1. ნეტარისა იპოლიტეს თქუმული აღსასრულისათჳს ჟამთაჲსა, თქუმული წიგნთაგან წმიდათა ქრისტესთჳს და ანტექრისტესთჳს
2. გაუწყე შენ დამტკიცებულსა მაგას შენსა მეცნიერებასა, გულისხმის-ყოფად რომელ-ესე წინა-გჳც შენ მიერ ჩუენდა თავ სიყუარულის, ჵ ჩემდა ძმაო თეოფილე!
3. ღირსად და წესად შეჰრაცხე უხუად და უშურველად წარმოღებად ვითარცა წმიდისა წყაროჲსაგან მუნვე საღმრთოთა წიგნთა შეტყუებით;
4. წარმოგიდგინო შენ რომელცა-ეგე გწადის, და ნუ სმენითა ხოლო სასმენელთაჲთა მხიარულ იქმნები ამას ზედა, არამედ ძალითურთ გულისხმა-ყავ და საქმესა მას ხედევდ,
5. რაჲთა ყოვლითურთ ღმრთისა დიდებად შემძლებელ იყო, რაჲთა იყოს ესე შენდა საზრდელ ამას სოფელსა უურველად და უჭირველად ჩუენ მიერ,
6. რაჲთა რომელ ესე მრავალთა მძიმედ გულისხმისსაყოფელ არს და ძნიად მისაწევნელ განმზადებულითა სიტყჳთა მიუგო.
7. აწ შენ მისთესე სივრცესა გულისა შენისასა, ვითარცა პოხილსა და წმიდასა ქუეყანასა, რაჲთა დაუყუდნე და განაკრძალნე ამით რომელნი-იგი ჴდომად აღუდგენ სიტყუასა მას ჴსნისასა.
8. ხოლო მეშინის ნუუკუე ურწმუნოთა და მგმობართა ენათა მიმართ მისთესო ესე,
9. რამეთუ არა თუ მცირე რაჲ უვარ არს ესე, არამედ მიჰფინე ესე მოშიშთა და მორწმუნეთა კაცთა რომელთა ენებოს ღირსებით და სიმართლით და შიშით ცხორებაჲ.
10. რამეთუ არა ცუდად რაჲ ნეტარი იგი მოციქული ასწავებს მიწერითა მით ტიმოთეს:
11. „ჵ ტიმოთე, სარწმუნოვებაჲ ეგე კრძალულად იპყარ და ჰრიდებდ ურწმუნოვებისათა მათ ახალ ჴმათა და მჴდომთა მათგან სახეთა, რომელნი აღსარებასა მას სარწმუნოვებისასა შესცთეს“;
12. და მერმე: „ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლსა მას შინა იესუ ქრისტესსა,
13. და რომელიგი გესმა ჩემგან ჴელითა მრავალთა მოწამეთაჲთა, ამას დაუმტკიცებდ მორწმუნეთა მათ კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად“.
14. აწ უკუე ნეტარი იგი მოციქული შიშით ჴელსა შეჰყოფდა ამას რომელ-იგი არა ყოველთა წინაჲსწარ უწყებულ და განცხადებულ იყო, წინაჲსწარ ჰხედვიდა სულითა, რამეთუ არა ყოველთა თანა არს სარწმუნოვებაჲ;
15. რავდენ არა უფროჲს, უკუეთუ ჩუენ უდებთა მიმართ ღმრთისათა მათ სიტყუათა მივცემდეთ განრყუნილთა და უღირ[ს]თა კაცთა?
16. რამეთუ ნეტარნი იგი წინაჲსწარმეტყუელნი თუალ ჩუენ გუექმნნეს, წინაჲსწარხილვითა მით ჴელითა სარწმუნოვებისაჲთა სიტყჳსა მის ზრახვაჲ,
17. რამეთუ რომელ იგი მათსაცა შემდგომად იყვნეს მოგჳთხრეს ნათესავთა, არა თუ წარსრულთა მათთჳს ხოლო მოგჳთხრეს,
18. არამედ მათ ჟამთათჳსცა და ყოფადთა მათთჳსცა მოგჳთხრეს, რაჲთა არა ერთისა ჟამისათჳს ერქუას წინაჲსწარმეტყუელ,
19. არამედ ყოფადთათჳსცა წინაჲსწარ ჩუენდა მოთხრობითა განმზადებულთა მათთჳს, რაჲთა წინაჲსწარმეტყუელი იგი ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ითქუას.
20. რამეთუ ესე ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა მით სულითა განძლიერებულ და თავადისა მის სიტყჳსა მიერ ღირსად პატიოსან,
21. მსგავსად ქნარისა ვიეთმე აღრთულ, რომელთა აქუს უღელი იგი ვითარცა საფანდურებელი.
22. რომლისა ჴელისა მიერ შეხრილ გჳთხრობდეს ამას, რომელ რაჲ უნდა ღმერთსა,
23. რამეთუ არა თჳსითა ძალითა რასმე წინაჲსწარმეტყუელნი იგი წინაჲსწარმეტყუელებდეს – ნუ სცთები – და არცა რომელ იგი მათ უნდა მას ქადაგებდეს;
24. არამედ პირველ სიტყჳთა მით გულისხმა-ჰყოფდეს სამართლად, და მერმე ჩუენებითა ეუწყებოდა გამოკეთებად, ესრეთ მოვლინებულნი კეთილად იტყოდეს ამას
25. რამეთუ მათა ხოლო იყო ღმრთისა მიერ გამოცხადებაჲ იგი;
26. და თუმცა არა, რომლისა სიტყჳსა მსგავსად წინაჲსწარმეტყუელნი იგი ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი წინაჲსწარმეტყუელებდეს?
27. ხოლო რასა იგი სულითა წინაჲსწარ ჰხედვიდეს განმზადებულთა მათთჳს და გჳთხრობდეს,
28. და არა თუ წარსრულთათჳს რასმე იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი იგი რომელ იგიმცა ყოველთა ეხილვა,
29. არამედ ყოფადთა მათ მოგჳთხრეს ჭეშმარიტად, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი შერაცხილ არიან.
30. ამისთჳსცა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელნი იგი წინაჲსწარ-მხილველ ითქუმიან, რომელთა მათ კეთილად მეტყუელთა მიერ ჩუენცა სწავლულნი გამოვიტყჳთ;
31. და არა თუ ჩუენითა სიბრძნითა რაჲმე ახლად ჴელსა შევჰყოფთ გამოთქუმად, არამედ რაჲ-იგი დასაბამითგან წარმართებულ არიან სიტყუანი და წერილნი,
32. შუვა წარმოვიღებთ და განვანათლებთ მათა მიმართ რომელნი მართლ რწმუნებად შემძლებელ იყვნენ,
33. რაჲთა იყოს ორკერძოჲთვე ზოგადი სარგებელი: რომელნიიგი გულსმოდგინე იყვნენ სამართლად გამოუცხადებთ ყოფადთა მათ
34. და რომელნი იგი ისმენდენ გამოუცხადოთ ძალი თქუმულთაჲ მათ.
35. და რამეთუ აწ შრომაჲ იგი და ღუაწლი ორკერძოვე წინა-გჳც, უურველად შე[უ]ორგულებელად გამოვთქუათ,
36. და რომელნი-იგი ისმენდეს მორწმუნედ სმენითა მით შევაწყნარნეთ თქუმულნი იგი.
37. გლოცავ შენ, თანა-მოღუაწე მეყავ მე ლოცვის-ყოფით ღმრთისა მიმართ.
38. ვითარცა-იგი რომელ წინავე ნეტართა მათ წინაჲსწარმეტყუელთა გამოეცხადა ღმრთისა იგი სიტყუაჲ, რომელი-იგი დასაბამითგან სიტყუაჲ იყო,
39. ხოლო აწ ჩუენთჳს კაცადცა ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, გამოგიცხადებს შენ ამას რომლისა მის მიერ ლოცვისყოფითა წარწევნად წადიერ ვართ გამოძიებად.
40. არამედ რამეთუ თჳსითა მით მოწყალებითა დაურიდებელად მიაუწყებს ყოველთა წმიდათა სიტყუაჲ იგი მართლ თავისა თჳსისა ჴელითა ყოველთა წმიდათაჲთა, ვითარცა მეცნიერ.
41. შემწე ჩუენისა სარგებლისათჳს, გულისხმისმყოფელ კაცობრივისა ამის უძლურებისათჳს, რაჲთა რომელნი-იგი უცებნი იყვნენ,
42. სწავლნეს და შეცთომილნი მოაქცინეს ჭეშმარიტსა გზასა თჳსსა,
43. და რომელნი-იგი სარწმუნოვებით ეძიებდენ, ადვილად პოვონ, რომელნი წმიდითა ჴორცითა და უბიწოჲთა გულითა რეკად კართა განმზადებულ არიან მუნქუესვე განეღოს.
44. რამეთუ არა შეურაცხ-ვინ ყვნის თჳსთა მსახურთაგანნი და არცა მოიძაგის, ვითარმცა არა ვინ ღირს იყო საღმრთოჲსათა მათ ზრახვათა;
45. არცა მდიდარი უშერაცხილეს და უპატიოსნეს შეურაცხიეს გლახაკისა, და არცა გლახაკსა უპოვარებისათჳს შეურაცხ-ჰყოფს, და არცა დუჟსა მას ვითარცა უგულისჴმოსა აყუედრებს.
46. და არცა საჭურისსა ვითარცა კერძო-კაცსა განაგდებს, და არცა დედაკაცსა დედლობისა და დასაბამისა მის შეცოდებისათჳს განაგდებს,
47. და არცა მამაკაცთა მცნებისა გარდასლვისა მისთჳს აგინებს,
48. არამედ ყოველთაჲვე სწყალობს და ყოველთაჲვე განრინებად ჰნებავს
49. და ყოველთავე ძედ ღმრთისად სრულყოფად სწადის და ყოველთა მათ წმიდათა ერთად კაცად აღსრულებულად უწესს.
50. რამეთუ ერთ არს ძე იგი ღმრთისაჲ, რომლისა მიერ ჩუენცა, მიწევნულ სულითა წმიდითა ზესკნელსა მას შობასა,
51. ერთად აღსრულებულ და ზეცისასა მას კაცსა ყოველთავე მოსლვად და მოწევნად გუწადის.
52. რამეთუ სიტყუამან მან ღმრთისამან უთესლოდ მოიღო წმიდაჲ ჴორცი წმიდისა ქალწულისაგან, რომლისაჲ-იგი ვითარცა სიძე სამკაული, და აქუსა იგი ზედა ჯუარსა მას,
53. და შეჰრია მოკუდავი ესე ჴორცი თჳსსა მას ძლიერებასა და განსარყუნელი ესე – განურყუნელსა მას
54. და უძლური ესე-ძლიერსა მას, რაჲთა აცხოვნნეს წარწყმედულნი ესე კაცნი.
55. და აწ ითქუმიან ქსელ უფლისა ვნებანი იგი რომელ ჯუარსა მას ზედა, და საგუსალ მას შინა-სულისა წმიდისა ძალი, და სავაღალწმიდაჲ იგი ჴორცი დაქუსულ სულსა მას,
56. და მატყლ – რომელ სიყუარულისა ქრისტესისაგან არიან მადლნი, რომელ-იგი დაამტკიცებს და შეჰყოფს ორსავე ერთად,
57. ფხინ – სიტყუაჲ იგი, და მოქმედ – მამანი იგი და წინაჲსწარმეტყუელნი არიან რომელნი კოჭადმდე სრულსა მას სამკაულსა უქსოვენ ქრისტესსა,
58. რომელთა ჴელითა სიტყუაჲ იგი გჳჩუჱნნა მსგავსად ფხინისა და ქუსავს მათ გამო, რაჲცა-იგი ჰნებავნ მამასა.
59. ხოლო აწ ჟამი ესე გუასწრაფებს გამოძიებად ყოფადთა მათთჳს კმა ყოფად წინაჲსწარ სიტყუათა ამათ მადლთა მიერ ღმრთისათა თქუმულთათჳს;
60. ჯერ-არს აწ წარმოღებად საღმრთოთა წიგნთაგან და გამოთქუმად ვითარ ანუ რაბამ რაჲ იყოს მჴდომისაჲ მის მოსლვაჲ,
61. რომელთა დღეთა ანუ რომელსა ჟამსა ბნელისაჲ იგი გამოჩნდეს, ვინაჲთმე ანუ რომლისა ნათესავისაგან, და რაჲმე არს სახელი მისი,
62. რომელ თითთა რიცხუთა ასოჲთა მით გამოითქუმის, და ვითარ ცთომაჲ ერისაჲ მის იყოს და ვითარ შეკრიბნეს კიდით ქუეყანისაჲთ და იწრობაჲ
63. და დევნაჲ ზედა წმიდათა აღადგინოს, და ვითარ-სახედ თავსა თჳსსა განადიდებდეს ვითარცა ღმერთი.
