რიცხუთაჲ
1
1. ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას კარავსა შინა წამებისასა პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგჳპტით, ჰრქუა:
2. იწყე შენ აღრაცხად ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა, ნათესავთა მათთა და სახლთა მამათა მათთა, რიცხჳ სახელთა მათთაჲ და თავად-თავადისა მათისაჲ.
3. ყოველი ჭაბუკი ოცი წლითგან და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვალს ძლიერი ისრაჱლისაგან, აღხილვად მათა ძლიერთა მათ ისრაჱლისათა აღიხილნეთ იგინი ძლიერებითურთ მათით, შენ და აჰრონ აღრაცხნეთ იგინი.
4. და თქუენ თანა იყუნენ თითოეულნი თავად-თავადნი მთავარნი და ტომად-ტომადნი იყუნედ.
5. და ესე სახელნი ამათ კაცთანი, რომელნი თქუენ თანა იყუნენ რუბენისი: ელისურ, ძე ედიოზორისი,
6. სჳმეონისი: სალამიელ, ძე სურისადაჲსი,
7. იუდაჲსი: ნაასონ, ძე ამინადაბისი,
8. იზაქარისი: ნათანაელ, ძე სუგარისი,
9. ზაბულონისი: ელიაბ, ძე ქელონისი,
10. ძენი იოსებისნი, ეფრემისნი: ელისამა, ძე ემიუდისი, მანასესი: გამალიელ, ძე ფადასურისი,
11. ბენიამინისი: ამინადან, ძე გედეონისი,
12. დანისი: აქიეზერ, ძე ამინადაჲსი,
13. ასერისი: ფაგეელ, ძე
14. ექრანისი, გადისი: ელისაფატ, ძე ჰრაგუელისი,
15. ნეფთალემსი: აქირე, ძე ენანისი.
16. ესე რჩეულნი კრებულთანი და მთავარნი ნათესავთანი ტომად-ტომადთანი ათასეულთა ისრაჱლისათანი არიან.
17. და მოიყვანნეს მოსე და აჰრონ კაცნი ესე, რომელნი წოდებულ იყუნეს სახელად-სახელად.
18. და ყოველი ერი შეკრიბეს პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა და აღიხილეს თესლად-თესლადი მათი და ტომად-ტომადი მათი და რიხჳ სახელთა მათთაჲ ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი ჭაბუკი თავად-თავადი მათი,
19. ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აღრაცხნეს უდაბნოსა სინას.
20. და იყუნეს ძენი რუბენისნი პირმშოჲსა ისრაჱლისა ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამისა მათისანი და რიცხუნი სახელთა მათთანი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი,
21. ძეთა რუბენისთაჲ - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.
22. ძენი სჳმეონისნი - ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი.
23. აღხილვაჲ იგი მათი ნათესავისა მის სჳმეონისი - ორმეოცდაცხრამეტ ათას და ოთხას.
24. ძენი იუდაჲსნი ნათესავნი მათნი და ტომნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
25. ნათესავისა მის იუდაჲსა - სამეოცდაათხუთმეტ ათას და ექუსას.
26. ძენი ისაქარისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
27. ნათესავისა მის ისაქარისი - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას.
28. ძენი ზაბულონისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
29. ნათვსავისა მის ზაბულონსი - ორმეოცდააჩჳდმეტ ათას და ოთხას.
30. ძეთა იოსებისთაჲ: ძენი ეფრემისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
31. ნათესავისა მის ეფრემისი - ორმეოც ათას და ხუთას.
32. ძენი მანასესნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
33. ნათესავისა მის მანასესი - ოცდაათოთხმეტ ათას და სამას.
34. ძენი ბენიამენისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უფროჲსი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი და რიცხჳ იგი მათი
35. ნათესავისა მის ბენიამენისი - ოთხ და ათხუთმეტ ათას და ოთხას.
36. ძენი გადისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
38. ძენი დანისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
39. ნათესავისა მის დანისი - სამეოცდაორ ათას და ოთხას.
40. ძენი ასერისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახლთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი და ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი
41. ნათესავისა მის ასერისი - ორმეოც და ათას და ხუთას.
42. ძენი ნეფთალემისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
43. ნათესავისა მის ნეფთალემისი - ორმეოცდაათცამეტ ათას და ოთხას.
44. ესე აღხილვაჲ, რომელი აღრაცხეს მოსე და აჰრონ და მთავართა ისრაჱლისათა, ათორმეტთა მთავართა კაცი ერთი ტომად-ტომადისა თითოჲსა ნათესავად-ნათაესავად სახლთა მამულთა მათთანი იყუნეს.
45. და იყო ყოველი იგი აღხილვაჲ ძეთა ისრაჱლისათა ძალითურთ მათით ოცით წლითგანი და უფროსით ყოველი, რომელი გამოვიდოდა ბრძოლად ისრაჱლისაგან
46. ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.
47. ხოლო ლევიტელნი იგი და ნათესავნი იგი მათნი არა შეარაცხნეს შოვრის ძეთა ისრაჱლისათა.
48. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
49. იხილე ნათესავი ლევისი, არა შეარაცხნე იგინი შორის ძეთა ისრაჱლისათა.
50. და შენ დაადგინენ ლევიტელნი კარავსა წამებისასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა და ყოველსა ზედა, რაჲცა არს მას შინა, მათ აღიღონ კარავი და ყოველი სამსახურებლი მისი. და იგინი ჰმსახურებდენ მას შინა, და გარემო კარავსა დაიბანაკონ და, რაჟამს აღიღებდენ კარავსა, დაჴსნენ იგი ლევიტელთა.
51. და რაჟამს დაიბანაკებდეს კარავი, მათ აღმართონ იგი და სხუა, რომელი მიეახლოს, მოკუედინ.
52. და დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან წესსა ზედა თჳსსა და კაცმან მთავრობასა თჳსსა ზედა ძალითურთ მათით.
53. ხოლო ლევიტელთა დაიბანაკონ წინაშე უფლისა მახლობელად გარემო კარავსა წამებისასა. და არა იყოს ცოდვა შორის ძეთა ისრაჱლისათა და დაიცვან ლევიტელთა მათ ჴუმილვაჲ იგი კარავისა მის წამებისაჲ.
54. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აჰრონს, ეგრეთ ყვეს.
2
1. ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
2. კაცად-კაცადმან მახლობელად განწესებასა თჳსსა მსგასად უწყებასა თჳსსა სახლად-სახლად და ტომად-ტომად დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა გარემო კარავსა წამებისასა.
3. დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა და რომელთა დაიბანაკონ პირველად აღმოსავალით განწესებულმან ბანაკმან იუდაჲსმან ძალითურთ მათით და მთავარ ძეთა იუდაჲსთა, ნაასონ, ძე ამინადაბისი,
4. ძალი მისი აღხილული სამეოცდაათოთხმეტ ათას და ექუსას.
5. და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან იზაქარისმან და მთავარმან ძეთა ისაქარისთა, ნათანაელ, ძემან სოგორისმან.
6. ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას და
7. რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ზაბულონისმან და მთავარმან ძეთა ზაბულონისთა, ელიაბ, ძე ქიროსისი,
8. ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაშჳდ ათას და ოთხას.
9. ყოველნი აღრაცხილნი ნათესავთა თანა იუდაჲსთა ასოთხმეოცდაექუს ათას და ოთხას ძალითურთ მათით, პირველად აღიძრნენ.
10. განწესებული ბანაკი რუბენისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთა რუბენისთაჲ - ელისურ, ძე ედიორისი.
11. ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.
12. და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან სჳმეონისმან და მთავარმან ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძემან სურისადაჲსმან.
13. ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათცამეტ ათას და სამას.
14. და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან გადისმან და მთავარ ძეთა გადისთა - ელისაფატ, ძე რაგუჱლისი.
15. ძალი მისი აღხილული - ორმეოცდახუთ ათას ექუსას და ერგასის.
16. ყოველნივე აღრაცხილ ბანაკსა თანა რუბენისსა - ასერგასის და ერთ ათას და ოთხას და ერგასის ძალითურთ მათით.
17. მეორედ აღიძრნენ და აღიღონ კარავი წამებისაჲ და ბანაკი ლევიტელთაჲ შორის ბანაკთა, ვითარცა დაიბანაკონ, ეგრეცა აღიძრნენ თითოეულად მახლობელად განწესებასა მათსა.
18. განწესებული ბანაკი ეფრემისი ზღჳთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთაგანი ეფრემისთაჲ.
19. ელისამა, ძე ემეუდისი, ძალი მისი აღხილული ორმეოც ათას და ხუთას.
20. და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან მანასჱსმან და მთავარ ძეთაგან მანასჱსთა გამალიელ ძემან ფადასორისმან.
21. ძალი მისი აღხილული - ოცდაათორმეტ ათას და ორას.
22. და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამისმან და მთავარი ძეთა ბენიამისთაჲ - აბიდან, ძე გედეონისი.
23. ძალი მისი აღხილული - ოცდაათხუთმეტ ათას და ოთხას, რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამენისამან და მთავარი ძეთა ბენიამენისთაჲ - აბედან, ძე გედეონისი. ძალი მისი აღხილული - ოცდათხუთმეტ ათას და ორას.
24. ყოველნი აღრაცხილ ბანაკთა თანა ეფემისთა ასდარვა ათას და ორა ძალითურთ მათით.
25. მესამედ აღიძრნედ განწესებული ბანაკი დანისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით, და მთავარი ძეთა დანისთაჲ - აქეზერ, ძე ამისადისი.
26. ძალი მათი აღხილული - სამეოცდაორ ათას და შჳდას.
27. და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ასერისმან და მთავარ ძეთა ასერისთა - ფაგელ, ძე ექრანისი.
28. ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაერთ ათას და ხუთას.
29. და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ნეფთალისმან და მთავარი ძეთა ნეფთალემისთაჲ - აქირე, ძე ენანისი.
30. ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათ ათას და ოთხას.
31. ყოველნი აღრაცხილნი ბანაკსა თანა დანისსა ასერგასისდაშჳდ ათას და ექუსას ძალითურთ მათით. უკანაჲსკნელ აღიძრნენ მსგავსად განწესებულებისა მათისა.
32. ესე რიცხჳ ძეთა ისრაჱლისათაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ და ყოველი აღხილვაჲ ბანაკთა მათთა ძალითურთ მათით ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.
33. ხოლო ლევიტელნი არა შეარაცხნეს მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
34. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრესახედ დაიბანაკეს მსგავსად განწესებულებასა მათსა და ესრეთ აღიძრნიან თითოეულად მახლობელად ტომად-ტომად მათა მსგავსად სახლად-სახლად მამათა მათთა.
3
1. ესე შობაჲ აჰრონისი და მოსესი დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა.
2. და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი:
3. პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი მაიან მღდელად.
4. და მოკუდა ნადაბ და აბიუთ წინაშე უფლისა, რამეთუ შესწირვიდეს ცეცხლსა უცხოსა წინაშე უფლისა უდაბნოსა სინას. და შვილი არა ესუა მათ და მდღელობდეს ელიაზარ და ითამარ აჰრონის თანა მამისა მათისა.
5. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰქუა:
6. მოიყვანენ ნათესავნი ლევისნი და დაადგინენ იგინი წინაშე აჰრონ მღდელისა და ჰმსახურებდენ მას.
7. და დაიცვენ საჴუმილი მისი და საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ წინაშე კარავსა წამებისსა საქმედ საქმესა კარავისასა.
8. და დაიცვენ ყოველი ჭურჭელი კარვისა წამებისაჲ და დაიცვენ საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ და ყოველი საქმე კარვისაჲ.
9. და მისჱნე ლევიტელნი ჱმასა შენსა.
10. აჰრონს და ძეთა მისთა - მღდელთა. მოცემით მოცემულ არიან ესენი ჩემდა ძეთაგან ისრაჱლისათა. და აჰრონ და ძენი მისნი დაადგინნე კარავსა წამებისსა.
11. და დაიცვენ მღდელობაჲ მათი და ყოველი საკურთხეველისაჲ და შინაგან კრეტსაბმელსა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.
12. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: და, აჰა, ესერა, მე მოვიყვანნე ლევიტელნი შორის ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა წილ პირმშოთა, რომელმან განაღოს საშოჲ ძეთაგან ისრაჱლისათა, საჴსრად მათა იყუნენ ჩემდად ლევიტელნი.
13. რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, განვწმიდენ ჩემდად ყოველნი პირმშონი ისრაჱლისანი კაცითგან მიპირუტყვადმდე: ჩემდა იყუნედ, მე ვარ უფალი.
14. ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას და ჰრქუა:
15. აღიხილენ ძენი ლევისნი სახლად-სახლად მამათა მათთა და ტომად-ტომადი მათი და ნათესავად-ნათსავადი მათი, ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - აღრაცხენ იგინი.
16. და აღრაცხნა იგინი მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან.
17. და იყუნეს ესე ძენი ლევსინი და სახელები მათი: გეთნოს, კაათ, მერარი.
18. და ესე სახელები ძეთა გეთსონისთაჲ და ტომთა მათთაჲ: ლუბენი და სჳმიი.
19. და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: ამბრამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ.
20. ძენი მერარისნი და ტომნი მათნი - მოული და ომოსი.
21. ესე არიან ტომნი ლევიტელთანი და სახლნი მამისა მათისანი, გეთსონისი ტოჰმი ლობენისი და ტომნი სემეისნი.
22. ესე ტომნი - გეთსონისნი, აღხილვაჲ იგი მათი შჳდ ათას და ხუთათაა.
23. და ძეთა გეთსონსთა დაიბანაკონ შემდგომად კარვისა ზღჳთ კერძო:
24. და მთავარი ტომისა მის გეთსონისი - ელისაბან, ძე დანიელისი.
25. და ჴუმილვაჲ იგი ძეთა მათ გეთსონისთაჲ.
26. კარვისა მის წამებისა კარავი და საბურველი მისი დასახურველი კართაჲ კარვისა მის წამებათაჲსაჲ. და სუეტნი ეზოჲსანი და კრეტსაბმელი ბჭეთა მათ ეზოჲსათაჲ, რომელი არს კარვისაჲ და ნეშტნი ყოველნი სამსახურებელნი მისნი.
27. კაათისი - ტომსა ამბრამისი ერთ, ტომი ისაჰარისი ერთ, ტომი ქებრონისი ერთ, ტომი ოზიელისი ერთ, ესე არიან ტომნი კათისნი.
28. და რიცხჳ ყოველთა წულთაჲ, თთჳთგან და უაღრესი, რვა ათას და ათას ჴუმილვიდეს ჴუმილვასა წმიდათასა.
29. ტომთა ძეთა კათისთა დაიბანაკონ გუერდით კარვისა ჩრდილოჲთ.
30. და მთავარი სახლისა მის კაათისი - ელისაფან, ძე ოზიელისი.
31. და ჴუმილვაჲ იგი მათი კიდობნისა და ტაბლისა და სანთელთა და საკურთხეველთა და ჭურჭერთა წმიდათა, რაოდენითაცა ჰმსახურებდენ მით, დასახურველი ყოველი და სამსახურებელი მათი.
32. და მთავარი მთავართა მათ ზედა ლევიტელთა - ელიაზარ, ძე აჰრონისი მღდელისაჲ, დადგინებული ჴუმილვად ჴუმილვასა მას წმიდასა.
33. მერარისი - ტოჰმი მოოლისი და ტომი ომუოსისი. ესე არიან ტომნი მერარისნი აღხილვაჲ იგი მათი
34. და რიცხჳ მათი - ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - ექუს ათას და ხუთას.
35. და მთავარი სახლისა მის მამათაჲსა ტომისა მის მერარისთაჲ - სურიელ, ძე აბიქეაჲსი, გუერდით კარავსა მას დაიბანაკონ ჩრდილოჲთ.
36. მსახურებაჲ იგი ძეთა მერარისთაჲ სუეტისთავთა კარვისათა და მოქლონთა მისთა.
37. და სუეტთა მისთა და ხარისხთა მისთა და ჭურჭელთა მათთა და საქმართა მათთა და სუეტთა ეზოჲსა გარემო და ხარისხთა მისთა, მანათა მათთა და საბელთა მათთაჲ.
38. და რომელთა დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა აღმოსავლით, მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴუმილვიდენ ჴუმილვასა წმიდასა საჴუმილავსა მას ძეთა ისრაჱლისათასა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.
39. ყოველი აღხილვაჲ ლევის ძეთაჲ, ვითარ აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა ტომითურთ მათით, ყოველი წული თთჳთგან და უფროჲსით - ოცდაორ ათას.
40. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აღიხილე ყოველი პირმშოჲ წული ძეთა ისრაჱლისათაჲ თთჳთგან და უფროჲსი, და მოიღე რიცხჳ მათი სახელით.
41. და მოიყვანნე ლევიტელნი ჩემდა, მე ვარ უფალი, ყოველთა მათ წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და პირუტყუნი ლევიტელთანი ყოველთა მათ პირმშოთა წილ პირუტყუთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.
42. და აღიხილნა მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან ყოველი პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ.
43. და იყო ყოველივე პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ წული რიცხჳსაებრ მათისა და სახელებისაებრ მათისა თთჳთგანი და უზეშთაესი რიცხჳსაებრ მათისა ოც ათას და ორასსამეოცდაცხრამეტ.
44. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ
45. ლევიტელნი იგი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და საცხოვარი იგი ლევიტელთაჲ საცხოვართა წილ მათთა. და იყუნედ ჩემდა ლევიტელნი იგი, მე ვარ უფალი.
46. და საჴსარი იგი ორასსამეოცდაცამეტისა, რომელნი-იგი ემატნენ ძეთა ლევისთა პირმშოთაგან ძეთა ისრაჱლისათა.
47. და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის,
48. და მივსცე ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა საჴსარი უმეტესთაჲ მათ შორის.
49. და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი უმეტესთა მათ საჴსრად ლევიტელთა.
50. პირმშოთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, მოიღო ვეცხლი იგი ათას სამასსამეოცდახუთი სასწორი სასწორისაებრ წმიდისა.
51. და მისცა მოსე საჴსარი იგი უმეტესთაჲ მათ აჰრონს და ძეთა მისთა სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
4
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს
2. და ჰრქუა: მოიღე რიცხჳ იგი ძეთა მათ კაათისთაჲ შოვრის ძეთა მათ ლევისთა ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ,
3. ოცდახუთისა წლისაჲთ და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ ყოველსავე მას საქმესა კარვისასა წამებისასა.
4. და ესე საქმე იყო ძეთა კაათისთაჲ კარავსა მას წამებისასა წმიდა წმიდათა.
5. და შევიდეს აჰრონ და ძენი მისნი, რაჟამს აღიძრას ბანაკი იგი და გარდამოჰჴსნენ (!) კრეტსაბმელი იგი, რომელი აგრილობდა და დაჰხურონ მით კიდობანი იგი წამებისაჲ.
6. და დასდვან მას ზედა საბურველი იგი ტყავი, იაკინთონი და დაჰბურონ მას სამოსელი ყოვლად იაკინთონი ზედა კერძო და განუთხინენ აღსაღებელნი იგი.
7. და ტაბლასა მას წინაშესა დასდვან მას ზედა ყოვლად ძოწეული სამოსელი, და პინაკები, და ფიალები, და ციცხუები და ტაკუკები, რომლითა-იგი შესწირვიდეს მით და პურნი იგი სამარადისონი მას ზედა იყუნენ.
8. და დასდვან მას ზედა სამოსელი მეწამული და დაფარონ იგი საბურველითა ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ მას აღსაღებელნი იგი.
9. და მოიღონ სამოსელი იაკინთონი და შეხურონ სასანთლე იგი, რომელ-იგი ჰნათობნ, და ორნი სანთელნი მისნი და მარწუხნი მისნი და მოსაყოფელნი მისნი და ყოველივე ჭურჭერი ზეთისაჲ, რომლითა-იგი ჰმსახურებედ მით.
10. და შთადვან იგი და ყოველი ჭურჭერი მისი საბურველსა ტყავისა იაკინთონისასა და დადვან იგი აღსაღებელსა მათ ზედა.
11. და საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა დაჰბურონ საბურველი იაკინთონი და დაფარონ იგი ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ აღსაღებელნი მისნი.
12. და მოიღონ ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რომლითა ჰმსახურებდეს მით სიწმიდეთა შინა და შთადვან იგი სამოსელსა იაკინთონსა და დაფარონ იგი საბურველითა ტყავისა იაკინთონისაჲთა.
13. და დადვან აღსაღებელთა მათ ზედა და საბურველი იგი დაჰბურონ საკურთხეველსა მას და დასდვან მას სამოსელი ყოვლად ძოწეული.
14. და დაასხან მას ყოველი ჭურჭერი, რომლითა-იგი ჰმსახურებდენ მით, საცეცხურები იგი, და ფუცხუები, და ფიალები იგი, და საბურველი იგი და ყოველივე ჭურჭერი საკურთხეველისაჲ და დადვან მას ზედა საბურველი ტყავი იაკინთონი და განუთხინენ მას აღსაღებელნი მისნი.
15. და მოიღონ სამოსელი ძოწეული და შეხურონ ემბაზსა მას და ხარისხთა მათ მისთა, და შთადგან იგი საბურველსა ტყავისა იაკინთოსა და დადგან იგი აღსაღებელთა მათ და აღასრულონ აჰრონ და ძეთა მისთა დაბურვაჲ იგი სიწმიდისაჲ მის და ყოველივე ჭურჭერი წმიდა ტრვასა მას ბანაკისასა და ამისა შემდგომად შევიდენ ძენი კაათისნი აღებად და არა შეეხნენ სიწმიდეთა მათ, რათა არა მოწყდენ. ესე აღიღოდიან ძეთა კაათისთა კარავსა მის საწამებელისასა.
16. და მოღუაწემან ელიაზარ, ძემან აჰრონის მღდელისამან, ზეთი იგი სანთლისა და საკუმეველი იგი შეზავებული და შესაწირავი იგი დღითი დღედი, და ზეთი იგი ცხებისაჲ და საღუაწოჲ იგი ყოველი კარვისაჲ მის, და რაოდენი არს სიწმიდესა მას შინა, და ყოველივე საქმარი მისი.
17. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
18. ნუ მოსრავთ ნათესავსა გუნდისა მის კაათისსა შორის ლევიტელთა, ესრეთ ყავთ მათა მიმართ და ცხონდენ და არა მოწყდენ,
19. მო-რაჲ-ვიდოდიან იგინი წმიდასა მას წმიდათასა, აჰრონ და ძენი მსნი შევიდენ და დაადგინონ კაცად-კაცადი მათი მსგავსად აღსაღებელისა მათისა.
20. და არა შევიდენ იგინი ხილვად მეყსეულად წმიდასა მას წმიდათასა, რათა არა მოწყდენ.
21. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ თავად-თავად
22. ძენი გეთსონისნი და ამათი სახლად-სახლად მამათა მათთაჲ, ტომად-ტომადი მათი
23. ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე და აღიხილენ იგინი ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ-საქმესა თჳსსა კარავსა მას შინა წამებისასა.
24. ესე არს მსახურებაჲ ტომისა გეთსონისი მსახურებად.
25. და აღებად აღსაღებელსა მაშკები კარვისა მის და კარავი იგი წამებისაჲ და საბურველი იგი მისი და შესახურველი იგი იაკინთონი, რომელ არს ზედა კერძო მისსა და საბურველი იგი კარვისა საწამებელისაჲ.
26. და კარვის ძელები იგი ეზოჲსაჲ მის, და რაოდენი არს კარვისა მის საწამებელისაჲ და მეტი იგი, და ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რაოდენთა-იგი ჰმსახურებდენ მას შინა.
27. ყონ იგი წინაშე პირსა აჰრონისა და ძეთა მისთა, იყოს მსახურებაჲ იგი ძეთა გეთსონისთაჲ ყოვლისა მისებრ საქმისა მათისა, და აღიხილენით იგინი სახელად-სახელად ყოველივე აღსაღებელი მათგან.
28. ესე არს მსახურებაჲ ძეთა გეთსონისთაჲ კარავსა მას შინა წამებისასა და ჴუმილვაჲ იგი მათი ჴელითა ითამარისითა ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.
29. ძენი მერარისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ აღიხილნეთ იგინი.
30. ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი ვიდრე ერგასისა წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ კარავსა მას წამებისასა.
31. და ესე არს საცავი აღსაღებელი მათ მიერ ყოვლისავე მისებრ საქმისა მათისა კარავსა მას შინა წამებისა, სუეტისთავნი იგი კარვისანი და მოქლონები იგი და სუეტები იგი და ხარისხები მისი გარდასაბურველი და ხარისხები მათი და სუეტები იგი მათი და საბურველი იგი კარისა მის კარვისაჲ.
32. და სუეტები იგი ეზოჲსა მის გარემო და ხარისხები მათი და სუეტნი იგი კრეთსაბმელისა ბჭისა მის ეზოჲსანი და ხარისხები მათი და მანაები მათი და საბლები იგი მათი და ყოველი სამსახურებელი მათი, სახელად-სახელად აღიხილნეთ იგინი და ყოველივე ჭურჭერი საცავი აღსაღებელი მათ მიერ.
