წინასწარმეტყველება ნაუმისი

1

1. მიღებაჲ სანინევოჲ; წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისაჲ.

2. ღმერთი მოშურნე და შურისმგებელი, უფალი გულისწყრომისა თანა, შურისმეძიებელი უფალი წინააღმდგომთა მისთა და აღმღებელი თჳთ მტერთა თჳსთა.

3. უფალი სულგრძელ და დიდ ძალი მისი. და უბრალოჲ არ უბრალო ყოს უფალმან. აღსასრულისა შორის და ძრვისა შორის გზაჲ მისი და ღრუბლებ მტუერი ფერჴთა მისთაჲ.

4. მქადაგებელი ზღჳსაჲ და განმაჴმობელი მისი და ყოველთა მდინარეთა მომაოჴრებელი. შემცირდა ბასანელი და კარმელი და ყუავილოვნება ლიბანისანი მოაკლდეს.

5. მთანი შეიძრნეს მისგან და ბორცუნი შეირყინეს და კდემულ იქმნა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა თანად ყოველნი და ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის.

6. პირისაგან რისხვისა მისისა ვინ დაუთმოს და ვინ წინააღუდგეს წინააღმდეგად გულისწყრომასა მისსა? და გულისწყრომაჲ მისი დაადნობს დასაწყისთა. და კლდენი დაიფუშნეს მისგან.

7. ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა და საფლავსა შორის.

8. და რღუნასა სლვისასა მოსრულებაჲ ყოს მან. ზედაღდგომილთა და მტერთა მისთა სდევდეს ბნელი.

9. რაჲსა ჰსიტყუავთ უფლისა ზედა? მან ყოს მოსრულება. არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა,

10. რამეთუ ვიდრე საფუძველთამდე მისთა განკორდნენ და ვითარ ბრწამლი მოხუეული შეიჭამოს და ვითარცა ლელწამი სავსე სიჴმელითა.

11. შენგან გამოვიდეს გულისსიტყვა ძჳნად უფლისა ბოროტი განმზრახი წინააღმდგომთაჲ.

12. ამათ იტყჳს უფალი განმთავრებული წყალთა ზედა მრავალთა და ესრეთ განიკერძნენ და სასმენელმან შენმან არ შეისმინოს მერმე.

13. და აწ შევმუსრო კუერთხი მისი შენგან და საკრველნი შენნი განვბძარნე.

14. და ამცნოს შენთჳს უფალმან - არ დაითესოს სახელისაგან შენისა მერმე; სახლისაგან ღმრთისა შენისა მოვსპნე წახნაგებულნი და გამოდნობილნი დავსხნე საფლავად შენდა.

15. რამეთუ მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებელად მოესრულოს, მოიკლას.


2

1. რამეთუ აღვიდა მბერავი პირისა შენისაჲ განმარინებელი ჭირისაგან. მოიმსტურე გზაჲ, მოიმტკიცე წელი, განმჴნდი ძალითა ფრიად

2. მით, რამეთუ გარემიაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი, ვითარ-იგი გინებაჲ ისრაჱლისი მით, რამეთუ განმბერტყელთა განბერტყნეს იგინი და მონაგებნი მათნი განხრწნნეს.

3. ჭურნი ძლიერებისა მისისანი კაცთაგან. მამაცნი ძლიერნი მომღერალნი ცეცხლითა, სადევენი ეტლებისა მათისანი დღესა შინა განმზადებულებისა მისისასა და მჴედარნი.

4. აღბორგნენ, გზათა ზედა შემოკრბენ ეტლნი და აღიხუნენ შეიგანთა შორის, ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ და ვითარცა ელვანი წარმრბენელნი.

5. და მოჴსენებულ იქმნენ დიდებულნი მათნი და მოუძლურდენ სლვასა შინა მათსა და ისწრაფიან ზღუდეთა ზედა და განჰმზადებენ წინსაცავთა მათთა.

6. ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს და სამეფონი დაეცნეს.

7. და მონაგები გამოცხადნა და იგიაჲ აღვიდოდა. და მჴევალნი მისნი უძღოდეს, ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა.

8. და ნინევი, ვითარცა საბანელი წყლისაჲ, წყალნი მისნი და იგინი ვითარცა მლტოლვარენი არ დადგეს. და არა იყო ზედამხედველი.

9. და იტაცებდეს ვეცხლსა და იტაცებდეს ოქროსა და არა იყო ბოლოჲ მისი. დამძიმდეს უფროს ყოველთასა ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.

10. განბერტყაჲ და წდოლაჲ და ჟრუნვაჲ, და გულისა შემუსრვაჲ, და დაჴსნაჲ მუჴლთა, და ლმობანი ყოველსა ზედა წელსა და პირები ყოველთაჲ, ვითარცა ნაწუავი ქოთნისაჲ.

11. სადა არს სამკჳდრებელი ლომთა და საძოარი მყოფი ლეკუთად, სადა ვიდოდა ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა იყო მაშინებელი.