64. და ვითარ-რაჲ იყოს მისი აღსასრული იგი, და ვითარ სახედ მოსლვაჲ იგი უფლისაჲ გამოჩნდეს ზეცით, და ვითარ იყოს სოფლისა ამის ცეცხლითა განკითხვაჲ,
65. და ვითარ იყოს წმიდათა დიდებაჲ და ზეცისაჲ სასუფეველი, რომელნი-იგი სუფევდენ ქრისტეს თანა, და ვითარ იყოს უკეთურთაჲ მათ საუკუნოჲ იგი ცეცხლითა ტანჯვაჲ.
66. აწ უფლისა მის და მჴსნელისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს, ძისა მის უფლისაჲსა, მეუფისა მის და დიდებულისა,
67. ვითარცა ლომისა წინაჲსწარ-ქადაგებულისა, მსგავსად მისა ანტიქრისტესთჳსცა, ვითარ წინაჲსწარ თქუეს წიგნთა სიფიცხლისა მისისათჳს და მძლავრებისა.
68. რამეთუ ყოვლითავე ემსგავსოს მაცთური იგი ძესა მას ღმრთისასა.
69. აწ ლომ ქრისტე ითქუმის და ითქუმის ლომ ანტიქრისტეცა; გამოჩნდა კრავად ქრისტე, და იგიცა ეგრევე სახედ გამოჩნდეს ვითარცა კრავი და შინაგან იყოს მგელ დადარანებულ;
70. მჴსნელი იგი მოვიდა სოფლად, და იგი ეგრე სახედვე მოვიდეს; წარავლინნა უფალმან მოციქულნი იგი ყოველთა მიმართ წარმართთა,
71. ეგრეცა მან წარავლინნეს ცრუმოციქულნი;
72. შეკრიბნა განბნეულნი იგი ცხოვარნი ქრისტემან, და ეგრეცა მან შეკრიბოს განბნეული იგი ერი; ნათელ-სცა ქრისტემან რომელთა ჰრწმენა იგი.
73. და იგიცა ნათელ-სცემდეს; ხატად კაცთა გამოჩნდა უფალი, და იგიცა კაცთა ხატად მოვიდეს;
74. აღადგინნა მჴსნელმან მან თჳსნი იგი ჴორცნი და გჳჩუჱნნა ვითარცა ტაძარი, და მან აღაშენოს იერუსალჱმისა იგი ტაძარი დაჴსნილი.
75. ესე არიან მისნი იგი მაცთურებისა მანქანებანი, რომელნი ამისა შემდგომადცა გითხრნე; აწ მოვედით და ვიწყოთ დასაბა]მითგანსა მას.
76. რამეთუ იტყჳს ნეტარი იგი იაკობი კურთხევათა მათ, წინაჲსწარ ქადაგებს უფლისა და მჴსნელისა ჩუენისათჳს ესრე:
77. „იუდა, შენ გაქებდენ ძმანი შენნი, და ჴელნი შენნი ზედა ბეჭთა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენი ძენი მამისა შენისანი.
78. ლეკუ ლომის იუდა, აღმოცენებისაგან გამოჰჴედ, შვილო ჩემო; მიწოლით დაიძინოს ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, და ვინ-მე აღადგინოს იგი?
79. ნუ მოაკლდებინ მფლობელი იუდაჲსგან ნუცა ჴელმწიფჱ წყვილთა მისთაგან, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ-იგი დგას და ემარხვის; და იგი ხოლო იყოს სასოვება წარმართთა.
80. გამოაბას ვენაჴსა კარაული თჳსი და რქასა ვენაჴისასა კიცჳ იგი ვირისაჲ.
81. განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა-სამკაული თჳსი.
82. მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა, და სპეტაკ-კბილნი მისნი ვითარცა სძჱ“.
83. აწ ესე გამოთქუმული გაუწყე შენ და მინდა კმაყოფად, არამედ რამეთუ ეგე სიტყუანი გუაწუევენ სიტყუად და მერმეცა სიტყუად,
84. არავე დავდუმნეთ, რამეთუ არიან ნანდჳლვე საღმრთონი იგი სიტყუანი განმადიდებელ და შემძლებელ სარგებლის,
85. რამეთუ „ლეკუს ლომის“ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი იუდაჲსთჳს და დავით ჴორციელად გამოჩინებითა მით ძედ ღმრთისად იტყჳს.
86. ხოლო რომელ-იგი თქუა ვითარმედ „აღმოცენებისაგან გამოჰჴედ შვილო“ გჳჩუენა აღმოცენებული იგი ნაყოფი წმიდისაგან ქალწულისა,
87. არა თესლისაგან შობილ, არამედ სულისა მიერ მიდგომილ, და ესე ვითარცა მცენარე წმიდისა ქუეყანისაგან აღმოცენებული.
88. ესაია იტყჳს: „აღმოჴდეს ყუავილი ძირთა მათგან იესესთა და ყუავილი მისგან გარდაეფინოს“;
89. აწ ესაია „ყუავილ“ იტყჳს, ხოლო იაკობ – „მცენარჱ“, რამეთუ პირველად აღმოსცენდა მუცელსა მას წმიდასა სიტყუაჲ იგი და მერმე ყუავილ გარდაფენილ.
90. ხოლო რომელ-იგი თქუა: „მიწოლით დაიძინოს ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან“,
91. წუთ ერთსა მას მიძინებასა ქრისტესსა იტყჳს, ვითარცა ესაია იტყჳს:
92. „ვითარ მეძავ იქმნა ქალაქი იგი სარწმუნოჲ სიონი, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა, ხოლო აწ აღივსო მკლველებითა“.
93. და დავით ეგრევე იტყჳს: „მე დავწევ, დავიძინე, განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწჱ ჩემდა“.
94. და გჳჩუენებს წერილითა მით დაძინებასა მას და აღდგომასა რომელ იყო.
95. ხოლო იაკობ იტყჳს: „ვინ აღადგინოს იგი?“ არამედ თჳთ მამამან, რომლისა მსგავსად პავლჱცა იტყჳს: „და ღმრთისა მამისაჲ რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით“.
96. და რომელ იგი თქუა: „ნუ მოაკლდებინ მფლობელი იუდაჲსგან ნუცა ჴელმწიფჱ წყვილთაგან მისთა, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ-იგი დგას და ელის.
97. და იგი იყოს სასოვება წარმართთა“, ნათესავისა მისგან იუდაჲსისა იტყჳს ამას ქრისტეს ზედა,
98. რამეთუ იგი არს ჩუენ წარმართთა სასოვებაჲ, რამეთუ მოველით მას მოსლვად ზეცით გარდამო, რომელსა-იგი აჰა ძალითა სარწმუნოვებისაჲთა ვხედავთ-ცა.
99. და რომელ-იგი თქუა: „გამოაბას ვენაჴსა კარაული თჳსი“, ესე არს, რამეთუ წინა-დაცუეთილებისაგან მიუწესს ერსა მას თჳსსა მას ჩინებასა, რამეთუ იგი თავადი არს ვენაჴი იგი.
100. რომელ იგი თქუა: „რქასა ვენაჴისასა კიცჳ იგი“, ესე არს რამეთუ წარმართთა ერსა მას ვითარცა ჩჩჳლსა მუტრუკსა დედისა მიმართ ერთად შეჰყოფს,
101. წინადაცუეთილებასა მას და წინადაუცუეთილებასა, ერთად სარწმუნოვებად წოდებითა.
102. და რომელიგი თქუა: „განრცხეს ღჳნითა სამკაული თვისი“, სულისა მის წმიდისა გარდამოსლვასა იტყჳს იორდანესა ზედა მამულისა მის მადლისასა.
103. „და სისხლითა ყურძნისაჲთა სამოსელი თჳსი“ აწ სისხლსა ყურძნისას, რომელსა, არამედ ჴორცთა მათ წმიდათა თჳსთასა ვითარცა ტევნისაჲ ჯუარსა მას ზედა დაჭყლემულისაჲ,
104. რომლისა გუერდისაგან გამოეცნეს ორნი წყარონი, სისხლისა და წყლისაჲ,
105. რომლითა წარმართნი განიბანებიან და განწმიდნებიან, რომელნი ვითარცა სამკაულნი შერაცხილ არიან ქრისტესა.
106. „მხიარულ არიან თუალნი მისნი ვითარცა ღჳნითა“.
107. თუალ უფლის ვინ არიან, არამედ ნეტარნი იგი წინაჲსწარმეტყუელნი, წინაჲსწარმხილველნი იგი სულითა და წინაჲსწარ-მქადაგებელნი,
108. რამეთუ ამით სახითა განსრულებულნი და განძლიერებულნი უხაროდა რამეთუ ჰხედვიდეს მას სულიერითა მით თუალითა მუნვე,
109. თავადისა მის სიტყჳსაგან და მისთავე მადლთაგან აღსრულებულნი.
110. და რომელ-იგი თქუა: „სპეტაკს არიან კბილნი მისნი ვითარცა სძჱ“, რომელ იგი წმიდისა მისგან პირისა ქრისტესისა გამოეცნეს მცნებანი.
111. ხოლო ამსგავსნა: სპეტაკს ვითარცა სძჱ.
112. და აწ, რამეთუ ლომ და ლეკუ ლომის წინაჲსწარ წიგნთაგან ითქუმის ქრისტე, მსგავსად ამისა ანტჱქე˜ს-თჳსცა ჰპოვო თქუმული, რამეთუ იტყჳს მოსე: „ლეკუ ლომის დან და ვლდომად იწყოს ბესანით გამო“.
113. ხოლო ნუ ვინ სცთებინ ვითარმედ ქრისტესთჳს იტყჳს.
114. ესე გამოიძიენ კეთილად, გულს-მოდგინედ ესე რამეთუ თქუა: „დან ლეკუ ლომის“.
115. ნათესავი იგი დანისი გამოაცხადა, რომელ ესე წინაგჳც, რომლისაგან განმზადებულ არს მჴდომი იგი შობად;
116. რამეთუ ვითარცა სახჱდ იუდაჲს ნათესავისაგან მჴსნელი იგი ჩუენი იშვა, ეგრეცა დანის ნათესავისაგან მჴდომი იგი იშვეს.
117. და რამეთუ ესე ესრეთ არს, იხილე რასა-იგი იტყჳს იაკობ: „იყოს დან გუელ დადარანებულ გზასა ზედა ცემად ტერფთა ჰუნეთასა“.
118. აწ გუელ ვინჲ არს, არამედ რომელი იგი დასაბამითგან მაცთური არს, რომლისათჳს იგი შობათასა იტყჳს, რომელმან-იგი აცთუნა ევა და დათრგუნა ადამი?
119. და აწ, რამეთუ თანა-გუაც მრავლითა მოწამებითა გამოთქუმად წერილთაჲ მათ, არა დავსცხრეთ.
120. და რამეთუ ნათესავისა მისგან დანისა განმზადებულ არს ყოფად და აღდგომად ფიცხელ მეფჱ
121. და მსაჯულ უკეთურ, შვილ მაცთურის, ესრე იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „დან შჯიდეს თჳსსა მას ერსა ერთსა მას ტომსა ისრაჱლისასა“.
122. უკუეთუ თქუას ვინმე, ვითარმედ სამსონის ზედა თქუმულ არს ესე, რომელ-იგი დანის ნათესავისაგან იშვა, შჯიდა ერსა მას ოც წელ ოდენ,
123. და აწ სამსონის ზედა განნაწინებული იგი ჩანს, ხოლო სრულიად აღესრულების ესე ანტექრისტეს ზედა,;
124. რამეთუ იტყჳს იერემია წინაჲსწარმეტყუელიცა ესრე: „წრაფაჲ დანით ისმა, სიმალჱ ჰუნეთა მისთაჲ: ჴმისაგან ჴჳვილისა საჴედართა მისთაჲსა შეიძრა ყოველი ქუეყანაჲ“.
125. იტყჳს მერმე სხუაჲცა წინაჲსწარმეტყუელი: „შეკრიბოს ყოველი ძალი თჳსი აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე;
126. რომელთა უწოდის და რომელთა არა უწოდის, შეკრბებოდიან მისა; განასპეტაკოს ზღუაჲ აფრაებითა ნავთა მისთაჲთა და მოაშავოს ქუეყანაჲ ფარებითა და ჯაჭუ-ჭურითა მისითა,
127. და ყოველი შეემთხუეოდის მას ბრძოლად, მახჳლითა ჴრმლისაჲთა დაეცეს“.
128. და აწ ესე არა სხჳსა ვის ზედა უთქუამს, არამედ ზედა მჴდომსა მას განლაღებულსა ღმრთის მბრძოლსა.
129. გიჩუენო შემდგომად ამისა.
