მეორის ნეშტთა თავები:


1. მისთჳს, რომელი-იგი ითხოვა სოლომონ ღმრთისაგან.

2. მისთჳს, რომელი-იგი სთხოვა სოლომონ ქირამს.

3. მისთჳს, რომელი მოსწერა ქირამ სოლომონისა.

4. მოქმედთათჳს სოლომონისთა.,

5. შენებისათჳს ტაძრისა.

6. აღსრულებისათჳს ტაძრისა.

7. შემოღებისათჳს კიდობნისა.

8. რომელთათჳს იტყოდა სოლომონ.

9. ლოცვისთჳს სოლომონისა.

10. შესაწირავისათჳს სატფურებასა ტაძრისასა.

11. დედოფლისა მისთჳს საბასა.

12. მორთმისა მისთჳს ოქროსა სოლომონს.

13. მეფობისათჳს სოლომონისა ორმეოც წელ.

14. რობოამის მეფობისათჳს ათჩჳდმეტ წელ.

15. განყოფისთჳს ტომთა ისრაჱლისთა.

16. რაჲსთჳს რქუა სამეა რობოამ მეფესა.

17. შეკრებისა ლევიტელთასა.

18. მისთჳს, რომელი თქუა სამეა სასკიმისთჳს.

19. აბიასათჳს, ძისა რობოამისა, მეფობისა მას წელ.

20. რაჲსთჳს თქუა აბია იორობოამ მეფესა.

21. ასას მეფობისთჳს ორმეოცდაერთ წელ.

22. ზარესთჳს მეფისა ელოპელთასა.

23. წინაწარმეტყუელებისთჳს აზარია მეფისა მიმართ ასასა.

24. ბაასასთჳს, მეფისა ისრაჱლისა.

25. ადერისთჳს, მეფისა ასურეთისა.

26. რომლისათჳს უწინაწარმეტყუელებდა ანანია ასას.

27. იოსაფატის მეფობისთჳს ოცდახუთ წელ.

28. მისთჳს, რომელი-იგი მიავლინა იოსაფატ სჯულისმოძღვარი.

29. სიძობისთჳს იოსაფატ აქაბისა.

30. მიქიას წინასწარმეტყუელისათჳს.

31. სედეკისათჳს ცრუწინაწარმეტყუელისა.

32. იუსთჳს წინასწარმეტყუელისა.

33. მსაჯულთა მათთჳს, რომელნი დაადგინნა იოსაფატ.

34. მათთჳს, რომელნი აღდგეს იოსაფატის ზედა.

35. რაჲსათჳს უწინაწარმეტყუელა იზიელ მღდელმან იოსაფატს.

36. ღელესა მას კურთხევისათჳს.

37. წინაწარმეტყუელებისთჳს ელიადას იოსაფატის მიმართ.

38. იორამისთჳს, ძისა იოსაფატისა, რვა წელ მეფობისა.

39. განვლთისათჳს იუდასა.

40. წინაწარმეტყუელებისათჳს ელიასა იორამის მიმართ.

41. ოქოზიასათჳს, ძისა იორამისა, ერთ წელ მეფობისა.

42. ცხორებისათჳს ძისა ოქოზიასა.

43. იოდაესთჳს მღდლისა.

44. დამჴობისა მისთჳს კერპთასა იოდაეს მიერ.

45. იოასის მეფობისთჳს ორმეოც წელ.

46. ტაძრისა მის მომზადებისათჳს.

47. გარდაქცევისთჳს ერისა შემდგომად იორდანესა აღსრულებისა.

48. წინაწარმეტყუელებისათჳს აზარიასა, რომელი მოკლეს.

49. ამასია, ძე იოასისი, მეფობდა ოცდაცხრა წელ.

50. რომლისათჳს უწინაწარმეტყუელებდა კაცი იგი ღმრთისაჲ ამასიას.

51. კერპთმსახურებისათჳს ამასიასა.

52. ოზია, ძე ამასიასი, მეფობდა ორ წელ.

53. კეთროვანებისა მისთჳს ოზიასა.

54. იოათამ, ძე ოზიასი, მეფობდა ათექუსმეტ წელ.

55. აქაზ, ძე იოათამისი, მეფობდა ათექუსმეტ წელ.

56. რომელთათჳს იტყოდა ოდენ წინაწარმეტყუელი.

57. განდგომისა მისთჳს აქაზისა.

58. ეზეკია, ძე აქაზისი, მეფობდა ოცდაცხრა წელ.

59. განაწილებისათჳს ტაძრისა.

60. პასექისათჳს, რომელი ყო ეზეკია.

62. ლოცვისათჳს ეზეკიასა ერისთავისა.

63. სენაქერემისთჳს.

64. ლოცვა ეზეკიასი.

65. სიმაღლისათჳს ეზეკიასი.

66. მანასე, ძე ეზეკიასი, მეფობდა ერგასის და ხუთ წელ.

67. მოქცევისათჳს მანასესა.

68. ამოს, ძე მანასესი, მეფობდა ორ წელ.

69. იოას, ძე ამოსისი, მეფობდა ოცდაათექუსმეტ წელ.

70. წიგნისა მისთჳს, რომელი პოვა ქელკია მღდელმან.

71. ოლდასთჳს, წინაწარმეტყუელისა დედაკაცისა.

72. პასექისთჳს ვნებისა, რომელი ყო იოსია მეფემან.

73. რომელი-იგი არქუა ფარაოს ნექაო იოსიას მეფესა.

74. იოაქაზ, ძე იოსიასი, მეფობდა სამ თვე.

75. ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფობდა ათორმეტ წელ.

76. იექონია, იოაკიმისი, მეფობდა სამ თვე.

77. სედეკია, იოსიასი, მეფობდა ათერთმეტ წელ.


1

1. და განძლიერდა სოლომონ, ძე დავითისი, მეფობასა მისსა ზედა, და უფალი ღმერთი მისი იყო მის თანა და განადიდა იგი სიმაღლედ.

2. და ჰრქუა სოლომონ ყოველსა ისრაჱლსა, ათასისთავთა, და ასისთავთა, და მსაჯულთა და ყოველთა მთავართა წინაშე ისრაჱლისათა, და ყოველთა მთავართა ტომთასა.

3. და წარვიდა სოლომონ და ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა მაღალსა მას მთასა, რომელი არს გაბაონს, სადა-იგი იყო კარავი საწამებელი ღმრთისაჲ, რომელი ქმნა მოსემ, მონამან უფლისამან, უდაბნოსა ზედა.

4. არამედ კიდობანი იგი ღმრთისაჲ აღმოიღო დავით ქალაქით კარიათიარიმით, რამეთუ განუმზადა მას საყოფელი დავით იერუსალჱმს.

5. და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა ბესელიელ, ძემან ურიასმან, ძისა ორისმან, მუნ იყო წინაშე კარავისა მის უფლისა, და გამოიძია იგი სოლომონ და კრებულმან მან.

6. და შეწირა მუნ სოლომონ საკურთხეველსა მას ზედა რვალისასა წინაშე უფლისა, რომელი იყო კარავსა შინა საწამებელისასა და მოიღო და შეწირა მას ზედა ყოვლად დასაწველები ათასი.

7. მას ღამესა ეჩუენა ღმერთი სოლომონს და ჰრქუა მას: ითხოე, რაჲცა გნებავს და მე მიგცე შენ.

8. და ჰრქუა სოლომონ ღმერთსა: შენ ჰყავ დავითის თანა, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი და მეფე-მყავ მე მის წილ.

9. და აწ, უფალო ღმერთო, სარწმუნო იყავნ სახელი შენი დავითის თანა, მამისა ჩემისა! და შენ მყავ მე მეფე ერსა ამას ზედა მრავალსა, ვითარცა მიწასა ქუეყანისასა.

10. და აწ სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მომეც მე, რათა განვიდოდი წინაშე ამის ერისა და შევიდოდი, რამეთუ ვინ შჯიდეს ერსა ამას შენსა დიდსა.

11. და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ამისთჳს, რამეთუ იყო ესე გულსა შენსა და არა ითხოე სიმდიდრე საფასეთა, არცა დიდებაჲ, და არცა თავნი მტერთანი, არცა ითხოენ დღენი მრავალნი, და ითხოე თავის შენისა სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, რათა განიკითხვიდე ერსა ჩემსა, რომელსა ზედა ჰმეფობ შენ

12. სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მიგცე შენ და სიმდიდრე, ფასი და დიდებაჲ ყოველივე მიგცე შენ, ვითარმედ არა ვინ იყოს მსგავს შენდა მეფეთა შორის უწინარესთა შენთა და შემდგომად შენსა არა ვინ იყოს ეგრეთ.

13. და მოვიდა სოლომონ ბამათ, რომელ არს გაბაონისა, იერუსალიმდ პირისაგან კარვისა საწამებელისა და მეფობდა ისრაჱლსა ზედა.

14. და შეკრიბა სოლომონ ეტლები და მჴედრები, და იყო მისი ათას და ოთხას ეტლი და ათორმეტი ათასი მჴედართა; და დაადგინნა იგინი ქალაქებსა მას ეტლებისასა და ერი იგი იყო მეფისა თანა იერუსალჱმს.

15. და დადვა მეფემან ვეცხლი და ოქრო იერუსალჱმს, ვითარცა ქჳშა და ნაძჳ ლიბანისა. და ჰურიასტანს, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ,

16. და გამოსლვა ცხენებისა სოლომონისათა ეგჳპტით და სასყიდელი ვაჭართა მეფისათა,

17. მისულად და სყიდად. და აღმოვიდიან და მოიღიან ეგჳპტით ეტლი ერთი ექუსასი ვერცხლისა და ცხენი ასერგასის. და ეგრეთცა ყოველთა მეფეთა ქეტელთა და მეფეთა ასურეთისათა მოაქუნდა ჴელითა მათითა.


2

1. და თქუა სოლომონ შენება სახლისა სახელისათჳს უფლისა და სახლი სამეუფო თჳსი.

2. და შეკრიბა სოლომონ სამეოცდაათი ათასი კაცთა ზურგით მოტჳრთეთა და ოთხმეოც ათასი მკუეთელი ქვისა მთასა და ზედამდგომელნი მათნი სამ ათას ექუსასნი.

3. და მიუვლინა სოლომონ ქირამს, მეფესა ტჳროსისასა, და ჰრქუა: ვითარცა-იგი ჰყავ მამისა ჩემისა, დავითის თანა და მოუძღუანე მას ძელი ნაძჳსა შენებისათჳს სახლისა მისისა დამკჳდრებად მას შინა.

4. და, აჰა, ესერა, მეცა, ძე მისი, ვაშენებ სახლსა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა წმიდა-ყოფად იგი მისა კუმევად საკუმეველი წინაშე მისსა და სარგებელი მარადის და შეწირვად მსხუერპლები სამარადისო განთიად, მწუხრი და შაბათთა და ახალთუეთა დღესასწაულთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ ესე ისრაჱლსა ზედა

5. და სახლსა, რომელსა ვაშენებ მე, დიდ არს, რამეთუ დიდია ღმერთიცა ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა.

6. და ვინმე შეუძლოს შენებად მისა სახლი? რამეთუ ცანი და ცანი ცათანი ვერ იტჳრთვენ დიდებასა მისსა და ვინ ვარ მე, რომელი უშენებ მას სახლსა? არამედ კუმევად ხოლო საკუმეველისა წინაშე მისსა.

7. და აწ მომივლინე მე კაცი ბრძენი და მეცნიერი, მოქმედი ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა ძოწეულითა და მეწამულითა და ვიაკინთოჲთა და რომელმან იცოდის ქანდაკება ქანდაკისა ბრძენთა თანა ჩემთა ჰურიასტანს და იერუსალჱმს, რომელი მომზადა დავით, მამამან ჩემმან

8. და მომიძღუანე მე ძელი ნაძჳსა, ფიჭჳსა და საროსა ლიბანით, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მონათა შენთა იციან კაფა ლიბანით. აჰა, ესერა, მონანიცა ჩემნი მონათა შენთა თანა მივიდენ,

9. რათა მომიმზადონ მე ძელნი მრავლად, რამეთუ სახლსა რომელსა მე ვაშენებ, დიდ არს და დიდებულ.

10. და, აჰა, ესერა, მოქმედთა მათ, რომელნი კაფდენ ძელსა, მივეც საზრდელად მათ იფქლი ნიჭად მონათა შენთა ოც ათასი საწყაული, და ოც ათასი საწყაული ქრთილისა, და ღჳნისა საწყაული ოც ათასი და ზეთის საწყაული ოც ათასი.

11. და თქუა ქირამ, მეფემან ტჳროსისამან, წიგნითა და მოუძღუნა სოლომონს, ვითარმედ: სიყუარულითა უფლისა ერისა მისისათა მოგცა შენ მეფედ მათ ზედა.

12. და თქუა ქირამ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან მოსცა დავითს მეფესა ძე ბრძენი და მეცნიერი გულისხმის-ყოფისა და სწავლულებისა, რომელმან უშენოს სახლი უფალსა და სახლი სამეუფო თჳსი.

13. და აწ მიგივლინე შენ კაცი ბრძენი და რომელმან იცის მეცნიერებაჲ - ქირამ, მონა ჩემი.

14. დედა მისი ასულთაგან დანისთა, და მამა მისი - კაცი ტჳრელი, იცის საქმე ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა, ქვითა და ძელითა, და ქსვა ძოწეულითა და იაკინთითა და ბისონითა მეწამულითა, ქანდაკებად ქანდაკისა და განზრახვად ყოველივე განზრახვა, რომელნიცა მოსცე მას ბრძენთა შენთა თანა და ბრძენთა დავითის, მეფისა ჩემისა და მამისა შენისათა

15. და აწ იფქლი და ქრთილი და ზეთი და ღჳნო, რაოდენი თქუა უფალმან ჩემმან, მონათა შენთათჳს მოუძღუანენ.

16. და ჩუენ მოვკაფოთ ძელი ლიბანით ყოვლისაებრ საჴმრისა შენისა. და მოვიღოთ იგი ტივებითა ზღუად იოპესა. და შენ აღიღე იგი იერუსალჱმდ.

17. და შეკრიბა სოლომონ ყოველი კაცი მწირი ქუეყანისა ისრაჱლისა შემდგომად აღრაცხისა მის, რომელნი-იგი აღრაცხნა დავით, მამამან მისმან, და იპოვნეს ასერგასის ათას და სამ ათას ექუსას.

18. და ყო მათგან სამეოცდაათი ათასი ზურგით მოტჳრთე და ოთხმეოცი ათასი მკუეთელი ქვისა და სამ ათას ექუსასი მაწუეველი მოქმედთა ზედა ერსა.


3

1. და იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა იერუსალჱმს, მთასა მას ამორიასა, სადა-იგი ეჩუენა უფალი დავითს, მამასა მისსა, ადგილსა მას, რომელი განმზადა დავით, კალოსა ორნიასსა, იებუსელისასა.

2. და იწყო შენებად თთუესა მეორესა, წელსა მეოთხესა მეფობისა მისისასა.

3. და ესრეთ იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა: სიგრძე წყრთით განზომა პირველი სამეოც წყრთა და სივრცე ოცი წყრთა.

4. და წინაშე ბჭეთა ელამი-წინაშე პირსა მის ტაძრისასა და სიგრძე წინაშე სივრცესა მის ტაძრისასა ოც წყრთა და სიმაღლე წყრთითა ას და ოც. და მორჩუნა იგი შინაგან ოქროთა წმიდითა.

5. ტაძარი იგი დიდი მორჩუნა ძელითა ნაძჳსათა და მოქმნა იგი ლესვით ოქროთა წმიდითა და გამოჭრა მას ზედა ქანდაკები, დანაკისა კუდები და ჯაჭუები დამოკიდებულად.

6. და შეამკო ტაძარი იგი ქვითა პატიოსნითა დიდებულად. და ოქროთა განრჩუნა იგი ფარუემისათა.

7. და მოქმნა ოქროთა სახლი იგი და კედელნი. და ბჭენი და სართულები და კარები ოქროთა და გამოქანდაკა ქერობინები კედელთა.

8. და ქმნა სახლი იგი წმიდა: სიგრძე მისი წინაშე პირისპირ ოც წყრთა, და სივრცე მისი ოც წყრთა. და მოლესა იგი ოქროთა წმიდითა ქერობინებად ექუსასითა ტალანტითა.

9. და სასწორი სამსჭუალთა სასწორი ერთისა ერგასის სიკილა ოქროსა და ქორი იგი მოქმნა ოქროთა.

10. და ქმნა სახლსა მას შინა წმიდასა წმიდათასა ქერობინნი ორნი ქმნულნი ძელთაგან და შემოსნა იგი ოქროთა.

11. და იყუნეს ფრთენი იგი ქერობინთანი სიგრძით წყრთით ოცი, და ფრთე ერთი წყრთით ხუთ მისწუდებოდა კედელსა მას ტაძრისასა, ფრთე იგი მეორისა მის წყრთითა ხუთ და მისწუდებოდა ფრთესა ქერობინსა მის ერთისა.

12. და ფრთენი მეორისა ქერობინისა ხუთ წყრთა კედლამდი მის ტაძრისა და ფრთე იგი სხუა ხუთ წყრთა, მოკიდებული ფრთისა სხჳსა მის ქერობინისა.

13. და ფრთენი იგი ქერობინთანი განმარტებულ იყუნეს ოც წყრთა და იგინი დგეს ფერჴთა ზედა მათთა და პირი მათი ტაძრად კერძო.

14. და ქმნა კრეტსაბმელი ვიაკინთესაგან და ძოწეულისა და მეწამულისა და ბისონისა და გამოაქსოვა მას ქერობინი.

15. და აღმართნა წინაშე ტაძრისა მის ორნი სუეტნი, და იყო წყრთითა ოცი და ათხუთმეტ სიმაღლე მათი. და სუეტისთავნი მათნი ხუთ-ხუთ წყრთა.

16. და ქმნა ჯაჭუედნი ბადისსახედ გარდამოტევებულად და სერსეროთი დაბირს და დაასხნა იგინი ზედა სუეტსა თავთა მათ და ქმნა მროწეულაკები ასი და მოასხა გარდამოკიდებულთა მათ და დადგნა სუეტნი იგი წინაშე ტაძარსა მას: ერთი მარჯუენით კერძო და ერთი მარცხენით და უწოდა მას სახელი მარჯუენითსა მას „წარმართებულება“ და სახელი მარცხენითსა მას „ძლიერებაჲ“.


4

1. და ქმნა საკურთხეველი რვალისა, ოც წყრთა სიგრძე და ოც წყრთა სივრცე და სიმაღლე მისი ათ წყრთა.

2. და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა დასხმით ათ წყრთა საზომი მისი მრგვალი გარემო და ხუთ წყრთა სიმაღლე და გარემო ოცდაათ წყრთა.

3. და მსგავსება ზვარაკთა ქუეშე მისა გარემოს ათსა წყრთასა და გარემოადგს საბანელსა მას გარემო, რამეთუ გარემოადნეს ზუარაკნი იგი გარემოდნობასა მას მისსა, ოდეს იქმოდეს მათ.

4. რამეთუ ყუნეს ათორმეტ ზუარაკნი და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოთ კერძო, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა დასავლად, და სამნი იგი ხედვიდეს სამხრად, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა აღმოსავლით. და ყო ზღუა იგი მათ ზედა და იყუნეს თავნი მათნი გამართ და ბოლოები მათი შემართ

5. და იყო სიზრქე ზღჳსა მის ციდა ერთ და ბაკონი მისნი, ვითარცა ბაკო სასუმელისა გამოქანდაკებულ მცენარედ სახედ შროშნისა და შთაისხის საწყაული სამ ათასი.

6. და აღასრულა და ქმნა ათი იგი საბანელი და დადგა ხუთი იგი მარჯვენით და ხუთი იგი მარცხენით განრცხად მათ შიგა საქმე იგი ყოვლად დასაწველად და გამოწმედად და მათ შინა და ზღუაჲ იგი საბანელად მღდელთა მას შიგა.

7. და ქმნნა სასანთლენი ოქროსანი ათნი მსგავსად სამართლისავე მათისა და დადგნა ტაძარსა მას შინა, ხუთნი მარჯვენით და ხუთნი მარცხენით.

8. და ქმნა ლანკნები ათი ოქროსა და დადგნა იგინი ტაძარსა მას შინა. ხუთი მარჯვენით და ხუთი მარცხენით და ქმნა ფიალები ოქროსა ასნი.

9. და ქმნა ეზო იგი მღდელთა და ეზო იგი დიდი და კარები ეზოსა, კარები მათი მორჩუნვილნი რვალითა.

10. და ზღუაჲ დადგა კიდით კერძო ტაძარსა მას მარჯვენით მზისა აღმოსავლით წინაუკუნ.

11. და ქმნა ქირამ ფუცხუები და საცეცხურები და ლანძჳ იგი საკურთხევლისა და ყოველი ჭურჭელი მისი. და აღასრულა ქირამ საქმედ ყოველი საქმარი სამსახურებელი, რომელი უქმნა სოლომონ მეფესა სახლისათჳს უფლისა,

12. ორნი იგი სუეტნი მათ ზედა გოლოლათნი და ხარისხნი და სუეტთა ზედა სამაგდრები ქოთარეთსა მას და თავთა ზედა სასვეტთა მათ ორთასავე ორი ბადისსახე დაფარვად თავთა მათ ქოთარეთთასა, რომელი-იგი თავთა მათ ზედა სუეტთასა.

13. და ეჟუნები ოქროსა ოთხასი ესხა ორთა მათ ბადეთა და ორი სახე მროწეულაკები თჳთო მას ბადესა ესხა დასაფარველად ორთა მათ გოლოლათთა ქოთარეთთასა, რომელი-იგი იყუნეს ზედა კერძო სუეტთა მათ

14. და მექონოთთა მათ ქმნნა ხარისხნი ათნი. საბანელნი იგი, რომელ ქმნა მექონოთთა მათ ზედა,

15. და ზღუაჲ იგი ერთი და ზვარაკები იგი ათორმეტი ქუეშე მისსა.

16. და ფერჴთ სადგმელი და აღსაპყრობელნი და სიავები და ფუცხუები და ყოველი სამსახურებელი ჭურჭელი მათი, რომელ ქმნა ქირამ და აღმოართვა იგი მეფესა სოლომონს ტაძრად უფლისა, წმიდისაგან რვალისა,

17. რომელი გამოადნო მეფემან ადგილსა იორდანისასა, სიზრქესა ქუეყანისასა, სახლსა სოქოთისსა და შორის სადათასა.

18. და ქმნა სოლომონ ყოველივე ჭურჭელი სიმრავლედ ფრიად, რამეთუ არა დააკლდა სასწორი რვალისა.

19. და ქმნა სოლომონ ყოველი ჭურჭელი სახლისა უფლისა საკურთხეველი ოქროსა და ტაბლები და მას ზედა პური შესაწირავისა,

20. და სასანთლები მათ ზედა სანათებელად მსგავსად სამართლისა და წინაშე პირსა დაბირისასა ოქროსაგან წმიდისა,

21. და მარწუხნი მათნი და სანთელნი მათნი,

22. და ფიალები და ფილები (!) და საცეცხურები ყოველივე ქმნა ოქროსაგან წმიდისა, და კარი იგი შინაგანი სახლისა მის წმიდისა წმიდათასა კართა ტაძრისა და მის სახლისათანი ოქროსანი.


5

1. და აღასრულა ყოველი საქმარი, რომელი ქმნა სოლომონ სახლსა უფლისასა. და შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი მისცა საუნჯესა სახლისა უფლისასა.

2. მაშინ შეკრიბნა სოლომონ ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ყოველნი მთავარნი ტომებისანი, წინამძღუარნი ნათესავისა ისრაჱლისანი იერუსალჱმდ აღმოღებად კიდობნისა შჯულისა უფლისა ქალაქით დავითისით, ესე არს სიონი.

3. და მოვიდეს და მოკრბეს მეფისა ყოველნი კაცნი ისრაჱლისანი დღესასწაულსა მას. ესე არს თუე მეშჳდე.

4. და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისა და აღიღეს ყოველთა ლევიტელთა კიდობანი.

5. და კარავი იგი საწამებელისა და ყოველი ჭურჭელი წმიდაჲ, რომელი იყო კარავსა შინა და მოიღეს კიდობანი იგი მღდელთა და ლევიტელთა.

6. და მეფემან სოლომონ, ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან და მოშიშთა და რაოდენნი შემოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის, დასწყუედდენ ზუარაკებსა და ცხოვარსა, რომლისა არა იყო რიცხჳ და არცა აღითვალოს სიმრავლისაგან.

7. და შეიღეს მღდელთა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და დადგეს იგი ადგილსა თჳსსა და დაბირსა მას საფასესა ტაძრისასა და წმიდასა მას წმიდათასა ქუეშე ფრთეთა ქერობინთასა.

8. და განეპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი ადგილსა მას კიდობნისასა. და ჰფარვიდეს ქერობინნი იგი კიდობანსა მას და აღსაღებელსა მას მისსა ზედა კერძო.

