გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი
1
და იქმნა შემდგომად წარტყუენისა ისრაჱლისა და იერუსალჱმისა მოოჴრებისა, და ჯდა იერემია მტირალი. და გოდებდა გოდებასა ამას იერუსალიმსა ზედა და თქუა:
1. ალეფ. ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი განმრავლებული ერითა? იქმნა, ვითარცა ქურივი განმრავლებული ნათესავთა შორის. მმთავრობაჲ სოფლებსა შორის იქმნა მოხარკედ.
2. ბეთ. მტირალი ტიროდა ღამე და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა, და არა იყო ნუგეშინისმცემელ მისსა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი შემყუარებელნი მისნი განცრუვნეს მისდამი, იქმნნეს მისსა მტერებ.
3. გიმელ. გარდასახლდა იუდაჲ მწუხარებისა და სიმრავლისაგან მონებისა მისისა, დაჯდა წარმართთა შორის. ვერ პოვა განსუენუბა. ყოველნი მდევარნი მისნი ეწინეს მას საშუალ მაჭირვებელთასა.
4. დალეთ. გზანი სიონისანი იგლოენ არყოფისაგან მომავალთასა დღესასწაულისათჳს. ყოველნი ბჭენი მისნი უჩინო ქმნულებ, მღდელნი მისნი სულთ-ითქუმენ. ქალწულნი მისნი წარყვანებულან, და თჳთ განმწარებულა მის შორის.
5. ჱე. იქმნეს მაჭირვებელნი მისნი თავად. და მტერნი მისნი იეფობენ, რამეთუ უფალმან დაამდაბლა იგი სიმრავლესა ზედა უთნოობათა მისთასა. ჩჩჳლნი მისნი წარვიდეს ტყუეობისა შორის წინაშე პირსა მაჭირვებვლისასა,
6. ოავ. და წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერება მისი იქმნეს მთავარნი მისნი, ვითარცა ვერძნი ვერმპოვნელნი საძოვარსა და ვიდოდეს არაძლებით წინაშე პირსა მდევრისასა.
7. ზაინ. მოიჴსენნა ისრაჱლმან დღენი დამდაბლებისა მისისანი და განგდებისა თჳსისანი და ყოველთა გულისსათქმელთა მისთაჲ, რაოდენნი იყუნეს დღეთაგან პირველთა დაცემასა შინა ერისა მისისასა, ჴელითა მაჭირვებელისაჲთა და არა იყო შემწე მისი, მხილველთა მტერთა მისთა განიცინნეს გარდასახლვასა ზედა მისსა.
8. ეთ. ცოდვაჲ ცოდა ისრაჱლმან. ამისთჳს სარყეველ იქმნა ყოველთა მადიდებელთა მისთა, უპატივო-ყვეს იგი, რამეთუ იხილეს უშუერება მისი, და თჳთ იგიცა სულთ-ითქმიდავე, და უკუნიქცა მართლუკუნ.
9. ტეთ. არაწმიდება მისი წინაშე ფერჴთა მისთა, არ მოიჴსენა უკანასკნელი მისი და დაეცა საკჳრველად. არა არს ნუგეშინისმცემელი მისი. იხილე, უფალო, სიმდაბლე ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი.
10. იოთ. ჴელი თჳსი განირთხა მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულისსათქმელთა თჳსთა, რამეთუ იხილნა წარმართნი შესრულად სიწმიდესა შინა მისსა, რომელთასა ამცნებდ არშესლვად ეკკლესიად შენდა.
11. ხაფ. ყოველსა ერსა მისსა სულთმთქმელთა, მეძიებელთა პურისათა მისცნა გულისსათქმელნი თჳსნი საჭამადად მოქცევისათჳს სულისა. იხილე, უფალო, და მოიხილე, რამეთუ ვიქმენ უპატივო.
12. ლამედ. ჩუენდამო ყოველთა თანწარმავალთა გზისათა ზედმოიხილეთ და იხილეთ, უკეთუ არს ლმობაჲ ლმობისაებრ ჩემისა, რომელი იქმნა. მჴმობელმან ჩემ შორის დამამდაბლა მე უფალმან, დღესა შინა რისხვისა გულისწყრომისა მისისასა.
