი ცოტა არ იყო შეძრწუნდა და აირია. თუმცა წუთის შემდეგ
მორტალმა ხელახლად მოიბრუნა წინანდებური სითამამე და გამბედაობა,
მაგრამ გვიანღა იყო. რამბერმა მის თვალში ამოიკითხა ყოველისფერი და იცნო
პოლ ლავერდაკის მკვლელი.
- ვიპოვე მკვლელი, ვიპოვე! - დაიძახა რამბერმა რაღაც უცნაურის და
გიჟურის სიხარულითა. - შენა ხარ მკვლელი, შენ!
- მართლა? - უთხრა მორტალმა აუმღვრეველის გულდინჯობითა.
- ჰაი, ჰაი! _ განაგრძო რამბერმა. - მე ვიცოდი, რომ ეს უწყალო სიზმარი
წავა, ეს მძიმე ლოდი, როცა იქნება, ამეხდება! მე მაბრალებდნენ, მე
მარცხვენდნენ, მე მეუბნებოდნენ კაცის მკვლელი ხარო, ავაზაკი ხარო! აი, ვინ
არის ავაზაკი, ვინ არის კაცის მკვლელი! მე ვიპოვე, მე! აქ არის, აქა დგას ჩემ
წინ. ეხლა მე რა მიჭირს, რა! მოვრჩი ამ ვაებას!
გიჟსავით ატაცებული სიხარულით ეცა კარებს, რომ ყარაულს დაუძახოს,
მაგრამ მორტალმა,ფერმიხდილმა და გამბედავმა, ხელი წაავლო და ხმადაბლა
უთხრა: - ნუ ეძახით ნურავის, თქვენი ყვირილი უქმია. მე თქვენთან
მოლაპარაკება მინდა, მარტო თქვენთან, გესმით თუ არა?
- აი დალახვროს ეშმაკმა! ერთი ვინმე ხომ მაინც გამიგონებს! - დაიძახა
რამბერმა და ცდილობდა ხელიდამ როგორმე გამოუსხლტეს მორტალსა,
მაგრამ ამ დროს აუვარდა ხველა, ტუჩებზედ მოადგა გასისხლიანებული დუჟი
და საცოდავი ღონემილეული დაეშვა თავის ხმელს საწოლზედა.
- ყური მომიგდეთ, - უთხრა მორტალმა გარკვევით და ბძანებლობის
ხმით. - აქ ეხლა ორი კაცია: ერთი სასიკვდილოდ გადუდვია უკურნებელის
სენის განაჩენსა, მეორეს კი ჯანიცა აქვს და წყურვილიც სიცოცხლისა. თქვენი
მსაჯული - შეუბრალებელი და შეუწყნარებელი სიჭლექეა. თქვენს ხველას
სისხლი ამოსდევს და დღენი დათვლილი გაქვთ. მე კი ჯანმრთელი ვარ და
მსურს ყოველივე ამოვნება სიცოცხლისა ვიგემო. თქვენ მეუბნებით, რომ
მიცანით, ვითომ ლავერდაკის მკვლელი ვარ. მართალია, გესმით თუ არა, მე
მოვკალი ლავერდაკი. თქვენს წინაშე ვაღიარებ ამასა. მე მეჯავრებოდა ის კაცი
და მოვკალი კიდეც. ეს ყველა კარგი. ხოლო მოწმები ამისი არიან სადმე? მარტო
ერთადერთი მოწამეა და ეგ მოწამე თქვენა ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ
გაბრალებენ მაგ დანაშაულობას. თქვენ ბრალდებული ხართ და
ბრალდებულადაც დარჩებით. თქვენ ამბობთ, რომ მიცანით, ძალიან კარგი. აბა
ერთი გაბედეთ და ჰსთქვით, რომ პოლ ლავერდაკის მკვლელი ის კაცია,
რომელსაც თვითონ გამომძიებელი ნებას აძლევს ტუსაღებთან მისვლამოსვლისას. მე თქვენის მსაჯულების მეგობარი ვარ და, აბა რა თქმა უნდა,
ჩემგან კაცის მკვლელობა ფიქრადაც არ მოუვათ. თქვენი შეწამება მე არას
დამაკლებს და თქვენვე დაგიმძიმებთ სასჯელსა. ხომ გესმით, რომ არავინ არ
დაგიჯერებთ, არავინ ყურსაც არ გათხოვებთ… თქვენი დანაშაულობა
დამტკიცებულია და ამაოღა იქნება თავი გამოიდოთ. აბა, ჯიბეში ფული
გიპოვეს და თითქმის სატევარით ხელში ზედ მკვდარზედ მოგასწრეს. თუ ჩემს
თავს სამართალში მიაყვანინებთ, მე თქვენზედ ვიტყვი, რომ ამან მოკლა-მეთქი
და მე ყველანი დამიჯერებენ. გეუბნებით-მეთქი, რომ თქვენი დახსნა
შეუძლებელია. აბა, გაისინჯეთ თავი. თქვენ ასეთი სნეულება გჭირთ, რომ ვერც
მაგას გადურჩებით. პირდაპირი თქმა ჰსჯობია: თქვენ ორი ასეთი ულმობელი
ჯალათი გადგათ თავზედ, რომ თავის დღეში არ შეინდობენ ხოლმე კაცს: ერთი
გილიოტინაა და მეორე სიჭლექე. თქვენი სასიკვდილოდ მილეული აგებულება
ამ ორთ ეკუთვნის მთლად; ხომ გესმით, რასაც გეუბნებით? მე ვხედავ, რომ
თქვენ მხდალი კაცი არა ხართ.
- თქვენ თვითონვე მიცანით ეგრე? მომილოცავს, მერე? - უთხრა რამბერმა
და უკვირდა ამისთანა გონებამიუწვდომელი კადნიერება და უსირცხვილო
ლაღობა.
- თქვენ ეს იყო, - განაგრძო მორტალმა. - წარმოჰსთქვით საიდუმლო
თქვენის ცხოვრებისა, თქვენი გულისტკივილი და წყლული. თქვენი ტკივილი
თქვენი
შვილია.
თუნდა
გამართლებული
გამოხვიდეთ
კიდეც
სასამართლოდამ, ზედ კარებზედ დაგხვდებათ სიღარიბე - ყველაზედ უარესი
და საშინელი სულთამხუთავი. მე ვიცი, რომ თქვენი მწუხარება თქვენის
შვილის ბედია, როცა თქვენ აღარ ეყოლებით. რა თქმა უნდა, რომ მას მელის
უწყალო სიღატაკე, წვალება და ტანჯვა ლუკმა-პურისათვის. მეც თვითონ
გამომივლია მრავალი ჭირი, მაგრამ მარტო ერთი მათგანი მაძრწოლებდა. ეგ
სიღატაკე იყო. რომ იგი ამეცდინა, მე არა დავზოგე რა და არასფერს
შევუშინდი, არას მოვერიდე და ყოველივე ვიკადრე. აი, დაილახვროს! მე
მესმის, რა გაშინებთ თქვენ, რა სწვავს და ჰსწყლავს თქვენს გულსა. სიკვდილი
არაფერია, მაგრამ ღატაკად ცხოვრება კი, მკლავის ძარღვების ჭიმვა, ქედის
დრეკა, გონების ჩახჩობა უმადურის და მწირის ჯაფის უღლის ქვეშ - მეტად
ძნელი რამ არის. მაგ სატანჯველს, მაგ ჯოჯოხეთს მიჰყავს ხოლმე მოუსვენარი
კაცი ჭკუის შეშლამდე, სახჩობელამდე.
- მე არ ვიყავ მოუსვენარი კაცი, - სთქვა რამბერმა ნაღვლით სავსეს ხმით. მე მინდოდა მშვიდობიანად, მოსვენებით მგცზოვრა და აი, ბედმა
სახრჩობელას წინ დამაყენა. მე უბრალო და მართალი.
- აბა, ვის ძალუძს გულდაჯერებით გითხრათ, რომ თქვენი შვილიც მაგ
დღეში არა ჩავარდება?
- ჩგმი ჟაკი? - დაიძახა ელდაცემულმა რამბერმა.
- ღატაკად დაბადებული ღატაკადვე მოკვდება.
- იმუშავებს, დრო გამოიცვლება, - უპასუხა რამბერმა, ცდილობდა რა
როგორმე დაარღვიოს სატანებრივი ლოღიკა მორტალისა.
- ეჰ, რამდენი საუკუნეა, რაც მაგ იმედზე არიან.
- არა და ჩემი ჟაკი მოკვდება პატიოსან მუშა კაცად, როგორც მე.
- დიახ, მოკვდება და, ვინ იცის, იქნება მოკვდეს ისე, როგორც თქვენა
კვდებით - ავაზაკის სახელითა.
- ერთი მითხარით, ვინა ხართ თქვენ?! - დაუკივლა რამბერმა. - იქ
კაცისმკვლელი იყავით და აქ ჩემ შესაცდენად მოსულხართ! თავი დამანებეთ.
მე გავამხელთ, ვინცა ხართ. მე დამიჯერებენ, მომცემენ სამართალსა.
- აბა, სცადეთ და ნახავთ.
- გგონია, არა იქ თუ? თქვენა გგონიათ, რომ ცხვარსავით დავეხჩობინები
თუ? გიჟი ყოფილხართ.
- არა, მე სრულ ჭკუაზედა ვარ.
- მა რა გინდათ ჩემგან? - ჰკითხა ქანცგაწყვეტილმა რამბერმა.
- მე მინდა თქვენი შვილის ბედნიერება. მე მინდა, ეგ ბალღი, რომელსაც
ბედი უქადის მარტო ტანჯვას და მწუხარებას, მდიდარი და ბედნიერი კაცი
გავხადო. გესმით? თქვენის შვილის ბედი ჩემს ხელშია. საქმე იმაშია, რომ მე
მოვალ კაცი და ქვეყანას კიდევ დამნაშავის დასჯა უნდა. ჰსთქვით მარტო, რომ
მკვლელი თქვენა ხართ და თქვენი შვილი მდიდარი იქნება, ნება ექმნება
უყვარდეს, აზროვნობდეს, მოქმედობდეს, სულდგმულობდეს, ერთის
სიტყვით, იმისთანა ყოფა ჰქონდეს, რომელიც თქვენ არ შეგეძლოთ გქონოდათ
და ისა ჰქმნას, რაც თქვენ არ შეგეძლოთ გექმნათ. მგონია, გულგაშლით
გელაპარაკებოდეთ. თანახმა ხართ ჩემს პირობაზედ? გინდათ თუ არა?
- რა?
- სიმდიდრე.
- თუ სირცხვილი! თქვენ გინდათ, რომ სთქვა, კაცის მკვლელი ვარ-მეთქი!
- თქვენ კი ის გინდათ, რომ ბრალმდებელმა დაამტკიცოს თქვენი
დანაშაულობა, თავი მოგკვეთონ ისე, რომ თქვენ შვილს მაინც სიკეთე არ
მოუტანოთ?
- თქვენ პირობად მიდებთ სამარცხვინო საქმეს.
- აქ ვაჭრობაა. მე ვყიდულობ თქვენგან ჩემს ბედს. მე გეუბნებით, თქვენ
დაიბრალეთ-მეთქი და ამაში ნაღდს ფულს გაძლევთ.
- იცით რა? - უთხრა გულმოსაკლავის ხმით საწყალმა და პატიოსანმა
წამებულმა. - თქვენ საშინელი რამა ხართ!
- ნუთუ თქვენს სიცოცხლეში მარტო ბატკნები შეგხვედრიათ, რომ მგლის
დანახვაზედ ეგრე შიშობთ? - სთქვა დაცინებით პორტალმა.
მორტალი ცოტა ხანს ჩაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო:
- კიდევ გიმეორებთ, მე კარგს და გამოსადეგს პირობას გიდებთ. მე თქვენ
სულს ხომ არა ვყიდულობ, მე ბევრს გაძლევთ, ძალიან ბევრს თქვენს ხორცში,
რომელიც თქვენ აღარ გეკუთვნით. სულ ამაოდ გამოიდებთ თავს. თქვენ
ადამიანი აღარა ხართ, თქვენ ბრალდებული ხართ, რომლის გამართლებაც
შეუძლებელია. თქვენ ეხლა უსულო საგანი ხართ კანონის ხელში, რომელიც
თავის ბრჭყალებიდამ აღარ გამოგიშვებთ. ყოველისფერი თქვენ გამტყუნებთ:
თქვენი სიღარიბე, თქვენი სიღატაკე, თქვენი კავშირი დედაკაცთან,
რომლისაგანაც შვილი გყავთ, თქვენი დაუჯერებელი ჩვენება და არავინ
მიგიხვდებათ, რომ მაგ დათენთილ და გათელილ სახის ქვეშ პატიოსანი გულია
დაფარული. მაშ თქვენის ნებითვე გარდაეცით კანონს თქვენი სიცოცხლე,
რომელსაც უიმისოდაც წაიღებენ და რომელიც დღე-და-დღე დნება
უკურნებელი სენისაგან. ვქვენ დაიბრალეთ ლავერდაკის სიკვდილი და თქვენი
შვილი, ოცის წლისა რომ გახდება, მიიღებს ნოტარიუს ნობლესაგან ორასი ათას
ფრანკსა და, თუ გნებავთ, დღესვე მაგ ფულის პატრონად გავხდი.
- ორასი ათასი ფრანკი, - განიმეორა უაზროდ რამბერმა.
- დიახ, ათი ათასი ფრანკი სარგებელი ექმნება, - უპასუხა მორტალმა. - და
მინამ თქვენი შვილი გაიზრდება, თავნი და სარგებელი დიდს ფულს შეადგენს.
ამ სიტყვებზედ ამოიღო ჯიბიდამ ნოტარიუს ნობლეს მოწმობა, რომ
ორასი ათასი ფრანკი აბარია, რომელიც რამდენსამე წელიწადს შემდეგ უნდა
გადაჰსცეს მას, ვისაც მორტალი ეხლა დაუნიშნავს.
- ეგ რა არის? - იკითხა რამბერმა გაოციბით.
- ქაღალდია, - უპასუხა მორტალმა. - ეხლა ამისი ფასი ორასი ათასი
ფრანკია და რამდენსამე წილიწადს შემდეგ თითქმის ერთი-ორად ეღირება.
დაღვრილის სისხლის სამაგიერო სასჯელი თქვენ იკისრეთ და ეხლავ ჩავწერ ამ
ქაღალდში თქვენის შვილის სახელს. რამდენის წლისაა?
