წინასწარმეტყველება იერემიასი


1

1. სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა მღდელთაგანისა, რომელი მკჳდრ იყო ანათოთს შინა. შორის ქუეყანასა ბენიამენისასა,

2. რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა მისისასა,

3. და დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიასთა, მეფისა იუდასთა, და მიაღსასრულთამდე მეათერთმეტისა წლისა სედეკიასისა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა, ვიდრე ტყუეობამდე იერუსალიმისა, მეხუთესა შინა თთუესა.

4. და იყო სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

5. პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და პირველ გამოსლვისა შენისა საშოთ განგწმიდე შენ, წინაწარმეტყუელად ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ.

6. და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე.

7. და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ იტყჳ, ვითარმედ უჭაბუკეს ვარ მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთაცა განგავლინო შენ, მიხჳდე და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გამცნნე, შენ იტყოდი.

8. ნუ შეშინდები პირისაგან მათისა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

9. და განყო უფალმან ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა.

10. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხურად და აღთხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად.

11. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ, იერემია? და ვარქუ: არგანსა ნიგუზისასა ვხედავ მე.

12. და თქუა უფალმან ჩემდამო: კეთილად იხილე მით, რამეთუ მღჳძარე ვარ მე სიტყუათა ზედა ჩემთა ქმნად მათდა.

13. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ? და ვარქუ: სიავსა ქუეშეთ მგზებარესა! და პირი მისი პირისაგან ჩრდილოჲსა.

14. და თქუა უფალმან ჩემდამო: პირისაგან ჩრდილოსა აღეგზნნენ ბოროტნი ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

15. რამეთუ, აჰა, მე მოუწოდო ყოველთა მეფობათა ჩრდილოჲსაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, - და მოვიდენ და დადგნენ თითოეულმან სიყდარნი თჳსნი წინა კართა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათასა, და ყოველთა ზედა ზღუდეთა გარემოჲს მისსა და ყოველთა ზედა ქალაქთა იუდაჲსთა.

16. და ვიზრახო მათდა მიმართ მსჯავრისა თანა ყოვლისათჳს უკეთურებისა მათისა, ვითარ დამიტევეს მე, და უგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს ნაქმრებსა ჴელთა მათთასა.

17. და შენ მოირტყენ წელნი შენნი და აღდეგ და თქუენ მათდამი ყოველთა, რაოდენთა გამცნებ მე შენ. ნუ შეიშინებ პირისაგან მათისა, ნუცა სწიწნეულობ წინაშე მათსა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

18. აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად.

19. და გბრძოდიან შენ, და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.


2

1. და იყო სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ვიდოდე და აღმოიკითხე ყურთა მიმართ ძეთა იერუსალიმისათასა მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი: მოვიჴსენენ წყალობანი სიჭაბუკისა შენისანი და სიყუარული სრულებისა შენისა. შეუდეგ რაჲ შენ წმიდასა ისრაილისასა, იტყჳს უფალი, - უდაბნოსა ქუეყანასა უთესველსა:

3. წმიდა უფლისა ისრაილი, დასაბამი ნაშრომთა მისთა; ყოველნი მჭამელნი მისნი ცოდვენ, ბოროტნი მოიწინენ მათ ზედა, - იტყჳს უფალი:

4. ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ, სახლო იაკობისო და ყოველნო ტომნო სახლისა ისრაელისანო!

5. ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოსათა და ამაო იქმნენ.

6. და არა თქუეს: სადა არს უფალი აღმომყუანებელი ჩუენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა? და გჳძღოდა ჩუენ უდაბნოსა ზედა ქუეყანასა მას უქმსა და უვალსა, ქუეყანასა შინა ურწყულსა და უნაყოფოსა და აჩრდილსა სიკუდილისასა, ქუეყანასა, რომელსა შინა არ განვლო მის შორის მამაკაცმან, არცა დაემკჳდრა მუნ ძე კაცისა,

7. და შემყუანებელი ჩუენი კარმელისა მიმართ ჭამად ნაყოფთა მისთა და კეთილთა მისთა. და შეხუედით და შეაგინეთ ქვეყანა ჩემი და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საძაგელებად.

8. მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე. და მწყემსნი უთნოობენ ჩემდამო და წინაწარმეტყუელნი უწინაწარმეტყუელებდეს ბაალსა, და უკუანა ურგებთასა ვიდოდეს.

9. ამისთჳს მერმეცა განვისჯებოდი თქუენდამი, - იტყჳს უფალი, - და ძეთა მიმართ ძეთა თქუენთასა განვისაჯოვე,

10. რამეთუ განვლეთ ჭალაკთა მიმართ ქეტიიმისთა და იხილეთ, და კიდარადმი მიავლინეთ და გულისხმა-ყავთ ფრიად, და იხილეთ, უკეთუ იქმნეს ესევითარნი.

11. უკუეთუ სცვალებენ წარმართნი ღმერთთა მათთა, და იგინი არა არიან ღმერთნი, ხოლო ერმან ჩემმან შეიცვალა დიდებაჲ თჳსი, რომლისაგან არა რგებულ იქმნეს.

12. განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად, - იტყჳს უფალი.

13. რამეთუ ორნი ძჳრნიცა ქმნნა ერმან ჩემმან. მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა.

14. ნუ მონაჲ არსა ისრაილი, ანუ სახლის ნაშობი არს იაკობი, რაჲსათჳს წარსატყუენველ იქმნა?

15. მის ზედა იზახდეს ლომნი და მოსცეს ჴმაჲ მათი, რომელთა დააწესეს ქუეყანაჲ მისი უჩინოსაქმნელად, და ქალაქნი მისნი დაიქცეს არადამკჳდრებისა მიერ.

16. და ძეთა მემფისათა და ტაფანაჲსათა გიცნეს შენ და გემღერდეს შენ.

17. არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან შენგან ჩემმან, -იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - ჟამსა მოყვანებისა შენისასა გზასა ზედა?

18. და აწ რაჲ არს შენი და გზისა ეგჳპტისა, სუმად წყალი გიონისა? და რაჲ შენი და გზისა ასურასტანელთასა, სუმად წყალი მდინარეთა?

19. გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი,

20. რამეთუ საუკუნითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ წარვიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ჩრდილოვანსა, მუნ დავითხიო სიძვისა მიერ ჩემისა,

21. ხოლო მე დაგნერგე შენ, ვენაჴი ნაყოფის გამომღებელი ყოვლად ჭეშმარიტი, ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი უცხოჲ?

22. უკუეთუ განიბანო ბავრუკითა და განიმრავლნე თავისა შენისა მდელონი, შეგინებულვე ხარ უსამართლობათა მიერ შენთა წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი,

23. ვითარ იტყჳ: არ შევიგინე და უკანა ბაალისსა არა ვიდოდე? იხილენ გზანი შენნი სამრავალკაცოს შინა, და ცან, რაჲ ჰყავ.

24. მწუხრი ჴმითა მისითა ვალალაებდა, გზანი მისნი განავრცნა წყალთა ზედა უდაბნოსათა; გულისთქუმათა შინა სულისა მისისათა სულშემოსილობდა; მიეცა; ვინ მოაქციოს იგი? ყოველნი მეძიებელნი მისნი არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოონ იგი.

25. მოაქციე ფეჴი შენი გზისაგან ფიცხელისა და ჴორცი შენი წყურილისაგან. ხოლო მან თქუა: ვმჴნდები, ვმჴნდები, რამეთუ შეიყუარნა უცხონი, და შემდგომად მათსა ვიდოდა.

26. ვითარცა სირცხჳლი მპარავისაჲ, ოდეს შეიპყრას, ეგრეთ სირცხჳლეულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, რამეთუ მათ და მეფეთა მათთა და მთავართა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა.

27. ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ: და ქვასა: შენ მშევ, და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი. და მას ჟამსა ძჳრთა მათთასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.

28. და სადა არიან ღმერთნი შენნი, რომელნი უქმნენ თავსა შენსა? უკეთუ აღდგნენ და განგარინონ შენ ჟამსა შინა განბოროტებისა შენისასა? რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა, იყუნეს ღმერთნი შენნი, იუდა. აჰა, და რიცხჳსაებრ საგზაურთა იერუსალიმისათა უზორვიდეს ბაალსა.

29. რაჲსათჳს იტყჳთ ჩემდამო? თქუენ ყოველნი უთნო იქმნენით ჩემდამო. - იტყჳს უფალი, -

30. და თქუენ ყოველნი უსჯულოებდით, მედად მოვსრენ შვილნი თქუენნი, წურთაჲ არ შეიწყნარეთ. მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი, ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არ შეიშინეთ.

31. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით, რამეთუ თქუა ერმან ჩემმან, და უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე.

32. ნუ დაივიწყის სძალმან სამკაული თჳსი და ქალწულმან მკერდის შესაკრავი თჳსი? ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთა, რომელთა არა არს რიცხჳ,

33. რაჲღა კეთილი მოიჴელოვნო გზათა შინა შენთა ძიებად შეყუარებისა? არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შეგინებად გზათა შენთა.

34. და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლები სულთა უბრალოთა, არა შეთხრასა შინა ჰპოვენ იგინი, არამედ ნუ ყოველთა თანა მუხათა.

35. და სთქუ: უბრალო ვარ, არამედ მიიქეცინ გულისწყრომა მისი ჩემგან. აჰა, მე განვისაჯები შენდამი თქუმისათჳს შენგან: არა ვცოდე,

36. რამეთუ უგულებელს-ჰყავ ფრიად და მრჩობლები გზათა შენთა, და ეგჳპტითცა სირცხჳლეულ იქმენ, სირცხჳლეულ იქმენ ასურეთით,

37. რამეთუ ამიერცა გან-ვე-ხვიდე, და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა, რამეთუ განაგდო უფალმან სასოება შენი, და არ წარგემართოს მას შინა.


3

1. უკეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თჳსი. და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხჳსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი? და შენცა განჰმეძვენ მწყემსთა შორის მრავალთა და მოაქციე ჩემდამო, - იტყჳს უფალი, -

2. აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად. და იხილე, სადა არ შემწიკულე, გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო. და შეაგინე ქუეყანა სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.

3. და გაქუნდეს მწყემსნი მრავალნი საბრჴედ თავისა თჳსისა, შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ,

4. არა ვითარცა სახლი მიწოდე მე, და მამა წინამძღუარ ქალწულებისა შენისა?

5. ნუ დაადგრეს უკუნისამდე. ანუ დაცვულ იქმნეს საძლეველად? აჰა, სთქუენ და ჰქმნენ ძჳრნი ესე, და შეუძლე.

6. და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა: იხილენ, რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან. წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა, და ისიძვა მუნ.

7. და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია. და იხილა უზაობაჲ მისი უზავომან იუდა.

8. და ვიხილე, რამეთუ ყოველთათჳს, რომელთა დატევებულ იქმნა, რომელთა შინა იმრუშებდა სახლობაჲ ისრაილისა, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა ზედა მისთა. და არა შეშინდა უზავი იუდა, დაჲ მისი, და წარვიდა და ისიძვა მანცა.

9. და იქმნა არარად სიძვა მისი, და შესვარა ქუეყანა და იმრუშა ძელი და ქვაჲ.

10. და ამათ ყოველთა ზედა არა მოიქცა ჩემდამო უზავი იუდაჲ, დაჲ მისი, ყოვლით გამო გულისა მისისათ; არამედ ტყუილით, - თქვა უფალმან.

11. და თქვა უფალმან ჩემდამო: განიმართლა სული თჳსი ისრაილმან უზავობისა მიერ იუდაჲსა.

12. ვიდოდე და წარიკითხენ სიტყუანი ესე ჩრდილოდ მიმართ და თქუა: მოიქეცით ჩემდამო სახლობაჲ ისრაილისა, - იტყჳს უფალი, - და არ განვიმტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, - იტყჳს უფალი, - და არა ძჳრისმჴსენებელი თქუენი უკუნისამდე.

13. ოდენ ცან უსამართლოება შენი, ვითარმედ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა, უთნო იქმენ და გარდასთხიენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქუეშე ყოვლისა ხისა ვარჯოვნისა, ხოლო ჴმისა ჩემისა არა ისმინე, - იტყჳს უფალი, -

14. მოიქეცით, ძენი განდგომილისანი, - იტყჳს უფალი, - მით, რამეთუ მე დაგეუფლო თქუენ, და მიგიხუნე თქუენ ერთი ქალაქისაგან და ორნი ტომისაგან, და შეგიყვანნე თქუენ სიონდ.

15. და მიგცნე თქუენ მწყემსნი გულისაებრ ჩემისა და გმწყსიდენ თქუენ მმწყსელნი ჴელოვნებით.

16. და იყოს, უკეთუ განმრავლდეთ და აღორძნდეთ ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი, - და მათ დღეთა შინა არა თქვან: მერმე კიდობანი აღთქუმისა წმიდისა ისრაილისა არა აღვიდეს გულსა ზედა, არცა სახელ-იდვას მის შორის, არცა ზედგანიხილვოს და არა იქმნას მერმე მათ დღეთა შინა.

17. და იყოს, მას ჟამსა შინა უწოდდენ იერუსალიმსა საყდარ უფლისა, და შეკრბენ მისდამი ყოველნი წარმართნი სახელითა უფლისათა იერუსალიმად, და არა ვიდოდიან მერმეცა შემდგომად მოგონებათა მათთა გულისა უკეთურისათა.

18. მათ დღეთა შინა თანად მოვიდენ სახლი იუდაჲსი, სახლსა თანა ისრაილისასა, და მოვიდენ ერთბამად ჩრდილოთ გამო და ყოველთაგან სოფლებთა ქუეყანისა მომართ, რომელი დაუმკვიდრეს მამათა მათთა.

19. და მე ვთქუ: იყავნ, უფალო, ოდეს დაგაწესო შენ შვილად, და მიგცე შენ ქუეყანა რჩეულად სამკჳდრებელად სახელოვანი, ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისად წარმართთასა და ვთქუ: მამად მხადო მე და ჩემგან არა განსდგე,

20. გარნა ვითარ იცრუის დედაკაცმან თანამყოფისამე თჳსისა, ეგრეთ იცრუა ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, - იტყჳს უფალი.

21. ჴმა ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისა ძეთა ისრაილისათა მით, რამეთუ იმძლავრნეს გზათა მათთა შინა, დაივიწყეს ღმრთისა წმიდისა მათისა.

22. მოიქეცით, ძენო მომქცეველნო; და განვჰკურნნე შემუსრვილებანი თქვენნი: აჰა, მიხილენ ჩუენ, შენნი ვართ, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩუენი ხარ.

23. ნანდვილ ტყუილი სადმე იყვნეს ბორცუნი და ძალი მთათაჲ, გარნა უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა მაცხოვარება ისრაილისა.

24. ხოლო სირცხჳლმან განლინა რუდუნებანი მამათა ჩუენთანი სიჭაბუკითგან მათით: ცხოვარნი მათნი, და ზუარაკნი მათნი, ძენი მათნი, და ასულნი მათნი.

25. დავიძინეთ სირცხჳლსა შინა ჩუენსა, და ზედ დამფარნა ჩუენ უპატივოებამან ჩუენმან მით, რამეთუ წინაშე ღმრთისა ჩუენისა ვცოდეთ ჩუენ და მამათა ჩუენთა სიჭაბუკით ჩუენითგან, ვიდრე ამის დღისამდე, და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.


4

1. უკეთუ მოიქცევის ისრაილ, - იტყჳს უფალი, - ჩემდა მომართ მოიქცეს, და უკეთუ მოისპვნეს საძაგელნი მათნი პირისაგან მისისა და პირისაგან ჩემისა შეიშინოს.

2. და ფუცოს: ცხოველ არს უფალი ჭეშმარიტებისა თანა მსჯავრისა მიერ და სიმართლისა და აკურთხევდენ მის შორის ნათესავნი და მის თანა აქებდენ ღმერთსა იერუსალიმს შინა,

3. რამეთუ ამათ ეტყჳს კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს: იანეულენით თავთა თჳსთად ანეულნი და ნუ სთესავთ ეკალთა ზედა.

4. წინდაიცვითეთ ღმრთისა თქუენისად და წინდაგეცჳთოს დაუცუეთილობაჲ გულისა თქუენისა, კაცნო იუდაჲსნო და დამკჳდრებულნო იერუსალიმს. ნუ გამოვიდეს, ვითარცა ცეცხლი გულისწყრომაჲ ჩემდა, აღეტყინნეთ და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთასა.

5. იქადაგენ იუდას შორის, და სასმენელ იქმნენინ იერუსალიმს შინა. არქუთ და ეცით საყჳრსა ქუეყანასა ზედა. და ღაღად-ყავთ დიდად, არქუთ: შეკერბით და შევიდეთ ქალაქთამი მოზღუდვილთა.

6. აღმღებელნი შეივლტოდეთ სიონდ. ისწრაფეთ, ნუ სდგათ, რამეთუ ძჳრთა მოვაწევ მე ჩრდილოჲთ გამო და შემუსრვასა დიდსა.

7. აღმოვიდა ლომი საყუდლისაგან თჳსისა, და მომსრველმან ნათესავი აღიღო და გამოვიდა ადგილისაგან თჳსისა დადებად ქუეყანაჲ შენი მოსაოჴრებელად და ქალაქნი შენნი დაირღუენ უმკჳდროობისა მიერ მათისა.

8. ამათ ზედა გარემოირტყეთ ძაძები. და იტყებდით და ვალალაებდით მით, რამეთუ არა მოიქცა გულისწყრომაჲ რისხვისა უფლისა თქუენგან.

9. და იყოს, მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარწყმდეს გული მეფისა და გული მთავართა, და მღდელნი განჰკრთენ და წინაწარმეტყუელნი განჰკჳრდენ.

10. და ვარქუ: ჵ მეუფეო, უფალო, ნუსადა ცთუნებით აცთუნე ერი ესე და იერუსალიმი მეტყუელმან: მშჳდობაჲ იყოს თქუენდა! და შეახო მახჳლმან ვიდრე სულად მათდამდე.

11. მას ჟამსა შინა ჰრქუან ერსა ამას და იერუსალიმსა, სული შეცთომილობისა უდაბნოს შინა, გზაჲ ასულისა ერისა ჩემისა არა უბიწოებად მიმართ, არცა სიღირსედ.

12. სული წმიდისა მიმართ სავსებისა მოვიდა ჩემდა ამათგან, ხოლო აწ მე ვთქუნე სასჯელნი ჩემნი მათდა მიმართ.

13. აჰა, ესერა, ღრუბელი აღმოჴდეს და, ეითარცა ნიავქარი, საჭურველნი მათნი, უსუბუქესნი არწივთასა ცხენნი მათნი, ვაებანი ჩუენ, რამეთუ ვსაარებლებთ.

14. განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?

15. მით, რამეთუ ჴმაჲ მიმთხრობელისა დანით მოიწია, და სასმენელ იქმნეს ტკივილი მთით ეფრემისით.

16. აღიჴსენეთ, ნათესავნო, აჰა, მოვიდეს, მიუთხართ იერუსალიმს შორის: განსაცდელნი მოვლენ ქუეყანისაგან შორიელისა, და მოსცეს ქალაქთა ზედა იუდაჲსთა ჴმაჲ მათი,

17. ვითარცა მცველნი აგარაკისანი იქმნეს მათ ზედა გარემოს, რამეთუ მე უგულებელს-მყავ, - იტყჳს უფალი:

18. გზათა შენთა და სიმარჯუეთა შენთა გიყვნეს ესენი შენ. და ესე უკეთურება შენი, რამეთუ მწარე არს, რამეთუ შეახო ვიდრე გულად შენდამდე.

19. მუცელი ჩემი, მუცელი ჩემი მელმის და საგრძნობელნი ჩემისა შეირყევიან გულისანი, სული ჩემი განიჭრების და გული ჩემი არა დავსდუმნე, რამეთუ ჴმისა საყჳრისა ისმინა სულმან ჩემმან, ღაღადება ბრძოლათა და საარებაჲ.

20. შემუსრვათა შემუსრვასა ზედა ხადეთ, რამეთუ საარებულ იქმნა ყოველი ქვეყანა, მყის საარებულ იქმნა კარავი, დაიჴსნნეს ზღუდენი კარვისა ჩემისანი,

21. ვიდრემდის ვხედვიდე მტოლვარეთა, მესმის ჴმაჲ საყჳრთა.

22. მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს.

23. მე ვიხილე ქუეყანასა ზედა და, აჰა, არარაჲ და ცად მიმართ და არა იყვნეს ნათელნი მისნი.

24. ვიხილენ მთანი და იყვნეს მძრწოლარე და ყოველნი ბორცუნი შერყეულ.

25. მივხედენ და არა იყო კაცი, და ყოველთა მფრინველთა ცისათა ეშინოდა.

26. ვიხილე და, აჰა, კარმელი მოოჴრებულ და ყოველნი ქალაქნი მომწუარ ცეცხლითა პირისაგან უფლისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უჩინო იქმნნეს.

27. ამათ იტყჳს უფალი: ოჴერ იყოს ყოველი ქუეყანა, ხოლო აღსასრული არა ვყო.

28. ამას ზედა იგლოვდინ ქუეყანა და დაბნელდინ ცაჲ ზეგარდამო, რამეთუ ვიტყოდე და არა შევინანო, მივმართე და არა გარემივიქცე მისგან.

29. ჴმისაგან ცხენობისა და მორთხმულისა მშჳდლისა განეშორა ყოველი სოფლები, შეიმალნეს ქუაბებთამი და სამალავთა შინა დაიმალნეს, და კლდეთა მიმართ აღვიდეს. ყოველი ქალაქი დაშთა, არა მკჳდრ არს მათ შინა კაცი.

30. და შენ რაჲ ჰყო? უკეთუ შეიმოსო ძოწეული და შეიმკო სამკაული ოქროსაჲ, და უკეთუ იცხო თვალთა შენთა საგრემილველი, ამაოსა მიმართ არს მომკაულები შენი. განგიშორეს შენ ტრფიალთა შენთა, სულსა შენსა ეძიებენ,

31. რამეთუ ჴმაჲ, ვითარცა მლმობელისა, მესმა სულთქუმათა შენთა, ვითარცა პირველმშობიარისა. ჴმჲ ასულისა სიონისა განიჴსნას და წარადგინნეს ჴელნი მისნი. ვაჲ მე, რამეთუ მოაკლდა სული ჩემი მოკლულთა ზედა.


5

1. რბიოდეთ გზათა შორის იერუსალიმისათა და იხილეთ და ცანთ და იძიეთ უბანთა ზედა მისთა, უკეთუ ჰპოოთ კაცი, ანუ არს მოქმედი მსჯავრისა და მეძიებელი სარწმუნოებისა, და მლხინებელ-ვიყო მათდა, - იტყჳს უფალი.

2. ცხოველ არს უფალი, - იტყჳან. ამისთჳს არა ტყუილსა ზედა ფუცვენ? უფალო,

3. თვალნი შენნი სარწმუნოებად მიმართ, ჰგუემენ იგინი და არა სტკიოდა. მოასრულენ იგინი და არა ინებეს მითუალვად წურთაჲ. განიმყარნეს პირნი მათნი უფროს კლდისა და არა ინებეს მოქცევაჲ.

4. და მე ვთქუ: ნუუკუე გლახაკნი არიან მით, რამეთუ ვერ შეუძლეს, რამეთუ არა იცნეს გზაჲ უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ.

5. მივიდე მდიდართა მიმართ და ვეზრახო მათ, რამეთუ მათ იცნეს გზა უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ და, აჰა, ერთბამად შემუსრეს უღელი, განხეთქნეს საკრველნი.

6. ამისთჳს დაესხა მათ ლომი მაღნარით, და მგელმან ვიდრე სახლთამდე მოსწყჳდნა იგინი, და ვეფხმან იღჳძა ქალაქთა მათთა ზედა. ყოველნი გამომავალნი მათგან მონადირებულ იქმნენ, რამეთუ განმრავლდეს უთნოობანი მათნი ძლიერად გარემიქცევასა მათსა შინა.

7. რომელთა ამათთჳს მლხინებელ-გყო შენ? ძეთა შენთა დამიტევეს მე და ფუცვიდეს არამყოფთა მიმართ ღმერთთა; და განვაძღენ იგინი და იმრუშებდეს და სახლებსა შინა მეძავთასა ისადგურეს.

8. ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა.

9. ნუ ამათ ზედა მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავსა ზედა ესევითარსა შურ-იგოს სულმან ჩემმან.

10. აღვედით კაცისთავოანსა მისსა ზედა და დაარღჳენით, ხოლო აღსასრულსა ნუ ჰყოფთ. დაუტევენით საფუძველნი მისნი, რამეთუ უფლისანი არიან,

11. რამეთუ შეურაცხ-ყოფით შეურაცხება-ყო ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, სახლმან იუდაჲსამან, - თქუა უფალმან, -

12. უტყუა უფალსა თჳსსა, თქუა უფალმან, - და თქუეს: არა არნ ესე, არა მოვიდენ ჩუენ ზედა ბოროტნი, და მახჳლი და სიყმილი არა ვიხილოთ.

13. წინასწარმეტყუელნი ჩუენნი იყუნეს ქარად და სიტყვა უფლისაჲ არა იყო მათ შორის. ესრეთ იყოს მათდა.

14. ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვაჲ ესე, აჰა, მე მივსცენ სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა ცეცხლად, და ერი ესე შეშებ და შეჭამენით იგინი.

15. აჰა, მე მოვაწიო თქუენ ზედა ნათესავი შორით, სახლო ისრაილისაო! - იტყჳს უფალი, - ნათესავი დასაბამისა არს, პირველ ნათესავი საუკუნითგანი ნათესავი, რომლის არა გესმოდის ენაჲ მისი, და არცა გესმნენ, რომელსა გეტყოდეს.

16. კაპარჭნი მისნი, ვითარცა სამარე აღებული, ყოველნი ძლიერ.

17. და შეშჭამდენ სამკალსა თქუენსა და პურთა თქუენთა, და შეშჭამდენ ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა, და შეშჭამდენ ზუარაკთა თქვენთა და ცხოვართა თქუენთა, და შეშჭამდენ ვენაჴთა თქუენთა და ლეღოანსა თქუენსა და ზეთისხეოანსა თქუენსა, და განლეწნენ ქალაქნი მტკიცენი ჩუენნი, რომელთა ესევდით მათდა მიმართ და მახჳლისა.

18. და იყოს, მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - არა გყუნე აღსასრულ.

19. და იყოს, ოდეს სთქუათ: რაჲსათჳს მიყვნა უფალმან ღმერთმან ჩუენ ყოველნი ესე? და ჰრქუა მათ: მის ძლით, რომელ დამიტევეთ მე და ჰმონეთ ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა შინა თქუენსა, ეგრეთ ჰმსახურთ უცხოთა ქუეყანასა შინა არა თქუენსა.

20. მიუთხრენით ესე სახლისა მიმართ იაკობისსა, და სასმენელ იქმნენინ სახლისა მიმართ იუდაჲსსა და არქუთ.

21. ისმინენ ესენი ერმან სულელმან და უგულომან: თვალნი მათდა, და არა ხედვენ, ყურნი მათდა, და არა ესმისყე.

22. ნუ ჩემგან არა შეიშინოთ! - იტყჳს უფალი, - ანუ პირისა ჩემისაგან არ იწიწვოდით, რომელმან დავაწესე ქჳშაჲ საზღუარად ზღჳსა ბრძანებად საუკუნოდ და არა ზეშთაჰჴდეს მას, და აღიძრას და ვერ შეუძლოს, და აღიტყუელონ ღელვათა მისთა და არა ზეშთაჰჴდენ მას.

23. ხოლო ერისა ამის იქმნა გული ურჩი და ურწმუნოჲ, მიაქციეს და წარვიდეს.

24. და არა თქუეს გულთა შინა მათთა: შევიშინოთ უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა, მომცემელისა ჩუენდა წჳმასა, მსთუასა და მცხუედსა ჟამსა შინა, და სრულებისასა ბრძანებასა მკისასა და დამიცვნა ჩვენ.

25. უსჯულოებათა თქუენთა განდრიკნეს ესენი და ცოდვათა თქუენთა მოაკლნეს კეთილნი თქუენგან,

26. რამეთუ იპოვნეს ერსა შორის ჩემსა უთნონი და მახენი, ვითარცა საბრჴენი და საბრჴენი, ვითარცა მახე მონადირისა, დაარწყუნეს განსახრწნელად კაცთა

27. და შეიპყრობდეს, ვითარცა მახე აღფოლხუებული, სავსე მფრინველებითა, ეგრეთ სახლნი მათნი სავსე ზაკუვითა, ამისთჳს განდიდნეს და გამდიდრდეს,

28. განსუქნეს და განპოხნეს და გარდაჰჴდეს სიტყვათა ჩემთა და მსჯავრსა, და არა შჯიდეს მსჯავრსა ობლისასა და მსჯავრსა ქურივისასა არ სჯიდეს.

29. ნუ ამათ ზედა არ მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავისაგან ესევითარისა არ შურ-იგოს სულმან ჩემმან?

30. განკრთომაჲ და შეძრწუნებანი იქმნეს ქუეყანასა ზედა.

31. წინაწარმეტყუელნი წინასწარმიმეტყველებენ უმართლოთა და მღდელთა აღიტყუელნეს ჴელნი მათნი და ერმან ჩემმან შეიყვარა ესრეთ და რაჲ ჰყოთ ამის შემდგომადთა შინა?


6

1. განძლიერდით ძენი ბენიამისანი საშუალისაგან იერუსალიმისა და თეკუაჲთ გამოანიშნეთ საყჳრითა, და ზეშთა ბეთაქარისა აღიღეთ ნიშანი, რამეთუ ძჳრთა ჩამოიჭჳრეს ჩრდილოთ და შემუსრვა დიდი.

2. იყოს შუენიერისა მის და ფუფუნეულისა, და მიგეღოს სიმაღლე შენი, ასულო სიონისაო!

3. მისსა მიმართ მივიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღდგნენ მას ზედა კარავი გარემო მისა, და მწყსიდეს თჳთოეული ჴელითა თჳსითა.

4. განემზადენით მას ზედა ბრძოლად, აღდეგით და აღვიდეთ მის ზედა შუადღე. ვაჲ ჩვენდა, რამეთუ მიდრკა დღე, რამეთუ მოაკლდებიან აჩრდილნი მწუხრისანი.

5. აღდეგით და აღვიდეთ ღამე და განვხრწნნეთ საფუძველნი მისნი,

6. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა: აღმოკაფენით ხენი მისნი და განმფენელი იერუსალიმსა ზედა ძალისა, ჵ ქალაქი მტყუარი სრული, - მძლავრებაჲ მის შორის.

7. ვითარ განაცივის ჯურღმულმან წყალი მისი, ეგრე განაციოს უკეთურებამან მისმან უთნობაჲ, და საარებაჲ ისმეს მას შინა წინაშე პირსა მისსა, მარადის ტკივილითა და გუემითა.

8. იწუართოს იერუსალიმი, ნუ განგეშოროს სული ჩემი შენგან. ნუ გყო შენ ქუეყანად უვალად, რომელი არდამკჳდრებულ იქმნეს,

9. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოჰკუფხლევდით, ვითარცა ვენაჴსა, ნეშტსა ისრაილისასა, ზედმიიქეცით, ვითარცა მსთულებელი კუფხალთა ზედა მისთა.

10. ვიეთ მიმართ თქუა და უწამებდე, და სასმენელ იქმნეს? აჰა, უმეტკუეთილებ ყურნი მათნი, და ვერ ძალ-უცყე სმენაჲ. აჰა, სიტყვა უფლისაჲ იქმნა მათდა ყუედრებად მიმართ, არა ინებონ სმენაჲ მისი.

11. და გულისწყრომაჲ ჩემი აღვავსე და დავაყენე და არა მოვასრულენ იგინი. მივფინო ჩჩჳლთა ზედა გარეშე და შესაკრებელსა ზედა ჭაბუკთასა ერთბამად, რამეთუ ქმარი და ცოლი შეპყრობილ იქმნენ, მოხუცებული სავსისა თანა დღითა.

12. და გარდაიცვალნენ სახლნი მათნი სხვათა ველთამი და ცოლები მათი ეგრეთვე, რამეთუ განვირთხამ ჴელსა ჩემსა დამკჳდრებელთა ზედა ამის ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი,

13. რამეთუ მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე, ყოველთა, აღასრულნეს უსჯულონი, მღდელითგან და ვიდრე ცრუწინასწარმეტყველამდე, ყოველთა ქმნეს ტყუილი.

14. და ჰკურნებდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა, შეურაცხმყოფნი და მეტყუელნი: მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ! და სადა არს მშჳდობაჲ?

15. სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ მოაკლდეს, და არცა, ვითარ სირცხჳლეულთა, შეიკდიმეს და უპატივოებაჲ მათი ვერ აგრძნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულებასა შინა მათსა და ჟამსა შინა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ, - თქუა უფალმან.

16. ამათ იტყჳს უფალი: დადეგით გზათა ზედა და იხილეთ, და იკითხენით ალაგნი უფლისანი საუკუნენი და იხილეთ, რომელი არს გზა კეთილი, და ვიდოდეთ მას ზედა, და ჰპოოთ უბიწო-ყოფაჲ სულთა თქუენთა. და თქუეს: არა ვიდოდით.

17. დავადგინენ თქუენ ზედა ებგურნი. ისმინეთ ჴმაჲ ნესტჳსა, და თქუეს: არა ვისმინოთ.

18. ამისთჳს ესმა წარმართთა და რომელნი მწყსიდეს სამწყსოთა მათ შორის, და რაოდენი ვყავ მათ შორის.

19. ისმინე, ქუეყანაო! აჰა, მოვაწევ მე ერსა ამას ზედა ძჳრთა, ნაყოფსა მიქცევისა მათისასა, რამეთუ სიტყვასა ჩემსა არა ერჩდეს, და შჯული ჩემი განიშორეს.

20. რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით. ყოვლადდასაწუელნი თქვენნი არა არიან მითუალულ და მსხუერპლნი თქვენნი არა მეტკბნეს მე.

21. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მივსცემ ერსა ამას ზედა უძლურებასა, და მოუძლურდენ მის შორის მამანი და ძენი ერთბამად, მეზობელი და მოძმე მისი წარწყმდენ.

22. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულისაგან ქუეყანისა.

23. მშჳლდი და მაზრაკი ეპყრასყე, მძჳნვარე არს და არ შეიწყალოს. ჴმაჲ მისი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენებისა მიერ და საჭურველისა. წყობაჰყოფს, ვითარცა ცეცხლი, ბრძოლად შენდამი, ასულო სიონისაო!

24. გუესმა სასმენელი ეგე და იჴსნნეს ჴელნი ჩუენნი, ჭირმან მომიცვნა ჩუენ სალმობითა, ვითარ მშობიარისათა.

25. ნუ განხუალთ აგარაკებად და გზათა ზედა ნუ ხუალთ, რამეთუ მახჳლი მტერთა მკჳდრ არს გარემოს,

26. ასულო ერისა ჩემისაო! გარემოირტყ ძაძა, გარდაისხ ნაცარი გლოვისაებრ სიყუარულისა. ყავ თავისა შენისა ტყებაჲ საწყალობელი, რამეთუ მეყსა შინა მოიწიოს საარებაჲ თქუენ ზედა.

27. გამოსაცდელად მიგეც შენ ერთა შორის შეყენებულთა და ცნობად გამოცდასა შინა ჩემდა გზისა მათისა

28. ყოველნივე უსმნი მავალნი დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინა, ყოველნი განხრწნილ არიან.

29. მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს.

30. ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რაჲთა გამოუცდელ-ყვნა იგინი უფალმან (ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან).


7

1. სიტყუა, რომელი იყო იერემიას მიმართ უფლისა მიერ და ჰრქუა:

2. დადეგ ბჭეთა სახლისა უფლისათა და აღმოიკითხე სიტყუა ესე და არქუ: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან, რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ თაყუანის-ცემად უფლისა.

3. ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: განჰმართლენით გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და დაგამკჳდრნე თქუენ შორის ადგილსა ამას.

4. ნუ ესავთ თავთა თჳსთა სიტყუათა ზედა მტყუართა, ვითარმედ რაჲთურთით არას მარგებენ ჩუენ მეტყველნი: ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ არს,

5. რამეთუ უკუეთუ განმმართებელთა განჰმართნეთ გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და მყოფელთა ჰყოთ მსჯავრი შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა,

6. და მწირსა და ობოლსა და ქურივსა არა ჰმძლავრობდეთ, და სისხლსა უბრალოსა არა დასთხევდეთ ადგილსა ამას შინა, და შემდგომად ღმერთთა უცხოთასა არა ხჳდოდით განბოროტებად თქუენდა.

7. და დაგამკჳდრნე თქუენ ადგილსა შინა თქუენსა, ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.

8. ხოლო უკუეთუ თქვენ ესვიდეთ სიტყვათა მიმართ ცუდთა, ვინაჲ არას ირგებთ.

