წიგნი მეორე სჯულისა, რომელსა ეწოდების ებრაელებრ ელლე ათდებამამ
1
1. ესე სიტყუანი არიან, რომელთა ეტყოდა მოსე ყოველსა ისრაჱლსა წიაღ იორდანესა უდაბნოსა დასავალით კერძო მახლობელად ევრთრასა ზღუასა, შორის ფარანს და ტოფოლს, და ლობონს, და ასეროთს და სადა-იგი ოქროჲ იყო,
2. ათერთმეტ დღის სავალით ქორებით მთად სეირდ ვიდრე კადეს ბარნედ.
3. და იყო მეორმეოცესა მას წელსა, ათერთმეტსა მას თჳსასა, რომელ იყო პირველი თვისა, ეტყოდა მოსე ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ მცნებათა, რომელ ამცნო მას უფალმან,
4. რაჟამს დასცა მან სეონ მეფჱ იგი ამორეველთა, რომელ-იგი დამკჳდრებელ იყო ესებონს, და ოგ მეფჱ იგი ბასაანისაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასტაროთს და ლედრაინს.
5. წიაღ იორდანესა ქუეყანასა მოაბისასა იწყო მოსე თხრობად შჯულისა ამის და თქუა:
6. უფალი ღმერთი ჩუენი გუეტყოდა ჩუენ ქორებს და თქუა: კმა-იყავნ თქუენდა დგომაჲ მთასა მას.
7. მიიქეცით თქუენ, აჰკიდეთ, წარიძრენით და მივედით, და შევედით მთასა მას ამორეველთასა და ყოველთა მათ გარემო მკჳდრთა არაბიელთასა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან ველთა, და მთათა, და ღელეთა და სამხრით კერძო ზღჳსკიდესა მას ქანანელთასა და ყოველსა მას მთისპირსა ლიბანით კერძო ვიდრე მდინარედ დიდადმდე ევფრატად.
8. აჰა, ეგერა, მიმიცემიეს თქუენდა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს და ნათესავსა მათსა შემდგომად მათსა.
9. გეტყოდე თქუენ და გარქუ მას ჟამსა შინა,
10. ვითარმედ ვერ დაგითმო თქუენ მარტომან, რამეთუ უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და აწ, ეგერა, ხართ თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.
11. უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან შეგძინენ თქუენ, ვითარცა-ეგე ხართ ათასწილ და გაკურთხენინ თქუენ, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ.
12. აწმე ვითარ შეუძლია თავს-დებად ურვასა მაგას თქუენსა და სიმიმესა და ჴდომასა სასჯელისასა განგებად?
13. აწ მომცენით მე კაცნი ბრძენნი და გონიერნი და მეცნიერნი ნათესავთაგან თქუენთა, რათა დავადგინნე იგინი მთავრად და განმგებელად თქუენ ზედა.
14. და მომიგეთ მე და მარქუთ: კეთილ არს სიტყუა ეგე, რომელსა მეტყოდე ჩუენ ყოფად ეგე.
15. და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი, გონიერნი და მეცნიერნი და დავადგინენ იგინი წინამძღურად თქუენდა - ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად და მწიგნობარნი საშჯელისა განმგებელად ნათესავთა თქუენთა.
16. და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ისმინეთ შორის ძმათა და საჯეთ სიმართლით შორის კაცისა და ძმისა მიმართ თჳსისა.
17. და ნუ თუალ-აღებთ სასჯელსა და ნუ მიჰხედავ სიკნინით და სიმდიდრით, ნუ თუალ-ახუამ პირსა კაცისასა, რამეთუ სასჯელი ღმრთისაჲ არს და სიტყუაჲ, რომელ ფიცხელ იყოს და ვერ შესაძლებელ იყოს თქუენდა განგებად, ჩემდა მოაწიეთ და მე განვაგო.
18. მას ჟამსა შინა გამცენ თქუენ და გარქუ, ვითარმედ ყოველთა მაგათ მცნებათა, რომელსა გამცნებდი, ჰყოფდით.
19. და წარვიძრენით ჩუენ ქორებით, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი, რომელ თქუენ თჳთ იხილეთ, გზაჲ იგი მთისა მის ამორეველთაჲსა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და მოვედით ჩუენ ვიდრე კადეს ბარნედმდე.
20. და გარქუ თქუენ: ეგერა, მოწევნულ ხართ თქუენ მთასა მას ამორეველთასა.
21. რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ: იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი, შევედით და დაიმკჳდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან: თქუენ ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.
22. და მოვედით ჩემ წინაშე და სთქუთ: წარავლინნეთ კაცნი წინასწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტოვრონ ქუეყანაჲ იგი და მოვიდენ, მოგჳთხრან ჩუენ საზომი გზისაჲ მის, რომელსა აღვიდეთ, და ქალაქთა მათ, რომელთა შევიდეთ, დამკჳდრებად მათ შინა.
23. და სათნო-მიჩნდა ჩემ წინაშე სიტყუაჲ ეგე და მოვიყვანენ თქუენგანი კაცნი ათორმეტნი, თითოჲ კაცი ნათესავად.
24. და წარვავლინენ იგინი მსტოვრად ქუეყანისა მის და წარვიდეს იგინი მთით კერძოსა მას და მიიწინეს იგინი ვიდრე ჴევადმდე ტევნისა და მოისტუნეს ქუეყანა იგი ყოველი.
25. და მოიღეს ჴელითა მათითა ნაყოფისაგან მის ქუეყანისაჲსა, და მომართუეს ჩუენ და მრქუეს ჩუენ: კეთილ არს ქუეყანაჲ იგი, რომელსა უფალი ღმერთი ჩუენი მოგუცემს ჩუენ.
26. და თქუენ არა ინებეთ აღსლვაჲ, არამედ ურჩ ექმნენით სიტყუასა მას უფლისა ღმრთისა თქუენისასა.
27. და სდრტჳნევდით ბანაკსა შინა თქუენსა და იტყოდეთ: რამეთუ ვსძულდით ჩუენ უფალსა, ამისთჳს გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მიცემად ჩუენდა ჴელთა ამორეველთა, რათა მოგუსრნენ ჩუენ.
28. აწვე აღვიდეთ ჩუენ, მერმე ძმათავე თქუენთა განდრიკნეს გულნი თქუენნი და იტყოდეს: ვითარმედ ნათესავი დიდი და უძლიერესი თქუენსა და ქალაქები დიდ-დიდები და ზღუდეები მაღალი ვიდრე ცადმდე, არამედ ნათესავნი გმირთაჲცა ვიხილეთ მუნ.
29. ხოლო მე გარქუ თქუენ, ვითარმედ: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით მათგან.
30. უფალი ღმერთი თქუენი წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა და იგი ჰბრძოდის თქუენ წილ შეზღუდვილსა მკჳდრთათჳს ქუეყანისათა, ამცენ ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ-იგი ყო ჩუენთჳს ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე თუალთა თქუენთა.
31. და უდაბნოსაცა მას, რომელ-ესე თქუენ იხილეთ, ვითარ-იგი გუზრდიდა ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვითარცა-იგი ზრდინ კაცი შვილსა თჳსსა ყოველთავე გზათა თქუენთა, რომელთაცა ხჳდოდით თქუენ ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.
32. და ამითცა სიტყჳთა არავე ერწმუნეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა,
33. რომელ-იგი გიძღოდა თქუენ ყოველთავე გზათა თქუენთა და გირჩევდა თქუენ ადგილთა და გიძღოდა თქუენ სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე და გიჩუნებდა თქუენ გზასა, რომელსა ხჳდოდეთ, და ღრუბლითა - დღისი.
34. და შეესმა უფალსა ჴმაჲ სიტყჳსა თქუენისაჲ და განრისხნა,
35. ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა,
36. გარნა ქალებ, ძემან იეფონისმან, იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაჲ იგი, რომელსა მიიწია და შევიდა, და შვილთა მისთა, რამეთუ სათნო ეყო უფალსა.
37. და ჩემთვისცა განრისხნა უფალი თქუენ გამო და მრქუა მე: ვერცაღა შენ შეხჳდე მუნ,
38. გარნა ისო, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქვეყანასა მას აღთქუმისასა, გარნა ძლიერი იგი, რამეთუ მან დაუმკჳდროს იგი ისრაჱლსა და ერისა თქუენისაგანმან,
39. ყრმამან ჩჩჳლმან, რომელმან არა იცის დღე კეთილი და ბოროტი, იგი შევიდეს მუნ და მათ მივსცე იგი. და მათცა დაიმკჳდრონ იგი.
40. და თქუენ მიიქეცით და დაიბანაკეთ უდაბნოსა მას გზასა ევრჳთრით ზღჳთ კერძო.
41. და მომიგეთ და მარქუთ მე: ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმერთისა ჩუენისა. აწ აღვიდეთ ჩუენ, ბრძოლა-ვსცეთ, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და შეიჭურენით თითოეულად საჭურველი თქუენი, შეჰკერბით და აღხუედით მთასა მას.
42. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ეტყოდე მაგათ და არქუ, ნუ აღხუალთ, ნუცა ვბრძვით მაგათ, რამეთუ მე არა თქუენ თანა ვარ, რათა შეიმუსრეთ წინაშე მტერთა თქუენთა.
43. და გეტყოდი თქუენ და თქუენ არა ისმინეთ ჩემი, გარდაჰჴედით ბრძანებასა მას უფლისასა, არამედ ურჩ ექმნენით და აღხუედით მთასა მას.
44. და გამოვიდა ამორეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო მთასა მას შემთხუევად თქუენდა და წარგიქცინა თქუენ მეოტად და შეგიცვნეს თქუენ, ვითარცა ფუტკართა. და დაგჩხუეპდეს თქუენ სეირითგან მიჰრმადმდე.
45. და დასხედით და სტიროდეთ წინაშე უფლისა და არა ისმინა უფალმან ჴმისა თქუენისაჲ და არცა მოგხედნა თქუენ.
46. და დაადგერით თქუენ კადეს მრავალ დღე, რავდენცა იყვენით მუნ.
2
1. მერმე მოიქეცით მუნვე უდაბნოდ კერძო გზასა მას ერჳთრისა ზღუასა, ვითარცა მეტყოდა მე უფალი. და დავადგერით მთასა მას სეირსა მრავალ დღე.
2. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:
3. კმა იყავნ თქუენდა გარემოდგომაჲ მთისა მაგის სეირისა, აწ მოიქეცით თქუენ სამხრით კერძო:
4. და ერსა მაგას ამცენ და არქუ: ეგერა, განხვალ საზღვარსა ძმათა თქუენთასა ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, რამეთუ შეშინებულ და შეძრწუნებულ არიან ფრიად.
5. ხოლო თქუენ ნუ ბრძოლა-სცემთ მათ, რამეთუ არა მიმიცემიეს ქუეყანისა მის მათისაგანი თქუენდა, არცაღა წარსადგმელ ერთ ფერჴისა, რამეთუ ნაწილად მკჳდრობისა მიმიცემიეს მთაჲ იგი სეირი ესავსა.
6. არამედ საჭმელი იყიდეთ მათგან და ჭამეთ და წყალი სასწორით იყიდეთ მათგან და სუთ.
7. რამეთუ უფალმან ღმერთმან შენმან გაკურთხა შენ ყოველთა შინა საქმეთა ჴელთა შენთასა, განიგულე გონებასა შენსა, ვითარ განვლე შენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი. ესე მეორმეოცე წელი არს, უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, არაჲთ ნაკლულევან გყოს შენ.
8. და თანაწარვჰჴედით ჩუენ ძმათა ჩუენთა, ძეთა მათ ესავისთა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს, გზასა მას არაბიელთასა, ელათით და გასიონ გაბერით და მოვაქციეთ, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი მოაბელთაჲ.
9. მერმე სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და თქუა: ნუ ემტერებით მოაბელთა მაგათ და ნუცა აღადგინებთ მაგათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქუენ ქუეყანაჲ ეგე მაგათი ჴელთა თქუენთა, რამეთუ ძეთა ლოთისთა მიმიცემიეს იგი ნაწილად მკჳდრობისა მათისა,
10. რამეთუ პირველად ომინელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მას ზედა, ნათესავი დიდი მრავალი და ძლიერი.
11. და ვითარცა აკიმრაფასიელნი იგი შეირაცხნეს, ეგრეცა ესენი, რომელნი აკიმს არიან, ეგრეცა მოაბელნი იგი სახელდებულ არიან ნოემად.
12. და სეირსა პირველად ქორეველი იგი დამკჳდრებულ იყო და ძეთა მათ ესავისთა აღჴოცეს, წარწყმიდეს იგი პირისაგან მათისა და დაემკჳდრნეს იგინი მათ წილ, ვითარცა ისრაჱლმან ყო ქუეყანაჲ იგი მკჳდრობისა მათისაჲ, რომელ-იგი მისცა მათ უფალმან.
13. აწ აღდეგით და წარვედით ჴევსა მას ზარედისასა.
14. და დღენი, ვინაჲთგან წარვედით ჩუენ კადეთ ბარნედ ვიდრე მისლვადმდე ჴევსა მას ზარედისასა, ოცდაათურამეტ წელ ვიდრე დასრულებადმდე ყოვლისა ნათესავისა კაცთა მათ მბრძოლთაჲსა ბანაკისა მისგან ისრაჱლთაჲსა, ვითარცა ეფუცა მათ უფალი.
15. და იყო მათ ზედა ჴელი უფლისაჲ მოსპოლვად მათა ბანაკისა მისგან ვიდრე მოსპოლვადმდე მათა.
16. და მოისრა ყოველი იგი კაცი მბრძოლი სიკუდილითა შორის ერსა მას.
17. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:
18. შენ განვლო დღეს საზღვარი იგი მოაბელთაჲ არუჱრი.
19. და მახლობელად წარჰჴდეთ თქუენ ძეთა მათ ამონისთა: ნუ ემტერებით მათ და ნუ აღუდგინებთ მათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქვენ ქუეყანაჲ იგი ძეთა მათ ამოსისთაჲ, რამეთუ ნაწილად ძეთა მათ ლოთისთა მიმიცემიეს.
20. ქუეყანაჲ იგი ჰრაფაიმი, რამეთუ ჰრაფაიმელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მუნ პირველად ამანიტელთა მათ, სახელი ჰრქჳან ზომზომინ,
21. ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი, ვითარცა-იგი აკიმელნი. და წარწყმიდნა იგინი უფალმან პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მათ წილ მოდღეინდელად დღედმდე.
22. ვითარცა-იგი უყო ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, ვითარცა-იგი აღჴოცა ქორეველი იგი პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მოდღეინდელად დღედმდე.
23. და ეგრეცა ეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასეროთს გაზადმდე და კაბადუნი იგი, რომელ გამოვიდეს კაბადუკიაჲთ, მოსრნეს იგინი და დაეშენნეს იგინი მათ წილ.
24. აწ თქუენცა აღდეგით, წარემართენით, განვლეთ ჴევი იგი არნონისაჲ, რამეთუ, ეგერა, მიმიცემიეს იგი ჴელთა თქუენთა, სეონ, მეფჱ იგი ამორეველთაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, და ქუეყანაჲ იგი მათი იწყედ დამკჳდრებად და იწყეთ მისა მიმართ ღუაწლი ბრძოლისა.
25. დღესით დღითგან დავიდევ აერი და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართთასა, რომელნი არიან პირსა ქუეშე ცისასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სალმობამან შეიპყრნეს იგი პირისაგან შენისა.
26. და წარვავლინნე მოციქულნი უდაბნოჲთ კადემოთით სეონისა მეფისა მის ესებონელთაჲსა სიტყჳთ მშჳდობისაჲთა.
27. და ვარქუ, ვითარმედ განვლო ქუეყანაჲ ეგე შენი, მგზავრ ვიდოდი, არა მივაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.
28. საჭმელი ვეცხლითა ჩემითა ვიყიდო და ვჭამოთ და წყალი ვეცხლი ვიყიდოთ და ვსუათ, გარნა გზაჲ ხოლო განვლოთ ფერჴითა ჩუენითა.
29. განვლეთ ქუეყანა იგი ძეთა მათ ესავისთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს და ვითარცა განვლეთ ქუეყანაჲ იგი მოაბელთაჲ რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან აროჱრს, ვიდრე წიაღვლო მე იორდანე, მივიწიო ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან მომცეს ჩუენ.
30. და არა ინება მეფემან მან ესებონელთამან განსლვაჲ ჩვენი მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სული მისი და განამტკიცა გული მისი, რათა მოგცეს იგი ჴელთა შენთა დღესდღე.
31. და სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: აჰა, ესერა, მიწყიეს მე მიცემად წინაშე შენდა სეონ მეფჱ ესებონისაჲ, ამორეველი იგი, აწ იწყე განაწილებად და დამკჳდრებად ქუეყანაჲ იგი მისი.
32. და მოვიდა სეონ მეფჱ იგი ამორეველთაჲ და ყოველი იგი ერი მისი მის თანა შემთხუევად ჩუენდა ღუაწლით ბრძოლასა.
33. და განწირა იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა ჩუენსა და მოვსართ იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი.
34. და მოვიპყართ ყოველი ქალაქები მისი მას ჟამსა შინა, და მოვსართ ყოველი ქალაქი მისი ერთბამად და მოვწყჳდეთ ცოლი და შვილი მისი ყოველივე, რაჲცა იყო მისი, არა განერა ერთისა კაცი ცოცხალი, გარნა საცხოვარი მათი ტყუედ წარმოვიღეთ.
35. და ნატყუენავი ქალაქთა მათთაჲ წარმოვიღეთ
36. აროერით, რომელ-იგი არს კიდესა ზედა მდინარისა მის არონისასა, და ქალაქი იგი ძნელოვანი, რომელ დაშენებულ იყო ჴევსა მას ვიდრე მთადმდე გალადისა და არა იყო ქალაქი, რომელიმცა განერა ჴელთაგან ჩუენთა, არამედ ყოველი იგი ქალაქები მოგუცა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.
37. ხოლო ქუეყანასა მას ძეთა მათ ამონისთასა არად შევეხენით საზღვართა მათთა ნაღუარევთასა იაბოკისთა და ყოველი იგი ქალაქები მთის კერძო ვითარცა გუამცნო ჩუენ უფალმან ღმეთმან ჩუენმან.
3
1. და მოვიქეცით და მივედით გზასა მას ბასანად კერძო და გამოვიდა ოლ, მეფჱ ბასანისაჲ, შემთხუევად ჩუენდა, იგი და ყოველი ერი მისი ღუაწლით ბრძოლისა ჰედრაინდ.
2. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს ყოვლითურთ ერით მისით და ყოვლითურთ ქუეყანით მისით და უყო მას, რაჲცა-იგი უყავ სეონ, მეფესა მას ამორეველთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყოს ესობონს.
3. მოგუცა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ოგ, მეფჱ იგი ბასანისაჲ, და ყოველი იგი ერი მისი და მოვსართ იგი და ყოველი სოფელი მისი და არა დაშთა სოფელსა მისსა ნათესავი.
4. დავიპყართ ყოველი ქალაქები მათი, მას ჟამსა შინა არა იყო ქალაქი, რომელი არა ვიპყართ მათგანი, სამეოცი ქალაქი დავიპყართ სოფლებით მათით არგობ, მეფისა მის ოგისი, ქუეყანისა მის ბასანელთაჲსა.
5. ყოველი ესე ქალაქები ძნელოვანები და ზღუდე მათი მაღლები და მოქლონები მათი განგებული, ხოლო ქალაქები იგი უზღუდოჲ ფრიად მრავალი მოვსართ,
6. ვითარცა შევქმენით სეონ, მეფჱ ესებონელთაჲ, და მოვსართ ყოველი ქალაქები ერთბამად და ცოლები მათი და შვილები მათი მოვსართ,
7. და საცხოვარი მათი და ფასი მონაგები მათი ნატყუენავსა თანა განვიყავთ წილით და დავიპყართ ქვეყანა იგი მათი.
8. მიერ ჟამსა შინა ჴელთაგან ორთა მეფეთა ამორეველთაჲსა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა ნაღუარევითგან არნონით ვიდრე ჰერნონდმდე.
9. რომელთა-იგი ტაიჭიკ სახელ-ედების ჰაერმონ, რომელ-იგი არს სანიორი, რამეთუ ამორეველმან მან სანირ სახელი უწოდა მას.
10. ყოველი ქალაქები ნისონისაჲ და ყოველი გალაადი და ყოველი ბასაანი ვიდრე სელლქალდმდე და ედრაემდ, ესე ყოველი ქალაქები ოგისი, მეფისა მის ბასანელთაჲსა.
11. რამეთუ ოგ, მეფჱ ბასანელთაჲ, მარტო დაშთა რაფანელთაგან. და იყო ცხედარი მისი ცხედარი რკინისაჲ და ძნელოვანსა მას ძეთა ამონისთასა დადგომილ იყო იგი, ცხრა წყრთაჲ სიგრძე მისი და ოთხ წყრთა სივრცე მისი წყრთა მამაკაცისათა.
12. და ქუეყანაჲ იგი მათი დავიმკჳდრეთ ჩუენ მას ჟამსა შინა, რომელ არს კიდედმდე ნაღუარევისა მის არნონისა და ვიდრე ზოგადმდე მთისა მის გალადელთაჲსა: და ქალაქები იგი მათი მივეც რუბენს და გაადს.
13. და ნეშტი იგი გალადისაჲ და ყოველი იგი ბასანი მეფისა ოგისი მივეც კერძოსა მას,
14. ნათესავსა მანასესა და ყოველი იგი გარემო სოფლები არგობისი და ყოველი ბასანი ქუეყანად რაფაინისა შერაცხილ არიან, და იაირ, ძემან მანასესმან, დაიპყრა ყოველი იგი სოფლები არგობისაჲ ვიდრე საზღვრადმდე გარგასისა. და მაქათი სახელი უწოდა მას სახელად თავისა თჳსისა ბასანა ვათაირ მოდღეინდელად დღედმდე.
15. და მაქირს მივეც გალაადი.
16. და რუბენს და გაადს მივეც ქუეყანისა მის გალაადისაჲ ვიდრე ნაღუარევადმდე არნონისა შუა საზღვრითგან ნაღუარევისა მის ვიდრე იაბოკდმდე ნაღუარევი იგი, რომელ არს საზღვარი ძეთა მათ ამონისთაჲ.
17. და არაბიაჲ და იორდანე თჳთ საზღვარი არს მაქანარადმდე არაბიელთა და ზღჳთ მარილოვნითგან და ასელოთით ვიდრე ჴევადმდე აღმოსავლითისა.
18. გამცენ თქუენ მას ჟამს შინა და გარქუ: უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ ქუეყანა ეგე ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა, შეიჭურენით, განემზადენით, წარგუალეთ ძმათა თქუენთა თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა ყოველი კაცი ძლიერი მოღუაწე.
19. გარნა დედაწული თქუენი და საცხოვარი თქუენი და ნაყოფი თქუენ უწყი, რამეთუ მრავალ არს საცხოვარი იგი თქუენი, დაუტევენით ქალაქთა მაგათ თქუენთა, რომელ-ეგე მიგეც თქუენ.
20. ვიდრემდე განსასუენებელი სცეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა-ეგე თქუენ და დაემკჳდრნენ იგინიცა ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მისცეს მათ წილი იორდანესა მდინარესა დ მიიქცეს კაცად-კაცადი თითოეულად სამკჳდრებელთავე თჳსთა, რომელ მიგეც თქუენ.
21. და ვამცენ ისოს, ძესა ნავესა, მას ჟამსა შინა და ვარქუ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან თქუენმან ორთა მათ მეფეთა, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მათ მეფეთა, რომელთა-იგი მიხუალთ თქუენ მუნ.
22. ნუ გეშინინ, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ჰბრძოდეს თქუენ წილ.
23. და ვევედრე უფალსა მას ჟამსა შინა და ვთქუ:
24. უფალო, უფალო, შენ იწყე ჩუენებად მონისა შენისა ძალი შენი დ სიმტკიცე შენი, ჴელი ეგე მტკიცე და მკლავი მაღალი. ვინ არს ღმერთ ცათ შინა, ანუ ქუეყანასა ზედა, რომელმცა ყო ესე, რომელ-ესე შენ ჰყავ ჩუენთჳს.
25. ანუ მსგავს ძლიერებისა მაგის შენისა? აწ ჯერ-თუ-გიჩნდეს, წიაღვჴდე, ვიხილო ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ-იგი არს წიაღ ორდანესა, მთაჲ იგი კეთილი და ადგილი იგი ლიბანისაჲ.
26. და უგულებელ-მყო მე უფალმან თქუენთჳს. მერმე მომიგო მე უფალმან და მრქუა: კმა იყავნ შენდა, ნუღარა შესძინებ სიტყუად ჩემდა სიტყუასა მაგას,
27. არამედ აჰჴედ შენ თხემსა მთისა მაგის გამოთლილისასა და აღიხილენ თუალნი შენნი ზღუად კერძო და სამხრით, და ჩრდილოჲთ, და დასავალად და აღმოსავალად და იხილე თუალითა შენითა, რამეთუ არასადა წიაღსლვად ხარ შენ წიაღ იორდანესა.
28. არამედ შენ ამცენ ისოს და ნუგეშინის-ეც მას, რამეთუ ესე წიაღუძღუეს ერსა მას და მანცა დაუმკჳდროს მათ ქუეყანაჲ იგი, რომელ-ეგე შენ იხილე. დავსხედით ჩუენ ღელესა ერთსა მახლობელად სახლსა მას ფოგორისსა.
4
1. აწ გესმოდენ ისრაჱლსა სამართალი და მსჯავრი, რომელსა-ესე მე გასწავებ შენ დღესდღე ყოფად მაგისა, რათა სცხონდე და განსძლიერდე, შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან მოგცეს შენ.