33. ესე არს სამსახურებელი ძეთა მერარისთაჲ ყოველთა შინა საქმეთა მათთა კარავსა მას წამებისასა ჴელითა ითამარისითა, ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.
34. და აღიხილნეს მოსე და აჰრონ და მთავართა მათ ისრაჱლისათა ძენი კაათისნი ტომად-ტომადისაებრ მათისა და სახლისაებრ მამათა მათთაჲსა
35. ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
36. ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ საქმესა კარვისა წამებისასა და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ ორ ათას შჳდასდაერგასის.
37. ესე არს აღხილვაჲ ძეთა კაათისთაჲ ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისსა, ვითარცა აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
38. და აღიხილნეს ძენი გეთსონისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
39. ოცდახუთისა წლისაჲთგანნი და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
40. ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად და საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ სახლად-სახლად მამათა მათთაჲ ორ ათას და ექუსასდაერგასის.
41. ესე არს აღხილვაჲ ძეთა გეთსონისთაჲ, ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისასა, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა და ჴელითა მოსესითა.
42. აღიხილნეს ტომნიცა ძეთა მერარისთანი გუნდად-გუნდადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
43. ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
44. ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ სამ ათას და ორას.
45. ესე არს აღხილვაჲ ტომისა ძეთა მერარისთაჲ, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ, სიტყჳთა უფლისათა, ჴელითა მოსესითა.
46. ყოველნივე აღხილულნი, რომელნი აღიხილხეს მოსე და აჰრონ
47. და მთავართა ისრაჱლისათა ლევიტელნი იგი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
48. ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე, რომელი შევიდოდა საქმესა მას სიწმიდეთასა და საქმესა მას აღსაღებელსა კარვისა მის წამებისასა. და იყუნეს აღხილულნი იგი რვა ათს ხუთასდაოთხმეოც სიტყჳთა უფლისაჲთა. აღიხილნა იგინი მოსე, ჴელითა მოსესითა კაცად-კაცადი საქმესა მათსა ზედა,
49. და რომელი აღიღოდიან მათ და აღიხილნეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
5
1. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: უბრძანე ძეთა ისრაჱლისათა:
2. და განასხნედ გარეშე ბანაკსა ყოველი კეთროვანი და ყოველი თესლმდინარე და ყოველი არაწმიდაჲ სულითა.
3. მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე, განავლინენ გარეშე ბანაკსა და არა შეაგინონ ბანაკი მათი, რომელთა შორის მე გარდამოვალ მათა.
4. და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და განავლინნეს იგინი გარეშე ბანაკსა, ვითარცა ეტყოდა უფალი მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.
5. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
6. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მამაკაცმან, გინა დედაკაცმან, რომელმან ყოს ყოველთაგან ცოდვათა კაცობრივთა და უგულებელით უგულებელ-ყოს და ცოდოს სულმან მან
7. და აღიაროს ცოდვაჲ იგი, რომელი ქმნა და მისცეს ცოდვისა მისთჳს იგი თავადი და მეხუთე მისი დასძინოს მას ზედა და მისცეს, ვის-იგი შესცოდა.
8. უკუეთუ არა იყოს კაცისაჲ მის ნათესავი, რათამცა მისცა მას შეცოდებისა მისთჳს მისაცემელი იგი უფალსა, მღდლისა იყოს იგი თჳნიერ ვერძისა მის ლხინებისაჲსა, რომლითა-იგი ლხინება-ყო მისთჳს მას შინა.
9. და ყოველივე პირველნაყოფი და ყოველი განწმედილი ძეთა შორის ისრაჱლისათა და რაოდენ-რაჲ მოართვან უფალსა, მღდელისა იყოს იგი.
10. და კაცად-კაცადისა შეწირული მისა იყოს და კაცმან, რომელმან მისცეს მღდელსა, მისა იყოს.
11. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
12. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ [მათ]: კაცისაჲ, რომლისაჲ გარდაჴდეს ცოლი მისი და უგულებელ-ყოს ქმარი იგი თჳსი უგულებლებით
13. და და-ვინმე-წვეს მის თანა საწოლითა თესლისაჲთა და დაეფაროს თუალთაგან ქმრისა თჳსისაჲთა და დაუმალოს, და იგი დედაკაცი იყოს შეგინებულ და მოწამე არა ვინ იყოს მისა და მიდგომილ არღა იყოს.
14. და მოუჴდეს ქმარსა მისსა სული შურობისაჲ და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა, და იგი იყოს შეგინებულ, ანუ მოუჴდეს მას სული მოშურნეობისაჲ, და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა და იგი არა იყოს შეგინებულ.
15. და მოიყვანოს კაცმან მან ცოლი თჳსი მღდელისა და შეწიროს მსხუერპლი მისთჳს მეათე წილი სათველისაჲ. ფქვილი ქრთილისაჲ და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არცა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ არს იგი შესაწირავი შურისსახისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელი ცოდვისაჲ.
16. და მოიყვანოს მღდელმან მან და დაადგინოს დედაკაცი იგი წინაშე უფლისა.
17. და მოიღოს მღდელმან მან წყალი წმიდაჲ ცხოველი ჭურჭრითა კეცისაჲთა და მიწისა მისგან ეატაკისა კარვისა საწამებელისა, და მოიღოს მღდელმან მან და შთაასხას იგი წყალსა მას.
18. და დაადგინოს იგი დედაკაცი წინაშე უფლისა და აღსძარცოს თავსა დედაკაცსა მას და მისცეს ჴელთა მისთა შესაწირავი იგი მოჴსენებისაჲ, რომელ-იგი არს შურისსახისა, და ჴელსა მღდელისასა იყოს წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.
19. და აფუცოს იგი მღდელმან მან და ჰრქუას დედაკაცსა მას:
20. უკეთუ და-ვინმე-წოლილ არს შენ თანა? უკუეთუ გარდაჴედ შეგინებად თჳნიერ ქმრისა შენისა, უბრალო იყო შენ წყლისა ამისგან მხილებისა დაწყლეულისა, უკუეთუ გარდაჰჴედ შენ, რამეთუ ქმრისცოლი იყავ, გინათუ შეგინებულ ხარ შენ და მო-ვინმე-გცა შენ თესლი თჳსი თჳნიერ ქმრისა შენისა?
21. და აფუცოს მღდელმან მან დედაკაცი იგი ფიცსა ამას წყევისასა და ჰრქუას მღდელმან მან დედაკაცსა მას: მიგეცინ შენ უფალმან წყევასა და ფიცსა ერსა შორის შენსა მოცემად შენდა უფლისა მიერ ბარკალი შენი გარდავრდომად და მუცელი შენი განსივებად. და შევიდეს წყალი ესე დაწყეული მუცელსა შენსა, რათა გარდაგივარდეს ბარკალი შენი და განასიოს მუცელი შენი. და თქუას დედაკაცმან მან: იყავნ, იყავნ.
23. და დაწეროს მღდელმან მან წყევაჲ ესე წიგნსა და აღჴოცოს იგი წყალსა მას შიდა მხილებისა მის დაწყეულისა.
24. და ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი მხილებისა მის დაწყეულისაჲ. და შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.
25. და მოიღოს მდღელმან მან ჴელთაგან მის დედაკაცისათა შესაწირავი იგი შურისსახისაჲ და დადვას შესაწირავი იგი წინაშე უფლისა, დადგას იგი საკურთხეველსა თანა.
26. და მოიღოს მჭელითა მღდელმან მან შესაწირავისა მისგან საჴსნებელისა მისისა და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა. და ამისა შემდგომად ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი.
27. და იყოს, უკეთუ შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი, დავიწყებით დაავიწყდა ქმარსა მისსა, შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული, და განსივნეს მუცელი მისი და გარდაჰვარდეს ბარკალი მისი. და იყოს დედაკაცი იგი წყეული ერსა შორის.
28. უკუეთუ არა შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი და წმიდა იყოს, უბრალო არს და თესლი გამოიღოს.
29. ესე არს შჯული შურისსახისაჲ, რიმლისა გარდაუჴდეს ცოლი ქმრისცოლ-ყოფილი და შეიგინოს.
30. გინათუ მამაკაცსა, რომელსა მოუჴდეს სული მოშურნეობისაჲ და ჰშუროდეს ცოლისა თჳსისაჲ და დაადგინოს ცოლი იგი თჳსი წინაშე უფლისა და უყოს მას მღდელმან მან ყოველივე შჯული ესე.
31. და უბრალო იყოს კაცი იგი ცოდვისაგან და დედაკაცმან მან მოიღოს ცოდვაჲ თჳსი.
6
1. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მამაკაცმან, ანუ დედაკაცმან, რომელმან ილოცოს ლოცვაჲ დიდად,
3. განიწმიდენინ სიწმიდითა უფლისაჲთა, ღჳნისაგან და თაფლუჭისა განწმიდნეს და ძმარი ღჳნისაგან და ძმარი თაფრუჭისგან არა სუან და ყოველი, რომელი იქმნების ღჳნისაგან, არა სუას და ყურძენი ახალი და შკიჭი არა ჭამოს.
4. ყოველია დღეთა ლოცვისა მისისათა ყოვლისაგან, რომელი იქმნების ვენაჴისაგან, ღჳნოჲ საგუდლითგან ვიდრე ნატკუეცლადმდე არა ჭამოს.
5. ყოველთა დღეთა მათ განწმედისათა მახჳლი არა აღვიდეს თავსა მისსა, ვიდრემდის აღივსნენ დღენი იგი, რომელ აღუთქუა უფალსა, წმიდა იყოს, მიუტეოს სიგრძედ თმაჲ თავისაჲ.
6. ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა უფლისა მიმართ სულსა ზედა ასრულებულსა არა შევიდეს
7. მამასა ზედა და დედასა და ძმასა და დასა, არა შეიგინოს მათ შორის სიკუდილსა მათსა, რამეთუ ლოცვაჲ უფლისა მისისაჲ მის ზედა თავსა მისსა.
8. ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა წმიდა იყოს უფლისა.
9. უკუეთუ ვინმე მოკუდეს მის თანა, მეყსეულად შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ და დაიყჳნოს თავი მისი, რომელსა დღესა განწმიდნა.
10. და დღესა მეშჳდესა დაიყჳნოს და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი მღდელისა მის კარად კარვისა საწამებელისა.
11. და ყოს მღდელმან მან ერთი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად დასაწველად და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელთათჳს ცოდა სულისა მისთჳს და განწმიდოს თავი მისი.
12. მას დღესა შინა მას დღესა განწმიდნეს უფლისა დღენი იგი ლოცვისანი და მოჰგუაროს ტარიგი წელიწადეული ცოდვისა მისთჳს და პირველნი იგი დღენი შეურაცხ იყუნენ, რამეთუ შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ.
13. ესე არს შჯული მლოცველისაჲ მის, რომელსა დღესა აღასრულნეს დღენი ლოცვისა მისისანი, შეწიროს მან კართა თანა კარვისა წამებისათა.
14. და მოართუას ძღუენი მისი უფალსა ტარიგი წელიწადეული უბიწოჲ ერთი ყოვლად მწუარად და ტარიგი ნეზჳ წელიწადეული უბიწოჲ ერთი ცოდვისათჳს და ვერძი ერთი უბიწოჲ ცხორებისათჳს.
15. და ლანკლითა უცომოჲ სამინდოჲსა პურნი შექმნილნი ზეთითა და ლელანგონი უცომონი ზეთითა ცხებულნი,
16. და მსხუერპლი მათი და შესაწირავი მათი. და მოიღოს იგი მღდელმან მან წინაშე უფლისა და ყოს იგი ცოდვისათჳს და მსხუერპლი იგი ყოვლად მწუარი მისი.
17. და ვერძი იგი ყოს შესაწირავად ცხორებისა მისისათჳს უფლისა ლანკლანსა მას თანა უცომოსა, და ყოს მღდელმან შესაწირავი იგი მისი და მსხუერპლი მისი.
18. და დაიყჳნოს მლოცველმან მან კართა თანა კარვისა საწამებელისათა თავი ლოცვისა მისისაჲ და დადვას თმაჲ იგი ცეცხლსა მას, რომელ-იგი არს შესაწირავი მის ცხოვრებისაჲ.
19. და მოიღოს მღდელმან მან მჴარი იგი მგბარი ვერძისა მისგან და პური ერთი უცომოჲ ლანკნისა მისგან და ლელანგოჲ უცომოჲ ერთი. და დაუდგას მღდელმან მან ჴელთა ზედა მის მლოცველისათა შემდგომად დაყჳნვისა თავისა მის ლოცვისა მისისა.
20. და შეწიროს იგი მღდელმან მან დასადებელად წინაშე უფლისა წმიდაჲ იყოს იგი მღდელისა, მკერდისაჲ მის დასადებელისაჲ და მჴრისაჲ მის შესაწირავისაჲ, და ამისა შემდგომად სუას მლოცველმან მან ღჳნოჲ.
21. ესე არს შჯული მლოცველისა მის, რაოდენიცა აღუთქუა უფალსა ძღუენი ლოცვისა მისისათჳს თჳნიერ მისა, რომელი-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან ძალისაებრ აღთქმისა მისისა, რაოდენიცა აღუთქუას შჯულისა მისებრ უმეცრებისა მისისა უფლისა მიმართ.
22. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
23. ეტყოდე აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ მათ, და დადვან სახელი ჩემი ძეთა ზედა ისრაჱლისათა და მე, უფალმან, ვაკურთხნე იგინი.
24. გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ.
25. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ.
26. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშჳდობაჲ.
7
1. და იყო დღესა მას, რომელსა აღასრულა მოსე, რათა აღმართოს კარავი იგი და სცხო მას და განწმიდა იგი.
2. და შეწირეს მთავართა მათ ისრაჱლისათა ათორმეტთა მთავართა სახლთა მამათა მათთაჲსა.
3. ესე მთავარნი ტომთანი, ესენი წინაშე მდგომელნი მოღუაწებისანი და მოიღეს შესაწირავი მათი წინაშე უფლისა - ექუსი ურემი კარვედი და ათორმეტი ჴარი ურემი, ერთი ორთაგან მთავართა და ჴარი თითოჲ კაცად-კაცადმან მოიბა წინაშე კარავსა.
4. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
5. მოიღე მათგან და იყუნენ საქმესა მას მსახურებისა კარვისა მის საწამებელისა და მისცენ იგინი ლევიტელთა მათ კაცად-კაცადსა მსგავსად თჳსისა მის მსახურებისა.
6. და მოიღო მოსე ურმები იგი და ჴარები იგი, მისცა იგინი ლევიტელთა მათ.
7. ორნი იგი ურემნი და ოთხი ჴარი მისცა ძეთა გეთსონისთა მსგავსად მსახურებისა მათისა.
8. და ოთხი იგი ურემი და რვაჲ ჴარი მისცა ძეთა მერარისთა მსგავსად მსახურებისა მათისა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდელისა.
9. ხოლო ძეთა კაათისთა არა მისცა, რამეთუ სამსახურებელი იგი სიწმიდისაჲ აქუნდა და მჴრითა აღიღოდიან.
10. და მოართვეს მთავართა მათ სატფურებასა მას კარვისასა დღესა, რომელსა სცხო მას და შეწირეს მთავართა მათ შესაწირავი მათი წინაშე საკურთხეველსა მას.
11. და ჰრქუა უფალმან მოსეს: მთავარმან ერთმან დღითი დღედ შეწირენ შესაწირავი თჳსი სატფურებასა მას საკურთხეველისასა.
12. და იყო დღესა მას პირველსა და შეწირა შესაწირავი მისი ნაასონ, ძემან ამინადაბისმან, მთავარმან ტომისა იუდაჲსთამან, და შეწირა შესაწირავი მისი:
13. ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ სამეოცდაათ სასწორის სასწორითა წმიდითა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესვარული ზეთითა შესაწირავად;
14. პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმევლითა;
15. ზუარაკი ერთი ზროხათაგან;
16. ვერძი ერთი და ტარიგი წელიწადეული ყოვლად მწუარად
17. და ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი წელიწადეული ხუთ. ესე შესაწირავი - ნაასონისი, ძისა ამინადაბისი.
18. დღესა მეორესა შეწირა ნათანაელ, ძემან საგორისმან, ტომისა ისაქარისმან, და შეწირა შესაწირავი მისი:
19. ლანკნაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად, პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.
20. ზუარაკი ერთი ზროხათაგან.
21. ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად.
22. ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს,
23. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები ხუთ. ესე შესაწირავი - ნათანაელისი, ძისა სოგარისი.
24. დღესა მესამესა შეწირა მთავარმან ძეთა ზაბულონისთამან - ელიაბ, ძემან ქელონისმან.
25. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
26. პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკმეველითა.
27. ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთ წელიწდეული უბიწოჲ ყოვლად დასაწველად, ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს.
29. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელიაბისი, ძისა ქალონისი.
30. დღესა მეოთხესა შეწირა მთავარმან ძეთა რუბენისთამან - ელიასურ, ძემან ედიორისმან.
31. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ას ოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ სამეოცდაათი სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.
32. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთი, ზუარაკი ერთი ზროხათგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად,
34. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.
35. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ; ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელისორისი, ძისა ედიორისი.
36. დღესა მეხუთესა შეწირა მთავარმან ძეთა სჳმეონისთამან სალამიელ, ძემან სურისადაისმან,
37. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარული ზეთითა.
38. პარაფსიტი ერთ ოქროჲსაჲ ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
39. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად, ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს.
41. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ: ესე შესაწირავი - სალამიელისი, ძისა სურისადაჲსი.
42. დღესა მეექუსესა შეწირა მთავარმან ძეთა გადისთამან - ელისამა, ძემან რაგუელისმან,
43. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.
44. პარაფსიტი ოქროჲსა ერთი სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.
46. და ვაცი თხათაგან ცოდვათათჳს.
47. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირველ - ელისაფანისი, ძისა რაგუელისი.
48. დღესა მეშჳდესა შეწირა მთავარმან ძეთა ეფრემისათამან ელისამა, ძემან სემეოდისმან,
49. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ ღმრთისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
50. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთ, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.
52. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.
53. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთი, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი ელისამაჲსი - ძისა სემიუდისი.
54. დღესა მერვესა შეწირა მთავარმან ძეთა მანასესთამან - გამალიელ, ძემან ფადასურისმან.
55. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისა ერთ, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლსაჲ სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
56. პარასიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათისა სასწორისაჲ სავსე საკუმეველითა.
57. ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი ერთი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.
58. ვაცი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს.
59. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - გამალიელისი, ძისა ფადასურისი.
60. დღესა მეცხრესა შეწირა მთავარმან ძეთა ბენიამენისთამან - აბიდან, ძემან გედეონისმან,
61. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისა ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
62. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
63. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული დასაწველად.
64. და ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს.
65. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აბიდანისი, ძისა გედეონისი.
66. დღესა მეათესა შეწირა მთავარმან ძეთაგან დანისთა - აქიეზერ, ძემან ამისადაჲსმან,
67. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
68. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.
69. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოელად დასაწველი.
70. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.
71. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქიეზერისი, ძისა ამისადესი.
72. დღესა მეთერთმეტესა შეწირა მთავარმან ძეთა ასერისთამან - ფაგეელ, ძემან ექრანისმან,
73. შესაწირავი მისი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
74. პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
75. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთ ყოვლად დასაწველად,
76. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს,
77. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ფაგელისი, ძისა ექრანისი.
78. დღესა მეთორმეტესა: მთავარმან ძეთა ლეფთალემისთამან - აქირი, ძემან ენანისმან,
79. შესაწირავი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა წმიდითა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.
80. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,
81. ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოვლად დასაწველად,
82. ვაცითგან ერთ ცოდვისათჳს,
83. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქირესი, ძისა ენანისი,
84. ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ, რომელსა დღესა ეცხო მას მთავართა მათგან ძეთა ისრაჱლისათა: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ათორმეტ ფიალი ვეცხლისაჲ - ათორმეტ, პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ.
85. ასოცდაათ სასწორ ლანკანაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორ ფიალი ერთი, ყოველი ჭურჭერი ვეცხლისაჲ ორ ათას და ოთხას სასწორ მსგავსად სასწორისა მის წმიდათაჲსა.
86. პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ სავსენი საკუმეველითა, ყოველი ოქროჲსა პარაფსიტები ასდაოც სასწორ ოქროჲსაჲ,
87. და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ზუარაკი - ათორმეტ, ვერძი - ათორმეტ, ტარიგები წელიწდეულები - ათორმეტ, უბიწოები შესაწირავი ამათი და მსხუერპლები ამათი და ვაცები თხათაგან ათორმეტ ცოდვისათჳს.
88. და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ცხორებისა დიაკეული - ოცდაოთხ, ვერძი უბიწოჲ - სამეოც. ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ შემდგომად აღვსებისა ჴელთა მისთაჲსა და შემდგომად ცხებისა მისისა.
89. შესლვასა მას მოსესსა კარავსა მას წამებისასა სიტყუად მისა და ესმა მას ჴმაჲ უფლისა, ეტყოდა რაჲ მას ზეგარდამო სალხინებელით შორის ორთა მათ ქერობინთა, რომელ იყო კიდობანსა მას წამებისასა შორის ორთა მათ ქერობინთა და ეტყოდა მას.
8
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა მას:
2. ეტყოდე აჰრონს და არქუ მას: რაჟამს დაადგმიდე სანთელთა მათ ერთკერძო წინაშე პირსა სასანთლეთასა, ნათობდენ შჳდნივე იგი სანთელნი.
3. და ყო აჰორონ ეგრეთ: ერთკერძოსა ადგილსა წინაშე პირსა სასანთლეთასა აღანთნა სანთელნი მისნი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
4. და ესე არს აღმზადებაჲ სანთელთაჲ: მყარი - ოქროჲ ჴერი მისი და შროშანნი მისნი - მყარი ყოვლად ხატისა მისებრ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრეთ ქმნა სასანთლე იგი.
5. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
6. მოიყვანენ ლევიტელნი იგი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, განწმიდენ იგინი.
7. და ესრეთ ყავ განწმედაჲ იგი მათი: აპკურე მათ წყალი განწმედისაჲ და მოვიდეს მახჳლი ყოველთა ასოთა მათთა და განირცხენ ყოველი სამოსელი მათი და წმიდა იყუნენ.
8. და მოიბან ჴბოჲ ერთი ზროხათაგან და ამისი შესაწირავი სამინდოჲ შექმნილი ზეთითა და ზუარაკი ერთი წელიწდეული ზროხათაგან ცოდვისათჳს მოიბან
9. და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე კარავსა მას წამებისასა და შეჰკრიბო ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა.
10. და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და დაასხნენ ჴელნი ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა მათ ზედა.
11. და განაჩინნეს აჰრონ ლევიტელნი იგი მიცემულად წინაშე უფლისა ძეთაგან ისრაჱლისათა. და იყუნენ იგინი მოქმედად საქმისა მის კარვისა უფლისასა.
12. ხოლო ლევიტელთა მათ დაასხნენ ჴელნი მათნი თავთა ზედა მათ ზუარაკთასა და ჰყო ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი საკუერთხად უფლისა სალხინებელად მათთჳს.
13. და დაადგინნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა და მისცნე იგინი მათ მიცემულად წინაშე უფლისა.
14. და განაჩინნე ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა და იყუნენ ჩემდად.
15. და ამისსა შემდგომად შევიდენ ლევიტელნი იგი საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა და განწმიდნე იგინი და მისცნე მიცემულად წინაშე უფლისა.
16. რამეთუ მოსაცემელად მიცემულ არიან იგინი ჩემდა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა მათ წილ, რომელთა განაღონ საშოჲ
17. პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათაჲ, მოიყვანენ იგინი ჩემდა, რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ, ძეთა ისრაჱლისათაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე. დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, წმიდა-ვყვენ იგინი ჩემდად.
18. და მოვიყვანენ ლევიტელნი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა
19. და მივსცენ იგინი მისაცემელად მიცემულ აჰრონს და ძეთა მისთა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა საქმედ საქმისა ძეთა ისრაჱლისათა კარავსა მას წამებისასა და ლხინებად ძეთა ისრაჱლისათა, და არავინ იყოს შორის ძეთა ისრაჱლისათა, რომელი შეეახლებოდის სიწმიდესა მას.
20. და ყვეს მოსე და აჰრონ და ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან ლევიტელთა მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა მათთჳს.
21. და განწმიდნეს ლევიტელნი იგი და განირცხეს სამოსელი მათი. და მისცნა იგინი აჰრონს მიცემულად წინაშე უფლისა და ლხინება-ყო მათთჳს აჰრონ და განწმიდნა იგინი.
22. და ამისსა შემდგომად შევიდეს ლევიტელნი იგი მსახურებად მსახურებასა თჳსსა კარავსა მას წამებისასა წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრეთ ყვეს მათთჳს.
23. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
24. ესე არს ლევიტელთათჳს: ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი შევიდენ მსახურებად კარავსა მას წამებისა.
25. და ერგასის წლითგანი და ერგასის წლითგან გამოდგენ მსახურებისაგან და არღარა იქმოდიან მერმე.