- ხუთისა და მეექვსეში ჩადგა. ჩემი საცოდავი ჟაკი! - წარმოჰსთქვა
რამბერმა, თითქო თვალწინ წარმოუდგაო გაცრეცილი, გამხდარი სახე
ბავშვისა.
- ჰა, რას იტყვით? - ჰკითხა მორტალმა.
- არა ვიქ, არა! - უპასუხა ნოელმა, რომლის მთელი ბუნება წინა აღუდგა
საშინელს მაცდურებას, მაგ მხოლოობითს მაცდურებას, რომელსაც თითქმის
ძლივს უძლებდა მისი მშვიდობიანი, პატიოსანი და ჯაფისმოყვარე გული.
- მაშ არ გინდათ?
- ეგ ქაღალდი რომ ტყუილი იყოს, თავდები ვინ არის?
- ნოტარიუსი ნობლე, რომელსაც ხელი უწერია. ჩემს ხელს აღარ ვამბობ.
- მოწყალეო ხელმწიფევ, - უთხრა რამბერმა კანკალით (ცივმა ოფლმა
დაასხა და წვეთ.წვეთად დაუწყო დენა ლოყებზედ). - პაემანი მომეცით, რომ
მოვიფიქრო.
- ორი დღე მომიცია.
- მე რომ კაცი გამოგიგზავნოთ მაგ ქაღალდს გამომიგზაენით?
- ვის გამოგზავნით?
- ერთს პატიოსანს კაცს, რომელიც ეხლა კაი კაცად მიცნობს და იქნება ამ
ცოტას ხანში ისე შემიზიზღოს, როგორც სხვებმა, - პასკალ არტესსა.
- მე იმას ვიცნობ, - ჰსთქვა ღიმილით მორტალმა.
- მაშ კარგი, - ჰსთქვა რამბერმა ყრუდ, მაგრამ კი საზარო ხმითა. - ეხლა
წადით და დამანებეთ თავი.
- ნახვამდის, - ჰსთქვა მორტალმა და რომ გამოდიოდა საპყრობილედამ,
გაიფიქრა ღიმილით. - აბა, თუ გნებავს, ეხლა გამამხილე, აი!
მოულოდნელმა, დაუჯერებელმა, დამთხვეულმა პირობამ მორტალისამ
საშინლად შეაწუხა საცოდავი ნოელი. მისმა ამოდენა სულისა და ხორცის
ტანჯვისაგან დაუძლურებულმა გონებამ ვერ მოითავსა ნამდვილი აზრი ამ
საშინელის პირობისა. ერთის მხრით, კაცის მკვლელობის დაბრალება
სამარცხვინოდ გახდიდა მის სახელს საუკუნოდ, თუმცა კი უამისოდაც კაცის
მკვლელად მიაჩნდათ ყველას და საზოგადოება დარწმუნებული იყო ამის
დანაშაულობაზედ; მეორეს მხრით - მტლად დადება თავის თავისა, ეგ დიდი
თავგანწირვა, რომელსაც ურჩევდნენ, საუკუნოდ უბედნიერებდა შვილსა.
თუნდაც გაემართლებინათ კიდეც, სადღა იშოვიდა სამუშაოს? ვიღა
მიიკარებდა? არცერთი ქარხანა არ მიიღებდა ერთხელ კაცის მკვლელობაში
შეწამებულს ვაცსა, რომელმაც თავი გადირჩინაო, იტყოდნენ, ეშმაკობით და
მოტყუებითაო. მართალია, არტესის შემწეობით, კიდევ იქნება როგორმე
მოეხერხებინა და ეშოვნა სამუშაო და ისე ერჩინა ვაი-ნაჩრობით თავის თავი და
შვილი, მაგრამ მუშაობას ჯანი უხდა და ღონე. მორტალმა მართალი უთხრა,
სიჭლექე შეუწყალებელი მტერია, სიჭლექე ხომ არ დაზოგავდა, მაინც ბოლოს
მოუღებდა და ჟაკი დაჰრჩებოდა უმწეოდ, უნუგეშოდ და ულუკმაპუროდ. ამ
სახით, გამართლდებოდა თუ გამტყუნდყბოდა სამართალში, ერთი ბოლო იყო
- სიკვდილი, - და რაკი სიკვდილი აუცილებელია, ფიქრობდა საცოდავი კაცი,
განა სულ ერთი არ არის, რითაც უნდა მოკვდეს კაცი, გილიოტინითა თუ
სიჭლექითა! გილიოტინით სიკვდილი იმით მაინც არის კარგიო, რომ ჩემს ჟაკს
სარგებლობას მოუტანს. ნუთუ ჟაკი იმოდენად არა ღირს, რომ მის
გულისათვის ორი სიტყვა ვსთქვაო: "მე მოვკალიო!"
- ყველა ყველა და განა მართლა ისე ავადა ვარ, რომ იმედი აღარ უნდა
მქონდეს! - დაიძახა რამბერმა ხმამაღლა, იმ საშინელი ფიქრებით გარე
მოცულმა.
მოითხოვა საპყრბილის ექიმი და ჰკითხა, ჭლექი ვარო თუ არა? ექიმი
კეთილის გულის კაცი იყო და თავის დღეში არ იმეტებდა კაცს, რომ ამისთანა
შემთხვევაში მართალი ეთქია, ამიტომაც პირზედ ღიმილით უთხრა საცოდავს,
რომ ჯერ სად არისო, თუნდ ასს წელიწადს კიდივ იცოცხლებთო, თუ
ნამეტნავად კარგს ჰავაში იცხოვრებთო და კაი სასმელ-საჭმელი გექნებათო,
ოთახიდან კი რომ გავიდა, ტუსაღების ზედამხედველს უთოხრა, მალე
გაასამართლეთო, თორემ ეგ წინადვე თავისის სენით მოკვდებაო.
- მაგ სულელს არ გაეგება რა, - იფიქრა რამბერმა. - მერე ითხოვა, რომ ნება
მიჰსცენ, პასკალ არტესი ინახულოს. პასკალ არტესი მოუყვანეს და რომ ნახა,
უთხრა ნაღვლიანად.
- არტეს, ერთი მძიმე საკითხავი მაქვს თქვენთან; ნუ დამიმალავთ,
როგორც ყოველთვის მართალის მთქმელი იყავით, ეხლაც მარტო მართალი
მითხარით: თუ თავი არ მომჭრეს კიდევ რამდენს ვიცოცხლებ?
- რამდენსაო?
- დიაღ. მე ვგრძნობ, რომ ჩემი აღსასრული ახლოა. გაბა მართალი არ არის,
რასაც ვამბობ?
- თქვენ ძალიანა ხართ ავად.
- რომ მოვრჩე, ფულია განა საჭირო და გაუჭირებელი ყოფა-ცხოვრიბა?
- რა თქმა უნდა, რომ არც ერთს და არც მეორეს მე ვარ გეღირსები,
ტყუილია თუ?
- მართალია. - ერთი კიდევ. მაგაებით კი უსათუოდ მოვრჩები?
- ნეტა მაგაებს რათა მკითხავთ?
- ეგ მე ვიცი, რათაც. ჩემთვის საჭიროა, მართალი შევიტყო, რაც ენდა
მწარე იყოს.
- რამბერ, - უთხრა არტესმა. - თქიენი ჟაკი ჩემთან არის. გული
დაიმშვიდეთ და თავს ნუ იწუხებთ.
- ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი იმედი აღარ არის.
არტესა ხმაამოუღებლივ შეხედა რამბერს.
- მე ჭლექი მჭირს თუ არა?
არტესმა კიდივ მაინც ხმა არ გაჰსცა.
- მე ეგ ვიცოდი თვითონაც, - უთხრა რამბერმა: - რამოდენა ხანი კიდევ
გავსძლებ?
დიდი მწუხარება და სიბრალული გამოჰსთქვა არტესის სახემ მაინც ხმა
არ გაჰსცა.
- ერთი წელიწადი?
არტესმა მაინც კიდევ ხმა არ ამოიღო და საშინელი, გულმოსაკდომი
პასუხი ენაზედ შეაკვდა.
- ნაკლებ? - იკითხა ხელახლად ნოელმა და გიჟსავით გაიცინა, თითქო
იწვევსო, თქვი რაღაო: იქნება რამდენიმე თვეღა დამრჩომია, იქნება თვეც აღარ
არის, რამდენიმე დღისაღა სიაოცხლე მაქვს? ნუთუ ეგღა დამრჩომია? ეგ არის
რაღა მთელი ჩემი ავლა-დიდება? დიდი თანხაა, სწორედ მოგახსენოთ! ჰოდი
და ნუ გაიცინებ ამისთანა ბედზე!
მერე საცოდავს რამბერს წარბი შეეჭმუხვნა, სახეზედ გამოეხატა სიამაყე
და გამბედაობა და ჰსთქვა ალერსიანად და სევდიანად:
- გმადლობთ, ბატონო არტეს!
დიდხანს ჩაჰრჩა ყურში არტესს ის მწუხარის სმით ნათქვამი მადლობა
საცოდავისა. დიდხანს ცდილობდა გამოეცნო, რისთვის მკითხავდა თავის
სენის ამბავსა ეგრე დაჟინებითაო, და რას ნიშნავდა ის გულსაკვდავი
ხუმარსიტყვაობაო, ის უეცარი რიხი და გამბედაობა ნოელ რამბერისაო.
V
ბოლოს მოვიდა სასამართლოში განკითხვის დღეცა, მხიარულმა აპრილის
მზემ თითქო დამაცინარის ღიმილით მოჰფინა თავისი ბრწყინვალე შუქი
ბნელს, შემჭვარტლულს სასამართლოს დარბაზს, ჭედით გატენილს ხალხითა.
ნოელ რამბერმა იცოდა, რომ რამდენსამე წუთს შემდეგ უნდა წავიდეს და
წარსდგეს ნაფიცთა და მსაჯულთა წინაშე; ფერი მიხდოდა და ტუჩებს?
მღელვარებით იკვნეტდა, ჟანდარმებიც, რომენიც მოვიდნენ მის წასაყვანად,
თვალს უშვრებოდნენ ეთმანს, თითქო ამბობენო: "რაო? დაგიწყო გულმა ძგერა
თუ არა?"
მართალიც იყო. გული ძალიან შეწუხებით უძგერდა. იგი პატიოსანი,
გულუბრყვილო კაცი, გულადი სხვისათვის თავდადებამდე, კეთილი
სხვისათვის თავგაწირვამდე, უნდა დამნაშავეთა სკამზე გამოცხადებულიყო და
მოთმინებით ყური ეგდო, როგორ ჰკიცხვენ საქვეყნოდ, საჯაროდ ავაზაკს
უძახიან, კაცის მკვლელად ხდიან. მოდი და ამისთანა ყოფაში გული გულის
ადგილას გქონდეს! როცა ციხიდამ გამოიყვანეხ სასამართლოში წასაყვანად,
როცა ფეხი დაადგა პატარა და ვიწრო ჩამოსავალ კიბესა, ნოელ რამბერმა
თვალები დახუჭა და ყოვლად შემძლების სიყვარულის ძალით გონების
თვალწინ გამოიხატა სახე თავის პატარა ჟაკისა. მაგ უბედურს მამას, რომელსაც
თავისი ბალღი ისე უყვარდა, რომ ყოვეღსფერხ ქვეეანაზედ მას ანაცვალებდა,
სხვა ნუგეში, სხვა მისაყრდომი არა მქონდა რა, გარდა იმისა, რომ შვილი მუდამ
გულში გამონახული ჰყვანდა.
როცა შეაღეს ხასამართლოს კარი, საიდამაც შეჰყავთ ბრალდებულნი,
ხმაურობა ხალხისა სრულიად შიჰსწყდა და ათასი თვალი მიაჩერდა ნოელ
რამბერსა. პირვილ ხანში ნოვლს შერცხვა, ჟრჟოლამ დაურბინა ტანში; თავი
ჩაჰკიდა და დააცქერდა მოაჯარსა, რომელიც გარს ერტყა ბრალდებულთა
სკამს. მაგრამ მალე მოუბრუნა გული, ჰსთქვა, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო და
ბედის უღელი ვწიოო, აიღო მაღლა თავი და გულდამშვიდებით აქეთ-იქით
ყურება დაიწყო. გრძნობის რაღაც უცნაურის ცდუნებითა, ახლა თავის თავი
ბრალდებულად აღარ ეჩვენა; ეგონა, მე თვითონ მაყურებელი ვარო და ის
საზარელი დრამა, რომელზედაც დამოკიდებული იყო მისი სიკვდილხიცოცხლე, ეგონა ტყუილი სიზმარიაო, თეატრის წარმოდგენააო.
ამ გრძნობათა ცდუნებამ გული, გაუღო რამბერსა. ღიმილით შეხედა
ლუდოვიკე XVI დროინდელს ხვამლსა, რომელიც დარბაზის შუა
ჩამოკიდებული იყო, უშველოებელს ძველს ბუხარსა, ჭვარტლიანს ჭერსა,
მსაჯულებს, რომელნიც მწკვრივად ისხდნენ წითელის მანტიებით, გადახედა
ხალხსაც - სეირის საყურებლად მოსულსა, მხიარულმა თბილმა სხივმა
აპრილის მზისამ, რომელნიც ფარდებშუა გამომჭვირვალებდა და თამაშიობდა
ქალების ტანისამოსზე და კაცების მოტვლეპილს თავებზედ, სხვაგან გაიტაცა
რამბერის გონება. რამდენი ხანია არ ენახა მზის შუქს და უნებლიედ გაიფიქრა.
- რა კარგი რამ იქნება ეხლა ვენსენის ტყე! დღეს ხუთი აპრილია.
ყველაფერი ახლად ამწვანებული იქნება და გაცოცხლებული. რამდენი ხალხი
იქნება ეხლა იქ სახეიროდ, რარიგად ეთბილება, რამდენს სიტკბოებას იგემებს
იქ კაცი!
ბრალმდებელმა ოქმმა გაუფანტა საწყალს რამბერს ეს ტკბილი ოცნება და
კვლავ წინ დაუყენა ის საზარელი ყოფა, რომელშიაც ასე უღვთოდ ჩავარდნილი
იყო. პირისპირ ედგა უკანასკნელს მოქმედებას დრამისას, უკანასკნელ სიტყვას
უსამართლო დევნისას, რომელიც წინდაუხედავმა ბედმა აწვია. ყოველივე
ეხლა უნდა გათავებულიყო. ეს არის, რით გათავდვბოდა? რამდენსამე საათს ან
აღიარებდნენ დამნაშავედ, ან გაამართლებდნენ!... ნუთუ ეგ შესაძლებელია?
