წიგნი მეოთხე მეფეთა, ებრაელებრ მალაქიმ, რომელ არს მეორე


1

1. ეცრუვა მოაბ ისრაჱლსა შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისა.

2. და გარდმოვარდა ოქოზია ქორსა მას არდაბაგით, რომელ-იგი იყო სამარიას, და დასნეულდა და წარავლინნა მოციქულნი და ჰრქუა მათ: მივედით და ჰკითხეთ ბაალს მწერსა, ღმერთსა მას აკკარონისასა, უკუეთუ განვერე მე ამას სენსა. და წარვიდეს კითხვად.

3. და ანგელოზი უფლისა უწოდდა ელიას თეზბიტელსა და ჰრქუა: აღდეგ და მიეგებოდე მოციქულთა მათ ოქოზია მეფისა სამარიასათა და არქუ მათ: არამე არსა ღმერთი ისრაჱლისა შორის და მიხვალთ თქუენ კითხვად ბაალისასა, მწერსა მას და ღმერთსა აკკარონისასა?

4. და არა ეგრე, არამედ ესრე იტყჳს უფალი: ცხედარსა მაგას ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ მაგას ზედა სიკუდილითა მოჰკუდე. და წარვიდა ელია და ჰრქუა მათ.

5. და მიიქცეს მოციქულნი იგი მისავე და ჰრქუა მათ: რა არს, რამეთუ მოიქეცით?

6. და ჰრქუეს მას: კაცი ერთი მოგვეგებოდა ჩუენ და გურქვა ჩუენ: მივედით და მოიქეცით მეფისა მის, რომელ წარმოგავლინა თქუენ და არქუთ მას: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, ვითარმედ: არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა და მიხვალთ კითხვად ბაალისსა, მწერსა მას, ღმერთსა აკკარონისასა? არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგას, რომელსა აღჴედ, მაგიერ არა გარდამოჴდე, არამედ მანდავე ზედა სიკუდილითა მოჰკუდე.

7. და ჰრქუა მათ მეფემან: რა ხატი იყო კაცი იგი, რომელი მოგეგებოდა და გრქუა სიტყუაჲ ეგე?

8. და ჰრქუეს: კაცი მატყიერ და სარტყელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა. და თქუა: ელია თეზბიტელი არს იგი.

9. და წარავლინა ერგასისთავი ერგასისითურთ მისით, და მივიდეს მისა და ელია ჯდა ზედა თავსა მის მთისასა. სიტყუად იწყო ერგასისთავმან და ჰრქუა მას: კაცო ღმრთისაო, გიწოდს შენ მეფე, გარდამოჴედ მაგიერ!

10. მიუგო ელია და ჰრქუა ერგასისთავსა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარ მე, გარდამოჴედინ ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა იგი და ერგასისნი იგი მისნი მის თანა.

11. და შესძინა მეფემან და მიავლინა სხუაჲ ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა და აღჴდა ერგასისთავი იგი და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა:კაცო ღმრთისაო, ესრე იტყჳს მეფე: გარდამოჴედ მაგიერ ადრე.

12. მიუგო ელია და ჰრქუა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი უფლისა მიერ და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.

13. და შესძინა მერმეცა მეფემან მესამედ და მიავლინა ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა. და მივიდა მისა ერგასისთავი იგი მესამე და დაიდგნა მუჴლნი წინაშე ელიასა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: კაცო ღმრთისაო, დიდებულ-ყავ თავი მონისა შენისა და თავნი ერგასის ამათ მონათა შენთანი წინაშე თუალთა შენთა.

14. რამეთუ, აჰა, ესერა, გარდამოვარდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა ორნივე იგი ერგასისთავნი პირველნი და ერგასისნი მისნი და შეარაცხენ აწ თავნი მონათა ამათ შენთანი წინაშე თუალთა შენთა.

15. და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ელიას: გარდამოვედ და მივედ მაგის თანა და ნუ გეშინინ პირისაგან მათისა. და აღდგა და გარდამოვიდა მიერ მათ თანა მეფისა.

16. და ეტყოდა ელია მას და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ მიავლინენ მოციქულნი კითხვად ბაალისა, მწერისა მის, ღმრთისა აკკარონისა, რეცა არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა კითხვად მის მიერ, არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგასა ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ სიკუდილითა მოჰკუდე.

17. და მოკუდა ოქოზია მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია (და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიასა ათორმეტ წელ წელსა მას მეთურამეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასსა, და ქმნა ბოროტი წინაშე, უფლისა, ხოლო არა ვითარცა ძმათა თჳსთა და დედამან თჳსმან, დაამჴუნა ძეგლნი იგი ბაალისნი, რომელ აღმართნა მამამან მისმან და დამუსრნა იგინი, ხოლო ცოდვასა მას სახლისა იერობოამისასა, ძისა ნაბატისა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა. და განრისხნა გულისწყრომითა უფალი სახლსა ზედა აქაბისასა) და მეფობდა იორამ, ძმა მისი, მის წილ წელსა მესამესა იორამ მეფისა იუდეასსა, ძისა იოსაფატისსა, რამეთუ არა ესვა მას ძე.

18. და ნეშტნი სიტყუათა ოქროზისთანი და, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, ყოველი წერილ არს წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.


2

1. და იყო, აღყვანებასა მას ელიასსა უფლისა მიერ ძრვით ზეცად და წარვიდეს ელია და ელისე გალგალით.

2. და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე ბეთელადმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდოდეს ბეთელად.

3. და გამოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელ იყუნეს ბეთელს, შემთხუევად მათა და ჰრქუეს ელისეს: შენ უწყიმეა, რამეთუ დღეს აღამაღლებს უფალი უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და ჰრქუა მათ: უწყი მეცა, დუმენით.

4. და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლნებიე მე იერიქოდ. და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდეს იერიქოდ.

5. და მოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი იყუნეს იერიქოს და ჰრქვეს ელისეს: უწყიმეა, რამეთუ დღეს უფალი აღამაღლებს უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და თქუა: უწყი მეცა, თქუენ დუმენით.

6. და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე იორდანედ და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! და არა დაგიტეო შენ. და წარვიდეს ორნივე.

7. და ერგასის კაცი ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა დადგეს პირისპირ განშორებულად მათსა და დადგეს ორნივე იგი კიდესა იორდანისასა.

8. და მოიღო ელია ხალენი იგი თჳსი, შეკეცა და სცა წყალსა მას. და განიპო წყალი იგი იმიერ და ამიერ, წიაღჴდეს ორნივე ჴმელსა.

9. და იყო, ვითარცა წიაღჴდეს და ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე რაჲ ჩემგან, ვიდრე არღა ამაღლებულ ვარ მე შენგან. და ჰრქუა ელისე ელიას: იყავნ მრჩობლი სული შენი ჩემ ზედა!

10. და ჰრქვა ელია: ფიცხლად ითხოვე, უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ!

11. და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.

12. და ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და არღარა ხედვიდა მას და შებმა-უყო სამო- სელსა და განაპო.

13. და აღიღო ელისე ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა, და მოიქცა ელისე და დადგა კიდესა იორდანისასა.

14. და მოიღო ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა და სცა წყალსა მას და არა განიპო და თქუა ელისე: სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო? და სცა წყალსა მას მეორედ და განიპო ორად და წიაღჴდა ელისე ჴმელსა.

15. და ვითარცა იხილეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იერიქოს იყუნეს, და თქუეს: დაადგრა სული ელიასი ელისესა ზედა! და მიეგებოდეს მას და თაყუანი-სცეს პირსა ზედა ქუეყანისასა.

16. ჰრქუეს: აჰა, ესერა, არიან მონათა შენთა თანა კაცნი ერგასისნი, ძენი ძლიერებისანი, წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიტაცა სულმან უფლისამან და დააგდო იგი იორდანესა ოდენ, ანუ ერთსა მთათაგანსა სადამე, ანუ ბორცუთაგანსა. და ჰრქუა ელისე: ნუ წარავლინებთ.

17. და აიძულეს მას, ვიდრემდის ჰრცხუენაცა და ჰრქუა: წარავლინეთ! და წარავლინეს ერგასისნი კაცნი და ეძიებდეს სამ დღე და არა პოეს.

18. და მოიქცეს მისა და იგი ჯდა იერიქოს და ჰრქვა მათ ელისე: არა გარქუ თქუენ, ვითარმედ ნუ მიხვალთ?

19. და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა ელისეს: აჰა, ესერა, საყოფელი ამის ქალაქისა კეთილ არს, ვითარცა შენ, უფალი ჰხედავ და წყალნი ესე ბოროტ და შვილთმომსრველ.

20. და ჰრქუა ელისე: მომართუთ მე სარწყული ერთი ახალი. და მოართვეს მას.

21. და მივიდა ელისე თვალსა მას ზედა წყაროსასა და შთაასხა მას მარილი და თქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: განვკურნებ წყალთა ამათ და ნუღარამცა არს მაგისგან სიკუდილი და ნუცაღა შვილთა სრვა.

22. და განიკურნეს წყალნი იგი მოდღენდელად დღემდე მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა, ვითარცა თქუა.

23. და გამოვიდა მიერ ელისე და მოვიდოდა ბეთელად და, ვითარცა აღვიდოდა გზასა მას, გამოჴდა ყრმები მცირები ქალაქით, ესროდეს ქვითა და ეკიცხევდეს და ეტყოდეს: აღვიდოდე, მტერ, აღვიდოდე, მტერ.

24. უკმოექცა მათ და დასწყევნა იგინი სახელითა უფლისათა და თქუა: შვილნო ცოდვისანო და ცალიერებისანო! და გამოჴდეს ორნი დათუნი მაღ- ნარით და განბძარნეს მათგანნი ორმეოცდაორი ყრმა.

25. და წარვიდა მიერ მთასა მას კარმელსა და მუნით მიაქცია სამარიად.


3

1. და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეათვრამეტესა იოსაფატის, მეფის იუდასასა, და მეფობდა ათორმეტ წელ.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მამამან და დედა- მან მისმან, და დაამჴუნა ძეგლნი იგი, რომელ აღმართნა მამამან მისმან.

3. ხოლო ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა მათგან.

4. და ამოს, მეფე მოაბისა, იყო ნოკედს და მოსცემდა ხარკსა მეფესა მას ისრაჱლისასა და ასი ათასსა კრავსა და ასი ათასსა ვერძსა ურისველსა.

5. და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისსა და განუდგა მეფე იგი მოაბისა მეფესა მას ისრაჱლისასა.

6. და გამოვიდა მეფე იორამ სამარიად მას დღესა შინა, აღიხილა ისრაჱლი და წარვიდა.

7. და წარავლინნა მეფემან იოსაფატისა, მეფისა იუდასა და ჰრქუა: მეფე მოაბისა მეცრუვა მე. აწ გამო-თუ-ხჳდე ჩემ თანა ბრძოლად მოაბისა? და თქუა: განვიდე, რამეთუ ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი, ეგრეცა საჴედარნი ჩემნი.

8. და ჰრქუა: რომელსა გზასა მივმართოთ? და ჰრქუა იორამ: გზასა მას უდაბნოსასა, ედომით კერძო.

9. და წარვიდეს მეფე ისრაჱლისა და მეფე იუდეასი და მეფე ედომისა და დაიდარნეს შჳდ დღე გზასა მას. და არა ეპოვა წყალი ბანაკსა მას და არცა საცხოვარსა მათსა, რომელი იყო მათ თანა.

10. და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: ჵ,ა́ რამეთუ განგუწირნა ჩუენ უფალმან, სამნი ესე მოსრულნი მეფენი, მიცემად ჴელთა მოაბისთა.

11. და თქუა იოსაფატ მეფემან: არამე არს აქა წინაწარმეტყუელი უფლისა და ვაკითხემცა უფლისა მიერ ჩუენთჳს? და თქუა ერთმან ვინმე ყრმამან მეფისა ისრაჱლისამან: არს აქა ელისე, ძე საფატისი, რომელი სცემდა ჴელთსა- ბანელსა ელიას.

12. და თქუა იოსაფატ: არს სიტყუაჲ უფლისა მის თანა. და მივიდეს მისა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, და მეფე ედომისი.

13. და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: რა ძეს შენი და ჩემი? მივედ შენ წინაწარმეტყუელთა მამისა შენისათა და წინაწარმეტყუელთა დედისა შენისათა! და ჰრქუა მას მეფემან ისრაჱლისამან: მო-მე-გვიყვანნა უფალმან სამნი ესე მეფენი მიცემად ჴელთა მოაბელთასა?

14. და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომელმან განმაძლიერა მე წინაშე მისა, უკუეთუმცა არა თუალ-ვასხენ იოსაფატს, მეფესა იუდასსა, არცაღამცა მიგხედე და გიხილე შენ.

15. და აწ მომგუარეთ მე მაქებელი! და მოგვარეს ერთი მაქებელი, და იყო, ვითარცა იტყოდა ქებასა მას, იყო მის ზედა ჴელი უფლისა.

16. და ჰრქვა: ესრე იტყჳს უფალი, არა იხილოთ ქარი და არცა იხილოთ წჳმა. და ნაღვარევი ეგე აღივსოს წყლითა და სუათ თქუენ და საცხოვარმან თქუენმან და კარაულმან თქუენმან.

17. და მცირე არს ესე ყოფად წინაშე თუალთა უფლისათა. და მოგცეს უფალმან მოაბი ჴელთა თქუენთა.

18. და დასცნეთ ყოველნი იგი ქალაქნი რჩეულნი და ძლიერნი და ყოველი ხე შუენიერი დასცეთ და ყოველი წყაროები აღმოავსოთ და ყოველი ადგილი შუენიერი განრყუნეთ თქუენ.

19. და იყო, განთიადსა მას ოდენ შეწირვასა ოდენ მსხუერპლისასა და, აჰა, წინაწარმეტყუელნი მოვიდოდეს გამოსლვითა ედომით. და აღივსო ქუეყანა წყლითა.

20. და ყოველსა მოაბსა ესმა, ვითარმედ მივლენან ესე მეფენი წყობად მათა. და აუწყეს ყოველთავე სარტყლისშემრტყმელსა მახჳლოსანსა მათა მიმართ და აღიმსთვეს განთიადსა მას და დადგეს საზღვარსა მათსა.

21. და მოეფინა მზე წყალთა მათ ზედა და იხილა მოაბ პირისპირ წყალი იგი მეწამული, ვითარცა სისხლი.

22. და თქუეს: სისხლი იგი მახჳლისა არს ჴდომით, ვიდრემდე ჴდებოდეს ურთიერთას მეფენი იგი, დაეცნეს ურთიერთას და, აჰა, აწ მალე იყავნ ტყუენვად მოაბ.

23. და მიმართეს ბანაკსა მას ისრაჱლისასა და აღდგეს ისრაიტელნი და დასცეს მოაბი და ივლტოდეს პირისგან მათისა და შეუდგეს და მოსრვიდეს მოაბსა.

24. და ქალაქნი მათნი დაამჴუნეს და ყოველივე ნაწილი კეთილი კაცად-კაცადმან ქვითა აღმოავსო და ყოველივე თავი წყაროთა აღმოავსეს ქვითა და ყოველი ხე შუენიერი დასცეს და არა დაუტევეს ქვა ქვასა ზედა ზღუდეთა მათთა. და გარემოადგეს მას შურდულოსანნი და დასცეს იგი.

25. და იხილა იგი მეფემან მოაბისამან, რამეთუ განძლიერდა მის ზედა ღუაწლი იგი, მიმართა შჳდასითა კაცითა მახჳლოსანითა მიწევნად მეფისა მის ზედა ედომისასა და ვერ შეუძლო.

26. და მოიყვანა ძე იგი თჳსი პირმშო მეფემან, რომელ დაედგინა მეფედ თავისი თჳსისა წილ, და შეწირა იგი მსხუერპლად ზღუდესა მას ზედა. და იყო სინანულ დიდ შორის ისრაჱლსა და წარმოვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანად თჳსად.


4

1. და დედაკაცი ერთი ძეთა მათგანი წინაწარმეტყუელთა ღაღადებდა ელისეს მიმართ და თქუა: მონა შენი, ქმარი ჩემი, მოკუდა და შენ თჳთ იცოდე, რამეთუ მონა შენი მოშიში უფლისა იყო, და მასესხებელი იგი მოვიდა და მიიყვანნა ორნივე იგი შვილნი ჩემნი მონად თჳსად.

2. და ჰრქვა მას ელისე: რა გიყო შენ, მითხარ მე, რა გიც სახლსა შენსა? და მან თქუა: არარა არს სახლსა მჴევლისა შენისასა გარნა ჭურჭელი ერთი, რომელსა დგას ზეთი საცხებელად ჩემდა.

3. და ჰრქუა მას ელისე: მივედ და ითხოვე შენდად ჭურჭელი მოცალე ყოვლისაგან გარემოთა შენთა და ნუ მცირედ.

4. და შეხჳდე შენ და შვილნი შენნი და დაჴაშ კარი შენი და ისხმიდე ყოველსა მას ჭურჭელსა ვიდრე აღვსებადმდე.

5. და წარვიდა მისგან დედაკაცი იგი და ყო ეგრე. და დაჴშეს კარი მან და შვილთა მისთა. შვილნი იგი მიუპყრობდეს და იგი ასხმიდა ზეთსა მას ვიდრე აღვსებადმდე ჭურჭელისა მის.

6. და ჰრქუა შვილთა მათ თჳსთა: მომიპყართ სხუაცა ჭურჭელი! და ჰრქუეს: არა არს სხუაჲ. და დადგა ზეთი იგი.

7. და მივიდა, უთხრა კაცსა მას ღმერთისასა. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: მივედ და მიეც ზეთი იგი და გარდაიჴადე სესხი იგი, შენ და შვილნი შენნი გამოიზარდენით ნეშტითა მაგით ზეთისათა.

8. და იყო დღე ერთი და მივიდა ელისე სომნად: და მუნ იყო დედაკაცი ერთი მდიდარი და აიძულა რა ჭამად პურისა და არნ მრავალ ჟამ მისლვასა მისსა, მუნ შევიდის ჭამად და სუმად.

9. და ჰრქუა დედაკაცმან ქმარსა თჳსსა: აჰა, უწყი, რამეთუ კაცი ესე ღმრთისა წმიდა არს და მარადის ამიერ მავალ არს.

10. უქმნეთ მას ქორი მცირე და დაუდგათ მუნ ცხედარი და ტაბლა და სავარძელი და სანთელი. და იყოს, მოსლვასა მისსა ჩუენ თანა მუნ შევიდოდეს.

11. და იყო დღე ერთი და მოვიდა მუნ ელისე და შევიდა ქორსა მას და დაიძინა მუნ.

12. და ჰრქუა გეეზის, მსახურსა თჳსსა: მოუწოდე სომანიტელსა მას დედაკაცსა! და მოუწოდა მას გეეზი და მოვიდა და დადგა წინაშე მისა.

13. და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა თჳსსა: არქუ მაგას დედაკაცსა: აჰა, ესერა, დაგჳმზადე ჩუენ ყოველი საშუებელი. აწ რა ვყოთ შენთჳს? არსა სიტყუაჲ შენი მეფისა მიმართ, ანუ მთავრისა მიმართ ერისასა? და მან თქუა: არა მიჴმს, არამედ შორის ერსა ჩემსა დამკჳდრებულ ვარ მე.

14. და ჰრქუა ელისე გეეზის: არ წეს არს მაგისა ყოფად. და ჰრქუა გეეზი, სახურმან მისმან: ესე უწყი, რამეთუ შვილი არა უვის მაგას და ქმარი მაგისი მოხუცებულ არს.

15. და თქუა ელისე: მოუწოდე მას დედაკაცსა და გამოვიდა და დადგა კართა მათ მის სახლისათა.

16. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: ჟამთა მათ ამას დღესა გაქუნდეს შენ ყრმა მჴართა შენთა. და ჰრქუა მას დედაკაცმან ელისეს: ნუ, უფალო, კაცო ღმრთისაო, ნუ მბასრობ მე მჴევალსა შენსა.

17. და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე ჟამსა მას ოდენ, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარცა ეტყოდა მას ელისე.

18. და განმტკიცნა ყრმა იგი. და იყო, დღეთა მათ ოდენ მკისათა მოვიდა ყრმა იგი მამისა თჳსისა თანა მომკალთა მათ.