9. და გამოემარტნეს აღსაღებელნი იგი და იხედებოდეს აღსაპყრობელთა მათ მწვერვალნი იგი წმიდათაგან წინაშე პირსა დაბირისასა და არა იხედვებოდეს გარეშე. და იყუნეს მუნ ვიდრე აქა დღემდე.

10. და არა რა იყო სხუა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი, რომელნი დასხნა მოსე ქორებს, რომელი-იგი მოსცა სჯული უფალმან გამოსლვასა მას ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ეგჳპტით.

11. და იყო, რაჟამს გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, რამეთუ ყოველნი, რაოდენნი იპოვნეს მუნ, განწმიდნეს, რამეთუ არა იყუნეს განწესებულ დღითიდღედსა მას მსახურებასა.

12. და ლევიტელნი იგი მეფსალმუნენი, ყოველნი ძენი ასაფისთანი, ემანისნი და იდუთუმისნი, ძენი მათნი და ძმანი მათნი, რომელთა ემოსა სამოსელი ბისონისა წინწილათა და სტჳრითა და ებნითა დგეს წინაშე საკურთხეველსა, და მათ თანა მღდელნი ასდაოცნი სცემდეს ნესტვებსა.

13. და იყო ერთ ჴმაჲ ნესტუებისა მის და გალობისა ჴმათა ყოველთა ერთ ჴმა. აღსარებად და ქადაგებად უფლისა და ვითარცა აღიმაღლეს ჴმაჲ ნესტუთა და წინწილთა და ებნითა და ფსტჳრითა მით საგალობელითა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. და სახლი იგი აღივსო ღრუბლითა დიდებისა უფლისათა

14. და ვერ ეძლო მღდელთა მათ დგომად და მსახურებად პირისაგან მის ღრუბლისა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი ღმრთისაჲ.


6

1. მაშინ თქუა სოლომონ: უფალმან თქუა დამკჳდრება წყუდიადსა შინა.

2. და მე ვაშენე სახლი სახელისა შენისა წმიდისა შენდად და განმზადებული სამკჳდრებელად საუკუნოდ.

3. და მოიქცია მეფემან პირი თჳსი და აკურთხა ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა, და ყოველი ერი ისრაჱლისა წინაშე დგა. და თქუა:

4. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითის მიმართ, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა

5. და თქუა: მიერ დღითგან, ვინათგან აღმოვიყუანე ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, არა გამოვირჩიე ქალაქთა შინა ყოველთა შორის ტომთა ისრაჱლისათა შენებად სახლისა, რათამცა სახელი ჩემი მუნ და არა გამოვირჩიე კაცი მთავარად ყოფად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

6. და გამოვირჩიე იერუსალჱმი ყოფად სახელი ჩემი მუნ და გამოვირჩიე დავითის შორის, რათა იყოს ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა.

7. და იყო გულსა დავითის, მამისა ჩემისასა, შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთის ისრაჱლისა.

8. და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა: ამისთჳს, რამეთუ იყო გულსა შენსა შენებად სახლი სახელისა ჩემისათჳს, კეთილად ყავ, რამეთუ იყო გულსა შენსა.

9. ხოლო არა შენ მიშენო სახლი, არამედ ძე შენი, რომელი გამოვიდეს წელთაგან შენთა, ამან მიშენოს სახლი სახელისა ჩემისათჳს.

10. და აღადგინა უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა: დავდეგ მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დავჯედ საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა იტყოდა უფალი და ვაშენე სახლი ესე სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

11. და დავდგი კიდობანი შჯულისა უფლისაჲ, რომელი მოსცა ისრაჱლსა.

12. და დადგა სოლომონ წინაშე საკურთხეველსა უფლისასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი.

13. რამეთუ ქმნა სოლომონ ხარისხი რვალისა, და აღმართა იგი შორის ეზოსა მას ტაძრისასა, ხუთ წყრთა სიგრძე მისი და ხუთ წყრთა სივრცე მისი და სამ წყრთა სიმაღლე მისი. და აჰჴდა მას ზედა და დავარდა მუჴლთა ზედა თჳსთა წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად

14. და თქუა: უფალო ღმერთო ისრჱლისაო! არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რომელმან დაუმარხი აღთქმა და წყალობა მონათა შენთა წინაშე, რომელნი ვლენან შენსა ყოვლითა გულითა,

15. რომელი დაუმარხე დავითს, მონასა შენსა, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ, და იტყოდე პირითა შენითა, და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს.

16. და აწ ღმერთო, ღმერთო ისრაჱლისაო! დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი, მდგომარე ჩემ წინაშე და მჯდომარე საყდარსა ისრაჱლისასა, არამედ ძეთა შენთა დაიმარხნენ გზანი მათნი, რათა ვიდოდიან შჯულსა ჩემსა, ვითარცა-იგი ხჳდოდე შენ წინაშე ჩემსა

17. და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იქმენინ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ეტყოდე მონასა შენსა დავითს.

18. უკუეთუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა თანა ქუეყანასა ზედა? უკუეთუ ცა და ცანი ცათანი ვერ კმა არიან; და რა არს სახლი ესე, რომელი ვაშენე?

19. და აწ მოხედო ლოცვასა მონისა შენისასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო ღმერთო, სმენად ვედრებისა და ლოცვისა, რომელსა მონა შენი ილოცავს შენ წინაშე დღეს,

20. რათა იყუნენ თუალნი შენნი ახილულ სახლსა ამას ზედა დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისა სთქუ წოდებაჲ სახელი შენი მუნ, რათა ისმინო ლოცვა, რომელსა ილოცავს მონა შენი ადგილსა ამას.

21. და ისმინო ვედრებაჲ მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რაოდენსა ილოცვიდენ ადგილსა ამას, და შენ ისმინე ადგილსა სამკჳდრებელსა შენსა ზეცით და ისმინო და ლხინება-ყო.

22. და თუ ცოდოს კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და მოიღოს მის ზედა წყევა, რათა წყეოს იგი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე საკურთხეველსა სახლსა ამას შინა.

23. და შენ ისმინე ზეცით ზეცათა, და ჰყო და უსაჯო მონათა შენთა მოგებად უსჯულოსა მას და მიცემად გზანი მისნი თავსა მისსა, და განამართლო მართალი იგი და მიაგო კაცად-კაცადსა სიმართლისაებრ თჳსისა.

24. და უკუეთუ იძლიოს ისრაჱლი წინაშე მტერთა მისთა, უკუეთუ შეგცოდონ შენ და მოიქცენ და აღგიარონ სახელითა შენითა, და ილოცვიდეს და გევედრებოდიან წინაშე შენსა სახლსა ამას.

25. და შენ ისმინე ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვასა ერისა შენისა ისრაჱლისსა და მოაქციენ იგინი ქუეყანასა ამას, რომელი მიეც მათ და მამათა მათთა.

26. და უკუეთუ დაეყენოს ცა და არა იყოს წჳმა, რამეთუ შეგცოდონ შენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აქებდენ სახელსა შენსა, და მოიქცენ ცოდვათა მათთაგან, რაჟამს დამდაბლდენ იგინი.

27. და შენ ისმინე მათი ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვათა მონათა შენთასა და ერისა შენისა ისრაჱლისასა, რათა აუწყო მათ გზაჲ იგი კეთილი, რათა ვიდოდიან მას ზედა და მოეც წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელი მოეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

28. გინა თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი იყოს ქუეყანასა ზედა, ხორშაკი და გუნი, გინა მკალი, გინა ბუზი, ანუ თუ აჭირვებდეს მათ მტერი წინაშე ქალაქთა მათთა და ყოველივე გუემა.

29. და ყოველი ლოცვა და ყოველი ვედრებაჲ, რომელი-რა იყოს ყოვლისა კაცისა და ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, უკუეთუ ცნას კაცმან შინება გულსა თჳსსა და უძლურებაჲ თჳსი და განიპყრნეს ჴელნი თჳსნი სახლსა ამას შინა.

30. და შენ შეისმინე მისი ზეცით, გამზადებულით შენით სამკჳდრებელით, და ულხინო და მისცე კაცსა გზისაებრ თჳსისა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ძეთა კაცთანი,

31. რათა ეშინოდის გზათა შენთათჳს ყოველთა დღეთა, რაოდენთაცა ცოცხალ იყუნენ იგინი პირსა ზედა ქუეყანისასა, რომელი მოეცა მამათა ჩუენთა.

32. და ყოველი უცხო, რომელი არა იყოს ერისაგან ისრაჱლისა და მოვიდეს ქუეყანით შორით სახელისათჳს შენისა დიდისა და ჴელისა შენისა მტკიცისა და მკლავისა შენისა მაღლისა, და მოვიდენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას.

33. და შეისმინენ ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რაჲსათჳსცა გხადოდის შენ უცხოთესლი იგი, რათა იცნან სახელი შენი ყოველთა ერთა ქუეყანისათა და ეშინოდის შენდა, ვითარცა ერსა შენსა ისრაჱლსა, რათა საცნაურ იყოს, რამეთუ წოდებულ არს სახელი შენი სახლსა ამას ზედა, რომელი ვაშენე

34. უკუეთუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა მისთა გზასა მას, რომელსა მიავლინნე იგინი და ილოცვიდენ შენდამი გზასა ამას ქალაქისა ამის, რომელი გამოირჩიე და სახლი, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

35. და შენ შეისმინე ვედრებისა მათისა და ლოცვისა მათისა და ყავ ზეცით სამართალი მათი.

36. რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არავინ არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და მოსრნე იგინი და მისცნე იგინი წინაშე პირსა მტერთასა, და წარტყუენნენ იგინი წარმტყუენველთა მათთა ქუეყანად მტერთა, ქუეყანად შორად, გინა მახლობელად.

37. და მოიქცენ გულითა ქუეყანათა მათთა, ვიდრე-იგი წარტყუენნენ მუნ და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქუეყანასა მას ტყუეობისა მათისასა და იტყოდიან: ვცოდეთ და უსჯულოებაჲ ვყავთ, და სიცრუესა შინა ვიდოდეთ ჩუენ.

38. და მოიქცენ შენდა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ქუეყანისა მისგან წარმტყუენველთა მათთასა და ილოცვიდენ გზასა ქუეყანისა მათისასა, რომელი მიეც მამათა მათთა და ქუეყანასა ქალაქისა მის, რომელი გამოირჩიე და სახლისა, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

39. და ისმინო მათი განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა მათისა და ვედრებისა მათისა, უფალო, ღმერთო ჩუენო, და ჰყო სამართალი და მლხინებელ ეყო ერსა, რომელმან შეგცოდოს შენ.

40. და აწ იყუნენ, უფალო, თუალნი შენნი ახილულ და ყურნი შენნი მსმენელ ვედრებასა ამის ადგილისასა.

41. და აწ აღდეგ, უფალო, ღმერთო, განსასუენებელსა შენსა, შენ და კიდობანი ძლიერებისა შენისა! მღდელთა შენთა, უფალო ღმერთო, შეიმოსო ცხორებაჲ და ძენი შენნი იხარებდენ კეთილსა შინა.

42. უფალო, ღმერთო, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა! მოიჴსენე წყალობაჲ დავითისი, მონისა შენისა!


7

1. ვითარცა აღასრულა სოლომონ ლოცვა ესე, ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და შეჭამა მსხუერპლები იგი ყოვლად დასაწუელი, და დიდებამან უფლისამან აღავსო ტაძარი იგი.

2. და მღდელთა მათ უფლისათა ვერ ეძლო შესლვად სახლსა უფლისასა მას ჟამსა შინა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი.

3. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი ხედვიდეს გარდამომავალსა მას ცეცხლსა და დიდებაჲ უფლისაჲ იყო სახლსა მას ზედა. და დაეცნეს პირსა მათსა ზედა და თაყუანი-სცეს და აქებდეს უფალსა. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

4. და მეფე და ყოველი ერი დასწყუედდეს საკლავებსა წინაშე უფლისა.

5. და დასწყჳდა სოლომონ საკლავები ზუარაკები ოცდაორი ათასი, და ყო მეფემან სატფურებაჲ სახლისა მის უფლისაჲ და ყოველმან ერმან.

6. და მღდელნი იგი დგეს ზედა საცოსა მათსა და ლევიტელნი საგალობლითა უფლისათა დავითის მეფისა აღსარებად წინაშე უფლისა, რამეთუ საუკუნე არს წყალობაჲ მისი გალობითა დავითისითა ჴელითა მათითა. და მღდელნი იგი სცემდეს ნესტუსა წინაშე მათსა და ყოველი ისრაჱლი დგა.

7. და განწმიდა სოლომონ საშუალი იგი ეზო სახლისა უფლისა, რამეთუ მუნ შესწირა ყოვლად დასაწუელები იგი და ცმელი იგი ცხორებისა, რამეთუ საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა სოლომონ, ვერ კმა იყო დატევნად ყოვლად დასაწველთა მათ და მანნასა და ცმელსა.

8. და ყო სოლომონ დღესასწაული მას ჟამსა შჳდ დღე და ყოველი ისრაჱლი იყო მის თანა, და კრებული დიდი ფრიად შესავალთაგან ემათისად ვიდრე ჴევადმდე ეგჳპტისა.

9. და ყო დღესა მას მერვესა განსლვა, რამეთუ სატფურებაჲ იგი საკურთხევლისა ყო შჳდ დღე დღესასწაული.

10. და ოცდამესამესა დღესა თთუესა მის მეშჳდისასა წარავლინა ერი იგი საყოფელად თჳსა სიხარულითა და გულქველებითა და კეთილითა მათ ზედა, რაოდენი უყო უფალმან დავითს და სოლომონს და ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.

11. და აღასრულა სახლი იგი უფლისაჲ და სახლი იგი მეფისა და ყოველი, რაცა უნდა სულსა სოლომონისასა საქმედ სახლსა უფლისასა და სახლსა თჳსსა, ყოველივე წარემართა.

12. და ეჩუენა ღმერთი სოლომონს ღამესა და ჰრქუა მას: ვისმინე ლოცვისა შენისა და გამოვირჩიე ადგილი ესე თავისა ჩემისა სახლად შესაწირავთა.

13. უკუეთუ შევიპყრა ცა და არა იყოს წჳმა, უკუეთუ უბრძანო მკალსა შეჭმად ხეთა, უკუეთუ მოვავლინო სიკუდილი ერსა ზედა ჩემსა,

14. და უკუეთუ შეიკდიმის ერმან ჩემმან, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი და ილოცვიდეს და ეძიებდენ პირსა ჩემსა, და მოიქცენ გზათა მათთაგან ბოროტთა, მაშინ მე ვისმინო მათი ზეცით და მლხინებელ-ვყო ცოდვათა მათთა და განვკურნო ქუეყანა მათი.

15. და აწ თუალნი ჩემნი იყუნედ ახილულ და ყურნი ჩემნი მსმენელ ლოცვასა ამის ადგილისასა.

16. და აწ გამოვირჩიე და წმიდა-ვყავ სახლი ესე, რათა იყოს სახელი ჩემი მუნ ვიდრე საუკუნოდ, და იყუნეს თუალნი ჩემნი და გული ჩემი მუნ ყოველთა დღეთა.

17. და უკუეთუ შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა, ვითარცა დავით, მამა შენი, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რომელი მე გამცნო შენ, და ბრძანებანი ჩემნი დაიმარხნე და სამართალნი ჩემნი შეიწყნარნე.

18. და მე აღუმართო საყდარი მეფობისა შენისა, ვითარცა აღუთქუ დავითს, მამასა შენსა, და ვარქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი წინამძღუარი ისრაჱლისაგან.

19. და უკუეთუ გარემიიქცეთ თქუენ და დაუტევნეთ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელნი მიგცნე წინაშე თქუენსა, და მიხჳდეთ და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცემდეთ მათ.

20. აღგიხუნე თქუენ ქუეყანისა ამისგან, რომელი მიგეც თქუენ და სახლი ესე, რომელი გავწმიდე სახელისათჳს ჩემისა, განვაგდო პირისაგან ჩემისა და მივსცე ეგე იგავად და სათხრობელად ყოველთა შორის თესლთა.

21. და სახლსა ამას მაღალსა ყოველი, რომელი თანაწარვიდოდის, განუკჳრდეს და თქუას: რასათჳსმე ესრეთ უყო უფალმან ქუეყანასა ამას და სახლსა ამას?

22. და თქუან: რამეთუ დაუტევეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ და ჰმონებდეს მათ, რომელ-იგი არა იცოდეს, ამისთჳს მოაწია მათ ზედა ყოველი ესე ბოროტი.


8

1. და იყო შემდგომად ოცისა წლისა, რომელთა შინა აშენა სოლომონ სახლი იგი უფლისაჲ და სახლი თჳსი,

2. და ქალაქნი იგი, რომელნი მოსცნა ქირამ სოლომონს, და აღაშენა იგინი სოლომონ და დაამკჳდრნა მათ შინა ძენი იგი ისრაჱლისანი.

3. და მოვიდა სოლომონ ემათად სობაკისა და განამტკიცა იგი,

4. და აღაშენა თოდომოსი უდაბნოსა და ყოველი ქალაქები ძნელი, რომელ აღაშენა ემათ,

5. აღაშენნა ბეთრონი ზემო კერძო, ბეთრონი ქუემო, ქალაქნი ძნელნი, ზღუდე და ბჭენი მოქლონებით,

6. და ბაალაი და ყოველნი ქალაქნი მაგარნი და ყოველი ქალაქები ეტლებისა, ქალაქები ცხენთა, რაოდენი გულმან უთქუა სოლომონს მსგავსად ნებისა თჳსისა შენებად იერუსალჱმს და ლიბანეს და ყოველსა სამეფოსა მისსა.

7. და ყოველი ერი, რომელი დაშთომილ იყო ქეტელისგან და ამორეველისგან და ფერეზელისა და ეველისა და იებუსელისა, რომელნი არა იყუნეს ძეთა ისრაჱლისაგანნი.

8. და იყუნეს ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქუეყანასა მას, რომელნი არა მოსრნეს ძეთა ისრაჱლისათა და მოიყვანნა იგინი სოლომონ მოხარკედ ვიდრე აქა დღედმდე.

9. და ძენი ისრაჱლისანი არა ყუნა სოლომონ მონა მეფობისა მისისა და ესენი იყუნეს კაცნი მბრძოლნი და მთავარნი ეტლებისანი და მჴედართანი.

10. და ესე მთავარნი ზედმდგომელთა მეფისა სოლომონისნი ორას ერგასისნი და საქმისმაწვეველნი ერისანი.

11. და ასული იგი ფარაოსი აღმოიყვანა სოლომონ ქალაქით დავითისით სახიდ, რომელი-იგი უშენა მას, რამეთუ თქუა: ვერ დაეშენოს ცოლი ჩემი ქალაქსა ისრაჱლისასა, დავითის მეფისა, რამეთუ წმიდა არს, ვიდრე-იგი შევიდა მუნ კიდობანი იგი ღმრთისაჲ.

12. მაშინ შეწირა სოლომონ ყოვლად დასაწველები უფლისაჲ საკურთხეველსა ზედა უფლისასა, რომელი აშენა წინაშე ტაძრისა მის,

13. და სიტყჳსა მისებრ დღითი-დღედ შეწირვად მსგავსად მცნებისა მის მოსესისა, შაბათა და შაბათად თთჳსთავთა და დღესასწაულთა სამგზის წელიწადსა და დღესასწაულსა უცომოებისასა, დღესასწაულსა შჳდეულთასა და დღესასწაულსა მას კარვობისასა.

14. და დაადგინნა სიმართლისაებრ დავითისა დასნი იგი მღდელთანი მსახურებასა მათსა და ლევიტელნი იგი საცავსა მათსა მსახურებად და ქებად წინაშე მღდელთა სიტყჳსა, მისებრ დღითიდღედისა და მეკარენი განტოლვებისაებრ მათისა ბჭით - ბჭედ, რამეთუ ესრეთ იყო მცნებაჲ დავითისი, კაცისა მის ღმრთისაჲ

15. და არა ცვალეს მცნება მეფისა მღდელთათჳს და ლევიტელთა ყოველსავე სიტყუასა და სასჯელთა.

16. და მოემზადა ყოველივე საქმარი, ვინა დღითგან დაეფუძნა, ვიდრე აღასრულა სოლომონ სახლი იგი ღმრთისაჲ.

17. მაშინ წარვიდა სოლომონ გასიონგაბერად, და ელამად - ზღჳსკიდესა ჰურიასტანად.

18. მოუძღუანა ქირამ ჴელითა მონათა მისთათა ნავები და მონები, რომელთა იცოდეს ნავითა სლვა ზღუასა, და წარვიდეს მონათა თანა სოლომონისთა სოფერად და მოიღეს მიერ ოთხასერგასისი ტალანტი ოქრო და მოვიდეს სოლომონის მეფისა.


9

1. და დედოფალსა საბასასა ესმა სახელი სოლომონისა. და მოვიდა სოლომონისა იერუსალჱმდ გამოცდად მისა იგავით ერითა მრავლითა ფრიად, აქლემებითა, რომელთა მოაქონდა სულნელება, ოქრო დიდძალი ფრიად და ქვა პატიოსანი და მოვიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსა, რაცა იყო გულსა მისსა

2. და უთხრა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა თანაწარჴდა სიტყუასა სოლომონ, რომელი არა უთხრა მას.

3. და იხილა დედოფალმან საბასმან სიბრძნე იგი სოლომონისი და სახლი იგი, რომელი აღაშენა,

4. და საჭმელი ტაბლათა და სასხდომები იგი მონათა მისთა, და წინაშე დგომა მსახურთა მისთა და სამოსელი მათი, და მწდენი მისნი, და შემკულება მათი, და მსხუერპლი, რომელთა შესწირვიდა სახლსა უფლისასა. განუკჳრდა

5. და ჰრქუა მან მეფესა: ჭეშმარიტ არს სიტყუა იგი, რომელი მესმოდა მე ქუეყანასა ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.

6. და არა მრწმენა სიტყუათაგან მათთა, ვიდრე მოვედ და ვიხილე თუალითა ჩემითა, და არა მითხრეს მე ზოგიცა სიმრავლისა ამის სიბრძნისა შენისა, რამეთუ უფროს შევიძინე იგი აწ სმენად, რომელი მესმოდა მე პირველ.

7. ნეტარ არიან კაცნი და ნეტარ არიან დედაკაცნი შენნი, და მონანი ესე შენნი, რომელნი დგანან მარადის შენ წინაშე, და ესმის სიბრძნე ესე შენი.

8. იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელმან ინება შენდა დაჯდომად შენდა საყდარსა მისსა მეფედ ერისა შენისა უფლისა მიერ ღმრთისა შენისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ უყუარდა უფალსა ღმერთსა შენსა ისრაჱლი დამტკიცებად იგინი უკუნისამდე და მიგცა შენ მათ ზედა მეფედ საქმედ განკითხვისა და სიმართლისა

9. და მოსცა მეფესა ასდაოცნი ტალანტნი ოქრო და სულნელი მრავალი ფრიად და ანთრაკი პატიოსანი და არა იყო ეგევითარი სულნელი, რომელი მოართუა დედოფალმან საბასმან მეფესა სოლომონს.

10. და მონანიცა სოლომონისნი და მონანი ქირამისნი მოართმიდეს ოქროსა სოლომონს სოფერით და ძელსა ნაძჳსასა ანთრაკსა პატიოსანსა.

11. და ქმნა მეფემან ძელითა ნაძჳსათა აღსავალი იგი სახლისა უფლისაჲ და სახლისა სამეფოსა ქნარები, ებნები გალობათა. და არასადა ხილულ იყო ეგევითარი ძელი, უპირატეს ქუეყანასა იუდასა.

12. და სოლომონ მეფემან მისცა დედოფალსა მას საბასა ყოველი, რაცა უნდა მას, და რომელი ითხოა თჳნიერ მისა, რომელი მოართვა მან სოლომონ მეფესა. და მიიქცა და წარვიდა ქუეყანად თჳსა.

13. და იყო სასწორი ოქროსა, რომელსა მოართმიდეს სოლომონს წელიწადსა ერთსა, ექუსას სამეოცდაექუსი ტალანტი ოქრო.

14. გარნა კაცთა მათ განწესებულთა და ვაჭართა, რომელთა დამოაქუნდა ოქრო და ვეცხლი მეფისა სოლომონისა.

15. და ქმნა მეფემან სოლომონ ორასი ფარი ჭედილი ოქროსა, ექუსასი დრაკანი წმიდა იყო ერთსა მას ფარსა

16. და სამასი ლახუარი ჭედილი ოქროსა, სამასი დრაკანი ერთსა მას ლახუარსა ზედა, ეგრეთვე თჳთეულთა მათ და მისცა იგი მეფემან მაღნარისა ლიბანისა.

17. და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძუალისა შუათა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.

