ეკლესიასტე, რომელსა ებრაელებრ კუჱლეთა ეწოდების
1
1. სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალიმს
2. ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო
3. რა უმეტეს არს კაცისა, ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა ამას ქუეშე
4. ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს
5. და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თჳსსა მივალს იგი
6. და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოთ, გარემოვლის გარემო სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული
7. ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების ადგილსა მას, სადა-იგი ჴევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევინ იგინი განსლვად
8. ყოველნივე სიტყუანი შრომით; ვერ შემძლებელ არს კაცი სიტყუად, და ვერ განძღეს თუალნი ხედვითა, და არა აღივსოს ყური სმენითა
9. რა არს ქმნილი იგი თავადი ყოფადისა მის და რაჲ არს, რომელმან ქმნა იგი? არს თავადი, რომელი ჰყოფს
10. და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე, რომლისათჳს იტყჳს და თქუას, ვითარმედ: ესე ახალი არს. მიერითგან ქმნილ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარეს ჩუენსა
11. არა არს ჴსენება პირველთა მათ და უკუანაჲსკნელთა, რომელნი ყოფილ არიან უწინარეს ჩუენსა, არა არს ჴსენება ქმნილთა მათ თანა უკუანაჲსნელთა
12. მე, ეკლესიატე, ვიყავ მეფე ისრაჱლსა ზედა, იერუსალიმს
13. და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განზრახვად სიბრძნესა ყოვლისავეთჳს, რომელ ქმნილ არიან მზესა ქუეშე, რამეთუ მიმოტაცება შრომისა მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცებოდიან მას შინა
14. ვიხილენ ყოვლითურთ, რომელნი ქმნილ არიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და გამორჩევა სულისა
15. და გარდაქცეული იგი ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად, და დაკლებულსა მას ვერ უძლავს აღრაცხვად
16. ვიტყოდე მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, ესერა, მე განვდიდენ უფროს მათსა, რომელნი იყუნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს და მივეც გულსა ჩემსა ცნობა სიბრძნისა და მეცნიერებისა. და შევსძინე მე სიბრძნე ყოველსა ზედა, რაოდენნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმსა
17. და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება. იგავნი და მიწევნანი ვცნენ მე, რამეთუ ესეცა სულისა გამორჩევაჲ არს
18. რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისა სიმრავლე მეცნიერებისა არს; და რომელმან შესძინოს ცნობა, შესძინოს მან სალმობა
2
1. ვთქუ მე გულსა ჩემსა: მოვედ აწ და გამოგცადო შენ სიხარულითა. და ვიხილე კეთილთა შინა, და ესეცა ამაოვე
2. სიცილსა ვარქუ: მიმოგანყოფილ, სიხარულსა - რასა ეგე ჰზამ
3. და განვიზრახევდ გულსა ჩემსა მოზიდვად; ვითარცა ღჳნო გული ჩემი და გული ჩემი მიძღოდა სიბრძნესა დაპყრობად მხიარულებასა ზედა, ვიდრემდე ვიხილო, რომელი კეთილ არს ძეთა კაცთათჳს მზესა ამას ქუეშეთ, რიცხჳ ცხორებისაჲ დღეთა მათთა
4. განვადიდენ საქმენი ჩემნი; ვიშენე მე სახლებ, დავჰნერგენ მე სავენაჴენი
5. ვიქმენ მე მტილები და სამოთხეები და დავნერგენ ხენი მას შინა, ყოველი ნაყოფიერნი
6. და ვიქმენ მე ავაზანნი და საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი
7. მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს
8. შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი
9. განვდიდენ და შევსძინე უფროს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს და სიბრძნე დამადგრა მე
10. და ყოველი, რომელი ითხოვეს თუალთა ჩემთა, არა დავაყენე მათგან და არა დავაყენე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა, რამეთუ გულმან ჩემმან იხარა ყოველსა ზედა შრომასა ჩემსა, და ესე მეყო მე ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან ნაშრომისა ჩემისა
11. და ვიხილე მე ყოველსა ზედა ნაქმარსა ჩემსა, რომელნი ქმნნეს ჴელთა ჩემთა და რუდუნებულსა მას ჩემსა, რავდენი ვრუდუნე, ყოფა. და, აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და ჴდომა სულისა და არა უმეტეს მზესა ქუეშე
12. და მოვხედენ მე ხილვად სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა (და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა გულისზრახვისა თჳსისასა ყოველი, რომელი-იგი ქმნა?)