19. და ჰრქუა მამასა თჳსსა: თავი ჩემი მელმის. და უბრძანა მონათაგანსა ერთსა და მიიყვანა ყრმა იგი დედისა თჳსისა.

20. და აღიქვა იგი დედამან თჳსმან და დაისვა იგი მუჴლთა ზედა თჳსთა სამხრადმდე. და მოკუდა ყრმა იგი.

21. და აღიღო იგი და დადვა ცხედარსა მას ზედა ელისესსა, და გამოიჴშა კარი და გამოვიდა გარე ველად.

22. და უჴმო ქმარსა თჳსსა და ჰრქუა: მო-ნუ-ვინ-ავლინე ერთი მონათა მათგანი და ერთი ვირი და მივისწრაფო კაცისა მის ღმრთისა და მოვიქცე.

23. და ჰრქუა მას ქმარმან მისმან: რა არს, რომელსა მიხვალ შენ დღეს? რამეთუ არცა თვისთავი არს, არცა შაბათი. და ჰრქუა მან დედაკაცმან ქმარსა: შენ დუმენ.

24. და დაასხნეს ვირსა მას და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: წარიქციე და ვიდოდე და ნუ მელი მე აღსუმად მაგასა ზედა, ვიდრე გრქვა შენ.

25. და მიისწრაფე კაცისა მის ღმრთისა მთასა მას კარმელსა. და იყო, ვითარცა იხილა იგი ელისე მიმავალი მისსა, ჰრქვა გეზს, მსახურსა თჳსსა: აჰა ეგერა, სომანიტელი იგი მოვალს.

26. მიეგებე მას და არქუ: მშჳდობა არს შენდა და მშჳდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშჳდობით არსა ყრმა იგი? და მან ჰრქუა: მშჳდობაჲ არს.

27. და მიმართა ელისესა მთასა მას და შებმა-უყო ფერჴთა მისთა და მივიდა გეეზი, რათამცა უკმოაყენა, და ჰრქუა ელისე: აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე.

28. და თქუა დედაკაცმან: ვითხოე ნუ შვილი უფლისაგან ჩემისა? არა გარქუ, ვითარმედ: ნუ მეტყუვი მე?

29. და ჰრქუა ელისე გეეზს: შეირტყ სარტყელი წელთა შენთა და მიიღე კუერთხი ეგე ჩემი ჴელთა შენთა და წარვედ, და თუ ვინმე შეგემთხჳოს კაცი, ნუ აკურთხევ მას და, თუ ვინმე გაკურთხევდეს, ნუ მიუგებ მას სიტყუასა, და დასდევ კუერთხი ეგე ჩემი პირსა ზედა მის ყრმისასა.

30. და ჰრქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და აღდგა ელისე და შეუდგა მას.

31. და გეეზი წარვიდა წინა მათსა და დასდვა კუერთხი იგი პირსა მის ყრმისასა და არა იყო ჴმაჲ, არცა სმენა. და მიეგებოდა გეეზი და უთხრა ელისეს და ჰრქუა: არა აღდგა ყრმა იგი.

32. და შევიდა ელისე სახლსა მას და, აჰა, მომკუდარი მდებარე იყო სარეცელსა ზედა მისსა.

33. და შევიდა ელისე სახლსა მას და დაჴშნა კარნი, თაყუანი-სცა უფალსა და ილოცა უფლისა მიმართ.

34. და აღჴდა და დააწვა ზედა ყრმასა და დასდვა პირი თჳსი ზედა პირსა მისსა და თუალნი მისნი ზედა თუალთა მისთა, ჴელნი მისნი ჴელთა მისთა და შეიკუნძა მას ზედა და განტფეს ჴორცნი ყრმისანი მის.

35. და აღდგა ელისე და მივლო სახლსა მას შინა იმიერ ამიერ და აჴდა მეორედ, დააწვა ყრმასა მას ზედა შჳდგზის. და აღიხილნა ყრმამან მან თუალნი თჳსნი.

36. და ჴმა-უყო ელისე გეეზის და ჰრქუა: მოუწოდე აქა სომანიტელსა მას. და მოუწოდა მას გეეზი და შევიდა მისა და ჰრქვა მას ელისე: მიიყვანე ყრმა ეგე შენი!

37. და შევიდა დედაკაცი იგი და დავარდა ფერჴთა მისთა თანა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა და მიიქუა შვილი იგი თჳსი და გამოვიდა.

38. და ელისე მიიქცა გალგალად. და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა და ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი სხდეს წინაშე მისსა. და ჰრქუა ელისე მსახურსა მას თჳსსა: შეადგ შენ ქვაბი იგი დიდი და შეუგბოლე რა ძეთა მაგათ წინაწარმეტყუელთასა.

39. და განვიდა ველად კრებად არიოთისა და პოვა ვენაჴი დატევებული, და კრიბა მას შინა ნოიჭი სავსე წინამოთა და მოიღო და შთაყარა ქვაბსა მას საგბოლველსა და არა იცოდა, რა იყო.

40. და დაუგო კაცთა მათ წინაშე ჭამად, და ვითარცა იწყეს ჭამად, ღაღად-ყვეს და თქუეს: სიკუდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას. და ვერ ჭამდეს.

41. და თქუა ელისე: მოიღეთ ფქვილი და შთაასხით ქვაბსა მაგას და შთაასხეს და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა მას თჳსსა: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ. და არა იქმნა ვნება ქვაბისა მისგან.

42. და გამოვიდა კაცი ერთი ბეთსაისით და მოართვა კაცსა მას ღმრთისასა პური პირველ ნაყოფთა ჴუეზა ქრთილისა და ეტერი ფიჩჳთა. და თქუა ელისე: დაუგეთ ერსა მაგას და ჭამონ.

43. და თქუა მსახურმან მან მისმან: რა ვისმე ეყოს ესე წინაშე ასსა მაგას კაცსა? და ჰრქუა ელისე: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი: ჭამონ და დაუშთეს ნეშტი.

44. და დაუგო წინაშე მათსა, ჭამეს და დაუშთა ნეშტი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.


5

1. და ნემან, ერისთავი მეფისა ასურასტანისა, იყო კაცი დიდი წინაშე უფლისა თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო მოსცა უფალმან ჴსნა ასურასტანელთა. და კაცი იგი იყო ძლიერ ძალითა და კეთროვან.

2. და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.

3. და ჰრქუა დედოფალსა მას თჳსსა: რამეთუმცა ვიდა უფალი ჩემი წინაწარმეტყუელისა მის ღმრთისა სამარიად და ევედრამცა მას და მუნთქუესვემცა განწმიდნა ეგე კეთროვანებისაგან.

4. და შევიდა და უთხრა უფალსა მას თჳსსა და ჰრქუა: ესრე და ესრე იტყოდა ქალი იგი, რომელ-იგი არს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

5. და უთხრეს მეფესა და ჰრქუა მეფემან ასურასტანისამან: მივედ და მივწერო მეფისა მის ისრაჱლისა. და წარიღო ათი სასწორი ვერცხლი და ექუსი სასწორი ოქრო, ათი ქმნული სამოსელი.

6. და წარიღო წინაშე მეფისა ისრაჱლისა, რომელსა წერილ იყო ესრე: აწ ვითარცა მიიწიოს წიგნი ესე შენდა, მომივლენია შენდა ნემან, მონა ჩემი, და განწმიდო კერთოვანებისაგან თჳსისა.

7. და იყო, ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მეფემან ისრაჱლისამან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარმცა მოვაკუდინე და ვაცხოვნე? და მოავლინა ჩემდა კაცი ეგე განწმედად კეთროვანებისაგან თჳსისა, ხოლო უწყოდეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე.

8. და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა ღმრთისასა, ვითარმედ დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რასა დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, რამეთუ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.

9. და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.

10. და გამოავლინა მისა ელისე მოციქული და ჰრქუა: მივედ, იბანე იორდანესა შჳდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმიდნე.

11. და განრისხნა ნემან და წარვიდა და თქუა: მე ვჰგონებდ, ვითარმედ გამოვიდეს ჩემდა და ხადოს სახელსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდვას ჴელი თჳსი კვთროვანებასა ამას და განმწმიდოს მე კეთროვანებისაგან ამის ჩემისა.

12. არამე უმჯობეს არიან არბანა და ფარფათა მდინარენი იგინი დამასკისანი ვიდრე იორდანესა და ყოველთა წყალთა ისრაჱლისათა? და რად არა მივიდე და ვიბანო მათ შინა და განვწმიდნე? და მოიქცა და წარვიდა გულისწყრომით.

13. და წარდგეს მონათა მისთაგანნი და ეტყოდეს მას: ძმაო, დიდი თუმცა სიტყუაჲ რა გარქვა შენ წინაწარმეტყუელმან? არამემცა ჯერ-იყო ყოფად? აცადე, რამეთუ გარქვა: დაიბანე, განწმიდნე.

14. და შთაჴდა ნემან და იბანა იორდანესა შჳდგზის მსგავსად სიტყჳსა მისებრ ელისესა. და მოიქცეს და იქმნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და განწმიდნა.

15. და მოიქცა ნემან ელისესა, იგი თავადი და ყოველი ბანაკი მისი, მოვიდა და დადგა წინაშე მისა და თქუა: აჰა, უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შორის და აწ მიიღე კურთხეული მონისა შენისაგან.

16. და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე დავდეგ. არა რა მოვიღო. და აწვევდა მას მიღებად და მან არა თავს-იდვა.

17. და თქუა ნემან: ვინათგან არა ინებე, მიბრძანე და აღვკიდო ჯორთა მიწა ამის ქვეყანისა, რამეთუ არღარა ყოს მონამან შენმან შესაწირავი და საზორველნი ღმერთთა მათ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.

18. სიტყჳსა ამისთჳს ლხინება-ყვნა უფალმან მონისა ამის შენისა: შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას რემანისასა თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი თჳსი ჩემ ზედა შესლვასა მას მისსა სახლსა მას რემანისასა და დადრეკასა მისსა თაყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევება-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა მისთჳს.

19. და ჰრქუა ელისე ნემანს: ვიდოდე მშჳდობით! და წარვიდა ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

20. და თქუა გეეზი, მსახურმან მან ელისესმან: აჰა, შეეწყალა უფალსა მას ჩემსა ნემან ასური და არა რა მიიღო მისგან, რომელ მოართვა მას. ცხოველ არს უფალი. აღვირბინო და ვეწიო მას და მუნ რამე ვიღო მისგან.

21. და ეწია გეეზი ნემანს და იხილა ნემან გეეზი, რამეთუ სდევდა მას და გარდამოვიდა ეტლით თჳსით და მიეგებოდა მას და ჰრქუა: მშჳდობა არსა მოსლვა შენი?

22. და ჰრქვა გეეზიმ: მშჳდობით არს. უფალმან ჩემმან მომავლინა შენდა, აჰა, ესერა, მოვიდეს ჩემდა ორნი ყრმანი მთით ეფრემით ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასანი. აწ მოეც ამათ სასწორი ერთი ვერცხლისა და ორნი სამოსელნი ქმნულნი.

23. და ჰრქუა ნემან: უკუეთუ ეგრე არს, მიიღე სამი სასწორი ვერცხლისა. და აიძულა და მისცა სამი სასწორი ვერცხლისა, და შეკრა და შთადვა ორთა გუნდთა და ორი სამოსელი ქმნული და მისცა ორთა მონათა თჳსთა და აღკიდეს წინაშე მისსა.

24. და მოვიდეს ბნელისასა მას და მოიღო ჴელთაგან მათთა და დადვა სახლსა მას და განუტევნა იგინი. და წარვიდეს კაცნი იგი.

25. და იგი შევიდა და დადგა წინაშე უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას ელისე: ვინა მოხვალ, გეეზი? და ჰრქუა გეეზი: არა ვიდრე სრულ ვარ მონა შენი იმიერ, გინა თუ ამიერ.

26. და ჰრქუა მას ელისე: არა გული ჩემი შენ თანა იყოა, რაჟამს მოიქცა კაცი იგი ეტლთა მათგან და მოგეგებოდა შენ? და, აჰა, მოიღე ვეცხლი იგი და სამოსელი და მოიგო მით მტილი და ზეთისხილნი და ვენაჴი და ზროხა და ცხოვარნი და მონები და მჴევლები?

27. და კეთროვნებაჲცა იგი ნემანისი დაგედევინ შენ ზედა და ნათესავსა შენსა უკუნისამდე. და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთრებული, ვითარცა თოვლი.


6

1. და ჰრქუეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა ელისეს: აჰა, ესერა, ადგილი ესე, რომელსა დავმკჳდრებულვართ ჩუენ, იწრო არს ჩუენდა.

2. მივიდეთ და ვიკვეთოთ იორდანესა კაცად-კაცადმან თჳთო მოსელი და ვიშენოთ მუნ საყოფელი. და ჰრქუა ელისე: მივედით!

3. და თქუა ერთმან ვინმე მათგანმან: მოვედ შენცა ნელიად მონათა შენთა თანა. და მან თქუა: მივიდე.

4. და წარვიდა მათ თანა და მივიდა იორდანედ და კაფდეს ძელთა.

5. და, აჰა, ერთი ვინმე მათგანი ვიდრე მოაკვეთდა მოსელსა, წარვარდა რკინა ტარსა და შთავარდა წყალსა მას და ღაღად-ყო კაცმან და თქუა: შემიწყალე, უფალო, რამეთუ იგიცა ნათხოვ იყო.

6. და ჰრქუა კაცმან ღმრთისამან, სადა ოდენ შთავარდა? და უჩუენა მას ადგილი იგი, მოსტეხა რტო ერთი ელისე და შთააგდო მუნთქვეს ოდენ და ღმოჩნდა რკინა იგი.

7. და ჰრქუა ელისე: მიჰყავ და მოიღე თავით შენით და მიჰყო ჴელი თჳსი და მოიღო იგი.

8. და მეფე ასურასტანისა გამოვიდა წყობად ისრაჱლისა და ზრახვა-ყო მონათა თჳსთა თანა და თქუა: ადგილსა ერთსა ფელმონს დავიდარანოთ.

9. და მიავლინა ელისე მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: ეკრძალე, ნუუკუე მიხჳდოდით მათ ადგილთა, რამეთუ მუნ ასურნი იგი დადარანებულ არიან.

10. და წარავლინა მეფემან ისრაჱლისამან ადგილსა მას მსტოვარნი, რომელსა ჰრქუა მას ელისე მოხილვად მათდა და ერიდებოდა მას ადგილსა არა ერთგზის და არცა ორგზის.

11. და განრისხნა გული მეფისა ასურთასა სიტყჳსა მისთჳს და მოუწოდა მონათა თჳსთა და ჰრქუა მათ: მითხარითღა მე, ვინმე მამხილა მეფისა მის თანა ისრაჱლისა?

12. და თქუა ვინმე ერთმან მონათა მისთაგანმან: არა ვინ, უფალო ჩემო მეფე, არამედ ელისე წინაწარმეტყუელი ისრაჱლისა უთხრობს მეფესა მას ისრაჱლისასა ყოველთა სიტყუათა შენთა, რომელთა იტყჳ სენაკთა, ანუ სასვენებელთა ზედა შენთა.

13. და თქვა მეფემან: მივედით და იხილეთ, სადა იყოს იგი და მივავლინო და შევიპყრა იგი. და უთხრეს მას და ჰრქვეს: აჰა, ეგერა, დოთაიმს არს.

14. და წარავლინა მუნ მეფემან ასურასტანისამან ჰუნეები და ეტლები და ერი ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი.

15. და აღიმსთო მსახურმან ელისესმან და, აჰა, ერი ძლიერი მოახლებულ იყო გარემო ქალაქსა მას, ჰუნეები და ეტლები. და ჰრქუა მას ყრმამან: უფალო, რამე ვყოთ?

16. და ჰრქუა ელისე: ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლესნი არიან ვიდრე მათ თანა.

17. და თაყუანის-სცა უფალსა ელისე, ილოცვიდა და თქუა: უფალო, განუხვენ თუალნი ამის ყრმისანი, რათა იხილოს. და განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა და, აჰა, მთა იგი სავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა.

18. და გარდამოჴდეს მისსა და ილოცვიდა ელისე უფლისა მიმართ და თქუა: გუემე ნათესავი ეგე სიბრმითა! და გუემნა იგინი უფალმან სიბრმითა მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა.

19. და ჰრქუა მათ ელისე: არა ესე გზა არს და არცა ესე ქალაქი, მომდევდით მე და მიგიყვანნე თქუენ კაცისა მის, რომელსა ეძიებთ. და მიიყვანნა იგინი სამარიად.

20. და იყო, ვითარცა შევიდეს სამარიად. თქუა ელისე: აღახუნენ, უფალო, თუალნი ამათნი და ხედვიდენ. და აღუხილნა უფალმან თუალნი მათნი და იხილეს. და, აჰა, იყუნეს შორის სამარიასა.

21. ვითარცა იხილნა იგინი მეფემან ისრაჱლისამან, ჰრქუა ელისეს: მოსრვით მოსრნე იგინი, მამაო.

22. და ჰრქუა ელისე: ნუ მოსრავ, რამეთუ რომელნი არა სტყუენვენ მახჳლთა შენითა და არცა მშჳლდითა შენითა. აწ დაუგე პური და წყალი, ჭამონ და სვან და წარვიდენ უფლისა თჳსისა.

23. და დაუგო მათ დიდად და ჭამეს და სვეს და წარვიდეს უფლისა თჳსისა და არღარა შესძინეს ასურთა მათ მოსლვად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.

24. და იყო ამისა შემდგომად და კრება-ყო ძემან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან, ყოვლისა მის ბანაკისა თჳსისა, მოვიდა და მოიცვა სამარია.

25. და იყო სიყმილი დიდი სამარიას და დასხდეს მის გარემო, ვიდრემდე ეპოებოდა თავი ვირისა ერგასის სასწორის ვეცხლისა და ოთხი კაბიწი და ნაედომი ტრედისა ხუთის სასწორისა ვეცხლისა.

26. და მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას და დედაკაცი ერთი ღაღადებდა მისა მიმართ და თქუა: მიჴსენ მე, უფალო მეფე.

27. და ჰრქუა მას მეფემან: ნუ გიჴსნეს შენ უფალმან, ვინა გიჴსნეს შენ კალოსაგან ანუ საწნეხელისა?

28. და ჰრქვა მას მეფემან: რა არს შენდა, დედაკაცო? მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე.

29. და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი.

30. და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუა იგი მის დედაკაცისა, დაიპო სამოსელი თჳსი და იგი იქცეოდა ზედა ზღუდესა მას. და იხილა ყოველმან ერმან, რამეთუ ძაძა ემოსა შიშველთა ჴორცთა მისთა.

31. და თქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე და ესე შემძინენ, უკუეთუ დგესღა თავი ელისესი, ძისა საფატისი, მის ზედა დღეს.

32. და ელისე ჯდა სახლსა თჳსსა და მოხუცებულნი იგი სხდეს მის თანა. და წარავლინა კაცი მეფემან მისა და, ვიდრე არღა მიწევნილ იყო მოციქული იგი მისა, ჰრქუა ელისე მოხუცებულთა მათ: იცითმეა, რამეთუ წარმოავლინა შვილმან მოსისხლისამან მოკუეთად თავისა ჩემისა და ვითარცა შემოვიდოდის მოციქული იგი, დაიპყართ კართა, რამეთუ, აჰა, ეგერა, ბგერა ფერჴთა უფლისა მისისათა შემდგომად მისა.

33. და ვიდრე იგი ეტყოდა მათ და მოციქული იგი მეფისა მო-ხოლო-იწია მათა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ძჳრი უფლისა მიერ არს, რასაღა ვევედრებოდი უფალსა?


7

1. და თქუა ელისე: ისმინე სიტყუაჲ უფლისა! ესრე იტყჳს უფალი: ხვალე ამას ჟამსა ოდენ გრივი ერთი სამინდოსა სასწორისა ერთისა და ორი გრივი ქრთილისა სასწორისა ერთის ბჭეთა თანა სამარიასათა იპოვოს.

2. მიუგო მოციქულმან: რომლისა ჴელთა მიევედრის მეფე? და ჰრქვა ელისეს: დაღათუ ყოს უფალმან გარდამოსაქანელნი ცათაგან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? ჰრქუა მას ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო.

