1

1  დასაბამი სახარებისა იესუ ქრისტესი.

2.  ვითარცა წერილ არს ესაჲა წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, წარვავლინებ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადოს გზაჲ შენი წინაშე პირსა შენსა.

3.  ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელს-ჰყოფდით ალაგთა მისთა,

4.  ხ~ იყო იოვანე ნათლისმცემელი უდაბნოსა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მოსატევებელად ცოდვათა.

5.   და განვიდოდა მისა ყოველი ჰურიასტანი სოფელი და იერუსალჱმელნი, და ყოველნი ნათელს-იღებდეს {მისგან} იორდანესა მდ{ი}ნარესა და აღ{ი}არებდეს ცოდვათა მათთა.

6. ხოლო იოვანე მოსილ იყ{ო} სტევითა აქლემისაჲთა, და სარტყელი ტყავისაჲ ერტყა წელთა მი{ს}თა, და ჭამდა მკალსა და თაფლსა ველურსა.

7.  და ქადაგებდა და იტყოდა, ვითარმედ: მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ მე დადრეკად და განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა.

8.  მე ნათელს-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელს-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.

9.  და იყო, მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იორდანესა იოვანესგან.

10.  და მუნქუეს ოდენ, ვითარ აღმოვიდოდა იგი მიერ წყლით, იხილნა ცანი განხუმულნი და სული გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.

11.  და ჴმაჲ ცით გარდამო ესმა: შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, შენ მთნავ.

12. და მუნქუესვე სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.

13. და იყო ი{გი} მუნ ორმეოც დღე გამოცდად ეშმაკისაგან. და იყო იგი მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.

14. ხოლო შემდგომად იოვანეს საპყრობილედ მიცემისა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა მას ღმრთისასა

15.  და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.

16.  და ვითარ წარვიდოდა ზღჳსკიდესა გალილეასასა, იხილა სიმონ და ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ისათხევლიდეს სათხეველითა ზღუასა, რამეთუ მთხევარ იყვნეს.

17.  და ჰრქუა მათ იესუ: მოედით და შემომიდეგით მე, და გქმნე თქუენ, რაჲთა იყვნეთ თქუენ მონადირე კაცთა.

18.  და მუნქუესვე დაუტევნეს ბადენი იგი და მისდევდეს მას.

19.და წარ-რე-ვიდა მცირედ და იხილა მან იაკობ ზებედესი და იოჰანე, ძმაჲ მისი, და იგინიცა ნავსა შინა გან-ოდენ-იგებდეს სათრომელთა.

20.  და მუნქუესვე უწოდა მათ. ხოლო მათ მუნქუესვე დაუტევეს მამაჲ მათი ზებედე ნავსა შინა მორეწეთა თანა და მივიდეს შემდგომად მისა.

21.  და შევიდეს კაფარნაომდ, და მუნქუესვე შაფათთა შინა ასწავებდა შესაკრებელთა შინა.

22. და დაკჳრვებულ იყვნეს მოძღურებასა მას მისსა ზედა, რამეთუ იყო მოძღურებად მათა ვითარ ჴელმწიფე და არა ვითარ მწიგნობარნი იგი მათნი.

23.  და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი სულითა არაწმიდითა შეპყრობილი, და ღაღატ-ყო

24.  და თქუა: გუაცადე, რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ ნაზორეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაო ღმრთისაო!

25.  და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და გამოვედ მაგისგან!

26.  და დაჰკუეთა იგი სულმან არაწმიდამან და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.

27.  და დაუკჳრდა ყოველთა, გამოეძიებდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲმე არს ესე სწავლაჲ ახალი? რამეთუ ჴელმწიფებით არაწმიდათა მათ სულთა უბრძანის, და დაემორჩილებიან მას.

28.  და განჴდა ჰამბავი ესე მისი ყოველსა მას გარემოჲს სოფლებსა გალილეაჲსასა.

29.  და მუნქუესვე გამოვიდეს მიერ შესაკრებელით და მოვიდეს სახედ სიმონისა და ანდრიაჲსა იაკობითურთ და იოჰანეთურთ.

30.  ხოლო სიდედრი სიმონისი იდვა სიცხითა. და მუნქუესვე ჰრქუეს მას მისთჳს.

31. და მოვიდა, უპყრა ჴელი და აღადგინა და დაუტევა იგი სიცხემან მან, და ჰმსახურებდა მათ.

32.  და ვითარ დამწუხრდა, რაჟამს დაჰჴდა მზე, მოართუმიდეს მას ყოველსა სნეულებსა და ეშმაკეულებსა.

33.  და ქალაქი იგი ყოველი შეკრებულ იყო წინაშე კართა.

34. და განკურნა მრავალნი სნეულნი პირად-პირადთაგან სენთა და ეშმაკნი მრავალნი განჴადნა; და არა უფლეს სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.

35.  და მსთუად განთიად აღდგა, გამოვიდა და მივიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ თაყუანის-სცემდა.

36.  და მისდევდა მას სიმონ და მისთანანი იგი.

37.  და რაჟამს პოეს იგი, ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.

38.  და ჰრქუა მათ: მოვედით და მივიდეთ გარემო მახლობელთა მათცა დაბა-ქალაქთა, რაჲთა მუნცა ვქადაგებდე, რამეთუ ამისთჳს მოსრულ ვარ.

39. და ქადაგებდა შესაკრებელთა შინა მათთა ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განჰჴდიდა.

40.  და მოვიდა მისა განბოკლებული, ევედრებოდა მას და მუჴლ-დადგმით ეტყოდა, ვითარმედ: გინდეს თუ, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.

41.  ხოლო იესუს შეეწყალა იგი, მიყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდნი!

42.  და ვითარცა ჰრქუა მას ესე, მუნქუესვე განეშორა მას განბოკლებაჲ იგი და განწმიდნა.

43.  და შეჰრისხნა მას, და მუნქუესვე გამოაძო იგი

44. და ჰრქუა მას: ნუვის უთხრობ, არამედ მიგუალე და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელ ბრძანა მოსე საწამებელად მათდა.

45. ხოლო იგი ვითარ გამოვიდა, იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის და ვერღარა ჴელ-იწიფის მან ქალაქად ცხადად შესლვად, არამედ გარე უდაბნოთა ადგილთა იყო. და მოვიდოდეს მისა ვინაჲვე.

 
2

1.  და მოვიდა მერმე კაფარნაომდ მცირეთა დღეთაგან; ხოლო ისმა, ვითარმედ სახლსა შინა არს.

2. და შეკრბეს მრავალნი, ვითარ ვერღარა დატევნად ვერცა კართა გარეშე, და ეტყოდა მათ სიტყუასა მას.

3.  და მოვიდოდეს მისა და მოაქუნდა მისა განრღუეული, რომელ ზეაქუნდა ოთხთა.

4. და ვერ უძლეს მიახლებად ერისა მის გამო, გარდაარღჳეს სართული სახლისაჲ მის, რომელსა შინა იყო, და განთხარეს და შთაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა განრღუეული იგი იდვა.

5.  იხილა რაჲ იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი, ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

6 . და იყვნეს ვინმე მწიგნობარნი მუნ მსხდომარეთაგანნი, განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა:

7. რად ესე ესრეთ გმობასა იტყჳს? ვინ შემძლებელ არს მიტევებად ცოდვათა, გარნა მარტოჲ ღმერთი?

8. და მუნქუესვე ცნა იესუ სულითა თჳსითა, რამეთუ ესრე ზრახვენ იგინი გულთა შინა მათთა; ჰრქუა მათ: რად ესრეთ ზრახავთ გულთა შინა თქუენთა?

9. რაჲ უადვილეს არს თქუმად განრღუეულსა: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?

10. არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფე არს ძჱ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას:

11.  შენ გეტყჳ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!

12.  და აღდგა მუნქუესვე, აღიღო ცხედარი იგი და განვიდა წინაშე ყოველთა. დაკჳრვებულ იყვნეს, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.

13.  და განვიდა მერმე ზღჳსკიდედ, და ყოველი იგი ერი მოვიდოდა მისა; და ასწავებდა მათ.

14.  და წარვიდოდა იგი მიერ, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდ მე! -- და აღდგა და შეუდგა მას.

15.  და იყო ინაჴის-დგმასა მისსა შინა სახლსა მისსა, და მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ინაჴ-ედგა იესუს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ იყვნეს მუნ მრავალ და მისდევდეს მას.

16. მწიგნობარნი იგი ფარისეველთანი, იხილეს რაჲ იგი, რამეთუ ჭამდა მეზუერეთა თანა და ცოდვილთა, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა თანა და ცოდვილთა ჰჭამთ და ჰსუამთ?

17.  და ვითარ ესმა იესუს, ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოსრულ ვარ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

18.  და იმარხვიდეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?

19.  ჰრქუა მათ იესუ: შემძლებელ არიანმე ნაშობნი ქორწილისანი, ვიდრე სიძე იგი მათ თანაღა არს, მარხვად? რაოდენ ჟამ სიძჱ იგი მათ თანაღა იყოს, ვერშემძლებელ არიან მარხვად.

20. არამედ მოვიდენ დღენი, რაჟამს აღიღოს მათგან სიძჱ იგი, მაშინღა იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.

21. არავინ სადგმელი ნახევისა უმურკველისაჲ დაადგის სამოსელსა ზედა ძუელსა; უკუეთუ არა, გამოიღლიძის სწორად თჳსა ახალმან მან ძუელისაჲ მის და უძჳრეს განხეთქილ იქმნის.

22. და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა; უკუეთუ არა, განხეთქის ღჳნომან თხიერნი იგი და ღჳნოჲ იგი დაითხიის, და თხიერნი იგი წარწყმიდიან; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.

23.  და იყო, ვითარ თანაწარჰვიდოდა იგი ყანობირსა შაფათსა შინა, და მოწაფეთა მისთა იწყეს სლვასა შინა მათსა სხუერტად თავისა.

24. ხოლო ფარისეველნი ეტყოდეს მას: იხილე, რასა იქმან შაფათსა შინა, რომელ არა ჯერ-არს!

25.  და მან ჰრქუა მათ: არამე სადა აღმოგიკითხავს თქუენ, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი უჴმდა და შეემშია და მისთანათა მათ?

26.  ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო, და სცა მისთანათაცა, რომელნი იყვნეს.

27.  და ეტყოდა მათ: შაფათი კაცისათჳს დაებადა და არა კაცი შაფათისათჳს.

28.  ხოლო უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაფათსაცა.

 
3

1.  და შევიდა მერმე შესაკრებელსა შინა და იყო მუნ კაცი, რომელსა განჴმელ ედგა ჴელი.

2.  და უმზირდეს მას, უკუეთუმცა შაფათსა შინა განკურნა იგი, რაჲთამცა შეასმინეს იგი.

3. და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა-იგი ჴელი განჴმელ ედგა: წარმოდეგ შუვა!

4.  და ჰრქუა მათ: რაჲ წეს არს შაფათსა შინა: ქველისსაქმჱ ანუ ძჳრისსაქმჱ? სულისა ცხორებაჲ, ანუ წარწყმედაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.

5. და მიხედა მათ მრისხანედ შეჭუვნებულად სიბრმესა მას ზედა გულისა მათისასა და ჰრქუა კაცსა მას: წარმოირათხ ჴელი შენი! და წარმოირთხა, და განცოცხლდა ჴელი იგი მისი.