ნუთუ ეღირსებოდა განთავისუფლება ციხიდამ? ნუთუ კიდევ წმინდა ჰაერს
ჩაბლაპავდა? ნუთუ კიდგვ გადაეხვეოდა თავის შვილს, თავის პატარა ჟაკსა!
თუნდ რომ შესაძლო ყოფილიყო განთავისუფლება, განა დიდხანს გასწევდა ეგ
ბედნიერება? ვინ იცის, განა სიჭლექეს წინადვე არ დაეწერა თავისი განაჩენი,
მსაჯულთა განაჩენზედ უფრო მეტად შეუბრალებელი? ამ ფიქრებმა ციცხლი
წაუკიდეს უიმისოდაც იმ მწვავს ეჭვსა, რომელიც ჰსჯიჯგნიდა ამ უკანასკნელს
დროს მის გულსა. ეხლა წარმოუდგა თვალწინ თავისი უიმედო, უნუგეშო ყოფა
ცხადად და ნათლად. ეხლა გრძნობდა სრულიად, რომ ორ საშინელ ცეცხლშუა
იყო: ერთ მხრივ განთავისუფლება და სიღატაკე ჟაკისა და მეორეს მხრით სამარცხვინო სასჯელა და ჟაკის სიმდიდრე.
ამ სამწუხარო ფიქრებში წასული, იგი მხოლოდ შიგადაშიგ ათხოვებდა
ხოლმე ყურს ბრალმდებელსა ოქმსა, რომელსაც უკითხავდნენ. ამ დროს უცებ
მისმა მოსარჩლემ ხელში მიაჩეჩა რაღაც ბარათი. ნოელმა თვალი გადაავლო
ნაწერსა და ამოიკითხა შემდეგი ბედისწერის სიტყვები, რომელთა აზრიც
სხვისათვის გაუგებარი იყო და რამბერისათვის კი მეტად ცხადი: „ერთი,
ერთადერთი სიტყვა და ყოველივე დღესვე გარდაცემული იქნება".
თავის დღეში ამისთანა საზარელი და მწარე გრძნობა არ გამოუცდია
ნოელ რამბერს, როგორც ამ წუთსა. თითქო უშველებელი ქვა გულზედ დააწვა,
სული შეუგუბდა და ძლივსღა იბრუნებდა და ვინ იცის, იქნება თავის
სიცოცხლეში პირველხერ იგრძნო რაღაც გაუგებარი შიშიცა. ეშინოდა, გული
არ შემიწუხდესო და არ გადავიქცეო და ამ სახით ამოდენა უსაქმო და
ენაჭარტალა ხალხს მიზეზი არ მიცეო, რომ ქალაჩუნობა შემწამონო.
- ეჰ, რაც მომივა, მომივიდეს! - ჰსთქია თავის გულში - ერთი განსაცდელი
კიდე და ყოველივე გათავდება. კაცი კაცად უჩდა იყვეს.
საშინელი ძალა იხმარა თავის თავზიდ, მთელის ტანით გაიმართა, თავი
მაღლა აიღო, ხელით დაებჯინა მუაჯარს, რომელზედაც დაბჯენილა იმდვენი
სისხლით შესვრილი ხელი, დაუწყო პირდაპირ ყურება ხალხსა, არა
კადნიერებით, არამედ გულახდილად.
- ბრალდებულო, იქვენი სახელი? - ჰკითხა სასამართლოს თავმჯდომარემ.
-.ლუი ფრანსა ნოელ რამბერი.
- რამდენის წლისა ხართ?
- ოცდათოთხმეტისა, - უპასუხა უბედურმა, რომელიც თვალად
ორმოცდაათის წლის კაცსა ჰგვანდა.
- რა ხელობის კაცი ხარო?
- ქარხანაში ვმუშაობდი.
საწყალი რამბერი ლაპარაკობდა ნელა, დაყუდებულის ხმით
სწორედ ისე, როგორც ჭლექები ლაპარაკობენ.
- სამართლის ქვეშ ყოფილხართ როდისმე? - ჰკითხა თავმჯდომარემ.
- გხლებივართ, საპოლიტიკო მიზეზის გამო, - უპასუხა რამბერმა და მის
პასუხმა ცუდად იმოქმედა მსმენელებზედ.
- თქვენც ერიენით ხალხის არეულობაში, თქვინც გიომნიათ ქუჩებში?
- დიაღ, შეცდომა იყო ეგ ჩემის მხრით, თოფი და ხმალი ვირაფერი
წამალია სატკივარიხა.
- მაშ, აღიარებთ, რომ ჰსცდებოდით?
- დიაღ, მე ეგ წინადაც მიღიარებია.
- როცა გაპატივეს პარიჟში მოხვეთით, ისევ თქვენს საქმეს მოჰკიდეთ
ხელი და ყოველთვის იმასა ჰსცდილობდით, რომ თქვენს ამხანაგებში აგეძრათ
გრძნობა შურისძიებისა და მძულვარებისა. მუშაობის დროს იმისთანა
სიმღერებს ვმღეროდით, რომელთაც მღერიან ხოლმე ჩვენის ისტორიის
საუბედუროდროსა?
- მე იმას ვმღეროდი ხოლმე, რაც ჩემი ნება იყო, რაც მომწონდა, მაგრამ
დიდხანს არ მიმღერია. მძულვარების შესახებ კი ამას ვიტყვი, რომ გეფიცებით
ქვეყანაზედ კაცი არ არის, რომ მე მძულდეს.
- დიაღ, მე ვიცი, გინდათ გულკეთილ კაცად გამოიჩინოდ თავი.
- მე სხვაზედ კეთილი კი არა სხვაზედ უბედური ვარ.
- არიან მოწმენი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ თქვენ ყოველთვის თქვენს
ამხანაგებს ამღვრევდით.
- მოწმებიო?
- დიაღ თქვენივე ამხანაგები - მუშა კაცნი.
- ჩემი ამხანაგები მე მამტყუებენ? საწყლები! შესაბრალისნი არიან და არა
გასაკიცხველნი!
თავმჯდომარემ
უბრძანა,
ჯეროვანი
პატივისცემა
იქონიეთ
სასამართლოსი და მოწმებისაო.
- თქვენ მერე გიცდენიათ ახალგაზრდა გასათხოვარი ქალი, სახელად
გარდი, განაგრძო თავმჯდომარემ.
- გიცდენიაო? - სთქვა რამბერმა და ძლივს იჭერდა თვალში ცრემლებსა. მაშინ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, ჩვენ სიყვარულით ვიყავით შეერთებულნი.
რამდენსამე ხანს ნეტარებით ვცხოვრობდით, მერე უბედურება გვეწია,
განვშორდით და ერთმანეთი დავივიწყეთ.
- მას, რასაც თქვენ სიყვარულის კავშირს ეძახით, მრუშობა ჰქვიან. ასეა თუ
ისე, თქვენ ერთს მშვენიერს დღეს გაგიგდიათ თქვენი მეგობარი, დედა თქვენის
შვილისა.
- მე არ გამიგდია, არა - უპასუხა რამბერმა. - ის თვითონ მიმოწმებს.
- მართა გარდმა გამოძიების დროს აჩვენა, რომ უწყალოდ ექცეოდით.
- მართლა? - ჰსთქვა გაოცებით რამბერმა.
- ხოლო თქვენდა სასარგებლოდ ეს უნდა ითქვას, რომ თქვენი უკანონო
შვილი თქვენ შეგიწყნარებიათ. როგორა ჰზდით?
- როგორა? ისე, რომ მართლა კაი ბალღი დადგა. ბოლოს კაცადაც კი
გამოვიყვანდი (ხალხმა გაიხარხარა). დიაღ, მე იმას მართლადა კაცად
გამოვიყვანდი! როგორა ჰზრდიო? ისე ვზრდი, როგორც ზრდის შვილის
ტრფიალი მამა. მე იმისათვის ოთხის კაცის ოდენა ვმუშაობდი ხოლმე.
- თქვენ არ გესმით, რის თქმა მინდა. მე გკითხავთ, შკოლაში სადმე
გიხარიათ თუ არა.
- შკოლაშიო? არა, მე თვითონ ვასწავლიდი. ჯერ სულ პაწაწაა და წერაკითხვა კი იცის.
- არა მგონია, თქვენ იმისათვის გესწავლებინათო რამ.
- მე რომ დამცალებოდა, ყველაფერს ვასწავლიდი, რაც მე თვითონ ვიცი.
ხალხმა გაბოროტებით ხმაურობა შეჰქმნა.
- მართალნი არიან, - ჰსთქვა თავის გულში რამბერმა. უნებლიედ
სირცხვილმორეულმა. - მართლადა, აბა მე რა ნება მაქვს, რომ ასე ვლაპარაკობ.
ეს სიტყვები, რომელნიც აქა ვსთქვი, ჩემთვისვე სამარცხვინონი შეიქმნენ. ვიცი,
ეხლა თავი როგორ უნდა დავიჭირო.
ამის თქმაზედ საშინელმა ცეცხლმა თვალებში გამოუელვა.
რაც კი რამა ჰკითხეს პოლ ლავერდაკის მოკვლის თაობაზედ, მასზედ, თუ
როგორ გაატარა პირველ იანვრის ღამე და რას აკეთებდა იმ სახლში, საცა
ლავერდაკი მკვდარი იპოვეს. რამბერმა არაფერი პასუხი აღარ მიჰსცა.
- ერთი მითხარით, რას აკეთებდით პირველ .იანვარს? - ჰკითხა
თავმჯდომარემ.
- ქუჩებში დავწანწალებდი, ვეძებდი ლუკმა-პურს, მშიერი ვიყავ.
- მგონია, იმ საღამოზედ თქვენ სასმელიც გიშოვიათ. თქვენის სახლის
კარის მცველმა გიამბო, რომ იმ საღამოს, შინიდამ რომ გამოსულხართ მეტად
არეული ყოფილხართ, თითქო მთვრალი იყოვო. სად წახვედით მაშინ
შინიდამ?
- არ მახსოვს.
- სულ ერთია, საცა უნდა წასულიყავით დიდი არაფერია. საქმე იმაშია,
რომ თქვენ იქ მოგასწრეს და დაგიჭირეს, საცა ლავერდაკი იყო მოკლული;
თქვენ ის-ის იყო, კაცი მოგეკლათ, მიზეზი ავკაცობისა ცხადია: თქვენ
მოგიკლავთ იმისათვის, რომ ის უბედური გაგეცარცვათ.
- გამეცარცვაო?! - დაიძახა რამბერმა და ამ ძახილში გამოთქვა
გულტკენილი და გაუპატიურებული ამპარტავნება პატიოსანის მუშაკისა.
მან თამამად, ამაყად და წყრომით შეხედა კაცსა, რომელმაც გაბედა და
აკადრა ამისთანა სიტყვა. თავმჯდომარე, მსაჯულნი და ბრალმდები თითქო
ყურს სულაც არ უგდებენო; ერთი ბრჩხილებს იწმენდა, მეორე ყურთ უკან
იფხანდა და სხვები ამთქნარებდნენ. უბედური რამბერი გაშრა და მოკლული
იყო ამისთანა გულგრილობის გამო, რომელიც იმის ნიშანი იყო, რომ რამბერის
დანაშაულობაზედ ეჭვი აღარა აქვთ.
ეს რომ ნახა, მაშინ კი განიზრახა, პირობაზედ დავეთანხმებიო, გავიყიდი
თავსო... მძიმედ დაეშვა სკამზედ და მთელი ტანი აუცახცახდა. მერე გადაგდო
თავი უკან და საშინელი ირონიით დაიძახა:
- დიაღ, მე მოვკალ და მოვკალ იმისათვის, რომ გამეცარცვა. მის ხმაში
ისმოდა რაღაც საზარელი, ხმაგაკმენდილი ქვითინი და გაოცებულს ხალხს კი
ეგონა, რომ თავდაჭერილი ხარხარიაო.
- მაშ, აღიარებთ რაღა თქიენს დანაშაულობას? - ჰკითხა ცივად
თავმჯდომარემ.
- აღიარებო? - უპასუხა რამბერმა. - რას? იმას რომ მე მოვკალ? თქვენ ხომ
ამას უჩემოდაც დაამტკიცებდით. განა მართლმსაჯულობა ყოვლად მცოდნე არ
არის, ყოვლად მხედველი, ყოვლისფრის გამომცნობელი? ოთახში ორ კაცსა
ხედავთ: ერთი მკვდარია, მეორე ცოცხალი. აქ რა დიდი ლარი და ხაზი უნდა,
აიღეთ და ჩამოახჩეთ კაცის მკვლილი! ჩამოახიეთ, ქურდი და კაცის მკვლელი,
ჩამოახიეთ! ბევრი ჩიჩინი რად გინდათ, თქვენ, ყველაფრის მცოდნენო,
ყველაფრის დამნახველნო, ყველაფრის გამომცნობელნო!
ამ სიტყვებს რომ ამბობდა, რამბერი საშინელი რამ იყო. დიდებულად
საშინელი და ყველანი ვინც კი მაშინ იგი ნახა, უნებლიეთ შეკრთნენ. ხალხს
რაღაც თავზარი დაეცა. ფერმკრთალი, ჩამომხმარი, იგი ლაპარაკობდა ისე
თითქო ძილშიაო, თითქო ჰბოდავხო, იგი ლაპარაკობდა ისე, თითქო ვიღაც
უხილავს, იქ არ მყოფს ეუბნებაო და ანუ მომავალს საუკუნოებს შეჰჩივისო.
- მაშ, ტყდებით რაღა? - გაუმეორა თავმჯთომარიმ და ცდილობდა,
სიტყვაში რაშიმე დაიჭიროს.
- თქვენ ამტკიცებთ ჩემს დანაშაულობას და რაღა მეთქმის, - უთხრა
რამბერმა.
- ეხლა თქვენ თვითონვე არ გამოგვიტყდით?
- მაშ, კარგი! მართალია, გამოვტყდი, მოვკალ.
ნოელ რამბერმა ამ სიტყვებით თავისი თავი ჯალათის ხელში ჩააგდო.
საკუთარის ნებით, გმირულად, კადნიერის გამბედაობით ზურგი შეუქცია
ყოველისფერს: თავის პატიოსნებას, თავის წარსულსა, თავის კაიკაცობას.
ყველასფერი უარყო და თავი მისცა ჯალათსა. იმ ეშმაკეულს მაცდურების
ვეღარ გაუმაგრდა და შესწირა თავის შვილის ბედნიერებას ყოველისფერი, რაც
კი მის ღირსებას, მის კაცურ-კაცობა შეადგენდა. ქვებნის საწყევლელად ხდიდა
თავის თავს, კაცის სისხლის ცოდვას იდებდა ქვეყნის წინაშე და სულ ვისთვის?