3. და იყუნეს კაცნი ოთხნი კეთროვანნი გარეშე ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ერთმან მოყუასსა თჳსსა: რასა ვსხედით აქა და მოვკუდებით?

4. და უკუეთუ შევიდეთ ქალაქსა, სიყმილი არს ქალაქსა ამას და მოვკუდეთ მუნ, და უკუეთუ აქა ვსხდეთ, კუალადვე მოვკუდეთ. და აწ მოვედ და მოვიმართოთ ბანაკსა მას ასურთასა და თუ გვაცხოვნენ ჩუენ, ვცხონდეთ და თუ მოგვაკუდინენ, მოვკუდეთ.

5. და აღდგეს რიჟრაჟუს ოდენ განთიად შესლვად ბანაკსა მას ასურთასა, და, აჰა, არა იყო მუნ კაცი.

6. რამეთუ ღმერთმან ასმინა ბანაკსა მას ასურთასა ჟღერა ეტლთა და ბგერა ჰუნეთა და ჴმაჲ ერისა ძლიერისა. და ჰრქუა კაცმან ძმასა თჳსსა: აჰა, ესერა, მო-სამე-იმიზდნა ჩუენ ზედა მეფემან ისრაჱლისამან მეფე იგი ქეტელთა და მეფე იგი ეგჳპტელთა.

7. და აღდგნენ, ივლტოდეს ღამე და დაუტევეს კარავები მათი და საჴედარნი მათნი და ვირები მათი ბანაკსა მას, ვითარცა იგი დგეს და ივლტოდეს განრინებად თავთა თჳსთა.

8. და შევიდეს კეთროვანნი იგი კარავსა ერთსა, ჭამეს და სვეს და აღიღეს ვეცხლი და ოქრო და სამოსელი, წარვიდეს და დამალეს და მოიქცეს და შევიდეს სხუასა კარავსა და გამოიღეს მიერცა და დამალეს.

9. და თქუეს კეთროვანთა მათ ურთიერთას: არა ეგრე არს, რასა-ესე ჩუენ ვიქმთ, არამედ ესე დღე დღე არს ხარებისა და ჩუენ ვდუმთ და ველით ნათელსა განთიადისასა და ვიპოვნეთ ჩუენ უსჯულოებასა, ხოლო აწ მოდით და მიუთხრათ ესე სახლსა მეფისასა.

10. და შევიდეს და ღაღად-ყვეს ბჭეთა თანა ქალაქისათა და უთხრეს და თქუეს: შევედით ქალაქსა მას ასურთასა, არა იყო მუნ კაცი, არცა ჴმაჲ კაცისა, გარნა ცხენნი ხოლო დაბმულნი და კარავნი მათნი აღმართებულნი დგანან.

11. და ღაღად-ყვეს მეკარეთა მათ და აუწყეს მეფესა.

12. და აღდგა მეფე და ჰრქვა მონათა თჳსთა: გითხრა თქუენ, რა გჳყვეს ჩუენ ასურთა მათ, უწყოდეს, რამეთუ მოვყმებით და განვიდეს ბანაკით და დაიმალნეს გარე და თქუეს: ვინ უწყის, გამოვიდნენ ქალაქით და ჴელთა ვისხნეთ იგინი ცოცხალნი და შევიდეთ ქალაქსა მას და გამოვიღოთ.

13. და მიუგო ვინმე ერთმან მონათაგანმან მისმან და ჰრქუა: მოიბენ ხუთნი ცხენნი ნეშტთა მათგანნი ყოვლისა მისგან სიმრავლისა ისრაჱლისა, რომელ დაშთეს, და მივავლინოთ მუნ და ვიხილოთ.

14. და მოიბნეს ორნი ცხენნი საჴედრად და წარავლინნა მეფემან ისრაჱლისამან კუალსა მეფისა მის ასურასტანელთასა და ჰრქუა: წარვედით და იხილეთ.

15. და წარვიდეს კვალსა მათსა ვიდრე იორდანედმდე და, აჰა, ყოველნი იგი გზანი სავსე იყუნეს სამოსლითა და ჭურჭლითა, რომელ დაებნა ასურთა მათ აღტაცებასა მას მათსა და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს მეფესა.

16. და განვიდა ერი იგი ქალაქით და იავარ-ყო ბანაკი იგი ასურთა და იყო გრივი ერთი სამინდოსა და სასწორის ერთისა და ორნივ ქრთილისა სასწორისა ერთის, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

17. და მეფემან დაადგინა მოციქულნი იგი ჭურჭელთაგან, რომლისა ჴელითა მიევედრის მეფე, და დატკებნეს იგი ბჭეთა თანა ტენებასა მას ერისასა და მოკუდა, ვითარცა ეტყოდა მას კაცი იგი ღმრთისა მოსულასა მას მოციქულად მისა.

18. და იყო, ვითარცა ეტყოდა ელისე მეფესა და თქუა, ვითარმედ: ორი გრივი ქრთილი სასწორისა იპოოს და გრივი ერთი სამინდო სასწორისა ერთისა და იყოს ხვალე ამასვე ჟამსა ბჭეთა თანა სამარიასათა.

19. და მიუგო მოციქულმან კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: დაღათუ გარდამოსაქანელნი ცისანი განახუნეს უფალმან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? და ჰრქუა ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგანი არა სჭამო.

20. და ეყო მას ეგრე და დატკებნა იგი ერმან ტენებასა მას ბჭეთა მათ თანა და მოკუდა.


8

1. და ეტყოდა ელისე დედაკაცსა მას, რომლისა განაცოცხლა ძე მისი, და ჰრქუა: აღვედ და წარვედ, შენ და სახლი შენი, და მწირობდი, სადაცა განგემარჯოს, რამეთუ მოუწოდა უფალმან სიყმილსა ქუეყანასა ამას და ყოფად არს სიყმილი ქუეყანასა ამას ზედა შჳდ წელ.

2. და აღდგა დედაკაცი იგი და ყო მსგავსად სიტყჳსა მის ელისესსა. და წარვიდა იგი თავადი და სახლი მისი და მწირობდა ქუეყნასა მას უცხოთესლთასა შჳდ წელ.

3. და იყო, შემდგომად შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოიქცა დედაკაცი იგი ქუეყანით უცხოთესლთათ, მოვიდა და ღაღადებდა წინაშე მეფისა სახლისა თჳსისა და აგარაკისა თჳსისათჳს.

4. და მეფე ეტყოდა გეზის, მსახურსა მას ელისესსა, კაცისა მის ღმრთისასა, და ჰრქუა: მითხარ შენ მე ყოველი იგი დიდ-დიდი, რომელ ქმნა ელისე.

5. და იყო, ვიდრე უთხრობდა იგი მეფესა, ვითარ განაცოცხლა ძე იგი დედაკაცისა მის მომკუდარი და, აჰა, დედაკაცი იგი, რომლისა განაცოცხლა ძე იგი მისი ელისე, ღაღადებდა მეფისა მიმართ სახლისა თჳსისათჳს და ქუეყანისა თჳსისათჳს, და ჰრქუა გეზი: უფალო მეფე, ესე დედაკაცი არს და ესე ძე მაგისი, რომელ განაცოცხლა ელისე.

6. და ჰკითხა მეფემან დედაკაცსა მას და მან უთხრა მას და მისცა მას მეფემან საჭურისი ერთი და ჰრქუა: უკუმოაგე მაგას ყოველივე მაგისი და ყოველივე ნაყოფი ქუეყანისა მაგისისა, ვინაჲთგან დაუტევა ქუეყანა ესე ვიდრე აქა ჟამამდე.

7. და მივიდა ელისე დამასკედ და ძე ადერისი, მეფე ასურასტანსა, სნეულ იყო და უთხრეს მას და ჰრქუეს: მოვიდა აქა კაცი ღმრთისა.

8. და ჰრქუა მეფემან აზაელს: მიიღე ჴელთა შენთა მანანა და მიეგებოდე კაცსა მას ღმრთისასა და ჰკითხე მის მიერ უფალსა და არქუ: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?

9. და წარვიდა აზაელ წინამიგებებად ელისესა და წარმოიღო ძღუენი ჴელითა თჳსითა და ყოველი კეთილი დამასკისა აქლემითა ორმეოცითა, მივიდა და დადგა წინაშე ელისესა და ჰრქუა: მამაო ელისე, შვილმან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან მომავლინა მე შენდა და თქუა: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?

10. და ჰრქუა მას ელისე: მივედ და არქუ მას: ცხორებით სცხონდე. და მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ სიკუდილით მოკუდეს.

11. და დადგა აზაელ წინაშე პირსა ელისესა კრძალვით და ტიროდა კაცი იგი ღმრთისა.

12. და ჰრქუა აზაელ: რაჲსა სტირ, უფალო ჩემო? და ჰრქუა მას ელისე: უწყი, რავდენ-რა უყო შენ ძეთა ისრაჱლისათა, ძნელოვანნი მათნი ცეცხლითა მოსწუნე და რჩეულნი მათნი მახჳლითა მოსწყჳდნე და ჩჳლნი მათნი მოსრნე მახჳლითა და მაკენი მათნი განაპნეთ.

13. და ჰრქუა აზაელ: ვინ არს მონა ესე შენი ძაღლი ერთი, ვითარმცა ქმნა მსგავსად სიტყჳსა მაგის დიდისა? და ჰრქუა ელის: მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ მეფობდე შენ ასურასტანსა ზედა.

14. და წარვიდა აზაელ და მივიდა უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას, რა თქუა ელისე, და თქვა აზაელ: მრქუა მე, ვითარმედ ცხორებით ცხონდეს.

15. და იყო, ხვალისგან მოიღო მაქმანი და შეასოვლა წყლითა და მიიბურა პირსა თჳსსა და მოკუდა, და დადგა მეფედ მის წილ აზაელ.

16. წელსა მეხუთესა იორამისასა, ძისა აქაბისა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა იორამ, ძე იოსაფატისი, იუდეასა ზედა.

17. და იყო იგი ოცდაათორმეტის წლისა დაჯდომასა მას მისსა და მეფობდა ორმეოც წელ იერუსალიმს ზედა.

18. და ვიდოდა გზათა მეფეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ქმნა სახლმან აქაბისამან, რამეთუ ასული აქაბისი ესვა ცოლად მისა, და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.

19. და არა უნდა უფალსა განრყუნად იუდა დავითისთჳს, მონისა თჳსისა, ვითარცა ეტყოდა მას მიცემად მისა სანთელი და ძესა მისსა ყოველთა დღეთა.

20. და დღეთა მისთა ეცრუვა ედომი ქუეშე ჴელსა იუდასსა და დაიდგინეს მათ ზედა მეფე.

21. და განვიდა იორამ სეირით და ყოველი ეტლები მისი მის თანა. და იყო, მსთუად განთიადსა მას, ვიდრე ბნელღა იყო, დასცა ედომი და გარემო ზღუდენი მისნი და მთავარნი ეტლთა მისთანი და შეივლტოდა ერი იგი თჳთეული კარავად თჳსა.

22. და განადგა ედომი ჴელსა იუდასასა და დღენდელად დღემდე, მას ჟამსა განადგა ლობნაცა.

23. და ნეშტნი სიტყუათა იორამისთანი და ყოველნი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა.

24. და დაიძინა იორამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.

25. წელსა მას მეათორმეტესა იორამისასა, ძისა აქაბისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი.

26. ოცდაორისა წლისა იყო ოქოზია დადგომასა მისსა მეფედ და წელიწად ერთ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრესი, მეფისა ისრაჱლისა.

27. და ვიდოდა გზათა აქაბისთა და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ სიძე ეყო სახლსა მას აქაბისასა.

28. და წარვიდა ოქოზია იორამის თანა, ძისა აქაბისა, წყობად აზაელისა, მეფისა მის ასურასტანელთასა, ჰრამოთ გალადისათ. და სცეს ასურთა მათ იორამი.

29. და მოიქცა მეფე იორამ კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ ჰრამათს წყობასა მას მისსა აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, გარდავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იეზრაელს შინა, რამეთუ სნეულ იყო.


9

1. და ელისე წინაწარმეტყუელმან მოუწოდა ერთსა ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასა და ჰრქუა მას: მოიმტკიცენ წელნი შენნი და წარიღე რქა ეგე საცხებელისა ჴელითა შენითა და მივედ ჰრამათ გალადად.

2. და შეხჳდე მუნ და იხილო მუნ იუ, ძე იოსაფატისი, ძისა ამესასი, და აღადგინო იგი შორის ძმათა თჳსთა და შეიყვანო იგი სენაკით სენაკად.

3. და მიიღო რქა იგი ზეთისა და დაასხა თავსა მისსა ზედა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა და განაღო კარი და ივლტოდი და ნუღარა დასდგები.

4. და წარვიდა ყრმა იგი წინაწარმეტყუელისა ჰრამოთ გალაად.

5. და შევიდა მუნ და, აჰა, მთავარნი ერისანი სხდეს და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა, მთავარო. და ჰრქუა იუ: ვისდა მიმართ ჩუენგანისა? და ჰრქუა: შენდა, მთავრისა მაგის.

6. და აღდგა და შევიდეს სენაკად და დაასხა საცხებელი იგი ზედა თავსა მისსა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ერსა მაგას უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

7. და დასცე სახლი იგი აქაბისი უფლისა შენისა, პირისაგან შენისა და იძიო შური სისხლისა მონათა მათ ჩემთა წინაწარმეტყუელთა, სისხლი ყოველთა მონათა უფლისათა ჴელთაგან იეზაბელისათა და ყოვლისაგან სახლისა მისისა.

8. და მოსრა სახლისა მის აქაბისი და არა დაუტეო ერთიცა, რომელი მიექცეს და აფსმიდეს კედელსა, და დათრგუნვილი იგი და ნეშტნი ისრაჱლისა,

9. მიცემად სახლი აქაბისი, ვითარცა სახლი იორობუამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი.

10. და იეზაბელ შეჭამონ ძაღლთა ნაწილსა მას იეზრაელისასა და არავინ იყოს, რომელმან დაფლას. და განაღო კარი და ივლტოდა.

11. და იუ გამოვიდა მონათა მათ უფლისა თჳსისა თანა და ჰრქუეს მას: მშჳდობა არსა? რასა მოვიდა შენდა მოკრაული იგი? და ჰრქუა მათ. თქუენ თჳთ უწყით კაცი იგი და მოკრაულები მისი.

12. და ჰრქუეს მას: უწესობა არს ეგე, გჳთხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იუ: ესრე და ესრე მეტყოდა მე და მრქვა: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

13. ვითარცა ესმა ესე, ისწრაფეს და მოიღეს თჳთოეულმან ფიჩჳ თჳსი და დაუდვეს ქუეშე მისსა ერთსა მას აღსავალთაგანსა, სადა სხდეს, და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუეს: დადგა მეფედ იუ.

14. და ერისკრება-ყო იუ ძემან იოსაფატისამან, ძისა ამესასმან, ზედა იორამისა. და იორამ განკრძალულ იყო ჰრამათ გალაადს შინა, იგი თავადი და ყოველი ისრაჱლი პირისაგან აზაელისა, მეფისა მისგან ასურასტანელთასა.

15. და მოიქცა იორამ მეფე კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ წყობასა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, და თქუა: იგი უკუეთუ არს სული თქუენი ჩემ თანა, ნუ განვალნ მეოტი ქალაქისა ამისგან მისლვად და თხრობად იეზრაელსა შინა.

16. და წარემართა იუდა და შთავიდა იეზრაელად და იორამ, მეფე ისრაჱლისა, იკურნებოდა იეზრაელსა შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ჰრამოთს ღუაწლსა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, რამეთუ იგი მჴნე იყო და კაცი ძლიერებისა. და დაიძინა მუნ და ოქოზია, მეფე იუდასი, შთავიდოდა ხილვად იორამისა.

17. და ებგური იგი აღჴდა ზედა გოდოლსა მას ეზრაელისასა და იხილა მტუერი მოსლვასა მას იუსასა და თქუა: მტუერსა რასმე ვხედავ. და თქუა იორამ: მოიყვანეთ მჴედარი ერთი და წარავლინეთ წინა მათსა და ჰკითხოს, თუ მშჳდობაჲ არსა?

18. და წარვიდა მჴედარი იგი წინა მათსა და ჰრქვა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა? უკუმოდეგ აქა. და თქუა ეგბურმან: მოიწია მოციქული იგი მათდა და არა უკმოიქცა.

19. და წარავლინა მეორედ მჴედარი და მოიწია მათა და ჰრქუა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა?უკმოდეგ აქა.

20. და თქუა ებგურმან: მიიწია მოციქული იგი მათა და არავე უკმოიქცა, რომელსა-იგი მიჰყვანდა იუ, ძე ამესასი, მიაწია,რამეთუ მრისხანედ მიაწია.

21. და თქუა იორამ: აუბენით ეტლნი ეგე! და აუბნეს ეტლნი და აღსხდეს კაცად -კაცადი ეტლებსა თჳსსა - იორამ, მეფე ისრაჱლისა, და ოქოზია, მეფე იუდასი, და მიეგებნეს იუსს და პოვეს იგი ნაწილსა მას ნაბუთესსა იეზრაიტელისასა.

22. და ვითარცა იხილა იორამ იუ, ჰრქუა: მშჳდობა არსა იუ? და ჰრქუა იუ: რაჲ მშჳდობა? განმრავლდეს სიძვანი დედისა შენისა იეზაბელისნი და გრძნებანი მისნი.

23. და გარეშე-ხოლო-იქცა იორამ და ივლტოდა და ჰრქუა იორამ ოქოზიას: ზაკვა არს რამე, ოქოზია.

24. და მოირთხა იუ და სცა იორამს საშუალ ბეჭთა და განსწონნა გულსა მისსა და დაიღულარჭნა ზედა მუჴლთა თჳსთა.

25. და ჰრქუა იუ დებეკს, სპარაზენსა მას თჳსსა: აღიღე იგი და შთააგდე ნაწილსა მას აგარაკისა მის ნაბუთესასა იეზრაიტელისასა, რამეთუ მოვიჴსენე მე, ოდეს-იგი ამჴედრებულ ვიყვენით ჩუენ ორნი და ვხედევდით აქაბს, მამასა მაგისსა, და უფალმან დადვა მაგასა ზედა შესამთხუეველი ესე,

26. ვითარმედ ვიძიო სისხლი იგი ნაბუთესი და სისხლი ძეთა მისთა, რომელ ვიხილე გუშინ, თქუა უფალმან: მივაგო ეგე ნაწილსა ამას. და თქუა უფალმან: აწ აღიღე და შთააგდე ნაწილსა მას ნაბუთესასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

27. და ოქოზია, მეფემან იუდაჲსმან, ვითარცა იხილა, ივლტოდა გზასა მას ბეთრონისასა და შეუდგა კვალსა მისსა იუ და თქუა: იგულეთ ეგეცა. და სცა მას ეტლთა მათ შინა, ვიდრე აღვიდოდა იგი აღმართსა მას ბერაჲსსა, რომელ არს იეგლამს, და მიივლტოდა მაგედოდ და მუნ მოკუდა.

28. და წარიღეს იგი მონათა თჳსთა იერუსალჱმდ და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა.

29. და წელსა მას მეათერთმეტესა იორამისასა, მეფისა მის ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია ზედა იუდასა.

30. და მივიდა იუ იეზრაიტელად და იეზაბელს ესმა და მოგრემანნა თუალნი თჳსნი და შეიმკო თავი თჳსი და გარდამოხედვიდა სარკმელით.

31. და იუ შევიდოდა ქალაქსა მას და თქუა იუ: ცოცხლებით არსა ზამბრი, მკულელი იგი უფლისა თჳსისა?

32. და აღიხილნა თუალნი თჳსნი იუ და მიხედნა სარკმელთა მათ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ? გარდამოჴედ ჩემდა. და გარდამოეჩუენნეს მის თანა ორნი საჭურისნი.

33. და ჰრქვა მათ იუ: გარდამოაგდეთ ეგე და გარდამოაგდეს იგი და მიასხურა სისხლი მისი კედელთა მათ და საჴედართა მათთა დათრგუნეს იგი.

34. და შევიდა, ჭამა და სვა და თქუა იუ: იხილეთ წყეული იგი და დაფალით, რამეთუ ასული შარავანდედთა იყო.

