წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით


1

1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

3. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.

4. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.

5. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.

6. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.

7. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.

8. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.

9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.

10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.

14. და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.

15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.

17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.

18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.

19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.

20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.

21. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.

23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.

24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.

25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.

27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.

28. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა.

29. და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.

30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.

31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.


2

1. და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.

2. და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.

3. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.

4. ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.

5. ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.

6. ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა

7. და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.

8. და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.

9. და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა.

10. ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.

11. სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.

12. ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.

13. და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.

14. და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.

15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.

16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.

17. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.

18. და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.

19. და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.

20. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.

21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.

22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:

23. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.

24. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა

25. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.


3

1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.

2. და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.

3. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ.

4. და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ.

5. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.

6. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს.

7. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი.

8. და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.

9. და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?

10. და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე.

11. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ?

12. და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.

13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე.

14. და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

15. და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა.

16. და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.

17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

18. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,

19. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.

20. და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა.

21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.

22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.

23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.

24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.


4

1. ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.

2. და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა.

3. და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა.

4. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა.

5. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.

6. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.

7. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.

8. და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.

9. და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?

10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.

11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.

12. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.

13. და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.

14. და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.

15. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.

16. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.

17. და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.

18. ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.

19. და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა.

20. და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა.

21. და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა.

22. ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა.

23. და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.

24. რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.

25. ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.

26. და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.


5

1. ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა.

2. შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი.

3. ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით.

4. ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი.

5. და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა.

6. ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს.

7. და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი.

8. და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა,

9. და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.

10. და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

11. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და მოკუდა.

12. და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ.

13. და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

14. და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და მოკუდა.

15. და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ.

16. და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

17. და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი. შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა.

18. და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ.

19. და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

20. და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ და მოკუდა.

21. და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა.

22. ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი.

23. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ.

24. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.

25. და ცხოვნდა მათუსალა ასსამეოცდაშვიდ წელ. და შვა ლამექ.

26. და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა. შვიდასოთხმეოცდაორ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

27. და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა.

28. და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე.

29. და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

30. და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი.

31. და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა.

32. და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.


6

1. და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.

2. ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.

3. და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.

4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.

5. ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.

6. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.

7. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.

8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.

9. ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.

10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.

11. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.

12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.

13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.

14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.

15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.

16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.

17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.

18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.

19. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.

20. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი.

21. ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად

22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.


7

1. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა.

2. ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი.

3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.

4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.

5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.

6. ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.

7. და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.

8. და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა.

9. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

10. და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.

11. მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.

12. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.

13. ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად.

14. და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი.

15. და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.

16. და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.

17. და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.

18. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.

19. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.

20. ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.

21. და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.

22. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.

23. და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.

24. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.


8

1. და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა.

2. და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.

3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.

4. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.

5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.

6. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.

7. და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.

8. და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

9. და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.

10. მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან.

11. და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

12. და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.

13. და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

14. ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.

15. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.

16. გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.

17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.

18. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.

19. და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.

20. და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.

21. და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.

22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.


9

1. და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.

2. და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა.

3. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი.

4. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ.

5. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.

6. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.

7. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.

8. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:

9. აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა.

10. და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა გამოსრულთა კიდობნით და ყოველთა პირუტყუთა ქუეყანისათა.

11. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა.

12. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ.

13. რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.

14. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.

15. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.

16. და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

17. და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

18. ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი.

19. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

20. და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი.

21. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა.

22. და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.

23. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.

24. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.

25. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.

26. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა.

27. განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკჳდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა.

28. ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ.

29. იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა.


10

1. ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.

2. ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.

3. და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.

4. და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.

5. როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

6. ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.

7. ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.

8. ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.

9. ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.

10. და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.

11. ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი.

12. და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.

13. და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.

14. და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.

15. ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი.

16. და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.

17. და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი.

18. და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი.

19. და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.

20. ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.

21. და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.

22. ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.

23. და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.

24. და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ.

25. და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.

26. ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ.

27. და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ.

28. და გებარ, და აბიმეილ, და სავარ.

29. და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.

30. და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად.

31. ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

32. ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.



11

1. და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.

2. და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.

3. და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ.

4. და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

5. და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.

6. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.

7. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.

8. და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.

9. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

10. და ესე შობანი სემისნი : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა.

11. და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

12. და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა.

13. და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

14. და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ.

15. და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

16. და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ.

17. და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

18. და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ.

19. და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

20. და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ.

21. და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

22. და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ.

23. და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

24. და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა.

25. და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

26. და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან.

27. ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.

28. და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა.

29. და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი.

30. და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.

31. და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.

32. და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.


12

1. და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ.

2. და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.

3. და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.

4. და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.

5. და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.

6. და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.

7. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.

8. წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:

9. და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.

10. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.

11. ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ;

12. იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ.

13. თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით.

14. და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.

15. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.

16. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.

17. და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.

18. და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს.

19. რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად? და აჰა ცოლი შენი წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე.

20. ჰრქუა ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა.


13

1. ხოლო გამოვიდა აბრაამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველნი მისნი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ.

2. და აბრაამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.

3. და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა.

4. ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა. მუნ აბრაამ სახელსა უფლისასა ღმრთისასა.

5. და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები.

6. და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.

7. და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.

8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.

9. არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.

10. და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად.

11. და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ. და წარიტრა ლოთ აღმოსავალით კერძო და განიყუნეს თითოეული ძმისაგან თჳსისა.

12. აბრაამ დაემკჳდრა ქუეყანასა ქანანისსა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქსა გარემო სოფლებთასა და დაიკარვა სოდომთა.

13. ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისაჲ.

14. ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად.

15. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.

16. და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.

17. აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.

18. და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა.


14

1. ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან.

2. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი.

3. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა.

4. ათორმეტ წელს ჰმონებდეს ქოდოლგომორს.

5. ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ და მისთანანი მეფენი და დაჭრნეს გმირნი ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა.

6. და ხორრეველნი მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოს.

7. და უკმოქცეულნი მოვიდეს ქუეყანად კერისისა, ესე არს კადე, და დაჭრნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და აღმორეველნი მკჳდრნი ასასანთამარისანი.

8. ხოლო გამოვიდა მეფე სოდომთა და მეფე გომორისაჲ და მეფე ადამასა და მეფე სებომისა და მეფე ვალასა, ესე არს სეგორი, და განეწყუნეს იგინი ბრძოლად ღელესა შინა მარილოანსა,

9. ქოდოლოგომორის მიმართ, მეფისა ელამისა, მეფისა სენარისა, და არიოქის მეფისა სელილასარისა. და თარგალ მეფისა წარმართთასა - ოთხნი მეფენი ხუთთა მიმართ.

10. ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს.

11. და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს.

12. და წარიყუანეს ლოთ-ცა, ძე აბრაამის ძმისა, და ჭურჭელი მისი. და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო სოდომს.

13. ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი და უთხრა აბრაამს წიაღ სადა იგი მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა.

14. ხოლო ესმა რაჲ აბრაამს, ვითარმედ წარიტყუენა ძმაჲ მისი ლოთ. აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი.

15. და დევნა-უყო უკანა მათისა ვიდრე დაანადმდე. და დაესხა მათ ზედა ღამე, იგი და ყრმანი, მისნი, და დასცნა იგინი. და სდევდეს ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით დამასკისა.

16. და შემოაქცია ყოველი იავარი სოდომთა და ლოთ, ძმაჲ თჳსი, შემოაქცია და ყოველნი საქონელნი და ცოლნი და ერი.

17. და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ.

18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.

19. და აკურთხა აბრაამ და თქუა:

20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.

21. ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.

22. და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ.

23. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა.

24. ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი.


15

1. და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად.

2. და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.

3. და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.

4. და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.

5. და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.

6. და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.

7. ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად.

8. და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი.

9. და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.

10. ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.

11. და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.

12. ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას.

13. და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ.

14. და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.

15. ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.

16. და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.

17. ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.

18. მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.

19. კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი.

20. და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი.

21. და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და იებოოსლელნი.


16

1. ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ.

2. და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.

3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.

4. და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე.

5. და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა.

6. და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა

7. ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.

8. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე.

9. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.

10. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან.

11. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.

12. ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს.

13. უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა.

14. ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე, აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა.

15. და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ.

16. ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს.


17

1. ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ.

2. და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.

3. და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:

4. და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.

5. და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.

6. და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.

7. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.

8. მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.

9. და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.

10. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,

11. წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა.

12. და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.

13. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.

14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.

15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.

16. ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.

17. და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს.

18. და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.

19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.

20. ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.

21. ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.

22. დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.

23. და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.

24. ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა.

25. ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ.

26. ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.

27. და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლის ნაშვთა და ვეცხლით ფრდილთა უცხოთესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა მათ.


18

1. ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.

2. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.

3. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა.

4. მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.

5. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.

6. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.

7. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.

8. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.

9. და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.

10. და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა.

11. ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.

12. ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.

13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?

14. ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.

15. ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.

16. ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი.

17. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.

18. ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი.

19. რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.

20. და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.

21. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.

22. და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.

23. და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ?

24. უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა?

25. არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა.

26. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.

27. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.

28. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.

29. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.

30. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს.

31. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს.

32. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.

33. და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.


19

1. ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.

2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.

3. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა.

4. და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად.

5. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ.

6. ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა.

7. და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ.

8. რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.

9. და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.

