მას სამი რამე ჰქონან უებრო
გლახ მტერთა მისთა მომდრეკად ქედის;
გონება შორს მხედ, გამოცდით ნაწვრთი;
გული უშიში, არ მპოვე ბედის;
მკლავი უძლევი, მებრძოლთა მძლევი,
მდიდრად მომხმარი ხრმლისა უჭედის;
ერთით იზრახის, მეორით ჰბედის,
მესამით სრულ ჰყვის თანხმად იმედის.