1. ნეტარისა იპოლიტეს თქუმული თარგმანებაჲ ქებაჲ ქებათაჲ
2. სიბრძნჱ აქუნდა სოლომონს, არა თუ თჳთ სიბრძნე იყო;
3. მადლი პოვა ღმრთისა მიერ, ხოლო არა თუ თჳთ თავადი იგი მადლი იყო;
4. შვილი იყო დავითისი, ხოლო არა თუ თჳთ თავადი ქრისტე იყო.
5. მ[ო]ე[მად]ლა ღმრთისა მიერ სამთა წიგნთა გამოთქუმად სოფელსა შინა, რომელთა სამთა წიგნთა ძალსა რასმე გამოაჩინებს სულისა წმიდისა წინამძღურებითა,
6. რამეთუ მოძღურებითა მადლისაჲთა მოპოვნილ სიტყუაჲ იგი და სიბრძნისა მის თანა დამკჳდრებითა არა უნაწილო ღმრთისაგან იქმნებოდა.
7. სამსა რასმე განყოფასა განუჩინებს, რამეთუ სამნი ესე წიგნნი ნებითა სულისა წმიდისაჲთა და ნეტარისა მის პირისა სულისა წმიდისაგან გამოითქუნეს.
8. რამეთუ სული წმიდაჲ არს, რომელი გამოიტყოდა სამებასა, რაჲთა მადლი მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ განითქუას.
9. რამეთუ წინაჲსწარ სიბრძნით გამოიტყჳს იგავთა, რომელთა მიერ დასაკჳრვებელი და გამოუჩინებელი მადლი მამისაჲ გამოითქუმის,
10. და შესაკრებელი წიგნთაგან, რომელ დაბნელებულნი სიტყუათა მის მიერ მეცნიერებისაჲთა გჳჩუენნა, რამეთუ ძჱ იყო.
11. მესამედ ერთობით სულისა წმიდისასა რასმე განაგებს, რომლისა შესხმასა მას სული წმიდაჲ ასწავებდა მრავალთა.
12. აწ სამნი ესე ერთობის წიგნ იქმნნეს, ხოლო მესამჱ იგი იყო აღბეჭდვითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ პირველ მამაჲ დასაკჳრვებელ
13. და სიმდიდრჱ სიბრძნისაგან გამოთქუმულ ქუეყანაჲ შესაკრებელ ბნელისაჲ ძისა მიერ უწყებითა და ბნელ გულისხმის-ყოფითა სოფელსა გამოთქუმულ.
14. მესამჱ შესხმაჲ განსამხიარულებელად სულისა წმიდისა და განსაცხრომელად ნუგეშინის-ცემისა, და ცნობაჲ ღმრთისაჲ გამოჩინებულ ყოფილ მრავალთა.
15. აწ მის მადლისა ღირს-ყოფილ ჴელითა სულისა წმიდისაჲთა იტყჳს: „ესე არს, რომელმან დაჰბადა ესე ყოველი“.
16. არა თუ თჳთ თავადი ესე იყო, არამედ იყო მსმენელ და სწავლულ მის მიერ ესე ყოველი მის თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი მის მიერ ღაღადებდა,
17. რამეთუ თჳთ სიბრძნე იყო და აჩუენებდა ჩუენდა მომართ ამას, რომელი უნდა მამასა მინიჭებად წინაჲსწარმეტყუელთა სიტყჳსა მის მიერ მყოფელთა;
18. რომლისა სიბრძნისაგან არა უნაწილო იყო, არამედ [არა] თჳთ სიბრძნე იყო და სიბრძნჱ ამის თანა წურთილ იყო.
19. რომელი-იგი იტყოდა, ვითარმედ: „წინაჲსწარ ყოველთა მთათა ვიშევ მე“.
20. აწ შობილ სიბრძნჱ იგი მამისა მიერ წინაჲსწარ ყოველთა მთათა, რომლისა სიბრძნისა მიერ განგებულ შუენიერებაჲ იგი ამის სოფლისაჲ.
21. რამეთუ ესრჱთ სიბრძნე პირად-პირადითა მით მადლითა მამისაჲთა გჳჩუენებდა შემკობილებასა ბრძანებითა მამისაჲთა.
22. ამასვე სოფელსა სიბრძნისა მის თანადამკჳდრებითა სოლომონის მიმართ იტყჳს: „მე სიბრძნე დავემკჳდრე შენ თანა, ზრახვაჲ და მეცნიერებაჲ“.
23. აწ მეცნიერებაჲ მიმადლებულ მორწმუნეთა ნებასა გჳთხრობს მამისა ზრახვითა.
24. აწ ესე სიბრძნჱ არა თუ სხუაჲ იყო, არამედ ქრისტე და ქრისტე არს ძჱ.
25. და რამეთუ ესრეთ არს ესე, წამებს პავლჱ მოციქული და იტყჳს: „ქრისტესა თუ ვქადაგებთ, ძლიერებასა ღმრთისასა და ღმრთისა სიბრძნესა“.
26. აწ ესე სიბრძნჱ ითქუმის პირისაგან ნეტარისა სოლომონისა, კეთილსა მადლსა სულისა ნიჭსა გამოთქუმითა შესხმასა ახალსა.
27. რამეთუ შეასხმიდა შესხმასა ახალსა, მოსწავებითა ზრახვასა გამოცხადებისასა, ვინაჲ გულისხმის-საყოფელ არს,
28. რომელ მერმე ყოფად იყო თქუმად, რომელთა სიტყუათა წინაჲსწარ დასწერს მწერალი იგი გამოთქუმითა სახიობათა და შესხმათა.
29. რამეთუ ითქუმის მისთჳს, ვითარმედ წართქუმულ მის მიერ სამ ათასთა იგავთა და ხუთ ათასთა შესხმათა
30. და ნაძუთაგან ლიბანისათა ვიდრე მცენარჱთამდჱ რომელ ერდოთა ზედაცა და მფრინველთათჳს და მჴეცთათჳს და ქუეწარმძრომელთათჳს, რომელი იძრვის ქუეყანასა ზედა.
31. და სადა არს ესე ყოველი დიდ-დიდი მეცნიერებაჲ? ანუ სადა არს ზრახვაჲ მრავლით ჟამითგან თქუმული? დაეფარა.
32. ანუ ვინმე არს, რომელმანმცა გამოთქუა ესე? სადა არიან წიგნნი იგი? რამეთუ არიან იგავნი ესე ხოლო მცირედ ოდენ, რომელ ითქუნეს სიბრძნით;
33. არს სხუაჲცა წიგნი ეკლესიასტჱ, განწესებულ შჳდას და რვა მუჴლ, და ქებაჲ ქებათაჲ, რომელ არა უმეტჱს არს უფროჲს სამისა შესხმისა.
34. აწ რეცა თუ ყოველნივე იგი წიგნნი წარწყმედულ.
35. ხოლო თუ ვისმე ტყუვილ უჩნდეს წერილი იგი, ნუ იყოფინ! არამედ მრავალი დაკლებულ იყო წერილთაჲ ამათ,
36. რომლისათჳს მკუეთრი იგი მონიჭებად მადლი ყოფად რომელთათჳსმე სახეთა.
37. და წინაჲსწარ დაწერა შესხმაჲ.
38. ამათ მიაუწყებს მრავალთა წინაჲსწარგანწესებულთა ამათ შესხმათა, რამეთუ იტყჳს მეუფებათა შინა, ვითარმედ ხუთ ათასნი იგავნი წართქუნა.
39. ხოლო აქა დაარჩოდებს, ვითარმედ შესხმასა შესხმათასა [...] ხოლო რომელსა იტყჳს,
40. ვითარმედ შესხმაჲ შესხმათაჲ მოგუასწავებს, რამეთუ აქუნდა მის თანა შეკრებულად ხუთ ათასნი, ერთსა მას შინა მკუეთრ გამოაჩინნა.
41. აწ მკუეთრ გამოჩინებასა მას შეუდგს ძალიცა და რომელთაჲ იყო ძუელისა მისგან, ყოვლისა მიმართ საჴმრისა სულისა მიერ გამოირჩია.
42. და რომელნი ერთვე მოხარკე არიან ეკლესიაჲსა სტუანვითა, ესე მერმე გულისხმის-საყოფელ იქმნა.
43. ხოლო რაჲთამცა უწყოდეთ კრძალვაჲ სიტყჳსა ამისთჳს,
44. ყოვლითა შეძლებითა და ცოცხლად გამოთქუმულ იხილეთ წერილთა მათგან, და რომელნი არა მოჴსენებულ იგავთა მათ შინა.
45. რამეთუ იტყჳს ესრე შორის წიგნთა წერილი იგი: „ესე იგავნი სოლომონისნი გამოუცდელნი, რომელ-იგი გამოირჩიეს საყუარელთა მათ ეზეკია მეფისათა“.
46. და გამორჩევაჲ იგი ესე არს შემდგომად აღსრულებისა მის სოლომონისა.
47. აწ ვინაჲ არიან იგავნი ესე სოლომონისნი გამოუძიებელ, რომელი გამოიძიეს საყუარელთა მათ ეზეკია მეფისათა?
48. ესე არს რომელ მათგან უწყებულ არს თხრობათა მათგან საყუარელთა მათ ეზეკიაჲსთა,
49. რომელნი-იგი ბრძენ იყვნეს გამო-რაჲმე-იძიეს მერმე და შესძინეს ძუელთა მათ გამორჩეულთა აღსაშენებელად ეკლესიაჲსა.
50. ხოლო ამისიცა მიზეზი ჩას გამოჩინებისათჳს, რამეთუ რომელიმე გარეწარ იყო, და იყო რომელიმე საჴმრად გამოჩინებულ,
51. რაჲთა ამათ გამო შენება იყოს, რომელი შემძლებელ იყოს სმენად.
52. აწ მათ ყოფილთათჳს დაცემული ძეს საშუვალ ერთღა, ხოლო სხუა რაჲმე ძუელი თხრობაჲ სულიერადი,
53. რამეთუ დაძუელებულთა მათ თხრობაჲ თანააც მათ, რომელნი სარწმუნოვებით თხრობად შემძლებელ არიან.
54. აწ შეასხამს სული იგი, რომელ ეკლესიათა შინა განწესებულ არს, რამეთუ პირად-პირადად გჳჩუენებს სახეთა განყოფასა,
55. რომელთაჲ თანა-გუაც მითხრობად მათ, რომელნი სარწმუნოვებით შემძლებელ არიან სმენად.
56. აწ ამისი მოვედით და ვიხილოთ, წინა-დადებული ესე რასა იტყჳს:
57. „ამბოვრს-მიყავ მე ამბორებითა პირისა თჳსისაჲთა, რამეთუ შუენიერ არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა.
58. და სულნელებაჲ საცხებელისა შენისაჲ უმეტჱს ყოველთა საკუმეველთასა.
59. და ვითარცა სულნელებაჲ საცხებელისაჲ განფენილ არს სახელი შენი“.
60. რაჲ-მე არს ნებაჲ სულისაჲ, რომლისა მიმართ არს ძალი ესე, ანუ რაჲ-მე სასწაულ ზრახვისაჲ მის იყოს?
61. თანა-გუაც მიუწყებად მათა, რომელნი-იგი ისმენდენ, რამეთუ სახჱ ესე ერისაჲ მის არს, რომელი-ესე ევედრების ზეცისასა მას სიტყუასა,
62. რაჲთა ამბოვრს-უყოს, რამეთუ პირი პირსა შეხებად ჰნებავს, რამეთუ ძალი სულისაჲ თჳსა მომართ შეყოფად ჰნებავს.