18. ექუს აღსავალ იყო საყდარსა მას შემტკიცებულ ოქროთა, და იყუნეს იდაყუნი იმიერ და ამიერ, და საყდარსა მას საჯდომელისასა და ორნი ლომნი მდგომარენი იდაყუთა მათ თანა.

19. და ათორმეტნი ლომნი დგეს ექუსთა მათ აღსავალთა იმიერ და ამიერ და არასადა იქმნა ესრეთ ყოველსა სამეფოსა.

20. და ყოველი ჭურჭელი სოლომონისა იყო ოქროსაგან, და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის მაღნარისა ლიბანისა იყო ოქრო ხვეწილ, არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა.

21. რამეთუ ნავი სოლომონისი მეფისა წარვიდოდა თარშით მონათა თანა ქირამისთა, ერთგზის სამსა წელსა მოვიდოდა ნავი თარშად მეფისა სოლომონისი სავსე ოქროთა, და ვეცხლითა, და შუათა პილოსათა, ყაპუზუნათა და ფარშამანგებითა.

22. და განდიდნა მეფე სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა სიმდიდრითა და სიბრძნითა.

23. და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს პირსა სოლომონისსა სმენად სიბრძნისა მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან გულსა მისსა.

24. და მათ მოაქუნდა კაცად-კაცადსა ძღუენი თჳსი: ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და სამოსელი, შტახსი, და სულნელი საკუმეველი, ცხენები, და ჯორები წელიწადითი და წელიწადად.

25. და იყო სოლომონისი ორმეოცი ათასი ჴდალი ეტლებისა და ათორმეტი ათასი ახტა საჴედარი და დაადგინნა იგინი ქალაქებსა საეტლოსა და მეფისა თანა სოლომონისა იერუსალჱმს.

26. და იყო იგი მთავარ ყოველთა ზედა მეფეთა მდინარითგან ევფრატით ვიდრე ქუეყანადმდე უცხოთესლთა, ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა.

27. და მოსცა მეფემან ოქრო და ვეცხლი, ვითარცა თქუა, იერუსალჱმდ და ნაძჳ, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ,

28. გამოსლვა ცხენებისა ეგჳპტით სოლომონისა და ყოვლისაგან ქუეყანისა.

29. და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთა პირველნი და უკუანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა ნათან წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა აქია სელონელისათა და ხილვათა იოელ მხილველისათა იერობოამისა ნაბატისთჳს.

30. და მეფობდა სოლომონ ყოველსა ზედა ისრაჱლსა ორმეოც წელ.

31. და მოკუდა სოლომონ და დაფლეს იგი ქალაქსა დავითის, მამისა მისისასა. და მეფობდა რობოამ, ძე მისი, მის წილ.


10

1. და მოვიდა რობოამ სჳქემად, რამეთუ სჳქემად მოვიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად მისა.

2. და იყო, ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისასა, რომელი-იგი იყო ეგჳპტეს, ოდეს იგი ივლტოდა პირისაგან სოლომონისა მეფისა. და იყო იორობომ ეგჳპტესა და მოიქცა იორობომ ეგჳპტით.

3. რამეთუ მიავლინეს და მოიყვანეს იგი, და მოვიდა იორობომ და ყოველი კრებული ისრაჱლისა მეფისა რობოამისა და ეტყოდეს:

4. მამამან შენმან დაამძიმა უღელი ჩუენ ზედა. და აწ შენ შეგჳნდევ მონებისა მისგან ფიცხელისა მამისა შენისა და უღლისა მისგან მძიმისა მისისა, რომელი დაგვდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ შენ.

5. და ჰრქუა მათ რობოამ: წარვედით სამ დღემდე და მოვედით ჩემდა და წარვიდა ერი იგი.

6. და შეკრიბნა რობოამ მოხუცებულნი, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ცხორებასა მისსა და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს თქუენ, რა სიტყუა მიუგო ერსა ამას?

7. და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკეთუ დღეს ექმნე სახიერ ერსა ამას და სათნო-იყო და ეტყოდი მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ შენდა მონა ყოველთა დღეთა.

8. დაუტევა რობოამ ზრახვა იგი მოხუცებულთა, რომელთა-იგი აზრახეს მას კეთილად, და აზრახა ყრმათა, რომელნი აღზრდილ იყუნეს მის თანა, რომელნი-იგი დგეს მის წინაშე.

9. და ჰრქუა მათ: რა გნებავს თქუენ? მიუგო სიტყუა ერსა მას, რომელნი მეტყოდეს მე, და მრქუეს: შენ გჳლხინე უღლისა ამისგან, რომელი დაგვდვა მამამან შენმან.

10. და ეტყოდეს ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი: ესრეთ ეტყოდე ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ და თქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი ჩუენ ზედა, და შენ აღგჳმცირე ჩუენ, და აწ, ესერა, არქუ მათ: მცირე თითი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა ჩემისათა.

11. და აწ, მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ უღლითა მძიმითა, და მე დაგირთო უღელსა თქუენსა. მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

12. და მოვიდა იორობოამ და ყოველი იგი ერი რობოამისა მესამესა დღესა, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ მეფე, რამეთუ არქუა, ვითარმედ: მოდით ჩემდა მესამესა დღესა.

13. მიუგო და ჰრქუა მათ მეფემან ფიცხლად და დაუტევა რობოამ მეფემან ზრახვა იგი მოხუცებულთა.

14. და ეტყოდა მათ ზრახვისა მისებრ ჭაბუკთასა, და ჰრქუა მათ: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი და მე დაგირთო მას ზედან; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

15. და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა იგი, ვითარცა თქუა და დაამტკიცა იგი უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა ჴელითა აქია სელონელისითა რობოამისთჳს, ძისა ნაბატისა, და ყოვლისა ისრაჱლისა.

16. რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან და მიუგო ერმან მეფესა და ჰრქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა იესესთა, წარვედ საყოფელად შენდა, ისრაჱლ, აწ, იხილე სახლი შენი, დავით, და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელსა მათსა,

17. კაცნი ისრაჱლისნი ნეშტნი ქალაქებსა იუდასა საყოფლად თჳსა და მეფედ დაიდგინეს თავისა თჳსისა იერობოამ, ძე ნაბატისი.

18. და წარავლინნა რობოამ მეფემან ადონირამ, რომელი იყო ხარკსა ზედა, და ქვა დაკრიბეს მას ძეთა ისრაჱლისათა და მოკუდა და რობოამ მეფე მიიქცა და აღდგა ეტლთა თჳსთა და ივლტოდა იერუსალჱმდ.

19. და შეურაცხ-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა სახლი დავითისი ვიდრე აქა დღედმდე.


11

1. და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეკრიბა ყოველი იუდა და ბენიამენი ასდაოთხმოცი ათასი ჭაბუკი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა და ჰბრძოდა ისრაჱლსა მოქცევად მეფობისა თჳსისა.

2. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეას მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჰრქუა:

3. არქუ რობოამს, ძესა სოლომონისასა, ყოველსა იუდასა და ბენიამენს.

4. ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ და არცა ბრძოდეთ, და არცა ძმათა თქუენთა თანამიიქეცინ კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და მოიქცეს და არღარა აღვიდეს ბრძოლად იერობოამისა.

5. და დაემკჳდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები ზღუდოანი ჰურიასტანს.

6. და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა,

7. და ბეთსური, და სოქოთი, და ოდოლამი, და გეთი, და მარისანი, და ზიბი,

9. და ადორაიმი, და ლაქისი, და აზეკა,

10. და ასარა, და იოლონი, და ქებრონი, რომელი არს იუდასი და ბენიამინისი, ქალაქნი ზღუდოვანნი.

11. და განაძლიერნა იგინი ზღუდებითა, და დაადგინნა მუნ მთავარნი, და დადვა უნჯი საზრდელთა, ზეთი, და ღჳნოჲ

12. ქალაქად-ქალაქად, და ფარი და ლახვარი, და განაძლიერნა იგინი მრავლად და ფრიად. და იყუნეს იგინი იუდასა და ბენიამენისა,

13. და ლევიტელნი და მღდელნი, რომელნი იყუნეს ყოველსა შორის ისრაჱლსა, შეკრბეს რობოამისა ყოველთაგან საზღვართა, რამეთუ დაუტევეს ლევიტელთა საყოფლები სამკჳდრებელისა თჳსისა და მოუჴდეს იგინი იუდასა იერუსალჱმდ,

14. რამეთუ გამოასხნა იგინი იორობოამ და ძეთა მისთა, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.

15. და დაადგინნა თავისა თჳსისა ქურუმნი მაღალთანი და კერპთანი და ამაოთანი და ჴბოთანი, რომელ ქმნნა იორობუამ.

16. და გამოასხნა იგინი ტომთაგან ისრაჱლისათა, რომელთა მოსცნეს გულნი მათნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და მოვიდეს იერუსალჱმდ შეწირვად მსხუერპლისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

17. და განაძლიერეს მეფობაჲ იუდასი და განძლიერდა რობოამ, ძე სოლომონისა, სამ წელ, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა დავითისათა და სოლომონისათა სამ წელ.

18. და მოიყვანნა რობოამ თავისა თჳსისა ცოლად მოლათ, ასული იერიამუთისი, ძისა დავითისი და აბიათა, ასული ელიაბისი, იესესისა.

19. და უშვნა მას ძენი: იაუთ და სამარია და ზოლამ.

20. და ამისა შემდგომად შეირთო მან მააქა, ასული აბესალომისი, და უშვა მას: აბია, და იეთი, და ზიზა, და სალემოთ.

21. და შეიყუარა რობოამ მაქა, ასული აბესალომისი, უფროს ყოველთა ცოლთა მისთა და ხარჭთა მისთა, რამეთუ ცოლნი ესხნეს ათურამეტ და ხარჭნი სამეოც. და ესხნეს ძენი ოცდარვა და ასულები სამეოც.

22. და დაადგინნა რობოამ მთავრად აბია, ძე მააქაისი, წინამძღურად ძმათა მისთა, რამეთუ მეფობა გულსა ედვა მისი.

23. და აღორძინდა უმეტეს ყოველთა ძეთა მისთა ყოველთა შორის საზღვართა იუდასთა, ბენიამენისათა და ქალაქთა ძლიერთა და დადვა მათ შინა უნჯნი მრავალი ფრიად და ითხოვა მრავალი ცოლები.


12

1. და იყო, ვითარცა განემზადა მეფობა რობოამისი და განმტკიცნა მაშინ. და დაუტევნა მცნებანი უფლისა ღმრთისანი და ყოველმან ისრაჱლმან მის თანა.

2. და იყო მეხუთესა წელსა მეფობასა რობოამისა, აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმდ, რამეთუ შესცოდეს წინაშე უფლისა,

3. ათას ორასითა ეტლითა და სამეოც ათასითა მჴედრითა. და არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მკჳრცხლისა, რომელი აღმოვიდოდა მის თანა ეგჳპტით და ლივიბიათ ტროგლოდჳტელნი და ეთიოპელნი.

4. და დაიპყრეს ქალაქები ძლიერი, რომელნი იყუნეს იუდასნი და მოვიდეს იერუსალჱმდ.

5. და სამეა წინაწარმეტყუელი მოვიდა რობოამისა და მთავართა იუდასთა, რომელნი შეკრებილ იყუნეს იერუსალიმს პირისაგან სუსაკისა და ჰრქუა მათ: ესრე იტყჳს უფალი: თქუენ მიტევეთ მე და მე დაგიტევენ თქუენ ჴელთა შინა სუსაკიმისთა.

6. და არცხჳნა მთავართა მათ ისრაჱლისათა და მეფისა, და თქუეს: მართალ არს ღმერთი.

7. და იხილა უფალმან, რამეთუ შეიკდიმეს. მაშინ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეასა მიმართ და თქუა: ამისთჳს, რამეთუ შეიკდიმეს, არა განვრყუნე იგინი და მივსცე მათ, ვითარცა მცირედ რაოდენმე საცხორებელად და არა წთოდის გულისწყრომა ჩემი იერუსალიმსა ზედა,

8. რამეთუ იყუნეს იგინი მონა და ცნან მონებაჲ ჩემი და მონებაჲ მეფეთა ქუეყანისათა.

9. და აღმოვიდა სოსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, და წარიღო სუსაკიმ ფარებიცა იგი ოქროსა და ლახურები, რომელ ქმნნა სოლომონ.

10. და ქმნა რობოამ ფარები და ლახურები რვალისა მათ წილ, და დაადგინნა მათ ზედა სუსაკიმ და მთავარნი იგი თანამცორვალთანი, რომელნი სცვიდეს ბჭეთა მეფისათა.

11. და იქმნებოდიან შესლვასა მას მეფისასა სახლსა უფლისასა, შევიდიან მცველნი იგი მის თანა და თანამცორველნი და მოიქციან შემთხუევად და მიგებებად თანამცორველთა მათ სხუათა.

12. და ვითარცა-იგი შეიკდიმეს მათ, გარემიიქცა მათგან რისხვა უფლისაჲ, რათა არა განირყუნენ იგინი სრულიად, რამეთუ იუდასცა შორის იყუნეს სიტყუანი კეთილნი.

13. და განძლიერდა რობოამ, მეუფებდა იერუსალჱმს. ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობოამ მეფობასა მისსა და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს, ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან სახელის-დებად სახელი მისი მუნ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, და იყო სახელი დედისა რობოამისი ნოომა ამანიტელი

14. და ქმნა ბოროტი, რამეთუ არა წარემართა გული მისი გამოძიებად უფლისა.

15. და სიტყუანი რობოამისნი პირველნი და უკუანაისკნელნი ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა შინა სამეას წინაწარმეტყუელისათა და ადდოს მხილველისათა და საქმენი მისნი, ვითარ-იგი ჰბრძოდა რობოამ იორობოამს ყოველთა დღეთა მეფობდა.

16. და მოკუდა რობოამ და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აბია, ძე მისი, მის წილ.


13

1. და მეათვრამეტესა წელსა მეფობისა იორობოამისა მეფობდა აბია იუდასა ზედა.

2. სამ წელ მეფობდა იერუსალჱმს ზედა. სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი, გაბაონით და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იორობოამისი.

3. და ეწყო აბია ბრძოლად ძალითა მბრძოლთა ძლიერთა ოთხას ათასითა კაცითა ძლიერითა და იორობოამ ეწყო მას რვაასი ათასითა ძლიერითა მბრძოლითა ძალითა.

4. და აღდგა აბია მთისა მისგან სომორონისა, რომელ არს მთასა ეფრემისასა, და თქუა: ისმინეთ იორობოამ და ყოველმან ისრაჱლმან.

5. არა ჯერ-იყო თქუენდა ცნობად, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან მოგცნა თქუენ ზედა მეფედ და ზედა ისრაჱლსა უკუნისამდე დავით და ძენი მისნი აღთქმით.

6. და აღდგა იორობოამ, ძე ნაბატისი, მონა სოლომონისი, ძისა დავითისი, და განდგა უფლისაგან თჳსისა.

7. და შეკრბეს მის თანა კაცნი ბილწნი, ძენი უსჯულოებისანი, და აღდგომილ არს რობოამის ზედა, ძისა სოლომონისა. და რობოამ იყო ჭაბუკ და მოშიშ გულითა და ვერ წინადაუდგა წინაშე პირსა მისსა.

8. და აწ იტყჳთ თქუენ წინადადგომად პირსა სამეუფოსა უფლისასა ჴელითა ძეთა დავითისთა და თქუენ მრავალ ხართ ფრიად და თქუენ თანა ჴბონი ოქროსანი, რომელნი გიქმნნა თქუენ იორობოამ ღმერთად.

9. გამოასხენით მღდელნიცა უფლისანი და ძენი არონისნი და ლევიტელნი და გიყოფიან თქუენ მღდელად ერისაგან ქუეყანისანი ყოველი, რომელი მოუვალს აღვსებად ჴელთა ჴბოითა ზროხათაგან და შჳდითა ვერძითა. და იქმნებოდეს ქურუმნი მისა, რომელი არა არს ღმერთ.

10. და ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი არა დაგჳტევებიეს და მღდელნი მისნი მსახურებენ უფალსა, ძენი არონისნი და ლევიტელნი სამდღევროსა მათ ზედა შესწირვენ საკურთხეველსა ზედა უფლისასა.

11. და ყოვლად დასაწველნი შესაწირავნი განთიად და მწუხრი და საკუმეველი აღმზადებული, და დაგება პურთა შესაწირავთა და საკურთხეველსა ზედა წმიდასა და სასანთლენი ოქროსანი და სანთელნი აღნთებულნი აღნთებად მწუხრნი, რამეთუ ვიმარხევთ ჩუენ საცოსა უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა და თქუენ დაუტევეთ იგი

12. და, აჰა, ესერა, ჩუენ თანა მთავრად უფალი, მღდელნი მისნი და ნესტუები უწყებისა უწყებად თქუენ ზედა და თქუენ, ძენი ეგე ისრაჱლისანი, ჰბრძოდეთ აწ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა. უწყოდეთ, რამეთუ არა წარგემართოს თქუენ.

13. და იერობოამ მოექცა მზირითურთ მოსლვად მის ზედა უკანა კერძო. და იყუნეს იგინი წინაშე პირსა იუდასა და მზირი იგი უკანა ზურგით.

14. და მოიქცა იუდა და იხილა და, აჰა, ესერა, ბრძოლად მათა მოვიდოდა ისრაჱლი წინა უკან და უკანა წარ. და ღაღად-ყო იუდამ უფლისა მიმართ. და მღდელნი იგი სცემდეს საყჳრსა.

15. ღაღად-ყო იუდამან და ყოველთა კაცთა იუდასთა. და იყო, ღაღადებასა მას კაცთა იუდასთა, უფალმან დასცა იორობოამს და ისრაჱლსა და ისრაჱლსა წინა აბიასსა იუდასსა.

16. და ივლტოდეს ძენი ისრაჱლისანი პირისაგან იუდასა და მოსცნა იგინი უფალმან ჴელთა მათთა.

17. და მოსრეს აბია და ერმან მისმან წყლულებითა დიდითა. დაეცნეს ისრაჱლისაგანნი წყლულნი ხუთი ათასი კაცთა ძლიერთა.

18. და დაამდაბლნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი მას დღესა შინა და განძლიერდეს ძენი იუდასნი, რამეთუ ესვიდეს იგინი უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა.

19. და სდევდა აბია შემდგომად იორობოამისა და დაიპყრნა მისგან ქალაქნი, ბეთელი და დაბნები მისი და ეფრონი და ასულები მისი.

20. და ვერ შეუძლო იერობოამ ყოველთა დღეთა აბიასთა და დასცა იგი უფალმან და მოკუდა.

21. და განძლიერდა აბია და მოიყვანა თავისა თჳსისა ათორმეტნი ცოლნი. და ესხნეს ძენი ოცდაორ და ასულნი ათექუსმეტ.

22. და სხუანი სიტყუანი აბიასნი და საქმენი მისნი დაწერილ არიან წიგნსა ადადოს წინაწარმეტყუელისასა.


14

1. და მოკუდა აბია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ და დღეთა ასასიასთა დამშჳდნა ქუეყანა ათ წელ.

2. და ქმნა კეთილი სიწრფოება წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.

3. და განიშორნა საკურთხეველნი უცხონი და მაღალნი, და შემუსრნა ძეგლები და მოკაფა სერტყები.

4. და ჰრქუა იუდასა გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა, რათა ჰყოფდენ შჯულთა მცნებათა უფლისათა.

5. და განაშორა ქალაქთაგან იუდასთა საგებელები და კერპები, და აშენა ქალაქები ზღუდოვანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისანი, და იტყოდა კეთილსა მეფისათჳს.

6. რამეთუ დამშჳდნა ქუეყანა და არა იყო ბრძოლა მათ წელთა შინა, დაუცხრო მათ უფალმან.

7. და ჰრქუა მეფემან ასა იუდას: ვაშენო ქალაქები ესე და მოვადგათ ზღუდე და გოდლები და ბჭეები და მოქლონები, ვიდრე-ესე ქუეყანასა ამას უფლობთ, რამეთუ, ვითარცა გამოვიძიეთ უფალი ღმერთი ჩუენი, გამოგჳძინა ჩუენცა და განგჳსუენა ჩუენ გარემოთაგან და წარგჳმართა ჩუენ.

8. და იყო ერი ასასი ჭურვილი და ფაროსანი, რომელთა აქუნდა ფარი და ლახუარი ქუეყანასა იუდისასა სამასი ათასი და ქუეყანასა ბენიამენისასა მშჳლდოსან-კაპარჭოსანი ორას ოთხმეოცი ათასი, ესე ყოველი მბრძოლნი ძლიერებისანი.

9. და მოვიდა მათ ზედა ზარე ეთიოპელი ერითა ათასითა ათასეულითა და ეტლებითა სამასითა და მოვიდა ვიდრე მარესადმდე.

10. და განვიდა ასა მიგებებად მისა და ეწყო მას ჴევსა მას ჩრდილოთ კერძო მარესასა.

11. და ღაღად-ყო ასა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა და თქუა: უფალო, არა-რა შეუძლებელ არს შენ მიერ განრინებად მრავალთა და მცირეთა და აწ განმაძლიერენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ჩუენ შენ გესავთ და სახელითა შენითა მოვედით სიმრავლესა ამას დიდსა ფრიად; უფალო, ღმერთო ჩუენო, ნუ განძლიერდებინ შენდა მიმართ კაცი

12. და მოსრნა უფალმან ეთიოპელნი წინაშე იუდასა და ივლტოდეს ეთიოპელნი.

13. და დევნა-უყო ასა და ერმან მისმან ვიდრე გედორადმდე და დაეცნეს ეთიოპელნი, ვიდრე არღარა იყო შეწევნა, რამეთუ შეიმუსრნეს წინაშე უფლისა და წინაშე ძლიერებისა მისისა, და წარმოიღეს ნატყუენავი მრავალი.

14. და მოსრეს დაბნები მათი გარემო გედორსა და იყო მათ ზედა განკრთომაჲ უფლისა მიერ და წარმოტყუენეს ყოველი ქალაქები მათი, რამეთუ მრავალი ნატყუენავი იყო მათი

15. და კარვები მონაგებთა, და ამაზონელნიცა იგი მოსწყჳდნეს და წარმოასხეს ცხუარი ფრიად და აქლემები მრავალი, და მოიქცეს და მოვიდეს იერუსალიმდ.


15

1. და აზარიას ზედა, ძისა ადიდისა, იყო სული უფლისაჲ.

2. და განვიდა შემთხუევად მეფისა ასასა და ყოვლისა იუდისასა და ბენიამენისა და თქუა: ისმინეთ ჩემი ასა და ყოველმან იუდამან და ბენიამინ, უფალი თქუენთანა ამისთჳს, რამეთუ იყვენით თქუენ მის თანა. და უკუეთუ ეძიებდეთ მას, გეპოოს იგი თქუენ და, უკუეთუ დაუტეოთ იგი, დაგიტევნეს მანცა თქუენ

3. და იყუნენ დღენი ისრაჱლისანი მრავალ ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა და არა მღდელისა ჩუენებითა და არცა შჯულითა.

4. მოიქცენ იგინი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ეპოვოს მათ.

5. და მას ჟამსა შინა არა იყოს მშჳდობა შემავალისა და გამომავალისა, რამეთუ განკჳრვება იყოს ყოველსა ზედა სოფლებსა.

6. და ჰბრძოდის თესლები თესლებსა და ქალაქი ქალაქსა, რამეთუ ღმერთმან განაკრთნეს იგინი ყოვლითა ჭირითა.

7. და თქუენ განძლიერდით. და-ნუ ეხსნებიედ ჴელნი თქუენნი, რამეთუ არს სასყიდელი საქმისა თქუენისა.

8. და ვიდრეცა ესმნეს სიტყუანი ესე და წინაწარმეტყუელებაჲ აზარიას წინაწარმეტყუელებისა მეფესა და ყოველსა მას ერსა, განძლიერდა ასა და განაბნია საძაგელები იგი ყოვლისაგან ქვეყანისა იუდასა და ქალაქთაგან, რომელნი დაიპყრნა მთასა მათ ეფრემისასა და განაახლა საკურთხეველი უფლისაჲ, რომელ იყო წინაშე ტაძარსა უფლისასა

9. და შეკრიბა მეფემან იუდა და ბენიამენი და მწირნი იგი, რომელნი მწირობდეს მათ შორის ეფრემითგან და მანასეთ და სჳმეონით, რამეთუ შემოერთნეს მას და მოადგეს მრავალნი ისრაჱლისაგანნი, რაჟამს იხილეს მათ, რამეთუ უფალი ღმერთი მისი მის თანა არს.

10. და შეკრბეს იერუსალჱმად თუესა მესამესა მეთხუთმეტესა წელსა მეფობისა ასასასა.

11. შეწირა უფლისა მას დღესა შინა ნატყუენავისა მისგან, რომელი მოიღო, ზუარაკი შჳდასი და ცხოვარი შჳდი ათასი.

12. და განვიდა აღთქმით გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა.