10. ხოლო კაცთა მათ ბანყუნეს ჴელნი და შეიტანეს ლოთ ჴელთა მიმართ თჳსთა და კარი სახლისა დაჴშეს.

11. ხოლო კაცთა მყოფთა კარსა ზედა სახლისასა, დასცეს ვერ მხედველობაჲ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე და დაიჴსნნეს ძიებითა კარისათა.

12. და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით.

13. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.

14. გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა.

15. და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა.

16. და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.

17. და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა.

18. და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო.

19. ვინათგან პოვა წყალობაჲ მონამან შენმან წინაშე შენსა და განადიდე სიმართლე შენი, რომელსა ჰყოფ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა. ხოლო მე ვერ ძალ-მიც მიწევნად მთად, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.

20. აჰა ესერა, ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლად ჩემდა მუნ, რომელ არს მცირე, და მუნ განვერე, და ცხოვნდეს სული ჩემი შენ ძლით.

21. და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ.

22. ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ.

23. და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად.

24. და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.

25. და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს, ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა.

26. და მიიხილა ცოლმან ლოთისამან მართლუკუღმართ და იქმნა იგი ძეგლ მარილისა.

27. ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად ადგილსა მას, სადა-იგი დგა წინაშე უფლისა.

28. და მიჰხედა პირსა ზედა სოდომისასა და გომორისასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა ესერა, აღვიდოდა ალი ცეცხლისა ქუეყანით, ვითარცა არმური საჴმილისა.

29. და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ.

30. აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა.

31. ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

32. მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა.

33. ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი.

34. და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.

35. ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ

36. და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა.

37. და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

38. ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.


20

1. და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.

2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.

3. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.

4. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?

5. არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.

6. და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.

7. ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.

8. აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.

9. და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.

10. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.

11. და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს.

12. და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.

13. და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.

14. და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი.

15. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე.

16. ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.

17. და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს.

18. რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.


21

1. და მოჰხედა უფალმან სარრას, ვითარცა ჰრქუა და უყო ღმერთმან სარრას, ვითარცა ეტყოდა მას.

2. და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.

3. და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ.

4. და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

5. ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი.

6. და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა.

7. და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა.

8. და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი.

9. და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა.

10. მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა.

11. ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.

12. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.

13. ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს.

14. ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

15. მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა.

16. და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.

17. შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო, და უწოდა ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს.

18. აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე.

19. და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მივიდა და აღავსო თხიერი იგი წყლითა და ასუა ყრმასა მას, და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა.

20. და აღორძნდა და დაეშენა უდაბნოსა და იყო იგი მეისარ.

21. და დაემკჳდრა უდაბნოსა მას ფარანისა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანით ეგჳპტით.

22. მას ჟამსა ოდენ მიუგო აბიმელექ და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარმან და ფიქოლ, ერისთავმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუა: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ.

23. აწ უკუე მეფუცე მე, ღმერთსა, რათა არა მავნო, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელი ვყავ შენ თანა და ქუეყანასა მას. რომელსა დამკჳდრებულ ხარ შენ მას ზედა.

24. და ჰრქუა მას აბრაჰამ: მე უკუე გეფუცო შენ.

25. და ამხილა აბრაჰამ აბიმელექს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მოუღიეს მწყემსთა მათ აბიმელექისთა.

26. ჰრქუა აბიმელექ აბრაჰამს: არა ვიცი, ვინ ყო საქმე ეგე. არცა შენ მითხარ, არცა მე მესმა, არამედ დღეს ხოლო.

27. მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელექს და აღითქუეს ორთავე აღთქუმა.

28. დაადგინა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან.

29. და ჰრქუა აბრაჰამს აბიმელექ: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვართანი, რომელ-ესე დაადგინენ თჳსაგან?

30. მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან. რათა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე.

31. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილსა მას ჯურღმულ ფიცისა.

32. რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელექ და ოქოზათ, მზახალი იგი მისი, და ფიქორ, ერისთავი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ.

33. დაასხა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელი უფლისა ღმრთისა საუკუნოჲ.

34. და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა.


22

1. და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე.

2. და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.

3. აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.

4. და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით.

5. და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ.

6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.

7. ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?

8. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო წარვიდეს ორნივე ზოგად.

9. და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა.

10. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.

11. ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე.

12. და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

13. და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა.

14. და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა".

15. და უწოდა ანგელოზი უფლისა აბრაჰამს მეორედ ზეცით და ჰრქუა.

16. თავსა ჩემსა ვფუცე, თქუა უფალმან, ვინათგან ჰყავ სიტყაჲ ესე. და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

17. კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა.

18. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.

19. და მიიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს. ერთბამად ჯურღმულად ფიცისა და დაეშენა აბრაჰამ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

20. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამ და ჰრქუეს: აჰა ესერა, უშვა მელქამანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა.

21. ოქს პირმშოჲ და კავქს, ძმაჲ მისი, და კამოელ მამაჲ ასურთაჲ.

22. და ქაზათ და აზავ და ფალდას და ალაბ და ბათოელ.

23. და ბათოელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.

24. და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რეჰმა, შვა მანცა, ბაეკ და ტაბეკ და ტოქოს და მუქან.


23

1. იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ.

2. და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად.

3. და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან:

4. მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.

5. მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.

6. რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.

7. აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.

8. და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა.

9. და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა.

10. ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად.

11. და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი.

12. თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა.

13. და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ.

14. და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:

15. არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი.

16. და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.

17. და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო.

18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.

19. და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.

20. და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.


24

1. და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე.

2. და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა.

3. და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის.

4. არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.

5. ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?

6. ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.

7. უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან, რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე და მეფუცა და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით.

8. ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ

9. და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს.

10. და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ.

11. და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი.

12. და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

13. აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა.

14. და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

15. და ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა შინა. მუნთქუეს-ვე რებეკა გამოვიდოდა, შობილი ბათოელისი, ძისა მელქასი, ცოლისა ნაქორისა, ძმისა აბრაჰამისაჲ, და აქუნდა სარწყული მჴართა თჳსთა.

16. ხოლო ქალწული შუენიერ იყო ხილვითა ფრიად, და ქალწული იყო, მამაკაცი არა უწყოდა მან. და შთავიდა წყაროსა მას და აღმოავსო სარწყული და აღმოვიდა.

17. ხოლო მირბიოდა ყრმაჲ მიგებებად მისსა და ჰრქუა მას: მეც მე წყალი, ისწრაფა და გარდამოიღო სარწყული იგი მისგან.

18. და თქუა: სუ, უფალო. და ასუა.

19. ვიდრე განძღებოდა სმითა. და თქუა: აქლემთაცა შენთა ვასუა, ვიდრემდის ყოველთა სუან.

20. ისწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული ისარნებსა შინა. და მირბიოდა მერმეცა ჯურღმულისა მიმართ აღმოვსებად წყლისა და ასვა ყოველთავე აქლემთა.

21. ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა.

22. და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი.

23. და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად.

24. და ჰრქუა მან მას: ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს.

25. და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად.

26. და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.

27. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა

28. და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ.

29. ხოლო რებეკას ძმაჲ იყო, რომლისა სახელი ლაბან. და მირბიოდა კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა.

30. და იყო ვითარცა იხილნა სალტენი და საყურნი ჴელთა ზედა დისა თჳსისათა, რამეთუ ესმნეს სიტყუანი დისა მისისა რებეკას მეტყუელისანი: ესრეთ მეტყოდა მე კაცი, და მოვიდა კაცისა მომართ, დგა რა იგი აქლემთა თანა წყაროსა ზედა.

31. და ჰრქუა მას: მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა.

32. და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა.

33. და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა.

34. და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე.

35. უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და ამაღლდა. და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი.

36. და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი.

37. და მაფუცა მე უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა.

38. არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით.

39. ხოლო მე ვარქუ: უკუეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა?

40. და მრქუა მე უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.

41. მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა, ხოლო რაჟამს წარხჳდე ტომისა მიმართ ჩემისა და არა მოგცენ შენ და იყო უბრალო ფიცისაგან.

42. და მო-რა-ვედ მე დღეს წყაროსა ზედა, ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე.

43. აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა.

44. და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს.

45. და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან, მეტყუელისა გონებასა შინა, მეყსეულად რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და შთავიდა წყაროსა ზედა და აღმოივსო. ხოლო ვარქუ მას: მასუ მე.

46. და მოსწრაფე ქმნილმან შთა-მოიღო სარწყული თავისაგან თჳსისა და თქუა: სუ შენცა ღა აქლემთაცა შენთა ვასუა. და აქლემთაცა ასუა.

47. და ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ხარ ასული? ხოლო მან თქუა: ასული ბათოელისი, რომელი უშვა მელქა. და შეუსხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.

48. და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს.

49. აწ უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა, რათა მივაქციო მარჯუენით, ანუ მარცხენით.

50. მიუბეს ლაბან და ბათოელ და თქუეს: უფლისაგან გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვერ ძალ-გჳც უკუე წინააღდგომად, თქუმად ჰავ-კარგობისა.

51. აჰა, რებეკა წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან.

52. ხოლო იყო ყრმისაგან სმენასა აბრაჰამისსა სიტყუათა მათთასა, თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა.

53. და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.

54. და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა.

55. მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ.

56. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა.

57. ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა.

58. და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე.

59. და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი.

60. და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ.

61. აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა ზედა და წარვიდეს, კაცისა მის თანა და წარიყუანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.

62. ხოლო ისაკ იქცეოდა უდაბნოსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას სამხრითკერძოსა.