13. მემ. სიმაღლისაგან მისისა მოავლინა ცეცხლი ძუალთა შორის ჩემთა, გარდამოავლინა იგი ჩემ ზედა, განურთხა ბადე ფერჴთა ჩემთა, მიმაქცია მე მართლუკუნ, მიმცა მე უჩინოქმნილად დღე ყოელ მგლოვარე.
14. ნონ. იღჳძა უთნოობათა ზედა ჩემთა, ჴელთა შინა თჳსთა შემთხზნა მე, დაამძიმა უღელი მისი ქედსა ზედა ჩემსა, მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მომცნა უფალმან ჴელსა შინა ჩემსა სალმობანი, რომელთაჲ ვერ მიძლავს წინ დადგმაჲ.
15. საემხ. აღიხუნა ყოველნი ძლიერნი ჩემნი უფალმან შორისისაგან ჩემისა, მოუწოდა ჩემ ზედა ჟამსა შემუსრვად რჩეულთა ჩემთა. ვითარცა საწნეხელი, დაწნიხა უფალმან ქალწული, ასული იუდაჲსი.
16. აინ. ამათ ზედა მე ვტირ. თუალმან ჩემმან დამოადინა წყალი, რამეთუ განმეშორა ჩემგან ნუგეშინისმცემელი ჩემი, მომაქცეველი სულისა ჩემისაჲ. იქმნეს ძენი ჩემნი განქარვებულ, რამეთუ განძლიერდა მტერი.
17. ჳე. განჰმარტნა სიონმან ჴელნი თჳსნი. არა არს ნუგეშინისმცემელი მისი. ამცნო უფალმან იაკობსა გარემოჲს მისსა მაჭირვებელნი მისნი; იქმნა იერუსალჱმი, ვითარცა დაშტანი საშუალ მათსა.
18. სადე. მართალ არს უფალი, რამეთუ პირი მისი განვამწარე. ისმინეთ ყოველთა ერთა და იხილეთ სალმობა ჩემი. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი.
19. კოფ. უწოდე ტრფიალთა ჩემთა. ხოლო მათ უგულებელს-მყვეს მე. მღდელნი ჩემნი და მოხუცებულნი ჩემნი ქალაქსა შორის მოაკლდეს, რამეთუ იძიეს ჭამადი თავთა მათთად, რაჲთა მოიქცინენ სულნი მათნი, და ვერ პოვეს.
20. რეს. იხილე, უფალო, რამეთუ მჭირს მე. მუცელი ჩემი აღშფოთნა, და გარდაიქცა გული ჩემი ჩემ შორის, რამეთუ განმამწარებელმან განვამწარე, გარეშე იუშვილოა მახჳლმან, ვითარცა სიკუდილმან შორის სახლისა.
21. სინ. ისმინეთ, რამეთუ სულთვითქუამ მე. არა არს ნუგეშინისმცემელი ჩემი. ყოვვლთა მტერთა ჩემთა ესმნეს ძჳრნი ჩემნი და განიხარეს, რამეთუ შენ ჰყავ, მოაწიე დღე და მოუწოდე ჟამსა. და მოიწინეს ვაებანი ჩემნი.
22. თავ. შევედინ ყოველი უკეთურებაჲ მათი წინაშე პირსა შენსა და მოკუფხლენ იგინი, ვითარსახედ მომკუფხლე მეცა ყოველთათჳს შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ მრავალ სულთქმანი ჩემნი და გული ჩემი წუხს.
2
23. ალეფ. ვითარ დაალმურა რისხვითა მისითა უფალმან ასული სიონისაჲ, გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულება ისრაილისაჲ და არ მოიჴსენა კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა შინა რისხვისა მისისასა.
24. ბეთ. დაანთქნა უფალმან არმრიდებელმან ყოველნი შუენიერნი იაკობისნი, დაამჴუნა გულისწყრომისა მიერ მისისა სიმაგრენი ასულისა იუდაჲსნი, აღაქუნა იგინი ქუეყანადმი, შეამწიკულა მეფე მისი და მთავარნი მისნი.