130. რამეთუ იტყჳს ესაიაცა: „და იყოს, რაჟამს აღასრულოს უფალმან ყოველი-ვე ესე ყოფად ზედა მას სიონსა და იერუსალჱმსა,
131. მოავლინოს გონებათა მათ ზედა დიდთა და ზედა მთავართა მათ ასურასტანისათა და სილაღესა მას დიდებულებასა თუალთა მისთასა მისთჳს,
132. რამეთუ თქუა: ძლიერებითა ჩემითა ვყო ესე და მეცნიერებითა ზრახვისა ჩემისაჲთა დავიპყრნე საზღვარნი წარმართთანი და ძლიერებაჲ მათი მოვაოჴრო;
133. აღვძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი და სოფელი ყოველი ჴელთ-ვიდვა, ვითარცა ბუდე ერთი და აღვიხუნე ვითარცა კუერცხნი დაშთომილნი;
134. არა ვინ განერეს ჩემგან და არავინ პირსა მომექცეს მე.
135. არა ეგრე? არამედ მოავლინოს ადონაე უფალმან პატიოსნებასა მაგას შენსა გინებაჲ და დიდებულებასა მაგას შენსა ცეცხლი შემწუველი აღატყდეს
136. და ნათელი იგი ისრაჱლისაჲ იყოს შენდა ცეცხლ და მოგ[ს]პოს შენ ალითა მით ცეცხლისაჲთა და შეჭამოს ვითარცა თივაჲ ძალი შენი“.
137. და სხუასა ადგილსა იტყჳს: „ვითარ დადუმებულ არს ძლიერი იგი და ვითარ დაცხრომილ არს მავნებელი იგი?
138. შემუსრა ღმერთმან უღელი იგი მთავართაჲ მათ; დასცა ნათესავი იგი განუკურნებელითა ტანჯვითა და გუემა იგი რისხვითა გულისწყრომისაჲთა,
139. და არა შეიწყალა; განისუენა სასოვებით ყოველმან სოფელმან, და იხარებდენ სიხარულით; და ძელი იგი ლიბანისაჲ მხიარულ იყოს შენდა მიმართ,
140. და ნაძჳ იგი ლიბანისაჲ; ვინაჲთგან შენ დაიძინე, არავინ აღმოვიდა მომკუეთელი ჩუენდა.
141. ჯოჯოხეთი ქუეშე შენსა განმწარდა შემთხუევასა შენსა ერთბამად; აღდგეს ყოველნი გმირნი, რომელნი ჴელმწიფებდეს ქუეყანასა ზედა;
142. აღდგეს საყდართაგან თჳსთა ყოველნი მეუფენი წარმართთანი.
143. ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენ-ცა შეიპყარ, ვითარცა ჩუენ, და ჩუენ თანა შეირაცხე.
144. შთაჴედ ჯოჯოხეთა დიდებაჲ შენი და მხიარულებაჲ შენი; ქუეშე შენსა დალპოლვაჲ დაგირეცონ, და ნეშტი იგი შენი მატლ.
145. ვითარ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი, რომელ განთიად აღმობრწყინდის, და დაიმუსრა ქუეყანასა ზედა,
146. რომელიგი წარავლინებდა ყოველთა მიმართ წარმართთა ნათესავთა? შენ სთქუ გულსა შენსა: „ცად აღვჴდე და ზესკნელს ვარსკულავთა დავიდგნე საყდარნი ჩემნი;
147. დავჯდე მთასა მაღალსა და ზედა თავთა მთათა მაღალთასა, რომელ-იგი ჩრდილოჲთ არიან, აღვჴდე ზედა ღრუბელთა, ვემსგავსო მაღალსა მას“.
148. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე და ქუესკნელთამდე ქუეყანისათა.
149. რომელთა გიხილონ შენ დაუკჳრდეს შენ ზედა და თქუან: ესე იგი კაცი არს, რომელი აზრზენდა და აღსძრვიდა ყოველსა ქუეყანასა,
150. რომელმან დადვა სოფელი ყოველი უდაბნოდ და ქალაქნი ყოველნი აღაოჴრნა და ტყუენი არა განუტევნა.
151. ყოველთა მთავართა ქუეყანისათა დაიძინეს პატივით, კაცმან საყოფელსა თჳსსა;
152. და შენ განგდებულ იყო მთათა ზედა, ვითარცა მძორი საძაგელი მრავალთა თანა დაცემულთა მახჳლითა, რომელნი შთაჴდეს ჯოჯოხეთა.
153. ვითარცა სახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არნ წმიდა, ეგრეცა შენ არა იყო წმიდა, რამეთუ ქუეყანაჲ ჩემი წარსწყმიდე და ერი ჩემი მოსარ.
154. არა სდგე უკუნისამდე ჟამთა.
155. განჰმზადენ ყრმანი შენნი მოსაწყუედელად ცოდვათათჳს მამისა შენისათა, რაჲთა არა აღდგენ და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ“.
156. და ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს მისთჳს ესრეთ: „ამას იტყჳს უფალი ღმერთი: ამისთჳს რამეთუ აღიმაღლე გულითა შენითა
157. და სთქუ: ღმერთ ვარ მე, და მკჳდრობაჲ ჩემი არს გულსა ზღჳსასა; და შენ კაც ხარ და არა ღმერთ, ჰყავ გული შენი, ვითარცა გული ღმრთისაჲ; უბრძნეს ნუ ხარ შენ დანიელისა?
158. და მეცნიერთა არა გსწავლეს შენ ზრახვითა თჳსითა; სიბრძნითა ნუ ზრახვისა შენისაჲთა შეიკრიბე თავისა შენისა ძალი და ოქროჲ და ვეცხლი საფასეთა შენთა?
159. ანუ მრავლითა მეცნიერებითა სულისა შენისაჲთა განამრავლე ძალი შენი? აღმაღლდა გული შენი ამპარტავანებითა შენითა და აწ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი:
160. ამისთჳს, რამეთუ ჰყავ გული შენი, ვითარცა გული ღმრთისაჲ, აჰა ესერა მე აღვადგინნე შენ ზედა უცხონი და ურიდნი წარმართნი,
161. და მიყარნენ ჴრმალნი თჳსნი შენ ზედა და შუენიერებასა ზრახვისა შენისასა, და დადვან შუენიერებაჲ შენი წარსაწყმედელად,
162. და დაგცენ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა მწყ[ლ]ველთა მიერ გულსა ზღჳსასა.
163. სთქუა შენ ვითარმედ: ღმერთ ვარ მე წინაშე მკლველთა მათ შენთა; და შენ ნაცარ ხარ და არა ღმერთ,
164. სიმრავლისა მისგან წინადაცუეთილთაჲსა წარსწყმდე ჴელითა უცხოთესლთაჲთა, რამეთუ მე ვიტყჳ ამას, თქუა უფალმან“.
165. აწ ამათ თქუმულთა შემდგომად ვიხილოთ გამოწულილვით, რასა იტყჳს დანიელი ჩუენებათა მათ.
166. განაჩინებს მათთჳს რომელ-იგი ამათსა შემდგომად აღდგომად იყვნეს მეუფენი, გჳჩუენა აღსასრულსა ჟამთაჲსა მჴდომისა მისცა მოსლვაჲ და ყოვლისა ამის სოფლისა აღსასრული.
167. აწ გამოიტყჳს ჩუენებასა მას ნაბუქოდონოსორისსა: „შენ, მეფჱ, იხილევდ, და აჰა კერპი ერთი დგა წინაშე შენსა,
168. რომლისა თავი მისი იყო ოქროჲსაგან წმიდისა, მკლავნი და ბეჭნი მისნი ვეცხლისანი, მუცელი და ბარკალსხჳლნი სპილენძისანი, წჳვნი მისნი რკინისანი,
169. ფერჴნი მისნი რკინისა და კეცისანი, ვხედევდ რამეთუ გამოსთქდა ლოდი ერთი ჴელშეუხებელად და დაეცა კერპსა მას ზემდგომარესა ფერჴთა მათ რკინისათა
170. და კეცისათა და დააწულილა სრულიად; მას ჟამსა შეიმუსრა კეცი იგი და რკინაჲ იგი და პილენძი იგი და ვეცხლი იგი და ოქროჲ იგი,
171. და იქმნა ვითარცა მტუერი კალოჲსაჲ დღეთა არისათა, და აღიღო იგი ძლიერებამან ქართამან,
172. და ადგილი იგიცა არა იპოვა; და ლოდი იგი რომელმან დამუსრა კერპი იგი იქმნა მთა დიდ და განავსნა ცისკიდენი“.
173. აწ შევატყუათ ამას დანიელისი იგივე ჩუენებაჲ და ორთაჲვე იგი ერთი ძალი გამოვაცხადოთ, რაჲთა იყვნენ ურთიერთას ერთობით მსგავს და ჭეშმარიტ,
174. რამეთუ იტყჳს დანიელ ესრჱ: „ვხედევდ, და აჰა ოთხნი ქარნი ცით გარდამოეტევნეს ზღუასა მას ზედა დიდსა,
175. და ოთხნი მჴეცნი დიდნი გამოვიდეს ზღჳსა მისგან ფერად-ფერადნი: პირველი იგი ძუვი ლომი, და ფრთენი მისნი ვითარცა ორბისანი;
176. ვხედევდ ვიდრემდის დასცჳვეს ფრთენი მისნი, და აღემართა ქუეყანისაგან, და ვითარცა ფერჴთა ზედა კაცისათა ვიდოდა, და გული კაცისაჲ მოეცა მას.
177. და აჰა მჴეცი იგი მეორე მსგავსი დათჳსაჲ.
178. და განდგა ერთკერძო, და სამნი ფერცხალნი პირსა მისსა.
179. ვხედევდ და აჰა ესერა სხუაჲ მჴეცი ვითარცა ვეფხი, და ოთხნი ფრთენი ბეჭთა მისთა ვითარცა მფრინვლისანი და ოთხი თავი მჴეცისაჲ მის.
180. ამისა შემდგომად ვხედევდ და აჰა მჴეცი იგი მეოთხჱ საშინელი და ძლიერი უმეტჱს; კბილნი მისნი რკინისანი და ფრცხილნი მისნი სპილენძისანი;
181. შეშჭამდა და დააწულილებდა და ნეშტსა მას ფერჴითა დასთრგუნვიდა; და თავადი იგი იქცევის და საშინელ იყო უფროჲს სხუათა მჴეცთასა,
182. რომელ უწინარჱს იყვნეს მისა; და ათნი რქანი მას ზედა; და ვხედევდ რქათა მათ მისთა, და აჰა რქაჲ ერთი სხუაჲ მცირჱ აღმოვიდოდა მათ შორის,
183. და სამნი რქანი მათგან განიფხურნეს წინაშე მისა; და თუალნი იყვნეს ვითარცა კაცისანი რქასა მას, და პირი იყო და იტყოდა დიდ-დიდსა.
184. „ვხედევდ, ვიდრემდე საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა; სამოსელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი, და თმაჲ თავისა მისისაჲ ვითარცა მატყლი წმიდაჲ;
185. საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ურმისთუალნი ეტლთა მისთანი ცეცხლ მგზნებარჱ; მდინარჱ ცეცხლისაჲ დიოდა წინაშე მისა;
186. ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი დგეს გარემოჲს მისა; დივანი დაეგო და მატიანები განეღო.
187. დაუტევებდ მას ჟამსა ჴმისა მისგან სიტყუათა მათ დიდ-დიდთა რომელთა რქაჲ იგი იტყოდა, ვიდრემდე დაეცა მჴეცი იგი და მოისპო
188. და ჴორცნი მისნი მიეცნეს დასაწუველად ცეცხლსა.
189. და სხუათა მათცა მჴეცთა მთავრობაჲ იცვალა.
190. „ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა, და აჰა ღრუბელთა თანა ცისათა ძჱ კაცისაჲ მომავალი, და მოიწია დაძუელებულისა მის დღეთაჲსა, და მას მიეცა ფლობაჲ და პატივი და მეუფებაჲ;
191. ყოველნი ერნი, ტომნი, ენად-ენადნი მსახურებდეს მას; უფლებაჲ მისი უფლება უკუნისამდე.
192. და მეუფებაჲ მისი არა განქარდეს“.
193. აწ რამეთუ ძნელ რაჲმე უჩნ რომელთამე გულისხმის-ყოფად ზრახვისაჲ ამის ძალი, არაჲ დაუმალო ამათგანი უწყებად მათა რომელნი იგი გონებაცოცხალ იყვნენ.
194. და რომელ-იგი თქუა: „ძუვი ლომი გამოვიდოდა ზღჳსა მისგან“, ბაბილოვნელთა მეფისა მისთჳს თქუა.