63. და იტყჳს: „ამბოვრს-მიყავ მე ამბორებითა პირისა თჳსისაჲთა“, რომელ არს ესე თავადი: მცნებათა მათ მიერ, რომელთა ამცნებს შემოყოფილ ჩემდა ესე,
64. რამეთუ პირისა მაგისგან სიყუარული არს, ღირს-მყავ.
65. რამეთუ იტყჳს: „უმჯობჱს არიან ჩემდა ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა“.
66. რამეთუ, ვითარცა სახედ განამხიარულის ღჳნომან გული, ესე სახედ განამხიარულებენ მცნებანი ქრისტესნი,
67. რამეთუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელნი გამოსწოვენ ძუძუთაგან გამოწოვად სძისა, ეგრეცა სახედ ყოველნი გამოსწოვდენ შჯულისა და სახარებისაგან მცნებათა,
68. საჭმელსა სამარადისოსა მოიპოვებენ, რამეთუ ძუძუ ქრისტესა არა თუ სხუაჲ რაჲ არს, არამედ ორნი იგი შჯულნი,
69. და სძჱ ესე არა თუ სხუაჲ რაჲ არს, არამედ მცნებანი იგი შჯულისანი.
70. აწ მოწუელჱ ძუძუთა მათგან სძჱ, რაჲთა აღშენებულ და სრულ მოწამჱ იყო, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „საწადელ არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა.
71. და სულნელებაჲ საცხებელისა შენისაჲ უფროჲს შეზავებულთა საკუმეველთასაო“;
72. ხოლო აწ საცხებელი იგი სულნელი ქრისტესი რაჲმე რაჲ არს, [არა თუ სიტყუაჲ,] რამეთუ სიტყუაჲ იგი უმეტჱს საკუმეველთასა მართლად შერაცხილ?
73. რამეთუ ვითარცა სახედ შეზავებულნი იგი საკუმეველთანი გამოსცემენ სულნელებასა, ესრჱსახედცა სიტყუაჲ ამოსრულ მამისაგან განამხიარულებს მსმენელთა.
74. „სულნელება საცხებლის განფენილ სახელი შენი“.
75. ჵ ახალი განყოფაჲ და საკჳრველთა ზრახვათა სულისა წმიდისა მიერ ქადაგებულთა!
76. რამეთუ არამე კმა-იყოა თქუმად „საცხებელ სულნელების სახელი შენი“, არამედ „საცხებელ სულნელების განფენილ სახელი შენიო“?.
77. რამეთუ ვითარცა სახედ ჭურჭერსა, რომელსა ნელსაცხებელი დგან, დაკრძალულ და დაბეჭდულ ვიდრე არნ,
78. ხოლო რაჟამს აღჰჴსნის, გამოსცის სულნელებაჲ თჳსი და აღავსნის მახლობელნი თჳსნი და შორიელნი, ესრჱ სახედცა სიტყუაჲ იგი გულსა მამისასა იყო.
79. და ვიდრე არღა გამოსრულ იყო, არავის რას განამხიარულებდა.
80. ხოლო რაჟამს გამოუტევა მამამან სული იგი სულნელებისაჲ, მიჰფინა სიტყუამან მან განმხიარულებაჲ ყოველთა.
81. ჵ სიკეთჱ სულნელებისაჲ ამის, რ˜ლ მოჰფინა, რაჲთა სოფელი განავსოს! ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „საცხებელ სულნელების განფენილ სახელი შენიო“.
82. რამეთუ განეღო ჭურსა მას სიხარულისასა, რომელ არს პირი იგი მამული; წარმოღებითა პატიოსანი იგი სიტყუაჲ მისგან.
83. ამას სულნელებასა ზეცით გარდამოუტევებს.
84. ესე გარდამოსრულ აღავსებდა ყოველთა; ამის მიერ ყოველი შესხმაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ აღივსებოდა და ყოველთა მართალთა მიაქუნდა
85. და იტაცებდეს მტაცებელნი, კეთილი სულთა თჳსთა თანა დაკრებულ, რაჲთა აღივსნენ სულნელებითა ერთობით ყოველნივე.
86. აწ ისწავე, ჵ კაცო, წინადადებული ესე და განწესებულნი ესე, რამეთუ სულნელება საცხებლისა მამისა მიერ ქრისტე ჩუენდა.
87. რამეთუ, რაჟამს წარმართობასა შინა იქცეოდეს და არავინ შენ ზედა მოავლინებდა გმობასა.
88. ხოლო აწ სიტყუაჲ სიწმიდისაჲ წინაშე წარმოღებულ და ქრისტეს მიერ სწავლულ ყოფილ, რაჲთა იქმნე მოწაფჱ მუნთქუეს,
89. ადრჱ-ადრჱ შეწირულ იქმნეს საცხებელი იგი შენი განფენილ, შრომათა მიმართ გამოჩინებულ.
90. ყოველივე მუნქუეს აღძრულ შენ ზედა, რამეთუ სული იყო, რომელი-იგი სიმძიმე ჩნდა, და რომელთამე დაუმძიმდის და რომელნიმე განამხიარულნის,
91. რამეთუ სიძლიერჱ ნელსაცხებლისაჲ მის დასამძიმებელ არნ, და რომელნიმე განამხიარულნის, რამეთუ დაამორჩილნის მორწმუნენი ღმრთისანი და შეატყუნის ურჩნი.
92. „სულ სულნელების განფენილ სახელი შენი“, იხილეთ სულნელებაჲ საცხებლისაჲ მის განფენილ ...
93. პირად-პირადად მრავალთა ზედა მიფენითა მით, რამეთუ დათხეულ შეურაცხ არს, ხოლო მიფენილი არა მოაკლდის ჭურჭერსაცა მას და აღავსებნ მახლობელთა მათ.
94. ესევითარსა ბუნებასა შინა არს საცხებელი ესე.
95. ჵ საყუარელნო, წყარო სახარების არს და მარადის გამოეცემის და თჳთ თავადსა არა მოაკლდების.
96. მოიღე ჭურჭერი, ჵ კაცო, და მოვედ, შემოეახლჱ, რაჲთა შემძლებელ იყო საცხებელითა მით აღვსებად.
97. მიიღე საცხებელი ესე პატიოსანი.
98. არა თუ სამასის დრაჰკნის განჰყიდო, არამედ უსასყიდლოდ იცხებდი.
99. ნუ იქმნები იუდაჲსებრ, რაჲთა არა დასწუხნე, არამედ დაისხ თავსა ზედა სარწმუნოვებითა ქრისტე, რაჲთა თანა-მკჳდრ იყო.
100. ამან საცხებელმან განამხიარულნა მართალნი.
101. ესე შეყუარებულ ნოვესა, განმართლდა და კიდობნითა მით განერა.
102. ესე შეურაცხ-ყოფილ ქამის მიერ და სარცხჳნელი მამისა თჳსისაჲ გამოაცხადა.
103. ამის მიერ განმხიარულებულ ნეტარი იგი ებერ არა შეუდგა მათ თანა, რომელთა-იგი გოდლისა საქმჱ ზრახეს.
104. ესე შეურაცხ-ყოფილ ნებროთისაგან და საზრდელსა დაუმზადებდა მჴდომთა ღმრთისათა.
105. ამისა წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი აბრაჰამ იწრაფა ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა მოსლვად სამკჳდრებელსა მას.
106. ამისა წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი ისაკი, შეწირვაჲ თავისა თჳსისაჲ უნდა სოფლისათჳს.
107. ამისთჳს განკრძალულ ნეტარი იგი იაკობ ბრჭალსა შებმა-ეყო ესავისსა.
108. ესე შეურაცხ-ყოფილ ესავ [მ]ისგან პირმშოებასა მას განეშორა, რამეთუ განიფრდო იგი ჭამადისა მისთჳს.
109. ამისი მიტაცებაჲ გულს-იდგინა ნეტარმან თამარ და თავი თჳსი ვითარცა როსპიკმან გამოაჩინა იუდაჲს მიმართ.
110. ესე იხილა და დაუკჳრდა ყრმისა ამქუმელსა მას, რამეთუ ყრმასა მას ზედა მეწამულისფერი ნიში ედვა და „ვითარ-მე ღონე-ეცა შენდა ზღუდესა მას?“
111. ესე შეიყუარა ნეტარმან იოსებ, მოთმინე იქმნა მისყიდასა მას ეგჳპტედ.
112. ამის გამო არა უნდა მიხუეჭად და არა თავს-იდვა დედოფლისაჲ მის, რაჲთამცა განრყუნილ იქმნა განრყუნით.
113. ამის საცხებლისათჳს მოთმინებაჲ ისწავა იოსებმან, მთავრად გამოჩნდა მეგჳპტელთა ზედა,
114. ამისთჳს მოშურნე იქმნა ნეტარი იგი მოსჰ, თჳთ შურისმეძიებელ და ჴელმწიფე იქმნა ისრაჱლსა ზედა.
115. ამისა წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი აჰრონ მღდელად ეცხო.
116. ამას შურსა ეძიებდა ნეტარი იგი ფინეეზ და ლახურითა როსპიკსა მას და ზამბრის დაჰგუმერდა.
117. ამისა წადიერ-ყოფილ მოლოდებითა ნეტარი იგი ისუ, ძჱ ნავესი, მსახურად მოსესა დადგა.
118. აწ იხილეთ, ჵ კაცნო, შესხმაჲ იგი ყოველთა მართალთაჲ, ვითარ წადიერ იყვნეს ამისა, ამას საცხებელსა სულნელებისასა;
119. ჵ ნეტარისა მის ისუ ნავესი, რომელი-იგი ახალსა მას ქვისაგან აჩუენებდა, ვითარმცა საცხებელი იგი გამოაჩინა.
120. ამის წადიერ ნეტარი იგი ისუ ნავესი, მეორედ ქვითა წინადასცუეთდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
121. ესე შეიყუარა ნეტარმან დავით.
122. ამისგან გულისაგან მამისაჲსა შობილი გამოვიდა.
123. და რაჲ-მე არს სახჱ იგი ღმრთისა მიერ ნეტარისა ამის დავითისთჳს, ვითარმედ „ვპოვე კაცი დავითი ძეთა შორის იესესთა, ნებად გულისა ჩემისა?“
124. რაჲ-მე ეგულების თქუმად ანუ რაჲ გამოთარგმანება არს?
125. ჵ კაცნო, იხილეთღა, შუენიერად თქუა მამამან და უმეტჱსად შუენიერად,
126. რამეთუ: „ვითარცა სახედ სიტყუაჲ იგი გულისა ჩემისაგან გამოჴდა, ესრე სახედ დავითისგანცამცა გამოვალს კაცი იგიო“.
127. რამეთუ იტყჳს: „ვპოვე დავით, კაცი გულითადი ჩემი, ჩემმან მან გულმან სიტყუაჲ შვა და დავითისგან კაცი“.
128. ჵ დავითისი, კაცისა მართლისაჲ, რომელ-იგი გულსა მამისასა შეეზავა! აწ ამიერვე ამისგან დიდი ზრახვაჲ საცხებელისაჲ ამის გამოითქუმის.
129. ამისა წადიერ ნეტარი იგი სოლომონ, სიბრძნჱ საუკუნოჲ დაიმკჳდრა.
130. იხილეთ, ჵ კაცნო, მართალთა მათ შესხმანი, რომელთა ცვალებითი ცვალებად მიიღეს სული წმიდაჲ, ვითარცა საცხებელი.
131. ნეტარი იგი დანიელ ამის საცხებლისა წადიერ-ყოფილ და მღჳმესა მას შინა ლომთასა განერა.