9. და ჰმკლველობდეთ და იმრუშებდეთ და იპარვიდეთ. და ჰფუცვიდეთ უსამართლოსა ზედა, და უკუმევდეთ ბაალსა, და ხჳდოდით შემდგომად ღმერთთა უცხოთა, რომელთა არა უწყით (ბოროტ-ყოფაჲ თქუენდად).

10. და მოხუედით და დასდეგით წინაშე ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა და სთქუთ: განვეშორენით ქმნად ყოველთა ამათ საძაგელებათა.

11. ნუ ქუაბ ავაზაკთა სახლი ჩემი? რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა მუნ წინაშე თქუენსა, და, აჰა, ვიხილე, - იტყჳს უფალი,

12. რამეთუ ხჳდოდით ადგილსამი ჩემსა სილომსშინაჲსა, რომელსა დაიკარგა სახელმან ჩემმან მის ზედა მუნ უწინარეს, და იხილეთ, რანი უყვენ მას პირისაგან უკეთურებისა ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

13. და აწ ამის წილ, რომელ ჰქმნენით ყოველნი ესე საქმენი, და ვიტყოდე თქუენდამი, განთიად ვიტყოდი, და არა ისმინეთ ჩემი, - თქუა უფალმან, - და გიწოდეთ თქუენ, და არა მომიგეთ.

14. მეცა უკუე უყო სახლსა ამას, რომელსა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა, რომლისამი თქუენ ესავთ მის ზედა და ადგილისა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, ვითარ-იგი უყავ სილომსა.

15. და განგყარნე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვყარენ ძმანი თქუენნი, - ყოველი თესლი ეფრემისი.

16. და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო.

17. ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?

18. ძენი მათნი შეჰკრებენ შეშათა და მამანი მათნი აღატყინებენ ცეცხლსა, და ცოლნი მათნი ნაყენ ცმელსა ქმნად ხავონანი ძალთა ცისათასა, და უგნეს საგებნი ღმერთთა უცხოთა, რაჲთა განმარისხონ მე.

19. ნუ მე განმარისხებენა იგინი? - თქუა უფალმან, - არა თავთა თჳსთა, რაჲთა ჰრცხუენნეს პირთა მათთა.

20. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, რისხვა და გულისწყრომაჲ ჩემი განეფინოს ადგილსა ამას ზედა და კაცთა ზედა საცხოვართა და ყოველსა ზედა ხესა ველისასა და ყოველთა ზედა ნაშრომთა ქუეყანისათა, და აღეგზნას და არა დაშრტეს.

21. ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: ყოვლადდასაწუელნი თქუენნი შეკრიბენით მსხუერპლთა თქვენთა თანა და ჭამეთ ჴორცი.

22. რამეთუ არა ვთქუ მამათა მიმართ თქუენთა და არა ვამცენ მათ: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყუანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ყოვლადდასაწუელთათჳს და მსხუერპლთა,

23. არამედ ესე სიტყუაჲ ვამცენ მათ მეტყუელმან: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყვანენ, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ვიყო მე თქვენდა ღმრთად, და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად. და ვიდოდეთ ყოველთა ზედა გზათა ჩემთა, რომელნიცა გამცნენ თქუენ, რაჲთა იყოს თქუენდა.

24. და არა ისმინეს ჩემი, არცა მოყვეს ყური მათი, არამედ ვიდოდეს მოგონებათა შინა გულისა მათისა ბოროტისათა, და იქმნეს უკუმართთამი და არა წამართთამი.

25. დღითგან, რომლით გამოვიდეს მამანი მათნი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე დღისამდე ამის, და გამოვავლინენ თქუენდამო ყოველნი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი დღისი და ცისკარსა მივავლინე.

26. და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა.

27. და ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე და არა ისმინონ შენი, ხადოდი მათ და არარაი მიგიგონ შენ.

28. და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი, რომელმან არა ისმინა ჴმისა უფლისა ღმრთისა მისისა, არცა შეიწყნარა წურთილებაჲ, მოაკლდა სარწმუნოება და მოღებულ არს ჭეშმარიტებაჲ პირისაგან მათისა.

29. აღპარსე თავი შენი და განაგდე და აღიღე ბჭეთა ზედა გლოაჲ, რამეთუ აგამოუცდელა უფალმან და განიშორა ნათესავი მოქმედი ამათი.

30. რამეთუ ქმნეს ძეთა იუდაჲსთა ბოროტი წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და აწ ესმნეს საძაგელნი მათნი შორის სახლისა, რომლისა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა შეგინებად მისსა.

31. და აღაშენეს ბომონი ტაფეთისი, რომელ არს ჴევსა შინა ძისა ენნომისსა, დაწუად ძეთა მათთა და ასულთა მათთა ცეცხლისა მიერ, რომელი არა ვამცენ მათ, არცა მოვიდა გულსა შინა ჩემსა.

32. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არღა თქუან მერმე ბომონი ტაფეთისი და ჴევი ძისა ენნომესი, არამედ ჴევი მოწყუედილთა და დაჰფლნენ ტაფეთს შინა არყოფისათჳს ადგილისა.

33. და იყვნენ მკუდარნი ამის ერისანი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, და არა იყოს წარმდევნელი.

34. და მოვაკლო ქალაქთაგან იუდაჲსთა და საგზაურთაგან იერუსალიმისათა ჴმაჲ კეთილმშუებიარისა და ჴმაჲ მოხარულისა, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, რამეთუ მოსაოჴრებელად იყოს ყოველი ქვეყანა.


8

1. მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - გამოიხუნენ ძუალნი მეფეთა იუდაჲსთანი და ძუალნი მთავართა მათთანი, და ძუალნი წინაწარმეტყუელთა მათთანი და დამკჳდრებულთანი იერუსალიმს საფლავთაგან მათთა.

2. და განაჴმნენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკვლავთა და წინაშე ყოვლისა მჴედრობისა ცისასა, რომელნი შეიყუარნეს, და რომელთა ჰმსახურეს, და რომელთასა ვიდოდეს შემდგომად მათსა, და რომელთა ერჩდეს და რომელთა თაყვანის-სცეს მათ. არავინ ეტყებდეს და არცა ტიროდენ, არა შეიკრიბნენ, არცა დაეფლნენ და იყუნენ სამაგალითოდ პირისაგან ქუეყანისა,

3. რამეთუ აღირჩიეს სიკუდილი ვიდრე ცხოვრება და ყოველთა ნეშტთა დაშთომილთა ნათესავისა მისგან უკეთურისა ყოველსა შინა ადგილსა დაშთომილი, რომელსაცა განვჴადნე იგინი მუნ, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა.

4. და ჰრქუა მათ: ვითარმედ ამას იტყჳს უფალი: ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?

5. რაჲსათჳს მიაქცია ერმან ამან და ისრაილმან მიქცევითა ლიბრითა? და დაპყრობილ იქმნეს აღრჩევასა მათსა შინა და არა ინებეს მოქცევად?

6. ყურად-იღეთ და ისმინეთ, არა ესრეთ იტყოდიან: არა არს კაცი შემნანებელი უკეთურებისაგან მისისა მეტყუელი: რა ვყავ? არა მოაკლდა მსრბოლი სასრბოჲსაგან თჳსისა, ვითარცა ცხენი ოფლიერი ჴვივილსა შინა მისსა.

7. და ასიდამან ცათა შინა ცნა ჟამი თჳსი. გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.

8. ვითარ იტყჳთ, ვითარმედ ბრძენნი ვართ ჩუენ. და სჯული უფლისაჲ ჩუენ თანა არს? ამაოჲსა მიმართ იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.

9. ერცხჳნა ბრძენთა, და დაინაბნეს და მომედგრდეს, რამეთუ სიტყვა უფლისაჲ აგამოუცდელეს. სიბრძნე რაჲ არს მათ შორის?

10. ამისთჳს მივსცნე ცოლნი მათნი სხუათა და აგარაკნი მათნი მემკჳდრეთა უცხოთა, რამეთუ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათა ყოველნივე ჰანგრობენ ანგარებასა, წინაწარმეტყუელთაგან ვიდრე მღდელამდე მათა ყოველივე იქმან სიცრუესა.

11. და ულხენდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა უპატიოდ და იტყოდეს: მშჳდობა, მშჳდობაჲ. და სადა არა არს მშჳდობა?

12. რცხუენა, რამეთუ საძაგელ იქმნნეს, და სირცხჳლი არავე შეირცხჳნეს და კდემულება არა ცნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულთა თანა, ჟამსა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ,-თქუა უფალმან, -

13. და შეჰკრებდენ ნაშრომთა მათთა, - იტყჳს უფალი, - არა არს ყურძენი ვენაჴთა შინა და არა არს ლეღჳ ლეღოანთა შორის. და ფურცელნი დამოსცჳვეს, რომელ მივეცით მათ, გარეწარჴდა.

14. რაჲსათჳს ვსხდეთ ჩუენ შეკრებულად? და შევიდეთ ქალაქებსა მაგართა, და შევცჳვეთ მუნ, რამეთუ ღმერთმან განმყარნა ჩუენ და მასუა ჩუენ წყალი ნავღლისა, რამეთუ ვცოდეთ წინაშე მისსა.

15. შევკერბით მშჳდობისათჳს. და არა არიან კეთილნი ჟამსა კურნებისასა. და, აჰა, სწრაფაჲ.

16. დანით გუესმა ჴმაჲ სიმახჳლისა ცხენთა მისთასა, ჴმისაგან ჴჳვილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისთასა შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი, ქალაქი და შინა დამკჳდრებულნი მის შორის

17. მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქუენდამი გუელთა მაკუდინებელთა, რომელთა არა არს სახრვაჲ, და გკბენდენ თქუენ, - იტყჳს უფალი, -

18. უკურნებელად სალმობიერებითა გულისა თქუენისა უღონოქმნულისათა.

19. აჰა, ჴმაჲ ღაღადებისა ასულისა ერისა ჩემისა ქუეყანისაგან შორიელისა. ნუ უფალი არა არს სიონსა შინა, ანუ მეფე არა არს მუნ? მით, რამეთუ განმარისხეს მე, ქანდაკებულთა მათთჳს და ამაოთა მიერ უცხოთა.

20. წარჴდა მკაჲ, და წარვიდა ლეწვაჲ, და ჩუენ ვერ განვერენით.

21. შემუსრვათა ზედა ასულისა ერისა ჩემისათა დაბნელდა შეცბუნებულობაჲ. მძლე მექმნეს მე, ვითარცა სალმობანი მშობიარისანი.

22. ნუ რიტინი არა არს გაალადს, ანუ მკურნალი არა არს მუნ? რაჲსათჳს არა აღვიდა კურნებად ასული ერისა ჩემისა?


9

1. ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.

2. ვინ მომცეს მე უდაბნოს შინა სადგური უკანასკნელი? და დაუტევო ერი ჩემი და წარვიდე მისგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ კრებულნი შეურაცხმყოფელთანი.

3. და მორთხმულ-ყვეს ენაჲ მათი, ვითარცა მშჳლდი. ტყუილი და არსარწმუნოებაჲ განძლიერდა ქუეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მომართ გამოვიდეს და მე არა მიცნეს, - იტყჳს უფალი.

4. კაცადი მოყუსისაგან თჳსისა ერიდენით და ძმათა თქუენთა ნუ ესავთ, რამეთუ ყოველი ძმაჲ წიხლითა წიხლვიდეს და ყოველი მეგობარი ზაკულად ვიდოდის.

5. კაცადი ძჳნად მოყუსისა თჳსისა მოკიცხარობს, ჭეშმარიტება არა თქუას. ისწავა ენამან მათმან თქმაჲ ტყუილისაჲ. მიჰხუეჭდეს და არა მოაკლეს მიქცევად.

6. ვახში ვახშსა ზედა, ზაკუაჲ ზაკუასა ზედა. არა ინებეს ცნობაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი.

7. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ. აჰა, მე გავაჴურვნე იგინი და გამოვცადნე იგინი, რამეთუ ვყო პირისაგან უკეთურებისა ასულისა ერისა ჩემისა. ისარ მწყლველ.

8. ენაჲ მათი, მზაკუარებ სიტყუანი პირისა მათისანი მოყუასსა თჳსსა ჰზრახავს მშჳდობითთა და გულსა თჳსსა შორის აქუს მტერობაჲ.

9. ნუ ამათ ზედა არ მივიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ერსა ზედა ესევითარსა არ შური იგოსა სულმან ჩემმან?

10. მთათა ზედა აღიღეთ ტყება და ალაგთა ზედა უდაბნოჲსათა გოდება, რამეთუ მოაკლდეს არყოფისაგან კაცთა მრავალთაჲსა. არა ისმინეს ჴმაჲ მყოფობისაჲ მფრინველთაგან ცისათა და ვიდრე საცხოვართამდე განჰკრთეს თქრომით.

11. და მივსცე იერუსალიმი გარდასახლებად და სამკჳდრებელად ვეშაპთა და ქალაქნი იუდაჲსნი უჩინოსაქმნელად დავსხნე არდამკჳდრებისაგან.

12. ვინ არს კაცი გულისხმისმყოფელი? და გულისხმა-უყო ესე და რომელმან სიტყვა პირისა უფლისაჲ ამას თანა მიგითხრას თქუენ, რომლისათჳს წარწყმდა ქუეყანაჲ; დაეტევა, ვითარცა უდაბნოჲ არსაგზაურობისაგან მისისა.

13. და თქუა უფალმან ჩემდამო: - დატევებისათჳს მათგან სჯულისა ჩემისა, რომელი მივეც წინაშე პირსა მათსა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა,

14. არამედ ვიდოდეს შემდგომად სათნოთა გულისა მათისა უკეთურისათა და შემდგომად კერპთა, რომელნი ასწავნეს მათ მამათა მათთა.

15. ამისთჳს, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ, - აჰა, მე ვაჭამნე მათ ჭირნი და ვასუა მათ წყალი ნავღლისაჲ.

16. და განვაბნინე იგინი წარმართთა შორის, რომელთამი არა უწყოდეს მათ და მამათა მათთა. და მოვავლინო მათ ზედა მახჳლი, ვიდრემდის აღვჴოცნე იგინი მის მიერ.

17. ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოუწოდეთ შემსხმელთა გოდებისათა, და მოვიდედ. და ბრძენთა დედათა მიავლინენით და იტყოდიან:

18. და ისწრაფეთ და მოიღეთ თქუენ ზედა გოდებაჲ, და დამოადინნედ თვალთა თქუენთა ცრემლნი, და წამთა თქუენთა სდიოდედ წყალი,

19. რამეთუ ჴმაჲ საწყალობლობისა ისმა სიონს შინა. ვითარ დავგლახაკენით, გურცხუენა ფრიად, რამეთუ დაუტევეთ ქუეყანაჲ, განვთხიენით კარვებნი ჩუენნი.

20. ისმინეთ, დედანო, სიტყვა ღმრთისაჲ და შეიწყნარნენ ყურთა თქვენთა სიტყვანი პირისა მისისანი და ასწავეთ ასულთა თქუენთა გურინვაჲ და დედაკაცმან მოყუასსა თჳსსა გოდებაჲ,

21. რამეთუ აღმოვიდა სიკვდილი სარკმელთა თქუენთაჲთ და შევიდა ქუეყანად მიმართ თქუენად მოსპოლვად ჩჩჳლთა გარეგნით და ჭაბუკთა უბანთაგან.

22. ესრეთ იტყჳს უფალი: და იყვნენ მკუდარნი კაცთანი მაგალითებად პირსა ზედა ველისა ქუეყანისა თქუენისასა და, ვითარცა თივაჲ, უკუანა მთიბელისა, და არა იყოს შემკრებელ.

23. ამათ იტყჳს უფალი: ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თჳსისა, და ნუ იქადინ ძლიერი ძლიერებისა მერ თჳსისა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა,

24. არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა და მსჯავრისა და სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნება ჩემი, - იტყჳს უფალი.

25. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მიხედვა-ვყო ყოველთა ზედა მეტკუეთილთა დაუცუეთელობისა მათისათა

26. ეგჳპტესა ზედა, და იდუმეასა ზედა, და ედომსა ზედა, და ძეთა ზედა ამმონისთა, და ძეთა ზედა მოაბისთა და ყოველთა ზედა გარემოკუეცილსა პირით კერძო მისით დამკჳდრებულთა უდაბნოს შინა, რამეთუ ყოველნი წარმართნი უმეტკუეთილო არიან ჴორცითა და ყოველი სახლი ისრაილისაჲ უმეტკუეთილებ გულებითა მათითა.


10

1. ისმინეთ სიტყუაჲ, რომელი თქვა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაილისაო.

2. ამათ იტყჳს უფალი: გზათაებრ წარმართთასა ნუ ისწავებთ და სასწაულთაგან ცისათა ნუ გეშინისყე, რამეთუ ეშიშვიან იგინი პირისაგან მათისა,

3. რამეთუ სასჯელნი წარმართანი ამაოება, ძელ არს მოკუეთილი მაღნარით, ქმნილი ხუროსა.

4. და გამონადნობი, ვეცხლითა და ოქროთა შემკულნი არიან, კუერითა და სამსჭულებითა განამაგრნეს იგინი და არა შეიძრნენ (ვეცხლი წახნაგებული არს. არა ვიდოდის. ვეცხლი დასხმული არს თარშით, მოვიდა ოქროჲ ოფაზისაჲ).

5. (და ოქრომჭედელთა ჴელი, საქმე ჴელოანთა ყოველნი) ჳაკინთსა და პორფირსა შეჰმოსენ მათ აღხუმით აღიხუნიან იგინი, რამეთუ ვერ ვლენედ. ნუ გეშინინყე მათგან, რამეთუ ბოროტი ვერ ქმნან, და კეთილი არა არს მათ შორის.

6. ვინ არს ვითარ შენ, უფალო? დიდ ხარ შენ და დიდ არს სახელი შენი ძალითა.

7. ვის არა ეშინოდის შენდა, მეფეო წარმართთაო! რამეთუ შენნი არიან, რამეთუ ყოველთა შორის ბრძენთა წარმართთასა და ყოველთა შორის მეუფეთა მათთა ვინ არს, ვითარ შენ, უფალო?

8. რამეთუ ერთგზის აღეგზნენ და მოუძლურდენ გულნი ამაოთანი. ძელი არს,

9. ვეცხლ გამოჭედილი თარშით მოღებული და ოქრო ოფაზით ქმნული ხუროსაჲ, და ჴელთა ოქრომჭედელისათა იაკინთე, და ძოწეული სამოსლად მათა ქმნული ბრძენთაჲ.

10. ხოლო უფალი ღმერთი ჩუენი ჭეშმარიტ არს, ღმერთი ცხოველი და მეუფე საუკუნოჲ. გულისწყრომითა მისითა შეიძრას ქუეყანაჲ და არა ყონ წარმართთა რისხვაჲ მისი.

11. ესრეთ არქუთ მათ: ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის.

12. უფალმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ ძალისა მიერ თჳსისა და აღჰმართა მკჳდროანი სიბრძნისა მიერ მისისა, და ცნობისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.

13. და ჴმისა მის მოცემისა მისისათა სიმრავლე წყლისა ცისა შორის, და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ ელვანი წჳმად ქმნნა და გამოიყვანნა ქარნი და ნათელი საუნჯეთაგან მათთა.

14. განასულელნა ყოველნი კაცნი მეცნიერებისაგან, სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროჲსმჭედელი წახნაგებულთა თჳსთა ზედა, რამეთუ ცილი იგი გამოადნვეს. არა არს სული მათ თანა.

15. ამაონი არიან საქმენი ნამღერნი ჟამსა შინა მოხილვისა მათისასა წარწყმდენ.

16. არა არს ესე ნაწილი იაკობისი, რამეთუ შემოქმედისა ყოველთაჲსა თჳთ არს ნაწილ მისსა და ისრაილ კუერთხ მკჳდრობისა მისისა. უფალ ძალთა არს სახელი მისი.

17. შეკრიბე გარეშით გუამები, დამკჳდრებულო რჩეულთა შორის,

18. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე უსაფრჴეებ დამკჳდრებულთა ქუეყანისა ამისთა ჭირისა მიერ. და ვაჭირვო მათ, რაჲთა იპოოს.

19. ვაება შემუსრვასა შენსა ზედა, სალმობიერ არს წყლული შენი. მეცა ვთქუ: ნანდჳლვე ესე არს წყლულება ჩემი.

20. მეწია მე კარავი ჩემი, საარებულ იქმნა, წარწყმდა და ყოველნი ეზონი ჩემნი განირღუეს. ძენი ჩემნი და ცხოვარნი ჩემნი არა არიან. არა არს მერმე ადგილი კარვისა ჩემისაჲ, ადგილი ეზოთა ჩემთაჲ,

21. რამეთუ მწყემსთა იუცნობოეს და უფალი არ გამოიძიეს. ამისთჳს არა გულისხმა-ყო ყოველმან სამწყსომან და განიბნინეს

22. ჴმაჲ სასმენელისა, აჰა, მოვალს. და ძრვა დიდი ქუეყანისაგან ჩრდილოსა, დასხმად ქალაქთა იუდაჲსთა უჩინოსაქმნელად და საბუდრად სირთა.

23. უწყი, უფალო, ვითარმედ არა კაცისა არს გზაჲ მისი, არცა მამაკაცი ვიდოდის, და წარჰმართოს სლვაჲ თჳსი.

24. გუასწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა განკითხვისა და ნუ გულისწყრომისა მიერ, რაჲთა არა შემცირებულ-მყუნე ჩუენ.

25. გარდაასხ გულისწყრომაჲ შენი წარმართთა ზედა, არმეცნიერთა შენთა და მეფობათა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს, რამეთუ შეჭამეს იაკობი, და მოასრულეს ისრაილი და საძოარი მისი მოაოჴრეს.


11

1. სიტყვა, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და თქუა:

2. ისმინე სიტყუა ანდერძისაჲ ამის და სთქუა კაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს.

3. და იტყოდი მათდამი: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: დაწყეულ იყავნ კაცი, რომელმან არა ისმინნეს სიტყუანი ამის ანდერძისანი,

4. რომელი ვამცენ მამათა თქუენთა დღესა შინა, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, საჴუმილისაგან რკინისა, მეტყუელმან: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ყვენით ყოველნი, რომელნიცა გამცნნე თქუენ, და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმერთად,

5. რაჲთა დავამტკიცო ფიცი, რომელსა ვეფუცე მამათა თქუენთა, მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღესა ამას. და მიგება-ყვეს და თქუეს: იყავნ, უფალო!

6. და თქუა უფალმან ჩემდამო: წარიკითხენ სიტყუანი ესე ქალაქთა შორის იუდასთა და გარეშე იერუსალიმისა მეტყუელმან: ისმინეთ სიტყვანი ამის ანდერძისანი და ყვენით იგინი,

7. რამეთუ წამებით უწამე მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ვიდრე აქა დღედმდე აღიმსთობდ, უწამებდ და ეტყოდე: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და არა ისმინეს.

8. და გარეწარ-ყვნეს სასმენელნი მათნი. და ვიდოდა კაცადი ნებასა გულისა თჳსისა ბოროტისა და მოვიხუენ მათ ზედა სიტყვანი ესე ამის ანდერძისანი, რომელ ვამცენ მათ ყოფად, და არა ისმინეს.

9. და თქუა უფალმან ჩემდამო: იპოვა საკრველი კაცთა შორის იუდასთა და დამკჳდრებულთა შორის იერუსალემს.

10. მიიქცეს უსამართლოებათა მიმართ მამათა მათთა პირველთასა, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთა და, აჰა, ესენიცა ვლენან უკუანა ღმერთთა უცხოთასა მსახურებად მათდა. და განაქარვეს სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდასამან ანდერძი ჩემი, რომელი აღუთქუ მამათა მათთა მიმართ.

11. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაწინე მათ ზედა ძჳრნი, რომელთაგან ვერ შემძლებელ იყვნენ გამოსლვად მათგან, და ღაღადებდენ ჩემდამო და არა ვისმინო მათი.

12. და ვიდოდიან ქალაქნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იერუსალიმისანი და ღაღადებდენ ღმერთთა მიმართ მათთა, რომელთა-იგი უკუმევენ მათ. ხოლო მათ ვერ იჴსნენ იგინი ჟამსა შინა განშორებისა მათისასა,

13. რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა იყვნენ ღმერთნი შენნი, იუდა. და რიცხჳსაებრ გამოსავალთა იერუსალიმისათა დააწესნეს ბომონნი, სირცხვილისა საკმეველი კუმევად ბაალისსა.

14. და შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები მათთჳს ვედრებისა მიერ და ლოცვისა, რამეთუ არა შესმენით იქმნენ ჟამსა შინა, რომელსა მხადოდიან მე, ჟამსა შინა განბოროტებისა მათისასა.

15. რად შეყუარებულმან სახლსა შინა ჩემსა ქმნა საძაგელი: ნუ ლოცვანი და ჴორცი წმიდაჲ მოგისპობენ შენგან ბოროტთა შენთა, ანუ ამათ განარინონ?

16. ზეთისხილი შუენიერი, ჩრდილკეთილი ხილვით, გიწოდა უფალმან სახელი შენი. ჴმასა ზედა მეტკუეთილობისა მისისა, აღატყდა ცეცხლი მის ზედა, დიდი ჭირი შენ ზედა გინებულ იქმნეს რტონი მისნი.

17. და უფალმან ძალთამან, დამნერგველმან შენმან, თქუნა შენ ზედა ძჳრნი უკეთურებისა წილ სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდასსა, რამეთუ ქმნეს თავთა მათთად განრისხება ჩემი, უკუმევდეს რაჲ იგინი ბაალსა.

18. უფალო, გულისხმა-მიყავ მე და ვცნა, მაშინ ვიხილენ სიმარჯვენი მათნი.

19. მე, ვითარცა კრავმან უმანკომან მოყვანებულმან დაკლვად, არა ვცან. ჩემ ზედა ისიტყუეს გულისსიტყუა ბოროტი მეტყუელთა: მოდით და შეურიოთ ძელი პურსა თანა მისსა, აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცოცხალთაჲთ, და სახელი მისი არა მოჴსენებულ იქმნეს მერმე.

20. უფალო საბაოთ, მსჯელო მართალო, გამომცდელო თირკმელთა და გულისაო, მიხილავსმცა შენ მიერი შურის-გება მათ ზედა, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადე სამართალი ჩემი.

21. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოელთა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა, მეტყუელთა: არ წინასწარმეტყუელებდე სახელითა უფლისათა, თუ არა მოჰკუდე ჴელთა მიერ ჩუენთა.

22. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: აჰა, მე ზედმივიხილო მათ ზედა, ჭაბუკნი მათნი მახვილისა მიერ მოკუდენ და ძენი მათნი აღესრულნენ სიყმილისა მიერ.

23. და დანაშთომი არა იყოს მათი, რამეთუ მოვაწინე ძჳრნი მკჳდრთა ზედა ანათოთის თანა წელიწადსა მოხედვისა მათისასა.


12

1. მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა.

2. დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა.

3. და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათჳს დაკლვისა მათისა.

4. ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი და მფრინველნი, რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი.

5. შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები ჰუნეთა ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა ზედა იორდანისასა?

6. რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისა, და იგინიცა გეცრუვნეს შენ, და მათცა ჴმა-ყვეს უკანისაგან შენისა, შენ ზედა შეკრბეს, ნუ ირწმუნებ მათდამი, რამეთუ იტყოდიან შენდამი მშჳდობითთა.

7. დაუტევე სახლი ჩემი და დავაგდე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც შეყუარებული სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა.

8. იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ვითარცა ლომი მაღნარსა შინა. მოსცა ჩემ ზედა ჴმაჲ მისი, ამისთჳს მოვიძულე იგი.

9. ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი გარემოს მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და მოვიდენ ჭამად მისსა.

10. მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს ნაწილსა ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად,

11. დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა.

12. ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოსა შორის მოვიდეს საარებულნი, რამეთუ მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ და ვიდრე კიდემდე ქუეყანისა არა არს მშჳდობაჲ ყოვლისა ჴორცისა.

13. სთესენით იფქლნი და ეკალნი მოიმკენით. ნაწილნი მათნი არსარგებელ ეყვნენ მათ. სირცხჳლეულ იქმნენით სიქადულისაგან თქუენისა, ყუედრებისაგან წინაშე უფლისა,

14. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.

15. და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა თჳსსა.

16. და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად სახლისა მიმართ ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად ბაალისა მიმართ, და აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა.

17. ხოლო არა თუ მოიქცენ და მოვსპო ნათესავი იგი მოსპობით და წარწყმედით, - თქვა უფალმან.


13

1. ესრეთ იტყოდა უფალი ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე თავისა შენისა, გარემოსარტყმელი სელისა, და გარემოიდევ გარემო წელთა შენთა, და წყალსა შინა არა განვიდეს.

2. და მოვიგე მოსარტყმელი სიტყჳსაებრ უფლისა და მოვიდევ წელთა გარემო ჩემთა.

3. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

4. მოიღე მოსარტყმელი გარემოჲსი წელთა შენთაჲ, და აღდეგ და ვიდოდე ევფრატად მიმართ, და დამალე ეგე მუნ სიჴურელესა შინა კლდისასა.

5. და წარვედ და დავმალე იგი ევფრატსა ზედა, ვითარცა მამცნო მე უფალმან.

6. და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა და თქუა უფალმან ჩემდამო: აღდეგ, ვიდოდე ევფრატად მიმართ და აღიღე მუნით მოსარტყმელი, რომელი გამცენ შენ დამალვად მუნ.

7. და წარვედ ევფრატად მიმართ მდინარედ, დავთხარე და მოვიღე მოსარტყმელი ადგილისაგან, რომელსა დავჰფალ იგი მუნ. და, აჰა, განხრწნილ იყო, რომელი არა იჴმაროს არარად.

8. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო

9. მეტყუელი: ამათ იტყჳს უფალი: ესრეთ განვხრწნა გინებაჲ იუდაჲსი და გინებაჲ იერუსალიმისა,

10. ქალაქისა ამის, და ერისა ჩემისა, გინებაჲ არმნებებელთა სმენად სიტყუათა ჩემთა და მავალთა ნებასა გულისა მათისათა, უკანა ღმერთთა უცხოთასა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა და იყვნენ, ვითარცა მოსარტყმელი ესე, რომელი არა იჴმაროს არარად,

11. რამეთუ ვითარ-იგი მოსარტყმელი წელთა ზედა კაცისათა, ეგრეთ შემოვიახლე თავისა მომართ ჩემისა სახლი ისრაჱლისა და ყოველი სახლი იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - ყოფად ჩემდა ერად სახელოვნად, სიქადულად და დიდებად, და არ შეისმინეს ჩემი.

12. და სთქუა ერისა მიმართ სიტყვა ესე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა. და იყოს, უკეთუ თქვან შენდამი არ მცნობთა: ვერ მცანით, ვითარმედ ყოველი თხიერი აღივსოს ღვინითა?

13. და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვავსებ ყოველთა დამკჳდრებულთა ამის ქუეყანისათა და მეფეთა მათთა მსხდომარეთა, ძეთა დავითისთა, საყდართა ზედა მისთა, და მღდელთა და წინაწარმეტყუელთა და იუდას და ყოველთა დამკჳდრებულთა იერუსალჱმს მთრვალობითა.

14. და განვაბნევ მათ და მამაკაცსა და ძმასა მისსა, და მამათა მათთა და ძეთა მათთა. მის შორის არა ვისურვო, - იტყვის უფალი, - და არა ვერიდო, არა შევიწყალნე განხრწნისგან მათისა.

15. ისმინეთ და ყურად-იღეთ და ნუ აღჰმაღლდებით, რამეთუ უფალი იტყოდა:

16. მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა დიდებაჲ პირველ შერიჟუებისა და პირველ წარკუეთებისა ფერჴთა თქუენთა მთათა ზედა ბნელთა და მოელოდით ნათელსა, და მუნ აჩრდილი სიკუდილისაჲ, და დაისხნეთ სიბნელედ.

17. არა თუ ისმინოთ, დაფარულად ტიროდეს სული თქუენი პირისაგნ გინებისათა, და ცრემლოოდეთ ცრემლით და გარდმოადინეთ თუალთაგან თქუენთა ცრემლნი, რამეთუ შეიმუსრა სამწყსო უფლისაჲ.

18. არქუთ მეფესა და მმძლავრებელთა, დამდაბლდით და დასხედით, რამეთუ დაიჴსნა თავისაგან თქუენისა გჳრგჳნი დიდებისა თქუენისა.

19. ქალაქნი ბღუარითკერძონი შეიჴშნეს და არა იყო განმღები. გარდაისახლა იუდა. აღასრულა გარდასახლებაჲ სრული.

20. აღიხუენ თუალნი შენნი, იერუსალჱმ, და იხილენ მომავალნი ჩრდილოთ, სადა არს სამწყსოჲ, რომელი მიგეცა შენ, ცხოვარნი დიდებისა შენისანი.

21. რაჲ სთქუა, ოდეს აღგიხილვიდენ შენ? და შენ ასწავენ მათ შენ ზედა სასწავლელნი. დასაბამად სალმობათა მოგიცვან შენ, ვითარცა დედაკაცი მშობი.

22. და უკუეთუ სთქუა გულსა შინა შენსა: რაჲსათჳს დამემთხუნეს მე ესენი? სიმრავლისათჳს უმართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა.

23. უკუეთუ ცვალოს ეთიოპელმან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელენი მისნი, და თქუენცა შეუძლოთ კეთილისა ქმნაჲ მოსწავლეთა ბოროტთასა.

24. და განვხრწნენ იგინი, ვითარცა ქარქუეტი მოღებული ქარისაგან უდაბნოდ.

25. ესე არს ნაწილი შენი და ხუედრი ურჩებისა თქუენისაჲ ჩემდა, იტყვის უფალი, - ვითარცა დამივიწყე მე და ესევდი ცრუთა მიმართ.

26. და მეცა აღვსაბურველნე უკანაკერძონი შენნი წინაშე პირსა შენსა, და იხილოს გინებულებაჲ შენი.

27. და მრუშებაჲ შენი და ჴუვილი შენი, და უცხოქმნულებაჲ სიძვისა შენისა ბორცუთა ზედა და ველთა შორის ვიხილენ საძაგელნი შენნი. ვაჲ შენდა, იერუსალჱმ, რამეთუ არა განსწმდი უკანა ჩემსა, ვიდრემდის იყო შენ?


14

1. სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უწჳმროებისათჳს.

2. იგლოვა იუდეამან, და ბჭენი მისნი დაცალიერდეს, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იერუსალჱმისაჲ აღვიდა.

3. და დიდ-დიდთა მისთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი მერწყულად. მივიდეს ჯურღმულთა ზედა, და ვერ პოვეს წყალი და მიაქცინეს ჭურჭელნი მათნი ცალიერად. ჰრცხუენა და კდემულ იქმნეს და დაიფარნეს თავნი მათნი.

4. და საქმენი ქუეყანისანი მოაკლდეს, რამეთუ არა იყო წჳმაჲ. სირცხჳლეულ იქმნეს მუშაკნი, დაიფარნეს თავნი მათნი

5. ირემნი ველთა ზედა იზუებვოდეს და დაუტევებდეს, რამეთუ არა იყო მწუანე.

6. ვირნი ველურნი დადგეს ბორცვთა ზედა, მოიზიდნეს ქარნი, ვითარცა ვეშაპმან. მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივა.

7. უკუეთუ ცოდვანი ჩემნი წინადამიდგეს ჩუენ, უფალო, მყვენ ჩუენ სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა. შენ შეგცოდეთ.

8. თმენაო ისრაჱლისაო უფალო, დაგჳჴსნენ ჟამსა შინა ბოროტსა. რაჲსათჳს იქმენ, ვითარცა რაჲ მსხემი, ქუეყანასა ზედა და ვითარცა მის ქუეყანისა მიმქცევი სავანედ?

9. ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი, ანუ ვითარცა მამაკაცი შემძლებელი განრინებად და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო. და სახელი შენი ზედწოდებულ არს ჩუენ ზედა. ნუ დამივიწყებ ჩუენ.

10. ვსრეთ ეტყჳს უფალი ერსა ამას: შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ და არა ჰრიდეს. და ღმერთმან არ სათნო იყო მათ შორის. აწ მოიჴსენოს უსჯულოებათა მათთაჲ და ზედმიიხილოს ცოდვათა მათთა.

11. და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს საკეთილოდ,

12. რამეთუ უკუეთუ იმარხვიდენ, არა ვისმინო ვედრებისა მათისაჲ. და უკუეთუ შემოსწირვიდენ ყოვლადდასაწუელთა და მსხვერპლთა, არა სათნო ვიყო მათ შორის, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მე მოვასრულნე იგინი.