63. და განსრულ იყო იგი ველად განცხრომად მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი ათნი.

64. და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ.

65. და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა? ხოლო მან ჰრქუა: ესე უფალი ჩემი. და გარდამოჴდა იგი აქლემისა მისგან და მოიღო თერისტროჲ და გარე მოისხა.

66. მაშინ მიუთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.

67. ხოლო შევიდა ისაკ სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა.


25

1. მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა.

2. და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე.

3. და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ.

4. და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი.

5. და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა.

6. და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა.

7. ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ.

8. და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა.

9. და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა.

10. აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.

11. და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა.

12. და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს.

13. და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან.

14. და მასონ და იდუმა და მასე.

15. და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ.

16. ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.

17. და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.

18. და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა.

19. და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.

20. და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად

21. და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა

22. და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.

23. და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.

24. და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

25. და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.

26. და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა

27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.

28. უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.

29. შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.

30. და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.

31. და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.

32. ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?

33. ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.

34. ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.


26

1. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ.

2. ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ.

3. და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.

4. და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.

5. ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი.

6. და დაეშენა ისაკ გერარეთს.

7. ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.

8. და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.

9. მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით.

10. ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა

11. და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.

12. სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან.

13. და ამაღლდა კაცი იგი და ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად.

14. და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი.

15. და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა.

16. ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.

17. და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ.

18. და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა.

19. და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ.

20. და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას.

21. წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ".

22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.

23. აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

24. და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.

25. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა.

26. და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ.

27. და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან.

28. ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, უფალი, რამეთუ შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შორის შენსა და ჩუენსა და აღვთქუათ შენ თანა აღთქუმაჲ.

29. რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ.

30. და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს.

31. და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.

32. და მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი.

33. და ფიცისა მისთჳს უწოდა ქალაქსა მას "ჯურღმული ფიცისა", ვიდრე დღეინდელად დღემდე.

34. იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ.

35. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.


27

1. და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.

2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.

3. აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.

4. და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

5. ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ესავს, ძესა თჳსსა და ვითარცა განვიდა ესავ ველად და ნადირობად ნადირისა მამისათჳს თჳსისა.

6. მოუწოდა რებეკა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა, და ჰრქუა: ესერა, მესმა, ვითარ-იგი ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა:

7. მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

8. აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ

9. და წარვედ არვედ და მომართუენ მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი.

10. და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა.

11. ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ.

12. ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.

13. ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.

14. ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.

15. და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა.

16. და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა.

17. და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა.

18. და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო და მან ჰრქუა: აჰა, მე, ვინ ხარ შენ, შჳლო?

19. და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

20. ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.

21. ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა.

22. და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი.

23. და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ და აკურთხა იგი.

24. და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ.

25. და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა.

26. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო.

27. და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან.

28. მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.

29. და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.

30. და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით.

31. და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

32. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ.

33. განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.

34. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.

35. ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი.

36. და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო?

37. მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო?

38. ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.

39. მიუგო ისაკ და ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.

40. და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა.

41. და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.

42. უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.

43. აწ უკუე, შჳლო, ისმინე ჴმისა ჩემისა: და აღდეგ და წარივლტოდე შუამდინარედ ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანად.

44. და იყავ მის თანა რაოდენმე დღე, ვიდრემდე გარე მიიქცეს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისა შენგან.

45. და დავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ, ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგან-ვე ერთსა შინა დღესა.

46. და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?


28

1. მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა.

2. არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა, დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა.

3. ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ და იყავ შენ კრებულად ნათესავთა.

4. და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა და დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისა, რომელი მოსცა ღმერთმან აბრაჰამს.

5. და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუამდინარედ ლაბანისსა, ძისა ბათოელ ასურისა, ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.

6. ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკმან იაკობი და წარვიდა შუამდინარედ. ასურეთისა მოყვანებად მიერ თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო მას და ჰრქუა: არა მოყვანებად ცოლი ასულთაგან ქანანისთა.

7. და რამეთუ ერჩდა იაკობ მამასა თჳსსა და დედასა, და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა.

8. და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანანელთანი წინაშე ისაკისა, მამისა მისისა.

9. წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელეთ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა თჳსა ცოლად.

10. და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად.

11. და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას.

12. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა.

13. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.

14. და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.

15. და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ.

16. და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე.

17. და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ.

18. აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა.

19. და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად.

20. და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად.

21. და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა.

22. და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას.


29

1. და წარემართა იაკობ და წარვიდა ქუეყანად მზისა აღმოსავალად ლაბანის, ასურისა, ძისა ბათოელ ასულისა, ხოლო ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.

2. და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა.

3. და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა.

4. და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ.

5. და ჰრქუა მათ: იცით-ა ლაბან, ძე ნაქორისა? და მათ ჰრქუეს: ვიცით.

6. ხოლო მან ჰრქუა: ცოცხლებით არს-ა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგინი ამას იტყოდეს, აჰა, რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა.

7. და თქუა იაკობ: დღე დგას-ღა ფრიად და არ-ღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა, წარვედით და აძოებდით.

8. ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ, ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა ამის და მაშინ-ღა ვასუათ საცხოვარსა ჩუენსა.

9. ჯერეთ ზრახვიდა იგი მათ, და რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა მისისათა, რამეთუ აძოებდა ცხოვართა მამისა მისისათა.

10. და ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი. დედისძმისა თჳსისა, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და სუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა.

11. და ამბორს-უყო რაქელს და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა.

12. და უთხრა რაქელს, ვითარმედ ძმაჲ არს მამისა მისისა და ვითარმედ ძე არს რებეკასი. და წარვიდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა სიტყჳსა მისებრ იაკობისა

13. და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი ესე.

14. ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა.

15. და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?

16. ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისა ლია და სახელი უმრწემესისა მის რაქელ.

17. და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.

18. და უყვარდა იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა.

19. მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა.

20. და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი,

21. ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი.

22. და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი.

23. და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა და შევიდა მისსა იაკობ.

24. და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. და ვითარცა იყო განთიადი და, აჰა ესერა, იყო იგი ლია.

25. და ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ, ანუ აჰა რაქელისთჳს გმონებდ? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე.

26. და თქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრეთ-მიცემად უმრწემესი უწინარეს უხუცესისა.

27. აღასრულენ სხუანი-ღა წელნი და მიგცე იგი შენ საქმისა მისთჳს. რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმეცა შჳდ წელ.

28. და ყო იაკობ ეგრეთ და აღასრულნა სხუანი წელნი.

29. და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად.

30. და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა.

31. და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ.

32. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.

33. და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.

34. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი.

35. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან.


30

1. და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.

2. განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.

3. ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.

4. და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.

5. და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს.

6. და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან.

7. და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე მეორე.

8. და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ.

9. და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ იაკობ.

10. და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე.

11. და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად.

12. და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე.

13. და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.

14. განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი.

15. და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა.

16. შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა.

17. და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.

18. და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.

19. და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე.

20. და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.

21. და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.

22. ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოჲ მისი.

23. მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.

24. და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე ღმერთმან შჳლი სხუაჲ.

25. და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა.

26. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.

27. ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა.

28. და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ.

29. ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ-იგი იყვნეს ჩემ წინაშე.

30. და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.

31. ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.

32. წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.

33. და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ იყავნ ჩემდა.

34. ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!

35. და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად.

36. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.

37. ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად.

38. და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად.

39. მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა.

40. ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა.

41. და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ.

42. და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა.

43. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები.


31

1. და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთა, ვითარ-იგი ეტყოდეს: მიგვიღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ.

2. და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა.

3. და ჰრქუა უფალმან იაკობს: მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

4. მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.

5. და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა.

6. თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.

7. ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა.

8. უკუეთუ თქუას: ვითარმედ ჭრელი იგი იყავნ შენდა სასყიდელად, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი ჭრელსა. და უკუეთუ ესრეთ თქუას: იყვნედ სპეტაკნი სასყიდელად შენდა, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი სპეტაკსა.

9. და მოუღო ღმერთმან ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე.

10. და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული.

11. და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა:

12. აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.

13. მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა.

14. მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა შენისასა?

15. ანუ არა, ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩვენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი.

16. ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შჳლთა ჩუენთა. აწ რაჲ-იგი გრქუა შენ ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავ:

17. აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა.

18. და წარიღო ყოველივე მონაგები მისი და ყოველი ჭურჭელი მისი, რომელ მოიგო შუამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი. და წარმემართა მისლვად ისაკისასა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანანისა.

19. ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.

20. და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის.

21. და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღჴდა მდინარესა და მიმართა მთასა მას გალადისასა.

22. უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა. ვითარმედ წიაღჴდა იაკობ.

23. და წარიყუანნა მის თანა ყოველნი ძენი მისნი, ლაბან დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალადისასა.

24. ხოლო მოვიდა ღმერთი ლაბანისა ჩუენებად ღამე და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდე იაკობს ფიცხელად და ეწია ლაბან იაკობს.

25. ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა მას ზედა, და ლაბან დაადგინა ძმანი თჳსნი მთასა მას ზედა გალაადისა.

26. და ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ესე მიყავ? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარენ-ცა და წარმოიყუანენ ასულნი ჩემნი, ვითარცა ტყუენი მახჳლითა.

27. და თუმცა მითხრა მე, წარმო-მცა-გგზავნე შენ სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.

28. არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.

29. და აწცა შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის-ყოფად შენდა. არამედ ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.

30. და აწ წარმოსრულ ხარ, გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახედ მამისა შენისა. გარნა რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?

31. მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რამეთუ შემეშინა და ვთქუ: ნუუკუე მიმიხუნე ასულნი შენნი და ყოველივე ჩემი.

32. მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა ჰპოვნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩემთა აწ უკუე იცან ყოველი, რაჲ არს შენი ჩემ თანა, და მიიღე. და ვერარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ. არა იცოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი.

33. შევიდა ლაბან და აღიხილა სახლი ლიასი და არა პოვა, გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არა პოვა, და სახლები ორთავე მჴევალთა და არა პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.

34. ხოლო რაქელ მოიხუნა კერპნი იგი და ქუე შესხნა იგინი პალანთა აქლემისათა და დაჯდა მათ ზედა.

35. და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად შენ წინაშე, რამეთუ ჩუეულებათა დედათასა ვარ მე. აღიხილა ლაბან ყოველივე სახლნი და არა პოვა კერპნი იგი.

36. განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი. რამეთუ მდევნი?

37. და აღიხილე ყოველი ჭურჭელი სახლისა ჩემისა? რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა და ჩემთა და გუამხილონ საშუალ ორთავე.

38. ესე ოცი წელ არს, ვინათგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ.

39. ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა; ვიქმენ ისართა თანა.

40. შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა.

41. ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.

42. არა თუმცა ღმერთი მამისა ჩემისა აბრაჰამისა იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერი-მცა გამომავლინე მე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჴელთა ჩემთა იხილა ღმერთმან და გამხილა გუშინ.

43. მიუგო ლაბან და ჰრქუა იაკობს: ასულნი ესე - ასულნი ჩემნი და ძენი ესე - ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე - საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ამათ ჩემთათჳს რაჲ ვჰყო დღეს, ანუ შვილთა მათთა, რომელნი შვენ?

44. აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა. და ჰრქუა მას: აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა. ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა.

45. და მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად.

46. და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა.

47. და ჰრქუა და უწოდა ლაბან "ბორცჳ მოწმობათა" და იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე", თჳთოეულმან განმარტებით ენათა თჳსთათა.

48. ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა დღეს. და უწოდა მას ლაბან "ბორცუ წამებისაჲ", ხოლო იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე". და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა ესერა, ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელი აღმართე შორის ჩემსა და შენსა, წამებს ბორცჳ ესე და ძეგლიცა ესე წამებს. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი "ბორცუ წამებისაჲ".

49. და ხილვაჲ იგი, რომელ იხილე, იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით მოყუასი მოყუასისა.

50. უკუეთუ დაამდაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არა ვინ არს მოწამე თჳნიერ ღმრთისა, რომელი დგას და ხედავს.

51. და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა, ბორცჳ ესე და ძეგლი. რომელი დავაფუძენით შორის ჩემსა და შორის შენსა.

52. იყოს მოწამედ ბორცჳ და მოწამედ ძეგლი, რამეთუ არცა მე წიაღ-მოვიდე ძეგლსა ამას, და ნურ-ცა შენ წიაღმოხვალ ჩემდა ბორცუსა ამას და ძეგლსა ბოროტებით.

53. ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შორის ჩუენსა, ღმერთმან მამათა მათთამან. და ფუცა იაკობ შიშსა მამისა თჳსისა ისაკისსა.

54. და შეწირა მსხუერპლი იაკობ მთასა მას თანა და ხადა ყოველთა ძმათა თჳსთა. ჭამეს და სუეს და დაიძინეს მთასა მას.

55. და აღდგა ლაბან განთიად და ამბორს-უყო ძეთა მისთა და ასულთა თჳსთა და აკურთხნა იგინი და მიიქცა ლაბან და წარვიდა ადგიდ თჳსა. და იაკობ წარვიდა გზასა თჳსსა.


32

1. და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.

2. ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი წმიდაჲ არს ესე და უწოდა ადგილსა მას "ბანაკებ".

3. წარავლინნა იაკობ მაუწყებელნი წინაშე ესავისა, ძმისა თჳსისა, ქუეყანად სეირად, სოფელსა ედომისასა.

4. ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონა შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე ვიდრე აქამომდე.

5. და მოვიგე ზროხაჲ და ვირები და ცხოვარი, მონები და მჴევლები. და მივავლინე უფლისა ჩემისა ესავისა თხრობად, რათა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.

6. და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა.

7. ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად.

8. და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად.

9. და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ.

10. კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად.

11. განმარინე მე, ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა.

12. შენ სთქუ: კეთილად კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლისაგან.

13. და დაიძინა მუნ ღამესა მას. და მოიღო რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა.

14. თხანი ორასი, ვაცნი ოცნი, ცხოვარნი ორასი, ვერძნი ოცნი.

15. და აქლემი ჴდალი და კიცვები მათი ოცდაათი, ზროხაჲ ორმეოცი და კუროჲ ათი, ვირნი ოცნი და კარაულნი ათნი.

16. და მისცა იგი ჴელთა მონათა მისთასა სამწყსო თჳს-თჳს და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და ხანი დაუტევეთ სამწყსოჲ და სამწყსოსა.

17. და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხუალ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა?

18. არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი რომელი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა, იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს.

19. ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისა, და ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ თქუენ ესავს, რაჟამს გპოვნეს მან.

20. და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს.

21. და შემიმთხჳოს მე. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა. ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას.

22. და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი.

23. და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი.

24. და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.

25. და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.

26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.

27. და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.

28. და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო.

29. ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.

30. და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".

31. და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით.

32. ამისთჳს არა ჭამონ ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ, რომელი დაუბუშდა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე, რომელსა შეახო ვრცელსა ბარკლისასა ძარღუსა იაკობისსა, რომელ დაუბუშა.


33

1. აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა, აჰა, ესავ, ძმაჲ მისი, მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა.

2. და განუყვნა ყრმანი იგი ლიას და რაქელს და ორთა მათ მჴევალთა. და დაადგინა ორნი იგი მჴევალნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკანაჲსკნელ.

3. და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.

4. და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე.

5. და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი.

6. და მოეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს.

7. და მოეახლა ლია და შვილი მისნი და თაყუანის-სცეს, და ამისა შემდგომად მოეახლნეს რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს.

8. მიუგო და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი მონამან შენმან წინაშე შენსა.

9. ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე.

10. ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე.

11. და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო.

12. ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ.

13. ჰრქუა მას მან: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი.

14. წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო გზასა ზედა მოცალედ სლვით წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე ჩემდა უფლისა ჩემისა სეირად.

15. ჰრქუა მას ესავ დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა. ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს? ესე კმა არს, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, უფალო.

16. და მიაქცია ესავ მას დღესა შინა გზასა თჳსსა სეირად.

17. და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის "კარვებ".

18. და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუა მდინარით ასურეთისათ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას.

19. და მოიგო ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა, ასის ტარიგისა.

20. და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა.


34

1. გამოვიდა დინა, ასული ლიასი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.

2. და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.

3. და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისასა, და შეიყუარა ქალი იგი და ეტყოდა გონებისაებრ მისისა.

4. მიუგო სჳქემ მამასა თჳსსა და ჰრქუა: მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად.

5. იაკობს ესმა, რამეთუ შეაგინა ასული მისი ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი მისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.

6. გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისაჲ, იაკობისა სიტყუად მისა.

7. ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს იგინი და მწუხარებაჲ იყო მათა დიდად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს.

8. ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: ძემან ჩემმან, სჳქემ, აღირჩია სულითა ასული თქუენი. მოეცით მას იგი ცოლად.

9. გუემზახენით ჩუენ და ასულნი თქუენნი მომცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიუთხოენით ძეთა თქუენთა.

10. და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა.

11. ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა თქუენ წინაშე და, რაჲ-იგი სთქუთ, მიგცე.

12. განამრავლეთ სათხოველი ფრიად და მიგცე, რაჲცა მრქუათ მე, და მომეცით მე ქალი ესე ცოლად ჩემდა.

13. მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი, და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი:

14. ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.

15. ამით მსგავს იყვენით ჩვენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შორის, უკეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რათა წინა-დაიცვითოს ყოველმან წულმან თქუენმან,

16. მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულნი თქუენნი მივიყუანნეთ ჩუენდა. და დავიმკჳდროთ თქუენ შორის და ვიყოთ ვითარცა ერთი ნათესავი.

17. უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთამცა წინა-დაიცჳთეთ, წარვიყუანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ.

18. და სთნდეს სიტყუანი წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა.

19. და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ ტრფიალ იყო ასულისა იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს ყოველთა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

20. მოვიდეს ემორ და სჳქემ, ძე მისი, ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ მის ქალაქისათა და ჰრქუეს:

21. კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ამას ქუეყანასა და ვაჭრობდედ. ესერა, ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყუანნეთ ჩუენდა ცოლად და ასულნი ჩუენნი მივსცნეთ მათ.

22. გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ ჩუენ კაცთა მათ დამკჳდრებად ჩუენ თანა, რათა ვიყვნეთ ვითარცა ერი ერთი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა ყოველსავე წულსა თანა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან.

23. და საცხოვარი მათი და ყოველივე მონაგები მათი ჩუენდა იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და დაემკჳდრნენ ჩუენ თანა.

24. და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამომავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცვეთილებასა მათსა ყოველივე წული.

