წინასწარმეტყველება მიქიასი
1
1. სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იქმნა მიქეაჲს მიმართ მორათისსა. დღეთა იოათამისთა და იქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფეთა იუდაჲსთასა, რომელთათჳს იხილა სამარიაჲსთჳს და იერუსალიმისა
2. ისმინეთ ერთა ყოველთა და ერჩდინ ქუეყანაჲ და ყოველნი მისშორისნი. და იყავნ უფალი ღმერთი თქუენ შორის მოწამედ, უფალი, სახლით გამო წმიდით მისით.
3. მით, რამეთუ, აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა
4. და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი შთამოღმართსა
5. უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი?
6. და დავდვა სამარიაჲ ხილის საცავად ველისა, დასარგავად ვენაჴისა, და შთავჴადნე სიღრმედ ქვანი მისნი და საფუძველნი მისნი გამოვაჩინნე.
7. და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი დაკოდნენ, და ყოველნი სასასყიდლონი მისნი დაწუნენ ცეცხლითა, და ყოველნი კერპნი მისნი დავსხნე უჩინო საქმნელად მით, რამეთუ სასასყიდლოთაგან სიძვისათა შეკრიბნა და სასაყიდლოთაგან სიძვისათა მოიქცა.
8. ამისთჳს იგლოვდეს და ტიროდეს და ვიდოდეს უჴამლოჲ. და შიშუელმან ყოს ტყება, ვითარცა ვეშაპთა და გლოაჲ, ვითარცა ასულთა სირინოსთასაჲ
9. მით, რამეთუ არა დადგა წყლულება მათი მით, რამეთუ მიიწია ვიდრე იუდადმდე და შეახო ვიდრე ბჭემდე ერისა ჩემისა ვიდრე იერუსალიმამდე
10. გეთისშინინი ნუ განსდიდნებით, ენაკიმეთნი ნუ აღეშენებით სახლისაგან საცინელისა. მიწაჲ გარდაისხთ საცინელად თავთა თქუენდა.
11. დამკჳდრებულმან კეთილად ქალაქთა მისთა არ გამოვიდა დამკჳდრებული სენაარს. ეტყებდით სახლსა მახლობელსა მისსა. მოღებულ იქმნეს თქუენგან წყლული სალმობისაჲ.
12. ვინ იწყო კეთილთა მიმართ დამკჳდრებულმან სალმობათა, რამეთუ შთამოვიდეს ბოროტი უფლისა მიერ ბჭეთა ზედა იერუსალჱმისათა
13. ბგერაჲ საჭურველთა და ცხენოსანთაჲ. დამკჳდრებული ლაქისს წინამძღუარი ცოდვისა, არს შორის ასულსა სიონისსა, რამეთუ შენ შორის იპოვნნეს უთნოობანი ისრაჱლისანი.
14. ამისთჳს მოგცნე განვლინებულნი ვიდრე სამკჳდრებელამდე გეთისა. სახლნი ამაონი ცუდად იქმნნეს მეფეთათჳს ისრაჱლისათა
15. ვიდრემდის მკჳდრთა მოგგური შენ, დამკჳდრებულო ლაქისს სამკჳდრებელოო, ვიდრე ოდოლამადმდე მოვიდეს დიდებაჲ ასულისა სიონისა.
16. დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან.
2
1. იქმნნეს შემრაცხელ შრომათა და მთქმელ ძჳრთა საწოლთა ზედა მათთა და მეყსეულად. დღისი და ნათლივ აღასრულებდეს მათ მით, რამეთუ არა აღიხუნეს ღმრთისა მიმართ ჴელნი მათნი
2. გული უთქმიდა აგარაკებთა და იტაცებდეს ობოლთა და სახლებსა ჰმძლავრობდეს და დაიტაცებდეს კაცსა და სახლსა მისსა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა.
3. ამისთვის, ამათ იტყჳს უფალი, აჰა, მე ვგულის-ვსიტყუავ ტომსა ამას ზედა ბოროტთა, რომელთაგან ვერ აღიხუმიდეთ ქედთა თქუნთა და ვერ ხჳდოდით მართლიად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს.