132. ანანია, აზარია და მისაელ ამისვე საცხებლისა წადიერებით სწადოდა ცხებად.
133. ამის გამო ოთხად გამოჩნდეს საჴუმილსა მას შინა.
134. რამეთუ საცხებელი იგი იყო, რომელი ვითარცა ცუარი ქუეყანასა ზედა დამოდიოდა.
135. ამის საცხებლისა წადიერ ნეტარი იგი იოსებ თანამზრახვალ ღმრთისა იქმნებოდა.
136. ამის საცხებლისათჳს წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი ქალწული მარიამ მუცლად სიტყუასა მას მიიღებდა.
137. ჵ ახალნი ზრახვანი და ჭეშმარიტნი მართალთა, რომელთა ეჩუენა.
138. ესე საცხებელი წადიერად მიაქუნდა მართას, რომელსა ყოვლითა ვედრებითა და ნუგეშინის-ცემითა ქრისტესა ზედა მიაპკურებდა.
139. ესე საცხებელი მოიძულა იუდა.
140. და ოცდაათის დრაჰკნის ქრისტე განყიდა, რომლისათჳს ღაღადებით იტყოდა: „რაჲსათჳს იყო დაღურაჲ ამის საცხებლისაჲ? ღირდა სამასის დრაჰკნის განსყიდად“.
141. სახეს რასმე გჳჩუენებს თქუმული ესე, ჵ კაცნო.
142. აწ ვინ-მე იყო საცხებელი იგი, არამედ თავადი ქრისტე?
143. არა თუ წინაჲსწარ ვნებათა მათ სასყიდელი იგი დრაჰკანთა მათ მიერ ვნებათა მათ მოგუასწავებს? ვნებათა მათ ოცდაათ დრაჰკნის განსყიდული იპოვა.
144. რამეთუ ღირდავე ეგრე ჭეშმარიტებისა მის, რაჲთა ადვილის სასყიდლის განიყიდოს და რაჲთა გლახაკთაცა ადვილად მოპოვნებად შეუძლონ.
145. ესრე იყო, საყუარელნო.
146. ხოლო ამისგან დიდი იგი ზრახვაჲ გამოგუეცხადების.
147. ამისთჳს [იტყჳს]: „საცხებელ სულნელების განფენილ სახელი შენი-ო.
148. ამისთჳს ყრმათა ჭაპუკთა ქალწულთა შეგიყუარეს შენ და შეიმოსნეს“.
149. ვინ-მე არიან, რომელთა შეგიყუარეს შენ, არამედ ეკლესიათა?
150. ანუ ვინ-მე არიან, რომელთა-იგი შთაიცუეს, არამედ ეკლესიათა სარწმუნოვებაჲ ზეცით გარდამო, რაჲთა „მიეფინოს სულნელებაჲ ჩემი თქუენ ზედა?“.
151. „ამისთჳს ქალწულთა შეგიყუარეს შენ.
152. შეგიმოსეს შენ შედგომითა კუალსა შენსა, კუალსა სულნელებისა საცხებელთა შენთაჲსა მივისწრაფდეთ“,
153. რამეთუ შთაცუმითა ქრისტესითა წესიყო მწრაფლ შედგომად კუალსა მისსა.
154. „შემდგომად სულნელებასა საცხებელთა შენთასა მივისწრაფდეთ“.
155. შეუდეგ ქრისტესა, ისმინე მცნებათაჲ მათ, იქცეოდე განწესებულითა მით, მობმა უყავ მწუერვალთა მათ, რაჲთა დაეყენოს შენი ეგე გულისთქუმაჲ!
156. „შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსთა.
157. და ვინ-მე არს მეუფჱ იგი, არამედ თავადი ქრისტე? ანუ რაჲ-მე არიან საუნჯენი იგი, არამედ სამეუფონი იგი?
158. ამას ერი იგი იტყოდა: „ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი“, რამეთუ ყოველთა ესე მიუწესს.
159. პირველ გჳთხრობს ყოფილთა მათ, მერმე ყოფადთა მათთჳს ჟამსა სინანულისასა გამოაცხადებს: „ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდა მიმართ“.
160. „შევიყუარენ სასძეურნი შენნი უფროჲს ღჳნისა“.
161. არაჲ თუ რომელი-იგი შეიზავების ქრისტეს მიერ, არამედ იგი, რომლითა წინაჲსწარ მთრვალობითა დასულბა ნოვე და აცთუნა ლოთი.
162. „უფროჲს ამის ღჳნისა შევიყუარენ სძის გამოსადინელნი შენნი“.
163. რამეთუ სასძეურნი იგი ქრისტეს მიერ ორნი იგი მცნებანი იყვნეს.
164. განამხიარულნის, არა თუ ვითარმცა შე-ხოლო-სულბნის – ამისთჳსცა მოციქული იგი იტყჳს: „ღჳნოსა გარდარეულად ნუ სუამთ მთრვალობით“.
165. აწ ამისგან, საყუარელნო, იტყჳს: „შევიყუარენ სასძეურნი შენნი უფროჲს ღჳნისა-ო.
166. – სიმართლემან შეგიყუარა შენ“, რამეთუ ერთვე რომელნი სიმართლესა შეუდგან, ესენი არიან, რომელთა შეგიყუარეს შენ.
167. ხოლო ურწმუნოთა მოგიძულეს შენ და თანა-მდებ არიან მსაჯულისა მის მიმგებელ[ი]სა.
168. „შავ ვარ და შუენიერ, ასულნო იერუსალჱმისანო“, შეცოდებულ ვარ, ხოლო უფროჲს შუენიერ ვარ, რამეთუ შემიყუარა ქრისტემან.
169. „შავ ვარ და შუენიერ, ასულნო იერუსალჱმისანო“.
170. ყოველნი ნათესავნი შეკერბით და მოვედით და მიხილეთ მე შეყუარებული ესე,
171. „ნუ გიკჳრნ ხილვაჲ ესე ჩემი, რამეთუ ვარ დაშავებულ და ნუცა ამისთჳს, რამეთუ მრომედ მომხედა მე მზემან“.
172. იხილე სიტყუაჲ შეკრებულთაჲ მათ, რომელთა აღიარეს წარსრული იგი.
173. ნუ დახედავთ შეცოდებულსა ამას და ამისთჳსცა, უგულებელსმყო მე ქრისტემან.
174. და რამეთუ ამას ჭეშმარიტად მზისთუალსა იტყჳს, რამეთუ იტყჳს ესრე: „და თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა გამოგიჩნდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ“.
175. „ნუ მხედავთ მე, რამეთუ ვარ დაშავებულ და ნუცა ამისთჳს, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან“.
176. უგულებელს-ყო ამისთჳს, რამეთუ ჰრწმენა მისი, რაჲთა დაეგოს მას სინანულითა, რამეთუ: „შვილნი დედისა ჩემისანი მჴდომ მექმნეს მე,
177. წინაჲსწარმეტყუელნი იგი უწყინოდ მაწუევდეს მე, ვითარმედ „მოიქეც შჯულსა მოსესსაო“.
178. „დამადგინა მე მჴუმილად ვენაჴისა“.
179. ჰგონებდეს ჩემსა წარწყმედად შეწყნარებისათჳს მომავალთაჲსა, „ვენაჴი ჩემი ვერ დავიცევ.
180. და რამეთუ ერი იგი [ჩემი ვერ დავიცევ, რამეთუ ერი იგი] ისრაჱლისაჲ ვენაჴად თქუმულ არს.
181. მოვედ, ესაჲა, წამე, თუ თქუ: „ვენაჴ უფლისა საბაოთისა სახლი ისრაჱლისაჲ.
182. ვდეგ და ველოდე, რაჲთა-მცა გამოიღო ყურძენი და მან გამოიღო ეკალი“ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ „ვენაჴი ჩემი ვერ დავიცევო“.
183. „მითხარ მე, რომელ-ეგე შეგიყუარა სულმან ჩემმან“.
184. მარქუ მე, ქრისტე, მომიგე სიტყუაჲ, გევედრები „სადა ჰმწყსი, სადა განისუენებ შუვა დღესა?“ დამაგდე და დამიტევე მე.
185. წარმართთა მიმართ მიხუედ, ობლად დავშთი.
186. დიდი ესე, სიგლახაკისა წადიერ ვიქმენ.
187. „სადა ჰმწყსი, სადა განისუენებ“.
188. ნუმცა ვიქმნები უგულებელ, ვითარცა წყმედული სამწყსოჲსაგან“, ნუ იყოფინ ესე ჩემდა! რომელმან პირველვე შევიწყნარენ მომავალნი, ვითარმცა აწ ნასხორ წარმართთა ვიყავ.
189. მუნქუესვე მიიწია ჴმაჲ იგი თხოვისაჲ და გამოცხადებულ მიერითგან ქრისტე.
190. ჴმაჲ იგი, რომელი უწესს ერსა მას.
191. „უკუეთუ არა საცნაურ იყო შენ, შუენიერი დედათა შორის“.
192. ხოლო ესე არს: „უკუეთუ არა მოიქცე ყოვლითა გულითა შენითა და თუ აღიარნე ცოდვანი შენნი, რაჲთა განჰმართლდე,
193. და თუ არა-საცნაურ იქმნე შუენიერი დედათა შორის, რომელ-ეგე იქადოდე და იტყოდე: „შავ ვარი მე და შუენიერ.
194. შეცოდებულ ვარ, ხოლო შეყუარებულ ვარო“, ვერაჲთ შეწევნა არს შენდა შეყუარებაჲ ეგე.
195. ხოლო რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი ქვათაგანცა აღდგინებად შვილად აბრაჰამისა, ნუ შეგიტყუვებნ შენ აღთქუმული იგი წინანდელთა მამათაჲ.
196. არა თუალვახუნე კაცთა, ხოლო აწ არა თუ იცნა თავი შენი და თუ არა შეინანო, აბრაჰამი აჰა ჴსნილ არს,
197. ხოლო შენ ვერაჲ გარგოს, რამეთუ ნათესაობაჲ მისა შესაწევნელ არნ, რომლისა თანა სარწმუნოვებაჲ იპოვის.
198. ხოლო მქონანმცა საქმენი კეთილნი, რაჲთა მართალთა მათ ნათესავთა გამორჩევა იყოს.
199. ამისთჳს თუ არა ვინმე გიცნას შენ შუენიერი ეგე დედათა შორის, „განვედ და შეუდეგ კუალსა სამწყსოთასა და დამწყსენ თიკანნი შენნი“,
200. რომელ არს ესე: უჴამური და შიშუელი მომდევდ მე, რამეთუ ცხოვარნი რჩეულნი გამოვირჩიენ ჩემდა და თიკანთა შორის შერაცხილ ხარ შენ, გარდაწონილი ეგე მარცხლ.
201. ხოლო ჩემდა მარჯუენით ცხოვარნი იგი შემირაცხიან.
202. არღარა ამიერითგან შენდა ისრაჱლი სამწყსოდ შეთუალულ, რამეთუ იაკობისა თეთრნი იგი და ფერად-ფერადი იგი, და მღიერთა მათ განაშორებდა.
203. რამეთუ იაკობს თჳსსა მას სამწყსოსა განუჩინებს და ლაბანისა მრავალფერნი იგი.
204. ამისთჳს თეთრი იგი ხოლო თუ ფერი იაკობისა და მრავალფერი იგი ლაბანისა, რამეთუ ერთვე, რომელ-იგი აღბეჭდულ არნ, იგი შესწავებულ არს.
205. ხოლო რომელ-იგი აღბეჭდულ არს, იგი დამწყსე უჴამურმან.
