გალობანი ქრისტეს განგებულებისა
და განკაცებისანი
თქუმულნი ნეტარისა მამისა საბა სჳნგელოსისა, კარისა ებისკოპოსისანი, შეხუეწითა ძმისა ჩემისა ვარდანისითა, რომლისა თავნი წითელთა ასომთავართანი მსიტყუველობენ.
ქადაგებულსა არსთა დამწყებსა, უსაწყისოსა ნათელთა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ, ღმერთსა ერთარსებით ქებულსა, სამგუამოვანსა ბრწყინვალებასა, ვადიდებდეთ; აღვიმსთოთ პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას!
რომლისაგან პირველად არს-იქმნნეს საცნაურნი ხილულნი და უხილავნი, ბუნებითა ნივთნი ხატად თჳსად დაჰბადა კაცი სახიერებით პატივითა დიდებულითა; უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და ვცხონდეთ!
იხილნეს მოსწავებით მამათმთავარმან აბრაჰამ, მოსე და ესაია, ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა, ხატნი ჩუენებით ღმრთისანი, სიტყჳსა ღმრთისა ჴორცთ-შესხმისა ქადაგთა. წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა!
სახე იყო მაყუალი ხატისა ყოვლად-წმიდისა შენისაჲ, ქალწულო ღმრთისმშობელო, სიტყჳსა ღმრთისა ხატსა ზესთ უთესლოდ ქალწულებით ჴორც-შესხმითა მშობელო! ღმერთო მაცხოვარო, დავითისთჳს მონისა შენისა ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან!
ტომისგან დავითისა, სამეუფოთა ძირთაგან, ყოვლად შუენიერად ნაყოფად საყდართა დასჯედ, ჩუენ ზედა გამოაჩინე ნათელი პირისა შენისაჲ და უკუნ იქცეს მწვალებელნი პირისაგან დიდებისა შენისა, რამეთუ სიმართლენი შეიყუარნა, სიწრფოებანი იხილნა პირმან შენმან, უფალო, ნათლითა პირისა შენისაჲთა ვიდოდიან!
ესრეთ ვიხილეთ ნათელი ნათლითა შენითა, უფალო, ჴორციელ ქმნული ხატი თჳნიერ ნივთთა, ჴელით უქმნელი, ზესთა დიდებისა სფერთასა ახოვან-ჰყავ და სიმართლენი შეიყუარენ და წრფელთა იხილონ პირი შენი. ვჰლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა!
ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ნეტარებაჲ მიანიჭე ქადაგთა შენთა მოციქულთა! ნეტარ არიან თუალნი მხედველნი და ყურნი, რომელთა ესმის, რომლისა ხილვად სუროდა წინაჲსწარმეტყუელთა მართალთა პირველ, მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსე მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა!
მაუწყენ რაჲ, მეუფეო, ჩუენ გზანი ცხორებისანი, აღმავსენ სიხარულითა ყოვლად ბრწყინვალედ პირის შენის ხატით და სულით შენით საღმრთოჲთ, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან! აღგიარებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი!
რაჟამს ესმა მოსლვაჲ შენი წინაჲსწარმეტყუელთა, ქრისტე, გული უთქუმიდა ხილვად რომელსა ვხედავთ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხატსა შენსა, და მხილველნი სანატრელ ვიქმნებით, რამეთუ არა ბაგეთაგან ზაკულთა პირით შენითგან მრთ[ე]ლობაჲ ჩემი გამოვედინ!
თანა აღვავლენთ პატივსა პირმშოჲსა ხატისა სახესა არა ბაგეთაგან ზაკულთა, პირით შენით რაჲ განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და სიმართლით ვეჩუენო პირსა შენსა. რამეთუ მისცე მას კურთხევაჲ უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა!
ისმინეთ, ჵ მორწმუნენო, უწყებულნი ესე ნიჭნი, უკუნითი უკუნისამდე კურთხევაჲ მოგუეცეს ქრისტეს ხატისაგან, რომელმან გუახაროს სიხარულითა პირისა მისისაჲთა: სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა ყოველი ძალი მათი!