4. მას დღესა შინა მოღებულ იქმნეს თქუენ ზედა იგავი. და იგოდებოდეს გოდებაჲ, კილოჲთა მეტყუელი: საარებაჲ ვისაარებეთ. ნაწილი ერისა ჩემისა განინაწილა ვითარცა საბელითა. და არა იყო მაყენებელი მისი მოქცევად, აგარაკნი ჩუენნი განინაწილნეს.
5. ამისთჳს არა იყოს შენდა დამდებელ საბლსა წილსა შორის ეკლესიასა შინა უფლისასა
6. ნუ სტირთ ცრემლითა, ნუცა ცრემლოიან ამათ ზედა, რამეთუ არცა განეშოროს ყუედრება
7. მეტყუელი: სახლმან იაკობისამან განარისხა სული უფლისაჲ, უკეთუ ესენი სიმარჯუე მათდა არიან. არა სიტყუანი მისნი კეთილ მის თანა და აღმართებით ვიდოდიან და წინაშე ერი ჩემი
8. მტერად აღუდგა წინაშე მშჳდობისა მისისა. ტყავი მისი განჴადეს მიღებად სასოებისა შემუსრვაჲ ბრძოლისაჲ.
9. ამისთჳს წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განვარდენ სახლთაგან შუებისა მათისათა, ბოროტთათჳს სიმარჯუეთა განცჳვეს. მიეახლენით მთათა საუკუნეთა.
10. აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს შენდა განსუენება. არაწმინდებისათჳს განიხრწნენით ხრწნილებითა.
11. იდევნენით არცა ერთის ვის მდევრობასა, რომელი დამტკიცნა ტყუილთა. გწთოდა შენ ღჳნოდ და მთრვალობად, და იყოს ქუეყანისაგან წუეთი ერისა ამის
12. შეკრებული შეკრბეს იაკობ, ყოვლისა თანა მომლოდე მოველოდი ნეშტთა ისრაჱლისათა. დავდვა მოქცევაჲ მათი, ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა, ვითარცა სამწყსო საშუალ საწოლისა მათისა განვლიდენ, კაცთაგან
13. განკუეთილებისათჳს პირისა მათისა განჰკუეთეს და განვლეს ბჭე და განვიდა მისგან. და განვიდა მეფე მათი წინაშე პირსა მათსა, ხოლო უფალი უძღოდის მათ.
3
1. და თქუას: ისმინენით ესენი, მთავარნო სახლისა იაკობისანო და ნეშტნო ძეთა ისრაჱლისათანო. არა თქუენი არს ცნობად მსჯავრი
2. რომელთა გძულან კეთილნი და ეძიებთ ბოროტთა, მტაცებელნი ტყავთა მათთანი მათგან
3. და ჴორცთა მათთანი ძუალთაგან მათთა, ვითარსახედ შეჭამნეს ჴორცნი ერისა ჩემისანი და ტყავნი მათნი განჰჴადნეს ძუალთა მათთაგან. და ძუალნი მათნი შემუსრნეს და ასოეულ ყვნეს, ვითარცა ჴორცნი სიავისა მიმართ და ვითარცა დრონეული ქოთნისა მიმართ
4. ეგრეთ ჴმობდენ უფლისა მიმართ, და არა შეისმინოს მათი. და მიიქციოს პირი თჳსი მათგან მას ჟამსა შინა მის წილ, რომელ იბოროტეს სიმარჯუეთა მიერ მათთა.
5. ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთა ზედა, მაცთუნებელთა ერისა ჩემისათა, მკბენელთა გზათა შორის მათთა. და მქადაგებელთა მშჳდობასა მის ზედა და არა მისცა პირსა შინა მათსა წმიდა-ყუეს მის ზედ ბრძოლაჲ
6. ამისთჳს ღამე იყოს თქუენდა ხილვისაგან, და ბნელ იყოს თქუენდა მისნობისაგან, და დაჰჴდეს მზე წინაწარმეტყუელთა ზედა, და დაბნელდეს მათ ზედა დღე,
7. და სირცხჳლეულ იქმნენ მხილველნი სიზმართანი, და საცინელ იქმნენ მისანნი. და ძჳრისმეტყუვლებდენ ძჳნად მათდა ყოველნი იგი მით, რამეთუ არა არს, რომელი ერჩდეს მათ.
8. არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა მითხრობად იაკობსა უთნოობანი მისნი და ისრაჱლსა ცოდვანი მისნი
9. ისმინენით ესე წინამძღუართა სახლისა იაკობისათა. და ნეშტთა სახლისა ისრაილისათა, რამეთუ გძულს მსჯავრი და ყოველთა მართალთა გულარძნილ-ჰყოფთ,
10. რომელნი აშენებთ სიონსა სისხლისა მიერ და იერუსალიმს უსამართლოებათა მიერ.
11. წინამძღუარნი მისნი ქრთამისა თან შჯიდეს, და მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს, და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლისა თანა მისნობდეს, და უფლისა ზედა განისუენებდეს მეტყუელნი: არა უფალი ჩუენ შორის არს? არა მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.
12. ამისთჳს თქუნ: ძლით სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოიერქუნოს, და იერუსალჱმი ხილის საცავად იყოს, და მთაჲ სახლისა უფლისაჲ სერტყად მაღნარისად.
4
1. და იყოს უკანასკლნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი.
2. და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან.
3. და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.
4. და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ:
5. ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო.
6. მას დღესა შინა იტყჳს უფალი: შევკრიბო შემუსრვილი და განგდებული შევიწყნარო და რომელნი განვყარნ
7. და დავდვა შემუსრვილი ნეშტად და განგდებული ნათესავად ძლიერად და მეფობდეს უფალი მათ ზედა სიონით გამო, ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე.
8. და შენ გოდოლი სამწყსოჲსაჲ, მაგარი - ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა
9. და აწ რაჲსათჳს სცნენ ბოროტნი? ნუ მეფე არა იყო შენდა, ნუ განზრახვა შენი წარწყმდა, რამეთუ დაგიპყრეს შენ სალმობათა, ვითარცა მშობისათა.
10. ილმობდ და განმჴნდი, ასულო სიონისაო, ვითარცა მშობ, მით, რამეთუ აწ გამოვიდეს ქალაქისაგან და დაემკჳდროს შორის ველსა და მივიდეს ვიდრე ბაბილონადმდე, მიერ განგარინოს შენ, და მუნით გიჴსნას შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელისაგან მტერთა შენთასა.
11. და აწ ზედა შეკრბეს შენ ზედა ნათესავნი მრავალნი მეტყუელნი: მოვსცხრებით, და ზედადახედნენ სიონსა ზედა თუალთა ჩუენთა.
12. და მათ ვერ აგრძნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და არ გულისხმა-ყუეს განზრახვაჲ მისი, რამეთუ შეკრიბნა იგინი, ვითარცა მჭელეულნი კალოსანი.
13. აღდეგ და კალოებდ მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შენნი დავსხნე რკინებად, და ჭლიკნი შენნი რვალებად. და დაამწულილნე ერნი მრავალნი დ დაამჴუნე მათ მიერ ნათესავნი. და შესუენებულ ჰყო უფლისაჲ სიმრავლე მათი და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქვეყანისა.
5
1. აწ შეიზღუდოს ასული ეფრემისი ზღუდისა მიერ; შეწყუდევაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუთა ზედა ტომთა ისრაჱლისათა.
2. და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა
3. ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა
4. და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა
5. და იყოს ესე მშჳდობაჲ, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი წყლულებანი კაცთანი
6. და მწყსიდენ ასსურსა მახჳლისა მიერ და ქუეყანასა ნავროდისსა საზღუარსა შინა მისა, და გიჴსნას შენ ასსურისაგან, ოდეს მოჴდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და ოდეს ზედაღჴდეს საზღუართა ზედა თქუენთა.
7. და ყოს დაშთომილი იაკობისი საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ცუარი დავრდომილი უფლისა მიერ და ვითარცა წუეთი კლერტსა ზედა, რათა არ შეკრბეს არცა ერთი, არცა შემტკიცნეს შორის ძეთა კაცთასა.