თავის პაწაწა ჟაკისათვის. იგი მოურიგდა კაცის მკვლილს, მის ადგილას ჩადგა
და თავის თავზედ მიიღო ყოველისფერი: სირცხვილი და სასჯელი. რაღაც
გაშმაგებულის სიტკბოებით მან დაარღვია, მან დამიწა თავისი პატიოსანი,
ჯაფის მწევი ოცდაათის წლის ცხოვრება და ამ დარღვევას და დამიწებას
შეაკლა მთელი თავისი უკანასკნელი ძალღონე. ჰფიქრობდა, თუ წასახდენი
ვარ, დიდებულად მაინც წავხდეო, ისე, როგორც ვაჟკაცსა ჰშვენისო.
ამის გამო სასამართლოში მოგროვილს ხალხს ეხლა კადნიერებით და
გამბედაობით დაუწყო ყურება, თითქო საომრად ითხოვსო. რაკი რამბერმა
თავისი თავი აღიარა ლავერდაკის მკვლელად, საქმე გათავებული იყო. აღარც
მოწმებს, აღარც ბრალმდებელს, აღარც მოსარჩლის მოკმაზულ სიტყვებს ყური
აღარავინ არ ათხოვა. ყოველივე ეს გაუქმდა იმ საშინელ განაჩენის წინაშე,
რომელიც თვითონ რამბერმა თავის თავზედ წარმოსთქვა.
- ჭკუიდამ შეშლილია! - ჰსთქვა ერთმა იქ დამსწრემა. - არაფერი გეში და
საბუთი არ იყო მის გასამტყუნებელად. ბევრი-ბევრი ციხეში ჩასვამდნენ ან
ტულონში გაისტუმრებდნენ. ეხლა კი თვითონ გაუწვდინა კისერი ჯალათსა.
ეს რა ქნა, თქვენი ჭირიმე! ეგ ადამიანის შვილი არ არის.
რამბერთ კი გატაცებული იმითი, რომ თავი დასდვა შვილისათვის,
ამბობდა თავისთავად: ჟაკი გამიბედნიერდება! ჟაკი მდიდარი მეყოლება!
და სახეზედ ამოებეჭდა გმირული თავგანწირვა. რამბერი იმ ჯურის
ხალხს ეკუთნოდა, რომელნიც მზად არიან ძარღვი გაიხსნან, რომ მწყურვალს
ამხანაგებს თავისი ხისხლი ასვან და იმითი წყურვილი მოუკლან, რომელნიც
მთლად მიეცემიან ხოლმე მსხვერპლად იდეას, ანუ საყვარელს არსებასა. ეგ
უჩუმარნი, წამებულნი და გმირიბი, რომელნიც უხილავად თავსა ჰსდებენ
ხოლმი სხვისათვის, უფრო ხშირად ღატაკთა რაზმში მოიპოვებიან.
ნოელ რამბერი გრძნობდა თავისის გულის სიღრმეში, ჰგრძნობდა მთელის
თავის არსებით განუსაზღვრელს უზომო სიყვარულს თავის შვილისადმი,
სიყვარულს განუსჯელს, როგორც პირუტყვის სიყვარულია და სათუთოს და
ნაზს, როგორც ქალის სიყვარულია. რამბერი იყო ნამდიილი და ჭეშმარიტი
მამა. დედა ვერ იგრძნობდა იმ აუარებელს, გიჟურს სიხარულს, რომელიც
თავიდამ ფეხამდი ტანში დაუვლიდა ხოლმე ამ კაცს, როცა კი თავის პაწაწა
შვილს კანკალით გულზე მიიკრავთ. რაღაც დიდიბულიბა იყო ამ შვილისადმი
მამის სიყვარულში. ამატომაც რად უნდა გვიკვირდეს ამისი თავდადება
შვილისათვის. რაო? სიცოცხლეს სწირავდა! ბატონებო, სიხარულით
შეჰსწირავდა არა ერთხელ, ათასჯირ, თუ შესაძლო იქნებოდა. ჯალათის ნაჯახს
გაუშვირა კისერი. ამით მითამ რაო? შვილს მოუპოვა ლუკმა-პური, მოუპოვა
ბინა, თავისუფლება, კაცური ცხოვრება. დიაღ, შვილის საბედნიეროდ გაიწირა
თავი სასიკვდილოდ. მაინც უიმისოდაც ხომ უნდა მომკვდარიყო
სიჭლექისაგან რამდენიმე თვის შემდეგ. რა უყოთო, ფიქრობდა გულში;
უამისოდაც შემოდგომაზე უნდა მოვმკვდარვიყავო, ეხლა კი გაზაფხულის
პირზე მოვკვდებიო, სხვა ხომ არაფერიო. ნოელ რამბირს სახეზედ გამოეხატა
სიხარული და თავმოწონებული ამპარტავნება. როცა სამართალმა გამოუცხადა
თავისი საშინელი განაჩენი, ამაყად თავი მაღლა აიღო და გიჟურმა სიხარულმა
უელვა თვალში ამ კაცსა, რომელიც თავის თავსა სდებდა წამებულთათვის
გმირულად და დიდებულად.
დანიელ მორტალი სიხარულით ფეხზედ არ იდგა. მან შეუძლებელი
შეჰსძლო და ალალმართალს კაცს კაცის კვლა აკისრებინა, თავისი დანაშაული
სხვას აჰკიდა. ეხლა კი გული.დააჯრა, რომ გამბედაობა და მედგრობა ყოვლად
შემძლებელი ყოფილა, ეხლა შეეძლო გულდადებით ეფიქრა, რომ ზნეობითი
კანონი ფუჭი და უღონო სიტყვაა ამ ქვეყანაში, რადიანაც ამ საშინელს და
ერთმანეთთან შეუწონებელს ბრძოლაში გამარჯვება თვითონ დარჩა, მაშინ,
როდესაც ყოველი სხვა უიმისო კაცი დამარცხდებოდა. თავმოწონებით
გამოვიდა სასამართლოდამ, ურცხვად გადახედა ხალხს, რომელიც
უცოდინარობისა გამო ქოქვით და წყევლით იხსენიებდა სასიკვდილოდ
დანიშნულ ღატაკსა. მორტალი შინ მივიდა და გახარებულმა უამბო
ყოველისფერი თავის ცოლსა. კლარამ გულცივად და ხმაამოუღებლივ
მოისმინა მისი ლაპარაკი!...
- ჰსჩანს, შემცდარი ვყოფილვარ! - უთხრა კლარამ თავის ქმარს, როცა ამან
სიტყვა გაათავა. - ტყუილად დამიბრალებია. იმ კაცს მოუკლავს ლავერდაკი და
არა თქვენ. მკვლელი აღმოჩნდა. თვითონ გამოტეხილა. მე თავის დღეში
ლავერდაკის სახელს თქვენს წინაშე აღარ ვახსენებ. ნოელ რამბერი დამნაშავედ
ცნობილია და სიკვდილით სასჯელი განუწესებიათ. ეგ საკმაოა ჩემთვის.
მაგრამ მაგგვარი დაბოლოვება საქმისა ჩვენს ყოფასა არაფრით არა სცვლის.
რაკი თქვენზედ იმისთანა საშინელი ეჭვი შემოვიტანე, ჰსჩანს გულში ბევრი
ბალღამი მომკრეფია. თქვენ შემწამეთ, რომ მე ის კაცი მყვარებია და მე შეგწამთ,
რომ ის კაცი თქვენ მოგიკლავთ. ძალიან უნდა გვძულდეს ერთმანეთი, რომ
ჩვენმა იჭვნეულობამ მაგნობამდი მიგვაწევინა. ჰსჩანს, ჩვენ ერთმანეთისათვის
უცხონი შევიქენით, ჩვენ ამას იქით თუმცა ერთს ჭერსქვეშ ვიცხოვრებთ,
მაგრამ ჩვენ შუა ხიდი ჩატეხილი იქნიბა სამუდამოდ.
- მაგითი რის თქმა გინდათ, მითამ? - ჰკითხა ქმარმა.
- იმის თქმა მინდა, რომ მე თქიენს გვარს კი ვატარებ ამას იქით, მაგრამ
ცოლი კი აღარ ვიქნები.
- ეე!... - ჰსთქვა ღიმილით მორტალმა. - ეგ გაბუება თვისებაა ლამაზის
ქალისა! მალე გაივლის, როგორც ყოველისფერი ამ წუთის სოფელში.
- მე თქვენ არ მიყვარხართ, - უთხრა გადაწვეტილად კლარამ. - და თუ რამ
კავშირია კიდევ ჩვენს შორის, იმის მადლობელი იყავით, რომ მე ჩემი
მოვალეობა ვიცი და მწამს.
- მე მაგასაც ვიკმარებ, ვიდრემდი სხვა ბძანებას გამოსცემდე, - უთხრა
მორტალმა და დამაცინარის ზრდილობით თავი დაუკრა და გამოეთხოვა.
რამბერის გამოტეხის ამბავმა მალე მოირბინა მთელი ქალაქი. ხალხი
ბევრს რასმეს მოელოდა სასამართლოში გარჩევის დროს, მაგრამ ლოდინმა
ამაოდ ჩაუარათ. რაკი ნოელი გამოტყდა, ხალხისათვის საინტერესო რაღა უნდა
ყოფილიყო, ყველას აზრით, რამბერი სხვებისათვის წვრილმანი, გულამხდარი
კაცის მკვლელი გამოდგა, რომელსაც იმედი ჰქონია, გამოვტყდებიო და იქნება
სასჯელი შემიმცირონო.
რამბერის ამხანაგებს უკვირდათ. ზოგი ამბობდა, მოდი და დაუჯერე
ადამიანის სახესაო; ზოგი - ბევრი რამ არის ქვეყანაზედ უცნაური და
გაუგებელიო. ზოგი - არ დავიჯერებთო, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოსო.
მხოლოდ ერთმა კანტორაში მოსამსახურემ შენიშნა გულისხმიერობით:
- მე წინადვე ვიცოდიო, რომ რამბერის ბოლო ეგ იქნებოდაო;
რესპუბლიკელი იყოო.
ამ ამბავმა ყველაზე უფრო პასკალ არტესი გააოცა. სამართალს, შესაძლო
იყო, რამბერი დამნაშავედ ეცნო, შესაძლო იყო, რომ კაცობრივი
მართლმსაჯულება შემცდარიყო, მაგრამ რომ რამბერმა თვითონ აღიარა
დანაშაულობა, ამას არტესი თავის დღეში არ მოელოდდა, ამას თავის დღეში არ
დაიჯერებდა. ან მე არა მესმის რაო ქიეყნიერობისაო, ამბობდა გულში არტესი;
ან რამბერი კაცის მკვლელი არ არისო. მაგრამ რას იზამო? თვითონვე
გამოტყდაო. ის წუთი, როცა არტესმა ეს საშინელი ამბავი შეიტყო, იმისთანა
წუთი იყო მისთვის, რომ ამაზე უმწარესი თავის სიცოცხლეში არ ენახა. ისე
სწამდა ნოელ რამბერის კაი კაცობა, რომ მთელის ქვეყნის წინაშე მის სარჩელს
არ ითაკილებდა, წინა აღუდგებოდა თვით სასამართლოს განაჩენსა, მაგრამ რა
ვუყოვო, რომ თვითონვე აღიარა თავისი ავკაცობაო. არტესს გული აემღირა
მთელს კაცობრიობაზედ, რაღაც თავზარი დაეცა და კანკალმა აიტანა. ვინღა და
რაღა უნდა ეწამებინა ამას იქით? ვიღას და რაღას უნდა ჰნდობოდა?
არტესს არამც თუ უკვდებოდა საუკუნოდ ჩირქმოცხებული ერთი
პატიოსანი კაცი და კეთილშობილი ამხანაგი, არამედ უკვდებოდა მასთან
ერთად თვით რწმენაც ადამიანის სიკეთისა და ამ რწმენის დაკარგვაზედ
უარესი განა არის რამე ქვეყნიერობაზე!
ატეხს უნდოდა, რამბერი ენახა და თვითონ გამოეძია რამოდენად
სარწმუნო იყო რამბირის გამოტეხა. ნება მიჰსცეს რამბერის ნახვისა. ნოელი
სულ გამოცვლილი იყო, წვერი მოეპარსნათ, თმები საფეთქლებთან
გაჰსთეთრებოდა, თვალები ჩაჰსცვივნოდა და რაღაც მხეცურის ცეცხლით
უელავდა.
- ნუთუ, რამბერო, შვნა ხარ? - უთხრა არტესმა რამდნსამე ხანს შემდეგ.
- მე ვარ, მე, - უთხრა უბედურმა. - მე ვარ სასიკვდილოდ დანიშნული, რას
იტყვით ამაზე?
- მართლა თქვენ თვითონ აღიარეთ? - ჰკითხა არტესმა მკვახედ და
უწყალოდ.
- მე თვითონ, - უპასუხა ნოელმა გადაწყვეტილად.
- მაშ თქვენ მოჰკალით?
- თქვენ მოჰკალითო? - დაიძახა რამბერმა და ტუჩებზედ იკვნიტა,
შიშობდა, მართალი არ წამო მცდესო, ეროს წუთს შემდეგ დაბლახმით
დაუმატა: - მე არ ვიცი, მე მოვალ თუ არა, მხოლოდ ის კი ვიცი, რომ სასჯელი
მე დამდეს და მიხარიან. ეხლა ყველაფერი გათავებულია.
- არა, არა! - დაიძახა არტესმა. - არ დავიჯერებ, თქვენ კაცს არ
მოჰკლავდით, თქვენი ნათქვამი არ იქმნება, მე მოვკალიო. როგორ ეტყოდით
მაგას მსაჯულებასა! აბა, მე შემომხედეთ და ხელმეორეო წარმოჰსთქვით ჩემს
პირისპირ ეგ საშინელი სიტყვები.
- მე ვსთქვი სამართლის წინ, რომ მე მოვკალ-მეთქი.
- მაშ, მე მოგიტყუებივარ, რომ მეფიცებოდით უბრალო ვარო.
- მართალია, ორში ერთი მომიტყუებიხართ: ან თქვენ, ან სამართალი.
- თქვენ ან გაგიჟებულხართ, ან ძალიან უბედური ხართ. თქვენ მე არ
მომატყუებდით, დარწმუნებული ვარ. თქვენ არ მოგიკლავთ ის კაცი, არა, და
არა!