6.   და გამოვიდეს ფარისეველნი მუნქუესვე ჰეროდეანთა თანა და ზრახვიდეს მისთჳს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი.

7.  ხოლო იესუ მოწაფითურთ თჳსით წარვიდა ზღუად კერძო; და მრავალი ერი გალილეაჲთ და ჰურიასტანით

8.  და იერუსალჱმით და იდუმიაჲთ და წიაღ იორდანისაჲთ და ტჳროსით და სიდონით კერძო ერი მრავალი. ესმოდა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოსრულ იყვნეს მისა.

9. და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი მცირე დაალოდონ მას ერისა მის გამო, რაჲთა არა შეაიწრებდენ მას.

10. რამეთუ მრავალნი განკურნნა, არამედ ზედაცა დაესხმიედ მას, რაჲთამცა შე-ხოლო ვითარ-ახეს მას, რომელნი-იგი გუემულ იყვნეს.

11.  და სულთა მათ არაწმიდათა ოდეს იხილიან იგი, შეურდიან მას, ღაღადებედ და იტყჳედ, ვითარმედ: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.

12.  და ფრიად შეჰრისხნის მათ, რაჲთამცა არა გამოაცხადეს იგი.

13.  და აღვიდა იგი მთათ და მოუწოდა, რომელნი სთნდეს მას; და იგინი მოვიდეს მისა.

14.  და ყუნა იგინი ათორმეტ, რაჲთა იყვნენ იგინი მის თანა, და მოციქულ სახელი დასდვა მათ და რაჲთა წარავლინნოდის იგინი ქადაგებად,

15.  და აქუნდეს ფლობაჲ განსხმად ეშმაკთა.

16.  და დასდვა სახელი სიმონს პეტრე,

17. და იაკობს ზებედესსა და იოვანეს, ძმასა იაკობისსა, და დასდვა მათ სახელი ბანერეგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;

18.  და ანდრიას და ფილიპეს, ბართლომეოსს და მათეს მეზუერესა და თომას და იაკობს ალფესსა და თადეოსს და სიმონს კანანელსა,

19.  და იუდას სკარიოტელსა, რომელმანცა მისცა იგი.

20.  და მოვიდეს სახედ იგინი, და შეკრბა მერმე ერი იგი, ვითარმედ ვერ სცალნ პურის-ჭამადცა.

21.  და ვითარ ესმა თჳსთა მათ, გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განცთა.

22. და მწიგნობარნი იგი იერუსალჱმით მოსრულნი იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული არს მის თანა, და მთავრითა მით ეშმაკთაჲთა განჰჴდის იგი ეშმაკთა.

23.  და მოუწოდა მათ და იგავით ეტყოდა მათ: ვითარმე შემძლებელ არს ეშმაკი ეშმაკისა განჴდად?

24.  და თუ მეუფებაჲ თჳსა თავსა ზედა განიყოს, ვერ უძლოს დადგომად მეუფებამან მან.

25.  და თუ სახლი თავსა თჳსსა ზედა განიყოს, ვერ უძლოს სახლმან მან დადგომად.

26.  და თუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის და გავთულ არს თავსა ზედა თჳსსა, ვერღარა შეუძლოს დადგომად, არამედ აღსრულებულ არს.

27.  არცა უძლის ვინ შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი იავარ-ყვის, ვიდრე არა პირველ შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი იგი მისი იავარყოს.

28.  მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა შეცოდებანი და გმობანი, რავდენცა გმობდენ;

29. ხოლო რომელი ჰგმობდეს სულსა წმიდასა, არა მიეტეოს უკუნისამდე, არამედ თანამდებ იყოს ცოდვასა საუკუნესა.

30. რამეთუ თქუეს: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.

31.  და მოვიდეს ძმანი მისნი და დედაჲ მისი და დადგეს გარე და შეავლინეს ხადად მისა.

32.  და სხდა ერი გარემო მისსა და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი გეძიებენ შენ.

33.  მიუგო მათ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?

34.  და მიხედა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და თქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!

35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.

 
4

1.  მერმე იწყო სწავლად ზღჳსკიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, და იგი აჴდა ნავსა და დაჯდა ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი მის თანა ზღუასა თანა ქუეყანასა ზედა იყო.

2.  და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:

3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესვარი თესვად.

4.  და იყო, თესვასა მას რომელიმე დავარდა გზასა თანა, და მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.

5.  და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო სისქე მიწისაჲ ფრიად, და მუნქუესვე აღმოსცენდა, არა ედვა მას სიზრქჱ.

6.  ხოლო აღმობრწყინებასა მზისასა დასცხა მას, რამეთუ ძირ არა დაებნეს, და განჴმა.

7.  და სხუაჲ დავარდა ეკალთა შინა; აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშდვეს იგი, და ნაყოფი არა გამოჰცა.

8.  და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და გამოსცის ნაყოფი აღმოცენებული და აღორძინებული, და გამოიღის ერთმან ოცდაათი და სამმეოცი და ასი.

9. და იტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

10. რაჟამს უკუე იყო მარტოდ, ჰკითხეს მას, რომელ იყვნეს გარემოჲს მისსა ათორმეტითურთ, იგავები იგი.

11.  და ჰრქუა მათ: თქუენდა მიცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფეველისა მის ღმრთისაჲ, ხოლო მათ გარეწართა -- იგავით სიტყუად.

12.  რაჲთა ხედვით ხედვიდენ და ვერ იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტევოს მათ.

13. და ჰრქუა მათ: არავე იცით იგავი ესე და უკუე ყოველნი იგავნი ვითარმე გულისხმა-ჰყვნეთ?

14.  მთესვარმან მან სიტყუაჲ დასთესის.

15.  ხოლო ესენი არიან გზისათანანი, სადა-იგი დაეთესნეს სიტყუანი, და რაჟამს ისმინიან მისი, მოვიდის ეშმაკი და მიუღის სიტყუაჲ იგი დათესული მათდამიმართი.

16. და ესენი არიან კლდოვანსა ზედა დათესულნი: რომელთა რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ იგი, და მუნქუესვე სიხარულით შეიწყნარიან;

17. და არა უბნ მათ ძირ, არამედ საწუთრო არიედ; მერმე, რაჟამს შეემთხჳის ჭირი, ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მუნქუესვე ცთიან.

18. და რომელნი-იგი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესე არიან: რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან.

19.  და ზრუნვათა ამის სოფლისათა და საცთურმან სიმდიდრისამან, რომელ შეერინიან, შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.

20.  და ესე არიან, რომელნი ქუეყანასა მას კეთილსა დაეთესნეს: რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან: ერთმან -- ოცდაათი, ერთმან -- სამმეოცი და ერთმან -- ასი.

21. და ჰრქუა მათ: მო-ნუ ვინ-იღის სანთელი და ქუე შედგის ჴჳმირსა, ანუ ცხედარსა ქუეშე? არამედ რაჲთა სასანთლესა ზედა დაიდგას.

22. რამეთუ არა არს საიდუმლოჲ, რომელიმცა არა განცხადნა, და არცა დაფარული რაჲ არს, რომელი არა გამოჩნდეს.

23.  რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

24.  და ეტყოდა მათ: იგულეთ, რაჲ-ეგე გესმის, რამეთუ რომლითა საწყაულითა ჰწყვიდეთ, მითვე მოგეწყოს თქუენ და შეგემატოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.

25.  რომელსა-იგი აქუნდეს, მოეცეს მას; და რომელსა არა აქუნდეს, რომელი-იგი აქუნდეს, მიეღოს მისგან.

26. და იტყოდა: ესრე არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა კაცმანღა დასთესის თესლი ქუეყანასა ზედა

27. და მან დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღორძნდებინ, ვითარ არა უწყინ მან,

28. რამეთუ თავით თჳსით ქუეყანამან მან გამოიღის ნაყოფი: პირველად თივაჲ, მერმე თავი, მაშინღა სრული იფქლი თავსა მას შინა.

29.  ხოლო რაჟამს დამწიფდის ნაყოფი იგი, მუნქუესვე მიავლინის მღული, რამეთუ მოწევნულ არნ მკაჲ მისი.

30. და ეტყოდა: ვითარ ვამსგავსოთ სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომლისა თანა იგავისა დაუდვათ იგი?

31. ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, რომელი-იგი დაეთესის ქუეყანასა ზედა, უმცირეს არს ყოველთა თესლთა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

32.  და რაჟამს დაეთესის, აღმოსცენდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და აღუტევნის რტონი დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნ აჩრდილსა მისსა ქუეშე მფრინველთაცა ცისათა დადგრომად.

33.  და ესევითარითა მით იგავებითა ეტყოდა მათ სიტყუასა, რაოდენ შემძლებელ იყვნეს სმენად.

34.  და იგავისა გარეშე არას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა თჳსთა განუმარტებნ ყოველსა.

35.  და ჰრქუა მათ მას დღესა შინა, რაჟამს შემწუხრდა: მოედით და წიაღვჴდეთ მიერ.

36.  და დაუტევეს ერი იგი და წარიყუანეს იგი, ვითარ იყო ნავსა მას შინა,

37.  და იყო ნიავქარი ქარისა დიდისაჲ და გარდაასხმიდა ღელვათა ნავსა მას, და აღ-ოდენმცა-ივსო იგი.

38.  ხოლო იგი თავადი წვა თავით კერძო სასთაულსა ზედა. და განაღჳძეს და ჰრქუეს მას: მოძღუარ, არა გჭირს შენ, რამეთუ წარვწყმდებით?

39.  და განიღჳძა და შეჰრისხნა ქარსა და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იყო დაყუდება დიდ.

40. და ჰრქუა მათ: რად ეგდენ გულმედგარ ხართ და არღარა გაქუნს სარწმუნოებაჲ?

41. და შეეშინა შიშითა დიდითა და იტყოდეს: ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნი და ზღუაჲცა ერჩიან მას?

 
5

1.  და წიაღჴდა მიერ წიაღ ზღუასა, სოფელსა მას გერგესეველთასა.

2.  და ვითარ გამოჴდა იგი მიერ ნავით, მუნქუესვე გამოეგებვოდა მას სამარობნით კაცი სულითა არაწმიდითა,

3.  რომელი მყოფ იყო სამარობანსა და ვერცა ჯაჭჳთა ვერღარავინ უძლის შეკრვად მისა.

4.  რამეთუ მრავალი ბორკილი და ჯაჭჳ, რომლითა შეკრიან იგი, განეხეთქა და დაემუსრა, და არა ვინ უძლო დამორჩილებად მისა.

5.  და მარადის დღე და ღამე სამარობანსა შინა და მთათა შინა იყო, ღაღადებნ და ქვითა დაიტჳნვინ.

6.  და ვითარცა იხილა იესუ შორით, მირბიოდა და თაყუანის-სცა მას,

7.  და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმრთისა, ნუ მგუემ მე!

8.  რამეთუ ეტყოდა მას: განჴედ, სულო არაწმიდაო, მაგის კაცისაგან!

9.  და ჰკითხვიდა: მას რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მან: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ ჩუენ.

10. და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა მიავლინნეს იგინი გარეშე სოფელსა.

11.  და იყო მუნ კოლტი ღორებისაჲ დიდი, მძოვარი მთასა თანა.