35. და მივიდეს დაფლვად მისა და არა რაჲ პოვეს მისგანი, გარნა თხემი ხოლო, ფერჴნი და ნებნი ჴელთა მისთანი.

36. და მივიდეს და უთხრეს მას და თქუა იუ: სიტყუა უფლისა არს ეგე, რომელსა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელია თეზაბიტელისათა და თქუა: ნაწილსა იეზრაელისასა შეჭამნენ ძაღლთა ჴორცნი იეზაბელისნი.

37. და იყოს მძორი იეზაბელისი, ვითარცა სკორე ნაწილსა მას აგარაკისა ნაბუთესსა, რათა არა ვინ თქუას მაგათგანმან, ვითარმედ: იეზაბელ არს.


10

1. და იყუნეს აქაბისნი სამეოცდაათ ძე სამარიას. და მიწერა იუ რუვარტაკი სამარიად მთავართა მათ სამარიასათა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა აქაბისთა და ჰრქუა:

2. ვითარცა მოიწიოს თქუენდა წიგნი ესე, და თქუენ თანა არიან ძენი უფლისა თქუენისანი და თქუენ თანა არიან ეტლნი მისნი და საჴედარნი და ქალაქნი ძნელნი და საჭურველნი.

3. იხილეთ და გამოირჩიეთ ძეთა მათგან უფლისა თქუენისათა და დაამტკიცეთ ზედა საყდარსა მას მამისა თჳსისასა და სცეთ ბრძოლა სახლსა ზედა უფ- ლისა თქუენისასა.

4. და შეეშინა ფრიად-ფრიად და თქუეს: აჰა, ორნი იგი მეფენი ვერ დამდგომ იქმნნეს წინაშე მისა, და ჩუენ ვითარმე დაუდგეთ წინაშე მისა?

5. და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისა მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს: მონანი შენნი ვართ ჩუენ და, რაცა გჳბრძანოთ ჩუენ, ვყოთ და არა ვინ დავიდგინოთ ჩუენ ზედა მეფე, არამედ, რა-იგი სათნო იყოს შენ წინაშე, ვყოთ.

6. და მიწერა მათ წიგნი მეორედ და თქუა: უკუეთუ ჩემნი ხართ თქუენ და ბრძანებასა ჩემსა ისმენდეთ, მოკუეთენით თავნი ძეთა უფლისა მაგის თქუენისათანი, და მომართუთ ხვალე ამასვე ჟამსა იეზრაელად, და ძენი მეფისანი იყუნეს სამეოცდაათნი. და ჴელმწიფენი ქალაქისანი ზრდიდეს მათ.

7. და იყო, ვითარცა მიიწია წიგნი იგი მათა, შეიპყრნეს ძენი იგი მეფისანი, და მოსრნეს სამეოცდაათნივე, და შთაყარნეს თავები მათი გოდრებსა და მიუძღვანეს მას იეზრაელად.

8. და შევიდა მოციქული იგი და უთხრა მას: მოიხუნეს თავნი ძეთა მეფეთანი და ჰრქუა: დასცენით სამად ბორცუად გარეშე ბრჭეთა ქალაქისათა ვიდრე ცისკრადმდე.

9. და იყო, განთიადსა მას გამოვიდა და დადგა ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ყოველსა მას ერსა: მართალ ხართ თქუენ. აჰა, ესერა, მე აღვდეგ უფლისა ჩემისა ზედა, მოვკალ იგი. იხილენით ესენი, აპფო ვინ მოსრნა?

10. და უწყოდეთ აწ, რამეთუ არა დავარდების სიტყუა უფლისა ქუეყანასა, რომელსა იტყოდა უფალი სახლსა მას ზედა აქაბისასა. და აღასრულა უფალმან, რასა-იგი იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელიასთა.

11. და მოსრნა იუ ყოველი ნეშტი სახლისა მის აქაბისი იეზრაელს და ყოველნი მთავარნი მისნი და მეგობარნი მისნი და ქურუმნი მისნი, და არა დაუტევა მას ნეშტი.

12. აღდგა და წარვიდა იუ სამარიად და ვიდრე-იგი მივიდოდა ბეთაკადს ოდენ გზასა მას სამწყსოთასა,

13. პოვნა იუ ძმანი ოქოზიას, მეფისა იუდასნი, და ჰრქუა: ვისნი ხართ თქუენ? და თქუეს: ძმანი ოქოზიასნი ვართ ჩუენ და გარდამოვჴედით შემთხუევად ძეთა მეფისათა და ძეთა მის განძლიერებულისათა.

14. და თქუა იუ: შეიპყრენით ეგენი ცოცხალნი! და შეიპყრნეს მათ და მოსრნეს იგინი ბეთაკადს - ორმეოცდაორნი კაცნი. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

15. და წარვიდა მიერ იუ და პოვა იონადაბ, ძე რექაბისი, წინაშე თჳსსა და აკურთხა იგი და ჰრქუა მას იუ: უკუეთუ არს გული შენი წრფელ, ვითარცა არს გული ჩემი შენდა მიმართ? და თქუა იონადაბ: არს. და ჰრქუა იუ: უკეთუ არს, მომეც მე ჴელი შენი. და მისცა ჴელი თჳსი, და აღისვა იგი თანა ეტლთა ზედა თჳსთა.

16. და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა და იხილე შურისძიება ჩემი უფლისათჳს. და აღსვა იგი ეტლთა ზედა თჳსთა.

17. და შევიდა სამარიად და მოსრნა ყოველი ნეშტი აქაბისი სამარიას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია.

18. და შეკრიბა იუ ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: აქაბ ჰმონა ბაალსა მცირედ და მე ვმონო დიდად.

19. და აწ მომგუარენით მე ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი ბაალისნი, და ყოველნი მონანი მისნი და ქურუმნი მისნი, და ერთიმცა კაცი ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შესაწირავი დიდი არს ბაალისი. და რომელ-იგი დამაკლდეს, მოკუდეს. და იუ ყო შეტყუილით, რათა მოსრნეს მონანი იგი ბაალისნი.

20. და თქუა იუ: განმზადეთ შესაწირავი ბაალისა. და ქადაგი ჴმობდა.

21. და წარავლინა იუ ყოვლისა ისრაჱლისა მიმართ და მოკრბეს ყოველნი მონანი ბაალისნი, და არავინ დაშთა, რომელნი არა მოიწივნეს მუნ და შევიდეს სახლსა ბაალისასა, და აღივსო სახლი იგი ბაალისი კიდით კიდედ.

22. და ჰრქუა იუ მტარვალთა მათ: განსძარცვეთ სამოსელნი მონათა მათ ბაალისთა! და განსძარცვეს სამოსელნი მათნი.

23. და შევიდა იუ და იონადაბ, ძე რექაბისი, სახლსა მას ბაალისასა და ჰრქვა მონათა მათ ბაალისათა: გამოიძიეთ და იხილეთ, ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ თანა მონათა მათგანი უფლისათა, გარნა თქუენ ხოლომცა მონანი ეგე ბაალისნი.

24. და შევიდა იუ, რეცა თუ შეწირვად და კმევად საკუმეველთა. და იუ დაადგინნა რვაასი კაცი გარეშე და ჰრქუა მათ: კაცი რომელი განერეს კაცთა ამათგანი, რომელთა მე მიგცეთ ჴელთა თქუენთა, თავი მისი თავისა მისისა წილ იყოს.

25. და ვითარცა აღასრულეს შესაწირავი იგი, ჰრქუა იუ წინამცორვალთა მათ და ჭურვილთა მათ: შევედით და მოსრენით იგინი და ერთიცამცა ნუ განერების მათგანი. და მოსრნეს იგინი მახჳლითა და არა ვინ დაშთა მათგანნი არცა ერთი და შევიდეს სახლსა მას ბაალისაასა.

26. და გამოიღეს ძეგლები იგი სახლისაგან ბაალისი და დაწვეს იგი.

27. და დაამჴუნეს ყოველნი იგი ძეგლნი ბაალისნი და დაარღჳეს სახლი იგი ბაალისი და ყვეს იგი ადგილ სასკორედ სარცხჳნელად მოდღენდელად დღემდე.

28. და განრყუნა იუ ბაალი და სახლი მისი ისრაჱლისგან.

29. ხოლო ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არა განეშორა იუ დიაკეულთა მათგან ოქროსათა, რომელ იყუნეს ბეთელს და დაანს.

30. და ჰრქუა უფალმან იუს: ამისთჳს, რამეთუ მჴნე იქმენ წინაშე ჩემსა ყოფად სიწრფოებისა და ნება გულისა ჩემისა უყავ სახლსა მას აქაბისსა, ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა მას ისრაჱლისასა.

31. და იუ არა ეკრძალა სლვად სჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა ყოვლითა გულითა თჳსითა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

32. მათ დღეთა შინა იწყო უფალმან მოსრვა ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა და მოსრვიდა აზაელ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა.

33. იორდანითგან და მზისა აღმოსავალით კერძო ყოველი იგი ქუეყანა გალაადისი და გაადისი და რუბენისი და მანასესი არუელითგან, რომელ არს კიდესა მის თანა ნაღვარევისასა არნონისსა, და გალაადი და ბასანი.

34. და ნეშტნი სიტყუათა იუსთანი და ყოველი, რაოდენი-რა ქმნა, ყოველი ძლიერებაჲ მისი და მოწყუედა მისი, რომელ მოსწყჳდა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

35. და დაიძინა იუ მამათა თჳსთა თანა, და დაფლეს იგი სამარიას. და მეფობდა იოაქაზ, ძე მისი, მის წილ.

36. და დღენი, რაოდენ მეფობდა იუ ზედა ისრაჱლსა, ორმეოცდარვა წელ სამარიასა.


11

1. და გოთოლია, დედამან ოქოზისამან, ვითარცა იხილა, რამეთუ მოსწყდეს შვილნი მისნი, წარწყმიდა ყოველი ნათესავი შარავანდედთა მათ.

2. და აღიქვა იოსაბე, ასულმან მეფისა იორამისამან, დამან ოქოზისამან, იოას, ძე ოქოზიასი, ძმისა თჳსისა, რამეთუ მოიპარა იგი შორის ძეთა მათ მეფისათა, რომელ მოსრნეს, და დამალა იგი და დედამძუძე მისი სენაკსა სასვენებელისასა პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკუდა.

3. და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა მალულად ექუს წელ და გოთოლია მეფობდა ზედა მას ქუეყანასა.

4. და წელსა მას მეშჳდესა წარავლინა იუდაე და მოიყვანნა ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და შეიყვანნა იგინი სახლსა მას უფლისასა და აღთქმა-ყო მათ თანა, და აფუცნა იგინი სახელითა უფლისათა და უჩუენა მათ იუდაე, ძე იგი მეფისა.

5. და ამცნო მათ და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ. სამგან განიწილენით და ერთმან მან ნაწილმან დაიცვას ცვა სახლისა მის სამეუფოსა კართა თანა.

6. და მეორემან ნაწილმან დაიცუნეს ბჭეთა მათ განსავალთა და მესამე ნაწილი ბჭეთა თანა შემდგომად წინამცორვალთა მათ, და დაიცევით ცვა სახლისა მის.

7. ჴელნი თქუენნი განმზადებულად იპყრენით და ყოველი, რომელი შე- ვიდოდის განაწილებულთა მათ ცვად სახლსა მას უფლისასა, ეკრძალენით ცვასა მას სახლისა მის უფლისა და მეფისა.

8. გარემოადეგინ მეფესა კაცი და ჭურჭელი ჴელთა თჳსთა, და რომელი შევიდოდის სადაროთ, მოკუედინ. და იგი თავადი იყო მეფისა თანა შესლვასა მისსა და გამოსლვასა.

9. და ქმნეს ყოველივე ასისთავთა მათ, რომელი ამცნო იუდე მღდელმა ბრძენმან, და შევალნ კაცები იგი განაწილებულნი მცველად შემდგომითი შემდგომად და შევიდეს იუდაე მღდელისა.

10. და მისცა მღდელმან ასისთავთა მათ ოროლები იგი და ჯაჭუ-ჭური დავითის მეფისა, რომელ იყო სახლსა მას უფლისასა.

11. და მიიღეს ასისთავთა მათ ჯაჭუ-ჭური ჴელთა თჳსთა და გარემოადგეს მარჯუენით მჴრით ტაძრისა მის ვიდრე მარცხენად მჴარადმდე ტაძრისა მის და საკურთხეველისა და სახლსა მას სამეფოსა გარემო.

12. და წარმოავლინა მათ ძე იგი მეფისა და მიეცა მას ზედა იეზერი იგი და წამება და სცხო მას და დაადგინა მეფედ, და აღიტყუელნა ერმან და თქუა: ცხონდინ მეფე!

13. და ესმა გოთოლიას ჴმაჲ ბგერისა ერისა მრავლისა და შევიდა შორის ერსა მას სახლსა უფლისასა.

14. და იხილა და, აჰა, დგა მეფე ზედა სვეტსა მას მსგავსად სახისა მის და მთავარნი იგი და შემასხმელნი და მსტჳნვარნი, და ყოველსა მას ერსა ქუეყანისასა უხაროდა და სტვინვიდეს სტჳრთა, დაიპო სამოსელი თჳსი გოთოლია, ღაღად-ყო და თქუა: განდგა, განდგა.

15. და ამცნო იუდაე მღდელმან ასისთავთა მათ და, რომელნი-იგი დაედგინნეს ზედა ერსა მას, და ჰრქუა მათ: განიყვანეთ ეგე სადერონით და მიიყვანეთ ეგე უკანაწარ სახლსა მას და მოკალით ეგე მახჳლითა, და ნუ მოჰკლავთ მაგას სახლსა მას ღმრთისასა. და იყოს, ყოველი, რომელი მისდევდეს მას, მოკუედინ მახჳლითა.

16. და მიჰყვეს ჴელი მისა და შეიყვანეს იგი გზასა მას საჴედართასა სახლისა მის სამეუფოჲსათა, და მუნ მოკლეს იგი.

17. და აღთქმა-ყო იუდაე მღდელმან შორის უფლისა და შორის მეფისა და შორის ერისა მის ყოფად ერად უფლისა.

18. და შევიდა ყოველი იგი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალისსა და დაამჴვეს იგი და საკურთხეველი მისი და ხატნი მისნი დამუსრნეს წულილად და მატთან, ქურუმი ბაალისი, მოსრნეს წინაშე შესაწირავისა მის, და დაადგინნა მღდელმან მცველნი სახლსა მას უფლისასა.

19. და გამოიყვანნა იუდაე მღდელმან ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და ყოველი ერი მის ქუეყანისა და გარდამოიყვანეს მეფე სახლისა მისგან უფლისა, და შეიყვანეს იგი გზასა მის ბჭისასა სახლისა მის სამეუფოჲსა, და დასვეს იგი საყდარსა მას სამეუფოსა.

20. და უხაროდა ყოველსა მას ერსა მის ქუეყანასასა, და ქალაქი იგი დამშჳდნა და გოთოლია მოკლეს მახჳლითა სახლსა მას მეფისასა.

21. და ძე შჳდ წლისა იყო იოას დადგომასა მას მეფედ.


12

1. შემდგომად მეშჳდისა მის წლისა იუისა მეფობდა იოვას, ძე ოქოზიასი, ორმეოც წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - საბა ბერსაბეთ.

2. და ქმნა იოას სამართალი წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა, რომელ განანათლა იგი იუდაე მღდელმან.

3. ხოლო მაღალთა მათგან არა განეშორა და მუნ უზორვიდა ერი იგი და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

4. და ჰრქუა იოას მღდელთა მათ: ყოველი ვეცხლი, რომელი შეწირულ არს ტაძარსა მაგას უფლისასა სიწმიდეთა მაგათ, ვეცხლი თჳთოეულად კაცად -კაცადისა აღსრულებულისა, შერაცხილ სულთათჳს, ყოველი, ვეცხლი რაოდენი მოუჴდეს გულსა კაცისასა შეღებად სახლსა მაგას უფლისასა.

5. მოიღონ მღდელთა მათ კაცად-კაცადმან მოფარდულთაგან თჳსთა და მათ აღაგონ ბედეკი სახლისა მის უფლისა ყოველსა შინა, სადაცა პოონ ბედეკი.

6. და იყო, ოცდამესამესა წელსა იოას მეფისასა არა აღაგეს მღდელთა მათ ბედეკი სახლსა მას უფლისასა.

7. და მოუწოდა მეფე იოას იუდაე მღდელსა და ყოველთავე მათ მღდელთა და ჰრქუა მათ: რასა არა აღაგეთ ბედეკი სახლისა მის უფლისა? და აწ ნუ მიიღებთ ვეცხლსა ყოველთაგან მოფარდულთა თქუენთა, არამედ ბედეკისა მისთჳს სახლისა უფლისა მიეცით იგი.

8. და აღუთქუეს მღდელთა მათ არა მოღებად ვეცხლი ერისა მისგან და არცა აღგებად ბედეკი ტაძრისა მის.

9. და მოიღო იოდაე კიდობანი ერთი და უქმნა ჴურელი პირსა ზედა მისსა და დადვა იგი საკურთხეველსა მას თანა უფლისასა. და მისცეს მღდელთა მათ, რომელნი-იგი სცვიდეს კართა მათ, ყოველი ვეცხლი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა.

10. და იხილეს, ვითარმედ ფრიად არს კიდობანსა მას შინა. აღვიდა მწიგნობართა მოძღუარი იგი სამეუფოსი და მღდელი იგი დიდი და აღრაცხეს ვეცხლი იგი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა.

11. და მისცეს ვეცხლი იგი ჴელთა მოქმედთა საქმისა ჭურჭლისათა სახლსა მას უფლისასა და მისცეს ხუროთა მათ ძელთასა და მაშენებელთა მათ სახლისა მის უფლისათა.

12. და გამომქანდაკებელთა მათ და გამომკვეთელთა ქვისათა სასყიდლად ძელისა და ქვათა გამოკუეთილთა აღსაშენებელად ბედეკისათჳს სახლისა მის უფლისა და მისცეს ყოველი იგი საჴმრად ტაძრისა მის.

13. და რათა არა ქმნეს მისგან სახლსა მას უფლისასა კარები ვეცხლისა და სამსჭუალები და ტაბლები და ნესტვები და ყოველი ჭურჭელი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ვეცხლისა მის შეწირულისა სახლსა მას უფლისასა.

14. არამედ მოქმედთა მათ საქმისათა მისცეს იგი აღსაგებელად სახლისა მის უფლისა.

15. და არა იყო რიცხჳ ვეცხლისა მის, რომელთა ჴელთა შინა იყო მიცემად მოქმედთა მათ, რამეთუ ერთგულ იყუნეს მოქმედნი იგი.

16. და ვეცხლი იგი შეწირული ცოდვათათჳს არა შევიდოდა ტაძარსა მას უფლისასა, არამედ მღდელთა მათ იყო.

17. მას ჟამსა გამოვიდა აზაელ, მეფე ასურასტანისა, და ეწყო გეთსა, გამოიღო იგი და მიმართა აზაელ მისლვად იერუსალჱმსა ზედა.

18. და აღიღო იოას, მეფემან იუდაისამან, ყოველნი იგი სიწმიდენი, რომელნი განწმიდნა იოსაფატ და იორამ და ოქოზია, მამათა მისთა მეფეთა იუდასთა და თჳსნი იგიცა სიწმიდენი, ყოველი იგი ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მეფისასა და მიუძღვანა აზაელს, მეფესა მას ასურთასა, და წარვიდა იერუსალჱმით.

19. და ნეშტნი სიტყუათა იუასისათა და ყოველი, რაჲ ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა იუდასთა.

20. და აღდგეს მონანი მისნი მის ზედა ზაკჳთ და დასცეს იოას სახლსა მას მაალონისთა, საყოფელთა მათ გალაადისთა.

21. და იოზაქარ, ძემან იემუთესმან, და იეზებეთ, ძემან მისმან, შერაცხილთა მონათა მისთა, სცეს და მოკლეს იგი. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და მეფობდა ამესა, ძე მისი, მის წილ.


13

1. წელსა ოცდამესამესა იოასისასა, ძისა ოქოზიასსა, მეფისა იუდაისასა, მეფობდა იოაქაზ, ძე იუასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათჩჳდმეტ წელ.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და შეუდგა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, და არა განეშორა მათგან.

3. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა აზაელ, მეფისა ასურთასა, და ჴელთა ძისა ადერისთა, ძისა აზაელისასა, ყოველთა დღეთა.