- მე თვითონ გამოვტყდი, და საქმეც ამაშია, - უთხრა რამბერმა რაღაც
გაბოროტებულის დაცინებითა.
- ჰო, თქვენ თვითონ გამოტეხილხართ, - დაიძაბა არტესმა. - თქვენ
თვითონ მიგიციათ თქვენი თავი მსაჯულთა ხელში, მხოლოდ იცით, რისთვის
მოვსულვარ მე აქ? თუმცა თქვენ თვითონ გიღიარებიათ, მაგრამ მე მაინც
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კაცის კვლას არ იკადრებდით. კაცის
მკვლელი უნამუსო კაცია და თქვენ უნამუსო არა ხართ. მე თქვენ კარგად
გიცნობთ, რამბერ! მითამ თქვენ მოჰკალით კაცი იმისათვის, რომ გაგეცარცვათ!
თქვენ, ეგრე პატიოსანმა კეთილშობილმა, წმინდამა და სულგრძელმა კაცმა!
არა, არა! მთელი ჩემი არსება ამას ეწინააღმდეგება და ათასი რომ ჰსთქვათ „მე
ვარ კაცის მკვლილიო“, მე პირში მოგახლით: "სტყუი და ცრუობ-მეთქი".
ნოელი იდგა და ცდილობდა გული არ ამოსჯდომოდა და სული არ
შეხუთოდა. აწითლებული თვალიბი ცრემლებით აევსო. მთელის ტანით
კანკალებდა და თითქო უნდოდა, გადახვეოდა არტესსა და ეთქვა: "ჰო,
მართალი ხართ, მე ვიტყუე, მე დამნაშავე არა ვარ". ხოლო ჟაკი მოაგონდა, ამან
შეაყენა. მწუხარების ღიმილი გამოესახა ტუჩებზედ და იფიქრა: "რისთვის".
დეე, ამანაც ის იფიქროს ჩემზედ, რასაც სხვანი ფიქრობენ", - და მერე დაბლა
ხმით უთხრა არტესსა.
- მაგაზედ ნუღარას მეტყვით ბატონო არტესს. თუ გინდათ რომ ამაზე
მეტად უფრო არ გამაუბედუროთ. განა შეუშლიან ვისმეს სხვის გულში
ჩახედვა? არავის. მალე შეიტყობენ ყველანი, რად მოვიქეცი ესე და არა სხვა
რიგად. ეხლა კი ნუღარასა მკითხავთ. თქვენ ჩემი ავკაცობა არა გჯერათ.
მადლობელა ვარ ამისათვის, თქვენ ყველაზეთ პატიოსან კაცად გიცნობთ,
თქვენ მეტ-ნაკლებობით სიყვარული არ შეგიძლიათ, თუ გიყვართ ვინმე,
სრულად გიყვართ. თქვენ არა გჯერათ ავკაცობა მათი, ვინც თქვენთან ერთად
გულმართლად
ირჯებოდა
და
იბრძოდა
თავისუფლებისა
და
სიმართლისათვის. ვინ იცის, იქნება მართალიც იყოთ მაგაში. ვინ იფიქრებდა,
რომ ნოელ რამბერი, მხიარული, პატიოსანი ლეკი ბიჭი აგრე სამწუხაროდ
გაათავებდა თავის სიცოცხლესა! ოჰ, ღმერთო! რა გულუბრყვილო ვიყავ, რა
უმეცარი, რა კეთილი! მე ამ ქიეყნისა ყველაფერი მწამდა და ყველაზედ
გულდანდობილი ვიყავ. მე იმისთვის ვიყავ გაჩენილი, რომ მყვარებოდა
ყოველი: კეთილი, ყოევილი მშვენიერება! ჩვენს სამშობლო ქვეყანას შევწირე
ჩემი თავი და ყოველივე ჩემი ზრუნვა და ფიქრი. მხოლოდ ბოლოს ჟამს
ამიჩნდა ერთი სხვა საგანი სიყვარულისა, თქვენც იცით, მართა (საწყალი
ქალი!) და პოლიტიკა გულიდამ ამოვიღე. აი დამნაშავე რაში ვარ. მე
ვფიქრობდი, თავისუფლება ძვირად უჯდება მეთქი კაცსა. კმარა, რაც
სხვისთვის ვიტანჯე მეთქი, სხვისთვის ფიქრი გვეყოფა-მეთქი, დროა ჩემს
საკუთარს თავსაც მოგხედო-მეთქი, გაუმარჯოს-მეთქი სიყვარულსა და
ბედნიერებასა! დიაღ, მე მიყვარდა მართა! მხოლოდ ბედნიერება კი ვერა ვნახე
და იმ დღიდამ დავიღუპე. მას აქეთ მწუხარება, ვაება მეწვია, სიცოცხლე
მომბეზრდა, ერთის სიტყვით, მომესია ყოველივე ის, რაც კაცს მიიყვანს ხოლმე
იქამდე, რომ აიღოს და თავი მოიკლას. რამდენჯერ მომდომია თავი დამეხჩო
წყალში, მაგრამ ჩემი პაწაწა ჟაკი მაგონდებოდა ხოლმე და ის მისხნიდა. ბევრიც
არა უნდოდა რა. ხიდიდამ თავდაყირა დავეშვებოდი და ყვეღაფერი
გათავდებოდა. მართალია, ამბობენ მაგისთანა სიკვდილი უნამუსობააო, ეგ
სიკვდილი მხდალის სიკვდილიაო; შეიძლება უფრო უკეთესის სიკვდილით
მოჰკვდვს კაცი და ეგ უკეთესი დღეს მე ამომირჩევია. როდესმე ეს ძალიან
გაგიკვირდებათ და ეხლა კი საკვირველი არა არის რა. მე კაცის კვლა
დამაბრალეს, მითხრეს, შენა ხარ დამნაშავე და მეც ვუთხარი: კარგი, ვჰსთქვათ,
რომ მე მოვკალი-მეთქი. ეხლა ისღა დამრჩენია, რომ ეშაფოტზედ ავიდე და
ადამიანთა მართლმსაჯულება გულმოგებული იქმნება.
- ერთი ეს მითხარით, - დაიყვირა არტემა გაცხარებით. - თქვენა ხართ
კაცის მკვლელი, სწორედ თქვე, რამბერ?
- მე გთხოვთ, ნუღარას მკითხავთ, - უპასუხა რამბერმა ქაღალდსავით
ფერგაცრეცილმა. - ნუღარა მკითხავთ, ნუ, გეხვეწებით. თქვენ ყოველთვის ჩემი
გულშემატკივარი ბრძანებულხართ და ეხლა გულმტკივნეულებთ ჩემის
შილისათვისაც. მაშ ნება მომეცით, ორი რამა გთხოვოთ, მხოლოდ წინადვე კი
აღმითქვით, რომ ამისრულებთ.
- ჯერ ეს მინდა ვიცოდე, ვინ მელაპარაკება: მამულის შვილი რამბერი თუ
კაცის მკვლელი რამბერი?
- თქვენ კეთილი ხართ და კაცთმოყვარე, ბატონო არტეს, - უთხრა
რამბერმა და თრთოლით მიაბჯინა თვალები. ვიცი, გიყვართ ჩემი შვილი,
შვილი რა პასუხისმგებელია მშობლის ავკაცობაში. მპირდებით თუ არა, ჩემს
პაწაწა ჟაკისათვის ის ამისრულოთ, რასაც გთხოვთ... თუნდ მართლაც
ლავერდაკის მკვლელი ვიყო.
- როგორ თუ "თუნდ მართლაცაო?" სამართალს თვითონ არ უთხარით,
რომ...
მე გეუბნებით, თუნდ მართლაც მე ვიყო კაცის მკელილი" მეთქი, განუმეორა რამბერმა.
ატესს ეოცა, რომ რამბერი ასე გულგრილად ლაპარაკობს იმ საშინელს
ავკაცობაზედ, რომელიც მას მიეღო თავის თავზედ სამართლის წინაშე. არტესს
ეჩვენა, რომ ამ კაცის სიტყვებში ისმის დიდი ტანჯვა, ისმის, რომ ეს კაცი
მართალია. არტესს ჟრჟოლა მოუვიდა. შიშობდა, ვაი თუ ან მართლა
კაცისმკვლელი იყოსო, ან სხვისგან ვისგანმე გაწირულიო. ერთიცა და მეორეც
თავზარსა სცემდა არტესსა.
- მე აგისრულებთ ორივე თხოვნას, - უპასუხა არტესმა.
მაშინ რამბერმა, ხმადაბლა, ხველებით ძლივ-ძლივ უთხრა, სილვიო
პელიკეს წიგნი გამომიგზავნეო, ჯერ კი საწამლავით გაჟენთე უკანასკნელი
ფურცელიო, ასე რომ მშვიდობიანად მოვკვდე ციხეშიო და არა სამარცხვინო
სიკვდილით მოედანზედ დავლიო სულიო. არტესმა პირობა მიჰსცა. მეორეს
ამასა გთხოვო, წახვიდეთ დანიელ მორტალისას და ჟაკის სახელზედ
დაბეჭდილი წირილი გამოართვათო. როცა. ჟაკი. ოცის წლისა შესრულება,
მაშინ შიუძლიან ის წერილი გახსნასო. ეს თხოვნა ძალიან ეოცა არტესსა, თუმცა
დაჰპირდა კი აგისრულებო. მით უფრო, რომ რამბერისაგან გაეგო, რომ
მორტალს უნდაო, რაიმე სიკეთე უყოს ჩემს შვილსაო.
- მადლობელი ვარ, - განაგრძო რამბერმა. - ეხლა ერთი სურვილი კიდივ
მაქვს; მე არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა ატაროს გვარი კაცის მკვლილის
რამბერისა. მაშინ მიიღოს ეგ გავრი. როცა დარწმუნდება...
- რაში დარწმუნდება, რაში? - დაიძახა არტესმა, რაკი შეამცნია, რომ
რამბერი ჭოჭმანობს.
- მასში, უპასუხა რამბერმა: რომ მაგისთანა ტვირთის ტარება შეეძლება. იმ
დრომდს სხვა გვარი დაარქვით. მხოლოდ დედის გვარს კი ნუ, თუ დედა
მოიწადინებს ჟაკის თავისთან წაყვანას, არ დაანებოთ. არ მინდა რომ იმისთანა
საძაგელი გამოვიდეს, როგორც მისი უნამუსო... ნუ დაანებებთ, უთხარით:
ეხლა გვიანღა არის თქო, შვილი თქვენი აღარ არის თქო.
- ნოელ გინდათ რომ თქვენი ჟაკი მი ვიშვილო? უთხრა არტესმა.
- მინდაო? დაიძახა რამბერმა და თვალები აუწერელის სიხარულით
აენთო.
- მაშ, მითხაროთ რომ თქვენ ლავერდაკი არ მოგიკლავთ.
- მე ვაღიარე და მოვრჩი, ჰსთქვა გულდაწყვეტილად და დაბლა ხმით
რამბერმა.
- მაშ, მართლა მოჰკალით?
- მე ვაღიარე მეთქი, განიმეორა უბედურმა.
- ვაი, უგუნურო! უთხრა არტესმა: თქვენის გულის საღრმეში რაღაცაა
დაფარული და ის რაღაცა ვერც წამიკითხავს და ვერც გამომიცვნია. თქვენ
სულს გიხუთავთ რაღაც საიდუმლო, რაღაც მწუხარება. ნოელ რამბერ, თქვენ
მართალი მითხარით წეღან. დამნაშავე ხართ, თუ არა, თქვენი ხელი კაცის
სისხლშია მოსვრილი, თუ ისეთივე წმინდაა და უჩირქო, როგორიც მე ჩემს
ხელში ასე ხშირად ძმურად მჭერია და რომელმაც იცოდა მარტო მუშაობა და
ბრძოლა სამშობლო ქვეყნისათვის, მაგაების გამოკითხვა ეხლა გვიანღა არის.
მხოლოდ ამას კი ვიტყვი, რომ თქვენ გრჩებათ შვილი, პატარა, უმანკო ბალღი,
იმას არ უნდა გადახდეს ის დანაშაულობა, რომელსაც თქვენ დღეს
სიკვდილით იხდით. რამბერ, შეგიძლიანთ სული მშვიდობიანად დალიოთ.
ნოელ, პაწაწა ჟაკს ლოყებს არ აუნთებს სირცხვილით გვარი რამბერისა, გვარი
ღატაკის მუშა კაცისა, რომლის სახელითაც შეიძლებოდა, რომ თავიც მოეწონა,
თქვენი ჟაკი ჩემი შვილი იქნება, თქვენს ჟაკს ჩემი გვარი ერქმევა.
- ჰოი, ბატონო არტეს! - დაიძახა ნოელმა. - მაგ სიტყვებისათვის მთელ
სიცოცხლეს მივცემდი, მთელს ჩემს სისხლს დავანთხევდი! თქვენმა სიკეთემ
გული დამიამა და მე სასიკვდილოდ დანიშნული კაცის მკვლელი,
გაუპატიურებული, ყველასაგან შეჩვენებული ეხლა ჩემს თავს ყველაზედ
უბედნიერეს კაცადა ვჰსთვლი! ჩემი კაცი! ჩემი პაწაწა ჟაკი თქვენს ხელში
გაიზდება! კაცი იქნება, კაცი!
- მაგრამ ფიქრად მოუვიდა თუ არა, რომ არტესი გაუზდის შვილსა,
საწყალს რამბერსა თავზარი დაეცა. მაშ რაღად გაიწირა თავი, რაღა საჭირო იყო
ის დიადი და დიდებული უგუნურება, თუ პასკალ არტესი ეყოლებოდა
პატრონად მის შვილსა? ახალი, უფრო საზარელი განსაცდელი წარმოუდგა
ნოელს. უნდოდა, ყველაფერი ეთქვა, ყველაფერი აეხსნა, ყველაფერი
გაემჟღავნებინა და ერთის სიტყვით დაერღვია სამარცხვინო პირობა, შეკრული
პორტალთანა. მაგრამ არტესმა უნებლიედ გაუქარწყლა - გულის წადილი და
მოაგონა უწყალო ცხოვრება ღატაკისა.
- დიახ, კაცი იქნება, კაცი, - უპასუხა არტესმა. - მაგრამ ღარიბი და
დამარცხებული როგორც მე. ვინ იცის, შევიძლებ იმის გაბედნიერებას თუ არა?
- ღარიბი! დამარცხებული! - განიმეორა რამბერმა და მერე თავისთავად
გაიფიქრა გულში. ჰო, ღარიბი იქნება.