12.  და ევედრებოდეს მას და ჰრქუეს: მიგუავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა შევიდეთ მათა.

13.  და იესუ უბრძანა მათ. და გამოჴდა სულები იგი არაწმიდები და შეჴდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან კლდით კერძო ზღუასა; ხოლო იყო ვითარ ორ ათას ოდენ და დაიშთვებოდეს ზღუასა შინა.

14.  ხოლო მეღორენი იგი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და აგარაკებსა. და გამოვიდეს იგინი ხილვად, რაჲ-იგი ქმნულ იყო.

15.  და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარჱ და მოსილი გონებულად, რომლისა თანა-იგი იყო ლეგეონ, და შეეშინა მათ.

16.  და მიუთხრეს მათ, რომელნი-იგი ხედვიდეს, ვითარ-იგი იყო ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისათჳს.

17.  და იწყეს ვედრებად მისა წარსლვად საზღვრით მათით.

18.  და ვითარ-იგი აღვიდოდა იგი ნავსა, ევედრებოდა მას რომელი-იგი ეშმაკეულ ყოფილ იყო.

19.  და არა უფლო მას, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა შენთა მიმართ და მიუთხარ მათ, რაოდენი შენ უფალმან გიყო, და შეგიწყალა შენ.

20. და წარვიდა, იწყო ქადაგებად ათქალაქს შინა, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა.

21. და ვითარ წიაღმოჴდა იესუ მერმე წიაღმოკერძო, შეკრბა ერი მრავალი მის თანა. და იყო იგი ზღჳსკიდესა.

22. და, აჰა, მო-ვინმე-ვიდა ერთი შესაკრებელთმთავარი, რომელსა სახელი ერქუა იაჲროს; და ვითარ იხილა იგი, შეურდა ფერჴთა მისთა.

23. და ევედრებოდა მას ფრიად და ეტყოდა, რამეთუ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და ჴელი დასდვა მას, რაჲთა განერეს და ცხონდეს.

24. და წარვიდა მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაიწრებდეს მას.

25.  და დედაკაცი ვინმე იყო დაშტნობასა ზედა ათორმეტ წელ.

26.  და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და მოელია მას ყოველი ნაყოფი მისი და არარაჲ რგებულ იყო, არამედ უფროჲსღა უძჳრეს იყო.

27.  ესმა რაჲ უკუე იესუსი, მოვიდა იგი შორის ერსა მას უკუანაკერძო და შეახო სამოსელსა მისსა.

28.  რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: სამოსელსა ხოლო თუ მისსა შევახო, ვცხონდე.

29. და მუნქუესვე განჴმა წყაროჲ იგი სისხლისა მის მისისაჲ, და ეგონა ჴორცთა მისთა, რამეთუ განკურნებულ არს გუემისა მისგან.

30.  და მუნქუესვე ცნა იესუ გულსა თჳსსა მისგან ძალი გამოსრული და მიექცა ერსა მას და ეტყოდა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

31. და ეტყოდეს მოწაფენი მისნი: ხედავა ერსა ამას, რამეთუ შეგაიწრებენ შენ, და იტყჳ: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

32. და მიმოდაისტუანვიდა იესუ, რაჲთამცა იხილა, რომელმან ესე ყო.

33.  ხოლო დედაკაცი იგი შეშინდა და ძრწოდა მისთჳს, რომელი-იგი ყო მან იდუმალ. გულისხმა-ეყო მას, რომელი-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეურდა მას და უთხრა მას ყოველი ჭეშმარიტი.

34 . ხოლო იესუ ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით და იყავ შენ ცოცხლებით გუემისა მისგან შენისა.

35. და ვიდრე იგი ამას ეტყოდაღა, მო-ვინმე-ვიდეს შესაკრებელთმთავრისა მისგან და თქუეს: ასული იგი შენი მოკუდა, რაჲსა მოაშრომებ მოძღუარსა?

36.  ხოლო იესუს ვითარ ესმა სიტყუაჲ იგი თქუმული, ჰრქუა მთავარსა მას შესაკრებელისასა: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო!

37. და არავის უფლო მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრეს და იაკობს და იოვანეს, ძმასა იაკობისსა.

38.  და მოვიდეს სახლსა მას შესაკრებელთმთავრისასა და იხილა ჟღავილი და მტირალნი და მჴჳობარნი ფრიად.

39.  და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა შეშფოთვილ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

40.  და იგინი ეკიცხევდეს მას. ხოლო მან გამოასხა ყოველი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმისაჲ და დედაჲ მისი და თჳსთანანი და შევიდა, სადა იდვა ყრმაჲ იგი,

41.  და უპყრა ჴელი მის ყრმისაჲ და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს გამოთარგმანებით: ქალა, შენ გეტყჳ: აღდეგ!

42. და მუნქუესვე აღდგა ქალი იგი და ვიდოდა, რამეთუ იყო იგი ვითარ ათორმეტის წლის. და დაუკჳრდა მათ  საკჳრველითა დიდითა.

43.  და ამცნო მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნეს, და უბრძანა მათ ცემად მისა პური.

 
6

1.  და გამოვიდა იგი მიერ და მოვიდა სოფლად თჳსა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.

2.  და ვითარ იყო შაფათი, იწყო სწავლად შესაკრებელსა შინა მათსა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, ჰმადლა მოძღურებაჲ იგი მისი და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე, და რაჲ არს სიბრძნჱ მისი, რომელ მოცემულ არს მას, და ძალნი ესე, რომელნი ჴელთა მისთაგან იქმნებიან?

3.  არა იგი არს ხუროჲ, ძჱ მარიამისი, და ძმაჲ იაკობისი და იოსჱსი და იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი არა აქა ჩუენ თანა არიან? და ცთებოდეს მისა მიმართ.

4.  ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი უპატიო, გარნა სოფელსა თჳსსა და ნათესავთა შორის თჳსთა.

5.  და ვერ ჴელ-ეწიფა მას ვერცა ერთისა ძალისა ყოფად, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნა იგინი.

6.  და უკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მოჰვლიდა დაბნებსა მას გარემოჲს და ასწავებდა.

7. და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად ორ-ორისაჲ და მისცა მათ ფლობაჲ სულთა ზედა არაწმიდათა.

8.   და ამცნო მათ, რაჲთა არაჲ მიიღონ მათ თანა გზად, გარნა კუერთხი ხოლო: ნუ გუდაჲ, ნუ პური, ნუცა სარტყელსა შინა პილენძი.

9. არამედ სანდალნიმცა გასხენ, და ნუ შეიმოსთ მრჩობლსა კუართსა.

10.  და ეტყოდა მათ: რომელსა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვამდე მიერ.

11.და რომელმან ადგილმან არა შეგიწყარნეს თქუენ და არცა ისმინოს თქუენი, რაჟამს გამოხჳდოდით მიერ, დაიყარეთ მტუერი, რომელი იყოს ქუეშე ფერჴთა თქუენთა საწამებელად მათა.

12.  და გამოვიდეს იგინი და ქადაგებდეს, რაჲთამცა შეინანეს.

13.  და ეშმაკებსა მრავალსა განჰჴდიდეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა, და განიკურნებოდეს.

14.  და ესმა მეფესა ჰეროდეს, რამეთუ განცხადნა სახელი იესუსი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლისმცემელი მკუდრეთით აღდგა, და ამისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის გამო.

15.  ხოლო სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: ელია არს; რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი არს, ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

16.  ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, რამეთუ: რომელსა-იგი მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს.

17.  რამეთუ თავადმან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე და კრულ-ყო იგი საპყრობილესა შინა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისაჲსა, რამეთუ იგი ცოლ-იყო.

18. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად შენდა გესუა ძმისცოლი.

19.  ხოლო ჰეროდია ჰემტერა მას და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელს-იწიფებდა.

20.  რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა, რამეთუ გულითად უწყოდა კაცი იგი მართლად და წმიდად და ეკრძალებოდა მას და ისმინის მისი და ფრიადცა ყვის და წადნიერად ერჩინ მას.

21.  და იყო დღე მარჯუეჲ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა თჳსისასა ტაძრობას-ჰყოფდა მდიდართა თანა და ათასისთავთა თანა და მთავართა თანა გალილეაჲსათა.

22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და თანამეინაჴეთა მათ მისთა. ჰრქუა ქალსა მას: მთხოვე მე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.

23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა მთხოო, მიგცე შენ ვიდრე ზოგადმდე სამეუფოჲსა ჩემისა.

24.  და გამოვიდა და ჰრქუა დედასა თჳსსა: რაჲ ვსთხოო მას? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ.

25. და შევიდა მუნქუესვე მწრაფლ მეფისა და ჰრქუა მას: აწვე მნებავს, რაჲთა მომცე მე ლანკლასა ზედა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ.

26.  და დაწუხნა მეფჱ იგი, ხოლო ფიცისათჳს და მეოხნეთა მათთჳს არა ეცრუა მას.

27.  და მუნქუესვე მიავლინა მეფემან მეხარბჱ და უბრძანა მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ.

28.  და წარვიდა და მოჰკუეთა მან თავი საპყრობილეს შინა და მოართუა თავი მისი ლანკლასა ზედა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მისცა დედასა თჳსსა.

29.  და ვითარ ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი იგი მისი და დადვეს სამარესა შინა.

30. და შეკრბეს მოციქულნი იგი იესუსა და უთხრეს ყოველი, რავდენი ქმნეს და ასწავეს.

31.  და ჰრქუა მათ: მოედით თქუენ თჳსაგან ადგიდ უდაბნოდ და განისუენეთ მცირედ! -- რამეთუ მრავალ იყვნეს, რომელნი-იგი მოვიდოდეს და წარვიდოდეს, და ვერცა პურის-ჭამად ჰცალნ.

32.  და წარვიდეს უდაბნოდ ადგიდ ნავითა თჳსაგან.

33.  და იხილნეს იგინი მიმავალნი და იცნნეს იგინი მრავალთა; და მკურცხილნი ყოველთაგან ქალაქთა მირბიოდეს მუნ, და შეკრბეს და მიუჴდეს მათ მუნ.

34.  და გამოვიდა, იხილა ერი მრავალი და წყალობა-ყო მათ ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემს. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.

35.  და ვითარ ჟამი მრავალი დაიყო, მოუჴდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს, ვითარმედ: უდაბნოჲ არს ადგილი, და ჟამი მრავალი დაყოფილ არს.

36.  განუტევენ იგინი, რაჲთა მივიდენ გარემოსა აგარაკებსა და დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისათჳს, რაჲ ჭამონ.

37. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მათ ჭამადი. და ჰრქუეს მას: წარ-თუ-ვიდეთ და ვიყიდოთ ორასის დრაჰკნის პური და ვსცეთ მათ ჭამად?

38. მან ჰრქუა მათ: რავდენი ჴუეზაჲ გაქუს? მივედით და იხილეთ! -- და ვითარ იხილეს, უთხრეს: ხუთ ჴუეზა და ორ თევზ.

39.  და უბრძანა მათ ინაჴით დასხდომაჲ ყოველთაჲ მეოხნედ-მეოხნედ მწუანვილსა ზედა თივასა.

40.  და ინაჴ-იდგეს პურისმტეებმან ას-ასმან და ერგასის-ერგასისმან.