195. და ესე არს კერპისა მის ოქროჲსა თავი; და რომელ-იგი თქუა: „ფრთენი მისნი ვითარცა ორბისანი“, რამეთუ აღდგა მეფედ ნაბუქოდონოსორ და ღმრთისა მიმართ განლაღნა;
196. და რომელ-იგი თქუა: „დასცჳვეს ფრთენი მისნი“, ესე არს რამეთუ მიეღო უფლებაჲ მისი და განიდევნა.
197. და რომელ-იგი თქუა: „გული კაცისაჲ მოეცა მას“, ესე არს რამეთუ გულისხმა-ყო და შეინანა თავისა თჳსისაჲ, ვითარმედ კაცი არს, მისცა დიდებაჲ ღმერთსა.
198. და შემდგომად ამისა რომელ-იგი თქუა: „ვხედევდ მეორესა მას მჴეცსა მსგავსად დათჳსა“, რომელ არიან სპარსნი;
199. და რომელ-იგი თქუა: „სამნი ფერცხალნი პირსა მისნი“, სამნი იგი ნათესავნი გჳჩუენნა: სპარსთაჲ და მართაჲ და ბაბილოვნელთაჲ ...
200. ...არიან ყოფად? და რქაჲ იგი რომელ სხუაჲ აღმოჴდეს მათგან, არს ანტიქრისტე: ლოდი იგი რომელ ეკუეთა კერასა მას
201. და დააწულილა და რომელმან აღავსო ქუეყანაჲ, ქრისტე არს ზეცით გამოჩინებითა მით და მოწევნად სოფელსა ზედა საშჯელად.
202. საყუარელო, ამას შენ შიშით გაუწყებ განუზომელთა მათთჳს სიყუარულთა ქრისტესთა; და რომელნი-იგი უწინარეს ჩუენსა იყვნეს ნეტარნი წინაჲსწარმეტყუელნი,
203. უწყოდეს და ვერ იკადრეს განცხადებულად გამოთქუმად რაჲთა არა საცთურ რაჲმე შეემთხჳოს ძეთა კაცთასა;
204. არამედ ზრახვით გუაუწყეს იგავით განრჩუნვით, მოგჳთხრეს რლ˜თაჲ მათ გონებათაჲ უწყოდეს მეცნიერად;
205. რაოდენ არა უფროჲს ჩუენდა შრომა არს ესე, რამეთუ მათსა ამას ზრახვით თქუმულსა განცხადებულად შეტყუებით გაუწყებთ.
206. აწ იხილეთ რაჲ-იგი აღსასრულსა მას შემთხუევად არს უკეთურთა ურწმუნოთა და შეგინებულთა,
207. და ვითარ სახედ რისხვაჲ იგი ღმრთისაჲ მოიწიოს მათ ზედა წინაჲსწარ განკითხვისა, განმზადებულსა იგი სატანჯველი.
208. განიღჳძე, აღდეგ, წარმოდეგ, ნეტარო ესაია, მითხარ განცხადებულად, რასა სწინაჲსწარმეტყუელებდ ქალაქისა მისთჳს დიდისა ბაბილოვნისა.
209. რამეთუ იტყოდე იერუსალჱმისათჳსცა, და აჰა აღსრულებულ არს;
210. რამეთუ განცხადებულად დაურიდებელად ეტყოდე: „ქუეყანაჲ ეგე თქუენი ოჴერ; ქალაქნი თქუენნი ცეცხლით მომწუარ; სოფლებსა თქუენსა თქუენ წინაშე უცხონი შეშჭამდენ;
211. მოოჴრებულ და დამჴობილ იყოს უცხოთა მიერ; დაშთომილ და დატევებულ იყოს ასული ეგე სიონისაჲ ვითარცა ტალავარი მყოდოლთაჲ
212. და ვითარცა ლოგინი ხილისმცველთაჲ შორის ნესოვანსა და ვითარცა ქალაქი შეცვული“.
213. აწ არა აჰა ესერა ყოფილ არს ესე ყოველი? რამეთუ აღსრულებულ არიან შენ მიერნი იგი თქუმულნი.
214. არა-მე მოუჴრებულ არსა ჰურიასტანისა იგი სოფელი?
215. არა მე ცეცხლით მომწუარ არსა განსაწმედელი იგი?
216. არა-მე დამჴობილ არიანა ზღუდენი იგი? არა-მე დავაკნეს ქალაქნი იგი?
217. არა-ე ქუეყანასა მათსა უცხონი შეშჭამენა? არა მე ქუეყანაჲ ჰრომთა უპყრიესა?
218. ამისთჳს მოგიძულეს შენ უშჯულოთა მათ, და აღოჴრდეს, რამეთუ ქრისტე ჯუარსაცუეს; მოჰკუედ ქრისტეს თანა, არამედ ცხოველ ხარ მის თანა.
219. აწ ვინ-მე თქუენგანი უფროჲს შევიყუარო?
220. არამედ ეგრევე მეცა ქვითა დაქოლვილ; ეგრევე დანიელცა წამებსვე, და შენ, დანიელ, უმეტეს ყოველთასა გაქებდე?
221. არამედ იოვანეცა არავე ტყუვის, და უფროჲს-ღა იგი რომელ თქუენდა მიმართ ითქუა სიტყუაჲ იგი.
222. რამეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა, არამედ ცხოველ ხართ ღმრთისა თანა.
223. გესმოდენ და გიხაროდენ: აჰა თქუენგან თხრობილნი იგი ჟამთა მათ ყოფილნი აღესრულნეს:
224. რამეთუ იხილენით პირველად ესენი და მერმე შემდგომად ესრეთვე მოახარეთ ყოველთა ნათესავთა ღმრთისა იგი სიტყუანი და მაუწყეთ ყოველთა ნათესავთა.
225. წინაჲსწარმეტყუელად გამოშჩნდით, რაჲთა ყოველთა განრინებად შემძლებელ იყვნეთ,
226. რაჲთა ესრეთ ნანდჳლვე წინაჲსწარმეტყუელი იგი ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი შეირაცხოს,
227. რაჟამს განმზადებულთა მათ ყოფადთათჳს წინაჲსწარ ქადაგებდეს და წარსრულთასაცა გჳჩუენებს.
228. კეთილისა მოძღურისა ყოველნივე ყოფილ ხართ მოწაფჱ;
229. ამისთჳს ვითარცა თქუენ ცხოველთა და ღირსთა გეტყჳ, რამეთუ აჰა გაქუსცა ცხორებისაჲ იგი და განურყუნელებისაჲ იგი, რომელ დგას და გემარხვის, ზეცისაჲ იგი გჳრგჳნი.
230. მარქუ მე, ჵ ნეტარო დანიელ, დააწყნარე გონებაჲ ჩემი, გლოცავ წინაჲსწარმეტყუელებად ძოვ ლომისა მისთჳს, რამეთუ ტყუე იყავ:
231. მითხარ განმზადებულთა მათცა, დათჳსა მისთჳს, რომელ სოფელსა შინა იყავ და იხილე ესე ყოფილი;
232. და მერმე შემდგომად მითხრობდ მე ვეფხისა მისთჳს, და ვინაჲმე არნ ესე შენდა ცნობაჲ ყოფადისაჲ მის: რამეთუ აჰა დაძინებულ იყავ მას ჟამსა.
233. ვინ გასწავა შენ ესე, არამედ მან, რომელმან დაგბადა შენ მუცელსა დედისა შენისასა სიტყუამან?
234. რამეთუ სთქუ და არა სტყუვე, რამეთუ აღდგა ვეფხი იგი, მოვიდა ვაცი იგი თხათაჲ, სცა ვერძსა მას და შემუსრნა რქანი მისნი და დატკებნა ...
235. და გიჩუენო შენ სატანჯველი მეძვისა მის დიდისაჲ რომელი-იგი მისრულ არს და ზის ზედა წყალთა მრავალთა,
236. რომლისა თანა შეიბილწნეს მეუფენი ქუეყანისანი, დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი მეძვობისა მისისაგან.
237. და მიმიყვანა მე უდაბნოდ სულითა წმიდითა; და ვიხილე დედაკაცი ერთი მჴეცსა ზედა მატლსა, და აქუნდა სახელები, თავნი შჳდნი და რქანი.
238. და დედაკაცსა მას შეემოსა ძოწეულ და მეწამული და ოქროლესულად ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა, და აქუნდა ჴელსა მისსა სასუმელი სავსე საძაგელებითა
239. და სიბილწითა კერპთმსახურებითა ქუეყანისაჲთა; და შუბლსა მისსა დაწერილ იყო ზრახვაჲ, ბაბილოვნ დიდი იგი, დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელთა ქუეყანისათაჲ.
240. „და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი წმიდათაჲთა და სისხლითა იესუჲსითა; და ვითარცა ვიხილე იგი, დამიკჳრდა და დავსულბი;
241. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რაჲსა დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ ზრახვაჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისა მისთჳს, რომელსა აქუს იგი, რომლისაჲ-იგი არს შჳდი თავი და ათნი რქანი.
242. და მჴეცი იგი, რომელ იხილე, იყო და არა არს, რომელ განმზადებულ არს გამოსლვად უფსკრულთაგან და მისლვად წარსაწყმედელად;
243. და დაჰკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთანი არა დაწერილ არიან სახელნი წიგნთა შინა ცხოველთასა დასაბამითგან სოფლისაჲთ,
244. და მჴეცი იგი, რომელ იხილე, რომელ იყო და არა არს.
245. „და არს აქა გულისხმისყოფაჲ, რომელსა აქუს მეცნიერებაჲ.
246. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი იგი ზის,
247. და მეფენი შჳდნი არიან; ხუთნი იგი წარჴდეს, ერთი იგი არს, ერთი იგი არღა მოსრულ არს, და ოდეს მოვიდეს, მცირედ ჟამ ოდენ დგეს.
248. და მჴეცი იგი რომელ იყო და არა არს, და იგი თავადი მეოთხჱ და შჳდთა მათგან არს.
249. და წარსაწყმედელად მივიდეს და ათნი იგი რქანი რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა არღა დაუპყრიეს უფლებაჲ,
250. არამედ ჴელმწიფებაჲ მიეცეს ვითარცა მეუფეთა ერთსა ჟამსა მჴეცისა მის თანა.
251. ესენი ერთნება იყვნენ და ერთი ძალი აქუნდეს და ჴელმწიფებასა მას მჴეცსა მას უჩემებდენ.
252. ამათ კრავსა მას ბრძოლა უყონ, და კრავმან მან სძლოს, რამეთუ უფალი უფლებათაჲ და მეუფე მეუფეთაჲ არს იგი, და რომელნი მისა წოდებულ არიან, რჩეულნი და მორწმუნენი.
253. „და მრქუა მე: წყალთა მათ, რომელთა ჰხედევდ, სადა-იგი როსპიკი ზის, არიან ერნი მრავალნი და ტომნი და ნათესავნი,
254. და ათთა მათ რქათა რომელთა ჰხედევდ და მჴეცსა მას, ამათ მოიძულონ როსპიკი იგი და უდაბნოდ და ოჴრად დადვან იგი განშიშულებული,
255. და ჴორცნი მისნი შეჭამნენ, და იგი დაწუან ცეცხლითა.
256. რამეთუ ღმერთმან დადვა გულსა მათსა აღსრულებად ნებისა მისისა და იყვნენ ერთნება,
257. და მისცენ ჴელმწიფებაჲ თჳსი მჴეცსა მას, ვიდრემდე აღესრულნენ სიტყუანი იგი ღმრთისანი.
258. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე არს ქალაქი იგი დიდი ბაბილოვნი, რომელსა აქუს ჴელმწიფებაჲ მეუფეთა ზედა ქუეყანისათა.
259. „ამისა შემდგომად ვხედევდ სხუასა ანგელოზსა გარდამომავალსა ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი და ქუეყანაჲ განათლდა დიდებითა მისითა.
260. ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დაეცა, დაეცა ბაბილოვნი დიდი და იქმნა საყოფელ ეშმაკთა და შესავედრებელ მდაბურთა ბილწთა, უკეთურთა და საძაგელთა;
261. რამეთუ გულისწყრომითა მთრვალობისა მისისაჲთა დაეცნეს ყოველნი წარმართნი და მეუფენი ქუეყანისანი მისა მიმართ შეიგინნეს,
262. და ჴელმწიფენი ქუეყანისანი სიმრავლისაგან ძლიერებისა მისისა განლაღნეს.
263. და მესმა ჴმაჲ ზეცით გარდამო და თქუა: გამოვედ მაგისგან ერი ეგე ჩემი, რაჲთა არა შეეძინეთ ცოდვათა მაგისთა.
264. და გუემასა მაგის თანა ნუ მიიღებთ, რამეთუ დაიზჳნნეს ცოდვანი მაგისნი ვიდრე ცადმდე.
265. და მოიჴსენნა ღმერთმან უწესოვებანი მაგისნი.