4. და ევედრა იოაქაზ პირსა უფლისასა და ისმინა მისი უფალმან და იხილა ურვა იგი ისრაჱლისა, რასა აჭირვებდა მათ მეფე იგი ასურთა.

5. და მისცა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და განერნეს ჴელთაგან ასურთასა და დაემკჳდრნეს ძენი იგი ისრაჱლისანი საყოფელთა თჳსთა, ვითარცა გუშინ და ძოღან.

6. ხოლო არავე განეშორნეს ცოდვათა მათ იორობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მათ შინავე ვიდოდეს და მაღნართა და მთათა მიმართ სამარიასთა.

7. და არა დაშთა იოაქაზისა ერი, არამედ მჴედარი ვითარ ერგასის ოდენ და ეტლნი ათნი და ათი ათასი მკჳრცხლი, რამეთუ წარწყმიდნა იგინი მეფემან ასურასტანისამან, დასხნა იგინი, ვითარცა მიწა დასატკეპნელად.

8. და ნეშტნი სიტყუათა იოაქაზისთანი ყოველი, რა ქმნა და ძალი მისი არა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?

9. და დაიძინა იოაქაზ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ.

10. წელსა ოცდამეათჩჳდმეტესა სუფევასა იოასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იოას, ძე იოაქაზისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათორმეტ წელ.

11. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან- იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მასვე შინა ვიდოდა.

12. და ნეშტნი სიტყვათა იოასისთანი და ყოველი, რაჲ ქმნა, და ყოველნი ძლიერებანი მისნი და, რა-იგი უყო მეფესა იუდაჲსსა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა მეუფეთა ისრაჱლისათა?

13. და დაიძინა იოას მამათა თჳსთა თანა და იორობოამ დაჯდა საყდარსა მისსა. და დაეფლა იოას სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა.

14. და ელისე დასნეულდა სნეულებითა, რომლითა მო-ცა-კუდა და მივიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და ტიროდა პირსა მისსა ზედა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო.

15. და ჰრქუა მას ელისე: მოიღე მშჳლდი შენი და ისარნი შენნი. და მოიღო მშჳლდი და ისარნი.

16. და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: მოირთხ მშჳლდი შენი ჴელთა შენთა! მოირთხა მშჳლდი იგი ჴელითა თჳსითა და დასდვა ელისე ჴელი თჳსი ზედა ჴელთა მეფისათა.

17. და თქუა: განუხვენით სარკმელნი ეგე, რომელ არიან მზისა აღმოსავალით კერძო. განახუნეს და ჰრქუა ელისე: სტყორცე. და სტყორცა და თქუა ელისე: ისარი ჴსნისა უფლისა მიერ და ისარი ჴსნისა წინაშე პირსა ასურთასა, დასცნე ასურნი აფეკს და მოასრულნე.

18. და ჰრქუა მას ელისე: მოიხვენ ისარნი! და მოიხუნა და ჰრქუა მეფესა მას ისრაჱლისასა: სტყორცე ქუეყანასა! და სტყორცა მეფემან სამგზის და დააცადა.

19. და დაწუხნა მას ზედა კაცი იგი ღმრთისა და თქუა: უკუეთუმცა ეც ხუთგზის, ანუ თუ ექუსგზის, მაშინმცა დასცნე ასურნი და მოასრულნე, ხოლო აწ სამგზის დასცნე ასურნი.

20. და მოკუდა ელისე და დაფლეს. მტევებარნი მოაბისანი გამოვიდეს ქუეყანასა მას დასრულებასა ოდენ მის წელიწდისასა.

21. და იყო, ოდენ და-ვინმე-ჰფლვიდეს კაცსა ერთსა მკუდარსა, და, აჰა, იხილნეს მტევებარნი იგი და დააგდეს მკუდარი იგი სამარესა მას ელისესასა, ძვალთა მათ თანა ელისესთა მიწევნით, განცოცხლდა და აღემართა ზედა ფერჴთა თჳსთა.

22. და აზაელ, მეფე ასურთა, აჭირვებდა ისრაჱლსა ყოველთა დღეთა იოაქაზისთა.

23. და შეეწყალნეს იგინი უფალსა და წყალობა-ყო მათთჳს, და მოიხილა მათ ზედა აღთქმისა მისთჳს, რომელ აღუთქვა აბრამს, ისაკს და იაკობს, და არა უნდა უფალსა განრყუნა მათი და არა განსთხივნა იგინი პირისაგან თჳსისა.

24. და მოკუდა აზაელ, მეფე იგი ასურთა, და მეფობდა ადერ, ძე მისი, მის წილ.

25. და მივიდა იოას, ძე იოაქაზისი, და უკუმოიპყრნა ქალაქნი იგი ჴელთაგან ადერისთა, ძისა აზაელისთა, რომელ მიუღო ჴელთაგან იოაქაზისთა, მამისა მისისათა. ბრძოლასა მას შინა სამგზის დასცა იოას ადერი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მიაქცივნა ქალაქნი იგი ისრაჱლისანი და ყოველი, რაცა მიეღო.


14

1. წელსა მეორესა სუფევასა იოასისათა, ძისა იოაქაზისასა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ამასია, ძე იოასისი, მეფე იუდასი.

2. ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მას მისსა მეფედ, ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იოადიმ იერუსალჱმით.

3. და ქმნა სიმართლე წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ დავით, მამამან მისმან, არამედ, რა ქმნა მამამან მისმან იოას, ქმნა მანცა.

4. ხოლო მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი შესწირვიდა და უკმევდეს მაღალთა მათ.

5. და იყო, ვითარცა დაამტკიცა მეფობაჲ მისი ჴელსა მისსა და მოსრნა მონანი იგი თჳსნი, რომელთა მოკლეს მეფე, მამა მისი.

6. და შვილნი მკულელთანი მათ არა მოსრნა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისასა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და თქუა: ნუ მოკუდებინ მამა შვილისათჳს და ნუცა მამისათჳს შვილი, არამედ თჳთოეულად ცოდვათათჳს მოკუედინ.

7. ამან დასცა ედომი გემელექს წყობასა ათი ათასი და გამოიპყრა კლდე იგი ბრძოლით და უწოდა სახელი მისი კათოელ მოდღენდელად დღედმდე.

8. მას ჟამსა წარავლინა ამასია მოციქულნი იოასისა, ძისა იოაქაზისა, ძისათჳს იოას მეფისა ისრაჱლისასა და ჰრქუა: მოვედ, შეგიმთხჳვნეთ ურთი- ერთარს პირისპირ.

9. და მიუგო იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდისასა, და ჰრქუა: ძეძუმან ლიბანისამან მიუვლინა ფიჭუსა ლიბანისასა და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად. და წარჴდეს მას ზედა მჴეცნი მაღნარისანი, რომელ იყუნეს ლიბანეს და დატკეპნეს ძეძვი იგი.

10. და მოსრვით მოსარ ედომი და აღილაღე გულითა შენითა, თავ-იყავ თავსა, დაჯედ სახლსა შენსა, რაჲსა გაზრზენს შენ უკეთურება შენი? და დაეცე შენ და იუდა შენ თანა.

11. და არა მიერჩოდა ამასია. განვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს პირისპირ იგი თავადი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსა ჰურიასტანისასა.

12. და იძლია იუდა წინაშე ისრაჱლისა და ივლტოდეს თჳთოეულად სამ- კჳდრებელად თჳსად.

13. და ამასია, მეფე იუდასი, ძე ოასისი, ძისა აქაზასი, შეიპყრა იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსსა და მოვიდა იერუსალჱმდ და დაარღჳა ზღუდე ბჭემდე კიდისათა ოთხას წყრთა.

14. და წარიღო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მას საფასესა მეფისასა და შვილნი იგი უცხოთესლთანი, და მიიქცა სამარიად.

15. და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი და რომელ- რა ქმნა ძლიერებითა თჳსითა და წყობა იგი, რომელ ეწყო ამესიას, მეფესა იუდასსა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

16. და დაიძინა მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა და მეფობდა იორობოამ, ძე მისი, მის წილ.

17. და ცხონდა ამესია, ძე იოასისი, მეფე იუდასი, შემდგომად სიკუდილისა მის იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

18. და ნეშტნი სიტყუათა ამესიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

19. და შეკრბეს მას ზედა გუნდნი იერუსალჱმდ და მიივლტოდა ლაქისად. და შეუდგეს კვალსა მისსა ლაქისდმდე და მოკლეს იგი მუნ.

20. და დასდვეს იგი საჴედარსა თჳსსა ზედა და წარმოიღეს და დაფლეს იგი იერუსალჱმსა მამათა თჳსთა თანა, ქალაქსა დავითისასა.

21. და მოიყვანეს ყოველმან ერმან იუდისამან აზარია, ძე მისი, და იგი იყო ათექუსმეტისა წლისა ოდენ, და დაიდგინეს იგი მეფედ მათ ზედა მამისა მისისა წილ ამასიას.

22. ამან აღაშენა აელათი და კუალად-აგო იუდა შემდგომად სიკუდილისა მისისა მამათა თჳსთა თანა.

23. წელსა მას მეათერთმეტესა ამასიასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იორობოამ, ძე იოასისი, მეფე ისრაჱლისა, ზედა ისრაჱლსა სამარიასა ორმეოცდაერთ წელ.

24. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

25. მოიპყრა საზღვარი ისრაჱლისა შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა იონა წინაწარმეტყუელისათა, ძისა ამასია გეთელისათა.

26. რამეთუ იხილა უფალმან ურვა იგი ისრაჱლისა დიდი სიმწარისა და შემცირებულნი და ჭირვეულნი და ნაკლულევანნი და ჴუებულნი, და არა ვინ იყო შემწე ისრაჱლისა.

27. და არა უნდა უფალსა აჴოცად ნათესავი ისრაჱლისა ქუეშე ცასა და იჴსნნა იგინი უფალმან ჴელთაგან იორობოამისითა, ძისა იოსიასთა.

28. და ნეშტნი სიტყუათა იორობოამისათა და ყოველი, რაცა ქმნა, და ყოველნი ძალნი მისნი, რომლითა ჰბრძოდა და ვითარ-იგი დაიპყრა დამასკე და ემათი ისრაჱლისაგან, არა აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?

29. და დაიძინა იორობოამ მამათა თჳსთა თანა მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა. და მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მამისა თჳსისა წილ.


15

1. წელსა ოცდამეშჳდესა იორობოამისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მეფისა იუდასი.

2. ძე ათექუსმეტის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ერგასისდაორ წელ მეფობდა იერუსალჱმსა ზედა და სახელი დედისა მისისა იექელთა იერუსალჱმით.

3. და ქმნა კეთილი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, რაცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

4. ხოლო მაღალნი იგი არავე მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

5. და მიყო უფალმან ჴელი მეფესა მას, და გარდაასხა მას ზედა კეთროვანება ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა. და დაჯდა სახლსა შინა დაფარულად აფფოთ. და იოათამ, ძე მეფისა, იყო ზედა სახლსა მას და შჯიდა ერსა მას მის ქუეყანისასა.

6. და ნეშტნი სიტყუათა აზარიასთანი და ყოველი, რა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

7. და დაიძინა აზარია მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქუეყანასა მას დავითისასა და მეფობდა იოათამ, ძე მისი, მის წილ

8. წელსა მას ოცდამეთურამეტესა აზარია მეფისა იუდასსა და მეფობდა ზაქარია, ძე იორობოამისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ექუს თუჱ.

9. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნეს მამათა მისთა, და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱ ლი.

10. და მიეტევნეს მას ზედა სელემ და კედბადიმ, ძენი იაბისნი, და დასცეს იგი წინაშე ერისა მის და მოკლეს იგი. და მეფობდა სელემ მის წილ.

11. და ნეშტნი სიტყუათა ზაქარიასთანი, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

12. ესე არს სიტყვა იგი უფლისა, რომელსა ეტყოდა იუს და ჰრქუა: ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა ისრაჱლისასა. და იყო ეგრე.

13. და სელემ, ძე იოაბისი, მეფობდა სამარიას თვე ერთ წელსა მას ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასასა.

14. და გამოვიდა მანაელ, ძე გადდისი, თერსით და შევიდა სამარიად და სცა სელიმს, ძესა იაბისასა, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

15. და ნეშტნი სიტყუათა სელემისათანი და კრებანი მისნი, რომელთა კრება-ყო, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

16. მას ჟამსა დასცა მანაელ თერსა და ყოველი, რა იყო მას შინა და ყოველი საზღვარი თერსისი, რამეთუ არა განუღეს მას, და მოსრა იგი და მაკენი მისნი განაპნა.

17. წელსა ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასისა მეფობდა მანაელ, ძე გადდისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ათ წელ.

18. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი ცოდვითა თჳსითა.

19. და გამოვიდა ფუა მეფე ასურასტანით ქუეყანასა მას ზედა და მანაელ მისცა მას ათასი სასწორი ვეცხლისა, რათა იყოს ჴელ-ცემულ მისა და ამტკიცნეს მეფობა მისი ჴელითა მისითა.

20. და გამოიღო მანაელ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყოველთა მათ ჴელმწიფეთაგან, რომელთა ძალ-ედვა მიცემად მეფესა მას ასურასტანისასა ერგასის-ერგასისი სასწორი ვეცხლისა თჳთოეულად კაცად-კაცადსა. და კუალადიქცა მეფე იგი ასურასტანისა და არა დადგა ქუეყანასა მას.

21. და ნეშტნი სიტყუათა მანაელისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

22. და დაიძინა მანაელ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ფაკეა, ძე მისი, მის წილ.

23. წელსა მას ოცდამეათესა აზარია მეფისა იუდასა მეფობდა ფაკეა ზედა ისრაჱლსა სამარიას ათ წელ.

24. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

25. და მოუჴდა მას ზედა ფაკეა, ძე რრომელისა, სპარაზენი იგი თჳსი, და დასცა იგი სამარიას წინაშე უფლისა სახლსა მას სამეუფოსა და მის თანა იყუნეს არგობა და არა და მის თანა ერგასის კაცი ოთხასთა მათგანი, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

26. და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

27. წელსა მას ერგასისდამეორესა აზარია მეფისა იუდასასა მეფობდა ფაკეა, ძე რრომელისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ოც წელ.

28. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი.

29. და დღეთა ფაკეა მეფისა ისრაჱლისათა მოვიდა თეგლათფალასარ, მეფე ასურასტანისა, და წარიღო აინი და კაბელი და ბეთმაქა და ანუქი და კენეეზი და სური და გალაადი და გალილეა და ყოველი იგი ქუეყანა ნეფთალიმისი და წარტყუენა იგი ასურასტანად.

30. და წარიქცია გუნდი ოსევ, ძემან ელიასმან, ზედა ფაკეს, ძესა რრომელისასა, სცა და მოკლა იგი და მის წილ მეფობდა წელსა მეოცესა იოათამისსა, ძისა ოზიასსა.

31. და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

32. წელსა მეორესა ფაკეე, ძისა რრომელისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა იოათამ, ძე ოზია მეფისა იუდასი.

33. ძე ოცდახუთის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იერუსა, ასული სადუკისი.

34. და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, რომელ ქმნა ოზია, მამამან მისმან.

35. გარნა მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველთა მაღალთა მათ. მან აღაშენა ბჭენი იგი სახლისა მის უფლისანი მაღალნი.

36. და ნეშტნი სიტყუათა იოთამისათანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფისა იუდასთა?

37. მათ დღეთა შინა მიავლინა უფალმან იუდასა ზედა რასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი.

38. და დაიძინა იოათამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.


16

1. წელსა მას მეათჩჳდმეტესა სუფევასა ფაკეს, ძისა რრომელისასა, მეფობდა აქაზ, ძე იოათამისი.

2. ძე ოცდახუთის წლისა იყო აქაზ დადგომასა მისსა მეფედ. ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და არა ქმნა სამართალი წინაშე უფლისა ღმრთისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

3. და ვიდოდა გზათა იორობოამისთა, ძისა ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისასა, ამან შვილნიცა თჳსნი შესთხივნა ცეცხლსა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

4. და უზორვიდა და უკმევდა მაღალთა მათ ზედა ბორცუთა და ქუეშე ყოველთა ხეთა მაგრილობელთა.

5. მას ჟამსა გამოვიდა რაასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი, მეფე იგი ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და მოიცვეს იგი აქაზის ზე და ვერ შეიძლეს დაპყრობად მისა.

6. მას ჟამსა დაიპყრა რაასონ, მეფემან ასურასტანისამან, აილათი და გამოიყვანნა ურიანი აილათით. და მოვიდეს ედომელნი და დაემკჳდრნეს აილათს მოდღენდელად დღედმდე.

7. და წარავლინნა აქაზ მოციქულნი თეგლათფალსარ მეფისა მის ასურასტანისა და ჰრქუა: მონა შენი, შვილი შენი ვარ მე. გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთასა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა.

8. და მოიღო ოქრო და ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და სახლსა მას სამეფოსა და მიუძღვანა მეფესა მას ასურთასა ძღუნად.

9. და ისმინა მისი მეფემან ასურასტანისამან და გამოვიდა მეფე იგი ასურთა ზედა დამასკესა და დაიპყრა იგი და წარტყუენა იგი, და კვირენ და რაასონ მოსრნა.

10. და წარვიდა მეფე აქაზ და მიეგებოდა თეგლათფალსარს, მეფესა მას ასურთასა, დამასკედ. და იხილა აქაზ საკურთხეველი იგი, რომელი იყო დამასკეს. და წარავლინა მეფემან აქაზ ურია მღდელისა და მიუძღუანა ზომი და მოასწავა მსგავსება ქმნულებისა მისისა.

11. და ქმნა ურია მღდელმან საკურთხეველი იგი მსგავსად ქმნულებისა მის, ვითარცა უბრძანა მეფემან აქაზ დამასკეთ, ეგრევე სახედ ქმნა ურია მღდელმან ვიდრე მოსლვადმდე აქაზ მეფისა დამასკედ.

12. იხილა საკურთხეველი იგი და აღჴდა მეფე საკურთხეველსა მას ზედა და შეწირნა შესაწირავნი იგი თჳსნი და მსხუერპლნი, და სათნონი.

13. და დასთხია სისხლი დასამშჳდებელთა თჳსთა.

14. და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, ცვალა პირისაგან სახლისა უფლისა ადგილით თჳსით და დადგა იგი ბღუარით კერძო საკურთხეველსა მას.

15. და ამცნო მეფემან აქაზ ურიას მღდელსა და ჰრქუა: ზედა საკურთხეველსა მაგას დიდსა შესწირნე შესაწირავნი იგი ცისკრისანი და შესაწირავნი მწუხრისანი და შესაწირავნი მეფისანი და მსხუერპლნი მისნი და შესაწირავი ერისა მაგის ქუეყანისა და ზორვილნი მათნი და მსხუერპლნი მათნი და ყოველი სისხლი მსხუერპლთა მათთა და ყოველი ზორვილთა მათ დაასხა მას ზედა. და საკურთხეველი იგი სპილენძისა იყოს ჩემდა აღსამსთობელად.

16. და ყო ურია მღდელმან მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, ვითარცა ამცნო მას მეფემან აქაზ.

17. დაჭრა მეფემან აქაზ კარშიკები მექონოთთა მათ და ცვალნა მათგან ავაზანნი იგი, და ზღუაჲ იგი გარდამოიღო კუროთა მათგან ათორმეტთა სპილენძისათა, რომელ იყუნეს ქუეშე მისსა, და დადვა იგი ზედა ქვებსა ხარისხსა.

18. და საძირკველი საყდრისა მის აღაშენა სახლსა მას უფლისასა, დამშჳდებით იყო შესლვა და გასლვა მეფისა სახლსა მას უფლისასა პირისაგან მეფისა მის ასურასტანელისათა.

19. და ნეშტნი სიტყუათა აქაზისთანი, რომელ ქმნნა, აჰა, არა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა?

20. და დაიძინა აქაზ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ.


17

1. წელსა მეათორმეტესა აქაზიას, მეფისა იუდასა, მეფობდა იოსე, ძე ელიასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ცხრა წელ.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მეფეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს წინა მისსა.

3. მას ზედა მოუჴდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა, და ემონა მას ოსეე და უძუღნობდენ მას მანანასა.