8. და იყოს დაშთომილი იაკობისი წარმართთა შორის საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ლომი საცხოვართა შორის მაღნარსა შინა და ვათრცა ლეკჳ სამწყსოსა შორის ცხოვართასა, ვითარსახედ ოდეს განვლოს და განმმთესველმან მიიტაცოს, და არა იყოს განმარინებელი.
9. ამაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა ზედა შენთა და ყოველნი მტერნი შენნი მოისრნენ.
10. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - და მოვსრნნე ჰუნენი შენნი შორის შენსა და წარვწყმიდნე ეტლნი შენნი
11. და მოვსპნე ქალაქნი ქუეყანისა შენისანი და აღვიხუნე ყოველნი სიმაგრენი შენნი. და აღვიხუნე ყოველნი გრძნებანი შენნი ჴელთაგან შენთა და აღმომჴმობელნი არა იყუნენ შენდა
12. და მოვსპნე ქანდაკებულნი შენნი და ძეგლნი შენნი შორის შენსა. და არღა მერმე ართაყუანის-სცე ქმნულებსა ჴელთა შენთასა.
13. და აღმოვსჭრნე სერტყებნი საშუალისაგან შენისა და ვაუჩინოვნე ქალაქნი შენნი
14. და ვყო რისხვისა მიერ და გულისწყრომისა მის შურის-ძიებაჲ ნათესავთა შორის მათ წილ, რომელ არა მერჩდეს მე.
6
1. ისმინენით აწ, რომელნი უფალმან თქუნა აღდეგით და განისაჯენით მთათა მიმართ და ისმინეთ ბორცუთა ჴმისა შენისაჲ
2. ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა თანა პაექრობა ყოს.
3. ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე
4. მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი.
5. ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ იზრახა ძჳნად შენდა ბალაკ, მეფემან მოაბისმან და რაჲ-იგი მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისამან, საზომელთაჲთგან ვიდრე ბალგალამდე, რათა საცნაურ იქმნეს სიმართლე უფლისაჲ
6. რაჲსა მიერ ვეწიო უფალსა, და შევეწიო ღმერთსა ჩემსა მაღალსა? უკუეთუ მე ვეწიო მას ყოვლად დასაწუელთა მიერ ზუარაკთა მიერ წელიწდეულთა?
7. უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?
8. მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა.
9. ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ზედა იწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნი სახელის მისისანი, ისმინენ ტომმან და ვინ შეამკოს ქალაქი.
10. არა ცეცხლმანა? და სახლი უსჯულოთასა, რომელი იუნჯებს, საუნჯეთა უსჯულოთა და გინებისა თანა უსამართლოჲსა.
11. და უკეთუ გამართლდეს უფლისა შორის უსჯულოჲ და ვაშკარანსა შორის საწონისა ზაკულისა
12. რომელთაგან სიმდიდრე მათი უთნოობითა აღავსეს, და დამკჳრებულნი მისნი იტყოდეს ცრუსა, და ენაჲ მათი ამაღლდა პირისაგან მათისა
13. და მე ვიწყებ დაცემად შენდა და უჩინო გყოფ შენ ცოდვათა შენთათჳს.
14. შენ სჭამო და არა განსძღე. და დაბნელდეს შენ შორის, და შეპყრობილ-იქმნე და შენ ვერ განერე და რაოდენიცა განერნენ, მახჳლსა მიეცნენ.
15. შენ სათესო და ვერ მოიმკო შენ სწნეხდე ზეთსა, და შენ ვერ იცხო ზეთი. და ჰქმნა ღჳნოჲ, და ვერ ჰსუა.
16. და უჩინო იქმნეს შჯული ერისა ჩემისაჲ და ყოველნი საქმენი სახლსა აქაბისნი. და ვიდოდენ ნეგათა შინა მათთა, რათა მგცე შენ უჩინო სიქმნელად და შორი^ს დამკჳდრებულნი მისნი დასასტჳნველად და ყუედრება ერისაჲ მიიღოთ.