13. რამეთუ ყოველი, რომელი არა ეძიებდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, მოკუდეს ჭაბუკთაგან მოხუცებულადმდე მამაკაცთაგან დედაკაცადმდე.

14. და ფუცეს უფალსა ჴმითა დიდითა და საყჳრებითა და ნესტჳთა რქისათა.

15. და განიხარა ყოველმან იუდამან ფიცისა მისთჳს, რამეთუ ყოვლითა გულითა მათითა ფუცეს და ყოვლითა ნებითა მათითა ეძიებდეს უფალსა და ეპოვა მათ და დაუმშჳდა მათ უფალმან ყოველი გარემო.

16. მააქა, დედა მისი, გარდაადგინა, რათა არა იყოს იგი ასტრატესა და აფროდიტესა მსახურ, და მოსრა კერპები იგი და დაწვა ჴევსა მის ნაძუთასა.

17. ხოლო მღდელნი იგი არა განაშორნა, მერმე იყუნეს ვეღარა იუდასა შორის და ისრაჱლსა, არამედ გული ასასი არა იყო სავსე ყოველთა დღეთა მისთა.

18. შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, და სიწმიდე უფლისა ღმრთისა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი.

19. და ბრძოლა არავინ იყო მისა, ვიდრე ოცდამეათხუთმეტედ წლამდე მეფობისა მისისა.


16

1. და ოცდაათხუთმეტსა წელსა მეფობისა ასასისასა აღმოვიდა ბაასა, მეფჱ ისრაჱლისა, იუდასა ზედა და აშენა რამა, რათა არა სცეს განსავალი ასას, მეფესა იუდასასა.

2. და მოიღო ასა ოქრო და ვეცხლი საუნჯეთაგან სახლისა უფლისათა და სახლისა სამეფოსა და მიუძღუანა ძესა ადერისასა, მეფესა ასურეთისასა, რომელი იყო დამასკესა, და ჰრქუა:

3. აღვთქუ აღთქმა შორის შენსა და ჩემსა და შორის მამისა ჩემისა და შორის მამისა შენისა; და აჰა, ეგერა, მიგიძღუანე შენ ოქრო და ვეცხლი, მოვედ და განმაყენე მე ბაასა, მეფე ისრაჱლისა, რათა წარვიდეს იგი ჩემგან.

4. და ისმინა ძემან ადერისამან მეფისა ასასი და მიავლინნა მთავარნი ძლიერებისა მისისანი ქალაქებსა ისრაჱლისასა, და მოსრა აიონი და აბელმაონი და ყოველი გარემო სოფლები ნეფთალიმისი.

5. და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, დაუტევა შენება რამასა და დააცადა საქმე იგი და წარვიდა.

6. და ასა მეფემან მოავლინა ყოველი იუდა და წარიღეს ქვები იგი რამასა და ძელი იგი, რომელი აშენა ბაასა და აღაშენა მით გაბაას და მასფა.

7. მას ჟამსა ოდენ მოვიდა ანანია წინაწარმეტყუელი ასას მეფისა იუდასასა და ჰრქუა მათ: ამისთჳს, რამეთუ მოსავ ხარ შენ მეფისა ასურეთისასა და არა ესავ შენ მეუფესა, ღმერთსა შენსა, ამისთჳს

8. ანუ არა ეთიოპელნი და ლჳბელნი იყუნეს ერითა მრავალ და მოსავ მჴედრობასა დიდძალსა ფრიად? და რამეთუ ესევდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა, და მოგცნა იგინი ჴელთა შენთა.

9. რამეთუ თუალნი უფლისანი ხედვენ ყოველსა ქუეყანასა განძლიერებად ყოვლითა გულითა სავსითა მისა მიმართ, და აწ უმეცარ იქმენ ფრიად ამას ზედა, ამიერითგან იყოს ბრძოლა შენ ზედა.

10. და განურისხნა ასა წინაწარმეტყუელსა მას და მისცა იგი საპყრობილედ, რამეთუ გული განუწყრა ამის სიტყჳსათჳს და განაქარვა ასა სიტყუაჲ იგი ერსა შორის მას ჟამსა შინა.

11. და, აჰა, ესერა, სიტყუანი ასასნი, პირველნი და უკუანაისკნელნი, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა.

12. დასნეულდა ასა ოცდამეცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა ფერჴნი ელმოდეს, და დასნეულდა ფრიად, და სნეულებასა მისსა არა ეძიებდა უფალსა, არამედ მკურნალთა.

13. და დაიძინა ასა მამათა თჳსთა თანა და აღესრულა ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა.

14. და დაფლეს იგი საფლავსა მას, რომელი ქმნა თავისა თჳსისა ქალაქსა დავითისსა. და მოიღეს იგი ცხედრითა და აღავსეს სულნელითა თჳთოსახითა ნელსაცხებელითა მენელსაცხებლეთმგბოლველთასა და ყვეს განღება დაფლვასა მისსა დიდ ფრიად.


17

1. და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ და განძლიერდა იოსაფატ ისრაჱლსა ზედა.

2. და მოსცა ძალი ყოველსა ქალაქებსა იუდასა ძნელოვანსა და დაადგინნა ერისთავნი ქალაქთა იუდასთა და ქალაქთა ეფრემისათა, რომელნი-იგი დაიპყრნა ასა, მამამან მისმან.

3. და იყო უფალი იოსაფატისა თანა, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა მამისა თჳსისათა პირველთა და არა ეძიებდა კერპთა.

4. არამედ უფალსა ღმერთსა მამისა თჳსისასა ეძიებდა, და მცნებათა მამისთა თჳსისათა ვიდოდა, და არა იყუნენ ვითარ ისრაჱლისანი საქმენი.

5. და წარუმართა უფალმან მეფობა ჴელითა მისითა და მოართვა ყოველმან იუდამან ძღუენი იოსაფატს და იყო სიმდიდრე მისი და დიდებაჲ ფრიად.

6. და ამაღლდა გული მისი გზასა უფლისასა და აღ-ვეღა-იხუნა მღდელნი იგი და სერტყნი ქუეყანით იუდასით.

7. და მესამესა წელსა მეფობისა მისისასა წარავლინნა მთავარნი მისნი და ძენი ძლიერებისანი: აბდია, და ზაქარია, და ნათანაელ, მიქეა სწავლად ქალაქთა იუდასთა,

8. და მათ თანა ლევიტელნი: სამეა, და სათანას, და ზაბდია, და ასიელ, და სემირამოთ, და იონათან, და აბდონია, და ტობადონია, და ლევიტელნი მათ თანა: ელისამა და იორამ მღდელნი.

9. და ასწავებდეს იუდასა და მათ თანა წიგნი სჯულისა მის უფლისაჲ და განვლეს ქალაქები იუდასი და ასწავებდეს ერსა მას.

10. და იყო განკჳრვება უფლისაჲ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, რომელნი იყუნეს გარემო იუდასა, და არა ჰბრძოდეს იოსაფატს.

11. და უცხოთესლნი მოართმიდეს იოსაფატს ძღუენსა და ვერცხლსა ნიჭსა; და არაბიელნი მოგურიდეს ვერძსა ცხოვართასა შჳდ ათას შჳდასთა და ვაცსა შჳდ ათას შჳდასთა.

12. და ვიდოდა იოსაფატ და განდიდნებოდა სიმაღლედ, და აშენა საყოფლები იუდას შორის და ქალაქნი ძლიერნი.

13. და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი ქუეყანასა იუდასსა, კაცნი ძლიერნი და მბრძოლნი დაადგინნა იერუსალჱმს.

14. და ესე არს რიცხჳ მათი სახლად და სახლად ტომებისა მათისა, ათასისთავნი იუდასნი, ედნა მთავარი და მის თანა ძენი ძლიერებისანი სამასი ათასნი;

15. და ამისა შემდგომად იონან მთავარი და მათ თანა ორასოთხმოცი ათასი;

16. ამისა შემდგომად ამასია, ძე ზაქარიასი, რომელი გულსმოდგინე იყო უფლისაჲ, და მის თანა ორასი ათასნი ძლიერნი ძალითა;

17. და ბენიამენისგანნი ძლიერნი ძალითა ელიადა და მის თანა მოისარნი და ლახვაროსანნი ორასი ათასნი.

18. და მისა შემდგომად იოზაბალ და მის თანა ასოთხმეოც ათასნი ძლიერნი ბრძოლასა.

19. ესენი ჰმსახურებდეს მეფესა გარეშე მათსა, რომელნი დაედგინნეს მეფესა ქალაქთა მათ მოძნელებულთა ყოველსა ზედა იუდასა.


18

1. და იყო იოსაფატისა მერმეცა სიმდიდრე და დიდებაჲ ფრიად. და ემზახა სახლსა აქაბისასა.

2. და შემდგომად მრავლისა წლისა შთავიდა აქაბისა სამარიად და დასწყჳდა აქაბ იოსაფატისთჳს და ერისა მისისათჳს ცხოვარი და ზროხა მრავალი, რამეთუ უყუარდა და ინება მის თანა შთასლვად რემონად გალაადისასა.

3. და ჰრქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, იოსაფატს, მეფესა იუდასასა: უკუეთუ მოხჳდე ჩემ თანა რემონად გალაადისა? და ჰრქუა მას იოსაფატ: ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი შთავიდეთ შენ თანა ბრძოლად.

4. და მერმე ჰრქუა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: გამოვიძიოღა დღეს უფლისა მიერ.

5. და შეკრიბნა აქაბ მეფემან ისრაჱლისამან წინაწარმეტყუელნი ისრაჱლისანი ოთხასი კაცი და ჰრქუა მათ: უკუეთუ აღვიდე რემონად გალადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და მათ ჰრქუეს მას: აღვედ! და მოსცნეს უფალმან ჴელითა მეფისათა.

6. და თქუა იოსაფატ: არა ვინ არს აქა სხუაჲ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ. და გამოვიძიოთ მისგანცა უფლისა მიერ.

7. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არსღა კაცი ერთი კითხვად მის მიერ უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს იგი ჩემთჳს კეთილსა, არამედ ყოველნი დღენი მისნი არიან ჩემთჳს ბოროტ. და ესე არს მიქეა, ძე იემლისი, და ჰრქუა იოსაფატ: ნუ იტყჳ ეგრე, მეფე

8. და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: სწრაფით მომგუარე მიქეა, ძე იემლისი.

9. და აქაბ, მეფე ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, ჯდა კაცად-კაცადი საყდარსა თჳსსა შემოსილი სამკაულითა ფართოთა მათ კართა ბჭისათა სამარიასთა და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს წინაშე მათსა.

10. და ქმნნა სედეკია, ძემან ქანაანისამან, ცრუწინაწარმეტყუელმან რქანი რკინისანი და თქუა: ესრე იტყჳს უფალი, ამით ურქენდე ასურეთსა, ვიდრე მოესრულოს.

11. და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ესრეთ, იტყოდეს: აღვედ რემონად გალაადისა და წარგემართოს, და მოსცნეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

12. და მოციქული იგი, რომელი წარვიდა წოდებად მიქეასა, ეტყოდა მას და ჰრქუა: აჰა ესერა, იტყოდეს წინაწარმეტყუელნი ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. და იყუნედ სიტყუანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდი კეთილსა მეფისათჳს.

13. და თქუა მიქეა: ცოცხალ არს უფალი, რამეთუ რასაცა მეტყოდის მე უფალი, მასცა ვიტყოდი.

14. და მოვიდა მიქეა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, მითხარ მე, უკუეთუ წარვიდე რემონად გალაადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და თქუა მიქეა: აღვედ და წარგემართენ და მოგეცნენ ჴელთა თქუენთა.

15. და ჰრქუა მას მეფემან: რაოდენგზის გაფუცე შენ, რათა არა მეტყოდი მე ცრუსა, გარნა ჭეშმარიტსა სახელითა უფლისათა.

16. და თქუა მიქეა: ვიხილე ისრაჱლი განთესილი მთათა ზედა, ვითარცა ცხოვარი, რომელსა არა არიან მწყემსი და თქუა უფალმან: არა აქუს წინამძღუარი, აწ მიიქეცინ კაცად-კაცადი სახიდ თჳსა მშჳდობით.

17. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისმან იოსაფატს: არა გითხარა შენ, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს ესე ჩემთჳს კეთილსა, არამედ ბოროტსა?

18. და თქუა მიქეა: არა ეგრე, არამედ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ და გითხარ თქუენ: ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა თჳსთა და ყოველნი ძალნი ცათანი დგეს მარჯუენით მისა და მარცხენით.

19. და თქუა უფალმან: ვინ აცთუნოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რემონს გალაადისასა და თქუა ამან ესრეთ, და მან თქუა ესრეთ.

20. და გამოვიდა სული და დადგა წინაშე უფლისა და თქუა: მე ვაცთუნო იგი და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

21. და მან თქუა: განვიდე და ვექმნე სულ ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა მას უფალმან: აცთუნე! და თუ შეუძლო, განვედ და ყავ ეგრეთ.

22. და, აჰა ესერა, მოსცა უფალმან სული ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა ამათ შენთასა და უფალი იტყოდა შენთჳს ბოროტსა.

23. და მიეახლა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა მიქეას ღაწუსა. და ჰრქუა მას: ვინათ გზით წარვიდა სული უფლისაჲ ჩემგან? და გეტყოდა შენ.

24. და ჰრქუა მას მიქეა: აჰა, შენ იხილო მას დღესა შინა, რომელსა შეხჳდოდი საუნჯითი საუნჯედ დამალვად.

25. და თქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან: წარიყვანეთ მიქეა და მიაქციეთ სემერისა, მთავრისა ქალაქისა, და იოასის მთავრისა, ძისა მეფისასა.

26. და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე: შესუთ ეგე სახლსა საპყრობილისასა და ჭამდინ პურსა ჭირისასა და წყალსა იწროებისასა ვიდრე მოქცევად ჩემდამდე მშჳდობით.

27. და ჰრქუა მას მიქეა: უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით, არა ვიდრემე მეტყოდა მე უფალი, ისმინეთ ყოველმან ერმან.

28. და აღვიდა მეფჱ ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფჱ იუდასი, რემონად გალაადისასა.

29. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: დამფარე მე და შევიდე ბრძოლად, და შენ შეიმოსე სამოსელი ჩემი. და დაიფარა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ბრძოლად.

30. და მეფემან ასურეთისამან ამცნო მთავართა მეეტლეთა მისთა, რომელნი იყუნეს მის თანა და ჰრქუა: ნუ ვის ჰბრძავთ მცირესა და დიდსა, გარნა მეფესა ისრაჱლისასა მარტო.

31. და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლებისათა იოსაფატ, თქუეს: მეფე ისრაჱლისა არს ესე და გარემოადგეს მას ბრძოლად და ღაღად-ყო იოსაფატ და უფალმან განარინა იგი და გარეწარაქცივნა იგინი ღმერთმან მისგან.

32. და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლისათა, რამეთუ არა არს იგი მეფჱ ისრაჱლისა გარეწარჴდეს მას.

33. და ერთმან კაცმან მოირთხა მშჳლდსა მარჯუედ, და სცა მეფესა ისრაჱლისასა შორის ნესტუ ფერდსა და შორის მკერდსა. და ჰრქუა მწაფელსა ეტლისა მისისასა: მოაქციენ ჴელნი შენნი და განმიყვანე მე ბრძოლისა ამისგან, რამეთუ მელმის.

34. და იძლია ბრძოლა იგი მას დღესა შინა, და მეფე ისრაჱლისა დგა ეტლთა ზედა ვიდრე მწუხრადმდე წინაშე ასურეთისა. და მოკუდა დასლვასა ოდენ მზისასა.


19

1. მოიქცა იოსაფატ, მეფე იუდასი, და შევიდა სახიდ თჳსა მშჳდობით იერუსალიმს.

2. და გამოვიდა იეუ შემთხუევად მისა, ძე ანანიასი წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა მას მეფე იოსაფატ: უკუეთუ ცოდვილსა შენ შეეწევი, რამეთუ მოძულებულსა უფლისა მიერ დაემოყურე, ამისთჳს იყო შენ ზედა რისხვაჲ უფლისაჲ.

3. არამედ სიტყუანიცა კეთილნი იპოვნეს შენ თანა, რამეთუ აღიხუნეს სერტყნი ქუეყანისაგან იუდასა და განამარტე გული შენი გამოძიებად უფლისა.

4. და დაემკჳდრა იოსაფატ იერუსალჱმს და კუალად გან-ვე-ღა-ვიდა იოსაფატ ბერსაბეთაგან, ვიდრე მთადმდე ეფრემისა და მოაქცინა იგინი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა.

5. და დაადგინა მსაჯულები ყოველსა ქუეყანასა იუდასასა ძნელოვანთა ქალაქად.

6. და ჰრქუა მსაჯულთა მათ: იხილეთ თქუენ, რასაცა იქმოდით, რათა არა კაცთა სასჯელსა სჯიდეთ თქუენ, არამედ ღმრთისასა და თქუენ თანა იყუნედ სიტყუანი სასჯელისანი.

7. და აწ იყავნ შიში უფლისაჲ თქუენ ზედა, დაიმარხეთ და იქმოდეთ კეთილსა, რამეთუ არა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა თანა სიცრუე, არცა თუალთ-ღება, არცა მიღება ქრთამისა.

8. და იერუსალჱმსაცა დაადგინნა იოსაფატ მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და ტომთაგანნი მთავარნი ისრაჱლისანი მსაჯულად უფლისა მიერ, რათა შჯიდენ სამართლად იერუსალჱმისა დამკჳდრებულთა.

9. და ამცნო მათ და ჰრქუა: ესრეთ იქმოდეთ შიშითა უფლისათა ჭეშმარიტებით და სრულითა გულითა.

10. ყოვლისათჳს კაცისა, რომელი სარჩელად მოვიდოდის თქუენ წინაშე ძმათა თქუენთაგანნი, რომელნი მკჳდრ არიან ქალაქთა მათთა შორის სისხლისა და შორის ბრძანებასა და მცნებასა და სამართალსა და მსჯავრსა და განუჩინებდით მათ, რათა არა ცოდვიდენ უფლისა მიმართ და არა იყოს რისხვა თქუენ ზედა და ძმათა თქუენთა ზედა, ესრეთ იქმოდეთ და არა სცოდოთ

11. და აჰა, ესერა, ამარია მღდელი თქუენ ზედა მთავრად და ყოველსავე სიტყუასა უფლისასა ზაბადია, ძე ისმაელისი, მთავარი სახლსა იუდასასა ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე თქუენსა განძლიერდით და იქმოდეთ, და იყოს უფალი თქუენ თანა ყოვლისათჳს კეთილისა


20

1. და ამისა შემდგომად მოვიდეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი და მათ თანა მინელელთაგანნი იოსაფატისა ბრძოლად.

2. და მოვიდეს და უთხრეს იოსაფატს და ჰრქუეს: მოვალს შენ ზედა ერი მრავალი წიაღკერძონი ზღჳსა ასურეთით, და აჰა, არიან იგინი ასარსათანს, რამეთუ ესე არს გადდი.

3. და შეეშინა იოსაფატს ფრიად და მისცა გული თჳსი გამოძიებად უფლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე

4. და შეკრიბა ყოველი იუდა გამოძიებად უფლისა

5. და აღდგა იოსაფატ კრებულსა შორის იუდასსა, სახლსა შინა უფლისასა, წინაშე ეზოსა მას კარვისასა,

6. და თქუა: უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო! შენ ხარ ღმერთი ცათა შინა და შენ უფლებ ყოველთა ზედა მეფეთა თესლთასა და ჴელთა შინა შენთა არს ძალი ძლიერებისა და არა ვინ არს წინააღმდგომ შენდა.

7. შენ ხარ ღმერთი, რომელმან მოსრენ მკჳდრნი ამის ქუეყანისანი წინაშე ერისა შენისა ისრაჱლისა და მიეც იგი ნათესავსა აბრაჰამისსა, საყუარელისა შენისასა, საუკუნოდ,

8. და დაემკჳდრნეს მას ზედა და აღაშენეს მას შინა სიწმიდე სახელისა შენისათჳს და თქუეს:

9. უკუეთუ მოიწიოს ჩუენ ზედა ბოროტი, ანუ მახჳლი, ანუ სასჯელი, ანუ სიკუდილი, ანუ სიყმილი, ვდგეთ წინაშე სახლისა ამის და წინაშე შენსა, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს სახლსა ამას და ვღაღადებდეთ შენდა მიმართ ჭირისა ამისთჳს მომავლისა ჩუენ ზედა და ისმინო და მიჴსნნე ჩუენ

10. და აწ, ესერა, ძენი ამონისნი და მოაბ და მთისა სეირისანი, რომელნი არა მოსცენ ისრაჱლსა განსლვად მათ მიერ და მოსლვასა მას მათსა ეგჳპტით, რამეთუ მოიქცეს მათგან და არა მოსრნეს იგინი.

11. და აწ, აჰა, ესერა, მათ იწყეს ჩუენ ზედა მოსლვად და განსხმად ჩუენდა სამკჳდრებელით ჩუენით, რომელი-იგი მომეც ჩუენ.

12. უფალო, ღმერთო ჩუენო! არა საჯო მათ შორის, რამეთუ არა არს ჩუენდა ძალ წინააღმდგომად მათა ესეოდენსა ამას სიმრავლესა დიდსა, რომელნი ესე მოსრულ არიან ჩუენ ზედა და არა ვიცით, რაჲ ვყოთ მათთჳს, არამედ შენდა მიმართ მხედვარ არიან თუალნი ჩუენნი.

13. და ყოველი იუდა დგა წინაშე უფლისა და ყრმანი მათნი და ცოლნი მათნი,

14. და ოზიელის ზედა, ძისა ზაქარიასა, ძეთაგან ბანესთა, ძეთა ელეელისთა, ძეთა მათთანისასათა და ლევიტელისათა ძეთაგანთა ისაფისთა. და იყო მის ზედა სული უფლისაჲ კრებულსა მას შორის

15. და თქუა: ისმინეთ იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა, მეფემან იოსაფატ! ამას იტყჳს უფალი, ნუ გეშინინ თქუენ მათთჳს და ნუცა შეძრწუნდებით პირისაგან ერისა ამის მრავლისა, რამეთუ არა თქუენი არს ბრძოლა, არამედ უფლისაჲ.

16. ხვალე გარდავედით მათა, აჰა, ეგერა, აღმოვლენ იგინი აღმოსლვასა მას გამომატებულსა ასერისასა და პოვნეთ იგინი თავსა მას ზედა მძინარისა მის უდაბნოსა იერიელისასა.

17. არა არს თქუენი ბრძოლა ესე, გულისხმა-ყავთ და იხილეთ მაცხოვარებაჲ უფლისა თანა, იუდა და იერუსალიმ! ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით ხვალე განსლვად და წყობად მათა, რამეთუ უფალი არს თქუენ თანა.

18. და მოდრკა იოსაფატ პირსა ზედა თჳსსა და ყოველი იუდა, მკჳდრნი იერუსალჱმისანი, დაცჳვეს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა.

19. და აღდგეს ლევიტელნი, ძეთაგანი კაათისნი და ძეთაგანი კორესნი, ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ჴმითა დიდითა მაღლად.

20. აღიმსთუეს განთიად და განვიდეს უდაბნოსა მას თეკვასასა და განსლვასა მას დადგა იოსაფატ, ღაღად-ყო და თქუა: ისმინეთ ჩემი იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა! ერწმუნენით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, გერწმუნოს თქუენ, გრწმენინ წინაწარმეტყუელისა მისისა და წარგემართოს თქუენ

21. და ზრახვა-ყო იოსაფატ ერისათჳს და დაადგინნა მგალობელნი და მაქებელნი აღსარებად და ქებად სიწმიდესა განსლვასა მას წინაშე ერისა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი.

22. და ვითარცა იწყეს ესეოდენ გალობად აღსარებისა, მოსცა უფალმან ბრძოლად ძეთა ამონისთა მოაბსა ზედა და მთისა სეირისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს იუდასა ბრძოლად და ივლტოდეს.

23. და აღდგეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი მკჳდრთა მათ ზედა მთისა სეირისათა მოჴოცად და შემუსრვად მათა. და მოასრულნეს მკჳდრნი სეირისნი, რამეთუ აღდგეს იგინი ურთიერთას, და მოისრნეს იგინი.

24. და იუდა მოვიდა სამსტროსა მას უდაბნოსასა და მოიხედეს და იხილეს სიმრავლე იგი ერისა მის და, აჰა, ესერა, ყოველნივე მომწყდარ იყუნეს და დაცემულ ქუეყანასა ზედა, და არა ვინ იყო განრინებულ.

25. და მოვიდა იოსაფატ და ერი მისი ტყუენვად ნატყუვნავისა მათისა და პოეს საცხოვარი ფრიად და ჭურჭელი და იავარი და ჭურჭელი გულისსათქმელი. და წარმოიღეს იგი და ყვეს სამი დღე ტყუევნასა მათსა ნატყუენავისასა, რამეთუ მრავალ იყო.