206. „უკუეთუ არა შუენიერ იყო შენ, საცნაური დედათა შორის, განვედ და შეუდეგ შენ კუალსა სამწყსოთასა და დამწყსენ თიკანნი შენნი სამწყსოსა მწყემსთასა“.
207. აწ მივედ წარმართთა და იქმენ სახე ყოველთა შარავანდედთა.
208. მეფეთასა მას მწყემსად იტყჳს, რომელთა მიმართ მივიდა, ყოველსა სოფელსა მიეფინა.
209. „უკუეთუ არა საცნაურ იყო შუენიერი ეგე დედათა შორის, განვედ კუალსა სამწყსოთასა“.
210. „საჴედარსა მას ჩემსა ეტლთა მათ შინა ფარაოჲსთა გამსგავსე შენ, მახლობელი ეგე“.
211. ჵ დიდთა ზრახვათაჲ, ჵ ჭეშმარიტებისაჲ, რომელ მართლად მოგუეთხრა! უკუეთუ მოიქცე შენ, ერო, მაშინ შეგრაცხო შენ თავისა ჩემისაო.
212. ვითარცა საჴედრისა მის ჩემისაჲ, რომელ შებმულ ეტლთა მათ ფარაოჲსთა.
213. და ამათ ჟამთა საჴედარი პატიოსან, და ფარაოჲს მეფისა მეგჳპტელთაჲსა ეტლნი;
214. ვითარცა სახედ ესე ურთიერთას შედგომილ დიდებულ არს და შუენიერ, ეგრეცა შენ შუენიერ იყო, უკუეთუ შეინანო.
215. და იხილეთ მერმე ახალი მადლი განყოფისაჲ.
216. რამეთუ საჴედარი იგი იყო ერისა მისგანი, ვითარცა ნეტარნი იგი მოციქულნი წარტევებულ სრბად, ვითარცა საჴედარნი სოფელსა შინა.
217. და ეტლ შესაკრებელი წარმართთაჲ და შებმულ მოციქულნი იგი ეკლესიასა შინა ზიდვედ მართლად განგებითა და აღსავალთა ზეცისათა.
218. და რამეთუ საჴედარ მოციქულნი ითქუმიან, იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „წარავლინენ წინაჲსწარმეტყუელნი შენნი და აღარღჳენ წყალნი მრავალნი“.
219. და მერმე იტყჳს: „აჰჴედ შენ ეტლთა შენთა, და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს სოფლისა“.
220. ხოლო რომელ-იგი თქუა: „წარავლინენ ჰუნენი შენნი, აღარღჳენ წყალნი მრავალნიო“, აღრღუევა ნათესავთა მრავალთა,
221. რომელნი ვითარცა წყალნი ღელვითა აღრღუეულ დაიმუსრვოდეს, რომელნი აღრღუეულ დაუცხრომელობისაგან.
222. აწ სადგურსა შინა დამწყსილ და მცნობელ ქრისტესა განმართლებულ.
223. ჵ შუენიერნი ერნი საჴედარნი, რომელთა ვლდომაჲ სრბით მართალთაჲ მოიპოვეს,
224. რომელნი არა ბრკიალებითა ჴრმლისაჲთა, არცა ღუაწლით რას აშენებდეს, არამედ ყოველსავე მშჳდობით ახარებდეს.
225. რამეთუ ესე საჴედარნი ურთიერთას დაუღლვილ, არცა განდრეკილ ურთიერთას და არცა მჴდომ, არა რაჲ დაშთომილ გულისაგან და არცა განმგდებელ უღლისა.
226. არამედ აჰა, ვითარცა გამოცდილნი უღელსა დამორჩილებულ მოიზიდვენ ნათესავთა მრავალთა ვითარცა ეტლთა ჴსნისათჳს დაუღლებულნი.
227. აწ საჴედარნი იგი ათორმეტნი უმწყნი მართალნი დაუღლვილ წარმართებულ იპოვნეს.
228. აღსაგებელითა სიყუარულისაჲთა ვითარცა ღუედითა განმტკიცებულ და უღელსა მას სარწმუნოვებისასა დამორჩილებულ.
229. ოთხითა რეცა ურმის თუალითა ზრახვასა მიმოდებისასა ოთხთა მათ მახარებელთასა უთხრობდეს;
230. კეთილსა, ეტლისა წარმამართებელსა, სიტყუასა მას მიმოდაჰფენდეს და სრბასა სიმართლისათჳს აღმასრულებელ,
231. ათორმეტთა მათ მიერ აღსაშენებელად სოფლისა, ყოველთა ნათესავთა თჳსა მიიჩინებდეს, ვითარცა წყალთა აღძრულთა.
232. ჵ სანატრელებაჲ ნეტართაჲ მათ საჴედართაჲ, რამეთუ იყვნეს ამათნი იგი ურმის თუალნი,
233. ვითარცა შორის ურმის თუალთა, რამეთუ იყო ახალი ესე სახარებაჲ ძუელსა მას შჯულსა შებმულ.
234. ხოლო აწ დიდად შუენიერ ეტლნიცა იგი არიან, რამეთუ მრავალ სახედ გამოხატულ იქმნეს.
235. რამეთუ იყო მათ თანა ლომი და ვაზი ვენაჴი და კაცი და ორბი იგი.
236. ჵ ახლისაჲ პირად-პირადი სახჱ სახარებისაჲ მის, მართალთა თანა ეტლთა დაუღლვილ! რამეთუ იყო ლომი იგი ამისა, ვითარცა მეუფჱ მათჱ მახარებელისაგან ქადაგებულ.
237. და იყო ვაზი იგი ვითარცა ვენაჴი მღდელთმოძღურისა ლუკაჲსგან ქადაგებულ.
238. და იყო მისა კაცი იგი, ვითარცა ვნებული, მარკოზის მიერ გამოთქუმულ და იყო მისა ორბიცა იგი, ვითარცა სიტყუაჲ ნეტარისა იოვანეს მიერ ცად აღფრინებულ.
239. ამის ზრახვისა მიერ მიმოქადაგებისა მის ზრახვაჲ უწყებულ იქმნა.
240. ამას ეტლსა შემოდგომილ ურმის თუალნი, რომელთა არა უკუნ-აქციეს კუალსა, რამეთუ იყო ეტლთა მათ შინა სული სასწაულისაჲ.
241. რამეთუ ეზეკიელის მიერ მოგუეთხრა, რამეთუ იყო სახარებასა მას შინა სული იგიცა მრავალ თუალითა სავსჱ, პირად-პირადთა ნათესავთა მოწოდებითა მცნებათა მიერ.
242. აწ ესე არს საჴედართა მათ შორის მართალ და ამისთჳსცა ღაღადებს და იტყჳს: „საჴედარი ეგე ჩემი ეტლთა შინა ფარაოჲსთა გამსგავსე შენ, მახლობელი ეგე ჩემი“.
243. შეინანე, შესაკრებელო, რაჲთა შენცა ჰქადაგებდე ქრისტესთჳს, ვითარცა საჴედარი ექმენ მალჱ სრბად სოფელსა შინა ვითარცა-იგი პავლჱ და მწყემს ვითარცა-იგი პეტრჱ,
244. რაჲთა მართალ ქრისტეს მიერ გამოშჩნდე, ანუ ვითარცა სანატრელი მოწაფეთა მათგანი, რაჲთა საჴედართა მათ თანა გამოუთქუმელთა აღბეჭდო.
245. ჵ ახალთაჲ მათ ზრახვათაჲ! რამეთუ მიაგებს მისაგებელსა მართალსა, ვითარმედ: „საჴედარსა მას ჩემსა გამსგავსე შენ, ეტლთა მათ ფარაოჲსთა, მოახლებულო ჩემდა“
246. უკუეთუ შეინანო, ისწავე, რომლითა შუენიერებითა შემკულ-ყოფად ხარ.
247. „რამეთუ განშუენდეს საკეთენი შენნი, ვითარცა გურიტნი“, რამეთუ გაქუს სიმეწამულჱ სარწმუნოვებისაჲ, განმაკრძალებელი სიტყჳსა მიერ.
248. „ქედი შენი ვითარცა სეროჲს ძისაჲ“.
249. რამეთუ კადნიერებაჲ იგი აზნაურებისაჲ გაქუს.
250. არა ხოლო თუ თავდაკიდებულად ხედავ, არამედ მაღლად ზეცად მიმართ.
251. „მსგავსი ოქროჲსაჲ გიქმნეთ შენ ქანქართაგან ვეცხლისათა“.
252. რამეთუ მათგანი, რომელი ზომად ოდენ შჯულისა მიერ სარწმუნო იქმნა, ხოლო აწ გარდარეულ შუენიერებაჲ ოქროჲსაჲ მკჳდრყოფილ და სახარება.
253. რამეთუ ქანქართაგან ვეცხლისათა მსგავს ოქროჲსაგან იქმნეს შენდა, რამეთუ გამსგავსებ შენ კაცთა მართალთა, რომელნი ვითარცა ოქროჲ გამოცდილ და განწმედილ არიან.
254. „ვიდრე მეუფჱ იგი საინაჴესა თჳსსა არს“.
255. რამეთუ ქრისტე მოსრულ და მოწევნულ მეუფებითა; „ნარდიონ განფენილ სული მისი; ჭურჭერ დაკრძალულ ჩემდა დისწულაკი იგი ჩემი.
256. „ნარდმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.
257. საცხებელი მადლისაჲ განეფინა, რაჲთა წინადაცუეთილებაჲცა შემძლებელ იყოს განრინებად სანელსაცხებლე ჭურჭერ ქრისტე,
258. ჴორცთა მათ შემოსითა საბლითა სიყუარულისაჲთა განმტკიცებულ, რაჲთა ამის გამო, ვითარცა ტევანი დაჭყლემულ.
259. „დისწულაკი ჩემი შორის სასძეურთა ჩემთა დამკჳდრებულ“.
260. რამეთუ ცხებულ შჯულისა და სახარებისა იყო „ჭურჭერ სანელსაცხებლჱ დისწულაკი ჩემი, შორის ძუძუთა ჩემთა დაიმკჳდროს“.
261. „ნარდიონ, ვითარცა სიჰპროსისაჲ დისწულაკი ჩემი ვენაჴოვანსა შორის ენდადისასა“.
262. ჵ შუენიერებაჲ იგი კიპროსისი ჴელითა, რომლისა მიერ შემკობილ ცხებულებაჲ, რაჲთა ვენაჴოვანი იგი ენდადისაჲ მართლად შერაცხილ იყოს.
263. ენდადი ადგილი ერთი არს ჰურიასტანით კერძო, რომელსა-იგი აპრსამი იპოების.
264. არიან მუნ ვენაჴოვანნი აღტევებულნი ხეთა.
265. ესე მოპოვნილ გამოსახვითა ხეთა მათგან გამოსცემს ნელსაცხებელსა მას.
266. აწ იტყოდის: „დისწულაკი იგი ვენაჴოვანსა მას ენდადისასა“.
267. მოგუასწავებს ამას: ძლიერ იყო ძელსა მას ზედა ვნებითა, და გუმერითა გუერდსა ძელსა მას ზედა გამოუტევებს სულნელებასა, ვითარცა აპრსამისასა.
268. ვითარცა სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოეცემოდა, ესრეთ ქრისტემან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.
269. ხოლო, საყუარელნო, ვიდრემდის დგენ ნაყოფნი იგი ძელსა მას ზედა ვენაჴსა შინა, ვიდრე არა დაჭყლემულ, არა გამოსცის სულნელებაჲ თჳსი.
