1 მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელო დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბს და მიჯნურსა მაქვს სავალალო.
2 ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს
აროს,
შენნი უწყალო ჰინდთ ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!
3 როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი:
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის: ყმაა თუ ბერი.
რა გიამების - არვინ იცის: ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!
4 ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
რა მზის სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი, მე ვარ სულ მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?!
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!
5 მე შენმა თვალმა გარდმიბირა, როს გნახე მთვარე:
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე.
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე,
ორკეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი მიჯნური რად დამაგდენ, შეუბრალალო!