4. და პოვა მეფემან ასურასტანისამან ოსეეს თანა ზაკვა და წარავლინნა მოციქულნი სოვა მეფისა მიმართ მეგჳპტელთასა. და არა მისცა მან მანანა მეფესა მას ასურთასა მას წელსა. და მოიცვა იგი მეფემან ასურასტანისამან და შეაყენა სახლსა მას საპყრობელისასა.

5. და გამოვიდა მეფე იგი ასურასტანისა ყოველსა მას ქუეყანასა და მი- ვიდა სამარიადცა და გარემოადგა მას სამ წელ.

6. წელსა მეცხრესა ოსესსა გამოიპყრა მეფემან ასურასტანისამან სამარია და წარტყუენა ისრაჱლი ასურასტანად. და დააშენნა იგინი იალათას და იაბორს, მდინარეთა მათ გოვიზანისათა და მთათა მათ მედონელთა.

7. და იყო რისხვა უფლისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ შესცოდეს ძეთა მათ ისრაჱლისათა უფალსა ღმერთსა თჳსსა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა ჴელთაგან ფარაოს მეფისა ეგჳპტელთასა და ეშინოდა მათ ღმერთთა მათთაგან უცხოთა.

8. და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის მათ ნათესავთასა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და მეფეთა ისრაჱლისათა, რაოდენ-რა ქმნეს.

9. და რაოდენ-რა შეამკუნეს ძეთა ისრაჱლისათა სიტყუანი არა უფლისა ღმრთისა თჳსისათჳს და იშენნეს თავისა თჳსისა მაღალნი ყოველთა მათ ქალაქთა თჳსთა გოდლითგან საეგბუროთ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.

10. და აღმართნეს ძეგლნი და სერტყნი ყოველთა ბორცუთა მაღალთა და ყოველსა ხესა ქუეშე ბორობანსა.

11. და უკმევდეს საკუმეველსა ყოველთა მათ მაღალთა, ვითარცა ყოველნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან მათისა. და ეზიარნეს და შეითქუნეს განსარისხებელად უფლისა.

12. და მსახურეს კერპთა, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან, ვითარმედ: ნუ უყოფთ სიტყუასა მაგას უფლისათჳს.

13. და დადვა უფალმან წამება ძეთა თანა ისრაჱლისათა და ზედა იუდასა ჴელითა ყოველთა წინაწარმეტყუელთათა და ყოველთა მხილველთათა და ჰრქუა: მოიქეცით გზათაგან თქუენთა უკეთურთა და დაიმარხეთ მცნებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყოველი იგი შჯული, რომელ ვამცენ მამათა მათ თქუენთა, რომელნი მივავლინენ თქუენდა ჴელითა მონათა ჩუენთა წინაწარმეტყუელთა.

14. და არა ისმინეს მათ მათი და განიფიცხეს ზურგი მათი უფროს მამათა მათთა და არა ჰრწმენა უფლისა ღმრთისა თჳსისა.

15. და განიშორეს აღთქმა თჳსი და სამართალი, რომელ დადვა მამათა მათთა თანა და წამება მისი, რომელ ამცნო მათ, არა დაიცვეს, ვიდოდეს კვალსა უნდოთასა და უჴმარ იქმნნეს კვალსა ნათესავთასა, რომელნი იყუნეს გარემო მათსა, რომელთა ამცნო მათ უფალმან არა ყოფად მსგავსად სახისა მის მათისა.

16. და დაუტევნეს ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და იქმნეს თავისა თჳსისა დასხმითნი ორნი დიაკეულნი და თაყუანი-სცეს ძალთა ცისათა და ამსახურებდეს ბაალსა.

17. და გარეშეჰჴადნეს ძენი და ასულნი მათნი ცეცხლსა და მისნობდეს მისნობასა და იზმნიდეს ზმნასა, და შესძინეს ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.

18. და განრისხნა უფალი ისრაჱლსა ზედა დიდად და განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა, და არა დაშთეს, გარნა ნათესავი იგი ხოლო იუდასი.

19. და იუდაცა არავე დაიცუნა მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის ისრაჱლთასა, რომელ ქმნეს.

20. და განიშორეს უფალი ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, და აღძრნა იგინი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა თჳსთასა, ვიდრე განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა.

21. და განეშორა ისრაჱლი სახლსა მას დავითისასა და დაიდგინეს მეფედ იორობოამ, ძე ნაბატისი, და განდრიკა იორობოამ ისრაჱლი უფლისაგან და აცოდვა იგი ცოდვითა დიდითა.

22. და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის ცოდვისა იორობოამისა, რომელ ქმნა, და არა განეშორნეს მათგან.

23. და ცვალა უფალმან ისრაჱლი პირისაგან თჳსისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ჴელითა ყოველთა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთა, და წარიტყუენა ისრაჱლი ქუეყანისაგან თჳსისა ასურასტანად ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.

24. და მოიყვანნა მეფემან ასურასტანისამან ბაბილონით და ქუთით და იათ და სერფარუმით და ემათით, და დაიმკჳდრნა იგინი ქალაქსა სამარიას ძეთა მათ წილ ისრაჱლისათა და დასხდეს სამარიას და დაიმკჳდრნეს ქალაქნი მისნი.

25. და იყო, დასაბამსა მას მკჳდრობისა მათისასა მუნ არა შეეშინდეს უფლისაგან და მიავლინა უფალმან ორნი ლომნი და მოსრვიდეს მათ.

26. და ეტყოდეს მეფესა მას ასურასტანისასა და ჰრქუეს: ნათესავნი იგი, რომელ მისცვალენ და სცენ ქალაქთა მათ სამარიასათა, არა იციან წესი ღმრთისა მის ქუეყანისა. მიუვლინებიან მათ უფალსა ლომნი და, აჰა, მოსრვენ მათ, რამეთუ არა იციან წესი მის ქუეყანისა ღმრთისა.

27. და უბრძანა მეფემან ასურასტანისამან და ჰრქუა: მიიყვანეთ ერთი მღდელთაგანი წარტყუენილთა მაგათ, რათა მოვიდეს და დაემკჳდროს მუნ და უჩუენოს მათ წესი უფლისა და განანათლნეს იგინი სამართლითა ღმრთისა მის ქუეყანისათა.

28. და წარიყვანეს ერთი მღდელთა მათგანი, რომელნი წარტყუენილ იყუნეს სამარიად, და დაჯდა ბეთელს და განანათლებდა მათ, რათა ეშინოდის უფლისაგან.

29. და ქმნეს ნათესავით ნათესავად ღმერთნი თავთა თჳსთათჳს და დასხნეს სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიტელთა მათ თჳთოეულად ნათესავთა მათ ქალაქთა თჳსა, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს.

30. და კაცთა ბაბილოვნისათა ქმნეს სოკქოთი და ბანოთი და არქოთი, და კაცთა ქუთისთა ქმნეს ნერგელი, და კაცთა ემათისათა ქმნეს ასენათი.

31. და იაელთა ქმნეს აბელაზერი და ნებასი და თართაკი და სიფარუიმი, სადა-იგი დასწვიდეს ძეთა თჳსთა ცეცხლითა, ადრამელექსა და ამელექსა, ღმერთთა სეფრუიმისათა.

32. და ეშინოდა უფლისაგან და დაიმკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თჳთოეულად ნათესავთა და ნათესავთა მათ, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს (და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგნეს ქურუმნი თჳსად მაღალთა მათ).

33. და ეშინოდა უფლისაგან და მსახურებდეს ღმერთთა მათ თჳსთა მსგავსად წესისა მის ნათესავთა მათ, რომელნი ღმერთმან მოსპნა მიერ.

34. და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მათისა და სამართლისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისათა, რომელსა დასდვა სახელი ისრაჱლი.

35. და აღუთქვა უფალმან აღთქმა და ამცნო მათ და ჰრქუა: ნუ შეიშინებით ღმერთთაგან უცხოთა და ნუ თაყუანის-სცემთ და ნუცა მსახურებთ მათ და ნუცა შესწირავთ მათ.

36. არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქვენ ქუეყანით ეგჳპტით დიდითა ძალითა და მკლავითა მაღლითა, მისგან გეშინოდენ და მას თაყუანის-ეცით და მისა შესწირვიდეთ.

37. და სამართალთა და მსჯავრთა და სჯულთა და მცნებათა მათ, რომელნი მოგცნა თქუენ, ეკრძალენით ყოფად და ნუ შეშინდებით ღმერთთაგან უცხოთა.

38. და აღთქმა იგი, რომელ დადვა თქვენ თანა, ნუ განაქარვებთ და ნუ გეშინინ ღმერთთაგან უცხოთა.

39. არამედ უფლისა ღმრთისა თქუენისა გეშინოდენ და მან გიჴსნენ თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა.

40. და ნუ მორჩილ ექმნებით სახესა მათსა, რომელსა ჰყოფენ. და ეშინოდა ნათესავთა მათ უფლისაგან.

41. და განხატულთა თჳსთა მსახურებდეს და შვილნი მათნი და შვილნი შვილთანი, ვითარცა ყვეს მამათა მათთა, უყოფდენ ვიდრე დღევანდელად დღედმდე.


18

1. და იყო, წელსა მას მესამესა ოსესა, ძისა ელაის, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ეზეკია, ძე აქაზისი, მეფისა იუდასი.

2. ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მეფედ და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა - აბუთ, ასული ზაქარიასი.

3. და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, ვითარ ქმნა დავით, მამამან მისმან.

4. მან მოსპნა მაღალნი იგი და დამუსრნა იგინი და ყოველნი ძეგლნი და მოჰკაფნა მაღნარნი იგი და გველი იგი სპილენძისა, რომელ ქმნა მოსე, და მუნ დღედ ოდენ უზორვიდეს მას ძენი იგი ისრაჱლისანი. და უწოდეს მას სახელი ეესთან.

5. უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა ესვიდა, და შემდგომად მისა არავინ იყო მსგავს მისდა ყოველთა მათგან მეფეთა იუდასთა, რომელ იყუნეს წინა მისა.

6. შეუდგა უფალსა და არა განეშორა გზათა მისთა და დაიმარხნა მცნებანი მისნი, რომელ ამცნო მოსეს.

7. და იყო უფალი მის თანა ყოველსა შინა, რასაცა იქმოდა, წარემართებოდა და შეურაცხ-ყო მეფე იგი ასურასტანისა და არა ჰმონა მას.

8. და მან დასცნა უცხოთესლნი იგი ვიდრე გაზადმდე და ვიდრე საზღურადმდე მათა გოდლითგან საებგუროდ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.

9. და იყო წელსა მას მეოთხესა ეზეკია მეფისასა, იგი არს წელი მეშჳდე ოსესი, ძისა ელასი, მეფისა ისრაჱლისა, და მოვიდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა ზედა სამარიასა და მოიცვა იგი.

10. და დაიპყრა იგი მესამესა წელსა, წელსა მეექუსესა ეზეკიასასა. იგი წელი მეცხრე იყო იოსე მეფისა ისრაჱლისა, და გამოიღეს სამარია.

11. და წარტყუენა მეფემან ასურასტანისამან სამარიათ ასურასტანად და დააშენნა იგინი იალათს და აბოთს და მდინარეთა მათ გოვზანისათა და მთათა მართასა.

12. რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისა და გარდაჴდეს აღთქმასა მისსა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ ამცნო მათ მოსე, მონამან უფლისამან, არა ისმინეს და არცა ყვეს.

13. და წელსა მას მეათოთხმეტესა სუფევასა ეზეკია მეფისასა გამოვიდა სენექერიმ, მეფე ასურასტანისა, ძნელ-ძნელთა ზედა მათ ქალაქთა იუდასათა და გამოიღო იგინი.

14. და წარავლინა ეზეკია, მეფემან იუდასმან, მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთასა ლაქისდ და ჰრქუა: ვსცოდე, მიიქეც ჩემგან და, რაჲ დამდვა ჩემ ზედა, აღვიკიდო. და დაადვა მეფემან ასურასტანისამან ზედა ეზეკიას, მეფესა იუდასასა, სამასი სასწორი ვეცხლისა და ოცდაათი სასწორი ოქროსა.

15. და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასესა სახლსა მას სამეუფოსასა.

16. მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია მეფემან ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღრუბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროთა ეზეკია, მეფემან იუდასამან, და მისცა იგი მეფესა მას ასურასტანისასა.

17. და წარავლინნა მეფემან ასურასტანისამან თარათა და რაფსისა და რაფსაკ ლაქისით და ეზეკია მეფისა ერითა ძლიერითა ზედა იერუსალჱმსა. და გამოვიდეს და მივიდეს იერუსალჱმდ და დადგეს ზედა ჯურღმულსა მას ზეშთა ავაზანისასა, რომელ არს გზასა აგარაკისა მის მმურკნელთასა.

18. და ჴმა-ყვეს ეზეკიას მიმართ და მივიდეს მისა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღვარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, სახსენებელთმწიგნობარი.

19. და ჰრქუა მათ რაფსაკ: არქუთ ეზეკიას: ესრეთ იტყჳს მეფე დიდი იგი, მეფე ასურასტანისა! რაჲმე არს სასოებაჲ ეგე შენი, რომელსა შენ ესავ?

20. გინა თუ თქუა: სიტყუანი ბაგეთანი და ზრახვა და ძალი საჴმარ არს ღვაწლსა. აწ ვის ესავ და შეურაცხ-მყავ მე?

21. აჰა, შენ ესავ არგანსა მას ლერწმისასა და დაჩხერილსა ეგჳპტესა, რომელსა მი-თუ-ეყრდნას კაცი, აღესვას ჴელსა და წყლას იგი, ეგრეცა ფარაო, მეფე იგი ეგჳპტელთა, ყოველთა მოსავთა მისთა.

22. და რამეთუ მარქუ მე, ვითარმედ: უფლისა ღმრთისა ჩუენისა მოსავ ვართ ჩუენ. არა ეგრე იგი არსა ეზეკია, რომელმან მოსპნა მაღალნი იგი მისნი და საკურთხეველნი მისნი და ჰრქუა იუდასა და იერუსალჱმსა: წინაშე საკურთხევლისა ამის თაყუანის-ეცით იერუსალჱმს?

23. და აწ მო-ღა-შემოერთენ უფლისა ჩემისა მეფისა, ასურასტანისასა და მიგცე თქუენ ორათასი საჴედარი, უპოოთ თუმე კაცი ამჴედრებად მათ ზედა?

24. და ვითარმე შეუძლოთ წინა დადგომად ერთისა ერთისათჳს უკანთაგანისა მონათა მათ უფლისა ჩემისათა? და რასა ესავ ეგჳპტესა და ეტლთა მათ და საჴედართა?

25. და აწ თჳნიერ უფლისა მოსრულ ვართ ადგილსა ამას განრყუნად ამისა? უფალმან მრქვა მე: აღვედ ქუეყანასა მას და განრყუენით იგი.

26. და ჰრქუა ელიაკიმ, ძემან ქელიკიასმან, და სომნა და იოაქა, რაფსაკს: მეტყოდე მონათა შენთა ასურებრ და ნუ ეტყჳ ურიაებრ ყურთა ერისა მაგის, რომელნი დგანან ზღუდესა მაგას ზედა.

27. და ჰრქუა მათ რაფსაკ: უფლისა მაგის თქუენისა, ანუ თქუენდა ნუუკუე მომავლინა მე სიტყუად სიტყუათა ამათ? არამედ კაცთა მაგათ, რომელნი სხენან ზედა ზღუდესა, შეჭმად მათდა სკორე თჳსი და შესუმად ფსელი თჳსი თქუენითურთ.

28. დადგა რაფსაკ და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ურიაებრ, ეტყოდა და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ მეფისა მის დიდისა, მეფისა მის ასურასტანისა.

29. ესრეს იტყჳს მეფე: ნუ განლაღნებით თქუენ ეზეკიას მიერ, რამეთუ ვერ შეუძლოს განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა.

30. ნუგეშინის-გცემნ თქუენ ეზეკია უფლისა მიერ და გეტყჳნ, ვითარმედ გჳჴსნეს ჩუენ უფალმან და არა მისცეს ქალაქი ჴელთა მეფისა მის ასურასტანელთასა.

31. ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ესრე იტყჳს მეფე იგი ასურასტანისა: ყავთ ჩემდა მომართ სათნოება და გამოვედით ჩუენდა და ჭამეთ კაცთა თჳთოეულად ვენაჴი თჳსი და ლეღოვანი თჳსი და სუას წყალი თჳთოეულად ჯურღმუ- ლისაგან თვისისა,

32. ვიდრე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ქვეყანასა მას, რომელ არს ვითარცა ესე თქუენი, ქუეყანა იფქლისა და ღჳნისა და ვენაჴისა და პურისა, ქუეყანა ზეთისა და ერბოსა, თაფლისა, და სცხონდეთ და არა მოკუდეთ და ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ცბის და გეტყჳნ თქუენ, ვითარმედ: უფალმან გჳჴსნნეს ჩუენ.

33. იჴსნნეს ღმერთთა მათ ნათესავთა თჳთოეულად სოფლები თჳსი ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა?

34. სადა არიან ღმერთნი იგი ემათასანი და არფათასნი? და სადა არიან ღმერთნი იგი ეპფარუმა ქალაქისანი, ანნა და ევა? იჴსნნეს ნუ სამარია ჴელთა ჩემთაგან?

35. ვინ არს ღმერთთა მათგანი ამის სოფლისათა, რომელთა იჴსნეს ქუეყანა თჳსი ჴელთაგან ჩემთა? ნუა უფალმან იჴსნას იჱრუსალემი ჴელთაგან ჩემთა?

36. და დადუმნეს და არა რა მიუგეს მას სიტყუაჲ, რამეთუ ემცნო მეფესა, ვითარმედ: ნუ მიუგებთ მას სიტყუასა.

37. და შევიდა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღუარი, სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, საჴსენებელთმწიგნობარი ეზეკიასა სამოსელდაპებულნი და უთხრეს მას სიტყუაჲ იგი რაფსაკისი.


19

1. და იყო, ვითარცა ესმა ეზეკიას მეფესა, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძაჲ და შევიდა სახლსა მას უფლისასა.

2. და წარავლინნა ელიაკიმ ეზოსმოძღუარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და მოხუცებულნი მღდელთანი ძაძაჩაცმულნი ესაია წინაწარმეტყუელისა მიმართ ძისა ამოსისა.

3. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ურვისა არს დღე ესე, რამეთუ მოწევნილ არიან სალმობანი მუცელქმნილთანი და ვერ შობენ.

4. ისმინოს ხოლო თუ ღმერთმან შენმან სიტყუაჲ იგი რაფსაკისი, რომელ მოავლინა იგი მეფემან ასურასტანისამან, უფალმან მისმან, შეურაცხებად ღმრთისა ცხოველისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელ ესმა უფალსა ღმერთსა შენსა, და ლოცვა-ყავ ნეშტთა ამათთჳს, რომელ დაშთომილ არიან.

5. და მივიდეს მონანი იგი ეზეკია მეფისანი ესაიასა.

6. და ჰრქვა მათ ესაია: ესრე არქუთ უფალსა მას თქუენსა: ესრე იტყჳს უფალი: ნუ გეშინინ პირისაგან სიტყუათა მათ, რომელ გესმეს, რომლითა მყუედრებდეს მე მონანი მეფისა მის ასურასტანისანი.

7. აჰა, მივავლინო მისა სული უკეთური და ესმეს ბავთი და მიიქცეს ქვეყანად თჳსა, და დავსცე იგი მახჳლითა ქუეყანასა თჳსსა.

8. და მიიქცა რაფსაკ და პოვა მეფე იგი ასურასტანისა, რამეთუ ჰბრძოდა ლობნასა და ესმა, ვითარმედ იტრა ლაქისით.

9. და მას ესმა თართაკ მეფისა მის ეთიოპელთასა და თქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, გამოსრულ არს ბრძოლად შენდა. და წარვიდა სოფლად თჳსა და მიავლინნა მოციქულნი ეზეკიასა და თქუა:

10. ესრეთ ეტყოდით ეზეკიას, მეფესა იუდასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი იგი შენი, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ არა მისცეს იერუსალჱმი ჴელთა მეფისა ასურასტანელთასა.

11. აჰა, შენ თჳთ გასმიეს ყოველი, რა ჰყვეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველსა მას სოფლებსა, ვითარ წარტყუენნეს იგინი და აწ შენ განრინებასა ჰგონებ?