2. არა შესძინო შენ სიტყუაჲ ერთი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.
3. თუალნი თქუენნი ხედვიდეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან ბელფეგოს, რამეთუ ყოველი კაცი, რომელი შეუდგა ბელფეგორსა, აღჴოცა იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან საშოვლისაგან.
4. თქუენ, ეგენი რომელ შეახლებულ ხართ უფალსა ღმერთსა თქუენსა, სცხონდეთ ვითარცა-ესე დღესდღე.
5. იგულეთ, აჰა, ესერა, მიგეც თქუენ სამართალი და მსჯავრი, ვითარცა მამცნო მე უფალმან ღმერთმან ჩემმან, რათა ჰყოთ თქუენ იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.
6. დაცვად მცნებათა მათ და ყოფად ამისა, რამეთუ ესე არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ თქუენდა, წინაშე ყოველთა წარმართთა, რომელთა ესმოდის ყოველი სამართალი ესე თქუენი. აჰა, ესერა, ერი ბრძენი და მეცნიერი ნათესავი დიდი,
7. რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა, ვითარცა უფალი ღმერთი ჩუენი მახლობელ არს ჩუენდა ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვხადოდით მას?
8. ანუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისა მიცემულ არს სამართალი და მშჯავრი მსგავსად ყოვლისა ამის შჯულისა, რომელ-ესე მე მიგეც თქუენ დღესდღე?
9. იგულე თავი შენი და დაიცევ სული შენი ფრიად, ნუ დაივიწყებ ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ-ესე იხილეს თუალთა შენთა და ნუცა განიშორებ გულისაგან შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, არამედ წურთილ ჰყვნე შვილნი შენნი და შვილნი შვილთა შენთანი.
10. დღესა მას, რომელსა-იგი წარსდეგით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ქორებს, რამეთუ მეტყოდა მე უფალი და მრქუა: შემოკრიბე ერი ეგე ჩემ წინაშე და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შეისწაონ შიში ჩემი ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენცა ცხონდენ ქუეყანასა ზედა, და ასწაონ შვილთაცა მათთა.
11. და მოჰკერბით და დასდეგით წინაშე მთასა მას და მთა იგი აღჭურვილი აღატყდებოდა ცეცხლითა ვიდრე ცადმდე და ბნელი ჴშირი ნისლისა და არმურისაჲ და ჴმაჲ ბრძანებისა უფლისაჲ.
12. გეტყოდა თქუენ უფალი მიერ მთით შორის ცეცხლსა მას, რომლისა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმოდა თქუენ, ხოლო ქმნულებასა არა ხედევდით.
13. და გითხრობდა თქუენ მცნებათა მათ, რომელ-იგი გამცნო თქუენ ყოფად მისა და მოგცნა თქუენ ათნი იგი მცნებანი შჯულისანი დაწერილნი ორთა ზედა ფიცართა ქვისათა.
14. და მამცნო მე უფალმან მას ჟამსა შინა სწავლად თქუენდა სამართალი და მშჯავრი, რათა ვყო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ თქუენ.
15. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რამეთუ ხატი ქმნულებისაჲ არა იხილოთ თქუენ დღესა მას, რომელსა გეტყოდა თქუენ უფალი ღმერთი მთასა მას ქორებსა შორის ცეცხლსა მას.
16. და თქუა, ვითარმედ: ნუ ურჩულოებთ, ნუცა იქმთ თავისა თქუენისა კერპთა გამოქანდაკებულთა მსგავსად ხატისა მამლისა გინა დედლისა,
17. გინა თუ მსგავსად ყოვლისავე საცხოვრისა, რომელ-რა არს ქუეყანასა ზედა, ანუ თუ მსგავსად ყოვლისა მფრინველისა ფრთოვანისა, რომელი ფრინავს ცასა ქუეშე,
18. ანუ მსგავსად ყოვლისავე ქუეწარმძრომელისა, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისსა, ანუ მსგავსად ყოვლისავე მცურვალისა, რომელი ცურავს წყალთა შინა ქუეყანასა ქუეშე.
19. ნუცა აღიხილავ ზეცად, რათა არა რაჟამს იხილო მზე, გინა თუ მთოვარე და ვარსკულავნი, ანუ თუ ყოველი სამკაული ცათა, და შესცთე თაყუანის-ცემად, ანუ მსახურებდე მათ, რომელ-იგი განგაშორნა თქუენგან უფალმან ღმერთმან თქუენმან და მისცა წარმართთა, რომელ არს ქუეშე ცასა.
20. ხოლო თქუენ შეგიწყალნა უფალმან ღმერთმან თქუენმან და გამოგიყვანნა თქუენ საჴუმილისა მისგან რკინისასა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა, რათა იყო შენ მისა ერად მკჳდრობისა დღესდღე.
21. და აწ უფალი ღმერთი განრისხნა ჩემ ზედა სიტყუათა თქუენთათჳს და ფუცა, რათა არა წიაღვიდე მე იორდანესა მდინარესა და არცა შევიდე მე ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქვენისა.
22. ხოლო აწ მე მოსიკუდიდ ვარ ამასვე ქუეყანასა და არა წიაღსლვად ვარ მე იორდანესა მდინარესა, ხოლო თქუენ წიაღჰჴდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი კეთილი.
23. ეკრძალე, ნუუკუე დაივიწყო შენ მცნებაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელ გამცნო თქუენ და არა იქმნნეთ თავისა თქუენისა კერპნი გამოქანდაკებულნი მსგავსად ყოვლისა მის, რომლისა-ესე გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან,
24. განშორებად მისგან, რამეთუ უფალი ღმერთი ცეცხლშემცველ არს და ღმერთი მოშურნე.
25. უკეთუ ისხნე შენ შვილნი, ანუ შვილისშვილნი და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა და უშჯულოებდე და ჰყო ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, და იქმნნე შენ თავისა შენისა კერპნი, და განარისხო უფალი ღმერთი შენი.
26. აჰა, ესერა, შეგწამებ მე დღეს თქუენ წინაშე ცასა და ქუეყანასა, რამეთუ მოსპოლვით მოგსპნეს თქუენ ქუეყანისა მისგან, რომლისათჳს წიაღ ხუალთ იორდანესა მდინარესა დამკჳდრებად მისა და არა დღეგრძელად დაიმკჳდროთ მუნ, არამედ მოსრვით მოისრნეთ.
27. და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა შოის წარმართთა. დაშთეთ თქუენ მცირედ რიცხჳთ წარმართთა შორის, რომელსა-იგი შეგიყვანნეს თქუენ უფალმან.
28. და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა უცხოთა, ქმნულთა ჴელითა კაცისა ძელითა და რვალითა, რომელნი არა ხედვიდეს და არცა ესმოდის, არცა ჭამდენ და არცა იყნოსდენ.
29. და ეძიებდეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა და ჰპოოთ იგი, რაჟამს ეძიებდეთ მას ყოვლითა გონებითა თქუენითა და ყოვლითა გულითა თქუენითა.
30. რაჟამს სიმდაბლით ეძიებდეთ მას ჭირსა შინა თქუენსა და მოგეგონებოდიან თქუენ სიტყუანი ესე ჩემნი შემდგომად ჟამთა. და მოიქცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა და ისმინო ჴმაჲ ბრძანებისა მისისა.
31. რამეთუ უფალი ღმერთი მოწყალე არს, უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგაგდოს შენ, არცაღა წარგწყმიდოს შენ, არცა დაივიწყოს აღთქუმაჲ იგი მამათა შენთა, რომელ-იგი ეფუცა მათ.
32. იკითხენით დღენი იგი პირველნი, რომელ-იგი თქუენსა წინა იყვნეს, ვინაჲთ დღითგან შექმნა ღმერთმან კაცი პირსა ზედა ქუეყანისასა და კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა ყოფილ თუ სადამე არს მსგავსად სიტყჳსა ამის დიდისა,
33. რომელ-ესე თქუენ გესმა, ესმა თუ რომელსამე ნათესავსა ჴმაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, ვითარ-იგი ეტყოდა შორის ცეცხლსა, რომელ-იგი გესმოდა შენ და სცხონდი.
34. ანუ თუ გან-სადამე-ცადა ღმერთმან შესლვად და გამოყვანებად ნათესავი ნათესავთაგან სასწაულებითა და ნიშებითა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და საჩუენებელითა დიდძალითა ყოველთათჳს, რომელ ყო უფალმან ღმერთმან თქვენმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე შენსა,
35. რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ არს ღმერთ და არა არს სხუა ღმერთ მისა გარე.
36. ცით გარდამო ისმა ჴმაჲ მისი სასწაულად შენდა და ქუეყანასა ზედა გიჩუენა შენ ცეცხლი იგი მისი დიდი და სიტყუაჲ იგი მისი გესმა შორის ცეცხლსა მას.
37. რამეთუ შეიყვანნა მუნ მამანი იგი თქუენნი და გამოირჩია მან ნათესავი იგი მათი შემდგომად მათსა თქუენ ყოველთა უფროჲს წარმართთა და გამოგიყვანა შენ ძალითა მით დიდითა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა.
38. დაცემად წინაშე პირსა შენსა, ნათესავები იგი დიდ-დიდები უძლიერესი შენსა შეყვანებად და მიცემად შენდა ქუეყანაჲ იგი მათი სამკჳდრებელად მკჳდრობისა შენისა, ვითარცა-ეგე გიპყრიეს დღესდღე.
39. რათა გულისხმა-ჰყო დღეს გონებასა შენსა, რამეთუ უფალი თავადი არს ღმერთ ზეცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არა ვინ არს მისა გარეშე სხუჲ ღმერთი
40. და დაიცვნე შენ მცნებანი მისნი და სამართალნი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა და დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ყოველთა დღეთა თქუენთა.
41. მას ჟამსა გამოაყენნა მოსე სამნი ქალაქნი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო.
42. შესავედრებელად კაცისმკლველთა, რათა რომელმანცა მოკლა მოყუასი თჳსი იშჳდ და არა ნებსით თჳსით, არა ზრახვით და არცა სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან და შევარდეს ეგევითარი იგი ერთსა მას ქალაქთაგანსა, განერეს და ცხონდეს.
43. ბოსორი უდაბნოჲთ კერძო, ველთა მათ ქუეყანისა რუბენისგან და ჰრომოთ გალაადით კერძო ქუეყანისა მისგან გაადისი და გულანი ბასაანსა.
44. ესე შჯული არს, რომელ დადვა მოსე წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა.
45. ესე მცნებანი არიან წამებანი და სამართალნი, რომელთა ეტყოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა მას, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
46. წიაღ იორდანესა ჴევსა მას, მახლობელად სახლისა მის ფოგორისსა, ქვეყანასა მას სეონ, მეფისა მის ამორეველთაჲსა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, რომელ-იგი მოსრა მოსე და ძეთა მათ ისრაჱლისათა, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
47. და დაიმკჳდრეს მათ ქუეყანაჲ იგი და ქუეყანაჲ ოგისი, მეფისა მის ბასაანისაჲ, ორთა მათ შარავანდედთა ამორეველთაჲ, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა,
48. მზის აღმოსავალით კერძო აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევთა მათ არნონისათა მიმთადმდე სებნისა, რომელ არს ერმონი,
49. ყოვლით კერძო არაბიაჲთ წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით ასეროთით, მთით თლილით.
5
1. მოუწოდა მოსე ყოველსა მას ისრაჱლსა და ჰრქუა მათ: გესმოდენ ისრაჱლსა ყოველი ესე სამართალი და მშჯავრი, რომელთა-ესე გეტყჳ თქუენ ყურთა თქუენთა დღესდღე, დაისწავეთ დამარხვად და ყოფად მაგისა.
2. უფალმან ღმერთმან თქუენმან დადვა თქუენ თანა მცნებაჲ აღთქუმისაჲ ქორებს.
3. არა თუ მამათა თქუენთა თანა დადვა უფალმან აღთქუმაჲ ესე, არამედ თქუენ თანა, თქუენ, ეგერა, დღეს ყოველნი ცოცხალ ხართ.
4. რამეთუ პირისპირ გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას შინა ცეცხლსა მას შორის.
5. და მე ვდეგ შორის უფლისა და თქუენსაცა მას ჟამსა შინა თხრობად თქუენ სიტყუათა მათ უფლისათა, რამეთუ შეშინებულ იყვენით თქუენ წინაშე პირსა მის ცეცხლისასა და არა აღხუედით მთასა მას, რამეთუ გეტყოდა თქუენ უფალი და თქუა:
6. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა.
7. ნუ იყოფინ შენდა სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე, არა იქმნე თავისა შენისა კერპნი გამოქანდაკებულნი,
8. არცა მსგავსი ყოვლისავე, რომელ არს ცასა შენა ზესკნელ და არცაღა, რომელ არს ქუეყანასა ზედა ქუესკნელ და არცაღა, რომელ არს წიაღთა შინა ქუესკნელსა ქუეყანასა.
9. არა თაყუანი-სცე მათ, არცა ჰმსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა სამად და ოთხადმდე ნათესავად მოძულეთა მათ ჩემთა.
10. და ვყვი წყალობაჲ ათასამდე ნათესავად მოყუარეთათჳს სახელისა ჩემისათა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი ჩემნი.
11. ნუ ჰფუცავ სახელსა უფლისა ღმრთისა შენისასა სიცრუვით, რამეთუ არა განწმიდოს უფალმან ღმერთმან ყოველივე, რომელი - ფუცვიდეს სახელსა მისსა სიცრუვით.
12. დაიცევ შენ დღე იგი შაბათისაჲ, წმიდა და ფუფუნეულ-ჰყო იგი, ვითარცა გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
13. ექუს დღე იქმოდი შენ ყოველსა მას საქმესა შენსა.
14. რამეთუ დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა იქმოდე შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცაღა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონა შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცაღა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელი შეყოფილ იყოს, და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა.
15. რამეთუ განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და საცხოვარმან შენმან და მწირმან შენმან, ვითარცა შენ. მოიჴსენე შენ, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და გამოგიყვანა შენ მიერ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად დღე იგი შაბათთაჲ.
16. თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო შენ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
17. ნუ კაც-ჰკლავ.
18. ნუ იმრუშებ,
19. ნუ იპარავ,
20. ნუ სწამებ წამებასა ცილსა მოყუსისა შენისა მიმართ,
21. ნუ გული-გითქუამნ ცოლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა გული-გითქუამნ სახლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა ქუეყანასა მისსა, ნუცა მონასა მისსა, ნუცა მჴევალსა მისსა, ნუცაღა ჴარსა მისსა, ნუცა კარაულსა მისსა, ნუცა საცხოვარსა მისსა, ნუცა ყოველივე, რაჲცა იყოს მოყუსისა შენისაჲ.
22. ამათ სიტყუათა ეტყოდა უფალი ყოველსა მას შესაკრებელსა ისრაჱლისასა მთასა მას შინა, შორის ცეცხლსა მას, და შორის ბნელსა მას არმურისა მის ნისლისა წყუდიადისასა, ჴმითა მაღლითა, და მერმე არღარა შესძინა სიტყუად. და დაწერა ესე ორთა ფიცართა ქვისათა და მომცა მე.
23. და იყო, რაჟამს ისმინეთ თქუენ ჴმაჲ იგი სიტყუათა მათ უფლისათაჲ შორის ცეცხლსა მას, რამეთუ მთაჲ იგი აღგზებული ცეცხლითა აღატყდებოდა, მოხუედით ჩემდა ყოველი ეგე მთავრები ნათესავთა მაგათ თქუენთაჲ და მოხუცებული ერისა თქუენისაჲ და მარქუთა მე.
24. აჰა, ესერა, გჳჩუენა ჩუენ უფალმან ღმერთმან დიდებაჲ იგი მისი და ჴმაჲ იგი მისი გუესმა ცეცხლით გამო დღესდღე და ვიხილეთ, ვითარცა ეტყოდა ღმერთი კაცსა და ცხონდა.
25. და აწ ნუუკუე მოვწყდეთ, ანუ გუეწიოს და მოგუსრნეს ჩუენ ცეცხლმან მან დიდმან, შე-ღათუ-ვსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა მერმე, და მოვწყდეთ.
26. ვინ არს ჴორციელი, რომელსამცა ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ცხოველისაჲ, ვითარმცა ეტყოდა ცეცხლით გამო, ვითარ-ესე ჩუენ გეუტყოდა და ცხონდა.
27. აწ მიეახლე შენ და ისმინე, რასა იტყოდის უფალი ღმერთი ჩუენი და შენ გუეტყოდე ჩუენ ყოველთა მათ მცნებათა, რომელთასა გეტყოდის შენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვისმინოთ შენი და ვყოთ.
28. და შეესმა უფალსა ჴმაჲ იგი სიტყჳსა მის ქუეყანისაჲ, რომელსა მეტყოდეთ მე და მრქუა მე უფალმან: მესმა მე ჴმაჲ სიტყჳსა ერისაჲ მის, რომელსა-იგი გეტყოდის შენ მართლიად, მოგიგეს შენ ყოველივე, რომელსაცა-იგი გეტყოდეს შენ.
29. ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთაჲ, რათამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე?
30. აწ მივედ და ეტყოდე მათ და მიიქცენ იგინი სახედვე მათთა.
31. ხოლო შენ დადეგ აქა ჩემ თანა და გეტყოდი შენ ყოველთა მათ მცნებათა და სამართალთა, რომელი ასწაო მათ და ჰყოფდენ მას ქუეყანასა მას ზედა, რომელი მე მივეც მათ ნაწილად მკჳდრობისა მათისა
32. დამარხვად და ყოფად, ვითარ-იგი გამცენ შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არა მიაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.
33. ყოველთავე გზათა შენთა, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არამედ ხჳდოდი ყოველთა მცნებათა მისთა, რათა განგისუენოს შენ და კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას ზედა, რომელსა დაემკჳდრო შენ.
6
1. ესე მცნებანი არიან და სამართალნი და მშჯავრი, რომელ-იგი გამცნო თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან, რათა ისწაოთ და ჰყოთ ესე ქუეყანასა მას, რომელსა-ეგე თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.
2. რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენოსა და დაიცვნე შენ მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე შენ და შვილთა შენთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რათა დღეგრძელ იყო შენ.
3. ისმინე, ისრაჱლ, და ეკრძალე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა, რათა კეთილი გეყოს შენ და განმრავლდე ფრიად, ვითარცა ეტყოდა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა ქუეყანა იგი, რომელსა გამოდის სძე და თაფლი (ესე სამართალნი და მშჯავრნი არიან, რომელ-იგი ამცნო მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა შინა, რაჟამს გამოვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით).
4. გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს.
5. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.
6. და იყვნენ სიტყუანი ესე, რომელთა მე გამცნებ შენ დღესდღე გულსა შენსა და გონებასა შენსა.
7. და ასწავლნე ეგენი შვილთა მათ შენთა და იტყოდი მაგათ ჯდომასა სახლსა შინა შენსა და სლვასა გზასა შენსა და სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა.
8. შეიბნე ესე სასწაულად ჴელსა შენსა და იყვნედ ეგენი შეურყეველად წინაშე თუალთა შენთა.
9. და დასწერნე იგინი ზღრუბლსა სახლისა შენისასა წყირთლთა ბჭეთა შენთასა.
10. და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი ეფუცა მამათა მათ შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად შენდა ქალაქებისა მის დიდ-დიდებისა და შუენიერებისა, რომელ შენ არა აღაშენენ.
11. და სახლებისა მის სავსისა ყოვლითა მით კეთილითა, რომელ შენ არა აღავსენ ჯურღმულებისა მის აღმოქმნულებისა, რომელ არა შენ აღმოჰქმნენ, ვენაჴებისა მის და ზეთისხილებისა, რომელ არა შენ დაჰნერგენ.
12. შჭამდე რაჲ უკუე და განსძღე.
13. ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა, უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე და მას მხოლოსა ესვიდე და სახელსა მისასა ჰფუცვიდე.
14. არა შეუდგე შენ კუალსა ღმერთთა უცხოთა, კერპთა მათ წარმართთასა, რომელნი-იგი გარემო იყვნენ თქუენსა.
15. რამეთუ ღმერთი მოშურნე არს და უფალმან ღმერთმან შური იძიოს შენგან, ნუუკუე განრისხნეს უფალი ღმერთი შენ ზედა და მოგსპოს შენ პირისაგან ქუეყანისაჲსა.
16. არა განსცადო შენ უფალი ღმერთი შენი, ვითარცა-იგი განსცადეთ დღესა მას განცდისასა.
17. დამარხვით დაიმარხნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი. წამებანი მისნი და სამართალნი მისნი, რომელ-იგი გამცნო შენ.
18. ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა, რათა კეთილი გეყოს შენ და შეხვიდე და დაიმკჳდრო ქუეყანა იგი კეთილი, რომელთა-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა
19. განდევნად მტერთა მათ შენთა პირისაგან შენისა, ვითარცა ეტყოდა უფალი.
20. იყოს, რაჟამს გითხვიდენ შენ შვილნი შენნი ხვალე, ზეგე და გრქუან: რაჲ არიან წამებანი ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელ-ეგე გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან?
21. მიუგო შენ შვილთა მათ შენთა და ჰრქუა: დაკირთებულ ვიყვენით ჩუენ ფარაოჲსა ეგჳპტეს და გამოგვიყვანნა ჩუენ უფალმან ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
22. და ყო უფალმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდები და ბოროტები ფარაოსა ზედა და ყოველსა სახლსა მისსა წინაშე თუალთა ჩუენთა.
23. და ჩუენ გამოგვიყვანნა მიერ, რათა შემომიყვანნეს და მომცეს ჩუენ ქუეყანა ესე, რომელ აღუთქუა მიცემად მამათა ჩუენთა.
24. და მამცნო ჩუენ უფალმან ყოფად ყოველთა მათ სამართალთა მისთა და რათა გუეშინოდის უფლისა ღმრთისა ჩუენისა და კეთილი გუეყოს ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვცხონდეთ, ვითარცა-ესე დღესდღე.
25. და შეწყალებულ ვიყვნეთ, და-თუ-ვიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარ-იგი მამცნო ჩუენ.
7
1. რაჟამს უკუე შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ, დამკჳდრებად მუნ და შემუსრნეს ნათესავნი იგი დიდნი და მართალნი პირისაგან შენისა, ქეტელი იგი, გერგესეველი, ამორეველი იგი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, ეველი იგი და იობოსელი იგი, შვიდი იგი ნათესავი დიდ-დიდი და უძლიერესი თქუენსა.
2. მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან ჴელთა შენთა, დასცნე შენ იგინი და მოსრვით მოსრნე, არა აღუთქუა აღთქუმაჲ შენი მათ თანა, არცა შევიწყალნე იგინი.
3. არცა დაემზახო მათ, ასული შენი არა მისცე მათსა ძესა და ასული მისი არა მოჰგუარო ძესა შენსა.
4. რამეთუ განდრიკოს ძე იგი შენი ჩემგან და ამსახუროს იგი ღმერთთა უცხოთა და განრისხნეს გულისწყრომითა უფალი შენ ზედა და აღგჴოცოს მსთუად.
5. არამედ ესრეთ უყო მათ, ბაგინები მათი დაამჴუთ, ძეგლები დაჰმუსრეთ, კერპები მათი სერტყები დაჰკაფეთ, ძეგლები მათი დაწვით ცეცხლითა,
6. რამეთუ ერი ეგე წმიდა ხართ უფლისა ღმრთისა შენისა. და შენ პირველად გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ ყოველთა უფროს ნათესავსა ნათესავთა, რომელნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა.
7. და არათუ სიმართლისა თქუენისათჳს რაჲმე გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან, რამეთუ თქუენ უმცირეს ხართ ყოველთა ნათესავთა,
8. არამედ, რამეთუ უყუარდით თქუენ უფალსა, დაამტკიცა ფიცი იგი, რომელ ეფუცა მამათა მათ თქუენთა და გამოგიყვანნა თქუენ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გიჴსნა შენ სახლისა მისგან კირთებისაჲსა ჴელთაგან ფარაო, მეფისათა ეგჳპტელთაჲსა,
9. რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი, ღმერთი სარწმუნოჲ, რომელმან დაუმარხის აღთქუმაჲ მისი და წყალობაჲ მისი მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი მისნი ვიდრე ათასამდე ნათესავად.
10. და მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვაჲ მოძულეთა მისთა, და არა აყოვნის, დაიცვენ შენ მცნებანი მისნი.
11. და ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, ყოფად მისა.
12. და იყოს, რაჟამს ისმინნეთ თქუენ ყოველნი ესე სამართალნი ჩემნი, დაიცვნეთ და მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან აღთქუმაჲ იგი და წყალთბაჲ, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ თქუენთა.
13. და შეგიყვაროს შენ და გაკურთხოს შენ და განგამრავლოს შენ, აკურთხნეს ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, იფქლი იგი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი, ზროხანი სამროწლისა შენისანი და არვები ცხოვართა შენთა ქვეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.
14. და კურთხეულ იყო შენ ყოველთა უფროჲს ნათესავთა, არა იპოოს ნათესავსა შენსა შორის უმკჳდროჲ, არცა უზუები საცხოვარსა შენსა შორის.
15. და განგაშოროს უფალმან ღმერთმან შენგან ყოველი იგი სენი და სალმობაჲ ბოროტი მეგჳპტელთა, რომელ-იგი იხილე და უწყოდე, არა მოავლინოს იგი შენ ზედა, არამედ მიავლინოს იგი ჴელთა ზედა მტერთა შენთა.