13. და ვთქუ: მყოფო უფალო მეუფეო! აჰა, წინასწარმეტყუელნი მათნი. წინაწარმეტყუელებენ და იტყჳან. არა იხილოთ მახჳლი და სიყმილი არა იყოს თქვენ შორის, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მივსცე ქუეყანასა ზედა და ადგილსა ამას შინა.

14. და თქუა უფალმან ჩემდამო: ცილსა წინაწარმეტყუელებენ წინაწარმეტყუელნი სახელსა ზედა ჩემსა. არა მივავლინენ იგინი, და არა ვამცენ მათ, და არა ვიტყოდე მათდა მიმართ, რამეთუ ხილვათა ცრუთა და მისნობათა და სახრვათა და აღრჩევათა გულისა მათისათა გიწინაწარმეტყუელებენ თქვენ იგინი.

15. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთათჳს: მწინაწარმეტყუელებთა სახელითა ჩემითა და მე არ მოვავლინენ იგინი. რომელნი იტყჳან: მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ და სიყმილისა მიერ, მოესრულნენ წინაწარმეტყუელნი.

16. და ერი, რომელთა ეგენი უწინაწარმეტყველებენ მათ, და იყუნენ დაცჳვნებულ საგზაურთა ზედა იერუსალიმისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა. და არა იყოს დამფლველი მათი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხნე მათ ზედა ძჳრნი მათნი.

17. და სთქუა მათდა მიმართ სიტყუაჲ ესე: დამოადინენით თვალთაგან თქუენთა ცრემლნი დღე და ღამე და ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისა და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

18. გან-თუ-ვიდე ველად, და, აჰა, წყლულებანი მახჳლისანი, და შე-თუვიდე ქალაქად, და აჰა, ტკივილი სიყმილისაჲ, რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელი წარვიდეს ქუეყანად, რომელი არა იცოდეს.

19. ნუ შეურაცხ-მყოფელმან შეურაცხ-ჰყავ იუდა, და სიონით განეშორა სული შენი. რაჲსათჳს დამცენ ჩუენ? და არა არს ჩუენდა კურნებაჲ? დავითმინეთ მშჳდობისათჳს, და არა არიან კეთილნი ჟამად კურნებისად და, აჰა, შფოთი.

20. ვაგრძნენით, უფალო, ცოდვანი ჩუენნი, უსამართლოებანი მამათა ჩუენთანი, ვითარმედ ვცოდეთ წინაშე შენსა.

21. დააცხრვე სახელისა შენისათჳს. ნუ წარსწყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა. მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა ჩუენ თანა.

22. ნუ არსა კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელი? და უკუეთუ ცამან მოსცეს სიმაძღრე თჳსი, არა შენ ხარა თავადი, უფალი, ღმერთი ჩუენი? და დაგითმობთ შენ, რამეთუ შენ ჰქმნენ ყოველნი ესე.


15

1. და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.

2. და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: სადა განვიდეთ? და სთქუა მათდამი, - ამათ იტყჳს უფალი, - რაოდენნი სიკუდილადმი, - სიკუდილადმი. და რაოდენნი მახჳლადმი, - მახჳლადმი, და რაოდენნი სიყმილამდი, - სიყმილადმი, და რაოდენნი ტყუეობადმი, - ტყუეობადმი.

3. და შურ-ვიგო მათ ზედა ოთხგუარად, - იტყჳს უფალი - მახჳლი სიკუდიდ მიმართ და ძაღლნი. განბძარვად მიმართ, და მჴეცნი ქუეყანისანი და მფრინველნი ცისანი ჭამისა მიმართ და განხრწნისა.

4. და განვსცნე ეგენი ჭირთა მიმართ ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა მანასისთჳს, ძისა ეზეკიასა, მეფისა იუდაჲსთა, ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს იერუსალჱმს შინა.

5. ვინ ჰრიდოს შენ ზედა, იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ ზედა? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა?

6. შენ გარემიმექეც მე, - იტყჳს უფალი, - შემდგომად სლვისაგან და განვყოფ ჴელსა ჩემსა, და განგრყუნე შენ და არღარა ულხინო მათ.

7. და განვსთესნე იგინი განთესვისა მიერ ბჭეთა შორის ერისა ჩემისათა. უშვილო იქმნეს და წარწყმდეს ერი ჩემი მკჳდრობისათჳს მათისა და არა მოიქცეს.

8. განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროს ქჳშისა ზღჳსა. მოვაწივ დედასა ზედა ჭაბუკთასა საარებაჲ შუადღე. მივაგდე მის ზედა მყის ძრწოლაჲ და სწრაფაჲ.

9. უშვილო იქმნა მშობელი შჳდთაჲ, შებოროტნა სული მისი, დაჰჴდა მზე მის ზედა ჯერეთ განმშოვლებასა დღისასა. სირცხჳლეულ იქმნა და ეყუედრა, ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, - თქუა უფალმან, -

10. ვაჲ ჩემდა, დედაო! ვითარცა ვინ მშევ მე? მამაკაცი დასჯილი და განმკითხველი ყოველსა ქუეყანასა. არ თანა-მედვა, არცა მეთანამდებებოდა არა ვინ, ძალი ჩემი მოაკლდა მწყევართა ჩემთა შორის.

11. იყავნ, უფალო, წარმართება მათდა. არა თუმცა წარმოვდეგ შენდა ჟამსა შინა ძჳრთა მათთასა და ჟამსა შინა ჭირისა მათისასა საკეთილოდ მტერთა მიმართ.

12. უკუეთუ იცნობოს ძჳნად და ზღუდედ რვალისად ძალი შენი?

13. და საუნჯენი შენნი იავრად მივსცნე ნაცვლად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა, ყოველთა შორის საზღუართა შენთა.

14. და დაგამონო შენ გარემო მტერთა შენთა ქუეყანასა ზედა, რომელ არა იცი. რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისა ჩემისაგნ თქუენ ზედა, და აეგზნას.

15. უფალო, მომიჴსენე მე და მომხედე მე და უბრალო-მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულგრძელებისა შენისადმი დამმარხავ მე. ცან, ვითარ მოვიღე შენ ძლით ყუედრებაჲ.

16. უგულებელსმყოფელთაგან სიტყვათა შენთასა. მოასრულეს იგინი. და იყავნ სიტყუაჲ შენი ჩემდა ნუგეშინის-საცემელ და სიხარულ გულისა ჩემისა, რამეთუ ზედწოდებულ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო ყოვლისა მპყრობელო.

17. არა დავჯდე შესაკრებელსა შორის მათ თანა, იმღერიედ რაჲ, არამედ ვიშიშვოდე პირისაგან ჴელისა შენისა. მარტოვებით ვჯდე, რამეთუ სიმწარითა აღვივსე.

18. რაჲსათჳს შემაწუხებელნი ჩემნი მძლევენ? წყლულება ჩემი მტკიცე არს. ვინაჲ განვიკურნო? ქმნილ იქმნა ჩემდა, ვითარცა წყალი ცრუჲ, არმქონებელი რწმენისა.

19. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ მოაქციო, და კუალად-გაგო შენ, წინაშე პირსა ჩემსა დასდგე. და გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოაქციონ მათ შენდა, და შენ არა მიაქციო მათდამი?

20. და მიგცე შენ ერსა ამას, ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მაგარი და გბრძოდიან შენ და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ შენ თანა ვარ ცხოვნებად შენდა, - თქუა უფალმან,

21. და განრინებად შენდა ჴელისაგან ბოროტისა და გიჴსნა მე შენ ჴელისაგან სიყმილთასა, - იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა.


16

1. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. და შენ ნუ ისუამ ცოლსა. და არა იშვეს შენდა ძე, არცა ასული ადგილსა ამას შინა,

3. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთა, ქმნილთა ადგილსა ამას შინა და დედათა მათთათჳს მლმობელთა მათთა და მამათა მათთათჳს მშობელთა მათთა, ქუეყანასა ამას შინა.

4. სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ. არა იტყებნენ და არა დაიფლნენ. სამაგალითოდ პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა იყვნენ, და მახჳლისა მიერ დაეცნენ და სიყმილისა მიერ მოესრულნენ. და იყუნენ მძორნი მათნი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

5. ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეხუალ მწყობრობასა მათსა და ნუ მიხვალ ტყებად და ნუ ეგლოვ მათ, რამეთუ განვაკიდვე მშჳდობაჲ ჩემი ერისა ამისაგან, - იტყჳს უფალი, - და წყალობა ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი.

6. და მოკუდენ დიდნი და მცირენი ქუეყანასა ამას შინა. არა დაეფლნენ, არცა ეტყებდენ მათ, არცა რაჲთურთით ქმნან არარაჲ და არა აღიპარსნენ და არცა იტირნენ.

7. და არცა განტყდეს პური გლოვასა შინა მათთასა ნუგეშინის-საცემელად მკუდარსა ზედა. არა ასუან მას სასუმელი ნუგეშინის-საცემელად მამასა მისსა ზედა და დედასა მისსა ზედა.

8. სახიდ ანკანაკობისა მათისა არა შეხჳდე ოდესცა თანდაჯდომად მათ თანა, ჭამად და სუმად,

9. მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა ღმერთი ისრაჱლისა, - აჰა, მე დავარღუევ ადგილისა ამისგან წინაშე თუალთა თქუენთა დღეთა შინა თქუენთა ჴმასა სიხარულისასა და ჴმასა შუებისასა და ჴმასა სიძისასა და ჴმასა სძლისასა.

10. და იყოს, ოდეს მიუთხრნე ერსა ამას ყოველნი ესე სიტყუანი, და თქუან შენდამო: რასათჳს თქუნა უფალმან ჩუენ ზედა ყოველნი ესე ძჳრნი? რაჲ არს სიცრუენი ჩუენი, და რაჲ ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა?

11. და ჰრქუა მათ: მის წილ, რომელ დამიტევეს მამათა თქუენთა, - იტყჳს უფალი, - და ვიდოდეს უკანა ღმერთთა უცხოთასა და ჰმსახურეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ, და მე დამიტევეს და სჯული ჩემი არა დაიმარხეს.

12. და თქუენცა იუკეთურეთვე უფროს მამათა თქუენთასა და, აჰა, თქუენ ხუალთ კაცადნი უკანა სათნოთა გულისა თქუენისათა არსმენად ჩემდა.

13. და განგთხინე თქუენ ქუეყანისა ამისგან ქუეყანად. მიმართ, რომელი არა იცით თქუენ და მამათა თქუენთა, და ჰმსახუროთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღე და ღამე, რომელთა არა მოგცენ თქვენ წყალობაჲ.

14. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაილისანი ქუეყანით ეგჳპტით,

15. არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძვნი ისრაილისანი ქუეყანისაგან ჩრდილოსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადა განიჴადნეს მუნ. და კუალად ვაგნე იგინი ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მამათა მათთა.

16. აჰა, მივავლენ მრავალთა მონადირეთა და მოინადირნენ იგინი. და ამათსა შემდგომად მივავლენ მრავალთა მთხევლართა, - იტყჳს უფალი, - და მოითხევლნენ იგინი ზედა კერძო ყოვლისა მთისა და ზედა კერძო ყოვლისა ბორცჳსა და ჴურელებისაგან კლდეთასა,

17. რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა ზედა გზათა მათთა და არ დაიფარნენ უსამართლოებანი მათნი წინაშე თუალთა ჩემთა.

18. და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანა ჩემი, მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთასა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.

19. უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა ძჳრთა ჩემთასა შენდამი, წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისათ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი და არა არს სარგებელი მათ თანა.

20. უკუეთუ ყუნეს კაცმან თავისა თჳსისად ღმერთნი, და იგინი არა არიან ღმერთ.

21. აჰა, მე განუცხადო მათ ჟამსა ამას შინა ჴელი ჩემი, და ვაცნობო მათ ძალი ჩემი, და ცნან, ვითარმედ სახელი ჩემი უფალ.


17

1. ამათ იტყჳს უფალი: ცოდვაჲ იუდაჲსი შთაწერილ არს ნაწერსა შინა, რკინასა შინა ფრჩხილითა ადამანტინისაჲთა, შთაწებული მკერდსა ზედა ფიცრისა გულისა მათისასა და რქათა შორის საკურთხეველთა მათთასა.

2. ესრეთ, ოდესცა მოიჴსენნენ ძეთა მათთა საკურთხეველთა მათთაჲ და სერტყთა მათთაჲ ხესა შორის ვარჯოანსა და ბორცუთა ზედა განსაცხრომელთა.

3. და მთათა ველსა შორის ძალი შენი და ფასნი შენნი იავრად მივსცნე და მაღალნი შენნი ცოდვათა შენთათჳს, ყოველთა შორის საზღვართა შენთა.

4. და დაშთე მარტოჲ და დაჰმდაბლდე სამკჳდრებელისაგან შენისა, რომელი მიგეც შენ და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა შინა, რომელი არა უწყოდი, რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულისწყრომისაგან ჩემისა, ვიდრე საუკუნომდე ეგზებოდის.

5. ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი.

6. და იყოს ვითარ ველური გრიკი უდაბნოს შინა, რომელი არა იხილავს, ოდეს მოვიდენ კეთილნი. და დაეშენოს ალდატსა, ქუეყანასა უდაბნოსა, ქუეყანასა შინა მარილიანსა, რომელი არა დაიმკჳდრების.

7. და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა.

8. და იყოს, ვითარცა ხე ნოყიერი წყალსა ზედა, და ნოტიასა ზედა განიხუნეს ძირნი მისნი. და არა შეშინდეს, ოდეს მოვიდეს სიცხე. და იყოს მის შორის მორჩები სერტყოვნები, წელიწადსა უწჳმროებისასა არა შეშინდეს და არა მოაკლოს, ყოფად ნაყოფი.

9. ღრმა არს გული უფროს ყოველთასა და კაც არს. და ვინ ცნას იგი?

10. მე, უფალი, გამომწულილველი გულთა, გამომცდელი თირკმელთა მიცემად კაცადისა გზათაებრ მისთა და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მისთაჲსა.

11. ჴმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა შვნა. მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით, განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტეონ იგი და უკანასკნელთა შინა მისთა იყოს უცნობელ.

12. საყდარ დიდების ამაღლებულ, სიწმიდე ჩუენი,

13. დასაბამითგან ადგილ სიწმიდისა ჩვენისა. თმენაჲ ისრაილისა, უფალო, ყოველნი დამტევებელნი შენნი სირცხჳლეულ იქმნედ განმდგომნი ქუეყანასა ზედა დაიწერნედ, რამეთუ დაუტევეს წყაროჲ ცხოვრებისა, უფალი.

14. განმკურნე მე უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე მე, და ვცხონდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.

15. აჰა, ესენი იტყჳან ჩემდამო: სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ? მოვედინ!

16. ხოლო მე არა დავშუერ შედგომილი უკანა შენსა და დღესა კაცისასა გულმან არ მითქუა. შენ უწყი, გამომავალნი ბაგეთა ჩემთაგან წინაშე პირსა შენსა არიან.

17. ნუ მექმნები მე უცხო, მრიდებელი ჩემი დღესა შინა ბოროტსა.

18. სირცხჳლეულ იქმნენინ მდევარნი ჩემნი და ნუ მერცხჳნებინ მე. შეძრწუნდენ იგინი და ნუცა შევძრწუნდები მე. მიაწიე მათ ზედა დღე ბოროტი, მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.

19. ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და დადეგ ბჭეთა ზედა ძეთა ერისა შენისათასა, რომლისა მიერ შევლენ მათ მიერ მეფენი იუდაჲსნი, და რომელთა მიერ გამოვლენ მათ ზედა და ყოველთა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათა.

20. და სთქუა მათდა მიმართ: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან იუდეამან და ყოველმან ისრაილმან, შემავალთა ბჭეთა ამათ შორის.

21. ამათ იტყჳს უფალი: დაიცვენით სულნი თქუენნი და ნუ აღიღებთ ტჳრთსა დღესა შინა შაბათთასა და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იერუსალიმისათა,

22. და ნუ გამოგქონან ტჳრთნი სახლთაგან თქუენთა დღესა შინა შაბათთასა, და ყოველი საქმე არა ჰქმნათ. და წმიდა-ყავთ დღე შაბათთაჲ, ვითარცა ვამცენ მამათა თქუენთა.

23. და არა ისმინეს, და არა მოყვეს ყური მათი, და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა არსმენად ჩემსა და არშეწყნარებად სწავლაჲ.

24. და იყოს, უკეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - არა შეღებად ტჳრთი ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა დღესა შინა შაბათთასა და წმიდაყოფად დღე შაბათთაჲ, არაქმნითა მას შინა ყოველსა საქმესა.

25. და შემოვიდოდიან ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა, ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა მისსა, იგინი და მთავარნი მათნი მამაკაცნი იუდაჲსნი და დამკჳდრებულნი იერუსალიმისანი. და დაეშენოს ქალაქი ესე საუკუნოდ.

26. და მოვიდენ ქალაქთაგან იუდასთა და გარემოს იერუსალიმისა და ქუეყანისაგან ბენიამენისსა, და ველობისაგან და მთისაგან და ჩრდილოდ მიმართისაგან, მომღებელნი ყოვლადდასაწუელთა და მსხუერპლთა და საკმეველთა და მანანასა და გუნდრუკსა და მომღებელნი საქებელად სახლისა მიმართ უფლისა.

27. და იყოს, არა თუ ისმინოთ ჩემი წმიდა-ყოფად დღე შაბათთაჲ. არა აღღებად ტჳრთნი და შესლვად ბჭეთა იერუსალიმისათა დღესა შინა შაბათთასა, და აღვაგზნა ცეცხლი ბჭეთა მისთა შორის, და შეჭამნეს მრჩობლგზებნი იერუსალიმისანი და არა დაშრტეს.


18

1. სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიას მიმართ მეტყუელი:

2. აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი ჩემნი.

3. და შთავედ სახიდ მეკეცისა. და, აჰა, იგი იქმოდა საქმესა ქვათა ზედა.

4. დავარდა ჭურჭელი, რომელსა-იგი იქმოდა თიჴისაგან ჴელთა შინა მისთა, და კუალად შექმნა იგი ჭურჭლად სხუად, ვითარცა სთნდა წინაშე მისსა ქმნად.

5. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: არქუ მათ:

6. უკუეთუ ვითარცა მეკეცესა ამას ვერ ძალ-მიც ქმნად თქუენდა, სახლო, ისრაილისაო? აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო!

7. აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად.

8. და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა.

9. დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად

10. და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა.

11. და აწ თქუ მამაკაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმს: ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვზელ თქუენ ზედა ბოროტთა და ვსიტყუავ თქუენ ზედა გულისსიტყვასა: მოიქეცინ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უკეთეს-ჰყვენით სიმარჯუენი თქუენი და გზანი თქუენი

12. და თქუეს: ვმჴნდეთ, რამეთუ უკანა განდრეკილებათა ჩუენთასა ვიდოდით და კაცადმან სათნონი გულისა ჩუენისა ბოროტნი ვქმნნეთ.

13. ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, ვის ესმნეს ესევითარნი განსაკრთომელნი ფრიად, რომელნი ქმნნა ასულმან ქალწულმან იერუსალიმისამან?

14. ნუ მოაკლდეს კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანისაგან, ანუ მიაქციის წყალი მაიძულებელისა ქარისა მობერვამან?

15. რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, ცუდისადმი აკმევდეს და მოუძლურდენ გზათა მათთა ზედა, საბელთა საუკუნეთა ზედსლვისათჳს ალაგთა არმქონებელთა გზისათა სავალად.

16. და დაწესებად ქუეყანაჲ მათი უჩინოსაქმნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველნი წარმავლელნი მის მიერ განცჳბრდენ და შეხარნენ თავნი მათნი,

17. ვითარცა ქარმან შემწუელმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა. ქედი და არა პირი უჩუენო მათ დღესა შინა წარწყმედისა მათისასა.

18. და თქუეს: მოვედით, ვსიტყოთ იერემიას ზედა გულისსიტყუა, რამეთუ არა წარწყმდეს შჯული მღდელისაგან და განზრახვაჲ გულისჴმიერისაგან და სიტყვა წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და გავაბრძოლოთ იგი ენისა მიერ, და არა ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი.

19. ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართლისა ჩემისაჲ.

20. უკეთუ მიეგებიან ბოროტნი კეთილთა წილ, რამეთუ შეთქუნეს სიტყუანი ძჳნად სულისა ჩემისა და ტანჯვაჲ მათი დამირწყუეს მე? მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა თქმად მათ ძლით კეთილთა, გარემიქცევად გულისწყრომა შენი მათგან.

21. ამისთჳს მისცენ ძენი მათნი სიყმილსა და შეაწყუდიენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმენინ ცოლნი მათნი უშვილო და ქურივებ, და ქმარნი მათნი იქმენინ მოწყუედილ სიკვდილითა და ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა.

22. იქმენინ ღაღადება სახლებსა შინა მათსა, მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მყის, რამეთუ ჴელ-ყვეს სიტყვა შეპყრობად ჩემდა, და მახენი დაარწყუნეს ჩემ ზედა.

23. და შენ, უფალო, სცან ყოველი განზრახვაჲ ჩემ ზედა სასიკვდინედ. ნუ ააუბრალოებ უმართლობათა მათთა და ცოდვათა მათთა პირისა შენისაგან ნუ აჰჴოც. იყავნ უძლურებაჲ მათი წინაშე შენსა, ჟამსა შინა გულისწყრომისა შენისასა ყავ მათ შორის.


19

1. მაშინ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე კარაბაჲ, გამოზელილი კეცისაჲ, და მოიყვანენ მოხუცებულთაგან ერისათა და მოხუცებულთაგან მღდელთასა.

2. და განხჳდე სამრავალკაცოდ ძეებისა შვილთა მათთასა, რომელი არს წინა კართა ზედა ბჭისა ხარსიდისასა, და წარიკითხენ მუნ ყოველნი სიტყუანი, რომელნიცა ვთქუნე შენდამი.

3. და ჰრქუა მათ: ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს და შემავალთა ამათ ბჭეთა შინა. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: აჰა, მე მოვაწევ ერსა ამას ზედა ძჳრთა, ვიდრეღა ყოველსა მსმენელსა მათსა აღუყივდენ ყურნი მისნი.

4. მათ წილ, რომელ დამიტევეს მე, და განაუცხოეს ადგილი ესე, და უკმევდეს ამას შორის ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდნეს მათ და მამათა მათთა და მეფეთა იუდაჲსთა, აღავსეს ადგილი ესე სისხლებითა უბრალოებითა,

5. და უშენნეს მაღალნი ბაალსა დაწუად ძენი მათნი ცეცხლითა ყოვლადდასაწუელად ბაალისა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა მომეგონა გულსა შინ ჩემსა.

6. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და არა ეწოდოს მერმე ადგილსა ამას დაცემულება და სამრავალკაცო ძისა ენნომისსა, არამედ სამრავალკაცო სრვისა.

7. და მოვსრა განზრახვაჲ იუდაჲსი და განზრახვაჲ იერუსალიმისაჲ ადგილსა ამას შინა, და დავსცნე იგინი მახჳლისა მიერ წინაშე მტერთა მათთა და ჴელებსა შინა მეძიებელთა სულებისა მათისათა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

8. და დავდვა ქალაქი ესე უჩინოსაქმნელად და სასტჳნვლად. ყოველი თანაწარმვლელი მის ზედა დაწუხნეს და დაისტჳნოს ყოვლისა ამის წყლულებისათჳს.

9. და ჭამდენ ჴორცებსა ძეთა მათთასა და ჴორცებსა ასულთა მათთასა და თითოეული ჴორცთა მოყუსისა თვისისათა ჭამდეს გარემოცვულებასა შინა და გარემოდგომილებასა შინა, რომლითა გარემოადგენ მათ მტერნი მათნი და მეძიებელნი სულთა მათთანი.

10. და შეჰმუსრო კარაბაჲ წინაშე თვალებსა კაცთა გამოსრულთასა შენ თანა.

11. და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ესრეთ შევმუსრო ერი ესე და ქალაქი ესე, ვითარცა შეიმუსრვის ჭურჭელი კეცისაჲ, რომელი არშესაძლებელ იყოს განკურნებად მერმე, და ტაფეთს თანა დაჰფლვიდენ, რამეთუ არა იყოს ადგილი დაფლვად.

12. ესრეთ უყო, - იტყჳს უფალი, - ადგილსა ამას და დამკჳდრებულთა მას შინა მიცემად ქალაქი ესე ქუეყანად დაკუეთებულად.

13. და იყვნენ სახლებნი იერუსალიმისანი და სახლნი მეფეთა იუდაჲსთანი, ვითარცა ადგილი დაკუეთებული არაწმიდებათათჳს, რომელნი ქმნნეს სახლთა შინა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ყოველსა მჴედრობასა ცისასა, დაუგებდეს საგებელთა ღმერთთა უცხოთა.

14. და მოვიდა იერემია დაცემულებისაგან ტაფეთისა, ვინაჲ მიავლინა იგი უფალმან წყლულებად მუნ, და დადგა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და თქვა ყოვლისა მიმართ ერისა.

15. ამას იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე მოვჰჴადნე ქალაქსა ამას ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა მისთა და დაბათა მისთა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მის ზედა, რამეთუ განიფიცხეს ქედი მათი არსმენად სიტყვათა ჩემთა.


20

1. და ესმა პასქორს, ძესა ემმირისსა, მღდელსა, და იგი იყო დადგინებულ სახლსა უფლისასა, იერემიას წინაწარმეტყუელება სიტყუათაჲ ამათ.

2. და უხეთქნა პასქორმან იერემიას წინაწარმეტყუელსა და შთააგდო იგი მღჳმესა, რომელი იყო ბჭეთა თანა ბენიამენისსა სახლისა განკიდებულისა ქორედისა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა.

3. და იყო ხვალისაგან, და გამოიყვანა პასქორმან იერემია მღვიმით და ჰრქუა მას იერემია: არა პასქორ გიწოდა უფალმან სახელი შენი, არამედ გარდასახლებულ

4. მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგცემ შენ გარდასახლებად ყოველთა თანა მოყვარეთა შენთა, და დაეცნენ მახჳლითა მტერთა მათთაჲთა, და თუალთა შენთა იხილონ. და შენ და ყოველი იუდაჲ მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და გარდაასახლენ იგინი ბაბილოვნად და დაჭრნენ იგინი მახჳლითა.

5. და მივსცნე ყოველი ძალი ქალაქისა ამის და ყოველნი ნაშრომნი მისნი და ყოველი პატივი მისი, და ყოველნი საუნჯენი მეფისა იუდაჲსნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, და წარიხუნენ იგინი ბაბილონად.

6. და შენ, პასქორო, და ყოველნი დამკჳდრებულნი სახლსა შინა შენსა, წარხჳდეთ ტყუეობად და ბაბილონად მიხჳდეთ და მუნ მოჰკუდე. და მუნ დაეფლა შენ და ყოველნი მეგობარნი შენნი, რომელთა უწინასწარმეტყუელებდ მათ ცრუსა.

7. შემაცთუნე მე, უფალო, და შევსცეთ. შემიპყარ და მძლე ვიქმენ საცინელად, ყოველი დღე წარვლე განკიცხულმან.

8. რამეთუ განმწარებულითა სიტყჳთა ჩემითა ვიცინოდი უდებლობასა და საარებულობასა მოვხადო, რამეთუ იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა საყუედრელად და საგიობელ ყოველსა დღესა.

9. და ვთქუ: არა სახელ-ვსდვა სახელსა ღმრთისასა და არა ვიტყოდი მერმე სახელსა ზედა მისსა. და იქმნა გულსა შინა ჩემსა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე და მოტყინარე და შემყენებელი შორის ძუალთა ჩემთა, და შეუცავ ყოველგნით, და ვერ ძალ-მიც თავს-დებაჲ,

10. რამეთუ მესმა გიობაჲ მრავალთაჲ შეკრებულთა ჩემ ზედა მრგულივ, მეტყუელთა: ზედააღდეგით და ზედააღუდგეთ მას ყოველნი კაცნი მიყუარნი მისნი, განიხილეთ წულილ მოგონებაჲ მისი, ანუ შეაცთუნეთ და ვსძლოთ მას, და მოვიღოთ შურისძიებაჲ ჩუენი მისგან.

11. და უფალი ჩემ თანა, ვითარცა მბრძოლი ძლიერი. ამისთჳს მდევნეს და გაგონებად ვერ უძლოყე. ერცხჳნა ფრიად, რამეთუ აგრძნეს უპატიობანი მათნი, რომელნი საუკუნომდე არდავიწყებულ იქმნენ.

12. უფალო ძალთაო, გამომცდელო სამართალთაო, გულისხმის-მყოფელო თირკმელთა და გულთაო. მიხილავსმცა შენმიერი შურისძიებაჲ მათგან, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადენ პასუხის-მიცემანი ჩემნი.

13. უგალობდით უფალსა, აქებდით მას, რამეთუ განარინა სული გლახაკისაჲ ჴელისაგან მბოროტებელთასა.

14. დაწყეულ დღე, რომელსა ვიშევ მას შინა, დღე, რომელსა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, ნუ იყოფინ ზედლოცვით.

15. დაწყეულ კაცი, მახარებელი მამისა ჩემისა, მეტყუელი: გეშვა შენ ძე წული, ნუ მხიარულ იყავნ.

16. და იყავნ კაცი იგი, ვითარცა ქალაქნი, რომელნი დააქცინა უფალმან გულისწყრომით და არ შეინანა. ესმედ ღაღადებისაჲ განთიად და ვალალაებისაჲ ჟამსა შუადღისასა,

17. რამეთუ არ მომკლა მე საშოსა შინა მსაშოებელისა ჩემისასა, და იქმნა დედაჲ ჩემი საფლავ ჩემდა, და საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა.

18. რაჲსა ამისთჳს გამოვედ საშოჲთ, ხილვად შრომათა და ტკივილთა და გარდაჴდეს სირცხჳლსა შინა დღენი ჩემნი?


21

1. სიტყუაჲ ქმნილი იერვმიაჲს მიმართ უფლისა მიერ, ოდეს მიავლინა მისდამი სედეკია მეფემან პასხორ, ძე მელქისი, და სოფონია, ძე მაასესი, მღდელისაჲ, მეტყუელმან:

2. ჰკითხე ჩუენთჳს უფალსა, რამეთუ ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, ზედდადგრომილ არს ჩუენ ზედა. უკუეთუ ყოს, ვითარ უფალმან ჩუენ თანა ყოველთაებრ საკჳრველებათა მისთა და წარვიდეს ჩუენგან.

3. და თქუა მათდა მიმართ იერემია: ესრეთ თქუთ სედეკიაჲს მიმართ.

4. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე გარდავაქცინე საჭურველნი საბრძოლელნი თქუენნი, რომელი არს ჴელთა თქუენთა, რომელთა მიერ ებრძვით თქუენ მათ მიერ მეფესა ბაბილონისასა და ქალდეველთა, შემჴშველთა თქუენთა გარეთ ზღუდისა, და შემოვიყვანნე იგინი საშუალ ქალაქისა ამის.

5. და გებრძოლო თქუენ მე ჴელითა განმარტებულითა და მკლავითა ძლიერითა გულისწყრომისა თანა და რისხვისა დიდისა.

6. და მოვსრნე ყოველნი დამკჳდრებულნი ქალაქსა ამას შინა: კაცნი და საცხოვარნი სიკუდილისა მიერ დიდისა, და მოკუდენ.

7. და შემდგომად ამათსა ესრეთ იტყჳს უფალი: მივსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და ყრმანი მისნი და ერი დაშთომილი ქალაქსა ამას შინა სიკუდილისაგან და მახჳლისა და სიყმილისა ჴელსა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვანისასა, და ჴელთა შინა მტერთა მათთა, და ჴელთა შინა მეძიებელთა სულთა მათთასა, და დაჭრნენ იგინი პირითა მახჳლისაჲთა. არა ვერიდო მათ ზედა, და არ შევიწყალნე იგინი და არცა ულხინო მათ.

8. და ერისა ამის მიმართ სთქუა: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგეც წინაშე პირსა თქუენსა გზა ხარებისა და გზაჲ სიკუდილისაჲ.

9. მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ, და გამომავალი განშორებისათჳს ქალდეველთა მიმართ, შემაწყუდეველთა თქუენთა, ცხონდეს, და იყოს სული მისი საიავროდ და ცხონდეს

10. მით, რამეთუ განვიმტკიცე პირი ჩემი ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ, - თქუა უფალმან, - ჴელთა მეფისა ბაბილოვანისათა მიეცეს, და მოწუას ეგე ცეცხლითა.

11. სახლმან მეფისა იუდაჲსმან ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

12. სახლო დავითისაო, - ამათ იტყჳს უფალი, - შჯიდით განთიად სასჯელსა და წარმართებდით, და განარინებდით მიხუეჭილსა ჴელისაგან მიმხუეჭელთა მისთაჲსა, რათა არა აღეგზნას, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ ჩემი, და დასწვიდეს და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან სიცრუისა სიმარჯუეთა თქუნთასა.

13. აჰა, მე შენდამი დამკჳდრებულისა ღელესა სორისსა ველობსა, - ეტყჳს უფალი მეტყველთა, - ვინ შემაშინნეს ჩუენ, ანუ ვინ შევიდეს სამკჳდრებელსა ჩუენსა?

14. და ზედმოვიხილო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან, - და აღვაგზნე ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲსნი მისნი.


22

1. ამათ იტყჳს უფალი: ვიდოდე და შთახედ სახიდ მეფისა იუდაჲსსა. და სთქუნე მუნ სიტყუანი ესე.

2. და ჰრქუა: ისმინე სიტყუა უფლისაჲ მეფემან იუდაჲსმან, მჯდომარემან საყდარსა ზედა დავითისასა, შენ და ყრმათა შენთა და ერმან შენმან და რომელნი შემოვლენ ბჭეთა.

3. ამათ იტყჳს უფალი: ჰყოფდით სასჯელსა და სიმართლესა და განარინებდით მიმძლავრებულსა ჴელისაგან მიმმძლავრებელისა მისისა, და მწირსა და ობოლსა და ქურივსა ნუ ჰმძლავრობთ, და ნუ უთნოებთ და სისხლსა უბრალოსა ნუ დასთხევთ ადგილსა ამას შინა.

4. მით, რამეთუ, უკუეთუ მყოფელთა ჰყოთ სიტყუაჲ ესე, და შევიდოდიან ბჭეთა ამის სახლისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა და ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა, იგი და ყრმანი მისნი და ერი მისი.

5. ხოლო არა თუ ჰყუნეთ სიტყუანი ესე, თავისა ჩემისადმი ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ მოსაოჴრებელად იყოს სახლი ესე.

6. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძჳნად სახლისა მეფისა იუდაჲსისა: გალაად, შენ ხარ ჩემდა დასაბამ ლიბანისა, უკუეთუ არა დაგდვა შენ უდაბნოდ ქალაქებად არდამკჳდრებულებად,

7. და მოვაწივნე და წმიდა-ვყვნე შენ ზედა მომსრველნი: მამაკაცი და ცული მისი, და მოჰკუეთნენ რჩეულნი ნაძუნი შენნი და შეყარნენ ცეცხლსა.

8. და განვიდენ წარმართნი მრავალნი ქალაქისა ამის მიერ. და თქუას კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: რაჲსათჳს უყო უფალმან ესრეთ ქალაქსა ამას დიდსა?

9. და ჰრქუან: მათ წილ, რომელ დაუტევეს ანდვრძი უფლისა ღმრთისა მათისა და თაყვანის-სცეს ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურეს მათ.

10. ნუ სტირთ მომკუდარსა, ნუცა ეგლოვთ მას, და იტირეთ ტირილით განმავალი, რამეთუ არღა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ მამულისა მისისა

11. მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სელიმის ზედა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, რომელი მეფობდა იოსიას წილ მამისა მისისა, რომელი გავიდა ადგილისა ამისგან, არა უკმოიქცეს მუნ არა მერმე,

12. რამეთუ ადგილსა მას, რომელსა გარდაასახლეს იგი, მუნ მოკუდეს და ქუეყანა ესე არა იხილოს მერმე.

13. ჵ მაშენებელსა სახლისა თჳსისასა არა სიმართლისა მიერ და ქორებსა თჳსსა არგანკითხვისა მიერ. მის მიერ მოყუასი მისი მოქმედებს მედად და სასყიდელსა მისსა არ მისცემს მას.

14. მეტყუელი: უშენე თავსა შენსა სახლი ზომითი-ქორები სანიავოები, განგებულებისა სტუენად და მონივთულები ნაძჳთა, განგლესილები წარნაქითა.

15. ნუ ჰმეფობ, რამეთუ შენ განსძჳნდი აქაზისებრ, მამისა შენისა. არა ჭამონ და სუან; და ქმნაჲ მსჯავრისა და სიმართლისა კეთილისაჲ არა ცნეს.