12. იჴსნნეს ნუ იგინი ღმერთთა მათ ნათესავთა, რომელნი-იგი განრყუნეს მამათა ჩუენთა გოიზანი და ქარანი და რაფათი და ძენი იგი ედომისნი კიდედმდე ზღჳსა.

13. სადა არს მეფე იგი ემათისი და მეფე არფათისი? და მეფე ქალაქისა მის სეფერუმისი ანადავა?

14. და მიიღო ეზეკია როარტაკი იგი ჴელთაგან მათ მოციქულთასა და წარიკითხა და შევიდა სახლსა მას უფლისასა და განმარტა იგი ეზეკია წინაშე უფლისა.

15. და ილოცვიდა ეზეკია წინაშე უფლისა და თქუა: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, რომელი ზი ქერობინთა, შენ მხოლო ხარ ღმერთი ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, შენ შექმენ ცა და ქუეყანა.

16. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე; აღიხუენ, უფალო, თუალნი შენნი და იხილენ და ისმინენ სიტყუანი იგი სენაქერიმისნი, რომელ მოავლინა ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა.

17. რამეთუ ნანდვილვე, უფალო, წარწყმიდნეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ნათესავნი იგი და ქუეყანა მათი.

18. და მისცნეს ღმერთნი მათნი ცეცხლსა, რამეთუ იყუნესვე არა ღმერთ, არამედ ქმნილნი ჴელთა კაცთანი, ძელისანი და ქვისანი, და წარწყმიდნეს იგინი.

19. და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მისთა, რათა ცნან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო.

20. და მიავლინა ესაია, ძე ამოსისი, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: რომელ-ეგე ილოცე ჩემდა მომართ სენაქირიმის თანა, მეფისა ასურასტანელისა, ვისმინე.

21. ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა მისთჳს უფალი: შეურაცხ-გყო და განგბასრა შენ, ქალწულო, ასულო სიონისაო. თავი შეხარა შენ ზედა ასულმან იერუსალჱმისამან.

22. ვინ აგინე და შეურაცხ-ყავ, ანუ ვის ზედა აღიმაღლე ჴმაჲ შენი ყუედრებად და აღიხილენ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა.

23. მოციქულთა შენთა მიერ აყუედრე უფალსა და სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა აღვჴედ სიმაღლესა მთათა მათ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძუთა, რჩეულ-რჩეული იგი ფიჭუთა, და მივიწიე დასასრულსა მაღნარისა მის კარმელისასა.

24. მე დავიცევ და ვსუ წყალი უცხოსი და განვაჴმნე და დავტკებნე ბრჭალითა ჩემითა ყოველნი შესაკრებელნი წყალთანი.

25. არამედ გასმიეს შორით ეგე, რომელ ვყავ დღეთა პირველთა, დავბადე ეგე და განვასრულე ეგე და იქმნეს წარსტყუენველად მბრძოლთა ქალაქთა ძნელოვანთა.

26. და რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას შინა, მოუძლურდეს ჴელითა და შეძრწუნდეს და ჰრცხუენა. და იქმნეს ვითარცა თივა ველისა და ვითარცა მწუანე თივისა ერდოსა და დასატკეპნელად წინაშე მიწევნულთა მაგის ზედა.

27. აწ ჯდომა შენი და გამოსლვა და შესულა შენი უწყი და გულისწყრომა შენი,

28. რომელ განრისხენ ჩემ ზედა და აღმღერება ეგე შენი მოიწია ყურთა ჩემთა და აწ განვაცვა ხრატუკი ცხჳრთა შენთა და დანდალი ყბასა შენსა და უკუნგაქციო შენ გზასა მას, რომელსაცა მოხუედ.

29. და შენდა ესე სასწაული იყავნ: ამას წელსა შეჭამო დაკრებილი შენი, და მეორესა წელსა შეჭამო გერი მისი, და მესამესა წელსა სთესოთ და მოიმკოთ და დანერგოთ ვენაჴები, და სჭამოთ ნაყოფისა მათისა.

30. და იყოს სახლსა მაგას იუდასსა და რომელ-იგი დაშთომილ იყოს, დაიბნეს ძირნი დამართ და გამოსცეს ნაყოფი.

31. რამეთუ ერუსალჱმით გამოჴდეს დაშთომილი და სიონით მთით განრინებული, შურმან უფლისა ძალთასამან ყოს ესე.

32. ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი მეფისა მისთჳს ასურასტანელთასა: არა შევიდეს იგი ქალაქსა მაგას, არა შესტყორცნეს მაგას ისარნი და არა გარემოადგეს მაგას ფარებითა და არა მიაქციოს მაგასა ზედა მიწა.

33. გზასა, რომელსა მოვიდა, მასვე მიიქცეს და ქალაქსა მაგას არა შევიდეს, - თქუა უფალმან, -

34. და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

35. და იყო, მოწევნასა მას ღამისასა გამოვიდა ანგელოზი უფლისა მიერ და მოსრა ბანაკისა მისგან ასურთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი და აღიმსთვეს განთიადსა მას და, აჰა, იხილეს ეგეოდენი იგი გუამი მომკუდარი.

36. და აღიტრა და წარვიდა სენაქერემ, მეფე იგი ასურასტანისა, და დაემკჳდრა ნინევის.

37. და იყო, ვიდრე თაყუანის-სცემდა სახლსა მას ნერსაქისსა ღმერთთა თჳსთა, და ადრიმელექ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლითა. და იგინი მეოტად წარვიდეს ქუეყანად არარატისა და მეფობდა ასურდან, ძე მისი, მის წილ.


20

1. მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია სიკუდილისა სენითა და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი, ძე ამოსისი, და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: ბრძანე სახლისა შენისა, რამეთუ მოჰკუდე შენ და არა განერე.

2. და მიიქცია პირი თჳსი კედლად და ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

3. ჵ, უფალო, მოიჴსენე, რამეთუ ვიდოდი წინაშე შენსა ჭეშმარიტებით და გულითა სრულითა, სათნოებათა ვყოფდი წინაშე შენსა. და ტიროდა ეზეკია ტირილითა დიდითა.

4. და იყო ესაია ეზოსა მას დიდსა და იყო სიტყუაჲ უფლისა მისა და ჰრქუა:

5. მიიქეც მუნვე და არქუ ეზეკიას, წინამძღუარსა მას ერისა ჩემისასა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი დავითისთჳს, მამისა შენისა: ვისმინე ლოცვისა შენისა და ვიხილენ ცრემლნი შენნი. აჰა, მე განგკურნო შენ და დღესა მას მესამესა აღხჳდე სახლსა მას უფლისასა.

6. და შევძინო დღეთა შენთა ათხუთმეტ წელ და ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა გიჴსნე შენ და ქალაქი ეგე. და ზედამდგომელ ვეყო ქალაქსა მაგას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

7. და ჰრქუა ესაია: მოიღეთ ზეთი და ლეღვი და შესაქმედ ეც კვერად და დაიდევ წყლულებასა მაგას და განიკურნო.

8. და ჰრქუა ეზეკია ესაიას: რამე სასწაული იყოს, ვითარმედ განმკურნოს მე უფალმან, და თუ აღვიდე მე სახლსა უფლისასა დღესა მესამესა?

9. და ჰრქუა ესაია: ესე სასწაული იყოს უფლისა მიერ, რამეთუ ყოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელცა თქუა: შთავლოს აჩრდილმან ათსა მენაკსა.

10. და ჰრქუა ეზეკია: ადვილ არს აჩრდილისა მის ათსა მენაკსა შთასლვა. არა ეგრე, არამედ უკუნიქეცინ მუნვე ათსა მენაკსა.

11. და ღაღად-ყო ესაია წინაწარმეტყუელმან უფლისა მიმართ და უკუნიქცა აჩრდილი იგი ათს მასვე მენაკსა ვინცა და მოსრულ იყო ათითა მენაკითა.

12. მას ჟამსა მოავლინა მოროდაქბალადან, ძემან ბალადანისამან, მეფემან ბაბილონისამან, როატაკები და ძღუენნი ეზეკიასა, რამეთუ ესმა, ვითარმედ დასნეულდა ეზეკია.

13. და განიხარა ეზეკია მოსლვა იგი მათი და უჩუენა მათ ყოველი იგი სახლი ნაქოთისა, ვეცხლი და ოქრო და საკმეველნი და ნელსაცხებელნი და სახლნი საჭურჭლენი, და რაცა იპოვა საფასესა მისსა, და არა იყო სახლსა მისსა, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკია ყოვლისა მის ჴელმწიფებისა თჳსისა.

14. და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი მეფისა მიმართ და ჰრქუა მას: რასა გეტყოდეს შენ კაცნი ეგე, ანუ ვინ მოვიდეს შენდა? და ჰრქუა ეზეკია: ქუეყანით შორით მოვიდეს ჩემდა ბაბილონით.

15. და ჰრქუა: რა იხილეს სახლსა შენსა? და თქუა ეზეკია: ყოველი, რაცა იყო სახლსა ჩემსა, იხილეს და არა იყო, რომელი არა უჩუენე მათ, და საფასენიცა ჩემნი.

16. და ჰრქუა ესაია ეზეკიას: ისმინე სიტყუაჲ უფლისა.

17. აჰა, დღენი მოვლენან და წარიღონ ყოველი, რაცა იყოს სახლსა შენსა, და რომელი დაკრიბეს მამათა შენთა მოდღენდელად დღედმდე, წარიღონ ბაბილოვნად და არა დაუტეონ, რამეთუ ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი.

18. და ნაშობთა შენთაგანნიცა წარიყვანენ და ჰყუნენ საჭურის სახლსა მას მეფისა მის ბაბილონელთასა.

19. და ჰრქუა ეზეკია ესაიას: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ, თქუა უფალმან. იყავნ მშჳდობა და ჭეშმარიტება დღეთა ჩუენთა.

20. და ნეშტნი სიტყუათა ეზეკიასთანი და ყოველნი ძლიერებანი მისნი და წყლისგარდამოსადინელნი იგი და ჯურღმულები იგი, რომელ ქმნა, და წყალნი იგი, რომელ შეადინნა ქალაქსა მას, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

21. და დაიძინა ეზეკია მამათა თჳსთა თანა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.


21

1. ძე ათორმეტისა წლისა იყო მანასე დადგომასა მისსა მეფედ, ერგასისდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმსა. სახელი დედისა მისისა - ეფსიბა.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.

3. და აღაშენნა მაღალმან იგი, რომელ დაამჴუნა ეზეკია, მამამან მისმან, და აღაშენნა ბაგინნი იგი ბაალისნი და ქმნნა მაღნარნი იგი, ვითარსახედ ქმნა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, და თაყუანი-სცა ყოველთა ძალთა ცისათა, და მონებდა მათ.

4. და აღაშენა საკურთხეველი სახლსა მას უფლისასა, ვითარცა თქუა უფალმან: იერუსალჱმს დავიდგნე საყდარნი ჩემნი.

5. და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ცისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა.

6. და გარეშეჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი, და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.

7. და ქანდაკებულნი იგი მაღნართა მათ დადგნა სახლსა მას უფლისასა, რომლისა ჰრქუა უფალმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა, ვითარმედ: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, დავდვა სახელი ჩემი უკუნისამდე.

8. და არა შევსძინო შერყევად ფერჴთა ისრაჱლისათა ქუეყანისა მისგან, რომელ მივეც მამათა მათთა, რათამცა ეკრძალნეს ყოფად ყოვლისავე, რაცა ვამცენ მათ მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, რომელი ამცნო მოსე, მონამან ჩემმან.

9. და არა ისმინეს და საძაგელ იქმნა მანასე დიდად და აცთუნნა იგინი საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა უფროს ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი განრყუნნა უფალმან წინაშე პირსა ძეთა მათ ისრაჱლისათა.

10. და ეტყოდა უფალი ჴელითა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა და თქუა:

11. ამისთჳს, რამეთუ ქმნა მანასე, მეფემან იუდასმან, საძაგელნი იგი და უკეთურებანი უმეტეს ამორეველისა მის წინაშე ჩემსა და შესცთა იუდა კერპებითა თჳსითა.

12. ამისთჳს, ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე მოვავლინო ძჳრი ზედა იერუსალჱმსა და ზედა იუდასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი.

13. და მივაწიო ზედა იერუსალჱმსა მსგავსად საზომისა მის სამარიასა და მსგავსად სასწორისა სახლისა მის აქაბისა და მოვსპო იერუსალჱმი, ვითარცა ნიჟარი ერთი დათხეული ზედა პირსა თჳსსა.

14. და აღვჴოცო ნეშტი სამკჳდრებელისა ჩემისა და მივსცნე იგინი ჴელთა მტერთა თჳსთასა და იყუნენ წარსატაცებელ და იავარ ყოველთა მტერთა თჳსთა

15. ამისთჳს, რამეთუ ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და განმარისხეს მე, რომლით დღითგან გამოვიყვანენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა მოდღენდელად დღედმდე.

16. და სისხლიცა უბრალო დასთხია მანასე დიდად ფრიად, ვიდრე აღივსო იერუსალჱმი კიდით კიდემდე. და ცოდვა იგი თჳსი, რომლითა აცთუნა იუდა საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა

17. და ნეშტნი სიტყუათა მანასესთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ცოდვა მისი, რომელ ცოდა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა?

18. დაიძინა მანასე მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა სახლისა თჳსისასა მტილსა ოზიასასა. და მეფობდა ამმონ, ძე მისი, მის წილ.

19. ძე ოცდაორის წლისა იყო ამმონ დადგომასა მისსა მეფედ და მეფობდა ათურამეტ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - მესელომით, ასული არუასი, ტაბათით.

20. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მამამან მისმან მანასე.

21. და ვიდოდა ყოველთა მათ გზათა, რომელთა ვიდოდა მამა მისი, და მსახურა კერპთა მათ, რომელთა მსახურებდა მამა მისი, და თაყუანი-სცა მათ.

22. დაუტევა უფალი ღმერთი მამათა თჳსთა და არა ვიდოდა გზასა უფლისასა.

23. და აღდგეს მონანი ამონის ზედა და მოკლეს მეფე იგი სახლსა თჳსსა.

24. და მოსწყჳდეს მკულელნი იგი ამონისნი ერმან მან და დაიდგინეს, ერმან მის ქუეყანისამან მეფედ იოსია, ძე მისი, მის წილ.

25. და ნეშტნი სიტყუათა ამონისთანი, რომელ ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

26. და დაიძინა ამმონ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა იგი საფლავსა თჳსსა მტილსა მას ოზიასასა. და მეფობდა იოსია, ძე მისი, მის წილ.


22

1. ძე რვა წლისა იყო იოსია დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - იედია, ასული იედიასი, ბასუროთით.

2. და ქმნა იოსია სამართალი წინაშე უფლისა და ვიდოდა ყოველთა გზათა დავითის მამისა თჳსისათა, და არა მიაქცია მარჯულ, არცა მარცხლ.

3. და იყო, წელსა მეთურამეტესა მეფობასა იოსიასასა, მეფისა იუდასასა, თვესა მეშჳდესა მიავლინა მეფემან საფან, ძე ესელისი, ძისა მესოლამისი, მწიგნობარი სახლისა მის უფლისა და ჰრქვა:

4. აღვედ შენ ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და გამოადნვეთ ვეცხლი იგი, რომელი შეწირა სახლსა უფლისასა, რომელი დაკრიბეს მცველთა მათ კარისათა ერისაგან.

5. და მიეცით ჴელთა მოქმედთა მათ საქმისა ზედამდგომელთა სახლისა უფლისათა. და მათ მისცეს, რომელნი-იგი იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა განსაძლიერებლად ბედეკისა სახლისა უფლისასა,

6. ხუროთა და მშენებელთა და ჴელოვანთა მოღებად ძელი და ქვა კეთილი გასამტკიცებელად სართულისა მის სახლისა უფლისა.

7. და არა ურაცხდეს ვეცხლსა მას, რომელსა-იგი მისცემდეს მათ, რამეთუ სარწმუნოებით იქმოდეს მას.

8. და ჰრქუა ქელკია, მღდელმან დიდმან, საფანს მწიგნობარსა: წიგნი სჯულისა ვპოე სახლსა შინა უფლისასა. და მოსცა ქელკია საფანს წიგნი იგი და აღმოიკითხა.

9. და შეართვა მეფესა იოსიას და მიუთხრა სიტყუაცა იგი და თქუა: გამოადვნეს მონათა შენთა ვეცხლი იგი, რაოდენ იპოვა სახლსა შინა უფლისასა და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მათ ზედამდგომელთა სახლსა უფლისათა.

10. და უთხრა სათან მწიგნობარმან მეფესა წიგნისა მისთჳს და თქუა: წიგნი მომცა მე ქელკია მღდელმან და აღმოიკითხა იგი წინაშე მეფისა.

11. და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუაჲ იგი მის წიგნისა შჯულისა, დაიპო სამოსელი თჳსი.

12. და უბრძანა მეფემან ქელკიას მღდელსა და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აქაბორს, ძესა მიქეასასა, და საფანს მწიგნობარსა და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა:

13. მოვედით და გამოიძიეთ უფლისა ჩემთჳს და ერისა ჩემისათჳს და ყოვლისათჳს იუდასა სიტყჳსა ამისთჳს წიგნისა, რომელი იპოვა, რამეთუ დიდ არს რისხვა უფლისა აღგზებულ ჩუენ ზედა, რამეთუ არა ისმინნეს მამათა ჩუენთა სიტყუანი ამის წიგნისანი ყოფად ყოველთავე და წერილთა მათ შინა.

14. და წარვიდა ქელკია მღდელი და აქიკამ და საფან და აქაბორ და ასაია ოდან წინაწარმეტყუელისა, ცოლისა სელომისა, ძისა თეკუჱსისა, ძისა ასარასა, სამოსლისმმარხველისა და იგი მკჳდრ იყო იერუსალჱმს და მასენას შინა და უთხრეს მას ესე.

15. და მან ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდა:

16. ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, მე მივავლინო ბოროტი ქალაქსა ამას ზედა და მკჳდრთა მას შინა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ აღმოიკითხა მეფემან იუდასმან.

17. ამისთჳს, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა ჴელთა მათთათა და აღტყდეს გულისწყრომა ჩემი ადგილსა ამას და არა დაშრტეს.

18. ხოლო მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინა თქუენ გამოძიებად უფლისა, ესრეთ არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი ეგე, რომელნი გესმეს, ეგენი არიან

19. ამისთჳს, რამეთუ მოლბა გული შენი და შეიკდიმე პირისაგან უფლისა, ვითარცა გესმეს სიტყუანი ესე, რაოდენსა ვიტყოდე ადგილისა ამისთჳს და მკჳდრთა მისთა, რათა იყოს განსარყუნელ და საწყევარ. და დაიპე სამოსელი შენი და სტიროდე წინაშე ჩემსა, და მეცა მესმა,-თქუა უფალმან,-

20. ამისთჳს, არა ეგრე, აჰა, ესერა, მე შეგძინო შენ მამათა შენთა და შეხჳდე საფლავად შენდა მშჳდობით და არა იხილონ თუალთა შენთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მივავლინო ქალაქსა მას ზედა და მკჳდრთა მისთა.


23

1. და მიუთხრნეს სიტყუანი ესე მეფესა და წარავლინა მეფემან და შეკრიბნა ყოველნი მოხუცებულნი იუდასნი და იერუსალჱმისანი.

2. და აღვიდა მეფე ტაძრად უფლისა და ყოველნი კაცნი იუდასნი და ყოველნი მკჳდრნი იერუსალჱმისანი მის თანა და მღდელნი და წინაწარმეტყუელნი და ყოველი ერი მის თანა მცირითგან ვიდრე დიდამდე, და აღმოიკითხა წიგნი იგი სჯულისა ყურთა მიმართ ერისათა, ყოველნი სიტყუანი სახლსა შინა უფლისასა.

3. და აღდგა მეფე სუეტსა ზედა და დაუდვა მათ სჯული წიგნისა მისებრ სჯულისა, რომელ პოვა სახლსა უფლისასა წინაშე უფლისა, რათა ვიდოდიან იგინი გზასა უფლისასა და რათა იმარხვიდენ მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და ბრძანებათა მისთა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ყოფად სიტყუათა მათ სჯულისათა, დაწერილსა წიგნსა შინა სჯულისასა, და დადგა ყოველი იგი ერი შჯულსა მას ზედა.