13. და რამეთუ არს უმეტეს სიბრძნე უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა
14. * ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხჳოს მათ ყოველთა
15. და ვთქუ მე გულსა ჩემსა, ვითარცა იგი შემთხუევაჲ შეემთხჳოსა? და რაჲსათჳს უმეტეს განვბრძნდი მე? ვიტყოდი მე გულსა ჩემსა, ვითარმედ: ესეცა ამაოვე არს, რამეთუ უგუნური ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ
16. და რამეთუ არა არს ჴსენება ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველი დაივიწყა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურსა თანა
17. და მოვიძულე ყოვლითურთ ცხორება ჩემი და ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნილი იგი, რომელი იქმნების მზესა ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის
18. და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვრუდუნებდი მზესა ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემსა შემდგომად
19. და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რაოდენ ვშუერ და რაოდენ განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე და ესეცა ამაო
20. და მოვიქეც ჯმნად გულითა ჩემითა ყოვლისა მისგან შრომისა ჩემისა, რავდენსა ვშურებოდე მზესა ამას ქვეშე
21. რამეთუ არს კაცი და შრომაჲ მისი სიმართლითა და სიბრძნით არს, და მეცნიერებით, და სიმჴნით; და კაცი, რომელი არა შურა მას შინა, მოსცეს მას ნაწილი მისი, და ესეცა ამაო და სიბოროტე დიდად
22. რამეთუ რა სარგებელ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შრომასა შინა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა-იგი შურების მზესა ამას ქუეშე
23. რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობით და გულისწყრომით, ზრუნვითა მიმოტაცებისაჲთა და ღამეცა არა დაიძინის გულმან მისმან და ესეცა ამაოვე არს
24. არა რაჲ არს კეთილი კაცისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, გარნა რაჲ-იგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს
25. ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისსა
26. რამეთუ კაცსა კეთილსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნე და მეცნიერება და სიხარული, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და შეკრებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა. და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა
3
1. ყოველთათჳს ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცასა ქუეშე
2. ჟამი არს შობისაჲ და ჟამი სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის
3. ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი დარღუევისაჲ და ჟამი აშენებისაჲ
4. ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ
5. ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი არს შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოცვისა და ჟამისა არს განშორებად მოცულისა მის
6. ჟამი არს ძიებისაჲ და ჟამი წარწყმედისაჲ და ჟამი არს მარხჳსაჲ და ჟამი არს განგდებისაჲ
7. ჟამი არს განპებისაჲ და ჟამი შეკერვისაჲ, ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ
8. ჟამი არს სიყუარულისაჲ და ჟამი არს სიძულილისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ
9. რაჲთამე უმეტეს არს მოქმედისა მის, რომელსა შურების
10. ვიხილე ყოვლითურთ მიმოტაცებით, რომელი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცნეს მას შინა
11. ყოველივე ქმნა კეთილი ჟამსა თჳსსა და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა, რათა არა იპოოს კაცმან ქმნილი, რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან და ვიდრე აღსასრულამდე
12. გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს კეთილი მას შინა, გარნა რომელი იხაროს და ყოს კეთილი ცხორებასა თჳსსა
13. და კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა მისსა, ესე მოცემული ღმრთისა არს
14. ვცან მე ყოველი, რაოდენი ქმნა ღმერთმან. იგი ეგოს უკუნისამდე. მას ზედა არა არს შეძინება და მისგან არა არს გამოჴუება, და ღმერთმან შექმნა, რათა ეშინოდის პირისაგან მისისა