- რა უყოთ, რომ ღარიბი იქნება. დეე, იყოს ღარიბი და პატიოსანი კი, განგრძო არტესმა.
- კარგი! - ჰსთქვა თავის გულის სიღრმეში რამბერმა. - ჟაკი მდიდარი
იქნება, მდიდარი! ნუთუ შენ ცოცხალ-მკვდარო მამავ, შვილს იმოდენად
გამოიმეტებ, რომ შენს სიცოცხლეს იმის ბედნიერებას არ ანაცვალებ! არა, არა!
ჟაკი მდიდარი უნდა აყოს და იქნება კიდეც!
- სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი რამბერ? - უთხრა არტესმა კარგა ხნის
დუმილის შემდეგ და მწუხარებით შეჰსცქეროდა უბედურს ღატაკსა.
- აღარაფერი.
- მაშ ისინი მართალნი არიან, თქვენ კაცი მოჰკალით?
რამბერმა ხმა არ გაჰსცა.
- მე მივდივარ, - უთხრა არტესმა. - რაც დაგპირდი, ყველაფერს
აგისრულებ; მაგრამ გთხოვთ კი, გეხვეწებით, მართალი მითხარით, ნოვლ
რამბერ, მართალი მითხარით.
მართალიც ის არის, რომ მე თქვენ პატივსა გცემთ და მიყვარხართ ისე,
როგორც ჩვმი შვილი მიყვარს. მართალიც ის არის, რომ მე ღატაკი, უბედური
მარტო ერთმა კაცმა მიცნოდა და ერთმა კაცმა შემინდო. ის კაცი თქვენა ხართ.
მართალიც ის არის, რომ სიკვდილი მწყურია, რომ სული გვამში აღარ მიდგება,
სიცოცხლე მომბეზრებია. მართალიც ის არის, რომ მე ისე ვკვდები, რომ არც
მიღალატნია და არც ვღალატობ არცერთს იდეას ჩემის ყმაწვილკაცობისას! ოჰ,
ბატონო არტესს! ჩემი უკანასკნელი ვედრება ეს არის; ჯერ მოიცათ, წინასწარ
ნუ მომიძულებთ! დრო თავისას იტყვის.
- რაო? დრო თავისას იტყვისო? - დაიძახა არტესმა.
- მშვიდობით, უპასუხა რამბერმა.
ციხიდამ გამოვიდა თუ არ არტესი, გული ეუბნებოდა, შენ გამოეთხოვე
კაცის მკვლელს კი არაო, არამედ ტანჯულსა და წამებულსაო.
მეორე დღესვე აუსრულა ორივე თხოვნა: მორტალს გამოართვა
დაბეჭდილი წერილი ჟაკ რამბერის სახელზედა და ციხეში გაუგზავნა სილვის
პელიკოს თხზულება, რომლის უკანასკნელი ფურცელი გაჟენთა საწამლავით.
მაგრამ ვერ მოუხდათ დანაპირები. რამდენსამე დღეს შემდეგ დაუბრუნეს
წიგნი ზედ წარწერით, „არ შეიძლება“.
ამის შემდეგ ერთს საღამოზედ მთელმა პარიჟმა შყიტყო, რომ მეორე. დღეს
რიჟრაჟზედ ლაროკეტის მოედანზედ გილიოტინა იქნება დადგმული და თავს
მოჰხსჭრიან ნოელ რამბერსა, პოლ ლავერდაკის მკვლელსაო.
დანიელ მორტალმა ეს ამბავი კლუბში შეიტყო. დიდი ხანია წინადვე
ეშოვნა ბილეთი, რომ ამ ამბავს დასწრებოდა, რადგანაც გულში მაინც შიში
ჰქონდა ვაითუ გადათქვასო და გამამხილოსო, უნად იქ ვიყოვო, რომ იქე
როგორმე ვუშველო რამე ჩემს თავსაო.
შუაღამის ერთი საათი იქნებოდა, როცა ხალხი მოგროვდა ციხის ახლო
ერთი კასკასით, სიცილით და ხმაურობითა. ალაყაფის კარებთან იდგა
გილიოტინა. ჯარისკაცნი მორიგებულჩი იყვნენ, რომ ხალხი ახლო არ მიეშვათ.
მორტალიც მოვიდა და რაკი ბილეთი აჩვენა, ნება მიჰსცეს გილიოტინასთან
ახლო მისულიყო; რომ მივიდა და ნახა გილიოტინა, შეეზარა, მაგრამ არ
შეიმცნივა და გაიღიმა.
გარშემო ისმოდა უფროსების ბარძანების ხმა, ცხენის თქაფა-თქუფი და
მუნიციპალიის გვარდიის ხმლების ჩხარა-ჩხური. ეს გვარდია მორიგებული
იყო, რომ ხალხი გილიოტინასთან არ მიეშოთ. მორტალს კი ნებართვის
ბილეთი ჰქონდა და ამიტომაც ნება მიჰსცეს გილიოტინასთან მისვლისა. თვლი
მოჰკრა გილიოტინას თუ არა, უნებლიეთ ჟრჟოლა მოუვიდა, მაგრამ წუთს
შემდეგ გულში ზიზღით ჩაიცინა და ავიდა ბაქანზედ, საცა ის საზარელი
მაშინა იდია. მერე თვალი შეასწრო ყუთს, საცა ჩავარდება ხოლმე თავმოჭრილი
ტანი დასჯილისა. უნდოდა აქაც გაეღიმანა და წარმოედგინა რას
ვიგრძნობდიო, რომ ჩემთვისაც ბედს ამ მაშინის ქვეშ სიკვდილი დაენიშნაო.
- საკვირველია, - იფიქრა თავისთავად მორტალმა, - რადგანაც თმები
თავზედ აეშალნენ რაღაც უცნაურის გრძნობის გამო; მე თითქო ტანში ჟრჟოლა
მივლისო.
ამ ყოფაში იყო მორტალი. დაჰკრა საათმა ხუთი. თუმცა მთელი მისი
არსება რაღაც უცნაურის გრძნობით იყო შეპყრობილი, მაგრამ მაინც თვალი
ვერ მოეშორებინა მაშინისათვის. თითქო ჰგრძნობდა, რომ ამისთანავე
განსაცდელი დღესა თუ ხვალი ამასაც ჩაითრევს და ამიტომაც ჰსწყურია, რომ
ამ საშინელს თამაშას მალე მოჰღებოდა ბოლო და გათავებულიყო, შინ
წასულიყო და იქ ელოდა რით გათავდებოდა საქმე. ამისი ქმნა ვერ შეჰსძლო.
ამასობაში ნოელ რამბერს ჯერ კიდევ ეძინა. ბოლოს გააღვიძეს და
უთხრეს: “დღეს არისო”.
– რა არის დღესაო? – იკითხა რამბერმა, რადგანაც პირველ ხანში ვერ
მოისაზრა, სად არის და რა ყოფაშია. ხოლო ერთის წუთის შემდეგ კი
მოაგონდა, თავი გაიქნივა და ჰსთქვა: ჰო, მართლა! დღეს არის, დღეს! უფრო
კარგი! გული ისეთის ცეცხლით მეწვის, რომ ოღონდ მოვრჩენილვიყავ და მე
თითონ გადავარდებოდი ცეცხლში. გილიოტინა კი მზათ არის? მე ვერა გავიგე
რა, მიკვირს. ჰსჩანს, ხმაურობამ კედლებს ვერ შემოატანა. ესეც კია, დღეს
ძალიან ჩამძინებოდა. ამ ბოლოს დროს ასე იშვიათად მძინებია.
ამას რომ ამბობდა მთელი ტანი უთრთოდა, შიშის გამო კი არა, იმ
სირცხვილის გამო რომ საჯაროდ დასჯიან.
– წიგნი ხომ არ მოუტანიათ რა ჩემთან? – იკითხა უბედურმა.
– წიგნიო?
– დიაღ, თხზულება სილვიო პელიკოსი. მე მინდოდა, ერთხელ კიდევ
წამეკითხა.
ყველანი იქ დამსწრენი გაკვირვებას მიეცნენ. კაცი კვდებაო და წიგნი
აგონდებაო, ხომ არ გაგიჟებულაო. ამ უკანასკნელს დროს ყოველთვის ამ
წიგნზედ ლაპარაკობდა ხოლმე.
ამ დროს მღვდელიც შემოვიდა.
– მადლობელი ვარ, – უთხრა რამბერმა მე მარტოდ მინდა ჩემს
აღსასრულს შევეყარო.
მღვდელმა დაუწყო ლაპარაკი სინანულზედ, ღვთის მოწყალებაზედ,
ცოდვისაგან დახსნაზედ, მაგრამ რამბერმა სიტყვა გააწყვეტინა.
– მამაო, – უთხრა კეთილსულობითა. ხშირად გინახავთ განა დამნაშავე ასე
გულდამშვიდებულად და, მგონია, პატიოსანადაც მაყურებელი?
მღვდელი შეჩერდა, ვერ გაუძლო რამბერის თვალთა მართლადა
პატიოსანს და მშვიდობიანს მეტყველებას. მერე ყველას უამბო თურმე, რომ
რამბერი დამნაშავედ კი არ მეჩვენაო, არამედ წამებულადაო.
– მაშ, აღსარების თქმა არა გსურთ? – უთხრა მღვდელმა.
– არა, მადლობელი ვარ.
– თქვენი ცოდვა, დანაშაულობა...
– მე არავისთვის არა დამიშავებია რა.
– შვილო ჩემო, სინანული...
– მე მარტო იმის სინანული მაქვს, რომ აქამდინაც ცოცხალი ვიყავ, –
უთხრა რამბერმა და მერე დაუმატა. – მე მინდოდა, სილვიო პელიკოს წიგნი
მქონოდა. დაპირებული იყვნენ გამოგიგზავნითო.
ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ საწამლავს მიიღებდა, მაგრამ მღვდელმა
გაუცრუვა იმედი და უთხრა, რომ წიგნი, მართალია, მოიტანესო, მაგრამ ციხის
ზედამხედველმა ნება არ მიჰსცა თქვენთვის გადმოეცათო.
– მაშ, ეგრე ყოფილა! – ჰსთქვა მწუხარებით რამბერმა და დაბლა ხმით
დაუმატა თითქო თავის თავს ეუბნებაო. – ალბათ ჩემს ბედს ასე ჰსდომებია!
რაღა ეშველება! სიმწარე ბოლომდინ უნდა დავლიო. აბა, ჟაკ, ჩემო პაწაწა ჟაკ,
მშვიდობით. მტკიცედ გიყვარდეს მამაშენი. ვაი, რომ თავის დღეში გულზედ
ვეღარ მოგიკრავ...
ზოგიერთს იქ დამსწრეს თვალებში ცრემლი მოერიათ, ნოელს ხველება
ამოუვარდა და ტუჩებზედ სისხლი გამოუჩნდა. ერთმა ამხანაგმა ჯალათისამ
სისხლი ხელცახოცით მოჰსწმინდა.
– ეგ ლავერდაკის სისხლია, – ჰსთვა ერთმა ვიღაცამ დაბლა ხმით, მაგრამ
რამბერი ისე იყო აღელვებული, რომ ვერ გაიგო ეს მხეცური შენიშვნა და
ხმაამოუღებლივ შეხედა მთქმელსა.
ამის შემდეგ შეუდგნენ დამნაშავის კმაზვას და მორთვას: შეჰკრიჭეს
კეფაზედ თმები და შეაკვეცეს პერანგის საყელო. იგრძნო შეხება ცივის
მაკრატლისა თუ არა, რამბერს ჟრჟოლა მოუვიდა და დაბლა ხმით წარმოსთქვა:
– სხვისთვის თავდადება ადვილი არ ყოფილა!
მერე უთხრეს, დალიე რამე ან არაყი ან კონიაკიო, გულს გაგიმაგრებსო.
– მადლობელი ვარ, მე არ მეშინიან.
ძალიან დასუსტებული იყო და ძლივს იდგა ფეხზედ, მაგრამ თავის თავს
ძალა დაატანა და დაიბრუნა ყოველივე ის, რაც ესე უცბად ხელიდამ
მიჰსდიოდა: სიცოცხლე და ძალღონე. ამაყად გასწორდა ტანში და ისე
გამოვიდა ციხიდამ. ეზოში რომ მიდიოდა, ნახა რომ იასამანს ყვავილი
გამოეტანა.
– ეს ყვავილები ჩემზედ მეტს იცოცხლებენ, – გაიფიქრა საწყალმა.
მერე მოუბრუნდა მღვდელს, რომელიც გვერდთ მოზდევდა და ჰსთხოვა,
ჩემს ლეიბს ქვეშ ბარათიაო ყარანდაშით დაწერილიო. ის ბარათი გარდაეციო
დოკტორს არტესს, ჩემის შვილის პატრონსაო. მღვდელი დაჰპირდა
აღსრულებას ამ უკანასკნელის თხოვნისას და მაშინ რამბერმა ჰსთქვა:
– მე ვკვდები გულდამშვიდებული და კმაყოფილი.
ამ დროს უშველებელი ალაყაფის კარი გაიღო და ნოელ რამბერმა დაინახა
საშინელი სურათი: გილიოტინა, ხალხი, ხეები და ქუჩის იქით აყუდებული
სახლები. ერთის შეხედვით, ერთის მომაკვდავის შეხედვითა თვალი
გადაავლო ყოველს ამასა, ამაყად თავი მაღლა აიღო, თითქო ამის თქმა უნდაო:
– ეს არის და სხვა არაფერი!
მერე თვალები ძირს დაუშვა და გზადაგზა ხმადაბლა იგონებდა თავის
ძვირფასს, საყვარელს ჟაკს, რომლის მოგონებაც ანუგეშებდა.
მღვდელი, გაფითრებული რამბერზედ უფრო მეტად, გამოეთხოვა
რამბერს. როცა გილიოტინასთან მივიდნენ, ავიდა რა თამამად ბაქანზედ,
რამბერს ხველა აუვარდა.
– მე ხომ უამისოდაც მოვკვდებოდი, იფიქრა. კარგად ვივაჭრე, კაი ფასად
გავიყიდე თავი!
და მწარედ გაიღიმილა.
ეგ ღიმილი სნეულისა, ღიმილი გიჟურად ატაცებულისა და
თავდადებულისა რამბერს გილიოტინის ნაჯახის ქვეშაც შერჩა ტუჩებზედ.