25. გიმელ. შემუსრა გულისწყრომითა რისხვისა მისისათა ყოველი რქაჲ ისრაილისაჲ, გარემიიქცია უკუანა მარჯუენისა მისისა პირისაგან მტერისა, და აღაგზნა იაკობსა შორის ცეცხლი შემწველი, და შეჭამნა ყოველნი გარემოჲსნი მისნი.
26. დალეთ. მოირთხა მშჳლდი მისი, ვითარცა მტერმან, განამტკიცა მარჯუენე მისი, ვითარცა წინააღმდგომმან, და მოსრნა ყოველნი გულისათქმელნი თვალთა ჩემთანი, კარავსა შინა ასულისა სიონისასა გარდაჰფინა, ვითარცა ცეცხლი, გულისწყრომაჲ.
27. ჱე. იქმნა უფალი, ვითარცა მტერი, დაანთქა ისრაილი, დააქცია ყოველი ტაძრები მისი, განხრწნნა ყოველნი სიმაგრენი მისნი, და განამრავლა ასულისა იუდაჲს დამდაბლებული და დამდაბლებულაჲ.
28. ვავ. აღფხურა ვითარცა ვენაჴი, კარავი თჳსი, განხრწნა დღესასწაული მისი; დაივიწყა უფალმან, რომელი ქმნა შორის სიონსა დღესასწაულისა შაბათთაჲსა, და განაძჳნა მკსინვარებითა რისხვისა მისისაჲთა _ მეფე და მღდელი და მთავარი.
29. ზაინ. განაშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ, ჴმაჲ ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა.
30. ეთ. იგულისსიტყუა უფალმან განხრწნაჲ ზღუდესა ასულისა სიონისასა. საზომიერად, და არ გარეაქცია ჴელი თჳსი დასათრგუნველობისაგან მისისა. და იგლოვა წინმოზღუდვილობამან, და ზღუდე ერთბამად მოუძლურდა.
31. ტეთ. დაეკუეთნეს ქუეყანად ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი და მთავარი მისი წარმართთა შორის, და არა არს შჯული, და წინაწარმეტყუელთაცა მისთა არ პოვეს ხილვაჲ უფლისა მიერ.
32. იოთ. დასხდეს ქუეყანად, დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, აღიღეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა, მოირტყნეს ძაძანი, შთაიყვანნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იერუსალიმისანი.
33. ხაფ. მოაკლდეს ცრემლთა მიერ თვალნი ჩემნი, შეშფოთნა მუცელი ჩემი, დაითხია ქუეყანად დიდებაჲ ჩემი შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, დაჴსნასა ჩჩჳლთა და მწოართასა უბნებსა შინა ქალაქისასა.
34. ლამედ. დედათა მათთა ეტყოდეს: სადა იფქლი და ღჳნოჲ დაჴსნასა შინა მათსა, ვითარცა-რაჲ წყლულთა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა შინა სულთა მათთასა შორის წიაღთა დედათა მათთაჲსა.
35. მემ. რაჲ გიწამო შენ, ანუ რასა გამსგავსო შენ, ასულო იერუსალიმისაო? ვინ გაცხოვნოს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო სიონისაო! რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ განგკურნოს შენ?
36. ნონ. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს შენი ამაოებაჲ და უცნობელობა, და არა განაცხადეს უსამართლოება შენი მოსაქცეველად ტყუეობისა შენისა, და იხილნეს შენნი ნეშტნი ამაონი, და განგაგარეეს შენ.
37. სარეხ. შეიტყუელნეს შენ ზედა ჴელნი ყოველთა თანაწარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იერუსალიმისასა, უკუეთუ ესე არს ქალიქი თქუენი, გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, საშუები ყოვლისა ქუეყანისაჲ.
38. აინ. აღაღეს შენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა შენთა, და ისტჳნეს და დაიღრჭინეს კბილნი მეტყუელთა: შთავნთქათ იგი, გარნა ესე არს დღე, რომელსა მოველოდეთ, ვპოეთ და ვიხილეთ იგი.
39. ჳე. ქმნა უფალმან, რომელნი თქუნა და მოიგონნა, აღასრულნა სიტყუანი მისნი, რომელნი ამცნნა დღეთაგან პირველთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და განიშუა შენ ზედა მტერმან, აღამაღლნა თავნი მაჭირვებელისა შენისანი.