15. ყოფილი იგი მიერითგანვე არს და რაოდენი ყო, ყოფად არს, ქმნილ ხოლო არს და ღმერთმან მოიძიოს დევნული იგი
16. და მერმე კუალად ვიხილე მზესა ამას ქუეშე ადგილი სასჯელისაჲ, და მუნ იყო უღმრთოჲ და ადგილი მართლისაჲ და მუნ იყო მოლალე
17. და ვთქუ მე გულსა ჩემსა: მართლისა თანა და უღმრთოჲსა თანა საჯოსმეა ღმერთმან? რამეთუ ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ და ყოველთა ზედა ქმნულთა ჟამი არს და ჟამიერობაჲ
18. მუნ ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა სიტყჳსათჳს ძეთა კაცთასა, ვითარმედ განიკითხნეს იგინი ღმერთმან და აჩუენოს, რამეთუ იგინი პირუტყუნი არიან
19. და რამეთუ მათცა შემთხუევაჲ ძეთა კაცთავე, ვითარცა შემთხუევაჲ პირუტყუთაჲ, ერთ არს მათი, ვითარცა მისი სიკუდილი, ეგრეცა ამის სიკუდილი. და სული მათი ყოველთა შინა და რაჲთამე ჰმატს კაცი პირუტყუსა? არარაჲთ, რამეთუ ყოველივე ამაო
20. და ყოველივე ერთსა ადგილსა მივალს. ყოველივე შეიქმნა მიწისაგან და ყოველივე მიიქცევის მიწად
21. და ვინ იცის სული ძეთა კაცთა, უკუეთუ აღვალს იგი ხე, და სული პირუტყუთაჲ, უკეთუ შთავალს იგი ქუეყანად ქუე
22. და ვიხილე, რამეთუ არა არს კეთილ, გარნა რომელი ახაროს კაცმან ყოველთა შინა ქმნილთა მისთა, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი. და ანუ ვინმე მოიყვანოს იგი ხილვად, რაჲ-იგი იყოს მისსა შემდგომად
4
1. და მოვაქციე მე და ვიხილენ ყოველნივე ცილისწამებანი, რომელნი იქმნებიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ცრემლნი ცილისშემწამებელთანი და არა ვინ არს მათდა ნუგეშინის-მცემელ ჴელისაგან ცილისშემწამებელისა ძალ
2. და ვაქენ მკუდარნი, რომელნი მომწყდარ არიან, უფროს ცხოველთასა, რომელნი ცხოველ არიან აქამომდე
3. და უმჯობეს ამათ ორთასავე, რომელი არღა იყოს, რომელმან არღა იხილა ქმნილი ესე ბოროტი, რომელნი იქმნებიან ცასა ქუეშე
4. და ვიხილე ყოველი შრომაჲ და ყოველი მჴნექმნილთაჲ, რამეთუ შური კაცისაჲ მოყუსისაგან თჳსისა. და ესეცა ამაო და ჴდომა სულისა
5. უგუნურმან მოისხნა ჴელნი მისნი და შეიჭამნა ჴორცნი მისნი
6. უმჯობეს არს მჭელი სავსე განსუენებითა უფროს სავსეთა ორთა მჭელთასა შრომით და ჴდომითა სულისაჲთა
7. და მოვიქეც მე და ვიხილე ამაოებაჲ მზესა ამას ქუეშე
8. არს ერთი და არა არს მეორე, და ძე და ძმაჲ არა არს მისი. და არა არს დასასრული ყოვლისა შრომისა. და თუალნი მისნი ვერ განძღებიან სიმდიდრითა, და ვისთჳსმე ვშურები და დავაკლებ სულსა ჩემსა კეთილისაგან? და ესეცა ამაო და მოტაცება ბოროტ არს
9. უმჯობეს არიან ორნი ერთისა, რომელ არს მათდა სასყიდელი, კეთილ არს შრომასა შინა მისსა
10. უკეთუ დაეცნენ, ერთმან აღადგინოს მოყუასი თჳსი. და ვაჲ ერთისა მის, უკეთუ დაეცეს და არა ვინ იყოს მეორე, რომელმან აღადგინოს იგი
11. და უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი და ერთი იგი ვითარმე განტფეს
12. და უკეთუ განძლიერდეს ერთი იგი, ორნი ესე დადგენ წინაშე მისსა, და საბელისმოდებული არა ადრე განსქდეს
13. უმჯობეს არს მონაჲ გლახაკი და ბრძენი უფროსღა მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან არა ცნა კრძალულებაჲ
14. რამეთუ სახლისაგან საპყრობილისა გამოვიდეს მეფობად, და რამეთუ მეფობასა შინა მისსა იქმნა გლახაკ
15. ვიხილენ ყოველნივე ცხოველნი, რომელნი ვლენან მზესა ქუეშე ჭაბუკისა მის თანა მეორისა, რომელი დადგეს მის წილ
16. არა არს დასრულება ყოვლისა ერისა. ყოველთავე, რომელნი იყვნეს უწინარეს მათსა და უკანასკნელ არავე იხარებდენ მათ ზედა, რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა
17. დაიცევ ფერჴი შენი, ვიდრემდე ხუალ სახლსა შინა ღმრთისასა, რამეთუ მივახლე სმენად
18. უმჯობეს არს მორჩილება ვიდრეღა საცემელთა უგუნურთასა, რამეთუ არამეცნიერ არიან ყოფად კეთილისა
5
1. ნუ ისწრაფი პირითა შენითა და გული შენი ნუ ისწრაფინ გამოღებად სიტყჳსა წინაშე ღმრთისა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს იყუნედ სიტყუანი შენნი მცირე
2. რამეთუ მოიწიოს ჩუენება სიმრავლითა განმცდელისაჲთა და ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა სიტყუათაჲთა.