41. და მოიღო ხუთი იგი ჴუეზაჲ პური და ორნი თევზნი, და აღიხილა ცად, აკურთხა და განტეხნა პურნი იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთამცა დაუგეს მათ; და ორი იგი თევზი განუყო ყოველთა.

42. და ჭამეს ყოველთა და განძღეს.

43.  და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი; და თევზთაჲ მათცა.

44. ხოლო იყვნეს მჭამელნი იგი მის პურისანი ხუთ ათას კაც.

45. და მუნქუესვე აჲძულა მოწაფეთა თჳსთა აღსლვად ნავსა და წარძღუანვად ბეთსაიდად, ვიდრე განტევებადმდე ერისა მის.

46.  და ვითარ იჯმნა თავადმან ერისა მისგან, აღჴდა მთად თავყანის-ცემად.

47.  და ვითარ შემწუხრდა, იყო ნავი საშოვალ ზღუასა, და იგი ხოლო მარტოჲ იყო ქუეყანასა ზედა.

48.  და იხილნა იგინი საარებულნი ღელვისა მისგან ნავისა, რამეთუ ქარი წინაუკუმო იყო. და მეოთხესა ოდენ საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა, ვიდოდა ზღუასა ზედა და უნდა თანაწარსლვად მათდა.

49.   ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი მავალი ზღუასა ზედა, საუცარს რასმე ჰგონებდეს და ღაღატ-ყვეს.

50. რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მუნქუესვე სიტყუად იწყო მათდა მიმართ და ჰრქუა მათ: მტკიცე იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!

51.  და აღჴდა მათ თანა ნავსა მას და დასცხრა ქარი იგი. და უმეტეს გულთა შინა მათთა დაუკჳრდებოდა.

52.  რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ გულნი მათნი შესულებულ იყვნეს.

53. და წიაღჴდეს იგინი ქუეყანად და მოვიდეს გენესარედ.

54.  და ვითარ გამოჴდეს იგინი მიერ ნავით, მუნქუესვე იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.

55.  და მირბიოდეს ყოველსა გარემოჲს დაბნებსა მას და იწყეს ცხედრებითა სნეულებისა მიმოდაღებად, სადაცა ესმინ, ვითარმედ: მუნ არს.

56.  და რომელსა შევიდის დაბნებსა, ანუ ქალაქებსა, ანუ აგარაკებსა, უბნებსა ზედა დასდგმიდეს სნეულებსა და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა ფესუსა ხოლო სამოსლისა მისისასა შეახეს. და რავდენთაცა შეახეს მას, ცხონდებოდეს.

 
7

1.  და შეკრბეს მისა მწიგნობარნი და ფარისეველნი, რომელნიმე მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.

2.  იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი, რამეთუ ურიდად, ჴელითა უბანელითა ჭამდეს პურსა, და იგინი ჰგმობდეს მათ,

3.  რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა წუსწუთ თუ არა დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან პური, რამეთუ უპყრიეს მათ მღდელთმოძღურებაჲ მღდელთა მათთაჲ.

4.  და სავაჭროჲთღა შევლენედ, ვიდრე არა განიბანნიან, არა ჭამიან. და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი უსწავიეს მარხვად: განბანაჲ სასუმელთაჲ და სტამანთაჲ და ქუაბთაჲ და ცხედართაჲ.

5.  მაშინღა ჰკითხვიდეს მას ფარისეველნი იგი და მწიგნობარნი: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მსგავსად მოძღურებისა მის მღდელთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

6. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: კეთილად სამე წინაწარმეტყუელებდა ესაია თქუენთჳს, ორგულთა, ვითარცა წერილ არს: ერი ესე ბაგითა ხოლო მადიდებს მე, ხოლო გული მათი შორად განყენებულ არს ჩემგან.

7.  ცუდად მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.

8. რამეთუ დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს სწავლაჲ კაცთაჲ.

9. და ეტყოდა მათ: კეთილად ეცრუებით მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მცნებაჲ თქუენი დაამტკიცოთ.

10.  რამეთუ მოსე გრქუა: თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, და რომელი ძჳრს-იტყოდის მამისათჳს, ანუ დედისა, სიკუდილით მოკუედინ.

11.  ხოლო თქუენ ჰთქჳთ: უკუეთუ ვინმე ჰრქუას კაცმან მამასა თჳსსა. ანუ დედასა თჳსსა: კორბან, რომელ არს ნიჭ, რომელიცა-რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს,

12.  და არღარა უფლით მას არარაჲს-ყოფად მამისა, გინა დედისა.

13.  და შეურაცხ-გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა, რომელ ასწავეთ, და სხუასაცა მსგავსსა ესემლევანსა მრავალსა იქმთ.

14.  და მოუწოდა ყოველსა ერსა და ეტყოდა მათ: გესმოდენ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ.

15.  არაჲ არს გარეშე კაცისა შემავალი, რომელმანმცა შეუძლო მას შებილწებად, არამედ რომელ გამოვალს მისგან, იგი არს შემაბილწებელი კაცისაჲ.

[[16.]]

17.  და რაჟამს შევიდა იგი სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.

18. და ჰრქუა მათ: ესრევე თქუენცა უგულისხმოღა ხართ და არღა გულისხმა-გიყოფიეს, რამეთუ ყოველი, რომელი გარეშე შევალსკაცისა, ვერშემძლებელ არს მისა შებილწებად?

19.  რამეთუ არა შევალს გულსა მისსა, არამედ მუცელსა, და განსავალსა განვალს და განსწმედს ყოველთა ჭამულთა.

20.  და ეტყოდა მათ, რამეთუ: რომელ კაცისაგან გამოვალს, მან შეაბილწის კაცი,

21. რამეთუ შინაგან გულისაგან ზრახვანი კაცთანი უკეთურნი გამოვლენ, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,

22. ანგაჰრებანი, უკეთურებანი, ზაკუვანი, ბილწებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.

23.  ყოველი ესე ძჳრი შინაგან გამოვალს და შეაბილწებს კაცსა.

24.  და აღდგა მიერ და წარვიდა საზღვართა ტჳროსისათა და სიდონისათა. და შევიდა სახიდ და არავისა უნდა გამოცხადების, და ვერ დაეფარა იგი.

25.  ესმა დედაკაცსა ერთსა, რომლისაჲ ასული გუემულ იყო ეშმაკისაგან, შეურდა ფერჴთა მისთა.

26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ასური ფჳნიკელი ნათესავით, და ევედრებოდა მას, რაჲთამცა ეშმაკი იგი განჴადა ასულისა მისისაგან.

27.  და იესუ ჰრქუა მას: აცადე პირველად განძღომად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დადებად ძაღლთა.

28.  მან მიუგო და ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნაბიჭსა ყრმათასა.

29.  ხოლო იესუ ჰრქუა მას: და ამის სიტყჳსათჳს გუალე! გამოჴდა ეშმაკი იგი ასულისაგან შენისა.

30.  და მივიდა სახიდ თჳსა, პოვა ეშმაკი იგი განსრული და ასული იგი დაგდებული ცხედარსა ზედა.

31.  და მერმე გამოვიდა საზღვრით ტჳროსისაჲთ და სიდონისაჲთ, მოვიდა იგი ზღუასა მას გალილეაჲსასა, საშოვალ საზღვართა ათქალაქისათა.

32.  და ევედრებოდეს, რომელთა მოეღო ყრმაჲ ერთი უტყჳ, რაჲთამცა ჴელი დასდვა მას.

33.  და გა-რე-იყვანა იგი ერისა მისგან მარტოდ და დაასხნა თითნი მისნი მის ზედა და ჰნერწყუა ყურთა შინა მისთა და შეახო ენასა მისსა

34.  და აღიხილნა ცად, სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განგეხუნედ.

35.  და მუნქუესვე განეხუნეს მას სასმენელნი მისნი, და განეჴსნა კრულებაჲ იგი ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლ.

36.  და ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან. ხოლო იგი რაოდენ ამცნებდა მათ, უფროჲს უმეტესად ქადაგებდეს.

37.  და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: კეთილად ყო ყოველი, რამეთუ ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.

 
8

1.  ხოლო მათ დღეთა შინა მერმე მრავალი ერი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ:

2.  მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან ესენი ჩემ თანა დადგომილ არიან და არაჲ აქუნს, რაჲმცა ჭამეს.

3.  და წარ-თუ-უტევნე იგინი უზმით სახიდ თჳსა, შეჰგუსნეს მათ გზას, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.

4. ჰრქუეს მას მოწაფეთა თჳსთა: ვინაჲ შეუძლო შენ მათ აქა განძღებად პურითა უდაბნოსა ზედა?

5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუნს თქუენ პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდ.

6.  და უბრძანა ერსა მას ინაჴით-დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა და მოიხუნა შჳდნი იგი პურნი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ; და დაუგეს ერსა მას.

7. და თევზნიცა ჰქონდეს მცირედ და იგინიცა აკურთხნა და ბრძანა დაგებაჲ.

8.  და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი შჳდი გოდორი სავსე.

9.  რამეთუ იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ, და განუტევნა იგინი.

10.  და მუნქუესვე აღჴდა ნავსა მოწაფითურთ თჳსით და მოვიდა დალმანუთად კერძო.

11.  და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს სიტყჳს-გამოძიებად მისგან, ეძიებდეს სასწაულს ზეცით, რამეთუ გამოსცდიდეს მას.

12.  და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲსათჳს ნათესავი ესე სასწაულს ეძიებს? მართლიად გეტყჳ თქუენ: არასადა ეცეს ნათესავსა ამას სასწაულ.

13.  და დაუტევნა იგინი და მერმე აღჴდა ნავსა მას და წიაღჴდა მიერ.

14.  და დაავიწყდა თანამიღებად პური, გარნა ერთ ხოლო ჴუეზა აქუნდა მათ თანა ნავსა მას შინა.

15.  და ამცნებდა მათ და ეტყოდა: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და თბისა მისგან ჰეროდიანთაჲსა.

16.  და იგინი განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა და ურთიერთას იტყოდეს, რამეთუ: პური არა გუაქუს.

17.  და გულისხმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს განჰიზრახავთ, რამეთუ პური არა გუაქუს, მცირედმორწმუნენო? არღა გიცნობიეს, არცა გულისხმა-გიყოფიეს? შესულებულვეღა არიან გულნი თქუენნი.

18.  თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გადგან და არა გესმის, და არა გაჴსოს,

19. ოდეს-იგი ხუთი ჴუეზაჲ განუტეხე ხუთ ათასსა, რავდენი კუელი სავსჱ ნატეხისაჲ აღიღეთ? ჰრქუეს მას: ათორმეტი.

20.  მერმე: ოდეს-იგი შჳდი ჴუეზაჲ -- ოთხ ათასსა მას, რაოდენი გოდორი სავსჱ ნეშტი აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი.

21. და ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისხმა-გიყოფიეს?

22. და მოვიდეს იგინი ბეთსაიდად და მოართუეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა ჴელი შეახო მას.

23. და უპყრა ჴელი ბრმასა მას და განიყვანა გარეშე დაბასა, ჰნერწყუა თუალთა მისთა და დაასხნა ჴელნი მისნი და ჰკითხვიდა მას: ხედავ რას?

24.  აღიხილნა და თქუა: ვხედავ კაცებსა, ვითარცა ხეებსა მავალსა.