270. ხოლო რაჟამს ჴელოვნისაგან მახჳლითა დაისხლის, მუნქუესვე ადრჱ-ადრჱ ცრემლი გამოსცის რამეთუ ქრისტეცა მაშინ ერსა მას ზედა ცრემლოოდა,
271. რამეთუ შემძლებელ იყო მათ ზედა მიფენად სულნელებისა, შეწევნისა ყოფითა განცხადებულად,
272. რამეთუ ძელსა მას ზედა დაიწყლა ვენაჴოვანსა მას, რაჲთა კეთილი სულნელებაჲ ნელსაცხებელისაჲ გჳჩუენოს და რამეთუ სიტყუაჲ იგი, საყუარელნო.
273. მერმეცა ჴორცთა მათ შინა დაემკჳდრა და რამეთუ დიდი იგი რეცათუ დამცირებული გამოჩნდა, რაჲთა გამოჩინებულ იყოს; და ახალსა მადლსა განყოფისასა უჩუენებდა.
274. მდიდარი იგი დაგლახაკნა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ სიმდიდრითა მისითა განვმდიდრეთ.
275. აწ ამიერითგან, საყუარელნო, დამოკიდებულ ესე ძელსა, კეთილი სულნელებაჲ ნელსაცხებლისაჲ გამოჩნდა.
276. რამეთუ დაიმდაბლა თავი და წარმომართებულ წარმოიმღერნა სიტყუამან მან და მას ჟამსა აღავსნა.
277. გამოფენილ სულნელებაჲ იგი, რაჲთა მერმეცა მოწყალებაჲ განყოფისაჲ გამოჩნდეს მის საცხებელისა სულნელებისა მიფენითა განსამხიარულებელ,
278. რამეთუ გამოეცა მამისა გულისაგან და ახარა ქუეყანასა.
279. თჳთ აღმაღლდა ქუეყანით და გამოჩნდა ვითარცა სულნელებაჲ საცხებელისაჲ და აღისწრაფა ზეცად; ცით მოფენილი ქუეყანით ზეცად აღვიდოდა.
280. რამეთუ ცუარი ნაყოფის გამომღებელი მაღლით გარდამოჴდა, რაჲთა ქუეყანისანი ესე ცხორებად აღიბეჭდნენ,
281. რომელ არს ესე: სიტყუაჲ იგი გარდამოსრულ, რაჲთა კაცნი ცად აღსლვად შემძლებელ იყვნენ.
282. ესე სახეთა მათ მსგავსებაჲ გამოჩინებულ სიტყჳთა მით, ვითარმედ: „დისწულაკი ჩემი ვენაჴოვანსა მას ენდადისასაო“.
283. და მუნქუესვე მიუგებს და იტყჳს: „აჰა, მე შუენიერ, მახლობელო ჩემო, აჰა მე შუენიერი“.
284. ამასვე მიუგებს მერმეცა: „ხოლო აღმიარე მე კეთილად, ამის სახისათჳს უმეტესად აღგიარო შენ შუენიერი“.
285. აწ უკუე რაჲ-მე არს იგი, რომელსა-იგი ქრისტე იტყჳს, ვითარმედ „შუენიერო ეგე-ო“, არამედ მისთჳს თუ „მჴნდე, ასულო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი?“.
286. მიუგო მერმეცა და თქუა: „აჰა მე კეთილ, დის-წულაკო ჩემო, და შუენიერ“, რამეთუ ყოველთა მე საყუარელ და მათაცა, რომელთა არა გიციან შენ.
287. რამეთუ მას ჟამსა, რომელთაცა არა იცოდეს, მიუწყებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ.
288. მაშინ კეთილად გულისხმისმყოფელ წამონ.
289. და თქუა: „ჵ ბრძენ ვინმე არს კაცი ესე და დიდ და არა ცნობილ, ვითარმედ ღმერთი არს!“ აწ ამიერითგან, ჵ კაცნო, გულისხმა-ყავთ, რაჲ-ესე წინა-გჳც.
290. „აჰა მე შუენიერ, დისწულაკო ჩემო, და განკეთებულცა, ცხედარსა მას ჩემსა მაგრილობელ“.
291. რაჲ-მე ეგულების თქუმად სამკჳდრებელისა მისთჳს? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ „ცხედარსა მას ზედა კეთილად მაგრილობელო“.
292. მოგუასწავებს გულისასა მას მადლსა, რომელ მაგრილობელ არს ყოველთა, რომელთა ხორშაკი შეემთხჳოს,
293. რამეთუ ვითარცა სახედ, რომელნი ხორშაკისაგან საგრილთა ადგილთა მიივლტიედ განსუენებისათჳს მას ქუეშჱ, ესრე სახედცა ყოველნი,
294. რომელნი ცოდვითა შეპყრობილ არიედ, წადიერებით მიისწრაფედ საგრილსა მას ქრისტესსა, რაჲთა საგრილსა მას სულისა წმიდისასა მიიწიოს.
295. „ცხედარსა მას ჩუენსა ზედა კეთილად მაგრილობელ“.
296. „ჴელ სახლთა ჩუენთა ხეთაგან ნაძუთაჲსა“.
297. აწ ვინ არიან ესე, არამედ მამანი? რამეთუ ვითარცა სახედ ნაძჳ არა დალპის, ესრე სახედ დიდებაჲ იგი მამათაჲ არა დაფარულ.
298. „სათხეველ ჩუენდა საროჲსაგან“.
299. რამეთუ სათხეველსა ყოველი იგი მოქმნილებაჲ უტჳრთავს.
300. ჵ საყუარელნო, საროჲსა ყუავილი არასადა მოაკლდების, არამედ აქუნ მსგავსებაჲ იგი თჳსი სამარადისოდ და ეგრევე ჰგიენ ზაფხულსა და ზამთარსა.
301. ეგრეცა სახედ მოციქულნი არასადა დამცირდიან, სათხეველ და სამტკიცებელ ეკლესიათა არიან.
302. ხოლო აქუს ძალი სულისა წმიდისა შეძლებითა და რომელ-იგი მას ზედა არნ, შემძლებელ არნ პყრობად.
303. „სათხეველ ჩუენდა საროჲსაგან“.
304. იწყებს ამიერითგან ქებად თავისა თჳსისა განმართლებითა და იტყჳს: „მე ყუავილ ველის“.
305. რამეთუ არა სივრცესა ქუეყანისასა განფენილ არს, რამეთუ შენდა სარწმუნოვებითა აჰა, ყუავილ ვარ ყოველთა კაცთა.
306. და არს ესე მსგავს, რამეთუ რაჟამს წინადაცუეთილთაგანსა ვისმე ჰრწმენეს ქრისტესი და ყუავილის სახედ გამოჩნდიან, ძუელისა და ახლისა შემძლებელ არს.
307. „მე ყუავილი, ვითარცა შროშანი ღელეთაჲ და ვითარცა შროშანი შორის ეკლოვანთა“.
308. ჵ მართლისა მის პირისანი განცხადებულნი ზრახვანი, რომელ იგავთა ამათ შინა გამოჩნდეს!
309. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ; „მე ყუავილ ველის, ვითარცა შროშანი ღელებსა და ვითარცა შროშანი შორის ეკლოვანსა“.
310. სულნელებასა მას შროშნისასა სახედ გჳჩუენებს წმიდათა, რამეთუ ვითარცა სახედ არს შროშანი მბრწყინვალჱ შუენიერებისა გამომცემელ,
311. ესრე სახედცა საქმენი მართალნი ბრწყინვენ და ღელებსა ყუავიან.
312. ეგრეცა სახედ დამცირებულთა მიმართ მადლნი იგი აღორძნდებიან და ვითარცა შორის ეკალთა ქუეყანასა საქმეთა არა დაიშდვნიან.
313. და პირად-პირადი, ვითარცა სახჱ შროშნისაჲ, გჳჩუენა სახედ ჭეშმარიტებისა.
314. თავსა თჳსსა გამოაჩინებს, რამეთუ არს მას შინა ოქროჲს ფერცა, რამეთუ დაფლვითა ჴელთა მიერ განშუენებითა გამოღებულ და შეპყრობილ,
315. ვითარცა ჴორცნი იგი ქრისტესნი სულისა მიერ დაცვულ, გინა თუ რ˜ლთაჲმე ჴელნი ურწმუნოვებითა შებღალულ,
316. ხოლო რომელსა ჰრწმენეს, სულნელებითა საცხებლისა მისისაჲთა განმხიარულდენ.
317. რამეთუ თეთრსა მას განრეულ არს ოქროჲს ფერიცა.
318. რამეთუ სულსა მას შინა გჳჩუენებს ჴორცთა მათ ვნებასა, რაჲთა ზრახვაჲ იგი მიმოფენისაჲ გამოჩნდეს ყოველთა მართალთა აღსარებითა და ბრწყინვალებასა სულისასა მოგებითა.
319. „მე ყუავილ ველის, ვითარცა შროშანი ღელეთაჲ და ვითარცა შროშანი შორის ეკლოვანსა“.
320. აწ რომელთა სულნელებაჲ ესე შეიწყნარეს, ეტყჳს: „აჰა მე შუენიერ, მახლობელო ჩემო“ და მერმეცა იტყჳს, ვითარმედ: „აჰა მე შუენიერ“.
321. და ამას ქრისტესთჳს იტყჳს: „და აჰა მე განკეთებულ, დისწულო ჩემო, ვითარცა ვაშლი ხეთა მაღნარისათაჲ“.
322. რამეთუ ვითარცა სახედ, საყუარელნო, ვაშლისაგან გამოეცემის სულნელებაჲ უმეტჱს ყოველთა ხილთასა,
323. ეგრეცა ქრისტე შორის ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ძელსა მას მოკიდებულ სულნელებასა, ვითარცა ვაშლისასა, გამოსცემდა.
324. და იტყჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა დისწულაკი ჩემი მომიგებს და იტყჳს: მომეახლე, მახლობელო და შუენიერებაო ჩემო, ტრედაკო ჩემო, განსრულებულო ჩემო“.
325. აწ ჭეშმარიტად ამას ტრედსა იტყჳს დასახლეულებით, რამეთუ მოუწესს მას წადიერებით და იტყჳს: „მოვედით ჩემდა ყოველნი ეგე მაშურალნი და ტჳრთმძიმენი“.
326. აწ ვინ-მე არს ტჳრთმძიმჱ იგი, არათუ შესაკრებელთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა? მახლობელად დამყნასა მას უწესს ამას.
327. და აწ დამყნაჲ იგი რაჲ-მე არს, საყუარელნო, არამედ, ვითარცა მარჯულ ზღუდესა თანა? რამეთუ შესავედრებელ წინაშე ზღუდე იგი არს.
328. მოვედ, შემომეახლე სახარებასა, რაჲთა თანასწორ მართალთა იპოვო მახლობელად დამყნითა მით.
329. „მიჩუენე პირი შენი და მასმინე ჴმაჲ შენი, რამეთუ მშჳდ არს პირი შენი და ჴმაჲ შენი შუენიერ“.
330. „მიჩუენე მე პირი შენი და მასმინე ჴმაჲ შენი“.
331. კადნიერებით აჩუენე შენ ქრისტეანებაჲ აღბეჭდვითა შუბლსა ზედა.
332. „მასმინე ჴმაჲ შენი“.
333. აღიარე გამოთქუმით ჭეშმარიტებაჲ.
334. „მიჩუენე პირი შენი და მასმინე ჴმაჲ შენი, რამეთუ მშჳდ და ტკბილ არს“, რომელსა აღუვარებიეს ქრისტე, და შუენიერ არნ პირი.
335. რომელსა კადნიერებაჲ აქუნ მის მიერ.
336. და მიუგებს და იტყჳს: „გჳპყრენით მელნი განმრყუნელნი ვენაჴისანი, რამეთუ ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან“.