სიტყჳთა შენითა, უფალო, ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა ყოველი ძალი, და კუამლი რისხჳსა და ცეცხლი პირისა შენისაჲ შესწუვიდეს მგმობართა ხატისა შენისათა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა!
ხატსა უხრწნელსა ღირს ქმნილი ნათესავი ვეძიებთ, ხოლო ვეძიებთ ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა, მწვალებელთა საჴუმილისა დამსხმელსა. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო, გამოგიძია შენ პირმან ჩემმან, პირი შენი, უფალო, მოვიძიო!
ამიერ გულმან ჩემმან უფალი მოიძიენ, პირი შენი უფალო მოვიძიო, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა რისხჳთ მონისა შენისაგან. გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო!
ტაძარ მკჳდრ ღმრთისა და თანამკჳდრ ქრისტესა ვიქმნნეთ და სუფევისა და დიდებისა თანაზიარ, და მეფობისა თანახატ, ვითარცა გჳბრძანებს პავლე: ”ოდესმე მოვიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისსა”!
ოდეს მოვიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისსა, სცეს სიკეთესა ჩემსა ძალი, რათა არა შევძრწუნდე და პირი გარემიმაქციოს. გზა უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე და შეძრწუნდით პირისა[გან] მისისა!
მეგობარ ქრისტესა და არა მონა ბრძანებითა საუფლოჲთა თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ; იქმნა საკუთარ ანტონი განთქუმული, სერაბინ ექმნა რაჲ ხატსა ქრისტესსა აღმომყვანებელი ედესით ქართლად, დაფარენ იგინი საფარველსა პირისა შენისასა, აღძრვისაგან კაცთაჲსა დაიცვენ იგინი!
ესე პირმშოჲ ხატი აღმობრწყინდა და გამოეჩინა პირისა [მიერ] მოციქულისა ნაწილსა უბიწოჲსა დედისა ქალწულისსა, და გუაცხოვნა წყალობითა თჳსითა და დაგუფარნა საფარველსა ქუეშე განგდებულნი პირისაგან თუალთა მისთაჲსა. პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსრვად ქუეყანით საჴსენებელი!
ორი ბუნებითა, ღმერთეებისა და კაცებისაჲთა, ხატი ერთი სიტყჳსა ღმრთისა ჴორცშესხმულისაჲ, პირი მოქმედთა ძჳრისათა მომსპოლველი, სახიერ გუყოფს მადიდებელთა, ხოლო მეგობართა რისხჳთ მიაქცევს. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჰჴოცენ!
ხატი და დიდებაჲ და ბრწყინვალებაჲ მამულისა არსებისაჲ უსჯულოებათა ჩუენთა ამჴოცვლად მოგუენიჭა, რომლისა სასოებით მძნობელნი ვჴმობდეთ: პირისა შენისაგან ნუ განმაგდებ და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ. ავამაღლებდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, თაყუანის-ვსცემდეთ მთასა წმინდასა მისსა!
ერო წმიდაო ქრისტიანეთაო, მღდელთ-მთავარნო და მეფენო, მამანო და დედანო, ყრმანო და მოხუცებულნო, ჭაბუკნო და ქალწულნო, წმიდა[სა] ხატსა ქრისტეს ღმრთისასა თაყუანის ვსცემდეთ! აღდეგინ ღმერთი და განიბნივნნენ მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა!
ქრისტე, მიწყალენ და მაკურთხენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აღდეგ და განაბნიენ ყოველნი მტერნი ურწმუნონი, მედგარნი, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან მისისა და მართალნი იხარებდენ!
მრავლით კერძო რაჲ და მრავლით სახით ეტყოდა მამათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ უკუანაჲსკნელ მხოლოდშობილისა ძისა მიერ, რომელმან ურწმუნონი განყარნეს პირისაგან მისისა და შეაჩუენნეს. ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი, მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩუენ ზედა!
ეტყოდა ღმერთი მოსეს: ჴმაჲ ჩემი გესმოდის შორის ცეცხლისა და მსგავსებაჲ ჩემი არა იხილო, ხოლო ჩუენ ღირს ვიქმნენით ჴორცითაცა ხილვად შობითა ქალწულისაგან, გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და დავიცვენ სიმართლენი შენნი!
ნეფსით დამდაბლდი ჴორცთა ჩემთა მიმხუმელი, ნეფსით ტილოჲ ხატითა ელვარე-ჰყავ, ნეფსით საუფლოჲ პირი კეცთა ზედა ასტჳფრე შეუძრველო ბეჭედო და ხატო მამისა არსებისაო, გუამოვანო სიტყუაო, სიბრძნეო და ძალო! ამბორს გიყოფთ, თაყუანის-გცემთ და შეგიტკბობთ თუალითა, ბაგითა და გულითა შეგიმთხუევთ. წყალობითა შენითა მაცხოვნე მე და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი!
ვითარცა ნივთსა, რომლითა იქმნა ცხორებაჲ ჩუენი, საღმრთოჲთა მოქმედებითა აღსავსესა ვჰმსახურებ, პატივს-ვსცემ და თაყუანის-ვსცემ. ნივთ-აგებულ არიან ჴორცნი სიტყჳსა ღმრთისა ქრისტესნი, შეძრწუნდენ პირისა მისისაგან ჰურიანი, პირისაგან ღმრთისა ისრაილისა, და დაინთქნენ უფსკრულსა ბნელისასა. აღდეგ და ნუ დამაგდებ სრულიად, რად გარე მიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და ჭირსა!
ანუ არა ნივთ არსა სამგზის სანატრელი ძელი ჯუარისაჲ ყოვლად სამსახურებელი და წმიდაჲ ადგილი თხემისაჲ, ცხორება-შემოსილი კლდე წმიდაჲ, საფლავი, წყარო ცხორებისა და აღდგომისა ჩუენისაჲ, მომწუარნი ცეცხლითა და მოოჴრებულნი რისხჳთა პირისა შენისაჲთა წარწყმდეს ჰურიათა ღმრთის-მბრძოლნი ბანაკნი. ქუეყანაჲ შეიძრა და ცანიცა წთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაჲსა, პირისაგან ღმრთისა იერუსალიმისა!
რამეთუ ნივთ არს ჴორცი და სისხლი ქრისტესი, ცხოველსმყოფელი იგი ტრაპეზი, მომცემელი ჩუენდა პურსა ცხორებისასა, წმიდაჲ სახარებაჲ აღწერილი, მოვიჴსენო საკჳრველებათა მისთაჲ, რომელ ქმნნა ნიშნი და სამართალნი პირისაგან უფლისა ღმრთისა იაკობისსა, რომელსა ავამაღლებთ უკუნისამდე, რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი!
დასჯისა ნივთთა, რომლითა ჴსნაჲ მოგუენიჭა, ჯუარსა, ლახუარსა, ლერწამსა, სამსჭუალთა და ღრუბელსა, რომელთა მიერ ტანჯულ და გინებულ-ყვეს ღმერთი ღმრთის მკლველთა ჰურიათა, ვჰმსახურებ, თაყუანის-ვსცემ, ვითარცა მიზეზთა ცხორებისა ჩემისათა. ვიდრემე ვი[დო]დე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან, ვიდრემე ვივლტოდე!
აქუნდა პირველსა მასცა კარავსა სამართალი მსახურებათაჲ წმიდაჲ იგი მსოფლიოჲ, ხოლო ეკლესიასა მსახურებათა უმჯობესთაჲ ჰქონან სიწმიდეთა ხატნი ნივთიერთა ფერთანი, რომელნი აღგჳყვანებენ ჩუენ უნივთოჲსა ღმრთისა მსთუად. შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან!
ნეტარებისა ჴელითა ღმრთის-მხილველ იქმნეს წმიდანი, ხოლო ჩუენი ესეცა მსახურებაჲ ხატი არს ყოფადთა მათ კეთილთაჲ, თჳთ მათ საქმეთა ზეცისა ისრაელი მისთა ჴელით უქმნელისაჲთა, ვითარცა დასწერს საღმრთოჲ მოციქული!
იქადოდენ წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა, ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა!
სამართლად იქადოდენ წმიდანი დიდებითა, ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა, სჯული პირისა უფლისაჲ პირისა მათსა მარადის, რომელნი ჭეშმარიტად სიტყჳს ღმრთისა მშობელსა საკუთრად ღმრთისმშობელად თაყუანის გცემენ!