26. და დღესა მას მეოთხესა შეკრბეს ღელესა მას კურთხევისასა, რამეთუ მუნ აკურთხეს უფალი, ამისთჳს დასდვეს ადგილსა მას სახელი ღელე კურთხევისა ვიდრე აქა დღემდე.

27. მოიქცა ყოველი კაცი იუდასი იერუსალჱმდ და იოსაფატ, წინამძღუარი მათი, სიხარულითა დიდითა, რამეთუ ახარა მათ უფალმან მტერთა მათთა ზედა.

28. და შევიდეს იერუსალჱმდ ებნითა და ქნარითა და ნესტჳთა სახლსა უფლისასა.

29. და იყო განკჳრვებაჲ უფლისა მიერ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, ვითარცა ესმა მათ, რამეთუ უფალი ბრძოდა მტერთა ისრაჱლისათა.

30. და დაამკჳდრნა ქუეყანა მეფობასა იოსაფატისასა და დააცხრვნა ღმერთმან ყოველნი გარემონი მისნი.

31. და მეფე იქმნა იოსაფატ იუდასა ზედა, ოცდაათხუთმეტისა წლისა იყო მეფობასა მისსა და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა აზუბა, ასული სალისი.

32. და ვიდოდა იგი გზასა ასასა, მამისა მისისასა, და არა გარდააქცია სიწრფოებისაგან ყოფად წინაშე უფლისა.

33. არამედ მაღალნი იგი იყუნესვეღა, და მერმეცა ერსა მას არღავე წარემართა გული მათი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა.

34. და ნეშტნი სიტყუანი იოსაფატისნი, პირველნი და შემდგომნი, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა იეუსთა, ძისა ანანისთა, რომელმან აღწერა წიგნი მეფეთა ისრაჱლისათა.

35. და ამისა შემდგომად ეზიარა იოსაფატ, მეფე იუდასი, ოქოზიას, მეფესა ისრაჱლისასა, და ამან უსჯულოებაჲ ქმნა ყოფად

36. და მისლვად მისა და საქმედ ნავებისა და წარსლვად თარშიდ, და ქმნა ნავები გასიონგაბერს.

37. და წინაწარმეტყუელებდა ელიეზარ, ძე ოდრიასი, რომელი იყო მარისით, იოსაფატს. ჰრქუა, რამეთუ დაეგე შენ ოქოზიას, აჰა, მოსრა უფალმან საქმე შენი და შეიმუსრა ნავები შენი და ვერ უძლო წარსლვად თარშიდ.


21

1. და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

2. და ძმანი იორამისნი, ძენი იოსაფატისნი, ექუსნი: ეზრიელ, და იეელ, ზაქარია, და მისელ, და საფატია, და აზარია. ესე ყოველნი ძენი იოსაფატისნი, მეფისა იუდასნი.

3. და მისცა მათ მამამან მათმან მისაცემელი ფრიადი: ოქრო და ვეცხლი და საჭურველი ქალაქთა თანამოზღუდვილთა იუდასა შორის. და მეფობაჲ მისცა იორამს, რამეთუ ესე იყო ძე მისი პირმშო.

4. და დადგა იორამ მეფობასა თჳსსა ზედა და განძლიერდა და მოსწყუდნა ყოველნი ძმანი მისნი მახჳლითა და მთავართაგანნი ისრაჱლისანი.

5. და იყო იორამ ოცდათორმეტისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფობასა ზედა თჳსსა, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს.

6. და ვიდოდა გზასა მეფეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ყო სახლმან აქაბისმან, რამეთუ ასული აქაბისი იყო მისა ცოლად და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა

7. და არა ინება უფალმან აჴოცად სახლი დავითისი აღთქმისა მისთჳს, რომელი აღუთქუა დავითს და ვითარცა-იგი ჰრქუა მას მიცემად სანთლად ძეთა მისთა ყოველთა დღეთა.

8. მათ დღეთა შინა განდგა ედომი იუდასაგან და დაიდგინეს თავისა თჳსისა ზედა სხუაჲ მეფე.

9. და წარვიდა იორამ მთავართა თჳსთა თანა და ყოველი ცხენები მისი მის თანა. და იყო, ვითარცა აღდგა იგი ღამე და მოსრა ედომმან, რომელთა გარემოეცვა იგი და მთავარნი იგი ეტლებისანი, და ივლტოდა ერი იგი საყოფლად თჳსა.

10. და განდგა ჴელისაგან იუდასა ედომი იგი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ განდგა ლუბნაცა ჴელისაგან მისისა მას ჟამსა შინა ამისთჳს, რამეთუ უტევა უფალი ღმერთი მამათა მისთა.

11. რამეთუ ამანცა ქმნნა მაღალნი ქალაქებსა იუდასასა და აცოდვნა მკჳდრნი იერუსალჱმისანი და აცთუნა იუდა.

12. და მოუჴდა მას წიგნი ელიასგან წინაწარმეტყუელისა და თქუა: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისაჲ, რამეთუ არა ხჳდოდე შენ გზასა იოსაფატის, მამისა შენისა, და გზასა ასასასა, მეფისა იუდასასა.

13. არამედ მიხუედ შენ გზათა მეფეთა ისრაჱლისათა და აცოდვე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ვითარცა-იგი ცოდა სახლმან აქაბისმან, და ძმანი შენნი, ძენი მამისა შენისანი, მოსწყჳდენ მახჳლითა, უმჯობესნი შენსა.

14. აჰა, ესერა, დაგცეს შენ უფალმან წყლულებითა დიდითა და ერი შენი, და ძენი შენნი, და ცოლნი შენნი და ყოველი მონაგები შენი.

15. და შენ სენითა ბოროტითა დასნეულდე მუცლისათა, ვიდრე განვიდენ ნაწლევნი შენსა სენსა თანა დღითი დღე.

16. და აღადგინნა უფალმან იორამის ზედა უცხოთესლნი არაბიელნი და მოზღუანენი ეთიოპელნი.

17. და მოუჴდეს იუდას ზედა და ჰმძლავრობდეს და წარიღეს ყოველი საფასე, რაოდენი პოეს სახლსა შინა მეფისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი წარიყვანნეს. და არა დაურჩა მას ძეთაგან, გარნა ოქოზია, ხოლო უმრწამეს ძეთა მისთა.

18. და ამის ყოვლისა შემდგომად დასცა უფალმან მუცლისა სენითა, რომლისა არა იყო კურნება.

19. და იგუემებოდა დღითი დღე და ვითარცა მოიწია ჟამი დღეთა მისთა, მეორესა დღესა გამოვიდა ნაწლევი მისი სენითურთ და მოკუდა იგი სენითა მით ბოროტითა და არა ყო ერმან მან განღება პატივითა, ვითარცა განღება მამათა მისთა.

20. და იყო იგი ოცდაათორმეტისა წლისა ოდენ, ოდეს დადგა მეფედ, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს და ვიდოდა იგი არაქებულად. და მოკუდა იორამ და დაეფლა იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო არა საფლავსა მეფეთასა.


22

1. და მეფედ ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა ოქოზია, ძე მისი უმრწამესი, მის წილ, რამეთუ ყოველნი ძენი მისნი უხუცესნი მოსწყჳდნეს ავაზაკთა, რომელნ-იგი მოუჴდეს მათ ზედა, არაბიელნი და ალიმაზონელნი, და მეფე იქმნა ოქოზია, ძე იორამის, მეფისა იუდასი.

2. და იყო ოქოზია ოცდაორისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფედ და ერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრისი.

3. ესე ვიდოდა გზასა სახლისა აქაბისასა, რამეთუ დედა მისი იყო მზრახებელი ცოდვისა.

4. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ იგინი იყუნეს შემდგომად სიკუდილისა მის მისისა მზრახებელ მოსასრველად მისსა.

5. და ზრახვასა მათსა ვიდოდა და წარვიდა იორამ თანად ძისა აქაბისა ბრძოლად აზაელისა, მეფისა ასურეთისა, რემოთ გულაადისასა, და სცეს ისრითა მეისართა იორამს.

6. და მოიქცა იგი კურნებად იეზრაელად წყლულებისა მისგან, რომელ წყლეს ასურთა რამოთს შინა აზაელის, ბრძოლასა მას, მეფისა ასურეთისასა, და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, შთავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იაზარელად, რამეთუ სნეულ იყო.

7. და ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა და მოსლვა ოქოზიასი იორამისა და მი-რა-ვიდა, განვიდა მის თანა იორამ იეუისა, ძისა ნამესისა, ცხებულისა უფლისა მიერ.

8. და იყო, ვითარცა შურის-გებად იეუასა სახლსა ზედა აქაბისსა, პოვნა მთავარნი იუდასნი და ძმანი ოქოზიასნი, მსახურებდეს რა ოქოზიას და მოსწყჳდნა იგინი.

9. და თქუა იეუ მოძიება ოქოზიასი და პოეს იგი, რამეთუ იკურნებოდა სამარიას შინა და მოიყვანეს იგი იეუასა და მოკლა იგი და დაფლეს იგი, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძე იოსაფატისი არს, რომელი ეძიებდა უფალსა ყოვლითა გულითა მისითა და არა ვინ იყო სახლსა ოქოზიასასა, რომელმანმცა განამტკიცა ძალი მეფობისა

10. და ვითარცა იხილა გოთოლია, დედამან მისმან, რამეთუ მოკუდა ძე მისი, აღდგა და წარწყმიდა ყოველი თესლი მეფეთა იუდასთა.

11. და მოიყვანა იოსაბედ, ასულმან მეფისამან იოას, ძე ოქოზიასი, და გამოიპარა შორის ძეთა მეფისათა მოკლულთა და მისცა იგი და მზარდული მისი მაწოვნებელი საუნჯესა მას ცხედართასა. და დამალა იგი იოსაბედ, ასულმან იოსაფატისა მეფისამან, დამან ოქოზიასამან, ცოლმან იოვდაეს მღდლისამან, და დამალა იგი პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკლა იგი

12. და იყო მის თანა დამალული სახლსა შინა ღმრთისასა ექუს წელ. და გოთოლია მეფობდა ქუეყანასა იუდასასა.


23

1. და წელსა მეშჳდესა განძლიერდა იოდაე და მოიყვანა ასისთავები: აარია, ძე იორამისი, და ისმაელ, ძე იონანისი, და აზარია ძე ობედისი, და მასეა ძე ადაიაისი, და ელისაფან, ძე ზაქარიასი, მის თანა სახლსა შინა უფლისასა.

2. და მოადგეს იუდასა და შემოკრიბნეს ყოველნი ლევიტელნი ყოველთაგან ქალაქთა იუდასთა და მთავარნი ტომთა ისრაჱლისათანი და მოვიდეს და შემოკრბეს იერუსალიმად.

3. და აღთქუმა აღუთქუა ყოველმან კრებულმან იუდასამან სახლსა შინა უფლისა ღმრთისა მეფისა თანა. და მაშინ უჩუენა მათ ძე მეფისა და ჰრქუა მათ: აჰა, ძე მეფისა, ესე მეფობდინ, ვითარცა იტყოდა უფალი სახელისათჳს დავითისა.

4. და აწ ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: მესამე თქუენგანი შევედინ შაბათსა მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი ბჭეთა მათ შესავალთასა.

5. და მესამე თქუენგანი სახლსა მეფისასა გარემოადეგინ და მესამე თქუენგანი დეგინ ბჭესა მას საშუალსა, და ყოველი ერი იყავნ ეზოსა სახლისა უფლისასა.

6. და ნუ ვინ შევალნ სხუაჲ სახლსა უფლისასა, გარნა მღდელნი და ლევიტელნი და მსახურნი იგი ლევიტელთანი. ესენი შევიდენ, რამეთუ წმიდა არიან და ყოველი ერი სცევდინ საცავსა მას უფლისასა.

7. და გარემოადგედ ლევიტელნი მეფესა გარემო და კაცად-კაცადსა მახჳლი ჴელსა მისსა და სხუაჲ, რომელი შევიდოდის სახლსა უფლისასა, მოკუედინ და იყუნედ კაცნი იგი მეფისა თანა შესლვასა და გამოსლვასა მისსა.

8. და ყვეს ლევიტელთა მათ და ყოველმან იუდამან ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი ამცნო იოდაე მღდელმან და წარიყვანა კაცად-კაცადმან ერი თჳსი დასაბამსა შაბათისასა, რამეთუ არა განაქარვა იუდაე მდღევარი იგი მსახურებაჲ.

9. და მისცა მახჳლი და საჭურველი და ფარები, რომელი იყო დავითის მეფისა სახლსა შინა უფლისასა.

10. და დაადგინა ყოველი ერი კაცად-კაცადი საჭურველითა თჳსისათა მჴარითგან ტაძრისათა მარჯუენით ვიდრე მჴარადმდე ტაძრისა მარცხენითისა საკურთხევლისა და ტაძრის გარემო მეფისა.

11. და გამოიყვანა ძე იგი მეფისა და მოსცა მის ზედა შარავანდი იგი სამეფო და საწამებელნი და მეფე-ყვეს იგი და სცხეს მას იოედაე და ძეთა მისთა და თქუეს: ცხონდინ მეფე!

12. და ესმა გოთოლიას ჴმაჲ იგი ერისა, რომელნი რბიოდეს და აღუარებდეს და აქებდეს მეფესა. და შევიდა მეფისა სახლსა უფლისასა.

13. და იხილა და, აჰა, ესერა, მეფე დგა სადგომელსა თჳსსა და შესლვასა მას დგეს მთავარნი და ნესტუები და მთავრები გარემო მეფისა და ყოველსა ერსა უხაროდა და სცემდეს ნესტუებსა და შემასხმელნი იგი სტჳრითა შესხმასა და ახიობდეს ქებასა და დაიპო გოთოლია სამოსელი თჳსი, ღაღად-ყო და თქუა: დასხმით დამესხმით

14. და ამცნო იოდაე მღღელმან ასისთავთა მათ და მთავართა მათ ძლიერთასა და ჰრქუა მათ: გაიყვანეთ ეგე გარეშე ტაძრით და განვედით შემდგომად მისა და მოკუედინ მახჳლითა, რამეთუ თქუა მღდელმან მან: ნუ მოკუდებინ ეგე სახლსა შინა უფლისასა.

15. და სცეს მას შენდობა, და განვიდა ბჭეთა მათ საცხენოსათა სახლისა მეფისათა და მოკლეს იგი მუნ.

16. და აღუთქუა იუდაე აღთქმა შორის მისსა და შორის ერისა და მეფისა, რათა იყუნენ ერად უფლისა.

17. და შევიდა ყოველი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალ კერპისასა. და დაარღჳეს იგი და საკურთხევლები მისი და ძეგლები მისი და მოსრეს და დააწვლილეს, და მათ თანა ქურუმი იგი ბაალისი მოკლეს წინაშე საკურთხეველსა მისსა.

18. და იწყო იოდაე მღდელმან საქმესა სახლისა უფლისასა ჴელთა მღდელთა და ლევიტელთა და დაადგინნა მდღევარ განწესებით მსახურებანი იგი მღდელთანი და ლევიტელთანი, ვითარცა-იგი განეჩინა დავით მეფესა სახლსა შინა უფლისასა და შეწირა მსხუერპლები უფლისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა, სიხარულითა და გალობითა ჴელითა დავითისითა

19. და დადგეს მეკარენი იგი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, რათა არა შევიდეს მუნ არაწმიდაჲ ყოვლისა მიმართ საქმისა.

20. და მოიყვანნა მამათმთავარნი იგი და ძლიერნი და მთავარნი ერისანი და ყოველი ერი ქუეყანისა და აღიყვანეს მეფე ტაძრად უფლისა, და შევიდა ბჭისა მისგან შინაგანისა ტაძრად მეფისა და დასვეს მეფე საყდარსა ზედა სამეუფოსა.

21. და განიხარა ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და ქალაქი დაყუდნა, და გოთოლია მოკლეს მახჳლითა.


24

1. იყო იოას შჳდისა წლისა მეფობასა მისსა, და ორმეოც წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა საბია ბერსაბეთ.

2. და ქმნა იოას სიწრფოება წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა იოდაეს მღდლისათა.

3. და მოიყვანნა თავისა თჳსისა იუას ორნი ცოლნი და ისხნა ძეებ და ასულებ.

4. და იყო ამისა შემდგომად და განიზრახა იუას გულსა თჳსსა განგებისათჳს აღშენებად სახლისა უფლისათჳს.

5. და შეკრიბნის მღდელნი და ლევიტელნი და ჰრქუა მათ: განვედით ქალაქებსა იუდასა და მოკრიბეთ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა განსაძლიერებლად სახლისათჳს უფლისა წლითი წლად და ისწრაფეთ სიტყუად. და არა ჰრწმენა ლევიტელთა ესე.

6. და მოუწოდა იუას მეფემან იოდაეს მღდელმთავარსა და ჰრქუა მას: რასათჳს არა იღუაწე ლევიტელთათჳს შემოღებად იუდასაგან იერუსალჱმისა ბრძანებული იგი მოსეს მიერ კაცისა მის ღმრთისა, რამეთუ შეკრიბა ისრაჱლნი კარავსა მას საწამებელისასა.

7. რამეთუ გოთოლია იყო უსჯულო და ძეთა მისთა დაარღჳეს სახლი ესე ღმრთისაჲ და სიწმიდე სახლისა ამის ყვეს ბაალიმისა.

8. და თქუა მეფემან: ქმენით გუადრუცი და დადგით იგი ბჭეთა თანა სახლისა უფლისათა გარეშე.

9. და აუწყეთ იუდასა იერუსალჱმსა, რათა შემოიღონ უფლისა, ვითარცა უბრძანა მოსე მონამან ღმრთისამან ისრაჱლისა უდაბნოსა ზედა.

10. და მოსცეს ყოველთა მთავართა, ყოველმან ერმან და შეიღებდეს გვადრუცსა მას, ვიდრე აღივსო.

11. და იყო, ვითარცა შემოაქუნდა გუადრუცი წინაშემდგომელთა მათ მეფისა მიმართ ჴელითა ლევიტელთათა და ვითარცა იხილეს, რამეთუ ფრიად იყო ვეცხლი იგი, მოვიდა მწიგნობარი მეფისა, წინაშემდგომელი იგი მღდელისა მის დიდისა, და წარმოიღეს ვეცხლი იგი გვადრუცისა მისგან და დადვეს თჳსსავე ადგილსა. ესრეთ ყოფდეს დღითი დღედ და შეკრიბეს ვეცხლი დიდძალი

12. და მისცეს იგი მეფემან და იოდაე მღდელმან მოქმედთა მათ საქმისათა, საქმისა მის ტაძრისა უფლისათა, და დაადგინნეს სასყიდლითა ქვისმკუეთელნი და ხურონი განსაგებელად ტაძრისა მის უფლისა და იქმოდეს მოქმედნი იგი საქმესა მას.

13. და აღმაღლდა სიგრძედ საქმე იგი ჴელითა და აღმართეს ტაძარი იგი უფლისაჲ წესსა ზედა თჳსსა და განამტკიცეს.

14. და ვითარცა აღასრულეს, მოიღეს მეფისა და იოდაესა ნეშტი იგი ვერცხლისა მის და შექმნეს იგი ჭურჭლად ტაძრისათჳს უფლისა, ჭურჭლად სამსახურებელად მსხუერპლთათჳს და ფიალები ოქროსა და ვეცხლისა. და შეიწირვოდა მსხუერპლები სახლსა უფლისასა მარადის ყოველთა დღეთა იოდაესთა

15. დაბერდა იოდაე სავსებითა და აღესრულა ასოცდაათისა წლისა.

16. და აღსრულებასა მისსა დაფლეს იგი ქალაქსა დავითისა საფლავსა მეფეთასა, რამეთუ ქმნა კეთილი ისრაჱლისა თანა და ღმრთისა მიმართ სახლისა მისისათჳს.

17. და იყო, შემდგომად აღსრულებისა მის იოდაესა შევიდეს მთავარნი იგი იუდასნი და თაყუანის-სცეს მეფესა. მაშინ ერჩდა მათ მეფე.

18. და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და მსახურებდეს კერპთა და ასტრატეთა, და იყო რისხვა უფლისა იუდას ზედა და იერუსალჱმსა მათ დღეთა შინა.

19. და მიივლინნეს მათა წინაწარმეტყუელნი, რათამცა მოიქცეს უფლისა და არა ისმინეს და უწამებდეს მათ და არავე ისმინეს.

20. და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ.

21. და დაესხნეს მას და ქვა დაკრიბეს ბრძანებითა იუას მეფისათა ეზოსა შინა სახლისა უფლისა.

22. და არა მოიხსენა იუას წყალობისა მის, რომელი ყო მის თანა იოდაე, მამამან მისმან, და მოკლა ძე მისი და, ვითარცა მოკუდებოდა, თქუა: იხილენ უფალმან და საჯენ.

23. და იყო აღსრულებასა მას წელიწადისასა, აღმოვიდა მათ ზედა ერი ასურეთისა, და მოუჴდეს იუდასა და იერუსალჱმსა და მოსრნეს ყოველნი მთავარნი ერისანი ერსა შორის, და ყოველი მონაგები და საფასე მათი წარუძღუნეს მეფესა დამასკისასა.

24. რამეთუ მცირედითა კაცითა მოვიდა ერი ასურეთისა და ღმერთმან მისცნა იგინი ჴელთა მათთა, ერი იუდასი დიდძალი ფრიად, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და იოასის თანაცა იყო სასჯელი.

25. და შემდგომად წასლვისა მის მათისა მისგან დატევებისა მისთჳს უფლისა დასცა იგი უფალმან სენითა დიდითა და დაესხნეს მას მონანი მისნი სისხლისა მისთჳს ძისა იოადესა მღდელისა და მოკლეს იგი ცხედარსა თჳსსა ზედა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო მეფეთა საფლავსა არა დაფლეს იგი

26. და რომელთა მოკლეს იგი, იყუნეს ერნი და ზაბელ, ძე ამეათისა, ამანიტელი, და იოზაბედ, ძე სამარითისი, მოაბელი

27. და სამნი ძენი მისნი. ესე ხუთნი მოუჴდეს მას და მოკლეს იგი, რამეთუ ამასია, ძე იოასისა, მეფობდა ოცდაცხრა წელ, მეათე დავითისითგან და ნეშტნი სიტყუანი იოადისნი, აჰა, ესერა, წერილი არიან წიგნთა მეფეთასა და მეფობდა ამასია, ძე მისი, მის წილ.


25

1. ოცდახუთის წლისა იყო ამასია, ოდეს მეფე იქმნა. და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა იოადიმ იერუსალიმით.

2. და ქმნა სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა, არამედ არა გულითა სავსითა.

3. და ვითარცა დამტკიცნა მეფობაჲ იგი ჴელთა მისთა, მოსწყჳდნა მონანი იგი მისნი მომკლველნი მეფისა, მამისა მისისანი.

4. ხოლო ძენი მათნი არა მოსწყჳდნა სჯულისა მისებრ ბრძანებულისა უფლისა მიერ, ვითარცა წერილ არს, რომელ-იგი ამცნო უფალმან და ჰრქუა: არა მოსწყჳდნე მამანი შვილთათჳს და არცა მოსწყჳდნე შვილნი მამათათჳს, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუდეს.

5. და შეკრიბა ამასია ყოველი სახლი იუდასი და დაადგინნა იგინი სახლად და სახლად მამულებისა მათისაებრ ათასისთავებად, ასისთავებად ყოველსა იუდასა ზედა და იერუსალჱმსა, და აღრაცხნა იგინი ოცით წლითგან და უზეშთაესი და იყუნეს იგინი სამასი ათას ძლიერნი, რომელნი განმზადებულ იყუნეს ბრძოლად და რომელთა აქუნდა ლახვარი ფარი

6. და ვეცხლისფრდილნი ისრაჱლისაგანი ასი ათასი ძლიერი ძალითა ასითა ტალანტითა ვეცხლითა.

7. და კაცი ღმრთისაჲ ვინმე მოვიდა ამასიასა და ჰრქუა მას: მეფე, არა მოვიდეს შენ თანა ერი ისრაჱლისა, რამეთუ არა არს უფალი ისრაჱლისა თანა და ყოველთა თანა ძეთა ეფრემისათა.

8. უკუეთუ ჰგონებდე ძლევად მათგან, გარცხჳნოს შენ უფალმან წინაშე მტერთა შენთა, რამეთუ უფლისა მიერ არს განძლიერება და გარეშექცევა სივლტოლად.

9. და ჰრქუა ამასია კაცსა მას ღმრთისასა: რაჲ ვყო ასისა მისთჳს ტალანტისა ვეცხლისა, რომელ მივეც ერსა ისრაჱლისასა? და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან: შესაძლებელ არს უფლისა მიერ მოცემად შენდა უმრავლესი მისა.

10. და გააშორა ამასია ერი იგი, რომელ მოსრულ იყო მისა ეფრემისგანი, რათა წარვიდენ ადგილსა თჳსსა. და განრისხდეს იუდასა ზედა ფრიად და მიიქცეს ადგილად თჳსსა რისხვითა გულისწყრომისათა.

