წყევა მაქვს საკურველისა,
მუხანათისა, ჭრელისა,
საწუთოს წამთა მქნელისა,
დიდების დამცემელისა.
ჩემგან საწუთოს ჩივილი,
ჰსცანით თუ მრუდად ყივილი,
მაქვან მრავალი ტკივილი,
გულკვნესით აღმონთხივილი.
ბევრი ჰყავს ჩემებრ მდურავი,
ჰხამს ზღვათა მჯდომი მცურავი!
ვის მისგან დასაბურავი,
უნდა ჰსთმოს, მიჰსცეს თურ ავი.
ვინ მისი მიმნდობარია,
წამ ერთის მეგობარია,
მიჰსცეს ლახვართა მწვდარია,
ბოროტ გრძელ, შვება მდარია.
«წყეულ ხარ» - ბევრი ჰსჩივისა,
მაქებრად არვინ გივისა,
ჰნათობ, ვით ცეცხლი თივისა,
ცხელ და წამ, მაგრამ ცივისა.