40. სადე. ღაღად-ყო გულმან მათმან უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, დამოადინენ, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი დღე და ღამე. ნუ სცემ განფრთხობასა თავსა შენსა, ნუ დადუმდებიედ გუგანი თვალთა შენთანი.
41. კოფ. აღდეგ, ჭრტინევდ ღამესა შინა დასაბამსა საჴმილავთა შენთასა, განჰფინე, ვითარცა წყალი, გული შენი წინაშე პირსა უფლისასა. აღიხუენ მისდამი ჴელნი შენნი სულებისათჳს ჩჩჳლთა შენთაჲსა შეყმედილთა სიყმილისა მიერ დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსლვათასა.
42. რეს. იხილე, უფალო, და ზედმოიხილე ვისდად მომკუფხლე ესრეთ, უკეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისა. მოკუფხლვა-ყო მზარაულმან, დაიკლნენ ჩჩჳლნი, მწოვნელნი ძუძუთა, უკეთუ მოჰკლავ სიწმიდესა შინა უფლისასა მღდელსა და წინასწარმეტყუელსა.
43. სინ. დაიძინეს ქუეყანად გამოსავალთა ყრმამან და მოხუცებულმან. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი. მოასრულენ დღესა შინა რისხვისა შენისასა, ამზარეულენ, არა ჰრიდენ.
44. თავ. მოუწოდეს ვითარცა დღედ დღესასწაულისა. მსხემთა ჩემთა გარემოჲს, და არა იყო დღესა შინა რისხვისა უფლისასა განრინებული, და დატევებული განვზარდენ, და ვიპყრენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველნი მოასრულნა.
3
45. ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა.
45a. შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა,
45b. რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა.
46. ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად.
46a. აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი.
46b. რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.
47. გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა.
47a. და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი.
47b. და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა.
48. დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა,
48a. მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად.
48b. გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ.
49. ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა,
49a. ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე.
49b. განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა.
50. ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი.
50a. და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი.
50b. და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.
51. ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა.
51a. ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა.
51b. ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას.
52. ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი.
52a. განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა.
52b. ნაწილ ჩემდა უფალი, _ თქუა სულმან ჩემმან, _ ამისთჳს დაუთმობ მას.
53. ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი.
53a. კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ.
53b. კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.
54. იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.
54a. მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა.
54b. მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ,
55. ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან,
55a. რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა.
55b. არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი.
56. ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა,
56a. განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა,
56b. დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა.
57. მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო.
57a. პირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი.
57b. რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა.
58. ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ.
58a. აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა.
58b. ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ.
59. სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე.
59a. ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად,
59b. სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა,
60. ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა,
60a. შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა.
60b. გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა.
61. აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება,
61a. ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით.
61b. თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა.
62. სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა.
62a. მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა.
62b. ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე.
63. კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა.
63a. ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა.
63b. შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ.
64. რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი.
64a. იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი.
64b. იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა.
65. სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა.
65a. ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ,
65b. დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა.
66. თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ,
66a. საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა.
66b. შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო.
4
67. ალეფ. ვითარ მრუმე იქმნას ოქროჲ, შეიცვალოს ვეცხლი კეთილი, განითხინეს ქვანი წმიდანი დასაბამთა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.
68. ბეთ. ძენი სიონისანი პატიოსანნი, აღმაღლებულნი ოქროჲთა, ვითარ შეირაცხნეს, ვითარცა ჭურჭელნი კეცისანი, საქმენი ჴელთა მეკეცისათანი.
69. გიმელ. და ვეშაპთაცა განძარცუნეს ძუძუნი, აწოეს ლეკუთა. ხოლო ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელობად, ვითარცა სირი უდაბნოს შინა.
70. დალეთ. განექუა ენაჲ მწოარისაჲ სასისა მიმართ მისისა, წყურილითა ჩჩჳლთაჲთა იძიეს პური, და განმყოფელი მათი არა არს.