337. ჵ სანატრელისა ჴმისაჲ, ჵ ჭეშმარიტებისაჲ სიმართლით მიმოდებულ, რომლისა ჴელითა მწვალებელნი შეპყრობილ.
338. შეგჳპყრენით მელნი მცირენი, ვიდრე ჩჩჳლღა იყვნეს; შეიკრძალენით, რაჲთა არა იყვნენ განსრულებულ; ზაკულებითა ვენაჴოვანნი, ვიდრე ყუავილსა შინა არიან, აღავსნენ.
339. რომელსა სწავლით იტყჳს.
340. რამეთუ იტყჳს: „გჳპყრენით ჩუენ მელნი მცირენი“, არა სხუასა რას იტყჳს, არამედ ამას, ვითარმედ: „წვალებაჲ აღიღეთ შორის თქუენსაო“,
341. რაჲთა წმიდად ნამწუარევი იგი გამოჩნდეს, უკუეთუ გინდეს გულისხმის-ყოფად, ჵ კაცო, რამეთუ მელ მწვალებელთასა იტყჳს.
342. რამეთუ ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი იგი არა თუ სხუა რაჲმე იყვნეს, არამედ მწვალებელ.
343. რამეთუ რომელნი-იგი ნაცილსა ასწავებენ და ცილსა ქადაგებენ, იგინი მწვალებელ არიან, რამეთუ იერემია ღაღადებს და იტყჳს:
344. „აჰა, ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი იგი შენნი, იერუსალჱმ, ვითარცა მელნი ჴურელსა შეყენებულ არიან“.
345. და მერმე მიუგებს თჳთ ქრისტე ჰეროდეს და ეტყჳს: „არქუთ მელსა მას: აჰა, ესერა დღეს და ხვალე ძალსა აღვასრულებ და მესამესა დღესა ვიდიდო“.
346. და რასამე სა[მ]ფსონ ახალსა ზრახვასა მელთა მიმართ აღასრულებდა, რამეთუ რაჟამს მისგან მიეღო ცოლი იგი, შეიპყრნა სამასნი მელნი და შეკიცუნა ურთიერთას
347. და ყოვლისა მის კუდებსა გამოაბმიდა მუგუზებსა და ყოველსა მას ყანობირსა და ვენაჴოვანსა დასწუვიდა.
348. და ესე იყო სასწაულ, რამეთუ რიცხუსა მას იტყჳს, ვითარმედ: სამასნი მელნი შეკიცუნა ურთიერთასო, რომელთა უკუანაჲსკნელ ცეცხლი აღგზებული დასწუვიდესო.
349. ამას გჳჩუენებს, ვითარმედ მწვალებელ იყვნესო, რამეთუ ვნებათა მათ ქრისტესთა ვითარცა სამასნი აღიარებდეს.
350. ხოლო ძლიერებაჲ არაჲ მოგებულ იყო მათა.
351. ხოლო კუდი კუდსა რომელსა-იგი შეჰკრვიდა, რაჲთა შეუმსგავსებელი და ჴდომისაჲ იგი გამოაჩინოს, რამეთუ იგინიცა ურთიერთას ჴდომილ სიტყუა არიან.
352. და იყო კუდებსა მათსა ლამპრები აღნთებული, რამეთუ აღსასრულისა მათისა საშჯელი – ცეცხლ შემწუველ.
353. აწ ამისთჳს იტყჳს სული იგი: „გჳპყრენით მელნი მცირენიო, განმრყუნელნი ვენაჴთანი“.
354. რომელნი – მე ვენაჴნი, არამედ იგი ვენაჴი, რომელი ახალნერგ იყო და ყუავილსავე შინა ნაყოფის გამოცემის უნდა, განრყუნის და განხრწნის, დაჴსნის,
355. არა უფლობს, რაჲთა ქრისტეს მიერ ტევანი იგი და მწიფჱ მოისთულოს? „აწ ვენაჴი ჩუენნი ყუავიან“, მიუგებს და ეტყჳს: „აჰა, დისწულაკი ვლდომით მოიწია და მოვიდა“.
356. ჵ სანატრელი ჴმაჲ: რამეთუ რაჟამს მერმე შურისგებაჲ იყოს ვენაჴისაჲ მის, რაჲთა შეიწუნენ მელნი იგი,
357. სამართლად ღაღადებს და იტყჳს: „აჰა დისწულაკი ჩემი ვლდომით მოიწია ზედა თავთა მთათა გარდავლდომად ზედა ბორცუთა“.
358. მსგავს არს დისწულაკი ჩემი ქურციკსა და ნუკრსა მისსა ზედა ღელეთა მათთა საწოლსა ჩემსა“.
359. ჵ ახლისა მადლისა განყოფაჲ! ჵ დიდ-დიდთა მათ ზრახვათაჲ! „აჰა დის-წულაკი ჩემი ვლდომით მოიწია და მოვიდაო“ რაჲ-მე არს ვლდომისა მის სიტყუაჲ?
360. გარდამოვლდა ზეცით საშოსა მას ქალწულისასა, აღვლდა მუცლისაგან წმიდისა ზედა ძელსა მას, ვლდა ძელიისა მისგან ჯოჯოხეთა,
361. აღმოვლდა მიერ კაცობრივითა ამით ჴორცითა ქუეყანად.
362. ჵ ახლისა აღდგომისაჲ! მერმე აღვლდა ქუეყანით ზეცად.
363. ესე დაჯდომილ მარჯულ მამისა და მერმე გარდამოვლდეს ქუეყანად, რაჲთა ნაცვალი მისაგებელი მიაგოს.
364. „აჰა ესერა ესე ვლდომით მოიწია ზედა თავსა მთათასა გარდამოვლდომად ზედა ბორცოთა“,
365. რამეთუ იგინი, რომელნი მაღლად ზრახვენ, არა დადგას ფერჴი მათ ზედა, არამედ ვლდომით თანა-წარჰვალს, არა დადგრომილ მათ თანა.
366. „მსგავს არს დისწულაკი ჩემი ქურციკსა და ნუკრსა მისსა“, რამეთუ სიმაღლჱ სიტყჳსაჲ მის განახლებული და ადვილი ვის ერთისა ზედა იქადაგა.
367. იხილე, ჵ კაცო, ვითარ ადვილ იყო სრბაჲ იგი; აღმოსავალით დასავალთა გამოჩნდა და დასავალით სამხრად მიწევნულ იპოვა;
368. სამხრით ეტლსა მას ქალწულსა შინა სარწმუნოდ გამოჩინებულ.
369. იხილენით სრბანი სიმართლისანი; ქუესკნელად შთავიდოდა და ზეცად აღისწრაფდა.
370. რამეთუ არა დაიყენა ბნელსა ამის ქუეყანისასა, არამედ ნათლად გამოჩინებულ აღვიდოდა ზეცად.
371. და მერმეცა აღფრინებულ, ვითარცა ვარსკულავი დიდი გამობრწყინებულ და მზისთუალ სიმართლის გამოჩინებულ, საყდართა მამისა თანა დიდებულ.
372. ჵ სიმჴნჱ და დიდად სიმაღლისა მის სრბაჲ! სიყრმითვე ყოველთა წართქრომილ,
373. რაჲთა ოდესმე ვითარცა ქურციკი და სადამე ვითარცა ირემმან გამოაჩინოს სიმაღლჱ ფერჴთა თჳსთაჲ.
374. აწ იხილჱ ქრისტე სადამე ვითარცა ქურციკი სრბად მალჱ და სადამე ვითარცა ირემი რქაშუენიერი.
375. და ორნივე ჭლაკნი განპებულ არიან და აღმოიცოხნიან.
376. და ამას შჯული წმიდაჲ გამოცხადებულად გჳჩუენებს, რამეთუ სიწმიდჱ გამოცხადებულ იყო; ქრისტე ორთა მათ შჯულთათასა სარწმუნოვებასა გამოაცხადებს,
377. შჯულისა და სახარებისა სიმტკიცესა მარადის აქებს, გამოცხადებულთა და წრფელთა სიტყჳსა მის აღთქუმითა ესე მოეფინა რომელ ზედა, რომლისათჳს ესრე იტყჳს:
378. „აჰა დისწულაკი ჩემი ემსგავსა ქურციკსა და ნუკრსა მისსა“.
379. მერმეცა ღაღადებს: „აჰა დისწულაკი ჩემი სარკუმლით გამართ ხედავს, გარდახედავს სატირით დისწულაკი ჩემი: მოვედ მახლობელი ჩემი, შუენიერი და ტრედი“
380. ჵ ახლისა მიმოქადაგებისაჲ მის! და მერმე განცხადებულად სიწრფოებით ღაღადებს სული იგი: „დისწულაკი ჩემი ჰხედავს გარდამართ სარკუმლით“.
381. ხოლო აწ სარკუმელთა მათ ვიეთსა-მე იტყჳს? მოვედ, წარმოდეგ, წინაჲსწარმეტყუელო, წამჱ და თქუ: „სარკუმელნი განეხუნეს ცათა შინაო“.
382. და ვიეთსა-მე იტყჳს სარკუმელს, არამედ წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელთა მიერ გამოდუღებულ სიტყუაჲ იგი მიმოდადებულ ამიერ?
383. „სარკუმლით გამომართ მხედავს და მეტყჳს მე: მოვედ, მახლობელო ჩემო, მოვედ“.
384. ამისთჳს გულისხმისყოფილ, რამეთუ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ღაღადებს და იტყჳს: „მომეახლენით მე“.
385. მოვედ, წარმოდეგ, ჵ ნეტარო ელია, წამჱ.
386. სამართლად არქუ ისრაჱლსა: „ვიდრემდის არა დასცხრებით კელობით ორთავე ფერჴთა ზედა?“
387. მომეახლე, მოვედ, მახლობელო ჩემო, მოვედ ადრჱ-ადრჱ, ტრედო ჩემო განსრულებულო, მოვედ – ამას მოგუასწავებს.
388. ამისთჳსცა მერმე ღაღადებს და იტყჳს: „ღამე ვეძიებდი, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან; ვეძიებდ მას და ვერ ვპოვე.
389. მპოვეს მე მცველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა.
390. ერთი, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, [და აჰა აწ ვითარცა წუთ გან-რე-ვეშორე, ვპოვე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან.]
391. ვპოვე და არა განუტეო, ვიდრემდის მივაწიო სახიდ დედისა ჩემისა და საუნჯეთა, რომელმან მუცლად მიღო მე“.
392. ჵ სანატრელისა მის ჴმისაჲ! ჵ სანატრელთა დედათაჲ წინანდელთაჲ მათ, წინაჲსწარ სახედ გამოჩინებულთაჲ!
393. ამისთჳსცა ღაღადებს და იტყჳს: „ღამჱ ვეძიებდი, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმანო“.
394. იხილე ესე აღსრულებული მართაჲს და მარიამის ზედა.
395. მათ თანა შესაკრებელი გულს-მოდგინებით ეძიებდეს ქრისტესა მკუდარსა, რომელსა-იგი ცხოველად არა ჰგონებდეს,
396. რამეთუ ესრე მოგუასწავებს და იტყჳს: „ღამჱ ვეძიებდ და ვპოვე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმანო“.
397. იტყჳან წერილნი იგი სახარებისანი: „მოვიდეს დედანი იგი ღამჱ ძიებად საფლავსა მას“.
398. „ვეძიებდ მას და არა ვპოვეო“.
399. „რაჲსა მებრ-ვე ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა“ და არავინ იპოვა თჳსი მუნ, რამეთუ არა იყო მისა შირიმი იგი სამკჳდრებელ, არამედ – ცანი.