266. „მიაგეთ მაგას ვითარცა-იგი გიყო თქუენ.
267. და დაშჯიდით ორწილ საქმეთა მაგისთაებრ.
268. ასუთ მაგას სასუმლითა მითვე რომლითა გასუა თქუენ.
269. რავდენცა განიდიდა თავი თჳსი და განლაღნა, ეგოდენცა შეამთხჳეთ მას ტანჯვაჲ და გლოვაჲ,
270. რამეთუ იტყჳს გულსა თჳსსა: ვჯდე დედოფლად და ქურივ არა ვარ, და მგლოვარჱ არა ვიყო.
271. ამისთჳს ერთსა დღესა შინა მოიწიოს მის ზედა სიკუდილი და გლოვაჲ, და ცეცხლითა შეიწუეს.
272. რამეთუ ძლიერ არს უფალი, რომელმან დასაჯოს იგი.
273. და იხილონ და ტიროდიან მის ზედა მეუფენი ქუეყანისანი, რომელნი შეიბილწნეს მის თანა და უკეთურებით შეასხმიდეს,
274. რაჟამს იხილონ კუალი აღმავალი შემწუველი მას ზედა, განშორებულად დგენ შიშისა მისთჳს ტანჯვათა მისთაჲთა
275. და თქუან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქი დიდი ბაბილოვნი, ქალაქი ძლიერი, რამეთუ ერთსა დღესა მოიწინეს დაშჯანი შენნი.
276. და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მას ზედა, რამეთუ საფარდული მათი არა ვინ მიიფარდოს,
277. საფარდული ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, ქვათა პატიოსანთაჲ და მარგალიტი და ზეეზი და ძოწეული და შარი და მეწამული და ყოველი ძელი თივინონი
278. და ყოველი ჭურჭელი პილოჲს ძუალისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელთაგან პატიოსანთაჲ და პილენძისაჲ და რკინისაჲ და მარმარინოჲსაჲ და კილამოჲ
279. და საკუმეველი და ნელსაცხებელი და გუნდრუკი და ღჳნოჲ და ზეთი და სამინდოჲ და ზროხაჲ და ცხოვარი და ცხენი ეტლთაჲ და საჴედართაჲ, სარგებელად კაცთა.
280. და ხილი იგი გულისსათქუმელი წარვიდა შენგან, და არღარა ჰპოვო იგი.
281. ვაჭარნი იგი ამისნი, განდიდებულნი ამისგან, განშორებულად დგენ შიშისათჳს ტანჯვათა მისთაჲსა,
282. ტირილით და გლოვით იტყოდიან: ვაჲ, ქალაქი იგი დიდი, რომელსა შეემოსა ზეეზი და ძოწეული და მეწამული,
283. და მოძერწულ ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა,
284. რამეთუ ერთსა ჟამსა აღიოჴრა ეგოდენი იგი სიმდიდრჱ.
285. და ყოველნივე მენავენი და ყოველივე ნავთა შინა პირად-პირადი და ყოველნივე ზღუასა მავალნი შორს დადგენ
286. და ღაღადებდენ და ჰხედვიდენ კუამლსა მას აღმავალსა შემწუველსა მის ზედა და თქუან: ვინ-მე არს მსგავს დიდისა მის ქალაქისა ბაბილოვნისა?
287. და გარდაისხან მიწაჲ თავსა და გოდებდენ ტირილით და წუხილით.
288. და თქუან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქი დიდი რომლისაგან განმდიდრდეს ნავითა ზღუასა პატიოსნებითა მისითა, რამეთუ ერთსა ჟამსა აღიოჴრნენ.
289. „გიხაროდენ ცათა მას ზედა, და წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა, რამეთუ საჯა ღმერთმან საშჯელი თქუენი მას ზედა.
290. და აღიღო ანგელოზმან ერთმან ქვაჲ ვითარცა ფქვილი ერთი დიდი და შთააგო ზღუასა.
291. და თქუა: ესრეთ შთავრდომილი დაინთქას ბაბილოვნი დიდი იგი ქალაქი, და არღარა იპოოს, და ჴმაჲ ქნარისაჲ და შემასხმელთაჲ და სტჳრთაჲ არღარა ისმეს შენგან,
292. და ყოველივე მეცნიერებაჲ ჴელოვანთაჲ არღარა იპოოს შენ თანა, და ჴმაჲ ფქვილისაჲ არღარა ისმეს შენგან, და ნათელი სანთლისაჲ არღარა იპოოს შენ თანა,
293. და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენგან რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს დიდ-დიდნი ქუეყანისანი, რამეთუ გრძნებითა შენითა შეაცთუნენ ყოველნი ნათესავნი.
294. და შენ თანა სისხლი წინაჲსწარმეტყუელთაჲ და წმიდათაჲ იპოვა და ყოველთა მომწყდართაჲ შენგან“.
295. აწ ტანჯვათა მათთჳს და რაჲ-იგი მოწევნად არს მის ზედა აღსასრულისა ჟამთა მათგან, რომელნი აღდგომად არიან მათ ჟამთა მძლავრნი,
296. განნაწილებულსა მას საშჯელსა განცხადებულად სიტყუაჲ ესე გამოაჩინებს.
297. თანა იყოს გუაც ჟამისა მისცა ჭეშმარიტად გამოჩინებად, რომელსა ჟამსა იყოს ესე და ვითარ რქაჲ იგი მცირჱ მათ შორის აღმოჴდეს.
298. რამეთუ რკინისათა მათ წჳვთა, რომელთა აწცა უპყრიეს და ფერჴთა მათ კოჭთა და თითთა მიწევნულსა, მსგავსად კერპისა მის გამოჩინებისა და მჴეცისა მის საშინელად ხილვისა,
299. ვითარ სახედ წინაჲსწარ მოგუეუწყა, რომელსა ჟამსა რკინაჲ იგი და კეცი ერთად შეიზავოს?
300. და გჳჩუენებს დანიელი რაჲ იგი წინა-გჳც; რამეთუ თქუა: „დადვას აღთქუმაჲ მრავალთა თანა შჳდეულ ერთ.
301. და იყოს კერძოსა მას შჳდეულისასა, აღჴოცნენ აღნათქუემნი და მსხუერპლნი“.
302. აწ ერთსა მას კერძოსა შჳდეულისასა, აღსასრულსა ყოვლისა სოფლისასა, რომელ ყოფად არს, გამოაცხადა, რომლისა შჳდეულისაჲ კერძოჲ იგი მიიღონ,
303. და ორნი იგი წინაჲსწარმეტყუელნი ენუქ და ელია, რამეთუ იგინი ქადაგებდენ „ათას ორას სამეოც დღჱ, შემოსილნი ძალითა“,
304. სინანულსა ერსა მას და ყოველთა წარმართთა მისცემდენ.
305. და უთხრობდენ ორსა მას მოსლვასა უფლისა ჩუენისა და მჴსნელისა იესუ ქრისტესსა, ვითარცა-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ გუეუწყა:
306. პირველი იგი, მსგავსად ჴორცთა მათ, შეურაცხად: „და არა იყო ხილვაჲ მისი არცა შუენიერებაჲ, არამედ ხილვაჲ იგი მისი შეურაცხ და უპატიო უფროჲს ყოველთა კაცთა.
307. კაცი გუემასა შინა იყო და იცის მან დათმენაჲ სალმობათაჲ, იგინა და არა შეირაცხა“.
308. ხოლო მეორედ მოსლვაჲ იგი მისი ქადაგებულ არს დიდებით, ვითარ მოვიდეს ზეცით ძალითურთ და ანგელოზებით და მამულითა მით დიდებულებითა,
309. ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „მეუფჱ დიდებით იხილოთ“ ვითარცა-იგი თქუა: „ვხედევდ ღრუბელთა ზედა ვითარცა ძჱ კაცისაჲ მომავალი.
310. და ვიდრე დაძუელებულისა მის დღეთაჲსა მოიწია და მას მიეცა პატივი და დიდებაჲ და ყოველთა ზედა მეუფებაჲ.
311. ყოველნი ტომნი ენად-ენადნი ჰმონებდენ მას.
312. მეუფებაჲ მისი მეუფება უკუნისამდე, რომელი არა განირყუნეს“.
313. ამისთჳსცა ორნი წინა-მორბედნი ქადაგნი, პირველი იგი ქადაგი, იოვანე, ძჱ ზაქარიაჲსი, ყოვლითავე წინა-მორბედ და ქადაგ მჴსნელისა მის იქმნა
314. და მიმოდებითა მით ყოველთა მიმართ ჴსნისაჲ იგი ნათელი სოფელსა შინა გამოჩინებულ; რამეთუ წინაჲსწარ სრბად იწყო მუცელსა დედისა თჳსისასა,
315. წინაჲსწარ იშვა ელისაბედისგან, რაჲთა მათცა, რომელნი მუცელსა დედისასა იყვნენ ჩჩჳლნი, უჩუენოს ყოფადისა მისთჳს სულითა წმიდითა ქალწულითა ახალი იგი შობადი.
316. ამას ესმა მოკითხვაჲ იგი მარიამისი, რამეთუ აღიმღერნა მუცელსა დედისასა სიხარულით, რამეთუ ჰხედვიდა მიდგომილ ღმრთისა სიტყუასა.
317. და მაშინღა ქადაგებით უდაბნოდ განვიდოდა; ნათლისცემასა მას სინანულისასა ერსა მას მიუთხრობდა, წინაჲსწარ აუწყებდა ჴსნასა მას,
318. რომელნი ვითარცა უდაბნოსა სოფელსა შინა განკაფულ იყვნეს წარმართნი.
319. ამისა შემდგომად, იორდანესა ზედა უჩუენა პირის-პირ მჴსნელი იგი და თქუა: „აჰა, კრავი ღმრთისაჲ.
320. რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.
321. რამეთუ ესე პირველად მიიწია მათა, რომელნი ჯოჯოხეთს იყვნეს, ქადაგებად მათა, მოკლული ჰეროდესგან, ქადაგყოფილ.
322. და მუნ მიაუწყა განმზადებულისა მის უფლისა შთასლვაჲ გამოჴსნადთა მათთჳს გამოჴსნითა წმიდათა მათ სულთასა ჴელთაგან სიკუდილისათა.
323. ხოლო რამეთუ დასაბამი აღდგომისაჲ მჴსნელი იგი იყო [და რამეთუ უფლისა ხოლო წეს იყო] აღდგომაჲ მკუდრეთით, რომლითა საშჯელი ყოველსა ზედა სოფელსა მოწევნად არს.
324. რამეთუ რომელნი-იგი ღირსად შურეს, ღირსად მისგანცა იდიდნენ, კეთილისა მისგან თანა-მოღუაწისა,
325. პირველად ასპარეზთაჲ მათ [...] აღსრულებულისაჲ მის ზეცად და მარჯულ ღმრთისა და მამისა დაჯდომისა და მერმე აღსასრულსა სოფლისასა მსაჯულად გამოჩინებისა.
326. თანა-აც ქადაგთა მათ მისთა წინაჲსწარმოსლვად რამეთუ კეთილად ჴელითა მალაქია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა იტყჳს:
327. „მივავლინო თქუენდა ელია თეზბელი წინაჲსწარ მოსლვადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა,
328. რომელმან მოაქცინეს გულნი მამათანი შვილთა მიმართ და დაუმორჩილებელნი მეცნიერებასა სიმართლისასა.
329. ნუუკუე მოვიდე და დავსცე ქუეყანაჲ ერთბამად“.
330. აწ ესენი მოვიდენ და ქადაგებდენ განმზადებულთა მათ ყოფადთათჳს, ზეცით გარდამო ქრისტეს გამოჩინებისა მისთჳს, რომელნი ჰყოფდენცა სასწაულებსა და ნიშებსა;
331. ვინ უწყის გან-ხოლო-თუ-აკრძალნენ და მოაქცინენ კაცნი სინანულად გარდარეულებათა მათ უკეთურებათა და უშჯულოვებათა მათთათჳს.
332. რამეთუ იტყჳს იოვანეცა: „მივსცნე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა რომელნი წინაჲსწარმეტყუელებდენ, დღენი ათას ორას და სამეოც, შემოსილნი ძალითა“.
333. ესე არს კერძოჲ შჳდეულისაჲ მის, რომელ თქუა დანიელ: „ესე არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი იგი სასანთლენი, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ქუეყანისა.
334. და თუ ვისმე უნდეს მათა ვნებად, ცეცხლი გამოჴდეს პირისაგან მათისა და შეჭამნეს მტერნი მათნი.
335. ამათ აქუნდეს ფლობა დაჴსვად ცისა, რაჲთა არა იყოს წჳმაჲ დღეთა წინაჲსწარმეტყუელებისათა
336. და ჴელმწიფებაჲ აქუნდეს წყალთა ზედა გარდაქცევად სისხლად და დაცემად, ქუეყანისა ყოვლითა დაცემითა რაუდენცა უნდეს.