16. არა საჯეს სასჯელი მდაბალთაჲ, არცა სასჯელი დავრდომილისაჲ. არა ესე არსა შენგან ვერცნობა ჩემი? - იტყჳს უფალი, -

17. რამეთუ შენდა, აჰა, არა არიან თუალნი, არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა ზედა შენსა, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად მისსა და ცილისწამებასა ზედა, და უსამართლოებასა, და მკლველობასა ქმნად მათდა.

18. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი იოაკიმის ზედა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა: ვაჲ კაცსა ამას ზედა, არა ეტყებდენ მას. ვაჲ მე, უფალო, და ვაჲ მე, ძმაო, და ვაჲ მე, დაო, არცა სტიროდიან მას, ჵ საყუარელო!

19. დაფლვითა ვირისათა დაეფლას, და-რაჲ-ლპეს, ვითარცა სკორე, განითხიოს მიერ კერძო ბჭესა იერუსალიმისასა.

20. აღვედ ლიბანსა ზედა და ღაღად-ყავ და ბასანადმი მიეც ჴმაჲ შენი და ჴმა-ყავ წიაღკერძოდ მიმართ ზღჳსა, შეიმუსრნეს ყოველნი ტრფიალნი შენნი.

21. ვიტყოდე შენდამი დაცემულებასა შინა შენსა და სთქუ: არა ვისმინო შენი. ესე არს გზაჲ შენი სიჭაბუკით შენითგან, რამეთუ არა ისმინე ჴმისა ჩემისა.

22. ყოველთა მწყემსთა შენთა ჰმწყსის ქარი და ტრფიალნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, რამეთუ მაშინ შეირცხჳნო და უპატივო იქმნე ყოველთაგან მიყუართა შენთა.

23. დამკჳდრებულმან შორის ლიბანსა, დაბუდებულმან ნაძუთა ზედა სულთ-ითქუნე მოსლვასა შენდა სალმობათა, ვითარცა შობადისათასა.

24. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, უკუეთუ ქმნით იქმნეს იექონია, ძე იოაკიმისი, მეფე იუდაჲსი, აღმონაბეჭდავ ჴელისა ჩემისა მარჯუენისა, ვითარმედ მუნითგან გამოგფხურა შენ.

25. და მიგცე შენ ჴელებსა მეძიებელთა სულისა შენისათასა და ჴელებსა, რომელთა შენ იშიშვი, პირისაგან მათისა ჴელსა შინა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა და ჴელსა შინა ქალდეველთასა.

26. და განგაგდო შენ და დედაჲ შენი, მშობელი შენი, ქუეყანად სხუად, ქუეყანადმი, რომელსა არა იშვენით, მუნ, და მუნ მოჰკუდეთ.

27. ხოლო ქუეყანად, რომელსა იგინი ილოცვენ სულითა მათითა, არა მოიქცენ.

28. შეურაცხ-იქმნა იექონია, ვითარ ჭურჭელი, რომლისა არა არნ საჴმარება მისი, რამეთუ განიგდო იგი და თესლი მისი, და განიჴადა ქუეყანად, რომელი არა უწყოდა.

29. ქუეყანაო, ქუეყანაო, ქვეყანაო, ისმინე სიტუაჲ უფლისა!

30. ამათ იტყჳს უფალი: დაწერე მამაკაცი ესე, განაქიქე კაცი, რამეთუ არა აღორძნდეს თესლისა მისისაგან, კაცი მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, მთავარი მერმეცა იუდას შორის.


23

1. ჵ მწყემსნო წარმწყმედელნო და განმაბნეველნო ცხოვართა საძოვრისა ჩემისათა, - იტყჳს უფალი.

2. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა მმწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაგარეენით იგინი, და არ მოიხილენით იგინი. აჰა, მე შურ-ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან,

3. და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადა განვაგარეენ იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა მათსა ზედა, და აღოძრნდენ და განმრავლდენ.

4. და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი ჰმწყსიდენ მათ, და არღა ეშინოდის მერმე, არცა იწიწვოდიან, არცა ორჴმაობდენღა, - იტყჳს უფალი.

5. ესერა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეფობდეს მეფე მართალი და გულისჴმა-ყოს და ქმნას განკითხვა და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

6. დღეთა შინა მისთა ცხონდეს იუდაჲ და ისრაელი დაემკჳდროს სასოებით და ესე სახელ მისსა, რომელი უწოდოს მას უფალმან (იოსედეკ თჳთ წინაწარმეტყუელთა შორის).

7. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, აღმომყვანებელი ძეთა ისრაელისათა ეგჳპტით.

8. და ცხოველ არს უფალი აღმომყვანებელი და მომყვანებელი თესლსა სახლისა ისრაჱლისასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადაცა განვაგარეენ იგინი მუნ, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა.

9. წინაწარმეტყუელთათჳს შეიმუსრა გული ჩემ შორის, შეირყინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი. ვიქმენ, ვითარცა მამაკაცი შემუსრვილი და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნისა მიერ, პირისაგან უფლისა და პირისაგან მისისა,

10. რამეთუ მრუშებათა მიერ აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ პირისაგან ამათისა იგლოვა ქუეყანამან. განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲსანი და იქმნა სრბაჲ მათი ბოროტ, და ძალი მათი არა ესრე,

11. რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელნი შეიმწიკულნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილენ უკეთურებანი მათნი, - თქუა უფალმან,

12. ამისთჳს იქმენინ გზა მათი მათდა საბრჴე ალმურსა შინა, და შებრკოლდენ და დაეცნეს მას შინა მით, რამეთუ მოვჰჴადნე მათ ზედა ძჳრნი წელიწადსა შინა ზედ მიხედვისა მათისასა, - თქუა უფალმან, -

13. და წინაწარმეტყუელთა შორის სამარიაჲსათა ვიხილენ უსჯულოებანი. წინაწარმეტყუელებდეს სახელსა ზედა ჩემსა ბაალისთჳს და შეაცთუნეს ერი ჩემი ისრაელი.

14. და წინაწარმეტყუელთაცა შორის იერუსალემისათა ვიხილენ განსაკრთომელნი მემრუშექმნილთა და მავალთა სიცრუეთა შინა და შემწეთა ჴელთა ბოროტთასა არმოქცევისათჳს კაცადისა გზისაგან მისისა ბოროტისა. იქმნეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა სოდომაჲ და მკჳდრნი მისნი, ვითარცა გომორრაჲ.

15. ამისთვის იტყჳს უფალი ძალთა წინაწარმეტყუელთა ზედა: აჰა, მე ვაჭამებ მათ სალმობასა და ვასუამ მათ წყალსა მწარესა, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იერუსალიმისათა გამოჴდა შემწიკულება ყოვლისა ქუეყანისად.

16. ესრეთ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინასწარმეტყველებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყჳან და არა პირისაგან უფლისა.

17. ეტყჳან ურჩთა სიტყჳსა უფლისათა: მშჳდობა იყოს თქუენდაო, და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მისისაჲთა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი,

18. რამეთუ ვინ დადგა სახილავსა შორის უფლისასა. და იხილა და ესმნეს სიტყვანი მისნი? ვინ ყურად-იღო სიტყვა მისი და ისმინა?

19. აჰა, ძრვაჲ უფლისა მიერ და რისხვაჲ გამოვალს თანადშესარყეველად, კუალად ქცეული უთნოთა ზედა მოიწია.

20. არღა მერმე მიიქცეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს იგი და ვიდრემდის დაადგინოს იგი ჴელ-ყოფანი გულისა მისისანი, უკანასკნელთა დღეთასა გულისხმა-ყუნენ იგინი.

21. არ მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ, და იგინი წინასწარმეტყველებდეს.

22. და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყვანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა.

23. ღმერთი მახლობელი მე ვარ, - იტყჳს უფალი, - და არა ღმერთი შორიელი.

24. ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? - იტყჳს უფალი, - ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი, -

25. მესმნეს, რომელთა იტყჳან წინასწარმეტყველნი, რათა წინასწარმეტყველებენ სახელითა ჩემითა ცრუთა მეტყუელნი: ვიძილისშინეთ ძილისშინა:

26. ვიდრემდის იყოს გულსა შინა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი წინასწარმეტყველებენ ცრუთა, და წინასწარმეტყველებენ ნებათა გულისა მათისათა, რომელნი იგონებენ:

27. დავიწყებასა ერისა ჩემისაგან სახელსა ჩემისასა ძილისშინათა მათთა მიერ, რომელთა მიუთხრობდა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ვითარ-იგი დაივიწყეს მამათა მათთა სახელისა ჩემისა ბაალის ძლით?

28. წინაწარმეტყუელმან, რომლისა შორის არს ძილისშინა, შთამოთქუნ ძილისშინაჲ თჳსი, რომლისა შორის სიტყვა ჩემი მისდა მიმართ, შთამოთქუნ სიტყვა ჩემი ჭეშმარიტებით, - იტყჳს უფალი, რაჲ არს ბზე იფქლისა მიმართ?

29. ეგრეთ სიტყვანი ჩემნი არა სიტყვანი ჩემნი, ვითარცა ცეცხლი მოტყინარე, - იტყჳს უფალი, - და ვითარცა წერაქვი განმკუეთი კლდისაჲ?

30. ამისთჳს, აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - რომელნი იპარვენ სიტყვათა ჩემთა თითოეული მოყუსისაგან თჳსისა.

31. აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, - რომელნი გამოიღებენ ენასა წინასწარმეტყველებათასა და წმასნიან სიცრუით უწყებასა, და მიირულებენ ჰრულსა მათსა.

32. აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, რომელნი წინასწარმეტყველებენ ძილისშინათა ცრუთა, - თქუა უფალმან, - და მიუთხრობენ მათ და აცთუნებენ ერსა ჩემსა ტყუილთა მათთა მიერ და საცთურთა მათთა მიერ. და მე არ მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და სარგებელი არა არგონ ერსა ამას, - თქუა უფალმან.

33. და უკეთუ გკითხოს შენ ერმან ამან, ანუ მღდელმან, ანუ წინაწარმეტყუელმან, მეტყუელმან: რაჲ არს მიმართება უფლისაჲ? და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მიმართება უფლისაჲ, და დაგამჴუნე თქუენ, - იტყჳს უფალი, -

34. და წინაწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან ამათ უკეთუ თქვან მიმართება უფლისაჲ, და შური ვიძიო კაცსა მას ზედა და სახლსა მისსა ზედა,

35. რამეთუ ესრეთ იტყჳთ კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა. რაჲ მოგიგო უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?

36. და მიმართება უფლისაჲ ნუ სახელ-იდებინ მერმე, რამეთუ მიმართება უფლისაჲ იყოს კაცისა სიტყვა მისი. გარდააქციენით სიტყუანი ღმრთისა ცხოველისანი, უფლისა ძალთაჲსა ღმრთისა ჩუენისანი.

37. ესრეთ სთქუთ წინაწარმეტყუელისა მიმართ: რაჲ მოგიგო შენ უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?

38. და მიმართებასა უფლისასა ნუ იტყჳთ. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვა ესე, მიმართება უფლისაჲ, და მივავლინე თქუენდამი მეტყუელმან: არა იტყჳთ მიმართებასა უფლისასა.

39. ამისთჳს, აჰა, მე მიგიხუნე თქუენ მიმართებითა, და დაგამჴუნე თქუენ და ქალაქი, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა.

40. და მივსცე თქუენ ზედა ყუედრება საუკუნოჲ და უპატიოებაჲ საუკუნოჲ, რომელი არ დავიწყებულ იქმნეს.


24

1. და მიჩუენნა უფალმან ორნი კიშტენი ლეღჳსანი, მდებარენი წინაშე პირსა ტაძრისა უფლისასა შემდგომად გარდასახლებისა ნაბუქოდონოსორისაგან, მეფისა ბაბილონისა, იექონიასსა, ძისა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა და მთავართა იუდაჲსთა და ჴელოვანთა შემწირავთა და მდიდართა იერუსალიმით და შთაყვანებისა მათისა ბაბილონად.

2. კიშტე ერთი ლეღჳ, ტკბილი ფრიად, ვითარცა ლეღუნი მსთუანი და კიშტე სხუაჲ ლეღჳ, ჯერკუალი ფრიად, უჭამი ჯერკუალებისაგან მისისა.

3. და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ, იერემია? და ვთქუ: ლეღუთა და ტკბილთა ლეღვთა, ტკბილთა ფრიად და ჯერკუალთა ლეღვთა, ჯერკვალთა ფრიად, რომელნი არა იჭამნენ ჯერკუალობისაგან მათისა.

4. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი.

5. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: ვითარცა ლეღუნი ესე ტკბილნი, ეგრეთ დავემონო გარდასახლებულთა იუდაჲსთა, რომელნი განვავლინე ადგილისა ამისგან ქუეყანად ქალდეველთად კეთილთათჳს.

6. და კუალად-ვაგნე იგინი ქუეყანადვე ამად. და განვიმტკიცნე მათ ზედა თუალნი ჩემნი კეთილთათჳს, და ავაშენნე იგინი, და არ დავარღჳნე, და დავჰნერგნე იგინი და არ მოვფხურნე.

7. და მივსცე მათ გული მცნობელი მათგან ჩემი, ვითარმედ მე ვარ უფალი. და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად, რამეთუ მოიქცენ ჩემდა ფლობითა გულისა მათისაჲთა,

8. და ვითარცა ლეღუნი ჯერკუალნი, რომელნი არ იჭმებიან ჯერკუალობისაგან მათისა, - იტყჳს უფალი, - ეგრეთ განვსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და დიდ-დიდნი მისნი, და ნეშტი იერუსალიმისაჲ, დაშთომილნი ქუეყანასა ამას შინა და დამკჳდრებულნი ეგჳპტეს შინა.

9. და განვსცნე იგინი განსაბნეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საიგავოდ, და საძულელად და საწყევარად ყოველსა შინა ადგილსა, რომელსა განვაგარევნე ეგენი მუნ.

10. და მივავლინო მათდა მახჳლი და სიყმილი და სიკუდილი, ვიდრე მოაკლდენ ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ და მამათა მათთა.


25

1. სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ ყოველსა ზედა ერსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსა, ესე წელიწადი პირველი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა.

2. სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ყოვლისა მიმართ ერისა იუდეაჲსსა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმისათა მეტყუელმან.

3. მეათცამეტით წლითგან იოსია ძისა ამონისსა, მეფისა იუდაჲსსა, და ვიდრე დღისამდე ამის ოცსადასამსა წელსა იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო. და ვიტყოდე თქუენდამი აღმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ.

4. და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი. ცისკარს მივავლენდ და არა ისმინეთ, და არა მოჰყვენთ ყურნი თქუენნი სმენად.

5. და ვთქუ: მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა თქუენთა, და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.

6. და ნუ ხუალთ უკანა ღმერთთა უცხოთა მსახურებად მათდა და თაყვანის-ცემად, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა განბოროტებად თქუნდა.

7. და არა ისმინეთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განმარისხეთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთა განსაბოროტებელად თქუენდა.

8. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ვინაჲთგან არა ირწმუნეთ სიტყუათა ჩემთა,

9. აჰა, მე მივავლენ და მოუწოდ ყოველთა ტომთა ბღუარისათა, - იტყჳს უფალი, - და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და მოვაწინე იგინი ქუეყანასა ამას ზედა, და დამკჳდრებულთა ზედა მისთა და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემოჲსთა მისთა და მოვაოჴრნე იგინი და მივსცნე იგინი უჩინოსაქმნელად, და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.

10. და წარვწყმიდო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ შუებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ საფქველისაჲ, და ნათელი ბაზმაკისაჲ.

11. და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ.

12. და -რა-ესრულნენ სამეოცდაათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვანელთასა და ნათესავისა მის, - იტყჳს უფალი, - და დავსხნე იგინი განსაქარვებელად საუკუნოდ.

13. და მოვაწინე ქუეყანასა მას ზედა ყოველნი სიტყვანი ჩემნი, რომელთა ვიტყოდე ძჳნად მისსა, და ყოველნი დაწერილნი წიგნსა ამას, და რაოდენნი წინაწარმეტუელნა ძჳნად ყოველთა ნათესავთა,

14. რამეთუ ჰმონეს მათ შორის, რამეთუ დაიმონენ იგინიცა ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა, და მივაგო მათ საქმეთა მათთაებრ და სიმარჯუეთა.

15. ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან ჩემდამო: მიიღე სასუმელი ღჳნისა ურწყოსაჲ ამის ჴელისაგან ჩემისა, და ასუა ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი.

16. და სუან, დასთხიონ და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელსა მე მივავლენ შორის მათსა.

17. და მოვიღე სასუმელი ჴელისაგან უფლისა, და ვასუ ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათ ზედა.

18. იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა და მეფეთა მისთა, და მთავართა მისთა დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უვალად, და სასტჳნველ და საწყევარად დღისა ამისებრ:

19. და ფარაოს, მეფისა ეგჳპტისასა, და ყრმათა მისთა და დიდ-დიდთა მისთა და ყოველსა ერსა მისსა,

20. და ყოველთა თანმრევთა მისთა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხოტომთაჲსათა, და ასკალონსა, და ღაზასა, და აკკარონსა, და ნეშტსა აზოტისასა,

21. და იდუმეასა, და მოაბიტელსა, და ძეთა ამმონისთა,

22. და ყოველთა მეფეთა ტჳროსისა და სიდონისათა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა წიაღკერძოთა ზღჳსათა,

23. და დედანსა, და თემანსა, და როსსა და ყოველსა გლისპსა პირისპირ მისსა,

24. და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა და ყოველთა თანმრევთა, რომელნი მევანეობენ უდაბნოს შინა,

25. და ყოველთა მეფეთა ზამერისთა, და ყოველთა მეფეთა ელამისათა, და ყოველთა მეფეთა მიდთა, და სპარსთასა.

26. და ყოველთა მეფეთა აპლთიოტაჲსათა, მახლობელთა და შორიელთა, კაცადსა ძმისა მიმართ მისისა და ყოველთა მეფობათა პირისზედათა ქუეყანისათა. და მეფემან სისახ სუას შემდგომად მათსა.

27. და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ, ყოვლისა მპყრობელი: სუთ და დაითრვენით, დასთხიეთ და დაეცენით, და არა აღსდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მივავლინო საშუალ თქუენსა.

28. და იყოს, ოდეს არ ენებოსყე მიღება სასუმელისაჲ ჴელისაგან შენისა, რაჲთა სუან. და ჰრქვა მათ: ესრეთ თქუა უფალმან: მსმენელთა სუთ,

29. რამეთუ, აჰა, ქალაქისაგან, რომელსა ზედა იწოდა სახელი ჩემი მის ზედა, მისგან ვიწყო მე ბოროტებად. და თქვან: განწმედითა განწმდით, არავე განსწმდეთ, რამეთუ მახჳლსა მოუწეს მე ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან.

30. და შენ წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა სიტყვათა ამათ ჩემთა. და სთქუა მათდა მიმართ. უფალი მაღლით გამოცხადებულ-ჰყოფს, და წმიდისაგან სამკჳდრებელისა მისისა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, სიტყვასა გამოცხადება-ჰყოფს ადგილისაგან თჳსისა და იგინიცა, ვითარცა საწნეხელისმწნეხელნი მიუგებენ ყოველთა მიმართ მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა.

31. მუნ მოსრვაჲ კერძოსა ზედა ქუეყანისასა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ წარმართთა შორის. საჯოს მან ყოვლისა მიმართ ჴორცისა, ხოლო უთნონი მიეცნენ მახჳლსა, - იტყჳს უფალი.

32. ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: აჰა, ძჳრნი მოვლენ ნათესავისაგან ნათესავისა მიმართ და გრიგალი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისათ.

33. და იყვნენ წყლულებანი უფლისა მიმართ დღესა შინა უფლისასა, კერძოჲსაგან ქუეყანისა მიკერძოდმდე ქუეყანისა. არა დაბურენ, არცა შეკრბენ და არა დაეფლნენ, ვითარცა სკორენი ქუეყანისანი, იყვნენ.

34. ღაღად-ყავთ მწყემსთა და ჴმა-ყავთ და იტყებდით ვერძნი ცხვართანი, რამეთუ სრულ იქმნნეს დღენი თქუენნი დაკლვადმი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ, ვითარცა ვერძნი რჩეულნი.

35. და წარწყმდეს სილტოლა მწყემსთაგან და მაცხოვარება ვერძთაგან ცხოვართაჲსა.

36. ჴმაჲ ღაღადებისა მწყემსთასა და ღაღადება ვერძებისა ცხოვართასა, რამეთუ მოსპნა უფალმან საძოარნი მათნი.

37. და დააცხრვნა კეთილნი მშჳდობისანი პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უფლისა.

38. დაუტევა კაცადმან, ვითარცა ლომმან, საყუდელი თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანა მათი უვალ პირისაგან რისხვისა მახჳლისა დიდისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა მისისა.


26

1. დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყვა ესე უფლისა მიერ მეტყველი.

2. ესრეთ თქვა უფალმან: დადეგ ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და აუწყო ყოველსა იუდასა მომავალთა თაყვანის-ცემად შორის სახლისა უფლისა. ყოველნი სიტყუანი, რომელნი გიბრძანენ შენ უწყებად მათდა, ნუ დააკლებ სიტყვასა.

3. ნუუკუე ისმინონ და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და დავსცხრე მე ბოროტთაგან, რომელთა ვსიტყუავ მე ყოფად მათდა ბოროტთათჳს სიმარჯვეთა მათთა.

4. და სთქვა მათდა მიმართ: ესრეთ იტყჳს უფალი: არა თუ ისმინოთ ჩემი სლვად შჯულთა შინა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირთა თქუენთა,

5. სმენად სიტყუებსა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთასა, რომელთა მე მივავლენ თქუენდა განთიად, და მივავლინენ და არა ისმინეთ

6. და მივსცე სახლი ესე, ვითარცა სილომი, და ქალაქი ესე მივსცე საწყევარად ყოველთა წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა.

7. და ისმინეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან იერემიასაგან თქმასა ამათ სიტყუათასა სახლსა შინა უფლისასა.

8. და იყო, და-რაჲ-სცხრა იერემია მეტყუელი ყოველთაჲ, რომელნი უბრძანნა მას უფალმან თხრობად ყოვლისა ერისა, და შეიპყრეს იგი მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან მეტყუელმან: სიკუდილითა მოკუდეს,

9. რამეთუ წინაწარმეტყუელებდი სახელითა უფლისათა მეტყუელი: ვითარცა სილომი იყოს სახლი ესე, და ქალაქი ესე მოოჴრდეს მკჳდრთაგან და განკრბა ყოველი ერი ირემიას ზედა, სახლსა შინა უფლისასა.

10. და ესმა მთავართა იუდაჲსთა სიტყუათა ამათ, და აღვიდეს სახლისაგან მეფისა სახლად უფლისა, და დასხდეს წინა კართა ბჭეთა კარვისა უფლისათასა.

11. და თქუეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელთა: სასჯელი სიკუდილისაჲ კაცსა ამას, რამეთუ იწინასწარმეტყუელა ძჳნად ქალაქისა ამის, ვითარცა გესმა ყურითა თქუენითა.

12. და თქუა იერემია მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელმან: უფალმან მომავლინა მე წინაწარმეტყუელებად სახლსა ამას ზედა და ქალაქსა ამას ზედა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელნი გესმნესყე.

13. და აწ უმჯობეს-ყვენით გზანი თქუენნი და საქმენი თქუენნი და ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, და დასცხრეს უფალი ძჳრთაგან, რომელნი თქუნა თქუენ ზედა.

14. და, აჰა, მე ჴელთა შინა თქუენთა, მიყავთ მე, ვითარ შეჰგავს, და ვითარ უმჯობეს-გიჩნსყე თქუენ.

15. არამედ მცნობელთა ცანთ, მო-თუ-მკლათ მე, ვითარმედ სისხლსა უბრალოსა თქუენ მისცემთ თქუენ ზედა და ქალაქსა ამას და დამკჳდრებულთა ზედა მას შინა, რამეთუ ჭეშმარიტებით მომავლინა მე უფალმან თქუენდა მიმართ თქუმად ყურთა შორის თქუენთა ყოველთა ამათ სიტყუათა.

16. და თქუეს მთავართა და ყოველმან ერმან მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა მიმართ: არა არს კაცისა ამის სასჯელი სიკუდილისა, რამეთუ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა იტყოდა ჩუენდამო.

17. და აღდგეს კაცნი მოხუცებულთა ქუეყანისათანი და თქუეს ყოველსა შესაკრებელსა ერისასა მეტყუელთა:

18. მიქეა მორათელი იყო წინაწარმეტყუელ დღეთა შინა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ჰრქუა ყოველსა ერსა იუდაჲსსა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოერქუნოს და იერუსალემი, ვითარცა ხილისსაცავი, იყოს, და მთაჲ სახლისაჲ იყოს სერტყ მაღნარისა.

19. ნუ მომკლველმან მოკლა იგი ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან? არა, რამეთუ შეიშინეს უფლისა და რამეთუ ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტთაგან, რომელნი თქუნა მათ ზედა, და ჩუენ ვქმნენით ძჳრნი დიდნი სულთა ჩუენთა ზედა.

20. და კაცი ვინმე იყო მწინაწარმეტყუელებელი სახელითა უფლისათა, ურია, ძე სამეასი, კარიათიარიმით, და წინაწარმეტყუელებდა ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს ყოველთაებრ სიტყუათა იერემიასთა.

21. და ესმა მეფესა იოაკიმს და ყოველთა ძლიერთა მისთა და ყოველთა მთავართა სიტყუანი მისნი, და ეძიებდეს მოკლვად მას. და ესმა ურიას და შეეშინა, და ივლტოდა და შევიდა ეგჳპტედ.

22. და განავლინნა მეფემან იოაკიმ იელდათარ, ძე ოხრისი, და კაცნი მის თანა ეგჳპტედ.

23. და გამოიყვანეს იგი მიერ და მოიყვანეს იგი მეფისა მიმართ იოაკიმისსა. და მოკლა იგი მახჳლითა და შთააგდო იგი სამარესა ძეთა ერისა მისისათასა,

24. გარნა ჴელი აქიკამისი, ძისა საფანისი, იყო იერემიაჲს თანა არამიცემად, იგი ჴელთა ერისათა, არმოკლვად იგი.


27

1. დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყუაჲ ესე იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ მეტყუელი.

2. ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: უქმნენ თავსა შენსა შესაკრავნი და საჴივნი, და მოისხენ გარემოჲს ქედსა შენსა,

3. და წარჰგზავნნე იგინი მეფისა მიმართ იდუმიაჲსა, და მეფისა მიმართ მოაბისა, და მეფისა მიმართ ძეთა ამმონისთაჲსა, და მეფისა მიმართ ტჳროსისა, და მეფისა მიმართ სიდონისა, ჴელითა მიმთხრობელთა მათთა მომავალთაჲთ შემთხუევად მათდა იერუსალემს სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა.

4. და მიუმცნო მათ უფალთა მათთა მიმართ თქმად: ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ თქუთ უფალთა მიმართ თქუენთა.

5. ვითარმედ შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი და საცხოვარნი, რაოდენნი არიან პირსა ზედა ქუეყანისა ძალითა ჩემითა დიდითა და მკლავისა მიერ ჩემისა მაღლისა. და მივსცე იგი, რომლისაჲცა სთნდეს თუალთა ჩემთა.

6. და აწ მე ვარ, რომელი მივეც ქუეყანაჲ ნაბუქოდონოსორს მონებად მისსა, და მჴეცნი ველისანი საქმრად მივცენ მას,

7. და მონებად მისსა ყოველნი ნათესავნი და ძესა მისსა და ძესა ძისა მისისასა, ვიდრემდისცა მოიწიოს ჟამი რისხვისა მისისაჲ, და ჰმონონ მას ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა.

8. და იყოს ნათესავი და მეფობაჲ, რომელმან არა ჰმონოს ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვნისასა, და რომელთა არა თუ განყონ ქედი მათი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილოვნისასა, მახჳლისა მიერ და სიყმილისა ზედმივიხილო მათდა, - თქუა უფალმან, - ვიდრემდის მოაკლდენ ჴელსა შინა მისსა.

9. და თქუან: ნუ ისმენთ ცრუწინაწარმეტყუელთა თქუენთასა, და მემისნეთა თქუენთასა, და მეძილისშინაეთა თქუენთასა, და მზმნელთა თქუენთასა და მეწამლეთა თქუენთა მეტყუელთასა თქუენდამი: ნუ უქმთ მეფესა ბაბილოვნისასა,

10. რამეთუ ტყუილით გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ იგინი განშორებისათჳს თქუენისა ქუეყანისაგან თქუენისა, და მიმოგთესნენ თქუენ, და წარგწყმიდნენ თქუენ.

11. და ნათესავმან, რომელმანცა განუყოს ქედი მისი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისასა, და უქმოდის მას, და დაუტეო იგი ქუეყანასა ზედა მისსა, - თქუა უფალმან, - და იქმოდის მას ზედა, და დაეშენოს მას ზედა.

12. და სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, ვიტყოდე ყოველთა ამათ სიტყუათაებრ მეტყუელი: შეყავთ ქედი თქუენი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისასა, და ჰმონეთ მას და ერსა მისსა და ცოცხლებდეთ.

13. და რაჲსათჳს მოჰკუდებით შენ და ერი შენი მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, ვითარცა თქუა უფალმან ნათესავისა მიმართ, რომელმან არაჰმონოს მეფისა ბაბილონისასა.

14. და ნუ ისმენთ ცრუწინაწარმეტყუელთა მეტყუელთასა თქუენდამი: არა უქმოდით მეფესა ბაბილონისასა, რამეთუ ცრუთა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ იგინი.

15. რამეთუ არ მივავლინენ იგინი, - იტყჳს უფალი, - და გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა სიცრუით წარწყმედისათჳს თქუენისა. და წარსწყმდეთ თქუენ და წინაწარმეტყუელნი, წინაჲსწარმეტყუელებანი თქუენნი უსამართლოდ სიცრუესა.

16. თქუენ და მღდელთა და ყოველსა ამას ესა - გარქუ მეტყუელმან: ესრეთ თქვა უფალმან: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთა მწინაწარმეტყუელებთა თქუენთა მეტყუელთასა. აჰა, ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ მოიქცეს ბაბილონით მალიად აწ, რამეთუ ცრუთა გიწინაწარმეტყუელებენ იგინი თქუენ და არ მივავლინენ იგინი. და არა არს სიტყვა უფლისაჲ მათ შორის.

17. ნუ უსმენთ მათ, ჰმსახურეთ მეფესა ბაბილოვნისასა და ცოცხლებდით და რაჲსათჳს იქმნების ქალაქი ესე ოჴერ?

18. ხოლო წინაწარმეტყუელნი თუ არიან და არს სიტყვა უფლისაჲ მათ შორის, შემემთხჳნედ მე, რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან: და ნეშტნი ჭურჭელნი, რომელი არა მიუღო მეფემან ბაბილონელთამან, რაჟამს წარტყუენა იექონია, იერუსალიმით ბაბილონად მივიდეს, - იტყვის უფალი ძალთა, არამედ არა მისრულთათჳს ნეშტთა ჭურჭელთა სახლისა უფლისა და სახლისა მეფისა იუდაჲსა და იერუსალიმისა ბაბილოვნად,

19. რამეთუ იტყჳს უფალი ძალთაჲ: სუეტთათჳს და ზღჳსათჳს და მექონოთთათჳს და ნეშტთა ზედა ჭურჭელთა, რომელნი დაშთომილ არიან ქალაქსა ამას შინა,

20. რომელნი არა წარიხუნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვანისამან, ოდეს წარტყუენნა იექონია და იოაკიმ, მეფენი იუდაჲსნი, იერუსალიმით ბაბილონად და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი და იერუსალიმი,

21. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: ჭურჭელთა ზედა დაშთომილთა სახლსა შინა უფლისასა და სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა და იერუსალიმს შინა.

22. ბაბილონად წარიხუნენ და მუნ იყვნენ, ვიდრე დღედმდე მოძიებისა მათისა, - ესრეთ იტყჳს უფალი, - და აღმოვიხუნე იგინი და მოვაქცინე ამას ადგილსა.


28

1. და იქმნა წელსა დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუწინაწარმეტყუელმან გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა, - წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა მეტყუელმან.

2. ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: შევმუსრე უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

3. შემდგომად ორისა წლისა დღეთა, და მოვაქციო მე ადგილსა ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონად.

4. და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი გასახლება იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონად, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა - თქუა უფალმან ეგრე, - და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

5. და თქუა იერემია ანანიაჲს მიმართ ცრუწინაწარმეტყუელისა: წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა მდგომარეთასა სახლსა შინა უფლისასა.

6. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ ყავნ უფალლმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყვა შენი, რომელსა შენ წინაწარმეტყუელებ, მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ.

7. თჳნიერ ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა:

8. წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა.

9. წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ.

10. და მოიხუნა ანანია წინაშე თვალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი.

11. და თქუა ანანია წინაშე თვალთა ყოვლისა ერისათა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა ქედისაგან ყოველთა ნათესავთაჲსა.

12. და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზასა თჳსსა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია ცრუწინაწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა მეტყუელი.

13. ვიდოდე და თქუ ანანიაჲს მიმართ მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი.

14. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერმან ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილოვნისასა, და მონებდენ მას, და მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას.

15. და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუწინაწარმეტყუელსა: ისმინე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ მოსავ-ჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა.

16. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკვდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ უფლისა მიმართ.

17. და მოკვდა ანანია ცრუწინაწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა, თთუესა მეშჳდესა.


29

1. და ესე სიტყუანი, რომელნი წარგზავნნა იერემია წინაწარმეტყუელმან იერუსალიმით მოხუცებულთა მიმართ განსახლებისათა და მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოვლისა მიმართ ერისა, ეპისტოლე ბაბილონად მიმართ განსახლებისა და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი განსახლნა ნაბუქოდონოსორ იერუსალიმით ბაბილონად.

2. შემდგომად გამოსლვისა იექონია მეფისა და მეფიაჲს და საჭურისთა და მთავართა იუდაჲსთა იერუსალიმით და ყოვლისა აზნაურისა და ჴელოვნისა დაპყრობილისა იერუსალიმით,

3. ჴელითა ელეასან, ძისა საფანისითა, და გამარია, ძისა ქელკაჲსითა, რომელნი წარავლინნა სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, მეფისა მიმართ ბაბილონისა ბაბილონად, მეტყუელმან:

4. ესრეთ თქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან განსახლებასა ზედა, რომელი განისახლა იერუსალიმით ბაბილონად:

5. იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, და დაჰნერგეთ სამოთხები და ჭამენით ნაყოფნი მათნი.

6. და მიიყვანენით ცოლნი და შვილ-ისხენით, ძენი და ასულნი, და მიიყვანენით ძეთა თქუენთად ცოლებნი და ასულნი თქუენნი მისცენით ქმართა, და შუნენ ძენი და ასულნი, და განმრავლდით მუნ და ნუ შეჰმცირდებით.

7. და იძიეთ მშჳდობად ქუეყანისა, რომლისა მიმართ განგასახლენ თქუენ მუნ და ილოცევდით მის ძლით უფლისა მიმართ, რამეთუ მშჳდობასა მისსა შინა იყოს მშვიდობა თქუენი,

8. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: ნუ აღგარწმუნებენ თქუენ ცრუწინაწარმეტყუელნი თქუენნი, შორისნი თქუენსა, და ნუ აღგარწმუნებენ თქუენ მისანნი თქუენნი, და ნუ ისმენთ ძილისშორისთა თქუენთასა, რომელთა იძილისშორისებთ თქუენ,

9. რამეთუ ცრუთა გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ იგინი სახელითა ჩემითა, არ მივავლინენ იგინი, - თქუა უფალმან.

10. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ოდეს ეგულების სრულ-ყოფაჲ ბაბილონს სამეოცდაათსა წელსა, ზედმოვიხილოთ თქუენდა და დავადგინნე თქუენ ზედა სიტყვანი ჩემნი კეთილნი მოქცევად თქუენდა ადგილისა ამის მომართ.

11. რამეთუ მე უწყი გულისსიტყვა, რამეთუ მე ვარ. და ვსიტყუავ თქუენ ზედა, - თქუა უფალმან, - გულისსიტყუასა მშჳდობისასა და არა ძჳრთა, მიცემად თქუენდა ამათ სასოება კეთილი.

12. მხადოდით მე და ხჳდოდით და ილოცეთ ჩემდამო, და ვისმინო თქუენი.

13. და გამომიძიეთ მე, და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა.

14. გამოგეცხადო თქუენ, - თქუა უფალმან, - და მოვაქციო ტყუეობა თქუენი და შეგკრიბნე თქუენ ყოველთაგან წარმართთა და ყოველთაგან ადგილთა, სადა განგთესენ თქუენ, მუნ, - თქუა უფალმან, და მოგაქცინე თქუენ ადგიდ. ვინაჲ განგასახლენ თქუენ მიერ, - თქუა უფალმან, - და მოგაქცინე თქუენ ადგილსა ამას, ვინა-იგი წარგტყუენენ თქუენ.