12. ლომმან იტაცნა კმასაყოფელნი ლეკუთა მისთანი და დაუშთვნა ლეკუთა თჳსთა და აღავსო ნადირითა ბუდე თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი ნატაცებითა.

13. აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი, ყოვლისმპყრობელი - და შევწუა კუამლითა სიმრავლე შენი. და ლომნი შენნი დაჭამნეს მახჳლმან. და მოვასრულო ქუეყანისაგან ნადირი შენი და არღა ისმნენ მერმე საქმენი შენნი.


3

1. ქალაქი სისხლთაჲ, ყოველი ტყუილითა, უსამართლობითა სავსე. არა ძიებულ იქმნეს ნადირი.

2. ჴმაჲ გუემათაჲ და ჴმაჲ ძრვისა ურმისთუალთაჲსა, და ცხენისა მდევრისა, და ეტლისა აღმომდუღარისაჲ, ცხენოსნისა აღმომავალისა.

3. და ბრკიალისა მახჳლისაჲ, და აელვებულთა საჭურველთაჲ, და სიმრავლე წყლულთაჲ, და სიმძიმე დაცემულებისაჲ. და არა იყო ბოლოჲ ნათესავთა მისთაჲ და მოუძლურდენ სხეულთა შორის მათთა.

4. სიმრავლისაგან უკეთურებისა მეძავი ქმნულკეთილი და მოხარული მძღუანელი წამლვათაჲ, განმფრდელი ნათესავისაჲ სიძვისა მიერ თჳსისა და ტომთაჲ წამლვათა მიერ მისთა.

5. აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი ყოვლისმპყრთბელი, - და გამოვაცხადნე უკანანი შენნი პირსა ზედა შენსა და უჩუენო ნათესავთა სირცხჳლი შენი და მეფობათა - უპატიოებაჲ შენი.

6. და ზედ დავაგდო შენ ზედა საძაგელებაჲ. და დაგდვა მე შენ მაგალითად.

7. და იყოს, ყოველი მხილველი შენი, შთავიდეს შენგან და თქუას: საწყალობელი ნინევი, რად სულთითქუამს იგი, ვინაჲ ვიძიო ნუგეშინის-ცემაჲ მისი?

8. მოჰრთე ლარი ნაწილი აამმონისი, განჰმზადე კერძი ამმონისი. დამამკჳდრებელმან მდინარეთა წყალი გარემო მისსა, რომლისა დასაბამ ზღუაჲ და წყალი ზღუდეთა მისთაჲ.

9. და ეთიოპიაჲ ძალ მისსა და ეგჳპტე. არა არს დასასრული ლტოლვისა შენისაჲ და ლიბიელნი იქმნეს შემწე მისა.

10. და იგი გარდასახლებად წარვიდეს ტყუე. და ჩჩჳლნი მისნი დაეხეთქნენ დასაწყისსა გზათა მისთასა და ყოველთა ზედა დიდებულთა მისთა განიგდონ წილი და ყოველნი დიდ-დიდნი მისნი შეიკრნენ ჴელბორკილითა.

11. და შენ დაითრო და იყო უგულებელსქმნილ. და შენ ეძიებ თავისა შენისა შეწევნასა მტერთაგან.

12. ყოველნი სიმაგრენი შენნი შენდა ლეღუსა, ებგურთა მქონებელნი, უკუეთუ შეიძრნენ, შთაცჳვენ პირსა მჭამელისასა.

13. აჰა, ესერა, ერი შენი ვითარცა დედები შენ შორის. მტერთა შენთა განხმულნი განეხუნენ ბჭენი ქუეყანისა შენისანი. და დაჭამნეს ცეცხლმან მოქლონნი შენნი.

14. წყალი მოცვისა მიიზიდე თავისა შენისა. განამტკიცენ სიმაგრენი შენნი, შთაიღურჭუმო თიჴადმი და აღჰზელდე ბზითა, განაძლიერე საალიზედ.

15. მუნ შეგჭამოს შენ ცეცხლმან, მოგასრულოს შენ მახჳლისა მიერ და შეგჭამოს შენ, ვითარცა მკალმან და დაგიმძიმდეს შენ, ვითარცა ბოცომკალი.

16. განამრავლე სავაჭრონი შენნი უფროს ვარსკულავთა ცისათა, მკალმან მიიმართა და აღფრინდა.

17. აღსუბუქნა, ვითარცა პეპელი, შემყოფი შენი, ვითარცა მკალი აღსრული ღობესა ზედა დღესა შინა ყინელისასა. მზე აღმოჰჴდა და განიტევა და არა იცნობა ადგილი მისი. ვაჲ მათდა.

18. მიერულა მწყემსთა შენთა. მეფემან ასსურასტანისამან დააძინენ ძლიერნი შენნი, განიყარა ერი შენი მთათა ზედა და არა იყო მემლოდე.

19. არა არს კურნება შემუსრვილებასა შენსა. წუთხიან იქმნა წყლულებაჲ შენი, ყოველთა მსმენელთა ჰამბავისა შენისათა დაიტყუელნენ ჴელნი შენ ზედა მით, რამეთუ ვისცა ზედა არა მივიდა ძჳრი შენი მარადის.