25. და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა. მოიღეს ძეთა იაკობისთა: სჳმეონ და ლევი, ძმათა დინასთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით და მოსრეს ყოველივე მამაკაცი.

26. და ემორ და სჳქემ, ძე მისი, მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა და გამოიყუანეს დინა, დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.

27. ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი ამისთჳს, რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი.

28. ცხოვარი და ზროხაჲ მათი, და ვირები მათი, რაოდენი იყო ქალაქსა მას შინა, რაოდენი იყო ველსა ზედა.

29. წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.

30. და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.

31. ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?


35

1. ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და აღუშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე შენ პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა

2. ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთა მისთანათა: აღიხილენით ღმერთნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შორის, და განწმიდენით და შეიცვალეთ სამოსლები თქუენი.

3. და აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.

4. და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

5. და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა.

6. მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ესე არს ბეთელი, და ყოველი ერი მის თანა.

7. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა.

8. მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას "მუხაჲ გლოისაჲ".

9. ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდა შუამდინარით ასურეთისათ, აკურთხა იგი

10. და ჰრქუა. არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.

11. ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი შენი, აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ.

12. და ქუეყანა, რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.

13. აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.

14. და აღმართნა იაკობ ძეგლნი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.

15. და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ და გამოვიდა მუნით, ჟამსა ზამთრისასა.

16. და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად, შვა რაქელ.

17. და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ.

18. და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი "ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.

19. მოკუდა რაქელ და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი.

20. და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

21. და წარვიდა ისრაჱლ და დასცა კარავი თჳსი დამართებით გოდლისა მის გადერისასა.

22. და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა მას, მივიდა რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა. იყუნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ.

23. ძენი ლიასნი: პირმშოჲ რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ.

24. და ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ.

25. და ძენი ბალასნი, მჴევლისა რაქელისნი: დაან და ნეფთალიმ.

26. და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა.

27. მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა, ჯერეთ სიცოცხლესა-ღა ქალაქად მამბრედ ეველისა, ესე იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანანისასა, სადა-იგი მსხემ იყო აბრაჰამ და ისაკ.

28. და იყუნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა ასოთხმეოცდაათ წელ.

29. და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსე დღითა და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ, ძეთა მისთა.


36

1. ესე შობანი არიან ესავისნი, ესე იგი არს ედომ.

2. და მოიყვანნა ესავ თავისა თჳსისა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანანისთა: ადან, ასული სელონისი ქეტელისა, და ოლიბემან, ასული ენანისი, ძისა სებეგონისი ეველისა.

3. და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი.

4. და უშვა მას - ადან ესავს ელიფას და ბასიმათ უშვა რაგოელ.

5. და ოლიბემან უშვა იეულ და ეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელნი ესხნეს მას ქუეყანასა ქანანისასა.

6. წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი და ყოველი საცხოვარი და ყოველი ძენი თჳსნი და ყოველივე, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანანისსა, და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისა.

7. რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო მკჳდრობად ერთად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა.

8. და დაეშენა ესავ მთასა სეირსა, და ესე იგი არს, ედომ.

9. ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.

10. და ესე სახელები არს ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძე ადასი, ცოლისა ესავისი, როგოველ, ძე ბასემათისი, ცოლისა ესავისი.

11. იყუნეს ძენი ელიფასნი: თემან, ომარ, სოფორ, გოთომ, კენეზ.

12. ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფაზს ამალეკი. ესე ძენი ადასნი, ცოლისა ესავისნი.

13. და ესე არიან ძენი რაგოელისნი: ნაქეთ, ზარეთ, ბოსრ და მოზე. ესე იყვნეს ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

14. და ესე იყვნეს ძენი ოლიბემასნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისა; ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეოლ და იეგლონ და კორე.

15. ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ძენი ელიფასნი, პირმშო ესავისი: მთავარი თემან, მთავარი ომარ, მთავარი სოფარ, მთავარი კინეზ.

16. მთავარი კორე, მთავარი გოთომ, მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიასასა. ესე ძენი ადასნი.

17. და ესე ძენი რაგოელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ომეთ, მთავარი მოზე. ესე მთავარნი რაგოელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

18. და ესე ძენი ილიბემასნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, და მთავარი კორე. ესე მთავარნი ილიბემასნი. და ესე ძენი ესავისნი.

19. და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ძენი ედომისნი.

20. ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორელისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისსა: სობალ, სებეგონ, ანა.

21. და დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სეირის ქორელისანი. ქუეყანასა ედომისსა.

22. ხოლო იყვნეს ძენი, ლოტანისანი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისნი თამნა.

23. და ესე ძენი სობალისნი: გოლომ და მანაქათ, და გებელ, სოფ და ონან.

24. და ესე ძენი სებეგონისნი: ეე და ესან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამინი უდაბნოსა, რაჟამს-იგი აძოებდა კარაულთა სებეგონისთა, მამისა თჳსისათა.

25. და ესე ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ინანისი.

26. ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამა და აბამა და იეთრამ და ქარრან.

27. ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ზუკამ და იოვიკამ და ოკამ.

28. და ესე ძენი რისუნისნი: ოს და არრან.

29. ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლუტან, მთავარი სობალ, მთავარი სებეგონ, მთავარი ენან.

30. მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავარი რისონ. ესე მთავარნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.

31. და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა.

32. და მეფობდა ედომს ბალაკ, ძე ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისა დენნაბა.

33. მოკუდა ბალაკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.

34. მოკუდა იობაბ და მეფობდა მის წილ ასონ ქუეყანისაგან თემანელთასა.

35. მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.

36. მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკათ.

37. მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო რობოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.

38. მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძე აქაბრისი.

39. მოკუდა ბალაენონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მატებელ, ასული მატრადისი, ძისა მეზოფისი.

40. და ესე სახელები მთავართა მათ ესავისთა ტომთა მათთა და ადგიდ-ადგილსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შორის მათსა: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.

41. მთავარი ელიბემა, მთავარი ილას, მთავარი ფინონ.

42. მთავარი კენეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ.

43. მთავარი მეგედიელ, მთავარი ზეფოიმ. ესე მთავარნი ედომისნი და შენებულთა შინა ქუეყანისა მის მონაგებისა მათისასა. ესე არს ესავ, მამაჲ ედომისაჲ.


37

1. ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა.

2. ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.

3. ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი.

4. და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით.

5. ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა.

6. და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა.

7. მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა.

8. ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა.

9. მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს.

10. შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?

11. და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.

12. და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად.

13. და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ.

14. ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად.

15. და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას: ვის ეძიებ?

16. ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა აძოებენ?

17. და ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმად. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა თჳსთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.

18. და მათ წინასწარ იხილეს იგი მიმავალი მათა შორის, ვიდრე მიახლებადმდე მათა, მოი-ძმაჲ-ცვეს მოკლვა მისი, ვიდრე მისლვადმდე მისა.

19. და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა, ჩუენებისმხილველი იგი მოვალს.

20. აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.

21. ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა.

22. და ჰრქუა მათ: არა მოვჰკლათ იგი მოკლვით, ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა უდაბნოსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რათამცა განარინა იგი ჴელთაგან მათთა და მისცა მამასა თჳსსა.

23. და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა.

24. და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა.

25. და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილნეს, და, აჰა ესერა, მოგზაურნი ისმაელიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალათით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა, შტახსითა და მკურისკევითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ.

26. ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვჰკლათ ძმა ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?

27. მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.

28. და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა.

29. და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას.

30. და დაიპო სამოსელი თჳსი და მიაქცია ძმათა თჳსთა და ჰრქუა მათ: ყრმაჲ იგი აქა არა არს და მე ვიდრე მივიდე?

31. ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა.

32. და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა.

33. და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.

34. და დაიპო იაკობ სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძა წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.

35. შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი და მოვიდეს ნუგეშინის- ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი.

36. ხოლო მადიამელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა ფარაოსასა მატაკარანსა.


38

1. და იყო მის ჟამსა, ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათა თჳსთაგან და მოვიდა ვიდრე კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა ირას.

2. და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო.

3. და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ.

4. და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან.

5. და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი.

6. და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.

7. და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.

8. და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.

9. გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.

10. ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.

11. ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

12. აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად.

13. და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი.

14. განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.

15. და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი.

16. და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა.

17. და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა.

18. და იუდა ჰრქუა: რაჲ წინდი მიგცე შენ? ხოლო მან ჰრქუა: ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა იგი და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან.

19. და იგი აღდგა და მოიძარცვა თერისტრა თავისაგან თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისა მისისა.

20. ხოლო იუდა მიუძღუანა თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა მის ოდოლამელისათა, რათა მიიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი

21. და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა?

22. და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.

23. და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.

24. და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა.

25. და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.

26. ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა.

27. და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა.

28. და თქუა: ესე გამოვიდეს პირველად.

29. და ვითარცა შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ.

30. და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი, რომლისსა იყო ჴელსა მისსა ზედა მეწამული და უწოდა სახელი მისი ზარა.


39

1. ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ.

2. და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.

3. ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა, და რაოდენსა-რას იქმს, უფალი წარმართებს ჴელთა შინა მისთა.

4. და პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თჳსისა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე რაჲცა იყო, მისცა ჴელთა იოსებისთა, და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა, რაჲცა იყო მისი, აკურთხონ სახლი ეგჳპტელისა მის იოსებისათჳს.

5. და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა.

6. და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.

7. და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.

8. ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა.