ჯალათს არ ეურჩა და ნებით ყოველისფერში და ემორჩილა. მხოლოდ
აღტაცებული მით, რომ შვილის ბედნიერებას შეჰსწირა თავისი თავი, გულში
სულ ამას ამბობდა: – ჟაკი მდიდარი იქნება, მდიდარი!
ხალხს ხმა ჩაუვარდა იმ საშინელის კვნესის შემდეგ, რომელიც აღმოხდა
ათასის კაცის გულიდამ იმ წუთს, როცა ბაქანზედ გადმოვარდა თავი
უბედურის რამბერისა. მოჰკვდა კაცი, რომელმაც თავისი სიცოცხლე შეჰსწირა
და რომელსაც ეგ თავგაწირვა შთააგონა ყველაზედ უმაღლესმა, ყველაზედ
უდიდებულესმა, ყველაზედ უწმინდესმა ადამიანობრივმა განუსჯელობამ;
საზაროდ საოცარმა თავდადებამ მამისამ შვილის ბედნიერებისათვის.
ხალხი დაიშალა, ზოგი იცინოდა ამ თამაშის შემდეგ, ზოგი მღეროდა.
მარტო ერთი კაცი იყო გაცრეცილი, გაფითრებული, თითქო მკვდარიაო, იგი
ცივს ოფლში იწურებოდა და თავზარდაცემულსავით უყურებდა საკაცეს,
რომელზედაც დასდეს მკვდარი დამნაშავე. ეგ კაცი იყო დანიელ მორტალი.
შინ რომ მოვიდა თავიდამ ფეხამდე მოშლილი იყო, თითქო ნაგვემიაო.
ცივ წყალში იბანა, ცოტად მოჯობიანდა და წავიდა რესტორანში საუზმის
საჭმელად. მადიანად ისაუზმა.
– უჰ, ძლივს მოვრჩი, – უთხრა თავის თავს, როცა ერთი ჭიქა ღვინო დალია
და სიგარას მოუკიდა. – გამოვიხსენ ლავერდაკის ბარათი ორასი ათას ფრანკად.
ძვირად კი დამიჯდა! მაგრამ რა ვუყოთ, თავი ხომ გადვირჩინე!
–––––––––––––
არტესმა რომ შეიტყო რამბერს თავი მოსჭრესო, იფიქრა, მორტალი
ყოვლად ბედნიერია და რამბერს კი თავი მოჰსჭრეს, კაცი მოჰკალიო! ამის
შემდეგ რაღაა ამ ქვეყანაზედ! მოდი და ყველაფერზედ იმედს ნუ გადიწყვეტ!
მაგრამ რათა? კაცობრიობას იდეა დაჰსტრიალებს. სიმართლე თავისას გაიტანს.
სულის სიდაბლე ადამიანისა დღესა თუ ხვალ თავის სასჯელს მიიღებს. ვინ
იცის, რა დაემართოს მორტალსა!
შინ რომ მოვიდა, გადეხვია მამობრიულად ჟაკსა და გრძნობით უთხრა:
– ჩემო ჟაკ! მე შენ მეყვარები შვილსავით, შენ ამას იქით მე...
– ვიცი, ვიცი, – უთხრა ბალღმა ტირილითა, – ამას იქით თქვენ ჩემი მამა
იქნებით.
დანიელ მორტალი გახარებული, რომ ავკაცობამ ეგრე კარგად ჩაუარა,
მიეცა ისევ უწინდებულად ხელგაშლილ ცხოვრებასა და ყოველს მეცადინეობას
ხმარობდა, რომ კლარას გული თავისაკენ ხელახლად მოებრუნებინა.
– ჩემო კარგო კლარავ, მონასტრად ხომ არ გინდათ გადაიქციოთ ჩემი
სახლი!
– თითქმის, – უპასუხა კლარამ.
– თუ ეგრეა, სულის საქმეს შეუდექით. ეგ გაგართობთ. გნებავთ, მოვიწვიო
აბბატი დოლინიაკი? საკვირველი მქადაგებელიაო, ამბობენ.
– გმადლობთ, მე მარტოდ ყოფნა მინდა. მე მიყვარს მარტოობა და
მყუდროება. ჩემი ნუგეში მაგ ყოფაშია.
– მართალია, დაკოდილს გულს ნუგეშად მარტოობა და მყუდროება აქვს
ხოლმე, – ჰსთქვა დაცინვით მორტალმა. – რაღა თქმა უნდა, ერთიც და მეორეც
კარგი რამ არის!
– გული ჩემი დაკოდილი კი არა, მკვდარია, – უპასუხა კლარამ.
ამ დღიდამ მორტალმა გადაჰსწყვიტა, რომ სულელობააო ჩემი დღენი ამის
სიყვარულის ძებნაში დავლიოო და მას მერმედ დიდი ხანი აღარ გამოსულა,
რომ მთელმა პარიჟმა შეიტყო, დანიელ მორტალი გადეკიდაო ერთს
ვენგრიელს მომღერალს ქალსაო, რომლის მდიდრული ცხოვრება და
ფარფაშობა გაითქვა მთელს ქალაქში.
–––––––––––––
არტესმა დაამარხვინა ნოელ რამბერი კლამარის სასაფლაოზედ, სწორედ
იმ ადგილას, საცა დასჯილს ავაზაკებს მარხავენ ხოლმე. საფლავზედ ჯვარიც
აამართვინა. ჯვარზედ სახელი არ იყო დაწერილი. მხოლოდ ეს ეწერა:
“განუსვენე, უფალო, სულსა მონისა შენისასა. 1859 წ.”
ხშირი ბალახი, მინდვრის ყვავილებით შეხამებული, ჰფარავს ეხლა იმ
უცნობს სამარეს, რომელშიაც განსვენებულია მტვერი უბედურის ღატაკისა.
[1879 წ.]
“ლექსიკონი პროზითა“
(ტურგენიევისა)
მუსაიფი
ალპების მწვერვალებია... მთელი კედლებია ფრიალო კლდეებისა... თვით
შუა გულია მთებისა.
მთებს გადმოჰფენია ციაგი, ფუსტუღი, ნათელი ცა. ძლიერი, მწვავე
სუსხია ყინვისა. თოვლიდამ ზოგან თავები ამოუყვია გაყინულს, ნაქარევს
წვეტებს კლდეებისას.
ორი უზარმაზარი, ორი გოლიათი მთა ცის კალთებზედ ორივე მხრივ
ამართულა: ერთი იუნგფრაუ და მეორე ფინსტერნაარგორნი.
იუნგფრაუ ეუბნება თავის მეზობელს:
– რას იტყვი ახალს? შენ უფრო დაინახავ, რა ამბავია იქ, ქვევით?
გადის რამდენიმე ათასი წელიწადი: ერთი წუთი. აჰა გრგვინავს პასუხად
ფინსტერნაარგორნი: – მთლად ზედ წაჰბურებია ღრუბელი დედა-მიწას.
თვალი არა სჭრის... დაიცა პატარა!
გადის კვლავ ათასობით წელიწადები: ერთი წუთი.
– აბა ეხლა-ღა? ჰკითხავს იუნგფრაუ.
– ეხლა კი ვხედავ. იქ, ქვევით ისევ ისეა: აჭრელებული, დანამცეცებული.
მოჩანან წყალნი ლურჯად, ტყეები შავად, თაგვისფრად უშველებელი გროვა
ქვისა. მათ ახლო-მახლო ჰფუსფუსებენ ჭია-ჭუანი, აი ხომ იცი, ორფეხანი,
რომელთაც ჯერ აქამომდე ჩვენამდე ვერ ამოუღწევიათ და მწიკვლი არ
მოუცხიათ არც შენთვის და არც ჩემთვისა.
– ადამიანებს ამბობ?
– ჰო, ადამიანებს.
გადის კვლავ ათასობით წელიწადები: ერთი წუთი.
– აბა ეხლა? ჰკითხავს იუნგფრაუ.
– თითქო ჭია-ჭუა შეცოტავებულა, ცოტანიღა სჩანან; – ჰგრგვინავს
ფინსტერნაარგორნი: იქ, ძირს ნათელია, თვალი ეხლა კარგად სჭრის უფრო.
წყალნი დაპატარავებულან, ტყენი გათხელებულან.
გადის კვლავ ახალი ათასი წელი: ერთი წუთი.
– ეხლა რაღას ჰხედავ? ეუბნება იუნგფრაუ.
– ჩვენს გარეშემო, ჩვენს ახლო ყველაფერი თითქო ჩაირეცხაო, – უპასუხა
ფინსტერნაარგორნმა: აბა იქ კი, შორს მინდვრებზედ კიდევ ეტყობა შიგადაშიგ
ჭუჭყი და რაღაც მოძრაობს.
– აბა ეხლა? – ჰკითხავს იუნგფრაუ, რაკი კიდევ გაიარა სხვა ათასმა წელმა:
ერთმა წუთმა.
– ჰო, აბა ეხლაა კარგად, – მიუგო ფინსტერნაარგორნმა: ყველგან
სისუფთავეა, ყველგან სულ გასპეტაკებულია, საითაც კი მიიხედავ... ყველგან
ჩვენი თოვლია; ერთნაირი, თანაბარი თოვლი და ყინული. ყოველისფერი
გაყინულა. ეხლა კარგია, ყველა დადუმდა, ყველამ მოისვენა.
– ძალიან კარგი, – სთქვა იუნგფრაუმ: შორიშორს სიტყვა კია, მაგრამ ჩვენ
ძალიან გავებით ლაპარაკსა, ბებერო! დროა ჩავთვლიმოთ.
– დროა.
სძინავთ უშველებელს მთებს; სძინავს ფუსტუღს, მოწმენდილს ცას,
სამუდამოდ დადუმებულის დედამიწის ზემოდ წამოდგმულსა.
ბებერი დედაკაცი
ერთს ტრიალს მინდორზედ მარტოკა მივდიოდი. უეცრად მომელანდა,
თითქო რაღაც ქურდული, ფრთხილი ფეხის ხმა მომესმა უკანით. ჩემს ნავალს
ვიღაცა მოსდევდა.
უკან მივიხედე და დავინახე ერთი პატარა, ტანშიმოხრილი დედაბერი.
თაგვისფერ ძონძებში იყო შეხვეული. ძონძებში მარტო პირის სახეღა უჩანდა:
ყვითელი, დამჭკნარი, ცხვირწვეტა, კბილებჩაცვივნული პირისახე.
მე მივედი... იგი შედგა.
– ვინა ხარ? რა გინდა? მთხოვარა ხარ? მოწყალებას ელი?
დედაბერმა ხმა არ ამოიღო. დავაკვირდი სახეს და ვნახე, რომ ორსავ
თვალებზედ უსინათლო, მოთეთრო ლიბრი გადაჰკროდა, როგორც ზოგიერთს
ფრინველსა აქვს ხოლმე. ფრინველი მაგ ლიბრსა ჰხმარობს, რომ მეტმა
ნათელმა თვალი არ შეუწუხოს: ხან იფარებს ლიბრს, ხან აიცლის ხოლმე.
ხოლო დედაბერს კი ის ლიბრი არ ეძროდა, თვალთა გუგას არა
ჰშორდებოდა... ამით დავრწმუნდი, რომ იგი ბრმაა, უსინათლო...
– მოწყალება გინდა? ვკითხე ხელმეორედ: რად მომდევ უკან?
ბებერმა უწინდებურად ხმა არ გამცა და ცოტა არ იყოს მოიკუნტა
მხოლოდ.
მე გამოვბრუნდი და გავუდექ ჩემს გზასა.
ხელახლად მომესმა იგივ ქურდული, ფრთხილი ხმა ფეხისა.
– კიდევ ის ბებერია! ვიფიქრე მე: რას გადამკიდებია? გულში გამიარა, – –
ვერასა ჰხედავს, ბრმაა, უსათუოდ გზა არევია და ჩემს ფეხის ხმას მოსდევს,
რომ ჩემთან ერთად ადამიანის სადგურს სადმე მიაღწიოს. დიაღ, სწორედ ეგრე
უნდა იყოსმეთქი!
მაგრამ რაღაც უცნაურმა შიშმა ცოტ-ცოტად ამიტანა და დაინებია ჩემი..
ფიქრები: ეხლა ისე მეჩვენა, ვითომც ბებერი მე კი არ მომდევს, არამედ მე
თითონ იმას მივყევარ, ხან აქედ მიმატრიალებს, ხან იქით და ძალაუნებურად
თავის ნებაზედ მატარებს.
მაინც კიდევ გული არ გავიტეხე და ჩემს გზას გავუდექ... ჩემ წინ, აიქ
შორს, გზაზედ ეს რა გამოჩნდა შავად? თანდათან დიდდება და დიდდება...
რაღაცაა, ორმოსა ჰგავს... „სამარეა, სამარე!” გამიელვა თავში ამ ფიქრმა: „აი სად
მივყევარ თურმე ბებერსა!”
უცბად მოვტრიალდი და გამოვწიე უკან. ბებერი ისევ თვალწინ ამეტუზა.
ეხლა თვალი აეხილა! დამიწყო ცქერა თავისის დიდრონის, ბოროტის და
უბედურობის მომასწავებელის თვალებითა... სისხლთა მსმელის სვავის
თვალები იყო სწორედ. ახლო მივედი, კვლავ დავაკვირდი იმის პირისახეს,
იმის თვალებს... ხელახლად იგივ უსინათლო ლიბრი, იგივ დამჭკნარი და
მკვდარი სახე დავინახე.
– “ეჰა! ვიფიქრე მე: ეგ ბებერი ჩემი წერაა, სვე-ბედია-მეთქი. იგი წერა, იგი
სვე-ბედი, რომელსაც ადამიანი ვერასად ვერ წაუვა ხოლმე”.
– “ვერსად წაუვა, ვერა, ვერა, ვერა!... – ეჰ, რა სულელობაა!... რატომ ვერა?...
ცდაა საჭირო, ცდა!...”
მაშინვე გადვუხვიე გზას, სხვა მხარეზედ წავედი.
მივდივარ, რაც შემიძლიან, ჩქარა... მაგრამ იგივ ქურდული ხმა ფეხისა არ
მეშვება... მომდევს, ზურგთ უკან უფრო ახლოსა და ახლოს. წინ იგივ შავი
თხრილია...
ხელახლად გადვუხვიე გზას, სხვა მხარეს ვეცი. მაინც კიდევ იგი ფეხის
ხმაა უკანით და წინ იგივ საშინელი თხრილია.
ხან იქით ვეცი, ხან აქედ, გავრბოდი და გამოვრბოდი, როგორც
გამოფთხალი კურდღელი... მაგრამ მაინც კიდევ იგივ ფეხის ხმაა უკან, იგივ
ორმოა წინ.