4. და ამცნო მეფემან ქელკიას, მღდელსა მას დიდსა, და მღდელთა მათ შემდგომთა და მცველთა მათ კრებისათა გამოღებად ტაძრისაგან უფლისა ყოველი ჭურჭერი, რომელი ექმნა ბაალისთჳს და მაღნართათჳს და ყოვლისა ერისა ცათასა, და მოიღეს იგი და დაწვეს გარეშე იერუსალჱმს, სადემოთს კედრონისასა, და წარიღეს მიწა მისი ბეთელად.

5. და დაწუნეს მღდელნი იგი, რომელ დაედგინეს მეფეთა იუდასთა მაკუმეველად მაღალთა მათ და ქალაქებსა იუდასთა და გარემო იერუსალჱმსა და უკმევდეს იგინი ბაალსა და მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, ჴომთა და ყოველთა ერთა ცისათა.

6. და გამოიღეს სერტყები იგი ასეროთისა სახლისაგან უფლისა გარეშე იერუსალჱმს, ჴევსა მას კედრონისასა, და დაწვეს იგი მუნ და დააწულილნეს ვითარცა მიწა, და მიჰფინა საფლავსა ძეთა ერისათასა.

7. და დაარღჳა სახლი იგი კადესიმელთა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა, სადა-იგი დედანი უქსოვდეს სამოსელსა სერტყებსა.

8. და მოიყვანა ყოველი იგი ქურუმნი ქალაქთაგან იუდაჲსთა და შეიგინნეს ყოველნი მაღალნი, სადა-იგი უკმევდეს ქურუმნი გაბაჲთგან ვიდრე ბერსაბედმდე და დაარღჳა სახლი იგი მაღალთა წინაშე კართა ბჭისათა იოსეს მთავრისა მის ქალაქისასა, რომელი-იგი იყო მარცხენით შესლვასა ბჭეთა ქალაქისათა.

9. ხოლო არა აღვიდეს მღდელნი იგი მაღალთანი საკურთხეველსა უფლისასა იერუსალჱმს, ვიდრემდის არა ჭამეს მათ უცომო შორის ძმათა თჳსთა.

10. და შეაგინა თაფეთი ჴევსა მას ძეთა ენონისთა, რათა არა განჰყვანდეს კაცსა ძე თჳსი, გინა ასული თჳსი ცეცხლსა მელქომისთჳს.

11. და დაარღჳა ცხენები იგი, რომელი მისცეს მეფეთა იუდასთა მზისა შესავალსა მას სახლისა უფლისასა საფასისსაცავსა მას საჭურისისა მეფისასა, რომელი იყოს ფარურიმს და ეტლი იგი მზისა დაწვა ცეცხლითა.

12. და საკურთხეველები იგი, რაოდენი იყო ერდოებსა ზედა ქორებისასა, რაჲ ქმნნეს მეფეთა იუდასთა და საკურთხეველები, რომელ ქმნნა მანასე ორთა მათ ეზოთა სახლისა უფლისაჲთა, დაარღჳა იგი მეფემან და აღიღო იგი მიერ, და გარდმოიღო და შემუსრა იგი და დასთხია მიწა იგი მათი ჴევსა მას კედრონისასა.

13. და სახლი იგი წინაშე პირსა იერუსალჱმისასა მარჯუენით მთასა მას მოსოთისასა, რომელი აღაშენა სოლომონ მეფემან იერუსალჱემისამან ასტრატესათჳს საძაგელისა მის სიდონელთასა, და ქამოს მოსაწყინელსა მას მოაბელთასა და მელქომს მოსაწყინელისა ძეთა ამონისათა, და შეაგინა იგი მეფემან.

14. და მოჰკაფა სერტყები და აღავსო ადგილები მათი ძვლებითა კაცთათა.

15. და საკურთხეველიცა იგი მაღალი, რომელი იყო ბეთელს, რომელი-იგი ქმნა იორობოამ, ძემან ნაბატისამან, რომელმან აცოდვა ისრაჱლი და იგიცა საკურთხეველი მაღალი დაარღჳა და დამუსრა ქვანი მისნი და დააწულილნა, ვითარცა მტუერი და მოწუა სერტყები იგი.

16. და მიხედა და იხილა საფლავები იგი, რომელი იყო მთასა მას და მიავლინა და გამოიღო ძუალები იგი საფლავებისა მისგან, დაწვა იგი საკურთხეველსა მას ზედა და შეაბილწა იგი სიტყჳსაებრ უფლისა, რომელსა იტყოდა კაცი იგი ღმრთისა, რაჟამს-იგი დგა იორობოამ საკურთხეველსა ზედა დღესასწაულსა მას და მოიქცა იოსია და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა საფლავი იგი კაცისა მის ღმრთისა, რომელ იტყოდა სიტყუათა ამათ,

17. და თქუა: რა არს საჰამანი ისი, რომელსა მე ვხედავ? და ჰრქუეს მას კაცთა მის ქალაქისათა: ეგე არს საფლავი კაცისა მის ღმრთისა, რომელი მოივლინა ქუეყანით იუდასით და იტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელსა ჰყოფ აწ საკურთხეველსა მას ბეთელისასა.

18. და ჰრქუა: აცადეთ ეგე, ნუ ვინ შეარყევთ ძვალთა მისთა, და პოვეს ძვალნი მისნი ძვალთა თანა წინაწარმეტყუელსა მოსულისა სამარიით.

19. და ყოველი იგი სახლები მაღალთა, რომელი იყო ქალაქებსა მას სამარიას, რომელი ქმნნეს მეფეთა ისრაჱლისათა განსარისხებელად უფლისა, დაარღჳა იოსია, მეფემან ისრაჱლისამან, და უყო მათ ყოვლისა მისებრ საქმისა, ვითარცა-იგი ყო ბეთელს.

20. და დაკლნა ყოველნი იგი მღდელნი მაღალთანი, რომელნი იყუნეს მუნ საკურთხეველსა მათსა ზედა, და დაწუა ძუალები კაცებისა მათ ზედა და მიიქცა იერუსალჱმდ.

21. და უბრძანა მეფემან ყოველსა ერსა და ჰრქუა: ყავთ ზატიკი პასექისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა: წერილ არს წიგნსა ამას სჯულისასა.

22. და არა ყოფილ იყო ეგევითარი ზატიკი დღითგან მსაჯულთაჲთ, რომელნი სჯიდეს ისრაჱლსა და ყოველთა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა და მეფეთა იუდასთა,

23. არამედ, ვითარ-ესე მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასასა იყო ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს.

24. და მუცლითმეზღაპრენი და მცნობელნი და თერაფინნი და ყოველი კერპები და ყოველი საძაგელები, რომელი იყო ქუეყანასა იუდასასა და იერუსალჱმს, და აღიღო მეფემან იოსია, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი სჯულისა წერილისა წიგნისანი, რომელი-იგი პოვა ქელკია მღდელმან სახლსა შინა უფლისასა.

25. მსგავსი ამისი არავინ იყო მეფე უწინარეს მისა, ვითარ-ესე მოიქცა უფლისა ყოვლითა გულითა მისითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა სიმტკიცითა ყოვლისაებრ სჯულითა მოსესითა და მისა შემდგომად არა აღდგა მსგავსი მისი.

26. ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა დიდისა, რომელ განრისხებულ იყო იუდასა ზედა ყოველთა მათ ზედა განრისხებათა, რომელ განარისხა იგი მანასე.

27. და თქუა უფალმან: იუდაცა გან-ვე-ვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, და განვიშორო ქალაქი ესე, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახლი ესე, რომლისა ვთქუ, ვითარმედ იყოს სახელი ჩემი მუნ.

28. და ნეშტნი სიტყუათა იოსიასთანი და ყოველი, რაოდენ ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა?

29. და დღეთა მათ აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა მის ზედა ასურეთისასა მდინარესა ზედა ევფრატსა. და განვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა. და მოკლა იგი ფარაო მაგედონს შინა შემთხუევასა მას მისსა.

30. და აღმოიღეს იგი მონათა თჳსთა მაგედონით იერუსალჱმად და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა. და მოიყვანა ერმან მის ქვეყანისამან იოაქაზ, ძე მისი, და სცხეს მას და მეფე-ყვეს იგი იოსიას, მამისა მისისა წილ.

31. ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.

32. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.

33. და გარდაადგინა იგი ფარაო ნექაო, მეფემან ეგჳპტისამან, და წარიყვანა იგი დებლათად ქუეყანად ემათისა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალიმს და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ათი ტალანტი ოქროსა.

34. და მეფედ დაადგინა ფარაო ნექაო მათ ზედა ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, და დასდვა მას სახელი იოაკიმ, ხოლო იოაქაზ წარიყვანა და შეიყვანა ეგჳპტედ. და მოკუდა იგი მუნ.

35. და ვეცხლი იგი და ოქრო მისცა იოაკიმ ფარაოს. და მიერითგან მოხარკე იქმნა ქუეყანა იგი მიცემად ვეცხლისა პირსა ფარაოსა. კაცი ძალისაებრ თჳსისა მისცემდა ვეცხლსა და ოქროსა ერისათა მის ქუეყანისა მიცემად იგი ფარაო ნექაოს.

36. ძე ოცდახუთისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ელდათ, ასული ეგდელისი, რუმათ.

37. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.


24

1. და დღეთა მისთა ოდენ აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, მას ქუეყანასა და იყო მისა იოაკიმ მონა სამ წელ და მოიქცა და შეურაცხ-ყო იგი.

2. და მოუვლინა უფალმან მას მტევებარნი ქალდეველთანი და მტევებარნი ასურთანი და მოაბელნი და ძენი ამონისნი და გამოავლინნა იგინი იუდასა ზედა წარწყმედად მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲთა.

3. რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იუდასა ზედა განშორებად იგი პირისაგან მისისა ყოველთათჳს ცოდვათა მანასესთა, რაოდენი ქმნა.

4. სისხლთა მათთჳს უბრალოთა, რაჲ დასთხია და აღავსო იერუსალჱმი სისხლითა უბრალოთა, და არა ინება უფალმან ლხინებად მათა.

5. და ნეშტნი სიტყუათა იოაკიმისთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა? და დაიძინა იოაკიმ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა მას ოზიასასა მამათა მისთა თანა.

6. და მეფობდა იოაკიმ, ძე მისი, მის წილ.

7. და არღარა შესძინა მერმე მეფემან ეგჳპტისამან გამოსლვად ქუეყანით მისით, რამეთუ დაიპყრა მეფემან ბაბილოვნისამან ჴევითგან ეგჳპტისათა ვიდრე მდინარედმდე ეფრატად ყოველი ქუეყანა, რაოდენი იყო მეფისა ეგჳპტისა.

8. ძე ათურამეტისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალიმს და სახელი დედისა მისისა - ანეესთან, ასული ელემათესი, იერუსალიმით.

9. და ქმნა იოაკიმ ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ქმნეს მამათა მისთა.

10. მას ჟამსა შინა აღმოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, იერუსალიმად და იღუაწა ქალაქი იგი გარემოცვად.

11. და მოვიდა მეფე ბაბილოვნისა ქალაქად; მონანი იგი ნაბოქოდონოსორისნი გარემოადგეს მას.

12. და განვიდა იოაკიმ, მეფე იუდასი, მეფისა ბაბილოვნისა, იგი და დედა მისი და მთავარნი მისნი და მონანი მისნი და საჭურისნი მისნი. და განიყვანა იგი მეფემან ბაბილოვნისამან მერვესა წელსა მეფობისა მისისასა.

13. და გამოიღო მიერ ყოველი საფასე სახლისა უფლისა და საფასე სახლისა სამეფოსა და შემუსრა ყოველი ჭურჭელი ოქროსა, რომელი ექმნა სოლომონ მეფესა ისრაჱლისასა ტაძარსა უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი.

14. და წარიყვანა ყოველი იერუსალიმი და ყოველნი მთავარნი და ყოველნი ძლიერნი ძალითა ტყუეობად ათი ათასი და ყოველი ხურო და ოქროსმჭედელი. და არა ვინ დაშთა, გარნა გლახაკნი ხოლო ერისა ქუეყანისანი.

15. და წარიყვანა მეფემან ბაბილოვანისამან იოაკიმ ბაბილონად და დედა მეფისა და ცოლნი მისნი და საჭურისნი მისნი და ძლიერნი ქუეყანისანი წარიყვანნა ტყუედ იერუსალიმით ბაბილონად.

16. და ყოველი კაცი შემძლებელი, კაცი ძლიერი, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა შჳდი ათასი, ხურო და მჭედელი ოქროსა და ანთრაკისა შთამსმელი - ათასი კაცი და ყოველი ძალი ძლიერითა და მოქმედი ბრძოლისა, წარიყვანნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან ბაბილონად.

17. მეფედ დაადგინნა მეფემან ბაბილოვანისამან მეთთანია, მამისძმა მისი მის წილ. დასდვა მას სახელი სედეკია.

18. ძე ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.

19. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, ვითარცა ქმნა იოაკიმ.

20. რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იერუსალიმსა ზედა და იუდასა ზედა, ვიდრე განსთხივნა იგინი პირისაგან მისისა და შეურაცხება ქმნა სედეკია მეფისა მიმართ ბაბილონისა.


25

1. და იყო, მეცხრესა წელსა მეფობასა მისსა თუესა მეოთხესა, ათსა მის თჳსასა, მოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანისა, და ყოველი ერი მისი იერუსალჱმად და გარემოადგა მას და აშენა მას ზედა ზღუდე გარემო.

2. და გარემოიცვა ქალაქი იგი შეყენებად ვიდრე ათერთმეტად წლადმდე სედეკ მეფისა.

3. მეცხრესა თვესა განძლიერდა სიყმილი ქალაქსა შინა და არა იყო პური ერისათჳს ქუეყანასა.

4. და განივლთა ქალაქი და განვიდა მეფე და ყოველნი კაცნი მბრძოლნი ღამე გზასა ბჭისა აღსავლისასა შორის ორთა მათ ზღუდეთა, რომელ არს მტილისა მის სამეუფოსა. და ქალდეველნი გარემოადგეს ქალაქსა და წარვიდეს გზასა მას არაბიათ აღმოსავლით.

5. და დევნა-უყო ერმან ქალდეველისამან უკანა მეფესა და ეწივნეს მას დასავლით იერიქოსა და ყოველი ერი მისი განიბნია მისგან.

6. და შეიპყრეს მეფე მარტო და მიიყვანეს იგი მეფისა ბაბილოვანისა დებლათად და ეტყოდა მეფე სასჯელით.

7. და ძენი სედეკიასნი მოსრნა წინაშე მისა და თუალნი სედეკიასნი აღმოჰჴადნა და შეკრა იგი ბორკილითა და წარიყვანა ბაბილონად.

8. და თუესა მას მეხუთესა, შჳდსა მის თჳსასა, ესე წელი იყო მეათცხრამეტე მეფობასა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ბაბილოვანისა, მოვიდა ნაბუზარდან მზარაულთმთავარი წინაშემდგომელი მეფისა ბაბილონისა იერუსალჱმად.

9. და მოწვა ტაძარი უფლისა და სახლი მეფისა და ყოველი სახლები იერუსალჱმისა მოწვა ცეცხლითა.

10. და ზღუდე იგი იერუსალჱმისა გარემო დაარღჳა ყოველმან ერმან, რომელი იყო მზარაულთმთავრისა თანა.

11. და დაშთომილი იგი ერი ქალაქსა შინა და რომელნი მოადგეს მეფესა ბაბილოვნისასა და ნეშტი იგი ერი ტყუედ წარიყვანა ნაბუზარდან.

12. და გლახაკთაგანი ერისათა დაუტევა ნაბუზარდან მზარაულთმთავარმან ვენაჴისმოქმედად და ყანისმოქმედად.

13. და სუეტნი იგი რვალისანი, რომელ იყუნეს სახლისა უფლისანი და ხარისხნი მათნი და ემბაზი იგი რვალისა, რომელი დგა სახლსა უფლისასა, შემუსრეს ქალდეველთა და წარიღეს რვალი იგი ბაბილონად.

14. და სიავები იგი და ფუცხუები და ფიალები და ყოველი ჭურჭელი რვალისა, რომლითა-იგი მსახურებედ, წარიღეს.

15. და საცეცხურები და ფიალები ოქროსა წარიღო მზარეულთმთავარმან.

16. და სუეტთა მათ ორთა და ხარისხთა და ემბაზისა მის, რომელი ექმნა სოლომონს სახლსა შინა უფლისასა, რომელი წარიღო ნაბუზარდან, არა იყო რიცხჳ სასწორისა რვალისა მის და ყოვლისა ჭურჭელისა.

17. ათურამეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა მის ერთისა და სუტისთავნი ორთა მათ სუეტთანი რვალისანი სამ-სამ წყრთა იყუნეს სიმაღლით თჳთო იგი სუეტისთავი და კანკელი და მროწეულები სუეტისთავთა მათ გარემო ყოველი რვალისა და მეორესა მას სუეტსა სუეტისთავი და კანკელი და მროწეულისსახედ ქმნული ისი.

18. და წარიყვანა მზარეულთმთავარმან არეა, მღდელი იგი მთავარი, და სოფონია, მღდელი იგი შემდგომი, და სამნი მცველნი ბჭეთანი.

19. და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი ზედამდგომელი კაცთა მათ მბრძოლთა და ხუთი კაცი წინაშემდგომელთაგანი მეფისათა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა, და ერისთავი, მწიგნობარი იგი მთავრისა მის ერისა, რომელი განუყოფდა ერსა მის ქუეყანისასა და შვიდი კაცი ერისაგან ქუეყანისა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა.

20. და წარიყვანნა იგინი ნაბუზარდან და მიიყვანნა მეფისა ბაბილონისა დებლათად.

21. და მოსწყჳდნა იგინი მეფემან ბაბილონისამან დებლათს ქუეყანასა ემათისასა და წარიტყუენა იუდა ქუეყანით თჳსით.

22. და ერსა მას ნეშტსა ზედა ქუეყანასა, რომელი დაუტევა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილოვნისამან, დაადგინა მას ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი.

23. და ესმა ყოველთა მათ მთავართა ძლიერებისათა, რამეთუ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია მასეფათს და მოვიდა გოდოლია მასეფათად და ისმაელ, ძე ნათანისი და იონან, ძე საკარესი და სარეა, ძე თანეასი მიკტოფატელი და იეზონია, ძე მაქატითელისა, იგინი და კაცნი მათნი.

24. და ეფუცნეს გოდოლიასა თჳთ იგინი და კაცნი მათნი. და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ ქალდეველთაგან, დასხედით ქუეყანასა მას და ჰმონებდით მეფესა ბაბილოვნელთასა და უკეთეს იყოს თქუენდა.

25. და იყო, თუესა მას მეშჳდესა მოვიდა ისმაელ, ძე ნათანისი, ძისა ელისამასი, ნათესავისაგან სამეუფოსა და ათი კაცი მის თანა. და სცეს გოდოლიას და მოკლეს იგი და ჰურიანი იგი და ქალდეველნი, რომელნი იყუნეს მის თანა მასეფათსა, მოსრნა.

26. და აღდგა ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდამდე და მთავარნი იგი ერისანი და შევიდეს ეგჳპტედ, რამეთუ ეშინოდა პირისაგან ქალდეველთასა.

27. და იყო მეოცდაჩჳდმეტესა წელსა წარტყუენვასა იოაკიმისასა, მეფისა იუდასასა, მეათორმეტესა თვესა, ოცდაშჳდსა მის თვისასა, აღამაღლა ევლათ, მაროდაქ მეფემან ბაბილოვანისამან, წელიწადსა მას მეფობისა მისისასა, თავი იოაკიმისი, მეფისა იუდასი, და გამოიყვანა იგი სახლისა მისგან საპყრობილისა თჳსისა.

28. და იტყოდა კეთილსა მის თანა, დადგა საყდარი მისი ზემო კერძო საყდართა მეფისათა, რომელნი იყუნეს მის თანა ბაბილონს.

29. და შეუცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისა და ჭამდა პურსა მარადის წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა.

30. და როჭიკი მისი მარადის როჭიკად მიეცემოდა სახლისაგან სამეუფოსა ნაწილი დღისა დღესა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.