25.  მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა ზედა მისთა, და აღიხილნა დაწყნარებულად და იხედვიდა სრულიად ყოველსა.

26. და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა მას: ნუცა დაბასა მას შეხუალ.

27.  და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი სოფლებსა მას კესარიაჲსა ფილიპჱსასა და ჰკითხვიდა მგზავრ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა, ვითარმედ: ვინ ვარ მე?

28.  ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლისმცემელი; და სხუათა: ელია, და რომელთამე: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

29.  მან ჰრქუა მათ: თქუენ რაჲ თქჳთ, ვინ ვარ? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტჱ.

30. მან შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრობდენ მისთჳს.

31.  და იწყო სწავლად მათდა, რამეთუ ჯერ-არს ძესა კაცისასა ფრიად ვნებად და შეურაცხებად, და მოხუცებულთაგან და მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართაგან მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

32. და განცხადებულად სიტყუასა ამას იტყოდა. და გა-რე-იდგინა იგი პეტრე და იწყო მისა ლალვად.

33.  ხოლო იგი მოიქცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა: უკუნიქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ შენ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

34.  და მოუწოდა ერსა მას მოწაფითურთ თჳსით და ჰრქუა მათ: რომელსა ჰნებავს კუალსა ჩემსა სლვად, უვარ-ყავნ თავი თჳსი, აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

35.  რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა ცხორებაჲ, მან წარწყმიდოს იგი; ხოლო რომელმან წარწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს, მან განარინოს იგი.

36.  რაჲმე სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და განიჴუას სული თჳსი.

37.  ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისათჳს?

38.  რამეთუ რომელსა სარცხჳნელ-უჩნდე მე და სიტყუანი ჩემნი, ნათესავსა ამას შორის, მომრუშესა და ცოდვილსა, ძესა კაცისასა სარცხჳნელ-უჩნდეს იგი, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა და ანგელოზთა თანა წმიდათა.

 
9

1.  და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე მდგომარენი აქა, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მოსლული ძალითა.

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან და სხუაფერ იქმნა წინაშე მათსა.

3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე სპეტაკ ფრიად, რომელ მურკვალმან ქუეყანასა ზედა ვერ უძლოს ესრე განსპეტაკებად.

4.  და ეჩუენა მას ელია მოსჱთურთ, დგეს და ეტყოდეს იესუს.

5.  და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: ჰრაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; და ვქმნეთ სამი ტალავარი: ერთი -- შენდად, ერთი -- მოსჱსად, ერთი -- ელიაჲსად.

6.  რამეთუ არა უწყოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს.

7. და იყო ღრუბელი მაგრილობელად მათა, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ისმინეთ მისი!

8. და მეყსეულად მიმოდაიხილეს და არღარავინ იხილეს, არამედ იესუ ხოლო მათ თანა.

9.  და გარდამოსლვასა მას მათსა მიერ მთით ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა რაჟამს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

10.  და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს და ურთიერთას გამოეძიებდეს, ვითარმედ: რაჲ არს ესე: რაჟამს მკუდრეთით აღდგეს?

11.ჰკითხვიდეს მას და ჰრქუეს: ვითარმე თქჳან მწიგნობართა: ელიაღა მოსულად არს პირველად?

12.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ელიაღა მოვიდეს პირველად და ადგიდ-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძესა ზედა კაცისასა, რაჲთა ფრიად ივნოს და შეურაცხ იქმნეს.

13.  ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და ჰუყვეს მას, რაოდენიცა უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

14.  და ვითარ მოვიდეს მოწაფეთა თანა, იხილეს ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი იგი სიტყჳსგამომეძიებელად შედგომილ იყვნეს მათა.

15.  და მეყსეულად ყოველმან მან ერმან იხილა, შეცბუნდეს და მირბიოდეს და მოიკითხვიდეს მას.

16.  და ჰკითხა მათ: რასა ჰჴდებით ურთიერთას?

17.  და მიუგო ერისა მისგანმან ერთმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყჳ.

18.  და სადაცა დააპყრის იგი, დაჰკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და ვარქუ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაყენეს იგი, და ვერ შეუძლეს.

19.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ჵ, ნათესავო ურწმუნოო! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? მო-ღა-მართუთ იგი მე!

20. და მოართუეს იგი მას. და ვითარ იხილა იგი, მეყსეულად სულმან მან დაჰკუეთა იგი; და ვითარ დაეცა ქუეყანასა ზედა, გორვიდა და პეროოდა.

21.  და ჰკითხა მამასა მას მისსა: რაოდენ ჟამ არს, ვინაჲთგან ყოფილ არს ესე მაგისა? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.

22.  და მრავალგზის ცეცხლსა შთააგდის და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა იგი, არამედ გიძლავს თუ რაჲმე, შეგუეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენ ზედა.

23.  ხოლო იესუ ჰრქუა მას: გიძლავს თუ, ყოველი შესაძლებელ არს, რომელსა ჰრწამს.

24. და მუნქუესვე ღაღატ-ყო მამამან მის ყრმისამა და თქუა: მრწამს, მეწიე ურწმუნოებასა.

25.  იხილა რაჲ იესუ, რამეთუ შეჰკრბებოდა მას ერი იგი, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა: შენ გეტყჳ, უტყუსა და ყრუსა სულსა, მე გიბრძანებ შენ: განჴედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!

26.  და ღაღატ-ყო ფრიად, ატრბანა და განვიდა; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, რამეთუ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ მოკუდაო.

27.  ხოლო იესუ უპყრა ჴელი, აღადგინა იგი, და აღდგა.

28.  და რაჟამს შევიდა იგი სახედ, მოწაფენი მისნი მარტოდ კითხვიდეს მას: რად ჩუენ ვერ უძლეთ მას განჴდად?

29.  და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა.

30.  და ვითარ მიერ გამოვიდოდეს, თანაწარვიდოდეს გალილეასა, და არა უნდა, რაჲთამცა იცნა ვინ,

31. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა და ეტყოდა მათ: ძე კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და ვითარცა მოკლან იგი, მესამესა დღესა აღდგეს.

32.  და იგინი არა მეცნიერ იყვნეს სიტყუასა მას და ეშინოდა კითხვად მისა.

33. და მოვიდა კაფარნაომდ, ვითარცა შევიდა სახედ, ჰკითხვიდა მათ: რასა-იგი მგზავრ იტყოდეთ ურთიერთას.

34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას მგზავრ იტყოდეს; ვითარმედ: ვინ უფროჲს არს?

35.  და დაჯდა და {მ}ოუწოდა ათორმეტთა და ჰრქუა მათ: რომელსა ჰნებავს, ვითარმცა პირველ იყო, იყავნ იგი ყოველთა უკუანა და ყოველთა მსახურ.

36. და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და შეიტყბო იგი და ჰრქუა მათ:

37. რომელმან ესევითართ{ა} ყრმათაგანი შეიწყნაროს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.

38.  მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განჰჴდიდა, რომელ ჩუენ თანა არა ვალს, და ვაყენებდით მას.

39. ხოლო იესუ ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელ მან ყოს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-იწიფოს ძჳრის-სიტყუად.

40. რამეთუ რომელ-იგი არა არს მტერ ჩუენდა, ჩუენ კერძო არს.

41.  ხოლო რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელისათჳს, რამეთუ ქრისტჱსნი ხართ, მართლიად გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

42.  და რომელმან აცთუნოს ერთი მცირეთაგანი, რომელთა ვჰრწამ მე, უმჯობეს არს უფროჲს მისა, დამო-თუმცა-ება საფქჳლე ლოდი ყელსა და შთა-მცა-ვარდა იგი ზღუასა.

43.  და თუ გაცთუნებდეს შენ ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთჴელისა ცხორებასა შესლვაჲ, ვიდრეღა ორთა ჴელთა დგმასა და მისლვად ცეცხლსა მას დაუშრეტელსა.

[[44.]]

45.  და თუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უკეთეს არს შენდა ცხორებასა შესლვაჲ მკელობელისაჲ, ვიდრეღა არა ორთა ფერჴთა დგმასა და მისლვად გეჰენიასა.

[[46.]]

47. და თუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიჴადე იგი: უმჯობეს არს ერთთუალისა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრეღა არა ორთა თუალთა სხმასა და მისლვად გეჰენიასა.

48. სადა მატლი იგი მათი არა აღესრულების, და ცეცხლი მათი არა დაშრტების.

49. რამეთუ ყოველი ცეცხლითა დაიმარილოს.

50. კეთილ არს მარილი: უკუეთუ მარილი განწბილდეს, რაჲთამე შეიმარილოს? გაქუს თქუენ მარილი და მშჳდობასა ჰყოფდით ურთიერთას.

 
10

1.  და აღდგა მიერ და მოვიდა სა{ზ}ღვართა ჰურიასტანისათა წიაღ იორდანესა, და თანაუვიდოდა მას ერი მრავალი, და, ვითარ ჩუეულ იყო, ასწავებდა მათ.

2.   და მოუჴდეს მას ფარისეველნი და ჰკითხვიდეს მას: {ჯ}ერ-თუ-არს ქმრისა ცოლისა დატევებაჲ? -- რამეთუ გამოსცდიდეს მას.

3.  მან მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲ გამცნო თქუენ მოსე?

4.  ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განსატევებელი დაწერად და განტევებად.

5.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მცნებაჲ ესე.

6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამლად და დედლად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:

7.  ამისთჳს დაუტეოს კაცად-კაცადმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,

8.  და იყვნენ ორნი ერთ ჴორც. ამიერითგან არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.

9. აწ რომელ ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაყენებნ.

10.  და სახლსა შინა მერმე ამისთჳს მოწაფენი მისნი ჰკითხვიდეს მას.

11.  და ჰრქუა მათ: და-თუ-უტეოს დედაკაცმან ქმარი თჳსი და ცოლ-ეყოს სხუასა, იმრუშოს.

12. და მამაკაცმან თუ დაუტეოს ცოლი თჳსი და ცოლ-იყოს სხუაჲ, იმრუშოს.

13.  და მოართუმიდეს მას ყრმებსა, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ; ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მომრთუმელთა მათ.

14.  იხილა რაჲ იესუ, შეჰრისხნა და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

15.  მართლიად გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.

16.  და შეიტყბნა იგინი და დასდვა ჴელი მათ ზედა და აკურთხნა იგინი.

17. და ვითარ გამოვიდოდა იგი გზად, მირბიოდა ვინმე ერთი, იმუჴლნა, ევედრებოდა მას და ჰკითხვიდა: მოძღუარ ქველისმოქმედ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

18. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე ქველისმოქმედით? არა ვინ არს ქველისმოქმედი, გარნა მარტოჲ ღმერთი.

19.  მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა.

20.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: მოძღუარ, ესე ყოველი მიყოფიეს სიჭაბუკით ჩემითგან.

21.  და იესუ მიხედა მას და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: ერთღა გაკლს შენ: გუალე, რაჲცა გიც, განყიდე და მიეც გლახაკთა და მოიღო შენ საფასე ცათა შინა და აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.

22.  ხოლო იგი დაწუხნა სიტყუასა მას ზედა და წარვიდა მწუხარედ, რამეთუ იყო იგი ნაყოფიერ ფრიად.

23.  და მიხედა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ვითარ ძნელ არს ფასიერთაჲ შესულაჲ სასუფეველსა ღმრთისასა!