7
1. ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ ვითარცა შემკრებელი ჴუილისა ნამკალსა შორის და ვითარცა კუფხალი ნასთულებსა შორის არყოფასა ტევნისასა ჭამად (პირველ ნაყოფთა).
2. ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი.
3. ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს, და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა არს.
4. და განვერები კეთილთა მათთა, ვითარცა მღილი შემჭამელი და მოარული კანონსა ზედა დღეთა შინა მსტურობისათა: ვაჲ, ვაჲ, შურისგებანი შენნი მოიწინეს. აწ იყვნეს ტირილნი მათნი.
5. ნუ მიენდობვით, ირწმუნებთ ტომთა შორის, ნუცა ესავთ წინამძდუართა მიმართ; თანმესარეცლისაგან დაფარე ართხრობად რაჲმე მისდა.
6. რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა მამანი სახლისა მისისა შორისნი.
7. ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან.
8. ნუ იხარებნ ჩემ ზედა მტერი ჩემი, რამეთუ დავეცი და ადვდგე მით, რამეთუ ვიდოდი თუ ბნელსა შინა, უფალი ნათელ ჩემდა.
9. რისხვასა უფლისასა ვექუევე, რამეთუ შევსცოდე მას. ვიდრემდის განამართლოს მსჯავრი ჩემი, და ქმნას განკითხვაჲ ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და ვიხილო მე სიმართლე მისი.
10. და ჰხედვიდეს მტერი ჩემი. და გარემოისხას სირცხჳლი მეტყუელმან ჩემდამო, სადა არს უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა ზედა დაჰხედონ მას. იყოს აწ ვითარცა დანათრგუნავი, ვითარცა თიჴაჲ გზათა შორის.
11. დღეთა ცხებისა ალიზისათა მცხებ მე მას დღესა და განიჴადნენ შჯულვილნი შენნი მას დღესა
12. და ქალაქნი შენნი მოვიდენ განსაწილველად ასსურასტანელთა და ქალაქნი შენნი მაგარნი განსაწილველად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე ასურეთისა და ზღჳთგან, ვიდრე ზღუადმდე, და მთათაჲთგან ვიდრე მთათამდე დღესა წყლისა და შფოთისასა.
13. და იყოს ქუეყანაჲ უჩინო საქმნელად დამკჳდრებულთა თანა მისთა, ნაყოფისაგან სიმარჯუეთა მათთასა.
14. მწყსე ერი შენი კუერთხითა შენითა, ცხოვარნი სამკჳდრებლისა შენისანი დამკჳდრებულნი მარტოობით მაღნარსა საშუალ კარმელისა, ძოვდენ ბასანელსა და გალაადელსა დღეთაებრ საუკუნოჲსათა.
15. და დღეთაებრ გამოსვლისა შენისათაა ქუეყანისაგან ეგჳპტისა, უჩუენნე მათ საკჳრველნი.
16. ჰხედვიდენ ნათესავნი და სირცხჳლეულ იქმნენ ყოვლისაგან ძლიერებისა მათისა, ზედადაიდვან ჴელი პირსა ზედა მათსა და ყურნი მათნი დაყრუვნეს.
17. ლოშნიდენ მტუერსა ვითარცა გუელნი მთრევნი ქუეყანად. შეირინენ წყუდეულებასა მათსა. უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა განჰკჳრდენ და შეაშინონ შენგან.
18. ვინ არს ღმერთ, ვითარ შენ, აღმღებელი უშჯულოებათა და ზეშთამავალი უსამართლობა ნეშტთა სამკჳდრებელისა მისისათასა? არა იპყრა საწამებელად რისხვა მისი, რამეთუ მნებებელ წყალობისა მისისა არს
19. მომაქცინეს დ შემიწყალნეს ჩუენ. შთაჴადნეს ცოდვანი ჩუენნი და განიყარნენ სიღრმეთა მიმართ ზღჳსათა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი
20. მიეც ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, წყალობაჲ აბრაჰამსა, ვითარ-იგი ეფუცე მამათა ჩუენთა დღეთაებრ წინასწართა.