11. ხოლო ამასია განძლიერდა და წარიყვანა ერი თჳსი და წარვიდა ღელესა მარილთასა და მოსრნა მუნ ძენი სეირისნი ათი ათასი.

12. და ათი ათასიცა ცოცხალი აღიპყრეს ძეთა იუდასთა და მოიყვანნეს იგინი მწვერვალსა მას კლდისასა და გარდააჭრნეს იგინი მწვერვალსა მას კბოდისასა და ყოველნი განსქდეს.

13. ხოლო ძენი იგი ძლიერებისანი, რომელნი გარეწარიქცივნა ამასია და არა წარიყვანნა მის თანა ბრძოლად, დაესხნეს ქალაქებსა იუდასასა სამარიათგან ბეთრონამდე და მოსრეს მათ შორის სამ ათასი კაცი და წარიღეს ნატყუენავი მრავალი.

14. და იყო შემდგომად მოქცევისა მის ამასიასა მოსრვისაგან ედომისა, მოიხუნა მათგან კერპნი იგი ძეთა სეითისთანი და დაიდგნა იგინი თავისა თჳსისა ღმერთად, მათ წინაშე თაყუანის-სცემდა და მათ უზორვიდა.

15. და იყო რისხვა უფლისაჲ ამასიას ზედა და მოუვლინნა მას წინაწარმეტყუელნი და ჰრქუა მას: რასათჳს მოიძიენ კერპნი ერისანი მის, რომელთა ვერ განარინეს ერი მათი ჴელთაგან შენთა?

16. და იყო სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ და მან ჰრქუა მას: ნუუკუე თანამზრახველ მეფისა გყავ, ეკრძალე თავსა შენსა, რათა არა გტანჯო შენ. და დადუმნა წინაწარმეტყუელი იგი და თქუა, რამეთუ ვიცი, ვითარმედ ეგულებოდა მოკლვა შენი უფალსა, რამეთუ ჰყავ ესე და ისმინე ზრახებისა ჩემისა

17. და ზრახვა-ყო ამასია და მიუვლინა იოას, ძესა იოაქაზისა, ძისა იეუისასა, მეფისა ისრაჱლისასა, და ჰრქუა: მოვედ და ვეჩუენნეთ პირისპირ.

18. და მოუვლინა იუდას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდასასა და ჰრქუა: ოქოზი, რომელ არს ლიბანესა ზედა, და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად და, აჰა, ესერა, მოვიდენ მჴეცნი ველისანი, რომელ არიან ლიბანესა და მოვიდეს მჴეცნი იგი და დათრგუნეს აქუქი, რომელ არს ეკალი. და სთქუ შენ

19. ვითარმედ: აჰა, ესერა, მოვსარ მე იდუმეა, და აღგამაღლა შენ გულმან შენმან მძიმემან აწ ჯედ სახლსა შენსა მშჳდობით და რასათჳს აღგაზრზენს შენ ბოროტი, დაეცე შენ და იუდა შენ თანა.

20. და არა ისმინა ამასია, რამეთუ უფლისა მიერ იყო, რათა მისცეს ჴელთა იოვასისა, რამეთუ გამოიძინა კერპნი იდუმელთანი.

21. და აღმოვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს ერთიერთსა იგი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსსად, რომელ არს იუდასი.

22. და იძლია იუდა წინაშე პირსა ისრაჱლისასა და ივლტოდა კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა.

23. და ამასია, მეფე იუდასი, ძე იოასისი, ივლტოდა და ეწია და შეიპყრა იგი იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსს და შეიყვანა იგი იერუსალიმს და დაარღჳა ზღუდისაგანი იერუსალჱმისა ბჭითგან ეფრემისით ვიდრე ბჭემდე საკიდურისა სამასი წყრთა.

24. და იყო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რაოდენი იპოა სახლსა შინა ღმრთისასა და აედომსა თანა და საუნჯეთა სახლისა მეფისათა და ძენი იგი მწირთანი წარიხუნა და წარვიდა სამარიად.

25. და ცხონდა ამასია, ძე იოასისი, მეფისა იუდასი, შემდგომად სიკუდილისა იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

26. და ყოველნი სიტყუანი ამასიასნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასათა და ისრაჱლისათა.

27. და ჟამსა მას, რომელსა განდგა ამასია უფლისაგან, დაესხნეს მას ერისაგანნი და ივლტოდა იერუსალიმით ლაქისა. და წარავლინა ერმან მან შემდგომად მის ლაქისა, და მოკლეს იგი მუნ და მოიღეს იგი ცხედრითა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა.


26

1. და მოიყვანა ყოველმან ერმან ქუეყანისამან ოზია, ძე მისი, და იყო იგი ათექუსმეტის წლისა და მეფე ყვეს იგი ამასიას წილ, მამისა მისისა.

2. და ამან აღაშენა აელათი და მოაქცია იგი იუდასსა და შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა მეფისა.

3. ძე ათექუსმეტისა წლისა მეფე იქმნა ოზია, ერგასისდაორ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა იექელია იერუსალჱმით.

4. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

5. და ეძიებდა უფალსა დღეთა ზაქარიასთა გულისხმის-მყოფელისათა შიშითა უფლისათა, დღეთა მისთა ეძიებდა უფალსა და წარუმართა მას უფალმან.

6. და განვიდა და ჰბრძო უცხოთესლთა და დაარღჳვნა ზღუდენი გეთისა, იაბისნი და ზღუდენი აზოტესანი, და აღაშენნა ქალაქნი აზოტესანი უცხოთესლთა შორის.

7. და განაძლიერა იგი უფალმან უცხოთესლთა ზედა და არაბიელთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს პეტრას და მივნეელთა ზედა.

8. და მოართმიდეს მინეველნი ძღუენსა ოზიასა, და ითქმოდა სახელი მისი ვიდრე შესავალადმდე ეგჳპტისა, რამეთუ განძლიერდა იგი, ვითარცა სიმაღლედ.

9. და აღაგო ოზია გოდლები იერუსალჱმს ბჭესა მას ზედა საკიდურისასა და ბჭესა მას ზედა ჴევისასა და ყოველთა კიდეთა და განამტკიცა ქალაქი.

10. და აღაშენა გოდლები უდაბნოს და აღმოკუეთა ჯურღმულები მრავალი, რამეთუ იყო საცხოვარი მრავალ ვაკესა მისა სეფელას, ერი და ვენაჴისმოქმედნი მთათა გარე და კარმელის ზედა, რამეთუ ქუეყანისსაქმესა მოყვარე იყო.

11. და იყო ოზიასი ერი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა განმავალნი წყობასა რიცხჳთ. და იყო რიცხჳ იგი იერუსალჱმით მწიგნობრისათა და მასეა მსაჯულისათა და ჴელითა ანანიასითა, მსახურისა მის მეფისათა.

12. და ყოველი რიცხჳ ძლიერთა მათ ტომისა მთავართა ბრძოლად ორ ათას და ექუსას.

13. და მათ თანა ძალი მბრძოლთა სამასშჳდ ათას და ხუთას: ესენი იყუნეს, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა ძლიერებისასა ძალითა შემწედ მეფისა მტერთა მიმართ.

14. და მოუმზადებნ ოზია ყოველსა მას ერსა ფარსა, და ლახუარსა, ჯაჭუსა, და ჩაფხუტსა, მშჳლდსა, და ისარსა, და შურდულსა სისრად ქვისა.

15. და ქმნა იერუსალჱმს მანქანები მანქანებად რჩეულად, რათა იყუნენ გოდოლთა ზედა სისრად ისრითა და ქვებთა დიდ-დიდთა და განითქუა მომზადება იგი ამათ საქმეთა შორად, რამეთუ საკჳრველი ქმნა საშინელად ვიდრე განძლიერდა ფრიად.

16. და ვითარცა განძლიერდა, ამაღლდა გული მისი და განიხრწნა და ცოდა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, რამეთუ შევიდა ტაძრად უფლისა კუმევად საკუმეველისა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

17. და შევიდა მისა აზარია მღდელი და მის თანა მღდელნი უფლისანი ოთხმეოცნი, ძენი ძლიერებისანი.

18. და მიადგეს ოზია მეფეს და ჰრქუეს მას: არა არს, ოზია მეფე, შენი კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა, არამედ მღდელთა ძეთა აჰრონისთა, რომელნი განწმედილ არიან, კუმევად, გამოვედ სიწმიდისაგან, რამეთუ განსდეგ უფლისაგან და არა იყოს ესე შენდა დიდებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა

19. და განრისხნა ოზია და ჴელსა მისსა ეპყრა სასაკუმევლე კუმევად ტაძარსა შინა უფლისასა და ვითარ-იგი განრისხნა მღდელთათჳს, კეთროვნება გამოჩნდა შუბლსა მისსა წინაშე მღდელთა მათ სახლსა შინა უფლისასა ზედა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

20. და მიიქცა მისა მღდელი იგი მთავარი და სხუანი იგი და, აჰა ესერა, მას აჩნდა კეთროვნებაჲ შუბლსა მისსა და ასწრაფებდეს მას მღდელნი იგი გარდამოსლვად მიერ და თჳთ იგიცა ისწრაფდა გარდამოსლვად, რამეთუ ამხილა მას უფალმან.

21. და იყო ოზია მეფე კეთროვან ვიდრე დღემდე სიკუდილისა მისისა და სახლსა შინა აფუთიოსისასა ჯდა განკეთროვნებული, რამეთუ განეშორა სახლისაგან უფლისა. და იოთამ იყო ძე მისი მეფობასა მისსა ზედა, და სჯიდა ერსა ქუეყანისასა.

22. და სიტყუანი ოზიასნი პირველნი და შემდგომნი წერილ არიან ესაიას მიერ წინაწარმეტყუელისა, ძისა ამოსისა.

23. და დაიძინა ოზია მამათა მისთა თანა ველსა მას საფლავისა მის მეფეთასა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: კეთროვან არს, და მეფობდა იონათამ, ძე მისი, მის წილ.


27

1. ძე ოცდახუთისა წლისა იყო იონათამ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა იერუსა, ასული სადუკისი.

2. და იწყო სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ოზია, მამამან მისმან, არამედ არა შევიდა ტაძრად უფლისა. და მერმე ერი იგი გან-ვე-იხრწნებოდა.

3. და ამან აღაშენა ბჭე იგი სახლისა უფლისაჲ მაღალი და ზღუდესა ოფლასასა აშენა ფრიად.

4. ქალაქები აღაშენა მთასა იუდასასა და მაღნართა შინა საყოფლები და გოდლები.

5. და ამან ჰბრძო მეფესა ძეთა ამონისთასა და განძლიერდა მის ზედა და მოსცემდეს მას ძენი ამონისნი წლითი წლად ასსა ტალანტსა ვერცხლსა, რომელ არს ასი ქანქარი და ასი ათასსა საწყავსა იფქლსა და ათი ათასსა ქრთილსა. ამას მოართმიდეს მას მეფე ამონ წლითი წლად პირველსა წელსა და მეორესა და მესამესა

6. განძლიერდა იონათამ, რამეთუ განმზადნა გზანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა მისისა.

7. და სხუანი სიტყუანი იონათამისნი და ბრძოლანი და საქმენი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისთა.

8. და იყო წლისა ოცდახუთისა, ოდეს დაჯდა მეფედ, და იმეფა ათექუსმეტ წელ იერუსალჱმს.

9. და დაიძინა იონათამ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.


28

1. ძე ოცისა წლისა იყო აქაზ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალემს და არა ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

2. და ვიდოდა იგი გზათა მათებრ მეფეთა ისრაჱლისათა და რამეთუ გამოქანდაკებულნიცა ქმნნა.

3. ხატთა მათთა უზორვიდა ქუეყანასა ბენიამენისასა და განყვანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა საძაგელებათაებრ წარმართთასა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა,

4. და უკმევდა მაღალთა ზედა და ერდოებსა ზედა ქუეშე და ყოველსა ხესა მაღნარისასა.

5. და ამისთჳს მოსცა იგი უფალმან ჴელთა მეფისა ასურისათა და მოსრა და წარტყუენა ტყუედ მრავალნი დამასკედ და შეასმინა მეფესა ისრაჱლისასა და ტანჯნა იგინი დიდად წყლულებითა დიდითა.

6. და მოსრა ფაკე, ძემან ჰორომელისმან იუდასაგანი ერთსა დღესა შინა ასდაორი ათასი კაცთა ძლიერთა ძალითა დატევებისა მისთჳს უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

7. და მოკლა ეზექრი ძლიერმან ეფრემისთამან ამასია, ძე მეფისა, და ეზრიკამ, მთავარი სახლისა მისისა, და ელკანა, მსახური მეფისა.

8. და წარტყუენეს ძეთა ისრაჱლისათა ძმათაგან მათთა სამ ათასი დედაკაცი და ძენი, ასულნი მათნი და ნატყუენავი მრავალი წარტყუენეს მათგან და შეიღეს ნატყუენავი იგი სამარიად.

9. და მუნ იყო წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, ოდედ სახელი მისი, და განვიდა შემთხუევად ერისა მის, რომელი მოვიდოდა სამარიად, და ჰრქუა მათ: აჰა, ესერა, რისხვაჲ უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა იუდასა ზედა. და მოგცნა იგინი ჴელთა თქუენთა და მოსრენით მათ შორის რისხვით და ვიდრე ცადმდე მიიწია ესე

10. და აწ თქუენ იტყჳთ იუდასა და იერუსალჱმსა დამონებად და მჴევლებად დაპყრობასა, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ მოწამედ უფლისა ღმრთი- სა თქუენისა.

11. აწ ისმინეთ ჩემი და განუტევეთ ტყუე ეგე, რომელი წარმოსტყუენვეთ ძმათა თქუენთა, რამეთუ რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს თქუენ ზედა.

12. და აღდგეს მთავარნი ძეთაგან ეფრემისათანი: აზარია, ძე იონანისი, და ბარაქია, ძე მოსოლამოთისი, და ეზეკია, ძე იელემისი, და ამასია, ძე ადაასი, მომავალთა მათ წინაშე ბრძოლით.

13. და ჰრქუეს მათ: არა შემოიყვანოთ აქა ჩემდა ტყუე, რამეთუ ცოდვა არს ესე ჩუენდა უფლისა მიმართ და თქუენ იტყჳთ დართვად ცოდვა ცოდვასა ზედა ჩუენსა და უმეცრებაჲ უმეცრებასა ზედა ჩუენსა, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი და რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს ისრაჱლსა ზედა

14. მაშინ განუტევეს მბრძოლთა მათ კაცთა ტყუჱ იგი ნატყუენავი წინაშე მთავართა მათ და ყოვლისა კრებულისა.

15. და აღდგეს კაცნი, რომელნი იწოდნეს სახელით, და შეწევნა-სცეს ტყუეთა მათ, და ყოველნი შიშუელნი შემოსნეს ნატყუენავისა მისგან და შემოსნეს იგინი და ფერჴთა შეასხნეს მათ და სცეს მათ საზრდელი და საცხებელი, აღსხეს კარაულებსა ყოველი უძლური და მიგზავნნეს იგინი იერიქოდ ქალაქად დანაკისკუდოვანად და ძმათა მიმართ მათთა, და მიიქცეს სამარიად

16. მას ჟამსა შინა წარავლინა აქაზ მეფისა ასურთასა, რათა შეეწეოდის მას.

17. და მერმეცა იდუმელნი და-ვე-ესხნეს და მოსრეს იუდას შორის მრა- ვალი, და წარიღეს ტყუჱ.

18. და უცხოთესლნი მოეტევნეს ქალაქებსა მას ვაკისასა და ჩრდილოთ კერძო იუდასა, და დაიპყრეს ბეთსამუსი, და იალონი, და გადეროთი, და სიოქოა და დაბნები მისი, და თამნა, დაბნები მისი, და გამეზა და დაბნები მისი, და დაემკჳდრნეს მათ შინა.

19. რამეთუ დაამდაბლა ღმერთმან იუდა აქაზის ძლით, მეფისა იუდასი, რამეთუ განდგომით განდგა უფლისაგან.

20. და მოვიდა მის ზედა თაგალათფალნასარ, მეფე ასურეთისა, და მოსრა იგი.

21. და მოიღო აქაზ, რაჲ-იგი იყო საფასე სახლისა უფლისაჲ, და სახლისა სამეფოსა, და მთავართა, და მისცა იგი მეფესა ასურეთისასა და არად შესაწევნელ ექმნა მას, არამედ უფროსღა საჭირველ.

22. და მერმე შე-ღავე-სძინა აქაზ განდგომად უფლისაგან.

23. და თქუა აქაზ მეფემან: გამოვიძინე ღმერთნი დამასკისანი, რომელნი მგუემენ. და თქუა, ვითარმედ: ღმერთნი, მეფისა ასურეთისანი, იგინი განაძლიერებენ მათ, აწ მათ უგო მეცა და შემეწეოდიან მე და ესენი ექმნნეს მათ საწერტელ ყოველსა ისრაჱლსა.

24. და განაშორა აქაზ ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ. და დაარღჳა იგი და დაჰჴსნნა კარნი სახლისა უფლისანი, და ქმნა იგინი საკურთხეველებად ყოველთა ყურეთა იერუსალჱმისათა.

25. და ყოველთა ქალაქ-ქალაქად იუდასთა ქმნნეს მაღალნი კუმევად ღმერთთა უცხოთესლთასა და განარისხეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა.

26. და ნეშტნი სიტყუანი აქაზისნი და საქმენი მისნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. და მოკუდა აქაზ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა, ხოლო არა დაფლეს იგი საფლავსა მეფესა იუდასთასა და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ


29

1. და ეზეკია მეფე რაჲ იქმნა, იყო იგი ოცდახუთის წლისა და ოცდა-ცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა აბაუთა, ასული ზაქარიასი.

2. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა დავით, მამამან მისმან.

3. და იყო, ვითარცა დადგა მეფობასა თჳსსა ზედა და პირველსა თუესა განახუნა კარნი სახლისა უფლისანი და განაგნა იგინი.

4. და შეიყუანნა მღდელნი და ლევიტელნი და დაადგინნა იგინი ადგილსა მას ზედა მზისა აღმოსავლით კერძო.

5. და ჰრქუა მათ: ისმინეთ, ლევიტელნო! აწ განიწმიდენით და განწმიდეთ სახლი უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა და განაბნიეთ ყოველი არაწმიდაჲ სიწმინდეთაგან.

6. რამეთუ განდგეს მამანი ჩუენნი და ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა და დაუტევეს იგი და გარემიიქციეს პირი მათი კარვისაგან უფლისა და ზურგი შეაქციეს.

7. და დაჴსნეს ბჭენი ტაძრისანი და დაშრიტნეს სანთელნი, და საკმეველი არა აკმიეს, და ყოვლად დასაწველნი არა შეწირნეს წმიდისა ღმრთისა ისრაჱლისა.

8. და განრისხნა გულისწყრომით უფალი იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა და მისცნა იგინი განსაკრთოლველად და განსარყუნელად, და დასატჳნველად, ვითარცა-ეგე ხედავთ თუალითა თქუენითა.

9. და აჰა, ესერა, წყლულ არიან მამანი თქუენნი, და ცოლნი თქუენნი, და შვილნი თქუენნი ტყუეობითა ქუეყანასა არა მათსა.

10. და აწცა არს მათ ზედა აღთქუმად აღთქუმა გულითად სჯულისა უფ- ლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და გარეწარაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა ჩუენგან.

11. და აწ ნუ დააკლებთ, რამეთუ თქუენი სათნო იყო უფალმან წარდგომად წინაშე მისსა მსახურებად და ყოფად და კუმევად საკუმეველისა.

12. და დადგეს ლევიტელნი იგი განახლებად სახლისა მისთჳს უფლისა: მაეთ ამასიასი, და იოილ ზაქარიასი ძეთაგან კაათისთა; და ძეთაგან მერარისთა: კის აბდისი, და აზარია იელელელისი; და ძეთაგან გერსონისთა: იოვა ზემათისი, და იოდან იოაქასი;

13. და ძეთაგან ელისაფანისთა: ზამბრი და იაიელ; და ძეთაგან ასაფისთა: ზაქარია და მატთანია;

14. და ძეთაგან ემანისთა: იეიელ და სემეი; და ძეთაგან იდუთუმისთა: სამაია და ოზიელ.

15. და შეკრიბნეს ძმანი მათნი და განწმიდნეს მსგავსად მცნებისა მის მე- ფისა ბრძანებითა უფლისათა განწმედად სახლი იგი უფლისაჲ.

16. და შევიდეს მღდელნი იგი შინაგან სახლსა მას უფლისასა წმიდა-ყოფად მისა, და გამოიღეს ყოველი არაწმიდაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა, და ეზოსა სახლისა უფლისასა, და იწყეს ლევიტელთა მათ განღებად გარე ჴევსა მას ნაძუთასა.

17. და ჴელ-ყვეს დღესა მას პირველსა თჳსთავსა თთჳსა მის პირველისასა განწმედად. და დღესა მერვესა მის თთჳსასა შევიდეს ტაძრად უფლისა. და წმიდა-ყვეს ტაძარი უფლისაჲ რვასა დღესა, და დღესა მეათექუსმეტესა თთჳსა მის პირველისასა აღასრულეს.

18. და შევიდა ეზეკია მეფე და ჰრქუა: განსწმიდეთ ყოველი, რა არს სახლსა უფლისასა, საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა და ჭურჭელი მისი, საკურთხეველი პირველი და ჭურჭელნი მისნი

19. და ყოველი სამსახურებელი მისი, რამეთუ შეაგინა აქაზ მეფემან მეფობასა თჳსსა, განდგომასა მას მისსა, აწ მზა-გჳყოფიეს და განგჳწმედიეს. და, აჰა, ესერა, არს წინაშე საკურთხეველსა უფლისასა.

20. და აღიმსთო ეზეკია მეფემან და შეკრიბნა მთავარნი ქალაქისანი და აღვიდა ტაძრად უფლისა.

21. და შესწირა ზუარაკები შჳდი, ვერძები შჳდი, ტარიგები შჳდი, ვაცები თხათა შჳდი ცოდვისათჳს, მეფობისათჳს, სიწმიდისა და ისრაჱლისათჳს, და ჰრქუა ძეთა ჰარონისთა მღდელთა აღსლვა საკურთხეველსა უფლისასა.

22. და დაკლეს ზურაკები იგი, და მოიღეს მღდელთა სისხლი იგი მათი. და მოაპკურეს გარემო საკურთხეველსა, და დაკლეს ტარიგები იგი, და მოაპკურეს სისხლი მათი გარემო საკურთხეველსა.

23. და მოასხეს ვაცები იგი, რომელი იყო ცოდვათათჳს წინაშე მეფისა და კრებულისა მის და დასხნეს ჴელნი მათნი მათ ზედა.

24. და დაკლნეს იგინი მღდელთა მათ და ლხინება-ყვეს სისხლითა მით საკურთხეველსა ზედა. და ლხინება-ყვეს ყოვლისათჳს ისრაჱლისა, რამეთუ ყოვლისათჳს ისრაჱლისა თქუა მეფემან შეწირვა იგი ყოვლად დასაწველთა მათ, და რომელი ცოდვისათჳს ყვეს.

25. და დაადგინნა ლევიტელნი იგი სახლსა შინა უფლისასა წინწილითა და ებნითა და სტჳრითა მეცნიერებისა მისებრ დავითის მეფისა და გადის მხილველისა, რომელი იყო მეფისა და ნათან წინაწარმეტყუელისა, რამეთუ მეცნიერებისაებრ უფლისა იყო ბრძანებაჲ ესე ჴელსა წინაწარმეტყუელთათა

26. და დადგეს ლევიტელნი იგი სტჳრითა დავითისითა და მღდელნი იგი ნესტჳთა.

27. და უბრძანა მეფემან შეწირვა ყოვლად დასაწველთა მათ და იწყეს მათცა გალობად უფლისა და საყჳრნი იგი სტჳრთა თანა დავითის მეფისა ისრაჱლისთა.

28. და ყოველი იგი კრებული თაყუანის-ცემად და მეფსალმუნენი იგი გალობდეს, და ნესტუებსა მას სცემდეს, ვიდრე დაესრულნეს ყოვლად დასაწველნი.

29. და ვითარცა აღასრულეს შეწირვა იგი, დამოდრკა მეფე და ყოველნი, რომელნი იყუნეს, და მუნ თაყუანის-სცეს უფალსა.

30. და ჰრქუა ეზეკია მეფემან და ყოველთა მთავართა ლევიტელთა მათ, რათა უგალობდენ უფალსა სიტყუათა დავითისათა და ასაფის წინაწარმეტყუელისათა და გალობდეს სიხარულით და დავარდეს და თაყუანის-სცეს უფალსა.