71. ჱე. მჭამელნი შუებათანი უჩინო იქმნეს. გამოსავალთა შორის განპოხებულთა ძოწეულთა ზედა გარემოიდვეს სკორე.
72. ოავ. და განდიდნა უშჯულოება ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროს უსჯულოებათა სოდომისათა დაქცეულისათა და დაქცევითა საუკუნოთა, ვითარ-იგი სწრაფაჲ, და არა ილმნეს მას ზედა ჴელნი.
73. ზაინ. წმიდა იქმნეს ნაზირეველნი მისნი, უფროს თოვლისა განბრწყინდეს, უმეტეს სძისა შეიყუნეს, უფროს ქვისა საფირონისა სახე მათი.
74. ეთ. დააშავნა უფროს ნახშირისა სახე მათი, არ საცნაურ იქმნეს გამოსავალთა შორის, და აექუა ტყავი მათი ძუალთა მათთა ზედა, განჴმეს, იქმნეს ვითარცა შეშაჲ.
75. ტეთ. კეთილ იყუნეს წყლულებანი მახჳლისანი, ვიდრე წყლულებანი სიყმილისანი. ვიდოდეს დაგუმერილნი ნაშრომთაგან ველთასა.
76. იოთ. ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი. იქმნეს საჭმელ მათდა შემუსრვასა შინა ასულისა ერისა ჩემისასა.
77. ხაფ. შეასრულა უფალმან გულისწყრომაჲ მისი. განჰფინა გულისწყრომაჲ რისხვისა მისისაჲ, და აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი.
78. ლამედ. არა ირწმუნეს მეფეთა ქუეყანისათა, ყოველთა დამკჳდრებულთა მკჳდროვნისათა, ვითარმედ შევალს მაჭირვებელი ბჭეთა მიერ იერუსალჱმისათა.
79. მემ. ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲსა უსამართლოებათა მღდელთა მისთაჲსა, დამთხეველთა სისხლსა მართალსა შორის მისსა.
80. ნონ. შეიძრნეს მღჳძარენი მისნი გამოსავალთა შინა, შეიგინნეს სისხლითა ვერშეძლებითა მათგან შეხებასა სამოსელთა მათთასა.
81. სარეხ. განეშორენით არაწმიდათა, უწოდეთ მათ, განეშორენით, განეშორენით, ნუ ეხებით, რამეთუ აღეგზნნეს და შეიძრნესცა, _ თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ არღა შესძინონ მსხემობად.
82. აინ. მერმე ყოფასაღა ჩუენსა მოაკლდა თუალთა ჩუენთა შეწევნად ცუდად სტუანვითა ჩუენითა.
83. ჳე. პირი უფლისაჲ ნაწილ მათდა. არა შესძინოს ზედმოხილვად მათდა, პირსა მღდელისასა არ თუალ-ახუნეს, მოხუცებულნი არ შეიწყნარეს, ყრმათა მათ იმსტრობ, ნათესავსა ვერგანმარინებელსა.
84. სადე. მოვინადირენით მცირენი ჩუენნი. არასლვად უბანთა ზედა ჩუენთა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნნეს. მოეახლა ჟამი ჩუენი, აღესრულნეს დღენი ჩუენნი, წარმოდგა აღსასრული ჩუენი.
85. კოფ. სუბუქ იქმნეს მდევარნი ჩუენნი უფროს არწივთა ცისათა, მთათა ზედა აღეტყინნეს, უდაბნოს შინა გჳმზირდეს ჩუენ დღეთა.
86. რეს. სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი შეპყრობილ იქმნა განხრწნილებათა შინა ჩუენთა, რომლისაჲ ვთქუთ, აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის.
87. სენ. იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმეასაო, დამკჳდრებულო ქუეყანასა უზისსა, და შენ მიერცა განვიდეს სასუმელი უფლისაჲ, ჰსუა შენ და დაითრო, და აწ აღმოსთხიო.
88. თავ. მოაკლდა უსჯულოება შენი, ასულო სიონისაო! არა შესძინო მერმე განსახლვად. ზედმოიხილა უსჯულოებათა შენთა, ასულო ედომისო! განაცხადა უთნოებათა შენთა ზედა.