16. და შეჭამდე შენ ნატყუენავსა მას წარმართთასა რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, არა გეწყალოდიან შენ იგინი, არცაღა ჰმსახურო სამსახურებელთა მათთა, რათა არა საცთურ გეყოს შენ.
17. უკეთუ სთქუა გონებასა შენსა: არამედ ნათესავი ესე უძლიერ არს შენსა, ვითარ შეუძლო მოსრვად მათა?
18. არა გეშინოდის შენ მათგან, მოჴსენებით მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან შენ მიერ ფარაოს და ყოველთა მათ მეგჳპტელთა.
19. განსაცდელნი დიდ-დიდნი, რომელ-იგი იხილეს თუალთა შენთა, სასწაულები და ნიშები დიდ-დიდები, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი, ვითარ-იგი გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა წარმართთა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა.
20. და ბზიკები მოავლინოს უფალმან ღმერთმან მათა, ვიდრე მოესრულნენ ნეშტნი იგი და რომელნი დამალულ იყვნენ პირისაგან შენისა.
21. ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანა არს, დიდი და ძლიერი.
22. და მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი წარმართნი პირისაგან შენისა მცირედ, არა მოსრნეს იგინი ერთბამად, რათა არა დაშთეს ქუეყანაჲ იგი ოჴრად და განმრავლდენ შენ ზედა მჴეცნი.
23. და მიგცნეს შენ იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრნეს იგინი მოსრვითა დიდითა, ვიდრემდე მოასრულნე იგინი.
24. და მოგცნეს უფალმან შარავანდედნი მათნი ჴელთა თქუენთა და წარსყმიდოთ საჴსენებელი მათი ადგილით მათით, არა ვინ აღგიდგეს წინაშე შენსა პირსა, ვიდრე მოასრულნე იგინი.
25. ხატები კერპებისა მათისაჲ დასწუა ვეცხლითა, ნუ გული-გითქუამნ ოქროსა და ვეცხლსა მათსა ნუ მოიღებ თავისა შენისა, რათა არა საცთური გეყოს შენ იგი, რამეთუ საძაგელ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
26. არა შეიღო იგი სახლად შენდა, რამეთუ ბილწი არს, რათა არა მის თანა წყეულ იყოს, დამჴობით დაამჴუნე იგინი და განშორებით განიშორო იგი, რამეთუ წყეულ არს.
8
1. ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, დაიმარხნე იგინი და ჰყო, რათა სცხონდეთ და განმართლდეთ, შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა.
2. მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა.
3. შე-ღათუ-გაურვა შენ სიყმილითა უდაბნოსა მას, მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რათა გულისხმა-გიყო შენ, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა, ცხონდების კაცი.
4. სამოსელი შენი არა განგიკფდა, ფერჴი შენი არა გამოგტკუფა, ესე მეორმეოცე წელი არს.
5. რაჲ გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ, რამეთუ ვითარცა გასწავლის მამამან შვილი თჳსი, ეგრე განგსწავლა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
6. და დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და ხვიდოდი გზათა მისთა და გეშინოდის შენ მისა,
7. რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი დიან მთათა და ველთა,
8. ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას ვენაჴოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა,
9. ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი.
10. ჰჭამდე და განსძღებოდე და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას ზედა კეთილსა, რომელი-იგი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
11. იგულე თავი შენი, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და არა დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი მისნი, და სამართალნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.
12. დღესდღე ნუუკუე შჭამდე და განსძღებოდე და ტაძრებსა შუენიერებსა იშენებდე და დაემკჳდრებოდი მათ შინა.
13. და განმრავლებითა მით მროწეულისა და არვებისა შენისაჲთა, ოქროჲსა და ვეცხლისა შენისაჲთა
14. აღამაღლო გულითა შენითა და განჰლაღნე და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა სახლისაგან კირთებისა
15. და აღგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა, სადა-იგი გველი და ღრიანკალი კბენდა და წყურილი იგი წყლისაჲ აჭირვებდა მათ, სადა არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ კლდისა მისგან უღაღისა.
16. რომელმან-იგი უდაბნოსა მას მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ-იგი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, ბოროტიღა თუ გიყო და გამოგცადა შენ, რათა უკუანაჲსკნელ კეთილი გეყოს და განგისუენოს შენ.
17. ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძლიერებითა ჩემითა და სიმტკიცითა მკლავისა ჩემისაჲთა ვყავ ყოველი ესე ძალი.
18. არამედ მოიჴსენო შენ უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცეს შენ ძალი და ძლიერებაჲ, რათა აღესრულოს აღთქუმაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა, ვითარცა დღესდღე.
19. და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და შეუდგე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე მათ და თაყუანის-სცემდე მათ, ვწამებ მე თქუენ წინაშე დღესდღე, რამეთუ მოსრვით მოისრნეთ,
20. ვითარცა სხუანი წარმართნი, რომელნი-იგი მოსრნა უფალმან პირისაგან თქუენისა, ეგრე მოგსრნეს თქუენ უფალმან, რამეთუ არა ისმინე თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.
9
1. გესმოდენ ისრაჱლსა, რამეთუ წიაღხუალ შენ დღესდღე იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად ნათესავთა დიდთა და უძლიერესთა შენსა, ქალაქთა დიდთა და მოზღუდვილთა მაღლად, ვიდრე ცადმდე.
2. ერსა დიდსა და ძლიერსა და კაცთა სრულთა ჰასაკითა, ძეთა მათ ენაკისთა, რომლისაჲ შენცა სადმე გესმინოს, ვითარმედ: ვინმცა წინა დაუდგა პირსა წინაშე ძეთა მათ აკიმისთა?
3. არამედ უწყოდი შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინაგიძღვის შენ წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღჴოცნეს და წარწყმიდეს იგინი მსთუად, ვითარცა გეტყოდა თქვენ უფალი.
4. ნუ იტყჳ გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი პირისაგან შენსა, ნუ იტყჳ, ვითარმედ: სიმართლისა ჩემისათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანისა ამის, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნა იგინი უფალმან პირისაგან შენისა
5. და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს,
6. და რათა გულისხმა-ჰყო დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს მოგცემს შენ უფალი ღმერთი შენი დამკჳდრებად ქუეყანასა მაგას კეთილსა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელი ხარ.
7. მოიჴსენე და ნუ დაივიწყებ, რავდენ ჟამ განარისხე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა მას, რომლით დღითგან გამოხუედ შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა მას, რამეთუ ურჩებით დაუმორჩილებელ ექმნენით უფალსა.
8. და ქორებსა გან-ვე-არისხეთ უფალი. და განრისხნა გულისწყრომით უფალი თქუენ ზედა,
9. რათამცა მოგსრნა თქუენ, რაჟამს აღვიდოდე მთასა მას მოღებად ფიცართა მათ ქვისათა, ფიცართა მათ შჯულისათა, რომელ-იგი მომცნა მე და ვიყავ მე მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არ ვჭამე და არცა წყალი ვსუ.
10. და მომცნა მე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი ჴელითა ღმრთისათა, რამეთუ მას ზედა დაწერილ იყვნეს ყოველნი იგი მცნებანი, რომელთა გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა.
11. და იყო ორმეცოსა მას დღესა და ორმეოცსა მას ღამესა, რაჟამს მომცნა მე უფალმან ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, რომელსა ზედა დაწერილ იყო შჯული იგი,
12. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღდეგ, გარდაგუალე ადრე ამიერ, რამეთუ უსჯულო იქმნა ერი იგი შენი, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით და გარდაჴდეს მცნებასა მას, რომელი-იგი ამცნო მათ და იქმნეს თავისა მათისა კერპი გამოქანდაკებული და თაყუანი-სცეს ხატსა.
13. და მრქუა მე უფალმან: გეტყოდე შენ ერთგზის და ორგზის და გარქუ: ვიხილე ერი ესე, ვითარ გულფიცხელ და ქედფიცხელ არს,
14. მომიშუ მე, რათა მოვსრნე იგინი და აღვჰჴოცო სახელი მათი ცასა ქუეშე და გყო შენ ნათესავად დიდად და ძლიერად უფროჲს მაგათსა.
15. და მოვიქეც და გარდამოვედ მიერ მთით და მთაჲ იგი ცეცხლითა აღჭურვილი აღატყდებოდა და ორნივე ფიცარნი იგი მეპყრნეს ორთავე ჴელთა ჩემთა.
16. და ვიხილე, რამეთუ შეცოდებულ იყვენით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენსა და გექმნა თქუენ კერპი გამოდუღებითი, და გარდასრულ იყვენით თქუენ გზისა მისგან, რომელ გამცნო თქუენ უფალმან.
17. და მოვიხუენ ორნივე იგი ფიცარნი ორთავე ჴელთა ჩემთაგან და დავსთხიენ იგინი წინაშე თქუენსა და დავმუსრენ.
18. და დავვარდი წინაშე უფლისა და ვილოცევდ, ვითარცა-იგი პირველ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე პური არა ვჭამე და არცა წყალი ვსუ ყოველთა მათ ცოდვათა თქუენთათჳს, რომელ-იგი სცოდეთ თქუენ და ბოროტი ჰქმენით წინაშე უფლისა, და განარისხეთ იგი.
19. და შეშინებულ ვიყავ მე გულისწყრომისათჳს რისხვისასა, რამეთუ - განრისხნა უფალი თქუენ ზედა, რათამცა აღგჴოცნა თქუენ ქუეყანით და შეესმა ჩემი უფალსა მას ჟამსა შინა.
20. და აჰრონის ზედაცა განრისხნა უფალი ფრიად, რათამცა მოსპო იგი და აჰრონისთჳსცა ვილოცე მას ჟამსა შინა.
21. და ცოდვაჲ იგი თქუენი, რომელ ჰქმენით, ჴბოჲ იგი მოვიღე იგი და დავწვი ცეცხლითა, დავჭარ და დავმუსრე იგი წულილად და შევქმენ იგი, ვითარცა მტუერი და შთავაბნიე იგი ჴევსა მას, რომელ-იგი გარდამოვიდოდა მიერ მთით.
22. შეწუვითა მით და განცდითა და სამარეთა მათ გულისთქუმისათა განარისხეთ უფალი ღმერთი თქუენი.
23. და რაჟამს წარავლინნა უფალმან კადეს ბარნედ და გრქუა: აღვედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ ურჩ ექმნენით და არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, არცაღა გრწმენა მისი და არცა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ.
24. არამედ ურჩებით ურჩ ექმნენით უფალსა მიერ დღითგანვე, ვინაჲთგანცა გამოგეცხადა თქუენ.
25. მერმე ვილოცევდ მე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, რავდენცა-იგი ვილოცევდ, რამეთუ თქუა უფალმან მოსრვაჲ თქუენი.
26. და ვილოცევდ უფლისა მიმართ და ვთქუ: უფალო, უფალო საუკუნეო! ნუ მოსრავ ერსა ამას შენსა და სამკჳდრებელსა შენსა, რომელ-ესე იჴსენ ძალითა მაგით შენითა დიდითა, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მაგით მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
27. მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მონანი შენნი და ნუ მიხედავ სიფიცხლესა ამის ერისასა და ნუცაღა უკეთურებასა მათსა.
28. ნუსადა თქუან მკჳდრთა მათ მის ქუეყანისათა: ვინაჲ გამომიყანენ ჩუენ, ვითარმედ ვერვემე შეუძლო უფალმან შეყვანებად ქვეყანასა მას, რომელ აღუთქუა მათ? არამედ სიძულილით გამოიყვანნა იგინი და მოსრნა იგინი უდაბნოსა მას.
29. არამედ ესე ერი შენი არს და სამკჳდრებელი შენი, რომელ გამოიყვანენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა.
10
1. მას ჟამსა შინა მრქუა მე უფალმან: გამოთალენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველისა მის და აღმოგუალე ჩემდა მთასა მას და იქმენ შენ თავისა შენისა კიდობანაკი ძელთაგან ულპოლველთა.
2. და დავწერო ფიცართა მათ შჯული იგი პირველი, რომელი-იგი იყო პირველთა მათ ფიცართა, რომელნი-იგი შენ დაჰმუსრენ და შთასხნე ფიცარნი იგი კიდობანსა მას.
3. და შევქმენ მე კიდობანი ერთი ძელთაგან ულპოველთა და გამოვთალენ ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველთა მათ და აღვედ მთასა მას და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.
4. და დაწერა ფიცართა მათ ზედა ათი იგი მცნებაჲ, რომელთა-იგი გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა შორის ცეცხლსა მას და მომცნა მე იგინი უფალმან.
5. და მოვიქეც და გარდამოვედ მე მიერ მთით და შთავსხენ მე ფიცარნი იგი კიდობანსა, რომელ-იგი შევქმენ, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
6. და წარიძრნეს და წარვიდეს ძენი იგი ისრაჱლისანი ბეროთით ძეთა მათგან აკასისთა მოსლვად. და მუნ მოკუდა აჰრონ და დაეფლა და შედგა მღდელობად მის წილ ელიაზარ, ძე მისი.
7. მიერ წარიძრნეს გალგალდ და გალგალით მივიდეს ტეგად, ქუეყანასა მას მდინარეთა წყალთასა.
8. მას ჟამსა შინა გამოარჩია უფალმან ნათესავი იგი ლევისი აღღებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა შეწირვად მსახურებათა და ლოცვათა სახელისათჳს უფლისა დღენდელად დღედმდე.
9. ამის გამო არა უც ნაწილი და სამკჳდრებელ ლევიტელთა ძმათა შორის თჳსთა, რამეთუ უფალი თავადი ნაწილ და სამკჳდრებელ არს მათა.
10. და მე დავადგერ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე მას ჟამსა, შეისმინა ჩემი უფალმან და არა ჯერ-იჩინა მოსრვაჲ მათი.
11. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღჰკიდე, ვიდოდე, წარუძეღუ ერსა მაგას, შევიდენ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა.
12. აწ, ისრაჱლ, რასა ითხოვს უფალი ღმერთი შენგან, არამედ, რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყუარო იგი და ჰმსახურებდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
13. და დაიცვნე მცნებანი და სამართალნი უფლისა ღმრთისა შენისანი და მშჯავრნი მისნი, რომელთა-ესე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ.
14. აჰა, ესერა, უფლისა ღმრთისა შენისანი, არიან ცანი და ცანი ცათანი, ქუეყანაჲ და ყოველ, რაჲ არს მას შინა.
15. ხოლო მამანი თქუენნი გამოირჩინა უფალმან, შეიყვარნა იგინი და შემდგომად მათსა გამოგირჩინა თქუენ ნათესავი ეგე მათი ყოველთა უფროჲს წარმართთა ვიდრე დღენდელად დღედმდე.
16. აწ განიშორეთ სიფიცხლე ეგე გულთა თქუენთა და ქედთა თქუენთაჲ და მერმე ნუღარა განფიცხნებით,
17. რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი არს ღმერთი ღმერთთა და უფალი უფალთა, ღმერთი დიდი და ძლიერი და საშინელი, რომელმან არა თუალ-ახუნის, არა შეიღის ქრთამი,
18. ყვის სასჯელი მწირისა, ობლისა და ქურივისაჲ, შეიყუარის მწირი იგი და სცის მას პური და სასუმელი.
19. აწ შეიყუარეთ თქუენ მწირი იგი და მსხემი, რამეთუ თქუენცა მწირ და მსხემ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
20. უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე, მას შეეყო და სახელსა მისსა ჰფუცვიდე,
21. რამეთუ იგი არს სიქადულ შენდა და იგი თავადი არს ღმერთი შენი, რომელმან-იგი ყო შენ ზედა სასწაული დიდ-დიდი და საკჳრველებაჲ, რომელ იხილეს თუალთა შენთა,
22. რამეთუ სამეოცდაათ სულ შთავიდეს მამანი იგი თქუენნი ეგჳპტედ, აწ, ეგერა, შეგქმნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.
11
1. შეიყვარო შენ უფალი ღმერთი შენი და დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
2. და გულისხმა-ჰყო დღეს, ვითარმედ არა თუ ყრმანი თქუენნი, რომელთა არარაჲ უწყიან და არცა იხილეს სწავლაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და საკჳრველებანი მისნი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი,
3. სასწაულნი მისნი და საქმენი იგი მისნი, რომელ ყო უფალმან ღმერთმან ეგჳპტეს ფარაო მეფისა ზედა და ყოველსა ქუეყანასა მისსა.
4. და რაჲ-იგი უყო ერსა მას მეგჳპტელთასა, ეტლებსა და ჰუნებსა მათსა, ვითარ-იგი დაფარნა წყალმან ერთრისა მის ზღჳსამან წინაშე მდევართა თქუენთა, რამეთუ წარწყმიდნა იგინი უფალმან მოდღენდელად დღედმდე.
5. და რავდენ-რაჲ იყო თქუენთჳს უდაბნოსა მას ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.
6. და რავდენ-რაჲ უყო დათანს და აბირონს, ძეთა მათ ელიაბისთა, ძისა რუბენისთა, ვითარ-იგი აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და დანთქნა იგინი და ყოველი სიმდიდრე ნაყოფისა მათისა და ყოველნი სახლნი მათნი და საყოფელნი მათნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.
7. რამეთუ თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი, რომელ ყვნა თქუენ შორის მოდღენდელად დღედმდე.
8. ეკრძალენით დამარხვად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელ-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა სცხონდეთ და გამრავლდეთ და შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-ეგე წიაღხუალთ იორდანესა დამკვიდრებად მუნ,
9. რათა დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა და ნათესავისა მათისა შემდგომად მათსა ქუეყანასა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.
10. რამეთუ ქუეყანაჲ იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად, არა ეგრე არს, ვითარ-იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთაჲ, სადაჲთ-იგი თქუენ გამიხუედით, რამეთუ რაჟამს დასთესიან თესლი და მორწყიან, ფერჴითა მათითა განქმნიან, ვითარ ყუერბი მტილისაჲ.
11. ხოლო ქუეყანა იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკვიდრებად ქუეყანაჲ - მთაჲ და ბარი, ცუარისაგან ზეცისაჲსა ირწყვის იგი.
12. რომელსა-იგი უფალი ღმერთი თვით ღუწილ და თუალნი უფლისა ღმრთისანი მარადის მას ზედა არიან დასაბამითგან წელიწადისაჲთ და მიაღსასრულადმდე წელიწადისა.
13. უკეთუ სმენით ისმინეთ ყოველნი ესე მცნებანი ჩემნი, რომელთა-ესე დღეს გამცნებ თქვენ და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ჰმსახურებდით მათ ყოვლითავე გულითა თქუენითა და ყოვლითა ძალითა თქუენითა,
14. მოგცეს უფალმან წვიმაჲ ქუეყანასა თქუენსა ჟამსა შინა მისსა, მსთუაჲ და მცხეუედი. და შეიკრიბო შენ იფქლი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი.
15. და მოგცეს შენ თივაჲ ველთაგან შენთა საზრდელად საცხოვართა შენთა, შჭამდეღა და განსძღებოდი.
16. იგულე თავი შენი, ნუუკუე განსუქნე და განვრცნე და შესცთეს გული შენი და ჰმსახურებდეთ და თაყუანი-სცემდეთ ღმერთთა უცხოთა.
17. და განრისხნეს უფალი გულისწყრომით თქუენ ზედა. და დაეყენნეს ცანი და არა გამოსცეს წვიმაჲ და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი თჳსი და წარწყმდეთ მსთუად ქუეყანისა მისგან კეთილთაჲსა, რომელ-იგი უფალმან მოგცეს თქუენ.
18. დაისხენით მცნებანი ესე ჩემნი გულთა თქუენთა და შევიბნეთ იგი სასწაულად ჴელთა თქუნთა და იყვნენ იგინი შეურყეველად წინაშე თუალთა თქუენთა.
19. და ასწავლნეთ ესე შვილთა მათ თქუენთა და იტყოდი ამას ჯდომასა სახლსა შენსა, და სლვასა გზასა შენსა, და დაწოლას სარეცელსა შენსა და აღდგომასა შენსა.
20. და დასწერნე ესენი ზღურბლთა სახლსა შენისათა და ბჭეთა თქუენთა ზედა.
21. რათა განმრავლდენ დღენი თქუენნი და დღენი ნაშობთა მათ თქუენთანი ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.
22. და იყოს, უკეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი ესე ჩემნი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს და ჰყოთ ესე და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ხვიდოდით ყოველთა გზათა მისთა და შეეყვნეთ მას,
23. განასხნეს უფალმან ყოველნი წარმართნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდრნე შენ ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი შენსა.
24. ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან დიდით ვიდრე ლიბანედმდე, და მდინარით დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუად დიდადმდე დასავალით კერძო იყავნ საზღვარი თქუენი.
25. არა ვინ გიჴდებოდის თქვენ და არცაღა მო-ვინ-გექცეს პირსა თქუენსა, რამეთუ შიში და ზარი თქუენი მიჰფინოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველსა მას ქუეყანასა, რომელსაცა მიხვიდოდით თქუენ, ვითარცა გეტყოდა თქუენ უფალი.
26. აჰა, ესერა, მიგცემ თქუენ დღეს წყევასა და კურთხევასა.
27. ამისთჳს თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღესდღე
28. დაწყევასა, არა თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე დღეს გამცნებ თქუენ და შესცთეთ გზისა მისგან, რომელი გამცენ თქუენ და შეხვიდეთ და ჰმსახურებდეთ თქუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდეთ.
29. და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკვიდრებად მუნ და მისცე კურთხევაჲ იგი მთასა მას ზედა გარიზინსა და წყევაჲ იგი მთასა მას ზედა გებალსა.
30. ესე ორნივე წიაღ იორდანესა გზასა მას მზისდასავალით კერძოსა, ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელი დამკვიდრებულ არს მზიაღასავალით კერძოთა გალგალასა, მახლობელად მუხასა მას მაღალსა.
31. აწ თქუენ, ეგერა, წიაღხუალთ იორდანესა შესლვად და დამკვიდრებად ქუეყანისა მის, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ და დაიმკვიდროთ იგი, და დაეშენეთ მუნ.
32. და დაიმარხნეთ და ჰყოთ ყოველი ესე მცნებაჲ და სამართალი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღეს.
12
1. და ესე არიან ბრძანებანი და მსჯავრნი, რომელ დაიმკვიდრნეთ და ჰყოთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს შენ სამკვიდრებელად ყოველთა დღეთა, რავდენცა სცხონდეთ ქუეყანასა ზედა.
2. მოსპოლვით მოსპნე ყოველნი იგი ადგილნი სამსახურებელნი წარმართთანი, რომელსა ემსახუროს სამსახურებელი იგი ბილწებისაჲ ზედა მთათა მაღალთა და ბორცუთა და ხეთა ქუეშე
3. ვარჯოვანთა ბაგინები მათი დაამჴჳთ და ძეგლები მათი დამუსრეთ, სერტყები მათი დაკაფეთ, კერპები მათი დაწვით ცეცხლითა და საჴსენებელი მათი წარწყმიდეთ ქუეყანისა მისგან.
4. ხოლო არა ეგრე უყოთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.
5. არამედ ადგილსა ერთსა, რომელსა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ადგილი ერთი ნათესავთაგან თქუენთა სახელის-დებად სახელი მისი მუნ: ადგილი იგი გამოირჩიეთ და შევედით მუნ.
6. და შეწირეთ მსხუერპლები იგი თქუენი მუნ და საკუმეველები, და პირველისა ნაყოფისა თქუენისაჲ და აღნათქუემი თქვენი ძღუენი ნეფსითი გონებათა თქუენთაჲ და პირმშოები ზროხათა თქვენთაჲ.
7. ჭამდით და იხარებდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მხიარულ იყვნეთ ყოველთა ზედა, რომელსა ზედა შეხებულ იყვნენ ჴელნი თქუენნი, თქუენ და ყოველნი სახლეულნი თქუენნი, რამეთუ გაკურთხნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
8. არა ჰყო ეგრე, ვითარ-ეგე ჰყოფთ აქა დღეს კაცად-კაცადი ეგე ნებასა თავისა თჳსისასა, რამეთუ არღა მიწევნულ ხართ თქუენ აქამდის განსასუენებელსა მას და სამკვიდრებელსა თქვენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ.
10. რამეთუ წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა და დაეშენნეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან დაგიმკვიდროს თქვენ და განგისუენოს თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა და დაეშენნეთ ყუდროებით.
11. და იყოს ადგილი იგი, რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან თავისა თვისისა სახელ-დებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირით ყოველი შესაწირავი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, მსხუერპლები იგი თქვენი და ძღუენი თქუენი და ათეული თქუენი და პირველი იგი ჴელთა თქუენთა და რჩეულ-რჩეული ძღუენი აღნათქუემთა თქუენთაჲ, რომელ აღუთქუათ უფალსა ღმერთსა თქუენსა.
12. და იხარებდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენ, და ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, მონანი და მჴევალნი თქუენნი და ლევიტელნი იგი, რომელ არს ზედამდგომელ თქუენდა, რამეთუ არა უც მას ნაწილ და სამკვიდრებელ თქუენ შორის.
13. იგულე თავი შენი, ნუუკუე შე-სადამე-სწირვიდე შესაწირავთა შენთა ყოველსავე ადგილსა, რომელ იხილო, არამედ მას ადგილსა,
14. ხოლო რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ადგილსა ქალაქთა შენთასა, მუნ შესწირო მსხუერპლი შენი და მუნ ჰყო ყოველი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.