31. და მიუგო ეზეკია და ჰრქუა: აწ აღასრულენით ჴელნი თქუენნი უფლისა მიმართ; მოიღეთ აწ და შესწირეთ მსხუერპლები და ქება იგი სახლსა უფლისასა. და მოართვა კრებულმან საკლავები და ქებისა იგი შესაწირავი ტაძრად უფლისა და ყოველმან გულთ-მოდგინემან გულითა, და ყოვლად დასაწველები

32. და იყო რიცხჳ იგი ყოვლად დასაწველთა მათ, რომელი შეწირა კრებულმან: ზვარაკი სამეოცდაათ, ვერძი ას, ტარიგი ორას, ყოვლად დასაწველად უფლისა ესე ყოველი.

33. და შეწირეს ზვარაკები ექუსასი და ცხოვარი სამათასი.

34. არამედ მღდელნი მცირედ იყუნეს და ვერ ეძლო განჴდად ყოვლად დასაწველები იგი და შეეწეოდეს მათ ძმანი მათნი ლევიტელნი, ვიდრე აღესრულა საქმე იგი, და ვიდრე განწმიდეს მღდელნი, ლევიტელნი, განწმიდეს გულსმოდგინედ უწინარეს მღდელთა.

35. და ყოვლად დასაწველი იგი ფრიად იყო ცმელთა თანა სრულებისა მის ცხორებისათა დასაწუელი იგი ყოვლად მწვართასა და წარმოემართა საქმე იგი სახლსა შინა უფლისასა.

36. და განიხარა ეზეკია და ყოველმან ერმან მისთჳს, რამეთუ განემზადა ერი იგი უფლისაჲ, რამეთუ მეყსეულად იქმნა საქმე იგი.


30

1. და წარავლინა ეზეკია ყოვლისა ისრაჱლისა და იუდასა და წიგნები მისწერა ეფრემსა და მანასესა, რათა მოვიდენ სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ ყოფად პასექისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

2. და იზრახა მეფემან და მთავართა და ყოველმან კრებულმან, რომელი იყო იერუსალჱმს ყოფად პასქა თვესა მას მეორესა.

3. რამეთუ ვერ ეძლო ყოფად იგი მას ჟამსა, რამეთუ მღდელნი მრავალნი არღა განწმედილ იყუნეს და არცა ერი შეკრებილ იყო იერუსალჱმდ.

4. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე მეფისა და წინაშე კრებულისა მის.

5. და განაჩინეს სიტყუაჲ განსლვად ქადაგი ყოველსა ისრაჱლსა ბერსაბეთგან ვიდრე დანამდე, რათა მოვიდენ და ყონ პასექი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა იერუსალჱმს, რამეთუ სიმრავლემან არა ყო წერილისა მისებრ.

6. და წარვიდეს მალედმსრბოლნი იგი წიგნებითა მეფისა მიერ და მთავართა მიერ ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა და იუდასა ბრძანებისაებრ მეფისა, და იტყოდეს ძენი იგი ისრაჱლისანი: მოიქეცით მიმართ ღმრთისა აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა და მოაქციენით განრინებულნი იგი ნეშტნი ჴელისაგან მეფისა ასურთასა

7. და ნუ იყოფით, ვითარცა მამანი თქუენნი და ძმანი თქუენნი, რომელნი განდგენ უფლისაგან ღმრთისა მამათა თქუენთასა, და მისცნა იგინი ოჴრებად, ვითარცა-ესე ხედავთ თქუენ.

8. და აწ ნუ განიფიცხებთ ქედთა თქუენთა, არამედ მიეცით დიდებაჲ უფალსა ღმერთსა და შევედით სიწმიდესა მისსა, რომელი განმზადა საუკუნოდ, და ჰმონებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და გარემიაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა თქუენგან.

9. რამეთუ მოქცევითა თქუენითა უფლისა მიმართ ძმანი და შვილნი თქუენნი წყალობასა შინა იყუნეს წინაშე ყოველთა წარმტყუენელთა მათთა და მოაქცივნეს იგინი ქუეყანად თჳსა, რამეთუ მოწყალე არს და მწყალობელ უფალი ღმერთი ჩუენი, და არა გარემიაქციოს პირი მისი ჩუენგან, უკუეთუ მოიქცეთ მისა

10. და მალედმსრბოლნი იგი ვიდოდეს ქალაქით ქალაქად მთასა ეფრემისა და მანასესა და ვიდრე ზაბულონადმდე და იგინი ბასრობდეს მათ და შეურაცხ-ყუნეს იგინი.

11. ხოლო კაცთა მათ ასერისთა და მანასესა, და ზაბულონისთა შეიკდიმეს და მოვიდეს იერუსალჱმდ.

12. და იუდად იყო ჴელი უფლისაჲ მიცემად მათა გული ერთი მოსლვად და ყოფად ბრძანებისა მისებრ მეფისა და მთავართასა სიტყუათა უფლისათა.

13. და შემოკრიბეს იერუსალჱმდ, მრავალნი ერნი ყოფად დღესასწაულისა მის უცომოებისათა, მეორესა მას თვესა კრებული დიდ ფრიად.

14. და აღდგეს და დაარღჳეს ბომონები იგი საკერპო იერუსალჱმს და ყოველივე, სადა-იგი უკუმევდეს ტყუილისათა მათ კერპთა. დაარღჳეს და შთააბნიეს ჴევსა მას გედრონისათა.

15. და დაკლეს პასექი იგი მეათორმეტესა დღესა თჳსასა მის მეორისასა, და მღდელთა მათ და ლევიტელთა შეიკდიმეს და განწმიდნეს თავნი თჳსნი და შეიღეს მრგულიადმწურები იგი სახლად უფლისა.

16. და დადგეს სადგურსა თჳსსა მცნებისაებრ მოსესა, კაცისა ღმრთისასა, და მღდელნი იგი მოიღებდეს სისხლსა ჴელთაგან ლევიტელთასა.

17. რამეთუ სიმრავლე კრებულისა მის არღარა განწმედილ იყო, და ლევიტელნი იგი დაკლვიდეს პასექსა ყოვლისათჳს, რომელ ვერ შემძლებელ იყუნეს წმიდა-ყოფად წინაშე უფლისა.

18. რამეთუ მრავალი ერი ეფრემისგანი და მანასესი, და იზაქარისი, და ზაბულონი არა განწმედილ იყუნეს, არამედ ჭამეს პასქა იგი თჳნიერ წერილისა. და ილოცა ეზეკია ერისათჳს და თქუა: უფალმან სახიერმან ლხინება-უყავნ

19. ყოვლისათჳს გულისა, რომელსა წარუმართებიეს გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა და არა განწმედისაებრ წმიდათასა.

20. და შეისმინა უფალმან ლოცვა ეზეკიასი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.

21. და ყვეს ძეთა ისრაჱლისთა, რომელნი იპოვნეს იერუსალჱმს, დღესასწაული უცომოთა შჳდ დღე სიხარულითა დიდითა და უგალობდეს ღმერთსა დღითი დღედ და მღდელნი და ლევიტელნი სტჳრითა უფალსა.

22. და ეტყოდა ეზეკია ყოველთა გულთა ლევიტელთასა და ყოველთა გულისხმისმყოფელთა გულისხმისყოფისა კეთილისათა უფლისა მიმართ და აღასრულეს დღესასწაული იგი უცომოებისა და შჳდ დღე შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა და აღუარებდეს უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა.

23. და იზრახა კრებულმან ყოველმან ერთბამად ყოფად შჳდ დღე სხვა, და ყვეს შჳდ დღე სიხარული.

24. რამეთუ ეზეკიამ შეუწირა იუდასსა კრებულსა ზუარაკი ათასი, ცხოვარი შჳდ ათასი. და მთავართა მათ შეწირეს ერისათჳს ზუარაკი ათასი, და ცხოვარი ათი ათასი, და სიწმიდე იგი მღდელთა მრავლად ფრიად.

25. და იხარებდა ყოველი იგი კრებული, მღდელნი და ლევიტელნი, და ყოველი იგი ერი იუდასი, და რაოდენნი იპოვნეს ისრაჱლისგანნი, და მწირნი, რომელნი მოსრულ იყუნეს ქუეყანით ისრაჱლისათ და რომელნი მკჳდრ იყუნეს იუდასა შორის.

26. და იყო სიხარული დიდი იერუსალჱმს, რამეთუ დღითგან სოლომონისითა, ძისა დავითის მეფისა ისრაჱლისა, არა იყო ეგევითარი დღესასწაული იერუსალჱმს.

27. და აღდგეს მღდელნი იგი და ლევიტელნი და აკურთხეს ერი იგი. და სასმენელ იქმნა ჴმაჲ მათი და მიიწია ლოცვა მათი სამკჳდრებელსა წმიდასა უფლისასა ზეცად.


31

1. და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, განვიდა ყოველი ისრაჱლი, რაოდენნი იპოვნნეს ქალაქებსა იუდასასა, შემუსრეს ძეგლები იგი, და მოკაფეს სერტყები, და დაარღჳნეს მაღალნი და ბომონნი ყოვლისაგან ქუეყანისა იუდასა და ბენიამენისა, და ეფრემისისა, და მანასესისა ვიდრე სრულიადმდე და მიიქცა ყოველი ისრაჱლი კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა და ქალაქსა თჳსსა

2. და განუწესა ეზეკია მდღევრი მსახურებაჲ მღდელთა და ლევიტელთა, და მდღევრი მსახურებაჲ კაცად-კაცადისაებრ მსახურებისა მღდელთასა და ლევიტელთა ყოვლად დასაწველთა დასაკლველთა მათ ცხორებისათა, და ქებად და აღსარებად და მსახურებად ეზოთა სახლისა უფლისათა.

3. და ნაწილი მეფისა ნაყოფთაგან მისთა ყოვლად დასაწველად განთიადისა და მწუხრისა, ყოვლად დასაწველი შაბათთა და თთჳსთავთა, და დღესასწაულთა და წერილთა სჯულსა უფლისასა.

4. და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მკჳდრ იყნნეს იერუსალჱმს, რათა მისცენ ნაწილი მღდელთა და ლევიტელთა, რათა განძლიერდენ მსახურებასა სახლისა უფლისასა.

5. და ვითარ-იგი უბრძანა სიტყუაჲ ესე, გარდარიეს ძეთა ისრაჱლისათა პირველი ნაყოფი იფქლისა, და ღჳნისა, და ზეთისა, და თაფლისა, და ყოველი ნაყოფი ველისა, და ათეული ყოველი მოიღეს მრავლად ფრიად

6. ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს ქალაქებსა იუდასასა და მათცა მოასხეს ათეული ზროხათა და ცხოვართა და ათეული თხათა, წმიდა-ყვეს უფლისა ღმრთისა მათისა და შეიღეს და დადვეს ხვავად და ხვავად.

7. თუესა მესამესა იწყეს მოღებად ხუავებისა მის და მეშჳდესა აღასრულეს.

8. და მოვიდა ეზეკია და მთავარნი იგი და იხილეს ხუავები იგი და აკურთხეს ღმერთი და ერი მისი ისრაჱლი.

9. და ჰკითხვიდა ეზეკია მღდელთა მათ და ლევიტელთა ხვავებისა მისთჳს.

10. და ჰრქუა აზარია მღდელმან, მთავარმან სახლისა სადუკისამან: ვინათგან იწყეს პირველ ნაყოფსა მას შემოღებად სახლსა უფლისასა, ვჭამეთ და ვსუთ, და დაგჳშთა, რამეთუ უფალმან აკურთხა ერი თჳსი და დაშთა ესოდენი ესე სიმრავლე.

11. და ჰრქუა მათ ეზეკია მერმე: გან-ვე-მზადეთ სენაკები სახლსა უფლისასა. და მზა-ყვეს.

12. და შეიღეს მუნ პირველი ნაყოფთა და ათეული სარწმუნოებით. და მას ზედამდგომელ ქოვქენიას ლევიტელი და სემეი, ძმა მისი, ნაცვლად მისა,

13. იეიელ, და აზარია, ნათან, და აზაელ, და იერიმოთ, და იოაზაბათ, და ელიელ, და სამაქია და მაათ და ბანაია, ძენი მისნი, დადგინებულნი, რომელნი იყუნენ ჴელთა ქონენიეს და სემეის მიერ, ძმისა მისისა, ვითარცა-იგი უბრძანა ეზეკია მეფემან, და აზარია მთავარმან სახლისა უფლისამან

14. და კორე იემნასი ლევიტელმან მეკარემან, მზისა აღმოსავლით ერდოებსა ზედა მიცემად პირველთა ნაყოფთა უფლისათა და წმიდა წმიდათასა,

15. ჴელითა ოდომისითა და ბენიამენისითა, და იეუ, და სემეი, და მარეა, და სექონია, ჴელითა მღდელთა სარწმუნოებით მიცემად ძმათა მათთა მსგავსად მდღევრისა მის მსახურებისა დიდისაებრ და მცირისა,

16. გარნა ნაშობთა მათ წულთა სამისა წლითგანისა და უზეშთაესისა ყოვლისა შემავალისა სახლსა უფლისასა და სიტყუად დღითიდღედისა და მსახურებისა მის მდღევრისა ბრძანებულისა მათისა,

17. ესე არს ნაწილად ხუედრებაჲ მღდელთა სახლად-სახლად მამათასა და ლევიტელნი დღითიდღედსა მსახურებასა თჳსსა ოცით წლითგანი და უზეშთაესი განწესებით ხვედრებით,

18. ყოველსა ნაშობსა ძეთა მათთასა და ასულთა მათთასა და ყოველსა მას სიმრავლესა, რამეთუ სარწმუნოებით განწმიდეს სიწმიდე იგი ძეთა ჰარონისთა,

19. რომელნი მღდელობდეს ყოველსა ქალაქად და ქალაქად, კაცნი, რომელთა სახელ-ედვა სახელით, რათა მისცემდენ ნაწილსა ყოველსა წელსა მღდელთა შორის და ყოველსა აღრაცხილსა ლევიტელთა შორის.

20. და ყო ესრეთ ეზეკია ყოველსა შორის იუდასა და ქმნა კეთილი და სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.

21. და ყოველსა საქმესა, რომელსა იწყო საქმედ სახლსა უფლისასა, და შჯულსა უფლისა და ბრძანებასა, ყოველსავე შინა ეძიებდა ღმერთსა ყოვლითა გულითა მისითა, ყო და წარემართა.


32

1. და შემდგომად სიტყუათა მათ და ჭეშმარიტებისა ამის მოვიდა სენაქირიმ, მეფე ასურეთისა, მოიწია ჰურიასტანად და დაესხა ქალაქსა მას მოზღუდვილსა და იტყოდა დაპყრობად მათდა.

2. და იხილა ეზეკია, რამეთუ მოვალს სენაქირიმ და პირი მისი მოუქცევიეს ბრძოლად იერუსალჱმდ.

3. და ზრახვა-ყო მოხუცებულთა თანა მისთა ძლიერთა, და-რათა-ყუნენ წყარონი იგი წყალთანი, რომელნი იყუნეს გარეშე ქალაქსა, და დაყუნეს იგინი.

4. და განძლიერდეს მთავარნი იგი და დაყუნეს წყალნი იგი წყაროთანი და მდინარე იგი, რომელი განიყოფოდა შორის ქალაქსა და თქუა: ნუუკუე მოვიდეს მეფე ასურთა და პოოს წყალი ფრიად და განძლიერდეს.

5. და განძლიერდა ეზეკია და აღაშენა ყოველი ზღუდე დარღუეული და გოდლები და გარეშე ზღუდისზღუდე სხუა, და განამტკიცა აღსავალი იგი ქალაქისა დავითისი და მომზადა საჭურველი მრავალი.

6. და დაადგინნა მთავარნი ბრძოლისანი ერსა ზედა, და შეკრბეს მისა უბანსა ზედა ბჭისა მის ჴევისასა, და ეტყოდა ყურთა მიმართ მათთა და თქუა:

7. განძლიერდით და მჴნე იყვენით, ნუ გეშინინ პირისაგან მეფისა ასურეთისა, და პირისაგან ნათესავთასა, რომელნი არიან მის თანა, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლეს არიან ვიდრე მათ თანა.

8. მათ თანა მკლავნი ჴორციელნი, ხოლო ჩუენ თანა უფალი ღმერთი ჩუენი ცხორებად ჩუენდა და ბრძოლად ბრძოლასა ჩუენსა და ნუგეშინის-იცა ერმან მან სიტყუასა მას ზედა ეზეკიასასა, მეფისა იუდისასა.

9. და ამისა შემდგომად მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასურეთისამან, მონანი თჳსნი იერუსალჱმდ და იგი თავადი იყო ლაქისს და ყოველი ერი მისი მის თანა. მოავლინა ეზეკიასა, მეფისა იუდისასა და ყოვლისა იუდისასა, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს და ჰრქუეს:

10. ესრეთ იტყჳს სენაქირიმ, მეფე ასურთა: ვის ესავთ თქუენ და სხედხართ მაგრად მოზღუდვილსა იერუსალიმს?

11. ანუ ეზეკიელ გაცთუნებს თქუენ, რათა მიეცნეთ თქუენ სიკუდილსა და სიყმილსა და წყურვილსა და გეტყჳს: უფალმან ღმერთმან თქუენმან გიჴსნნეს თქუენ ჴელისაგან მეფისა ასურეთისა?

12. არა ეგე არს ეზეკია, რომელმან მოსპნა საკურთხეველნი მისნი და მღდელნი მისნი, და ჰრქუა იუდასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და იტყჳს: წინაშე ამის საკურთხეველისასა თაყუანის-სცემდით და ამას ზედა შესწირვიდით?

13. არა უწყითა, რაოდენი ვყავთ მე და მამათა ჩემთა ყოველთა ზედა ერთა სოფლებისათა? ნუუკუე შეუძლეს წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა?

14. ვინ ამათ ღმერთთა ნათესავთაგანმან, რომელნი მოსრნეს მამათა ჩუენთა? ნუუკუე შეუძლეს განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩუენთა და ვითარმე შეუძლოს ღმერთმან თქუენმან განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა?

15. აწ ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია და ნუ მოსავ-გიქმნ თქუენ ესრესახედ და ნუ გრწმენინ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს ღმერთი ყოველთა ნათესავთა და მეფობათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა და ჴელთაგან მამათა ჩემთასა, ეგრევე ღმერთმან თქუენმან ვერ გიჴსნნეს თქუენ ჴელთა ჩემთაგან

16. და მერმე იტყოდესვეღა მონანი მისნი უფლისა მიმართ ღმრთისა და ეზეკიას მიმართ, მონისა მისისა.

17. და წიგნი მოწერა ყუედრებისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა და იტყოდა მისთჳს და თქუა: ვითარცა-იგი ღმერთთა წარმართთა ქუეყანისათა ვერ განარინნეს ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა, ეგრეთ ვერ განარინოს ღმერთმან ეზეკიასმან ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა.

18. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა ჰურიაებრ რაფსაკ ერისა მიმართ იერუსალჱმისა, რომელი იყო ზღუდესა ზედა, რათა შეეწივნენ მათ და დაარღჳონ იგი, რათამცა დაიპყრეს ქალაქი.

19. და იტყოდა ღმრთისა მიმართ იერუსალჱმისა, ვითარცა ღმრთისა ერისა ქუეყანისა ქმნილსა ჴელითა კაცთასა.

20. და ილოცვიდა ეზეკია მეფე და ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი ამათთჳს და ღაღად-ყვეს ცად მიმართ.

21. და მოავლინა უფალმან ანგელოზი და შემუსრნა ყოველნი ძლიერნი, და მებრძოლნი, და მთავარნი, და ერისთავნი ბანაკსა შინა მეფისა ასურეთისასა და გარემიიქცია პირი თჳსი სირცხჳლით ქუეყანად თჳსა მეფემან ასურთამან და მოვიდა სახლსა ღმრთისა თჳსისასა და გამოსრულთა მუცლისა მისისაგან დასცეს იგი მახჳლითა

22. და იჴსნა უფალმან ეზეკია და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ჴელისაგან სენაქერემისა, მეფისა ასურთასა, და ჴელისაგან ყოველთა მტერთასა და დაუმშჳდნა მას ყოველნი გარემონი.

23. და მრავალნი მოართმიდეს ძღუენსა უფალსა იერუსალჱმდ და ნიჭსა ეზეკია მეფესა იუდისასა. და უმეტეს აღმაღლდა წინაშე თუალთა ყოველთა თესლთასა ამისა შემდგომად.

24. მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია ვიდრე სიკუდილადმდე და ილოცა უფლისა მიმართ და შეისმინა მისი და სასწაული მოსცა მას.

25. და არა მოსაგებელისათჳს მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან ეზეკიას, მიაგო ეზეკია, არამედ აღმაღლდა გული მისი და იყო მის ზედა რისხვა და იუდასა ზედა და იერუსალჱმსა.

26. და დამდაბლდა ეზეკია სიმაღლისაგან გულისა მისისა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ხოლო არა მოვიდა მათ ზედა რისხვა უფლისაჲ დღეთა ეზეკიასთა.

27. და იყო ეზეკიასა სიმდიდრე და დიდებაჲ დიდი ფრიად და საუნჯენი ქმნა თავისა თჳსისა: ვეცხლისა, და ოქროსა, და ქვისა პატიოსნისა, და ნელსაცხებელთა, და საკუმეველთა, და საჭურველთა დასაკრებელი, და ჭურჭელი გულისსათქმელი.

28. და ქალაქნი ნაყოფთათჳს იფქლისათა და ზეთისა და ღჳნისათა, და დაბნები, და ბაგანი ყოვლისათჳს საცხოვარისა, და ბაკები სამწყსოთათჳს.

29. და ქალაქნი, რომელნი იშენნა თავისა თჳსისა, და განმზადა საცხოვრე და საძროხე დიდად ფრიად, რამეთუ მოსცა მათ უფალმან ხუასტაგი მრავალი ფრიად.

30. ამან ეზეკია დაყო გამოსავალი წყლისა მის გესონისა ზემოსი და წარუმართა მას ქუემო ბღუარით ქალაქად კერძო დავითისა და წარემართა ეზეკიას ყოველსა შინა საქმესა მისსა.

31. და ესრეთ მოციქულთა მათ მთავართა ბაბილოვნით, რომელნი მოივლინნეს მისა კითხვად მის მიერ ნიში, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა და დაუტევა იგი უფალმან, რათა გამოსცადოს იგი და იცოდის გულისა მისისა.

32. და ნეშტნი სიტყუანი ეზეკიასნი და წყალობათა მისთანი, აჰა, ესერა, წერილ არიან წინაწარმეტყუელებასა ესაიასა, ძისა ამონისასა, წინაწარმეტყუელთა და წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა.

33. და დაიძინა ეზეკია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი აღსავალსა მის საფლავისა ძეთა დავითისთასა, და დიდებაჲ და პატივი მისცეს მას სიკუდილსა მისსა ყოველმან იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.


33

1. იყო ათორმეტისა წლისა მანასე მეფობასა მისსა და ერგასისდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოველთაგან საძაგელებათა საწარმართოთა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

3. და მიიქცა და აღაშენნა მაღალნი, რომელნი დაარღჳნა მამამან მისმან ეზეკია. და აღმართა ძეგლები ბაალისი და ქმნა სერტყები, და თაყუანის-სცემდა ყოველთა ერთა ცისათა და ჰმონებდა მათ.

4. და აღაშენა ბომონები საკერპო სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს თქუა უფალმან: იერუსალიმს იყოს სახელი ჩემი საუკუნოდ.

5. უშენა მუნ ბომონები ყოველთა ერთა ცისათა ორთა მათ შინა ეზოთა სახლისა უფლისათა.

6. და მას განჰყუანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა ქუეყანასა ბენენომისასა, და იმისნიდა, იზმნიდა და წამლობდა და ყუნა მუცლით მეზღაპრენი, და მსახურნი განამრავლნა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისსა.

7. და დადგა გამოქანდაკებულნი და გამოდნობილნი ხატნი, რომელნი ქმნნა სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს რქუა ღმერთმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, დაუდვა სახელი ჩემი საუკუნოდ.

8. და არღარა შევსძინო შეძრვად ფერჴი ისრაჱლისა ქუეყანისა მისგან, რომელი მივეც მამათა მათთა, გარნა და-თუ-იცვნენ ყოფად ყოველი, რაოდენი ვამცენ მათ ყოვლისა მისებრ სჯულისა ბრძანებათა და სამართალთა ჴელითა მოსესითა.

9. და აცთუნა მანასე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ყოფად ბოროტისა უფროს ყოველთა წარმართთა, რომელნი აიხუნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

10. და იტყოდა უფალი ბოროტსა მანასესათჳს და ერისა მისისათჳს, და არა ისმინა.

11. და მოავლინნა უფალმან მათ ზედა მთავარნი ძლიერებისანი მეფისა ასურასტანელისანი და შეიპყრეს მანასე და შეაბორკილეს ბორკილითა და წარიყვანეს ბაბილონად.