26. და ჰმსახურებდეს ძმაჲ მისი კარავსა მას წამებისასა დაცვად საცავსა მას, ხოლო საქმით არა იქმოდის. ესრეთ უყო ლევიტელთა მათ საცოსა მათსა ზედა.
9
1. და ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა მას სინაჲსასა წელსა მას მეორესა გამოსლვასა მას მათსა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მას პირველსა, და ჰრქუა:
2. არქუ და ყონ ძეთა ისრაჱლისათა ვნებაჲ ჟამსა თჳსსა.
3. მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, მიმწუხრი, ყონ იგი ჟამისაებრ და შჯულისა მისისა, მეტყველებისაებრ მისისა ყონ იგი.
4. და ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ვნებისა.
5. დასაბამისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა უდაბნოსა მას სინაჲსასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.
6. და მოვიდეს კაცნი იგი, რომელნი იყუნეს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა და ვერ ეძლო ყოფად ვნებისა მას დღესა შინა: და მოვიდეს წინაშე მოსესა და აჰრონისსა მას დღესა.
7. და ჰრქუეს მათ კაცთა მათ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა კაცისაჲთა, ნუ დააკლებთ შეწირვად მსხუერპლსა უფლისასა ჟამსა თჳსსა შორის ძეთა ისრაჱლისათა.
8. და ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ მათ უბრძანოს უფალმან თქუენთჳს.
9. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
10. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა, გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა,
11. თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი.
12. და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი.
13. და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან.
14. უკუეთუ მოვიდეს მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს ვნებაჲ უფლისა შჯულისა მისებრ ვნებისა, მსგავსად ბრძანებისა მისისა ყოს იგი. შჯული ერთი იყავნ თქუენი მწირისაჲ და მსოფლელისა მის ქუეყანისაჲ.
15. დღესა მას, რომელსა აღემართა კარავი იგი, დაფარა ღრუბელმან კარავი იგი სახლი წამებისაჲ და მწუხრად-მწუხრად არნ კარავსა მას ზედა, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადადმდე.
16. ესრეთ იყო მას, ღრუბელი ჰფარვიდა მას დღისი და ხილვაჲ იგი ცეცხლისაჲ - ღამე.
17. და რაჟამს აღიმაღლის ღრუბელმან კარვისა მისგან, ამისა შემდგომად წარიტრიან ძენი ისრაჱლისანი და ადგილსა მას, რომელსა დადგის ღრუბელი იგი, მუნ დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა.
18. ბრძანებითა უფლისაჲთა დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ბრძანებითა უფლისაჲთა აღიძრნიან.
19. ყოველთა დღეთა, რაოდენთა აგრილობნ ღრუბელი კარავსა მას ზედა, დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ოდეს დაადგრის ღრუბელი იგი მრავალ დღე, დაიცვიან საცოჲ იგი ღმრთისა და არა აღიძრნიან.
20. და იყოს, ოდეს აგრილობნ ღრუბელი დღეთა მათ, რიცხჳთ კარავსა ზედა სიტყჳთა უფლისათა დაიბანაკიან და სიტყჳთა უფლისაჲთა აღიძრნიან.
21. და არნ, ოდეს ფგან ღრუბელი იგი მწუხრითგან და ვიდრე განთიადმდე.
22. და უკუეთუ აღვიდეს ღრუბელი იგი განთიად, იტრნიან, დღისი გინა ღამე, ოდეს წარვიდეს ღრუბელი იგი, წარიტრნიან. უკუეთუ თთუეთა დღეთამდე გამრავლდის ღრუბელი იგი და აგრილობნ მას ზედა, დაადგრიან ძენი ისრაჱლისანი და არა იტრნიან.
23. რამეთუ ბრძანებითა უფლისათა, იტრვოდეს და საცოსა უფლისასა იმარხჳდეს ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
10
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2. იქმნენ თავისი შენისა ორნი ნესტუნი, ჭედილნი ვეცხლისანი ჰქმნე იგინი და იყუნენ შენდა მოწოდებად კრებულისა და ტრვად ბანაკისა.
3. და დაჰბეროს მით და შემოკრბეს ყოველი კრებული კარად კარვისა საწამებელისა.
4. უკუეთუ ერთსა დაჰბეროთ, მოვიდოდიან შენდა მთავარნი იგი წინამძღუარნი ისრაჱლისანი.
5. და დაჰბეროთ საუწყებელად და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს მზის აღმოსავალით,
6. და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეორესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ჩრდილოჲთ; და დაჰბერეთ საუწყებელითა მესამითა, იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ზღჳთ კერძო; და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეოთხესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ბღუარით. და საუწყებელსა დაჰბეროდიან ტრვასა მას მათსა.
7. და რაჟამს შეჰკრიბოთ კრებული, დაჰბეროთ და ნუ საუწყებელად.
8. და ძეთა აჰრონისთა, მღდელთა, დაჰბეროდიან ნესტუებითა მით და იყოს იგი თქუენდა შჯულად საუკუნოდ ნათესავთა შორის თქუენთა.
9. უკუეთუ განხჳდეთ ბრძოლად მტერთა მათ თქუენთა ქუეყანასა მას თქუენსა და აუწყოდით ნესტუებითა მით და მოიჴსენნეთ წინაშე უფლისა და განერნეთ მტერთაგან თქუენთა.
10. და დღესა სიხარულისა თქუენისათა და დღესასწაულთა და თთჳსთავთა თქუენთა დაჰბერით ნესტუებითა მით მსხუერპლთა თქუენთა ზედა და შესაწირავთა ცხორებისა თქუენისათა და იყოს თქუენდა მოსაჴსენებელ წინაშე ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
11. და იყო, წელსა მას მეორესა და თთუესა მეორესა, ოცსა თთჳსასა, აღიმაღლა ღრუბელმან კარვისა მისგან წამებისა.
12. და წარიტრნეს ძენი ისრაჱლისანი კარვითურთ მათით უდაბნოჲსა მისგან სინაჲსა და დადგა ღრუბელი იგი უდაბნოსა მას ფარანისასა.
13. და იტრნეს პირველად სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
14. და იტრა განწესებული ბანაკი ძეთა იუდაჲსთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა მათსა - ნაასონ, ძე ამინადაბისი,
15. და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ისაქარისთასა - ნათანიელ, ძე სოგარისი.
16. და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ზაბულონისთა ელიაბ, ძე ქერონისი.
17. და დაჴსნენ კარავი იგი და იტრნენ ძენი გეთსონისნი და ძენი მერარისნი და აღიღონ კარავი იგი.
18. და წარიძრა განწესებული იგი ბანაკი ძეთა რუბენისთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - ელისურ, ძე სედეორისი, და ერსა მას ზედა ნათესავისა.
19. ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძე სურისადაჲსი.
20. და ერსა ზედა ნათესავისა ძეთა გადისთასა - ელისაფან, ძე რაგუელისი.
21. და იტრნეს ძენი კაათისნი და აღიღონ სიწმიდე იგი და აღმართონ კარავი იგი ვიდრე მისლვად მათთამდე.
22. და იტრას განწესებული ბანაკი ეფრემისი და ერსა მას ზედა მათსა - ელისამა, ძე სემიუდისი.
23. და ერსა ზედა ტომისა ძეთა მანასესთასა - გამალიელ, ძე ფადასურისი,
24. და ერსა ზედა ტომისა ძეთა ბენიამისთასა - აბიდან, ძე გედეონისი.
25. და იტრას განწესებული ბანაკი ძეთა დანისთაჲ შემდგომად ყოველთა ბანაკთა ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - აქეზურ, ძე ამინადაჲსი.
26. და ერსა მას ზედა ტოჰმისა ასერისთასა - ფაგელ, ძე ექრანისი.
27. და ტომსა მას ზედა ძეთა ნეფთალემისთასა - აქირე, ძე ენანისი.
28. ესე ბანაკი ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი წარიძრნეს ძალითურთ მათით.
29. და ჰრქუა მოსე იუბიბას, ძესა რაგუელისსა, მადიამელსა, სიმამრსა მოსესა: წარვიძრვით ჩუენ ადგილსა მას, რომელი მრქუა ჩუენ უფალმან. ესე მიგცე თქუენ, აწ მოვედ ჩუენ თანა და კეთილი გიყოთ შენ, რამეთუ უფალმან თქვა კეთილი ისრაჱლისათჳს.
30. და მან ჰრქუა მას: არა მივიდე, არამედ ქუეყანად ჩემდა და ნათესავისა ჩემისა წარვიდე.
31. და ჰრქუა მას მოსე: ნუ დამიტევებ ჩუენ, ვინაჲთგან იყავ ჩუენ თანა უდაბნოსა ამას და იყო ჩუენ შორის მოხუცებულად.
32. და უკუეთუ მოხჳდე ჩუენ თანა, იყოს კეთილი იგი, რაოდენი კეთილი გჳყოს ჩუენ უფალმან, შენცა კეთილ გიყოთ და მან არა ინება.
33. და წარიძრნეს იგინი მთისაგან უფლისა გზასა სამისა დღისასა და კიდობანი იგი უფლისა წინავიდოდა უწინარეს მათსა გზასა სამისა დღისასა,
34. განხილვად მათთჳს განსასუენებელისა.
35. და იყო, რაჟამს წარიძრვოდა კიდობანი და თქუა მოსე: აღდეგ, უფალო, და განიბნინედ ყოველნი მტერნი შენნი და ივლტოდედ ყოველნი მოძულენი შენნი პირისა შენისაგან.
36. და დადგრომასა თქუა: მოაქციე, უფალო, ათასეული და ბევრეული ისრაჱლსა შორის. და ღრუბელი იგი აგრილობდა მათ ზედა დღისი ტრვასა მას მათსა ბანაკით.
11
1. და ერი იგი დრტჳნვიდა ბოროტად წინაშე უფლისა და ესმა უფალსა და განრისხნა გულისწყრომით და აღატყდა ცეცხლი მათ შორის უფლისა მიერ და შეჭამა რაოდენიმე ბანაკისაჲ მის.
2. და ღაღად-ყო ერმან მან მოსესა მიმართ და ილოცა მოსე უფლისა მიმართ და დასცხრა ცეცხლი იგი.
3. და ეწოდა ადგილსა მას "ცეცხლით მოწუა", რამეთუ მუნ აღატყდა მათ შორის ცეცხლი უფლისა მიერ.
4. და ერსა მას უცხოსა, რომელი გამოვიდა ისრაჱლისა თანა, გულმან უთქუა გულისთქმაჲ, დასხდა და ტიროდა, და ძენი ისრაჱლისანიცა მათ თანა, და იტყოდეს: ვინ მცეს ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ.
5. რამეთუ მოვიჴსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგჳპტეს უსასყიდლოდ და ნესუსა, და მელაპეპონსა, და პრასასა, და ხახუსა და ნიორსა.
6. აწ, ესერა, სული ჩუენი დამდნარ არს, გარნა მანანასა ამას ხოლო თუალნი ჩუენნი მსტუარ არიან.
7. ხოლო მანანაჲ იყო ვითარცა თესლი ქინძისაჲ სპეტაკ და ხილვაჲ მისი - ვითარცა ხილვაჲ მყინვარისაჲ.
8. და განვიდეს ერი იგი, შეკრიგის და დაფქვიან მფქველითა, და მოგალიან ფილთა, და შეგბიან იგი ქოთნითა და შექმნიან ყურბეულად. და იყო გემოჲ მისი, ვითარცა გემოჲ რჩეულისა ზეთიჱაჲ და,
9. რაჟამს გარდამოჴდის ცუარი ბანაკსა მას ზედა, გარდამოჴდის მანანაჲცა იგი მის თანა.
10. და ესმა მოსეს ტირილი იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ თითოეულთაჲ წინაშე კარსა კარვისა თჳსისასა და ტიროდეს. განრისხდა გულისწყრომით უფალი ფრიად და წინაშე მოსესცა იყო ესე ბოროტ.
11. და ჰრქუა მოსე უფალსა: რაჲსათჳს ბოროტი უყავ მსახურსა შენსა და რაჲსათჳს არა ვპოვე მადლი წინაშე შენსა და დამდევ სიმძაფრე ერისაჲ ამის ჩემ ზედა?
12. ნუუკუე მე მუცლად-ვიღე ყოველი ესე ერი, ანუ მე ვშვენ ესენი, რამეთუ მეტყჳ მე: შთაისხენ ეგენი წიაღსა შენსა, ვითარცა აღიქჳს დედამძუძემან მწოვარი ჩჩჳლი და შეიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცე მამათა მათთა?
13. ვინაჲ ვსცე მე ჴორცი ყოველსა ამას ერსა, რამეთუ ტირან ჩემდამო და მეტყჳან: მეც ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ?
14. ვერ ძალ-მიც მე მარტოსა ტჳრთვად ერი ესე, რამეთუ მძიმე არს ჩემდა სიტყუაჲ ესე.
15. უკუეთუ ესრეთ მიყოფ მე, მომკლა მე მოკლვით, უკუეთუ ვპოვე მე მადლი და წყალობაჲ შენ წინაშე, რათა არა ვიხილო ძჳრი ჩემი.
16. და ჰრქუა უფალმან მოსეს: შემიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა, რომელნი შენ იცნი, ვითარმედ: ესენი არიან მოხუცებულნი ერისანი და მწიგნობარნი მათნი, და მიიყვანენ იგინი კარვად წამებისა, და დგენ მუნ შენ თანა.
17. და მოვიღო სულისა მისგან, რომელ არს შენ თანა და მივსცე მათ ზედა, და შეგეწეოდიან შენ ზედა მოსლვასა მას ერისასა და არა გეტჳრთოს შენ მარტოსა.
18. და ერსა არქუ: განწმიდენით ხვალისა და ჭამეთ ჴორცი. რამეთუ სტიროდით წინაშე უფლისა და იტყოდით: ვინ მაჭამოს ჩუენ ჴორცი? რამეთუ უმჯობე იყო ყოფაჲ ჩუენი ეგჳპტეს, და მოგცეს თქუენ უფალმან ჴორცი ჭამად და ჰჭამდეთ.
19. არა დღე ერთ, არცა ორ დღე, არცა ხუთ დღე, არცა ათ დღე, არცა ოც დღე,
20. არამედ ვიდრე თვესა დღეთასა ჰჭამდეთ, ვიდრემდე წარმოჴდეს ცხჳრით თქუენით და გექმნეს თქუენ ნავღელ, რამეთუ ურჩ ექმნენით უფალსა, რომელი არს თქუენ შორის, რამეთუ სტიროდეთ წინაშე მისსა და იტყოდეთ: რაჲსათჳს იყო გამოსლვაჲ ჩუენი ქუეყანით ეგჳპტით?
21. და ჰრქუა მოსე უფალსა: ექუსას ათასი არს მკჳრცხლი ერი ესე, რომელსა ვარ მე მათ ზედა და შენ იტყჳ: ჴორცი ვსცე მათ და ჭამდენ, ვიდრე თთუეთა დღეთამდე?
22. ნუ ცხოვარი და ზროხაჲ დაუკლნენა მათ და კმა-ეყოს მათ, ანუ ყოველნი თევზნი ზღჳსანი შეკრბენ და ეყოს მათ.
23. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ჴელი უფლისა ვერმე კმა-ეყოს ამათ აწვე, ეგერა, სცნა მო-რა-იწიოსა სიტყუაჲ ჩემი ანუ არა?
24. და გამოვიდა მოსე და ეტყოდა ერსა სიტყუასა მას უფლისასა და შეკრიბა სამეოცდაათი კაცი მოხუცებულთაგან ერისათა და დაადგინნა იგინი გარემო კარავსა მას.
25. და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და ეტყოდა მოსეს. და მოიღო უფალმან სულისა მისგან, რომელი იყო მის ზედა და მიჰფინა იგი სამეოცდაათთა მათ კაცთა ზედა მოხუცებულთა. და ვითარცა განისუენა სულმან მან მათ ზედა და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მათსა შინა და არღარა შეეძინნეს.
26. და დაშთეს ორნი კაცნი ბანაკსა მას შინა: სახელი ერთისაჲ ელდად და სახელი მეორისაჲ მის - მოლდად. და განისუენა სულმან მან მათ ზედა. და ესენი იყუნეს აღწერილთა მათგანნი და არა მოვიდეს კარვად
27. და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მას შინა. და მორბიოდა ჭაბუკი ერთი და უთხრა მოსეს და ჰრქუა მას: ელდად და მოლდად წინაწარმეტყველებენ ბანაკსა შინა.
28. მიუგო ისო, ძემან ნავესმან, წინაშემდგომელმან მოსესმან რჩეულმან, და ჰრქუა: უფალო მოსე, დააბრკოლენ იგინი.
29. და ჰრქუა მას მოსე: და შენცა მეშურობ მე? და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად, რაჟამს მოსცეს უფალმან სული მისი მათ ზედა?
30. ხოლო წარვიდა მოსე და ბანაკი მისი უწინარეს ისრაჱლთასა.
31. და გამოვიდა სული უფლისა და გამოიღო მწყერმარჴილი ზღჳთ და დადვა იგი ბანაკსა მას დღის ერთისაგანსა ამიერ და იმიერ, გარემო ბანაკსა მას, ვითარ ორ წყრთა ქუეყანასა ზედა.
32. და აღდგა ერი იგი მას დღესა დღე ყოველ და ღამე ყოველ, და დღე ყოველ ხვალისაგან და შეკრიბეს მწყერმარჴილი იგი, რომელმან მცირედ შეიკრიბა ათკოროს, რომელ არს სამას გრივ. და დაწჳდეს და განაჴმეს ჴმელად გარეშე ბანაკსა მას.
33. და ჴორცი იგი იყოღა პირსა შინა მათსა და არღა მოკლებულ იყო. და უფალი განრისხნა ერსა მას ზედა და მოსრა ერი იგი წყლულებითა დიდითა ფრიად.
34. და ეწოდა ადგილსა მას „საფლავებ გულისთქმისაჲ“, რამეთუ მუნ დაჰფლეს ერი იგი გულისმთქმელი. და სამარით გულისთქმით წარიძრა ერი იგი ასეროთდ და იყო ერი იგი ასეროთს.
12
1. და იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა დედაკაცისა მისთჳს ჰინდოჲსა, რამეთუ ცოლი ჰინდოჲ მოიყვანა.
2. და თქუეს: მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა გუეტყოდა? და ესმა ესე უფალსა.
3. და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.
4. და ჰრქუა უფალმან მეყსეულად მოსეს და აჰრონს და მარიამს: გამოვედით თქუენ სამნივე გარეშე კარვად საწამებელისა, და გამოვიდეს სამნივე იგი კარვად საწამებელისა.
5. და გარდამოჴდა უფალი სუეტითა ღრუბლისაჲთა, და დადგა კართა წინაშე კარვისა მის საწამებელისათა და უწოდა აჰრონს და მარიამს. და განვიდეს ორნივე.
6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინაწარმეტყუელ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას.
7. ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, სარწმუნო არს,
8. პირისპირ ვეტყოდი მას ხილვით და არა იგავით, დიდებაჲ უფლისა იხილა და ვითარ არა შეიშინით ძჳრისსიტყუად მსახურისა ჩემისა მოსესთჳს?
9. და რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ ყო მათ ზედა, წარვიდეს.
10. და ღრუბელი იგი განეშოვრა მიერ კარვით და, აჰა, ესერა, მარიამ განკეთრდა, ვითარცა თოვლი და მიჰხედა აჰრონ მარიამს. და იგი განკეთრებულ იყო და
11. ჰრქუა აჰრონ მოსეს: გევედრები, უფალო, ნუ მომაგებ ჩუენ ცოდვისა მისთჳს,
12. რამეთუ უმეცარ ვიქმნენით და შეგცოდეთ შენ, რათა არა იყოს სწორად სიკუდილისა, ვითარცა მორყუნილი, რომელ გამოვალნ საშოჲსაგან დედისა და შეჰჭამს ზოგსა ჴორცთა მისთასა.
13. და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და თქუა: უფალო, გევედრები შენ, ულხინე ამას.
14. და ჰრქუა უფალმან მოსეს: უკუეთუმცა მამამან მისმან პირსა ჰნერწყვა, არამცა შეიკდიმაა შჳდ დღე? განჴედინ გარეშე ბანაკსა და მისსა შემდგომად შემოვედინ.
15. და განჴადეს მარიამ გარეშე ბანაკსა მას შჳდ დღე. და ერი არა წარიძრა, ვიდრემდე განწმიდნა მარიამ.
13
1. და მისა შემდგომად წარიძრა ერი იგი ასეროთით კერძო და დაიბანაკეს უდაბნოსა მას ფარანისასა.
2. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: წარავლინენ შენ კაცნი.
3. და განიმსტრვედ ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელი მივეც მე ძეთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად. კაცი თითოჲ ტომისაგან, სახლისაგან მამათა მათთაჲსა, წარავლინნე ყოველნივე იგინი მთავარნი მათგანი.
4. და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ სიტყჳთა უფლისაჲთა, ყოველნი კაცნი მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი. და ესე არს სახელები მათი:
5. ტოჰმისა რუბენისი - სალამიელ, ძე ზაქურისი.
6. სჳმეონისი ნათესავისაჲ - ზაფატია, ძე სურისი.
7. ძეთაგან იუდაჲსთა - ქალებ, ძე იეფონესი.
8. ძეთაგან ისაქარისთა - გალაამ, ძე იოსეფისი.
9. ძეთაგან ეფრემისთა - ისო, ძე ნავესი.
10. ძეთაგან ბენიამისთა - ფალტი, ძე რაფუჲსი.
11. ძეთაგან ზაბულონისთა - იულიელ, ძე სუდისი. ძეთაგან იოსეფისთა,
12. ძეთა მანასესთა - გადი, ძე სურისი.
13. და ძეთაგან გადისთა - ამისე, ძე გამესი.
14. ძეთაგან ასერისთა - სათურ, ძე მიქაელისი.
15. ძეთაგან ლეფთალემისთა - აბი, ძე იაბისი.
16. ძეთაგან გადისთა - ტოელ, ძე მაქისი.
17. ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელნი წარავლინნა მოსე განხილვად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და დასდვა ასეს, ძესა ნავესსა, სახელი მისი ისუ.
18. და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ განმსტრობად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და ჰრქუა მათ:
19. აღვედით ამიერ უდაბნოჲთ და აღხჳდეთ თქუენ მთასა მას. და იხილეთ ქუეყანა იგი, რაბამ-რაჲ არს და ერი იგი, რომელ მსხდომ არს მას ზედა, ანუ თუ ძლიერ არს, ანუ თუ უძლურ, ანუ თუ მცირედ არიან, ანუ თუ მრავალ.
20. და ვითარ არს ქუეყანა იგი, რომელსა ზედა დამკჳდრებულ არიან იგინი, გინათუ კეთილ არს, ანუ ბოროტ, ანუ ვითარ არიან ქალაქნი იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან იგინი, ანუ თუ მოზღუდვილ არიან, ანუ თუ უზღუდო.
21. და რაჲ არს ქუეყანა იგი, ანუ თუ პოხილ არს, ანუ მჭლე, ანუ თუ არს ხე მას ზედა, ანუ თუ არა, და განეკრძალენით და მოიღეთ ნაყოფისა მისგან მის ქუეყანისა. და დღენი იგი იყუნეს დღენი ზაფხულისანი და ჟამი მსთჳსა ყურძნისა.
22. და აღვიდეს და განიმსტურეს ქუეყანა უდაბნოჲთ სინაჲსაჲთ ვიდრე რააბად შესავალთაჲთ ეფრაათისაჲთ.
23. და აღვიდეს უდაბნოჲთ და მოვიდეს ქებრონადმდე და მუნ იყუნეს აქიმან და სესი და თალმი ნათესავნი ენაკისნი. და ქებრონი შჳდით წლით შენებულ იყო უწინარეს ტანისა, რომელ არს ეგჳპტისაჲ.
24. და მოვიდეს იგინი ჴევადმდე ტევნისა და განიმსტურეს იგი და მოჰკუეთეს მიერ რქაჲ და ტევანი ყურძნისაჲ მას ზედა ერთი და წარიღეს იგი მჴრითა აღებით და ბროწეულისაგან და ლეღჳსა.
25. და უწოდეს სახელი ადგილისაჲ მის „ჴევ ტევნის“ - ტევნისა მისთჳს, რომელ მოჰკუეთეს ძეთა ისრაჱლისათა.
26. და მიიქცეს მიერ და განემსტურო ქუეყანა შემდგომად ორმეოცისა დღისა.
27. და წარვიდეს მიერ და მოვიდეს მოსესა და აჰრონისა და ყოვლისა მის კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა - უდაბნოდ ფარანისა, რომელ არს კადსაჲ, და მიუთხრეს მათ სიტყუაჲ ყოველსა მას კრებულსა, და უჩუენეს ნაყოფი იგი ქუეყანისაჲ მის, და უთხრეს მათ და ჰრქუეს მათ:
28. მივიდეთ ჩუენ ქუეყანასა მას, რომელსა მიმავლინენ ჩუენ ქუეყანასა, მდინარესა სძისა და თაფლისასა, და ესე არს, ნაყოფი მისი.
29. არამედ ფიცხელ არს ნათესავი იგი, რომელი მყოფ არს მას ზედა და ქალაქნი ძნელ და მოზღუდვილ და დიდად, და ნათესავიცა ენაკისი ვიხილეთ მუნ.