337. და რაჟამს აღასრულონ სრბაჲ მათი და წამებაჲ მათი, – რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი? –
338. „მჴეცი იგი, რომელ გამოვიდოდა ზღჳსა მისგან, ბრძოლა-სცეს მათ და ერეოდის მათ და მოწყჳდნეს იგინი“, მისთჳს, რამეთუ არა ინებონ დიდებისა მიცემად მჴდომსა მას,
339. ესე არს რომელ-იგი აღმოჴდა მცირჱ იგი რქაჲ, რომელმან აღიმაღლოს გული თჳსი, აღმაღლდეს და განიდიდებდეს თავსა თჳსსა ვითარცა ღმერთი;
340. სდევნიდეს წმიდათა და ჰგმობდეს ქრისტესა, ვითარცა იტყჳს დანიელ: „ვხედევდ რქასა მას, და აჰა, თუალნი ვითარცა კაცისანი, და პირი იყო და იტყოდა დიდ-დიდსა.
341. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა.
342. და რქაჲ იგი ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ და განძლიერდებოდა მათ ზედა,
343. ვიდრემდე მოისპო მჴეცი იგი და წარწყმდა და ჴორცნი მისნი მიეცნეს დასაწუველად ცეცხლსა“.
344. არამედ რამეთუ თანა-გუაც სრულიად გამოძიებად მისთჳს და თხრობად,
345. და ვითარცა სული იგი წმიდაჲ რიცხჳთ რაჲთმე სახელსა მასცა გამოაცხადებს, განცხადებულად მისთჳს გითხრათ.
346. რამეთუ იტყჳს იოვანე ესრე: „და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, რომელი გამოვიდოდა ქუეყანით და დგეს ორნი რქანი მსგავსად კრავისა, და იტყოდა, ვითარცა ვეშაპი.
347. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ჰყოფდა წინაშე მისა.
348. და დადვას ქუეყანაჲ და მკჳდრნი მისნი, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისაჲ განიკურნა წყლულებაჲ თჳსი.
349. და ჰყოფდეს სასწაულსა დიდ-დიდსა.
350. რამეთუ ცეცხლიცა აწჳმოს რეცათუ ზეცით ქუეყანად თუალთა წინაშე კაცთა და შეიცთუნნეს მკჳდრნი ქუეყანისანი სასწაულთა მათთჳს,
351. რომელ მიეცნენ მას ყოფად წინაშე მჴეცისა მის, რამეთუ ჰრქუას მკჳდრთა ქუეყანისათა გამოსაქმედ ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა აქუნდეს წყლულებაჲ მახჳლითა და დადგა.
352. და მიეცა სული ხატსა მას მჴეცსა და იყოს, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მას მჴეცსა მოწყდენ, და ყვნეს თჳსა მცირენი და დიდ-დიდნი,
353. შეურაცხნი და დავრდომილნი, აზნაურნი და მონანი, რაჲთა დაიდვან ნიში ზედა მარჯუენესა ჴელსა თჳსსა და შუბლსა თჳსსა,
354. რაჲთა არავის ეუფლოს არცა მოსყიდად, არცა მისყიდად, რომელსა არა აქუნდეს სასწაულად სახელი მჴეცისაჲ მის და გინა თუ რიცხჳ [სახელ]ისა მისისაჲ.
355. ესე არს გულისხმისყოფაჲ; რომელსა აქუნდეს გონებაჲ, ცანნ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ქართველთა ენად ექუსას სამეოც და ერთი“.
356. აწ მჴეცი იგი, რომელ გამოვიდოდა ქუეყანით, ჴელმწიფებასა მას მჴდომისასა იტყჳს,
357. რომელ აღდგომად არს და ორთა მათ რქათა მან და რომელ-იგი მის თანა ცრუ წინაჲსწარმეტყუელ არს.
358. და რომელ-იგი თქუა: „რქანი იგი იყვნეს ვითარცა კრავისანი“, რამეთუ მსგავსებად ეგულების ძესა ღმრთისასა თავით თავისა განდიდებითა.
359. და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ „იტყოდა ვითარცა ვეშაპი“, რამეთუ მაცთურ არს და არა არს ჭეშმარიტ.
360. „და ჴელმწიფებას პირველისა მის მჴეცისასა ყოველსავე ჰყოფდეს.
361. და დადვას ქუეყანაჲ და მკჳდრნი მისნი, რაჲთა თაყუანის-სცემდენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისაჲ განიკურნა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ“:
362. ამას მოგუასწავებს მსგავსად აგჳსტეს შჯულისა მის, რომლისაგან მეუფებაჲ იგი ჰრომელთაჲ დაემტკიცა, ეგრეცა ამას სძლოს.
363. ჰროა[რ]დაგებითა ბრძანებაჲ განსცეს, თავისა თჳსისა განდიდებითა.
364. რამეთუ ესე არს მჴეცი იგი მეოთხჱ, რომლისაჲ შეიმუსრა თავი მისი და მერმე განიკურნა დაჴსნისა მისისათჳს და შეურაცხებისა და ათად ნაწილად განყოფისა,
365. რომელ-იგი სამე მზაკუვარი იყო, და რეცა თუ განიკურნოს და განახლდეს.
366. რამეთუ ესე თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მისგან ჩას რამეთუ „მისცეს საშუმინველი კერპსა მას და იტყოდის ხატი იგი მჴეცისაჲ მის“ – ამისთჳს,
367. რამეთუ საქმედ შედგეს და განძლიერდეს, ხოლო გულისხმისმყოფელისაგან ღმრთისა შეიმუსრა და იტანჯა და იქმნა მატლთა შესაჭმელ და იცვალა ამიერ ცხორებით.
368. და თუ უნდეს ვისმე ამისი სრულიად გულისხმისყოფაჲ, – წერილ არს „მაკაბელთასა“.
369. ხოლო აწ რაჲ ესე წინა გჳც, ამასვე ვიტყოდით.
370. რამეთუ იგიცა ეგრე სახედვე აჭირებდეს წმიდათა მათ, რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი და მოციქული ესრეთ: „რომელსა აქუნდეს გულისხმისყოფაჲ,
371. აღრაცხენ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ექუსას სამეოც და ერთ“.
372. ხოლო აწ სახელისა მისისათჳს ვერას ჭეშმარიტად გამოთქუმად ვჰპოვებთ.
373. ხოლო ვერ გულისხმა-ვყავთ, და გუეუწყა მისთჳს ნეტარისა მის იოვანესგან.
374. და ვითარ ვჰგონებთ, რამეთუ გამოჩინებასა მას მისსა აჩუენოს ჟამმან გამოძიებული ესე, რამეთუ რავდენ გულისხმა-ვჰყოფთ, პრკოლვილად ვთქუათ.
375. აწ მრავალსა სახელსა ვჰპოვებთ მისსა, რომელნი რიცხუსა მას ქუეშჱ არიან, და ვითარ არს, მოვედით და ვთქუათ,
376. რომელ-იგი ყოვლითავე არს დაძუელებულ დასაბამითი სახელი მისი, რამეთუ სახელი ესე მითვე რიცხჳთა დაჴსულ არს და სხუაჲცა მრავალი სახელი შეგუვებულად მისა იპოვების.
377. არამედ ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ, ვითარმედ განიკურნა წყლულებაჲ მჴეცისაჲ მის პირველისაჲ
378. და იტყოდის განძლიერებული, განცხადებულ არს, რამეთუ რომელთა იგი აქუს აქა ჟამამდე, რომელ არიან ლატინელნი.
379. აწ ერთისა კაცისა სახელი მიიცვალოს მისა ლატინოს აწ კრძალვით სათქუმელ არს ესე წინაჲწარ, რამეთუ ადვილ არს ესე და არცა უმეცარ ყოფად,
380. რამეთუ ვერ ეგების სხუად რაჲმე თქუმად, არამედ დადებად ზრახვისა მის ღმრთისაჲსა გულსა შინა შიშით დამარხულად პატივით,
381. რამეთუ ნეტართაჲ მათ წინაჲსწარმეტყუელთაჲ თქუმული ესე ყოფილთაჲ მათ და ყოფადთაჲ მათ წინაჲსწარ-უწყებითა, ნუმცა ვსცთებით.
382. რამეთუ მოწევნულ ჟამი იგი, და იგი თავადი, რომლისათჳს თქუმულ არს ესრე, გამოჩნდეს და სახელი ესე მრჩობლად ყოველთა მიეუწყოს.
383. და რაჲთა არა ამით სიტყჳთა ხოლო დავიმორჩილნეთ იგინი, რომელნი ღმრთისათა მათ ბრძანებათა იკითხვიდენ.
384. ვაჩუენოთ სხუათაგანცა თქუმულთა, რამეთუ იტყჳს დანიელ: „და ესე არიან რომელნი განერნენ ჴელთაგან მისთა: ედომ და მოაბ, და ძენი იგი ამონისნი“.
385. რამეთუ ესე არიან, რომელნი შემწე ეყვნენ მას ნათესაობისა მისთჳს და მეუფედ მათ ზედა გამოჩინებითა.
386. რამეთუ იდუმიელნი ძენი არიან ესავისნი და ამონ და მოაბ,
387. რომელნი-იგი ორთა მათ ასულთა ლოთისთაგან იყვნეს შვილნი, რომელთაჲ-იგი ნათესავი მოაქაჟამამდე დგას და ელის.
388. რამეთუ იტყჳს ესაია: „და ფრინვიდენ ნავებითა უცხოთესლთაჲთა ზღუასა შინა და რომელნი იგი მზის-აღმოსავალით არიან,
389. რამეთუ მოაბ პირველ ჴელცემულ იყოს მისა, და ორნი იგი ძენი ამონისნი დაემორჩილნენ მას“.
390. აწ ესე მას ჟამსა მათ გამო განჩინებულ და მძლე ბრძოლისა ღუაწლსა შინა იყოს სამთა მათ რქათა ათთა მათგან განფხურილთა,
391. რომელნი არიან მეგჳპტელნი, ლუბიელნი და ეთიოპელნი, წარმოტყუენნეს და წარწყმიდნეს.
392. და სხუათა მათ შჳდთა რქათა დაშთომილთა ზედა იწყოს აღმაღლებად გულითა და განლაღებად ღმრთისა მიმართ რეცა ყოველსა სოფელსა ზედა ფლობითა.
393. ხოლო მიმართებაჲ მისი პირველ ზედა ტჳროსსა და ბორიტონსა და გარემო სოფლებსა მას, რამეთუ პირველ მათისა მის დაცემისათჳს სხუათა ზარი და შიში მიემთხჳოს.
394. ვითარცა იტყჳს ესაია: „ჰრცხუენოდენ სიდონსა, თქუა ზღუამან და ძლიერებამან ზღჳსამან თქუა:
395. არა მელმოდა და არა ვშევ და არა განვზარდენ ჭაპუკნი და არცა აღვამაღლენ ქალწულნი.
396. ხოლო რაჟამს ესმეს ეგჳპტესა, სალმობამან შეიპყრნეს იგინი ტჳრესათჳს“.
397. აწ ყოფადთა მათთჳს, საყუარელნო, და სამთა მათ რქათა შემდგომად მათსა გამართ განფხურილთა იწყოს მათ ზედა და ღმრთად თავსა თჳსსა გამოაჩინებდეს,
398. ვითარცა თქუა წინაჲსწარ ეზეკიელ: „ამისთჳს, რამეთუ აღიმაღლე გულითა შენითა და სთქუ, ვითარმედ: ღმერთ ვარი მე“;
399. და ესაია იტყჳს ეგრევე: „შენ თქუ გულსა შენსა: ცად აღვჴდე და ზედა ვარსკულავთა დავიდგნე საყდარნი ჩემნი და ვემსგავსო მაღალსა;
400. ხოლო აწ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე და ქუესკნელთამდე ქუეყანისათა“;
401. და ეზეკიელ იტყჳს: „ჰრქუა შენ მკლველთა მათ შენთა, ვითარმედ: ღმერთ ვარ მე, და შენ კაც ხარ და არა ღმერთ“.
402. აწ გამოცხადებულთა ამათ სიტყუათათჳს და ნათესავისა მისისათჳს და გამოცხადებისა მისისათჳს
403. და წარწყმედისა მისისათჳს და სახელისა მისისათჳს ზრახვით გამონიშულისა ვიხილნეთ საქმენიცა მისნი.
404. რამეთუ მოუწოდის ყოველსა მას ერსა და შეკრიბნეს ყოველთაგან სოფელთა განბნეულნი თჳსად შვილად გამოჩემებითა მუნვე,
405. და შენებად სოფლისა მის და აღმართებად მათა ტაძრისა მის, რამეთუ მათგან ვითარცა თაყუანისცემასა მიიღებდეს,
406. ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „შეკრიბოს ყოველივე ძალი თჳსი აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე.