15. რამეთუ სთქუთ: დამიდგინნა ჩუენ წინაწარმეტყუელნი ბაბილონს.

16. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი მეფისა მიმართ მჯდომარისა საყდარსა ზედა დავითისსა და ყოველსა ზედა ერსა დამკჳდრებულსა ქალაქსა ამას შინა ძმათა თქუენთა, არა განსრულთა თქუენ თანა განსახლებასა შინა.

17. ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე განვავლენ მათდამი მახჳლსა და სიყმილსა და სიკუდილსა, და მივსცე მათ, ვითარცა ლეღუნი სუარიმისნი, რომელნი არა იჭამნენ სიჯერკულისაგან.

18. და დევნა-ვყო უკანა მათსა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მივსცნე იგინი სარყეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საფიცრად და განსაქარვებელად და სასტჳნველად და საყუედრელად და ყოველთა წარმართთა, სადა განვთესენ იგინი, მუნ

19. მის წილად, რამეთუ არა ისმინეს სიტყვა ჩემი, - იტყჳს უფალი, - მე განვავლინნე მათდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი აღმმსთობმან და მიმავლენელმან, და არა ისმინეს, - თქუა უფალმან.

20. და თქუენ ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ ყოველმან განსახლვამან, რომელი განვავლინე იერუსალიმით ბაბილონად, რამეთუ სთქუთ: დაადგინნა უფალმან ჩვენზედა წინაწარმეტყუელნი ბაბილონს შინა.

21. ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, აქიამის ზედა, ძისა კოლიაჲსა, და სედეკიაჲს ზედა, ძისა მაასისა, რომელნი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა უსამართლოდ: აჰა, მე მივსცემ მათ ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა და მოსწყჳდნეს იგინი წინაშე თუალთა თქუენთა.

22. და აღიღონ მათ ზედა წყევაჲ ყოველსა შორის განსახლებულობასა იუდაჲსსა ბაბილონს შინა მეტყუელთა: გიყავნ შენ უფალმან, ვითარცა უყო სედეკიას და ვითარცა აქიამს, რომელნი განტაფნა მეფემან ბაბილოვნისამან ცეცხლისა მიერ

23. ძლით უსჯულოებისა, რომელ ქმნეს იერუსალიმს შინა, და იმრუშებდეს ცოლებსა მოქალაქეთა მათთასა, და სიტყუა გამოიცხადეს სახელითა ჩემითა ცრუჲ, რომელი რა უბრძანე მათ. და მე ვარ მცნობელი და მოწამე, - იტყჳს უფალი.

24. და სამეაჲს მიმართ ელამიტელისა სთქუა:

25. ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისა: მის წილ, რამეთუ შენ წარსცენ სახელითა ჩემითა წიგნნი ყოვლისა მიმართ ერისა იერუსალიმსშინასა: არ მიგავლინე შენ სახელითა ჩემითა, და სოფონიაჲს მიმართ, ძისა მაასესსა, მღდელისა, და ყოვვლთა მღდელთა მეტყუელმან:

26. უფალმან მიგცა შენ მღდლად იოდაეს წილ მღდელისა ყოფად შენ ზედამდგომელად სახლსა შორის უფლისასა, ყოვლისა კაცისა მწინასწარმეტყველებისა და ყოვლისა კაცისა მცბიერისა, რაჲთა მისცე იგი შესაწყუდევლად სინოხს და კატტარრაკატსა მას.

27. და აწ რად არა შეჰრისხენით იერემიას ანათოთელსა წინაწარმეტყუელსა თქუენსა?

28. რამეთუ მოავლინა ჩუენდა ბაბილონად მიმართ მეტყუელმან: შორსღა არს ჟამი, იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, დაჰნერგეთ სამოთხეში და ჭამეთ ნაყოფი მათი.

29. და აღმოიკითხა სოფონია მღდელმან წიგნი ესე ყურთა მიმართ იერემია წინაწარმეტყუელისათა.

30. და იყო სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

31. მიავლინე ყოვლისა მიმართ განსახლვისა მეტყუელნი: ესრეთ იტყჳს უფალი სამეას ზედა ელამიტელისა მეტყველისა: ვინაჲთგან გიწინაწარმეტყუელა თქუენ სამეა, და მე არ მოვავლინე იგი და მოსავ-გყუნა თქუენ ცრუსა ზედა,

32. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე ზედმივიხილო სამეას ზედა ელამიტელსა და ნათესავსა ზედა მისსა, და არა იყოს მისი კაცი მჯდომარე შორის თქუენსა ხილვად კეთილთა, რომელნი მე გიყვნე თქუენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განდრეკაჲ თქუა ძჳნად უფლისა.


30

1. სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყველი:

2. ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, მეტყველმან: დაწერენ შენდად სიტყვანი ყოველნი, რომელნი გამოვაცხადენ შენდამი წიგნსა ზედა,

3. რამეთუ, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და მოვაქციო განსახლვაჲ ერისა ჩემისა ისრაილისა და იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - და კუალადვაქცინე იგინი ქუეყანად, რომელი მივეც მამათა მათთა, და ეუფლნენ მას.

4. ესე სიტყვანი, რომელნი თქუნა უფალმან ისრაილსა ზედა და იუდასა:

5. ესრეთ იტყჳს უფალი: ჴმაჲ შიშისაჲ ისმინეთ, ჴმაჲ შიშისა და ვალალებისა, რომელსა ძრწოდენ წელნი თქუენნი, და არა არს ცხოვრება და მშჳდობა.

6. იკითხეთ და იხილეთ, უკეთუ შვა წული? და შიშისათჳს, რომლითა შეპყრობილ იყუნენ წელნი და განრინება მით, რამეთუ ვიხილე ყოველი კაცი და ჴელნი მისნი წელთა ზედა მისთა, ვითარცა შობადისანი, გარდაიქცა. პირები დანდალუკიან იქმნა.

7. ვაჲ, რამეთუ დიდ დღე იგი და არა არს ეგემლევანი. და ჟამი იწროებისაჲ არს და ჭირისა იაკობისისა, და ამისგანცა.

8. მას დღესა შინა, - თქუა უფალმან ძალთამან, - შევმუსრო უღელი მისი ქედისაგან შენისა, და საკრველნი მისნი განვხეთქნე. და არა უქმოდიან მერმე იგინი უცხოთა.

9. და უქმოდიან უფალსა ღმერთსა მათსა და დავით, მეფე მათი, აღუდგინო მათ.

10. ხოლო შენ ნუ გეშინის, ყრმაო ჩემო იაკობ, - თქუა უფალმან, - ნუ იწიწვი, ისრაილ, აჰა, მე გაცხოვნებ შენ შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობი და დაყუდნეს, და იკეთილვნებოს და არა იყოს შემაშინებელ,

11. რამეთუ შენ თანა მე ვარ, - თქუა უფალმან, - განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლება ყოველთა შორის წარმართთა, რომელთა მიმართ გაგაბნიე შენ, მუნ. გარნა შენ არა გყო მოკლებულად და გწუართო შენ მსჯავრითა და განმართლებით არა განგამართლო შენ,

12. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: იძულებითი არს შემუსრვაჲ შენი, სალმობიერ წყლულები.

13. არ არს მსჯელ სასჯელისა შენისა, სალმობიერად იკურნე, - სარგებელ არა არს შენდა.

14. ყოველთა მიყუართა შენთა დაგივიწყეს შენ. არა გამოიკითხონ შენთჳს, რამეთუ წყეულებითა მტერისაჲთა დაგეც შენ წურთაჲ მტკიცე ყოველსა ზედა ცრუობასა შენსა, განმრავლდეს ცოდვანი შენნი, განძლიერდეს უსჯულოებანი შენნი.

15. რასა ჰჴმობ შემუსრვასა შენსა ზედა? იძულებით არს ლმობა შენი სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა, რამეთუ განძლიერდეს რაჲ ცოდვანი შენნი, გიყუნეს შენ ესენი.

16. ამისთჳს ყოველნივე მჭამელნი შენნი შეიჭამნენ და ყოველთა მტერთა შენთა ყოველი ჴორცი მათი მოიჭამონ. სიმრავლესა ზედა უსამართლოებათა შენთასა განმრავლდეს ცოდვანი შენნი, გიყვნეს შენ ესენი და ყოველნი. მაჭირვებელნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, და იყვნენ განმყოფელნი შენნი განსაყოფელ. და ყოველნი წარმტყუენველნი თქუენნი მივსცნე წარსატყუენველად.

17. რამეთუ მოვაწინე კურნებანი შენნი, წყლულისაგან სალმობიერისა განგკურნო შენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განთესულად იწოდე, იონ, ნადირი თქუენი არს, რამეთუ მეძიებელი არა არს მისი.

18. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო განსახლვაჲ საყოფელთა იაკობისთაჲ, და ტყუეობაჲ მისი შევიწყალო. და აღეშენოს ქალაქი სიმაღლესა ზედა მისსა და ტაძარი მსჯავრისაებრ მისისა აღემართოს.

19. და გამოვიდენ მათგან მძნობარნი და ჴმაჲ მემღერთაჲ, და განვამრავლნენ იგინი და არა შემცირდენ და განვფინნე იგინი და არა შეკნინდენ.

20. და შევიდენ ძენი მათნი, ვითარცა პირველად, და წამებანი მათნი წინაშე პირსა ჩემსა განმართლდენ და ზედმივიხილო ყოველთა ზედა მაჭირვებელთა მათთა.

21. და იყვნენ უძლიერესნი მათნი მათ ზედა, და მთავარი მათი მათგან გამოვიდეს და შევკრიბნე იგინი და მოიქცენ ჩემდა, რამეთუ ვინ არს ესე, რომელმან მისცა გული თჳსი მოქცევად ჩემდამო? - თქუა უფალმან.

22. და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმრთად,

23. რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ გამოვიდა გულისწყრომით, გამოვიდა რისხვაჲ მიქცეული უთნოთა ზედა

24. მივიდა და არა უკუნიქცეს რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს და ვიდრემდის დაადგინოს ჴელ-ყოფაჲ გულისა მისისაჲ. უკანასკნელთა დღეთასა ცნენით იგინი.


31

1. მას ჯამსა შინა, - თქუა უფალმან, - ვეყო მე ღმრთად ნათესავსა ისრაჱლისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

2. ესრეთ თქუა უფალმან: ვპოე სიტფოჲ უდაბნოს შინა მომსრველთა თანა მახჳლითა, მიმავალნი მაწანებელთამი ისრაჱლისათა. ვიდოდეთ და ნუ მოსრავთ ისრაჱლსა,

3. რამეთუ შორით უფალი გამოუჩნდეს მას. სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარებენ, ამისთჳს მოგიზიდენ შეწყალებად.

4. მერმე აღგაშენო შენ, და აღეშენოს ქალწული ისრაჱლისაჲ. მერმე მოიღო ბობღანი შენი და გამოხჳდე მწყობრსა შორის მემღერეთასა.

5. მერმე დაჰნერგენით ვენაჴებნი მთათა შინა სამარიაჲსათა, დამნერგველთა დაჰნერგენით და აქებდით.

6. რამეთუ არს დღე ჩინებისა სიტყჳს-მგებელთასა მთათა შორის ეფრემისთა. აღდეგით და აღვიდეთ სიონად უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა,

7. რამეთუ ამათ ეტყჳს უფალი იაკობსა: განიშჳთ და დაიჴჳვლეთ თავსა ზედა წარმართთასა, სასმენელებ-ყავთ და აქებდით და თქუთ: იჴსნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.

8. აჰა, მე მოვიყვანებ მათ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და შევკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა და შვილ-ისხას ერი მრავალი, მათ შორის: კოჭლი და ბრმაჲ, მუცელქმნული და მშობელი, ერთბამად ეკკლესიაჲ დიდი და მოიქცენ აქა.

9. ტირილით განვიდეს შენგან და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი გამსუენემან ნაკადულებსა ზედა წყალთასა გზასა შინა წრფელსა. და არღა სცთებოდიან მას ზედა მერმე, რამეთუ ვექმენ ისრაჱლსა მამად და ეფრემი პირმშოჲ ჩემი არს.

10. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართთა და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა. თქუთ: განმფიწლავმან ისრაჱლისამან შეკრიბოს იგი და შეკრიბოს იგი, ვითარცა მაძოვნებელმან სამწყსო თჳსი,

11. რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, განარინა იგი ჴელისაგან უმტკიცესთა მისთასა.

12. და მოვიდენ და იშუებდენ და იხარებდენ მთასა ზედა სიონისასა, და მოვიდენ და განცჳბრდენ კეთილთა ზედა უფლისათა ქუეყანასა ზედა იფქლისა და ღჳნისა და ნაყოფთასა, და საცხოვართა და ცხოვართა და ზროხათასა. და იყოს სული მათი, ვითარცა ხე ნაყოფიერი და ვითარცა სამოთხე დამთრვალი, და არ მოემშიოსყე მერმე.

13. მაშინ იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელთა შორის ჭაბუკთათა და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად. და გარდავაქციო გლოაჲ მათი სიხარულად, და ვყუნე იგინი განმხიარულებულ და ვახარო მათ ჭუილისაგან მათისა.

14. განვადიდო და დავათრო სული მღდელთა, ძეთა ლევისთა, და ერი ჩემი კეთილთა ჩემთაგან აღივსოს, - თქუა უფალმან.

15. ესრეთ თქუა უფალმან: ჴმაჲ ჰრამას შორის ისმა გოდებისა და ტირილისა და ბავთისა, რაქილისა, მტირალისა ძეთა მისთა ზედა, და არა ინება ნუგეშინის-ცემის ძეთა თჳსთა, რამეთუ არა არიან.

16. ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოაკლდებინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან და თვალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ქუეყანისაგან მტერთაჲსა.

17. და იყოს სასოება აღსასრულისა შორის შენისა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ძენი შენნი საზღვართა მათთა.

18. მსმენელსა მესმა ეფრემის გოდებისაჲ: მწუართე მე და განვიწუართე, ხოლო მე, ვითარცა ზუარაკი, არ განვისწავლე. მომაქციე მე და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.

19. რამეთუ შემდგომად ტყუეობისა ჩემისა შევინანე და შემდგომად გულისხმის-ყოფისა ჩემისა ვიცემდი თეძოთა ზედა, და სულთ-ვითქუემდ დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა, და მკდემაცა და შეგივრდი შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაბუკით ჩემითგან.

20. ძე საყუარელი, ეფრემ, ჩემი, ყრმაჲ მშუენებელი, რამეთუ ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის შორის არიან. ჴსენებით მოვიჴსენო მისი. მერმე ამისთჳს ვისწრაფი მის ზედა. მწყალობელმან შევიწყალო იგი, - თქუა უფალმან.

21. დადგინენ შენდაღ; სიონ, ებგურნი. ყავ შენდად ტანჯვაჲ. მიეც გული შენი ბეჭთა შენთა გზასა, რომელსა ხუალ, მოიქეც, ქალწულო ისრაჱლისაო. მიიქეც ქალაქთა მიმართ შენთა მგლოარე,

22. ვიდრემდის მიიქცევი, ასული შეურაცხქმნილი? რამეთუ აღგაგო შენ უფალმან მაცხოვარებად დასანერგველად ახლად, რომლისა მაცხოვარებასა გარეუვიდოდიან კაცნი.

23. ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან: მერმეცა თქუან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა შორის იუდაჲსსა და ქალაქთა შორის მისთა, ოდეს მოვაქციო ტყუეობაჲ მათი. კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა,

24. და დამკჳდრებულნი მუნ - იუდა და ყოველნი ქალაქნი მისნი - მოქმედებითურთ ქუეყანისაჲთ, და აღებულ იქმნენ შორის სამწყსოსა,

25. რამეთუ დავათრვე ყოველი ქუეყანა წყურიელი და ყოველი სული მშიერი აღვავსე კეთილებითა.

26. ამისთჳს აღვდეგ, და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ იქმნა ჩემდამო.

27. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და დაუთესო სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა თესლი კაცთაჲ და თესლი საცხოვართა.

28. და იყოს, ვითარცა ვიღჳძებდ, მათ ზედა აღფხურად, და აღჴუარდვად, და დარღუევად და ბოროტებად, და წარწყმედად, ეგრეთ ვიღჳძო მათ ზედა, აღშენებად და დანერგვად, - თქუა უფალმან,

29. მათ დღეთ შინა არღარა თქუან მერმე: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს,

30. არამედ კაცადი ცოდვასა შინა თჳსსა მოკუდეს, ყოველი კაცი, კაწახის-მჭამელისანი, მოლხუენ კბილნი მისნი.

31. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი,

32. არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან,

33. რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად.

34. და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე.

35. ესრეთ თქუა უფალმან, მომცემელმან მზისამან ნათელად დღისა, სიმტკიცისა მთოვარისა და ვარსკულავთაჲსა სინათლედ ღამისა, და მიმცემმან ღაღადებასა ზღუასა შორის, და ბგერედ ღელვანი მისნი; უფალ ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.

36. ნუუკუთუ დასცხრენ შჯულნი ესე პირისაგან ჩემისა, - თქუა უფალმან, - და ნათესავიცა ისრაჱლისაჲ დასცხრეს ყოფადი ნათესავად წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა.

37. ამათ იტყჳს უფალი: აღ-თუ-მაღლდეს ცაჲ განსაცხრომელადმი, და და-თუ-მდაბლდეს იატაკი ქუეყანისაჲ ქუე, მე არგამოუცდელ-ვყო ნათესავი ისრაჱლისაჲ, - თქუა უფალმან, - ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს.

38. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღეშენოს ქალაქი უფლისაჲ გოდლითგან ანამეილისით ვიდრე ბჭედმდე კუთხისა.

39. და გამოჴდეს მერმეცა სასოებაჲ, საბელი განზომისაჲ წინაშე მათსა, ვიდრე ბორცუამდე ღარისსა, და გარემოემრგულოს მრგულივ რჩეულთაგან ქვათა კაბათადმი.

40. და ყოველსა ღელესა ფანგარიმითასა და სანაცრისა, და ყოველსა ასარიმოთსა, ვიდრე ნაღუარევამდე ნაძუებისათა, ვიდრე კუთხამდე ბჭისა ცხენთაჲსა აღმოსავალისა, სიწმიდედ უფლისა; და არღა მერმე არ მოიფხურას და არა დაირღუეს მისაუკუნომდე.


32

1. სიტყუაჲ ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წელსა მეათესა სედეკია მეფისა იუდაჲსსა; ესე წელი რვა და მეათე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ.

2. და ძალმან მეფისა ბაბილოვნისამან შეიცვეს იერუსალჱმი, და იერემია იცვებოდა ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სახლსა შორის მეფისა იუდაჲსსა,

3. რომელსა შინა შეაყენა იგი მეფემან სედეკია მეტყუელმან: რად წინაწარმეტყველებ შენ მეტყუელი? ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მივსცემ ქალაქსა ამას ჴელსა შინა მეფისა ბაბილოანისასა, და დაიპყრეს იგი.

4. და სედეკია, მეფე იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიმცემელმან მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და იზრახოს პირმან მისმან პირისა მიმართ მისისა, და თუალთა ამისთა თუალნი მისნი იხილნენ;

5. და ბაბილონად შევიდეს სედეკია, და მუნ დაჯდეს, ვიდრე არა ზედ მივჰხედო მას, - თქუა უფალმან, - რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარემართოს.

6. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

7. აჰა, ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა შენისა, მოვალს შენდა მეტყუელი: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, რამეთუ შენი არს სამართალი ნათესავობისაჲ - დაპყრობად იგი მოსაგებელად.

8. და მოვიდა ჩემდა ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა ჩემისაჲ, სიტყჳსაებრ უფლისა, ეზოსა საპყრობილისასა და მრქუა მე: მოიგე აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, რამეთუ შენი არს სამართალი და შენი ნათესავობაჲ მოგებად სამკჳდრებელად, და შენ უხუცეს ხარ, და ვცან, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს.

9. და მოვიგე აგარაკი ანამელისაგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდთა სიკილათა, და ათთა ვეცხლთა;

10. და დავწერე წიგნსა შინა და დავჰბეჭდე, და ვიმოწმენ მოწამენი და მიუწონე ვეცხლი სასწორითა.

11. და მოვიღე წიგნი მოგებისაჲ დაბეჭდული, და მცნებაჲ და სამართალნი, და აღმოკითხული და გამოცხადებული.

12. და მივეც წიგნი მოგებისა ბარუქს, ძესა ნირისსა, ძისა მაასისსა, წინაშე თუალთა ანამეილისთა, ძისა სალომისთა, ძმისა მამისა ჩემისათა, და წინაშე თუალებსა მდგომარეთასა და დამწერელთა წიგნსა მოგებისასა, და წინაშე თუალებსა ყოველთა იუდეანთასა, მსხდომარეთა ეზოსა საპყრობილისასა.

13. და მიუწერე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა მეტყუელმან:

14. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, ღმერთი ისრაჱლისაჲ: მიიღე წიგნი მოგებისაჲ, ესე დაბეჭდული და წიგნი ესე აღმოკითხული და გამოცხადებული, და დაუსხნე ესენი ჭურჭელსა შინა კეცისასა, რაჲთა ეგენ ვიდრე დღეთამდე მრავალთა.

15. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, მიერთისა მპყრობელმან: მერმეცა მოიგებოდიან სახლნი და აგარაკნი და ვენაჴნი ქუეყანასა ამას შინა.

16. და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა ჩემგან წიგნისა მოგებისა ბარუქსა, ძესა ნერისსა, მეტყუელმან:

17. მყოფო, უფალო, უფალო! აჰა, შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა; არ დაიმალოს შენგან არა რაჲ,

18. მყოფელისა წყალობასა ათასეულთამდე და მიმგებელისა ცოდვათა მამათასა წიაღთა შვილთა მათთასა შემდგომად მათთა. ღმერთო დიდო და ძლიერო, - უფალი ძალთა სახელი მისი,

19. რომელ დიდ არს განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა, ყოვლისა მპყრობელი სახელ - დიდი უფალი, - თუალნი შენნი განღებულ ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა მიცემად თითოეულისა გზისა მისისაებრ და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მათთასა,

20. რომელმან ჰქმნენ სასწაულნი და ნიშნი ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, ვიდრე დღისამდე ამის, და ისრაჱლისა შორის და კაცთა შორის, და ჰყავ შენდა სახელ, ვითარცა დღე ესე,

21. და გამოიყვანე ერი შენი ისრაჱლი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა სასწაულებისა მიერ და ნიშებისა, და ჴელისა მიერ მტკიცისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჩუენებათა მიერ დიდთა.

22. და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელსა ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი თაფლსა და სძესა.

23. და შემოვიდეს და მიიღეს იგი, და არა შეისმინეს ჴმისა შენისაჲ, და შჯულსა შინა შენსა არა ვიდოდეს, ყოველნი, რაოდენთა ამცნებდ მათ ქმნად, არა ქმნნეს, და ჰყავ შემთხუევაჲ მათი ყოველთა ამათ ძჳრთა.

24. აჰა, ერი მოსრულ არს ქალაქსა ამას ზედა დაპყრობად მისსა; და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთა, მბრძოლთა მისთასა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა და სიკუდილისა, ვითარცა სთქუ, ეგრეთ იქმნა, აჰა, შენ ჰხედავ.

25. და შენ, იტყჳ ჩემდამო, მეუფეო, უფალო: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ვეცხლითა. და მოვიგე და დავწერე წიგნი, და დავბეჭდენ და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.

26. და იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩემდამო მეტყუელი:

27. მე ვარ უფალი, ღმერთი ყოვლისა ჴორცისაჲ; ნუ ჩემგან დაიმალვის რაჲმეა?

28. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეონ და ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი.

29. და მოვიდენ ქალდეველნი, მბრძოლნი ქალაქსა ამას ზედა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელთა შორის უკუმევდეს ერდოებსა მათსა ზედა ბაალსა, და უგებდეს საგებთა ღმერთთა სხუათა, განსამწარებელად ჩემდა.

30. რამეთუ იყვნეს ძენი ისრაელისანი და ძენი იუდაჲსნი მხოლონი მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაბუკითგან მათით, გარნა რამეთუ ძეთა ისრაელისათა განმარისხეს მე, საქმესა ზედა ჴელთა მათთასა, - თქუა უფალმან, -

31. რამეთუ რისხვასა ზედა ჩემსა და გულისწყრომასა ზედა ჩემსა იყო ქალაქი ესე, რომლით დღითგან აღაშენეს იგი და ვიდრე დღისამდე ამის, შევცვალო იგი პირისაგან ჩემისა

32. ყოვლისათჳს უკეთურებისა ძეთა ისრაელისათა და ძეთა იუდაჲსთა, რაჟამს ყვეს განმწარება ჩემი მათ და მეფეთა მათთა, და დიდებულთა მათთა, და მღდელთა მათთა, და წინაწარმეტყუელთა მათთა, კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იერუსალემისათა

33. და მოაქციეს ჩემდა ზურგი, და არა პირი მათი, და ვასწავე მათ აღმსთობმან და მასწავლელმან, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლა.

34. და დასხნეს სიბილწენი მათნი სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა,

35. შებილწებად მისსა არაწმიდებათა მიერ მათთა, და უშენნეს ბომონნი ბაალსა ჴევსა შინა ძისა ენომისსა, გოდოლნი გევს შინა, შეწირვისათჳს ძეთა მათთაჲსა და ასულთა მათთაჲსა მოლოქისსა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა აღვიდა გულსა ზედა ჩემსა ქმნაჲ საძაგელებისაჲ ამის საცოდველად იუდაჲსა.

36. და აწ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, ქალაქსა ზედა, რომელსა შენ იტყჳ არმიცემად ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა და სიყმილითა და განვლენითა,

37. აჰა, მე შევკრიბნე ყოველთაგან ქუეყანათა, სადა განვსთესენ იგინი მუნ გულისწყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა და განძჳნებითა დიდითა, და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, და დავსხნე იგინი სასოებით.

38. და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად.

39. და მივსცე გული სხუაჲ, რაჲთა მეშიშოდიან ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი იყოს მათდა და ძეთა მათთა მათ თანა.

40. და უანდერძო მათ ანდერძი საუკუნოჲ, რომელი არ მოვაქციო უკანაგან მათსა, რაჲთა კეთილი უყო მე მათ, და შიში ჩემი მივსცე გულთა შორის მათთა არგანდგომისათჳს მათისა ჩემგან.

41. და მოვიძინე იგინი, და ვიხარებდე მე მათ ზედა კეთილის-ყოფასა შინა ჩემგან მათსა, და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა ჭეშმარიტებითა და ყოვლითა გულითა ჩემითა და ყოვლითა სულითა ჩემითა,

42. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა მოვაწიენ ერსა ამას ზედა ყოველნი ესე დიდნი ძჳდნი, ეგრეთ მოვაწინე მე მათ ზედა ყოველნი კეთილნი, რომელნი მე ვთქუენ მათ ზედა.

43. და მოიგნენ მერმეცა აგარაკნი ქუეყანასა შინა, რომელსა შენ იტყჳ, ვითარმედ უვალ არს კაცთაგან და საცხოვართა, და განეცნეს ჴელსა ქალდეველთასა.

44. და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა და დაიწეროს წიგნსა შინა, და დაიბეჭდოს და იწამებდენ მოწამეთა - ქუეყანასა შინა ბენიამენისსა და გარემოჲს იერუსალემსა, და ქალაქთა შორის იუდაჲსთა, და ქალაქთა შორის მთისათა, და ქალაქთა შორის სეფილაჲსთა, და ქალაქთა შორის ნაგევისთა, რამეთუ მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,


33

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიაჲს მიმართ, და იგი იყო კრულ ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყუელი:

2. ესრეთ თქუა უფალმან, შემქმნელმან ქვეყანისამან და განმზელელმან მისმან, აღმართებად იგი, - უფალ სახელი მისი.

3. ხოლო ჴმა-ყავ ჩემდამო, და მოგიგო მე შენ და მიგითხრნე შენ დიდნი და ძლიერნი, რომელნი არა იცოდენ იგინი,

4. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, სახლთათჳს ამის ქალაქისათა და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსასა, დარღუეულთათჳს პატნეზებად და წინსაბრძოლებად, და მახჳლისათჳს.

5. მომავალისა ბრძოლად ქალდეველთა მიმართ, და აღვსებად იგი მკუდართაგან კაცთა, რომელნი მოვსრენ რისხვითა ჩემითა და გულისწყრომითა ჩემითა, და მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.

6. აჰა, მე აღვიღებ მათ ზედა მახჳლსა და აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნებაჲ, და განვკურნნე იგინი, და ვყო მათთჳს მშჳდობა და სარწმუნოებაჲ.

7. და მოვაქციო განსახლვა იუდაჲსი და განსახლვაჲ იერუსალიმისა, და აღვაშენნე იგინი, ვითარცა პირველ.

8. და განვწმიდნე იგინი ყოველთაგან სიცრუეთა მათთა, რომელნი შემცოდნეს მე და არ მოვიჴსენო ცოდვათა მათთაჲ, რომელნი შემცოდნეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა მიერ განდგეს ჩემგან.

9. და იყვნენ ჩემდა სახელად სიხარულისა და საქებელად და განსადიდებელად ყოველთა მიერ ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმნენ ყოველნი კეთილნი, რომელთა მე უყოფ მათ და განჰკრთენ და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისათჳს მშჳდობისა, რომელსა მე უყოფ მათ.

10. ესრეთ თქუა უფალმან: მერმეცა ისმეს ადგილსა ამას, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ: უდაბნო არსო კაცთაგან და საცხოვართა ქალაქებსა შინა იუდაჲსასა და გარემოჲს იერუსალიმისა მოოჴრებულთა არყოფისაგან კაცთა და საცხოვართასა.

11. ჴმაჲ სიხარულისა და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, ჴმაჲ მეტყუელთა: აღუვარებდით უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რამეთუ სახიერ უფალი, რამეთუ საუკუნეთა არს წყალობაჲ მისი. და შეიხუნენ ძღუენნი ლხინებისათჳს სახიდ უფლისა, რამეთუ მოვაქციო განსახლვაჲ ქუეყანისაჲ, მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,

12. ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ; მერმეცა იყოს ადგილსა ამას უდაბნო ქმნილსა არყოფითა კაცთა და საცხოვართაჲთა, და ყოველთა შინა ქალაქთა მისთა, სავანებთა მწყემსთასა, დამაწვენელთა სამწყსოთა მათთასა,

13. ქალაქთა შორის მთით კერძოთა და ქალაქთა სეფილაჲსთა და ქალაქთა ნაგევისათა, და ქუეყანასა შინა ბენიამენისსა, და გარემოჲსთა შორის იერუსალემისათა და ქალაქთა შორის იუდაჲსთა. მერმე წარჴდენ ცხოვარნი ჴელსა ზედა მრიცხველისასა, - თქუა უფალმან.

14. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღვადგინო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელი ვთქუ სახლსა ზედა ჩემსა ისრაელსა და სახლსა ზედა იუდაჲსასა.

15. და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი და ქმნას მსჯავრი და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

16. მათ დღეთა შინა ცხონდეს იუდეა, და იერუსალემი დაემკჳდროს სასოებით. და ესე სახელი, რომელი ეწოდოს: ,,უფალი სიმართლე ჩუენი“.

17. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: არა მოაკლდეს დავითს მამაკაცი, მჯდომარე საყდარსა ზედა სახლისა ისრაჱლისასა.

18. და მღდელთა ლევიტელთა არა მოაკლდეს მამაკაცი პირისაგან ჩემისა, აღმომრთმელი ყოვლად დასაწველისაჲ და მკუმეველი საკუმეველისაჲ და მყოფელი საკუერთხსა ყოველთა დღეთა.

19. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიას მიმართ მეტყუელი:

20. ამათ იტყჳს უფალი: უკეთუ განქარდეს აღთქმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქმაჲ ჩემი ღამისაჲ არყოფითა დღისა და ღამისაჲთა ჟამსა შინა მათსა.

21. და აღთქმაცა ჩემი განქარდეს დავითის თანა, მონისა ჩემისა, არყოფად მისსა ძე, მმეფობი საყდარსა ზედა მისსა, და მღდელთა მიმართ და ლევიტელთა, მწირველთა ჩემთა.

22. ვითარცა ვერ აღირაცხვის ძალი ცისაჲ, ვერცა აღითვალვის ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრეთ განვამრავლო თესლი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთა მწირველთა ჩემთა.

23. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ, იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

24. არა სადმე იხილეა, რაჲ ერმან ამან თქუა მეტყუელმან: ,,ორნი ტომნი, რომელნი გამოირჩინა უფალმან მათ შორის და, აჰა, განიშორნა იგინი~? და განაძჳნეს ერი ჩემი არყოფად მერმე ნათესავად წინაშე მათსა.

25. ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ აღთქმაჲ ჩემი დღისა და ღამისა, სიმკაცრენი ცისა და ქუეყანისანი არ განვაწესენ.

26. თესლიცა სადმე იაკობისი და დავით, მონისა ჩემისაჲ გამოუცდელ-ვყო, არმოყვანებად მთავარი თესლისაგან მისისა, ნათესავისა მიმართ აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა, რამეთუ მოვაქციო მოქცევაჲ მათი და შევიწყალნე იგინი.


34

1. სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ; და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ლაშქარი მისი, და ყოველნი მეფობანი ქუეყანისა მთავრობისა მისისანი, და ყოველნი ერნი ჰბრძოდეს რაჲ იერუსალიმსა ზედა და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა მეტყუელი:

2. ესრეთ თქუა უფალმან ისრაილისამან: ვლე სედეკიაჲას მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, და არქუ მას: მათდამი ესრეთ თქუა უფალმან: განცემით განეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და გამოიღოს იგი და დაწუას იგი ცეცხლითა;

3. და შენ არ განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეპყრობილ იქმნა და ჴელთა მისთა მიეცე, და თვალთა შენთა თვალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირისა შენისა თანა იტყოდის, და ბაბილონად შეხჳდე.

4. არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, სედეკია, მეფეო იუდაჲსო! ესრეთ თქუა უფალმან: არა მოჰკუდე მახჳლითა;

5. მშჳდობით მოჰკუდე, და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, მეფეყოფილთა, უპირატეს შენსა, ეგრეთ გტიროდიან შენცა: ,,ვაჲ, ვაჲ, უფალო“. და ჯოჯოხეთამდე გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდნი ვსთქუენ, - თქვა უფალმან

6. და იტყოდა იერემია წინაწარმეტყუელი სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსასა, ყოველთა ამათ სიტყვათა იერუსალიმს შინა.

7. და ძალი მეფისა ბაბილონისა ჰბრძოდა იერუსალიმს ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსათა, დაშთომილთა ლაქისსა ზედა და აზიკასსა, რამეთუ ესენი დაშთეს ქალაქთა შორის იუდაჲსათა ქალაქნი მტკიცენი.

8. სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად სრულყოფისა მეფისა სედეკიაჲსაგან, აღთქუმასა ერისა მიმართ იერუსალიმს შინაჲსა წოდებისათჳს მიტევებისა.

9. რაჲთა განავლინოს კაცმან ყრმაჲ თჳსი და კაცადმან ყრმააჲ თჳსი, ებრაელნი და ებრაელაჲ თავისუფალნი, რაჲთა არა ჰმონებდენ იგინი კაცსა იუდასაგან, ძმასა მათსა.

10. და მოიქცეს ყოველნი დიდებულნი და ყოველი ერი შესრულნი აღქმასა თანა განვლინებად კაცადი ყრმისა თჳსისა და კაცადი ყრმააჲსა თჳსისა, კაცი ებრაელი, დედაკაცი ებრაელი, რაჲთა არ დაიმონნენ იგინი მერმე, და ისმინეს და განავლინნეს.

11. და მოაქციეს შემდგომად განვლინებისა მის და უკუნიქცნეს ყრმანი და ყრმაანი, რომელნი განევლინნეს თავისუფლად და დაუტევებდეს მათ ყრმებად და ყრმააებად.

12. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი ესრეთ:

13. თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: მე დავდევ აღთქმაჲ მამათა თქუენთა მიმართ, რომელთა დღესა განვარინებ მათ ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა, სახლისაგან მონებისა, მეტყუელი:

14. ,,ოდეს განესრულოს შჳდი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრაელი, რომელ მიგეყიდოს შენ და გიქმოდის შენ ექუს წელ, და განავლინო იგი თავისუფლად შენგან~; და არა მერჩდეს მე მამანი თქუენნი და არა მოყვეს ყური მათი.

15. და მოიქეცით დღეს ქმნად სიწრფოჲ წინაშე თვალთა ჩემთა, წოდებად კაცადისაგან მიტევება მოყუსისა თჳსისა, და სრულ-ჰყავთ აღთქმაჲ წინაშე პირსა ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა;

16. და მიაქციეთ და შეაბილწეთ სახელი ჩემი უკუნქცევით კაცადისაგან ყრმისა თჳსისა და კაცადისაგან ყრმააჲსა თჳსისა, რომელნი განავლინენით თავისუფლად სული მათი, და დაიმორჩილენით იგინი ყოფად თქუენდა ყრმებად და ყრმააებად.

17. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: თქუენ არა ისმინეთ ჩემი წოდებად-მიტევება კაცადმან ძმისა თჳსისა და კაცადმან მოყუსისა თჳსისა! აჰა, მე გიწოდ თქუენ მიტევებად, - თქუა უფალმან, - მახჳლისადმი და სიკუდილისა და სიყმილისა.

18. და მიგცნე თქუენ განსათესველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და მივსცნე კაცნი იგი გარდამავალნი მცნებისა ჩემისანი, არდამამტკიცებელნი სიტყუათა აღთქუმისა ჩემისათა, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა, ჴბოჲ, რომელ ქმნეს საქმედ მისსა, და გარდამავალნი შორის ორგანკუეთილებასა მისსა,

19. მთავართა იუდაჲსათა და მთავართა იერუსალიმისათა ძლიერთა, და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, განმვლელთა საშუალ ორგანკუეთებათა ჴბოჲსათა.

20. და მივსცნე იგინი ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა მტერთა მათთასა; და მივსცნე მძორნი მათნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

21. და სედეკიაჲ, მეფე იუდაჲსა, და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელსა მტერთა მათთასა და ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა ძალისა მეფისა ბაბილონისასა, მლტოლველნი მათგან.

22. აჰა, მე მიუწესო მათ, - იტყჳს უფალი, - და უკმოვაქცინე იგინი ქალაქად ამად, და მბრძოლის-მყოფელთა მის ზედა დაიპყრან იგი და დაწუან ცეცხლითა; და ქალაქნი იუდაჲსანი მივსცნე განსაქარვებელად არყოფისათჳს მკჳდრთაჲსა.


35

1. სიტყვა ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა მეფისა იუდაჲსათა მეტყუელი

2. ვიდოდე სახიდმი რექაბისა და მიუწოდე მათ სახიდ უფლისა, ერთსა ეზოთაგანსა, და ასუ მათ ღჳნოჲ.

3. და მოვიყვანე იეზონია, ძე იერემიაჲსი, ძისა ხავაზინისი, და ძმანი მისნი, და ძენი მისნი და ყოველი სახლი რექაბისი,

4. შევიყვანე სახიდ უფლისა და პასტოფორიონსა ძისა ანანისსა, ძისა ღოდოლიაჲსსა, კაცისა ღმრთისაჲსა, რომელი არს მახლობელ სახლისა მთავართასა, ზენაჲთ პასტოფორიონსა მაასესა, ძისა სელომისსა, რომელი სცვიდა სადგურსა.

5. და დავდგი წინაშე პირსა მათსა ძეთა სახლისა რაქაბისთასა ლაგჳნები სავსეები ღჳნითა და სასუმლები, და ვთქუ მათდამი: ესრეთ იტყჳს უფალი: სუთ ღჳნოჲ.

6. და თქუეს: ვერ ვსუათ ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისამან, მამამან ჩუენმან, მამცნო მეტყველმან ჩუენმან: „არა სუათ ღჳნოჲ თქუენ და ძეთა თქუენთა ვიდრე საუკუნომდე.

7. და სახლნი არ აღიშენნეთ, და თესლი არა დასთესოთ, და ვენაჴთა ნუ დაასხამთ, ნუცა იყვნენ თქუენდა, რამეთუ კარავთა შინა ჰმკჳდრობდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ დღეთა მრავალთა ქუეყანასა ზედა, რომელსა ზედა თქუენ ხჳდოდით მას ზედა“.

8. და ვისმინეთ ჴმისა იონადაბისისა, მამისა ჩუენისა, ძისა რაგავისა, ყოველთაებრ, რავდენნი გუამცნნა ჩუენ, არსუმისათჳს ღჳნისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, ჩუენ და ცოლთა ჩუენთა, და ძეთა ჩუენთა და ასულთა ჩუენთა,

9. არაღშენებისათჳს სახლთაჲსა დამკჳდრებად მუნ, და ვენაჴი და აგარაკი და თესლი არა იქმნა ჩუენდა;

10. და დავეშენენით კარავთა შინა, და ვისმინეთ და ვყავთ ყოველთაებრ, რავდენნი მამცნნა ჩუენ იონადამ, მამამან ჩუენმან.

11. და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონელთა ქუეყანასა მას ზედა, და ვთქუთ: აღსრულნი შევიდეთ იერუსალიმად პირისაგან ძალისა ქალდეველთაჲსა და პირისაგან ძალისა ასურასტანელთასა, და დავეშენნეთ მუნ იერუსალიმს შინა.

12. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

13. ესრეთ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაილისა: წარვიდოდე და არქუ კაცსა იუდაჲსასა, დამკჳდრებულთა იერუსალიმისათა: არა შეიწყნაროთ სწავლაჲ სმენად სიტყვათა ჩემთა? - თქუა უფალმან.

14. და დაამტკიცეს სიტყუა ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, რომელი ამცნო შვილთა მისთა არა სუმად ღჳნისა, და არა სუეს ვიდრე დღისამდე ამის, რამეთუ ისმინეს მცნებისა მამისა მათისაჲ; და მე ვითარ ვიტყოდე თქუენდამი, აღმმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ ჩემი.

15. და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინასწარმეტყველნი, აღმსთობმან და მიმავლენელმან და მეტყუელმან: ,,მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უმჯობესებ-ყვენით სიმარჯუენი თქუენნი, და ნუ ხუალთ უკანა ღმერთა სხუათა მსახურებად მათდა და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, და არა მოჰყვენით ყურნი თქუენნი და არა ისმინეთ ჩემი.

16. და ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელი ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი.

17. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიხუნე იუდას ზედა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მათ ზედა ყოველნი მის წილ, რამეთუ ვიტყოდე მათდამი, და არა ისმინეს, და უწოდე მათ, და არა მომიგეს.

18. და სახლსა რექაბისსა ჰრქუა იერემია: ამისთჳს თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვინაჲთგან ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნება მამისა მათისა იონადაბისი, და დაიცვნეს თანად ყოველნი მცნებანი მისნი ქმნად ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნა მათ მამამან მათმან.

19. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: არა მოაკლდეს მამაკაცი ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, წინამდგომი წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა ქუეყანისათა.


36

1. და იქმნა წელსა მეოთხესა, იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა, იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. მოიღე თავის შენისად ქარტაჲ წიგნისაჲ და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყვანი, რომელნი გამოგიცხადენ შენ ისრაილსა ზედა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა ნათესავთა, რომლით დღითგან ვიტყოდე მე შენდამი დღეთაგან იოსია მეფისა იუდაჲსათა და ვიდრე დღისამდე ამის.

3. ნუუკუჱ ისმინნეს სახლმან იუდაჲსამან ყოველნი ძჳრნი, რომელთა მე სიტყუა-ვყოფდ მათდა, და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და მლხინებელ ეყო სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა.

4. და მოუწოდა იერემია ბარუქს, ძესა ნირისსა, და დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიაჲსსა ყოველნი სიტყუანი უფლისანი, რომელნი გამოაცხადნა მისდამი ქარტასა ზედა წიგნისასა.

5. და ამცნო იერემია ბარუქსა მეტყუელმან: მე ვიცვები და ვერ ძალმიც შესლვაჲ სახიდ უფლისა.

6. და შეხჳდე შენ და აღმოიკითხო ქარტასა ამას შინა, რომელნიცა დასწერენ პირისაგან ჩემისა სიტყვანი უფლისანი, ყურთა მიმართ ერისათა სახლსა შინა უფლისასა დღესა მარხვისასა, და ყურთა შორის ყოვლისა იუდაჲსათა, რომელნი მოვლენ ქალაქთაგან მათთა, აღმოუკითხო მათ.

7. ნუუკუე დავარდეს წყალობა მათი წინაშე პირსა უფლისასა, და მოიქცენ გზისაგან მათისა ბოროტისა, რამეთუ დიდ არს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა ერსა ამას ზედა.

8. და ყვნა ბარუქმან ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნნა იერემია წინაწარმეტყუელმან - აღმოკითხვაჲ წიგნსა შინა სიტყვათა უფლისათა სახლსა შორის უფლისასა.

9. და იქმნა წელსა მეხუთესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თუესა შინა მეცხრესა, იეკკლისიეს, მარხვაჲ წინაშე პირსა უფლისასა ყოველმან ერმან იერუსალიმისამან და ყოველმან ერმან მომავალთა ქალაქთაგან იუდაჲსათა იერუსალიმდ სახლისა იუდაჲსამან.

10. და იყო და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა შინა სიტყვათა იერემიაჲსთა შორის სახლისა უფლისა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, მწიგნველისასა შორის ეზოსა ზენაჲთ კარისწინათა თანა ბჭეთა სახლისა ახლისათა, ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა.

11. და ესმნეს მიქეას, ძესა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, ყოველნი სიტყუანი უფლისანი წიგნისაგან.

12. და შთავიდა სახიდ მეფისა, სახიდ მწიგნველისა, და აჰა, მუნ სხდეს ყოველნი მთავარნი: ელისამა მწიგნველი, და სალეა, ძე სამეოჲსი, და ელდათან, ძე აქობორისა, და გამარია, ძე საფანისი, და სედეკია, ძე ანანიაჲსი, და ყოველნი მთავარნი.

13. და მიუთხრნა მათ მიქეა ყოველნი სიტყვანი, რომელნი ესმნეს, აღმოიკითხვიდა რაჲ ბარუქ ყურთა მიმართ ერისათა.

14. და მიავლინეს ყოველთა მთავართა ბარუქის მიმართ იუდი, ძე მათანისი, ძისა სელემისი, ძისა ხუსისი, მეტყველთა: წიგნსა, რომელსა შენ აღმოიკითხავ მას შინა ყურთა მიმართ ერისათა, მოიღე იგი ჴელსა შენსა და მოვედ. და მიიღო ბარუქ, ძემან ნისისმან, წიგნი ჴელსა ზედა თჳსსა და შთავიდა მათდამი.

15. და ჰქუეს მას მთავართა: კუალად აღმოიკითხე ყურთა მომართ ჩუენთა, და აღმოიკითხა ბარუქმან ყურთა მიმართ მათთა.

16. და იყო, ვითარცა ესმნეს ყოველთა მთავართა, ყოველნი იგი სიტყვანი, განიზრახეს კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და თქუეს ბარუქის მიმართ. მიმთხრობელნი მიუთხრობთ მეფესა ყოველთა ამათ სიტყუათა.

17. და ბარუქს ჰკითხეს მეტყუელთა: მომითხარ ჩუენ, ვინაჲ დასწერენ ყოველნი ესე სიტყუანი?

18. და თქუა ბარუქმან: პირისაგან იერემიაჲსისა, რამეთუ მომითხრობდა იგი ჩემდამო ყოველთა ამათ სიტყუათა, და მე ვწერდ წიგნსა შინა მელნითა.

19. და ჰქუეს ყოველთა მთავართა ბარუქს: წარსრული დაიმალე შენ და იერემია. კაცი ნუ სცნობნ, სადა იყვნეთ თქუენ.

20. და შევიდეს მეფისა მიმართ ეზოდ და წიგნი მისცეს დასამარხავად სახლსა შინა ელისამა მწიგნველისასა, და მიუთხრნეს მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი.

21. და მიავლინა მეფემან იუდი, მოღებად წიგნისა მის და მოიღო იგი იუდი სახლისაგან ელისამისა მწიგნველისა, და აღმოიკითხა იუდი ყურთა მიმართ მეფისათა, და ყურთა მიმართ ყოველთა მთავართა მდგომარეთასა გარემოჲს მეფისა.

22. და მეფე ჯდა სახლსა შინა საზამთროსა, თუესა მეცხრესა და კერაკნი ცეცხლისანი პირისპირ მისსა.

23. და იყო, აღმო-რაჲ-იკითხის იუდი სამი კეფი, ანუ ოთხი, მოჰკუეთდის მათ საჭრელითა მწიგნველისაჲთა და შთააგდებდის ცეცხლსა კერაკსა მას ზედა, ვიდრემდის არაჲ დააკლდა წიგნისაჲ ცეცხლსა მას კერაკთასა.

24. და არა გამოიძიეს, არცა დაიპნეს სამოსელნი მათნი მეფემან და ყოველთა ყრმათა მისთა, რომელთა ესმნეს ყოველნი ესე სიტყუანი.

25. და ელდათან და გოდოლია და დაგგეა ღამარია ჰმოქენობდეს მეფესა არაწჳსათჳს წიგნისა, და არა ისმინა მათი.

26. და ამცნო მეფემან იერემელიას, ძესა მეფისასა, და სარეას, ძესა ეზრიილისასა, სელამეას, ძესა ამიილისსა შეპყრობა ბარუქისი მწიგნობრისაჲ და იერემია წინაწარმეტყუელისაჲ და დაიმალნეს უფლისა მიერ.

27. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად დაწვისა მეფისა მიერ ქარტასა, მქონებელსა ყოველთა ამას სიტყუათასა, რომელნი დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიასსა მეტყუელი:

28. კუალად მოიღე შენ წიგნი სხუაჲ და დაწერენ ყოველნი ესე სიტყუანი მყოფნი ქარტასა შინა, რომელი დაწუა იოაკიმ, მეფემან იუდაჲსმან.

29. და იოაკიმის მიმართ მეფისა იუდაჲსასა სთქუა: ესრეთ თქუა უფალმან, - შენ დასწუ ქარტაჲ ესე მეტყუელმან: რასათჳს დასწერე მას ზედა მთქუმელმან, ვითარმედ: შემომავალი შემოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ, და მოსრას ქუეყანაჲ ესე და მოაკლდეს მისგან კაცი და საცხოვარი?

30. ამისთჳს, ესრეთ თქუა უფალმან იოაკიმს ზედა, მეფისა იუდაჲსასა: არა იყო მისსა მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, და მძორი მისი იყოს დაგდებულ სიცხესა დღისასა და ნეფხუასა ღამისასა.

31. და ზედმივიხილო მის ზედა, და თესლსა ზედა მისსა და ყრმათა ზედა მისთა, და მოვაწინე მათ ზედა და მკჳდრთა ზედა იერუსალიმისათა და ქუეყანასა ზედა იუდაჲსასა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე, და არა ისმინეს ჩემი.

32. და მოიღო ბარუქმან ქარტაჲ სხუაჲ და დაწერნა მას ზედა პირისაგან იერემიაჲსსა, ყოველნი სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწუნა იოაკიმმან, მეფემან იუდაჲსამან, და მერმეცა შეეძინნეს მას სიტყუანი უმრავლესნი ვითარ იგინი.


37

1. მეფე იქმნა სედეკია, ძე იოსიაჲსი, ნაცვლად იექონიაჲსა, ძისა იოაკიმისა, რომელი მეფე-ყო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, მეფობად იუდაჲსასა.

2. და არა ისმინნეს მან და ყრმათა მისთა და ერმან ქუეყანისამან სიტყუანი უფლისანი, რომელნი თქუნა ჴელითა იერემიაჲსითა.

3. და მიავლინა მეფემან სედეკია იოახას, ძე სელიმისი და სოფონია, ძე მაასესი, მღდელი იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყუელმან: ლოცვიდე ჩუენთჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა.

4. და იერემია მოვიდა და გავლო საშუალ ქალაქისა, და არ მიიყუანეს იგი საპყრობილედ, და ძალი ფარაოჲსი გამოვიდა ეგჳპტით. და ესმა ქალდეველთა, მომცველთა იერუსალიმისათა, სასმენელი მათი, და წარვიდეს იერუსალიმით.

5. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

6. ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ ჰსიტყო მეფისა მიმართ იუდაჲსა, მომავლინებელისა შენდამი, გამოძიებად ჩემდა. აჰა, ძალი ფარაოჲსი გამოსრული შეწევნად თქუენდა, უკუნიქცენ ქუეყანად მათდად, ქუეყანად ეგჳპტისა.

7. და უკმოიქცენ ქალდეველნი, და ჰბრძოდენ ქუეყანასა ამას, და დაიპყრან იგი და დაწუან იგი ცეცხლითა.

8. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოიღებთ სულთა თქუენთა მეტყუელნი: წარმრბენელნი წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა წარვიდენ,

9. არამედ დაღათუ მოსრათ ყოველი ძალი ქალდეველთა, მბრძოლთა თქუენთაჲ, და დაშთენ ვინმე დაგურემულნი მამაკაცნი მათ შორის - კაცადი ადგილსა თჳსსა, იგინი აღდგენ და დაწუან ქალაქი ესე ცეცხლითა.

10. და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ძალი ქალდეველთა იერუსალიმით პირისაგან ძალისა ფარაოსისა,

11. გამოვიდა იერემია იერუსალიმით წარსლვად ქუეყანად ბენიამენისა სყიდად მუნით პურისა საშუალ ერისა.

12. და იქმნა იგი ბჭესა თანა ბენიამენისსა, და მუნ კაცი, რომლისა დაივანის სარუია, ძემან სელემისმან, ძისა ანანიაჲსმან, და შეიპყრა იერემია მეტყუელმან: ქალდეველთა მიმართ შენ ილტვი.

13. და ჰრქუა იერემია: ცილ არს, არა ქალდეველთა მიმართ მივივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა სარუიამან იერემია და შეიყვანა იგი მთავართა მიმართ.

14. და განმწარდეს მთავარნი იერემიას ზედა, და გუემეს იგი, და მისცეს იგი სახიდ საპყრობილისა კრულისა მცველად, სახიდ იონათან მწიგნველისა, რამეთუ სახლი მისი შექმნეს საპყრობილედ, რამეთუ მოვიდა ერი სახიდ მღჳმისა და ქერეთად.

15. და შევიდა იერემია სახიდ მღჳმისა და შესაწყდობელად, და დაჯდა მუნ დღეთა მრავალთა იერემია.

16. და მიავლინა მეფემან სედეკია, და მოუწოდა მას, და გამოჰკითხა მას მეფემან სახლსა შინა თჳსსა იდუმალ, და ჰრქუა მას: უკუეთუ არს სიტყუაჲ უფლისა მიერ? და მან ჰრქუა: არს. და თქუა: ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა მიეცე.

17. და ჰრქუა იერემია მეფესა სედეკიას: რაჲ გმძლავრე შენ და ყრმათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით მე სახიდ საპყრობილისა?

18. და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ მეტყუელნი: ვითარმედ არა მოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ ქუეყანასა ამას ზედა?

19. და აწ უფალო ჩემო მეფე! დავარდინ წყალობა ჩემი წინაშე პირსა შენსა და რად მიმაქცევ მე სახიდ იონათან მწიგნველისა? და არა მოვკუდე მუნ.

20. და მიუწესა მეფემან სედეკია და შეაგდეს იგი სახლსა საპყრობილისასა, და მისცემდეს მას პურსა ერთსა დღივ გარეშე, რომელსა განსცემდეს, ვიდრე არა მოაკლდეს პურნი ქალაქისაგან. და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.


38

1. და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელიქისსა, სიტყვათა, რომელთა იტყოდა იერემია, ყოვლისა მიმართ ერისა მეტყუელი:

2. ესრეთ თქუა უფალმან: მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა, და განმავალი ქალდეველთა მიმართ ცხონდეს. და იყოს სული მისი მოპოვნებულ და ცხოვნდეს.

3. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილოანისათა, და დაიპყრას იგი.

4. და ჰრქუეს მთავართა მეფესა: მოიკალნ აწ კაცი იგი, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელებსა კაცთა მბრძოლთა დაშთომილთასა ქალაქსა ამას შინა და ჴელთა ყოვლისა ერისათა დაჰჴსნის მეტყუელი მათდამი მსგავსად სიტყვათა ამათ, რამეთუ კაცი ესე არუწყებისმთხრობლობს ერისა ამის მშჳდობასა, არამედ რამეთუ ძჳრთა.

5. და თქვა მეფემან სედეკია: აჰა, ეგე ჴელთა შინა თქუენთა, რამეთუ ვერ ეძლო მათდა მიმართ მეფესა სიტყვა.

6. და მიიყვანეს იერემია და შთააგდეს იგი მღჳმესა მელქისსა, ძისა მეფისასა, რომელი იყო ეზოსა საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლებითა მღჳმედ. და მღჳმესა შინა არა იყო წყალი, არამედ მწჳრე და იყო მწჳრესა შინა.

7. და ისმინა აბდემელექ ეთიოპმან, კაცმან საჭურისმან, და იგი იყო ეზოსა შინა მეფისა, ოდეს შთააგდეს იერემია მღჳმედ. და მეფე ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა.

8. და განვიდა აბდემელექ მისდამი და იტყოდა მეფისა მიმართ:

9. უფალო ჩემო მეფე! იბოროტეს კაცთა ამათ ყოველნი, რავდენნი უყვეს იერემიას, წინაწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმედ და მოკუდეს უქუეკერძო მისსა. იბოროტე, რომელ ჰყავ მოკლვაჲ კაცისა ღმრთისაჲ პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არა არიან პურნი ქალაქსა შინა.

10. და ამცნო მეფემან აბდემელექს ეთიოპსა მეტყუელმან: მიიხუენ თავისა შენისა თანა ამიერ ოცდაათნი კაცნი და აღმოიყვანე იგი მღჳმით, რაჲთა არა მოკუდეს.

11. და წარიყვანნა აბემელექ კაცნი და შევიდა სახიდ მეფისა ქუეშედ, და გამოიხუნა მიერ ძუელნი ბებკულნი და ძუელნი საბელნი და შთაყარნა იგინი იერემიას მიმართ მღჳმედ.

12. და თქუა მისდა მიმართ აბემელექ ეთიოპმან: დასხენ ძუელნი ესე ბებკულნი და მატყლიერნი იღლიათა ქუეშე ჴელთა შენთასა ქუეშე კერძო საბელთასა. და ქმნა იერემია ეგრეთ.

13. და აღმოიზიდეს იგი საბელთა მიერ და აღმოიყვანეს იგი მღჳმისაგან, და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.

14. და მიავლინა მეფემან სედეკია და მიუწოდა მას თჳსსა მიმართ სახიდ სალათიილისსა მყოფად სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: გკითხო მე შენ სიტყუა, ნუ დაჰმალავ ჩემგან თქმასა.

15. და ჰრქუა იერემია მეფესა: უკეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილითა მომაკუდინოა მე? და უკეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი.

16. და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ, და უკეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა მეძიებელთა სულისა შენისათასა.

17. და ჰრქუა მას იერემია: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უკეთუ განსრული განხჳდე მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა და ცხოვნდეს სული შენი, და ქალაქი ესე არა დაიწვას ცეცხლითა, და სცხოვნდე შენ და სახლი შენი.

18. ხოლო უკეთუ არა განხჳდე შენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, განეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შენ არა განერე მათგან.

19. და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: მე სიტყუა მაქუს იუდეანთა მილტოლვილთა ქალდეველთა მიმართ. ნუ მიმცენ მე ჴელთა მათთა და მეკიცხევდენ მე?

20. და ჰრქუა იერემია: არა გაგცენ შენ. და ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ შენდამი, და უმჯობეს იყოს შენდა, და ცხოვნდეს სული შენი.

21. და უკეთუ არა გნებავს შენ განსლვად, ესე არს სიტყუა, რომელ მიჩუენა მე უფალმან,

22. და აჰა, ყოველნი დედანი დაშთომილნი სახლსა შინა მეფისა იუდაჲსასა განიყვანნენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილონისათა, და იგინიცა იტყოდეს: შეგაცთუნეს შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, და გძლონ შენ ბრკუმასა შინა ფერჴისა შენისასა, და მიიქცენ შენგან,

23. და ყოველნი ცოლნი შენნი და შვილნი შენნი განჰგუარნენ ქალდეველთა მიმართ, და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴვლისაგან მეფისა ბაბილოვნისა შეპყრობილ იქმნე, და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა.

24. და ჰრქუა მას მეფემან: კაცი ნუ სცნობნ სიტყვათა ამათგანსა და არა მოჰკუდე.

25. და უკეთუ ესმეს მთავართა, ვითარმედ: გეზრახე შენ და მოვიდენ შენდა და გრქუან შენ: მითხარ ჩუენ, რასა გეზრახა შენ მეფე, ნუ დაჰფარავ ჩუენგან, და არა მოკგლათ შენ, და რასა ეზრახე მეფესა?

26. და ჰრქუა მათ: დავაგდებდ მე წყალობასა ჩემსა წინაშე პირსა მეფისასა არ მიქცევისათჳს ჩემისა კუალად სახიდ იონათანისა მოსიკუდიდ ჩემდა მუნ.

27. და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲს მიმართ და ჰკითხეს მას. და მიუთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი ამცნნა მას მეფემან და დადუმნეს, რამეთუ არა ისმა სიტყუა უფლისაჲ.

28. და დაჯდა იერემია ეზოსა საპყრობილისასა ვიდრე ჟამამდე, რომელსა დაპყრობილ იქმნა იერუსალიმი. და იყო, რაჟამს დაიპყრეს იერუსალიმი.


39

1. და იქმნა წელსა მეცხრესა, სედეკია მეფისა იუდაჲსასა, თთუესა მეათესა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იერუსალიმსა ზედა, და ჰბრძოდეს მას.

2. და მეათესა წელსა სედეკია მეფისასა, თუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, განიპო ქალაქი.

3. და შევიდეს ყოველნი მთავარნი ბაბილონისა მეფისანი, და დასხდეს ბჭესა თანა საშუალსა: ნირგელ, სარსამაღად, და ნაბუსახარ, და ნაბუსარი, ნაღარღა, ნასერ, რაბამაღ და ყოველნი ნეშტნი მთავარნი მეფისა ბაბილონისანი.

4. ხოლო იქმნა რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა ბრძოლისათა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამე ქალაქისაგან გზით მტილისა მეფისაჲთ, ბჭისა მიერ საშუალისა ორთა ზღუდეთაჲსა, და გამოვიდეს გზად უდაბნოსა არავიასასა.

5. და დევნა-ყო ძალმან ქალდეველთამან უკუანაგან მათსა, და ეწინეს სედეკიას არავოდს შინა იერიქოჲსასა, და შეიპყრეს იგი და აღმოიყვანეს იგი ნაბუქოდონოსორის მიმართ, მეფისა ბაბილონისა, დევლათას შინა, ქუეყანასა ეთამისასა და იტყოდა მის თანა მსჯავრთა.

6. და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი დევლათას შინა წინაშე თუალთა მისთა, და მოსწყჳდნა ყოველნი აზნაურნი იუდაჲსანი მეფემან ბაბილონისმან.

7. და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა და შეკრა იგი ბორკილებითა რვალისაჲთა, წარყვანებად იგი ბაბილონად.

8. და სახლი მეფისა და სახლები ერისაჲ მოწუეს ქალდეველთა ცეცხლითა, და ზღუდე იერუსალიმისაჲ დაარღჳეს.

9. და ნეშტი ერისაჲ, დაშთომილი ქალსა შინა და შეცჳვნებულნი, რომელნი შესცჳვნებოდეს მას, და ნეშტნი ერისანი დაშთომილნი განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ბაბალიონად.

10. ხოლო ერისაგან დავრდომილნი, რომელთა არა აქუნდა არარაჲ, დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და სცა მათ ვენაჴები და სარწყავები მას დღესა შინა.

11. და ამცნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, იერემიაჲსთჳს ნაბუზარდანს მთაეარქონდაქარსა მეტყველმან:

12. მიიყვანე იგი და თვალნი შენნი დასხენ მას ზედა, და ნუ უყოფ მას ნურას ბოროტსა, არამედ რამეთუ ვითარცა-რაჲ თქუას შენდამი, ეგრეთ ყავ მის თანა.

13. ხოლო მიავლინა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და ნაბუსარ საჭურისმთავარმან, სექქიმ, ნაბსარი, ნირგელ, სარასარრა ბამაღ და ყოველთა დიდებულთა მეფისა ბაბილონისთა.

14. და მოიყვანეს იერემია ეზოჲთ საპყრობილისაჲთ და მისცეს იგი გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, და განიყვანეს იგი დეფნიდ და დაჯდა საშუალ ერისა.

15. და იერემიაჲს მიმართ იქმნა სიტყვა უფლისაჲ ყოფასაღა მისსა შეწყინებით ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყველი:

16. ვიდოდე და თქუ აბდემელექის მიმართ ეთიოპისა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიღებ სიტყუასა ჩემსა ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არსაკეთილოდ, და იყვნენ წინაშე პირსა შენსა მას დღესა შინა, და გაცხოვნო შენ მას დღესა შინა, - თქუა უფალმან, - და არ მიგცე შენ ჴელთა კაცთასა, რომელთაგან შენ გეშინის პირისაგან მათისა.

18. რამეთუ საცხოვნებელმან გაცხოვნო შენ. და მახჳლსა შორის არ შეჰვარდე, და იყოს სული შენი მოპოვნებულ, რამეთუ ესევდ ჩემდამო, - თქუა უფალმან.


40

1. სიტყვა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ შემდგომად წარგზავნისა ნაბუზარდანის მიერ მთავარქონდაქარისა რადამანით მოყვანებად იგი ჴელბორკილითა, ყოვლისა თანა განსახლვისა იუდაჲსასა წარყვანებადთა ბაბილონდ.

2. და მოიყვანა იგი მთავარქონდაქარმან და ჰრქუა მას: უფალმან ღმერთმან შენმან თქუნა ბოროტნი ესე ადგილსა ამას ზედა.

3. და მოაწინა და ქმნა უფალმან, ვითარც თქუნა: რამეთუ შესცოდეთ მას და არა ისმინეთ ჴმისა მისისა, და იქმნა თქუენდა სიტყუა ესე.

4. და აწ, აჰა, განგჴსენ შენ ჴელბორკილთა ჴელთა შვნთა ზედათაგან დღეს, უკეთუ კეთილ არს წინაშე შენსა მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონად, მოვედ და დავადგინნე თუალნი ჩემნი შენ ზედა. და თუ ბოროტ არს თუალთა შენთად მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონდ დაბით, და აჰა, ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა, სადაცა არს კეთილ და წრფელ შენდა სლვად, მუნ წარედ, და პირველ ცვალებად ჩემდამდე ვიდოდე შენ.

5. და მიიქეც გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონელმან ქუეყანასა ურიასტანისასა, და დაემკჳდრა მის თანა შორის ერისა, ხოლო უკეთუ არა ყოველნი კეთილნი თუალთა შენთა წინა, სლვად ვიდოდე. და მისცნა მას მთავარქონდაქარმან საგარი და ნიჭნი, და წარგზავნა იგი.

6. და მოვიდა იერემია გოდოლიას მიმართ, ძისა აქიკამისა, მასიფად, და დაჯდა მის თანა საშუალ ერისა დაშთომილისა ქუეყანასა მას.

7. და ისმინეს ყოველთა მთავართა ძალისა ველისაშინაჲსათა მათ და ძალთა მათთა, ვითარმედ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია, ძე აქიკამისი, ქუეყანასა ზედა, და ვითარმედ შევედრა მას მამები და დედები მათი და ერი მრავალი. და გლახაკთაგან ქუეყანისათა, რომელნი არ განასახლნა ბაბილონდ.

8. და მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასსიფად: ისმაილ, ძე ნათანისი, და იონან, და იონათან, ძე კარიესი, და სარეა, ძე თანაემითისი და ძენი ოფითისნი ნეტოფათისისანი, და იეზონია, ძე მაქაათისი, იგინი და მამაკაცნი მათნი.

9. და ეფუცა მათ გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი, და მამაკაცთა მათთა მეტყუელი: ნუ გეშინინყე პირისაგან ყრმათა ქალდეველთაჲსა, დაეშენენით ქუეყანასა ზედა, და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა. და უმჯობეს იყოს თქუენდა.

10. და აჰა, მე ვზი მასიფას შინა დგომად წინა პირსა ქალდეველთასა, რომელნი მო-თუ-ვიდენ თქუენ ზედა, და თქუენ შეიკრიბეთ ღჳნოჲ და ხილი და შეკრიბეთ ზეთი ჭურჭელთა თქუენთა და დაეშენენით ქალაქთა თქუენთა, რომელნი შენ დაგეპყრნეს.

11. და ყოველთა იუდიანთა ქუეყანისა მოაბისათა და ძეთა ამმონისთა, შორისთა და იდუმეასშინათა და ყოვლისა ქუეყანისაშორისთა ესმა, ვითარმედ მისცა მეფემან ბაბილონისამან ნეშტი იუდეას შინა, ვითარმედ დაადგინა მათ ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი.

12. და მოიქცეს იუდიანნი ყოველთა ადგილთაგან, სადაცა განითესნეს მუნ, და მოვიდეს ქუეყანად იუდაჲსასა გოდოლიაჲს მომართ მასიფად, და შეკრიბეს ღჳნოჲ და ხილი მრავალი ფრიად და ზეთი.

13. და იონან, ძე კარიესი, და მთავარნი ძალისა ველთაშინაჲსანი მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასიფად და ჰრქუეს მას:

14. უკეთუ უწყებით უწყი, ვითარმედ ველთა მეფემან, ძემან ამონისთამან, მოავლინა შენდა ისმაილ, ძე ნათანისი, მოკლვად სულისა შენისა. და არა ჰრწმენა მათი გოდოლიას, ძესა აქიკამისსა.

15. და ჰრქუა იონან, ძემან კარესმან, გოდოლიას იდუმალ მასიფას შინა მეტყუელმან: წარვიდე მე და მოვკლა ძე ნათანისი - ისმაილ. და ნუ ვინ აგრძნობნ, ნუ სადა მოკლას სული შენი, და განითესნენ ყოველნი იუდეანნი შეკრებილნი შენ თანა და წარწყმდენ დანაშთომნი იუდაჲსნი.

16. და თქუა გოდოლია, ძემან აქიკამისმან, იონანის მიმართ, ძისა კარესა: ნუ ჰყოფთ სიტყჳსაებრ შენისა, რამეთუ ტყუილსა იტყჳ შენ ძჳნად ისმაილისსა.


41

1. და იყო თთუესა მეშჳდესა, მოვიდა ისმაილ, ძე ნათანისი, ძისა ელისამაჲსი, ნათესავისაგან მეფობისა და ყრმაკნი მეფისანი და ათნი მამაკაცნი მათ თანა გოდოლიაჲს მიმართ მასიფად, და ჭამეს მუნ პური ზოგად.

2. და აღდგა ისმაილ, ძე ნათანისი, და ათნი მამაკაცნი მის თანა და მოკლეს გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა,

3. და ყოველნი იუდეანნი მყოფნი მის თანა მასსიფას და ყოველნი ქალდეველნი პოენილნი მუნ და მამაკაცნი ბრძოლისანი მოსრნა ისმაილმან.

4. და იყო დღესა მეორესა მოკლვისა გოდოლიაჲსსა მის მიერ, და კაცმან არა ცნა.

5. და მოვიდეს კაცნი სჳქემით და სალიმით და სამარიაჲთ ოთხმეოცნი კაცნი დამყჳნელნი წუერთანი და დამბძარველნი სამოსელთა მათთანი და მეტყებარნი, და მანანაჲ და გუნდრუკი და ძღუენნი ჴელთა შინა მათთა შეღებად სახლად უფლისა.

6. და გამოვიდა მიგებებად მათდა ისმაილ მასიფაით, და იგინი ვიდოდეს და ტიროდეს. და ვითარცა მიეახლა მათ, ჰრქუა მათ: შევედით გოდოლიაჲსსა, ძისა აქიკამისა.

7. და იყო, შე-რა-ვიდეს საშუალ ქალაქისა, მოსრნა იგინი ისმაილმან, და შთაყარნა ჯურღმულსა მან და კაცთა მათ მისთანათა.

8. და ათნი კაცნი იპოვნეს მუნ და ჰრქუეს ისმაილსა: ნუ მომწყუედ ჩუენ, რამეთუ არიან ჩუენდა საუნჯენი ვვლსა შინა, იფქლნი და ქრთილნი და თაფლი და ზეთი. და წარჰჴდა და არა მოსწყჳდნა იგინი შორის ძმათა მათთა.

9. ხოლო ჯუღრმული, რომელსა შთაყარნა ისმაილ ყოველნი, რომელნი მოსრა გოდოლიაჲს თანა, ჯურღმული დიდი, ესე არს, რომელი ქმნა მეფემან ასა პირისაგან ასაჲსა, მეფისა ისრაჱლისა, ესე აღავსო ისმაილმან წყლულებითა.

10. და მიაქცია ისმაილმან ყოველი ერი დაშთომილი მასსიფას და ასულნი მეფისანი, რომელნი შეჰვედრნა მთავარქონდაქარმან გოდოლიას, ძესა აქიკამისსა. და აღიმსთო ისმაილ და წარვიდა წიაღ ძეთა ამმონისთა,

11. და ესმნეს იოანანს, ძესა კარიესსა და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ძჳრნი, რომელნი ქმნნა ისმაილმან, ძემან ნათანისმან.

