საქართველოს გაქრისტიანება. წმინდა ნინოს შემოსვლა.
ვახტანგ გორგასალის მეფობა.
საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება პირველსავე საუკუნეში დაიწყო. ჯერ ახალ რჯულზე მოექცა კოლხეთი და მესხეთი ხოლო შემდგომში ივერია. საქართველოში ქრისტიანობის საქადებლად იერუსალიმიდან წამოვიდნენ სვიმონ ქანანელი და ანდრია პირველწოდებილი. მათ გაავრცელეს რელიგია კაბადოკიაში. ლაზიკაში, სამეგრელო-აფხაზეთსა და იმერეთ-გურიაში. მათ ხელთ ეპყრათ ღვთიშობლის სასწაულ მოქმედი ხატი, რომლის მეშვეობით კურნავდნენ სნეულ ადამიანებს და ახდენდნენ მრავალ სასწაულს. აურაცხელმა ხალხმა დასტოვა კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული რელიგია იწამა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში გარდაიცვალა და ანაკოფიაში დაკრძალეს. ამ ორი მოციქულის წყალობით ქრისტიანობამ მტკიცედ გაიდგა ფესვები კოლხეთსა და მესხეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო მხოლოდ IV საუკუნეში გაქრისტიანდა.
ქრისტიანულ თქმულებათა მიხედვით ქართლის გაქრისტიანებაში მთავარი როლი ითამაშა კაბადოკიელმა ქალმა ნინომ, რომელიც შემდგომ ქართველებმა წმინდანად შერაცხეს. მას სიზმარში ღვთიშობელი გამოეცხადა, ვაზისგან დაწნული ჯვარი გადასცა და ივერიაში, ქრისტიანული რელიგიის ქადაგება დაავალა. წმინდა ნინომ მრავალი ტანჯვა გამოიარა და რწმენით აღსავსე ჩამოვიდა მცხეთაში. ეს მოხდა 330 წლის მახლობლად როცა ქართლის ტახტზე იჯდა მირიან მესამე. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. ნინომ შესთხოვა ღმერთს მოეხდინა სასწაული და დაენგრია ავის მომტანი უზარმაზარი ოქროს ქმნილება. იქმნა სასწაული და უეცრად ამოვარდნილმა საშინელმა ავდარმა მიწასთან გაასწორა არმაზის კერპი. ამ სასწაულის შემხედვარე ხალხმა ირწმუნა სიძლიერე ჭეშმარიტი ღმერთის და ქრისტიანულ რელიგიაზე მოექცა. მეფე მირიანმაც სასწაულებრივად იწამა ქრისტეს რჯული. ნადირობისას საშინელმ ავდარმა მოუსწრო მას. დაიჩოქა და თავის კერპს სთხოვა დახმარება, თუმცა ამაოდ. მაშინ დაიწყო ლოცვა ნინოს ღერთისთვის და ზეცაც უმალვე გაიწმინდა. მირიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა პირველი ქრისიანი მეფე–დედოფალი იყვნენ საქართველოს ისტორიაში. მათ მრავალი ეკლესია ააგეს და ხელი შეუწყველ მთელ საქართველოში ქრისტიანული რწენის გამყარებას. მირიანმა და ნინომ მეფის სასახლეში ტაძრის აგება დაიწყეს. ზუსტად იმ ადგილზე სადაც ესვენა ქრისტეს კვართი. აგებულმა სვეტმა მირონის დენა იწყოდა ამის გამო ტაძარს ეწოდა სვეტიცხოველი. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართველმა ხალხმა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
IV საუკუნის შუა წლებში საქართველო ბიზანტიისა და სპარსეთის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა. მეფე მირდატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო საქმეებს მისი ცოლი საგდუხტი განაგებდა ქალის სისუსტით ისარგებლეს მტრებმა და საქართველოს დიდი ნაწილი მიიტაცეს. შეიქმნა რა მირდატის ვაჟი ვახტანგი 15 წლის, მოიწვია დიდებულები და მეფედ ეკურთხა. ეს მოხდა 454 წელს. ვახტანგმა ოს-ხაზარებზე გალაშქრება გადაწყვიტა. მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში დიდი ალაფით დაბრუნდა. ოსეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა დიდი ძღვენი გაუგზავნა სპარსეთის მეფეს და მეგობრობის დასტურად მისი ასული ითხოვა ცოლად. სპარსეთის მეფე სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას. მალევე სპარსელებმა საქართველოს ბიზანტიასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. ვახტანგმა ჯარი გაუგზავნა სიმამრს. გასაჭირში მყოფმა ბერძნებმა ქართველთა მეფეს ზავი შესთავაზეს, რაზედაც თანხმოა მიიღეს და მარტო დარჩენილ სპარსელებს იოლად გაუმკლავდნენ. ამის მერე ვახტანგმა იერიში ბერძნებისკენ მიიტანა და დასუსტებული ჯარი მარტივად დაამარცხა. მოხერხებუმა მეფემ ორივე ქვეყნის მბრძანებელთან იმართლა თავი და მეტიც ერთმანეთსაც შეარიგა. დასუსტებულმა მტერმა საქართველოს წართმეული მიწები დაუბრუნა. ბიზანტიის იმპერატორმა ვახტანგს გადასცა კლარჯეთი და სამეგრელო, ასევე დაქვრივებულ ვახტანგს თავის ასული მიათხოვა ცოლად და მზითვად აფხაზეთი უბოძა. სპარსეთის ახალი მეფე ფეროზი კი მუდამ ავის თვალით უყურებდა ახალგაზრდა მეფეს, თუმცა ყოველი მისი საქართველოზე გალაშქრების მცდელობა კრახით მთავრდებოდა. ვახტანგ გორგასალი არა მარტო ბრწყინვალე მეომარი და სტრატეგი იყო არამედ საერო საქმეებსაც შესანიშნავად უძღვებოდა. მან უამრავი ციხე და ეკლესია ააგო. ქართულად ათარგმნინა კათალკოსებს საღვთო წიგნი და წირვის წარმართვა ქართულ ენაზე დააწესებინა. ააშენა უამრავი სკოლა და პირველმა მოჭრა ქართული ფული. ასევე მის სახელს უკავშირდება ქალაქი თბილისის დაარსება. ვახტანგ მეფეს მისი მუზარადის გამო გორგასალი შეარქვეს რაც ბერძნულად მგლისთავიანს ნიშნავს. ქართველთა უდიდესი მეფე ვერაგულად მოკლეს უჯარმასთან, სპარსელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ეს მოხდა 499 წელს. დიდმა მეფემ ტახტი თავის უფროს ვაჟს დაჩის დაუტოვა. ქართველმა ხალხმა დიდი პატივი მიაგო საყვარელი მეფის ხსოვნას. ვახტანგ გორგასალი დაკრძალეს მის მიერვე აგებლ მცხეთის ტაძარში და ზედ უზარმაზარი საფლავის ქვა დაადგეს.
“მართლაც და, ძლიერი ყოფილა სივდილი, რამეთუ ვახტანგ გორგასალის მოკვდინებაც შეძლო მან” (ლ. სანიკიძე)
ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)