9. და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა და არარაჲთ ვინ მმატს მე სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, არცა თჳნიერ ხოლო შენსა, რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი, და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?

10. და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად მას.

11. და იყო ეგე ვითარ რაჲმე დღე და შევიდა იოსებ სახიდ საქმედ საქმესა თჳსსა, და არა ვინ იყო სახლსა მას შინა.

12. შებმა-უყო სამოსელსა მისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

13. და ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

14. მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა ჩუენ მონაჲ ებრაელი საკიცხევად ჩუენდა: შემოვიდა დაწოლად ჩემ თანა. და მე ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა.

15. მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღად-ვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, და ივლტოდა და განვიდა გარე.

16. და დაიყენა სამოსელი იგი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი იგი სახიდ თჳსად. და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა:

17. შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.

18. ვითარცა ესმა, რამეთუ ღაღად-ვყავ და აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, დაუტევა სამოსელი თჳსი და ივლტოდა და განვიდა გარე.

19. და იყო, ვითარცა ესმა უფალსა მისსა სიტყუანი იგი ცოლისა მისისანი, რაოდენ-იგი უთხრა მას და ჰრქუა, ვითარმედ ესე მიყო მე მონამან შენმან, განრისხნა პეტეფრე გულისწყრომით.

20. და მოიყუანა იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.

21. და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის.

22. და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა.

23. არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.


40

1. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარღჳნისმწდემან მეფისა ეგჳპტისამან და მეპურეთ მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა.

2. და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა მას და მეპურეთმოძღუარსა.

3. და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო.

4. და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე.

5. და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისა, ღჳნისმნემან მან და მეპურეთმოძღუარმან მან, რომელ-იგი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტელისანი. და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა.

6. შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, რამეთუ იყვნეს შეძრწუნებულ.

7. და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს.

8. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე.

9. და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა.

10. და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი.

11. და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა.

12. და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.

13. სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და კუალად დაგადგინოს შენ მთავრად ღჳნისმნეობასავე შენსა და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა, პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირისმწდე.

14. არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გიყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.

15. რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.

16. და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა.

17. ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა.

18. მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან.

19. სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ ჴორცნი შენნი.

20. და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის შორის მონათა თჳსთა.

21. და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა.

22. ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმნა მას იოსებ.

23. ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.


41

1. და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.

2. და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა კიდესა.

3. და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას.

4. და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო.

5. და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი.

6. და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.

7. და შეჭამნეს შჳდთა მათ წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი სავსენი და კეთილნი. და განიღჳძა ფარაო და, აჰა ესერა, იყო იგი ჩუენებაჲ.

8. და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.

9. და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს.

10. ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი.

11. და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან. კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.

12. და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ებრაელი, მონაჲ მზარაულთა მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და განგჳმარტა ჩუენ.

13. და ვითარცა განგჳმარტა ჩუენ, ეგრეცა იყო: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.

14. მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა.

15. და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.

16. მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.

17. ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა.

18. და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.

19. და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი.

20. და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.

21. და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ.

22. განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.

23. და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.

24. და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი. უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან-ცა მითხრა მე.

25. ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს:

26. შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი-ვე ერთ არს.

27. შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი - იყოს შჳდ წელ სიყმილი.

28. ხოლო სიტყუაჲ იგი რომელ ვარქუ ფარაოს, რაოდენი ღმერთსა ეგულების, უჩუენა ფარაოს.

29. აჰა ესერა, შჳდნი წელნი მოვლენან ნაყოფიერებისა დიდისანი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

30. და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა და დაივიწყონ ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.

31. და არ-ღა-რა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისა მისგან, რომელ იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.

32. ხოლო მეორედ ქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსა ორგზის, რამეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისამიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.

33. აწ შენ იხილე კაცი ბრძენი და დაადგინე ყოველსა ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.

34. და ყავნ ესრეთ ფარაო, დაადგინენინ ადგილთმთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღეთ ყოვლისაგან ნაყოფისა ქუეყანისა ეგჳპტისა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.

35. და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა.

36. და დამარხულ იყავნ ქუეყანისათჳს საზრდელი იგი შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანა სიყმილითა.

37. ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

38. და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინა ვპოოთ ჩუენ სხვაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ თავისა თჳსისა შორის?

39. და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა.

40. შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა გმატდე მე შენ.

41. და ჰრქუა ფარაო იოსებს, აჰა ესერა, დამიდგინებიე შენ დღესითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

42. და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისა თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებსა და შეჰმოსეს მას სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲსა ყელსა მისსა.

43. და აღსუეს იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

44. და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

45. და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი, მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად.

46. იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.

47. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.

48. და შეკრიბა ყოველი საზრდელი შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა, ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთა მათ ქალაქისა გარემოთა.

49. და დადვა მას შინა. და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერ-ღა-რა ეძლო რაცხვად, რამეთუ არა იყო რიცხუ.

50. ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მის მზისქალაქისამან.

51. და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა.

52. და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.

53. წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.

54. და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.

55. და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ.

56. და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა.

57. და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ.


42

1. და ვითარცა იხილა იაკობ, რამეთუ არს სასყიდელი ეგჳპტეს, ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ.

2. აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ.

3. და შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი ეგჳპტედ სყიდად იფქლისა.

4. ხოლო ბენიამენ, ძმაჲ იოსებისი, არა წარავლინა ძმათა მისთა თანა, რამეთუ თქუა: ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა.

5. მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტედ სყიდად მომავალთა თანა. ხოლო იყო სიყმილი ქუეყანასა-ცა ქანანისასა.

6. ხოლო იოსებ იყო მთავარ ქუეყანასა მას და ესე მიჰყიდდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა. და მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას პირსა ზედა ქუეყანისასა.

7. და ვითარცა იხილა იოსებ ძმანი თჳსნი, იცნა იგინი და არა გამოეცხადა მათ, არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქუეყანით ქანანისათ სყიდად საზრდელისა.

8. იცნა იოსებ ძმანი თჳსნი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

9. მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან და ჰრქუა მათ: მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად.

10. ხოლო მათ ჰრქუეს: არა, უფალო, მონანი შენნი ვართ და მოვედით სყიდად საზრდელისა.

11. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

12. ჰრქუა მათ იოსებ: არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად.

13. ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი, ქუეყანასა ქანანისსა. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის.

14. ჰრქუა მათ იოსებ: ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

15. ამით საცნაურ იყვნეთ: უკუეთუ მშჳდობისანი ხართ, ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, არა განხჳდეთ ამიერ, ვიდრე არა მოვიდეს აქა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი.

16. წარავლინეთ ერთი თქუენგანი და მოიყუანეთ იგი აქა. ხოლო თქუენ გიპყრნე კრძალულად, ვიდრე განცხადნენ სიტყუანი თქუენნი, გინა თუ ჭეშმარიტ არიან, გინა არა. უკეთუ არა ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

17. და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.

18. და მესამესა დღესა ჰრქუა მათ: ესე ჰყავთ და სცხოვნდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.

19. უკუეთუ ხართ მშჳდობისანი. ძმაჲ თქუენი ერთი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი

20. და ძმა იგი თქუენი მოიყუანეთ ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი ეგე თქუენნი; უკეთუ არა, მოსწყდეთ. ხოლო მათ ჰრქუეს: ეგრე.

21. და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი.

22. მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების.

23. ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის იოსებს, რამეთუ თარგმანი დგას მათ შორის.

24. მიიქცა გარე მათგან იოსებ და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე.

25. და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე. და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და უყვეს მათ ეგრე.

26. და აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.

27. განჴსნა ერთმან ტჳრთსა, რათა-მცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა კრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იყვა ზედა კერძო ძაძასა მისსა

28. მიუგო და ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და, აჰა, იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. და განუკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ ღმერთმან?

29. და მოვიდეს იგინი იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანანისა, უთხრეს მათ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა და ეტყოდეს:

30. მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისა ფიცხლად და შემსხნა საპყრობილესა, ვითარცა მსტოვარნი ქუეყანისანი.

31. ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: რამეთუ მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

32. ათორმეტნი ვიყუენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი, ერთი იგი არა შოვრის არს, ხოლო ერთი იგი უმრწამესი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანანისსა.

33. და მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, რამეთუ მშჳდობისანი ხართ, ძმაჲ ერთი თქუენგანი აქა დაუტევეთ ჩემ თანა და სყიდულიცა იგი იფქლი, რომელი მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა და წარვედით.

34. და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი მოიყუანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტოვარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, მიგცე ძმაჲ ესე თქუენი და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდეთ.

35. და იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა შეკრული ვეცხლი კაცად-კაცადისა ძაძასა თჳსსა. და ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათი და შეეშინათ.

36. და ჰრქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი.

37. მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.

38. ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.


43

1. ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა.

2. და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი შეჭმად, რომელ მიეღო ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

3. ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა.

4. უკუეთუ მოავლინო შენ ძმაჲ ჩუენი ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი.

5. უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გვეტყოდა ჩუენ და გურქუა: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწმესი იყოს თქუენ თანა.

6. და ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ, კაცსა მას, რამეთუ გივის თქუენ ძმაჲ.

7. ხოლო მათ ჰრქუეს: კითხჳთ მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა: უკეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ-ღა არს, ანუ თუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ მას კითხჳსა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქუას ჩუენ: ვითარმედ მოიყუანეთ ძმაჲ თქუენი?

8. ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენ-ცა და შენ-ცა და ვანი-ცა შენი.

9. მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა.

10. და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის.

11. და ჰრქუა მას ისრაჱლ: ვინათგან ეგრე არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭელთა შინა თქუენთა და შთაართუთ ძღუენი კაცსა მის ღმრთისასა: რეტინე და თაფლი და საკუმეველი და შტახსი და ბელეკონი და ნიგოზი.

12. და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა, ვეცხლი იგი, რომელ მოიგო ჭურჭელთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანავე, ნუუკუ უმეცრება რაჲმე არს.

13. და ძმაჲ თქუენი წარიყუანეთ, და აღდეგით და წარვედით მის კაცისა.

14. ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ.

15. მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი ორი წილი მიიღეს ჴელთა მათთა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.

16. ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: შეიყუანენ კაცნი ეგე სახიდ და დაკალ საკლველები და მზა-ყავ, რამეთუ ჩემ თანა ჭამონ პური კაცთა მაგათ სამხრის.

17. ყო ეგრე კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ და შეიყუანნა იგინი ვანად იოსებისა.

18. ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყუანეს კაცნი იგი სახიდ იოსებისა და თქუეს ვეცხლისა მისთჳს, რაჟამს იპოვა ჭურჭელთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად დაცვისა და დადებად ბრალისა და მიყუანებად ჩუენდა მონად და კარაულთა ჩუენთა.

19. მოუჴდეს კაცსა მას, რომელ-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა.

20. ბჭეთა სახლისათა და ჰრქუეს: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა.

21. და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა ვეცხლი ჩუენი, სასწორით მოგვიღებიეს ჴელთა ჩუენთა აწ.

22. და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა იგი ძაძათა ჩუენთა.

23. ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს და გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან.

24. და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა.

25. ხოლო მათ მზა-ყუეს ძღუენი მოსლვადმდე იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა ვითარმედ, მუნ სადილობად არს.

26. შევიდა იოსებ სახიდ თჳსა და შეართუეს მის ძღუენი, რომელ აქუნდა ჴელთა მათთა და თაყუანი-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა.

27. ჰკითხა მათ იოსებ და ჰრქუა: ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით? და მერმე ჰრქუა მათ: ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს?

28. ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ-ღა არს. და თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს.

29. აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ძმაჲ თჳსი, ერთისა დედისაჲ და ჰრქუა: ესე არსა ძმაჲ თქუენი მრწემი, რომლისა სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო.

30. შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.

31. და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგება პურისა.

32. და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეგჳპტელთა მათ, რომელნი პურს ერთნეს, თჳსა რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მეგჳპტელთა პურისა ჭამად ებრაელთა თანა. რამეთუ საძაგელებაჲ არს მეგჳპტელთაჲ ყოველი მწყემსი ცხოვართა.

33. და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად, განუკჳრდებოდა კაცთა მათ კაცად-კაცადისა ძმისა მიმართ თჳსისა.

34. რამეთუ მიიღებდეს იგინი ბოძსა კაცად-კაცადი, მიიხუენ თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნებოდა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა ხუთ წილ, ვიდრე მათი, სუეს ღჳნოჲ და დაითვრნეს მის თანა.


44

1. და უბრძანა იოსებ ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რაოდენ რომელ ედვას აღებად და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისა პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა.

2. და ბარძიმი იგი ჩემი ვეცხლისა შთაუდევით ძაძასა უმრწემესისასა და სასყიდელი-ცა იფქლისა მისისაჲ, ხოლო მათ ყუეს სიტყჳსა მის იოსებისსა, ვითარ-იგი უბრძანა მათ.

3. ღამე იგი განთენა და კაცნი იგი წარიგზავნნეს და კარაულნი მათნი

4. და ვითარცა განვლეს ქალაქი, არღა განშორებულ იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოსმოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ მათ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ?

5. რასა მიმპარეთ მე ბარძიმი ვეცხლისაჲ, ანუ არა ესე არს-ა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნიან მაგით? ბოროტი აღასრულეთ რომელ ესე ჰყავთ.

6. და ვითარ ეწია იგი, ჰრქუა მათ სიტყჳსა მისებრ.

7. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ.

8. უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ ჭურჭელთა ჩუენთა, მოვიღე შენდა ქუეყანით ქანანით, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ, გინა ვეცხლი?

9. ხოლო რომლისაცა თანა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა.

10. ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა. ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ.

11. და ისწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჴსნეს თითოეულად ძაძა თჳსი.

12. და იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა.

13. ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათსა და მიიქცეს ქალაქად.

14. შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა-ღა შინა იყო და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა.

15. ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ-ვსე ჰქმენით? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნის კაცი ჩემ ვითარი?

16. ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი.

17. ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგი-ცა იყოს ჩემდა მონა ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.

18. მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა.

19. შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ?

20. და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე სიბერისა მისისა. ძმაჲ მისი მოკუდა და იგი მარტო დაშთა დედასა მისსა და მამამან მისმან შეიყუარა იგი.

21. ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყუანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი.

22. ხოლო ჩუენ გარქუთ შენ, უფალსა ჩუენსა, ვერ ჴელ-გეწიფების ყრმასა მას დატევებად მამისა, უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი.

23. ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ თქუენი უმრწემესი თქუენ თანა, არ-ღა-რა შესძინოთ ხილვად პირისა ჩემისა.

24. და იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისაჲ ჩუენისა.

25. და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით, და მიყიდეთ ჩუენ კუალად მცირედ საზრდელი.

26. ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ, ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არა თუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი შთამოვიდეს ჩუენ თანა, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირისა კაცისა მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი არა იყოს ჩუენ თანა.

27. ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან, ჩუენდა მომართ: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან.

28. და ერთი იგი წარწყმდა, განვიდა ჩემგან და სთქუთ: მჴეცმან შეჭამა იგი და არ-ღა-რა ვიხილე.

29. აწ უკუე ესე-ღა თუ წარიყუანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა, შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა.

30. აწ უკუეთუ შევიდე მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბენ სულთა მაგისთა.

31. და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ ეგე არა არს ჩუენ თანა, აღესრულოს და შთავიდეს სიბერე მამისა ჩუენისა მწუხარებით ჯოჯოხეთა.

32. რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყუანო შენ წინაშე და დავადგინო, შეცოდებულ ვიყო მე მამისა ყოველთა დღეთა.

33. აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა.

34. ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?


45

1. და ვერ-ღა-რა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე მდგომარეთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან და არა ვინ დადგა წინაშე იოსებისა, არცა ერთი. ღა რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა.

2. აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ჴმაჲ ყოველთა მეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა.

3. და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად.

4. ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.

5. ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა.

6. რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა.

7. და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად.

8. ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

9. ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი.

10. და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი.

11. და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი.

12. აჰა ესერა, თუალნი თქუენნი ხედვენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ.

13. უთხართ მამასა ჩემსა ყოველივე დიდებაჲ ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამა ჩემი აქა.

14. და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისსა, და ტიროდა მას ზედა. და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა.

15. და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა და ამისა შემდგომად ეტყოდეს მას ძმანი მისნი.

16. და მიიწია სიტყუაჲ ესე სახლსა ფარაოსსა და უთხრეს, ვითარმედ მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი, განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა.

17. და ჰრქუა ფარაო იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რათა ესრე ყონ; აღავსეთ ძაძები თქუენი იფქლითა და წარვედით ქუეყანად ქანანისად.

18. და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და ყოველი მონაგები თქუენი, და მოდით ჩემდა და მიგცე თქუენ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ და შჭამდეთ თქუენ ტჳნსა ქუეყანისასა.

19. ხოლო შენ ამცენ ესე, რათა მიიღონ ურმები ქუეყანით ეგჳპტით ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და მოვედით

20. და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისა თქუენდა იყოს.

21. და ყვეს, ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოსა და აღუგო მათ საზრდელი გზასა ზედა.

22. და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები.

23. და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა.

24. და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა.

25. და აღმოვიდეს ეგჳპტით და მოვიდეს ქუეყანად ქანანისად იაკობისა. მამისა მათისა.

26. და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი.

27. და იგინი უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ და ვითარცა იხილა ურმები იგი, რომელ მიუძღუანა იოსებ, რათა წარიყუანოს იგი განცხოველჴურდა სული იაკობ მამისა მათისა.

28. და თქუა ისრაილ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.


46

1. წარმოიტრო ისრაჱლ და ყოველივე მისი. და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა.

2. ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა; იაკობ, იაკობ, ხოლო მან თქუა: რა არს?

3. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ:

4. და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა.

5. და აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა მისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი და აღსხეს ჭურჭელი მათი და ცოლები მათი ურმებსა მას, რომელ მიუძღუანა იოსებ ახუმად მათ ზედა და საცხოვარნი მათნი და შთავიდეს ეგჳპტედ.

6. და ყოველივე მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქუეყანასა ქანანისასა. და შევიდეს ეგჳპტედ იაკობ და ნათესავი მისი მის თანა.

7. ძენი მისნი და ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველივე ნათესავი მისი შეიყუანა ეგჳპტედ.

8. და ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, იაკობ და ძენი მისნი. პირმშოჲ იაკობისი - რუბენ.

9. და ძენი რუბენისნი: ენუქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.

10. და ძენი სჳმეონისნი იემუელ და იამინ და აოდ და აქიმ და საარ და საულ ქანანელისაგანნი.

11. და ძენი ლევისნი: გეთსონ და კაათ და მერარი.