400. რაჲსა ეძიებთ ქუეყანასა ზედა, რომელი-იგი აღმაღლებული საყდართა ზის?
401. რაჲსა ეძიებთ დიდებულთა უდიდებულესსა მას შეურაცხსა სამარესა შინა?
402. რაჲსა ეძიებთ აღსრულებულსა მას შირიმსა შინა? აჰა ლოდისა მის წარმოგორვებულისა;
403. რაჲსა ეძიებთ სამარესა მას, რომელი აჰა ცათა შინა მადლითა აღვსებულ?
404. რაჲსა ეძიებთ განჴსნილსა მას, ვითარცა შეკრულსა და მანდა ვითარცა შეყენებულსა საპყრობილესა შინა?
405. იხილეთ ახალი ზრახვაჲ აღსრულებულ მუნ; რამეთუ ესრე ოხრის და იტყჳს: „ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგიო.
406. მპოვეს მცველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა“.
407. ვინ იყვნეს, რომელთა-იგი პოვეს, არამედ ანგელოზთა მათ, რომელნი-იგი სხდეს მუნ?
408. და რომელსა-მე ქალაქსა, არამედ ახალსა იერუსალჱმსა ჴორცთა მათ ქრისტესთა? „მპოვეს მე მცველთა მათ, რომელნი სცვიდეს ქალაქსა“.
409. ჰკითხვენ დედანი ესე: „ნუთუ რომელი-ესე შეიყუარა სულმან, იხილე[თ]? რამეთუ მათ ჰრქუეს: „ვის ეძიებთ? იესუს ნაზარეველსა? აჰა აღდგომილ არს“.
410. „და ვითარცა წუთ ერთ გან-რე-ვე-შორე მათგან“.
411. და ვითარ უკუნიქცეს და წარვიდეს, შეემთხჳა მას მჴსნელი; მაშინ აღესრულებოდა თქუმული იგი:
412. „აჰა ვითარცა გან-რე-ვე-შორე წუთ ერთ, ვპოვე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან.
413. ხოლო მჴსნელმან მიუგო და ჰრქუა: „მართა! მარიამ!“ და მათ ჰრქუეს: „რაბუნი“, რომელი გამოითარგმანების „უფალი ჩემი“.
414. „ვპოვე იგი, შევიყუარე და არა განუტევო იგი“.
415. რამეთუ მას ჟამსა ფერჴთმოხუევით შეიმტკიცებს.
416. და იგი ღაღადებით ეტყჳს: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისაო“.
417. და მას შებმა-ეყო და იტყოდა: „არა დაგიტევო, ვიდრემდის შეგიყვანო და შეგავლინო გულსა“.
418. „არა დაუტევო, ვიდრემდის არა შევიყვანო სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა, რომელმან მუცლად მიღო მე“.
419. მუცელსა დაკრებულ სიყუარული იგი ქრისტესი, არა უნდა განყენების; ამის სახისათჳს ზახებით იტყჳს: „ვპოვე იგი და არა განუტეო“.
420. ჵ ნეტარისა მის დედაკაცისა, რომელსა შებმა-ეყო ფერჴთა მისთა, რაჲთა ჰაერთა შემძლებელ იყოს აღფრენად! ამას ეტყოდეს მართაჲ და მარიამ.
421. მართაჲსსა მას ზრახვასა წინაჲსწარ აჩუენებდა სოლომონის მიერ: არა გიფლობთ შენ აღფრინებადო.
422. აღვედ მამისა და შეწირე ახალი მსხუერპლი.
423. შეწირე ევაჲ და არღარა შეცთომილ, არამედ ხესა მას ცხორებისასა ჴელთმობმით წადიერებით.
424. აჰა, შებმა-მიყოფია მუჴლთა არა ვითარცა ბადისპირი ვითარმცა განწყდა.
425. არამედ შებმა-მიყოფია ფერჴთა ქრისტესთა.
426. ნუ დამაგდებ მე ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა შევსცთე, აღმიტაცე მე ზეცად, ჵ ნეტარისა მის დედაკაცისაჲ, რომელსა-იგი ქრისტესგან განყენებაჲ არა უნდა!
427. ამის სახისათჳს იტყჳს: „ვითარცა წუთ ერთ გან-რე-ვეშორე, ვპოე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან“.
428. მოიღე, გულო ჩემო, შეეზავე სულსა, დაამტკიცე, აღასრულე, რაჲთა ჴორცთა მათცა ზეცისათა შეყოფად შეუძლოს.
429. შეზავენ ზეცისასა მას ჩემნი ესე ჴორცნი.
430. სუ, ვითარცა ღჳნოჲ, აღიღე, აღაწიე ცად მერმე ახალი სასუმელი, განზავებული, შედგომად რომელსა ჰნებავს
431. და არა შეცთომად, არღარა ნახჭი გამოტკფოლვილ და არცა ძელსა მეცნიერებისასა შეხებულ.
432. ხოლო აქა ამიერითგან ძელსა ზედა სიკუდილითა ძლეულ-ყოფილ, შეიწყნარჱ ევა,
433. რაჲთა არღარა კუნესით მშობელ, რამეთუ განიდევნნეს სალმობანი, კუნესანი და მწუხარებანი.
434. შეიწყნარჱ ამიერითგან ევჰა, წესიერებით მრავალ, მიიღე და იცან ესე ძღუენი, რომელ მიპყრობილ მამისა, ახლად შეწირე,
435. არღარა განშიშულებულად ევა, არღარა ფურცელი ლეღჳსაჲ მისა სამოსელ.
436. არამედ სულისა წმიდისა მიერ შემოსილ, რამეთუ კეთილი სამოსელი შთაუცუამს, რომლისა განრყუნა არა არს.
437. ქრისტე არა თუ განშიშულებულსა აქუნდა; დაღათუ მჩუარნი იგი სამარესა მას ისხნეს, და შიშუელ არა იყო.
438. რამეთუ ადამცა პირველ შიშუელ იყო, განახლებული სამკაული შთაეცუა უცოდველებისაჲ და სიმშჳდისა და უხრწნელებისაჲ,
439. რომლისაგან გარდაცთომილ შიშუელ იპოვნეს, ხოლო აწ განცხადებულად შემოსილ მერმე იპოვების.
440. და ამისა შემდგომად ზახებით აღიარებს შესაკრებელი ამათ დედათა მიერ.
441. კეთილსა წამებასა გჳჩუენებენ, რომელნი-იგი მოციქულ მოციქულთა იქმნებოდეს, მივლინებულ ქრისტეს მიერ,
442. რომელთა მათ პირველ ანგელოზნი იგი ეტყოდეს: „მივედით და უთხართ მოწაფეთა მათ; წინა გიძღჳს გალილეად, მუნ იხილოთ იგი“.
443. ხოლო რაჲთა არა ანგელოზთა მათ გამო მოციქულნი შეორგულდენ, შეემთხჳა თჳთ ქრისტე მოციქულთა მათ,
444. რაჲთა დედანი იგი ქრისტეს მოციქულ იყვნენ და დაკლებული იგი ძუელისა მის ევაჲსი მორჩილებითა აღავსოს.
445. ამიერითგან მორჩილებით მსმენელ აღსრულებულად გამოჩნდინ.
446. ჵ ახალთა ნუგეშინის-ცემათაჲ! ევა მოციქულ იწოდების.
447. აჰა, ამიერითგან გუელისა მის ძმაცვულებაჲ გულისხმა-ყოფილ და არღარა შესცთების,
448. რამეთუ რომელსა-იგი დახედა, ამიერითგან მოიძულა და მტერად შეჰრაცხა, რომელმან გულისთქუმითა იგი აცთუნა.
449. არღარა ამიერითგან აცთუნოს ესე ხემან მან შეცთომილებისამან.
450. აჰა ცხორებითა მით ამიერითგან განმხიარულებულ ხითა აღსარებითა.
451. ხისა მის გამო გემოჲ იხილა ქრისტესგან, ღირს იქმნა კეთილსა და გულმან უთქუა ჭამადისა.
452. არღარა ამიერითგან ჰშიოდის და არცა მიუპყრას კაცთა ჭამადი განსარყუნელი; მიუღებიეს განურყუნელებაჲ ერთობით არს ამიერითგან და შემწე, რამეთუ ადამი ევას უძღჳს.
453. ჵ კეთილსა მის შემწისაჲ, სახარებითა ქმრისა მის მიმართ შეწირვითა! რომლისათჳსცა დედათა მათ მიახარეს მოწაფეთა მათ.
454. და ამისთჳს შეჰრაცხნეს იგინი, ვითარცა ცთომილნი, რომლისათჳს ურგულებდეს.
455. ხოლო მიზეზ ესე იყო, რამეთუ ჩუეულებაჲ ესე იყო ევაჲსი მითხრობაჲ საცთურისაჲ და არა ჭეშმარიტებისაჲ.
456. რაჲ-მე არს ესე ახალი თხრობაჲ, ჵ დედანო, აღდგომისაჲ და მისთჳს შეჰრაცხნეს იგინი ვითარცა ცთომილნი,
457. რაჲთა არა გამოჩნდენ ვითარცა მაცთურნი, არამედ ჭეშმარიტებისა მეტყუელ.
458. მას ჟამსა ქრისტე გამოცხადებულ მათა.
459. და ჰრქუა: „მშჳდობაჲ თქუენ თანა.
460. ამას მოსწავებითა, ვითარმედ: „მე, რომელ-ესე დედათა ამათ ვეჩუენე, და თქუენ მოციქულთა მიმართ მივლინებად ვინებე“.
461. აწ ყოფილთა ამათთჳს, რამეთუ, საყუარელნო, ამიერითგან აწ აჰა დაამშჳდებს შესაკრებელსა მას და ეკლესიაჲ იდიდების.
462. და რასა-მე იტყჳს: „ვინ არს ესე, რომელი გამოვალს უდაბნოჲთ,
463. ვითარცა ბურქუად-ბურქუად კუამლისა აღსლვაჲ, საკუმეველისა სულნელებაჲ აღტევებული, მური და გუნდრუკი ყოვლითურთ სულნელებითა შესაზავებელთაჲ“?.
464. ჵ ახლისაჲ მის ჴმისაჲ! ჵ საკჳრველთა მათ ზრახვათაჲ! ჵ ეკლესიაჲ, რომელი უდაბნოჲთ გამოვალს, ამისთჳს, რაჲთა მოქალაქე ქრისტესა იყოს,
465. „ვინ არს ესე, რომელი გამოვალს უდაბნოჲთ?“ რამეთუ მრავლით ჟამითგან წარმართნი უდაბნო-ქმნულ ღმრთისა მიმართ.
466. ხოლო ამიერითგან მადლითა ღმრთისაჲთა მოქალაქე წმიდათა თანა შერაცხილ, ვინაჲთგან ეკლესიაჲ შემკული, გამოჩინებულ სულნელთა ნელსაცხებელთა შეზავებითა.
467. და იტყჳს: „აწ ვინ-მე არს ესე, რომელი გამოვალს უდაბნოჲთ, ვითარცა კუამლი საკუმეველთაჲ აღტევებული?“
468. ჵ კეთილთაჲ მათ საკუმეველთაჲ, სულნელთაჲ საკუმეველთა შეზავებულთაჲ! რამეთუ რომელსა-იგი იტყჳს: „ვითარცა კუამლი სულნელი საკუმეველთაჲ აღტევებულო“,
469. რამეთუ კუამლი ცეცხლისაგან გამოსრულ და ჰაერთა აღიწიის და ალსა მას, ვითარცა ეტლთა წარმმართებელსა, გჳჩუენებს და გამოჩნდების;
470. ეგრეცა ქრისტეს ზრახვაჲ კეთილი მიმოდებულ, მოუწყებულ, აღმავალ ქუეყანით ზეცად; რამეთუ შუენიერთა საკუმეველთა აღმოაცენებდა ზრახვისა აღდგომისაჲსა მოუწყებითა.