12. და შეკრიბეს ყოველი ლაშქარი მათი და მივიდეს ბრძოლად მისსა. და პოეს იგი წყალსა ზედა მრავალსა გაბაონს შინა.

13. და იყო, ვითარცა იხილა ყოველმან ერმან ისმაილისთანამან იონან და მთავარნი ძლიერებისანი მისთანანი, განიხარეს.

14. და მოაქცია ყოველმან ერმან, რომელი წარტყუენა ისმაელმან მასსეფაჲთ, და მოქცეულნი მოვიდეს იონანის მომართ, ძისა კარიესისა.

15. ხოლო ისმაილ, ძე ნათანისი, განერა რვათა კაცთა თანა პირისაგან იოანნანისსა, და მივიდა ძეთა მიმართ ამმონისთა.

16. და მიიხუნა იოანან, ძემან კარისმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ნეშტნი ერისანი, რომელნი უკმოაქცინა ისმაილისაგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსისა, ძისა აქიკამისისა, ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, და დედანი და ნეშტნი და საჭურისნი, რომელნი მოაქცინა გაბაონით.

17. და წარვიდეს და დასხდეს ქუეყანასა შინა ბიროათამისა, ბეთლემით კერძოსა, წარსლვად ეგჳპტედ.

18. პირისაგან ქალდეველთასა, რამეთუ შიშნეულ იქმნნეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაილმან გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა.


42

1. და მოუჴდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და იოანან, ძე კარესი, და აზარია, ძე მაასესი, და ყოველი ერი კნინითგან დიდამდე

2. მათდა იერემიას წინაწარმეტყუელსა და ჰრქუეს მას: დავარდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირისა შენისა და ილოცე წინაშე უფლისა მიმართ ღმრთისა ნეშტთა ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა თუალნი შენნი ხედვენ.

3. და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით მას ზედა და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ.

4. და ჰრქუა მათ იერემია წინაწარმეტყუელმან: მესმა, აჰა, მე ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა სიტყუათაებრ თქუენთა. და იყოს, სიტყუაჲ, რომელიცა მომიგოს უფალმან, მიგითხრა თქუენ, არა დავფარო თქუენგან თქუმაჲ.

5. და მათ ჰრქუეს ირემიას: იყავნ უფალი ჩუენდა მოწამედ მართლად და სარწმუნოდ, ვითარმედ ყოვლისა სიტყჳსაებრ, რომლითაცა მოგავლინოს შენ უფალმან ღმერთმან ჩვენდა მომართ, ეგრეთ ვყოთ,

6. დაღათუ კეთილად, დაღათუ ბოროტად ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომლისა ჩუენ მიგავლენთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობეს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

7. და იქმნა შემდგომად დღეთა ათთასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიას მიმართ.

8. და მიუწოდა იერემია იოანანს, ძესა კარიესისა, და მთავართა ძლიერებისათა მისთანათა, და ყოველსა ერსა კნინითგან მიდიდამდე.

9. და ჰრქუა მათ: ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, რომლისა-იგი მიმავლინეთ მე დათხევად წყალობა თქუენი წინაშე მისსა.

10. უკუეთუ მსხდომარენი სხდეთ ქუეყანასა ამას შინა, აღგაშენნე თქუენ და არა დაგარღჳნე. და დაგნერგნე თქუენ და არა აღმოგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტთაგან, რომელნი გიყვენ თქუენ.

11. ნუ გეშინინყე პირისაგან მეფისა ბაბილონისა, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა ნუ გეშინისყე, - თქუა უფალმან, - რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად თქუენდა და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა.

12. და მე გცე თქუენ წყალობა და შეგიწყალნე თქუენ, და მიგაქცინე თქვენ ქუეყანად თქუენდა.

13. და უკეთუ იტყჳთ თქუენ: არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა, არსმენისათჳს ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა,

14. ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ჴმაჲ საყჳრისაჲ არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის, და მუნ დავეშენნეთ.

15. ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ნეშტთა იუდაჲსთა, - ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: უკუეთუ თქუენ მისცეთ პირი თქუენი ეგჳპტედ მიმართ და შეხჳდეთ მუნ დაშენებად.

16. და იყოს მახჳლი, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, და სიყმილი, რომლისა თქუენ სიტყუაჲ გაქუსყე სივლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ უკუანა თქუენსა ეგჳპტეს შინა, და მუნ მოჰკუდეთ.

17. და იყვნენ ყოველნი კაცნი და ყოველნი სხუანი ნათესავნი მოსრულნი პირითა მათითა ქუეყანად ეგჳპტისა, დამკჳდრებად მუნ, და მოაკლდენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და არა იყოს მათი არავინ განრინებულ ბოროტთაგან, რომელთა მე მოვაწევ მათ ზედა.

18. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა დასწუთა გულისწყრომაჲ ჩემი დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა, ეგრეთ დაგწთუეს გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა შესლვასა თქვენსა ეგჳპტედ, და იყუნეთ უვალად, და ჴელისქუეშეებ, და საწყევარად და საყუედრელად, და არა იხილოთ არღა მერმე ადგილი ესე.

19. ესრეთ თქუა უფალმან თქუენ ზედა, დაშთომილთა იუდაჲსთა: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ და აწ მცნობელთა ცანთ, რამეთუ მე შეგწამებ თქუენ,

20. ვითარმედ ბოროტი ჰყავთ სულთა შინა თქუენთა, მიმავლენელთა ჩემთა და მეტყუელთა ჩემთა: ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გრქუნეს შენ უფალმან, გჳთხარ ჩუენ, და ვყვნეთ.

21. და გითხარ თქუენ დღეს, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რომლითა მომავლინა მე თქუენდა.

22. და აწ უწყოდეთ, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და სიკუდილისა მიერ მოაკლდეთ ადგილსა შინა, რომელსა თქუენ ილოცავთ შესლვად დამკჳდრებად მუნ.


43

1. და იქმნა, ვითარცა დასცხრა იერემია მეტყუელი ერისა მიმართ ყოველთა ამათ სიტყუათა უფლისა ღმრთისა მათისათა, რომელ მოავლინნა უფალმან ღმერთმან მათა ყოველნი სიტყუანი ესე.

2. და თქუა აზარია, ძემან მაასესმან, და იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მამაკაცთა ამპარტავანთა მეტყუელთა იერემიაჲსთა მთქმელთა: ტყუილ არს, არ მოგავლინა შენ უფალმან ჩუენდა მომართ მეტყუელმან: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ,

3. არამედ ბარუქ, ძე ნირისი, აღგძრავს შენ ჩუენდა მომართ, რაჲთა მიმცნეს ჩუენ ჴელთა ქალდეველთასა მოკუდენად ჩუენდა და განსახლვად ჩუენდა ბაბილონად.

4. და არა ესმინა იოანან, ძე კარიესი, და ყოველნი მთავარნი ძალისანი და ყოველი ერი ჴმასა უფლისასა დაშენებად იუდას შორის.

5. და მიიყვანნა იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა ყოველნი დაშთომილნი იუდაჲსანი, უკმოქცეულნი ყოველთაგან ნათესავთა, სადა განთესულ იყვნეს, მუნ დამკჳდრებად ქუეყანასა იუდაჲსასა,

6. მამები და დედები და ჩჩჳლები და ერი და ასულნი მეფისანი და სულნი, რომელნი დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან გოდოლიას თანა, ძესა აქიკამისსა, ძისა საფანისსა, და იერემია წინაწარმეტყუელი და ბარუქ, ძე ნირისი.

7. და შთავიდეს ეგჳპტედ არსმენისა მიერ მათგან ჴმისა უფლისასა, და მივიდეს ვიდრე ტაფნადმდე.

8. და იქმნა სიტყუაჲ უფლისა იერემიაჲს მიმართ ტაფნას შინა მეტყუელი:

9. მოიხუენ თავისა შენისად ქვანი დიდნი და დამალენ იგინი მალულსა შინა და ალიზსა შორის წინა კართა თანა სახლისა ფარაოჲსთა, ტაფნათს შინა, წინაშე თვალთა ძეთა იუდაჲსათა.

10. და ჰრქუა: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: აჰა, მე მივავლინო და მოვიყვანო ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და დადგას საყდარი მისი ზედა კერძო ქვათა ამათ, რომელნი დავმალენ, და დასხნეს საჭურველნიცა მისნი ზედა კერძო მათსა, და აღიხუნეს საჭურველნი მისნი მათგან,

11. და შევიდეს და მოსრას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, რომელნი სიკუდიდ სიკუდილსა, და რომელნი განსახლვად განსახლვასა, და რომელნი მახჳლად მახჳლსა.

12. და აღატყინოს ცეცხლი სახლებსა შინა ღმერთთა მათთასა, და დაცეცხლნეს იგინი, და განტისნოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვითარცა განსტისნავს მწყემსი სამოსელსა თჳსსა, და განვიდეს მშჳდობით.

13. და შემუსრნეს სუეტნი მზისქალაქისანი ენონსშინანი, და სახლნი ღმერთთა მათთანი დაწუნეს ცეცხლითა.


44

1. სიტყუაჲ ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა იუდეანთა, დამკჳდრებულთა ეგჳპტეს შინა და მსხდომარეთა შორის ტაფნასა და მაადულოსა და მემფისა და ქუეყანასა შინა პათურისსა მეტყუელი:

2. ესრეთ თქვა უცალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: თქუენ იხილენით ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოვჴადენ იერუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა, და აჰა, არიან უშენ დღესა ამას მკჳდრთაგან

3. პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომელი ქმნეს განსამწარებელად ჩემდა წარსრულთა კუმევად და კუთნვად ღმერთთა სხუათა, რომელნი არ იცოდენით თქუენ და მამათა თქუენთა,

4. და მივავლენდ თქუენდა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა აღმსთობი და მიმავლენელი და მეტყუელნი: ნუ იქმთ საქმესა შეგინებისა ამისსა, რომელი მოვიძულე.

5. და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი მოქცევად უკეთურებისაგან მათისა, არკუმევისა ღმერთთა სხვათასა.

6. და დასწუთა რისხვაჲ ჩემი და გულისწყრომაჲ ჩემი, და აღეტყინა ცეცხლი ბჭეთა შორის იუდაჲსათა და გარეშე იერუსალჱმსა და იქმნეს აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა დღესა ამას.

7. და აწ ესრეთ თქუა უფალმან საბაოთისამან, ღმერთმან ისრაჱლისმან: რაჲსათჳს თქუენ იქმთ ბოროტთა დიდთა სულთა ზედა თქუენთა? მოკუეთად თქუენი მამაცი და დიაცი, ჩჩჳლი და მწოარი შორისისაგან იუდაჲსასა არდატევებისათჳს თქუენგანსა არცა ერთსა,

8. განმწარებისათჳს ჩემისა საქმეთა მიერ ჴელთა თქვენთაჲსა, კუმევითა ღმერთთა სხუათათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა შეხუედით მსხემობად მუნ, რაჲთა აღმოიჭრნეთ და რაჲთა იქმნეთ საწყევარად და საყუედრელად წარმართთა შორის

9. არდავიწყებითა თქვენგან ძჳრთა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსათასა, და ძჳრთა ცოლთა მათთასა და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელნი ქმნეს ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და გარეშე იერუსალჱმისა.

10. და არა დასცხრეს ვიდრე დღისამდე ამის, და არ შეიშინეს, და არცა ერჩდეს შჯულთა ჩემთა, და არა ვიდოდეს უკანა ბრძანებათა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.

11. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე დავამტკიცებ პირსა ჩემსა თქუენ ზედა ბოროტთათჳს მოსრულება ყოვლისა იუდაჲსასა.

12. და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსათა ეგჳპტესშინათა. და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა, და მოაკლდენ კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ, და იყუნენ საფიცად და წარსაწყმედელად, დასაწყევარად და საყუედრელად.

13. და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.

14. და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი არცა ერთი ნეშტთაგანი იუდაჲსათა მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს, განრომილნი.

15. და მიუგეს იერემიას ყოველთა მამაკაცთა მეცნიერთა, ვითარ უკმევენ ცოლნი მათნი ღმერთთა სხვათა და ყოველთა დედათა მდგომარეთა, შესაკრებელმან დიდმან და ყოველმან ერმან მსხდომარეთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა პათოქსისასა, მეტყუელთა:

16. სიტყუაჲ, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა გისმინოთ შენ,

17. რამეთუ მყოფელთა ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოვიდეს პირისაგან ჩუენისა კუმევად მეფეას ცისასა და ზორვად მისსა საზორველთა, ვითარიგი ვყავთ ჩუენ, და მამათა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა და მეფეთა ჩუენთა ქალაქთა შინა იუდაჲსათა და გამოსავალთა იერუსალჱმისათა, და აღვივსენით პურითა, და ვიქმნენით ტკბილ და ძჳრნი არ ვიხილენით.

18. და ვითარცა მოვაკლეთ მკუმეველთა მეფიას ცისასა, და მზორველთა მისდა საზორველთასა ნაკლულევან ვიქმნენით ყოველნი ჩუენ, და მახჳლისა მიერ და სიყმილისა მოვაკლდით.

19. და დედათა თქუეს: და რამეთუ უკმევთ ჩუენ მეფეას ცისასა და უზორავთ მას საზორველთა, ნუ თჳნიერ ქმართა ჩუენთასა უქმენით მას მსუნევანნი, და უგენით მას საგებნი.

20. და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა ძლიერთა და დედებსა, და ყოველსა ერსა მიმგებელთა მისდა სიტყუათასა მეტყუელმან:

21. არა საკუმეველსა რომელსა აკუმევდით ქალაქთა შორის იუდაჲსათა და გამოსავალთა შორის იერუსალჱმისათა თქუენ და მამანი თქუენნი, და მეფენი თქუენნი, და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ? მოიჴსენა უფალმან და აღვიდა გულსა ზედა მისსა.

22. და ვერ უძლებდა მერმე თავს-დებად უფალი პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთაჲსა და საძაგელებათა თქუენთაჲსა, რომელნი ჰქმნენით, და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი მოსაოჴრებელად, და უვალად და საწყევარად არყოფისა მიერ მკჳდრთასა, ვითარცა დღესა ამას პირისაგან,

23. რომლითა უკუმევდით და რომლითა შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისაჲ, და შჯულსა შინა მისსა და წამებათა შორის მისთა, და ბრძანებათა ზედა მისთა არა ხჳდოდეთ. და გპოვნეს თქუენ ბოროტთა ამათ, ვითარცა დღესა ამას.

24. და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.

25. ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ: თქუენ და ცოლთა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა, და ჴელითა თქუენითა აღასრულეთ მეტყუელთა: მყოფელთა ყვნეთ აღსაარებანი ჩუენნი, რომელნი აღვიარენით კუმევად მეფიას ცისასა, და სწრაფაჲ გებად მისსა საგებთა დადგრომილნი დაადგერით აღსარებათა თქუენთა, და მყოფელთა ჰყვენით აღთქმანი თქუენნი.

26. ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან, მსხდომარეთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა: აჰა, მე ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, - თქუა უფალძან ღმერთმან: უკუეთუ იყოს მერმე სახელი ჩემი წოდებულ პირითა ყოვლისა იუდეანისა მეტყუელისაჲთა. ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა შინა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

27. რამეთუ მე ვიღჳძე ბოროტებად მათდა, და არა კვთილობად და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, დამკჳდრებულნი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა მახჳლისა მიერ და სიყმილისა, ვიდრემდის არა მოაკლდენ.

28. და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით, ქუეყანად იუდასასა კნინნი რიცხჳთა, და ცნან ყოველთა ნეშტთა იუდაჲსათა, მსხემთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, სიტყუაჲ, თუ ვისი დაადგრეს - ჩემი ანუ მათი.

29. და ესე თქუენდა სასწაულ, იხილო, რამეთუ მე ზედმოვიხილო თქუენ ზედა ადგილსა ამას შინა ბოროტებად, რათა სცნათ, ვითარმედ დადგრომით დაადგრენ სიტყვანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.

30. ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე მივსცემ ფარაოს, უფროსსა მეფისა ეგჳპტისასა განცემულად ჴელებსა მტერთა მისთასა და ჴელებსა მეძიებელთა სულისა მისისათასა, ვითარცა მივეც სედეკია, მეფე იუდაჲსი, ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა მტერისა მისისა და მეძიებელისა სულისა მისისათა.


45

1. სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა, ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა.

2. ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა, ბარუქ,

3. რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ ვპოე.

4. ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით.

5. და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ, აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ.


46

1. სიტყვა, ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ყოველთა ზედა წარმართთა ეგჳპტისათა,

2. ძალსა ზედა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა, რომელი იყო მდინარესა ზედა ევფრატსა, ქარამის შინა, რომელი დასცა მეფემან ბაბილონისამან ნაბუქოდონოსორ, წელსა მეოთხესა იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა.

3. აღიხუენით საჭურველნი და ფარები მიიხუენით ბრძოლად მიმართ,

4. დაასხენით ცხენებსა, ამჴედრდით ცხენოსანნი და განჰმზადენით ჩაფხუტნი თავთა მიერ თქუენთა. წარმოიღეთ ჰოროლები, შთაიცუთ ჯაჭუ-ჭური თქუენი.

5. რად? რამეთუ ამათ ეშინის და შეიქცევიან უკუღმართ მით, რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნენ, ლტოლვით ივლტოდეს და არ შემოიქცეს გარემოცვულნი გარემოჲს, - იტყჳს უფალი.

6. ნუ ივლტინ მალე და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო ევფრატსა ზედა მოუძლურდეს, და დაეცნეს.

7. ვინ ესე, ვითარცა მდინარე აღმოვიდეს და ვითარცა მდინარენი აღელვებს წყალთა მისთა?

8. წყალი ეგჳპტე, ვითარცა მდინარე, აღმოვალს და, ვითარცა მდინარენი, აღსძრავს ღელვათა მისთა და იტყჳს: აღვიდე, და დავფარო ქუეყანაჲ, და წარვწყმიდო ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა.

9. აღსხედით ცხენთა ზედა, განჰმზადენით საჭურველნი, გამოვედით მებრძოლნი ეთიოპელნი და ლიბიელნი, ჭურვილნი საჭურველებითა, და ლუდნი აღვედით, მოირათხთ მშჳლდი.

10. და დღე იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე შურისძიებისა არს, ძიებად შური მტერთა მისთა, შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლისაგან მათისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ზედა ჩრდილოსა, მდინარესა ზედა ევფრატსა.

11. აღვედ გალადდმი და მოიღე რეტინე ქალწულისა, ასულისა ეგჳპტისა. ამაოდ ჰამრავლენ კურნებანი შენნი, სარგებელ არა არიან შენდა.

12. ესმა წარმართთა ჴმისა შენისაჲ და ღაღადებისაგან შენისა აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ მბრძოლი მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნივე,

13. რომელნი თქუნა უფალმან ჴელითა იერემია წინაწარმეტყუელისათა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორისსა, მეფისა ბაბილონისა, დასამორჩილებელად ქუეყანასა ეგჳპტისასა.

14. მიუთხართ შორის ეგჳპტისა, და სასმენელ-ყავთ შორის მაგდოლოჲსა, და დაჰმოწმეთ შორის მემფისა და შორის ტაფნისა. თქუთ: ზედ დადეგ და განჰძზადე თავი შენი, რამეთუ შეჭამა მახჳლმან ბრწამლი შენი.

15. მით, რამეთუ ივლტოდა აპის ზუარაკი რჩეული შენი, ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი.

16. და სიმრავლე მოუძლურდა და დაეცა, კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა: აღვდგეთ და მივიქცეთ ერისა მიმართ ჩუენისა და მამულისა მიმართ ჩუენისა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა.

17. მოუწოდეთ სახელსა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა: საონ ესერე მოიდ.

18. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მეფე ძალთა სახელი მისი, რამეთუ ვითარცა არს თაბორი მთათა შორის, და ვითარცა კარმელი ზღუასა შორის, ეგრეთ მოვიდეს.

19. ჭურჭელნი ტყუეობისანი იქმნენ თავისა შენისად. მკჳდრობამან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი უჩინო საქმნელად იყოს, და ეწოდოს ვაება არყოფისაგან მკჳდრთა მის შორის.

20. დიაკეული კარგი და შემკული ეგჳპტე, გამონახეთქი ჩრდილოჲთ მოვიდა მის ზედა.

21. და მორეწენი მისნი მის შორის, ვითარცა ზუარაკნი ჭამებულნი მით, რამეთუ იგინიცა მიიქცეს და ივლტოდეს ერთბამად, ვერ დადგეს, რამეთუ დღე წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და დღე შურისძიებისა მათისაჲ.

22. ჴმაჲ მათი, ვითარცა გუელისა მსტჳნავისა, რამეთუ ქჳშასა ზედა ვიდოდიან, ცულებისა მიერ მოვიდენ მის ზედა, ვითარცა მკოდელნი ხეთანი.

23. მოკაფეთ მაღნარი მისი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ არღა ეოცნოს, რამეთუ განმრავლდეს უფროჲს მკალთასა, და არა არს რიცხჳ მათი.

24. ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲთგამოჲსათა.

25. თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, შურსა ვიგებ ძისა მისისა ამმონისსა და ფარაოსა და ეგჳპტესა ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მეფეთა ზედა მისთა, და ფარაოს ზედა და მოსავთა ზედა მისდამი.

26. და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისასა, და ჴელთა მონათა მისთასა. ამის შემდგომად დაყუდნეს დღეთაებრ პირველთა, - იტყჳს უფალი.

27. ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ! ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.

28. და შენ ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო იაკობ, იტყჳს უფალი, რამეთუ შენთანა მე ვარ. უშიში, და შუებული განცემულ იქმნა, რამეთუ ვყო აღსასრული შორის ყოველსა ნათესავსა, რომელთა მიმართ განგაგარეე შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლება. და გწუართო შენ მსჯავრით, და უბრალოობით არ უბრალოგყო შენ.


47

1. სიტყუაჲ, რომელი იქმნა იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოტომთა ზედა, პირველ განწყობისა ფარაოჲს ღაზაჲსა.

2. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, წყალნი აღმოვლენ ჩრდილოჲთა, და იყვნენ ღუარად წარმღუნელად და წარრღუნან ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა. და ღაღადებდენ კაცნი, და ვალალებდენ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი

3. ჴმისაგან მიმართებისა მისისა, და საჭურველები ფერჴთა მათთა ძლიერთაჲსა, და ძრვისაგან ეტლთა მათთაჲსა და ჴმისა ურმისთვალთა მათთაჲსა, არა მოიქცეს მამანი ძეთა ზედა მათთა.

4. მორჩილებისაგან ჴელთა მათთაჲსა დღესა შინა მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოტომთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი და ყოველნი ნეშტნი შემწეობისა მათისანი, რამეთუ მოჰსრავს უფალი დაშთომილთა ჭალაკებისათა.

5. ახს სიმტიერე ღაზასა ზედა, განვარდა ასკალონი და ნეშტნი ენაკიმეთნი, ვიდრემდის შეკრბებოდით, ვიდრემდის ჰკუეთ,

6. მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დაჰყუდნები, კუალად ეგე ქარქაშსა შენსა, განისუენე და დაყუდენ,

7. ვითარ დაყუდნეს. და უფალმან ამცნო მას ასკალონსა ზედა და ზღჳსკიდისათა ზედა, და ნეშტთა ზედა აღდგომად.


48

1. მოაბსა ესრეთ თქვა, უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვაჲ ნაბავსა ზედა, რამეთუ წარწყმდა, მოისპო, წარღებულ იქმნა კარიათიმი. სირცხჳლეულ იქმნა სიმაგრე მასოგასა და იძლია.

2. არღარა არს მერმე მუღრობაჲ ესსებონს შინა მოაბისასა, ისიტყუნეს მის ზედა ძჳრნი, მოვედით და მოვჰკუეთოთ იგი ნათესავისაგან და დაცხრომით დასცხრეს, უკუანა შენსა ვიდოდეს ოდეს მახჳლი,

3. რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ მთათაგან ორონაიმისათასა, ღაღადება შემუსრვილებასა მოსრვითა დიდითა.

4. შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორად მიმართ უჭაბუკესთა მისთა,

5. რამეთუ აღივსო ალაოთი ტირილითა, რამეთუ აღსავალისა მიერ ფიქლოანისა აღვიდეს მტირალი ტირილისა მიერ, გზასა ზედა მთათა ორონაიმისათასა. ღაღადებაჲ შემუსრვილებისაჲ და ჭირი მტერთა ესმა.

6. ივლტოდეთ და განარინენით სულნი თქუენნი და იქმნენით, ვითარცა ვირი ველური უდაბნოს შინა,

7. ვინათგან ესევდ სიმაგრეთა მიმართ შენთა, მოვიდენ შენდა ჭირნი და შეგიპყრანცა შენ, და გამოვიდეს ქამოს ტყუჱობად მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად.

8. და მოვიდეს მოსრვა ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდეს ღელე, და მოისრას ველობი, ვითარცა თქუა უფალმან:

9. ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ ნთებით აღენთოს და ყოველნი ქალაქნი მისნი უვალად იყუნენ არ ყოფისაგან დამკჳდრებულისა მის შორის, ვინავე მყოფსა მას შინა.

10. წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით, და წყეულ იყავნ განმმარტებელი მახჳლისა მისისაჲ სისხლისაგან.

11. განისუენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ შთაასხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებად არა ვიდოდა. ამისთჳს არს გემოჲ მისი მის თანა და საყნოსი მისი არა მოაკლდა.

12. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - თქვა უფალმან, - და მიავლინნე მის ზედა დამდრეკელნი და დადრიკონ იგი და ჭურჭელნი მისნი და დააწულილენ და რქანი მისნი შემუსრნენ.

13. და ერცხჳნოს მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ერცხჳნა სახლსა ისრაილისასა ბეთელისაგან სასოებისა მისისა.

14. ვითარ იტყჳთ: ძლიერნი ვართ და კაცნი შემძლებელნი მბრძოლობად.

15. წარწყმდა მოაბ და ქალაქნი მისნი და რჩეულნი, ჭაბუკნი მისნი შთავიდეს მოსაკლავად, იტყვის მეფე, უფალი ძალთაჲ, სახელი მისი.

16. ახს დღე მოაბისი მოსლვად და უკეთურება მისი მალიად ფრიად.

17. შეძართ იგი ყოველთა გარემოს მისსა, ყოველთა მცოდნელთა სახლისა მისისათა თქუთ, ვითარ შეიმუსრა არგანი სიკეთისაჲ, კუერთხი დიდთვალი.

18. შთამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ სინოტიესა შინა მჯდომარე. ასული დებონისი შეიმუსროს, რამეთუ წარწყმდა მოაბი. აღვიდა შენდა განმრყუნელი სიმაგრეთაგანთაჲ,

19. გზასა ზედა დადეგ და იხილე მჯდომარე აროირს შინა და ჰკითხე მეოტსა და განრომილსა და არქუ: რაჲ იქმნა?

20. ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა. ვალალაებდ და ღაღად-ყავ. მიუთხარ არიონისა შორის, ვითარმედ წარწყმდა მოაბი.

21. და სასჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისსა. ქელონსა ზედა და იარსა და მოფათსა,

22. და დებონსა ზედა და ნავავსა. და სახლსა ზედა დევლათემისსა,

23. და კარიათემსა ზედა და სახლსა ზედა ღამოლაჲსსა და სახლსა ზედა მაოთისსა,

24. და სახლსა ზედა კარიაოთისსა და ბოსორისა ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა ქუეყანისა მოაბისათა, შორიელთა და მახლობელთა.

25. დაიჴსნა რქაჲ მოაბისაჲ და ჴელთა შინა მისა შეიმუსრა, თქუა უფალმან:

26. დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა განდიდნა, და ტყუელვიდეს მოაბ ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგიცა.

27. და რამეთუ შენდაცა საკიცხელ იყო ისრაილი, ანუ პარვათა შინა შენთა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას, და მისთანავე წარიტყუენო.

28. დაუტევნეს ქალაქნი და დაეშენნეს კლდეთა შინა მკჳდრნი მოაბისანი; იქმნნეს, ვითარცა ტრედნი მებუდარნი კლდეთა შინა პირსა სოროჲსსა.

29. მესმა გინება მოაბისაჲ, აგინა ფრიად სიმაღლე თჳსი, და გინებაჲ და ამპარტავანება მისი და სილაღე მისი ვიხილე, და ამაღლდა გული მისი.

30. ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, - იტყჳს უფალი, - არა კმა-ყოფისაებრ მისისა. ეგრეთ მკლავნი მისნი არა ეგრეთ ყო?

31. ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით, მოაბსა ზედა ყოველთა ჴმა-ყავთ. კაცთა ზედა ზღუდისათა სკირადათა განბიცებისათა.

32. და კილოჲ აღიღოს, ვითარცა ტირილი. იაზირო, დაგტირო შენ, ავენაჴენ, საბამისნი, მწუერვალნი შენნი, განვლო ზღვა ქალაქმან იაზირისმან. შეახო ნაყოფსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა და მესთულეთა შენთა ზედა დაეცა მოსასრველი.

33. დასწყდა შუებაჲ და მხიარულება კარმელისა და ქუეყანისაგან მოაბიტელთასა, და ღჳნოჲ საწნეხელთა შინა შენთა არა დაწნიხეს განთიად იდად, არცა მიმწუხრი არა ყვეს იდად.

34. ხოლო ამათ ღაღადებისაგან ესსებონისა ვიდრე ვლეილამდე და ვიდრე იასამდე მოსცეს ჴმაჲ მათი ქალაქთა მათთა, სეგორითგან, ვიდრე მთათამდე ნემისთა, და მითხრობაჲ სალისიასა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა ნევრიმისაჲ შემწუელად იყოს.

35. და წარვწყმიდო მოაბი, - თქუა უფალმან, - აღმავალი ბომონსა ზედა და მკუმეველი ღმერთთა მისთა.

36. ამისთჳს გული ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ავლი, ოხრიდეს. გული ჩემი კაცთა ზედა სკირადათა განბიცებისათა, ვითარცა ავლმან, იოხროს. ამისთჳს, რომელთა ვემზრუნვლე, წარწყმდენ კაცთაგან.

37. ყოველი თავი ყოველსა შინა ადგილსა აღიპარსოს, და ყოველი წუერი დაიყჳნოს, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ და ყოველსა ზედა წელსა ძაძაჲ.

38. და ყოველთა ზედა ერდოთა მოაბისთა და უბნებსა ყოველსა შორის ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი, ვითარცა ჭურჭელი, რომლისა არა არს საჴმარებაჲ მისი, - თქუა უფალმან.

39. ვითარ იძლია ჴჳობით, ვითარ მიაქცია ზურგი მოაბმან? ჰრცხუენა და იქმნა მოაბის საკიცხელ და სარისხველ ყოველთა გარემოსთა მისთა,

40. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, ვითარცა არწივმან მიიმართოს და განიმარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა.

41. დაპყრობილ იქმნა კარიაოთი და სიმაგრენი მოიპყრნეს და იყოს გული ძლიერთა მოაბისათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობისაჲ.

42. და წარწყმდეს მოაბი ერისაგან, რამეთუ უფალსა ზედა განდიდნა.

43. შიში და მთხრებლი და საბრჴე შენ ზედა, მჯდომარეო მოაბსა შორის, - თქუა უფალმან.

44. მლტოლვარე პირისაგან შიშისა შთავარდეს მთხრებლსა და აღმოსრული მთხრებლით შეპყრობილ იქმნეს საბრჴითა მით, რამეთუ მოვაწინე ესენი მოაბსა ზედა წელიწადსა შინა, რომელსა ზედმივიხილო მათდამი, თქუა უფალმან,

45. საფარველსა ესსებონისასა დადგეს მლტოლვარენი საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესსებონით და ალი ქალაქით სეონისით, და შეჭამნა მთავარნი მოაბისანი და გამოიძინა ძენი სეონისნი.

46. ვაჲ შენ, მოაბ! წარსწყმდი, ერო ხამორისო, რამეთუ წარიხუნეს ძენი შენნი იავარად და ასულნი შენნი ტყუედ.

47. და მოვაქციო ტყუე მოაბისა უკანასკნელთა დღეთა, - თქუა უფალმან, - ვიდრე აქამომდე საშჯელნი მოაბისანი, რაოდენნი წინაწარმეტყუელნა იერემია ძჳნად ყოველთა ნათესავთა,


49

1. ძეთა ამმონისთა. ესრეთ თქუა უფალმან: ნუ ძენი არა არიან ისრაჱლსა შორის? ანუ დამპყრობელი არა არს მათ შორის? რაჲსათჳს დაიპყრა მელქომ გალადი? და ერი მათი ქალაქთა მათთა შინა მკჳდრ არს.

2. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ვასმინო რაბათსა ზედა ძეთა ამმონისთასა შფოთი ბრძოლათა და იყოს უვალად და წარსაწყმედელად და ბომონნი მათნი ცეცხლისა მიერ დაიწუედ. და დაიპყრას ისრაჱლმან მთავრობაჲ მისი, თქუა უფალმან.

3. ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ მოისპო ძალი გაისაჲ. ღაღად-ყავთ, ასულნო რაბბათისანო, მოირტყთ ძაძები და იპყრობვოდეთ და იტყებდით და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქომ ტყუეობად ვალს, მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად,

4. რამეთუ სიხარული ველთა შორის ენაკიმისთა, განკფდეს ველნი შენნი, ასულო უგლიმობისაო, მოსავობაჲ საუნჯეთა ზედა მისთა, მეტყუელი: ვინ ზედმოვიდეს ჩემ ზედა.

5. აჰა, მე მოვიღო შიში შენ ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან, - ყოველთაგან გარემოსმყოფთა შენთა და განიწესოს კაცადი პირისა კერძ თჳსისა და არა არს, რომელმან შეკრიბოს ტყუექმნილი

6. და ამის შემდგომად მოვაქციო ტყუეობაჲ ძეთა ამმონისთაჲ, - თქუა უფალმან,

7. იდუმეასა, ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: არღა არს მერმე სიბრძნე შორის თემანსა, წარწყმდა განზრახვაჲ გონიერთაგან, წარჴდა სიბრძნე მათი,

8. დაითრგუნა ადგილი მათი, დააღრმეთ თქუენდად დასაჯდომელად მკჳდრთა დედანისათა, რამეთუ ძნელნი ქმნნა. მივავლინე მას ზედა ჟამსა შინა, რომელსა ზედმივჰხედე მას.

9. რამეთუ მესთულენი მოვიდეს შენდა, რომელთა არ დაგიშთინონ შენ მოსაკუფხლველი, ვითარცა მპარავთა ღამესა შინა დადვან შენ ზედა ჴელი მათი.

10. რამეთუ მე შთამოვამჴუ ესავი, გამოვაცხადენ დაფარულნი მათნი. დაფარვად ვერ უძლონ, წარწყმედად თესლი მისი ჴელითა ძმისა მისისათა და მეზობლისათა.

11. და არა არს მეტყუელი დატევებასა ობლისა შენისასა, რაჲთა ცხოვნდეს, და მე ვაცხოვნო იგი. და ქურივნი შენნი ჩემდამო ესვიდენ,

12. რამეთუ ამათ იტყჳ უფალი, - აჰა, რომელთა არა იყო შჯულ სუმად სასუმელი, მსუმელთა სუეს, და შენ უბრალოქმნილი არა უბრალო იქმნე, რამეთუ მსუმელი სუამს.

13. რამეთუ თავისა მიმართ ჩემისა ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ უვალად და საყუედრელად და საწყევარად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ უკუნისამდე.

14. სასმენელი მესმა უფლისაგან. და მიმთხრობელნი წარმართთა მიმართ მიავლინნა: შეკერბით და მოვედით მისსა, და არ დააცალონ ბრძოლად მის ზედა,

15. რამეთუ, აჰა, კნინღა მიგეც შენ წარმართთა შორის და ადვილ საწუნელ კაცთა შორის.

16. ლაღობამან გულისა შენისამან გიწყნა შენ ესენი, უგლიმობამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა ჴურელებსა კლდეთასა. შეიპყრა ძალი ბორცჳსა მაღლისა, რამეთუ აღამაღლო თუ, ვითარცა არწივმან, ბუდებნი, მიერ გარდამოაგდებენ, - თქვა უფალმან.

17. და იყოს იდუმეაჲ უვალად, ყოველი თანწარმავალი მის ზედა განჰკრთეს და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა,

18. ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორრაჲ და მოზღვრენი მათნი, - თქვა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, არა დაჯდეს მუნ კაცი და არ დაიმკჳდროს მუნ ძემან კაცისამან.

