ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
წმიდაო ღმერთო...
დიდებაჲ.
აწ და.
ყოვლადწმიდაო სამებაო...
მამაო ჩუენო...
ვითარცა ზემოწერილ არს.
ამისა შემდგომად ესე
ტროპარნი
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳსმიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისხჳსაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა და შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეუ ლო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი-ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაჲ ნათესავისა ქრისტიანეთაჲსაჲ. უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ).
ლოცვაჲ 1 წმიდისა დიდისა მაკარისი ღმრთისა-მამისა მიმართ
ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს-მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმნენ დღესინდელსა ამას დღესა საქმით, სიტყჳთ და გულისჴმისყოფით, და განწმიდე, უფალო, მდაბალი სული ჩემი ყოვლისაგან ბიწისა ჴორცისა და სულისა და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისლვაჲ მშჳდობით, რაჲთა აღვდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო-ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და განვასხნე მბრძოლნი მტერნი ჩემნი, ჴორციელნი და უჴორცონი, და მიჴსენ მე, უფალო, ამაოჲსა გულისთქუმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფებაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა ძისა თანა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
ლოცვაჲ 2 უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ
უფალო იესუ ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონაჲ შენი და განფხუერ გონებისა ჩემისაგან გულისსიტყუაჲ უჯეროჲ და ვნებული, რომელი-ეგე კურთხეულ ხარ, უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
ლოცვაჲ 3 სულისა წმიდისა მიმართ
უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ-მექმენ და შემინდვენ მე, უღირსსა მონასა შენსა, რაოდენნიცა, ვითარცა კაცმან, ვცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან და უდებებისა10 ჩემისა, გინათუ ვფუცე სახელი შენი წმიდაჲ, გინათუ ვაფუცე, გინა ცილი ვსწამე, გინათუ ვგმე გონებითა, გინათუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რასამე ზედა განვარისხე ვინმე11, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმაჲ მოვიდა ჩემდა და შეურაცხ-ვყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუთუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონებაჲ ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყჳსისა მეტად განვიშჳ, ანუ ურცხჳნოებით ვზრახე ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგუნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შუენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყუებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინათუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობლად მყოფთა უგულებელს-ვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაჲ ჩემი უდებ-ვყავ, ანუ სხუანი რაჲმე ბოროტნი მიქმნიან და არა მაჴსოვან, - უფალო, შემიწყალე და შემინდვე მე, უღირსსა და უჴმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან, რაჲთა მშჳდობით დავწვე და დავიძინო მე, უძღებმან ამან, და გადიდებდე შენ, მამისა და ძისა თანა, წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ12.
ლოცვაჲ 4
უფალო, ღმერთო ჩუენო, რაჲცა შეგცოდე დღესინდელსა ამას დღესა, სიტყჳთ, საქმით და გულისჴმისყოფით, ვითარცა კაცთმოყუარემან, მომიტევენ მე; მშჳდობისა ძილი და უშფოთველობაჲმომანიჭე მე, ანგელოზი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა, რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
ლოცვაჲ წმიდისა ანგელოზისა მიმართ
რაჟამს გეგულებოდის დაძინებაჲ სთქუ ესე ლოცვაჲ წმიდისა ანგელოზისა მიმართ, სულისა და ჴორცთა მცველისა13
წმიდაო ანგელოზო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ჴორცთა ჩემთაო, რაოდენიცა-რაჲ განგამწარე ანუ შეგაწუხე დღესინდელსა ამას დღესა სიტყჳთ, ანუ საქმით, ანუ გონებით14, შემინდვე და დამიფარე ღამესა ამას თჳნიერ15 განცდისა საბრჴეთაგან ეშმაკისათა, რაჲთა არა განვარისხო კაცთმოყუარე ღმერთი და აღმჴოცოს წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყუარებისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლადწმიდაჲ სახელი მისი უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
კონდაკი ღმრთისმშობელისაჲ
ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო. უფროჲსადდიდებულო და მარადისქალწულო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, შესწირე ლოცვაჲ ჩუენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი. ყოველი სასოებაჲ ჩემი შენზედა დამიც, დედაო ღმრთისაჲ, დამიფარე მე საფარველსა ქუეშე შენსა. სასოება ჩემდა - მამა, შესავედრებელად ჩემდა - ძე, მფარველ ჩემდა - სული წმიდა; სამებაო წმიდაო, დიდებაჲ შენდა. ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადისსანატრელ იქმენ ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ, ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას.