407. რომელთა უწოდის და რომელთა არა უწოდის, მივიდენ მისა“.
408. და იერემია იგავად წარმოიღებს და იტყჳს ესრე: „ჴმა-ყო კაკაბმან და შეიკრიბნა მართუენი, რომელ არა შვნა, ყოფად სიმდიდრისა თჳსისა არა სამართლად;
409. და ზოგებასა ოდენ დღეთა მისთასა დაუტევონ იგი და იყოს აღსასრულსა თჳსსა უგუნურ“.
410. აწ არაჲ ავნოს წინადადებულისა მისთჳს, რამეთუ სახესა მას ცხოველისასა გჳთხრობს,
411. რომლისათჳს არათუ ცუდად რაჲ წინაჲსწარმეტყუელმან გამოაცხადა სახჱ ცხოველისაჲ მის იგავად წარმოღებითა.
412. ხოლო კაკბისა მისთჳს, რამეთუ ცუდად მოქადულ არს, რაჟამს იხილნის სხჳსა კაკბისა მართუენი მარტოდ განფრინებულნი საძოვრად,
413. ამსგავსის უცხოჲსასა მას მამისა ჴმასა, უჴმობნ სხჳსათა მათ მართუეთა, ხოლო მათ ჰგონიენ თჳსი იგი მამაჲ და მირბიედ მისა,
414. ხოლო იგი უკრკჳნავნ და გარემო უვალნ უცხოჲსათა მათ მართუეთა ვითარცა თჳსთა.
415. ხოლო რაჟამს მიიწიის ჭეშმარიტი იგი მამაჲ და ჴმა-ყვის თჳსითა მით ჴმითა, ცნიან მართუეთა მათ, დაუტევიან ახალი იგი და მივიდიან ჭეშმარიტისა მის მამისა.
416. მსგავსად ამისა წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს ანტჱქრისტესთჳს,
417. რამეთუ მიუწოდის კაცებასა მას, უცხოთა მათ თჳსად ყოფად უნდეს, ჴსნასა ყოველთა ცუდად აღუთქუმიდეს და თავისა თჳსისა განრინებად ვერ შემძლებელ იყოს.
418. აწ მან შეკრიბნეს რომელ-იგი ყოველსა ჟამსა დაუმორჩილებელ არიან ღმრთისა ერნი,
419. იწყოს მათგან თაყუანისცემულმან მან დევნად წმიდათა მათ, რომელნი-იგი მტერ და მჴდომ არიან მისა.
420. ვითარცა იტყჳს მაცხოვარი: „მსაჯულ ერთ იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა;
421. და ქურივი ერთი იყო მასვე ქალაქსა, ევედრებინ მას და ეტყჳნ: მისაჯე მე მოვალისა მისგან ჩემისა.
422. ხოლო მას არა ჰნებავნ სმენად ვიდრე ჟამ რავდენმე.
423. და შემდგომად მოვიდა გონებასა თჳსსა და თქუა: ღმრთისაგან თუ არა მეშინის და არცა კაცთაგან მრცხუენის, რამეთუ მარადის მაწყინებს მე ქურივი ესე, ამის გამო თუ უსაჯო მას“.
424. აწ მსაჯული იგი სიცრუვისაჲ, რომელსა არა ღმრთისაგან ეშინოდა და არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა, ჭეშმარიტად ანტჱქრისტესთჳს იტყჳს,
425. და რამეთუ შვილ არს იგი ეშმაკისა, იწყოს ჴელმწიფებად
426. და აღდგომად პირსა წინაშე ღმრთისასა, რომელსა ნანდჳლვე არცა ღმრთისა ეშინოდის და არცა კაცთა ჰრცხუენოდის და რეცა თუ მსაჯულ იყოს ყოველთაჲვე ერთბამად.
427. ხოლო ქურივისა მისთჳს რომელსა იტყჳს, ვითარმედ იყო ქალაქსა მას შინა, თავადსა იჱ˜ლსა იტყჳს, რომელი აქამომდე არს ქურივ,
428. დაუტევებიეს ზესკნელი იგი სიძჱ მისი, შურსა ეძიებს კაცითა ერთითა მოკუდავითა რეცა ცხორებად ქრისტესგან, ვითარცა მო[სა]ჯულსა და არა მჴსნელსა.
429. ვერ გულისხმაყოფილ თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ:
430. „ამისთჳს, რამეთუ არა დაემორჩილნეს ჭეშმარიტებასა მას, მაშინ ეტყოდის ერსა მას და იერუსალჱმსა მაცთურებაჲ“.
431. და ესაია – ეგრევე: „ამისთჳს, რამეთუ არა ენება ერსა მას სუმად წყალი იგი სილოვამისაჲ რომელი ვალს მდუმრიად,
432. არამედ გამოირჩიეს მეუფედ მათ ზედა რაასინ მეფე ასურასტანელთაჲ“.
433. და მეუფედ ასურასტანელთა იგავით ანტექრისტესა იტყჳს, ვითარცა იტყჳს სხუაჲცა წინაჲსწარმეტყუელი:
434. „და იყოს, რომელ-ესე ჩემგან არს მშჳდობა, რაჟამს ასურასტანელი იგი მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა და მოიწიოს საზღვარსა თქუენსა“,
435. და მოსეცა იტყჳს ეგრჱთვე, წინაჲსწარუწყებით,
436. ვითარმედ განმზადებულ არს არა დამორჩილებად, არამედ განშორებად და განგდებად ჭეშმარიტისა მის სოფლისა მჴსნელისა,
437. და დამორჩილებად მაცთურსა მას ქუეყანისა მეუფესა, და ზეცისაჲსა მის შეურაცხის-ყოფად.
438. იტყჳს ესრე: „არა აჰა ესერა ესე ყოველი დამიკრებიეს, ბეჭდული მარხულ არს საუნჯესა ჩემსა? დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსა შეუცთენ ფერჴნი მათნი“.
439. აწ შესცთეს ყოვლითავე და არცა ერთითა რაჲთ ერთობითა ჭეშმარიტებასა მას შინა პოვნილ, არცა შჯულითა მით, რამეთუ გარდამავალ შჯულის იქმნნეს
440. და არცაღა წინაჲსწარმეტყუელთა მათ, რამეთუ მოწყჳდნეს იგინი,
441. და არცა სახარებისასა მას ჟამსა, რამეთუ თავადი იგი მჴსნელი ჯუარს-აცუეს
442. და არცა მოციქულთა მათ დაემორჩილნეს, რამეთუ იგი თავადი სიკუდილდ მისცეს, ყოველსა ჟამსა განმაოტებელ და მაგინებელ ჭეშმარიტებისა ყოფილ, ღმრთის მოძულებისა,
443. რომელთაცა შემსგავსებულად მიეგოს, რომელსა ჟამსა შურისგებაჲ კაცისა ერთისა მოკუდავისაგან უნდეს პოვნად,
444. რომლისა გამო იგინიცა განითხინენ; რამეთუ იკადრეს ესრეთ დიდ-დიდთა ყოფად, აღდგომილ ზედა მონათა მათ ღმრთისათა,
445. რომელთა გამო განსავსჱ გულისწყრომითა იწყოს ჰროარტაკებისა მიწერად წმიდათა მათ ყოველთა და მერმე მოსრვად,
446. რომელთა არა ინებონ მსახურებად მისა და თაყუანისცემად ვითარცა ღმერთსა
447. და „ვაჲ ქუეყანასა მას ნავთასა ფრთენი [...], რომელი წარავლინებს ზღუასა ზედა მოციქულთა და წიგნებსა ქარტითა ნათესავთა მიმართ დრკუთა
448. და ერისა მიმართ უჴმარისა-; ვისა მოსავ ერი იგი, რომელ წიაღ დამკჳდრებულ არს და ქუეყანასა ზედა დატკებნულ?“
449. ხოლო ჩუენ რომელნი-ეგე ვესავთ ძესა მას ღმრთისასა, ვიდევნებით და ვიჭირვით ურწმუნოთაგან,
450. რამეთუ ნავთა ფრთე არიან ეკლესიანი და ზღუა – სოფელი ესე, რომელსა ეკლესიაჲ, ვითარცა ნავი ზღუასა შინა, რორინებნ ზამთრისათა მათგან ღელვათა.
451. ხოლო არა წარწყმდების, რამეთუ თანა-არს მეცნიერი იგი მენავეთმოძღუარი ქრისტე.
452. და აღუღებიეს და აქუს მძლჱ იგი სიკუდილისაჲ, რომელ არს ჯუარი იგი ქრისტესი,
453. რამეთუ არს თავი იგი მისი აღმოსავალ და შემდგომი მისი დასავალ და საშუვალი იგი მისი დღჱ შუვა.
454. და ორნი იგი მჴარნი მისნი – ორნი იგი მცნებანი, და ზომნი მიმოგანბმულ – სიყუარული ქრისტესი, რომელი-იგი დაამტკიცებს ეკლესიასა.
455. და მოტჳრთჱ, რამეთუ აქუს ვითარცა ავაზანი ზესკნელისაჲ მის შობისაჲ განახლებითა, რომელთა ჰრწამს.
456. და აფრა მბრწყინვალჱ ამისი – სული იგი წმიდაჲ ზეცით გარდამო, რომლითა აღიბეჭდვიან,
457. რომელთა ჰრწამს ღმერთი; შემდგომად მას და ხარისხ რკინის – მცნებანი იგი ქრისტესნი წმიდანი, ვითარცა რკინაჲ მტკიცჱ არიან.
458. და ჰქონან მენავენი მარჯულ და მარცხლ – წმიდანი იგი ანგელოზნი მსახურად, რომელნი-იგი მ˜ს ღუწიან და დაცვული დგას ეკლესიაჲ;
459. და კიბენი მას შინა რომელი სიმაღლესა მას სრულსა მიჰყავს და მიაწევს ვითარცა სახედ სლვათა მათ ქრისტესთა, მიზიდვად მორწმუნეთა აღსავალთა მათ ზეცისათა.
460. ხოლო აფრის განმმარტებელნი ზედა სუეტსა მას მაღალსა ქებულნი არიან დასნი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი
461. და მოციქულთანი და მოწამეთანი, სასუფეველსა ქრისტესსა განსუენებულნი.
462. აწ დევნათა მათთჳს და ჭირისა მისთჳს, რომელ ყოფად არს ზედა ეკლესიათა, რამეთუ იოვანეცა იტყჳს ესრჱ
463. : „და ვიხილჱ სასწაული დიდი და საკჳრველი: დედაკაცსა ერთსა შეემოსა მზჱ და მთოვარჱ ქუეშჱ ფერჴთა მისთა და ზედა თავსა მისსა გჳრგჳნად ათორმეტნი ვარსკულავნი.
464. და ჴმობს სალმობითა შობადითა და იურვის შობად.
465. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელი-იგი განმზადებულ არს შობად, რაჲთა რაჟამს შვეს ძჱ, შთანთქას.
466. და შვა წული, რომელი-იგი განმზადებულ არს მწყსად ყოველთა ნათესავთა.
467. და მიიტაცა ძჱ იგი მისი ღმრთისა და საყდარსა მისსა.
468. და სივლტოლაჲ დედაკაცისაჲ მის იყო უდაბნოდ, სადა-იგი განმზადებულ არს მისა ადგილ ღმრთისა მიერ, რაჲთა იზარდოს მუნ ათას ორას და სამეოც დღჱ“.
469. „და ვითარცა იხილა ვეშაპმან მან, დევნა უყო დედაკაცსა მას, რომელმან-იგი შვა წული.
470. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი, ვითარცა ორბისა დიდისანი,
471. რაჲთა განფრინდეს უდაბნოდ და რაჲთა იზარდოს მუნ ჟამ ერთ და ორ ჟამ და კერძოსა ჟამისასა პირისაგან მის გუელისა.
472. და წარმოსთხია გუელმან მან პირისაგან თჳსისა წამალი ძლიერი, რაჲთამცა წარღუნა იგი.
473. და შემწე-ექმნა ქუეყანაჲ დედაკაცსა მას და აღაღო პირი თჳსი და შთანთქა წყალი იგი, რომელ დასთხია ვეშაპმან მან პირისაგან თჳსისა.
474. და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს.
475. და მივიდა და ბრძოლა უყო სხუასა ნათესავსა მისსა, რომელნი ჰყოფენ მცნებასა ღმრთისასა, და იმარხვენ წამებათა იესუჲსთა“.
476. აწ დედაკაცსა მას, რომელსა შეემოსა მზჱ, განცხადებულად ეკლესიასა იტყჳს, რომელსა შეუმოსიეს სიტყუაჲ იგი მამული, რომელი მზისა უბრწყინვალეს არს.