19. აჰა, ვითარცა ლომი აღმოვიდეს საშუალით იორდანისაჲთ ადგიდ ეთამისა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან და ჭაბუკნი დაადგინენით მის ზედა. ვინ არს რჩეულ მისსა მიმართ? მე ვიხილო, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინა აღმიდგეს მე, და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

20. ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელი განიზრახა იდუმეას ზედა და გულისსიტყუაჲ მისი, რომელი სიტყუა დამკჳდრებულთა ზედა თემანისათა? არა თუ თანაღირიცხუნენ მათსა უუნდოესნი ცხოვართანი? არა თუ უვალ იქმნნეს მათ ზედა სავანე მათი?

21. რამეთუ ჴმისაგან დაცემულებისა მათისა შეირყია ქუეყანა, და ღაღადება შენი ზღვისა შორის მეწამულისა ისმა.

22. აჰა, ვითარცა არწივი აღვიდეს და იხილვოს და განმარტნეს ფრთენი თჳსნი სიმაგრეთა ზედა მისთა, და იყოს გული ძლიერთა იდუმეასათა მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობიარისა.

23. დამასკოსა: ჰრცხუენა ემათსა და არფათსა, რამეთუ სასმენელი ბოროტი ესმაყე, განჰკრთეს ზღჳსა შორის, გულმწყრალ იქმნეს, განსუენებად ვერ შეუძლონ.

24. მოკლებულ იქმნა დამასკოჲ. მიიქცა სივლტოლად და განვარდა, ძრწოლამან შეიპყრა იგი, სალმობამან მოიცვა, ვითარცა მშობი.

25. ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი, დაბაჲ შეიყვარა?

26. ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი შენნი უბანთა შენთა ზედა, და ყოველნი კაცნი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, - ჰრქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, -

27. და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა დამასკისათა, და შეჭამნეს ურაკნი ძისა ადერისნი.

28. კიდარს, მეფისა ეზოჲსსა, რომელი მოსრა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ესრეთ ჰრქუა უფალმან: აღდეგით და აღვედით კიდარსა ზედა, დაწყლენით ძენი კედემისნი,

29. კარავნი მათნი და ცხოვარნი მათნი წარიხუენ, სამოსელნი მათნი და ყოველნი ჭურჭელნი მათნი და აქლემნი მათნი მიიყვანენ თავისა მათისად, და მოუწოდეთ მათ ზედა წარწყმედასა გარემოს,

30. ივლტოდეთ ფრიად, განჰკერთით, დააღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოსა შინა, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განიზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, განზრახვაჲ და ისიტყუა თქუენ ზედა გულისსიტყვა.

31. აღდეგით, აღვედით ნათესავსა ზედა კეთილმდგომსა და მყუდროსა და მჯდომარესა განსუენებულად, - იტყჳს უფალი, - რომლისა არა არიან კარებ, არა ვალანებ, არა მოქლონებ, მარტონი მევანეობენ.

32. და იყვნენ აქლემნი მათნი სათავისო და სიმრავლე საცხოვართა მათთაჲ წარსაწყმედელ, და განუფიწლნე იგინი ყოველსა ქარსა, განრყუნილ პირნი მათნი. და ყოვლისაგან წიაღ კერძოჲსა მათისა ვყო ძლეულება მათი, - თქუა უფალმან,

33. და იყოს ეზო მათი საყოფელ სირთა და უგზო საუკუნომდე. არ დაემკჳდროს მუნ კაცი და არ დაჯდეს მუნ ძე მიწისნაშობისაჲ.

34. სიტყუა, რომელი იქმნა უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ელამისათჳს დასაბამსა მეფობისა სედეკიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა და თქუა:

35. ამათ იტყჳს უფალი ძალთა: აჰა, ესერა, შევჰმუსრო მშჳლდი ელამისა, დასაბამი მძლავრებისა მათისა.

36. და მოვხადო ელამსა ზედა ოთხთა ქართა, ოთხთაგან მწუერვალთა ცისათა და განვთესნე იგინი ყოველთა მიმართ ქართა ცისათა და არა იყოს ნათესავი, რომელ არა მოვიდეს მუნ განმაგაარებელნი ელამისნი,

37. და შიშნეულ-ვყუნე იგინი წინაშე მტერთა მათთა, რომელნი ეძიებდეს სულთა მათთასა და მოვაწიო მათ ზედა რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემისა, - იტყჳს უფალი, - და ზედმივავლინო უკუანა მათსა მახჳლი ჩემი, ვიდრე მოსპოლვადმდე მათდა.

38. და დავდვა ელამს შინა საყდარი ჩემი და წარვწყმიდო მუნით მეფე და დიდ-დიდნი, - თქუა უფალმან,

39. და იყოს უკანასკნელთა დღეთა, ზემოვაქციო ტყუეობა ელამისა, - იტყჳს უფალი, დაწყებასა მეფე-ყოფისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუა ესე ელამისთჳს ბაბილოვნელთა ზედა.


50

1. სიტყუა, რომელი თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა, ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა ჴვლითა იერემია წინაწარმეტყუელისათა.

2. მიუთხრენით წარმართთა შორის და სასმენელ-ყვენით და აღიღეთ სასწაული, ასმინეთ და ნუ დაჰმალავთ. არქუთ: აოჴრდა ბაბილონი ბილ უშიში, შუებული მიეცა. მეოდახ. ჰრცხუენა კერპთა მისთა, ჰრცხუენა ქანდაკებულთა მისთა,

3. რამეთუ აღმოვიდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოთ. მან დადვას ქუეყანა მისი მოსაოჴრებელად. და არა იყოს დამკჳდრებული მის შორის, კაცითგან მისაცხოვართამდე, შეირყინეს, წარჴდეს.

4. მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი, - და მას ჟამსა შინა მოვიდენ ძენი ისრაილისანი, იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად მოარულნი და მტირალნი, წარვიდენ მეძიებელნი უფლისა ღმრთისა მათისანი.

5. ვიდრემდის სიონს იკითხონ გზაჲ, რამეთუ აქა მისცენ პირი მათი და მოვიდენ და შეივლტოდიან უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, რამეთუ აღათქმაჲ საუკუნოჲ არა მოაკლდეს.

6. ცხოვარებ წყმედულებ იქმნა ერი ჩემი, მწყემსთა მათთა განჴადნეს იგინი, მთათა ზედა შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს, დავიწყდა სადგური საწოლი მათი.

7. ყოველნი მპოვნელნი მათნი განჰლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა. შჯული სიმართლისა შემკრებელი მამათა მათთა უფლისაჲ.

8. უცხო იქმნენით შორის ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ქალდეველთასა, გამოვედით და იქმნენით, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა.

9. რამეთუ, აჰა, მე აღვადგენ და აღმოვიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა, ნათესავთა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და წყობა-ყონ მის შორის. მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისჴმიერისაჲ, ისარნი მისნი არა მოიქცენ ცუდად.

10. და იყოს ქალდეაჲ საიავროდ, ყოველნი მეიავრენი მისნი განძღენ, - იტყჳს უფალი, - რამეთუ იშუებთ და იქადით დამტაცებელნი სამკჳდრებელისა ჩემისანი.

11. და მით, რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანებსა შორის, და ურქენდით, ვითარცა კურონი.

12. სირცხჳლეულ იქმნა დედა თქუენი ფრიად, მოიქცა მშობელი თქუენი დედაჲ კეთილთა მომართ. აჰა, უკანასკნელი წარმართთა ოჴერ და ურწყულ და უვალ.

13. რისხვისაგან უფლისა არა დამკჳდრებულ იქმნეს, და იყოს განსარყუნელად ყოვლად. და ყოველი წარმვლელი ბაბილონით დაწუხნეს, დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა.

14. წყობა-ყავთ ბაბილონსა ზედა გარემოჲს ყოველთა მომრთხმელთა მშჳლდისათა, მშჳლდვა-ყავთ მის ზედა, ნუ ჰრიდებთ მშჳლდვასა თქუენსა ზედა, რამეთუ უფალსა შესცოდა.

15. და დაიპყართ მის ზედა გარემოჲს, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, დაეცნეს დაეფანნი მისნი, დაირღვა ზღუდე მისი, რამეთუ შურისგება ღმრთისა მიერ არს. შური იძიეთ მის ზედა, ვითარცა ყო, უყავთ მას.

16. მოსპეთ თესლი ბაბილონისაგან, მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა. კაცადი ერისა მიმართ თჳსისა მიიქცენ და კაცადი ქუეყანად თჳსისა მიივლტოდიან.

17. ცხოვარი ცთომილი ისრაჱლი, ლომთა განაგარეეს იგი. პირველად შეჭამა იგი მეფემან ასსურისმან, და ესრეთ უკანასკნელ მეფემან ბაბილონისამან, ნაბუქოდონოსორ, ძუალნი მისნი დაჭამნა.

18. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე შურისძიებასა ვჰყოფ მეფისა ზედა ბაბილონისასა და ქუეყანასა ზედა მისსა. ვითარცა შური ვიძიე მეფისა ზედა ასურისასა.

19. და კუალად ვაგო ისრაჱლი საძოვრისა მიმართ მისისა, და ძოვდეს შორის კარმელსა და შორის ბასანსა და შორის მთასა ეფრემისსა და შორის გალაადისა. და აღივსნენ სულნი მათნი.

20. მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - ეძიებდენ უსამართლოებასა ისრაჱლისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და არა იპოოს, რამეთუ მლხინებელ ვეყო დაშთომილთა ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი,

21. - ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე მას ზედა მწარედ და დამკჳდრებულთა მისთა ზედა შური იძიე, მახჳლო! და უჩინო-ყავ, - იტყჳს უფალი, - უკანაგან მათსა ძჳრნი, და ჰყოფდ ყოველთაებრ, რავდენთა გამცნებ შენ.

22. ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა,

23. ვითარ შეიმუსრა და შეიფქვა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი წარმართთა შორის?

24. წინაგანგეწყვეა შენ და ზედადაგესხნენ შენ? და წარჰჴდე, ბაბილონ, და ვერ სცნა, იპოვე, შეპყრობილ იქმენ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე.

25. განაღო უფალმან საფასე თჳსი და გამოიხუნა ჭურნი რისხვისა მისისანი, რამეთუ საქმე არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსაჲ შორის ქუეყანასა ქალდეველთასა,

26. რამეთუ მოიწინეს ჟამნი მისნი, განახუენით დასაკრებელნი მისნი, გამოიკულიეთ იგი, ვითარცა ქუაბი, და მოასრულეთ იგი. ნუ იყოფინ მისსა დანეშტებული.

27. აღაჴმენით ყოველნი ნაყოფნი მისნი და შთამოვიდოდედ კლვად. ვაჲ მათდა, რამეთუ მოიწია დღე მათი და ჟამი შურისგებისა მათისაჲ.

28. ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილონისა მითხრობად შორის სიონსა. შურისძიებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, შურისძიებაჲ ტაძრისა მისისა.

29. და მოწმება ყავთ ბაბილონსა ზედა მრავალთა, ყოვლით კერძო გარდამცემელთა მშჳლდისათა მოადეგით მას ზედა გარემოს. ნუ იყოფინ მისსა განრინებული. მიაგეთ მას საქმეთაებრ მისთა. ყოველთაებრ რავდენნი ყუნა, უყავთ მას, რამეთუ უფლისა მიმართ წინაგენეწყო წმიდისა ისრაჱლისა.

30. ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა მისთა ზედა და ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მისნი განერნენ, - თქუა უფალმან.

31. აჰა, მე შენ ზედა, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, - მაგინებელთა, რამეთუ მოიწია დღე დაცემისა შენისაჲ და ჟამი შურისგებისა შენისა.

32. და მოუძლურდეს გინებაჲ შენი და დაეცეს, და არა იყოს აღმმართებელი მისი, და აღვაგზნა ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოსნი მისნი.

33. ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მიმძლავრებულ არიან ძენი ისრაჱლისანი და ძენი იუდაჲსანი. ერთბამად ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ემძლავრნეს მათ, რომელთა არა ინებეს გამოვლინებაჲ მათი,

34. და მჴსნელი მათი ძლიერ უფალი ძალთაჲ, ყოვლისა მპყრობელ სახელი მისი. საშჯელი საჯოს წინამოსაჯულთა მისთა მიმართ, რაჲთა მოსპოს ქუეყანაჲ და განაძჳნნეს დამკჳდრებულნი ბაბილონისნი.

35. მახჳლი ქალდეველთა ზედა, - თქუა უფალმან, - და დამკჳდრებულთა ზედა ბაბილოვნისათა და დიდებულთა ზედა მისთა და გულისჴმისმყოფელთა ზედა მისთა, და მოისპნენ.

36. მახჳლი მისანთა ზედა მისთა, და დაშურენ. მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და დაიჴსნნენ.

37. მახჳლი ცხენებსა ზედა მისსა და ეტლებსა ზედა მისსა, მახჳლი მჴედართა ზედა მისთა და შერთულთა ზედა შორის მისსა, და იყუნენ, ვითარცა დედანი. მახჳლი საუნჯეთა ზედა მისთა, და დაიტაცნენ.

38. მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომლისამი ესვიდა, და განჴმეს და სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ ქუეყანაჲ ქანდაკებულთაჲ არს ჭალაკთა შენთა შორის და ექადოდინ.

39. ამისთჳს დაემკჳდრნენ ურჩხულნი ჭალაკთა შინა და დაემკჳდრნენ მას შინა ასულნი სირინოსთანი, და არა აღეშენოს მერმე უკუნისამდე, და არა დამკჳდრებულ იქმნეს მერმე ნათესავითი ნათესავად,

40. ვითარცა დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და მოზღურენი მათნი, - თქუა უფალმან, - არა დაეშენოს მუნ კაცი, და არა იმსხემოს ძემან კაცისამან.

41. აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ.

42. მშჳლდი და მაზრაკი აქუნდესყე; უგბილ არიან და არა შეიწყალებენ: ჴმაჲ მათი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენთა ზედა ცხენოსნობდენ განმზადებულნი, ვითარცა ცეცხლი მბრძოლობად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო!

43. ესმა მეფესა ბაბილონისასა სასმენელი მათი, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა, ვითარცა მშობისათა.

44. აჰა, ვითარცა ლომი, გამოვიდეს მაღნართაგან იორდანისათა, ადგილსა ეთამისთა, სამკჳდრებელსა შორის დასაბამისსა, რამეთუ მალიად განვდევნნე იგინი მისგან, და ყოველი ჭაბუკი მას ზედა დაეადგინო, რამეთუ ვინ ვითარ მე? და ვინ წინააღმიდგეს მე? და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელ დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

45. ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელსა განიზრახავს ბაბილონსა ზედა და გულისსიტყუანი მისნი, რომელნი სიტყუნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქალდეაჲსათა, არა თუ განხრწნეთ კრავნი ცხოვართა მისთანი, არა თუ განქარდეს მათგან საძოვარი.

46. მით, რამეთუ ჴმისაგან მოსრვისა ბაბილონისა შეიძრას ქუეყანა, და ღაღადებაჲ მისი ისმეს ნათესავთა შორის.


51

1. ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვადგინო ბაბილონსა ზედა და დამკჳდრებულთა ზედა ქალდეაჲსათა გულნი აღმადგინებელთანი, ქარი შემწუელი, განმხრწნელი.

2. და გამოვავლინნე ბაბილონისათჳს მაგინებელნი, და გინებულ-ყონ იგი და განრყუნან ქუეყანა მისი, რამეთუ ვაჲ ბაბილონსა ზედა გარემოს დღესა შინა განბოროტებისა მისისასა.

3. მის ზედა მოირათხნ მომრთხმელმან მშჳლდისა თჳსისამან, და მის ზედა გარემოირატყნ, რომლისა არნ საჭურველი თჳსი. ნუ ჰრიდებთ ჭაბუკთა მისთა ზედა, და განაქარვეთ ყოველი ძალი მისი.

4. და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა და დაგუმერილნი გარეთ მისსა.

5. მით, რამეთუ არა დაქურივდა ისრაილი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან, უფლისაგან ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანა მათი აღივსო უსჯულოებითა წმიდათაგან ისრაილისათა.

6. ივლტოდეთ ბაბილონისშორისისაგან, და განირინეთ კაცადმან სული თჳსი, და ნუ განჰვარდებით უსამართლოებისა მისისა მიერ, რამეთუ ჟამი შურისძიებისა მისისაჲ არს უფლისა მიერ, მისაგებელი მისი მიაგოს მან.

7. სასუმელი ოქროსა, ბაბილონი, ჴელსა შინა უფლისასა, დამათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ, ღჳნისაგან მისისა სუმიდეს წარმართნი. ამისთჳს აღიძრნეს წარმართნი.

8. და მეყსეულად დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა, ჰგოდებდით მას, დასდევით რიტინე განხრწნილებასა მისსა, გან-ხოლო-იკურნოს.

9. ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა, დაუტევეთ იგი და წარვედით კაცადი ქუეყანად თჳსსა, რამეთუ მიეახლა ცად მიმართ სასჯელი მისი, და აღიწია მივარსკულავთამდე.

10. გამოიღო უფალმან მსჯავრი თჳსი. მოვედით, მიუთხრნეთ სიონსა საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი.

11. განიმზადენით სამშვილდველნი, აღავსენით კაპარჭებნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მიდთაჲსა, რამეთუ ბაბილონსა ზედა არს რისხვაჲ მისი მოსპობად მისსა, რამეთუ შურისგება უფლისაჲ არს შურისგება ტაძრისა მისისა.

12. ზღუდეთა ზედა ბაბილონისათა აღიღეთ სასწაული, დაადგინენით მცველნი, აღადგინენით მჴუმილნი, განმზადენით საჭურველნი, რამეთუ ჴელ-ყო და ყოს უფალმან, რაოდენნი თქუნა მკჳდრთა ზედა ბაბილონისათა,

13. დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და სიმრავლესა ზედა საუნჯეთა მისთასა, ახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ნაწლევთა შენთა,

14. რამეთუ ფუცა უფალმან ძალთამან მკლავისა მიმართ თჳსისა, ვითარმედ: აღგავსო შენ კაცებითა, ვითარცა მკლებითა, და ჴმობენ შენ ზედა აღმავალნი, ვითარცა მთრგუნავნი საწნეხლისანი.

15. შემქმნელმან ქუეყანისამან ძალითა თჳსითა განმმზადებელმან მკჳდროვნისამან სიბრძნითა თჳსითა და გულისხმის-ყოფისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.

16. ჴმად ქუხილისა დადვა სიმრავლე წყლისაჲ ცისა შორის და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულისაგან ქუეყანისა, ელვანი წჳმად შექმნა და გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან მისთა.

17. განსულელნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან; სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროსმჭედელი ქანდაკებულთა მისთაგან, რამეთუ ნაწილად გამოადნვეს. არა არს სული მათ შორის,

18. ამაოებ არიან საქმენი საკიცხელნი სადუმარნი, ჟამსა შინა ზედმოხილვისა მათისასა წარწყმდენ ესენი.

19. არა არს ესემლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელნი დაჰბადნა, ყოველნი იგი არს ნაწილ მისსა, და ისრაილი საკურთხ მკჳდრობისა მისისა, უფალი ძალთა სახელი მისი.

20. შენ განმიბნევ მე ჭურჭელთა ბრძოლისათა, და განვაბნივნე მე შენ შორის ნათესავნი, და აღვიხუნე შენ შორის მეფენი.

21. და განვაბნინე შენ შორის ცხენი და მჴედარი მისი, და განვაბნინე შენ შორის ეტლები და აღმავალნი მათნი.

22. და განვაბნინე შენ შორის მამაცი და ცოლი მისი, და განვაბნიო შენ შორის მოხუცებული და ჭაბუკი და მოყმე და ქალწული მისი,

23. და განვაბნიო შენ შორის მუშაკი და სამუშაკოჲ მისი, და განვაბნინე შენ შორის მთავარნი და სპასპეტნი.

24. და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ქალდეველთასა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელნი ქმნნეს სიონს შინა, წინაშე თუალთა თქუენთა, - იტყჳს უფალი.

25. აჰა, მე შენდა მიმართ, მთაო განხრწნილო, - იტყჳს უფალი, - განმხრწნელო ყოვლისა ქუეყანისაო. და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და შთამოგაგორვო შენ კლდეთაგან, და გყო შენ, ვითარცა მთაჲ მოცეცხლული.

26. და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საფუძველად, რამეთუ განსარყუნელად იყო საუკუნოდ, - იტყჳს უფალი.

27. აღიღეთ სასწაული ქუეყანასა ზედა და ჰნესტუეთ ნესტუსა წარმართთა შორის. წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავები და ჰმოწმეთ მის ზედა მეფეთა არარატისათა, მენი და ასხანაზელთა დაადგინენით მის ზედა წყლულებისმდომნი აღიყვანეთ მის ზედა ცხენი, ვითარცა სიმრავლე მკალთა.

28. წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავი, მეფე მიდთაჲ და წინამძღუარნი მისნი, და ყოველნი სპასპეტნი მისნი და ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი.

29. შეიძრა ქვეყანა და სტკიოდა მით, რამეთუ აღდგა ბაბილონსა ზედა გულისსიტყვა უფლისაჲ დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსაქარვებელად, არდასამკჳდრებელად იგი.

30. მოაკლდა მეჰომე ბაბილონისაჲ მბრძოლად, და დასხდენ წყუდეულებასა შინა. მოსწყდა მძლავრება მათი და იქმნნეს, ვითარცა დედანი. მოიწუნეს კარვებნი მათნი, შემუსრნნეს მოქლონნი მისნი.

31. მდევარი შემთხუევად მდევნელისა სდევდეს და მეღაღადისე შემთხუევად მეღაღადისისა, მეღაღადებად მეფისა ბაბილონისასა, ვითარცა წარწყმდა ქალაქი დასასრულით გამოსავალთა მისთაჲთ.

32. მით, რამეთუ შეპყრობილ იქმნნეს და სახლებნი მათნი მოიცეცხლნეს ცეცხლითა, და მამაკაცნი მისნი მბრძოლნი გამოვიდენ.

33. მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: სახლნი ბაბილონისანი, ვითარცა კალოჲ ოჴერი, მოოჴრდენ. მერმე მცირედღა, და მოიწიოს ღალვაჲ მისი.

34. განმყო მე, შემჭამა მე და მეწია მე, ვითარცა ბნელი წულილი, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისმან, დამადგინა მე, ვითარცა ჭურჭელი ცალიერი შთამნთქა მე, ვითარცა ვეშაპმან, აღივსო მუცელი თჳსი შუებულებისაგან ჩემისა, განმაგარეეს მე რუდენებათა ჩემთა.

35. და საარებათა ჩემთა ძჳნად ბაბილონისა წარიხუნეს. თქუას მკჳდრმან სიონისამან და სისხლი ჩემი ძჳნად მკჳდრთა ქალდეაჲსათა თქვას იერუსალიმმან.

36. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე ვსაჯო წინამოსაჯული შენი, და შურ-ვიგო შურის-გება შენი, და მოვაოჴრო ზღუაჲ მისი. და განეაჴმო წყაროჲ მისი.

37. და იყოს ბაბილონი ბორცუებ და სამკჳდრებელად ვეშაპთა და განსარყუნელად და სასტჳნველად, და არა დაეშენოს.

38. თანად ერთბამად, ვითარცა ლომნი აღდგენ ზოგად ძენი მათნი და ვითარ ლეკუნი ლომთანი.

39. განჴურვებასა შინა მათსა სარეცელი მათი მივსცე განუსუენებელად, და მივსცე სასუმელი მათ და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და ვერ განიღჳძონ, - იტყჳს უფალი,

40. და შთავჴადნე იგინი, ვითარცა კრავნი, დაკლვად და ვითარცა კრავნი თიკნებითურთ,

41. ვითარ მოოჴრდა სისახ და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა ბაბილონი განსაქარვებელად ყოველთა შორის ნათესავთა?

42. აღმოვიდა ბაბილონსა ზედა ზღუაჲ, ჴმითა ღელვათა მისთათა დაიფარა.

43. იქმნნეს ქალაქნი მისნი განსაქარვებელ, ქუეყანა ურწყულ და უვალ, ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არ დაიმკჳდროს მის ზედა არა ვინ კაცმან, არცა დაიმასპინძლოს მათ შინა ძემან კაცისამან.

44. და შური ვიძიო ბილს ზედა ბაბილონს შინა და გამოვიხუნე, რომელნი შთაენთქნეს, პირისაგან მისისა, და არღარა შეკრბენ მისდამი ნათესავნი წარმართნი მერმე. და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცა.

45. გამოვედით საშუალისაგან მისისა, ერო ჩემო! და განირინეთ კაცადმან სული თჳსი გულისწყრომისაგან რისხვისა უფლისა.

46. და ნუ სადა შეშინდეს გული თქუენი და წიწნეულ იქმნეთ სმენისაგან სმენადისა ქუეყანასა ზედა, და შემოვიდეს მასვე წელსა შინა სმენაჲ, და მის თანა წელიწადსა შინა სმენაჲ და უსამართლობაჲ ქუეყანასა ზედა და მჴელმწიფები მჴელმწიფებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა.

47. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ზედა მივიხილო ქანდაკებულთა ზედა ბაბილონისათა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულნი მისნი დაეცნენ შორის მისსა.

48. და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი მათ შორისნი, რამეთუ ჩრდილოჲთ მოვიდენ განმხრწნელნი მისნი, - თქუა უფალმან.

49. და რამეთუ ბაბილონს შინაცა დაცემაჲ წყლულთა ისრაჱლისათაჲ მის შორის, და ბაბილონისანიცა უკუე დაეცნენ წყლულნი ყოვლისა ქუეყანისა მიერ ძლეულნი.

50. განრინებულნი ქუეყანისაგან ვიდოდეთ და ნუ დასდგებით. მოიჴსენეთ შორიელთა უფლისა, და იერუსალჱმი აღვედინ გულთა თქუენთა ზედა.

51. გურცხუენა, რამეთუ გუესმა ყუედრებაჲ ჩუენი, დაფარა უპატიოებამან პირი ჩუენი. შევიდეს სხუა ნათესავნი წმიდათა მიმართ ჩუენთა სახიდ უფლისა.

52. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და შურ-ვიგო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი,

53. რამეთუ აღ-თუ-მაღლდა, ესვიდეს ბაბილონი, ვითარცა ცაჲ, და რამეთუ განმაგრდეს თუ სიმაგრე ძალისა მისისაჲ, ჩემ მიერ მოიწინენ მომსრველნი მისნი, - იტყჳს უფალი.

54. ჴმაჲ ღაღადებისაჲ შორის ბაბილონისა და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა,

55. რამეთუ მოსპო უფალმან ბაბილონი, და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი, რომელი ოხრიდა, ვითარცა წყალნი მრავალნი, მისცა მოსპოლვად ჴმაჲ მისი.

56. რამეთუ მოვიდა ბაბილონს ზედა საარებაჲ, მოისრნეს მბრძოლნი მისნი, შეძრწუნდა მშჳლდი მათი, რამეთუ ღმერთი შურისმეძიებელ არს. თჳთ უფალმან ნაცვალ-აგოს მას ნაცვალსაგებელი მისი.

57. და დაათრვნეს სიმთრვალითა მთავარნი მისნი, და ბრძენნი მისნი, და დამწყებნი მისნი, და სპასპეტნი მისნი და ძალნი მისნი, და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და აღარა განიღჳძონ უკუნისამდე, - იტყჳს მეუფე, უფალი ყოვლისა მპყრობელი, სახელი მისი.

58. ამათ იტყჳს უფალი: ზღუდე ბაბილონისაჲ განვრცნა. გარდარღუევით გარდაირღუეს, და ბჭენი მისნი მაღალნი ცეცხლითა მოიცეცხლნენ, და არა დაშურებოდიან ერნი ცუდად და ნათესავნი მის შორის მოაკლდენ.

59. სიტყუაჲ, რომელი ამცნო უფალმან იერემიას წინაწარმეტყუელსა, რქმად არეაჲსსა ძისა ნირისსა, ძისა მაასესა, ოდეს წარვიდოდა სედეკიაჲს მიერ, მეფისა იუდასა, ბაბილონად წელსა შინა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და არეა იყო მთავარ ნიჭთა.

60. და დაწერნა იერემიამან ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოიწინენ ბაბილონსა ზედა, წიგნსა შინა ერთსა ყოველნი ესე სიტყუანი, დაწერილნი ბაბილონისათჳს.

61. და თქუა იერემია არეაჲს მიმართ: რაჟამს მიხჳდე ბაბილონად, და იხილო, და აღმოიკითხნე თანად ყოველნი ესე სიტყუანი.

62. და სთქუა: უფალო, უფალო, შენ სთქუ ადგილსა ამას ზედა მოსპოლვად იგი და არყოფად მას ზედა მკჳდრნი კაცითგან მისაცხოვართამდე, რამეთუ განსაქარვებელად უკუნისამდე იყოს!

63. და იყოს, ოდეს დასცხრე აღმომკითხველი წიგნისა ამის, და დააკრა მას ზედა ქვაჲ და შთააგდო იგი საშუალ ევფრატსა.

64. და სთქუა: ესრეთ დაინთქას ბაბილონი, არღა აღდგეს პირისაგან ძჳრთასა, რომელთა მე მოვაწევ მის ზედა, და დაემტკიცნეს სიტყუანი იერემიასნი, ვიდრე აქამომდე.


52

1. ოცდაერთის წლის იყო სედეკია მეფობასა შინა მისსა. და ერთდაათ წელ იმეფა იერუსალიმს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიასი, ევლოვენნაჲთ.

2. და ქმნა ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარსახედ ქმნა იოაკიმ,

3. რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ იქმნა ძჳნად იერუსალჱმისა და იუდაჲსსა, ვიდრემდის არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა და განდგა სედეკია მეფისაგან ბაბილონისასა.

4. და იქმნა წელსა მეცხრესა მეფობისა სედეკიასსა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა. მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და ყოველი ძალი მისი იერუსალჱმსა ზედა, და გარემოპატნეზა იგი და გარემოაშენა მას მოთხვითთა ქვათა მომრგულები.

5. და მიიწია ქალაქი იწროებად და ვიდრე მეათერთმეტედ წლამდე მეფისა სედეკიაჲსსა,

6. თთუესა მეოთხესა, მეცხრესა თთჳსასა, და განმტკიცნა სიყმილი ქალაქსა შინა, და არა იყუნეს პურნი ერსა შორის ქუეყანისასა.

7. და განიბძარა ქალაქი, და ყოველნი კაცნი მებრძოლნი ივლტოდეს, და გამოვიდეს ქალაქისაგან ღამე გზასა ბჭისა საშუალისა ზღუდეთაჲსასა და წინმოზღუდვილობისასა, რომელი იყო მტილსა თანა მეფისასა და ქალდეველნი ქალაქსა ზედა გარემოჲს. და წარვიდეს გზასა ისრაელისასა.

8. და სდევნა ძალმან ქალდეველთამან უკანა მეფისა, დაეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა, უდაბნოს შინა, და ყოველნი ყრმანი მისნი განიბნინეს მისგან.

9. და შეიპყრეს მეფე სედეკია, და მოიყვანეს იგი მეფისა მომართ ბაბილონისა, დევლათად, ქუეყანად ემათისა, და ეზრახა მეფე ბაბილონისაჲ სასჯელისა თანა სედეკიას.

10. და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიასნი წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოსწყჳდნა დევლათას შინა.

11. და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა, და შეკრა იგი ბორკილებითა, და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილონისამან ბაბილონად, და მისცა იგი სახიდ წისქვილისა ვიდრე დღედმდე, რომელსა მოკუდა.

12. და თთუესა მეხუთესა, მეათესა თთჳსასა. ესე წელიწადი ცხრა და მეათე ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა, მოვიდა ნაბუზარდან, მთავარქონდაქარი მდგომი წინაშე პირსა მეფისა ბაბილონისასა, იერუსალიმდ.

13. და დაწუა სახლი უფლისაჲ, და სახლი მეფისაჲ, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიდი მოცეცხლა ცეცხლითა;

14. და ყოველი ზღუდე იერუსალიმსა გარემოს დაარღჳა ძალმან ქალდეველთა მთავარქონდაქართამან.

15. ხოლო დავრდომილთაგანი ერისათანი და ნეშტი ერისაჲ და დაშთომილნი ქალაქსა შინა და მილტოლვილნი იგი შევრდომილნი მეფისა მიმართ ბაბილონისა და ნეშტი სიმრავლისაჲ განსახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან.

16. ხოლო დავრდომილთაგან ქუეყანისათა დაუტევნა ნაბუზარდინ, მთავარქონდაქარმან, ვენაჴისმოქმედად და ქუეყანისმოქმედად.

17. და სუეტნი რვალისანი სახლისა უფლისანი, და ხარისხნი და ზღუაჲ რვალისაჲ სახლსა შინა უფლისასა შეჰმუსრეს ქალდეველთა, და მიიღეს ყოველი რვალები მათი ბაბილონად.

18. და ხჳრები, და საპყრობელები, და გჳრგჳნი, და სავსები, და ფიალები, და ფუცხუები, და ყოველნი ჭურჭელნი რვალისანი, რომელთა მიერ შემწირველობდეს მათ მიერ, წარიხუნეს.

19. და სასაკუმეველნი და ვეხნები, და საპფოთნი, და მაზმაროთნი, და საწურველები, და სასანთლეები და სამსხუერპლოები, და ჭაშაკები, რომელნი იყვნეს ოქროსანი და რომელნი იყვნეს ვეცხლისანი მიიხუნა მთავარქონდაქარმან.

20. და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათა ქუეშე კერძოთა ზღჳსათა, რომელნი ქმნნა მეფემან სოლომონ სახლსა შინა უფლისასა, არა იყო სასწორი რვალისა ყოველთა ამათ ჭურჭელთა.

21. და სუეტთაჲ, ოცდაათხუთმეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა ერთისაჲ, და საბელი ათორმეტთა წყრთათაჲ გარეშესწუდებოდა მას და სისქე ოთხთა თითთაჲ გარემოჲს

22. და სუეტისთავი მათ ზედა რვალისაჲ, და სიმაღლე სუეტისთავისა ერთისა ხუთ წყრთა. და ბადე და ბროწეულები სუეტისთავსა ზედა გარემოჲს ყოველნი რვალისანი, და ამათებრვე მეორესაცა სუეტსა რვაჲ ბროწეული (წყრთეულად ათორმეტთა წყრთათაჲ).

23. და იყვნეს ბროწეულნი ოთხმეოცდაათექუსმეტ კერძოსა ერთსა, და იყვნეს ყოველნი ბროწეულნი ას ბადესა ზედა გარემოჲს.

24. და წარიყვანა მთავარქონდაქარმან სარეა, მთავარმღდელი პირველი, და სოფონია მღდელი მეორე და სამნი მცველნი გზათანი.

25. და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელი იყო ზედამდგომელი კაცთა მებრძოლთა და შჳდნი კაცნი სახელოანნი პირისწინაშენი მეფისანი, პოვნილნი ქალაქსა შინა, და მწიგნველი მთავარი ძლიერთაჲ, მწიგნველი ერისა მის ქუეყანისაჲ და სამეოცნი კაცნი ერისაგან ქუეყანისაჲსა, პოვნილნი შორის ქალაქისა.

26. და მიყვანნა იგინი ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილონისაჲსა დევლათად.

27. და მოსწყვდნა იგინი მეფემან და მოაკუდინნა იგინი დევლათას შინა, ქუეყანასა ემათისასა, და განსახლულ იქმნა იუდა ზედაკერძოჲსაგან ქუეყანისა მისისა.

28. და ესე ერი, რომელი განასახლა ნაბუქოდონოსორ წელსა მეშჳდესა, იუდეანნი - სამ ათასნი და ოცნი და სამნი,

29. წელსა რვა და მეათესა ნებუქოდონოსორისსა, იერუსალიმით სულნი რვაასოცდაათორმეტნი.

30. წელსა შინა სამ და მეოცესა ნაბუქოდონოსორისსა განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან იუდეანთა სულები რვაასდაორმოც და ხუთნი, ყოველნი სულნი ოთხ ათას ექუსასნი.

31. და იქმნა ოცდამეათშჳდმეტსა შინა წელსა განსახლვასა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა. მეათესა თთუესა, მეოთხე და მეოცესა თთჳსასა, გამოიყვანა უკუეცა ულამედარახ მეფემან ბაბილონისამან წელსა შინა, რომელსა განმეფნა თავი იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და გამოიყვანა იგი სახლისაგან, რომელსა შინა იცვებოდა.

32. და ეზრახა მას ტკბილთა და მისცა საყდარი მისი ზეშთა საყდრებსა მეფეთა მისთანათასა ბაბილონსა შინა.

33. და უცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ, და ჭამდა პურსა მარადის წინაშე პირსა მისსა ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყო.

34. და ჭამადი მისი ჭამადი მიმდემადი მიეცემოდა მას მეფისა მიერ ბაბილონისა დღისაგან დღისამდე ვიდრე დღისამდე, რომელსა მოკუდა ყოველთა დღეთა სიცოცხლისა მისისათა.