24. და მოწაფენი იგი მისნი დასულებულ იყუნეს სიტყუასა მას მისსა ზედა, ხოლო იესუ მერმე მიუგო და ჰრქუა მათ: შვილნო, რავდენ ძნელ არს ფასისმოსავთაჲ სასუფეველსა ღმრთისასა შესლვაჲ!

25.  უადვილეს არს ზომსაბელისა განსლვაჲ ჴურელსა ნემსისა, ვიდრეღა არა მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესულად.

26.  და მათ უფროჲს დაუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვინმე უძლოს ცხორებად?

27.  მიხედა რაჲ იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან ვერშესაძლებელ არს, ხოლო ღმრთისაგან არა ეგრე, არამედ ყოველი შესაძლებელ არს ღმრთისაგან.

28.  იწყო მისა სიტყუად პეტრე: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდგთ შენ.

29.  მიუგო მას იესუ და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი ჩემთჳს, გინა თუ სახარებისა ამისთჳს.

30.  ვითარმცა არა მოიღო ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლები და ძმანი და დანი და დედაჲ და შვილნი და აგარაკები დევნულებითურთ და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნჱ.

31.  რამეთუ მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი -- წინა.

32. და იყვნეს იგინი გზასა, აღვიდოდეს იერუსალჱმდ და წარუძღუა მათ იესუ, და დაკჳრვებულ იყვნეს და იგინი შეუდგეს მას და ეშინოდა. და წარიყვანნა მერმე ათორმეტნი იგი და იწყო მათა სიტყუად, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მერმე მისა,

33.  ვითარმედ: ესერა, აღხუალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიცემად არს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილითა და მისცენ იგი წარმართთა.

34.  და ეკიცხევდენ მას და სტანჯვიდენ მას და ჰნერწყჳდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

35. და მოუჴდეს მას იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა, რაჲცა გთხოოთ, მიყო ჩუენ.

36.  ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან ყოფად თქუენდა?

37.  მათ ჰრქუეს მას: მოგუეც ჩუენ, რაჲთა დავსხდეთ მარჯულ შენსა და მარცხლ დიდებასა შენსა.

38.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უწყით, რასა ითხოვთ. გიძლავს სასუმელისა შესუმად, რომელ ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელსა მე ნათლის-ღებად ვალ?

39.  მათ ჰრქუეს: გჳძლავს. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი იგი, რომელ ჩემდა შესუმად არს, შესუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელსა მე ნათლის-ღებად ვალ, ნათელს-იღოთ,

40.  ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ რომელთათჳს განმზადებულ არს.

41.  და ვითარ ესმა ათთა მათ, იწყეს გულის-წყრომად იაკობისთჳს და იოვანესთჳს.

42.  ხოლო მან მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყით, რამეთუ რომელნი ჰგონებენ მთავრობად წარმართთა ზედა, ეუფლნენ მათ, და მდიდარნი ჴელმწიფებდენ მათ ზედა?

43. ხოლო თქუენ შორის არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნდეს, რაჲთამცა იყო დიდ თქუენ შორის, იყავნ თქუენდა მსახურ;

44.  და რომელსა უნდეს თქუენგანსა, რაჲთამცა იყო წინა, იყავნ ყოველთა მონა.

45. რამეთუ ძე კაცისაჲცა არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა ვისგანმე, არამედ მსახურებად და მიცემად თავისა თჳსისა საჴსრად მრავალთა წილ.

46.  და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარ გამოვიდოდა იერიქოჲთ მოწაფითურთ თჳსით და ერი მრავალი, ძჱ ტიმჱსი, ბარტიმე, ბრმაჲ, ჯდა იგი გზასა თანა მთხოველად.

47.  და ვითარ ესმა, რამეთუ იესუ ნაზ{ო}რეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: ძეო დავითისო, მიწყალე მე!

48.  ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთამცა დადუმნა; ხოლო იგი ჯეკმა უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: ძეო დავითისო, მიწყალე მე!

49. და ფერჴი დაიპყრა იესუ და ჰრქუა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ჰრქუეს: აღდეგ, ნუ გეშინინ, გიწესს.

50. მან დააგდო ფიჩჳ თჳსი, აღდგა და მივიდა იესუჲსა.

51. და მიუგო მას იესუ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: ჰრაბბონი, რაჲთა აღვიხილნე.

52. და ჰრქუა: გუალე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მუნქუესვე აღიხილნა და მისდევდა მას.

 
11

1.  და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა ოდენ ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი

2.  და ჰრქუა მათ: მივედით დაბასა მას, რომელ არს პირსპირ თქუენსა; და მუნქუეს, ვითარცა შეხჳდეთ მუნ, ხ~პოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცთაგანი არა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ მე.

3.  და გრქუას თუ რაჲ ვინმე თქუენ, არქუთ თქუენ, ვითარმედ: უფალსა მაგისსა უჴმს, და ადრე მომიძღუანოს იგი აქა.

4.  მი-რაჲ-ვიდეს, და პოეს კიცჳ დაბმული კართა თანა უბანსა ზედა და აღჴსნიდეს მას.

5. და რომელნიმე მუნ მდგომარენი ეტყოდეს მათ: რასა იქმთ? რად აჰჴსნით კიცუსა მაგას?

6.  ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

7.  და მოჰგუარეს კიცჳ იგი იესუს. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი და დაჯდა მას ზედა.

8.   და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა და სხუანი რტოებსა მოჰკაფდეს ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

9.  და რომელნი-იგი წინაუძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!

10.  კურთხეულ არს, რომელ მოსლვად არს -- სუფევაჲ მამისა ჩუენისაჲ დავითისი! მშჳდობაჲ ცათა შინა და დიდებაჲ მაღალთა შინა!

11.  და შევიდა იერუსალჱმდ სამღდელოსა მას {... გ}ამოვიდა ბეთანიად ათორმეტითურთ.

12.  და {...} და შეემშია.

13.  და იხი{ლა ...} ფურცლოვანი, მოვიდა, რაჲთამცა პოვა ... და ვითარცა მოვიდა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ.

14.  მიუგო და ... შენგან ნუმცა ვინ ... .

15.  ... შევიდა სამღდელოსა ... სა შინა ტაბლები იგი მე{კერმეთაჲ და} სავრძლები იგი ტრედისმოფარდულთაჲ დაამჴუა.

16. და არა ვის უფლობდა, ვითარმცა ვის შინაგანაქუნდა ჭურჭელი სამღდელოჲთ.

17.  და ასწავებდა მათ და ეტყოდა: წერილ არს, ვითარმედ: სახლსა ჩემსა სახლ თავყუანი{ს}საცემელ ეწოდო{ს} ყოველთა ნათესავთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს ქუაბ ავაზაკთა.

18.  და ესმა მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველსა მას ერსა დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.

19.  და ვითარ შემწუხრდის, გამოვიდიან გარე ქალაქსა.

20.  და ვითარ თანაწარჰვიდოდეს დილითი, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითურთ.

21.  და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: მოძღუარ, აჰა, ლეღჳ იგი, რომელსა ჰწყევე, განჴმა.

22.  მიუგო იესუ და ჰრქუა მას:

23.  გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ, მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმანცა ჰრქუას მთასა ამას აღფხურად და შთაგდებად ზღუასა და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელსა იტყჳს, ვითარმედ იყოს იგი.

24.  ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, ვითარმედ მოიღეთ, და გეყოს თქუენ.

25.  და რაჟამს დასდგეთ თაყუანის-ცემად, მიუტევეთ, რაჲცა თანა-ვის-ედვას, რაჲთა მამამანცა თქუენმან ზეცათამან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.

[[26.]]

27.  და მოვიდეს მერმე იერუსალჱმდ. და სამღდელოსა შინა ვითარ ვიდოდა, მოუჴდეს მას მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი

28.  და ეტყოდეს: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მიგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?

29. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავს, თუ მეცა გკითხო თქუენ ერთი სიტყუაჲ, მომიგეთ მე, და გითხრა თქუენ მეცა, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ;

30.  ნათლის-ცემაჲ იოვანესი ცით გარდამო იყო, ანუ კაცთაგან? მითხართ მე.

31.  და განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: ვთქუათ, თუ: ცით გარდამო იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?

32.  უკუეთუ ვთქუათ, თუ: კაცთაგან, -- ეშინოდა ერისაგან, რამეთუ ყოველსა წინაწარმეტყუელად აქუნდა იოვანე, რამეთუ ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი იყო.

33.  და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.

 
12

1. და იწყო იგავით სიტყუად მათა: ვენაჴი დაასხა კაცმან და გარემოჲს მოზღუდა და აღმოთხარა ტაგარი და ქმნა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა.

2.  და მიუვლინა მოქმედთა მათ ჟამსა მონაჲ, რაჲთა მოქმედთა მათგან მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.

3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, გუემეს და წარავლინეს იგი ცუდი.

4. და მერმე მიუვლინა მათ სხუაჲ მონაჲ, და იგიცა წარავლინეს გინებული.

5.  და მერმე სხუაჲ მიავლინა, და მოკლეს; და მრავალნი სხუანიცა -- რომელნიმე გუემნეს, რომელნიმე -- მოწყჳდნეს.

6. მერმე ერთღა ძჱ ესუა საყუარელი, მიუვლინა უკუანაჲსკნელს და თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისაგან.

7.  ხოლო მათ მოქმედთა იხილეს რაჲ იგი მიმავალი მათა, თქუეს, ვითარმედ: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი იგი.

8.  და შეიპყრეს და მოკლეს და განაგდეს იგი გარეშე საყურძენსა მას.

9.  რაჲმე უკუე უყოს უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და წარწყმიდნეს მოქმედნი იგი მის ვენაჴისანი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა.

10.  წერილიცა ესე არავე აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა.

11. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

12.  და ეძიებდეს მას შეპყრობად და შეეშინა ერისაგან, გულისხმა-ყვეს, რამეთუ მათთჳს თქუა იგავი ესე. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

13.  და მოავლინეს მისა ფარისეველთაგანი ვინმე და ჰეროდიანთაგანი, რაჲთამცა მონადირეს იგი სიტყჳთა.

14.  ხოლო იგინი ვითარ მოვიდეს, იწყეს კითხვად მისა ზაკვით და ჰრქუეს: მოძღუარ, უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ გჭირს შენ რომლისათჳსვე, რამეთუ არა თუალთ-აღებ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. აწ მარქუ ჩუენ: ჯერ-არს თუ ხარკისა კეისარსა მიცემაჲ, ანუ არა მივსცეთ?

15.  ხოლო მან უწყოდა ზაკულებაჲ იგი მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე, მზაკუვარნო? მომართუთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.

16.  ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე, ანუ ზედადაწერილი? მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.

17.  და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა მათ მას ზედა.

18.  და მოვიდეს სადუკეველნი მისა, რომელთა თქჳან, აღდგომაჲ არა არსო, და ჰკითხეს მას და ჰრქუეს:

19.  მოძღუარ, მოსე დაგჳწერა ჩუენ: ძმაჲ თუ ვისიმე მოკუდეს და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშდეს, რაჲთა შეირთოს ძმამან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა მას თჳსსა.