15. და ყოვლითა გულისთქუმითა შენითა შესწირო მსხუერპლი იგი შენი და შჭამო ჴორცი იგი მისი კურთხევითა მით უფლისა ღმრთისა შენისაჲთა, რომელ-იგი მოგცა შენ ყოველთა მათ ქალაქთა შენთა ბილწი იგი და წმიდაჲ, ერთბამად შჭამდეთ, ვითარცა ქურციკსა და ირემსა.
16. ხოლო სისხლსა მისსა ნუ შჭამთ, არამედ ქუეყანასა დასთხიეთ იგი, ვითარცა წყალი.
17. ვერ შეშჭამო შენ ქალაქთა შინა შენთა ათეული იგი იფქლისა შენისაჲ და ღვინისა და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა შენთაჲ და ცხოვართა შენთაჲ და აღთქუმული იგი აღნათქუემთა შენთაჲ, და შესაწირავი იგი აღსაარებათა თქუენთაჲ და პირველი იგი ნაყოფთაჲ ქმნული ჴელთა თქუენთაჲ,
18. არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი ადგილსა მას, რომელსაცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, შენ, და ძემან შენმან, და ასულმან შენმან, და მონამან და მჴევალმან და ლევიტელი იგი, რომელ დამკვიდრებულ იყოს ქალაქთა შენთა, შჭამდე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ყოველსა მას ზედა, რომელსაცა შეგეხოს ჴელი შენი.
19. ეკრძალე, ნუუკუე და-სადამე-უტეო ლევიტელი იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რავდენცა სცხონდე ქუეყანასა ზედა.
20. უკეთუ განგიფართნეს შენ უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი, ვითარცა გეტყოდა შენ, უკეთუ გულმან გითქუას ჭამად ჴორცისა გულისთქუმისათჳს გულისა შენისასა, ჭამე შენ ჴორცი იგი.
21. უკეთუ განშორებულადრე იყოს შენგან ადგილი იგი, რომელ გამოირჩია უფალმან ღმერთმან წოდებად სახელი მისი მას ზედა და შესწირო შენ ზუარაკთაგანი შენთაჲ, ანუ ცხოვართაჲ, რომელი მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა გიბრძანა შენ და შეშჭამო იგი ქალაქთა შინა შენთა ყოვლითა მით გულისთქუმითა გულისა შენისაჲთა.
22. ვითარცა შეიჭამოს ქურციკი და ირემი, ეგრე შეშჭამო იგი, რომელ-იგი არაწმიდაჲ არს შენ თანა და წმიდაჲ იგი ერთბამად შეჭამეთ იგი.
23. ეკრძალე მტკიცედ არაჭამად სისხლისა, რამეთუ სისხლი საცხოვრისაჲ სამშვინველ მისა არს; არა შეშჭამო შენ სამშვინველი იგი ჴორცსა მას თანა,
24. არამედ ქუეყანასა დასთხიო იგი ვითარცა წყალი.
25. არა შჭამო იგი, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, რაჟამს ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
26. ხოლო შესაწირავი იგი სიწმიდისა შენისაჲ და აღნათქუემი იგი შენი მოიღო ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და შესწირო იგი მუნ.
27. მსხუერპლი შენი ჴორცი იგი შესწირო საკურთხეველსა მას ზედა უფლისა ღმრთისა შენისასა, რამეთუ სისხლი იგი დააპკურო აღსავალთა მათ საკურთხეველისა ამის უფლისა ღმრთისათა და ჴორცი იგი შესჭამო.
28. დაიცევ და ისმინენ ესე სიტყუანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, უკუე ჰყო თუ სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
29. უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი იგი, რომელსა-იგი მიხუალთ დამკვიდრებად ქუეყანისა მათისა წინაშე პირსა შენსა, დაიმკვიდრნე იგი და დაეშენო ქუეყანასა მათსა.
30. იგულე თავი შენი, ნუკუე გამოიძიებდე მიდევნებად მათა შემდგომად მოსრვისა მის მათისა პირისაგან შენსა, ნუუკუე ეძიებდე კერპთა მათთა და სთქუა, ვითარცა-იგი მათ ნათესავთა ყვიან კერპთა მიმართ მათთა, ეგრეცა მე ვყო.
31. ხოლო შენ არა ეგრე ჰყო უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ყოველივე საძაგელებაჲ, რომელი წინავე სძულდა უფალსა, ყვეს კერპთა მიმართ მათთა, რამეთუ ძეთასა მათთა და ასულთა მათთა დასწვიდეს წინაშე კერპთა მათთა.
32. ყოველივე სიტყუაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, დაიმარხო იგი და ჰყო, არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ.
13
1. უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინაწარმეტყუელი, ანუ ჩუენებისმხილველი,
2. და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისაჲ თქუენ შორის და თქუას: მოვედით და მივიდეთ ჩუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, თქუას: ვმსახურებდეთ მათ.
3. ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.
4. არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ჴმისა მისისაჲ ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით.
5. და წინაწარმეტყუელი იგი, გინა ჩუენებისმხილველი იგი სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ საცთურსა იტყოდა, რათამცა გაცთუნა შენ უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქვეყანით ეგჳპტით და გიჴსნა შენ სახლისაგან კირთებისაჲსა, რათამცა განგაშორა შენ მან გზისა მისგან, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათამცა ხვიდოდე შენ მას და აღიჴოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის.
6. უკუეთუ გლოცვიდეს შენ ძმაჲ შენი მამითი, გინა თუ დედით, გინა თუ ძე შენი, გინა თუ ასული შენი, გინა თუ ცოლი შენი, რომელი იყოს წიაღთა შენთა, ანუ თუ მეგობარი შენი, რომელი სწორი იყოს თავისა შენისაჲ ფარულად და გეტყოდის: გუალე, მივიდეთ, და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა მათ შენთა.
7. სამსახურებელთა მათგან წარმართთაჲსა, რომელნი იყვნენ გარემოჲს თქვენსა, მახლობელნი, გინა თუ შორიელნი, კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, არა ჯერ-იჩინო მისლვაჲ მის თანა, არცაღა ისმინო მისი.
8. არა ჰრიდოს თუალმან შენმან, არცაღა გეწყალოდის იგი, არცაღა დაუფარო მას,
9. არამედ მხილებით ამხილო მას და ჴელი შენიღა პირველად შეხებულ იყავნ მოკლვად მისა, მაშინღა ჴელნი ყოვლისა ერისანი.
10. და ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუედინ, რამეთუ იზრახა განშორებად შენი უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან მოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა.
11. და ყოველსა ისრაჱლსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს და არღარა შესძინონ ყოფად ესევითარი სიტყუაჲ ბოროტი თქუენ შორის.
12. უკეთუ გესმეს შენ ერთისა ქალაქთაგანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკვიდრებელად და თქუენ,
13. ვითარმედ კაცნი უსჯულონი განვიდეს ჩუენგან და გადააქცინეს ყოველნი იგი მკვიდრნი მის ქალაქისანი და ჰრქუეს: მოვედით და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ.
14. გამოიძიო, გამოიკულიო ეგევითარი იგი, გამოიკითხო ფრიად და თუ ჭეშმარიტად ყოფილ იყო სიტყუაჲ იგი ბილწებისაჲ თქუენ შთრის,
15. მოსრვით მოისრნეთ მკვიდრნი იგი მის ქალაქისანი პირითა მახვილისაჲთა. და დაწყევით დასწყევნეთ იგინი და ყოველივე, რაჲცა იყოს ქალაქსა მას შინა და საცხოვარი მათი მოსრათ პირითა მახვილისაჲთა.
16. და ყოველი მონაგები მათი გამოჰკრიბო გზასა წარსავალთა მათთასა, და ქალაქნი იგი მათნი, და ყოველი იგი ნატყუენავი და მონაგები მათი, რომელ გამოგეკრიბოს დაწვით ცეცხლითა წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იყავნ იგი ოჴერ უკუნისამდე ჟამთა და ნუღარა აღიშენებინ.
17. და ნუცარაჲ შეგეხებინ ჴელთა შენთა ჭურჭელისა მისგან მისისა, რამეთუ წყეულ არს, რათა მოიქცეს, უფალი რისხვისა, მისგან გულისწყრომისა მისისა და შეგიწყალოს შენ და განგამრავლოს შენ, ვითარცა ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა.
18. უკეთუ ისმინო შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და დაიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, უკეთუ ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
14
1. ნაშობ იყვნეთ თქუენ უფლისა ღმრთისა თქუენისა, მკუდარსა ზედა არა იტყებდე და არცაღა აჩინო ნიში ჴაჴილებისაჲ შუბლსა შენსა, შორის ორთა თუალთა შენთა.
2. რამეთუ ერი ეგე წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო მისა ერ საზეპურო ყოველთა შორის ნათესავთა, რომელნი არიან გარემოჲს შენსა.
3. ყოველივე საცხოვარი, რომელი ბილწ არს, არა შჭამო. არამედ ესე შჭამო ჴბოჲ ზუარაკთაგანი და ტარიგი ცხოვართაგანი, ვაცი თხათაგანი,
5. ირემი, ქურციკი, გამეში, ხარაბუზი, ნიამორი,
6. და ყოველი პირუტყჳ, რომელი ჭლაკ-განპებულ იყოს და აღმოიცოხნიდეს, შჭამოთ.
7. და რომელ არა შჭამო, ესე არს, რომლისა ჭლაკნი არა განპებულ იყვნენ და არა აღმოიცოხნიდეს, არცა განმარტებულ ესხნენ ფრცხილნი.
8. არა შჭამო აქლემი და მაჩვი და ყოველივე ფერჴ-მატყიერი, რამეთუ არა აღმოიცოხნიან და არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ. ნუ შჭამთ, რამეთუ ბილწი არს, ნუცა მომკუდარსა შეეხებით ყოვლისაგან.
9. რომელი წყალსა შინა არს, ესე შჭამო. ყოველსა, რომელსა ფრთე ესხნენ და ქეცი ედვას, მისი შჭამო.
10. და ყოველსა, რომელსა ფრთე არა ესხნენ, და არცა ქეცი ედვან, მისი არა შჭამო, რამეთუ ბილწი არს.
11. ყოველივე მფრინველი, რომელი წმიდა იყოს, მისი შჭამო.
12. და რომელი არაწმიდა იყოს, მისი არა შჭამო,
13. ორბი, ფასქუჯი და ყანჩი, ყურჭი,
14. ძერი და ყოველი მსგავსი მისი,
15. სირაქლემი და ბუვი, ყუავი და ყიველი მსგავსი მისი.
16. და ტივი, და ყარყატი, და აკაური,
17. და ოფოფი და ძენძერუკი და დედამთრვალი და ქორი და ყოველი მსგავსი მისი.
18. და ვარხჳ და მღამიობი, და ბუკიოტი და ყოველი მსგავსი მისი.
19. და ყოველივე ქუეწარმავალი მფრინველთა არაწმიდათაჲ, ბილწ არს თქენდა და ნუ შჭამთ.
20. ყოველივე მფრინველი წმიდათაგანი ჭამეთ.
21. ყოველსავე მკუდრისასა ნუ შჭამთ, ყოველსავე მსხემსა და მწირსა, რომელი ქალაქსა შინა შენსა იყოს, ნუ სცემ მას, ნუცა აწამებ და ნუცა სხუასა სცემ, რამეთუ ერი ეგე წმიდა ხარ უფლისა ღმრთისა შენისა, კრავსა სძითა დედისა თჳსისაჲთა ნუ შეჰგბოლავთ.
22. ათეული გამოსცი ყოვლისავე ნაყოფისა თესულისა შენისაჲ, რომელი იყოს ველთა შენთა წილად-წილად.
23. და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირო ყოველივე ათეული იფქლისა შენისაჲ და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა და ცხოვართა შენთაჲ, რათა შეისწაო შიში უფლისა ღმრთისა შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
24. უკეთუ შორს იყოს შენგან გზაჲ იგი და ვერ შესწირო იგი, რამეთუ შორს იყოს შენგან ადგილი იგი, რომელი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
25. განჰყიდო შენ ნაყოფი იგი ვეცხლად, და მოიღო შენ ვეცხლი იგი ჴელითა შენითა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან.
26. განჰყიდო იგი, რადცა გინდეს და გულმან გრქუას შენ, ზროხად, გინა თუ ცხოვრად, გინა თუ ღვინოდ, გინა თუ რადმე, რაჲ გულმან გრქუას შენ, და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და იხარებდე შენ და სახლეულნი შენნი.
27. და ლევიტელი იგიცა, რომელი იყოს ქალაქსა შენსა, არა განიშორო იგი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა.
28. მესამესა წელსა გამოსცე შენ ყოველი-იგი ათეული ნაყოფისა მის შენისაჲ და მასვე წელსა დასდვა იგი ქალაქსა შენსა.
29. და მივიდეს ლევიტელი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა და მსხემი იგი, და მწირი იგი, და ქურივი იგი და ობოლი იგი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა, მივიდენ და შეჭამონ იგი და განძღენ, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათთჳს საქმეთა შენთა, რომელსა იქმოდე შენ.
15
1. მეშვიდესა წელსა ჰყოდი მისატევებელი იგი შენი.
2. და ესე ბრძანებაჲ არს მიტევებისა მის, მიუტეო შენ ყოველი თანანადები შენი, რაჲცა თანა-ედვას მოყუასსა შენსა და ძმასა შენსა, რამეთუ მიტევებაჲ წოდებულ არს უფლისა ღმრთისა შენისა.
3. უცხოთესლსა მას და შორიელსა არა მიუტეო, არამედ მოჰჴადო, რაჲცა თანა-ედვას, მოყუასსა მას და ძმასა მიუტეო,
4. რათა არავინ იპოოს შენ შორის ნაკლულევან, რათა მისთჳს კურთხევით გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, მოგცეს შენ მკვიდრთბით დამკვიდრებად მას ზედა,
5. უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და დაიმარხნე და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე.
6. და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ და ავასხებდე ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ავასხებდე და ჰმსთავრობდე შენ ნათესავთა შორის მრავალთა, ხოლო შენ ზედა არავინ მთავრობდეს.
7. უკეთუ ვინმე იყოს შენ შორის ნაკლულევანი ძმათა შენთაგანი რომელსავე ერთსა ქალაქთა შენთაგანსა, არა გარე მიიქციო ბული შენი მისგან, არცაღა კრულ-ჰყო ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა.
8. არამედ ჴსნილ-ჰყო ჴელი შენი მისთჳს და ავასხო მას, რავდენცა უჴმდეს.
9. იგულე თავი შენი, ნუუკუე იყოს სამე დაფარულ სიტყუაჲ უშჯულოებისაჲ გულსა შინა შენსა და სთქუა: მოახს წელი იგი მეშვიდე წელიწადი იგი მიტევებისაჲ და თუალძვირ იქმნე ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა, და არა რაჲ სცე მას და ღაღადებდეს უფლისა მიმართ შენთჳს და იყოს შენდა ცოდვა დიდ.
10. მიცემით მისცე მას, რავდენცა აკლდეს და არა შესწუხნე გულითა შენითა შემდგომად მიცემისა მის შენისა, რამეთუ ამისთჳს გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შინა შენთა და ყოველსა მას ზედა, რომელსა შეახო ჴელი შენი.
11. რამეთუ არასადა მოაკლდეს ნაკლულევანისაგან, ამისთჳს გამცნებ შენ და გეტყვი: ჴსნით ჴსნილ-ყავ ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისათჳს და გლახაკისათჳს, რომელი-იგი იყოს ქუეყანასა შენსა.
12. უკუეთუ იყიდო ვინმე შენ ძმათა შენთაგანი თავისი სჯულის მონა ნასყიდი, ან მჴევალი ებრაელი, ანუ მამაკაცი, ანუ დედაკაცი, ექუს წელ გმსახუროს შენ და წელსა მას მეშვიდესა გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული.
13. და რაჟამს გამოავლინებდე მას შენგან განთავისუფლებულსა, არა გამოავლინო იგი შენგან ჴელცუდად,
14. არამედ აღგებით აღაგო იგი: საცხოვართა შენთაგან, და იფქლისა შენისაგან და საწნეხელისა შენისაგან მისცე მას, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
15. მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და გიჴსნეს შენ უფალმან შენმან, ამისთჳს გამცნებ შენ სიტყუათა ამათ.
16. უკეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: არა განვალ შენგან, რამეთუ შეგიყუარე შენ და სახლი შენი და კეთილი შენი მეყო მე შენგან.
17. მოიღო შენ სადგისი და დააპყრა ყური მისი კარსა, და განჴურიტო იგი და იყოს იგი შენდა მონა უკუნისამდე და ეგრეცა მსგავსად მჴევალსა მას უყო.
18. არა ფიცხელ გიჩნდეს წინაშე შენსა, რაჟამს გამოავლინებდე შენგან განთავისუფლებულსა, რამეთუ წელიწდეულად სასყიდელითა მორეწისაჲთა გმსახურებდა შენ ექუს წელ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შენთა, რომელსაცა იქმოდე.
19. ყოველივე პირმშოჲ, რომელი იშვეს ზროხათა შენთაჲ, გინა თუ ცხოვართაჲ უპედი, განწმიდო შენ უფლისა ღმრთისა შენისათჳს, არა აქმნიო ჴარი იგი პირმშოთა შენთაჲ და არცა მოჰრისო ცხოვარი იგი პირმშოთა შენთაჲ.
20. არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი წლითი წლად ადგილსა მას, რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, შენ და სახლეულთა შენთა შეჭამეთ იგი.
21. უკუეთუ ბილწ რაჲმე იყოს მის თანა, ბრმა იყოს, ანუ ყრუ იყოს, ანუ მკელობელი იყოს, ანუ სხუა რაჲმე ბოროტ სიხაშმე იყოს მის თანა, არა დაუკლა იგი უფალსა ღმერთსა შენსა,
22. არამედ ქალაქთა შინა შენთა შეშჭამო იგი, წმიდამან და არაწმიდამან ზოგად. შეჭამონ ვითარცა ქურციკი და ვითარცა ირემი.
23. ხოლო სისხლი მისი არა შეშჭამოთ, არამედ ვითარცა წყალი დასთხიოთ იგი ქუეყანასა ზედა.
16
1. დაიცევ თთუჱ იგი ახალთაჲ და ჰყვი იგი უფლისა ღმრთისა შენისა, რამეთუ თუესა მას ახალთასა გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან ღამე ეგჳპტით.
2. და დაჰკლა შენ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა შენისა ცხოვარი იგი და ზროხაჲ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, წოდება და სახელი მისი მას ზედა.
3. არა შჭამო მას შინა მფუე, შვიდ დღე უფოველი პური შჭამო ჭირსა მას შინა, რამეთუ მწრაფლ ღამე გამოხუედ ეგვიპტით და მოიჴსენით დღე იგი გამოსლვისა მის თქუენისაჲ ქუეყანით ეგვიპტით ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა.
4. არა იპოოს ცომი შვიდ დღე ყოველთა საზღვართა თქვენთა და არცა განაციოთ ჴორცი იგი, რომელ დაჰკლა მიმწუხრი განთიად დღესა მას პირველსა.
5. ნუ გიფლიენ შენ ჭამად ურიდად საკლველისა მისგან, რომელი-იგი დაიკლას დღესასწაულსა მას ყოველთასა ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ.
6. არამედ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ დაკლის საკლველი იგი დღესასწაულთაჲ მათ, მწუხრი დასლვასა ოდენ მზისასა ჟამსა მას, რომელსაცა გამოხუედ ქუეყანით ეგვიპტით.
7. შეაგბო და შესწვა და შეშჭამო ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერამან შენმან და მიიქცე ხვალისაგან და მიხვიდე სახიდ შენდა.
8. ექუს დღე უფუველი შჭამო და მეშვიდესა დღესა განჴსნაჲ არს დღესასწაულისაჲ მის უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა ჰქმნე მას შინა ყოველივე საქმე შვიდი შვიდეული მრგულიად აღრაცხო თავისა, რაჟამს იწყო მანგლისა საქმე მკათა, მიერითგან აღირაცხო შვიდი შვიდეული.
10. და ჰყო დღესასწაული იგი შვიდეულთაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, რავდენცა ეძლოს ჴელთა შენთა, რავდენცა-რაჲ განგემარჯოს შენ, რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერმთან შენმან.
11. და იხარებდე შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, შენ, და ძენი შენნი და ასული შენნი, მონაჲ, და მჴევალი შენი და ლევიტელი იგი, რომელ დამკვიდრებულ იყოს ქალაქსა შენსა და მწირი იგი, და ობოლი იგი და ქურივი იგი, რომელი მყოფ იყოს თქუენ შორის ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი.
12. და მუნ მოიჴსენო, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგვიპტელთასა. ამის გამო დაიმარხნე და ჰყვნე მცნებანი ესე.
13. დღესასწაული იგი ტალავრობისაჲ ჰყვი თავისა შენისა შვიდ დღე შეკრებასა მას კალოჲსა შენისასა და საწნეხელისა შენისასა.
14. და იხარებდე დღესასწაულსა მას შენსა შენ, და ძე ეგე შენი, და ასული შენი, მონა და მჴევალი შენი, და ლევიტელიცა იგი, და მწირი, და ობოლი და ქურივი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა.
15. შვიდ დღე ჰყო დღესასწაული იგი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან თავისა შენისა, უკეთუ გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა ზედა ნაყოფთა შენთა და ყოველთა ზედა საქმეთა ჴელთა შენთასა, და იყო შენ სახარულევან.
16. შვიდგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი წული ყრმაჲ შენი წარდგინებად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან თავისა თვისისად დღესასწაულსა მას უფუველთასა და დღესასწაულსა მას შვიდეულთასა და დღესასწაულსა მას ტალავრობისასა, არა ეჩვენო შენ პირსა უფლისასა ჴელცუდად, არამედ თითოეულად რავდენ-რაჲ.
17. ძალი აქუნდეს ჴელთა შინა მისთა კურთხევისა მისთჳს უფლისაჲსა, რომელ მოგცეს შენ.
18. მსაჯული და განმგებელნი და მწიგნობარნი დაიდგინნე თავისა შენისა ყოველთაგან ნათესავთა შენთა ყოველთა მათ ქალაქთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან, რომელმან მოგცეს შენ და შჯიდე ერსა მას სიმართლისა საშჯელითა,
19. ნუ გარდასდრეკ სასჯელსა, ნუცა შჯით თუალხუმით, ნუცა მიიღებნ ქრთამსა, რამეთუ ძღუენმან და ქრთამმან დაუყვნის თუალნი ბრძენთანი და გარდაიქცინის სიმართლისანი.
20. სიმართლით სამართალსა შეუდეგით, რათა სცხონდეთ და შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
21. არა ისხა თავისა შენისა სერტყები სამსახურებელად თავისა შენისა და ყოვლისავეგანი ხისა მაღნარსა გარეშე საკურთხეველსა მას უფლისა ღმრთისა შენისასა.
22. ნუ აღმართებ თავისა შენისა ძეგლად, რომელ-იგი მოიძულა უფალმან ღმერთმან შენმან.
17
1. არა შესწირო შენ უფლისა ღმრთისა შენისა ზუარაკი, ანუ თუ ცხოვარი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ანუ სიხაშმე, რამეთუ საძაგელ არს იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა.
2. იპოვოს თუ ვინმე შენ შორის, ანუ ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მიგცეს შენ მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი, რომელმან ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და გარდაჰჴდეს მცნებათა მისთა,
3. და მივიდეს და ჰმსახუროს მან კერპთა და თაყუანი-სცეს მზესა, გინა მთოვარესა, გინა თუ ყოველსავე სამკაულსა ცისასა, რომლისაჲ მე არა უბრძანე მათ.
4. და აგრძნეთ, გამოიძიეთ, გამოიკითხეთ ფრიად და, თუ ჭეშმარიტად ყოფილიყოს სიტყუაჲ ეგე ბილწებისაჲ შორის ისრაჱლსა,
5. განიყვანო კაცი იგი გარეშე ქალაქსა, გინა თუ მამაკაცი იყოს, გინა თუ დედაკაცი იყოს, ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუდეს. და, რომელი-იგი მოკუდებოდის,
6. ორითა და სამითა მოწამითა მოკუედინ, ნუ ერთითა მოწამითა, ჴელნი პირველად მოწამეთა შეეხნედ.
7. მოკუდინებად სიკუდილისა თანამდებისა მის, და მაშინღა ყოვლისა მის ერისანი შემდგომად მათისა, მოისპენ უკეთური იგი თქუენ შორის.
8. ვერ თუ რაჲმე შესაძლებელ იყოს თქუენ შორის სიტყუაჲ საშჯელისაჲ, განგებასა განსაგებელისასა, ანუ განკითხვასა რასმე სასჯელისასა, ანუ იჭუისა მიმართ რაჲსმე გონებისასა, ანუ ცილობისათჳს რაჲმე სიტყვისა სასჯელისაჲსა ქალაქთა შინა შენთა, აღსდგე და აღხვიდე შენ ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან თქუენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა,
9. და მიხვიდე შენ მღდელთა მათ ლევიტელთა და მსაჯულნი იგი, რომელ იყვნენ მათ ჟამთა, და გამოიკითხონ სასჯელი იგი და გითხრან შენ განგებაჲ იგი სასჯელისა მის.
10. და ჰყო მსგავსად სიტყვისა მის, რომელცა-იგი გითხრან შენ ადგილისა მისგან, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და ეკრძალო მას ყოფად ყოვლისა მის მცნებისა სასჯელისაჲსა.
11. რომელ-იგი შჯული შეგითხრა შენ და რაჲცა გასწაონ შენ, ჰყო შენ მსგავსად სიტყჳსა მის მათისა, რაჲცა-იგი გრქუან შენ, არა გარდააქციო შენ მარჯულ, არცა მარცხლ.