30. და ამალეკი დამკჳდრებულ არს ქუეყანასა მას სამხრით კერძო და ქეტელი იგი, და ეველი, და იებოლელი და ამორეველი დამკჳდრებულ არიან მთით კერძო. და ქანანელი იგი მკჳდრ არს ზღჳსკიდესა და იორდანით კერძო.
31. და დაადუმა ქალებ ერი იგი მოსესა მიმართ და ჰრქუა მათ: არა, არამედ აღსლვით აღვიდე და დავიმკჳდროთ ქუეყანა იგი, რამეთუ შეძლებით შეუძლოთ მათ.
32. და კაცნი იგი, რომელნი აღსრულ იყუნეს მის თანა, თქვეს: არა აღვიდეთ, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ აღსლვად ერისა მის, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა არიან ფრიად.
33. და განთქუეს გმობაჲ მის ქუეყანისაჲ, როელ-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა და იტყოდეს: ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანაჲ იგი შემჭამელი მკჳდრთა მისთაჲ არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ, მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ.
34. და მუნ ვიხილენით გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე.
14
1. და აღიღო ყოველმან მან კრებულმან და მოსცეს ჴმაჲ და ტიროდა ყოველი იგი ერი ღამე ყოელ.
2. და დრტჳნვიდეს მოსესთჳს და აჰრონისთჳს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი. და ჰრქუეს მათ ყოველმან მან კრებულმან: მო-თუმცა-მწყდარ ვიყვენით ჩუენ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და უდაბნოსა ამას თუმცა მოვწყედით.
3. და რაჲსათჳს შევჰყავთ ჩუენ უფალსა ქუეყანასა მას დაცემად ბრძოლითა, ცოლნი ჩუენნი და ყრმანი იყუნენ აღსაჭრელ, აწ უმჯობეს არს ჩუენდა მიქცევაჲ ეგჳპტედვე.
4. და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: დავიდგინოთ ერისთავი და შევიქცეთ ეგჳპტედვე.
5. და დავარდეს მოსე და აჰრონ პირსა ზედა თჳსსა წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.
6. ხოლო ისუ, ძემან ნავესმან, და ქალებ, ძემან იეფონესმან, რომელთა განემსტურო ქუეყანა, დაიპეს სამოსელი მათი.
7. და ეტყოდეს ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ქუეყანა, რომელი განვიხილეთ, კეთილ არს დიდად ფრიად.
8. უკუეთუ სათნო უჩნდეთ ჩუენ უფალსა, შეგჳყვანნეს ჩუენ მას და მოგუცეს ჩუენ იგი, რომელ-იგი არს გამომადინებელი სძისა და თაფლისაჲ.
9. არამედ უფლისაგან ნუ განსდგებით, ხოლო თქვენ ნუ გეშინინ ერისა მისთჳს მის ქუეყანისა, რამეთუ შესაჭმელ ჩუენდა არიან იგინი, რამეთუ განიშოვრა მათგან ჟამი, ხოლო უფალი ჩუენ შორის არს. ნუ გეშინინ მათგან.
10. ხოლო კრებულმან მან თქუა მათი ქვისა დაკრებაჲ, ხოლო დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა კარავსა მას ზედა წამებისასა ყოველისა შორის ძეთა ისრაჱლისათა.
11. ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიდრემდის ხოლო განმარისხებდეს მე ერი ესე, ვიდრემდე არა ჰრწამს ჩემი ყოველთა ამათ სასწაულთა, რომელთა უყოფ მათ შორის?
12. მაცადე და მოვსრა ეგე სიკუდილითა და წარვწყმიდნე ეგენი, გყო შენ და სახლი მამისა შენისაჲ ნათესავად დიდად უფროჲს მათსა.
13. ჰრქუა მოსე უფალსა: ესმეს სამე ეგჳპტელთა, რამეთუ გამოიყვანე ძალითა შენითა ერი ესე მათგან.
14. არამედ ყოველთა მკჳდრთაცა ამის ქუეყანისათა ასმიეს, რამეთუ შენ ხარ უფალი ერსა ამას შორის, რამეთუ თუალთა წინაშე პირისპირ იხილვები შენ, უფალი, და ღრუბელი წმიდაჲ შენი ზედა-ადგს მათ და სუეტითა ღრუბლისაჲთა ხუალ წინაშე მათსა დღისი და სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე.
15. და მოსრაა ერი ესე, ვითარცა კაცი ერთი და თქუან წარმართთა, რავდენთა ასმიეს სახელი შენი.
16. რამეთუ ვერ უძლო შეყვანებად უფალმან ერი ესე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მათ და დასცნა იგინი უდაბნოსა მას ზედა.
17. აწ ამაღლდეს ჴელი შენი, უფალო ვითარცა-იგი სთქუ.
18. სულგრძელ, დიდად მოწყალე, ჭეშმარიტ, მომტევებელ უსჯულოებათა, სიცრუვეთა და ცოდვათა და განწმედით არა განიწმიდის თანამდები იგი მაგის ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა ვიდრე სამად და ოთხად ნათესავადმდე.
19. მიუტევე ცოდვაჲ ერსა მას დიდისაებრ წყალობისა შენისა, ვითარცა-იგი მალხინებელ ექმენ ეგჳპტელთაგან ვიდრე აქამდე.
20. ჰრქუა უფალმან მოსეს: მალხინებელ ვარ მაგითა სიტყჳთა შენითა,
21. არამედ ცხოველ ვარ მე, და ცხოველ არს სახელი ჩემი და აღავსოს დიდებამან უფლისამან ყოველი ქუეყანა,
22. რამეთუ ყოველთა მაგათ კაცთა, რომელთა უხილავს დიდებაჲ ჩემი და სასწაულნი, რომელნი ვყვენ ეგჳპტეს და უდაბნოსა ამას და განმცადეს მე ესე ათგზის, არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.
23. უკუეთუ მაგათ იხილონ ქუეყანა იგი, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა, არამედ შვილთა მათთა, რომელ არა იციან ჩემ თანა აქა, რომელთა არა იციან კეთილი და ბოროტი, ყოველსა ჭაბუკსა უმეცარსა, ამათ მისცე ქუეყანა იგი, ხოლო რომელთა განმარისხეს, არა იხილონ იგი.
24. ხოლო მონა ჩემი ქალებ, რამეთუ იყო სული სხუაჲ მის ზედა და შემომიდგა მე, შევიყვანო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შევიდა მუნ და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს.
25. ხოლო ამალეკი და ქანანელი შენ არიან ღელსა შინა, ხვალე მოიქეცით თქუენ და იტრენით უდაბნოდ გზასა ერჳთრისა ზღჳსასა.
26. მიუგო უფალმან მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
27. ვიდრემდის ვითავსებდე კრებულსა ამას უკეთურსა, იგინი დრტჳნვენ წინაშე ჩემსა, დრტჳნვა ძეთა ისრაჱლისათა თქუენთჳს მესმა.
28. ვარქუ მათ: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, არამედ ვითარცა იტყოდეთ ყურთა ჩემთა, ეგრე გიყო თქუენ.
29. უდაბნოსა ამას დაცჳვენ ძვალნი თქუენნი, ყოველივე ხილვაჲ თქუენი და აღრაცხილნი იგი თქუენნი ოცით წლითგანი დამართ, რომელნი დრტჳნვიდეს ჩემთჳს.
30. უკუეთუ თქუენ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა მიმიყოფიეს ჴელი ჩემი დამკჳდრებად თქუენდა მას ზედა, გარნა ქალები იეფონესი და ისო ნავესი.
31. და ყრმათა მათ, რომელთა აქრუთ: მიმოდასატაცებელ იყვენით, შევიყვანნე იგინი ქუეყანასა მას და დაიმკჳდრონ ქუეყანა იგი, რომლისაგან განსდეგით.
32. და ძვალნი თქუენნი იყუნენ მძორ უდაბნოსა ზედა.
33. და ძენი თქუენნი მოსჭამდენ უდაბნოსა ამას ორმეოც წელ და აღასრულონ სიძვაჲ თქუენი, ვიდრემდის არა განკაფდენ ძვალნი თქუენნი უდაბნოსა ზედა.
34. მსგავსად რიცხუსა მას დღეთაჲსა, რაოდენსა მოიხილეს ქუეყანა იგი ორმეოცსა წელსა, დღე _ წელიწდისა წილ და მოიხუნეთ ცოდვანი თქუენნი ორმეოც წელ და გულისხმა-ჰყოთ რისხვაჲ გულისწყრომისა ჩემისა.
35. მე, უფლმან, ვთქჳ: უკუეთუ არა ესრეთ უყო კრებულსა ამას უკეთურსა, რომელ აღდგომილ არს ჩემ ზედა. უდაბნოსა ამას აღესრულნენ და მოსწყდენ.
36. და კაცნი იგი, რომელ წარავლინნა მოსე მოხილვად მის ქუეყანისა, მოვიდეს, იდრტჳნეს მისთჳს კრებულსა თანა თქუმად სიტყუასა ბოროტსა მის ქუეყანისათჳს.
37. მოსწყდეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს მის ქუეყანისათჳს ძჳრი, გუემითა ბოროტითა წინაშე უფლისა.
38. ისო ნავესი და ქალებ იეფონესი ცხოვნდეს კაცთა მათგან, რომელ წარვიდეს მოხილვად მის ქუეყანისა.
39. ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იგლოვდა ერი იგი ფრიად.
40. აღიმსთუეს განთიად, აღვიდეს თავსა ზედა მთისასა და თქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ წარვიდეთ ადგილსა, რომელსა თქუა უფალმან, რამეთუ ვცოდეთ.
41. ჰრქუა მოსე: რად გარდახვალთ სიტყუათა უფლისათა, არა წარგემართოს თქუენ.
42. ნუ აღხვალთ, არა არს უფალი თქუენ თანა. დაეცნეთ წინაშე პირსა მტერთასა.
43. რამეთუ ამალეკი და ქანანელი მუნ წინაშე თქუენსა არს და დაეცნეთ მახჳლითა მისთჳს, რამეთუ უკუნ თუ იქეცით ურჩებით უფლისაგან. და არა იყოს უფალი თქუენ თანა.
44. და იძულებით აღჴდეს თავსა ზედა მის მთისასა, ხოლო კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და მოსე არა იძრნეს ბანაკით.
45. და მოჴდა ამალეკი და ქანანელი, რომელ ჯდა მას მთასა შინა, სძლეს მათ და მოსრნეს იგინი ერთადმდე.
46. და მოიქცეს ბანაკად.
15
1. ეტყოდა უფალი მოსეს, ჰრქუა:
2. არქუ შენ ძეთა ისრაჱლისათა: რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას მკჳდრობისა თქუენისასა, რომელ მე მიგცე თქუენ,
3. ჰყოთ მრგულიად დასაწველადი უფლისა, ანუ მსხუერპლი განდიდებად შესაწირავნისა, ანუ ნებსით აღნათქუემისა, ანუ დღესასწაულთა თქუენთა ყოფად სულად სულნელად უფლისა, ანუ ზროხათაგან, ანუ ცხოვართა.
4. მოართუას შემწირველმან შესაწირავი თჳსი უფალსა სამინდოჲსა მეათე გრივისა აღსუარული ზეთითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთ.
5. და ღჳნო შესაწირავად მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ ჰყოთ მრგულიად დასაწველსა ზედა, ანუ მსხუერპლსა ზედა კარავსა ერთსა ჰყო ესოდენ შესაწირავად სულნელად სულნელებისად უფლისა.
6. ვერძსა ოდეს ჰყოფდე მრგულიად დასაწველად, ანუ მსხუერპლად შესაწირავად სამინდოჲ ორი ათეული აღსუარული ზეთითა მესამითა ნაწილითა დორაკისაჲთა.
7. და ღჳნო შესაწირავად მესამე ნაწილი შესწიროთ უფლისა,
8. უკუეთუ ზროხასა ჰყოფდეთ მრგულიად დასაწველად, ანუ მსხვერპლად განდიდებად აღნათქუემისა საჴსრად უფლისა მიმართ.
9. და ყოს ზუარაკსა ზედა შესაწირავად სამინდოჲ სამი ათეული აღსუარული ზეთითა ზოგითა დორაკისაჲთა.
10. და ღჳნო შესაწირავად კერძო დორაკი სულნელად უფლისა.
11. ესრე ყოს.
12. ზუარაკსა თანა ერთსა, ანუ კრავსა ცხოვართასა, ანუ თხათასა მსგავსად რიცხუთა მათ, რომელ ჰყოთ, ესრეთ ჰყოთ ერთსა მას ზედა, ვითარცა არს რიცხჳ მათი.
13. ყოველმან მკჳდრმან ყოს ესე შესაწირავად სულნელად უფლისა, უკუეთუ მოქცეული თქუენ შორის იყოს, მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, ანუ ვინ იყოს ქუეყანასა შორის ნათესავთა შინა თქუენთა. და ჰყოფდე შესაწირავსა სულად სულნელებისად უფლისა.
14. ვითარცა ჰყოთ თქუენ, ესრეთ ყოს კრებულმან უფლისამან.
15. სჯული ერთი იყავნ თქუენი და მოქცეულთაჲ, რომელ შემყოფი იყუნენ თანა სჯულად საუკუნოდ, იყავნ ნათესავთა თქუენთა, ვითარცა თქუენ, ეგრე მოქცეული იგი იყოს წინაშე უფლისა. სჯული ერთი იყავნ და სამართალი ერთი იყავნ თქუენ შორის.
16. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
18. რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა შეგიყვანნე თქუენ მუნ.
19. რაჟამს სჭამდეთ პურსა მის ქუეყანისასა, გამოჰყოთ შესაწირავად ზე საყოფელად უფლისა პირველი თბისა თქუენისა.
20. პური შესაწირავად გამოჰყოთ იგი, ვითარცა შესაწირავი კალოჲსაჲ.
21. ეგრე გამოჰყოთ იგი თჳსნიერი თბეთა თქუენთაჲ და მისცეთ უფალსა შესაწირავად ნათესავთა თქუენთა.
22. და რაჟამს შესცოდოთ და არა ჰყუნეთ ყოველნი მცნებანი ესე, რომელ ჰრქუა უფალმან მოსეს,
23. ვითარცა ბრძანა უფალმან თქუენდამო ჴელითა მოსესითა, მიერ დღითგან, რომლითგან ბრძანა უფალმან თქუენდამო და მიმდემი ნათესავთა თქუენთა.
24. იყოს თუ ვინმე თუალთაგან კრებულისათა, განვარდეს არანებსით. და ყოს ყოველმან კრებულმან ზუარაკი ერთი უბიწოჲ მრგულიად დასაწველად სულნელად უფლისა და მსხუერპლი მისი და შესაწირავი სულად სულნელად მსგავსად ბრძანებისა და წალი თხათაგანი ერთი ცოდვისათჳს.
25. და ლხინება-ყოს მღდელმან ყოვლისა ცოდვისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა, მიეტეოს მას, რამეთუ არანებსით არს და მათ მოიღეს შესაწირავი მათი მსხუერპლად უფლისა ცოდვისა მათისათჳს წინაშე უფლისა არანებსითთა მათთჳს.
26. და მიეტეოს ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისსა და მოქცეულსაცა, რომელ შემოყოფილ იყოს თქუენდა, რამეთუ ყოვლისა ერისა არანებსით იყო.
27. უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს არანებსით, შეწიროს თხაჲ ერთი წელიწდეული ცოდვათათჳს.
28. ულხინოს მღდელმან სულსა მას არანებსით შეცოდებულსა წინაშე უფლისა, ლხინება-ყოს მისთჳს.
29. ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთაჲ, რომელნი შეყოფილ იყუნენ მათა, სჯული ერთი იყავნ, რომელმან ქმნეს რაჲმე არანებსით.
30. და თავმან, რომელმან ქმნას ჴელითა ამპარტავანებისათა მკჳდრთაგანმან, ანუ მოქცეულმან, ღმერთი განარისხოს, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა.
31. რამეთუ სიტყუაჲ უფლისა გარდააქცია და მცნებანი მისნი განაქარვნა. და მოჴოცით მოიჴოცოს სული იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ ცოდვა მისი მას შინა.
32. და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა.
33. მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა.
34. და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას.
35. ეტყოდა უფალი მოსეს - სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა.
36. და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს და ჰრქუა:
37. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
38. იქმნედ მათ ფესჳ ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა ნათესავთა მათთა და დაახჳოთ ფესუთა მათ ზედა კიდეთასა საწვალი იაკინთისაჲ.
39. და იყოს იგი თქუენდა ფესუთა მათ ზედა და იხილოთ იგი და მოგეჴსენენ ყოველნი მცნებანი უფლისანი, ჰყუნეთ იგინი და არღარა მისდრკეთ უკუანა გონებათა და თუალთა თქუენთა, რომლითა-იგი თქუენ ისიძავთ უკუანა მათსა.
40. რათა მოიჴსენოთ და ჰყოთ ყოველი მცნებაჲ ჩემი, იყუნეთ წმიდა ღმრთისა თქუენისა.
41. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ყოფად თქუენდა ღმერთად, მე უფალი ღმერთი თქუენი.
16
1. იტყოდა კორე, ძე ისსარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, დათან და აბირონ, ძენი ელიაბისნი, და აჳან, ძე ფალეკისი, ძისა რუბენისი, ავნან, ძე ფალეთისი, ძისა რუბენისი.
2. აღდგეს წინაშე მოსესა კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათანი ორასერგასისნი მთავარნი წოდებულნი ზრახვისანი, კაცნი სახელოვანნი.
3. შეკრბეს მოსეს ზედა და აჰროს და თქუეს: გაქუნდინ თქუენ, რამეთუ ყოველი იგი კრებული წმიდა არს და მათ შორის უფალი, რაჲსათჳს აღდგომილ ხართ კრებულსა ზედა უფლისასა?
4. ესმა ესე მოსეს და დავარდა პირსა ზედა თჳსსა.
5. და ეტყოდა კორეს და ყოველსა კრებულსა მისსა და ჰრქუა: მოხედა და იცნა ღმერთმან, რომელნი-იგი არიან მისნი და წმიდანი მისნი და მოიყვანნა იგინი თავისა თჳსისა და, რომელნი არა გამოირჩინა, არა მოიყვანნა.
6. აწ ესე ყავთ: მოიღეთ სასაკუმევლე თქუენი კორე და ყოველმან კრებულმან მისმან.
7. და შთაასხთ ცეცხლი და დაასხთ მას ზედა საკუმეველი წინაშე უფლისა ხვალე; იყოს კაცი, რომელი გამოირჩიოს უფალმან. წმიდა არს იგი, კმა-იყავნ თქუენდა, ძენო ლევსნო.
8. ჰრქუა მოსე კორეს: ისმინეთ ჩემი, ძენო ლევისნო.
9. მცირე არს ესე თქუენდა, რამეთუ გამოგირჩინა ღმერთმან ისრაჱლისამან კრებულისაგან და მოგიყვანნა თქუენ თავისა თჳსისა მსახურებად მსახურებასა კარვისა უფლისასა და წარდგომად წინაშე კრებულისა და მსახურებად მისა.
10. მოგიყვანა შენ და ყოველნი ძმანი შენნი, ძენი ლევისნი, შენ თანა და გნებავს კუალად მღდელობაჲ.
11. ესრეთ შენ და კრებულსა შენსა, რომელნი შეკრებულ ხართ ღმრთისა ზედა და აჰრონ ვინ არს, რამეთუ სდრტვინავთ მისთჳს?
12. და მიავლინა მოსე მოწოდებად დათანისა და აბირონისა, ძეთა ელიაბისთა, და თქუეს: არა მივალთ.
13. ნუ მცირე არს ესე, რამეთუ შემიყვანენ ჩუენ ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა მოსრვად ჩუენდა უდაბნოსა ამას, რამეთუ გუმთავრობ ჩუენ? შენ ხარ მთავარ.
14. ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა შემიყვანენ ჩუენ და მომეც ჩუენ ნაწილები აგარაკთაჲ და საყურძენთაჲ, თუალნი მათ კაცთანი აღმოჰჴდეს, არა აღვალთ. და დამძიმდა
15. სულმოკლებითა ფრიად მოსე და ჰრქუა უფალსა: ნუ მოჰხედავ შესაწირავთა მათსა, რამეთუ არა ვისი მათგანისაჲ გულისსათქმელი რაჲმე მოვიღე, არცა ბოროტი ვისმე უყავ მათ.
16. და ჰრქუა მოსე კორეს: წმიდა-ყავ კრებული შენი და იყვენით თქვენ მზა წინაშე უფლისა, შენ და იგინი და აჰრონ ხვალისა;
17. და მოიღეთ კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და დაასხთ მას ზედა საკმეველი და მოიღეთ წინაშე უფლისა კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი ორასერგასისი საცეცხური, შენ და აჰრონ თჳთოეულმან სასაკმევლე თჳსი.
18. და მოიღო კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და შთაასხეს მას ცეცხლი, და დაასხეს საკუმეველი და დადვეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა მოსე და აჰრონ.
19. და შეკრიბნა მათ თანა კორე ყოველნი კრებულნი თჳსნი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა ყოველსა მას ზედა კრებულსა.
20. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
21. გამოეშორენით შორის კრებულისა მაგის და აღვჴოცნე იგინი ერთბამად.
22. და დავარდეს წინაშე უფლისა მოსე და აჰრონ და თქუეს: უფალო, ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორცთაო, უკეთუ ერთმან კაცმან ცოდა, ყოველსა ზედა კრებულსა იყოსა რისხვაჲ უფლისა?
23. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
24. ეტყოდე კრებულსა მაგას და არქუ: განეშორენით გარემო კრებულისა მაგისგან კორესისა და დათანისა და აბირონისა.
25. და აღდგა მოსე და მივიდა დათანისა და აბირონისა და მივიდეს მის თანა ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი.
26. და ეტყოდა კრებულსა და ჰრქუა: გამოეშოვრენით კარავთა მაგათგან კაცთა ფიცხელთასა და ნუ შეეხებით ყოველსავე, რომელ-რაჲ არს მათი, ნუუკუე წარსწყმდეთ ცოდვათა მათთა თანა.
27. და გამოეშოვრნეს გარემო კარავთა მათ კორესთა და გამოვიდეს დათან და აბირონ, დადგეს კართა თანა კარვისა მათისათა ცოლნი მათნი, და შვილნი მათნი და ყოველი ჭურჭერი მათი.
28. და ჰრქუა მოსე: ამით სცნათ, რამეთუ უფალმან მომავლინა მე საქმედ ყოველსა მას საქმესა და არა თავით ჩემით.
29. უკუეთუ სიკუდილისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოწყდენ ესენი, გინა თუ მოხედვისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოხედვა იყოს მათა, არა უფალმან მომავლინა მე,
30. არამედ საოცრად აჩუენოს უფალმან და განაღოს ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქნეს იგინი. და სახლნი მაგათნი და საყოფელნი მაგათნი და ყოველი, რაოდენი არს მაგათი და შთაჴდენ ყოველნი ჯოჯოხეთად და სცნათ, რამეთუ განარისხეს კაცთა ამათ უფალი.
31. და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად ყიველთა ამათ სიტყუათა,
32. განსთქდა ქუეყანა ქუეშე მათსა და განეღო ქუვყანა
33. და შთანთქნა იგინი და სახლნი მათნი და ყოველნი კაცნი, რომელნი იყუნეს კორეს თანა და ყოველი საცხოვარი მათი და ყოველივე, რაჲცა იყო მათი ცხოველნი ჯოჯოხეთა. და დაფარნა იგინი ქუეყანამან და წარწყმდეს იგინი შორის კრებულისა მის.
34. და ყოველი ისრაჱლი ივლტოდა გარემო ჴმისაგან მათისა, რამეთუ თქუეს: ნუუკუე ჩუენცა შთამნთქმნეს ქუეყანამან.
35. და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შეჭამნა ორასერგასისნი იგი კაცნი, რომელთა მოაქუნდა საკუმეველი.
36. და ჰრქუა უფალმან მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა მღდელისა:
37. აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიე მუნ, რამეთუ განწმიდნეს
38. საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად გარემო სადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა, და განწმიდნეს და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაჱლისათა.
39. და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწვართა მათ და მოსდვეს გარეშე სადებელად საკურთხეველსა
40. საჴსენებელად ძეთა ისარჱლისათა, რათა არა ვინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისი დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რათა არა იყოს, ვითარცა კორე, და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.
41. და დრტჳნვიდეს ძენი ისრაჱლისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა.
42. და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა. და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა.
43. და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა.
44. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
45. გამოეშორენით შორის კრებულსა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა.
46. და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხთ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან, და დასდევ მას ზედა საკუმეველი, და მოიღე ადრე ბანაკად და ლხინება-ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ.
47. და მოიღო აჰრონ საკუმეველი, ვითარცა ჰრქუას მას მოსე და მირბიოდა ბანაკად, და ეწყო მოსრვად ერისა და დაასხა საკუმეველი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.
48. და დადგა შორის მომწყუდართა და შორის ცოცხალთა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.
49. და იყუნეს მოსრვასა მას, ათორმეტ ათას და შჳდას თჳნიერ მომწყუდართა მათ კორეს თანა.
50. და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.
17
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე მათთჳს კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა ყოველთაგან მთავართა მათთა - ათორმეტი კუერთხი და კაცად-კაცადისაჲ გამოწერე სახელი კუერთხსა მისსა.
3. და სახელი აჰრონისი გამოწერე კუერთხსა მისსა, რამეთუ არს კუერთხი ერთი, ტომად-ტომად მამათა მათთა მოსცედ.
4. და დასხი იგი კარავსა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადო შენ მუნ.
5. და იყოს კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს და მოვსპო დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ ჩემგან, რომელსა დრტჳნვენ თქუენთჳს.
6. და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. და მოსცეს მას ყოველთა მათ მთავართა მათთა კუერთხები: კუერთხი მთავრისაჲ - ერთი კუერთხი მთავრად-მთავრად და სახლად-სახლად მამათა მათთა, მოჰსცეს ათორმეტი კუერთხები და კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა.
7. და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა.
8. და იყო ხვალისაგან, და შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა. და, აჰა, ესერა, კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა, და მოეღო ფურცელი, და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი.
9. და გამოიღო მოსე ყოველი იგი კუერთხები პირისაგან უფლისა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იხილეს და მოიღო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი.
10. და ჰრქუა უფალმან მოსეს: დადევ კუერთხი ეგე აჰრონისი წინაშე საწამებელთა დასამარხველად სასწაულთა ძეთა მაგათთჳს ურჩთაჲსა, და დასცხერინ დრტჳნვაჲ მათი ჩემგან და არა მოწყდენ.
11. და ეგრე ყვეს მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს.
12. და ეტყოდეს ძენი ისრაჱლისანი მოსეს და ჰრქუეს: აჰა, ესერა, აღვიჴოცენით და წარვწყმდით, აღვესრულენით.
13. ყოველი, რომელი შეეხების კარავსა ამას საწამებელისა უფლისასა, მოკუდების, ნუუკუე სრულად მოვწყდეთ.
18
1. და ეტყოდა უფალი და ჰრქუა აჰრონს: შენ და ძენი შენნი და სახლი მამისა შენისაჲ შენ თანა მოიღებდით ცოდვასა წმიდათასა და შენ და ძენი შენნი მოიღებდით ცოდვასა მღდელობისა თქუენისასა.
2. და ძმანი შენნი, ტოჰმი ლევისი, გუნდი მამისა შენისაჲ, მიიყვანე თავისა შენისა და შეგიძინედ შენ და ძენი შენნი შენ თანა წინაშე კარავსა მას წამებისა.
3. და სცვიდენ საცოსა მას შენსა და საცოსა მას კარვისა საწამებელისასა. გარნა ჭურჭელსა წმიდასა და საკურთხეველსა არა მოუჴდენ, და რათა არა მოწყდენ ესენი
4. და თქუენ, და შემოგეძინენ შენ და სცვიდენ საცოსა მას კარვისა საწამებელისასა ყოვლისა მისებრ მსახურებისა მის კარვისაჲსა. და სხუაჲ ნათესავი არა მოვიდეს შენდა.
5. და სცევდით საცოსა მას წმიდასა და საცოსა მას საკურთხეველისსა. და არღარა იყოს რისხვაჲ ძეთა ზედა ისრაჱლისათა.
6. და მე მოვიყვანენ ძმანი შენნი ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, მოცემით მოცემულ არიან უფალსა მსახურებად მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა.
7. შენ და ძეთა შენთა შენ თანა დაიმარხეთ მღდელობაჲ თქუენი ყოვლისაებრ წმიდისა საკურთხეველისა და შინაგან კრეტსაბმელისა და ჰმსახურებდით მსახურებასა მოცემულისა მღდელობისა თქუენისასა. და უცხოთესლი იგი, რომელი შეეხოს მას, მოკუდეს.
8. და ეტყოდა უფალი აჰრონს: და, აჰა, ეგერა, მიგეც თქუენ საცავი იგი პირველ ნაყოფთა ჩემთაჲ ყოველთაგან განწმედილთა ჩემდამო ძეთაგან ისრაჱლისათა, შენ მიგეც იგი სიბერედ და ძეთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ.
9. და ესე იყოს თქვენდა განწმედილთაგან წმიდათა ნაყოფთა ყოველთაგან შესაწირავთა მათთა და ყოველთაგან მსხუერპლთა მათთა, და ყოვლისაგან ბრალისა მათისა და ყოვლისაგან ცოდვისა მათისა, რაოდენ მომცენ მე, ყოველთაგანი სიწმიდეთაჲ შენდა იყოს და ძეთა შენთა.
10. წმიდათა შინა წმიდათასა ჰჭამდეთ მას. ყოველმან წულმან ჭამოს იგი, შენ და ძეთა შენთა. წმიდა იყოს ესე შენდა.
11. და ესე იყოს თქუენდა ნაყოფად მიცემულთა მათთა ყოველთაგან დასადებელთა ძეთა ისრაჱლისათა. შენ მიგეც იგი და ძეთა შენთა და ასულთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას.
12. და ყოველი შესაწირავი ზეთისაჲ და ყოველი შესაწირავი ღჳნისაჲ და შესაწირავი იფქლისაჲ, რაოდენიცა მოსცენ უფალსა, შენ მიგეც იგი.
13. პირველი ნაყოფი ყოველი, რაოდენიცა იყოს ქუეყანასა მათსა, რაოდენი მოართუან უფალსა, შენდა იყოს, ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას.
14. ყოველივე შეწირული ძეთა ისრაჱლისათაჲ შენდა იყოს.
15. და ყოველმან, რომელმან გააღოს საშოჲ ყოვლისაგან ჴორციელისამან, რომელი მოართუან უფალსა კაცითგან ვიდრე პირუტყუადმდე, შენდა იყოს, არამედ ჴსნით იჴსნე ყოველი პირმშოჲ კაცთაჲ და ყოველი პირმშოჲ პირუტყუთა არაწმიდათაჲ იჴსნე.
16. და ჴსნაჲ მისი - თთჳთგანი. და სასყიდელი მისი ხუთი სიკილაჲ სიკილითა მით წმიდითა ოცი დანგი არს.
17. გარნა პირმშოჲ ზროხათაჲ და პირმშოჲ ცხოვართაჲ და თხათაჲ არა იჴსნე, რამეთუ წმიდა არიან და სისხლი მათი მოაპკურო გარემო საკურთხეველსა სულად სულნელად უფლისა.
18. და ჴორცი იგი იყოს შენდა და მკერდი იგი დასადებელი და მჴარი მარჯუენე შენდა იყოს.
19. ყოველი შესაწირავი წმიდათაგანი, რაოდენი შეწირონ ძეთა ისრაჱლისათა უფლისა, შენ მიგეც იგი, ძეთა შენთა და ასულთა შენთა, შენ თანა შჯულად საუკუნოდ აღნათქუემად მარილისა საუკუნისა არს წინაშე უფლისა, შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.
20. და ეტყოდა უფალი აჰრონს: ქუეყანაჲ მათი არა დაიმკჳდრო და ნაწილი არა იყოს მათ შორის შენი, რამეთუ ნაწილი შენი და სამკჳდრებელი შენი შორის ძეთა ისრაჱლისათა და ძეთა ლევისთა.
21. აჰა, ეგერა, მივეც ყოველი ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ ნაწილად მსახურებისა მათისა წილ, რომელსა იგინი ჰმსახურებდენ კარავსა მას წამებისსა.
22. და არღარა მოუჴდენ მსახურებად ძენი ისრაჱლისანი კარავსა მას წამებისასა მიღებად ცოდვისა მაკუდინებელისა.
23. და ჰმსახურებდეს ლევიტელი იგი მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა და მათ მოიხუნენ ცოდვანი მათნი შჯულად საუკუნოდ ნათესავსა მათსა შორის ძეთა ისრაჱლისათა, არა დაიმკჳდროს სამკჳდრებელი.
24. რამეთუ ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რაოდენ-რაჲ განუჩემონ უფალსა, განჩემებული იგი მივეც ლევიტელთა სამკჳდრებელად. ამისთჳს ვარქუ მათ: შორის ძეთა ისრაჱლისათა არა დაიმკჳდრონ სამკჳდრებელი.
25. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
26. და ლევიტელთა მათ ეტყოდე და არქუ: უკუეთუ მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა ათეული, რომელი მიგეც თქუენ მათგან ნაწილად და აღიღეთ თქუენცა მისგან შესაწირავი უფლისა ათეული ათეულისაგან.
27. და შეგერაცხოს თქვენ შესაწირავი იგი თქუენი, ვითარცა იფქლი კალოჲსაგან და ვითარცა შესაწირავი საწნახელისაჲ.
28. ეგრეთ შესწირით თქუენცა შესაწირავთაგან უფლისათა ყოველთაგან ათეულთა თქუენთა, რაოდენი მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა და მიეცით მისგანი შესაწირავად უფლისა აჰრონს მღდელსა.
30. ყოველთაგან მოცემულთა თქუენდა შესწირეთ შესაწირავად უფლისა ყოველთაგან ნაყოფთა განწმედილთა მათგან.
31. და არქუ მათ, რაჟამს შესწირვიდეთ პირველ ნაყოფსა მისგან და შეერაცხოს ლევიტელთა მათ, ვითარცა ნაყოფი კალოჲსაჲ და საწნახელისაჲ.
32. და ჰსჭამდეთ მას ყოველსა ადგილსა თქუენ და სახლეულნი თქუენნი, რამეთუ სასყიდელ თქუენდა ესე იყოს მსახურებათა მათ თქუენთა წილ კარავსა მას წამებისასა.
33. და არა მოიღოთ ცოდვაჲ მისთჳს, ოდეს შესწიროდით პირველი ნაყოფისა მისგან და სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისთაჲ არა შეაგინოთ, რათა არა მოსწყდეთ.
19
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
2. ესე არს ბრძანებაჲ შჯულისაჲ, რაოდენი ბრძანა უფალმან და თქუა: ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და მოგგუარედ შენ დიაკეული წითელი უბიწოჲ, რომლისა თანა არა იყოს ბიწი და არა დადებულ მას ზედა უღელი.
3. და მისცენ იგინი ელიაზარს მღდელსა. და განიბან იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და დაკლან იგი წინაშე მისა.
4. და მოიღოს ელიაზარ სისხლისაგან მისისა და აპკუროს იგი წინაშე კარვისა მის საწამებელისასა სისხლისა მისისაგან შჳდგზის.
5. და დაწვან იგი მის წინაშე, და ტყავი მისი, და ჴორცი მისი, და სისხლი იგი მისი ფუშნიერითურთ მისით დაიწუეს.
6. და მოიღოს მღდელმან ძელი ნაძჳსაჲ და უსუპი და მატყლი მეწამული. და შთადვან იგი შუვა დამწვასა მას დიაკეულისასა.
7. და განირცხეს სამოსელი მღდელმან მან და დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა და ამისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და არაწმიდა იყოს მღდელი იგი მწუხრადმდე.
8. და რომელმან დაწუას იგი, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანონ გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე.
9. და შეკრიბოს კაცმან წმიდამან ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და დაასხას იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და იყოს კრებულისა მის ძეთა ისრაჱლისათა დასამარხავად წყალი პკურებისაჲ, განწმედა არს.
10. და განიბანოს გუამი თჳსი, რომელმან შეკრიბოს ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და განირცხეს სამოსელი თჳსი. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და იყოს იგი კრებულისათჳს ძეთა ისრაჱლისათა და მწირთა მათთჳს, რომელი მოსრულ იყოს მათ შჯულად საუკუნოდ.
11. და რომელი შეეხოს მკუდარსა ყოვლისა სულისასა, ანუ კაცისასა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე.
12. ესე განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა. და წმიდა იყოს, უკუეთუ არა განწმიდნეს დღესა მესამესა. და დღესა მეშჳდესა არა იყოს წმიდა.
13. ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა სულითგან კაცისათა, უკუეთუ მო-ვინმე-კუდეს და არა განწმიდნეს, კარავი უფლისა შეაგინა, შეიმუსრო სული სული იგი ისრაჱლისაგან, რამეთუ წყალი იგი პკურებისაჲ არა ეპკურა მას, არაწმიდა იყოს, რამეთუ არაწმიდებაჲ მისი მის ზედა იყოს.
14. და ესე შჯული არს, უკუეთუ მოკუდეს კაცი სახლსა შინა, ყოველი, რომელი შევიდეს სახლსა მას და ყოველი, რომელიცა-რაჲ იყოს სახლსა მას შინა, არაწმიდა იყოს შჳდ დღე.
15. და ყოველი ჭურჭელი ურქველი, რომელსა არა იყოს სარქველი დაკრულ მას ზედა, არაწმიდა იყოს.
16. და ყოველი, რომელი შეეხოს პირსა ყრმისა წულისასა გინა მკუდრისა ძვალსა კაცისასა, გინა საფლავსა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე.
17. და მოართუან არაწმიდასა მას ნაცრისა მისგან, დამწურისა მისგან განსაწმედელისა და დაასხან მას ზედა წყალი ცხოველი ჭურჭერსა შიდა.
18. და მოიღონ უსუპი და დააწოს წყალსა მას კაცმან წმიდამან და აპკუროს სახლსა მას და ჭურჭელთა ზედა და სულთა ზედა, რავდენ იყუნენ მუნ და შეხებულთა მათ ზედა ძვალთა კაცისასა, გინა თუ სამოსელსა მკუდრისასა, გინა თუ სამარესა.
19. და აპკუროს წმიდამან არაწმიდასა მას დღესა მესამესა და განწმიდნეს დღესა მეშჳდესა და განირცხას სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა. და არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე.
20. და კაცი, რომელი შეიგინოს და არა განწმიდნეს, აღიჴოცოს სული იგი კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ წმიდანი უფლისანი შეაგინნა და წყალი პკურებისაჲ არა დაეპკურა მას ზედა, არაწმიდა არს იგი.
21. და იყავნ თქუენდა შჯულად საუკუნოდ ესე. და რომელმან ასხუროს წყალი იგი პკურებისაჲ, განირცხას სამოსელი თჳსი და, რომელი შეეხოს წყალსა მას პკურებისასა, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე.
22. და ყოველსა, რომელსა შეეხოს არაწმიდაჲ იგი, არაწმიდა იყოს და სული, რომელი შეეხოს, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე.
20
1. და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი უდაბნოდ სინად თთუესა პირველსა. და დაადგრა ერი იგი კადეს და აღესრულა მარიამ და დაეფლა იგი მუნ.
2. და არა იყო წყალი კრებულსა მას და შეკრბეს მოსეს ზედა და აჰრონისა.
3. და იწყეს ძჳრის-სიტყუად ერმან მან მოსეს ზედა და თქუეს: შჯობდა, მო-ღამცა-ვკუედით წარწყმედასა მას ძმათა ჩუენთასა წინაშე უფლისა.
4. და რაჲსათჳს აღმოიყვანეთ კრებული ესე უფლისა უდაბნოსა ამას მოსრვად ჩუენდა და საცხოვრისა ჩუენისა?
5. და რაჲსათჳს ჰყავთ ესე? აღმოგჳყვანენ ჩუენ ვგჳპტით მოსრვად ადგილსა ამას ბოროტსა? ადგილი, რომელ არა ითესვის, არცა არს ლეღჳ, არცა ვენაჴი, არცა მროწეული, არცა არს წყალი სასმელად.
6. და მოვიდა მოსე და აჰრონ პირისაგან კრებულისაჲსა კარად კარვისა საწამებელისად და დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა მათ ზედა.
7. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
8. მოიღე კუერთხი ეგე და შეკრიბეთ კრებული შენ და აჰრონ, ძმამან შენმან, და არქუთ კლდესა წინაშე მათსა, და გამოსცეს წყალი და გამოუდინოს მათ წყალი კლდისაგან და ასუას კრებულსა ამას და საცხოვარსა მათსა.
9. და მოიღო მოსე კუერთხი იგი, რომელ იყო წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან.
10. და შეკრიბეს მოსე და აჰრონ კრებული იგი წინაშე კლდესა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი, ურჩნო, კლდისაგან ნუ ამის გამოგიდინოთ თქუენ წყალი.
11. და აღყო მოსე ჴელი თჳსი და სცა კლდესა მას კუერთხითა მით ორგზის და გამოჴდა წყალი ფრიად, და სუა კრებულმან მან და საცხოვარმან მათმან.
12. და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: რამეთუ არა გრწმენა თქუენ ჩემი წმიდა-ყოფად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ამისთჳს არა შეიყვანოთ კრებული ესე ქუეყანასა მას, რომელ მივეც მათ.
13. ესე არს წყალი ცილობისა, რამეთუ მაცილობელ იქმნეს ძენი ისრაჱლისანი წინაშე უფლისა და წმიდაჲ იქმნა მათ შორის.
14. და წარავლინნა მოსე მოციქულნი კადეთ მეფესა ედომელთაჲსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს ძმაჲ შენი ისრაჱლი: შენ უწყი ყოველი შრომაჲ, რომელმან გუპოვნა ჩუენ.
15. და შთავიდეს მამანი ჩუენნი ეგჳპტედ და ვსხემობდით ეგჳტეს შინა მრავალ დღე, გუბრძოდეს ჩუენ ეგჳპტელნი და მამათა ჩუენთა.
16. და ჴმა-ვყავით უფლისა მიმართ. და ისმინა უფალმან ჴმისა ჩუენისა და მოავლინა ანგელოზი და გამოგჳყვანა ჩუენ ეგჳპტით. და აწ ვართ კადეს შინა ქალაქსა, ერთკერძო საზღვართა შენთასა.
17. გზა-გუეც განსლვად ქუეყანით შენით, არა განვიდეთ ყანობირსა შენსა, არცა ვენაჴებსა შენსა, არცა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ, გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ, არა მივაქციოთ მარჯულ, არცა მარცხლ გარდასლვადმდე საზღუართა შენთა.
18. და ჰრქუა მათ ედომ: ვერ განხჳდეთ ჩემით, უკუეთუ არა ბრძოლით განგიჴდე შემთხუევად შენდა.
19. და ჰრქუეს მას ძეთა ისრაჱლისათა: მთის პირი წარვლოთ, უკუეთუ ვსუათ წყალი შენი მე და საცხოვარმან, მიგცეთ შენ სასყიდელი, ხოლო საქმე ესე არა რაჲ არს, მთის პირი წარვლოთ.
20. ხოლო მან თქუა: ვერ განხჳდეთ ჩემით. და გამოჴდა ედომი შემთხუევად მისა ერითა დიდითა და ჴელითა მტკიცითა.
21. და არა ჯერ-იჩინა ედომმან გზის-ცემაჲ ისრაჱლისა საზღვარით თჳსით.
22. და მიაქცია ისრაჱლმან მისგან. და იძრნეს კადეთ და მივიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი ორდ მთად.
23. და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს ორს მთასა შინა, საზღვართა ზედა ედომისათა, და თქუა:
24. შეეძინენ აჰრონ ერსა თჳსსა, რამეთუ ვერ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ მივეც ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ განმარისხეთ მე წყალსა მას ზედა ცილობისასა.
25. წარიყვანე აჰრონ და ელიაზარ, ძე მისი, და აღიყვანენ იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა.
26. და გასძარცუე აჰრონს სამოსელი მისი და შეჰმოსე ელიაზარს, ძესა მისსა, და აჰრონ შეეძინენ და მოკუედინ მუნ.
27. და ყო მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან და აღიყვანნა იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა.
28. და გასძარცვა აჰრონს სამოსელი თჳსი და შეჰმოსა იგი ელიაზარს, ძესა მისსა.
29. და მოკუდა აჰრონ თავსა ზედა მის მთისასა. და გარდამოჴდა მოსე და ელიაზარ მთით.
30. და იხილა ყოველმან კრებულმან, რამეთუ ჯმნულ იყო აჰრონ და სტიროდეს აჰრონს ოცდაათ დღე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ.
21
1. და ესმა ქანანის მეფესა არადიდსა, რომელ მკჳდრ იყო უდაბნოსა, ვითარმედ მოვიდა ისრაჱლი გზასა ათარისასა, და ბრძოლა-უყო ისრაჱლსა, და იტაცეს მათგან სატყუენავი.
2. და აღუთქუა ისრაჱლმან აღთქმაჲ უფალსა და თქუა: მო-თუ-მცე ერი ესე ჴელთა ჩემთა, შეჩუენებულ-ვყო იგი და ქალაქები მისი.
3. და ისმინა უფალმან ჴმაჲ ისრაჱლისაჲ და მოსცა ქანანი ჴელთა მისთა. და შეჩუენებულ-ყო იგი და ქალაქები მისი და უწოდა მას ადგილსა სახელი - „შეჩუენებულ“.
4. და იტრნეს ორით მთით გზით ზღჳთ კერძო ერუთრად და გარეშევლლეს ქუეყანაჲ ედომისაჲ. და სულმოკლე იქმნა ერი იგი გზასა ზედა.
5. და ძჳრსა იტყოდა ერი იგი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს და თქუა: რაჲსათჳს მოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად უდაბნოსა ამას, რამეთუ არა არს პური, არცა წყალი და სულსა ჩუენსა მოეწყინა პური ესე ცუდი?
6. და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ.
7. და მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძჳრსა ვიტყოდეთ უფლისათჳს და შენთჳს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთჳს.
8. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადვე იგი საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან, რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს.
9. და ქმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას რვალისასა და ცხონდის.
10. და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს უბოთსა.
11. და იძრნეს უბოთით და დაიბანაკეს აქალგას წიაღ უდაბნოსა, რომელ არს პირის-პირ მოაბსა აღმოსავლით კერძო მზისაჲთ.
12. მიერ იძრნეს და დაიბანაკეს ჴევსა სარედისასა.
13. მიერ იძრნეს და დაიბანაკეს მიერ წიაღ არნუნსა უდაბნოსა, რომელ გამოვლეს საზღვართაგან ამორეველთაჲსა, რამეთუ არნუნი საზღვარი მოაბელთაჲ არს და არს საშუვალ ამორეველისა.
14. ამისთჳს თქმულ არს წიგნსა ბრძოლაჲ იგი უფლისა, ზუობი მოწუა და ჴევნი არნონისანი.
15. და ჴევნი დაამტკიცნა დამკჳდრებად ერისა. და ახს საზღვართა მოაბისათა.
16. და მუნ იყო ჯურღმული ესე, ჯურღმული, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან მოსეს: შეკრიბე ერი ეგე და ვსცე მათ წყალი სუმად.
17. მაშინ გალობდა ისრაჱლი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა. წინამძღუართა მისთა თხარეს
18. ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი, მეუფეთა წარმართთა მეუფებასა მათსა, რაჟამს ეუფლებოდეს მათ და ჯურღმულით მანთანაინდ.
19. და მანთანაით მანთანაჱლდ და მანანაჱლით ბაბუოთდ,
20. და ბამოოთით იანანდ თავი, რომელ არს ველსა მოაბისასა თავით გოთლილით, რომელ ხედავს პირსა უდაბნოჲსასა.
21. და წარავლინნა მოსე მოციქული სიონ მეფისა ამორეველთაჲსა სიტყჳთა მშჳდობისაჲთა.
22. და ჰრქუა: განვლო ქუეყანა შენი, გზაჲ განვლო, არა მივაქციოთ აგარაკსა შენსა, არცა ვენაჴთა შენთა, არა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ. გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ ვიდრე გარდასლვადმდე საზღვართა შენთა.
23. და არა სცა სიონი ისრაჱლსა განსლვად საზღვრით მისით. და შეკრიბა სიონ ყოველი ერი თჳსი და გამოუჴდა ბრძოლად ისრაჱლსა უდაბნოდ და მოვიდა იასასარდ და ეწყო ისრაჱლსა.
24. და სძლო მას ისრაჱლმან მოსრვად მახჳლითა და ეუფლა ქუეყანასა მისსა არნუნითგან მიიაბუკდმდე და ვიდრე ძეთა ამანისთადმდე, რამეთუ იაზერ საზღვარი არს ამმანისთაჲ.
25. და დაიპყრა ისრაჱლმან ყოველი ქალაქები ესე. და დაეშენა ისრაჱლი ყოველსა შინა ქალაქებსა ამორეველთასა ესებონს შინა და ყოველთა შინა მოსაზღურეთა მისთა.
26. რამეთუ ესებონი ქალაქი სერუნისი არს მეფისა ამორეველთაჲსაჲ და ამას ჰბრძოდა მეფესა ამორეველთასა წინა და დაიპყრა ყოველი ქუეყანაჲ მისი არუჱრითგან მიარნუნდმდე.
27. ამისთჳს თქჳანმე იგავითა მოვედით ესებონს, რათა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი.
28. რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, ალი ქალაქით სიონისით და შეჭამა მოაბადმდე, შთანთქნა ძენი არნუნისნი.
29. ვაჲ შენდა, მოაბ, წარსწყმიდე ერი ქამონისი, მიეცა, ძენი მათნი ევლტოდეთ და ასულები მათი ტყუე იყოს მეფისა ამორეველთაჲსა სიონისი.
30. და ნათესავი მათი წარწყმდეს ესებონდ მიდებონდმდე და დედებმან მათმან უფროჲს აღაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა.
31. ხოლო დაეშენა ისრაჱლი ყოველთა ქალაქებთა ამორეველთასა.
32. და წარავლინა მოსე მოხილვად იაზერისა და დაიპყრეს იგი და დაბნები მისი და გამოჴადეს ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.
33. და მოაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა და გამოვიდა ოგ, მეფე ბასანისაჲ, წინაშემთხუევად მათა, თავადი იგი და ყოველი ერი მისი ბრძოლად ედრაინს.
34. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანა მისი და უყავ მას, ვითარცა-იგი უყავ სეონ მეფესა ამორეველთასა, რომელ შენ იყო ესებონს შინა.
35. და მოკლა იგი და ძენი მისნი, და ყოველი ერი მისი, და არა დაუტევა მისი განრინებული და დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი.
22
1. და იძრნეს ძენი ისრაჱლისნი და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.
2. და იხილა ბალაკ, ძემან სეფორისმან, ყოველი, რაჲცა-იგი უყო ისრაჱლმან ამორეველსა.
3. და შეეშინა მოაბსა ერისა მისგან ფრიად, რამეთუ მრავალ იყუნეს და ზარ-ჰჴდა მოაბსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა.
4. და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.
5. და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისსა ძისა ბეორისსა ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა ქუეყანასა ზედა, ძეთა ერისა თჳსისათა, მოხადად მისა და რქუმად მისა: აჰა, ესერა, ერი გამოჴდა ეგჳპტით. აჰა, ესერა, დაიფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა.
6. და აწ მოვედ და წყევე ერი ესე, რამეთუ უძლიერეს არს ესე ჩემსა. უძლოთ ხოლო თუ მოსრვად მათგანთა და განვასხნეთ იგინი ქუეყანით, რამეთუ უწყი, რომელნი აკურთხნი შენ, კურთხეულ არიედ და, რომელნი სწყევნი შენ, წყეულ არიედ.
7. და წარვიდეს მოხუცებულნი მადიამისანი და სამისნველნი ჴელთა შინა მათთა. და მოვიდეს ბალაამისსა და უთხრნეს მას სიტყუანი ბალააკისანი.
8. და ჰრქუა მათ: დაადგერით მწუხრად და მიგეთხრას თქუენ საქმე, რომელ თქვას უფალმან ჩემდამო. და იყუნეს მთავარნი იგი მოაბისანი ბალაამის თანა.
9. და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა, და ჰრქუა მას: ვინ არიან კაცნი ესე შენსა?
10. და ჰრქუა ბალაამ ღმერთსა: ბალააკ, ძემან სეფორისმან, მეფემან მოაბისმან, მოავლინნა იგინი ჩემდა და თქუა:
11. აჰა, ესერა, ერი გამოსრულ არს ეგჳპტით და დაუფარავს პირი ქუეყანისაჲ და, ესერა, დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა. და აწ მოვედ და სწყევე მას, უძლო ხოლო თუ მოსრვად.
12. და ჰრქუა ღმერთმან ბალამს: არა შეხჳდე მათ თანა, არცაღა სწყეო ერი იგი, რამეთუ კურთხეულ არს.
13. და აღდგა ბალაამ განთიად, ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: წარვედით უფლისა თქუენისა, არა მიფლო მე ღმერთმან შესლვად თქუენ თანა.
14. და აღდგეს მთავარნი იგი მოაბისანი და მივიდეს ბალაკისა და ჰრქუეს: არა ჰნებავს ბალაამს მოსლვად ჩუენ თანა.
15. და შესძინა მერმე ბალაკ მივლინებად მთავარნი უმრავლესნი და უპატიოსნესნი ამათსა.
16. და მოვიდეს ბალაამისსა და ჰრქუეს მას: ესრე იტყჳს ბალაკ, ძე სეფორისი, გლოცავ შენ, ნუ გცონის მოსლვად ჩემდა.
17. რამეთუ პატიოსნად გადიდო შენ, და რაჲცა მრქუა, ვყო შენ თანა, გარნა მოვედ და წყევე ერი ესე.
18. და მიუგო ბალაამ და ჰრქუა მთავართა ბალაკისთა: მო-თუ-მცეს მე ბალაკ სახლი თჳსი სავსე ოქროჲთა და ვეცხლითა ვერ შემძლებელ ვარ, გარდასლვად სიტყუასა უფლისა ღმრთისასა, დამცირებად მისა, ანუ განდიდებად გულსა შინა ჩემსა.
19. და აწ იყვენით თქუენცა ღამესა ამას და გულისხმა-ვყო, რაჲ შესძინოს უფალმან სიტყუად ჩემდამო.
20. და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა ღამე და ჰრქუა მას: ხადილდ თუ შენდა მოსრულ არიან კაცნი ესე, აღდეგ და მივედ მათ თანა და სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესრე ჰყო.
21. და აღდგა ბალაამ განთიად და დაასხნა ვირსა თჳსსა და წარვიდა მთავართა თანა მოაბისათა.
22. და განრისხნა გულისწყრომით ღმერთი, რამეთუ მივიდა იგი. და დადგა ანგელოზი ღმრთისა დაბრკოლებად მისა. და იგი აღმჴედრებულ იყო ვირსა ზედა მისსა და ორნი ყრმანი მისნი მის თანა.
23. და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე გზასა ზედა და მახჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა, და მიიქცია ვირმან მან გზისაგან და ვიდოდა ველსა და სცა ვირსა მას კუერთხითა მოქცევად იგი გზად.
24. და დადგა ანგელოზი იგი ღმრთისა ფოლოცთა ვენაჴისათა, იყო ღობე ერთკერძო და ღობე ერთკერძო.
25. და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა, და მიიდრიკებოდა იგი ღობესა მას, და მოჰქლიშა ფერჴი ბალამისი და შესძინა მერმე გუემად მისა.
26. და შესძინა მერმე ანგელოზმან მან ღმრთისამან და მივიდა და დადგა გზასა იწროსა, რომელსა ვერ იყო მისაქცეველ მარჯულ, ვერცა მარცხლ.
27. და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისა და დაჯდა ქუეშე ბალაამისსა. და განრისხნა ბალამ და სცემდა ვირსა მას კუერთხითა.
28. და განუღო ღმერთმან პირი მას ვირსა და ჰრქუა ბალაამს: რაჲ გიყავ შენ, რამეთუ მეც მე? ესე სამგზის ყო.
29. და ჰრქუა ბალაამ ვირსა მას: რამეთუ დამიწუნე მე და, თუმცა მაქუნდა მახჳლი ჴელსა შინა ჩემსა, მუნთქუსვემცა დაგურიმე შენ.
30. და ჰრქუა ვირმან მან ბალაამს: არა მე ვირი იგი შენი ვარა, რომელ ზედა შჯდი სიჭაბუკით შენითგან მოდღენდელად დღედმდე? ანუ შეურაცხებით შეურაცხ-გყავ სადამე შენ? ხთლო მან თქუა: არა.
31. და განუხუნა ღმერთმან თუალნი ბალაამისნი და იხილა ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე წინაშე ვირისა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა, დადრკა და თაყუანის-სცა პირითა.
32. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან ღმრათსამან: რად ეც ვირსა მაგას შენსა ესე სამგზის? და, აჰა, ესერა, მე გამოსრულ ვარ დაყდუნებად შენდა, რამეთუ არა მართალ არს გზაჲ ეგე შენი წინაშე ჩემსა.
33. და მიხილა მე ვირმან მაგან და მიაქცია ჩემგან ესე სამგზის. და თუმცა არა მიმრიდა მე ესე სამგზის, აწ შენმცა მოგკალ და ესემცა განვარინე.
34. და ჰრქუა ბალაამ ანგელოზსა მას: უფალო, ვსცოდე, რამეთუ არა უწყოდე, რამეთუ შენ სდეგ გზასა ზედა დაყდუნებად ჩემდა, და აწ არა თუ გთნავს შენ, უკუნვიქცე.
35. და ჰრქუა ანგელოზმან ღმრთისამან ბალაამს: მივედ კაცთა მათ თანა, გარნა სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესე იკრძალე სიტყუად. და წარვიდა ბალამ მთავართა თანა ბალაკისთა.
36. და ესმა ბალაკს, ვითარმედ მოვალს ბალამ. გამოვიდა წინამიგებებად მისა ქალაქად მოაბსა, რომელ არს საზღუართა ზედა აჰრონისთა, რომელ არს კიდეთა საზღუარისათა.
37. და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: არა მიგივლინენა ხადიდ შენდა, რასათჳს არა მოხჳდოდე, ანუ ნანდჳლ, ვერ შემძლებელ ვარ პატივის-ყოფად შენდა.
38. და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: აჰა, ესერა, მოვალ შენდა. აწ შემძლებელ მე რაჲ ვიწყო სიტყუად რაჲსამე, გინა სიტყუაჲ, რომელ მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, ესე ვთქუა.
39. და მივიდა ბალაამ ბალააკის თანა და მოვიდეს ქალაქთა ბალააკისთა.
40. და დაწყჳდა ბალაკ ცხოვარი და ზროხაჲ და მიუძღუანა ბალაამს და მთავართა, რომელ იყუნეს მის თანა.
41. და იყო განთიად, წარიყვანა ბალაკ ბალაამი და აღიყვანა იგი ძეგლსა ზედა ბაალისსა და უჩუენა მას მიერ მცირედი რაჲმე მის ერისაჲ.
23
1. და ჰრქუა ბალამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი.
2. და ყო ეგრე ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზურაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
3. და ჰრქუა ბალაამ ბალააკს. დადეგ მსხუერპსა ზედა შენსა და წარვიდე. გამო-ძი-მე-ცხადოს მე ღმერთი შემთხუევით და სიტყუაჲ, რომელ გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალაკ შესაწირავსა ზედა მისსა და ბალაამ მივიდა კითხვად ღმრთისა და მივიდა მართლ.
4. და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა მას ბალაამ: შჳდნი ბომონნი დამიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა ზედა.
5. და მოსცა ღმერთმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისსა და ესრე თქუ.
6. და მოიქცა მისა, ხოლო იგი დგა მრგულიად დასაწველთა ზედა მისთა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა.
7. და იყო სული ღმრთისა მის თანა და აღიღო იგავი იგი თჳსი და თქუა: შუვამდინარით მომხადა მე ბალაკ, მეფემან მოაბისამან, მთათაგან აღმოსავალთაჲთ და თქუა: მოვედ და სწყევე იაკობი, და მოვედ და წყევე ისრაჱლი.
8. რაჲ ვსწყევო, რომელსა არა სწყევე უფალი, ანუ რათა დავწყეო, რომელ არა უწყევიეს ღმერთსა?
9. არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი და ბორცუთაგან განვიცადო იგი. აჰა, ესერა, ერი მარტოჲ დაეშენოს და შორის წარმართთა არა შეირაცხოს.
10. ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი და ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ. მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.
11. და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: რაჲ მიყავ მე ესე? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და, აჰა, ესვრა, აკურთხე კურთხევით?
12. და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, ვითარმედ რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა, ამას ვეკრძალო სიტყუად?
13. და ჰრქუა მას ბალაკ: მოვედ მერმეცა ჩემ თანა ადგილსა სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო. ხოლო ყოველი არა იხილო და დაწყევე იგი მიერ.
14. და წარიყვანა იგი აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად. და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
15. და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა ამას ზედა შენსა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა.
16. და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე თქუა.
17. და მოიქცა მისა, სადა-იგი დგა მრგუალიად დასაწველსა ზედა მისსა და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას ბალაკ: რაჲ გრქუა უფალმან?
18. და აღიღო იგავი იგი თჳსი და ჰრქუა: აღდეგ, ბალაკ, და ისმინე, ყურად-იღე მოწამემან ძემან სეფორისმან.
19. არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა ვითარცა ძე კაცისაჲ რიცხვად. შენ სთქუ: არა ყოს, თქჳს და არა დაადგრის.
20. აჰა. ესერა, კურთხევად მიწყიეს, ვაკურთხო და არა მოვაქციო.
21. არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა, არცა იხილო სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი ღმერთი მისი მის თანა და დიდებულნი მთავართანი შორის მისსა.
22. ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მის.
23. რამეთუ არა არს ზმნა შორის იაკობსა, არცა მისნობა შორის ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან.
24. აჰა, ესერა, მან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს და ვითარცა ლომი იბედღუენდეს, არა დაიძინოს ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულთაჲ სუას.
25. და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას, ნუცა კურთხევით აკურთხევ.
26. და მიუგო ბალამ და ჰრქუა ბალაკს: არა გეტყოდე შენ და გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას ღმერთმან, ესე ვყო.
27. და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო შენ ადგილსა სხუასა, სთნდეს ხოლო თუ ღმერასა, და დაწყევე იგი მიერ.
28. და წარიყვანა ბალაკ ბალაამი თავსა ზედა ფუგორისასა, რომელ მიაწევს უდაბნოდ.
29. და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდ ზუარაკი და ვერძი.
30. და ყო ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
24
1. და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად, ვითარ-იგი ჩუეულ იყო ზმნებათა და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.
2. და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნათესავად. და იყო სული ღმრთისა მის ზედა.
3. და აღიღო იგავი იგი მისი და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან,
4. თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, რომელმან ხილვაჲ ღმრთისა იხილა ძილსა შინა ზემხილვარითა თუალითა თჳსითა:
5. ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, საყოფელნი, ისრაჱლ,
6. ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან და ვითარცა ნაძუნი წყლისკიდესა.
7. გამოჴდეს კაცი ნათესავისაგან თჳსისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა და აღმაღლდეს გუგის მეფობაჲ და აღორძნდეს მეუფებაჲ მისი.
8. ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა.
9. ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან.
10. და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ.
11. აწ ივლტოდე ადგილდ შენდა ვთქუ: გადიდო შენ. აწ ჴუებულ გქმნა შენ უფალმან დიდებისა მისგან.
12. და ჰრქუა ბალაამ ბალაკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ მათ-მეთქი:
13. მო-ღათუ-მცეს ბალაკ სახლი თჳსი სავსე ვეცხლითა და ოქროჲთა, ვერვე შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად, ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რავდენი მრქუას მე ღმერთმან, ესე ვთქუა.
14. და აწ, ესერა, წარვალ მე ადგიდ ჩემდა, მოვედ და გიზრახო შენ, რაჲ უყოს ერმან ამან ერსა მაგას შენსა.
15. აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალამ, ძემან ბეორისმან, თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა,
16. ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი, და მეცნიერ ყო მეცნიერებასა მაღლისასა. და ხილვაჲ ღმრთისა იხილა, რომელსა შინა ზეხილულ იყუნეს თუალნი მისნი.
17. უჩუენო მას და არა აწ ვნატრო და არა მახლობელად გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი.
18. და იყოს ედომი სამკჳდრებელად და იყოს სამკჳდრებელად ესავი, მტერი მისი, და ისრაჱლმან ყოს ძლიერებით.
19. და აღდგეს იაკობისგან და წარწყმიდოს განრინებული ქუეყანით.
20. და იხილა ამალეკი და იხილა იგავი იგი თჳსი და თქუა: დასაბამი წარმართთაჲ ამალეკი და ნათესავი მათი წარწყმდეს.
21. და იხილა კინეელი და აღიღო იგავი ესე და თქუა: მტკიცე არს სამკჳდრებელი შენი და და-თუ-სდვა კლდესა შინა ბუდე შენი.
22. დაღათუ იყოს ბეორისი ბუდე ძმაცულებით, ასურასტანელთა წარგტყუენონ შენ.
23. და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: ჵ, ვინ ცხონდეს, ოდეს დადვას ესე ღმერთმან?
24. და გამოჴდეს ჴელთაგან კიტელთაჲსა და აჭირონ ასურს და აჭირებდენ ებრაელთა. და იგინი ერთბამად წარწყმდენ და აღდგა ბალაამ და წარვიდა, მიიქცა ადგილად თჳსა. და ბალაკ წარვიდა თჳსა.
25
1. და დაიბანაკა ისრაჱლმან სატინს ასულთა თანა მოაბელთა.
2. და ხადეს მათ ნაგებთა ზედა კერპთა მათთასა და ჭამა ერმან მან ნაზორევთა მათთაჲ და თაყუანი-სცეს კერპთა მათთა.
3. და შეეჩუენა ისრაჱლი ბეელფეგორს და განრისხნა უფალი გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა.
4. და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიყვანენ ყოველნი მთავარნი ერისანი და განაქიქენ იგინი უფლისა მიერ წინაშე მზესა და უკუნიქცეს რისხვაჲ იგი გულისწყრომისა უფლისა ისრაჱლისაგან.
5. და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელ შეჩუენებულ არს ბეელფეგორისა.
6. და. აჰა, ესერა, კაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოვიდა, მიიყვანა ძმაჲ თჳსი მადიანიტელისა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა, ხოლო იგინი ტიროდეს წინაშე კართა კარვისა მის საწამებელთაჲსა.
7. და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, და აღდგა იგი შორის კრებულსა, მოიღო ლახუარი ჴელთა.
8. და შევიდა უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი საშოჲთ მისით. და დასცხრა გუემაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათაჲსა.
9. და იყუნეს მოსრულნი გუემასა მას შინა ოცდაოთხ ათას.
10. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
11. ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაჱლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი ისრაჱლისანი შურსა შინა ჩემსა.
12. ესრე არქუ:
13. აჰა, ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშჳდობისასა და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმა მღდელობისაჲ საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება-ყო ძეთათჳს ისრაჱლისათა.
14. ხოლო სახელი კაცისა მის ისრაიტელისაჲ მის, რომელ მოკუდა მადიანიტელისა თანა, ზამბრი, ძე სალომისი, მთავარი სახლისა ტომისა სჳმეონისი.
15. და სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაჲ, მადიანიტელისაჲ - ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა მადიამელთაჲ არს.
16. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ემტერენით მადიამელთა და მოსრენით იგინი.
18. რამეთუ გემტერებიან თქუენ იგინი ზაკჳთ, რავდენსა გზაკვენ იგინი თქუენ ფოგორისთჳს და ქაზბისთჳს, ასულისა მთავრისა მადიამელისა, დისს მათისათჳს, რომელ მოკუდა დღესა მას გუემისა ფოგორისთჳს.
26
1. და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ მღდელისსა, და ჰრქუა:
2. იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა.
3. და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა:
4. ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს: შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით,
5. რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი.
6. ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი.
7. ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ ათას და შჳდასდაოცდაათ.
8. და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ.
9. და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს.
10. და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი სასწაულ.
11. ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს.
12. და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი:
13. ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი,
14. ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას.
19. ძენი იუდაჲსნი: ჱრ და ავან, სჱლონ და ფარეს და ზარა. და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა.
20. და იყუნეს ძენი იუდაჲსნი დასად-დასად მათა: სელომისი დასი, დასი სელომისი, დასი ფარეზისი, ზარაჲსი დასი.
15. ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი, აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი.
16. აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი.
17. ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი.
18. ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა:
19. ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა.
20. და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი.
21. და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი.
22. ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას.
23. და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი.
24. იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი.
25. ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც.
26. ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი, იალიჱლ, დასი იალიჱლისი.
27. ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას.
28. ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ.
29. ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი გალაადისი.
30. და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი.
31. სჳქემ, დასი სჳქემისი.
32. სემაჱრ, დასი სემაჱრისი, ოფერ, დასი ოფერისი.
33. და სალპაადს, ძესა ოფერისსა, არა ესხნეს მას ძე, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპადისთაჲ: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა.
34. ესე დასნი მანასესნი აღხილვისაგან მათისა - ერგასისადაორ ათას და შჳდას.
35. და ესე ძენი ეფრემისნი: სუთალა, დასი სუთალაჲსა, თანაქ, დასი თანაქისი.
36. ესე ძენი სუთალაჲსნი: ედენ, დასი ედენისი.
37. ესე დასნი ძეთა ეფრემისთანი აღხილვისაგან მათისა ოცდაათოთხმეტ ათას და ხუთას. ესე ძენი იოსებისნი - დასად-დასად მათა.
38. ძენი ბენიამენისნი და დასად-დასად მათა: ბალი, დასი ბალისი, ასბელ, დასი ასბელისი, იაქირამ, დასი იაქირამისი.
39. სოფამ, დასი სოფამისი.
40. და იყუნეს ძენი ბალესნი: არედ და ნუემმან, დასი ნუემმანისი.
41. ესე ძენი ბენიამენისნი დასად-დასად მათა აღხილვისგან მათისა - ორმოცდახუთ ათას და ექუსას.
42. და ესე ძენი დანისნი დასად-დასად მათა: სუამ, დასი სუამისი, ესე დასნი დასად-დასად მათა.
43. ყოველნი დასნი სუამისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოცდაოთხ ათას.
44. ძენი ასერისნი დასად-დასად მათა: იამი, დასი იამმინისი, იესუჲ - დასი იესუჲსი, ბარია, დასი ბარიაჲსი.
45. ქუბერ, დასი ქუბერისი, მელქიელ, დასი მელქიელისი.
46. და სახელი ასულისა ასერისისაჲ სარა.
47. ესე დასი ძეთა ასერისთანი აღხილვისაგან მათისა - ერგასის და სამ ათას და ოთხას.
48. ... სი გავნი, დასი გავნისი,
49. იესე, დასი იესერისი, სელლემ, დასი სელლემისი.
50. ესე დასნი ნეფთალემისნი აღხილვისაგან მათისა - ორმეოც ათას და სამას.
51. ესე არს აღხილვად ძეთა ისრაჱლისათაჲ - ექუსას ათას და შჳდას ოცდაათ.
52. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
53. ამათ განეყოს ქუეყანა იგი დამკჳდრებად რიცხჳთ სახელებით.
54. უმარლესთა განამრავლო სამკჳდრებელი მათი თითოეულად, ვითარცა აღიხილნეს, მიეცეს მათ სამკჳდრებელი იგი.
55. წილით განიყოს ქუეყანაჲ იგი, სახელებსა თესლად-თესლადსა ტომთა მათთასა დაემკჳდრონ.
56. წილით განჰყო სამკჳდრებელი მათი შორის მრავალთა და მცირეთა.
57. და ესე არიან ძენი ლევისნი დასად-დასად მათა: გერსონ, დასი გერსონისი, კაათ, დასი კაათისი, მერარი, დასი მერარისი.
58. ესე დასნი ძეთა ლევისთანი, დასი ლუბენისი, დასი ქებრონისი, დასი მოლისი. და კაათ შვა ამრამ.
59. და სახელი ცოლისა მისისაჲ იყო იოქაბელ. ასულმან ლევისმან, რომელმან უსხნა ესენი ლევის ეგჳპტეს შინა და უშვა ამრამს აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი.
60. და ესხნეს აჰრონს: ნადაბ და აბიუთ, და ელეაზარ და ითამარ.
61. და მოკუდა ნადაბ და აბიუთ შეწირვასა მას მათსა ცეცხლისა უცხოჲსასა წინაშე უფლისა უდაბნოსა ზედა.
62. და იყუნეს აღხილვისაგან მათისა ოცდასამ ათას ყოველი წული თთჳთგანი და მიმართ, რამეთუ არა აღიხილნეს შორის ძეთა ისრაჱლისათა.
63. რამეთუ არა ეც ამათ ნაწილი შორის ძეთა ისრაჱლისათა. და არს აღხილვაჲ მოსესი და ელიაზარ მღდელისაჲ, რომელთა აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი არაბოთს მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო.
64. და ამათ შორის არა იყო კაცი აღხილულთა მათგანი მოსესგან და აჰრონისგან, რომელ აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა სინასა.
65. და ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი გარნა ქალებ, ძე იეფონესი, და ისუ, ძე ნავესი.
27
1. და მოვიდეს ასულნი სალპაადისნი, ძისა ორფერისნი, ძისა გალაადისნი, ძისა მაქირისნი, დასისა მანასესი, ძეთა იოსებისთაჲ. და ესე არს სახელები მათი: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა.
2. და დადგეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და თქუეს:
3. მამაჲ ჩუენი მოკუდა უდაბნოსა ზედა და იგი არა თანა იყო კრებულსა მას აღდგომილსა წინაშე უფლისა შორის კრებულსა მას კორესა, რამეთუ ცოდვისათჳს მოკუდეს და ძენი არა ესხნეს მას.
4. ნუ აღიჴოცებინ სახელი მამისა ჩუენისაჲ დასისაგან მისისა, რამეთუ არა არს მისა ძე, გუეცით ჩუენ სამკჳდრებელი შორის ძმათა მამისა ჩუენისათა.
5. და მიაწია მოსე საშჯელი იგი მათი წინაშე უფლისა.
6. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
7. მართლ იტყჳან ასულნი სალპადისნი, ცემით სცე მათ დასაპყრობელი სამკჳდრებელისაჲ შორის ძმათა მამისა მათისათა და მივსცე ნაწილი მამისა მათისაჲ მათ.
8. და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა და ჰრქუა: კაციღა მოკუდეს და ძე არა ესუას მას, მისცეს სამკჳდრებელი მისი ასულსა მისსა.
9. უკუეთუ არა ესუას ასული, მისცეთ სამკჳდრებელი მისი ძმასა მისსა.
10. უკუეთუ არა ესხნეს მას ძმა, მისცეთ იგი მამისძმასა მისსა.
11. უკუეთუ არა ესუას მას მამისძმაჲ, მისცეს სამკჳდრებელი იგი სახლეულსა მახლობელსა მისსა. ნათსავისა მისისაგანმან დაიმკჳდროს მისი და იყოს იგი ძეთა ისრაჱლისათა სამართალ საშჯელის, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
12. და ჰრქუა მოსეს: აღვედ მთასა წიაღსა ამას მთასა ნაბავსა და იხილე ქუეყანა იგი ქანაანისაჲ, რომელსა მივსცემ მე ძეთა ისრაჱლისათა დაპყრობად.
13. იხილო იგი და შევსძინო ერსა შენსა, ვითარცა შეეძინა აჰრონ, ძმაჲ შენი, ორს მთასა შინა.
14. რამეთუ გარდაჰჴედით სიტყუასა ჩემსა უდაბნოდა ზედა სინასა რაჟამს მიჴდებოდა კრებული იგი წმიდა-ყოფად ჩემდა. არაწმიდა მყავთ მე წყალსა მას ზედა წინაშე მთასა. ესე არს წყალი ცილობისა კადესა, უდაბნოსა შინა სინასა.
15. და ჰრქუა მოსე უფალსა:
16. იხილენ უფალმან ღმერთმან სულთამან და ყოველთა ჴორცთამან კაცი კრებულსა ზედა ამას,
17. რომელ გამოვიდოდის წინამძღურად მათსა და, რომელმან შეიყუარნეს იგინი, და რომელმან გამოიყვანნეს იგინი. და არა იყოს კრებული ესე უფლისა ვითარცა ცხოვარი, რომელთა არა არს მწყემს.
18. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანე შენ თანა ისუ, ძე ნავესი, კაცსა, რომელსა აქუს მას სული და დაასხნე მას ზედა ჴელნი შენნი.
19. და დაადგინო იგი წინაშე ელიეზერ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისა.
20. და ამცნო მათ მისთჳს წინაშე მათსა და მისცე დიდებაჲ შენი მას, რაჲთა ისმინოდიან მისი ძეთა ისრაჱლისათა.
21. და წინაშე ელიაზარ მღდელისა დადგეს და ჰკითხოდიან მას საშჯელი განცხადებისაჲ წინაშე უფლისა. სიტყჳთა პირისა მისისაჲთა გამოვიდოდიან და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა შევიდოდიან და ძენი ისრაჱლისანი ერთბამად და ყოველი კრებული იგი.
22. და ყო მოსე, ვითარცა ამცნო მას უფალმან და მოიყვანა ისუ და დაადგინა იგი წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისასა.
23. და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და შეასწავა იგი მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
28
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2. ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: შესაწირავი ჩემი და მსხუერპლი ჩემი სულად სულნელებისად ჩემდა დაიმარხეთ შესაწირავად ჩემდა.
3. დღესასწაულთა ჩემთა. და არქუ მათ ესე: შესაწირავი, რავდენი შესწიროთ უფლისა კრავნი წელიწდეულნი უბიწონი ორნი დღედ-დღედ დაუკლებელად მრგულიად დასაწველად.
4. კრავი იგი ერთი ჰყო დილითი და კრავი იგი მეორე ჰყო მწუხრითი.
5. და ჰყო მეათე გრივისაჲ სამინდოჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა გამოწურვილითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთა.
6. მრგულიად დასაწველად სამარადისოდ, რომელ იყო მთასა შინა სინასა სულად სულნელებისად უფლისად.
7. და შესაწირავად მისა მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ კარავსა ერთსა წმიდასა შინა შესწირო შესაწირავად უფლისა.
8. და კარავი იგი მეორე ჰყო მწუხრად მსგავსად შესაწირავისა მისისა და მსგავსად მსხუერპლისა მისისა ჰყო იგი სულად სულნელად უფლისა.
9. დღეთა შაბათთასა ორი კრავი წელიწდეული უბიწოჲ და ორი ათეული სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა.
10. შესაწირავად და მსხუერპლისა მრგულიად დასაწველისა სამარადისოჲსა და შესაწირავი მისი.
11. და თთჳსთავსა შესწიროთ მრგულიად დასაწველები უფლისა ზუარაკი მროწლისაგანნი ორნი და ვერძი ერთი უბიწოჲ, კრავნი წელწდეულნი შჳდნი უბიწონი.
12. და სამნი ათეულნი სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული სამინდოჲსაჲ ვერძსა ერთსა.
13. ათეული ათეულისაჲ სამინდოჲსაჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა კრავსა ერთსა სულად სულნელად სულნელებისად მსხუერპლად უფლისა.
14. შესაწირავი მათი ზოგი დორაკისაჲ იყოს ზუარაკსა ერთსა და მესამე ნაწილი დორაკისაჲ იყოს ვერძსა ერთსა და მეოთხე დორაკისაჲ იყოს კრავსა ერთსა, ღჳნისაჲ. ესე მრგულიად დასაწველი თთჳთი თუედ თთუეთა წელიწადისათა.
15. და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა იყოს შესაწირავი მისი.
16. თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი უფლისა.
17. და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ დღე უფუველსა ჰშჭამდეთ.
18. და დღე იგი პირველი ჩინებულ იყოს წმიდად თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.
19. და შესწიროთ მრგულიად დასაწველები მსხუერპლად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძი ერთი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი, იყვნენ თქუენდა.
20. და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.
21. ათეულ-ათეული ჰყო კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
22. და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვისათჳს სალხინებელად თქუენთჳს.
23. გარნა მრგულიად დასაწველისა მის დილითისაჲსა, რომელ არს მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ.
24. ჰყო იგი მსგავსად ამისა, ჰყოთ დღესა შინა შჳდთა მათ დღეთა შესაწირავი მსხუერპლად სულად სულნელებისად უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა. ჰყოთ შესაწირავი მისი.
25. და დღე იგი მეშჳდე ჩინებულ წმიდა იყოს თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.
26. და დღეთა მათ ახლისათა შესწიროთ შესაწირავი ახალი უფლისა შჳდ შაბათთაჲ, ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.
27. და შესწირნეთ მრგულიად დასაწველნი სულად სულნელად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძნი ორნი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი.
28. შესაწირავი მათი სამინდოჲ ასუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა თანა.
29. ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
30. და წალი თხათაგანი ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენდა, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.
31. და შესაწირავი ჰყოთ ჩემდა. უბიწო იყუნენ თქუენდა მსხუერპლნი იგი მათნი.
29
1. და თთუჱსა მეშჳდესა, ერთსა თთჳსასა ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა. ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ, დღე იგი უწყებისაჲ იყოს თქუენდა.
2. და ჰყოთ მრგულიად დასაწველი სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავი წელიწდეული, შჳდნი უბიწონი.
3. შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული - ვერძსა ერთსა.
4. ათეული-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
5. და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენთჳს.
6. გარნა მრგულიად დისაწველთა მათთჳს თავისათა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი მსგავსად სულად სულნელებისად უფლისა.
7. და მეათე ამის თთჳსაჲ ჩინებულ წმიდა იყავნ თქუენდა და იჭირეთ სულთა თქუენთა და ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.
8. და შეწირენით მრგულიად დასაწველნი უფლისა სულად სულნელად მხუერპლად ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი იყუნენ თქუენდა.
9. შესაწირავი მათი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.
10. ათეულ-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
11. და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თუენთჳს და მრგულიად დასაწველი იგი სამარადისოჲ და შესაწირავი მისი და მსხუერპლი მისი სულად სულნელად უფლისა.
12. და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა შჳდ დღე.
13. და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ.
14. და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა ორთავე მათ ვერძთა.
15. ათეული-ათეული კრავსა ერთსა ათოთხმეტთა მათ კრავთა.
16. და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.
17. შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და დღესა მეორესა ზუარაკები ათორმეტი და ვერძი ორი და კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.
18. შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
19. და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
20. და დღესა მესამესა ზუარაკები ათერთმეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
21. შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
22. და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა - შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
23. და დღესა მეოთხესა ზუარაკები ათი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.
24. შესაწირავები მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.
25. და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
26. და დღესა მეხუთესა ზუარაკი ცხრაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი ათოთხმეტნი წელიწდეულნი უბიწონი.
27. შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
28. და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
29. და დღესა მეექუსესა ზუარაკი რვაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
30. შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
31. და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
32. დღესა მეშჳდესა ზუარაკნი შჳდნი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
33. შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.
34. და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
35. და დღესა მერვესა განჯმნაჲ იყოს რქუენი, ყოველი საქმეჲ მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.
36. და შესწიროთ მრგულიად დასაწველები სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი,
37. და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთა მსგავსად რიცხჳსა მათისა.
38. და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
39. ესე ჰყოთ უფლისა დღესასწაულთა თქუენთა ნეფსითნი თქვენნი და მრგულიად დსაწველნი თქვენნი, შესაწირავნი თქუენნი და მსხუერპლნი თქუენნი და საჴსრადნი თქუენნი.
30
1. და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, რაჲცა ამცნო უფალმან მოსეს.
2. და ეტყოდა მოსე მთავართა ნათესავთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ, რომელ ბრძანა უფალმან.
3. კაცმან, რომელმან აღუთქვას აღთქმაჲ უფლისაჲ, ანუ ფუცოს ფიცი დროებით, ანუ დრო-ყოს თავისი თჳსისათჳს, არა განაცრუვოს სიტყუაჲ თჳსი ყოველი, რავდენი გამოჴდეს პირისა მისისგან, ყოს იგი.
4. უკუეთუ დედაკაცმან აღუთქვას აღთქუმა უფალსა, ანუ დრო-ყოს დროებაჲ სახლსა შინა მამისა თჳსისასა სიჭაბუკესა თჳსსა,
5. და ესმეს მამასა მას თჳსსა აღთქუმაჲ იგი მისი და დროჲსა ყოფაჲ იგი მისი, რომელ დრო-ყო თავსა ზედა თჳსსა, დეგინ მის ზედა.
6. უკუეთუ არა თავს-დებით არა ითავსოს მამამან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი აღთქუმაჲ იგი მისი და დროებანი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, არა დადეგინ და განწმიდოს იგი, რამეთუ არა თავს-იდვა მამამან მისმან.
7. უკუეთუ ყოფით ქმრისცოლი იყოს იგი ბაგითა თჳსითა და დროებანი იგი, რომელ დრო-ყვნა თავისა თჳსისათჳს.
8. და ესმეს ქმარსა მას მისა დღესა მას, რომელსა ესმეს მას და დაუდუმნეს მას. და ესრეთ დაემტკიცნენ ყოველნი აღთქუმანი მისნი დროებანი მისნი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, დადეგინ იგი.
9. უკუეთუ არა თავს-იდვას ქმარმან მან მისმან თავს-დებით მისი, რავდენ-იგი დრო-ყო თავისა თჳსისათჳს და უფალმან განწმიდოს იგი.
10. და აღთქუმაჲ ქურივისაჲ და გამოძიებულისაჲ, რავდენიცა აღუთქუას თავისა თჳსისათჳს, დამტკიცებულ იყოს.
11. უკეთუ სახლსა შინა ქმრისა თჳსსასა აღთქუმაჲ იგი იყოს, ანუ დროებაჲ თავისა მისისაჲ ფიცით.
12. და ესმეს ქმარსა მას მისსა და დაუდუმნეს მას და თავს-იდვას მისი, დაემტკიცნენ ყოველნივე აღთქმანი იგი მისნი და ყოველნივე დროებანი იგი მისნი, რომელ დრო-ყო თავსა თჳსისათჳს და დადგენ იგინი მის ზედა.
13. უკუეთუ დაბრკოლებით დააბრკოლოს ქმარმან მან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი, რავდენი აღმოთქუა ბაგითა თჳსითა მსგავსად აღთქმისა მის თჳსისა და დროებისა მისისა თავისა თჳსისათჳს, არა მტკიცე იყოს მისა, რამეთუ ქმარმან მისმან დააბრკოლა იგი და უფალმან განწმიდოს იგი.
14. ყოველი აღთქუმაჲ და ყოველი ფიცი კრულებისა და ბოროტისაჲ თავისა თჳსისაჲ. ქმარმან მისმან დაამტკიცოს იგი და ქმარმან მისმან არა შეურაცხოს მას.
15. უკუეთუ დუმილით დაუდუმნეს მამაჲ, დღითი დღედ დაამტკიცოს მან ყოველი აღთქუმაჲ მისი და ყოველი დროებაჲ მისი, რომელ ყოს მას ზედა, რამეთუ დაუდუმა დღესა მას შინა, რომელსა ესმა.
16. უკუეთუ, დაბრკოლებით დააბრკოლოს იგი ქმარმან მან მისმან შემდგომად დღესა მას, რომელსა ესმა და მან მოიღოს ცოდვაჲ იგი მისი.
17. ესე სამართალი, რომელ ამცნო უფალმან მოსეს შორის ქმრისა დ ცოლისა და შორის მამისა და ასულისა სიჭაბუკესა შინა სახლსა მამისასა.
31
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2. შურს-იგებდ შურისგებასა ძეთა ისრაჱლისათასა მადიანელთაგან და უკანაჲსკნელთა შეეძინო ერსა შენსა.
3. და ეტყოდა მოსე ერსა მას და ჰრქუა: შეიჭურენით თქუენგანნი კაცნი წყობად წინაშე უფლისა მადიამსა ზედა მიგებად უფლისა მიერ მადიამსა.
4. ათასი ნათესავთაგანი ისრაჱლისათა მიავლინნით წყობად მათა.
5. და აღრაცხუნეს ათასეულთაგანნი ისრაჱლისანი ათასი ნათესავისაგან ათორმეტი ათასი ჭურვილი წყობად.
6. და წარავლინნა იგინი მოსე ათასი ნათესავისაგან და ათასი ნათესავისაგან ძალითურთ მათით და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა არრონ მღდელისა და ჭურჭლები წმიდაჲ და ნესტუები უწყებისაჲ ჴელთა შინა მათთა.
7. და ეწყვნეს მადიამსა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და მოსრეს ყოველი მამაკაცი.
8. და მეფე მადიამისაჲ მოკლეს წყლულებასა თანა მათსა და ეფი და სურ, და ჰროკუმ, და ურ და, ჰრუბო - ხუთნი მეფენი მადიამისანი და ბალაამ, ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულებასა შორის მათსა.
9. და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ, და ჭურჭლები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი მონაგები მათი. და ყოველი ძალი მათი წარმოტყუენეს.
10. და ყოველი ქალაქები მათი საყოფლისა მათისაჲ და ბოსლები მათი მოწუეს ცეცხლითა.
11. და წარმოიღეს ყოველი ნატყუენავი მათი კაცითგან მიპირუტყუადმდე.
12. და მოიღეს მოსესა და ელიაზარ მღდელისა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა ტყუჱ და ყოველი წარმონაღები და ნატყუენავი ბანაკად არაბოთდ მოაბდ, რომელ არს იორდანესა ზედა იერირქოჲთ კერძო.
13. და გამოვიდა მოსე და ელიაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი კრებულისანი წინამიგებებად მათა გარეშე ბანაკსა.
14. და განრისხნა მოსე განმგებელთა მათ ზედა ძალისათა ათასისთავთა და ასისთავთა, რომელ მოვიდეს წყობით ბრძოლისაჲთ.
15. და ჰრქუა მათ მოსე: რად აცხოვნეთ ყოველი ნეზჳ?
16. რამეთუ იგინი იყუნეს ძეთათჳს ისრაჱლისათა სიტყჳთა ბალაამისითა განდგომად და შეურაცხებად სიტყჳსა უფლისა ფოგორისათჳს. და იყო გუემაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.
17. და აწ მოკალთ ყოველი მამაკაცი ყოველსა სოფელსა, ყოველი დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი მამაკაცისაჲ, მოწყჳდეთ.
18. და ყოველი კრებული დედებისაჲ, რომელთა არა იციან საწოლი მამაკაცისაჲ, აცხოვნენით იგინი.
19. და თქუენ დაიბანაკეთ ბანაკსა გარეშე შჳდ დღე და ყოველი, რომელი მოჰკლვიდა და შეეხებოდა წყლულსა, განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი.
20. და ყოველი სამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი საქმარი თმისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელისაჲ განსწმიდოთ.
21. და ჰრქუა ელიაზარ მღდელმან კაცთა მათ ძალისათა, რომელ მოვიდოდეს წყობით ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელ უბრძანა უფალმან მოსეს.
22. გარნა ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისა და რკინისა და ტყჳვისა და ბრპენისა.
23. ყოველი, რომელ შევალს ცეცხლსა და განწმიდნეს იგი, წყლითა მით განსაწმედელთა განწმიდნეს და ყოველი, რომელი არა შევალს ცეცხლსა, შევიდეს იგი წყალსა.
24. და განირცხეთ სამოსელი თქუენი დღესა მეშჳდესა და განსწმიდნეთ, და შემდგომად ამისა შეხჳდეთ ბანაკად.
25. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
26. მოიღე თავსნიერი წარმონაღებისა მის ნატყუენავისაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე შენ და ელიეზერ მღდელმან და მთავართა ტომთა კრებულისათა.
27. და განყავთ ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, რომელ განვიდეს წყობად და შორის ყოვლისა კრებულისა.
28. და გამოჰყოთ ზუერი უფლისა კაცთა მათგან მბრძოლთა, რომელ გამოვიდეს წყობად სული ერთი ხუთასისაგან - კაცთაგანი და ყოველთაგან საცხოვართა - ზროხათაგანი და ცხოვართაგანი და თხათაგანი.
29. და ზოგი მათგანი მოიღოთ და მისცეთ ელიაზარს მღდელსა თავსნიერი უფლისა.
30. და ზოგისაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიღო ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვენ ჴუმილვასა კარავსა შინა უფლისასა.
31. და ყო მოსე და ელიაზარ მღდელმან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
32. და იყო წარმონაღები იგი ნატყუენავისაჲ, რომელ წარმოიღეს კაცთა მათ ბრძოლთა - ცხოვარი ექუსასი ათასი და სამეოცდაათხუთმეტ ათასი.
33. და ზროხაჲ სამეოცდაათოთხმეტ ათასი.
34. და ვირები სამეოცდაერთ ათასი.
35. და სულები კაცთაჲ დედებისაგანი, რომელთა არა იცოდეს საწოლი მამაკაცისაჲ, ყოველი სულები - ოცდაათორმეტი ათასი.
36. და იყო ზოგი იგი ნაწილი, რომელ განვიდეს ბრძოლად რიცხჳსა მისგან ცხოვართაჲსა სამასდაოცდაათი ათას და შჳდ ათას და ხუთას.
37. და იყო ზუერი უფლისა ცხოვართაგანი - ექუსას სამეოცდაათხუთმეტ.
38. და ზროხაჲ - ოცდაათექუსმეტ ათას და ზუერი უფლისა - სამეოცდაათორმეტ.
39. და ვირები - ოცდაათ ათას და ხუთას და ზუერი უფლისა - სამეოცდაერთ.
40. და სულები კაცთაჲ ათექუსმეტ ათას და ზუერი მათგანი უფლისა - ოცდაათორმეტ სულ.
41. და მისცა მოსე ზუერი იგი უფლისაჲ განაყოფი ღმრთისად ელიაზარს მღდელსა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
42. ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელთა განჰყო მოსე კაცთა მათგან მბრძოლთა.
43. და იყო ზოგი იგი კრებულისაჲ ცხოვარისაგანი - სამას ათას დ შჳდ ათას და ხუთას.
44. ზროხაჲ - ოცათექუსმეტ ათას.
45. ვირები - ოთხ ათას და ხუთას.
46. სულები კაცთაჲ - ათექუსმეტ ათას.
47. და მოიღო მოსე ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და საცხოვართაგანი და მისცა იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვიდეს ჴუმილვასა კარვისა უფლისასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
48. და მოვიდეს მოსესა ყოველნი ზედამდგომელნი ათასისთავთა მათ ძალისათა, ათასისთავნი და ასისთავნი.
49. და ჰრქუეს მოსეს: მონათა შენთა მოვიყვანნეთ რჩეული იგი კაცნი მბრძოლნი ჩუენთანანი. და არა განერა მათგან არცა ერთი.
50. და აწ მოგჳღებიეს ძღუნად უფლისა, კაცმან რომელმან პოვა ჭურჭელი ოქროჲსაჲ, მანიაკი და სალტე და ბეჭედი და სამკლავე მელევანდი სალხინებელად ჩუენთჳს წინაშე უფლისა.
51. და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი მათგან, ყოველი ჭურჭელი ქმნილი.
52. და იყო ყოველი ოქროჲ იგი გამონაყოფი, რომელ გამოყვეს უფლისა ათექუსმეტ ათას და შჳდასდაერგასის სიკილა ათასისთავთაგან და ასისთავთაგან.
53. და კაცთა მათ მბრძოლთა წარმოიღეს კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა.
54. და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი ათასთავთა მათგან და ასისთავთაგან და შეიღეს იგი კარავად საწამებელისად საჴსენებელად ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა.
32
1. და მრავალ იყო საცხოვარი ძეთა რუბენისთაჲ და ძეთა გადისთაჲ, მრავალ იყო ფრიად და იხილეს სოფელი იაზერისი და სოფელი გალაადისაჲ. და იყო ადგილი იგი ადგილი სასაცხოვრე.
2. და მოვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი, ეტყოდეს მოსეს და ელიაზარს მღდელსა და მთავართა კრებულისათა და ჰრქუეს:
3. ატაროთი და დებონ და იაზერი და ნამბრაჲ და ესებონი და ელეალე და სებამაჲ და ნაბად და აბეაჲ,
4. ქუეყანაჲ, რომელ მოგუცა უფალმან წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ქუეყანაჲ ცხოვარისა საყოფელი არს და მონათა შენთა საცხოვარი ფრიად არს.
5. და ეტყოდეს: ვპოვეთ თუ მადლი წინაშე შენსა, მოეც ქუეყანა ესე მონათა შენთა დაპყრობად და ნუ წიაღგჳყვანებ ჩუენ იორდანესა.
6. და ჰრქუა მოსე ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთა: ძმანი თქუენნი ვიდოდიან ბრძოლად და თქუენ სხდეთ მანდა.
7. და რად განსდრეკთ გონებასა ძეთა ისრაჱლისათასა არა წიაღსლვად ქუეყანასა მას, რომელსა მოსცემს მათ უფალი?
8. არა ესრევე ყვესა მამათა თქუენთა, რაჟამს წარავლინნა იგინი კადეს ბარნეთ მოხილვად ქუეყანისა მის?
9. და მივიდეს იგინი ჴევსა მას ტევნისასა და მოიხილეს ქუეყანა იგი, და განდრიკეს გული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რათა არა შევიდენ ქუეყანასა მას, რომელ მოსცა მათ უფალმან.
10. და განრისხნა გულისწყრომით უფალი მას დღესა შინა და თქუა:
11. უკეთუ იხილოთ კაცთა მათ, რომელნი აღმოვიდეს ეგჳპტით ოცით წლითგანთა და მიმართ, რომელ მეცნიერ არიან კეთილისა და ბოროტისა, ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს, რამეთუ არა შემომიდგეს მე.
12. გარნა ქალებ იეფონისი, რომელ განეყენა მათგან და ისუ, ძე ნავესი, რამეთუ შეუდგეს უკუანა უფალსა,
13. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და აგურიობნა იგინი უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, ვიდრემდის მოისრა ყოველი ნათესავი იგი, რომელნი იქმან ძჳრსა წინაშე უფლისა.
14. და, აჰა, ესერა, აღდეგით მამათა თქუენთა წილ კრებული კაცთა ცოდვილთაჲ შეძინებად მერმე რისხვასა გულისწყრომასა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.
15. რამეთუ უკუნიქცევით თქუენ მისგან და შესძინებთ კუალად დატევებასა მისსა უდაბნოსა ზედა და იქმთ უშჯულოებასა ყოველსა ზედა კრებულსა ამას.
16. და მოუჴდეს მას და ეტყოდეს: ბოსლები სასაცხოვრე ვაშენოთ საცხოვრისა ჩუენისათჳს და ქალაქები ბუნაურებისა ჩუენისათჳს.
17. და ჩუენ ჭურვილნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ვიდრემდის მივიყვანნეთ იგინი ადგილად მათა და დაეშენოს დედაწული ჩუენი ქალაქთა ისრაჱლისათა. და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისაჲ გარემოჲს მათსა მისცენ ლევიტელთა და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათა. და გარემოჲსი მათსა იყოს საცხოვრისა მათისათჳს და ოთხფერჴისა მათისათჳს და საბრძანებელი ქალაქთაჲ, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღჳთგან ქალაქისაჲთა გამართ ათას წყრთა გარემოჲს და განჰზომო გარეშე ქალაქსა აღმოსავალით კერძო ადგილი - ორ ათას და ბღუარით კერძო - ორ ათას წყრთა და ზღჳთ კერძო - ათას წყრთა ქალაქები იგი საშუალ.