20. შჳდ ძმა იყვნეს. და პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა და არა დაუტევა მკჳდრი;

21. და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა იგიც{ა} და არა დაუტევა მანცა მკჳდრი; და მესამემან -- ეგრევე;

22.  და შჳდთავე არა დაუტევეს მკჳდრი. უკუანაჲსკნელ ყოველთა დედაკაცი იგი მოკუდა.

23.  აღდგომასა მას, რაჟამს აღდგენ, რომლისა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?

24.   {მ}იუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნი და არცა ძალი ღმრთისაჲ?

25.  {რამეთუ} ოდეს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.

26.  ხოლო მკუდარნი რამეთუ აღდგენ, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მას მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ ეტყოდა მას ღმერთი და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?

27.  არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. აწ თქუენ ფრიად სცთებით.

28.  და მოუჴდა მას ერთი მწიგნობართაგანი, რომელსა ესმოდა მათი ჴმაჲ, იხილა რაჲ მან, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას: რომელი არს პირველი მცნებაჲ?

29.  ჰრქუა მას იესუ: პირველად ყოვლისა: გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი ჩუენი ერთი არს.

30.  და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.

31.  და მეორე, მსგავსი მისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი შენი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.

32. და ჰრქუა მას მწიგნობარმან მა{ნ}: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს, და არა არს სხუაჲ მისა გარეშე;

33.  და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმითა, და შეყუარებად მოყუასი ვითარცა თავი თჳსი, და უფროჲს არს ყოელთა მრგულიად დასაწუველთა და მსხუერპლთა.

34.  და იესუ ვითარ იხილა, რამეთუ გონებულად მოუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისაჲსა. და არა ვინ არღარა იკადრა კითხვად მისა.

35.  და მიუგო იესუ და ეტყოდა სწავლასა მას სამღდელოსა შინა: ვითარ თქჳან მწიგნობართა, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?

36.  რამეთუ თავადმან დავით თქუა სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

37.  თავადი დავით ეტყჳს მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? -- და მრავალი ერი ისმენდა მისა წადიერად.

38.  და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა შუენიერითა სლვაჲ და მოკითხვას ეძიებენ უბნებსა ზედა.

39.  და პირველად საჯდომელსა შესაკრებელთა შინა და მჴნისთაობასა ტაძრობასა;

40. რომელნი შეშჭამენ სახლთა ქურივთასა და მიზეზით განგრძელებულად თაყუანის-სცემედ, რომელთა მოიღონ უმეტესი საშჯელი.

41.  დადგა იესუ წინაშე ფასისშესაწირავსა და ხედვიდა, ვითარ ერი იგი დასდებდა კერმასა ფასისშესაწირავსა მას ზედა. და მრავალთა მდიდართა დადვეს დიდადი.

42.  და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი ფშიტნი, რომელ არს დანგ ერთ.

43.  და მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა შეწირა შესაწირავსა ამას ზედა.

44.  რამეთუ ყოველთა მათ ნეშტისაგან მათისა შემოწირეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველივე, რაჲცა ედვა, შეწირა ყოველივე საცხორებელი თჳსი.

 
13

1.  და ვითარ გამოვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან: მოძღუარ, იხილე, რაბამნი ქვანი არიან ესე და რაბამი შენებული!

2.  და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ხედავთ ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშდეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელ არა დაირღუეს.

3.  და ვითარ ჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:

4.  მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ სასწაული იყოს, ოდეს ესე ყოველი აღესრულებოდის?

6.  რამეთუ მრავალნი მოვიდენ სახელითა ჩემითა და თქუან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალნი აცთუნნენ.

7.  ხოლო რაჟამს გესმოდის თქუენ ბრძოლაჲ და ჴმაჲ წყობისაჲ, ნუ აღტყდებით, რამეთუ ყოფად არს, ხოლო აღსასრული არღა იყოს.

8.  აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; და იყოს ძრვა ადგიდ-ადგიდ და სიყმილი და წყუედაჲ. ხოლო ესე იყოს დასაბამ სალმობათა.

9.  და მიგცნენ თქუენ კრებულებსა და შესაკრებელთა შინა მათთა გგუემდენ თქუენ და წინაშე მსაჯულთა და მეფეთა წარგადგინნენ თქუენ საწამებელად მათა და ყოველთა ნათესავთა.

10.  ხოლო პირველად იქადაგოს სახარებაჲ ესე.

11.  და რაჟამს მოჰყვანდეთ თქუენ და მიგცემდენ თქუენ, ნუ წინაჲსწარ ზრუნავთ, რასა იტყოდით; არამედ რაჲცა მოგცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მასცა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი იგი, არამედ სული წმიდაჲ.

12.  ხოლო მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა თჳსთა ზედა და მოწყჳდნენ იგინი.

13.  და იყვნეთ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; და რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.

14.  ხოლო რაჟამს იხილოთ ბილწი იგი მოოჴრებისაჲ მდგომარე, სადა არა ჯერ-იყოს, -- რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ჰყოფდინ, -- მაშინ ჰურიასტანისანი წარივლტოდეთ მთასა.

15.  და რომელ ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენედ სახიდ, ნუცა შევლენედ აღებად რაჲსმე სახლისაგან თჳსისა.

16.  რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუმოიქცევინ კუალსა აღღებად სამოსლისა თჳსისა.

17.  ხოლო ვაჲ მუცელქმნულთა მათ და მაწოვნებელთა მათ დღეთა შინა.

18.  ხოლო ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთრის.

19.  რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელ არა ყოფილ არს ეგევითარი დასაბამითგან, ვინაჲთგან დაჰბადა ღმერთმან, მოაქამდე და მერმეცა არა იყოს.

20.  და თუმცა არა შეამოკლნა დღენი იგი, ვერმცა განერა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთათჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი.

21.  და მაშინ გრქუას თუ ვინმე თქუენ: აჰა, ესერა, აქა არს ქრისტჱ, -- გინა თუ: ეგერა, -- ნუ გრწამნ.

22.  რამეთუ აღდგენ ცრუქრისტენი და ცრუწინაწარმეტყუელნი და ჰცენ სასწაულებ და ნიშებ საცთუნებელად, შე-თუმცა-უძლეს, რჩეულთაცა.

23.  ხოლო თქუენ ეკრძალენით, რამეთუ, ესერა, წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი.

24.  არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი;

25.  და მასკულავნი ზეცით დამოცჳვნებულ იყვნენ, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.

26.  და მაშინ იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი ღრუბლითა ძალითა დიდითა და დიდებითა.

27.  და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს რჩეულნი იგი ოთხთა ქართაგან კიდითგან ქუეყანისაჲთ კიდემდე ცისად.

28.  ხოლო ლეღჳსაგან გულისხმა-ყავთ იგავი ესე: რაჟამს რტონი მისნი მოლბიან, და გამოაქუნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არნ არჱ.

29.  ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ახლოს არს კართა ზედა.

30. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდის არა ყოველი ესე იყოს.

31.  ცაჲ და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.

32.  ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არა ვინ უწყის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, გარნა მამამან ხოლო მარტომან.

33.  ხოლო ხედევდით და იღჳძებდით და თაყუანის-სცემდით, რამეთუ არა უწყით, ოდეს იყოს ჟამი იგი.

34.  ვითარცა კაცი რაჲ გზად ვალნ, დაუტევის სახლი თჳსი და მისცის ჴელმწიფებაჲ მონათა თჳსთა და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთამცა მღჳძარე იყო.

35. აწ მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით, ოდეს უფალი იგი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი, ანუ შუვაღამეს, ანუ ქათმის-ყივილს, ანუ განთიად;

36.  ნუუკუე მოვიდეს მყის და გპოვნეს თქუენ მძინარენი.

37.  რომელსა-ესე თქუენ გეტყჳ, ყოველთა ვეტყჳ: მღჳძარე იყვენით.

 
14

1.  და იყო დღესასწაული იგი ვნებათაჲ შემდგომად ორისა დღისა. ეძიებდეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.

2.  იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე ამბოხებაჲ იყოს ერისაჲ.

3.  და ვითარ იყო იგი ბეთანიას, სახლსა სიმონის განბოკლებულისასა, და ინაჴ-ედგა, მოვიდა დედაკაცი ერთი, რომელსა აქუნდა შიშითა ნელსაცხებელი ნარდიონი პატიოსანი, დიდძალისსასყიდლისაჲ, მოიღო და დაასხა თავსა მისსა.

4.  ხოლო იყვნეს ვინმე მუნ, რომელთა გული უწყრებოდა და იტყოდეს ურთიერთას: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ესე?

5.  რამეთუ ჯერ-იყო განსყიდად ნელსა[ც]ხებელი ესე სამასის დრაჰკნის და მიცემად გლახაკთა. და ჰრისხვიდეს მას.

6. {ხოლო} იესუ ჰრქუა: აცადეთ მაგას და ნუ დააშრობთ, რამეთუ კეთილი საქმე ქმნა მაგან ჩემთჳს.

7.  რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. და რაჟამს გენებოს, ჴელმწიფე ხართ მათა კეთილის-ყოფად, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

8.  რომელი-იგი აქუნდა მაგას, ყო, წარმოიძღუანა ნელსაცხებელისა ცხებაჲ ჴორცთა ჩემთა სამკუდროჲსა მის შესამოსელად.

9.  ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელი-ესე ყო ამან, მიმოგანითქუას საჴსენებელად მაგისა.

10.  და იუდა სკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, მივიდა მღდელთმოძღუართა, რაჲთამცა მისცა იგი.

11.  ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. და ეძიებდა, ვითარმცა განმარჯუებულად მისცა იგი.

12.  და პირველსა მას დღესა ბალარჯობისასა, რაჟამს ვნებათასა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, მივიდეთ და დაგიმზადოთ, რაჲთა ჰჭამო ზატიკი იგი?

13. და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენ ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, შეუდეგით, და ვიდრეცა შევიდეს,

14.  არქუთ მამასახლისსა მის სახლისასა, ვითარმედ: მოძღუარმან ეგრე თქუა: სადა არს ვანი იგი ჩემი, სადა ვნებათაჲ იგი მოწაფეთა ჩემთა თანა შევჭამო?

15.  და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი, დაგებული და განმზადებული; მუნ დაგჳმზადეთ ჩუენ.

16.  და წარვიდეს დამზადებად მისა მოწაფენი იგი და შევიდეს ქალაქად და პოეს, ვითარცა ჰრქუა მათ, და დამზადეს ვნებათაჲ იგი.

17. და რაჟამს დამწუხრდა, მოვიდა ათორმეტითურთ.

18.  და ვითარ ინაჴ-ედგა მათ და ჭამდეს, ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელ ჭამს ჩემ თანა.

19. ხოლო მათ იწყეს ზრუნვად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუმცა მე ვარ, უფალო? და სხუამან: ნუმცა მე ვარ?

20.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს ჩემ თანა პინაკსა, მან მიმცეს მე.

21. რამეთუ ძე კაცისაჲ მისლვად არს, ვითარცა წერილ არს მისთჳს; ხოლო ვაჲ მის კაცისაჲ, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უმჯობეს იყო მისა, არათუმცა შობილ იყო კაცი იგი.

22. და ვიდრე ჭამდესღა, მოიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ, ესე არს ჴორცი ჩემი!

23. და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგანი ყოველთა.

24. და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, რომელ მრავალთათჳს დაითხევის.

25. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისაგანი ვენაჴისაჲ ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა შინა ღმრთისასა.