12. იყოს თუ ვინმე კაცი და ამპარტავნებდეს და არა ერჩდეს სიტყუასა მღდელისასა მის, რომელ-იგი დგეს მსახურად სახელისა მის უფლისა ღმრთისა შენისასა, ანუ თუ მსაჯულთა მათ, რომელნი დგეს მათ ჟამთა, სიკუდილისა თანამდებ არს იგი კაცი, სიკუდილით მოკუედინ და მოისპენ ბოროტი იგი ეგევითარი შორის ისრაჱლსა.
13. რათა ყოველსა ერსა, რომელსა ესმეს, ეშინოდის და არღარა უსჯულოებდენ.
14. შე-თუ-ხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად მკვიდრობისა შენისა და დაეშენო მუნ და მოიჴსენო გულსა შენსა და სთქუა: ვიდგინო თავისა ჩემისა მთავარი, ვითარცა სხუათა ნათესავთა, რომელნი-იგი გარემო არიან ჩემსა.
15. არა იდგინო შენ სხუაჲ, არამედ რომელნიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთა, იგი დაიდგინო მთავრად შენ ზედა, რომელ არა ძმათა შენთაგანი იყოს.
16. ნუუკუე ერისკრება-ყოს და განამრავლოს შენ ზედა მჴედარი და მიაქციოს ერი ეგე მუნვე ეგვიპტედ, რამეთუ უფალმან ესრე თქუა: არღარა შესძინოთ თქუენ მერმე მოქცევად გზასავე ამას.
17. და ნუ განიმრავლებნ თავისა თვისისა ცოლებსა, რათა არა განდრკეს გული მისი, ოქროსა და ვეცხლსა ნუ შეიკრებნ ძლიერად.
18. და იყოს, რაჟამს დაჯდეს საყდართა მათ ზედა მთავრობისა მისისათა და გარდაწეროს წიგნი ესე მეორისა სჯულისაჲ წიგნთა
19. მღდელთაგან და ლევიტელთა და იყოს მის თანა მარადის და ჰკითხვიდეს მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, რათა შეისწაოს შიში უფლისა ღმრთისა თჳსისაჲ და დაიმარხნეს ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი და ყოს ესე.
20. რათა არა აღმაღლდეს გული მისი ძმათაგან თჳსთა და გარდააქციოს სჯულისა მისგან მარჯულ, ანუ მარცხლ, რათა დღეგრძელ იყოს მთავრობასა მას ზედა მისსა იგი და შვილნი მისნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.
18
1. არა იყოს მღდელთა მათ ძეთა ლევისთა, ვითარცა სხუათა მათ ნათესავთაჲ ნაწილ და სამკვიდრებელ შორის ისრაჱლსა, არამედ შესაწირავნი იგი უფლისანი იყვნედ ნაწილად მათა და მას ჭამედ.
2. ხოლო სხუაჲ ნაწილი არა აქუნდეს, არამედ უფალი ნაწილ იყავნ
3. მღდელთა მათ ერისა მისგან, რომელნი-იგი შესწირვიდენ მსხუერპლთა მათ, გინა თუ ზუარაკსა, გინა თუ ცხოვარსა, მიეცენ მღდელსა მას ნაწილად აღსაბმელი და ღაწუნი კოჭანითურთ.
4. და პირველ იფქლისაჲ და ღვინისაჲ და ზეთისაჲ და პირველი ნარისუელი ცხოვართა შენთაჲ მისცე მას.
5. რამეთუ იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან თავისა თჳსისა ყოველთაგან ნათესავთა დადგინებად მისა მსახურებად უფლისა, იგი და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა.
6. მო-თუ-ვინმე-ვიდეს ლევიტელი ერთი, რომლისავე ქალაქისა ძეთა მათ ისრაჱლისათა, სადაცა ვინ დამკვიდრებულ იყოს და რამეთუ გულმან ჰრქუა მას მოსლვად და მსახურებად ადგილსა ამას, რომელი-იგი გამოირჩია უფალმან
7. სამსახურებულად უფლისა ღმრთისა, ვითარცა ყოველთა ამათ ძმათა ძეთა ლევიტელთა, რომელნი დგენ წინაშე უფლისა.
8. ეგრეცა მას მიეც ნაწილი საჭმლად, გარნა სასყიდელისა მისგან ნათესავთაჲსა არა სცე მას.
9. უკეთუ შეხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, ნუ ისწავებ შენ საქმედ მსგავსად ბილწებისა მის მათ წარმართთაჲსა.
10. ნუ ვინ იპოვებინ შენ შორის, რამეთუ შესწვიდეს ძესა თვისსა, გინა თუ ასულსა თჳსსა ცეცხლითა, ანუ თუ იმისნიდეს მისნობითა, ანუ ჰავსა იზმნიდეს ჰავთა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა,
11. ანუ გრძნეულ გრძნებითა, ანუ თუ ულუკთმკითხველი, ანუ სასწაულით მკუდართა მკითხველი.
12. რამეთუ ბილწი არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმოდის ამას ყოველსა, რამეთუ ამის ყოვლისა ბილწებისათჳს მოსრნა იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა.
13. არამედ სრულ იყავ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
14. ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნთა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან.
15. რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი.
16. ისმინეთ მსგავსად ყოვლისა მის, რომელი-იგი ითხოვე უფლისა ღმრთისა შენისაგან ქორებს ჟამსა მას შეკრებისასა, რამეთუ სთქუათ: არღარა შევსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მის უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა. და ცეცხლი ესე დიდი არღარა ვიხილოთ მერმე, რათა არღარა მოვწყდეთ.
17. და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდეს. აწ
18. წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა.
19. და იყოს კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს ყოველნი იგი სიტყუანი მის წინაწარმეტყუელისანი, რომელსა-იგი ეტყოდის სახელითა ჩემითა.
20. მე შური ვიძიო მისგან და წინაწარმეტყუელი, რომელი უშჯულოებდეს და იტყოდის სახელითა ჩემითა სიტყუასა, რომელ მე არა უბრძანე მას სიტყუად და ანუ თუ ეტყოდის სახელითა ღმერთთა უცხოთაჲთა, სიკუდილით მოკუდეს იგი წინაწარმეტყუელი.
21. უკეთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარ მე უწყოდით სიტყუაჲ იგი უფლისა,
22. რომელსა-იგი უფალი არა ეტყოდის წინასწარმეტუელსა მას? სიტყუასა, რომელ-იგი იტყოდის წინაწარმეტყუელი იგი სახელით უფლისათა და სიტყუაჲ იგი არა იყოს მსგავსად წინაწარმეტყუელებისა მის მისისა, რომელსა-იგი ეტყოდა მას უფალი ღმერთი, ნუ შეუდგებით, რამეთუ უსჯულოებით მით თავისა თვისისაჲთა იტყოდა ცრუწინაწარმეტყუელი იგი.
19
1. უკეთუ მოსრვით მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი, რომელთაჲ-იგი მოგცეს უფალმან ღმერტთმან შენმან ქუეყანაჲ იგი დამკვიდრებად. და დაეშენო შენ ქალაქთა მათთა და სახლთა მათთა.
2. სამი ქალაქი გამოირჩია უფალმან თავისა შენისა ქუეყანისა მისგან, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
3. აღიწონე გონებასა შენსა გზაჲ იგი მისი და სამად ნაწილად განჰყო საზღვარი იგი მის ქუეყანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და განუყო შენ ნაწილად თითოჲ ქალაქი და იყოს იგი შესავედრებელად კაცისმკლველთა.
4. და ბრძანებაჲ ესე იყოს კაცისა მკლველისა მის ზედა, რომელ-იგი მეოტ იქმნეს და შევარდეს ქალაქსა მას, განერეს.
5. რომელმან მოკლას მოყუასი იშვით, არანებსით, არცა ზაკვით, არც ყოფილ იყოს გული მისი სიძულილით მისა მიმართ გუშინ, გინა თუ ძოღან. შე-თუ ვინმე-სრულ იყოს ტყესა შეშისა კრვად მოყუასისა თანა დაცემასა მას ცულისასა, განერეს ჴელთა მისთა და მახვილი იგი ეცეს მოყუასსა მას თჳსსა და მოკუდეს, ეგევითარი იგი ივლტოდის და შევარდეს ერთსა ქალაქთა მათგანსა,
6. რათა არა მახლობელმან ვინმე მის სისხლისამან დევნა-უყოს მომკლველსა მას, განჴურვებითა მით გულისაჲთა ეწიოს მას და მოკლას, რამეთუ შორს იყოს გზაჲ მისი და იგი არა თანამდებ იყოს, რამეთუ არა მტერობით, ანუ სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან.
7. ამისთჳს განმცნებ შენ სიტყუასა ამას, რათა გამოჰყუნე შენ სამნი იგი ქალაქნი განსარინებელად მკლველთა მათ.
8. უკეთუ განვრცობით განგივრცნეს უფალმან ღმერთმან შენმან საზღვარნი იგი შენნი, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა და მოგცეს შენ ყოველი-იგი ქუეყანაჲ, ვითარცა-იგი ეტყოდა მამათა შენთა.
9. უკეთუ სმენით ისმინნე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა ჩემთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი გზათა მისთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, შესძინო შენ სამიღა ქალაქი სხუაჲ სამთა მათ ქალაქთა,
10. რათა არა დაითხეოდის სისხლი უბრალოჲ ქუეყანასა მას შენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ დამკვიდრებად და ნუმცა იპოების შენ შორის თანამდებ სისხლისა.
11. უკეთუ იყოს ვინმე კაცი, რომელსა სძულდეს მოყუასი იგი თჳსი მტერობით და უმზიროს მას და აღდგეს მის ზედა და მოკლას და შევარდეს ერთსა ქალაქთაგანსა,
12. მიავლინეთ ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გამოიყვანეთ მიერ. და მიეცეს იგი ჴელთა შურისმგებელისა მის სისხლისასა და მოკლან იგი.
13. და ნუ დაჰრიდებნ თუალი მისი და ნუცა შეიწყალებნ მას და განსწმიდო სისხლი იგი უბრალოჲ ისრაჱლსა შორის და კეთილი გეყოს შენ.
14. ნუ გარდასცვალებ საზღვართა, რომელ დაამტკიცნეს მამათა შენთა სამკვიდრებელსა მას შენსა ქვეყანასა მას ზედა, რომელსა დაგამკვიდროს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
15. წამებასა ერთისა მოწამისასა ნუ თავს-იდებთ, რომელი წამებდეს ყოვლისავე უსჯულოებისათჳს და ცოდვისათჳს რომლისავე კაცისა მიმართ. რამეთუ ორითა და სამითა მოწამითა დაემტკიცების ყოველივე სიტყუაჲ.
16. წარმო-თუ-ვინმე-დგეს ცრუმოწამე რომლისავე კაცისათჳს და იტყოდის უსჯულოებასა,
17. წარმოდგედ ორნივე იგი კაცნი და იტყოდედ წინაშე უფლისა და წინაშე მღდელთა და წინაშე მსაჯულთა, რომელნი იყუნენ მათ ჟამთა.
18. და გამოიკითხონ მათ ჭეშმარიტებით და თუ იპოვნენ კაცი იგი წამებასა მას ზედა ცრუსა, სიცრუით წამებდა მოყუსისა მისისათჳს.
19. და ვახად აღუდგა მას და უყვედ მას მსგავსად სიბოროტისა მისისა, რომელ-იგი ზრახა ყოფად მოყუსისა მის თჳსისათჳს და მოსპეთ ეგევითარი იგი ბოროტი თქუენ შორის,
20. რათა ნეშტთა მათ, რომელნი-იგი დაშთენ, ეშინოდის და არღა შესძინონ საქმედ ბოროტისა რაჲთურთით.
21. ნუ ჰრიდებნ თუალი შენი ეგევითარსა მას, სული სულისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, ჴელი ჴელისა წილ, ფერჴი ფერჴისა წილ, რაჲცა ვინ უყოს მოყუასსა თჳსა, მიეგოს მას.
20
1. გან-თუ-ხვიდოდი შენ წყობად მტერთა შენთა და იხილო მუნ ვაშტი და მჴედრები და გუნდები ერთა მრავალთაჲ უძლიერესი შენსა, ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგვიპტით.
2. და იყოს, რაჟამს მიეახლო შენ ადგილსა მას განსაწყობელსა, წარდგეს მღდელთმოძღუარი იგი
3. და თქუას: ისმინე, ისრაჱლო, თქუენ გამოსრულ ხართ, ეგრე, დღეს წყობად მტერთა მათ თქუენთა, ნუ და აღჴსნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა გეშინინ მათგან, ნუ დაბრკოლდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა დაჰრიდებთ პირსა მათსა,
4. რამეთუ უფალი ღმერთი თქუენ თანა არს, რომელი წინაგიძღვის თქუენ, რათა სძლოთ დაცემად მტერთა თქუენთა და განგარინნეს თქუენ ჴელთაგან მათთა,
5. მერმე წარდგენ შჯულისმწიგნობარნი იგი, ეტყოდიან ერსა მას და ჰრქუან: ეშენოს თუ ვისმე კაცსა თქუენგანსა სახლი ახალი და სატფური არა ეყოს მას შინა, განვედინ ჩუენგან და მიიქეცინ მუნ სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა და სხუაჲ კაცი მოვიდეს და სატფურ იყოს მას შინა.
6. და ესხას თუ ვინმე კაცსა რქაჲ და არღა ეხაროს მისგანი, წარვიდეს და მიიქცეს სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა, და სხუაჲ კაცი მოვიდეს და იხარებდეს მას.
7. და ეთხოვოს თუ ვისმე კაცსა ცოლი და არღა შეერთოს, წარვედინ და მიიქეცინ სახიდვე თვისა. ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას და სხუამან კაცმან შეირთოს ცოლი იგი მისი.
8. მერმე შესძინოს მწიგნობართა მათ ერისა მის მიმართ და თქუან, იყოს თუ ვინმე კაცი გულმედგარ და შეშინებულ იყოს გული მისი, წარვედინ და მიიქეცინ სახიდ თვისა, რათა არა მედგროს გული ძმისაჲ მის, ვითარცა-იგი მისი იყოს შეშინებულ.
9. და იყოს, რაჟამს დადუმნენ მწიგნობარნი იგი სიტყვისა მისგან, რომელსა-იგი ეტყოდიან ერსა მას, დაადგინედ მთავარნი და ერისთავნი და წინამძღუარნი ერსა მას ზედა.
10. მი-თუ-უჴდეთ ქალაქსა რომელსამე ბრძოლად, პირველად მშვიდობითღა ეტყოდეთ.
11. და თუ მშვიდობისა სიტყუაჲ მოგიგონ თქუენ, და სიმდაბლით დაგემორჩილნენ თქუენ და იყავნ ყოველი იგი ერი დამორჩილებულ მოხარკე თქუენდა.
12. და უკეთუ არა გერჩდენ თქუენ და ბრძოლად გამოგეწყვნენ თქუენ, გარემოადგე და მოიცვა იგი.
13. და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრა ყოველი მამაკაცი და წული ყრმაჲ მათი.
14. ხოლო დედები მათი, ფასი და მონაგები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი, რაჲცა იპოოს ქალაქსა მას, საცხორებელი მათი წარმოიღო ტყუედ. და შჭამდე შენ ნატყუენავსა მას მტერთა შენთასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ.
15. ესრე უყო ყოველთა მათ ქალაქთა, რომელნი-იგი განშორებულად იყვნენ შენსა, რომელ-იგი არა ნათესავისა მისგანისა წარმართთაჲსა იყვნენ.
16. ხოლო ქალაქთა მათთჳს წარმართთაჲსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ დამკვიდრებად, მოსრვით მოსრნე იგინი და არა დაუტეო მას შინა ცოცხალი ერთიცა მშუმინვიერი, რომლისა თანა იყოს სამშვინველი ცხოველი.
17. არამედ წყევით დასწყევნე იგინი, ქეტელი იგი და ამორეველი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, და ეველი იგი, და გერგესეველი იგი და იაბოსელი იგი, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,
18. რათა არა გასწაონ შენ ყოველი იგი საქმე ბილწებისაჲ, რომელსა-იგი იქმოდეს კერპთა მიმართ მათთა და გაცთუნონ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
19. უკეთუ მიხვიდე და გარემოადგე რომელსამე ქალაქსა, და მოიცვა იგი და ჰბრძოდი მას ბრძოლითა მრავალ დღე, ნუ დაჰკაფ შენ ნერგსა მათსა მახჳლითა შენითა, არამედ ჭამით შჭამდე შენ მათ, ნუ მოჰკვეთ შენ ხესა ხილისა გამომღებელსა პატნეზად, შესაცველად გამოსაპყრობელად მისა.
20. არამედ იგი ძელი მოჰკაფო, რომელი უწყოდი, ვითარმედ არა ხილისა გამომღებელი იყოს, და დამოაქმნა მას გარემო საბრძოლად ქალაქსა მას, ვიდრემდის უფალმან ღმერთმან მოგცეს ქალაქი იგი ჴელთა შენთა.
21
1. იპოოს თუ ვინმე წყლული ქუეყანასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და არა ვინ უწყოდის, რომელმან წყლა იგი.
2. გამოვიდეს ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისაჲ მის მსაჯულითურთ და მოზომონ ქალაქი იგი, რომელ-იგი იყოს გარემოჲს წყლულსა მას და რომელი ქალაქი ეხოს მას, გამოიბან ქალაქისა მისგან
3. მოხუცებულთა მათ დიაკეული ერთი ზროხათაგან, რომელი არა შეხებულ იყოს უღელსა და არცა საქმე რაჲ ექმნას,
4. და შთაიბან იგი ჴევსა ერთსა ძნელსა, რომელი არა დაჴნულ იყოს მოხუცებულთა მათ მის ქალაქისათა და კართნი დაჰკუეთნენ დიაკეულსა მას ჴევსა მას შიდა.
5. და წარდგენ ლევიტელენი იგი მღდელნი, რამეთუ იგინი გამოირჩინა უფალმან ღმერთმან წარდგომად წინაშე მისა და კურთხევად სახელისა მის მისისა პირითა მათითა ყოვლისათჳს იჭვისა და ყოვლისათჳს ჴდომისა.
6. და ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისა მის, რომელი-იგი მახლობელ იყოს წყლულისა მის, დაიბანნენ ჴელნი მათნი თავსა ზედა მის დიაკეულისასა [ ] დაკუეთილისა ჴევსა მას შინა.
7. და თქუან, ჴელთა ჩუენთა არა დასთხიეს სისხლი ესე და არცა თუალთა ჩუენთა იხილეს.
8. ლხინებაჲ იყავნ ერისა ამის შენისა ისრაჱლისა, რომელ-ესე იჴსენ ქუეყანისა მისგან ეგვიპტელთაჲსა და ნუ ეკითხვინ სისხლი ესე უბრალოჲ ერსა შენსა ისრაჱლსა. და განწმიდნენ იგინი სისხლისა მისგან ეგვიპტელთაჲსა.
9. და ნუ ეკითხვის სისხლი ესე უბრალოჲ ერსა შენსა ისრაჱლსა. და განწმიდნენ იგინი სისხლისა მისგან და თქუენ განიწმიდენით თავნი სისხლისა მისგან უბიწოჲსა, რათა კეთილი გეყოს თქუენ, რაჟამს ჰყოთ კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.
10. უკეთუ განხვიდე ბრძოლად მტერთა შენთა და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და წარმოსტყუენო ნატყუენავი იგი მათი.
11. და იხილო შენ ნატყუენავსა შორის დედაკაცი ქმნულკეთილი და შეგიყუარდეს შენ, და გინდეს ცოლის-ყოფაჲ მისი.
12. და შეიყვანო იგი სახიდ შენდა და დაჰყჳნო თავი მისი,
13. და მოუყუნე ფრჩხილნი მისნი, და განსძარცო ყოველი იგი სამოსელი ტყუეობისა მისისაჲ. და ჯდეს სახლსა შენსა, სტიროდის მამა-დედასა თჳსსა თთუე ერთ, მაშინღა შეხჳდე და შეირთო იგი და იყოს მიერითგან იგი შენდა ცოლად.
14. უკეთუ იყოს და არა რაჲმე სათნო გეყოს შენ, გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული და სყიდით არა განჰყიდო იგი ვეცხლად და არცა შეურაცხ-ჰყო იგი, რამეთუ აგინე.
15. ესხნენ თუ ვისმე კაცსა ორ ცოლ, და ერთი მათგანი საყუარელ იყოს და ერთი საძულელ, და უსხნენ მათ ორთავე ნაშობ, საძულელმანცა და საყუარელმანცა. და პირმშო უხუცეს იყოს საძულელისაჲ მის დღესა მას განყოფისასა და წილის-გდებისასა.
16. რაჟამს განჰყოფდეს ნაყოფსა მისსა შვილთა მისთა სამკვიდრებელად, ნუ ახუცებნ შვილსა მას საყუარელისასა უხუცესსა მას შვილსა საძულელისასა, ნუცა შეურაცხ-ჰყოფნ პირმშოებასა მისსა,
17. არამედ უხუცესი იგი ნაწილი მის საძულელისასა მიეცენ შენდობით, მრჩობლი ყოვლისავე მისგან ფასისა მისისა, რაჲცა იყოს ჴელსა შინა მისსა. რამეთუ იგი არს დასაბამი შვილებისა მისისაჲ და მისდა წეს არს პირმშოებაჲ იგი.
18. იყოს თუ ვისიმე შვილი ურჩ და ხისტ და არა ერჩდეს სწავლასა მამა-დედათა მისთასა,
19. შეიპყრან იგი მამა-დედათა მისთა და მოიყვანონ იგი წინაშე კრებულსა მას მოხუცებულთა ერისა ქალაქისათა და კარსა მას, სადა სასხდომელი იყოს კაცთაჲ მათ მის ქალაქისათაჲ.
20. და თქუან შვილი ესე ჩუენი ურჩ არს და ხისტ და უზავ და არა მერჩის ჩუენ, და არცა ისმინის ჴმაჲ სწავლისა ჩუენისაჲ, და ჭამს, და სუამს და განსცხრების მომთრვალეთა თანა.
21. მოიყვანონ იგი კაცთა მათ ქალაქისათა და ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუდეს, რათა მოისპოს უკეთური იგი თქუენ შორის. და ყოველსა ისრაჱლსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს.
22. იყოს თუ ვის ზედამე სიკუდილისა თანამდებისა და მოკლან იგი და ჯუარს-აცვან,
23. არა დაუტეოთ გუამი იგი მისი ჯუარსა ზედა, არამედ გარდამოიღო იგი და დაჰფლა მასვე დღესა, დაწყეულ არს უფლისა მიერ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა და ნუ შეაბილწებთ ადგილსა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.
22
1. ნუ უგულებელს-ჰყოფ ზროხასა, გინა თუ ცხოვარსა შეცთომილსა ძმისა შენისასა, ნუ უდებ-ჰყოფ მას, არამედ მოქცევით მოაქციო იგი და მისცე ძმასავე მას შენსა.
2. უკეთუ შორს იყოს უფალი იგი მისი ადგილობანს, ნუ დაუტევებნ მას, არამედ მოსერო იგი და შეასხა სახიდ შენდა, და რაჟამს ეძიებდეს ძმა იგი შენი, მისცე მას.
3. ეგრეცა კარაული მისი ჰყო, ეგრეცა ფიჩჳ მისი ჰყო, ეგრეცა სამოსელი მისი ჰყო, ეგრეცა ყოველი ჰყო, რაჲცა წამებულ იყოს ძმისა მის შენისა, რაჟამს ჰპოო იგი, არა უგულებელს-ჰყო იგი, არამეღ აღიღო იგი და მისცე მას.
4. ნუ უგულებელს-ჰყოფ კარაულსა ძმისა შენისა, ანუ თუ ვირსა, ანუ თუ ჴარსა, რომელი დაცემულ იყოს გზასა ზედა, არამედ შეეწიო მას და აღადგინო იგი.
5. ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.
6. უკეთუ ჰპოვნე სადამე შენ მართუენი მფრინველისანი ბუდეთა ზედა, ანუ თუ ხეთა ზედა, ანუ თუ ქუეყანასა, ანუ თუ მართუენი, ანუ კუერცხნი, და დედაჲ იგი ზედა ჯდეს, ანუ აცხობდეს, ანუ თუ ზრდიდეს, ნუ წარმოჰკრებ მართუეთა მათ დედითურთ.
7. არამედ დედაჲ იგი განტევებით განუტეო, ხოლო მართუენი იგი წარმოჰკრიბნე, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო.
8. იშენებდე თუ სახლსა ახალსა ბედედად, არდაბაგი გარემოჲს მოაქმნე კედელთა მისთა, რათა არა გარდავარდეს, რომელი-იგი გარდავრდომად იყოს და შეიქმნეს კაცის-კლვაჲ სახლსა შენსა.
9. ვენაჴსა შინა შენსა ყანასა ნუ დასთესავ და ნუცა ორს ლარკს ჰყოფ მას, რამეთუ არა განწმიდნეს ნაყოფი იგი თესულისა მის შენისაჲ ნაყოფისა მის ვენაჴისა თანა.
10. ნუ ჰჴნავ ჴარითა და ვირითა ერთად, ნუ შეიმოს სამოსელსა, რომლისაჲ მატყლი და სელი შერთულად მოქსოვილ იყოს.
11. სადგმელთა იქცევისთა ნუ დაადგამ ოთხთავე კიდეთა სამოსლისა შენისათა, რომელ შეიმოსო შენ.
12. უკეთუ ისუას ვისმე ცოლი
13. და მოიძულოს იგი,
14. და მიზეზით სიტყუასა დასდებდეს მას და სახელსა ბოროტსა განუჴდიდეს მას და თქუას: არა ქალწული დავიპყარ დედაკაცი ესე,
15. მოიყვანონ დედამან და მამამან მის ქალისამან წინაშე კრებულსა მას მოხუცებულთა მის ქალაქისათა მსგავსად ქალწულებისა მისისა.
16. და ბჭეთა ზედა თქუან მამა-დედათა მის ქალისათა მოხუცებულთა მათ წინაშე: ესე ასული ჩუენი მივეცით კაცსა ამას ცოლად.
17. და ესე სიძულილით მიზეზსა უკრებს და დასდებს სიტყუასა, ვითარმედ: ასული ესე შენი არა ქალწული დავიპყარო, განსძარცონ სამოსელი მისი და განიხილონ იგი მსგავსად ქალწულებისა წინაშე ერისა მის და თუ ქალწული იყოს,
18. მოიყვანონ კაცი იგი მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გუემონ იგი,
19. და აზღვიონ მას ათასი სასწორი ვეცხლი და მისცენ მამასა მის ქალისასა, რამეთუ სახელი ბოროტი განუჴდა ქალწულსა მას ისრაჱლისასა. და ქალი იგი მისცენ მასვე ცოლად და იყოს მის თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
20. უკუეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი და არა იპოოს ქალწულებაჲ ქალისა მის თანა,
21. გამოიყვანონ ქალი იგი და მოიყვანონ კართა მამისა თჳსისათა და ქვაჲ დაჰკრიბონ მას კაცთა მის ქალაქისათა და მოკუდეს, რამეთუ უგუნურებაჲ ყო მან შორის ისრაჱლსა და შეაგინა სახლი იგი მამისა თჳსისა და მოისპოს ბოროტი იგი შენ შორის.
22. და თუ ვინმე შეიპყრას მამაკაცი ქმრისცოლისა თანა სიძვასა, მოსწყვიდნეთ ორნივე იგი ერთად მამაკაციცა და დედაკაციცა და მოსპო ბოროტი იგი შორის ისრაჱლსა,
23. იყოს თუ ვინმე ქალი ქალწული და განთხოვილ იყოს და შეიპყრას სხუამან კაცმან ქალაქსა შინა და შეაგინოს იგი,
24. გამოიყვანეთ იგი გარეშე ქალაქსა მათსა და ქვაჲ დაჰკრიბონ მათ და მოწყდენ ქალსა მას მით, რამეთუ არა ჴმა-ყო მამაკაცსა ამით, რამეთუ აგინა ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ და მოისპენ ბოროტი იგი თქუენ შორის.
25. და-თუ ვინმე-აპყრას კაცმან ველსა გარე ქალი განთხოვილი და მჰძლავროს და დაიწანოს იგი, მოკუედინ მამაკაცი იგი, რომელმან დაიწანა.
26. ხოლო ისრაჱლსა მას ნურა ევნებინ, რამეთუ არა თანა-აც მას ბრალი სიკუდილისაჲ, რამეთუ ვითარცა კაცმან, რომელმან დააპყრის კაცი ველსა ზედა და მოკლის, იგი საქმე წარჴდა ქალსა ამას.
27. რამეთუ ველსა დაეპყრა, ღაღადებდა და არა ვინ შეეწია მას.
28. შე-თუ ვინმე-იპყრას ქალი ქალწული განთხოვილი, ველსა ჰმძლავროს და დაიწანოს იგი და გამოჩნდეს,
29. მიეცინ კაცმან მან მამასა მის ქალისასა ერგასი სატირი ვეცხლი და ქალი იგი იყავნ მისავე ცოლად, რამეთუ აგინა იგი, და ნუ უფლიედ განტევებაჲ მისი ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
30. ცოლსა მამისა შენისასა ნუ ცოლს-იყოფ, რათა არა განცხადო სარცხვენელი მამისა შენისაჲ.
23
1. კუდური და დუმაკ კუეთილი ნუ შეიწირვინ ტაძრად უფლისა.
2. ძაღლისა სასყიდელი და სიძვისა სასყიდელი ნუ შეიწირვიედ ტაძრად უფლისა.
3. ამანიტელი და მოაბელი ნუ შევლენედ სახიდ უფლისა ვიდრე ათამდე ნათესავად, ნუცა უკუნისამდე ჟამთა.
4. რამეთუ არა მოგეგებვოდეს თქუენ პურითა და წყლითა, რაჟამს გამოხუედით თქუენ ქუეყანით ეგვიპტით, არამედ სასყიდლით მოიყვანეს ბალამი, ძე ბეორისი, შორის მდინარეთა მათ წყევად თქუენდა.
5. და არა უნდა უფალსა ღმერთსა სმენად ბალამისი, არამედ გარდააქცია წყევაჲ იგი კურთხევად თქუენდა, რამეთუ შეგიყუარნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან რაჲთურთით.
6. კითხვაჲ არა მისცე მას, არცაღა მშჳდობასა იტყოდი მათა მიმართ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა.
7. ნუ გძაგნ შენ იდუმელი იგი, რამეთუ ძმაჲ შენი არს, ნუ გძაგნ შენ მეგვიპტელი იგი, რამეთუ მწირ იყავ შენ ქუეყანასა მათსა.
8. და-თუ-ემკჳდროს შენ შორის და ესხნენ მას შვილ, მესამე იგი ნათესავი მისი შევიდეს სახლსა უფლისასა.
9. გინათუ ხვიდოდი წყობად მტერთა შენთა, დაიცევ თავი შენი ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა.
10. იყოს თუ ვინმე შენ შორის ხაშმ და უწრდოდის საფსმელი მისი ღამე, განვედინ გარეშე ბანაკსა მას და ნუ შემოვალნ ბანაკად.
11. და მერმე მიმწუხრი დაიბანენ გუამი მისი წყლითა და მზისა დასლვასა შემოვედინ ბანაკსავე მას.
12. და ადგილი ერთი განჩინებულ იყავნ შენდა გარეშე ბანაკსა მას, რომელსა განხვიდოდი შენ.
13. და მანაჲ ერთი იყავნ გამობმულ სარტყელსა შენსა და სადა-იგი დასდგე, აღმოსთხარო და დაჰფარო საძაგელებაჲ იგი სარცხჳნელისა მის შენისაჲ.
14. რამეთუ უფალი ღმერთი შენი გარდამოსრულ არს და იქცევის ბანაკსა შენსა განრინებად შენდა და მოცემად მტერთა შენთა წინაშე პირსა შენსა, რათა იყოს ბანაკი იგი შენი წმიდა და არა გამოჩნდეს შენ შორის საქმე საძაგელებისაჲ. და გარე მიიქციოს უფალმან პირი შენგან.
15. მონაჲ რომელ შემოვედრებულ იყოს შენდა, ნუ მისცემ ჴელთა უფლისა თჳსისათა,
16. რომელი შეყოფილ იყოს შენდა და ჯდეს შორის ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა სთნდეს მას, ნურას აჭირებნ მას.
17. ასულთაგანი ისრაჱლისთაჲ, ნუ იქმნებინ როსპიკ და ნუცა იპოებინ მამაკაცი მეძავ ძეთაგანი ისრაჱლისთაჲ,
18. ნუ შესწირავ შენ სასყიდელსა სიძვისასა, ნუცა ნაცვალსა ძაღლისასა სახიდ უფლისა ღმრთისა შენისა, ნუ შესწირავ ყოველსავე შინა აღნათქუემსა, რომელ აღგითქუას შენ, რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ორივე ეგე.
19. ნუ მოჰჴდი ძმასა შენსა აღნადგინებსა ვეცხლისასა, ნუცა აღნადგინებსა საჭმლისასა,
20. ნუცა ყოველსა აღნადგინებსა სესხისა მის შენისასა, რომელ ავასხე ძმასა მას შენსა, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ ზედა საქმეთა შენთა ქუეყანასა მას, რომელსა შეხჳდე დამკჳდრებად მუნ.
21. აღ-თუ-უთქუა აღნათქუემი უფალსა ღმერთსა შენსა, არა დააყენო აღსრულებაჲ მისი, რამეთუ მიჴდით მიუჴადოს იგი უფალმან ღმერთმან შენგან და იყოს შენდა ცოდვაჲ.
22. უკეთუ არა აღუთქუა შენ, არარაჲ ცოდვაჲ არს შენდა,
23. გარნა რომელ აღმოჴდეს ბაგეთა შენთა, დაიმარხე და ყავ, ვითარცა აღუთქუ უფალსა ღმერთსა შენსა მისაცემელი, რომელსა იტყოდა პირი შენი.
24. შთა-თუ-ჰჴდე ყანასა მოყუსისა შენისასა თავის-კრებად, მანგლითა, ნუ მოჰმკი ყანასა მას მოყუასისა შენისასა,
25. შთა-თუ-ჰჴდე ვენაჴსა მოყუსისა შენისასა ჭამად ყურძნისა, ჭამე, რავდენცა უნდეს სულსა შენსა, წიაღთა ნუ ჩაიდებ, ნუცა სხუასა რას ჭურჭელსა.
24
1. მო-თუ ვინმე-იყვანოს ცოლი და შეირთოს იგი და არა სათნო ეყოს, ანუ თუ და-რაჲმე-აპყრას მის თანა საქმე ჯერკუალი, დაუწერენ მას წიგნი განსატევებელი და მიეცინ ჴელთა მისთა და გამოავლინენ იგი სახლით მისით.
2. მი-თუ უკუე-ვიდეს დედაკაცი იგი
3. და ცოლ-ეყოს სხუასა ქმარსა და მოიძულოს იგი უკანაჲსკნელმანცა ქმარმან, დაუწერენ მანცა წიგნი განსატევებელი და მიეცინ იგი ჴელთა მისთა და განავლინენ იგი სახლით თჳსით, უკეთუ მოკუდეს უკანაჲსკნელ იგი ქმარი, რომელმან შეირთო დედაკაცი იგი,
4. ვერ ჴელ-იწიფოს პირველმან მან ქმარმან, რომელმან განუტევა იგი მიქცევად და მიყვანებად მისა ცოლად შემდგომად შეგინებისა მისისა, რამეთუ ბილწ არს წინაშე, უფლისა ღმრთისა თქუენისა და ნუ შეაგინებთ ადგილსა მას, რომელ მოგცეს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.
5. შე-თუ ვინნე-ირთოს ცოლი ახლად, ღუაწიდ ნუ განვალნ იგი, და ნუცა შეერევინ იგი რომელსავე საქმესა ჯერკუალსა, არამედ წმიდად ეგენ იგი სახლსა თჳსსა წელიწად ერთ და ახარენ ცოლსა მას თჳსსა, რომელცა-იგი შეერთოს.
6. ნუ სადა იჴუთავ შენ ფქჳლსა ზედა კერძოსა, ნუცა ქვეკერძოსა, რამეთუ სულთა მიჴუთვასა მსგავს არს იგი.
7. უკეთუ ჴელთ-სადმე-იდვას კაცი მპარავმან ნათესავთაგანი თჳსთა ძეთა მათ ისრაჱლისათა, და ჰმძლავროს და განყიდოს იგი, მოკუედინ კაცი იგი და მოისპენ ბოროტი იგი შორის თქუენსა.
8. ეკრძალე თავსა შენსა, იგულე, ერიდებოდე კეთროვნებისაგან, დაიმარხო და ჰყო, რაჲ-იგი გასწაონ შენ მღდელთა მათ ლევიტელთა, რაჲცა-იგი გამცნო თქუენ დამარხვად და ყოფად.
9. მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან მარიამსა, რაჟამს გამოხვიდოდეთ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.
10. თანა-თუ რაჲმე-ედვას თანანადები მოყუასსა მას შენსა რაჲვე თანანადები, ნუ შეხუალ შენ ჴუთვად სახლსა მისსა.
11. არამედ გარეშე დასდგე და მოსთხოვო ნაჴუთევი იგი თანამდებსა მას შენსა და გარე გამოართვან მან ნაჴუთევი იგი.
12. უკუეთუ უპოვარ იყოს კაცი იგი, ნუ დაადგრებინ ნაჴუთევი იგი მას დღესა შენ თანა,
13. არამედ მიცემით მისცე მას სამოსელი იგი მისი მიმწუხრი, დასლვასა მზისასა და შეიმოსოს იგი მან და გაკურთხევდეს შენ და რათა შეგრაცხოს შენ იგი ქველისსაქმედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
14. ნუ მოხუეჭ სასყიდელსა მორეწესა უპოვარსა მას და ნაკლულევანსა, რომელი იყო ნათესავისა შენისაგან, ნუცაღა მწირსა მას და მსხემსა, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყოს ქუეყანასა შენსა ქალაქთა შინა შენთა.
15. არამედ მასვე დღესა მისცე მას სასყიდელი იგი მისი, ნუ დააღამებ მას მას ზედა, რამეთუ უპოვარ არს იგი და იგი არს სასო მისა, ნუუკუე ღაღადბდეს შენთჳს უფლისა მიმართ და შეგერაცხოს იგი ცოდვად.
16. ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.
17. ნუ განსდრეკ სარჩელსა მწირისასა, ნუცა ობლისასა, ნუ მოჰჴუთავ ფიჩუსა ქურივსა.
18. მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგჳპტეს და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ამისთჳს გამცნებს შენ ყოფად სიტყუათა ამათ.
19. ჰმკიდე თუ სამკალსა შენსა და დაგიშთეს შენ, მუნ მჭელეული, ნუ უკუნიქცევი აკრებად დაშთომილსა მას თავისა შენისასა, არამედ გლახაკისა მის იყავნ იგი, და მწირისა მის, ობლისა და ქურივისა მის, რათა კეთილი გეყოს შენ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა დღეთა მათ შინა საქმეთა ჴელთა შენთასა.
20. მო-თუ-ისთულებდე შენ ზეთისხილსა შენსა და დაგიშთეს, ნუ უკუნიქცევი მოკუფხულად დაშთომილისა მის, არამედ ნაკლულევანმან მან მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკუფხლონ იგი.
21. მო-თუ-ისთულებდე შენ საყურძნესა შენსა და დაგიშთეს მისგანი, ნუუკუე იქცევი მოკუფხულად, არამედ მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკრიბონ იგი.
22. მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქვეყანასა მას ეგჳპტისასა. ამისთჳს გამცნებ ყოფად ყოველსა ამა სიტყუასა.
25
1. იყოს თუ ვისიმე სიტყუაჲ ჴმობისაჲ ორთა კაცთა შორის ერსა მაგას და წარდგეს იგი საშჯელად, განსაჯენით იგინი მართლიად და განამართლეთ და განაცრუეთ ცრუჲ იგი.
2. და იყოს ღირს გუემისა ცრუჲ იგი, დასუა იგი წინაშე მსაჯულთა მათ და ჰგუემო იგი მათ წინაშე შემსგავსებულად უსჯულოებისა მისისა
3. რიცხჳთ ორმეოც, ნუ შეუმატებ მას უფროჲს, უკეთუ შემატო გუემასა მას, იკდიმოს ძმაჲ იგი წინაშე შენსა.
4. ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ.
5. და-თუ-მკჳდრებულ იყვნენ შენ შორის ორნი ძმანი ერთად და მოკუდეს ერთი იგი მათგანი და ცოლი იგი მისი უშვილო დაშთეს, ნუ განვალნ იგი ქმრისა უცხოსა, არამედ ძმამან მისმან მიიყვანოს იგი და შეირთოს ცოლად.
6. და თუ ესუას მისგანი შვილი, დაადგინოს იგი სახელად ძმისა მის თჳსისა მომკუდრისა. მიუგოს და ჰრქუას: ესე ეყავნ კაცსა, რომელმან არა ინებოს აღშენებად სახლი ძმისა მის მისისაჲ და ერქუას მას სახელი შორის ისრაჱლსა სახლი ჴამლთწარჴდილისაჲ, იბრძოდიან თუ ორნი კაცნი ურთიერთას მოყუასნი და მივიდეს ცოლი ერთისა მის მათგანისაჲ განრინებად ქმრისა მისსა მგუემელისა მისგან, და მიყოს ჴელი მისი და შებმა-უყოს მჩობლთა მისთა, წარვჰკუეთო ჴელი მისი და არა შეიწყალოს იგი თუალმან შენმან.
14. ნუ იპოების ჭურჭელსა შენსა შორის სასწორი ერთი დიდი და ერთი კნინი.
15. არამედ საწყაული სარწმუნოებისაჲ და სამართალი იყავნ შენ შორის, რათა დღეგრძელ იყო და კეთილი გეყოს ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკჳდრებელად,
16. რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმს მაგას ყოველსა.
17. მოიჴსენე შენ, რავდენი-რაჲ გიყოს შენ ამალეკ, რავდენი გიყო შენ მგზავრ.
18. რაჟამს გამოხვიდოდე შენ ქუეყანით ეგჳპტით, ვითარ-იგი წინა აღგიდგენ შენ და მიგკუეთა ბოლოჲ იგი შენი მაშურალი და მ~დგინარი შემდგომად შენსა, ხოლო შენ გშიოდა და მაშურალ იყავ და მას არა შეეშინა უფლისა ღმრთისა შენისა.
19. და იყოს, რაჟამს განგისუენოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან მტერთა შენთა, რომელნი იყვნენ გარემოჲს შენსა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს ნაწილად მკჳდრობისა შენისა, აღჴოცოს სახელი ამალეკისი პირისაგან ქუეყანისასა და არა დაივიწყოს იგი.
26
1. და იყოს, რაჟამს შეხჳდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად დამკჳდრებად და შენებად მას ზედა.
2. მოიღო შენ პირველი იგი ნაწილი ნაყოფთა მათ მის ქუეყანისთაჲ, რაჲცა იყოს და შთაასხ იგი კოლოფსა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა.
3. და მიხვიდე შენ მღდლისა მის, რომელი-იგი იყოს მათ ჟამთა და ჰრქუა მას: ვჰმადლობ მე დღესდღე უფალსა ღმერთსა ჩემსა, რამეთუ შევედ მე ქვეყანასა მას, რომელ-იგი ეფუცა უფალი ღმერთი მამათა მათ ჩუენთა მოცემად ჩუენდა.
4. და მოიღოს მღდელმან კოლოფი იგი ჴელთაგან შენთა და დადგას წინაშე საკურთხეველსა მის უფლისა ღმრთისა შენისა.
5. სიტყუად იწყო შენ წინაშე უფლისა შენისა და ჰრქუა: ასურეთი დაუტევა მამამან ჩუენმან და შთავიდა ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ მცირედ ჟამ და შეიქმნა იგი ნათესავად დიდად და მრავლად ფრიად.
6. და გუაჭირებდეს ჩუენ დიდად ფრიად და დაგვიდგეს ჩუენ საქმე ფიცხელი და ბოროტი.
7. და ვღაღადებდით ჩუენ უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა ჩუენთაჲსა და შეესმა უფალსა ჴმისა ჩუენისაჲ და მოგუხედნა დამდაბლებასა ჩუენსა და ურვასა და ჭირსა ჩვენსა.
8. და გამომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით ძალითა მრავლითა, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, სასწაულებითა და ნიშებითა მრავლითა.
9. და შემომიყვანნა ჩუენ ადგილსა ამას და მომცა ჩუენ ქუეყანაჲ ესე, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.
10. აწ ესერა, მე მოვედ და მოვიღე პირველი ნაყოფი ქუეყანისაჲ ამის, რომელი მომცა მე უფალმან ქუეყანაჲ, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი და თაყუანი-სცე შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
11. და იხარებდე შენ ყოვლითა მით კეთილითა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, შენ და სახლი შენი და ლევიტელი იგი და მწირი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო შენ თანა.
12. უკეთუ გამოასრულო გამოცემად ყოველი იგი ათეული ნაყოფისა მის ქუეყანისა შენისაჲ წელსა მას მესამესა, მეორე ნაწილი ათეულისაჲ მის მისცე ლევიტელსა მას და მწირსა მას, და ობოლსა მას და ქურივსა მას, ჭამენ ქალაქსა მას შინა შენსა და განძღებოდიან.
13. და სთქუა შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა: განვწმიდე მე სახლისა ჩემისაგან ყოველნი იგი მსხუერპლნი და მივეც იგინი ლევიტელსა მას და მწირსა მას და მსხემსა მას ობოლსა მას და ქურივსა და ყოველნი იგი მცნებანი შენნი, რომელ მამცნენ მე, დავიმარხენ და არა დავივიწყენ იგი მცნებანი შენნი.
14. და არა ვჭამე მისგანი ნაკლულევანებითა ამით ჩემითა და არცა განვაბნიე მისგანი ბილწებითა, და არცა წარ-რაჲ-ვაგე მისგანი მკუდართა მიმართ, არამედ ვისმინე ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ და ვყვენ ყოველნი იგი მცნებანი მისნი.
15. აწ გარდამოიხილე შენ ზეცით სამკჳდრებლით შენით და აკურთხე ერი ესე შენი ისრაჱლი და ქუეყანაჲ ესე, რომელი მოეც ამათ, ვითარ-იგი ეფუცა მამათა მათ ჩვენთა მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ იგი, რომელი გამოადინებს სძესა და თაფლსა.
16. ამას დღესა შინა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სამართალთა და მშჯავრთა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.
17. გამოირჩიე შენ უფალი ღმერთი შენი ყოფად შენდა ღმრთად და ვიდოდე ყოველთა გზათა მისთა და დაიმარხენ ყოველნი სიმართლენი და მშჯავრი მისნი.
18. მორჩილ იყავ და ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ გამოგირჩია შენ დღეს უფალმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ და იმარხვიდე შენ ყოველთა მცნებათა მისთა.
19. და იყო შენ ზეშთა ყოველთავე ნათესავთა, ვითარცა გყო შენ სახელოვან და დიდებულ, რათა იყო შენ ერად წმიდად უფლისა ღრთისა შენისა ვითარცა გეტყოდა შენ.
27
1. და უბრძანა მოსე და ყოველმან მან კრებულმან მოხუცებულთა ერსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუეს: დაიმარხენით ყოველნი ესე მცნებანი, რომელსა-ესე მე გამცნებ დღესდღე.
2. და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი.
3. და დასწერნე მას ზედა ყოველნი ესე სიტყუანი შჯულისანი, რაჟამს წიაღჰხდე შენ იორდანესა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი ღმერთი მამათა მათ თქუენთა მოცემად თქუენდა.
4. და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა, აღჰმართნე შენ ქვანი იგი, რომლისა-იგი მე გამცნებ თქუენ დღეს მთასა მას ზედა გებალსა და აღჰმოკოდნე იგინი.
5. და უშენო მუნ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა, საკურთხეველი გამოუკუერველთაგან ქვათა, რომელსა არა შეხებულ იყოს რკინაჲ.
6. მრგუალთაგან ქვათა უშენო შენ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა.
7. და შესწირო შენ მას ზედა მსხუერპლი შესაწირავი მაცხოარებისაჲ უფალსა ღმერთსა შენსა და დაუკლნე მუნ საკლველნი ლხინებისანი, შჭამდე და განსძღე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
8. და დასწერო ლოდთა მათ ზედა ყოველი ესე შჯული ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად.
9. სიტყუად იწყო მოსე და მღდელთა მათ ლევიტელთა ყოვლსა მის ერისა და ჰრქუეს: დუმენ და ისმინე, ისრაჱლ, რამეთუ დღესდღე შეიქმენ შენ ერად უფლისა ღმრთისა.
10. ისმინო თუ ჴმაჲ უფლისაჲ ღმრთისა შენისაჲ და ჰყვნე ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელ-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.
11. და ამცნო მოსე ყოველსა მას ერსა და ჰრქუა:
12. ესენი დადგეს მაკურთხევლად ყოვლისა მაგის ერისა მთასა მას ზედა გარიზინსა, რაჟამს წიაღჰჴდე თქუენ იორდანესა მდინარესა: სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, იოსებ და ბენიამენ.
13. და ესენი დადგენ წყევად მათსა მას ზედა გებალსა: რუბენ, გად, ასერ, ზაბულონ, დან და ლეფთალიმ.
14. და ეტყოდიან ლევიტელნი იგი ყოველსა მას ერსა ისრაჱლისასა ჴმითა დიდითა და ჰრქუან:
15. წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თჳსისა კერპნი გამოქანდაკებულნი და გამოჭედილნი ქმნილნი ჴელთა ჴელოვნისათა და დადგნეს იგინი დაფარულად, რამეთუ ბილწ არს უფლისა ღმრთისა. და ჰრქუან ყოველმან ერმან: იყავნ!
16. წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამა თჳსი, გინა თუ დედაჲ. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
17. წყეულ იყავნ, რომელმან დრიკოს სასჯელი მწირისაჲ, ობლისა და ქურივისა, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
18. წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღვარნი მოყუსისა თჳსისანი. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
19. წყეულ იყავნ რომელმან აცთუნოს ბრმაჲ გზასა. და ჰრქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
20. წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თანა, რამეთუ განაცხადა საიდუმლოჲ იგი მამისა თჳსისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
21. წყეულ იყავნ, რომელი შეიბილწოს ყოვლისა საცხოვრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყაჱნ!
22. წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს დისა თანა მამითისა, გინა თუ დედითისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
23. წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს სიდედრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამისა დისა თანა, გინა თუ დედის დისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
24. წყეულ იყავნ, რომელმან გუემოს მოყუასი თჳსი ზაკვით. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
25. წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
26. წყეულ იყავნ ყოველი კაცი რომელი არა დაადგრეს ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყოფად მისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
28
1. და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა შესლვად ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ, და იყოს, სმენით თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი დამარხვად და ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. და გყოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ზეშთა ყოველთა მათ ნათესავთა ქუეყანისათა.
2. და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ესე კურთხევანი და გპოონ შენ, ისმინო თუ შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა,
3. კურთხეულ იყო შენ ქალაქსა შინა შენსა და ველთა შენთა.
4. კურთხეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.
5. კურთხეულ იყვნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.
6. კურთხეულ იყო შესლვასა შენსა და კურთხეულ იყო გამოსლვასა შენსა.
7. მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი მტერნი შენნი ჴელთა შენთა და ყოველნი მჴდომნი შენნი შეიმუსრნენ წინაშე პირსა შენსა. ერთსა გზასა ზედა მოგიჴდეს შენ და შვიდით გზით ივლტოდიან პირისაგან შენისა.
8. და მოავლინოს უფალმან კურთხევაჲ შენ ზედა და საუნჯეთა შენთა და ყოველსა მას, რომელსაცა იქმოდის ჴელი შენი ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
9. აღგადგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ერად წმიდად, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა, სმენით თუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ხვიდოდი გზათა მისთა.
10. და გიხილონ შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ სახელი უფლისა ღმრთისაჲ წოდებულ არს შენ ზედა და ეშინოდის შენდა.
11. და განგამრავლოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან კეთილისა მიმართ. განმრავლნის ნაშობნი მცლისა შენისანი და ნაშობნი საცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.
12. და აღგიხუნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან საფასენი იგი კეთილნი ცათანი და მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა შინა, მსთუაჲ და მცხუედი, და აკურთხნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი და ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე.
13. და მსთავრობდე შენ ნათესავთა ზედა მრავალთა, ხოლო შენ ზედა არა ვინ მთავრობდეს და დაგამტკიცოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მთავრად და არა ბოლოდ. და იყო შენ ზეშთა ყოველთა და არა ქუემო, ისმინნე თუ შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე დამარხვად და ყოფად მათა.
14. და არა გარდააქციო ყოველთა ამათ მცნებათაგან, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე მარჯულ, არცაღა მარცხლ, ვითარმცა შეუდეგ შენ კერპთა უცხოთა მსახურებად მათა. და იყოს,
15. უკეთუ არა ისმინოთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა დამარხვად და ყოფად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გპოონ შენ დაწყეულ.
16. და იყო შენ ქალაქთა შენთა, დაწყეულ იყო შენ ველსა გარე.
17. დაწყევნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.
18. წყეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.
19. წყეულ იყო შენ შესლვასა შენსა და გამოსლვასა შენსა.
20. და მოავლინოს შენ ზედა უპოვარებაჲ და ნაკლულვანებაჲ და უნაყოფოებაჲ ყოველსა, რომელსა მიჰყო ჴელი შენი, ვიდრემდის მოგსპოს შენ და წარგწყმიდო შენ მსთუად ბოროტთა მათ საქმეთა შენთათჳს, რამეთუ დაუტევე შენ უფალი ღმერთი შენი.
21. და მოავლინოს უფალმან შენ ზედა სიკუდილი და მოსრვაჲ, ვიდრემდის მოგასრულოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-ეგე შეხუალ დამკჳდრებად მუნ.
22. და გგუემოს შენ ჰოროლებითა და სენითა სიცხისაჲთა, და ცხროჲთა დაწერტითა უსაზომოჲთა და კაცისკლვითა და გუემითა ხორშაკისაჲთა, გუნითა და დანდალუკითა. ესე ყოველი მოიწიოს შენ ზედა და მოგსპოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-იგი შეხუალ დამკჳდრებად მუნ.
23. და გექმნეს შენ ცაჲ ზესკნელ თავსა შენსა ვითარცა რვალი.
24. და ქუეყანაჲ ქუეშე შენსა, ვითარცა რკინაჲ.
24. და გარდაიქციის უფალმან ღმერთმან შენმან წვიმაჲ იგი ქუეყანისა მის შენსაჲ მტუერად და ვითარცა მიწაჲ ცით გარდამო დამოცჳოდის, ვიდრემდის შეგმუსრო შენ და წარგწყმიდოს ქუეყანისა მისგან, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად.
25. და მიგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძლევასა წინაშე მტერთა შენთა, ერთით გზით მიუდგე შენ მათ და შვიდით გზით მეოტად წარქცეული ივლტოდი მათგან და განგაბნიოს შენ უფალმან ყოველთა შორის შარავანდედებათა და ნათესავთა ქუეყანისათა.
26. და იყოს მძორები თქუენი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა და არავინ იყოს განმარინებელ თქუენდა.
27. და გგუემოს შენ უფალმან სალმობითა ეგჳპტელთაჲთა სენითა მით საგურკველისაჲთა და სიმღიერითა უცხოჲთა, და ფხანითა და სალმობითა, რომელსა ვერ განერე.
28. და გგუემოს შენ უფალმან წყლულებითა განუკურნებელითა.
29. და დაბრმობითა გონებისათა იყო შენ, ვითარცა ბრმაჲ შუასამხრის და ეფეშვებოდი, ვითარცა ეფეშვებინ ბრმაჲ ბნელსა შინა და არა წარგემართნენ გზანი შენნი. და იყო შენ ვნებულ და მიმოტაცებულ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა და არავინ იყოს შენდა შემწე.
30. ცოლი მოიყვანო შენ და სხუამან მამაკაცმან შეირთოს იგი ცოლად, სახლსა იშენებდე და სხუათა დაიმკჳდრონ იგი, რქასა დაასხმიდე და სხუათა მოსთლონ იგი,
31. უსხი შენი დაკლულ იყოს შენ წინაშე, ხოლო შენ არა შჭამო მისი, არამედ სხუათა შეჭამონ იგი, კარაული შენი მიგტაცონ შენგან. და კუალად არავინ გაგოს შენ, საცხოვარი შენი მიცემულ იყოს ჴელთა მტერთა შენთასა.
32. ძენი შენნი და ასულნი შენნი მოცემულ იყვნენ ნათესავთა სხუათა და თუალნი შენნი ხედვიდენ წარმტყუენველთა შენგან და არა ჴელ-გეწიფოს, ნაყოფსა ქუეყანისა შენისასა.
33. და ნაშრომსა ჴელთა შენთასა შეშჭამდეს ნათესავი უცხოჲ, რომელი არა იცოდი. და იყო შენ მიხუეჭილ და ვნებულ ყოველთა დღეთა შენთა.
34. და იყო შენ გულპებულ და შეურვებულ ხილვითა მით თუალთა შენთაჲთა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.
35. და გცეს შენ უფალმან სალმობითა ბოროტითა და მუჴლთა და წელთა შენთა მსივანებითა, რომლითა ვერ განიკურნო და იგუემო შენ ტერფით შენითგან ვიდრე თხემად შენდამდე.
36. და მიგცნეს უფალმან შენ და მთავრობანი იგი შენნი, რომელ დაედგინნენ შენ ზედა ნათესავსა უცხოსა, რომელ არა იცოდი შენ და არცაღა მამათა შენთა და მსახურებდე შენ მუნ კერპთა უცხოთა ძელისა და ქვისათა.
37. და იყო შენ მუნ საბასრობელად და იგავად საკიცხელებისა ყოველთა შორის ნათესავთა, ვიდრეცა მიგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მუნ.
38. თესლი დიდად განსთესო ყანობირსა შენსა და მცირედ შეიკრიბო იგი, რამეთუ შეჭამოს იგი მკალმან.
39. ვენაჴსა ასხმიდე და იქმოდი, და ღჳნოჲ არა სუა და არცაღა იხარებდი მისგან, რამეთუ შეჭამოს იგი მგრაგნელმან.
40. ზეთისხილი იყოს ყოველთა საზღვართა შენთა და ზეთი არა ჰპოო ცხებად, რამეთუ უჟამოდ დასცჳვეს ზეთისხილი იგი.
41. ძეებ და ასულებ ისხნე და არა სარგებელ გეყვნენ შენ, არამედ წარიყვანნენ იგინი წყუედ.
42. ყოველი ნერგი ხისა შენისაჲ და მცენარე ქუეყანისა შენისაჲ მოჰჴოცოს მგრაგნელმან.
43. მწირი იგი და მსხემი, რომელი იყოს შენ შორის, აღმაღლდეს უზეშთაეს შენსა, ხოლო შენ დაჰჴდე დამართ, იყო შენ ნაკლულევან.
45. იგი გავასხებდეს შენ და შენ არაჲ ჰპოო, რაჲმცა სესხად უკუეც, იგი იყოს თავ შენდა, ხოლო შენ იყო მისა ბოლო.
46. და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გეწინენ შენ, ვიდრემდე მოგასრულონ და წარგწყმიდონ შენ, რამეთუ არა ისმინე შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ დამარხვად მცნებათა მისთა, რომელ-იგი გამცნო შენ.
47. და იყოს შენ შორის სასწაულები და ნიშები შენ შორის და ნათესავსა შენსა შორის უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ არა ჰმსახურებდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა სიხარულით და გულწრფელებით.
48. ჰმსახურებდე შენ მტერთა შენთა შიმშილითა და წყურილითა. და შიშულოებითა და ნაკლულევანებითა ყოვლისაგან და დაგდვას შენ ჯაჭჳ რკინისაჲ ქედსა შენსა, ვიდრემდე მოგსპოს შენ.
49. და მოავლინოს შენ ზედა უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი იგი შორიელი კიდითგან ქუეყანისაჲთ, რომელნი იღუმერდენ, ვითარცა ლომნი, და ეტევებოდიან, ვითარცა ორბნი.
50. ნათესავი, რომლისაჲ არა გესმოდის ჴმაჲ მისი, ნათესავი ურიდი და თუალუხუავი, რომელმან არა თუალ-ახუნის მოხუცებულსა სიბერისა.
51. და არცაღა შეიწყალის ყრმაჲ ჩჩჳლი. და შეჭამნეს მან ნაშობნი საცხოვართა შენთანი და ნაყოფი ქვეყანისა შენისაჲ. და არა დაგიშთეს შენ იფქლი და ღჳნოჲ, და ზეთი და არცა დაგიშთვენ ზროხანი მროწეულთა შენთანი და არცა სამწყსონი ცხოვართა შენთანი, ვიდრემდის მოგასრულოს შენ.
52. აღგფხურას შენ ქალაქთა შენთა, რომელთა დამკჳდრებულ იყო და დაამჴუნეს ზღუდენი იგი მაღალნი და შენნი და ძნელნი, რომელსა-იგი შენ ესვიდე ყოველსა მას ქუეყანასა შენსა და შეგიცვან შენ და შეგაურაონ ყოველთა მათ შინა ქალაქთა შენთა, რომელნი მოგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
53. და შეშჭამდე შენ ნაშობთა მუცლისა შენისათა ორთა ძეთა და ასულთა შენთასა, რომელნი-იგი მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენ იწროებითა მით ჭირისა შენისაჲთა, რომელსა გაჭირებდენ შენ მტერნი იგი შენნი ყოველთავე მათ ქალაქთა შინა შენთა,
54. რომელი-იგი ნუკეული და ფრიად ფუფუნეულ იყოს შენ შორის, თუალძჳრ იქნეს იგი ძმისა თჳსისათჳს და ცოლისა თჳსისა, რომელ-იგი იყოს უბეთა მისთა და ნეშტთა მათ შვილთა მისთა და-თუ რაჲმე-უშთეს.
55. მიცემად მათა თითოეულად ჴორცისა მის ნაშობთა მისთაჲსა, რომელთა-იგი შეშჭამდეს, და არა დაუშთებოდის იწროებითა მით და ჭირითა, რომელსა-იგი გაჭირებდენ შენ მტერნი შენნი ყოველთა შინა ქალაქთა შენთა.
56. და რომელ-იგი ფუფუნეულ იყოს და ნუკეულ შენ შორის, რომელმან რაჲთურთით არა იცოდის გამოცდილებაჲ სიფიცხლისაჲ და არცა დაედგას ფერჴი ქუეყანასა ზედა სიჩჩოით ფუფუნეულებისა მისისაჲთ, თუალძჳრ იქნეს ქმრისათჳს მკერდისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს და ასულთა თჳსთათჳს,
57. რომელი-იგი გამოსრულ იყოს წყვილთა მისთა და შეშჭამდეს ნაშობთა მუცლისა თჳსისათა იდუმალ უპოვარებითა მით და იწროებითა ჭირისა მისისაჲთა, რომელსა-იგი გაჭირებდეს შენ მტერნი იგი შენნი ყოველთა შინა ქალაქთა შენთა.
58. არა თუ ისმინო შენ ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა სჯულისათა, რომელ-ესე დაწერილ არიან წიგნთა ამათ და გეშინოდის შენ სახელისა მის პატიოსნისა და დიდებულისა უფლისა ღმრთისა შენისაჲსა.
59. და განაძლიერნეს უფალმან გუემანი იგი შენნი და გუემანი იგი ნათესავისა შენისანი, გუემანი იგი დიდ-დიდნი და საკჳრველნი სენითა მით პირად-პირადითა და ბოროტითა,
60. და მოაქცინეს შენ ზედა სალმობანი იგი მეგჳპტელთანი ძჳრად-ძჳრადნი, რომელთაგან-იგი შეძრწუნებულა მათგან.
61. და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი იგი გუემანი, რომელ-იგი წერილ არს და რომელ-იგი არა წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა, მოავლინოს იგი უფალმან შენ ზედა, ვიდრემდის მოგსპოს შენ.
62. და დაშთეთ თქუენ რიცხჳთ მცირედ, რამეთუ იყვნეთ თქუენ სიმრავლით, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი ამისთჳს, რამეთუ არა ისმინეთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.
63. და იყოს, ვითარცა მხიარულ იყო უფალი კეთილის ყოოფასა მას თქუენსა და განმრავლებასა თქუენსა, ეგრე მხიარულ იყოს უფალი ღმერთი თქუენი მოსრვასა მას თქუენსა და აღჴოცასა მას თქუენსა ქუეყანისა მისგან, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.
64. და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მიმართ წარმართთა და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა მათ ქვისათა და ძელისათა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.
65. არამედ წარმართთა მათ შორის არავე განისუენო შენ და არცაღა იყოს განსუენებაჲ ფერჴთა შენთა. და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან გული ჭუვნიერი და თუალნი ნაკლულევანნი და სული განკაფული.
66. და იყოს ცხორებაჲ შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა შეშინებულ იყო შენ დღე და ღამე და არა გრწმენეს შენ ცხოვრებაჲ თავი შენისაჲ.
67. განთიად სთქუათ: ოდესმე დაღამდეს და მწუხრი სთქუა: ოდესმე განთენდეს, შეძრწუნებითა მით გულისა შენისაჲთა და შეშინებითა მით ხილვისა მის თუალთა შენთაჲსა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.
68. და მიგაქციოს შენ უფალმან მუნ ვიდრე ეგჳპტედ ნავებითა და გზასა მას, რომელსა-იგი გარქუ თქუენ, ვითარმედ არღარა შესძინოთ თქუენ მოქცევად აქავე, მიგყიდოს თქუენ ჴელთა მტერთა თქუენთასა მონად და მჴევლად და არავინ იყოს, რომელმანცა მიგიყიდნა თქუენ.
29
1. ესე სიტყუანი არიან შჯულისანი, რომელ ამცნო უფალმან ღმერთმან მოსეს დადებად წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას მოაბისასა გარეშე შჯულსა მას, რომელი ამცნო უფალმან მოსეს მთასა მას ქორებს.
2. და მოუწოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა, ფარაოს და ყოველსა მას ერსა მისსა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.
3. განსაცდელი იგი დიდ-დიდი, რომელ იხილეს თუალთა თქუენთა, სასწაულები დიდ-დიდები და საკჳრველი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი.
4. და არა მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან გული მეცნიერი და თუალნი მხილველნი და ყურნი მსმენელნი.
5. და მოჰყვანდით თქუენ ორმეოც წელ უდაბნოსა, სამოსელი თქუენი არა დაძუელდეს და ჴამლნი თქუენნი არა განკაფდეს ფერჴთაგან თქუენთა.
6. პური არა შჭამოთ, ღჳნოჲ და სასუმელი არა სუათ რათა გულისხმა ჰყოთ, რამეთუ იგი არს უფალი ღმერთი თქუენი.
7. ვიდრე მოსლვად მოწევნადმდე ადგილსა მას. და გამოგიჴდა თქუენ სეონ, მეფე იგი ესებონელთაჲ, და ოგ, მეფე იგი ბასანისაჲ, შემთხუევად წყობად თქუენდა, და მოვსრენ იგინი.
8. და მივეც ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად რუბენს და გადს და კერძოსა მას ნათესავსა მანასესა.
9. ეკრძალენით თქუენ ყოველთა ამათ მცნებათა შჯულისათა და ყოფად მათა, რათა გულისხმა-ჰყოთ ყოველი, რაჲცა-იგი გიფლიეს აწ, ეგერა, წარმოდგომილ ხართ
10. თქუენ, დასდგათ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ერისთავნი ეგე ნათესავთა თქუენთანი და მოხუცებულნი ეგე თქუენნი და მსაჯულები ეგე თქვენი და შჯულისმწიგნობარნი ეგე წინამძღუარნი თქუენნი, და ყოველი ეგე კაცი ისრაჱლისაჲ,
11. ცოლები თქუენი და შვილნი თქუენნი და მწირნი თქუენნი, რომელ-ეგე არიან ბანაკსა თქუენსა, შეშისმკაფელთაგან მიწყლისმვსებელადმე.
12. ნუცა ვინ გარდავალს მცნებათა ამათ შჯულისა უფლისა ღმრთისა თქვენისათა, რომელ-ესე გამცნო შენ დღესდღე.
13. თჳსა ერად. და იგი იყოს შენდა ღმერთ, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ და ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ შენთა: აბრაჰამსა, ისაკსა და იაკობსა.
14. და არა თუ თქუენ ხოლო დაგიდებ მცნებასა ამას შჯულისასა და წყევასა ამას,
15. არამედ ყოველთავე, რომელ-ესე დღეს თქუენ შორის არიან წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მათცა, რომელ-იგი არ თქუენ შორის არიან დღეს.
16. რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ვითარ-იგი დამკჳდრებულ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ვითარ-იგი გამოვედით ჩვენ შორის წარმართთა, რამეთუ გამოსლვასა მას თქუენსა,
17. იხილეთ თქუენ ყოველივე იგი სამსახურებელი ბილწებისა მათისაჲ, კერპნი იგი ძელისანი და ქვისანი, ვეცხლისა და ოქროჲსანი რომელ იყვნეს მათ თანა.
18. ნუუკუე იყოს ვინმე თქუენგან მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი ნათესავთა შორის, ანუ თუ ტომთა, რომლისა გონებაჲ დრეკილ იყოს უფლისაგან ღმრთისა თქუენისა და შეუდგეს მსახურებასა კერპთა წარმართთასა.
19. ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ შორის, რომლისა თანა აღმოცენებულ იყოს ძირი ნავღლისა და სიმწარისაჲ. და იყოს, ისმინნე თუ სიტყუანი წყევისანი ამის, დაიდვას გულსა შინა და რქუას: ესე უმჯობეს არს ჩემდა, საცთურსა თუ გულსა ჩემისასა მისდევდე მე და წარწყმდეს უცოდველი იგი ცოდვილისა თანა.
20. და არღა უნდეს ღმერთსა შენდობად მისა, აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ იგი უფლისაჲ და შური იგი კაცისა მის ზედა. და ეწინეს მას წყევანი იგი ამათ მცნებათანი, რომელნი-იგი წერილ არიან წიგნსა ამას შჯულისასა. და აღჴოცოს უფალმან ღმერთმან სახელი მისი ქუეყანისა მისგან.
21. და დაჰკრიბოს უფალმან ღმერთმან ყოველი იგი წყევაჲ ძეთა მათ ზედა ისრაჱლისაათა მსგავსად ყოვლისა მის წყევისა, რომელი-იგი წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.
22. და თქუენ ნათესავთა მათ სხუათა ნაშობთა მათ თქუენთა, რომელნი აღდგენ შემდგომად თქუენსა და უცხონი იგი, რომელ მოსრულ იყვნენ თქუენდა, რაჟამს იხილნენ გუემანი იგი და სალმობანი სნეულებისანი, რომელნი მოავლინნეს მათ ზედა უფალმან.
23. და იყოს ქუეყანაჲ იგი მათი, ვითარცა წუნწუბაჲ და ნამწუარები ცეცხლისაჲ. ნუ იპოებინ ქუეყანასა მათსა თესლი თესვისაჲ, ნუცა საძოვარი ჴარისაჲ, და არცა აღმოსცენდეს მათ ზედა მწუანვილი თივისა და არცა აღმოჴდეს, არამედ ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორაჲ, ადამაჲ და სებეიმი, რომელ-იგი დააქცია უფალმან ღმერთმან რისხვითა მით გულისწყრომითა რისხვისა მისისაჲთა.
24. და თქუან ყოველთა ნათესავთა: რაჲსამე ესრე შექმნა უფალმან ღმერთმან ქუეყანაჲ ესე, ანუ რაჲმე არს რისხვაჲ ესე დიდი გულისწყრომისა მისისაჲ, რომელ-ესე ყო მათ ზედა?
25. და თქუან: ამის გამო, რამეთუ დაუტევეს მცნებაჲ იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთაჲსა, რაჟამს გამოჰყვანდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
26. და მივიდეს და ჰმსახურებდეს კერპთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.
27. და განრისხნა უფალი გულისწყრომით მათ ზედა და ქუეყანასა მათსა ზედა და მოავლინა მათ ზედა მსგავსად წყევისა მის, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისისა.
28. და აღჴოცნა იგინი უფალმან ღმერთმან ქუეყანისა მისგან მათისა რისხვითა მით გულისწყრომისა მისისაჲთა, რამეთუ განრისხნა მათ ზედა ფრიად და განჴადნა იგინი ქუეყანად უცხოდ მოაქაჟამადმდე.
29. რომელ-რაჲ დაფარული არს უფლისა ღმრთისა ჩვენისა, ხოლო განცხადებული იგი თქუენ და შვილთა თქუენთა უკუნისამდე ჟამთა ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა ამის შჯულისათა.
30
1. და იყოს, რაჟამს მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე სიტყუანი კურთხევისა და წყევისანი, რომელ-ესე მიგცე შენ წინაშე თქუენსა. შეიწყნარნე ეგენი გულსა შენსა ყოველთა შორის წარმართთა და მოიქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა.
2. და ისმინო ჴმისა ამისაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და ჰყო იგი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
3. გილხინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ცოდვათა შენთა და შეგიწყალოს შენ და შეგკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან ნათესავთა, რომელსაცა-იგი განბნეულ იყო შენ მუნ.
4. და გან-ღა-თუ-ბნეულ იყო შენ კიდითგან ქვეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე მისა, მიერცა შემო-ვე-გკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან და მოგიყვანოს.
5. და შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი დამკჳდრებულ იყვნეს მამანი იგი შენნი და გაკურთხოს შენ და კეთილი გეყოს შენ და განგამრავლოს შენ უფროჲს მამათა მათ შენთა.
6. და განწმიდოს უფალმან გული შენი და გული ნათესავისა მის შენისა შეყუარებად უფლისა ღმრთისა შენისა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.
7. და მიავლინოს უფალმან ღმერთმან შენმან წყევაჲ ესე მტერთა მათ შენთა და მოძულეთა შენთა, რომელნი-იგი გდევნიდეს შენ.
8. მო-თუ-იქცე და ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი მისნი, რომელსა-სეე მე გამცნებ შენ დღესდღე.
9. და დღეგრძელ-გყოს შენ უფალმან ღმრთმან შენმან და განგიმრავლნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი, და ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ და ნაშობნი საცხოვართა შენთანი. და მოიქცეს უფალი ღმერთი და იხარებდეს შენდა მიმართ კეთილის-ყოფითა, ვითარცა-იგი იხარებდა მამათა შენთა ზედა.
10. უკეთუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და ჰყვნე ყოველნი სამართალნი მისნი და მშჯავრნი მისნი, რომელ-ესე წერილ არიან წიგნსა მას შჯულისასა, მო-თუ-იქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,
11. რამეთუ მცნებაჲ ესე, რომელსა, ესერა, გამცნებ შენ დღეს, რამეთუ არა სიმძიმე რაჲ არს შენდა, არცა განშორებულ არს შენგან, არცა ზეცას არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ აღვიდეს ზეცად,
12. და არცა ქუეყანასა, სთქვათ: ვინ წარვიდეს და მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ და ვყოთ იგი,
13. არცაღა ზღუასა წიაღ არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ წიაღჰჴდეს და წიაღ მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ ჩუენ და ვყოთ იგი.
14. მახლობელ არს შენდა სიტყუაჲ იგი ფრიად, პირსა შენსა შინა არს და გულსა შენსა და ჴელთა შენთა შინა არს ყოფაჲ მისი.
15. აჰა, ესერა, მიმიცემიეს თქუენ წინაშე დღესდღე ცხორებაჲ და სიკუდილი.
16. ისმინე თუ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს და შეიყუარო შენ უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი ყოველთა გზათა მისთა. და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი, სცხონდეთ და განმრავლდეთ და შეხჳდეთ დამკჳდრებად მუნ.
17. უკეთუ გარდა-რაჲმე-იცვალოს გული შენი და არა ისმინო შენ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შესცთე და თაყუანის-სცემდე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე შენ მათ.
18. გაუწყებ შენ დღესდღე, რამეთუ წარწყმედით წარსწყმდეთ თქუენ და არა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, რომლისათჳს წიაღხუალ შენ იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად მუნ.
19. მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.
20. შეიყუარე შენ უფალი ღმერთი შენი და ისმინე ჴმისა მისისა და შეიკრძალე იგი მტკიცე... დამკჳდრებად შენდა ქუეყანასა მათსა, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად მათა.