12. და ძენი იუდასნი: ჰერ და ავნან, სელომ ფარეზ და ზარა. და მოსწყდეს ჰერ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. და იყვნეს ძენი ფარეზისნი: ესრომ და იამოჱლ.

13. და ძენი იზაქარისნი: თოლა და ფოა და იასუქ და ზამბრამ.

14. და ძენი ზაბულონისნი სედერ და ალონ და აიჱელ.

15. ესენი ძენი ლიასნი, რომელ უშვნა იაკობს შუამდინარეს ასურეთისა და დინა, ასული მისი, ყოველი ძენი და ასულნი ოცდაათსამეტნი.

16. და ძენი გადისნი: საფონ და ანგის და სავნის და თასუბამ და აედის არუჱლის და არჱილის.

17. და ძენი ასერისნი: იემნა და იესო და ბარია და იეოლ და სარა დაჲ მათი. და ძენი ბარიასნი: ქობორ და მელქიელ.

18. ესე ძენი ზელფასნი, რომელ მოსცა ლაბან ლიას ასულსა თჳსსა რომელ, უშვნა ესე ძენი იაკობს სული ათექუსმეტი.

19. და ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი, იოსებ და ბენიამენ.

20. ხოლო იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენეთ, ცოლმან მისმან ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან მანასე და ეფრემ, ხოლო იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან მან ასურმან მაქირ. და მაქირ შვა გალად, ძენი ეფრემისნი ძმისა მანასესნი: სუტალმან და ტალამ. ძენი სუტალმისნი: ედემ.

21. ძენი ბენიამენისნი: ბალა ქობორ და ასბჱლ, ხოლო იყვნეს ძენი ბალასნი: გირა და ნოემან და ჰნქის და როს და მამფენ და ოფიმენ და გირა შვა არად.

22. ესე ძენი რაქელისნი, რომელ უშვნა იაკობს, ყოველი სული ათრვამეტნი.

23. და ძენი დანისნი ასომ.

24. და ძენი ნეფთალემისნი: ასიჱლ და გოვინი და ესარ და სულლემ.

25. ესე ძენი ბალასნი, რომელნი მისცნა ლაბან რაქაელს, ასულსა თჳსსა, და უშვნა ესენი იაკობს ყოველი სული შჳდ.

26. და ყოველნივე, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, რომელნი გამოსრულ იყვნეს, წყვილთაგან მისთა გარეშე ცოლთა ძეთა იაკობისთა ყოველი სული სამეოცდაექუს.

27. და ძენი იოსებისნი, რომელნი ესხნეს ეგჳპტეს ორ და ყოველი სული, რომელი შევიდა ეგჳპტედ იაკობის თანა სამეოცდაათხუთმეტ.

28. ხოლო იუდა წარავლინა წინასწარ მისა იოსებისა, რათა მოეგებოდის მას კათერონ ქალაქად, ქუეყანასა რამჱსასა.

29. აღაგნა იოსებ ეტლნი თჳსნი და აღვიდა შემთხუევად იაკობისა მამისა თჳსისა კათერონ ქალაქად და იხილა იგი და მოეხჳა ყელსა მამისასა და ტიროდა ტირილითა დიდითა ფრიად.

30. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ.

31. და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას, ვითარმედ ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქანანისასა, მოსრულ არიან ჩემდა.

32. ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელმან ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ და ყოველივე, რაჲცა არს მათი, მოსრულ არიან ჩემდა.

33. უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას, რაჲ არს საქმე თქუენი:

34. თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ მონანი შენნი სიყრმითგან-ვე აქამომდე ჩუენ და მამანი ჩუენნი, რათა დაეშენნეთ ქუეყანასა გესემისასა არაბიასა, რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ.


47

1. და მივიდა იოსებ, უთხრა ფარაოს და ჰრქუა: მამაჲ ჩემი და ძმანი ჩემი და ყოველი საცხოვარი და ზროხანი მათნი მოსრულ არიან ქუეყანით ქანანისათ და აჰა არიან იგინი ქუეყანასა გესემისასა.

2. და ძმათაგანი მისთა წარიყუანა იოსებ ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი , წინაშე ფარაოჲსა.

3. და ჰრქუა ფარაო ძმათა იოსებისთა: რაჲ არს საქმე თქუენი? ხოლო მათ ჰრქუეს ფარაოს: მწყემს ვართ ცხოვართა მონანი შენნი სიყრმითგან, ვიდრე აქამომდე, ჩუენ-ცა და მამანი ჩუენნი.

4. და ჰრქუეს ფარაოს: მწირობად მოსრულ ვართ ჩუენ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართათჳს მონათა შენთასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ქანანისასა აწ უკუე დავეშენნეთ მონანი შენნი ქუეყანასა მას გესემისასა.

5. ჰრქუა ფარაო იოსებს და ეტყოდა: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა.

6. ეგერა, ქუეყანა ეგჳპტისა შენ წინაშე არს, უმჯობესა ქუეყანასა დაამკჳდრენ მამაჲ შენი და ძმანი შენნი, დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა, უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა.

7. შეიყვანა იოსებ მამაჲ თჳსი იაკობ და დაადგინა იგი წინაშე ფარაოჲსა და აკურთხა იაკობ ფარაო.

8. და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?

9. და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.

10. და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან.

11. და დააშენა იოსებ მამაჲ თჳსი და ძმანი თჳსნი და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა და უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესესასა, ვითარცა იგი უბრძანა ფარაო.

12. და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად.

13. და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა.

14. და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რაოდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა იფქლითა მით, რომელსა ჰყიდდეს და იფქლსა უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი ვეცხლი სახლსა ფარაოსსა.

15. და მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა ქანანისსა, მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი.

16. ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენ- და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა.

17. მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა, ცხენებისა წილ და ვირებისა ზროხებისა და ცხოვარისა: და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვარისა მათისა. წარჴდა წელიწადი იგი.

18. და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი და მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არა დამიშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.

19. რათა არა მოვსწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ ჩვენი მოოჴრდეს, არამედ მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს.

20. და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანა მათი ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგინი სიყმილმან და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა.

21. და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა თჳნიერ.

22. ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო, ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი.

23. ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა.

24. და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა.

25. და მათ ჰრქუეს: მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყუნეთ მონა ფარაოჲსა.

26. და დადვა იოსებ ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე: მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა არა იყო ყოველი ფარაოჲსა.

27. ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა გესმეს, და დაეშენნეს მას ზედა და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.

28. და ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ.

29. და ვითარცა მოიწივნეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს.

30. არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო.

31. და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.


48

1. და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს, ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს.

2. ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა.

3. და ჰრქუა იაკობ იოსებს ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე.

4. და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.

5. აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.

6. ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.

7. მე რაჟამს მოვიდოდე შუამდინარით ასურეთისათ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა მას ქანანისასა და ვითარ მოვიწიე მე ცხენთსარბიელთასა მას ქუეყანასა ქაბარათასასა მისლვად ევფრათად, დავჰფალ გზასა ზედა ცხენისარბიელთასა. ესე იგი არს ბეთლემი.

8. და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესე?

9. და ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე.

10. ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა.

11. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი.

12. და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა და მოიყუანნა იოსებ ორნივე ძენი მისნი.

13. ეფრემ მარჯუენით მარცხენით კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიიახლნა იგინი მას.

14. განყო ისრაჱლისა ჴელი თჳსი მარჯუენე და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იგი იყო უმრწემესი, მარცხენე მისი თავსა ზედა მანასესსა, იცვალნა ჴელნი მისნი.

15. აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

16. ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!

17. ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ვფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და აღუპყრა იოსებ ჴელი მამისა თჳსისა აღებად თავისაგან ეფრემისსა და დადებად თავსა ზედა მანასესსა.

18. და ჰრქუა მამასა თჳსსა არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა.

19. და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად.

20. და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა.

21. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა!

22. მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა.


49

1. და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.

2. შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა.

3. რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი.

4. ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ.

5. სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა.

6. ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა.

7. წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის.

8. იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.

9. ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?

10. არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.

11. და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.

12. მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.

13. ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე.

14. იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა.

15. და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.

16. და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის.

17. და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ.

18. და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის.

19. გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა.

20. ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა.

21. ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა.

22. შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს.

23. და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი.

24. და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ.

25. ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა.

26. კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა.

27. ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა.

28. ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა.

29. ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა.

30. რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად.

31. მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა.

32. და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა.


50

1. და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას.

2. და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი.

3. და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ და აღასრულეს მისი ორმეოცი დღე, რამეთუ ესრეთ აღირაცხიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ეგჳპტე სამეოცდაათ დღე.

4. და ვითარცა წარჰჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა ფარაოსთა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოსთა და არქუთ:

5. მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე.

6. და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ.

7. და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცეგულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი,

8. და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლი მამულისა მისისანი და ნათესავი. და ცხოვარი და ზროხა დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა.

9. და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად.

10. და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ადატისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე.

11. და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა.

12. და უყვეს მათ ძეთა ისრაჱლისათა ესრეთ, ვითარცა-იგი ამცნო მათ.

13. და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა, და დაფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებად საფლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა წინაშე მამბრესა.

14. და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი ღა რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა.

15. ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას.

16. და მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ.

17. ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ.

18. და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ.

19. და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე.

20. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ:

21. ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა.

22. და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ. და იხილნა იოსებ ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე: და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესი იშვნეს წიაღთა იოსებისთა.

23. ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს იაკობს.

24. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.

25. და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა.