1. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იპოლიტესი მთავარებისკოპოსისაჲ სახჱ აღთქუმისაჲ
2. მართალ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა ვიტყჳ და ყოვლითა წესიერებითა შესაწყნარებელ,
3. განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან ამას ჟამსა და აღებად გულნი ჩუენნი ზედა მკლავთა ჩუენთა ღმრთისა მიმართ ცათა შინა,
4. ნუუკუე მეყს მოვიდეს მამასახლისი იგი, რაჲთა რაჟამს მოვიდეს, მპოვნეს ჩუენ მღჳძარენი.
5. ვეკრძალნეთ ჩუენ ჟამსა ამას ძილისასა რაჲთა მის თანა შევიდეთ საქორწინესა მას;
6. განვმზადოთ ზე[თი] სანთელთა ჩუენთა, რაჲთა მივეგებვოდით მას სიხარულით;
7. მოვიმზადოთ საგზალი სადგურთა ჩუენთა [იწროჲსა] მის და წულილისა გზისათჳს;
8. განვიძარცოთ და განვაგდოთ ჩუენგან წიდოვნებაჲ, რაჲთა შევიმოსოთ სამოსელი საქორწინე;
9. დავსძინოთ ვეცხლსა მას, რომელი მოვიღეთ, რაჲთა ვიწოდნეთ მონა ქველ და სარწმუნო;
10. მარადის ვიყვნეთ ლოცვასა შინა, რაჲთა განვლოთ ადგილი იგი, სასარჩლოჲ და საშინელი;
11. განვიწმიდეთ გულნი ჩუენნი უძლურებისაგან, რაჲთა ვიხილოთ მაღალი იგი დიდებითა თჳსითა; ვიქმნეთ მოწყალჱ, ვითარცა წერილ არს,
12. რაჲთა შეგჳწყალნეს ჩუენ ღმერთმან; იყავნ მშჳდობაჲ ჩუენ შორის, რაჲთა ვიწოდნეთ ძმად ქრისტესა;
13. გუმშიოდენ სიმართლისათჳს, რაჲთა განვძღეთ ტაბლისა მისგან საუფლოჲსა;
14. ვიქმნეთ მართლ ჭეშმარიტების, რაჲთა არა მივეცნეთ საჭმლად გუელსა მას; განვწმიდოთ სათესავი ჩუენი ეკალთაგან, რაჲთა მივსცეთ ნაყოფი ერთისა წილ ასი;
15. დავდვათ საფუძველი ჩუენი კლდესა ზედა, რაჲთა არა შეიძრას ქართა და ღელვათაგან; ვიქმნეთ ჭურ პატიოსან, საჴმარ უფლისა თჳსისა;
16. განვყიდოთ მონაგები ჩუენი და მოვიყიდოთ მარგალიტი იგი ქრისტე, რაჲთა განვმდიდრდეთ;
17. დავიკრძალოთ საფასჱ ჩუენი ცათა შინა, რაჲთა, რაჟამს მივიდეთ, განვაღოთ და ვიხარებდეთ ვიხილოთ უფალი ჩუენი სნეულებითა,
18. რაჲთა გჳწოდის ჩუენ, და დავდგეთ მარჯუენით მისა; მოვიძულნეთ თავნი ჩუენნი და შევიყუაროთ ქრისტე,
19. ვითარცა მან შემიყუარნა ჩუენ და მიეცა ჩუენთჳს; პატიოსნად ვიპყრათ სული იგი ქრისტესი, რაჲთა მადლი ვპოვოთ მისგან;
20. უცხო ვიქმნნეთ ამის სოფლისაგან, ვითარცა ქრისტემან უცხოდ იპყრა თავი თჳსი ამის სოფლისაგან; ვიქმნეთ მდაბალ და მშჳდ, რაჲთა დავიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი კურთხევისაჲ;
21. ვეკრძალნეთ ჩუენ მსახურებასა მისსა, რაჲთა გუმსახუროს ჩუენ კარავსა მას სიწმიდისასა;
22. ვილოცვიდეთ მისა მიმართ სიწმიდით, რაჲთა შევიდეთ წინაშე სიმდიდრესა ღმრთეებისა მისისასა; ვეზიარნეთ ვნებასა მისსა, რაჲთა აღდგომასა მის თანა ვცხოვნდეთ;
23. აღვიღოთ ნიში მისი ჴორცითა ჩუენითა, რაჲთა განვერნეთ რისხვისა მისგან, რომელ მომავალ არს.
24. საშინელ არს დღჱ იგი, რომელსა მოვიდეს და ვინ-მე არს, რომელმან დაუთმოს მას? საშინელ და ძლიერ არს რისხვაჲ იგი მისი და მოსრნეს ყოველნი უშჯულონი.
25. აწ დავიდგათ ჩაფხუტი იგი სასოვებისაჲ, რაჲთა არა დავიწყლნეთ და მოვწყდეთ ღუაწლსა მას შინა;
26. მოვიმტკიცნეთ წელნი ჩუენნი ჭეშმარიტებითა და სიმართლითა, რაჲთა არა დაჴსნილ ვიპოვნეთ ღუაწლსა მას ბრძოლისასა;
27. აღვდგეთ და განვაღჳძოთ ქრისტე, რაჲთა დააცხრვოს ღელვაჲ ესე; აღვიღოთ ფარი პირს-პირ ბოროტსა მას, განმზადებულებაჲ სახარებისაჲ, მჴსნელისა ჩუენისაჲ;
28. მოვიღოთ უფლისაგან ჴელმწიფებაჲ, რ˜ კადნიერ ვიქმნეთ დატკებნად გუელთა და იქედნეთა; განვიშოროთ ჩუენგან რისხვაჲ და გულის-წყრომაჲ ყოვლით სიბოროტითურთ;
29. სიტყუაჲ უშუერი და ლაღობაჲ უწესოჲ განიშორეთ პირთაგან თქუენთა, რამეთუ მაგით ილოცავთ თქუენ ღმრთისა მიმართ;
30. ნუმცა ვართ მწყევარ, რაჲთა განვერნეთ ჩუენ წყევისა მისგან რჩულისაჲსა; ვიქმნეთ მუშაკ მალე-მოქმედ, რაჲთა მოვიღოთ სასყიდელი პირველთა მათ თანა;
31. ვიტჳრთოთ სიმძიმჱ დღისაჲ ამის, რაჲთა მოვიღოთ სასყიდელი უმეტესი; ნუმცა ვართ მუშაკ მოცალე, რამეთუ აჰა ესერა უფალმან ჩუენმან მოგჳყვანნა ვენაჴსა თჳსსა;
32. დანერგულმცა ვართ, ვითარცა ვენაჴნი საყურძენსა ქრისტესსა, რამეთუ იგი თავადი არს ვენაჴი ჭეშმარიტი;
33. ვართმცა ვენაჴ ნაყოფის გამომღებელ, რაჲთა არა განვარდეთ ვენაჴისა მისგან ჭეშმარიტისა; ვართმცა სულად სულნელად, რაჲთა ვიდოდის სულნელებაჲ ჩუენი [გარემოჲს ჩუენსა;
34. დავიგლახაკნეთ თავნი ჩუენნი] ამას სოფელსა შინა და მრავალნი განვამდიდრნეთ მოძღურებითა ჩუენითა;
35. მამაჲ არა ვისუათ ქუეყანასა ზედა, რაჲთა ვიქმნეთ შვილ მამისა მის ზეცათაჲსა
36. და თუ არაჲ გუაქუნდეს რეცა, ყოველივე გუაქუს, და რეცა არავინ გჳცნის, და მეცნიერნი ჩუენნი მრავალ არიან; ვიხარებდეთ სასოჲსა მის ჩუენისა მიმართ მარადის,
37. რაჲთა ჩუენ ზედა იხარებდეს სასოჲ იგი ჩუენი და მჴსნელი [ჩუენი]; დავიტანჯნეთ თავნი ჩუენნი ამას სოფელსა და თანამდებ ვიქმნეთ ვნებათა მათ უფლისათა,
38. რაჲთა არა თავ-დაკიდებულ ვიქმნნეთ შემთხუევასა მისსა დალიჭსა მას საშჯელისასა;
39. აღვიღოთ ჩუენ საბრძოლი ღუაწლისაჲ, განმზადებულებაჲ სახარებისაჲ;
40. დავჰრეკოთ კარსა მას ზეცისასა, რაჲთა განგჳღოს წინაშე ჩუენსა და შევიდეთ მას; უწყინოდ ვითხოვდეთ წყალობასა მისსა, რაჲთა მოვიღოთ, რავდენცა გჳნდეს;
41. ვითხოვოთ სასუფეველი მისი და სიმართლჱ, რაჲთა ქუეყანაჲ ესეცა მოგუეცეს და მოგუემატოს;
42. ვზრუნვიდეთ ზესკნელსა მას და მასცა ვზრახვიდეთ, ადგილსა მას, რომელსა ქრისტე აღმაღლდა:
43. დაუტევოთ სოფელ[ი] ესე, რამეთუ არსვე არა ჩუენი; და მივიწინეთ სოფელსა მას, რომელსაცა ჩინებულ ვართ;
44. აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი მაღლად, რაჲთა ვიხილოთ ბრწყინვალებაჲ გამოჩინებისა მისისაჲ;
45. აღვიმაღლოთ ფრთითა ჩუენითა, ვითარცა ორბთა, რაჲთა ვიხილოთ, ჴორცი იგი ვის თანა [არს];
46. დავჰმზადოთ ძღუენი იგი მეუფისა მის, ნაყოფი საწადელი, მარხვაჲ და ლოცვაჲ, რომელ არს წინდი მისი, რაჲთა სარწმუნო-გუყვნეს ყოველსა ზედა საფასესა მისსა.
47. და რომელი-იგი არა ერწმუნოს აღთქუმასა თჳსსა, რაჲცა აღუთქუა, არა უფლონ მას შესლვად სახლსა მას საფასისასა.
48. აწ ვეკრძალნეთ ჴმასა მას სიძისასა.
49. მივეგებვოდით მას სიხარულით და მივართუათ მას შესაწევნელი აღთქუმაჲ, სიმართლჱ და ვერწმუნნეთ აღთქუმასა.
50. და განვერნეთ ცეცხლსა მას უშრეტსა.
51. ხოლო იგი, რომელსა არა ჰმოსიეს სამოსელი საქორწინე, განჴადონ იგი ბნელსა მას გარესკნელსა და [არა] აუფლონ მას ჭამად პურისა მისგან საქორწინისაჲსა.
52. რომელსა უყუარს აგარაკები და სავაჭროჲ, ჴუებულ იპოვოს იგი ქალაქსა მას წმიდათასა.
53. და რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი შორის ვენაჴსა, განფხურენ და განაგდონ იგი სატანჯველად.
54. რომელმან მოიღოს ვეცხლი უფლისა თჳსისაგან, მიაქციენ იგი მომცემელისავე თჳსისა აღნადგინებითურთ, [რომელსა უნდეს ვაჭარ-ყოფაჲ, იყიდენ აგარაკი საფასითურთ]
55. და რომელმან დასთესოს თესლი სიწმიდისაჲ, განწმიდენ ქუეყანაჲ თჳსი ეკალთაგან.
56. რომელსა უნდეს მონადირე-ყოფად, საქმარი თჳსი მარადის მზად იპყარნ.
57. რომელსა უნდეს წმიდა-ყოფად სოფელსა ამას შინა, თავი თჳსი კრძალულად იპყარნ.
58. რომელსა უნდეს მოღებად გჳრგჳნი ზეცისასა, ერწმუნენ აღთქუმასა თჳსსა.
59. რომელი რბიოდის ასპარეზსა მას, ზაკულებასა მბრძოლისა თჳსისასა ეკრძალებოდენ.
60. რომელი შევალს ღუაწლსა, მტკიცედ შეიჭურენ.
61. რომელმან მოიგოს ჯაჭჳს ჭური, წმიდად იპყარნ ყოველსა ჟამსა.
62. რომელმან თავს-იდვას მსგავსებაჲ ანგელოზთაჲ, უცხოდ იპყარნ თავი თჳსი კაცთაგან.
63. რომელმან აღიღოს უღელი წმიდათაჲ, მიცემაჲ და მოღებაჲ განიშორენ.
64. რომელსა უნდეს მოპოვნებაჲ თავისა თჳსისაჲ, მოსაგებელი ამის სოფლისაჲ განიშორენ.
65. რომელსა უყუარს სახლი ზეცისაჲ, თიჴისა სახლთა ნუ დაშურებინ, რომელსა უნდეს ღრუბელთა თანა აღმაღლებაჲ, საჴედართა მკულთა ნუ იღუწინ.
66. რომელსა სწადის ხილვაჲ ზეცისა მის სიძისაჲ, უბიწოდ იპყარნ თავი თჳსი ყოველსა ჟამსა.
67. რომელსა სწადის ზეცისა იგი სასუმელი, მთრვალობასა განეშორენ.
68. რომელი თჳთ იჩინა პურსა მას ზეცისასა ნუ იუნჯებნ ვაჭრობად ამას სოფელსა.
69. რომელმან თჳთ დაითესა თესლი კეთილი, წმიდად იპყარნ ღუარძლისაგან და ეკალთაგან.
70. რომელმან იწყოს შჱნებად გოდლისა, აღითუალენ, რომლითა აღიშენოს.
71. [რამეთუ] რომელმან იწყოს შენებად, ჯერ-არს მისა აღსრულებადცა, რაჲთა არა საკიცხელ იქმნეს თანაწარმავალთაგან.
72. რომელი აშენებდეს სახლსა, განზრახვით დადევინ საფუძველი მისი კლდესა ზედა, რაჲთა არა შეიძრას იგი ქართაგან.
73. [რომელსა უნდეს სილტოლაჲ ბნელისაგან], ვიდოდენ ნათელსა, ვიდრე ნათელი მის თანა არს ...
74. [რომელსა ეშინოდის სილტოლა ზამთრის, ზაფხულის განჰმზადენ შესავედრებელი თჳსი, რომელსა უნდეს შესლვად განსუენებასა, განჰმზადენ შაბათისა მისთჳს საგზალი,
75. რომელი ითხოვდეს უფლისაგან თანანადებთა თჳსთა მიუტევენ მანცა თანამდებსა მას თჳსსა, რომელსა უყუარდეს სიმდაბლჱ, მკჳდრ იყოს იგი ქუეყანასა მას ცხოველთასა“.
76. რომელსა უყვარდეს მშჳდობაჲ, ნაშობ ღმრთის ეწოდოს.
77. რომელმან უწყოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ, ყავნ ნებაჲ მისი, რაჲთა რისხვაჲ უფროჲსი არა მიიღოს.
78. (რომელმან განიწმიდოს თავი თჳსი ზაკულებისაგან, მეუფჱ ქრისტჱ თუალითა თჳსითა იხილოს.
79. რომელმან შეიწყნაროს სული იგი ქრისტჱსი, წმიდად იპყარნ თავი თჳსი და დაიცევინ შინაგანი იგი თჳსი კაცი,
80. რომელი იწოდა ტაძრად ღმრთისა, წმიდად იპყრენინ ჴორცნი თჳსნი ყოვლისაგან ბილწებისა.
81. რომელმან შეაჭმუნვოს სული იგი ქრისტჱსი, მწუხარებასა შინა იყოს ყოველსა ჟამსა.
82. რომელმან მიიღოს ჴორცი იგი ქრისტჱსი, წმიდად იპყრენინ ჴორცნი თჳსნი ყოვლისაგან წიდოვნებისა.
83. რომელმან განიძარცოს ძუელი იგი კაცი, ნუღარა მიიქცევინ მათვე საქმეთა პირველთა.
84. რომელმან შთაიცუას კაცი იგი ახალი, დაიცევინ თავი თჳსი ყოვლისაგან ბილწებისა.
85. რომელმან შთაიცუას ჯაჭჳ წყლისა მისგან ემბაზისა, ნუ განიძარცუავნ მას, რაჲთა არა დაისაჯოს.
86. რომელმან აღიღოს ფარი წინაშე მჴდომისა მის, დაიცევინ თავი თჳსი ისართაგან მომავალთა მის ზედა.
87. რომელი მცონარი არს, იგი არა სათნო არს წინაშე უფლისა თჳსისა.
88. რომელი ზრახავს რჩულსა უფლისასა, ზრახვასა ამის სოფლისასა ნუ შევარდებინ.
89. რომელსა ჰნებავს სლვაჲ რჩულსა უფლისასა, ჰგავს იგი ხესა, რომელი დანერგულ არნ თანა-წარსავალსა წყალთასა.
90. რომელი ესავს კაცსა მოკუდავსა, მიიღოს მან წყევაჲ იგი, რომელ თქუა იერემია.
91. რომელმან აღანთოს სანთელი თჳსი, ნუ დაშრეტნ მას.
92. რომელი მოელის ჴმასა მას სიძისასა, თანა მიიღენ ზეთი.
93. და რომელი-იგი მეკარე არს, ეკრძალენ უფალსა მას თჳსსა.
94. რომელსა უყუარს ქალწულებაჲ, ემსგავსენ იგი ელიას.
95. რომელმან აღიღოს უღელი აღთქუმისაჲ, აღასრულენ აღთქუმაჲ იგი.
96. რომელსა უყუარდეს შეყენებით ცხორებაჲ, მოელოდენ სასოებასა.
97. მზაკუვარ არს, ძმანო, და მრავალ-მანქანა მჴდომი იგი ჩუენი, და პირსა მჴნეთასა განემზადების დაჴსნად მათა,
98. უძლურნი იგი არიანვე მისნი და არა ჰბრძავნ წარტყუენულთა მათ მის მიერ, ხოლო რომელთა ჰქონდენ ფრთენი სიმართლისანი,
99. აღფრინდიან მათგან და ვერ ეწიის ისარი იგი მისი, რაჟამს ესრინ მათ.
100. სულიერნი ხედვენ მას, რაჟამს-იგი ჰბრძავნ და არა იუფლიან იგი ჴორცთა თჳსთა ზედა.
101. ყოველთა შვილთა ნათლისათა არა ეშინის მისგან, რამეთუ ბნელი ივლტინ წინაშე პირსა ნათლისასა.
102. და შვილთა კეთილისათა არა ეშინის ბოროტისაგან, რამეთუ დასათრგუნველად მიეცა იგი ფერჴთა მათთა.
103. რამეთუ რაჟამს მსგავსად ბნელის სახედ ეოცის მათ, იგინი ნათელ იქმნიან, და რაჟამს დაშრიალდის მათ ზედა, ვითარცა გუელი იგი, მარილ იქმნიან და ვერ ჭამის მათგან,
104. და თუ ეჩუენის მათ მსგავსად ასპიტისა და იქედნისა, იგინი იქმნიან მსგავსად ნინეველთა ყრმათა.
105. და თუ შევიდის მათდა მშიერებითა ჭამადთაჲთა, სძლიან მას მარხვითა მათითა, მსგავსად მჴსნელისა ჩუენისა.
106. და თუ თუალთა განცხრომითა ჰბრძავნ მათ, მით აღიხილნიან თუალნი მათნი სიმაღლესა ცისასა.
107. და თუ ჰნებავნ, ვითარმცა შეიტყუვნა იგინი სიტყჳთა, მათ გარე-წარიცოდიან სიტყუაჲ მისი სასმენელთაგან მათთა.
108. და თუ გამოეცხადის მათ და ბრძოლა უყვის, იგინი შეიჭურნიან სარწმუნოებითა და დასციან იგი.
109. და თუ ძალითა მიიწიის მათ ზედა, განიღჳძიან მათ და განიფრთხვიან თაყუანის-ცემად და ადიდებედ ღმერთსა, და თუ მონაგებითა აზრზენნ ამათ, მათი იგი გლახაკთა განუყვიან.
110. და გულის-თქუმითა ევაჲსითა თუ აღძრნის იგინი, მარტოდ განეშორნიან და შეეყენნიან, და არა ასულთა თანა ევაჲსთა.
111. შევიდა ადამისა ჴელითა ევაჲსითა, და ადამ შეიტყჳა სისულელესა შინა თჳს[ს]ა.
112. მოვიდა იოსებისა ჴელითა დედუფლისა თჳსისაჲთა და იოსებ გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მისი, და არა ისმინა სიტყუაჲ იგი დედუფლისა თჳსისაჲ.
113. ჴელითა დედაკაცისაჲთა სძლო სამსონს, ვიდრემდის წარწყმიდა მისგან აღთქუმაჲ იგი მის ზედა.
114. პირმშოჲ იყო რუბენ ყოველთა ძმათა მისთა და ჴელითა მამის ცოლისა.
115. თჳსისაჲთა დაეცა ნიში მის ზედა.
116. მღდელთმოძღუარი იყო აჰრონ სახლსა მას ისრაჱლისასა.
117. და მარიამის, დისა თჳსისათჳს, შეჰშურდა მოსესი.
118. მიავლინა მოსე გამოყვანებად ერისა მის ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა და თანა წარიყვანა მზრახვალი იგი ბოროტთაჲ.
119. და შეემთხჳა უფალი მოსეს და ინება მოკლვაჲ მისი.
120. მან მიაქცია ცოლი მისი მუნვე ქუეყანად მადიამელთად.
121. მჴნე და ძლიერ იყო დავით ყოველსა ღუაწლსა შინა და ჴელითა ასულისა ევაჲსითა იპოვა მის თანა ბრალი.
122. ქმნულკეთილ იყო ამნონი და შუენიერ ხილვითა და შეკრა იგი გულის-თქუმამან დისა მისისამან და მოკლა იგი აბესალომის მიერ, რამეთუ აგინა დაჲ თჳსი თამარი.
123. აღმაღლდა და განდიდნა სოლომონი უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისა[თა] და დღეთა მათ განდიდებისა მისისათა დედათა განდრიკეს გული მისი.
124. და ჴელითა იეზაბელისითა, ასულისა იესბალისითა, განმრავლდა ბოროტი აქაბისი და შეგინებულ [ი]ყო.
125. ჟამსა მას, რომელსა გამოცადა იობი ნაშობითა და მონაგებითა და ვერ ეუფლა მას, მივიდა და შევიდა მისა ასული იგი ევაჲსი და მოუჴდა მას, რომელმან-იგი დაამჴუა ადამი,
126. და ეტყჳს პირითა მისითა კაცსა მას მართალსა იობსა და ჰრქუა: „თქუ ნუ რაჲ სიტყუაჲ ღმრთისა მიმართ“.
127. ხოლო მან შეურაცხ-ყო სწავლაჲ მისი.
128. ასა მეფემან სძლო დაწყეულსა მას ცხორებასა, ჟამსა მას, რომელსა უნდა ჴელითა დედისა მისისაჲთა შეტყუვილი მისი.
129. ხოლო ასა გულისხმა-ყო ზაკულებაჲ იგი მისი, დაამცირა დედაჲ თჳსი დიდებისაგან თჳსისა და დაამჴუნა და დამუსრნა კერპნი იგი, რომელთა ჰმსახურებდა დედაჲ მისი.
130. დიდ იყო იოვანე წინაჲსწარმეტყუელთა შორის ყოველთა და მოკლა იგი ჰეროდე როკვასა მას შინა ასულისა ჰეროდიაჲსსა.
131. მდიდარ იყო ჰამანი, შემდგომი მეფისაჲ, და აზრახა ცოლმან მისმან წარწყმედად ჰურიათა.
132. ნახპეტ იყო ზამბრი გუნდსა მას ზედა ამონისსა და დაამჴუა იგი ქუე ასულმან მან მეფისა მის მადიამელთაჲსამან.
133. ერთისა დედაკაცისაგან დაეცა ისრაჱლისაგანი ოცდაოთხი ათასი ერთსა დღესა შინა.
134. ამისთჳს, ძმანო, ყოველი კაცი აღთქუმისა და სიწმიდისათჳს, რომელი მარტოდ შეეყენოს, ნუ უნებნ დედაკაცისა თანა ყოფაჲ, და ნუცა დედაკაცისა შინაგან სლვაჲ,
135. არამედ უმჯობეს არს მისა, თუ ცხადად ცოლი ესუას.
136. და დედაკაცისაჲ ესრე ჯერ-არს, თუ ცხადად ქმარი ესუას, ვიდრე განჴორვებასა და ცოდვასა; დედაკაცი დედათა შეეყავნ და მამაკაცი მამათა.
137. უკუეთუ შერთულ იყვნენ მამაკაცი და დედაკაცი კურთხევით ქორწილითა, ნუ განეყენებიედ.
138. უკუეთუ აღთქუმით განეყენნენ, ნუ მეორედ შეიყოფვიედ, რაჲთა არა მრუშებად შეერაცხოს.
139. ამიერითგან სწავლაჲ კეთილ და შუენიერ ესე არს.
140. მე ვასწავე თავსა ჩემსა და თქუენ, საყუარელნო: მარტოდ ყოფაჲ მამათაჲ და მარტოდ ყოფაჲ დედათაჲ კეთილ და შუენიერ არს.
141. რომელთა დაიცვენ თავი თჳსი აღთქუმასა, დაუთმონ საწუთროსა ამას ჭირსა.
142. რამეთუ თქუა იერემია წინაჲსწარმეტყუელმან:
143. „ნეტარ არს კაცისა, რომელმან აღიღოს უღელი სიჭაპუკითგან თჳსით და დაჯდეს დადუმებული, რამეთუ თავს-იდვა უღელი შენი.
144. ესრე ჯერ-არს, საყუარელნო.
145. რომელმან აღიღოს უღელი ქრისტესი აღთქუმით, დაიცევინ სიწმიდით.
146. რამეთუ ესრე წერილ არს მოსესთჳს, საყუარელნო: ჟამსა მას, ვითარცა გამოეცხადა წმიდაჲ იგი, მანცა შეიყუარა სიწმიდჱ.
147. და ჟამსა მას, ვითარცა განწმიდნა, ცოლი იგი მისი წინადაცუეთითა ძისა თჳსისაჲთა მას არა ჰმსახურებდა,
148. რამეთუ ესრე წერილ არს: „ისუ, ძჱ ნავესი, იყო მსახურ მოსესა სიყრმით თჳსითგან“.
149. და მერმე ისოჲსთჳს ესრჱ წერილ არს: „კარავსა მას არა განეშორებოდა“.
150. და კარავი იგი მის ჟამისაჲ ჴელითა დედაკაცისაჲთა არა იმსახურებოდა,
151. რამეთუ არა უბრძანებს შჯული დედათა შესლვად კარავსა მის ჟამისასა, არამედ, რაჟამს მოვიდიან თაყუანის-ცემად დედანი, კართა გარე თაყუანის-სციან და წარვიდიან.
152. ხოლო მღდელთა მათ ესრე ამცნო და ჰრქუა: „რაჟამს იყოს მსახურებაჲ კარვისაჲ მის ჟამისაჲ, ცოლთაგან წმიდად იპყრენით თავნი თჳსნი“.
153. და ელიაჲსთჳს ესრე წერილ არს: იყო ჟამი, მთასა კარმელსა იყოფვოდა, და არნ ჟამი ნაღუარევსა მას ქორათისასა და მოწფისა მისგან თჳსისა იმსახურებოდა.
154. რამეთუ გული მისი ცათა შინა იყო, მფრინველთა ცისათა მოაქუნდა მისა საზრდელი, რამეთუ თავს-იდვა მან მსგავსებაჲ მღჳძარეთა ზეცისათაჲ.
155. ამათვე მღჳძარეთა მოაქუნდა მისა პური და წყალი“.
156. და რაჟამს ივლტოდა პირისაგან იეზაბელისა, ყოველი ზრუნვაჲ თჳსი დადვა ცათა შინა
157. და ეტლითა ცეცხლისაჲთა აღიტაცა ცად მიმართ და მუნ იქმნა სამკჳდრებელი თჳსი უკუნისამდე აღთქუმისა დამარხვითა.
158. და ელისჱ ვიდოდა გზათა მოძღურისა თჳსისათა.
159. და ქორსა მას სომანიტელისასა დედაკაცისასა იყოფვოდა და მოწფისა თჳსისაგან იმსახურებოდა.
160. რამეთუ ესრე თქუა დედაკაცმან მან სომანიტელმან: „წინაჲსწარმეტყუელი ესე წმიდაჲ ღმრთისაჲ არს, და მარადის აქა მიმავალ-მომავალ არს.
161. აწ ესრე შეჰგავს სიწმიდესა მისსა, უქმნეთ ამას საყოფლად ქორი ერთი და სამსახურებელი განსასუენებელი.
162. და რაჲ-მე არს სამსახურებელი იგი განსასუენებელი ქორსა მას ელისესსა? ცხედარი, ტაბლაჲ და სასანთლე.
163. და იოვანესთჳს რაჲ-ღა-მე ვთქუა, რამეთუ კაცთა შორისცა არა ინება ყოფაჲ, და ეკრძალებოდა სიქალწულესა თჳსსა აღთქუმით, და მოიღო მან სული იგი ელიაჲსი?
164. და ნეტარი იგი მოციქული იტყჳს თავისა თჳსისათჳს და ბარნაბაჲსთჳს: „ნუუკუე არა ჴელ-გუეწიფებისა ჭამად და სუმად ანუ დედათა თანა-ყვანებად? არამედ არა ჯერ-არს“.
165. ამისთჳს, ძმანო, ვიხილეთ და გულისხმა-ვყავთ, რამეთუ დასაბამითგან ჴელითა დედაკაცისაჲთა შევიდა მტერი იგი კაცსა და მიაღსასრულადმდე იგივე გუბრძავს.
166. საჭურველი არს იგი ეშმაკისაჲ და ჴელითა მისითა ჰბრძავს იგი რჩეულთა ღმრთისათა: და იგი ექმნა პირ და ებან დღით პირველით; მის გამო დაიდვა წყევაჲ იგი შჯულისაჲ;
167. მის გამო შევიდა სიკუდილი – სალმობით შობს შვილთა და მიეცემიან სიკუდილსა; მის გამო დაიწყევა ქუეყანაჲ, რაჲთა აღმოსცენდეს ეკალი და კუროჲსთავი.
168. ამიერითგან მოსლვასა მას ნეტარისა მარიამისსა ეკალი იგი განიფხურა, ოფლი იგი განიჴოცა, ლეღჳ იგი დაიწყევა, მიწაჲ იგი მარილ იქმნა,
169. წყევაჲ იგი დაემშჭუალა ძელსა მას ჯუარისასა, სამოთხჱ იგი ხარებულ არს ნეტართა წმიდათა, ხჱ იგი ცხორებისაჲ მოეცა საჭმლად მორწმუნეთა და ნებისმყოფელთა,
170. ქალწულნი ნაყოფსა შესწირვენ, კარი განღებულ არს, გზაჲ განწმედილ არს, წყაროჲ აღმოეცა და ასუამს წყურიელთა,
171. საქორწინე განღებულ არს, ჴარი იგი უსხი დაკლულ არს, სასუმელი ცხორებისაჲ განზავებულ არს,
172. სიხარული მიფენილ არს, მოციქულნი იჩინებიან; ჩინებულნი მრავალ არიან.
173. ჩინებულნო, მზად იპყრენით თავნი თჳსნი, სიძე იგი ინაჴ-იდგამს! ნათელი გამობრწყინდა კეთილი და სამკაული შუენიერი, წარუვალი განუმზადებიეს,
174. ქადაგი მოახლებულ არს და ღაღადებს, სამარენი აღეღებიან, დაფარულნი გამოჩნდებიან, მკუდარნი აღდგებიან, ნესტჳ იგი ჴმობს, ქნარისა მის ჴმაჲ ისმის,
175. ცხოველნი ესე აღფრინდებიან მიგებებად უფლისა, მღჳძარენი ცათა შინა ასწავებენ, საყდარი საშჯელისაჲ აღმართებულ არს.
176. რომელი-იგი დაშურა, უხარის, რომელი-იგი მოუძლურდა, ეშინის.
177. ყრმანი მარჯუენით კერძო მხიარულ არიედ, და რომელნი-იგი მარცხენით – იგლოვედ და ტირედ.
178. რომელნი ბნელსა შინა სხენან, სულთ-ითქუმენ, რომელნი ნათელსა შინა არიან, მათ უხარის.
179. მადლი გამოჩნდა, ჭეშმარიტებაჲ სუფევს; სინანული არა არს მას სოფელსა.
180. ზაფხული მოგუეახლა, ზამთარი განგუეშორა.
181. შაბათი იგი განსუენებისაჲ მოიწია, ნათელი სუფევს, საწერტელი სიკუდილისაჲ ივლტის.
182. რომელი-იგი მჴნჱ იპოვა აღთქუმასა, იგი იხარებს, იშუებს და აქებს.
183. რომელთა ცოლ არა ისუეს, [მღჳძარეთაგან ცისათა იმსახურნენ.
184. და რომელთა ცოლ ისუეს], ანუ თუ დედაკაცი ქმრის ვიდეს და ერწმუნნეს აღთქუმასა ურთიერთას, ზეცისასა მას გჳრგჳნსა ღირს-იქმნნენ;
185. აღთქუმის მმარხველნი სახლსა მაღლისასა იხარებდენ.
186. და ყოველთა მარტოდ მყოფთა ახაროს მხოლოდშობილმან, რომელი მოვიდა წიაღთაგან მამისათა.
187. არა არს მუნ რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა და არცა მონისა და უფლისა, რამეთუ ყოველნი ნაშობ ღმრთის იყვნენ.
188. და ყოველთა ქალწულთა წმიდათა, რომელთა დაუწინდნეს თავნი მათნი ქრისტესა, მუნ აღინთნენ სანთელნი თჳსნი და შევიდენ საქორწინესა მას სიძისა მის წინაშე.
189. ყოველნი, რომელნი ერწმუნნეს ქრისტესა, შორს არიან იგინი წყევისა მისგან შჯულისაჲსა, და გარეშჱ არიან იგინი პატიჟისა მისგან ასულთა მათ ევაჲსთა;
190. სალმობასა შობისასა შორს არიან, და ამის სოფლისა შვილებაჲ არად მიუთუალავს და არცა ზრუნვენ საცხორებელსა მათსა, არამედ ქრისტესა ერწმუნნიან აღთქუმითა მით.
191. და რამეთუ არა ვიდიან ქმრის, ეხარის მათ სახელი უმეტჱს ძეთა და ასულთა.
192. და გლოვისა მის წილ ასულთა ევაჲსთა უგ˜ლბდო ღმერთსა ფსალმუნითა და ქებითა.
193. ქორწილი ევაჲს ასულთაჲ შჳდ დღჱ, ხოლო წმიდათა ქალწულთაჲ – უკუნისამდე ჟამთა.
194. სამკაული ევაჲს ასულთაჲ მატყლისაჲ და მჩურისაჲ, რომელი განკფდის და წარჴდის, ხოლო მათი იგი სამოსელი არა განკფდეს უკუნისამდე.
195. ასულთა ევაჲსთა სიკეთჱ სიბერემან დააჭნვის, ხოლო სიკეთჱ აღნათქუემის მმარხველთაჲ აღდგომისა ჟამთა განახლდეს და განბრწყინდეს.
196. ჵ ქალწულო, რომელმან მიათხოვე თავი შენი ქრისტესა, ნუუკუე გეტყოდეს ვინმე და გრქუას: „მოვედ, იყავ ჩემ თანა და მმსახურებდ მე“,
197. შენ ესრე მიუგე მას: „კაცსა მეუფესა მითხოვილ ვარ მე, მას ვჰმსახურებ მე და მასცა ვეკრძალები:
198. უკუეთუ დაუტევო იგი და მსახურებაჲ მისი, განრისხნეს ჩემ ზედა და დაწეროს წიგნი განსატევებელი და განმჴადოს სახლით ჩემით.
199. და ვიდრე შენ ჩემგან განსუენებასა ეძიებდე და მე – შენგან, ნუ უკუე ბრალეულ ვიპოვნეთ და წარვწყმიდოთ აღნათქუემი იგი ჩუენი სიქალწულე.
200. საყუარელო, ნუ შთაიგდებ ცეცხლსა წიაღთა შენთა, რაჲთა არა შეიწუას სამოსელი იგი საქორწინე, არამედ შენ მარტოდ იყავ და ეკრძალე აღნათქუემსა მას შენსა წინდსა
201. და მეცა მარტოდ ვიყო და განვჰმზადოთ თავისა ჩუენისა ზეთი,
202. რაჲთა შევიდეთ საქორწინესა მას ბრძენთა მათ თანა ქალწულთა, და არა დავეყენნეთ გარეშჱ სულელთა მათ თანა“.
203. ისმინე შენ, საყუარელო, ესე, რომელსა მივსწერ შენდა, ვითარ ჰშუენის ყოფად აღნათქუემის აღმთქუმელთა და ქალწულთა წმიდათა:
204. პირველი ესე, მტკიცედ პყრობად უღელი სარწმუნოვებისაჲ, რომელი მივწერე შენდა პირველსა მას წიგნსა.
205. რაჲთა გულსმოდგინე იყო თაყუანისცემასა, მარხვასა და სიყუარულსა ქრისტესსა;
206. და იყო მშჳდ და მდაბალ და წრფელ სიტყჳთა და წმიდა გონებითა ყოველთა მიმართ კაცთა;
207. იყავნ სიტყუაჲ შენი ზომით, და კარი შეაბ ბაგეთა შენთა სიტყუათათჳს ამაოთა;
208. და ეკრძალე მაღლად სიცილსა;
209. და ნუ გიყუარნ სამკაული სამოსელთაჲ, და ნუ იღუწი საჴმარსა შენსა, ვითარცა ცოლიერი, ანუ ვითარცა ქმრის ცოლი;
210. ნუ ინაჴს-იდგამ ქორწილსა და ნუცა გარდაერევი ღჳნოსა;
211. განიშორე შენგან გონებაჲ ამპარტავანი;
212. და სიძეთა შემკულთა ნუ გწადინ ხილვაჲ;
213. განიშორე შენგან ენაჲ მზაკუვარი და ბაგენი ცრუნი და ნუ ძჳრსა იტყჳ კაცისათჳს და ნუცა ჰამბავსა ცრუსა ერჩი, ვიდრე გამოძიებადმდე კეთილისა და ბოროტისა.
214. ავასხო თუ, ნუ მოჰჴდი ვახშსა და აღნადგინებსა.
215. ანგაჰრებაჲ ნუ გიყუარნ.
216. გიყუარდინ მიცემაჲ ვიდრეღა მოღებასა; ნუ ეკიცხევ კაცსა, რომელი მოიქცეს სინანულად და ნუ ჰბასრობ ძმასა, რომელი იმარხვიდეს, და ნუცა არცხუენ, რომელი ვერ იმარხვიდეს.
217. ადგილსა, რომელსა შეგიწყნარონ, ეკრძალე და სადა არა შეგიწყნარონ, გულისხმა-ყავ [...] თავისა შენისაჲ.
218. რაჟამს შეიწყნარნენ სიტყუანი შენნი, იტყოდე; უკუეთუ არა შეიწყნარნენ, დადუმენ.
219. და მუცლისა თჳსისათჳს ნუ საკიცხელ ჰყოფ თავსა თჳსსა სახლითი-სახლად სლვითა.
220. რომელსა ეშინოდის ღმრთისა, მას განუცხადე ზრახვაჲ შენი და ბოროტისაგან დაიცევ თავი თჳსი.
221. და იდუმალ ძჳრსა ნუ იტყჳ მოყუსისათჳს, და თუ მტერი შენი იყოს; და ესრჱთ დაშუერ, რაჲთა ყოვლადვე მოძულე არა გესუას.
222. და თუ კეთილისა საქმისათჳს ვისმე შურდეს, მან უფროჲს და უმეტჱს დასძინენ კეთილი.
223. რაჟამს აქუნდეს რაჲ, ეცინ გლახაკსა, მხიარულ იყავნ; უკუეთუ არაჲ გაქუნდეს, ნუ შეჭუვნდებინ, გარნა ილოცევდინ.
224. ხოლო კაცისა ძჳრისმეტყუელისა თანა ნუ არნ ზრახვაჲ შენი; და კაცისა მაგინებელისა თანა ნუმცა იყოფვი, რაჲთა არა ძჳრი თქუას უფლისა შენისათჳს.
225. უცნებით ნუ სათნო-ეყოფვი მოყუასსა შენსა.
226. ესე ყოველი შეჰგავს მარტოდმყოფთა და ქალწულთა, რომელთა აღიღეს უღელი იგი ზეცისაჲ აღთქუმით და ექმნეს მოწაფჱ ქრისტესა.
227. ესრე შეჰგავს მათა, რაჲთა მოძღუარსა მას თჳსსა ქრისტესა ემსგავსნენ.
228. აღჳღოთ ჩუენცა, საყუარელნო, მსგავსებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ, რამეთუ მდიდარ იყო და დაგლახაკნა, მაღალ არს და დაიმდაბლა თავი თჳსი.
229. საყოფელი მისი მაღალთა შინა, და ქუეყანასა ზედა არა იპოვა ადგილი, სადამცა მიიდრიკა თავი.
230. ღრუბელთა ზედა მოსლვად არს; კიცუსა ზედა დაჯდა და შევიდა იერუსალჱმდ, და [რამეთუ] ღმერთ არს და ძჱ ღმრთისაჲ, ხატი მონისაჲ თავს იდვა შემოსად;
231. და რამეთუ განსუენებაჲ იყო ყოველთა მაშურალთაჲ, თჳთ დაშურა, რაჲთა ყოველთა განგჳსუენოს.
232. და რამეთუ წყაროჲ იყო, ასუა ყოველთა წყურიელთა, მოეწყურა და ითხოვა სასუმელი.
233. და რამეთუ თჳთ სავსებაჲ იყო, განაძღო მშიერებაჲ ჩუენი და თჳთ მოემშია.
234. განვიდა უდაბნოდ და გამოიცადა.
235. რამეთუ მღჳძარე იყო და არა დაიძინა, დაიძინა ნავსა შინა შორის ზღუასა.
236. და რამეთუ ჰმსახურებენ მას მღჳძარენი ცათა შინა, საყდართა ზედა მამისათა მჯდომარემან თჳთ ჰმსახურა კაცთა ჴელითა თჳსითა.
237. და რამეთუ მკურნალ იყო ყოველთა სნეულთაჲ, დამშჭუალნეს ჴელთა მისთა სამშჭუალნი.
238. და რამეთუ კეთილსა მიჰფენდა პირითა თჳსითა ყოველთა მიმართ, აჭამეს მას ნავღელი.
239. და რამეთუ არავის რაჲ ავნო, გუემეს იგი და აყუედრებდეს მას.
240. და რამეთუ განმაცხოველებელ იყო იგი ყოველთა მკუდართაჲ, მისცა თავი თჳსი სიკუდილსა ჯუარითა.
241. ესე ყოველი სიმდაბლჱ გჳჩუენა მაცხოვარმან.
242. ამიერითგან ჩუენცა დავიმდაბლნეთ თავნი ჩუენნი, ძმანო.
243. უფალი ჩუენი რაჟამს მოვიდა თჳსსა მას ბუნებასა გარეშჱ და ჩუენითა ამით ბუნებითა შემოსილ იქცეოდა ჩუენ თანა.
244. ვდგეთ და ველოდით ბუნებასა მას მისსა ბუნებითა ამით ჩუენითა, რაჲთა დღესა მას განკითხვისასა ზიარ-მყვნეს ჩუენ ბუნებასა მას მისსა.
245. მიიღო უფალმან ჩუენმან წინდი თჳსი და აღმაღლდა.
246. იგი, რომელ არაჲთ ნაკლულევან იყო, ჩუენისა სავსებისათჳს ესე ყო.
247. ჩუენი ესე იყოვე მისი, ხოლო მისი იგი ვინაჲ ჩუენდა? სარწმუნო არს სიტყუაჲ ესე, რომელ აღმითქუა ჩუენ: „სადა მე ვიყო, მუნცა თქუენ ჩემ თანა“.
248. იგი, რომელ ჩუენგან მიიღო, დიდებითა და პატივითა არს მის თანა.
249. და მისი იგი, რომელ არს მის თანა, უფროჲს გჳღირს დიდებითა და პატივითა პყრობად.
250. ჩუენი იგი პატიოსნად არს მის თანა, მისებრ მისი იგიცა პატიოსნად ვიპყრათ ჩუენ თანა.
251. უკუეთუ დიდებულ ვყოთ მისი იგი ჩუენ თანა, მოგუეგებვოდის ჩუენითა მით და მიგჳზიდნეს თავისა თჳსისა თანა.
252. უკუეთუ შეურაცხ-ვყოთ მისი იგი, მიიღოს ჩუენგან თჳსი იგი.
253. და თუ უდებ-ვყოთ წინდი იგი მისი, რომელ აღგჳთქუა, მასცა განგუაშორნეს ჩუენ.
254. ვეკრძალნეთ ძესა მას მეუფისასა, რომელ ჩუენ თანა არს, რამეთუ ჩუენიცა წინდი მის თანა არს.
255. რომელმან თავ-უყოს ძესა მას მეუფისასა, მეუფისა მისგან პოვოს პატივი.
256. ჩუენი იგი პატიოსნად ზის მის თანა.
257. შარავა[ნ]დი დაადგა მას და დასუა მარჯულ მისა.
258. და ჩუენ, რამეთუ გლახაკ და მიწა ვართ, რაჲ მივაგოთ ძესა მას მეუფისასა?
259. არარაჲ უჴმს მას ჩუენგან, გარნა ესე, რაჲთა წმიდად ვიპყრათ ტაძარი ესე, რაჲთა რაჟამს აღესრულნენ ჟამნი და მიგჳყვანნეს მამისა,
260. პირმხიარულნი მადლითა სავსენი დავდგეთ წინაშე მისა.
261. რაჟამს მოვიდა, ჩუენი არარაჲ იყო მის თანა, გარნა ჩუენი ესე შეიმოსა.
262. ჟამსა მას, რაჟამს ახარა გაბრიელ ნეტარსა მარიამს, რომლისაგან იშვა უფალი, სიტყუაჲ მაღლით მოიღო და მოვიდა, და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის.
263. და რაჟამს აღმაღლდა მომავლინებელისა თჳსისა, აღიხუნა ჴორცნი იგი, რომელ მიერ არარაჲ მოაქუნდეს,
264. ვითარცა მოციქული იგი იტყჳს: „ვითარცა მივიდა მამისა თჳსისა, აღგუამაღლნა და დამსხნა ჩუენ ცათა შინა
265. და მოგჳვლინა ჩუენ სული წმიდაჲ და თქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ და მე თქუენ თანა ვარ მიაღსასრულადმდე სოფლისა“.
266. ქრისტე არს მარჯულ მამისა; ქრისტე არს შორის კაცთა; შემძლებელ არს ზესკნელთა და ქუესკნელთა; სიბრძნჱ არს მამისაჲ და მრავალთა შორის დამკჳდრებულ არს.
267. ერთ არს და მრავალთა მორწმუნეთა შორის იპოვების სავსებით; და არა დააკლდა, ვითარცა წერილ არს: „განუყო იგი შორის მრავალთა“.
268. [დაღათუ შორის მრავალთა] განყოფილ არს, მითცა მარჯულ მამისა ზის და რამეთუ მარჯულ მამისა ზის, ჩუენ მის თანა ვართ და იგი ჩუენ თანა,
269. ვითარცა თქუა: „თქუენ ჩემ თანა და მე თქუენ შორის“.
270. და მერმე თქუა: „მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“.
271. უკუეთუ გონებაჲ ვისიმე უძლურ არს ცნობისაგან, დაადგებოდის და აცილობდეს სიტყუასა ამას და თქუას, ვითარმედ: „ერთ არს ქრისტე და ერთ არს მამაჲ მისი.
272. და ვითარ დაიმკჳდროს მამამან და ძემან კაცისა მორწმუნისა თანა?
273. შენ, მორწმუნეო, მიუგე: სახელი სამებისაჲ თითოვეულად,
274. ხოლო სწორებაჲ სამებისაჲ: ერთი ბუნებაჲ, ერთი ღმრთეებაჲ, ერთი არსებაჲ, ერთი ძალი, ერთობით ყოველთა მორწმუნეთა კაცთა თანა.
275. არა მრავალნი ღმერთნი არიან და არცა ურიცხუნი ქრისტენი, არამედ სამი სახელი: მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ.
276. ერთი ღმერთი ყოველთა ზედა უკუნისამდე, ამენ.
277. ისმინე შენ, საყუარელო, ვითარ გულისხმის-საყოფელ არს სიტყუაჲ გამოჩინებულთაგან.
278. საცნაურ არს ყოველი დაბადებული, ხოლო დამბადებელისა არსებაჲ ვერვინ თქუას და ვერცა გამოძიებად შემძლებელ არს.
279. ყოველთა წინაშე ჩას, რამეთუ მზის-თუალი ცათა შინა არს და ნათელი მისი ქუეყანასა ზედა მიფენილ არს
280. და მისგან შევალნ კართა მრავალთა სახლისათა და მრავალთა ტაძრისა სარკუმელთა შედგების.
281. და სადაცა მივალნ მბრწყინვალებაჲ მისი, მზჱ ითქუმის.
282. დაღათუ კაცისა ნებისა ოდენი არნ და რომელთავე ნაპრალთა შესრულ არნ, მზედვე იწოდებინ.
283. და მზის-თუალი ცათა შინა არნ და არა მოაკლდის.
284. და მრავალ მზისთუალ არა ითქუმის.
285. და წყალნი ზღჳსანი მრავალ არიან და ჭლაკი ერთიღა [თუ] აღმოიღო ზღჳსაგან, წყალივე იწოდების
286. და [თუ] ათასნი ჭურჭელნი აღავსნე, იგივე იწოდების და ზღჳსაგან არაჲ მოაკლდებინ.
287. ეგრევე სახედ [ცეცხლისაგან სანთელი აღანთო და] ცეცხლსა მას არაჲვე მოაკლდის.
288. და თუ საგზებელად იღო მისგანი, იგი ეგრევე ჰგიეს.
289. და თუ მიწაჲ ქუეყანისაგან აღიღო, სახელი ვერ შეუცვალო.
290. ეგრე სახედცა ღმერთი და ძჱ მისი მხოლოდშობილი და სული მისი წმიდაჲ მრავალთა მორწმუნეთა კაცთა თანა არს და იგი ღმრთეებასავე თჳსსა ჰგიეს.
291. უკუეთუ მზის-თუალსა არა მოაკლდის, რაჟამს მიეფინის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ესე ესრჱთ არს, უფროჲს ძლიერ არს ძალი ღმრთისაჲ.
292. მერმე მოგაჴსენო შენ, საყუარელო, წერილთაჲ მათ.
293. ჟამსა, რომელსა დამძიმდა მოსჱ სიბერითა მით და ვერ უძღოდა ერსა მას, ჰრქუა მას უფალმან:
294. „მოვიღო სულისა მაგისგან შენისა, რომელ შენ თანა არს, და მივჰფინო სამეოც და ათთა ზედა მოხუცებულთა
295. და მოიღო სულისა მისგან მოსესისა და აღავსნა მისგან სამეუც და ათნი კაცნი და მოსეს არაჲ დააკლდა, და არცა სული იგი წმიდაჲ, რომელ მის თანა იყო, და-რაჲ-მცირდა.
296. და იტყჳს ნეტარი იგი მოციქული: „განუყო ღმერთმან სულისა მისგან ქრისტესისა და მიჰფინა წინაჲსწარმეტყუელთა ზედა“
297. და ქრისტე იგივე ჰგიეს, რამეთუ არა ზომით მისცა მამამან სული იგი თჳსი.
298. ამით ცან, საყუარელო, ვითარმედ ქრისტე მრავალთა თანა დამკჳდრებულ არს, მრავალთა შორის განყოფილ არს და მამისა თანა სავსებით არს.
299. მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა მოიღეს სულისაგან მისისა, ვითარცა შეუძლეს და მერმე სულისა მისისაგან მიფენილ არს ყოველსა ზედა ჴორციელსა.
300. და წინაჲსწარმეტყუელებენ ძენი მათნი და ასულნი მათნი, მოხუცებულნი და ჭაპუკნი მათნი, მონანი და მჴევალნი.
301. და ქრისტე ჩუენ თანა არს, და ქრისტე ცათა შინა, მარჯულ მამისა მისისა თანა არს.
302. და ქრისტემან არა თუ ზომით მოიღო სული იგი, არამედ მამამან შეიყუარა იგი და ყოველივე მისცა ჴელთა მისთა.
303. [რამეთუ იტყჳს იოვანე: „არა თუ ზომით მისცა მამამან სული ძესა თჳსსა, არამედ შეიყუარა იგი და მისცა ყოველივე“];
304. და თჳთ უფალი იტყჳს: „ყოველივე მოცემულ არს ჩემდა მამისა მიერ ჩემისა“.
305. და მერმე თქუა: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მისცა ძესა თჳსსა“.
306. და მოციქული იტყჳს: „ყოველივე დაემორჩილოს ქრისტესა, გარნა მამაჲ, რომელმან დაამორჩილა მას ყოველი.
307. და იყავნ ღმერთი ყოვლითა ყოველსა შინა და ყოველსა კაცსა ზედა“.
308. იოვანესთჳს წამებს უფალი ჩუენი და იტყჳს: „უფროჲს არს იოვანე ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა“:
309. ხოლო ზომითვე მიიღო სული იგი, მითვე სულითა მიიღო ელია სული იგი, ეგრეცა იოვანეს იგივე სული აქუნდა.
310. ელიას მიმოდაიტაცებდა სული იგი სადამე მთათა, სადამე უდაბნოთა, სადამე ქუაბთა.
311. ელიას მფრინველნი ზრდიდეს და იოვანე ფრთოვანსა მკალსა ჭამდა.
312. ელიას ხალენისა სარტყელი ერტყა და იოვანეს – ტყავისაჲ.
313. ელიას იეზაბელ სდევნიდა და იოვანეს – ჰეროდია.
314. ელია აქაბს ამხილებდა და იოვანე – ჰეროდეს.
315. ელია განაპო და განყო იორდანე, და იოვანე განაღო ემბაზი ნათლისცემისაჲ.
316. ელიას სული იგი მრჩობლად დაადგრა თავსა ზედა ელისესსა.
317. და იოვანეს ჴელი იგი, რაჟამს მიიწია თავსა მას ზედა მჴსნელისა ჩუენისასა, მისი იგივე სული მას ზედა განუზომელად მიიწია.
318. ელიას განეხუნეს ცანი და აღჴდა, და იოვანე იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი და დადგრომილი თავსა ზედა მჴსნელისა ჩუენისასა.
319. ელისე მრჩობლი სული მოიღო ელიაჲსგან, ხოლო უფლისა ზედა განუზომელად ნათლის-ღებასა ზეგარდამო.
320. ელისე მოიღო ხალენი იგი ელიაჲსი და უფალმან ჩუენმან თავს-იდვა ჴელი იგი მღდელთმოძღურისაჲ მის.
321. ელისჱ დაატკბო წყალი იგი მწარე, ხოლო უფალმან ჩუენმან გარდააქცია წყალი იგი ღჳნოდ.
322. ელისჱ განაძღო ერთითა ჴუეზითა ასი კაცი, ხოლო უფალმან ჩუენმან ხუთითა ჴუეზითა ხუთ ათასნი განაძღნა, თჳნიერ დედებისა და ყრმებისა.
323. [ელისჱ განწმიდა ნემან განბოროტებული.
324. ხოლო უფალმან ჩუენმან – ათნი იგი კაცნი].
325. ელისჱ დაწყევა ყრმები იგი და შეჭამეს დათუთა, ხოლო უფალმან ჩუენმან აკურთხა ყრმები იგი.
326. ელისჱს აყუედრებდეს ყრმები იგი, ხოლო უფალსა ჩუენსა აქებდეს და აკურთხევდეს.
327. ელისჱ დაწყევა გეეზი, ხოლო უფალმან ჩუენმან დაწყევა იუდა და აკურთხნა მოციქულნი.
328. ელისჱ ერთი მკუდარი აღადგინა, ხოლო უფალმან ჩუენმან მრავალნი მკუდარნი აღადგინნა.
329. ელისჱ დავარდა ყრმასა მას ზედა მკუდარსა და აღადგინა, ხოლო უფალი ჩუენი შთაჴდა სამარესა და მრავალნი აცხოვნნა და აღადგინნა.
330. აწ მრავალნი სასწაულნი არიან, რომელნი ქმნნა სულმან ქრისტესმან ჴელითა წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთაჲთა.
331. ამისთჳს, ძმანო ჩემნო, ჩუენცა, რომელთა მოვიღეთ სული იგი ქრისტესი და ქრისტემან დაიმკჳდრა ჩუენ თანა, ვითარცა წერილ არს,
332. რომელმან თქუა სულმან წმიდამან პირითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა: „დავემკჳდრო მე მათ თანა და ვიყო მე მათ შორის“.
333. ამიერითგან განუმზადოთ ტაძარი ესე სულსა მას ქრისტესსა და ნუმცა შევაჭუვნებთ მას, რაჲთა არა წარვიდეს ჩუენგან.
334. მოვიჴსენოთ, ვითარ-იგი გუამცნებს ჩუენ მოციქული და იტყჳს: „ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითა ნათელ-იღეთ დღესა მას გამოჴსნისა თქუენისასა“.
335. რამეთუ ნათლისღებითა ამით მოვიღებთ სულსა მას ქრისტესსა.
336. რამეთუ რაჟამს მოჰხადიან მღდელთა სულსა მას წმიდასა, რაჟამს დგანედ ემბაზსა მას თანა, განახუნის ცანი და გარდამოჴდის და დაადგრის წყალსა მას ზედა ემბაზისასა.
337. ყოველთა ნაშობთა კაცთაგან შორს არს სული წმიდაჲ, გარნა რაჟამს შთაჴდის კაცი იგი ემბაზსა მას ნათლისღებისასა,
338. მას ჟამსა შევიდის სული იგი წმიდაჲ კაცსა მას და არნ მის თანა.
339. შობასა მას პირველსა შუმინვითა ცხოველითა შეიქმნის კაცი იგი მუცელსა მას შინა დედისა თჳსისასა და შემდგომად მოკუდავ არს.
340. [ხოლო მეორჱ იგი შობაჲ ემბაზითა მით, ნათლისღებითა უკუდავ არნ.] რამეთუ სული ღმრთისაჲ მიიღის კაცმან მან ემბაზსა მას შინა, რომელ არს უკუდავ.
341. და რაჟამს მოკუდის კაცი, დაეფლის ქუეყანასა ბუნსა თჳსსა და ცნობაჲ მიეღის მისგან და სული იგი წმიდაჲ, რომელ არნ მის თანა, ავიდის ქრისტესა.
342. ამას ორსა ნეტარი იგი მოციქული გჳჩუენებს და იტყჳს: „დაეფლვის ჴორცი მშუმინვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი“; და სული იგი მიიქცის მუნვე ქრისტესა.
343. მერმე იტყჳს მოციქული: „რაჟამს განვიდეთ ჴორცთა ამათგან.
344. უფლისა ჩუენისა მივიდეს სული იგი“ და სული იგი მშუმინვიერი ქუეყანასა ზედა დაშთის, და გულისხმის-ყოფაჲ მიეღის მისგან.
345. ხოლო რომელმან დაიმარხოს სული იგი ქრისტესი სიწმიდით, ვითარცა შევიდის წინაშე ქრისტესა, ესრე თქჳს:
346. „ჴორცსა მას, რომელსა მე შევედ, შემემოსა წყლისა მისგან ემბაზისა, წმიდად დამმარხა მე“.
347. მაშინ აწჳის სულმან მან წმიდამან ქრისტესა, რაჲთა აღდგომასა მას ჴორცთა მისთასა უფროჲსი ძალი და დიდებაჲ მიიღოს ჴორცითა თჳსითა.
348. ხოლო კაცმან მან, რომელმან მი[ი]ღოს სული იგი წმიდაჲ წყლისა მისგან ემბაზისაჲსა და შეაწუხოს იგი, განვიდის და წარვიდის მისგან, ვიდრე არღა მომკუდარ არნ კაცი იგი,
349. და მივიდის ბუნად თჳსა ქრისტესა, და იდრტჳნის წინაშე ქრისტესა კაცისა მისთჳს, რომელმან შეაწუხა იგი.
350. და რაჟამს იყოს აღსასრული ჟამთაჲ და მოიწიოს ჟამი აღდგომისაჲ, მოვიდეს სული იგი ძალითა ძლიერითა
351. და დადგეს სამარესა მას ზედა, რომელსა დამარხულ არნ კაცი იგი [მართალი, რომელსა დაუმარხავნ სული იგი] წმიდაჲ სიწმიდით, ეკრძალებინ ჴმასა მას ზეგარდამოსა.
352. და [ვითარცა] განახუნიან მღჳძარეთა ბჭენი ზეცისანი წინაშე მეუფისა მის, მაშინღა ნესტჳ იგი ოხრინ და ქნარი იგი ჴმობნ და ესმის სულსა მას ჴმაჲ იგი.
353. და ადრჱ-ადრჱ მივიდის და აღაღის სამარესა მას და აღადგინნის ჴორცნი იგი თჳსნი დაფარულნი,
354. და შთაეცჳს დიდებაჲ იგი მას, რომელ გამოსრულ არნ მისგან და შინაგან იქმნის სული იგი ჴორცთა მათ, რომელ აღადგინნა.
355. და დიდებაჲ იგი სამკაულ-ექმნის გარეშჱ და მხიარულად დიდებითა წარდგ[ის] იგი წინაშე ქრისტესა.
356. და იქმნის კაცი იგი ყოვლად სულ და წარწყმიდის სიკუდილი იგი ცხოველებისა მისგან სულისაჲსა.
357. და აღფრინდის სულითა მით მიგებებად მეუფისა.
358. და შეიწყნაროს იგი მეუფემან მან სიხარულით.
359. და მადლიერ არნ ქრისტე ჴორცთა მათ სიწმიდის-მმარხველთა.
360. აწ, საყუარელნო, ესე სული წმიდაჲ, რომელი მიიღეს წინაჲსწარმეტყუელთა და ჩუენცა, არა ყოველსა ჟამსა ჩუენ თანა არნ, და არნ ჟამი, რაჟამს მივიდის მომავლინებელისა თჳსისა.
361. ისმინე, საყუარელო, რომელ თქუა უფალმან ჩუენმან:
362. „ნუ შეურაცხჰყოფთ ერთსა მცირეთაგანსა, რომელსა ვჰრწმენე მე, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ჰხედვენ ცათა შინა პირსა მამისა ჩემისასა“.
363. ესევე სული მივიდის და დადგის წინაშე ღმრთისა, და ანგელოზთა იხილიან პირი მისი.
364. ხოლო რომელმან შეაგინის ტაძარი იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არნ, იდრტჳნის წინაშე ღმრთისა.
365. და მე მოგაჴსენო შენ, საყუარელო, წიგნთაგან, რამეთუ სული არა თუ კაცის მის თანა არნ, რომლისაჲ არნ ესრეთ.
366. წერილ არს საულისთჳს: „აღმაღლდა მისგან სული იგი წმიდაჲ“, რომელ მოვიდა მისა ჟამსა მას ცხებისასა, რამეთუ შეაწუხა იგი საულ.
367. და მიუვლინა მას ღმერთმან მის წილ სული უკეთური.
368. და ვითარცა აურვებნ მას სული იგი უკეთური, მოიღის დავით ქნარი იგი მის წინაშე და გალობნ,
369. და მეყს მოიწიის სული იგი წმიდაჲ, რომელ მოიღო დავით ჟამსა მას ცხებისასა, და ივლტინ სული იგი უკეთური პირისაგან მისისა, რომელი აურვებნ საულს.
370. და არნ ჟამი, დავითისგანცა წარვიდის სული იგი წმიდაჲ და დავით მოიღის ქნარი იგი და იწყის გალობად, და მოვიდის და დაადგრის მის ზედა სული იგი წმიდაჲ.
371. უკუეთუმცა იყოფვოდა მარადის მის თანა სული იგი წმიდაჲ, არამცა ცთომილ იყო იგი ურიაჲს ცოლისა თანა.
372. ხოლო ჟამსა, რომელსა თავყუანის-სცემნ დავით და აღიარებნ შეცოდებათა თჳსთა წინაშე ღმრთისა, ესრჱთ თქჳს:
373. „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
374. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა ჴელმწიფებისა შენისაჲთა დამამტკიცე მე“.
375. და ელისჱსთჳს ესრეთ წერილ არს: ვიდრე არა მოვიდა მისა ქნარითა მით მგალობელი იგი და არარაჲ აუწყა მას სულმან წმიდამან; ვითარცა გალობდა ქნარითა მით,
376. მაშინ-ღა მოვიდა მისა სული იგი წმიდაჲ, იწყო წინაჲსწარმეტყუელებად
377. და თქუა: „ესრეთ იტყჳს უფალი: არა იყოს ქარი და არცა იხილოთ წჳმაჲ, და ველსა ამას გუბები აღივსოს წყლითა“.
378. და მერმე დედაკაცი იგი სომანიტელი რაჟამს მოვიდა ელისჱსა, ძისა მისთჳს თჳსისა მომკუდრისა, ელისჱ ესრე თქუა: „და უფალმან დაფარა ჩემგან და არა გამომიცხადა“.
379. და მერმე, რაჟამს მიავლინა მეფემან ისრაჱლისამან რაჲთამცა მოკლა იგი, უთხრა მას სულმან წმიდამან, ვიდრე არღა მოსრულ იყო მოციქული იგი მისა.
380. და თქუა ელისე: „აჰა ესერა მოავლინა ძემან მან უშჯულომან აღებად თავისა ჩემისა“.
381. და მერმე აუწყა სავსებისა მისთჳს, რომელ ყოფად იყო სამარია ქალაქსა შემდგომად დღისა მის.
382. ესრეცა აუწყა მას სულმან წმიდამან გ[ე]ეზისთჳს, ვითარმედ მიიპარა ვეცხლი იგი და დამალა.
383. ამისთჳს, საყუარელნო, რაჟამს იცვალის სული იგი წმიდაჲ კაცისა მისგან, რომლისა თანა მყოფ არნ, ვიდრე მოსლვადმდე მის კაცისა,
384. ჰბრძავნ მას სული იგი უკეთური ეშმაკი, რაჲთამცა აცთუნა იგი, და რაჟამს პოვის კაცი იგი უდებად.
385. რამეთუ ვიდრე არნღა სული იგი წმიდაჲ კაცისა მის თანა, ეშინინ სულსა მას უკეთურსა მიახლებად მისა.
386. იხილე, საყუარელო, რამეთუ უფალი ჩუენი, რომელი მისვე სულისაგან შობილ არს, არა გამოიცადა ეშმაკისაგან.
387. ხოლო რაჟამს გარდამოჴდა სული წმიდაჲ მის ზედა ნათლისღებასა მას ზედა ემბაზსა წმიდასა იორდანესა,
388. შემდგომად აღიყვანა იგი სულმან მან უკეთურმან მთასა მას და გამოსცდიდა იგი მას.
389. ესე ზაკულებანი არიან მჴდომისანი.
390. ხოლო შენ, საყუარელო, რაჟამს აგრძნე ბრძოლაჲ იგი მისი და სულითა არა აღსდუღნე და გონებაჲ შენი ზრუნვასა ამის სოფლისასა მოჰხჳო,
391. გულისხმა-ყავ, რამეთუ სული იგი ღმრთისაჲ განშოვრებულ არს შენგან.
392. ხოლო შენ აღდეგ და თაყუანის-სცემდ და ილოცევდ, და მოვიდეს შენდავე სული იგი წმიდაჲ მცველი შენი და არა გერეოდის შენ მჴდომი იგი შენი,
393. რამეთუ მპარავმან კედელი ვერ დათხარის, ვიდრე მამასახლისი იგი შინა არნ და მღჳძარე არნ.
394. ხოლო რაჟამს არა შინა იპოვის, ანუ თუ სძინავნ.
395. ეგრე სახედცა ეშმაკი ვერ ეუფლის ტაძარსა მას ქრისტესსა ჴორცთა ამათ ჩუენთა, არა თუ სული იგი ქრისტესი იცვალის ჩუენგან.
396. უწყებით უწყინ მპარავმან მან მამასახლისისაჲ მის, შინა არნ ანუ არა, არამედ წინავე იმსტურონ და ისმენნ.
397. უკუეთუ ესმინ ჴმაჲ მამასახლისისაჲ მის, ვითარ-იგი ამცნებნ სახლეულთა თჳსთა, ვითარმედ: „მე შორად გზად წარვალ“,
398. და რაჟამს წარვიდის, მპარავი იგი მივიდის და კედელი დათხარის და ფასი განიპარის.
399. უკუეთუ მღჳძარე არნ და სახლეულნი განაკრძალნის, ეშინინ მპარავსა მას და ივლტინ.
400. ეგრეთვე ეშმაკსა: არა თუ წინაჲსწარ რაჲ ცნობაჲ აქუს, რაჲთამცა უწყოდა, რაჟამს სული იგი მცველი წარვიდის კაცისა მისგან,
401. არამედ ჟამსა ელინ და უმზირინ კაცსა მას, რომლისა თანა ქრისტე დამკჳდრებულ არნ.
402. და რაჟამს იტყჳნ სიტყუათა უშუერთა და მწინკულევანთა, ანუ თუ გული უწყრებინ, ანუ თუ განრისხებულ არნ,
403. ანუ თუ ჰბრძავნ ვის, ანუ გულის სიტყუასა ცუდსა შევრდომილ არნ, მაშინღა ცნის ეშმაკმან მან, თუ ქრისტე არა მის თანა არნ, მოვიდის და აღასრულის ნებაჲ მის თანა.
404. რამეთუ ქრისტე მშჳდთა და მდაბალთა თანა დამკჳდრებულ არნ და რომელთა ეშინის სიტყუათაგან მისთა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს:
405. „ვის-მე მივხედო, ანუ ვის თანა დავემკჳდრო, გარნა მშჳდთა და მდაბალთა თანა და რომელთა ეშინის სიტყუათაგან ჩემთა?“
406. და უფალმან ჩუენმან თქუა: „რომელი ვიდოდის მცნებათა ჩემთა და დაიმარხოს სიყუარული ჩემი, მისა მივიდეთ მე და მამაჲ ჩემი, და ვანი მის თანა დავიდვათ“.
407. და რაჟამს იხილის კაცი იგი განკრძალულად და გულისმოდგინე არნ თაყუანის-ცემასა და ლოცვასა, გარჱ-შეიქცის მისგან, და ვერ ჰკადრის [მიახლებად] მას.
408. იხილოს, რამეთუ ქრისტე მის თანა არნ.
409. უკუეთუ სთქუა თუ: „რავდენ-მე არს ეშმაკი, [რამეთუ აჰა ესერა მრავალთა ჰბრძავს?“ ისმინე და მერჩდი და მოიჴსენე, რომელი-იგი ზემო დავწერე და მოგეც ქრისტესთჳს,
410. რამეთუ განყოფილ არს იგი მრავალთა შორის და მისა არაჲ დაკლებულ არს.
411. ტაძართა, რომელთა სარკუმლით მცირჱ მზჱ შედგის, ყოველი ტაძარი განათლდის; და კაცსა, რომელსა მცირედ შევიდის ეშმაკისაგან, თავადი იგი დაბნელდის.
412. ისმინე, რომელსა იტყჳს მოციქული: „უკუეთუ ეშმაკი ხატად ეჩუენის და ნათლად ანგელოზებრცა,
413. არარაჲ დიდ არს, რამეთუ მსახურნი მისნიცა ეგრევე იქცევიან, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი“.
414. და უფალმან ჩუენმან ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „აჰა ესერა მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დატკებნად ყოველი ძალი მტერისაჲ“.
415. და გჳთხრობენ წიგნნი, ვითარმედ ერმრავალ არს და მსახურნიცა არიან მისნი და იობი იტყჳს მისთჳს: „შექმნა იგი ღმერთმან მჴდომად“.
416. და რომელ არიან მსახურნი მისნი, განუტევნა და რბიან ყოველსა სოფელსა შინა და ჰბრძვანან კაცთა, რაჲთამცა აცთუნნეს იგინი.
417. ხოლო გამოცხადებულად ვერ ჰბრძვანან, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა [ჴელმწიფებაჲ] მის ზედა ძლევად მისა ჯუარითა ქრისტესითა
418. და წმიდად დამარხვითა ჴორცთა ჩუენთაჲთა, გარნა ტაცებით იტაცებს და პარვით იპარავს.
419. მერჩდით მე სიტყჳსა მისთჳს, საყუარელნო, რომელ (თ)ქუა მოციქულმან და სცთებიან მას შინა მწვალებელნი.
420. იტყჳს მოციქული: „არს ჴორცი მშუმინვიერი და არს ჴორცი სულიერი.
421. ესრე წერილ არს, ვითარმედ შეიქმნა პირველი იგი კაცი ადამი – შუმინვაჲ ცხოველი, ხოლო მეორჱ იგი ადამი – სული ცხოველი“.
422. და სცთებიან და იტყჳან, ვითარმედ ორი ადამი არსო, და თქუა: „ვითარცა შთავიცუთ ჩუენ ხატი იგი ადამის მიწისაგანისაჲ, ეგრევე სახედ შთავიცუთ ჩუენ ხატი იგი ადამის ზეცისაჲ“.
423. ადამი მიწისაგანი იგი არს, რომელმან ცოდა, ადამი ზეცით მაცხოვარი – უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.
424. [რომელმან შეიყუაროს სული იგი ქრისტჱსი, იქმნეს იგი მსგავს ადამისა მის ზეცისაჲ,
425. რომელ არს მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტჱ,] რომელ შეიმოსა მშუმინვიერი ესე სულიერმან მან, ვითარცა ზეშთა მივწერე შენდა.
426. კაცმან მან, რომელმან შეაწუხოს სული იგი ქრისტესი, აღდგომასა მშუმინვიერად იპოვოს, რამეთუ სული ზეცისაჲ არა იყოს მის თანა.
427. და რაჟამს აღდგეს, დაშთეს იგი ბუნსავე თჳსსა, ქუეყანასა ზედა, განძარცული სულისა მისგან წმიდისა.
428. და რამეთუ გინებულად იპყრა მან სული იგი ქრისტესი, იპოვოს იგი დღესა მას შემთხუევისასა [შიშველ და სავსე სირცხჳლითა განქიქებული.
429. ხოლო რომელმან პატიოსნად იპყრას სული იგი და დაიმარხოს სიწმიდით, დღესა მას შემთხუევისასა,] დაიცვეს იგი სულმან მან წმიდამან.
430. და იყოს იგი ყოვლითავე სრულ და არა იყოს იგი შიშუელ, ვითარცა მოციქული იტყჳს: „გარნა ესე, რაჟამს მოსილ ვიყვნეთ, ნუმცა შიშულად ვიპოვებით“.
431. და მერმე თქუა: „ყოველთა დავიძინოთ, ხოლო აღდგომასა არა ყოველნი განვახლდეთ,
432. რამეთუ ჯერ-არს მოკუდავსა მას შთაცუმად უკუდავებაჲ და განრყუნილებასა მას შთაცუმად ურყუნელებაჲ.
433. ხოლო რაჟამს შთაიცუას მოკუდავმან მან უკუდავებაჲ და რყუნილებამან ამან ურყუნელებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი,
434. რომელ დაიწერა: „დაითქა სიკუდილი ძლევითა“.
435. მერმე იტყჳს: „მეყს თუალისა წამსა მკუდარნი აღდგენ ურყუნელნი და ჩუენ განვახლდეთ“.
436. და ესე რომელნი განახლდენ, მათ შთაიცუან ხატი ადამის სულიერისაჲ და იქმნნენ სულიერ,
437. ხოლო რომელნი-იგი არა განახლდენ, დაშთენ შუმინვითა ჴორციელითა მსგავსად ადამის მიწისაგანისა ქუეყანასა ზედა.
438. რომელნი ერწმუნნეს აღთქუმასა, მიიტაცნეს ცად მიმართ და აღაფრინვნეს სულმან მან წმიდამან,
439. რომელ შთაეცუა მათ, და დაიმკჳდრონ სასუფეველი, რომელ განმზადებულ იყო მათთჳს საუკუნითგან.
440. და მშუმინვიერნი ესე დაშთენ აქავე ქუეყანასა ზედა სიმძიმესა შინა ჴორცთა თჳსთასა.
441. და მიიქცენ ჯოჯოხეთა.
442. მუნ იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
443. ესე მივწერჱ და მოვაჴსენე თავსა ჩემსა და, თქუენ, საყუარელნო.
444. ამიერითგან შეიყუარეთ სიქალწულჱ, ნაწილი ზეცისაჲ, და აღნათქუემი დაიმარხენ ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ ესე არს ნაწილი კეთილი.
445. არარაჲ არს, რომელი ესწორების ამას.
446. ესე არს შერთვაჲ მღჳძარეთა ზეცისათაჲ.
447. ესევითართა თანა დაიმკჳდრის ქრისტემან.
448. ჟამი ზაფხულისაჲ მოიწია, რტონი ლეღჳსანი დაჩჩობილ არიან.
449. სასწაულნი, რომელნი თქუნა უფალმან ჩუენმან, იქმნებიან, რამეთუ თქუა:
450. „აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყოს სიყმილი და მახჳლი და სიკუდილი, საშინელებანი ზეცით გამოჩნდენ“.
451. ესე ყოველი ესერა დღეთა ჩუენთა აღესრულების.
452. აწ იკითხევდ შენ ამას, რომელი მივწერჱ შენდა, შენ და ძმანი შენნი, რომელთა აღეთქუას აღთქუმაჲ და შეიყუარეს სიქალწულჱ.
453. და ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რომელთა აღუთქჳან, აღთქუმაჲ დაიმარხენ.
454. რამეთუ იტყჳს: „აღუთქუთ და აღუსრულეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ეკრძალენით ყოვლისაგან უდებებისა და შჯულს[ა] უფლისასა ზრახევდით დღჱ და ღამჱ“.
455. სიტყუაჲ უშუერი და ლაღობაჲ განიშორეთ პირისაგან თქუენისა, რომელმან საკიცხელ ყვის და განაქიქის კაცი,
456. რამეთუ აღესრულების მათ ზედა სიტყუაჲ იგი, რომელ წერილ არს სახარებასა,
457. ვითარ უნდა უფალსა ჩუენსა აჴოცად ანგაჰრებისა მის ფარისეველთა მათგან: „რამეთუ იყვნეს ვეცხლის-მოყუარე და განბასრეს იგი“.
458. ეგრეცა აწ ყოველმან, რომელმან არა თავს-იდვას ყოფად სიტყუათა ამათ დაწერილთა, ფარისეველთაებრვე განბასრეს.
459. ხოლო შენ, საყუარელო, იკითხევდ და ისწავებდ და გულს-იდგინე ყოფად და აღსრულებად შჯული უფლისაჲ, იყავნ შენდა ზრახვა და ზრუნვა ყოველსა ჟამსა.
460. და ვითარცა აღმოიკითხო შენ წიგნი ესე, გლოცავ შენ ცხორებითა მაგით შენითა.
461. საყუარელო, აღდეგ და თაყუანის-ეც უფალსა, და მომიჴსენე შეცოდებული წმიდასა ლოცვასა შენსა.
462. და ყოველთა ერთობით აღმოვთქუათ ქებაჲ და დიდებაჲ მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
463. წმიდაო იპოლიტე, მეოხ-ეყავ მამასა იოვანეს წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
464. ესე ერთი წიგნი მათითა საფასითა დაიწერა.
465. ვინ იკითხვიდეთ, ულოც~ვდით.