12. და ვითარ-იგი ჭირსა შინა იყო მანასე, ეძიებდა პირსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდაბლდა ფრიად წინაშე ღმრთისა მამათა მისთასა.

13. და ილოცა მისა მიმართ და ისმინა მისი და შეისმინა ღაღადება მისი და კუალად მოაქცია იგი იერუსალჱმდ მეფობასავე თჳსსა და ცნა მანასე, რამეთუ უფალი ესე არს თავადი ღმერთი.

14. და ამისა შემდგომად აღაშენა ზღუდენი გარეშე ქალაქსა დავითისსა დასავლითგან სამხრით კერძო ჴევსა მას და მისლვად ბჭისა მის გარემო და მოსცა ოფლასა და აღამაღლა ფრიად და დაადგინნა მთავარნი ძლიერებისანი ყოველთა ქალაქთა მოზღუდვილთა, რომელნი იყუნეს იუდასნი.

15. და განიშორნა ღმერთნი უცხონი გამოქანდაკებულნი სახლისაგან უფლისა და ყოველი ბომონები, რომელ აღაშენა მთასა მას სახლისა უფლისასა და იერუსალჱმს და გარეშე ქალაქსა.

16. და აღმართა საკურთხეველი უფლისა და შესწირა მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა და ქებისა და ჰრქუა იუდასა, რათა ჰმონებდენ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა.

17. ხოლო ერი იგი მერმეცა ჰმონებდავეღა მაღალთა, გარნა უფალი ღმერთი იყო ღმერთად მათა.

18. ნეშტნი სიტყუანი მანასესი და ლოცვა მისი ღმრთისა მიმართ, და სიტყუანი მხილველთანი, რომელნი ეტყოდეს მას სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა, აჰა, ესერა წერილ არიან სიტყუათა შინა მეფეთა ისრაჱლისათა.

19. და სიტყუანი ლოცვათა მისთასა, და ვითარ-იგი ისმინა მისი და ყოველნი ცოდვანი მისნი და განდგომილება მისი და ადგილნი, რომელთა ზედა აშენნა მაღალნი და დაასხა სერტყები და გამოქანდაკებულნი ვიდრე მოქცევადმდე მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა მხილველთასა.

20. და დაიძინა მანასე მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი სამოთხესა სახლისა მისისასა, და მეფობდა ამოს, ძე მისი, მის წილ.

21. და იყო ამოს ოცდაორის წლისა მეფობასა მისსა და ორ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

22. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მანასე, მამამან მისმან, უზორვიდა ამოსცა და ჰმონებდა მათ.

23. და არა დამდაბლდა წინაშე უფლისა, ვითარცა დამდაბლდა მანასე, მამა მისი, რამეთუ ძემან მისმან ამოს განამრავლა ცოდვა.

24. და დაესხნეს მას მონანი მისნი, სცეს და მოკლეს იგი სახლსა შინა თჳსსა.

25. და მოსწყჳდნა ერმან ქუეყანისამან, რომელნი-იგი დაესხნეს და მოკლეს ამოს მეფე, და მეფე-ყო ერმან ქუეყანისამან იოსია, ძე მისი, მის წილ.


34

1. იყო რვის წლისა იოსია მეფობასა მისსა და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

2. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა. და ვიდოდა იგი გზათა დავითისათა, მამისა თჳსისათა, და არა გარდააქცია მარჯვენით და არცა მარცხენით.

3. და მერვესა წელსა მეფობისა მისისასა, ვიდრე იყოღა ჩჩჳლ, იწყო ძიებად უფლისა ღმრთისა დავით მამისა თჳსისასა და მეათორმეტესა წელსა მეფობასა მისისასა, იწყო განწმედად იუდასა და იერუსალჱმითგან და სერტყთა და გამოდნობილთა.

4. და დაარღჳეს წინაშე პირსა მისსა ბომონები ბაალისნი და მაღალნი იგი მას ზედა, და მოკაფეს სერტყები იგი, და გამოქანდაკებულნი იგი, და გამოდნობილნი, და შემუსრნა და დააწულილნა და დასთხია წინაშე პირსა საფლავისა მათისასა, რომელნი უზორვიდეს მათ.

5. და ძუალნი იგი ქურუმთანი დაწუნა ბომონებსა მას ზედა და განწმიდა იუდა და იერუსალჱმი

6. და ქალაქები: ეფრემისი, და მანასესი, და სჳმეონისი, და ნეფთალემისნი და ადგილები მათი გარემო.

7. და დაამჴუნა სერტყები და საკურთხეველი და კერპები შემუსრა წულილად და ყოველი სერტყები მოკაფა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მოიქცა იერუსალიმდ.

8. და მეთურამეტესა წელსა მეფობისა მისისასა, ვითარცა აღასრულა განწმედად ქუეყანა და სახლი მეფისა, მიავლინა საფან, ძე სელიასი, და ამასიას, მთავარი ქალაქისა, და ოსია, ძე იოაქაზისი, მოსაჴსენებელად მწერალი მისი განმტკიცებად სახლისა უფლისა ღმრთისა დავითისა.

9. და მოვიდეს ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და მისცეს ვეცხლი იგი შეღებული სახლსა უფლისასა, რომელი-იგი შეკრიბეს ლევიტელთა მცველთა მათ ბჭისათა ჴელისაგან მანასესა და ეფრემისა და მთავართა და ყოველთაგან ნეშტთა ისრაჱლსა შორის, და ძეთა იუდასთა და ბენიამენისათა და მკჳდრთა იერუსალჱმისთა

10. და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მის საქმისათა და დადგინებულთა მათ სახლსა უფლისასა. და მათ მისცეს მოქმედთა საქმეთა, რომელნი იქმოდეს სახლსა მას უფლისასა შემზადებად და განმაგრებად სახლისასა.

11. და მისცეს ხუროთა და მაშენებელთა რათა იყიდონ ქვა მოოხვითი და ძელი მოსლვად და დართვად სახლები, რომელი დაარღჳეს მეფეთა იუდასთა.

12. და კაცნი სარწმუნოებით იყუნეს საქმესა მას ზედა და მათ ზედა მოღუაწენი: იეთ და აბდიას, ლევიტელნი, ძეთაგან მერარისთა, ზაქარია და მოსოლონ, ძეთაგან კათისთანი ზედამდგომელად და ყოველი ლევიტელი გულისხმის-მყოფელი სტჳრითა გალობათათა,

13. და ზურგით მოტჳრთეთა ზედა და ყოველთა ზედა მოქმედთა საქმისათა ლევიტელთაგანნი მწიგნობარნი და მსაჯულნი და ბჭეთა მცველნი.

14. და გამოღებასა მას მათსა ვეცხლისა მის შეწირულისასა სახლსა უფლისასა პოვა ქელკია მღდელმან წიგნი სჯულისა უფლისა ჴელითა მოსესითა.

15. და რქუა ქელკია საფან მწიგნობარსა: წიგნი ესე ვპოე სახლსა შინა უფლისასა, და ქელკიმ მისცა წიგნი იგი საფანს.

16. და შეიღო საფან წიგნი იგი მეფისა და მიართვა სიტყუაჲ იგი მეფისა და რიცხჳ ყოველივე მიცემული ვეცხლისა ჴელთა მონათა მისთასა, რომელნიცა იქმოდეს საქმესა.

17. და მოადვნეს ვეცხლი იგი, რომელი იპოა სახლსა უფლისასა, და მისცეს ჴელთა მოღუაწეთა და ჴელთა მოქმედთა საქმისათა.

18. და უთხრა საფან მწიგნობარმან მეფესა და ჰრქუა: წიგნი სჯულისა მომცა მე ქალკია მღდელმან და აღმოიკითხა საფან წინაშე მეფისა.

19. ვითარცა ესმა მეფესა სიტყუანი სჯულისანი, დაიპო სამოსელი თჳსი.

20. და უბრძანა მეფემან ქელკიას და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აბდონს, ძესა მიქესასა, და საფანს მწიგნობარსა, და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა მათ:

21. მივედით და იკითხეთ ჩემთჳს უფლისაგან და ყოველთა დაშთომილთა ისრაჱლსა შორის და იუდასა სიტყუათა მათთჳს წიგნისათა, რომელი იპოვა, გულისწყრომა უფლისაჲ აღგზებული არს ჩემდა, რამეთუ არა ისმინეს მამათა ჩუენთა სიტყუაჲ უფლისაჲ ყოფად წერილისა მისებრ წიგნისა.

22. და წარვიდა ქელკია და რომელთა-იგი უბრძანა მეფემან და მივიდეს ოლდასა წინაწარმეტყუელასა, ცოლისა სელემისა, ძისა თაკუათისა, ძისა სელლესისა, რომელი იყო მცველი მცნებათა. და ესე დამკჳდრებულ იყო იერუსალიმს მასანაინს შინა და ეტყოდეს მას მსგავსად სიტყჳსა ამის.

23. ხოლო მან რქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: და არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდამო.

24. ამას იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვჴადო ბოროტი ადგილსა მას, რამეთუ სიტყუანი აღმოიკითხეს, წერილი წინაშე მეფისა იუდასა.

25. ამისთჳს დამიტევეს მე და უზორვიდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა მით ბოროტითა ჴელთა მათთა, აღგზებულ არს წყრომა ჩემი მათთჳს და არა დაშრტეს.

26. მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინნა თქვენ ძიებად უფლისა, ესრე არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი, რომელნი გესმა შენ

27. შეიკდიმა გულმან შენმან და დამდაბლდენ წინაშე ჩემსა სმენად სიტყუათა ჩემთა ადგილსა მაგას ზედა მკჳდრთა მაგას ზედა და შენ დამდაბლდე და სტიროდე წინაშე ჩემსა, და დაიპენ სამოსელნი შენნი და მე მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ.

28. აჰა, ესერა, მე შეგიძინო მამათა შენთა და დაგდვა შენ საფლავთა მამათა შენთასა და არა იხილონ თუალთა შენთა ბოროტი, რომელი მე მოვჴადო ადგილსა ამას და მკჳდრთა მათთა. და მოართვეს მეფესა სიტყუაჲ ესე.

29. და მეფემან შეკრიბნა მოხუცებულნი იუდასანი და ისრაჱლისანი.

30. და აღვიდა მეფე იუდასი ტაძრად უფლისა და ყოველი იუდა და მკჳდრნი იერუსალიმისანი და მღდელნი ლევიტელნი და ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და აღმოიკითხა წიგნი სჯულისაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა.

31. და აღდგა მეფე სუეტსა მას ზედა. და დადვა აღთქმა წინაშე უფლისა შედგომად უფლისა, რათა იმარხვიდეს მცნებათა მისთა და წამებათა მისთა ყოვლითა გულითა სიტყჳსა მის სჯულისათა, რომელი წერილ იყო წიგნსა მას.

32. და ყოველნი დაადგინნა იერუსალჱმსა და ბენიამენსა და ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა აღთქმა სახლსა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

33. და აიხუნა იოსია ყოველნი საძაგელებანი ყოვლისა ქუეყანისაგან, რომელნი იყუნეს ძეთა ისრაჱლისანი და ქმნეს ყოველთა მყოფთა იერუსალჱმისათა, და ისრაჱლნი ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა მათსა ყოველთა დღეთა და არა მიაქციეს გზათაგან უფლისა ღმრთისა მამათა მათთაგან.


35

1. და ყო ოსია პასექი უფლისა ღმრთისა თჳსისა და დაკლეს პასექი იგი მეათოთხმეტესა წელსა თთჳსა მის პირველისასა.

2. და დაადგინნა მღდელნი საცოსა თჳსსა ზედა და განაძლიერნა იგინი საქმესა ზედა სახლსა უფლისასა.

3. და ჰრქუა ლევიტელთა ძლიერთა მათ და ყოველთა ისრაჱლთა, რათა წმიდა იყუნენ იგინი უფლისათჳს. და დადგეს კიდობანი იგი წმიდაჲ სახლსა შინა, რომელი აშენა სოლომონ, ძემან დავითისმან, მეფისა ისრაჱლისამან, თქუა მეფემან: არა არს აღება მჴრითა, არამედ ჰმსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა ერი მისი ისრაჱლი

4. და განემზადენით სახლად ტომთა თქუენთა დღითი დღე სამსახურებელთა თქუენთა, მცნებისაებრ დავითის მეფისა და სოლომონ ძისა მისისათა.

5. და დადეგით ტაძარსა მას შინა ტომად-ტომად თქუენნი წინაშე ძმათა თქუენთა და ნაწილი სახლისა ტომისა ლევიტელთა.

6. დაკალით პასექი და სიწმიდე მზა-უყავთ ძმათა თქუენთა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა მოსესითა.

7. და შესწირა იოსია ძეთათჳს ერისათა ცხოვარი, და ტარიგები, და თიკნები, ნაშობი თხათა; ყოველი, რაცა პოვა პასექად ოცდაათი ათასი და ჴბო სამ ათასი, ესე ნაქონი ძეთაგან მეფისთა.

8. და მთავართა მისთა იწყეს მიცემად ერისათჳს, მღდელთა და ლევიტელთა და მისცეს ქელკია და ზაქარია, და იეიელ, მთავარი სახლისა ღმრთისა; მღდელთა მისცეს პასექად მას ცხოვარი, და ტარიგი, და თიკანი ორ ათას ექუსასი, ჴბო სამასი.

9. და ქონენია, და ბასანია, და სამეა, და ნათანაელ, ძმამან მისმან და ასაბია და იეიელ, და იოზაბად, მთავართა ლევიტელთა, შესწირეს პასექსა მას ცხოვარი ხუთი ათასი და ჴბო ხუთასი.

10. და წარემართა მსახურება იგი და დადგეს მღდელნი განწესებისაებრ და ლევიტელნი განაწილებდეს მცნებისა მისებრ მეფისა.

11. და დაკლეს პასექი და მოაპკურეს ჴელითა მღდელთა მათთათა და ლევიტელნი განჴდიდეს ტყავსა.

12. და მომზადეს ყოვლად დასაწველნი მსგავსად განნაწილებისად სახლად და სახლად მამათა მათთასა, ძეთა ერისათა, მორთმად უფლისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისა მოსესასა, ეგრეთვე განთიადისა.

13. და შეწვეს პასექი ცეცხლითა მსგავსად და წმიდად, შეაგბეს ქვაბებითა და სიავებითა, და წარემართა და წარდგენ ყოველნი ძენი ერისანი.

14. შემდგომად განმზადებისა მათისა და მღდელთასა, რამეთუ მღდელნი შესწირვიდეს ცმელსა და ყოვლად დასაწველებსა ვიდრე მწუხრამდე და ლევიტელნი მოუმზადებდეს მათ და ძმათა მათთა და ძეთა არონისათა,

15. და მეფსალმუნენი, ძენი ასაფისნი, სადგურსა თჳსსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის დავითისსა და ასაფ, და ემან, და იდითუმ წინაწარმეტყუელნი მეფისანი და მთავარნი და მეკარენი ბჭისათა თითოეულისა, არა იყო შეძრვა მათი მსახურებისაგან წმიდათასა, რამეთუ ძმანი მათნი ლევიტელნი მოუმზადებდეს

16. და წარემართა ყოველი მსახურება უფლისაჲ მათ დღეთა შინა ყოფად პასექისა და მიღებად ყოვლად დასაწველები საკურთხეველსა უფლისასა და მცნებისა მისებრ ოსია მეფისა იუდასსა.

17. და უყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს მუნ, პასექი და დღესასწაული უცომოებისა შჳდ დღე,

18. რომელ არა ყოფილ იყო მისებრ პასექი ისრაჱლსა დღეთაგან ვითარ სამოელ წინაწარმეტყუელისათა, და მეფეთა ისრაჱლისათა არა ყვეს პასექი, რომელ ყო იოსია მეფემან და მღდელთა და ლევიტელთა და ყოველმან იუდამან და ისრაჱლმან, რომელნი იყუნეს მუნ და მკჳდრმან იერუსალჱმისამა

19. მეათურამეტესა წელსა იოსია მეფისასა, და მუცლითმეზღაპრენი, და მცნობელნი, და თერაფინნი, და კერპნი, და რომელნი იყუნეს ქუეყანასა იუდასა, და იერუსალჱმს, დაწვა ოსია მეფემან, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი, იგი მისისა სჯულისანი და წერილი წიგნსა მას, რომელ-იგი პოვა ქელკია სახლსა შინა უფლისასა, რამეთუ მსგავსი იოსია მეფისა არა იყო უწინარეს მისა მეფე, რომელი მოიქცა უფლისათჳს ყოვლითა გულითა მისითა სჯულისა მოსესითა. და შემდგომად აღარა აღდგა მეფე სხუაჲ მისი მსგავსი, ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა, რომელ განრისხდა უფალი იუდასა ზედა, რომელ განარისხა მანასე, და თქუა უფალმან: იუდაცა განვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, განვიშორო ქალაქი, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახელი ვთქუ დამტკიცებად სახლი ჩემი მუნ

20. და აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა ზედა ასურეთისასა მდინარედ ევფრატად. და გამოვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა, რათა ბრძოლა-სცეს.

21. და მოუვლინა მოციქული ფარაო ნექაო და ჰრქუა მას: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მეფეო იუდასო? არა შენ ზედა მოვალ ბრძოლისა ყოფად, ღმერთმან მრქუა მე, რათა ვისწრაფო მე, აწ ეკრძალე ღმრთისაგან, რომელი არს ჩემ თანა, ნუუკუე განგრყუნეს შენ.

22. და არა გარემიიქცია იოსია პირი მისგან, არამედ ბრძოლად მისა განეწყო და არა ისმინნა სიტყუანი ნექაოსისნი პირისაგან უფლისა და მოვიდა მისა ბრძოლად ველსა მას მაგედონისასა.

23. და სცეს ისრითა მეფესა იოასსა და ჰრქუა მონასა თჳსსა: განმიყვანეთ მე ამიერ, რამეთუ მელმის მე ფრიად.

24. და გამოიყვანეს იგი მონათა მისთა ეტლისა მისგან და აღსუეს იგი ეტლსა მას მეორესა მისსა და მოიყვანეს იგი იერუსალჱმდ და მოკუდა. და დაფლეს იგი მამათა მისთა თანა და ყოველი იუდა და იერუსალჱმი იგლოვდა იოსიას ზედა.

25. და ჰგოდებდა იერემია იოსიას და თქუეს ყოველთა მთავართა, მამათა და დედათა, ჰგოდებდენ იოსიას ზედა, ვიდრე დღევანდელად დღემდე და მისცეს იგი ბრძანებაჲ ისრაჱლსა და, აჰა, ესერა, წერილ არიან გოდებათა შინა.

26. და იყუნეს სიტყუანი იოსიასნი და სასოება მისი დაწერილ სჯულსა უფლისასა.

27. და ნეშტნი სიტყუანი მისნი პირველნი და უკუანაისკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა ისრაჱლისათა და იუდასასა.


36

1. და მოიყვანა ერმან ქუეყანისამან იოქაზ, ძე იოსიასი, და სცხეს მას მეფედ მამისა მისისა წილ იერუსალჱმსა.

2. ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა, და სამ თვე მეფობდა იერუსალიმსა. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ყოვლისა მისებრ, რაოდენიცა ქმნეს მამათა მისთა.

3. და შეკრა იგი ფარაო ნექაო დებლათას, ქუეყანასა ემათისასა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალჱმსა და მის თანა წარიყვანა ეგჳპტედ და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ერთი ტალანტი ოქროსა.

4. და დაადგინა ფარაო ნექაო ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, გარდაუცვალეს სახელი მისი იოაკიმ და იოაქაზ, ძმა მისი, წარიყვანა ფარაო ნექაო და შეიყვანა იგი ეგჳპტედ და მოკუდა იგი მუნ.

5. და იყო ოცდახუთის წლისა იოაკიმ მეფობასა მისსა და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ზექორ, ასული ნერისი, არამათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, რაოდენ ქმნეს მამათა მისთა, და მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა მის ქუეყანისა და ჰმონებდა მას იოაკიმ სამ წელ. და მერმე მოავლინა უფალმან მათ ზედა ქალდეველნი, და ავაზაკნი ასურეთისანი, და ავაზაკნი მოაბელთანი, და ძენი ამონისთანი, და სამარიასნი, და განდგეს სიტყჳთა მით, სიტყჳსაებრ უფლისა, ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთათა. ხოლო გულისწყრომაჲ უფლისაჲ იყო იუდასა ზედა, რათა განიშოროს პირისა მისისაგან ცოდვათათჳს მანასესთა, რაცა ქმნა სისხლი უბრალო, რომელ დასთხია იოაკიმ და აღავსო სისხლითა იერუსალჱმი და არა ინება უფალმან აჴოცა მათი

6. და აღმოვიდა მას ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და შეკრა იგი რვალის ბორკილითა და წარიყვანა იგი ბაბილონად.

7. და ნაწილნი ჭურჭელთანი სახლისა უფლისანი წარიღო ბაბილონად და დადვა იგი ტაძარსა თჳსსა შინა, რომელი იყო ბაბილონს.

8. და ნეშტნი სიტყუათანი იოაკიმისნი და ყოველი რაოდენი ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა სიტყუათა მეფეთა იუდასთასა და ისრაჱლისთა. და დაიძინა იოაკიმ მამათა მისთა თანა და დაეფლა განოსს მამათა მისთა თანა და მეფობდა იექონია, ძე მისი, მის წილ.

9. ათურამეტისა წლისა იყო იექონია მეფობასა მისსა, სამ თვე და ათ დღე მეფობდა იერუსალიმს და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.

10. და მოქცევასა მის წელიწდისასა მოავლინა ნაბუქოდონოსორ მეფემან და შეიყვანა იგი ბაბილონად ჭურჭელსა თანა და გულისსათქმელსა სახლსა უფლისასა, და მეფედ დაადგინა სედეკია, მამისძმა მისი, იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა.

11. და ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია, და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

12. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა შეიკდიმა პირისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და სიტყუათა უფლისათა.

13. და შეურაცხ-ყო ნაბუქოდონოსორ მეფე და გარდაჴდა ფიცსა, რომელ ეფუცა ღმერთი თჳსი, და განიფიცხა ქედი თჳსი და არა მოაქცია გული თჳსი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

14. და ყოველთა დიდებულთა იუდასთა, და მღდელთა, და ერმან ქუეყანისამან განამრავლეს უსჯულოებაჲ უსჯულოებათა საძაგელთა მათ ნათესავთა და შეაგინეს ტაძარი უფლისაჲ იერუსალჱმს.

15. და გამოავლინა უფალმან ღმერთმან მამათა მათთამან ჴელითა წინაწარმეტყუელთა და მოუვლინა მოციქულნი თჳსნი, რამეთუ განწირა ერი თჳსი და სიწმიდე თჳსი.

16. შეურაცხ-ყვეს წინაწარმეტყუელნი მისნი და ეკიცხევდენ სიტყუათა მისთა და ემღერდენ მათ, ვიდრე აღსტყდა გულისწყრომა უფლისაჲ ერსა ზედა მისსა, და არღარა იქმნეს შემდგომად საკურნებელ.

17. და მოავლინა მათ ზედა მეფე ქალდეველთა და მოსწყჳდნა ჭაბუკნი მათნი მახჳლითა სახლსა შინა სიწმიდისა მათისათა და არა ერჩდა სედეკიას და ქალწულნი მათნი არა შეიწყნარნა, და მოხუცებულნი მათნი წარიყვანეს და უფალმან მისცა ჴელთა მათთა.

18. და ყოველი ჭურჭელი სახლისა ღმრთისაჲ, დიდნი და მცირენი, ყოველნი საუნჯენი მეფისანი და მთავართანი წარიღო ბაბილონად.

19. და მოწვა სახლი უფლისაჲ და დაარღჳა ზღუდე იერუსალჱმისა და ტაძრები მისი, რომელი იყო მათ შორის, დაწვა ცეცხლითა და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი შეაგინა.

20. და წარიტყუენა ნეშტნი ბაბილონად და იყუნეს მუნ მონად მისა და ძეთა მისთა ვიდრე მეფობადმდე ხუჟიკთა,

21. რათა აღესრულოს სიტყუაჲ უფლისაჲ პირითა იერემიასითა, ვიდრე შეიწყნაროს ქუეყანა შაბათად თჳსა და შაბათობად. ყოველთა დღეთა ოჴრებისა მისისა შაბათ იქმნა აღსრულებადმდე სამეოცდაათ წელ.

22. პირველსა წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, შემდგომად აღსრულებისა მის სიტყჳსა უფლისა პირითა იერემიასითა აღადგინა უფალმან სული კჳროს მეფისა სპარსთასა და უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისსა ქადაგებით და წიგნის წერით და თქუა:

23. ამას იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი სამეფო ქუეყანისაი მომცა მე უფალმან ღმერთმან ცათამან, და მან მიბრძანა მე შენებად მის სახლისა იერუსალჱმს ჰურიასტანისასა, აწ ვინ არის თქუენგანი ყოვლისაგან ერისა მისისა, იყოს ღმერთი მის თანა, და აღვედინ.