დიდებაჲ.
შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საბრჴეთა მრავალთა ვალ, მიჴსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთმოყუარემან.
აწ და...
ღმრთისმშობელისაჲ
ყოვლადდიდებულო დედაო ღმრთისაო და წმიდათა ანგელოზთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა და ღმრთისმშობელად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გჳშევ ჩუენ ღმერთი ჴორცითა და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩუენთათჳს.
აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდეს, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყუართ ღმერთი და გამოისახვენ პირჯუარსა და სიხარულითა იტყჳან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯუარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთაო შენზედა ჯუარცუმულისა ძალითა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, ჯოჯოხეთს შინა შთასლვითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგუანიჭა ჩუენ ჯუარი მისი ყოვლადპატიოსანი, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოჲ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯუარო უფლისაო! შეგუეწიე ჩუენ ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღმრთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა , უკუნისამდე. ამინ.
ლოცვაჲ სათქუმელი ცალკერძ
გჳჴსნენ, გჳლხინე და მოგჳტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყჳთნი, გულისსიტყჳთნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებითნი და გულისჴმისყოფითნი, ყოველნივე ცოდვანი ჩუენნი შეგჳნდვენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან. სახიერო უფალო, შეუნდვენ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთა.
კეთილისმყოფელთა ჩუენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩუენთა და თჳსთაცა მოჰმადლე საცხოვრებელი თხოვაჲ მათი და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ; რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნებაჲ მიჰმადლე; რომელნი ზღუასა შინა იჭირვიან, შეეწიე; მოგზაურთა თანამავალ ექმენ.
განაძლიერე ღმრთივდაცვული ერი ჩუენი და მეუფებაჲ მისი ბრძოლასა შინა.
რომელნი გჳღუწიან ჩუენ და გუწყალობენ, მიჰმადლე მათ შენდობაჲ შეცოდებათაჲ; რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩუენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიKსენე, უფალო, პირველგარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩუენნი და განუსუენე მათ, სადა-იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისაჲ.
მოიჴსენენ, უფალო, ძმანი ჩუენნი, რომელნი ტყუეობასა შინა არიან და იჴსნენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა.
მოიჴსენენ, უფალო, ნაყოფისმომრთუმელნი და კეთილისმოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვრებელი თხოვაჲ მათი და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ.
მომიჴსენენ, უფალო, ჩუენცა, მდაბალნი და ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, და განანათლენ გონებანი ჩუენნი ნათლითა მეცნიერებისაჲთა, სლვად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
ლოცვაჲ ძილად მისლვისაჲ
უფალო ღმერთო ჩუენო, რაჲცა შეგცოდე დღესინდელსა ამას დღესა სიტყჳთ, საქმით და გულისჴმისყოფით, ვითარცა კაცთმოყუარემან, მომიტევენ მე, მშჳდობისა ძილი და უშფოთველობაჲ მომანიჭე მე, ანგელოზი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა, რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
ლოცვაჲ შემდგომად ძილისა
ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათჳს არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩუეულებისაებრ კაცთმოყუარე მექმენ მე და უფსკრულსა შინა სასოწარკუეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდებისმეტყუელებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყუათა შენთა და გულისჴმისყოფად გზათა შენთა, ქმნად ნებისა შენისა და გალობად სახელსა შენსა აღსაარებითა გულისაითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
-------------------------------------------------------------------------------
ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი
10 - უდებებისა (UM)]უდებობისა E
11 - უგან-ვინმე-ვარისხე E
12 - უშდრ. აქვე "შჳდეულისა ლოცვათა" სამშაბათის ლოცვა სათაურით : "სამშაბათსა, შეწევნითა ღმრთისაჲთა და იოველ მთავარანგელოზისაჲთა, ლოცვაჲ ძილისაჲ"
13 - ეს ტიპიკონური შენიშვნა დაცულია U-ში
14 - უანუ გონებით (U) - M
15 - უთჳნიერ (U)]ყოვლისა M
"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.