26.  და ჰმადლობდეს და გამოვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

27. და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი, თქუენ, დაჰბრკოლდეთ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და ცხოვარნი განიბნინენ.

28.  არამედ რაჟამს აღვდგე, წინაჲსწარ თქუენსა მივიდე გალილეად.

29.  ხოლო პეტრე მიუგო და ჰრქუა მას: ყოველნი ღათუ დაბრკოლდენ, ხოლო მე არა.

30.  და ჰრქუა მას იესუ: მართლიად გეტყჳ შენ, რამეთუ დღეს ღამესა ამას ვიდრე ქათმისა ორგზის ყივიდმდე სამგზის უვარ-მყო მე.

31.  ხოლო პეტრე ფრიად უმეტესად ხ~ იტყოდა, ვითარმედ: შე-ღათუ-მხუედეს შენ თანა სიკუდილი, არავე უვარ-გყო შენ. ეგრეცა ყოველნი იტყოდეს.

32.  და მოვიდეს დაბასა, რომელსა სახელი ერქუა გესემანი, და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდის თაყუანის-ვსცე.

33. და მიიყვანნა მის თანა პეტრე და იაკობ და იოვანე და იწყო გულისსიტყუად და ურვად.

34.  და ჰრქუა მათ: შეჭუვნებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე; ელოდეთ აქა და იღჳძებდით!

35. და წარვიდა კნინ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ ჯერ-არს, რაჲთამცა გარეწარჰჴდა მას ჟამი იგი.

36.  და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველი შესაძლებელ არს შენდა; გარეწარმცოდე მე სასუმელი ესე. ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲ -- შენ.

37. და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ ღჳძებად?

38. მღჳძარე იყვენით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი -- უძლურ.

39.  და მერმე წარვიდა, თაყუანის-სცა და იგივე სიტყუაჲ თქუა.

40. და მოიქცა და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არა უწყოდეს, რაჲმცა მიუგეს მას.

41.  და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აღესრულა და მოიწია ჟამი. აჰა, ესერა, მიეცემის ძჱ კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა.

42.  აღდეგით, წარვიდეთ. აჰა, ესერა, მიმცემელი იგი ჩემი მოახლებულ არს.

43.  და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, მოიწია იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მახჳლოსნები და წათოსნები მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.

44. და მიეცა მიმცემელსა მას მისსა სასწაული და ჰრქუა მათ: რომელ მე მოვიკითხო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.

45.  და მუნქუესვე მოუჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარ! და მოიკითხა იგი.

46.  ხოლო მათ შეასხნეს ჴელნი მათნი და შეიპყრეს იგი.

47.  და ერთმან ვინმე მის თანა მდგომარემან აღმოიჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური.

48.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათითა შეპყრობად ჩემდა.

49. მარადღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა მას შინა, გასწავებდ თქუენ და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულოს წიგნები იგი წინაწარმეტყუელთაჲ.

50. და დაუტევეს იგი ყოველთა და ივლტოდეს.

51. და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და ემოსა არდაგი შიშულივ. და ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.

52.  ხოლო მან მიუტევა არდაგი იგი და შიშუელი ივლტოდა მათგან.

53.  და მიიყვანეს იგი მღდელთმოძღურისა კაიაფაჲსა. და მივიდეს მის თანა მღდელთმოძღუარნი, მოხუცებულნი და მწიგნობარნი.

54. და პეტრე შორს მისდევდა მას ვიდრე შინა ეზომდე მღდელთმოძღურისა, დაჯდა იგი მსახურთა თანა და იკუსვოდა მგზებელსა მას.

55.  ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუსთჳს წამებას, რაჲთამცა მოკლეს იგი, და ვერ ჰპოვებდეს.

56.  რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და არა ერთ იყო წამებაჲ იგი მათი.

57.  და რომელნიმე აღდგეს, ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,

58. ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელითქმნული და მესამესა დღესა სხუაჲ, ჴელითუქმნელი, აღვაშენო.

59. და ეგრეცა არავე ერთ იყო წამებაჲ იგი მათი.

60. და აღდგა მღდელთმოძღუარი იგი მათი შორის, ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არას მოუგებ, რასა ესენი შეგწამებენ შენ?

61. ხოლო იგი დუმნა და არას მიუგებდა მათ. მერმე მღდელთმოძღუარი იგი ჰკითხვიდა მას სიტყუასა მეორედ და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ კურთხეულისაჲ?

62. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ სთქუ, ვითარმედ მე ვარ. და იხილოთ ძჱ კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.

63.  ხოლო მღდელთმოძღუარმან დამოიპო კუართი თჳსი და თქუა: რასაღა გჳჴმან მოწამეებ?

64.  გესმა ყოველთა ბასრობაჲ იგი მისი. ვითარ გიჩს თქუენ? და ყოველთა დასაჯეს იგი -- ყვეს თანამდებ სიკუდილისა.

65.  და იწყეს რომელთამე ნერწყუვად პირსა მისსა და ფიჩჳ დაჰბურიან პირსა მისსა, ჰრეკედ მას და ეტყჳედ: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურნი იგი სცემდეს ღაწუსა მისსა.

66.  და იყო პეტრე ეზოსა მას შინა; მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთმოძღურისათაჲ.

67. და იხილა იგი მკუსოლარე, მიხედა მას და ჰრქუა: შენცა ნაზორეველისა იესუს თანა იყავ.

68. ხოლო მან უვარ-ყო და ჰრქუა მას: არცა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე შენ იტყჳ. და გამოვიდა იგი გარეშე ეზოსა.

69. და მჴევალმან მან იხილა იგი, იწყო სიტყუად, რომელ დგეს მუნ, ვითარმედ: ესე მათგანივეა.

70.  ხოლო მან უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა რომელნი-იგი გარემოჲს დგეს მისა, ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ, რამეთუ ხარვე გალილეველ.

71.  ხოლო მან იწყო წყევად და ფიცად, ვითარმედ: არა [1]

 
15

19.  [2]და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას.

20.  და რასჟამს დაასრულეს ბასრობაჲ იგი მის ზედა, განჰძარცუეს ძოწეული იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი თჳსი და გამოიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად.

21. და წარიქციეს პაჰრაკად თანაწარმავალი ვინმე სჳმონ კჳრენელი, მომავალი აგარაკით, მამაჲ ალექსანდრესი და ჰრუფჱსი, რაჲთამცა აღიკიდა ჯუარი იგი მისი.

22.  და მოიღეს იგი გოლგოთასა, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.

23.  და მისცეს სუმად მუროვანი ღჳნოჲ, და მან არა მიიღო.

24.  და ჯუარს-აცუეს და განიყვეს სამოსელი მისი და წილ-იგდეს მას ზედა, ვისმცა რაჲ ხუედა.

25. და იყო ჟამი მესამე და ჯუარს-აცუეს იგი.

26.  და ზედა დაწერა ბრალად მისა: ესე მეუფჱ ჰურიათაჲ.

27. და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი -- მარჯუენით მისა და ერთი -- მარცხენით მისა.

28.  და აღესრულა წერილი იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.

29.  და რომელნი თანაწარჰვიდოდეს, ეკიცხევდეს მას, ხრიდეს თავსა და იტყოდეს: ვაჲ, რომელ-იგი დაარღუევდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,

30.  განირინე თავი შენი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.

31. ეგრეცა მღდელთმოძღუარნი იგი ეკიცხევდეს ურთიერთას მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ იცხოვნოს.

32. ქრისტჱ, მეუფჱ ისრაჱლისაჲ, გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს იგი. და რომელნი-იგი მის თანა ჯუარცუმულ იყვნეს, იგინიცა აყუედრებდეს.

33.  და იყო ვითარ მეექუსე ჟამი, დაბნელდა ყოველსა ქუეყანასა ზედა მეცხრე ჟამადმდე.

34.  და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: ელოი, ელოი, ელმანა საბაქთანი? რომელ არს გამოთარგმანებით: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსა დამაგდებ მე?

35. და რომელთამე თანამდგომარეთა ვითარ ესმა, იტყოდეს: აჰა, ელიას უჴმობს.

36.  და მირბიოდეს და აღავსეს ღრუბელი ძმრითა და დაადგეს ლერწამი და ასუმიდეს მას და თქუეს: აცადეთ, ვიხილოთ, მო-ძი-ვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა.

37.  ხოლო იესუ აღუტევა ჴმაჲ და აღმობერა სული.

38.  და კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო ორგან: ზეთგან ქუენამდე.

39.  იხილა რაჲ ასისთავმან მან, რომელი-იგი თანაუდგა მას, რამეთუ ღაღატ-ყო და აღმოუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო.

40.  და იყვნეს მუნ დედანიცა, რომელ შორით ხედვიდეს და რომელ იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობის მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე,

41.  რომელნი-იგი გალილეასღა იყო, მაშინვე შეუდგეს მას, და სხუებიცა მრავალნი დედანი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.

42. და ვითარ დამწუხრდა, -- რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს შაფათისა წინა, --

43.  მოვიდა იოსეფ არიმათიელი, პატიოსანი მზრახვალი, რამეთუ იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა შესლვად პილატესა და გამოითხოვნა ჴორცნი იგი იესუსნი.

44.  ხოლო პილატეს უკჳრდა, ვითარმედ ვითარ ადრე მოკუდა, და მოუწოდა მტარვალსა მას და ჰკითხა, თუ: ადრე მოკუდა?

45. და ვითარ აგრძნა მტარვალისა მისგან, მიჰმადლნა ჴორცნი იგი იოსეფს.

46.   და იყიდა მუნქუესვე არდაგი და დადვა იგი სამარესა შინა, რომელ იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა მას სამარისასა.

47. ხოლო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსჱსი ხედვიდეს, სადა დასდებდეს.

 
16

1.  და ვითარ წარჴდა შაფათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმა და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთამცა მოვ{ი} დეს და სცხეს მა{ს}.

2.  და მსთუად გა{ნ}თიად ერთშაფათსა მას მოვიდეს სამარესა მას ზედა აღმოსლვასა ოდენ მზისასა

3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან სამარისაჲსა?

4.  და მიხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რამეთუ დიდ იყო ფრიად.

5.  და შევიდეს სამარესა მას, იხილეს ჭაბუკი ერთი, მჯდომარე მარჯუენით კერძო, რომელ მოსილ იყო სამოსლითა სპეტაკითა, და დაუკჳრდა.

6. და მან ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ! იესუს ეძიებთ ნაზორეველსა, რომელ ჯუარცუმულ არს; აღდგა, არა აქა არს. იხილეთ, ეგერა, ადგილი მისი, სადა დადვეს იგი.

7. და მივედით და არქუთ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: წარგიძღჳს თქუენ გალილეად, და მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.

8.  და ვითარ ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ სამარით. რამეთუ შეშინებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არავის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

[[9-20.]]


-----------------------------------------------------------------------------------------------


პირობითი ნიშნები
 

[ ] – ხელნაწერის დაზიანების გამო აღდგენილი ტექსტი

{ } – ნაწილობრივ დაზიანებული ტექსტი

[[ ]] – ბერძნული დედანიდან მომდინარე მუხლის კლება
 

----------------------------------------------------------------------------------------

[1] – ხელნაწერს აკლია ფურცლები.

[2] – აქედან გრძელდება.