477. და რომელ-იგი თქუა: „მთოვარჱ ქუეშჱ ფერჴთა მისთა“ – რამეთუ ზეცისაჲთა მით დიდებითა შემკულ არს.
478. და რომელ-იგი თქუა: „ზედა თავსა მისსა ათორმეტნი ვარსკულავნი გჳრგჳნად მოდგმულ“ – ათორმეტთა მათ მოციქულთა იტყჳს, რომელთა მიერ დამტკიცებულ არს ეკლესიაჲ.
479. „და მიდგომილი ღაღადებს, ვითარცა შობადი და იურვის შობად“,
480. რამეთუ მარადის არა დასცხრების გამოშობად გულისაგან სიტყუასა მას, დაღაცათუ სოფელსა შინა ურწმუნოთაგან იდევნების.
481. და რომელ-იგი თქუა: „შვა ძჱ – იგი არს, რომელი განმზადებულ არს დამწყსად ყოველთა ნათესავთა ყრმაჲ იგი
482. და სრული ქრისტე, ძჱ იგი ღმრთისაჲ, ღმერთი, რომელი კაცადცა გუეჩუენა, რომელსა ვითარცა შობითა ეკლესიაჲ ასწავებს ყოველთა ნათესავთა.
483. და რომელ-იგი თქუა: „მიიტაცა ძჱ იგი, მისი ღმრთისა და საყდარსა მისსა“ – რამეთუ ზეცისა მეუფე არს და არა ქუეყანისაგან ძჱ იგი მის მიერ მარადის იშუებს,
484. ვითარცა-იგი დავით წინაჲსწარ ღაღადებს და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშჱ ფერჴთა შენთა“.
485. და რომელ-იგი თქუა: „იხილა ვეშაპმან მან და დევნა უყო დედაკაცსა მას, რომელმან შვა წული იგი, და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი ვითარცა ორბისა დიდისანი
486. და რაჲთა განფრინდეს უდაბნოდ და იზარდებოდის მუნ ჟამ ერთ და ჟამ ორ და კერძოსა ჟამისასა პირისაგან მის გუელისა“ –
487. ესე არიან ათას ორას და სამეოცნი დღენი, კერძოჲ იგი შჳდეულისაჲ, რომელსა უფლებდეს მჴდომი იგი, და რომელთა დღეთა სდევნიდეს ეკლესიათა,
488. რამეთუ იდევნებოდიან ქალაქითი ქალაქად და უდაბნოთა და მთათა შინა ემალვოდიან.
489. და რომელ-იგი თქუა: „ორნი ფრთენი, ვითარცა ორბისა დიდისანი“ – ესე თავადი არს იესუ ქრისტე: ჴელთაჲ მათ, რომელ განიპყრნა ჯუარსა ზედა,
490. აღიპყრ[ნ]ა ორნი იგი ფრთენი მარჯულ და მარცხლ, წოდებითა მისა ყოველთა, რომელთა ჰრწამს იგი და დაფარვითა, ვითარცა მფრინველი მართუეთა თჳსთა.
491. რამეთუ ჴელითა მალაქიაჲსითა იტყჳს: „და თქუენ მოშიშთა სახელისა მისისათა გამოგიბრწყინდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ და კურნებაჲ ქუეშჱ ფრთეთა მისთა“.
492. იტყჳს თავადი უფალიცა: „რაჟამს იხილოთ ბილწი იგი უდაბნოჲსაჲ, რამეთუ ჯდეს იგი წმიდასა ადგილსა – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ მას ჟამსა,
493. რომელნი-იგი ჰურიასტანს იყვნენ, წარივლტოდედ მთად, და რომელნი ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენედ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა
494. და რომელი ველსა იყოს, ნუ უკუნ-იქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა; ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოვებდენ ყრმებსა მათ დღეთა შინა,
495. რამეთუ იყოს მას ჟამსა ჭირი დიდი, რომელი არა ყოფილ-არს დასაბამითგან სოფლისაჲთ, არცა ყოფად არს; და თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი კაცი.
496. ხოლო დანიელ იტყჳს: „და მიეცეს სასწაული საძაგელსა მას უდაბნოჲსასა ათას ორას და სამეოც დღჱ.
497. და ნეტარ არს, რომელმან დაუთმოს და მიიწიოს დღეთა მათ ათას სამას ოც და ათხუთმეტთა“.
498. ხოლო ნეტარი იგი პავლჱ მისწერს თესალონიკელთა მიმართ: „გაუწყებ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენსა მას მისა ერთად შეკრებასა:
499. ნუ აღიძრვით გონებითა თქუენითა ნუცა აღირღუევით ნუცა სულითა ნუცა სიტყჳთა და ნუცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმედ აჰა მოწევნულ არს დღჱ იგი უფლისაჲ.
500. ნუვინ თქუეს შეგიტყუვებნ ნურარაჲთ, უკუეთუ არა მოვიდეს პირველ მაცთური იგი და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოვებისაჲ,
501. შვილი იგი წარწყმედისაჲ, მჴდომი იგი განლაღებული ყოველთა ზედა სახელდებულთა ღმრთად, გინა თუ სამსახურებელ რაჲმე,
502. ვიდრე შესლვადმდე მისა და დაჯდომად ტაძარსა მას ღმრთისასა და ჩუენებად თავისა თჳსისა, ვითარცა ღმერთი.
503. არა გაჴსოვს, ვიდრე-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ? ხოლო აწ რომელი-იგი დგას საშუვალ, ვიტყჳთ და გამოჩინებად მისა თჳსსა მას ჟამსა.
504. ხოლო ზრახვაჲ იგი უშჯულოვებისაჲ აწვე განძლიერებულ არს, და რომელ დგას აწ, ვიდრე აღიღოს შორის.
505. და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან განლიოს და წარწყმიდოს გამოჩინებითა მოსლვისა მისისაჲთა,
506. რომლისაჲ-იგი მოსლვაჲ არს ძალითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითა ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და სასწაულებითა სიცრუვისაჲთა
507. და ყოვლითა შეტყუვილითა წარწყმედისაჲთა მისთჳს, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ არა შეიწყნარჱს.
508. ამისთჳს მოუვლინოს ღმერთმან მათ ზედა სული იგი მაცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს ტყუვილი იგი ცრუჲსაჲ მის,
509. და რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ მისი, არამედ სათნო-იყვეს სიცრუვე“.
510. და ესაია იტყჳს: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს მან დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ“.
511. აწ ამათთჳს, საყუარელნო, და ერთისა მის შჳდეულისაჲ ორგან განყოფისა, და ბილწისა მის უდაბნოჲსაჲ მას ჟამსა გამოჩინებულისაჲ,
512. და ორთა მათ წინაჲსწარმეტყუელთა და ქადაგთა უფლისათა თჳსთა მათ სრბათა აღსრულებისა,
513. და ერთბამად ყოვლისა სოფლისა აღსრულებისა მიერითგან ყოფილთაჲ მათ, რაჲ მე დაშთომილ იყოს, საყუარელნო,
514. არამედ მოსლვაჲ იგი უფლისაჲ და მჴსნელისა ჩუენისა ქრისტესი, ძისა მის ღმრთისაჲ, ზეცით, რომელსა-იგი მოველით?
515. რომლისა წინაშე აღატყდებოდის ცეცხლი შემწუველი და საშჯელი იგი სიმართლისაჲ ყოველთა ზედა რომელთა არა ჰრწმენა მისი.
516. და რამეთუ იტყჳს უფალი: „ვითარცა აღესრულებოდის ესე ყოველი ყოფად, აღიხილენით თუალნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი“.
517. „და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს“.
518. „რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალამდე,
519. ეგრჱთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ; რამეთუ სადაცა ვრდომილ იყოს მძური იგი მუნცა შეკრბეს ორბები“.
520. ხოლო ვრდომაჲ იგი იყოს სამოთხესა მას, რომლისაგან ადამი შეიტყუვა და გამოვარდა.
521. და მერმე იტყჳს: „წარავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთა მათგან ქართა ცისათა“.
522. და დავით წინაჲსწარ გჳჩუენებს განკითხვათა მათთჳს და გამოჩინებისა მისთჳს უფლისა და იტყჳს:
523. „ცის კიდითგან არს გამოსავალი მისი და განსასუენებელი მისი ვიდრე კიდედმდე მისა; და არა არს ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა“ ხოლო სიცხეს აღტყინებასა მას ცეცხლისასა იტყჳს.
524. და ესაია იტყჳს ესრე: „წარვედ, ერო ჩემო, შევედ საუნჯესა შენსა, დაემალე წუთ ერთ, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ იგი უფლისაჲ“.
525. და პავლჱ იტყჳს ესრევე: „რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ზედა ყოველთა უღმრთოვებათა
526. და უშჯულოვებასა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ იგი უფლისაჲ სიცრუვით აქუს“.
527. აწ აღდგომისა მისისათჳს და სასუფეველისა წმიდათაჲსა იტყჳს დანიელ: „და მრავალნი, რომელნი მიწასა ქუეშჱ არიან,
528. აღდგენ, რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ და რომელნიმე საყუედრელად და სირცხჳლად საუკუნოდ“.
529. და ესაია იტყჳს: „აღდგენ მკუდარნი, აღემართნენ, რომელნი არიან სამარებსა, რამეთუ ცუარი იგი, რომელ შენგან არს, საკურნებელ არს მათა“.
530. ხოლო უფალი იტყჳს: „მრავალთა მას დღესა ესმოდის ჴმაჲ ძისა მის ღმრთისაჲ, და რომელთა-იგი ესმოდის, ცხოვნდენ“.
531. და წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „განიღჳძე, რომელსა ეგე გძინავს, აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან“.
532. ხოლო იოვანე იტყჳს: „ნეტარ იყოს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას პირველსა: ესევითართა ზედა მეორჱ იგი სიკუდილი არა უფლებდეს,
533. რამეთუ მეორჱ იგი სიკუდილი არს ალი იგი ცეცხლისაჲ“.
534. რამეთუ უფალიცა იტყჳს: „მას ჟამსა მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ სასუფეველსა ცათასა“;
535. რამეთუ გამოჩნდენ დიდებითა თჳსითა და წმიდათა მათ ჰრქუას: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო,
536. და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენდა სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“.
537. და უკეთურთა მათ ჰრქუას: „წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს მამისა ჩემისა მიერ ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთა“.
538. და იოვანე იტყჳს: „წარვიდენ მემრუშენი და გრძნეულნი და მეძავნი და მესისხლენი და კერპთმსახურნი და ყოველნი რომელნი ჰყოფენ
539. და უყუარს სიცრუვჱ, რამეთუ ნაწილი მათი არს გეჰენიაჲ იგი ცეცხლისაჲ“.
540. ეგრეცა ესაია იტყჳს: „განვიდენ და იხილნენ ძუალნი კაცთა მათ შეცოდებულთანი რამეთუ მატლი მათი არა დასცხრეს და ცეცხლი მათი არა დაშრტეს
541. და იყვნენ თითის საჩუენებელ ყოვლისა ჴორციელისა“.
542. ხოლო პავლჱ აღდგომასა მას მართალთათჳს თესალონიკელთა მიმართ მისწერს:
543. „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს ვითარცა სხუანი იგი, რომელთა არა აქუს სასოვებაჲ.
544. უკუეთუ გრწამს ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი ჴელითა იესუჲსითა მოიყვანნეს მის თანა.
545. ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, რამეთუ თქუენ ცხოველნი ეგე, რომელნი დაშთომილ იყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მისწუთეთ შესუენებულთა მათ,
546. რამეთუ თავადმან უფალმან ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზისაჲთა და ნესტჳთა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს-მიერნი აღდგენ პირველ,
547. და მერმე ჩუენ ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ ერთბამად მათ თანა, აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა,
548. და ესრეთ ყოველსა ჟამსა უფლისა თანა ვიყოფვოდით“.
549. ესე შენდა მცირედ ოდენ წარმოღებულ წმიდათაგან წიგნთა, ვითარცა სულნელთაგან ყუავილთა შექმნულსა გჳრგჳნსა ზეცისასა, მიგიპყრობ საყუარელსა მას ძმასა თეოფილეს,
550. რაჲთა დაიმარხნე სარწმუნოვებით დაწერილნი ესე წინაჲსწარ უწყებითა განმზადებულთა მათთჳს დაუპრკოლებელად შენდა და ღმერთსა
551. და კაცთა დაუმარხნე, მოლოდებითა სანატრელსა მას სასოვებასა და გამოჩინებასა მჴსნელისა ჩუენისა ღმრთისასა, რომელსა აღადგინნეს წმიდანი;
552. ერთბამად მათ თანა იხარებდით, დიდებისა მიცემითა უფალსა იესუ ქრისტესა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.