– “მაშ კარგი! ვიფიქრე მე: მოდი ჩავჯდები. ვნახოთ რას იზამს ბებერი?”
მაშინვე ჩავჯექ იქავ დედამიწაზედ.
ბებერი უკანიდამ თავს წამომადგა, სულ ორი ფეხის გადადგმა არ
იქნებოდა, ისე ახლო. ხმა, კრინტი მისი არ ისმის, მაგრამ მესმის, ვგრძნობ, რომ
ჩემს ახლოა.
უეცრად დავინახე: ის თხრილი, რომელიც შავად მოჩანდა შორს, ჩემკენ
მოდის, ჩემკენ მოცურავს!
– აჰა, ღმერთო ჩემო!... მივიხედე უკან... ბებერი პირდაპირ მე
ჩამომშტერებია და უკბილო პირი დაჰგრეხია დაცინების ღიმისაგან...
– ვერ წამიხვალ, ვერა!
ძაღლი
ჩვენ ორნი ვართ ოთახში: ჩემი ძაღლი და მე... გარედ საშინელი ქარი ჰქრის
და ჰღმუის.
ძაღლი წინ მიზის და თვალებში შემომცქერის.
მეც თვალებში შევცქერი.
თითქო რიღაცის თქმა უნდაო... იგი მუნჯია, პირუტყვია, თვითონაც არა
იცის-რა თავის თავისა, მაგრამ მე კი ვიცი, მე ვგრძნობ...
მე მესმის, რომ ამ წუთს იმასაც და მეც ერთი და იგივე გრძნობა
გვიღვივის, რომ ჩვენს შორის არაფერი განსხვავებაა... ჩვენ ერთნი ვართ,
თვითვეულს ჩვენგანს ათბობს და ანათებს ერთიდაიგივე ცეცხლი.
სიკვდილი წამოგვიქროლებს, მოგვისომს თავის ცივსა და განიერს
ფრთასა...
და მშვიდობით კიდეც!...
ვინ გაარჩევს მერე: თვითვეულს ჩვენგანში რა გვარი ცეცხლი ენთო
სახელდობრ.
არა! აქ პირუტყვი და ადამიანი კი არ შეჰყურებენ ერთმანეთს თვალებში...
ორი წყვილი ერთნაირი თვალი ერთმანეთს შესცქერიან.
ეგ ორი წყვილი თვალი პირუტყვისა და ადამიანისა – კრძალვით აწვდიან
ერთმანეთს ერთსადაიმავე სიცოცხლესა.
მთხოვარა
მე ქუჩებში დავდიოდი, ჯანმიღებულმა მოხუცმა მთხოვარამ შემაყენა.
ჩაწითლებული თვალთა ბუდენი, სველი, წირპლმორეული თვალები,
გალურჯებული ტუჩები, აბურძგნული თმები, ჩირქიანი წყლულები... ოჰ, რა
საშინლად გამოუხრავს სიღარიბეს ეს საცოდავი ადამიანი!
გამომიწოდა აბურცებული, დასიებული, ჭუჭყიანი ხელი. შემომკვნესა,
ძროხასავით შემომბღავლა.
მე მაშინვე ჯიბეს ვიკარ ხელი... ჯიბე-უბეები სულ გადმოვაბრუნე და
ღვთისაგან განაჩენი ვერა ვიპოვერა... არც ქისა, არც საათი, ხელთსახოციც კი არ
გამომყოლოდა შინიდამ.
მთხოვარა მიცდიდა, გამოწვდილი ხელი უკანკალებდა, უთრთოდა.
მე დაბნეულმა, სირცხვილეულმა ჩამოვართვი მთრთოლვარე ჭუჭყიანი
ხელი, მაგრა მოვუჭირე და ვუთხარი:
– ნუ მიწყენ, ძმაო! არაფერი არ მაქვსრა, ძმაო!
მთხოვარმა გამისწორა თავისი ჩაწითლებული თვალები. მისთა
ჩალურჯებულთა ტუჩთა შემომცინეს გულისტკენით. მაგრა მოკუმშა თავის
ხელში ჩემი გაცივებული თითები.
– რა ვუყოთ, ძმაო! წაიწმუკუნა მთხოვარამ: მაგისათვისაც მადლობელი
ვარ, ეგეც გაკითხვაა, მოწყალებაა, ძმაო!
მე შევიგენ, მე ვიგრძენ, რომ მეც განკითხულ ვიქმენ, მეც მოწყალება
მივიღე ჩემის ძმისაგან.
*
*
*
“გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა”
პუშკინი
“გაიგონებ მსჯავრსა სულელისასაო”... შენ ყოველთვის მართალს ამბობდი
ხოლმე, ჩვენო დიდებულო მწერალო! ამ ხანადაც მართალია ეს შენი ნათქვამი.
“მსჯავრი სულელთა და კირთად აგდება ხროვისაგან”. ვის არ გამოუცდია
ერთიცა და მეორეც?
ყოველივე ესე შესაძლოა და საჭიროცა კაცმა აიტანოს და, ვისაც ძალღონე
შესწევს, ილიზღოს კიდეც, ყური არ ათხოვოს.
მაგრამ არის ისარი, რომელიც შიგ გულში მოხვდება ხოლმე კაცსა და
ყველა კვეთებაზედ მწვავია... კაცმა ჰქმნა ყოველი, რაც კი შეეძლო. დღედაღამ
მუშაობდა, სიყვარულიანად, პატიოსნურად... და პატიოსანი კაცნივ საძაგლად
პირს არიდებენ. პატიოსანი გვამნი აინთებიან ხოლმე წყრომისაგან იმის
სახელის ხსენებაზედ. წარვედი ჩვენგან! გადი, გადი! მისძახის პატიოსანი
ყმაწვილკაცობა. შენ ჩვენთვის არაფრის მაქნისი ხარ, არც შენი ნაშრომი,
ნაჯაფევი... შენ ჰბილწავ ჩვენს სადგურსა – შენ ჩვენი არა იცი რა, ჩვენი არა
გაგეგება რა... შენ ჩვენი მტერი ხარ!
რა ქნას მაშინ იმ კაცმა? უნდა განაგრძოს თავისი შრომა, არამც და არამც არ
ინდომოს თავის მართვლა და არც მოელოდებოდეს უფრო სამართლიანს
განსჯასა.
ერთს დროს მხვნელნი და მთესველნი სწყევლიდნენ მოგზაურსა,
რომელმაც კარტოფილი პირველად მოუტანა, რომ თუ არ პურით, იმით მაინც
იკვებოს თავი ღარიბმა. გაწვდილ მათ მიმართ ხელიდამ გააყრევინეს იგი
ძვირფასი საჩუქარი, გადაჰყარეს ლაფში, ფეხით დაუწყეს სრესა.
ეხლა იგინი იმით იკვებებიან, – და არც კი იციან სახელი თავისის
კეთილმყოფელისა.
ნუ იციან! რად უნდოდათ იმისი სახელი? იგი უსახელოდაც
შიმშილისაგან იხსნის ხალხსა.
ჩვენ მარტო ის ვეცადოთ, რომ ჩვენი მოტანილი, მართლა და, სასარგებლო
საზრდო იყოს.
მწარეა უმართლო მდურვა იმათგან, ვინც გიყვარან... მაგრამ, შესაძლოა,
კაცმა ესეც აიტანოს...
“მცემე, ოღონდ კი მომისმინეო”. – ეუბნებოდა ათინელი მხედართმთავარი
სპარტანელსა.
“მცემე, ოღონდ კი შენ იყავ ჯანმრთელ და მაძღარ” – უნდა ვსთქვათ
ხოლმე ჩვენცა.
სულელი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი სულელი.
დიდხანს მიდიოდა იმისი ცხოვრება ქეიფითა დ შვებითა. ბოლოს ცოტცოტად მოაწია იმის ყურამდინ, რომ ყველანი ქარაფშუტას ეძახიან.
ეწყინა სულელს და დაიწყო ზრუნვა მასზედ, რომ როგორმე კრიჭა აუკრას
ამ უსიამოვნო ხმებსა.
უცბად ამისი ბნელი ტვინი გაანათა ერთმა აზრმა. ერთს წუთს აღარ
დაყოვნებულა და ის აზრი განახორციელა.
ქუჩაში შეხვდა ერთი თავისი ნაცნობი. ამან უქო ერთი გამოჩენილი
მხატვარი...
– რას ბრძანებთ!... შეჰყვირა სულელმა: ამ მხატვარს დიდი ხანია აბრუ
გაუტყდა, დაძველდა... ნუთუ არ იცოდით? მე ეგ თქვენგან არ მეგონა... თქვენ,
ერიჰა! საიდამ სად ჩამორჩენილხართ ქვეყნიერობას!...
ნაცნობი შეშინდა და მაშინვე თანახმა გაუხდა სულელსა.
– რა მშვენიერი წიგნი წავიკითხე დღეს! ეუბნება მასვე სულელს მეორე
ნაცნობი.
– რას ბრძანებთ! შეჰყვირა სულელმა: როგორ არ გრცხვენიანთ? რის
მაქნისია ის წიგნი!... რამდენი ხანია, რაც ზედ არც კი აფურთხებენ... ნუთუ ეგ
არ იცოდით? ერიჰა! საიდამ სად ჩამორჩენილხართ ქვეყნიერობას!
ეს ნაცნობიც შეშინდა და თანახმა გაუხდა სულელსა.
რა კაი კაცია ჩემი მეგობარი ΝΝ! ეუბნებოდა სულელს მესამე ნაცნობი: აი,
მართლა-და, კეთილშობილი კაცი ის არის!
– რას ბრძანებთ! შეჰყვირა სულელმა: ΝΝ ხომ გაქნილ, უნამუსო კაცად
არის ყველგან და ყველასაგან ცნობილი. მთელი თავისი გვარეულობა
გაყვლიფა. ვინ არ იცის ეს ამბავი? ერიჰა!... საიდამ სად ჩამორჩენილხართ
ქვეყნიერობას!
მესამე ნაცნობიც შეშინდა, თანახმა გაუხდა სულელსა და მეგობარს
გადაუდგა. ვინც და რაც კი უნდა გექოთ სულელის წინაშე, ყოველზედ და
ყველაფერზედ ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა.
ხანდისხან, დრო გამოშვებით, ამასაც ჩაუმატებდა ხოლმე კიცხვით: ნუ თუ
აქამომდე თქვენ ავტორიტეტები გწამთ?
“გესლიანი კაცია! წიწლაკიანია!” დაიწყეს ლაპარაკი სულელის
ნაცნობებმა: მაგრამ რა ჭკუაა, რა გოგრა!”
“რა ენის პატრონია, უმატებენ სხვანი: უეჭველი ნიჭია, უეჭველი
ტალანტი!”
ბოლოს ისე გათავდა საქმე, რომ ერთმა რედაქტორმა გაზეთისამ მიიწვია
იგი სულელი და ჩააბარა კრიტიკის ნაწილი გაზეთისა.
სულელმაც დაიწყო კრიტიკა ყველასი და ყველაფრისა. ერთი სიტყვა არ
გამოაკლო თავის ჩვეულებრივს სიტყვა-პასუხსა, სულ ერთსა და იმავეს
გაიძახოდა.
ეხლა
იგი,
უარმყოფელი
ავტორიტეტებისა,
თვითონ
შეიქმნა
ავტორიტეტად და ყმაწვილი კაცნი თაყვანს სცემენ, მისი დიდი შიში და რიდი
აქვთ. მაშ სხვას რას იქმოდენ საცოდავნი ჭაბუკნი? თუმცა – საზოგადოდ რომ
ვსთქვათ – თაყვანება რიგი არ არის... მაგრამ რასა იქმ აქა... არა სცემ თაყვანს,
ძველებში, უკან ჩამორჩენილებში ჩაგთვლიან!
მხთალთა შორის სულელების ბედს ძაღლიც არა ჰყეფს.
ბეღურა
მე ნადირობიდამ მოვდიოდი ბაღ და ბაღ. მეძებარი ძაღლი წინ
მიძუნძულებდა.
უცბად ძაღლმა სიარული იკლო. ფეხაკრეფით დაიწყო მიპარება, თითქო
ნადირის, თუ ფრინველის ალღო აიღოვო.
გავიხედე წინ, ვითვალთვალე და დავინახე ბღარტი ჩიტისა: იგი
ბუდიდამ ჩამოვარდნილიყო (ქარი ძალიან არხევდა ხეებსა) და უძრავადა
იჯდა, ახლად აშლილი ფრთები გადაეფოფხა აქეთ-იქით უნუგეშოდ.
ჩემი ძაღლი მძიმედ ეპარებოდა ბღარტსა. უეცრად გადმოქანდა იქავ
ხიდამ ხნიერი შავგულმკერდა ბეღურა და შურდულის ქვასავით ძაღლის
ცხვირწინ დაეცა. აბურძგნულმა, გაკაპასებულმა, იმედ-დაკარგულის და
საცოდავის ხმით, ერთი ორჯერ ისკუპა პირდაპირ პირდაღებულ, დაღრენილ
ძაღლისაკენ.
ეცა გამოსახსნელად და წინ აეფარა თავის შვილსა... მაგრამ მაინც კი
პატარა ტანი უთრთოდა შიშისაგან, პაწია ხმა გაუხრინწიანდა, გაუბოხდა, იგი
თრთოდა, გული ელეოდა, იგი თავგანწირული იყო შვილისათვის!
რა უშველებელ ვეშაპად უნდა სჩვენებოდა ძაღლი! მაინც კიდევ არ დადგა
იგი, მაღალ ტოტზედ უშიშრად მჯდომარე... ძალმა, ნებაზედ უფრო ღონიერმა,
გადმოაქანა იგი მაღალ ხიდამა.
ჩემი ტრეზორა შედგა, უკან დაიწია... სჩანს, იმანაც იცნა იგი ძალი.
მე ვუხმე გაშტერებულს მყეფარს და წამოვედი, ბეღურის მიმართ
თაყვანისცემით გულ აღვსილი.
დიაღ! ნუ გაგეცინებათ. მე მოწიწებით თაყვანისცემა ვიგრძენ იმ პაწია და
თავგაწირულ ჩიტის წინაშე, წინაშე მისის სიყვარულის აღფრთოვანებისა!
სიყვარული, ვიფიქრე მე: სიკვდილსაც და სიკვდილის შიშსაც სძლევს.
მარტო მითი, მარტო სიყვარულით მძლეობს და მოძრაობს ცხოვრება.
[1883]