471. ვითარცა ბურქუად-ბურქუადი კუამლი აღმავალი საკუმეველთაჲ; რამეთუ ამის სახისათჳს, მსგავსად სულნელებისა მოპოვნებითა,
472. არა ხოლო თუ მას ქუე კუამნ, არამედ ზეცადცა აღწევნულ, ვითარცა ალი ცეცხლისა აღკუმეულისაჲ.
473. “მური და გუნდრუკი ყოვლითურთ შემზავებელთა მიერ“.
474. ჵ მერმე დიდ-დიდთა ზრახვათაჲ! ჵ მართლისა ქადაგებისაჲ! რამეთუ მურსა მას ვნებათა მათ ქრისტესთა მოსათხრობელ დაფლვისა მის იქმნების.
475. ხოლო გუნდრუკი სადიდებელად ღმრთისა მიერ აღკუმეულ.
476. არამედ ყოვლითურთ შეზავებულ შემზავებელთა მათ მენელსაცხებელთაჲთა.
477. ხოლო ყოველი ერთად შეკრებულ სულნელება ქრისტესა, იგი რომელ მცნებათა და სახარებისაგან ქადაგებულ.
478. ამისთჳს ღაღადებით იტყჳს: „მური და გუნდრუკი ყოველთა მიერ შემზავებელთა მათ მენელსაცხებელთაჲთა“.
479. „აჰა ესერა ცხედარი იგი სოლომონისი და სამეოცნი ძალნი გარემოხუეულ მისა ძლიერთა მათგან ისრაჱლისათა, თითოვეულად მახჳლი ბარკალსა მათსა, სწავლულნი ღუაწლსა“.
480. ჵ სანატრელისა მის პირისაჲ! ჰოჲ ცხედრისაჲ მის განსასუენებელისა! რამეთუ ცხედარსა სოლომონისსა არა თუ სხუასა მას გამოაცხადებს, არამედ თავადსა ქრისტესა.
481. რამეთუ სახედ ვითარცა დამაშურალი ვინ მრავლითა დაშრომითა აღჴდეს განსუენებად ცხედარსა ზედა, რაჲთა მაშურალობაჲ იგი განიშოროს განსუენებითა მით,
482. ეგრეცა ჩუენ, მოქცეულ ამის სოფლისა ამაოვებისაგან, ტჳრთსა მასმცა განვიშორებთ, რომელ ზედა მჴართა გუედვა სიმძიმე ცოდვათაჲ,
483. შევრდომითა ჩუენითა ქრისტესა განსასუენებელსა ვჰპოვებთ ვითარცა ცხედარსა.
484. ესრევე სახედ ყოველნი ნათესავნი მამათანი სრულისა მის განსუენებისა დამკჳდრებად შემძლებელ, არათუ სხჳთ რაჲთ განსუენებულ იქმნებოდეს, არამედ ქრისტეს მიერ.
485. ჵ კეთილთა განსასუენებელთაჲ, სახითა ზრახვისაჲთა ყოვლისავე შეკრებად შემძლებელ! ამას ცხედარსა სომანიტელი იგი განუმზადებდა ნეტარსა მას ელისეს.
486. ამას ცხედარსა ზედა შესუენებელნი იგი მკუდარნი აღდგებოდეს.
487. ძჱ იგი ქურივისაჲ მის მომადლებულ და ყრმაჲ იგი სომანიტელისაჲ მის აღდგომილ.
488. ესე ცხედარი განღებული მიაქუნდა და ვიდრე არღა განსრულ იყო ბჭესა მას, შებმაყოფილ ქრისტე გამოჩნდა და თჳთ თავისა თჳსისა აღდგომისა მის მჩუენებელ
489. და ჴელმწიფედ ეტყოდა, რომელთა-იგი აღეღო; „დადგით ტჳრთი ეგე, ნუ აღიღებთ, რომელსა-იგი ვერ შემძლებელ ხართ ტჳრთად“.
490. მუნქუესვე, ვითარცა დაიდგნეს ცხედარნი, ჴელი უპყრა ყრმასა მას და მისცემდა ქურივსა მას.
491. ზედა ამასვე ცხედარსა დავრდომილი იდვა ასული მთავრისაჲ მის, რომელი იყო ათორმეტის წლის.
492. მას ჟამსა შევიდა სახლსა მას წინაშე მოწამებისა მის და აღადგინა ქალი იგი.
493. ამის ცხედრისა მიისწრაფდა დედაკაცი იგი, რომელი დედათა შჯულსა ზედა მრავლით ჟამითგან ვერ განკურნებულ, ფესუსა მას ჴელსა შეახებდა.
494. იხილენით ცხედარნი საკჳრველნი, რამეთუ ყოველნი, რომელნი ამას ჰხედვენ, მართლისა ქორწილისა ჩინებულ, წყლისა ღჳნოდ გარდაქცევად გემოჲს ხილვითა.
495. ჵ სანატრელისა ცხედრისა, რომელსა ზედა აბრაჰამს ინაჴ-უდგამს,
496. რომელსა ზედა ისაკი შეიწირვის, რომელსა ზედა იაკობი განდიდნების, რომელსა ზედა მოსე ჴელმწიფე-ყოფილ, რომელსა ზედა აჰრონ ლოცვის შემწირველ!
497. ჵ ნეტართა შვილთა, რომელნი მართლად მამათა სამკჳდრებელსა დაიმკჳდრებდეს.
498. იხილენით პირად-პირადნი ცხედარნი, რომელსა ზედა სამეოცნი ძალნი გამოჩინებულ.
499. ესე ცხედარნი მართალსა ნათესავსა მამათასა მიიჩინეს თჳსა, შეკრებითა ყოველთა მართალთა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ყოველთაგან გამოიშვების.
500. რამეთუ იტყჳს წერილი: „სამეოცნი ძალნი გარემოჲს მისა ერისა მისგან ისრაჱლისა, რამეთუ ყოვლისა მისგან ერისა ისრაჱლისა
501. უძლიერესნი ესე გამორჩევით მომღებელ, მამად გამოჩინებულ, რომელნი მახჳლსა ბარკალსხჳლთა შებმად შემძლებელ არიან.
502. და რაჲ-მე არს მახჳლი იგი ბარკალ-სხჳლსა, არამედ სიტყუაჲ იგი.
503. რომელმან განვლო შორის მამათა მათ, წყვილთაგან გამოსრულ, რაჲთა მისა, რომელ-იგი წყვილთაგან გამოშობად შემძლებელ-ყოს?
504. ესე არიან სამოცეულნი იგი ათასეულნი და არა თუ ტყუვილ არს.
505. რამეთუ ადამითგან ვიდრე ქრისტესამდე აღესრულებიან სამეოცჯერ ათასეულნი იგი ცხედარსა მას ზედა განსუენებულნი,
506. რომელთა მიერ სიტყუაჲ იგი მიფენილ; წყვილთა მათგან გამოსულასა მოგუასწავებს.
507. ამისთჳს აბრაჰამ ჴელთა ეზოჲსმოძღურისათა მათ წყვილთა თჳსთა დადებად სცემდა, რამეთუ სიტყუაჲ იგი წყვილთა მათგან გამოსულად იყო.
508. და იაკობ ფიცით ბარკალსხჳლთა თჳსთა ზედა დადებად სცემდა ჴელთა იოსებისთა.
509. ჵ სანატრელთა მათ წყვილთაჲ, სანატრელსა მის სიტყჳსა შემძლებელ გამოშობად, რომელსა-იგი მამაჲ გულით გამოშობს! ამას წყვილთა მათგან გამოსრულსა ვხედავთ.
510. სამართლად ამის გამოცხადებულისა ზრახვისა მომთხრობელ სიტყუაჲ იგი იქმნების,
511. და რამეთუ სამეოცნი მამანი არიან ესე ადამითგან ვიდრე ქრისტესამდე აღსრულებულ და ზრახვაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად მიმოდებულ.
512. და ცხედარნი იგი სოლომონისნი გამოჩნდებიან, რამეთუ არა თუ სოლომონ იყო ცხედარ, არამედ სოლომონისგან ცხედარნი გამოჩინებულ,
513. რ˜ ყოველთა განსუენებისა ზრახვაჲ და ფიქლით გარდართულ სიყუარული გამოჩნდეს.
514. იხილე ნათესავი მამათაჲ მათ დასაბამითგან სოფლისაჲთ მიმოდებულ, ნათესავნი მართალნი გამოჩინებულ, და დაუნჯებული მამათაჲ მათ გამოცხადებულ,
515. და ცხედარი იგი განსასუენებელი მიმოდებულ და ვინ-მე არიან ესენი მამათა მათგანნი?
516. მოვედით და ვიხილოთ. აწ შენ იხილეღა, რამეთუ პირველ ადამს ესუა სეითი და სეითს ენუსი და ენუსს – კაიან, კაიანანს – მალელი, მალელს – იარჱდ.
517. იარედ[ს] – ენუქი, ენუქს – მათუსალა, მათუსალას – ლამექი, ლამექს – ნოვე, ნოვეს – სემი, სემს – არფაქსადი, არფაქსადს – სალლა, სალლას – ებერ, ებერს – ფალეგი,
518. ფალეგს – რაგავი, რაგავს – სერუქი, სერუქს – ნაქორ, ნაქორს – თარა, თარას – აბრაჰამ, აბრაჰამს – ისაკი, ისაკს – იაკობი, იაკობს – იუდა, იუდას – ფარეზ,
519. ფარეზს – ესრომი, ესრომს – არამი, არამს – ამინადაბ, ამინადაბს – ნაასონ, ნაასონს – სალმუნ.
520. სალმუნს – ბოოზი, ბოოზს – იობედ, იობედს – იესჱ, იესჱს – დავითი, დავითს – სოლომონ, სოლომონს – რობოამ, რობოამს – აბია, აბიას – ასა, ასას – იოსაფატ,
521. იოსაფატს – იორამ, იორამს – ოზია, ოზიას – იოათამ, იოათამს – აქაზ, აქა[ზ]ს – ეზეკია.
522. ეზეკიას – მანასჱ, მანასეს – ამოსი, ამოსს – იოსია. იოსიას – იექონია და ძმანი მისნი, მკჳდრობისა მისგან აღძრულ ბაბილონს.
523. და შემდგომად წარტყუენვისა მათისა ბაბილონდ იექონია შვა სალათიელ, სალათიელ – ზორობაბელ.
524. ზორობაბელ – აბიოდ, აბიოდ – ელიაკიმ, ელიაკიმ – აზორი, აზორ – სადუკი.
525. სადუკ – ზაქინი, საქინ– ელიოდი, [ელიოდ] – ელიაზარ.
526. ელიაზარ – მატათანი, მატათან – იაკობი, იაკობ – იოსები.
527. იოსებსა მითხოვილ მარიამი ქალწული.
528. ამისგან იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.
529. ესე არიან წმიდანი ცხედარნი, რომელთა ზედა მიიკრებს წმიდათა მართალთა,
530. რ˜ლსა გარემოდგომილ მახჳლოსანნი სამეოცნი იგი განდევნითა მაცთურისა მის, რაჲთა ზედა-მიხებად ვერ ჴელ-იწიფოს.
531. ამას ზედა შემოკრებულ წარმართთაგანნი განმართლებულ განსუენებით, მადიდებელ ღმრთისა, რომლისა დიდებაჲ და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.