31
1. და დაასრულნა მოსე ყოველნი იგი სიტყუანი, რომელთა-იგი ეტყოდა ძეთა მიმართ ისრაილისათა.
2. და ჰრქუა მათ: ასოც წლის ვარ მე დღეს და ვერ მიძლავს მე შემოსლვად და განსლვად თქუენ წინაშე, რამეთუ უფალმანცა მრქუა მე, ვითარმედ: არა წიაღჰჴდე შენ იორდანესა.
3. უფალი ღმერთი წინაგიძღოდის შენ და მან მოსპნეს ყოველნი მტერნი შენნი წინაშე პირსა შენსა და დაგიმკჳდროს შენ ქუეყანაჲ იგი, რამეთუ ისო წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა, ვითარცა ეტყოდა ღმერთი.
4. ეგრეცა უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, რაჲცა-იგი უყო სეონს და ოგს, ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა...
5. მოგცნა იგინი მან ღმერთმან თქუენმან ჴელთა თქუენთა და უყავთ მათ, ვითარა-იგი გამცენ თქუენ:
6. მჴნე იყავ, განძლიერდი, ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები, ნუცა დაბრკოლდები პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანაგივალს შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ.
7. მერმე სიტყუად იწყო მოსე ისოჲსა და ჰრქუა მას წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ წარუძღუე ერსა ამას და შეხჳდე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა მიცემად მაგათ და შენ დაუმკჳდრო იგი მაგათ.
8. და უფალი ღმერთი თანაგივიდოდის შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ, ნუ გეშინინ. ნუცა შესძრწუნდები შენ...
9. წიგნსა და მატიანთა, და მისცა იგი ძეთა ლევისთა მღდელთა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲსა და ყოველთა მათ მოხუცებულთა ერისა მის ისრაჱლისათა.
10. მერმე ამცნებდა მათ მოსე მას დღესა შინა და ჰრქუა: მეშჳდესა მას წელსა ჟამსა მას წელიწადისა მის მიტევებისასა და დღესასწაულსა მას ტალავრობისასა,
11. რაჟამს შეკრბებოდიან ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი წარდგომად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან და აღმოიკითხოდის წიგნი ესე შჯულისაჲ ყოველთა მათ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ყურთა ყოვლისა მის
12. კრებულისა ერისათა მამებისა და დედებისათა, რომელ იყოს ქალაქთა შინა შენთა, რათა ესმოდის და შეისწაონ შიში იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა და ისმინონ და ყონ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.
13. და შვილთაცა მათთა, რომელთა არა იცოდიან, ისმინონ და შეისწაონ შიში უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენ ცხონდენ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-ეგე თქუენ წიაღხუალთ იორდანესა დამკჳდრებად მისა.
14. მერმე სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: ესერა, მოახლებულ არიან დღენი სიკუდილისა შენისანი, მოუწოდე ისოს და დაადგინე იგი კაცთა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და ვამცნებდე მას. და მივიდეს მოსე და ისო კარავსა მას საწამებელისასა და დადგეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.
15. და გარდამოჴდა უფალი სუეტითა მით ღრუბლისაჲთა წინაშე კართა მის საწამებელისათა.
16. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აწ, ეგერა, დაიძინო მამათა შენთა თანა და აღდგეს ერი იგი, ისიძვიდეს სამსახურებელთა მიმართ უცხოთა მაგის ქუეყანისათა, რომელსა შევლენან მაგას და დამიტეონ მე და გარდაჰჴდენ შჯულსა მას და მცნებათა ჩემთა, რომელ ვამცენ მათ.
17. და განვრისხნე გულისწყრომით მათ ზედა მას დღესა შინა და დავსთხინე იგინი და გარემივაქციო პირი ჩემი მათგან და იყვნენ იგინი საჭმლად მჴეცთა ქუეყანისათა, იპოვნენ იგინი ძჳრთა პირად-პირადთა და ჭირთა და თქუენ მას დღესა შინა, არა ვიდრემე ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი, ამისთჳს მპოვნეს ჩუენ ძჳრთა ამათ პირად-პირადთა და ჭირთა.
18. და მე გარემიქცევითა გარემოვიქციო პირი ჩემი მათგან მას დღესა შინა უკეთურებათა მათთათჳს, რიმელსა-იგი იქმოდეს, რამეთუ მიეცეს სამსახურებელთა უცხოთა.
19. და აწ დაწერენით სიტყუანი ესე ამის გალობისანი და დაასწავლენით ძეთა მათ ისრაჱლისათა და შეასწავენით იგინი პირსა მათსა, რათა იყოს გალობაჲ ეგე საწამებელად ძეთა მაგათ შორის ისრაჱლისათა.
20. რაჟამს შევიყვანენ იგინი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათ თქუენთა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ჭამონ და განძღენ და მიიქცენ კერპთა მათ მიმართ უცხოთა და ჰმსახურებდენ მათ და განმარისხონ მე და გარდაჰჴდენ მცნებათა მათ შჯულისა ჩემისათა.
21. და იყოს, რაჟამს პოვნენ იგინი ჭირთა ბოროტთა და ძჳრთა და აღუდგეს წინაშე პირსა მათსა გალობაჲ ესე საწამებელად ჩემდა. და არა დავიწყებულ იყოს ეს პირისაგან ნათესავისა მათისა, რამეთუ მე უწყი უკეთურებაჲ იგი მათი, რომელსა-ეგე იქმან დღეს, ვიდრე არღა შემიყვანებიან ეგენი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა.
22. დაწერა მოსე გალობაჲ ესე მას დღესა შინა და ასწავებდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
23. და ამცნებდა მოსე ისოს, ძესა ნავესსა, და ჰრქუა მას: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ შეიყვანნე ძენი ეგე ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი მათ, რამეთუ იგი თავადი წინაგიძღოდის შენ.
24. იყო, რაჟამს დაასრულნა მოსე შთაწერად სიტყუანი ესე ამის სჯულისანი წიგნთა მატიანთასა.
25. ამცნებდა ლევიტელთა მათ, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲ და ჰრქუა:
26. მიიღე წიგნი ესე მცნებათა მათ შჯულისა მის უფლისათაჲ და შთადევ ეგე გუერდით კერძო კიდობნისა მის შჯულისა მის უფლისა და იყავნ ეგე თქუენ შორის საწამებელად,
27. რამეთუ მე უწყი ზრზინებაჲ ეგე თქუენი და ქედფიცხელებაჲ ეგე თქუენი. რამეთუ მე, ესერა, ვიდრე ცოცხალღა ვარ დღეს, განამწარებთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, რავდენღა უფროჲს სიკუდილისა ჩემისა ჰყოთ ესე თქუენ.
28. აწ შემოკრიბე ჩემ წინაშე მთავრები იგი თქუენი და მღდელნი თქუენნი და მსაჯულნი თქუენნი და მწიგნობარნი იგი განმგებელნი თქუენნი, რათა ვეტყოდი ყურთა მათთა სიტყუათა ამათ და დავდვა აღთქუმა ესე ჩემი მათ თანა და მოწამე ვიყო მათ წინაშე ცაჲ და ქუეყანაჲ.
29. უწყი მე, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა ჩემისა უსჯულოებით უსჯულოებდეთ და გარდააქციოთ გზისა მისგან, რომელ-ესე მე გამცენ თქუენ და შეგემთხჳოს თქუენ ბოროტი შემდგომად მათ დღეთა, რამეთუ ბოროტსა იქმოდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და განარისხოთ საქმითა მით ჴელთა თქუენთაჲთა.
30. და ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ გალობისათა ყურთა ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისათა მიაღსასრულადმდე.
32
გალობაჲ მოსესი
1. მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი, და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა.
2. მოელოდენ ვითარცა წჳმასა სიტყუასა ჩემსა, გარდამოვიდოდენ ვითარცა ცუარნი სიტყუანი ჩემნი,
3. ვითარცა წჳმაჲ მწვანვილსა ზედა და ვითარცა თოვლი თივათა ზედა, რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადეთ, მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა.
4. ღმერთი ჩუენი, ჭეშმარიტებით არიან საქმენი მისნი და ყოველნი გზანი მისნი სიმართლით არიან, ღმერთი სარწმუნო არს და არა არს სიცრუვე მის თანა, მართალ და წრფელ არს უფალი.
5. შესცოდეს მას ნაშობთა მათ ბილწებისათა, ნათესავმან დრკუმან და გულარძნილმან.
6. ესე მოსაგებელი მოაგეს უფალსა ამან ერმან ცოფმან და არაბრძენმან ამან, რამეთუ თავადმან მამამან შენმან მოგიპოვა შენ, შეგქმნა შენ და დაგბადა შენ.
7. მოიჴსენენ დღენი იგი საუკუნენი და გულისხმა-ყვენ წელიწადნი იგი. თესლითი თესლამდე ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ.
8. რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი, დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა,
9. და იყო ნაწილად უფლისა ერი თჳსი იაკობი, ნამთაულად სამკჳდრებელისა თჳსისა ისრაჱლი.
10. უნაკლულო-ყვნა იგინი უდაბნოსა მას ზედა წყურიელსა მას სიცხისასა და ურწყულსა გარემოადგა მათ და განწვალნა იგინი და დაიცვნა იგინი, ვითარცა გუგაჲ თუალისა.
11. ვითარცა ორბმან რაჲ დაიფარნა ბუდენი თჳსნი და მართუეთა თვისთა სუროდა, განყვნა ფრთენი თვისნი და შეიკრიბნა იგინი და აღიმატნა იგი ბეჭთა ზედა თჳსთა.
12. უფალი ხოლოჲ უძღოდა მათ და არავინ იყო მათდა სხუა ღმერთ.
13. აღმოიყვანნა იგინი ძალსა მას ზედა ქუეყანისასა და აჭამა მათ ნაყოფი იგი ველთაჲ, ჭამდეს იგინი თაფლსა კლდისაგან და ზეთსა კლდისა მისგან უღაღისა.
14. ერბოსა, ზროხათა, სძესა ცხოვართასა, ცმელითა კრავთაჲთა და ვერძთაჲთა, ნაშობსა კუროთასა და ვაცთასა, თირკუმელთა ცმელთა, იფქლსა, სისხლსა ყურძნისასა სუმიდეს ღჳნოსა.
15. ჭამა იაკობ, განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა, დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა.
16. განმარისხეს მე უცხოთა მათ სამსახურებელთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე.
17. უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ, რომელი-იგი არა იცოდეს ცრუთა მათ საწუთროჲთ მოხუმულთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.
18. აწ ღმერთი, რომელმან გშვა შენ, დაუტევე და დაივიწყე ღმერთი გამომზრდელი შენი.
19. იხილა ესე უფალმან და აღიშურვა და განრისხნა გულისწყრომითა ძეთა და ასულთა მათთაჲთა.
20. და თქუა უფალმან: გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და განვაცხადო, რაჲ-იგი ყოფად არს მათა შემდგომად ჟამსა, რამეთუ ნათესავი ესე განდრეკილი არს, ნაშობნი არიან, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ.
21. მათ მაშურეს მე არა ღმერთთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე, აწ მეცა ვაშურო მათ ნათესავსა მას ზედა შეურაცხსა და ნათესავითა მით უცები, განვკაფნე იგინი,
22. რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისგან ჩემისა, შთასწუვიდეს ჯოჯოხეთამდე ქუესკნელად შეჭამოს ქუეყანაჲ ნაყოფითურთ თჳსით და შეწუნეს საფუძველნი მთათანი.
23. დავჰკრიბო ძჳრი მათ ზედა და ისარნი ჩემნი დავასრულნე მათ ზედა.
24. განჰკფდენ იგინი სიყმილითა და მიეცნენ საჭმლად მფრინველთა ცისათა და სალმობაჲ იგი განმამრუდებელი დაეცვეს მათ ზედა, კბილნი მძჳნვარეთანი მივავლინნე მათ ზედა, რომელნი გულისწყრომით ითრევდეს ქუეყანასა ზედა.
25. გარეშე უმკჳდროვნეს იგინი მახჳლმან საუნჯით მათითგან შიშმან ჭაბუკნი და ქალწულნი ძუძუჲსმწოვარნი მოხუცებულთა თანა დღითა.
26. და თქუა უფალმან: განვაბნინე იგინი და განვაქარვო კაცთაგან საჴსენებელი მათი.
27. არა თუმცა გულისწყრომითა მტერთაჲთა, რათა არა მყოვარ ჟამ იყვნენ და რათა არა განმრავლდენ მჴდომნი იგი მათნი და რათა არა თქუან: იყოვე ჴელი ჩუენი უაღრეს მათ ზედა, არა თუმცა უფალმან ყო ესე ყოველი.
28. რამეთუ ნათესავი ესე წარწყმედისაჲ მზრახვალი არს და არა არს მათ თანა მეცნიერებაჲ.
29. არა ცნეს ესე გულისხმის-ყოფად, თავს-იდვან ესე მომავალთა.
30. ვითარმე იოტოს ერთმან ათასები და ორმან წარიქციის ბევრები, არა თუმცა ღმერთმან განიჭნა იგინი და უფალმან მისცნა იგინი?
31. რამეთუ არა ეგრე იყვნენ კერპნი მათნი, ვითარ ღმერთი ჩუენი, ხოლო მტერნი ჩუენნი უგუნურ იყვნენ.
32. რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძნე მათი და ვენაჴები მათი გომორელთაგან, ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ და ტევანი სიმწარისა მათისაჲ.
33. გულისწყრომაჲ ვეშაპთაჲ იყო ღჳნოჲ მათი და რისხვაჲ ასპიტთაჲ განუკურნებელი.
34. აჰა, ესერა, ესე ყოველი დამიკრებიეს მე ბეჭდული, მარხულ არს საუნჯესა ჩემსა.
35. დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსაცა შეუცთენ ფერჴნი მათნი, რამეთუ ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისაჲ და მოწევნულ არს განმზადებული მათ ზედა.
36. რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთა ნუგეშინის-სცეს, რამეთუ იხილნა იგინი ნაკლულევანნი, ჴუებულნი, ტყუედ წარქცეულნი და განკაფულნი.
37. და თქუა უფალმან: აწ სადა არიან კერპნი იგი თქუენნი, რომელთა-იგი თქვენ ესევდით,
38. რამეთუ ცმელსა ნაზორევსა მათთასა შჭამდით და სუემდით თქუენ ღჳნოსა ნაგებსა მათთასა. აწ აღდგენ და შეგეწინენ და გეყვნენ თქუენ იგინი მფარველ.
39. იხილეთ, იხილეთ, რამეოუ მე ვარ და არა არს სხუა ღმერთ ჩემსა გარეშე, მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ჴელსა ჩემსა.
40. რამეთუ მივყო ცად ჴელი ჩემი და ვფუცო მარჯუენესა ჩემსა, და ვთქუა: ცხოველ ვარ მე უკუნისამდე.
41. რამეთუ აღვლესო, ვითარცა ელვაჲ, ჴრმალი ჩემი და განვიმზადო შჯად ჴელი ჩემი, შური ვიძიო და მივაგო სასჯელი, მტერთა და მოძულეთა ჩემთა მივაგო.
42. დავათრვნე ისარნი ჩემნი სისხლითა და ჴრმალი ჩემი ჭამდეს ჴორცსა სისხლთაგან წყლულებისათა და ნატყუენავებისათა და თავებისაგან მთავართაჲსა და მტერთაჲსა. იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანი-სცემდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი.
43. იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისნი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთა იძიოს, შური იძიოს და მიაგოს სასჯელი მტერთა მოძულეთა თჳსთა, კუალად-აგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანა იგი ერისა თჳსისაჲ (და დაწერა მოსე გალობა ესე მას დღესა შინა და დაასწავა იგი ძეთა მათ ისრაჱლისათა).
44. და შევიდა მოსე და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყურთა ყოვლისა მის ერისათა, თვით მოსე და ისო, ძე იგი ნავესი.
45. და დაასრულნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი, რომელსა-იგი ეტყოდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
46. და ჰრქუა მათ: გულისხმა-ყვენით გულითა თქუენითა ყოველი ესე სიტყუანი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა თქუენცა ამცნოთ შვილთა თქუენთა დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სიტყუათა სჯულისათა.
47. რამეთუ არა ცუდად რაჲმე იყვნეს სიტყუანი ესე თქუენდა მიმართ, არამედ ესე არს ცხორება თქუენი, რამეთუ ამათ სიტყუათა გამო დღეგრძელ იყვნეთ ქვეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი წიაღხუალთ იორდანესა დამჳდრებად მუნ.
48. და ეტყოდა უფალი მოსეს მას დღესა შინა და ჰრქუა:
49. აღვედ შენ მთასა მას ზედა აბარიმსა, რამეთუ იგი თჳთ არს ნაბავ ქუეყანასა მას მოაბელთასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა და იხილე ქუეყანაჲ ქანანისა, რომელ-იგი მივსცე მე ძეთა მათ ისრაჱლისათა სამკჳდრებელად მათა.
50. და მოკუედ მთასა მას ზედა, რომელსაცა აღხჳდე. მუნ და შეეძინე შენ ერსა მას მამათა შენთასა,
51. ვითარცა-იგი აჰრონ, ძმაჲ, შენი, მოკუდა ენორს, მთასა მას ზედა და შეეძინა ერსა მას მამათა თჳსთასა. რამეთუ ურჩ ვქმნენით სიტყუათა მათ ჩემთა ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა, წყალთა მათ ზედა ცილობისათა კადეს ბარნეს უდაბნოსა მას, რამეთუ არა მადიდებდით მე ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა.
52. ხილვით იხილო ქუეყანაჲ იგი შორით, რამეთუ ვერ შეხჳდე მუნ ქუეყანასა მას, რომელი-იგი მე მივეც ძეთა მათ იარაჱლისათა.
33
1. და ესე კურთხევაჲ არს, რომლითა აკრთხნა მოსე კაცმან მან ღმრთისამან ძენი იგი ისრაილისანი ვიდრე სიკუდილადმდე მისა.
2. და თქუა: უფალი სინად მოვიდა და გამოგვიჩნდა ჩუენ სეირს. ისწრაფა ფარან მთით ბევრებითა კადეს, მარჯუენით მისა ანგელოზნი მისნი მას თანა
3. და წყალობა-ყო ერსა თჳსსა ზედა და ყოველნი შეწირულნი ჴელთა შინა შენთა.
4. და ესენიცა შენ ქუეშე არიან და შეიწყნარნა სიტყუანი მისნი შჯული, რომელ მოგუცა ჩუენ მოსე სამკჳდრებელად შესაკრებელსა მას იაკობისასა.
5. და იყოს საყუარელისა მისგან მთავარი შეკრება მას მთავართა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა.
6. ცხონდენ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ იგი რიცხჳთ მრავალ.
7. და ესე იუდა. ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდასი და შესაკრებელთა მისთა შეკრბენ, ჴელნი მისნი გამოირჩინედ მას შემწედ მისა მტერთაგან მათთა.
8. და ლევის ჰრქუა: მიეცით ლევის მხილებაჲ და ჭეშარიტებაჲ მისი კაცსა მას უბიწოსა, რამეთუ განცადეს იგი განცდით და განაბოროტეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
9. რამეთუ ჰრქუა მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა: არა გიცი შენ, და ძმანი თვისნი არა იცნნა და შვილნი თჳსნი არა იცნნა. დაიმარხნა მან მცნებანი ესე შენნი და შჯულსა შენსა არა შესცთა.
10. აუწყნე სიმართლენი შენნი იაკობსა და შჯული მისი ისრაჱლსა შეწირონ მათ მსხუერპლი და საკურთხეველი რისხვისათჳს შენისა მარადის საკურთხეველსა შენსა ზედა.
11. აკურთხე, უფალო, ძალი იგი მისი და საქმენი ჴელთა მისთანი შეწირენ, შემუსრე ძალი იგი მტერთაჲ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს მის ზედა და მოძულენი მისნი ნუღარა აღემართნედ.
12. და ბენიამენს ჰრქუა: შეყუარებული უფლისაჲ დაემკჳდროს სასოებით და ღმერთი თავადი მფარველ ეყოს მას ყოველთა დღეთა და ბეჭთა შორის მისთა განუსუენოს მას.
13. და იოსებს ჰრქუა: კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ იგი მისი და საზღვართაგან ცისათა და ცუარითა და წყაროთაგან უფსკრულთაჲსა ქუესკნელ და აღმოცენებისა
14. ჟამთა ნაყოფთა მათ მზისათა დამდაბლებასა,
15. თავთა მთათა მათ საუკუნოჲსათა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოჲთა,
16. ჟამსა მას სავსებისა ქუეყანისასა მსგავსად შეწყნარებისა მის, რომელ-იგი გამოჩნდა მაყვლოვანსა მას, მოვიდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა მისსა ზედა და იდიდენ იგინი შორის ძმათა თჳსთა პირმშოთა.
17. იყავნ შუენიერებაჲ მისი, ვითარცა შუენიერებაჲ ზუარაკთაჲ, და ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ - რქანი მისნი. და მითა ურქენდეს წარმართთა ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა ბევრებითა ეფრემ და ათასებითა მანასე.
18. და ზაბულონს ჰრქუა: იხარებდ, ზაბულონ, გამოსლვასა შენსა. და იზაქარს ჰრქუა: სამკჳდრებელსა მისსა ნათესავნი დაეცნენ.
19. და ხადოდით თქუენ სახელსა მისსა და შესწიროთ მსხუერპლი სიმართლისა უფლისა მიმართ, სიმდიდრესა მას ზღჳსასა სწოვდე შენ ვაჭართა მათ დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა.
20. და გადს ჰრქუა: კურთხეულ და განვრცობილ იყავ, გად, ვითარცა ლომი განსუენებულად დაემკჳდრე შენ, შემუსრნა მკლავნი მთავართანი.
21. და იხილა დასაბამი მისი, რამეთუ მუნ განიყო ქუეყანაჲ იგი მთავართაჲ შეკრებასა მას ერთა მრავალთასა მთავრობითურთ მისით, სამართალი წინაშე უფლისა ყო და შჯული შორის ისრაჱლსა.
22. და დანს ჰრქუა: დან, ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, გამოვიდეს ბანაკით.
23. და ლეფთალიმს ჰრქუა: სავსებაჲ შეწირული და აღივსენ კურთხევითა უფლისა მიერ, ზღჳთ კერძო და სამხრით დაემკჳდროს იგი.
24. და ასერს ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ ძმათა შორის თჳსთა, დააწოს ზეთსა ფერჴი მისი,
25. ვითარცა რკინაჲ და სპილენძი, და იყოს ჴამლი იგი მისი და, ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი.
26. არა არს ვითარცა ღმერთი საყუარელისა, რომელი აღჴდეს ცად შემწედ შენდა და დიდად შუენიერებითა სამყაროსა მისსა.
27. და საფარველსა მას ღმრთისასა ჴელმწიფებითა ძლიერებითა მკლავისაჲთა სამარადისოთა მათ და განასხნეს მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და ჰრქუას: მივედ, წარწყმი.
28. და დაემკჳდროს ისრაჱლი სასოებით მხოლოდ ქუეყანასა ზედა იფქლითა და ღჳნითა და ცუარითა ცისათა მარადის.
29. ნეტარ ხარ შენ, ისრაჱლ, ვინმე გემსგავსოს შენ ერი ეგე გამოჴსნილი უფლისა მიერ? ზედა მდგომელ გეყოს შენ შემწე იგი შენი და მახჳლითა შენითა სიქადული შენი, გეცრუვნენ მტერნი იგი შენნი და ქედსა მათსა ზედა ფერჴი ეგე შენი.
34
1. და აღჴდა მოსე არაბოთდ მოაბით მთასა მას ზედა ფაჲგასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან ყოველი იგი ქუეყანაჲ გალადისაჲ ვიდრე დანადმდე,
2. და ყოველი იგი ქუეყანაჲ ლეფთალემისი და ყოველი ქუეყანაჲ ეფრემისი და მანასესი, და ყოველი იგი ქუეყანა იუდაჲსი ვიდრე დასასრულადმდე ზღჳსა.
3. და ყოველი იგი უდაბნოჲ და ყოველი გარემოჲს სოფლები, რომელ იყო ველთა მათ იერიქოსაჲთა, ქალაქები იგი დანაკისკუდოვანი ვიდრე სეგორდმდე.
4. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანა იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობსა და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ეგე. აწ, ეგერა, გიჩუენე შენ, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ.
5. და მოკუდა მოსე, მონა იგი ღმრთისაჲ, ქუეყანასა მას მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა.
6. და დაჰფლეს იგი გეზს, მახლობელად სახლისა მას ფაგომისსა. და არა ვინ იცის საფლავი მისი მოდღენდელად დღედმდე.
7. და იყო მოსე ვითარ ასოც წლის, ოდეს, რაჟამს მოკუდა, და არა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და არცა იცვალა ქმნულებაჲ პირისა მისისაჲ.
8. და დაიტირეს მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა არბოთს მოაბისასა, კიდესა მას იორდანისა მდინარისასა, პირისპირ იერიქოსა. და დაიტირეს იგი ოცდაათ დღე და აღესრულნეს დღენი იგი ტირილისანი და გლოვისანი მოსესნი.
9. და ისო, ძე იგი ნავესი, აღივსო სულითა სიბრძნისაჲთა, რამეთუ მოსე დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და ერჩდეს მას ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი და ყვეს, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.
10. და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ,
11. ყოვლითა მით სასწაულებითა და ნიშებითა, ვითარ-იგი მიავლინნა უფალმან ყოფად სასწაულთა მათ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ქუეყანასა მისსა საკჳრველებანი იგი დიდ-დიდნი,
12. ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი, რომელ ყო მოსე წინაშე ყოვლისა ერისა.