18. არასადა მოვიქცეთ სახით ჩუენდა, ვიდრემდის არა განიყვანენ ძენი ისრაჱლისანი თითოეული სამკჳდრებელად თჳსა.
19. და არღარა დავიმკჳდროთ მათ შორის მიერ კერძო, რამეთუ მოგჳღებიეს ჩუენ ნაწილი ჩუენი წიაღმო იორდანესა აღმოსავალით კერძო.
20. და ჰრქუა მათ მოსე: ჰყოთ თუ მსგავსად სიტყჳსა ამის, შე-თუ-იჭურნეთ ბრძოლდდ წინაშე უფლისა.
21. და წიაღჴდეს ყოველი ჭურვილი თქუენი იორდანესა წინაშე უფლისა, ვიდრემდის მოისრნენ მტერნი მისნი პირისაგან მისისა.
22. და დაიპყრას ქუეყანაჲ იგი წინაშე უფლისა და შემდგომად ამისსა უკუმოიქცეთ და იყუნეთ უბრალო წინაშე უფლისა და ისრაჱლისაგაჱ, და იყოს ქუეყანა ესე სამკჳდრებელად თქვენდა წინაშე უფლისა.
23. უკუეთუ არა ჰყოთ ესრე, სცოდოთ წინაშე უფლისა და სცნათ ცოდვაჲ თქუენი, რაჟამს გეწიოს თქუენ ძჳრი.
24. და აწ იშენეთ თქუენ ქალაქები ვანისა თქუენისათჳს და ბანაკები საცხოვრისა თქუენისათჳს და, რომელ-ეგე აღმოჴდა პირით თქუენით, ყავთ.
25. და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა მოსეს და ჰრქუეს: მონათა შენთა ყონ, ვითარცა უმცნიეს შენდა უფალსა ვანი ჩუენი
26. და დედები ჩემნი და ყოველი საცხოვარი ჩუენი იყოს მუნ ქალაქებსა მას გალაადისასა.
27. მონანი შენნი წიაღჴდენ ყოველნივე შეჭურვილნი და განმზადებულნი წინაშე უფლისა ბრძოლად, ვითარცა იტყჳს უფალი.
28. და შეასწავლნა იგინი მოსე ელიაზარს მღდელსა და ისოს, ძესა ნავესსა, და მთავართა და ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.
29. და ჰრქუა მათ მოსე: წიაღ-თუ-ჴდენ ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი თქუენ თანა იორდანესა ყოველნი შეჭურვილნი ბრძოლად წინაშე უფლისა და ეუფლნეთ ქუეყანასა მას წინაშე თქუენსა, მისცეთ მათ ქუეყანა გალაადისაჲ სამკჳდრებელად.
30. უკუეთუ არა წიაღჴდენ შეჭურვილნი თქუენ თანა ბრძოლად წინაშე უფლისა, თქუენ წიაღიღეთ ვანი მათი და დედაწული მათი და საცხოვარი მათი პირველად თქუენსა ქუეყანად ქანანისა.
31. და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ჰრქუეს: რავდენსაცა გვეტყოდის უფალი მონათა მისთა,
32. ეგრე ვყოთ ჩუენ, წიაღვჴდეთ შეჭურვილნი ქუეყანად ქანანისა და გუცეთ ჩუენ სამკჳდრებელი წიაღ იორდანესა.
33. და მისცა მათ მოსე: ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, ძისა იოსებისსა, სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორველისაჲ, და სამეუფოჲ ოგ მეფისა ბასანისაჲ ქუეყანაჲ და ქალაქები მისი საზღურითურთ, ქალაქები ქუეყანასა გარემო.
34. და აღაშენეს ძეთა გადისთა დებონი
35. და ატაროთი და არუერი და სუფანი და იაზერი.
36. და აღამაღლნეს იგინი და ბეთნაბრაჲ და ბეთარრანი, ქალაქნი ძნელნი, და ბოსლები საცხოვრე.
37. და ძეთა რუბენისთა აღაშენეს ესებონი და ელვარე და კარათაჲმე და ნაბოჲ
38. და ბელმოჲნი გარემოჲს დასაბამი და დასდვეს სახელები მათი სახელებად ქალაქებსა მას, რომელ აღაშენნეს.
39. და წარვიდა ძე მაქირისი, ძისა მანასესი, გალაადდ და დაიპყრა იგი და წარწყმიდა ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.
40. და მისცა მოსე გალაადი მაქირს, ძესა მანასესა, და დაეშენა მუნ.
41. და იაირ, ძე მანასესი, წარვიდა და დაიპყრა ბოსლები მათი და უწოდა მათ ბანაკები იაირისი.
42. და ნაბავ წარვიდა, დაიპყრა კანათაჲ და დაბნები მისი. და უწოდა მას ნაბავ, სახელი თჳსი.
33
1. და ესე არიან საბანაკონი ძეთა ისრაჱლისათანი, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით ძალითურთ ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.
2. და დაწერა მოსე სლვაჲ მათი და სადგურები მათი სიტყჳთა უფლისათა. და ესე არს სადგურები სლვისა მათისაჲ.
3. და იძრნეს რამესეთ თუესა პირველსა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, ხვალისაგან ზატიკსა გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ჴელითა მაღლითა წინაშე ყოველთა ეგჳპტელთა.
4. და ეგჳპტელნი დაჰფლვიდეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრნა უფალმან მათგანნი, ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და შორის ღმერთთა მათთა ყო უფალმან შურისგებაჲ.
5. და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი ჰრამესეთ და დაიბანაკეს სოკქოთს.
6. და იძრნეს სიკქოთით და დაიბანაკეს უთანს, რომელ არს ნაწილი უდაბნოჲსაგანი.
7. და იძრნეს უთანით და დაიბანაკეს პირსა ზედა ეთრონისასა, რომელ არს მართლ ბეელსეპფონსა და დაიბანაკეს წინაშე მაგდოლასა.
8. და იტრნეს მართლ იოროთით და განჴდეს საშუვალ ზღუასა უდაბნოდ და ვიდოდეს გზასა სამ დღისასა სავალსა უდაბნოსა ემათისასა და დაიბანაკეს განსამწარებელსა.
9. და იძრნეს განსამწარებელით და მოვიდეს ელიმდ. და ელიმს იყო ათორმეტი წყაროჲ წყლისაჲ და სამეოცდაათი ძირ - დანაკისკუდი და დაიბანაკეს მუნ წყაროსა მას ზედა.
10. და იძრნეს ელიმით და დაიბანაკეს ზღუასა ზედა ერუთრასა.
11. და იძრნეს ზღჳთ ერჳთრაჲთ და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა.
12. და იტრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს აფეკს.
13. და იტრნეს აფეკაჲთ და დაიბანაკეს ელუჳსს.
14. და იძრნეს ელჳსით და დაიბანაკეს ჰრაფიდინს. და არა იყო მუნ წყალი სასმელად ერისა მისთჳს.
15. და იტრნეს ჰრაფიდინით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინასა.
16. და იძრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს სამარობანს გულისთქმისასა.
17. და იძრნეს სამარობნით გულისთქმისაჲთ და დაიბანაკეს ასეროთს.
18. და იძრნეს ასეროთით და დაიბანაკეს ჰრათმას.
19. და იძრნეს ჰრათმაჲთ და დაიბანაკეს ჰრემონ ფარესს.
20. და იძრნეს ჰრემონ ფარესით და დაიბანაკეს ლებუნას.
21. და იძრრნეს ლებუნაჲთ და დაიბანაკეს რესას.
22. და იძრნეს რესაჲთ და დაიბანაკეს მაკელლათას.
23. და იძრნეს მაკელლათაჲთ და დაიბანაკეს საფარს.
24. და იტრნეს საფარით და დაიბანაკეს ქარას. და იძრნეს ქარაჲთ და დაიბანაკეს მაკედოთს.
25. და იძრნეს მაკედოდით და დაიბანაკეს თაათს.
26. და იძრნეს თაათით და დაიბანაკეს თათს.
27. და იძრნეს თათით და დაიბანაკეს თარას.
28. და იძრნეს თარაჲთ და დაიბანაკეს მათეკას.
29. და იტრნეს მათეკაჲთ და დაიბანაკეს ასემუნას.
30. და იძრნეს ასემუნაჲთ და დაიბანაკეს მასურუთს.
31. და იტრნეს მასურუთით და დაიბანაკეს ბანაიკამს.
32. და იძრნეს ბანაიკამით და დაიბანაკეს მთასა გადგადსა.
33. და იძრნეს მთით გადგადით და დაიბანაკეს იეტაბათას.
34. და იტრნეს იეტაბათაჲთ, დაიბანაკეს ებრუნას.
35. და იძრნეს ებრუნაჲთ და დაიბანაკეს გესიონ გაბერს.
36. და იძრნეს გესიონ გაბერით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა, ესე არს კადე.
37. და იტრნეს კადეთ და დაიბანაკეს ორსა მთასა მახლობელად ქუეყანასა ედომისასა.
38. და აღვიდა აჰრონ მღდელი ბრძანებითა უფლისაჲთა და მოკუდა მუნ მეორმეთცესა წელსა გამოსლვასა ძეთა ისრაჱლისათასა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მეხუთესა თთჳსასა.
39. და აჰრონ იყო ასოცდასამ წლის, რაჟამსა მოკუდებოდა ორს მთასა.
40. და ესმა ქანაანის მეფესა არადისასა. და იგი დაშენებულ იყო ბღუარით კერძო ქუეყანასა ქანანისასა, რაჟამს შევიდოდეს ძენი ისრაჱლისანი.
41. და იტრნეს ორით მთით და დაიბანაკეს სელმუნას.
42. და იძრნეს სელმუნაჲთ და დაიბანაკეს ფინუნს.
43. და იძრნეს ფინონით და დაიბანაკეს ობოთს.
44. და იძრნეს ობოთით და დაიბანაკეს წიაღ საზღუართა ზედა მოაბისათა.
45. და იძრნეს გესით და დაიბანაკეს დებონგათს.
46. და იტრნეს დებონგადით და დაიბანაკეს გელმონს დაბლათაიმს.
47. და იძრნეს გელმონ დაბლათაჲმით და დაიბანაკეს მთათა ზედა აბარიმისასა მართლ ნაბავსა.
48. და იძრნეს მთით აბარიმით და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო.
49. და დაიბანაკეს იორდანესა ზედა საშუვალ ესიმოთსა მაბელ სატტიდმდე, რომელ არს დასავალით მოაბსა.
50. და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.
51. და თქვა: ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა ქუეყანად ქანანისად.
52. და წარსწყმიდნეთ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა მას პირისაგან თქუენისა.
53. და მოსპოთ ყოველი ბანაკები მათი და ყოველი კერპები დასხმულები იგი მათი წარსწყმიდოთ.
54. და ყოველი ძეგლები მათი მოსპოთ და წარსწყმიდნეთ ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისანი და დაეშენნეთ მას შინა, რამეთუ თქუენ მიგეც ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად წილითა ნათესავად-ნათესავთა თქუენთა. უმრავლესთაჲ განამრავლოთ სამკჳდრებელი მათი და უმცირესთაჲ დაამციროთ სამკჳდრებელი მათი, რომელსაცა აღმოჴდეს სახელი მისი მუნ, მისი იყოს, ნათესავად-ნათესავად ტომთა თქუენთა დაიმკჳდრეთ.
55. უკუეთუ არა წარსწყმიდნეთ მკჳდრნი იგი მის ქუეყანისანი პირისაგან თქუენისა.
56. და იყუნენ, რომელნი-იგი დაუტევნეთ მათგანნი, ჩნდენ თუალთა თქუენთა და ისარ გუერდთა თქუენთა და გემტერნენ თქუენ ქუეყანასა ზედა, რომელსა მკჳდ იყუნეთ. და იყოს, ვითარ-იგი ჯერ იყოს ყოფად მათა, გიყოთ თქუენ.
34
1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2. ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და ეტყოდე მათ და არქუ: თქუენ შეხვალთ ქუეყანად ქანანისა. იგი იყოს სამკჳდრებელად თქუენდა ქუვყანაჲ ქანანისაჲ - საზღურითურთ მათით.
3. და იყოს ერთკერძოჲ იგი, რომელ არს ბღუარით კერძო უდაბნოჲთგან სინაჲთ მიმახლობელადმდე ედომისა. და იყუნენ საზღუარნი თქუენნი ბღუარითნი ზღჳთ კერძო მარილოვნით და აღმოსავალით კერძო.
4. და გამოგესხნენ თქუენ საზღვარნი ბღუარით აღმოსავალსა აკრაბინისასა და გარეწამოვლოს სენაკი. და იყოს გამოსავალი მისი ბღუარით კერძო კადეს ბარნესა და მიიწიოს ბანაკსა არადისსა და გარეწარვლოს ასემონაჲ.
5. და გარეშევლოს საზღვარმან ასემონაჲთ ნაღუარევი ეგჳპტისაჲ და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ.
6. და საზღვარნი ზღჳსანი იყუნენ თქუენდა, ზღუაჲ დიდი ეზღუანდეს, ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ზღჳსანი.
7. და ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ჩრდილოჲსანი ზღჳთ დიდითგან და მოიზომოთ თქუენ მთისპირი.
8. და მთითგან მთადმდე და მოიზომოთ თქუენდამი შესავალადმდე ემათისა. და იყოს გამოსავალი მისი საზღვართა სარადისათა.
9. და განვლნეს საზღვარნი ზეფრონაჲსნი. და იყოს გამოსავალი მისი ასერანას. ესე იყოს თქუენდა საზღვრად ჩრდილოჲ.
10. და დაიზომნეთ საზღვარნი თქუენდა აღმოსავალით კერძო ასარინაჲთ სეფამად.
11. და შთავლოს საზღვარმან სენაფამაჲ არბელად აღმოსავალით წყაროდ კერძო. და შთავიდეს საზღვარი და მივიდეს ბელად ბღუარით კერძო ზღუასა ქენერეთისასა აღმოსავალით.
12. და შთავიდეს საზღვარი იორდანედ კერძო. და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ მარილოვანი ესე იყოს თქუენდა ქუეყანაჲ და საზღვარნი მისნი გარემოჲს.
13. და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე არს ქუეყანაჲ იგი, რომელ დაიმკჳდროთ წილითა, ვითარცა ბრძანა უფალმან მიცემად იგი ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა,
14. რამეთუ მიიღო ნათესავმან ძეთა რუბენისთამან და ნათესავმან ძეთა გადისთამან, სახლად-სახლად ტომთა მათთა მიიღეს ნაწილი მათი.
15. ორთა ნათესავთა, ზოგმან ნათესავმან მანასესმან მიიღეს ნაწილი მათი წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ბღუარით აღმოსავალსა.
16. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17. ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელთა დაგიმკჳდრონ თქუენ ქუეყანაჲ იგი - ელიაზარ მღდელმან და ისუ ნავესმან.
18. და მთავარი ერთი ნათესავისაგან მოიყვანოთ დამკჳდრებად თქუენდა ქუეყანისა მის.
19. და ესე არს სახელები კაცთაჲ მათ:
20. ნათესავისა იუდაჲსა - ქალებ, ძე იეფონესი.
21. ნათესავი ძეთა სჳმეონისთაჲ - სალამიელ, ძე სემიუდისი, ელიად, ძე ქესლონისი,
22. ნათესავთა ძეთა დანისთაჲ - მთავარი ბოკკი, ძე იოგლისი.
23. ძეთა იოსებისთაჲ - ნათესავისა ძეთა მანასესთაჲ - მთავარი ანელ, ძე ეფოდისი.
24. ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ - მთავარი კამუელ, ძე საფტანისი.
25. ნათესავისა ძეთა ზაბულონისთაჲ - მთავარი ელისაფან, ძე ფარნაქისა.
26. ნათესავისა იზაქარისთაჲ - მთავარი ფალტიელ, ძე უზაჲსი.
27. ნათესავისა ძეთა ასერისთაჲ - მთავარი აქიურ, ძე სელიმისი.
28. ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ - მთავარი ფადაელ, ძე ამიუდისი.
29. ესე არიან, რომელთა ამცნო უფალმან განყოფად ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა ქანანისასა.
35
1. და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით კერძო მოაბსა იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო და ჰრქუა:
2. ამცენ ძეთა ისრაჱლისათა, და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისა გარემოს მათსა ლევიტელთა.
3. და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათდა, გარემოს მათსა იყოს საცხოვრისა მათისა და ოთხფერჴისა მათისათჳს.
4. და საბრძანებელი ქალაქთა, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღუდითგან ქალაქისათა გამართ ორ ათასი წყრთა.
5. დაზომო გარეშე ქალაქისა და აღმოსავლით კერძო ადგილი ორ ათას წყრთა და ბღუარით კერძო - ორ ათასი წყრთა და ზღჳთ კერძო - ორ ათასი წყრთა, ჩრდილოდ კერძო - ორ ათასი წყრთა. ესე იყავნ თქუენდა და საზღვარნი ქალაქთანი.
6. და ქალაქნი, რომელ მივსცნეთ ლევიტელთა, ექუსნი იგი ქალაქნი შესაოტებელნი, რომელ მისცნეთ შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა და ამათ თანა ორმეოცდაორ ქალაქ.
7. ყოველი ქალიქები, რომელი მისცეთ ლევიტელთა ორმეოცდარვა ქალაქ იგი და დაბნები მისი.
8. და ქალაქები, რომელ სცეთ სამკჳდრებელისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა უდიდესთაგან დიდად და მცირეთაგან მცირედ თითოეულად მსგავსად სამკჳდრებელისა თჳსისა, რომელ დაიმკჳდრონ, სცეს ქალაქთაგან ლევიტელთა.
9. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
10. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა, ქუეყანად ქანაანისა.
11. და განაკუთნეთ თქუენდად ქალაქნი, შესავედრებელად იყუნენ იგინი თქუენდა შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა, ყოველმან, რომელმან მოკლას კაცი არანეფსით.
12. და იყუნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელად მეძიებელისაგან სისხლისაჲსა და არა მოკუდეს კაცისმკლველი იგი ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა საშჯელად.
13. და ქალაქნი იგი, რომელ მისცნეთ, ექუსნი ქალაქნი შესავედრებელად იყუნენ თქუენდა.
14. სამნი იგი ქალაქნი მისცნეთ წიაღ იორდანესა და სამნი იგი მისცნეთ ქუეყანასა ქანაანისასა. შესავედრებელად იყუნენ ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთა და მსხემთა, რომელ იყუნენ თქუენ შორის, იყუნენ ექუსნი ესე ქალაქნი შესავედრებელად მუნ ყოვლისა კაცისმკლველისა არანეფსით.
16. უკუეთუ ჭურჭლითა რკინისაჲთა სცეს და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.
17. უკუეთუ ქვაჲ ვინმე აღიღოს ჴელითა, რომელსა შინა მოკუდეს, და მით სცეს მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.
18. უკუეთუ ჭურჭლითა ძელისაჲთა ჴელითა სცეს ვინმე მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს იგი, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.
19. მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას, რაჟამს შეემთხჳოს მას. ამან მოკლას იგი.
20. უკუეთუ მტერობით უგუმიროს მას და დაუტეოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი ზაკჳთ და მოკუდეს,
21. ანუ მანკიერებით სცეს მას ჴელითა თჳსითა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ მცემელი იგი, კაცისმკლველ არს, მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას მკლველი იგი, რაჟამს შეემთხჳოს მას იგი.
22. უკუეთუ მყის არა მტერობით უგუმიროს მას, ანუ მიაგდოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი, არა უმზირდა მას,
23. არღაცა ყოვლითა ქვითა, რომლითა მოკუდეს მით, არამეცნიერობით და დაეცეს მის ზედა და მოკუდეს, ხოლო იგი არა მტერ იყო მას, არცაღა ეძიებდა ბოროტსა-ყოფად მისა.
24. და საჯოს კრებულმან შორის მცემელისა მის და შორის მეძიებელისა სისხლისაჲსა მსგავსად ამას საშჯელისა.
25. და განარინოს კრებულმან მან მკლველი იგი მეძიებელისა მისგან სისხლისაჲსა და შეიყვანოს კრებულმან მან ქალაქსა მას შესავედრებელსა. და დაეშენოს მუნ ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელსა სცხეს საცხებელითა წმიდითა.
26. უკუეთუ გამოვიდეს მკლველი იგი საღზვართა მისთა ქალაქისათა, რომელსა შეევედრა მუნ.
27. და პოვოს იგი მეძიებელმან მან სისხლისამან გარეშე საზღვართა ქალაქისა მის შესავედრებელისა მისისათა და მოკლას მეძიებელმან მან სისხლისამან მკლველი იგი, არა თანამდებ იყოს,
28. არამედ ქალაქსა მას შესავედრებელსა შენ იყოს, ვიდრემდის მოკუდეს მღდელი იგი დიდი და შემდგომად სიკუდილისა მღდელისა მის დიდისა მიიქცეს მკლველი იგი ქუეყანად სამკჳდრებელად თჳსა.
29. და იყოს ესე თქუენდა სამართალ საშჯელისა ნათესავთა თქუენთა ყოველთა სამკჳდრებელთა თქუენთა.
30. ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა მოწამით, მოკლას მკლველი იგი და მოწამემან ერთმან არა წამოს კაცისათჳს მოსიკუდიდ.
31. და არა მოიღო საჴსარი სულისათჳს მკლველისაგან, რომელი სიკუდილისა თანამდებ იყოს, არამედ სიკუდილით მოკუდეს.
32. არა მოიღოს საჴსარი ოხებად მისა ქალაქთა შესავედრებელთა, რათამცა შენ იყო იგი კუალად ქუეყანასა ზედა ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა.
33. და არა მოსრათ ქუეყანაჲ, რომელსა ზედა თქუენ შენ ხართ, რამეთუ სისხლმან მან მოსრა ქუეყანაჲ და ვერ განერეს ქუეყანაჲ სისხლისა მისგან, რომელ დაითხია მას ზედა, არამედ მას სისხლსა ზედა, რომელ დასთხია იგი.
34. და არა შეაგინოთ ქუეყანა, რომელსა ზედა მკჳდრ ხართ თქუენ, და რომელსა ზედა დამკჳდრებულ ვარ მე თქუენ შორის, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი დამკჳდრებულ ვარ შორის ძეთა ისრაჱლისათა.
36
1. და მოვიდეს მთავარნი ტომთა ნათესავსა ძეთა გალადისთანი ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი, ნათესავისაგან ძეთა იოსებისთანი, და იტყოდეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა სახლებისა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა
2. და თქუეს: უფალსა ჩუენსა ამცნო უფალმან მოცემად ქუეყანისა მის სამკჳდრებელისა წილით ძეთა ისრაჱლისათა და უფალსა ჩუენსა უბრძანა უფალმან მიცემად სამკჳდრებელი სალპადისი, ძმისა ჩუენისაჲ, ასულთა მისთა.
3. და ცოლ-ეყუნენ იგინი ერთსა ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათასა და აღიღოს ნაწილი იგი მათი სამკჳდრებელისაგან მამათა ჩუენთა და შეეძინოს სამკჳდრებელსა მას ნათესავისასა, რომელსაცა ეცოლნენ და ნაწილისაგან სამკჳდრებელისა ჩუენისაჲსა განეყენნენ.
4. უკუეთუ მიტევებაჲ იყოს ძეთა ისრაჱლისათაჲ და შეეძინოს სამკჳდრებელი იგი მათი, სამკჳდრებელისაგან ნათესავისა ტომისა ჩუენისაჲსა მიიღონ სამკჳდრებელი იგი მათა.
5. და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა და ჰრქუა: ესრე იტყჳან ნათესავნი ძეთა იოსებისთანი.
6. ესე სიტყუაჲ, რომელი უბრძანა უფალმან სულთა სალპადისთა და ჰრქუა: სთნავს თუ წინაშე მათსა, ცოლ-ეყვნედ იგინი ტომსა მამისა მათისსა ეცოლნენ იგინი.
7. და არა გარდაიქცეს სამკჳდრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ ნათესავითი ნათესავად, არამედ კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა ნათვსავისა მამულისა თჳსისასა შეეკრძალნენ ძენი ისრაჱლისანი.
8. და ყოველი ასული, რომელი ეძიებდეს სამკჳდრებელსა ნათესავისაგან ძეთა ისრაჱლისათა ერთტომსა მამისა თჳსისასა ცოლ-ეყოს, რათა მოიძიონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან სამკჳდრებელი მამული თჳსი.
9. და არა გარდაიცვალოს ნაწილი ნათესავითი ნათესავად სხუად, არამედ თჳთოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა შეუდგენ ძენი ისრაჱლისანი.
10. ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ასულთა სალპადისთა.
11. და ცოლ-ეყვნენ თერსა და ეგლა, მელქა, და ნოა და მალა ასულნი სალპადისნი მამისძმისწულთა მათთა,
12. ტომისაგან მანასესთა ძეთა იოსებისთა ცოლ-ეყვნეს იგინი და იყო სამკჳდრებელი მათი ნათესავსა თანა ტომისა მამისა მათისასა.
13. ესე არიან მცნებანი და სამართალნი და განკითხვანი, რომელ ამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.